You are on page 1of 3

შემაჯამებელი წერა N 3 ქართულ ენასა და ლიტერატურაში 4.12.20.წ.

გვარი და სახელი ჩალაძე მარიამი

მე-10 ა კლასი მაქსიმალური ქულა 20 ქ. მიღებული ქულა

გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“

უპასუხეთ კითხვებს:

1.რას ნიშნავს ,,მერჩულე“?

მერჩულე არის საეკლესიო კანონთა მცოდნე, საქრისტიანო სამართლისა და მოძღვრების


მეცნიერი.

2.ვისი სიტყვებია:,,ბრძნად მეტყველებაი ვეცხლი არს წმიდაი,ხოლო დუმილი ოქროი


რჩეულ“?

სოლომონ ბრძენის.

3.ვინ არის ,,ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“ და რას ნიშნავს ეს სიტყვები?

„ზეცისა კაცი და ქვეყნისა ანგელოზი“ არის გრიგოლი და ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ
იგი იყო ღვთისკაცი, ამქვეყნად ანგელოზად მოვლენილი.

4.რატომ შეშინდა გრიგოლი , როცა მღვდლად კურთხევა შესთავაზეს?

იმიტომ, რომ მას არ სურდა ამქვეყნიური პატივი და შიშობდა, რომ უფალი მსგავს რამეს
ფარისევლობაში ჩაუთვლიდა და დასჯიდა.

5.ვინ ამბობს ამ სიტყვებს და როდის:,,აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“?

ამ სიტყვებს გრიგოლი ეუბნება მშობლებს, როდესაც მათ მას მღვდლად კურთხევა


შესთავაზეს.

6.ვისთან ერთად და როდის დატოვა თავისი ქვეყანა წმ,გრიგოლმა?


მას მერე, რაც მშობლებმა გრიგოლის მღვდლად კურთხევა გადაწყვიტეს, მან ქვეყანა
დატოვა. იგი გაიპარა თავის დეიდაშვილ საბასთან, ქრისტეფორესთან და თევდორესთან
ერთად.

7.ვინ გაუწია პირველად წმ.გრიგოლსა და მის ძმებს დახმარება?

ოპიზელმა ძმებმა, განსაკუთრებით კი, მამა გიორგიმ.

8.ვის ემსგავსებოდა წმ. გრიგოლის მოწაფეები და ვის ემსგავსებოდა წმ.გრიგოლი?

მამა გრიგოლის მოწაფეები მას ემსგავსებოდნენ, ხოლო თავად მამა გრიგოლი - ქრისტეს.

9.ვინ ააშენა დედათა მონასტერი გუნათლეს ვანში?

გრიგოლმა.

10.ვინ გაიღო შატბერდში ტაძრის ასაშენებელი სახსრები?

ბაგრატ კურაპალატმა.

11.სად შეიკრიბნენ ეპისკოპოსები,რომ არსენის კათალიკოსობიდან გადაყენების საკითხი


გადაეწყვიტათ?

ჯავახეთში.

12.ვისი მოღვაწეობით დაიწყო საქართველოში მირონის კურთხევა?

ეფრემ დიდის.

13.სად გადამალეს გრიგოლმა და ფებრონიამ აშოტის ,,სიძვის დიაცი“?რატომ მოიქცა


გრიგოლი ასე?

მათ ქალი მერეს დედათა მონასტერში დამალეს. გრიგოლი ასე იმიტომ მოიქცა, რომ
აშოტისათვის დაენახებინა მისი შეცდომა და კვლავ სწორ გზაზე მოებრუნებინა.
14.რომელი ტაძრის დანგრევა დაავალა ანჩის გაეპისკოპოსებულმა ცქირმა ანჩელებს?რით
დამთავრდა ეს საქმე?

ცქირმა ანჩელებს ხანძთის ტაძრის დანგრევა დაავალა. ეს საქმე კრახით დასრულდა,


რადგან ხანძთელი ბერების ლოცვით ღმერთმა სასწაული მოავლინა და ცქირი მოკლა, რის
შედეგადაც მისი ბრძანება გაუქმდა.

15.გრიგოლის თქმით,როგორ უნდა ეცნოთ მისი მოწაფეები?

ერთმანეთისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და ერთობით.

16.რომელი მოწაფე დაემსგავსა სათნოებით გრიგოლს?

ზენონი.

17.რა ერქვა აფხაზეთის მთავარს?

დიმიტრი(დემეტრე).

18.რამდენი წლის გარდაიცვალა გრიგოლი?

102 წლისა.

19.რომელ წელს დაიწერა ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და რა განსხავავებაა ამ


თხზულებასა და ადრე შესწავლილ ნაწარმოებებს შორის?

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ 951 წელს დაიწერა. განსხვავება ადრე დაწერილ


თხზულებებსა და ამ ნაწარმოებს შორის ისაა, რომ იგი ბევრად გავრცობილია, უფრო
მდიდარია მხატვრულად, დაწვრილებით აღგვიწერს წმინდანის ცხოვრებას და მის
თვისებებს უკეთესად გვიხატავს.

20.ვინ დახმარებია გიორგი მერჩულეს თხზულების დაწერაში?

ხანძთის წინამძღოლი და მისი ძმა იოანე.

You might also like