You are on page 1of 17

გიორგი მერჩულე.

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“

I თავი

ბრძნულად ლაპარაკი წმინდა ვერცხლია,ხოლო დუმილი-ბაჯაღლო ოქროო,ამბობდა


სოლომონ ბრძენი.

ჩემი არასრულფასოვნება არ მაძლევს დუმილის უფლებას,რათა გადმოვცე ნეტარი მამისა


ჩვენისა გრიგოლისა და მისი მოწაფეების ღირსეული ცხოვრების შესახებ,რომელიც მოვის -
მინე მისი მოწაფეებისა და მოწაფეთა მოწაფეებისაგან.

ნეტართა შორის გამობრწყინდა ის მადლიანი,სრული სიბრძნით,დიდი მღვდელი და


კარგი გამგებელი,დაუსახლებელი ადგილების ამშენებელი,ზეცაში კაცად და ქვეყანაზე
ანგელოზად მოვლენილი.სანატრელი გრიგოლი იყო სულიერი მამა და
წინამძღვარი,ამშენებელი ხანძთისა და შატბერდის მონასტრებისა,რომლებიც კარგ ნიმუშად
ექცა განდეგილ ბერებს ახალ ტაძართა შენებაში.

იგი იყო შვილი ჭეშმარიტი ღვთისმსახური ოჯახისა და იზრდებოდა ნერსე ერისთავის


სახლში,რადგან იყო ნერსეს ცოლის ძმისშვილი.

გასაკვირი იყო მისი დამოკიდებულება სწავლისადმი.მან სწრაფად დაისწავლა „დავითნი“


და ღვთისმსახურების დროს წარმოსათქმელი წერილები რაც იყო ქართულად,ისწავლა.მრა-
ვალი ენა ისწავლა და ბიბლიური წიგნები ზეპირად დაისწავლა,აგრეთვე წარმართული
ფილოსოფიაც ისწავლა.რასაც გაიგებდა კარგს,ითვისებდა,ხოლო ცუდს მოიშორებდა.მისი
სრულყოფილება ცნობილი გახდა, ხოლო არაქრისტიანულ სიბრძნეს დასცინოდა.

მადლიანი საუბარი იცოდა.როდესაც ლაპარაკს დაიწყებდა,გონივრულად და მოზომილად


ლაპარაკობდა.ასაკთან ერთად მისი სათნოებაც იზრდებოდა.ის არ იყო ქედმაღალი სხვა
ჭაბუკების მსგავსად და გემრიელი საჭმელების მოყვარული,არამედ იღებდა ღარიბულ
საკვებს სხეულის სიმტკიცისათვის.სანატრელი გრიგოლი იყო თავმდაბალი,მშვიდი,სულიე-
რი საკვების მონატრებული და შემწყნარებელი.

ხოლო შესახედად იყო ტანადი,გამხდარი,ტანსრული,ჯანმრთელი და სულიერად წმინდა.

II თავი

მაშინ ხელმწიფემ,მისმა აღმზრდელებმა,დედამისმა და ხალხმა გადაწყვიტეს გრიგოლის


მღვდლად კურთხევა და უთხრეს,რომ ის იყო ქრისტეს მონა და მოვიდა დრო, რათა
აღსრულდეს დავით წინასწარმეტყველის თქმული:ვინ უნდა ავიდეს უფლის მაღალ მთაზე
და დადგეს წმინდა ადგილას?-უდანაშაულო და წმინდა გულის პატრონი ვინც არის და ის
იპოვა ქრისტემ სწორედ ასეთი და სწორედ ის უნდა ავიდეს უფლის მაღალ მთაზე, დადგეს
წმინდა ადგილას, შესწიროს წმინდა და უსისხლო მსხვერპლი თავისი ღირსებისათვის და
მათი სულისა და ხორცის იმედად.

გრიგოლს უნდოდა მღვდლობა,მაგრამ ამ საუბარმა შეაშინა ასაკის გამო და უთხრა,რომ


ახლა პატივისცემას ხედავდა,მაგრამ სასჯელის ეშინოდა.მაშინ მთავრებმა უთხრეს,რომ
ქრისტემ მას მისცა გონებრივი სიბრძნე და ნუ ეურჩებოდა მას, არამედ დამორჩილებოდა მის
ბრძანებას და დამონებოდა მღვდლობით.

სანატრელი გრიგოლი დაემორჩილა მათ და ღვთის ნებით იკურთხა ხუცად.მაშინ მთავრები


ფიქრობდნენ მის ეპისკოპოსობას.

III თავი

სანატრელმა გრიგოლმა როდესაც იხილა თავი ხორციელ პატივში,ძალიან შეწუხდა და


გადაწყვიტა, ჩუმად წასულიყო ქვეყნიდან საღვთო ხმობით,რომელიც მას უძღოდა აბრაამ
მამამთავრის სახით.მაგრამ აბრაამი ურწმუნოთა ქვეყნიდან გამოიყვანა ღმერთმა,ხოლო
გრიგოლი მორწმუნეთა ქვეყნიდან იმ მიზეზით,რომ დაუსახლებელ ადგილებში
გამობრწყინებულიყო როგორც სანთელი ჩაუქრობელი,რომელიც სასანთლეზე ბრწყინავს
მოუპარავი ზეთით,რათა საყვირის ხმაზე აინთოს და გამობრწყინდეს ძლიერი სულით და
წარუძღვეს სულიერი თანამოწაფეების საქორწინო კრებულს.

ქრისტეს შეწევნითა და მადლით გრიგოლმა იპოვა მოყვასნი:საბა,დედის დისწული,იშხნის


მეორედ ამშენებელი,მოძღვარი და ეპისკოპოსი, თეოდორე,ნეძვისა მაშენებელი და მოძღვარი
და ქრისტეფორე,კვირიკეთის მაშენებელი და მოძღვარი.ეს ოთხი სარწმუნოებამ შეაერთა და
საღვთო სიყვარულმა შეამტკიცა ერთი ფიქრით შეკრულნი,როგორც ერთი სული ოთხ
სხეულში.

წამოვიდნენ და არ იცოდნენ საით მიდიოდნენ,უფალი მიუძღვოდათ წინ და მიიყვანა


ისინი ქართლიდან ოპიზაში და იყვნენ იქ 2 წელი მკაცრი მონაზვნური ცხოვრებითა და
შრომით,როგორც იყო იმ დროს წესი მონაზვნებისა.

გრიგოლს უნდოდა განდეგილობა,რადგან გაგონილი ჰქონდა განდეგილი ბერების


ანგელოზებრივი წმინდა ცხოვრების შესახებ იმ დაუსახლებელ ადგილებში.
IVთავი

იმ დროს ხანძთაში იყო განდეგილი ბერი ხუედიოსი,კაცი სამართლიანი და


წმინდა,რომელმაც იხილა ჩვენება,რომ ამ ადგილას უნდა აშენებულიყო მონასტერი მამა
გრიგოლის ხელით.ასევე ქრისტემ აუწყა მამა გრიგოლს ხუედიოსის ღირსება და ადგილის
მიცემა მისთვის.

იმ დროს სული წმინდის წინამძღოლობით ხანძთაში მივიდა მამა გრიგოლი და ნახა წმინდა
ბერი ხუედიოსი და როდესაც იხილეს ერთმანეთი,ძალიან გაიხარეს. ხუედიოსმა უთხრა
გრიგოლს,რომ ის ასაკით მასზე უმცროსი იყო,მაგრამ საქმით იყო უფროსი,რადგან ის იყო
მწყემსი მრავალი პირმეტყველი ცხვრისა და წინამძღვრად ჰქონდა უფლის მადლი,რომლის
წინაშე უძლური იყო ნებისმიერი ეშმაკური ოინი,ისევე როგორც ობობას ქსელი ქარში.

როდესაც გათენდა, მათ მოინახულეს ხანძთის მიდამოები და გრიგოლს ძალიან მოეწონა


ისინი და როცა მივიდა თავის ძმებთან,ისინი ერთად წამოვიდნენ ხანძთაში,რათა ენახათ
ბერი ხუედიოსი.

ბერმა ხუედიოსმა უთხრა,რომ მას აღქმა ჰქონდა დადებული სიკვდილამდე მარტოდ


დაყუდებისა,სულით კი მათთან იქნებოდა და ახლა მოვიდა დრო ამ აღქმის
ასრულებისა.გრიგოლს სთხოვა,რომ წაეყვანა იგი მახლობელ გამოქვაბულში,რათა
დარჩენილი დღეები იქ გაეტარებინა და მიეცათ იმის პირობა,რომ მის სიკვდილამდე არ
გამრავლებულიყვნენ იმ ადგილებში.

გრიგოლის სულიერი ძმები აღარ შეეცილნენ,მივიდნენ მასთან ერთად გამოქვაბულში და


ილოცეს,გამოემშვიდობნენ და ჩამოვიდნენ ღვთის მიერ მონასტრისათვის გამორჩეულ
ადგილას.

გადასწერეს ამ ადგილს ჯვარი და დაიწყეს მიწის დავაკება.რადგან ხანძთის კლდე ძალიან


მტკიცე იყო კლარჯეთის ყველა კლდეზე,დიდი შრომის გაწევა მოუხდათ,რომ დაევაკებინათ
ადგილი,რადგან არ ჰქონდათ ცული და წერაქვი,არც სხვა იარაღები,არამედ ოპიზელმა
მამებმა მისცეს ყველაფერი,რაც ჰქონდათ და დაეხმარნენ ყველა საჭირო ნივთითა და
საკვებით.იმ დროს სხვა მონასტერი არ იყო კლარჯეთში,გარდა ოპიზისა და არც ერისკაცები
სახლობდნენ სიახლოვეს,რომ ეს მხარე ახლად გაეშენებინათ,არამედ ტაოში,კლარჯეთსა და
შავშეთში ცოტანი სახლობდნენ ტყეებში ალაგ-ალაგ.

V თავი

გრიგოლმა პირველად ააშენა ხის ეკლესია და შემდეგ თავისი სამყოფელი,თითო სენაკი


ძმებისათვის და ერთი სენაკი სატრაპეზოდ. ყოველდღიურად მრავლდებოდა გრიგოლის
სულიერი საძმო.მას ემატებოდნენ მეთერთმეტე ჟამის მუშაკები ღვთის სარბიელზე
სამოღვაწეოდ და ამით უთანაბრდებოდნენ ადრინდელ წმინდანებს,ჭეშმარიტების გზაზე
მდგართ.როცა განმტკიცდებოდნენ ბერული ღვაწლით წმინდა მოწამეთა მსგავსად და მათზე
მეტადაც,რამეთუ მარტვილნი მხოლოდ ერთხელ ეწამნენ,ხოლო ესენი კი განუწყვეტლივ
ეწამებოდნენ ქრისტესთვის,როგორც დავითი ამბობს „შენთვის მოვსწყდებით ჩვენ მარადღე“.
პავლე კი ამბობს:“მარადღე ქრისტესთვის მოვკვდები“.

მოხუცებული ბერი ხუედიოსი გარდაიცვალა და ის ადგილი აივსო სურნელებით და


ანგელოზებმა წმინდა გალობით წაიყვანეს იგი ქრისტესთან.

ღვთის ნებით მაშინ გამრავლდა ქრისტეს მსახური ძმები.მამა გრიგოლი ზარმაცს არავის
იღებდა,არამედ თავიდან გამოსცდიდა სასიკეთო საქმეში და თუ ნახავდა,რომ იყო
უბოროტო,თავმდაბალი და მოწადინებული კეთილი საქმეების კეთებაში,სიხარულით
მიიღებდა ხოლმე.ამიტომ მისი მოწაფეები იყვნენ კეთილნი და ითვისებდნენ გრიგოლის
სათნოებას და ემსგავსებოდნენ მას, როგორც მათი მოძღვარი-ქრისტეს,რომელიც
ამბობს:”საკმარისია მოწაფისათვის იყოს როგორც თავისი მოძღვარი“ და ასე ცხოვრობდნენ
სულიერად კეთილად,ხოლო ხორციელად დიდ გასაჭირში იყვნენ.

VI თავი

ამ დროს აშოტ კურაპალატის კარზე იყო აზნაური ვინმე გაბრიელ დაფანჩული,რომელიც


იყო სულიერად დიდი სიმდიდრით შემკული,სრულყოფილი,ბრძენი,ტანადი და
ახოვანი,ყველა საქმეში წარმატებული და რწმენის ერთგული.

მისი ადგილები იყო გრიგოლის სავანის მახლობლად. როდესაც მან დაინახა თავისი
მოწაფეების სიღატაკე,ღვთის ნებით მივიდა გაბრიელ დაფანჩულის სახლში.გაბრიელი წინ
მიეგება წმინდანს და თაყვანი სცა,ხოლო მან გადაწერა ჯვარი და დაჯდა.მაშინ გაბრიელმა
უთხრა,რომ ჩვენთან არის ხორციელი სიმდიდრე,თქვენთან კი სულიერი,ესენი შევუზავოთ
ერთმანეთს.ამ ცხოვრებაში და სიკვდილის შემდეგაც მონაწილე გაგვხადეთ თქვენი წმინდა
ლოცვებისა და ჩვენი ძვლები თქვენს წმინდა ძვლებთან დასვენების ღირსი გახადეთ.რადგან
მიცვალებული მამების სამარხად ხანძთაა,ახლა რომ მონასტერი აშენდება,ის იყოს დედების
სამარხავი.

გრიგოლი ეძია და იპოვა ადგილი გუნათლეს მახლობლად,ჯვარი დასწერა და ააშენა


მონასტერი დედათა,რომელსაც ეწოდა გუნათლეს ვანი.გაბრიელმა დიდი ძღვენით გამოუშვა
გრიგოლი,მისცა კალატოზები და ყოველგვარი მასალა ეკლესიის ასაშენებლად.მივიდა მამა
გრიგოლი თავის სავანეში და გაიხარეს მისმა მოწაფეებმაც და მადლობას სწირავდნენ
ქრისტეს და ლოცავდნენ ბერებს.
გრიგოლმა დაავაკა ადგილი სამონასტრედ და სანამ დაიწყებდა ეკლესიის აშენებას
აკურთხა ადგილი,სადაც უნდა აშენებულიყო წმინდა გიორგის სახელობის
ტაძარი:უფალო,აკურთხე ადგილი ეკლესიის დასაფუძნებელი,რათა ღირსი გავხდე
მე,გლახაკი,ავაშენო იგი დიდი მოწამის გიორგის ჯვრის მოიმედედ.

VII თავი

აშოტ კურაპალატმა გაბრიელ დაფანჩულისაგან გაიგო გრიგოლის


ღირსების,განდეგილობისა და უდაბნოში მონასტრების მშენებლობის შესახებ.კურაპალატმა
სასწრაფოდ დაწერა წერილი,ერთ კაცს გაატანა გაბრიელის მსახურტან ერთად და მიიწვია
გრიგოლი,რომელიც მაშინვე მივიდა აშოტის სასახლეში.წმინდა გრიგოლს შეეგებნენ კართან
აშოტის ვაჟები,ხოლო თავად კურაპალატი ფეხზე წამოდგა და ისე შეეგება წმინდა მამას.მათ
მოიკითხეს ერთმანეთი,ხოლო მეფემ დალოცვა ითხოვა.გრიგოლმა უთხრა,რომ ქრისტე
აკურთხებდა მათ,რამეთუ ხელისუფალი ღვთისაგან მოვლენილია,ღმერთმა დაუმკვიდრა მას
სათნოება,რადგან ის დავით წინასწარმეტყველის შთამომავალია და არ მოაკლდეს მის
შვილებს მთავრობა და ხელისუფლება და იყვნენ ისინი კლდეზე მყარნი საუკუნეების
მანძილზე და უკუნისამდე.

ამის შემდეგ მოციქულმა შეაქო ხანძთა,რომ იქ არც სიცხე შეაწუხებს და არც -სიცივე
ადამიანს,აქვს ბევრი წყალი,გრილი და საამური,ბევრი ტყე,მცირე საზრდოც,ხოლო ყანები და
სათიბი მიწა არ არის,რადგან მიუვალი და ღორღიანი ადგილებია.

ამის მოსმენის შემდეგ აშოტმა აგარაკად შესწირა ხანძთას შატბერდის ადგილები,ხოლო


მისმა ვაჟებმა ყველაფერი შესწირეს უხვად მონასტერს.

VIII თავი

გრიგოლის სულიერი ძმები მრავლდებოდნენ.აქ მოვიდნენ მამა ეტვიფანე და მღვდელი


მატო ქართლიდან,ხოლო ზენონი-სამცხიდან.

ზენონი იყო წარჩინებული ოჯახის შვილი და ღვთისმსახურებაში გაზრდილი,ამიტომ


წმინდა და ღვთის მოშიში იყო და სურდა ბერობა.როდესაც მშობლები დაეხოცნენ,ზენონსა
და მის დას დაუტოვეს მემკვიდრეობა.ზენონი ფიქრობდა,რომ ყველაფერი თავისი დისთვის
დაეტოვებინა,რადგან მას განდეგილობა სურდა.როდესაც ამის ფიქრში იყო,თავისი და ერთმა
ბოროტმა კაცმა შეაცდინა და მთელი ღამით წაიყვანა შავშეთში.ზენონმა აისხა იარაღი და
დაედევნა მათ.დიდი მანძილი რომ გაიარა,თქვა,მე ვარ სახელოვანი და ვისაც მივდევ
არაფრად ჩასაგდებია,რომ დავეწიო,მოვკლავ და ჩემს სულს საფრთხეს შევუქმნი,უკან თუ
დავბრუნდები,სირცხვილია.არამედ დადგა დრო ბერობის აღქმა აღვასრულო.ზენონი
სულიერად გაძლიერდა,რამეთუ მემკვიდრეობის მიტოვება სისხლის დაღვრის
ტოლფასია,გადაიწერა პირჯვარი და წავიდა დედა ფებრონიასთან,რადგან ნათესავი
იყო.ღვთის ნებით იქ იყო მამა გრიგოლი,რომელსაც დედა ფებრონიამ შეავედრა,როგორც
მწყემსს კრავი,რომელმაც წაიყვანა იგი ხანძთაში.

IX თავი

გრიგოლი ფიქრობდა,რომყველა ეკლესიაში იყო დაწესებული წეს-კანონი.ამიტომ


გადაწყვიტა წასვლა კონსტანტინოპოლში,რათა მოელოცა წმინდა ადგილები.იმ დროს ნახა
ვინმე წმინდა კაცი,რომელიც მიდიოდა იერუსალიმში და სთხოვა საბაწმინდის წესგანგების
გადმოწერა.დაემშვიდობა ძმებს და წავიდა,თან წაიყვანა საბა და ერთი ვინმე
მოწაფე.კონსტანტინოპოლში მოილოცა ქრისტეს ჯვარი,მისი წმინდა ნაწილები,მრავალი
სალოცავი ადგილი,რამეთუ იცოდა ძველი და ახალი აღთქმის წიგნები და სულიერად
გამდიდრებული დაბრუნდა უკან.

როდესაც მოიწია ტაოში,გაიგო აშოტ კურაპალატის სიკვდილის შესახებ და რომ მის


ნაცვლად მისი შვილები მეფობდნენ.გრიგოლი უდიდესი მწუხარებით აღივსო და იგლოვა
მეფე. როდესაც მივიდა იშხანში,ნახა ღვთის ჩვენება,რომელმაც აუწყა იშხნის ტაძრის
განახლება საბას ხელით და ეუწყა მისასვლელი გზაც,რამეთუ მიუვალი იყო იგი. იშხანში რომ
მივიდნენ,ნახეს,რომ სულიერი საზრდოც იშოვებოდა და ხორციელიც.საბას მაშინვე უნდოდა
დარჩენა,მაგრამ გრიგოლმა უთხრა, ჯერ წასულიყვნენ,რათა ეხილათ თავიაანთი ძმები და
მერე დაბრუნებულიყო იშხანში.ისინი მივიდნენ კურაპალატის ვაჟებთან და მიუსამძიმრეს
მამის გარდაცვალება,შემდეგ წავიდნენ ხანძთაში.

რამდენიმე დღის შემდეგ საბა ორ მოწაფესთან ერთად წავიდა იშხანში.

X თავი

მაშინ იერუსალიმიდან ჩამოვიდა კაცი,რომელმაც ჩამოიტანა საბაწმინდის


წესგანგება.ხოლო წმინდა გრიგოლს იმ დროს თავის ეკლესია- მონასტრებში საკუთარი
წესები ჰქონდა განწესებული,რომლებიც იყო ბერძნულად შედგენილი,ცოდნით
გასხივოსნებული და ყოველი მონასტრიდან გამოკრებილი,როგორც დაუშრეტელი სიკეთის
საუნჯე.

მამა გრიგოლის მიერ დადგენილი წესები ძალიან მკაცრი იყო.მოწაფეებს სენაკებში


ჰქონდთ სარეცელი,ღარიბული ქვეშაგებით და თითო ჭიქა წყლისათვის.სხვა საზრდო
არაფერი ჰქონდათ:არც საჭმელი,არც სასმელი.ბერები ერთად ტრაპეზობდნენ.ბევრი მათგანი
არ სვამდა ღვინოს,ხოლო ვინც სვამდა,ძალიან ცოტას.სენაკებს არ ჰქონდა საკვამური,რადგან
ცეცხლს არ ანთებდნენ,არც სანთელს-ღამით,არამედ ღამით ფსალმუნებს ამბობდნენ,დღისით
კითხულობდნენ და ლოცულობდნენ.

XI თავი

გრიგოლის მოწაფეებს,თევდორესა და ქრისტეფორეს, ჰქონდათ საღვთო შური,რადგან


მათაც უნდოდათ მონასტრების აშენება.მათ არაფერი უთხრეს მამა გრიგოლს და გაიპარნენ
აფხაზეთში და რამდენიმე ბერიც წაიყვანეს.სამცხეში მისვლისას ღვთის ბრძანებით
დაიმოწაფეს მირიან აზნაურის ძე,ექვსი წლის არსენი,რომელიც მამის სახლში
იზრდებოდა,ხოლო თეოდორემ და ქრისტეფორემ ჩააცვეს ბერის სამოსელი ღვთის ნებით და
წაიყვანეს აფხაზეთში.აფხაზეთის მეფემ დემეტრემ დიდი სიხარულით მიიღო ისინი.

XII თავი

როდესაც ნეტარმა გრიგოლმა თეოდორესა და ქრისტეფორეს წასვლია ამბავი


გაიგო,ძალიან შეწუხდა,წაიყვანა ოთხი სულიერი ძმა და წავიდა მათ მოსაძებნად ვითარცა
მწყემსი კეთილი.როდესაც მივიდა ქართლში,ღვთის ნებით დაიმოწაფა პატარა ეფრემი და
უთხრა,როდესაც აფხაზეთიდან დაბრუნდებოდა, თან წაიყვანდა ხანძთაში. აფხაზეთში
მისულ გრიგოლს მეფე დემეტრე ფეხზე დგომით მიეგება და თავმდაბლად მოიკითხა.წმინდა
გრიგოლმა დიდხანს ულოცა მეფეს და აკურთხა იგი.წმინდა გრიგოლმა მეფეს უთხრა,რომ
დაებრუნებინა მისი სულიერი ძმები,რომლებიც მასთან იმყოფებოდნენ.მეფეს გაუჭირდა
მათი გამოჩენა და მამა გრიგოლს უთხრა,რომ ასეთი ბერები არ იყვნენ იქ. ამ სიტყვებზე მამა
გრიგოლი გაბრაზდა და მეფეს უთხრა,რომ ნუ გარჯიდა და მიეცა ისინი მისთვის.მეფემ
ვეღარაფერი უთხრა წმინდა გრიგოლს და ბრძანა ძმების მოყვანა.როდესაც მონაზვნებმა
იხილეს მამა გრიგოლი,ფეხებში შუვარდნენ და ცრემლებით პატიება სთხოვეს,ხოლო
წმინდამან აღადგინა ისინი,სიყვარულით ჩაიხუტა და მადლობა შესწირა უფალს მათი
პოვნისთვის.

მეფე დემეტრემ მამა გრიგოლს სთხოვა,ეპოვა აფხაზეთში ადგილი,სადაც ეკლესიას


ააშენებდა,რადგან მას დიდი სურვილი ჰქონდა მონასტრის შენებისა.მთელი ადგილი
მოიარეს მეფემ და მამა გრიგოლმა,მაგრამ წმინდასა მას არ მოეწონა არცერთი ადგილი და
მეფის დაჟინებული თხოვნით მამა გრიგოლმა ააშენა მონასტერი უბისი,რომლის
მამასახლისად დააყენა იერუსალიმელი ბერი ილარიონი,ხანძთიდან წამოღებული
წიგნები,რომლებიც თეოდორემ და ქრისტეფორემ წამოიღეს და მამა გრიგოლის წამოღებული
წიგნებიც შესწირა მონასტერს,ხოლო მეფე დემეტრე ძალიან იყო გახარებული მონასტრის
აშენების გამო და მრავალი საშენებელი გაიღო მის ასაგებად უხვად.
XIII თავი

წამოსვლის დროს მეფე დემეტრემ მამა გრიგოლს გამოჰკითხა კლარჯეთის უდაბნოს


შესახებ.მამა გრიგოლმა უთხრა,რომ მისი გონება ვერ შეძლებდა უდაბნოს ყველა სიკეთის
გადმოცემას,რადგან მონაზვნების ცხოვრება იქ ყვავის და მომავალში უფრო მეტად აყვავდება
და გაძლიერდება.ბუნებით ერთნაირია უდაბნოს მიწა,არც სიცხე შეგაწუხებს,არც სიცივე.არის
მშრალი,უმტვერო.მზიანი,კარგი წყლითა და ხე-ტყით მდიდარი,არის ურიცხვი ჭალა და
საამო წყაროები,სიხარული და შვება ღვთისაგან აქვს მომადლებული.მაგრამ მიუვალია საერო
პირთათვის,რადგან ერთი მხრიდან მთა არტყავს,ხოლო მეორედან-შავშეთის მდინარეთა
ერთად შერთული ნაკადი.მონასტრის მიდამოებში არ არის სათიბი მიწები,არც ყანა,არც
სახნავი,არამედ დიდი შრომით მიაქვთ საკვები ვირით და დიდი გაჭირვებით ჩაუყრიათ
პატარა ვენახი და წვალებით გაუკეთებიათ ბოსტანი.ამასთან ერთად უშიშრად არიან
ურწმუნოთა შემოსევებისაგან და არიან მშვიდად.ღვთის წესია,რომ უდაბნოში მონასტრები
ბერების ხელით უნდა აშენდეს,რომლებიც თავისუფალი არიან წუთისოფლის
ცდუნებისგან.ხოლო ღმერთმა მორწმუნე მეფეებს მისცა უფლება საეპისკოპოსო ტაძრების
აშენებისა,მთელი ხალხის განმგებლად დაადგინა,რათა სამართლიანად განესაჯათ,რომ არ
მიჯაჭვულიყო მათი გონება თვალით ხილულ საგნებს,არამედ მარადიული სიკეთე
შეემცნა.წეშმარიტი და სანდო ბერები ამქვეყნად არავის ნებას არ ემორჩილებიან,რადგან
თავისი ნებით გაერიდნენ საწუთროს და აირჩიეს ღვთისთვის გოდების ადგილი.

გამოემშვიდობა წმინდა გრიგოლი მეფეს და ერთად წამოვიდნენ ხანძთაში.

XIV თავი

იმ დროს ბაგრატ კურაპალატი ღვთის ნებით და თავისი ძმების სურვილით,აგრეთვე


ბერძენი მეფის ბრძანებით გახდა კურაპალატი მამამისის ნაცვლად. ბაგრატის ამბავი რომ
გაიგო,მივიდა მამა გრიგოლი,დიდხანს ლოცა,მიულოცა კურაპალატობა და უთხრა,რომ
სულიერი ნათელი წინ უძღოდა მის მეფობას,რომლისთვისაც არ არის საჭირო სანთლის
ბრწყინვალება,მხოლოდ ბრმებისთვის,რომლებიც ამას ვერ ხედავენ,არამედ მხურვალედ
ლოცულობდა მისთვის,რომ რაიმე მიზეზით არ მოაკლდეს სიკეთე მის მეფობას.

წმინდა გრიგოლმა ბაგრატ კურაპალატს სთხოვა აშოტ კურაპალატის მიერ ხანძთას


აგარაკად შეწირული შატბერდის მონასტერი,რაზეც დიდი სიხარულით დათანხმდა ბაგრატი.

წმინდა გრიგოლმა აკურთხა ადგილი და დაიწყეს ეკლესიისა და სენაკების


მშენებლობა.აშენდა ხანძთის მსგავსი შატბერდის მონასტერი ღვთის შეწევნითა და ნეტარი
გრიგოლის ლოცვით,რომელმაც ორივე გაერთიანებული და განმტკიცებული ძმური
სიყვარულით იყვნენ ბოლომდე.
XV თავი

იმ დროს გრიგოლს გაახსენდა საბა იშხნელი და ყოველივე მის შესახებ აუწყა ბაგრატ
კურაპალატს.ამ უკანასკნელს ძალიან გაუხარდა და სასწრაფოდ დაწერა წერილი,გააგზავნა
საბასთან და პატივისცემით იხმო.როდესაც მოვიდნენ წარგზავნილები,უთხრეს,რომ არ
სურდა ღვთის კაცს იქ მისვლა.მაშინ ბაგრატმა უთხრა მამა გრიგოლს,რომ მას მიეწერა
საბასთვის და თვითონაც მისწერა კვლავ.ნეტარი საბა დაემორჩილა მამა გრიგოლის
ბრძანებას და მივიდა კურაპალატთან,რომელიც მიეგება და პატივისცემით მოიკითხა,ხოლო
საბამ დიდხანს ლოცა და აკურთხა.როდესაც დასხნენ კურაპალატმა უთხრა,რომ საჭირო იყო
მეფეთა მორჩილება,რატომ არ მივიდა ნეტარი საბა პირველ მოწოდებაზე.საბა იშხნელმა
უთხრა,რომ მეფე იყო ამ მოდგმის მეფე,ქრისტე კი-ყველასი,ვინც შობილა,ბაგრატი
ამქვეყნიური ხელმწიფე იყო,ხოლო ქრისტე-ზეცის, ამ ქვეყნისდა ქვესკნელის.კურაპალატი
იყო,წარმავალ დროთა მეფე,ხოლო ქრისტე მარადიული მეუფე,სრულყოფილი და
უცვლელი,მარადიული,უსაწყისო,მარადიული მეფე ანგელოზებისა და ადამიანებისა.მასზე
მეტად ღვთის მოსმენა მართებდა მას,რადგან არ შეიძლება ორი ბატონის მორჩილება,ამიტომ
წმინდა გრიგოლის მოწოდებაზე მივიდა სასახლეში.ამაში დაეთანხმა ბაგრატ
კურაპალატიც.შემდეგ ბაგრატი,საბა იშხნელი და მამა გრიგოლი მივიდნენ იშხანში და
კურაპალატს ძალიან მოეწონა ეს ადგილი.ღვთის ნებით საბა გახდა იშხნის
ეპისკოპოსი,რომელიც მრავალი წელი უმოქმედოდ იყო და მაშინ განახლდა და ამოქმედდა
სულიერად საბა იშხნელის მიერ,ხოლო მატერიალურად -ღვთისმსახური მეფეებისა.

XVI თავი

მამა გრიგოლს არავინ ეურჩებოდა,განსაკუთრებით მაშინდელი ხელისუფალნი.ერთხელ


ერთად იყვნენ სამივე ძმანი,დიდებულნი,და მამა გრიგოლმა სთხოვა მათ,რომ ენახათ მის
მიერ აშენებული მონასტრები კლარჯეთში.მამა გრიგოლი წინ წარუძღვა მათ და მიიყვანა
პირველად შატბერდში,მათ მოეწონათ ეს ადგილი და მრავალი შესაწირი შესწირეს,შემდეგ
მივიდნენ ჯმერკში და ბერთაში,მოინახულეს ღვთისმშობლის სახელობის მონასტრები, მოი-
ლოცეს,მოეწონათ და შესაწირი შესწირეს.შემდეგ მივიდნენ ოპიზაში,მოილოცეს იოანე
ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი და წავიდნენ ხანძთაში,წმინდა გიორგის სახელობის
მონასტერში და კიდევ უფრო გაოცდნენ,როდესაც დაინახეს,თუ როგორ უმკაცრესი
მონაზვნური წესებით ცხოვრობდნენ ბერები.იმ დროს მოვიდნენ სანატრელი მამა დავით და
მისი მოწაფენი:მამა ილარიონი და მამა ზაქარია,მონასტრების:წყაროსთავისა და ბარეთელტას
მაშენებელნი.

როდესაც მთავრებმა იხილეს წმინდა მამები ერთად,თქვეს,რომ თავი ჰგონიათ ზეცაში


წმინდანების გუნდთან და დაავიწყდათ,რომ მიწაზე არიან.
ხოლო წმინდანებმა მათ ულოცეს და უთხრეს,რომ ისინი ღმერთთან იყვნენ
მინდობილი,რომელმაც ბერებს ნუგეში თქვენი სიტყვით მისცა.სულიერმა მამებმა
გადაწყვიტეს,დაედგინათ კლარჯეთის არქიმანდრიტად გრიგოლი,რომელიც წმინდა მამების
წეს-კანონებს სიკვდილამდე განაგებდა.

XVII თავი

როდესაც გრიგოლის სახელი ცნობილი გახდა,გაიგო მისმა დედამ და წამოვიდა


ქართლიდან თავისი ძის სანახავად.დედა იგლოვდა შვილთან განშორებას,გაუხარდა და
სასწრაფოდ წამოვიდა სახედრით და მივიდა მერეში დედა ფებრონიასთან,რომელმაც
წერილით გააგებინა გრიგოლს.ხოლო იგი სასწრაფოდ მივიდა დედასთან,თაყვანი სცა და
აკურთხა იგი.დედა დიდი სიხარულით ეამბორა და უთხრა,რომ მისი ნახვისას დაავიწყდა
ადრინდელი ტკივილი.გრიგოლმა უთხრა,რომ შეენდო მისთვის,რადგან მისი სახლიდან
გაქცევა იყო ღვთის ნება,თუმცა დედამისის ცხოვრებას არც სულიერად და არც ხორციელად
არაფერი აკლდა უფლის მცნებით,რომელიც ბრძანებს პატივი ეცით თქვენს
მშობლებს,რამეთუ მათ გარეშე თქვენ არ იქნებოდით.გრიგოლმა სიკეთით აავსო თავისი
დედა.აკურთხა ღმერთი მოხუცებულმა დედამ შემდეგ თავისი ძე და მისი თანმხლები
პორები. გრიგოლმა წესისამებრ განაგო დედის ცხოვრება,რომელიც დიდი ხნის შემდეგ
გარდაიცვალა მერეში.

XVIII თავი

თევდორე და ქრისტეფორე ჩუმად გაიპარნენ ქართლში და ერთი ძმაც წაიყვანეს.მამა


გრიგოლმა ეძება,იპოვა ისინი და სთხოვა,თავიაანთი სურვილის მონაწილე გაეხადათ
ისიც.მათ კი პატიება სთხოვეს,ფერხთით ჩაუვარდნენ და წავიდნენ,ეძებეს ადგილები
სამონასტრედ.ერთს დაარქვეს ნეძვი,მეორეს-კვირიკე წმინდა.ნეძვის მონასტერს უძღვებოდა
თევდორე,კვირიკე წმინდას-ქრისტეფორე.

მამა გრიგოლი მოღვაწეობდა ხანძთასა და შატბერდში.ყველა დღესასწაულის წარმართვა


კარგად იცოდა,რადგან რასაც ერთხელ ისწავლიდა,მუდამ ახსოვდა.სასიამოვნო და ტკბილი
ხმა ჰქონდა,საოცარი იყო მისი მახსოვრობა.ხანძთაში არის მისი ხელით გადაწერილი
საწელიწდო იადგარი (საგალობლების კრებული).მან იცოდა ძველი და ახალი აღთქმის
წიგნები ზეპირად,ზოგიერთი ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნებიც ზეპირად იცოდა,რაც
ადამიანურ ბუნებას აღემატებოდა,რადგან სადაც არის ღვთის ძალა,ყოველივეს იქმს.
XIX თავი

გრიგოლის მოწაფე ეფრემი იყო აწყურის ეპისკოპოსი,ხოლო არსენი - მცხეთაში ქართლის


კათალიკოსი და მათ უყვარდათ ერთმანეთი,რადგან იყვნენ ერთად გაზრდილი.

ქართლის ეპისკოპოსები მირიან აზნაურზე,არსენის მამაზე,იყვნენ გაბრაზებული,რადგან


მცირე ეპისკოპოსების კურთხევით დასვა თავისი შვილი, არსენი კათალიკოსად.

გუარამ მამფალმა ბრძანა ეპისკოპოსების შეკრება და მეუდაბნოე ბერების მისვლა


ჯავახეთში,რადგან ისიც გაბრაზებული იყო მირიანზე.ისინი ბჭობდნენ,მაგრამ ვერ
გადაეწყვიტათ,რადგან მამა გრიგოლი იქ არ იყო.ერუშეთის ეპისკოპოსმა თქვა,რომ
მოვიდოდა უდაბნოს ვარსკვლავი (გრიგოლი) და მოგვარდებოდა საქმე.

ამ დროს ბერებს საკვირველი ხილვა ჰქონდათ,დაინახეს გრიგოლი მოდიოდა სასულიერო


პირებთან ერთად.მისი ტანსაცმელი ბრწყინვალებით იყო შემოსილი და ბერული ქუდი ისე
ჩანდა,როგორც გვირგვინი,ძვირფასი ქვებით შემკული.ყველა სიხარულით შეხვდა მათ.

გრიგოლმა ცალკე გაიყვანა ეფრემი და უთხრა,ხელს ნუ უშლიდა არსენის


კათალიკოსობას.ეფრემმა უთხრა,რომ ვერ შეეცილებოდა ეპისკოპოსებს,რადგან მართალნი
იყვნენ ისინი.არსენი არ იყო მისი მწყემსი და არც ის -მისი ცხვარი.გრიგოლი გადრაზდა და
უთხრა,რომ თუ ამას არ გააკეთებდა,უარეყო იგი,რამეთუ აღარ იქნებოდა მისი
მოძღვარი.ეფრემი ამ სიტყვებზე ატირდა და უთხრა გრიგოლს,რომ ეს სიტყვები მახვილზე
მეტად იყო მჭრელი და ყოფილიყო მისი ნება.გრიგოლმა უთხრა,რომ ქრისტე შეუსრულებდა
ყველაფერს,რასაც შესთხოვდა წრფელი გულით და გონებით,რადგან არსენის კათალიკოსობა
უფლის ნება იყო მისი სრულყოფილების გამო,ხოლო მამამისმა აუგად მოსახსენებელი
გახადა მისი დასწრაფებით კათალიკოსად დასმით.ამის შემდეგ გუარამ მამფალმა ბრძანა
მღვდლების შეკრება და უთხრა,რომ ეპისკოპოსებმა და წმინდა მამებმა,მეუდაბნოე ბერებმა
იცოდნენ რჯულის კანონი.იცოდნენ,რომ ქრისტიანული კანონი კრძალავდა კათალიკოსისა
და ეპისკოპოსის ძალით დაჯდომას.ამ საუბარში მრავალი სალანძღავი სიტყვა ითქვა და
ყველა უყურებდა მამა გრიგოლს და ეპისკოპოს ეფრემს.ისინი კი ერთ ხანს
დუმდნენ.ეპისკოპოსებმა უთხრეს ეფრემს,რომ ეთქვა, რაც საჭირო იყო.ეფრემმა უთხრა,რომ
სადაც მამა გრიგოლი იყო ვერ გაბედავდა ლაპარაკს.გუარამ მამფალმა სთხოვა მამა
გრიგოლს,რომ ყველა მის სიტყვას ელოდა,რადგან ყველაზე უფროსი იყო როგორც საქმით,ისე
ღვთის მორჩილებით.

ხოლო მან თქვა,რომ არსენი ღვთის ნებით გახდა კათალიკოსი და ვინც მას
ლანძღავს,შერცხვენილი იყოს ამ ქვეყანაშიც და სასუფეველშიც.

გუარამ მამფალს შეეშინდა,რადგან იყო თავმდაბალი და ღვთისმოშიში.სძლია


თავმდაბლობამ და მამა გრიგოლს შენდობა სთხოვა,წმინდამან შეუნდო მას.როდესაც არსენს
უთხრეს,რომ მამა გრიგოლმა დაამტკიცა მისი კათალიკოსობა,ძალიან გაუხარდა.მამა
გრიგოლის დარიგებით ეფრემმა და არსენმა განაახლეს პირველი სიყვარული და მიდიოდნენ
ხშირად მამა გრიგოლის სანახავად.

XX თავი

არსენი 27 წელი იყო ქართლის კათალიკოსი,ხოლო ეფრემმა ბევრი სიკეთე მოუტანა ჩვენს
ქვეყანას,რამეთუ მირონი იერუსალიმიდან მოჰქონდათ,ხოლო ეფრემმა მირონის კურთხევა
ქართლში განაწესა პატრიარქის ნებართვით და დამოწმებით იერუსალიმისა.საქართველოდ
ითვლება მთელი ქვეყანა,სადაც ქართულ ენაზე ხდება ღვთისმსახურება და ყველა ლოცვა
სრულდება.ხოლო „კვირილეისონ“ ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს
„უფალო,შეგვიწყალენ.“

XXI თავი

იმ პერიოდში აშოტ კურაპალატმა მრავალი ქვეყანა დაოპყრო,ააშენა არტანუჯის ციხე


თავისი დედოფლისათვის და მრავალი წელი ერთად ცხოვრობდნენ ბედნიერად.ეშმაკის
ცდუნებით აშოტმა მოიყვანა სიძვის დიაცი და ციხესიმაგრეში დაასახლა.როდესაც გაიგო ეს
სულის გამხრწნელი საქმე მამა გრიგოლმა,ძალიან შეწუხდა და პირში ამხილა მეფე,რომელიც
შეპირდა,რომ დედაკაცს გაუშვებდა ისევე,როგორც მოიყვანა.მაგრამ რადგანაც დამონებული
იყო გრძნობებზე,ვერ შეასრულა სიტყვა.მამა გრიგოლმა დრო იხელთა,როცა კურაპალატი
შორს იყო და ერთ დღეს შატბერდიდან წავიდა და შებინდებისას მივიდა არტანუჯში.
მიუგზავნა დედაკაცს კაცი სთხოვა საჭმელი და ღამის გათენება.მას გაუხარდა,დიდძალი
სანოვაგე გაუგზავნა წმინდანს და მის მოწაფეებს.როდესაც გათენდა,ხელახლა მიაგზავნა
კაცნი,რათა დედაკაცი მისულიყო წმინდანის სანახავად შინ უფრო გამხიარულდა იგი და
სასწრაფოდ მივიდა ორ მსახურთან ერთად,რომ ღირსი გამხდარიყო პირჯვარი გადაეწერა
ნეტარსა მას.

მამა გრიგოლმა არ გადასწერა ჯვარი,არამედ უბრძანა მოშორებით დაჯდომა და


მოწაფეებიც განზე გადგნენ წმინდანის თვალის ნიშნებით,რადგან ყველა შიშს აეტანა.

მამა გრიგოლმა უთხრა,რატომ იდგა ცოლ-ქმარს შორის თავისი სულის


წარსაწყმედლად,რადგან ეშმაკს ემონებოდა და საფრთხეს უქმნიდა მეფეს.

ქალმა ტირილით უთხრა,რომ იგი არ იყო თავისუფალი,რადგან მეფეს ძალიან უყვარდა და


არ იცოდა ახლა რა ექნა,რადგან მისმა ბრძანებამ შეაძრწუნა.ხოლო წმინდა გრიგოლმა
უთხრა,რომ დამორჩილებოდა მას და იგი უშუამდგომლებდა უფალთან,რთა ყველა
შეცოდება მიეტევებინა.დედაკაცმა უთხრა,რომ მის ხელში იყო და მისი სულისთვის ეზრუნა.
მამა გრიგოლმა გადაწერა ჯვარი,აკურთხა და ნება მისცა,ფეხსაცმლის ზონარი ტანზე
სარტყლად შემოეჭირა და წაიყვანა მერეში,როგორც თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი.

როდესაც კურაპალატი ციხეში დაბრუნდა,მოიკითხა დედაკაცი და ვერ იპოვა,შეწუხდა და


მიხვდა რაშიც იყო საქმე.მეფე რაიმე ადამიანური ცდუნებით კი არ იყო ტრფიალების მახეში
გაბმული,არამედ ეშმაკური ხრიკებით იყო ძლეული,ამიტომ დაივიწყა თავმოყვარეობა და
სწრაფად წავიდა მერეში.ფებრონიამ დამალა დედაკაცი.როდესაც კურაპალატმა ლოცვა
დაამთავრა ღვთისმშობლის ეკლესიაში,დედა ფებრონიას უთხრა,რომ სახლის საგანძურის
მცველი ქალი იყო იქ და ყველა განძი მას ჰქონდა,მამა გრიგოლს კი იქ მიუყვანია,დიდძალი
განძი დააკლდათ და ებრძანა,რომ ერთხელ მისულიყო ციხეში,რათა ყველაფერი მიუთვალოს
მათ და მერე თუ სურვილი ექნებოდა,დაბრუნებულიყო.

დედა ფებრონიამ მკაცრად უთხრა,რომ ადამიანი ეძებს მიზეზს,რათა არ დაიწყოს თავისი


ცოდვების გამართლება.ეს რომ გაიგო კურაპალატმა,შერცხვა სამართლიანი საყვედურის
გამო,კარგა ხანს დუმდა,როგორც დამარცხებული,რამეთუ ამქვეყნიური ძლიერებით მოსილ
ხელმწიფეს სულიერად ძლიერმა ადამიანებმა სძლიეს,საღვთო სიახლოვით დაუოკებელი
სურვილით შეიარაღებულებმა.დამწუხრებულმა კურაპალატმა ტქვა,რომ ნეტარ არის ის,ვინც
არ არის ცოცხალი.სასწრაფოდ წავიდა,ხოლო დედა ფებრონია მშვიდად ეპატიჟებოდა,რომ
სტუმრად დარჩენილიყო.მაგრამ აშოტ კურაპალატი არ დაემორჩილა.

XXII თავი

უფალი ნეტარი გრიგოლის ხელით სასწაულებს სჩადიოდა,რამეთუ ავადმყოფებს მისი


ლოცვები კურნავდა,ხოლო უწმინდურ ხელთაგან ტანჯულნი იკურნებოდნენ მთხოვნელთა
რწმენის ძალით.

ხოლო ხორბალს შორის იმ წმინდანებისა,აღმოცენდა ერთი ვინმე სარეველა ბალახი


დიაკვნობაში და აღზრდილი თბილისის ამირა საჰაკის მიერ,რომელიც აშოტის წინაშე
მოციქულად დადიოდა.მან ნახა ანჩის ეპისკოპოსი გარდაცვლილი და მეფისაგან მოითხოვა
ანჩის საყდარი,ძალით დაეპატრონა და ბოროტებას ბოროტებაზე ჩადიოდა.

მისი უკანონო საქციელის შესახებ მრავალჯერ ემხილა გრიგოლს და მხილებულიც იქნა


კლარჯეთის მეუდაბნოე ბერებისაგან.მაგრამ მას დაავიწყდა საღვთო შიში,სძლია
ამპარტავნობამ და ჩუმად უთხრა ერთ ანჩელ კაცს,უნამუსოსა და გლახაკს,რომ სამი გრივი
ფეტვისა და ხუთი თხის სამაგიეროდ მოეკლა ხანძთაში მამა გრიგოლი.ეს კაცი გაგზავნა
ხანძთაში,იგი ჩაუსაფრდა გრიგოლს ტყეში და ხელში გამზადებული მშვილდიც ეჭირა.მამა
გრიგოლი მოდიოდა აგარაკიდან მარტო და გზად მომავალი ეფრემ ასურის ლოცვას
ტირილით ამბობდა,ხოლო სულიერად იყო გახარებული,რადგან სულიწმინდის მადლით
საღვთო ხილვები ჰქონდა.მაშინ ამ საწყალმა კაცმა ნახა სასწაული,რამეთუ ნათლის
სვეტი,ბრწყინვალე,ცადაზიდული,ფარავდა წმინდანს,რომელსაც მის თავზე ჯვარი გამოესახა
მის ირგვლივ ცისარტყელასავით,რომელიც წვიმის მერე გამოჩნდება ხოლმე.ეს რომ
დაინახა,იმ კაცს,შეეშინდა,ხელი გაუშეშდა და შეშინებული იდო მიწაზე.

გრიგოლმა უთხრა,რომ მან შეასრულოს ბრძანება მისი,ვინც იქ მიავლინა,რადგან ის არის


უფლის უარმყოფელი,რადგან საფასურისათვის ბერიკაცის სისხლს ცოდვად იდებდა და სამი
გრივი ფეტვისთვისდა ხუთი თხისთვის მისულიყო გრიგოლის მოსაკლავად.

იმ კაცმა დაიწყო ტირილი და ევედრებოდა გრიგოლს,რათა შეენდო ცოდვები თავისი


მკვლელისთვის ისე,როგორც იესომ შეუნდო ცოდვები თავის მკვლელებს.

გრიგოლმა გადასწერა ჯვარი და განიკურნა მრავალი სენისაგან ცოდვით გვემული ის


კაცი.იგი სიხარულით დაბრუნდა და ყველაფერი მოუთხრო ცქირს.ის კაცი უფრო
აღშფოთდა,ცოდვას ცოდვა დაუმატა და ბევრი სიავე უყო მამა გრიგოლს,იმ დროის სხვა
წმინდანებს და ერისკაცებს.მან შეკრიბა ანჩის მოსახლეობა და გაგზავნა ხანძთის
დასარბევად.მზის ამოსვლისას მივიდნენ ისინი ხანძთაში. მამა გრიგოლმა უთხრა მათ,რომ
შუადღემდე ლოცვის ნება მიეცათმისთვის და მისი სულიერი ძმებისთვის,რათა წმინდა
ეკლესიაში შევედრებოდნენ ქრისტეს.მათ გაიგონეს მოხუცებულის სიტყვები და ლოცვისას
ანგელოზმა შეისმინა მათი ვედრება და ეუწყათ წმინდა ანგელოზისაგან,რომ ბოროტ კაცს
ღვთის სასჯელი ეწია.მოვიდა კაცი ერთი,რომელმაც თქვა,რომ აღარ დაენგრიათ ხანძთის
ტაძარი,რადგან მისი დამანგრეველი მოკვდა.მათ კი ძალიან გაუხარდათ.

XXIII თავი

ღვთის ნებით მამა გრიგოლი,რომელმაც ღვთის ნება აქცია საკუთარ ნებად და


სასწაულებს სჩადიოდა,მეტისმეტად დაბერდა,ას ორ წლამდე მიაღწია,მაგრამ არც სახის ფერი
შესცვლია,არც თვალთ დაჰბნელებია,ფიზიკურადაც ძლიერი იყო და სიკვდილამდე არ
დაუძლურაბულა.ძალიან უყვარდა შრომა,ოღონდ მხოლოდ ლოცვითა და მარხვით კი
არა,არამედ დღე და ღამე თავისი ხელით შრომობდა და იყო მხიარული მასპინძელი და
ღარიბთა შემწე.

მეტწილად შატბერდში იყო,რამეთუ თავის მონასტრებში მამასახლისები დაედგინა და ისინი


ზრუნავდნენ მათზე.რაც უაღრესად მნიშვნელოვანი საქმეა იყო,მას აცნობებდნენ ღვთისგან
მონიჭებული სიბრძნის მსგავსად,რომელიც მუდამ მასთან იყო დამკვიდრებული მის
გარდაცვალებამდე.
XXIV თავი

თავისი მოხუცებულობის ჟამს იყო შატბრდში.ხანძთელ ბერებს საფიქრალი


ჰქონდათ,რადგან სმენოდათ წმინდა გრიგოლის ამქვეყნიური ცხოვრების
დასასრულისშესახებ სატბერდში.მაშინ ვისაც შეეძლო სიარული,ერთად მივიდნენ
შატბერდში მოსანახულებლად წმინდა გრიგოლისა.შატბერდელმა ბერებმა გაიხარეს
თავიაანთი ძმების მისვლით და როდესაც მიხვდნენ მათი მისვლის მიზეზს,სიხარული
მწუხარებით შეეცვალათ.როდესაც ილოცეს წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაში, თაყვანი სცეს
ნეტარ მამა გრიგოლს,იგი სურვილითა და მონატრებით ეამბორა ყველას და გულითადად
მოიკითხა,როგორც ტკბილმა მამამ და მოძღვარმა.მამა გრიგოლმა უთხრა ყველას,რომ უფლის
ბრძანებამ შეკრიბა დღეს ისინი,რათა ერთობისა და სიყვარულის სიმტკიცე მარადიულ
რჯულად დაუმკვიდრონ მომავალში ამ ორ მონასტერში მოღვაწე ბერებს.უფლის
სიტყვით,რომელმაც უთხრა მოციქულებს,რომ ერთმანეთი თუ ეყვარებოდათ,ყველა ამით
შეიტყობდა,რომ მისი მოწაფეები იყვნენ.

ერი ცრემლმორეული შემოეხვია გარს,ხოლო მამა გრიგოლი დადგა მაღალ ადგილზე


ბერებს შორის,დიდება შესწირა ქრისტეს და თქვა,რომ მოწყალე უფალი წამოუძღვა ამ
მხარეში სამ მოყვასთან ერთად, კეთილ მღვდლებთან,სიკვდილამდე უფლის მიმართ
მსხვერპლის შეუფერხებლად შემწირველებთან,უსისხლო მსხვერპლისა და ბევრი ბერის
სამკვიდრებელნი იყვნენ ისინი.გრიგოლის ხელით ააღორძინა უფალმა თავისი ნების
აღმსრულებელნი და მიმდევარნი და ის ტალანტი,რაც სიყრმეში უბოძა უფალმა,გაამრავლა
მორწმუნეთა შორის,როგორც ღირსეულმა მსახურმა.შემდეგ ჯვარი გადასწერა შატბერდს და
თქვა,რომ აღორძინებულიყო შატბერდი,მადლით შემკულიყო და ღვთის ძალით
გაძლიერებულიყო.ის ემშვიდობებოდა მას და ვეღარ იხილავდა იწმინდანის ხორციელ
სახეს.მაგრამ თუ ხორციელად შორდებოდა,სულით მუდამ მასთან იყო მისივე შემწეობით.

მისი ნათქვამის გამო მწარედ ტიროდნენ შატბერდის მკვიდრნი.გრიგოლი ეამბორა


შატბერდელ ძმებს და დიდი ხვეწნით დაარწმუნა,რომ დაბრუნებულიყვნენ თავიაანთ
სამყოფელში და თავად ხანძთელ ძმებს წაჰყვა.თანაბრად დაუფასდათ ღვთისაგან ვინც
წაიყვანა წმინდა გრიგოლი და ვინც დაბრუნდა,რადგან რწმენა და სიყვარული მამისა და
მოძღვრისა თანაბრად ჰქონდა ყველას.

როდესაც ნეტარი გრიგოლი შატბერდიდან ხანძთაში მივიდა,გაიხარეს ხანძთასთან ერთად


მახლობელ უდაბნოითა მონასტრებმა და მის სანახავად ყოველი მხრიდან მოდიოდნენ
ბერები და იყვნენ კურთხეულნი და დალოცვილნი გრიგოლისაგან და სიხარულით სავსენი
მიდიოდნენ თავიაანთ ადგილებში.

ამის შემდგომ ნეტარმა გრიგოლმა უთხრა ზენონს,რომ ჩასულიყვნენ ოპიზის გზაზე


მდებარე ვენახებში.იყო რთვლობის დრო.ერთად ჩავიდნენ მის გაშენებულ
ვენახში,დახუნძლულ ვენახში.იმ დროს თავისი მოძღვრის სანახავად მოვიდა მამა მაკარ
ოპიზელი,ძალიან გაუხარდათ და მონატრებით მოიკითხეს ერთმანეთი.იყო სადილობის
დრო.დასხდნენ კიდეც პურის საჭმელად და შემდეგ გადაწყვიტეს მეორე დღემდე იქ დარჩენა.

როდესაც დაღამდა,ერთ სახლში იყვნენ სამივენი ღვთის კაცნი,რომლებიც წესისაებრ


კითხულობდნენ ფსალმუნებს,ხოლო მაკარს ეძინებოდა და საწოლზე ჩაეძინა.მამა გრიგოლი
და ზენონი ხმადაბლა გალობდნენ და ბნელი სახლი თითქოს მზის ბრწყინვალებისაგან იყო
განათებული.როდესაც გაიღვიძა მამა მაკარმა,თქვა,რომ როგორი საოცარი სანახავნი იყვნენ ეს
წმინდანები.მამა გრიგოლმა უთხრა,რომ რატომ უკვირდა ეს ხილვა,არ გაეგონა წმინდა
წერილის სიტყვები?საოცარია ღმერთი თავის სიწმინდეთა შორის.

ასე გაიხარა სამივემ და წარმოთქვეს ცისკრის საგალობლები.

როცა გათენდა,ბერები გამოემშვიდობნენ ერთმანეთს და მამა მაკარი წავიდა


ოპიზაში,ხოლო მამა გრიგოლი და ზენონი ავიდნენ თავისსავე მონასტერში.ზენონი
სათნოებით თავის მოძღვარს უტოლდებოდა,რომლის შესახებაც ამბობდნენ,რომ ზენონი იყო
დამცველი კლარჯეთის დიდებული უდაბნოებისა.

მამა გრიგოლს გულმა უგრძნო გარდაცვალება და ღმერთთან მიახლება.უდაბნოს ყველა


მონასტერს გაუგზავნა ცვილის დიდი სანთლები და შეატყობინა ის დღე,როცა უნდა აენთოთ
და ელოცათ მისთვის.

მაშინ მამა გრიგოლს უთხრა ყველამ,რომ ზეციური სასუფევლის სიკეთის მომლოდინე


იყო,სიმართლის მოშიებული და მოწყურებული და სულიერი საზრდოს ღირსი იყო
მარადიულ სასუფეველში,გლახაკების შემწყალებელი იყო,მასთან განუშორებელი იყო ღვთის
მარადიული წყალობა.მამა გრიგოლს უნდა უხაროდეს,რადგან მას დიდი საზღაური მიეცემა
ზეცაში,რადგან პავლე მოციქულის მსგავსად,ისიც სარწმუნებისათვის თავდადებული იყო და
სულიერი ამაღლების გზაზე მიდიოდა.ხანძთის ძმებს კი უთხრა,რომ ღვთისაგან ადრევე
ეუწყა,რომ მათი სულის სახსენებლად უნდა შეესრულებინათ და მარად მოეხსენებინათ
იგი,ხოლო ქრისტეს ჯვრით აუწყებდა,რომ მისი ხორცი დაემარხათ მისი სულიერი ძმების
გვერდით,რადგან არ იყო მათზე უკეთესი მოპოვებული სათნოებით.მისი ხორცი მიწად
იქცევა,ხოლო სულს შეიწყალებს უფალი.

ასე შეავედრა სული უფალს და შეუერთდა ანგელოზთა კრებულს,რადგან უხორცო


ანგელოზები და კაცთა სულები ერთი ბუნებისა არიან,კაცის სულს აქვს ანგელოზებრივი
არსი.

მამა გრიგოლი გარდაიცვალა ას ორი წლის,ქორონიკონით ოთხმოცდაერთს,ხოლო მისი


გარდაცვალებიდან ოთხმოცდაათი წლის შემდეგ დაიწერა ეს ცხოვრება მისი.ხანძთის
მონასტრის წინამძღვარმა,მისმა ძმამ იოვანემ და ამ წიგნის დამწერმა გიორგი მერჩულემ-
სამივემ ერთად გულმოდგინებით დაწერა ნეტარი მამა გრიგოლის ცხოვრება ხანძთაში.

დაიწერა-951 წელს. გრიგოლი გარდაიცვალა-861 წელს, დაიბადა-759 წელს.

You might also like