You are on page 1of 10

შვიდი საიდუმლო

საიდუმლო არის თვით იესო ქრისტესგან დაწესებული საღმრთო მოქმედება, რომლითაც


მორწმუნეზე მოქმედებს მადლი და ძალა ღვთისა. ამრიგად საიდუმლოში გაირჩევა: 1.
საღმრთო დაწესება 2. ხილული მოქმედება 3. უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა. 

მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს შვიდ საიდუმლოს: 1. ნათლისღება 2.


მირონცხება 3. ზიარება 4. სინანული 5. მღვდლობა 6. ქორწინება 7. ზეთის
კურთხევა. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, საიდუმლო ნამდვილია და
ღვთის მადლი უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც იგი შესრულებულია
წესიერად. სწორად შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ
იქნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ.

I ნათლისღება: - არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამგზის


შთაფლვით და მოწოდებით ღვთისა, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა. განიწმინდება
პირველქმნილი ცოდვისაგან და მეორედ იშვება ახალი სულიერი ცხოვრებისათვის. ამ
საიდუმლოს დაწესება შეეძლო მხოლოდ ქრისტეს. ქრისტემდე იყო მხოლოდ ზოგიერთი
წესი, რომელიც გარეგნობით ჰგავდა ნათლისღებას. ნათლისღების საიდუმლოს ხილულ
მხარეს ეკუთვნის: 1. მასალა საიდუმლოსათვის – წყალი; 2. სამგზის წყალში შთაფლვა
და 3. სიტყვები: ნათელს იღებს მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ! და
ძისათა, ამინ! და წმინდისა სულისათა, ამინ! აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
ამინ! 

ნათლისღებაში მორწმუნე განმართლდება და განიწმინდება, როგორც პირველქმნილი,


ასევე პირადი ცოდვებისაგან, რომელიც ნათლისღებამდე ჩაუდენია. ნათლისღება
საჭიროა ბავშვებისათვის, რადგან ისინიც ექვემდებარებიან პირველქმნილ ცოდვას და
ნათლისღების გარეშე ვერ მიიღებენ ამ ცოდვის შენდობას. ნათლისღება ერთხელ
სრულდება და მისი გამეორება მეორედ ყოვლად დაუშვებელია. ნათლისღება არის
სულიერი შობა, ხოლო რადგანაც ადამიანი ხორციელად ერთხელ იშვება, სულიერი
შობაც ერთი უნდა იყოს.

II მირონცხება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნეს სხეულის ნაწილთა ნაკურთხი


მირონის ცხებით, სული წმიდის სახელით ეძლევა ნიჭი სულიწმიდისა,
აღმაორძინებელნი და განმაძლიერებელნი სულიერ ცხოვრებაში. სახარებაში არ არის
მოხსენიებული, რომ მირონცხება დაწესებულია იესო ქრისტესგან, მაგრამ, უეჭველია,
რომ ეს საიდუმლო ღვთის მიერაა დაწესებული. ახალი აღთქმის სხვა საღმრთო
წიგნებიდან ჩანს, რომ მოციქულთა დროსვე შემოიღეს, ხელდასხმის მაგიერ, მირონცხება
მორწმუნეთაგან სულიწმიდის ნიჭთა მისაღებად. ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ
ნათელღებულთა სიმრავლის გამო მოციქულები ვერ ახერხებდნენ ყველას ხელდასხმას
და ამიტომ დაიწყეს კურთხევა მირონისა, რომელსაც, მათი ნებართვით, მღვდლები
სცხებდნენ ნათელღებულთ. მირონცხების ხილული, გარეგანი მხარე ის არის, რომ
მღვდელი&ნბსპ; ნაკურთხ მირონს ხცხებს ნათელღებულსშუბლზე, მკერდზე, ყურებზე,
ფეხებზე და წარმოთქვავს თითოეულ ცხებაზე: ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ
წმიდისა. რაც შეეხება შინაგან მოქმედებას მირონცხებისა ის არის, რომ მორწმუნეს
ეძლევა მადლი სული წმიდისა, საჭირო სულიერი ცხოვრებისათვის. შუბლის
მირონცხებით განიწმინდება გონება და აზრი, თვალების და ყურების ცხებით –
გრძნობანი, მკერდის ცხებით განიწმინდება გული და გულისთქმანი, ხელთა და ფეხთა
ცხებით განიწმინდება ყოველივე მოქმედება ქრისტიანისა. მირონცხება სრულდება
ერთხელ, ნათლისღების მსგავსად. მართლმადიდებელ მეფეთაAMმირონცხება არ არის
ცალკე საიდუმლო, არამედ უმაღლესი საშუალება სულიწმიდის ნიჭთა მიცემისა დიდი
სამეფო მსახურებისთვის.

III. ზიარება: - არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე პურისა და ღვინის სახით იღებს
იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლს და ხორცს საუკუნო ცხოვრებისთვის. ეს წმინდა
საიდუმლო იესო ქრისტემ დააწესა თავისი ვნების და სიკვდილის წინ საიდუმლო
სერობაზე, როცა აიღო პური, აკურთხა, განტეხა, მისცა მოციქულებს და
უბრძანა: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი.შემდეგ აიღო სასუმელი, აკურთხა,
მისცა მოციქულებს და თქვა: ჰსუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა
აღთქმისა თქვენთვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა. ამას დაუმატა: ამას
იქმოდეთ მოსახსენებელად ჩემდა. უფლის მცნების თანახმად, მოციქულები მუდამ
ასრულებდნენ ამ საიდუმლოს, მაცხოვრის მოსახსენებლად. ეს საიდუმლო დღესაც
სრულდება და მუდამ შესრულდება, ვიდრე ეს ქვეყნიერება არსებობს. ზიარების
საიდუმლოს ხილული მხარე მასალა, რომელიც იხმარება საიდუმლოსათვის - პური და
ღვინო და ღვთისმსახურება, რომელზედაც სრულდება თვით ეს საიდუმლო. პური,
რომელიც იხმარება ზიარების საიდუმლოსთვის, უნდა იყოს ხორბლისა, გაღვივებული,
სუფთად მომზადებული და გამოცხობილი. ზიარებისთვის ღვინო უნდა იყოს ნამდვილი
ყურძნის წვენი, სუფთად დაყენებული, წითელი; საიდუმლოს აღსრულების დროს,
ღვინოში ურევენ წყალს მოსახსენებლად იმისა, რომ იესო ქრისტეს გვერდიდან
გადმოვიდა სისხლი და წყალი, როცა უგმირა ლახვარი ერთმა მხედართაგანმა.

მღვდელმოქმედებას, რომელზედაც მზადდება მასალა ამ საიდომლოსათვის, ეწოდება


ლიტურგია, ანუ წირვა, ხოლო იმ ნაწილს წირვისას, რომელზედაც სრულდება თვით
საიდუმლო - მართალთა ლიტურგია. მღვდელი იტყვის მაცხოვრის სიტყვებს: `მიიღეთ
და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი...ჰსუთ ამისაგან ყოველთა ესე არს სისხლი ჩემი...
შემდეგ პურზე და ღვინოზე გადადის სულიწმიდის მადლი. შემდეგი სიტყვების თქმით:
`გარდამოავლინე სული შენი წმიდა ჩვენზედა და წმინდასა ამას ძღვენსა ზედა.” ამის
შემდეგ აკურთხებს სამგზის პურსა და ღვინოს შემდეგი სიტყვების წარმოთქმით: `ჰყავ
უკვე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა, ხოლო ბარძიმსა ამას შინა_პატიოსან
სისხლ ქრისტეს შენისა,_ შესცვალე სულითა შენითა წმიდითა, ამინ! ამინ! ამინ!” ამ
დროს სრულდება დიდი საიდუმლო. პური და ღვინო გარდაარსდება იესო ქრისტეს
ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად. ამ საიდუმლოში იესო ქრისტე იმყოფება მთელი
არსებით. მაცხოვარმა ბრძანა: `რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა
ჩემსა, ჩემთანა ჰგიეს და მე მისთანა.~ უფლმა ზიარება დააწესა სულიერ საზრდოდ
მორწმუნეთათვის და ამ საზრდოს მიმღებნი მორწმუნენი მიიღებენ უდიდეს სიკეთეს
თავისი სულისათვის.

IV. სინანული: - არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე, აღმსარებელი ცოდვათა,


მღვდლის წინაშე, მიიღებს ცოდვათა მიტევებას იესო ქრისტესაგან უხილავად. წმ. მამები
ამბობენ, რომ სინანულით ადამიანი იშვება მეორედ. ამ საიდუმლოს ხილული მხარე ის
არის, რომ მორწმუნე აღიარებს ცოდვებს ღვთის წინაშე მღვდელთან და მღვდელი
კითხულობს ლოცვას, რომელშიც ღმერთს აღმსარებლის ცოდვათა შენდობას ევედრება.

ამ საიდუმლოს უხილავი მოქმედება ის არის, რომ ცოდვათა აღმსარებელი ქრისტესაგან


უხილავად განიკურნება და განიწმინდება ცოდვათაგან. ცოდვათა მიტევება ხდება იმ
შემთხვევაში თუ აღმსარებელი გულწრფელად ინანიებს ცოდვებს და მტკიცედ აქვს
გადაწყვეტილი მათთან განშორება. ხანდახან, დიდ ცოდვათა და სინდისის ქენჯნის
გამო, მღვდელი აღმსარებელს დაადებს ეპიტიმიას და ურჩევს აღასრულოს ისეთი საქმე,
რომელიც შეაძლებინებს ცოდვილ ჩვეულებათა დაძლევას. მძიმე ცოდვისათვის
მღვდელს შეუძლია მორწმუნე არ აზიაროს, რომელიც უდიდეს სასჯელად ითვლება.

V.მღვდლობა: - არის საიდუმლო, რომელშიც კანონიერად არჩეულ მორწმუნეს


სულიწმიდა მღვდელმთავრის ხელდასხმით, დაადგენს აღსასრულებლად საიდუმლოთა
და მწყემსად ეკლესიისა. მღვდლობის საიდუმლო იესო ქრისტემ დააწესა. მან
გამოირჩია&ნბსპ; მოციქულები, მისცა ხელმწიფება მოძღვრებისა და საიდუმლოთა
შესრულებისა. ამაღლების შემდეგ მაცხოვარმა გარდამოუვლინა მოციქულებს
სულიწმიდა, რომელმაც მათ მისცა სამსახურებლად საჭირო ძალა. მოციქულები
ირჩევდნენ ღირსეულ მორწმუნეებს და ხელდასხმით ეძლეოდათ მადლი მღვდლობისა;
ამრიგად არჩეულნი იქნენ დიაკონნი, მღვდლები და ეპისკოპოსნი, რომელთაც
მოციქულებმა გადასცეს თავისი საღმრთO უფლება ხელდასხმისა, რჩეულთა და
მომზადებულთა. ხილული მხარე საიდუმლოსი მღვდელმთავრის ხელდასხმაა,
რომელიც ლოცვასთანაა შეკავშირებული. ეს საიდუმლო ყოველთვის წირვაზე
სრულდება. ეპისკოპოსად ხელდასხმა სრულდება მცირე შესვლის შემდეგ. მღვდლად-
“რომელი ქერუბიმთა”-ს გალობის შემდეგ, დიაკვნად - ძღვენთა კურთხევის შემდეგ.
მღვდლად და დიაკვნად კურთხევა შეუძლია ერთ ეპისკოპოსს. ეპისკოპოსის კურთხევაში
კი მონაწილეობა უნდა მიიღოს ორმა ეპისკოპოსმა მაინც. ამ საიდუმლოს უხილავი
მოქმედება ის არის, რომ მორწმუნეს მღვდელმთავრის ხელდასხმით ეძლევა, თანახმად
მისი მომავალი მსახურებისა, სამღვდელო მადლი სულისაგან წმიდისა. მღვდლობაში
განირჩევა სამი ხარისხი: 1. ეპისკოპოსი, 2. მღვდელი, 3. დიაკონი. ეპისკოპოსი არის
უმაღლესი ხარისხი ეკლესიაში. იგი არის მასწავლებელი სჯულისა და აღმსრულებელი
ყველა საიდუმლოთა. მისგან იღებს ხელდასხმას მღვდელი და დიაკონი. მღვდელი
ასრულებს საიდუმლოს გარდა მღვდლად კურთხევისა, დიაკონი მხოლოდ მსახურებს
საიდუმლოთა შესრულების დროს, დიაკონს არ შეუძლია საიდუმლოთა შესრულება და
მღვდელმოქმედება. მღვდლობის საიდუმლოს განმეორება არ შეიძლება.

VI. ქორწინება: - არის საიდუმლო, რომელშიც ეკლესია აკურთხებს სასიძოსა და


სასძლოს მეუღლურ კავშირს სახედ ქრისტეს სულიერი კავშირისა ეკლესიასთან და
ღვთისგან მათთვის ითხოვს მადლს ერთსულობისას, შვილთა შობისა და ქრისტიანულად
აღზრდისა. თვით ღმერთმა დააწესა და აკურთხა მეუღლური კავშირი სამოთხეშივე,
როდესაც მიუყვანა ადამს ცოლი ევა და უთხრა: აღორძინდით და გამრავლდით და
აღავსეთ ქვეყანა. ახალ აღთქმაში თვით მაცხოვარმა აკურთხა ქორწილი და საბოლოოდ
დაამტკიცა კანონი ქორწინებისა, როცა ბრძანა: “რაცა ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ
განაშორებნ.” ქორწინების ხილული მხარეა აღთქმა სასიძოსი და სასძლოსი ეკლესიისა
და მღვდლის წინაშე, რომ ერთმანეთის თანხმობით და არა იძულებით იქორწინებენ და
დაიცავენ კავშირს განუყრელად ცხოვრების დასასრულამდე. კურთხევა მათი კავშირისა
ხდება მღვდლის მიერ წარმოთქმული სიტყვებით: “ უფალო ღმერთო ჩვენო, დიდებითა
და პატივითა გვირგვინოსან ყვენ ესენი.” უხილავი მხარე ამ საიდუმლოსი ის არის, რომ
თვით ღმერთი საიდუმლოდ აკურთხებს და ამტკიცებს მათ კავშირს სახედ თავის
კავშირისა ეკლესიასთან და აძლევს მადლს შვილების აღსაზრდელად. ქორწიენაბა არ
არის სავალდებულო ყველა მორწმუნეთათვის.

VII.ზეთის კურთხევა: არის საიდუმლო, რომელშიც სხეულის ნაწილთა ნაკურთხი ზეთის


ცხების დროს მოიწევა სნეულზე მადლი სულიწმინდისა, უძლურთა მკურნალი და
ნაკლულევანთა აღმავსებელი. ზეთის კურთხევის საიდუმლო დაწესებულია იესო
ქრისტესგან, მან წარგზავნა მოციქულები ჰურიასტანის სოფლებსა და ქალაქებში და
მისცა ხელმწიფება ყოველთა სენთა და უძლურებათა განკურნებისა. მოციქულებიც
ქადაგენდნენ და სცხებდნენ ზეთს მრავალთა სნეულთა და განკურნებდნენ. ხილული
მხარე ზეთის კურთხევისა არის შვიდ გზის ცხება ნაკურთხი ზეთითა და ღვინით
სნეულის შუბლისა, ნიკაპისა, ყურებისა, ხელებისა, გულისა და ლოცვა, რომლითაც
მღვდელი სთხოვს ღმერთს განკურნოს სნეული. სახარების დასვენება სნეულის თავზე.
უხილავი მხარე ამ საიდუმლოსი ის არის, რომ სნეული იკურნება სენთა და ცოდვათაგან.
ზეთის კურთხევა უნდა შეასრულოს შვიდმა მღვდელმა, მაგრამ თუ შვიდი ვერ შეიკრიბა
მისი აღსრულება შეუძლია ერთ მღვდელსაც.

ეკლესიის საიდუმლოებები

1. საეკლესიო საიდუმლოებების ცნება


“საიდუმლოება არის საღვთო მოქმედება, რომლითაც ფარულად ადამიანზე მოქმედებს მადლი,
ან რაც იგივეა, ღმრთის მაცხოვნებელი ძალა”.
მრწამსში საუბარია მხოლოდ ნათლობაზე და არ არის ნახსენები სხვა საიდუმლოებები
მხოლოდ იმიტომ, რომ IV საუკუნეში (მრწამსის შედგენის დროს) ეკლესიაში დაობდნენ მეორედ
შემობრუნებული ერეტიკოსებისა და განდგომილების ნათლობის საკითხზე. ეკლესიამ მიიღო
გადაწყვეტილება ხელმეორედ არ მოენათლათ ასეთები, თუნდაც მათ ნათლისღება ეკლესიისაგან
განდგომილთაგან ჰქონოდათ მიღებული.

ნათლისღება

“ნათლისღება არის საიდუმლოება, რომელშიც მორწმუნე, მამის, ძისა და სულიწმიდის სახელის


მოხსენიებითა და სამჯერ წყალში ჩაფლობით კვდება ხორციელი და ცოდვილიანი ცხოვრებისათვის
და სულიწმიდისაგან იბადება სულიერ და წმიდა ცხოვრებიში”.
“...ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ღმრთის შასუფეველში” (იოანე 3, 5)
ნათლისღების საიდუმლო დაადგინა თვით უფალ იესო ქრისტემ, მაშინ როცა
“თავისი მაგალითით განწმიდა ნათლისღება, მიიღო რა იგი იოანესაგან. და ბოლოს, თავისი აღდგომის
შემდეგ მან მოუწოდა მოციქულებს: “ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი
მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით” (მათე 28, 19).

ნათლობის მიღების პირობაა სინანული და რწმენა.


“ხოლო პეტრემ უთხრა მათ: “მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით
ცოდვების მისატევებელად...”(საქმე 2, 38)
“ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდებული იქნება...
”(მარკოზი 16, 16)
ადამიანის ცხოვრებაში ნათლისღება აღესრულება ერთად-ერთხელ და არავითარი გარემოების
გამო არ მეორდება, რადგან
“ნათლისღება არის სულიერი დაბადება: ადამიანი კი ერთხელ იბადება და ამიტომაც ერთხელ
ინათლება”.

მირონცხება

“მირონცხება არის საიდუმლო, რომლის დროსაც მორწმუნეს, სხეულის ნაწილებზე


სულიწმიდის სახელით ნაკურთხი მირონის წასმით მიემადლება სულიწმიდის ნიჭები, სულიერ
ცხოვრებაში დასაბრუნებლად და გასაძლიერებელად”.
თავდაპირველად ამ საიდუმლოწბას მოციქულები ხელდასხმის საშუალებით აღასრულებდნენ
(საქმე 8, 14-17). მოგვიანებით დაიწყო მირონის ცხება, რაც შეიძლება ძველ აღთქმაში მირონის ცხების
მაგალითით იყო განპირობებული (გამოს. 30, 25; 3მეფეთა 1, 39).

მირონცხების აღსასრულებელ ფორმულას წარმოადგენს სიტყვები:


“ნიჭი მონიჭებულია სულისა მიერ წმიდისა, ამინ.”
წმიდა მირონი არის კეთილსურნელოვანი ნივთიერება, რომელიც მზადდება განსაკუთრებული
წესგანჩინებით და იკურთხება უმაღლესი სამღვდელოების მიერ, რომლებიც როგორც წესი
წარმოადგენენ ავტოკეფალურ მართმადიდებელ ეკლესიას, ეპისკოპოსთა კრებულის თანხლებით,
როგორც მოციქულთა მემკვიდრეებისა, რომლებიც “სულიწმიდის ნიჭების გადაცემისათვის თვითონ
ახორციელებდნენ ხელდასხმას.”
ყოველი ნაწილის ცხებას აქვს გარკვეული მნიშვნელობა. ასე მაგალითად
ა) შუბლისა–ნიშნავს “გონებისა ადა აზრების გაწმედას”;
ბ) გულმკერდისა– “გულისა და სურვილებისას”;
დ) თვალის, ყურისა და პირის–გრძნობათა კურთხევისა”;
ე) ხელებისა და ფეხების– “საქმეებისა და ზოგადად ქრისტიანული საქციელის კურთხევა”.
ცხოვრებაში ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოებები აღესრულება ერთი საიდუმლოების
სახით. წმიდა ნათლისღებაში ადამიანი ღებულობს ახალ ცხოვრებას ქრისტეში, ხოლო მირონცხებაში
მას მიემადლება სულიწმიდის ნიჭები და ძალა, და ასევე თვით სულიწმიდა როგორც მადლი,
ქრისტეში ღირსეული ღმერთკაცობრივი ცხოვრების გასავლელად. მირონცხებაში ადამიანი როგორც
პიროვნება, ღებულობს ცხებულებას ღმრთაებრივი ცხებულის_იესო ქრისტეს მსგავსად.

ევქარისტიის საიდუმლოება
ევქარისტიის საიდუმლოების გაგება

ევქარისტია არის საიდუმლოება რომელშიც


ა) პური და ღვინო სულიწმიდით დარდაიქცევა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად;
ბ) მორწმუნეები ეზიარებიან მას, ქრისტესთან და საუკუნო ცხოვრებასთან უმჭიდროესი
კავშირისათვის.
წესგანჩინება ევქარეისტიული საიდუმლოებისა-ლიტურგია, არის ერთიანი და განუყოფელი
ღმრთისმსახურება. ლიტურგიულ წესგანჩინებაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა
ევქარისტიული კანონი, ხოლო მასში ცენტრალური ადგილი უჭირავს ევქარისტიულ შეკრებაზე და
წინადაგებულ მსხვერპლზე.

ევქარისტიული საიდუმლოების დადგინების შესახებ

ევქარისტიის საიდუმლოება უფალ იესო ქრისტეს მიერ იყო დადგენილი საიდუმლო სერობაზე.
“როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: “აიღეთ,
ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია.”
აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: “ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის
ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.”(მათე 26, 26-28).
წმიდა მახარებელი ლუკა ვსებს მათე მახარებლის მონათხრობს. უფალი აწვდიდა მოწაფეებს
წმიდა პურს, უთხრა მათ:
“ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად”(ლუკა 22, 19).

პურისა და ღვინის გარდასახვა ზიარების საიდუმლოებაში

მართადიდებლური ღმრთისმეტყველება, განსხვავებით ლათინურისაგან, შეუძლებლად


მიიჩნევს ამ საიდუმლოების არსის რაციონალურად ახსნას. ლათინური საღმრთისმეტყველო აზრი
ევქარისტიის საიდუმლოებისას წმიდა ძღვენზე აღსრულებულ ცვლილებას ახასიათებს ლათინური
ტერმინით, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “არსებითად შეცვლას”.
“პურისა და ღვინის კურთხევით პურის რაობა მთლიანად გადაიქცევა ქრისტეს სხეულის
რაობაში, ხოლო ღვინის რაობა_ მისი სისხლის რაობაში”.
ამასთანავე პურისა და ღვინის გრძნობითი თვისებები უცვლელი რჩებიან მხოლოდ
სახილველად, ნარჩუნებიან რა როგორც გარეგნული შემთხვევითი თვისებები. (აქციდენცია)
ეკლესიის მამები თვლიდნენ რომ პურისა და ღვინის რაობა ნარჩუნდება, პური და ღვინო არ
იცვლის თავის ბუნებით თვისებებს, მსგავსად იმისა, როგიორც ქრისტეში ღმერთობის სისავსე
არაფრით არ აკნინებს მის ჭეშმარიტ ადამიანობას. “მსგავსად იმისა როცა პურის კურთხევამდე ჩვენ
პურს ვამბობთ, როცა ღმრთაებრივი მადლი აკურთხევს მას მღვდლის საშუალებით, იგი უკვე
თავისუფალია პურის სახელწოდებიდან, და ღირსი ხდება დაერქვეს უფლის სხეული, თუმცა კი
პურის ბუნება მასში რჩება” .
წმიდა მამები ცდილობდნენ მსგავსებების საშუალებით ამ საიდუმლოების ჩვენ აღთქმასთან
მიახლოვებას. ასე მრავალი მათგანი გახურებული ხმლის მაგალითს იყენებდ: ხურდება რა რკინა,
ხდება ერთიანი ცეცხლთან ისე, რომ შესაძლებელია დაწვა ხმლით და გაკვეთო ცეცხლით. ამასთანავე
არც ცეცლი და არც რკინა არ კარგავენ თავის არსებით თვისებებს. ასე X საუკუნემდე არც
აღმოსავლეთში და არც დასავლეთში არავინ ასწავლიდა ევქარისტიული სახეების
ილუზორულობაზე.
ლათინური სწავლება გარდასახვის (ტრანსუბსტანტიატიო) შესახებ ახდენს მორწმუნეთა მიერ
ევქარისტიის საიდუმლოების აღქმის დეფორმაციას, გარდააქცევს რა ეკლესიის საიდუმლოებას რაღაც
ზებუნებრივ,

წმიდა საიდუმლოებების აუცილებლობა და მაცხოვნებელობა

ცხონებისათვის წმიდა საიდუმლოებებთნ ზიარების უცილებლობის შესახებ ბრძანებს თვით


უფალი იესო ქრისტე:
“იესომ უთხრა მათ: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ ხორცს და არ
შესვამთ კაცის ძის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის
შემსმელი ჩემში რჩება და მე_მასში”(იოანე 6, 53-54).
წმიდა საიდუმლოებებთან ზიარების მაცხოვნებელი ნიჭები და მოქმედებებია:
ა) უფალთან უმჭიდროესი ერთობა (6, 55-56);
ბ) სულიერ ცხოვრებაში ზრდა და ჭეშმარიტი სიცოცხლის მოპოვება (იოანე 6, 57);
გ) მომავალი აღდგომის და მარადიული ცხოვრების საწინდარი (იოანე 6, 58).
მაგრამ ზიარების ეს მოქმედებები ეხება მხოლოდ მათ, ვინც ზიარებას ღირსეულად მიეახლება.
უღირსად მაზიარებლებს ზიარება მეტ მსჯავრ სდებს: “ვინაიდან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავის
თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ არჩევს რა უფლის სხეულს.”(1 კორ. 11, 29).

სინანულის საიდუმლოება

“სინანული არის საიდუმლოება, რომელშიც საკუთარი ცოდვების შემნანებელი, ხილულად


მღვდლისაგან შენდობის მიმღები, უხილავდ ცოდვათა მიტევებას ღებულობს თვით უფალ იესო
ქრისტესაგან”.
სინანულის საიდუმლოება ერთმნიშვნელოვნად თვით უფალ იესო ქრისტესაგანაა
დადგინებული. უფალმა აღუთქვა მოციქულებს, რომ მიანიჭებდა მათ ცოდვათა განხსნის
ძალაუფლებას, უთხრა რა:
“რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე,
გახსნილი იქნება ზეცაშიც”(მათე 18, 18)
თავისი აღდგომის შემდეგ კი უფალმა ნამდვილად მიანიჭა მათ ეს ძალაუფლება, უთხრა რა:
“მიიღეთ სულიწმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ.”
სინანულის საიდუმლოებასთან მიმაახლებელთ მოეთხოვებათ:
ა) ქრისტეს რწმენა, რამეთუ - “ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელიტ მიიღებს ცოდვების
მიტევებას”(საქმე 10, 43)
ბ) მწუხარება ცოდვების გამო, რადგან: “ღმრთის გულისათვის დანაღვლიანება წარმოშობს სინანულს
სახსნელად”(2. კორინ. 7, 10)
გ) გადაწყვეტილება საკუთარი ცხოვრების შეცვლისა, რადგან იმის შემდეგ, რაც “ბოროტეული
მოიქცევა თავისი ბოროტებისაგან და სამართალს და სიმართლეს იქმს, ამის გამო
გადარჩება”(ეზეკიელი 33, 19).
სინანულისათვის დამხმარე და მოსამზადებელ საშუალებებად გვევლინება მარხვა და ლოცვა.

მღვდლობის საიდუმლოება

”მღვდლობა რის საიდუმლოება, რომელშიც სულიწმიდა მართლიად გამორჩეულს, სამღვდელო


ხელდასხმის საშუალებით დაადგინებს აღასრულოს საიდუმლოებებიდა დამწყსოს ქრისტეს ფარა”.
თავისი ამაღლების წინ უფალმა უთხრა მოციქულებს:
“ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და
სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ
ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”(მათე 28, 19-20).
ამგვარად სამღვდელო მსახურება თავის თავში შეიცავს მასწავლებლობას (მოიმოწაფეთ),
მღვდელთმსახურებას (მონათლეთ) და წვრთნის მსახურებას (ასწავლეთ ყოველივეს დაცვა). ამ სამი
სახის მსახურებას_მასწავლებლობას, მღვდლთმსახურებას და წვრთნას_ ქვია საერთო სახელი
მოძღვრობა. მღვდელთმსახურები დგინდებიან მისთვის რომ, “დამწყსონ ეკლესია” (საქმე 20, 28).
მღვდლობის ინსტიტუტი ეკლესიაში არ არის ადამიანური გამონაგონი, არამედ ღმრთის მიერ
დადგენილი. თვით უფალმა - “..დააყენა ერთნი მოციქულებად, ზოგნი მწყემსებად და მოძღვრებად
რათა სრულყონ წმიდანი მსახურების საქმისათვის,”(ეფეს. 4, 11-12)
სამღვდელო მსახურებისათვის გამორჩევაც აგრეთვე არ არის ადამიანური საქმე, არამედ
გულისხმობს ზეციურ რჩეულებას:
“თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ..”(იოანე 15, 16)
“და არავინ თავისით არ ღებულობს ამ პატივს, არამედ ვინც ღმრთის მიერაა მოწოდებული, როგორც
აარონი”(ებრაელ. 5, 4).
ხელდასხმა, ადამიანის აყვანა იერარქიულ ხარისხში, არ არის მხოლოდ მსახურებაზე
დადგინების გარეგნული ნიშანი, როგორც ამას პროტესტანტები ვარაუდობენ, თვლიან რა რომ საერო
და სასულიერო პირს შორის არავითარი პრინციპული განსხვავება არ არის. წმიდა წერილი არ
გვიტოვებს იმის ეჭვს, რომ მღვდლობის საიდუმლოებაში მიემადლებათ განსაკუთრებული მადლის
ნიჭები, რომლებიც განასხვავებენ საეროს_ სასულიერო პირისაგან.
პავლე მოციქული თავის მოწაფე ტიმოთეს, წერდა:
“ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით და უხუცესთა
ხელდასხმით”(1 ტიმოთე 4, 14).
“შეგახსენებ გააღვივო ღმრთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში” (2 ტიმოთე 1, 6).
მართმადიდებელ ეკლესიაში სამი აუცილებელი სამღვდელო საფეხურია: ეპისკოპოსი,
მღვდელი და დიაკონი.
“დიაკონი მსახურობს საიდუმლოებებისას. მღვდელი აღასრულებ საიდუმლოებებს,
ეპისკოპოსის კურთხევით, ეპისკოპოსი არა მარტო აღასრულებს საიდუმლოებებს, არამედ აქვს
ძალაუფლება ხელდასხმის მეშვეობით გადასცეს მადლმოსილი ნიჭები საიდუმლოების
შესასრულებლად”.
ამასთანავე მხოლოდ ეპისკოპოსს აქვს ტაძრისა და მირონის კურთხევის უფლება.
საეკლესიო ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროა სამივე იერარქიული
ხარისხი. უძველესი დროიდან ეს ითვლებოდა ეკლესიის ცხოვრების აუცილებელ პირობად.
მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი წერდა:
“ყველამ პატივი მიაგეთ დიაკვნებს, როგორც მცნება დაგვიდო უფალმა, ეპისკოპოსებს როგორც
იესო ქრისტეს, მამა ღმერთის ძეს, მღვდლებს კი, როგორც ღმრთის გუნდს, როგორც მოციქულთა
კრებულს-მათ გარეშე არ არის ეკლესია”.

ჯვრისწერის საიდუმლოება

“ჯვრისწერა არის საიდუმლოება, რომელშიც მღვდლისა და ეკლესიის წინაშე, ნეფე და


დედოფლის მიერ ურთიერთ ერთგულების პირობის დადებით ქრისტესა და ეკლესიის სულიერი
კავშირის დარად, იკურთხება მათი მეუღლეობა, და გამოითხოვება მათთვის მადლი უბიწო ერთობის,
კურთხეული შვილთა სხმისა და ბავშვთა ქრისტიანული აღზრდისათვის”.
ქორწინება რომ ნამდვილად საიდუმლოებაა ადასტურებს პავლრ მოციქულის სიტყვები:
“მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეწებება თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან.
დიდია ეს საიდუმლო...”(ეფეს. 5, 31-32).
ქრისტიანული გაგებით ცოლქმრობა არ არის საშუალება რაღაც მიზნების მისაღწევად,
მაგალითად ადამიანთა მოდგმის გაგრძელებისა. ცოლ-ქმრობას ქრისტიანობაში აქვს
განსაკუთრებული რელიგიური განზომილება. შემოქმედის ნებით ადამიანური ბუნება გაყოფილია
ორ სქესად, ორ ნაწილად, რომელთაგან არც ერთი მხოლოდ თავისთავში არ შეიცავს
სრულყოფილების სისრულეს. ცოლ-ქმრობაში მეუღლეები ერთმანეთს ამდიდრებენ თავთავიანთი
სქესისათვის დამახასიათებელი თვისებებითა და ღირსებიბით, და ამგვარად მეუღლეობის ორივე
ნაწილი გადაიქცევა “ერთ ხორცად” (შესაქმ. 2,24; მათე 19, 5-6), ანუ ერთიან სულიერ და ხორციელ
არსებად, აღწევენ სრულყოფილებას.
ქრისტიანულ ოჯახს ეძახიან “მცირე ეკლესიას და ეს მხოლოდ მეტაფორა არ არის, არამედ
საკუთრივ მოვლენათა არსის გამოხატულებაა, რამეთუ მეუღლეობაშიც ადგილია აქვს ერთიანობის
იმავე ტიპს, რასაც ვხვდებით ეკლესიაში, “დიდ ოჯახში”, _ სამების პირთა დარად სიყვარულში
გაერთიანება.”
ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანი არის გაიგონოს მისკენ მომართული ღმრთის მოწოდება
და უპასუხოს მას. მაგრამ იმისათვის რათა ადამიანმა უპასუხოს ამ მოწოდებას აუცილებელია
საკუთარი ეგოიზმის უარყოფა, და იმის სწავლა, რომ იცხოვრო სხვისთვის. სწორედ ამ მიზანს
ემსახურება ქრისტიანული ოჯახი, რომელშიც მეუღლეები გადალახავენ თავიანთ ცოდვილიანობას
და მათი ბუნებისათვის დამახასიათებელ შეზღუდულობას, “იმისათვის რათა ცხოვრება განვითარდეს
როგორც სიყვარული და თვითგანწირვა”.
ამიტომაც ქრისტიანული ოჯახი არ აცილებს ადამიანს ღმერთისაგან, არამედ აახლოებს მასთან.
ცოლ-ქმრობა ქრისტიანობაში აღიქმება, როგორც ღმრთის სასუფეველისაკენ ერთობლივი გზა.
ქრისტიანობა რომელიც ასე ამაღლებულად აფასებს ოჯახს, ამასთანავე ათავისუფლებს ადამიანს
ცოლ-ქმრობის აუცილებლობისაგან. ქრისტიანობაში არსებობს ღმრთის სასუფევლისაკენ
ალტერნატიული გზაც - ქალწულება, რაც წარმოადგენს ოჯახის, ანუ ბუნებითი წესით სიყვარულში
ეგოიზმის დაძლევის უარყოფას, და უფრო რადიკალური გზის არჩევას მორჩილებითა და ასკეზით. ამ
გზაზე შემდგართათვის, ადამიანისაკენ მომართული ღმრთის მოწოდება ხდება ერთადერთ
არსებობის წყაროდ.
“ქალწულება საუკეთესო ქორწინებაა, ვისაც კი შეუძლია მისი სიწმიდეში დაცვა”.
თუმცა ქალწულების გაზა ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის, არამედ განსაკუთრებულ
რჩეულობას მოითხოვს:
“..ყველა ვერ შეითვისებს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს... ვისაც შეუძლია შეთვისება,
შეითვისოს”(მათე 19, 11-12).
ამასთავე ქრისტიანონაში ქალწულება და ცოლ-მრობა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.
ქალწულება აღმატებულია ქორწინებაზე არა იმიტომ თითქოს ქორწინება შეიცავდეს რაიმე ცოდვას,
არამედ იმის ძალით რომ ადამიანის ცხოვრების არსებულ პირობებში ქალწულება იძლევა მეტ
შესაძლებლობას სავსებით მიუძღვნა თავი ღმერთს:
“..უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ აამოს უფალს; ხოლო ცოლიანი წუთისოფლის
საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ცოლს”(1 კორ. 7, 32-33).
საეკლესიო კანონები (კანონი 1, 4, 32-33 განგრის კრება IVს.) მკაცრად განიკითხავს მათ ვინც
თაკილობს ოჯახს, ანუ უარს ამბობს ცოლ-ქმრული ცხოვრებაზე არა თავგანწირვის უარყოფის გამო,
არამედ იმიტომ თითქოს ქირწინება ქრისტიანობისთვის შეუფერებელი რამ ყოფილიყოს.
ქრისტიანობაში ქალწულებაცა და ქორწინებაც აღიარებულია და პატივდებულია როგორც ორი გზა
ერთი მიზნისაკენ.

ზეთისცხება

“ზეთისცხება არის საიდუმლოება, რომელშიც სხეულის ზეთის ცხების საშუალებით


ავადმყოფზე გარდამოიწვევა ღმრთის მადლი, სულიერი და ხორციელი უძლურებათა
განსაკურნებლად”.
ეს საიდუმლოება დასაბამს იღებს მოციქულებისაგან, რომელთაც მიიღეს რა ძალაუფლება იესო
ქრისტესაგან,
“სნეულებს სცხებდნენ ზეთს და კურნავდნენ” (მრკოზი 6, 13).
იაკობ მოციქული ადასტურებს, რომ ეს საიდუმლოება ეკლესიაში აღსრულდებოდა ჯერ კიდევ
მოციქულთა პერიოდში:
“არის თქვენ შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მათზე და
ნელსაცხებელი სცხონ უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას
და, თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება.”
ზეთისცხების საიდუმლოებაში ავადმყოფი ასევე ღებულობს დავიწყებული ცოდვების
მიეტევებას. არა სინანულის საიდუმლოების ნაკლულოვანებისა გამო, არამედ ავადმყოფთა მიერ ამ
სასიცოცხლო საკურნებელის სრულყოფილად და მაცხოვნებელად მოხმარების უღონოებისა გამო”.

You might also like