You are on page 1of 24

გრიგოლ ხანძთელი

სოლომონ ბრძენმა თქვა, რომ ბრძნული საუბარი ფასობს ვერცხლად, ხოლო დუმილს
ბაჯაღლო ოქროს ფასი აქვს.

ჩემი ნაკლია ის, რომ არ ვარ სრულყოფილი ადამიანი, რაც არ მაძლევს გაჩუმების
საშუალებას და უმჯობესად მიმიჩნევია, რომ გიამბოთ ღმერთშემოსილი
[წმინდანები] ადამიანების - წმინდა მამა გრიგოლის, მისი მოყვასების {მეგობრების}
და მისი მოწაფეების ამბავი, რამდენადაც შევძლებ, რომ თქვენამდე მოვიტანო
თხრობილი გრიგლის მოწაფეთაგან და მოწაფეთა მოწაფეთაგან.

წმინდანთა შორის გამობრწყინდა მადლით სავსე, განსრულებული სიბრძნით, დიდი


სასულიერო პირი, კეთილად გამგებელი მოღვაწე, უდაბური ადგილების ქალაქებად
მქცეველი, ზეციური ძალებისთვის ჩვეულებრივი მოკვდავი, თუმცა მიწისთვის
ნამდვილი ანგელოზი, სანატრელი გრიგოლი, სულიერი მამა და წინამძღვარი, ორი
დიდებული მონასტრის - ხანძითსა და შატბერდის ამშენებელი, რაც გახდა კეთილი
მაგალითი სხვა მეუდაბეურე მამებისთვის, რათა მიებაძათ გრიგოლისთვის.

გრიგოლი იყო წარჩინებული ოჯახიდან და მართლმორწმუნე მშობლების შვილი,


თუმცა გაიზარდა ნერსე ერისმთავრის ოჯახში, ღვთისმოსამვი დედოფლის, ნერსეს
ცოლის მიერ, რომელმაც იშვილა გრიგოლი, რადგან ის იყო დედოფლის ძმის წული.

გრიგოლი ბავშვობიდან გამორჩეული იყო თავისი სწავლისმოყვარეობით. პატარა


იყო, როდესაც ისწავლა „დავითნი“ და ღვთისმსახურების დროს წარმოსათქმელი
წმინდა წერილის ახსნა - განმარტება. ისწავლა ყველაფერი, რაც ქართულს ენაზე იყო,
ისწავლა მრავალი უცხო ენა და დაიზეპირა ბიბლიური წიგნები. გაეცნო წარმართულ
ფილოსოფიას, თუმცა რასაც კარგს წაიკითხავდა, იმას იმახსივრებდა და მიუღებელს
იშორებდა, ივიწყდებდა, ხოლო არაქრისტიანულ სიბრძნეს დასცინოდა. სრულყო მან
თავისი სიბრძნე, განათლებით.

გრიგოლმა მადლით სავსე, გონივრული საუბარი იცოდა და ზრდასთან ერთად,


სათნოებაც ემატებოდა. ის არ იყო ქედმაღალი, როგორც ჭაბუკებს სჩვევიათ და არც
გემოთმოყვარე ადამიანი იყო, ჭამდა არა სიამოვნებისთვის, არამედ საგლახაო
ლუკმით კმაყოფილდებოდა. გრიგოლი იყო მშვიდი, მოკრძალებული, სულიერი
საზრდოს მთხოვნელი და შემწყნარებელი.

შესახედავად დიდი, ტანადი, გამხდარი, ტანსრული, კეთილი და უბიწო იყო.


II

უფლის მთაზე ასვლა ნიშნავს ღმერთთან მიახლოებას. დავით წინასწარმეტყველის


სიტყვების მიხედვით, საკურთხეველთან, ნებისმიერი საკელესიო რიტუალის
შემსრულებელი ანუ მღვდელი, უნდა იყოს ხელითაც სუფთა და გულითაც სუფთა.

გრიგოლის აღმზრდელებმა, დედამისმა და ხალხმა, მოისურვა, რომ გრიგოლი


ეკურთხებინათ მღვდლად და მას უთხრეს: შვილო, ქრისტეს ყოვლად კეთილო მონავ,
დადგა დავით წინასწარმეტყველის ნათქვამის აღსრულების დრო, რომელც ამბობდა:
ვინ უნდა ავიდეს უფლის მთაზე, ვინ უნდა დადგეს წმინდა ადგილზე? ის, ვინც არის
უბრალო ხელით [უდანაშაულო, უცოდველი] და წმინდა გულით [ წმინდა ზრახვების
მქონე]. და ახლა, შენ ამოგარჩია ქრისტემ ხელითაც და გულითაც წმინდა ადამიანი.
ამიტომ, შენ უნდა ახვიდე უფლის მთაზე, შენ უნდა დადგე წმინდა ადგილზე,
უსისხლოდ მსხვერპლის შესაწირად და შენი ღირსებების გამო იმსახურებ უფალთან
მიახლოვებას, [მღვდლობას] ჩვენი სულების სახსნელადო.
მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლს უნდოდა მღვდლობა, მაინც შეაშფოთა მათმა
შეთავაზებამ, დაფრთხა, შეშინდა, თავისი ახალგაზრდული ასაკის გამო ჩათვალა,
რომ ეს იყო მეტისმეტი პატივი და ამიტომ, [ ახალგაზრდობის გამო], მან მღვდლობის
მსურვეკლებს უარი უთხრა, შემდეგი სიტყვებით: მღვდლობა ჩემთვის დიდი პატივია
და სასჯელის მეშინია. {პატიჟი - სასჯელი. ჩემთვის მღვდლობა დიდი პატივია და
თუ თავს ვერ გავართმევ, მაშინ უფლის სასჯელის მეშინიაო. } თუმცა, გრიგოლს
ამაზე უპასუხეს: შენ უფალმა გიბოძა გონების მოხუცებულობა, ამიტომ, ნუღარ
გვეურჩები, დაემორჩილე უფლის ნებას და ემსახურე მას შენი მღვდლობითო.
გრიგოლიც დაემორჩილა მათ და უფლის ნებით ეკურთხა ხუცესად. ცოტა ხანში,
იგივე ხალხმა მისი ეპისკოპოსობა მოინდომა.

III

როგორც კი, გრიგოლმა თავი ხორციელ პატივში იხილა, გადაწყვიტა ფარულად


გაქცევა თავისი კუთხიდან, საღვთო მოწოდებით [ ღმერთის მოწოდების თანახმად],
რომელიც მიუძღოდა გრიგოლს, მამამთავარ აბრაამისმს მსგავსად. [ აბრაამი იყო
წინაპარი არაბების და ებრაელების, უფალმა აბააამი გამოიყვანა სამხრეთ
ტერიტორიიდან და მიანიშნა, თუ როგორ წასულიყო აღთქმულ{შეპირებულ} მიწაზე,
ამიტომ ჰქვია ისრაელს აღთქმული მიწა} თუმცა, აბრაამსა და გრიგოლს შორის
განსხვავება ის იყო, რომ აბრაამი ღმერთმა გაიყვანა ურწმუნო კუთხიდან და წაიყვანა
ებრაელების საცხოვრისში, ხოლო გრიგოლი წაიყვანა მორწმუნე კუთხიდან,
იმისთვის, რომ უდაბურ უდაბნოში გამობრწყინებულიყო, როგორც მარადიული
ზეთით მომარაგებული, სასანთზელე გამოდგმული სანთელი, { სანთელი და იგავი
10ქალწულის შესახებ, გრიგოლი არის სანთელი, რომელიც მარადიული ზეთიტ არის
მომარგაებული} რომელსაც, საყვირის ხმაზე უფრო ხმამაღლა, ანგელოზების
მსაგავსად უნდა განეცხადებინა უდაბნოში ჩასვლა [ უდააბურ ადგილებ სეშმაკები
ეპატრონებიან, საყვირი ანგელოზის საკტრავია, გრიგოლი არის ანგელოზი,
რომლესაც საყვირი უჭირავს} და გამხდარიყო წინამძღოლი ბერების კრებულისა,
რომლებიც ღვთაებრივი ქორწინებისთვის მზად იყვნენ.
გრიგოლს ჰყავდა სამი მოყვასი[ მეგობარი]: საბა, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა
საბან და გახდა იშხნის ეკლესიის აღმდგენელი და მისივე ეპისკოპოსი, თეოდორე -
ნეძვის ეკლესიის აღმდგენელი და მამა და ქრისტეფორე - კვირიკეთის ეკლესიის
ამშენებელი და მამა. ეს ოთხი ადამიანი ისე გააერთიანა ღმერთის სიყვარულმა და
საერთო მიზანმა, როგორც ოთხ სხეულში განაწილებული ერთი სული.
ისინი სიხარულით გაუდგნენ გზას, მაგრამ უგუნურებივით არ იქცეოდნენ, არამედ
ღმერთს მიყვებოდნენ და ხანგრძლივი მგაზრობის შემდეგ ჩავიდნენ ოპიზაში, სადაც
იყო ბერთა ძმობა, იქ უნდა ესწავლათ ბერული ცხოვრება და ორი წელი გაატარეს
უმძიმესი ბერული შრომით.
თუმცა, გრიგოლს უნდოდა დაამოუკიდებლად ყოფილიყო განდეგილი ბერი,
რადგან გაგონილი ჰქონდა უდაბნოში მყოფი განდეგილი ბერების ანგელოზებრივი
ცხოვრების შესახებ.

IV
ამ დროს, ხანძთაში ცხოვრობდა განდეგილი ბერი, წმინდა კაცი სახელად
ხუედიოსი. მას ჰქონდა საღვთო გამოცხადება, რომლითაც ეუწყა, რომ ამ ადგილას
მოვიდოდა ღვთის კაცი - გრიგოლ მღვდელი, რომელიც თავისი ხელით ააშენებდა
წმინდა ეკლესიას. ასევე საღვთო გამოცხადებით, გრიგოლს ეუწყა რომ უნდა
წასულიყო ხანძთაში, რათა გაეცნო ბერი ხუედიოსი და ეს ადგილი მას მისცემოდა.
სულიწმინდის წინამძღოლობით მამა გრიგოლი წაჰყვა ხილვას და როდესაც
გრიგოლმა და ხუედიოსმა იხილეს ერთმანეთი, ძალიან გახარებულები იყვნენ.
ხუედიოსმა გრიგოლს უთხრა: ღვთის რჩეულო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე
უმცროსი ხარ, ჩემზე მეტი მნიშვნელოვანი საქმე გიკეთებია, რადგან შენი იყავი
მრავალი ცხვრის კეთილი და ღირსეული მწყემსიო. [ ცხვარში იგულისხმება
მრევლის წევრი, მწყემსი მღვდელი, სამწყოში იგულისხმება მრევლის ის ნაწილი,
რომელიც ამ ღვდლის სულიერი შვილები არიან. გრიგოლი იყო მრავალრიცხოვანი
მრევლის მღვდელი] შენ მღვდელი იყავიო, განდეგილი მღვდელი მხოლოდ
საკუთარი სულის ხსნისთვის ირჯება, მაშინ, როდესაც მღვდელი სხვისი სულის
გადარჩენაზეც ზრუნავს.
მეორე დღეს, განთიადზე ხუედისმა გრიგოლს დაათვალიერებინა ხანძთის
ტერიტორია. გრიგოლს იქაურობა ძალიან მოეწონა. ის დაბრუნდა ოპიზაში, თავის
ძმებს მოუთხრო ხუედიოსის გაცნობის ამბავი და ყველანი ერთად ხანძთაში
გაემგრზავნენ. მათ მოიკითხეს წმინდა ბერი ხუედიოსი, როგორც ზეცის ანგელოზი.
ხუედიოსმა მათ უთხრა: მე უფლისთვის მიცემული მაქვს სიკვდილამდე მარტო
ყოფნის აღთქმა და სულიერად ყოველთვის თქვენთან ვიქნები, თუმცა საჭიროა რომ
უფლისთვის მიეცმული პირობა საქმითაც შევასრულო. აქვე ახლოს არის პატარა
გამოქვაბული. წამიყვანეთ მე იმ გამოქვაბულში შენ და შენმა ძმებმა, რათა
დარჩენილი სიცხოცხლე იქ აღვასრულო. თქვენ კი შეპირდით, რომ ჩემს
სიკვდილამდე, ამ ტერიტორიაზე არ მომრავლდებითო.{რათა ჩემს მარტო ყოფნას
საფრთხე არ შეექმნასო]
ბერები ხუედიოსს არ შეკამათებიან, გადაიყვანეს გამოქვაბულში, {რომელიც
იმდენა დიყო დუაძუელრბული რომ თავისით ვერ გადაადგილდებოდა} ილოცეს,
მშივოდბა უსურვეს და დაბრუნდნენ ხანძღის იმ ადგილზე, რომელიც უფლის მიერ
იყო შერჩეული სამონასტროდ. {გამოეცადა გრიგოლს და მაგიტომ იყო ღვითის მიერ
შერჩეული}. ბერებმა გადაწერეს ჯვარი ამ ადგილს და დაიწყეს სენაკების ასაგებად
მიწის მოსწორება. იქიდან გამომდინარე, რომ ხანძთის უდაბნო იყო უსწორმასწრო და
კლდიანი, მათ საქმე უფრო გაურთულდათ და ძალიან დიდი შრომა დასჭირდათ
მოსწორებისთვის, თან არ ჰქონდთ ცული, წერაქვი, არც სხვა იარაღი და თუ კი რაიმე
ჰქონდათ, ყველაფერი ოპიზელი მამების წყალობით, რომლებიც მათ ყველანაირად
ეხმარებოდნენ, საკვებითაც კი. მათ მხოლოდ ოპიზელი მამები ეხმარებოდნენ,
რადგან იმ დროს, ოპიზის გარდა სხვა მონასტერი არ იყო აგებული, არც სოფლები
არსებობდა და არც ხალხი ცხოვრობდა, რადგან შავშეთის, კლარჯეთის და ტაოს
მოსახლეობა, მტრების შემოსევების შიშით იყო შეხიზნული ალაგ - ალაგ ტყიან
ადგილებში.

VII

ამის შემდეგ, გაბრიელ დაფანჩულმა აშოტ კურაპალატს მოახსენა, რომ უდაბურ


უდაბნოში ჩავიდა ის, სასულიერო პირი გრიგოლი, რომელიც აშენებდა მონასტრებს,
დაარსა ძმობა და რომ ამ ძმობის წევრები იყვნენ საუკეთესო ადამინები. ასევე
მოახსენა გრიგოლის მოწაფეთაგან გაგონილი, გრიგოლის დიდგვაროვნება. როდესაც
აშოტმა გაიგო ეს ამბავი, მაშინვე დაწერა მოსაპატიჟებელი წერილი და გაუგზავნა
გრიგოლს, ერთი თავისი კარისკაცის ხელით და თან გააყოლა გაბრიელ დაფანჩულის
მსახური. როდესაც გრიგოლმა წაიკითხა მიპატიჟების წერილი, მაშინვე წავიდა აშოტ
კურაპალატთან და ჯერ კიდევ სასხლის კარიბჭესთან, მას მიეგებნენ აშოის ვაჟები,
ხოლო სასახლის კართან, მეფე წამოდგა და მიეგება მას. ისინი მისელამნენ
ერთმანეთს და დასხდენენ.აშოტ კურაპალატმა გრიგოლს უთხრა : შენი პირით ღვთის
კურთხევა იყოს ჩვენზე, დაგვლოცე ყველანიო.
გრიგოლმა ისინი შემდეგი სიტყვებით აკურთხა: გაკურთხოთ უფალმა და ყველა
წმინდანმა, რადგან ჭეშმარიტად სამართლიანია ეს სიტყვები, ვისაც მეფობის პატივი
ენიჭება, ის ნამდვილად უფლის მსგავსიაო.
შენ ხარ უფლისგან მირონცეხებული დავით წინასწარმეტყველის შთამომავალო
ხელმწიფევ, მეფობა და სათნოება დაგიმკვიდროს უფალმა და ამას მოგახსენებ: არ
მოაკლდეს ქვეყანას შენი შვილების და ნათესავების მმართველობა, არამედ იყვნენ
ისინი კლდეზე უფრო მყარნი და მტკიცენი და დიდებულნი უკუნისამდეო.
ამის შემდეგ, აშოტის მოციქულმა წარმოთქვა ხანძთის უდაბნოს აღწერილობა: ეს
უდაბნო მზიანია და აქ ყოველმხრივ ზომიერი ჰავაა. იქ არის ბევრი წყარო და
მშვენიერი, გრილი და საამო ადგილები. მეტად ტყიანი ადგილია და ყოველგვარი
საზრდო მოიპოვება, რაც კი შეიძლება უდაბნოში მოიპოვებოდეს, თუმცა არ არის
სახნავ - სათესი და სათიბი მიწები, რადგან ეს ადგილი ოღროჩოღრო, მოუვალი და
ღორღიანიაო.
როდესაც ეს ყოველივე აშოტ კურაპალატმა მოისმინა, გრიგოლს შატბერდის მიწები
სახნავ სათესად უბოძა. ხოლო აშოტის სამივე ძემ - ადარნესემ, ბაგრატმა და
გუარამმა, სათითაოდ შესწირეს ყველაფერი, რაც კი მონასტერს სჭირდებოდა.

VIII
როგორც ხორციელად, ისე სულიერად იზრდებოდა ძმობა. იმ დროს, მოვიდნენ მამა
ეტეფანე , მღვდელი მატოი ქართლიდან და დიდი ზენონი სამცხიდან.
ზენონი იყო ერთი წარჩინებული კაცის შვილი, ღვთის მოშიში იყო და სურდა
ბერობა. როდესაც მისი მშობლები გარდაიცვასლნენ, მთელი ქონება დაუტოვეს
ზენონს და მის დას, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა. ზენონს უნდოდა, რომ ეს
ქონება დისთვის დაეტოვებინა თავისი სურვილით და თვითონ ბერად შემდგარიყო.
თუმცა, სანამ ამ განზრახვას შეასრულებდა, მისი და აცდუნა უზნეო კაცმა და მთელი
ღამით წავიდნენ შავშეთში. როდესაც ზენონმა შიტყო მომხდარის შესახებ, იარაღი
აისხა, ცხენზე შეჯდა და დევნა დაუწყო. დიდხანს რომ იარა, გულში თქვა:
მე ვარ სახელოვანი ჭაბუკი და ის, ვისაც მივდევ, არად ჩასაგდებია. რომ დავეწიო,
უნდა მოვკლა, ეს კი სათურია ჩემი სულისთვის, თუმცა თუ შინ დავბრუნდები
გაწბილებული, სირცხვილია. ჯობია, ახლა აღვასრულო ჩემი აღთქმა და ბერად
აღვიკვეცოო.

განმტკიცდა და გაძლიერდა ნეტარი ზენონი, რადგან ქონების დატოვება, სისხლის


დათხევების ფასი იყო. ზენონმა გადაიწერა პირჯვარი, დაადგა საღვთო გზას და
მივიდა დედა ფებრონიასთან, რადგან ის მისი ნათესავი იყო. ღვთის ნებით, იქ
იმყოფებოდა მამა გრიგოლი. დედა ფებრონიამ შეავედრა და ჩააბარა უმანკო კრავი
კეთილ მწყემსს, რომელმაც ის ხანძთაში მიიყვანა.

IX
მამა გრიგოლი გულში ამბობდა: მიღებულია, რომ ჩემს ეკლესიაში ბრძენთაგან
განუსჯელი სამონასტრო წესი დაწესდესო.
მან განიზრახა კონსტანტინოპოლში, ანუ მეორე იერუსალიმში წასვლა, რათა იქ
წმინდა ადგილები მოენახულებინდა და მოელოცა. ამ დროს გრიგოლმა ნახა
იერუსალიმში მიმავალი მეგობარი და მას შეევედრა საბაწმინდის წესის გადმოწერა
და ჩამოტანა. ძმებს ზედამხედველები მიუჩინა, გამოემშვიდობა და მალე დაბრუნება
აღუთქვა.
გრიგოლმა თან თავისი დედის დისწული - საბა და კიდევ ერთი მოწაფე წაიყვანა
და წავიდა საბერძნეთში. ის მივიდა კონსტანტინოპოლში, თაყვანი სცა ჯვარს,
წმინდანთა ნაწილებს და სიხარულით მოიარეს წმინდა ადგილები, რადგან მრავალი
ენა იცოდა. ის გაეცნო ახალი აღთქმის არაკანონიკურ წიგნებს.
როდესაც ტაოში მივიდნენ, იქ მყოფთაგან გაიგეს აშოტ კურაპალატის მოკვლის
ამბავი და რომ მის მაგივრად, მისი შვილები გამეფდნენ. მაშინ ცრემლებით აივსნენ
ბერები, ხოლო ნეტარმა გრიგოლმა გლოვით თქვა: ჰოი, ჩემო მეფეო, ძლიერო და
დიდებულო, ეკლესიის სიმტკიცეო და ქრისტიანთა დამცველო. საიდან მოგელოდე,
აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან? შენ
ყველაფრის მფლობელი იყავი, ხელმწიფეებს ბრძოლით იმორჩილებდი. საკვირველი
და დიდებული ღვთისმსახური ხელმწიფე იყავიო.

როდესაც იშხანს მიუახლოვდნენ, ნეტარ გრიგოლსა და წმინდა საბას ეუწყათ, რომ


იშხანი ადრინდელივით უნდა განახლებულიყო საბას მიერ. იქიდან გამომდინარე,
რომ ეს ადგილი მაშინ მიუვალი იყო, მათ მისასვლელი გზაც ემცნოთ. როდესაც
იშხანში მივიდნენ, ძალიან გახარებულები იყვნენ, რომ ეს დიდებული ადგილი
იპოვეს. იქ იყო სულიერი და ხორციელი საზრდოც. საბას მაშინვე მოუნდა იქ
დარჩენა, ხოლო გრიგოლმა მას უთხრა:
ძმაო, ჯერ ჩვენი ძმები მოვინახულოთ, რომლებიც ხანძთაში არიან და ღვთის
ნებითა და მათი ლოცვით კვლავ მოხვალ ამ წმინდა ადგილასო.
დაბრუნებისას, მოინახულეს კურაპალატის შვილები და მიუსამძიმრეს. ასე
ჩავიდნენ ხანძთაში.
რმდენიმე დღეში, საბა წავიდა იშხანში და გრიგოლმა მას ორი მოწაფე გააყოლა.

X
იერუსალიმიდან ჩამოვიდა გრიგოლის მეგობარი, რომელმაც ჩამოუტანა
საბაწმინდის გადაწერილი წესდება.

მამა გრიგოლმა თავისი ეკლესია - მონასტრებისთვის შექმნა სამონასტრო


ცხოვრების წესი, რომელიც იყო გამორჩეული სიბრძნით,
დაბრწყინებული მეცნიერებით და ყველა წმინდა ადგილას შეკრებილი,
როგორც ამოუწურავი სიკეთის საგანძური.

მაგრამ, პირველ დღეებში, ეს წესდება ბერებს მკაცრად მოეჩვენათ,


რადგან წესდების მიხედვით, სენაკებში მხოლოდ თითო საწოლი,
უბრალო ქვეშაგები და წყლის ჭურჭელი ჰქონდათ.სხვა საზრდო
არაფერი ჰქონდათ: არც საჭმელი და არც სასმელი. რასაც ბერები
ტრაპეზზე ერთად ჭამდნენ, მხოლოდ იმით კმაყოფილდებოდნენ.
მრავალი მათგანი ღვინოს საერთოდ არ სვამდა და ვინც სვამდა, ისიც
ძალიან მცირე რაოდენობით. სენაკებს არ ჰქონდათ საკვამური, რადგან იქ
არც ცეცხლი ინთებოდა და არც სანთელი. არამედ, ღამით ფსალმუნებს
გალობდნენ, ხოლო დღისით - გამუდმებით ლოცულობნენ და წიგნებს
კითხულობნენ.

XI

გრიგოლის თავდაპირველ მეგობრებს: თეოდორესა და ქრისტეფორეს


ჰქონდათ საღვთო შური, მონასტრების შენებისა, ამიტომ ისე, რომ
გრიგოლისთვის არაფერი უთქვამთ, ფარულად გაიპარნენ აფხაზეთში და
თან წაიყვანეს რამდენიმე ბერი.
როდესაც სამცხეში მოხვდნენ, მათ გაიცნეს ერთი დიდებული აზნაური
სახელად მირიანი, ვისი ვაჟი - არსენი მათ დაიმოწაფეს.არსენი სულ
რაღაც ექვსი წლის იყო და მამის სახლში იზრდებოდა. ბერებმა მას
ბერული ტანსაცმელი ჩააცვეს და წავიდნენ აფხაზეთში. ხოლო
აფხაზეთის მეფე დემეტრემ, ძალიან დიდი პატივით მიიღო ბერები და
საუკეთესოდ დააბინავა.

XII
როდესაც გრიგოლმა თეოდორესა და ქრისტეფორეს წასვლის ამბავი
შეიტყო, ძალიან შეწუხდა, თან წაიყვანა ოთხი ბერი და წავიდა მათ
საძებნელად, როგორც კეთილი მწყემსი ეძებს კრავებს. როდესაც მივიდა
ქართლში, მან გაიცნო ახალგაზრდა ჭაბუკი, სახელად ეფრემი. ის
გრიგოლმა დაიმოწაფა და მას შეჰპირდა, რომ როდესაც აფხაზეთიდან
დაბრუნდებოდა, თან წაიყვანდა ხანძთაში.
თვითონ კი გააგრძელა გზა აფხაზეთისკენ. აფხაზეთის ხელმწიფე
გრიგოლს დიდი პატივით შეხვდა, ადგა, შეეგება და მოიკითხა.
გრიგოლმა კი დალოცა და აკურთხა.
გრიგოლმა მეფეს უთხრა: ღვთის მსახურო და დიდებულო მეფეო,
შენთან ჩამოსულები არიან ჩემი ძმები, წმინდა მამები და მათ გამო
ჩამოვედი აქ. ახლა უბრძანე, რომ ეს ბერები მოიყვანონო.
მეფეს გაუჭირდა ბერების გამხელა და უთხრა: აქ ეგეთი ბერები არ
მოსულან, ვისაც შენ დაეძებო.
მეფის სიტყვებმა ნეტარი მამა გრიგოლი განარისხა. და უთხრა: მეფეო,
ზედმეტად ნუღარ გამრჯი, დამიბრუნე ჩემი ძმები, რომლებიც შენთან
ჩამოვიდნენო.
და ვინაიდან მეფემ ვეღარ შეძლო შეწინააღმდეგება, ბრძანა რომ ბერები
მოეყვანათ. {აღარ ჰქონდა სიტყვის თქმის უნარი, მართლმხილების გამო}
როდესაც ბერებმა მამა გრიგოლი იხილეს, აცრემლებულები ფეხებში
ჩაუვარდნენ. გრიგოლმა კი ისინი წამოაყენა, ტკბილად მიიღო და უფალს
მადლობა შესწირა მათი პოვნისთვის.
მეფემ ნეტარ გრიგოლს უთხრა: აი, შესრულდა შენი სურვილი, ახლა
დრო არის, რომ ღმერთმა ჩემი სურვილიც შეასრულოს. მინდა, რომ აქაც
ააგო მონასტერი და შენი მადლის ნაწილი ამ კუთხესაც დაუტოვოო.
გრიგოლს არცერთი ადგილი არ მოეწონა სამონასტროდ, რის გამოც,
მეფე შეწუხდა. მაშინ, გრიგოლმა ააშენა მონსატერი და უწონა უბისა.
ილარიონი, იერუსალიმიდნ ჩამოსული, სანდო ადამიანი, დატოვა
წინამძღოლად. ის თეოდორესა და ქრისტეფორესთან ერთად იყო
გამოპარული ხანძთიდან. გრიგოლმა მათ დაუტოვა წმინდა წიგნები.
მეფეს ძალიან უხაროდა ამ მონასტრის შენება და უხვად გაიღო
შეწირულობა.

XIII
სანამ გრიგოლი აფხაზეთიდან გამოემგზავრებოდა, მეფე დემეტრემ მას
დაწვრილებით გამოჰკითხა კლარჯეთის უდაბნოს ამბავი.
გრიგოლმა უთხრა: ღვთისმსახურო მეფეო, ამ უდაბნოს მრავალი
ღირსებიდან, მხოლოდ რამდენიმეს მოგახსენებ. ბუნებით
ერთგვაროვანია ეს ადგილი და საუკეთესოდაა შეზავებული მზითა და
ჰაერით, რადგან არც გადაჭარბებული სიცხე შეაწუხებს იქ მყოფს და არც
მკაცრი სიცივე. არამედ, მუდმივად ერთ ტემპერატურაზე დგას ეს
კლიმატი, რომელიც არის ნოტიო, არაქარიანი, უმტვერო და მზიანი.
წყალი და შეშა მოუკლებლად ააქვს იქაურობას. არის ურიცხვი ბაღნარი
და ბევრ საამო წყარო. ბუნებით ღმერთისგან მიმადლებული აქვს
ბედნიერება. ეს ადგილი უგზო და მუივალია, რაც ღირსებაა. ამ
მონასტრებს არ აქვს სათიბი მიწა და სახნავ - სათესი ყანა, არამედ,
ძალიან დიდი შრომა სჭირდებათ იმისთვის, რომ საკვები მიიტანონ
სახედრებით. ამის მიუხედავად, ბერებს პატარა ვენახები და ბოსტნები
დიდი შრომით აქვთ გახარებული. ყველაფერთან ერთად, ისინი დაცული
არიან ურწმუნო, არაქრისტიანი მტრების შემოსევებისგან. ასეთ
მყუდროებაში ცხოვრობენ და ქრისტეს ადიდებენ.
მორწმუნე მეფეებს ღმერთმა დაავალა ააშენონ საეპისკოპოსო ტაძრები,
ქალაქები, სოფლები და სამართლიანად წარმართონ ერის ცხოვრება,
ხოლო ჩემნაირი ჭეშმარიტი ბერ - მონაზვნები, შენნაირ მეფეებს არ
ემორჩილებიან. ისინი დედამიწაზე არავის არ ემორჩილებიან, რადგან
ისინი თავისი ნებით გავიდნენ წუთისოფლის ბედნიერებებითა და
შვებით სავსე ცხოვრებას და აირჩიეს ჯვარცმული მეფისათვის
მწუხარებაო. ბერებმა მშვიდობით დატოვეს აფხაზეთი და დაბრუნდნენ
ხანძთაში.

XIV
ამ დროს, ბაგრატ კურაპალატმა უფლის ნებით და თავისი ძმების ნებით,
ბერძენთა მეფისგან კურაპალატის ხარისხი მიიღო.

ნეტარი მამა გრიგოლი ეახლა ბაგრატ კურაპალატს და როგორც წესი იყო,


მიულოცა კურაპალატობის ხარისხის მიღება. კურაპალატს ეს მილოცვა
ძალია ესიამოვნა.

გრიგოლმა მას უთხრა: კეთილად მსახურო მეფევ, შენს მეფობას წინ


უძღვის მარადიული ნათელი.ახლა, შენგან ამას ვითხოვ: არის აშოტ
კურაპალატის მიერ ნაჩუქარი ადგილი {შატბერდი} , რომელიც მან
ხანძთას შესწირა და ეს ადგილი მომწონს სამონასტრედ. თუ შენი ნებაც
იქნება, მაშინ ავაშენებ იქ ტაძარს, ღმერთის სადიდებლად და შენი სულის
საცხონებლადო.

ბაგრატს ძალიან გაუხარდა გრიგოლის ეს შემოთავაზება და ყველაფერი


მისცა, რაც მონასტრის ასაგებად იყო საჭირო. გრიგოლმა შერჩეულ
ადგილს ჯვარი გადაწერა და დაიწყო ეკლესიისა და სენაკების
მშენებლბა. დასრულდა ხანძთის მსგავსად, ღმერთის მიერ ზეციდან
არჩეულ ადგილზე შატბერდის მონასტრის მშენებლობა. ღმერთისავე
შეწევნით, ნეტარი კაცის, მამა გრიგოლის ლოცვით, რომელმაც
გააერთიანა ეს ორი უდაბნო {ხანძთა და შატბერდი} ძმური სიყვარულით,
აღსასრულამდე სამარადისოდ. {გაერთიანებაში იგულისხმება ზმობის
გაყოფა, ხანძთიდან გადაიყვანა ზმები შატმერდში}

XV
აი ამ დროს, {შატბერდის მშენებლობის დროს} გრიგოლს გაახსენდა საბა
იშხნელი და ბაგრატ კურაპალატს უამბო საბას ამბავი. ბაგრატს ძალიან
გაუხარდა, დაწერა წერილი და გაუგზავნა საბას, რომ ის მოეწვია
თავისთან. გაგზავნილები დაბრუნდენ და ბაგრატს შეატყობინეს, რომ ამ
ღვთის კაცს არ უნდოდა მასთან მისვლა. ბაგრატმა გრიგოლს უთხრა:
გაუგებრად მოვიქეცი, რომ წერილი შენც არ მიგაწერინეო.

ბაგრატმა მეორე წერილი დაწერა, გრიგოლსაც დააწერინა და საბას ორი


წერილი გაუგზავნა.

საბა ჩმაოვიდა ბაგრატთან და გრიგოლთან. კურაპალატი მიეგება ძალიან


დიდი პტივით და საბამაც დალოცა. როდესაც ჩამოსხდენე, ბაგრატმა
საბას ჰკითხა: საჭიროა მეფის დამორჩილება და რატომ არ ჩამოხვედი,
როდესაც პრველად მოგიპატიჟეო.

საბამ უთხრა: დიდებულო მეფეო, შენ მხოლოდ ერთმანეთის მონათესავე


ქართველების მბრძანებელი ხარ, ხოლო ქრისტე ყველა დაბადებულის,
მიუხედავად ეროვნებისა. შენ მიწის ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე -
ზესკნელის და ქვსკნელის. შენ წარმავალი დროს მეფე ხარ, ხოლო ქრისტე
არის მარადიული მეუფე, სრულიად შეუცვლელი, უჟამო, დაუსაბამო,
დაუსრულებელი მეფეა არამარტო მოკვდავებისთვის, არამედ
ანგელოზებისთვისაც. და შენზე უფრო მეტად იმისი სიტყვები უნდა
დავიჯერო, რომელმაც მასწავლა, რომ არავის შეუძლია ერთდროულად
ორი ბატონის მორჩილება. მე აქ არ ჩამოვსულვარ შენი სიტყვების გამო, აქ
ჩამოვედი ჩემი ძმისა და მოძღვრის - მამა გრიგოლის მოწვევითო.

კურაპალატმა უპასუხა: სამართლიანია შენი სიტყვებიო.


ამის შემდეგ, კურაპალატი საბასა და გრიგოლთან ერთად მივიდა
იშხანში. მას ძალიან შეუყვარდა ეს ადგილი. ღვთის ნებით საბა იშხნის
ეპისკოპოსი გახდა. გაუქმებული იშხანი კი აღდგა, მეორედ აშენდა. მამა
გრიგოლი პატვიცემული იყო ღვთისგან და ვერავინ ეურჩებოდა მას,
გასაკუთრებთ კი - მაშინდელი ხელისუფალნი. მამა გრიგოლის შესახებ
წმინდა მამებმა მოილაპარაკეს ეპისკოპოსთან და გადაწყვიტეს, რომ
დაენიშნათ კლარჯეთის არქიმადრეტად და მრავალი წლის
განმავლობაში, სიკვდილამდე ცხოვრობდა ბერული წესით.

XVI
ადრე ნათქვამს მივუბრუბნდეთ. განდიდდა ნეტარი მამა გრიგოლის
სახელი, მიაღწია ქართლს და მივიდა დედამისის ყურამდე. როდესაც
გაიგო, რომ შვილი ჯანმრთელი იყო, გაუხარდა და ძალა მოიკრიბა.

ის გლოვობდა შვილთან განშორებას, მაგრამ გაგონილმა სასიხარულო


ამბავმა გააძლიერა. მაშინვე წამოვიდა. თან ახლდნენ მსახურები :ქალები
და კაცები. მივიდა დედა ფებრონიას მერეში.მან სიხარულით მიიღო და
წმინდა გრიგოლს მაშინვე მისწერა მათი ჩამოსვლის შესახებ. ხოლო
უბიწო ძე, სწრაფად მივიდა დედასთან, მას თაყვანი სცა, ქრისტეს
სახელით დალოცა და მიესალმა. ხოლო დედა სიხარულით მიეგება
შვილს, ეამბორა და უთხრა: შვილო, ჩემო ტკბილო, გიხილე, ვისი ხილვაც
მსურდა და დამიამდა ყველა ადრინდელი სატკივარი.

ისინი დიდხანს საუბრობდნენ. ნეტარმა მამა გრიგოლმა თქვა:


შემინდე,ჩემი ნებით არ გაგშორდი. ეს ღმერთის ნება იყო. ამ წუთიერ
ცხოვრებაში არაფერი გაკლია, არც ხორციელად და არც სულიერად.
მმართებს ამიერიდან მე ვიზრუნო შენზე, რადგან უფალი ამბობს: შვილო,
იზრუნე შენს მშობლებზე ისე, როგორც მათ იზრუნეს შენზე. მათ გარეშე
შენ ვერ იარსებებდიო.

ღვთის კაცმა ანუგეშა ის, სიკეთით აავსო სანატრელი მოხუცი, რომელმაც


ჯერ ღმერთი ადიდა, შემდეგ თავისი შვილი და მასთან ერთად
მოსულები შეავედრა ღმერთს.

ნეტარმა გრიგოლმა წესისამებრ მოაგვარა დედის ცხოვრება.


მოგვიანებით, მამა გრიგოლის სანატრელი მშობელი მერეს მონასტერში
გარდაიცვალა და მივიდა უფალთან, რომლისკენაც მიილტვოდა.

XVII
თეოდორე და ქრისტეფორე ღამით, ფარულად გაიპარნენ ხანძთიდან
ქართლში და თან წაიყვანეს სხვა ძმებიც. მამა გრიგომა მათი ძებნა
დაიწყო და იპოვა კიდეც.

ისინი მას მუხლებში ჩაუცვივდნენ და შენდობა სთოხვეს. წმინდა


გრიგოლმა უპასუხა: ღვთის ნებით კეთილი განზრახვა გაქვთ და მაგ
ღვაწლის თანამონაწილე მეც გამხადეთო.

წავიდნენ სამცხესა და ქართლის უდაბურ მიდამოებში, სამონასტროდ


იპოვეს ორი ადგილი და ააშენეს სენაკები. თეოდორეს სავანეს უწოდეს
ნეძვი, ხოლო ქრისტეფორესას - კვირიკეთი. ორივე თავის მონასტერში
დარჩა.

ხოლო ნეტარი მამა გრიგოლი თავის ორ აშენებულ მოანსტერში: ხანძთასა


და შატბერში იყო და მისი მოძღვრება მოწაფეთა გულს ავსებდა. ყველა
დღესასწაულის წარმართვა კარგად იცოდა, რადგან რასაც სწავლობდა,
აღარასდროს ავიწყდებოდა; ჰქონდა სასიამოვნო და ტკბილი ხმა და
განსაკუთრებული მეხსიერება, რადგან ხანძთაში ახლაც არის
სულიწმინდის შთაგონებით, თავისივე ხელით დაწერილი საწელიწადო
იადაგარი. ახალი აღთქმისა და ძველი აღთქმის წიგნები ზეპირად იცოდა.
ამის გარდა, მან წმინდა მოძღვართა გამონათქვამებიც ზეპირად იცოდა.

XVIII
გავიხსენოთ არსენი და ეფრემი, გრიგოლის მოწაფეები და აღზრდილები.
ეფრემი აწყურის საყდრის ეპისკოპოსი გახდა, არსენი - ქართლის
კათალიკოსი. მათ ერთმანეთი უყვარდათ, რადგან ერთად იყვნენ
აღზრდილი.

ქართლის ეპისკოპოსები არსენის მამა - მირიანზე იყვნენ


გაბრაზებულები, რადგან მირიანი ჩაერია არსენის გაკათალიკოსების
საქმეში, დაეხმარა თავის შვილს და მხოლოდ რამდენიმე ეპისკოპოსის
თანხმობით აკურთხევინა ის კათალიკოსად.

გვარამ მამფალი, {მამფალი- მამა ბატონი} მირიანზე გაბრაზებული იყო,


ამიტომ ბრძანა ეპისკოპოსთა და მეუდაბნოე მამათა შეკრება.

ყველანი ჯავახეთში{სამხრეთ აღმოსავლეთ საქართველო} შეიკრიბნენ,


მაგრამ გრიგოლი იქ არ იყო. გულით ელოდნენ მას და ცალკე
თათბირობდნენ სასულიერო პირები, არსენის კათალიკოსობის შესახებ,
თუმცა ვერაფერი გადაწყვიტეს. ერთმა ერუშელმა ეპისკოპოსმა
თქვა:როდესაც მოვა უდაბნოს ვარსკვლავი, {უდაბნოს ვარასკვლავი
მეტაფორაა და გრიგოლი იგულისხმება} მაშინ გადაწყდება ყველაფერიო.

იქ მყოფებმა, იხილეს, თუ როგორ მოდიოდა წმინდა გრიგოლი სხვა


თანმხლებ ბერებთან ერთად. მისი უბრალო ტანისამოსი შორიდან ისე
ჩანდა, თითქოს ღვთაებრივი ნათლით იყო მოსილი და მთელი მისი
ფიგურა ანათებდა, ხოლო ბერის უბრალო კუკული, {ბერის ქუდი}
რომელიც თავზე ეხურა, პატიოსანი თვალ - მარგალიტით შემკულ
სამეფო გვირგვინს ჰგავდა. როდესაც იხილეს გრიგოლის ღვთისმიერი
დიდებულება, მას სიხარულით მიეგებნენ და მის სიტყვას ელოდნენ.

ნეტარმა გრიგოლმა ფარულად იხმო ეფრემი და უთხრა: შვილო, გაფიცებ


ეპისკოპოსობას, ნუ შეუშლი ხელს შენს სულიერ ძმას, არსენსო.

ეფრემმა უპასუხა: წმინდა მამაო, მე ვერ შევეკამათები ჩემს ძმებს, სხვა


ეპისკოპოსებს, რადგან მათი რისხვა სამართლიანია. მე არ მივიჩნევ თავს
არსენის ცხვრად {არსენის სულიერ შვილად} და არც არსენი არ არის ჩემი
მწყემსიო.
მაშინ წმინდა გრიგოლმა მრისხანედ უთხრა: თუ გააგრძელებ არსენთან
დაპირისპირებას, მაშინ მე შენი მოძღვარი აღარ ვიქნებიო.

როდესაც ეფრემმა გრიგოლის სიტყვები მოისმინა, ძალიან შეწუხდა,


ატირდა და მოძღვარს უთხრა: სასტიკია ეს ნათქვამი, მახვილზე უფრო
მჭრელია და ნუ იქნება ნება ჩემი, წმინდაო ღვთისაო!
გრიგოლმა უთხრა: ეფრემ სანატრელო, ქრისტე მოგისმენს, ყველაფერს
შეგისრულებს, რასაც შენ მისგან ითხოვ, რადგან შენ ხარ გულწრფელი და
უმანკო ადამიანი. უნდა იცოდე, რომ არსენის კათალიკოსობა უფლის
ნებაა, მისი სრულყოფილების გამო. თუმცა, მისმა მამა - მირიანმა
საკიცხავი გახადა ეს საქმე, აჩქარებითო.

ამის შემდეგ, გვარამ მამფალმა შეკრიბა იქ მყოფნი და ყველას მიმართა:


წმინდა მამებო, ეპისკოპოსებო და მეუდაბნოე მამებო, იცით
სარწმუნოების წესი, რომელიც კრძალავს კათალიკოსისა და ეპისკოპოსის
ძალით დაჯდომას.

იქ მყოფებმა, პსუხისთვის შეხედეს გრიგოლსა და ეფრემს და სიტყვა


ეფრემს გადასცეს. ეპისკოპოსებმა მას უთხრეს: ეფრემ, თქვი რაც
საჭიროაო.

ეფრემმა მათ უპასუხა: სადაც მამა გრიგოლია, მე იქ სიტყვის თქმას ვერ


გავბედავო.

მაშინ გრიგოლს უთხრეს: მამაო, ყველა შენს ჭეშმარიტ სიტყვას ელის,


რადგან შენ ყველაზე განსწავლული და სათნო ხარ, ჩვენს შორისო.

გრიგოლმა თქვა: ქრისტეს ჭეშმარიტმა სამწყსომ ისმინეთ ჩემი სიტყვები:


არსენი კატალიკოსია ღვთის ნებით და ყველა მის მლანძღველს
მონანიება მართებს, თორემ შერცხვენილნი იქნებიან ამქვეყნადაც და
სამარადისო სასუფეველშიცო.
მაშინ შეშინდა ხელმწიფე, რადგან ის თავმდაბალი და ღვთის მოშიში
იყო. თავმდაბლობამ სძლია, გრიგოლს ფეხებში ჩაუვარდა და თქვა:
მაპატიე რომ დაგაბრკოლეო. გრიგოლმა მას შეუნდო.

ამის შენდეგ, კრების მონაწილეებმა არსენს, რომელიც კრებაზე არ


იმყოფებოდა, ახარეს: შენმა მოძღვარმა, მამა გრიგოლმა დაამტკიცა შენი
კათალიკოსობაო. არსენი სიხარულით მადლობას სწირავდა უფალს,
ხოლო ეფრემ ეპისკოპოსმა, მამა გრიგოლის დარიგებისამებრ, კვლავ
განაახლა არსენთან ძველებური სიყვარული და ურთიერთობა, რითაც
მოკლე ხანში დააწყნარა ძნელად დასაშოშმინებელი შფოთი. სანატრელი
არსენ კათოლიკოსი და ეფრემ ეპისკოპოსი თავისი მოძღვრის, მამა
გრიგოლის, სანახავად დადიოდნენ.

XIX
არსენ {არსენ საფარელი} კათალიკოსი ოცდაშვიდი წელი იყო
კათალიკოსი. ეფრემმაც ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას, რადგან
ნაკურთხი მირონი ჩამოჰქონდათ იერუსალიმიდან, ხოლო ეფრემმა,
მირონის კურთხევა ქართლში დააწესა, იერუსალიმის პატრიარქის
ნებართვითა და დამოწმებით. ამიერიდან ქართლი ეწოდებოდა ქვეყანას,
სადაც ჟამის წირვა ქართულ ენაზე სრულდებოდა, ქართლშივე ნაკურთხი
მირონით, ხოლო კვირიელესონ, რომელიც ქართულად ითქმის: უფალო,
შეგვიწყალე - ბერძნულად. ნეტარი ეფრემი ორმოცი წლის განმავლობაში
იყო აწყურის ეპისკოპოსი.

XX
წმინდა ხელმწიფე, აშოტ კურაპალატმა, მრავალი მიწა დაპყრო და
ტაო-კლარჯეთში ააგო არტანუჯის ციხე, თავის რეზიდენციად, სადაც
მრავალი წლის განმავლობაში, თავის ცოლ - შვილთან ერთად
ბედნიერად ცხოვრობდა. მაგრამ ეშმაკმა აცდუნა მართლმორწმუნე მეფე
და მან ამ ციხეში მოიყვანა უზნეო ქალი. როდესაც მამა გრიგოლმა
შეიტყო ამ სულის გამხრწნელი საქმის შესახებ, სწრაფად მივიდა
მეფესთან, პირისპირ ამხილა ის და მოსთხოვა ამ ცოდვისაგან თავის
დახსნა. აშოტმა აღუთქვა მამა გრიგოლს, რომ როგორმე
გათავისუფლდებოდა ამ ცოდვისაგან და იმ ქალს იქ გაუშვებდა,
საიდანაც მოიყვანა. თუმცა, მან თავისი ნათქვამი ვერ შაუსრულა, რადგან
აყოლილი იყო საკუთარ გულისთქმას.

მამა გრიგოლმა შეარჩია ხელსაყრელი მომენტი, როდესაც მეფე აშოტი


არტანუჯის ციხეში არ იმყოფებოდა და რამდენიმე ბერთან ერთად
არტანუჯის ციხესთან მივიდა. გრიგოლმა ხალხი გაუგზავნა სიძვის
დედაკაცს და სანოვაგე სთხოვა. ქალს ძალიან გაუხარდა და გემრიელი
ნუგბარი გაუგზავნა გრიგოლს. მეორე დილით, გრიგოლმა ეს ქალი
დაიბარა. ის ძალიან გახარებული იყო, რადგან ეგონა, რომ ნეტარი
გრიგოლის დალოცვის ღისი იყო და ორ მსახურთან ერთად სწრაფად
მივიდა გრიგოლთან. გრიგოლის მინიშნებით მას თავისი მხლებლებიც
ჩამოეცალნენ, დატოვეს განცალკევებით და გრიგოლმა პირჯვარი არ
გადასწერა. ნეტარმა გრიგოლმა უთხრა: შე საცოდავო, რატომ ჩამდგახარ
ცოლ-ქმარს შორის. რატომ იღუპავ თავს მომაკვდინებელი ცოდვით შენ
არა მარტო შენს სულს იღუპავ, არამედ მომაკვდინებელ საფრთხეს უქმნი
მართლმოწმუნე ხელმწიფის სულსო.

აცრემლებულმა ქალმა გრიგოლს უპასუხა: მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი,


რადგან ჩემი მისმართით აშოტს გადარეული სიყვარული აქვს. ახლა
შენმა სიტყვებმა შემაძრუნა და არ ვიცი რა გავაკეთო თავის
გადასარჩენადო.

წმინდანმა უპასუხა: შვილო, თუ კი სრულიად დამემორჩილები და


ყველაფერს გააკეთებ ისე, როგორც მე გეტყვი, მაშინ გიშუამდგომლებ
უფალტან, რომ მან ყველა შენი ცოდვა შეგინდოსო. ქალი მას
დასთანხმდა.

მხოლოდ ამის შემდეგ გადაწერა გრიგოლმა მას პირჯვარი, აკურთხა და


მისცა თავისი ფეხსაცმლის თასმა, იმისთვის, რომ წელზე სარტყლად
შემოერტყა. {ეს ბერული სამოსის ერთ-ერთი დეტალია, ამით ბერები
განასახიერებენ უფლის სრულ მორჩილებაში ყოფნას. თოკის ბოლო
უფლის ხელშია და საითაც უნდა იქიტ წაიყვანს შავ სამღვდელოებას}.
გრიგოლმა ქალი წაიყვანა მერეს დედათა მონასტერში, ვინაიდან ის უკვე
მოთათბირებული იყო დედა ფებრონიასთან ამის შესახებ.
როდესაც აშოტი დაბრუნდა არტანუჯის ციხეში და ის ქალი ვეღარ ნახა,
ძალიან შეწუხდა და იმდენად იყო დამონებული თავის ხორციელ
სურვილებს, რომ თავმოყვარეობაც კი დაივიწყა და მივიდა მერეში. დედა
ფებრონიამ ქალი დამალა. როცა კურაპალატმა ილოცა წმინდა
ღვთისმშობლის ეკლესიაში და მიიღო დედა ფებრონიას კურთხევა, თქვა:
იცი რისთვის ჩამოვედი აქო?

ფებრონიამ უპასუხა: ეგ მხოლოდ ღმერთმა იცისო.

აშოტმა უთხრა: მე აქ სასახლის საგანძურის მცველი ქალის მოსაძებნად


ჩამოვედი, რომელიც გრიგოლმა აქ წამოიყვანა, ჩვენი საგანძურიდან კი
ძვირფასი ნივთები დაიკარგა. მოიყვანე ეს ქალი, რომ მე უკან წავიყვანო
არტანუჯის ციხეში, ჩამაბაროს ყველაფერი და ამის შემდეგ თუ
ენდომება, ისევ თქვენთან დაბრუნდესო.

ფებრონიამ კი მკვეხად უპასუხა: მიზეზის მოძიება ცოდვის


გასამართლებლად, კიდევ უფრო დიდი ცოდვააო. როდესაც ადამიანი
ეძებს ცოდვის ჩასადები ან ცოდვის გასამართლებელი მიზეზის ძიებას, ეს
მას კიდევ უფრო დიდ ცოდვაშ აგდებს. დავით წიანსწარმეტყველის
სიტყვებია.
ეს რომ გაიგონა კურაპალატმა, შერცხვა და მართმხილებისგან დადუმდა,
რადგან ხორციელად ძლიერ ხელმწიფეს, სულიერად ძლიერმა
ადამიანებმა სძლიეს.შეწუხებულმა კურაპალატმა გულისტკივილით
თქვა:ნეტა იმ კაცს, ვინც ცოცხალი აღარ არისო!
შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დედა ფებრონია ეპატიჯებოდა -
სტუმრად დარჩიო, აშოტი სწრაფად ადგა და წავიდა.

XXI
აშოტ კურაპალატის ძე, ადარნესე კურაპალატი კიდევ უფრო დიდ
ცდუნებაში ჩააგდო ეშმაკმა. ადარსნესესაც ჰყავდა სიძვის დედაკაცი,
რომელთანაც ის მრუშობდა და ქალის ზეწოლით, სრულიად
უსამართლოდ, თავისი ცოლი ცრუ ბრალდებების გამო, სახლიდან
გაუშვა, დააბრუნა აფხაზეთში, საიდანაც ის ჰყავდა ჩამოყვანილი.
როდესაც გრიგოლმა შეიტყო ეს უსამართლობა არაერთხელ ამხილა
ადარნესე, მაგრამ ის იმდენად იყო დაძლეული ხორციელი ცდუნებით,
რომ არაფრად ჩააგდო გრიგოლის მხილება და კიდევ უფრო მეტი
ბროტება ჩაიდინა და მეორე ცოლი შეირთო. მამა გრიგოლმა ეს რომ
შეიტყო, ადარნერსეს ძალიან მძიმე მომავალი უწინასწარმეტყველა,
შემდეგი სიტყვებით:

იმის გამო, რომ ჩემი სიტყვები არ შეისმინე, იმის იმის გამო, რომ შენ და
შენმა შვილებმა გააგრძელეთ ცოდვაში ცხოვრება, თქვენ ისე
დაავადდებით, რომ ვერაფრით განიკურნებით, თუ კი თვითონ
უსამართლოდ გაძევებული დედოფალი, არ გაპატიებთ. და თუ შენ ვერ
მოასწარი პატიების მიღება და შენი პირველი მეუღლე გარდაიცვლება,
სანამ შენ მას პატიებას სთხოვ, მაშინ მისი საფლავისგან უნდა
მოითხოვოთ პატიება შენ და შენმა შვილებმა, ხოლო ის ქალი, რომელმაც
შენს ცოლს ასეთი რამ დააბრალა, კიდევ უფრო მძიმედ დაისჯება, იესო
ქრისტეს მიერ, ცილისწამებისთვისო.

გრიგოლის ამ სიტყვებმა, ადარნესე შეაშინა. ის გრიგოლს ფეხებში


ჩაუვარდა და პატიებას სთხოვა, ხოლო გრიგოლმა წამოაყენა და უთხრა:
გაპატიოს უფალმა შენი შეცოდებები, მაგრამ იცოდე, ჩემი ნათქვამი
აუცილებლად შესრულდება, რათა ყველამ დაინახოს ურჩობის შედეგიო.

ცოტა ხანში, ადარნესეს შეეყარა სახსრების დაავადება, სახელად


ნიკრისის ქარი. ტკივილებისგან გამწარებული ადარნესე სიკვდილს
ებრძოდა. მან დაიბარა ერთგული მსახური კაცი, სახელად კუპრა და
გააგზავნა თავისი პირველ ცოლთან,პატიების სათხოვნელად. ჩავიდა
კუპრა ფერსათში, სადაც იმყოფებოდა ადარსესეს პირველი ცოლი, ვინც
იყო ბაგრატ შაროელის ასული. როდესაც კუპრამ ეს ქალი იხილა, მას
ეცვა მონაზვნის სამოსი და ტყიდან მოჰქონდა შეშა.

მოციქულმა კაცმა როგორც კი დაინახა ქალი, რომელსაც სახელად ერქვა


ბევრელისი, ხოლო მონაზვნად აღკვეცის შემდეგ ანასტასია, მაშნვე
მუხლებში ჩაუვარდა და სთხოვა: ქრისტეს ნების შემსრულებელო,
გევედრება ჩემი ბატონი, ადარნესე კურაპალატი, რომ აპატიო მას
შეცოდებები. ის ღმერთისგან სმართლიანადაა დასჯილიო.

ანასტასიამ მას უპასუხა: ღმერთს გეფიცები, არასოდეს დამიწყევლია


ადარნესე და არც არასდორს დავწყევლი. ღმერთმა აპატიოს ყველა ცოდვა
და განკურნოს როგორც სულიერად, ისე ხორციელადო.
და ადარნესე მაშინვე განიკურნა.

XXII
ნეტარი გრიგოლის ხელით ქრისტე სასწაულებს ახდენდა: სხვადასხვა
სენით და ეშმაკით შეპყრობილი ადამიანები, წმინდა გრიგოლის
სასწაულმოქმედი ლოცვის წყალობით ინკურნებოდნენ.

როგორც ხორბალში გამოერევა სარეველა, ისე გამოერია ტაო - კლარჯელ


ბერებს შორის ერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე დიაკვანი, სახელად
ცქირი, რომელიც იყო აღზრდილი თბილისის ამირა - საჰაკ ისმაელის ძის
კარზე. {ეს დეტალი მიგვანისშნებს იმაზე რომ ცქირი სუფთა სულის
ქრისტიანი არ უნდა ყოფილიყო} როდესაც ანჩის საყდრის ეპისკოპოსი
გარდაიცვალა, ცქირმა აშოტ კურაპალატს სთხოვა ანჩის საყდარი. მან
მძლავრებით ჩაიგდო ანჩის საეპისკოპოსო ხელში და გააგრძელა ბოროტი
საქმეების კეთება.

ის უწესობაში არაერთხელ ამხილეს კლარჯეთში დამკვიდრებულმა


ბერებმა, განსაკუთრებით - გრიგოლმა. {გრიგოლმა განკვეთა
ეკლესიიდან} ამიტომ გაამპარტავნებულმა ცქირმა, საერთოდ დაივიწყა
ღვთის შიში და ფარულად დაიბარა ერთი ღარიბი, უღირსი ანჩელი
გლეხი, რომელიც კარგი მშვილდოსანი იყო. მას დაავალა მამა გრიგოლის
მოკვლა და საფასურად აღუთქვა სამი გრივი ფეტვი {300 კგ} და ხუთი
თხა. წავიდა გლეხი და ჩასაფრდა ხანძთის ტყში და ხელში
მომზადებული ჰქონდა მშვილდი.

ნეტარი გრიგოლი ხანძთაში, შატბერდიდან მარტო მიდიოდა და გზაში


ხმამაღლა გალობდა ეფრემ ასურის საკითხავებს. ჩასაფრებულმა გლეხმა
სასწაული იხილა: მამა გრიგოლის მთელი ფიგურა ღვთაებრივი ნათლით
იყო მოსილი და მის თავზე ნათლის სვეტით იყო გამოსახული ჯვარი,
რომელიც ჰგავდა ცისარტყელას, ცაზე წვიმის შემდეგ რომ გამოანათებს
ხოლმე. ამ სანახაობამ კაცი იმდენად შეაშინა, რომ გაშეშდა და
თავზარდაცემული დავარდა მიწაზე.

ნეტარმა გრიგომა მას უთხრა: საწყალობელო, რატომ არ ასრულებ იმის


ბრძანებას, ვინც ჩემი მოკვლა დაგავალა ან როგორ დათანხმდი ასეთი
მცირე სასყიდლისთვის, უდანაშაულო ბერიკაცის სისხლში ხელის
გასვრას. რატომ არ მკლავო?

კაცმა ტირილით სთხოვა: მაპატიე, ისე როგორც იესო ქრისტემ აპატია


თავის მკვლელებსო.

გრიგოლმა ეს სიტყვები რომ მოისმინა, ის შეიწყალა, პირჯვარი გადასახა


და განკურნა დამბლა დაცემული კაცი. გლეხი გახარებული წავიდა
სახლში და ცქირსაც მიახარა მომხდარის შესახებ. ცქირი კიდევ უფრო
განრისხდა, შეკრიბა ანჩელი ხალხი და დაავალა ხანძთის ეკლესიის
დანგრევა. ის - ის იყო მზე ამოვიდა, რომ ანჩელები ეკლესიასთან
მივიდნენ. მამა გრიგოლმა მათ სთხოვა, რომ უფლება მიეცათ,
უკანასკნელად ელოცა თავის ეკლესიაში.

მათ დაუჯერეს მოხუცის ნათქვამს. უფალმა შეისმინა ბერების თხოვნა და


უფლის ანგელოზის პირით მათ ეუწყათ ის ამბავი, რომ საღვთო
შურისგება ეწია ცქირს. როდესაც ლოცვა დაასრულეს, მოვიდა კაცი და
ანჩელებს უთხრა: აღარ დაანგრიოთ ხანძთა, რადგან ვინც მისი დანგრევა
დაგავალათ, ის კაცი გარდაიცვალაო.
იქ მყოფელებმა ძალიან გაიხარეს.

XXIII
ნეტარი ღვთის კაცი, მამა გრიგოლი ძალიან დაბერდა, რადგან ას ორ
წელიწადს მიაღწია. მას არც სახის ფერი შეცვლია და არც მხედველობა
დაკლებია, სხეულითაც ძლიერი იყო და სიკვდილამდე არ
დაუძლურებულა. ის არა მარტო მარხულობდა და ლოცულობდა, არამედ
დღედაღამ თავისი ხელით შრომობდა. ის იყო საუკეთესო მასპინძელი და
გლახაკთა დამხმარე.

გრიგოლი დროის უმეტეს ნაწილს შატბერდში ატარებდა, რადგან თავის


მიერ აგებულ მონასტრებში და ტაო-კლარჯეთის სხვა მონასტრებში, მას
მამასახლისები ჰყავდა დაყენებული და მათი წყალობით
ხელმძღვანელობდა სამონასტრო ცხოვრებას.თუ რაიმე მნიშვნელოვანი
საქმე გამოჩნდებოდა, მას აცნობებდნენ.

მოხუცებულობის პერიოდში, ის მეტ დროს ატარებდა შატბერდში, რაც


ძალიან აფიქრებდა ხანძთელ ბერებს, რადგან შეიტყვეს, რომ გრიგოლი
ამქვეყნიური ცხობრების დასასრულს შატბერდში ელოდა. ამიტომ, ვისაც
სიარული შეეძლო, ყველა ერთად ჩავიდა შატბერდში, წმინდა მამის
სანახავად. შტბერელებს ძალიან გაუხარდათ ხანძთელი ბერების ნახვა და
დიდი პატივით მიიღეს ისინი. მაგრამ როდესაც, ხანძთელების ჩასვლის
მიზანი შეიტყვეს, ძალიან შეწუხდნენ. როდესაც წმინდა ღვთისმშობლის
ეკლესიაში ილოცეს, მამა გრიგოლმა ყველანი სიყვარულით და
გულითადად მოიკითხა.

შემდეგ, იქ შეკრებილ ბერებს მიმართა: დღეს უფლის ნებამ აქ შეგვკრიბა,


რათა ჩვენს შორის არსებული ერთობა და სიყვარული, სამომავლოდ
მემკვიდრეობად დავუტოვოთ იმ ბერებს, რომლებიც ჩვენს შემდეგ
იმოღვაწებენ ამ ორ მონასტერში. უფლის სიტყვების მსგავსად, რომლემაც
თავის მოწაფეებს უთრხრა: მხოლოდ იმაზე იცნობით ჩემი მოწაფეები
რომ იყავით, თუ კი ერთმანეთი გეყვარებათო.ამ
{მთავარი სახე - სიმბოლოა ტალანტის გამრავლება.}
ცრელმორეული ბერები გარს შემოეხვივნენ გრიგოლს. ის დადგა
ამაღლებული ადგილზე და ღმერთს მადლობა შესწირა: უფალო, შენ
გამოიჩინე მოწყალება და ჩამომიყვანე ამ მიწაზე, ჩემს სამ მეგობართან
ერთად, რომლებიც სიკვდილამდე გემსახურებოდნენ და დაუზარელად
გწირავდნენ წმინდა უსისხლო მსხვერპლს. ახლა კი ეს ადგილი მრავალი
სულის სამყოფლად აქციე. შენი წყალობით, მე გავამრავლე შენმიერვე
ბოძებული ტალანტიო.

შემდეგ ჯვარი გადასახა შატბერდს და თქვა: მე მხოლოდ ხორციელად


გშორდებით, სულიერად მუდამ თქვენს გვერდით ვიქნებიო.

წმინდა გრიგოლი ეამბორა ატირებულ შატბერდელ ძმებს და დიდი


თხოვნის შემდეგ დაარწმუნა, რომ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ
სამყოფელში, თვითონ კი წაყვა ხანძთელ ძმებს.

გრიგოლის ხანძთაში დავრუნებამ, მიმდებარე მონასტრებში მოღვაწე


ბერები ძალიან გაახრა და დაიწყეს გრიგოლთან მისვლა, მისი
მონახულება.

გრიგოლმა იგრძნო თავისი ხორცთაგან გასვლის დღე, ამიტომ მან მთელი


უდაბნოს მოასტრებში გააგზავნინა კელაპრები და შეუთვალა
კონკრეტული დღე, თუ როდის გარდაიცვლებოდა და მისი სულის
მოსახსენიებლად, ლოცვა უნდა აღევლინათ და ეს კელაპტრები უნდა
აენთოთ.

გრიგოლთან ხანძთელი ბერები მივიდნენ და უთხრეს: წმინაო ღვთისაო,


სამოთხის სიკეთის მომლოდინე, სიმართლისთვის მშიერო და
მწყურვალო, სამოთხის ლუკმის ღირსი მიწიერ ცხოვრებაშვე გახდი.
გლახათა მოწყალევ,განუშორებელია შენგან უფლის წყალობაო.

ამის შემდეგ, გრიგოლმა ხანძთელ ძმებს უთხრა: შევილებო, მუდმივად


ახსენეთ ჩემი სახელი ლოცვებში და გაფიცებთ ქრისტეს ჯვრით, რომ
ჩემი სხეული განსაკუთრებულ ადგილას არ დაკრძალოთ, არამედ
დამკრძალეთ ჩემი ძმების გვერდით, რადგან მათზე უკეთესი არაფრით
ვიყავი. ჩემი სხეული გადაიქცევა მიწად, ხოლო სულს მიიბარებს
უფალიო.

და ასე მიაბარა თავისი სული უფალს და გარდაიცვალა ას ორი წლის


ასაკში, ქორონიკონით ოთხმოცდაერთ წელს, ხოლო მისი
გარდაცვალებიდან ოთხმოცდაათი წლის შემდეგ დაიწერა ეს ნაწარმოები.
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება დაიწერა ხანძთის წინამღვრის, მისი ძმის ,
იოანეს და ამ წიგნის ავტორის - გრიგოლ მერჩულეს გულმოდგინებთ.

You might also like