You are on page 1of 1

ყოველი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვდებით გზის გასაყარზე , რომლის ერთ

მხარეს არის მარტივი, ხორციელი ცხოვრების გზა და მეორე მხარეს კი რთული. სწორედ
ამ დილემის წინაშე დგას ზენონი. ის იყო სამცხის დიდი აზნაური , რომელიც იყო
გამორჩეული ქრისტეს სიყვარულით: ,,რამეთუ საღმრთოი შიში მკვდარ იყო მისსა
შორის.და სწადოდა მონაზონებაი აღთქმისაებრ აღთქმისა მმარხველთაისა .“
მემკვიდრეობით ზენონს დიდი ქონება ერგო, მაგრამ მისთვის ეს არაფერს წარმოადგენს .
ის ერთადერთ სიმდიდრედ მიიჩნევს სულიერ საზრდოსა და ქრისტეს სიყვარულს .ჩვენ
შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ზენონსა და გრიგოლს შორის, რომელიც უარს ამბობს
პრივილეგიებზე,თანამდებობაზე და ბერად აღიკვეცება . ზენონს სურდა მამისეული და
დედისეული ქონება დისთვის დაეტოვებინა თავისი სურვილით, თვითონ კი ბერად
შემდგარიყო. სწორედ ამ დროს ზენონი აღმოჩნდება განსაცდელის წინაშე . ერთმა
უკეთუმა კაცმა აცდუნა მისი და. ღირსებაშელახული აზნაური დაედევნა მისი ოჯახის
შეურამწყოფელსა და მის მოკვლას აპირებს. დიდხანს რომ იარა, გაიფიქრა :

,, სახელოვანი ყმაწვილი ვარ და ვისაც მივდევ, არად ჩასაგდებია. რომც დავეწიო და


მოვკლა, საცდურია ჩემი სულისთვის, თუ უკან დავბრუნდი გაწბილებული, სირცხვილია .
ახლა კი დროა მონაზნობის აღთქმა აღვუსრულო უფალს.“

ჩვენ ხვდებით, რომ ზენონის თავდაპირველი გადაწყვეტილება იყო მიღებული აფექტის


მდგომარეობაში და ფიქრის შემდეგ ჩვენ ვხედავთ უკვე სულიერად ამაღლებულ ზენონს ,
რომელმაც უარი თქვა კაცის მკვლელობაზე და გადაწყვიტა ქრისტეს გზით ცხოვრება .

ავტორი ზენონის სახით გვიხატავს ჭეშმარიტ, თავმდაბალ, მართლმორწმუნე ქრისტიანს ,


რომლის გზაც უფალთან მიდის. მას აქვს ყველა ის ღირსება, რომელიც საჭიროა
ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის. სწორედ ამიტომაც გრიგოლ ხანცდელი დაიმოწაფებს მას .

You might also like