You are on page 1of 1

.

იაკობ ხუცესის დახასიათება

იაკობი პიროვნებაა რომელიც, შუშანიკის წამების ავტორად გვევლინება, ასევე იგი


ამ ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია.პირველად იაკობი ნაწარმოების
პერსონაჟად მესამე თავში გვხვდება პიტიახშის სასახლის ეპისკოპოს აფოცთან
ერთად.ხუცესი როგორც შუშანიკის სულიერი მოძღვარი მუდამ ცდილობს მის
გვერდით ყოფნას ყველანაირი განსაცდელის დროს, ცდილობს გაამხნნევოს და
დახმარება გაუწიოს. პურობის შემდეგ როდესაც იაკობმა იხილა ნაცემი,
თვალდასიებული, დალურჯებული შუშანიკი ცრემლი ვერ შეიკავა და
ატირდა.ასეთივე რეაქცია ჰქონდა ციხეში ნაწამები დედოფლის ნახვის შემდეგაც:
“და ვითარ შემიყვანა მცველმან მან, და ვიხილე ტარიგი იგი ქრისტეისი
მშუენივრად, ვითარცა სძალი, შემკული საკრველთა მათგან, დამე, ვითარ ვერ
დამითმო გულმან, ვტიროდე ფრიად.”ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ იაკობი
განიცდის დედოფლის ამბავს და თანაუგრძნობს მას.რაც შეეხება ვარსქენს, იგი
ხშირადაა მოხსენიებული როგორც “სამგზის საწყალობელი” ეს სიტყვები ნათლად
მიუთითებს ავტორის ნეგატიურ დამოკიდებულებას ამ პერსონაჟისადმი.
ჩემი აზრით როდესაც იაკობ ცურტაველი ამ ჰაგიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოებს
ქმნიდა, ფიქრობდა, რომ შუშანიკი მაგალითი გახდებოდა სხვებისთვის და
სტიმულს მისცემდა ხალხს რათა ყოველგვარი გასაჭირისთვის გაეძლოთ , რაც
სარწმუნოების დაცვისა და შენარჩუნების გზაზე გადაეღობებოდათ.
10

You might also like