You are on page 1of 3

ქართულ-ავსტრიული სკოლა „ფესვები“

დავალებები წლიური გამოცდისთვის


კლასი : მე-10
ვარიანტი IV
მოსწავლე:

ქართული ლიტერატურა
იაკობ ხუცესი ,,შუშანიკის წამება“
1.სად იმყოფებოდა იაკობ ხუცესი, როდესაც შუშანიკმა შვილებთან ერთად დატოვა
სასახლე? (1ქ.)
2. ავტორის აზრით, რა მიზნით მოინახულა სპარსმა კაცმა სასახლიდან წასული
დედოფალი?(1ქ.)
3. რის გამო სთხოვა შენდობა სიკვდილის პირას მყოფ შუშანიკს ჯოჯიკმა? (1ქ.)
4. რა სასწაულები ხდებოდა ციხეში მყოფი დედოფლის ლოცვით? (1ქ.)

იოანე საბანისძე „ აბოს წამება“


1. რამდენ ნაწილად არის დაყოფილი ნაწარმოები და რა არის გადმოცემული
თითოეულ ნაწილში? (1ქ.)
2. რა თანმიმდევრობით გადაადგილდება აბო? (დაასახელეთ 5 გეოგრაფიული
ადგილი)(1ქ.)
3. რა კონტექსტში ახსნებს ავტორი ხაზგასმით 118-ე ფსალმუნს? (1ქ.)
4. რამდენი დღე იყო აბო საპყრობილეში? (1ქ.)

გიორგი მერჩულე „ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“


1. გაიხსენეთ თეოდორესა და ქრისტეფორეს აფხაზეთში გაპარვის ეპიზოდი. რითი
იყო ნაკარნახევი მათი საქციელი?(1ქ.)
2. რა უმძიმესი არჩევანის წინაშე დააყენა გრიგოლმა ეფრემი და რა პასუხი გასცა მან
ბოლოს მოძღვარს?(1ქ.)
3. რის გამო შეშფოთდა გრიგოლი, როცა დედამ, მთავარებმა და ხალხმა მისი
მღვდლად კურთხევა განიზრახეს? (1ქ.)
4. სად დაკრძალეს წმინდა გრიგოლი? (1ქ.)

შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი“


1. რა მოიმოქმედა როსტევანმა მას შემდეგ , რაც უცხო მოყმის მოსაპატიჟებლად
გაგზავნილი მონა ხელმოცარული დაბრუნდა?(1ქ.)
2.ვისგან შეიტყო ფატმანმა ნესტან-დარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობის ამბავი?(1ქ.)
3. როგორ მოიქცა ავთანდილი, რომ გულანშაროში უცხოდ არ გამოჩენილიყო? (1ქ.)
4.ავთანდილის აზრით, რა ათანასწორებს სუსტსა და ძალგულოვანს?(1ქ.)

სულხან-საბა ორბელიანი ,,სიბრძნე-სიცრუისა“

1. ლეონის აზრით , რით გავს მეფობა და მწყემსობა ერთმანეთს? (1ქ.)


2.როგორ ახსნა უფლისწულმა ჯუმბერმა ის, რომ სპილოზე ამხედრებული მივიდა
სასახლეში?(1ქ.)
3. გაიხსენეთ , რას გვასწავის იგავი „ ენით დაკოდილი“?(1ქ.)
4.გაიხსენეთ რა საერთო აქვთ ვეზირ სედრაქსა და საჭურის რუქას და რითი
განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან?(1ქ.)

წერითი დავალება - 10 ქულა

დაწერეთ ესე: არსებობს მოსაზრება, რომ ლოიალური დამოკიდებულება აღზრდაში


უფრო შედეგის გამომღებია, ვიდრე სიმკაცრე.
ოჯახისა და სკოლის მაგალითზე გამოიტანეთ დასკვნები და იმსჯელეთ

You might also like