You are on page 1of 1

იაკობ ხუცესის სტილი

მწერალი საოცარი მხატვრული ოსტატობით ქმნის მძაფრ


ხასიათებს. „შუშანიკის წამება“ ისტორიული დრამაა, რომელიც
გამორჩეულია სხვა ნაწარმოებთაგან იმით, რომ აქ ავტორი
თავად პერსონაჟია.
„შუშანიკის წამება“ თხრობითი ხასიათის ტექსტია,
რომელშიც ავტორი (მთხრობელი) ხშირად პირველ პირში
გვესაუბრება. ასევე ხშირია ტექსტში დიალოგები, რომლებიც
თითოეული პერსონაჟის ბუნებასა და ხასიათს საკმაოდ
დამაჯერებლად წარმოაჩენს.
ეს ნაწარმოები მაღალმხატვრული თხზულებაა, ამიტომაც
გვიჭირს იმის დაჯერება, რომ მწერლობის სათავედ სწორედ ის
უნდა მივიჩნიოთ.
ნაწარმოების იდეას ავტორი მსოფლიო ლიტერატურაში
არსებული შედევრების მსგავსად სიკეთისა და ბოროტების
დაპირისპირების ფონზე აყალიბებს.
მწერალი საკმაოდ განსხვავებული და გონიერი პიროვნებაა,
რომელიც ზედმიწევნითი სიზუსტით აღწერს ფეოდალურ
საქართველოში არსებულ მდგომარეობას.
ტექსტი მდიდარია ტროპის სახეებით, გვხვდება
შედარებები, მეტაფორები, ბიბლიური ალუზიები. ეს ტექსტი
ნებისმიერ ეპოქაში შეინარჩუნებს ცხოველმყოფობას
(სიცოცხლეს), რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ავტორის
მწერლურ ოსტატობას.

You might also like