You are on page 1of 2

„ყვარყვარე თუთაბერი“ - ანალიზი

1917-21 წლები; დრამატული ნაწარმოები, პიესა;


იმდროინდელმა საბედისწერო მოვლენებმა დიდი გავლენა
იქონია მწერლის შინაგან სამყაროზე. ამიტომ აღნიშნავს „რკინის
კედლის“ უკან აღმოვჩნდიო. „რომ არ მიმეგნო იმის გამოსახვის
ფორმისათვის, რაც განვიცადე და დავინახე, ალბათ,
სიცოცხლეს ვერ შევძლებდი“. ცხოვრების უარყოფითი
მხარეები, ადამიანების მანკიერი თვისებები და იმდროინდელი
საზოგადოების უსუსური სახე მწერალმა გამოხატა. 1917-21
წლების მოვლენებს სასაცილო, კომიკური კუთხით
შევიგრძნობთ, თუმცა ეს ყოველივე იმდროინდელი მწარე
რეალობის განცდას არ გვაკარგვინებს.
პიესაში არ არის თხრობა, არც თავად დრამატურგის
განცდები. პერსონაჟები თავად ავლენენ თავიანთ ხასიათებს,
ყოველგვარი აღწერისა და დახასიათების გარეშე. მათი
სახისმეტყველება ძირითადად დიალოგებსა და მონოლოგებშია
გამოვლენილი.
ფიქრობენ, რომ ყვარყვარე ქართული ფოლკლორის ცნობილი
პერსონაჟის, ნაცარქექიას, საინტერესო ინტერპრეტაციაა. მას
თავისი ცხოვრებისეული ფილოსოფია აქვს. მოხერხებული,
მედროვე, პარაზიტი, ავანტიურისტი, რომელიც თავისი
უნარების წყალობით ქვეყნის სათავეში ექცევა. მისი ცოდვების
უმეტესი ნაწილისაზოგადოების კისერზეა, რადგან უმეცარი
ბრბო ყვარყვარეს წინააღმდეგობას ვერ უწევს. ისტორიამ არ
იცის შემთხვევა, რომ თაღლითის მაღმერთებელ ბრბოს რაიმე
სიკეთე ენახოს. ბრბოს სიძულვილზე არანაკლებ საშიშია მისი
თაყვანისცემა. ტექსტში ხშირია ფრაზეოლოგიზმების
გამოყენება: „მანამდე ბაყაყს კბილები ამოუვა“, „ჩიტის რძე რა
არის, იმას არ მოვაკლებ“.
ყვარყვარე იმ ტიპის თაღლითია, რომელმაც ნებისმიერ
ეპოქაში შესაძლოა მიაღწიოს წარმატებას, ამიტომ ფხიზლად
უნდა იყოს საზოგადოება. მას რაციონალური განსჯის უნარი
უნდა გააჩნდეს.

You might also like