You are on page 1of 2

თათქარიძეობის (ლუარსაბობის) ნიშნები:

1. მხოლოდ პირადი პრობლემებით შემოსაზღვრა; ცხოვრებისეული


ფილოსოფია ჭამაზე აქვთ დამყარებული; მისი ცრუ საქმიანობა
„დაწიოკება“ ჭამას უკავშირდება; კაცობა პირდაპირპროპორციულია
ჭამისა; მისი სასაუბრო თემა და გონების ვარჯიში საკვებს უკავშირდება;
2. სიზარმაცე (ეზარება ჩაცმა ამიტომ სძულს სტუმარი); მისი თვისებები
გადამდებია და ამიტომ მსახურებიც თავისი მსგავსი ჰყავს;
3. სამშობლოს ბედით დაუინტერესებლობა; ერთადერთხელ ახსენებს
კახეთს, ისიც მაშინ, როდესაც ღვინოსთან აიგივებს;
4. გაუნათლებლობას ახალი დროის ჭირს ეძახის, რომელიც ფერ-ხორცს
აკარგვინებს ადამიანს;
5. გაუნათლებლობას მოსდევს ცრუმორწმუნეობა; სჯერა და აოცებს
მკითხავის ნათქვამი;
6. ჭორიკანა (უსმენს ქალების საუბარს, აინტერესებს);
7. უსულობა (მხოლოდ ჭამს და სძინავს); დაუკარგავს კაცური
დანიშნულება, ცხოველს დამსგავსებია, მისი სული განფენილია ხორცში.
„ხორცი ყვავის, სული მკვდარია“; ჰგონია, რომ ქრისტიანულად
ცხოვრობს, ხშირად ახსენებს ღმერთს; იგი უფალს მხოლოდ სიტყვით
ახსენებს. თავისი ცხოვრების წესით ის მხოლოდ არისხებს უფალს;
8. უაზრო ცხოვრება, რომელსაც აკაკი ბაქრაძემ „არაფრობის უარყოფა“
უწოდა; „რისთვის მოვიდნენ?“ მნიშვნელოვანი კითხვაა ამ ცოლ-ქმართან
დაკავშირებით, არც ერთს არ ჰქონია ადამიანური დანიშნულება. ილიას
ჩანაფიქრი: მისი გამრავლება არ შეიძლება, მეტასტაზივით უნდა
მოიკვეთოს. თათქარიძეობა მოიცავდა მთელ საქართველოს,
საზოგადოებას. თუ ქვეყანას სიცოცხლე ეწერა, მისი ასეთი ნიშანი არ
უნდა განვითარებულიყო.

ილიას მიზანი - გასწორების განზრახვა. ხშირად მიმართავს მკითხველს


„მოგეწყინა, არა?“. თხრობა გამიზნულია დასაფიქრებლად. ილიას აზრით
ვალმოხდილი მხოლოდ ისაა, ვინც თავის შესაძლებლობებს ხალხის
სამსახურში ამოწურავს და მისიას ბოლომდე შეასრულებს. მისი აზრით
ლიტერატურა ხალხს უნდა ემსახურებოდეს. შესაძლოა მათ „გიჟიას“
ძახილი დაუწყონ, მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია, რომ უყვარს უნდა
ამხილოს კიდეც. გურამიშვილისა არ იყოს, „მძრახველს ძრახვა ავად
მოუხდა, დაფნის გვირგვინის ნაცვლად ტყვია არგუნეს“. ილია საკუთარი
კალმით გულის გამხარებელი კი არ ყოფილა, არამედ მართლის
მთქმელი.

You might also like