You are on page 1of 6

კრეაციონიზმი VS ევოლუციონისტები

ხალხი ყოველთვის ბჭობს სამყაროს შექმნის თეორიასთან დაკავსირებით.


კრეაციონიზმი - ეს არის იმ ხალხის მიმდევრობა, რომლის მიმდევრებსაც სწამთ, რომ
სამყარო და ცხოვრება დედამიწაზე შექმნილია ზებუნებრივი ძალის,
“ინტელექტუალური დიზაინერის”, ღმერთის მიერ და ყოველივე ნივთი თუ არსება
ღმერთის დიდი დიზაინია. ხოლო ევოლუციონისტები ეყრდნობიან მეცნიერულ
ფაქტებს და სწამთ, რომ ყოველ არსებას ყავს ერთი საერთო წინაპარი.
ევოლუციონისტები ამ მეცნიერულ თეორიას ამტკიცებენ მეცნიერული სამხილებით.
დღეს მე ამ საკამათო თემის ორივე მხარესთან დაკავსირებით მოვიყვან არგუმენტებს
და ჩემი მონოლოგის ბოლოს დავასაბუტებ შემს პირად აზრს.

კრეაციონიზმის ზოგადი მიმოხილვა

კრეაციონიზმი - ეს არის სამყაროს შექმნის თეორიის ერთ-ერთი ახსნა, რომლის


მიხედვითაც სამყარო შექმნა ზებუნებრივი ძალის მქონე ადამიანმა/ღმერთმა.
კრეაციონისტების აზრით, დედამიწა სულ რარაც 6000 წლისაა. კრეაციონიზმის
ალტერნატიული ახსა ხდება ევოლუციის საშუალებით, მეცნიერულ ფაქტებზე
დაყრდნობით. კრეაციონიზსტებს აქვთ სხვადასხვა თეორიები. ერთ-ერთი თეორია
არის თეისტური თეორია, რომელიც ითვალისწინებს შემდგომ აზრს, რომ ღვთაებამ
შექმნა არსება, რომელსაც გააჩნდა თვითგანვითარების უნარი. ზოგიერთმა ადამიანმა
თქვა, რომ ჩვენ ერთ-ერთი ვართ უსასრულო სამყაროებიდან და ეს თქვა იმიტომ, რომ
აერიდებინა თავიდან ასტრონომიული შეცდომები. ამჟამად არცერთი თეორიისათვის
არ არსებობს ახსნა.

ძირითად შემთხვევებში, კრეაციონიზმი ასოცირდება ქრისტიანობასთან, მაგრამ ეს ასე


არ არის. კრეაციონიზმის ქრისტიანების გარდა კიდევ სხვა რელიგიებსაც სწამთ.

მაგალიტად, ქრისტიანებში კრეაციონისტები იყოფიან კატეგორიებად:


 ძველი დედამიწის კრეაციონისტები - სწამთ, რომ სამყარო შექმნა ღმერთმა,
მაგრამ შექმნის პროცესი არ უნდა მიიღოთ სიტყვა-სიტყვით ზუსტი მნისვნელობით.
ამ ტიპის კრეაციონისტები მიიჩნევენ, რომ სამყარო მილიონობით წლისაა.
 ახალგაზრდა დედამიწის კრეაციონისტები: მათი აზრით, ღმერთმა სამყარო შექმნა
მხოლოდ და მხოლოდ 10 000 წელიწადში.
ამ ორი ტიპის კრეაციონისტებს ეწოდათ ლიტერალისტი კრეაციონისტები.

 ნეო კრეაციონისტები - ამ მიმდევრობის ადამიანებს სწამთ, რომ მეცნიერება


ღმერთის მიერ შექმნილი ხელოვნების ანარეკლია. მათი აზრით, კრეაციონიზმა
უნდა თანაიარსებოს მეცნიერებასთან, პოლიტიკასთან და განათლებასთან
ერთად.
ნეო კრეაციონიზმი და კრეაციონიზმი ასევე ფიქსირდება ისლამშიც.

მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გააჩნიათ ცალკე გენეზისი ( წიგნი, რომელიც აღწერს
სამყაროს შექმნის ისტორიას თანმიმდევრულად), ყურანში წერია: ყურან ი 29:19
დაინახე ისინი, თუ როგორ არქმევს ღმერთი ქმნილებას სახელს, შემდეგ იმეორებს
მას: ეს ნამდვილად ადვილია ღმერთისთვის. ზოგიერთი ისლამის მიმდევარი თვლის,
რომ მეცნიერება და ევოლუციის თეორია ემთხვევა ყურანულ სწავლებას. ხოლო
დანარჩენ ნაწილს მიაჩნია, რომ ევოლუცია და ისლამი ვერ ეთავზება ერთმანეთს .
ისლამური კრეაციონიზმი დღითი დღე იზრდება, განსაკუთრებით თურქეთში.

კრეაციონიზმი ასევე განვითარებულია ებრაელებშიც. ულტრა - კათოლიკეები მხარს


უწერენ კრეაციონიზმს და მივიდნენ იმ დონემდე, რომ დევნიან ევოლოციურ
სახელმძღვანელოებს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გენეზისი ძველი დოკუმენტია და
შეუძლებელია სამყაროს 6 დღეში შექმნა.

ძირითად შემთხვევებში, მუსლიმები და ქრისიანები მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია


ევოლუციის და კრეაციონიზმის თანაარსებობა დღეანდელ საზოდაგოებაში. ნეო
კრეაციონიზმი დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება.

სასულიერო სამყაროს ნაწილი მიიჩნევს კრეაციონზიმს როგორც რელიგიურ რწმენას.


სასულიერო პირების აზრით, მეცნიერების დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ
ევოლუცია, ხოლო რელიგია მონაწილეობს კრეაციონიზმის სიმართლის
დამტკიცებაში და მათი ამგვარი ხედვა გამოწვეულია სიტყვა “მეცნიერების ”
მნიშვნელობის ცვლილების გამო.

ვებსტერის ახალი სკოლის ლექსიკონის 1934 წლის გამოშვების მიხედვით, მეცნიერება


ეს არის “გაცნობიერებული სიმართლე და ფაქტები, განსაკუთრებით წარმოდგენილია
გაჩენით, ექპერიმენტებითა და დაკვირვებებით”, ხოლო ამჟამინდელი ოქსფორდის
ლექსიკონი სიტყვას განმარტავს როგროც “ფიზიკური და ბუნებრივი სამყაროს
სტრუქტურისა და ქცევის სისტემატიური შესწავლა დაკვირვებისა და ექსპერიმენტების
საშუალებით.

ორივე განმარტების თანახმად, რათა მოვახდინოთ ევოლუციის ბიოლოგიურდ


შესწავლის მოხდენა, უნდა გავიტვალისწინოთ განმარტებასი მოცემული კრიტერიები :
დაკვირვება და ექსპერიმენტები და დავსვათ შეკიტხვები მოცემულ თემასთან
დაკავშირებით.

 ვინ მოახდინა სამყაროს საწყისებზე დაკვირვება?


 ვინ დააკვირდა რაიმე ჯიშის არსების საწყისი ფორმის ცვლილებას დღევანდელ
ფორმამდე?
 ვინმემ მოახდინა დაკვირვება რაიმე არსების ჯიშზა და შემდგომ უნახავს კი მისგან
ფორმირდებოდეს ახალი ჯიშის არსება ჩვენი დახმარების გარეშე?
 ვინმეს უნახავს გარდამავალი ნამარხები, რომლებიც დაამტკიცებდნენ რომ
ევოლუცია სიმართლეა?
 ნამარხები, რომლებიც ნაპოვნია კამბრიანულ, ანუ ყველაზე დაბალ ფენაზე, არის
თუ არა ნაწილობრივ ფორმირებული დღევანდელ ფორმებთან შედარებით?
 გვყავს თუ არა ჩვენ უფრო მეტი ჯიშის არსება, უახლოეს მომავალში აღწერილ
არსებებთან შედარებით?
 შეუქმნიათ თუ არა სიცოცხლე უსულო ნივთისაგან?
 შეძლეს თუ არა ექსპერიმენტებმა, რომლებიც ხილის ბუზებში მუტაციის
დახმარებით მოახდინეს, დიზაინის დახვეწა, რისი დახმარებითაცმათი
გადარჩენის შანსი უკეთესი იქნება?
 მეცნიერებმა თანმიმდევრულად წარმოადგინეს ევოლუციის ფაქტები და ხატები,
რომლებიც სანდო იყო?
 მოახდინა კი ინფორმაციის აფეთქებამ დნმთან, რნმთან და უჯრედის
კომპლექსურობასთან დაკავშირებით ევოლუციის დამტკიცება?

ყოველი მოცემულ კითხვაზე არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი - არა. როდესაც


ევოლუცია ეყრდნობა მეცნიერებას, ხოლო მეცნიერება ექსპერიმენტებს და
დაკვირვებებს, და არ მომხდარა არავითარი დაკვირვება და ექსპერიმენტი და ასევე
არ გვაქვს ხელთ არანაირი მტკიცებულება გარდამავალი ფორმებისა , იქ ევოლუცია
წყდება და სათავეს იღებს კრეაციონიზმი.

ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა სამყარო 7 დღეში შექმნა.

თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცისა და დედამიწის მასალა. ეს მასალა არეული


იყო ერთმანერთში და ამ ნარევზედ იწვა საშინელი სიბნელე. მაშინ უფალმა პირველ
დღეს ბრძანა: “იქმნას ნათელი” და იმწამსვე გამობრწყინდა ნათელი. ნათელი გაჰყო
სიბნელისაგან, პირველს უწოდა დღე და მეორეს ღამე. მეორე დღეს უფალმა ბრძანა:
გაჩნდეს ცა! და ერთს თვალის დახამხამებაში გაჩნდა ხილული ცა და გადაეკრა
დედამიწას მოლურჯო გუმბათივით. მესამე დღეს – წყალი. ღვთის ბრძანებით წყალი
გაიყო ხმელეთისაგან და შეგროვდა მდინარეებად და ზღვებად, ხოლო ხმელეთმა
აღმოაცენა ბალახი, ხეხილი და ყველა მცენარე. მეოთხე დღეს უფალმა გააჩინა
მნათობნი ცისანი, მზე, მთვარე და ვარსკვლავები. მეხუთე დღეს შექმნა თევზნი წყალში
და ფრინველნი ჰაერში. მეექვსე დღეს უფალმა გააჩინა ნადირნი და ყველა ცხოველნი
ხმელეთზედ მცხოვრებნი, და უკანასკნელად შექმნა ადამიანი.
ყველა სხვა ქმნილებანი ღმერთმა გააჩინა სიტყვით ანუ ბრძანებით. ადამიანის შექმნა
კი სხვაფრივ ინება; ჯერ სთქვა: “შევქმნათ ადამიანი ხატად და სახედ ჩვენდა!”; მერე
აიღო მიწა, გააკეთა კაცის სხეული და ჩაჰბერა მას უკვდავი სული. ასე დაიბადა
ქვეყანაზედ პირველი კაცი, რომელსაც დაერქვა სახელად ადამი. ადამმა
დაათვალიერა ყველა ცხოველი და ვერ ჰპოვა მათ შორის თავის მსგავსი, თავისი
თანასწორი. მისთანა გონიერი და მეტყველი არ ერია ცხოველებში არცერთი და
ამიტომ ადამს არ შეეძლო თავისი აზრი ვისთვისმე განეზიარებინა, თავისი სიხარული
სხვისთვის შეეტყობინებინა. მაშინ ადამმა მარტოობა იგრძნო. ღმერთმა რომ ეს
შენიშნა, სთქვა: არ არის კარგი ადამის მარტო დარჩენა, გავუჩინოთ მას თანაშემწე,
მეგობარი; მოჰგვარა ადამს ღრმა ძილი, გამოუღო გვერდიდან ნეკნი და შეუქმნა
მეგობარი – ცოლი, რომელსაც დაარქვა ევა. მერე აკურთხა ორივე და უთხრა:
აღორძინდით, გამრავლდით, აავსეთ ქვეყანა და უგალობდით მასზედა. დადგა
მეშვიდე დღე და უფალმან განისვენა საქმისგან.

ევოლუციის ზოგადი მიმოხილვა

ევოლუციის თეორია - ეს არის სამეცნიერო თეორია, რომლის მიხედვითაც სიცოცხლე


დედამიწაზე დაიწყო ერთი უჯრედიდან და შემდგომ განვითარდა და არის
დღევანდელი სახით. ასევე ევოლუციონერების მიხედვით, არსებები და მათი ჯიშები
დროთა განმავლობაში იცვლებიან და განიცდიან განვითარებას. ცვლილების
მრავალი ფორმა არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი და ძირითადი ეტაპია
ბუნებრივი სელექცია.
ბუნებრივი სელექცია - ბუნებრივი სელექცია

ყოველი ცოცხალი არსება გადის ბუნებრივი სელექციის პროცესს. ყოველ


ცხოველს აქვს განსხვავებული თვისებები. გარემო დიდ ზეგავლენას ახდენს
ცხოველებზე. ეს ეგრედ წოდებული სელექციის ფაქტორებია: მტაცებლები ,
მწერები , მსგავსი ჯიშის ცხოველები , ტოქსინები , საარსებო გარემოს ცვლილებები
, კლიმატი.

კვლავ ვახსენებ, ყოველ ცხოველს აქვს თავისი ნიშან-თვისებები, რომლებიც


ეხმარება გადაიტანოს სელექციის დაბრკოლებები. ზოგი ცხოველი, რომელიც ვერ
გადაიტანს სელექციის დაბრკოლებას კვდება და გადარჩება მხოლოდ ძლიერი
და შემდგომ ისინი შთამომავლობას გადასცემენ მათ ძლიერ თვისებებს. ასე ხდება
სელექცია და გადარჩება ის, ვინც ეჩვევა მათი ჯიშისათვის საჭირო გარემო -
პირობებს.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი გენეტიკური მრავალფეროვნება და ამიტომ


აჩენენ ცხოველები ბევრ ბავშვებს - ისინი ზრდიან იმის ალბათობას, რომ
გადაირჩნენ ძლიერები და მათ შექმნან მათი ჯიშის შთამომავლოა, რომელიც
გადალახავს დაბრკოლებებს საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებით .

ამის საუკეთესო ვარიანტია დარვინის ჩიტები. რამდენიმე ათასობით წლის წინ ამ


ჯიშის ფრინველები გადაფრინდნ გალაპაგოსის კუნძულებზე დიდი შტორიმის
გამო. ჩიტებისთვის ეს გარემო იყო ახალი და შესანიშნავი - იყო სავსე საჭმლითა
და არ იყვნენ მტაცებლები.
ისინი გავრცელდნენ ყოველ კუნძულზე და გამრავლდნენ, რამაც გამოიევია
საკვების გათავება. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი უკვე ერთმანეთის
მოწინააღმდეგეები იყვნენ. ამ დროს დაიწყო სელექცია. როგორც ვიცით, მათ
ჰქონდათ თავიანთი უნიკალური დნმის კონბინაცია და ისინი ერთმანეთისაგან
განსხვავდებოდნენ ნისკარტის ფორმით. ზოგს ჰქონდა წვრილი და გრძელი ,
ხოლო ზოგს მსხვილი და მოკლე. ზოგი ჩიტი ცდილობდა აერიდებინა შეტაკება.

ჩიტებს გრძელი და წვრილი ნისკარტით შეეძლოთ ეჭამათ ჭიაყელები, სხვები კი


უკეთ ამტვრევდნენ თესლებს. ჩიტები დაიყვნენ ჯგუფებად მათი ნისკარტებისდა
მიხედვით და სუსტები, რომლებიც ვერც ერთ ჯგუფში მოხვდნენ, მოკვდნენ.
ჯგუფებში ჩიტები მრავლდებოდნენ (ერთი თვისების). თაობების განმავლობაში ეს
თვისებები დაიხვეწა და დღევანდელ სახეს მიაღწიეს.

ჩიტები, რომლებიც თესლს მიირთმევდნენ და ჩიტები, რომლებიც იკვებებოდნენ


ჭიაყელებით უკვე ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდებოდნენ , სწორედ ამიტომ
მათ ერთმანეთში შეჯვარება აღარ შეეძლოთ. ამის შედეგად მივიღეთ სხვადასხვა
ჯიშის ფრინველები. ამ ჩიტის უკვე 14 სახეობა არსებობს და 14ივე ერთი ჯიშის
ჩიტისაგან წარმოიშვა. ასე იქმნება ახალი ჯიშები ევოლუციის დახმარებით.

რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი? - ევოლუცია პასუხობს კითხვას - საიდან


ამდენი სხვადასხვა ჯიშის ცხოველი? როგრო შეეგუენ ისინი მათ საცხოვრებელ
გარემოს? მაგრამ ეს ყოველი ახდენს დიდ ეფექტს ჩვენზე.
ყოველი არსება, ადამიანების ჩათვლის რაც დღეს არსებობს ამ სახით 3 მილიონი
წლის ევოლუციის შედეგია.

ევოლუციის თეორიამ მრავალი ეტაპი განვლო. პირველად თვისებების ერთი


არსებიდან მისვე შთამომავლობაში გადასვლა შენიშნა ბერძენმა ფილოსოფოსებმა.
18 საუკუნის დასაწყისში კარლ ლინემ მოახდინა ცხოველებისა და ოჯახების სახით
დაჯგუფება და ამით მან აჩვენა აშკარა კავშირი ცხოველებსა და მათ სხვადასხვა
ვარიაციებს შორის. 18 საუკუნის ბოლოს კი თეორია ჯიშების ცვლილებაზე დროსთან
დაკავშირებით უფრო ცნობილი გახდა. ერასმუს დარვინმა ( ჩარლზ დარვინის ბაბუამ)
და კომტე დე ბუფონმა ცადეს ამის დამტკიცება, მაგრამ არ გააჩნდათ ახსნა და ასევე
ისინი ცდილობდნენ, საჯაროდ არ გამოეხატათ მათი აზრი ამ საკითხთან
დაკავშირებით ვინაიდან საზოგადოება ძალზედ რელიგიური იყო.

პირველი მოსაზრება ევოლუციასთან დაკავშირებით გამოხატა ჟან ბაპტიტს


ლამარკმა, ბუფონის მოსწავლემ. მაგალითად, მისი აზრით, ჟირაფებს ჰქონდათ
მოკლე კისერი, შესაბამისად ისინი იკვებებოდნენ ფოთლებზე, რომლებიც მათ
სიმაღლეს აკმაყოფილებდა. ხოლო, როდესაც ყველა ფოთოლი, რომელიც დაბლა
იყო გათავდა, ისინი წელავდნენ კისერს, რათა მიეწვდინათ პირი ფოთლებამდე. ამან
გამოიწვია მათი კისრის დაგრძელება და შთამომავლობაში უკვე იყვნენ
გრძელკისერიანი ჟირაფები. მისი ეს თეორია ნაწილობრივ მცდარი იყო. მისი
თეორიის დამტკიცება კვლავ სცადა ჟორჟ კუვიერმა, მაგრამ მას ასევე ჰქონდა
ნივთმტკიცება, რომ ცხოველები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ, გადაშენდნენ .
ჟორჟს სწამდა კატასტროფიზმის, ე.ი მოხდა ცხოველების გადაშენება ძალადობით და
უეცრად. ხოლო კუვიერის თეორიაში ცვლილება შეიტანეს ჯეიმს ჰუტონმა და ჩარლზ
ლაიელმა და ჩამოაყალიბეს უნიფორმიტანიანიზმის იდეა, რაც გულისხმობდა
ცხოველების ცვლილებას ნელა, დროის განმავლობაში.

ყველაზე კარგად კი ბუნებრივი სელექცია აღწერა ჩარლზ დარვინმა.

ცოტაოდენი დარვინის შესახებ: კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე


დარვინმა გემ „ბიგლით“ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ (1831-1836). მოგზაურობის
დროს ჩატარებული ბოტანიკური, ზოოლოგიური, პალეონტოლოგიური,
ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური დაკვირვებების შედეგები მან
გამოაქვეყნა წიგნში „ძიებათა დღიური“ (1839, 1845). საკუთარი დაკვირვებებისა და
დიდძალი ლიტერატურული მასალის შესწავლის საფუძველზე დარვინმა
ჩამოაყალიბა ევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით არის გადმოცემული
1859 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის
გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“
(თეორიის პირველი მონახაზი — 1842, პირველი მოკლე პუბლიკაცია — 1858).
დარვინმა ახსნა ისტორიული განვითარების პროცესში მცენარეთა და ცხოველთა
სახეობების წარმოშობისა და გარდაქმნის მიზეზები და კანონზომიერებანი. მისი
მოძღვრების თანახმად, ორგანიზმთა ახალი ფორმების წარმოქმნა ხდება
გაურკვეველი მემკვიდრული ცვლილებების ბუნებრივი გადარჩევის გზით, რაც
ბუნებაში განაპირობებს მიზანშეწონილებას (დარვინისგან დამოუკიდებლად, მსგავსი
შეხედულებანი ჩამოაყალიბა ა. უოლესმა, მაგრამ თვითონვე სცნო დარვინის
პრიორიტეტი). თავისი იდეები დარვინმა განავითარა უფრო გვიან გამოქვეყნებულ
თხზულებებში. წიგნში „შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა“
(1868) მოცემულია როგორც ადამიანისათვის სასარგებლო მცენარეებისა და
ცხოველების ხელოვნური გადარჩევით გამოყვანის კანონზომიერებები, ისე
ევოლუციიის დამადასტურებელი დიდძალი მასალა ადამიანის მრავალსაუკუნოვანი
პრაქტიკული საქმიანობიდან. ადამიანის წარმოშობის მატერიალისტური იდეა
გატარებულია დარვინის წიგნში „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“
(1871). აგრეთვე ნაშრომში „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“ ( 1872).
დარვინს ეკუთვნის სხვა გამოკვლევებიც ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის და
ნიადაგთმცოდნეობის საკითხებზე. დარვინის იდეები მის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა
მეცნიერაბაში და საფუძვლად დაედო მთელ თანამედროვე ბიოლოგიას.

აღმოჩენები ევოლუციასთან დაკავშირებით ასევე აღმოაჩინა ალფრედ ვალსმა . მან


უსტად იგივე აღმოჩენა გააკეთა, როგორიც დარვინმა. მათ ერთად იმუშავეს ამ
საკითხზე და დარვინმა მისი მოსაზრებები მის წიგნშიც გამოიყენა.

ამ თეორიის თანახმად კი, არსებები კი არ ნვითარდებიან, არამედ განიცდიან


საარსებო გარემოსთან ადაპტაციას და ბუნებრივი სელექციის შედეგად გადარჩება ის ,
ვინც უკეთ ეგუება საარსებო გარემოს.

ჩემი მონოლოგის ბოლოს კი დავასაბუთებ ჩემს საკუთარ აზრს. ჩემი აზრით, ორივე
თეორიას გააჩნია საკუთარი სიმართლე და ცალ-ცალკე ვერც ერთი თეორია ვერ
იარსებებდა. ჩემი აზრით, სამყარო შექმნა ღმერთმა, მისცა სიცოხლეს საწყისი ერთი
უჯრედი და მისცა უფლება, როგორც უნდოდა ისე განვითარებულიყო და ზუსტად ისე
განვითარდა როგორც სურდა. იმ ერთი უჯრედის განვიტარებას არ წყვეტტდა ღმერთი,
უბრალოდ მისცა მას თვისება განვითარებისა და უბრალოდ საწყისი გენეტიკური
ინფორმაცია, რომელიც იყო ყველაზე პრიმიტიული. ჯერ-ჯერობით უფრო მეტი
მტკიცებულება გააჩნია ევოლუციონისტებს, სწორედ ამიტომ ვემხრობი უფრო მეტად
ევოლუციას, ვიდრე კრეაციონიზმს.

წყაროები:
https://www.diffen.com/difference/Creationism_vs_Evolution
https://www.allaboutcreation.org/creationism-faq.htm
https://www.thoughtco.com/what-is-evolution-1224603
https://carm.org/dictionary-creationism
https://www.scientificamerican.com/report/creationism-vs-evolution/
https://ka.wikipedia.org/wiki/ჩარლზ_დარვინი
https://wikisource.org/wiki/ბიბლიური_ისტორია

You might also like