You are on page 1of 4

პლატონი

პლატონი არის ერთ–ერთი ფილოსოფოსი,რომლის ცნებებმაც საფუძველი დაუდო


შუა საუკუნეების აზროვნებას და მისი ცნებები დღემდე მოვიდა. მისთვის პირველ
ადგილას იყო სიკეთის იდეა, მისი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ის,რომ
ადამიანისთვის დაენახებინა:რა არის ჭეშმარიტება,რაში გამოიხატებაიგი,რაში
მდგომარეობს სიკეთის იდეა,ჩვენს მიერ ხილული საგნები არის თუ არა რეალური
და ნამდვილი,რომელი ორი სამყარო არსებობს რაშიც ვართ და ვინ არის
ნამდვილი ფილოსოფოსი და რა მისია აკისრია მას.

პლატონის მიხედვით, არსებობს ორი სამყარო,რომელსაც გვიღწერს ესაა,ხილული


არანამდვილი სამყარო,რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და უბრალო საგნებს
ვხედავთ,მეორე კი უხილავი,ნამდვილი სამყარო,სადაც მხოლოდ რეალური
საგნები არსებობს დაგონებითწვდომაა საჭირო.მისი თქმით „სამყარო ერთი არ
არის,რეალური სამყარო უკან იდეალური დგას და ადამიანის ზრახვები და
სურვილები ამ იდეალურ სამყაროსკენ უნდა იყოს მიმართული“ (პლატონი
2019,7). ამის უკეთ აღსაწერად მას მოჰყავს გამოქვაბულის მითის
მაგალითი,რომლის მიხედვითაც ჩვენ, ადამიანები, დაბმულნი ვართ ჯაჭვებით და
რასაც ვხედავთ გვგონია,რომ ესაა სინამდვილე თუმცა, ჩვენს უკან ცეცხლის
დახმარებით, რომელიც მზის როლს ასრულებს გარკვეულ,განსხვავებულ საგნებს
გვანახებენ უცხო პირები და ეს არეკლილი საგნები, ცეცხლის სინათლის
საშუალებით ჩვენს წინ კედელზე ისახება.პლატონის იდეა იმაში
მდგომარეობს,რომ ადამიანმა უნდა ეცადოს გამოქვაბულს და ბორკილებს თავი
დააღწიოს,რათა ავიდეს გამოქვაბულის ზემოთ და დაიანახოს
ნამდვილი,რეალური სამყარო,სადაც მზეა,სადაც რეალური საგნებია და რაც
არუნდა რთული აღმოჩნდეს მან უნდა შეძლოს უკან დაბრუნება,რათა სხვებიც
იხსნას. ესეიგი, გამოქვაბულში მყოფი ადამიანები არიან იმ სამყაროში სადაც ჩვენ
ვართ,ისინი არიან მოშორებულნი ნამდვილ,ჭეშმარიტ სამყაროს,რომელიც
გამოქვაბულის ზემოთ არის და ჩვენ ამის შესახებ არც კი ვიცით,გამოქვაბულში
მყოფნი ხედავენ მარტო ზედაპირულად ხილულ საგნებს და ვერ წვდებიან მათ
არსს,მათ დანიშნულებას, მათ იდეას, ისინი ვერ წვდებიან სიკეთის იდეას.

ჩვენ თუ მივყვებით პლატონის ნააზრევს კარგად გავიგებთ თუ რას გულისხმობს


იგი თავისივე მოყვანილ ამ გამოქვაბულის მითის მიხედვით,მთავარი არარის ის
თუ რას ხედავ, მთავარია საგნის იდეის არსი შეიმეცნო და ამისთვის საჭიროა
გონებითწვდომა,გონებიდან გამოსვლა და ისე დაკვირვება, რასაც მეორე სამყაროს
სახით გვიღწერს.ესეიგი, არსებობს ორი სამყარო ერთი, რომელშიც ჩვენ
ვიმყოფებით,რომელსაც ვხედავთ და გვგონია ნამდვილი და
მეორე,გონებითსაწვდომი სამყარო,სადაც საგნები თავისივე ჭეშმარიტი სახით
არსებობს,რომელსაც მხოლოდ გონებითწვდომა ესაჭიროება.პლატონი ყოველთვის
ფიქრობდა,რომ „იდეა ყოველგვარი ეჭვის გარეშე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე
თავად საგანი“(პლატონი 2019,7).ამ ყველაფერს კი საბოლოო დასკვნამდე
მივყავართ,ესაა სიკეთის იდეა,რომელიც ყველაზე სრულყოფილი და
მნიშვნელოვანია.რომელსაც თითოეულმა ადამიანმა უნდა მივაღწიოთ და
შევიმეცნოთ.

სიკეთის იდეა მდგომარეობს იმაში,რომ ადამიანი რომელიც თავს დააღწევს იმ


სამყაროს, იმ გამოქვაბულს, სადაც თვითონაა გამომწყვდეული და დაიწყებს
განთავისუფლებას გონებითსაწვდომ სამყაროში,ნამდვილ სამყაროში გადასვლას,
იგი უმალვე მივა ჭეშმარიტებამდე. შემდეგ,მან გამოქვაბულში მყოფი ხალხი უნდა
გადაარჩინოს,ანახოს სინათლე ანახოს საგნები,რომელთა სიკეთის იდეა იმაში
მდგომარეობს,რომ საკუთარი დანიშნულება შეასრულონ. ისმევა კითხვა, რატომ
ანიჭებს პლატონი ასე დიდ მნიშვნელობას სიკეთის იდეას,პასუხი კი ისაა, რომ
ადამიანი როცა დაიწყებს საგნის არსის გაგებას და მოინდომებს ჩაწვდეს
რეალობას, იგი ყოველთვის მივა იდეამდე, იმ იდეამდე რაც თითოეულ საგანს
გააჩნია და მას აღარ მოუნდება უკან დაბრუნება,მას აღარ მოუნდება
გამოქვაბულში ჩასვლა.

თუ გვინდა რომ პლატონის ნააზრევი უკეთ გავიგოთ, უნდა შევეხოთ მის მიერ
მოყვანილ კიდევ ერთ მაგალითს,მზის მაგალითს. მზე სინათლეს ასხივებს,მზე
არის ის ერთადერთი რაღაც,რასაც შეუძლია ყველაზე კარგად აღწეროს სიკეთის
იდეა,ნამდვილ მეორე სამყაროში მზე არის თავისივე იდეური არსით,იმ სიკეთის
იდეით, რასაც ასრულებს,რაც ადამიანს გზას უნათებს და გამოყავს
სიბნელიდან,ასევე მზე არის ის ერთადერთი,რომლის არსებობითაც იქმნება
ცოცხალი ორგანიზმები რასაც და ვისაც ვხედავთ და ცოცხალი სამყარო,სადაც
ვცხოვრობთ და ვარსებობთ.მზე არის ის მამოძრავებელი ძალა რითაც სიცოცხლე
ჯერ კიდევ არსებობს და ადამიანს თვალებს უხელს. რაც შეეხება ცეცხლს ის
ვერასდროს მივა მზემდე,ვერასდროს იქნება სრულყოფილი,ვერასდროს დავა
სიკეთის იდეამდე.შესაბამისად საგანი რაც არუნდა იმეორებდეს მეორე სამყაროში
არსებული საგნის როლს იგი იდეურად ვერ მივა ამ საგნამდე და ვერ შეასრულებს
იგივე დანიშნულებას.ეს მხოლოდ გონებიდან გამოსვლის შემდეგაა შესაძლებელი.

სწორედაც,პლატონის აზრით ფილოსოფოსის მთავარი მისიაც ესაა,ნამდვილი


ფილოსოფოსი, რომელიც ცოდნას მიიღებს სხვებსაც უნდა გაუზიაროს,იგი უნდა
იღვწოდეს განათლებისკენ,სინათლისკენ,იგი მზად უნდა იყოს,მზის სინათლის
დანახვის შემდეგ სიბნელეში შევიდეს და იხსნას ხალხი,ანახოს მათ რეალური
მზე,ანახოს ჭეშმარიტება,არსი ყველაფრისა რაც ჯერ კიდევ არსებობს.ნამდვილი
ფილოსოფოსი არის და უნდა იყოს ის გზა, რომელსაც ხალხი გამოქვაბულიდან
გამოყავს და ჭეშმარიტებამდე მიყავს,ის მზე რომელიც გზას უნათებს და
ასაზრდოებს,ის განსწავლული პირი, რომელიც ხალხს ასწავლის უკვე მიღებულ
ცოდნას და რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი,ფილოსოფოსმა ეს
მისია უნდა შეასრულოს.ნამდვილი ფილოსოფოსი უნდა ადგენდეს წესებს,მას
სწორად უნდა შეეძლოს საგნების აღქმა, მათი იდეური აზრის ჩაწვდომა.იგი არ
უნდა ცდებოდეს რეალობას და ყველაფერს სამართლიანად აღიქვამდეს.პლატონის
აზრით, ფილოსოფოსი უნდა ესწრაფვოდეს არსებობას და არცერთი ნაწილი არ
უნდა გამოტოვოს და რაც ყველაზე მთავარია სიბრძნის მოყვარე უნდა
იყოს.საკუთარი საქმის მოყვარული,სიკეთის იდეიით შეპყრობილი,სხვაგვარად
იგი ჭეშმარიტი ფილოსოფოსი ვერ იქნება.
საბოლოოდ,ვხვდებითდა მივდივართ პლატონის მთავარ მიზნამდე,რომლის
დანახვაც ჩვენთვის სურდა.არსებობს იდეების სამყარო, რომელსაც ვერ შევეხებით
და არსებობს ხილული სამყარო,რომელსაც მარტო თვალით ვხედავთ. ჩვენ,
ადამიანები ვიტყუებთ თავს და ვერ ვხვდებით რა არის სინამდვილე,რა არის
რეალობა, რა არის არსი ხილული საგნებისა,მათი სიკეთის იდეა,საჭიროება,ვერ
ვხედავთ ჩვენს უკან მეორე ნამდვილ სამყაროს და ერთადერთი გზა თავის
დასაღწევად არის ფიქრი,გამოსვლა გამოქვაბულიდან,გაანალიზება,ჩაწვდომა,
ზემოთ ასვლა და დაკვირვება,რასაც დიდი გამბედაობა სჭირდება.

გამოყენებული ლიტერატურა

პლატონი.2019. სახელმწიფო .წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1,


მთარგმნ.ბაჩანა ბრეგვაძე,7–11.თბილისი:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა.

You might also like