You are on page 1of 3

დიონისური და აპოლონური ნიცშესთან

ნიცშეს მიხედვით აპლონური და დიონისური საწყისის დაპირისპირება


ერთმანეთთან წარმოქმნიან ხელოვნებას. ატიკური ტრაგედიის გაჩენას ნიცშე
დიონისური და აპოლონური საწყისების გაერთიანებას მიაწერს, სადაც ქორო არის
დიონისური საწყისიდან წამომავალი ხოლო დიალოგი აპოლონურიდან. ნიცშე
ტრაგედიის გაჩენას უკავშირებს დიონისურ მუსიკას. აპოლონური და დიონისური ისე
არიან დაპირისპირებული ერთმანეთთან, როგორც სიზმარი და თრობა. აპოლონური
არის პლასტიური და დიონისური არაპლასტიური. სიზმარში მყოფი ადამიანი არა
უბრალოდ მნახველია სიზმრის, არამედ განიცდის ამ სიზმრის ყოველ დეტალს, კარგსაც
და ცუდსაც, თუმცა მას არ ტოვებს განცდა რომ ეს სიზმარია და სინამდვილეში არ ხდება.
ესაა ხელოვანის დამოკიდებულება სიზმართან, ის ასე ემზადება ცხოვრებისთვის,
განიცდის მის ყველა ასპექტს ისე, რომ არ ტოვებს ილუზორულობის განცდა, სწორედ ეს
ილუზორულობის განცდა, ეს საზღვარი სიზმარსა და რეალობას შორის არის
აპოლონური საწყისი. რადგან აპოლონს ახასიათებს საზღვრის დადება. ნიცშე ამას
ადარებს შოპენჰაუერისეულ principium individuationis, რომლითაც ადამიანი
გამოყოფილია სამყაროს ერთიანი ნებისგან და ამის საშუალებით აღიქვამს მის ირგვლივ
მყოფ წარმოდგენათა სამყაროს, რომელსაც ის საფუძვლის კანონის მიხედვით შეიცნობს.
როცა ადამიანი დაეჭვდება ამ წარმოდგენათა სამყაროს ნამდვილობაში და მის უკან
შეიცნობს სამყაროს როგორც ნებას, მაშინ მოკრავს ის თვალს დიონისურ საწყისს,
რომელიც თრობის შეგრძნებას უახლოვდება. თუ აპოლონური საწყისი, ანუ principium
individuationis ადამიანს გამოყოფს დანარჩენი სამყაროსგან დიონისური საწყისი
საზღვრებს ადამიანებსა და სამყაროს შორის შლის. თუ აპოლონს წარმოვიდგენთ ამ
პრინციპის გაღმერთებად, მისთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ზომიერების
კანონი. აპოლონი ადამიანებისგან ითხოვს ზომიერებას და ამ ზომიერების აღმოსაჩენად
თვითშემეცნებას. თუ პლასტიურ ხელოვნებებში აპოლონური საწყისი დომინირებს,
არაპლასტიურ ხელოვნებებში, როგორიც როკვა და სიმღერაა დიონისური საწყისი ჩანს,
სადაც ადამიანი კარგავს თავის ინდივიდუალურობის პრინციპს და ერთიანი თემის
ნაწილი ხდება
ოლიმპოს ღმერთთა პანთეონში აპოლონი ერთ-ერთი ღმერთია, თუმცა არ უნდა
გამოგვრჩეს რომ აპოლონური საწყისია სინამდვილეში ის რამაც მთელი ეს პანთეონი
შექმნა, სხვა რელიგიებისგან განსხვავებით ბერძნული ღმერთები არ არიან ზნეობრივი
კერპები. ბერძნებისთვის უცნობი არ არის სამყაროს აბსურდულობიდან გამოწვეული
ტანჯვა, ამაზე მეტყველებს სილენის პასუხი მეფე მიდასის კითხვაზე თუ რა არის
ადამიანისთვის საუკეთესო. „ არ დაიბადო, არ იყო საერთოდ, ხოლო მეორე - რაც ამის
შემდეგ გრჩება - ესაა სწრაფი სიკვდილი“ ბერძნებმა იცოდნენ ტანჯვის შესახებ და
მისგან თავის დასაცავად, მზერის ასარიდებლად შექმნეს ოლიმპოელი ღმერთები
აპოლონისეული სილამაზის ინსტინქტის მეშვეობით, რომლებიც გაბატონდნენ მანამდე
არსებულ შიშის მომგვრელ ტიტანებზე, რომლებიც დროსა და ბუნების ძალებს
განასახიერებდნენ. ოლიმპოელი ღმერთების ცხოვრება არის გამართლება ადამიანის
ცხოვრებისა და ღმერთების დიდებული ცხოვრება აფიქრებინებს ადამიანს რომ ყველაზე
დიდი ტანჯვა ადრე სიკვდილია. ასეთი დამოკიდებულების პიკს წარმოადგენს
ჰომეროსი, როგორც გულუბრყვილო ხელოვანი. ეს გულუბრყვილობა არის
აპოლონისეული საფარველის, იგივე მაიას საბურველის სრული დომინაცია.

ილუზიების საშუალებით ხსნისკენ ლტოლვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ


არსებობს პირველადი ერთარსი, „როგორც მუდამ ტანჯული და წინააღმდეგობებით
აღსავსე“, რომელიც მხიარულ ილუზიას საჭიროებს, რასაც ჩვენ ემპირიულ რეალობას
ვუწოდებთ. თუ ემპირიული რეალობა ილუზიაა, მაშინ სიზმარი გამოდის ილუზია
ილუზიაში, აპოლონურ ხელოვნებასა და სიზმართან გავლებული ანალოგიის მიხედვით
აპოლონური ხელოვნებაც ილუზია ილუზიაში გამოდის, ამ ორმაგ ილუზიაში ჩნდება
აპოლონისეული საწყისი, რომლის საფუძველიც, რადგან ამ საწყისის ამოცანაა ხსნა
ილუზიის მეშვეობით, გამოდის სელენისეული სიბრძნე ტანჯვაზე, ეს აძლევს ხელოვანს
ხელოვნების შექმნის მოტივაციას. კავშირი აპოლონურ და დიონისურ საწყისებს შორის
გადაულახავია, შეუძლებელია აპოლონური არსებობდეს დიონისურის გარეშე, ამის
გამო გარდაუვალი იყო მანამდე სრულიად აპოლონურ ბერძნულ კულტურაში
დიონისურის შემოჭრა. დიონისურმა საწყისმა დაარღვია აპოლონურის დადგენილი
ზომიერება და ილუზიის ხელოვნება.

You might also like