You are on page 1of 5

არისტოტელეს სათნოების ეთიკა „ნიკომაქეს ეთიკის“ მიხედვით

დაჩი ხონელიძე

კურსის ხელმძღვანელი: ნინო როდონაია

ეთიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


თბილისი, 2021
შესავალი
ნიკომაქეს ეთიკა იწყება იმის მტკიცებით, რომ ყოველი პრაქტიკული ცოდნის
მიზანს სიკეთე წარმოადგენს. სიკეთეები განსხვავდება ერთმანეთისგან და რადგან
ცოდნის სფეროები მრავალია მათთვის სიკეთე სხვადასხვაა. გარდა ცოდნის
მიმართულებისა, არსებობს მთავარი და მეორეხასისხოვანი მისწრაფებებიც,
მეორეხარისხოვანი მისწრაფებების მიზანი მხოლოდ გარკვეული საფეხურია მთავარი
მიზნებისკენ. რადგან მცირე მიზნები უფრო დიდი მიზნებისკენ მიიწევენ უნდა
არსებობდეს ერთი საბოლოო მიზანი, საუკეთესო სიკეთე. ასე რომ არ იყოს და
უსასრულო რაოდენობის მიზნები იარსებებდა და ამაო იქნებოდა ადამიანის სწრაფვა.
მთავარი მიზანი, საუკეთესო სიკეთე უნდა იყოს ძირითადი მეცნიერებების შესწავლის
სფერო. არისტოტელისთვის მსგავს მეცნიერებას პოლიტიკა წარმოადგენს, ის იკვლევს
როგორ უნდა დაამყაროს ბედნიერება საზოგადოებაში, ის ადგენს რა მეცნიერებები უნდა
იქნას შესწავლილი და ვინ უნდა შეისწავლოს ისინი. პოლიტიკა წარმოადგენს მთავარ
პრაქტიკულ მეცნიერებას, რადგან სხვა მეცნიერებები, როგორიცაა სტრატეგია,
ეკონომიკა და რიტორიკა პოლიტიკას ექვემდებარებიან, აქედან გამომდინარეობს რომ
პოლიტიკის მიზანი უნდა მოიცავდეს ყველა სხვა მეცნიერების მიზანს და ეს მიზანია
უმაღლესი სიკეთე.
არისტოტელე ცხოვრების სამ ძირითად სახეს გამოყოფს იმის მიხედვით, რა
მიიჩნევა ბედნიერებად. ესენია სიამოვნება, პოლიტიკური მოღვაწეობა და თეორიული
მოღვაწეობა. სიამოვნება ყველაზე ქვედა საფეხურია, ადამიანი რომელიც მხოლოდ
სიამოვნებას ესწრაფვის მონას უტოლდება. განათლებული ადამიანები დიდებას
თვლიან ბედნიერებად, ხოლო პოლიტიკური მოღვაწეობა გზაა ამ დიდებისკენ, თუმცა
კიდევ უფრო აღმატებულია თეორიული მოღვაწეობა. სიკეთე სხვადასხვაა ყველა
მეცნიერებისთვის, მაგრამ რადგან საბოლოო მიზანი ვერ იქნება მრავალი. მაგრამ
მრავალი მეცნიერების მიზანი არსებობს სხვა მიზნისთვის, ხოლო ის, რისი მიზანიც
თავის თავშივეა აღმატებულია იმაზე, რისი მიზანიც შუალედური საფეხურია. უმაღლეს
სიკეთეს წარმოადგენს ბედნიერება, რადგან ბედნიერების მიზანი თავის თავშივეა,
ბედნიერება არ შეიძლება შუალედურ მიზანს წარმოადგენდეს სხვა მიზნის გზაზე.
ბედნიერება
არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმაზე, რას წარმოადგენს ბედნიერება. ზოგადად
ადამიანისთვის ბედნიერება უნდა იყოს ის, როცა ის ასრულებს თავის დანიშნულებას.
ადამიანის მთავარ დანიშნულებას უნდა წარმოადგენდეს ის, რაც მას განასხვავებს
სიცოცხლის სხვა ფორმებისგან, ადამიანს მცენარეებთან საერთო აქვს კვება და ზრდა,
ხოლო ცხოველებთან გრძნობადი ცხოვრება, ადამიანის უნიკალურ თვისებას მისი
აზროვნებისა და განსჯის უნარი წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ადამიანის
დანიშნულებას წარმოადგენს სულიერი მოღვაწეობა და გონივრული ქმედება, ხოლო
კარგი ადამიანი „კარგად მოღვაწეობს მაშინ, როდესაც მოღვაწეობს მისთვის
დამახასიათებელი სათნოების შესაბამისად.“ (არისტოტელე, 2003, 34)
არისტოტელესთვის ბედნიერება სათნოებას წარმოადგენს, მაგრამ სათნოება არ
არის რაღაც სტატიკური, ადამიანს შესაძლებელია ქონდეს რაღაც უნარი, მაგრამ მას არ
იყენებდეს. ბედნიერება არის სათნოების შესაბამისი მოქმედება, ანუ მოქმედება უნდა
განხორციელდეს აუცილებლად. როდესაც ადამიანი მოქმედებს მისი სათნოების
მიხედვით, ის ისედაც იღებს სიამოვნებას, ხოლო სხვა დამატებითი სიამოვნება მისთვის
არაბუნებრივი და მავნებელია. არისტოტელე აცნობიერებს რომ ბედნიერება სრულიად
დამოუკიდებლად არ მიიღწევა და მისთვის დამატებითი პირობები, როგორიცაა
შვილები, სილამაზე ან კარგი წარმოშობა, საჭიროა. რადგან ბედნიერება გარეგან
შემთხვევებზეცაა დამოკიდებული, რომელიც ადმიანის კონტროლის მიღმაა,
შესაძლებელია ჩაითვალოს რომ ბედნიერება ბედნიერი შემთხვევაა. მაგრამ თუ
ბედნიერება არაა შემთხვევა და ღვთისგან არაა მონიჭებული, არამედ მიიღწევა
ცოდნითა და ვარჯიშით, ეს კიდევ უფრო ღვთაებრივს გახდიდა მას. სწორედ ასე
მიღწეული ბედნიერება იქნება საუკეთესო ბედნიერება. „დიდი შეცდომა იქნებოდა, რომ
ყველაზე საუკეთესო და მშვენიერი მოვლენა შემთხვევისათვის დაგვეთმო“
(არისტოტელე, 2003, 38)
სათნოება
რადგან ბედნიერება წარმოადგენს სულის მიერ სათნოების მიედვით ჩადენილ
ქმედებას, ბედნიერების უკეთ გასაგებად საჭიროა სათნოების კვლევა. არისტოტელეს
მიხედვით სულს ორი ბუნება აქვს, რაციონალური და ირაციონალური, ირაციონალური
ნაწილი მაინც უნდა იყოს გარკვეულ კავშირში სულის რაციონალურ ნაწილთან. ამის
მიხედვით სათნოებებიც ორ ნაწილად იყოფიან, ერთია დიანოეთიკური და მეორე
ეთიკური. სიბრძნე, სინდისი და გონიერება დიანოეთიკური, ხოლო თავისუფლება და
ზობიერება ეთიკური. პირველი სწავლებითა და გამოცდილებით ყალიბდება, ხოლო
მეორე ჩვევით.

დასკვნა
მიუხედავად იმისა რომ არსებობს ერთმანეთსგან განსხვავებული სიკეთეები,
მთავარ სიკეთეს წარმოადგენს ბედნიერება, რადგან მისი მიზანი თავის თავშივეა და ის
სხვა მიზანს არ ემსახურება. პოლიტიკა არის ის მეცნიერება რომელიც იკვლევს ამ
მთავარ სიკეთეს, რადგან ყველა სხვა დიდი მეცნიერება საბოლოოდ პოლიტიკის მიზანს
ემსახურება. არისტოტელე ბედნიერებას მიიჩნევს სათნოების შესაბამისად ჩადენილ
ქმედებად, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი სიამოვნება და ყოფს სათნოებებს იმის
მიხედვით თუ სულის რომელი ნაწილის სათნოებებია ისინი.
გამოყენებული ლიტერატურა
არისტოტელე. 2003. ნიკომაქეს ეთიკა. რედ.: რ. გორდეზიანი. თბილისი: თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა.

You might also like