You are on page 1of 3

რა არის პოსტულატების შესახებ სწავლება და რა როლი აქვს მას კანტის

მორალის თეორიაში?

პოსტულატი არის მტკიცება, რომელიც აღიარებულია რაიმე თეორიის ამოსავალ


დებულებად. ეს იმა ნიშნავს რომ ის რაც გამოცდილების სფეროს მიღმაა, ანუ რაც
მეცნიერებისთვის მიუწდომელია, ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ შეიძლება
ჩაითვალოს, კანტისთვის სწორედ აქ ,, მეცნიერების მიღმა" არის ადამინისთვის
უნმიშვნელოვანესი- თავისუფლება-არჩევნის შესაძლებლობა, სულის უკვდავება, და
ღმერთი. ამ სამი რამის გასაგებად ადამიანს სხვა უნარი უნდა გააჩნდეს- პრაქტიკული
გონება.

კანტი თითქოს გვიტოვებს ადგილს რწმენისთვის. უმაღლესი სიკეთის ჩადენა


თავისუფალ ნებას უკავშირდება, რომელიც მორალური კანონებით განისაზღვრება,
უმაღლესი სიკეთის ჩადენა კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ
დავუშვებთ სულის უკვდავების ცნებას. უკვდავება დაკავშირებულია მორალურ
კანონებთან და მხოლოდ წმინდა გონებით, რწმენის საშუალებით შეგვიძლია
შევიმეცნოთ. არსებობს ცოდნის სფერო და რწმენის სფერო რომელიც ერთმანეთს არ
ეწინააღმდეგება. უმაღლესი სიკეთის ცნების დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაშია
შესაძლებელი თუ დავუშვებთ სულის უკვდავების არსებობას, ანუ ღმერთის
არსებობას. უკვდავება კი განუყრელად დაკავშირებულია მორალურ კანონებთან თუ
შენს თავში უშვებ სულის უკვდავების ცნებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებ
მორალური კანონებით. სულის უკვდავების დაშვების გარეშე ანუ ღმერთის
არსებობის დაშვების გარეშე ყოველგვარი მორალური კანონები განძარცულია
სიწმინდისგან.

მორალური საქციელის ჩადენა ან მორალური კანონებით მოქმედება თითქოს


უნუგეშოა, რადგან ის ბედნიერს ვერ გაგხდის, მაგრამ გხდის ღირს იყო ბედნიერი,
ადამიანს აქვს უფლება იმედი ქონდეს ნეტარი მომავლის, ნეტარი მომავალი, როგორც
სიწმინდე წარმოადგენს იდეას, რომელიც არის გამუდმებით პროგრესი,(გამუდმებით
შეგიძლია ჩაიდინო მორალური საქციელი) და თითქოს ვერასდროს მიაღწევს
შედეგს(მიწიერ სამყაროში)- წინსვლა უსასრულობაში.

ბედნიერება სამყაროში გონიერი არსებისთვის ის მგომარეობაა როცა ყველაფერი მისი


სურვილისა და ნების თანახმად ხდება, მორალური კანონები და თავისუფალი ნება
კი სრულიად დამოუკიდებელია ბუნებისგან. ანუ მორალურ კანონებში არ მოიპოვება
აუცილებელი კავშირი ბედნიერებასა და მორალურ ქცევებთან. თავისუფალი ნება
არჩევნის საშუალება, ის რაც განგვასხვავებს ცხოველებისგან -სწორი არჩევანი არ
არის აუცილებელი, რომ გვხდიდეს ბედნიერს. უმაღლესი სიკეთე სამყაროში
იმდენად არის შესაძლებელი, რამდენადაც უზენაესი არსება, რომელსაც მოეპოვება
მორალური სულისკვეთების შესაბამისი კაუზალობა. უმაღლესი სიკეთე კი არსებობს
მარტო იმ პირობით თუ ვუშვებთ ღმერთის არსებობასაც. ჭეშმარიტ ბედნიერებას კი
ადამიანი, რომელიც მორალური კანონებით ცხოვრობს მხოლოდ არამიწიერ
სამყაროში მიაღწევს. მორალი კი დაფუძნებული უნდა იყოს რაციონალურ
გააზრებაზე. ბედნიერები კი იმ ზომით ვიქნებით თუ რამდენად გვიზრუნია, რა
ზომით ვყოფილვართ ბედნიერების ღირსი. ამიტომ მორალი და მორალური ქცევა
არასდროს იქნება ბედნიერების განსაზღვრება ან მისი მოპოვების საშუალება. აქედან
გამომდინარე თუ დავსვამთ კითხვას ღმერთის საბოლოო მიზნის შესახებ პასუხი არ
იქნება ადამიანთა ბედნიერებაზე ზრუნვა, არამედ ზრუნვა უმაღლეს სიკეთეზე.
ადამიანებს შეუძლიათ სიკეთის ქმნით მოიპოვონ სიყვარული თუმცა მხოლოდ ამით
ისინი ვერასდროს მოიპოვებენ პატივისცემას, საბოლოოდ კი ისე მიეგებათ
ადამიანებს პატივი როგორც ,,დაიმსახურებენ’’. ყოველი გონიერი არსება კი მიზანია
თავისთავად და მას ვერავინ თვით ღმერთიც კი ვერ მოიხმარს, როგორც საშუალებას
ისე რომ ამავდროულად ის არ იყოს მიზანიც.

ამგვარად პირველი პოსტულატი -უკვდავება გამომდინარეობს მორალური კანონის


სრულყოფილად შესრულებისთვის, მეორე- თავისუფლება, არჩევნის ქონის
შესაძლებლობა გამომდინარეობს გრძნობადი სამყაროდან, იმ უნარიდან რომ
საკუთარ ნებას თავადვე განვსაზღვრავდეთ, ხოლო მესამე ღმერთი გამომდინარეობს
იქიდან რომ გონებათსაწვდომ სამყაროში არსებობდეს უზენაესი სიკეთე, ასეთ
ცნებებს კი მხოლოდ პრაქტიკული გონება გასწვდება.

You might also like