You are on page 1of 4

ჯგუფი 8. ჭყონია ნათია. შუალედური შემოწმება. ვარიანტი მესამე. 06.11.

2020

საკითხი პირველი. სულის უკვდავების დასაბუთება (ფედონი).

-სულის უკვდავების დასაბუთება ანტიკური ეპოქის ძირითადი მიზანი და ამოცანაა.


პლატონის “ფედონში” ეს უკანასკნელი შემსწრეა იმისა, თუ როგორია უდიდესი
ფილოსოფოსის, სოკრატეს, ცხოვრების უკანასკნელი დღე. ფედონი ამ ყველაფერს
გვაცნობს.
სიკვდილით დასჯის მომლოდინე სოკრატე საპყრობილეში მოწაფეებს შეამეცნებინებს
ფილოსოფიურ მედიტაციას. იგი ასკვნის, რომ სული ცნებებს გარედან კი არ იღებს,
რათა განათლდეს, არამედ საამისოდ იხსენებს შობამდელ არსებობას დროისა და
სივრცის მიღმა მარადისობაში. ბერძნული ტერმინით რომ ვთქვათ, ცოდნა
ანამნეზისია, მოგონებაა და რაკი ადამიანის სული შობამფე მყოფობდა, იგი იარსებებს
ხორციელი სიკვდილის მერეც.
თუკი ჩვენი ცოდნა ანამნეზისია ანუ ცოდნის მისაღებად ჩვენ ვიხსენებთ შობამდელ
არსებობას- სულით მყოფობას ტრანსცენდენტულ რეალობაში, მაშინ შეგვიძლია
ჩამოვაყალიბოთ ასეთი თეორიაც, რომ სიკვდილის შემდეგ ჩვენ შევხვდებით
მარადისობის ბინადრებს, ვიქნებით ნეტარებაში ან ტანჯვაში, იმისდა მიხედვით , თუ
რა ფასეულობებს ვემსახურებოდით წუთისოფელში.
“ფედონში” ვხვდებით სულის უკვდავების შემდეგ არგუმენტებს:
1) ყოველი სუბსტანცია მარადიულია.
სული სუბსტანციაა.
2) ის, რაც მარტივია, მოუსპობადია.
სული მარტივია.
3) უზენაესი ღირებულება მარადიულია.
სული უზენაესი ღირებულებაა.
მაშასადამე, სული მარადიულია.

ჩამოაყალიბოს სულის უკვდავების არგუმენტები და ანამნეზისით ცოდნის მიღების


შესაძლო ჭეშმარიტება, ასე თუ ისე, ჩვენი გონების კომპეტენციაში შედის, თუმცა ის,
თუ “მის იქით” რა ხდება, სიკვდილის შემდგომ რა როგორ იქნება, გონების ძალასა თუ
შესაძლებლობებს სცდება. ამ შემთხვევაში, სოკრატეს აზრით, უნდა მოხდეს
საზღვრული აზროვნების ურთიერთშეფარდება მისტერიათა სიბრძნესთან,
გადმოცემულთან თუნდაც წინასწარმეტყველთა მიერ.
ამრიგად, სოკრატე მოწაფეებს მოუთხრობს სულის შესაძლო თავგადასავალს
სიკვდილის შემდეგ. მისი სიბრძნე შემდეგნაირია: სული დატოვებს სხეულს და
აჩრდილოვან არსებობას დაიწყებს მიწისქვეშეთში, ჰადესში. ასევე სულს მოელის
რეინკარნაციათა მთელი რიგი, ახალ-ახალი განსხეულებანი, შემდეგ კი ისევ
გათავისუფლება ხორცისგან. როგორც უკვე აღვნიშნე, სოკრატე ხაზს უსვამს, რომ ეს
მითოლოგიური ნაამბობნი გონების სამსჯაროსათვის მხოლოდ და მხოლოდ
ვარაუდია.

პლატონი ამ იდუმალ გზასთან დაკავშირებით მეტად საინტერესო სქემას


გვთავაზობს:
1) სული თავდაპირველად სამოთხეში-თავის მშობლიურ სახლში, იმყოფება და
ნათლად ჭვრეტს იქ არსებულ წმინდა ფორმებს, წმინდა იდეებს...
2) ამნეზია. სული სხეულით იმოსება და მოწყდება რა სამოთხეს, ავიწყდება
სამშობლო და ამავე დროს აწუხებს სევდა სწორედ ამ დაკარგული სამშობლოს
ნოსტალგიური მონატრების გამო.
3) ანამნეზისი. მოგონება და გახსენება პირველადი სამშობლოსი, იგივე გაღვიძება.
სწრაფვა იმისკენ, რომ იშვას ჩემი ,,კოსმიური მე”, ხოლო მოკვდეს
ყოველდღიური ,,მე”.

საკითხი მეორე. რა არის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტების ფორმები.

- ჭეშმარიტება ცნობიერების მიერ სინამდვილის სწორი, ადეკვატური ასახვაა.


შემეცნების მიზანიც სწორედ ესაა: უბრალოდ ინფორმაციაზე წვდომა კი
არა, არამედ ცოდნის მოპოვება.
- ზოგადად ჭეშმარიტების დადგენის ორი გზა არსებობს: ან ცოდნას
დაადასტურებს რეალობა, ან კიდევ შემოწმებულ უნდა იქნეს მსჯელობის
ლოგიკური სისწორე და დებულებებს შორის “ჰარმონიული კავშირი”.
აზრი, რომელიც საგნობრივ ვითარებას შეესაბამება, ჭეშმარიტია, ხოლო
რომელიც არ შეესაბამება, მცდარია. სინამდვილე კი განიხილება , როგორც
ობიექტური რეალობა, რომელიც ჩემი ცნობიერებისგან დამოუკიდებლად
არსებობს. ჭეშმარიტების შემოწმებადობის კონცეფცია წარმოგვიდგინა
გერმანელმა ფილოსოფოსმა მორიც შლიკმა: “ჭეშმარიტია ის, რაც
დასტურდება ცდით”.

ჭეშმარიტების ფორმები:
გარდა ჭეშმარიტისა, ცოდნა შეიძლება,რომ იყოს აბსოლუტურად
ჭეშმარიტი, ფარდობითად ჭეშმარიტი, კონკრეტულად ჭეშმარიტი ან
ზოგადად ობიექტურად ჭეშმარიტი:
1) აბსოლუტური ჭეშმარიტება- სრული, ამომწურავი ცოდნა (სინამდვილის
შესახებ), რომელიც უცვლელი, უცთომელი და მარადიულია.
2) შეფარდებითი ჭეშმარიტება- ვინაიდან ადამიანთათვის აბსოლუტური
ჭეშმარიტება მიუწვდომელია, არსებობს არასრული ჭეშმარიტი ცოდნის
ფორმაც. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს შეფარდებით ჭეშმარიტებას,
რომელიც შემდგომ ცვლილებებსა და სრულყოფას დაექვემდებარება.
3) კონკრეტული ჭეშმარიტება- იგი შეფარდებითი ჭეშმარიტების ერთ -
ერთი სახეა. შემეცნების შედეგად დაუფლებული ცოდნა
დამოკიდებულია ცოდნის არსებობისა და განვითარების ადგილსა თუ
დროზე. ჭეშმარიტების კონკრეტულობა გამოწვეულია რეალობის
განვითარებადი ხასიათით.
4) ობიექტური ჭეშმარიტება- მიუთითებს ,რომ ცოდნის შინაარსი
სუბიექტის ინტერესისაგან დამოუკიდებელია.

რა არის ლოგიკა
ლოგიკა (ბერძნულად-ლოგოს) თავდაპირველად ნიშნავდა სიტყვას ან
რაიმე ნათქვამს, შემდგომში ფიქრის ან აზრის მნიშვნელობა მიეცა.
ხშირად მოიხსენიება, როგორც არგუმენტთა შესწავლა, თუმცა მისი
ზუსტი განსაზღვრება დღემდე არის ფილოსოფოსთა დისკუსიის საგანი.
ლოგიკის მეცნიერების შემქმნელი არისტოტელე შეეცადა, ადამიანის
სულში აზრის დაბადება წარმოედგინა როგორც პროცესი და ნაბიჯ-
ნაბიჯ აღეწერა იგი. ასე შეიქმნა ლოგიკა. ამრიგად, ლოგიკა აღწერს
ადამიანის გონებაში მიმდინარე პროცესს, რომლის შედეგია ახალი
ცოდნის მიღება. არისტოტელეს მიერ შექმნილ ლოგიკას ფორმალურს
უწოდებენ, რადგან იგი დაინტერესებულია აზროვნების ფორმით და
არა შინაარსით. მან აღმოაჩინა , რომ ჩვენი აზროვნების სისწორეზე
გავლენას ახდენს აზროვნების ფორმაც. მნიშვნელოვანია არა მარტო
მსჯელობის, დებულების შინაარსი, არამედ ისიც, თუ როგორ
გადმოვცემთ აზრს.
თანამედროვე ადამიანი უმეტესწილად ცოდნას დაწერილი სახით იღებს.
ცნობიერებაში შემოდის სიტყვები, ცნებები, მსჯელობები, დასკვნები.
თუმცა როგორ უნდა დავადგინოთ ჩვენ , თუ რამდენად ჭეშმარიტ
დებულებასა თუ ცნებას ვეცნობით და ვეუფლებით? საქმე ისაა, რომ
აზროვნება არაა ის პროცესი, რომელსაც ადამიანები სრულიად
თვითნებურად წარვმართავთ: ირკვევა, რომ აზრების ერთმანეთთან
დაკავშირება გარკვეულ წესებს ემორჩილება. არისტოტელემ აღმოაჩინა,
რომ გონებასა და ცოდნას აქვს უნარი, თვითონ წარმოშვას ახალი
ცოდნა. აზროვნება გულისხმობს საკუთარი აზრის სწორად
ჩამოყალიბებასა და გამოთქმას და სხვისი აზრის სწორად გაგებას.
აღსანიშნავია, რომ ადამიანი ლოგიკის კანონებს ემორჩილება
მიუხედავად იმისა, იცის, თუ არა. თუმცაღა თუ პიროვნება შეგნებულად
გამოიყენებს ლოგიკას (თავის აზროვნებას უფრო ლოგიკურს გახდის),
შეძლებს შეამოწმოს შემეცნების პროცესის სისწორე და შედეგები.
ლოგიკა ხომ ჩვენ სწორედ ზუსტ და თანმიმდევრულ აზროვნებას
გვაჩვევს. მაშასადამე, იმ წესრიგს, რომელიც გამოიხატება ჩვენს აზრებს
შორის არსებული ლოგიკური კავშირებით, ეწოდება ლოგიკურობა.
სწორედ ეს უკანასკნელი განასხვავებს მეცნიერულ, თეორიულ ტექსტს
სხვა სახის ტექსტთაგან. თუკი ჩვენ მოწადინებულნი ვართ, რომ
მსჯელობა, რომელსაც ვაწარმოებთ, მეცნიერულ ხასიათს ატარებდეს,
მაშინ უნდა დავიცვათ ეს წესრიგი და ეს აუცილებელი კავშირები.

ზემოთ მოცემული საუბრიდან აუცილებლად უნდა წარმოვადგინოთ


შემდეგი დებულება: უნდა განვასხვავოთ აზრის ჭეშმარიტების საკითხი
და მსჯელობის პროცესის ლოგიკურობა. ეს იმიტომ, რომ შეიძლება ჩვენ
რაღაც ჭეშმარიტ წინამძღვრებს ვავრცელებდეთ, მაგრამ ჩვენი მხრიდან
იმდენად დაუცველი იყოს მსჯელობის პროცესის ლოგიკური კანონები
და თანმიმდევრობა, რომ საბოლოოდ მივიღოთ მცდარი დასკვნა.

და ბოლოს, ცხადია, ადამიანის გონებაში დაბადებული ნებისმიერი


აზრი სიტყვების მეშვეობით გამოითქმის.
თუმცა ჩვენი ბუნებრივი ენა ხასიათდება მეტაფორულობით,
მრავალმნიშვნელიანობით, რაც არ აწყობთ ზუსტ მეცნიერებებსა და
სამართალში მოღვაწე ადამიანებს.
ასე რომ, ადამიანი ქმნის ხელოვნურ ენას- მეცნიერული და სხვა
ინფორმაციის ზუსტი და ეკონომიური გადაცემისთვის.
ლოგიკასაც აქვს საკუთარი ენა.
გავეცნოთ საწინადადებო მაკავშირებლებს:
კონიუნქცია _ ˄ _ ნიშნავს “`და~”
კონიუნქცია _ & _ ნიშნავს “`და”~
დისუნქცია _ ˅ _ ნიშნავს `”ან”~
იმპლიკაცია _ → _ ნიშნავს `”თუ მაშინ”~
ეკვივალენცია _ ≡ ნიშნავს `”ტოლია, იგივეობრივია”~
უარყოფა _ ┐ _ ნიშნავს `”არა,არ არის სწორი”~

ჭყონია ნათია. პირველი შუალედური წერა ფილოსოფიის შესავალში(მერვე


ჯგუფი).

You might also like