You are on page 1of 99

ფსიქოლოგიის საგანი

ყველა მეცნიერებას გააჩნია თავისი შესასწავლი საგანი და ბუნებრივია, რომ ამით


დავიწყოთ. რას შეისწავლის ფსიქოლოგია, რა არის მისი კვლევის საგანი? ფსიქოლოგიის
სახელმძღვანელოთა დიდი უმრავლესობა ამ კითხვაზე იძლევა შემდეგ პასუხს: ფსიქოლოგია
არის მეცნიერება ფსიქიკის შესახებ. ”ფსიქე” ბერძნულად ნიშნავს სულს და ”ლოგოს” -
მოძღვრებას, მეცნიერებას. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვასიტყვით ფსიქოლოგია ნიშნავს
მეცნიერებას სულის შესახებ, თანამედროვე ფსიქოლოგიის შესწავლის საგნად არ ითვლება
სული, დღეისთვის ”სულის” ცნების ნაცვლად გამოიყენება ფსიქიკის ცნება.
როცა საუბარია ფსიქოლოგიაზე, უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან
ცხოვრებისეული ანუ ყოველდღიური, ხალხური და მეცნიერული ფსიქოლოგია.
ცხოვრებისეული და ხალხური ფსიქოლოგია იმით განსხვავდება მეცნიერული
ფსიქოლოგიისაგან, რომ ეყრდნობა საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ურთიერთობის
პრაქტიკას. მათ ვერ ჩავთვლით სანდოდ და დასაბუთებულად, რადგანაც არ გაუვლიათ
მეცნიერული ცოდნისათვის სავალდებულო მკაცრი შემოწმება, რაც ხორციელდება ზუსტი
ემპირიული კვლევის საშუალებით, ხოლო მეცნიერული ფსიქოლოგია კი ეყრდნობა სწორედ
კვლევების შედეგად მიღებულ ინფორმაციასა და ფაქტებს.
სანამ ჩამოყალიბდებოდა თანამედროვე მეცნიერებად, ფსიქოლოგიამ განვლო
განვითარების რთული და ხანგრძლივი გზა. ებინგჰაუსმა წარმოთქვა ერთი ფრაზა,
რომელიც ზუსტად ახასიათებს ფსიქოლოგიური მეცნიერების მდგომარეობას:
”ფსიქოლოგიას ხანმოკლე ისტორია, მაგრამ ხანგრძლივი წარსული აქვსო.”
ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა თავისი სულიერი სამყაროს გაგება. ჩვენი
შორეული წინაპრები ფიქრობდნენ, რომ ადამიანის სხეულში მოთავსებულია მეორე არსება,
რომელიც დაკავებულია იმის დადგენით, თუ რას ხედავს თვალი, რა ესმის ყურს და რას
გრძნობს კანი. ამ ”სულს” ან ”აჩრდილს” გააჩნდა უნარი, ძილის დროს გამოსულიყო
სხეულიდან და სიზმარში ეცხოვრა თავისი საკუთარი ცხოვრებით. მაგალითად, ძილში
მონადირე კლავს ცხოველს, მეომარი ხდება მამაცი და ა.შ. ითვლებოდა, რომ უკანასკნელ
ამოსუნთქვასთან ერთად სული საბოლოოდ ტოვებს სხეულს. უძველეს დროში გაჩენილი ეს
რწმენა ჯერ კიდევ შემორჩენილია ე.წ. ”პრიმიტიულ ხალხებში”.
ძველმა ცივილიზაციებმა მოიგონეს იდუმალი ძალით დაჯილდოებული ღმერთები
და ქალღმერთები. ისინი იწვევენ ყველაფერს ამ ქვეყნად: არის სიყვარულის, ომის,
ხელოვნებისა და მრავალი სხვა ღმერთი. ამგვარად, ავადმყოფობა და ჯანმრთელობა, სიკეთე
და ბოროტება, სიმამაცე და სიმხდალე ანუ ყველაფერი ის, რასაც მოკვდავი განიცდის და რაც
სულიერ სამყაროდ იწოდება, დამოკიდებულია ღმერთების ხასიათსა და მათ შორის
პაექრობაზე. ღმერთების პანთეონის შემადგენლობა, ადგილსამყოფელი და მათთან
ურთიერთობის წესები კულტურიდან კულტურამდე ცვალებადობდა.
ფსიქოლოგიის პირველი ეტაპი დაიწყო ანტიკური პერიოდიდან და პირველ
ფსიქოლოგიურ ნაშრომად ითვლება არისტოტელეს ტრაქტატი ”პერიფსიქე” (სულის
შესახებ). ამ ნაწარმოებში არისტოტელე გადმოგვცემს საკუთარ მოძღვრებას და აგრეთვე სხვა
ავტორების, მათ შორის პლატონის შეხედულებებს. პლატონს მიაჩნდა, რომ ჩვენგან
დამოუკიდებლად, ობიექტურად არსებობს იდეათა უხილავი სამყარო. სული მიეკუთვნება
ამ სინამდვილეს და ხასიათდება მარადიული არსებობით. იგი დროებით უკავშირდება
სხეულს, სიკვდილის შემდეგ კი უბრუნდება იდეათა სამყაროს, სადაც მუდამ იძენს
ჭეშმარიტ ცოდნას, რომელიც სხეულთან შეერთებისას ავიწყდება. შემეცნება ადამიანის მიერ
ამ ცოდნის აღდგენის, ფაქტობრივად გახსენების პროცესია.
არისტოტელე თვლიდა, რომ სული სხეულის არსია, ანუ ის, რაც სხეულს ცოცხლად
ხდის. მაგრამ თუ ეს ასეა, სხეული და სული ერთმანეთისაგან განცალკევებულად ვერ
იარსებებენ, ისინი უნდა ქმნიდნენ ერთ მთლიანს, მათი ფუნქციები დაუშორებელია .”თვალი
რომ ცოცხალი არსება ყოფილიყო, ამბობს არისტოტელე, მხედველობა მისი სული
იქნებოდა”. ყველაფერი, რაც ხდება ცოცხალ არსებაში, მათ შორის ადამიანში, სულის
მოქმედების გამოვლინებაა. ყოველივე ცოცხალი სულიერია. ამასთან, სიცოცხლის
ორგანიზაციის სამ დონეს შეესაბამება სულის სამი ფორმა: მცენარეული სული, რომელიც
კვების, ზრდის და გამრავლების პროცესებს განაგებს; ცხოველური სული, რომელიც
შეგრძნებებს მართავს და ადამიანური სული, რომელიც დაჯილდოებულია აზროვნების
უნარით. არისტოტელემ მოგვცა ადამიანის სულიერი გამოვლინებების ანუ ფსიქიკური
პროცესების (შეგრძნება, მეხსიერება, წარმოსახვა, აზროვნება, გრძნობები და ნებელობა)
დახასიათება, რომელიც დღესაც გვაოცებს დაკვირვების სიმახვილით და ანალიზის
სიზუსტით.
ბერძენი ფილოსოფოსების თხზულებებში მოცემული იყო ფსიქიკური პროცესების
ერთგვარი გულუბრყვილო გაგება. ისინი თვლიდნენ, რომ ეს მოვლენები წარმოადგენს
რაღაც ზებუნებრივი, ”სინამდვილის გადაღმა არსებული” ”სულის” გამოვლინებას და
ფსიქოლოგიის ამოცანა მდგომარეობს ამ სულის გაგებაში. ვინაიდან ფსიქოლოგიის კვლევის
საგანი არ იყო გამოკვეთილი, ამდენად არ არსებობდა არც მისი კვლევის მეთოდი.
ლაპარაკობდნენ მხოლოდ ეგრეთწოდებულ ”გონებაჭვრეტით” მეთოდზე. ეს იყო
არამეცნიერული, მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის ეტაპი. ამ პერიოდში ფსიქოლოგია ჯერ
კიდევ არ იყო გამოყოფილი ფილოსოფიისაგან.
დაახლოებით მე-17 საუკუნიდან დაიწყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწრაფი
განვითარება. ეს მეცნიერებები ემპირიულად სწავლობდნენ რეალურ მოვლენებს.
მეცნიერებიდან განიდევნა სულის ცნება და დაიწყეს რეალური ფსიქიკური სინამდვილის,
ემპირიულად მოცემული ცნობიერების შინაარსებისა და განცდათა შესწავლა. ამიტომ
ფსიქოლოგიის განვითარების ეს ეტაპი ცნობილია ”ემპირიული ფსიქოლოგიის”
სახელწოდებით (სიტყვა ”ემპირია” ბერძნულია და ნიშნავს ცდას, გამოცდილებას).
ემპირიული ფსიქოლოგიის წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ გარეშე
დამკვირვებლისათვის ცნობიერების პროცესები მიუწვდომელია, ცნობიერების პროცესები
უშუალოდ ეძლევა თვით სუბიექტს. აქედან გამომდინარე მათი ემპირიული
შესწავლისათვის სუბიექტმა უნდა აწარმოოს დაკვირვება საკუთარ განცდებზე. ამ მიზნით
ფრანგმა ფილოსოფოსმა რენე დეკარტმა შემოიტანა ინტროსპექციის ანუ თვითდაკვირვების
მეთოდი (”ინტროსპექცია” ნიშნავს ”შიგნით ცქერას”). ფსიქოლოგიის განვითარების ეს ეტაპი
წინასთან შედარებით იყო პროგრესული, მაგრამ მას გააჩნდა გარკვეული ნაკლოვანებები რის
გამოც ფსიქოლოგია დამოუკიდებელ მეცნიერებად ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა. მათ
შეცდომად ითვლებოდა ის, რომ არ ქონდათ პიროვნების აქტივობის ცნება და პიროვნება
მიაჩნდათ ფსიქიკური პროცესების პასიურ მატარებლად. ამასთანავე, ფსიქიკური პროცესები
წარმოდგენილი ჰქონდათ როგორც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, იზოლირებულად
არსებული რაც არ იყო სწორი: სინამდვილეში ფსიქიკური პროცესები ერთმანეთისაგან
იზოლირებულად არ არსებობს და სწორედ მათი ერთიანობა ქმნის მთლიანობას, რომელსაც
ჰქვია ფსიქიკა.
ემპირიული ფსიქოლოგიის სუბიექტივიზმთან ბრძოლის პროცესში მე-20 საუკუნის
დასაწყისში ძირითადად ამერიკასა და რუსეთში აღმოცენდა სრულიად ახალი
მიმდინარეობა, რომელიც ცნობილია ბიჰევიორიზმის ანუ ქცევათმეცნიერების
სახელწოდებით (ბიჰევიორიზმი წარმოდგება ინგლისური სიტყვისაგან behavior, რაც ნიშნავს
ქცევას. ამ მიმართულების წარმომადგენელთა აზრით ფსიქოლოგია ნამდვილი მეცნიერება
იქნება მაშინ თუკი იგი დაიწყებს ობიექტურად მოცემული სინადვილის შესწავლას.
რადგანაც ფსიქიკური პროცესები და განცდები სუბიექტურია, ისინი არ უნდა ჩავთვალოთ
ფსიქოლოგიის შესწავლის საგნად. მაშინ რა შეიძლება იყოს ობიექტურად მოცემული,
რომელიც ჩაითვლება ფსიქოლოგიის საგნად? ბიჰევიორიზმის მიხედვით, ესაა ადამიანის
ქცევა - გარემო სიტუაციაზე ორგანიზმის მიზანშეწონილ რეაქციათა სისტემა (გარკვეული
მოძრაობა ან მოძრაობათა ერთობლიობა, ემოციის გამომხატველი მიმიკა, მეტყველება და
სხვა), რასაც ობიექტურად შეგვიძლია დავაკვირდეთ და ზოგიერთ შემთხვევაში
შესაძლებელია მათი რაოდენობრივად გაზომვაც.
რამდენადაც ქცევას იწვევს გარკვეული სტიმული ანუ გამღიზიანებელი, ამიტომ ქცევა
განიხილება როგორც ორგანიზმის საპასუხო რეაქცია ამ სტიმულზე ან სიტუაციაზე.
ადამიანის გაგებისათვის საკმარისია მისი ქცევის შესწავლა და იმის განსაზღვრა, თუ რა
სიტუაციაში რა რეაქციას ექნება ადგილი. მაშასადამე, ფსიქოლოგია მაშინ გადაიქცევა
ნამდვილ მეცნიერებად, თუ მისი კვლევის საგანი იქნება ქცევა და მისი სტიმულაცია, ანუ ის
რაც ობიექტურადაა მოცემული. რაც შეეხება ფსიქიკურ პროცესებს, რომლებიც შეადგენენ
ჩვენი ცნობიერების შინაარს ბიჰევიორიზმს მათი ობიექტურად შესწავლა
საბუნებისმეტყველო მეთოდებით მიაჩნია შეუძლებლად. სწორედ ამის გამო ბიჰევიორიზმი
უარყოფს თვითდაკვირვების მეთოდს როგორც სუბიექტურსა და არამეცნიერულს.
კლასიკური ბიჰევიორიზმის თანახმად, ადამიანის გარემოსთან ურთიერთობის ფორმულა
შეიძლება გამოისახოს შემდეგნაირად: S-R , სადაც S არის სტიმული, ხოლო R კი საპასუხო
რეაქცია. ბიჰევიორისტების აზრით ფსიქოლოგიის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ
დადგინდეს კავშირი სტიმულსა და რეაქციას შორის. თუ ასეთი კანონზომიერება
დადგინდება მაშინ მოცემული სტიმულის არსებობის შემთხვევაში ფსიქოლოგი შეძლებს
იწინასწარმეტყველოს თუ როგორი იქნება საპასუხო რეაქცია და პირიქით: რეაქციის
შესრულების შემდეგ მას შეეძლება დაასკვნას მისი გამომწვევი გამღიზიანებლის შესახებ.
მაგრამ ადამიანი არ წარმოადგენს მხოლოდ სტიმულის ზემოქმედების ობიექტს ადამიანი
აქტიური სუბიექტია და ყოველგვარი სტიმულის გარეშე თვითონ შეუძლია იმოქმედოს
გარემოზე და გარკვეულად შეცვალოს იგი. ამასთანავე, შესაძლებელია, რომ ერთი და იგივე
სტიმულზე სხვადასხვა ადამიანმა (ან ერთი და იგივე ადამიანმა სხვადასხვა დროს) მოგვცეს
სხვადასხვა საპასუხო რეაქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფლექსის გარდა სტიმული
ცალსახად და თითქმის არასოდეს არ განსაზღვრავს პასუხს, ვინაიდან მოცემულ
ფორმულაში არაა გათვალისწინებული ისეთი შუალედური რგოლი, როგორიცაა სუბიექტის
შინაგანი სამყარო (ფსიქიკური პროცესები და მდგომარეობები).
მაშინაც კი, როცა ერთი და იგივე სტიმულის დროს ორი სხვადასხვა პიროვნება
იძლევა ერთიდაიმავე საპასუხო რეაქციას, მაინც ჩნდება უკმარისობის განცდა. საქმე იმაშია,
რომ ადამიანის რეაქცია რაიმე გამღიზიანებელზე ვერ ჩაითვლება ქცევის ნამდვილ აქტად,
თუ არ იქნა გათვალისწინებული ამ მოქმედების შინაგანი (ფსიქიკური) მხარეც. კერძოდ, ის
თუ რა მოტივებითა და მიზნებით სრულდება ესა თუ ის მოქმედება. მაგალითად, ორი ბავშვი
გარბის: გარეგნულად ეს ერთი და იგივე ქცევაა, მაგრამ მათი მოტივები შეიძლება იყოს
სხვადასხვა : ერთი გარბის იმიტომ, რომ ძაღლი დაინახა და შეეშინდა, ხოლო მეორე კი
ბურთის მოსატანად. ან კიდევ წარმოიდგინეთ რომ ქუჩაში მდგომმა მთვრალმა ხულიგანმა
შეურაცყოფა მიაყენა ორ სხვადასხვა ადამიანს. გარეგნულად ორივეს საპასუხო რეაქცია იყო
ერთნაირი ორივემ ჩაიარა ისე რომ ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ თუ არ გავითვალისწინებთ ამ
ადამიანთა შინაგან მოტივებს, მათი ეს ერთნაირი მოქმედება მაინც ვერ ჩაითვლება ერთი და
იგივე ქცევად. მათი მოტივები შეიძლება იყოს ერთმანეთისაგან განსხვავებული: ერთმა ხმა
არ ამოიღო შიშის გამო, ხოლო მეორემ იმის გამო, რომ ჯიბეში ედო მთავრობის
საწინააღმდეგო პროკლამაციები და მოერიდა ჩხუბის ატეხვას. ამ მაგალითებიდან ჩანს, რომ
ადამიანის ქცევას სრულყოფილად ვერ გავიგებთ, თუ არ გავითვალისწინებთ მის შინაგან
სამყაროს.
რაც შეეხება S-R ფორმულას, მისი გამოყენება შესაძლებელია ცხოველებთან, ვინაიდან
მათი ქცევა ხშირად მართლაც შეიძლება ცალსახად იყოს განსაზღვრული სტიმულით.
ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ბიჰევიორიზმი აღმოცენდა ცხოველთა
ფსიქოლოგიიდან. ბიჰევიორისტების აზრით, როგორც ცხოველის ისე ადამიანის ქცევა
შეიძლება დახასიათდეს ერთი და იგივე კატეგორიებით. ამიტომაც იყო, რომ მათი
გამოკვლევების უმრავლესობა ეხებოდა ცხოველთა ქცევის შესწავლას და ისინი თვლიდნენ,
რომ ამ კვლევების შედეგად დადგენილი კანონზომიერებები შეიძლებოდა გადატანილიყო
ადამიანებზეც. თუმცა ნეობიჰევიორისტებმა აღიარეს ამ ფორმულის უკმარისობა და იგი
შეცვალეს ფორმულით S-P-R, სადაც P არის ფსიქიკური კომპონენტი ეგრეთ წოდებული
შუალედური ცვლადი. ამ უკანასკნელში შეძლება ვიგულისხმოთ სუბიექტი ან ისეთი
ფსიქიკური მოვლენები, როგორიცაა წამოდგენა, მოლოდინი, ცოდნა, რწმენა, ემოცია და სხვა.
მაშასადამე, უკანასკნელი ფორმულის თანახმად, ქცევა უშუალოდ სტიმულით კი არ არის
განსაზღვრული არამედ იგი გაშუალებულია P ცვლადით.
შუალედური ცვლადის შემოტანამ წარმატებით შეცვალა ცნობიერების მონაცემები და
მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფსიქოლოგიის განვითარებაში. მართალია, შუალედური
ცვლადი ეხება სუბიექტს, მაგრამ იგი არ გულისხმობს სუბიექტივიზმს, რადგანაც
შეისწავლება ისეთი დაკვირვებების საფუძველზე, რომლებიც ექვემდებარებიან შემოწმებას.
60-იან წლების დასწყისში ფსიქოლოგიაში აღმოცენდა ახალი მიმდინარეობა - კოგნიტური
ფსიქოლოგია, რომელმაც თავისი შესწავლის საგნად ჩათვალა შემეცნებითი ფსიქიკური
პროცესები. ამ მიმართულების წარმომადგენელთა აზრით, ფსიქოლოგიამ უნდა შეისწავლოს
არა ის, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი გარე სამყაროზე, არამედ ის, თუ როგორ შეიმეცნებს
იგი მას, თუ როგორ ახდენს გარედან მიღებული ინფორმაციის გადამუშავებას. კოგნიტური
ფსიქოლოგია წარმოადგენდა გარკვეულ მობრუნებას ადრე უგულვებელყოფილი
ფსიქიკური პროცესებისაკენ. შესაბამისად, დღეს ფსიქოლოგია არის მეცნიერება არა ქცევის
შესახებ, არამედ ქცევისა და ფსიქიკური პროცესების შესახებ.
ფსიქიკა - ესაა ობიექტური სინამდვილის ასახვა. ასახვის ეს უნარი არის თავის ტვინის
ფუნქცია. ასახვის უნარი გააჩნია არაცოცხალ მატერიასაც (სარკე), მაგრამ სარკისებური,
პასიური ასახვისაგან განსხვავებით ფსიქიკური ასახვა ყოველთვის აქტიური პროცესია.
ფსიქიკური პროცესები იყოფა სამ ძირითად კლასად, ესენია: შემეცნებითი პროცესები,
გრძნობები ანუ ემოციები და ნებელობითი (ვოლუტატური) პროცესები. აღსანიშნავია, რომ
ფსიქიკურ პროცესთა სამ კლასად დაყოფა მეტყველებაშიც პოულობს თავის გამოხატულებას:
”მე მგონი,” ”მე ვგრძნობ” და ”მე მწადია”, რაც გულისხმობს ერთმანეთისაგან მკვეთრად
განსხვავებულ განცდათა არსებობას.
• შემეცნებითი პროცესებია: შეგრძნება, აღქმა, ყურადღება, მეხსიერება და
აზროვნება.
• გრძნობები ანუ ემოციები - ესაა ადამიანის შინაგანი მდგომარეობა.
• ნებელობითი (ვოლუტატური) - ეს ისეთი ფსიქიკური პროცესებია,
რომლებიც ახორციელებენ ადამიანის აქტიურ ზემოქმედებას ობიექტურ გარე
სინამდვილეზე, რასაც ხშირად თან სდევს ამ უკანასკნელის გარდაქმნა.
ამგვარად, თანამედროვე ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებას და
მისი კვლევის საგანია როგორც ადამიანის ქცევა, ისე ის ფსიქიკური პროცესები, რომლებიც
შეადგენენ მის შინაგან სამყაროს.
ფსიქოლოგიას მეცნიერებათა სისტემაში უჭირავს სრულიად განსაკუთრებული
ადგილი. მაგალითად, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე თვლის,
რომ ფსიქოლოგიას ცენტრალური პოზიცია უჭირავს სხვა მეცნიერებებს შორის, ვინაიდან
იგი შეისწავლის აზროვნებას, ხოლო ყოველი მეცნიერება, განხორციელებული აზროვნებაა.
ფსიქოლოგიის განსაკუთრებულობა თავს იჩენს იმაშიც, რომ თავისი საგნის (ფსიქიკის)
ორგვარი (ბიო-სოციალური) ბუნების გამო იგი ორგანულად არსებითადაა დაკავშირებული
მეცნიერების ყველა სახეობასთან - საბუნებისმეტყველო იქნება ის, თუ საზოგადოებრივ -
ჰუმანიტარული.
საბუნებისმეტყველო დისციპლინებიდან ფსიქოლოგია ყველაზე მეტად
დაკავშირებულია ბიოლოგიურ მეცნიერებებთან. ფსიქოლოგიამ თავისი თეორიული
შეხედულებების ჩამოყალიბებისას გამოიყენა ბიოლოგიის რამდენიმე ზოგადი დებულება.
მაგალითად, ევოლუციური ბიოლოგიის პრინციპები საფუძვლად დაედო ცხოველურ
სამყაროში ფსიქიკის განვითარების პრობლემის განხილვას. ამ კუთხით მნიშვნელოვანი
კვლევა-ძიება მიმდინარეობს ფსიქოლოგიის ისეთ დარგში, როგორიცაა ზოოფსიქოლოგია.
თანდაყოლილისა და შეძენილის მიმართების საკითხი შეისწავლება გენეტიკასთან მჭიდრო
კავშირში, კერძოდ, ფსიქოგენეტიკის ფარგლებში. ფსიქოლოგია ასევე მჭიდროდაა
დაკავშირებული ფიზიოლოგიასთან. ფსიქოლოგია ცდილობს სულიერი მოვლენები
განიხილოს მათ მატერიალურ, ნერვულ საფუძვლებთან მიმართებაში. ამის
გათვალისწინებით წარმოიშვა და წარმატებით ვითარდება ისეთი მოსაზღვრე დარგები,
როგორიცაა ფსიქოფიზიოლოგია, ნეიროფსიქოლოგია და სხვა. მნიშვნელოვანია
ფსიქოლოგიის კავშირი მედიცინასთანაც. იგულისხმება ის მრავალრიცხოვანი კვლევები,
რომლებიც ხორციელდება კლინიკური ფსიქოლოგიის საზღვრებში.
ნაკლებად თვალსაჩინოა ფსიქოლოგიის კავშირი ისეთ მეცნიერებებთან, როგორიცაა
ფიზიკა და ქიმია. მკაცრი მეცნიერული კვლევის წარმატებულობის თვალსაზრისით ფიზიკა
ყოველთვის ითვლებოდა ეტალონურ მეცნიერებად. ამიტომ წარმოდგენები სულიერ
მოვლენებზე მათი კვლევის პრინციპებზე, ხშირად ყალიბდებოდა ფიზიკაში
დამკვიდრებული შეხედულებების მსგავსად. მაგალითად, ფსიქიკურ სამყაროს მიუსადაგეს
ატომური აგებულების პრინციპი. სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თეორიაში გამოიყენება ისეთი
ცნებები, როგორიცაა ენერგია, ველი და ა.შ. უფრო მკაფიოა ფსიქოლოგიის კავშირი
ქიმიასთან. არის ისეთი სფეროები, სადაც ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ თეორიებთან
ერთად გამოიყენება ქიმიური და ბიოქიმიური თეორიებიც (მაგალითად, მეხსიერების
მექანიზმები). გარდა ამისა, არსებობს ფსიქოფარმაკოლოგია - დისციპლინა, რომელიც
სწავლობს ფსიქიკაზე სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას. მჭიდროა ფსიქოლოგიის
კავშირი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებთანაც. ისტორიასთან და
ეთნოგრაფიასთან მას აახლოებს ინტერესი სხვადასხვა ეპოქებისა და განსხვავებული
კულტურების ინდივიდების ფსიქიკური წყობის მიმართ (ისტორიული ფსიქოლოგია და
ეთნოფსიქოლოგია). სოციოლოგიასთან ფსიქოლოგიას აკავშირებს პიროვნებისა და მისი
სოციალური გარემოცვის, ჯგუფის შიგნით და ჯგუფთაშორის მიმდინარე პროცესების
შესწავლა (სოციალური ფსიქოლოგია). იურისპრუდენციასთან ფსიქოლოგიას აკავშირებს იმ
ფსიქოლოგიური კანონზომიერებების დადგენის აუცილებლობა, რაც დაკავშირებულია
დანაშაულებრივი ქცევის ჩადენასთან ან მის აღკვეთასთან და სამართლებრივი შეფასების
პროცესში მონაწილე სუბიექტის პიროვნულ თავისებურებებთან (იურიდიული
ფსიქოლოგია).

მრავალმხრივია კავშირი ფსიქოლოგიასა და ისეთ ტრადიციულ ჰუმანიტარულ


დისციპლინას შორის, როგორიცაა ენათმეცნიერება. მათ აახლოებს ენობრივი სტრუქტურის
შეთვისების საფუძველზე მეტყველების ფორმირების პრობლემა, ენის ანალიზი
აზროვნებასთან კავშირში, ენობრივი ურთიერთობების შინაარსისეული და ექსპრესიული
მხარეებისადმი ინტერესი. ფსიქოლოგიურ პრობლემატიკასთან უშუალოდ კავშირშია
გამონათქვამის წარმოშობის თავისებურებები, ენის როლის დადგენა კულტურის ანალიზის
კონტექსტში, მეტყველების აღქმა და სხვა.

ფსიქოლოგიის მეთოდები და დარგები

ყველა მეცნიერებას გააჩნია კვლევის საკუთარი მეთოდები. მეთოდი ესაა ხერხი,


საშუალება, რომლის დახმარებითაც მკვლევარი ჭრის მის წინაშე მდგარ პრობლემას.
იმისათვის, რომ მეთოდი ჩაითვალოს კველევისათვის ვარგისად, იგი უნდა იყოს საკვლევი
პრობლემის ადეკვატური. ამასთანავე, მეთოდი უნდა იყოს ობიექტური. ამაში იგულიხმება
ის, რომ ერთი და იგივე მეთოდით ერთი და იგივე ცდის პირზე ვინც არ უნდა ჩაატაროს
კვლევა, შედეგები უნდა იყოს ერთნაირი. თანამედროვე ფსიქოლოგია ემპირიული
მეცნიერებაა, რომელიც თავისი საკვლევი სინამდვილის შესახებ ინფორმაციას იღებს
მხოლოდ ცდისეული მონაცემებიდან. გარდა ცდისა, ფსიქოლოგიას ცოდნის მიღების სხვა
წყარო არ გააჩნია.
ფსიქოლოგიაში არსებობს კვლევის მრავალი მეთოდი რომელთაგან განვიხილავთ
რამოდენიმეს. ფსიქოლოგიის პირველი მეთოდია თვითდაკვირვება, რაც გულისხმობს
მკვლევარის მიერ საკუთარ განცდებზე დაკვირვებას, მათ აღწერას და ახსნას.
თვითდაკვირვებას ახლავს გარკვეული სირთულე, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
ადამიანი, რომელიც ახდენს თვითდაკვირვებას, არ უნდა იყოს გადატვირთული სხვა
განცდებით, ვინაიდან ერთდროულად ორ განცდაზე დაკვირვება შეუძლებელია. გარდა
ამისა, როცა ადამიანი აკვირდება თავის განცდას, განცდაზე ყურადღების გადატანის გამო
ყურადღების გარეშე რჩება ამ განცდის გამომწვევი მოვლენა რის გამოც ეს განცდა სუსტდება,
უფერულდება და მთლიანად ქრება. ამ განცდიდან გამოსავალი ისაა, რომ განცდათა ანალიზი
ხდება განცდის გავლის შემდეგ, როცა ადამიანი აკვირდება არა თვით განცდას, არამედ იმ
კვალს, რომელსაც განცდა ტოვებს ადამიანის ცნობიერებაში. განცდის კვალი კი არაა ისეთი
ნათელი და მკაფიო, როგორიცააა განცდა და თვითდაკვირვებისას შესაძლოა მრავალი
ნიუანსი გამორჩეს, ხელმეორედ კი იგივე განცდა აღარ განმეორდება. ისიც უნდა ითქვას, რომ
ყველას არ შეუძლია თვითდაკვირვების წარმოება. ეს მეთოდი მისაწვდომია
ზრდადასრულებული, კულტურული ადამიანისათვის და მოითხოვს სათანადო
გავარჯიშებას. თვითდაკვირვება არ გამოიყენება ბავშვის ფსიქოლოგიაში,
ზოოფსიქოლოგიაში, პათოფსიქოლოგიაში. თუმცა ზოგჯერ კვლევისას ეს მეთოდი
შეუცვლელია. აღნიშნული სირთულეების გამო უფრო ხშირად იყენებენ სხვათა დაკვირვების
მეთოდს.
სხვათა დაკვირვება. სხვათა დაკვირვება გულისხმობს ადამიანის ფსიქიკის შესწავლას
მისი ქცევის შესწავლის საფუძველზე. გარეგანი ნიშნების (მოქმედებები, საქციელი,
მეტყველება, მიმიკა) მიხედვით ფსიქოლოგი მსჯელობს ადამიანის ფსიქიკურ პროცესთა
მიმდინარეობის ინდივიდუალური თავისებურებების და მისი პიროვნული ნიშნების
(ტემპერამენტი, ხასიათი და სხვა) შესახებ. დაკვირვება უნდა იყოს მიზანმიმართული ანუ
დამკვირვებელმა კარგად უნდა იცოდეს, რას დააკვირდეს და რას არა, რისთვის უნდა
დააკვირდეს ამა თუ იმ მოვლენას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკვირვება გადაიქცევა
შემთხვევითი და მეორეხარისხოვანი ფაქტების უბრალო ფიქსაციად. ე. ი. ფსიქოლოგიური
დაკვირვება უნდა მიმდინარეობდეს განსაზღვრული გეგმისა და პროგრამის მიხედვით.
ფსიქოლოგიური დაკვირვება უნდა ტარდებოდეს სისტემატურად და არა პერიოდულად, რის
გამოც მოითხოვს შედარებით დიდ დროს. რაც უფრო ხანგრძლივია დაკვირვების პროცესი,
მით უფრო მეტ ფაქტებს მოიპოვებს დამკვირვებელი და მით უფრო გაუადვილდება მას
შესასწავლი მოვლენის ტიპიური და შემთხვევითი მახასიათებლების გამიჯვნა. დაკვირვების
შედეგები რეგულარულად უნდა ფიქსირდებოდეს სპეციალურ დაკვირვების დღიურში.
დამკვირვებლისათვის მთავარია არა მარტო ფაქტების რეგისტრაცია, არამედ ამ ფაქტების
მიზეზების მეცნიერული შესწავლა. დაკვირვების დროს ცდის პირმა არ უნდა იცოდეს, რომ
მას აკვირდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება შეცვალოს თავისი ქცევა.
შესაბამისად, ის აღარ იქნება ბუნებრივი და შესაბამისად დაკვირვების შედეგებიც არ იქნება
სანდო.
ექსპერიმენტული მეთოდი. თანამედროვე ფსიქოლოგია ექსპერიმენტული
მეცნიერებაა. ბევრ სხვა მეთოდთან შედარებით მას გააჩნია გარკვეული უპირატესობები. ამ
მეთოდის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მკვლევარს აქვს შესასწავლი
მოვლენის მრავალგზის განმეორების შესაძლებლობა, მას შეუძლია შესასწავლი მოვლენის
მიმდინარეობის პირობების შეცვლა და სპეციალური ზუსტი ხელსაწყოების გამოყენება.
ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის დროს ცდის პირს აყენებენ ისეთ პირობებში, აძლევენ ისეთ
დავალებებს, რომელიც გამოიწვევს მასში იმ ფსიქიკურ პროცესს, იმ მოქმედებას, რომლის
შესწავლაც სურს მკვლევარს. ეს გარემოება ექსპერიმენტის მნიშვნელოვანი უპირატესობაა
დაკვირვების მეთოდთან შედარებით.
ექსპერიმენტი ორი სახისაა: ბუნებრივი და ლაბორატორიული. ლაბორატორიული
ექსპერიმენტი ტარდება სპეციალურად ორგანიზებულ პირობებში, ხშირად სპეციალური
აპარატურის გამოყენებით. ლაბორატორიული ექსპერიმენტი უზრუნველყოფს ფსიქიკური
პროცესების ღრმა და ყოველმხრივ შესწავლას. ლაბორატორიული ექსპერიმენტის დროს
ცდის პირმა ყოველთვის იცის, რომ მასზე ტარდება ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი.
ბუნებრივი ექსპერიმენტი. ლაბორატორიული ექსპერიმენტის ნაკლი მდგომარეობს
მის ხელოვნურობაში, რომლის დროსაც ირღვევა ფსიქიკურ პროცესთა ბუნებრივი
მიმდინარეობა. ბუნებრივი ექსპერიმენტი აერთიანებს დაკვირვებისა და ლაბორატორიული
ექსპერიმენტის დადებით მხარეებს. აქ დაცულია დაკვირვების ბუნებრიობა და
ექსპერიმენტის სიზუსტე. ბუნებრივ ექსპერიმენტში იქმნება სპეციალური პირობები, მაგრამ
ეს პირობები უახლოვდება ადამიანის ქცევის ბუნებრივ და ჩვეულებრივ პირობებს. ამ
პირობების შექმნის საშუალებით სწავლობენ სხვადასხვა ფსიქიკურ პროცესებს, პიროვნების
ინდივიდუალურ თვისებებს და სხვა. ბუნებრივი ექსპერიმენტის დროს ცდის პირმა არ უნდა
იცოდეს, რომ იგი წარმოადგენს შესწავლის ობიექტს. ბუნებრივი ექსპერიმენტის
უპირატესობა ხელოვნურთან შედარებით ისაა, რომ იგი იძლევა ფსიქიკური პროცესების ისე
შესწავლის საშუალებას, როგორც ისინი მიმდინარეობენ ბუნებრივ პირობებში.
კითხვარები. კითხვარები ეწოდება ფსიქოლოგიური მეთოდების ისეთ ჯგუფს, სადაც
დავალებები წარმოდგენილია კითხვების და მსჯელობების სახით, რომლებსაც უნდა
უპასუხოს ცდის პირმა. ტესტებისაგან განსხვავებით არ არსებობს კითხვარზე სწორი ან
არასწორი პასუხი. იგი მხოლოდ ასახავს ცდის პირის დამოკიდებულებას ამა თუ იმ
გამონათქვამის მიმართ, მისი დათანხმების ან დაუთანხმებლობის ხარისხს.
პიროვნული კითხვარები წარმოადგენს სტანდარტულ თვითანგარიშებს რომლებიც
შეიძლება იყოს ჯგუფური და ინდივიდუალური, უფრო ხშირად წერილობითი სახის.
პასუხების ხასიათის მიხედვით კითხვარი შეიძლება იყოს დახურული ან ღია.
დახურულ კითხვარებში დასმულ კითხვაზე წინასწარაა განსაზღვრული პასუხი და
ცდის პირმა უნდა აირჩიოს მათგან ერთ-ერთი. უფრო ხშირად მოცემულია პასუხის ორი ან
სამი ალტერნატივა (”დიახ”, ”არა”, ”მიჭირს პასუხის გაცემა”).
ღია კითხვარები ითვალისწინებს თავისუფალ პასუხებს ყოველგვარი შეზღუდვის
გარეშე. ცდის პირს ეძლევა იმის საშუალება, რომ საკუთარი სიტყვებით გამოხატოს თავისი
აზრი.
ტესტების მეთოდი. ტესტი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს ”გამოცდას, შემოწმებას”.
ესაა სტანდარტიზებული, ხანმოკლე და დროში ლიმიტირებული გამოცდა, რომლის მიზანია
ადამიანებს შორის ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური განსხვავებების დადგენა. ტესტის
თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ის შედგება დავალებებისაგან რომლებზეც ცდის
პირმა უნდა მოგვცეს სწორი პასუხი. ფორმის მიხედვით ტესტები შეიძლება იყოს
ინდივიდუალური და ჯგუფური, ზეპირი და წერილობითი, ვერბალური და არავერბალური
და სხვა.
ინდივიდუალური ტესტირებისას ურთიერთობა ექსპერიმენტატორსა და ცდის პირს
შორის მიმდინარეობს ერთი-ერთზე. მას აქვს ის უპირატესობა, რომ ექსპერიმენტატორს აქვს
საშუალება დააკვირდეს ცდის პირის მიმიკას, უნებლიე რეაქციებს, ტესტირების მიმართ
დამოკიდებულებას. მაგრამ ნაკლია ის, რომ სჭირდება ბევრი დრო და ამდენად, ნაკლებად
ეკონომიურია, ვიდრე ჯგუფური.
ჯგუფური ტესტირება საშუალებას იძლევა ერთდროულად ჩავატაროთ კვლევა
ადამიანთა დიდ ჯგუფთან. რადგანაც ინსტრუქცია და ჩატარების პროცედურა
დეტალურადაა დამუშავებული, ექსპერიმენტატორმა ზუსტად უნდა დაიცვას ინსტრუქცია.
უნდა აღინიშნოს ჯგუფური ტესტირების გარკვეული ნაკლი. კერძოდ, ექსპერიმენტატორს
ნაკლებად ეძლევა ცდის პირთან ურთიერთგაგების დამყარების საშუალება. ამიტომ მან
შეიძლება ვერ შეამჩნიოს ცდის პირის ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა: გადაღლა,
ავადმყოფობა, მღელვარება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცდის პირის პასუხზე.
ზეპირი უფრო ხშირად არის ინდივიდუალური ტესტირება, ხოლო წერილობითი -
ჯგუფური. ზეპირი პასუხები შესაძლებელია ზოგჯერ ფორმულირებულია თვითონ ცდის
პირის მიერ (”ღია” პასუხი), სხვა შემთხვევებში - წინასწარ მოცემული პასუხებიდან მან უნდა
აირჩიოს ის, რომელიც მიაჩნია სწორად (”დახურული” პასუხი).
ვერბალური და არავერბალური ტესტები განსხვავდება ერთმანეთისაგან ტესტური
მასალის მიხედვით. ვერბალურ ტესტებში ცდის პირების საქმიანობის ძირითადი შინაარსია
ოპერაციები ცნებებთან, სააზროვნო მოქმედებები, რომლებიც განხორციელებულია
სიტყვიერ-ლოგიკური ფორმით. ვერბალური ტიპის დავალებები ყველაზე მეტად
გავრცელებულია ინტელექტის, მიღწევის ტესტებში, სპეციალური უნარების შეფასებისას.
არავერბალურ ტესტებში ტესტური მასალა წარმოდგენილია თვალსაჩინო ფორმით
(სურათების, ნახაზების, კუბიკების სახით). ცდის პირს ინსტრუქცია ეძლევა სიტყვიერად,
ხოლო დავალების შესრულება ეყრდნობა პერცეპტულ და მოტორულ ფუნქციებს.
სოციომეტრული მეთოდი. ფსიქოლოგიაში ეს მეთოდი შემოიტანა ჯონ მორენომ და
იგი იკვლევს ჯგუფურ დიფერენციაციას. კერძოდ, მისი საშუალებით ირკვევა თუ ვინ არის
ჯგუფის ლიდერი, რა მიკრო ჯგუფებია მოცემულ ჯგუფში და არის თუ არა რომელიმე წევრი
გარიყული.
კვლევა ტარდება შემდეგნაირად: ჯგუფის წევრებს ურიგდებათ წინასწარ
გამზადებული ქაღალდის ბარათები, რომლის ერთ მხარეს წერია ჯგუფის წევრის სახელი და
გვარი (მზადდება იმდენი ბარათი, რამდენი წევრიცაა ჯგუფში). ამის შემდეგ ჯგუფს ეძლევა
არჩევის კრიტერიუმი, რომლის შერჩევაც ხდება იმის მიხედვით, თუ რისი შესწავლა
აინტერესებს მკვლევარს. ამასთანავე გათვალისწინებული უნდა იყოს ჯგუფის წევრთა ასაკი
(”შენი თანაკლასელებიდან ვისთან ისურვებდი ერთ გუნდში თამაშს?”, ”ჯგუფის წევრებიდან
ვის დაპატიჟებდი დაბადების დღეზე?” და სხვა). ამის შემდეგ ჯგუფის თითოეული წევრი
გამორიცხვის პრინციპით ირჩევს სამ თანაჯგუფელს, რომელთა სახელსა და გვარს წერს
თავისი ბარათის მეორე მხარეს. ამ ბარათების მიხედვით აიგება ჯერ სოციომეტრული
მატრიცა, ხოლო შემდეგ - სოციოგრამა.
მატრიცა წარმოადგენს ცხრილს, სადაც ვერტიკალურ გრაფაში ჩამოწერილია ჯგუფის
წევრთა სია, ხოლო ჰორიზონტალურ გრაფაში მითითებულია მათი რიგითი ნომერი.
თითოეული წევრის მიერ გაკეთებული არჩევანი იწერება მისი გვარის გასწვრივ
ჰორიზონტალურ გრაფაში, ოღონდ იმ ნომრის გადაკვეთაში, რომელი ნომერიცაა არჩეული
წევრი. ამის შემდეგ უნდა დადგინდეს რომელ წევრებს შორის არის ურთიერთარჩევანი და
შემოიხაზოს. მატრიცის ბოლოს მითითებულია, თუ რამდენჯერაა არჩეული თითოეული
წევრი რამდენი ურთიერთარჩევანი აქვს და რამდენი ქულა აქვს. ქულები იწერება
შემდენაირად: პირველ რიგში არჩეულს ეწერება 3 ქულა, მეორეში არჩეულს - 2 ქულა, ხოლო
მესამე რიგში - 1 ქულა და ხდება ამ ქულების შეკრება.
ამის შემდეგ იგება სოციოგრამა, რომელიც შედგება 4 კონცენტრული წრისაგან,
რომელზეც პატარა წრით აღნიშნავენ გოგონებს და სამკუთხედით - ვაჟებს, ხოლო სიმბოლოს
შიგნით ვწერთ რიგით ნომერს. პირველ წრეში ჩაიწერება ის წევრი, რომელსაც ექნება
ყველაზე მაღალი ქულა და ეს არის სწორედ ჯგუფის ლიდერი. მეორე წრეზე მოხვდებიან
ისინი, რომელთაც ექნებათ ლიდერის ქულის ნახევარზე მეტი. მესამე წრეზე განაწილდება
ყველა ის, ვისაც ექნება თუნდაც 1 ქულა. მეოთხე წრეზე კი დარჩება ის, რომელსაც არ ექნება
არც ერთი ქულა (0 ქულა). ამის შემდეგ ის წევრები, რომელთა შორისაც არის
ურთიერთარჩევანი, შეერთდება ხაზებით. საბოლოოდ სოციოგრამაზე ჩანს, ვინ არის ჯგუფის
ლიდერი, რა მიკროჯგუფებია ამ ჯგუფში და ვინ არის ”რობინზონი”.

თანამედროვე ფსიქოლოგიური მეცნიერება შეიცავს მრავალ დარგს, რომლებიც


მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.
ზოგადი ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის მეცნიერების ძირითადი დარგია. იგი
შეისწავლის ზრდადასრულებული, ნორმალური, კულტურის თანამედროვე საფეხურზე
მდგომი ადამიანის ფსიქიკის ზოგად კანონზომიერებებს.
დიფერენციალური ფსიქოლოგია შეისწავლის იმ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს,
რომლებიც ახასიათებს როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ასევე სხვადასხვა ტიპის, ასაკის,
სქესისა და პროფესიის ადამიანებს. მის მიზანს შეადგენს, დაადგინოს, თუ რაში
მდგომარეობს განსხვავება კაცსა და ქალს შორის, თუ რით განსხვავდება მოხუცი
ახალგაზრდისაგან და სხვა.
გენეტიკური ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანისა და ცხოველის ფსიქიკის
განვითარებას. მისი შესწავლის სფეროა ბავშვის ფსიქიკის კანონზომიერებანი (ბავშვის
ფსიქოლოგია) ცხოველთა ქცევის განვითარების თავისებურებანი (ზოოფსიქოლოგია) და
ადამიანისა და ცხოველის ფსიქიკის შედარებითი შესწავლა (შედარებითი ფსიქოლოგია).
სამედიცინო ფსიქოლოგია იკვლევს იმ ფსიქიკურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას
ახდენენ ავადმყოფობის წარმოშობასა, მის გამოვლენასა, მიმდინარეობასა, მკურნალობასა და
პროფილაქტიკაზე. სამედიცინო ფსიქოლოგია შეისწავლის ექიმის მოღვაწეობისა და
ავადმყოფის ქცევის ფსიქოლოგიურ ასპექტებს, რაც გულისხმობს ექიმსა და ავადმყოფს
შორის ურთიერთობას.
პათოფსიქოლოგია შეისწავლის ფსიქიკის ანომალურ, პათოლოგიურად შეცვლილ
ფორმებს, რაც თავს იჩენს ფსიქიკურ დაავადებათა შემთხვევაში და ამით გარკვეულ წილად,
ემსახურება სამედიცინო მიზნებს. მაგალითად, პათოფსიქოლოგიის კვლევის მონაცემებით
სარგებლობენ ფსიქიატრიაში. მაგრამ გარდა სამკურნალო მიზნებისა, პათოფსიქოლოგიის
მონაცემებს ზოგადფსიქოლოგიური მნიშვნელობაც აქვს: ფსიქიკური მოვლენების
პათოლოგიურად შეცვლილი ფორმების დაპირისპირება ამ მოვლენათა ნორმალურ
ფორმებთან, ამ უკანასკნელთა ბუნების გამოვლენას ემსახურება.
იურიდიული ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანთა იმ სფეროს ფსიქიკურ
კანონზომიერებასა და მექანიზმს, რომელშიც წარმოებს ადამიანთა ურთიერთობის
რეგულირება სამართლის საშუალებით. ის თავის მხრივ იყოფა:
სასამართლო ფსიქოლოგიად, რომელიც იკვლევს სისხლის სამართლის პროცესში
მონაწილეთა ფსიქიკურ თავისებურებებს.
კრიმინალურ ფსიქოლოგიად, რომელიც სწავლობს დანაშაულებრივი მოქმედების
ფსიქოლოგიურ მექანიზმს და დამნაშავის პიროვნებას. პენიტენციურ ანუ დამნაშავეთა
გამოსწორების ფსიქოლოგიად, რომელიც იკვლევს პატიმრობაში მყოფი დამნაშავის
ფსიქოლოგიას, ხელახალი აღზრდის პრობლემებს, როგორც დარწმუნების, ასევე იძულებითი
მეთოდების გამოყენებით.
პედაგოგიური ფსიქოლოგია შეისწავლის სწავლებისა და აღზრდის პროცესთა
ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, ამ პროცესთა რაციონალიზაციის მიზნით. მაგალითად, რა
მეთოდები უნდა იქნას გამოყენებული სწავლების პროცესში ინდივიდის ასაკობრივი
თავისებურებების გათვალისწინებით.
სპორტის ფსიქოლოგიის საგანს შეადგენს სპორტული საქმიანობის (მოქმედების)
ფსიქოლოგიური მხარისა და თვით სპორტსმენის პიროვნების შესწავლა.
ხელოვნების ფსიქოლოგია შეისწავლის როგორც მხატვრული შემოქმედების
ფსიქოლოგიურ მხარეს, ასევე უკვე შექმნილი ხელოვნების ნაწარმოების ესთეტიკურ აღქმას.
მისი ამოცანაა, გამოიკვლიოს თუ რატომ და როგორ მიმდინარეობს, ესა თუ ის, შემოქმედების
პროცესი და განსაზღვროს, ამა თუ იმ, შემოქმედის ისეთი პიროვნული მახასიათებლები,
როგორიცაა მიდრეკილება, ნიჭი და ტალანტი.
შრომის ფსიქოლოგია შეისწავლის საწარმოო შრომის პროცესთა ფსიქოლოგიურ
საფუძვლებს. მისი ამოცანაა, დაადგინოს ადამიანის შრომითი საქმიანობის კონკრეტული
ფორმების ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური კანონზომიერებანი, რის საფუძველზედაც
შესაძლებელი იქნება შრომის პროცესთა რაციონალიზაცია და მისი პროდუქტიულობის
გაზრდა. შრომის ფსიქოლოგია მოიცავს ისეთ დარგს, როგორიცაა საინჟინრო ფსიქოლოგია,
რომელიც შეისწავლის მართვის სისტემებში ადამიანის და ადამიანსა და მანქანას შორის
ფუნქციების განაწილებას.
სოციალური ფსიქოლოგია ადამიანს, როგორც საზოგადოებრივი არსების ფსიქიკურ
თავისებურებებს იკვლევს. იგი შეისწავლის იმ გავლენას, რასაც ადამიანის პიროვნებაზე,
ფსიქიკურ პროცესებსა და ზოგადად ქცევაზე ახდენს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა,
აგრეთვე ის როლები, რომელთაც იგი ასრულებს, როგორც მცირე სოციალური ჯგუფის
(ოჯახი, მეგობართა წრე...) ისე უფრო ფართო საზოგადოებრივი სისტემის (ერი,
სახელმწიფო...) წევრი.
რელიგიის ფსიქოლოგია შეისწავლის ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს,
რომლებიც განაპირობებენ რელიგიური რწმენის თავისებურებებს, მის სტრუქტურასა და
ფუნქციებს. რელიგიის ფსიქოლოგია წარმოიშვა მე-19 საუკუნის ბოლოს და დააგროვა
მნიშვნელოვანი მასალა რელიგიური ცნობიერების შესახებ, რომელიც მოიცავს ისეთ ცნებებს,
როგორიცაა ღმერთი, სული, სამოთხე, ჯოჯოხეთი, ცოდვა და სხვა.
რელიგიის ფსიქოლოგია იკვლევს იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ
ადამიანის რელიგიურ რწმენაზე.
პარაფსიქოლოგია. ამ სახელწოდებით აღინიშნება ისეთი უჩვეულო ფსიქიკური
მოვლენების სფერო, რომლებსაც არ გააჩნიათ მკაცრი მეცნიერული საფუძველი. იგი
სწავლობს ინფორმაციის გადაცემისა და მიღების ისეთ ფორმებს, რომელთა ახსნა ვერ
ხერხდება ცნობილ შეგრძნებათა ორგანოების მოქმედებით. რადგანაც ასეთი მოვლენები
შეგრძნების ორგანოთა მიღმაა, ამიტომაც, მათ ექსტრასენსორულ აღქმას უწოდებენ. მისი
სახეებია:
ნათელხედვა, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის მიღებას გარე (ფიზიკურ)
სამყაროში არსებული საგნებისა და მოვლენების შესახებ, შეგრძნების ორგანოთა გამოყენების
გარეშე.
ტელეპატია - ერთი ადამიანის მიერ, მეორის წარმოდგენებისა და აზრების წვდომა
ისეთ პირობებში და ისეთ მანძილებზე, სადაც ინფორმაციის გადაცემის ჩვეულებრივი
არხები არ გამოიყენება.
პროსკოპია (წინასწარ ხედვა), რომელიც გულისხმობს მოვლენათა
წინასწარმეტყველებას შესაბამისი ინფორმაციის გარეშე.
ფსიქოკინეზი - ადამიანის გონებრივი ზემოქმედება ფიზიკურ საგნებსა და
მოვლენებზე, მათთან უშუალო კონტაქტის გარეშე. მაგალითად, გარკვეული მანძილით
დაშორებული ფიზიკური საგნების ამოძრავება მხოლოდ მისი გონებრივი ძალისხმევის
შედეგად.
მიუხედავად პარაფსიქოლოგიური მოვლენებისადმი დიდი ინტერესისა,
ფსიქოლოგთა უმრავლესობა მაინც სკეპტიკურად უყურებს ამ მოვლენებს.
გენდერული ფსიქოლოგია - ესაა ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ქალისა
და მამაკაცის პიროვნული მახასიათებლების ჩამოყალიბებისა და განვითარების
კანონზომიერებებს, რომლებიც განპირობებულია სქესობრივი დიფერენციაციით,
სტრატიფიკაციით და იერარქიზაციით.
გენდერულ ფსიქოლოგიაში სქესობრივი დიფერენციაციის პრობლემათა ანალიზისას
აქცენტი კეთდება როლების, სტატუსების, ქალისა და მამაკაცის პოზიციათა
იერარქიულობაზე. აქტიურად განიხილება უთანასწორობის, დისკრიმინაციის, სექსიზმის
საკითხები (სექსიზმი - დისკრიმინაცია სქესობრივი ნიშნით). პიროვნების სოციალური
ქცევის დეტერმინაციაში პრიორიტეტი ეძლევა სოციოკულტურულ ფაქტორებს.
გენდერული ფსიქოლოგიის სტრუქტურაში გამოიყოფა შემდეგი განყოფილებები:
• გენდერულ განსხვავებათა ფსიქოლოგია;
• გენდერული სოციალიზაცია;
• პიროვნების გენდერული მახასიათებლები;
• გენდერულ დამოკიდებულებათა ფსიქოლოგია.
პრაქტიკული ფსიქოლოგია. პრაქტიკული ფსიქოლოგები ემსახურებიან უშუალოდ
პრაქტიკის საჭიროებებს. პრაქტიკოს ფსიქოლოგთა შორის ერთნი დაკავებული არიან
ცალკეული ადამიანების პრობლემებით, მეორენი ჯგუფში (ოჯახი, გუნდი, კოლექტივი და
ა.შ.), ურთიერთობების მოგვარებით, მესამენი ორიენტირებული არიან განათლების,
ვაჭრობისა თუ ჯანდაცვის სფეროში წარმოქმნილ პრობლემებზე. ზოგიერთი მათგანი
მუშაობს პირად კაბინეტში, სხვები - კლინიკაში, სკოლაში, საწარმოში, სახელმწიფო თუ
კერძო დაწესებულებებში.
რა უბანზეც არ უნდა მუშაობდეს პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, მას ევალება
გაერკვეს პრობლემის არსში, ე. ი. დასვას დიაგნოზი (ფსიქოდიაგნოსტიკა), გამოიმუშავოს
რეკომენდაციები ნეგატიური მოვლენების პროფილაქტიკის ან პრევენციის
(ფსიქოპროფილაქტიკა) კუთხით და უშუალოდ იმუშაოს ინდივიდთან ან ჯგუფთან
მდგომარეობის გამოსწორების (ფსიქოკორექცია) მიზნით სხვადასხვა სპეციალური
მეთოდების ან ტექნიკების გამოყენებით. ეს ტექნიკები წარმოადგენენ ისეთი ხერხების
ერთობლიობას, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, კონკრეტული პრობლემიდან
გამომდინარე, გავაუმჯობესოთ ადამიანთა შორის ურთიერთობები, ვაგრძნობინოთ ადამიანს
შვება, დავეხმაროთ თავისი ქცევის ორგანიზაციის ან ოპტიმიზაციის საქმეში და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ტექნიკის არჩევას, თვით პრობლემის ხასიათთან ერთად,
განაპირობებს ის, თუ რომელ თეორიულ სისტემაზეა ორიენტირებული პრაქტიკოსი
ფსიქოლოგი (ფსიქოანალიზი, ბიჰევიორიზმი, კოგნიტივიზმი, ჰუმანისტური ფსიქოლოგია
და ა.შ.).

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკოსი ფსიქოლოგის საქმიანობის სამ ძირითად


სფეროს წარმოადგენს ფსიქოდიაგნოსტიკა, ფსიქოპროფილაქტიკა და ფსიქოკორექცია.

თანამედროვე მიმდინარეობები
არაცნობიერის ფსიქოლოგია (ფსიქოანალიზის თეორია)
არაცნობიერის ფსიქოლოგია ეფუძნება იდეას, რომ არსებობს ფსიქიკა
ცნობიერების გარეშე და მისგან დამოუკიდებლად. ამდენად, ეს მიმდინარეობა
უპირისპირდება ყველა იმ თეორიულ სისტემას, რომელიც ფსიქოლოგიის საგანს
ცნობიერებით შემოფარგლავს. სიღრმის ფსიქოლოგიის კვლევის საგანს არაცნობიერი
ფსიქიკა შეადგენს. სიღრმის ფსიქოლოგიაში არაცნობიერი ფსიქიკისა და პიროვნების
პრობლემები ორგანულად არის დაკავშირებული ერთმანეთთან. იგი პიროვნების
კატეგორიასაც განიხილავს, ოღონდ იმ როლის თვალსაზრისით, რომელსაც მასში
არაცნობიერი სფერო თამაშობს. ამ მიმდინარეობის ცენტრალური მოძღვრება
ფროიდის ფსიქოანალიზია. მას მიეკუთვნება, აგრეთვე ადლერის ინდივიდუალური
ფსიქოლოგია და იუნგის ანალიზური ფსიქოლოგია.
ზიგმუნდ ფროიდი დაიბადა 1856 წელს ავსტრია-უნგრეთის პროვინცია
მორავიაში, ქალაქ ფრაიბერგში, რომელსაც ამჟამად პრიბორი ჰქვია და ჩეხეთის
ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი ხელმოკლე კომერსანტის უფროსი ვაჟი იყო. 1860
წელს ოჯახი ვენაში გადასახლდა, სადაც ფროიდმა თითქმის მთელი ცხოვრება
გაატარა. მან დაასრულა ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და
მედიცინის დოქტორის ხარისხიც მიიღო. დაინტერესებული იყო ქიმიითა და
ბიოლოგიური დისციპლინებით, ამავე დროს ფართო ფილოსოფიური განათლებაც
შეიძინა. მან ბევრ სფეროში მოსინჯა თავისი ძალები, მაგრამ საბოლოოდ ფინანსური
მოსაზრებებით, კერძო საექიმო პარაქტიკას მოჰკიდა ხელი. სწორედ ამ პრაქტიკამ
მიიყვანა იგი თავის მეცნიერულ შეხედულებებამდე. ფსიქოანალიზს, როგორც
თეორიულ სისტემას, კლინიკური მონაცემები უდევს საფუძვლად. გარდა ამისა,
ფსიქოანალიზის სახელით არის ცნობილი ფროიდის მიერ შემუშავებული
ფსიქოთერაპიული მეთოდიც, რომელსაც ავტორი მეცნიერულ კვლევის მეთოდად
განიხილავდა და აქტიურად იყენებდა მთელი ცხოვრების მანძილზე. ფროიდის
სამკურნალო პარაქტიკა უაღრესად ფართო იყო. მასთან მთელი მსოფლიოდან
ჩამოდიოდნენ პაციენტები. საფრანგეთის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში მუშაობის
შემდეგ იგი დარწმუნდა, რომ არსებობს, ე.წ. ფუნქციონალური დაავადებები (მაგ.
ისტერია) რომელთათვისაც დამახასიათებელია მოძრაობის, აღქმის, მეტყველების ან
სეკრეტორული სახის დარღვევები. ამ დარღვევებს არ გააჩნიათ რეალური ორგანული
საფუძველი. ისინი გარკვეული ფსიქო-ტრავმატული სიტუაციებით გამოწვეულ
ფსიქოფიზიოლოგიურ რეაქციებს ან მათ ფრაგმენტებს წარმოადგენენ. (ტიპიურ
მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს იმ ქალის გამუდმებული ქალური ავადმყოფობები,
(სისხლდენები) რომელსაც ქმარი არ უყვარდა და არ უნდოდა მასთან ურთიერთობა.
ქმართან გაყრის შემდეგ ქალს პრობლემები თავისით მოუგვარდა). აღმოჩნდა, რომ
ფუნქციონალური დარღვევების სიმპტომების მოხსნა შესაძლებელია ფსიქოთერაპიის
მეშვეობით. ის მეცნიერები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობდნენ ფართოდ
იყენებდნენ ჰიპნოზის ტექნიკას. ავადმყოფს ჰიპნოტურ მდგომარეობაში
ალაპარაკებდნენ იმ ვითარების შესახებ, რომელიც მისი დაავადების მიზეზი გახდა.
როდესაც ამ მოგონებებს მწვავე ემოციური რეაქცია მოჰყვება, ხდება სიმპტომების
მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა, ანუ ,,კათარზისი” (,,განწმენდა”). ფროიდი
თვლიდა, რომ ნორმალურ მდგომარეობაში, პათოგენური სცენები და მათი კავშირი
სიმპტომებთან ავადმყოფის ცნობიერებიდან განდევნილია, ხოლო ჰიპნოტური
გახსენება ტრავმატული განცდების ნარჩენების (სიმპტომების) მოხსნას იწვევს.
ფროიდმა ეს ფაქტი, ბრეიერთან ერთობლივად გამოქვეყნებულ წიგნში, ისტერიის
შესახებ, აღწერა, რომელიც ფსიქოანალიზის საწყის პუნქტად არის მიჩნეული. მალე
ფროიდმა ურთიერთობა გაწყვიტა ბრეიერთან. თეორიულ პლანში მათი პოზიციების
დაშორება ფროიდის მიერ ნერვოზის ბუნების სექსუალიზაციაში გამოიხატა. იდეა
სექსუალური მომენტის შესაძლო მნიშვნელობის შესახებ ნერვოზის ეტიოლოგიაში
ფროიდმა პირველად საფრანგეთის კლინიკაში მუშაობისას შარკოსგან მოისმინა. ის
ვარაუდის სახით იყო გამოთქმული პირად საუბარში, მაგრამ ფროიდმა ამ მომენტს
უპირველესი მნიშვნელობა მიანიჭა. ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკაში, რომელიც
ასოციაციების, სიზმრების, შემცდარი მოქმედებების და ა.შ. ანალიზს გულისხმობდა,
იგი ნერვოტული დაავადების ძირითადი მიზეზის როლში სექსუალურ სფეროსთან
დაკავშირებულ მოვლენებს აწყდებოდა.
ხსენებულ ფსიქოანალიტიკურ მეთოდს ფროიდმა მას შემდეგ მიმართა, რაც
დარწმუნდა ჰიპნოზის არაეფექტურობაში. კათარზისი ღრმა ჰიპნოზურ
მდგომარეობას გულისხმობს, რომლის მიღწევაც ყოველთვის არ ხერხდება. მეტიც
ზოგი ადამიანი საერთოდ არ ექვემდებარება ჰიპნოზს. ყველაზე რთულ შემთხვევაში
ჰიპნოზი არ მუშაობდა, იგი ვერ სძლევდა პაციენტის წინააღმდეგობას. (ზოგი იმასაც
აღნიშნავდა, რომ თავად ფროიდიც საკმარისად ვერ ფლობდა ჰიპნოზის ტექნიკას,
ამანაც გამოიწვია მისი გულაცრუება ჰიპნოზის მიმართ). ასე თუ ისე, ფროიდის წინაშე
დადგა ერთი შეხედვით სრულიად გადაუჭრელი ამოცანა - არაჰიპნოტურ,
ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისაგან გაეგო ის, რაც მხოლოდ ექიმმა კი
არა თავად ავადმყოფმაც არ იცოდა. ამ ამოცანის გადაწყვეტაში მას დაეხმარა
ბერნჰეიმის გამოცდილება, რომელიც პოსტჰიპნოტური ამნეზიის მიუხედავად,
პაციენტისადმი დაჟინებული მოთხოვნით იწვევდა იმ განცდების მოგონებებს,
რომლებიც მათ სომნაბულურ მდგომარეობაში ჰქონდათ. თავდაპირველად ფროიდი
ასე იქცეოდა: როდესაც ავადმყოფები დაიწყებდნენ მტკიცებას, რომ მეტი აღარაფერი
იციან, იგი არწმუნებდა მათ, რომ ეს ასე არ არის. მათ უნდა განაგრძონ მოგონება, და
როცა იგი შეეხება მათ შუბლს, ისინიც აუცილებლად იტყვიან რაც საჭიროა. საკმაოდ
ხშირად ფროიდი ასეთი გზით მართლაც იღებდა სასარგებლო ინფორმაციას
პათოგენური სცენებისა და მათგან დარჩენილი სიმპტომების კავშირის შესახებ. მაგრამ
ეს ძალიან რთული, შრომატევადი და არც თუ ყოველთვის წარმატებულ პროცედურას
წარმოადგენდა. აშკარა იყო, რომ არსებობდა რაღაც ძალები, რომლებიც
წინააღმდეგობას უწევდა მოგონებას. ამ წინააღმდეგობის იდეაზე ააგო ფროიდმა
ფსიქოთერაპიის თავისი გაგება: პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა
მოიხსნას ეს წინააღმდეგობა, რადგანაც დაავადებას სწორედ ის ძალები იწვევენ,
რომლებიც ახლა ეწინააღმდეგებიან ტრავმატული შინაარსის მოგონებას. მათ
განდევნეს ცნობიერებიდან შესაბამისი პათოგენური განცდები. ნერვოზის
ჩამოყალიბებაში უმთავრესი განდევნის მექანიზმია, ამტკიცებდა ფროიდი.
აღწერილი ფსიქოთერაპიული ტექნიკა თანდათან იხვეწებოდა და, საბოლოოდ,
თავისუფალი ასოციაციის მეთოდის სახე მიიღო. ფროიდი უკვე აღარ უსვამს პაციენტს
კითხვებს; იგი უბრალოდ მიყვება ასოციაციის დინებას, გულწრფელად ლაპარაკობს
ყველაფერზე, რაც სპონტანურად მოუვა თავში ყოველგვარი კონტროლისა და
კრიტიკის გარეშე ვერბალიზებული შინაარსის მიმართ. მიღებულ მასალას ფროიდი
ფსიქოანალიზის მადანს უწოდებდა. აუცილებელია მისი გადამუშავება,
ინტერპრეტაცია, ვინაიდან წინააღმდეგობის გამო აზრი ან წარმოდგენა, რომელიც
სიმპტომს გამოხარტავს, მახინჯდება, მისი სხვა აზრით შენიღბვა ხდება. შენიღბული
აზრი განდევნილი აზრის შემცვლელია. რაც მეტია წინააღმდეგობა მით მეტია
დამახინჯება. ამასთან შენიღბულ აზრს ყოველთვის გააჩნია რაღაც მსგავსება საძიებელ
პათოგენურ აზრთან, რაც შესაძლებელს ხდის ამ უკანასკნელის აღდგენას ანალიზის
გზით. თავისუფალ ასოციაციებში ამოტივტივებული შემთხვევითი აზრი ან
წარმოდგენა სინამდვილეში არ არის შემთხვევითი. იგი დაკავშირებულია განდევნილ
შინაარსთან მინიშნების, გადაკრული სიტყვის წესით. ამ კავშირების ანალიზს, მათ
გაშიფრას ფროიდი მაშინ იწყებდა, როცა ასოციაციურ ექსპერიმენტში თავს იჩენდა
სხვადასხვა სახის გართულება, (პაციენტი იბნევა, ენა ებმის, იმეორებს ერთ და იმავე
სიტყვებს, ჩივის, რომ რაღაცას ვერ იხსენებს, ან სულაც უარს ამბობს სეანსის
გაგრძელებაზე). მას მიაჩნდა, რომ ამ შემთხვევაში ავადმყოფი გაუცნობიერებლად,
თავისდაუნებურად ეწინააღმდეგება რაღაც საიდუმლო აზრებს ან სურვილებს.
სწორედ აქ ეძებდა ფროიდი იმ ძაფის ბოლოს, რომელსაც შეეძლო მიეყვანა
ცნობიერებიდან განდევნილ და აკრძალულ შინაარსებთან.
უკვე ითქვა, რომ ასოციაციურ ექსპერიმენტში ესა თუ ის გამონათქვამი
მიანიშნებს ნერვოტულ, დაფარულ აზრზე. მინიშნების ეს მექანიზმი ნორმაშიც
მოქმედებს და ყოვედღიური ცხოვრების ბევრ მოვლენაში იჩენს თავს, ვთქვათ
ანეგდოტებში, ხუმრობებში და სხვა. ამ საკითხის ფროიდისეული ანალიზის
ილიუსტრაციას შემდეგი მაგალითი იძლევა: ორი არცთუ კეთილსინდისიერი
საქმოსანი საეჭვო გზებით გამდიდრდა და მაღალ საზოგადოებაში მოინდომეს შესვლა.
მათ ცნობილ მხატვარს დაუკვეთეს თავისი პორტრეტები და დიდი წვეულებაც
მოაწყვეს. სტუმრებს შორის ერთი კრიტიკოსი ერია, მან დიდხანს უყურა პორტრეტებს,
შემდეგ მათ შორის ცარიელ სივრცეზე მიუთითა და იკითხა სად არის მაცხოვარი?
კრიტიკოსს უნდოდა ეთქვა თქვენ ორი ყაჩაღი ხართ, რომელთა შორის ჯვარცმული
მაცხოვარი ეკიდაო, მაგრამ ამის ნაცვლად კრიტიკოსი ისეთ სიტყვებს წარმოთქვამს,
რომელსაც ერთი შეხედვით კავშირიც არა აქვს სიტუაციასთან, თუმცა ჩვენ მაშინვე
ვხვდებით მის მინიშნებას. აზრის შენიღბვის მოტივირება, მექანიზმი აქ ისეთივეა,
როგორც თავისუფალი ასოციაციების დროს. სათქმელი პირდაპირ იმიტომ არ ითქვა,
რომ მოცემულ სიტუაციაში ეს არც ისე უსაფრთხო იქნებოდა.
იგივე მექანიზმი მოქმედებს სიზმარშიც. ამიტომაც სიზმრების ინტერპრეტაცია
ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. ფროიდი განასხვავებს სიზმრის ღია
ტექსტს ანუ მანიფესტურ სახეს, ფასადს და მის დაფარულ, შენიღბულ, ლატენტურ
აზრს. ამ უკანასკნელს ის სურვილები და ტენდენციები შეადგენს, რომლებსაც
ადამიანი საკუთარ თავსაც არ უმხელს, რომლებიც მისთვის აუცილებლად
მიუღებელია. ასეთი აზრები, ჩვეულებრივ ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებიან და
ღვიძილში საერთოდ ვერ ამოდიან ცნობიერებაში, მაგრამ ძილში, როდესაც
ცნობიერების კონტროლი შესუსტებულია ანუ ნაკლები წინააღმდეგობის პირობებში,
მათ საშუალება ეძლევათ თავი იჩინონ სიზმრისეულ ცნობიერებაში, ოღონდ
სახეშეცვლილი, შენიღბული, სიმბოლური სახით. ვინაიდან გარკვეული კონტროლი
და ცენზურა ძილშიც შენარჩუნებულია. ამიტომაც საჭირო ხდება მათი გაშიფრვა,
ინტერპრეტაცია, რასაც ფსიქოანალიტიკოსი აკეთებს მათი რეალური მნიშვნელობის
გამოსავლენად. სიმბოლიზაციის აზრი, რასაც ფროიდი ,,სიზმრების სამუშაოს”
უწოდებს სიზმრის ნამდვილი შინაარსის შენიღბვაშია. ფსიქოანალიტიკოსმა ფარდა
უნდა ახადოს მათ საიდუმლო მნიშვნელობას.
სიზმარს ხედავენ როგორც ავადმყოფური ისე ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე
ადამიანები. ორივე შემთხვევაში მათი აღმოცენებისა და მოქმედების პრინციპები
ერთი და იგივეა – განდევნა, სახეცვლილება, კომპრომისული შინაარსის შექმნა და ა.შ.,
რაც არაცნობიერი და ცნობიერი სისტემის დაპირისპირების შედეგია. ფროიდი
თვლიდა რომ ფსიქოანალიზი არ არის დამხმარე მეცნიერება ფსიქოთერაპიის
სფეროში, ის საერთოდ ფსიქიკის შესახებ მოძღვრებაა. ამაზე მიუთითებს ისეთი
სულიერი მოვლენების ანალიზიც, რომლებსაც როგორც წესი არ ანიჭებენ რაიმე
მნიშვნელობას, მაგრამ მათი შესწავლა ფსიქოანალიტიკური კვლევის ერთ-ერთი
შემადგენელი ნაწილია. ესაა ყოველგვარი სახის შეცდომითი მოქმედება, რომელიც
მრავლად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში: მაგალითად წამოცდენები, წერითი ან
კითხვითი შეცდომები, განზრახვის ან რაიმე კარგად ნაცნობის დავიწყება (მაგ:
სიტყვების სახელების), საგნების დაკარგვა, დამტვრევა და სხვა. ამას ჩვეულებრივ,
შემთხვევითობით, უყურადღებობით ხსნიან. ასევე არ ექცევა ყურადღება იმ ჟესტებს,
მოძრაობებს, აქტებს, რომლებსაც მათი შემსრულებელი შეიძლება ვერც ამჩნევდეს:
ხელში საგნების ტრიალი, რომელიმე მელოდიის გაუთავებელი ღიღინი ან ფრაზის
აკვიატებული ჩურჩული და სხვა. სინამდვილეში ასეთი გამოვლინებები სრულიად
კონკრეტული ფსიქოლოგიური მნიშვნელობის მატარებელია და ხშირად ისეთი
იმპულსებისა და ზრახვების არსებობაზე მიუთითებენ, რომლებიც ადამიანებმა
საკუთარ ცნობიერებას უნდა დაუმალონ. მათი მეშვეობით ადამიანი ამჟღავნებს თავის
საიდუმლოს, სატკივარს, დაფარულ სურვილებს. ამიტომ ასოციაციებისა და
სიზმრების მსგავსად, საჭიროა მათი ინტერპრეტაცია. ამან შესაძლოა განდევნილ
შინაარსთან, მის ნამდვილ სახესთან მიგვიყვანოს, არაცნობიერში ჩაგვახედოს. იგივე
ითქმის ანეგდოტების, ხუმრობების, კალამბურების შესახებაც. თეორიულ პლანში
ფროიდი შემდეგი პრინციპებიდან ამოდის: ფსიქიკა არ ამოიწურება ცნობიერებით.
უფრო მეტიც ფსიქიკა აისბერგს წააგავს, რომლის მხოლოდ ზედა, მცირე ნაწილია
ცნობიერება, ხოლო უმეტესი ნაწილი არაცნობიერის სიღრმეებშია ჩაძირული.
პიროვნების სტრუქტურა. ფროიდის თეორიაში პიროვნული განსხვავებები იმ
განსხვავებული გზებიდან წარმოიქმნება, რომლებითაც ადამიანები უმკლავდებიან
თავის ძირითად ლტოლვებს. ამ განსხვავებების ასახსნელად ფროიდმა
წარმოგვიდგინა უწყვეტი ბრძოლა პიროვნების ორ ანტაგონისტურ ნაწილს _ იდსა
და სუპერეგოს _ შორის, რომელსაც აშუალებს მე-ს მესამე ასპექტი _ ეგო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სამ ასპექტს ისე განვიხილავთ, თითქოს ისინი
განცალკევებული არსებები იყვნენ, გახსოვდეთ, რომ ფროიდისთვის ისინი
მხოლოდ განსხვავებულ ფსიქიკურ პროცესებს წარმოადგენდნენ; იგი არ
განსაზღვრავდა განსაკუთრებულ მდებარეობებს ტვინში იდისათვის, ეგოსათვის და
სუპერეგოსათვის.
იდი არის ძირითადი ლტოლვების საცავი. ის ირაციონალურად ოპერირებს,
მოქმედებს იმპულსურად და უბიძგებს გამოხატვისაკენ და დაუყოვნებელი
სიამოვნებისაკენ იმის გათვალისწინების გარეშე, არის თუ არა ის, რაც მას სურს
რეალურად შესაძლებელი, სოციალურად სასურველი ანდა მორალურად მისაღები.
იდს მართავს სიამოვნების პრინციპი, სიამოვნების უმართავი ძიება,
განსაკუთრებით სექსუალური, ფიზიკური და ემოციური სიამოვნებისა, რომელიც
უნდა იყოს განცდილი აქ და ამჟამად, შემდგომ შედეგებზე ზრუნვის გარეშე.
ეგო არის მე-ს რეალობაზე დაფუძნებული ასპექტი, რომელიც განსჯის,
აგვარებს კონფლიქტებს იდის იმპულსებსა და სუპერეგოს მოთხოვნებს შორის. ეგო
წარმოადგენს ინდივიდის პირად შეხედულებებს ფიზიკურ და სოციალურ
რეალობაზე, მის ცნობიერ წარმოდგენებს ქცევის მიზეზებსა და შედეგებზე. ეგოს
საქმიანობის ნაწილია ისეთი მოქმედებების არჩევა, რომლებიც დააკმაყოფილებს
იდის იმპულსებს არასასურველი სამომავლო შედეგების გამოწვევის გარეშე. ეგოს
მართავს რეალობის პრინციპი, რომელიც რაციონალურ არჩევანს სიამოვნების
მიღების მოთხოვნებზე მაღლა აყენებს. ამგვარად, ეგო შეაკავებს გამოცდაზე
მოტყუების იმპულსს, ამ ტყუილში გამოჭერის შემთხვევაში სამომავლო შედეგზე
ზრუნვის გამო, და ის ჩაანაცვლებს ამ იმპულსს მომავალში უფრო კარგად სწავლის
ან მასწავლებლის სიმპათიის გამოწვევის გადაწყვეტილებით. როდესაც იდი და
სუპერეგო კონფლიქტში იმყოფებიან, ეგო ისეთ კომპრომისს პოულობს, რომელიც
ნაწილობრივ დააკმაყოფილებს ორივეს; თუმცა, როდესაც იდის და სუპერეგოს
ზეწოლა ძლიერდება, ეგოსათვის უფრო ძნელი ხდება ოპტიმალური
კომპრომისების გამოძებნა.
სუპერეგო წარმოადგენს ინდივიდის მიერ საზოგადოებისაგან ნასწავლი
ღირებულებების საცავს, მორალური დამოკიდებულებების ჩათვლით. სუპერეგო,
უხეშად რომ ვთქვათ, სინდისის ზოგად ცნებას შეესაბამება. ის ვითარდება,
როდესაც ბავშვი საკუთარ ღირებულებებად იღებს მშობლების და სხვა უფროსების
აკრძალვებს სოციალურად არასასურველ ქცევასთან დაკავშირებით. ეს არის უნდა-
ს და არ უნდა-ს შინაგანი ხმა. სუპერეგო, ასევე, მოიცავს ეგოს იდეალს, ინდივიდის
წარმოდგენას ისეთ პიროვნებაზე, როგორადაც ჩამოყალიბებას იგი უნდა
ცდილობდეს. ამდენად, სუპერეგო ხშირად კონფლიქტშია იდთან. იდს უნდა იმის
გაკეთება, რაც სიამოვნებას მიანიჭებს მაშინ, როდესაც სუპერეგო დაჟინებით
ითხოვს იმის გაკეთებას, რაც სწორია.
ჰუმანისტური მიმდინარეობა
ჰუმანისტური ფსიქოლოგია 1950-იან წლებში გაჩნდა. ჰუმანისტური
ფსიქოლოგიის მიხედვით, ადამიანების ქცევას არ განაპირობებს არც შინაგანი,
ინსტინქტური ძალები, როგორც ამას ფროიდიანელები მიიჩნევენ და არც გარეგანი
ძალები, როგორც ბიჰევიორისტებს მიაჩნდათ. ადამიანები აქტიური ქმნილებები
არიან, შინაგანად კარგები და არჩევანის გაკეთების უნარი აქვთ. ჰუმანისტური
მიმდინარეობის მიხედვით, ადამიანის ძირითადი ამოცანაა სწრაფვა საკუთარი
პოტენციის, შესაძლებლობების, უნარების და ნიჭის სრულად განვითარებისაკენ.
ჰუმანისტი ფსიქოლოგები სწავლობენ ქცევას, მაგრამ არა ლაბორატორიულ
პირობებში და არა მის შემადგენელ ელემეტებზე ან კომპონენტებზე დაყვანით.
ისინი ადამიანთა ცხოვრების განმავლობაში გამოვლენილ ცხოვრებისეული
ისტორიების პატერნებს აკვირდებიან. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის
წარმომადგენლები ინდივიდის მიერ განცდილ სუბიექტურ სამყაროს სწავლობენ
და არა გარეგანი დამკვირვებლის და მკვლევარის თვალით დანახულ ობიექტურ
სამყაროს. ამიტომ, ისინი ფენომენოლოგიური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებადაც
ითვლებიან, რადგან მოვლენებზე ცალკეული მოქმედი სუბიექტის (actor) პირად
შეხედულებას სწავლობენ. მათი აზრით, ნამდვილი წვდომა ნიშნავს ინდივიდის
ფსიქიკის, სხეულის და ქცევის ცოდნას სოციალური და კულტურული ფაქტორების
გათვალისწინებით. ჰუმანისტური მიდგომა აფართოებს ფსიქოლოგიის სფეროს და
მასში ლიტერატურის, ისტორიის, ხელოვნების შესწავლიდან მიღებულ
გაკვეთილებს რთავს. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ამბობენ,
რომ მათი მიდგომა არის ის საფუარი, რომელიც ეხმარება ფსიქოლოგიას ადამიანის
ბუნების ცხოველურ ასპექტებზე და უარყოფით ძალებზე ზემოთ დადგეს.
ჰუმანისტურმა მიმდინარეობამ დიდი გავლენა იქონია ფსიქოთერაპიაში ახალი
მიდგომების გაჩენაზე.
პიროვნების ჰუმანისტური თეორიის მიმდევრების აზრით, როგორებიც
არიან კარლ როჯერსი, აბრაჰამ მასლოუ და კარენ ჰორნი, ქცევის მოტივაცია
მომდინარეობს პიროვნების უნიკალური (როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი)
ტენდენციებიდან, განვითარდეს და შეიცვალოს თვითაქტუალიზაციის მიზნისაკენ
მიმავალი დადებითი მიმართულებებით. თვითგანხორციელებისაკენ სწრაფვა
კონსტრუქტული წარმმართველი ძალაა, რომელიც ზოგადად ყოველ ადამიანს
დადებითი ქცევისაკენ და მე-ს სრულყოფისაკენ მიმართავს.
თვითაქტუალიზაციისკენ სწრაფვა ხანდახან კონფლიქტში მოდის საკუთარი და
სხვების მოწონების მოთხოვნილებასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც
ადამიანი გრძნობს, რომ მოწონების დამსახურებისთვის გარკვეულ მოვალეობებსა
თუ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, კარლ როჯერსი ხაზს უსვამს
უპირობო დადებითი განწყობის მნიშვნელობას ბავშვების აღზრდის დროს. იგი
თვლიდა, რომ ბავშვებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი ყოველთვის ეყვარებათ და
მოეწონებათ, მიუხედავად მათი შეცდომებისა და ცუდი ქცევისა; რომ მათ არ
სჭირდებათ თავისი მშობლების სიყვარულის დამსახურება. მისი რეკომენდაციით,
როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, მშობლებმა ხაზი უნდა გაუსვან, რომ მათ ქცევა არ
მოსწონთ და არა _ თვითონ ბავშვი. უპირობო დადებითი განწყობა მნიშვნელოვანია
ზრდასრულ ასაკშიც, რადგანაც ნერვიულობა იმის შესახებ, მოვწონვართ სხვებს თუ
არა, ხელს უშლის თვითაქტუალიზაციას. როგორც მოზრდილ ადამიანს, თქვენ
გჭირდებათ გასცეთ და მიიღოთ უპირობო დადებითი განწყობა იმ ადამიანებისაგან,
ვისთანაც ახლოს ხართ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საჭიროა გრძნობდეთ
უპირობო დადებით თვითპატივისცემას ანუ საკუთარი თავის მიმღებლობას,
მიუხედავად იმ სისუსტეებისა, რომელთა შეცვლას შეიძლება ცდილობთ.
მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად არ მიაგებენ სათანადო პატივს, კარენ
ჰორნი კიდევ ერთი ცენტრალური თეორეტიკოსია, რომლის იდეებმაც განაპირობა
ჰუმანისტური ფსიქოლოგიის დაფუძნება. ჰორნი დარწმუნდა, რომ ადამიანებს აქვთ
„ნამდვილი მე“, რომელიც აქტუალიზაციისათვის ხელშემწყობ ისეთ გარემო
პირობებს მოითხოვს, როგორიცაა: სითბოს ატმოსფერო, სხვების კეთილგანწყობა და
მშობლების სიყვარული ბავშვის, როგორც „კონკრეტული ინდივიდის“ მიმართ.
როდესაც არ არსებობს აღზრდის ასეთი ხელშემწყობი პირობები, ბავშვი ავითარებს
ბაზისურ შფოთვას, რომელიც აკავებს რეალური გრძნობების გამოხატვის
სპონტანურობას და ხელს უშლის სხვებთან ეფექტურ ურთიერთობას. თავისი
ბაზისური შფოთვის დასაძლევად ინდივიდები ინტერპერსონალურ ან
ინტრაფსიქიკურ დაცვებს მიმართავენ. ინტერპერსონალური დაცვები წარმოქმნიან
მოძრაობას სხვებისკენ (რაც გამოიხატება გადაჭარბებული თანხმობისათვის
მზაობისა და თვითშეკავებითი მოქმედებების მეშვეობით), სხვების წინააღმდეგ
(რაც გამოიხატება აგრესიული, ამპარტავანი, ან ნარცისისტული
გადაწყვეტილებებით) ან სხვებისაგან (რაც გამოიხატება განკერძოებულობის
მეშვეობით). ინტრაფსიქიკური დაცვები მუშაობენ, რათა ჩამოაყალიბონ
არარეალური იდეალიზებული მეს ხატი, რომელსაც შედეგად მოსდევს „დიდების
ძიება“ ამ ხატის გასამართლებლად და სიამაყის სისტემა, რომელიც ექვემდებარება
ქცევის რიგიდულ წესებს, რათა შეესაბამებოდეს ამ გრანდიოზულ თვითშეფასებას.
ასეთი ადამიანები ხშირად „უნდა-ს ტირანიის“ ქვეშ ცხოვრობენ და საკუთარი თავის
მიმართ წაყენებული აქვთ ისეთი მოვალეობები, როგორიცაა: „მე სრულყოფილი,
კეთილშობილი, მიმზიდველი, მამაცი უნდა ვიყო“ და ა.შ. ჰორნის აზრით,
ჰუმანისტური თერაპიის მიზანი იყო, დახმარებოდა ინდივიდს თვითრეალიზაციის
მიღწევაში და ხელი შეეწყო ადამიანის ბუნებაში თანდაყოლილი კონსტრუქციული
ძალებისათვის, რომლებიც ეხმარებიან თვითგანხორციელებისაკენ სწრაფვას.
თვითაქტუალიზაცია, ანუ ნამდვილი მე-ს მიმართულებით პროგრესის
აქცენტირება წარმოადგენს მასლოუს, როჯერსისა და ჰორნის თეორიების
მნიშვნელოვან ასპექტს. გარდა ამისა, ჰუმანისტური თეორიები აღწერილ იქნა,
როგორც ჰოლისტური, დისპოზიციური, ფენომენოლოგიური და
ეგზისტენციალური. ვნახოთ, რა არის ამის მიზეზი. ჰუმანისტური თეორიები
ჰოლისტურია, რადგან ადამიანების ცალკეულ ქმედებებს მთლიანი პიროვნებების
ტერმინებით ხსნიან. ადამიანები არ განიხილებიან, როგორც ჯამი ცალკეული
ნიშნებისა, რომლებიც სათითაოდ ახდენენ სხვადასხვაგვარ გავლენას ქცევაზე.
მასლოუს აზრით, ადამიანები არსებითად მოტივირებულნი არიან
მოთხოვნილებების იერარქიის უფრო მაღალი დონეებისაკენ, თუ უფრო დაბალ
დონეზე აღმოცენებულმა დეფექტებმა არ ჩამოქაჩეს ისინი დაბლა.

IV. სტრესი

სტრესი ინგლისური სიტყვაა (stress) და ნიშნავს ზეწოლას, დაძაბვას. თუმცა დღეს ეს ტერმინი
ყველა ენაში გამოიყენება როგორც მეცნიერული ცნება, რომელიც აღნიშნავს ადამიანის
მთლიანობით ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ პასუხს ექსტრემალურ სტიმულაციაზე.
პირველად ეს ცნება შემოიტანა კანადელმა მეცნიერმა ჰანსს სელიემ, რომელიც სტრესს
განიხილავდა, როგორც ორგანიზმის მთლიანობით საადაპტაციო რეაქციას ძლიერ და
ხანგრძლივ გამღიზიანებელზე. სელიე არჩევდა სტრესის სამ ფაზას: პირველ ფაზაში ხდება
ორგანიზმის ფსიქო-ფიზიკური ძალების მობილიზაცია სტრესთან საბრძოლველად; მეორე
ფაზაში გრძელდება წინაარმდეგობის გაწევა; მესამე ფაზაში მიმდინარეობს ძალების
თანთანობითი გამოფიტვა, როდესაც ორგანიზმი ვეღარ იცავს თავს სტრესოგენური
ფაქტორებისაგან და მისი ფუნქცია ირღვევა.
სტრესს იწვევს მრავალი ფაქტორი. თანამედროვე ეპოქაში ეს შეიძლება იყოს ცხოვრების
მაღალი ტემპი, ქალაქის ხმაურის მაღალი დონე, კონკურენცია, ძალადობისა და ტერორიზმის
შიში, საგამოცდო სიტუაციები, მიწისძვრა, წყალდიდობა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები.
ყველა ეს ფაქტორი სტრესორის სახელითაა ცნობილი. სტრესორთა რიგს მიეკუთვნება
ოჯახური სიტუაციები: ახლობლების ავადმყოფობა და სიკვდილი, გაყრა, ოჯახური ძალადობა
და სხვა. სტრესორების სუბიექტური სიძლიერე მნიშვნელოვნად განპირობებულია
კულტურის თავისებურებით. ის, რაც ერთ კულტურაში იწვევს ძლიერ სტრესს მეორე
კულტურაში შეიძლება განიხილებოდეს ჩვეულებრივ მოვლენად. მასშტაბურ
კულტურათაშორისო გამოკვლევაში, რომელიც მოზარდებზე ჩატარდა, ნაჩვენები იქნა, რომ
ქართველი მოზარდებისათვის ყველაზე ძლიერ სტრესორად დასახელდა ახლობლის მძიმე
ავადმყოფობა, ხოლო შვეიცარიელი მოზარდებისთვის პირველ ნომრად დასახელდა
საყვარელი ცხოველის დაღუპვა. სტრესორის სიძლიერე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე,
მათ შორის, მოულოდნელობაზე და იმაზე, რამდენად შეძლებს ადამიანი კონტროლს ძლიერ
სტიმულზე.

ფსიქოლოგია შეისწავლის არა მხოლოდ სტრესის აღმოცენების პირობებს, მის ბუნებას და


მიმდინარეობას, არამედ მისი დაძლევის ხერხებსაც. ბოლო წლებში ფართოდ გავრცელდა
ახალი ცნება სტრესის დაძლევის (coping) შესახებ. მკვლევარების ლაზარუსის და ფოლკმანის
თეორიის მიხედვით ადამიანი სტრესის დროს მიმართავს ორ ძირითად გზას: 1. პრობლემის
გადაჭრაზე ორიენტირებულს ან 2. ე.წ. ემოციურ ქოპინგს, როცა ადამიანი გამოხატავს,
უზიარებს სხვას თავის გრძნობებს, გადაერთვება სხვა საქმიანობაზე, გადააფასებს სტრესის
მნიშვნელობას დადებითი გამოცდილების მიღების თვალსაზრისით და სხვა. ძირითადი
სტრატეგიების გარდა გამოყოფენ აგრეთვე სტრესისაგან გაქცევით რეაქციას, მიმართვას
ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი, სოციალური მხარდაჭერის ძიებას და რელიგიას.
მაგალითად, სტუდენტი, რომელიც ჩაიჭრა გამოცდაზე სტრესულ მდგომარეობაშია. მას
შეუძლია კარგად ისწავლოს საგანი და გადააბაროს (პრობლემაზე ორიენტირებული
სტრატეგია); ან დაიწყოს ჩივილი, ან ჩხუბი (ემოციაზე ორიენტირებული) ან დათვრეს, ან
ყველაფერი გამომცდელს გადააბრალოს, ან ჩათვალოს, რომ უნიჭოა და სწავლის გაგრძელებას
აზრი არა აქვს (გაქცევა) და ა.შ. ძნელია ერთმნიშვნელოვნად შევაფასოთ სტრესის დაძლევის
სტრატეგიების ეფექტურობა, ვინაიდან სტრატეგიების სიხშირე დამოკიდებულია
ინდივიდუალურ თავისებურებებზე და ასაკობრივ და გენდერულ ფაქტორებზე. ადამიანმა
უნდა ისწავლოს სტრესის დაძლევის მისთვის ყველაზე ეფექტური სტრატეგია. ამაშია
ადამიანის ემოციური სიმწიფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი.

სტრესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სომატიკაზე, განსაკუთრებით კი ისეთი


დაავადებების აღმოცენებაზე, როგორიცაა კუჭის წყლული, ჰიპერტონია, ბრონქიალური ასთმა
და სხვა. მაგალითად, ცხოველებზე ჩატარებულ მრავალ გამოკვლევაში ნათლად ჩანს, რომ
დენის დარტყმა, რომელიც პერიოდულად მოქმედებს ცხოველზე და შესატყვისად
დაკავშირებულია ტკივილის მოლოდინთან, ბევრად ადრე იწვევს წყლულს, ვიდრე მაშინ,
როდესაც დარტყმის მოლოდინი არ არსებობს.

შეგრძნება

რეალური სინამდვილის ასახვა ფსიქიკაში, პირველ რიგში, აღქმის სახით ხდება. ჩვენ
აღვიქვამთ საგნებს, მათ მოძრაობას, მათი ზედაპირის სიმაგრეს თუ სირბილეს, მათ ხმაურს,
ფერს, სუნს და ა.შ. საგნის ან მისი ცალკე თვისების, როგორც ობიექტურად ჩვენს გარეთ
არსებულის განცდას - აღქმა ეწოდება.

მაგრამ იმისათვის, რომ აღქმა განხორციელდეს, რომ დავინახოთ საგანი, გავიგონოთ მისი ხმა,
განვიცადოთ მისი ზედაპირის სიგლუვე, ან მისი სირბილე თუ სიმაგრე, ვიგრძნოთ მისი სუნი
და ა.შ., ამ საგანმა სათანადო ნერვების დაბოლოებების (რეცეპტორების) გაღიზიანების
მეშვეობით უნდა წარმოშვას ჩვენში სათანადო შეგრძნებები. შეგრძნების აღმოცენების გარეშე
გარემომცველი სინამდვილის საგანთა აღქმა შეუძლებელია. შეგრძნებები წარმოადგენენ იმ
მასალას, რომელიც აღქმის შინაარსს ”შეადგენს”, ეს მასალა, ნორმალურ პირობებში, საგნების
ან მათი თვისებების სახით ორგანიზირდება. ჩვეულებრივ შეგრძნებები განიცდებიან არა
აღქმისაგან დამოუკიდებლად არამედ აღქმის შინაარსის სახით. ე. ი. როგორც საგნის ფერი,
მისი სუნი, მისი სიგლუვე და ა. შ. და არა საგნობრიობას მოკლებული ”სინათლე” თუ
”სიმწვანე”, სიგლუვე და ა. შ. მხოლოდ იშვიათ არაჩვეულებრივ პირობებში იჩენს თავს ხოლმე
შემთხვევები, როდესაც შეგრძნება განიცდება როგორც ასეთი აღქმის გარეშე. სინამდვილის
თვალსაჩინო ასახვა აღქმის ერთიან, მთლიან პროცესს წამოადგენს, რომელშიაც შეგრძნება არ
არის გამოყოფილი, მაგრამ თანამედროვე ფსიქოლოგიაში ამ ერთიანი პროცესის შედეგად ორი
ცნება ჩამოყალიბდა - აღქმისა და შეგრძნების ცნება.

შეგრძნება არის უმარტივესი ფსიქიკური პროცესი, რომელსაც იწვევს რეცეპტორებზე


გამღიზიანებლის ზემოქმედება. მაგალითად, ადამიანი უყურებს სკამს, მხედველობის
საშუალებით იგი განსაზღვრავს სკამის ფერს, ფორმას, სიდიდეს, შეხების საშუალებით იგი
იგებს, რომ ის მაგარია, ბრტყელია, მძიმეა. ინფორმაციას ამ საგნის ცალკეული თვისებების
შესახებ იძლევა შეგრძნებები.

შეგრძნებები დამახასიათებელია ცხოველებისთვისაც. მაგალითად ძაღლს უფრო ფაქიზი


ყნოსვა აქვს, ჭიანჭველას თვალი არჩევს ულტრაიისფერ სხივებს, რომელიც შეუმჩნეველია
ადამიანის თვალისთვის, არწივს ადამიანზე უფრო მახვილი მხედველობა აქვს, დელფინები და
ღამურები ისმენენ ულტრა ბგერებს, რაც ადამიანს არ შეუძლია. მაგრამ ადამიანი საგნებსა და
მოვლენებში არჩევს უფრო მეტს, ვიდრე არწივის თვალი ან ძაღლის ყური, რადგანაც ადამიანის
შეგრძნებები გამდიდრებულია მისი აზროვნებით.

შეგრძნებების საშუალებებით ჩვენ შევიმეცნებთ საგნების სიდიდეს, ფორმას, ფერს, სიმაგრეს,


სირბილეს, ტემპერატურას, სუნს, გემოს, ხმას. შეგრძნებები იძლევა მასალას უფრო რთული
ფსიქიკური პროცესების (აღქმა, აზროვნება, წარმოსახვა) მუშაობისთვის. შეგრძნებები არის
გარესამყაროს შესახებ ყოველგვარი ცოდნის საწყისი წყარო. დაბადებიდან უსინათლოები
ვერასოდეს ვერ შეიგრძნობენ ფერს, ყრუები - ბგერას, სიმღერას, ფრინველთა გალობას.

შეგრძნების აღმოცენება

იმისათვის,რომ აღმოცენდეს სენსორული პროცესი ანუ შეგრძნება, აუცილებელია რამდენიმე


მომენტი: ჯერ ერთი, რაიმე ფიზიკურმა მოვლენამ ისე უნდა იმოქმედოს სპეციფიკურად
აგებულ ნერვულ სტრუქტურაზე - რეცეპტორზე (რეცეპტორი-”მიმღები” ეწოდება
მგრძნობიარე ნერვების სპეციფიკური აგებულების დაბოლოებებს, რომლებიც სპეციფიკური
ფიზიკური გამღიზიანებლებით ღიზიანდება), რომ გამოიწვიოს ნერვში აგზნების
ფიზიოლოგიური პროცესი. ფიზიკური მოვლენის ასეთ ზემოქმედებას გაღიზიანებას
უწოდებენ, ხოლო თვით მოვლენას გამღიზიანებელს. ამის შემდეგ გამღიზიანებლებით
გამოწვეული აგზნება უნდა გავრცელდეს მგრძნობიარე, ანუ აფერენტული ნერვით თავის
ტვინის სათანადო უბნის ნერვულ უჯრედებზე. შეგრძნება აღმოცენდება ამ ნეირონების
აგზნების შედეგად. მათი აგზნება უკვე განიცდება შეგრძნების სახით.

ამრიგად, ფიზიკური მოვლენა რეცეპტორის გაღიზიანების შედეგად იწვევს აგზნების


ფიზიოლოგიურ პროცესს, რომელიც თავის ტვინის ქერქის სათანადო უჯრედებში
გადასვლისას იწვევს შეგრძნებას - ფსიქიკურ პროცესს.

ი.პ.პავლოვისა და მისი სკოლის კვლევა-ძიების შედეგად გამოირკვა, რომ რეცეპტორი,


სათანადო აფერენტული ნერვი და ცენტრის სათანადო უბნები, არის ნერვულ უჯრედთა
ჯგუფი, რომლებიც არსებითად ერთ რთულ ორგანოს წარმოადგენენ, რომელსაც პავლოვმა
”ანალიზატორი” უწოდა. ანალიზატორი აწარმოებს რეფლექტორულ მოქმედებას, რომელიც
ხელს უწყობს გამღიზიანებლის შეგრძნებას: მაგალითად, თვალის გუგის რეფლექსს სინათლის
ხარისხის შესატყვისად, ან თავის მობრუნებას ბგერის აღსაქმელად და ა. შ.

ანალიზატორის პერიფერიული ნაწილი - რეცეპტორი, სხვადასხვა აგებულებისაა იმისდა


მიხედვით, თუ რომელი სახის გამღიზიანებელს ღებულობს იგი. სხვადასხვა სახის
შეგრძნებებს - მხედველობის, სმენის, შეხების და ა. შ. - განსხვავებული აგებულების
რეცეპტორები ემსახურება. ასევე განსხვავდება ერთმანეთისაგან სტრუქტურით და
ლოკალიზაციით თითოეული შეგრძნების ტვინის ნერვული ცენტრები.

შეგრძნების ზღურბლები

ყოველი ინტენსიობის გამღიზიანებელს როდი შეუძლია შეგრძნების გამოწვევა. იმისათვის,


რომ აღმოცენდეს უსუსტესი შეგრძნება, გამღიზიანებელმა უნდა მიაღწიოს ინტენსიობის
გარკვეულ დონეს. გამღიზიანებლის იმ ინტენსიობას, რომელიც იწვევს უსუსტეს შეგრძნებას,
”შეგრძნების ქვედა, ანუ მინიმალური ზღურბლი” ეწოდება. მაგალითად, ჩვენ ვერ შევიგრძნობთ
მტვრის ნაწილაკების შეხებას კანზე, ვინაიდან ამ გამღიზიანებლის ინტენსიობა ვერ აღწევს
შეხების შეგრძნების ქვედა ზღურბლს. იგი ”ზღურბლქვედაა”. იმისთვის, რომ შევიგრძნოთ
შეხება, მისმა ინტენსიობამ უნდა მიაღწიოს გარკვეულ დონეს. ყოველი სახის შეგრძნებას
თავისი მინიმალური ზღურბლი გააჩნია. მაგალითად, სპექტრის შუა ადგილის მწვანე ფერის
შესატყვისი შეგრძნების ქვედა ზღურბლი უდრის ერგის(ერგი ფიზიკური ენერგიის იმ
ოდენობის პირობითი საზომია, რომელიც საჭიროა ერთი გრამი სიმძიმის ერთ წამში ერთ
სანტიმეტრზე ასაწევად) ერთ მეასმილიონედს, საშუალო სიმაღლის ბგერის შეგრძნების ქვედა
ზღურბლი ერგის ერთ მეათმილიონედს უდრის და ა. შ. შეგრძნების ქვედა ზღურბლი
მოცემული მოდალობის შეგრძნების ორგანოს მგრძნობელობის მაჩვენებელია. რაც უფრო
დაბალია ზღურბლი, მით უფრო მგრძნობიარეა შეგრძნების ორგანო.

ქვედა ზღურბლზე მეტი ინტენსიობის გამღიზიანებელს, ე.ი. ”ზეზღურბლზედა”


გამღიზიანებელს ჩვენ მით უფრო ძლიერად შევიგრძნობთ, რაც უფრო ინტენსიურია იგი,
მაგრამ ამ მიმართულებითაც არსებობს საზღვარი. ეს არის შეგრძნების ”ზედა ანუ
მაქსიმალური ზღურბლი”. გამღიზიანებლის ის ინტენსიობა, რომლის მომატება შეგრძნების
მომატებას არ იწვევს შეგრძნების ზედა ზღურბლს უწოდებენ.

ადამიანი როდი შეიგრძნობს გამღიზიანებლის ინტენსიობის ყოველ ცვლილებას. იმისათვის,


რომ შევიგრძნოთ ასეთი ცვლილება, ინტენსიობათა შორის სხვაობამ გარკვეულ ოდენობას
უნდა მიაღწიოს - ეს არის ”საზღურბლე” სხვაობა, რომელიც მოცემული სახის შეგრძნებისთვის
სხვაობის ზღურბლს წარმოადგენს. სხვადასხვა სახის შეგრძნებას სხვადასხვა სხვაობის
ზღურბლი ახასიათებს. მაგალითად, საშუალო ინტენსიობის სინათლისთვის იგი
დაახლოებით 1/100-ს უდრის, ე.ი. იმისათვის რომ შევამჩნიოთ რომელიმე ინტენსიობის
სინათლის დაკლება ან მომატება, არსებულ ინტენსიობას უნდა მოემატოს ან დააკლდეს 1/100.
საშუალო ინტენსიობის ბგერებისთვის სხვაობის ზღურბლი დაახლოებით 1/10-ს უდრის,
სიმძიმისთვის - 1/30-ს და ა.შ.

სხვაობის ზღურბლი საგრძნობლად იცვლება რიგ პირობათა გამო: რეცეპტორის


ფუნქციონალური მდგომარეობის, გაღიზიანების პირობებისა და თვით ადამიანის შინაგანი
მდგომარეობის მიხედვით. სხვაობის ზღურბლი კლებულობს სათანადო მიმართულებით
სისტემატური ვარჯიშის შედეგად. შეგრძნების მგრძნობიერებაზე გავლენას ახდენს ადამიანის
დამოკიდებულება გამღიზიანებლისადმი, ის სიტუაცია, რომელშიც ხდება გამღიზიანებლის
აღქმა. რაც უფრო დაძაბულად ესწრაფვის ადამიანი მოცემული გამღიზიანებლის შემჩნევას,
მით უფრო დაბლდება ზღურბლი და ა.შ.

ყველა შეგრძნებას გააჩნია სამი ზოგადი თვისება: მოდალობა, ინტრამოდალური თვისობრიობა


და ინტენსიობა.

შეგრძნების მოდალობა (ლათინური სიტყვაა და ”მოდუს” ნიშნავს სახეს ან სახეობას).


შეგრძნებათა შორის ძირითად სხვაობას შეგრძნების მოდალობები შეადგენენ. მოდალობას
უწოდებენ შეგრძნებათა იმ სახეობებს, რომლებიც დაკავშირებულია შეგრძნების ორგანოების
(რეცეპტორების) სახეობებთან. მხედველობის შეგრძნებები ერთ მოდალობას წარმოადგენს,
სმენისა - მეორეს, გემოს - მესამეს და ა.შ. თითოეული მოდალობის შეგრძნებას იწვევს
სპეციფიკური აგებულების რეცეპტორთა გაღიზიანება სპეციფიკური ფიზიკური
გამღიზიანებლით მაგალითად, სმენით შეგრძნებას - შინაგან ყურში განლაგებული
სპეციფიკური აგებულების რეცეპტორის გაღიზიანება გარკვეული სიხშირის ჰაერის
ტალღებით და ა.შ.

ინტრამოდალური თვისობრიობა (”ინტრა” ლათინურად ნიშნავს ”შიგნით”). ასე ეწოდება ერთი


მოდალობის ფარგლებში მოცემულ სხვაობებს. მაგალითად გემოს მოდალობის შეგრძნებები
განსხვავდებიან სხვადასხვა გემოს ნაირობით - მწარე, ტკბილი, მლაშე, მჟავე.

განცდაში ინტერმოდალური (”ინტერ” ლათინურად ნიშნავს ”შორის”) სხვაობები (მაგალითად,


სხვაობა ფერის შეგრძნებასა და გემოს შეგრძნებას შორის) განსხვავებულად განიცდება, ვიდრე
ინტრამოდალური სხვაობა (მაგალითად, სხვაობა წითელსა და ლურჯ ფერს შორის, ან სხვაობა
მჟავე და ტკბილ გემოს შორის) რა გინდ განსვავებული უნდა იყოს ფერები, ყველა მათ განცდას
აერთიანებს ”ფერადობის” რაღაც სპეციფიკური თვისება. მაშასადამე, სხვაობის განცდის
მიუხედავად, რაღაც ერთიანობის განცდაც ახლავს მათ.

ინტენსიობა. ერთი და იმავე მოდალობისა და ინტრამოდალური თვისებების შეგრძნებები


შეიძლება აშკარად განსხვავდებოდნენ თავისი ინტენსიობის (სიძლიერის) ხარისხის
მიხედვით.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ითვლება, რომ ადამიანს შეგრძნების 5 მოდალობა გააჩნია. ეს


ძველი ფსიქოლოგიის გადმონაშთია. სინამდვილეში მოდალობათა რიცხვი ბევრად მეტია.
თანამედროვე მეცნიერების მონაცემთა მიხედვით ადამიანს გააჩნია შეგრძნებათა შემდეგი
მოდალობები: მხედველობითი, სმენის, ყნოსვის, გემოს, შეხების, ტემპერატურის, ვიბრაციის,
კინესთეტიკური, წონასწორობის ანუ სტატიკური და ორგანული შეგრძნებები.

შეგრძნებათა ყველა მოდალობა კლასიფიკაციის მიხედვით ჯგუფდება სამად:


ექსტროცეპტულ, ინტროცეპტულ და პროპრიოცეპტულ შეგრძნებებად. ექსტროცეპტულ
შეგრძნებებს იწვევს რეცეპტორთა გაღიზიანება გარემოდან მიმდინარე გამღიზიანებლებით -
ელექტრომაგნიტური ტალღით, ჰაერის ტალღით, სუნით, შეხებით და ა.შ. ამ ჯგუფს ეკუთვნის
მხედველობის, სმენის, ყნოსვის, გემოს, შეხების, ვიბრაციის შეგრძნებები. ინტროცეპტულ
შეგრძნებებს იწვევს მათი რეცეპტორების გაღიზიანება შინაგან ორგანოებში მიმდინარე
პროცესებით. ამ ჯგუფს ყველა ორგანული შეგრძნება ეკუთვნის. პროპრიოცეპტულ შეგრძნებეს
იწვევს მათი რეცეპტორების გაღიზიანება იმ პროცესებით, რომლების კუნთებში, მყესებში და
სახსრებში აღმოცენდება სუბიექტის მოძრაობის დროს. ამ ჯგუფში კინესთეტიკური
შეგრძნებები შედის.

ექტროცეპტული ჯგუფის მოდალობები იყოფა ორად იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება


რეცეპტორის გაღიზიანება - საგნის უშუალო შეხებით, რეცეპტორთან კონტაქტით თუ
მანძილიდან, საგანთან უშუალო კონტაქტის გარეშე, რაიმე შუამავლის საშუალებით. პირველს
უწოდებენ კონტაქტურ შეგრძნებებს (შეხება და გემო), მეორეს - დისტანტურს (მხედველობა და
სმენა). ყნოსვის შეგრძნებები არსებითად კონტაქტურია, ვინაიდან რეცეპტორების
გაღიზიანება ნივთიერების მფრინავი ნაწილაკების რეცეპტორთან კონტაქტით ხდება, მაგრამ
პრაქტიკულად დისტანტურია, რადგანაც საგნის სუნს მასთან უშუალო კონტაქტის გარეშე
განვიცდით. რაც შეეხება ვიბრაციის შეგრძნებას მისი რეცეპტორები ორივე სახით ღიზიანდება
- კონტაქტითაც და მანძილიდანაც ჰაერის მეშვეობით, ამიტომ მოდალობათა ორ ჯგუფს შორის
მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

მხედველობის შგრძნებების გამომწვევია ”სინათლე”, ე.ი. გარკვეული სიხშირისა და


სიძლიერის ელექტრომაგნიტური რხევა. ადამიანის მხედველობის შეგრძნებას იწვევს რხევის
დიაპაზონი 360-396 მილიმიკრონის სიგრძის ტალღიდან 760 მილიმიკრონის სიგრძის
ტალღამდე.

მხედველობის შეგრძნებათა რეცეპტორები განლაგებულია თვალის ბადურაზე. რეცეპტორები


ორგვარია - ჩხირები და კოლბები,ანუ კულები. ჩხირები გვაძლევენ მხოლოდ სინათლის
შეგრძნებებს, კულები კი სინათლის გარდა ფერების შეგრძნებებსაც. ჩხირები უფრო
მგრძნობიარეა ამიტომ სუსტი განათების პირობებში მხოლოდ ისინი ღიზიანდება. ამიტომაა,
რომ ბინდისას ფერებს ვერ ვხედავთ .დღის სინათლეზე დიდ როლს კოლბები თამაშობენ.
ჩხირები განფენილია მთელ თვალის ბადურაზე (მათი რაოდენობა უდრის დაახლოებით 130
მილიონს), კოლბები კი ბადურის მხილოდ ცენტრალურ არეზეა (მათი რაოდენობა
დაახლოებით 7 მილიონია).

მხედველობის შეგრძნებებში არჩევენ შეგრძნებათა ორ სახეს - სინათლის შეგრძნებებს და


ფერების შეგრძნებებს. პირველს უწოდებენ ”ნეიტრალური ფერების” ამ ”აქრომატული
ფერების” შეგრძნებებს, მეორეს - სპექტრალური ანუ ”ქრომატული ფერების” შეგრძნებებს.

ნეიტრალური ფერების შეგრნებები წარმოადგენს სინათლის ხარისხის შეგრძნებათა რიგს,


დაწყებული მაქსიმალური ნათელიდან ე.ი. თეთრიდან, და დამთავრებული სინათლის
მინიმალური ხარისხით, ე.ი. შავით. მაშასადამე, ნეიტრალური ფერებია: თეთრი, შავი და მათ
შორის მოთავსებული რუხი ფერი. მათ ერთი თვისება გააჩნიათ - სინათლის ხარისხი.

წმინდა სახით სპექტრალური ფერები სპექტრში გვეძლევა. ეს არის წითელი, ნარინჯისფერი,


ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი ფერები. სპექტრში მათი თანმიმდევრობა
უცვლელია. ჩამოთვლილი ფერებიდან თითოეული მრავალი ელფერის სახით განიცდება.
სპექტრალურ ფერებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 4 ფერს: წითელს, ყვითელს,
მწვანეს და ლურჯს. ამ მთავარი ფერების სხვადასხვა კომბინაციაში შერევით შესაძლებელია
ყველა სპექტრალური ფერის შეგრძნების მიღება.

სპექტრალურ ფერებს სამი ძირითადი თვისება გააჩნიათ. ეს არის ფერის ტონი, ანუ
თვისობრიობა (”რომელობა”), სინათლის ხარისხი და ფერის სიმაძღრე.
ფერის ტონი ეწოდება სპექტრალური ფერის იმ თვისებას, რასაც ყოველდღიურ მეტყველებაში
ფერის სახელს ვუწოდებთ: წითელი ერთი ტონია, ყვითელი - მეორე, მწვანე კიდევ სხვა ტონია
და ა.შ.

სპექტრალური ფერები განსხვავდებიან აგრეთვე მეტ-ნაკლები სიმუქით, ანუ სინათლის


ხარისხით: ერთი და იმავე ფერის ტონი, მაგალითად, წითელი, მეტ-ნაკლებად მუქიც და ბაციც
შეიძლება იყოს.

ფერის სიმაძღრე ეწოდება სპექტრალური ფერის იმ თავისებურებას, რითაც იგი განსხვავდება


იმავე სინათლის ხარისხის ნეიტრალური ფერისაგან. ფერი მით ნაკლებ მაძღარია, რაც უფრო
უახლოვდება იმავე სინათლის ხარისხის მქონე ნეიტრალურ ფერს.

მხედველობის შეგრძნებებს ახასიათებს ადაპტაცია, ე.ი. რეცეპტორის შეგუება


გამღიზიანებლის მიმართ. განათების ხარისხის ერთბაშად ძლიერი შეცვლა პირველ ხანებში
იწვევს შეცვლილი განათების პირობებში ხედვის უნარის დაკარგვას. ეს უნარი სწრაფად
აღდგება ადაპტაციის შედეგად. მაგალითად, ინტენსიურად განათებული ოთახიდან ღამე
გახვალთ გარეთ - ვერაფერს ვერ დაინახავთ, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ღამე არც ისე ბნელი
ყოფილა; თანდათან სულ უკეთ ხედავთ.

მხედველობის რეცეპტორთა სინათლისადმი მგრძნობელობის დაკლების შედეგად ადამიანი


სუსტი განათების პირობებში, მაგალითად ბინდისას, ვერ ხედავს. ამ მოვლენას ”ქათმის
სიბრმავეს”, ანუ ჰემერალოფიას უწოდებენ. ხშირ შემთხვევაში მისი გამომწვევი მიზეზია
ნერვული სისტემის გამოფიტვა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გადაქანცვით, უძილობით,
ავიტამინოზით, ცუდი კვებით და ა.შ.

ზოგი ადამიანი მოკლებულია სპექტრალური ფერების შეგრძნების უნარს. მთელს


სინამდვილეს იგი მხოლოდ ნეიტრალურ ფერებში ხედავს.. ამ ანომალიას სრული ფერთა
სიბრმავე ეწოდება, რადგანაც სუბიექტი ვერც ერთ სპექტრალურ ფერს ვერ ხედავს.

ზოგი ადამიანი ვერ ახერხებს ზოგიერთი სპექტრალური ფერის შეგრძნებას. შეგრძნების ეს


ანომალია უფრო ხშირია, ვიდრე სრული ფერთა სიბრმავე. ამიტომაც ამ დარღვევას ფერთა
ნაწილობრივ სიბრმავეს უწოდებენ. ადამიანს რომელიც ვერ არჩევს წითელსა და მწვანე
ფერებს, ანდა ამ ფერების გარკვეულ ელფერებს დალტონიკს ვუწოდებთ. ამ დეფექტს დიდი
პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც წითელი და მწვანე ფერი წარმოების სხვადასხვა
დარგებში გამოყენებულია, როგორც ერთმანეთის საპირისპირო ნიშანი (რკინიგზის, საჰარო და
ავტოტრანსპორტზე და ა.შ.).

არსებობს ფერთა ”ნაწილობრივი სიბრმავის” სხვა სახეც, რომლისთვისაც დამახასიათებელია


მოლურჯო-მწვანისა და მოყვითალო-მწვანე ფერის ვერ გარჩევა ერთმანეთისაგან, მაგრამ ეს
ანომალია იშვიათია.
სმენის შეგრძნებების გამღიზიანებელს წარმოადგენს ჰაერის რხევა, ე.ი. ჰაერის ტალღები, რასაც
მჟღერი საგანი იწვევს. სმენის რეცეპტორი მდებარეობს შინაგან ყურში - ლოკოკინაში. ბგერის
შეგრძნებები ორი სახისაა: ხმაური და ტონი. ტონებს იწვევს ჰაერის პერიოდული რხევა,
ხმაურებს კი - აპერიოდული. ტონებს აქვთ ზუსტად გარკვეული სიმაღლე, რომლის
მიხედვითაც ისინი ერთი სისტემის (მუსიკალური ნოტების) სახით ლაგდება. ხმაურებს
გარკვეული სიმაღლე აქვს და, გარდა ამისა, ისინი იმდენად მრავალფეროვანი და ხშირად
ინდივიდუალურად თავისებურნია, რომ მათი დალაგება ერთი სისტემის სახით ვერ ხერხდება.

ყნოსვა. სუნის შეგრძნებას იწვევს საგნის მფრინავი ნაწილაკების ქიმიური ზემოქმედება


ყნოსვის რეცეპტორებზე. რეცეპტორები მდებარეობს ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში,
ლორწოვან გარსში. გამღიზიანებლები, ნივთიერების მფრინავი ნაწილაკების სახით, ჰაერთან
ერთად შედის ცხვირის ღრუში და ეხება რეცეპტორებს.

სუნის შეგრძნება საკმაოდ ”სუბიექტურად” განიცდება იმ აზრით, რომ სუნი განიცდება არა
როგორც ჩვენგან დამოუკიდებელი ობიექტი, არამედ თითქოს ჩვენში შემოტანილი რამ.

სუნის შეგრძნებას ძლიერი ადაპტაცია ახასიათებს: ერთი და იმავე სუნის ხანგრძლივი


მოქმედების შედეგად მგრძნობიარება მის მიმართ ეცემა და დროებით ქრება კიდევაც: ამ სუნს
სულ ვეღარა ვგრძნობთ. ხოლო რამდენიმე სუნის ერთდროული ზემოქმედების შედეგად
ადგილი აქვს როგორც სუნთა შერევას, ისე ერთი სუნის მიერ მეორის დახშობას.

გემოს შეგრძნების გამღიზიანებელს ნივთიერების ქიმიური თვისებები წარმოადგენს,


რომელნიც მოქმედებენ რეცეპტორებზე მაშინ, როდესაც ეს ნივთიერება იშლება სითხეში.
გემოს რეცეპტორები განლაგებულია ენის ზედაპირზე და ნაწილობრივ რბილ სასაზე.
რეცეპტორები 4 სახისაა - ტკბილის, მწარის, მჟავისა და მლაშის. მაგრამ გემოს შეგრძნებათა
მრავალსახიანობა დაუბოლავებელია. იგი დამოკიდებულია ამ განსხვავებულ რეცეპტორების
გაღიზიანების კომბინაციაზე, მათ პროპორციაზე.

შეხების შეგრძნების რეცეპტორები მდებარეობს სხეულის მთლიან ზედაპირზე - კანში და


ლორწოვან გარსებში. თუმცა ამ რეცეპტორების გაღიზიანებით გამოწვეული შეგრძნებები
მეტად ღარიბია - ეს არის მხოლოდ შეხებისა და ინტენსიური გაღიზიანების შემთხვევაში,
წნევის, ანუ დაწოლვის განცდა. შეხების შეგრძნებას არსებითად იტერმოდალური ხასიათი
აქვს, ე.ი. მათი გამოწვევა ხდება რამდენიმე სახის რეცეპტორთა გაღიზიანებით. ისინი
აღმოცენდება საკუთრივ შეხების შეგრძნებისა და ჩვენი ორგანოების მოძრაობის
კინესთეტიკურ და ტემპერატურის შეგრძნებების შერწყმისას ერთი მთლიანი შთაბეჭდილების
(სიმაგრის, სინესტის და ა.შ.) სახით.

შეხების შეგრძნება ადვილად ვარჯიშებადია. ძალიან მაღალ მგრძნობიერებას და სიზუსტეს ეს


შეგრძნება აღწევს დაბადებიდან უსინათლო ადამიანებთან იმის გამო, რომ მხედველობას
მოკლებულ ადამიანს გარემოს აღქმის პროცესში შეხების ფართოდ გამოყენება უხდება.
ტემპერატურის შეგრძნების რეცეპტორები განლაგებულია სხეულის ზედაპირზე - კანში და
ლორწოვან გარსებში.

სითბოსა და სიცივის შეგრძნებას იწვევს თერმული გაცვლა-გამოცვლა ჩვენი სხეულის


ზედაპირსა და საგანს შორის: რაც უფრო სწრაფად გადადის სითბო ჩვენი კანიდან საგანში, მით
უფრო ცივად გვეჩვენება ეს საგანი და, პირიქით, რაც უფრო სწრაფად გადმოდის სითბო
საგნიდან ჩვენს კანში, მით უფრო თბილად გვეჩვენება ეს საგანი.

ტემპერატურის შეგრძნებას მკაფიოდ გამოხატული ადაპტაციისა და კონტრასტის მოვლენა


ახასიათებს. მაგალითად, პირველად აუტანელად ცხელი წყალი, რომელშიც ჩაჰყოფთ ხელს,
მალე ნელთბილად გეჩვენებათ. თუ ერთ ხელს ცხელ წყალში გააჩერებთ და მეორეს კი ცივში,
ხოლო შემდეგ ორივეს ჩაჰყოფთ თბილ წყალში - პირველი ხელი შეიგრძნობს მას როგორც ცივს,
მეორე კი - როგორც ცხელს.

ვიბრაციის ხშირი რიტმული რხევის შეგრძნება, შეგრძნებათა სპეციფიკურ სახეს წარმოადგენს.


ვიბრაციის შეგრძნების გამომწვევი გაღიზიანება შეიძლება ატარებდეს როგორც კონტაქტურს,
ისე დისტანციურ ხასიათსაც, მაგალითად, სასულე ორკესტრის დაკვრის ვიბრაციას შორიდან
მთელი სხეულით შევიგრძნობთ ჰაერის მეშვეობით, მეორე მხრივ, ტროლეიბუსის მოტორის
მეშვეობით გამოწვეულ ვიბრაციას ტროლეიბუსში ყოფნისას უშუალო კონტაქტით
შევიგძნობთ. შეგრძნებების ეს სახე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელოვნელობის
მატარებელია უსინათლო და ყრუ ადამიანებისათვის. დაბადებიდან ბრმა და ყრუ-მუნჯი ელენ
კელერი ვიბრაციის შეგრძნების მეშვეობით სცნობდა მუსიკალურ ნაწარმოებს და ტკბებოდა
მუსიკით, ვიბრაციით გებულობდა ადამიანის ”ფეხის ხმას” და ა.შ. ადრე ბავშვობაში
დაბრმავებული და დაყრუებული სკოროხოდოვა კარზე დაკაკუნებას ვიბრაციის შეგრძნებით
გებულობდა და ა.შ.

კინესთეტიკური შეგრძნებები ეწოდება ჩვენი სხეულისა და მისი ნაწილების მდგომარეობისა


და მოძრაობის შეგრძნებებს. შეგრძნებათა ამ მოდალობაში ასხვავებენ შეგრძნებათა ორ ჯგუფს
- ჩვენი სხეულის ნაწილების (ხელი, ფეხი, თავი და ა.შ.) მოძრაობისა და მდგომარეობის
შეგრძნებებს და დაძაბულობის შეგრძნებებს. პირველის რეცეპტორები ანუ
პროპრიოცეპტორები მდებარეობს სახსრებში, ხოლო დაძაბულობის შეგრძნების რეცეპტორები
მდებარეობს კუნთების ბოჭკოებში.

კინესთეტიკურ შეგრძნებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკუთარი სხეულის მოძრაობათა


დაუფლებისათვის, ამ შეგრძნებათა გარეშე რაიმე გარკვეული მოძრაობის ნებისმიერი
შესრულება შეუძლებელია.

წონასწორობის შეგრძნება. ადამიანი ზუსტად შეიგრძნობს თავის სხეულის მდგომარეობას


სივრცეში, მეტადრე ვერტიკალური მდგომარეობის დარღვევის შემთხვევაში.
წონასწორობის რეცეპტორი მდებარეობს შინაგან ყურში - ლაბირინთსი. რამდენადაც
ვესტიბულარული ორგანო მოთავსებულია თავში, მისი გაღიზიანება ხდება არა მხოლოდ
მთელი სხეულის სათანადო გადანაცვლებით სივრცეში, არამედ მარტო თავის მოძრაობითაც.
იმისათვის, რომ ადამიანმა სწორად და ზუსტად შეიგრძნოს, მარტო თავის მოძრაობა ხდება თუ
მთელი სხეულისა, აუცილებელია ვესტიბულარული ორგანოს გაღიზიანებით გამოწვეულ
შეგრძნებებთან ერთად ტანის მიმართ თავის მოძრაობისა და მდგომარეობის ზუსტი
შეგრძნებაც, ე.ი. სათანადო კინესთეტიკური შეგრძნებები.

ორგანული შეგრძნებათა მოდალობაში შედის ორგანიზმისა და მის შინაგან ორგანოთა


მდგომარეობის მრავალრიცხოვანი შეგრძნებები.

ორგანული შეგრძნებების საერთო მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს მათი მჭიდრო


კავშირი ორგანიზმის ბიოლოგიურ მოთხოვნილებებთან. ორგანულ შეგრძნებათა
უმრავლესობა დაკავშირებულია მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებასთან ან, პირიქით, მათ
აღმოცენებასთან, თუ გამწვავებასთან. ორგანული შეგრძნებების რიგი აღმოცენდება მხოლოდ
სათანადო მოთხოვნილების აღმოცენების შემთხვევაში. ე.ი. როდესაც დაირღვევა
წონასწორობა ორგანიზმსა და გარემოს შორის. მაგალითად, სუნთქვის, შიმშილის, წყურვილის
და სხვა ორგანული შეგრძნებები აუცილებლად დაკავშირებულია სათანადო
მოთხოვნილებასთან. ორგანულ შეგრძნებათა ერთ-ერთ თავისებურებას შეადგენს მისი
მჭიდრო კავშირი ემოციურ განცდებთან.

ტკივილის შეგრძნების შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის რეკომენდაციის თანახმად,


”ტკივილი წარმოადგენს არასასიამოვნო შეგრძნებასა და ემოციურ განცდას, რაც
დაკავშირებულია ცოცხალი ქსოვილის რელაურ ან პოტენციურ დაზიანებასთან”. ტკივილის
ხანგრძლივმა შეგრძნებამ შეიძლება გამოიწვიოს ღრმა დეპრესიული დარღვევები. დეპრესიულ
დარღვევათა განვითარების შემთხვევაში მნიშვნელოვნად იცვლება ადამიანის თუ ცხოველის
ქცევა, რასაც განაპირობებს ემოციური სფეროს განმსაზღვრელი ნერვული მექანიზმების
მოშლა.

ნათქვამიდან ნათელია, რომ ტკივილი ერთ-ერთი იმნიშვნელოვანესი ფენომენია, რომელსაც


შეუძლია მოტივაციით განპირობებული ქცევის შეცვლა. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს
იმას, რომ ტკივილის შეგრძნება მხოლოდ ზიანის მომტანია. ტკივილს ბიოლოგიურად
უაღრესად მნიშვნელოვანი დამცველობითი ფუნქცია აქვს. მის დამცველობით ფუნქციაზე
მიუთითებდნენ ჯერ კიდევ ძველი ბერძნები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ”ტკივილი
წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე მდგარ ნაგაზს”. ამ ხატოვანი გამოთქმით
ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის დაზიანების საწყის
ეტაპზე ტკივილის შეგრძნების ბიოლოგიურ - სასიგნალო მნიშვნელობაზე. ტკივილის
შეგრძნების ბიოლოგიურ მნიშვნელობას ადასტურებს გამოჩენილი ინგლისელი ფიზიოლოგი
შერინგტონი, რომლის სიტყვებით ”ტკივილი უაღრესად მიზანშეწონილია
ორგანიზმისათვის”. ტკივილის შეგრძნების ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე მიუთითებს
თუნდაც ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ტკივილის თანდაყოლილი
შეუგრძნობლობა, დაუცველნი არიან პერიფერიულ ორგანოთა თუ სხვა სახის მექანიკურ
დაზიანებათა გამომწვევ ზემოქმედებისგან. ცნობილია, რომ ადამიანი ჩვეულებრივ, სწრაფად
განერიდება ასეთ გამღიზიანებლებს და ამ გზით დაზიანებისგან იცავს თავს. ლიტერატურაში
აღწერილია ქალის გარდაცვალების შემთხვევა იმის გამო, რომ იგი მოკლებული იყო ტკივილის
შეგრძნებას. ტკივილის შეუგრძნობლობის გამო იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ
იცვლიდა პოზას, რამაც გამოიწვია ხერხემლის არხში სისხლის ჩაქცევა და მისი გარდაცვალება.
ჩვეულებრივ, სახსრების ტკივილის გამო, ჩვენ ხანგრძლივად ვერ ვინარჩუნებთ ერთ პოზას და
ვიცვლით მას. აღწერილია აგრეთვე შემთხვევები, როდესაც შეუგრძნობლობის გამო
ავადმყოფმა ვერ იგრძნო ბრმანაწლავის გასკდომა, რასაც მოჰყვა პერიტონიტი და
გარდაცვალება. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ადამიანი რომ
ვერ შეიგრძნობს ტკივილს ქვების არსებობისას ან გულის სპაზმის დროს.

ამრიგად, ტკივილის შეგრძნება უნდა განვიხილოთ, როგორც ნორმალური


ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ფენომენი, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავიდან
ავიცილოთ მოსალოდნელი საშიშროება. ეს შეგრძნება ამცნობს ორგანიზმს, რომ თუ ტკივილის
გამომწვევი გამღიზიანებელი განაგრძობს ზემოქმედებას ან ასეთი ზემოქმედება გაძლიერდება,
მაშინ ორგანიზმის შემადგენელი ცოცხალი ქსოვილი დაზიანდება. სამწუხაროდ, ყველა
დარღვევა არ იწყება ტკივილის შეგრძნებით და ამიტომ მათი ადრეული დიაგნოსტიკა
გაძნელებულია. ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენად ეფექტური იქნებოდა ისეთ მძიმე
დაავადებათა მკურნალობა, როგორიცაა სხვადასხვა სახის ავთვისებიანი სიმსივნე, ამ
პათოლოგიური პროცესის აღძვრას თან რომ სდევდეს ტკივილის შეგრძნება და შესაბამისად
შესაძლებელი იყოს მისი ადრეული დიაგნოსტიკა. სამწუხაროდ, სიმსივნის განვითარების
შემთხვევაში ტკივილის შეგრძნება იწყება გვიან სტადიებზე, როდესაც მისი მკურნალობა
გაძნელებულია და ზოგჯერ, უშედეგოც.

ტკივილის სახეები. ტკივილის შეგრძნება არაერთგვაროვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ესა თუ ის
გამღიზიანებელი აღძრავს ტკივილის განსხავავებულ შეგრძნებას. განსხვავება აღინიშნება
როგორც დროის ფაქტორის, ასევე შეგრძნების ინტენსივობისა და კერის ლოკალიზაციის
შესაძლებლობის მიხედვით. ამ კრიტერიუმებით ტკივილის შეგრძნება იყოფა: ”მწვავე” და
”ქრონიკულ” ტკივილად; ”პირველად” და ”მეორად” ტკივილად; ”ძლიერ - მწველ” და ”ყრუ”
ტკივილად; ”ზედაპირულ” და ”ღრმა” ტკივილად; ”ფიზიკურ” და ”ფსიქოგენურ” ტკივილად.

ტკივილის კლასიფიკაციათა უმრავლესობა ეყრდნობა ტკივილის დაყოფას ორ კლასად:


ფიზიკური და ფსიქოგენური ტკივილი. ”ფიზიკური” ტკივილის ერთ-ერთი სახეა
”ზედაპირული” ტკივილი, რომელიც თავის მხრივ შეიძლება იყოს ჩხვლეტის ან წვის
შეგრძნების მსგავსად. ზედაპირული ტკივილის ამ ორი სახის ლოკალიზაცია ადვილია, ანუ
ადვილია მტკივნეული გამღიზიანებლის ზემოქმედების ადგილის განსაზღვრა. ამის გამო,
შესაძლებებლია მტკივნეული გამღიზიანებლებისგან სწრაფად განრიდება. ”ზედაპირული”
ტკივილის აღძვრის შემთხვევაში ცენტრალური ნერვული სისტემა არ ზიანდება.
”ფიზიკური” ტკივილის მეორე სახეა ”შინაგანი ორგანოებისა და საყრდენ-მამოძრავებელი
სისტემის დაზიანებით გამოწვეული ” ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს ”ყრუ” და მისი
ლოკალიზაცია გაძნელებულია. ტკივილის ასეთი შეგრძნება დიფუზური ხასიათისაა და
შეიძლება პროეცირებოდეს კანის ზედაპირზე. შინაგანი ორგანოებიდან აღძრული ტკივილის
მიზეზების გარკვევა და იმ ორგანოს ლოკალიზაცია< სადაც ვითარდება ტკივილის აღმძვრელი
პათოლოგიური პროცესი, შედარებით ძნელია. ასეთი პროცესი შეიძლება განვითარდეს
ექტოდერმულ, მეზოდერმულ ან ენდოდერმილ ქსოვილში, ან კუნთში, თუ ის ზედმეტად
დაიძაბა.

”ფიზიკური” ტკივილის მესამე სახეს წარმოადგენს ”ნეიროპათიული” ტკივილი, რომელიც


ძლიერი - მწვავე ტკივილის შეგრძნებით ხასიათდება. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს
პერიფერიული ნერვის დაზიანებით, მასში პათოლოგიური (მაგალითად, ანთებითი )
პროცესის განვითარებით ან მისი კომპრესიით. ასეთი შემთხვევის მაგალითია სამწვერა ნერვის
ანთება ან კომპრესია.” ნეიროპათიური” ტკივილი შეიძლება აღიძრას თავის ტვინის ღეროვანი
და თალამური სტრუქტურების პათოლოგიის გამოც. ასეთი ტკივილის პროექცია ხშირად კანში
ხდება და მისი წარმოშობის მიზეზების დადგენა გაძნელებულია. ამასთანავე, უძნელდება
ტკივილის შეგრძნების კერის ზუსტი ლოკალიზაცია ზოგიერთ შემთხვევაში ”ნეიროპათიური”
ტკივილი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება და მისი თავიდან აცილება საკმაოდ
რთულია.

”ფსიქოგენური” ტკივილი წარმოიშობა ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების


გავლენით, მაგალითად, სამსახურში განცდილი უსიამოვნების ან მეუღლის მხრიდან
უყურადღებობის გამო. ფსიქოგენური ფაქტორების გავლენით გამოწვეულ ტკივილს
ლიტერატურაში აღნიშნავენ ”მეორადად შეძენილი” ტკივილის სახელითაც. ”ფსიქოგენური”
ტკივილის ბუნება ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაუდგენელი დარჩეს, რადგანაც პაციენტის
ქცევა ხშირად არ შეესაბამება მის მიერ აღწერილ ”მწვავე” ტკივილის შეგრძნებას.

სპეციალურ ლიტერატურაში აღწერილია ტკივილის კიდევ ერთი სახე, რომელსაც აღნიშნავენ


”ფანტომური” ტკივილის სახელით. ზოგ შემთხვევაში ეს არის აუტანელი ტკივილი, რომელიც
შეიგრძნობა მოკვეთილი კიდურის რომელიმე ნაწილზე ანუ იქ, სადაც ოდესღაც იყო მოქმედი
ორგანო. ასეთი შეგრძნება ტვირთავს ადამიანის ფსიქიკას და თუმცა ასეთ პაციენტს კარგად
აქვს გაცნობიერებული, რომ ეს მხოლოდ ილუზიებია, იგი ვერ თრგუნავს ტკივილის
შეგრძნებას.

ტკივილის შეგრძნება ხშირად აღენიშნებათ ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებსაც.


მაგალითად, ღრმა დეპრესიული დარღვევა ხშირად მიმდინარეობს ქრონიკული თავის
ტკივილის თანხლებით. ხშირად ტკივილის შეგრძნებას უჩივიან შიზოფრენიული დარღვევის
მქონე ადამიანები.

ტკივილის შეგრძნებაის რეცეპტორთა დიდი რაოდენობა ორგანიზმის ზედაპირზე - კანშია


განლაგებული, ტკივილის შეგრძნებას უფრო ხშირად იხილავენ შეხებისა და ტემპერატურის
შეგრძნებებთან ერთად, როგორც ”კანის შეგრძნებების” მოდალობას. თუმცა ფსიქოლოგიური
თვალსაზრისით უფრო მიზანშეწონილია ტკივილის მიკუთვნება ორგანული
შეგრძნებებისადმი. ძლიერი ტკივილის დროს გამღიზიანებლის თვისებას ხშირად სულაც არ
განვიცდით. გარდა ამისა, ტკივილი ხშირად განიცდება გარეგაღიზიანების გარეშეც, როგორც
შინაგანი ორგანოების მდგომარეობა (ღვიძლის ტკივილი, კუჭის ტკივილი, ძვლის ტკივილი და
ა.შ.).

ტკივილის შეგრძნებას სპეციფიკური ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს. იგი თავდაცვის


რეაქციის გამომწვევია: ტკივილი უბიძგებს ცოცხალ არსებას მოიშოროს სათანადო
გამღიზიანებელი ან თვითონ მოშორდეს მას.

შეგრძნებათა ურთიერთმოქმედება. შეგრძნებათა ინტენსივობა დამოკიდებულია არა მარტო


გამღიზიანებლის სიძლიერესა და რეცეპტორთა ადაპტაციის დონეზე, არამედ იმ
გამღიზიანებლებზეც, რომლებიც მოცემულ მომენტში ზემოქმედებენ სხვა გრძნობის
ორგანოებზე. ანალიზატორის მგრძნობელობის შეცვლას შეგრძნების სხვა ორგანოთა
გაღიზიანების გავლენით, ეწოდება შეგრძნებათა ურთიერთმოქმედება. შეგრძნებები
ერთმანეთისაგან იზოლირებულად არ მოქმედებენ, ისინი ერთმანეთზე ახდენენ
განსაზღვრულ გავლენას. მაგალითად, სუსტი გემოს შეგრძნება (მჟავე) ამაღლებს
მხედველობით მგრძნობელობას. ცნობილია მხედველობითი, სმენითი, ტაქტილური და სუნის
მგრძნობელობის მომატების ფაქტები ტკივილის სუსტი გამღიზიანებლის გავლენით.

სენსიბილიზაცია არის შეგრძნების მგრძნობელობის მომატება სისტემატიური ვარჯიშის


შედეგად. ცნობილია თუ როგორ ვითარდება მუსიკალური სმენა მუსიკაში ვარჯიშის გზით,
როგორ ოსტატდება დეგუსტატორი გემოთა გარჩევის მიმართ და ა.შ.

სინესთეზია არის ერთი მოდალობის შეგრძნების გამოწვევა მეორე მოდალობის შეგრძნების


საშუალებით. ადამიანს ბგერითი გავლენით შეიძლება აღმოუცენდეს ფერითი შეგრძნებები,
ხოლო ფერმა შეიძლება გამოიწვიოს სიცივის შეგრძნება. სინესთეზია არის შეგრძნებათა
ურთიერთობის კერძო შემთხვევა. არიან ადამიანები, რომლებშიც ერთი მოდალობის
რეცეპტორის გაღიზიანება იწვევს მეორე მოდალობის შეგრძნებას. სინესთეზია მეტად იშვიათი
მოვლენაა.

შეგრძნებათა კონტრასტი არის შეგრძნების ინტენსივობისა და ხარისხის შეცვლა წინმსწრები და


თანმხლები გამღიზიანებლის გავლენით. ორი გამღიზიანებლის ერთდროული ზემოქმედების
დროს წარმოიშობა ერთდროული კონტრასტი. ცივის შემდეგ ნელ-თბილი გამღიზიანებელი
გვეჩვენება ცხლად. მჟავე გემოს შეგრძნება ამაღლებს მგრძნობელობას ტკბილის მიმართ. შავ
ფონზე რუხი ფერი მოთეთროდ აღიქმება, თეთრზე კი იგივე რუხი - მოშავოდ და ა.შ.

ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს სხეულში მგრძნობელობის მოშლას. მაგალითად,


როგორიცაა:
სენესტოპათია - უკიდურესად მძიმე, უსიამოვნო გაურკვეველი შეგრძნებები სხეულის
ზედაპირზე ან შინაგან ორგანოებში. ეს არის ჩხვლეტის, ზეწოლის, წვის, მოჭერის,
გადახერხვის და ა.შ. შეგრძნებები, რომელთაც საფუძვლად არ უდევთ რომელიმე ორგანოს
დაავადება.

ანესთეზია - მგრძნობელობის სრული მოშლა სხეულის გარკვეულ ნაწილში. მგრძნობელობის


არასრული, ნაწილობრივი მოშლა იწოდება ჰიპოსთეზიად, ხოლო მგრძნობელობის
გაძლიერება - ჰიპერესთეზიად.

პარასთეზია - მგრძნობელობის მოშლა სპონტანურად აღმოცენებული დაბუჟების, წვისა და


სხვა უსიამოვნო შეგრძნებების სახით.

აღქმა

გარესამყაროს შესახებ ცოდნას ადამიანი იღებს არა მარტო შეგრძნებების საშუალებით, არამედ
აღქმის გზითაც. ასახვის ეს ორი ფორმა გრძნობადი შემეცნების ერთიანი პროცესების
მჭიდროდ დაკავშირებული რგოლებია. შეგრძნების გზით ადამიანი ღებულობს ცოდნას
საგნებისა და მოვლენების ცალკეული თვისებების შესახებ, ხოლო აღქმა იძლევა საგანთა
მთლიანობით ხატს. ადამიანი გარემოს ობიექტურად მოცემულ საგანთა სახით აღიქვამს.

აღქმა არის კონკრეტული საგნის ან მისი თვისებების თვალსაჩინო, ხატოვანი ასახვა. ადამიანი
გარემოს ცალკე გამღიზიანებლების და მათი კომპლექსების სახით კი არ განიცდის, ე.ი.
გამღიზიანებლებს კი არ შეიგრძნობს, არამედ მისგან დამოუკიდებელ საგანთა სახით აღიქვამს.
სინამდვილე ადამიანის ცნობიერებაში საგანთა მოვლენათა სახით აისახება და არა
საგნობრიობას მოკლებულ, საგნის გარეშე მოცემულ სენსორულ (შეგრძნებით) თვისებათა
(ფერი, გემო და ა.შ.) სახით. გარემოს კი არ შევიგრძნობთ - აღვიქვამთ. მასალას გარემოს
აღსაქმელად მხოლოდ შეგრძნებები იძლევიან - სხვა გზა საგანთა და მათ თვისებათა
აღსაქმელად არ არსებობს - მაგრამ ჩვეულებრივ პირობებში შეგრძნებას ადამიანი აღქმის
გარეშე არ განიცდის. შეგრძნებების მასალიდან იმთავითვე იქმნება, ორგანიზდება საგნის ან
მისი თვისების აღქმა. ცოცხალი არსება ურთიერთობას ამყარებს გარემოში მოცემულ
კონკრეტულ საგნებთან და მათ თვისებებთან და არა უსაგნო სენსორულ თვისებებთან.
ყოველდღიურ მეტყველებაში და არაფსიქოლოგიურ ლიტერატურაში სიტყვებს - შეგრძნება და
აღქმა ჩვეულებრივ ერთი მნიშვნელობით ხმარობენ. ”მე შევიგრძნობ” ფერს თუ ბგერას, ამბობენ
იმავე მნიშვნელობით, როგორც ”მე აღვიქვამ” ფერს ან ბგერას. მაგრამ, როგორც მეცნიერული
ფსიქოლოგიის ცნებები, ისინი არსებითად განსხვავდებიან.

აღქმის საგნობრიობა - აღქმის შეგრძნებისაგან მთავარ განმასხვავებელ ნიშანს საგნობრიობა


წარმოადგენს: აღქმა განიცდება არა როგორც სუბიექტში მიმდინარე პროცესი, არამედ როგორც
სუბიექტის გარეთ, მისგან დამოუკიდებლად არსებული ობიექტი. მიუხედავად იმისა, იქნება
ეს მთელი საგნის აღქმა, თუ მისი რომელიმე თვისებისა. მაგალითად, ვარდს რომ ვუყურებ, მე
ჩემს გარეთ არსებულ საგანს - ვარდს ვხედავ და არა ამ ვარდის ზემოქმედებით ჩემში აღძრულ
პროცესს განვიცდი. ან მის წითელ ფერს რომ განვიცდი - ჩემში აღმოცენებული სიწითლის
შეგრძნებას კი არ განვიცდი, არამედ ჩემს გარეშე, გარკვეულ მანძილზე არსებული საგნის ფერს
ვხედავ. ამ და სხვა შემთხვევაში საქმე გვაქვს აღქმასთან, რომლის შინაარსს სათანადო
შეგრძნებები ქმნიან, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს შეგრძნებები აღქმის გარეშე არ განიცდება.

აღქმის კატეგორიალობა ანუ აზრიანობა - საგნის თვალსაჩინო ხატთან ერთად აღქმაში


მოცემულია მისი საგნობრივი მნიშვნელობაც, ანუ იმის ცოდნა რა არის ეს, რა საგანს აღვიქვამთ
ჩვენ. ეს საგანი, როგორც საგანთა გარკვეული კატეგორიის წარმომადგენელი განიცდება.
აღქმის ამ თვისებას ”კატეგორიალობას” უწოდებენ, ხოლო, რადგანაც აღქმული საგნის
გარკვეული კატეგორიის საგნად გარკვეული კატეგორიის საგნად გულისხმობა მის ერთგვარ
გააზრებას წარმოადგენს, ამდენად ამ თვისებას აღქმის ”აზრიანობასაც” უწოდებენ.
კონკრეტული საგანი განიცდება საგანთა ჯგუფის , კატეგორიის წარმომადგენლად, და ეს
დასკვნის ან მსჯელობის სახით კი არ ხდება, არამედ იმთავითვე ამ საგნის აღქმის პროცესში
ხორციელდება. როდესაც ჩვენ შევხედავთ სკამს - ის ჩვენთვის იმთავითვე ”საზოგადოდ სკამია
”, ე.ი. ”სკამების” კატეგორიის წარმომადგენელი და არა მხოლოდ ესა და ეს ინდივიდუალური
საგანი.

აღქმის კატეგორიალობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის


გამოცდილება - მისი პრაქტიკული დამოკიდებულება საგნებთან და სათანადო სიტყვის
გამოყენება. ჩვეულებრივ ერთ კატეგორიად ჩამოყალიბდება ის საგნები, რომელთაც ერთი
საერთო სახელი ეწოდება.

კატეგორიალური აღქმის თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ფონემის განცდის


ფაქტი: ერთი და იმავე ასოთი აღნიშნული ბგერები ერთსა და იმავე ბგერად აღიქმება, თუმცა
სხვადასხვა სიტყვის კონტექსტში ეს ბგერები ხშირად განსხვავებულად ჟღერენ. მაგალითად
პირველი და მეორე ლ სიტყვაში ”ლალი” ან იგივე ფონემა სიტყვებში ”ლობიო” და ”ნალი”
განსხვავებულად ჟღერენ, მაგრამ ერთ და იმავე ბგერად (ლ ბგერად) აღიქმება.

ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ აღქმა მხოლოდ სენსორული ბუნების პროცესი როდია. იგი
საგნის შემეცნების თვალსაჩინო ფორმაა და არა გაღიზიანების შეგრძნება.

აღქმის სტრუქტურული მთლიანობა - შეგრძნებებისაგან განსხვავებით, რომელიც ასახავს


საგნების ან მოვლენების ცალკეულ თვისებებს, აღქმა არის საგნის მთლიანობითი ხატი. აღქმის
მთლიანობის მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენს დაუმთავრებლობის ის სპეციფიკური
განცდა, რომელიც გვიჩნდება დაუმთავრებელი ფიგურის ან შეწყვეტილი მელოდიის აღქმისას.
თანამედროვე ფსიქოლოგიაში დადგენილად ითვლება, რომ აღქმა ცალკე შეგრძნებების ჯამი
კი არ არის, არამედ გარკვეული სტრუქტურის მქონე მთლიანობაა და ეს მისი თვისება -
სტრუქტურული მთლიანობა - აღქმის ერთ-ერთ არსებით ნიშანს შეადგენს. მთლიანის მთავარ
თავისებურებას წარმოადგენს სპეციფიკური დამოკიდებულება მთელსა და ნაწილს შორის:
მთლიანს ნაწილთან შედარებით, ახალი თვისებები გააჩნია, თვისებები, რომლებიც არც
ნაწილება აქვს და არც მათ ჯამს. არა მხოლოდ მთელია დამოკიდებული მის ნაწილებზე არამედ
პირიქითაც გარკვეულ ფარგლებში, მთელი განსაზღვრავს მისი ნაწილებიის თავისებურებებს:
ერთი და იგივე ელემენტი, სხვადასხვა მთლიანობაში შესული განსხვავებულია ამ მთელის
თავისებურებების მიხედვით. აღქმის მთელი გავლენას ახდენს თავის ნაწილებზე სხვადასხვა
მთელში შესული ერთი და იგივე ელემენტი, განსხვავებულად აღიქმება.

აღქმის სტრუქტურული მთლიანობის თვალსაჩინო გამოვლენებაა აგრეთვე აღქმის


ტრანსპოზიცია აღქმის ერთი და იმავე სტრუქტურის უცვლელი გადატანა სხვადასხვა
სენსორულ სტრუქტურაზე მაგალითად, უცვლელად აღიქმება ერთი და იგივე მელოდია,
მიუხედავად იმისა, მაღალ ტონებზე სრულდება იგი თუ დაბალზე. ასევე უცვლელად
აღვიქვამთ ერთსა და იმავე ფორმას, მიუხედავად იმისა, თუ რა ფერით არის ეს ფორმა
გამოსახული.

ადამიანის აღქმა განაწევრებულ მთლიანობას წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ აღქმის


მთლიანობას თავისი სტრუქტურა, თავისი აღნაგობა გააჩნია, რომ მთელთან ერთად ჩვენ
მთელის ნაწილებსაც ვარჩევთ. მაგალითად, სამკუთხედის ფორმის აღნაგობაში კუთხეებსაც და
გვერდებსაც ვხედავთ. გარდა ამისა, აღქმისთვის დამახასიათებელია, რომ მისი საგანი
გარემოდანაც გამოყოფილად განიცდება, ე.ი. რომ აღქმაში ყოველთვის არის მოცემული
ფიგურა და ფონიც, რომელზედაც გვეძლევა ეს ფიგურა.

ფიგურის მოცემულობა ფონსაც გულისხმობს. ამრიგად, აღქმა შიგნით განაწევრებული და


გარედან გამოყოფილ მთლიანობას წარმოადგენს. ასეთ მთლიანობას თანამედროვე
ფსიქოლოგიაში ”გეშტალტს” (გერმანული სიტყვაა და ფორმას ნიშნავს) უწოდებენ.

აღქმის კონსტანტობა - საგანთა აღქმის ობიექტური პირობები მუდამ იცვლება: განათების


ხარისხი, ფერი, მანძილი, რომლიდანაც აღვიქვამთ საგანს, მხედველობის კუთხე და ა.შ. ამ
ფიზიკური ცვლილებების მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება შეგრძნების უშუალო
ფიზიოლოგიური საფუძველი და ამიტომ შეგრძნებაც უნდა იცვლებოდეს. მაგალითად, სუსტი
განათების პირობებში თეთრი საგანი ნაკლებ სინათლეს არეკლავს, ვიდრე მზით განათებული
შავი საგანი, ამიტომ ამ შემთხვევაში პირველი საგანი უფრო მუქი რუხი ფერის შეგრძნებას
უნდა იწვევდეს, ვიდრე მეორე. მიუხედავად ყველა ამ არსებითი ცვლილებისა, საგნის აღქმა
გარკვეულ ფარგლებში კონსტანტური, ე.ი. უცვლელი რჩება. ცარცი განათებისას, ან ჩრდილში
მოთავსებული, თეთრად ჩანს არეკლილი სინათლის დაბალი ხარისხის მიუხედავად, ნახშირი
მზის შუქზე შავად აღიქმება, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტ სინათლეს არეკლავს,
ვიდრე ცარცი ბინდისას ანდა ჩრდილში. ბოლო მერხი აუდიტორიაში იმავე სიდიდისა
აღიქმება, როგორც პირველი, თუმცა რამდენჯერმე უფრო პატარად იხატება თვალის
ბადურაზე. სკამი მაინც სკამად ,უცვლელ ფორმად რჩება იმის მიუხედავად რომ ჩვენ
სხვადასხვა მხრიდან ვუყურებთ და, მაშასადამე, ბადურაზე მისი არსებითად ცვალებადი
სურათი იხატება და ა.შ.

აღქმის კონსტანტობას დიდი მნიშვნელობა აქვს საგანთა სწორი აღქმისთვის, მათი ცნობისთვის
მუდამ ცვალებად პირობებში. სიდიდის, ფერის და ფორმის აღქმა რომ არ ყოფილიყო
კონსტანტური, ადამიანი და ცხოველი ხშირად ვერ დაამყარებდა საგნებთან პრაქტიკულ
ურთიერთობას, ვერ იცნობდა საგნებს, ვინაიდან საგნების ჩვენგან დაშორების მანძილი, მათი
განათების ხარისხი და რაკურსი ყუველდღიურ ცხოვრებაში მუდამ იცვლება.

აღქმის პიროვნებისეული ხასიათი - აღქმას აწარმოებს არა რომელიმე ანალიზატორი, არამედ


კონკრეტული პიროვნება, რომელსაც ახასიათებს ინდივიდუალური თავისებურებებით
შეფერილი მოთხოვნილებები, ინტერესები, მისწრაფებები, მიდრეკილებები, ნიჭი, აღსაქმელი
საგნის მიმართ მეტ-ნაკლები გამოცდილება. აღქმა არა მხოლოდ საგნის ხატია, არამედ
კონკრეტული ადამიანის მოქმედებაცაა. მასში მონაწილეობს ემოციებიც, რომელსაც შეუძლია
შეცვალოს აღქმის შინაარსი. ერთი და იგივე ადამიანი ერთსა და იმავე საგანს განსხვავებულად
აღიქვამს იმის მიხედვით, თუ რა გუნება-განწყობილებაზეა ეს პიროვნება აღქმის მომენტში.
ადამიანი მოიმართება, მობილიზდება, განეწყობა სათანადო საგნის აღსაქმელად და ეს მისი
განწყობა გარკვეულ გავლენას ახდენს აღქმის პროცესზე და შედეგზე. აღქმა არ არის საგნის
ფოტოგრაფიული, უცვლელი ასახვა. გარკვეულ ფარგლებში იგი პიროვნებისეულ ხასიათს
ატარებს.

ერთსა და იმავე მოვლენას ადამიანი, განსხვავებულად აღიქვამს იმის მიხედვით, თუ როგორია


მისი გამოცდილება ამ მოვლენის მიმართ, რა იცის მის შესახებ, როგორ არის ამ მომენტში
განწყობილი და სხვა. ამის გამო მოვლენის სხვადასხვა მხარეები წამოიწევს წინ. მაგალითად,
არქეოლოგი და ოქრომჭედელი სხვადასხვაგვარად აღიქვამს გათხრებში აღმოჩენილ ოქროს
ნივთს, პირველს ამ საგნის სხვა ნიშნები ეცემა თვალში, მეორეს კი - სხვა.

საგულისხმოა, რომ ხშირად ერთი და იგივე ადამიანი ერთსა და იმავე საგანს განსხვავებულად
აღიქვამს იმის მიხედვით, თუ როგორ არის განწყობილი. ამ კანონზომიერების საინტერესო
ილუსტრაციას წარმოადგენს ე.წ. ორაზროვანი სურათები - ნახატები, რომლებიც
სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს აღქმული. მათ ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა რამის
გამოსახულებად დაინახავს იმის მიხედვით, თუ რა განწყობით აღიქვამს ამ სურათს.

დროის აღქმა. ნებისმიერი მოვლენა მიმდინარეობს დროში. ყოველი მოვლენის აღქმისას


ადამიანი განიცდის დროის მიმდინარეობას, მას აქვს დროის აღქმა. ადამიანს აქვს აწმყოს,
ნამყოს, მომავლის და აგრეთვე დროის მიმდინარეობის უშუალო განცდა.

რა მოდალობას ეკუთვნის დროის აღქმა? ასეთი ცალკე მოდალობა არ არსებობს. დრო არ


წარმოადგენს ფიზიკურ გამღიზიანებელს, რომელმაც შეიძლება გააღიზიანოს რაიმე
რეცეპტორი. დროის მიმდინარეობას ჩვენ განვიცდით ნებისმიერი მოდალობს შინაარსის
აღქმისას. ყველაზე ზუსტად დრო აღიქმება რიტმის აღქმისას, მაგრამ რიტმი აღიქმება როგორც
სმენით, ისე კინესტეტიკურადაც და გარკვეულ პირობებში მხედველობითაც და
ტაქტილურადაც.

უნდა აღინიშნოს დროის აღქმის შემდეგი თავისებურება: მასში განუყოფელ ერთიანობაშია


დროის მიმდინარეობა ჩვენს გარეთ, გარემოში მიმდინარე მოვლენებში და ჩვენში მიმდინარე
პროცესების მსვლელობაში. დრო განიცდება როგორც ერთიანი, მიუხედავად იმისა, რას
ეყრდნობა უმეტესად მისი განცდა - ჩვენს გარეთ მიმდინარე მოვლენების აღქმას, თუ ჩვენში
მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების და ჩვენი სუბიექტური განცდების მიმდინარეობას.

რამდენადაც დროის აღქმა ეყრდნობა განცდათა მიმდინარეობას, გასაგებია მისი აღქმა მეტად
სუბიექტურია. ობიექტურად დროის ერთი და იგივე მონაკვეთი სუბიექტის ცნობიერების
შინაარსისა და მასში მიმდინარე განცდის ხასიათის მიხედვით შეიძლება განიცდებოდეს
განსხვავებულად. ამ მხრივ საინტერესოა ე.წ. ”სავსე დროის კანონი”: დროის შეფასება იცვლება
იმის მიხედვით, თუ რამდენად ”სავსეა” ჩვენი ცნობიერება სხვადასხვა განცდებით. დრო
განიცდება მითუფრო სწრაფად მიმდინარეთ, რაც უფრო მეტ განცდებს აქვს ადგილი. დროის
ხანგრძლივობის აღქმა დამოკიდებულია ადამიანის მოქმედების შინაარსზე. დღეები ან
კვირეები, რომელიც სავსეა საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენებით, გვეჩვენება სწრაფად
მიმდინარედ, ხოლო დროის მონაკვეთები, როცა არაფერი საინტერესო არ ხდება, გვეჩვენება
ხანგრძლივად, გაჭიმულად. განსაკუთრებით მკვეთრად განიცდის ადამიანი დროის
მიმდინარეობას მოლოდინის მდგომარეობაში: როდესაც ადამიანი მოუთმენლად ელოდება
რაღაც სასიამოვნოს, დრო დიდად გადაფასდება - ძალიან ნელა გადის და პირიქით,
არასასურველის, უსიამოვნოს მოლოდინში დრო გადის სწრაფად. ექსპერიმენტულად
დადგენილია, რომ დროის შეფასების სიზუსტე ვითარდება ასაკობრივადაც და სათანადო
გამოცდილებითაც. დროის სწორი შეფასების უნარი დიდად განსხვავებულია
ინტერინდივიდუალურადაც.

სივრცის აღქმა. აღქმა შეუძლებელია სივრცითი თვისებების აღქმის გარეშე: აღქმა საგნის
თვალსაჩინო განცდაა, ხოლო საგანი კი - განფენილია, მას სივრცეში უჭირავს გარკვეული
ადგილი. ისმის კითხვა: რომელი მოდალობის შეგრძნებების საშუალებით ხდება სივრცის
აღქმა? რომელია სივრცის აღქმის რეცეპტორი? უნდა აღვნიშნოთ, რომ სივრცითს აღქმა
ინტერმოდალური ბუნებისაა, იგი არ ეკუთვნის ერთ რომელიმე მოდალობას. სივრცის აღქმაში
მონაწილეობს არა მარტო მხედველობის შეგრძნება, არამედ სმენის, შეხების და
კინესთეტიკური შეგრძნებებიც.

სივრცის აღქმის გაგებასთან დაკავშირებით ფსიქოლოგიაში არსებობდა ორი საპირისპირო


შეხედულება - ნატივიზმი და გენეტიზმი (ემპირიზმი). პირველის წარმომადგენლები
თვლიდნენ, რომ სივრცითი თვისებების ასახვა პირველადი ხასიათისაა. იგი უკვე
შეგრძნებებშია მოცემული და ამიტომ თანდაყოლილია: უჩნდება თუ არა ბავშვს ოპტიკური
შეგრძნებები, ამ შეგრძნებებთან ერთად მოცემულია სივრცითი თვისებების განცდაც. ერთ-ერთ
საბუთად მოჰყავდათ ის, რომ ფერის შეგრძნება შეუძლებელია განფენილობის გარეშე, ფერის
წარმოდგენაც კი შეუძლებელია განფენილობის გარეშე.

გენეტიზმის წარმომადგენლები კი - პირიქით, თვლიდნენ, რომ სივრცითი თვისებების აღქმა


მეორადი ხასიათისაა, იგი ვითარდება თანდათანობით ბავშვის მიერ გამოცდილების
პროცესში. ამის საბუთად მაჰყავთ ფსიქოლოგ პრაიერის დაკვირვება: ჩვილ ბავშვს იმდენად
სუსტად აქვს სივრცის ღქმა, რომ მთვარის დანახვაზე ეტანება მას ხელის მოსაკიდებლად.

უნდა აღინიშნოს, რომ არაა სწორი საკითხის ასე დაყენება: სივრცის აღქმაში არსებობს ისეთი
მომენტები, რომლებიც მოცემულია შეგრძნების მასალაშივე და წარმოადგენენ სივრცის აღქმის
განვითარების საფუძველს. ასევე, არის ისეთი მომენტებიც, რომლებიც ვითარდება მხოლოდ
ადამიანის გამოცდილების შედეგად პრაქტიკული მოქმედების პროცესში.კერძოდ,
განფენილობა მოცემულია თავიდანვე პირველ მარტივ სენსორულ შთაბეჭდილებებთან
ერთად, ხოლო სიღრმის აღქმა ვითარდება პრაქტიკული მოქმედების პროცესში.

ეს გარემოება დადასტურებულია ემპირიული დაკვირვების საფუძველზე. დაკვირვება


მოახდინეს დაბადებიდან ბრმა ზრდასრულ ადამიანზე, რომელსაც თვალები აეხილა
ოპერაციის შედეგად(1841წ). ოპერაციის გაკეთებიდან ორი დღის შემდეგ, რიცა მას მოხსნეს
სახვევი, მან დასაწყისში დაინახა ”სინათლის ველი”, რომელსაც ბუნებრივია, ჰქონდა
განფენილობა. შემდეგ დაინახა ” ნახევრად გამჭვირვალე წყლის ბუშტები”(ეს ბუშტები იყო
თვალის აკომოდაციის სისუსტის შედეგი). შემდეგ დღეებში ავადმყოფმა თანდათან გაარჩია
ერთმანეთისაგან სხვადასხვა ფორმა (წრე, სამკუთხედი, კვადრატი) მაგრამ დაშორების აღქმა
შესძლო შედარებით გვიან: დასაწყისში მხედველობის ველის მთელი შინაარსი განიცდებოდა
ბრტყლად, რელიეფის განცდა განუვითარდა თანდათანობით. მაგალითად, ავადმყოფი
დასაწყისში ვერ არჩევდა წრეს ბურთისგან, დაშორებული საგნები პირველ დღეებში
განიცდებოდა ისე ახლოს, თითქოს ისინი ეხებოდა თვალის ქუთუთოებს. ეს დაკვირვება
დადასტურდა სხვა ანალოგიურ შემთხვევებში. ამრიგად, სივრცის აღქმის პირველი
საფუძვლები განფენილობის აღქმის სახით მოცემულია უკვე ოპტიკურ შეგრძნებებში, ხოლო
რაც შეეხება სიღრმის აღქმას, იგი ვითარდება თანდათანობით. ამას ადასტურებს ბავშვებზე
ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელიც ცნობილია ”ხილული ფლატეს” სახელწოდებით
ექსპერიმენტში გამოყენებულია სპეციალური გრძელი მაგიდა, რომელიც ყოველი მხრიდან
გარშემორტყმულია ხის სქელი ბარიერებით. მაგიდის სახურავს წარმოადგენს გამჭვირვალე
სქელი მინა. მაგიდის ერთი მხარე უშუალოდ მინის ქვეშ დაფარულია ფიცრებით, ხოლო მეორე
- ღიაა, ისე რომ მაგიდის ქვეშ ჩანს იატაკი. ჩვილს ბავშვს რომელსაც შეუძლია ხოხვა სვამენ
მაგიდის ცენტრში. დედა მორიგეობით მიდის მაგიდის კიდესთან ხან ფიცრებით დაფარული
მხრიდან, ხან იმ მხრიდან საიდანაც მინის ქვეშ ჩავარდნილი ადგილია და ბავშვს უხმობს
თავისკენ. ბავშვები სიამოვნებით მიხოხავენ მაგიდის დახურულ მხარეს, მაგრამ როცა
აღმოჩნდებიან ჩასავარდნის წინ, ჩერდებიან. ცხრა თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში ხშირად
ვლინდება შიშის რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ყვირილი და ცრემლები. ისინი უარს ამბობენ
წინ წასვლაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მინის ქვეშ სივრცეს აღიქვამენ როგორც
სიღრმეს, როგორც ფლატეს, რომელშიაც შიძლება ჩავარდეს. სხვაგვარად იქცევიან 6-9 თვის
ბავშვები. ისინი ყურადღებით იყურებიან სიღრმეში, ხელებს ამოძრავებენ მინაზე, ხანდახან
ზედაპირს ფხაჭნიან ფრჩხილებით და ა.შ. თუ დედა აგრძელებს ბავშვის თავისკენ მოხმობას
იგი ცოტა ხნის შემდეგ აგრძელებს ხოხვას ფლატეს თავზე და არ აქცევს მას ყურადღებას. ამ
ასაკის ბავშვების ქცევა გვიჩვენებს, რომ ისინი ხედავენ ფლატეს, მაგრამ ვერ აღიქვამენ
სიღრმეს. იგი მათთვის უბრალოდ ახალი შთაბეჭდილებაა და ამიტომ იპყრობს მათ
ყურადღებას. ეს ექსპერიმენტიც ადასტურებს იმას, რომ სიღრმის აღქმა არაა თანდაყოლილი
და იგი ყალიბდება ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად.

სივრცის აღქმის ძირითადი ფაქტორები.

სივრცის აღქმის ჩამოყალიბებაში ძირითად როლს თამაშობს ბინოკულარული (ორი თვალით)


მხედველობა, კერძოდ, ის გარემოება, რომ ჩვეულებრივ პირობებში ადამიანი საგანს აღიქვამს
ორი თვალით - ბინოკულარულად. თითოეული თვალის ბადურაზე მოიპოვება მეორე თვალის
შესატყვისი ანუ იდენტური წერტილები. თუ საგნის გამნოსახულება აღიბეჭდება ამ შესატყვის
წერტილებზე, ადამიანი ხედავს ერთ გამოსახულებას. რადგანაც თვალები ცოტათი
დაშორებულია ერთმანეთისგან, ეს ორი თვალი ერთი ობიექტის ფიქსაციის დროს საგანს
უყურებს ცოტათი განსხვავებული მხრიდან და ორი თვალის შესატყვის წერტილებზე საგანი
აღიბეჭდება ცოტათი განსხვავებული მხრიდან, ე. ი. აღიბეჭდება ოდნავ განსხვავებული
სურათი. მაგრამ რადგან ასახვა ხდება შესატყვის წერტილებზე, მას ვხედავთ ერთ საგნად. როცა
საგნის გამოსახულება აღიბეჭდება დისპარატულ წერტილებზე, მაშინ საგანს ვხედავთ
გაორებულად.

კონვერგენცია. საგნის დაშორებულობის მხედველობითი აღქმის ერთ- ერთ ფაქტორს


წარმოადგენს კონვერგენცია, ე. ი. თვალების ღერძების კოორდინირებული შებრუნება შიგნით.
რაც უფრო ახლოსაა ფიქსირებული საგანი, მით უფრო მეტადაა თვალები შებრუნებული
შიგნით, ხოლო შორეული საგნის ჭვრეტის დროს თვალების ღერძები დგებიან თითქმის
პარალელურ მდგომარეობაში.

სივრცის აღქმაში მონაწილეობას ღებულობს აგრეთვე თვალის აკომოდაცია. ესაა თვალის


ბროლის ამოზნექა - გაბრტყელების მოძრაობები, რომელიც საგნის დაშორების მანძილთან
არის დაკავშირებული. ბროლი მით უფრო ბრტყელდება, რაც უფრო შორსაა აღსაქმელი საგანი
და პირიქით, მით უფრო ამოიზნიქება, რაც უფრო ახლოსაა საგანი.

სიღრმის აღქმა დამოკიდებულია ისეთ მეორად ფაქტორებზე, როგორიცაა: ჰაერის პერსპექტივა


- რაც უფრო მეტადაა დაშორებული ჩვენგან საგანი, მით უფრო ნაკლებად გამოკვეთილად,
ბუნდოვნად აისახება იგი თვალის ბადურაზე იმ ჰაერის მასის გამო, რომელიც თვალსა და
საგანს შორისაა. საგანთა ნაწილობრივი დაფარვა - უფრო დაშორებულად აღიქმება ის საგანი,
რომელსაც ნაწილობრივ ეფარება მეორე საგანი. სივრცის შევსებულობა - საგნებით შევსებული
სივრცის აღქმა გაცილებით უფრო ზუსტია, ვიდრე შეუვსებელი, ცარიელი სივრცის.

სტრატონის ცდა. სივრცის აღქმის ჩამოყალიბებაში გამოცდილების გადამწყვეტ როლზე


დამარწმუნებლად მეტყველებს სტრატონის ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი ეხება შემდეგი
საკითხის გარკვევას: რატომ ხედავს ადამიანი საგნებს სწორად, მაშინ როცა თვალის ბადურაზე
ყველა საგანი იხატება 180 გრადუსით გადაბრუნებულად თვალის ბროლში სხივების
გარდატეხის გამო. სტრატონმა გაიკეთა სათვალე, რომლის ლინზებში სხივები ისე
გარდატყდებოდა, როგორც თვალის ლინზებში და ამიტომ ორჯერ შებრუნებული
გამოსახულება თვალის ბადურაზე იხატებოდა არა გადაბრუნებულად, არამედ სწორად, ე. ი.
იმ მდგომარეობაში,როგორც საგნები სინამდვილეშია. ამ სათვალეს სტრატონი განუწყვეტლივ
ატარებდა 8 დღის განმავლობაში.

პირველად, როცა სათვალე გაიკეთა, მან მთელი სამყარო დაინახა 180 გრადუსით
გადაბრუნებულად: ოთახის ჭერი იყო ქვევით იატაკი კი ზევით და ა.შ. ილუზია იყო იმდენად
ძლიერი, რომ პირველ ხანებში თვალების დაუხუჭავად უძნელდებოდა საკუთარი პირის
შუბლის და თმის მიგნება ხელით. მაგრამ დაიწყო ახალ პირობებთან შეგუება. ჯერ დაიწყო იმ
საგნების სწორი აღქმა, რომლებთანაც სტრატონს ჰქონდა განსაკუთრებით ხშირი შეხებითი
კონტაქტი, მერე უფრო შორეული საგნების, ბოლოს კი ამ სათვალის ტარების მიუხედავად
გარემოს აღქმა გახდა ნორმალური: სტრატონი გარემოს ხედავდა ისე, როგორც სათვალის
გაკეთებამდე. სათვალის მოხსნის შემდეგ პირველ ხანებში სინამდვილე ოპტიკურად ისევ
გადაბრუნებულად აღიქმებოდა, ოღონდ ახლა, შეგუების პროცესი დამთავრდა რამდენიმე
საათში და სტრატონი ისევ ისე აღიქვამდე გარემოს, როგორც ექსპერიმენტამდე. ამ ცდით
მტკიცდება სივრცის აღქმის ინტერმოდალური ბუნებაც: საგნების მდგომარეობის სწორი
აღქმისათვის მნიშვნელობა აქვს არა ცალკე აღებულ რეტინალურ გამოსახულებას, არამედ იმ
შთაბეჭდილებას, რომელსაც ადამიანი იღებს ინტერმოდალური აღქმის გზით და რომელშიც
გადამწყვეტ როლს თამაშობს შეხების, კინესთეტიკური და ოპტიკური შთაბეჭდილებების
შეთანხმებულობა.

აღქმის ილუზიები. აღქმა ყოველთვის როდი იძლევა საგნის ობიექტურად სწორ, უტყუარ
ასახვას. გარკვეულ პირობებში ადგილი აქვს საგნის არასწორ, დამახინჯებულ აღქმას ანუ
ილუზიას. ილუზია ეწოდება მცდარ აღქმას, რომელიც არ შეესატყვისება ინტელექტუალურ
კრიტერიუმებზე დაფუძნებულ ცოდნას აღქმული მოვლენის შესახებ. მაგალითად, თეთრი
ფერის საგანი, ჩვეულებრივ, უფრო დიდად გვეჩვენება, ვიდრე ამავე სიდიდის მუქი საგანი.
საგანი უშუალოდ აღიქმება დამახინჯებულად - დამახინჯებულია საგნის აღქმადი სურათი, და
არა ცოდნა, არა აზრი საგნის შესახებ.

ილუზიების გამომწვევი მიზეზების მიხედვით ძირითადად განასხვავებენ ილუზიათა სამ


სახეს:

ფიზიკური ილუზიები ეს ის ილუზიებია, რომელსაც იწვევს საგნის მოცულობის ფიზიკური


პირობები. წყალში ჩაშვებული ჯოხი, ან ჭიქაში ჩაშვებული კოვზი, გადატეხილად აღიქმება.
ამის მიზეზი ფიზიკური მოვლენაა: სინათლის სხივების განსხვავებული გარდატეხა
გამჭვირვალე სითხეში და მის გარეთ.

ფიზიოლოგიური ილუზიები გამოწვეულია წმინდა ფიზიოლოგიყრი მოვლენებით. ასეთია,


მაგალითად, ოპტიკური კვალის მოვლენა და სხვა.
ფსიქოლოგიური ილუზიები ფსიქიკური ფაქტორებითაა განპირობებული. აქ შედის ძლიერი
აფექტის, ძლიერი სურვილის, დაძაბული მოლოდინის, შთამაგონებელი ზემოქმედების,
არასწორი მსჯელობის თუ მცდარი ცოდნის საფუძველზე წარმოქმნილი ილუზიები.
ადამიანმა ბინდისას ტყეში ბუჩქი იმიტომ აღიქვა მგლად, რომ შიშის გამო - მხეცი არ
შემხვდესო, მგლის დანახვისკენ იყო განწყობილი.

ფსიქოლოგიურ ილუზიათა მეცნიერული შესწავლის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა


დ.უზნაძის მიერ შექმნილმა ქართულმა ფსიქოლოგიურმა სკოლამ. ექსპერიმენტულად
დამტკიცდა, რომ ფსიქოლოგიურ ილუზიებს საფუძვლად უდევს განწყობა. თუ გაფიქსირდა
გარკვეული საგნის აღქმის განწყობა, მსგავსი საგნის აღქმისას ამ ფიქსირებული განწყობის
გავლენით ეს საგანი მცდარად, სხვა საგნის მიმართ განმტკიცებული განწყობის შესატყვისად
აღიქმება. მაგალითად, ორი არატოლი ბურთის რამდენჯერმე შედარების მერე, ტოლი
ბურთები არატოლად გვეჩვენება: ჩვეულებრივ უფრო პატარად იქ სადაც მანამდე დიდი
ბურთი იყო და დიდად იქ სადაც პატარა იყო.

აღქმის პათოლოგია.

როგორც უკვე ავღნიშნეთ აღქმა - ეს არის საგნებისა და მოვლენების ასახვა ადამიანის


ცნობიერებაში გრძნობის ორგანოებზე მათი უშუალო ზემოქმედების დროს. თუმცა
ნიშანდობლივია, რომ ვითარების შეცვლის შემთხვევაში ერთი და იგივე მოვლენა შესაძლოა
სხვადასხვაგვარად მოქმედებდეს ერთსა და იმავე ადამიანზე, ხოლო თვისობრივად მსგავს
მოვლენებს სულ სხვადასხვაგვარად აღიქვამდნენ ცალკეული ინდივიდები, მოვლენებისადმი
პიროვნული დამოკიდებულების გათვალისწინებით. მაგალითად, სასიამოვნო ლანდშაფტი,
მელოდიური მუსიკა ან გასართობი სცენური სანახაობა დადებითემოციებს იწვევს
კონკრეტულ პიროვნებაში მშვიდად ყოფნის დროს, მაგრამ განწყობილებისა თუ ვითარების
შეცვლასთან ერთად შეიძლება შეიცვალოს რეაქციებიც.

ფსიქოლოგი უ. ჯემსი აღწერს თვითდაკვირვებას ექსტრემალურ სიტუაციაში. იგი წერს: ”განა


ბევრი რომანი არსებობს, რომელიც ისეთი მხიარული განწყობილებით იკითხებოდეს,
როგორიც დიუმას ”სამი მუშკეტერი”, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია
დავადასტურო, რომ, როდესაც ამ რომანს ვკითხულობდი ზღვის ავადმყოფობის დროს
ზიზღის მეტს არაფერს მგვრიდა ის სისასტიკე და დაუნდობლობა, რომელსაც რომანის
გმირები: ათოსი, პორთოსი და არამისი იჩენდნენ.”

შეგრძნებისაგან განსხვავებით აღქმა რთული პროცესია, ჩვენ შევიგრძნობთ ბგერას, მაგრამ


აღვიქვამთ სიმფონიურ ნაწარმოებს. ამ პროცესში ჩვენი შეფასება ემყარება სწორედ ცოდნას,
გამოცდილებას, ინტერესებს, მისწრაფებებს.

ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესია მხედველობითი აღქმა. მისი მნიშვნელობა იმდენად


დიდია, რომ მხედველობის ორგანოს თუნდ დროებითი გამოთიშვა (მაგალითად,
ტრავმირებული თვალების ბინტით აკვრის დროს) ჯანმრთელ ადამიანში იწვევს
დაბნეულობასა და დამთრგუნავი უსასოობის განცდას;

საკუთარი თავისა და გარემოს აღქმის თვალსაზრისით ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ


დარღვეული და გაუკუღმართებული როგორც სხეულის დეტალური და სრული აღქმის
შესაძლებლობა, ასევე დროისა და სივრცის აღქმის უნარი. პირველი მდგომარეობა ცნობილია
დეპერსონალიზაციის, ხოლო მეორე - დერეალიზაციის სახელით.

დეპერსონალიზაცია ნიშნავს თვითშეცნობის დარღვევას, საკუთარი მე-ს შეცვლას, პიროვნული


სახის დაკარგვას, გაუცხოებას, გაორებას. იოლ შემთხვევაში დეპერსონალიზაცია გამოიხატება
გრძნობებისა და აზრების შინაგანი ცვალებადობით, განცდები ადრე განცდილთ აღარ ჰგავს.
შესაძლებელია გრძნობების დაკარგვა: ადამიანები ამტკიცებენ, რომ ისინი აღარ განიცდიან
აღარც სიხარულს, აღარც მწუხარებას, არა აქვთ არც დარდის, არც სევდის განცდა, ზოგჯერ
ძილის სურვილიც კი უქრებათ. უფრო მძიმე შემთხვევაში დეპერსონალიზაცია ვლინდება
გრძნობების, აზრების, მოქმედებათა გაუცხოებით - საკუთარი მე-ს სრული გაუცხოებით.
დეპერსონალიზაციის უკიდურეს ფორმას შეიძლება თან ახლდეს საკუთარი მე-ს მთლიანი
გახლეჩა პიროვნული მე-ს გაორებით, მტკიცებით, რომ მასში სახლობს ორი ადამიანი,
რომელთაგან თითოეული სხვადასხვაგვარად ფიქრობს, მოქმედებს, აღიქვამს გარე სამყაროს.

დერეალიზაცია არის ვითარების, გარე სამყაროს გაბუნდოვანებულად აღქმა, როგორც


უღიმღამო, გაყინული, უსიცოცხლო, დეკორაციული სივრცისა. დაკარგულია საგნებისა და
ცოცხალი არსებების გრძნობადი აღქმა, რომლებიც იღებენ განყენებულ აბსტრაქტულ,
გრძნობადი კომპონენტისაგან დაცლილ სახეს.

დერეალიზაციას განეკუთვნება აგრეთვე უკვე ნანახის (”დეჟავიუ”) (უკვე მოსმენილის,


განცდილის, თავგადახდენილის) ფენომენი. ამ შემთხვევაში უცნობ ვითარებაში მყოფ
ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ ეს არის ნაცნობი სიტუაცია და მსგავს სიტუაციაში იგი უკვე
ყოფილა ადრე.

დერეალიზაციას განეკუთვნება ასევე არასდროს ნანახის (”ჟამევიუ”) (არ გაგონილის,


განუცდელის) ფენომენი. ამ შემთხვევაში კი ხდება პირიქით - კარგად ცნობილი გარემო
უეცრად უცხო ხდება და პირველად ნანახის შთაბეჭდილებას ქმნის.

ჰალუცინაცია არის აღქმის პათოლოგია, რომლის დროსაც მოჩვენებითი ხატები წარმოიშობა


რეალური ობიექტის გარეშე. თუ ილუზიების დროს რეალურად არსებული ობიექტი
დამახინჯებულად აღიქმება, ჰალუციანციების დროს რეალური ობიექტი საერთოდ არ
არსებობს. მიუხედავად ამისა, ჰალუცინაციებს ახასიათებს ნორმალური აღქმის ყველა
ფიზიკურინიშანი (მაგალითად, ფერი, ფორმა), პაციენტი რეალურად განიცდის მას, მისთვის
ის პროეცირებულია სივრცეში. გრძნობათა ორგანოების მიხედვით ჰალუცინაცია შეიძლება
იყოს სხვადასხვა მოდალობის: მხედველობის, სმენითი, ყნოსვითი, გემოვნების, შეხების;
გამოვლენის ფორმების მიხედვით - ელემენტარული ან მრავალფეროვანი.
სმენითი ანუ ”ვერბალური” ჰალუცინაციის დროს ავადმყოფს ესმის სიტყვები, ფრაზები,
მონოლოგები, რამდენიმე ”ხმის” მეტყველება ერთდროულად. ძალზე ხშრად ხმებს
იმპერატიული (ბრძანებითი) ხასიათი აქვს. ხმები აიძულებენ ადამიანს შეასრულოს მისთვის
და გარშემომყოფთათვის სახიფათო ესა თუ ის მოქმედება (მაგალითად, გადახტეს მაღალი
სართულიდან, მიაყენოს ტრავმა სხვა ადამიანს და ა.შ. ასეთი პაციენტები სახიფათონი არიან და
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ). სხვა შემთხვევაში, პირიქით, უკრძალავს მას ამა
თუ იმ მოქმედებას. ”ჰალუცინაციური ხმები” გამოთქვამენ თავიანთ აზრს ავადმყოფის ქცევაზე
- ხან ამართლებენ და იცავენ მას, ხან პირიქით - მტრობენ; ე.წ. ”ანგელოზური” ჰალუცინაციების
დროს ხმები ავადმყოფს აძლევენ ”კეთილ რჩევებს”, ამჟღავნებენ მის მიმართ დადებით
დამოკიდებულებას და ამართლებენ მის საქციელს.

ყნოსვითი ჰალუცინაციები ყნოსვითი შეგრძნებების ფართო სპექტრით გამოირჩევა - ღუმელის


გამონაბოლქვისა და გაზის სუსტი სუნიდან ლპობის ან ხრწნის მძაფრ შეგრძნებამდე. ყნოსვით
ჯალუცინაციებს ხშირად თან ერთვის გემოვნებითი ჰალუცინაციები, რაც საკვების ან
სასმელის უჩვეულო გემოს შეგრძნებაში ვლინდება.

ტაქტილური ჰალუცინაციის დროს ავადმყოფები განიცდიან კანქვეშ მწერების ან


ჭიანჭველების ცოცვის, სხვადასხვა მცირე საგნების გადაადგილების მტანჯველ შეგრძნებას.
ზოგჯერ ეს არის კანზე რაიმე საგნის შეხება, რასაც თან ახლავს წვა, ქავილი.

ვისცერალური ჰალუცინაციის დროს პაციენტი განიცდის უჩვეულო შეგრძნებებს შინაგან


ორგანოებში: მცოცავი ჭიების, ცხოველების, მატლების, ბაყაყების ფუთფუთს მუცელში და ა.შ.

ზოგჯერ პაციენტს ერთდროულად რამდენიმე სახის ჰალუცინაცია აქვს (მაგალითად, სმენითი


და მხედველობითი, მხედველობითი და ყნოსვითი).

თავისი შინაარსით ჰალუცინაციები შეიძლება იყოს სასიამოვნო და უსიამოვნო. პირველ


შემთხვევაში ავადმყოფები მათ უცქერენ და უსმენენ ისე, როგორც კინოს ან კონცერტს
მაყურებლები და მათი გარეგნობა და მიმიკები დაინტერესებული მაყურებლის ემოციურ
განცდებს განცდებს გამოხატავენ. ასეთ დროს პაციენტების ნაწილი ყურადღების
კონცენტრაციისა და დადებითი შეგრძნების გასაძლიერებლად ყურებს ბამბით იცობს (თუმცა
ამ მეთოდს უარყოფითი შეგრძნების თავიდან ასაცილებლად უფრო ხშირად მიმართავენ).

აღქმის განვითარება ონტოგენეზში.

საინტერესოა რა დროიდან ახერხებს ბავშვი აღქმის ხატის შემუშავებას და როგორია ეს აღქმა.


ისეთი როგორც მოზრდილების თუ მისგან განსხვავებული?

ძნელია ზუსტი საზღვრის გავლება ჩვილი ბავშვის შეგრძნებისეულ და აღქმისეულ ასახვას


შორის. არსებული მონაცემების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ სიცოცხლის პირველი ორი თვე
ბავშვი სინამდვილის შესახებ უფრო შეგრძნებებს იღებს, ვიდრე აღქმის ხატს. ლევენფილდის
მონაცემებით, გარე გამღიზიანებლის, როგორც ობიექტურად მოცემულის აღქმა ანუ რეცეფცია
მხოლოდ მესამე თვიდან ხდება ბავშვისათვის დამახასიათებელი. ამგვარად, უკვე მესამე
თვიდან ბავშვის შეგრძნებები იწყებენ აღქმად ჩამოყალიბებას. ბავშვი უკვე საგნის ხატს ასახავს
და არა წმინდა შეგრძნებას ღებულობს მისგან.

სინამდვილის მოვლენათა აღქმაზე გადასვლის შემდეგ ბავშვი კიდევ უფრო აქტიური ხდება
მასზე მოქმედი გამღიზიანებლის მიმართ. რაც დრო გადის გარემომცველი საგნები სულ უფრო
და უფრო საინტერესოდ იქცევიან, ის მათზე სულ უფრო მეტ ხანს აჩერებს მხედველობას, მეტ
ხანს უგდებს ყურს მელოდიას და ა.შ. შემდგომი წინსვლა იმაში გამოიხატება, რომ როცა
გამღიზიანებელი წყვეტს ზემოქმედებას, ბავშვი მის ძებნას იწყებს. ბავშვის ამ ტენდენციას
კლაპარედმა პერცეპტული ინტერესი უწოდა.

მეორე თვის ბოლოდან ბავშვს შეუძლია რამდენიმე ხანი გააჩეროს ერთ საგანზე თვალი. ის
თითქოს ინტერესით ათვალიერებს საგანს, რომელზეც მისი მზერა შეჩერდა. ასევე
სიამოვნებით უსმენს ის ბგერით გამღიზიანებელს. ამ დროს მან შეიძლება მზერა ჭამა შეაჩეროს,
ტირილი შეწყვიტოს. გარემოს საგნების მიმართ ბავშვის ასეთ აქტივობას ჭვრეტის ინტერესი
უწოდეს. მართალია, ის მეორე თვის ბოლოს იჩენს თავს, მაგრამ განსაკუთრებიტ შესამჩნევი
მესამე თვიდან ხდება. ჭვრეტის ინტერესის გაჩენა, თავის მხრივ, აძლიერებს ბავშვის
შეგრძნების ორგანოების აქტივობას და ამით ხელს უწყობს ამ ორგანოთა განვითარებას,
განსაკუთრებით თვალის აკომოდაციასა და კონვერგენციას. ხდება თვალის აქტივობისთვის
საჭირო მაძრაობათა სრულყოფა.

ჭვრეტის ინტერესი მეოთხე თვიდან უფრო ძლიერდება. მომდევნო თვეებში ამ მხრივ


მდგომარეობა არ იცვლება. ჭვრეტის ინტერესის პირველი ხანა, პრველი გაელვება ხანმოკლეა,
სულ სამიოდე თვე გრძელდება. მერე მის ადგილს გარემოსთან დამოკიდებულების სხვა
აქტიური პროცესი ტაცება იჭერს.

ობიექტური სინამდვილისადმი დამოკიდებულებაში ბავშვი თანდათანობით სულ უფრო და


უფრო აქტიური ხდება. ასეთი აქტიურობისათვის პასიური ჭვრეტა საკმარისი არ არის და ის
მის ხელში მოხვედრილი ობიექტთა დაუფლებაზე გადადის.

ტაცების აქტები, თავის მხრივ, იწვევენ იმ ორგანოს ფუნქციობის ინტენსიურ განვითარებას და


სრულყოფას, რომელიც ტაცების აქტის განხორციელებისთვისაა საჭირო - ხელებისა. დ.უზნაძე
თვლის, რომ აქაც, ისე როგორც ჭვრეტის შემთხვევაში ბავშვს უკვე თავიდანვე აქვს ერთგვარი
”დაუფლების მოთხოვნილება” და იგი შეხების ობიექტის მიმართ აღმოცენდება. ყველაფერს,
რაც ახლა ბავშვს ხელში ჩაუვარდება პირისკენ მიაქანებს.

ბავშვის ფსიქიკური აქტივობა ტაცების ხანის დადგომიდან თვისობრივად იცვლება. ახლა


ბავშვს დანახული ობიექტის დაუფლება ამოძრავებს. იგი უკვე აღარ არის პასიური მჭვრეტელი,
ამიტომაც ჭვრეტის ტენდენცია დამოუკიდებელ ინტერესს კარგავს კიდეც. ის გარკვეულ
აქტივობას მიმართავს იმ საგნის მიმართ, რომლის დანახვა, რომლის ხელში ჩაგდება მას
შეუძლია.
აღქმის განვითარება განუწყვეტლივ მიმდინარეობს და მასში მონაწილე ანალიზატორთა
როლიც იცვლება ხან ერთი თამაშობს უპირატეს როლს ხან მეორე. 2 წლის ასაკში ისევ იჩენს
თავს ჭვრეტის ინტერესი. ბავშვი დიდი გატაცებით ისმენს უფროსების მონათხრობს. ბავშვს
აღქმის ობიექტის შინაარსობრივი მხარე აინტერესებს, პირველ რიგში საგნის ფერი და ფორმა.
ყველა მკვლევარს აქვს დადასტურებული, რომ ადრეული ასაკის ბავშვი ჭვრეტის თუ ტაცების
პროცესში ბრჭყვიალა საგანს აძლევს უპირატესობას.

ამგვარად, ადრეული ასაკის ბავშვი აღქმის დროს საგნის ფორმასთან შედარებით ფერს აძლევს
უპირატესობას. ეს პროცესი მერეც გრძელდება უცნობი საგნების მიმართ. მაგრამ სამი
წლისათვის ნაცნობი საგნის აღქმისას უპირატესობა უკვე ფორმას ეძლევა. სკოლამდელ ასაკში
ბავშვის აღქმაში საგნის ფორმა სულ უფრო და უფრო იწყებს დომინირებას და პირველ პლანზე
დგება.

აღქმის ხატის თანდათანობითი დიფერენციაციის კვალობაზე ბავშვი უკვე მთლიან სურათსაც


აღიქვამს და ნაწილების გამოყოფასაც ახერხებს.

აღქმის განვითარება და სრულყოფა გრძელდება უმცროს სასკოლო ასაკშიც. აღქმა მჭიდრო


კავშირშია აზროვნებასთან, რადგანაც აზროვნება ემყარება აღქმაში მოცემულ მასალას,
ყოველგვარი სწავლა იწყება აღქმით. უმცროსკლასელთა აღქმა მჭიდრო კავშირშია აღქმის
შინაარსის, შეგრძნების განვითარების დონესთან. პირველ რიგში აქ იგულისხმება
მხედველობისა და სმენის შეგრძნების განვითარების დონე. სინამდვილის შესახებ
ინფორმაციის 80% -ს ბავშვი იღებს მხედველობით. მხედველობისა და სმენის შეგრძნებები
განვითარებას განიცდის მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში.

პირველ კლასელებთან სჭარბობს პირველი სასიგნალო სისტემის მოქმედება, რის გამოც


სწავლებაში წამყვანი როლი აქვს თვალსაჩინოებასა და გრძნობად აღქმას. ამ ასაკის ბავშვებს
ჯერ კიდევ არა აქვს ფაქიზი მგრძნობელობა ელფერებისა და ნახევარტონების მიმართ. ასევე,
პირველ კლასელთა აღქმის ერთ-ერთი თავისებურებაა სიტყვათა გრაფიკული გამოსახულების
არასაკმაო დიფერენცირებული აღქმა. ფორმით მსგავს ასოთა შორის განსხვავების წვდომა
მოითხოვს ფაქიზი ანალიზის უნარს, რაც ამ ასაკის ბავშვებს ძალიან უჭირთ. შემდგომ
კლასებში მოსწავლეთა აღქმა ხდება შედარებით უფრო სრულყოფილი. ბავშვებს
უვითარდებათ არსებითისა და არაარსებითის გამოყოფის უნარი, აღქმა ხდება
დანაწევრებული და მართვადი.

აღქმის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს სწავლა. იგი ავითარებს ბავშვის უნარს,
დაინახოს და გაანალიზოს ის, რასაც აღიქვამს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბავშვმა
შეძლოს საგანთა იდენტურობის დადგენა ამათუ იმ ეტალონთან მიმართებაში. სასწავლო
წარმატება დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მაღალ დონეზეა ასული
უმცროსკლასელის სენსორული განვითარება.
დაწყებითი სკოლის ბოლოს მასწავლებლის მიერ გატარებული სპეციალური ღონისძიებების
შედეგად ბავშვს უკვე შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს თავისი აღქმის მოქმედება,
მიზანმიმართულად, წინასწარი განზრახვით განახორციელოს იგი. ასეთი აღქმა
თანდათანობით ღებულობს ნებისმიერი დაკვირვების ფორმას.

მეხსიერება

მეხსიერების პროცესები უძველესი დროიდან აინტერესებს კაცობრიობას.


ანტიკური ხანის ავტორების გადმოცემით, პირველი ფსიქოლოგიური ცდები ჩატარდა
ამ სფეროში. პლატონის ერთ-ერთ დიალოგში ვინმე სოფისტ გიპიუსს თავი მოჰქონდა
იმით, რომ ერთხელ წაკითხვით შეეძლო 50 სახელის დამახსოვრება. რომაელი
ფილოსოფოსის სენეკას მამას მოსმენისთანავე შეეძლო 2000 სიტყვის და 200 ლექსის
ზუსტი აღდგენა. მეხსიერების უნარების განვითარების შესწავლა მიმდინარეობდა შუა
საუკუნეებშიაც.
მეხსიერების სისტემატური ექსპერიმენტალური შესწავლა მე-19 საუკუნის
ბოლოს დაიწყო გამოჩენილმა ფსიქოლოგმა ებინგჰაუსმა. იგი იყენებდა მეხსიერების
კვლევის მარტივ და ეფექტურ მეთოდს, კერძოდ, დასამახსოვრებელი მასალა
წარმოადგენდა უაზრო მარცვალთა რიგს (ჩამ, პეც და ა.შ.), რომლებსაც სიტყვებისა და
წინადადებისაგან განსხვავებით არ გააჩნია შინაარსი და ასოციაციები. ამდენად, ისინი
ყველა ადამიანისათვის ინდიფერენტული იყო და ასრულებდა მეხსიერების გასაზომი
ერთეულის ფუნქციას. ებინგჰაუსმა დაადგინა მეხსიერების მნიშვნელოვანი
კანონზომიერებანი.
ფსიქოლოგიაში განასხვავებენ მეხსიერების ორგვარ გაგებას _ ესაა
მეხსიერება ფართო და ვიწრო გაგებით. ფართო გაგებით მეხსიერებაში გულისხმობენ
წარსულის ნებისმიერი სახით ასახვას ფსიქიკაში, თუნდაც ადამიანს არ შეეძლოს მისი
გახსენება. რაც შეეხება მეხსიერებას ვიწრო გაგებით, მასში იგულისხმება აღქმულის
ასახვა ფსიქიკაში, მისი შენარჩუნება ანუ კონსერვაცია და საჭიროების შემთხვევაში
გახსენება ანუ რეპროდუქცია. ფსიქოლოგიაში როცა საუბარია მეხსიერებაზე,
ჩვეულებრივ, გულისხმობენ ვიწრო გაგებით მეხსიერებას. გარდა ამისა, არსებობს ე.წ.
ფიზიოლოგიური მეხსიერება ანუ “მნემე” (მნემე ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს
მეხსიერებას). ფიზიოლოგიურ მეხსიერებასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა ასახული
ინფორმაცია შენახულია ორგანიზმის დონეზე ანუ როცა “ახსოვს” ორგანიზმს, თუმცა
ადამიანს ამის შესახებ არაფერი არ ახსოვს. მაგალითად, ადამიანმა, რომელიც
ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობდა, ბავშვობაში ისწავლა ცურვა. შემდეგ საცხოვრებლად
გადავიდა სხვა ქალაქში სადაც არ იყო ზღვა და წლების განმავლობაში არ
გამოუყენებია ეს ჩვევა. დაახლობით 25 წლის შემდეგ მას მოუწია მშობლიურ ქალაქში
ჩასვლა და როცა ზღვაში ჩავიდა, ჩვეულებრივად გაცურა, თუმცა სულ აღარ ახსოვდა,
რომ ოდესღაც ნასწავლი ჰქონდა ცურვა.
მეხსიერების მექანიზმის შესახებ არსებობს მრავალი თეორია. ერთ-ერთი
მათგანი ცდილობს დახსომების მექანიზმი ახსნას ელექტროფიზიოლოგიის
მონაცემების საფუძველზე. ელექტრონული ტექნიკის განვითარებამ მეცნიერებს მისცა
ტვინის ბიოდენების ჩაწერის შესაძლებლობა. ბიოდენები _ ესაა ტვინის გაღიზიანების
შედეგად აღმოცენებული ელექტრული მუხტები. ელექტრო ენცეფალოგრამაზე
იწერება დროებითი კავშირების აღმოცენების და შეკავების პროცესი, რომელიც
მიაჩნიათ მოგონების, ცნობისა და დავიწყების მექანიზმად.
შემდეგია ნეიროფიზიოლოგიური თეორია, რომლის არსი მდგომარეობს
იმაში, რომ ტვინის ნეირონები წარმოქმნიან დახშულ რგოლებს, რომელშიც მოძრაობს
ნერვული იმპულსები და სადაც ინახება ტვინში შემოსული და გადამუშავებული
ინფორმაცია. ნერვული იმპულსების განმეორებითი გავლა ცვლის სინაპსების
სტრუქტურას და პროცესი მიმდინარეობს უფრო ადვილად.
მოლეკულური თეორია მეხსიერების მექანიზმს ხსნის ბიო-ქიმიური,
კერძოდ, ცილების ცვლილების საფუძველზე. ცილების სინთეზის გაძლიერება
აადვილებს რთული ჩვევების შემუშავებას, ხოლო თუ ცილების სინთეზი ფერხდება,
სუსტდება პირობით-რეფლექსური მოქმედება.
არსებობს მეხსიერების რამდენიმე ფორმა. ყველაზე უფრო დაბალი ფორმაა
უშუალო ანუ ხანმოკლე მეხსიერება.
უშუალო მეხსიერებას ხშირად უწოდებენ “შემჩნევის უნარიანობასაც”,
რადგანაც იგი გულისხმობს არა აღქმულის დიდი ხნით დახსომებას, არამედ მცირე
დროით ცნობიერებაში იმის შენარჩუნებას, რაც ეს-ესაა იყო აღქმული.
გამღიზიანებლის აღქმის შემდეგ ადამიანი მაშინვე, სხვა შინაარსზე გადანაცვლების
გარეშე ახდენს აღქმულის რეპროდუქციას, ანუ გახსენებას. მაგალითად, უშუალო
მეხსიერებას ეყრდნობა სტუდენტი ლექციის ჩაწერისას. უშუალო მეხსიერებისათვის
დამახასიათებელია ე.წ. “ფარული პერიოდის” არარსებობა (ფარული პერიოდი - ესაა
დრო აღქმიდან რეპროდუქციამდე): აღქმის რეპროდუქცია ხდება უშუალოდ აღქმის
შემდეგ.
არსებობს პროფესიები, რომლებშიაც უშუალო მეხსიერება თამაშობს წამყვან
როლს. მას ეკუთვნის ისეთი პროფესიული მოქმედებები, რომლებიც მოითხოვს
აღქმულის სწრაფად აღდგენას, ისე რომ აღქმულის ხანგრძლივად დახსომება არაა
საჭირო: კომპიუტერის ოპერატორის, ასოთამწყობის მუშაობა ძირითადად ეყრდნობა
უშუალო მეხსიერებას.
მეხსიერების შემდეგი სახეა ცნობის მეხსიერება. იგი თავს იჩენს განმეორებით
აღქმულის ცნობაში. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს რაიმე მოვლენა (უცხო
სიტყვა, ადამიანის სახე და ა.შ.) ისე კარგად არ ახსოვს, რომ შეძლოს მისი მოგონება,
მაგრამ იმავე მოვლენის აღქმისას ცნობს მას, საქმე გვაქვს ცნობის მეხსიერებასთან.
როგორც ვხედავთ, ცნობის მეხსიერების გამოვლენა შეზღუდულია აღქმით.
არის შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს ცნობის ილუზიებს, რომელთაგან
აღსანიშნავია შემცდარი ცნობა (დეჟა ვიუ). ნაცნობობის გრძნობის აღმოცენება
ყოველთვის არაა იმის მაჩვენებელი, რომ აღიქმება ობიექტურად ნაცნობი, მართლაც
ადრე აღქმული მოვლენა. ხანდახან ეს განცდა არ შეესაბამება რეალურ ვითარებას –
უცნობს, პირველად აღქმულს განვიცდით როგორც ადრე აღქმულს, ანუ “უკვე
ნახულს”. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც პირველად ვნახეთ, ან რაიმე ნივთი,
სახლი ან ქუჩა, რომელსაც პირველად ვხედავთ და სხვა.
მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, ამ მოვლენას საფუძვლად უდევს ისეთივე
ემოციური განცდის გამოწვევა ახალ აღქმული ობიექტის ან სიტუაციის მიერ,
რომელიც ადრე გამოწვეული იყო სხვა სიტუაციით ან ობიექტით: იგულისხმება, რომ
ემოციური განცდის ეს იგივეობა ქმნის ნაცნობობის შთაბეჭდილებას. დ. უზნაძე
ფიქრობდა, რომ ამ შემთხვევაში ახალი ობიექტის აღქმა იწვევს იგივე განწყობას, რაც
ადრე გამოიწვია სხვა ობიექტმა და სწორედ ამ განწყობის იგივეობა იწვევს ნაცნობობის
გრძნობას.
მეხსიერების შემდეგი სახეა პერსევერაცია, რომელიც წარმოადგენს
მეხსიერების უნებლიე ფორმას. პერსევერაცია ეწოდება რაიმე შინაარსის უნებლიე,
აკვიატებულ ამოტივტივებას ცნობიერებაში. ეს შეიძლება იყოს რაიმე ტერმინი, ფრაზა,
მელოდია და სხვა.
უნებლიე მეხსიერების გამოვლენას წარმოადგენს ასოციაციური მეხსიერება,
რომელიც ვლინდება წარმოდგენათა ასოციაციის სახით. სიტყვა “ასოციაცია” ნიშნავს
კავშირს, ხოლო წარმოდგენათა შორის ასოციაცია ეწოდება წარმოდგენებს შორის ისეთ
კავშირს, როდესაც ერთ წარმოდგენას ან აღქმას უნებურად მოჰყვება მეორე
წარმოდგენა სათანადო ობიექტის ან მოვლენის აღქმის გარეშე. მაგალითად, ზღვის
დანახვამ ადამიანს შეიძლება გაახსენოს გემით მოგზაურობა, ან ის თავგადასავალი,
რომელიც უკავშირდება ამ მოგზაურობას, მეგობრები, ვისთან ერთადაც იყო გემზე და
ა.შ. ასეთი ტიპის ასოციაციას უწოდებენ “ჯაჭვურ ასოციაციას”.
წარმოდგენათა ასოციაციის ასახსნელად მე-19 საუკუნემდე გამოიყენებოდა
ოთხი კანონი, რომლებსაც უწოდებდნენ ასოციაციის არისტოტელესეულ კანონებს.
დროის ანუ დროში მოსაზღვრეობის ასოციაცია. ამ კანონის მიხედვით, ასოციაცია
მყარდება იმ წარმოდგენათა შორის, რომლებიც განცდილი იყო ერთდროულად.
მაგალითად, ორთქმავლის საყვირის გაგონებამ იმიტომ გამოიწვია მატარებლის
წარმოდგენა, რომ ეს ორი მოვლენა ბევრჯერ იყო აღქმული ერთდროულად.
სივრცითი მოსაზღვრეობის ასოციაცია. ამ კანონის თანახმად, ასოციაცია მყარდება იმ
წარმოდგენებს შორის, რომლებიც სივრცეში მოსაზღვრედ იყო აღქმული. მაგალითად,
ქალაქში ძროხის დანახვამ აადამიანს შეიძლება გაახსენოს სოფელი, რადგან ძროხა მას
ჩვეულებრივ, სოფელში უნახავს.
მსგავსების ასოციაცია. ეს კანონი გვეუბნება, რომ ასოციაციას იწვევს მსგავსის
წარმოდგენა ან აღქმა. მაგალითად, დიდი ტბის დანახვაზე შეიძლება მოგვაგონდეს
ზღვა, ფოტოსურათის დანახვაზე _ გადაღებული საგანი და ა.შ.
კონტრასტის ასოციაცია. ამ კანონის მიხედვით, ასოციაცია მყარდება წარმოდგენის ან
აღქმის საწინააღმდეგო (კონტრასტულ) მოვლენებს შორის. მაგალითად, ძალიან
მსუქანი ადამიანის დანახვაზე შეიძლება გაგვახსენდეს ძალიან გამხდარი, მელოტი
ადამიანის დანახვაზე _ გრუზათმიანი და ა.შ.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს ოთხი კანონი დაიყვანეს დროის ასოციაციის
კანონზე. ამ შეხედულების მიხედვით წარმოდგენათა ასოციის საფუძველს შეადგენს
წარმოდგენათა დაკავშირება მათი დროში დამთხვევის გამო. თუმცა ასოციაციის
ექსპერიმენტული კვლევის შედეგი ამტკიცებს, რომ წარმოდგენათა ასოციაციაა არ
არის ისეთი მექანიკური კავშირი, როგორც ამას გულისხმობს დროის ასოციაციის
ცნება. ასოციაციის დასამყარებლად და მის განსახორციელებლად მნიშვნელოვან
ფაქტორს წარმოადგენს თვითონ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. ასოციაცია თუმცა
უნებლიე, მაგრამ მაინც პიროვნებისეული პროცესია. მართლაც, ზოგჯერ საკმარისია
ორი ობიექტი ერთხელ აღვიქვათ ერთდროულად, რომ მათ წარმოდგენებს შორის
დამყარდეს მტკიცე ასოციაცია, ხოლო სხვა საგნები შეძლება ყოველდღიურად ძალიან
ხშირად აღვიქვათ ერთდროულად, მაგრამ მათ წარმოდგენებს შორის ასოციაცია არ
მყარდება. გამოირკვა, რომ ასოციაცია ადვილად მყარდება იმ ერთდროულად
განცდილ წარმოდგენებს შორის, რომელთა დაკავშირება პიროვნებისეულად რაღაცით
მნიშვნელოვანი იყო, რომლებიც პიროვნების განცდაში რაღაცნაირად დაკავშირდნენ,
რომელთა კავშირი შეიჭრა პიროვნების მოთხოვნილებათა და ინტერესთა სფეროში,
რომლებიც ადამიანის განცდაში ერთმანეთს ემოციურად დაუკავშირდნენ.
ასოციაციური მეხსიერება, ისევე როგორც პერსევერაცია, წარმოადგენს
მეხსიერების უნებლიე, პასიურ ფორმას. ადამიანს გარდა უნებლიე მეხსიერებისა,
გააჩნია აგრეთვე ნებისმიერი ანუ აქტიური მეხსიერება, ანუ ნებისმიერი,
მიზანდასახული დახსომება და მიზანდასახული გახსენება. ადამიანს უნარი აქვს
შეგნებულად, მიზანდასახულად დაიხსომოს, დაისწავლოს ის, რაც სჭირდება,
მიუხედავად იმისა, აინტერესებს მას ეს მასალა თუ არა.
ნებისმიერი მეხსიერება ყველაზე მეტად ვლინდება დასწავლაში. დასწავლა
გულისხმობს ინფორმაციის რამდენჯერმე გამეორებას დახსომების მიზნით.
დასწავლის ეფექტი განსხვავებულია არამარტო სხვადასხვა ადამიანთა, არამედ ერთი
და იმავე ადამიანთა სხვადასხვა დროს. ზოგჯერ დახსომება ადვილად ხდება და
მტკიცე ხასიათს ატარებს, ზოგჯერ კი იგივე ადამიანი ძნელად იხსომებს და
დახსომებულს მალევე ივიწყებს. განვიხილოთ ფაქტორები, რომლებიც გავლენას
ახდენს დასწავლის პროცესზე.
განზრახვის ფაქტორი. იგი წარმოადგენს დასწავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
ფაქტორს. მასალის მხოლოდ გამეორება არაა საკმარისი დახსომებისათვის. ეფექტის
მისაღებად გამეორება უნდა ხდებოდეს მასალის დაუფლების განზრახვით,
დახსომების მოთხოვნილებით. ვიმახსოვრებ “მე”, აქტიური პიროვნება სათანადოდ
წარმართული ძალისხმევის შედეგად. ამ კანონზომიერების ნათელი დემონსტრაციაა
როდოსავლევიჩის ცდა, სადაც იგი ცდის პირებს დასამახსოვრებლად აძლევდა უაზრო
მარცვალთა რიგს, რომელსაც ადამიანი ჩვეულებრივ იხსომებს 5-6 გამეორებით.
აღმოჩნდა ერთი ცდის პირი, რომელმაც ეს მასალა ვერ დაიხსომა 46 წაკითხვის
შემდეგაც. როგორც გამოირკვა, მან ვერ გაიგო, რომ ევალებოდა მასალის დახსომება,
ვინაიდან ცუდად იცოდა გერმანული, რომელ ენაზეც მიეცა ინსტრუქცია. მას შემდეგ
როცა გაიგო ამოცანა, მარცვალთა მსგავსი რიგი დაიხსომა 5 წაკითხვით. მნიშვნელობა
აქვს იმასაც თუ რა განზრახვით _ ხანმოკლე თუ ხანგრძლივი დამახსოვრებით
სწავლობს ადამიანი. მაგალითად, სტუდენტი თუ საგანს სწავლობს იმ განზრახვით,
რომ გამოცდა ჩააბაროს მალევე დაავიწყდება ნასწავლი, ვიდრე იმას, რომელიც
სწავლობს იმ მიზნით, რომ მომავალშიც გამოიყენოს მიღებული ცოდნა.
ინტელექტუალური აქტივობის ფაქტორი. კვლევებით დადგინდა, რომ გონებრივი
ძალისხმევა დადებითად მოქმედებს დამახსოვრებაზე. არსებობს ექსპერიმენტული
მონაცემები, როცა ცდის პირები უკეთესად იმახსოვრებდნენ მასალას, რომლის
მიმართაც მოუხდათ რთული ინტელექტუალური ოპერაციების განხორციელება,
თუმცა არ ქონდათ განზრახული მისი დახსომება. ასევე რაც უფრო გააზრებულია
მასალა, მით უფრო კარგად და ადვილად სწავლობს ადამიანი მას ვიდრე
გაუაზრებელს.
ინტერესის ფაქტორი. დადასტურებულია, რომ ადამიანი ადვილად იმახსოვრებს იმას,
რაც მისთვის საინტერესოა, რაც აღძრავს მის ცნობისმოყვარეობას. გარდა პირდაპირისა
არსებობს არაპირდაპირი ინტერესიც. ამ დროს ადამიანს დასასწავლი მასალა
შეიძლება არ აინტერესებდეს, მაგრამ მისი დასწავლა სხვა ინტერესთან, რაიმე გარეგან
მოტივთან იყოს დაკავშირებული.
სტრუქტურიზაციის ფაქტორი. მასალის დასწავლა ღრმა და მტკიცეა მაშინ, როცა ის
კარგადაა სტრუქტურირებული. ამიტომაცაა, რომ ლექსის დაზეპირება უფრო
ადვილია ვიდრე პროზაული ტექსტის.
გამოცდილების ფაქტორი. რაც უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვს ადამიანს იმ
სფეროდან, რომელსაც ეკუთვნის დასამახსოვრებელი მასალა, მით უფრო კარგად
იმახსოვრებს მას.
ფუნქციონალური ფაქტორები. დახსომების ეფექტურობა დამოკიდებულია
ორგანიზმის ფიზიოლოგიურ და ზოგადად, ფუნქციონალურ მდგომარეობაზე.
კერძოდ, დახსომების უნარს მნიშვნელოვნად აქვეითებს დაღლილობა, ასევე
სერიოზულ ზიანს აყენებს მას ფსიქოაქტიური ნივთიერებების სისტემატური მიღება.
დახსომების ეფექტურობა განსხვავებულია დღის დროის მიხედვითაც. ამ მხრივ
ადამიანთა შორის არსებობს ინდივიდუალური სხვაობები: ზოგი უფრო ადვილად
იმახსოვრებს საღამოთი, ზოგი – დილით, მაგრამ როგორც წესი, თანაბარ პირობებში
დასწავლის სისწრაფე ოპტიმალურია დილის საათებში, ხოლო დასწავლის სიმტკიცე –
საღამოთი.
დასწავლის წესები ანუ კანონები. არსებობს დასწავლის სხვადასხვა წესი. ერთ-
ერთია გლობალური (მთლიანი) დასწავლა. ეს წესი გამოიყენება მაშინ, როდესაც
დასასწავლი მასალა არაა დიდი მოცულობის და გულისხმობს მასალის წაკითხვას
თავიდან ბოლომდე. შემდეგია ფრაგმენტალური ანუ ნაწილ-ნაწილ დასწავლა. და
გამოიყენება მაშინ, როდესაც დასასწავლია დიდი მოცულობის მასალა. ასეთ
შემთხვევაში მასალას ყოფენ რამდენიმე ნაწილად, სწავლობენ ამ ნაწილებს ცალკ-
ცალკე და ბოლოს აერთიანებენ. პროგრესული დასწავლის წესი. რომელიც გამოიყენება
ასევე დიდი მოცულობის მასალის დასწავლისას. ამ დროსაც მასალას ყოფენ
ნაწილებად სწავლობენ ჯერ პირველ ნაწილს, შემდეგ მეორეს, მერე აერთიანებენ
ორივეს, შემდეგ სწავლობენ მესამეს აერთიანებენ სამივეს და ასე სწავლობენ
ბოლომდე. გამეორებათა შორის ინტერვალი. დასაწყისში, როცა მასალა მტკიცედ არაა
დასწავლილი, საჭიროა უფრო ხშირი გამეორება ანუ გამეორებებს შორის ინტერვალი
უნდა იყოს მცირე. როცა მასალა უკვე დასწავლილია ინტერვალის ოპტიმალური
ხანგრძლივობაა 20 წუთი. ჰიპერფიქსაციის წესი. ჰიპერფიქსაცია ნიშნავს ჭარბ
გამტკიცებას. ეს წესი გამოიყენება მაშინ, როცა მასალა უკვე დასწავლილია ე.ი.
ადამიანს შეუძლია მისი დამოუკიდებლად მოყოლა, მაგრამ უკეთ გამტკიცების
მიზნით კიდევ იმეორებს მას.

დავიწყება.
ნათქვამია: “როგორც არ არსებობს ადამიანი, რომელიც არაფერს იმახსოვრებს,
ისე არ არსებობს ადამიანი, რომელიც არაფერს ივიწყებს.” დავიწყება წარმოადგენს
მეხსიერების მეორე მხარეს.
დავიწყების უარყოფითი ასპექტი თავისთავად ნათელია: ადამიანი ვერ
იხსენებს მისთვის საჭირო ინფორმაციას, მაგრამ დავიწყებას აქვს დადებითი მხარეც:
მეხსიერების მოცულობა არაა უსაზღვრო, ყველაფრის დახსომება შეუძლებელია.
აქედან ნათელია, რომ მეხსიერება ატარებს შერჩევით ხასიათს. დავიწყება, თუ იგი
ეხება გარკვეულ შინაარსებს, ხელს უწყობს იმის შენარჩუნებას, რაც პიროვნებისათვის
უფრო მნიშვნელოვანია. გარკვეული ხასიათის შინაარსების დავიწყების წყალობით
ადამიანი იშორებს ზედმეტ ინფორმაციას და ათავისუფლებს მნემურ პროცესებს
უფრო მნიშვნელოვანისთვის.
ექსპერიმენტული კვლევებით დადგინდა, რომ რაც უფრო მეტი დროა გასული
ინფორმაციის მიღებიდან მის აღდგენამდე, მით მეტია დავიწყების ალბათობა.
ამასთანავე, დავიწყების მიმდინარეობა ხდება გარკვეული, მისთვის
დამახასიათებელი ფორმით. კერძოდ, დასწავლის შემდეგ პირველ საათებში
დავიწყების ტემპი ყველაზე მაღალია, ხოლო დროის მიმდინარეობასთან ერთად
დავიწყების ტემპი კლებულობს და ბოლოს დახსომებულის კვალი დიდხანს რჩება
ცნობიერებაში. დავიწყების ეს კანონზომიერებანი დაადგინა ებინგჰაუსმა და იგი
გამოსახულია ე. წ. “დავიწყების ებინგჰაუსისეული მრუდის” სახით. ეს მონაცემები
დადასტურებულია სხვა ავტორთა კვლევებშიც, თუმცა ეს კანონზომიერება ეხება
უაზრო მასალის დაზეპირებას.
აზრიანი მასალის კვლევებით გამოირკვა, რომ რაც უფრო კარგადაა გააზრებული
და გაგებული დახსომებული მასალა, მით უფრო შორდება მისი დავიწყების
მიმდინარეობა ებინგჰაუსის მრუდს. უაზრო მასალაზე დადასტურებული
კანონზომიერება ირღვევა, კერძოდ, აზრიანი მასალის ნაწილების არათანაბარი
დავიწყებით, რაც განპირობებულია აზრის მნიშვნელობის ხარისხით. განსაკუთრებით
თავისებურია დავიწყების მიმდინარეობა, როცა ცდის პირს ევალება ტექსტის არა
სიტყვა-სიტყვით, არამედ შინაარსის აზრობრივად დახსომება. ადამიანს
განსაკუთრებით მტკიცედ ახსოვს ტექსტის ძირითადი აზრი, ხოლო შინაარსეულად
ნაკლებად მნიშვნელოვანი ადგილები ადვილად და მალე ავიწყდება.
რემინისცენციის მოვლენა. კვლევებით გამოირკვა, რომ აზრიანი მასალის
პირველი აღქმის შემდეგ ხანდახან (განსაკუთრებით ბავშვებთან) თავს იჩენს შემდეგი
პარადოქსალური მოვლენა: მასალის აღქმის შემდეგ პირველი 2-3 დღის მანძილზე
ხდება მასალის უკეთესად დახსომება; მასალის გადადებული აღდგენა უფრო
სრულყოფილია, ვიდრე გადაუდებელი. მხოლოდ ამ ორიოდე დღის შემდეგ იწყება
მასალის დავიწყება. სწორედ ამ მოვლენას უწოდებენ რემინისცენციას. ეს მოვლენა
იკვლია ბელარდმა და მიღებული შედეგების საფუძველზე შეადგინა დავიწყების
მრუდი, რომელიც დაუპირისპირა ებინგჰაუსის მრუდს: მისი მრუდი პირველ დღეებში
იწევს ზევით, მაშინ როცა ებინგჰაუსის მრუდი სწორედ ამ მონაკვეთში
განსაკუთრებით სწრაფად ეცემა დაბლა. ცხადია ამ მრუდების დაპირისპირება არაა
მართებული, რადგანაც ებინგჰაუსის მრუდი გამოხატავს უაზრო მასალის დახსომების
კანონზომიერებას.
დავიწყება ვლინდება სხვადასხვა სახით: 1. შინაარსის სინათლის, გარკვეულობის
დაკარგვა: დახსომებული შინაარსი ფერმკრთალდება, თვალსაჩინო სახეები ხდება
ბუნდოვანი, ქვეითდება ცალკეული შინაარსების ცოდნა. პიერონი ამას თვლის
“სტატიკური მეხსიერების” დასუსტებად, რადგან დავიწყება აქ ეხება თვით
ელემენტებს და არა მათ შორის კავშირებს. 2. კავშირების დაკარგვა. დახსომებული
მასალის ცალკეულ მომენტებს შორის კავშირები სუსტდება და ბოლოს სულ წყდება,
ისე რომ ირღვევა შინაარსის მთლიანობა. პიერონი ამას თვლის “დინამიკური
მეხსიერების” დასუსტებად, რადგანაც დავიწყება ეხება არა კავშირებს, არამედ თვით
შინაარსებს. 3. გავარჯიშების (დასწავლის) ეფექტის დაკარგვა. მეხსიერების
ექსპერიმენტული კვლევის დასაწყისშივე შეამჩნიეს, რომ დასწავლის შემდეგ მალე
იწყება მასალის დავიწყება. დასაწყისში დავიწყებულის აღდგენას სჭირდება მცირე
დრო და ნაკლები გამეორება, ხოლო დროის ინტერვალის გაზრდასთან ერთად
დასწავლილის აღსადგენად საჭირო ხდება სულ უფრო მეტი დრო ან გამეორება. 4.
სიმტკიცის დაკარგვა. დავიწყებულის გასახსენებლად საჭიროა სულ უფრო მეტი
დაძაბვა, ნებისყოფის მეტი ძალისხმევა. 5. გამოცდილების დაკარგვა. კლებულობს
შეძენილი გამოცდილების ის საერთო დონე, რომელიც წარმოადგენდა გარკვეული
ცოდნის შეძენის შედეგს. სუსტდება და იკარგება ის ზოგადი ცვლილება, რომელიც
მოხდა პიროვნებაში გარკვეული მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების
შეძენის შედეგად.
დავიწყების პარადოქსალური სახე.
დავიწყებაში შეიმჩნევა ერთი საინტერესო მოვლენა: ყოველდღიურ ცხოვრებაში
ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს რაიმე შინაარსის ისეთი დავიწყება, როდესაც ეს
შინაარსი ცნობიერად აღარაა მოცემული, მაგრამ პიროვნებისათვის მთლიანად
დაკარგული მაინც არ არის. რაც დავიწყებული გვაქვს იმდენად მაინც ვიცით, რომ
მიწოდებული ყველა სხვა მსგავსი შინაარსის შემთხვევაში ვხვდებით, რომ ეს ის არ
არის, რასაც ვერ ვიხსენებთ. ეს მოვლენა აღწერილი აქვს ჩეხოვს თავის მოთხრობაში
“Лошадиная фамилия”. ჩეხოვის გმირი ვერ იხსენებდა ერთ-ერთი ადამიანის გვარს,
მაგრამ ახსოვდა, რომ ეს გვარი რაღაცით დაკავშირებული იყო ცხენთან. იგი უარყოფდა
ცხენთან დაკავშირებულ ყველა სხვა გვარს, რომლებსაც მას ეუბნებოდნენ (Жеребцов,
Кобылицын). მაშასადამე, რაღაც ფორმით ეს დავიწყებული შინაარსი ადამიანში ჯერ
კიდევ ასახულია. ამიტომაც, გაიგონებს თუ არა იგი ამ დავიწყებულ შინაარსს, მაშინვე
ცნობს მას ან რაიმე მასთან ახლოს მდგომი შინაარსის აღქმის დახმარებით თვითონ
აღიდგენს მას, როგორც ჩეხოვის გმირი, რომელმაც სიტყვა овес-ის გაგონებაზე მაშინვე
გაიხსენა დავიწყებული გვარი Овсов.
დავიწყების პარადოქსალური მოვლენა ხშირად ვლინდება, როგორც
დავიწყების ერთ-ერთი საფეხური: სანამ რაიმე შინაარსი სულ დაგვავიწყდებოდეს ის
ჩვენში ჯერ კიდევ არსებობს ასეთი გაუცნობიერებელი ცოდნის სახით. სრულ
დავიწყებაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ მაშინ როცა შინაარსი ასეთი ფარული
სახითაც აღარ გვექნება მოცემული.
დავიწყების მიმდინარეობაზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი. ერთ-ერთია
დასწავლის სისწრაფე – სწრაფად დასწავლილი სწრაფადვე გვავიწყდება. შემდეგი
ფაქტორია მასალის შინაარსი – აზრიანი მასალა გაცილებით უფრო გვიან გვავიწყდება,
ვიდრე უაზრო. განსაკუთრებული სიმტკიცით გამოირჩევა მოტორული ჩვევები,
რომლებიც შეიძლება შენარჩუნებული იყოს მრავალი წლის მანძილზე.

მეხსიერების პათოლოგია
არსებობს მეხსიერების დაქვეითებისა და პათოლოგიის რამდენიმე ფორმა.
განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ჰიპერმნეზია ანუ ფსიქიკურ განცდათა გამახვილებული გახსენება. ეს არის
მეხსიერების ავადმყოფური გაძლიერება სხვადასხვა სახის მოგონებების
მოზღვავებით, მრავალფეროვანი გრძნობადი თუ საგნობრივი წარმოდგენებით. ასეთი
დარღვევები იშვიათია.
ჰიპომნეზია ეს არის მეხსიერების შესუსტება. ამ დროს გართულებულია
როგორც დამახსოვრება, ასევე მოვლენებისა და ფაქტების მეხსიერებაში აღდგენა.
ამნეზია არის მეხსიერების სრული მოშლა. გამომწვევი მიზეზებით ამნეზია
შეიძლება იყოს ორგანული, ფუნქციონალური და ფსიქოგენური. ორგანული
წარმოშობის ამნეზია თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებებით არის
გამოწვეული, ფუნქციონალური ამნეზია ძლიერი ასთენიის ფსიქო-ფიზიკური
განლევის და ძირითადად ყურადღების კონცენტრაციის მკვეთრი დაქვეითების და
რეპროდუქციის პროცესების შესუსტების შედეგია, ფსიქოლოგიური ამნეზია კი
მძლავრი უსიამოვნო ფსიქიკური განცდით არის გამოწვეული..
განასხვავებენ ამნეზიის შემდეგ სახეებს:
1. ტოტალური ამნეზიის დროს მეხსიერების აპარატი მთლიანად მოშლილია.
ავადმყოფებს არ ძალუძთ რაიმე ფაქტის ან ამბის გახსენება.
2. ნაწილობრივ, ანუ პარციალურ ამნეზიას ახასიათებს დავიწყებული
პერიოდის ზოგიერთი მოვლენის შენარჩუნება მეხსიერებაში.
ანტეროგრადული და რეტროგრადული ამნეზიები დაკავშირებულია
ავადმყოფური მდგომარეობის განვითარებასთან.
რეტროგრადული ამნეზიის დროს პიროვნებას დავიწყებული აქვს წარსული,
ხოლო ახალი შთაბეჭდილებების დამახსოვრების უნარი შენარჩუნებული აქვს. მას
დავიწყებული აქვს მოვლენები, რომლებიც წინ უსწრებენ ავადმყოფურ
მდგომარეობას.
ანტეოგრადული ამნეზიის დროს კი პირიქით – დარღვეულია ახალი
შთაბეჭდილებების დახსომების უნარი, წარსულში შეთვისებული კი ძირითადად
შენარჩუნებულია. მას დავიწყებული აქვს ავადმყოფური მდგომარეობის შემდგომ
განვითარებული მოვლენები.
ანტერო-რეტროგრადული ამნეზიის დროს დავიწყებულია როგორც
ავადმყოფობამდელი, ისე მისი დაწყების შემდეგ მომხდარი ამბები.
პერიოდული ამნეზიის დროს ადგილი აქვს ცხოვრების გარკვეული
პერიოდების ამოვარდნას ცნობიერებიდან. ეს იშვიათი მოვლენაა და წარმოადგენს
დარღვევის მეტად მძიმე ფორმას.
პროგრესული ამნეზიის დროს თანდათანობით ხდება მეხსიერებაში არსებული
ინფორმაციის წაშლა: პირველად ქრება უახლოეს წარსულში მიღებული ინფორმაცია,
ძველი მოვლენები და დაგროვილი გამოცდილება კი გაცილებით დიდხანს ინახება.
ამ დროს ადამიანი ხატოვნად და დალაგებით აღწერს თავის
ბავშვობისდროინდელ გატაცებებს თუ ახალგაზრდობის თავგადასავლებს, მაგრამ ვერ
აღიდგენს გონებაში წინა დღით ექიმისგან მიცემულ რჩევა-დარიგებას.
პარამნეზიის დროს ფაქტებისა თუ ამბების გახსენება სრულიად
გაუკუღმართებულია. ამ სახის დარღვევებს მიეკუთვნება ფსევდორემინისცენციები,
კონფაბულაციები და კრიპტომნეზიები.
ფსევდორემინისცენცია ანუ “მეხსიერების ილუზია” რეალურად მომხდარი და
გადატანილი მოვლენების დროში არასწორად გახსენებაა. მრავალი წლის წინ
თავგადახდენილ ფაქტებს ადამიანები აღწერენ, როგორც ახლად მომხდარ ამბავს.
კონფაბულაციებს “მეხსიერების ჰალუცინაციებს” უწოდებენ. მეხსიერების ამ
სახის დარღვევების დროს ამნეზიურ დარღვევებთან ერთად ჩნდება ცრუ მოგონებები.
მაგალითად, ამგვარი მოგონებების ტყვეობაში მყოფი პიროვნება შეიძლება დიდი
გატაცებითა და თავდაჯერებულობით ყვებოდეს, რომ იგი გუშინ საღამოს ჩოხა-
ახალუხში გამოწყობილი დასეირნობდა თბილისის ქუჩებში და მრავალ სასარგებლო
საქმეებს სჩადიოდა, იმ დროს, როდესაც იგი მთელი იმ დღის განმავლობაში თავის
ეზოს არ გასცილებია.
კრიპტომნეზია არის მეხსიერების გაუკუღმართების ისეთი ფორმა, რომლის
დროსაც ზღვარი რელურ მოვლენებსა და ავადმყოფის მიერ გამოგონილს,
წაკითხულსა და სიზმრად ნანახს შორის თითქოს იშლება. ან პირიქით: რეალური
მოვლენები აღიქმება, როგორც გაგონილი, წაკითხული ან სიზმრად ნანახი.
მეხსიერების დარღვევის თავისებური სახეა ფიქსაციური ამნეზია –
დამახსოვრების მოშლა და ამნეტური დეზორიენტაცია: თავდაპირველად ადამიანები
ვერ აგნებენ საკუთარ სახლს, ვერ ცნობენ ახლობლებს, ნათესავებს, იმათაც, ვისთან
ერთადაც ცხოვრობენ მრავალი წლის განმავლობაში. თანდათანობით ეკარგებათ
მეხსიერება წარსულის მოვლენების მიმართაც, ავიწყდებათ ასაკი და უახლოესი
ნათესავების, მათ შორის, შვილების სახელები, მათი ასაკი; ზოგჯერ შვილიშვილი და
ჰგონიათ, ქმარი – ძმა და ა. შ.
მეხსიერების განვითარება ონტოგენეზში
მეხსიერების გამოვლენის ყველაზე მარტივი ფორმებია უშუალო და ცნობის
მეხსიერება. 3 თვის ასაკის ბავშვთან დადასტურებულია ცნობის მეხსიერების
არსებობა. თუ ადრე მიწოდებული გამღიზიანებელი მეორდება ბავშვის რეაქციის
ხასიათი იცვლება. თუ დასაწყისში ბავშვს გამღიზიანებელზე ჰქონდა უარყოფითი
რეაქცია თანდათანობით ბავშვი ინტერესს იჩენს მის მიმართ და მოელის მის
გამოჩენას. 3 თვის ბავშვის მიერ ნაცნობი და უცნობი ადამიანების სახეების გარჩევის
და მათზე განსხვავებულად რეაგირების ფაქტი დადასტურებული აქვს ბევრ
მკვლევარს. ნაცნობი სახის დანახვაზე ბავშვი იღიმება, უცნობის მიმართ კი ამჟღავნებს
უარყოფით რეაქციას, ტირის კიდეც. თანდათანობით ბავშვი დადებით რეაქციას
იძლევა ყოველგვარ ნაცნობზე, მათ შორის ნივთებზეც. ეს იმაზე მიუთითებს, რომ
ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში იწყება ახალი ეტაპი. ახლა საქმე გვაქვს არა
უბრალოდ საგნის მორიგ აღქმასთან, არამედ ზოგიერთ მათგანს უკავშირდება
ნაცნობობის განცდა და იცვლება ბავშვის რეაქციის ხასიათი, ჩნდება მეხსიერების
ჩანასახი.
3 თვის ბავშვთან დადასტურებულია უშუალო მეხსიერების არსებობა. ბავშვი
უყურებს უცნობს, რომელიც თვალს მოეფარა. ახლა ბავშვი მას ვერ ხედავს, მაგრამ
იხედება იქით საიდანაც უნდა გამოჩნდეს ადამიანი. მეხსიერების შემდგომი
განვითარება მთელი პირველი წლის განმავლობაში მიმდინარეობს უშუალოდ და
ცნობის მეხსიერების განვითარების ხარჯზე. განვითარება ძირითადად ხდება ამ
ფორმათა ლატენტური პერიოდის გახანგრძლივებით. ცნობის მეხსიერების მიმართ
ლატენტური პერიოდი იზომება დროის იმ მონაკვეთით, რომლის განმავლობაშიც
ბავშვი ცნობს განმეორებით აღქმულ საგანს. ვ. შტერნის მონაცემებით, ერთი წლის
ბავშვმა იცნო 2 კვირის უნახავი მამა. კვლევებით დამტკიცდა, რომ 8-9 თვის ბავშვი 2-3
კვირის შემდეგაც ცნობს ახლობლებს. თანდათანობით ბავშვის მეხსიერებაში ხდება
სერიოზული ცვლილებები. აღქმის სულ უფრო და უფრო მზარდ დიფერენცირებას
ემატება ახალი ფაქტორი, რომელიც უძლიერესი სტიმული ხდება მეხსიერების
განვითარებისათვის და ესაა სიტყვა. სიტყვა სამყაროს ობიექტივაციის შეუცვლელი
საშუალებაა. სიტყვა ბავშვს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მან საგნის გარეშე
მოახდინოს ადრე აღქმული და უკვე სახელდებული ხატების რეპროდუქცია. ასე
ჩნდება საგანთა წარმოდგენები.
მეხსიერება არაა მიჯაჭვული საგნის განმეორებით აღქმაზე. თვითონ ცნობა
ადგილს უთმობს მეხსიერების უფრო მაღალ ფორმას – გახსენებას. ბავშვი უკვე
ოპერირებას იწყებს წარმოდგენებით, რომლებიც არ საჭიროებენ საგნის განმეორებით
აღქმას.
წარმოდგენების გაჩენასთან ერთად ჩნდება ასოციაციური მეხსიერებაც.
ასოციაციური მეხსიერების მარტივი ფორმის არსებობა თავს იჩენს საკმაოდ ადრე.
მაგალითად, 1,7 თვის ბავშვმა როცა დაინახა, რომ დედა იცმევდა საგარეო ტანსაცმელს,
დაიწყო ტირილი. დედა ამ ტანსაცმელს იცმევს მაშინ, როცა გადის სახლიდან.
ტანსაცმლის ჩაცმა ბავშვს ახსენებს დედის წასვლას, რაც ბუნებრივია, მას არ
სიამოვნებს. მეორე ბავშვმა (2,4 თვის) ბავშვმა, როცა მეორე ოთახიდან გაიგონა
თეფშების ჩხარუნის ხმა, დაიწყო ტირილი, რადგან მიხვდა, რომ ჭამის დრო იყო, მას
კი ჭამა არ უნდოდა.
ასაკთან ერთად იცვლება მეხსიერების მოცულობაც. საერთოდ მეხსიერების
მოცულობას შეადგენს აზრთა, წარმოდგენათა და ყველა გამოცდილებათა
ერთობლიობა, რომელთა რეპროდუქციაცაა შესაძლებელი ყოველ მოცემულ
მომენტში. მოზრდილის მეხსიერების მოცულობასთან შედარებით ბავშვის
ანალოგიური მაჩვენებელი, ცხადია, უფრო ნაკლებია და რაც უფრო პატარაა ბავშვი,
მით უფრო მცირეა იგი. ბავშვის მეხსიერების მოცულობა ფართოვდება არა მარტო
ახალი საგნების წარმოდგენების შეძენით, არამედ თვითონ საგნის სხვადასხვა
თვისებათა გამოყოფის გზით, რასაც ხელს უწყობს აღქმის დიფერენცირებულობა.
ბავშვის მეხსიერება, სკოლამდელი ასაკის ჩათვლით ძირითადად უნებლიე
ხასიათისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი შეგნებულად არ იმახსოვრებს ამა თუ იმ
ინფორმაციას. დამახსოვრებათა გახსენება ხდება მისი ნებისა და ცნობიერებისგან
დამოუკიდებლად. ბავშვი იმახსოვრებს იმას, რაზეც მიპყრობილი ჰქონდა ყურადღება
მოქმედებისას, რამაც მასზე მოახდინა შთაბეჭდილება, რაც იყო საინტერესო.
საგნების, სურათების, სიტყვების უნებლიე დამახსოვრების ხარისხი
დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურია ბავშვი მათ მიმართ, რამდენად
დეტალურია მათი აღქმა და გააზრება. მაგალითად, სურათების უბრალო
დათვალიერების დროს ბავშვი მათ იმახსოვრებს გაცილებით უფრო ცუდად, ვიდრე იმ
შემთხვევაში, როდესაც მას სთხოვენ სურათების დალაგებას რაიმე ნიშნის მიხედვით,
ანუ როცა სთხოვენ კლასიფიკაციას.
დამახსოვრებისა და აღდგენის ნებისმიერი ფორმების ჩამოყალიბება იწყება
საშუალო სკოლამდელ ასაკში და უჯობესდება უფრო სკოლამდელებთან. ნებისმიერი
დამახსოვრებისა და აღდგენის დაუფლებისთვის ყველაზე უფრო ოპტიმალურ
პირობებს ქმნის თამაში. თამაშის დროს ბავშვის მიერ როლის წარმატებით
შესრულებისთვის აუცილებელია თამაშის პირობების დამახსოვრება.
მეხსიერების ნებისმიერი ფორმის დაუფლება მოიცავს რამდენიმე ეტაპს.
პირველ ეტაპზე ბავშვი იწყებს თვით დამახსოვრების და გახსენების ამოცანის
გამოყოფას, მაგრამ მას არ გააჩნია საჭირო ხერხები. ამასთანავე, გახსენების ამოცანა
გამოიყოფა უფრო ადრე, ვინაიდან ბავშვისგან სიტუაცია ხშირად მოითხოვს
გახსენებას, იმის აღდგენას, რასაც იგი მანმადე აღიქვამდა ან აკეთებდა. დამახსოვრების
ამოცანა აღმოცენდება გახსენების გამოცდილების შედეგად, როცა ბავშვი იწყებს იმის
გაცნობიერებას, რომ თუ იგი არ შეეცდება დახსომებას, ვერ შეძლებს იმის აღდგენას,
რასაც მისგან ითხოვენ.
დამახსოვრებისა და გახსენების ხერხებს ბავშვი თვითონ არ იგონებს. იგი ამ
ფორმებს ეცნობა უფროსების დახმარებით. მაგალითად, როცა უფროსი ბავსვს აძლევს
დავალებას, იქვე მოითხოვს მის გამეორებას. როდესაც ბავშვს რაიმეს ეკითხება,
მოზრდილი გახსენების მიმართულებას აძლევს შეკითხვებით: “მერე რაღა იყო?”
“კიდევ რომელი ცხოველები გინახავს, რომლებიც კატას გვანან?” ა. შ.
ბავშვები თანდათანობით სწავლობენ განმეორებას, გააზრებას, მასალის
დაკავშირებას დახსომების მიზნით, გახსენებისას კავშირების გამოყენებას და სხვა.
ნებისმიერი დამახსოვრების დაუფლებაში არსებითი მიღწევების მიუხედავად,
სკოლამდელი ასაკის ბოლოსთვის მეხსიერების მთავარ ფორმად მაინც რჩება უნებლიე
მეხსიერება. ნებისმიერ დამახსოვრებას და რეპროდუქციას ბავშვები მიმართავენ
შედარებით იშვიათად, როდესაც მათ მოქმედებაში წამოიჭრება შესატყვისი ამოცანები
ან როცა ამას მოითხოვენ მოზრდილები.
უნებლიე დამახსოვრება, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ მასალასთან,
ბავშვების აქტიურ გონებრივ მუშაობასთან, სკოლამდელი ასაკის ბოლომდე
გაცილებით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ამავე მასალის ნებისმიერი
დამახსოვრება. ამასთანავე, უნებლიე დამახსოვრება, რომელიც არაა დაკავშირებული
აღქმისა და აზროვნების საკმაოდ აქტიური მოქმედებების შესრულებასთან, ნაკლებად
წარმატებულია, ვიდრე ნებისმიერი.
სკოლამდელი ასაკის ზოგიერთ ბავშვთან ვხვდებით მხედველობითი
მეხსიერების განსაკუთრებულ სახეს, რომელსაც ეწოდება ეიდეტური მეხსიერება.
ეიდეტური მეხსიერების ხატები თავისი სინათლით და გამოკვეთილობით
უახლოვდება აღქმის ხატებს: ადრე აღქმულის გახსენებისას ბავშვი თითქოს ისევ
ხედავს მას და შეუძლია მისი დეტალურად აღწერა. ეიდეტური მეხსიერება
ასაკობრივი მოვლენაა და ძირითადად თავს იჩენს სკოლამდელი ასაკის ჩათვლით.
სასკოლო სწავლების პერიოდში ბავშვები ჩვეულებრივ, კარგავენ ამ უნარს.
სკოლაში შესვლით ბავშვის მეხსიერება არსებითად იცვლება. უმცროსკლასელთა
მეხსიერება განვითარების თვალსაზრისით სკოლამდელი ასაკის ბავშვის
მეხსიერებაზე უფრო მაღალია. სკოლამდელებთან შედარებით უმცროსკლასელთა
მეხსიერება უფრო ცნობიერია და დამახსოვრების პროცესიც უფრო
ორგანიზებულია.პირველ კლასელებს უკვე უჩნდებათ ნებისმიერი მეხსიერების
ჩანასახოვანი ფორმები, მაგრამ ეს უნარი მათთან ჯერ კიდევ არაა სრულყოფილი.
მაგალითად, პირველკლასელს ხშირად არ ახსოვს, რა აქვს მიცემული საშინაო
დავალებად( ეს მოითხოვს ნებისმიერ მეხსიერებას), ხოლო ადვილად და ძალისხმევის
გარეშე იმახსოვრებს მისთვის საინტერესო მასალას( უნებლიე მეხსიერება). უნებლიე
დახსომების დროს არ ხდება მნემური მიზნის ცნობიერად დასახვა.
პირველ კლასელთა ნებისმიერი მეხსიერების განვითარების მნისვნელოვანი
მაჩვენებელია მნემური ამოცანის შესრულების კონტროლი, რასაც ამ ასაკის ბავშვები
ახორციელებენ მეტ-ნაკლები წარმატებით. პირველ კლასელებს კარგად აქვთ
განვითარებული ემოციური მეხსიერება, მაგრამ ისინი იმახსოვრებენ არა საზოგადოდ
გრძნობებს და ემოციებს, არამედ გრძნობას რომელიმე კონკრეტული ადამიანის ან
საგნის მიმართ. ემოციური მეხსიერება განუყოფელია თვალსაჩინო ხატოვანისაგან.
სწავლების გავლენით უმცროსკლასელთა მეხსიერება ვითარდება ორი
მიმართულებით: 1. იზრდება აზრობრივი სიტყვიერ-ლოგიკური დამახსოვრების
როლი და ხვედრითი წონა, 2. ბავშვი ეუფლება საკუთარი მეხსიერების მართვას და
რეგულაციას (შეუძლია დამახსოვრება, აღდგენა და რეგულაცია).
მოზარდობის ასაკში უმჯობესდება სიტყვიერი და ხატოვანი მასალის
დამახსოვრება. იზრდება დამახსოვრების სისწრაფე, მოცულობა და
პროდუქტიულობა. მოზარდი ეუფლება ლოგიკური, გააზრებული დამახსოვრების
ხერხებსა და მეთოდებს. მათ უვითარდებათ ლოგიკური მეხსიერება. მათ ახლა
შეუძლიათ მასალის აზრობრივი დაჯგუფება და დასამახსოვრებელი მასალისადმი
აქვთ უფრო შეგნებული და სერიოზული დამოკიდებულება.
გარდამავალ ასაკში მნიშვნელოვნად უმჯობესდება მეხსიერების
პროდუქტიულობა და შესამჩნევად იცვლება დახსომების ხერხები. მოზარდი უკვე
შეგნებულად იყენებს დახსომების ზოგიერთ ხერხს, იზრდება დამახსოვრების
სისწრაფე და მოცულობა. მეორე სასიგნალო სისტემის მნიშვნელოვან ზრდასთან
ერთად მკვეთრად იზრდება აბსტრაქტული მასალის დამახსოვრების როლი და
მნიშვნელობა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ-ხატოვანი მეხსიერების
როლიც და მნიშვნელობაც ამ ასაკში არაა დაბალი.
აზროვნება

აზროვნება, ისე როგორც აღქმა და მეხსიერება, ეკუთვნის შემეცნებით


პროცესებს. ეს პროცესები ემსახურება სინამდვილის შემეცნებას, მაგრამ მათი როლი
შემეცნების პროცესში განსხვავებულია. მეხსიერება ემსახურება უკვე ასახული
ინფორმაციის შენახვას. აღქმა და აზროვნება კი _ პირიქით, იძლევა სინამდვილის
აქტიურ ასახვას. აზროვნებისათვის დამახასიათებელია ახალი ამოცანის გადაწყვეტა,
ახალი საკითხის გადაჭრა, ახალი სიტუაციის შესატყვისი მოქმედება, რომლის
გამოცდილება ადამიანს არა აქვს. აზროვნების პროცესის სტიმულს წარმოადგენს
სუბიექტის წინაშე წამოჭრილი კითხვა: რა არის ეს? როგორ მოვიქცე? და ა.შ.
აზროვნება განსხვავდება აღქმისგანაც. აღქმა სინამდვილის შემეცნების პირველი
საფეხურია, მისი უშუალო, თვალსაჩინო ასახვაა. სინამდვილის შემეცნება აღქმით
იწყება. აღქმაში მოცემულია მხოლოდ ის, რაც არსებობს აქ და ამჟამად და უშუალოდ
აღიზიანებს რეცეპტორებს. აზროვნება კი აღქმისა და მეხსიერების მონაცემებზე
დაყრდნობით, გამოდის მხოლოდ თვალსაჩინო ასახვის ფარგლებიდან და
მიმართულია არსებითის წვდომისკენ, საგანთა და მოვლენათა შორის კავშირების
გაგებისკენ. აზროვნების პროცესში ხდება აღქმის მონაცემების გონებრივი
გადამუშავება _ არსებითის გამოყოფა არაარსებითისაგან, მნიშვნელობის გაგება,
დამოკიდებულებათა და მიმართებათა წვდომა და სხვა. აღქმა სინამდვილის
პირველადი ასახვაა, აზროვნება კი მეორადი, აღქმის მონაცემებზე დაფუძნებული
ასახვაა. აღქმაში აისახება მხოლოდ თვალსაჩინო მიმართებები, აზროვნების
საშუალებით კი აისახება მოვლენებს შორის ისეთი კავშირები, რომელიც უშუალოდ
არ გვეძლევა, არაა თვალსაჩინო, კერძოდ, მიზეზობრიობა, აუცილებლობა თუ
შემთხვევითობა, მიზანს და საშუალებას შორის და სხვა ასეთი ბუნების
არათვალსაჩინო მიმართებები.
აზროვნების დიდი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაშიც, რომ იგი იძლევა
განზოგადების საშუალებას: ერთი კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტა საკმარისია,
რათა ადამიანმა მიღებული შედეგი გადაიტანოს ყველა ანალოგიურ ამოცანაზე
(ტრანსპოზიცია). როგორც ამბობენ, ამოცანის გადაწყვეტა ხდება “ერთხელ და
სამუდამოდ”. განზოგადება იძლევა დროისა და ენერგიის დიდ ეკონომიას, ვინაიდან
ანალოგიური ამოცანის შემთხვევაში აღარაა საჭირო მისი გადაწყვეტის ხერხის
თავიდან ძიება. ადამიანი ყოველ წუთს არ მიმართავს აზროვნებას. არის საკითხები,
რომელთა გადასაჭრელად საკმარისია ადამიანის ადრინდელი ცოდნა და
გამოცდილება. აზროვნება იწყება მაშინ, როცა ადამიანი აღმოჩნდება პრობლემურ
სიტუაციაში და აზროვნების პროცესი წარიმართება ამ სიტუაციის გადაწყვეტის
მიმართულებით.
ზრდადასრულებული, კულტურული ადამიანის აზროვნებას უწოდებენ
ლოგიკურს, ვერბალურს ან ცნებითს. ლოგიკურს იმიტომ, რომ აზროვნების ეს სახე
შეადგენს ლოგიკის საგანს. შინაარსობრივი თვალსაზრისით აზროვნებას სწავლობს
ლოგიკა. ვერბალურს იმიტომ უწოდებენ, რომ იგი დაკავშირებულია
მეტყველებასთან, ხოლო ცნებითს უწოდებენ იმიტომ, რომ მის ერთ-ერთ ძირითად
თავისებურებას შეადგენს ცნებებით ოპერირება.
ლოგიკური აზროვნების ძირითადი ფორმებია: ცნება, მსჯელობა და დასკვნა.
ფსიქოლოგიურად ცნება განიცდება, როგორც სიტყვის მნიშვნელობა, მაგრამ სიტყვის
მნიშვნელობა მაშინ წარმოადგენს მეცნიერულ ცნებას, როცა ადამიანი მასში
გულისხმობს საგნის ან მოვლენის არსებით ნიშნებს და შეუძლია მისი განსაზღვრა.
ამიტომ ფსიქოლოგიაში განასხვავებენ ყოველდღიურ და მეცნიერულ ცნებებს.
მეცნიერული ცნების შინაარსი იცვლება მეცნიერების განვითარებასთან
ერთად. ამდენად, ცნება წარმოადგენს სინამდვილის ასახვის მაღალ ფორმას. ცნებაში
შედის საგნის ან მოვლენის მხოლოდ ის ნიშნები, რომელიც არსებითად ითვლება
მოცემული საგნისათვის.
აზროვნების პროცესი მიმდინარეობს მსჯელობის სახით. მსჯელობაში
აისახება საგნებსა და მოვლენებს შორის და მათ თვისებებს შორის არსებული
კავშირები და მიმართებები. სრული ფორმით მსჯელობა გამოიხატება წინადადებით.
მსჯელობაში გამოიყოფა სუბიექტი ანუ ქვემდებარე და პრედიკატი ანუ შემასმენელი.
არსებობს მსჯელობები, სადაც პრედიკატი გამოტოვებულია და მხოლოდ
იგულისხმება, მაგალითად, წვიმს, თოვს, ქრის და ა.შ. გადმოცემული შინაარსის
მიხედვით მსჯელობა შეიძლება იყოს ჭეშმარიტი და მცდარი. ფსიქოლოგიური
თვალსაზრისით მსჯელობა აუცილებლად მოითხოვს მეტ-ნაკლები
დარწმუნებულობის განცდას. მაგალითად, ბავშვის მიერ ნათქვამი ფრაზა “ადამიანი
საზოგადოებრივი არსებაა”, ფსიქოლოგიურად არაა მსჯელობა, ვინაიდან ბავშვი
უბრალოდ იმეორებს უფროსის ნათქვამს, მას არა აქვს გააზრებული ამ სიტყვების
მნიშვნელობა.
ლოგიკური აზროვნების შემდეგი ფორმაა დასკვნა. დასკვნა წარმოადგენს
ისეთ მსჯელობას, რომელიც კავშირს ამყარებს სხვა მსჯელობებს შორის. მსჯელობებს,
საიდანაც გამომდინარეობს ახალი მსჯელობა, ეწოდება წანამძღვრები, ხოლო მათგან
მიღებულ ახალ მსჯელობას _ დანასკვნი. განასხვავებენ დასკვნის სამ ძირითად სახეს:
ინდუქცია _ როცა კერძო მსჯელობებიდან გადავდივართ ზოგად მსჯელობაზე.
მაგალითად, მოცემულია ასეთი მსჯელობები: გათბობისგან ფართოვდება რკინა,
ალუმინი, ვერცხლი, სპილენძი და ა.შ. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყველა
ლითონი გათბობისგან ფართოვდება; დედუქცია _ ზოგადი მსჯელობებიდან
გადავდივართ კერძოზე. მაგალითად, გვაქვს მსჯელობები: ყველა ადამიანი
მოკვდავია და თემური ადამიანია. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თემურიც
მოკვდავია; ანალოგიით დასკვნა _ როცა ერთი კერძო მოვლენიდან დასკვნას ვაკეთებთ
მსგავსი მოვლენის შესახებ. დასკვნის ამ სახეს არა აქვს ის სანდოობა, რაც ახასიათებს
ინდუქციას ან დედუქციას, თუკი წანამძღვრები ჭეშმარიტია. მას უფრო აქვს
ჰიპოთეტური ხასიათი, რომელიც მოითხოვს შემოწმებას. მხოლოდ ანალოგიის
საფუძველზე გაკეთებულმა დასკვნამ შეიძლება მიგვიყვანოს შეცდომამდე, რადგანაც
ანალოგია არ ნიშნავს იგივეობას. ამიტომ შესაძლოა მოვლენა რაღაცით მსგავსი იყოს
სხვა მოვლენის, მაგრამ მისგან განსხვავდებოდეს მნიშვნელოვანი მახასიათებლებით.
მაგალითად, დედამიწაზე არის წყალი და არსებობს სიცოცხლე. მარსზეც არის წყალი.
მაშასადამე, იქაც უნდა არსებობდეს სიცოცხლე, თუმცა ეს ფაქტი ჯერ არაა
დადასტურებული.
ამოცანების გადაწყვეტა ხდება აზროვნების ოპერაციების საშუალებით,
როგორიცაა: შედარება, ანალიზი, სინთეზი, აბსტაქცია და განზოგადება.
შედარება _ გულისხმობს საგანთა ან მოვლენათა შეპირისპირებას და მათ
შორის მსგავსებისა და განსხვავების დადგენას, რომლის საფუძველზეც ხდება
კლასიფიკაცია, მაგალითად, კლასიფიკაცია ფორმის, სიდიდის, ფერისა და სხვა
ნიშნების მიხედვით.
ანალიზი _ გულისხმობს მთლიანი შინაარსის ცალკეულ ნაწილებად,
შემადგენელ ერთეულებად დაშლას. მაგალითად, ბგერის მთლიან აღქმაში შეგვიძლია
გამოვყოთ მისი სიმაღლე, ინტენსიობა და ტემბრი ანუ მოვახდინოთ მისი ანალიზი.
სინთეზი _ წარმოადგენს ანალიზის საწინააღმდეგო პროცესს და იგი
გულისხმობს ცალკეული ელემენტების, ნაწილების ან თვისებების გაერთიანებას ერთ
მთლიან შინაარსად. მაგალითად, როცა მეცნიერი ცალკე მოსაზრებათა საფუძველზე
ააგებს მთლიან თეორიას, ეს განპირობებულია აზროვნების სინთეზური მუშაობით.
აბსტაქცია ანუ განყენება ეწოდება მთლიანი შინაარსიდან ერთ-ერთი
არადამოუკიდებელი მომენტის გამოყოფას და მთელის გარეშე გააზრებას.
მაგალითად, თუ ვიმსჯელებთ ფანქრის მხოლოდ ფერის შესახებ და ყურადღებას აღარ
მივაქცევთ თვითონ ფანქარს, მაშინ ჩვენ მოვახდენთ ფანქრის ფერის აბსტრაქციას.
არჩევენ აბსტაქციის ორ მხარეს: პოზიტიურს (დადებითს) და ნეგატიურს
(უარყოფითს). პოზიტიური აბსტრაქციის საგანია ის, რისი გამოყოფაც მოვახდინეთ,
ხოლო ნეგატიური აბსტრაქციის საგანია ის, რისგანაც მოხდა აბსტრაქცია, რაც
დავტოვეთ ყურადღების გარეშე.
განზოგადება (გენერალიზაცია) _ ამაში იგულისხმება ცალკეული ნიშნების
უგულებელყოფა და საერთო, არსებითი ნიშნების შენარჩუნება. განზოგადება
შეიძლება განხორციელდეს შედარების გზით, რომლის დროსაც გამოიყოფა საერთო
თვისებები. აბსტრაქცია და განზოგადება წარმოადგენს ერთიანი სააზროვნო
პროცესის ორ ურთიერთდაკავშირებულ მხარეს, რომელთა დახმარებითაც
მივდივართ მოვლენის შეცნობამდე.
აზროვნების გენეტიკური ფესვები
როგორც ავღნიშნეთ ლოგიკური აზროვნება დამახასიათებელია
ზრდასსრული, კულტურული ადამიანისათვის და იგი წარმოადგენს აზროვნების
უმაღლეს ფორმას. გარდა ლოგიკური აზროვნებისა, არსებობს აზროვნების უფრო
დაბალი ფორმები, როგორიცაა თვალსაჩინო – ხატოვანი აზროვნება. აზროვნების ამ
ფორმისთვის, რომელიც წინ უსწრებს ცნებით აზროვნებას, დამახასიათებელია
თვალსაჩინო წარმოდგენებით, თვალსაჩინო ხატებით აზროვნება. თუ ლოგიკური
აზროვნების ძირითად ფორმას შეადგენს ცნება, ისე ხატოვანი აზროვნების ძირითად
ფორმას შეადგენს თვალსაჩინო წარმოდგენა.
რამდენადაც აზროვნების ეს ფორმა სინამდვილეს ასახავს თვალსაჩინო
წარმოდგენების სახით, იმდენად მისთვის მიუწვდომელია ზოგადი ცნებები,
ვინაიდან თვალსაჩინო წარმოდგენა წარმოადგენს კონკრეტული საგნების სურათოვან
ანუ ხატოვან ასახვას. ეს კონკრეტული სურათი კი ხელს უშლის განზოგადებას.
აზროვნების ეს ფორმა ახასიათებს ბავშვებს და ე.წ. პრიმიტიულ ხალხებს. მათი
აზროვნების კონკრეტული და თვალსაჩინო ხასიათი პირველ რიგში თავს იჩენს მათ
მეტყველებაში. პრიმიტიული ენების ძირითად ფსიქოლოგიურ თავისებურებას
შეადგენს ზოგადი ცნებების უქონლობა და სიტყვების მეტად კონკრეტული
მნიშვნელობა რაც ძალიან ადიდებს სიტყვათა მარაგს თითოეული ცალკეული საგნის
აღსანიშნავადაც კი. ზოგადი ცნებები ამ ენებში ჩვეულებრივ არ მოიპოვება.
მაგალითად, ლაპლანდიელებს, რომელთა მეურნეობა ძირითადად მდგომარეობს
ირმების მოშენებაში, მეტყველებაში არა აქვთ სიტყვა ირემი, მაგრამ აქვთ რამდენიმე
სიტყვა ირმის კონკრეტული სახეობის აღსანიშნავად: სხვადასხვა ფერის, სქესისა და
ასაკის ირემს უწოდებენ სხვადასხვა სიტყვას. ამრიგად, პრიმიტიული აზროვნება
სინამდვილეს ასახავს თვალსაჩინო ფორმაში, ხატოვანი აზროვნება ასრულებს
სინამდვილის “დახატვის” ფუნქციას და სწორედ ამით განსხვავდება იგი ლოგიკური
აზროვნებისაგან, რომელიც წარმოადგენს სინამდვილის არა უშუალო, არამედ აღქმით
გაშუალებულ ასახვას.
აზროვნების პათოლოგია.
აზროვნების პათოლოგია შეიძლება გამოვლინდეს ასოციაციური პროცესის
აშლილობით და მსჯელობათა გაუკუღმართებით.
ასოციაციური პროცესის აშლილობა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა
ფორმით, კერძოდ:
ასოციაციური პროცესის აჩქარების დროს ავადმყოფს უჩნდება უამრავი
სხვადასხვა აზრი, რომლებიც ერთმანეთს ძალიან სწრაფად ენაცვლება. Aავადმყოფი
თითოეული მათგანის გამოთქმას ცდილობს, რის გამოც მეტყველება უხდება ძალიან
სწრაფი, “ტყვიავმფრქვევისებური”. Mმაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ახერხებს
ყველა აზრის ბოლომდე გამოთქმას, რადგან მას უკვე ახალი აზრი მოსდის.
Gგარეგნულად ასეთი მეტყველება აღიქმება, როგორც აზრობრივად ძალიან
ზედაპირული, ზოგჯერ დაუკავშირებელი და შინაარსს სრულიად მოკლებულიც კი.
Mმიუხედავად ამისა, აზროვნების ასეთი ტიპის აშლილობის დროს, ნათქვამში, თუ
მას ყურადღებით მოვუსმენთ, ყოველთვის არის გარკვეული შინაარსი.
ასოციაციური პროცესის შენელება ხასიათდება აზროვნების პროცესის
შენელებული ტემპით, რაც მეტყველებაშიც აისახება. ასეთი ავადმყოფები ჩივიან, რომ
მათ “თავში საათობით არანაირი აზრი არ მოსდით”. კითხვებს, ჩვეულებრივ,
პასუხობენ დაყოვნებით, თითო-ოროლა სიტყვით. ზოგჯერ პაუზა იმდენად
ხანგრძლივია, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს შეკითხვა ვერც კი გაიგეს. თავად
ავადმყოფები საუბრის დაწყების ინიციატორებად თითქმის არასოდეს გვევლინებიან.
აზროვნების პათოლოგიური დაწვრილმანება (სიბლანტე, ინერტულობა,
გაჭიანურება) ხასიათდება დეტალიზაციისადმი მიდრეკილებით, ერთი აზრიდან
მეორეზე გადართვის გამოხატული გაძნელებით, მეორეხარისხოვანიდან მთავარის
გამოყოფის შეუძლებლობით.
რეზონიორობა – უსაგნო, უნაყოფო მსჯელობისადმი მიდრეკილება, როცა
გვაქვს “ბევრი სიტყვა და ცოტა აზრი”. ხასიათდება მრავალსიტყვიანობით და
მსჯელობის ბანალურობით, რეალურ სიტუაციასთან შეუსაბამო “ბრძნობით”.
აზროვნების მიზანი გადადის უკანა პლანზე, ხოლო წინ გამოდის მიდრეკილება
განსჯისადმი. მაგალითად, “თქვენ ხედავთ, თუ ეს როგორი მნიშვნელოვანია, მე
მინდოდა თქვენთვის მეთქვა და კიდევ ერთხელ აღმენიშნა, თუ ეს რამდენად
მნიშვნელოვანია, ეს უნდა აღინიშნოს, თქვენ ხომ არ იფიქრებთ, რომ ეს მნიშვნელობას
მოკლებულია”.
პარალოგიური აზროვნება ხასიათდება მსჯელობისას და დასკვნის
გამოტანისას ლოგიკური კავშირების არარსებობით. პაციენტის მიერ გამოტანილი
დასკვნები არა მხოლოდ არამართებულია, არამედ ხშირად სრულიად უაზროც.
მაგალითად, “მე იმიტომ დამემართა შიზოფრენია, რომ ბავშვობაში ცოტა ფაფას
მაჭმევდნენ”.
აზროვნების გახლეჩა (შიზოფაზია) ხასიათდება ცალკეულ ფრაზებს და ასევე
ცალკეულ სიტყვებს შორის კავშირების არარსებობით. ასეთი მეტყველებიდან რაიმე
აზრის გამოტანა შეუძლებელია.
აზროვნების პროცესის თვისებრივი დარღვევის სახეებია: ზეღირებულოვანი
იდეები, ბოდვითი იდეები და აკვიატებული აზრები.
ზეღირებულოვანი იდეები არის რეალური მოვლენების საფუძველზე
აღმოცენებული ემოციურად შეფერილი მცდარი, შეუსაბამო აზრები, რომელთაც
პიროვნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს აზრები ხშირად განსაზღვრავს
პიროვნების ქცევას. ამ ახრების სისწორეში ღრმა დარწმუნებულობის მიუხედავად,
ლოგიკური არგუმენტაციით შესაძლებელია კრიტიკული დამოკიდებულების
ჩამოყალიბება. ზეღირებულოვანი იდეები, ბოდვისაგან განსხვავებით, არასოდეს
იქცევა მოცემული პიროვნების მსოფლმხედველობად. მაგალითად, ადამიანი,
რომელიც ლექსებს წერს, რის გამოც რამდენჯერმე შეაქეს და სადღაც გამოუქვეყნეს
კიდეც, იწყებს ფიქრს, რომ ის განსაკუთრებული ტალანტის მქონე გენიალური პოეტია
და შესაბამისადაც იქცევა. გარშემომყოფებისგან მის დაუფასებლობას აღიქვამს,
როგორც არაკეთილმოსურნეთა ხრიკებს, შურს და ამაში ღრმად დარწმუნებული,
ანგარიშს აღარ უწევს რეალურ ფაქტებს.
ზეღირებულოვანი იდეები შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერი სხვა უნარის
გადაჭარბებულად შეფასების შედეგადაც (მუსიკალური, მწერლობის, სამეცნიერო
საქმიანობისადმი მიდრეკილების, გამომგონებლობის და ა. შ.) მისი შინაარსი ასევე
შეიძლება მოიცავდეს ფიზიკური ნაკლის განცდას. მაგალითად, ადამიანი, რომელიც
ერთხელ მართლაც შეურაცყვეს, ამის შემდეგ სხვა რამეზე ფიქრს ვეღარ ახერხებს,
მთელი მისი ყურადღება, ფიქრები იქითკენ არის მიმართული, რომ ირგვლივ მყოფთა
ჩვეულებრივ, უმნიშვნელო ქცევებში და კეთილმოსურნე დამოკიდებულებაშიც კი
შეამჩნიოს მათი მხოლოდ ერთი განზრახვა – კვლავ დაამცირონ და შეურაცყონ იგი.
წესისამებრ, დროთა განმავლობაში ზეღირებულოვანი იდეები აქტუალობას კარგავენ.
აკვიატებული აზრები (ობსესიები) მათდამი კრიტიკული
დამოკიდებულების მიუხედავად, ვერ განიდევნება ცნობიერებიდან, ხელს უშლის
ნორმალური აზროვნების პროცესს და მთლიანად იპყრობს ფსიქიკას. ავიატებული
მდგომარეობა ყოველთვის როდია დაავადების სიმპტომი. ის იზოლირებული სახით
შეიძლება ჯანმრთელ ადამიანებშიც შეგვხვდეს. არსებობს აკვიატებულ
მდგომარეობათა სხვადასხვა სახე, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
განყენებული აკვიატებები (უნაყოფო გრძნობა, აზრი-პარაზიტები), - ე სარის
ძალდატანებითი ფიქრი სრულიად არასაჭირო, უაზრო და აბსტრაქტულ
პრობლემებზე, გამოხატული ემოციური დაძაბულობის გარეშე. მაგალითად, რატომ
აქვს ადამიანს ორი ფეხი და ცხენს ოთხი?რა მოხდებოდა ადამიანს ზურგზე კიდევ ორი
ხელი რომ ჰქონდეს, როგორ იმუშავებდა, როგორ ჩაიცმევდა? და სხვა.
აკვიატებული თვლა (არითმომანია) – გადაულახავი მისწრაფება, დათვალოს
ყველაფერი, რაც გზად ხვდება: ფანჯრები სახლზე, საფეხურები კიბეზე, ასოების
რაოდენობა სიტყვებში. შეიძლება იყოს მისწრაფება უფრო რთული
გამოთვლებისადმი, მაგალითად: შეაჯამოს შემხვედრი მანქანის ან ტელეფონის
ნომრის ციფრები, დათვალოს ერთ გვერდზე ასოთა რაოდენობა და ა.შ.
აკვიატებული მოგონებები – სხვადასხვა მოვლენის, პირების, ტერმინების,
მუსიკალური თემების ძალდატანებითი გახსენება.
გრძნობადი აკვიატებები ემოციური განცდით თანხლებული სირცხვილის,
დანაშაულის უსიამოვნო შეგრძნებებია. მაგალითად, დედას, მჭრელი საგნების
დანახვისას აღმოუცენდება წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ გაუყრის მას ყელში
თავის ერთადერთ შვილს. წესისამებრ, ეს ქცევები არ ხორციელდება, მაგრამ იწვევს
შიშს და დაძაბულობას.
აკვიატებული შიშები (ფობიები). გადაულახავი შიშის განცდის არსებოვა,
რომელიც მთლიანად იპყრობს ადამიანის გონებას და მიუხედავად ამ შიშის
უსაფუძვლობისა, მაინც ვერ ხერხდება მისგან გათავისუფლება.მაგალითად:
მიზოფობია – დაბინძურების შიში; აგორაფობია – ღია ან დახურული სივრცის შიში,
თანათოფობია – სიკვდილის შიში; ერეოთოფობია – გაწითლების შისი; ნიქტოფობია –
ღამის დადგომის, სიბნელის, მტანჯველი უძილობის, კოშმარული სიზმრების შიში,
ზოოფობია – ცხოველების ხშირად განსაზღვრული სახის (კატა, თაგვი და ა.შ.)
ქსენოფობია – უცხო ადამიანების შიში და სხვა.
აკვიატებული ეჭვები – უსიამოვნო, დამამძიმებელი განცდა, მუდმივი
მერყეობა იმაზე, თუ რამდენად სწორად შეასრულა ესა თუ ის საქმე, დაასრულა თუ
არა იგი. მაგალითად, ლიტერატურის მასწავლებელი მუდმივ ეჭვშია, სწორად უთხრა
თუ არა თავის მოსწავლეებს ლიტერატურული ნაწარმოების გმირთა სახელები, ხო მარ
გახდა მათი დასაცინი. აკვიატების ამ ფორმას მიეკუთვნება ასევე მტანჯველი ეჭვები –
ბინიდან გამოსვლის წინ გამორთო თუ არა გაზქურა, ჩართული ხო მარ დატოვა უთო,
სახლის კარი ჩაკეტა თუ არა და ა.შ. ასეთი ეჭვით შეპყრობილი ადამიანი ხშირად
რამდენჯერმე ბრუნდება უკან, ბინაში, ამოწმებს ეჭვის საგანს, რწმუნდება, რომ
ყველაფერი რიგზეა, მაგრამ როგირც კი სახლს მოშორდება, ისევ არ ასვენებს ეჭვი,
შეასრულა თუ არა კონკრეტული მოქმედება.
ბოდვა – ავადმყოფურ, პათოლოგიურ ნიადაგზე აღმოცენებული მცდარი
მსჯელობა, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და არ ექვემდებარება კორექციას.
ბოდვითი იდეები იმით განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანის მცდარი მსჯელობისა
და აზრებისაგან, რომ ამ უკანასკნელთა კორექცია შესაძლებელია ობიექტური
მტკიცებულებების და წარსული გამოცდილების გამოყენებით.
არსებობს ბოდვის სხვადასხვა კლასიფიკაცია. შინაარსისი მიხედვით ბოდვას ჰყოფენ
სამ ჯგუფად: 1. განდიდების ბოდვა; 2. თვითდამცირების ბოდვა; 3. დევნის ბოდვა.
1. განდიდების ბოდვა., რომელშიც გაერთიანებულია შემდეგი სახის ბოდვები:
გამომგონებლობის ბოდვა – ავადმყოფი დარწმუნებულია, რომ მან გააკეთა
უდიდესი მნიშვნელობის აღმოჩენა, გამოიგონა კიბოს წამალი, მარადიული
სიცოცხლის ელექსირი და სხვა.
მაღალი წარმოშობის ბოდვა – ამ დროს ავადმყოფი დარწმუნებულია, რომ იგი
რომელიმე საქვეყნოდ ცნობილი პიროვნების შვილია.მისი ახლანდელი მშობლები კი
არიან მხოლოდ აღმზრდელები. ხოლო იმის ასახსნელად თუ რატომ არ იზრდებოდა
თავის ნამდვილ მშობლებთან ზოგჯერ თხზავენ სხვადასხვა ფანტასტიკურ ისტორიას.
სიმდიდრის ბოდვა. ავადმყოფი თვლის, რომ იგი ენით აუწერელი
სიმდიდრის მფლობელია, მაგალითად, ბანკში აქვს უზარმაზარი ანგარიში ან მთელი
დედამიწის ოქროს მარაგი მისი საკუთრებაა და ა.შ.
სიყვარულის ბოდვა. ავადმყოფი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ
რომელიმე კონკრეტული პიროვნება მასზე შორიდან ძლიერადაა შეყვარებული,
თუმცა შეიძლება, ამ პიროვნებას პირადად არც იცნობდეს. იგი ჯიუტად ცდილობს
მიაღწიოს “შეყვარებულთან” შეხვედრას, მუდმივად კუდში დასდევს მას, უსაფრდება
სახლთან, სამსახურთან. “შეყვარებულის” ყოველი საქციელი, მისი აზრით ამ იდეას
ამტკიცებს. “იგი ისეთ სახეს იღებს, თითქოს არ მიცნობდეს, რათა დამიცვას თავისი
არასასურველი ცოლის თავდასხმისაგან” და ა.შ.
2. თვითდამცირების ბოდვა (დეპრესიული ბოდვა). ავადმყოფები თავს
იდანაშაულებენ არარსებულ შეცდომებში, ცოდვებში, ჩაუდენელ დანაშაულში.
მაგალითად, “ცხოვრებაში კარგი არაფერი გამიკეთებია”, “მე სრულიად უმაქნისი
ადამიანი ვარ”. ხშირად ისინი დარწმუნებული არიან, რომ თავისი შეცდომების გამო
არა მარტო საკუთარი თავი დაღუპა, არამედ ახლობლებიც გააუბედურა, რომ იგი
“ყველას “ტვირთად აწევს”, “პურის ნატეხის მიწვდენის ღირსიც არ არის” და ა.შ.
მათთვის ასევე დამახასიათებელია საკუთარი ცოდვების გამო სასჯელის მოლოდინი,
ამ სასჯელის გარდაუვალობაში და აუცილებლობაში დარწმუნება. მაგალითად,
“გაუგებარია, დედამიწა როგორ იტანს ჩემნაირ ურჩხულს” და ა.შ.
3. დევნის ბოდვა მასში გაერთიანებულია ბიდვის სხვადასხვა ფორმა, რომლებიც
შინაარსობრივად ერთმანეთთან ახლოს არიან.
დამოკიდებულების ბოდვის დროს ავადმყოფი დარწმუნებულია, რომ
ყველაფერი რაც მის გარშემო ხდება, მასთან არის დაკავშირებული: ირგვლივმყოფები
მასზე იცინიან, ერთმანეთს მასზე მიანიშნებენ. ისინი თავს არიდებენ
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებეს, აღარ ჯდებიან ტარანსპორტში, უარს
ამბობენ სასწავლო დაწესებულებებში სიარულზე, რადგან დარწმუნებული არიან,
რომ ირგვლივმყოფები მათ გამოჩენისთანავე ამჩნევენ და დამცინავად ირიმებიან.,
ეჭვით უყურებენ, ცუდს ლაპარაკობენ.
მოწამვლის ბოდვა. ამ დროს ავადმყოფი დარწმუნებულია, რომ მისი
მოწამვლა უნდათ, რის გამოც უარს აცხადებს საკვების მიღებაზე (“საჭმელში
საწამლავს მიყრიან”)
ზემოქმედების ბოდვა. ავადმყოფი ამტკიცებს, რომ მასზე შორი მანძილიდან
ზემოქმედებენ ჰიპნოზით, ელექტრობით, გამოსხივებით, რითაც ზეგავლენას ახდენენ
მის აზრებზე, ქცევებზე. მაგალითად, ამბობს, რომ: “არსებობს დამნაშავეთა ჯგუფი,
რომელიც სპეციალური აპარატურის საშუალებით მუდმივად მასხივებს ლაზერული
გამოსხივებით. ისინი მპარავენ აზრებს, მიწვავენ შინაგან ორგანოებს, მაყენებენ ცუდ
ხასიათზე”.
დევნის ბოდვა. ამ დროს ავადმყოფი დარწმუნებულია, რომ “მდევნელები”
მას სულ კუდში დასდევენ, დარაჯობენ სახლთან, ავადმყოფად შენიღბულები მასთან
ერთად კლინიკაშიც კი წვებიან: “მე მუდმივად ვგრძნობ თვალთვალს, ვიღაც საეჭვო,
შავსათვალიანი ადამიანები სულ თან დამყვებიან, სადაც გინდა წავიდე, მაშინვე იქ
ჩნდებიან ჩემი მოკვლა უნდათ”.
მატერიალური დანაკლისის ბოდვას ახასიათებს დარწმუნებულობა იმაში,
რომ ირგვლივმყოფები მუდმივად ძარცვავენ მას, პარავენ ნივთებს და ფულს, მის
მაგივრად იღებენ ხელფასს ან პენსიას. “იძულებული ვარ ჩაცმულმა დავიძინო, თორემ
ამ ტანსაცმელსაც მომპარავენ. სათვალე უკვე მომპარეს, მთელი წიგნები გაიტანეს,
ჩაიდანიც კი წაიღეს”.
ღაზოიანობის (ეჭვიანობის) ბოდვა გამოიხატება დარწმუნებაში, რომ
მეუღლე მას ღალატობს. მაგალითად, ავადმყოფი ყვება: “ჩემი ცოლი, ვითომდა
ყვავილების მოსარწყავად, ყოველ დილით აივანზე გადის. სინამდვილეში კი იგი
მოპირდაპირე სახლში მცხოვრებ თავის საყვარელს, ანიშნებს, თუ როდის არ ვიქნები
სახლში”. ეს ბოდვა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, ვინაიდან შეიძლება
ავადმყოფმა მეუღლის მიმართ გამოავლინოს ფიზიკური აგრესია.
აზროვნების განვითარება ონტოგენეზში.
ბავშვის ინტელექტუალური განვითარების პირველ ჩანასახოვან გამოვლენად
ითვლება ის პერიოდი, როცა ბავშვი შეძლებს თუნდაც პრაქტიკული მოქმედების
სფეროში ორ ფიზიკურ საგანს შორის უმარტივესი მიმართებების დამყარებას.
მაგალითად, ასეთ მიმართებას წარმოადგენს მიმართებას საგანსა და მასზე მობმულ
ძაფს შორის, კერძოდ, როდესაც ბავშვს საგნის(ნამცხვრის) ხელში ჩასაგდებად
სჭირდება ამ საგნის დაშორებულობის გამო მისი მოწევა მასზე მიმაგრებული ძაფის
საშუალებით, ძაფის ასეთი გამოყენება გამოამჟღავნებს მიმართების დამყარებას
მიზანსა და საშუალებას შორის. რადგანაც ეს უმარტივესი მიმართებაა, იგი ჩათვალეს
გონიერი ქცევის პირველი გამოვლინების კრიტერიუმად. ჩატარებული კვლევების
შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ 9 თვის ასაკამდე ბავშვი ამ ამოცანას ვერ წყვეტს
ეტანება ნამცხვარს, მაგრამ არც კი ცდილობს ძაფის საშუალებით ნამცხვრის
მიახლოებას. 9 თვიდან ზოგიერთი ბავშვი ხოლო 10 თვიდან ყველა ბავშვი ნამცხვრის
ხელსი ჩასაგდებად სწევს ძაფს. ამ ცდის მიხედვით ინტელექტის განვითარების საწყის
ასაკად ითვლება პირველი წლის ბოლო თვეები.
ბავშვის აზროვნების განვითარებაში პიაჟე გამოყოფს 4 ძირითად პერიოდს,
რომლებიც კოგნიტური განვითარების სტადიების სახელწოდებითაცაა ცნობილი,
ესენია:
1. სენსომოტორული სტადია (დაბადებიდან 1,5-2 წლამდე) ინტელექტუალური
განვითარება იწყება ნულიდან. ბავშვი ფლობს მხოლოდ რამდენიმე უპირობო
რეფლექსურ რეაქციას. ამ ასაკის ბავშვები სამყაროს შეიმეცნებენ მხოლოდ
პერცეპტული აქტივობისა და სხვადასხვა მოქმედებების საშუალებით:
დათვალიერება, ხელით შეხება, კბენა, წოვა, ცქერა, მოსმენა და ა.შ. პატარა ბავშვი
სენსომოტორული არსებაა. აზროვნებითი ფუნქციები ემყარება გრძნობის ორგანოებს
და სხეულის მოძრაობებს. ბავშვი აქტიურად იყენებს ცდისა და შეცდომის მეთოდს.
თანდათანობით იგი ეუფლება ერთმანეთთან დაკავშირებულ შედარებიტ სტაბილურ
სენსომოტორულ მოქმედებებს. ესაა ძირითადად პრაქტიკული აქტები, რომლებიც
ემსახურება საგნებთან პერცეპტულ და მოძრაობით შეგუებას. ამმ ეტაპზე ბავშვები
მოკლებული არიან წარმოდგენებით ოპერირების ანუ სიმბოლური მანიპულაციის
შესაძლებლობას.
2. ოპერაციამდელი (წინაოპერაციული) სტადია (2-დან 7 წლამდე). ამ სტადიაში
პიაჟე გამოყოფს ცნებამდელ და ინტუიციურ ქვესტადიებს. ოპერაციამდელ პერიოდში
წინა პლანზე გამოდის სიმბოლოების გამოყენება, სიმბოლური თამაში და
მეტყველება. სიმბოლური თამაში ბავშვს საშუალებას აძლევს, თავის აზრებში გავიდეს
რეალური სიტუაციიდან. სიტყვა უკვე ხდება საგნის სრულფასოვანი
წარმომადგენელი. ბავშვს უკვე შეუძლია ილაპარაკოს იმ საგნის შესახებ, რაც ამჟამად
აქ არაა. მისი მოქმედება აღარაა მიჯაჭვული საგნის აღქმაზე.მაგრამ ცნებამდელ
ქვესტადიაზე ბავშვებს არ შეუძლიათ მენტალური, ფიზიკური და სოციალური
რეალობების განსხვავება. მათი აზროვნებისთვის დამახასიათებელია ანიმიზმი: იმის
რწმენა, რომ ყველა მოძრავი ობიექტი ცოცხალია. მაგალითად, მზე, მთვარე, მანქანა,
ღრუბელი და სხვა ბავშვისთვის ერთნაირად ცოცხალი არსებებია. მათი აზროვნების
მეორე თავისებურებაა მატერიალიზაცია: ფანტაზიის სამყაროს ობიექტები მისთვის
ისევე რეალურია, როგორც ის, რაც ნამდვილად არსებობს ბავშვის გარემოში.
,აგალითად, ბავშვს სჯერა, რომ რაღაც მონსტრი სიზმრიდან მართლა იმალება
საწოლის ქვეშ.
ამ სტადიის მნიშვნელოვანი მონაპოვარი კოგნიტურ განვითარებაში ისაა, რომ ჩნდება
სიმბოლოების გამოყენების უნარი.ზოგიერთი ავტორის აზრით, სიმბოლური თამაში
აადვილებს სოციალურ ურთიერთქმედებებს. ამ პერიოდში ბავშვის აზროვნებას
გააჩნია შემდეგი შეზღუდვები: კონკრეტულობა, შეუქცევადობა, ეგოცენტრიზმი,
ცენტრაცია და სხვა.
3. კონკრეტული ოპერაციების სტადია (7-დან 11-12 წლამდე). ამ სტადიაზე
ბავშვები იწყებენ ლოგიკურად აზროვნებას, გამოთქვამენ ელემენტარულ ლოგიკურ
მსჯელობებს “აქ და ამჟამად” არსებული საგნებისა და მოვლენების შესახებ.
ეუფლებიან წარმოდგენებს რიცხვის, მასის, წონის მუდმივობის შესახებ.
4. ფორმალური ოპერაციების სტადია (11-12 წლიდან 15 წლამდე და შემდგომ).
მოზარდებს უჩნდებათ აბსტრაქტული ცნებების გამოყენებით ლოგიკური
აზროვნების უნარი. შეუძლიათ პირდაპირი და შებრუნებული ოპერაციების
შესრულება შინაგან პლანში (გონებაში), ჰიპოთეზური ვარაუდებისა და
მოსაზრებების ფორმულირება და შემოწმება. ამ სტადიაზე წარმოიშობა საგნობრივი
მოქმედებისაგან დამოუკიდებელი “წმინდა” და აზროვნება. ფორმალურ –
ოპერაციული აზროვნებისატვის უკვე არაა საჭირო ფიზიკურ ობიექტებთან და
ფაქტიურ მოვლენებთან კავშირი რაიმე კონკრეტული საყრდენი ასეთი აზროვნება
საშუალებას აძლევს მოზარდს პირველად დაუსვას საკუთარ თავს ასეთი ტიპის
კითხვა: “რა იქნება, რომ?...” და გასცეს მას პასუხი. ე სკი იმას ნიშნავს, რომ
მოზარდებში ჩნდება სხვა ადამიანების აზრებში ჩაწვდომის, მათი როლებისა და
იდეალების გათვალისწინების უნარი, რაც შეუძლებელია წინა ასაკში. პიაჟე თვლიდა,
რომ ბავშვის გონებრივი განვითარება მიმდინარეობს თავისი შინაგანი
კანონზომიერებით და ეს სტადიები თავს იჩენს მხოლოდ განსაზღვრულ ასაკობრივ
საფეხურ

პიროვნების ფსიქიკური თვისებები


ტემპერამენტი
ტემპერამენტი არის პიროვნების ერთ-ერთი ძირითადი თვისება, რომელიც ადამიანის
შესახებ მეცნიერების ჩამოყალიბების პირველივე პერიოდიდან იყო შემჩნეული.
„ტემპერამენტი“ ლათინური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „ნაწილთა თანაფარდობას“. ესაა
პიროვნების ის თანდაყოლილი ფსიქიკური თვისება, რომელზეც დამოკიდებულია ემოციების
აღმოცენების სისწრაფე და შინაარსი, ხანიერება და ასევე, პიროვნების მოქმედების ტემპი და
რიტმი.
არიან ადამიანები, რომელთათვისაც დამახასიათებელია ფსიქიკური მოქმედების
თანაბარზომიერი მიმდინარეობა. ეს ადამიანები გარეგნულად არიან ყოველთვის მშვიდი,
გაწონასწორებული და ცოტა ზანტი. ისინი ნაკლებად იცინიან, მათი მზერა ყოველთვის
მკაცრია და ცივი, მოძრაობები ძუნწი და მიზანშეწონილი. რთულ ან სასაცილო სიტუაციაში
აღმოჩენისას ისინი გარეგნულად ინარჩუნებენ სიმშვიდეს. მათი მიმიკა და ჟესტები არ
გამოირჩევა გამომხატველობითა და მრავალფეროვნებით, მეტყველება მშვიდია, სიარულის
მანერა - მტკიცე. სხვა ადამიანებთან კი პირიქით, ფსიქიკური მოქმედება მიმდინარეობს
ნახტომისებურად. ასეთი ადამიანები არიან ძალიან მოძრავი, მოუსვენარი, ხმაურიანი,
ყოველთვის ხალისიანი, მათი მეტყველება წყვეტილია და ემოციური, მოძრაობები -
ქაოტური,მიმიკა - მდიდარი და გამომხატველი. საუბრისას იგი აქტიურად ჟესტიკულირებს -
იქნევს ხელებს, აბაკუნებს ფეხებს. ასეთი ადამიანები არიან მოუთმენლები. სწორედ
ტემპერამენტის თვისებებია ის ბუნებრივი მონაცემები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის
ფსიქიკური მოქმედების დინამიკურ მხარეს. სხვა სიტყვებით, ტემპერამენტზე
დამოკიდებულია ფსიქიკური მოქმედების მიმდინარეობის ხასიათი, კერძოდ: 1. ფსიქიკურ
პროცესთა აღმოცენების სისწრაფე და მდგრადობა (მაგ, აღქმის სისწრაფე, ყურადღების
კონცენტრაციის ხანგრძლივობა); 2. ფსიქიკური ტემპი და რიტმი; 3. ფსიქიკურ პროცესთა
ინტენსიობა( მაგ, ემოციის სიძლიერე); 4. ფსიქიკური მოქმედების მიმართულება რაიმე
გარკვეული ობიექტებისკენ ( მაგ, ადამიანის მუდმივი სწრაფვა ახალი შთაბეჭდილებებისკენ,
საკუთარი თავისკენ,საკუთარი იდეებისკენ).
უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემოთაღნიშნული არაა საკმარისი ტემპერამენტის სრული
დახასიათებისთვის, რადგან ფსიქიკური მოქმედების დინამიკა დამოკიდებულია სხვა
პირობებზეც, მაგალითად, მოტივებზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ნებისმიერი ადამიანი,
მიუხედავად ტემპერამენტისა, მისთვის საინტერესო სამუშაოს შესრულებისას მუშაობს უფრო
ენერგიულად და სწრაფად, ვიდრე უინტერესო სამუშაოს შესრულებისას. ასევე, სასიხარულო
მოვლენა ნებისმიერი ტემპერამენტის ადამიანში იწვევს სულიერი და ფიზიკური ძალების
აღმავლობას, ხოლო უბედურება - მათ დაქვეითებას. მაგრამ ტემპერამენტის თვისებები,
მოტივებისა და ფსიქიკური მდგომარეობისაგან განსხვავებით,სხვადასხვა საქმიანობისა და
მიზნების შემთხვევაშიც ადამიანში ვლინდება ერთნაირად. მაგალითად, თუ სტუდენტი
გამოცდის წინ ნერვიულობს, კონფერენციაზე მოხსენების გაკეთებისას ავლენს
შფოთვას,სპორტული შეჯიბრებისას ძალიან ღელავს - შეიძლება ითქვას, რომ მაღალი
შფოთიანობა წარმოადგენს მისი ტემპერამენტის თვისებას.
ტემპერამენტის დამახასიათებელი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი
ვლინდება სხვადასხვა სიტუაციაში: იმაშიც, თუ როგორ ლაპარაკობს და ურთიერთობს
ადამიანი,იმაშიც, თუ როგორ განიცდის იგი ემოციებს, იმაშიც, თუ როგორ მუშაობს და
ისვენებს იგი და იმაშიც,თუ როგორ რეაგირებს იგი სხვადასხვა მოვლენებზე. ტემპერამენტის
თვისებები, ადამიანის სხვა ფსიქიკურ თავისებურებებთან შედარებით, გამოირჩევა დიდი
მუდმივობითა და მდგრადობით. ტემპერამენტის სპეციფიკას წარმოადგენს ისიც, რომ
კონკრეტული ადამიანის ტემპერამენტის თვისებები შემთხვევით კი არაა დაკავშირებული
ერთმანეთთან, არამედ მათ შორის არსებობს კანონზომიერი კავშირი, რაც ქმნის გარკვეულ
ორგანიზაციას, სტრუქტურას, რომელიც ახასიათებს ტემპერამენტის ტიპს.
ტემპერამენტის კლასიფიკაცია
პირველი კლასიფიკაცია, რომელიც დღემდე გამოიყენება მეცნიერებაში, ეკუთვნის
მედიცინის მამათავარს ჰიპოკრატეს (მოღვაწეობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე
საუკუნეში). მას მიაჩნდა, რომ ადამიანის ორგანიზმში არის 4 სახის მკვებავი სითხე( ჰუმორი),
რომელიც სხვადასხვა ადამიანში წარმოდგენილია სხვადასხვა პროპორციით, რაც
განსაზღვრავს მისი ტემპერამენტის ტიპს. ეს სითხეებია: სისხლი( სანგუის), ნაღველი( ქოლე),
ლორწო( ფლეგმა), შავი ნაღველი( მელან ქოლე). ჰუმორალურ თეორიასთან ახლოს დგას
ლესგაფტის შეხედულება, რომლის მიხედვითაც ტემპერამენტის საფუძველს წარმოდგენს
სისხლის მიმოქცევის სისტემის თავისებურებები, კერძოდ, სისხლძარღვთა კედლების სისქე
და სიმკვრივე(მოქნილობა), მათი დიამეტრი, გულის ფორმა და აგებულება და ა.შ. ამასთანავე,
სისხლძარღვების ვიწრო დიამეტრს და სქელ კედლებს შეესაბამება ქოლერიკული
ტემპერამენტი; ვიწრო დიამეტრს და თხელ კედლებს - სანგვინიკური; დიდ დიამეტრს და
სქელ კედლებს - მელანქოლიური, ხოლო დიდ დიამეტრს და თხელ კედლებს -
ფლეგმატიკური.

ტემპერამენტის ფიზიოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს ნერვული სისტემის ოთხი


ტიპი, რომლებიც დადგენილი იქნა პავლოვის მიერ. ნერვული ტიპის საფუძველს
წარმოადგენს აგზნებისა და შეკავების პროცესთა ურთიერთობა, რომლის მიხედვითაც
გამოიყოფა შემდეგი ტიპები:
1. ძლიერი, გაწონასწორებული, ძვრადი. გაწონასწორებაში იგულისხმება წონასწორობა
აგზნებისა და შეკავების პროცესებს შორის. ძვრადობაში იგულისხმება ის, რომ აგზნებისა და
შეკავების პროცესები სწრაფად ცვლიან ერთმანეთს. ნერვული სისტემის ამ ტიპს შეესაბამება
სანგვინიკური ტემპერამენტი.
2. ძლიერი, გაწონასწორებული, ინერტული ტიპი. მას ახასიათებს ძლიერი ნერვული
სისტემა, აგზნება და შეკავება გაწონასწორებულია, მაგრამ ნაკლებად ძვრადია ანუ ეს ორი
პროცესი ნელა და ძნელად ცვლის ერთმანეთს. ნერვული სისტემის ამ ტიპს შეესაბამება
ფლეგმატიკური ტემპერამენტი.
3. ძლიერი, გაუწონასწორებელი ტიპი. გაუწონასწორებლობა მდგომარეობს იმაში, რომ
აგზნება სჭარბობს შეკავებას. ამ ტიპს შეესაბამება ქოლერიკული ტემპერამენტი.
4. სუსტი ტიპი. აგზნების და შეკავების პროცესები მიმდინარეობს სუსტად. ამ სუსტ
ნერვულ სისტემას ახასიათებს ადვილი დაღლადობა, იგი ვერ უძლებს ძლიერ
გამღიზიანებლებს. ეს ნერვული ტიპი შეესაბამება მელანქოლიკურ ტემპერამენტს.
ტემპერამენტის ტიპების დახასიათება
სანგვინიკი - მისთვის დამახასიათებელია გრძნობების დიდიაგზნებადობა, მაგრამ
სწრაფი წარმავლობა. ამ ტიპის ადამიანს გრძნობები უჩნდება ადვილად, ისინი დიდი
ინტენსიობისაა, მაგრამ ისევე ადვილად ქრება, როგორც აღმოცენდება. შინაარსის მხრივ
სანგვინიკის გრძნობებში სჭარბობს დადებითი გრძნობები: მას ახასიათებს სასიამოვნო
ემოციური განცდებისადმი მიდრეკილება, უდარდელია, ოპტიმისტურადაა განწყობილი,
მომავლისაგან უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს, ცხოვრებაში უფრო ამჩნევს დადებით
მხარეებს. გარდა ამისა, სანგვინიკს ახასიათებს მოქმედებისა და მოძრაობის სწრაფი ტემპი,
ცოცხალი მიმიკა, გრძნობების ძლიერი, იმპულსური გამოხატულება და საზოგადოდ
ფსიქიკურ პროცესთა სწრაფი მიმდინარეობა. სანგვინიკი ცოცხალი, მოძრავი ადამიანია.
ქოლერიკი - მისთვისაც დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა. მასში
გრძნობები ადვილად აღმოცენდება, ხშირად აღწევს აფექტამდე, მაგრამ სანგვინიკისაგან
განსხვავებით ქოლერიკისათვის დამახასიათებელია შედარებით უფრო მტკიცე და
ხანგრძლივი გრძნობები. გრძნობების შინაარსის მიხედვით ეს ტიპი სანგვინიკის
საწინააღმდეგოა, მას მიდრეკილება აქვს უარყოფიტი გრძნობებისადმი. მისთვის
განსაკუთრებით დამახასიათებელია უკმაყოფილება, გაჯავრება. ცხოვრებაში იგი უფრო
ამჩნევს უსიამოვნო მომენტებს, განწყობილია პესიმისტურად.
ფლეგმატიკი - ამ ტიპის ადამიანისათვის დამახასიათებელია გრძნობების სუსტი
აგზნებადობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ძნელია გრძნობების გამოწვევა. ეს არის მშვიდი,
გაწონასწორებული ადამიანი, მისთვის შედარებით უცხოა აფექტები. მასში გრძნობები
აღმოცენდება ნელა, გვიან და არ აღწევენ აფექტის ინტენსიობას. სამაგიეროდ ეს გრძნობები
მტკიცე ხასიათისაა და გამოირჩევიან დიდი ხანიერებით. ამ მხრივ ფლეგმატიკი სანგვინიკის
საწინაარმდეგო ტიპია, ხოლო გრძნობების შინაარსის მიხედვით ფლეგმატიკი უახლოვდება
სანგვინიკს: მისთვისაც უფრო დამახასიათებელია მიდრეკილება დადებითი გრძნობებისაკენ.
ფლეგმატიკს ახასიათებს მოქმედებათა და მოძრაობათა სიდინჯე, იგი გარეგნულად ნაკლებად
გამოხატავს თავის ემოციებს, რის გამოც ზოგჯერ ტოვებს გულგრილი ადამიანის
შთაბეჭდილებას.
მელანქოლიკი - ამ ტიპისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია მიდრეკილება
უარყოფითი ემოციებისადმი, მის გრძნობებს შორის სჭარბობს უარყოფითი ემოციები. იგი
განწყობილია პესიმისტურად - თავისთვის ცუდს მოელის და ცხოვრებაშიც უფრო ხედავს
უსიამოვნო მხარეებს. მელანქოლიკისათვის დამახასიათებელია შედარებით მტკიცე ემოციები,
მოძრაობები აქვს მოდუნებული და ზანტი.
ვ.შტერნი ტემპერამენტის ტიპებს ჰყოფს ორ ჯგუფად, რითაც გარკვეულად აკეთებს
განზოგადებას: გრძნობის აგზნებადობის თვალსაზრისით სანგვინიკური და ქოლერიკული
ტიპები შეადგენენ ერთ ჯგუფს, კერძოდ, წარმოადგენენ ადვილი აგზნებადობის ტიპებს.
ფლეგმატიკური და მელანქოლიკური ტემპერამენტი შეადგენენ მეორე ჯგუფს კერძოდ,
წარმოადგენენ სუსტი აგზნებადობის ტიპებს. გრძნობათა შინაარსის თვალსაზრისით კი
სანგვინიკური და ფლეგმატიკური ტიპები ქმნიან ერთ ჯგუფს კერძოდ, ორივე უფრო
მიდრეკილია დადებითი გრძნობებისკენ, ხოლო ქოლერიკული და მელანქოლიკური
ტემპერამენტი ქმნიანბ მეორე ჯგუფს და მათტვის დამახასიათებელია უარყოფითი
გრძნობებისადმი მიდრეკილება. ცხადია, ეს ოთხი ტიპი სრულებით ვერ ამოწურავს ადამაინთა
ტემპერამენტის მრავალფეროვნებას. ადამიანთა უმრავლესობა წარმოადგენს „ნარევ“ ტიპს, ესე
იგი ატარებს სხვადასხვა ტემპერამენტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, მაგრამ ჩვეულებრივ,
მაინც ხასიათდება რომელიმე ტემპერამენტისაკენ მეტ-ნაკლები გადახრით.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ტემპერამენტი ნაკლებ ცვალებადია და უფრო
დაკავშირებულია ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თვისებებთან, ვიდრე ხასიათი. ხასიათი
უფრო მეტადაა დამოკიდებული აღზრდაზე და ცხოვრების პირობებზე, ვიდრე ტემპერამენტი.

ხასიათი
ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური
თავისებურებებით. ამ თვალსაზრისით საუბრობენ თვისებებზე, რომლებიც დამახასიათებელია
კონკრეტული ადამიანისათვის. ”ხასიათი” ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს ”ანაბეჭდს”
ფსიქოლოგიაში სიტყვა ხასიათი გამოიყენება უფრო ვიწრო გაგებით. ადამიანის ყველანაირ
ინდივიდუალურ თავისებურებას არ თვლიან ხასიათის თვისებად, მაგალითად ისეთი
ინდივიდუალური ფსიქიკური თავისებურებები როგორიცაა მხედველობისა და სმენის სიმახვილე,
დახსომების სისწრაფე და ხანგრძლივობა, აზროვნების სიღრმე არ წარმოადგენს ხასიათის თვისებას.
ადამიანის როგორი ინდივიდუალურ-ფსიქიკური თავისებურებები ითვლება ხასიათის
თვისებად? განვიხილოთ მაგალითი: 12 წლის ნინო სკოლაში ყოველთვის ბავშვებისგან
განცალკევებითაა, მორცხვობს, ბევრს არ ლაპარაკობს, გაკვეთილზე არ სწევს ხელს, ამასთანავე, სახლში
მას ჰყავს ბევრი მეგობარი, იგი არის თამამი, მხიარული. როგორც ვხედავთ, ნინო ავლენს ხასიათის ორ
განსხვავებულ თვისებას - სკოლაში მორცხვობას, ხოლო სახლში - კომუნიკაბელურობას. თუ ნიინოს
სკოლაში დავაკვირდებით, მის კომუნიკაბელურობას ვერ დავბინახავთ, ხოლო თუ სახლში
დავაკვირდებით, ვერ დავინახავთ მის მორცხვობას. როგორც ამ მაგალითიდან ჩანს, ხასიათის ყოველი
თვისება ვლინდება მხოლოდ შესატყვის ტიპიურ გარემოებაში. ეს იმით აიხსნება, რომ ხასიათის ყოველ
თვისებაში ვლინდება ადამიანის დამოკიდებულება გარკვეული გარემოებისა და სინამდვილის ამა თუ
იმ მხარის მიმართ.
ხასიათი - ესაა პიროვნების შედარებით მდგრადი ფსიქიკური თვისებების ერთობლიობა, რომელიც
გამოხარტავს ადამიანის დამოკიდებულებას სინამდვილისა და სხვა ადამიანებისადმი და ვლინდება
მისთვის ტიპიურ ქცევაში.
ადამიანის მოქმედების თავისებურება განსაზღვრულია არამარტო პიროვნების
დამოკიდებულებით, არამედ ნებისყოფის, გრძნობების, ყურადღების, აზროვნების
თავისებურებებზეც, ანუ ფსიქიკურ პროცესთა ინდივიდუალურ თავისებურებებზეც. მაგალითად,
აკურატულობა და მონდომება რომელსაც ადამიანი ავლენს შრომაში, დამოკიდებულია არამარტო
შრომის მიმართ დადებით დამოკიდებულებაზე, არამედ ყურადღების კონცეტრაციაზე, მოძრაობის
სიზუსტესა და სიმარჯვეზე, ნებისყოფაზე და ა.შ.
ხასიათის ტიპოლოგია.
ხასიათის ტიპების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს. მიზნების მიხედვით ხასიათის ერთ-
ერთი ტიპოლოგია ეკუტვნის გერმანელ ფსიქოლოგს შპრანგერს. მისი აზრით ხასიათის ტიპოლოგიის
დადგენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების იმ სფეროების, იმ ღირებულებების
გათვალისწინებას, რომელიც მას განსაკუთრებით იზიდავს. შპრანგერი ფიქრობდა, რომ არსებობს ექვსი
ასეთი ძირითადი რირებულება, რომლის მიხედვითაც მან გამოყო ხასიათის ექვსი ტიპი, ესენია:
1. თეორიული ტიპი. ესაა ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად იტაცებს შემეცნების სფერო, მისთვის
უმაღლეს რირებულებას წარმოადგენს შემეცნება.
2. ესთეტიკური ტიპი. მისთვის უმაღლეს და აქტუალურ ღირებულებას წარმოადგენს მშვენიერება,
ხელოვნება.
3. ეკონომიური ტიპი. მისთვის წინა პლანზე დგას ეკონომიური მდგომარეობა, მატერიალური
კეთილდღეობა. მისი მოქმედების მოტივები ძირითადად დაკავშირებულია ამ სფეროსთან.
4. პოლიტიკური ტიპი. მისთვის უმაღლესი ღირებულებაა ძალაუფლება. თავის მოქმედებებში იგი
გამოდია ამ ღირებულებებიდან და ყველგან და ყოველთვის მიისწრაფვის ბატონობისკენ.
5. სოციალური ტიპი. მისთვის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს არა ბატნობა, არამედ სხვების
სამსახური. ბრძანებლობაზე მეტად მას აინტერესებს სოლიდარობა და თანამშრომლობა.
6. რელიგიური ტიპი. მოსთვის უმაღლეს ღირებულებას შეადგენს სამყარო, ღმერთი და მის ქცევას
აძლევს აზრს და მიმართულებას.
შემდეგი ტიპოლოგიის მიხედვით ხასიათის ტიპებად დაყოფა ხდება იმ მოტივების მიხედვით,
რომლებიც განსაზღვრავენ ადამინის ქცევას. ამ თვალსაზრისით შეიძლება განვასხვავოთ ეგოისტი,
ალტრუისტი და საზოგადოებრივი ტიპი. ეგოისტის ქცევას განსაზღვრავს მისი ვიწრო, პირადი
ინტერესები და მოთხოვნილებები. მისი მოქმედების ძირითადი მოტივი დაკავშირებულია, მის პირად
მოთხოვნილებებთან და მიზნებთან. მისთვის მთავარია საკუთარი მიზნის მიღწევა და არ
ითვალისწინებს ახლობლების ინტერესებს და სურვილებს. რაც შეეხება ალტრუისტს, მის ქცევას
ჩვეულებრივ განსაზღვრავს სხვა ადამაინის ინტერესები, მისი კეთილდღეობისა და წარმატების
მოტივები. იგი წინა პლანზე აყენებს არა საკუთარ, არამედ სხვა ადამიანის მიზნებსა და ინტერესებს.
საზოგადოებრივი ტიპის ადამინის ქცევის მთავარ მოტივებს წარმოადგენს საზოგადოებრივი
ინტერესები, მის ქცევას ძირითადად განსაზღვრავს თავისი ჯგუფის, კლასის ინტერესები.
ხასიათის ჩამოყალიბება. როგორ ხდება ხასიათის თვისებების ჩამოყალიბება? რითი აიხსნება, რომ არ
არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი ხასიათის ადამიანი? ფსიქოლოგთა ნაწილი თვლის, რომ ხასიათებში
განსხვავება აიხსნება იმით, რომ ადამიანები თავისი ბიოლოგიური მემკვიდრეობით არიან
განსხვავებულნი. ისინი თვლიან, რომ ხასიათის ბევრი ან ყველა თვისება არის მემკვიდრული.
სინამდვილეში, ორგანიზმის მემკვიდრული თავისებურებები ხასიათის თვისებების ჩამოყალიბების
მხოლოდ ერთი პირობაა. ხასიათის თვისებები განისაზღვრება არა მემკვიდრულობის ბიოლოგიური
კანონებით, არამედ საზოგადოებრივი კანონზომიერებებით.
ეს დადასტურებულია ჰომოზიგოტური (ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული) ტყუპების
შესწავლით. ასეთი ტყუპების მემკვიდრული თვისებები აბსოლუტურად ერთნაირია. მეცნიერებმა
შეისწავლეს ასეთი ტყუპები, რომლებიც იზრდებოდნენ სხვადასხვა ოჯახებში, რომლებიც
ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ თავისი სოციალური მდგომარეობით, მატერიალური და
კულტურული დონით. ტემპერამენტის თვისებების, ემოციურობის მიხედვით ისინი იყვნენ ძალიან
მსგავსი. ამასთანავე, ხასიათის თვისებების მიხედვით ისინი განსხვავდებოდნენ და ასაკთან ერთად ეს
განსხვავება მატულობდა. მაშასადამე, აბსოლუტურად ერთნაირი მემკვიდრული თვისებების
შემთხვაშიც კი ადამიანებს, რომლებიც ვიტარდებიან და იზრდებიან განსხვავებულ სოციალურ
პირობებში, უყალიბდებათ ხასიათის განსხვავებული თვისებები. ადამიანი არ იბადება მატყუარად ან
პატიოსნად, ზარმაცად ან შრომისმოყვარედ, კეთილად ან ბოროტად - ადამიანი შემდეგ ხდება ასეთი.
როგორია ხასიათის ჩამოყალიბების ძირითადი კანონზომიერებები? დიდი მნისვნელობა აქვს
ფართო საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომელიც დამახასიათებელია მთელი საზოგადოებრივი
წყობისთვის. მატერიალური გაჭირვება ან მატერიალური უზრუნველყოფა, უმუშევრობა ან მომავლის
რწმენა, ჩაგვრა ან სოციალური თანასწორობა - ეს ყველაფერი ღრმა დაღს ასვამს პიროვნების არამარტო
სოციალურ-ტიპიურ თვისებებს, არამედ ხასიათის ინდივიდუალური თვისებების ჩამოყალიბებასაც.
ხასიათის თვისებების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ისიც თუ როგორია პიროვნებათაშორისი
ურთიერთობები ოჯახში, ბავშვთა და შრომით კოლექტივში. ხასიათის სპეციფიკური თვისებები
უყალიბდება დედისერთა ბავშვს, რომელზეც ოჯახის მთელი ყურადღებაა მიმართული და
მრავალშვილიან ოჯახში აღზრდილ ბავშვს; დაახლოებით ერთი ასაკის ბავშვებს და ასაკით
განსხვავებულებს; განუწყვეტელი ოჯახური კონფლიქტების პირობებში და მეგობრულ ოჯახში
აღზრდილ ბავშვს. ასევე პიროვნებათაშორისი ურთიერთობები საბავშვო ბაღსა და სკოლაში იწვევს
ხასიათის სპეციფიკური თვისებების ჩამოყალიბებას. მოწიფულ ასაკშიც კი შეიმჩნევა ხასიათის
თვისებებში საგრძნობი ძვრები, როცა ადამიანი ერთი შრომითი კოლექტივიდან ხვდება მეორეში,
რომელიც მკვეთრად განსხვავდება იქ არსებული პიროვნებათაშორისი ურთიერთობებით.
ცნობილია, რომ ადრეულ ბავშვობაში ნერვული პროცესები გამოირჩევა ყველაზე მეტი
ინერტულიბით. ამიტომ ადრეულ ბავშვობაში ჩამოყალიბებული ხასიათის თვისებები ძალიან
მდგრადია და ძნელად შესაცვლელი, ვიდრე ისინი, რიმლებიც ჩამოყალიბდნენ უფრო გვიანდელ
ასაკში. ამის გამო ზოგიერთი ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ პიროვნების თვისებები წინასწარაა
განსაზღვრული ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული ურთიერთობებით, რომლებიც დამოკიდებულია
იმაზე, კმაყოფილდებოდა თუ არა ბავშვის მისწრაფებები.
სოციალურ ჯგუფში საზოგადოებრივი და პიროვნებათაშორისი ურთიერთობები მსგავსია
მოცემული საზოგადოების ან ჯგუფის ყველა წევრისათვის ამიტომ მათ მიერ განპირობებული
პიროვნების დამოკიდებულებები სოციალურ - ტიპიურია. მაშ როგორ ხდება, რომ ერთნაირი
სოციალური პირობების შედეგად ვითარდება ხასიათის განუმეორებელი ინდივიდუალური
თვისებები? რატომ განსხვავდებიან ერთ ოჯახში აღზრდილი ბავშვები ხასიათის მიხედვით? ეს
აიხსნება იმით, რომ პიროვნების ერთი და იგივე დამოკიდებულება შეიძლება ხორციელდებოდეს
სრულიად განსხვავებული ინდივიდუალური მოქმედებით. მაგალითად, შრომის მიმართ
კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ერთ ადამიანში შეიძლება გამოიხატებოდეს იმაში, რომ იგი
მუშაობდეს გრძნობით, გზნებით, გატაცებით, ხოლო მეორე ადამიანი ასევე მუშაობდეს
კეთილსინდისიერად მაგრამ მშვიდად, ზედმეტი გრძნობების გამოხატვის გარეშე. ის, თუ
კონკრეტულად მოქმედების როგორი ფორმით გამოვლინდება პიროვნების დამოკიდებულება
დამოკიდებულია ნერვული სისტემის თანდაყოლილ თავისებურებებზე და ფსიქიკის შეძენილ
ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

ნიჭი
ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არა მარტო ინტერესებითა და მისწრაფებებით,
არამედ იმითაც, თუ რა შეუძლიათ მათ. ადამიანის ნიჭი წარმოადგენს პიროვნების ერთ-ერთ ძირითად
თვისებას. ყოველი მოქმედების შესრულება ადამიანისგან მოითხოვს გარკვეულ უნარს. თუ ადამიანს
გააჩნია რაიმე ნიჭი, ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს გარკვეული სახის მოქმედების ადვილად დაუფლების
უნარი. მაგალითად, ორი აბიტურიენტი აბარებს უმაღლეს სასწავლებელში. ერთმა ჩააბარა გამოცდები
და მოეწყო, მეორე - ვერა. მოწმობს თუ არა ეს იმას, რომ ერთს აქვს უფრო მეტი ნიჭი? ამ კითხვას ვერ
ვუპასუხებთ, თუ არ გვეცოდინება,რამდენი დრო დახარჯა თითოეულმა მომზადებაზე. მხოლოდ
წარმატების ფაქტით ანუ შედეგით ნიჭი არ განისაზღვრება. ნიჭი - ესაა ადამიანის ისეთი
ფსიქოლოგიური თავისებურება, რომელზეც დამოკიდებულია ცოდნის შეძენაში წარმატება, მაგრამ
რომელიც არ დაიყვანება ამ ცოდნაზე და ჩვევაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოცდაზე მიღებული
ნიშანი, საკონტროლო სამუშაოს წარმატებით ან წარუმატებლად შესრულება საშუალებას მოგვცემდა
გაგვეკეთებინა დასკვნა ადამიანის ნიჭის შესახებ. ამასთანავე, ფსიქოლოგიური კვლევებისა და
პედაგოგიური გამოცდილების მონაცემები მოწმობენ იმას, რომ ზოგჯერ ადამიანი, რომელმაც
დასაწყისში რაღაც არ იცოდა, სწავლის შედეგად ძალიან სწრაფად ეუფლება ცოდნასა და ჩვევებს და
სხვებს უსწრებს დახელოვნებაში. მასში ვლინდება სხვებზე უფრო მეტი ნიჭი. მართალია ნიჭი
ვლინდება ცოდნის, ჩვევების დაუფლებაში, მაგრამ ამავე დროს იგი არ დაიყვანება მათზე. ნიჭი და
ცოდნა, ნიჭი და ჩვევები არაა ერთი და იგივე.
ცოდნასთან, ჩვევებთან მიმართებაში ადამიანის ნიჭი გამოდის, როგორც გარკვეული
შესაძლებლობა. ნიადაგში ჩაგდებული მარცვლის მსგავსად, რომლისგანაც თავთავი გაიზრდება
მხოლოდ კეთილსასურველი პირობების შემთხვევაში, ასევე ადამიანის ნიჭიც წარმოადგენს ცოდნისა
და ჩვევების შეძენის მხოლოდ შესაძლებლობას. მოხდება თუ არა ამ ცოდნისა და ჩვევების შეძენა,
იქცევა თუ არა შესაძლებლობა რეალობად - ეს დამოკიდებულია ბევრ პირობაზე. ამ პირობებში შედის
შემდეგი: დაინტერესებული იქნება თუ არა ადამიანის გარემოცვა იმით, რომ იგი დაეუფლოს ამ
ცოდნასა და ჩვევებს; როგორ იქნება ორგანიზებული მისი სწავლის პროცესი, შრომითი საქმიანობა, რაც
ხელს შეუწყობს სათანადო უნარების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას.
ნიჭი - ესაა შესაძლებლობა, ხოლო ამა თუ იმ საქმეში დაოსტატების დონე - უკვე რეალობაა.
ბავშვში გამოვლენილი მუსიკალური ნიჭი სულაც არ არის იმის გარანტია, რომ ბავშვი გახდება
მუსიკოსი. ეს რომ მოხდეს, აუცილებელია სპეციალური სწავლება, ბავშვისა და პედაგოგის
დაჟინებულობა, კარგი ჯნმრთელობა, მუსიკალური ინსტრუმენტის, ნოტების არსებობა და ბევრი სხვა
პირობა, რომელთა გარეშეც ნიჭი შეიძლება ისე ჩაკვდეს, რომ არ განვითარდეს.
ფსიქოლოგია მართალია, უარყოფს ნიჭისა და ცოდნის იგივეობას, მაგრამ ამავე დროს ხაზს უსვამს
მათ ერთიანობას. ნიჭი ვლინდება მხოლოდ მოქმედებაში და ამასთანავე, მხოლოდ ისეთ მოქმედებაში,
რომლის განხორციელება ამ ნიჭის გარეშე შეუძლებელია. შეუძლებელია ვილაპარაკოთ ადამიანის
ხატვის ნიჭზე, თუ მისთვის არ უსწავლებიათ ხატვა, თუ მას არ შეუძენია ის ჩვევები, რომლებიც
აუცილებელია ხატვისათვის. მხოლოდ ხატვის სწავლების პროცესში შეიძლება გაირკვეს,აქვს თუ არა
მოსწავლეს ხატვის ნიჭი. ეს გამოვლინდება იმაში, რამდენად სწრაფად და ადვილად აითვისებს იგი
მუშაობის ხერხებს, ფერთა შეხამებას, ისწავლის სამყაროში, გარემოში მშვენიერების დანახვას.
პედაგოგის სერიოზულ ფსიქოლოგიურ შეცდომას წარმოადგენს ნაადრევი, სერიოზული შემოწმების
გარეშე გარეშე გაკეთებული დასკვნა, რომ კონკრეტულ მოსწავლეს არა აქვს ნიჭი და ამას ამბობს
მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ბავშვს ჯერ კიდევ არა აქვს ჩამოყალიბებული აუცილებელი ცოდნა
და ჩვევები, მუშაობის ხერხები. ცნობილია ბევრი შემთხვევა, როცა ბავშვობაში ადამიანი არ ხვდებოდა
სხვების მხრიდან თავისი ნიჭის აღიარებას, რომლის შემდგომმა განვითარებამ მას მოუტანა მსოფლიო
აღიარება. ამის კარგი მაგალითია ალბერტ აინშტაინი, რომელიც იყო საშუალო დონის მოსწავლე და
არავინ არ ელოდა, რომ იგი მოახდენდა უდიდეს მეცნიერულ აღმოჩენას.
რაში გამოიხატება ნიჭისა და ცოდნა - ჩვევების ერთიანობა? ნიჭი ვლინდება არა ცოდნასა და
ჩვევებში, როგორც ასეთში, არამედ მათი შეძენის დინამიკაში,ანუ იმაში, თუ სხვა თანაბარ პირობებში
რამდენად უფრო სწრაფად, ღრმად, ადვილად და მტკიცედ ხორციელდება ცოდნისა და ჩვევების
დაუფლების პროცესი, რომლებიც აუცილებელია მოცემული საქმიანობისათვის.სწორედ აქ ჩანს ის
განსხვავებები, რომლებიც გვაძლევს ნიჭიერებაზე საუბრის უფლებას. ამრიგად,ნიჭი - ესაა პიროვნების
ინდივიდუალურ - ფსიქოლოგიური თავისებურება, რომელიც წარმოადგენს მოცემული საქმიანობის
წარმატებით შესრულების პირობას.
განასხვავებენ ზოგად და სპეციალურ უნარებს. ზოგად უნარებში იგულისხმება პიროვნების
ისეთი ინდივიდუალური თვისებები, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის უფრო ადვილად და
სწრაფად დაუფლებას. ზოგადი უნარები წარმოადგენს როგორც მდიდარი, ბუნებრივი მონაცემების, ისე
პიროვნების ყოველმხრივი განვითარების შედეგს. სპეციალური ნიჭი (უნარი) წარმოადგენს
პიროვნების თვისებათა ისეთ სისტემას, რომელიც ადამიანს ეხმარება კონკრეტულ საქმიანობაში
წარმატების მიღწევაში, მაგალითად, ლიტერატურაში, მუსიკაში, ხელოვნებაში და ა.შ. სპეციალურ ნიჭს
ეკუთვნის აგრეთვე პრაქტიკული საქმიანობის უნარი კერძოდ, კონსტრუქციულ-ტექნიკური,
ორგანიზატორული, პედაგოგიური და სხვა უნარები.
ტალანტი და გენიოსობა. ტალანტი წარმოადგენს სპეციალური ნიჭის განვითარების მაღალ დონე.
როდესაც რომელიმე სპეციალური ნიჭი აღწევს განვითარების მაღალ დონეს, მას უწოდებენ ტალანტს.
უნდა აღინიშნოს, რომ ტალანტი ხშირად თავს იჩენს ადრეულ ბავშვობაში სპონტანურად, წინასწარი
ვარჯიშის გარეშე ეს განსაკუთრებით ეხება მუსიკალურ ნიჭს. ზოგმა დიდმა კომპოზიტორმა
(მოცარტმა, რიმსკი-კორსაკოვმა) პირველად გამოავლინა მუსიკალური ნიჭი 3-4 წლის ასაკში. თუმცა
ყველა ამ შემთხვევაში ნიჭის გამოვლენაში დიდი როლი შეასრულა მუსიკალურმა გარემომაც.
ხაზგასასმელია, რომ ტალანტი, ისევე როგორც ნიჭი, გულისხმობს სპეციფიკური სახის მოქმედების
ნიჭს და არა საერთოდ ინტელექტუალურ განვითარებას, არა ზოგად გონიერებას. ტალანტი
წარმოადგენს დაოსტატების წანამძღვარს, მაგრამ ის არაა თვითონ დახელოვნება. იმისათვის რომ
მიაღწიოს კონკრეტულ საქმიანობაში სრულყოფილებას საჭიროა სისტემატური, ენერგიული და
გულმოდგინე შრომა. ტალანტი შრომისაგან კი არ ათავისუფლებს, არამედ გულისხმობს
შემოქმედებით, დაძაბულ შრომას. შრომის პროცესში გროვდება ცხოვრებისეულ;ი გამოცდილება,
ცოდნისა და უნარების ის აუცილებელი კომპლექსი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ყოველგვარი
შემოქმედება.
გენიოსობის ცნების გავრცელებული კონცეფცია გულისხმობს, რომ გენიოსს გააჩნია ზოგადი
გონიერების იმდენად მაღალი დონე, რომ იგი არა მარტო ადვილად ეგუება მოცემულ ახალ სიტუაციებს
და ადვილად წყვეტს ახალ ამოცანებს, არამედ მოქმედების პროცესში იგი ქმნის პრინციპულად ახალს
ორიგინალურს, რაც კულტურის მოცემულ დონესთან შედარებით მოცემულ დარგში წარმოადგენს
ეპოქალური მნიშვნელობის წინსვლას. ჩვეულებრივ, გენიოსობა ზოგადი გონიერების ძალიან მაღალ
დონესთან ერთად გულისხმობს გარკვეულ ტალანტს რომელიმე დარგში. ასეთ შემთხვევაში საქმე
გვაქვს გენიოსთან, რომლის შემოქმედება იშლება მისი ნიჭის შესატყვისი მიმართულებით: გენიოსი
მუსიკის დარგში, გენიოსი ტექნიკის დარგში, მათემატიკის, პოეზიის დარგში და ა.შ. გაცილებით უფრო
იშვიათ მოვლენას წარმოადგენენ ე.წ. ”უნივერსალური გენიოსები” (არისტოტელე, ლეონარდო და
ვინჩი), რომლებიც გენიოსობას ავლენენ კულტურის რამოდენიმე დარგში. კაცობრიობის ისტორიაში
ასეთი ტიპის გენიოსის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

ურთიერთობის ფსიქოლოგია
ადამიანი სოციალური არსებაა და მისი ცხოვრება სხვა ადამიანებთან
ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია. ურთიერთობის მოთხოვნილება
წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნილებას,
რომელიც თავს იჩენს ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკიდანვე. მაგალითად,
ჩვილი ბავშვი ტირის, ჭირვეულობს, თუმცა არ აწუხებს არც შიმშილი, არც
ტკივილი, არც სველი საფენი. საკმარისია ხელში ავიყვანოთ, მოვეფეროთ,
რომ იგი მაშინვე წყვეტს ტირილს და ცრემლიანი თვალებით გვიღიმის.
რაშია საქმე? რამ გამოიწვია ბავშვის ქცევის ამგვარი ცვლილება? რა თქმა
უნდა იმან, რომ ბავშვმა დაიკმაყოფილა ურთიერთობის მოთხოვნილება.
საზოგადოებისაგან იზოლირება, როცა ადამიანი მოკლებულია სხვებთან
ურთიერთობის საშუალებას, ადამიანისთვის წარმოადგენს უდიდეს
სასჯელს. იყო პერიოდი, როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
ჩადენისთვის ადამიანს ზოგჯერ სიკვდილით არ სჯიდნენ და ტოვებდნენ
დაუსახლებელ კუნძულზე. მართალი იყო ფრანგი მწერალი ანტუან დე
სენტ ეგზიუპერი, როცა წერდა: „ ჭეშმარიტი ფუფუნება ადამიანური
ურთიერთობააო“.
ურთიერთობა - ესაა ადამიანებს შორის კონტაქტის დამყარების რთული და
მრავალმხრივი პროცესი, რომელიც გულისხმობს ინფორმაციისა და
ემოციების გაცვლას, მეორე ადამიანის აღქმასა და გაგებას და ინტერაქციას,
ანუ ადამიანზე გავლენის მოხდენას.
კომუნიკაცია - ესაა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შექმნა და გადაცემა
არაფორმალური საუბრის, ჯგუფური ურთიერთმოქმედების და სახალხო
გამოსვლისას. ეს პროცესი მოიცავს მონაწილეებს, კონტექსტს, ცნობას,
არხებს, ხმაურს და უკუკავშირს.
ურთიერთობის ერთ -ერთი ბაზისური განზომილებაა მოწონება. როცა
ადამიანი პირველად ხვდება სხვა პიროვნებას, ერთ-ერთი პირველი კითხვა,
რომელსაც იგი უსვამს თავის თავს, შემდეგია: მოვეწონე თუ არა მას?
მომეწონა თუ არა იგი მე? უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვენ ვიყენებთ ტერმინს
,,მოწონება” და არა უფრო ნეიტრალურ ტერმინს, როგორიცაა
,,პოზიტიურად შეფასება”. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვიხილავთ რაღაც უფრო
მეტს, ვიდრე მეორე ინდივიდის პოზიტიურად შეფასებაა. შეიძლება
ადამიანი პოზიტიურად აფასებდეს პრეზიდენტობის კანდიდატს ან
კინომსახიობს, მაგრამ ის არ იყოს მისთვის მეგობარი. ჩვენ ვეხებით
ფაქტორებს, რომლებსაც მივყავართ მეგობრობამდე და მოწონებამდე უფრო
პიროვნული გაგეებით. რასაკვირველია, განსხვავება არაა ნათელი, რადგან
ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ პოზიტიურ შეფასებაზე, ასევე
მოქმედებენ პიროვნულ მოწონებაზეც (სიყვარულამდე). ამიტომ ჩვენ
გამოვიყენებთ ტერმინს ,,მოწონება”, რადგან ჩვენ ვეხებით არამარტო იმ
საკითხს, თუ რატომ აფასებს ინდივიდი სხვას პოზიტიურად, არამედ
იმასაც, თუ რატომ აქვს ინდივიდს ტენდენცია გახდეს სხვა ადამიანის
მეგობარი.
მოწონება არ არის უნიკალური ადამიანთა ურთიერთობისათვის.
ცხოველებიც ამჟღავნებენ ურთიერთობას, რომელიც შეიძლება
დახასიათებული იქნას, როგორც მოწონება. მაგრამ განსხვავება ადამიანურ
და ცხოველურ მოწონებას შორის ისაა, რომ ადამიანისათვის მოწონება
წარმოადგენს უმეტესი ურთიერთქმედების ძირითად დეტერმინანტს. ჩვენ
განვიხილავთ მოწონების სამ ძირითად დეტერმინანტს, ესენია: სიახლოვე,
დამაჯილდოებლობა და მსგავსება.
სიახლოვე. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მოწონებას და
მეგობრობას, არის სიახლოვე. ერთ-ერთი განმსაზღვრელი იმისა, გახდება
თუ არა ორი ადამიანი ერთმანეთის მეგობარი, არის ის, თუ რამდენად
ახლოს ცხოვრობენ ისინი ერთმანეთთან. თუ ერთი მათგანი ცხოვრობს
ბრაზილიაში და მეორე - ჩინეთში, ადვილი მისახვედრია, რომ ისინი ვერ
იქნებიან მეგობრები. ასევე, თუ ისინი ცხოვრობენ ქალაქის სხვადასხვა
მხარეს, ნაკლები ალბათობაა, რომ იყვნენ მეგობრები.
ვაიტმა იკვლია მეგობრობის ნიმუშები სუბ - ურბანულ რეზიდენციურ
საზოგადოებაში. ყველა სახლი იყო ერთმანეთის მსგავსი, არ არსებობდა
,,უკეთესი” ზონა და უფრო იაფი სახლი. პირობები იყო აბსოლუტურად
ერთნაირი და მცხოვრებლები მეზობლებს ირჩევდნენ შემთხვევით. ვაიტი
აკვირდებოდა, ვინ ვის ეპატიჟებოდა, ვინ ვისთან მეგობრობდა. საერთო
შედეგი ის იყო, რომ დამეგობრდნენ ის ადამინები, რომლებიც
ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდნენ. ფესტინჯერის, შეხტერის, ბექის
გამოკვლევებმაც დაადასტურა ეს შედეგი. ეს ფენომენი ისე ძლიერია, რომ
მისი დემონსტრირება ძალიან ადვილია. სეერსმა ჩაატარა ასეთი
გამოკითხვა: იგი ეკითხებოდა საერთო საცხოვრებლის სტუდენტებს,
ვისთან მეგობრობდნენ. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც ერთმანეთთან ახლის
ცხოვრობდნენ, იყვნენ მეგობრები. ამრიგად, სიახლოვე შედეგად იძლევა
გაზრდილ მოწონებას.
დამაჯილდოებლობა. ადამიანებს მოსწონთ ის, ვინც მათ აჯილდოებს ან
ვინც ასოცირებულია სასიამოვნო განცდებთან. ჩვენ გვიყვარს მშვენიერი
გოგონა ან ლამაზი მამაკაცი იმიტომ, რომ გვსიამოვნებს მისი ცქერა.
კეთილი ადამიანები ყოველთვის აჯილდოვებენ სხვებს და ამიტომ ისინი
უფრო მოსწონთ. იგივე ითქმის ადამიანებზე, რომლებიც არიან
მეგობრული, გულწრფელი და ა.შ. ის, ვისაც ახასიათებს ეს თვისებები
უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ის, რომელსაც არ ახასიათებს.
დაჯილდოების ეფექტი შეიძლება ახსნილი იქნას მარტივი დასწავლის
პრინციპებით. თუ ინდივიდი გვაჯილდოებს ან თუ ჩვენ ვინაწილებთ
დაჯილდოების განცდას მასთან ერთად, მაშინ განცდის პოზიტიური
ასპექტები ან ჯილდო დაკავშირებულია ამ ინდივიდთან. ამდენად, ის
ხდება უფრო პოზიტიური და ჩვენც უფრო მოგვწონს.
ამ პრინციპის უფრო მნიშვნელოვანი ნაგულსხმევი აზრი ისაა, რომ ჩვენ
მოგვწონს ის ადამიანები, რომლებსაც ვიცით, რომ ჩვენ მოვწონვართ. თუ
ჩვენ ვინმეს შესახებ გვაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ მას მოვწონვართ,
ჩვენ გვიჩნდება პრედისპოზიცია, მოგვეწონოს ის და პირიქით.
ეს ეფექტი ილუსტრირებული იქნა არონსონისა და ლინდერის
ექსპერიმენტებში. სუბიექტები გადიოდნენ შეხვედრების სერიებს ცრუ
ცდის პირთან. ყოველი ურთიერთობის შემდეგ ცდის პირი თითქოს
შემთხვევით ისმენდა ექსპერიმენტატორისა და ცრუ ცდის პირის საუბარს,
რომლის დროსაც ცრუ ცდის პირი აფასებდა ნამდვილ ცდის პირს ერთ
შემთხვევაში ცრუ ცდის პირი იძლეოდა პოზიტიურ შეფასებას, ხოლო
მეორეში_ნეგატიურს. ამის შემდეგ ცდის პირს სთხოვდენ ეთქვათ, თუ
რამდენად მოსწონდათ თანამონაწილე. როგორც მოსალოდნელი იყო,
ნამდვილი ცდის პირებს მოსწონდათ ის, რომელსაც თვითონ მოსწონდა და
პირიქით.
თუმცა ზოგჯერ ჩვენ გვიყვარს (მოგვწონს) ის, ვისაც ჩვენ არ ვუყვარვართ და
პირიქით, მაგრამ როცა სხვა პირობები თანაბარია, არსებობს GDძლიერი
ტენდენცია, მოგვეწონოს ის ადამიანი, ვისაც ჩვენ მოვწონვართ. ამის
Dძირითადი მიზეზი ისაა, რომ გარკვეული გაგებით, საუკეთესო რამ, რაც
შეიძლება სხვამ გვითხრას, ისაა, რომ მას ჩვენ ვუყვარვართ. ეს არის
უდიდესი ჯილდო და ჩვენ მოგვწონს ის, ვინც გვაჯილდოებს.
მსგავსება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას
ახდენს მოწონებაზე, არის მსგავსება, უბრალოდ, მოწონება_არმოწონებაშიც
არსებობს ძლიერი ტენდეცია, მოგვეწონოს ის, რომელიც ჩვენი მსგავსია.
მსგავსების ეფექტი უფრო ნათელია იმ ადამიანებში რომლებიც ინაწილებენ
დიდ კულტურულ და დემოკრატიულ მახასიათებლებს_ატიტუდებს,
რწმენებს, ინტერესებს, წარსულს. ფრანგს მოწონს ფრანგი, ამერიკელს-
ამერიკელი, ხანდაზმულ ადამიანს ტენდეცია აქვს მოსწონდეს
ხანდაზმული, ახალგაზრდას_ახალგაზრდა და ა.შ. ასეთი მახასიათებლებია
ნაციონალური ფონი, რელიგია, პოლიტიკა, სოციალური კლასი,
განათლების დონე, ასაკი და სხვა. ასევე გავლენას ახდენს პროფესია,
ინტელიგენტობის დონე, მოცემულ სფეროში ტალანტი, და თუნდაც
სიმაღლე, წონა, ფიზიკური მოქნილობა ან სიძლიერე.
ნიუკომბმა განახორციელა მეგობრობის ექსტენსიური კვლევა, რომლის
ბაზადაც გამოიყენა მიჩიგანის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. იქ
მცხოვრები სტუდენტები გამოკითხულნი იქნენ კითხვარებით. ნოეკომბმა
ამ კითხვებითა და ტესტებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე
შეცვალა ოთახებში განაწილება. ბიჭები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსნი
იყვნენ, მან მოათავსა ერთ ოთახში და რომლებიც არ იყვნენ მსგავსი_ერთად.
აღმოჩნდა, რომ იმათ, რომლებიც მსგავსნი იყვნენ, მოსწონდათ ერთმანეთი
და პირიქით.
მსგავსების ეფექტზე კვლევები აჩვენებს, რომ ის წარმოადგენს ერთ-ერთ
მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს მოწონებაზე.
მოწონებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რამდენად ემსგავსებიან
ადამიანები ამა თუ იმ მოქმედებებით ერთმანეთს. ისინი უკეთესად უგებენ
ერთმანეთს, ვიდრე განსხვავებულნი. თუ მაგალითად, ერთს სურს ცხენით
გასეირნება და მეორეს საცეკვაოდ წასვლა, საღამო ალბათ არ გამოვა
სასიამოვნო. თუ ერთს აქვს სუფრასთან ჯდომის დახვეწილი მანერა, ხოლო
მეორე თავის ირგვლივ ყველაფერს თხუპნის, მათ ალბათ არ ექნებათ ერთად
სადილობის სურვილი. რასაკვირველია, ადამიანები შეიძლება მრავალი
განზომილებებით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მაგრამ იყვნენ
ერთად, მაგრამ ყოველი განზომილება, რომლითაც ისინი ემსგავსებიან
ერთმანეთს, ზრდის მათ მოწონებას. რაც უფრო ემსგავსებიან ისინი
ერთმანეთს, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ისინი მოხარულნი იქნებიან
ერთი და იგივე მოვლენით და ერთმანეთის კომპანიით. სხვა სიტყვებით,
მსგავსება ზრდის ალბათობას, რომ ორი ინდივიდი დააჯილდოვებს და
მოახდენს ერთმანეთის განმტკიცებას და გაინაწილებენ განმამტკიცებელ
განცდებს. მსგავსი ღირებულებები და ქცევები ასევე შესაძლებლობას
აძლევს მათ აიცილონ კონფლიქტი და შეამცირონ ალბათობა, რომ ისინი
იმედს გაუცრუებენ ან გააღიზიანებენ ერთმანეთს. ამრიგად, მსგავსი
ადამიანები ამტკიცებენ ერთმანეთს, ინაწილებენ სასიამოვნო განცდებს,
თავიდან იცილებენ კონფლიქტსა და უსიამოვნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ
მსგავს ადამიანებს ტენდეცია აქვთ მოსწონდეთ ერთმანეთი.
ამასთან მჭიდროდ დაკავშირებული, მაგრამ საერთოდ ნაკლებად
მნიშვნელოვანი განხილვა არის ის რომ, ვინც ჩვენი მსგავსია, უფრო
მისაღები იქნება ჩვენი ოჯახებისა და მეგობრებისათვის. არსებობს
ტენდენცია, რომ ინდივიდში, რომელიც არა ჩვენი მსგავსი, აღმოვაჩინოთ
ნაკლოვანებები, რომ ძნელია მასთან ურთიერთობა და ა.შ. და პირიქით, თუ
ინდივიდი ჩვენივე მსგავსია ინტერესების, აზრის, ატიტუდის, ფიზიკური
მახასიათებლების მიხედვით, მასთან ურთიერთობა გვეჩვენება უფრო
სასიამოვნოდ და მას მივიღებთ უფრო სიამოვნებით.
კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები შედარებისას უპირატესობას აძლევენ
თავის მსგავსს. მაგალითად: თუ ინდივიდი ჩვენი მსგავსია ასაკით,
რელიგიით, ეროვნებით, განათლების დონით კარგი იქნებოდა
შესადარებლად სხვა განზომილების, მაგალითად, პოლიტიკური
მოსაზრებების მიხედვით. რაც უფრო გვგავს სხვა ინდივიდი, მით უფრო
სიამოვნებით ვახდენთ მასთან შედარებას და პირიქით, რამდენადაც იგი
განსხვავებულია ჩვენგან, მით უფრო ნაკლები სურვილი გვაქვს მასთან
შედარების.
ამრიგად, მსგავსების ეფექტის ანალიზს სოციალური შედარების თეორიის
ტერმინებში მივყავართ მოლოდინამდე, რომ ჩვენ მოგვეწონება ის სხვა,
რომელიც ჩვენი მსგავსია. პირველი, ჩვენ შესადარებლად ვარჩევთ ჩვენს
მსგავს ადამიანებს და გარდა ამისა, რადგან მსგავსება ჩვენს შედარებას ხდის
განმამტკიცებლად, ჩვენ ტენდეცია გვაქვს, მოგვეწონოს ეს ინდივიდი.
ურთიერთობის პროცესში ადამიანები ახდენენ არამარტო ერთმანეთის
აღქმასა და გაგებას, არამედ ერთმანეთზე ზემოქმედებასაც. ის, რომ
ადამიანი სოციალური ბუნებისაა და განიცდის სხვების ზემოქმედებას,
გათვალისწინებული უნდა იყოს აღზრდა-განათლების პროცესში.
სოციალური გარემო ადამიანზე ზემოქმედებს და გავლენას ახდენს მისი
პიროვნების ჩამოყალიბებაში. არსებობს სოციალური გავლენის სხვადასხვა
ფორმა: კონფორმულობა, დამთმობლობა და მორჩილება.
კონფორმულობის ექსპერიმენტული კვლევა ს. ეშის სახელთანაა
დაკავშირებული. მის მიერ ჩატარებული კვლევების კლასიკური ვარიანტი
შემდეგს გულისხმობს: სტუდენტების ჯგუფს (7-9 ადამიანი) მიწოდებული
ხაზების სიგრძის შეფასება ევალებათ. ერთ ნახატზე სამი განსხვავებული
სიგრძის ხაზია ნაჩვენები, ხოლო მეორეზე – ერთი. ცდისპირებს სამი
ხაზიდან იმ ხაზების ამორჩევა ევალებათ, რომელიც, მათი აზრით, ცალკე
მოცემული სწორი ხაზის ტოლია. Eექსპერიმენტის ინდივიდუალურ
ვარიანტში სწორი პასუხების რაოდენობა ფაქტობრივად ას პროცენტს
უდრიდა. Eექსპერიმენტის ჯგუფური ვარიანტი ე.წ. ,,ცრუმაგიერი~ (ყალბი,
ანუ ექსპერიმენტატორთან ,,შეკრული~) ცდისპირების გამოყენებით
ტარდებოდა. ,, ცრუმაგიერი~ ცდისპირები, რომელთა რაოდენობა
შვიდკაციან ჯგუფში ექვს უდრიდა, განგებ მცდარ პასუხებს იძლეოდნენ.
მხოლოდ მათი შეფასებების შემდეგ ერთი ,,ნამდვილი~ ცდისპირი
მოცემულ ხაზებს თავის შეფასებას აძლევდა. Mმრავალმხრივმა
მრავალწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ,,ნამდვილ~ ცდისპირთა 37% ,,
ცრუმაგიერი~ ცდისპირების მცდარ შეფასებებს იმეორებდა, რაც
კონფორმულობის მაჩველებელს წარმოადგენს. ემპირიულმა კვლევამ ისიც
გვიჩვენა, რომ არსებობს კონფორმულობის ორი სახე - გარეგანი და შინაგანი
კონფორმულობა. პირველ შემთხვევაში ადამიანი უმრავლესობის აზრს
მხოლოდ მათ დასანახად ანუ გარეგნულად ეთანხმება, ისე რომ მას შინაგანი
თანხმობის განცდა არა აქვს. Mმეორე შემთხვევაში კი, ადამიანი რეალურად
ეთანხმება ჯგუფის წევრების შეთანხმებას და მას იშინაგნებს. ზოგადად კი
კონფორმულობა შეიძლება განვმარტოდ, როგორც ჯგუფის რეალური ან
წარმოსახული ზეწოლის შედეგად ადამიანის აზრის და ქცევის გარეგანი ან
რეალური შეცვლა.
კონფორმიზმის განმსაზღვრელი ფაქტორების შესწავლა გვიჩვენებს, რომ ეს
მოვლენა ჯგუფის მახასიათებლებითაა განპირობებული. Yყველაზე დიდ
კონფორმულობას ადამიანი ავლენს მაშინ, როდესაც იგი მისთვის
მიმზიდველი და დიდი სტატუსის მქონე ჯგუფის სამი ან მეტი წევრის აზრს
უპირისპირდება. Kკონფორმულობის დიდი მაჩვენებელი ვლინდება
მაშინაც, როდესაც ადამიანი პასუხებს (შეფასებებს) საჯაროდ (ჯგუფის
წევრების თანდასწრების) იძლევა. გარდა ამისა, შედეგები გვიჩვენებს, რომ
ადამიანზე კონფორმულობის გავლენა ნორმატულ და ინფორმაციულ
ხასიათს ატარებს. ინფორმაციულ გავლენას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც
მსჯელობა რეალურ სინამდვილეს ეხება. Nნორმატული ზემოქმედება
ჯგუფის მიერ ადამიანის მიღების, მისი აღიარების სურვილის შედეგად
განიხილება. საჯარო ვითარებაში განხორციელებული მსჯელობის დროს
დიდი კონფორმულობის გამოხატვის ტენდენცია ნორმატულ გავლენაზე
მიგვანიშნებს, ხოლო რთული ამოცანების გადაწყვეტის დროს მაღალი
კონფორმულობის გამოხატვის მიდრეკილება-ინფორმაციულ გავლენას
წარმოადგენს.
დამთმობლობა.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანს მის გარშემო მყოფნი მრავალი სახის
თხოვნით მიმართავენ. Aახლობელი ფულის სესხებას, მეგობარი მისი
მანქანით სადმე წასვლას, გამყიდველი რაიმე პროდუქციის შეძენას სთხოვს.
Pქცევას, რომლის დროსაც ადამიანი სხვების უშუალო თხოვნის
შესაბამისად იქცევა, ისე რომ ამ ქცევის განუხორციელებლობის
შემთხვევაში მას დასჯის შიში არ გააჩნია, დამთმობლობა ეწოდება
ამ შემთხვევაში მსჯელობა ისეთ ვითარებას ეხება, როდესაც რაიმე
რთულად შესასრულებელ საქმეში ადამიანს ვინმეს მხარდაჭერა
ესაჭიროება; ამავე დროს იმის დაყოლიება, ვისაც ამგვარი მხარდაჭერის
უნარი და შესაძლებლობა აქვს, ძალზე ძნელი და შეუძლებელიც კი
შეიძლება იყოს. რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ ვითარებაში ადამიანმა? ერთ-
ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს ჩაფიქრებულ ღონისძიებაში ადამიანის
თანდათანობით ჩართვა ანუ ,,ჩათრევა”. როგორც კი ადამიანი მცირე
დათმობაზე წავა, ამის შემდეგ რაიმე გაცილებით მეტის მოთხოვნის
შემთხვევაში მისი დათანხმების ალბათობაც მნიშვნელოვნად იზრდება.
დათანხმების ეს ხერხი, რომელსაც ,,კარებში ფეხის გაყოფა” ეწოდება,
ემპირიულად მრავალმხრივ იქნა შესწავლილი. ერთ-ერთ გამოკვლევაში
ავტორები შეეცადნენ სახლის პატრონები იმაში დაერწმუნებინათ, რომ მათ
საკუთარ სახლთან გაეკრათ უზარმაზარი პლაკატი წარწერით ,,საჭესთან
ყოფნის დროს ფხიზლად იყავით!”. იმის გამო, რომ პლაკატი ძალზე
უხეირო და პრიმიტიულად პროპაგანდისტული იყო, მცხოვრებთა
უმრავლესობამ ამ თხოვნაზე უარი განაცხადა, თანხმობა გამოთქვა
მცხოვრებთა მხოლოდ 17%-მა. Aამავე დროს, სახლის პატრონების მეორე
ჯგუფს ექსპერიმენტატორმა წინასწარ ,, გული მოულბო”. მან ასე ვთქვათ,
მასპინძლების ,,კარებში ფეხი გაყო”_ სთხოვა მანქანის უსაფრთხო მართვის
მხარდამჭერ პეტიციაზე ხელის მოწერა. რამდენიმე კვირის შემდეგ იმავე
პლაკატის გაკვრის თხოვნით იგივე ხალხი მეორე ექსპერიმაენტატორმა
ჩამოიარა. შედეგებმა აჩვენა, რომ ამ თხოვნას მცხოვრებთა 55% დაეთანხმა.
Aადამიანის დათმობაზე წასვლის ეს ხერხი ეფექტურია იმის გამო, რომ
ადამიანის მიერ ვინმესადმი მცირე სამსახურის გაწევა მასზე იმთავითვე
გავლენას ახდენს, რათა მან შემდგომში უფრო მნიშვნელოვან თხოვნაზე
განაცხადოს თანხმობა. ისმის კითხვა: რა განაპირობებს ,,კარებში ფეხის
გაყოფის” ეფექტურობას? Aახსნის ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად,
ადამიანი საკუთარი სოციალური და ფსიქოლოგიური მახასიათებლების
შესახებ ცოდნას თავისივე განხორციელებული ქცევების საფუძველზე
იღებს. თუ ადამიანი ნებაყოფლობით გარკვეულ მცირე დათმობაზე მიდის,
ამ შემთხვევაში ის თავის თავს სხვების დამხმარე პიროვნებად განიხილავს.
საკუთარი ,,მე “ –ს შესახებ მისი წარმოდგენა თანამიმდევარი რომ იყოს,
ამისთვის ის შემდგომში სხვა თხოვნებსაც უნდა დაეთანხმოს.
მორჩილება. სოციალური გავლენის ფორმათა შორის მორჩილების მოვლენა
მკვლევართა ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. მორჩილებას უწოდებენ
ადამიანის ქცევას, რომელიც ავტორიტეტის (გარკვეული ძალაუფლების
მქონე პირის) ზეწოლის გამო ხორციელდება. ადამიანთა ამგვარი
მოქმედების ნიმუში ძალიან ბევრია. ფაშისტურ გერმანიაში კაცობრიობის
საწინააღმდეგო უამრავი დანაშაული იქნა ჩადენილი. ცნობილია ისიც, რომ
ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში გუშაგად მომუშავე მრავალი
ადამიანი ომამდე და მის შემდეგ ცხოვრების წუნდაუდებელ წესს
მისდევდა. ამ ადამიანის ფაშისტურ დანაშაულებაში თანამონაწილეობის
გაგებისთვის საჭიროა თავისებური სოციალური ვითარების არსებობის
დაშვება, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს არაჩვეულებრივი
დანაშაულებებისკენ უბიძგებს. ანდა ავიღოთ ის სოციალური გავლენის
ფორმები, რომლებიც ასიათასობით ადამიანს სხვადასხვა რელიგიურ
სექტებში აერთიანებს. ამ სექტების დამაარსებლები მათი მიმდევრების
მიმართ ხელმძღვანელობენ პრინციპით: ,,ჩემი სურვილი თქვენი სურვილი
უნდა იყოს”. ამგვარ სექტებში გაწევრიანება ხშირად უაზრო და საშინელი
შედეგებით მთავრდება; მაგალითად ერთ-ერთი მათგანის 900-ზე მეტმა
წარმომადგენელმა სექტის ლიდერის ბრძანება შეასრულა და
კალიუმციანიდის სასიკვდილო დოზით შეზავებული სასმელი დალია.
ასეთ შემთხვევვებში საქმე გვაქვს ვითარებასთან, რომელშიც სოციალური
ზეწოლის გამო ერთი ადამიანი მეორეს ან საკუთარ თავს შეგნებულად
ზიანს აყენებს, რაც სავალალო შედეგით მთავრდება. მორჩილების
ფენომენის ყველაზე ცნობილი გამოკვლევა ჩატარებული იყო ს.მილგრემის
მიერ. ცდის პირებს ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, რომ ისინი
მონაწილეობას იღებენ ადამიანის მეხსიერების და დასწავლის პროცესების
შესწავლაში. ცდისპირების ერთი ნაწილი ექსპერიმენტში ,,მასწავლებლის”,
ხოლო მეორე ,,მოსწავლის” როლს ასრულებს. Aამ უკანასკნელს მაჯებზე
ელექტროდებს უკეთებენ და სკამზე სარტყლებით ამაგრებენ. ,,მოწაფეს”
ევალება მიწოდებული სიტყვების წყების დამახსოვრება. ,,მასწავლებელი”
კი პულტთან ზის და ,,მოსწავლის” პასუხებს აღნუსხავს. Mმცდარი
პასუხების შემთხვევაში ,,მასწავლებელი” პულტით სათანადო ღილაკზე
დაჭერით ელექტროდენის დარტყმით ,,მოწაფეს არასწორი პასუხისთვის
სჯის. ,,მოსწავლე” ,,ცრუმაგიერი” ცდისპირია (მსახიობი, რომელიც
,,დასჯის” სხვადასხვა სიძლიერეზე განსხვავებულ განცდებს გამოხატავს).
კვლევაში საკითხი შემდეგნაირად იყო დასმული: ავტორიტეტის (ამ
შემთხვევაში ექსპერიმენტატორი) ზეწოლის გამო ,,მასწავლებელი”
(ნამდვილი ცდის პირი) რა ინტენსივობის დასჯაზე შეიძლება წავიდეს;
იტყვის თუ არა ის უარს ექსპერიმენტის გაგრძელებაზე და ამას როდის
გააკეთებს? ,,მოსწავლის” დასჯის სიძლიერე 15-დან დაწყებული 450-
ვოლტამდე მერყეობდა.
აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება: მილგრემმა კვლევის დაწყებამდე
საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების გამოკითხვა
ჩაატარა, რომლის დროსაც რესპონდენტებს ეკითხებოდა, თუ როგორ
მოიქცევიან ისინი აღწერილ ექსპერიმენტულ სიტუაციაში?
გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით არა მხოლოდ ისინი, არამედ სხვა
ადამიანების უმრავლესობაც, ,,მოსწავლის” მიერ ტკივილის განცდის
შემთხვევაში ექსპერიმენტის გაგრძელებაზე უარს იტყვის, ხოლო რაც
შეეხება 450 ვოლტით დასჯის გამოყენებას, ამაზე, მათი აზრით, მხოლოდ
აშკარა პათოლოგიური ფსიქიკის ადამიანი თუ დათანხმდება. Kკვლევის
შედეგებმა კი საწინააღმდეგო გამოავლინა_ცდის პირთა (,,მასწავლებლები”)
2/3_მა მიუხედავად იმისა, რომ ,,მოსწავლისთვის” ტანჯვის მომგვრელი
ტკივილი უნდა მიეყენებინათ, ექსპერიმენტში მონაწილეობის
გაგრძელებაზე უარი არ თქვა. Mმომდევნო გამოკვლევებმა მსგავსი შედეგი
სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებშიც დაადასტურა.
მილგრემის თანახმად, ცდის პირების უმრავლესობის შეცდომა იმით
იწყება, რომ ისინი ექსპერიმენტულ ვითარებას ,,ზნეობრივი არჩევანის
სიტუაციად” არ აღიქვამენ; მინდობილნი არიან რა ავტორიტეტს
(ექსპერიმენტატორს), ეს ადამიანები ავტორიტეტის ,,აგენტის” ანუ
დეპერსონიზირებული წარმომადგენლის როლში გვევლინებიან. თავისი
ცდისპირების ,,მორალურ დაცემას”
მკვლევარი შემდეგნაირად აღწერს: ადამიანებს სურთ კარგად
გამოიყურებოდნენ არა მხოლოდ სხვის, არამედ საკუთარ თვალშიც.
Pპიროვნების ,,იდეალური მე” შეიძლება იყოს შინაგანი შემაკავებელი
რეგულაციის მნიშვნელოვანი წყარო. ულმობელი საქციელის ჩადენის
ცდუნების სემთხვევაში, ადამიანმა თავისი ,,მე-ხატისათვის” მისგან
გამომდინარე შედეგები შეიძლება შეაფასოს და ამგვარი საქციელისაგან
თავი შეიკავოს. მაგრამ როდესაც პიროვნება აგენტის დონეზეა დაყვანილი,
მაშინ შეფასების ეს მექანიზმი საერთოდ აღარ არსებობს. რადგან მოქმედება
თვით პიროვნების მოტივებიდან აღარ გამომდინარეობს, ამიტომ ის მის
,,მე-ხატში” ასახვას ვეღარ პოულობს და საკუთარი თავის შესახებ
წარმოდგენაზე გავლენას არ ახდენს. Aამდენად, როდესაც ადამიანი რაიმეს
მხოლოდ ბრძანების გამო ასრულებს, მაშინ ზნეობრივი თვალსაზრისით,
მისი მოქმედება მას ნეიტრალურად მიაჩნია და მისგან მომდინარედ აღარ
განიცდის.

You might also like