You are on page 1of 192

აკადემიური წერა

1
რეცენზენტები: პროფესორი რამაზ ხალვაში
ასოცირებული პროფესორი მაია ბარამიძე

2
რედაქტორისაგან

აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მიმდინარე სასწავლო წლიდან ,,აკადემიური წერა’’ 3 კრედიტის მოცულობით შემოღებულ იქნა
სავალდებულო საგნად. შესაბამისად, იგი შეიტანეს უნივერსიტეტში მოქმედ ყველა საბაკალავ-
რო საგანმანათლებლო პროგრამაში პირველ კურსზე. დამუშავდა სილაბუსი, გამოიკვეთა საგ-
ნის სწავლების ძირითადი პრინციპები.
აღვნიშნავთ, რომ კურსი ახალია და, გამომდინარე აქედან, ჩვენთან ნაკლებია მისი სწავლე-
ბის გამოცდილება, არც სახელმძღვანელოები არის საჭირო რაოდენობით უნივერსიტეტის თუ
საფაკულტეტო ბიბლიოთეკებში. გაჩნდა გარკვეული სიძნელეები, რომელთა დაძლევაც აუცი-
ლებელი იყო ,,აკადემიური წერის’’ წარმატებით სწავლებისათვის. გაითვალისწინეს რა შექმნი-
ლი მდგომარეობა, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს შე-
ედგინათ სახელმძღვანელო, რომელშიც თანმიმდევრულად იქნებოდა განხილული სილაბუსით
გათვალისწინებული ყველა საკითხი.
წიგნში მასალა საინტერესოდაა დალაგებული: ყოველ საკითხს ახლავს სავარჯიშოები,
კითხვები ცოდნის შესამოწმებლად და ზოგჯერ ტესტებიც. ამ ტიპის სახელმძღვანელოსათვის
მნიშვნელოვანი სიახლეა სამახსოვროს სახით ,,ქართული ენის პრაქტიკული კურსის’’ ზოგიერ-
თი აუცილებელი საკითხის შეტანა, რომელთა ცოდნის გარეშე, ვფიქრობთ, წარმოუდგენელია
,,აკადემიური წერის’’ წარმატებული სწავლება. ასეთია: ,,არსებითი სახელის ბრუნვისა და რიცხ-
ვის წარმოებასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები“, ,,პუნქტუაცია“, ,,პარონიმია ქარ-
თულში“, ,,ზმნასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები“, ,,უცხო სიტყვათა გადმოცემის

3
ზოგიერთი წესი ქართულში“, ,,პირდაპირი და ირიბი ნათქვამი და მათთან დაკავშირებული
მართლწერის საკითხები“ და სხვ.
სახელმძღვანელო, ვფიქრობთ, კარგ სამსახურს გაუწევს როგორც ,,აკადემიური წერის’’
შემსწავლელ სტუდენტებს, ასევე მასწავლებლებსაც.
წიგნი, ბუნებრივია, ვერ იქნება დაზღვეული შეცდომებისაგან. ყველა საქმიან შენიშვნას ავ-
ტორები მადლიერებით მიიღებენ და გაითვალისწინებენ მომავალ გამოცემებში.

პროფესორი მამია ფაღავა

23 სექტემბერი 2011 წლისა

4
შესავალი
HUYHK
1. Qქართული ენა, როგორც ქართველთა საერთო ეროვნული ენა. ქართველი ერის (ქართველე-
ბის, სვანების, მეგრელ-ჭანების, იმავე ზანების, იმავე კოლხების) ერთიანი საერთო ეროვნული ენა
არის ქართული. იგი ქართველურ ტომთა სასაუბრო ენაცაა და სამწერლობოც. სამწერლობო ენას სა-
ლიტერატურო ენასაც უწოდებენ. ამ ენაზე იწერება სახელმძღვანელოები, სამეცნიერო ნაშრომები,
მხატვრული ლიტერატურა, გამოდის ჟურნალ-გაზეთები... ამ ენაზე ისწავლება საგნები საქართვე-
ლოს Yყველა ტიპისა და საფეხურის სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში... ამ ენაზე მიმდინარეობს
საქმის წარმოება სახელმწიფო დაწესებულებებში. ერთი სიტყვით, ქართული ენა საქართველოს სა-
ხელმწიფო ენაა. Mმის უფლებებს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია.
ქართული სამწერლობო ენა ერთ-ერთი უძველესი, უმდიდრესი და მაღალგანვითარებული ენა-
თაგანია. Mმას სულ მცირე 1500 წლის ისტორია მაინც აქვს. ქართულ ენაზე ძველთაგანვე შექმნილა
მდიდარი სასულიერო, მხატვრული, ფილოსოფიური და სხვა სახის ლიტერატურა.
ქართული სამწერლობო ენა მშობლიურია სხვა ქართველური ტომებისთვისაც. სხვა სამწერლო-
ბო ენა ქართველ ხალხს არ მოეპოვება. ქართველური ტომები უხსოვარი დროიდან კომპაქტურად
ესახლნენ ერთ საერთო მიწა-წყალზე, საიდანაც იწყება მათი ერთობის შეგნება, რაც ენობრივი ერ-
თიანობითაც იყო განპირობებული (შ. ძიძიგური).
ქართული ენის, როგორც ეროვნული საუნჯის, მიმართ ქართველმა კაცმა იმითაც გამოხატა თა-
ვისი დამოკიდებულება, რომ მას დედა ენა უწოდა. Eენის დაკავშირება დედის ცნებასთან ერის ცხოვ-
რებაში მისი როლის მანიშნებელიცაა.
ქართულ ენას, როგორც ძვირფას ეროვნულ საუნჯეს, ხოტბა-დიდებას ასხამდნენ ძველთაგანვე.
ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო ძეგლია ,,ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, რომლის ავტორო-
ბასაც მიაწერენ X საუკუნის ცნობილ მოღვაწეს-იოანე ზოსიმეს. თუმცა ქართველთმცოდნეობაში
არის სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც ხსენებული ჰიმნი გაცილებით ადრეა შექმნილი, ვიდ-
რე X საუკუნეა და იოანე ზოსიმე ოდენ გადამწერია მისი.
ჩვენი ერის ღირსეული შვილები ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდნენ მშობლიურ ენას.
ვინც მშობლიურ ენას არ აფასებს, პატივს არ სცემს, აკნინებს მის მნიშვნელობას და უპირატესობას
სხვა, უცხო ენებს ანიჭებს, იგი ფეხქვეშ თელავს თავისი ხალხის უძვირფასეს საუნჯეს, ღალატობს
თავის ქვეყანას. ,,მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის“- ბრძანებდა დიდი ილია. ,,ერის ცხოვრება, მის
ისტორია დაცულ არს ენით... რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმიდას“ _
გვმოძღვრავდა უფრო ადრე გრიგოლ ორბელიანი.
,,დედაენა არის ეროვნული ძალა, მთავარი ბურჯი ეროვნებისაო“ _ აცხადებდა იაკობ გოგებაშ-
ვილი.
ცნობილი მეცნიერი, მრავალი ენის მცოდნე, აკადემიკოსი ნიკო მარი მაღალ შეფასებას აძლევდა
ქართული ენის შესაძლებლობებს: ,,ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შე-
იძლება გამოითქვას რა გინდ რა ენით“. ქართული ენა არის ,,მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვი-
თარებული ცოცხალი სამწერლობო ენა“.
,,ქართულ ენაში ასახულია... მისი შემქმნელი და მატარებელი ხალხის წარსული, აწმყო და მო-
მავალი, მისი ზნეობრივი და გონებრივი ცხოვრება“- მიუთითებდა აკადემიკოსი ვარლამ თოფურია.
ენაში უკუფენილია ერის ისტორია. იგი არის ცოცხალი მოწმე საუკუნეთა სიღრმიდან გამოვ-
ლილი წინაპართა ცხოვრებისა, მამა-პაპათა სისხლით დაცული და მისივე არსებობის პირველწყარო.
ილია ჭავჭავაძის სიტყვებითვე დავასრულებთ: ,,ქართველებისათვის ,,დედა“ მარტო მშობელი
არ არის. ქართველი ღვიძლ ენასაც ,, დედა ენას“ ეძახის, უფროს ქალაქს ,,დედა ქალაქს“, მკვიდრს და

5
ბოძს სახლისას-,,დედა ბოძს, უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს-,,დედა ბურჯსო, სამთავრო აზრს _ ,,დე-
და აზრს“, გუთნის გამგებელ მამაკაცსაც კი _ ,,გუთნის დედას“.
მოყვანილი ამონარიდები კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ
ქართველი მოღვაწეები მშობლიურ ენას, _ დედა ენას. ქართული ენის შესაძლებლობების წვდომა, მი-
სი ღრმად დაუფლება ქართველი კაცის ღირსების საქმეა, მისი გაფრთხილება და მოვლა კი _ უპირვე-
ლესი მოვალეობა.
2. ქართული ენის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა. ქართული ენის კულტურულ-ის-
ტორიული მნიშვნელობა უაღრესად დიდია. მასში დაუნჯებულია ქართველი ხალხის ისტორია, მი-
სი მდიდარი წარსული, საუკუნეთა სიღრმეში შემუშავებული ტრადიციებისა და ეროვნული ფსიქო-
ლოგიის ნიშანდობლივი თვისებები.
ქართულმა ენამ, მის მატარებელ ერთან ერთად, განვითარების მეტად გრძელი და საინტერესო
გზა განვლო, ხელი შეუწყო ქართველ ტომთა ერთიანი ეროვნული მსოფლმხედველობის ჩამოყალი-
ბებას.Mმას დიდი ხნის მანძილზე გადაშენებით ემუქრებოდნენ დიდი იმპერიების ენები, რომელთა
გავლენის ქვეშ ექცეოდა ხოლმე ჩვენი ენა ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, დევნასა
და შევიწროებას განიცდიდა, მაგრამ გარეგანმა ზეწოლამ სრულიადაც ვერ შეარყია მისი გრამატიკუ-
ლი წყობა და ძირითადი ლექსიკური ფონდი.
ქართული ენა ყველა ქართველური ტომის მშობლიური ენაა, რომელ ენაზეც არ უნდა ლაპარა-
კობდნენ ისინი შინ. საუკუნეთა მანძილზე ქართველი კაცის აზროვნებაში ცნება ,,ქართული“ ერთია-
ნი საერთო ნიშნის, _ ეროვნული მთლიანობისა და კონსოლიდაციის ყველაზე მძლავრი იარაღი იყო.
საერთო სამწერლობო ენამ კი უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ერის ერთიანობის შენარჩუნე-
ბასა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. საერთო სალიტერატურო ენის საფუძველ-
ზე წარმოიქმნა ნაციონალური კულტურა. საერთო ეროვნული კულტურის შექმნას დიდად შეუწყო
ხელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამაც. შემთხვევითი არ არის, რომ IX_X სა-
უკუნეებში სინას მთაზე გადახვეწილი ქართველი ბერები ლოცულობდნენ ,,ყოველთა ქრისტიანეთა
და უფროჲს ყოველთასა _ ყოველთა ქართველთათვის“...
ენობრივი ერთობის შეგნება მძლავრად იკიდებს ფეხს ერთიანი სახელმწიფოს სამეფოებად და
სამთავროებად დაქუცმაცების ხანაშიც. ერთიანობისკენ სწრაფვა მომდევნო საუკუნეებშიც იგრძნობა.
ვახუშტი ბატონიშვილი წერს: ,,თუ ჰკითხავთ ვინმე ქართლელს, იმერელს, მესხს, ჰერ-კახელს _,,რა
სჯული ხარ? _ მოგვიგებს: ,,ქართველი“. Mმეორე მხრივ, მათ აქვთ დამწერლობა და ენა ერთი და იგი-
ვე, შექმნილი პირველი მეფის _ ფარნაოზის მიერ და თუ ჰკითხავთ ზემოხსენებულებს: ,,რა ენა და
დამწერლობა იციო, _ მოგიგებს მყის: ,,ქართული“ და არ იტყვის არცა სჯულსა, ენასა და წიგნსა
იბერთასა ან მესხთა, ან ჰერ-კახთასა, არამედ ,,ქართულსა“. Mმეგრელნი ,,ენით არიან დიდნი და წარ-
ჩინებულნი ქართულის ენითა, არამედ აქვთ თავისიცა ენა... და აქვთ წიგნი ქართულივე და არა სხვა-
“.
ძველთაგანვე ქართველებს მჭიდრო კულტურული ურთიერთობა ჰქონდათ ბერძნებთან, ბი-
ზანტიელებთან, სპარსელებთან, სომხებთან, სირიელებთან... მრავალი ლიტერატურული თუ სხვა
ხასიათის ძეგლი ქართველ მოღვაწეებს უთარგმნიათ ბერძნულიდან, სპარსულიდან, ძველი სომხუ-
რიდან, სირიულიდან, ლათინურიდან... აღვნიშნავთ, რომ ზოგიერთი ძეგლის დედანი დაკარგულა
და ოდენ ქართულ თარგმანებში შემონახულა იგი.
ადრეფეოდალურ ხანაში საქართველოსა (გელათი, შატბერდი) და მის ფარგლებს გარეთ (იერუ-
სალიმში, სინას მთაზე, ათონის მონასტერში, პეტრიწონში..) დაარსდა სამწიგნობრო კერები, სადაც
ქართველი მოღვაწეების რუდუნებით სხვადასხვა ენიდან ქართულად ითარგმნებოდა წმინდა წიგნე-
ბი, ყალიბდებოდა ძველი და ახალი აღთქმის რედაქციები, იწერებოდა ორიგინალური სასულიერო,
ისტორიული, ლიტერატურული, ფილოსოფიური ხასიათის თხზულებები. ამ კერებში შექმნილი

6
არაერთი ორიგინალური თუ თარგმნილი ძეგლი ქართული მწერლობისა და ზოგადად კულტურის
უძვირფასესი განძია.
ქართული ენის სტრუქტურით, მისი ბუნებითა და ისტორიით დაინტერესდნენ უცხოელი სწავ-
ლულებიც.Eვროპულ ენებზე მრავალი ნაშრომია გამოქვეყნებული ქართული ენის გრამატიკის, ლექ-
სიკისა და ისტორიის შესახებ.
1629 წელს რომში, ლათინურ ენაზე დაისტამბა სტეფანე პაოლინისა და ნიკიფორე ირბახის (ი-
რუბაქისძე) ,,ქართულ-იტალიური ლექსიკონი. 1643 წელს კი ლათინურ ენაზევე დაიბეჭდა ერიხ მა-
რია მაჯოს ,,ქართული ენის გრამატიკა“; ესაა ქართული ენის გრამატიკის შექმნის პირველი ცდა. 1834
წელს პარიზში გამოქვეყნდა მარი ბროსეს ,,ქართული ენის გრამატიკა“, 1837 წელს კი _ ,,ელემენტი
ქართული ენისა“.
ქართული ენის სტრუქტურას მნიშვნელოვანი შრომები მიუძღვნა ავსტრიელმა მეცნიერმა ჰუგო
შუხარდტმა. საყურადღებოა მისი წვლილი ხანმეტი ლექციონარის შესწავლის საქმეში. 1928 წელს
დაიბეჭდა ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორის, რ. მეკელაინის ქართულ-გერმანული, 1937
წელს კი _ გერმანულ-ქართული ლექსიკონები. 1930 წელს ლაიფციგში გამოვიდა პროფ. გეორგ დეე-
ტერსის კაპიტალური შრომა ქართველური ენების ზმნის შესახებ, 1962 წელს კი დაისტამბა პროფ. კ.
შმიდტის ,,ქართველურ ენათა შედარებითი ლექსიკონი“. 1964 წელს (მეორე შევსებული გამოცემა
1998 წ.) გამოვიდა პროფ. გიორგი კლიმოვის ,,ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი’’ (რუ-
სულ ენაზე).Eეს იყო ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონის შედგენის პირველი ცდა. 1936
წელს ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა ნორვეგიელი პროფესორის, ჰანს ფოგტის ,,ქართული ენის გრამა-
ტიკა’’... კიდევ მრავალი შრომა დაისტამბა ქართული და ქართველური ენების სტრუქტურისა და ის-
ტორიის შესახებ საზღვარგარეთის სამეცნიერო გამოცემებში.Yყველა მათგანზე საუბარი, ბუნებრივი-
ა, აქ შეუძლებელია. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ დღესდღეობით საქართველოს გარეთ ქართველო-
ლოგიური კვლევა მიმდინარეობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, კერძოდ: გერმანიაში, პოლონეთში,
ჩეხოსლოვაკიაში, ინგლისში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, რუსეთში, აშშ-ში და სხვა.Aამ დაინტერე-
სების მიზეზი ისიცაა, რომ ქართული ენისა და, საერთოდ, საქართველოს ისტორიის საფუძვლიანი
შესწავლის გარეშე შეუძლებელია თანამედროვე ცივილიზაციის ფესვების ძიება.
3. ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხი. ქართული დამწერლობის წარმოშობის
პრობლემა თანამედროვე გრამატოლოგიის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ამ საკითხთან და-
კავშირებით არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები:
1. XI საუკუნის ქართველი მემატიანე ლეონტი მროველი წერს: ,,და ესე ფარნავაზ იყო პირველი
მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. Aამან განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრა-
ხებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“.
2. V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის კორიუნის თხზულებაში ,,ცხოვრება მესროპ მაშტოცისაო
დაცულია ცნობა, რომ მესროპ მაშტოცმა შექმნა სომხური დამწერლობა, შემდეგ კი ქართული და ალ-
ბანური.
3. ქართული ტრადიციული ცნობის მიხედვით, ქართველებს ფარნავაზ მეფემდეც ჰქონიათ
დამწერლობა, რომელიც ქართველ ქურუმებს შეუდგენიათ ებრაულ და ქალდეურ დამწერლობათა
საფუძველზე: ,,არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი ჟამთა შინა ფარნავაზამდე... წერილნი მათნი არს
წერილი ესე ხუცური ჩვენი... წერილნი... პირველსა ჟამსა ქმნილ არს წერილისაგან ებრაულისა და
ქალდეურისა და მსგავსცა არიან ასოთა მათთა ჩვენი ხუცურნი...(ცნობა თ. ბაგრატიონს ამოუწერია
ანტონ II კათალიკოსის კუთვნილი წიგნიდან ,,მატიანე შემეცნებათა’’ და შეუტანია თავის შრომაში).
ამ ცნობების საფუძველზე მეცნიერებაში შემუშავდა ქართული ანბანის შექმნის რამდენიმე თე-
ორია.

7
პირველი მკვლევარი, რომელმაც სარწმუნოდ მიიჩნია ქართული ანბანის შექმნის სომხური
ვერსია, იყო აკად. კ. კეკელიძე. Mმისი აზრით, ქართული ანბანი შექმნილი უნდა იყოს ქრისტიანულ
ხანაში ბერძნულ და სომხურ დამწერლობათა საფუძველზე მესროპ მაშტოცის მონაწილეობით.Aამ
თეორიის უსაფუძვლობაში პირველად ეჭვი შეიტანა აკად. ივ. ჯავახიშვილმა. მან საგანგებოდ შეის-
წავლა კორიუნის თხზულება და დაასაბუთა, რომ მესროპ მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის
ვერსია მასში მოგვიანებით არის ჩამატებული სხვა მელნით, კერძოდ, იგი VI საუკუნის დამლევის ჩა-
ნართია. ამას ადასტურებს V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, ლაზარი პარფელის შრომაც, რომელ-
შიც იგი მესროპ მაშტოცს მიიჩნევს ოდენ სომხური ანბანის შემქმნელად. Aასევე, სხვა სომეხი ისტო-
რიკოსების _ ფავსტოს ბუზანდისა (V ს.) და მხითარ აირივნელის ნაშრომებშიც არსად არაა მითითე-
ბული ქართული დამწერლობის შემქმნელად მესროპ მაშტოცი. პირიქით, მხითარ აირივანელი ქარ-
თული დამწერლობის შემქმნელად ასახელებს ფარნავაზ მეფეს.
ივ. ჯავახიშვილის თვალსაზრისი კიდევ უფრო სარწმუნო გახდა მომდევნო პერიოდში ჩატა-
რებული კვლევა-ძიებით. კერძოდ, პროფ. ალ. აბდალაძემ გამოიკვლია, თუ როდის და რა პირობებში
ჩაამატეს კორიუნის შრომაში მესროპ მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის ცნობა. სახელდობრ:
428 წელს სომხეთის სამეფო გაუქმდა. სომხეთის კათალიკოს საჰაკისა და მესროპ მაშტოცის მეთაუ-
რობით დაიწყო დიდი მოძრაობა სომხეთის სახელმწიფოს აღსადგენად. Kკორიუნის ცნობით, მაშ-
ტოცს ამ მიზნით უმოგზაურია დასავლეთ სომხეთში, ხლებია ქართლის მეფესაც. სომეხი მემატიანე-
ების შრომებში ისიცაა აღნიშნული, რომ მაშტოცს ორჯერ უმოგზაურია ქართლსა და ალბანეთში. იგი
სომხურ წერა-კითხვას ასწავლიდა სომხებით დასახლებულ ქართლის სოფლებში. ალბათ ამის გამო
ტენდენციურად განწყობილმა წრეებმა შექმნეს ლეგენდა მესროპის მიერ ქართული და ალბანური
დამწერლობების შექმნის შესახებ. ეს უნდა მომხდარიყო დაახლოებით VII საუკუნის დასაწყისში,
როცა ერთმანეთს დაუპირისპირდა ქართული და სომხური ეკლესიები.
მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსიის უსაფუძვლობა დაასაბუთეს ასევე სხვა ქარ-
თველმა მეცნიერებმაც: რამაზ პატარიძემ, ზურაბ სარჯველაძემ და სხვ. ცნობილი გახდა ის ფაქტიც,
რომ მესროპს ქართული და ალბანური არ სცოდნია. გაირკვა ისიც, რომ თვით სომხური ანბანის შემ-
ქმნელი სირიული და ბერძნული დამწერლობების გარდა იცნობდა და იყენებდა ქართულ ანბანსაც.
მიუხედავად ყოველივე ამისა, დღეისათვის ქართული ანბანის შექმნის სომხურ ვერსიას იზია-
რებს ბევრი სომეხი და უცხოელი მკვლევარი.
ქართული დამწერლობის ბერძნულიდან მომდინარეობის ვერსია საქართველოში პირველად
წამოაყენა დ. ბაქრაძემ. იგი აღნიშნავდა, რომ ქართული ანბანი შეიქმნა ბერძნულის გავლენით ჯერ
კიდევ შავიზღვისპირეთის ბერძნული კოლონიების არსებობის ხანაში ფარნავაზამდე ბევრად უფრო
ადრე. ამ თეორიას მხარს უჭერდა პავლე ინგოროყვაც. საკითხი სპეციალურად არ უკვლევია აკად. აკ.
შანიძეს, მაგრამ აკად. გიორგი წერეთლის შრომის _,,არმაზის ბილინგვა“ რეცენზიაში წერდა: ,,ქარ-
თული ანბანის წარმოშობის კვლევისას უთუოდ ანგარიშგასაწევია ბერძნული ანბანის ზეგავლენაო’’.
აკად. თამაზ გამყრელიძის აზრით, ქართული ასომთავრული ანბანი მომდინარეობს ბერძნუ-
ლიდან. მკვლევარი აღნიშნავს, რომ ძველი ქართული ანბანის სისტემური შეპირისპირება ბერძნულ
დაწერლობასთან ავლენს სტრუქტურულ თანხვედრას.
ზ. სარჯველაძე და კ. დანელიაც იზიარებენ ქართული ანბანის ბერძნულიდან მომდინარეობის
იდეას.
მართლაც, ძველი ქართული ასომთავრული ანბანი ავლენს სტრუქტურულ თანხვედრას კლა-
სიკურ ბერძნულ ანბანთან, ესაა:
1. წერის ანბანურობა (სისტემაში როგორც ხმოვანთათვის, ისე თანხმოვანთათვის ნიშნების არ-
სებობა).
2. წერის მიმართულება მარცხნიდან მარჯვნივ.

8
3. სისტემაში ასო-ნიშანთა რიგი.
4. ასო-ნიშანთა რიცხვითი მნიშვნელობა. Y
ყოველივე ეს და ისიც, რომ ძველი ქართული ასომთავრული მრგლოვანი ანბანი დადასტურე-
ბულია ოდენ ქრისტიანობის შემდეგდროინდელი ძეგლებით, სარწმუნოს ხდის მოსაზრებას, რომ
ქართული ანბანი მომდინარეობს კლასიკური ბერძნული ანბანიდან და იგი ქრისტიანობის შემონა-
ტანია.
ხანგრძლივი ისტორია აქვს ქართული დამწერლობის სემიტურიდან მომდინარეობის ვერსია-
საც. ამ თეორიას მხარს უჭერდა გერმანელი მეცნიერი ფრიდრიხ მიულერი (XIX ს), ხოლო ჩვენში-
სარგის გორგაძე.
ქართული ანბანის სემიტურიდან მომდინარეობის თეორია ჩამოაყალიბა ივ. ჯავახიშვილმა
ნაშრომში ,,ქართული დამწერლობათმცოდნეობა, ანუ პალეოგრაფია’’ (1926), მკვლევარმა გამოთქვა
ვარაუდი, რომ ქართული დამწერლობა შექმნილია VII ს-ში ჩვ.წ. აღ-მდე. ივ. ჯავახიშვილი გრაფიკუ-
ლი შედარების მეთოდით იკვლევდა ქართული დამწერლობის წარმომავლობის საკითხს. ასო-ნიშან-
თა გარეგნული მსგავსება, ბუნებრივია, საკმარისი ვერ იქნება ამა თუ იმ დამწერლობის გენეზისის
დასადგენად.Dდიდი მეცნიერი სიფრთხილისათვის თავის თეორიას უწოდებდა ჰიპოთეზას, რომ-
ლის სიმართლე მომავალს უნდა გაერკვია, თუმცა დაბეჯითებით აცხადებდა: „- მაინც სამუდამოდ
უკუგდებულ უნდა იყოს აზრი, ქართული ანბანის V საუკუნეში გამოგონების შესახებ ქრისტეს წინ
და უნდა განმტკიცდეს აზრი, რომ ქართული დამწერლობა გაცილებით უფრო ძველია და მისი და-
საწყისი შორეულ წარსულში და მცირე აზიაში და არა საბერძნეთში უნდა ვეძიოთ“. ივ. ჯავახიშვი-
ლის დებულებები გაიზიარა რამაზ პატარიძემ, ოღონდ მიიჩნია, რომ ქართული დამწერლობა შექ-
მნილია V ს_ში ჩვ. წ. აღ-მდე.
ქართული დამწერლობის სემიტურიდან მომდინარეობის იდეის დასაბუთებას შეეცადა გიორ-
გი წერეთელიც 1940 წ. მცხეთა-არმაზში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ,,არმა-
ზის ბილინგვის’’ შესწავლის შემდეგ.Mმკვლევარმა შეისწავლა აღნიშნული ძეგლი და მიიჩნია, რომ
ბილინგვა შესრულებულია არამეული დამწერლობის იმ სახეობით, რომელსაც პირობითად შეიძლე-
ბა ,,არმაზული არამეული“ ვუწოდოთ. გ. წერეთელი ცდილობს დაადგინოს, რომ ,,არმაზულ არამე-
ულსა“ და ქართულ ანბანებს უთუოდ აქვთ საერთო: ასოთა მოხაზულობა ერთნაირია, მაგრამ ზოგი
ქართული ასო ამჟღავნებს უფრო მეტ სიძველეს, ვიდრე არმაზული. ამიტომ ქართული დამწერლობა
არ შეიძლება მივიჩნიოთ არმაზულის შემდგომ საფეხურად, ისინი ერთმანეთის მონათესავენი უნდა
იყვნენ და მომდინარეობდნენ საერთო წყაროდან-არამეულიდან.
ქართული დამწერლობის სემიტურიდან მომდინარეობის პრობლემას ეღობება მრავალი დაბ-
რკოლება, რომელთა შორის მთავარია ის, რომ ძველი ქართული ანბანი და სემიტური სტრუქტურუ-
ლად განსხვავებული წერითი სისტემებს წარმოადგენს. ქართული ასომთავრული ალფაბეტია, ანუ
ისეთი დამწერლობა, რომელშიც როგორც თანხმოვანთათვის, ისე ხმოვანთათვის გრაფიკული ნიშნე-
ბი არის შექმნილი, ხოლო სემიტური კონსონანტური სისტემაა, სადაც გრაფიკული ნიშნები მხოლოდ
თანხმოვანთათვის (კონსონანტებისათვის) არის შექმნილი, ხმოვანი ბგერა კი სისტემაში არაა აღნიშ-
ნული.
ასევე განსხვავებულია წერის მიმართულებაც. სემიტურში წერის მიმართულება მარჯვნიდან-
მარცხნივაა, ხოლო ქართული კი მისდევს კლასიკურ ბერძნულს - მარცხნიდან მარჯვნივ. სხვათაშო-
რის ცნობილია, რომ არქაულ ბერძნულშიც წერის მიმართულება მისდევს სემიტურს (მარჯვნიდან-
მარცხნივ), შემდგომ ეტაპზე წერის მიმართულება იცვლებოდა ყოველ მომდევნო სტრიქონზე (მარ-
ჯვნიდან-მარცხნივ, მარცხნიდან-მარჯვნივ...), ბოლოს ჩამოყალიბდა წერის კლასიკური მიმართულე-
ბა მარცხნიდან-მარჯვნივ).

9
აღვნიშნავთ, რომ ქართული და სემიტური წერის სისტემებს შორის თუ არის ზოგიერთი მსგავ-
სება, ამის მიზეზი, ალბათ, ბერძნული ანბანის წარმომავლობაში უნდა ვეძიოთ, იგი ხომ ფინიკიურის
საფუძველზეა შექმნილი (ამიტომაც იხსენებდა ჰეროდოტე ბერძნულ ანბანს როგორც კადმიურს, ფი-
ნიკიელი კადმეს მიხედვით, რომელსაც ანტიკური ტრადიცია მიაწერს ფინიკიურის საფუძველზე
ბერძნული ანბანის შექმნას საბერძნეთის ქალაქ ბეოტიაში), ხოლო ქართული კი - ბერძნულის საფუძ-
ველზე.Gგარეგნული მსგავსებაც აქაა საძიებელი.
და ბოლოს: მაინც როდის შეიქმნა ქართული დამწერლობა? ქართული დამწერლობის შექმნის
თარიღის შესახებ ქართველოლოგიაში აზრთა სხვაობაა, კერძოდ, კ. კეკელიძის აზრით, იგი უნდა
შექმნილიყო ახ. წ. აღ. 420-422 წლებში.
ივ. ჯავახიშვილმა არ გაიზიარა ეს მოსაზრება და მიიჩნია, რომ ქართული ანბანი შექმნილია ძვ.
წ. აღ. VII-VI საუკუნეებში.
პ. ინგოროყვას ვარაუდით, ,,ქართული ანბანი გამომუშავებულია მცირე აზიაში არქაული ბერ-
ძნული ალფაბეტის საფუძველზე 284 წელს ჩვენს ერამდე’’.
რ. პატარიძის დაკვირვებით, ქართული დამწერლობა შექმნილია წარმართულ ხანაში, დაახლო-
ებით 403-284 წლებს შორის, რადგანაც მასში გათვალისწინებულია უნიფიცირებული ბერძნული ან-
ბანის (403 წ. ჩვ. წ. აღ.) პრინციპებიც.Aასევე ირკვევა, რომ ძვ. წ. აღ. 284 წ. ფარნავაზ მეფეს ქართული
ანბანი შემოუღია, როგორც სახელმწიფო დამწერლობა. A
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინტერსო აზრი გამოთქვა ზ. სარჯველაძემ. მისი ვარა-
უდით, ქართული ანბანი უკვე გვქონდა IV ს-ის II ნახევარში, ან V საუკუნის დამდეგს. ფარნავაზის
მიერ ქართული დამწერლობის შემოღება რომ ვივარაუდოთ, მაშინ ,,არმაზის ბილინგვასო სხვაგვარი
ახსნა დასჭირდებაო. ცნობა ფარნავაზის მიერ ქართული მწიგნობრობის შემოღებისა, ალბათ, გულის-
ხმობს სახელმწიფო საჭიროებისათვის ბერძნული ან არამეული (იმდროისათვის გავრცელებული)
დამწერლობების გამოყენებას, სხვაგვარად ძნელად აიხსნება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნა-
პოვნია ადრეული ხანის ბერძნულ-არამეული... დამწერლობის ძეგლები, ქართული კი არა. თუკი ამ
დროისათვის ქართული დამწერლობა არსებობდა, მაშინ არმაზის ბილინგვაზე იბერთა სამეფო კარის
ამბავი რატომ იქნებოდა ბერძნულად და არამეულად დაწერილი?
აკად. თ. გამყრელიძე წერილში ,,მწიგნობრობა ქართული“(1987 წ.) მიუთითებს, რომ ქართული
ასომთავრული შექმნილი უნდა იყოს IV საუკუნის დასასრულსა და V საუკუნის დასაწყისში. უფრო
მოგვიანებით წიგნში ,,წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა“(1990 წ.) მკვლე-
ვარი აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, ასომთავრული დამწერლობა ქრისტიანობის ხანის ახა-
ლი ქართული ეროვნული დამწერლობა იყოს, რომელმაც შეცვალა ან გამოაძევა მანამდე არსებული
წარმართული ეპოქის წერილობითი სისტემაო.
ქართული დამწერლობის შემოღება ქრისტიანობის ხანაში სარწმუნოდ მიაჩნია პროფ. კორნელი
დანელიასაც.
როგორც ვხედავთ, ქართული დამწერლობის შექმნის თარიღის შესახებ ქართველოლოგიაში
აზრთა სხვაობაა. ერთი რამ ნათელია. ჩვენამდე მოღწეული უძველესი წერილობითი ძეგლები (ბოლ-
ნისის სიონის, პალესტინის, მცხეთის ჯვრის... წარწერები) განეკუთვნება ქრისტიანობის ეპოქას.
ქრისტიანობამდელი ხანის წერილობითი ძეგლები არ მოგვეპოვება.Aამიტომაც უფრო სარწმუნო ჩანს
მოსაზრება, რომ ქართული დამწერლობა ქრისტიანობის შემონატანია და შექმნილია ბერძნული ანბა-
ნური დამწერლობის საფუძველზე, ისევე როგორც ბევრი სხვა ანბანური სისტემა.
ბოლოს ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: მაინც როგორ გავიგოთ ლეონტი მროველის ცნობა, რომ
ფარნავაზმა... ,,შექმნა მწიგნობრობა ქართული?“ თუ გავითვალიწინებთ, რომ ,,მწიგნობრობა“ ზოგა-
დად წერა-კითხვას ნიშნავს, მაშინ შეიძლება დავუშვათ, რომ ფარნავაზ მეფემ ქართლში შემოიღო

10
მწიგნობრობა იმდროისათვის გავრცელებული რომელიმე წერითი სისტემის მიხედვით. სხვაგვარად:
ფარნავაზმა შემოიღო სხვათა ენაზე წერა, რაც გავრცელებული მოვლენა იყო ძველ დროში.
4. ქართული ანბანის განვითარების საფეხურები. ქართულმა დამწერლობამ შექმნიდან სამი სა-
ფეხური მაინც გაიარა, ესაა: ასომთავრული, იგივე მრგლოვანი, ნუსხური და მხედრული.
V-IX საუკუნის ძეგლები (წარწერები, ხელნაწერები) ასომთავრულითაა შესრულებული. IX სა-
უკუნიდან გვაქვს ნუსხური დამწერლობის ნიმუშები. Mმისი უძველესი ძეგლია ატენის სიონის 835
წლის წარწერა (გამოაქვეყნა გ. აბრამიშვილმა). X საუკუნიდან ნუსხურით შესრულებული ხელნაწე-
რების რიცხვი თანდათან მატულობს. ქართული ანბანის ამ სახეობითაა შესრულებული სინური მრა-
ვალთავის ანდერძი (864 წ.), სინური ოთხთავი (978 წ.), სინური პარაკლიტონი (954 წ.), ოშკის ბიბლია
(978 წ.), ჭილ-ეტრატის იადგარი (X ს.) და მრავალი სხვა. Aარის ხელნაწერები, რომელთა ერთი ნაწი-
ლი მრგლოვანითაა დაწერილი, მეორე-ნუსხურით. ასეთია, მაგალითად, სვანური მრავალთავი (Xს.),
სინური ლიტურგიული კრებული (Xს.)... ზოგიერთი ხელნაწერის ტექსტი ასომთავრულით დაუწე-
რიათ, ანდერძი კი - ნუსხურით; არის პირიქითაც: ძეგლი ნუსხურითაა გადაწერილი, ანდერძი კი-ა-
სომთავრულით.Gგვაქვს ძეგლები, რომლებშიც ასომთავრულ ტექსტში გადამწერლის გამორჩენილი
ადგილები ნუსხურით შეუვსიათ. საზოგადოდ, ნუსხურით გადაწერილ ხელნაწერებში მრგლოვან
ასოებს ერთგვარ სამკაულად იყენებდნენ. ასომთავრულით წერდნენ სათაურებს, იწყებდნენ აბზა-
ცებს და ა. შ.
ძველ ქართულში გვაქვს ტერმინი ასომთავარი: ,,და ყოველი ასომთავარი ოქრომელნითა დაწე-
რილი“ (X-XI საუკუნეების ოთხთავი). აქედანაა ნაწარმოები ტერმინი ასომთავრული. უფრო ადრინ-
დელ ძეგლებში გვხვდება ტერმინი მრგლოვანი (XI საუკუნის სვინანქსარის ფრაგმენტები).
ნუსხური ნაწარმოებია ტერმინისაგან ნუსხა: ,,ნუსხა ჩქარად წერილ არს“ - წერს საბა ორბელია-
ნი.Nნუსხა დედანსაც ერქვა. ნუსხური, როგორც ქართული ანბანის ერთ-ერთი სახეობის სახელი,
ძველ ხელნაწერებში ჯერ-ჯერობით არ არის გამოვლენილი.
მხედრული ანბანის უძველეს ნიმუშებს X საუკუნით ათარიღებენ (გ. აბრამიშვილი, ე. მაჭავა-
რიანი, ზ. ალექსიძე). მხედრულით შესრულებული პირველი ძეგლია ატენის სიონის 982-986 წლების
წარწერა. მხედრული თანდათან ვრცელდება XI-XII საუკუნეებში.
ამრიგად, უკვე X საუკუნეში გვერდიგვერდ არსებობს ქართული ანბანის სამი სახეობა: ასომ-
თავრული, ნუსხური და მხედრული. ასომთავრულსა და ნუსხურს ხუცურსაც უწოდებენ, რაკი მათ
უპირატესად ეკლესიაში იყენებდნენ, შესაბამისად, მხედრულს იმიტომ უწოდებდნენ, რომ დამწერ-
ლობის ამ სახეობით იქმნებოდა საერო ძეგლები.
თემა I. აკადემიური წერის საგანი, მიზნები და ამოცანები.
მისი მიმართება მეცნიერების სხვა დარგებთან;
აკადემიური წერის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა;
წერის პროცესის მოსამზადებელი ეტაპი

1.1. აკადემიური წერა თანამედროვე უმაღლეს სკოლაში მეტად აქტუალური პრაქტიკული

დისციპლინაა. იგი შედარებით ახალი საგანია ქართულ საგანმანთლებლო სივრცეში.
ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი პირობა წერი-
თი კომპეტენციის ამაღლებაა, რადგან მეცნიერები წერას მიიჩნევენ სწავლების ხერხად, რომელსაც
მოსწავლეთა და სტუდენტთა თვითშეგნების სრულყოფა, ცნობიერების კარდინალური გარდაქმნა
შეუძლია. ვისაც წერის კულტურა არ აქვს, ლურიას ცნობილი გამოკვლევების თანახმად, მას არც აზ-
როვნების უნარი შესწევს, ვინც მას დაეუფლება, შეძლებს აზროვნების დონის ამაღლებასაც.

11
საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების პირობებში, განსაკუთრებით ბო-
ლონიის პროცესში ჩართვის შემდეგ, აუცილებელ მოთხოვნად იქცა საუნივერსიტეტო განათლება-
ში ისეთი კურსის შემოტანა, რომელიც სტუდენტს განუვითარებს კრიტიკული აზროვნების, სინთე-
ზისა და შეფასების უნარებს. განათლების კომპლექსური მიზნებიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტუა-
ლურია არგუმენტირების, შეფასების უნარისა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება. სწორედ
ამ მიზანს ემსახურება ,,აკადემიური წერა”, რომელიც 2004-2005 სასწავლო წლიდან იკითხება საქარ-
თველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში.
ტერმინი ,,აკადემიური“ უკავშირდება აკადემიას, რომელიც ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს
უმაღლეს სამეცნიერო დაწესებულებას. მაგ.: მეცნიერებათა აკადემია. აკადემია გახლავთ ზოგიერთი
სპეციალური უმაღლესი სასწავლებლის სახელწოდებაც: სამხატვრო აკადემია, საზღვაო აკადემია
(ცნობილი ფილოსოფოსი პლატონი 427-347 წლებში ათენელი აკადემის მამულში დასახლებულა და
იქ ფილოსოფიას ასწავლიდა. ამ სკოლას 800 წელი უარსებია. სწორედ იმ დროიდან შეურქმევიათ
მთელი რიგი სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებისთვის აკადემია). რაც შეეხება თავად ,,აკა-
დემიურსკკ, იგი ნიშნავს 1. სასწავლოს, აკადემიური წელი// საათი// წარმატება. 2. ძირითად წყაროებ-
თან შეჯერებულს, სრულს, საუკეთესოს (ითქმის მეცნიერულ გამოცემაზე: ,,ვეფხისტყაოსნის“ აკადე-
მიური გამოცემა); 3. საუკეთესოს// სანიმუშოს (თეატრი) (ქეგლ).
,,აკადემიური წერის“ კურსი ემყარება ბენჯამინ ბლუმის ,,საგანმანათლებლო მიზნების ტაქსო-
ნომიას“, რომლის მიხედვით, სტუდენტი უმაღლეს სასწავლებელში ეტაპობრივად უნდა დაეუფლოს
ცოდნის იერარქიულ საფეხურებს, ჯერ შეიძინოს ცოდნა, შემდეგ კი აქციოს აქტიურ პროცესად (გა-
მოყენება და ანალიზი), ამის შემდგომ კი დგება შედეგის მიღების ეტაპი (სინთეზი და შეფასება),
რომელიც მას განუვითარებს შემოქმედებით აზროვნებას და გამოუმუშავებს შეფასების უნარს. ბლუ-
მის ტაქსონომიას ასეთი სახე აქვს:
1. ცოდნა- ინფორმაციის ათვისება;
2. გაგება-წვდომა: ინფორმაციის გაგება, მისი ინტერპრეტაცია, სხვა სიტყვებით გადმოცემა, გა-
აზრება და განზოგადება;
3. გამოყენება: მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ახალ, გაუთვალისწინებელ სიტუაციაში გამოყე-
ნება;
4. ანალიზი: მონაცემების დაჯგუფება ლოგიკურ ქვეჯგუფებად, მათ შორის ლოგიკური კავში-
რების დადგენა;
5. სინთეზი: ლოგიკური ქვეჯგუფების ახლებური, პროდუქტული სინთეზი; პრობლემის გა-
დაჭრის ახალი გზის მოძიება.
6. შეფასება: პირველ ხუთ დონეზე შეძენილი ცოდნის, უნარების, გაგებისა და გამოცდილების
გაერთიანება.
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს კურსი უკვე ნახევარი საუკუნეა ისწავლება. სტუდენტმა კონ-
სტრუქტივისტული მიდგომით თავად უნდა ააგოს ცოდნა, იგი პასიური მსმენელი არ უნდა იყოს.
მხოლოდ ამ გზით ჩამოუყალიბდება მას კრიტიკული აზროვნების უნარი, შეძლებს საკუთარი აზრი-
სა და პოზიციის დამაჯერებლად, არგუმენტირებულად და შთამბეჭდავად გადმოცემას.
კურსის მიზანია, სტუდენტს წერის მოსამზადებელ ეტაპზე ჩამოუყალიბოს მსმენელის თუ
მკითხველის ასაკის, სოციალური სტატუსის, ინტერესების სფეროს გათვალისწინების ჩვევა. მას უნ-
და შეეძლოს განსხვავებული და მსგავსი თვალსაზრისების დაჯგუფება, ანალიზი, სინთეზი და საკუ-
თარი პოზიციის გამოკვეთა. იგი უნდა დაეუფლოს აკადემიური წერის მთავარ პრინციპს - შესავალ-
შივე წარმოადგინოს თეზისი, ანუ გამოკვეთოს საკუთარი პოზიცია და ყველა არგუმენტი თუ ქვეარ-
გუმენტი მასვე დაუკავშიროს; მსჯელობა ლოგიკურად ააგოს, შეარჩიოს შესაბამისი სტილი, ფლობ-
დეს წერის უმარტივეს სტრატეგიებს (გეგმის შედგენა, ნაწერის კორექტირება, ტექსტის სათანადო

12
გაფორმება). სტუდენტმა უნდა მოახერხოს ასევე ტექსტის ტრანსფორმაცია, ერთი და იმავე შინაარ-
სის სხვადასხვა ტიპის მიზნობრივი ტექსტის შექმნა და მისი გაფორმება, განსხვავებული შინაარსისა
და მოდელის ესეს წერა.
ინფორმირება, დარწმუნება და საკუთარი პოზიციის გამოკვეთა წერითი ნაშრომის აუცილებე-
ლი მოთხოვნებია.
აკადემიური წერის კურსში ისწავლება თემის მოძებნის სტრატეგიები, ინფორმაციის შეკრება,
დაჯგუფება, გაანალიზება და ორგანიზება, სათაურის შერჩევა; საგანგებო ყურადღება ეთმობა ფუნ-
ქციური სტილის დიფერენციაციას, სათანადო სტილის შერჩევას და მისგან გადახრების (გადახვე-
ვის) გაანალიზებას.
აკადემიურად შესრულებული ნაშრომი, ბუნებრივია, დაზღვეული უნდა იყოს გრამატიკული
და სტილური შეცდომებისაგან. ეს კი სტუდენტისგან ითხოვს სალიტერატურო ენის ნორმების, გრა-
მატიკის ძირითადი წესებისა და გამონაკლისების საფუძვლიან ცოდნას და მის პრაქტიკაში რეალი-
ზაციას, ტიპობრივი შეცდომების თავიდან აცილებას.
კურსში შეისწავლება ნაწერის რედაქტირება, კორექტურა და მასთან დაკავშირებული პირობი-
თი ნიშნები. ამასთან ერთად, სტუდენტები ეცნობიან პლაგიატის თავიდან აცილებას, სწორად პე-
რიფრაზირებას და ციტირებას, ლიტერატურის დამოწმების მსოფლიოში აღიარებულ წესს. აქვე გა-
ნიხილება რეცენზიის, ანოტაციის, რეზიუმეს, თეზისების თუ საბაკალავრო ნაშრომის წერის ტექნი-
კაც. ფუნქციური წერა ამ კურსის განუყოფელი ნაწილია.
კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი უნდა ფლობდეს ენის კომუნიკაციურ ასპექტებს.

1.2. აკადემიური წერის მიმართება მეცნიერების სხვა დარგებთან

აკადემიური წერა მჭიდროდ უკავშირდება ენათმეცნიერების და გრამატიკის დარგებს.
მორფოლოგიასთან კავშირი. სიტყვათა ფორმაცვალების წესების, სახელური და ზმნური კატე-
გორიების წარმოების ცოდნა გვეხმარება აზრის ისე გამართვასა და გადმოცემაში, რომ შეცდომები
თავიდან ავიცილოთ.
სინტაქსთან კავშირი. დახვეწილი, აკადემიური წერისათვის აუცილებელია სიტყვათა შეწყობა-
შეკავშირების, კავშირების სწორად გამოყენების, წინადადების აგების, სიტყვათა რიგის, სასვენი ნიშ-
ნების ხმარების წესების ცოდნა.
მეტყველების კულტურასთან კავშირი. მეტყველების კულტურა ფართო გაგებით გულისხმობს
პიროვნებისა და საზოგადოების საერთო ენობრივი გარემოს მოწესრიგებულობას, სოციოლინგვის-
ტურ ჰარმონიას. იგი საერთო კულტურის შემადგენელი ნაწილია. ვიწრო გაგებით კი იგი განიხი-
ლავს ,,პიროვნების მიერ იმ ენობრივი ნორმების ფლობას, რომელიც სალიტერატურო ენის განვითა-
რების შესაბამისი დონისთვის არის მიღებული და სავალდებულო”(ა. არაბული).
მეტყველებაში იგულისხმება როგორც ზეპირი, ისე წერითი კომუნიკაცია. აღნიშნულ კურსში
შეისწავლება თანამედროვე ქართული ენის ფუნქციონირების ყველა სფერო და მასთან დაკავშირე-
ბული მრავალი საჭირბოროტო საკითხი. აკადემიური წერისთვის სოციოლიგვისტური ჰარმონიის
დამყარება, ენობრივი ნორმების ფლობა, სრულფასოვანი კომუნიკაცია მეტად აქტუალურია. მეტყვე-
ლების კულტურასთან მას ანათესავებს ასევე ფუნქციური სტილის და ტერმინოლოგიის საკითხებით
დაინტერესება.
სტილისტიკასთან კავშირი. სტილისტიკა შეისწავლის ლექსიკური, გრამატიკული, ფონეტიკუ-
რი და, საერთოდ, ენობრივი საშუალებების შერჩევის პრინციპებს სხვადასხვა სიტუაციაში აზრებისა
და ემოციების ადეკვატურად გადმოსაცემად.

13
აღსანიშნავია, რომ ენა, როგორც ურთიერთობის საშუალება, სხვადასხვა სიტუაციაში სხვადას-
ხვაგვარად გამოიყენება. მეტყველების სტილის დასადგენად აუცილებელია ჩვეულებრივ და განსა-
კუთრებულ შესაძლებლობათა დაპირისპირება. ლინგვო-სტისლისტიკას სწორედ ენის განსაკუთრე-
ბული შესაძლებლობანი აინტერესებს. უშუალოდ სტილისტიკის საგანია ფუნქციური სტილის სა-
კითხებიც, რომელიც აკადემიური წერისთვის ერთობ აქტუალურია.
ტექსტის სტილისტიკა, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა, არკვევს, თუ სად და როგორ
ფუნქციონირებენ ტექსტის კატეგორიები და პარამეტრები, როგორ შეასრულა ტექსტმა თავისი ფუნ-
ქცია სხვადასხვა ჟანრსა და სტილში (ს. სერგია).
ტექსტის ლინგვისტიკასთან კავშირი. აკადემიური წერის საგანი ფუნქციური ტექსტების შექ-
მნაა, ტექსტის ლინგვისტიკა კი არკვევს ტექსტის არსს, ფუნქციას, სტრუქტურას, პარამეტრებს, საზღ-
ვრებს.
ლექსიკოლოგიასთან კავშირი. აკადემიური წერა ახლოს დგას ლექსიკოლოგიასთან. ცალკეუ-
ლი ფუნქციური სტილის (სამეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი) ტექსტის შექმნისას აუცილებელია
სიტყვების, როგორც ლექსიკური ერთეულების, პირდაპირი მნიშვნელობით გამოყენება, რაც უშუა-
ლოდ ლექსიკოლოგიის საგანია. მდიდარი ლექსიკური მარაგი აუცილებელია სათქმელის სრულყო-
ფილად და ექსპრესიულად გადმოსაცემად.
სალიტერატურო ენის ისტორიასთან კავშირი. აკადემიური წერა უკავშირდება სალიტერატუ-
რო ენის ისტორიასაც. ენის ისტორია გვიადვილებს წერითი მეტყველების ჩამოყალიბებისა და გან-
ვითარების საფეხურების გარკვევას, ამა თუ იმ პერიოდის ენობრივი სტილის შედარებით-ისტორი-
ულ ჭრილში შესწავლას; გვიჩვენებს, როდის, რომელ ეპოქაში რა ითვლებოდა ნორმად.
რიტორიკასთან კავშირი. რიტორიკა წარმოადგენს ,,კარგად თქმის ხელოვნებას და კარგად
თქმის მეცნიერებას”(კვინტილიანე). იგი აერთიანებს შემეცნების ორ სახეს: ესთეტიკურს და სამეც-
ნიეროს. რიტორიკის კურსში საქმის ქაღალდების ორგანიზაციის წესებმა განსაკუთრებული ადგილი
დაიკავა; აქვე შეისწავლება ფუნქციური სტილის საკითხებიც.
პრაგმატიკასთან კავშირი. პრაგმატიკა (ბერძ. Pragmatos, საქმე, მოქმედება) ენათმეცნიერებასა
და სემიოტიკაში ის მიმართულებაა, რომელიც შეისწავლის ენობრივი ნიშნების ფუნქციონირებას
მეტყველებაში. პრაგმატიკა არის „მეცნიერება ენის გამოყენების“, ,,კონტექსტუალობის შესახებ“. აკა-
დემიური წერა, რიტორიკა, სტილისტიკა და პრაგმატიკა ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება. პრაგ-
მატიკას აინტერესებს, როგორ იყენებენ ეს დისციპლინები ენობრივ საშუალებებს საკუთარი მიზნე-
ბისთვის.
1.3. აკადემიური წერის თეორიული და პრაქტიკული დანიშნულება
აკადემიური წერის კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ეცოდინება წერის უმარტივესი სტრა-
ტეგიები, სხვადასხვა ტიპის მიზნობრივი ტექსტის, სტილის სახეობების ამოცნობა, მასალის მოგრო-
ვება-ორგანიზაცია, სათაურის შერჩევა; განსხვავებული მოდელისა და შინაარსის ესეს წერა; სამეცნი-
ერო ნაშრომის არქიტექტონიკა; ციტირებისა და პერიფრაზირების, ლიტერატურის დამოწმების წესე-
ბი და ა. შ.
რაც შეეხება ამ დისციპლინის პრაქტიკულ დანიშნულებას, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში
არაერთი ტიპის ტექსტს ვხვდებით, თავადაც გვიწევს მათი შექმნა, საქმიანი ქაღალდების შედგენა;
,,ელექტრონული ქსელის მეშვეობით კი დროის, ენერგიის, ფინანსების სოლიდურ ეკონომიას გავ-
წევთ, თუკი შევძლებთ ჩვენი აზრისა და პოზიციის დამაჯერებლად, არგუმენტირებულად და შთამ-
ბეჭდავად წარდგენას“ (გოჩიტაშვილი, ფრუიძე).
ამრიგად, აკადემიური წერა კომპლექსური დისციპლინაა, რომელიც ენათესავება ენათმეცნიე-
რებისა და გრამატიკის დარგებს და მათ ცოდნას იყენებს პრაქტიკული მიზნებისთვის; კურსი ემსა-
ხურება წერის საყოველთაოდ აღიარებული, უნიფიცირებული სტილის დანერგვას.

14
კითხვები:
1. რამ განაპირობა აკადემიური წერის პრიორიტეტი?
2. რატომაა აუცილებელი წერითი კომპეტენციის ამაღლება?
3. რას ეყრდნობა აკადემიური წერის კურსი? ჩამოთვალეთ ცოდნის დაუფლების იერარქიული
საფეხურები;
4. რა არის აკადემიური წერის მთავარი პრინციპი?
5. რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს წერის ტექნიკის დაუფლება?
6. განმარტეთ ტერმინი ,,აკადემიური“;
7. რა მიმართებაა აკადემიურ წერასა და გრამატიკის დარგებს შორის?
8. რა საერთო აქვთ აკადემიურ წერას და სტილისტიკას?
9. გადმოეცით აკადემიური წერისა და მეტყველების კულტურის ურთიერთკავშირი.
10. როგორია აკადემიური წერისა და პრაგმატიკის ურთიერთკავშირი?
11. გადმოეცით სალიტერატურო ენისა და აკადემიური წერის ურთიერთმიმართება;
12. როგორ და რა გზით შეიძლება კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბება?
13. რაზე იყო ორიენტირებული ტრადიციული სკოლა?
14. რა მიზანს ემსახურება აკადემიური წერის სწავლება?
15. რატომაა აუცილებელი წერის საყოველთაოდ აღიარებული წესების დაცვა?

1.4. წერის პროცესის მოსამზადებელი ეტაპი

წერა შემოქმედებითი, ინტელექტუალური პროცესია. იგი რთულია იმდენად, რამდენადაც ავ-
ტორს გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს და არ არსებობს მზა რეცეპტი, რომლის მიხედვითაც უნდა
ვწეროთ. მთავარია, ავტორმა მიაგნოს საკუთარ სტილს.
როგორ უნდა დავეუფლოთ წერას?
არის თუ არა საჭირო წერის დროს რაიმე განსაკუთრებული ჩვევების თუ წესების ცოდნა?
წერის პროცესზე დიდ გავლენას ახდენს სასიამოვნო გარემო, სიტუაცია, რადგან წვრილმანებ-
საც კი შეუძლია განწყობის ამაღლება. ერთი სიტყვით, წერისთვის აუცილებელი გარემო ავტორმა
თავად უნდა შექმნას საკუთარი გემოვნებისამებრ. წერაში ადამიანს უვარჯიშდება ხელი, უვითარდე-
ბა დამოუკიდებელი აზროვნება.
მეოცე საუკუნის დიდი რომანისტი ტრუმენ კეპოტე ( 1924-1984) ინტერვიუში აცხადებს, რომ
მან წერა ადრეულ ასაკში დაიწყო: ,,ბავშვი ვიყავი, ათი-თორმეტი წლისა... პირველად ერთი რეალუ-
რი ქალაქური ისტორია დავწერე... ადგილობრივი სკანდალი მხატვრულ ნაწარმოებად ვაქციე“...
მწერალი მიიჩნევს, რომ ნოველა ყველაზე რთული დასაწერია.
,,ნოველა გაცილებით რთული დასაწერია და მეტ დისციპლინას მოითხოვს, ვიდრე პროზის
სხვა არსებული ფორმები. წერის მთელ ჩემს ტექნიკასა და მასალის კონტროლის უნარს სწორედ მას
ვუმადლი“.
,,მასალის კონტროლის უნარში“ რომანისტი გულისხმობს სტილისტიკურ და ემოციურ მიუ-
კერძოებლობას და სიზუსტეს მასალის გადმოცემისას... ,,მოთხრობა შეიძლება ხუხულასავით დაიშა-
ლოს წინადადების არასწორი რიტმის, აბზაცის, ან სულაც პუნქტუაციის გამო“ -აცხადებს იგი. წერის
ტექნიკაში სრულყოფილების მისაღწევ მექანიზმად კი შრომას მიიჩნევს:
,,შრომაა ერთადერთი მექანიზმი. წერას თავისი კანონები აქვს, შუქ-ჩრდილები, როგორც მხატ-
ვრობას ან მუსიკას. კარგია, როცა იცი, რას გულისხმობს ეს კანონები და თუკი არ იცი, უნდა ისწავ-
ლო. შემდეგ უკვე შენს ნებაზე შეგიძლია მოირგო ეს წესები“...

15
კითხვაზე, არის თუ არა ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი,- რომანისტი პასუხობს:
,,მე ყოველთვის წინასწარ მაქვს მოფიქრებული დასაწყისი, შუაწელი და ფინალი, მაგრამ წერას
ბევრი სიურპრიზი ახლავს ხოლმე“ (ტრუმენ კეპოტე, 2008).

1.5. თემა, მიზანი და აუდიტორია.

რა არის აკადემიური წერა? როგორი ნაშრომი შეიძლება ჩაითვალოს აკადემიურად? რა უნდა
ვიცოდეთ იმისათვის, რომ შევძლოთ კარგი ნაწერის შექმნა? ვინ, სად, როგორ და რისთვის იყენებს
აკადემიურ წერას? როდის გვიწევს წერა? ვისთვის ან რისთვის ვწერთ? ყოველთვის ვართ მზად წე-
რისთვის? რა საკითხზე გვიწევს წერა? ყოველდღიურად ვწერთ? როგორ ვწერთ? კითხულობთ სხვის
ნაწერებს? მოგვწონს ისინი? რატომ ვფიქრობთ ასე? ვინ ან რა გვეხმარება წერაში? გვაკმაყოფილებს
მიღწეული შედეგი თუ გვინდა კიდევ უკეთესად ვწეროთ? _ აი, სადისკუსიო კითხვები, რომლებიც
აუცილებლად წამოიჭრება წერის დროს.
წერა კომუნიკაციის სახეა, რომელსაც ისევე აქტიურად ვიყენებთ, როგორც ზეპირ მეტყველე-
ბას. წერის დაწყებისას გასათვალისწინებელია: თემა, მიზანი, აუდიტორია.

რა არის თემა?
თემა ერთგვარი დავალებაა, რომელიც უნდა შევასრულოთ, იმიტომ, რომ ან დაგვავალეს, ან
თავად გადავწყვიტეთ ამგვარი დავალების შესრულება.
ჩვენ წერისთვის სტუდენტებს ვაძლევთ თემას ან თემებს, არჩევანის საშუალება რომ ჰქონდეთ.
პირველ ყოვლისა, სტუდენტი დაინტერესებული უნდა იყოს, რომ შეძლოს წერა. მან თავად უნდა
შეარჩიოს საწერი თემა, ამასთან, იგი უნდა ერკვეოდეს საკითხში; საკუთარი თავი უნდა დაარწმუ-
ნოს იმაში, რომ წერა შეუძლია, მაგრამ ბევრი კითხვის გარეშე იგი წარმოუდგენელია.
წერისას ადამიანს ზუსტად უნდა ჰქონდეს გააზრებული მიზანი: რის შესახებ სურს წერა, რის
თქმა სურს, რას ელოდება მისგან მკითხველი? ხშირად სიტუაცია განსაზღვრავს წერითი ნამუშევრის
მიზანს. უთხარით საკუთარ თავს: ,,დავალება უნდა შევასრულო, რადგან ვალდებული ვარ“ (ქ.გოჩი-
ტაშვილი, ნ.ფრუიძე). წერის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ზოგადი საკითხის თან-
დათანობით დაყვანა კონკრეტულამდე.

წერის მიზანი
აკადემიური ნაშრომის შექმნაში მთავარია წერის მიზნის გარკვევა. მიზანი გვეხმარება წერითი
ნაშრომის შინაარსის, სტრუქტურის, ტონისა და სტილის შერჩევაში.
წერის მიზნებია: ინფორმირება, დარწმუნება ან გართობა.
ინფორმირება - ახსნა, ინსტრუქტაჟი, განმარტება, საგნის აღწერა;
დარწმუნება - ზეგავლენის მოხდენა, მკითხველის დარწმუნება;
გართობა - საზეიმო, ამაღლებული განწყობის შექმნა; გართობა, ემოციური დამოკიდებულების
ჩამოყალიბება (შ.დუნდუა, ნ.შავთვალაძე).
ტექსტში შეიძლება გამოიკვეთოს ერთი ან რამდენიმე მიზანი. ამ დროს ვსაუბრობთ მიზნის
მიზანზე.
აუდიტორია
აუდიტორია წერის ობიექტია, იგი განსხვავებული ფონური ცოდნის, ინტელექტის, შესაძლებ-
ლობების მკითხველთა ჯგუფია, რომელიც ფლობს გარკვეული სახის ინფორმაციას და კიდევ უფრო
მეტს ელოდება ჩვენგან. ამდენად, ავტორმა წერის პროცესის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოს აუ-

16
დიტორიის ინტერესები და სურვილები. სხვა შემთხვევაში არ მოხერხდება ინფორმაციის მიწოდება
და საკითხით დაინტერესება.
ამრიგად, წერა გაცილებით ადვილია, როცა ჩვენ:
1. კარგად გვესმის წერის საგანი ( თემა და საკითხი);
2. გამოკვეთილი გვაქვს წერის მიზანი;
3. ვიცით, ვისთვის ვწერთ, ანუ ვიცნობთ აუდიტორიას.

სამი შეკითხვა

რას ვწერთ? რისთვის ვწერთ? ვისთვის ვწერთ?

თემა მიზანი აუდიტორია

უპასუხეთ კითხვებს:
1. რას სწავლობს აკადემიური წერა?------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. როდისაა წერა ადვილი?-----------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. ჩამოთვალეთ, რამდენი მომენტი ახასიათებს წერის საწყის ელემენტებს --------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. რის მიხედვით განისაზღვრება აუდიტორია?----------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. რა არის თემა?-----------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. რამდენი მიზანი შეიძლება გამოიყოს ტექსტში?-------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

17
დაიხსომეთ:
არსებითი სახელის ბრუნვისა და რიცხვის წარმოებასთან დაკავშირებული მართლწერის სა-
კითხები
ვიდრე უშუალოდ საკითხს შევეხებოდეთ, წინასწარ საჭიროა ვიცოდეთ: რა არის სახელის ფუძე
და როგორ გამოვიცნოთ იგი.
ფუძე არის სახელის ის ნაწილი, რომელსაც ჩამოშორებული აქვს ბრუნვისა და რიცხვის ნიშნე-
ბი. ფუძე რომ მოვნახოთ სახელი უნდა ჩავსვათ მოთხრობით ბრუნვაში და ჩამოვაშოროთ ბრუნვის
ნიშანი. დარჩენილი ნაწილი იქნება ფუძე. ბუნებრივია, გაგვიჩნდეს კითხვა: ფუძის მონახვისას რა-
ტომ მაიცდამაინც მოთხრობითში ვსვამთ სახელს და არა რომელიმე სხვა ბრუნვაში? Aასე იმიტომ
ვიქცევით, რომ სახელი მოთხრობით ბრუნვაში არ დაირთავს თანდებულს, ასევე, არ იკუმშება და არ
იკვეცება. ერთი სიტყვით, მოთხრობითში სახელის ფუძე სრულადაა წარმოდგენილი: კაც-მა, სახლ-
მა, სოფელ-მა, დედა-მ, ხე-მ, მამა-მ და ა. შ. აქვე აღვნიშნავთ, რომ სახელის ფუძე შეიძლება გათავდეს
ხმოვანზე ან თანხმოვანზე. ისეთ სახელებს, რომელთაც ფუძე ხმოვანზე უთავდებათ, ხმოვანფუძიან
სახელებს ვუწოდებთ, ხოლო იმ სახელებს, რომელთაც ფუძე თანხმოვანზე უთავდებათ- თანხმოვან-
ფუძიანებს.
ა. თუ სახელის ფუძე ბოლოვდება მ თანხმოვანზე, მოთხრობით ბრუნვაში ორი მ მოიყრის თავს
(ქათამ-მა, ომ-მა, სკამ-მა, გურამ-მა, ურემ-მა, იოთამ-მა, აბესალომ-მა, აბრაამ-მა, ბარამ-მა და ა.შ.) რო-
მელთაგან ერთი ფუძისეულია, ხოლო მეორე-ბრუნვისნიშნისეული.
ბ. თუ სახელის ფუძე ბოლოვდება ს თანხმოვანზე, მიცემით ბრუნვაში თავს მოიყრის ორი ს:
(ალმას-ს, ხელფას-ს, მაის-ს, ინგლის-ს, დმანის-ს, თბილის-ს...), რომელთაგან ერთი ფუძისეულია, მე-
ორე კი - ბრუნვის ნიშანი.
გ. როცა სახელი ია-ზე ბოლოვდება (ისტორია, ბაჭია...), ნათესაობითსა და მოქმედებითში ფუ-
ძის შეკვეცის შემდეგ ორი ი მოიყრის თავს: გეოგრაფი-ის, კანცელარი-ის, ბაჭი-ის, ისტორი-ის და
მისთ.
დ. ე-ზე დაბოლოებულ საზოგადო სახელებში -eb-ian მრავლობითში ორი ე მოიყრის თავს:
სახელობითი: კლდე-ებ-ი მდინარე-ებ-ი
მოთხრობითი: კლდე-ებ-მა მდინარე-ებ-მა
მიცემითი: კლდე-ებ-ს მდინარე-ებ-ს
ნათესაობითი: კლდე-ებ-ის მდინარე-ებ-ის
მოქმედებითი: კლდე-ებ-ით მდინარე-ებ-ით
ვითარებითი: კლდე-ებ-ად მდინარე-ებ-ად
წოდებითი: კლდე-ებ-ო მდინარე-ებ-ო
შენიშვნა: ზოგჯერ არამართებულად ხმარობენ ,,წელს’’ მრ. რიცხვში-წლეები, რაც მიღებულია
ე-ზე დაბოლოებული ხმოვანფუძიანი სახელების მრავლობითის ანალოგიით. წელ-ი თანხმოვანფუ-
ძიანი სახელია, კუმშვადი და ებ-იან მრავლობითში გვექნება წლ-ებ-ი და არა წლე-ებ-ი.
ე. -ნარ-თან-იანი მრავლობითის სახელობითსა და წოდებითში თავს იყრის ორი ნ, მაშინ როცა
სიტყვის ფუძე ბოლოვდება ნ თანხმოვანზე: ბრძენ-ნ-ი, ბერძენ-ნ-ი, ქან-ნ-ი, ყურძენ-ნ-ი და ა.შ.
ვ. თ-ზე დაბოლოებულ სახელებში თან-იან მრავლობითში ორი თ მოიყრის თავს: საათ-თა,
თით-თა, კალათ-თა, ბარათ-თა და სხვ. სადაც ერთი თ ფუძისეულია, მეორე კი- რიცხვის ნიშანი.
ზ. თანხმოვანფუძიანი სახელის ფუძეზე ხმოვნით დაწყებული აფიქსის (ბრუნვის ან რიცხვის
ნიშანი, ზოგიერთი სიტყვასაწარმოებელი აფიქსი) დართვისას ფუძიდან ამოვარდება ა და ე ხმოვნე-
ბი, იშვიათად ო-ც. ამ მოვლენას სახელის ფუძის კუმშვას უწოდებენ. კუმშვა მოუდით ისეთ სახელურ
ფუძეებს, როლებიც მთავრდება –ალ, -ელ, -ოლ, -ან, -ენ, -ონ, -არ, -ორ, -ერ, -ამ, -ემ მარცვლებზე.

18
უნდა წარმოვთქვათ და ვწეროთ:
ბალი: ბლ-ის, ბლ-ით, ბლ-ად, ბლ-ებ-ი, ბლ-ებ-მა...
კედელი: კედლ-ის, კედლ-ით, კედლ-ად, კედლ-ებ-ი, კედლ-ებ-მა...
გოდოლი: გოდლ-ის, გოდლ-ით, გოდლ-ად, გოდლ-ებ-ი, გოდლ-ებ-მა...
აკვანი: აკვნ-ის, აკვნ-ით, აკვნ-ად, აკვნ-ებ-ი, აკვნ-ებ-მა...
ყურძენი: ყურძნ-ის, ყურძნ-ით, ყურძ-ად, ყურძნ-ებ-ი, ყურძნ-ებ-მა...
საპონი: საპნ-ის, საპნ-ით, საპნ-ად, საპნ-ებ-ი, საპნ-ებ-მა...
ქმარი: ქმრ-ის, ქმრ-ით, ქმრ-ად, ქმრ-ებ-ი, ქმრ-ებ-მა...
მტერი: მტრ-ის, მტრ-ით, მტრ_ად, მტრ-ებ-ი, მტრ-ებ-მა...
ქოჩორი: ქოჩრ-ის, ქოჩრ-ით, ქოჩრ-ად, ქოჩრ-ებ-ი, ქოჩრ-ებ-მა...
ატამი: ატმ-ის, ატმ-ით, ატმ-ად, ატმ-ებ-ი. ატმ-ებ-მა...
ზოგიერთ ფუძეში ო სუსტდება და გვაძლევს ვ-ს: იორი-ივრის, ნიორი-ნივრ-ის, ნიგოზი-ნიგვზ-
ის, მაწონი-მაწვნ-ის მინდორი-მიდვრ-ის და ა.შ. არის ფუძეები, რომლებშიც ო უკვალოდ იკარგება:
გოდორი-გოდრ-ის, კოჯორი-კოჯრ-ის და სხვ.
სახელის კუმშვას იწვევს ხმოვნით დაწყებული აფიქსის დართვა.
თ. ხმოვნით დაწყებული აფიქსების დართვის შემდეგ ა-სა და ე-ზე დაბოლოებულ სახელებს ეკ-
ვეცებათ ფუძე: დედა-დედ-ის, დედ-ით, დედ-ებ-ი, დედ-იან-ი, დედ-ურ-ი...კლდე-კლდ-ის, კლდ-
ით, კლდ-იან-ი, კლდ-ოვან-ი და სხვ.
საერთოდ ფუძის კუმშვა ან კვეცა ხდება საზოგადო სახელებში. საკუთარ სახელთა დიდ ნა-
წილს კუმშვა და კვეცა არ მოსდით.
არასწორია შეუკუმშავი და შეუკვეცავი ფორმების ხმარება: წყალ-ის, წყალ-ით, წყალ-ად, წყალ-
იან-ი; ქმარ-ის, ქმარ-ით, ქმარ-ად, ქმარ-იან-ი; ზამთარ-ის, ზამთარ-ით, ზამთარ-ად; ცვარ-ის, ცხვარ-
ით, ცხვარ-ად... მამა-ის, მამა-ით, და-ის, და-ით, ხე-ის, ხე-ით...
ი. ვითარებითი ბრუნვის დაბოლოებად უნდა ვიხმაროთ: თანხმოვანფუძიანებთან –ად, ხმოვან-
ფუძიანებთან კი-დ: კაც-ად, წიგნ-ად, სოფლ-ად, ქალაქ-ად, სახლ-ად, ცხენ-ად, ვეფხვ-ად, ლომ-ად,
კლდე-დ, მდინარე-დ, ტყე-დ, მზე-დ, ზღვა-დ, მთა-დ, ხმა-დ...
არასწორია: კაც-ათ, წიგნ-ათ, სოფლ-ათ, ქალაქ-ათ, სახლ-ათ, ცხენ-ათ, ლომ-ათ, მამა-თ, დედა-
თ, მთა-თ, მზე-თ, მდინარე-თ, მთვარე-თ, ტყე-თ...
მოქმედებითი ბრუნვისაგან წარმოქმნილ სიტყვათა ერთ ჯგუფთან, რომლებიც ახლა ზმნიზე-
დებს წარმოადგენენ, იწერება თ და არა დ: ზევით, ქვევით, წინათ, უნებლიეთ, შიგნით, უკეთ, გარეთ,
აქით, გვერდით, თავით, გაღმით...
კ. წოდებითი ბრუნვის დაბოლოება თანხმოვანფუძიან საზოგადო სახელებთან არის ო: კაც-ო,
ქალ-ო, ბიჭ-ო...ხმოვნით დაბოლოებული სახელები კი წოდებითში ვ-ს წარმოგვიდგენს, იშვიათად
შეიძლება ისიც დაიკარგოს: დედა-ვ||დედა, წყარო-ვ||წყარო, მდინარე-ვ||მდინარე, ქვეყანა-ვ||ქვეყანა
და ა. შ.
ერთმარცვლიან ხმოვანფუძიან სახელებთან წოდებითში ო უნდა ვიხმაროთ: ძმა-ო, და-ო, მზე-
ო...
მიუღებელია ადამიანის საკუთარი სახელების წოდებითში ბრუნვის ნიშნით გაფორმება, მაგ.:
პეტრევ, შოთავ, ნინოვ, ეკავ, მზიავ, ეთერო, ქეთევანო, ნოდარო, ნუგზარო და ა. შ.
შენიშვნა: ზოგ შემთხვევაში დასაშვებია ერთმარცვლიანი საზოგადო სახელების წოდებითში ვ
დაბოლოებით ხმარება: ძმავ, დავ, ძევ, მზევ, მთავ და სხვ. (,,მართალია, ძმავ, კაცს მოსწყინდება, ძუნ-
წი ცხოვრება ეს მოსაწყენი”. ილია).
-ძე-ზე, -ვა-ზე, -ია-სა და -უა-ზე დაბოლოებული გვარები წოდებითში უთანაბრდება ადამიანის
საკუთარ სახელებს და იხმარება ბრუნვის ნიშნის გარეშე, ფუძის სახით.Uუნდა ითქვას და დაიწეროს:

19
ჭავჭავაძე, ბაქრაძე, გუგუნავა, მონიავა, ფაღავა, ნოდია, კვარაცხელია, გოთუა, ჯაბუა და მისთ. ბო-
ლოთანხმოვნიანი გვარები კი გაუთანაბრდება საზოგადო სახელებს და იხმარება ო სუფიქსით: წერე-
თელო, გომართელო, მაჭავარიანო, ბარათაშვილო... ყურადღებას იქცევს ერთი ჯგუფი თანხმოვანფუ-
ძიანი გვარებისა, კერძოდ: ჟღენტი, ღლონტი, ბუთხუზი და მისთ., რომლებიც თანხმოვანფუძიანი სა-
ხელებია და მოთხრობითსა და მიცემითში ასე უნდა ვიხმაროთ: ჟღენტ-მა, ღლონტ-მა, ბუთხუზ-მა,
ჟღენტ-ს, ღლონტ-ს, ბუთხუზ-ს... და არა: ჟღენტი-მ, ღლონტი-მ, ბუთხუზი-მ და ა. შ.
ხმოვანფუძიანი ცხოველთა და გეოგრაფიული სახელები წოდებითში ან –ვ-ს დაირთავენ, ან იხ-
მარებიან უნიშნოდ: ნიშავ, ნიკორავ, შვინდავ, ყურშავ, ფისუნიავ...ნიშა, ნიკორა, ყურშა... აბაშავ||აბა-
შა, სამტრედიავ||სამტრედია, ოდესავ||ოდესა, ვოლგავ||ვოლგა, აგარავ||აგარა და მისთ.
ბოლოთანხმოვნიანები კი წარმოგვიდგება ბრუნვის ნიშნით: გორ-ო, თბილის-ო, თერგ-ო, პა-
რიზ-ო, ყირიმ-ო და ა. შ.
ლ. ქვემოთ ჩამოთვლილ ადამიანის საკუთარ სახელებში ბოლოკიდური ი ფუძისეულია და
ამიტომ ყველა ბრუნვაში უნდა შევინარჩუნოთ: აკაკი, ალექსი, ავქსენტი, ამბერკი, არკადი, გენადი,
გივი, გიორგი, დიმიტრი, დომენტი, ევგენი, ევსევი, ევტიხი, ერასტი, ვალერი, ვახუშტი ნელი, ნანუ-
ლი, ფატი და სხვ. ჩამოთვლილი და მსგავსი სახელები მოთხრობითში ასე უნდა ვიხმაროთ: აკაკიმ,
ვასასიმ, მერიმ, ევგენიმ და ა. შ.
მ. ქვემოთ ჩამოთვლილი საკუთარი სახელები თანხმოვანფუძიანია: ავთანდილ-ი, დავით-ი,
მალხაზ-ი, გურამ-ი, ივდით-ი და მისთ. მსგავსი სახელები მოთხრობითში ასე უნდა ვიხმაროთ: და-
ვით-მა, ავთანდილ-მა, გურამ-მა, აბესალომ-მა...
უკანასკნელ ხანებში სასაუბრო ენაში გავრცელდა ბოლოთანხმოვნიან ადამიანის საკუთარ სა-
ხელთა წოდებითის ფორმები, რომლებიც სახელობითის ნიშნითაა გაფორმებული: ნოდარი, გურამი,
თენგიზი, ეთერი... რაც არასწორია და უკუსაგდები. Aასევე არასწორია სიის ამოკითხვისას გვარების
სახელობითის ფორმით ხმარება: გურამიშვილი, გამოდი დაფასთან! ასათიანი, მოდი ჩემთან!... უნდა
ვთქვათ და ვწეროთ წოდებითის ნიშნით: გურამიშვილო, გამოდი დაფასთან! ასათიანო, მოდი ჩემ-
თან და მისთ.
ო. ადამიანის საკუთარი სახელები არც კუმშვას განიცდიან და არც კვეცას, არ ეწარმოებათ
რიცხვი, წოდებითში ფუძის სახით არიან წარმოდგენილი, მაგ.: ეთერ, რომან, ნუგზარ, ვახტანგ, ნო-
დარ, შოთა, ელენე, აკაკი, დათო, დუტუ და სხვ.
პ. ადამიანის სახელისა და გვარის ერთად ბრუნებისას ყურადღება ექცევა პოზიციას-სახელი
უსწრებს გვარს თუ, პირიქით-გვარი სახელს. თუ სახელი უსწრებს გვარს, მაშინ ბრუნვის ნიშნებს და-
ირთავს გვარი, სახელი კი-არა, ხოლო შებრუნებული წყობისას, როცა ჯერ გვარია წარმოდგენილი და
შემდეგ სახელი, მაშინ ხმოვანფუძიანი გვარი ბრუნვის ნიშნებს არ დაირთავს, იბრუნვის ოდენ სახე-
ლი, თანხმოვანფუძიანი გვარის შემთხვევაში კი-იბრუნება ორივე, მაგ.:
სახ. დავით გამრეკელ-ი გამრეკელ-ი დავით ჭავჭავაძე ილია მინდელ-ი შოთა
მოთხ. დავით გამრეკელ-მა გამრეკელ-მა დავით-მა ჭავჭავაძე ილია-მ მინდელ-მა შოთა-მ
მიც. დავით გამრეკელ-ს გამრეკელ დავით-ს ჭავჭავაძე ილია-ს მინდელ შოთა-ს
ნათ. დავით გამრეკელ-ის გამრეკელ-ი დავით-ის ჭავჭავაძე ილია-ს(ი) მინდელ-ი შოთა-ს(ი)
მოქ. დავით გამრეკელ-ით გამრეკელ-ი დავით-ით ჭავჭავაძე ილია-თ(ი) მინდელ-ი შოთა-თ(ი)
ვით. დავით გამრეკელ-ად გამრეკელ დავით-ად ჭავჭავაძე ილი-ად მინდელ შოთა-დ
წოდ. დავით გამრეკელ-ო გამრეკელ-ო დავით ჭავჭავაძე ილია მინდელო შოთა
როგორც ვხედავთ, თუ სახელი უსწრებს გვარს, იგი ბრუნვის ნიშნებს არ დაირთავს, იბრუნვის
მხოლოდ გვარი, მაგრამ თანხმოვანფუძიანი გვარი თუ წინ უსწრებს სახელს, მაშინ ორივე იბრუნება,
ოღონდ მიცემითსა და ვითარებითში გვარი ფუძის სახითაა წარმოდგენილი, ნათესაობითსა და მოქ-
მედებითში კი ბრუნვის ნიშნების თანხმოვნითი ელემენტები (ს,თ) აქვს ჩამოშორებული, სახელო-
ბითში, მოთხრობითსა და წოდებითში კი გვარი სრულად დაირთავს ბრუნვის ნიშნებს.
20
სიების შედგენისას, ჩვეულებრივ, ჯერ გვარი იწერება და შემდეგ-სახელი. თუ სახელი თანხმო-
ვანფუძიანია, ფუძის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი და არა სახელობითი ბრუნვის ნიშნით, მაგ.:
აბულაძე დავით, მესხიძე გურამ, ნაკაშიძე ეთერ, წულუკიძე ანზორ და მისთ. არასწორია: აბულაძე
დავითი, მესხიძე გურამი, ნაკაშიძე ეთერი, წულუკიძე ანზორი და სხვ.
თავისებურად ბრუნებადი სახელები.
თავისებურებას იჩენს ზოგიერთი სახელი. თანხმოვანფუძიანთაგან თავისებურად იბრუნებიან:
ამბავი, ხუცესი და ღმერთი, ხმოვანფუძიანთაგან კი-დრო, ღვინო და ხბო.
ღმერთ-ის>ღმრთ-ის>ღმთ-ის>ღვთ-ის; ღმერთ-ით>ღმრთ-ით>ღმთ-ით>ღვთ-ით; ღმერთ-ად-
>ღმრთ-ად>ღმთ-ად>ღვთ-ად.
სახ. A ამბავ-ი ხუცეს-ი ღმერთ-ი ამბ-ებ-ი ხუც-ებ-ი ღმერთ-ებ-ი
მოთხ. მბავ-მა ხუცეს-მა ღმერთ-მა ამბ-ებ-მა ხუც-ებ-მა ღმერთ-ებ-მა
მიც. ამბავ-ს ხუცეს-ს ღმერთ-ს ამბ-ებ-ს ხუც-ებ-ს ღმერთ-ებ-ს
ნათ. ამბ-ის ხუც-ის ღვთ-ის ამბ-ებ-ის ხუც-ებ-ის ღმერთ-ებ-ის
მოქ. ამბ-ით ხუც-ით ღვთ-ით ამბ-ებ-ით ხუც-ებ-ით ღმერთ-ებ-ით
ვით. ამბ-ად ხუც-ად ღვთ-ად ამბ-ებ-ად ხუც-ებ-ად ღმერთ-ებ-ად
წოდ. ამბავ-ო ხუცეს-ო ღმერ-თ-ო ამბ-ებ-ო ხუც-ებ-ო ღმერთ-ებ-ო
როგორც ვხედავთ, ფუძეში ცვლილება ხდება მხ. რიცხვის სამ ბრუნვაში-ნათესაობითში, მოქმე-
დებითსა და ვითარებითში.Eებ-იან მრავლობითში ფუძე შეკუმშული აქვს ყველა ბრუნვაში ორ ფუ-
ძეს-ამბავი და ხუცესი. ხოლო ღმერთ-ი სრულადაა წარმოდგენილი.Nნარ-თან-იან მრავლობითში კი
ამბავ-ი და ღმერთ-ი სრული ფუძით იხმარება, ხუცესი კი-შეკვეცილი: ღმერთ-ნ-ი, ხუც-ნ-ი, ამბავ-ნ-
ი, ღმერთ-თ-ა, ხუც-თ-ა, ამბავ-თ-ა...
რაც შეეხება ხმოვანფუძიან სახელებს-დრო, ღვინო და ხბო,-სამივე თავისებურად იბრუნება.
ყველანი ო-ზეა დაბოლოებული და, ამდენად, უკვეცელი უნდა იყოს. Uუკვეცელ სახელებს კი ნათე-
საობითსა და მოქმედებითში ნიშნები გამარტივებული აქვთ და ოდენ თანხმოვნითს ელემენტს წარ-
მოგვიდგენენ, მაგ.: ოქრო-ს(ი), ოქრო-თ(ი), მაგრამ დრო-ში ბრუნვის ნიშნების ხმოვნითი ელემენტები
შენარჩუნებულია: დრო-ის, დრო-ით. რაც შეეხება ღვინო-ს, მას ბოლო ხმოვანი ეკვეცება ნათესაო-
ბითსა და მოქმედებითში და გვაქვს: ღვინ-ის, ღვინ-ით ფორმები. Eb-ian მრავლობითში კი, განსხვა-
ვებით კვეცადი სახელებისაგან, უკვეცელია, არ იკვეცს ბოლო ო-ს და გვაქვს: ღვინო-ებ-ი.
მაშასადამე, ღვინო თავისებურებას ამჟღავნებს მხოლობით რიცხვში.

სავარჯიშო:
1. დაწერეთ თემა საკითხზე თამბაქოს მოწევა. შეეცადეთ ზოგადი თემიდან მიხვიდეთ კონ-
კრეტულამდე, გამოყავით ძირითადი მიზანი და სხვა მიზნები.

.......................................................................................................................................................................................

21

2. წაიკითხეთ ტექსტები, გაარკვიეთ, რა არის ავტორის მიზანი?

ა) ოჯახი ბავშვისთვის პირველი სოციალური სამყაროა. მშობლების ქცევა ბავშვის აზროვნება-
ზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ადრეულ ასაკში ბავშვი ადგენს, რომ მამა და დედა ორი სხვადასხვა
სამყაროს წარმომადგენელია და თავად სამყაროს დედა- მამა ტიპებად ყოფს.
მიზანი --------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მიზანი---------------------------------------------------------------------------------------------------------

ბ) დედა ჩუმ-ჩუმად ამოწმებდა შვილის დღიურებს, იქნებ ასე მაინც გაეგო, რა ხდებოდა ვაჟის
გულში.
მიზანი---------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მიზანი---------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული წერილები, გაარკვიეთ, რით განსხვავდება ისინი ერთმანე-

თისაგან. მიწერეთ წერილი სასურველ ადრესატს.
აკაკი წერეთელი მეუღლეს- ნატალია ბაზილევსკაიას
მივიღე ჩემო კარგო მეგობარო, 9 იანვარს გამოგზავნილი შენი წერილი. ცოტა არ
იყოს, მეწყინა. ღმერთია მოწამე, რომ პირადად მე ყველაფერი მომბეზრდა, თვით საკუთა-
რი ღვიძლი ინტერესებიც აღარ აღელვებს ჩემს სულს, და სიამოვნებით არ ვიცოცხლებდი
თავს, თქვენ რომ არ მყავდეთ. მხოლოდ თქვენ გეკუთვნით ჩემი სიცოცხლე, მხოლოდ
თქვენით არის აღსავსე ჩემი გული და თავი... რას ნიშნავს ის, რომ მუდამდღე მომა-
გონებ ფულის გამოგზავნას? ორში ერთი: ან ჩემს გულს არ ენდობით, ან თავს. რასაკვირ-
ველია, არასაყვარელმა არსებამ რაც არ უნდა ილაპარაკოს, სულ ერთია, მაგრამ მეგობარმა,
რომელთანაც სულიერად განუშორებელი ხარ და რომლის სახე მუდამ თვალწინ გიდგას,
შეიძლება უცებ ერთი გადაკრული სიტყვით გაწყენინოს.

22
მე ისე შეგეჩვიე, რომ მგონია, ყველაფერი იცი ჩემი- არამარტო საქმეები, არამედ აზრე-
ბი და ჩემი უსაიდუმლოესი სურვილები. სხვებს შეუძლიათ ისინი არც იცოდნენ და არც
ახსოვდეთ; უმჯობესი იქნება, რომ არც იცოდნენ, მაგრამ შენ... შენ სხვა საქმეა! აი, რატომ
არის, რომ შენი, არსებითად კარგი და ჭკვიანი შეგონებანი ჩემთვის სასიამოვნოც არის და
საწყენიც ერთსა და იმავე დროს. უთხარი ლიოლიას, რომ ყურადღება მიაქციოს ხელს, თო-
რემ ისე წერს, როგორც ვანიუხა. მე თვითონ მოვწერ წერილს ამაზე. ხვალ ვუგზავნი ბა-
რათს გრაფინიას. ფულზე ჯერ ვერაფერს მოვწერ, იმიტომ რომ ჯერ გარეთ არ გამოვსულვარ
და არავისთან ვყოფილვარ. ხუთშაბათიდან, ე. ი. სამი დღის მერე, გამოვალ და ვინახულებ
ყველას, ვინც მჭირდება.
ღვთის გულისთვის, თავს გაუფრთხილდი და ნუ მოიწყენ. იყავ საკუთარი თავის ღირ-
სი ადამიანი. გახსოვდეს, რომ მხოლოდ კარგი მიზნისკენ სწრაფვა ამხნევებს და ახარებს
ადამიანს. რა დასანანია, რომ არ გამომიგზავნე ის საჩუქარი, რომელსაც გთხოვდი; ჩემოდანში
არ ჩაგიდვია. კარგო, ჩემო ძვირფასო და საყვარელო, მითხარი, თუ ოდესმე გყვარებივარ
ისე, როგორც ახლა მე მიყვარხარ. გამაგებინე, ეს რა მემართება? ჭკუაზე ხომ არ ვიშლები.
თუ ეს პოეტის საღი გონების და გრძნობის ნაყოფია? მე მგონია, ეს უკანასკნელი უფრო
სწორი უნდა იყოს. გკოცნით, ჩემო მეგობარო, კუბოს კარამდე თქვენი აკაკი.

ოლია ოკუჯავა გალაკტიონს

ჩემო ძვირფასო, ძვირფასო გალკ!
ირგვლივ ყინულის ლოლუები ბრჭყვიალებენ და ალმასებად იცრემლებიან. მაშ, ახლოა გაზაფ-
ხული!
გაზეთში წავიკითხე, რომ მანდ, შენთან, საქართველოში თბილა. 20-25 გრადუსია სითბო.
თესვა დაიწყო. აყვავდა ნუში და სხვა.
დამიკოცნე მაგ გაზაფხულის ფერადოვანი შემობიჯება!
ჩემო ძვირფასო, ტიტანური ძალით მინდა რომ მოგეხვიო. ეხ, შეგვხვდები კი ოდესმე? მაგრამ
შორს ეს ფიქრები, დემონი ჩემი სულისა!
ძვირფასო, ჩემო, ნაღვლობენ, დარდობენ, ხელობენ ოცნებანი შენზე.
შინ ყოფნა მინდა, მორჩა და გათავდა!!!
თითქოს დავკარგე ყველაფრის იმედი.
ძვირფასო გალიკ, გული მეწურება, გული მძვინვარებს_ უნდა შეიტყოს შენი ჯანმრთელო-
ბის, შენი ცხოვრების ამბავი. გკოცნით, შენ და შენს ქმნილებებს!
ვიგონებ რიონს, რომლის ნაპირზეც არაერთხელ გვისაუბრია მდინარის ნაზ ჩურჩულში, რომე-
ლიც ერთვოდა მთვარის სხივების ციმციმს ტალღებზე...
ძვირფასო, უკვე მიჭირს წერა. რა ვქნა? ძალიან მიჭირს! მშვიდობით!
1941 წლის 14 მარტი.

გალაკტიონი- ოლიას
მე თანდათან ვრწმუნდები, რომ სრულიადაც არ ცდებოდნენ ძველი საბერძნეთის ფილოსო-
ფოსები, არც გერაკლიტე ცდებოდა, როცა ამბობდა, ,,ადამიანის ბედნიერება თვითონ მასზეა დამო-
კიდებულიო”. ეს ნების თავისუფლებაზეა ნათქვამი, მართალია! რომ ადამიანი თავისუფალია თავის
სიცოცხლეში და არავითარი ხელისშემშლელი პირობები არ არსებობს, თუ არსებობს შეგნება, თვი-
თონვე შეჰქმენი პირობები, თავად გამოსჭედე ბედი! მე ვცდილობ მოვაწყო ჩემი ცხოვრება ისე, რო-
გორც მე მსურს, და თუ ეს არ მოხერხდება, დავარწმუნებ ჩემს თავს იმაში, რომ ბედნიერი ვარ. მე ვი-
ცი, რომ არაფერი ისეთი არ გადამხდება თავს, რაც სხვას არ გადახდენია. მე ვიცი, რომ ვერ ავცილდე-
23
ბი იმ საზღვარს, რომელშიც კაცობრიობაა მომწყვდეული, მაშ რატომ უნდა შევიგნოთ მწუხარებისა
და დარდის აუცილებლობა? შენ მწერ: ამ ქვეყანაში მუდამ მხიარულება მხოლოდ სულელს შეუძლი-
აო, რომელიც ბრმაც არის და ყრუც, შენ სწერ ამ სიტყვებს ისეთი ტონით, თითქოს დასცინი იმ ბრმა
და ყრუ ადამიანს, რომელიც მუდამ მხიარულობს... მაგრამ შენ სცდები, მე უბედნიერეს ადამიანად
მიმაჩნია მხიარული ბრმა და ყრუ.

იოჰან ვოლფგანგ გოეთე-ქალბატონ ფონ -შტაინს

შენი სიყვარული დილისა და საღამოს ვარსკვლავებს ჰგავს. იგი მზის შემდეგ ჩადის და მზემდე
ამოდის. თითქოს ჩრდილოეთის ვარსკვლავი იყოს, რომელიც, არასოდეს ჩადის და ჩვენს თავებს ზე-
მოთ მარად ცოცხალ გვირგვინს წნავს. ღმერთებს შევთხოვ, რომ აიძულონ იგი ცხოვრების გზაზე ჩა-
მიქრეს. გაზაფხულის პირველ წვიმას შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენს გასეირნებას. იგი აიძულებს
მცენარეებს გაიფურჩქნონ, რათა მალე პირველ სიმწვანეს შევხაროდეთ. ჯერ არასოდეს ერთად ასეთი
საოცარი გაზაფხული არ გაგვიტარებია, დაე მას შემოდგომა ნუ ექნება. ნახვამდის, ყველაზე კარგო,
საყვარელო!

დიალექტური ტექსტი:
კლარჯული საუბრიდან
_ ჯემალი ვარ, ძველათ ჯევდეთს მეტყვიან.
მე ქარხანა მაქვა. ერთი დანგრევლი ქილისა არი ზომო, აქ ქილისები დანგრევლი არი. თემე-
ლიც არ დარჩა; ყალე აქ ზოგი არიან, დანგრევლი არაა ყალე უძახით ჩვენ, ,,ეს ყალე, ის ყალე”, არ
ვიტყვით. გასული არ ვარ, ჰამა...
_ ილაჯებ ვსვამ ახშამ-საბაჰ.
რამდენი, რამდენი დაწერა ამ პროფესორმა! რას იწერავს?
_ დასახლილი ხარ თუ? ცოლი გყავსა თუ?
ჩოქ გუზელია ბათუმი. ჩემი ბიჭმა იქ ქარება, შოფიერია. ბადიშები მყავს, ბიჭი ორი არიან, ერ-
თი მურღულაა.
_ ბაშკოქ აგზეა, ათვალყურებდით?
ოცდაშვიდი წელი ვიმუშავე. ზომო სპილენძის ქარხანა იყო, დაქფილია, ქფილისავენ მივა,
სამსუნ ადნობენ. ემექლი გავხდი.
_ ათი ძმები ვართ; პირველი დაბადული მე ვარ. დედა ოთხმოძდახუთი წლისაა, გარგნებით
ხელში ქარება; ვის უკეთავ, ვებნევი, ვინმე ჭად არ ჭამენ-მეთქინ, მე რამეს არ ვიჯები, მე მარტო სუ-
ლი ვარ, ვრა ბიჭი ვართ, ორი მოკდა.
_ აქ ტყეები არ იყო, აქ ვერ გექარდი, დათვი შეგჭამდა. პილენძის ქარხანა იყო. ახლა პილენძი არ
არი, იქ ტუნელი არი; იქიდან, სოფლიდან წყალი მივა. დეინახო, რეებ აკეთებენ, კაცი აკეთებს, ბარ-
ჯებს აკეთებენ. იმის ცოტა იქეთაა საავატყოფო, გაღმიდამნა წახვიდე, ზომო სოფელში წახვალ, მადენ
ვეტყვით, იმას იქეთ არი.
_ აქ არიან, თბილისელი არი, დაქორწილდა, გუშინ ქორწილი გუუკეთეთ, დიდი ქორწილი.
გათხოვნა სხვაზე აკძალულია, თქვენ მიგცეს უფლება, ჩვენ - არა. თუ მისით წავა, რამე არაა, შენ თუ
გააგდე ცოლი, ჰუქუმათი გაგიყოფს ოჯახს, ეგიწერავს, დეგიწერავს, დედას გიტირავს: კანონში ერთი
ქალია. ისე ყოფილიყო, ათი ქალ მევყვანდი. გააგდე მეიყვანე, გააგდე მეიყვანე; გყავს ერთ წელწად,
გააგდე. ჩემი ცოლი ოძდათრამეტი წლისა იყო, მოკდა.

24
_ რანშე ესე თავრობის ადგილი იყო. შუამთაში შეველ, ეკლესია დაბალი იყო, მოდრეკილი შე-
ველ.
_ რუსეთი სხვა ამბავია, იქ კულტურა სხვა ამბავია; ფოთში გემზე ვიყავი. ჰამლეტ ჭანტურია ქა-
ლაქის სამშობიაროს უფროსია. იტყოდენ, რანშე, მაშინ საზღვარი ტრაპიზონამდე იყო. საქართველო-
ში სად არ ვიყავი, მანავიდან ნავალი ვარ.
მე არ მივალ, ესე მივა გურჯისტან.
_ ჰემშილები, ერევანელები - სომხები არიან, კაი არიან. ჩვენთან ღალატობა არ იციან. ლაზებია
და ჩვენ ვერაფერს გვეტყვიან, გლახას ვერ გვეტყვიან, ეშინიან.
_ მე თურქს არ მევყვან. ახლა თელეფონით შეყვარება გამოჩდა, უწინ თვალით იყო.
_ ოქული ქართული არ გვაქ. თავრობას საქმე დეელია, ოქული გასხნას? ჩემი ოჯახი ქართველი-
ა; ჩემი ბიჭი ქართველია, რძალი ქართულია, ცოლი ქართული იყო; ეს ჩემი ბიძაშვილია, ტაქაშვილია.
ტაქაშვილებში ქორწილება არ იქნება. მე ბაჯანაღი ვარ ამისი.
_ დაათვალყურე, ცივ წყლებთან გეიყვანე. კიდევ დეგინახავთ. ღვინო არ გაქვან? კახელი არ ყო-
ფილხართ.
აქ დირეგები იყო, ყალე არ არიან.
საუბრობდა ჯემალ ჩოლოყოლუღლუ
(ჩოლოყაშვილი). 60 წლის, უმსახურია რუსეთში.
მურღული
4. მოცემული ჩამონათვალიდან აირჩიეთ ერთი და დაწერეთ პატარა თემა:
1. ჩემი პირველი დღე უნივერსიტეტში
2. მე მიყვარს ბათუმი
3. ჩემი ოცნების ქალაქი

25

26
თემა II. კითხვის სტრატეგიები; ეფექტური კითხვა, კითხვის საფეხურები;
ტექსტის გაგება, ანალიზი; რეზიუმეს შექმნა

ერთი შეხედვით კითხვა უფრო ადვილი პროცესია, ვიდრე წერა. ლიტერატურული ნაწარმოე-
ბის წვდომა ყველას ერთნაირად არ შუძლია. ყველას ნამდვილად არ შეუძლია იყოს კარგი მკითხვე-
ლი, მაშასადამე, ტექსტის აღქმის ხარისხი სხვადასხვა მკითხველისათვის განსხვავებული იქნება.
კითხვა, ისე როგორც წერა, შემოქმედებითი უნარია. მის ეფექტურობაზეა დამოკიდებული ყო-
ველი ადამიანის წარმატება, მით უფრო სტუდენტებისა. სადისკუსიოდ ჩნდება კითხვები: რა არის
ზოგადად კითხვა? რა არის ეფექტური კითხვა და რით განსხვავდება იგი ჩვეულებრივი კითხვისგან?
ვინ შეიძლება ჩაითვალოს კარგ მკითხველად? კითხვის რა სტრატეგიებს ვიყენებთ? რა თავისებურე-
ბები ახასიათებს ეფექტურ კითხვას? რისთვის, რა მიზნით ვკითხულობთ აკადემიურ ტექსტს? რო-
გორი მკითხველები არიან სტუდენტები? როგორი მკითხველი ვართ თავად და რატომ ვფიქრობთ
ასე?

ეფექტური კითხვა მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული ინტელექტუალური

პროცესია.
კითხვის ეფექტურობა დამოკიდებულია ტექსტის სრულყოფილად გაგებაზე. არსებობს აზ-
რთა სხვადასხვაობა იმის თაობაზე, თუ რას გულისხმობს ეს უკანასკნელი. ტექსტი ერთი მხრივ, თა-
ვად იძლევა მითითებებს, თუ როგორ უნდა წავიკითხოთ და მეორე მხრივ, მკითხველს უნდა გააჩ-
ნდეს სათანადო ცოდნა ტექსტის გასაგებად. გაგება დამოკიდებულია მკითხველის საბაზისო ცოდნაზე.
კითხვის პროცესში კარგი მკითხველი ყურადღებას ამახვილებს არაარსებით მომენტებზეც და წვდე-
ბა ქვეტექსტსაც. კითხვა უნდა იყოს აქტიური პროცესი, კარგი მკითხველი აკონტროლებს და მიზან-
მიმართულად მართავს მას.
აკადემიურ გარემოში სტუდენტი ძირითადად სამი მიზნით კითხულობს. იგი ცდილობს:
ა) ჩაწვდეს აკადემიური ტექსტის არსს, მის კონტექსტს, ავტორის ძირითად სათქმელს, იდეას.
სტუდენტი პასუხობს მისთვის მნიშვნელოვან კითხვებს: რამდენად ზუსტად გავიგე ტექსტის აზრი?
რა არსებით საკითხებს განიხილავს ავტორი და როგორია მისი პოზიცია? სად და როგორ შემიძლია
გამოვიყენო მიღებული ინფორმაცია და ა. შ.
ბ) კრიტიკულად შეაფასოს ტექსტი. მთავარი კითხვებია: რაში ვეთანხმები ან ვეწინააღმდეგები
ავტორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, შეხედულებებსა და არგუმენტებს?
როგორია ჩემი, საკუთარი დასკვნა? (შავთვალაძე, დუნდუა).
სტუდენტი კითხულობს იმისთვის, რომ დაწეროს ესე, რეზიუმე, ანოტაცია და ა.შ. იგი საუძ-
ვლიანად უნდა ჩაწვდეს ტექსტს, გაერკვეს მის სტრუქტურაში, დააკვირდეს, რა საშუალებები (რიტო-
რიკული, სტილისტური, ლოგიკურ-არგუმენტაციული) გამოიყენა ავტორმა მკითხველზე შესაბამისი
ზემოქმედების მოსახდენად.
კითხვის პროცესში სტუდენტს უვითარდება ლოგიკური და დამოუკიდებელი აზროვნების
უნარი, რაც მეტად საჭირო და აუცილებელია წერის პროცესში აკადემიური ტექსტის შესაქმნელად.

აქტიური და პასიური კითხვა

კითხვა ორი სახისაა: აქტიური და პასიური.
ეფექტური კითხვის ძირითად თავისებურებას კითხვის აქტიური ხასიათი წარმოადგენს.
კითხვის პროცესი, ხერხი ან სტრატეგია უშუალოდ არის დაკავშირებული კითხვის მიზანთან.

27
პასიურია კითხვა, როცა მხატვრულ ნაწარმოებს საკუთარი სიამოვნებისათვის ვკითხულობთ,
არსად გვეჩქარება; ვცდილობთ, წაკითხულისაგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ.
აქტიურია კითხვა, როცა ტექსტს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად ვკითხულობთ,
იძულებული ვართ, საფუძვლიანად ჩავწვდეთ და გავიგოთ ავტორის ნააზრევი, რადგან მიღებული
ინფორმაცია შემდგომ აკადემიურ საქმიანობაში გამოვიყენოთ.

კითხვის სამი საფეხური (ეტაპი) არსებობს:

შესავალი – (ტექსტში ორიენტირება);
ძირითადი – (ტექსტის სრულყოფილად გაგება და წვდომა);
დასკვნითი – (ტექსტის შეჯამება, ინტერპრეტაცია და კრიტიკა).

შესავალი ეტაპი
შესავალი ეტაპის მიზანია ზოგადი წარმოდგენის შექმნა წერითი ნაშრომის დანიშნულებისა და
მასში წარმოდგენილი არსებითი საკითხების შესახებ, ტექსტის საფუძვლიანი გაგების ხელშეწყობა.
კითხვის დაწყებამდე ვეცნობით ტექსტის სათაურსა და ავტორს, ვცდილობთ გავიგოთ დამატებითი
ინფორმაცია ამ უკანასკნელის შესახებ, შემდეგ უნდა გამოიკვეთოს ტექსტის მიზანდასახულობა, თუ
რისთვის ვკითხულობთ, და რას უნდა მივაღწიოთ კითხვით.
რას მოითხოვს კითხვის პროცესი? ახალ ტექსტში სწრაფად გარკვევის საინტერესო მეთოდია
ამერიკელი პედაგოგის ბილ ქოსბის მეთოდი: თავდაპირველად „მთლიანად წაიკითხეთ თქვენ მიერ
შერჩეული ტექსტის პირველი ორი აბზაცი. შემდეგ გადაიკითხეთ ყოველი მომდევნო აბზაცის პირ-
ველი წინადადება; დასასრულს კი, ყურადღებით წაიკითხეთ ბოლო ორი აბზაცი” („როგორ ვიკითხ-
ოთ სწრაფად’’, 1982, ნიუ-იორკი).
შესავალი ეტაპის კითხვისას მკითხველი ზედმიწევნით აქტიურია, იგი ცდილობს გაიხსენოს
ან დამატებით მიიღოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასურველია არსებული
ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურება. კითხვის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე მკითხველმა სა-
კუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა: რა ვიცი ნაშრომის შესახებ? როგორ მივაღწიო კითხვის შესავა-
ლი ეტაპიდან ძირითად ეტაპამდე?

კითხვის ძირითადი ეტაპი

ამ ეტაპის მთავარი მიზანია ტექსტის საფუძვლიანი ანალიზი და გაგება. საამისოდ სხვადასხვა
ხერხი და მეთოდი გამოიყენება:
1. ტექსტის გეგმის, მონახაზის შედგენა, თეზისის და მთავარი წინადადების, საკვანძო სიტყვე-
ბის გამოყოფა;
2. ტექსტზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა, მის სტრუქტურაში გარკვევა, მისი აბზაცებად დაყო-
ფა. ეს ხერხი ტექსტის გაგების საუკეთესო საშუალებაა.
3. არგუმენტების გამოყოფა და მათი გამოყენება წერის საჭირო დეტალებად.

კითხვის დასკვნითი ეტაპი

კითხვის ბოლო ეტაპის მიზანია უკვე წაკითხულის, გააზრებულისა და განცდილის შეჯამება.
ამ დროს დაისმის კითხვები:
რა გავიგე მე წაკითხული ნაშრომისგან? რა იყო ავტორის მიზანი და რა რეაგირება მოახდინა
ტექსტმა ჩემზე, როგორც მკითხველზე.?
წარმატებული კითხვა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. კრიტიკული
აზროვნება სწავლისა და მუშაობის უნარს აუმჯობესებს.
28
კრიტიკული კითხვის მეთოდები:
წერა: კითხვის დროს შენიშვნების ჩაწერა.
გადახედვა: ტექსტის გადათვალიერება, თვალის გადავლება.
წაკითხვა: ტექსტის რამდენიმეჯერ გადაკითხვა, დეტალური კითხვა;
შეჯამება: ტექსტის ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება და ძირითადი იდეის
გამოკვეთა;
კრიტიკული პასუხის ჩამოყალიბება: ანალიზი, სინთეზი, ინტერპრეტაცია, შეფასება.
რამდენჯერ უნდა წავიკითხოთ ტექსტი?
პირველად ვკითხულობთ სწრაფად, შეიძლება ითქვას, თვალს გადავავლებთ ტექსტს. ასეთი
კითხვის დროს გვექმნება ზოგადი წარმოდგენა, ვიგებთ, თუ რაზე საუბრობს ავტორი, გვიყალიბდე-
ბა პირველი შთაბეჭდილება ტექსტის შესახებ.
ხელმეორედ წაკითხვისას უფრო ყურადღებით ვკითხულობთ, ვცდილობთ დაწვრილებით ჩავ-
წვდეთ ტექსტს, მოვძებნოთ გაუგებარი ტერმინების განმარტებები, დავყოთ ტექსტი და ბოლოს თემა
მთლიანობაში აღვიქვათ; გამოვიყენოთ მარტივიდან რთულისკენ სვლის პრინციპი; დანაწევრებული
ტექსტი უფრო ადვილად აღიქმება და მარტივად გასაგებია.
კითხვის სამივე ეტაპის (შესავალი, ძირითადი, დასკვნითი) გავლის შემდეგ შეიძლება რეზიუ-
მეს შექმნა.

რეზიუმე აკადემიური ტექსტის შეჯამებაა. იგი ძირითადი ტექსტის საფუძველზე იქმნება.

რეზიუმე თხრობითი ხასიათის ტექსტია, რომელშიც ავტორი საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს
ტექსტის მთავარ სათქმელს. მასში აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ თეზისი, თემატური წინადადე-
ბები.
რეზიუმე არის მოკლე, შეკუმშული გადმოცემა სამეცნიერო ნაშრომის შინაარსისა ან ძირითადი დე-
ბულებებისა, დაბეჭდილი ძირითადი ტექსტის შემდეგ იმავე ან სხვა ენაზე.

რეზიუმეს შექმნის ძირითადი პრინციპებია:

1. სათაური
1. შესავალი და დასკვნა რეზიუმეს არ სჭირდება;
2. რეზიუმეს სტილი და ტექსტის სტილი ერთნაირია;
3. რეზიუმეში გადმოიცემა ნაშრომის მხოლოდ ზოგადი დებულებები;
4. რეზიუმეში არ აისახება ავტორის კომენტარები და შენიშვნები;
5. აუცილებელია ავტორისა და რეზიუმირების თარიღის მითითება.

რა ახასიათებს კარგ რეზიუმეს?

1. თეზისი, რომელიც რეზიუმეს შესავალშია;
2. ავტორის იდეისა და მიზანდასახულობის ნათლად წარმოჩენა;
3. რეზიუმეში არ აისახება მეორეხარისხოვანი დეტალები;
4. რეზიუმე არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც ტექსტში არაა წარმოდგენილი;
5. რეზიუმეში არ ჩანს ჩვენი, პირადი შეხედულება;
6. დაწერილია ჩვენივე და არა ავტორისეული სიტყვებით.

29
მოკლე რეზიუმეს ნიმუშები:

მაია კიკვაძე, ნანა ცეცხლაძე

მზესთან დაკავშირებული ლექსიკა-ფრაზეოლოგია ქართულში

რეზიუმე
სტატიაში განხილულია მზისგან ნაწარმოები ლექსიკური ერთეულები თუ კომპოზიტები, წყევლისა
და ფიცის ფორმულები; ფრაზეოლოგიზმები, რომლებიც ძირითადად სიკვდილ-სიცოცხლის სემანტიკას
გადმოგვცემს. ზოგიერთი მათგანი ქრისტიანული მეტაფორაა - ღვთის სიმბოლოდაა ქცეული (მზიანი ღა-
მე, სიმართლის მზე, მზის ყუდრო...

Maya Kikvadze
Shota Rustaveli State University

On some aspects of Georgian as the foreign language study

Summary
The study of Georgian as the foreign language must be aimed at communication. Acquiring the foreign language
a person is getting acquired with a new world, culture and image. Naturally it is a difficult process. The acquisition of a
new must be done step by step in an interesting way. Accordingly we conclude the following:
- The creation of a course-book aimed at communication;
- Putting the elements of the logical thought in order to work out the necessary skills;
- Study of grammatical categories must be given in comparison with the native ones;
-We offer different short stories in order to study Georgian culture, customs, rules and traditions;
- The division of the following aspects of the study process: 1. lexis; 2. conversation; 3. writing; 4. grammar
elements.

სავალუტო რისკი: შეფასებები და მართვის მეთოდები

ხათუნა ბარბაქაძე
თსუ ასოცირებული პროფესორი
ირინე მამალაძე
აკადემიური დოქტორი

სავალუტო რისკი, ესაა ეროვნული ვალუტის დევალვაციის რისკი, რომლითაც ეკონომიკური საქმია-
ნობის შედეგი უნდა შეფასდეს. სავალუტო რისკის ეს კლასიკური განმარტება ნაკლებად მისაღებია ჩვენი
ეკონომიკისათვის. აღნიშნულის მიზეზია ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა და, მაშასადამე, ფუ-
ლადი ერთეულის გამოუსადეგრობა ანალიტიკური აღრიცხვისთვის.
სწორი სავალუტო სტრატეგია, როგორც საერთო ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი, ახდენს საქარ-
თველოს ეკონომიკის ისეთი ურთიერთობების ფორმირებას, რომელიც საშუალებას იძლევა: გავამყაროთ
ქვეყნის საფინანსო-სავალუტო მდგომარეობა; მოვახდინოთ ლარის სტაბილიზება; ავამაღლოთ ქვეყნის სა-
გარეო გადახდისუნარიანობა; ქმედითი დახმარება გავუწიოთ, როგორც ექსპორტის ზრდას, ასევე ადგი-
30
ლობრივ წარმოებას; უზრუნველვყოთ შიდა სამომხმარებლო ბაზარზე თანამედროვე ხარისხიანი იმპორ-
ტული საქონლის არსებობა, რაც სამამულო პროდუქციის წარმოების ეფექტურობისა და ხარისხის ამაღ-
ლებისთვის კონკურენციულ პირობებს შექმნის.

დაიხსომეთ: პუნქტუაცია
პ უ ნ ქ ტ უ ა ც ი ა (მომდინარეობს ლათ. პუნქტუმ ,,წერტილი” სიტყვისაგან) არის სასვენი
ნიშნების დადგენილი სისტემა და ამ ნიშნების გამოყენების წესები. სასვენი ნიშნების წარმო-
შობა-ჩამოყალიბება უკავშირდება მწიგნობრობის განვითარების ისტორიას.
პუნქტუაცია გულისხმობს ისეთი პირობითი ნიშნების არსებობას, რომელთა გამოყენებითაც
შესაძლებელი ხდება ფრაზის ბუნებრივი ინტონაციურ-მოდალური დანაწევრების გამოხატვა, წარ-
მოთქმული ფრაზის შესაფერისი წერილობითი გადმოცემა.
თანამედროვე პუნქტუაცია არსებითად უნივერსალური (საერთაშორისო) სისტემაა როგორც
ძირითად სასვენ ნიშანთა, ისე მათი გამოყენების ნორმების თვალსაზრისით. ეს იმას ნიშნავს, რომ
სასვენ ნიშნებს არსებითად ერთგვაროვნად იყენებს მსოფლიოს ყველა ძირითადი ქვეყნის მწიგნობ-
რობა (მცირეოდენ თავისებურებათა გათვალისწინებით).
სასვენი ნიშნები და მათი ძირითადი დანიშნულება:

1. წერტილი
წერტილი (.) იწერება:
ა) თხრობითი წინადადების ბოლოს, თუ ეს წინადადება სინტაქსურადაც და აზრობრივადაც
(ინტონაციურადაც) დასრულებულია, ანუ დამოუკიდებელია მომდევნო წინადადებისაგან:
მზე ჩადის. ფრინველები იბუდებენ. ვერძები რქებგადაყრილი უსაქმოდ დადიან.
ბ) სიტყვის შემოკლების აღსანიშნავად:
სოფ. (სოფელი), მდ. (მდინარე), ე.წ. (ეგრეთ წოდებული).
გ) ტექსტის პუნქტებად დაყოფის დროს, მონაკვეთების დანომრვის
მიზნით (1., 2., ა., ბ. და მისთ.)
შენიშვნა: ქართულში წერიტილი არ დაისმის სათაურის შემდეგ.

2. მძიმე
მძიმე (,) დაისმის:
ა) რთული თანწყობილი ან რთული ქვეწყობილი წინადადებების შემადგენელ წინადადებებს
შორის:
გრილი ნიავი უბერავდა, ხეები სასიამოვნოდ შრიალებდნენ.
მეორე ფაეტონი, რომლითაც მარო და ალექსანდრე მოვიდნენ, ჯერ ისევ ცარიელი იდ-
გა.
ბ) შერწყმული წინადადების ერთგვაროვან წევრებს (ან ასეთი წინადადების ნაწილებს) შორის:
დაჰკრეს დაფს, დოლს, დაირას, დუდუკს, ზურნას.
მაშინ ჩემი მეგობარო მოვარდა, მხარზე ხელი გადამხვია.
გ) მძიმეებით გამოიყოფა განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები (ჩართული, დანართი, მი-
მართვა, შორისდებული, მიგებით-უკუთქმითი ნაწილაკები):
მეორე დღეს, დილით ადრე, გამოსულიყო ზაალ აივანზე...
ეჰ, ძმავ, წადი შენ შენს გზაზე სიმღერით.
ჰო, შვილო, ეგეც მოხდება ხოლმე...

31
დ) სხვათა სიტყვისაგან ავტორისეული სიტყვების გამოსაყოფად:
– ახლავე წადი და უთხარი, – უბრძანა ბიძამ ვაჩეს, – ჩემს
მოსვლამდე არ გამოჩნდეთ-თქო.
ე) ავტორებისა და წიგნების დასახელებისას:
ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკა, თბილისი, 1930წ.

3. წერტილ-მძიმე
წერტილ-მძიმე (;):
ა) ეს ნიშანი ორ წინადადებას ყოფს იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი სინტაქსურად დამოუკი-
დებელია, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდრო აზრობრივი კავშირი აქვთ. მაგ.:
საცა გუთანს არ გაევლო, გაიარა; საცა ბარი არ მოხვედროდა, მოხვდა; საცა ვაზი არ იყო, ვაზით
გაივსო;
საცა წისქვილი არ იყო, გაკეთდა...
ბ) წერტილ-მძიმე დაისმის აგრეთვე რაიმე აზრობრივი პუნქტების ჩამოთვლის დროს:
ორი წინადადებიდან უნდა აირჩიოთ ის, რომელიც
ა) უფრო გამართულია;
ბ) უფრო ზუსტად გამოხატავს აზრს;
გ) უფრო მარტივია აგებულებით;
დ) უფრო ნათელია შინაარსით.

4. კითხვის ნიშანი
კითხვის ნიშანი (?) დაისმის კითხვითი წინადადების (ფრაზის) ბოლოს:
კაცმა რომ მოინდომოს, კლდეს გაარღვევსო, ხომ გაგიგონია?

5. ძახილის ნიშანი
ძახილის ნიშანი (!) დაისმის:
ა) ძახილის წინადადების ბოლოს:
– აბა, უყურე წუთისოფლის მუხანათობას!
ბ) მიმართვის ფორმების გამოყენების დროს:
დავით! ნახე! ჩემო ბატონო! საღამო მშვიდობისა!

6. კითხვა-ძახილის ნიშანი
კითხვა-ძახილის ნიშანი (?! ) დაისმის კითხვა-ძახილის წინადადების მომდევნოდ:
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!

7. მრავალწერტილი
მრავალწერტილი ( ... ) იწერება:
ა) დაუმთავრებელი აზრის, გაწყვეტილი წინადადების შემდეგ:
მზითევს რას დავეძებო, ასე ამბობს თურმე... მე ქალი მინდაო, თვარა...
ბ) დაუსრულებელი ჩამონათვალის ბოლოს (“და სხვ.”-ს მაგიერ):
გაჩნდა ახალი ტერმინები: რეიტინგი, იმიჯი, მესიჯი, ბაიტი, ფაილი...
გ) თუ ციტატას სრულად არ ვიმოწმებთ (ვამოკლებთ):
“...ეს თავადი რომ აზნაურს ზურგს უქცევს, აზნაური – თავადსა, ორივენი – გლეხსა... ნუთუ
ესენი... ქართველი ჰგონია ვისმე!”
8. ორწერტილი

32
ორწერტილი (: ) დაისმის:
ა) სხვათა სიტყვის გადმოცემის დროს – ავტორისეული სიტყვების შემდეგ (აგრეთვე – ციტატის
მოყვანისას):
ბაში-აჩუკმა გაიცინა და უპასუხა:
– ჩემი სათქმელიც ეგ არის!
რუსთაველმა გვიანდერძა: “სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი”.
ბ)განმაზოგადებელი სიტყვის ან ფრაზის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს წევრების ჩამონათვა-
ლი:
ყველაფერი მდუმარებს: ხე, ქვა, ტყე, მთა და მინდორი.
შენიშვნა: განმაზოგადებელი სიტყვის შემდეგ უმჯობესია ტირე დაიწეროს, თუკი წინადადება
ჩამონათვალით არ მთავრდება. მაგ.: აყვავდა ათასი ყვავილი – ია, კესანე, პირიმზე, ცისთვალა – და
გარემოს სურნელი მოეფინა.
გ) ორწერტილი იწერება ისეთი წინადადების შემდეგაც, რომლის შინაარსსაც თითქოს გაშლის,
დეტალურად წარმოადგენს მომდევნო წინადადება (წინადადებები):
შენ ვაზებში გიპოვე: მხარი დაგებჯინა ბარის ტარზე, ბარის ტარს დაჰყუდებოდი და გაშტერე-
ბული დასცქეროდი დედამიწას...

9. დეფისი
დეფისი (-) არის მოკლე – ერთი მარტივი ასოს სიგანის – ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც გა-
მოიყენება:
ნაირფუძიანი ან გაორკეცებული რთული სიტყვებისႰ დაწერილობისას:
ნაპირ-ნაპირ, ორ-ორი, მთა-ბარი, მისვლა-მოსვლა, ქართლ-კახეთ-იმერეთი...
ბ) ზოგი ისეთი უცხოური გეოგრაფიული სახელის გადმოცემისას, რომელიც იმ ენაზე ცალ-
ცალკე იწერება:
ნიუ-იორკი, სან-მარინო, სენტ-კიტსი, სან-ფრანცისკო...
გ) სხვათა სიტყვის -მეთქი და -თქო ნაწილაკების დართვისას:
ხომ გითხარი, არ გამოვა-მეთქი!
დ) თავსართ-ბოლოსართების დართვისას რიცხვით სახელებზე:
მე-2 რიგი, გიორგი I-მა, №120-ში...
ე) სიტყვის გადატანისას: ბირთვი...

10. ტირე
ტირე (–) არის ორი დეფისისხელა ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც, ამავე დროს, დეფისისა-
გან განსხვავებით, თითო ინტერვალით კიდევ უნდა დასცილდეს წინა და მომდევნო სიტყვებს. ტირე
გამოიყენება:
ა) რთული შედგენილობის წინადადების მეორე (ან მესამე, მეოთხე და ა. შ.) ნაწილში ამ წინადა-
დების პირველ ნაწილში წარმოდგენილი რომელიმე წევრის გამოტოვებისას:
ღიმილი ჯადოსნური ჰქონდა, სიტყვა-პასუხი – ტკბილი...
ბ) სხვათა სიტყვისაგან ავტორის სიტყვების გამოსაყოფად და დიალოგური მეტყველების დასა-
ყოფად:
– სიყვარული ძნელია! – უპასუხა მეორემ, – გაიგებდი, ერთმანეთი ჰყვარებიათ.
– ურმები გაისტუმრე?
– გავისტუმრე, შენი ჭირიმე!..
– სად გაისტუმრე?

33
– ყანაში, შენი ჭირიმე!
– რამდენია?
– ოთხი საბატონო და ათი ბეგრისა.
გ) განმაზოგადებელი სიტყვის წინ, როცა მას წინ უსწრებს ერთგვაროვანი წევრების ჩამონათვა-
ლი:
სახლსაც, მამულსაც, სახნავ-სათეს იარაღსაც, საქონელსაც
– სუყველას აირჩევს.
დ) ტირე შეიძლება დაიწეროს განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების გამოსაყოფადაც
(მძიმეების ფარდად):
ამას წინათ – სულ ორი კვირა არ იქნება – კინაღამ სოფლის სასამართლომ გომურში არ
დაამწყვდია!

11. ფრჩხილები
ფრჩხილები – ( ) – გამოიყენება:
ა) როცა გამოსაყოფია წინადადებაში ჩართული სიტყვა ან გამოთქმა ნათქვამის დასაზუსტებ-
ლად თუ განსამარტავად:
...იქნებ იმაზე მაინც გადაეყოლებინა ჯავრი, მით უმეტეს, რომ ეს ხელობა (მასწავ-
ლებლობა) ძლიერ უყვარდა.
ბ) ცალმხრივი ფრჩხილი გამოიყენება ჩამონათვალის დანომრვის დროს: ა), ბ), 1), 3)...
შენიშვნა: კვადრატულ ფრჩხილში – [ ] – ჩაისმის აღდგენილი (ან ჩამატებული) ადგილი ტექ-
სტში:
[ბერიძემ] უნდა მისცეს ხალხს წესი და რიგი...

12. ბრჭყალები
ბრჭყალებში („“) ჩაისმის:
ა) პირდაპირი ნათქვამი ან ციტატა:
ილია მადლიერებით იხსენებს პეტერბურგში განსწავლის წლებს: “ოთხი წელიწადი
იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი...ო
ბ) ირონიულად (არაპირდაპირი მნიშვნელობით) გამოყენებული სიტყვა თუ გამოთქმა:
მისი ტვინი წისქვილის ბორბალივით მოუსვენრად ბრუნავდა, რომ რამე ხერხი მოეგონა,
,,ძმურად’’ არ გაჰყოფოდა მისი ,,სიმდიდრე’’.
გ) რაიმე საზოგადოებისა, ორგანიზაციისა თუ დაწესებულების დასახელება; წიგნის, ნაწარმოე-
ბისა თუ გამოცემის სახელწოდება:
სასტუმრო ,,თბილისი’’ მალე გაივსო სტუმრებით;
,,მოქალაქეთა კავშირი’’ გაზეთ ,,24 საათში“ გამოაჭენეს. თეატრმა წარმოადგინა
,,ოტელოს’’ განახლებული დადგმა.
დ) ბარბარიზმები და სხვა არანორმატიული გამონათქვამები:
,,იამშჩიკმა’’ თვალები აახილა და მე ბღვერა დამიწყო.

34
სავარჯიშო:
1. წაიკითხეთ ტექსტები, დაწერეთ რეზიუმე.

წამოდი, კაცო, მშვენიერი წყალია,- სიცილით თქვა დედამ და მეუღლეს ხელი მოჰკიდა.
-უცებ მამა, უცებ ქალ-ვაჟი გარს მოეხვია და ხმაურით წაიყვანეს წყალში.
მზე ჩადიოდა. მთელი ზღვა ათასნაირი ფერებით მოიფინა. დედა კისკისებდა, მერე ვაჟს ხელი
მოჰკიდა, ეშინოდა წყლის და სთხოვა ნაპირ-ნაპირ ეტარებინა. ხან შეჰკივლებდა ხოლმე კისკისით,
თუ ნიადაგს ვერა გრძნობდა. თან წყლიდან ხტებოდა სიამოვნებას გვრიდა შვილის ჯანსაღი სხეუ-
ლის ყურებაც, შვილი კი ასწავლიდა. ჯერ თვითონ ჩაწვა წყალში და გაცურა, მერე ბაყაყური აჩვენა,
შეეცადა ზურგზეც დაეწვინა. დედა ხალისით აკეთებდა ყველაფერს, მაგრამ იმწამსვე მიდიოდა
ფსკერისკენ, რასაც მოკლე შეყვირება მოსდევდა.
გვერდზე გოგონა ასწავლიდა მამას. იგი უფრო ნიჭიერი გამოდგა. პირველივე ცდაზე მთელი
სამი წამით გაჩერდა წყალზე. ცოტა ხნის მერე ათ დათვლამდე ავიდა. წყალში მთელი ძალით იქნევ-
და თავის ზორბა მკლავებს და ათი-თორმეტი მეტრის მანძილზე ისროდა შხეფებს. გოგონა ცდილობ-
და სინაზე შეეტანა მის მოძრაობაში. ეხვეწებოდა ესუნთქა. იგი უჯერებდა შვილს, რამდენიმეჯერ
ენერგიულადაც დააღო პირი, მაგრამ ჰაერი ვერ შეისუნთქა. ახლა ბრასის სწავლაზე გადავიდა, მთე-
ლი სამი ნაბიჯი გაცურა.
ოჰო-ოჰო, დაუძახა ძმამ დას, წამო, შევცუროთ ცოტა.
ორივენი ადგილიდან დაიძრნენ სუფთა, დამუშავებული მკლავურით. მამა ახლოს მივიდა დე-
დასთან და ხელი მოჰკიდა. ორივე უსაზღვროდ ამაყი იყო გულში. შვილები საკმაოდ შორს შევიდნენ.
დედის სახეზე უკვე შიში გამოისახა. სანაპიროდან სამასიოდე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდნენ ორი-
ვენი და გასწვრივ დაიწყეს ცურვა, თან ერთმანეთს უსწორებდნენ სხვისთვის შეუმჩნეველ შეცდო-
მებს.
მამამ დედას ხელი მოჰკიდა, ისევ ჩემთან მოდი, ჩემო მოხუცოო და ღიმილით გააცურა წყალ-
ზე, მერე პირიქით, დედამ ააცურა.
-ავიდეთ ნაპირზე, პირველი დღეა, მეყოფა, უთხრა ქმარმა.
ორივენი უხმოდ ამოვიდნენ, ჯერ კიდევ თბილ ქვებზე წამოწოლილნი გასცქეროდნენ მოცურა-
ვე ქალ-ვაჟს.
ორივემ მოიწყინა.
მგონი დაგვივიწყეს, გაიფიქრა მამამ ოდნავი წყენით და ხმამაღლა თქვა:
-რა კარგად ცურავენ.
-ჰო, მე მაგათი არ მეშინია, დაუმოწმა დედამ, გულში კი ფიქრობდა ვინ იცის ასე შორს მაინც არ
ვარგა რამე რომ იყოს, არც ერთმა ცურვა არ ვიცით, ნეტავ მცოდნოდა!
მამა ჩაცმას შეუდგა, მერე ნაპირისკენ ბრასით მოცურავე შვილებს გახედა, თან ფიქრობდა: -მა-
გათ ვენაცვალე, მართალი, ვიტანჯები მთელი ზაფხული გეგმების წერით, მაგრამ მაგათთვის ღირს.
არც გაისად ავიღებ შვებულებას. ზაფხულში ვიმუშავებ. დაე, იცურაონ. მან მეუღლეს გაუცინა და
ხმამაღლა თქვა:
-იცურაონ, მომავალი მაგათია.
ოჰ, როგორ უნდოდა ყოფილიყო ახალგაზრდა.
მისი ქალ-ვაჟი იდგა წყალში და საუბრობდა.
(გურამ რჩეულიშვილი ,,ბანაობა მზის ჩასვლისას“)

35

ჩვენი ოჯახიდან ყველა მუშაობს. მამა მნგრეველია, დედა - მეტაბელე. გერონტი, ჩემი უფროსი
ძმა, წყალსაქაჩში მუშაობს. მხოლოდ მე ვსწავლობ, მესამეში გადავედი.
დედას უნდა, რომ მასწავლებელი გამოვიდე. მამა ჯერ არაფერს ამბობს. მოიცათ, გაიზარდოს
და მერე ვილაპარაკოთ. მე ხარატობა მაინტერესებს.
მექანიკური სახელოსნო აქვე, ჩვენს პირდაპირაა. რანაირი ჩარხი არ დგას შიგ. სარანდავი, მღა-
რავი, რევოლვერული. მაგრამ მე ყველას სახარატო მირჩევნია. უფრო ცოცხალია... არა, ცოცხალი რო-
გორ იქნება, უფრო მიმზიდველია. მიტოს, აი ჩვენი მეზობელი რომ არის, თმა უკან რომ აქვს გადა-
ვარცხნილი, სულ დიდებში რომ დადის, თავის ჩარხი ,,გაწვრთნილი’’ ჰყავს. ეტყვის - ,,აბა იმღერე!’’
და ჩარხიც შემოსძახებს.
- იაო, იაო, იაო!...
- დაუსტვინე! და დაუსტვენს.
მე ახლოს არ მიშვებს. მხოლოდ ერთხელ მახლებინა ხელი, ისიც იმიტომ, რომ ორი ვაშლი მივე-
ცი. თითონ ხომ ხუთი უდევს ფეხქვეშ, კიდევ ერთი ყუთი დამიდო, ზედ შემაყენა და ლამაზი, სახე-
ლურიანი ბორბალი დამაბრუნებინა. სამჯერ არ მექნებოდა გადაბრუნებული, რომ ჩამომაგდო. გეყო-
ფაო. მეორედ ოთხი ვაშლი მივუტანე, იქნებ მეტ ხანს გამაჩეროს-მეთქი. ვაშლები კი გამომართვა, მაგ-
რამ ჩარხს არ მიმაკარა. დაპირებით გამომისტუმრა - ხვალ თითონ შენ აგამუშავებინებო.
მეორე დღეს კი ის იყო სახელოსნოს კარი შევაღე, რომ დამინახა კიდეც.
- ვერ წაიკითხე, რა წერია კარებზე?-გადმომძახა განგებ დაბოხებული ხმით.-ახლავე გარეთ გა-
დი, თორემ ოსტატი დაგინახავს და...
ხელისგულს შეუბერა. ერთი სიტყვით, დაგიფრენსო.
მე გამოვედი. შევხედე კარს და ახლაღა შევამჩნიე ქიმიური ფანქრით საგულდაგულოდ წარწე-
რილი: ,,სახელოსნოში უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულიან. მიტოს ხელი ვიცანი. როგორ
არ ვიცნობდი! განა ასე არ წერს ხოლმე თავის სახელს კედლებზე და ფიცრის ღობეებზე?! ერთგან
ჭერშიც კი უწერია „მიტო ქორ’’...ე.ი. ქორიძე“.
იმ დღიდან წყალსაქაჩში დავიწყე სიარული. პირველად გერონტიმაც თავი გამოიდო. არც ის
მიშვებდა. მასაც უწერია კარებზე: „უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია.“ მაგრამ რომ დავ-
პირდი. სადაც მეტყვი ყველგან გაგეგზავნები-მეთქი, შემიშვა, მაგრამ არა იმ ოთახში, სადაც ტუმბო

36
და ძრავი დგას, არამედ წინაში, ტახტი რომ არის გამართული, ძველი შლანგები და ხრუტუნები რომ
ყრია.
ერთ-ორ დღეს არაფერი დასჭირებია: არც ძენძი, არც ზეთი, არც სოლიდოლი. მხოლოს აუზზე
მაგზავნიდა ხოლმე - გასაგებად, სავსე იყო, თუ არა. ბოლოს, როგორც იყო, დამიწერა მოთხოვნილე-
ბა. „გთხოვთ გასცეთ №1 წყალსაქაჩის საჭიროებისათვის ძენძი 0,5 კგრ. სოლოდოლი 1 (ერთი) კგ“.
დამარიგა: - ჯერ სახელოსნოს უფროსს, ძია ვანოს, მოაწერინებ ხელს, მერე საწყობში მიხვალ, სტეფა-
ნესთან, აგიწონის და წამოხვალ, მხოლოდ ჩქარა, შენებურად არსად არ გაება.
სათლი გამოვართვი და გავიქეცი.
არსად არ გავჩერებულვარ: არც შადრევანთან, სადაც ჩვეულებრივად, წყალს ვაწვალებდი ხოლ-
მე, არც ქვასამტვრევთან, არც ბულდოზერთან. წარწერისათვის, რომელმაც ფეხი ამომაკვეთინა სახე-
ლოსნოდან, ყურადღება არ მიმიქცევია; გაბედულად შევაღე კარი და მიტოს ჩარხისკენ გავემართე.
მიტო საქმით იყო გართული. ვერ დამინახა. მინდოდა კი, რომ დავენახე. ახლაც ხომ ვერ გამაგდებდა.
საქმე მქონდა, მაგრამ, თითქოს ჯიბრზე, ერთხელაც არ მოუხედნია. ბოლოს, რკინის პატარა ნაჭერმა
მიშველა. იგი მიტომ გამოისროლა ხელუკუღმა და ჩემს სათლს მოარტყა. სათლი, რკინამ ხომ ააჟღა-
რუნა, მე უარესად ავახმაურე - მუხლი მივარტყი, მაშინ მოიხედა. რა თქმა უნდა, იმავე წამს მიცნო და
ბრაზმორეული ხმით მკითხა:
-შენ კიდევ აქ ხარ?
-საქმე მაქვს-ამაყად მივუგე მე.
-რა საქმე?!
-ძია ვანო მინდა, მოთხოვნილებაზე ხელი უნდა მოვაწერინო.
- მერე ჯიბეში ხომ არა მყავს ის შენი ძია ვანო! მე რას მომჩერებიხარ, აგერ კანტორა, მიდი და
მოაწერინე.
არ მეგონა, ასე თუ მიპასუხებდა. ერთხელ კიდევ შევავლე თვალი ჩარხს, რომელიც ,,იარე ია-
რეს’’ გაიძახოდა და გავბრუნდი.
ახლაღა გამახსენდა გერონტი რომ მელოდებოდა. ფათაფუთით ავიღე ყველაფერი. მაგრამ
წყალსაქაჩში პირდაპირ მაინც არ წავსულვარ. სახელოსნოში გავიარე - ისე, გზად.
ამჯერად მიტომ შორიდანვე შემნიშნა და დამიბღვირა, მაგრამ რომ მივუახლოვდი, სახე შეეცვა-
ლა, გამიცინა.
- მოიცა!-დამიძახა წყნარად.
- მე გავჩერდი.
- დადექი აქ და თვალი დაიჭირე ჩარხზე! ხელი არავინ არ ახლოს! მე ერთ წუთში მოვალ, კან-
ტორაში შევირბენ. - უკანასკნელი სიტყვა თითქმის კანტორის კარებთან წარმოთქვა.
მე კიდევ ერთხელ გამახსენდა, რომ გერონტი მელოდებოდა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. სათლი
ძირს დავდგი და ჩარხს მივუახლოვდი.
ჩარხის მასრა ნელა, სულ ნელა ბრუნავდა.
ბრუნავდა მასში გამაგრებული ფოლადის ღერძიც.
საჭრისი შეუმჩნევლად მიიწევდა წინ და ცისფერი ბურბუშელა ცახცახით წვებოდა რკინის გობ-
ში. კარგად დავაკვირდი და შევამჩნიე, რომ ის ლამაზი, სახელურიანი ბორბალი, რომელზედაც ამას
წინათ თვითონ მიტომ მომაკიდებინა ხელი, თავისთავად ბრუნავდა.
უფრო ახლოს მივედი.
„რა იქნება, რომ ამ სახელურიანი ბორბლის ბრუნვას ავაყოლო ხელი? რა იქნება?! არაფერი არ
იქნებან ფრთხილად შევეხე. თან უკან ვიხედებოდი: ემანდ მიტო არ მოდიოდეს-მეთქი. ბორბალი
ხუთჯერ მაინც გადაბრუნდა და არაფერი მოხდა. ,,ცოტას რომ ავაჩქარებდე, აბა ეს ბერკეტი ჩამოვწი-

37
ო! “.. ღონივრად დავაწექი და, მართლაც, იმავე წამში შეიცვალა საჭრისმა ხმა. „აბა ცოტაც’’... ამის
თქმა ვერც კი მოვასწარი და რაღაცამ ლაწანი მოიღო, რაღაც აჟღრიალდა. რაღაც აფართხალდა...
მივიხედ-მოვიხედე. ყველა თავ-თავისი საქმით იყო გართული. სათლს ხელი დავავლე და მთე-
ლი ძალღონით მოვკურცხლე წყალსაქაჩისკენ.
გერონტიმ შემატყო, აღელვებული რომ ვიყავი. რაღაცას გააფუჭებდიო. მე უარზე დავდექი. მა-
შინ დაგვიანება მოიმიზეზა და გამომაგდო.
აქ აღარ განახოს ჩემმა თვალებმა, გაიგე! - მომძახოდა უკან.
...ახლა აღარც სახელოსნოში შემიძლია შესვლა (მიტო მემუქრება. თურმე ყველაზე უკეთესი
საჭრისი გავუტეხე), აღაც გერონტი მიშვებდა წყალსაქაჩში. დავდივარ ასე. ხანდახან სამჭედლოში
თუ შევალ, მაგრამ მჭედლობა დიდად არ მაინტერესებს.
ამბობენ, ისეთი სკოლებიც არის, სადაც ხარატობას ასწავლიანო, მაგრამ იქ რომ მიგიღონ, მეექ-
ვსე კლასში მაინც უნდა იყო. მე კი მესამეში გადავედი.
ნეტავ ჩქარა მაინც გათავდებოდეს ეს არდადეგები! სამ წელიწადსაც მოვითმენ. გადავალ მეექ-
ვსეში და უთუოდ იმ სკოლაში შევალ, ხარატობას რომ ასწავლიან. ზოგი მაშინ იმედიდუროს მიტომ,
მასაც ხომ მხოლოდ ის სკოლა აქვს დამთავრებული და მეტი არაფერი.
ეხ, ნეტავ მალე დაიწყებოდეს სწავლა!
რევაზ ინანიშვილი, ,,ნატვრა’’ (პატარა უჯარმელის ნაამბობი)

38

2. წაიკითხეთ ტექსტი. ყოველი პაუზის დამთავრების შემდეგ იმსჯელეთ, რა მოხდება შემდეგ

და შეუდარეთ საკუთარი ვარაუდი ტექსტს:

,,უკეთური’’ - რუსულიდან თარგმნა ნინო ხოფერიამ

დაცხავებული კატარღა ნაპირს მძიმედ მიადგა. შებოლილი თევზივით გამურული კატარღა სა-
მი კვირა მოათრევდა სათავიდან უშველებელ ტივს, ახლა კი მაშვრალი კაცივით მინდობოდა ნაპირს
და სულს ითქვამდა.
ტივზე ისლით გადახურული ქოხი იდგა, იქ მეტივეები ცხოვრობდნენ. შესასვლელთან ქალის
საცვლები ეკიდა. იქვე პატარა ქერა ბიჭს ფეხები წყალში ჩაეყო და თევზაობდა.
- ნახვამდის, ძია! - მიაძახა ბიჭმა ხანშიშესულ, ოდნავ მოკუზულ კაცს, მხარზე ზურგჩანთა რომ
მოეგდო და ნაპირისაკენ მიალაჯებდა. კაცმა უკან მიიხედა, თავი დაუკრა და გზა განაგრძო. ბიჭუნამ
ზურგჩანთას გააყოლა თვალი: ,,მთელი სამი კვირა ჩვენთან ცხოვრობდა, ნეტა ახლა საით მიდის?ნ.
კაცმა სოფლისაკენ კი არ აიღო გეზი, ნაპირს დაუყვა, მერე ტყისკენ მიმავალ გზას გადაუხვია,
ნაბიჯი მძიმე ჰქონდა, თითქოს უშველებელ ტვირთს მიათრევსო. მიწა ამომშრალი ჭაობივით უტორ-
ტმანებდა ფეხქვეშ.
ტყეში ბინდი წამოეწია. ამ დროს უკვე ბილიკს მიჰყვებოდა. მერე ბილიკიც დაეკარგა და შამ-
ბნარში გზა ჯიქურ გააგრძელა. სადღაც ახლომახლო ნადირმა გაიშლიგინა. შემკრთალმა მიაყურადა
,,დათვია თუ ცხენ-ირემი?’’.
ისევ მიაგნო ბილიკს და შვებით ამოისუნთქა. შეჩერდა. სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, ასან-
თის ალმა თვალი მოსჭრა, როცა ისევ შეეჩვია სიბნელეს, მაშინღა შენიშნა მუხნარის სიღრმეში მკრთა-
ლი, მოყვითალო შუქი. როგორც იქნა... ,,მეტყევის ჯიხური!’’. გაიფიქრა სიხარულით და სინათლეს
მიაშურა.
კარები ღია დახვდა, სახელდახელოდ გამოჩირკნილ ჯორკოზე ბიბლიური სილამაზის მოხუცი
იჯდა, წეკოს აპლაკუნებდა და თავისთვის ჩხირკედელაობდა.
- ვინ არის? - მოტრიალდა მოხუცი.
- ვერ მიცანი? - გაეპასუხა შემოსული, მე ვარ, მამაჩემო, მე!
მოხუცმა ლამპა კარს მიანათა.
- ნიკიტა!
- ჰო, მე ვარ.
- ჩრდილოეთიდან, ბოროვსკი თუ გაგიგია, თევზს ვიჭერდი იქ.
- აქამომდე სადღა იყავი?
- კოლონიის მერე? ბევრი ადგილი გამოვიცვალე, - ნიკიტამ ზურგჩანთა მოიხსნა და ჯორკოზე
მძიმედ დაეშვა, - კამჩატკაზე გახლდი, იქაც თევზს ვიჭერდი.
- რატომ ჩამოხვედი?
- ისე, მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდით. მომენატრეთ კიდეც. შენ კი ალბათ ამომშალე
ცოცხალთა სიიდან და დამივიწყე, არა?
- აბა როგორ, შენს სასახელო საქმეს რა დამავიწყებდა?
- მას მერე რამდენმა წყალმა ჩაიარა, ეჰე-ჰე? ვიღას ახსოვს? - ნიკიტამ ზურგჩანთის თასმები შეა-
თამაშა.- დედილო მოკვდა?

39
- დიდი ხანია. თხუთმეტი წლის წინათ. შუაღამეზე მიაბარა უფალს სული. დილით ტყის შე-
მოვლიდან რომ დავბრუნდი, ვხედავ, მაგიდის ფეხებთან წევს იატაკზე, საწოლიდან ჩამოცურებულა,
გვერდით დაუმთავრებელი წინდა ეგდო, ქსოვდა ალბათ. სოფელში აღარ წამიყვანია, ეზოს ბოლოს
სამი არყის ხე რომ დგას, იქ დავმარხე. ამ ეზოში გაატარა წუთისოფელი და აქვე იწვეს-მეთქი. მეც აქ
უნდა დავიმარხო.
- დაბერებულხარ.
- სიბერეში რა ხეირია.
- სანადიროდ თუ დადიხარ?
- ეხ, რაღა დროს ჩემი ნადირობაა!..
- ამდენ საქმეს როგორღა უძღვები?
- ვახერხებ. პენსიასაც მაძლევენ. იოლად გავდივარ.
შუაღამეა. დამქანცველი მგზავრობის შემდეგ ნიკიტას თვალები ეხუჭება.
- ვასკა კრივოი სად არის?
მოხუცმა გაოცებისაგან პირი დააღო, წამწამები დააფახულა:
- ანიუტკაზე ანდა ეგორიჩზე აღარაფერს იტყვი?
- ვასკაზე მაშინ ხმა არ ამომიღია. განა არ იცი, მეგობრები ვიყავით, ენა როგორ მომიბრუნდებო-
და.
- სტყუი! კომენდატურაში ვასკას რომ აწამებდნენ, მაშინ სად იყავი? გეტყვი, თუ გინდა, სადაც
იყავი! უკანა კარიდან გაიპარე, თვალებში რომ არ შეგეხედა. ვასკამ სიკვდილის წინ ბარათი გამომიგ-
ზავნა. წავიკითხე - თვალებს არ ვუჯერებდი...
- რა მექნა ... ისე გამოვიდა ... კომენდატი მემუქრებოდა ... პირველსავე ჭიშკარზე ჩამოგკიდებ,
მეკავშირეს თუ არ დაასახელებო. ფულს და ძროხას მპირდებოდა. სიკვდილი ვის უხარია? აი, შენ
როგორ დაბერდი, საუკუნეს უკაკუნებ, მაგრამ რომ გკითხონ, სიკვდილი თუ გინდაო, უპასუხებ, ცო-
ტა ხანს კიდევ მაცალეო. მე კი მაშინ რამდენის ვიყავი? ცხრამეტი წლის, გესმის, ცხრამეტის...
- პატიოსნად სიკვდილი ჯობია..
- ისევ წარსულს მახსენებ? რით ვერ დაივიწყე? ოცდაათი წელია ტყე-ღრე ვხეტიალობ. სასჯე-
ლი მოვიხადე - გამათავისუფლეს... მეგონა, გაგიხარდებოდა ჩემი მოსვლა... სეინერზე ცოტაოდენი
ფული დავაგროვე, რვა ათას მანეთამდე... ვიფიქრე, ახალ ცხოვრებას დავიწყებდით, შენ კი...
მოხუცი ჩუმად იჯდა თავისთვის ბნელ კუთხეში, სახე არ უჩანდა. ნიკიტამ ერთბაშად დაღლი-
ლობა იგრძნო, ქუთუთოები დაუმძიმდა, თავი უნებურად საწოლისკენ გადაუვარდა და მაშინვე ჩაე-
ძინა. მოხუცი დიდხანს ათვალიერებდა შვილს, ყურადღებით უსმენდა მის ხამუშ-ხამუშ სუნთქვას.
გათენდა. სიბნელე თითქოს ოთახის კუთხეებმა შეიწოვეს.
- ნიკიტა , ადექი!
ნიკიტა შეიშმუშნა, თვალები ხელისგულებით მოიფშვნიტა და მოხუცს მიაჩერდა.
- ადექი, წასვლის დროა.
- სად?
მოხუცი კარისაკენ მიტრიალდა...
- დედაჩემის საფლავი მაინც მანახე.
მოხუცმა თავი ჩაქინდრა. მერე კარი გამოაღო, მოაჯირს დაეყრდნოდა შვილს გამოსძახა:
- წამოდი!
ნიკიტა მამას მიჰყვა. ბილიკმა არყის ხეებისკენ გაუხვია.
- აი, აქაა! - მიუთითა მოხუცმა მუხის ჯვრებზე. ბალახით დაფარულ საფლავებზე ორი ჯვარი
იდგა, მაღალი, საგულდაგულოდ შეკრული...
- აი, მაშასადამე, აქ წევს, - მოხუცმა ხვნეშით ამოაძრო ბორცვიდან რძიანა.

40
- ეს ვინღაა? - ნიკიტა მეორე საფლავს მიაშტერდა.
- ზედ აწერია... კითხვა ხომ არ დაგავიწყდა? აქ შენი საფლავია. აი, ამ ჯვრის ქვეშ. როგორც კი
გავიგე შენი უკეთურობის ამბავი, მაშინვე დავდგი. ხედავ როგორ გაშავდა? ისე მაგარი კია, კიდევ ას
წელს გაძლებს. დედაშენიც გვერდზე მოგიწვინე. მახსოვს, მოვდიოდით ორივე შენს საფლავზე და
ვიდექით, ჩუმად ვიდექით ხოლმე. ის ხანდახან წამოიტირებდა...
- კი, მაგრამ, მე ხომ ცოცხალი ვარ?
- არა, სულიკო, არა! იმ ქვეყნიდან არავინ ბრუნდება. - მოხუცი ისევ დაიხარა რძიანას ამოსაგ-
ლეჯად. როცა გაიმართა, ნიკიტა აღარ ჩანდა. იგი ტყეს შერეოდა, სადაც განთიადის თეთრი ფთილე-
ბი ბოლავდა.

კითხვები ცოდნის შესამოწმებლად:

1. რას ნიშნავს ეფექტური კითხვა და რაში გვეხმარება იგი?
2. კითხვის რამდენი სახე არსებობს?
3. რა ეწოდება საკუთარი სიამოვნებისთვის კითხვას?
4. როდის აღიქვამთ ტექსტს უკეთესად?
5. პირველად კითხვისას რას აღწევთ?
6. ხელმეორედ კითხვისას რაზე ამახვილებთ ყურადღებას?
7. რატომაა აუცილებელი ტექსტის დაწვრილებით კითხვა?
8. როგორ მოვიქცეთ, როცა მასალა რთულია და დიდი?
9. რას ვაკეთებთ წაკითხული ინფორმაციის განსამტკიცებლად?
10.რას ნიშნავს რეზიუმირება?

წაიკითხეთ ილია ჭავჭავაძის კრიტიკული წერილები: ,,ღმერთმა ნუ დაგაბეროთ“ და ,,ყალბი

და ნამდვილი“. დაწერეთ თქვენი შეხედულებები და შთაბეჭდილებები ამ ორივე წერილის შესახებ.

41

42
თემა III. სტილის რაობა. სასაუბრო და მწიგნობრული სტილი.
ფუნქციური სტილი. სტილის დიფერენციაციის აუცილებლობა

3.1. სტილი (ბერძნული stylos, ლათ. Stylus). ძველ საბერძნეთში ერქვა რკინის პატარა ჯოხს,
რომლითაც ქაღალდის გამოგონებამდე ბერძნები და რომაელები წერდნენ გასანთლულ დაფაზე. წვე-
ტიანი თავით წერდნენ, ბლაგვით კი შლიდნენ. განვითარების მომდევნო საფეხურზე სტილი ლამაზ
ხელს, ნაწარმოების კალიგრაფიულ ხასიათს აღნიშნავდა, რითაც ცნობდნენ, ასხვავებდნენ ამა თუ იმ
პირის ხელნაწერს (ენათმეცნიერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი, შეადგინა რ. შამელაშვილმა).
სტილი პოლისემიური სიტყვაა და აღნიშნავს: 1. ხელოვნებაში ამა თუ იმ ეპოქის, ერის, მიმარ-
თულების ან ცალკეულ შემოქმედთა დამახასიათებელ გამომსახველობით ხერხთა, მხატვრულ თავი-
სებურებათა ერთობლიობას, რაც შეპირობებულია იდეური საზოგადოებრივ-ისტორიული შინაარ-
სის ერთიანობით; 2. ენობრივ თავისებურებებს, რომელიც ახასიათებს ამა თუ იმ მწერალს, ლიტერა-
ტურულ მიმდინარეობას, ჟანრს; 3. გადატანით ქცევის ან მოქმედების თავისებურებებს, მანერას (მუ-
შაობის სტილი; თამაშის სტილი); 4. წელთაღრიცხვის სისტემას (ძველი სტილი იულიუსის კალენ-
დარს მიჰყვებოდა, ახალი კი – გრიგორიანულია (ქეგლ).
სტილი არის ერთი რიგის საგანთა და მოვლენათა მკვეთრად განმასხვავებელ ნიშანთა ერთია-
ნობა. კონკრეტულ შემთხვევაში კი თავისებურ ენობრივ საშუალებათა ერთობლიობა, რომელიც ერ-
თმანეთისაგან განასხვავებს ადამიანთა მეტყველებას სხვადასხვა სიტუაციასთან, საგანთან, მოვლე-
ნასთან, მეცნიერებისა და ხელოვნების დარგებთან დაკავშირებით. სხვაობას ქმნის განსაკუთრებუ-
ლი ლექსიკა, საგანგებოდ შერჩეული გრამატიკული ფორმები, სათანადო გამომსახველობითი ენობ-
რივი ელემენტები და ამ საშუალებათა გამოყენების თავისებური ხერხები.
ზემოდასახელებულ მნიშვნელობათაგან ჩვენ გვაინტერესებს სტილი, როგორც მეტყველების
ნაირსახეობა, რომელიც ენობრივ საშუალებათა თავისებური შერჩევით ხასიათდება. ეს უკანასკნე-
ლი ფუნქციურ სტილს უკავშირდება. ფუნქციური დანიშნულებითს ნიშნავს.
ფუნქციური სტილი შეისწავლის სალიტერატურო ენის ფუნქციონირების სფეროებს. იგი ,,ის-
ტორიულ-კულტურული კატეგორიაა, რამდენადაც უშუალოდ უკავშირდება ენის ფუნქციონირების
სოციალ-კულტურული პირობების ისტორიულ ცვალებადობასა და ჩამოყალიბებას, ენის გამოყენე-
ბის პრაგმატული სფეროების საბოლოოდ განსაზღვრას და დადგენას’’ (ა. არაბული).
წერის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს, ვისთვისაა განკუთვნილი ტექსტი, რა დანიშნულება
აქვს მას და რა მიზანს ისახავს იგი. აქედან ჩანს, რომ არსებობს განსხვავებული ტიპის, დანიშნულე-
ბის, ხასიათის, ზეპირი თუ წერილობითი ტექსტი, რომელიც სხვადასხვა აუდიტორიას თუ სიტუა-
ციას შეესაბამება.

3.2. მეტყველების ფორმა და სტილი. სათქმელი სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოიხა-

ტოს. შესაბამისად, მეტყველება განსხვავებულია როგორც ფორმის, ისე სტილის მიხედვით. მეტყვე-
ლების ფორმაში იგულისხმება მისი მატერიალური რეალიზაციის ხასიათი, ზეპირი და წერითი
მეტყველება, ხოლო სტილში- მეტყველების ფორმა, შესაბამისი ენობრივი საშუალებების შერჩევა
(სასაუბრო და მწიგნობრული). მართალია, ზეპირ მეტყველებას შეესაბამება სასაუბრო სტილი, წე-
რითს კი- მწიგნობრული, მაგრამ მათი იდენტიფიკაცია არ შეიძლება: მწიგნობრული სტილის ნიმუ-
ში შეიძლება გადმოიცეს ზეპირად. სასაუბრო მეტყველება გულისხმობს არაფორმალურ გარემოში
ნაცნობ ადამიანებს შორის ინფორმაციის უშუალო გადაცემას. მისი მახასიათებლები არის: არაოფი-
ციალურობა, ბუნებრიობა, დაუგეგმაობა, ყოფითი შინაარსი, დიალოგურობა ან პოლილოგურობა,

43
ეკონომიურობა, არანორმირებულობა, ექსპრესიულ-ემოციური ლექსიკა, უსრული წინადადებების
გამოყენება.
მწიგნობრული სტილის მახასიათებლები არის: სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვა, ნეიტ-
რალური ლექსიკა, წინასწარ დაგეგმვა, მონოლოგურობა, ლოგიკურობა, დიდი მოცულობა, სრული
(მეტწილად რთული ქვეწყობილი) წინადადებები.
სასაუბრო მეტყველებაში გამოიყენება შემდეგი ენობრივი საშუალებანი: ექსპრესიული ზმნები,
ემოციურობის გამომხატველი ზედსართავი სახელები, შორისდებულები; მწიგნობრულში- აბსტაქ-
ტული სახელები, სახელზმნები, ტერმინოლოგია, პოსტპოზიციური მსაზღვრელ-საზღვრული. მეტყ-
ველების სტილური სახესხვაობანი შეპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: საუბრის მიზნით, თე-
მით, სფეროთი, კონკრეტული სიტუაციით, გარემო პირობებით, მეტყველების ფორმით თუ მოსაუბ-
რის ინდივიდუალობით.
გამოყოფენ ხუთი სახის სტილს: სამეცნიეროს, ოფიციალურ-საქმიანს, პუბლიცისტურს, მხატ-
ვრული ლიტერატურისას და სასაუბროს. მეტყველება ორგვარია: სასაუბრო და მწიგნობრული (სა-
მეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი, პუბლიცისტური, მხატვრული ლიტერატურის). სტილის სახეო-
ბებზე საუბრისას, ჩვეულებრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მათ განმასხვავებელ ნიშნებს,
თუმცა არ არსებობს ისეთი ენობრივი გამომსახველობითი საშუალება, რომელიც მხოლოდ ერთ რო-
მელიმეში გვხვდებოდეს და არ გამოიყენებოდეს მეორეში. მაგ.: მწიგნობრული სტილისთვის აუცი-
ლებელია:1) აზრის გამოხატვის სისწორე; 2) მეტყველების სიზუსტე; 3) მეტყველების მკაფიოობა; 4)
ლაკონიურობა; 5) სიწმინდე (ნორმატიულობა); 6) ბუნებრიობა; 7) სიტყვათა წყობა.
ერთი და იგივე ნიშანი შეიძლება შეგვხვდეს რამდენიმე სტილში, მაგრამ შესაძლებელია, ერ-
თისთვის ნიშანდობლივი იყოს იგი, მეორისთვის - აუცილებელი. მაგ.: ლოგიკურობა სამეცნიერო და
ოფიციალურ-საქმიან სტილთა აუცილებელი ნიშანია, სასაუბრო სტილში კი სასურველია, თუმცა
არაა ძალიან აუცილებელი. სიზუსტე და ლაკონიურობა არის სამეცნიერო სტილის ნიშანიც, ოფიცია-
ლურ-საქმიანისაც და მხატვრული ლიტერატურისაც, თუმცა ამ უკანასკნელში მას სრულიად გან-
სხვავებული სტატუსი ენიჭება.
ამრიგად, ფუნქციურ სტილთა ფარგლებში ერთი და იმავე ნიშნის არსებობა კი არაა წამყვანი,
არამედ მათი დომინანტობა. გასათვალისწინებელია ასევე გამომსახველობით საშუალებათა ზომიე-
რება (,,მომჭირნეობა“), აკადემიზმი და ამგვარი ფიგურების სტანდარტიზაცია (ა. არაბული).
მოკლედ, სტილთაშორისი საზღვრები მოძრავია, ზოგჯერ ერთი სტილის ნიშნები მეორდება
მეორეში, მაგრამ ისინი ერთი მათგანისთვის დომინანტურია, მეორისთვის - არა. ერთი და იგივე ნი-
შანი გამოიყენება სხვადასხვა სტილში, მაგრამ იძენს განსაკუთრებულ ფუნქციას, სხვადასხვაგვარად
რეალიზდება. თუ მას ეს ფუნქცია არ აკისრია, მაშინ იგი გადახრად მიიჩნევა. მაგ.: სასაუბრო და
მხატვრული ლიტერატურის სტილში ვულგარიზმის თუ ჟარგონის გამოყენება სრულიად განსხვავე-
ბული დანიშნულებისაა. თუ სასაუბრო სტილის ნიმუშებს სამეცნიერო სტილში გამოვიყენებთ, ეს
აღრევად ჩაითვლება. სალიტერატურო ენისა და ცოცხალი მეტყველების, წიგნური და სასაუბრო
სტილის, მხატვრული და სამეცნიერო ენის გაუდიფერენცირებლობა, სტილთაშორისი საზღვრების
აღრევა, დაუცველობა ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროს გავლენის შედეგია. იგი ზოგადსაკა-
ცობრიო, და ამასთან, მეტად აქტუალური პრობლემაა. განსხვავებული მსმენელისა თუ მკითხველის-
თვის, სხვადასხვა სიტუაციისთვის აუცილებელია შეიქმნას კონკრეტული სტილის მიზნობრივი ტექ-
სტი.

44
კითხვები ცოდნის შესამოწმებლად:
1. რა არის სტილი და როგორ იქმნება იგი?
2. რას სწავლობს ფუნქციური სტილი?
3. დაახასიათეთ სტილი, როგორც ისტორიული კატეგორია;
4. რა არის სტილთა დიფერენციაციის საფუძველი?
5. ჩამოთვალეთ სასაუბრო მეტყველების მახასიათებლები;
6. ჩამოთვალეთ მწიგნობრული მეტყველების მახასიათებლები;
7. რატომ არ შეიძლება მეტყველების ფორმისა და სტილის იდენტიფიკაცია?
8. დაასახელეთ სასაუბრო და მწიგნობრული სტილის ენობრივი ნიშნები;
9. ჩამოთვალეთ მეტყველების სტილურ სახეობათა შემაპირობებელი ფაქტორები;
10. რით აიხსნება ერთი და იმავე ნიშნის სხვადასხვა სტილში რეალიზება?

3.3. სამეცნიერო სტილი. სამეცნიერო სტილი მეცნიერული ლიტერატურის, წიგნის, გამოკ-

ვლევების, სახელმძღვანელოების, საჟურნალო წერილების, მოხსენებებისა და მისთანათა ენაა. იგი
განკუთვნილია სამეცნიერო საზოგადოებისათვის. ამ სტილის ნიმუშები არის: საბაკალავრო, სამაგის-
ტრო, სადოქტორო შრომები, ენციკლოპედია, გამოკვლევა, სტატია, სახელმძღვანელო, რეცენზია,
ანოტაცია, რეფერატი, კონსპექტი, გამოხმაურება და სხვა.
სამეცნიერო სტილის უმთავრესი ფუნქციაა ინტელექტუალური კომუნიკაცია. იგი განკუთვნი-
ლია ადამიანთა ოპტიმალური სამეცნიერო ურთიერთობებისათვის. მეცნიერება სამყაროს შესახებ
ახალი, მაღალპროდუქტიული ცოდნის მოპოვების, გამოცდილების დაგროვება-გადაცემის ყველაზე
სრულყოფილი და ეკონომიური სისტემაა. მას ცალკეული ფაქტები აინტერესებს ზოგადი კანონზო-
მიერებების გამოსავლენად.
სამყაროს შესახებ ახალი ცოდნა სხვებისათვის მისაწვდომი რომ გახდეს, მან რამდენიმე საფე-
ხური უნდა გაიაროს. პირველ ეტაპზე აზროვნება არავერბალურია; მეორე- კომუნიკაციურ ეტაპზე
იგი ტრანსფორმირდება ვერბალურ კატეგორიად (ვასილიევა). არავერბალური ინფორმაციისთვის
ვერბალური ფორმის შერჩევა სამეცნიერო სტილის შექმნას ნიშნავს.
რას ნიშნავს სამეცნიერო სტილის ფლობა? თუ მკვლევარი-ავტორი თავისი კვლევის შედეგებს
გადმოგვცემს შესაბამისი სტილური ფორმით, ეს სტილის აქტიურ ფლობად (დაუფლებად) ითვლება
(ვასილიევა). სამეცნიერო სტილის ფლობა მრავალასპექტიანი და მრავალგანზომილებიანია. თუ ავ-
ტორი უკვე ნაცნობ სამეცნიერო მასალას დიდაქტიკურად ალაგებს (სასწავლო-მეთოდური ლიტერა-
ტურა), ეს სამეცნიერო სტილის ნახევრადაქტიური ფლობაა. ახალი ინფორმაციის მიმღები სამეცნი-
ერო სტილის პასიური მფლობელია. იგი ცოდნის დაგროვების შემდეგ ხდება მისი აქტიური მფლო-
ბელი.
სამეცნიერო სტილის სახეები. სამეცნიერო ნაშრომის სტილს განსაზღვრავს მისი ფუნქცია და
მიზანი. სამეცნიერო სტილის სახეობებია: საკუთრივ სამეცნიერო, სასწავლო-სამეცნიერო (საგანმა-
ნათლებლო) და სამეცნიერო-პოპულარული.
საკუთრივ სამეცნიერო ნაშრომი (მონოგრაფია, დისერტაცია, მოხსენება) განკუთვნილია
მკითხველთა ვიწრო წრისათვის, კონკრეტული დარგის ან მონათესავე სფეროს სპეციალისტთათვის.
ის იწერება აკადემიური სტილით. მისი მიზანია სამეცნიერო წრეებისათვის მეცნიერული კვლევის
შედეგების, სიახლის გაცნობა (ინტელექტუალური კომუნიკაცია). ასეთ ნაშრომში მეცნიერული ტერ-
მინები განმარტებული არაა, რადგან იგულისხმება, რომ მკითხველს (ადრესატს) აქვს საბაზისო
ცოდნა. თუ ახალი თეორია ან ტერმინია წარმოდგენილი, მაშინ მას განმარტებაც დასჭირდება.
სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომის დანიშნულებაა არაპროფესიონალთათვის სამეცნიერო
მიღწევების გაცნობა და პოპულარიზაცია. ვინაიდან ადრესატს არ აქვს სათანადო ცოდნა, ნაშრომი არ

45
უნდა იყოს გადატვირთული სპეციალური ტერმინებით, თუ ასეთი არის, მაშინ მას უნდა ახლდეს
განმარტება. ავტორი, ერთი მხრივ, ლოგიკურად მსჯელობს (ობიექტური დამოკიდებულება საკითხ-
ისადმი), უხვად მოჰყავს მაგალითებიც, მეორე მხრივ კი, სუბიექტურ განწყობას წამოსწევს წინ, რაც
გამოიხატება პოპულარიზაციაში.
სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომში ვლინდება ორივე ტიპის შრომათა მახასიათებლები. საკუთ-
რივ სამეცნიერო სტილთან მას აკავშირებს ტერმინოლოგიის გამოყენება, სისტემურობა, ლოგიკურო-
ბა, არგუმენტირება, სამეცნიერო-პოპულარულთან _ ენობრივ საშუალებათა მისაწვდომობა, ილუს-
ტრირება.
სამეცნიერო სტილის ფუნქციური სპეციფიკა განპირობებულია რამდენიმე ნიშნით:
1.ფორმობრივი ნიშანი: იგი ძირითადად წერილობითია (ასეთი ფორმა დიდხანს ინახავს ინ-
ფორმაციას, ეკონომიურია და იძლევა შესაძლებლობას, მკითხველი ბევრჯერ მიუბრუნდეს მას); მოხ-
სენება ზეპირია, მაგრამ იქმნება სამეცნიერო სტილით, უქვეტექსტოა, დაუშვებელია შეფარული ლო-
გიკა.
2. შინაარსობრივი მხარე: ეს სტილი მონოლოგურია; ნაწარმოების მოფიქრებული ფორმა მონო-
ლოგია, რადგან იგი წერილობითია. იგი გულისხმობს აბსტრაქტული პირების ურთიერთობას. სა-
მეცნიერო სტილისათვის მთავარია შინაარსობრივი მხარე, რომლის მახასიათებლებიც არის: სიზუს-
ტე, ლოგიკურობა, თანამიმდევრული მსჯელობა, მტკიცებითობა, განზოგადება, დასკვნა.
ობიექტურობა. ლოგიკური აზროვნების მთავარი ფუნქცია სინამდვილის ობიექტური კონ-
სტანტაციაა.
ლოგიკურობა. ლოგიკური აზროვნების ძირითადი ფორმებია: ცნება, მსჯელობა და დასკვნა.
ცნებაში მოიაზრება საგნის არსებითი, ობიექტური ნიშან-თვისებები. საგნებს შორის აზრობრი-
ვი მიმართება და დამოკიდებულება კი ექსპლიცირდება მსჯელობისას.
აზრის დასაბუთების ან უარყოფის ლოგიკურ განვითარებას მსჯელობა ეწოდება. იგი ამტკი-
ცებს ან უარყოფს რაღაცას: ადგენს სუბიექტსა და პრედიკატს შორის ურთიერთობის პირობებს, მი-
ზეზს, დროს და ა.შ. იგი წარიმართება ინდუქციის ან დედუქციის გზით და გამოიყვანება დასკვნა.
დასკვნა არის ჩვენთვის ნაცნობი რამდენიმე მსჯელობიდან ახალი მსჯელობის გამოყვანა.
მსჯელობის აგების ეტაპებია: ფაქტი (რა?): მთავარი მოვლენა ან აზრი, რომელიც
უნდა უარვყოთ ან დავამტკიცოთ;
მოტივი (რატომ?): რატომ მოხდა ეს მოვლენა ან
რატომ ავითარებთ ამ აზრს;
არგუმენტი (საიდან ჩანს ეს?): დამადასტურებელი
მაგალითი, ფაქტი;
შეჯამება (რის თქმის საშუალებას გვაძლევს -
არგუმენტი?);
დასკვნა (რა შეიძლება დავასკვნათ?) (გ. შაბაშვილი,
ნ. შარაშენიძე)

ლექსიკური სისტემის თავისებურებანი. სამეცნიერო სტილისთვის დამახასიათებელია საერთო

მოხმარების სიტყვათა ლოგიკურ-შემეცნებითი ფუნქციით ხმარება, სიტყვათა ერთმნიშვნელოვნება,
მეტაფორის დემეტაფორიზაცია.
სამეცნიერო სტილში პრაქტიკულად არ გამოიყენება ისეთი ხატოვანი გამოთქმები, როგორიცაა,
თავიდან გამოუვარდა, ცხოვრება დუღს. აქ ფრაზეოლოგიზმებს დაკარგული აქვთ მეტაფორულობა:
მზის გვირგვინი, ფრთიანი ფრაზა, მაგნიტური ქარიშხალი, მხატვრული ქსოვილი. დემეტაფორიზე-

46
ბულია ასევე მკურნალობის ტაქტიკა, სისხლძარღვთა კედლები, მანქანის ტვინი, თვალის ბროლი,
თვითმფრინავის კუდი...
სამეცნიერო სტილში დაცულია სიტყვათა საგნობრივი წარმოდგენა. აქ იშვიათად შევხვდებით
სიტყვათა გადატანითი მნიშვნელობით გამოყენების შემთხვევებს, მაგ.: ენა -აბსტრაქტული, ალგო-
რითმული, მანქანური ანდა საკეტელას, ბერკეტის ენა.
სამეცნიერო ტერმინოლოგია. ტერმინები ჩვეულებრივი სიტყვებისაგან განსხვავდება სიზუს-
ტით, ლოგიკური განსაზღვრულობით. ტერმინის მნიშვნელობა შეესატყვისება ცნებას, რომელიც შე-
მუშავებულია მეცნიერებისა თუ ტექნიკის ამა თუ იმ დარგში. ამრიგად, ტერმინს 1). განსაზღვრული
ადგილი უჭირავს, კონკრეტული პროფესიისთვისაა განკუთვნილი; 2). იგი არ გამოიყენება გადატა-
ნითი მნიშვნელობით; 3) ემოციურად შეუფერადებელია; 4) ერთმნიშვნელოვნება ახასიათებს.
ერთი და იგივე ტერმინი გვხვდება სხვადასხვა დარგში - რეაქცია ქიმიასა და პოლიტიკაში,
ასიმილაცია - ფონეტიკასა და ეთნოლოგიაში. გვხვდება ტერმინებიც (დუპლეტები), რომლებიც ერ-
თსა და იმავეს აღნიშნავენ (ვასილიევა).
ტერმინოლოგია შეიძლება იყოს საერთომეცნიერული, პროფილური, ვიწროსპეციალური და ა. შ.
საერთომეცნიერული ტერმინებია: სისტემა, ფუნქცია, ელემენტი, დრო, სიბრტყე, კლასიფიკა-
ცია, დიფერენციაცია, სინქრონია, დიაქრონია, მონოგრაფია.
დარგობრივია: ვაკუუმი, ვექტორი, გენერატორი, გენერატორი, თერმული.
ვიწროსპეციალურია: აუტოგამია, ბიოგენური, უჯრედოვანი (ბიოლოგია); სუფიქსი, აფიქსი,
ფონემა, მორფემა, აბრევიატურა (გრამატიკა). მედიცინის სპეციალური ტერმინები არის ადამიანის
სხეულის ნაწილების და ორგანოების; 2)დაავადებების სიმპტომების, სინდრომების, რეფლექსების; 3)
კვლევისა და მკურნალობის მეთოდების; 4) სამკურნალო საშუალებათა სახელები.
დღესდღეობით შეინიშნება სამეცნიერო ტერმინთა მნიშვნელობის განზოგადება. ისინი ყველა
სფეროში გამოიყენებიან, სცილდებიან საკუთარი გამოყენების ჩარჩოებს. თანამედროვე პრესა, პუბ-
ლიცისტიკა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი წარმოუდგენელია მეცნიერულ ტერმინთა
ფართო მოხმარების გარეშე.
2. გრამატიკული თავისებურებანი
სასაუბრო და მხატვრულ სტილში ზმნა კონკრეტულია, სამეცნიეროში იგი იშვიათად გადმოს-
ცემს კონკრეტულ მოქმედებას, ახლანდელი დროის ფორმებიც უდროოა. სამეცნიერო სტილისათვის
ნიშანდობლივია ხანგრძლივი სტატიკური მდგომარეობის გამომხატველი ზმნური ფორმები: ყოფნა,
ქონა, მდებარეობა, შემცველობა, შენარჩუნება. რელატიური ზმნები... გადმოსცემენ ევოლუციურ მოქ-
მედებას (წარმოშობა, ცვლილება, მოძრაობა, გავლა, ფორმირება).
სამეცნიერო სტილში პროდუქტიულია სხვადასხვა დაბოლოების საწყისი: -ა სუფიქსიანი: შეს-
წავლა, ქცევა, ცვენა; -ცია (ჰალუცინაცია, მოდიფიკაცია, არტიკულაცია), -ობა, -ება (განუსაზღვრელო-
ბა), -იკა (სიმბოლიკა, სინონიმიკა)...
ვინაიდან ლოგიკური მსჯელობა მოითხოვს ფაქტების ახსნასა და დასაბუთებას, სამეცნიერო
სტილში ხშირია ახსნა-განმარტებები. ტერმინების სიჭარბე თავისთავად ითხოვს დამხმარე ზმნებს,
ნაწილაკებს, ნაცვალსახელებს, ასევე ზმნიზედებსაც. ახსნა-განმარტება მოითხოვს მაიგივებელ კავში-
რებს: ანუ, ესე იგი, დასკვნა- ჩართულ სიტყვებს: ამრიგად, მაშასადამე, რასაკვირველია, როგორც
ჩანს, როგორც დადასტურდა. წინა ნათქვამთან დაკავშირება გადმოიცემა სიტყვებით: ამის შედე-
გად, ამდენად, მსგავსად ამისა; მსჯელობის ლოგიკურობა და თანმიმდევრულობა - ჯერ ერთი, მეო-
რე, მესამე, ერთი მხრივ, მეორე მხრივ. და ა. შ. კორელატებით.
ამავე სტილში გამოიყენება ნუმერაცია, ციფრები, სქემები, ფორმულები, დიაგრამები, ნახაზები.
ამრიგად, სამეცნიერო სტილის მორფოლოგიური სისტემის არსებითი ნიშნები არის: ენობრივ ერთე-

47
ულთა ერთფეროვნება, რეგულარობა, ფუნქციათა სინკრეტიზაცია, ანალიტიკური ტერმინების აქტი-
ურობა.
სიტყვაწარმოებითი სისტემის თავისებურებანი. სასაუბრო სტილში ძირითადად მშობლიური
ენის სიტყვები გვხვდება, სამეცნიეროში კი დასტურდება საერთაშორისო, ინტერნაციონალური ფუ-
ძეები და მორფემები: -დი, - დია, - იზო- ,-ცია, -იზმ, -ატ, -იტ, -იოდ (ჰიბრიდი, პროსოდია, იზოტო-
პი, ჰალუცინაცია, კომ-პრომატი, ალკალოიდი და სხვა) მაგალითად: ნეფრიტი, ოტიტი, ჰეპატიტი,
ქოლეცისტიტი, დერმატიტი, სინუსიტი, ალექსანდრიტი, აპატიტი.
გავრცელებულია წინსართები: ალო - (ალომორფი, ალოფონი), მიკრო-, ანტი-, ინტერ-, ექსტრა-,
მინი-, სუპერ-, ჰიპერ-...(მიკროავტობუსი, ანტიეროვნული, ინტერნაციონალი, ექსპრეზიდენტი...)
პროდუქტულია ასევე აფიქსები: -ობა, -ება, -ურ-ობა, -ულ-ობა, -იან-ობა, -იერ-ობა, -ოვან-ობა,
ედ-ობა, ით-ობა, ად-ობა, ივ-ობა, იზ-ება, ირ-ება, (შეჯერება, გალღობა, ქმედითობა, მექანიზება... )
მეცნიერების დარგების სახელწოდებანი ასე იწარმოება: ლიტმცოდნეობა, ევროპათმცოდნეობა,
მასალათმცოდნეობა, პალეოგრაფია, ლექსიკოგრაფია, ლექსიკოლოგია, გეოგრაფია, ბიოლოგია, გეო-
ლოგია,
სამეცნიერო სტილში გვხვდება აღწერითი ფორმები, რომელთა სახელად ნაწილად გამოყენებუ-
ლია ზედსართავი, არსებითი სახელები, მიმღეობა. მეტწილად გამოიყენება რთული ქვეწყობილი
წინადადებები.
სამეცნიერო ნაშრომის სათაურში არ არის ქვეტექსტი, ირონია, ინტრიგა. მაგ.: ,,მყოფადი ქარ-
თველურ ენებში“; ,,ასპექტი ქართველურ ენებში“; ,,სამხრული მეტყველება და ქართული სამწერ-
ლობო ენა’’; ,,ჩვენი ენა ქართული“ და ა. შ.
მეცნიერული აზროვნება ყოველთვის არ არის რეალიზებული აკადემიური სტილით. სამეცნიე-
რო ნაშრომის ხარვეზები არის:
1. შინაარსობრივი მხარე - 1) ახალი სამეცნიერო ინფორმაციის დეფიციტი; 2) ფაქტობრივი შეც-
დომები; 3) განზოგადებაზე დაუფუძნებლობა და უსაფუძვლო პარალელები;
2. შინაარსობრივ-სამეტყველო- ტერმინოლოგიაში არაა დაცული სიზუსტე, დარღვეულია ლო-
გიკა, არასწორად გამოიყენება ენობრივი ფორმა;
3.სტილისტიკურ-ენობრივი - უმართებულოდ გამოიყენება სხვა სტილის ფორმები;
4.სტილისტიკურ-კომუნიკაციური-დარღვეულია ადრესატზე მიმართება.
ამის გათვალისწინებით ზოგი დეტალი გავრცობას ითხოვს, ზოგი- შემოკლებას. აუცილებელია
ადრესატის განათლების, სოციალური სტატუსის, ასაკის გათვალისწინება. სამეცნიერო სტილის სპე-
ციფიკური ნიშნები არის:
1. სპეციალური ლექსიკის, ტერმინოლოგიის მიზანმიმართული გამოყენება;
2. ენის სიმშრალე და ლაკონიურობა;
3. სიზუსტე;
4. სავალდებულო ციფრების, სიმბოლოებისა და ნიშნების გონივრული გამოყენება;
5. ზმნების ნაკლებობა, ძირითადად მდგომარეობისა და ქონება-არსებობის გამოხატვა;
6. ტექსტის ლოგიკურობა - მიზეზ-შედეგობრიობის გადმოცემა;
7. ტექსტის მტკიცებითი ხასიათი;
8. აზრის გადმოცემისას სუბიექტური მომენტების უგულებელყოფა;
9. მხატვრული სტილის ელემენტების მაქსიმალური შეზღუდვა;
10. სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვა.
ამრიგად, სამეცნიერო სტილი არის ენობრივი სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც სა-
მეცნიერო ინფორმაციის ლოგიკურად ორგანიზებული ფორმა. იგი წარმოადგენს, ინტელექტუალუ-

48
რი ინფორმაციის გაცვლის საშუალებასაც. მეცნიერული კომუნიკაცია განზოგადებულია, არ მიემარ-
თება კონკრეტულ ადრესატს.

დაიხსომეთ: პარონიმია ქართულში: პარონიმია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,ახლოსიტყ-

ვას“. იგულისხმება შინაარსით სხვადასხვა, მაგრამ ბგერითი შედგენილობით მსგავსი სიტყვები, მაგ.:
ავსტრია და ავსტრალია, შვეცია და შვეიცარია, საცოლო და საცოლე, განჩინება და განაჩენი და მისთ.
პარონიმებად მიჩნეულია როგორც ერთი ძირიდან მომდინარე, ბგერობრივად მსგავსი სიტყვე-
ბი, ისე შემთხვევით, გარეგნულად მიმსგავსებულიც, რომელთაც განსხვავებული ან რამდენადმე
სხვა მნიშვნელობა აქვთ. ამიტომაც ხშირად იყენებენ ერთის მაგივრად მეორეს. კერძოდ: მევალე არის
ის, ვისაც ვალი მართებს, ხოლო მოვალე კი ის, ვისაც რაიმე ვალდებულება აკისრია, მაგ.: ,,მოვალეებ-
მა რო შეგვაწუხეს, ცოტა რიგიანი სახლი გვედგა, ის გავყიდეთ“(დ.კლდ.). რა თქმა უნდა, აქ მევალე
უნდა იყოს. ასევე საცოლეს უწოდებენ ქალს, რომელიც ცოლად უნდა შეირთონ, ხოლო საცოლო კი
ის ვაჟია, ვისაც ცოლის თხოვნის ასაკი შეუსრულდა, ვინც დასაქორწინებელია, ან ცოლი არ ჰყავს.
მაგ.: მახარეს კარგი საცოლე ავუჩინოთ (შ. არაგვ.); ორმოცი წლის საცოლო თეიმურაზი შევიდა ქალე-
ბის ამორჩევაში (ლ. არდაზ.). მოყვანილ მაგალითებში საცოლე და საცოლო სწორადაა ნახმარი.Aამ
სიტყვათა პარონიმია ჩანს ასეთ წინადადებაში: მშობლები მონახავენ ვაჟიშვილისათვის საცოლოს და
ქალიშვილისათვის საქმროს (ე. ნინოშვ.).
ქართულში პარონიმულად ხმარობენ უცხო წარმოშობის სიტყვებს, როცა არ იცნობენ, ან კარ-
გად არ იციან ასეთ ენობრივ ერთეულთა ზუსტი მნიშვნელობა. ასეთ შემთხვევას უფრო მეტად
ვხვდებით თანამედროვე პუბლიცისტიკის ენაში, მაგალითად: კამპანია//კომპანია, ექსპერტი//ექ-
სპორტი, ფაქტი//ფაქტორი, პენალი//პენალტი, ადრესატი//ადრესანტი, დიპლომატი//დიპლომანტი
და მისთ.
სიტყვა კამპანია-კომპანია ფრანგულია და სხვადასხვა მნიშვნელობის მატარებელია, კერძოდ
კამპანია ნიშნავს: ა.ლაშქრობას, საომარ მოქმედებას; ბ.ერთდროულად ჩატარებულ რაიმე ორგანიზე-
ბულ საქმიანობას (მაგ. საარჩევნო კამპანია); კომპანია კი ნიშნავს: ა. რამდენიმე პირს, რომლებიც ერ-
თად ატარებენ დროს, თანამესუფრეებს; ბ.სავაჭრო ან სამრეწველო ამხანაგობას. ზოგჯერ აღრეულია
ამ პარონიმთა მნიშვნელობა. მაგ.: დაიწყო ხელმოწერების კომპანია (უნდა კამპანია); ...სვამენ, თავს
ვერ აღწევენ ცუდ კამპანიას (უნდა კომპანიას)...
ასევე, ექსპერტი და ექსპორტი სახვადასხვა მნიშვნელობას გამოხატავს. ექსპერტი ლათინური
სიტყვაა და ნიშნავს საქმის მცოდნეს, სპეციალისტს, რომელსაც იწვევენ რაიმე საქმის გადასაწყვეტად,
აქედან საექსპერტო გულისხმობს ექსპერტიზისათვის განკუთვნილს. ამ სიტყვის ნაცვლად ხშირად
იყენებენ ექსპორტს, რაც გატანას ნიშნავს. აქედან საექსპორტო ისაა, რაც ექსპორტისათვის, გასატანად
არის განკუთვნილი. მაშასადამე, გამოთქმებს ,,საექსპერტიზოდ გაამზადა“ და ,,საექსპორტოდ გაამ-
ზადა“ სრულიად სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.
ფაქტი ისაა, რაც სინამდვილეში ხდება, ნამდვილი, უეჭველი რამ, რაც დასკვნის გამოსატანად
გვჭირდება. ფაქტორი კი ნიშნავს მოვლენის განმსაზღვრელს, მამოძრავებელ ძალას. ასევე, სრული-
ად განსხვავებულია ასეთი პარონიმები: პენალი და პენალტი. პენალი გერმანულია და ნიშნავს სა-
კალმე ყუთს, პენალტი კი- ინგლისური და ფეხბურთში თერთმეტმეტრიან საჯარიმოს ნიშნავს.
არც თუ იშვიათად პარონიმიული ხასიათის შეცდომებს ადგილი აქვს თვით ქართული წარმო-
შობის სიტყვებშიც, მაგ.: შესახედაობა და შეხედულება, სწავლა და სწავლება, სასმისი და სასმელი,
აღქმა და აღთქმა, თარგმანი და თარგმნა, უებრო და უებარი, გონივრული და გონებრივი, თითქმის
და თითქოს, იწყებს და იწყობს, აცხობს და აცხებს...თითოეული მათგანის არადანიშნულებისამებრ
გამოყენება ცვლის წინადადებით გამოხატულ აზრს. ამდენად, პარონიმია წმინდა სტილისტურ ფუნ-
ქციას ასრულებს ენაში. მაგ.: შესახედაობა გულისხმობს ადამიანის გარეგნულ მხარეს, შეხედულება

49
კი-აზრს; სწავლა სხვაა, სწავლება კი სხვა. პირველი ცოდნის მიღებაა, მეორე-ცოდნის გადაცემა; სას-
მისი სხვაა, სასმელი-სხვა. სასმისი ჭურჭელია, რაშიც სასმელს ასხამენ; აღქმა შეთვისებას, შეგრძნე-
ბას, ასახვას გულუსხმობს, აღთქმა კი პირობის დადებას...

სავარჯიშო.
1. წაიკითხეთ ტექსტი და გამოკვეთეთ სტილური ნიშნები. გამოყავით მსჯელობის განვითა-
რების ეტაპები. ამოიწერეთ შესაბამისი ადგილები:
ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათი აღმოჩენის შემდეგ შეიძლება დავივიწყოთ
თმის საღებავების შესახებ. მათ გამოარკვიეს, რატომ ჭაღარავდება ადამიანი. თმის ფერს განაპირო-
ბებს თმის ფოლიკულების ღეროვანი უჯრედები, რომლებიც მოქმედებენ ამ უჯრედებთან ერთად,
რომლებიც გამოიმუშავებენ ფერს და ცნობილი არიან მელანოციტების სახელით. მეცნიერებმა აღმო-
აჩინეს სასიგნალო ცილა Wnt, რომელიც კოორდინირებს ორი ტიპის უჯრედების პიგმენტაციას. ამ
ცილის ნაკლებობა მელანოციტების ღეროვან უჯრედებში იწვევს ჭაღარის გაჩენას. ნიუ-იორკის უნი-
ვერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგებიც გამოქვეყ-
ნდა ჟურნალში ,,Cell“.
პროფესორმა მაიუამი ტიტომ განაცხადა: თუკი გენეტიკის საშუალებით მოვახერხებთ მანიპუ-
ლირებას სასიგნალო პროტეინებით, შესაძლებელი გახდება თმის გაჭაღარავების თავიდან აცილება.
ჩვენ წარმატებით გამოვცადეთ აღნიშნული ტექნოლოგია მღრღნელებზე. ასევე ვიმედოვნებთ, რომ
აღმოჩენა დაგვეხმარება არამარტო ამ პრობლემასთან გამკლავებაში, არამედ სინათლეს მოჰფენს
მთელ რიგ დაავადებებს, რაც მელანოციტებთან არის დაკავშირებული, მათ შორის, მელანომასაც.

2. წაიკითხეთ ტექსტი, გამოყავით საერთომოხმარების ლექსიკა; დააკვირდით ფრაზეოლოგიას

და ზმნის პირიან ფორმებს.
გულისთვის დღისით ძილი სასარგებლოა. ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დღისით
ძილი ადამიანს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავს. სახელდობრ, თუ ადამიანი დღისით
რეგულარულად იძინებს, გულით დაავადებებით სიკვდილის ალბათობა თითქმის 40 %- ით ნაკ-
ლები აქვს. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის თანამშრომლებმა გამოკვლევისთვის შეარჩიეს 20-დან
40 წლამდე ასაკის 24000 მონაწილე, არცერთ მათგანს არ ჰქონია გადატანილი ინფარქტი და ინსულ-
ტი, არ ჰქონია ონკოლოგიური დაავადება. მათ 6 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მეცნიერებმა
დაწვრილებით შეისწავლეს მონაწილეთა დღის რეჟიმი და ჩვევები, გაითვალისწინეს ისეთი ფაქტო-
რები, როგორიცაა კვების თავისებურებანი და ფიზიკური აქტივობა და დაადგინეს, რომ დღისით
თვალის მოტყუების მოყვარულებს შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები 37 %-ით იშვიათი
იყო. მეცნიერები ამ ეფექტს ძილის დროს სტრესის ჰორმონის შემცირებას უკავშირებენ. ამ ჰორმო-
ნის სიჭარბე ხომ ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკფაქტორებია.

3. წაიკითხეთ ქვემომოყვანილი ტექსტები, შეადარეთ ერთმანეთს და გამოკვეთეთ როგორც სა-

ერთო, ისე განმასხვავებელი ნიშნები:
მისი უდიდებულესობა- მარწყვი გემო და არომატი მარწყვის ერთადერთი ღირსება არ არის,
მარწყვი ვიტამინებისა და მიკროელემენტების ერთგვარი ჭაა. მისი მთავარი სიმდიდრეა C ვიტამი-
ნი, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ნაოჭების ცნობილი საშუალებაა. მასში ბევრია
I ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც განწყობას ამაღლებენ.
მარწყვი ფიტონციდების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ამ ნივთიერებებს ბუნებრივ ანტი-
ბიოტიკებს უწოდებენ, რადგან ნებისმიერი ინფექციის დამარცხება შეუძლიათ. სასარგებლოა მარ-
წყვის ფოთლებიც, მასში C ვიტამინი უფრო მეტია, ვიდრე ნაყოფში, მინერალების მარაგი, რომელშიც

50
შედის რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი, ფოთლების ნაყენს
სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ის შესანიშნავი ზოგადგამაძლიერებელი საშუალებაა გაციების
დროს, და გამწმენდი- ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების შემთხვევაში.
ფოთლების დაკრეფა უმჯობესია მცენარის ყვავილობის პერიოდში. თუ ჰიპერტონია და ათე-
როსკლეროზი გაწუხებთ, ქორფა მარწყვის ნაყენი თქვენთვის უებარი წამალია. წვენი და კენკრის პი-
ურე საჭმლის მონელების დარღვევისა და კოლიტის საწინააღმდეგო კარგი პროფილაქტიკური საშუ-
ალებაა. თუ პროფილაქტიკა არ დაგეხმარათ, მაშინ დამატებით მარწყვის ფოთლებიც და ფესვებიც
გამოიყენეთ. რამდენიმე ცალი კენკრის ჭამამ შეიძლება გაგათავისუფლოთ თავის ტკივილისგანაც.
გამხმარ მარწყვს ადუღებულ წყალს ასხამენ და გაციების დროს სვამენ, ხოლო ფოთლების ნაყენს
ანგინის დროს ყელში ივლებენ. მარწყვის ფოთლების ჩაი ცნობილია, როგორც სისხლის გამწმენდი,
სისხლის წარმოქმნის ხელშემწყობი და დამამშვიდებელი საშუალება. მას სამკურნალო ეფექტი აქვს
ჰემოროის, ელენთისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
ქორფა მარწყვის წვენი შესანიშნავი საშუალებაა ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშო-
რებლად. თუ ალერგიული ხართ, მარწყვი შეიძლება ძლიერი ალერგენი აღმოჩნდეს, რისკის შესამცი-
რებლად მარწყვს რძე, კეფირი ან რძე დააყოლეთ.
მარწყვი- FRAGARIA VERSA L.
მარწყვი ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. იგი 5- 20 (30) სმ სიმაღლის მრავალწლიანი
ბალახია. ფესვურიდან ერთი ან რამდენიმე ღრო ამოდის. სამყურა, გრძელყუნწიანი ფოთლები ღე-
როს ძირშია დაჯგუფებული. ფოთლების ფოთოლაკები ქვემოდან მუქმწვანეა, ქვემოდან კი ბაცი
მწვანე მონაცრისფრო ელფერით.
ყვავილები ფარისებრადაა შეკრებილი კენწეროში. ყვავის თეთრი ყვავილებით მაის-ივნისში.
ნაყოფი ივნის-ივლისში მწიფდება. იგი დიდი რაოდენობით გვხვდება დაბალი სიხშირის ტყეებში,
განსაკუთრებით, ნაძვნარებსა და სოჭნარებში, წიფლნარებში, ტყეებში არსებულ მცირეფართობიან
მდელოებსა და ტყისპირებში.
მარწყვი უხვ ღალისმომცემ მცენარედაა აღიარებული. სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფი და
ღერო- ფოთლებიც. აგროვებენ ივნის-ივლისში.
მარწყვის ფოთლების ნახარშს ხმარობენ პირში გამოსავლებად, პირის ღრუში ცუდი სუნის მო-
სასპობად, სვამენ კუჭ-ნაწლავის ანთების და ღამით ოფლიანობის დროს. აგრეთვე კუჭაშლილობის
სამკურნალოდ, შარდმდენად და მარილების დაგროვების საწინააღმდეგოდ.
ბოლო წლების კლინიკური გამოკვლევებით გამოირკვა, რომ ფოთლების ნახარში დღეში ექ-
ვსჯერ მიღების შემთხვევაში (თითო ჯერზე 2-3 სუფრის კოვზი) დადებითად მოქმედებს ხორხის კი-
ბოს დროს, მკურნალობის სხვა თანამედროვე მეთოდების გამოყენებასთან კავშირში (ხიდაშელი, პა-
პუნიძე).

4. წაიკითხეთ ტექსტი, გახაზეთ სამეცნიერო ტერმინები, დაახასიათეთ საერთომეცნიერუ-

ლია ისინი, ვიწროსპეციალური თუ გარდამავალი და მოძებნეთ მათი განმარტებები.
ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებათა შორის ფართოდაა გავრცელებული დის-
კინეზიები და ანთებითი დაზიანებები. ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესი ჩვეულებრივ ლორწო-
ვანი შრის კატარული ანთებით იწყება. სუბიექტური და ობიექტური სიმპტომები დაკავშირებულია
თამხლებ ფუნქციურ დარღვევებთან. ზოგადი მდგომარეობა უცვლელი რჩება, პერიფერიული სის-
ხლის გამოკვლევით პათოლოგიური ცვლილებანი არ ჩანს.
ჰიპოტონიური ტიპის დისკინეზიების თანდართვისას აღინიშნება შეგუბებითი მოვლენები,
მწარე გემო, გულისრევა... ობიექტურად, პათოლოგიის პერკუტორული და პალპატორული ნიშნები
მცირედ ან საერთოდ არ არის გამოხატული.

51
ჰიპერტონიული ფუნქციური დარღვევის შემთხვევაში კლინიკური სურათი განსხვავებულია.
ვითარდება შეტევითი ტკივილი, რომელიც სწრაფად ქრება მედიკამენტური თერაპიის გარეშეც.
დისკინეზიის ამ ფორმას თან ახლავს პალპაციით ,,ნაღვლის ბუშტის წერტილისნ მკვეთრი მტკივნე-
ულობა. დადებითია კერის და მერფის სიმპტომები. გამოხატულია, აგრეთვე, მტკივნეულობა მარ-
ჯვენა ნეკნთა რკალის მსუბუქი დარტყმით „შერხევისას“ (ორტნერის სიმპტომი), მახვილისებურ
მორჩზე ზეწოლისას; მარჯვენა ლავიწზემო მიდამოში გენო დე მიუსის წერტილი მტკივნეულია.ზოგ
შემთხვევაში ხერხემლის კისრის მიდამოს მარჯვენა პარავერ-ტემბრული ზომის მტკივნეულობა აღი-
ნიშნება. ჩამოთვლილი სიმპტომები ტკივილის შეტევის ლიკვიდაციიის შემდეგ ქრება, რაც დაკავში-
რებულია ნაღვლის ბუშტისა და სფინქტერული აპარატის სპაზმის შეწყვეტასთან.

5. შეავსეთ ქვემომოყვანილი ცხრილი. შესაბამის გრაფებში ჩაწერეთ სამეცნიერო სტილის მა-

ხასიათებლები

ფორმალური
მხარე

შინაარსობრივი
მხარე

ენობრივი მხარე

კითხვები ცოდნის შესამოწმებლად:

1. სამეცნიერო სტილის რამდენ ქვესტილს იცნობთ?
2. რით განსხვავდება საკუთრივ სამეცნიერო ნაშრომი სამეცნიერო-პოპულარულისგან?
3. რით განსხვავდება საკუთრივ სამეცნიერო ნაშრომი სასწავლო-სამეცნიეროსგან?
4. დაასახელეთ სამეცნიერო სტილის ფუნქციები;
5. სამეცნიერო სტილის ფლობის რამდენ სახეს იცნობთ?
6. რა არის ცნება?
7. რა არის მსჯელობა?
8. გადმოეცით სამეცნიერო სტილის გრამატიკული თავისებურებანი;
9. რატომ გვხვდება სამეცნიერო სტილში იშვიათად ფრაზეოლოგია?
10. რით განსხვავდება ტერმინი სიტყვისგან?
3.4. ოფიციალურ-საქმიანი სტილი. ოფიციალურ-საქმიანი ჰქვია საქმიანი ურთიერთობი-
სათვის განკუთვნილი ოფიციალური დოკუმენტების, საქმიანი ქაღალდების ენას. კონსერვატიულო-
ბის გამო მას უწოდებენ კანცელარიულ, საკუთარ თავში ჩაკეტილ სტილსაც.
ოფიციალურ-საქმიანი სტილის ფუნქციონირების სფეროები არის ადმინისტრაციულ-სამარ-
თლებრივი, სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი ურთიერთობანი. მისი მიზანია საქმიანი ურთიერ-
52
თობების დამყარება სახელისუფლებო ორგანოებთან, ცალკეულ პირებთან, ორგანიზაციებთან, ქვეყ-
ნებთან და რეალიზდება კანონის, ბრძანების, ხელშეკრულების, მითითებების, განკარგულების, აქ-
ტის, მოლაპარაკების, მოხსენების, წესდების, პროგრამის, ნოტას, მინდობილობის, ანდერძის თუ სხვა
სახით.
ოფიციალურ-საქმიანი სტილის ქვესტილები არის: საკუთრივ ოფიციალურ-საქმიანი, იურიდი-
ული დოკუმენტების და დიპლომატიური საბუთების ენა.
ადმინისტრაციული ენის არსი ისაა, რომ მას საფუძვლად უდევს სამეცნიერო ხასიათი და ამას-
თანავე ეხება ყოფიერებას, ყოველდღიურ ცხოვრებას“ (შ. ბალი).
ოფიციალურ-საქმიანმა ენამაც განვლო განვითარების სხვადასხვა საფეხური. სხვა-დასხვა
დროს, განსხვავებულ ქვეყნებში ოფიციალური წრეები თავად მიდიოდნენ იმ დასკვნამდე, რომ საქ-
მის ქაღალდების წარმოებას სჭირდებოდა სტილური გარდაქმნა, გამარტივება, რაღაც ჩარჩოში, ყა-
ლიბში მოქცევა. პეტრე I-ს სპეციალური ბრძანებაც გამოუცია, რომ წერილობითი თხოვნა პუნქტებად
ყოფილიყო ჩამოყალიბებული.
ქართული ისტორიული საბუთების ენა ლიტერატურული ძეგლების ენასთან შედარებით ბუ-
ნებრივია-მასში არაა კალკები თუ უცხო სიტყვები. ისტორიულ საბუთებში ყოველდღიური სინამ-
დვილის ფაქტები სადა, ხალხური, სასაუბრო ენითაა აღწერილი. მათში შეიმჩნევა გარკვეული წესრი-
გი, ყალიბი: ხშირადაა მითითებული ტერიტორიები, საზღვრები; ჯერ მითითებულია ტიტული, შემ-
დეგ სახელი, მისი სოციალური სტატუსი (ტყვე, როდის, ვინ დაატყვევა), თარიღი და დოკუმენტის
შედგენის ადგილი. ხანგრძლივი პრაქტიკის საფუძველზე შეიმუშავდა სხვა ნიშნებიც: რეკვიზიტების
სტანდარტი, ტერმინოლოგია, ტექსტის ეტიკეტი და სტილური თავისებურებანი, კლიშეები.
XIX საუკუნეში შემოდის რუსული საკანცელარიო სტილი. იგი თავად რუსულისათვისაც ნასეს-
ხობას წარმოადგენდა. საჭირო გახდა მიმართვის ფორმების ,,ყდ უსამღვდელოესო მწყემსმთავარო ...
კვალად და კვალად გაწუხებს თხოვნით“) ადრესატის გაფორმების, დროის და ადგილის მითითების
სტილის შეცვლა.
ოფიცილურ- საქმიანი სტილის დამახასიათებელი ნიშნები არის:
1. ფორმობრივი მხარე. საქმის ქაღალდები ძირითადად წერილობითია. ზეპირად გადმოიცემა
ზოგიერთი მათგანი: საანგარიშო მოხსენება, დახასიათება, ბიოგრაფია, განცხადება და.შ. საქმიანი
დოკუმენტების ენა სტანდარტულია. ტრაფარეტი გვეხმარება დოკუმენტის მკვეთრ კლასიფიკაციაში.
2. შინაარსობრივი მხარე. ამ სტილისათის დამახასიათებელია აზრის კონკრეტულობა, სიზუს-
ტე, ენობრივი სტანდარტულობა (კლიშეების არსებობა), სიტყვათა პირდაპირი მნიშვნელობით გამო-
ყენება, ლაკონიურობა (ენობრივ საშუალებათა ეკონომია), აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით მარ-
ტივად, მოკლედ, ნათლად გადმოცემა.
1.ლექსიკური სისტემის თავისებურებანი. ლექსიკა ნეიტრალური, სტილთაშორისია და არა სუ-
ბიექტურ-შემფასებლური.
მწარმოებლურ, მმართველობით, სამოსამართლო და სხვა დოკუმენტებში გვაქვს მყარი შე-
სიტყვებანი: პირადი შემადგენლობა, მატერიალური ღირებულებანი, ფულადი ნიშნები, სავაჭრო
წერტილი, სატრანსპორტო საშუალებანი. დამახასიათებელია პროფესიონალიზმების, სპეციალური
ტერმინების, ციფრული მონაცემების გამოყენება, შტამპების ხმარება (დღის წესრიგი, მოისმინეს, და-
ადგინეს; გაცნობებთ, გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში, ამასთან გაახლებთ, განცხადებას თან ერ-
თვის...).კანცელარული შტამპებისა და კლიშეების ხშირი გამოყენების გამო ავტორის ინდივიდუა-
ლიზმი მინიმუმამდეა დაყვანილი. არ გვხვდება ჟარგონი, დიალექტიზმი და მისთ.
4. გრამატიკული თავისებურებანი. ოფიციალურ-საქმიან სტილში ორგანული ფორმების ნაც-
ვლად უპირატესობა ენიჭება აღწერით წარმოებას: მონაწილეობს – მონაწილეობას იღებს, მოსთხოვეს
– მოთხოვნა წაუყენეს, გაიგზავნა – გაგზავნილ იქნა. ხშირად გამოიყენება სახელზმნები (მიღება, გაგ-

53
ზავნა, დადგენა, გატანა, შემოზიდვა, მიღებული, გაგზავნილი, დადგენილი....). აზრი გადმოიცემა
რამდენიმე აბზაცით, რიგობითი ნუმერაციით. სათქმელი მრავლობითი რიცხვის ფორმითაა გადმო-
ცემული, მიუხედავად იმისა, ვის ეგზავნება. ნომენკლატურულ დასახელებათა სიჭარბე ამ სტილის
ნიშანდობლივი თვისებაა.
ოფიციალურდსაქმიანი სტილის სინტაქსური თავისებურებები არის: სიტყვათა პირდაპირი
წყობა, როგორც მარტივ, ისე შერწყმულ და რთულ წინადადებათა გამოყენება, ჩართული თქმების ჩე-
მი აზრით, გარდა ამისა, ჩანს, რასაკვირველია, როგორც აღვნიშნეთ...სიხშირე.
საქმის ქაღალდების ანუ დოკუმენტების ცალკეული სახეობის შედგენას წერის თავისებური წე-
სი აქვს, ამიტომ დოკუმენტის გაფორმება სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. ზოგიერთი მათგანის წარ-
მოების გასაადვილებლად შემოღებულია სპეციალური ბლანკები (კადრების აღრიცხვის ფურცელი,
ცნობა, მოწმობა). საქმიანი დოკუმენტის რეკვიზიტები არის: ორგანიზაციის დასახელება, პირის თა-
ნამდებობა, წოდება; გვარი, ინიციალები; სათაური, ხელმოწერა, თარიღი. მისი სტილური ნიშნები
არის:
1. თემისა და აზრის კონკრეტულობა;
2. მიზნის გამოხატვის სიზუსტე და სიცხადე;
3. ლაკონიზმი და სიმშრალე;
4. სტანდარტულობა;
5.ენობრივი ფორმულები (კლიშე, შტამპი);
6. სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვა;
7.ემოციებისა და ექსპრესიის შეზღუდვა, ობიექტურობა);
8.მარტივი კონსტრუქციებისა და აღწერითი ფორმების გამოყენება;
9. სტატისტიკური მონაცემების ხშირი მითითება;
10. რეკვიზიტები: ორგანიზაციის დასახელება, პირის თანამდებობა, წოდება; გვარი, ინიციალე-
ბი (მობინადრე, მოქალაქე, კლიენტი, პაციენტი, სათაური,ხელმოწერა,თარიღი შემოკლებები და აბ-
რევიატურები; ტექსტის ოფიციალური დამოწმება.
ამ სტილის ხარვეზები არის:
1. სათქმელის ზედმეტი პოლიტიზება;
2. ეტიკეტის დაუცველობა;
3. ალოგიკურობა;
4. ფამილარული სტილი;
5. დოკუმენტის დაუმოწმებლობა;
6. დაუთარიღებლობა;
7.სტანდარტის დაუცველობა (მოცულობით დიდია)

სავარჯიშო. შეავსეთ ცხრილი ოფიციალურ- საქმიანი სტილის მახასიათებლებით:

54
ფორმალური მხარე

შინაარსობრივი
მხარე

ენობრივი მხარე

კითხვები ცოდნის შესამოწმებლად:

1. განმარტეთ ოფიციალურ-საქმიანი სტილი;
2. სად, რა ფუნქციით ვიყენებთ ოფიციალურ-საქმიან სტილს?
3. დაასახელეთ ოფიციალურ-საქმიანი სტილის ფორმობრივი ნიშნები;
4. დაასახელეთ ოფიციალურ-საქმიანი სტილის ლექსიკური თავისებურებანი;
5. როგორია საქმიანი დოკუმენტების ტონი?
6. ზმნის რომელი პირის ფორმით იწერება განცხადება? მოხსენებითი ბარათი?
7. დაასახელეთ ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტების სახეები;
8. რას ეწოდება შტამპი?
9. რით განსხვავდება ერთმანეთისგან ახსნა-განმარტებითი და მოხსენებითი ბარათები?
10. დაასახელეთ საქმიანი დოკუმენტის ცვალებადი და უცვლელი რეკვიზიტები.

3.5.პუბლიცისტური სტილი. პუბლიცისტური სტილი ეწოდება მასობრივი კომუნიკაციის

საშუალებების ენის თავისებურებებს. მისი ტრადიციული ასპარეზი ბეჭდვითი ჟურნალისტიკაა,
მაგრამ თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებმა ერთობ გააფართოვა მისი ასპარეზი.
პუბლიცისტური სტილის ფუნქციაა მკითხველს გააცნოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომ-
ხდარი ახალი ფაქტები, მოვლენები, კულტურის, მეცნიერებისა თუ ტექნიკის ახალი მიღწევები (კო-
მუნიკაციური ფუნქცია). მისივე მიზანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირება გარკვეული მიმართუ-
ლებით; მოქალაქეთა ინტერესისა და აქტიურობის გამოწვევა; სოციალური პროცესების სტიმულირე-
ბა; ცხოვრების აქტუალური საკითხების პროპაგანდა; საზოგადოებრივი შეგნების, განათლების დო-
ნის ამაღლების ხელშეწყობა.
ამ სტილის ნიმუშებია: ნარკვევი, ჩანახატი, მოწოდება, ცნობა, ფელეტონი, პამფლეტი, რეპორ-
ტაჟი, მიმართვა, რეკლამა, ნარკვევი.
პუბლიცისტურმა სტილმა განვლო განვითარების საფეხურები. მისი ჩასახვა XIX საუკუნეში
ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემას უკავშირდება. ქართული პუბლიცისტური სტილის პირვე-
ლი ნიმუში კი არის I საუკუნის იბერთა მეფის - ფარსმან I საჯარო სიტყვა, ასევე - გუბაზის სიტყვა.

55
ფორმობრივი დახასიათება. პუბლიცისტური მასალა ნაბეჭდია, წერილობითია, თუმცა იგი ზე-
პირადაც გადმოიცემა კრებებზე, საზეიმო სხდომებზე. ზეპირი სახისაა: პოლიტიკური მოხსენება,
აგიტაცია, პროპაგანდა.
შინაარსობრივი დახასიათება. შინაარსობრივი მხარე განისაზღვრება მრავალფეროვანი თემა-
ტიკით, რომელიც უკავშირდება ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, მიზანს, მისწრაფებას. თხრობა ზუს-
ტია და ცხადი, ფაქტები აისახება ადეკვატურად, მსჯელობა ლოგიკურად თანამიმდევრული და
იდეურად გამართულია, მოვლენები განზოგადებულადაა წარმოდგენილი, გამოხატულია სათქმე-
ლისადმი ემოციური დამოკიდებულება, რითაც მიიღწევა მკითხველზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა,
შექმნან მასში საგნისა თუ მოვლენისადმი შესაფერისი დადებითი ან უარყოფითი განწყობილება (ბა-
სილაია).
პუბლიცისტურ სტილს ახასიათებს ჟანრობრივი მრავალფეროვნება, რაც განსაზღვრავს მის
მრავალსტილიანობას. ოფიციალურ-საინფორმაციო, საინფორმაციო-საქმიანი, საინფორმაციო-ექ-
სპრესიული, საზეიმო-დეკლარაციული, საინფორმაციო-ანალიზური, საგაზეთო-სამეცნიერო, იმპე-
რატიული, რეპორტაჟის სტილი მისი ქვესტილები არის.
საინფორმაციო ხასიათისაა: ცნობა, განცხადება, რეპორტაჟი, ინტერვიუ, რეცენზია, ბიოგრაფია,
ნეკროლოგი.
ზემოქმედებითი ანუ ემოციურ-ექსპრესიულია: ფელეტონი, პამფლეტი, ჩანახატი, მოწოდება,
ლოზუნგი, მიმართვა, პოლემიკური წერილი.
ზემოქმედების მოსახდენად აუცილებელი პირობაა შესაფერისი სტილის შერჩევა.

1.ლექსიკური თავისებურებანი. პუბლიცისტური სტილის ლექსიკა ამბებისა თუ მოვლენების

სოციალურ შეფასებას გამოხატავს და მომწოდებლური, დეკლარაციული ხასიათი აქვს. საგაზეთო
ლექსიკა განსხვავებულია. ინტერვიუში, კორესპონდენციასა თუ რეპორტაჟში ბევრია ნასესხები,
უცხო სიტყვა და ინტერნაციონალიზმი, ახალი ინფორმაციის ოპერატიული მიღება-გადამუშავები-
თაა გამოწვეული ენობრივი კალკების შემოჭრაც.
სიტყვები უმთავრესად გამოიყენება პირდაპირი მნიშვნელობით. აქ გვხვდება სამეცნიერო თუ
პროფესიული ტერმინოლოგია, დაწესებულებების, ორგანიზაციების, პერიოდული გამოცემების სა-
ხელწოდებანი. ამავე სტილში უხვადაა შტამპი და სტანდარტიც (იგივე კლიშე) ანუ სამეტყველო
სტერეოტიპი, სიტყვიერი ფორმაცია, რომლის საშუალებითაც ადვილია გაგებინება (ნ. მიქელაძე).
დიდი ადგილი უჭირავს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ლექსიკას: „დაპყრობითი პოლიტიკა’’
,,თანაარსებობა’’, ,,თეთრი სახლი’’, „ცივი ომი“, ,,პატრინოტი’’, პუბლიცისტური სტილის ლექსიკა ამ-
ბებისა თუ მოვლენების სოციალურ შეფასებას გამოხატავს და მომწოდებლური, დეკლარაციული ხა-
სიათი აქვს.
პუბლიცისტური სტილის ლექსიკურ მრავალფეროვნებაზე მკვლევრები საგანგებოდ მიუთი-
თებენ: ,,...საგაზეთო ლექსიკა შეიცავს წიგნური სიტყვების დიდ რაოდენობას. მეორე მხრით აქ იხმა-
რება სასაუბრო, იშვიათად კი ხალხური (მდაბიო) მეტყველების ლექსიკაც, როგორც წესი, სპეციალუ-
რი სტილისტიკური მიზნებით. თუმცა ამასთან ერთად სიტყვათა ზოგი ჯგუფი გაზეთისთვის ტი-
პობრივიცაა. მაგალითად: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტერმინოლოგია, გაზეთის სპეციალური
პროფესიული ლექსიკა, ასევე ბევრი ნასესხები უცხო სიტყვა და ინტერნაციონალიზმი. უკანასკნე-
ლის სიხშირე აქ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეტყველების სხვა სფეროში (კოჟინა).

2. გრამატიკული თავისებურებანი პუბლიცისტურ სტილში განსაკუთრებით პოპულარულია

ნასესხები სიტყვები, რომლებიც ია, ცია, იზაცია სუფიქსებითაა ნაწარმოები. განსაკუთრებით პრო-
დუქტულია სუფიქსები: -იზმ, -ისტ, -ანტ., ასევე ანტი-, კონტრ-, დეზ-, ულტრა-, დე-, პოლ- და მის-

56
თანა წინსართები: ანტიციკლონი, დეზორგანიზაცია, დეზინფექცია, დემობილიზაცია, ულტრაიის-
ფერი. დასტურდება ასევე კომპოზიტები (საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალურ-დემოკრატი-
ული, აგიტაცია-პროპაგანდა), სიტყვათა მყარი შენაერთები (თავდადებული შრომა, აქტიური მონა-
წილეობა, მაღალი მაჩვენებელები); ზმნის ნაცვლად გამოიყენება აღწერითი ფორმები; აქ ზმნის პირ-
ველი პირის ფორმა უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მხატვრული ლიტერატურის სტილში (შდრ. სა-
მეცნიერო სტილი).
პუბლიცისტური სტილი ხასიათდება მარტივი თხრობითი ან მოკლე რთული წინადადებების
უპირატესი გამოყენება, ჩართული თქმებით. მისთვის ნიშანდობლივია წინადადების წევრთა ინვერ-
სიული წყობა, ძახილის, კითხვა-ძახილის, ბრძანებითი წინადადებანი.
პუბლიცისტური სტილში საგანგებო როლს ასრულებს სათაური. ეფექტური სათაური ტექსტის
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომელსაც ეკისრება მკითხველის
1. პირდაპირ და უშუალოდ ინფორმირება;
2. დაინტერესება;
3. აზროვნების გააქტიურება.
სწორად შერჩეული სათაურის მახასიათებლები არის:
ა) ტექსტთან ბმულობა – უნდა უკავშირდებოდეს ძირითად სათქმელს პირდაპირი ან ირიბი
გზით;
ბ) ლაკონიურობა – უნდა იყოს მოკლე, ტევადი, სხარტი, მოქნილი, სტილის განმსაზღვრელი;
გ) ინფორმატიულობა – უნდა მიგვანიშნებდეს ავტორის ძირითად სათქმელზე ან პოზიციაზე.
დ) უნდა იყოს ინტერესის აღმძვრელი, მაგრამ არასკანდალური. სკანდალური სათაური ხშირ
შემთხვევაში ეთიკური ნორმების დარღვევას, საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანებას იწ-
ვევს და მკითხველს ნეგატიურად განაწყობს (გოჩიტაშვილი...) მკითხველის დაინტერესების მიზნით
სკანდალური სათაურების შექმნა არაეთიკურია.
სათაური არ უნდა იყოს დატვირთული სპეციალური ტერმინებით, რომლებიც ხშირ შემთხვე-
ვაში ფართო აუდიტორიისათვის გაუგებარია; არ უნდა იყოს ძალიან ზოგადი, როცა ავტორი კონ-
კრეტულ საკითხს განიხილავს; კარგად უნდა მოერგოს საკითხს.
სათაური შეიძლება ჩამოყალიბდეს შეკითხვის (,,რა გვიჯდება საკუთარი შვილი?“) სახითაც. ამ
ტიპის სათაური უფრო მეტად აღუძრავს მკითხველს ინტერესს.
პუბლიცისტური სტილის დამახასიათებელი ნიშნები:
1. სხარტი და დინამიური თხრობა;
2. თემის აქტუალურობა, ინფორმაციის სიახლე და ექსკლუზიურობა;
3. ახალი ლექსიკა-ტერმინოლოგიის, სლენგის აქტიური გამოვლენა;
4. პოლიტიკური პათოსი;
5. ენობრივი შტამპების, კლიშეების, სტერეოტიპული ფრაზების ჩამოყალიბების ტენდენცია;
6. საზოგადოებრივი პოზიციის აქტიური გამოვლენა;
7. სიტყვებისა და გამოთქმების მეტაფორული მნიშვნელობით გამოყენება;
8. შემოკლებები და აბრევიატურა;
9. ეფექტური ფრაზებისა და საპრეზენტაციო ფრაზების წინ წამოწევა.
პუბლიცისტიკისთვის ნაკლად ითვლება მოჭარბებული ნეგატიური ინფორმაციის გადაცემა ან
პირიქით, მიჩქმალვა. თანამედროვე პრესისათვის აქტუალურია ინფორმაციის სანდოობა. ინფორმა-
ციულობის გარდა ამ სტილის უმთავრესი ფუნქციაა ზემოქმედება. ეს არამხოლოდ აერთიანებს მას
მხატვრული ლიტერატურის სტილთან, არამედ ასხვავებს კიდეც მისგან: პუბლიცისტი ავტორის პო-
ზიცია ჩვეულებრივ, უშუალოდ და აშკარად გამოიხატება, მხატვრულ ლიტერატურაში კი იგი შეფა-
რულია და გააზრებას მოითხოვს.

57
პუბლიცისტური სტილის ნიმუშები:
ჩვენი ენა- ქართული!
,,მისამართული“ მეტყველება
თანამედროვე საბაზრო ცხოვრებამ რეკლამირებას ფართოდ გაუღო კარი, რაღას არ გვაწონებენ
მწარმოებელი თუ გამსაღებელი კომპანიები- იმას, რასაც რეკლამა სართოდ არ სჭირდება და იმასაც,
რეკლამითაც რომ არ იყიდება! კომპანიების მთავარი მიზანი საქონლის გასაღებაა, ამიტომ ხშირად
ყურადღების ღირსად არ თვლიან ისეთ ,,წვრილმანს“, როგორიცაა ენობრივი ნორმების დაცვა. სატე-
ლევიზიო რეკლამა მოგვიწოდებს: განიცადეთ სისუფთავის შეგრძნება! არა მგონია, სისუფთავეს კი-
დევ განცდა სჭირდებოდეს, თუნდაც ეს სისუფთავეს შეეხებოდეს. უკეთესი იქნება ჩვენზე მზრუნ-
ველნი ასე თუ მოგვმართავენ: ,, შეიგრძენით სისუფთავე!“
ენისადმი გულგრილ დამოკიდებულებას სამთავრობო ეშელონებშიც ავლენენ. ცოტა ხნის წინ
ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ბაგეთაგან ასეთი ფრაზა მოვისმინე: ,,თუ ადამიანი თვლის, რომ მისი
უფლებები არასწორად არის შელახული, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს(?!)რა გამოდის?
იჩივლოს, რათა უფლებები სწორად შეულახონ?! მე, ცხადია, ვხვდები, ამის წარმომთქმელი რასაც
გულისხმობდა, მაგრამ კურიოზული ფრაზა კი გამოვიდა.
ჩვენ ახლო წარსულიდან გვახსოვს ქართული ენის რეფორმატული სრულყოფის ნიმუშები:,,და-
ყაჩაღება“, ,,კონსტიტუციის მუხლებით გავლა“, დასჯადი ქმედება“ და ა. შ. აშკარაა, რომ იმ დროს
რეფორმატორებს ბოლომდე არ დაუძაბავთ გონება, რადგან ყურადღბის მიღმა დარჩენიათ ისეთი
ზესაინტერესო ზედსართავი, როგორიცაა ,,მისამართული“. გვაქვს ქალაქი- ქალაქური, ქართველი-
ქართული, როგორც ჩანს, ,,მისამართიდან შექმნილი არ იყო აქამდე ზედსართავი და აწ რაღა გვი-
ჭირს, რადგან უკვე გვაქვს ,,მისამართული“. მაგალითად, წერილი შეიძლება უმისამართოც იყოს და
მისამართულიც.
ენა ცოცხალ ორგანიზმს შეიძლება შევადაროთ. მისი ღვთით მოვლენილი მატარებელი ერია.
როგორც სული სცილდება სხეულს ბიოლოგიური სიკვდილის დროს, ისე მშობლიური ფესვებისგან
დაშორება ერისთვის, მისი თითოეული ინდივიდისთვის მორალური სიკვდილის ტოლფასია. დიახ,
ენა სათუთი ფენომენია და მას მოფრთხილება სჭირდება! (მერაბ ნადირაშვილი).

58
შეავსეთ ცხრილი პუბლიცისტური სტილის მახასიათებლებით:

ფორმალური
მხარე

შინაარსობრივი
მხარე

ენობრივი მხარე

კითხვები ცოდნის შესამოწმებლად:

1. რას სწავლობს პუბლიცისტური სტილი?
2. რამდენ ქვესტილად იყოფა პუბლიცისტური სტილი?
3. რა არის პუბლიცისტური ტექსტების მიზანი?
4. როგორი უნდა იყოს პუბლიცისტური ტექსტების თემატიკა?
5. როგორია ამ სტილის ლექსიკა და ფრაზეოლოგია?
6. დაასახელეთ ეფექტური სათაურის მახასიათებლები;
7. რომელი სტილის ელემენტები იყრის თავს პუბლიცისტური სტილში?
8. დაასახელეთ პუბლიცისტური სტილის ფუნქციონირების სფეროები;
9. პროპაგანდის რამდენი სახე არსებობს?
10. რა არის კლიშე?
11. გადმოეცით პუბლიცისტური სტილის გრამატიკული თავისებურებანი;
12. რა ითვლება პუბლიცისტური ნაწარმოების ხარვეზად?
13. როგორ უნდა გადმოიცეს ნეგატიური ინფორმაცია?
14. როგორ გამოიხატება პუბლიცისტური სტილში ავტორისეული პოზიცია?
15. გაიხსენეთ პუბლიცისტური სტილის ნიმუში, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მო-
ახდინა თქვენზე.

3.6. მხატვრული ლიტერატურის სტილი. მხატვრულია სტილი, რომელიც შეიცავს გა-

მომსახველობით ენობრივ საშუალებებს და ემსახურება სინამდვილის მხატვრულ გარდასახვას. სა-
მეცნიერო და მხატვრულ სტილთა შედარებითი ანალიზი წარმოაჩენს მსგავსება-განსხვავებას.
,,მეცნიერება სინამდვილეს ასახავს ცნებებით, ლოგიკური მსჯელობებით, ხელოვნება კი მას
წარმოგვიდგენს მხატვრულ სახეებში ენის გამომსახველობითი საშუალებებით. ერთი გამოხატავს

59
მხოლოდ აზრებს, მტკიცებას, დასკვნას, მეორე - აზრებს ემოციურ და ექსპრესიულ ფორმებში; ერთი
გავლენას ახდენს გონებაზე, მეორე - როგორც გონებაზე, ისე გრძნობაზე და აქვს როგორც საკომუნი-
კაციო, ისე ესთეტიკური მნიშვნელობით (ნ. ბასილაია).
მხატვრული სტილის ჟანრები არის: ბელეტრისტიკა (მოთხრობა, ნოველა, რომანი, ფელეტონი,
პამფლეტი, ჩანახატი), პოეზია (პოემა, ლექსი), დრამატურგია (დრამა, კომედია, ტრაგედია), იუმო-
რისტულ-სატირული ნაწარმოებები.
ამ სტილის დანიშნულებაა: ესთეტიკური ფუნქცია, გამომსახველობა და ექსპრესიულობა.
შინაარსობრივი მხარე. მხატვრული ლიტერატურის სტილში აისახება ცხოვრებისეული და-
დებითი და უარყოფითი მოვლენების, მისაბაძი და მანკიერი მხარეების ასახვა, სხვადასხვა ადამია-
ნის ტიპობრივი სახის დახატვა, მისი სულიერი სამყაროს თუ სხვა ადამიანებთან და გარესამყაროს-
თან ურთიერთდამოკიდებულების გადმოცემა.
ფორმობრივი დახასიათება- მეტყველების მთავარი ფორმაა წერილობითი, მეტყველების სახეე-
ბია მონოლოგიც და დიალოგიც.
ლექსიკური თავისებურებანი -ნეიტრალური სტილის ლექსიკასთან ერთად გამოიყენება ექ-
სპრესიული სიტყვები, ემოციური ლექსიკა (რომელიც გადმოგვცემს სიხარულს, აღტაცებას, გაკვირ-
ვებას, აღშფოთებას, ზიზღს, დაცინვას), თვალში საცემია არქაიზმების, პროფესიონალიზმების და
უცხო სიტყვების ხმარება.
ამ სტილისათვის ნიშანდობლივია სიტყვათა არაპირდაპირი მნიშვნელობით გამოყენება, ტრო-
პების (მეტაფორის, მეტონიმიის, გაპიროვნების, ალეგორიის, სინეკდოქეს, ჰიპერბოლის, ლიტოტე-
სის, პერიფრაზის) ასევე ეპითეტების, სინონიმების, ომონიმების, ანტონიმების სიხშირე.
მხატვრული ლიტერატურის სტილში გვხვდება დიალექტიზმები, ბარბარიზმები, ჟარგონები
და ა. შ., მაგრამ მათი დანიშნულება განსხვავებულია, ისინი სტილიზაციის საშუალებებს
წარმოადგენს.
ამავე სტილისათვის დამახასიათებელია ბგერათა ჰარმონიულობა, რიტმი, რითმა.
გრამატიკული დახასიათება. გრამატიკული ნიშნებიდან აღსანიშნავია შეფასებითი გრამატი-
კული ფორმების ანუ აფიქსების შერჩევა (კნინობითი, მოფერებითი). მრავლობითი რიცხვის ფორმა-
თა გამოყენება მხოლობითის მნიშვნელობით, მხოლობითისა - მრავლობითის გაგებით; ზმნების ხმა-
რება სხვადასხვა კილოში, პირსა და დროში; ფრაზეოლოგიზმებისა და იდიომების სიხშირე.
ამ სტილისთვის დამახასიათებელია ყველა ტიპის წინადადებათა გამოყენება; სიტყვათა, რო-
გორც პირდაპირი, ისე ირიბი წყობა; სინტაქსური ფიგურები: რიტორიკული კითხვები, მიმართვა, შე-
ძახილი, გრადაცია, ელიფსი, ანტითეზა.
ენობრივ საშუალებათა მომარჯვება დამოკიდებულია პიროვნების ინდივიდუალობაზე, მის
მხატვრულ ნიჭზე.
მხატვრული ნაწარმოების სათაური შეიძლება ოყოს მარტივი, ერთ- ან ორსიტყვიანი, ან კიდევ
მთელი წინადადება ( ,,არწივი“, ,,ომი და მშვიდობა“, ,,წითელი და შავი“, ,,კიკოლიკი, ჩიკოლიკი და
კუდაბზიკა, ,,ხმელი წიფელი“, ,,მთის წყარო“ ,,ჯაყოს ხიზნები“, ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფ-
რინა“, ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა“, ,,კაპიკი გაკაპიკებულა, ანუ ევროპაში რა
მინდოდა?“ ). იგი სათქმელს პირდაპირ ან მეტაფორულად გადმოგვცემს.
მხატვრული ლიტერატურის სტილის სტილური ნიშნები არის:
1. ექსპრესიულობა;
2. ავტორის მაქსიმალური ინდივიდუალიზმი;
3. მხატვრული ხერხების სიჭარბე;
4. მხატვრული სახეებით აზროვნება;
5. სიტყვაქმნადობა;

60
6. სასაუბრო სტილის ელემენტების გამოყენება;
3.7. სასაუბრო სტილი. სასაუბრო სტილი თავისი სპეციფიკური ნიშნებით უპირისპირდება
წიგნის, ანუ სამეცნიერო სტილს. თუ კოდიფიცირებულ ტექსტებში გამოიყენება ისეთი ენობრივი წე-
სები და ნორმები, რომლებიც ფიქსირდება გრამატიკასა თუ სხვადასხვა ტიპის ლექსიკონში, სასაუბ-
რო სტილის წესები და ნორმები არაა ფიქსირებული.
სასაუბრო სტილის ჟანრები არის: საუბარი, დიალოგი, კამათი, თხრობა. მისი ეთიკა განისაზღ-
ვრება მისალმება-დამშვიდობების ფორმულებით, სათქმელის ევფემიზაციით, თავაზიანი ფორმე-
ბით თუ შემხვედრი რეპლიკებით.
სასაუბრო სტილის ძირითადი ფუნქციაა აზრთა გაზიარება.
ზეპირი მეტყველების დროს მოლაპარაკეს წინასწარ არ აქვს მოფიქრებული სათქმელი, ან ის
ენობრივი საშუალებანი, რომლითაც უნდა გადმოსცეს იგი. მოკლედ, სასაუბრო სტილი სიტუაციუ-
რია, სასაუბრო სტილში უპირატესობა ენიჭება მოკლე ფორმებს.
გამოყოფენ სასაუბრო სტილის ორ სახეს: სასაუბრო-ლიტერატურულს და სასაუბრო- ფამილა-
რულს. ზეპირ მეტყველებას განეკუთვნება: ლექცია, მოხსენება, რაიმე ამბის გამოცხადება, საჯარო
სიტყვა, რომელთა გადაცემა ხდება წერილობითაც და ტექნიკური საშუალებითაც, მაგრამ მათი სტი-
ლი წიგნურია, დიდი ყურადღება ექცევა სალიტერატურო ენის ნორმების დაცვას.
სასაუბრო სტილი ძირითადად დიალოგურია ან პოლილოგური, იგი უშუალოა, თუმცა აქ
გვხვდება მოკლე მონოლოგები ან გაბმული თხრობა.
სასაუბრო სტილში გვხვდება ისეთი არაენობრივი ელემენტები, როგორიცაა ჟესტები და მი-
მიკა. ჟესტები კიდურების მოძრაობას ეწოდება, მიმიკა კი - სახის ნაკვთებისას, მათი ზომიერი გამო-
ყენება მეტყველებას ექსპრესიულობას სძენს, გადაჭარბება კი ნაკლად ითვლება.
ამ სტილში დიდ როლს თამაშობს არაენობრივი თხრობის საშუალებანი: ტემპი, რიტმი, ტემ-
ბრი, პაუზა, მახვილი.
პაუზა მეტყველების ერთ-ერთი ელემენტთაგანია და ფრაზის დანაწევრებისთვისაა აუცილებე-
ლი. ტემპი შეიძლება იყოს ჩქარი, ზომიერი და ნელი. სალიტერატურო მეტყველებისათვის დამახა-
სიათებელია ფრაზის რიტმული მოწესრიგებულობა.
ტემბრი ადამიანის ხმის შეფერილობაა, ჟღერადობაა. მეტყველების ტემბრი განსხვავებულია,
თუ სათქმელს ირონიულად გადმოვცემთ ან ვესაუბრებით თანატოლს ანდა ვკითხულობთ მოხსენე-
ბასა თუ ლექციას ინტონაციაც მრავალფეროვანია. იგი სულ სხვა აზრობრივ ელფერს გადმოგვცემს.
არაენობრივი (ექსტრალინგვისტური) ფაქტორების გამოყენება მეტყველებას ექსპრესიულობას
სძენს და ამიტომაც უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე წერილობითი ინფორმაცია.
სასაუბრო სტილისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი საყოფაცხოვრებო ლექსიკა, ფამი-
ლარული (შინაურული, მოურიდებელი), ემოციის, ექსპრესიისა და შეფასებითი იერის სიტყვები
(შორისდებულები, ნაწილაკები), რაც მის სპეციფიკას ქმნის.
სიტყვები აქ გამოიყენება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მნიშვნელობით. სალიტერა-
ტურო ენის ნორმები აქ მეტწილად უგულებელყოფილია და ფართო გასაქანი აქვს დიალექტიზმებს,
ჟარგონებს, ბარბარიზმებს და ა.შ. გვხვდება ისეთი სიტყვებიც, რომლებიც ერთი ინდივიდის მეტყვე-
ლების თავისებურებას წარმოადგენს და არ გვხვდება სხვათა მეტყველებაში. სასაუბრო სტილში გა-
მოიყენება ე.წ. სიტყვა-პარაზიტებიც, რაც ზეპირი მეტყველების ნაკლია. ამ სტილის ერთი განსაკუთ-
რებული თვისებაა ის, რომ სასაუბრო ფორმების ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ ლიტერატურუ-
ლი, მაგრამ ამან არ დაარღვიოს სტილური მთლიანობა, სამაგიეროდ, მიუღებელია სასაუბრო ფორმე-
ბის სამეცნიერო სტილში გამოყენება.
გრამატიკული თავისებურებანი. სასაუბრო სტილი უპირატესობას ანიჭებს ზმნის აქტიურ
ფორმებს და ქართულისთვის ბუნებრივ თქმებს. ამ სტილისთვის დამახასიათებელია მარტივი

61
ელიფსური და არასრული წინადადებები. პასუხში გამოტოვებული სიტყვები კითხვაში არის მოცე-
მული.
მსაზღვრელ-საზღვრული იშვიათადაა წარმოდგენილი სრულად. საზღვრული ხშირადაა გამო-
ტოვებული. მაგ.: დიპლომი - სადიპლომო შრომა, დეკრეტი-სადეკრეტო შვებულება; ჩაბარება _ უნი-
ვერსიტეტში ჩაბარება, დამთავრება - უნივერსიტეტის დამთავრება, მოხსნა - სამსახურიდან გათავი-
სუფლება. მიუხედავად წევრის გამოტოვებისა, გაგებინება არ ჭირს. ამ სტილის სინტაქსი ემყარება
სიტყვათა ლექსიკურ მნიშვნელობას.ზოგჯერ გამოტოვებულია წევრი, მაგრამ მის მაგივრობას ეწევა
სუფიქსი, რომელიც ხშირად არაქართულია. მაგ. მარშრუტკა (ნაცვლად სამარშრუტო ტაქსისა), გაზი-
როვკა (ნაცვლად გაზიანი სასმელისა). ამავე სტილში ვხვდებით სიტყვათა გამოტოვების სხვა შემ-
თხვევებსაც: მაგ.: რუსთაველზე ვცხოვრობ (რუსთაველის გამზირზე ვცხოვრობ); ვაჟაზე დაგელოდე-
ბით (ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაგელოდებით); მათემატიკა მოდის (მათემატიკის მასწავლებელი
მოდის) ; მათემატიკა გაგვიცდა (მათემატიკის გაკვეთილი გაგვიცდა). უკანასკნელი მაგალითებიდან
ჩანს, რომ გამოტოვებულია სხვადასხვა წევრი, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს გაგებინებას.
ზეპირი მეტყველება მიემართება კონკრეტულ ადრესატს. დიალოგი ორმხრივი აქტია, რომელშიც
მუდმივად მონაწილეობენ და ცვლიან ხოლმე მოლაპარაკე და მსმენელი როლებს.
დიალოგს და მონოლოგს ერთმანეთისგან განასხვავებს ავტომატიზმი, დაუგეგმავობა და უს-
რული ხასიათი.
აქვე უნდა განვიხილოთ წარმატებული საუბრის ხელოვნების საკითხი და საუბრის წარუმა-
ტებლობის მიზეზებიც. წარმატებული საუბრის საზომია გაგება, რომელიც ორმხრივი პროცესია. იგი
დამოკიდებულია მსოფლმხედველობრივ სიახლოვეზეც, და იმაზეც, თუ რამდენად ახერხებს მოსა-
უბრე მსმენელის დაინტერესებას. გაგება გულისხმობს მოსაუბრის გუნება- განწყობილებაზე ზემოქ-
მედებას, რაც მიიღწევა ენობრივ საშუალებათა ოპტიმალური შერჩევით.
სასაუბრო სტილის სტილური ნიშნები არის:
1. არაოფიციალურობა;
2.სიტუაციურობა;
3.სპონტანურობა ;
4. მყისიერება (თანადროულობა)
5. არანორმირებულობა;
6. დიალოგურობა;
7. ენობრივ საშუალებათა ეკონომია ;
8. რეპლიკათა შერწყმა, უსრული წინადადებები;
9. ექსპრესიულ-ემოციური ლექსიკა.

დაიხსომეთ: რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერის საკითხები

სახელის ფუძე შეიძლება იყოს მარტივი, ნაწარმოები და რთული. Mმარტივი ფუძე არ იშლება.
ნაწარმოები, წარმოქმნილი, ფუძე შედგება მარტივი ფუძისა და მნიშვნელობის მცვლელი აფიქსები-
საგან (მგლ-ურ-ი, მგლ-იან-ი, სა-მგლ-ე...), ხოლო რთული ფუძე კი შედგება ერთზე მეტი მარტივი, ან
მარტივი და ნაწარმოები ფუძისაგან, მაგ.Gგულქვა, გულკეთილი, მადლიან-ბარაქიანი.
მნიშვნელობის თვალსაზრისით რთული ფუძე შეიძლება იყოს ერთმნიშვნელობიანი და ორ და
მეტმნიშვნლობიანი; ერთი ცნების გამომხატველი კომპოზიტებია: ქალიშვილი, მამაკაცი, გულგატე-
ხილი, გუთნისდედა, ჯარისკაცი, ხიდისთავი, ხუროთმოძღვარი, თავმჯდომარე და სხვა. ასეთ სიტყ-
ვებში სიტყვის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელ ფუძეთა ჯამს, ამიტომაც ისინი არ შეიძლება
იყოს და კავშირით შეერთებული. ხოლო ორ და მეტ ცნებიან კომპოზიტებში სიტყვის მნიშვნელობა

62
უდრის შემადგენელ ფუძეთა ჯამს, მაგ.: და-ძმა, დედ-მამა, ცოლ-ქმარი, რძალ-დედამთილი, მთა-ბა-
რი, ქართლ-კახეთი და სხვ.Aასევეა სამ და მეტცნებიანი კომპოზიტებიც: ქართულ-ბერძნულ-ლათი-
ნური ლექსიკონი...
ქართულში რთული ფუძის მიღების ძირითადი საშუალებაა: ა. ფუძის გაორკეცება და ბ. ორი ან
მეტი ფუძის შეერთება.
ა. ფუძის გაორკეცებით მიღებული კომპოზიტებია: თავ-თავი, წამ-წამი, დაფ-დაფი, წკავ-წკავი,
კის-კისი, კაშ-კაში, კაჭ-კაჭი, ბაჯ-ბაჯი, ძაგ-ძაგი, ნარ-ნარი, რაკ-რაკი, ციმ-ციმი, ჩიფ-ჩიფი, ჭიკ-ჭიკი,
ჩუხ-ჩუხი, ხარ-ხარი და სხვ.
ზოგჯერ გაორკეცებისას ფუძეში ხდება ცვლილება: იცვლება ფუძისეული ხმოვანი ან თანხმო-
ვანი, ხდება დისიმილაცია, ჩაემატება თანხმოვანი რომელიმე ფუძეში და ა. შ. მაგ.: ბაქი-ბუქი, ბრახა--
ბრუხი, ლაწა-ლუწი, სხაპა-სხუპი, დაგა-დუგი, კანტი-კუნტი, ჩამი-ჩუმი, ხათქა-ხუთქი, აბდა-უბდა,
ბიჭ-ბუჭი, ბინდ-ბუნდი, რიჟ-რაჟი...ქოხ-მახი, გიჟ-მაჟი, კუჭ-მაჭი, არე-მარე, ახლომახლო, ავან-ჩავანი
და სხვ.
ფუძის გაორკეცებისას შეერთება შეიძლება მოხდეს და კავშირით: პირ-და-პირ, თან-და-თან,
ხელ-და-ხელ, დრო-და-დრო, ფეხ-და-ფეხ, წინ-და-წინ, ცხენ-და-ცხენ და სხვ. ასეთ ფუძეებს ზმნიზე-
დური მნიშვნელობა აქვთ.
ბ. ენაში ასევე დასტურდება:
I. სინონიმური მნიშვნელობის ფუძეთა შეერთება: ტოლ-სწორი, ძალ-ღონე, ველ-მინდორი,
სვე-ბედი, ბედ-იღბალი, ღარიბ-ღატაკი, შიშველ-ტიტველი, გზა-კვალი, კვლევა-ძიება...
II. ანტონიმური მნიშვნელობის მქონე სიტყვათა შეერთება: მიწა-წყალი, დღე-ღამე, მთა-ბარი,
მტერ-მოყვარე, უფროს-უმცროსი, კითხვა-პასუხი, დედალ-მამალი, ქალ-ვაჟი, ტყე-ველი და სხვ.

ფორმალური
მხარე

შინაარსობრივი
მხარე

ენობრივი მხარე

კითხვები ცოდნის შესამოწმებლად:

1. რა გავლენას ახდენს სასაუბრო ტექსტებზე სიტუაცია და ფონური ცოდნა?
2. დაასახელეთ სასაუბრო სტილის სახეები;
3. დაასახელეთ სასაუბრო სტილის ჟანრები;
4. რა როლს ასრულებს კომუნიკაციაში პაუზა? ხმის ტემბრი? მეტყველების რიტმი?
5. რით განსხვავდება ერთმანეთისაგან დიალოგი და მონოლოგი?
63
6. რაზეა დამოკიდებული გაგება?
7. რატომ ენიჭება ამ სტილში უპირატესობა შეკვეცილ ფორმებს?
8. რა არის მიმიკა? ჟესტები?
9. რატომ არ გამოიყენება სასაუბრო სტილში აღწერითი ფორმები?
10. დაასახელეთ წარმატებული და წარუმატებელი საუბრის მიზეზები.

წაიკითხეთ ინფორმაცია და შექმენით ტექსტი ა. სასაუბრო ; ბ. პუბლიცისტური გ. ოფიციალუ-

რი სტილით:
18 ივნისს რიკოთის უღელტეხილზე მოულოდნელად მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად
ათამდე ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ თითქმის მთლიანად წალეკა რესტორანი ,,რიკოთიკკ.ახლომ-
დებარე სოფლები დაიტბორა; მოსახლეობამ საცხოვრებელი ადგილები დატოვა. რიკოთის უღელტე-
ხილზე მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, 18 ივნისს, ღამით კი წვიმას სეტყვაც დაერთო. მთები-
დან დაშვებულმა ღვარცოფმა მრავალწლიანი ხეები ფესვებიანად მოთხარა, ბავშვებით სავსე ავტო-
ბუსი ხევში ჩაიტანა, მანქანა ხევის კიდეზე გარდიგარდმო გაჩერდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ
მგზავრები გამოიყვანა. მათგან არავინ დაშავებულა. ნიაღვარი რიკოთის გვირაბშიც შეიჭრა. სტიქი-
ამ დააზარალა აღმოსავლეთ საქართველოს სხვა სოფლებიც. ანანური-ფასანაურის მონაკვეთზე, სოფ-
ლებში ჭართალთან და მუგუდასთან 6 ადგილზე მეწყერი ჩამოწვა და ცენტრალურ ავტომაგისტრალ-
ზე მოძრაობა რამდენჯერმე ჩაიკეტა.

ჯგუფური მუშაობა. წაიკითხეთ ტექსტები, განსაზღვრეთ სტილი, გამოყავით სტილური ნიშ-

ნები, შეურჩიეთ სათაური და აქციეთ სხვა რომელიმე სტილის ნიმუშად:
1. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იაპონელი ინჟინრები ე. წ. ,,მცურავი ქალაქების“ აშენებაზე
ალაპარაკდნენ. მათი თქმით, ასეთი ქალაქების შექმნის იდეამ, შესაძლოა სხვა კუნძულოვანი სახელ-
მწიფოს მთავრობებიც დააინტერესოს, რადგან ამ ქვეყნებს უახლოეს 30-35 წელიწადში ოკეანის დო-
ნის აწევასთან დაკავშირებით გაქრობა ემუქრებათ.
უახლოეს მომავალში ინჟინრები ამ პროექტის დახვეწას გეგმავენ და პირობას დებენ, რომ პირ-
ველ მცურავ ქალაქს 10 წელიწადში ააშენებენ. იდეის მიხედვით, მომავლის ადამიანები პატარა მცუ-
რავ ქალაქებში დასახლდებიან. ქალაქები წყნარ ოკეანეში წყლის დიდი შროშანების მსგავსად იტივ-
ტივებენ. ,,მწვანე ტივტივა უჯრედებად“ დაყოფილი თითოეული მათგანი 10-დან 50-მდე ათას
მცხოვრებს დაიტევს. ცათამბჯენის სიმაღლე 1 კმ. იქნება. სავარაუდოდ, ,,მწვანე ტივტივას“ თითოეუ-
ლი უჯრედის მოსახლეობა საკუთარი თავის გამოკვებას თავად შეძლებს.
ეს ყველაფერი ბაბის მსგავს კონსტრუქციაზე იქნება მოწყობილი, რომელიც 7000 ტონა იქნება.
ყოველ წელს, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, იაპონიაში ალუბლის ხეების- საკურას ყვავილო-
ბას დღესასწაულობენ. დღესასწაული მარტის დასაწყისში იწყება და იაპონიის მოსახლეობის 90 პრო-
ცენტი ამ დღეებს ოჯახთან ერთად, ბუნებაში ატარებს. წელს ამ ულამაზესი დღესასწაულისთვის ია-
პონიაში არავის სცხელა. 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისა და მისი თანამდევი ცუნამის
მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა ოცი ათასამდე გაიზარდოს. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით,
მიწისძვრა, რომელიც 130 კმ-ის დაშორებით მოხდა, იაპონიის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველია.
მიწისძვრის, ცუნამის და რადიაციის ტალღის შემდეგ, იაპონიაში ვულკანმა სინმოემ გაიღვიძა.
ფუკუშიმოს ატომურ სადგურზე კი ოთხი რეაქტორი აფეთქდა და ქვეყანაში თანდათან იზრდება რა-
დიაციული ფონი.
ბირთვული ფიზიკის სპეციალისტმა- მუჰამედ აჯმალ ხანმა, რომელიც ტოკიოს სიახლოვეს
ლტოლვილთა ბანაკში მოხალისედ მუშაობს, რადიო ,,თავისუფლებას“ უთხრა, რომ ბანაკში ფუკუ-
სიმადან ხუთსაბათს ჩასული ადამიანები დასხივების სიმპტომებს ამჟღავნებდნენ; ,,ბევრი ლტოლვი-

64
ლი ჩამოდის ფუკუსიმადან - ატომური სადგურისგან 10-20 კმ-ის მოშორებით მდებარე ადგილები-
დან. ზოგიერთს უკვე აქვს დასხივებით გამოწვეული პრობლემები, კანზე მცირე ზომის იარა ან ნაკაწ-
რი აღენიშნებათ ბირთვული რადიაციის შედეგად. ზოგიერთს თვალები აწუხებს- ცრემლდენა აქვს.
ახლა იაპონელი ექიმები ამ ადამიანებს იკვლევენ - თანამედროვე აღჭურვილობით ცდილობენ მათ
ორგანიზმში რადიაციის დონის დადგენას“.
კატასტროფის ასეთი მასშტაბები იაპონიაში ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან
ამ ქვეყანას სტიქიური უბედურებებისთვის შემზადებული ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტუ-
რა აქვს. 1952 წელს იაპონიამ მონიტორინგის სამსახური შექმნა, რომელიც ცუნამის წარმოქმნას ადევ-
ნებდა თვალს. ეს სამსახური იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოსთან მჭიდრო კავშირშია. საგენ-
ტო მიწისძვრიდან სამ წუთში ცუნამის წარმოქმნის ალბათობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
დიდ ქალაქში მაღალსართულიანი სახლები აგებულია ისე, რომ მიწიაძვრის დროს რყევის
ნაცვლად იქანაონ. ცუნამისგან დასაცავად სანაპიროს რაიონებში მოწყობილია რყევაგამძლე თავშე-
საფრები და ჯებირები. ამის მიუხედავად, მსხვერპლი ძალიან დიდია.
აშშ-ის ენერგეტიკისა და გარემოს კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტმა არჯინ მახიჯანმა გა-
ნაცხადა, რომ იაპონიის ბირთვული კრიზისი უნიკალურია. მართალია, კაცობრიობას აქვს ერთი გა-
მოცდილება - ჩერნობილი, მაგრამ სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ჩერნობილის შედეგები არ გან-
მეორდება, რადგან იაპონიაში სხვა სახის, მსოფლიოში ყველაზე დაცული რეაქტორები გამოიყენება.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზარალს, წინასწარი ინფორმაციით, 170-დან 183 მლრდ დოლარამდე
მერყეობს. სხვადასხვა ორგანიზაციის გათვლებით, ეს შეფასება მხოლოდ დაზღვეულ ქონებას შეეხე-
ბა, თუმცა მთლიანი ზარალი, შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს.

2. ევროპასა და ამერიკაში კიტრს, ლობიოს, სალათის ფოთლებს თუ სხვა ბოსტნეულს ეჭვის

თვალით უყურებენ. იკოლის ბაქტერია, რომელის გავრცელების ძირითადი წყარო დღემდე ბოსტნე-
ულის ღივებია, მომხმარებელს აშინებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ეპიდემიოლოგე-
ბის ოპტიმისტური პროგნოზი გამართლდა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ეპიდემიამ პიკს მიაღწია
და შემთხვევათა შემცირება შეინიშნება ბაქტერიის მატარებელი პროდუქტის დაძველებისა და ლიკ-
ვიდაციის ფონზე.
ინფიცირების პირველი შემთხვევა 2 მაისს დაფიქსირდა, რის შემდეგაც დაავადებულთა რიცხ-
ვმა 3 000-ს გადააჭარბა.
ეპიდემიისგან გამოწვეული შიში ალბათ ძალიან დიდხანს დარჩება. მას უკვე უწოდეს იკოლის
ყველაზე სერიოზული აფეთქების შემთხვევა თანამედროვეობის ისტორიაში, ყველაზე მეტი მსხვერ-
პლით. მეცნიერების განცხადებით, საქმე გვაქვს ბაქტერიასთან, რომელმაც მუტაცია განიცადა და
ადამიანის ორგანიზმს, განსაკუთრებით თირკმელს, აზიანებს.
გაერთიანებული ერების სააგენტოს განცხადებით, გენეტიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ
მსგავსი ვირუსი ორი სასიკვდილო ვირუსის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. გერმანიაში კი იკო-
ლის ბაქტერიის წყაროდ ბოსტნეულის ღივებს სახაელებენ, რომლებითაც ბაქტერია გავრცელდა და
30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გერმანიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელ-
მძღვანელის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ იკოლის ინფექცია გამოიწვია ლობიოს ან
მუხუდოს ღივებმა.
ბაქტერიოლოგიის სფეროში ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, ჰიუ პენინგტონი ამ
ვერსიას ეთანხმება: ,,ლობიოს ღივებით გამოწვეული ეპიდემია, როგორც წესი, საკმაოდ მასშტაბურია
და მისით უწინარესად, ქალები და შუახნის ადამიანები ავადდებიან, ხოლო ეპიდემია იმდენ ხანს
გრძელდება, სანამ ვინმე არ მიხვდება მისი ჩაქრობის გზას. ვშიშობ, რომ ეს სცენარი, ისევე როგორც

65
სხვა უფრო კონკრეტული ფაქტორები, მიუთითებს, რომ გერმანიაში სწორედ ამასთან გავქვს საქმე“-
ამბობს ის.
ნაწლავის ჩხირი (Eserichia coli, Bact. coli, Bact. coli commune), კოლი- ბაქტერია, მიკროორგანიზ-
მია, რომელიც ავსტრიელმა ექიმმა ეშერიხმა აღმოაჩინა. ნაწლავის ჩხირს ბოლომომრგვალებული
ჩხირის ფორმა (ზომა-1-3 , 4- 08) აქვს. ის ჩვეულებრივ ნაწლავებში ბინადრობს, როგორც ნორმალური
მიკროფლორის ერთ-ერთი კომპონენტი. ნაწლავის ჩხირი გვხვდება მრავალი ძუძუმწოვრის, ფრინვე-
ლის, თევზის, მწერისა და სხვათა ნაწლავებში. ნაწლავის ჩხირის არსებობა წყალსა და საკვებ
პროდუქტებში მიუთითებს მათ ფეკალურ გაჭუჭყიანებაზე. ნაწლავის ჩხირი იწვევს ნახშირწყლების
(მათ შორის გლუკოზისა და ლაქტოზის) დუღილს. შედგენილია ქრომოსომის გენეტიკური რუკა,
შესწავლილია მუტირების კანონ-ზომიერებანი და ნივთიერებათა ცვლის გზები (თავისუფალი ენ-
ციკლოპედია).
იკოლის შემცველი ბაქტერია საფრანგეთში ბოსტნეულის გარდა ხორცშიც, კერზოდ, ბივ-
შტექსშიც აღმოაჩინეს. აქ ექვსი ბავშვი დაინფიცირდა და დაავადებულები ამ დიაგნოზით საავად-
მყოფოში გადაიყვანეს.
ევროკავშირი კი ეკოლის ბაქტერიის მიერ დაზარალებულ ფერმერებს 150 მლნ ევროს კომპენ-
საციას გამოუყოფს, რადგან ფერმერები იძულებული იყვნენ, წარმოებული პროდუქციის რეალიზა-
ციაზე უარი ეთქვათ და ბაქტერიის აფეთქება ასე აერიდებინათ თავიდან. პირველ ეტაპზე 150 მლნ
ევრო გამოიყოფა, თუმცა შესაძლოა დახმარების მოცულობა გაიზარდოსკკ - განაცხადა საინფორმა-
ციო - სააგენტო ,,როიტერთან“ საუბრისას ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში დაჩიან
ჩოლოშმა.
ასოციაციის - Freshfel Europe- ს მონაცემებით, ზარალმა ესპანეთში 200 მლნ ევრო, ნიდერლან-
დებში- 80 მლნ, გერმანიაში- 4 მლნ და პორტუგალიაში - 3 მლნ ევრო შეადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში იკოლის ბაქტერიის გავრცელებას გამორიცხავენ. სურსა-
თის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს ბაზარი ევროპული პროდუქტით არ
მარაგდება.
შექმნილი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კი არაბეთის ემირატებმა ქვეყანაში კიტრის
იმპორტირება სასწრაფოდ აკრძალა. იმავე ხერხს მიმართა რუსეთმაც, რომელიც ბოსტნეულით ძირი-
თადად სხვადასხვა ქვეყნიდან მარაგდება.

ტესტები
1. რომელ სტილთათვისაა დამახასიათებელი ექსპრესიულობა?
ა. სამეცნიეროსთვის ბ. სალაპარაკოსთვის გ. პუბლიცისტურისთვის დ. მხატვრული ლიტერა-
ტურის სტილის
1. ბ 2. ა, გ 3. ა, ბ, გ 4. ა, ბ 5. გ, დ 6. ბ, გ,დ.

2. რომელი სტილისთვისაა დამახასიათებელი როგორც მწიგნობრული, ისე სასაუბრო სტილის

ნიშნები?
ა. სასაუბროსთვის ბ. ოფიციალურ-საქმიანისთვის გ. პუბლიცისტურისთვის დ. სამეცნიეროს-
თვის
1. ა. ბ 2. ა, გ 3.ა, გ, დ 4. ა 5. დ 6. ბ, გ. დ.
3. რომელ სტილთათვისაა ნიშანდობლივი ზმნის აღწერითი ფორმები?
ა. სასაუბროსთვის ბ. ოფიციალურ- საქმიანისთვის გ. პუბლიცისტურისთვის დ. სამეცნიეროს-
თვის
1. ა, ბ 2.ბ, გ 3. გ, დ 4. ა, ბ 5. ა, გ, დ 6. ა, ბ, დ.

66
4. რომელი სტილისთისაა აუცილებელი ლოგიკურობა?
ა. სასაუბროსთვის ბ. ოფიციალურ-საქმიანისთვის გ. პუბლიცისტურისთვის დ. სამეცნიეროს-
თვის
1. ა . 2. ა, ბ 3. დ 4. ა, ბ, გ 5. ბ, გ 6. ა, გ, დ
5. ჩამოთვლილთაგან რომელი არაა ოფიციალურ-საქმიანი სტილის სტილური ნიშანი?
ა) სიზუსტე ბ) ექსპრესიულობა გ) სტანდარტულობა დ) არცერთი პასუხი არაა სწორი

6.ჩამოთვლილთაგან რომელი ნიშანი განასხვავებს ოფიციალურ-საქმიან სტილს სამეცნიეროსა-

გან?
ა) სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვა ბ) აზრის ლოგიკურობა გ)სიმშრალე დ. სიზუსტე
1. ბ 2. ა, გ 3. ა, ბ, გ 4. ა, ბ 5.გ 6. ბ, გ, დ.

7. ჩამოთვლილთაგან რომელია მხოლოდ ოფიციალურ-საქმიანი სტილის სპეციფიკური ნიშანი?

ა) სიტყვათა პირდაპირი მნიშვნელობით გამოყენება; ბ. ტრაფარეტულობა; გ) ლაკონიურობა;
დ) სიზუსტე.
1. ა . 2. ა, ბ 3. ბ. 4. ა, ბ, გ 5. ბ, გ 6. ა, გ, დ

8. ჩამოთვლილთაგან რომელია ოფიციალური დოკუმენტი?

ა) ლექცია ბ)მოხსენება გ) განკარგულება დ)არცერთი პასუხი არაა სწორი

9. ჩამოთვლილთაგან რომელი არაა სამეცნიერო სტილის ფუნქცია?

ა. კომუნიკაცია; ბ. ზემოქმედება; გ. ესთეტიკურობა; დ. არცერთი პასუხი არაა სწორი

10. რომელ სტილში გამოიყენება სასაუბრო სტილის ნიმუშები სტილური ფუნქციით:

ა. სამეცნიეროში; ბ. ოფიციალურ- საქმიანში; გ. მხატვრული ლიტერატურის სტილში; დ.
პუბლიცისტურში.
1. ა . 2. ა, ბ 3. გ. 4. ა, ბ, გ 5. ბ, გ 6. ა, გ, დ

დაიხსომეთ: ზმნასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები

ზმნა, ქართული მეტყველების ქვაკუთხედი, წინადადების აგების უმთავრესი ელემენტია. იგი
გამოხატავს მოქმედებას ან მდგომარეობას, დაესმის კითხვები: რას შვრება? რას იზამს? რა ქნა? რა უქ-
ნია?Dდა სხვ. მაგალითად: წერს, ხატავს, ჭრის, მოკლავს, ითამაშებს, გააგდო, დაყარა, მოუგია, დაურ-
ტყამს...
ქართული ზმნა მრავალპირიანია. მასში წარმოდგენილ პირებს შორის მოქმედს სუბიექტურს
უწოდებენ, სამოქმედოს კი-ობიექტურს. ზმნის ერთ ფორმაში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთი,
ორი, ან სამი პირი. ერთპირიან ზმნაში ოდენ სუბიექტური პირია წარმოდგენილი, ორპირიანში-ერთი
სუბიექტური და ერთიც ობიექტური, სამპირიანში-ერთი სუბიექტური და ორი ობიექტური.Oობიექ-
ტური პირი ორგვარია: პირდაპირი და ირიბი.Eეს პირები ზმნაში სათანადო ნიშნებით გამოიხატება.
ისინი შეიძლება წარმოდგენილი იყოს I, II ან III პირში.
თუ ზმნა პირველ პირშია და იგი ვ-ინით არის წარმოდგენილი, მაშინ სუბიექტურ წყობასთან
გვაქვს საქმე, ხოლო თუ პირველი პირი მ-ანით არის წარმოდგენილი, მაშინ წყობა ობიექტურია. პირ-
თა რომელობას ვარკვევთ შესაბამისი პირის ნაცვალსახელების შეწყობით, კერძოდ, I პირს შეესაბამე-

67
ბა ნაცვასახელები მხ. რიცხვში მე, მრავლობითში ჩვენ, II პირს შესაბამისად-შენ და თქვენ, III-კი ის,
იგი, ისინი, იგინი, მათ. მაგალითად: მე ვ-გალობ, ჩვენ ვ-გალობ-თ, შენ გალობ, თქვენ გალობ-თ, ის
გალობ-ს, ისინი გალობ-ენ...
I სუბიექტური პირის ნიშანი მხ. რიცხვში არის პრეფიქსი ვ-, მრავლობითში მას ემატება სუფიქ-
სი –თ, მაგ.: ვ-ცხოვრობ მე, ვ-ცხოვრობ-თ ჩვენ.
I სუბიექტური პირის ნიშანი ვ იხმარება როგორც ხმოვნების, ისე თანხმოვნების წინ. იგი იწერე-
ბა ვკინით დაწყებულ ფუძეებთანაც, გარდა ვალ ფუძისა. მაგ: ვ-ვარჯიშობ მე; ვ-ვარცხნი მე, მას; ვ-
ვარდები მე; ვ-ვექილობ მე, მას; ვ-ვითარდები მე... შდრ. მო-ვალ, წა-ვალ, გადა-ვალ, წამო-ვალ...
სუბიექტის I პირის ნიშანი არ ისმის ო და უ ბაგისმიერი ხმოვნების წინ, მისი ხმარება კი აუცი-
ლებელია: ვ-ოცნებობ, ვ-უყვარვარ და სხვ.
თანამედროვე ქართუში II სუბიექტური პირის ნიშნები ხ-, ჰ-, ს- არ იწერება, გარდა ხ-არ და ხ-
ვალ ზმნებისა (მე ვარ, შენ ხარ... მე მი-ვალ, შენ მი-ხ-ვალ), მრავლობითში კი ემატება სუფიქსი თ:
თქვენ ხ-არ-თ, თქვენ წერ-თ...
ძველ ქართულ სალიტერატურო ენაში ჰ- და ს- პრეფიქსები ზმნებში აღნიშნავდნენ II სუბიექ-
ტურ და III ირიბ ობიექტურ პირს, მაგრამ მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ რომელი ბგერით იწყებოდა
ზმნის ფუძე, კერძოდ: ბ, გ, დ, ვ, ზ, ლ, კ, მ, ნ, პ, ჟ, რ, ს, ფ, ქ, ღ, ყ, შ, ხ თანხმოვნების წინ იხმარება ჰ-
პრეფიქსი, ხოლო დ, თ, ტ, ჯ, ჩ, ჭ, ძ, ც თანხმოვნების წინ კი-ს თავსართი. ხმოვნის წინ კი აღნიშნული
პრეფიქსები საერთოდ იკარგებოდა.
საშუალ ქართულში ჰ- და ს- პრეფიქსების ხმარების წესი იშლება და იგი არავითარ კანონს აღარ
ემორჩილება. ჰ და ს პრეფიქსების ხმარების მოწესრიგება ვერ მოხერხდა ახალ სალიტერატურო ქარ-
თულშიც, ვიდრე სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენმა კომისიამ საბოლოოდ არ გადაწყვიტა
ეს საკითხი. Dდადგინდა, რომ არ იქნეს ხმარებული ჰ და ს პრეფიქსები II სუბუექტური პირის აღსა-
ნიშნავად, დარჩეს ეს პრეფიქსები მხოლოდ III ობიექტური პირის გამოსახატავად.
გამომდინარე ზემოთქმულიდან გვექნება: ა. ორპირიანი გარდამავალი ზმნები პრეფიქსის გარე-
შე: ბარავ, ბარავდი, ბარავდე, დაბარე, დაბარავდი, დაბარე, დაბარო (და არა: ჰ-ბარავ, ჰ-ბარავდი, ჰ-
ბარავდე)... კლავ, კლავდი, კლავდე, მოკლავ, მოკლავდე, მოკალი, მოკლა...ტეხ, ტეხდი, ტეხდე, გა-
ტეხდი, გატეხდე, გატეხე, გატეხო და მისთ. (და არა: ჰ-კლავ, ჰ-კლავდი, ს-ტეხ, ს-ტეხდი...).
ბ. ირიბობიექტიან ზმნებში III პირის ირიბი ობიექტის აღსანიშნავად ჰ პრეფიქსი დაიწერება
მხოლოდ ისეთ ზმნებში, რომელთა ფუძე იწყება ბ, ფ, პ, გ, ქ, კ, ყ თანხმოვნებით: და-ჰ-ფარფატებ-ს ის,
მას; და-ჰ-ფარფატებდ-ა ის, მას; გა-ჰ-პირები-ა ის, მას; გა-ჰ-პირებოდ-ა ის, მას; გა-ჰ-პირებოდე-ს ის,
მას; ჰ-გავს ის, მას; ჰ-გავდ-ა ის, მას; ჰ-გავდე-ს ის, მას...ა-ჰ-კიდებ-ს ის, მას, მას; ა-ჰ-კიდ-ა მან, მას, ის;
ა-ჰ-კიდო-ს მან, მას, ის; ა-ჰ-ყვებ-ა ის, მას; ა-ჰ-ყვ-ა ის, მას; ა-ჰ-ყოლი-ა ის, მას.
ს- პრეფიქსი ირიბობიექტიან ზმნებში იხმარება იმ შემთხვევაში, თუ ზმნის ფუძე იწყება ძ, ც, წ,
ჯ, ჩ, ჭ, დ, თ, ტ თანხმოვნებით:

ს ირ/ობ ს ირ/ობ ს ირ/ობ

და-ს-დევ-ს ის, მას მი-ს-დი-ა მან, მას და-ს-დევნები-ა ის, მას
ს ირ/ობ
ს-თხოვ-ს ის, მას, მას მო-ს-თხოვ-ა მან, მას, ის მო-ს თხოვო-ს მან, მას, ის
ს ირ/ობ ს ირ/ობ ს ირ/ობ
გა-ს-ცვეთი-ა ის, მას გა-ს-ცვეთოდ-ა ის, მას გა-ს-ცვეთოდე-ს ის, მას
ს ი/ო ს ირ/ობ ს ირ/ობ
შე-ს-ჩივი-ს ის, მას შე-ს-ჩივლ-ა მან, მას შე-ს-ჩივლო-ს მან, მას

68
ს ირ/ობ ს ირ/ობ ს ირ/ობ
შე-ს-ჭიდები-ა ის, მას შე-ს-ჭიდებოდ-ა ის, მას შე-ს-ჭიდებოდე-ს ის, მას
ს ირ/ობ ს ირ/ობ ს ირ/ობ
შე-ს-ჯავრები-ა ის, მას შე-ს-ჯავრებოდ-ა ის, მას შე-ს-ჯავრებოდე-ს ის, მას
ს ირ/ობ ს ირ/ობ ს ირ/ობ
გა-ს-წითლები-ა ის, მას გა-ს წითლებოდ-ა ის, მას გა-ს-წითლებოდე-ს ის, მას
ს ირ/ობ ს ირ/ობ ს ირ/ობ
გა-ს-ძნელები-ა ის, მას გა-ს-ძნელებოდ-ა ის, მას გა-ს-ძნელებოდე-ს ის, მას
ს ირ/ობ ს ირ/ობ ს ირ/ობ
გა-ს-ტკბობი-ა ის, მას გა-ს-ტკბობოდ-ა ის, მას გა-ს-ტკბობოდე-ს ის, მას...
პირდაპირი და ირიბი ობიექტის გასარჩევად მივმართავთ ასეთ ხერხს: ზმნის ფორმის პირველი
სერიიდან მეორეში გადაყვანისას თუ ობიექტმა ბრუნვა არ იცვალა, საქმე ირიბ ობიექტთან გვაქვს,
ხოლო თუ იცვალა_პირდაპირთან. მაგ.:
ს ი/ო
I სერია: რას შვრება? კერავს ის, მას
ს ი/ო
II სერია: რა ქნა? შეკერა მან, ის
ობიექტმა ბრუნვა იცვალა, მაშასადამე, იგი პირდაპირია. Aახლა ასეთ ზმნას დავაკვირდეთ:
ს ი/ო
I სერია: რას შვრება? სჯობს ის, მას
ს ი/ო
II სერია: რა ქნა? Aაჯობა, მან, მას
ობიექტმა ბრუნვა არ იცვალა, ე. ი. იგი ირიბია ( სუბიექტს აღნიშნავენ ლათინური s ასოთი,
ობიექტს კი o’თი).
პირდაპირი ობიექტი I სერიის ყველა მწკრივში და ორივე რიცხვში მიცემით ბრუნვაში დგას,
ხოლო II და III სერიაში კი-სახელობითში.
ირიბი ობიექტი ყველა სერიაში მიცემით ბრუნვაში დგას.
ცოცხალ მეტყველებაში ნაცვლად –ნენ სუფიქსისა ზოგჯერ ენ’ს ხმარობენ, რაც არასწორია. უნ-
და წარმოვთქვათ და ვწეროთ: უწყვეტელსა და I კავშირებითში: აკეთებდ-ნენ, კერავდ-ნენ, კლავდ-
ნენ... შავდებოდ-ნენ, სახლდებოდ-ნენ, ფითრდებოდ-ნენ... დ-ზე დაბოლოებულ ფორმებთან: მოდი-
ოდ-ნენ... ნენ მოუდით ასევე ვნებითებსა და დ’ზე დაბოლოებულ ფორმებს წყვეტილში: გაშავდ-ნენ,
დასახლდ-ნენ, გაფითრდ-ნენ... მოვიდ-ნენ. –ნენ სუფიქსი მოუდით ორპირიან გარდაუვალ ზმნებს II
თურმეობითსა და III კავშირებითში: შეჰკითხებოდ-ნენ, გაზრდოდ-ნენ, გაქცეოდ-ნენ... ეს წესი
ვრცელდება ერთ და ორპირიან დინამიკურ (თბება-ს ტიპის) ზმნებზე ზემოთ დასახელებულ მწკრი-
ვებში: თბებოდ-ნენ, შრებოდ-ნენ, დნებოდ-ნენ, სწყრებოდ-ნენ, რჩებოდ-ნენ, ხმებოდ-ნენ... გათბ-ნენ,
გაშრ-ნენ, გასწყრ-ნენ, დარჩ-ნენ, გახმ-ნენ... გასწყრომოდ-ნენ, გაზრდოდ-ნენ, გაფრთხილებოდ-ნენ
და ა. შ.
ერთპირიანი ზმნების III პირის მხოლობით რიცხვში უმართებულოა ჰ- და ს- პრეფიქსების ხმა-
რება, მაგ.: ს-ჩან-ს, შე-ს-დგ-ა, ს-დგა-ს, ს-ჭკნებ-ა და სხვ. Uუნდა ვიხმაროთ: ჩან-ს, შედგ-ა, დგა-ს,
ჭკნებ-ა და ა. შ.
შენიშვნა: თანამედროვე ქართულში რამდენიმე ზმნაში პრეფიქსი ს- ზემოდასახელებული წე-
სის მიხედავით არ უნდა იხმარებოდეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ ზმნებში აღნიშნული პრეფიქ-
სი უნდა დარჩეს, რამდენადაც ს- აქ ფუძესაა შეზრდილი, ეს ზმნებია:
გასტანს, გასტანდა, გასტანდეს, გასტანა, გასტანოს

69
გასწევს, გასწევდა, გასწევდეს, გასწია, გასწიოს
ასწევს, ასწევდა, ასწევდეს, ასწია, ასწიოს
გამოსცემს, გამოსცემდა, გამოცემდეს, გამოსცა, გამოსცეს
გასცემს, გასცემდა, გასცემდეს, გასცა, გასცეს.

70
თემა IV. წერის პროცესი; წერის პროცესის საფეხურები

ყველა სახის წერითი ნაშრომის გავრცელებული მიზნებია: ინფორმაციის მიწოდება; მკითხვე-

ლის დარწმუნება; ავტორის პოზიციის გამოხატვა.
წერის პროცესის პირველ ეტაპზე უნდა გამოიკვეთოს მიზეზი და მიზანი. სადისკუსიო კითხვე-
ბია: რატომ ვწერთ? რას ვწერთ? რისთვის ვწერთ? რა ვიცით ამ თემის შესახებ? რა დამატებითი სა-
კითხის შესწავლა გვჭირდება? რამდენად აქტუალურია ჩვენ მიერ შერჩეული თემა? რას ელოდება
ჩვენგან მკითხველი?
სტუდენტი, რომელიც იწყებს წერას, თავდაპირველად საკუთარ თავში არაა დარწმუნებული,
შეძლებს თუ არა თემის დაწერას. წერითი ნაშრომის შექმნაში მნიშვნელოვანია ცოდნა, ინფორმაციის
ათვისება, გაგება-ინტერპრეტაცია, ანალიზი და მიღებული ცოდნის, ინფორმაციის პრაქტიკაში გამო-
ყენება. გარდა ამისა, აკადემიური წერისთვის სტუდენტს უნდა გააჩნდეს კონკრეტული უნარ-ჩვევე-
ბი (ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, ანალიზის, დასკვნის უნარი).
წერის პროცესის საფეხურებია: თემის შერჩევა, ინფორმაციის შეგროვება, ნაშრომის დაგეგმვა,
ორგანიზება, შავი პირის შექმნა და რედაქტირება.

4.1. თემის შერჩევა

აკადემიური ნაშრომის შექმნაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო წერის პროცე-
სია. წერის პროცესში ერთ-ერთი მთავარი საკითხი თემის შერჩევაა. საკვლევი თემის შერჩევისას ავ-
ტორმა უნდა გაითვალისწინოს მიზანი და კონკრეტული ამოცანები, რაც სტუდენტებს განსაკუთრე-
ბით უჭირთ.
როგორ ხდება თემის შერჩევა?
1) ავტორი თავად ირჩევს თემას თავისი ინტერესების გათვალისწინებით.
2) ავტორი თემის არჩევაში არაა თავისუფალი, იგი ნაშრომს ქმნის სხვისი დაკვეთით (მოსწავ-
ლე- მასწავლებლის, სტუდენტი-ლექტორის დავალებით ან უფროსების რჩევით და ა. შ.); უნდა გამო-
იკვეთოს პრობლემა არგუმენტებით და კონტრარგუმენტებით. ასე იქმნებოდა წლების მანძილზე სო-
ციალური და პოლიტიკური მოთხოვნების მიხედვით განსხვავებული ხასიათის ტექსტები.
თემის შერჩევის შემდეგ იწყება წერის პროცესის მეორე ეტაპი-ინფორმაციის შეგროვება.

4.2. ინფორმაციის შეგროვება

როგორ ვიწყებთ წერას?
ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა გზა და საშუალება არსებობს. ინფორმაციის შეგროვება-
ში შესაძლებელია იმ ადამიანების დახმარებაც (მეგობრები, მშობლები, ლექტორები...), რომლებიც
უფრო მეტად ინფორმირებულნი არიან თემასთან დაკავშირებით.
ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენება შემდეგი სტრატეგიები: გონებრივი იერიში, გონებ-
რივი რუკა - ,,კლასტერი / აბლაბუდა“, თავისუფალი წერა, ჩანაწერების ჟურნალი, სადისკუსიო შე-
კითხვები, ტერმინთა განსაზღვრებები.
გონებრივი იერიშის მიზანია მაქსიმალურად დიდი ინფორმაციის შეგროვება, მოწესრიგება და
მათგან იმის შერჩევა, რაც საჭირო და აუცილებელია თემის განვითარებისთვის.
გონებრივი იერიშის ალტერნატივაა თავისუფალი წერა. თემის სათაურის შერჩევის შემდეგ
ვწერთ მოცემული თემის ირგვლივ ყველაფერს, რაც თავში მოგვივა. უნდა ვწეროთ შეუჩერებლივ,

71
ყოველგვარი რედაქტირების გარეშე, რადგან როცა ,,შინაგანი რედაქტორი“ გვაიძულებს დრო დავ-
კარგოთ შეცდომების გასწორებაზე, შეიძლება აზრი გაგვეფანტოს; ნურც იმაზე ვიფიქრებთ, ერთი
აზრი მეორეს მიჰყვება თუ არა. მთავარია იდეებს მოვუყაროთ თავი, შეცდომების გასწორება შემდე-
გაც მოხერხდება.
დაიხსომე:
თემის დაგეგმვისათვის მთავარია ინფორმაციის შეკრება და მომზადება. საამისოდ უნდა გამო-
ვიყენოთ კითხვითი სიტყვები და კითხვითი წინადადებები; შევეცადოთ გავერკვეთ ტერმინებში; გა-
მოვყოთ საკვანძო ტერმინები და კარგად გავიაზროთ ისინი.
 ჩამოწერეთ იდეები თემასთან დაკავშირებით
 დააჯგუფეთ მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია
 დაალაგეთ იდეები ლოგიკური თანმიმდევრობით
გონებრივი რუკა-კლასტერი/ აბლაბუდა ანუ სემანტიკური ბადეები არის გრაფიკული ორგანი-
ზატორები, რომელიც გვეხმარება იდეებს შორის კავშირის დამყარებაში.
ფურცლის შუაში, წრეში უნდა დავწეროთ თემის სათაური, შევეცადოთ წრის გარშემო დავა-
ფიქსიროთ მთავარი თემის ქვეთემები და გავიხსენოთ თემასთან დაკავშირებული ყველა იდეა, სა-
კითხი თუ ფაქტი; გამოვკვეთოთ პრობლემები და დავსვათ კითხვები.

72
ჩანაწერების ჟურნალი გამოიყენება ჩანაწერების სისტემატიურად გასაკეთებლად. მას თან ვატა-
რებთ და ვინიშნავთ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, სად ვართ, უნივერსიტეტში, ქუჩაში, საკონცერ-
ტო დარბაზსა თუ უცხო გარემოში.
ყველაფერი ეს დაგეხმარებათ ნაშრომის აგებაში. თუ გაართმევთ თავს ამ სამუშაოს, ჩათვალეთ,
რომ წარმატებას აღწევთ, მაგრამ წინ კიდევ უფრო სერიოზული სამუშაო გელით. თქვენ გადადი-
ხართ წერის პროცესის შემდეგ საფეხურზე.

4.3. ნაშრომის დაგეგმვა, ორგანიზება, შავი პირის შექმნა

ინფორმაციის შეკრების შემდეგ ვიწყებთ ფაქტობრივი მასალის დალაგებას, დამუშავებას, თემა-
ტური ნუსხის შედგენას. ეს გარკვეულ სამუშაოს მოითხოვს. ამ დროს სტუდენტის გონებაში უამრავი
აზრი ტრიალებს: რით დაიწყოს წერა, რა ინფორმაციაა საჭირო დასაწყისისთვის, რომ მკითხველს ინ-
ტერესი აღუძრას. თემის მონახაზი არის თავებად და ქვეთავებად ჩამოყალიბებული ჩამონათვალი
იმისა, რის დაწერასაც ვაპირებთ. ესაა ერთგვარი გეგმა, რომელსაც ყოველთვის ვიყენებთ წერის პრო-
ცესში. გეგმას წინასწარ მოფიქრება სჭირდება. მონახაზი თავდაპირველად შეიძლება სულ რამდენიმე
სიტყვისგან ან წინადადებისგან შედგებოდეს, მაგრამ მისი გავრცობა შესაძლებელია.
წერითი ნაშრომის ასაგებად საჭიროა: 1. ნუსხის შედგენა; 2. იდეათა კატეგორიზაცია და 3. აბ-
ზაცებად დალაგება და ესეს მონახაზის შექმნა.
წერის პროცესის ამ საფეხურის გავლის შემდეგ იწყება რედაქტირება, რაც გულისხმობს ტექ-
სტის გასწორებას, გამართვას ორთოგრაფიულად, მორფოლოგიურად, სინტაქსურად და სტილურად.
ათი რჩევა, როგორ ვწეროთ:
1. ყურადღება მიაქციეთ წერისთვის აუცილებელ ნივთებს. ნატალი გოლდდერგი თვლის,
რომ მწერლისთვის ფურცელი და კალამი იგივეა, რაც მჭედლისთვის იარაღი. იარაღს კი ყურადღე-
ბით შერჩევა სჭირდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად ძვირადღირებული უნდა იყოს,
მაგრამ თუ ჩვენ მოგვწონს, რაზეც ვწერთ და რითაც ვწერთ, ეს ამაღლებს ჩვენს განწყობას. მოკლედ,
წვრილმანებიც საკმაოდ ალამაზებს წერის პროცესს.
2. ზოგჯერ დამწყებ ავტორებს სურთ, სწრაფად და ერთბაშად დაასრულონ სამუშაო, მხოლოდ
ერთ გაკვეთილში. დავალება ეტაპებად უნდა დაიყოს, რომ შესაძლებელი გახდეს მისი ნაწილ-ნაწილ
შესრულება.
3. წერა ნიშნავს სიტყვების ფურცელზე ჩაწერას. უფრო სწორად კი გადაიტანო ფურცელზე ის,
რამაც თავში გაგიელვათ, მოგაფიქრდათ. არ უნდა მიაქციო ყურადღება შენს ,,შინაგან რედაქტორს“,
რომელიც უფრო შესწორებას ცდილობს და არა შექმნას. წერის პროცესი შეიძლება შევადაროთ ჩონ-
ჩხის ნაწილ-ნაწილ აწყობას: პირველი ვარიანტი - ,,ვალაგებთ ნაწილებს’’ (ვიწერთ აზრებს); მეორე -
,,ვაწყობთ ჩონჩხს’’ (ვალაგებთ აზრებს თანმიმდევრობით); მესამე - ,,ვამოწმებთ კბილებს“ (ვაზუს-
ტებთ დეტალებს, რაიმე ხომ არ აკლია, ან პირიქით).
4. დაიწყეთ შედარებით მცირეთი. ჯერ უნდა გავიწაფოთ პატარა დავალებების წერაში, შემდეგ
თანდათან გადავიდეთ რთულზე. უნდა დავიცვათ რამდენიმე პრინციპი:
* ვწეროთ გაუჩერებლად;
* არაფერი ჩავინიშნოთ;
* ყურადღება არ მივაქციოთ გრამატიკულ, ორთოგრაფიულ შეცდომებს და სასვენ ნიშნებს (თუ
ისინი გაგვეპარება, მათი გასწორების საშუალება გვექნება);
* არ ვიძაბებით;
* ,,ვიძირებით“ წერის პროცესში.
5. ოსტატობა გამოცდილებით მიიღწევა

73
ნატალი გოლდდერგი წერის პროცესს ადარებს სირბილს, რაც უფრო მეტს დარბიხარ, მით
უკეთს შედეგს აღწევ. ამასთანავე ის აღნიშნავს: არავის ეჭვს არ იწვევს, რომ სპორტსმენს წარმატების
მისაღწევად ხანგრძლივად ვარჯიში სჭირდება, წერის სწავლისას ეს ფაქტორი აუცილებლად გასათ-
ვალისწინებელია;
6. ნათლად და კონკრეტულად წერა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია მკითხველს
უკეთ აუხსნა. აზრის ნათლად გამოთქმისთვის აუცილებელია შესაფერისი სიტყვებისა და გრამატი-
კული კონსტრუქციების ცოდნა;
7. ის, ვინც წერას სწავლობს, კითხვასაც სწავლობს. ენი ლამოტის აზრით, წერის უნარის გან-
ვითარებაზე მუშაობის დროს ადამიანი იმავდროულად კითხვის უნარის განვითარებაზეც მუშაობს,
ესაა წერის სწავლების კიდევ ერთი უპირატესობა. როდესაც ავტორი ხდები, სხვა ავტორის მიერ შექ-
მნილ ტექსტებს ახლებურად კითხულობ.
8. წერა შეცდომების დაშვებას გულისხმობს. ენი ლამოტი პერფექციონიზმს ავტორთა მტერს
უწოდებს. ჯობია, წერო და შეცდომები დაუშვა, ვიდრე პირველივე შემოქმედებითობის ეტაპზე მხო-
ლოდ იმაზე იფიქრო, რომ დაშვებული შეცდომების შესწორება მოგიხდება. პირველივე ვარიანტი არ
შეიძლება იდეალურად გამოიყურებოდეს.
9. შემოქმედებითი იდეების ნუსხა. ნატალი გოლდდერგი გვირჩევს, შევქმნათ იდეების, საინ-
ტერესო თემების ნუსხა, რაც დაგვეხმარება შემოქმდებითი ნაშრომების შექმნაში. ნაწერი მაშინ არის
ფასეული, თუ მასში ავტორის თვითგამოხატულება ჩანს.
10. წერა არც ისე იოლი სამუშაოა. წერა რთული პროცესია, რომელიც მიზანსწრაფულობას მო-
ითხოვს. ფასეულის მისაღებად დაუღალავი შრომაა საჭირო.
ჯეფ უილინგემი, არკანზასის უნივერსიტეტის
პროფესორი (ანთოლოგია 2005- 2007.)

უნდა გავითვალისწინოთ ასევე:

1. ვწეროთ სტრიქონთა შორის თითო ხაზის გამოტოვებით, რათა შესაძლებელი გახდეს ჩასწო-
რებების გაკეთება; დავიცვათ მინდორი;
2. ვწეროთ მარტივი ენით, არ გამოვიყენოთ ორაზროვანი ფრაზები, ზერთული კონსტრუქციე-
ბი, რაც აბუნდოვნებს აზრს. რაც მეტად ვართულებთ სათქმელს, მით მეტ შეცდომას ვუშვებთ;
3. რედაქტირება არაა დასჯა. წერა შეცდომების გარეშე არ არსებობს. თუ თქვენ აკადემიურად
შესრულებულ, სრულყოფილ ნაშრომს ნახავთ, არ უნდა იფიქროთ, რომ ასე ვერასდროს დაწერთ. გა-
მოჩენილი მწერლებიც კი რამდენჯერმე გადაამუშავებდნენ ხოლმე ნაწერს, ვიდრე მას საბოლოო სა-
ხეს მისცემდნენ;
4. ყოველი აბზაცის დაწერის შემდეგ გადავიკითხოთ ნაწერი, რომ არ ავცდეთ მთავარ სათ-
ქმელს, არ დავარღვიოთ აზრის ლოგიკური განვითარება.
5. წერის დასრულების შემდეგ აუცილებლად წავიკითხოთ ნაწერი (წარმოვიდგინოთ, სხვის ნა-
წერს ვკითხულობთ).

დაიხსომეთ: უცხო სიტყვათა გადმოცემის ზოგიერთი წესი ქართულში

ა). უცხო ენებიდან შემოსული სიტყვები, რომლებშიაც მსესხებელ ენაში ჰ იწერება, ქართულშიც
ჰ ბგერით უნდა გადმოიცეს: ჰალუცინაცია, აბსტრაჰირება, ალკოჰოლი, ბეჰემოთი, ნიჰილიზმი, ჰაი-
ნე, ჰაიმორიტი, ჰალსტუხი, ჰამაკი, ჰანიბალი, ჰარმონია, ჰეგემონია, ჰერაკლე, ჰერბარიუმი, ჰექტარი,
ჰიგიენა, ჰოსპიტალი, ჰუმანიზმი, ჰონორარი...
შეცდომაა: აბსტრაგირება, ალკოგოლი, ალკოგოლიკი, ბეგემოტი, ნიგილიზმი, გაიმორიტი...

74
ბ). თუ მსესხებელ ენაში გ არის, ქართულშიც გ უნდა ვიხმაროთ: განგსტერი, გარიბალდი, გარ-
ნიტური, გასტროლი, გენია, გენიოსი, გერცენი, გილიოტინა და სხვ.
შეცდომაა: ჰანგსტერი, ჰარიბალდი, ჰიბრალტარი...
გ). ქართულში თ იწერება იმ სიტყვებში, რომელთაც მსესხებელ ენაში თ აქვთ: ათლეტი, ანტი-
პათია, აპათია, ბიბლიოთეკა, ეთიკა, ეთნოგრაფია, ენთუზიაზმი, ეპითეტი, ესთეტიკა, თეოლოგია,
თეორია, თერაპია, ლაბირინთი, მიზანთროპი, ნევროპათია, ორთოდოქსი, პათოლოგია, სიმპათია,
ფილმოთეკა, ქრესტომათია და სხვ.
შეცდომაა: ატლეტი, ანტიპატია, აპატია, ბიბლიოტეკა, ეტიკა და მისთ.
დ). მაგრამ თუ მსესხებელ ენაში ტ იწერება ქართულშიაც ტ’თი უნდა გადმოიცეს: აბიტურიენ-
ტი, ადაპტაცია, არმატურა, ასტეროიდი, ეტიკეტი, კატალოგი, მეტასტაზი, მეტონიმია, პლატფორმა
პორტფელი, ტერმინი და სხვ.
შეცდომაა: აბითურიენთი, ადაპთაცია, არმათურა(ან ალმათურა), ასთეროიდი და მისთ.
ე). თუ ბერძნულ-ლათინურიდან მომდინარე სიტყვათა ამოსავალ ფორმაში ხ გვაქვს, ქართულ-
ში გადმოტანისას ქ უნდა: ანარქია, არაქისი, არქაიზმი, არქეოლოგია, არქივი, არქივარიუსი, არქიპე-
ლაგი, არქიტექტორი, აქილევსი, ბრონქი, დიაქრონია, იერარქია, მელანქოლია, მექანიზმი, მონარქია,
ოლიგარქია, პატრიარქი, სინქრონია, სტიქია, სქემა, სქოლიო, ტექნიკა, ფსიქიატრი, ფსიქიკა, ქარტია,
ქაოსი, ქირურგი, ქლორი, ქრონიკა...
შეცდომაა: ანარხია, არახისი, არხაიზმი, არხეოლოგია და მისთ.
ვ). გერმანული ენიდან ნასესხებ სიტყვებში, რომლებიც ei დიფთონგს შეიცავენ, ქართულად
დაიწერება არა ეი, არამედ აი: აინშტაინი, ბალეტმაისტერი, კონცერტმაისტერი, ლაიბნიცი, ლაიპცი-
გი, პოლიცმაისტერი, რაიხსკანცლერი, რაიხსტაგი, ცაიტნოტი, ცვაიგი, ჰაინე და მისთ.
შეცდომაა: ეინშტეინი, ბალეტმეისტერი, რეიხსტაგი და მისთ.
აღნიშნულ წესს არ ემორჩილება სიტყვები, რომლებიც გერმანულიდან რუსულის გავლით შე-
მოსულა ქართულში, ასეთებია: ბრონშტეინი, ეიზენშტეინი, ეიხენბაუმი, ეიხენვალდი, რუბინშტეინი
და სხვ.
ზ). ქართულში რუსულის გზით შემოსულია რამდენიმე ათეული სიტყვა, რომელთაც რუსულ
დაწერილობაში ля მოუდით, მაგრამ ქართულში ლა-თი უნდა ვწეროთ: აკუმულატორი, აპელაცია,
არტიკულაცია, ასიმილაცია, დისიმილაცია, ვენტილატორი, იზოლატორი, იზოლაცია, ინფლაცია,
იუბილარი, კალკულატორი, კანცელარია, კაპილარი, კაპიტულაცია, კორელატი, ლაფსუსი, მალარია,
მანიპულაცია, პლაჟი, პოპულარიზაცია, პოპულარობა, ჟესტიკულაცია, რეგულატორი, რელაცია, სი-
მულანტი, სპეკულანტი, ტრანსლაცია, ფორმულარი, ფუტლარი, ცირკულაცია...
შეცდომაა: აპელიაცია, აკუმლიატორი, ასიმილიაცია, ეგზემპლიარი, ფუტლიარი და მისთ.
თ). რუსული ენის გზითვე შემოსული სიტყვები, რომლებსაც რუსულში лю მოუდით, ქარ-
თულში ლუ-თი გადმოიცემა: აბსოლუტი, აგლუტინაცია, ალუმინი, გლუკოზა, ევოლუცია, ვალუტა,
ილუზია, ილუსტრაცია, ლუსტრა, ლუქსემბურგი, ლუქსი, ლუციფერი, მოლუსკი, პლურალიზმი,
პლუსი, რევოლუცია, სალუტი, ცელულოზა, ჰალუცინაცია და სხვ.
შეცდომაა: აბსოლიუტური, აგლიუტინაცია, ალიუმინი, გლიუკოზა, ევოლიუცია და მისთ.
ი). რუსულის გზით ქართულში შემოსულ უცხო სიტყვებს, რომელთაც რუსულ ენაში кз აქვთ
ქართულში გზ ექნებათ: ეგზარქოსი, ეგზეკუტორი, ეგზეკუცია, ეგზემა, ეგზემპლარი, ეგზოტიკა და
სხვ.
შეცდომაა: ეკზემპლარი, ეკზემა, ეკზეკუცია და მისთ.
კ). ლათინურიდან მომდინარე qu კომპლექსის შემცველი სიტყვები ქართულში გადმოიცემა კვ
კომპლექსით: ადეკვატი, აკვარელი, აკვარიუმი, ანტიკვარი, ეკვატორი, ეკვივალენტი, კვადრატი, კვა-
ლიფიკაცია, კვრტალი, კვარტეტი, კვორუმი, ლიკვიდაცია, რეკვიზიტი, რელიკვია და სხვ.

75
შეცდომაა: ადექვატური, ანტიქვარი, რელიქვია, ექვივალენტი და მისთ.
ლ). kt კომპლექსის შემცველი უცხო სიტყვები ქართულში გადმოიცემა ქტ კომლექსით: აბ-
სტრაქტული, ანტარქტიკა, არქიტექტონიკა, არქიტექტორი, არქტიკა, ასპექტი, აფექტი, აქტი, აქტივი,
აქტიორი, ბაქტერია, გალაქტიკა, დეტექტივი, დიალექტი, დიალექტიკა, დირექტივა, დიქტატი, დიქ-
ტორი, დოქტრინა, ელექტრონი, ელექტრონი, ეფექტი, ინდუქტორი, ნინფარქტი, ისპექტორი, კაქტუ-
სი, ობიექტი პაქტი,რეაქტივი, სექტა, სპექტრი და ა.შ.
შეცდომაა: ანტრაკტი, არქიტეკტორი, არკტიკა, აფეკტი, გალაკტიკა და ა. შ.
მ). kc კომპლექსის შემცველი უცხო სიტყვები ქართულში ქც-თი გადმოიცემა: აბსტრაქცია, ატ-
რაქციონი, აუქციონი, აქცენტი, აქცია, აქციონერი, დედუქცია, ინდუქცია, ინფექცია, დიქცია, ვაქცინა,
ლექცია, პროდუქცია, რედაქცია, რედუქცია, სანქცია, სექცია, სელექცია, ფიქცია, ფრაქცია, ფუნქცია
და სხვა.
შეცდომაა: ატრაკციონი, აკცენტი, დიკცია, ინსპეკცია და მისთ.
ნ). ps კომპლექსის შემცველი უცხო სიტყვები ქართთულში გადმოიცემა ფს კომპლექსით: აპო-
კალიფსი, ელიფსი, ეპილეფსია, კაფსული, ლაფსუსი, პეფსინი, რაფსოდია, ფსევდონიმი, ფსიქიატრი,
ფსიქიკა, შტეფსელი და სხვა.
შეცდომაა: აპოკალიპსი, ელიპსი, ეპილეპსია, კაპსული და მისთ.
ო). ks კომპლექსის შემცველი უცხო სიტყვები ქართულში გადმოიცემა ქს კომპლექსით: ანექსია,
ასფიქსია, აფიქსი, აქსესუარი, აქსიომა, ბოქსი, ექსკავატორი, ექსკურსია, ექსპერიმენტი, ექსპანსია, ექ-
სპედიტორი, ვექსილი, ინდექსი, ინფიქსი, იქსი, კექსი, პრეფიქსი, რეფლექსი, სინტაქსი, ტაქსი, ტექ-
სტი, ფენიქსი, ფლექსია და სხვ.
პ). pc გადმოიცემა ფც კომპლექსით: კონცეფცია, კორუფცია, ლაიფციგი, პერცეფცია და მისთ.
ჟ). რუსული და სხვა ენებიდან რუსულში შემოსული ё-ს შემცველი სახელები ქართულში გად-
მოიცემა იო კომპლექსით: აქტიორი, ბოქსიორი, ბუდიონი, გასტროლიორი, გრავიორი, გრიმიორი,
კოვალიოვი, მოროდიორი, მონტიორი, პოზიორი, ჟონგლიორი, ფრაზიორი და ა. შ. ხოლო ж, ш, ч-ს
შემდეგ ქართულში ё-ს შემდეგ იწერება ო: ჟოლტაია (მდინარის სახელია), (გვარი), ჩორნი რინოკი
(ადგილის სახელია) და სხვ.
რ). რუსულში -ироват სუფიქსით ნაწარმოებ სიტყვათა უმეტესობას ქართულში გადმოჰყვება
ამ სუფიქსისეული ир ნაწილი და გვაქვს ასეთი ფორმები: аннексировать-ანექსირება, апробировать-
აპრობირება. ანალოგიური გზითაა მიღებული: ასიმილირება, გაზიფიცირება, დეკლამირება, დემონ-
სტრირება, დიფერენცირება, დოზირება, დომინირება, დუბლირება...
ს). -ироват სუფიქსით ნაწარმოებ სიტყვათა მეორე ნაწილი ქართულში ჩვენი ენის მორფოლო-
გიური საშუალებებით გადმოიცემა, ჩაგდებულია დასახელებული სუფიქსის ир ნაწილი და ნაწარ-
მოებია ნასახელარი ზმნა, ამ უკანასკნელისაგან კი-საწყისი: анализировать- ანალიზი>ა-ანალიზ-
ებ-ს>გა-ანალიზ-ებ-ა. ამავე წესით არის ნაწარმოები ფორმები: балзамировать-
ბალზამი>აბალზამებს>დაბალზამება, консервировать-კონსერვი> აკონსერვებს>დაკონსერვება,
пломбировать-პლომბი>პლომბავს>დაპლომბვა...
ტ). –изировать და –изовать სუფიქსებით ნაწარმოებ სიტყვებს ქართულში გადმოჰყვება სუ-
ფიქსისეული -из და გვაქვს ასეთი ფორმები: დეტალიზება, იმპროვიზება, ლეგალიზება, მოდერნი-
ზება, ორგანიზება, ლოკალიზება, მობილიზება, პარალიზება, სტერილიზება და სხვა (შალამბერიძე).
უ). ბერძნულიდან და ლათინურიდან ქართულში შემოსულ სიტყვებში უნდა დაიწეროს ქ და
არა ხ: არქაიზმი, არქეოლოგია, არქიმედე, ბრონქი, იქთიოლოგია, პოლიტექნიკური, სტიქიური, ტექ-
ნიკა, ტექნიკუმი, ფსიქიკა, ქრონიკა, ქრონოლოგია და სხვ.
შეცდომაა: არხაიზმი, ბრონხი, არხიტექტურა, ტეხნიკა, ფსიხიკა და მისთ.

76
ფ). თ უნდა დაიწეროს ბერძნულიდან და ლათინურიდან შემოსულ სახელებში, რომელთაც
მსესხებელ ენაში თ აქვთ, ხოლო როცა ბერძნულ-ლათინურში ტ არის, ასეთი სიტყვა ქართულშიც ტ-
თი უნდა გადმოიცეს.Aამის მიხედვით ქართულში თ იწერება შემდეგ სიტყვებში: ათეისტი, ანთო-
ლოგია, ანთროპოლოგი, აპათია, არითმეტიკა, ეთერი, ეპითეტი, თეზისი, თეოლოგია...
ტ-თი უნდა გადმოიცეს შემდეგი სიტყვები: ატროფია, ეტიმოლოგია, კატეგორია, კლიმატი, ონ-
ტოლოგია, ტელეგრაფი, ტერორი, ტიფი, ფოტოგრაფია...
ქ). რუსულის გზით შემოსულ ея-ზე დაბოლოებული სიტყვები ქართულში უნდა გადმოიცეს
ეა-თი: ასამბლეა, ბაკალეა, ბატარეა, გალერეა, იდეა, ეპოპეა, პანაცეა, ტრაქეა, ორქიდეა, ფსიქეა, იუდე-
ა... საკუთარი სახელები უნდა დარჩეს ამგვარად: პელაგია ...
ღ). უცხოური სიტყვები, რომელთაც რუსულში –ся დაბოლოება აქვთ, ქართულში ორგვარი სა-
ხით დამკვიდრდა: I. ასეთ სიტყვათა უმრავლესობა უცვლელად შემოვიდა –ა დაბოლოებით და ა-ზე
გათავებული ფუძეკვეცადი სახელების რიგში ჩადგა: ბაზა-ბაზ-ის, ბაზ-ით, ბაზ-ად, ბაზ-ებ-ი...ლამ-
პა-ლამპ-ის, ლამპ-ით, ლამპ-ებ-ი...II. ზოგ ასეთ სახელს მოეკვეცა ბოლოკიდური ა და თანხმოვანფუ-
ძიან სახელებს გაუთანაბრდა, ასეთებია: გაზეთი, პაპიროსი, კატლეტი, ციფრი, პუდრი და სხვ. თუმ-
ცა პარალელური ფორმებითაც შეიძლება შეგვხვდეს: ბომბა||ბომბი, გრანატა||გრანატი, ფანერა||ფანე-
რი, ციტატა||ციტატი და სხვა. ლექსიკონებშიც სხვადასხვა დაბოლოებით შეაქვთ. მათემატიკურ ტერ-
მინოლოგიაში კი ამგვარი სიტყვები უფრო ა-მოკვეცილი იხმარება: ამპლიდუტი, ბისექტრისი, მედი-
ანი, ორბიტი, პრიზმი, პლანეტი, ჰიპერბოლი, ჰიპოთეზი და მისთ.
ანალოგიური პარალელური ფორმები საკუთრივ ქართულ სიტყვებსაც მოეპოვებათ, მაგრამ
უფრო გაბატონებული ჩანს ა ბოლოხმოვნიანი სახელები: ძალა||ძალი, მელა||მელი, კალათა||კალათი,
წიფელა||წიფელი...
ამდენად, а-ზე დაბოლოებული რუსულის გზით შემოსული უცხო წარმოშობის სიტყვები ქარ-
თულში უნდა გადმოიცეს 1. –ა დაბოლოებით: აბსცისა, ამპულა, ანკეტა, ანტენა, აორტა, ბაცილა,
ბლოკადა, კაბინა... 2. გამონაკლისის სახით თანხმოვანფუძიანებად უნდა დარჩეს: გაზეთი, ციფრი,
კატლეტი, პაპიროსი, პაპი, ვახტი, შახტი, ზამში, იოტი, როზგი და მისთ.

77
სავარჯიშო:
1. გამოიყენეთ გონებრივი რუკა თემისათვის ,,ჩემი უნივერსიტეტი“, უპასუხეთ კითხვებს და
შექმენით თემის გეგმა-მონახაზი .

ჩემი უნივერსიტეტი

1.რა იცით შერჩეული თემის შესახებ?--------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.როდის დაიწყეთ ფიქრი უნივერსიტეტის შესახებ?---------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.რამდენად თავისუფალი იყავით არჩევანში? ----------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.როგორ წარმოგედგინათ თქვენი პირველი დღე უნივერსიტეტში და რამდენად გაგი-
მართლდათ მოლოდინი?------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ოთხი წლის შემდეგ?---------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

78

6. ფიქრობთ თუ არა, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ?--------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. გამოიყენეთ ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდი თემისათვის: ,,მე მიყვარს საქართველო“.

პირველი ეტაპი: 5-10 წუთის განმავლობაში ჩამოწერეთ თემასთან დაკავშირებული რაც შეიძ-
ლება მეტი საკითხი თუ იდეა.

მეორე ეტაპი: დააჯგუფეთ მსგავსი აზრები და დაიწყეთ იდეებად დალაგება.

79

მესამე ეტაპი: დაალაგეთ აბზაცები.

3.შექმენით გონებრივი რუკა თემაზე - ,,მეგობრობა’’, გამოყავით ძირითადი და დამხმარე სა-

კითხები.

მეგობრობა

4. წაიკითხეთ ერთი საგაზეთო სტატია, გამოკვეთეთ მთავარი აზრი, რის თქმა სურს ავტორს
და რამდენად ახერხებს იგი სათქმელის მკითხველამდე მიტანას? როგორაა შერჩეული სათაური და
რამდენად შეესაბამება იგი სტატიის შინაარსს?

.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................

80

5. შეარჩიეთ სათაური ტექსტისთვის:

,,ისმენს და ვერც გულით ხვდება, სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ძე-კაცის შესაცნობად
და მისაღებად: უსმენდნენ, მაგრამ ვერ გებულობდნენ, ხედავდნენ, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ, სწორედ
ამიტომ ,,უსმენდნენ საღამოთა ხმას ტანჯვით და მოკრძალებით მაცხოვრის თვალები“. საღამო იგივე
სულიერი და სიბრმავე და სიყრუეა, ბნელში, წყვდიადში მოარული აჩრდილების სახით რომ ჩნდე-
ბიან მაცხოვრის თვალებში. ამ ყრუ, ბრმა და მძინარე ხალხის დასახსნელად ეცვა ჯვარს მაცხოვარი;
ამ დაბნეულ, გაფანტულ, გზაკვალარეულ ცხოვართათვის დაღვარა ძე კაცისამ სისხლი“.
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................

6. დაგეგმეთ ტექსტი, მოამზადეთ მონახაზი თემაზე ,,თანამედროვე მოდა’’

7.დაწერეთ თემა: ,,ჩემი საყვარელი მასწავლებელი’’, გამოკვეთეთ: გარეგნული, პიროვნული,

პროფესიული თვისებები, პერსონალური უნარები, განსაკუთრებული თვისებები და დაალაგეთ
იდეები და აბზაცები.

81

1. დაასახელეთ წერის პროცესის საფეხურები;
2. რის მიხედვით შეირჩევა თემა?
3. რას ნიშნავს გონებრივი იერიში?
4. რას ვაკეთებთ თემის შერჩევის შემდეგ?
5. რა სტრატეგიები გამოიყენება ინფორმაციის შესაგროვებლად?
6. რა მიზნით ვიყენებთ გონებრივ იერიშს?
7. რას ნიშნავს კლასტერი-აბლაბუდა და როგორ ვიყენებთ მას აკადემიურ წერაში?
8. რას ნიშნავს თავისუფალი წერა?
9. რაში გეხმარებათ ჩანაწერების დღიური და ვინ იყენებს მას?
82
10. რატომ უნდა ,,გამოვრთოთ“ შინაგანი რედაქტორი წერის დროს?
11. რაში გვეხმარება კლასტერი?
12. რას გულისხმობს ესეს შავი პირის შექმნა?
13. რა ეწოდება ტექსტის შეცდომების გასწორებას?
14. წერის პროცესის რომელიმე ეტაპის გაუვლელად რამდენად შესაძლებელია აკადემიური
ნაშრომის შექმნა?
15. უილინგემის მიერ შემოთავაზებული რჩევებიდან რომელს იყენებდით აქამდე? რომელი
გამოგადგებათ შემდგომში?

83
თემაV. თეზისი; თეზისის განვითარება; ესეს შავი პირის შექმნა

აკადემიური ნაშრომის წერისას მთავარი ყურადღება ექცევა თეზისის შედგენას, რადგან ესეს
ძირითად ნაწილში განთავსებული ყველა სხვა აბზაცი შინაარსობრივად მასთან უნდა იყოს დაკავში-
რებული. მკითხველი პირველ რიგში დიდი ინტერესით ეცნობა თეზისს, რადგან სწორედ მისი სა-
შუალებით იგებს, რის თქმა სურს ავტორს, როგორია მისი პოზიცია, დამოკიდებულება მოცემული
საკითხისადმი. თეზისი არის სამსჯელო საკითხთან დაკავშირებით ავტორისეული დასკვნა. ზოგ-
ჯერ გადმოცემულია ასეთი დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზებიც. შესაბამისად, მკითხველმა
უკვე იცის, რის შესახებ უნდა განავითაროს ავტორმა მსჯელობა ძირითად ნაწილში. ვინაიდან თეზი-
სი ავტორის ძირითად პოზიციას ნიშნავს,მისი გამოკვეთა და დასაბუთება განსაკუთრებით აუცი-
ლებელია არგუმენტირებული ესეს წერისას.
თეზისის ჩამოყალიბება წერის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება დაიწყოს. ძირითადად
ეს ხდება ან ინფორმაციის დაგროვების, ან კიდევ წერის დასაწყისშივე, თემის შერჩევის შემდეგ.
თეზისი აგებულია საკვანძო სიტყვაზე. მაგალითად: ,,განათლება“, ,,სპორტი“, ,,კულტურა“...
თეზისები:
1.განათლება თვითდამკვიდრების აუცილებელი პირობაა.
2.სპორტი ჯანმრთელობის საწინდარია.
3.კულტურა ეროვნული თვითმყოფადობის საფუძველია.
როგორც წესი, თეზისი ერთი-ორი წინადადებისაგან შედგება (ფაქტობრივად, მთლიანი
ესე ჯამდება ერთი-ორი წინადადებით). თეზისი უნდა გაივრცოს, გაიშალოს. ეს არის ახსნა-განმარ-
ტება იმისა, რასაც ვგულისხმობთ მთავარ სათქმელში.
თეზისის ჩამოყალიბება არ შეიძლება კითხვის სახით, მაგრამ კითხვების დასმა თეზისის გაშ-
ლის საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა (რატომ? რას გულისხმობს საკვანძო სიტყვა და საკვანძო
წინადადება? რა არის მოცემული მონაკვეთის დედააზრი? რა არის წინა პლანზე წამოწეული? რა
არის მნიშვნელოვანი და რატომ? არის თუ არა ამ კითხვის პასუხი ამ მონაკვეთში? უკავშირდება თუ
არა მოცემული მონაკვეთი თეზისს? რა პარალელების გავლება შეიძლება?). მსჯელობის გასაშლე-
ლად და შესაჯამებლად გამოიყენება სათანადო ენობრივი საშუალებები (იმიტომ, რომ... რადგან...
ვინაიდან... იმდენად რამდენადაც... შეიძლება ვიფიქროთ... ვივარაუდოთ... ვიმსჯელოთ... ეს აიხსნე-
ბა იმით... შეიძლება ითქვას, რომ....).
ამრიგად, თეზისის შედგენა წერითი ნაშრომის შესრულების წინაპირობაა. მას უდიდესი როლი
ენიჭება, ამიტომ საკვანძო დებულებასაც უწოდებენ. თეზისი არის არგუმენტის საფუძველი.
საკვანძო დებულება (თეზისი) არის წინადადება, რომელიც მოიცავს ესეს ძირითად იდეას. აბ-
ზაცის ძირითად სათქმელს კი გამოხატავს თემატური წინადადება. იგი განსხვავდება დებულებისა-
გან, კერძოდ, საკვანძო დებულება უფრო ფართოა და ესეს წამყვან აზრს გადმოგვცემს.
საკვანძო დებულება გამოხატავს აზრს, შეხედულებას და არა ფაქტს, ამიტომაცაა სავალდებუ-
ლო მისი შემდგომი ახსნა და დასაბუთება. ამასთან, საკვანძო დებულება თემასთან დაკავშირებულ
მხოლოდ ერთ იდეას გამოხატავს.
ეფექტური თეზისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. თეზისი უნდა იყოს განთავსებული ნაშრომის დასაწყისში, მის შესავალ აბზაცში.
ჩვეულებრივ, ის წარმოადგენს შესავალი აბზაცის ბოლო წინადადებას;
2. თეზისი მხოლოდ ერთ თემას უნდა ეხებოდეს;

84
3. თეზისი არ უნდა იყოს ფაქტი, რომელსაც არ სჭირდება შემდგომი მსჯელობა და განვითარე-
ბა;
4. არ შეიძლება თეზისის ჩამოყალიბება კითხვის სახით. თეზისი თვით უნდა წარმოადგენდეს
პასუხს გარკვეულ კითხვაზე;
5. თეზისი უნდა მოიცავდეს ესეს თემის განმსაზღვრელ აზრს, ანუ აზრს, რომელიც წარმართავს
ესეს განვითარების პროცესს მისი ძირითადი აბზაცების საშუალებით.

მაგალითად:
თემის სათაური: ტურიზმის განვითარება საქართველოს მთიან რეგიონებში
თეზისი I:
საქართველოს გამორჩეული მრავალფეროვანი ბუნების გამო მნიშვნელოვანი ტურისტუ-
ლი პოტენციალი აქვს.
ძირითადი ნაწილი:
დღეს, როცა მკვიდრი საფუძველი ეყრება ტურიზმის განვითარებას, აღმოსავლეთ და დასავ-
ლეთ საქართველოს რამდენიმე მთიანი რეგიონი გამოიყოფა, რომელთაც მართლაც კარგი პოტენცია-
ლი აქვთ ტურისტების მოსაზიდად... კახეთის მთიანეთიდან აღსანიშნავია თუშეთი და ფშავ-ხევსუ-
რეთი, ხოლო დასავლეთიდან, ალბათ, სვანეთი განსაკუთრებულია... სამწუხაროა, რომ უმრავლესობა
ქართველებისა ამ რეგიონების ტრადიციებს უმეტესად ამავე მთებში დაბადებული გენიოსების შე-
მოქმედების წყალობით იგებს... დღესდღეობით ერთეულებს თუ აქვთ მოვლილი საქართვე-
ლოს მთიანი მხარეები. თანამედროვეობის ესოდენ პოპულარულ და პრესტიჟულ ტურიზმის მე-
ნეჯერის სპეციალობას ამიტომაც მეტი მონდომებით ეუფლებიან ახალგაზრდები.
დასკვნითი ნაწილი:
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალში ტურიზმი მეტად განვითარდება საქართველოს
მთიანეთში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას და მოსახლეობის სოციალური
მდგომარეობის გაუმჯობესებას.
თეზისი II:
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მნიშ-
ვნელოვანი ადგილი უჭირავს.
შეავსეთ გონებრივი რუკა და განავითარეთ თეზისი.

რსუ

ძირითადი ნაწილი:

85
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დასკვნითი ნაწილი:

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დაიხსომე: კომპოზიტებისაგან (რთული სახელებისაგან) ნაწარმოები რთული ზმნების მარ-

თლწერა
ქართულში ნასახელარ ზმნათა ერთი ჯგუფი სახელის ფუძეზე –ობ თემის ნიშნის დართვით
იწარმოება, მაგ.: ავადმყოფი-ავადმყოფ-ობ-ს, ხელმძღვანელი-ხელმძღვანელ-ობ-ს, ავკაცი-ავკაც-ობ-ს,
ბერიკაცი-ბერიკაც-ობ-ს, გულდიდი-გულდიდ-ობ-ს, გულზვიადი-გულზვიად-ობ-ს, გულჩვილი--
გულჩვილ-ობ-ს...
ასეთ ზმნებში დაზუსტებას მოითხოვს ზმნის პირის ნიშნის ადგილის საკითხი. III სუბიექტუ-
რი პირის ნიშანი ზმნას ყოველთვის ბოლოში მოუდის და აქ, ბუნებრივია, გასარკვევიც არაფერია. II
სუბიექტურ პირსაც თანამედროვე სალიტერატურო ქართულში ნიშანი არა აქვს (არ იწერება). საქმე
ეხება I სუბიექტური პირის ნიშანს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ადგილას იყოს წარმოდგენილი:
ზმნის თავში, ან რთული სიტყვის შემადგენელ ნაწილებს შორის, ე. ი. შეიძლება გვქონდეს ვ-ხელ-
მძღვანელობ ან ხელ-ვ-მძღვანელობ, ვ-გულდიდობ და გულ-ვ-დიდობ და მისთ. ამ საცილობელ
ფორმათაგან სალიტერატურო ენის ნორმათა მიხედვით მართებულია პირველი, ე. ი. როცა I სუბიექ-
ტური პირის ნიშანი ზმნის თავშია წარმოდგენილი: ვ-ხელმძღვანელობ, ვ-წინასწარმეტყველებ და
მისთ.
რთული ზმნების გამოყენების არე ძველ ქართულში უფრო ფართო იყო.Gგვხვდებოდა ასეთი
ფორმები: ძალ-უძს, ხელ-ეწიფების, აღთქმა-ყო, ბრძოლა-ყო, დევნა-ყო, ზრახვა-ყო, სრულ-ყო, უვარ-
ყო, ღაღად-ყო, ცხად-ყო, შეურაცხ-ყო, წყალობა-ყო, ხელ-ყო, ამბორს-უყო, პატივ-უყო|| პატივი-სცა,
ნათელ-სცა, თავყანი-სცა, ნუგეშინი-სცა, ნათელ-იღო, ყურად-იღო, თავს-იდვა, ჯუარს-აცუა, თანა-
ედვა, წინა-დაცვითა და სხვ.
რთულ ზმნებში ფორმაცვალებას ზმნური ნაწილი განიცდის. რთული სახელებისაგან ნაწარმო-
ები ზმნებისაგან განსხვავებით, რთულ ზმნებს სამივე სერიის ფორმები მოეპოვება. აღსანიშნავია,

86
რომ I სერიაში მხოლოდ აწმყოს წრის მწკრივები ეწარმოებათ, მყოფადი ისტორიულად არ განვითა-
რებიათ.
I სუბიექტურ პირში ყველა რთულ ზმნას სუბიექტის ნიშანი წარმოდგენილი ექნება შეამადგე-
ნელი ნაწილების საზღვარზე: შეურაცხ-ვ-ყოფ, ცხად-ვ-ყოფ, სრულ-ვ-ყოფ, იავარ-ვ-ყოფ, თანა-ვ-უგ-
რძნობ, უკუ-ვ-აგდებ და სხვ.
შეცდომაა, როცა ასეთ ზმნებთან I პირში ორმაგადაა სუბიექტის პირველი პირის ნიშანი წარ-
მოდგენილი: ვ-სრულ-ვ-ყოფ, შე-ვ-ურაცხ-ვ-ყოფ, ვ-ნათელ-ვ-ყოფ, ვ-ხელ-ვ-ყოფ და სხვ. ასევე შეცდო-
მაა პირის ნიშნის ზმნის ფუძის დასაწყისში გადმოწევა: ვ-სრულყოფ, ვ-ხელყოფ, ვ-ნათელყოფ, ვ-უ-
თანაგრძნობ და სხვ.
ამრიგად, რთული სახელისაგან ნაწარმოები და ძველი ქართულიდან მომდინარე რთული
ზმნების გამიჯვნა აუცილებელია. კომპოზიტებისაგან ნაწარმოები ზმნები ჩვეულებრივი ნასახელარი
ზმნებია, რომლებშიც სახელის ფუძე (ოღონდ ეს ფუძე რთულია) და ზმნის ფუძის მაწარმოებელი
აფიქსი გამოიყოფა: ავადმყოფ-ობ-ს, ავსულ-ობ-ს...რთულ ზმნებში კი გამოიყოფა სახელის ფუძე და
ზმნა: სრულ-ყოფს, უჩინარ-ყოფს, უგულებელ-ყოფს, ცხად-ყოფს და სხვ. რთული სახელებისაგან ნა-
წარმოებ ზმნებს I სუბიექტური პირის ნიშანი მოუდის თავში, ხოლო რთულ ზმნებს კი შემადგენელი
ნაწილების შიგნით.

სავარჯიშო:
1.ზემოთ მოყვანილი ნიმუშის მიხედვით შექმენით ტექსტები თემებზე:

ა) ტურისტული აჭარა

ბ) მწვანე ველოსიპედები ბათუმის ბულვარში

87

2. მოცემულ ინფორმაციაში მოძებნეთ საკვანძო სიტყვა და შეადგინეთ თეზისი.

უცხოელი მეცნიერების გამოკვლევის შედეგების თანახმად, მიოკარდიუმის ინფარქტის მთავა-
რი მიზეზი ფიზიკური დატვირთვა ან სტრესი კი არა, დაბინძურებული ჰაერია. ბირმინჰემის უნი-
ვერსიტეტის პროფესორი ჯონ აირესი ამბობს, რომ დაბინძურებულ ჰაერში არსებული ჭუჭყისა და
ჭვარტლის ნაწილაკები ადვილად აღწევს ფილტვებში და იწვევს გულის თუ რესპირატორულ დაა-
ვადებებს.
სპეციალისტები ფეხით მოსიარულეებს ურჩევენ ერიდონ ცენტრალურ მაგისტრალებს, რადგან
ტროტუარის კიდესთან კი დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედება 10-ჯერ უფრო ძლიერია,
ვიდრე შენობების მახლობლად.კიდევ უფრო მავნებელია ველოსიპედით სეირნობა, სირბილის და
ვარჯიშის დროს ადამიანი 2-3 ჯერ მეტ ჰაერს ჩაისუნთქავს. მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას
თურმე 10 % - ით ზრდის ძრავის გვერდით ჯდომა.
აქროლად ორგანულ ნივთიერებებს უხვად გამოყოფს ასლგადამღები ტექნიკა, ამიტომ მისგან
მოშორებით ჯდომა ჯობს. კარგი იქნება, თუ მოვაშენებთ ოთახის მცენარეებს, რითაც ხელს შევუწყ-
ობთ ჰაერის გასუფთავებას. დაბოლოს, მეცნიერები აქარწყლებენ მითს ზღვის ჰაერის მარგებლობის
შესახებ. აირესი ირწმუნება, რომ ოზონმა, რომელიც მზის სხივების ზემოქმედებით წარმოიშობა, შე-
საძლოა ჯანმრთელობას ავნოს კიდეც.

3. მოცემული საკვანძო სიტყვებით შექმენით თეზისები:

ტყუილი--------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ამპარტავნობა--------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კომპლექსი-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

88
მოხერხებულობა----------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. გამოიყენეთ მესამე სავარჯიშოს სიტყვები, თქვენ მიერ შედგენილი თეზისები და დაწერეთ

თემა: ,,ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია“.

5. განავრცეთ მოცემული თეზისი სათანადო ენობრივი საშუალებებით. ჯანსაღი კვება დღეგ-

რძელობის საწინდარია.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

89

კითხვები :
1. რა არის თეზისი?
2. სად არის განთავსებული თეზისი?
3. როდის ვადგენთ თეზისს?
4. რისთვისაა საჭირო თეზისი?
5. რამდენი წინადადებით შეიძლება გადმოიცეს იგი?
6. შეიძლება თუ არა თეზისი წარმოადგენდეს კითხვას? რატომ?
7. რატომ უწოდებენ თეზისს საკვანძო წინადადებას?
8. რით განსხვავდება თემატური წინადადება თეზისისგან?
9. შეიძლება თუ არა თეზისით რამდენიმე იდეა გადმოიცეს?
10. როგორ უნდა გავშალოთ თეზისი?

90
თემა VI. აბზაცი და მისი განვითარება; აბზაცის სახეები
(შესავალი და დასკვნითი აბზაცი);
თემატური წინადადება; წინადადებათა გადაბმის ხერხები

6.1. აბზაცი და მისი განვითარება; აბზაცის სახეები. თემატური წინადადება

ტექსტის ორგანიზებაში დიდი როლი ენიჭება აბზაცის გამოყოფას. ნაწერის შავი პირის შექმნის
შემდეგ იწყება აბზაცის დამუშავება. აბზაცი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია, რომლის
დასაწყისი სტრიქონი ტექსტში ოდნავ შეწევით გამოიყოფა.
ტექსტში აბზაცების რაოდენობას განაპირობებს ნაწარმოების (მოთხრობის, მოხსენების, მეცნი-
ერული, თუ სხვა სახის ნაშრომის) თემა, ჟანრი და მიზანი. აბზაცების საშუალებით შესაძლებელი
ხდება აზრის ლოგიკური თანმიმდევრობის დაცვა. მის ცალკეულ მონაკვეთზე გადასასვლელად
სხვადასხვა ენობრივი საშუალება გამოიყენება.
ყოველი მომდევნო აბზაცი წინამავალი აბზაცისაგან განსხვავებულ ახალ ინფორმაციას უნდა
შეიცავდეს, ყოველი ახალი აბზაცი ახალ თემას უნდა ეხებოდეს.
აბზაცი ერთი და იმავე აზრთან და თემასთან დაკავშირებულ წინადადებათა ერთობლიობაა. ეს
წინადადებები ლოგიკურად უკავშირდებიან ერთმანეთს და მათ გარკვეული ფუნქცია ეკისრებათ.
შესაბამისად, მათ ეწოდებათ მთავარი, ამხსნელი და შემაჯამებელი წინადადებები. აბზაცის თემას,
მის ძირითად აზრს გადმოსცემს მთავარი წინადადება. მას წამყვან, თემატურ ან კონცეპტუალურ
წინადადებასაც უწოდებენ. იგი გამოკვეთს ავტორის პოზიციას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
წამყვანი წინადადებიდან მკითხველი იგებს, რაზე იქნება საუბარი, რომ ის შეემზადოს ინფორმაციის
აღსაქმელად.
თემატური წინადადება აბზაცის თავშია განთავსებული (შეიძლება იყოს ბოლოშიც). თუ პირ-
ველ წინადადებაში მოცემულია აზრი, დებულება, მეორე ხსნის ამ თეზისს, მესამე ასაბუთებს მეორე
წინადადებით გადმოცემულ აზრს. ბოლოს სათქმელი უნდა შეჯამდეს. აბზაცის იდეათა დასაკავში-
რებლად გამოიყენება საკავშირებელი სიტყვები. მათ ტრანზიტულ-მაკავშირებელ სიტყვებსაც უწო-
დებენ. ესენია: ამის შემდეგ, თანდათანობით, სანამ, ბოლოს და ბოლოს, გარდა ამისა... ზევით, ქვე-
ვით, აქედან გამომდინარე, ამრიგად, მაშასადამე...
ამრიგად, წამყვანი წინადადება ეხმარება ავტორს საკუთარი თვალსაზრისის მკვეთრად ჩამოყა-
ლიბებაში, პოზიციის ნათლად ფორმულირებაში, ხოლო მკითხველს - მოწოდებული ინფორმაცი-
ის ადეკვატურად აღქმასა და სწორად გაგებაში.
მთავარი წინადადება მარტივი უნდა იყოს, არ უნდა გადაიტვირთოს ტერმინებით. რთული
კონსტრუქცია გააძნელებს აზრის გაგებას. ეფექტურია კითხვის დასმა ან საყოველთაო ჭეშმარიტების
მოხმობა.
ამხსნელი (განმავითარებელი) წინადადება ხსნის, განმარტავს, აზუსტებს მთავარ წინადადება-
ში გადმოცემულ აზრს. ეს კი შესაძლებელია შესაბამისი მაგალითების არგუმენტების, სტატისტიკუ-
რი მასალისა თუ სხვისი ნააზრევის დამოწმებით.
შემაჯამებელი წინადადება მიგვანიშნებს აბზაცის დამთავრებაზე და კიდევ ერთხელ ხაზგას-
მით გამოკვეთს მთავარ სათქმელს, რაც სამი გზით მიიღწევა:
1. აბზაცში გამოთქმული ძირითადი აზრების შეჯამებით;
2. მთავარი წინადადების სხვა სიტყვებით გამეორებით ანუ პერიფრაზირებით;
3. ამ ორივე ხერხის ერთდროული გამოყენებით (გოჩიტაშვილი...).

91
ზემოთქმული ისე არ უნდა გავიგოთ, რომ აბზაცი სამი წინადადებისგან შედგება. აბზაცში შე-
იძლება ათი წინადადებაც იყოს, მაგრამ ყველა უნდა უკავშირდებოდეს ერთმანეთს, მომდევნო ხსნი-
დეს წინას და ბოლოს ყველაფერი შეჯამდეს, ე. ი. ისინი ლოგიკურად უნდა ებმებოდეს ერთმანეთს.
შესავალი აბზაცი
აკადემიური ნაშრომი ლოგიკურად და სტრუქტურულად შეკრულია. ჩვეულებრივ, იგი შედგე-
ბა შესავალი, ძირითადი ნაწილისა და დასკვნისაგან. საგანგებო ყურადღება ექცევა შესავალი აბზაცის
ორგანიზებას, რადგან სწორედ აქ უნდა გამოიკვეთოს თემის აქტუალობა, ავტორის პოზიცია-თეზი-
სი და მკითხველს აღეძრას ინტერესი ნაშრომის წასაკითხად, საკითხის შესწავლის ისტორიის გასაც-
ნობად.
შესავალი აბზაცის განვითარების რამდენიმე საშუალება არსებობს: ზოგადიდან კონკრეტუ-
ლისკენ გადასვლა, კითხვის დასმა, ციტატის, ფაქტის, სტატისტიკური მონაცემების მოყვანა.
შესავალი აბზაცის ნიმუში:
1991 წელს, ჩიკაგოში, ამერიკის საენათმეცნიერო საზოგადოების 65-ე შეკრებაზე გამოითქვა
მოსაზრება, რომ მსოფლიოში არსებული 6000 ენიდან ჩვენი საუკუნის დასასრულისთვის დაახლოე-
ბით ნახევარი შეწყვეტს არსებობას. მარტო ამერიკაში 300 ენიდან სიცოცხლე შეინარჩუნა მხოლოდ
175-მა. იზოლაციაში მყოფი პატარა ენები ქრება. დღეს ინგლისური 320 მილიონზე მეტი
ადამიანისთვის მშობლიურ ენას წარმოადგენს. მცირე ერების ენათა გაქრობა საუკუნეების განმავ-
ლობაში დაგროვილ ცოდნასაც უქმნის საფრთხეს. წყნარი ოკეანის კუნძულებზე მცხოვრები ხალხები
განასხვავებენ თევზის უამრავ სახეობას, ხოლო ამაზონიის მცხოვრებლები- მცენარეთა ჯიშებს. ეს
მოვლენა დიდი დანაკლისია ენათმეცნიერებისთვისაც, რომელიც კარგავს ემპირიულ მასალას.
ნაშრომის ძირითადი ნაწილი რამდენიმე აბზაცისგან შედგება. დანიშნულების მიხედვით აბზა-
ცი არის დამოუკიდებელი ან დამხმარე. პირველი გადმოსცემს ფაქტობრივ ან კონცეპტუალურ ინ-
ფორმაციას, დამხმარე კი აერთიანებს ტექსტის ამა თუ იმ ფრაგმენტს. აქ მოცემულია ფაქტის ან მოვ-
ლენის ახსნა, ავტორის პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები, კონტრარგუმენტები, პრობლემის
გადაჭრის გზების ძიება და ა. შ.
მაგალითად: როგორც წესი, იმ ენებს, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან და რომლებზეც
მცირერიცხოვანი მოსახლეობა მეტყველებს, უფრო რთული გრამატიკული სტრუქტურა აქვთ, ვიდრე
ისეთ გავრეცელებულ ენებს, როგორიცაა ინგლისური, ესპანური და არაბული. ენა, რომელიც ფართო
ტერიტორიაზე ვრცელდება და სხვა ენებთან კონტაქტში შედის, თანდათან მარტივდება და ადვი-
ლად ათვისებადი ხდება.
ენა არის ხალხის სული. იგი მცირერიცხოვანი ერებისთვის იდენტიფიკაციის ძირითად პირო-
ბას წარმოადგენს.
როდის და რატომ კვდება ენა? გლობალიზაციის პროცესებში ენათა გაქრობა ის საფასურია,
რომლის გადახდაც კაცობრიობას უწევს კომუნიკაციის გაფართოებისათვის.
რა უნდა გაკეთდეს, რომ კაცობრიობამ შეინარჩუნოს? აუცილებელია რაც შეიძლება მეტი რაო-
დენობის ტექსტების ჩაწერა სხვადასხვა ტექნიკური ხელსაწყოს მეშვეობით, რაც უზარმაზარ თანხებს
მოითხოვს. დიქსონის გამოანგარიშებით, ეს მთლიანად, დაახლოებით, 200 000 დოლარი ჯდება. მე-
ორე, რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის ამ ენების აუცილებელი სწავლების შემოღება სკოლაში, რო-
გორც ეს მოხდა ირლანდიაში, თუმცა, ოჯახებში ფუნქციონირებას განაგრძობს ინგლისური, ირლან-
დიური კი უცხო ენის ტოლფას ენად რჩება.
დასკვნით აბზაცში მოცემულია ნაშრომის ძირითადი მოსაზრებების შეჯამება და მკითხველი
კიდევ ერთხელ რწმუნდება ავტორისეული პოზიციის სისწორეში.
ამრიგად, დასკვნით აბზაცს რამდენიმე კრიტერიუმით აფასებენ. მას მოეთხოვება:
1. წერითი ნაშრომის მთავარი სათქმელის შეჯამება;

92
2. მასში არ უნდა იყოს ისეთი ინფორმაცია, რაც არაა ნახსენები ძირითად ტექსტში;
3. პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა, რეკომენდაციების მიცემა საზოგადოებისთვის.

დასკვნითი აბზაცის ნიმუში:

ენა კვდება მაშინ, როცა ის წყვეტს ფუნქციონირებას საზოგადოებაში, მას სხვა ენა ცვლის, ან სა-
ზოგადოება წყვეტს არსებობას. ენას ვერ იხსნის ვერც სკოლებში სწავლება, ვერც მისთვის ოფიცია-
ლური სტატუსის მინიჭება; მას გადაარჩენს მხოლოდ გამოყენება.

6.2. წინადადებათა გადაბმის ხერხები

არსებობს წინადადებათა გადაბმის რამდენიმე სახე: ჯაჭვური გადაბმა, პარალელური გადაბმა
და გადაბმის ნარევი სახე.
ჯაჭვური გადაბმისას ყოველი მომდევნო წინადადება ხსნის, განმარტავს წინას, ავითარებს წი-
ნამავალ წინადადებაში გამოთქმულ აზრს. აზროვნების თანმიმდევრულო-ბა, მიზეზშედეგობრიო-
ბის დაცვა აუცილებელია სამეცნიერო სტილისთვის, სადაც ლოგიკურობა და თანმიმდევრულობა
ემსახურება მტკიცებითობას, მკითხველისთვის სარწმუნოს ხდის კვლევის შედეგებს.
ამრიგად, ჯაჭვური გადაბმისას მთავარი წინადადების აზრი განმარტებულია მაგალითებით,
სტატისტიკური მასალებით, ნათქვამი დამტკიცებულია არგუმენტებით, მოცემულია მოვლენის დე-
ტალური ანალიზი და გამოტანილია ლოგიკური დასკვნა.
პარალელური გადაბმა ისეთ წინადადებათა კავშირია, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა, მაგ-
რამ თანაბარმნიშვნელიანი წინადადებების გადაბმას. ამნაირად აგებული ტექსტი დიდ შთაბეჭდი-
ლების ახდენს მკითხველზე, იგი ექსპრესიულია და ეფექტურია საჯარო გამოსვლებზე ან პუბლი-
ცისტური ტექსტების შექმნისას:
,,იპარვენ პატიოსნების სახელითა და არავინ კითხულობს, სად პატიოსნება და სად მპარაობა?
აბეზღებენ და ცილსა სწამებენ გულმტკივნეულობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად
ცილი და ბეზღი და სად გულმტკივნეულობა?
ჰღალატობენ საქმეს, ჰღალატობენ ერთმანეთსა ერთგულობის სახელითა და არავინ ჰკითხუ-
ლობს: სად ღალატი და სად ერთგულობა?
სხვის ნაკლს, სხვის უბედურობას თვის ღირსებად, თვის ბედნიერებად, თვის სიხარულად
თვლიან კაცთმოყვარეობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს, სად სხვის უბედურობის და ნაკ-
ლის გამო სიხარული და ცეკვა და სად კაცთმოყვარეობა?
სტყუიან, ცრუობენ სიმართლის სახელითა და არავინ ჰკითხულობს, სად ტყუილი და სად სი-
მართლე?კკ (ილია, ,,ყალბი და ნამდვილი’’).
გადაბმის ნარევი სახე გულისხმობს წინადადებათა ჯაჭვური და პარალელური გადაბმის
შენაცვლებას, მონაცვლეობას. ამნაირად აგებული ტექსტი სტილურადაც არაერთგვაროვანია. მას იშ-
ვიათად შევხვდებით, იგი გარკვეული მიზანდასახულობით იქმნება.
,,კაცს სამარცხვინო ბოძზედ ტყუილ-უბრალოდ გასაკრავად არა ჰზოგვენ, არ ჰთაკილობენ, და
იძახიან კი, ადამიანის ღირსება, ადამიანობა ხელშეუხებელია, სათაყვანებელიაო და გამკითხავი არა-
ვინ არის: სად ტყუილ-უბრალოდ ადამიანის თავზე ლაფის დასხმა და სად ხელშეუხებელობა ადამი-
ანის ღირსებისა?’’ (ილია, იქვე).

სავარჯიშო

93
1. წაიკითხეთ ტექსტი და იმსჯელეთ წინადადებათა გადაბმის სახეებზე.
უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია და თუ ამასთან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა ხომ ჭირზე
უფრო ჭირია. ჭკვიანი უცოდინარი ყოველთვის თავის ქერქშია რაც არ იცის, იმაზე სჯასა და ლაპა-
რაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინრობით ვერა წვდება, აქ იგი მეტიჩრობას არა ჰკადრუ-
ლობს, დუმილს უფრო რჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის ჭკუის და გონების თვალწინ გაიტა-
რებს. ასწონ-დასწონის და ამნაირად თავის საკუთარ აზრს, ცოდნას გამონასკვავს, შეითვისებს. ამ ყო-
ფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალისწინებს და მერე, თუ საჭიროება მოითხ-
ოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა.
ჭკვიანი უცოდინარი თავდაბალია, თავისი თავი სხვაზე მეტი არა ჰგონია, არ ჰბაქიობს, არ იკ-
ვეხის, თვითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება, და სხვას მჩვარში არ ახვევს, მან თავისი ყადრი და
ადგილი იცის და სხვისაც, ერთნაირად მორიდებულია ყოყოჩობას, ზვიადობას ნამეტნავად მეტიჩა-
რობას, არამკითხე მოამბეობას. რაც იცის, იმას სჯერდება, მეტზე ხელს არ იწვდენს, მეტს სიბრძნეს
და ფილოსოფოსობას არ იჩემებს, ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას და მსმენ-
ლისთვის თვალის ახვევას ცდილობს (ილია).
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................

2. წაიკითხეთ ტექსტი, შეადგინეთ მთავარი და შემაჯამებელი წინადადებები.

.......................................................................................................................................................................................
როჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოავლინა წითელი ფერის ნეგატიური
ზეგავლენა აკადემიურ შედეგებზე ტესტირებისა და გამოცდების დროს. ფერადოვანი ასოციაციები
იმდენად ძლიერია, რომ ტესტირებულ პირთა შედეგებს წითელი ფერის უმნიშვნელო და ხანმოკ-
ლე ზემოქმედებაც კი აქვეითებსო, ამტკიცებენ მკვლევრები ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ჟურ-
ნალში (,,Journal Exsperimental Phsychology’’) გამოქვეყნებულ სტატიაში. როცა ადამიანი თუნდაც
მცირე ხნით წითელი ფერის ციმციმს უყურებს, მას უმალ შეცდომებსა და წარუმატებლობასთან
აკავშირებს, ეს კი ტესტირებისას უარყოფითად მოქმედებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე.
როგორც მკვლევრები თვლიან, მსგავს ასოციაციას საფუძველი სასკოლო პერიოდში ეყრება, რადგა-
ნაც მოსწავლეთა შეცდომები წითელი ფერის კალმით სწორდება.
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................

3.წაიკითხეთ სამეცნიერო სტილის სამი განსხვავებული ტექსტი, ამოიწერეთ შესავალი აბზაცე-

ბი და იმსჯელეთ მათ ეფექტურობაზე
1. ..................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................

94

2. ...................................................................................................................................................................................

3. ...................................................................................................................................................................................

შეფასება:

95
4.წაიკითხეთ სამი საგაზეთო სტატია, ამოიწერეთ შესავალი აბზაცები და იმსჯელეთ მათ
ეფექტურობაზე

96

5.წაიკითხეთ სამეცნიერო სტილის სამი განსხვავებული ტექსტი, ამოიწერეთ დასკვნითი აბზა-

ცები და იმსჯელეთ მათ ეფექტურობაზე

97

1. რა არის აბზაცი?
2. რა ეწოდება აბზაცში შემავალ წინადადებებს?
3. რას გადმოსცემს მთავარი წინადადება?
4. როგორი უნდა იყოს მთავარი წინადადება?
5. რაში ეხმარება მკითხველს მთავარი წინადადება?
6. რა ფუნქცია ეკისრება ამხსნელ წინადადებას?
7. რის საშუალებით შეიძლება მთავარი წინადადებით გადმოცემული აზრის დაზუსტება,
ახსნა?
8. რაზე მიუთითებს შემაჯამებელი წინადადება?
9. როგორ უნდა გამოვკვეთოთ მთავარი სათქმელი?
10. წინადადებათა გადაბმის რამდენ სახეს იცნობთ?
11. წინადადებათა როგორ გადაბმას ეწოდება ჯაჭვური?
12. წინადადებათა რანაირ გადაბმას ეწოდება პარალელური?
13. დაახასიათეთ წინადადებათა ნარევი გადაბმა; სად და რა ფუნქციით გამო-იყენება იგი?
14. რამდენგვარია აბზაცი დანიშნულების მიხედვით?
15. რა ფუნქციას ასრულებს დამოუკიდებელი აბზაცი? დამხმარე?
16. რა ფუნქცია აკისრია შესავალ აბზაცს?
17. როგორ უნდა განვავითაროთ შესავალი აბზაცი?
18. რა ფუნქციას ასრულებს ტექსტში დასკვნითი აბზაცი?
19. შეიძლება თუ არა დასკვნით აბზაცში იყოს ახალი ინფორმაცია?
20. რა არის გადმოცემული დასკვნით აბზაცში?

98
დაიხსომეთ: ზმნიზედის მართლწერის საკითხები
ზმნიზედა დაერთვის ზმნას (ან ნაზმნარ სახელს) და გვიჩვენებს მოქმედების ადგილს, დროს,
ვითარებას, მიზეზს და ა.შ.
თუ ზმნიზედა ნაწარმოებია მოქმედებითი ბრუნვის ფორმისაგან, მის ბოლოს იწერება თ: აქეთ,
იქით, ზევით, ქვევით, ზემოთ, ქვემოთ, შიგნით, გარეთ, წინათ, დღისით, ღამით, დილით, გვერდით,
გაღმით, გამოღმით, უკეთ, უნებლიეთ, დროგამოშვებით... ამათ რიგში დგას ალბათ სიტყვაც, რომე-
ლიც წარმოშობით აღმოსავლურია.
უმართებულოა: აქედ, ზემოდ, ქვემოდ და მისთ.
თუ ზმნიზედა ნაწარმოებია ვითარებითი ბრუნვის ფორმის ,,გაქვავებით’’, ბოლოს იწერება დ:
უცბად, კარგად, ცუდად, მარდად, პირველად, გაისად, აზიზად, ამაოდ, უსათუოდ, უთუოდ, სათი-
თაოდ, ხელმეორედ, მთლად, ძველად, ერთბაშად, წყნარად, მწარედ, ფართოდ, ვიწროდ, ყრუდ, ცე-
რად, ნაკლებად, ყოვლად, მშვენივრად, ლამაზად, სასახელოდ და მისთ.
შეცდომაა: უცბათ, კარგათ, ცუდათ, მარდათ, პირველათ, გაისათ, აზიზათ, ამაოთ...
შერწყმული (კომპოზიტური) ზმნიზედები იწერება ერთად (უდეფისოდ): ცალმხრივ, ყოველ-
მხრივ, ყოველნაირად, მეტისმეტად, დიდხანს, ერთხმად, ათასფრად, ამრიგად, ერთბაშად, ერთსუ-
ლოვნად, დროგამოშვებით და მისთ.
დეფისით იწერება ფუძის გაორკეცებით მიღებული ასეთი ზმნიზედები: ნელ-ნელა, ჩქარ-ჩქარა,
ნება-ნება, ქუჩა-ქუჩა, ტყე-ტყე, ხევ-ხევ, უკან-უკან, ნაჭერ-ნაჭერ, ნაკუწ-ნაკუწ, სოფელ-სოფელ...
ქვემოთ მოყვანილ პარალელურ ფორმათაგან პირველი სალიტერატურო ნორმაა, მეორე კი _
დიალექტური: აგრემც||ასემც, ამაღამ||ამეღამ, არასგზით||არაგზით, არასდროს||არადროს, არსაიდან-
||არსიდან, აქა-იქ||იქა-აქ, აქედან||აქიდან, აქეთ||აქით, აქეთობას||აქითობას, აღარასოდეს||აღარაოდეს,
ახლავე||ეხლავე, ახლანდელი||ეხლანდელი, იქიდან||იქედან, იქით||იქეთ, სადამდე||სადამდინ, სა-
დაც||საცა, სადღაც||საღაცა, საიდან||საიდამ, საიდან||სიდან,სიდგან, საიდან||საიდგან, საიდანაც||სა-
იდგანაც, საიდანმე||საიდგანმე, სანამ||მინამ, სანამდე||მინამდე, ხანდახან||ხანდისხან.

99
თემა VII. დებულება, არგუმენტი, ქვეარგუმენტი

აზრის ლოგიკური განვითარება მოითხოვს ნათქვამის ჭეშმარიტების დასაბუთებას. აზრის და-

საბუთების ან ლოგიკური უარყოფის ლოგიკურ განვითარებას მსჯელობა ეწოდება (შაბაშვილი). ჯერ
ვასახელებთ რაღაც ფაქტს, მოვლენას და შემდეგ ვაყალიბებთ მასზე თვალსაზრისს, რომელსაც დამ-
ტკიცება, დასაბუთება სჭირდება. ეს აუცილებელია, რადგან თუ არ განვმარტეთ მოტივი, თუ არ გავე-
ცით პასუხი კითხვას _ რატომ? მაშინ ვერ მოვახერხებთ მკითხველის დარწმუნებას. მაგალითად: სა-
ამისოდ დაგვჭირდება რამდენიმე ფაქტის, მაგალითის მოხმობა, დამოწმება.
არგუმენტაციის მიზანია არა მხოლოდ ავტორის პოზიციის დაფიქსირება, არამედ მისი დასა-
ბუთება, დამტკიცება და ამ გზით ჭეშმარიტების წვდომა.
ამრიგად, თეზისი ანუ დებულება მხოლოდ აფიქსირებს ავტორის პოზიციას. მას გავრცობა,
გაშლა, დასაბუთება სჭირდება, რისთვისაც აუცილებელია არგუმენტირება.
არგუმენტი ლათინური სიტყვაა და საბუთს, საფუძველს ნიშნავს. იგი წარმოადგენს რისამე
მტკიცების საფუძველს.
არგუმენტი არის დებულება ან ლოგიკური მსჯელობის სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს
მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცებას (გოჩიტაშვილი...).
ყველანაირი არგუმენტი მსჯელობის დასასაბუთებლად ვერ გამოდგება: იგი მყარი და ეფექ-
ტური უნდა იყოს. რა კრიტერიუმით უნდა შეირჩეს ის? თემასთან დაკავშირებულ ყველა იდეას და
მონაცემს თავს რომ მოვუყრით, ამის შემდეგ უნდა გავაანალიზოთ, რომელი უფრო ლოგიკურად
უკავშირდება ჩვენს მთავარ სათქმელს. უამრავი შესაძლებლობიდან უნდა ავარჩიოთ ყველაზე მკაფი-
ო, ნათელი, საჭირო და ადეკვატური.
არგუმენტი შეიძლება იყოს მთავარი ანუ ძლიერი, საშუალო ანუ მეორეხარისხოვანი და სუს-
ტი. ამ უკანასკნელს ქვეარგუმენტსაც უწოდებენ. რომელი არგუმენტიც მეტად გაამყარებს ჩვენს პო-
ზიციას, რომელიც უფრო დამაჯერებელია, იგი მთავარია.
ქვეარგუმენტი ეს არის დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ლოგიკურად ან აზრობრივად არის
დაკავშირებული არგუმენტთან და ავტორს ეხმარება განამტკიცოს თავისი პოზიცია და კიდევ უფრო
დამაჯერებელი გახადოს სათქმელი. შეიძლება ითქვას, რომ ქვეარგუმენტი არის არგუმენტის დასა-
ბუთება, დაკონკრეტება და განმტკიცება შესაბამისი მაგალითებით (გოჩიტაშვილი).
არგუმენტად შეიძლება გამოვიყენოთ:
ისტორიული ფაქტი ;
ცნობილი ჭეშმარიტება, აქსიომა; ანდაზა, აფორიზმი და ა. შ.
,,იმათ ცოდნა აქვთ, ხერხი იციან. ,,ხერხი სჯობია ღონესაო’’, - თქვენთაგანვე თქმულა და მარ-
თალიც არის (ილია); ,, როგორიც მღვდელია, ისეთიც ერიაო’’, - ამბობს ქართული ანდაზა, როგორი
პოემა იყო ნათარგმნი, იმისთანაც ... გამხილავიც შეხვდა (ილია); მარად ჭეშმარიტია ქართული ანდა-
ზა: ,, კარგს მთქმელს კარგი გამგონი უნდაო’’ (ილია).
სტატისტიკა (მთელს ევროპაში ესპანეთს უმუშევრობის მაღალი დონე აქვს. 20 წლის ასაკის
ახალგაზრდების 40 % უმუშევარია);
ციტატა (ილია წერს, რომ გარკვეულ სოციალ-კულტურულ პირობებში სიტყვა ,,დედამ’’ მნიშ-
ვნელობა გაიფართოვა: ,,ქართველებისთვის დედა მარტო მშობელი არ არის. ქართველი ღვიძლს
ენასაც ,,დედა- ენას’’ ეძახის, უფროსს ქალაქს - ,,დედაქალაქს’’, მკვიდრ და დიდ ბოძს სახლისას-,,
დედაბოძს’’, უდიდესსა და უმაგრესს ბურჯს- ,,დედა- ბურჯს’’, სამთავრო აზრს- ,,დედააზრს’’, გუთ-
ნის გამგებელ მამაკაცსაც კი- ,,გუთნის დედას’’. რამდენადაც განდიდებულია მნიშვნელობა დედისა,

100
რამოდენად გამრავალგვარებული, გაპატიოსნებული, გაძლიერებული, გაღონიერებული და თავ-
მოსაწონებელი!’’... (ილია).
სხვათა მოსაზრებები (ბედნიერებისთვის საკმარისი არაა პირადი კეთილდღეობა, ,,რომ მე
მართლა-და ჭეშმარიტად ბედნიერი ვიყო, საჭიროა ყველა სხვა სულიერნიც ბედნიერნი იყვნენო’’ -
ამბობს ერთი მეცნიერი);
პირადი გამოცდილება;
თქვენეული ლოგიკა (მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდაზე გასული, წარმატებულიც
და წარუმატებელიც, აბსურდული ისტორიის გმირია, რადგან დაბეჯითე-ბით შემიძლია ვთქვა: კარ-
გი მასწავლებელი ამ გამოცდის გარეშეც კარგ მასწავლებლად დარჩება. მასწავლებელი ნ. ჯანელი-
ძე).
კარგი არგუმენტის კრიტერიუმები არის:
1. თეზისთან უშუალო და პირდაპირი კავშირი;
2. მიზნის ადეკვატურობა;
3. სიცხადე (უნდა იყოს მკაფიო, სათქმელს ნათლად გადმოგვცემდეს);
4. სამსჯელო თემაზე ზუსტად მორგება, არც ზოგადი უნდა იყოს და არც კონკრეტული.
არგუმენტად არ გამოგვადგება არარაციონალური მოსაზრება, რომელიც პირადულია, ემოცი-
ურია ან ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საკითხებზე დავა არასდროს გათავდება
და ვერც ჭეშმარიტებას გამოავლენს.
არ არსებობს არგუმენტი, რომელსაც კონტრარგუმენტი არ მოეპოვება. კონტრარგუმენტი არ-
გუმენტის საწინააღმდეგო დებულებაა. ლოგიკური მსჯელობა ვერ აიგება მხოლოდ არგუმენტების
მოხმობით. ავტორი ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ არსებობს საწინააღმდეგო
თვალსაზრისებიც, საპირისპირო პოზიციაც, რომელსაც ისევე აქვს არსებობის უფლება, როგორც
სხვას. არგუმენტირებულ მსჯელობაში კონტრარგუმენტის მოგერიება, გაბათილება არგუმენტს
მეტ დამაჯერებლობას სძენს, ამიტომ მას თავი არასდროს უნდა ავარიდოთ.
რამდენი არგუმენტია საკმარისი მოსაზრების დასასაბუთებლად, ამაზე ზუსტი მითითება არ
არსებობს. თუ სამი ძლიერი არგუმენტი არ აღმოჩნდა საკმარისი ნათქვამის დასასაბუთებლად, მა-
შინ ვერც ოცდახუთით დაამტკიცებ. რამდენადმე პირობითია არგუმენტს ვუწოდოთ მეორეხარის-
ხოვანი ან სუსტი. შეიძლება რომელიმე მათგანმა მსჯელობის დროს განსხვავებული ფუნქცია შეი-
ძინოს.
არსებობს არგუმენტების კომბინაციის რამდენიმე სქემა: 1. ძლიერი, საშუალო, სუსტი, 2. სუს-
ტი, საშუალო, ძლიერი; 3. საშუალო, სუსტი, ძლიერი; 4. ძლიერი, სუსტი, ძლიერი, სუსტი, ძლიერი.
მსჯელობის გაშლის ეს სქემები, ბუნებრივია, არაა ამომწურავი.
არგუმენტირებული მსჯელობა არგუმენტების მექანიკური ჯამი არაა, მათ დასაკავშირებლად
საჭიროა დამხმარე ენობრივი საშუალებანი: აგრეთვე, ამასთანავე, შესაბამისად, არა მხოლოდ, ისე
როგორც, ამის მსგავსად, მაგრამ, მაშინ, როცა ამიტომ ამდენად, ვინაიდან, რადგანაც მაგრამ, მაშინ
როცა, ამისგან განსხვავებით, ერთი მხრივ, მეორე მხრივ, წესის თანახმად, მიუხედავად ამისა, არანაკ-
ლებ მნიშვნელოვანია..
მსჯელობის აგების ხერხები. მსჯელობის აგების ორგვარი მეთოდი არსებობს: ინდუქციური
და დედუქციური. ინდუქცია აზროვნების მეთოდია, რომელსაც კონკრეტული ფაქტებიდან, კერძო
მაგალითებიდან საერთო კანონზომიერება გამოჰყავს. იგი წარმოადგენს გზას კონკრეტულიდან ზო-
გადისაკენ.
დედუქცია მსჯელობის აგების ისეთი ხერხია, როდესაც ზოგადი დებულებებიდან კერძო დას-
კვნა გამოიყვანება. იგი ზოგადიდან კონკრეტულისაკენ მიემართება.

101
დაიხსომეთ: კონტაქტის (კაუზატივის) ფორმათა მართლწერის საკითხები
თანამედროვე ქართულში ზმნის შუალობითი კონტაქტის საწარმოებლად გამოიყენება –ინ და -
ევ-ინ“ სუფიქსები, რომელთაგან –ინ დაერთვის –ებ, -ობ, -ოფ, -ემ სუფიქსიან და ერთთემიან (აგრეთ-
ვე ფუძედრეკად) ზმნებს. –ინ სუფიქსს იყენებენ ასევე ის –ავ და –ი თემისნიშნიანი ზმნები, რომელ-
თაც ფუძეში ხმოვანი აქვთ, მაგ.:
აშენ-ებ-ს_აშენ-ებ-ინ-ებ-ს ბარ-ავ-ს_აბარ-ვ-ინ-ებ-ს
ათბ-ობ-ს_ათბ-ობ-ინ-ებ-ს ჟლეტს_აჟლეტ-ინ-ებ-ს
ყ-ოფ-ს_ა-ყ-ოფ-ინ-ებ-ს აკეთ-ებ-ს_აკეთ-ებ-ინ-ებ-ს
გასც-ემ-ს_გააც-ემ-ინ-ებ-ს ქარგ-ავ-ს_აქარგვ-ინ-ებ-ს
ტეხს_ატეხ-ინ-ებ-ს ღებ-ავ-ს_აღებ-ვ-ინ-ებ-ს
დასძლ-ევ-ს_დააძლ-ევ-ინ-ებ-ს კარგ-ავ-ს_აკარგ-ვ-ინ-ებ-ს
დარეკს_აგრეკ-ინ-ებ-ს ფარ-ავ-ს_აფარ-ვ-ინ-ებ-ს
ხატ-ავ-ს_ახატ-ვ-ინ-ებ-ს ხარჯ-ავ-ს_ახარჯ-ვ-ინ-ებ-ს
გზავნის_აგზავნ-ინ-ებ-ს უსმენს_ასმენ-ინ-ებ-ს...
-ევ+ინ სუფიქსით იწარმოება შუალობითი კონტაქტის ფორმები ყველა –ამ თემისნიშნიანი
ზმნისა, ასევე –ავ და –ი სუფიქსიანთაგან ისეთები, რომელთაც აწმყოს ფუძეში (ან საერთოდ) არა
აქვთ ხმოვანი:
რწყ-ავ-ს_არწყვ-ევ-ინ-ებ-ს დაგ-ამ-ს_ადგმ-ევ-ინ-ებ-ს
წვ-ავ-ს_აწვ-ევ-ინ-ებ-ს აბ-ამ-ს_აბმ-ევ-ინ-ებ-ს
ხნ-ავ-ს_ახნ-ევ-ინ-ებ-ს სვ-ამ-ს_ასმ-ევ-ინ-ებს
ზრდის_აზრდ-ევ-ინ-ებ-ს თხრის_ათხრ-ევ-ინ-ებ-ს...
მაგრამ ზეპირმეტყველებაში და მისი გავლენით სალიტერატურო ქართულშიც ხშირად შუა-
ლობითკონტაქტიანი ნკარმოკვეცილი ფორმები გვხვდება, რაც სალიტერატურო ნორმათა თვალსაზ-
რისით დაუშვებელია, მაგ.: აშენებ-ი-ებ-ს, ათბობ-ი-ებ-ს, აყოფ-ი-ებ-ს, ახნ-ევ-ი-ებ-ს, აზრდ-ევ-ი-ებ-ს
და მისთ.
შენიშვნა 1. –ინ სუფიქსი იწვევს –ავ თემის ნიშნის კუმშვას (ხატ-ავ_ახატ-ვ-ინ-ებ), მაგრამ ზოგ-
ჯერ იკარგება ვ თანხმოვანიც. სალიტერატურო ნორმის დარღვევად არის მიჩნეული ვკდაკარგული
ფორმები: დაახატ-ინ-ა, შეაკერ-ინ-ა, დააბარ-ინ-ა...უნდა ვიხმაროთ: დაახატ-ვ-ინ-ა, შეაკერ-ვ-ინ-ა,
დააბარ-ვ-ინ-ა...
ამ წესს უნდა დაემორჩილოს ყველა ფორმა –ავ (აგრეთვე –ევ) სუფიქსიანი ზმნებისა, რომელ-
თაც ისტორიულად არ ჰქონდათ ეს სუფიქსები, მაგრამ შემდეგ გაუჩნდათ, ასეთებია: ბერტყ-ავ-ს,
რეკ-ავ-ს, კენკ-ავ-ს, კეტ-ავ-ს, კეც-ავ-ს, ლეს-ავ-ს, პენტ-ავ-ს, რეცხ-ავ-ს, ქექ-ავ-ს, წეწ-ავ-ს, ხოც-ავს,
ხეხ-ავ-ს და სხვ. Aამ ზმნების ( ასევე მასდარების) კაუზატივიან ფორმებში უნდა შენარჩუნდეს სუ-
ფიქსისეული -ვ.

სავარჯიშო.
1. წაიკითხეთ ტექსტი, გახაზეთ არგუმენტები და ქვეარგუმენტები
ყვავილოვანი კომბოსტო მეტად სასარგებლო ბოსტნეულია. იგი მდიდარია კალიუმით, კალ-
ციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფტორით, კაროტინებით, C, K,
B1, B2, B6 ვიტამინებით, ადვილად ასათვისებელი ცილებით. საკმარისია, 50 გრამი ყვავილოვანი
კომბოსტო მივირთვათ, რომ უზრუნველყოფილი ხართ C ვიტამინის სადღეღამისო დოზით. გარდა
ამისა, ყვავილოვანი კომბოსტო დაბალკალორიულია, თუმცა კარგად ანაყრებს, ასე, რომ, ეს ბოსტნე-
ული თამამად შეიძლება მიირთვან მათ, ვისაც ზედმეტი წონა აშინებს. ყვავილოვანი კომბოსტო ად-

102
ვილად მოსანელებელია, ამიტომ როგორც სამკურნალო-დიეტური საკვები, რეკომენდებულია ბავ-
შვებისთვის და მოზრდილებისთვის, რომელთაც აღნიშნებათ საჭმლის მონელების დარღვევა, შაქ-
რიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ღვიძლის პათოლოგიები, ნაღველკენჭოვანი დაავადება, პოდაგ-
რა და სხვა.
ყვავილოვან კომბოსტოს ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან იყენებს არა მხოლოდ საჭ-
მლის მონელების პროცესს, არამედ კანის დაავადებათა სამკურნალოდაც. ყვავილოვან კომბოსტოს
საუკეთესო ეფექტი აქვს დამწვრობისა და ძნელად შეხორცებადი ჭრილობების სამკურნალოდ.

2.წაიკითხეთ ტექსტი, გამოყავით არგუმენტი, ქვეარგუმენტი და კონტრარგუმენტი

ხალხმა გაკვირვებით შეხედა ხევისბერის ხელის შემხებს, ნამეტნავად იმ დროს, როდესაც მას
ხევის სიწმინდე, დროშის თავი, ხელში ეჭირა. მათ თვალწინ ონისე იდგა.
- შესდექ, ხევისბერო! გუგუა მართალია! - დაიძახა ონისემ, რომელსაც თმა აჰბურძგნოდა და
თვალებში სისხლი ისე მოსწოლიყო, თითქოს წამოსცვივნას აპირებენო.
ხალხი აიშალა, აირია და ყაყანი დაიწყო. გოჩამ შეარყია დროშა ზარების ხმასთან ერთად ხმა-
მაღლად მბრძანებლის კილოთი დაიძახა:
-იყუჩეთ! - და ამის ხმის გაგონებაზედ ერთბაშად ყველა გაყუჩდა.
- სთქვი, რას ამბობდი?
- გუგუა მართალია-მეთქი, ტყუილად ნუ დასაჯავთ... გუგუას და მე მიზეზი გვაქვს ერთმანერ-
თის მოსისხლენი შევქმნილიყავით...ეგ მთიდგან რომ მოდიოდა, ბილიკებზედ იმად დაეშვა, რომ მე
მოვეკალ...მაგრამ გზაში მტერს შეხვდა და მოღალატობას ტყუილად სწამობთ...
- ეგ ვიღამ გიამბო? - ერთბაშად წამოიძახა გუგუამ და ეჭვისაგან თვალები აენთო.
-ჩემის ყურით გავიგონე...როდესაც შენ ლაპარაკობდი, მე გზის იქით ვიყავ ჩასაფრებული...რაი-
ღა დავმალო? მოძმეთ ცოდო მე მაძევს კისერზედა, ჩემი ბრალია მათი გაწყვეტა...მე დავკარგე გონი,
მტერი მე გამომეპარა!...გუგუა უბრალოა! - ლაპარაკობდა გაჩქარებით და აღელვებით ონისე და
მთლად კანკალებდა. ონისეს სიტყვები ხალხს მეხსავით მოხვდა და გაშტერებული შესცქეროდა.
ზარდაცემული მოხუცი მთლად ცახცახებდა და კარგა ხანს გონს ვერ მოსულიყო.
ბოლოს ძალზედ ამოიხვნეშა, მოისვა შუბლზედ ხელი და ყვედრებით წარმოსთქვა:
-მაშ ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება? წყეულიმც იყავ, ყველასგამ მოძულებულო, დედმამის საფ-
ლავიდგან ამომგდებო!... რა სასჯელი არის, რომ შენ გადაგიწყვიტოთ!... - ამ სიტყვების შემდეგ მოხუ-
ცი მსაჯულებს მიუბრუნდა: - მოძმეთ სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს,
გადასწყვიტე, თემო!
კარგა მღელვარებისა და ჩოჩქოლის შემდეგ თემის თავნი მიუახლოვდნენ გოჩას და წყნარად
წარმოსთქვეს:
-გოჩავ! შენს შვილს ხევი არ გაუყიდნია...მხოლოდ ყმაწვილკაცობას გაუტაცნია და თავდავიწყე-
ბაში ჩაუგდია...
-მით უფრო მეტი საბუთია, რომ მკაცრად გადახდეს... კაცს ულვაში ნამუსისთვის გამოუვა...ო-
ნისე ეხლავე მკვდარია...მაგის სასჯელი ცეცხლში დაწვაა!
-გუჩაუ, - სცადეს მოხუცის შეყენება, მაგრამ პირგამეხებული ხევისბერი ცეცხლებსა ჰყრიდა
თვალთაგან.
უნდა მოკვდეს, მოკვდეს შეუბრალებლად... და თუ თქვენ ვერ გაგიბედნიათ სამართლიანად
მოექცეთ...მე მიყურეთ... - მოხუცმა გაიძრო ხანჯალი, გაქანდა შვილისკენ და შესძახა:
-მოძმეთ მოღალატე სიცოცხლის ღირსი არ არის!

103
ამ სიტყვებთან ერთად იელა ხანჯალმა და ონისემ მიწაზედ ფართხალი დაიწყო; მოხუცის მახ-
ვილს შვილისათვის გული ორად გაეპო. ეს მოძრაობა ისე სწრაფად მოხდა, ისე საჩქაროდ, რომ უბე-
დურების შეყენება ვერავინ მოასწრო.
ხალხი შემოიფანტა და ახლო ვეღარ მოჰკარებოდა მოხუცს, რომელსაც ძარღვები ძალზედ უღ-
მეჭავდნენ და უცნაურად უთამაშებდნენ სახეს.
-გოჩა! - ცოტა ხნის შემდეგ ვიღამაც ხელი გადაავლო მოხუცს.
-ჰაი? - ანგარიშმიუცემლად წამოიძახა მოხუცმა და მოიხედა. მის წინ იდგა გუგუა.
-გოჩავ, - განიმეორა იმან ხმამაღლა, - წეღან გითხარ, რომ დამნაშავე არა ვარ-მეთქი, მაგრამ ერ-
თხელ მაგგვარის ცილის შეწამების შემდეგ აღარ ვაცოცხლებ-მეთქი...ვაჟკაცი ერთხელ გადაფურთხე-
ბულს ვეღარ ალოკავს.მშვიდობით, ხალხო! - ამ სიტყვებთან ერთად მან გაიძრო დამბაჩა, მიიცა ლუ-
ლა პირში და ტვინი ჰაერში შეასხა...
(ალექსანდრე ყაზბეგი -,, ხევისბერი გოჩაო)

რა მხატვრულ ხერხებს და ენობრივ საშუალებებს იყენებს ავტორი ზემომოყვანილ ტექსტში?

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. მოცემულია კონტრარგუმენტი, დაწერეთ არგუმენტი

კონტრარგუმენტი: ყავა ორგანიზმს კალციუმს აცლის.
არგუმენტი:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4..არგუმენტი: გემრიელი საკვები უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს.

კონტრარგუმენტი:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5. არგუმენტი: ,,შუშანიკის წამების’’ პერსონაჟი ,,კაცი ვინმე სპარსი’’ მაზდეანია.

კონტრარგუმენტი:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

6. არგუმენტი: ბათუმის ნესტიანი ჰავა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

104
კონტრარგუმენტი:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

7. მოცემულ არგუმენტებს დაუწერეთ ერთი ან ორი ქვეარგუმენტი

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ა)განათლება თანამედროვე საზოგადოების წამყვანი პრიორიტეტია
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბ). ვაშლი სასარგებლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გ). თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია კომპიუტერის გარეშე
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დ). ბათუმ საფარ-ბეგს დანაშაული შეუნდო
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

8. მოცემულ საკითხზე შექმენი თეზისი, არგუმენტი და კონტრარგუმენტი:

ა) ცვლის თუ არა კინოფილმი წიგნს?
თეზისი --------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
არგუმენტი ----------------------------------------------------------------------------------------------------------

კონტრარგუმენტი --------------------------------------------------------------------------------------------------

105
ბ)ახდენს თუ არა მავნე ზეგავლენას მოზარდზე კომპიუტერული თამაშები?

გ) აიკრძალოს უნდა თუ არა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში?

1. რა არის დებულება?
2. როგორი შეიძლება იყოს არგუმენტი?
3. რისთვის და რა მიზნით ვიყენებთ არგუმენტს?
4. როგორ უნდა განვასხვავოთ მთავარი არგუმენტი მეორეხარისხოვანისგან? ძლიერი _ სუსტისგან?
5. რა არის ქვეარგუმენტი და რაში ეხმარება იგი ავტორს?
6. რა არ გამოდგება არგუმენტად?
7. რა არის კონტრარგუმენტი?
8. რამდენი არგუმენტია საჭირო ნათქვამის დასასაბუთებლად?
9. არგუმენტთა კომბინაციის რამდენ სახეს იცნობთ?
10. დაასახელეთ არგუმენტირებული მსჯელობის აგების ენობრივი საშუალებანი;
11. დაასახელეთ არგუმენტირებული მსჯელობის აგების ხერხები;
12. რა არის ინდუქცია?
13. რა არის დედუქცია?
14. თქვენ რომელ ხერხს ამჯობინებთ მსჯელობის დროს?
15. დაასახელეთ ინდუქციისა და დედუქციის მაგალითები.

106
თემა VIII. ესე; ესეს სტრუქტურა და სახეები

8. 1. ესეს რაობა. ესეს, როგორც ლიტერატურული ჟანრის ჩამოყალიბება ფრანგი მოაზროვნის

მიშელ დე მონტენის (1533 – 1592) სახელს უკავშირდება. მან თავის წიგნს ,,les essais“ (,,ცდები’’) შეურ-
ჩია სახელწოდებად. მონტენის შემდგომ ამ ლიტერატურულმა ჟანრმა, როგორც სტილისტიკური, ისე
შინაარსობრივი თვალსაზრისით, ბევრი ცვლილება განიცადა სხვადასხვა მოაზროვნისა და მწერლის
ხელში, მაგრამ ერთი რამ, აზროვნების მანერის სუბიექტურობა და თავისუფლება, უცვლელად შეი-
ნარჩუნა.
წერის პროცესში შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჩვენს ასოციაციებზე, გრძნობებზე, პირად დაკვირვე-
ბებზე და შთაბეჭდილებებზე ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია არა დაწვრილე-
ბითი აღწერა და განხილვა კონკრეტული დეტალებისა, არამედ საკითხის ან პრობლემის ფართო
კონტექსტში გააზრება.
ესეს ენა მკითხველისათვის გასაგები და ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს. სასურველია მოვე-
რიდოთ სპეციფიკური და სპეციალური ტერმინოლოგიის ჭარბად გამოყენებას. წერის პროცესში უნ-
და გამოიკვეთოს ძირითადი პრობლემა და ამ პრობლემასთან დაკავშირებული მოსაზრებები. საკუ-
თარი თვალსაზრისი უნდა დავასაბუთოთ სხვადასხვა პოზიციიდან. შევეცადოთ მოკლედ და ლაკო-
ნურად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ძირითადი სათქმელი.
როგორც შინაარსობრივი, ისე სტრუქტურული თვალსაზრისით ესე თავისუფალ ლიტერატუ--
რულ ჟანრს მიეკუთვნება.

8. 2. ესეს სტრუქტურა: დღეს ესემ, როგორც ლიტერატურულ - პუბლიცისტურმა ტექსტმა,

თავისი ძირეული მნიშვნელობა შეიცვალა. ესე არის არც თუ ისე დიდი მოცულობის თხზულება,
რომელსაც აქვს მკაცრად ჩამოყალიბებული ფორმა და სტრუქტურა. ნებისმიერი ტიპის ესე შედგება
სამი ძირითადი ნაწილისაგან:

I. შესავალი ნაწილი
იმისათვის, რომ ესეს შესავალი ეფექტური იყოს, სასურველია რამდენიმე მარტივი წესის დაც-
ვა:
1. მკაფიოდ გამოვკვეთოთ მიზანი, ანუ თავიდანვე გავაცნოთ მკითხველს, თუ რა საკითხის შე-
სახებ გვსურს საუბარი. ტექსტი დავიწყოთ შესავალი ნაწილით;
2. დავსვათ ისეთი შეკითხვა, რომლის შესახებაც შეიძლება ვისაუბროთ ესეში;
3. დავიწყოთ შესავალი მკითხველისათვის ნაცნობი, ადვილად აღსაქმელი სიტუაციის აღწე-
რით, რათა დავაინტერესოთ მკითხველი. მოვერიდოთ შაბლონურ და პათეტიკურ წინადადე-
ბებს. ეს დაბალ ენობრივ კულტურაზე მიანიშნებს და მკითხველში უარყოფით ემოციას იწ-
ვევს.

II. ძირითადი ნაწილი

ძირითად ნაწილში გადმოცემულია ავტორის მთავარი სათქმელი, განმარტებული და დასაბუ-
თებულია შესავალში მოცემული მთავარი დებულებები, ლოგიკურადაა განვითარებული მსჯელობა,
მოყვანილია არგუმენტები; ჩანს ავტორის შეფასებითი დამოკიდებულება.

107
II. დასკვნითი ნაწილი
დასკვნითი ნაწილი ერთგვარი შეჯამებაა ესეში გადმოცემული მოსაზრებებისა, რომლებიც
მკითხველს კიდევ ერთხელ ხაზგასმით უკონკრეტებს ავტორის მიზანს, წარმოაჩენს თემის აქტუა-
ლობას და სახავს პერსპექტივას.

8. 3. ესეს სახეები
ჩვეულებრივ, განასხვავებენ ესეს ორ სახეობას. ესენია :
1. ახსნითი (განმარტებითი) ესე;
2. არგუმენტირებული ესე.
ახსნითი ესეს ქვეტიპებია:
1. აღწერითი;
2. განმარტებითი;
3. ილუსტრაციული;
4. ანალიტიკური.
არგუმენტირებული ესეს ქვეტიპებია:
1.განსაზღვრებითი (არის სამეცნიერო ხასიათის, მოცემულია ცალკეული ცნებების არსი);
2.განვითარებითი // ევოლუციური (იწყება მარტივი, ყველაზე გამოკვეთილი არგუმენტით და
მას ეტაპობრივად მისდევს რთული, ძლიერი არგუმენტი)
3.ინტერპრეტაციული ესე გულისხმობს ამა თუ იმ მოვლენის ან საგნის, პერსონაჟის მიმართ
საკუთარი, სუბიქტური თვალსაზრისის გამოთქმას. იგი ძირითადად ლიტერატურული ნაწარმოების
განხილვას ეხება და გადმოგვცემს ერთი გმირის საქციელის სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას.

აღწერითი ესე
აქ მოცემულია ამა თუ იმ მოვლენის, ფაქტის, პრობლემის, საკითხის შესწავლის მდგომარეო-
ბის აღწერა, ანალიზი ან ახსნა.
აღწერის საშუალებით ავტორი ქმნის მის მიერ ნანახისა და განცდილის ზუსტ ვერბალურ
(სიტყვიერ) სურათს. ეს საშუალებას აძლევს მკითხველს წარმოიდგინოს ის, რაც ავტორმა დაინახა,
მოისმინა ან შეიგრძნო (სუნი, გემო, შეხება). ამის შედეგად იქმნება საგნის ან მოვლენის ერთიანი გან-
ცდა და შთაბეჭდილება.
აღწერისათვის უნდა შეირჩეს შესაფერისი ენობრივი საშუალებები: განსაზღვრებები, შედარებე-
ბი, ეპითეტები, მეტაფორები.
აღწერითი ტექსტი შეიძლება იყოს სამი სახის:
1. პორტრეტი - ადამიანის გარეგნობის, იერსახის აღწერა;

2. პეიზაჟი - ბუნების სურათის აღწერა;

3. სცენა - მოქმედების აღწერა.

ჩვენ მუდმივად გვიწევს აღვწეროთ ადამიანები, ადგილები, საგნები და მოქმედებები სულ

სხვადასხვა აუდიტორიისათვის და განსხვავებული მიზნებით. დაზღვევის აგენტი აღწერს დამტვრე-
ულ მანქანას, სტუდენტი-ბიოლოგი – მცენარის უჯრედს და მის აგებულებას, ექიმი – პაციენტის
ჭრილობას ან ჩატარებულ ოპერაციას. მეცნიერი აკვირდება და დეტალურად აღწერს მისთვის მნიშ-
ვნელოვან ობიექტს. ჩვენც ასე ვიქცევით, როცა რომელიმე საგანში ნაშრომს ვწერთ. აღწერის საშუა-
ლებით ჩვენ შეგვიძლია მკითხველს სამყაროს შესახებ ჩვენი ხედვა გავაცნოთ. თუ მკითხველი უკეთ

108
გაეცნობა ჩვენს შეხედულებებს საკამათო საკითხის შესახებ, მეტია ალბათობა იმისა, რომ ის ყუ-
რადღებით მოისმენს შემდგომ მსჯელობასა და დაეთანხმება შესაბამის დასკვნას. აქედან გამომდი-
ნარე, რის შესახებაც არ უნდა ვწერდეთ, ყოველთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ აღვწე-
როთ შესაბამისი მოვლენები და გარემოებები.
აღწერაში ყოველთვის ჩანს გარკვეული ხედვის კუთხე, ანუ სურათის აღმწერის პოზიცია (ვინ
აღიქვამს, ვის და როგორ?). აქედან გამომდინარე, აღწერისადმი მიდგომა შეიძლება იყოს სუბიექტუ-
რი და ობიექტური.
ობიექტური აღწერის დროს ჩვენი ყურადღება მიმართულია თვით საგნისადმი და არა იმ გან-
ცდებისა და ემოციებისადმი, რაც ამ საგანმა შეიძლება ჩვენში გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ჩვენი მი-
ზანია, წარმოვაჩინოთ საგნის ან მოვლენის ზუსტი სურათი, რომელიც თავისუფალი იქნება სუბიექ-
ტური მოსაზრებებისა და განწყობისაგან. ყოველგვარი სამეცნიერო, ტექნიკური, ბიზნეს-ანგარიში
თუ შეფასება აღწერის საგნისადმი მკაცრ შესაბამისობასა და ობიექტურობას მოითხოვს.
მომდევნო აბზაცში მოცემულია აღწერითი ხასიათის ტექსტის ნაწყვეტი, რომელშიც ლაპარაკია
უძველეს პოპულარულ ინსტრუმენტების შესახებ. ამ ნაწყვეტში მაქსიმალურად არის დაცული ობი-
ექტურობა:
XVI საუკუნეში ბევრი ახალი მუსიკალური ინსტრუმენტი შეიქმნა. მეტი პოპულარობით სარ-
გებლობდა ისეთი საკრავები, რომელთა დაკვრა განსაკუთრებულ ოსტატობას არ მოითხოვდა და მა-
თი გამოყენება არაპროფესიულ მუსიკოსებსაც შეეძლოთ.
ყველაზე მისაღები სიმებიანი, განსაკუთრებით კი ვიოლას ოჯახის საკრავები იყო. ვიოლა ვიო-
ლინოს წინამორბედი ინსტრუმენტია, რომელიც ადვილი მოსახმარი იყო, რადგან კილოებიანი ფარ-
თო გრიფი ჰქონდა. იგი გამოსცემდა ძალიან მშვიდ და ნაზ ხმას, რომელიც სასიამოვნო მოსასმენი
იყო ოჯახური შეკრებების დროს. მეორე ფავორიტი ინსტრუმენტი იყო ლუტნა (ბარბითი), რომელიც
ასევე, სიმებიანი საკრავი იყო და ჟღერადობით დღევანდელ გიტარას წააგავდა.
ობიექტური აღწერისაგან განსხვავებით, სუბიექტური აღწერისას საგნები და მოვლენები, გარ-
და მათი რეალური, ობიექტური არსისა, იძენენ დამატებით, განსაკუთრებულ აზრსა და მნიშვნელო-
ბას. მოვიყვანთ მაგალითს ნოდარ დუმბაძის შემოქმედებიდან:
,,ჩემს სოფელს მარჯვნივ გუბაზოული ჩაუდის, მარცხნივ-ლაშის ღელე, რომელიც სავსეა კი-
ბორჩჯლებით, ღორჯოებით და შარვალაკაპიწებული ბიჭებით. გუბაზოულზე ხიდია გადებული,
რომელსაც ბოგას ეძახიან. ყოველ გაზაფხულზე მოვარდნილ წყალს მიაქვს ხიდი და ჩვენ მხოლოდ
ხიდის თავი გვრჩება. მიუხედავად ამისა, ჩემი სოფელი მაინც ყველაზე ლამაზი და მხიარული სოფე-
ლია გურიაში, მე იგი ყველა სოფელზე უფრო მიყვარს ამქვეყნადნ.
ამ ნაწყვეტში ავტორი იყენებს მხედველობით შეგრძნებას, ცდილობს, მისცეს მათ ემოციური
დატვირთვა და შექმნას სიმშვიდის დომინანტური განცდა.
ორივე, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიდგომა აღწერისადმი იშვიათად იხმარება და-
მოუკიდებლად. გამოცდილი ავტორი ცდილობს დაიცვას ზომიერება ობიექტურობასა და სუბიექ-
ტურობას შორის და გააკეთოს არჩევანი იმის მიხედვით, თუ ვისთვის, ან რისთვის და რა გარემოე-
ბებთან დაკავშირებით წერს იგი.

განმარტებითი ესე
განმარტებით ესეში ავტორი აწვდის მკითხველს ფაქტის ან მოვლენის გამომწვევ მიზეზებს, უჩ-
ვენებს მოსალოდნელ შედეგებს და საკითხის არსის წარმოსაჩენად მოჰყავს სხვადასხვა მოსაზრება ან
ფაქტი. ასეთი ესე კარგად გაარკვევს საკითხის არსში მკითხველს. ამ ტიპის ესეში, უპირველეს ყოვ-
ლისა, უნდა განისაზღვროს იმ ცნებების არსი, რომელთა შესახებაც ვითარდება მსჯელობა. მაგალი-
თად, თუ ვმსჯელობთ საკითხზე - რა არის ტოლერანტობა, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გა-

109
ნისაზღვროს, თუ რას მოვიაზრებთ ცნებაში ,,ტოლერანტინ და შემდგომ შეიძლება განვითარდეს არ-
გუმენტირებული და ლოგიკური მსჯელობა მოცემულ საკითხზე.

ილუსტრაციული ესე მიზნად ისახავს საკითხის ირგვლივ არსებული ყველა თვალსაზრისისა

და თეორიის გაცნობას მკითხველისათვის. ეს ე. წ. მიმოხილვითი ხასიათის ტექსტია, რომელიც ფარ-
თოდ გამოიყენება სამეცნიერო ნაშრომებსა და პუბლიკაციებში, განსაკუთრებით კი ეკონომიკური
მიმოხილვის ან ანალიზის ტიპის ტექსტებში. ამ ტიპის ესეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტა-
ტისტიკა და სხვა ობიექტური მონაცემები. მასში ავტორი ნაკლებად წარმოაჩენს საკუთარ პოზიციასა
და დამოკიდებულებას საკითხისადმი. შესაბამისად, პერსპექტივაც სწორედ ამ კონტექსტში წარმოჩ-
ნდება. ილუსტრირებული ესე სტრუქტურულად იმეორებს კლასიკური ესეს მოდელს.

ანალიტიკურ ესეში მოცემულია ამათუ იმ საკითხის თეორიული ანალიზი, მეცნიერული ახსნა.

არგუმენტირებული ესე
თითქმის ყველა ჟანრის აკადემიური ნაშრომი არგუმენტირებას მოითხოვს, რათა მკითხველი
დარწმუნდეს ავტორის ნათქვამის სისწორეში. არგუმენტირებულ მსჯელობაში იდეები თანმიმდევ-
რულადაა გადმოცემული.
ნათქვამის დასაბუთებას ანტიკურ ხანაშიც ექცეოდა ყურადღება. ბერძნებსა და რომაელებს არ-
გუმენტების საშუალებით გამოჰყავდათ ჭეშმარიტება.
აკადემიურ წერაში არსებობს არგუმენტირებული ესეს აგების ორგვარი მოდელი. ორივე მათ-
განი პოპულარულია დასავლეთ ევროპაში. პირველი ტიპის ნაშრომში მოცემულია არგუმენტები,
კონტრარგუმენტები და მათი უკუგდება, მეორე ტიპისაში კი მხოლოდ საპირისპირო თვალსაზრი-
სების გაბათილებაა. მართალია, ვერც საწინააღმდეგო თვალსაზრისების უკუგდება მოხერხდება არ-
გუმენტების გარეშე, მაგრამ პირველი მოდელი მაინც მეტი უპირატესობით სარგებლობს.
არგუმენტირებული ესეს სათაური დასრულებული წინადადებაა, რომელიც აუცილებლად
ორ ურთიერთდაპირისპირებულ პოზიციას შეიცავს. თუ ავტორი რომელ პოზიციას ამტკიცებს, ეს
გამოჩნდება შესავლის ბოლო წინადადებაში- თეზისში. შესავლის პირველი წინადადება ასრუ-
ლებს ,,კაუჭის ფუნქციასკკ(წულაძე) და მკითხველში აღძრავს ინტერესს.
აკადემიური წერის სპეციალისტები გვთავაზობენ შესავლის 4 ძირითად ვარიანტს:
 ზოგადიდან კონკრეტულის მიმართულებით მოძრაობა;
 დრამატული შესავალი, რომელიც პირდაპირ მოქმედების ცენტრში, სიუჟეტში ,,გადაის-
ვრისკკ მკითხველს;
 შესაბამისი ციტატის მოხმობა, რაც პირველი წინადადებებიდანვე ემსახურება ავტორის
პოზიციის განმტკიცებას;
 კონტრარგუმენტით დაწყება, შემდეგ საკუთარი თეზისის შეთავაზება და მკითხველის-
თვის საპირისპირო პოზიციებს შორის კონტრასტის დემონსტრირება.
ნაშრომის ძირითად ნაწილში ავტორი ამყარებს საკუთარ თვალსაზრისს და უკუაგდებს კონ-
ტრარგუმენტებს. არგუმენტები, ბუნებრივია, ვერ იქნება ერთნაირი სიძლიერის:
* სიძლიერით მეორე ადგილზე მდგომი არგუმენტი;
* ნაკლებად ძლიერი არგუმენტი;
* ნაკლებად ძლიერი არგუმენტი;
* ყველაზე ძლიერი არგუმენტი.

110
არგუმენტის მხარდასაჭერად საჭიროა ფაქტების, სტატისტიკური მონაცემების, ცნობილ ადა-
მიანთა ციტატების დამოწმება. სოციალურ მეცნიერებებში ასეთებად გამოდგება სტატისტიკური მო-
ნაცემები და ექსპერტთა დასკვნები.
ავტორის პოზიცია ძლიერი ვერ იქნება, თუ იგი მარტო არგუმენტებზე იმსჯელებს და გაექცე-
ვა საპირისპირო მოსაზრებებს. თუ მკითხველი დაინახავს ამას, სისუსტედ ჩათვლის. შეიძლება მოი-
ნახოს კომპრომისული პოზიციაც. კ. როჯერსის თანახმად, რაც უფრო მეტად შეუტევ ოპონენტს, მით
უფრო ძლიერია მისი მხრიდან წინააღმდეგობაც (ვიმოწმებ წულაძის მიხედვით).
დასკვნაც შესავლის მსგავსად სამ ფუნქციას ასრულებს:
1. არგუმენტების შეჯამება თითო წინადადებით;
2. თეზისის გამეორება სხვა სიტყვებით;
3. პრობლემის განხილვა მომავლის ჭრილში, რაც მკითხველს საფიქრალს
დაუტოვებს, როგორ გამოიყენოს მოცემული ესე ცხოვრებაში.
არგუმენტირებული ესე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
* შესავალი უნდა იყოს მკითხველის დამაინტერესებელი;
* გამოკვეთილი უნდა იყოს თეზისი, რომელიც ნათლად და კონკრეტულად გადმოგვცემს
სათქმელს;
* ესე ლოგიკური და შეკრულია;
* დასკვნა საინტერესოა.
შეფასებისას გასათვალისწინებელია შემდეგი კრიტერიუმები:
ნაშრომის სტრუქტურა (ორგანიზება);
პარაგრაფების განვითარება და ლოგიკა;
სტილი და ენა;
საკუთარი არგუმენტების დასაბუთება;
კონტრარგუმენტების გათვალისწინება და უკუგდება.

არგუმენტირებული ესეს ნიმუშები:

ა) 1980 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ,,იყიდენ მახვილი’’ აკაკი ბაქრაძე წერდა: ,, გარკვეულ
პირობებში ალეგორია არაკეთილსინდისიერი მწერლების თავშესაფარია. ალეგორიით ისინი იოლად
ატყუებენ მიამიტ მკითხველებს. ბუნებითა და არსით რეაქციონერები თავს გვაჩვენებენ რევოლუცი-
ონერებად. თავს იკატუნებენ, მეტის თქმის საშუალება არ იყო და რაც მოვახერხე, ალეგორიით შევძე-
ლიო. მათ ხელისუფლებაც კმაყოფილი ჰყავთ და ხალხიც. ამიტომ ალეგორიულ ენას პატიოსანი მწე-
რალი ფრთხილად უნდა მოეკიდოს, რომ უნებლიეთ თვალთმაქცების ბანაკში არ აღმოჩნდეს.
ბ)1980 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ,,იყიდენ მახვილი’’ აკაკი ბაქრაძე წერდა:
,,მინდა აღვნიშნო ერთი გარემოება, რომელიც დღეს ქართულ მწერლობაში შეიმჩნევა და რაც
დასაგმობად მიმაჩნია. თუ რომელიმე მხატვრულმა ნაწარმოებმა მოწონება დაიმსახურა, მის მიმართ
ჩნდება ნეკროლოგიური მადლიერების განწყობილება. აღტაცებით ცრემლმორეული, ქუდმოხდილი
შევყურებთ მას და, თუ რაიმე დავწერეთ ამ ნაწარმოებზე, მხოლოდ და მხოლოდ ხოტბა უნდა
ვთქვათ. როგორც ნეკროლოგში მიგვაჩნია უხერხულად გარდაცვლილის ნაკლის აღნიშვნა, აქაც გვი-
ჭირს ხარვეზებზე ლაპარაკი. ის კი გვავიწყდება, რომ მხატვრული ნაწარმოები ცოცხალი ორგანიზმია
და, როგორც ყოველ ცოცხალ არსებას, აქვს თავისი ავ-კარგი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრმა
აღტაცება და ბრმა გმობა ერთნაირ შედეგს იძლევა- აზრის უმოძრაობას. ეს კი მწერლობის უბოროტე-
სი მტერია’’.

111
სავარჯიშო
1. არგუმენტირებული მსჯელობით დაასაბუთეთ ეს მოსაზრებები:
. მსჯელობისას არგუმენტებად მოიშველიეთ თქვენ მიერ შესწავლილი რომელიმე ნაწარმოები
ან მასში გამოთქმული ერთი ან რამდენიმე თვალსაზრისი;
. ჩამოაყალიბეთ თქვენი პიროვნული პოზიცია (ახსენით, რატომ ეთანხმებით ან არ ეთანხმე-
ბით აკაკი ბაქრაძის ამ მოსაზრებებს).

2. არგუმენტირებული მსჯელობით უარყავით ეს მოსაზრებები:

. მსჯელობისას არგუმენტებად მოიშველიეთ თქვენ მიერ შესწავლილი რომელიმე ნაწარმოები
ან მასში გამოთქმული ერთი ან რამდენიმე თვალსაზრისი;
. ჩამოაყალიბეთ თქვენი პიროვნული პოზიცია( ახსენით, რატომ ეთანხმებით ან არ ეთანხმე-
ბით აკაკი ბაქრაძის ამ მოსაზრებებს).

.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................
112

არსებობს ესეს ორი ძირითადი მოდელი:

1. მიზეზ-შედეგობრივი და
2.შედარება- შეპირისპირებითი.
მიზეზ-შედეგობრივი ესე აღწერს მოვლენის გამომწვევ მიზეზებს და მოსალოდნელ შედეგებს.
შედეგი გამომდინარეობს მიზეზისგან და ორივე ერთმანეთს ლოგიკურად უკავშირდება. აქ გამოიყე-
ნება წინადადებათა ჯაჭვური გადაბმის ხერხი. უმიზეზოდ არ არსებობს შედეგი და პირიქით. მი-
ზეზ-შედეგობრიობის დაცვა აუცილებელია ლოგიკური მსჯელობის ასაგებად. სტუდენტის წინაშე
უამრავი კითხვა (რატომ ხდება ასე? რამ განაპირობა ეს? რა არის მოსალოდნელი? რა შედეგებამდე
მიგვიყვანს ცალკეული მიზეზები? და ა. შ.) ჩნდება, რომელთაც ესეს წერისას აუცილებლად უნდა გა-
ეცეს პასუხი.
მრავალმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს ერთი შედეგი და ერთმა მიზეზმა- რამდენიმე შედეგი.
საგნებისა და მოვლენების მეცნიერულმა შესწავლამ უნდა გამოავლინოს ამა თუ იმ ფაქტის გამომწვე-
ვი მიზეზები და მოსალოდნელი შედეგები.
მაგალითად, რა შეიძლება მოჰყვეს გარემოს დაბინძურებას?
შედეგი 1. ეკოლოგიური პრობლემების გაჩენა;
შედეგი 2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
შედეგი 3. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის კლება;
შედეგი 4. კაცობრიობის გადაშენება.

შედარება- შეპირისპირებითი ესე სახელწოდებიდან გამომდინარე გულისხმობს ორი საგნის

ან ფაქტის თუ მოვლენის შედარებას, საერთო და განმასხვავებელი ნიშნების გამოკვეთას. ჩვეულებ-
რივ, შესადარებლად ვიღებთ ერთი რიგის საგნებს და მოვლენებს: მაგალითად: ორ პერსონაჟს, ერთ
თემაზე დაწერილ ორ სხვადასხვა ნაშრომს, ესეს, ლექსს, მოთხრობას, ნოველას, ორ პოლიტიკურ შე-
ხედულებას, ორ მასწავლებელს და ა. შ. შესადარებელი ობიექტები ერთ ზოგად კლასს უნდა განე-
კუთვნებოდეს, რომ არსებობდეს შედარების საფუძველი. არ შეიძლება შევადაროთ მასწავლებლისა
და მოსწავლის, ექიმისა და ვაჭრის ინტელექტუალური შესაძლებლობანი და გამოვიტანოთ ლოგიკუ-
რი დასკვნა. ერთმანეთს რომ შევადაროთ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურა, ჯერ უნდა გამოიკ-
ვეთოს მსგავსება, შემდეგ კი განსხვავება.
ნიმუში:
სახელმწიფო სტრუქტურა - საშტატო ერთეულები, მდგრადი, მაგრამ არცთუ მაღალი ხელფა-
სი, განსაზღვრული სამუშაო საათები, შვებულება,სადეკრეტო შვებულება, მივლინება და ა. შ.
კერძო სტრუქტურა - შეზღუდული სამუშაო ადგილები, მაღალი ხელფასი, განუსაზღვრელი
სამუშაო დრო და ა. შ.

113
შედარებითი ესეს ნიმუში
SoTa zoiZe
miSeli, tato da ori geniosis erTi bediswera
Гений умирают вовремя!
A.H.Скрябин
mixeილ ლერმონტოვი და ნიკოლოზ ბარათაშვილი თანამედროვენი იყვნენ, ორივე _ გენიოსი, ორი-
ვე _ რომანტიკოსი. მოფერებითა თუ სიყვარულით ლერმონტოვს მიშელს ეძახდნენ, ხოლო ბარათაშვილს
_ ტატოს. მიშელი 1814 წელს დაიბადა, ხოლო ტატო _1817 წელს. მიშელი ტატოზე სამი წლით უფროსი
იყო და სამი-ოთხი წლით ადრე გარდაიცვალა. მიშელი დაიბადა ქალაქ მოსკოვში, თავისი ქვეყნის, ანუ
რუსეთის დედაქალაქში. ტატო დაიბადა ქალაქ თბილისში, თავისი ქვეყნის, ანუ საქართველოს დედაქა-
ლაქში.
ჩემი მიზანი როდია ორი დიდი პოეტის ბიოგრაფიული მომენტების გახსენება. ამ პარალელებით
მინდა მკითხველს ვიზუალურად ვაჩვენო მათი ერთნაირი ბედისწერა.
ლერმონტოვი დაიღუპა თავისი სამშობლოდან შორს, მისთვის უცხო მხარეში, ქალაქ პიატიგორსკში.
ბარათაშვილიც თავისი სამშობლოდან შორს, მისთვის უცხო მიწაზე, ქალაქ განჯაში გარდაიცვალა.
ლერმონტოვიცა და ბარათაშვილიც 27 წლისანი იყვნენ.
ლერმონტოვმაც და ბარათაშვილმაც იწინასწარმეტყველა საკუთარი აპოკალიფსური აღსასრული.
ერთიც და მეორეც გრძნობდა და წინასწარმეტყველებდა ტრაგიკულ ბედისწერას. ორივენი ბაირონივით
თავად დაეძებდნენ სიკვდილს. ლერმონტოვს კავკასიის ბრძოლებში ყველაზე უფრო სახიფათო ბატალიე-
ბისაკენ მიუწევდა გული, ხოლო ბარათაშვილს განჯის შემოგარენში ტყის ყაჩაღებთან ბრძოლა არგუნა
ბედმა.
მიშელს თავის ადრინდელ ყმაწვილობისჟამინდელ რვეულში ანდერძვით ჩაუწერია: ,,...Положите
камень и – пускай на нем ничего не будет написано, если однаго имени моего не довольно будет доставить
ему бессмертие».
წინასწარმეტყველური ტრაგიზმი თვალსაჩინოა ბარათაშვილის ლექსებსა და პირად წერილებში.
,,ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის. ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა,
ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის. შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით მიწას დამაყრისო. სულ მალე, რამდენიმე თვეში
აუხდა ეს სულისშემძვრელი წინასწარმეტყველება.
ბარათაშვილი 1845 წლის აგვისტოში, ელისავეტოპოლში (იგივე მურუთი), ქალაქ განჯიდან 14 კი-
ლომეტრის დაშორებით, რუსული ეკლესიის გალავანში მიიბარა მისთვის უცხო მიწამ. ლერმონტოვმაც
ნათესავებისაგან შორს, პიატიგორსკში (მაშუკის მთასთან) ძველ სასაფლაოზე ჰპოვა სამარე 1841 წელს.
ეთიცა და მეორეც უცოლშვილოდ გადაეგო წუთისოფლიდან.
ლერმონტოვი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გადაასვენეს პიატიგორსკიდან თავის მშობლიურ
მხარეში და დაკრძალეს საგვარეულო სასაფლაოზე, პენზის გუბერნიის სოფელ ტარხანში. ნიკოლოზ ბარა-
თაშვილი კი 47 წლის შემდეგ დაუბრუნდა განჯიდან მშობლიურ მიწას. ჯერ თბილისში, დიდუბის პანთე-
ონში, მოგვიანებით მთაწმინდის გამოჩენილ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ჰპოვა სამა-
რე. ორივე პოეტის პირველი საფლავი დაკარგულად ითვლება. პიატიგორსკის ძველ სასაფლაოზე დგას
ლერმონტოვის ობელისკი, მაგრამ არა იმ ადგილას, სადაც მისი საფლავი იყო.
არც ლერმონტოვის და არც ბარათაშვილის ფოტოსურათი შემოგვინახა ბედისწერამ. ლერმონტოვის
სახე ფერწერულ ტილოებში გაცოცხლდა. როდესაც პეტერბურგში საიუნკრო სკოლა დაასრულა და ოფიც-
რის მუნდირი პირველად მოირგო, მისმა ბებიამ ელიზავეტა არსენიევამ მხატვარ ბუტკინს შვილიშვილის
პორტრეტი შეუკვეთა. ამ შეკვეთამ ბუტკინი უკვდავებაში შეიყვანა. შემდგომ პოეტის პორტრეტები შექ-
მნეს ზაბოლოდსკიმ, კლიუნდერმა, გორბუნოვმა და ბევრმა სხვამ. ეს ის დროა, როცა ახლად იდგამდა
ფეხს ფოტოგრაფია. ლერმონტოვმა ვერ მოასწრო სურათის გადაღება. ბარათაშვილის სახე აღბეჭდა დაგე-
როტიპმა. სამწუხაროდ ისიც განადგურდა. XIX საუკუნის 70-იან წლებში პოეტის დამ, ნინომ, სტუმრად
მისულ ილია ჭავჭავაძეს აჩვენა ტატოს ზემოთ ხსენებული სურათი. ილიამ იგი იმ დროისათვის თბილის-
114
ში ცნობილ ფოტოგრაფ დუბელირს გასამრავლებლად მიუტანა. საუბედუროდ, იმ ღამით დუბელირის
ფოტოატელიე ხანძარმა შთანთქა. ესეც გენიოსის ბედისწერა!
საბედნიეროდ, ბარათაშვილის სახე შემოგვინახა პოეტის სიყრმის მეგობრის, არაპროფესიონალი,
უფრო სწორედ, დილეტანტი მხატვრის მიხეილ თუმანიშვილის ფანქრით შესრულებულმა ესკიზებმა. თა-
ნამედროვენი აღიარებდნენ, რომ ტატოს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანებია მისი და სოფიო. დიმიტრი ყიფია-
ნის მეუღლე ნინო (ქალიშვილობაში ჭიალშვილი) იგონებს: ,,Вот уговорите кн. Софию снятсья в
фотографии, приделите ей усики и наденте ей сюртук и будет у вас портрет поэта”. თუმანიშვილის ესკი-
ზებსა და თანამედროვეთა მოგონებებზე დაყრდნობით, გამოჩენილმა ლადო გუდიაშვილმა 50-იან წლებ-
ში შექმნა ტატოს პორტრეტი, რომელიც დაამტკიცა სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ. 1979 წელს ბარა-
თაშვილის შესახებ ჩემთან საუბრისას ლადო გუდიაშვილმა ხაზი გაუსვა ლერმონტოვისა და ბარათაშვი-
ლის პორტრეტულ მსგავსებას, რაც მეტად საგულისხმოა.
ნიკოლოზ ბარათაშვილს თავისი ლექსები დაბეჭდილი არ უნახავს. ვერც აღიარებას მოესწრო. ლერ-
მონტოვმა გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე, 1837 წელს, დაიწყო ლექსების გამოქვეყნება და აღიარებაც
თვალსაჩინო იყო. ორივე პოეტის შემოქმედებითი ცხოვრების ხანგრძლივობა 12-13 წელია. ლერმონტოვს
თანამედროვეებმა _ რუსი გოეთე, ხოლო ბარათაშვილს ქართველი ლერმონტოვი უწოდეს.
ბარათაშვილი ოცნებობდა სამხედრო კარიერაზე, მაგრამ კოჭლობის გამო (ბავშვობაში ფეხი მოიტე-
ხა), სამხედრო სასწავლებელში არ მიიღეს. ,,ჩემი სურვილი იყო ჯარისკაცობა, იგი მზრდიდა მე აქომამდენ
და ახლაც ხანდასხანს კიდევ შთამომეპარება ხოლმე გულშიო, _ წერდა 1837 წელს გრ. ორბელიანს. ლერ-
მონტოვიც ოცნებობდა სამხედრო კარიერაზე. ამ მიზნით მიატოვა მოსკოვის უნივერსიტეტი და პეტერ-
ბურგის სამხედრო სკოლა დაასრულა. შემდგომ იგი ჰუსართა პოლკის ოფიცერი გახდა.
ბარათაშვილი 1845 წლის ივნისში განამწესეს განჯაში, სადაც მალე გარდაიცვალა. ლერმონტოვი
1840 წელს გადმოასახლეს ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც მალე დაიღუპა.
ლერმონტოვი და ბარათაშვილი ერთდროულად გამოდიან სამოღვაწეო ასპარეზზე. ეს ის დროა, რო-
ცა პეტერბურგში სასტიკად გაუსწორდნენ დეკაბრისტულ მოძრაობას, ხოლო საქართველოში დარბეულია
ცნობილი 1832 წლის თავადაზნაურთა შეთქმულება. ისტორიის ამ მონაკვეთს ,,უდროობის ხანაო უწო-
დეს. იგი არანაკლებ მძიმე იყო ბარათაშვილისა და ქართული ინტელიგენციისათვის.
პეტერბურგში ხუთი დეკაბრისტი ჩამოახრჩვეს, ხოლო თბილისში 1834 წლის 10 თებერვლის განჩი-
ნებით, შეთქმულების 10 მონაწილეს სიკვდილი მიუსაჯეს, _ ე.წ. четвертование _ ჯერ ხელ-ფეხისა და შემ-
დეგ თავის მოკვეთა. მალე ეს განაჩენი გადასახლებით შეცვალეს. შეთქმულების ერთ-ერთი სულისჩამ-
დგმელი, ნიკოლოზ ბარათაშვილის მასწავლებელი და მეგობარი სოლომონ დოდაშვილი ვიატკაში გადაა-
სახლეს, რომელიც იქვე გარდაიცვალა; სოლომონ რაზმაძე _ პენზაში, დიმიტრი ყიფიანი _ ვოლოგდაში
(მეორედ 1886 წელს, სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც მეფის აგენტებმა 1887 წლის 24 ოქტომბერს ღა-
მით მძინარე მოკლეს ), ხოლო ვახტანგ ორბელიანი კალუგაში. ტატოს თანამედროვე რომანტიკოსი პოე-
ტები ვარაუდობენ, რომ შეთქმულების სამ მონაწილეს- ალექსანდრე ჭავჭავაძეს, გრიგოლ ორბელიანსა და
სოლომონ დოდაშვილს 1829 წელს თბილისში ყოფნისას გასცნობია პუშკინი.
1837 წელს ლერმონტოვი საქართველოში გადმოასახლეს. ამ დროს გამოქვეყნებული აქვს ,,პოეტის
სიკვდილიო და სხვა ლექსები. ნათელია, რომ ქართველი რომანტიკოსები უკვე იცნობდნენ მათ. ნიჟეგო-
როდის დრაგუნთა პოლკი, რომელშიც ლერმონტოვი მსახურობდა, კახეთში იდგა. წყაროებით დასტურ-
დება მისი მონაწილეობა თბილისში გამართულ სამხედრო აღლუმში, რომელიც ნიკოლოზ პირველის სა-
ქართველოში სტუმრობას მიეძღვნა. ქართულმა თავადაზნაურობამ იმპერატორს ზღაპრული ბალი გაუ-
მართა, რომელშიც ლერმონტოვიც მონაწილეობდა, დრაგუნთა პოლკის ოფიცრებთან ერთად. აქ იყვნენ
ქართველი პოეტები ალ. ჭავჭავაძე, გრ. ორბელიანი და ნ. ბარათაშვილი. პავლე ინგოროყვას ცნობით, იმ-
პერატორს ბარათაშვილისათვის ხელი ჩამოურთმევია. ალ. ჭავჭავაძე ადრევე იცნობდა ლერმონტოვს, მაგ-
რამ ძნელი სათქმელია, ამ ვითარებაში გაეცნენ თუ არა მას ორბელიანი და ბარათაშვილი.
ლერმონტოვისა და ბარათაშვილის ბიოგრაფიაში ფიგურირებს კიდევ ერთი პიროვნება, ტატოს თა-
ნაკლასელი და მეგობარი, შემდგომში რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1869 წლიდან) კონსტან-
ტინე მამაცაშვილი. იგი მონაწილეობდა ჩრდილო კავკასიის ომებში. სწორედ აქ დაუმეგობრდა მიხეილ
115
ლერმონტოვს. ისტორიკოსთა ცნობით, მათ ერთად გადაუხდიათ მძიმე ბრძოლები და ძალიან კარგი ურ-
თიერთობა ჰქონიათ. უთუოდ საინტერესოა რუსულ ენაზე დაწერილი მამაცაშვილის ,,მემუარებიო, რომე-
ლიც პეტერბურგის პუშკინის სახლის არქივშია დაცული. დღესავით ნათელია, რომ მამაცაშვილი ლერ-
მონტოვს მოუთხრობდა თავისი სიყრმის მეგობარი ქართველი პოეტის შესახებ.
ლერმონტოვი წუხდა: ,,Господа! когда-то русские будут русским’’ ნალოგიური იყო ბარათაშვილის
ფიქრი და სიზმრები ქართველებსა და საქართველოზე.
ორი გენიოსის რომანტიკული გზავნილი მკითხველისადმი დაუსაბამო ფიქრისა და განსჯის გენე-
რატორი გახდა. აქ ლერმონტოვი ბარათაშვილზე მეტია და პირიქით _ ბარათაშვილი მეტია ლერმონტოვ-
ზე. ლერმონტოვის რომანტიზმი სოციალური ბუნებისაა, ბარათაშვილთან კი სოციალურთან ერთად
ეროვნული მოტივი წინაურდება. მეფის რუსეთის რეჟიმი ერთნაირად მძიმე იყო როგორც რუსი ხალხი-
სათვის, ასევე ეროვნული უმცირესობებისათვის. ლერმონტოვისა და ბარათაშვილისათვის ერთნაირად
ახლობელია გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანის ბედი, მიუხედავად მისი ეროვნული წარმომავლობისა.
გოგოლმა ლერმონტოვის ნაწერებს კეთილსურნელოვანი (Благоуханной), ხოლო ილია ჭავჭავაძემ
ბარათაშვილს დიდბუნებოვანი უწოდა.

.
შინაარსობრივი თვალსაზრისით შეიძლება გამოიყოს ესეს რამდენიმე ტიპი:
 ლიტერატურულ - პუბლიცისტური;
 კრიტიკული;
 ფილოსოფიური;
 ისტორიული;
 სამეცნიერო;
 ბიოგრაფიული;
 ფსიქოლოგიური;
 სოციოლოგიური;
და ა.შ.

კითხვები ცოდნის შესამოწმებლად:

1.ვის სახელს უკავშირდება ესეს, როგორც ლიტერატურული ჟანრის ჩამოყალიბება?
2.რა არის ესეს არსებითი და ამასთან, უცვლელი ნიშანი?
3.რას ნიშნავს ქართულად ტერმინი ,, ესე’’?
4.რამდენი ნაწილისაგან შედგება ესე?
5. დაასახელეთ ეფექტური შესავლის მახასიათებლები;
6.ესეს რამდენი სახე არსებობს?
7.დაასახელეთ არგუმენტირებული ესეს ქვეტიპები;
8. დაახასიათეთ არგუმენტირებული ესე;
9.დაახასიათეთ ილუსტრირებული ესე;
10.რომელი ტიპის ესეებში არ ჩანს ავტორისეული პოზიცია?
11.ესეს რამდენ მოდელს იცნობთ?
12.რას გულისხმობს შედარება- დაპირისპირებითი ესე?
13. რას გულისხმობს შედარება- დაპირისპირებითი ესე?
14.რომელი ტიპის ესეში აისახება ავტორის განცდები და ემოციები?
15. რას გულისხმობს მიზეზ- შედეგობრივი ესე?

116
სავარჯიშო 3. დაწერეთ მიზეზ - შედეგობრივი ესე შემდეგი მონაცემის მიხედვით:
მიზეზი: მეცადინეობების სისტემატიური გაცდენა
შედეგი 1.
შედეგი 2.
შედეგი 3.

სავარჯიშო 4. შეადარეთ ერთმანეთს:

ა)ორი თანაკურსელი;

ბ)ორი ლექტორი;

117

გ) ორი პერსონაჟი- ოთარაანთ ქვრივი და თავსაფრიანი დედაკაცი;

დ) ფილმ ,,გარიგებისნ ძველი და ახალი გადაღებანი

118

დავალება. წაიკითხეთ ერთი ლექსის გააზრების ორი ნიმუში და დაწერეთ შედარება- დაპირისპი-
რებითი ესე.
გალაკტიონის შედევრი ,,მზეო თიბათვისა’’ პოეზიის მოყვარულთა უმრავლესობამ ზეპი-
რად იცის, მაგრამ ცოტაოდენს თუ შეუძლია გაიხსენოს, რომ თიბათვე ივნისია და თითქმის არავინ
ინტერესდება იმით, რა იგულისხმება ივნისის მზეში. ნუთუ მართლაც თვეები იგულისხმება თიბათ-
ვესა და მკათათვეში? რით სჯობია ივნისის მზე, ვთქვათ, მაისის მზეს? და რატომ ევედრება მაინცდა-
მაინც ივნისის მზეს მფარველობას? ჭეშმარიტება კი სულ სხვაა: აქ არც თვეები იგულისხმება და არც
ასტრალური მნათობი: თიბათვის მზე განკითხვის დღეა, მზე კი მაცხოვარი. თიბათვე მკათათვის
ძველქართული სახელწოდებაცაა- ვრცელი შინაარსით მასში იგულისხმება ყანის მკაც. ბიბლიაში
ვკითხულობთ: ,,ბოროტების თესლის მარცვალი ადამის გულშია დასაბამიდან ჩათესილი და რაო-
დენ უკეთურება წარმოშვა დღემდე და კიდევ წარმოშობს, ვიდრე მკის ჟამი მოაღწევდესკკ( მესამე
ეზრა, 4, 29).;
,,მოვიდა მკის ჟამი და მოიწია სამკალი ქვეყნად’’
(გამოცხადება, 14, 5). მაცხოვარი ასე განუმარტავს მოციქულებს ღვარძლისა და თესლის ალე-
გორიას: ,, კეთილი თესლის მთესავი ძეა კაცისა. ყანა არის ქვეყანა; კეთილი თესლი სასუფევლის ძე
არს, ხოლო ღვარძლი- უკეთურისა. ღვარძლის მთესავი ეშმაკია, მკა- ქვეყნის დასასრული და მომ-
კალნი - ანგელოზები ( მათე, 13, 37- 38-39).
ამგვარად, განკითხვის დღეზე მკა ითქმება და არა თიბვა, იმიტომ რომ თიბვისას იჭრება, იცე-
ლება ბალახი, მკისას კი არჩევენ, აცალკევებენ, ახარისხებენ, რომ ხორბალს არ შეერიოს ღვარძლი, სა-
რეველა, საკვებად უვარგისი მცენარე. თიბვისას ვჭრით იმას, რაზეც შრომა არ დაგვიხარჯავს, არ
დაგვითესავს, მკისას კი მზრუნველობით ვაგროვებთ, ვიღებთ მას, რაზედაც შრომა გავწიეთ, ოფლი
ჭირი ვნახეთ. ასე, რომ პირველად მკა და მკათათვე, რომლის სინონიმად პოეტი თიბათვეს იყენებს,
გულისხმობს არა წელიწადის დროს, ე. ი. რომელიმე თვეს, ქვეყნიერების არამედ არსებობის ბოლო
119
ეტაპს, მეორე მოსვლას, განკითხვის დღეს. რაც შეეხება მზეს, იგი, როგორც სიმბოლო ხშირად იხსენე-
ბა საეკლესიო მწერლობაში, განსაკუთრებით, საგალობლებში, ლიტერატურაშიც... სპეციალისტები
წერენ, რომ ,, ვეფხისტყაოსანშიკკ მზე- ხატი ღმრთისა არის არა ფიზიკური მზე მნათობი, არამედ
ქრისტე, ლოგოსი, ძე, რომელიც არის ,,ხატი ღმრთისა უხილავისაკკ, ანუ მზიანი ღამისა, ,,ერთ არსე-
ბისა ერთისა, ანუ უჟამო ჟამისა. მაცხოვრის მზედ წარმოსახვა ბიბლიიდან მოდის. გალაკტიონიც
მაცხოვარს მზედ წარმოსახავს. გრაალი არის ის თასი, ის ფიალა, რომლითაც უკანასკნელ სერობაზე
მაცხოვარმა ღვინო მოსვა და რომელშიც იოსებ არიმათიელმა ქრისტეს შენგრეული გვერდიდან გად-
მონადენი სისხლი და წყალი შეაგროვა.
მაშასადამე, პოეტი ძე-ღმერთის მზიურ ხატებას მიმართავს, ევედრება გრაალის მისტიკურ ფე-
ნომენს, როგორც მაცხოვრის ღვთაებრიობის სიმბოლურ ხატს, რომ იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყ-
ვარულით, ფრთებით დაიფარეო. ფრთა სიმბოლოა ზეციურისკენ, ზეარსისკენ სწრაფვისა და ძალისა,
იგი მაცხოვრის ბიბლიური ატრიბუტია.
მაშასადამე, ,,მზეო თიბათვისაკკ არის განკითხვის დღის შესახებ დაწერილი, ბიბლიური სუ-
ლით გაჯერებული ლექსი, რომელშიც პოეტი წუთისოფლის ზეციურ მსაჯულს ევედრება, დაიცვას
და გადაარჩინოს იგი, ვინც უყვარდა.
მურმან ხომერიკი

,,მზეო თიბათვისა’’ სავედრებელია, პოეზიის ენაზე აღვლენილი ლოცვაა შეყვარებულისა

ღვთისადმი.
,,მზეო თიბათვისაკკ, ,,მზეო თიბათვისა’’,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები,
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
გალაკტიონი მზის სახით ღვთისადმი აღავლენს სათხოვარს. ლექსი მზისადმი მიმართვით იწყ-
ება. მზე კი ღვთის ხატია. იგი ღვთაებად იყო წარმოდგენილი წარმართულ ეპოქაში, როგორც აღმო-
სავლეთია, ისე დასავლეთის ხალხებში. მზის კულტი, როგორც ღვთაება შემორჩა ქართულ ზეპირ-
სიტყვიერებას.
-მზის კულტი ქრისტიანულ საქართველოში დარჩა მოდერნიზებული სახით. წარმართულ
ღვთაებას მზეს, ჩაენაცვლა მზე, არა როგორც საკუთრივ ღმერთი, არამედ როგორც ხილული ხატი
უხილავისა, ხატი ქრისტესი.
,,მზეო თიბათვისაკკ ალეგორიული ლექსია. ზემოთ მოგახსენეთ, რომ ლექსი ეს არის შეყვარე-
ბულის მიერ ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა. ლირიკული გმირი ევედრება უზენაესს, დაიცვას იგი,
ვინც უყვარდა დიდი სიყვარულით. ბუნებრივია, თქვენ ეს ლექსი სატრფოს გადასარჩენად აღვლენი-
ლი ლოცვა გგონიათ და ტექსტშიც სწორედ ეს წერია სიტყვა-სიტყვით... მაგრამ, მოდით, გავიხსენოთ,
სატრფოს ალეგორიით სამშობლოს წარმოდგენა ხომ ქართული ლიტერატურის ტრადიციაა.
,,მზეო თიბათვისასკკ თუ პატრიოტულ-ალეგორიული ლირიკის ნიმუშად გავიაზრებთ, ეს
ლექსი იძენს კიდევ მეტ განზოგადებას, სიმძაფრეს... ,,მზეო თიბათვისაკკ ალეგორიულ- პატრიო-
ტული ლირიკის ნიმუშია.
რა არის გრაალი? როგორ გაჩნდა ეს ფრაზა ტექსტში და რატომ ევედრება პოეტი ღვთის მი-
მართვის შემდეგ გრაალს?... გრაალი თასი, ბარძიმია, რომელიც სიმბოლურად გამომხატველია სიწ-
მინდის, სულიერების. გრაალი სიმბოლოა ღვთისმშობლისა. გრაალის მცველნი იცავენ ქვეყნის სუ-
ლიერებას, გრაალი თავის მხრივ მფარველია ქვეყნისა.
როგორც ოჯახისათვის კერია, კერიის ქვა არის სიმბოლო სითბოსი, სიყვარულის, ბედნიერების
და მისი დაკარგვა ოჯახის იავარქმნის მაუწყებელია, აგრეთვე გრაალი მთელი ერის კერიის ქვაა.

120
ნიშანდობლივია ლექსის ბოლო სტროფი:
,,ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცრემლები.
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრებიკკ.
ლექსი 1917 წელსაა დაწერილი, რუსეთის რევოლუციის შემდეგ... რა გასაკვირია, თუ იმედგაც-
რუების შემდეგ ,,ცეცხლის ენებითკკ დაფარულ დროში, როცა ინგრეოდა იმპერია და ნანგრევებში
ითრევდა სხვებსაც, თუ სწორედ სამშობლოს ბედის გამო წერდა პოეტი:
,,მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრებიკკ.

ნ.გრიგალაშვილი

დაწერეთ თავისუფალი ესე თემაზე: ,, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა’’

121

თემა IX. ესეს ჩასწორება, შენიშვნები, ინფორმაციის ჩამატება,

განტვირთვა, შეცდომების გასწორება

ცნობილია, რომ ტექსტის, წერითი ნაშრომის ჩასწორება დასრულებულად ვერასდროს ჩაით-

ვლება. წერის პროცესის ერთიანი ციკლი ნაშრომის ჩასწორებითა და რედაქტირებით სრულდება, რა-
საც ამ პროცესის ხანგრძლივობის ერთი მესამედი ეთმობა. ჩასწორების გარეშე შეუძლებელია აკადე-
მიური წერითი ნაშრომის შექმნა.
122
ჩასწორება შეიძლება მაშინვე, როცა ამას საჭიროდ ჩათვლით, თუმცა უპრიანია მისი დაწყება
წერითი ნაშრომის პირველი ვარიანტი დასრულებისთანავე; რაც შეიძლება მეტი ობიექტურობით
შეფასებისა და ჩასწორების შემდეგ მივიღებთ სასურველ ეფექტს.
აღსანიშნავია, რომ ესეს წერისას წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის შენიშვნა თუ
კითხვა, რომელიც შეიძლება მკითხველს გაუჩნდეს. ჩასწორების ეტაპზე ესე უნდა წავიკითხოთ სამ-
ჯერ მაინც (სასურველია წავაკითხოთ სხვასაც), რადგან ჩასწორება სამ დონეზე მიმდინარეობს (ესეს,
აბზაცისა და წინადადების დონე).
ესეს ჩასასწორებლად ვასრულებთ ოთხ მოქმედებას:
1.პირველად ვადგენთ ესეს ნაწილების შესაბამისობას მათ გამაერთიანებელ საკვანძო დებუ-
ლებასთან. წერითი ნაშრომის პირველ ვერსიაში შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი აბზაცი, რომელიც ში-
ნაარსობრივად არ უკავშირდება თეზისს. ზოგი აბზაცი კი, შეიძლება განსხვავებულ, თუმცა საინტე-
რესო მოსაზრებას შეიცავდეს. ამ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს არჩევანი – ან უარი ვთქვათ ესეს რო-
მელიმე ნაწილზე, ან შევცვალოთ ესეს თეზისი ისე, რომ მასში აისახოს ახალი მოსაზრება;
2. ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება ესეს რომელიმე ნაწილში ინფორმაციის დამატება, რათა
მკითველმა უკეთ გააცნობიეროს და გაითავისოს სათქმელი. ამიტომაც ჩასწორებისას საჭიროა ე.წ.
სუსტი ადგილების მოძებნა და მათი შესაბამისი მასალით შევსება (წინადადება ან აბზაცი);
3. ეფექტური ჩასწორების ერთდერთი აუცილებელი მოთხოვნაა ესეს ჭარბი ინფორმაციისაგან
განტვირთვა. ზოგჯერ ერთ ნაშრომში თავს იყრის საკმარისზე მეტი მასალა, რომელიც არ უკავშირ-
დება რაც არ არის მნიშვნელოვანი მთავარი აზრის განვითარებისათვის, რეალურად არაფერს ჰმა-
ტებს ნაშრომს.
4. ამის შემდეგ ვადგენთ, რამდენად თანამიმდევრულადაა ორგანიზებული ესე.
ესეს ვაფასებთ შემდეგი კრიტერიუმებით:
1. ესე ერთ მთლიან ნაშრომად აღიქმება;
2. იგი წარმოადგენს ერთი ძირითადი მოსაზრების თანამიმდევრულ განვითარებას და
განკუთვნილია კონკრეტული აუდიტორიისათვის;
3. თეზისი დაფიქსირებულია ესეს დასაწყისში და ზუსტად შეესაბამება მის შინაარსს;
4. ესეში არ არის მოტანილი და გამოყენებული ისეთი მასალა, რომელიც არაა
დაკავშირებული მასში განვითარებულ ძირითად აზრთან;
5. ესეში მოცემულია იმ სახის მასალა, რომელიც აუცილებელია მისი ძირითადი აზრის
გასაგებად; სხვა სახის ინფორმაციის (ფაქტის, მაგალითების და ა.შ.) დამატება საჭირო არ არის;
6. არ არის წარმოდგენილი უინტერესო ან არასრულფასოვანი მასალა;
7. ესეს ორგანიზაციის გადამოწმება აჩვენებს, რომ ნაწერი ადვილად იკითხება: მისი სხვადასხვა
მონაკვეთი ერთმანეთთან შეერთებულია მაკავშირებელი სიტყვებითა და გამოთქმებით.

გავიხსენოთ:
ეფექტური თეზისის მახასიათებლები არის:
1. თეზისი მთლიან და სრულყოფილ წინადადებად (წინადადებებად) არის წარმოდგენილი;
2. თეზისი განთავსებულია შესავალ აბზაცში;
3. თეზისში მოცემული აზრის განვითარება შესაძლებელია;
4. თეზისი არ შეიცავს ავტორის სურვილს; იგი გადმოსცემს მის მოსაზრებას ან
დამოკიდებულებას;
5. თეზისი ნათლად, კონკრეტულად და ლაკონურად არის ჩამოყალიბებული
და წარმოდგენილი.

123
ესეს ძირითადი ნაწილის აბზაცები ასე ფასდება
1. ესეს ყოველი აბზაცი უკავშირდება მის თეზისს;
2. ყველა აბზაცს აქვს თემატური (მთავარი) წინადადება;
3. აბზაცები საკმარისად ამყარებენ ესეს თეზისში გამოხატულ ძირითად მოსაზრებას;
4. ყველა აბზაცი სრულყოფილია და არაა საჭირო ინფორმაციის დამატება.
აბზაცის ჩასწორება
აბზაცის ჩასწორების პროცესში იმავე მეთოდებს ვიყენებთ, როგორსაც ესეს ჩასწორებისას (შესა-
ბამისობის დადგენა, შევსება, განტვირთვა და თანამიმდევრულობის განსაზღვრა).
აბზაცი შემდეგნაირად ფასდება
1. აბზაცი შეიცავს მთავარ (თემატურ) წინადადებას;
2. თემატური წინადადება გამოხატავს აბზაცის მთავარ აზრს;
3. აბზაცის მთავარი აზრი ასახავს ავტორის პოზიციას;
4. აბზაცი შეიცავს საკმაო რაოდენობის მონაცემს მისი მთავარი აზრის გასამყარებლად;
5. აბზაცი ხასიათდება მთლიანობით. აქ არ არის ისეთი წინადადება, რომელიც უშუალოდ არ
უკავშირდება აბზაცის მთავარ აზრს.
6. აბზაცში წინანადადებები ერთმანეთს ლოგიკურად უკავშირდება;
7. მაკავშირებელი სიტყვები სწორად არის შერჩეული და გამოყენებული.
აბზაცის სტრუქტურა და განვითარება
1. ყოველ აბზაცს ერთი ცენტრალური აზრი აერთიანებს;
2. ძირითადი მოსაზრება ჩამოყალიბებულია თემატურ წინადადებაში ან იგულისხმება;
3. თემატური წინადადება ხელს უწყობს ესეს თეზისის განვითარებას;
4. ყოველი აბზაცი შეიცავს საკმარისი რაოდენობით დეტალებს მთავარი წინადადების
განსამტკიცებლად;
5. ყველა აბზაცი შესაბამისად არის ორგანიზებული;
6. წინადადებების თანმიმდევრულობა ნათელია;
7. ყოველი აბზაცი ნათლად არის დაკავშირებული მის წინა და მის მომდევნო
აბზაცებთან.
შესავალი აბზაცი
1. შეიცავს თეზისს;
2. შეიცავს საკმარის საწყის ინფორმაციას მკითხველისათვის ესე არსის გასაგებად;
3. მკითხველს აღუძრავს ინტერესს ესეს წასაკითხად;
დასკვნითი აბზაცი
1. ლოგიკურად გამომდინარეობს ესეში განვითარებული მსჯელობიდან;
2. შეჯამებულია ესეს მთავარი საკითხები;
3. პერიფრაზირებული სახით (განსხვავებული სიტყვებით) წარმოდგენილია თეზისი
წინადადებებისა და სიტყვების ჩასწორება
აკადემიურად შესრულებული ნაშრომი, ბუნებრივია, დაზღვეული უნდა იყოს გრამატიკული
და სტილური შეცდომებისაგან. წინადადების სტრუქტურასა და სიტყვათა შერჩევას დიდი მნიშვნე-
ლობა აქვს ესეს აღქმისა და სრულყოფილი წვდომისთვის.
წინადადების შეფასების კრიტერიუმები:
1. წინადადებები ნათლად და კონკრეტულად გადმოსცემენ აზრს;
2. წინადადება მოკლე, ლაკონური და ტევადია;
3. არ გამოიყენება გაუგებარი სიტყვები და ტერმინები;
4. მოცემულია უცხო ტერმინების განმარტებანი;

124
5. გამოყენებულია მკითხველთა მიზნობრივი აუდიტორიისა და სიტუაციური
გარემოებებისათვის შესაფერის ტონი;
6. გამოიყენება ხატოვანი გამოთქმები და მეტაფორები კარგადაა მორგებული
სტილთან;
7. ნაწერში არ გამოიყენება ჭარბსიტყვაობა, ევფემიზმები, კლიშეები და არაკორექტული
გამონათქვამები.
ურთიერთშეფასება
თანაჯგუფელთა ურთიერთშეფასება არის საუკეთესო სასწავლო საშუალება, პრაქტიკულად გა-
მოვცადოთ საკუთარი ცოდნა და უნარი, როგორც ნაშრომის ავტორმა, როგორც კრიტიკულმა მკითხ-
ველმა და შემფასებელმა. ამ შემთხვევაშიც უნდა გავცეთ პასუხი კითხვებს:
1.რა არის ესეს მთავარი აზრი?
2. რა ძლიერი მხარეები გააჩნია ნაშრომს? რით ახდენს იგი კარგ შთაბეჭდილებას?
3. რა სუსტი მხარეები გააჩნია ნაშრომს და როგორ შეიძლება მათი გამოსწორება?
4. რამდენად ზუსტად წარმოადგენს ესეს შემადგენელი კომპონენტები ნაწერის ძირითად იდე-
ას და მის მიზნობრივ აუდიტორიას?
5. რა კითხვებისათვის არ გაუცია პასუხი ავტორს?
6. სად უნდა დაემატოს წერითი ნაშრომის ტექსტს სხვა დეტალები და მაგალითები და რატომ?
7. ესეს რა მონაკვეთში დამეკარგა ან შემისუსტდა ინტერესი ნაწერისადმი და რატომ?
8. სად არის ესეს ორგანიზაცია გაუმართავი და რა შეიძლება გაკეთდეს ამის გამოსასწორებ-
ლად?
9. სად არის ნაწერი ბუნდოვანი?
ტექსტის რედაქტირება ბოლო ეტაპზე გულისხმობს ორთოგრაფიული, სინტაქსური, პუნქტუა-
ციური და სტილისტიკური შეცდომების გასწორებას. სულ ბოლოს ვასწორებთ ბეჭდურ შეცდომებს.
ორთოგრაფიული შეცდომები არის სიტყვის დაწერილობაში დაშვებული უზუსტობები; მორ-
ფოლოგიური შეცდომები კი გულისხმობს არსებით სახელთა კუმშვადკვეცაში, საკუთარ სახელთა
ბრუნებისას დაშვებული შეცდომებს; ბრუნვათა არასწორ დაბოლოებებს; ზედსართავ, რიცხვით სა-
ხელებთან და ნაცვალსახელებთან, კომპოზიტებთან, წარმოქმნილ სახელთა მართლწერის წესების
უგულებელყოფას; ზმნური კატეგორიების წარმოების წესების დარღვევებს და სხვა...
სინტაქსურ შეცდომებს წარმოადგენს: დარღვევები ქვემდებარისა და შემასმენლის რიცხვში შე-
თანხმებასა და მსაზღვრელდსაზღვრულის ბრუნებაში, კავშირების გამოყენებასა თუ სიტყვათა წყო-
ბაში.

დაიხსომეთ: სტილური შეცდომები

პლეონაზმი ერთი და იმავე ცნების გადმოსაცემად ერთნაირი მნიშვნელობის სიტყვების ხმარე-
ბაა.
პლეონაზმის გამოყენება მიუთითებს სიტყვის მნიშვნელობის უცოდინრობაზე. მეტყველს არ
ესმის სიტყვის მნიშვნელობა, ამიტომაც იყენებს მის გვერდიგვერდ იმავე სემანტიკის ლექსემას.
პლეონაზმებია: ზევით ავიდა, ქვევით ჩავიდა, შიგნით შევიდა. ანალოგიურია: ,,ციხეს გალავა-
ნი ირგვლივ ჰქონდა გარშემორტყმული.’’ აქ ზედმეტია ,,ირგვლივ’’ რადგან იმავე სემანტიკას გად-
მოგვცემს “ გარშემო. ან კიდევ: ,,ოდნავ შემწიფდა’’ ან ,,ძალიან გადამწიფდა’’.
შეცდომაა: ”ეს წიგნი ჩემი საკუთარი ბიბლიოთეკიდან წამოვიღეო; ”ეს ჩემი პირადი მოსაზრე-
ბაა’’. სიტყვები- ,,ჩემი’’, ,,პირადი’’, ,,საკუთარი’’ კუთვნილებაზე მიუთითებს და ერთი რომელიმე უნ-
და დავტოვოთ.

125
პლეონაზმებს ქმნის ზედსართავი სახელის უფროობითი ხარისხის ფორმები. მაგ.: ძალიან
ულამაზესი, უფრო უარესი, უფრო უკეთესად და ა.შ..
პლეონაზმის ერთ-ერთ წევრად ხშირად გვხვდება კომპოზიტი: ,,პირველი პირმშოკკ; ,,მთავარი
დედაქალაქი’’. პირმშო პირველი შვილია, დედაქალაქი კი-მთავარი ქალაქი (არ არსებობს მთავარი და
არამთავარი დედაქალაქი).
პლეონაზმებია: ,,მოხუცი დედაბერი’’, ,,ხანშიშესული მხცოვანი’’ ანდა ,,ხანდაზმული მოხუცი’’.
შეცდომას უცხო სიტყვათა სემანტიკის უცოდინრობა უდევს საფუძვლად. სტილური ხარვეზის
ამ ტიპს ზოგჯერ ფარულ ტავტოლოგიასაც უწოდებენ: ,,პირველი დებიუტი’’, ,,პირველი პრემიერა’’,
ადგილობრივი აბორიგენი’’, ,,მკვიდრი აბორიგენი’’, ,,მოულოდნელი სიურპრიზი’’, ,,სასიამოვნო სი-
ურპრიზი’’, ,,ახალგაზრდა თინეიჯერი’’.
ტავტოლოგია – ერთ წინადადებაში, აბზაცსა თუ ახლო კონტექსტში ერთი და იმავე სიტყვის ან
თქმის რამდენჯერმე გამოყენება. ტავტოლოგია თავიდან რომ ავიცილოთ, სიტყვა სინონიმით ან ნაც-
ვალსახელით უნდა შევცვალოთ. ტავტოლოგიურად გამოიყენება თითქმის ყველა მეტყველების ნა-
წილი.
ტავტოლოგიის მაგალითებია: ,,მას წარმატებები უსურვეს როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სა-
ზოგადოებრივ ცხოვრებაში’’. ამ წინადადებაში ტავტოლოგიურადაა გამოყენებული სიტყვა ,,ცხოვრე-
ბან. უნდა იყოს: ,,როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიო; ,,მათ იმსჯელეს როგორც ცალ-
კეული საენათმეცნერო საკითხების, ისე ორგანიზაციული საკითხების შესახებაც’’. უნდა
იყოს:…,,როგორც ცალკეული საენათმეცნიერო, ისე ორგანიზაციული საკითხები შესახებაც’’.
კალკი – სიტყვა ან გამოთქმაა, რომელიც აგებულია სხვა ენის სიტყვის ან გამოთქმის მიხედვით.
ერთი ენის კალკირებული ერთეული მეორე ენის სტრუქტურული ასლია.
არ არსებობს ენა, რომელშიც კალკი არაა, იგი მისი ცვლილება-განვითარების მუდმივი და აუ-
ცილებელი თანამგზავრია. სხვა ენებთან კონტაქტები ერთი მხრივ ამდიდრებს ლექსიკურ ფონდს, მე-
ორე მხრივ, თარგმნის პროცესში უამრავი კალკი შემოიჭრება ხოლმე. ბევრი მათგანი ქართულმა ენამ
შეითვისა. ასეთებია გრამატიკული ტერმინები: ნაცვალსახელი (местоимение), დამატება
(допольнение), გარემოება (обстоятельство), განსაზღვრება (определение) ქვემდებარე
(подлежащее) და ა.შ.: ჟანგბადი, წყალბადი, თვითმფრინავი და ა. ქართულში კალკირების გზითაა
შემოსული ისეთი სიტყვები, როგორიცაა_თანამზრახველი, თანამდებობა, გარემოცვა, წინამძღვარი,
წინამორბედი და ა.შ.
კალკი მაშინაა დასაშვები, როცა ახალი ცნება შემოდის, რომლის შესაბამისი მიმღებ ენაში არ
იძებნება. ქართული აქტიური ფორმების ენაა. სწორედAამ თვისების წყალობით ქართულიFფრა-
ზაMOმოქნილი და სახოვანია. კალკური გამოთქმებია: გაყიდვაშია, მიმალვაშია, შეტევაზეა და ა.შ.
ისინი რუსულის კალკები არის, ისევე როგორც გადარეკვა, გადაბეჭდვა გადაფასება, გადაჯგუფება;
მთვრალ მდგომარეობაში, არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა; ფაქტი სახეზეა ‘’ . ,,რაშია საქმე ,,Aად-
გილი აქვს.
შტამპი ისეთი სიტყვაა ან სიტყვათა შენაერთია, რომელიც უცვლელად გამოიყენება ზეპირ
და წერით მეტყველებაში. იგი ხშირად გამოიყენება ოფიციალურ-დოკუმენტურ სტილში.
შტამპები მეტყველებას მოქნილობას, სილამაზეს უკარგავს ამიტომ მათ არ იყენებენ, სასაუბრო
სტილში, სადაც, ჩვეულებრივ, დაცულია ფრაზის ბუნებრივი მდინარება. შტამპებია: აწარმო-
ებს მიღებას, ახდენს შეფასებას,
კრებამ დასახა გარკვეული ღონისძიებანი; სათანადო სიმაღლეზე დგას. მსაზღვრელები- გარ-
კვეული და სათანადო ხშირად უფუნქციონი არიან.

126
სავარჯიშო1. გაასწორეთ შეცდომები
1. ამ გზას ბოდბეს ტაძარამდე მივყავართ; 2. ღვინოს ჭიქა პატარა უნდა იყოს; 3. სატევრათ
და ხმლათ ეს არ გამოდგება; 4. სულხანი დღეს გამოცდაზე გამოდიხარ? 5. ერეკლე ყველა შეხვედრა-
ზე ერთსა და იგივე თემაზე საუბრობდა; 6. ამ საკითხს პარლამენტი მალე გადაწყვიტავს დადები-
თად; 7. ჩრდილში სდგას და მიტომაც ვერავის ჰხედავს; 8. ოჯახის წევრები ბუხართან ზიან და ერ-
თად საუბრობენ; 9. რითაც ვის შეგვიძლიან, იმით შევეწივნეთ; 10. სამწუხაროდ, ისინი ავსა და კარგს
ვერ ანსხვავებენ ერთმანეთისაგან; 11. ის გაბედულად წარსდგა მრავალრიცხვოვანი აუდიტორიის წი-
ნაშე; 12. ახალგაზრდა ნიკო ნიკოლაძე პეტერბურგში გაემგზავრა, ვინაიდან იქ კარგი საუნივერსიტე-
ტო განათლება მიეღო; 13. საუბედუროთ, იმ ექსპედიციაში საუკეთესო ვაჟკაცებია დაღუპული; 14.
ელენეს არასოდეს გადაუდგმია ისეთი ნაბიჯი, რასაც შეიძლებოდა სავალალო შედეგი მოყოლოდა;
15. გუშინ თურქეთის საზღვარზე ორი თურქეთის მოქალაქე დააკავეს; 16. ხალხს დავიწყებიათ თავი-
ანთი მოვალეობები; 17. უცებ გაისმა შემზარავი ბავშვის ტირილი; 18. ვისაუბროთ შენს ცხოვრების
აზრზე; 19. გოგონა ბალიშში თავ ჩარგული ტიროდა; 20. ჯგუფური მუშაობა ბავშვებს ინტერ- პერსო-
ნალურ უნარებს უნვითარებს.

1 ....................................................................................................................................................................................
2 ....................................................................................................................................................................................
3 ....................................................................................................................................................................................
4 ....................................................................................................................................................................................
5 ....................................................................................................................................................................................
6 ....................................................................................................................................................................................
7 ....................................................................................................................................................................................
8 ....................................................................................................................................................................................
9 ....................................................................................................................................................................................
10 ..................................................................................................................................................................................
11 ..................................................................................................................................................................................
12 ..................................................................................................................................................................................
13 ..................................................................................................................................................................................
14 ..................................................................................................................................................................................
15 ..................................................................................................................................................................................
16 ..................................................................................................................................................................................
17 ..................................................................................................................................................................................
18 ..................................................................................................................................................................................
19 ..................................................................................................................................................................................
20 ..................................................................................................................................................................................

2.წაიკითხეთ ტექსტი. მიუთითეთ, რა ტიპისაა თითოეული შეცდომა და გაასწორეთ ისი-

ნი, დასვით სასვენი ნიშნები

127
ნაყინის ისტორია სამიათასი წლის უკან ჩინეთში დაიწყო... თავიდან ეს მხოლოდ
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ატამისა და ლიმნის ნაჭრებით მორთული ყინულის ნატეხები იყო. ალექსანდრე
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მაკედონელი თოვლის ღვინოს რძის თაფლის შერევას ახდენდა და ისე
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მიირთმევდა.

თურმე რომის იმპერატორი ნერონი მონებს საგანგებოთ აგზავნიდა მთებში თოვლის
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩამოსატანად და მისგან საყვარელ გემრიელ ნუგბარს აკეთებდა კურკა გამოცლილ
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ატმებში ტენავდა და ისე მიირთმევდა.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
იტალიაში ნაყინის რეცეპტი მარკო პოლომ შეიტანა თავიდან ნაყინის გასინჯვის
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
უფლება მხოლოდ უფლის წულებს ქონდათ მე- 12-ე საუკუნეში მუსიე ჯოზეფმა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეიძინა ნაყინის რეცეპტი და პარიზში 1- ლი სანაყინე გახსნა ამერიკაში მოდური
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დესერტი ცნობილმა მეწარმემ ფილიპ ლენელმა შეიტანა მას არც უფიქრია ამ
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გემრიელი დესერტის დამზადების ტექნიკა საიდუმლოთ შეენახა თურმე ჯორჯ
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ვაშინგტონი თავისი საკუთარი ხელით ამზადებდა ნაყინს 1846 წელს ამერიკელმა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დიასახლისმა ნენსი ჯონსონმა ნაყინის დამამზადებელი აპარატი გამოიგონა. ნაღების
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნაყინი პირველად ნაპოლეონ მე- 3- ის მართველობის დროს ქ. პლობიერ- ლებემბში
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეიქმნა და ამიტომაც უწოდეს მას პლომბირი. 1919 წელს ქრისტიან ნელსონმა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შოკოლადის მინანქარით ნაყინი გააკეთა, მას ესკიმოსის ღვეზელი უწოდა და
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

128
ჯოხზე წამოაცვა. ალბად გიყვართ ამ გემრიელი ნუგბარის კინო თეატრებში
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მირთმევა, მაგრამ ვინ იცის ვინ დამკვიდრა ეს ტრადიცია ერთხელ გადაწყვიტეს
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შოკოლადით მოჭიქული ნაყინი კინო-თეატრებში გაეყიდათ. ფილმს რომლის
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დროსაც ყველაზე უმეტესი ნაყინი გაიყიდა - ესკიმო ერქვა სწორედ ამისთვის
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეარქვეს ამ ნაყინს ესკიმო.
---------------------------------

3. გაეცანით ერთ თემაზე (,,სიყვარული ყველას უნდა’’) დაწერილ ორ ტექსტს. შეაფასეთ სტუ-
დენტთა ნამუშევრები ზემომოყვანილი კრიტერიუმების მიხედვით და მიეცით მათ კონკრეტული
რჩევები; ჩაასწორეთ შესაბამისი ადგილები:

ნიმუში 1. რა არის სიყვარული? ამ თემაზე უამრავ ფილოსოფოსს, მწერალს, მხატვარს, ჩვეუ-

ლებრივ ადამიანებს, მათ შორის, დრამატურგებსაც კი უსაუბრიათ. ძალზედ რთულია ისაუბრო იმ
გრძნობის შესახებ, როცა თავად არ გამოგიცდია იგი. ამბობენ, ის აღმაფრენაა, თავისუფლება და უაზ-
როდ საინტერესო ჰარმონია. მასზე უსაუბრიათ, მასზე პოემები დაუწერიათ, მისთვის უგალობიათ
და გუნდრუკიც უკმევიათ.
ამბობენ, ცოდვაა ის ადამიანი, რომელსაც არ ჰყვარებია, მართალიცაა, ვინაიდან სიყვარული
თავად ღმერთია, სწორედ ამიტომ აქ დაშვებული ყოველი შეცდომა მიუტევებელია. ,,სიყვარულის-
თვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე’’ - იტყვის მწერალი თავის ლექსში. ნამდვილად იგია გრძნობა, რომ-
ლისთვისაც არ არსებობს მიუღწეველი და მიუწვდომელი. ის არის ჩემთვის საოცარი, სიგიჟეების
მკეთებელი ძალა, ძალა, რომელიც აშენებს, ძალა, რომელიც ანგრევს, განერვიულებს, გატირებს, ვით
მეფე ლირი, ლირი, ყველასგან მიტოვებული.
სიყვარული ყველას უნდა, ვინაიდან ის იშვიათი მარგალიტია. იგი დილის ცვარია, დედის ნა-
ნაა, ქალის მანდილია, სვეტიცხოველია, სიწმინდეა. იგია თავად უფალი, შემქმნელი კაცობრიობის.
მასზედ ოცნებობს დიდიც, პატარაც, მოხუციც, ახალგაზრდაც. ამბობენ, რომ ახალგაზრდებისთვის
სიყვარული წამგებიანია, იმიტომ, რომ ისინი ივიწყებენ კარიერას, თავის ამბიციას და კარგავენ მი-
ზანმიმართულობას, ხელი ეშლებათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი ახალგაზრდებმა
იციან, მაგრამ მათ სიყვარულს ხომ არაფერი დაუდგება წინ! აქედან ჩანს, რომ იგია ყოვლისშემძლე
ძალა, სინათლე სიბნელეში.
საიდან მოდის სიყვარული? ალბათ ზღაპრებიდან, ციდან, უფლიდან, იქნებ მარიტადანაც... არ
ვიცი, საოცარია, მაგრამ ყოველი, მცირე თუ დიდი, ბალახი და პეპელა, ქვიშა და კენჭი გაჟღენთილია
სიყვარულით.
და დიახ, ,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს დომენიკო
ნიმუში 2. დრო გადიოდა და ვფიქრობდი, რომ სიყვარული შეუცნობელი ხდებოდა, რომ მის
ქვეშ მოქცევა თუნდაც მოკლე ხნით ჩემთვის დამღუპველი გახდებოდა, ამიტომაც ის ფიქრი, რომ
ძირს დავვარდებოდი, ფეხით გავითელებოდი, თავიდან არ მშორდებოდა. ირგვლივ ლამაზად მიმო-

129
ხედვასაც ვერ ვასწრებდი, ისე მშორდებოდა და გულს სიცივე ემჩნეოდა. რა იქნებოდა, რომ ბედნიე-
რი სიყვარული მეც მწვეოდა და გავბედნიერებულიყავი.
მაგრამ, ეჰ, ცხოვრებავ, შენ ხომ ადამიანებს შენს ნებაზე ათამაშებ, შენ ხომ არ შეგიძლია გაიგო
წუხილი, დარდი, სიხარული.
მეც მინდა სიყვარული, მინდა, მინდა, სიყვარული, სიყვარული ამოუცნობელი და სიყვარული
მეოცნებე. მინდა, მაგრამ არ მაძლევ მას, მე ხომ მალე ძირს დაცემული აღმოვჩნდები და ვერ შევძლებ
ისევ ვიხილო ის სიტკბოება, ის სიხარული, და ის ბედნიერება, რაც სიყვარულს მოაქვს.
მცივა, მეშინია, მე ხომ პატარა ვარ, მე ხომ არ შემიძლია გავუმკლავდე ცხოვრების ჭიდილს, მე
ხომ არ ძალმიძს შევეჭიდო ცხოვრების მძიმე ტვირთს. მე ხომ პატარა და შეუმჩნეველი ვარ. ჩემნაი-
რი ხომ ათასი და მილიონია. ჩემო ტკბილო და ხანმოკლეო ცხოვრების ხანავ, რატომ არ მომეც საშუა-
ლება განმეცადა სიყვარულის ტკბილი გემო. ცოტა კიდევ მრჩება, ცოტას კიდევ ვიფარფატებ, ვინა-
ვარდებ და ეგება მეც გადმომხედოს ცხოვრებამ მოწყალე თვალით.
ვუყურებდი ფანჯრიდან ფიფქების ცვენას. და ეს ერთი პატარა ფიფქი ბევრ რამეს მელაპარაკე-
ბოდა, მაგრამ უცებ იგი გაუჩინარდა, უკვე ვეღარ ვხედავდი და გული მეტკინა, ვიგრძენი, რომ სიყვა-
რული ყველას უნდა, სულიერსაც და უსულოსაც, დიდსაც და პატარასაც. სიყვარულით ხომ ჩვენი
გრძნობა ღია და გახსნილი ხდება. უსიყვარულოდ ადამიანი უპატრონოდ მიტოვებული, მიხავსებუ-
ლები ვართ. და ვერ გვამჩნევენ, ვერ ხვდებიან, რომ ყველაფერს აქვს ენა, ყველაფერს ესმის, ყველა-
ფერს სტკივა. მინდა, მინდა, მინდა, სიყვარული მინდა.

შეფასება:
ნიმუში1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ნიმუში2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

130

1. რას ნიშნავს რედაქტირება?
2. რამდენჯერ უნდა წავიკითხოთ ნაწერის შავი პირი?
3. ესეს შეფასებისას რას ვადგენთ პირველ ყოვლისა?
4. რა მიზანს ემსახურება შევსება?
5. რა მიზანს ემსახურება განტვირთვა?
6. რა იგულისხმება ნაშრომის თანმიმდევრულად ორგანიზებაში?
7. რა და რა დონეების მიხედვით ვაფასებთ წერით ნამუშევარს?
8. რა კრიტერიუმებით ფასდება ესე?
9. რა კრიტერიუმებით ფასდება აბზაცი?
10. რა კრიტერიუმებით ფასდება წინადადება?
11. რაში გვეხმარება ურთიერთშეფასება?
12. რა ტიპის დარღვევები შედის მორფოლოგიურ შეცდომებში?
13. რა ტიპის დარღვევები შედის სინტაქსურ შეცდომებში?
14. რა ტიპის დარღვევებს ეწოდება ორთოგრაფიული შეცდომებში?
15. რა არის კორექტურა და წერითი ნაშრომის შესრულების რომელ ეტაპზე ვასრულებთ მას?

წაიკითხეთ ოტია იოსელიანის ,,მეწინავე’’ და დაწერეთ ესე

131

132
თემა XI. ციტირება და პერიფრაზირება. პლაგიატი.

ციტირება [გერმ. Zitieren< Zitat (ლათ.) უკავშირდება სიტყვა ციტატას, რომელიც რაიმე ტექ-
სტიდან უცვლელად, სიტყვასიტყვით მოყვანილი ადგილია; შესაბამისად, იგი ციტატის მოყვანაა.
ავტორი საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, დასასაბუთებლად იყენებს სხვათა მოსაზრებებსაც.
ასეთ შემთხვევაში ციტატა უკვე არგუმენტის როლს ასრულებს.
ავტორისეული პოზიციის შესაჯამებლად აუცილებელია პერიფრაზირების ტექნიკის ფლო-
ბა. ტექსტის წაკითხვისა და გაგების შემდეგ სტუდენტმა უნდა შეძლოს მისი ცალკეული მონაკვეთე-
ბის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა.
პერიფრაზირებისთვის აუცილებელია გავიგოთ ნაწერის, ნაშრომის ძირითადი იდეა. შემ-
დეგ ხელახლა უნდა გადავიკითხოთ იგი, რათა დეტალებიც დავიმახსოვროთ. ავტორის მთავარი
სათქმელი ისე უნდა გადმოვცეთ, რომ კომენტარებისგან თავი შევიკავოთ. პერიფრაზირებისას მთა-
ვარი არგუმენტები ისე უნდა ამოვარჩიოთ, რომ დეტალებს არ ჩავუღრმავდეთ. როგორც წესი, საკვან-
ძო იდეები თემატურ წინადადებებშია ჩაქსოვილი, ეს წინადადებები კი ყოველთვის აბზაცის თავშია
მოცემული, ამიტომ ყურადღებით უნდა გადავხედოთ პარაგრაფების პირველ წინადადებებს, ასევე
ანოტაციას და დასკვნას. ქვესათაურებში ავტორი გადმოსაცემ შინაარსს თავად ყოფს ნაწილებად,
ამიტომ ისინი გვეხმარება პერიფრაზირებისას.
ავტორისეული თვალსაზრისის კარგი შეჯამება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუ-
მებს:
 მასში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული წყარო;
 ის ზუსტად და კონკრეტულად უნდა ახდენდეს ორიგინალის ინტერპრეტირებას;
 არ უნდა შეიცავდეს დამატებით კომენტარებს;
 ყურადღებას მხოლოდ ძირითად საკითხებზე უნდა ამახვილებდეს და არა
კონკრეტულ დეტალებზე;
 მასში ავტორის იდეები მხოლოდ საკუთარი სიტყვებით უნდა იყოს გადმოცემული
( წულაძე).
როცა ნაშრომს ვწერთ, ჩვენ არაერთი ავტორის შეხედულების გაცნობა- დამუშავება გვიწევს,
ამიტომ აუცილებელია ისინი კარგად გავიაზროთ და სხვათა მოსაზრებანი საკუთარი სიტყვებით
გადმოვცეთ, საკუთარ ყალიბში მოვაქციოთ, ... სხვათა ნააზრევი მკითხველს ნატურაში ვაჩვენოთ,
მისი ,, მთელი ეშხიკკ( წულაძე) დავანახვოთ და განვაცდევინოთ. ავტორი სათქმელს მეტად ექსპრე--
სიულად, შთამბეჭდავად გადმოგვცემს. სწორედ ამ შთაბეჭდილების (პოზიტიური თუ ნეგატიური
განცდების, ემოციების) მკითხველისთვის გასაზიარებლადაა საჭირო და აუცილებელი ციტირება-
ტექსტის კონკრეტული ადგილის მოტანა-დამოწმება. ამრიგად, ციტირების დანიშნულებაა ნათ-
ქვამის დასაბუთება ავტორისეული ციტატებით.
ა) ციტატა, რომელიც 50 სიტყვას არ აღემატება, ტექსტში პირდაპირ ჩაერთვის და ბრჭყალებ-
ში ჩაისმება;
ბ) უფრო დიდი მოცულობის ციტატა შეიძლება ძირითადი ტექსტისგან გამოვყოთ ველის
დავიწროებით; ბრჭყალები არაა საჭირო;
გ) თუ ავტორი თავად იყენებს ციტატას, მაშინ ეს მონაკვეთიც და ავტორის სიტყვებიც ბრჭყალებში
უნდა ჩაისვას. მაგ.: ილია ჭავჭავაძე საგანგებოდ მსჯელობდა იმაზე, რომ უზნეობის მხილებას არ
უნდა მოვერიდოთ სხვისი წყენინების შიშით, რადგან ეს ბევრნაირად საზიანოა: ,,ბაძით ქვეყანა წახ-
დებაო, ნათქვამია. მსჯავრდაუდებელი ბოროტი მაცდურების მახეა და შიგ ადვილად გაიბამს თავს

133
გულთბილი და ხასიათდაუდგრომელი კაცი ,,უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძით მორცხვიც გა-
ურცხვდება’’.
დ) თუ მთლიანი ციტატის დამოწმება არ გვინდა, გამოტოვებულ ადგილას სამი წერტილი უნ-
და დავსვათ;
ე) თუ ციტატაში საკუთარი იდეის ჩართვა გვსურს, იგი ფრჩხილებში უნდა ჩავსვათ (ვიმოწ-
მებთ წულაძის მიხედვით).
თუ ზედმიწევნით ზუსტად არ დავიცავთ ციტირება- პერიფრაზირების წესებს, მაშინ ეს პლა-
გიატამდე მიგვიყვანს.

პლაგიატი სხვისი იდეების საკუთარ მოსაზრებად გასაღებაა.ეს სიტყვა მომდინარეობს ფრან-

გულიდან – plagiat. დღევანდელი მნიშვნელობით იგი ევროპულ ენებში XVII საუკუნიდან
გამოიყენება. რომაულ სამართალში plagium (სიტყვასიტყვით – მიტაცება, ქურდობა) ნიშნავდა
თავისუფალი ადამიანის უკანონო, დანაშაულებრივ გაყიდვას, რისთვისაც დამნაშავე გაროზგვით
(ad plagas) ისჯებოდა. თავდაპირველად, ლიტერატურული საკუთრების ქურდობის აღსანიშნავად
ხმარობდნენ ლათ. ტერმინს – "plagium litterarium". ამ მნიშვნელობით ის იხსენიება ვიქტორ ჰიუგოს
რომანში «კაცი, რომელიც იცინის» ბავშვის გატაცების აღსანიშნავად.
ყველაზე ხშირად პლაგიატი გამოიხატება სხვისი თხზულების ან იდეის პუბლიკაციასა თუ
მონოგრაფიაში საკუთარი სახელით გამოყენებაში, ასევე სხვისი თხზულების ფრაგმენტების წყაროს
მითითების გარეშე სესხებაში.
პლაგიატი ავტორობის მითვისებაა; ინტელექტუალური შრომის შედეგების არამართლზო-
მიერი გამოყენება და პუბლიკაციის ავტორობის მითვისება კი- "პირატობა’’.
პლაგიატად ითვლება სხვისი აზრების ისეთი გადმოცემაც, როცა სინონიმებს ვიყენებთ ან
თუნდაც ერთ ფრაზას გადმოვიღებთ, ან სიტყვათა წყობას ვიმეორებთ. პლაგიატის თავიდან
ასაცილებლად ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ ყველაფერი, რაც ჩვენი ნააზრევი არ არის; პერიფრა-
ზირებისას საგანგებოდ უნდა გადავსინჯოთ წინადადებები, სიტყვებს უბრალოდ ხომ არ ვუცვლით
ადგილს და მხოლოდ სინონიმებით ხომ არ ვანაცვლებთ, აუცილებელია დავტოვოთ მხოლოდ
ავტორის იდეა და გადმოვცეთ საკუთარი სიტყვებით. მეტად საინტერესო ფაქტია, რომ გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი, რომელსაც
პლაგიატში სდებდნენ ბრალს, გადადგა. მანამდე კი ჩამოართვეს სამეცნიერო ხარისხი, მას შემდეგ,
რაც გაირკვა, რომ მისი დისერტაციის უდიდესი ნაწილი სხვა წყაროებიდან იყო კოპირებული.
პლაგიატის თავიდან ასაცილებლად ტექსტს რომ წავიკითხავთ, წიგნი უნდა დავხუროთ და
ისე გადმოვცეთ დედააზრი; ამის შემდეგ პერიფრაზირებული მონაკვეთი უნდა გადავსინჯოთ,
ხომ არ გამოგვიყენებია მსგავსი ფრაზები.

სავარჯიშო 1. წაიკითხეთ ნაპოლეონ ბონაპარტეს წერილი ბოგარნესადმი და გაანალიზეთ

ქვემოთ მოცემული პერიფრაზირების ნიმუშები. იმსჯელეთ, რომელი მათგანია პლაგიატი.
ჩემო ერთადერთო ჟოზეფინა! შენგან მოშორებულს მთელი სამყარო უდაბნოდ მეჩვენება,
რომელშიც მე მარტო ვარ... შენ ჩემი სული დაიპყარი და უფრო მეტიც, შენ ჩემი ერთადერთი ფიქრი
ხარ. როცა მომბეზრდებიან მოსაწყენი არსებები, ადამიანები რომ ჰქვიათ, როცა მზად ვარ სიცოცხლე
დავწყევლო- ხელს გულზე დავიდებ, იქ შენი ხატება მაქვს, ვუყურებ მას, სიყვარული ჩემთვის
აბსოლუტური ბედნიერებაა... რა ჯადოთი შესძელი დაგემორჩილებინა მთელი ჩემი უნარი და
მთელი ჩემი სიცოცხლის ისტორია!
სიკვდილი ისე, რომ შენი სიყვარულით არ დავტკბე, ჯოჯოხეთური წამებაა, ეს არის სრული
განადგურების ნამდვილი სახე. ჩემო ერთადერთო მეგობარო, ბედისაგან რჩეულო, რათა ერთად

134
გავიაროთ ცხოვრების ძნელი გზა- იმ დღეს, როცა ჩემი აღარ იქნები, სამყარო ჩემთვის მთელ თავის
მშვენიერებას დაკარგავს.

1. ნაპოლეონ ბონაპარტეს, ჟოზეფინა ბოგარნესგან მოშორებულს, ცხოვრება უდაბნოდ ეჩვენება.

სხვა ადამიანები მისთვის მოსაწყენი არსებები არიან, უმისოდ ცხოვრება აზრს კარგავს, მზადაა იგი
დასწყევლოს. მას უკვირს რა ჯადოთი შეეძლო დაემორჩილებინა მთელი მისი უნარი და მთელი
მისი სიცოცხლის ისტორია.
შეყვარებული ნაპოლეონისთვის ჟოზეფინა ბოგარნე ერთადერთი მეგობარია, ბედისაგან
რჩეულია, სიყვარული მისთვის აბსოლუტური ბედნიერებაა, სიკვდილი ისე, რომ მისი სიყვარულით
არ დატკბეს, ჯოჯოხეთურ წამებად წარმოუდგენია.

2. გახაზეთ პლაგიატის ნიმუშები. შეეცადეთ, ისე გააკეთოთ პერიფრაზირება, რომ პლაგიატის

ნიმუშს აღარ წარმოადგენდეს.
ამ წერილში გადმოცემულია ჟოზეფინა ბოგარნეს განშორებით გამოწვეული სევდა. ნაპოლეონი
თავს ეულად გრძნობს, მისი სული ჟოზეფინას დაუპყრია, ის მისი ერთადერთი ფიქრია, თვალწინ
მისი ხატება აქვს.
ჯოზეფინას სიყვარული ნაპოლეონს სრულ ბედნიერებას ანიჭებს. იგი გრძნობს მის უსაზღვრო
ძალას. მისი აზრით, სიკვდილი ისე, რომ სიყვარულით არ დატკბე, ჯოჯოხეთური წამებაა, ეს არის
სრული გაქრობის ჭეშმარიტი სახე. იგი მზადაა მასთან ერთად გაიაროს ცხოვრების გზა და დატკბეს
სამყაროს მშვენიერებით.

3. წერილში გადმოცემულია სატრფოს განშორებით გამოწვეული სევდა. როცა ნაპოლეონის

გული სხვას უპყრია და ის მისგან შორსაა, ცხოვრება უაზრობად იქცევა, ირგვლივ ყველაფერი
მოსაბეზრებელია, მისი სიყვარულით სულდგმუ-ლობს:,,როცა მომბეზრდებიან მოსაწყენი არსებები,
ადამიანები რომ ჰქვიათ, როცა მზადა ვარ სიცოცხლე დავწყევლო- ხელს გულზე დავიდებ, იქ შენი
ხატება მაქვს, ვუყურებ მას“... გრძნობს რა სიყვარულის ძალმოსილებას, სრულ ბედნიერებას,
უძლეველი მხედართმთავარი თვლის, რომ სწორედ იგი ანიჭებს მშვენიერებას სამყაროს და მასვე
შეუძლია ადამიანის არსებობა სრული განადგურებისგან იხსნას.

სავარჯიშო 2. წაიკითხეთ ნაწყვეტი ილიას პუბლიცისტური წერილიდან ,,საქართველოს

მოამბეზედ’’. დაწერეთ, რა არის ავტორის მთავარი სათქმელი, გამოიყენეთ ციტირება-
პერიფრაზირების უკვე ნასწავლი წესები.

,,საქართველოს მოამბეზედ’’
ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზე ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს,
რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი იცვლება, მიდის წინ და
მოაქვს განახლება ყოველისფრისა. წესი, ჩვეულობა, აზრი, გრძნობა, ენა, რომელიც მაგათი
გამომეტყველია, ყოველიფერი იცვლება მის ძლიერ გავლენისაგან. რაც გუშინ
კაცს ჰგონებია დაურღვეველ ჭეშმარიტებად, რისთვისაც უცია პატივი, როგორც მიუცილებელ
ჭეშმარიტებისათვის, ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ის გაუთლელ შეცდომად მიგვაჩნია, ასე, რომ
კიდეც გვიკვირს, ადრინდელ კაცს როგორა ჰსწამდა ამისთანა ცხადი სისულელე დაურღვეველ
ჭეშმარიტებად, როგორ არა ჰქონია იმოდენა გონიერება და მხედველობა, რომ გაერჩივა თეთრი და
შავი, შავისთვის შავი

135
დაერქმია და თეთრისთვის- თეთრი. ეს ასე მოხდება ხოლმე განა იმისგან, რომ ჩვენ
ადრინდელებზედ ჭკვიანები ვართ, ,,სხვა სხვის ომში ბრძენიაო’’-, ამბობს რუსთაველი. ჩვენ რომ ამ
თავმოწონებულის გონიერებითაც ვყოფილიყავით და იმ ადრინდელის კაცის ვითარება და
გარემოება გარს შემოგვრტყმოდა, არა მგონია, ავსცდენოდით საზოგადო ცდომილებას, რომელსაც
დღეს ეგრე თავმოწონებით დავსცინით. დიდი გენიოსი უნდოდა და იმისი მახვილის ჭკვის თამამი
გამჭვრეტელობა, რომ მსჯელობით დროებაზედ მაღლა ავმართულიყავით, საზოგადო ცხოვრების
წრის გარედ გამდგარვიყავით და გარემოების თვალთდამაბნელებელ ხაოსშია შეუმცდარად, წმინდა
აზრით დაგვენახა საგანი ისე, როგორიც არის და უნდა იყოს. რუსთაველმა ძალიან ადრე სთქვა, რომ
მარტო ბრძენი საწუთროს ეურჩებაო, სხვანი კი იმისი მონები არიან. იმ დროის გარემოის
მოწყობილობა, აზრი, გამსჯელობა, - ერთობ ცხოვრების მდინარეობა ჩვენისთანა ჩვეულებრივს
კაცსა ჩააყენებდა საზოგადო რუსხმულში და წაიღებდა თან, რაც უნდა ძლიერ ცდილიყო თავის
შემაგრებასა. ცხოვრების ტალღა მეტად ძლიერია და ჩვეულებრივი კაცი მეტად სუსტი, რომ თან არ
წაიყოლიოს ტალღამ. მარტო გენიოსის მკერდი თუ გააპობს და შემუსრავს მას, თორემ სხვისთვის
ძნელია. შორსმხედველობა, დოებაზედ უფლობა მარტო გენიოსის საქმეა. ის თავისს ტამამს სვლაში
შემოიბღერტავს ხოლმე დროების მტვერსა, რომელიც ჩვენისთანა კაცს უფარავს საგნის მნიშვნე-
ლობასა, გულუშიშრად მიდის წინ, როგორც ბელადი წინ მიუძღვის ხალხსა და უნათებს თავის
ჭკუის სხივებით გზასა.
ილია ჭავჭავაძე

კითხვები:
1. რა არის ციტატა?
2. რისთვის, რა მიზნით გამოიყენება ციტირება?
3. რა არის პერიფრაზი?
4. რისთვის გამოიყენება პერიფრაზირება?
5. რა არის აუცილებელი პერიფრაზირებისათვის?
6. შეგვიძლია თუ არა პერიფრაზში საკუთარი კომენტარების ჩართვა?
7. როგორ დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას პერიფრაზირებისას?
8. როგორ ვიქცევით, თუ ციტატაში საკუთარი იდეის ჩართვა გვსურს?
9. როდის დაისმის ციტირებისას ორმაგი ბრჭყალები?
10. რა არის პლაგიატი?

დაიხსომეთ: პირდაპირი და ირიბი ნათქვამი და მასთან დაკავშირებული მართლწერის

საკითხები
ისეთ ნათქვამს, რომელიც სხვას ეკუთვნის და ავტორს ჩართული აქვს თავის ნათქვამსა თუ
ნაწერში, სხვათა სიტყვა, ანუ სხვათა ნათქვამი ჰქვია. სხვათა სიტყვა ორი სახისაა: პირდაპირი და
ირიბი. პირდაპირია, როცა ვისიმე ნათქვამი თუ ნააზრევი მოლაპარაკისა თუ დამწერის მიერ სიტყვა-
სიტყვით, უცვლელადაა განმეორებული, მაგ.: შოთამ თქვა: ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი
გრძელია.” ზოგჯერ პირდაპირ ნათქვამს ახლავს მოუბრის შენიშვნა, თუ ვის ეკუთვნის აზრი და
რაზეა იგი ნათქვამი. ასეთ სიტყვებს ავტორისეული სიტყვა, ავტორის რემარკა ეწოდება.
ირიბია ნათქვამი, როცა ვისიმე აზრი მთქმელის მიერ გადმოცემულია თავისივე სიტყვებით.
ზემომოყვანილი პირდაპირი ნათქვამი ირიბად ასე გადმოიცემა: შოთამ თქვა, რომ ბოროტსა სძლია
კეთილმა, არსება მისი გრძელიაო.

136
მაშასადამე, ირიბი ნათქვამი პირდაპირი ნათქვამის გადაკეთებით მიიღება. პირდაპირ
ნათქვამთან შედარებით ირიბი ნათქვამი მშრალია და ნაკლებემოციურიც. ადვილი შესაძლებელია
პირდაპირი ნათქვამის ირიბად გადაკეთება და პირიქით. ჩვეულებრივ, პირდაპირი ნათქვამის
ირიბად გადაკეთებისას ვღებულობთ რთულ ქვეწყობილ წინადადებას. მაგ.: დავით გურამიშვილმა
თქვა: ,,ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის”, ირიბად ასე გადაკეთდება: ,,დავით გურამიშვილმა თქვა, რომ
ჭკუა უხმარი არის ბრიყვთათვისო’’. პირდაპირი ნათქვამი ძირითადად გამოყენებულია
დიალოგებში, სადაც ზოგჯერ არ არის სავალდებულო ავტორის სიტყვები; დიალოგში
გამოყენებული ავტორის თითოეული სიტყვა უნდა გამოიყოს ტირეთი, მაგ., დიალოგი ავტორის
სიტყვების გარეშე:
-რა ამბავია?
-რაღაც ჩხუბი მოსვლიათ.
-ვის და ვის?
-გიორგისა და მეჯინიბეს.
უმრავლეს შემთხვევაში კი ავტორის სიტყვებიც არის წარმოდგენილი, რომელიც სათანადო
სასვენი ნიშნებით გამოიყოფა პირდაპირი ნათქვამისაგან:
-დარეჯან, არ გეყურება, დედაკაცო? ამაღამ რა უნდა ვჭამოთ?
-რატომ რა უნდა ვჭამოთ, გენაცვალოს დარეჯანი! ღვთის წყალობა ბევრი გვაქვს.-ანუგეშა
დარეჯანმა.
როგორც ვხედავთ, თითოეული პირის ნათქვამი აბზაცით იწყება და მის წინ დაისმის ტირე,
ხოლო წინადადების ბოლოს კი ის სასვენი ნიშანი, რასაც წინადადება მოითხოვს. ავტორის
სიტყვებიც, თუ ის წინადადებაშია მოქცეული, გამოიყოფა პირდაპირი ნათქვამისაგან მძიმით და
ტირეებით, მაგალითად:
შარშან,-დაიწყო სალომემ,-მშვენიერი მოსავალი იყო (აქ პირდაპირი ნათქვამი გაწყვეტილია და
აზრი არაა დასრულებული, ამიტომ მის შემდეგ და ავტორის სიტყვების შემდეგ დაისმის მძიმე და
ტირე).
თუ პირდაპირი ნათქვამი დამთავრებულ აზრს გამოხატავს (ე. ი. წერტილის ადგილას წყდება),
შემდეგ კი გრძელდება ავტორის სიტყვა, მის წინ დაისმის წერტილი და ტირე, მაგ.: -ხვალ კარგი
დარი იქნება._თქვა ვანომ.
თუ ავტორის სიტყვები პირდაპირ ნათქვამს მოსდევს და წყვეტს მას, თუ ის გამოხატავს
კითხვის, ძახილის ან კითხვა ძახილის შინაარსს, მის წინ კითხვის, ძახილის ან კითხვა-ძახილის
ნიშნები დაისმის, შემდეგ კი_ტირე:
_ნეტავ რას აპირებენ?_გავიფიქრე.
_ახია იმაზე! _თქვა მართამ...
_თქვენ ფრანგულად ლაპარაკობთ?! _გაშტერებით წამოიძახა მან.
ჩვეულებრივი თხრობის დროს, როცა პირდაპირი ნათქვამი (სხვათა სიტყვა) მოსდევს
ავტორისეულ სიტყვას, ავტორის სიტყვების წინ ორწერტილი დაისმის, სხვათა სიტყვა კი
ბრჭყალებში ჩაისმის: ილია წერდა: ,,ნატვრა შეჰხარის სხვის ღირსებას, შური კი ებრძვის’’. როცა
ავტორისეული სიტყვა მოქცეულია პირდაპირ ნათქვამში, მაშინ პირდაპირი ნათქვამი ბრჭყალებში
ჩაისმის, ავტორისეული ნათქვამი კი ორივე მხრიდან მძიმითა და ტირეთი გამოიყოფა, მაგალითად:
,გუშინ, _თქვა ჩამოსულმა ამხანაგმა, _ჩვენთან საშინელი დარი იყო.”
თუ ავტორის სიტყვები პირდაპირ ნათქვამს კვეთს ისეთ ადგილას, სადაც საჭიროა წერტილი,
მაშინ ავტორისეული ნათქვამის წინ დაისმის მძიმე და ტირე, ხოლო ავტორის სიტყვის შემდეგ-
წერტილი და ტირე: როცა სისხლი დუღს, ენა ფიცით არ იღლება,_ამბობს შექსპირი._შენ ნუ მიიჩნევ
ცეცხლად იმ ალსა, რაიც ანათებს, მაგრამ არ ათბობს’’.

137
თუ ავტორისეული სიტყვა მიგვითითებს, რომ სხვათა სიტყვა გრძელდება, მაშინ ავტორის
სიტყვის წინ დაისმის ის ნიშანი, რაც საჭიროა, ავტორის სიტყვის შემდეგ კი-ორწერტილი და ტირე:
,,სულთა მხუთავი აღარ მაცლის, _მიუბრუნდა ბლაღოჩინს გლახა: _მაღირსეთ ზიარება!’’
პირდაპირ ნათქვამთან ხშირად იხმარება ნაწილაკები, რომლებიც გამოხატავენ სხვისი ან
თავისივე წინანდელი ნათქვამის განმეორებას, ესენია -მეთქი, -თქო და -ო. ო მესამე პირის ნათქვამს
დაერთვის და შერწყმულია მასთან, მას სხვათა სიტყვის ნაწილაკს უწოდებენ. მაგ.: ზაფხული
მაძღარიაო,-უთქვამს ქართველს (თ. რაზ.); დედის წინ მორბენალ კვიცს მგელი შეჭამსო (ანდაზა).
სხვათა სიტყვის ო გვხვდება აგრეთვე თითქოს||თითქო სიტყვასთან: ცა ისე მოიწმინდა, თითქო
ცოცხით დაუგვიათო (თ. რაზ.); განიერი მხარბეჭი ისე მოემარჯვა, თითქოს საშიში მტრის
დასახვედრად მომზადებულაო (ლ. ქიაჩ.)...
მეთქი აღნიშნავს I პირის ნათქვამის (ან ნაფიქრალის) გამეორებას: რამდენჯერმე გითხარი, ჩემი
სახელით გადაეცი და გააკეთე-მეთქი (მ. ჯავახ.)...
თქო (თქვა) ნაწილაკი იხმარება ისეთ შემთხვევაში, როცა I პირის ნათქვამი მეორე პირმა მესამეს
უნდა გადასცეს: ქაჯან, გაიქე, დედაშენს უთხარი: ერთი პური გვასესხე-თქო! ...მეთქი’ს მაგივრად
ზოგიერთ კილოში –თქო(თქვა) იხმარება, რაც არამართებულია, მაგ.: მოვახსენე, რომ ამ სოფლიდან
ვარ-თქვა და ამა და ამ კაცის შვილი_თქვა (დ. კლდ.); დავპირდი, რომ მსაჯულს მე თვითონ
მოველაპარაკები-თქო (აკაკი)...

წაიკითხეთ აკა მორჩილაძის ,,ფალიაშვილი ქუჩის ძაღლები’’ და დაწერეთ ესე

138

139
თემა XII. სამეცნიერო ნაშრომის შექმნა, საბაკალავრო ნაშრომის მთავარი
მოთხოვნები; ანოტაცია, თეზისი, რეცენზია

სამეცნიერო ნაშრომი
სამეცნიერო ნაშრომი მიმდინარე ან დასრულებული კვლევაა მეცნიერების სხვადასხვა
სფეროში. იგი სამეცნიერო საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი, ეხება აქტუალურ საკითხებს და
იქმნება სამეცნიერო სტილით. ასეთი ნაშრომის ენა აკადემიურია.
სამეცნიერო ნაშრომებია: მოხსენება, ლექცია, სასემინარო მოხსენება, სასწავლო სახელ-მძღვა-
ნელო, დისერტაცია, მონოგრაფია და ა.შ. მისი მიზანია კვლევის შედეგების წარმოჩენა, სამეცნიერო
წრისათვის გაცნობა და სიახლის დაფიქსირება.
ვინ ქმნის სამეცნიერო ნაშრომს? რა თქმა უნდა, სამეცნიერო კვლევებით დაინტერესებული
პირი, დარგის სპეციალისტი ან სპეციალისტები.
სამეცნიერო ნაშრომის მახასიათებლები: სამეცნიერო სტილი, მკაცრი, ლოგიკური მსჯელობა,
ტერმინების სიუხვე, საკითხის სიღრმისეული ცოდნა და ობიექტური დამოკიდებულება საკითხი-
სადმი.
სამეცნიერო ნაშრომის არქიტექტონიკის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს.
სამეცნიერო ნაშრომის შესაქმნელად აუცილებელია:
1. საკვლევი საკიხის სიღრმისეული ცოდნა და სათანადო ლიტერატურის გაცნობა;
2. საკითხის აქტუალურობის და სიახლის წარმოჩენა;
3. საკითხთან დაკავშირებული ემპირიული მასალის და კვლევის შედეგების ჩვენება.
ეფექტური მეთოდია კითხვების დასმა:
 რა თემას ეხება სამეცნიერო ნაშრომი? რა არის კვლევის მიზანი? რის მიღწევა მინდა?
 რამდენად აქტუალურია პრობლემა და კვლევის რა შედეგს ველოდები?
 რა მეთოდებს ვიყენებ?
 რა მეხმარება კვლევაში?
 ამომწურავად განვიხილე ყველა საკითხი ნაშრომთან დაკავშირებით?
 რა დამრჩა განსახილველი?
აი, იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება სამეცნიერო ნაშრომის
შექმნაში.
სამეცნიერო ნაშრომს აუცილებლად სჭირდება: სქოლიო, შენიშვნა, გამოყენებული ლიტე-
რატურის დამოწმება, საძიებელი და შემოკლებანი. სხვანაირად მათ სამეცნიერო აპარატს უწოდებენ.
1. სქოლიო გამოიყენება ნაშრომის ძირითად ნაწილში დამატებითი ინფორმაციის მისათი-
თებლად (დამოწმებული სტატიის ან მონოგრაფიის მითითება; შენიშვნა; ავტორის განმარტება;
დამატებითი ტექსტი).
სქოლიო განთავსებულია ძირითადი ტექსტის ქვეშ, გვერდის ბოლოში ან სტატიის ბოლოს.
Microsoft Word - ის პროგრამაში სქოლიოს იქმნება შემდეგნაირად:
1. ერთდროულად აკრიფეთ კლავიშები: Ctrl, Alt და F;
2. შედით მენიუში insert – reference – footnote.
გთავაზობთ სქოლიოს ნიმუშს:
,,ჩართულის გავრცობის ,,შეუძლებლობას თვლის სწორედ ჩართულსა და წინადადების მთავარ
კომპონენტებს შორის განმასხვავებელ ნიშნად ლ. კვანტალიანი.1

1 ლ. კვანტალიანი, ქართული ზეპირი მეტყველების სინტაქსის საკითხები, თბ. 1986

140
2.“მზის ცქერით გაძღომა ხალხურ მეტყველებაში ნიშნავს დიდხანს სიცოცხლეს, დედამიწაზე
დიდხანს ყოფნას და ამ ყოფნით კმაყოფას“ (სახოკია, 1956:23).

2. დამოწმებული სტატიის ან მონოგრაფიის მითითება ხდება შემდეგნაირად: ავტორის გვარი,

შემდეგ ინიციალი, სტატიის სათაური, გამოცემის ან კრებულის დასახელება, ადგილი, წელი და
გვერდი.
ნიმუში:
1.შანიძე ა., ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, ნაწ. I, თბ.1973
2.ხახიაშვილი ნ., სიტყვა მზესთან დაკავშირებულ სახელთა სემანტიკური ანალიზი ქართულ-
ში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტბელობა“, 2009 წლის ოქტომბერ-ნოემბერი, (მასა-
ლები).
3.გოჩიტაშვილი ქ., შაბაშვილი გ., შარაშენიძე ნ., აკადემიური წერა, პირველი გამოცემა, გამომც.
„საიმედო“, თბ. 2009
4.ჟურნალი ,,სკოლა და ცხოვრება’’, 1989 წ.N 12, გრიშაშვილი იოსებ, პაოლო იაშვილის უცნობი
ფსევდონიმები და ნაწერები, ნ.გრიგალაშვილის პუბლიკაცია.
5.გაზეთი ,,სახალხო ფურცელი’’, 1917 წლის 9 თებერვალი (წერილი ცისფერყანწელებზე).
6.ენციკლოპედია ქ.ს.ე. ტომი მე-5, გვ.65. სტატია იაშვილი პაოლო ჯიბრაილის ძე.

3. შენიშვნა მითითებული სტატიის ან მონოგრაფიის ხელმეორედ გამოყენებისას შეიძლება

მათი სრული სათაური აღარ გავიმეოროთ და გამოვიყენოთ შემოკლება. ნიმუში:1.
გოჩიტაშვილი ქ., შაბაშვილი გ., შარაშენიძე ნ., დასახ. ნაშრ. 120
ნიმუში:2. იხ. აგრეთვე შავთვალაძე ნ., დუნდუა შ., აკადემიური წერა, მესამე გამოცემა, თბ. 2011

4. საძიებელი (სარჩევი) და შემოკლებანი - თან ერთვის სხვადასხვა ტიპის ნაშრომს ბოლოში

(სარჩევი ზოგჯერ გვხვდება თავშიც). ორივე ერთგვარი გზამკვლევი და დამხმარე საშუალებაა
მკითხველისთვის.
დაიმახსოვრეთ! სიტყვა უნდა შემოკლდეს მხოლოდ თანხმოვანზე.
ნიმუში:
ა) ავტორები:
რ. ამაღლ.- რატი ამაღლობელი;
ჭ. ამირეჯ.- ჭაბუა ამირეჯიბი;
მ. მაჭავ. - მუხრან მაჭავარიანი;
მ. ჯავახ. - მიხეილ ჯავახიშვილი.
ბ) ცალკეული გამოცემები და მასალები:
ქ.ცხ. - ქართლის ცხოვრება;
ქეგლ - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი;
იკე - იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება;
ქსკს- ქართული სიტყვის კულტურის საკითხები;
ხალხ.სიბრძ. - ხალხური სიბრძნე.

გ) პერიოდული გამოცემები:
,,ალია’’ - გაზეთი ,,ალია’’;
,,ახ.თაობა’’ - გაზეთი ,,ახალი თაობა’’;
,,თეატრი’’ -ჟურნალი თეატრი.

141
დ) ელექტრონული წყაროები:
,,იკე’’ – www. ice. ge
,,ვიკიპედია’’ - ვიკიპედია, თავისუფალი ენციკლოპედია (www.ka.wikipedia.org)
,,ჰუმან.’’ - ვებპორტალი ადამიანის უფლებების შესახებ (www.humanrights.ge).

აკადემიური ნაშრომის შესაქმნელად უკანასკნელ წლებში საკმაოდ აქტიურად გამოიყენება

ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის (აფა) მიერ ჩამოყალიბებული წერითი სტილი.
აფა-ს სტილი ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს:
1. წერითი ნაშრომის ზოგადი ფორმატირების წესი( A4 ფორმატი, გამოყენებული შრიფტი
(Sylfaen; Acadnusx), შრიფტის ზომა -11, პწკარებს შორის მანძილი (1.5), ველების დაცვა ( 2.54 );
2. ნაშრომში გამოყენებულ წყაროთა მონაცემების მითითების (ციტირების) წესი.
თავფურცლის გაფორმება
აკადემიური ნაშრომის თავფურცელი აფა სტილით ფორმდება. ნაშრომის ტექსტი
დაცილებული უნდა იყოს გვერდის მარჯვენა და მარცხენა ნაპირიდან 2,54 სმ (1 ინჩი) მანძილზე.
თავფურცლის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულია ე.წ. თანმდევი სათაური, რომელიც
სრული სათაურის შემოკლებულ ვერსიას წარმოადგენს და იგი აკადემიური ნაშრომის ყველა
გვერდზეა მითითებული. ის ნაშრომთან შედარებით მცირე შრიფტით დახრილად იწერება.
ნაშრომის სრული სათაური თავფურცლის შუა ნაწილის ზემოთ იწერება, სათაურის ქვემოთ კი
ორი - სამი ინტერვალის დაშორებით ნაშრომის ავტორის სახელი და გვარია მითითებული; შემდეგ -
უნივერსიტეტის დასახელება. ოთხი - ხუთი ინტერვალის დაშორებით იწერება ნაშრომის ხელ-
მძღვანლის სახელი და გვარი. თავფურცლის ბოლოს, შუა ნაწილში, მითითებულია ნაშრომის
შესრულების ადგილი და თარიღი (წელი).

142
განათლება

სწავლების თანამედროვე თეორიები

ავტორი: ნინო წიკლაური

რეფერატი შესრულებულია
შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის
განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის
აკადემიური წერის კურსისთვის

ხელმძღვანელი: პროფესორი მამია ფაღავა

ბათუმი
2011

143
გთავაზობთ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო (სადიპლომო)
ნაშრომის გაფორმების მოთხოვნებს.

1. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა კვლევითი უნარების განვითარების მიზნით

შეიძლება ითვალისწინებდეს საბაკალავრო (სადიპლომო) ნაშრომის შესრულებას.
2. საბაკალავრო ნაშრომის თემასა და ხელმძღვანელს დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს
ფაკულტეტის საბჭო. საბაკალავრო ნაშრომის თემისა და ხელმძღვანელის დამტკიცება უნდა მოხდეს
დაცვამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე.
თემის შერჩევა ხდება სტუდენტისა და ხელმძღვანელის მოსაზრებათა შეჯერების საფუ-
ძველზე.
3. სტუდენტმა საბაკალავრო ნაშრომი უნდა წარმოადგინოს ყდაში აკინძული და გაფორმების
დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი ნორმატივები:
ა. ტექსტი უნდა აიკრიფოს A 4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე;
ბ. შრიფტის სახე - AkadNusx/sylfaen;
გ. შრიფტის ზომა - 12;
დ. სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5 ინტერვალი;
ე. ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხენა - 3 სმ, მარჯვენა - 1,5 სმ, ზემოთ - 2 სმ,
ქვემოთ - 2 სმ;
4. საბაკალავრო ნაშრომის მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 25 გვერდს.
დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, აკადე-
მიურმა საბჭომ შეიძლება დაადგინოს კონკრეტულ მიმართულებაში საბაკალავრო ნაშრომის შესრუ-
ლების განსხვავებული ნორმატივები.
5. ნაშრომი უნდა დაიბეჭდოს და აიკინძოს დადგენილი სტრუქტურით. აღნიშნულ სტრუქტუ-
რაში იგულისხმება:
ა. თავფურცელი - წარმოადგენს სამაგისტრო ნაშრომის პირველ გვერდს. თავფურცელზე,
ზემოთ უნდა მიეთითოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული დასახელება - შოთა
რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის დასახელება უნდა გამოიყოს ქვედა
ნაწილისაგან 2-3 სმ-ით, მომდევნო ხაზზე 1,5 ინტერვალით ფაკულტეტის დასახელება. შემდეგ
აღინიშნება სტუდენტის სახელი და გვარი, შუა ნაწილში - ნაშრომის დასახელება
(შრიფტის ზომა 16), ნაშრომის სათაურის შემდეგ იწერება სპეციალობის დასახელება და
საძიებელი ხარისხი, რომლის მოსაპოვებლად არის წარმოდგენილი ნაშრომი.თავფურცლის მარჯვე-
ნა მხარეს აღინიშნება თემის ხელმძღვანელის აკადემიური თანამდებობა და აკადემიური ხარისხი,
ინიციალები და გვარი. თავფურცლის ბოლოს მიეთითება შესრულების ადგილი და ნაშრომის წარდ-
გენის წელი ( მაგ.: ბათუმი - 2011);
ბ. ანოტაცია - მოკლედ უნდა აღიწეროს ნაშრომის აქტუალობა, მიზნები და
ამოცანები, ძირითადი შედეგები. ანოტაცია არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვას. იგი
უნდა დაერთოს ნაშრომს როგორც ქართულ, ისე უცხო ენაზე;
გ. სარჩევი - თანმიმდევრულად უნდა აისახოს ნაშრომის სრული ტექსტის ყველა თავისა და
პარაგრაფის ზუსტი დასახელება დასაწყისი გვერდების ნომრების მითითებით;
დ. შესავალი - უნდა აისახოს საკვლევი თემის აქტუალობის დასაბუთება, მიზნები და
დასმული ამოცანები, კვლევისათვის გამოყენებული მეთოდები და მატერიალურ - ტექნიკური ბაზა;
ე. ძირითადი ტექსტი - იგი ასახავს ნაშრომის შინაარსს. მასში უნდა გამოიყოს თავები (საჭი-
როების შემთხვევაში ქვეთავებიც) და პარაგრაფები;

144
ვ. საბაკალავრო ნაშრომის დასკვნა - წარმოადგენს კვლევის ძირითადი შედეგების ამსახველ
ნაწილს, რომელიც მოკლედ და კონკრეტულად უნდა პასუხობდეს ნაშრომის მიზნებსა და დასმულ
ამოცანებს;
ზ. გამოყენებული ლიტერატურა - გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა უნდა დალაგდეს
ანბანის რიგზე;
თ. საილუსტრაციო მასალა (არსებობის შემთხვევაში).

ანოტაცია სამეცნიერო ნაშრომის პრობლემატიკის აქტუალობის, თემის პერსპექტიულობის

მოკლე მიმოხილვაა. იგი იწერება მონოგრაფიის სატიტულო გვერდის შემდეგ, მარცხენა მხარეს. ანო-
ტაციიდან მკითხველი ეცნობა არის თუ არა ნაშრომში განხილული მისთვის საინტერესო საკითხები.
ანოტაცია უნდა დაიწეროს ნათელი და მკაფიო ენით, რათა მან შეასრულოს სარეკლამო-საინ-
ფორმაციო ფუნქცია და დააინტერესოს მკითხველი.
ნიმუში:
სტუდენტ ქ. გიორგაძის საბაკალავრო შრომის- ,,ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედების
ფოლკლორული წყაროების ’’ (ხელ- ლი: ასოც. პროფ. გ. ბახტაძე)
ანოტაცია
ქართული რომანტიზმი ქართული ეროვნული სულის ნაწილს წარმოადგენს. რაც დრო გადის,
კვლევა-ძიებითი ინტერესების ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო ფართოვდება ცნება
„ქართული რომანტიზმით“ მასალის ოპერირების მასშტაბები.
XIX საუკუნეში ახალი ქართული ლიტერატურის შექმნისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონ-
და მის გათავისუფლებას სპარსულ-აღმოსავლური ტრადიციებისაგან და ხალხურ წყაროებთან
დაახლოებას.
ფოლკლორი ტრადიციის ძალითაა ძლიერი და ამ ტრადიციებს აგრძელებს ქართველი რო-
მანტიკოსების შემოქმედება, რომლებმაც თავიანთი ნაწარმოებები გაამდიდრეს მრავალფეროვანი
ფოლკლორული მასალით, სხვა ხიბლი და ლაზათი შეჰმატეს მას.
ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედების ფოლკლორული წყაროები ქართული ლიტერატურისა
და ზეპირსიტყვიერების ხანგრძლივი და ტრადიციული ურთიერთობის პრობლემას ეხება.
ხალხის მსოფლმხედველობა, სოციალური გამოცდილება და მორალი ადეკვატურად აისახება
ფოლკლორულ ნაწარმოებებში. ფოლკლორული ცნობიერება, სპეციფიკურ მსოფლმხედველობრივ-
ესთეტიკურ სისტემაში მისი გარდატეხის შემდეგ ახალ სახეს იღებს. ლიტერატურასა და ფოლკ-
ლორში მხატვრულ სიტყვას, ესთეტიკური ფუნქციის გარდა აქვს საინფორმაციო და კომუნიკაციური
ფუნქციებიც.
განსხვავება ლიტერატურას და ფოლკლორს შორის დასტურდება დასამუშავებელი თემების
შერჩევაში, მათ შინაარსობრივ ხორცშესხმაში, შემოქმედებით პროცესსა და პოეტიკაში.
რომანტიკოსებმა მიმართეს ფოლკლორს, როგორც ეროვნულ ფესვებს, რომლითაც ადამიანი
უკავშირდება ბუნებას, გარემოს. მათ შემოქმედებაში მხატვრული სახეები მნათობი, ვარსკვლავი,
მზე, მთვარე, ვარდი და ბევრი სხვა მეტაფორული სახე თუ შედარება - ეპითეტი ახალ თვისებებს
იძენენ. განსაკუთრებულ ფუნქციებს ასრულებენ.

თეზისები არის სამეცნიერო ნაშრომის, მოხსენების თუ ლექციების საკვანძო დებულებები,

რომლებიც მოკლედ არის ჩამოყალიბებული. იგი სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს კვლევის
შედეგების, ავტორისეული პოზიციის, მეცნიერული სიახლის ( და არა სამეცნიერო ლიტერატურაში
უკვე გავრცელებული შეხედულების) შესახებ. თეზისები უმჯობესია გადმოიცეს პუნქტობრივად,

145
სათქმელი მოკლედ და კონკრეტულად გამოიხატოს. მასში არ უნდა იყოს ციტირება, პერიფ-
რაზირება და სქოლიო (თუ რომელიმე მკვლევრის ნააზრევის დამოწმება გვსურს, მაშინ მსჯელო-
ბისას უნდა მოვიხსენიოთ).
თეზისები უნდა დაიწეროს სამეცნიერო ენით.

ნიმუში:
თეზისები

ჟარგონის სელექციის პრობლემა განმარტებით და ორენოვან ლექსიკონებში

დალი ფანჯიკიძე
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჟარგონი საერთო-სახალხო ენის მარკირებულ შრეთა რიცხვს მიეკუთვნება, მაგრამ იგი სხვა
მარკირებულ შრეთაგან განსხვავებით ცვალებადობის მაღალი კოეფიციენტით გამოირჩევა, რაც
აბრკოლებს მის დამკვიდრებას ლექსიკონებში.
ჟარგონის დანიშნულებას მისი ელექტორატი განსაზღვრავს. ეს არის ახალგაზრდული ენა,
მისი ერთი ნაწილი აღმოცენდება ეპოქის ერთი მონაკვეთისთვის დამახასიათებელი ყოფითი
მოვლენების ფონზე, შინაარსობრივი ფორმით მეტად გამჭვირვალეა და მხოლოდ ერთი თაობისთვის
არის გასაგები და ემოციის აღმძვრელი.
ხანმოკლე ჟარგონიზმების რიცხვს მიეკუთვნება აგრეთვე დიალექტებიდან შემოსული
ენობრივი ერთეულები, რომელთაგან ყველაზე გონებამახვილური ფართოდ ვრცელდება ენაში,
მაგრამ სალიტერატურო ენის ნორმებთან შეუთავსებლობის გამო ძირითად ლექსიკურ ფონდში
იშვიათად მკვიდრდება ხოლმე.
ჟარგონის დამკვიდრების წინაპირობაა შიდაენობრივი ფორმის გამჭვირვალობა და
სპონტანურობის დაბალი ხარისხი, რაც მისი ,,მარადიულობის’’ საწინდარია. იგი ეყრდნობა
ცნობიერების მკაფიოდ გამოხატულ ვერბალურ ფორმებს, ემოციურად დატვირთულია და თავისი
შინაარსით დროის მოკლე მონაკვეთზე არის ორიენტირებული.
განმარტებით თუ ორენოვან ლექსიკონში ჟარგონის ჩართვის მექანიზმი ემყარება სელექციის
მეთოდს, რომელიც, თავის მხრივ, ზემოთ ჩამოთლილ პირობებზეა დაფუძნებული.

რეცენზია
რეცენზია [ლათ. recensio განხილვა, გამოკვლევა] ეწოდება ლიტერატურული,
მეცნიერული ნაშრომის, სპექტაკლის, კინოსურათისა და სხვათა კრიტიკულ შეფასებას.
რეცენზირება მეტად საპასუხისმგებლო სამუშაოა. მას ასრულებს კომპეტენტური პირი,
დარგის სპეციალისტი.
რეცენზენტი პირველ რიგში წარმოაჩენს სარეცენზიო ნაშრომის დადებით მხარეს, მის ღირსებებს,
ამის შემდეგ კი გადადის შენიშვნებზე, რომელიც იქნება არა სუბიქტური, არამედ ობიექტური,
დასასაბუთებლად მან უნდა მოიყვანოს სათანადო ადგილები ტექსტიდან.
რეცენზიაში არ გამოიყენება სქოლიოები, არც სამეცნიერო ლიტერატურა მიეთითება, თუმცა
რეცენზენტი აუცილებლად აღნიშნავს, რამდენად სრულყოფილადაა შესწავლილი საკითხთან
დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა და მიუთითებს იმაზეც, კიდევ რა ნაშრომის გაცნობა
იქნებოდა სასურველი.

ნიმუშები:
146
საყურადღებო ნაშრომი
,,შავშეთი’’ კომპლექსური გამოკვლევაა. იგი ორი ნაწილისგან და შვიდი თავისგან შედგება. I
ნაწილში მოცემულია შავშეთის ისტორიული ექსკურსი, განხილულია სოფლების აღწერა მოგ-
ზაურთა და მეცნიერთა ჩანაწერების მიხედვით, აქვეა განხილული შავშეთის მდგომარეობა, თუ
როგორ ჩამოსცილდა სამცხე- საათაბაგო XV საუკუნეში საქართველოს და როგორ აღმოჩნდა XVI
საუკუნის დასაწყისისთვის დაშლილ - დანაწევრებული საქართველო ორი დიდი სახელმწიფოს
გარემოცვაში.
საბოლოოდ ოსმალეთმა სამცხეში ოთხი სასანჯაყო დაიპყრო და შავშეთიც ოსმალთა პროვინ-
ციად იქცა. ნაშრომში მოცემულია ძვირფასი ცნობები, რომლებშიც ასახულია შავშეთის ყოფა ოს-
მალეთის იმპერიაში ყოფნის დროს. ცალკე თავები ეთმობა შავშეთის მატერიალური ძეგლების აღწე-
რას, ეთნოგრაფიას, ფოლკლორს.
ჩვენთვის, ლინგვისტებისთვის ფრიად საყურადღებოა შავშური კილოს ფონემატური
სტრუქტურა, ფონეტიკური მოვლენები, ზმნის კატეგორიები, საწყისის, მიმღეობის თუ უდეტრების
თავისებურებანი, სიტყვაწარმოებითი მოდელები. აქვე განხილულია სინტაქსის საკითხებიც,
მოცემულია შავშური ლექსიკა, სადაც გამოყოფილია თურქული ლექსიკის კვალიც.
განსაკუთრებით საინტერესოა შავშეთის ტოპონიმია, მისი სტრუქტურული ანალიზი და მათში
ქართულ - თურქული ენობრივი ურთიერთობების ასახვა. ტოპონიმებში გამოიყოფა ქართულ -
თურქული ფუძეებით თუ მაწარმოებლებით გაფორმებული სახელები.
ენათმეცნიერთათვის ყველაზე ძვირფასი და ღირებულია შავშური დიალექტის მასალები,
ფოლკლორის ნიმუშები, რომელთაც ერთვის შენიშვნები, ვარიანტები და ლექსიკონი. იგი მზა
მასალაა ლინგვისტებისთვის და კომპლექსური კვლევის საგნად შეიძლება იქცეს.
,,შავშეთი’’ მკვლევართა თავდაუზოგავი შრომის, შეუნელებელი მეცნიერული ინტერესის და
დიდი ენთუზიაზმის დასტურია. იგი საპატიო ადგილს დაიჭერს ჩვენს ეროვნულ სულიერ
მემკვიდრეობაში.

ნანა ცეცხლაძე, მაია კიკვაძე, ნათია ფარტენაძე, მზია ხახუტაიშვილი.

სავარჯიშო:
1.წაიკითხეთ ერთი საგაზეთო სტატია და დაწერეთ რეცენზია
.......................................................................................................................................................................................
.......................................................................................................................................................................................

.......................................................................................................................................................................................

.......................................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................................

.......................................................................................................................................................................................

.......................................................................................................................................................................................

2.დაწერეთ იმ პუბლიკაციის დადებითი რეცენზია, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება

მოახდინა თქვენზე

147

3.დაწერეთ იმ პუბლიკაციის უარყოფითი რეცენზია, რომელმაც ნეგატიურად იმოქმედა თქვენზე

1.დაწერეთ თავისუფალი ესე თემაზე ,,გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი’’

148

1. წაიკითხეთ ნიკო ლორთქიფანიძის ,,გული’’ და დაწერეთ ესე

149

150
თემა XIII. საქმიანი ქაღალდები

საქმიანი ქაღალდები გამოიყენება საზოგადოებრივი, საქმიანი ურთიერთობების სფეროში,

კერძოდ, პირებს, პირებსა და უწყებას, პირსა და სახელმწიფოს შორის, ორგანიზაციებს შორის,
სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებისას და ა. შ.
საქმიანი ქაღალდები თემატურად შეზღუდულია და ყველა ენაში მათი რაოდენობა მეტ-
ნაკლებად განსაზღვრულია. ესენია: განცხადება, მოხსენებითი ბარათი, ახსნა-განმარტებითი
ბარათი, რეკომენდაცია, დახასიათება, სამოტივაციო წერილი, მოკლე ბიოგრაფია (CV), საქმიანი
წერილი, ოქმი, ანგარიში, ცნობა, ხელწერილი, პროექტი და ა. შ.
ამ ტიპის დოკუმენტებში, პუბლიცისტური და მხატვრული სტილის ტექსტებისაგან
განსხვავებით, არ უნდა ჩანდეს ავტორის ინდივიდუალური სტილი, წერის მანერა. ის აუცილებლად
უნდა ჯდებოდეს საყოველთაოდ მიღებულ ფორმატში. უგულებელყოფილია ემოციური
დამოკიდებულება, სრულიად გამორიცხულია შორისდებულების, დიალექტიზმების, ჟარგონის,
უბრალო, სასაუბრო ლექსიკის, კნინობით-ალერსობითი ფორმების ხმარება და ა. შ.

1. გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

განცხადება საქმიანი ქაღალდია, რომლის მიზანია მოახდინოს რეაგირება მასში აღწერილ

ფაქტებსა და თხოვნაზე. იგი იწერება ცალკეული პირის, პიროვნებების ან ორგანიზაციის მიერ
რომელიმე ორგანიზაციის, წარმოება-დაწესებულების ან მისი ხელმძღვანელის სახელზე. გგანცხა-
დება შეიძლება გადმოსცემდეს: თხოვნას, მოთხოვნას, საჩივარს, რაიმე ამბის შეტყობინებას.
განცხადებაში მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ავტორის მიზანი, რათა ადრესა-
ტისათვის ადვილად აღსაქმელი იყოს. ტექსტი ლაკონიური და სადა ენით იწერება.
სტრუქტურა: 1. განცხადება შედგება რამდენიმე ნაწილისაგან. პირველ ბლოკში მოცემულია
ინფორმაცია ადრესატისა და განცხადების ავტორის შესახებ.
პირველ სტრიქონზე, მარჯვენა ნაწილში, იწერება ადრესატის მონაცემები- დაწესებულების ან
ორგანიზაციის დასახელება, ადრესატის თანამდებობა, მისი სახელი და გვარი.
2. მომდევნო სტრიქონზე, ზევით, მარჯვენა მხარეს, იწერება განმცხადებლის გვარი, სახელი,
მისი თანამდებობა და, საჭიროების შემთხვევაში, ზუსტი მისამართი.
გარკვეული ინტერვალის შემდეგ დოკუმენტის შუაში იწერება სიტყვა
,, გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა“.
მეორე ბლოკში წარმოდგენილია განცხადების ძირითადი ნაწილი, რომელიც იწყება აბზაცით
და სამი ნაწილისაგან შედგება:
ა) შესავალი, სადაც წარმოდგენილია განცხადების დაწერის გამომწვევი მიზეზები;
ბ) ძირითადი ნაწილი (დასაბუთება);
გ) დასკვნითი ნაწილი - განმცხადებლისათვის მოსალოდნელ (სასურველ) შედეგზე მითითება,
ანუ რა რეაგირება უნდა მოჰყვეს დოკუმენტს.
3. მარცხენა მხარეს, ქვემოთ - თარიღი;
4. ბოლოს, თარიღის გასწვრივ - დოკუმენტის ხელის მოწერა.

151
ნიმუში:

შოთა რუსთაველის სახელმწიფო

უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ..........................
ამავე ფაკულტეტის I კურსის სტუდენტ
ნინო დიასამიძის

განცხადება

ვარ ინგლისური ენის II ჯგუფში. ამ ჯგუფის სტუდენტები უფრო ძლიერი არიან, ვიდრე მე,
ამიტომ ვერ ვასწრებ პროგრამის დაძლევას, გთხოვთ გადამიყვანოთ IV ჯგუფში, რომელიც
საშუალო დონისაა და შევძლებ უფრო მეტი გავაკეთო, დავძლიო პროგრამა და გამიჩნდეს საგნის
სწავლის ინტერესი.

25. 10. 2011. ნ. დიასამიძე

დავალება:
შეადგინეთ პიროვნების განცხადებები შემდეგ თემებზე:
1. გამოცდის გადატანა;

2. აკადემიური წლის აღება საზღვარგარეთ გამგზავრების გამო.

1. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

152

2. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

განცხადება ეწოდება ისეთ დოკუმენტსაც, რომელშიც ესა თუ ის პირი, დაწესებულება,

ცალკეულ პირთა ჯგუფი ან ამა თუ იმ საზოგადოების გამგეობა და ა.შ. იუწყება ამა თუ იმ სახის
ჩასატარებელი ღონისძიების შესახებ. ეს შეიძლება იყოს: კრება, თათბირი, სხდომა, კონფერენცია,
ექსკურსიის მოწყობა, საღამოს გამართვა, დისპუტი და ა.შ. ამ სახის განცხადებას საინფორმაციო
განცხადება ეწოდება და ის განსხვავდება პიროვნების განცხადებისგან სტრუქტურითაც და
შინაარსითაც.
საინფორმაციო განცხადებაში წარმოდგენილი უნდა იყოს:
 სათაური (განცხადება);
 ღონისძიების ჩატარების დრო;
 ადგილი, სადაც ტარდება ღონისიება;
 განცხადების შინაარსი;
 განცხადების ავტორთა დასახელება.

153
ნიმუში:

განცხადება

მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, შაბათს, 12 საათზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერ-

სიტეტის 238-ე აუდიტორიაში ჩატარდება შეხვედრა ახალგაზრდა პოეტებთან.

უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირი

დავალება:
შეადგინეთ საინფორმაციო განცხადებები შემდეგ თემებზე:
1. სამეცნიერო კონფერენციის მოწყობა;

2. დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

1. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

154
II. მოხსენებითი ბარათი

მოხსენებითი ბარათი ავტორის სურვილითა და გადაწყვეტილებით იწერება. მას შეიძლება

ერთი ან მეტი ავტორი ჰყავდეს. ერთზე მეტი ავტორის შემთხვევაში მას ხელს თითოეული მათგანი
აწერს. მოხსენებითი ბარათი ვრცელი და ინფორმაციულია, რომლის მიზანია, გააცნოს ადრესატს
ავტორის (ავტორთა) სურვილი, მოთხოვნა, პოზიცია, შეხედულება, გადაწყვეტილება და ა. შ. ამა თუ
იმ პრობლემასთან დაკავშირებით. სტრუქტურა: მოხსენებითი ბარათი შედგება რამდენიმე
ბლოკისგან:
1. პირველ ბლოკში მოცემულია ინფორმაცია ადრესანტის შესახებ. ფურცლის დასაწყისში,
მარჯვენა მხარეს, ჯერ იწერება იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ვისთვისაცაა
განკუთვნილი დოკუმენტი. ორი ინტერვალის ქვემოთ თავსდება ინფორმაცია ავტორის შესახებ. ორი
ინტერვალის ქვემოთ, ფურცლის შუაში, იწერება სათაური - მ ო ხ ს ე ნ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი.
სასურველია სათაური მუქი შრიფტით იყოს გაფორმებული.

2. მეორე ბლოკში მოცემულია ძირითადი ინფორმაცია. აქ შეიძლება ვრცლად ისაუბროთ

თქვენს უწყებაში არსებული პრობლემის შესახებ, თანმიმდევრულად ჩამოთვალოთ მისი გამომწვევი
მიზეზები, ლოგიკურად დაასაბუთოთ გადაჭრის გზები და საშუალებები, რათა დაარწმუნოთ
ადრესატი თქვენ მიერ აღნიშნული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაში. მოხსენებით
ბარათში შესაძლებელია, ასევე, აღწეროთ ან შეაფასოთ არსებული სიტუაცია. ამ შემთხვევაში
ინფორმაცია პრობლემის გადაჭრის შესახებ არაა სავალდებულო. განცხადებისაგან განსხვავებით,
მოხსენებით ბარათში არ არის აუცილებელი ადრესატისადმი თხოვნით მიმართვა. მოხსენებითი
ბარათი სასურველია დაიწყოთ ფრაზით - მოგახსენებთ, რომ ან როგორც მოგეხსენებათ.

3. მესამე ბლოკში მოცემულია ავტორის (ავტორთა) ხელმოწერა და თარიღი. გახსოვდეთ, რომ

ფაქსიმილეს (ხელმოწერის) გარეშე თქვენს დოკუმენტს არა აქვს იურიდიული ძალა.

ნიმუში:

შოთა რუსთაველის სახელმწიფო

უნივერსიტეტის კანცლერს, ბატონ .............
ამავე უნივერსიტეტის სტუდკავშირის
თავმჯდომარის, გ ი ო რ გ ი ბ ე რ ი ძ ი ს,

მოხსენებითი ბარათი
მოგახსენებთ, რომ სტუდენტური კონფერენციის წარმატებულად ჩატარებისათვის უნივერსიტე-
ტის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა, რომელიც შეადგენდა 350 (სამას ორმოცდაათ) ლარს. აღნიშნული
თანხით შევიძინეთ კალმები, რვეულები, საქაღალდეები, მარკერები, დაიბეჭდა პროგრამები.
კონფერენციაში, გარდა ადგილობრივი სტუდენტებისა, მონაწილეობენ ქუთაისის, თბილისის, გორისა და
თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებიც, ამიტომ მსუბუქი სადილისთვის საჭირო შეიქმნა 200 ლარის
დამატება.
იმედი გვაქვს უნივერსიტეტის ბიუჯეტის სპეციალური ხარჯებიდან შესაძლებელი იქნება
სათანადო ფინანსური უზრუნველყოფა.

უნივერსიტეტის სტუდკავშირის
თავმჯდომარე გ. ბერიძე
12.11.2011

155
დავალება:
შეადგინეთ მოხსენებითი ბარათი შემდეგ თემებზე:
1. ანტინარკოტიკული მოძრაობის ჩატარების შესახებ;

2. უნივერსიტეტში სპორტული შეჯიბრების ჩატარების შესახებ.

1. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
156

III. ახსნა-განმარტებითი ბარათი

ახსნა - განმარტებითი ბარათი სტრუქტურითა და შინაარსით უახლოვდება მოხსენებით

ბარათს. თუმცა, არსებობს პრინციპული სხვაობაც. თუ მოხსენებითი ბარათი იწერება ავტორის
ინიციატივით და მიზნად ისახავს წინასწარი ინფორმაციის მიწოდებას, ახსნა - განმარტებითი
ბარათი, წესისამებრ, იწერება ხელმძღვანელი პირის ან ზემდგომი ინსტანციის მოთხოვნით. მასში
უკვე მომხდარი ფაქტია განმარტებული და ახსნილია მისი გამომწვევი მიზეზები. მაგალითად, ახსნა
- განმარტებითი ბარათი იწერება სამსახურში დაგვიანების, გაცდენის, კანონის, წესის დარღვევის და
ა.შ. დროს.
სტრუქტურა: ახსნა - განმარტებითი ბარათის სტრუქტურა ზუსტად იმეორებს მოხსენებითი
ბარათის ფორმატს, მხოლოდ ძირითად ბლოკში დასახელებულია მომხდარი ფაქტის გამომწვევი
ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები. დოკუმენტის ენა უნდა იყოს მარტივი, კონკრეტული და
ამავე დრის კორექტული. მთავარია, არგუმენტი იყოს მკაფიოდ გაწერილი. მოხსენებითი ბარათის
მსგავსად, ახსნა - განმარტებითი ბარათიც შეიძლება დაიწყოთ შემდეგი ფრაზით: მოგახსენებთ,
რომ..., გაცნობებთ, რომ..., მინდა გაუწყოთ, რომ....

157
ნიმუში:

შოთა რუსთაველის სახელმწიფო

უნივერსიტეტის კანცლერს, ბატონ .............
ამავე უნივერსიტეტის განათლებისა და
მეცნიერებათა ფაკულტეტის, I კურსის I
სასემინარო ჯგუფის ტუტორის,
ნანა დავითაძის

ახსნა-განმარტებითი ბარათი

გაცნობებთ, რომ ამა წლის 29-31 ოქტომბერს I კურსის სტუდენტებმა ჩემი ორგანიზატორობით
მოაწყვეს ექსკურსია მესხეთში. ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით სამგზავრო თანხა გაიცა
უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან. თანხა შეადგენდა 400 (ოთხას) ლარს. ექსკურსია წარმატებით
ჩატარდა, გამოყოფილი თანხა გადაერიცხა სატრანსპორტო გაერთიანებას ანგარიშის ნომერზე:
№9875634528376. გარდა სატრანსპორტო თანხისა, ერთი ღამის გათევის საფასური თანხა, 280 (ორას
ოთხმოცი) ლარი, გადაირიცხა სასტუმრო ,, მესხეთის“ ანგარიშზე, №4532987654; დანარჩენი თანხა
თავად სტუდენტებმა გაიღეს.
წარმოგიდგენთ გადარიცხული თანხის შესაბამის ქვითრებსა და სხვა დოკუმენტაციას.

2. 11.2011. ნ. დავითაძე.

დავალება:
შეადგინეთ ახსნა -განმარტებითი ბარათი შემდეგ თემებზე:
1. უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსის შესახებ;

2. უნივერსიტეტში ჩატარებული საიუბილეო ღონისძიების შესახებ.

1. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

158

IV. რეკომენდაცია

რეკომენდაცია ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია საქმიან ურთიერთობებში (ვაკანსიის,

დაფინანსების, სხადასხვა ტიპის მატერიალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად, სამსახურებრივი
გადანაცვლების დროს, გაცვლით სემესტრში მონაწილეობისას და ა. შ.), რომელსაც გასცემს
რომელიმე ორგანიზაცია ან ავტორიტეტული სპეციალისტი. რეკომენდაციის ავტორი პასუხის-
159
მგებლობით უნდა მიუდგეს ამ საქმეს და შეეცადოს დამაჯერებლად, ეფექტურად და ლაკონურად
წარმოაჩინოს იმ პირის საქმიანი რეპუტაცია, შესაძლებლობები, პიროვნული თვისებები, რომელსაც
უწევს რეკომენდაციას.
სტრუქტურა: რეკომენდაცია შეიძლება დაიწეროს ბლანკზე. სათაურის შემდეგ იწყება
ძირითადი ტექსტი, რომელშიც უნდა აღინიშნოს :
 სარეკომენდაციო პირის წარდგენა;
 ინფორმაცია რეკომენდატორისა და სარეკომენდაციო პირის საქმიანი ურთიერთობის
შესახებ;
 რომელ საქმიან თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას რეკომენდატორი და რა არის
მისთვის მნიშვნელოვანი;
 აუცილებელია აღნიშნულის დასაბუთება. არგუმენტები უნდა იყოს მკაფიო და და-
მაჯერებელი: თუ აღნიშნავთ, რომ სარეკომენდაციო პირს აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია,
აუცილებელია მიუთითეთ მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ.
 ყურადღება უნდა გამახვილდეს სარეკომენდაციო პირის პიროვნულ თვისებებზე,
რომლებიც ეხმარება მას ამა თუ იმ საქმიანობის განხორციელებაში. გუნდური სამუშაოს
შესრულების შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს მის კომუნიკაბელურობაზე,
კოლეგიალურობაზე. თუ ხელმძღვანელი პოსტის დაკავება სურს, უნდა მიეთითოს, რომ
ის არის ინიციატივიანი, კარგი ორგანიზატორი, აქვს მენეჯერისათვის აუცილებელი
თვისებები და ა.შ.
 რეკომენდაციის ბოლოს აუცილებელია შეაჯამოთ თქვენი ნათქვამი და კიდევ ერთხელ
ხაზგასმით აღნიშნოთ, თუ რატომ უწევთ მას რეკომენდაციას.

ნიმუში:

რეკომენდაცია

ნინო ბალაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერე-

ბათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის IV კურსის წარჩინებული
სტუდენტია. იგი გამოირჩევა ბევრი დადებითი თვისებით: არის პასუხისმგებლიანი, ინტერესიანი,
მშრომელი და მიზანდასახული. ის მუდმივად მუშაობს საკუთარ თავთან და ყოველთვის აღწევს
მიზანს; აქტიურად არის ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში, მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენ-
ციებში და არის რამდენიმე პირველი ხარისხის დიპლომის მფლობელი.
ნინო ავტორიტეტით სარგებლობს მასწავლებლებსა და თანატოლებში. იგი გაწონასწორებული,
სანდო და სამართლიანი პიროვნებაა. მას სიამოვნებს მეგობრებისთვის დახმარება და თანადგომა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვუწევთ ნინო ბალაძეს სასულიერო სემინა-
რიაში მასწავლებლის ადგილის დასაკავებლად.

რსუ ას. პროფესორი

ნათია ფარტენაძე
ტელ.: 271797 სამსახური
მობ.: 577179744
ელ. ფოსტა: natia-71@list.ru
14 მაისი, 2011.

160
დავალება:
დაუწერეთ რეკომენდაცია თქვენს თანაკურსელს, რათა გაათავისუფლონ სწავლის
საფასურისაგან.

V. დახასიათება

დახასიათება წარმოადგენს ოფიციალურ-საქმიან დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას

პირის სამსახურებრივი საქმიანობისა და პიროვნული თვისებების შესახებ. მისი მეშვეობით დას-
ტურდება პირის სამსახურებრივი რეპუტაცია, საზოგადოებრივი აქტიურობა, უნარები, სანდოობა,
კომუნიკაბელურობა და ა.შ.
დახასიათება უნდა დაიწეროს ორგანიზაციის, უწყების ან ფირმის ბლანკზე, დადასტურდეს
დახასიათების გამცემი პირის ხელმოწერით და დაესვას ბეჭედი. თუ დახასიათებას გასცემს
არაოფიციალური პირი ოფიციალურ უწყებაში წარსადგენად, მისი ავტორის ხელის მოწერა უნდა
დადასტურდეს ნოტარიული წესით ან რომელიმე უწყების პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა
და ბეჭდის დასმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დახასიათება დოკუმენტად არ ჩაითვლება.

161
სტრუქტურა: დახასიათებაში გამოიყოფა რამდენიმე შინაარსობრივი ბლოკი:
 სათაური;

 საანკეტო მონაცემები;

 მონაცემები პირის სამსახურებრივი საქმიანობის შესახებ;

 სამსახურებრივი უნარების შეფასება;

 პიროვნული თვისებების შეფასება;

 დასკვნითი ნაწილი.

ნიმუში:

დახასიათება

სალომე ვახტანგის ასული ქავთარაძე, დაბადებული 1990 წელს, ქართული ენისა და ლი-
ტერატურის სპეციალობის ბაკალავრია. 2007 წლიდან სალომე არის ბათუმის სახელმწიფო უნივერ-
სიტეტის სტუდენტი. სალომე ხარისხიანად ასრულებს ყველა სამუშაოს. აქტიურად მონაწილეობს
სტუდენტთა თვითშემოქმედების ღონისძიებებში. განსაკუთრებულ მიდრეკილებას ამჟღავნებს
უცხო ენებისადმი.
ის არის დადებითი პიროვნება. გამოირჩევა განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით,
ყოველთვის მხარში უდგას კურსელებს, არის კომუნიკაბელური და მეგობრული, რის გამოც თანა-
კურსელთა შორის სარგებლობს ავტორიტეტით. მას აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. არის
მოტივირებული და თითქმის ყოველთვის აღწევს დასახულ მიზნებს. არის უკონფლიქტო პიროვ-
ნება, აგრეთვე თვითკრიტიკული და ობიექტური, კარგად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. იგი
აქტიური პიროვნებაა და კარგ წამოწყებათა ინიციატორია.

კურსის კურატორი
ასოც. პროფესორი მ. კიკვაძე
ტელ. 577 72 82 48
8. 05. 2011.

დავალება:
დაახასიათეთ თქვენ გვერდით მჯდომი მეგობარი.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

162

VI. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო წერილი

სამოტივაციო წერილის მიზანია, დაარწმუნოს პოტენციური დამფინანსებელი ან დამსაქ-

მებელი, რომ მისი ავტორი შესაფერისი კანდიდატურაა ვაკანსიისათვის.
სამოტივაციო წერილი საშუალებას გაძლევთ წარმოაჩინოთ, რა მიგაჩნიათ საკუთარ უპირა-
ტესობად, როდესაც მონაწილეობთ სხვადასხვა ტიპის კონკურსსა თუ გასაუბრებაში და არგუმენ-
ტირებულად დაასაბუთოთ საკუთარი გადაწყვეტილება ამა თუ იმ კონკურსში მონაწილეობის
შესახებ, სამოტივაციო წერილი იწერება:
 ვაკანსიის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე;

 სტიპენდიის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე;

 პროექტის დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსზე და ა.შ.

კარგი სამოტივაციო წერილის წაკითხვის შემდეგ მკითხველს უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ
სწორედ თქვენ ხართ შესაფერისი კანდიდატურა ამა თუ იმ პოზიციის დასაკავებლად. ნებისმიერ
დამსაქმებელს აინტერესებს, ვინ ხართ, როგორ აზროვნებთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და ა. შ.
სტრუქტურა: სამოტივაციო წერილი სამი ნაწილისაგან შედგება:
1. განმარტეთ, რაზე აკეთებთ განაცხადს და საიდან მიიღეთ ინფორმაცია;

2. ჩამოაყალიეთ ძირითადი არგუმენტები (თქვენი საქმიანი თვისებები და გამოცდილება),

რომელთა გამოც შეიძლება დააინტერესოთ ადრესატი;

3. შესაძლებელია, საკუთარ სუსტ მხარეებზეც მიუთითოთ, თუმცა უნდა ახსნათ მისი მიზეზი
და ის, თუ როგორ აპირებთ მათ გამოსწორებას. გულწრფელი აღიარება და ნაკლის გამოსწორების
სურვილი დადებითად განაწყობს მკითხველს, მხოლოდ, აუცილებელია ზომომიერების დაცვა.

4. აუცილებლად უნდა მიეთითოს, რატომ დაინტერესდით ამ კონკრეტული ვაკანსიით.

მთავარია იყოთ ადეკვატური და გულწრფელი. დაინტერესება შეიძლება გამოიწვიოს პროფესიულმა
ინტერესმა, სამომავლო პერსპექტივამ, გამოცდილების შეძენამ, მატერიალურმა მხარემ და სხვა.

5. წერილის ბოლოს მოკლედ შეაჯამეთ თქვენი სათქმელი.

163
ნიმუში:

სამოტივაციო წერილი

ვებგვერდზე www. bsu. edu.ge განთავსებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოთა რუსთა-
ველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სახელობითი სტიპენდიის დასაკავებლად.
ვფიქრობ, ჩემი სტუდენტური გამოცდილება, ცოდნა, სწავლისადმი მიდგომა, პასუხისმგებ-
ლობა, სოციალური უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები ამ კონკურსის შესაფერისია.
პირველი კურსიდან ვარ ფრიადოსანი, გარდა ამისა, ვარ ფაკულტეტის სტუდენტთა სამეც-
ნიერო წრის ხელმძღვანელი, სტუდენტური ჟურნალის რედკოლეგიის წევრი, პასუხისმგებელი
მდივანი და მაქვს ურთიერთობა როგორც რედკოლეგიის წევრებთან, ისე ფაკულტეტის აკადემიურ
პერსონალთან.
აქტიურად ვარ ჩართული სტუდენტურ კონფერენციებში, მაქვს რამდენიმე პირველი და მეორე
ხარისხის დიპლომი. მიმდინარე წელს მონაწილეობა მივიღე სტუდენტთა საერთაშორისო კონფე-
რენციაში, რომელიც ქუთაისში გაიმართა და თემები დაიბეჭდა ახალგაზრდა მეცნიერთა შრომებში.
ყოველწლიურად ვღებულობ მონაწილეობას სტუდენტურ დღეებში, ვარ ვოკალური ჯგუფის
სოლისტი.
ბუნებრივია, დღეს დიდად მნიშვნრლოვანია უცხო ენების ცოდნა. მიუხედავად იმისა, რომ
თავისუფლად ვლაპარაკობ რუსულ და ინგლისურ ენებზე, ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, სხვა
ენების ცოდნაც. მინდა მოგახსენოთ, რომ ამჟამად ვსწავლობ თურქულ ენას.
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით ამ კონკურსით ჩემი დაინტერესება რამდე-
ნიმე ფაქტორითაა გამოწვეული. უპირველესად, მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრება, რაც უფრო
მეტ სტიმულს მომცემს და მეორეც, ფინანსური პრობლემის ცოტათი მოგვარება, რითაც შემეძლება
შევიძინო ის სავალდებულო სახელმძღვანელოები, რომლებიც ყოველთვის დამჭირდება და
შევისწავლო ენები.
იმედი მაქვს, რომ შევძელი სათქმელის მკაფიოდ ჩამოყალიბება და ჩემი პროფესიული და
პიროვნული თვისებების წარმოჩენა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

III კურსის სტუდენტი ნინო თურმანიძე.

14.04.2004

დავალება: დაწერეთ სამოტივაციო წერილი, რომ გსურთ დაიწყოთ მუშაობა თქვენთვის

სასურველ რომელიმე დაწესებულებაში. გაქვთ უმაღლესი განათლება. გავლილი გაქვთ შესაბამისი
ტრენინგის კურსები და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

164

VII. ა ვ ტ ო ბ ი ო გ რ ა ფ ი ა (CV)

CV (კურიკულუმ ვიტაე) შეიცავს ინფორმაციას პიროვნების ცხოვრების მნიშვნელოვანი

ფაქტების, განათლების, სამუშაო გამოცდილების, მიღწევებისა და სპეციფიკური უნარების შესახებ.
სტრუქტურა:
1. დასაწყისში იწერება სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, საფოსტო
ინდექსის ჩათვლით, ტელეფონი (ბინის, სამსახურის, მობილური), ფაქსი, ელ. ფოსტა);

2. პირველ ბლოკში თავსდება პერსონალური ინფორმაცია (დაბადების თარიღი, ადგილი.

ოჯახური მდგომარეობა...);

3. მეორე ბლოკში - ინფორმაცია განათლების შესახებ (აქვე შეგიძლიათ დაწეროთ გავლილი

ტრენინგებისა და კურსების ჩამონათვალი, აქვე შეიძლება მიუთითოთ აკადემიური (ბაკალავრი,
მაგისტრი) ან სამეცნიერო ხარისხის (დოქტორი) შესახებ ;

165
4. მესამე ბლოკში დეტალურად უნდა აისახოს პირის სამუშაო გამოცდილება (დაკავებული
თანამდებობების გვერდით მოკლედ აღწერეთ თქვენი მოვალეობები);

5. ცალკე ბლოკი ეთმობა მიღწევებს: ჯილდოებს, მოპოვებულ სტიპენდიებს, მიღებულ

გრანტებს და ა.შ.;

6. ბოლოს აღიწერება სპეციფიკური უნარები ( კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, უცხო

ენების ცოდნის დონე, სოციალური უნარები და ა.შ.).

7. საჭიროების მიხედვით, cv-ში შეიძლება მივუთითოთ პუბლიკაციები, ნაშრომები,

სადიპლომო ან სადოქტორო ნამუშევრის სათაური;

8. CV-ს განსაზღვრული ფორმა აქვს. მარცხენა მხარეს იწერება თარიღი, მარჯვენა მხარეს-
სათანადო ინფორმაცია.

ნიმუში:

მარიამ აბაშიძე

მისამართი: ბათუმი, 6010, მელიქიშვილის ქ. №22. ბ. 18.

ტელ.: +995 55 65 43 28 (მობ.); 278674 (ბინა)
ელ, ფოსტა: mariabashidze@yahoo.com

დაბადების თარიღი: 1985 წლის 23 აპრილი, ბათუმი.

განათლება:
1990 - 2001 - ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა;
2001 – 2005 - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის
ფაკულტეტი, ბაკალავრი;
2005 – 2007 - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის
ფაკულტეტი, მაგისტრი;
2007 - ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, პირველი, მეორე დონე, ბათუმი.
2008- დღემდე - ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი;
2011 - პედაგოგთა გადამზადების ტრენინგი, ასოციაცია - სკოლა, ოჯახი, საზოგადოება.
კომპიუტერული უნარ - ჩვევები:
 ვორდი;

 ინტერნეტი;

 სწრაფი ბეჭდვა.

ენების ცოდნა:
ქართული - მშობლიური;
რუსული - თავისუფლად;
ინგლისური - კარგად;
თურქული - საშუალო დონეზე.

166
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
შრომები:
საბაკალავრო შრომა: საკუთარი სახელების წარმოება საშუალ ქართულში;
სამაგისტრო შრომა: ვნებითი გვარის ფორმათა წარმოება ქართულში.
ინტერესები: კლასიკური მუსიკა; კულინარია.
27. 07. 2011 მ. აბაშიძე

დავალება:
დაწერეთ თქვენი ბიოგრაფია.

მისამართი:

დაბადების თარიღი:

განათლება:

სამუშაო გამოცდილება:

გავლილი ტრენინგები:

კომპიუტერული უნარ - ჩვევები:

167
ენების ცოდნა:

ოჯახური მდგომარეობა:

შრომები:

ინტერესები:

VIII. ც ნ ო ბ ა

ცნობა პირის სტატუსის, სამსახურებრივი მდგომარეობის, ამა თუ იმ ღონისძიებაში

მონაწილეობის ერთგვარი მოწმობაა. ამ ტიპის დოკუმენტი შეიძლება გასცეს სახელმწიფო
ორგანიზაციამ, საჯარო სკოლამ, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და ა. შ.
სტრუქტურა: ცნობა მოკლე დოკუმენტია, მაგრამ მას აქვს მკაცრად განსაზღვრული ფორმა:
 სათაური;

 ძირითადი ნაწილი (ინფორმაცია პირის შესახებ, მისი სტატუსი და სად უნდა წარადგინოს
მან ეს ოფიციალური დოკუმენტი);

 ბოლოს დოკუმენტის გამცემი ოფიციალური პირის ხელმოწერა.

ნიმუში:

ცნობა

ნატო ბერიძე სწავლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ქართული ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო
პროგრამაზე. იგი არის ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტი. დაგროვილი აქვს 90 კრედიტი.
ცნობა ეძლევა არასამთავრობო ორგანიზაციაში წარსადგენად.
განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი, პროფესორი \მ. ქორიძე\
24.04.2009

168
დავალება: დაწერეთ ცნობა უნივერსიტეტიდან ან სამსახურიდან ამერიკის საელჩოში
წარსადგენად.

IX . ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი
ხელწერილი იწერება რაიმე მატერიალური ღირებულების მქონე საგნის ან დოკუმენტის
(ტექნიკა, ფული, ინვენტარი...) მიღებაზე რომელიმე ორგანიზაციიდან ან კერძო პირისაგან. მას
იურიდიული ძალა აქვს, ამიტომ ნებისმიერი დეტალი აბსოლუტური სიზუსტით უნდა იყოს
გადმოცემული. მისი დაწერა შეუძლია როგორც კერძო, ისე იურიდიულ პირს.
სტრუქტურა:
 სათაური;

 ხელწერილის ავტორის გვარი, სახელი, მამის სახელი, თანამდებობა (თუ იგი ოფიციალური
პირია) და საპასპორტო მონაცემები (დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი);

 იმ ორგანიზაციის სრული დასახელება, რომელსაც ეძლევა ხელწერილი (თუ ხელწერილი

კერძო პირს ეკუთვნის, მისი გვარი, სახელი, მამის სახელი);

 ხელწერილით ჩაბარებული ფულის რაოდენობა იწერება სიტყვიერად (ფრჩხილებში

მიეთითება ციფრებით), ხოლო ნივთი უნდა აღიწეროს სრულად.

 უნდა აღინიშნოს, თუ რა მიზნითა და პირობებით არის მიღებული ნივთი თუ ფული; სესხის

სახით, მუდმივ სარგებლობაში, სხვა პირისა თუ ორგანიზაციისათვის გადასაცემად;

 ხელწერილის გაცემის თარიღი;

 ხელწერილის გადამცემი პირის ხელწერა.

169
ნიმუში:

ხელწერილი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა,
მარიამ კეკელიძემ (დაბალებული 1969 წლის 21 სექტემბერს. პირადობის მოწმობის № გ 287653;
პირადი №610010987654; მცხოვრები ბათუმში, ბარათაშვილის ქ. №28) მუდმივი სარგებლობის
უფლებით მივიღე გამომცემლობა ,,დიოგენესგან“ რვაასი (800) ლარის ღირებულების წიგნები.
აღნიშნული წიგნები დაიდება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, რომლითაც ისარგებლებენ
სტუდენტები.

19. 11. 2011. დ. დევდარიანი

დავალება:
დაწერეთ ხელწერილი ფაკულტეტის სამდივნოდან თქვენი სკოლის ატესტატის დროებით
გატანის შესახებ.

X. მ ი ნ დ ო ბ ი ლ ო ბ ა
მინდობილობა იწერება რაიმე მატერიალური, ფინანსური ან მორალური სახის ინფორმაციის
დასადასტურებლად თავად შემდგენლის მიერ. მას იურიდიული ძალა აქვს, ამიტომ ნებისმიერი
დეტალი აბსოლუტური სიზუსტით უნდა იყოს გადმოცემული. მისი დაწერა შეუძლია როგორც
კერძო, ისე იურიდიულ პირს.

170
სტრუქტურა:
 სათაური;

 მინდობილობის ავტორის გვარი, სახელი, მამის სახელი, თანამდებობა (თუ იგი

ოფიციალური პირია);

 ინფორმაცია, რის შესახებაც იწერება მინდობილობა;

 იმ პიროვნების ვინაობა, ვისაც ვანდობთ (მისი გვარი, სახელი, მამის სახელი);

 მინდობილობის გადამცემი პირის ხელწერა;

 ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ხელმოწერა;

 მინდობილობის გაცემის თარიღი.

ნიმუში:

მინდობილობა

მე, მარიამ გიორგის ასული მიქელაძე, ჩემს კუთვნილ ხელფასს, 830 (რვაას ოცდაათ) ლარს
ვანდობ და ყოველთვიურად მისი გამოტანის უფლებას ვაძლევ ჩემს დას, მანანა მიქელაძეს.

(ხელის მოწერა) მ. მიქელაძე

ხელმოწერას ვადასტურებ ნოტარიუსი ვ. ნინიძე
(ხელის მოწერა) ვ. ნინიძე
28. 09. 2011

დავალება:
დაწერეთ მინდობილობა თქვენი კუთვნილი ავტომობილის მეგობრისთვის ნდობის შესახებ

171
XI. ანგარიში

ანგარიში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანი დოკუმენტია. მასში აღწერილი და შეჯამებულია

პირის ან ორგანიზაციის ამა თუ იმ საქმიანობის შედეგები. მისი დანიშნულებაა ამ შედეგების
შესაბამისი სტრუქტურისათვის მიწოდება.
ფიზიკურმა პირმა შეიძლება წარადგინოს ანგარიში მივლინების, აქტივობების, წლიური
მუშაობის და ა.შ შესახებ. ხოლო ორგანიზაცია ქმნის წლიურ ანგარიშს, რომელშიც მოცემულია ინ-
ფორმაცია განხორციელებული საქმიანობის, მნიშვნელოვანი მიღწევებისა და სამომავლო პერს-
პექტივების შესახებ.
სტრუქტურა: ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილი ანგარიში რამდენიმე ნაწილისაგან
შედგება:
 პირველი ბლოკი, განცხადების მსგავსად წარმოადგენს მიმართვას ადრესატისადმი, სადაც
მოცემულია ინფორმაცია მისი სამსახურებრივი მდგომარეობის შესახებ (თუმცა არ არის სავალდე-
ბულოი ასეთი დაწყება);

 შემდეგ დოკუმენტის შუა ნაწილში იწერება სიტყვა ა ნ გ ა რ ი შ ი;

 ძირითადი ბლოკი, რომელიც ორ ნაწილად იყოფა:

ა) დეტალურად აისახოს ავტორის საქმიანობა, მიზანი, აღიწეროს მოვლენა ან ფაქტი;

ბ) მისი საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები ( თუ ფინანსურ მხარდაჭერას
ეხება დეტალურად უნდა გაიწეროს ხარჯთაღრიცხვაც)
 დოკუმენტის ბოლოს აუცილებელია ხელმოწერა და თარიღი.

წლიური ანგარიში ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება:

ა) მონაცენები ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის შესახებ;
ბ) ზოგადი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, მისი მიღწევები, როლი, ღონისძიებები და
სხვა.
წლიური ანგარიშის ძირითადი სამიზნე აუდიტორიაა. ანგარიშში წინა პლანზე წამოწეულია
მხოლოდ ფაქტები და არა ავტორის სუბიექტური პოზიცია.

ნიმუში:

ანგარიში
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს,
ბატონ რამაზ ხალვაშს

2011 წლის 21-26 მაისს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა

მეცნიერთა საზოგადოებამ გამართა სემინარი დოქტორანტებისა და სტუდენტებისთვის, რომელშიც
მონაწილეობას ვიღებდი. სემინარის თემა იყო თანამედროვე ტექნოლოგიები საზოგადოებრივ
ცხოვრებაში. სემინარს ესწრებოდნენ აჭარის განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და
პროფესორ-მასწავლებლები. სხდომა გახსნა განათლების მინისტრმა, რომელმაც წარმოადგინა
ვრცელი მოხსენება თანამედროვე ტექნოლოგიების როლის შესახებ.

172
სემინარი ჩემთვის, როგორც დოქტორანტისთვის, მნიშვნელოვანი იყო, მივიღე ბევრი
საინტერესო ინფორმაცია, ჩავერთე დისკუსიაში და ჩამომიყალიბდა ჩემეული შეხედულებები.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო

უნივერსიტეტის დოქტორანტი \ლ. ბოლქვაძე\

28. 05. 2011.

დავალება:
დაწერეთ სამეცნიერო მივლინების ანგარიში.

173
XII. პროექტი

პროექტი იწერება რომელიმე აქტუალური ამოცანის გადაჭრის ან განხორციელებისათვის ან

სამეცნიერო პრობლემის კვლევისათვის.
პროექტი არის დეტალურად გაწერილი შეთავაზება, რომლითაც პარტნიორი უნდა დარწ-
მუნდეს, რომ თქვენ თეორიულ ცოდნასთან ერთად გაქვთ სათანადო კვალიფიკაცია და ფლობთ
დასახული ამოცანის პრაქტიკულად განხორციელების უნარსაც.
სტრუქტურა: პროექტს, ისევე როგორც ნებისმიერ დოკუმენტს. აქვს თავისი მკაცრად გან-
საზღვრული სტრუქტურა, რის დაცვაც აუცილებელია. არასრულყოფილი პროექტი შეიძლება
საერთოთ არ განიხილონ. თუმცა, არსებობს გამონაკლისი, როცა გრანტის გამცემი ორგანიზაცია
თავად სთავაზობს ავტორებს მზა სააპლიკაციო ფორმას.
პროექტში აუცილებელია იყოს წარმოდგენილი:
 სატიტულო ფურცელი;

 პროექტის ანოტაცია (მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს ორ გვერდს);

 სახელწოდება;

 პრობლემის აქტუალობა (გამოკვეთილი უნდა იყოს პრობლემის დასმა);

 პროექტის მიზნები (მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, რეალისტური და მკაფიოდ გაწე-

რილი);

 პროექტის ამოცანები (უნდა ჩამოთვალოთ ის ეტაპები და სამუშაოები, რომლებიც აუცი-

ლებელია თქვენი პროექტის განხორციელებისათვის: ინფორმაციის მოპოვება, დახარისხება;
მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი; პრობლემის გამოკვეთა და განსაზღვრა;
არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პრაქტიკული სამუშაოების დაწყება; კონკრეტული ამოცა-
ნების განხორციელება; ჩატარებული სამუშაოების შეჯამება; დასკვნის გამოტანა ან შესრულებული
სამუშაოს ანალიზი.

 კვლევის მეთოდები;

 მოსალოდნელი შედეგები;

 ბიუჯეტი;

 დეტალურად გაწერილი სამუშაოები და მათი შესრულების ვადები შემსრულებელთა

მითითებით.

დავალება: დაწერეთ პროექტის ანოტაცია თქვენს რეგიონში მზრუნველობას მოკლებული

ბავშვების პრობლემის აღმოფხვრის შესახებ.
ნიმუში: სატიტულო ფურცელი
პროექტის სახელწოდება:

ორგანიზაციის დასახელება:

მისამართი, ტელეფონი:

174
ბანკის რეკვიზიტები:

თანადამფინანსებელი ორგანიზაცია (არსებობის

შემთხვევაში):

პროექტის ხელმძღვანელი (სახელი, გვარი,

თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია):

პროექტის მენეჯერი (სახელი, გვარი,

თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია):
პროექტის შემსრულებლები (სახელი, გვარი,
თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია):

პროექტის განხორციელების არეალი:

პროექტის განხორციელების ვადები:

პროექტის ღირებულება:

პროექტის ანოტაცია:

პროექტის სახელწოდება:

პრობლემის აქტუალობა:

175
პროექტის მიზანი:

პროექტის ამოცანები:

კვლევის მეთოდები:

176
მოსალოდნელი შედეგები:

პროექტის ბიუჯეტი:

თანხა (ლარებში) ℅ წილი

პროექტის მთლიანი ღირებულება

თანადაფინანსება

დამფინანსებელი ორგანიზაციის წვლილი

პრო პროექტის დანერგვაში

ხარჯების დეტალური აღწერა

1. დასახელება რაოდენობა ერთეულის სულ

ღირებულება

2.

3.

4.

5.

177
6.

7.

8.

9.

10.

11.

12.

სულ:

პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი:

№ საქმიანობა I II III
1.
2.
3.
4.
5.
6.

XIII. ო ქ მ ი

ოქმი იწერება სხდომის, კრების, საქმიანი შეხვედრის, თათბირის, კომისიის მუშაობის და ა.შ.
დროს. იგი ოფიციალურად შედგენილი წერილობითი დოკუმენტია, რომელმაც უნდა მოგვაწოდოს
ზუსტი ინფორმაცია კრებაზე განხილულ საკითხებსა და მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილე-
ბებზე.
ოქმი ყველა ორგანიზაციისათვის სავალდებულო დოკუმენტია. მასში შესული ინფორმაცია
ღიაა. ოქმი საჯარო დოკუმენტია, ის ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი უნდა
იყოს. ოქმს აქვს იურიდიული ძალა.
სტრუქტურა:
 სათაური (იმ ორგანიზაციის მითითება რომელთა შეკრებაც იმართება. აქვე უნდა დაისვას
სხდომის თარიღი და ოქმის ნომერი);

178
 ძირითადი ნაწილი

დღის წესრიგი;
ვინ ესწრებოდა სხდომას;
ძირითადი ინფორმაცია, დასმული და განსახილველი საკითხები;
რომელმა მომხსენებელმა რომელი საკითხი წარმოადგინა;
კრებაზე დამსწრე პირების მიერ დაფიქსირებული ყველა მოსაზრება, შენიშვნა თუ წინადადება
გამომსვლელის სახელის, გვარისა და თანამდებობის მითითებით;
დასმული საკითხის შეჯამება, დადგენილება.
 ბოლოს კრების თავმჯდომარისა და მდივნის სახელი, გვარი და ხელის მოწერა;

 კრების ოქმის შედგენის თარიღი და ორგანიზაციის ბეჭდით დადასტურება.

ნიმუში:

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო

უნივერსიტეტის
განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის
საბჭოს სხდომის

2010 წლის 22 იანვარს ჩატარდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. სხდომას ესწრებოდა საბჭოს 43
წევრი (იხ. დანართი).

1. სამაგისტრო საკვალიფიკაციო კომისიების შემადგენლობის დადგენა;

2. საბაკალავრო შრომების თემატიკის დამტკიცება;
3. ზამთრის სესიის შესახებ;
4. მიმდინარე საკითხები.

1. მოისმინეს: ფაკულტეტის დეკანის პროფ. მ. გიორგაძის ინფორმაცია სამაგისტრო საკვალი-

ფიკაციო კომისიების შემადგენლობის შესახებ.
ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ ყველა დეპარტამენტმა წარ-
მოადგინა სამაგისტრო საკვალიფიკაციო კომისიების შემადგენლობა, რომელიც უკვე დამტ-
კიცებულია დეპარტამენტების სხდომაზე და გთხოვთ, ფაკულტეტის საბჭომ დაამტკიცოს ის.
დაადგინეს: ფაკულტეტის საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად მიიღო და დაამტკიცა დეპარ-
ტამენტების მიერ წარმოდგენილი სამაგისტრო საკვალიფიკაციო კომისიების შემადგენლობა.

179
ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მ. გიორგაძემ აქვე აღნიშნა, რომ სამაგისტრო შრომების
აპრობაცია ჩატარდება 1-5 თებერვალს, ხოლო დაცვა 25-27 თებერვალს.
2. მოისმინეს: ფაკულტეტის დეკანის პროფ. მ. გიორგაძის ინფორმაცია
საბაკალავრო შრომების თემატიკის დამტკიცების შესახებ.
ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ თუ ადრე საბაკალავრო
თემატიკა მტკიცდებოდა ერთი წლით ადრე, ახლა უნდა დამტკიცდეს 6 თვით ადრე. ყველა
დეპარტამენტმა წარმოადგინა საბაკალავრო შრომების თემატიკა და გთხოვთ, დაამტკიცოთ ის.
დაადგინეს: ფაკულტეტის საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად მიიღო და დაამტკიცა დეპარტა-
მენტების მიერ წარმოდგენილი საბაკალავრო შრომების თემატიკა.
3. მოისმინეს: ფაკულტეტის დეკანის პროფ. მ. გიორგაძის ინფორმაცია
ზამთრის სესიის შესახებ.
ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ ზამთრის სესია იწყება 25
იანვრიდან და გრძელდება …თებერვლამდე. ნაწილი გამოცდებისა ტარდება კომპიუტერულ ცენტრ-
ში. ჩვენი ფაკულტეტის გამოცდები ჩასმულია 28 იანვარსა და 8 თებერვალს. ამასთან დაკავშირებით
შექმნილია ფაკულტეტის სააპელაციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა
დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დეკანის მოადგილეები, რომლებიც ვალდებული არიან
დაესწრონ ყველა გამოცდას საგნის მასწავლებლებთან ერთად.
მიმდინარე საკითხები:
1.მოისმინეს: ფაკულტეტის დეკანის პროფ. მ. გიორგაძის ინფორმაცია ჰუმანიტარულ მეც-
ნიერებათა ფაკულტეტზე სახელობითი სტიპენდიების დანიშნვის შესახებ.
ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ ჩვენს ფაკულტეტზე დამ-
ტკიცებულია პროფ. დავით ხახუტაიშვილისა და პროფ. როლანდ კომახიძის სახელობის სტიპენ-
დიები, რომელსაც იღებდა ორი სტუდენტი, მათ დაამთავრეს უნივერსიტეტი და შესაბამისად არის
ვაკანსია. ამიტომ ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვს
ბაკალავრიატის მესამე კურსის უწყვეტ ფრიადოსანს და მეორე კურსის ფრიადოსან მაგისტრანტს.
კონკურსის პირობები გამოქვეყნებულია და შესაბამისად ამ პირობების გათვალისწინებით მოხდება
საუკეთესოს გამოვლენა, თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული,
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა მონაცემების განხილვა ერთად არ მოხდება,
ამიტომ ერთი სახელობითი სტიპენდია დაენიშნება ბაკალავრიატის სტუდენტს, მეორე კი-
მაგისტრანტს.
დაადგინეს: ფაკულტეტის დეკანის პროფ. მ. გიორგაძის ინფორმაცია ჰუმანიტარულ მეცნიე-
რებათა ფაკულტეტზე სახელობითი სტიპენდიების დანიშვნის შესახებ მიღებულ იქნა ცნობად.
2. მოისმინეს: ფაკულტეტის დეკანის პროფ. მ. გიორგაძის ინფორმაცია ევროპეისტიკის დეპარ-
ტამენტის ასოც. პროფ. ნ. სტამბოლიშვილის სახელმძღვანელოს გამოცემის ხარჯების შესახებ.
ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ ევროპეისტიკის დეპარტა-
მენტის ასოც.პროფ. ნ. სტამბოლიშვილს გამოსაცემად მზად აქვს სახელმძღვანელო- ,,გერმანულ-
ქართული ფრაზეოლოგიური ლექსიკონი”, რომელიც დიდ სამსახურს გაუწევს როგორც სტუდენ-
ტებს, ასევე ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს, ამიტომ ვთხოვოთ უნივერსიტეტის ხელ-
მძღვანელობას, რათა გაიღოს ხარჯები ასეთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს გამოსაცემად.
აღნიშნულ შუამდგომლობას საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი და დასძინეს,
რომ როცა მნიშვნელოვანი და საჭირო სახელმძღვანელო იწერება ეთხოვოს უნივერსიტეტის
ხელმძღვანელობას მისი გამოცემა შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს.
3. მოისმინეს: ფაკულტეტის დეკანის პროფ. მ. გიორგაძის ინფორმაცია სტატუსშეჩერებული
სტუდენტების დავალიანებების შესახებ.

180
ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ 2009 წლის 5 და 26 ივნისს
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს შეუძლიათ უფასოდ ჩააბარონ გამოცდები, ხოლო მიმდინარე 11
ქულის მქონე სტუდენტები დაიშვან გამოცდებზე.
4. ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. მ.გიორგაძემ საბჭოს წევრებს გააცნო აბიტურიენტებთან
მუშაობის ახალი გეგმა, რომლითაც უნდა მოხდეს მათი მოზიდვა ჩვენს უნივერსიტეტში. ეს გეგმა
ითვალისწინებს გასვლით პროგრამებს სკოლებში და მეთორმეტე კლასელთათვის შაბათობით
კონსულტაციების ჩატარებას ეროვნული გამოცდებით გათვალისწინებულ საგნებში.
ფაკულტეტის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
პროფესორი მარინა გიორგაძე

საბჭოს სხდომის მდივანი

ას. პროფესორი ნათია ფარტენაძე

24.04.2004

დავალება:
უნივერსიტეტში შედგა თქვენი კურსის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: ფაკულტეტის
დეკანი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სტუდენტები.
განიხილეს: 1. თელავის უნივერსიტეტიდან გადმოსული სტუდენტის, -------------- კრედიტე-
ბის აღიარების საკითხი; 2. კურატორის შეცვლის საკითხი.

181

182
XIV. ბრძანება

საჯარო სამართლის იურიდიული პირი –

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბრძანება #

15 ივნისი, 2009 წელი ქ. ბათუმი

დოქტორანტ თამარ დოლიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვის თარიღის

დანიშვნის და სპეციალიზებული საბჭოს შექმნის შესახებ

სსიპ - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-13 მუხლის მე-4

პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის ,,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს
შექმნის, საქმიანობისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ” დებულების მე-4
მუხლის მე-12-15 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს
გადაწყვეტილების (ოქმი #8, 25.06.2009) საფუძველზე

ვბრძანებ

1. დოქტორანტ თამარ დოლიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა დაინიშნოს 2009 წლის 30

ივნისს 14 საათზე # 238 აუდიტორიაში.

2. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიერ

შექმნილი სპეციალიზებული საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
1. დავით გოცირიძე
2. მამია ფაღავა (თავმჯდომარე)
3. თინა შიოშვილი
4. ირინა გოშხეთელიანი
5. ნინო დვალიძე
6. ზურა ბეჟანოვი
7. ნატალია სურგულაძე
8. მარინა სიორიძე
9. ნანა ბოლქვაძე
10. ნანა სტამბოლიშვილი
11. ანზორ აბუსერიძე
12. მარინა გიორგაძე
13. მარინა აროშიძე
14. ნინო კირვალიძე
15. რუსუდან გვილავა

რექტორი, პროფესორი / ა. ბაკურიძე/

183
ნიმუში: დანართი 1

I რეიტინგული წერა - 10 ქულა.

ა) ტესტი - 5 ქულა;
ბ) ტექსტის სტილის განსაზღვრა, სტილურ ნიშანთა გამოყოფა - 5 ქულა.
სპეციალობა -----------------------------------------------
სახელი, გვარი-------------------------------------------

1. მეტყველების რომელი სტილისთვისაა დამახასიათებელი ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა

მკაცრი დაცვა?

ა) მხატვრული; ბ) ოფიციალურ - საქმიანი; გ) სამეცნიერო; დ) ყველა სახის.

1. ა, ბ, გ; 2. ა, გ, დ; . ბ,;
3 გ; 4. ა, გ; 5. ა; 6. დ.
3
2. მკითხველისადმი მიმართვა ახასიათებს:
.
.
ა) პუბლიცისტურ სტილს; ბ) მხატვრულს; გ) სამეცნიეროს; დ) ოფიციალურს.

1. ა, ბ, გ; 2. ა, გ, დ; 3. ბ, გ; 4. ა, გ; ა; 6.5 დ.
.
3. ესეს შავი პირის შესაქმნელად საჭიროა:
.
ა) ინფორმაციის მოპოვება; ბ) დაგეგმვა; გ) რედაქტირება; დ) თემის შერჩევა.

1. ა, ბ, გ; 2
ა, ბ, დ; 3. ბ, გ; 4. ა, გ; 5. ა; 6. ბ.
.
4. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თეზისი?
ა) იგი მხოლოდ ერთ თემას უნდა ეხებოდეს;
ბ) თეზისი განთავსებულია ნაშრომის ბოლოს;
გ) თეზისი არ უნდა იყოს ფაქტი;
დ) თეზისი უნდა ჩამოვაყალიბოთ კითხვის სახით.

1. ა, ბ, გ; 2. ა, ბ, დ; 3. ბ, გ; 4 ა;
ა, გ; 5. 6. ბ.
.
5. შესავალი აბზაცის ფუნქციებია:

ა) მკითხველის ყურადღების მიპყრობა და თეზისის დაფიქსირება;

ბ) ზოგადიდან კონკრეტულისკენ სვლა და ნაშრომის შეჯამება;
გ) კითხვის დასმა და რეზიუმირება;
დ) რედაქტირება და რეზიუმირება.

1. ა, ბ, გ; 2. ა, ბ, დ; 3. ბ, გ; ა; 5. ა,4 დ; 6. ბ.
.

184
ბ) განსაზღვრეთ ტექსტის სტილი, გამოყავით სტილური ნიშნები და შეურჩიეთ სათაური:
გენდერული თანასწორობის მიღწევისა და განმტკიცებისათვის ბრძოლა უძველესი დროიდან
მიმდინარეობს. სხვადასხვა საზოგადოებაში ქალს განსხვავებული ქონებრივ-უფლებრივი მდგო-
მარეობა აქვს და ეს დამოკიდებულია კონკრეტული ხალხის სოციალ-ეკონომიკური და კულტუ-
რული განვითარების დონეზე, რელიგიურ შეხედულებებსა და რიგ ფაქტორებზე. ქალის როლისა და
ადგილის განსაზღვრა ყოველთვის წარმოადგენდა ისლამის მთავარ საპრობლემო საკითხს. მუსლიმ
იდეოლოგებს ორი - განსხვავებული აზრი აქვთ ამ საკითხის შესახებ; ერთნი ფიქრობენ, რომ ქალი
მხოლოდ დედა და ცოლია, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ ისლამმა ქალს განსაკუთრებული უფლებები
მიანიჭა. მუსლიმური სამართლით ქალები არ უნდა დაინიშნონ თანამდებობებზე. ეს პრინციპი
ყურანს ეფუძნება, თუმცა ამაზე ყურანში არაა პირდაპირი მითითება. მუსლიმმა კანონმდებლებმა
ქალთა დისკრიმინაციისთვის ყურანი ბოროტად გამოიყენეს- მამაკაცი გამოიყვანეს ქალის მმართ-
ველად და გამგებლად.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქულათა ჯამი------------------------

ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის

ხელმძღვანელი, პროფ. /რ. ხალვაში/

საგნის მასწავლებელი,
ასოც. პროფ. /მ.კიკვაძე/

185
დანართი 2

II რეიტინგული წერა - 10 ქულა.

ა) ტესტი - 5 ქულა;
ბ) ესე - 5 ქულა. სპეციალობა ---------------------------------------------
სახელი, გვარი-------------------------------------------
ა) უპასუხეთ კითხვებს:
1. რა არის არგუმენტი და კონტრარგუმენტი?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. რას გულისხმობს ტექსტის რედაქტირება?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. როგორ იქმნება კლასიფიცირებული ესე?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. დაასახელეთ არგუმენტირებული ესეს მახასიათებლები?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. რას ნიშნავს ციტირება?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ბ) დაწერეთ მიზეზ-შედეგობითი ესე სიტყვისა და საქმის ერთიანობაზე (არაუმცირეს 150

სიტყვისა)- (5 ქულა).
(ესეის შეფასების კრიტერიუმები: 1.სათაურის შერჩევა -1 ქულა, 2. თეზისი და თემატური
წინადადებები-1 ქულა, 3. აბზაცის განვითარება -1 ქულა, 4. სტილი, ორთოგრაფია, პუნქტუაცია-2
ქულა).

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
186

დანართი 3.

187
ნიმუში: სპეციალობა ----------------------------------
სახელი, გვარი-------------------------------------------

დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა.

1. ტესტი - 5 ქულა (სწორი პასუხი ფასდება ერთი ქულით);

2. საპასუხო კითხვები - 10 ქულა (5 ორ-ორქულიანი კითხვა; თითო სრული პასუხი ფასდება
ორი ქულით, არასრული - ერთით)
3. რეზიუმე - 4 ქულა;
4. საქმიანი ქაღალდის შედგენა - 3 ქულა;
5. ტექსტის რედაქტირება - 8 ქულა;
6. ესე (არაუმცირეს 150 სიტყვისა) - 10 ქულა.
(დასკვნითი გამოცდის კომპონენტების მოთხოვნები დაწვრილებითაა ახსნილი სასწავლო
კურსის სილაბუსში).
1. ტესტი - 5 ქულა (იხ. I რეიტინგული წერის ტესტის ნიმუში. დანართი 1);
2. საპასუხო კითხვები - 10 ქულა (იხ. II რეიტინგული წერის ნიმუში. დანართი 2);
3. რეზიუმე - 4 ქულა;
უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია და თუ ამასთან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა ხომ ჭირზე
უფრო ჭირია. ჭკვიანი უცოდინარი ყოველთვის თავის ქერქშია_ რაც არ იცის, იმაზე სჯასა და
ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინრობით ვერა წვდება, აქ იგი მეტიჩრობას არა
ჰკადრულობს, დუმილს უფრო რჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის ჭკუის და გონების თვალწინ
გაიტარებს. ასწონ-დასწონის და ამნაირად თავის საკუთარ აზრს, ცოდნას გამონასკვავს, შეითვისებს.
ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალისწინებს და მერე, თუ საჭიროება
მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა.
ჭკვიანი უცოდინარი თავდაბალია, თავისი თავი სხვაზე მეტი არა ჰგონია, არ ჰბაქიობს, არ
იკვეხის, თვითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება, და სხვას მჩვარში არ ახვევს, მან თავისი ყადრი
და ადგილი იცის და სხვისაც, ერთნაირად მორიდებულია ყოყოჩობას, ზვიადობას ნამეტნავად
მეტიჩარობას, არამკითხე მოამბეობას. რაც იცის, იმას სჯერდება, მეტზე ხელს არ იწვდენს, მეტს
სიბრძნეს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს, ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას
და მსმენლისთვის თვალის ახვევას ცდილობს (ილია).

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. საქმიანი ქაღალდის შედგენა - 3 ქულა;
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
188

გაასწორეთ ტექსტში დაშვებული შეცდომები.
მზისგან’ ქართულში არა ერთი სიტყვის წარმოება ხდება. აგრეთვე ადგილი აქვს ამ
ლექსემისგან კომპოზიტის თუ მყარი ფრაზეოლოგიური გამოთქმების წარმოებასაც ერთი ასეთია
,,მზიანი ღამე“ რაშია ამ გამოთქმის საუცხოვო ეგზოტიკურობა ზოგი მას მიიჩნევენ სამების მეტა-
ფორულ ხატ-სახეთ ზოგი კი მიიჩნევენ მამა ღმერთის ხატ-სახეთ ზოგი მიიჩნევს ძე ღმერთის ხატ-
სახეთ ლიტერატურის თეორეტიკოსთა აზრით იგი მიჩნეული უნდა იქნას ოქსიმორონად რომელიც
გულისხმობს ორი ურთიერთ საწინააღმდეგო ანტონიმური სიტყვების შეკავშირებას რის შედეგადაც
მიიღება სრულიათ ახალი შინაარსის სიტყვა ცნება.

6. ესე (არაუმცირეს 150 სიტყვისა) - 10 ქულა.

თემა: მე და ჩემი მობილური ტელეფონი
 რა არის თქვენთვის მობილური ტელეფონი?
 როგორ ფიქრობთ, მობილური ტელეფონი ფუფუნებაა თუ აუცილებლობა?
 აქვს თუ არა მნიშვნელობა მობილური ტელეფონის ფასს?
 როგორ წარმოგიდგენიათ თავი მობილური ტელეფონის გარეშე?
 როგორ წარმოგიდგენიათ მომავლის მობილური ტელეფონი?

ქულათა ჯამი------------------------

ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის

ხელმძღვანელი, პროფ. /რ. ხალვაში/

საგნის მასწავლებელი,
ასოც. პროფ. /მ.კიკვაძე/
გამოყენებული ლიტერატურა:

189
1. არაბული ა. ქართული მეტყველების კულტურა, თბ. 2005.
2. არისტოტელე, პოეტიკა, პროფ. ს. დანელიას თარგმანი, წინასიტყვაობა და კომენტარები. .II გამოცემა.
თბ. 1979.
3. ბასილაია ნ. ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა, თბ. 1991.
4. გელენიძე ლ. ტერმინოლოგიისა და საერთო-სახალხო ენის მიმართებისათვის სამეცნიერო-ტექნიკურ
პროგრესთან დაკავშირებით, ქსკს წ. 4. თბ. 1984.
5. გვენცაძე ა. ზოგადი სტილისტიკის საფუძვლები, თბ. 1974.
6. გოცაძე მ. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია , თბ.1954 .
7. გოჩიტაშვილი ქ., შაბაშვილი გ., შარაშენიძე ნ., აკადემიური წერა, გამომცემლობა ,,საიმედო“, თბ., 2009.
8. გოჩიტაშვილი ქ., შაბაშვილი გ., ფუნქციური წერა ,,საიმედო“, თბ., 2011.
9. გოჩიტაშვილი ქ., ფრუიძე ნ., რა არის აკადემიური წერა, ქართული სიტყვა, სამეცნიერო მეთოდური
ჟურნალი, თბ., 2008.
10. გრიგალაშვილი ნ., სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები, თბ., ,,წიგნი“, 1997.
11. კაჭარავა ლ., მარწყვიშვილი ხ., ხეჩუაშვილი ლ., აკადემიური წერა დამწყებთათვის, თბ., 2007.
12. კუხალაშვილი მ, ლომთაძე თ, მიქაძე მ, რუსაძე ი, ქაცარავა მ, ფხაკაძე ნ, თანამედროვე ქართული ენა
(პრაქტიკული სტილისტიკა), ქუთაისი, 2010.
13. კვარაცხელია გ. ფუნქციური სტილის ზოგადი დახასიათება, იკე XXVI 1987.
14. მიქელაძე ნ. ქართული ენის სტილისტიკა .ბათუმი, 2009.
15. ფაღავა მ., მიქელაძე ნ., ქართული ენის პრაქტიკული კურსი და სტილისტიკის საკითხები, ბათუმი,
2005.
16. ტრენინგის მასალები, სტრატეგიები სხვადასხვა საგანში, პროგრამა ,,კითხვა და წერა კრიტიკული
აზროვნებისათვის”, მასალა მოამზადა ჩარლზ თემფლმა, ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ნიუ იორკი,
2001.
17. ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, წ. 3. თბ. 1980.
18. ღამბაშიძე რ. ქართული ტერმინოლოგიური ლექსიკოგრაფია, ნორმისა და უზუსის საკითხები. ქსკს,წ. 8.
თბ. 1988.
19. შაბაშვილი გ., შარაშენიძე ნ., წერის ტექნიკა, გამომცემლობა, თბ., 2008.
20. შავთვალაძე ნ., დუნდუა შ., აკადემიური წერა, მეორე გამოცემა, საქართველოს უნივერსიტეტის
გამომცემლობა, თბ., 2010.
21. შარაშენიძე ნ., როგორ ვწეროთ უკეთესად, ,,დიოგენე“, თბ., 2008.
22. წულაძე ლ., აკადემიური წერა, ინტენსიური სემინარი სოციალური მეცნიერებების
მაგისტრანტებისათვის, 2006.
23. Кожина М. Н., Стилистика Русского языка., М. 1977.
24. Ш. Балли, Французская стилистика, М. 1961.
25. Васильева А. Н., Курс лекции по стилистике русского языка, Москва 1976.

შინაარსი
შესავალი

190
1. ქართული ენა, როგორც ქართველთა საერთო ეროვნული ენა……………………………..
2. ქართული ენის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა…………………………………
3. ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხი…………………………………………….
4. ქართული ანბანის განვითარების საფეხურები……………………………………………..
თემა I. აკადემიური წერის საგანი, მიზნები და ამოცანები. მისი მიმართება მეცნიერების სხვა
დარგებთან; აკადემიური წერის თეორიული და პრაქტიკული
მნიშვნელობა……………………………………………………………………
1.1. აკადემიური წერა
1.2. აკადემიური წერის მიმართება მეცნიერების სხვა დარგებთან
1.3. აკადემიური წერის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა
დაიხსომე: არსებითი სახელის ბრუნვისა და რიცხვის წარმოებასთან დაკავშირებული მართლწერის
საკითხები
1.4. წერის მოსამზადებელი ეტაპები
1.5. თემა, მიზანი და აუდიტორია
თემა II. კითხვის სტრატეგიები; ეფექტური კითხვა, კითხვის საფეხურები. ტექსტის გაგება,
ანალიზი, რეზიუმეს შექმნა………………………………………………………
დაიხსომე: პუნქტუაცია
თემა III. სტილის რაობა. სასაუბრო და მწიგნობრული სტილი. ფუნქციური სტილი. სტილის
დიფერენციაციის აუცილებლობა……………………………………………………
3.1. მეტყველების ფორმა და სტილი
3.2. სამეცნიერო სტილი
დაიხსომე: პარონიმია ქართულში
3.3. ოფიციალურ საქმიანი სტილი
3.4. პუბლიცისტური სტილი
3.5. მხატვრული ლიტერატურის სტილი
დაიხსომე: რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერის საკითხები
დაიხსომე: ზმნასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები
თემა IV. წერის პროცესი……………………………………………………………….
4.1. თემის შერჩევა
4.2. ინფორმაციის შეგროვება
4.3. ნაშრომის დაგეგმვა, ორგანიზება, შავი პირის შექმნა
დაიხსომე: უცხო სიტყვათა გადმოცემის ზოგიერთი წესი ქართულში
თემა V. თეზისი. თეზისის განვითარება. ესეს შავი პირის შექმნა………………………
დაიხსომე: კომპოზიტებისაგან (რთული ზნებისაგან) ნაწარმოები რთული ზმნების
მართლწერა.
თემა VI. აბზაცი და მისი განვითარება. აბზაცის სახეები (შესავალი და დასკვნითი აბზაცი);
თემატური წინადადება; წინადადებათა გადაბმის ხერხები………………………
დაიხსომე: ზმნიზედის მართლწერის საკითხები
თემა VII. დებულება, არგუმენტი, ქვეარგუმენტი……………………………………..
დაიხსომე: კონტაქტის (კაუზატივის) ფორმათა მართლწერის საკითხები
თემა VIII. ესე. ესეს სტრუქტურა და სახეები…………………………………………
8.1. ესეს რაობა
8.2. ესეს სტრუქტურა
8.3. ესეს სახეები

191
თემა IX. ესეს ჩასწორება, შენიშვნები, ინფორმაციის ჩამატება; განტვირთვა, შეცდომების
გასწორება…………………………………………………………………………
დაიხსომე: სტილური შეცდომები
თემა X. ციტირება და პერიფრაზირება. პლაგიატი. ................................................
დაიხსომე: პირდაპირი და ირიბი ნათქვამი და მასთან დაკავშირებული მართლწერის
საკითხები
თემა XI. სამეცნიერო ნაშრომის შექმნა. საბაკალავრო ნაშრომის მთავარი მოთხოვნები. ანოტაცია,
თეზისი, რეცენზია................................................................................................
თემა XII. საქმიანი ქაღალდები....................................................................................
დანართი....................................................................................................................
საძიებელი................................................................................................................

192

You might also like