You are on page 1of 32

1.

ასირიოლოგიისა და ებრაისტიკა-არამეისტიკის მნიშვნელობა ქართველოლოგიის


საკითხების საკვლევად.

ცალკეულ სემიტურ ენებს რომ შევეხოთ, პირველ რიგში უნდა დავასახელოთ აქადური,
რომლის სამშობლო არის შუამდინარეთში, საიდანაც ის ჩრდილოეთით გავრცელდა.
ბაბილონში შეითვისეს სემიტებმა მათზე ადრე იქ მობინადრე შუმერების მაღალი კულტურა
და ხატოვანი დამწერლობა. შუმერულის შესწავლის მთავარი წყარო სემიტური
ბაბილონურია. ბაბილონურსა და შუმერულს შორის არსებობს გარკვეული კავშირი და მათი
ეს კავშირი იმდენად მჭიდროა, რომ ზოგიერთი ტექსტისთვის ძნელია გარკვევა, თუ სად
მთავრდება ბაბილონური და სად იწყება შუმერული. იოსებ ჰალევიმ წამოაყენა თეორია იმის
შესახებ, რომ არ არსებობს არავითარი შუმერული ენა და შუმერული სხვა არაფერია, თუ არა
სემიტურ ასურულ-ბაბილონური ენის ალოგრაფიული გადმოცემა. დღეს ჰალევის
ანტიშუმერულ თეორიას არავინ იზიარებს. იმისთვის, რომ დღეს მკვლევარმა შეძლოს პასუხი
გასცეს ქართულ და წინააზიის ძველი ენების ურთიერთობის საკითხს, საჭიროა იგი
ერკვეოდეს ქართველური ენათმეცნიერების ძირითად პრობლემებში და ამავე დროს
შინაურად გრძნობდეს თავს ასირიოლოგიაში. ებრაულისა და არამეულის მნიშვნელობა
ქართული კულტურის ისტორიისათვის განსაკუთრებით მცხეთის არქეოლოგიური
აღმოჩენების წყალობით საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ჩვენთვის არამეული. არამეული სიტყვები ქართულში ძველი დროიდან გვხვდება. არამეულს
იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა მოპოვებული, რომ იგი იბერიის მმართველი წრეების
ოფიციალური დოკუმენტების ენად იყო გამოცხადებული. არმაზის ძეგლები მოწმობენ
იბერიის მჭიდრო კავშირს არამეულ-ირანულ კულტურულ სამყაროსთან, ამასთანავე
ბერძნულის გავლენაც საკმაოდ შეიმჩნევა.

2. ებრაისტიკა-არამეისტიკისა და არაბისტიკის მნიშვნელობა ქართველოლოგიის საკითხების


საკვლევად.

ებრაულისა და არამეულის მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიისათვის


განსაკუთრებით მცხეთის არქეოლოგიური აღმოჩენების წყალობით საგრძნობლად
გაიზარდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის არამეული. არამეული სიტყვები
გვხვდება ქართულში ძველთაგანვე მოყოლებული. არამეულს იმდენად დიდი გავლენა
ჰქონდა მოპოვებული, რომ იგი იბერიის მმართველი წრეების ოფიციალური დოკუმენტების
ენად იყო გამოცხადებული. არმაზის ძეგლები მოწმობენ იბერიის მჭიდრო კავშირს არამეულ-
ირანულ კულტურულ სამყაროსთან, ამასთანავე ბერძნულის გავლენაც საკმაოდ შეიმჩნევა.
ყველაზე მნიშვნელოვანი სემიტურ ენათაგან არის არაბული, რომელიც ეთიოპურთან ერთად
ამ ოჯახის სამხრეთ-დასავლურ შტოს შეადგენს. თავის მხრივ ის იყოფა 2 ნაწილად: ერთია
სამხრეთ-არაბული და მეორე ჩრდილო-არაბული.მის უძველეს ნიმუშს ისლამის
წინადროინდელი პოეზია წარმოადგენს. ისლამის გაბატონებასტან ერთად არაბული გახდა
„საღვთო ენა“ ყველა მუსლიმისათვის. საქართველოს ურთიერთობა არაბებთან ისლამის
პირველ საუკუნეში იწყება. ჯერ კიდევ VIIს-ის 40-იან წლებში საქართველოს მოსახლეობა
უშუალო კავშირს ამყარებს არაბებთან და ეს კავშირი მრავალი საუკუნის განმავლობაში არ
შეწყვეტილა. ქართულში თავის იჩენს არაბული ლექსიკური ელემენტები. თბილისში
მოიპოვება ადგილობრივად შექმნილი არაბული ძეგლები ჰიჯრის პირველ
საუკუნეებში.არაბულ წყაროები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიის
შესწავლისთვის

3.ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება (ფ. ბოპი, რ. რასკი, ი. გრიმი,ა. ვოსტოკოვი).

ისტორიული ენათმეცნიერების ფუძემდებლად მიჩნეულნი არიან:ბოპი,რასკი, იაკობ გრიმი


და ალექსანდრე ვოსტოკოვი.

ფრანც ბოპი დაიბადა ქ.მაინცში.ჯერ კიდევ გიმნაზიაში ყოფნის დროს გამოავლინა ინტერესი
ენების მიმართ.1821 წლიდან იგი ბერლინის უნივერსიტეტში აღმოსავლური ლიტერატურის
და ზოგადი ენათმეცნიერების პროფესორია, 1929 წლიდან აკადემიკოსი.ბოპმა დასვა ორი
პრობლემა. 1.ინდოევროპული ენების შესწავლა და მათი ნათესაობის დასაბუთება
2.ფლექსიის წარმოშობის ახსნა.მეორე პრობლემას ლინგვისტმა მიუძღვნა ნაშრომი, რომელიც
1816 წელს ფრანკფურტში გამოქვეყნდა.ბოპმა 5ინდოევრუპული ენის უღლება
დაუპირისპირა ერთმანეთს ამ ნაშრომით და დააადგინა, რომ ისინი საერთო
წარმომავლობისა იყვნენ.ბოპი ენათა შედარებისას გრამატიკულ სტრუქტურებს
ითვალისწინებდა.ბოპმა სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენას: ,,ქართულის
შესახებ ენათა ნათესაობის თვალსაზრისით’’, რომელიც 1846 წელს დაიბეჭდა ბერლინის
ისტორიულ-ფილოსოფიურ მემუარებში..ბოპის თეორიის მიხედვით თავიდან
ინდოევროპულ ენათა ძირი ორმარცვლიანი იყო.ძირს ონად ყოფდა:ზმნური და
ნაცვალსახელური.აქედან კი გამოყოფს სამ კლასს:1.ენები, რომლებთაც არ აქვთ ნამდვილი
ძირი მაგ ჩინური 2.ერთმარცვლიანი ძირების მქონე ენები. მაგ,
ინდოევროპული3.ორმარცვლიანი ძირის მქონე ენები.

მეორე გამორჩეული ენათმეცნიერია რასმუს რასკი.იგი კოპენჰაგენის უნივერსიტეტის


დამთავრებისთანავე გადავიდა ისლანდიასი, სადაც დაარსა ლიტერატურული
საზოგადოება.რასკი ავტორია მრავალი გრამატიკის, 25 ენის მოდნეა.მნიშვნელოვანი
ნაშრომია ,,გამოკვლევა ძველი ჩრდილოური ანუ ისლანდიური ენის წარმოშობის შესახებ’’,
რომელიც 1818 წელს გამოქვეყნდარასკი გენეტიკურ-ისტორიულ მიმართებასაც შეისწავლიდა
შემდეგი ხერხით:ჯერ უნდა დადგინდეს გრამატიკული შესატყვისობანი.თუ ენის ძირიტადი
ლექსიკი შესადარებელ ენებში მსგავსია,შესაძლოა მათი ნათესაობა ვივარაუდით.მესამე
კრიტერიუმია ,ასოთა გადასვლის წესი’’.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესამე.

იაკობ გრიმი არის გერმანულიე ნის პირველი ფუნდამენტური შედარებითი გრამატიკის


ავტორი და ენათმეცნიერი.იგი დაიბადა ჰანაუში.სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე,
მაგრამ მისი ნამდვილი მოწოდება იყო ფილოლოგია და ლიტერატურა.Გრიმი ენას
განიხილავდა, როგორც ცვალებად პროცესს.ინდოევროპული ენების განვითარებაში
ენათმეცნიერი გამოყოფს ორ საპირისპირო პროცესს.პირველში იგულისხმება სიტყვათა
ნაწილების შეერთების გზით ფლექსიის წარმოშობა, მეორეში -მოშლა. Აქედან გამომდინარე
გამოიყოფა სამი პერიოდი.1.სიტყვებისა და ძირების ცამოყალიბების2.ფლექსიის
სრულყოფის. 3.ენაში აზრის სიცხადისკენ მისწრაფვის პერიოდი.პირველ პერიოდში
გრამატიკული მიმართების გამოსახატავად იხმარებოდა სიტყვათა უბრალო შეერთება,
მეორეს ახასიათებს ფლექსია, მესამეშიჩნდება თანდებულები და რთული სიტყვები.მეორე
სტადიის ენებია სანსკრიტი,ძველი ბერძნული, ხოლო მესამის ინდური, სპარსული,
რომანული, ნაკლებად გერმანული ენები.გრიმმა განმარტა აბლაუტისა და აპოფონიის
ცნებები. Აბლაუტი არის გერმანული ენის სტრუქტურის საფუძველი,რაც ენას სილამაზეს
აძლევს.

Სლავური შედარებითი ენათმეცნიერების ჩამოყალიბებასა და განვიტარებაში დიდი როლი


შეასრულაალექსანდრე ვოსტოკოვმა.ენათა ნათესაობის დასადგენად შესადარებელ სიტყვებს
ყოფდა ორ ჯგუფადპირველში შედიოდა სხეულის ნაწილთა, რიცხვითი სახელის და ა.შ
აღმნიშვნელი სიტყვები.მისი აზრით,გარკვეულ ენებში, თუ პირველი ჯგუფის
მნიშვნელობით ერთნაირი სიტყვები, ბგერითი შედგენილობითაც მსგავსია, მაშინ საქმე
გვაქვს საერთო წარმომავლობასთან.მეორე ჯგუფში შედის იარაღის აღმნიშვნელი
სიტყვები.ვოსტოკის ნაშრომთა შორის გამოირჩევა ,,მსჯელობა სლავური ენის შესახებ’’,
სადაც საუბარია საეკლესიო ენაზე. Ავტორის აზრით რუსულსა და საეკლესიო სლავურ ენებს
შორის არ იყო იმდენად სხვაობა, როგორც ახლაა.ვოსტოკოვი უმტესად იფარგლებოდა
სლავური მასალით.

4. სემიტურ ენათა ოჯახი, სემიტურ ენათა კლასიფიკაცია (ენათა ტიპოლოგიური


კლასიფიკაციის პრინციპების გათვალისწინებით); სემიტურ ენათა საერთო ნიშან-თვისებები
და სემიტთა უძველესი საერთო საცხოვრისის პრობლემა.

სემიტური ენები ქმნიან ენათა გარკვეულ ოჯახს, ეს ენები გავრცელებულია დასავლეთ


აზიასა დას ჩრდილოეთ აფრიკაში. ენათა ნათესაობა დგინდება ბგერათშესატყვისობის
საფუძველზე.ენათა ნათესაობას შედარებითი ლინგვისტიკა შეისწავლის. საკმაოდ ადრე, ჯერ
კიდევ X საუკუნეში, დადგა საკითხი სემიტური ენების ნათესაობის შესახებ.ენათა ნათესაობა
აღნიშნა პირველად ორმა ებრაელმა მეცნიერმა ჰიუჯმა და ჲაჰუდა ბენ კურაიშმა X ს-ში
დადგა საკითხი სემიტური ენების ნათესაობის შესახებ. სემიტური ენების თავისებურებაა
შინაგანი ფლექსიის განვითარება. ძირი შედგება თანხმოვნებისგან, ხოლო ხმოვნები ახდენენ
ლექსიკურ მოდიფიკაციას.სემიტურ ენათა კლასიფიკაცია ამგვარია:1) ჩრდილო–დასავლური;
2) სამხრეთ–დასავლური; 3) აღმოსავლური, ანუ ჩრდილო–აღმოსავლური. Ამ ჯგუფებში
სხვადასხვა ენებია გაერთიანებული., ჩრდილო–დასავლური სემიტური ენები ანალიტიკური
წარმოებისაა,რაც გულისხმობს გრამატიკული ფორმის გამოხატვას მეშველი ზმნების
დახმარებით, ხოლო სამხრეთ–დასავლური ენები სინთეზური ტიპისაა,ანუ ერთ სიტყვაში
მრავალი მორფემაა გაერთიანებული. ეს ენებია: ჩრდილო-დასავლური I. მეორე
ათასწლეულის ენები 1. ამორიტული 2. უგარიტული სამხრეთ–დასავლური I. ჩრდილო–
არაბული 1. პროტოარაბული 2. სალიტერატურო ა) კლასიკური ბ) საშუალი გ) თანამედროვე
3. დიალექტები ა) ძველი ბ) თანამედროვე აღმოსავლური I. აქადური 1. ძველი აქადური 2.
ასურული ა) ძველი ბ) საშუალი გ) გვიანდელი 3. ბაბილონური ა) ძველი ბ) საშუალი გ)
გვიანდელი ქანაანური ენები 1. ებრაული ა) ბიბლიის პერიოდი ბ) შუა საუკუნეებს. გ)
თანამედროვე 2. ფინიკიურ–პუნიკური სამხრეთ–არაბული 1. ძველი (ეპიგრაფიკულ ძეგლთა)
2. თანამედროვე არამეული ენები ა) ძველი (ეპიგრაფიკულ ძეგლთა და კლასიკური) ბ)
საშუალი (სირიული ენა) გ) თანამედროვე ეთიოპური ენები 1. ძველი (გეეზი) 2. თანამედროვე

სემიტურ ენებს აქვთ შემდეგი საერთო ნიშან-თვისებები: 1. სემიტური ენები ფლექსიური


ენებია. 2. მეტყველების ნაწილებში განიყოფა სახელი, ზმნა და ფორმაუცვლელი სიტყვები. 3.
ძირი მხოლოდ თანხმოვნებისგან შედგება. 4. პრიორიტეტი ენიჭება სამთანხმოვნიანობას. 5.
ხმოვნებს ძირითადად ლექსიკური მოდიფიკაციის ფუნქცია აკისრიათ და აწარმოებენ
გრამატიკულ კატეგორიათა ნაწილს. 6. პრეფიქსებისა და სუფიქსების თავისებურებაა
მრავალმნიშვნელიანობა. 7. ყველა სემიტურ ენაში ამოსავალია ზმნური ძირი. 8. ზმნას აქვს
თემები. 9. თემების წარმოების მეთოდები საერთოა სემიტური ენებისთვის. 10. დროის
ფორმები არ არის მყარად ფიქსირებული, განირჩევა პერფექტივისა და იმპერფექტივის
ფორმები. 11. სახელის ფორმები გარკვეული ყალიბებით იწარმოება. 12. სახელი გამოხატავს
სქესსა და რიცხვს, ზოგჯერ ბრუნებასაც. 13. ყველა სემიტურ ენაში სახელი განსაკუთრებულ
ფორმას იღებს, თუ განისაზღვრა მომდევნო სახელით, რომელიც ნათესაობით ბრუნვაში
დგას. 14. პირის ნაცვალსახელები შეიძლება წარმოდგენილი იყოს დამოუკიდებლად ან
სუფიქსების სახით. 15. სემიტურ ენებში ჭარბადაა გლოტალური და ფარინგალური ბგერები.
16. სემიტურ ენებში სამეულების სისტემას ქმნიან ემფატიკური თანხმოვნები. აფრაზიული
თეორიის მიხედვით, სემიტებისა და ქამიტების საერთო საცხოვრისი აღმოსავლეთი აფრიკა
უნდა ყოფილიყო. ბიბლიური ტრადიციის მომხრენი მიიჩნევენ, რომ სემიტთა უძველესი
სამშობლო იყო მესოპოტამია. უფრო არგუმენტირებული მოსაზრებაა ის, რომ სემიტების
სამშობლო არაბეთის ნ.კ-ია. შესაძლოა სემიტებისა და ქამიტებს თავდაპირველად ერთად
ეცხოვრათ აფრიკაში.

5. ფლექსიისა და აგლუტინაციის განმარტება, შინაგანი ფლექსია სემიტურენათა მაგალითზე;


სემიტურ ენათა კონსონანტური (თანხმოვნითი) სისტემა.

ტერმინი ფლექსია შექმნილია ფონ შლეგენის მიერ 1808 წელს. თავდაპირველად იგი
აბლაუტის აღსანიშნავად გამოიყენებოდა, მოგვიანებით კი დაზუსტდა, როგორც „შინაგანი
ფლექსია“ და აღნიშნავს სემიტური ძირების გახმოვანებას. შინაგანი ფლექსიის მაგალითია
სემიტურ ენებში არაერთი გრამატიკული კატეგორიის წარმოშობა, დერივაცია. აგლუტინაცია
- სიტყვათა ფორმათწარმოების საშუალება. ეს ტერმინი ხაზს უსვამს აფიქსთა
ერთმნიშვნელოვნობას. სემიტური ენების თავისებურებაა შინაგანი ფლექსიის განვითარება -
ძირი შედგება მხოლოდ თანხმოვნებისგან, ხოლო ხმოვნები ლექსიკურ მოდიფიკაციას
ახდენენ და აწარმოებენ გრამატიკულ კატეგორიებს, მაგალითად, ყველაფერი რაც
დაკავშირებულია „წერის“ გაგებასთან, არაბულში გადმოიცემა ktb ძირით. სემიტურში
ფლექსია განმსაზღვრელია. ამის დამადასტურებელია არაბულში მსხვრეული მრავლობითის
ფორმების არსებობა. კონსონანტური დამწერლობა არის ფინიკიური ტიპი, სადაც მხოლოდ
თანხმოვნებია. ამგვარ დამწერლობას გამოიყენებენ ისეთი ენები, სადაც მხოლოდ
თანხმოვნებით ჩაწერილი სიტყვა ორაზროვნობას ან გაუგებრობას არ იწვევს წაკითხვის
დროს. ამ დამწერლობას მხოლოდ სემიტური ენები იყენებენ
6.ემფატიკური თანხმოვნები სემიტურ ენებში; სემიტურ ენათა ვოკალური(ხმოვნითი)
სისტემა.

ფონეტიკაში ცნობილია ისეთი მოვლენები,როგორიცაა პალატალიზაცია, ველარიზაცია,


ფარინგალიზაცია. ველარიზაცია გულისხმობს ენის უკანა ნაწილის მიახლოებას რბილ
სასასთან, რაც იწვევს „მაგარ“ წარმოთქმას. ემფატიკური თანხმოვნები უფრო უკანა
წარმოებისაა, ვიდრე არაემფატიკური. სემიტურ ენებში მკვიდრად არის დაცული ხმოვნების
საერთო სემიტური სისტემა. სემიტურ პრაენას ახასიათებდა ხმოვანთა სამეული a, I, u. მოკლე
და გრძელი ერთეულების ფონოლოგიური დაპირისპირებით. არსებობს მარცვლის ორი ტიპი:
ა) CV თანხმოვანს+ხმოვანი ბ) CVC ხმოვანი მოთავსებულია ორ თანხმოვანს შორის. მარცვალი
სემიტურში იწყება თანხმოვნით და აუცილებლად ერთით. ეს წესი ხშირად აღარ არის
დაცული ცოცხალ სემიტურ ენებში, მაგრამ ის შენარჩუნებულია სალიტერატურო არაბულში,
დიალექტებში კი მოშლილია. მარცვალი შეიძლება იყოს მოკლე ან გრძელი

7. სემიტური ძირის საკითხი; ზმნა სემიტურ ენებში.

სემიტურ ენებში გაბატონებულია სამთანხმოვნიანი ძირები. არსებობს ხუთთანხმოვნიანი


ძირებიც,რომელიც საერთო სემიტურ დონეზე არ აღდგება. ისინი ცალკეულ ენებში ნასესხები
სიტყვებია. სემიტური ენები თანხმოვანთა მონაცვლეობით და განლაგებით შეიძლება
დავაჯგუფოთ ასე: სწორი და სუსტი ძირები. ზმნურ ფორმაში ყოველთვისაა აღნიშნული
პირი. ზმნაში ასევე შეიძლება გამოხატული იყოს მოქმედების ობიექტი. ამ ფუნქციას
ნაცვალსახელური სუფიქსი ასრულებს. ზმნა, მორფოლოგიური თუ შინაარსობრივი
თვალსაზრისით, ასევე გვიჩვენებს მოქმედების დროს, განგრძნობითობას და დამთავრება-
დაუმთავრებლობას. სემიტურ ენებში ხშირ შემთხვევაში ზმნური მოქმედებისთვის
დამახასიათებელი ნიშან-თვისება გადმოიცემა უღლებადი ფორმით, ხოლო თვით მოქმედება
გამოხატულია მასდარით ან რაიმე სხვა ზმნით. ფორმით, ხოლო თვით მოქმედება
გამოხატულია მასდარით ან რაიმე სხვა ზმნით.

8.სემიტური ძირის საკითხი; სახელი სემიტურ ენებში.

სემიტურ ენებში გაბატონებულია სამთანხმოვნიანი ძირები. არსებობს ხუთთანხმოვნიანი


ძირებიც,რომელიც საერთო სემიტურ დონეზე არ აღდგება. ისინი ცალკეულ ენებში ნასესხები
სიტყვებია. სემიტური ენები თანხმოვანთა მონაცვლეობით და განლაგებით შეიძლება
დავაჯგუფოთ ასე: სწორი და სუსტი ძირები. სახელი მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით
მკვეთრად გამოიყოფა სემიტურ ენებში. ძირითადი მორფოლოგიური ნიშანი რაც სახელს
ახასიათებს არის ბრუნება. სრული გარეგანი ფლექსია სამივე ბრუნვის სახით არის მხოლოდ
არაბულსა და აქადურში. იმ ენებში, სადაც არ არის ბრუნვითი დაბოლოებები, მაინც
იგრძნობა ბრუნვათა მნიშვნელობა. სახელისათვის დამახასიათებელია status constructus,
რომელიც ქართულ მსაზღვრულ-საზღვრულს შეესაბამება. მსაზღვრელი დგას ნათესაობით
ბრუნვაში ან პოტენციურად აქვს ბრუნვის გაგება. საზღვრული კი განსაკუთრებულ ფორმას
იღებს. სახელი შეიძლება შეთანხმებულ მსაზღვრელად ახლდეს სხვა სახელს.
9.აქადური (ასურულ-ბაბილონური) ენის ისტორიული მიმოხილვა.

აქადური ენა გავრცელებული იყო წინაქრისტიანულ ეპოქაში, მესოპოტამიაში. ამ ენამ


შეცვალა შუმერების მეტყველება. სახელწოდება მოდის სარგონ დიდის იმპერიის
დედაქალაქი - აქადისგან. აქადურ ენას ასურულ-ბაბილონურსაც უწოდებენ, ასურული
გავრცელებული იყო ჩრდილო მესოპოტამიაში, ხოლო ბაბილონური სამხრეთ
მესოპოტამიაში. ძვ.წ II ათასწლეულიდან ორი ლიტერატურული დიალექტი გამოიყო:
სამხრეთის, ანუ ბაბილონური და ჩრდილოეთის, ანუ ძველი ასურული. ძვ.წ II ათასწლეულის
II ნახევარში ძველი ბაბილონური და ასურული საშუალო ბაბილონურითა და საშუალო
სპარსულით იცვლება. ძვ.წ 1000 წლიდან ქრისტიანული სამყაროს დაწყებამდე ბატონობდნენ
ბაბილონური ენები. ძვ.წ 600 წლამდე ასურულსაც და ბაბილონურსაც პარალელური
განვითარება ჰქონდათ. ვითარება შეიცვალა 616-605 წლებში, როდესაც მიდიელებმა
ბაბილონელების დახმარებით გაანადგურეს ასრურეთი და ამ პერიოდიდან ასურულმა ენამ
შეწყვიტა განვითარება. მეცნიერებას, რომელიც აქადურ და ძველი წინა აზიის ენებსა და
კულტურას შეისწავლის ასირიოლოგია ეწოდება, რადგან ლურსმული დამწერლობები
ასურეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს სემიტური ენებიდან აქადური ყველაზე ძველია.
აქადური წერილობითი წყაროები გვხვდება კედლებზე, სვეტებზე, ძვლებზე, თიხის
ფირფიტებზე.

10.ლურსმული დამწერლობის შუმერული და ასურულ-ბაბილონურიელამური, მითანური,


კასიტური და ურარტულისისტემები;

ევფრატსა და ტიგროსს შორის მდებარე ნაყოფიერ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ


წინარეისტორიულ ხანაში ცხოვრობდნენ შუმერები.შუმერული მრავალრიცხოვენი
წარწერების დამსახურებით ჩვენთვის საკმაოდ კარგადაა ცნობილი.მას იბერიულ–კავკასიურ
ენებს უკავშირებენ, ამ აზრს, სხვათა შორის, იცავდა ჩეხი მეცნიერი კარელ კრამარჟი.
გერმანელი მკვლევარი ედუარდ შტუკე შუმერულის კვალს ხედავს პოლინეზიისა და
ამერიკის ენებში. Საბოლოოდ შუმერული მაინც იზლოირებულ ენად რჩება. . პირველ ეტაპზე
შუმერები იყენებდნენ პიქტოგრამებს.შუმერები ძალიან ხშირად წერდნენ თიხის
ფირფიტებზე , რომლებსაც შემდგომში გამოწვამდნენ. ამის წყალობით აღნიშნული
ფირფიტები ხანგრძლივად შეინახებოდა.შუმერების ფიგურული დამწერლობა დროთა
განმავლობაში დაიხვეწა.შუმერებმა თანდათანობით დაიწყეს ცალკეულ ნიშანთა
მნიშვნელობის გაფართოება, მაგალითად, მზე აღნიშნავდა დღეს, ნათელს.შუმერული
ლურსმული დამწერლობა აღმოცენდა შედარებით მცირერიცხოვანი ნიშნებიდან.ნელ ნელა
დამწერლობა მარტივდება,რაც გვიანდელ პერიოდში იმითაც მიიღწეოდა, რომ ერთი და
იგივე ნიშანი გამოიყენებოდა ჩვეულებრივი და ამოტრიალებული სახითაც. შუმერული
ლურსმული დამწერლობის განვითარება 7 ეტაპს მოიცავს: 1) დაახლოებით 3000 წ.–მდე ძვ. წ.
აღ.–ით, ურ–ნინისა და მანიშთუსუს მეფობა; 2) დაახლოებით 2700 წ.–მდე ძვ. წ. აღ.–ით, ეპოქა
სარგონიდან ჰუდეამდე; 3) 2350 წ.–მდე ძვ. წ. აღ.–ით, ურის დინასტიის ეპოქა; 4) 1900 წ.–მდე
ძვ. წ. აღ.–ით, ხამურაბის დინასტიის ზეობა; 5) 1180 წ.–მდე ძვ. წ. აღ.–ით, კასიტების მეფობა;
6) 600 წ.–მდე ძვ. წ. აღ.–ით, ასურული პერიოდი; 7) დაახლოებით 100 წ.–მდე ძვ. წ. აღ.–ით,
ბაბილონური პერიოდი, ეს სი პერიოდია, როცა შუმერულს არამეული ანაცვლებს.
შუმერული დამწერლობის სისტემაში რადიკალური ცვლილებები იწყება მას შემდეგ, რაც
შუამდინარეთში თანდათანობით შედიან სემიტი ტომები.სემიტებმა კულტურის სხვა
ელემენტებთან ერთად შუმერებისაგან აითვისეს დამწერლობა,ეს ტომები იყნენ
აქადელები.მათ დროს მეტად გართულდა წერა-კითხვა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მათ
პირდაპირ მიიღეს შუმერული ნიშნები და მიუსადაგეს სემიტური ექვივალენტები. როგორც
ბაბილონელებმა, ასევე ასურელებმა მოგვიანებით უარი თქვეს შუმერული დამწერლობის
ბევრ ნიშანზე და ამის სანაცვლოდ თავიანთი საკუთარის ხმარება დაიწყეს.რაც შეეხება
ასურულ-ბაბილონურ დამწერლობას ის უპირატესობა ჰქონდა, რომ თანხმოვნების გვერდით
ყოველთვის გადმოიცემოდა ხმოვნებიც. შუმერული ენა საბოლოოდ გადაშენდა ასურულ
ეპოქაში, ძვ. წ. აღ.–ის 1000–600 წლებში.შუმერული ენისათვის მეტად შესაფერისი იყო
სილაბური სისტემა, რადგანაც სიტყვათა უმრავლესობა შედგებოდა მაქსიმუმ ორი
მარცვლისაგან. სემიტურში მარცვალთა რაოდენობა მეტი იყო. ასური ჩრ. მესოპოტამიაშ ი
მდებარე ქალაქია, სადაც ასურელები ცხოვრობდნენ. Ასურულ-ბაბილონური აქადურის
სალიტერატურო დიალექტებია..ასურელებმა გაამარტივეს ლურსმული დამწერლობა,
სწორედ ისინი გადავიდნენ ჰორიზონტალურად წერაზე.ნიშნების რაოდენობაც
შეამცირეს.ასევე შემოიღეს დეტერმინატივები.ასურელებთან შენარჩუნებული იყო
იდეოგრამებიც. დაახლოებით VIII საუკუნეში ძვ. წ. აღ.–ით მესოპოტამიაში სხვა სემიტური
ტომების ინტენსიური შემოსვლა იწყება სირიიდან და არაბეთიდან.ხმარებიდან სრულიად
განიდევნა ასურული, ვინაიდან ასურეთის სახელმწიფო დაემხო.მართალია, სამხრეთ
მესოპოტამიაში ლურსმული დამწერლობა კიდევ იქნა შენარჩუნებული, რაც დაკავშირებული
იყო ბაბილონის სამეფოს დროებით აღორძინებასთან, მაგრამ საბოლოოდ იქიდანაც
აღმოიფხვრა, ვინაიდან ბაბილონი დაამარცხა სპარსეთის სარდალმა კიროსმა ძვ. წ. აღ.–ის 539
წელს. ბაბილონის დაცემის შემდეგ ლურსმული დამწერლობა მთლიანად გამოვიდა
ხმარებიდან. მართალია, სპარსელები კიდევ გარკვეული დროით იყენებდნენ მას, მაგრამ,
როგორც ქვემოთ გამოჩნდება, ლურსმნისმაგვარი გრაფემები მხოლოდ გარეგნული ფორმის
სახით იქნა შენარჩუნებული, მათი არსი სრულიად განსხვავებული იყო. ასურულ–
ბაბილონური ლურსმული დამწერლობით შესრულებული უკანასკნელი ფირფიტები
განეკუთვნება ძვ. წ. აღ.–ის I საუკუნეს, მაგრამ მათში ენა ისეა დამახინჯებული, რომ
ტექსტების შინაარსის გაგება ძალიან რთულია.

Ლურსმული დამწერლობა გავრცელებული იყო ელემის სამეფოშიც/მათ ლურსმული


დამწერლობა შუმერთაგან აითვისეს დაახლოებით ძვ. წ. აღ.–ის 2600 წელს. თვითონ ქვეყნის
მკვიდრნი საკუთარ თავს ხათამთებად მოიხსენიებდნენ. ბიბლიაში ისინი დასახელებულნი
არიან, როგორც ეილამები. მას შემდეგ, რაც გაშიფრულ იქნა ბეხისთუნის წარწერები,
ელამურმა ენამ მიიღო სახელწოდება – სკვითური, შემდეგ – მიდიური, ან
სკვითომიდიური.ელამიტებმა მეტ წარმატებას მიაღწიეს ლურსმული დამწერლობის
დახვეწაში, ვიდრე შუმერებმა და სემიტებმა. მათ დამწერლობაში გამოიყოფა განვითარების
სამი ეტაპი. Პირველია არქაული ანუ ეპიქორული; ის ცნობილია მხოლოდ ცხრა ორენოვანი
წარწერიდან ელამურ და ბაბილონურ ენებზე.მეორე ეტაპია მეფე ნარამ–სინას წარწერები და
უფრო გვიანდელი ძეგლები, რომლებიც თარიღდება ძვ. წ. აღ.–ის 1500–800 წლებით.
ელამური დამწერლობის განვითარების ბოლო სტადიას წარმოგვიდგენენ ახალი სუზური
წარწერები, რომლებიც განეკუთვნება აქემენიანთა ირანის მიერ ელამის დაპყრობის
ხანას.ამის შემდეგ ელამურ დამწერლობას სპარსული ანაცვლებს. სემიტური კულტურის
ძლიერი გავლენა განიცადეს ასევე მითანელებმა. ეს ხალხი დასავლეთ მესოპოტამიაში
ცხოვრობდა. მათი არსებობა დადასტურებულია ბაბილონურ ძეგლებში, სადაც მოიპოვება
გლოსები მითანურ ენაზე ,გარდა მრავალი თვით მითანური საკუთარი სახელისა, რომელიც
შესაბამისი მასალების უქონლობის გამო ჯერ კიდევ ზუსტად არ არის იდენტიფიცირებული,
აღნიშნულ წარწერაში გვხვდება წმინდა არიული წარმოშობის ღვთაებათა
სახელები.გლოსები და წერილი განეკუთვნება ძვ. წ. აღ.–ის 2200–1400 წლებს. Ქასიტების
ენაზეც მრავალ ძეგლს ვხვდებით.ესენი არიან ველური ხალხი, , რომელმაც ძვ. წ. აღ.–ის
დაახლოებით XVII საუკუნეში დაიპყრო ბაბილონის სამეფო. Მათ ბაბილონელებისგან
ლურსმული დამწერლობა გადაიღეს. ძვ. წ. აღ.–ის XVI საუკუნეში ბაბილონში გაბატონდნენ
სემიტო–ქასიტი მეფეები, რომლებიც ქვეყანას განაგებდნენ ძვ. წ. აღ.–ის 910 წლამდე.
ქასიტები ბაბილონიდან განდევნეს. მათ თავი შეაფარეს ზაგროსის მთებსსადაც ალექსანდრე
დიდის ეპოქამდე ცხოვრობდნენ. წარწერები მათ ენაზე უმეტესწილად დაზიანებული.
Ლურსმული დამწერლობა ასევე აითვისეს ხალხებმა, რომლებიც ძვ. წ. აღ.–ის IX-VIII
საუკუნეებში ცხოვრობდნენ ვანის ტბის აუზში. ასურულად მათ ქვეყანას ურარტუ
ეწოდება.ურარტუს სახელმწიფო აღმოცენდა ვანის ტბის შემოგარენში. მისი მთავარი ქალაქი
იყო თურუშფა. მან დაახლოებით 150 წელი იარსება. ძვ. წ. აღ.–ის 640 წელს ის ასურელებმა
დაიპყრეს. ამის შემდეგ ურარტუს ხალხი მთლიანად ქრება.ამ ხალხმა ასურელი მეფის,
სალმანსარ II– ის, მმართველობის ხანაში, ძვ. წ. აღ.–ის დაახლოებით 850 წელს, მიიღო
ლურსმული დამწერლობა.

11.ლურსმული დამწერლობის სპარსული უგარიტულიხეთური სისტემები;

Სირიაში ქალაქ უგარიტის ტერიტორიაზე სამეფო სასახლის ნანგრევებში აღმოაჩინეს


ფირფიტები ლურსმული დამწერლობით, რომელიც უცხო იყო, ეს გახლდათ
ანბანი.უგარიტული ანბანი მიჩნეულია დამწერლობის ყველაზე დახვეწილ ტიპად, რომელიც
ლურსმული დამწერლობიდან განვითარდა.ამ ძეგლების ენა სემიტურია, უფრო ახლოს დგას
ფინიკიურის უძველეს ეტაპთან, თუმცა, ფინიკიურისაგან განსხვავებით, არ შედის ქანაანურ
ენათა განშტოებაში. უგარიტული, ამორიტულთან ერთად, ქმნის ჩრდილო–დასავლურ
სემიტურ ენათა II ათასწლეულის ქვეგანშტოებას. უგარიტული ანბანი 28 ნიშანს შეიცავს,
ზოგიერთი მათგანი ხმოვანსაც აღნიშნავს. როგორც ჩანს, უგარიტული ანბანის ზოგიერთმა
ასომ ზეგავლენა მოახდინა ფინიკიური ანბანის ანალოგიურ ასოებზე. ჩ. ლუკოტკამ
შემოგვთავაზა უგარიტული და ფინიკიური ანბანების პირველი შედარებითი ტაბულა.
მსოფლიოს ერთ–ერთი უძლიერესი სახელმწიფო შექმნეს სპარსელებმა,რომლებმაც ასურელ-
ბაბილონელებისგან აითვისეს ლურსმული დამწერლობა, მაგრამ ც სპარსელებმა ის
გაამარტივეს.დარიოს პირველს, მიაწერენ კვაზიანბანური დამწერლობის შექმნას. შესაძლოა,
უშუალოდ მას არ შეუქმნია დამწერლობის ეს გამარტივებული სახეობა, მაგრამ აშკარაა, რომ
ყოველივე სწორედ მისი ინიციატივით მოხდა.დამწერლობის ეს ტიპი გვხვდება 41
წარწერაში.ხსენებული ორმოცდაერთივე წარწერა დარიოს I–ისა და მის მემკვიდრეთა,
ქსერქსეს, ართაქსერქსე I-ის, II–ისა და III–ის ეპოქას განეკუთვნება.სპარსული დამწერლობა
არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც უგარიტული. ის არ არის წმინდა ანბანური.
სპარსული ლურსმული დამწერლობა ფაქტობრივად წარმოადგენს სილაბური და
ფონეტიკური ტიპების ნარევს. აქემენიდების დინასტიის დაცემის შემდეგ ეს დამწერლობა
გადაშენდა. ის შეცვალა ხალხში უფრო ფართოდ გავრცელებულმა ახალმა დამწერლობამ,
რომელიც არამეულიდან განვითარდა. პერსეოპოლისის ნანგრევებში აღმოჩნდა რაღაც
გაურკვეველი წარწერები. მათი პირველი ნიმუში შირაზიდან ნეაპოლში გაგზავნა პიეტრო
დელა ვალემ. მაგრამ ეს მხოლოდ ხუთი ბგერათშეხამება იყო და იმხანად მათი გაშიფვრა
შეუძლებელი შეიქნა. მხოლოდ 1788 წელს კარსტენ ნიბურმა ადგილზე გადაიწერა მთელი
რიგი ამ წარწერათაგან და სცადა მათი ამოკითხვა. მან შეძლო მეტად მნიშვნელოვანი რამ,
კერძოდ, დაადგინა, რომ ბეხისთუნის დიდი წარწერა შესრულებულია სამ სხვადასხვა
ენაზე.მეცნიერმა გროტეფენდმა წამოაყენა საკუთარი მეთოდი ბეხისთუნის წარწერის
გასაშიფრად. ის ამოდიოდა იქიდან, რომ წარწერები აღმოჩნდა აქემენიანთა მეფეების
სასახლის ნანგრევებში, მაშასადამე, ამ წარწერებში აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ
მოხსენიებულნი ამ დინასტიის მმართველნი. მართლაც, მან შეძლო, ამოეკითხა რამდენიმე
სახელი.სპარსულის ამოკითხვის შემდეგ დანარჩენი ორი ენის ამოკითხვასაც შეუდგნენ, რაც
შეძლეს კიდეც

ხეთებმა პირველი დასახლებები მცირე აზიაში დააარსეს მდინარე ყიზილ ირმაქის (ჰალისის)
ნაპირებზე დაახლოებით ძვ. წ. აღ.–ის 2000 წელს. ისინი გამოირჩეოდნენ მებრძოლი სულით
და ხშირად უხდებოდათ შეტაკება მეზობელ ხალხებთან, მაგრამ მაინც გაცილებით უფრო
მშვიდობიანნი იყვნენ, ვიდრე, მაგალითად, ასურელები. ძვ. წ. აღ.–ის დაახლოებით 2350
წელს ლურსმული დამწერლობა აითვისეს ხეთებმა.მათი დამწერლობა ჰრონზიმ გაშიფრა
1915 წელს და ხეთური ინდოევროპულ ჯგუფს მიაკუთვნა, რაც სავსებით სწორი აღმოჩნდა.
ძვ. წ. აღ.–ის 2200 წლის შემდეგ ხეთებმაც შეცვალეს ლურსმული სილაბური დამწერლობა
თავიანთი საკუთარი სისტემით. Ჩვენამდე მოაღწია იურიდიული დოკუმენტებისა და
საერთაშორისო ხელშეკრულებებმა ასევე მეფეთა ცხოვრებასთან დაკავშირებულმა თიხის
ფირფიტებმა.ამრიგად, ბ. ჰროზნის აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. შემდგომმა
გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ეს ლურსმული წარწერები შესრულებულია არა მხოლოდ ხეთურ
ენაზე, არამედ ხუთ სხვადასხვა ენაზე.ხეთური ლურსმული წარწერების გაშიფვრას შედეგად
არ მოჰყოლია ხეთების პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა. ჯერ კიდევ შეუსწავლელი იყო
ხეთების იეროგლიფური დამწერლობა. მისი გაშიფვრა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში
ვერ მოხერხდა.. გასაშიფრად ჰროზნიმ გამოიყენა ორენოვანი წარწერა, რომელიც მეფე
თარქუმუვის ბეჭედზე აღმოჩნდა. წარწერა შეიცავს ხეთურ იეროგლიფებსა და მოკლე
ლურსმულ ტექსტს, რომლის საფუძველზეც 1933 წელს ბ. ჰროზნიმ მთლიანად გაშიფრა
ხეთური ნაწილიც. ამასთანავე, მან გამოარკვია, რომ ხეთური იეროგლიფები წარმოადგენს
დამწერლობის შერეულ ტიპს, კერძოდ, იდეოგრაფიულსა და ფონეტიკურს. ხეთური
იეროგლიფებით შესრულებული ძეგლების ენა არ ემთხვევა ლურსმული დამწერლობით
შესრულებული წარწერების ენას. მართალია, ისინი ახლოსაა ერთმანეთთან, მაგრამ მაინც
სხვადასხვა ენაა. იეროგლიფებით ნაწერი ძგელების ენა უფრო მეტად ჰგავს ლუვიურს.
მაშასადამე, ესეც დასავლური ინდოევროპული ენაა. ხეთური ლურსმული დამწერლობა
საბოლოოდ ქრება ძვ. წ. აღ.–ის 1200 წლის შემდეგ, როდესაც ხეთების სამეფო დაემხო
ბალკანეთიდან სხვა ინდოევროპული ტომების (ლიდიელებისა და ფრიგიელების) შემოჭრის
შედეგად. ხეთური იეროგლიფური ძეგლები ერთადერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ
სამეფოს დაცემის შემდეგ ხეთების გარკვეული ნაწილი ისევ ცხოვრობდა ჩრდილოეთ
სირიაში. ძვ. წ. აღ.–ის VII საუკუნის შუა ხანებიდან ისინიც გადაშენდნენ, ვინაიდან მოხდა
მათი სრული სემიტიზაცია.

12.ებლას ენა; .აქადური (ასურულ-ბაბილონური) ენის ისტორიული მიმოხილვა უძველესი


პერიოდიდან ძვ. წ. აღ.-ის 1000 წლამდე;

ებლას ენა გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს ჩრდილო–აღმოსავლურ და ჩრდილო–


დასავლურ სემიტურ განშტოებას შორის. ებლას ქალაქ-სახელმწიფო აღმოაჩინეს
იტალიელებმა 1974-75 წლებში.დღეს ამ ტერიტორიას ეწოდება თელ მარდიხი.პირველად აქ
გაჩნდა ვარაუდი, რომ ებლა იმპერია უნდა ყოფილიყო. ეს მოსაზრება ეკუთვნის შუმერულ-
აქადური ტექსტების მცოდნე პეტინატოს, რაც ემყარებოდა სურათს, სადაც მარის მეფე ებლას
მეფეს ძღვენს ართმევს, მოგვიანებით ირკვევა, რომ ეს მხოლოდ მეგობრული ურთიერთობის
გამოხატულება იყო.ებლას ტექსტები მეტად განსხვავებულია სამხრეთშუმერულისაგან,
ამიტომაც მათი წაკითხვასაკმაოდ რთულია, ხშირ შემთხვევაში გრაფემები
ორაზროვანია.ებლა ახლომდებარე მდინარეებიდან სულ მცირე 75 კილომეტრითაა
დაშორებული, რითაც დასტურდება პაოლო მატიეს მოსაზრება, რომ ყველა ცივილიზაცია არ
არის ახლოს მდინარესთან. ებლასცივილიზაცია III ათასწლეულს
განეკუთვნება.მოგვიანებით ირკვევა, რომ ებლა არ იყო იმპერია, რადგან ამ პერიოდში
საერთოდ არ არსებობდა იმპერიები.ებლას შესახებ ცნობები ძირითადად ლურსმული
წარწერებიდან მოგვეპოვება, რომლებიც შესრულებულია თიხის ფირფიტაზე და 17000-ს
აღემატება. ებლა IV ათასწლეულის ბოლოს უკვე დასახლებული იყო, ხოლო III
ათასწლეულში მნიშვნელოვნად განვითარდა (ძვ. წ. აღ.–ის 2750– 2200 წწ.).უმნიშვნელოვანესი
პუნქტები იყო ებლა და მარი, ისინი მესოპოტამიელ ვაჭრებს უხსნიდნენ რამდენიმე
მიმართულებით გზას, საიდანაც შემოსიოდა ვერცხლი და სპილენძი.ებლას ურთიერთობა
ჰქონდა ეგვიპტესტან,რაც დასტურდება ფარაონების ქანდაკებებით.სოციალური
მდგომარეობა ასეთია:ებლაში მიწების დიდი ნაწილი ტაძრებს ეკუთვნოდა.მთავარი ღვთაება
იყო ილა. ებლას მოსახლეობა თაყვანს სცემდა აგრეთვე წვიმისა და ნაყოფიერების ქალღმერთ
ეთარს. ებლას რამდენჯერმე დაესხნენ თავს აქადელები, სარგონ დიდამდეც კი.
განადგურების თარიღი სადავოა, დაახლოებით თარიღდება ძვ. წ. აღ.–ის 23–ე საუკუნის 40–
იანი 20–იანი წლებით, თუმცა კვლავ აღდგა და ზენიტს მიაღწია ძვ. წ. აღ.–ის 1850–1600
წლებში. ამ პერიოდში აქ მკვიდრობდნენ ამორეველნი.საბოლოოოდ ებლა ნადგურდება
ხეთების მიერ ძვ. წ. აღ.–ის 1650–1600 წლებში.გარკვეული ხანი არსებობდა როგორც პატარა
სოფელი, ახ. წ. აღ.–ის VII საუკუნიდან კი ქრება.

აქადური ენა ჩრდილოეთ-აღმოსავლურ სემიტურ შტოს მიეკუთვნება. ეს ენა გავრცელებული


იყო მესოპოტამიაში წინაქრისტიანულ ეპოქაში,რამაც შეცვალა შუამდინრეთში მცხოვრები
არასემიტი შუმერების მეტყველება.მეოთხე ათასწლეულის დასაწყისიდან სამხრეთ
მესოპოტამიაში, დაახლოებით თანამედროვე ბაღდადის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე,
ბინადრობდა გაურკვეველი წარმოშობის ხალხი, რომელიც მეცნიერებაში ცნობილია
შუმერთა სახელწოდებით, ისინიაბორიგენები არ უნდა ყოფილიყვენ, რადგან ცნობილია, რომ
ეს ხალხი აქ სამხრეთ–აღმოსავლეთიდან მოსულა.არის შეხედულება, თითქოს შუმერები
ირანიდან ანდა შუა აზიიდან მოვიდნენ. სემიტები შუამდინარეთში ადრე შევიდნენ, რაზეც
მიუთითებს შუმერულში არსებული ნასესხები სემიტური ლექსიკა.რაც მესამე ათასწლეულის
დასაწყისით განისაზღვრება.ეს ლექსიკა ძირითადად მოიცავს იმ ატრიბუტებს, რაც
მომთაბარეობასთანაა დაკავშირებული,რაც უცხოა შუმერებისთვის ხოლო დამახასიათებელი
სემიტებისთვის.სემიტური ტომების შესვლას მესოპოტამიაში მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა,
არ გამოუწვევია შეტაკებები და ომები. ძვ. წ. აღ.–ის XXIV საუკუნის ბოლოს სარგონ დიდმა
გააერთიანა მესოპოტამია და იწოდება ,,ჭეშმარიტ მეფედ’’. სწორედ მან ააშენა აქადი,აქ
მცხოვრებლებს აქადელები ენას კი აქადური ეწოდა. ძველ აქადურში (ძვ. წ. აღ.–ის 2500–2000
წწ.) რაიმე დიალექტური სხვაობა არ ჩანს.ძვ. წ. აღ.–ის XXIII საუკუნის ბოლოს ძველი
აქადური სამეფო დაამხეს მთიელმა ტომებმა გუთიებმა.ისინი ზაგროსის მთებიდან მოვიდნენ
და 100 წელი (ძვ. წ. აღ.–ის 2250–2140 წწ.)ბატონობდნენ აქ. ძვ. წ. აღ.–ის XX-XVIII საუკუნეებში,
აქადის ტერიტორიაზე შეიქმნა მრავალი მცირე სამეფო, სადაც დასავლეთიდან შემოჭრილი
ამორეველთა ტომები გაბატონდნენ.თუმცა ამას გავლენა არ მოუხდენია აქადურ ენაზე, მის
ლექსიკაზე.აქადური ყოველდღიურად გამოიყენებოდა, შუმერული კი ოფიციალურ
დოკუმენტებში.ეს პროცესი დასრულდა ძვ. წ. აღ.–ის XVI საუკუნეში. ძვ. წ. აღ.–ის II
ათასწლეულიდან აქადურში ორი ლიტერატურული დიალექტი გამოიყო: სამხრეთის, ანუ
ძველი ბაბილონური (ძვ. წ. აღ.–ის 2000–1500 წწ.) და ჩრდილოეთის, ანუ ძველი ასურული (ძვ.
წ. აღ.–ის 2000–1500 წწ.) ძვ. წ. აღ.–ის II ათასწლეულის II ნახევარში ძველი ბაბილონური და
ძველი ასურული საშუალო ბაბილონურითა და ასურულით იცვლება, ეს ხდება ძვ. წ. აღ.–ის
1500–1000 წწ.

13.ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობა;იერატიული და დემოტური დამწერლობები;

ეგვიპტური დამწრლობა იდეოგრაფიული ხასიათისა იყო, ე. ი. შედგებოდა


იეროგლიფებისაგან. ეს ტერმინი პირველად იხმარა კლიმენტი ალექსანდრიელმა ახ. წ. აღ.–ის
200 წელს. მომდინარეობს ბერძნულიდან.დამწერლობის ყველაზე ადრეული სახეობა,
რომელიც ჩვენთვის ცნობილია, ეგვიპტური იეროგლიფებია. ასეთი წარწერები გვხვდება
წინადინასტიური ეპოქიდან მოყოლებული, როდესაც ეგვიპტე ჯერ არ იყო გაერთიანებული,
ე. ი. ძვ. წ. აღ.–ის 4000 წლამდე. იეროგლიფები იხმარებოდა ახ. წ. აღ.–ის III საუკუნის I
ნახევრის ჩათვლით.თვითონ ეგვიპტელები იეროგლიფებს ასე უწოდებდნენ: m-d-r n-t-r, რაც
„ღვთაებრივ სიტყვებს“ ნიშნავს.ზოგიერთი მკვლევარი იეროგლიფებს მონუმენტურ
დამწერლობას უწოდებს, ვინაიდან ის გამოიყენებოდა ტაძრებისა და საზოგადოებრივი
შენობების კედლებზე.იეროგლიფების წარმოშობა ჯერ კიდევ არაა ზუსატდ დადგენილი.
მართალია, ბევრი ამტკიცებს, რომ ძველი ეგვიპტელები შუმერების მოწაფეები იყვნენ,
ვინაიდან შუმერების თავდაპირველი ფიგურული დამწერლობა არც თუ იშვიათად ძალიან
ჰგავს იეროგლიფებს, მაგრამ ამის ახსნა სავსებით შესაძლებელია: მაშინ, როდესაც ადამიანები
ჯერ ასე პრიმიტიულად აზროვნებდნენ, საწყისი მარტივი ნიშნები შეიძლებოდა ერთნაირად
აღმოცენებულიყო და ერთმანეთის მსგავსი ყოფილიყო ორ სხვადასხვა ადგილას, ეგვიპტეშიც
და შუამდინარეთშიც. ეგვიპტური თეორიის მომხრენი ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ
ეგვიპტური იეროგლიფები ისტორიაში შედის, როგორც უკვე დასრულებული ფორმა,
ზუსტად გააზრებული და დახვეწილი სისტემა, რომელმაც შემდგომში პრაქტიკულად
აღარავითარი ცვლილება აღარ განიცადა, გარდა მცირედი მოწესრიგებისა, მაშინ, როდესაც
შუმერულლი დამწერლობა ჯერ კიდევ ძალიან დაუხვეწავი და არასრულყოფილი იყო.
ძველი ეგვიპტელები იეროგლიფებს წერდნენ თავდაპირველად ზემოდან ქვემოთ,
მოგვიანებით – მარჯვნიდან მარცხნივ, ძალიან იშვიათად – მარცხნიდან 3 მარჯვნივ. კითხვის
მიმართულების გარკვევა შესაძლებელი იყო იმის მიხედვით, თუ საით იყო მიქცეული
გამოსახულ ადამიანთა და ცხოველთა სახე და ფეხები. ისინი „იყურებოდნენ“ იქით, საიდანაც
უნდა დაწყებულიყო კითხვა. ძველმა ეგვიპტელებმა თანდათანობით შეიმუშავეს
დამწერლობის ფონეტიკური სისტემა. გარკვეული გამოსახულება, რომელიც ამა თუ იმ
საგანს უჩვენებდა,ძველი ეგვიპტელების მიერ შექმნილი ფონეტიკური ანბანი 24 ასოს
შეიცავდა.იეროგლიფები ძირითადად მონუმენტურ წარწერებში იხმარებოდა. როგორც უკვე
აღვნიშნეთ, ძველი ეგვიპტელები იეროგლიფებს ქვაზე ტვიფრავდნენ და უმეტეს
შემთხვევაში აფერადებდნენ. წარწერას დეკორაციული სახე უნდა ჰქონოდა. მონუმენტური
დამწერლობა განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენებოდა ახალი სამეფოს (დაახლოებით ძვ. წ.
აღ.–ის 1500–1200 წწ.) პერიოდში.დამწერლობის ფართო გავრცელება გააიოლა პაპირუსის
გრაგნილების გამოგონებამ. ახალი ეტაპი დადგა ძვ. წ. აღ.–ის VII საუკუნეში. იეროგლიფური
დამწერლობა აშკარად დაცემის გზაზე დგას. მართალია, ქურუმები ცდილობენ მის
შენარჩუნებას, ამასთანავე წერენ ხელოვნურად არქაული სტილით, მაგრამ ეს ამაო
ძალისხმევაა.

Დროთა განმავლობაში დამწერლობაში დაიწყეს ნიშნების შემოკლება. ამან გამოიწვია


სრულიად ახალი ტიპის დამწერლობის ჩამოყალიბება. მას იერატიული, ანუ „წმინდა“
ეწოდება.რელიგიურ ტექსტებში კვლავ იეროგლიფებს იყენებდნენ.იერატიულ დამწერლობას
კი მხოლოდ საერო დანიშნულებით მიმართავდნენ.600 მდე იერატიული ნიშანი
არსებობდა.დამწერლობის განვითარებასთან ერთად იცვლება დოკუმენტების ენაც. ახალი
სამეფოს პერიოდში, XIX დინასტიის ზეობისას (დაახლოებით ძვ. წ. აღ.–ის 1500–1200 წწ.),
ძველი იეროგლიფები საერთოდ მიუწვდომელი იყო.დ, პაპირუსებზე იერატიული
დამწერლობით ჩაწერილი ტექსტები ძალიან კარგად ასახავდა ფართოდ გავრცელებულ ენას,
ახალ ეგვიპტურს. ამ დროიდან ძველი ენა მხოლოდ სასულიერო პირების მიერ
გამოიყენებოდა ღვთისმსახურებისას. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი, რომელიც
ჩაწერილია იერატიული დამწერლობით, თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. აღ.–ის 3000 წლით.
ეს არის მეფე ასის პაპირუსი. ეროვნული დაცემის ხანაში (დაახლოებით. ძვ. წ. აღ.–ის VI ს.)
ეგვიპტეში აღმოცენდა დამწერლობის ახალი სახეობა. მას დემოტური ეწოდება. დემოტური
დამწერლობა კიდევ უფრო გამარტივებულია, ვიდრე იერატიული.ხმოვნები არც დემოტურ
დამწერლობაში გვაქვს. იმის გამო, რომ დემოტური დამწერლობა იოლად სახმარი იყო, ის
ეგვიპტეში საკმაოდ დიდხანს გამოიყენებოდა, ქრისტიანობის გავრცელებამდეც კი. თუმცა აქ
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ, მას შემდეგ, რაც ეგვიპტემ დამოუკიდებლობა დაკარგა,
ქვეყანაში ფართოდ ვრცელდება ბერძნული და ლათინური.რომაელთა ბატონობის ხანაში
ეგვიპტელებმა დემოტურ დამწერლობაში შეიტანეს ხმოვანთა ნიშნები, . ყველაზეგვიანი
დოკუმენტი, რომელმაც ჩვენამდე დემოტური დამწერლობით მოაღწია, განეკუთვნება 476
წელს.დემოტური დამწერლობის უკანასკნელ გადმონაშთებს ვხედავთ კოპტურ ანბანში,
რომელიც ბერძნულიდან განვითარდა.

14.ეგვიპტური იერატიული და დემოტური დამწერლობები;ეგვიპტური დამწერლობის


გაშიფვრა და მისი მნიშვნელობა სემიტური დამწერლობის შესწავლისათვის;

Დროთა განმავლობაში დამწერლობაში დაიწყეს ნიშნების შემოკლება. ამან გამოიწვია


სრულიად ახალი ტიპის დამწერლობის ჩამოყალიბება. მას იერატიული, ანუ „წმინდა“
ეწოდება.რელიგიურ ტექსტებში კვლავ იეროგლიფებს იყენებდნენ.იერატიულ დამწერლობას
კი მხოლოდ საერო დანიშნულებით მიმართავდნენ.600 მდე იერატიული ნიშანი
არსებობდა.დამწერლობის განვითარებასთან ერთად იცვლება დოკუმენტების ენაც. ახალი
სამეფოს პერიოდში, XIX დინასტიის ზეობისას (დაახლოებით ძვ. წ. აღ.–ის 1500–1200 წწ.),
ძველი იეროგლიფები საერთოდ მიუწვდომელი იყო.დ, პაპირუსებზე იერატიული
დამწერლობით ჩაწერილი ტექსტები ძალიან კარგად ასახავდა ფართოდ გავრცელებულ ენას,
ახალ ეგვიპტურს. ამ დროიდან ძველი ენა მხოლოდ სასულიერო პირების მიერ
გამოიყენებოდა ღვთისმსახურებისას. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი, რომელიც
ჩაწერილია იერატიული დამწერლობით, თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. აღ.–ის 3000 წლით.
ეს არის მეფე ასის პაპირუსი. ეროვნული დაცემის ხანაში (დაახლოებით. ძვ. წ. აღ.–ის VI ს.)
ეგვიპტეში აღმოცენდა დამწერლობის ახალი სახეობა. მას დემოტური ეწოდება. დემოტური
დამწერლობა კიდევ უფრო გამარტივებულია, ვიდრე იერატიული.ხმოვნები არც დემოტურ
დამწერლობაში გვაქვს. იმის გამო, რომ დემოტური დამწერლობა იოლად სახმარი იყო, ის
ეგვიპტეში საკმაოდ დიდხანს გამოიყენებოდა, ქრისტიანობის გავრცელებამდეც კი. თუმცა აქ
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ, მას შემდეგ, რაც ეგვიპტემ დამოუკიდებლობა დაკარგა,
ქვეყანაში ფართოდ ვრცელდება ბერძნული და ლათინური.რომაელთა ბატონობის ხანაში
ეგვიპტელებმა დემოტურ დამწერლობაში შეიტანეს ხმოვანთა ნიშნები, . ყველაზე გვიანი
დოკუმენტი, რომელმაც ჩვენამდე დემოტური დამწერლობით მოაღწია, განეკუთვნება 476
წელს.დემოტური დამწერლობის უკანასკნელ გადმონაშთებს ვხედავთ კოპტურ ანბანში,
რომელიც ბერძნულიდან განვითარდა.

ეგვიპტური დამწერლობის გაშიფვრა შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ როზეტის


ქვის აღმოჩენის შედეგად. მასზე მოცემულია სამენოვანი წარწერა. ყველაზე ქვემოთ და
იმავდროულად ყველაზე უკეთ, დაუზიანებლად შემონახულ ნაწილზე იკითხება ბერძნული
ტექსტი.დანარჩენი ორი მონაკვეთი შესრულებული იყო „წმინდა“ და „შინაური“
დამწერლობით.ეგვიპტური კომპონენტის გაშიფვრის პირველი მცდელობა ეკუთვნის შვედ
აკერბლადს (1802 წ.), მან შეძლო იერატიული ტექსტის მხოლოდ ნაწილის ამოკითხვა. 1814–
1818 წლებში იეროგლიფური მონაკვეთი შეისწავლა ინგლისელმა ექიმმა, დოქტორმა იუნგმა,
რომელმაც დაადგინა ზოგიერთი ნიშნის მნიშვნელობა ფარაონის სახელის
მიხედვით.იეროგლიფების გაშიფვრა საბოლოოდ შესაძლებელი გახდა 1820 წელს. ეს ფრანგი
ჟან შამპოლიონის დამსახურებაა. მან გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კოპტური ენა
ეგვიპტურის სწორხაზოვანი გაგრძელება იყო. იგი დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა
კოპტურს, რომელიც ასევე მკვდარ ენათა რიგში გადავიდა ეგვიპტეში არაბთა შესვლის
შემდეგ. როგორც ცნობილია, კოპტური არაბულმა გამოდევნა, არაბული იქცა კოპტების
მშობლიურ ენად. შამპოლიონმა დაიწყო 8 იეროგლიფური ძეგლების შეგროვება. ის
ერთმანეთს ადარებდა, ერთი მხრივ, იეროგლიფებსა და, მეორე მხრივ, იერატიულ და
დემოტურ წარწერებს.ძველეგვიპტური დამწერლობის შესწავლაში მის კვალს დაადგნენ
ლეპსიუსი, ბრუგში, მასპერო და სხვა მეცნიერნი. მათი წყალობით დღესდღეობით
ძველეგვიპტური ენა და დამწერლობა ჩვენთვის ისევე ზედმიწევნითაა ცნობილი, როგორც,
მაგალითად, ძველი ბერძნული.

15.ჩრდილო-დასავლური სემიტური განშტოების ზოგადი მიმოხილვა და II ათასწლეულის


ენები (ამორიტული, უგარიტული);. სინური წარწერები, თელ ალ-ამარნის გლოსები და
ფინიკიური ენა;

სემიტურ ენათა ჩრდილო–დასავლური შტო დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება, რაც


კარგად ასახავს სირია–პალესტინის ცვალებად და მოვლენებით აღსავსე ისტორიას.ხშირ
შემთხვევაში ჩრდილო–დასავლურ სემიტურ ენებს ორ ქვეგანშტოებად ყოფენ – ქანაანური და
არამეული, მაგრამ უკანასკნელი გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ამგვარი კლასიფიკაცია არ
შეესაბამება სირია–პალესტინის ლინგვისტური ისტორიის უძველეს ფაზას (ძვ. წ. აღ.–ის II
ათასწლეულში), რადგანაც იმ დროისათვის ხსენებული ორი ჯგუფის (ე. ი. ქანაანურისა და
არამეულის) განმასხვავებელი იზოგლოსები ჯერ კარგად არ იყო გამოკვეთილი. ქანაანურისა
და არამეულის გაყოფა ძვ. წ. აღ.–ის I ათასწლეულით უნდა დავათარიღოთ, როდესაც
არამეული უკვე აშკარად დასტურდება ისტორიულად და ეპიგრაფიკულად. ცალკე იმიჯნება
მეორე ათასწლეულის ენები. Ამორიტული ენა მეორე ათასწლეულის ენენბს
განეკუთვნება.ამორეველნი დომინირებდნენ სირია–პალესტინასა და მესოპოტამიაში
დაახლოებით ძვ. წ. აღ.–ის 2400–2000 წლებში. ისინი დასავლეთიდან შევიდნენ
შუამდინარეთში.ამორეველნი ტიპიური მომთაბარე სემიტები იყვნენ და მიჩნეულნი არიან
ურის III დინასტიის (ძვ. წ. აღ.–ის 2112–2002 წწ.) მთავარ დამამხობლებად. მათ დაიკავეს
საკუთრივ ბაბილონი და შუა ევფრატის რეგიონი, სადაც დააარსეს მრავალი სამეფო.
ზოგიერთი მკვლევარი ამორეველებს აღმოსავლელ ქანაანელებად მოიხსენიებს, ასურულ–
ბაბილონურ ტრადიციაზე დაყრდნობით.ბაბილონის ყველა ადგილობრივი მეფე
(მაგალითად, ხამურაბი) ამორეულ შტოს ეკუთვნოდა. ამურუს დედაქალაქი იყო მარი
(დღევანდელი თალ ალ–ჰარირი, სირია). კიდევ უფრო დასავლეთით პოლიტიკური ცენტრი
გახლდათ ჰალაბი (ალეპო). შემდეგ ცენტრმა გადაინაცვლა ჩრდილოეთ პალესტინასა
(ჰაზორში) და მიმდებარე სირიულ უდაბნოში. ძვ. წ. აღ.–ის 1600–1100 წლებში ამორეველთა
ენა გადაშენდა ბაბილონიდან და შუა ევფრატიდან, სამაგიეროდ, ის ისევ დომინირებდა
სირია–პალესტინაში. ასურულ წარწერებში ძვ. წ. აღ.–ის 1100 წლიდან მოყოლებული
სახელწოდება ამურუ აღნიშნავდა სირიის დიდ ნაწილსა და პალესტინას, თუმცა ის უკვე
აღარ მიემართება რომელსამე კონკრეტულ სამეფოს, მოსახლეობას ანდა ენას. Მეორე ენაა
უგარიტული.1929 წელს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე რას შამრასთან, ძველი
ქალაქ–სახელმწიფოს, უგარიტის, ნანგრევებში აღმოჩნდა თიხის ფირფიტები, რომლებზეც
მოცემული იყო ტექსტები ლურსმული დამწერლობით. ზოგიერთი მათგანი შესრულებული
გახლდათ აქადურ ენაზე ლურსმული დამწერლობით.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,
უგარიტის ტერიტორია უკვე დასახლებული უნდა ყოფილიყო ძვ. წ. აღ.–ის XIX საუკუნიდან.
ეს ქალაქი– სახელმწიფო განსაკუთრებით აღზევდა ძვ. წ. აღ.–ის XIV საუკუნის
დასაწყისიდან.ნავსადგურით, რომელიც 3 დღევანდელ მინათ ალ–ბაიდათს შეესაბამება,
აწარმოებდა უშუალო ვაჭრობას ეგეოსის სამყაროსთან. მაგრამ ძვ. წ. აღ.–ის XIII საუკუნეში ეს
აყვავებული რეგიონი გაანადგურეს „ზღვის ხალხებმა“, რომლებიც მთელ წინა აზიას
შეესივნენ და დიდი ზიანი მიაყენეს კულტურის უძველეს კერებს. უგარიტელები თიხის
ფირფიტებს იყენებდნენ.უგარიტული დამწერლობის ნიშნები 30–საც კი არ აღწევს, რაც იმის
მაჩვენებელია, რომ აქ უკვე საქმე გვაქვს ანბანურ დამწერლობასთან. ბ. გრანდე მიიჩნევს, რომ
უგარიტულ ლურსმულ დამწერლობას არაფერი აქვს საერთო ასურულ–ბაბილონურ
სისტემასთან, ბევრი მეცნიერი კი საპირისპიროს ეთანხმება.მართალია, უგარიტული ენა
ახლოსაა ფინიკიურთან, მაგრამ მისგან განმასხვავებელი ნიშნებიც მრავლად აქვს.

სინას ნახევარკუნძულზე იმ ადგილას, რომელსაც სერაბით ალ–კადიმი ეწოდება, ძველი


ეგვიპტური ტაძრის ნანგრევებში ქვის ქანდაკებებზე აღმოჩნდა ორიგინალური წარწერები.
წარწერები შესრულებულია სემიტური ანბანის უძველესი სახეობით.ღნიშნული ანბანის
თითქმის ყველა ნიშნის მნიშვნელობის დადგენა მოხერხდა. ისინი წარმოადგენენ
გარდამავალ საფეხურს ეგვიპტურ დამწერლობასა და დასავლური სემიტური ანბანის უფრო
გვიანდელ ვარიანტს შორის. სინური წარწერების ანბანი შეიცავს 22–24 ნიშანს, რომლებიც
თანხმოვნებს აღნიშნავს. რაც შეეხება ენას, ის ძალიან ახლოს დგას ფინიკიურთან.ტაძარი და
საბადოები განეკუთვნება ძვ. წ. აღ.–ის XIX საუკუნეს. სავარაუდოდ, წარწერებიც იმავე
პერიოდისაა, წარწერები ნამდვილად ასახავს სემიტური დამწერლობის უძველეს ტიპს.
ძეგლების უმრავლესობა ეძღვნება ძველ ფინიკიურ ქალღმერთ ბა‛ალათს. შეიძლება
დავუშვათ, რომ წარწერები ეკუთვნის მალაქიტის საბადოების მუშებს, რომლებიც
ეგვიპტელებმა მოიყვანეს სამხრეთი პალესტინიდან ანუ ნეგევიდან. ერთ–ერთ ძეგლში
იკითხება: r-b-n-g-b-n, რაც გაშიფრეს, როგორც „ნეგეველთა უფროსი“. თელ ალ–ამარნის
დოკუმენტები არის დიპლომატიური მიმოწერა ეგვიპტის ფარაონებსა და პალესტინის
ვასალურად დამოკიდებულ სახელმწიფოთა მმართველებს შორის. მთელი კორესპონდენცია
აქადურ ენაზეა, მაგრამ ამ ტექსტებში ჩართულია ქანაანური სიტყვები გლოსების სახით.
მათში ლურსმული დამწერლობის წყალობით გადმოცემულია ხმოვნები, რაც ზუსტ
წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელ ქანაანურ წარმოთქმაზე. ფინიკიური ენა ცნობილია
მრავალრიცხოვანი წარწერებიდან, რომლებიც აღმოჩნდა ძველი ფინიკიის სანაპირო
ქალაქებში (ჯუბაილში ანუ ბიბლოსში, სიდონში, ტვიროსში), ასევე მეზობელ ქვეყნებში,
სადაც მდებარეობდა ფინიკიური კოლონიები.უძველესი ფინიკიური ეპიგრაფიკული ძეგლია
ბიბლოსის მეფის, აჰირამის (ძვ. წ. აღ.–ის XI ს.), წარწერა. შემდეგ მოდის ამავე სახელმწიფოს
მეფეების, აბიბაალისა და ელიბაალის (ძვ. წ. აღ.–ის X ს.), წარწერები.ძვ. წ. აღ.–ის ბოლო
საუკუნეებში ფინიკიური, როგორც სალაპარაკო ენა, თანდათანობით გამოდევნა
არამეულმა.მრავალი წარწერა შექმნეს კართაგენისა და სხვა დასავლური ფინიკიური
კოლონიების მცხოვრებლებმა. ეს ძეგლები ცნობილია, როგორც პუნიკური, და მათგან
უძველესი თარიღდება ძვ. წ. აღ.–ის IV საუკუნით. თვდაპირველად ფინიკიური და პუნიკური
ძეგლების ენა პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა, მაგრამ კართაგენის დაცემის შემდეგ (ძვ. წ.
აღ.–ის II ს.) პუნიკურს მნიშვნელოვანი ცვლილებები დაეტყო.ნეოპუნიკური დიალექტები
სავარაუდოდ მხოლოდ არაბთა დაპყრობითი ომების შედეგად გადაშენდა
საბოლოოდ.ფინიკიური ენა ძალიან ახლოს იდგა ძველ ებრაულთან.

16.მოაბიტური და ედომიტური ენები; ფინიკიური ენა (აღმოცენება)

ხალხი, რომელსაც მოაბი (მოავი) ეწოდებოდა, მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით ცხოვრობდა.


მათი ენის შესახებ ცნობებს ვიღებთ ერთი დიდი წარწერიდან ბაზალტის სტელაზე, რომელიც
ტრანსიორდანიაში აღმოჩნდა. ეს ძეგლი ეკუთვნის მოაბის მეფე მეშას და თარიღდება ძვ. წ.
აღ.–ის 840 წლით. მასში მოხსენიებულია მოაბიტების გამარჯვება ისრაელის წინააღმდეგ
ბრძოლაში. წარწერა დასავლურსემიტური ანბანითაა შესრულებული და იოლად
იკითხება.მოაბიტური ენა ძალიან ახლოს დგას ძველ ებრაულთან. ედომიტები
მკვიდრობდნენ პალესტინის სამხრეთში. ედომიტები აქ ძვ წ. აღ.–ის II ათასწლეულის მეორე
ნახევრიდან ცხოვრობდნენ. ამ ქვეყნის დამაარსებლად მიჩნეულია ისააკის ვაჟი ესავი,
იაკობის ძმა, რომელიც არ გადასახლებულა ეგვიპტეში. ჯერ კიდევ ედომიტებმა დააარსეს
დასახლებული პუნქტები იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით ნაბატეველებმა გააშენეს
დიდებული ქალაქი პეტრა. ედომიტებს მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ ებრაელებთან.
მათ უფლება არ მისცეს მოსეს, თავისი ხალხი იდუმეაზე გაეტარებინა, როდესაც ისინი
აღთქმული ქვეყნისაკენ მიჰყავდა.შემდგომში იდუმეა ხარკს უხდიდა ასურეთსა (ძვ. წ. აღ.– ის
IX-VII საუკუნეებში) და ბაბილონს .ედომიტები ყოველთვის იღებდნენ მონაწილეობას
იუდეის წინააღმდეგ სხვათა მიერ წარმოებულ ომებში. ისინი ბაბილონელებთან ერთად
აქტიურად იყვნენ ჩართული იერუსალიმის აღებასა და დანგრევაში.VI საუკუნის
ბოლოსათვის ედომიტებმა შეძლეს ისრაელის მიწების სამხრეთი ნაწილის ხელში ჩაგდება. ძვ.
წ. აღ.–ის III საუკუნეში შეიქმნა ნაბატეველთა სახელმწიფო და იდუმეის უდიდესი ნაწილი
მის შემადგენლობაში შევიდა. დამოუკიდებლობა შეინარჩუნა ედომიტების მხოლოდ ერთმა
ნაწილმა დასავლეთში, მაგრამ ძვ. წ. აღ.–ის II საუკუნის ბოლოს ეს ტერიტორია ებრაელებმა
დაიპყრეს და მოსახლეობა იუდაიზმზე მოაქციეს. ძვ. წ. აღ.–ის 63 წელს იუდეა რომაელებმა
დაიმორჩილეს, მათი გამგეობის ქვეშ შევიდა იდუმეაც. ედომიტი იყო მეფე ჰეროდე.
ედომიტები, მოაბიტების მსგავსად, ებრაულისაგან ძალიან მცირედ განსხვავებულ
დიალექტზე საუბრობდნენ.

ფინიკიური ენა ცნობილია მრავალრიცხოვანი წარწერებიდან, რომლებიც აღმოჩნდა ძველი


ფინიკიის სანაპირო ქალაქებში (ჯუბაილში ანუ ბიბლოსში, სიდონში, ტვიროსში), ასევე
მეზობელ ქვეყნებში, სადაც მდებარეობდა ფინიკიური კოლონიები.უძველესი ფინიკიური
ეპიგრაფიკული ძეგლია ბიბლოსის მეფის, აჰირამის (ძვ. წ. აღ.–ის XI ს.), წარწერა. შემდეგ
მოდის ამავე სახელმწიფოს მეფეების, აბიბაალისა და ელიბაალის (ძვ. წ. აღ.–ის X ს.),
წარწერები.ძვ. წ. აღ.–ის ბოლო საუკუნეებში ფინიკიური, როგორც სალაპარაკო ენა,
თანდათანობით გამოდევნა არამეულმა.მრავალი წარწერა შექმნეს კართაგენისა და სხვა
დასავლური ფინიკიური კოლონიების მცხოვრებლებმა. ეს ძეგლები ცნობილია, როგორც
პუნიკური, და მათგან უძველესი თარიღდება ძვ. წ. აღ.–ის IV საუკუნით. თვდაპირველად
ფინიკიური და პუნიკური ძეგლების ენა პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა, მაგრამ
კართაგენის დაცემის შემდეგ (ძვ. წ. აღ.–ის II ს.) პუნიკურს მნიშვნელოვანი ცვლილებები
დაეტყო.ნეოპუნიკური დიალექტები სავარაუდოდ მხოლოდ არაბთა დაპყრობითი ომების
შედეგად გადაშენდა საბოლოოდ.ფინიკიური ენა ძალიან ახლოს იდგა ძველ ებრაულთან.

17.ფინიკიური დამწერლობა (აღმოცენება და უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლები);


ფინიკიური დამწერლობის შემდგომი განვითარება (პუნიკური;სხვა ხალხთა მიერ
ფინიკიურის სესხება და განვითარება).

ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ მდებარე ვიწრო სანაპირო დაბლობზე დასახლდნენ


ფინიკიელები, რომელთაც ზღვაოსნობის დიდი გამოცდილება ჰქონდათ. ფინიკიელებმა
ააყვავეს პორტები. ისინი მამაცი ზღვაოსნები იყვნენ. ფინიკიელები მეტად გახსნილები
იყვნენ, ისინი მარტივად იღებდნენ სიახლეებს და ამდიდრებდნენ თავიანთ კულტურას ისე,
რომ თვითმყოფადობა არ ეკარგებოდა მათ კულტურას. მათ კარგად იცოდნენ დამწერლობის
ფასი, ამიტომ მათ მალე საკუთარი ანბანი შექმნეს, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი
ვაჭრობას და ახალ აღმოჩენებს. ეგვიპტელებისაგან ფინიკიელებმა ისესხეს დამწერლობის
ბგერითი სისტემა. დღესდღეობით ფინიკიური ანბანის ასოებისთვის ვსარგებლობთ ძველი
ებრაული სახელწოდებებით. ფინიკიელების მიერ ფონეტიკური ანბანის გამოგონება
კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი მოვლენა იყო. ფინიკიური ანბანი თითქმის
სრულყოფილია. ფინიკური წარწერები იმდენად ბევრი არ არის თვითონ ფინიკიაში,
რამდენადაც მის ფარგლებს გარეთ. პუნიკური დამწერლობა პირდაპირი გაგრძელებაა
ფინიკიურისა. მხოლოდ მოგვიანო პერიოდში შეიმჩნევა დაცილება. დღესდღეობით ყველაზე
დიდი პუნიკური წარწერა აღმოჩენილია მარსელში. პუნიკურიდან შემდეგ გავრცელდა
დიალექტები.

18.ებრაული ენის ისტორიული მიმოხილვა უძველესი პერიოდიდან წელთაღრიცხვათა


მიჯნამდე.

ებრაული ძველი აღთქმის ენაა. ის იყო ებრაელი ხალხის სალიტერატურო და სასაუბრო ენა
მრავალი საუკუნის განმავლობაში.შემდგომში საკმაოდ დიდი პერიოდით ებრაულ ენაზე
აღარ ლაპარაკობდნენ, ეს გამოწვეული იყო თავდაპირველად ჩრდილოსემიტური არეალის
არამეიზაციით, ხოლო შემდგომ ებრაელთა განსახლებით მთელ მსოფლიოში. თუმცა
ებრაული აღადგინეს და დღეს ის ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალური ენაა. ბიბლიაში
ებრაული ,,ქანაანური ენაა’’, ასევე იწოდება როგორც ,,წმინდა ენა’’, ,,ბრძენთა ენა’’
ან ,,იუდაური’’.ებრაული პირველად გამოიყენეს ა ძვ. წ. აღ.– ის II საუკუნეში.უძველესი
ეპიგრაფიკული ძეგლები შესრულებულია დასავლეთსემიტური ანბანით.მაგალითად:
1.,,მიწათმოქმედის კელენდარი’’ გეზერიდან(ძვ. წ. აღ.–ის X ს) 2.თიხის ჭურჭლის
ნამტვრევებზე წარწერები ძვ. წ. აღ–ის IX-VIII საუკუნეებით დათარიღებული. 3.საბეჭდავები
საკუთარი სახელებით (ძვ. წ. აღ.–ის IX-VIII სს.). 4.სოლოამის გვირაბის
წარწერა(იერუსალიმი). Აღწერილია ორი ქვისმთლელის შეხვედრა გვირაბში. თარიღდება ძვ.
წ. აღ.–ის 700 წელს. 5.) ძვ. წ. აღ.–ის VIII-VII სს-ს ეპიტაფია ქედრონის მახლობლად
6.მონეტები მაკაბელი მეფეების დროინდელი(ძვ. წ. აღ.–ის II-I სს.) ყველაზე მნიშვნელოვანი
ძეგლი ბიბლიაა, რომელიც მოიცავს: 1.,,მოსეს ხუთწიგნეული’’ანუ თორა.ძვ. წ. აღ.–ის VI
საუკუნის.სამარიტანელებისთის კანონიკურად ითვლება.
Შედგება:.იაჰვისთისა .ელოჰისთისგან. ორივე ძვ. წ. აღ.–ის IX-VIII სს-ის.ასევე მეორე სჯულის
წიგნისა და ,,სამღვდლო კოდექსისგან’’ წყაროების შესახებ თეორია ველჰაუზენს ეკუთვნის.
კასუტო მიიჩნევდა, რომ ბიბლიაში მრავალფეროვნება განპირობებული იყო ებრაელთა
ტრადიციით და არა წყაროების გაერთიანებით 2.წინასწარმეტყველთა წიგნები ძვ. წ. აღ.–ის
VIII-VII სს-ის.მოიცავს: მსაჯულის წიგნებს, სამუელისა და მეფეთა წიგნებს(ისრაელის და
იუდეის) 3.ფსალმუნები,ქებათა ქება,სოლომონის იგავნი,ესთერი იობი,ძვ. წ. აღ.–ის IV-III
საუკუნეებით დათარიღებული.ასევე ეზრასა და ნეემიას წიგნები ძვ.წ V საუკუნის. ძვ. წ. აღ.–
ის II საუკუნეში დაადგინეს ბიბლიის კანონიკური წიგნები. მასორიტები იყვნენ პიროვნებები,
რომლებიც უშლიდნენ ხელს ტექსტების შეცვლას, მასორის მიზანი იყო ასევე ხმოვანთა
ზუსტი წარმოთქმის ტრადიციის დაცვა. ებრაელებმა მიაღწიეს იმას, რომ ბიბლიური
ტექსტების იდენტურობა ჩანდა მათ ხელნაწერებში, რასაც მასორიტული რედაქცია ეწოდა.ახ.
წ. აღ.–ის VI-VII საუკუნეებში შემოიღეს დამატებითი ნიშნები. მასორიტული რედაქცია
შემონახულია ბენ აშერის მიერ (ახ. წ. აღ.–ის X ) ებრაულ ენაზე შექმნილი უძველესი ძეგლია
დებორას ქება, რომელიც ძვ. წ. აღ.–ის XII საუკუნითა.ბაბილონის ტყვეობის დროს დაჩქარდა
ის პროცესი, რომელიც ისრაელის სამეფოს დამოუკიდებლობის უკანასკნელ წლებში დაიწყო,
ეს იყო არამეული ენის, lingua franca-ს გავლენა. ლინგუა ფრანკა - ენის ფუნქციური ტიპი,
რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხთა ურთიერთობის საშუალებად
გარკვეულ რეგიონში. თავდაპირველად lingua franca აღნიშნავდა კონკრეტულ ნარევ
ენას.ამჟამად ტერმინი lingua franca აღნიშნავს ნებისმიერ საურთიერთო საშუალებას
სხვადასხვაენოვანი ხალხისთვის.

19.ებრაული ენის ისტორიული მიმოხილვა ბაბილონის ტყვეობიდან წელთაღრიცხვათა


მიჯნამდე;ახალი წელთაღრიცხვის პერიოდში (რაბინული, შუა საუკუნეების, თანამედროვე);

ბაბილონის ტყვეობის დროიდან შეიმჩნევა არამეულის გავლენა.ბაბილონის ტყვეობის დროს


დაჩქარდა ის პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ ისრაელის სამეფოს დამოუკიდებლობლის
ბოლო წლებში დაიწყო.არამეული ენა ამ დროს lingua franca. ლინგუა ფრანკა- ესაა ენის
ფუნქციური ტიპი, რაც გამოიყენებოდა სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხთა
ურთიერთობის საშუალებად. ამ ენამ უფრო მოგვიანებით შეითვისა ესპანური, ბერძნული
არაბული და თურქული ელემენტები და მე-19 საუკუნემდე გამოიყენებოდა. ძვ. წ. აღ.–ის 538
წელს სპარსელებმა კიროსის მეთაურობით დაამარცხეს მეფე ნაბუქოდონოსორი. მან
ტყვეობაში მყოფი ებრაელები გაათავისუფლა. ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ ამ
დროისთვის უკვე მათი შვილები ლაპარაკობდნენ „არასუფთა“ ებრაულ ენაზე, რომელმაც,
არამეულის ძლიერი გავლენა განიცადა.. სოფლის მოსახლეობაში ებრაული ენა მყარად იყო
დამკვიდრებული. ძვ. წ. აღ.–ის 167–166 წლებში მოხდა აჯანყება სირიულ–ბერძნული
გავლენის წინააღმდეგ და დროებით აღდგა ებრაელთა დამოუკიდებლობა.ოფიციალური
ადმინისტრაციული დოკუმენტებიც იწერება არა არამეულად, არამედ – ებრაულად.
ტერმინით „აპოკრიფით’’აღინიშნება ზოგიერთი იუდაისტური და ადრინდელი
ქრისტიანული წიგნი,რომელიც საეკლესიო კანონში არ შესულა.ეს ტერმინი პირველად
გამოყენებულია IV საუკუნეში რომის პაპის დეკრეტში.ძველი აღთქმის აპოკრიფები თავიდან
70 უნდა ყოფილიყო, ამჟამად 30–მდე ითვლიან.თავის მხრივ, ძველი აღთქმის აპოკრიფების
ორი რიგი გამოიყოფა.პირველი:სოლომონის სიბრძნე,პირველი
ეზრა,ივდითი,ბარუქი,პირველი, მეორე, მესამე მაკაბელთა და ა.შ. მეორე რიგის:ენოქის
წიგნი,ადამის და ევას ცხოვრება, და სხვა.პირველი რიგის აპოკრიფებს არაკანონიკურ წიგნებს
უწოდებენ მეორე რიგისგან გამოსარჩევად.ეს წიგნები სეფტუაგინტას მთარგმნელებმა
თარგმნეს კანონიკურ წიგნებთან ერთად.ძველი აღთქმის ბევრი აპოკრიფი აღმოჩნდა მკვდარი
ზღვის მიდამოებში 1947–65 წლებში. გრანდეს აზრით, ებრაული, როგორც ცოცხალი ენა,
საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იქნა შენარჩუნებული.აპოკრიფული ლიტერატურის
არაერთი წიგნი დაწერილია თვითმყოფადი ებრაული ენით.ბარ კოჰბას აჯანყების პერიოდის
წერილი არის აღმოჩენილი,რომელიც მათაურისთვისაა დაწერილი ებრაული ენით, როგორც
ცოცხალი ენით და არა სალიტერატუროთი, რაც ცვლილებაზე მიგვანიშნებს.

I-III საუკუნეები რაბინული მწერლობის პერიოდია.ეს არის ებრაელი სწავლულების მიერ


შედგენილი ლიტერატურა სამართლის დარგში. ამ დროისთვის ებრაულის ლექსიკა ფართოა,
ასევე ბევრია არამეული, ბერძნული და ლათინური ნასესხები სიტყვები. 66–70 წლებში, ასევე
132–135 წლებში მოხდა ებრაელთა ორი დიდი აჯანყება, რომლებიც რომაელებმა სისხლში
ჩაახშეს. ამის შემდეგ უფრო ჩრთილოეთით გადაინაცვლეს და გალილეაში დასახლდნენ.
აქედან მოყოლებული ებრაული მხოლოდ ღვთისმსახურების ენა იყო. რომაელთა მიერ
იერუსალიმის დანგრევის (ახ. წ. აღ.–ის 70 წ.) შემდეგ ებრაულ ენაზე შაიქმნა რამდენიმე
მნიშვნელოვანი ძეგლი. Მიშნა იყო იურიდიული კანონების კრებული.ახ. წ. აღ.–ის
დაახლოებით 200 წლისათვის წერილობითი სახით იაჰუდა ჰანასის მიერ გაფორმდა.ასევე
მოგვეპოვება სხვა მრავალიი კოდექსი. მათი ენა ძალიან მწირი და მშრალია.მიშნასთან ერთად
გვხვდება გემარა, რომლებსაც ერთად თალმუდი უწოდეს.არსებობს ბაბილონის
თალმუდი,რომელიც ახ. წ. აღ.–ის V საუკუნის ბოლოს ჩაიწერა, ასევე იერუსალიმის ახ. წ. აღ.–
ის IV საუკუნით დათარიღებული. შუა საუკუნეების პერიოდი მოიცავს X-XV საუკუნეებს.
იბერიის ნ/კ-ზე ებრაელებმა შექმნეს საინტერესო ლიტერატურა, განსაკუთრებით გამოირჩევა
პოეზია, რომელიც ჯემალ აჯიაშვილმა გვითარგმნა.არაბების გატაცების მანიშნებელია შუა
საუკუნეების ებრაული მემკვიდრეობა. თანამედროვე ებრაული ენის აღორძინება
უკავშირდება განმანათლებლობას ევროპაში((XVIII ).ამ დროიდან გავრცელდა იუდაურ–
გერმანული ჟარგონი ანუ იდიში, რომელიც ინდოევროპულ ოჯახს მიეკუთვნება და
ნაკლებად აქვს კავშირი ებრაულთან. XIX საუკუნეშივე დაიწყო სიონისტური მოძრაობა, რაც
გულისხმობდა ებრაელთა დაბრუნებას პალესტინაში.ბენ იაჰუდამ შექმნა ებრაული ენის
ლექსიკონი. ებრაულ ენას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა პალესტინაში,სადაც ბავშვებსაც კი
ასწავლიდნენ ამ ენას.ეს კი ,რა თქმა უნდა, წინაპირობა იყო ამ ენის გაცოცხლებისა.1922 წელს
ბრიტანეთმა ებრაული აღიარა ოფიციალური ენად(ინგლისურსა და არაბულთან
ერთად).1948 წელს შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო,სადაც ოფიციალური ენა გახდა ებრაული.

20.წერეთლის სტატია ,,ქართულ ებრაული ურთიერთობები მთავარი არსი

ქართველებისა და ებრაელთა ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის ამის შესახებ


საკმაოდ აქტიურად შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისტორიულ არტეფაქტებსა და
წერილბით ძეგლებზე დაყრდნობით. მაგალითად გასული საუკუნის 1992 წელს
მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი იქნა სამარხი ქალისა. საფლავში
იყო ოქროს ფირფიტა „ამულეტი“ რომელზეც ებრაული ანბანით შესრულებული
წარწერაა თუმცა ენა არამეულია. ისტორიკოსები მას ებრაულ არამეულად
მოიხსენიებენ.ეს სამარხი 5 საუკუნით თარიღდება. ასევე აღმოჩენილია ამავე და
შედარებით ადრინდელი პერიოდის ებრაული სამარხები რომელთა მკვიდრნიც
ებრაელები არიან. ესენი ადრინდელი პერიოდის ებრაული სასაფლაოებია. ასევე
მნიშვნელოვანია დასავლეთ საქართველოში ლეჩხუმში აღმოჩენილი მოსეს
ხუთწიგნეული რომელიც 10-11 საუკუნით თარიღდება. ზოგადად ცნობილია რომ
ებრაელთა განსახლება ქართლიდან აქტიურად მოხდა დასავლეთ საქართველოშიც
ქუთაისში, ვანში, სამტრედიასა და შავი ზღვის ქალაქებში.
როდესაც ვსაუბრობთ ებრაელთა საქართველოს ტერიტორიაზე მიგრაციის შესახებ ამ
ფაქტთან დაკავშირებით ცნობებს გვაწვდის ლეონტი მროველი ქართლის ცხოვრებაში.
თვითონ ავტორიც 2 ვერსიას ასახელებს. ერთი ძვ.წ 6 საუკუნეს ან ძვ.წ 2 საუკუნეს.
იმის გამო რომ ეს ისტორიული ძეგლი საკმაოდ გვიანაა დაწერილი იმ ფაქტიდან
რომელზეც ის საუბრობს ამ ინფორმაციას ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ. ძვ.წ 6
საუკუნეში როდესაც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი დაანგრია და ებრაელები
გადაასახლა თავის იმპერიაში ამ მიგრაციის დროს ებრაელები მოედნენ მთელ
მსოფლიოს და ერთ-ერთი ვარაუდით სწორედ ასე აღმოჩნდნენ პირველად
ქართლში.გაცილებით უფრო სარწმუნო ვარიანტად ითვლება მცხეთაში შემოსვლა ახ.წ
1 საუკუნეში როდესაც რომაელებმა იერუსალიმი დაანგრიეს და ურიათა აჯანყება
ჩაახშვეს.

2) რაც შეეხება ებრაელთა მიგრაციის ტალღებს ყოველი მათგანის დადგენა შეუძლებელია


თუმცა ცხადია რომ ისინი ნელ-ნელა დასავლეთისკენ მიიწევდნე რაც გავრცელებული
ვარაუდის თანახმად ქართლში მათი ბაგინების გაქრისტიანებით იყო გამოწვეული

3)საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულ ებრაეებს საშუალება ქონდათ საკუთარი


სალოცავები სინაგოგები(ბაგინები) შეექმნათ გავრცელებუი მოსაზრებით „ბაგინეთად“
არმაზციხე მოიხსენიება. მისისამიფენაგამოიყოფა: უძველესი, შუადაახალიფენა. ბაგინეთის
არქეოლოგიური გათხრების თანახმად უძველესი ფენა ძვ.წ 4 საუკუნისაა რაც ნიშნავს რომ
ამაზე ადრე აქ ებრაელები ვერ იქნებოდნენ.

4) რაც შეეხება ებრაელთა მეტყველებასა და ასიმილაციას საქართველოში დასახლებულ


ებრაელთა პირველი ნაკადი(ძვ.წ 6ს) თავდაპირველად სუფთა ებრაულზე ისაუბრებდა
რადგან ამ პერიოდში პალესტინაში სწორედ ის ჭარბობდა თუმცა ადგილობრივ
მოსახლეობაშტან სასაუბროდ მათ მოუწევდათ ქართულის გამოყენება. აღსანიშნავია ასევე
ებრაული გვარები და სახელები რომლებიც ქართულს გავს თუმცა ქართველისთვის
ადვილად ამოსაცნობია თუმცა უცხო თვალისთვის სრულიად გაურჩეველი.

5)რაც შეეხება ებრაელთა მიგრაციის მეორე ნაკადს(ძვ.წ 2 საუკუნე) . ამ პერიოდში


პალესტინის ტერიტორიაზე არამეულის პალესტინური დიალექტია გავრცელებული
ებრაული კი მხოლოდ სწავლულთა და რაბინთა ენად აღიქმებოდა. ამიტომაც ამ პერიოდში
მიგრირებულმა ებრაელებმა არ იცოდნენ მშობლიური ენა. ქართველთა შორის იზლაციაში
აღმოჩენილმა ებრაელებმა სწრაფად აითვისეს ქართული ენა და კულტურა.

6)საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამდე იუდაიზმი ერთადერთი მონოთეისტური


რელიგია იყო ასე რომ შესაძლოა ადგილობრივ მოსახლეობას მიეღო კიდეც ის. თუმცა მსგავს
ამბავს არ აღწერენ გადმოცემები. სამაგიეროდ მოქცევაი ქართლისაიში მოხსენიებულია
ებრაელი მღვდელი რომელიც გაქრისტიანდა. მსგავსი შემთხვევები უფრო გვიანაც 17
საუკუნეშიც ხდებოდა. ასევე ისლამსაც იღებდნენ.

7) ებრაულ ბიბლიაში გვხვდება მხოლოდ ქართული ტომების „მესხების“ მოხსენიება. რაც


შეეხება ქართველს მის შესატყვისად მოიაზრება „გურკ“ რაც საერთო სემიტურ იდეას
ემთხვევა, მაგალითად არაბულში „გურჯ“. რეალურად ამ ტერმინთა დღისწერსრიგი
მხოლოდ თანამედროვე ეპოქაში ისრაელის სახელმწიფოს აღდგენის შემდეგ დადგა. რაც
შეეხება ქართულ შესატყვისებს ებრაელებისთვის ესენი იყო:ჰურია, ისრაელიტი, ებრაელი.

8)ისრაელის სახელმწიფოს აღდგენის შემდგომ აქტიურად გამოიყენება საქართველოს მიმართ


რუსული და ევროპული ტერმინები რაც მკვლევართა თქმით არასწორია და ეს ტერმინები
უნდა დაეფუძნოს ებრაულ და ზოგადად სემიტთათვის დამახასიათებელ სალიტერატურო
ტრადიციას.

9)ებრაელებმა ორ სარბიელზე მოახერხესგავლენის მოხდენა ქართველებზე. პირველი ესაა


ისტორიული მრავალ საუკუნოვანი თანაცხოვრებისა და უღთიერთობის მეშვეობით
რომელიც სხვადასხვა ცნობით 26-20 საუკუნეს ითვლის. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი კი
ქრისტიანობის მეშვეობით და უფრო ზუსტად ბიბლიის ქართული თარგმანების მეშვეობით
რასაც მოწმობს ამ თარგმანებში ქართულისთვის არა დამახასიათებელი შორისდებულების
გამოყენება და წინადადებათა წყობაც ებრაული ხოლმე.სწორედ ეს მიუთითებს ებრაიზმების
გავრცელებაზე

წერეთლის სტატია II ნაწილი

10)ებრაიზმების კიდევ ერთი მაგალითია ცოცხალ მეტყველებაში გავრცელებული ცალკეული


ებრაული სიტყვები რომლებიც თავიდან ებრაელთა ყოველდღიურ მეტყველებაში
გამოიყენებოდა თუმცა მოგვიანებით ახალგაზრდებმა აიტაცეს და ე.წ ჟარგონებად აქციეს.
დღესდღეობით ეს სიტყვები ნელნელა ხმარებიდან გადადის. მაგ:განაბი“(ქურდი)
11) საქართველოში აღმოჩეილმა ებრაელებმა ყოველდღიურ ენად დაივიწყეს ებრაულიც
ადა არამეულიც. მათ ყოველდღიუდ დედაენად იქცა ქართული. თუმცა ებრაული დარჩა
როგორც ღვთისმასხურების ენა და სწორედ ქართველ ებრაელებს შორის მოხდა
ბიბლიისთვის დამახასიათებელი წარმოთქმის შენარჩუნება.

12)26 საუკუნის განმავლობაში საქართველოში მცხოვრებ ებრაელთათვის დედაენად


ქართული ითვლება ხოლო მიგრირების შემდგომ უწევთ აქტიურად ებრაულის შესწავლა.
თუკი მიგრირებამდე შეისწავლან მაინც მათი ცოდნა ჩვეულ უცხო ენის ცოდნას ვერ ცდება.
გამონაკლისს წარმოადგენენ იქ დაბადებული ან ადრინდელ ასაკში მიგრირებული ბავშვები.
თუმცა რეალურად ასეთ შემთხვევაშიც ძირითადად მაინც რჩება ქართული ე.წ „საშინაო
ენად“ რომელზეც ოჯახში საუბრობენ. რეალურად არის ტენდენცია რმ მომავალში
ებრაელებში გავრცელებული ეს ქართული ენა გაქრება რამდეადაც ახალი თაობა მასში
ინტერეს ნაკლებად გამოიჩენს ვიდრე გერმანულსა თუ მაგალითად ფრანგულში. ასევე
ქართველ ებრაელთა მეტყველებაში ჭარბად შეიჭრა ებრაიზმები და ებრაული ტოპონიური
სახელები რაც მოსალოდნელიც იყო. რეალურად ქართული პრესსა და ბიბლიის ბეჭდვა ასევე
ქართული ანსამბლების არსებობა ხელს უწყობს ისრაელში ქართული ელემენტის
გაძლიერებას.

13) საქართველოში ებრაული ენის შესწავლის ინტერესი 2 მა ფაქტორმა გააღვიძა. ირველი ეს


არის ბიბლიის ენის ორიგინალი ცოდანა რაც განპირობებულია მისი მნიშვნელობით
მსოფლიოსა და ქრისტიანულ თუ ქართლ ისტორიაში. მეორე მიზეზად კი შეილება
ჩათვალოს თანამედროვე ვითარება ისრაელის აღდეგენა და იქ ქართველ ებრაეთა
დაბრუნება. ამ ვითარებაში ებრაული ენის შესწავლა დაგვეხმარება ქართულ ებრაული
ურთიერთობებისა და კულტურის შემდგომ გაღრმავებას.

21.ძველი არამეული დასავლურ არამეული

არამეული ენა არამეული საკმაოდ მრავალფეროვან და ფართოდ გავრცელებულ ქვეჯგუფს


ქმნის ჩრდილო–დასავლურ სემიტურში. პირველად ფიქსირებულია რა ძვ. წ. აღ.–ის I
ათასწლეულის დასაწყისში, იგი დღესაც არსებობს, როგორც სალაპარაკო ენა. არამეული ენის
ისტორიაში განირჩევა უძველესი ფაზა, რომელიც ძვ. წ. აღ.–ის I საუკუნემდე გრძელდება.
შემდგომ კი გვაქვს ორი განშტოება – დასავლური (რომელიც ძველი არამეულის უფრო
სწორხაზოვანი გაგრძელებაა) და აღმოსავლური. ზოგიერთი მკვლევარი ასეთ განყოფას
მიაკუთვნებს ახ. წ. აღ.–ის II-III საუკუნეებს. მათი აზრით, ძველ არამეულშივე ერთიანდება
ნაბატეური და პალმირული. ჩვენს ლექციაში ეს უკანასკნელნი ექვემდებარება დასავლურ
არამეულს. ძველი არამეული- ძველი არამეული (თავისი დიალექტური ვარიანტებითურთ)
არის ენა უძველესი წარწერებისა დამასკოდან, ჰამადან, არფადიდან, შამ’ალიდან,
ასურეთიდან. ეს წარწერები თარიღდება ძვ. წ. აღ.–ის X-VIII საუკუნეებით. შემდგომ
გამოიყოფა კლასიკური ანუ საიმპერიო არამეული, რომელიც გავრცელებული იყო ასურეთში,
ბაბილონსა და სპარსეთის იმპერიაში (ძვ. წ. აღ.–ის VII-IV საუკუნეებში). არამეული ენის ეს
ტიპი უფრო მოგვიანებითაც განაგრძობდა არსებობას, ამას ადასტურებს ეპიგრაფიკული
წარწერები მესოპოტამიიდან, აგრეთვე საკუთარი სახელები, სიტყვები და კონსტრუქციები
ახალ ბაბილონურში. ანალოგიური მასალა გვაქვს ინდოეთიდან, ანატოლიიდან,
არაბეთიდან,ეგვიპტიდან. კლასიკური, ანუ საიმპერიო არამეული წარმოდგენილია აგრეთვე
ბიბლიის გარკვეულ წიგნებში, რაზეც უკვე ვისაუბრეთ ებრაულ ენაზე მსჯელობისას. ესაა ე.
წ. „ბიბლიის არამეული“. მოიცავს დაახლოებით ძვ. წ. აღ.–ის V-II საუკუნეებს. დასავლეთ
არამეული- აქ პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ნაბატეური, რომელიც, მეცნიერთა დიდი
ნაწილის აზრით, ეთნიკურად არაბული მოსახლეობის ენას წარმოადგენდა. ძველი არამეული
არის ენა უძველესი წარწერებისა დამასკოდან, ჰამადან, არფადიდან, რომლებიც
თარიღდებიან ძვ.წ. X-VIIს-ით. შემდეგ გამოიყოფა კლადიკური ანუ საიმპერიო არამეული,
რომელიც გავრცელებული იყო ასურეთში, ბაბილონში, სპარსეთში. კლასიკური ბაბილონური
წარმოდგენილია ბიბლიის წიგნებში.

დასავლური არამეულიდან უნდა აღვნიშნოთ ნაბატეური, რომელიც არაბი მოსახლეობის ენას


წარმოადგენს. ნაბატეველთა სახელმწიფო არსებობდა ძვ.წ. აღ-ის I საუკუნიდან ახ.წ. აღ-ის III
საუკუნემდე. სირიელებსა და ერაყელებს შორის გავრცელებულია აზრი, რომ ნაბატეველნი
არამეელნი იყვნენ. ნაბატეველების, როგორც ცალკე ჯგუფის იდენტიფიკაცია ხერხდება ძვ.წ.
IVს-დან, როდესაც ისინი სამხ. იორდანიაში დამკვიდრდნენ. ისინი საკუთარ თავს ნაბათეს
უწოდებდნენ. ამ ხალხის კულტურული ცენტრი იყო ქ. პეტრა. ნაბატეველნი ასევე სირიაშიც
განსახლდნენ, ისრაელშიც, არაბეთშიც. მაფ დაარსეს სამეფო, რომელიც 106 წელს რომაელებმა
დაიპყრეს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ძეგლები, რომლებიც
შესრულებულია ნაბატეური დამწერლობით, რომელიც არამეულის განშტოებას
წარმოადგენს.ამასთანავე, არამეული ენა, რომელიც ნაბატეურ ძეგლებში დასტურდება,
მართალია, დიდად არაა დაცილებული საიმპერიო არამეულს, მაგრამ მაინც ცხადია, რომ
მასზე ზეგავლენა მოუხდენია არაბული ენის იმ დიალექტს, რომელიც საკმაოდ ახლოსაა
კლასიკურ არაბულთან. სწორედ ამიტომაა ნაბატეური ძეგლები და მათში გამოვლენილი
არაბული სუბსტრატი ესოდენ მნიშვნელოვანი პროტოარაბულის შესასწავლად.მკვლევარები
მიიჩნევენ, რომ ნაბატეველნი არ განეკუთვნებოდნენ არაბ ტომთა იმ ჯგუფს, რომლის
მეტყველებაც საფუძვლად დაედო კლასიკურ არაბულს. ნაბატეურ ძეგლებში გამოვლენილ
არაბულ სუბსტრატში ჩანს, რომ ბრუნვის დაბოლოებებს უკვე დაკარგული აქვს ფუნქცია.
ნაბატეველები საკუთარ თავს უწოდებდნენ ნაბათესა და შალამეს ტომის წარმომადგენლებს.
ისინი თაყვანს ცემდნენ ჰუბალსა და ალათს. მათი მთავარი ღვთაება იყო დუშარა. ისინი
იყვნენ მომთაბარეები. ნაბატეველები არაბები იყვნენ და არაბულად საუბრობდნენ.
არამეულს ფორმალური მიზნებისთვის იყენებდნენ. არაბული გავრცელებული იყო
პალმირის სახელმწიფოში, რომელიც ძვ.წ. I ათასწ. IIIს-ში არსებობდა. ამავე პერიოდისაა
აგრეთვე მცხეთის არამეული წარწერები, რომლებიც შესრულებულია არმაზული
დამწერლობით. ამ ანბანით არის ნაწერი არმაზის ბილინგვა, მცხეთის არქეოლოგიური
გათხრების დროს მოპოვებული ორენოვანი ეპიტაფია, რომლის ერთი ტექსტი ბერძნულადაა,
მეორე – არამეულად. წარწერა ნაპოვნია არმაზისხევში 1940 წლის 25 ნოემბერს. ტექსტი
ამოშიფრა გიორგი წერეთელმა (1941 წ.).არმაზის ბილინგვის აღმოჩენამ და ამოშიფვრამ
ნათელი მოჰფინა პირველი საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური და კულტურული
ისტორიის ბევრს საკითხს. წარწერაში მოხსენიებულნი არიან II საუკუნის იბერიის
(ქართლის) სახელმწიფოს მეთაყრნი და თანამდებობის პირები.

22.დასავლურ არამეული, აღმოსავლურ არამეული

არამეული ენა არამეული საკმაოდ მრავალფეროვან და ფართოდ გავრცელებულ ქვეჯგუფს


ქმნის ჩრდილო–დასავლურ სემიტურში. პირველად ფიქსირებულია რა ძვ. წ. აღ.–ის I
ათასწლეულის დასაწყისში, იგი დღესაც არსებობს, როგორც სალაპარაკო ენა. არამეული ენის
ისტორიაში განირჩევა უძველესი ფაზა, რომელიც ძვ. წ. აღ.–ის I საუკუნემდე გრძელდება.
შემდგომ კი გვაქვს ორი განშტოება – დასავლური (რომელიც ძველი არამეულის უფრო
სწორხაზოვანი გაგრძელებაა) და აღმოსავლური. ზოგიერთი მკვლევარი ასეთ განყოფას
მიაკუთვნებს ახ. წ. აღ.–ის II-III საუკუნეებს. მათი აზრით, ძველ არამეულშივე ერთიანდება
ნაბატეური და პალმირული. ჩვენს ლექციაში ეს უკანასკნელნი ექვემდებარება დასავლურ
არამეულს.

დასავლეთ არამეული- აქ პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ნაბატეური, რომელიც, მეცნიერთა


დიდი ნაწილის აზრით, ეთნიკურად არაბული მოსახლეობის ენას წარმოადგენდა. ძველი
არამეული არის ენა უძველესი წარწერებისა დამასკოდან, ჰამადან, არფადიდან, რომლებიც
თარიღდებიან ძვ.წ. X-VIIს-ით. შემდეგ გამოიყოფა კლადიკური ანუ საიმპერიო არამეული,
რომელიც გავრცელებული იყო ასურეთში, ბაბილონში, სპარსეთში. კლასიკური ბაბილონური
წარმოდგენილია ბიბლიის წიგნებში. დასავლური არამეულიდან უნდა აღვნიშნოთ
ნაბატეური, რომელიც არაბი მოსახლეობის ენას წარმოადგენს. ნაბატეველთა სახელმწიფო
არსებობდა ძვ.წ. აღ-ის I საუკუნიდან ახ.წ. აღ-ის III საუკუნემდე. სირიელებსა და ერაყელებს
შორის გავრცელებულია აზრი, რომ ნაბატეველნი არამეელნი იყვნენ. ნაბატეველების,
როგორც ცალკე ჯგუფის იდენტიფიკაცია ხერხდება ძვ.წ. IVს-დან, როდესაც ისინი სამხ.
იორდანიაში დამკვიდრდნენ. ისინი საკუთარ თავს ნაბათეს უწოდებდნენ. ამ ხალხის
კულტურული ცენტრი იყო ქ. პეტრა. ნაბატეველნი ასევე სირიაშიც განსახლდნენ,
ისრაელშიც, არაბეთშიც. მაფ დაარსეს სამეფო, რომელიც 106 წელს რომაელებმა დაიპყრეს.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ძეგლები, რომლებიც შესრულებულია
ნაბატეური დამწერლობით, რომელიც არამეულის განშტოებას წარმოადგენს.ამასთანავე,
არამეული ენა, რომელიც ნაბატეურ ძეგლებში დასტურდება, მართალია, დიდად არაა
დაცილებული საიმპერიო არამეულს, მაგრამ მაინც ცხადია, რომ მასზე ზეგავლენა
მოუხდენია არაბული ენის იმ დიალექტს, რომელიც საკმაოდ ახლოსაა კლასიკურ
არაბულთან. სწორედ ამიტომაა ნაბატეური ძეგლები და მათში გამოვლენილი არაბული
სუბსტრატი ესოდენ მნიშვნელოვანი პროტოარაბულის შესასწავლად.მკვლევარები
მიიჩნევენ, რომ ნაბატეველნი არ განეკუთვნებოდნენ არაბ ტომთა იმ ჯგუფს, რომლის
მეტყველებაც საფუძვლად დაედო კლასიკურ არაბულს. ნაბატეურ ძეგლებში გამოვლენილ
არაბულ სუბსტრატში ჩანს, რომ ბრუნვის დაბოლოებებს უკვე დაკარგული აქვს ფუნქცია.
ნაბატეველები საკუთარ თავს უწოდებდნენ ნაბათესა და შალამეს ტომის წარმომადგენლებს.
ისინი თაყვანს ცემდნენ ჰუბალსა და ალათს. მათი მთავარი ღვთაება იყო დუშარა. ისინი
იყვნენ მომთაბარეები. ნაბატეველები არაბები იყვნენ და არაბულად საუბრობდნენ.
არამეულს ფორმალური მიზნებისთვის იყენებდნენ. არაბული გავრცელებული იყო
პალმირის სახელმწიფოში, რომელიც ძვ.წ. I ათასწ. IIIს-ში არსებობდა. ამავე პერიოდისაა
აგრეთვე მცხეთის არამეული წარწერები, რომლებიც შესრულებულია არმაზული
დამწერლობით. ამ ანბანით არის ნაწერი არმაზის ბილინგვა, მცხეთის არქეოლოგიური
გათხრების დროს მოპოვებული ორენოვანი ეპიტაფია, რომლის ერთი ტექსტი ბერძნულადაა,
მეორე – არამეულად. წარწერა ნაპოვნია არმაზისხევში 1940 წლის 25 ნოემბერს. ტექსტი
ამოშიფრა გიორგი წერეთელმა (1941 წ.).არმაზის ბილინგვის აღმოჩენამ და ამოშიფვრამ
ნათელი მოჰფინა პირველი საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური და კულტურული
ისტორიის ბევრს საკითხს. წარწერაში მოხსენიებულნი არიან II საუკუნის იბერიის
(ქართლის) სახელმწიფოს მეთაყრნი და თანამდებობის პირები.

აღმოსავლური არამეული -აქ პირველ რიგში უნდა დავასახელოთ სირიული ენა, რომლის
ცენტრი იყო ქ. ედესაში. ამ ენაზე შეიქმნა მდიდარი ქრისტიანული ლიტერატურა. არსებობს
სამი სირიული ანბანი – ესტრანგელო, იაკობიტური და ნესტორიანული. VIII საუკუნეში
სირია– მესოპოტამია არაბებმა დაიპყრეს, სულ მალე მოსახლეობაში დამკვიდრდა არაბული
ენა, ხოლო სირიულმა კლასიკური ფორმით იარსება XIV საუკუნემდე. ის საეკლესიო
ლიტერატურის ენა იყო. ახლო აღმოსავლეთში არსებულ სამონასტრო ცენტრებში
სირიელებსა და ქართველებს შორის იყო ლიტერატურული კონტაქტები. VI საუკუნეში
საქართველოში მოდის ცამეტი ასურელი მამა. ივარაუდებოდა, რომ ქართული ბიბლიის
ძველ თარგმანებში წყაროდ სირიული ყექსტებიც უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებული, თუმცა
ეს საბოლოოდ არ დადასტურდა. უახლესი გამოკვლევები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ
ბიბლია ქართულად ბერძნულიდანაა ნათარგმნი. აღმოსავლურ განშტოებას ეკუთვნის
აგრეთვე ბაბილონის არამეული. ესაა ბაბილონში მცხოვრები ებრაელების სამეტყველო ენა,
წარმოდგენილი ბაბილონურ თალმუდში (ახ. წ. აღ.–ის IV-VI სს.), აგრეთვე V-VI საუკუნეთ
ზოგიერთ ტექსტში. აღმოსავლური არამეულის თანამედროვე დიალექტები გავრცელებულია
ირანის ტერიტორიაზე, ურმიის ტბის აუზში, ასევე ერაყში, ქ. მოსულის მახლობლად.
აღმოსავლურ არამეულ დიალექტებზე მოსაუბრე დიასპორებს ვხედავთ საქართველოში,
რუსეთში, ასევე ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიაში. თანამედროვე არამეული დიალექტების
შესწავლაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართველ სემიტოლოგს,
კონსტანტინე წერეთელს.

23. . არამეული დამწერლობა, მისი შემდგომი განვითარება სემიტურ სამყაროში და მის


ფარგლებს გარეთ.

.არაბეთის უნაყოფო სტეპები და ასევე წყლის მცირე მარაგი სემიტების მიგრაციების მიზეზი
გახდა. მიგრაცია ორი მიმართულებით მოხდა ჩრდილო-აღმოსავლეთით და
ჩრდილოდასავლეთით. ძვ. წ. აღ.–ის II ათასწლეულში სამხრეთიდან და სამხრეთ–
დასავლეთიდან დაიწყო სემიტთა კიდევ ერთი დიდი მიგრაცია, ეს ძალიან მასშტაბური
პროცესი იყო. ახლად გამოჩენილი მომთაბარე სემიტები არამეელები იყვნენ.
თავდაპირველად ისინი სირიაში შეიჭრნენ, იქიდან კი – მესოპოტამიაში. არამეული
ელემენტი თანდათანობით ძლიერდებოდა, ამიტომაც არამეელებთან ასიმილაციის შედეგად
პრაქტიკულად გადაშენდნენ მმართველ სახელმწიფოებში მცხოვრები ეთნოსები. არამეული
ენა უაღრესად სიცოცხლისუნარიანი და მძლავრი აღმოჩნდა. ფაქტობრივად წინა აზიის
ხალხთაგან მხოლოდ არამეელებმა და სპარსელებმა შეინარჩუნეს თავიანთი ენები დღემდე
და მათი განვითარება არ წყდებოდა, განსხვავებით ებრაულისაგან. არამეელთა მიგრაცია
ძალიან მშვიდი ხასიათის იყო. მოგვიანებით არამეული ენა ორ დიალექტად დაიყო, ესენია:
დასავლური, ანუ სირიული, და აღმოსავლური, ანუ მესოპოტამიური. არამეელთა უძველესი
მასალა მოიპოვება მესოპოტამიაშიც. არაბული ენა თანდათან ხმარებიდან განიდევნა არაბთ
მიგრაციების შედეგად,რადგანაც მათი ენა ძალიან დიდ გავლენას ახდენდა. დღესდღეობით
არამეულად მოსაუბრე მოსახლეობა მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი დამასკოს
მახლობლად მდებარე სამ სოფელში – მალულაში,ჯუბადინსა და ბახაში. (აქ არამეულ
დამწერლობაზე შეგვიძლია ნაბატეელი ხალხი ვახსენოთ და აღარ გადმოვწერ :დდ ).
მოცემულ პერიოდში მეორე არამეული ცენტრი იყო ქალაქ პალმირაში. უძველესი ძეგლები
თარიღდება ძვ. წ. აღ.–ის IX საუკუნით და ნაპოვნია უშუალოდ პალმირაში. რაც შეეხება
უფრო მოგვიანო წარწერებს, ისინი აღმოჩენილია ჩრდილოეთ აფრიკაში, იტალიაში,
უნგრეთში, რუმინეთში და ინგლისშიც კი. შევეხოთ სპარსეთის იმპერიასაც რადგანაც მათ
დახმარება არამეელებმა გაუწიეს. სწორედ მათ შეიტანეს ირანში არამეული დამწერლობა.
სპარსულ–არამეული დამწერლობა გარკვეულწილად განსხვავდებოდა საკუთრივ
არამეულისაგან. სპარსულ–არამეული დამწერლობის პირდაპირი მემკვიდრეა ფეჰლევი.
აქემენიანთა ზეობის ხანაში არამეული დამწელობა გავრცელდა შუა აზიაშიც, დღევანდელ
ავღანეთსა და თურქესტანში. ცალკე უნდა შევეხოთ მანდეურს. არამეული დამწერლობა
ყველაზე ხანგრძლივად შეინარჩუნეს მანდეველებმა. ისინი ასევე ცნობილნი არიან, როგორც
იოანეს ქრისტიანები. მანდეველი მღვდლების ხელში არამეულმა დამწერლობამ იმდენად
დიდი ცვლილება განიცადა, რომ ერთი შეხედვით შეუძლებელიც კია მისი წარმომავლობის
დანახვა. ის უკვე დაშორებული იყო სირიულ-არამეულისგან, დღესდღეობით მანდაველები
არამულად საუბრობენ. არამეულიდან განვითარებული დამწერლობა აღმოჩნდა ციმბირშიც.
არამეული ანბანიდან უშუალოდ აღმოცენდა სამხრეთინდური დამწერლობა ვატელუტუ. ის
არ განვითარებულა სპარსულ– არამეულის რომელიმე მოდიფიცირებული სახეობიდან,
არამედ მისი სწორხაზოვანი გაგრძელებაა. არამეულის უძველესი სახეობიდან, რომელიც ჯერ
კიდევ ძალიან ახლოს იდგა ფინიკიურთან, აღმოცენდა ებრაული კვადრატული დამწერლობა.
ის გამოიყენებოდა უფრო მეტად ხელნაწერებში, მაგალითად, ძველი აღთქმის
წიგნებისათვის. ეპიგრაფიკული ძეგლები შესრულებულია დასავლურსემიტური ანბანის
უფრო ადრეული სახეობით. კვადრატული დამწერლობის შემდგომ განვითარებას
წარმოადგენს ებრაული დამწერლობა, რომელსაც თალმუდში ვხედავთ. დაბოლოს, არამეულ
ანბანზე და მისგან განვითარებულ სისტემებზე საუბრისას უნდა შევეხოთ საშუალ არამეულს
(სირიულს), რომელსაც მნიშვნელოვანი ნაირსახეობები ჰქონდა და, თავის მხრივ, დასაბამი
მისცა რამდენიმე ანბანს. ქალაქი ედესა ჯერ კიდევ რომაულ პერიოდში იყო არამეული
კულტურის მეტროპოლია. იქ ასევე აღმოცენდა არამეული დამწერლობის სახეობა, რომელიც
ცნობილია, როგორც სირიული. ის პირველი ქრისტიანების ანბანი იყო. ადრეული სირიული
წარმართული წარწერები ძალიან ცოტა შემოგვრჩა, მათგან უძველესია დედოფალი სადანის
წარწერა. III საუკუნეში ბიბლია ითარგმნა არამეულად. არამეული დამწერლობა, რომელმაც
ათასწლეულების განმავლობაში იარსება, უაღრესად დიდი მნიშვნელობისა იყო. ის
უზარმაზარ ტერიტორიაზე გავრცელდა და დასაბამი მისცა მრავალ ანბანს. არამეული
საკმაოდ დიდხანს დომინირებდა, მაგრამ არაბთა დაპყრობითი ომებისა და ისლამის
გავრცელების შედეგად პრიორიტეტი მოიპოვა არაბულმა ანბანმა. განსაკუთრებით
საინტერესო განშტოება იყო ქუფური. ეს არის კუთხოვანი, ფართო, ორნამენტული
დამწერლობა. გამოიყენებოდა წარწერებში. ოფიციალურად იქნა შემოღებული არაბთა მიერ
წინასწარმეტყველი მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ. არაბული ანბანი 28 ასოსაგან
შედგება. ისინი მხოლოდ თანხმოვნებსა და ნახევარხმოვნებს გამოხატავენ. ისევე, როგორც
სირიულში, არაბულშიც ასოს ოთხგვარი მოხაზულობა აქვს: ცალკე მდგომი, სიტყვის თავში,
შუაში ან ბოლოში. არაბთა ექსპანსიას შედეგად მოჰყვა არაბული ენის გავრცელება
დაპყრობილ ტერიტორიებზე. სირია– მესოპოტამიაში, პალესტინაში, ჩრდილო–დასავლეთ
აფრიკასა და სამხრეთი ევროპის გარკვეულ რეგიონებში არაბული იქცა მოსახლეობის
მშობლიურ ენად. არაბული დამწერლობის ასეთი განვითარება გამოიწვია, ერთი მხრივ, იმ
ფაქტმა, რომ ის მრავალმა ხალხმა აითვისა ძალიან დიდ ტერიტორიაზე, მეორე მხრივ,
განსაკუთრებული როლი ითამაშა ისლამის მიერ ადამიანის გამოსახვის აკრძალვამ. სწორედ
ამის გამო მუსლიმი ხელოვანნი ორნამენტებს ქმნიდნენ არა მხოლოდ მცენარეების,
ყვავილებისა და სხვადასხვაგვარი ფიგურების მეშვეობით, არამედ თვით არაბული ანბანის
სტილიზებული ფორმებით. სწორედ ასე შეიქმნა არაბული ანბანის მრავალი ულამაზესი
კალიგრაფიული ორნამენტული სახეობა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ანალოგიური რამ
ასეთი ფართო მასშტაბით არ დასტურდება არც ერთი სხვა დამწერლობის მაგალითზე.
დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ არაბულმა ანბანმა განსაკუთრებული ნაირსახეობა მოგვცა
ქრისტიან არაბთა შორის. ქრისტიანული არაბული ხელნაწერები გადანუსხულია ისეთი
კალიგრაფიით, რომელშიც საგრძნობია სირიულის ძლიერი ზეგავლენა.

24.ჯ. გრინფილდის სტატიის ,, არამეული ენა აქმენიანთა იმპერიაში’’ მთავარი არსი

თავად გრინფილდი გამოჩენილი აღმოსავლეთმცოდნე,სემიტოლოგი და იერუსალიმის


ებრაული უნივერსიტეტის პროფესორია. მისი შრომები ეძღვნება სემიტური ენების ანალიზს.
მის შრომათა მნიშვნელოვან ნაწილს არამეისტული შტუდიები შეადგენს,რომელშიც
წარმოდგენილია უძველესი,ძველი, ,,იმპერიული არამეულის’’ და საშუალო არამეულის
კვლევის საკითხები. მისი სტატიებიდან დიდ ცნობებს ვიღებთ არამეულთან დაკავშირებით.
არამეული ფართოდ იყო დამკვიდრებული აქემენიანთა იმპერიაში და ზოგი მკვლევრის
აზრით ეს დარიოს1-ის მოღვაწეობის შედეგი იყო,თუმცა ამას ეწინააღმდეგება არამეულის
მნიშვნელოვანი როლი წინარე პერიოდებში. ყველაზე ადრეული არამეული წარწერა ახლახან
აღმოაჩინეს თელ ფახარიაში,სირიაში. არამეული მინაწერები დასტურდება ფირფიტებზე,
რომლებზეც სოლისებრი დამწერლობით შესრულებული ტექსტებია, ხოლო არამეული
იუდაური ძეგლები- სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე აღმოჩენილ თიხის ფირფიტებზე.
არამეულის მნიშვნელობაზე,როგორც lingua franca-ზე მიუთითებს მრავალი წყარო.
აქტიურად მიმდინარებდა ბაბილონის მობინადრეთა არამეიზაცია. არამეულის ძლიერი
გავლენა აისახა ნეო-ბაბილონურსა და გვიან-ბაბილონურ ლექსიკაზე,სინტაქსზეც და
მორფოლოგიაზეც. ოფიციალური არამეულის დოკუმანტაციის პირველწყაროდ ითვლება
ეგვიპტე. ეგვიპტეშია შემონახული პაპირუსები, ტყავის დოკუმენტები, ქვაზე წარწერები,
საფლავის ქვები,კერამიკა,ქსოვილები რომლებიც არამეული ტექსტებია. ძვ.წ მე-7 და მე-6
საუკუნეების განმავლობაში ეგვიპტე იყო არამეელების,ფინიკიელების და სხვა ხალხების
თავშესაფარი ადგილი. არამეული გახდა მათთვის სასაუბრო და სალიტერატურო ენა.
ეგვიპტური სახელების დიდი რაოდენობა რომ არამეულია ესეც იმას მიუთითებს, რომ
ეგვიპტეში ფართოდ ეზიარნენ არამეულ კულტურას. საინტერესოა ასევე ბეჰისტუნის
წარწერაც. გარდა ეგვიპტისა, არამეული წარწერები გვხვდება ასევე თეიმაში. არაბეთის
ნახევარკუნძულზე,ისრაელში ასევე იორდანიაშიც. მცირე აზიაც მეტად მნიშვნელოვანი
რეგიონია არამეული ეპიგრაფიკული მასალის შესწავლისთვის. საყოველთაოდ ცნობლია
მაგალითად ჰელესპონტის აბიდოსის საწონი და სხვადასხვა მრავალრიცხოვანი არამეული
მონეტები. ამ პერიოდისთვის უეჭველია რომ არამეულად მეტყველებდნენ
სირიაში,პალესტინაში, ბაბილონსა და ეგვიპტეში, მაგრამ ნაკლებად დასაშვებია რომ
არამეულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი დამკვიდრებულიყო მცირე აზიაში.

25.ისლამამდელი პერიოდის არაბული ეპიგრაფიკული ძეგლები;სალიტერატურო არაბული


ენა (პერიოდიზაცია და მოკლე ისტორიული მიმოხილვა).

ჩრდილო-არაბული ენა სალიტერატურო ენაა. იგი დიალექტებთან ერთად შეადგენს


სემიტურ ენათა სამხრეთ-დასავლურ შტოს. სემიტურ ენათა ძირითადი წევრებია: ჩრდილო-
დასავლური, სამხრეთ-დასავლური, აქადური ენები, ქანაანური ენები, არამეული ენები,
სამხრეთ-არაბული ენები და ეთიოპიური ენები. ზემოთ მოხსენიებულ ენებს აერთიანებენ
ქამიტურ ენათა ოჯახში. სემიტური ენები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს არიან, როგორც
ფონოლოგიურად, ისე გრამატიკული სტრუქტურით. ჩრდილოარაბული გავრცელებულია
დასავლეთ აზიაში, აფრიკის დიდ ნაწილსა და მალტაზე. ერთმანეთისგან უნდა
გაიმიჯნოს პროტოარაბული და სალიტერატურო არაბული. პროტოარაბული
დამოწმებულია ეპიგრაფიკული ძეგლებით, რომლებიც ავლენენ სამ ერთეულს:
სამუდურს, ლიჰიანურს და საფაურს. ეპიგრაგიკულ ძეგლებში გამოყენებულია არაბული
ანბანი. ძეგლთა რიცხვი მცირეა, ამიტომ მეტად მწირ ცნობებს გვაწვდიან. ამას კი
ისლამამდელი პოეზია ავსებს. პოეტური თხზულებები ცნობილია VIს-დან. მათ ჯერ
ზეპირად გადასცემდნენ, შემდეგ ჩაწერა დაიწყეს. პოეზიის ენა გავრცელებული იყო დიდ
ტერიტორიაზე, მიუხედავად ამისა, ის არ ამჟღავნებს დიალექტთა თავისებურებებს, ის
წარმოადგენს პოეტურ კოინეს. ამის გამო, გაჩნდა მოსაზრება, რომ ის ხელოვნური იყო და მის
ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა მიეღოთ გვიანდელ ფილოლოგებს. ბევრი მეცნიერი
ამ მოსაზრებას არ იზიარებს. ჰიჯრის პირველი საუკუნიდან ცნობილია სასაუბრო კოინე. იგი
არ ემყარება არც ერთ დიალექტსა და განსხვავდება სალიტერატურო ენისგან. არაბული
სამყაროსთვის ძველათაც და შემდეგაც დამახასიათებელი ჩანს სასაუბრო თუ
ლიტერატურული კოინე. პოეტურ კოინეს განვითარების დიდი გზა აქვს გავლილი და VIს-
თვის უკვე სრულყოფილია. ამ პერიოდში დამოწმებულია ლექსიკური ელემენტების სესხება
სამხრეთ არაბულიდან, სპარსულიდან და არამეულიდან. VIIIს-ში იქმნება პირველი ლიტ.
ძეგლი - ყურანი - 610-632 წწ. იგი ენობრივად უკავშირდება ისლამამდელ პოეზიას. ყურანის
და პოეზიის ენა ლიტ. არაბულის საფუძველია. სალიტერატურო არაბული მიუხედავად
მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა არსებითად არ შეცვლილა, ცვლილებები განიცადა
მხოლოდ ლექსიკამ და სემანტიკამ, ნაწილობრივ სინტაქსმა. ლიტ. არაბის პერიოდიზაციის
რამდენიმე ეტაპს აღნიშნავენ. ა)კლასიკური - წინაისლამური ეპოქა - ჰიჯრის პირველი
საუკუნეები. ბ) საშუალო არაბული - IX-XVIII სს გ) თანამედროვე არაბული - XIXს-დან -
დღემდე ისლამამდელ ხანიდან მოყოლებული კულტურამ, მეცნიერებამ და ხელოვნებამ
განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. არაბული გავრცრლდა ახლო და შუა აღმოსავლეთში.
ასევე, ჩრდ. აფრიკასა და პირენეს ნ.კ. XIს-დან აღინიშნება ჯერ ლიტერატურის და მერე
კულტურის განვითარების შეფერხება, შემდეგ კი დაქვეითება. XI-XIIIსს-ში იზღუდება
სალიტერატურო არაბულის სფერო. სელჩუკთა ბატონობის დროს ლიტ-ში გზა ეთმობა
სპარსულს, ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში კი I მსოფლიო ომამდე ოფიციალურ ენად
თურქული იყო გამოცხადებული. ასეთ პირობებში მეტი გასაქანი ეძლევა ხალხურ
მეტყველებას და ფოლკლორს. XIXს-დან იწყება სალ. არაბულის აღორძინება. ამას
პოლიტიკურმა ძვრებმა და აღმ.-ის განვითარებამ შეუწყო ხელი.

26 სალიტერატურო არაბული ენა (პერიოდიზაცია და მოკლე ისტორიული მიმოხილვა)


არაბული დიალექტები, დიგლოსის პრობლემა.

(აქ ყველაფერი რაც 25-ში იყო,უბრალოდ ეპიგრაფიკულებს ამოვაკლებთ) მარტივია. ძველი


არაბული დიალექტების შესახებ ცნობები ძირითადად მოცემულია შუა საუკუნეების
გრამატიკოსებთან.გრამატიკოსებთან. გამოვლინდა რამდენიმე მსხვილი ერთეული. ისინი
იყოფა ორ ჯგუფად : აღმოსავლურ და დასავლური. ძველი დიალექტები თვალსაჩინოდ
განირჩევიან, როგორც სალიტერატურო, ისე თანამედროვე სასაუბრო ენისგან. შუა აზიურში
ორი დიალექტია : ბუხარული და კაშკადიარული. დიალექტთა შორის სხვაობა დიდია,
მაგრამ ამავე დროს ყურადღბას იქცევს საერთო ნიშნები. ძველ არაბულში ცნობილი იყო
სოციალური დიალექტები და ამჟამად ასახელებენ სამ ერთეულს: ქალაქელთა, ფელაჰებისა
და ბედუინების მეტყველებას. ყოველ არაბულ ქვეყანაში საქმე გვაქვს არაბულის ორი
ვარიანტის თანაარსებობასთან. ( სალიტერატუროსი და სასაუბროსი) . ერთ-ერთი
თვალსაზრისით სასაუბრო ენა არის ლიტერატურული ენის გამარტივებული ფორმა.
ბილინგვიზმი არაბულ სამყაროს ახასიათებდა მთელი ისტორიის მანძილზე. არაბული ენის
გავლენა დიდი იყო მრავალ ენაზე მათ შორის ქართულზეც და მათგან უამრავი ტერმინია
სხვა ენებში დამკვიდრებული. არაბული ზოგან დამარცხდა. მეათე საუკუნეში განიდევნა
სიცილიიდან, XVI საუკუნეში პირინეის ნახევარკუნძულიდანაც და ბალეარის
კუნძულებიდანაც, XVII საუკუნეში კი პანტელერიიდანაც.

რაც შეეხება დიგლოსის პრობლემას, ის დიდ ინტერესს იწვევს. თვითონ დიგლოსი


გულისხმობს სამეტყველო ენის პრ განსხვავებულ ფორმას, როგორიცაა ლიტერატურული და
ხალხური ენები. ანდაც ორიგინალური და სხვა ქვეყნებში გავრცელებული ენები. ჩვენთვის
როგორც უკვე ცნობილია არაბულ ქვეყნებში მუდამ აქვს ადგილი ბილინგვიზმს. ყოველ
არაბულ ქვეყანაში შეინიშნება არაბულის ორი ვარიანტის თანაარსებობა. თანამედროვე
დიალექტები კლასიკური არაბულიდან მომდინარეობს. ამ თვალსაზრისით გამოდის,რომ
სასაუბრო ენა ლიტერატურულის გამარტივებული სახეობაა.
27.სამხრეთარაბული და ეთიოპური ენების ისტორიული მიმოხილვა; სამხრეთარაბული
დამწერლობა და მისი შემდგომი განვითარება.

ტრადიციულად სამხრეთ-დასავლურ სემიტურ შტოს ორ ჯგუფად ყოფდნენ - 1.


ჩრდილოარაბული და 2. სამხრეთარაბული ეთიოპურთან ერთად. მაგრამ ასეთი
კლასიფიკაცია სწორი არ არის, რადგან სამხრეთარაბული ზოგიერთი ნიშნით უკავშირდება
ჩრდილოარაბულს, ვიდრე ეთიოპურს. ამიტომ უფრო სწორი იქნება სამივე ცალ-ცალკე
ქვეგანშტოებად წარმოვადგენა. პირველი თანამედროვე მეცნიერი, რომელმაც არაბეთი
აღწერა, იყო კარსტენ ნიბური, წევრი სამეცნიერო ექსპედიციისა, რომელიც 1761 წელს დანიის
მეფემ გაგზავნა აღმოსავლეთში. 1812 წელს შვეიცარიელმა იოჰან ლუდვიგ ბურგჰარდტმა
აღმოაჩინა კლდეში ნაკვეთი ქალაქი პეტრა. რონი ქ. ლეიდენიდან. მან ქალაქი მოინახულა
1885–86 წლებში. სამხრეთარაბული ჰიმიარული წარწერების დიდი ნაწილი აღმოაჩინეს
ძირითადად იოსებ ჰალევიმ და ედუარდ გლაზერმა . სამხრეთ არაბეთში არსებობდა
რამდენიმე ცნობილი სამეფო, მაგრამ ისინი სამხედრო ძლიერების მქონე სახელმწიფოები არ
ყოფილა.ლი აქვთ შეტანილი ემილ როდიგერსა (1837 წ.) და გეზენიუსს (1841 წ.). სახელების
ფორმირების, ზმნის უღლების, ნაცვალსახელებისა და ლექსიკის თვალსაზრისით,
სამხრეთარაბული ენა გარკვეულ მსგავსებას იჩენს აქადურთან, მაგრამ მსხვრეული
მრავლობითის არსებობა მას აშკარად ჩრდილოარაბულთან აახლოვებს.

რაც შეეხება ეთიოპიუ ენებს: სათაურში აღნიშნული სახელწოდების ქვეშ ერთიანდება


ეთიოპიის სემიტური ენები. მათგან საკუთრივ ეთიოპური ეწოდება ძველ ეთიოპურს, ანუ
გეეზს. 248 ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე სამხრეთი
არაბეთიდან ეთიოპიაში გადასვლა დაიწყეს არაბებმა, რომლებიც საბაური ენის სხვადასხვა
დიალექტზე ლაპარაკობდნენ. დროთა განმავლობაში მოხდა მათი ასიმილაცია ადგილობრივ
მოსახლეობასთან. გარდა ამისა, კუშიტური მოდგმის აბორიგენთა ნაწილმა მიიღო
ახლადგადმოსახლებულთა ენა. საბაური მეტყველება ვითარდებოდა და იცვლებოდა თავის
შინაგან კანონზომიერებებზე დაყდნობით. ეთიოპიური ენების მიმოხილვა:

1- საკუთრივ ეთიოპური ენა არის აქსუმის სამეფოსი, რომელიც ცნობილია ახ. წ. აღ.–ის I
საუკუნიდან. ენას ეწოდება გეეზი < lesana ge‛ez – „გადმოსახლებულთა ენა“. აქსუმის
სახელმწიფო თანამედროვე ჩრდილოეთი ეთიოპიის ტერიტორიაზე მდებარეობდა.
სახელი ეწოდა მთავარი ქალაქის, აქსუმის, მიხედვით. მნიშვნელოვანმა სავაჭრო
გზებმა ხელი შეუწყო მის გაძლიერებას. III საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება
პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა. გეეზზე შესრულებული
უძველესი ძეგლია აქსუმის მეფის, ეზანის (IV ს. შუა წწ.) წარწერა. IV-V საუკუნეებს
განეკუთვნება ძველი და ახალი აღთქმის თარგმანი გეეზზე. დროთა განმავლობაში
გეეზი, როგორც ცოცხალი სამეტყველო ენა, კვდება. ეს როდის მოხდა ზუსტად, არაა
ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, X საუკუნისათვის გადაშენების პროცესი უკვე
დამთავრებულია, მაგრამ, როგორც სალიტერატურო–საეკლესიო ენა, გეეზი
განაგრძობს არსებობას. ე გამოიყენება. გეეზი ახლოს დგას სამხრეთარაბულთან,
მაგრამ ასევე აქვს ბევრი თავისებური ნიშან–თვისება გრამატიკულ წყობაში. გარდა
ამისა, მასზე ზეგავლენა მოახდინეს ქამიტურმა ენებმა
2- ამჰარული არის ეთიოპიის უდიდესი ტერი– ტორიის მოსახლეობის თანამედროვე ენა,
ასევე ქვეყ– ნის ოფიციალური სალიტერატურო ენა. ის ჩამოყა– ლიბდა გეეზისაგან
დამოუკიდებლად.
3- ტიგრინა – აბისინიის ნაწილის მოსახლეობის ენა.
4- ტიგრე – იმავე ტიპის ენაა, რაც ტიგრინა. მასზე უმთავრესად ლაპარაკობენ წითელი
ზღვის სა– ნაპიროზე მცხოვრები მუსლიმები.
5- ჰარარი- ეს ენა საკმაოდ ახლოს დგას ამჰარულთან.
6- გურაგე – ამავე სახელწოდების ტერიტორიაზე მცხოვრებთა ენა.

სამხრეთარაბული დამწერლობა და მისი შემდგომი განვითარება.

სამხრეთარაბული წარწერების შესწავლაში გასაკუთრებული წვლილი შეიტანეს


ჰალევიმ, ლითმანმა, ჰომელმა და როდოკანაკისმა. ამ ძეგლებიდან ირკვევა, რომ
სამხრეთარაბეთში უძველესი სახელმ– წიფო იყო მინა(დღევანდელ იემენში).
მინაელები დაამარცხეს საბაელებმა, თვითონ საბა როგორც ვიცით სამხრეთარაბული
სახელმწიფო იყო. სამხრეთარაბული დამწერლობა მეტად თავისებურია. ასოები
ვერტიკა– ლურად, გადახრის გარეშე იწერება. ისინი ერთი სიმაღლისაა. ანბანი
შედგება 29 ასოსგან. გარდა ამ დამწერლობისა კიდევ სამი დამწერლობა იყო ცნობილი
ესენია: საფაური- ამ დამწერლობის ძეგლები გვხვდება დამასკოს ტერიტორიაზე,
დამწერლობის მეორე ტიპია სამუდური-ანუ პროტოარაბული და მესამეა ლაჰიანური-
ანბანი შეიცავს 27 ასოს მხოლოდ თანხმოვნებისათვის. წერის მიმართულებაა
მარჯვნიდან მარცხნივ. სამხრეთარაბული ტომების ნაწილი გადასახლდა აფრიკაში.ამ
ხალხის ენა ცნობილია, როგორც გე‛ეზი (ეს სიტყვა გადასახლებულებს ნიშნავს). ესაა
კლასიკური ეთიოპური. გეეზზე ნათარგმნია ბიბლიაც და ამ ენაზე იქმნება მდიდარი
სასულიერო მწერლობაც.

ეთიოპურ ენათა ჯგუფში შემავალი ერთეულები უდავოდ სემიტურ ენათა ოჯახს


განეკუთვნება, მაგრამ აფრიკის ეს სემიტური ენები საკმაოდ სახეცვლილია, ვინაიდან
მათ განიცადეს ქუშიტური მეტყველების ძლიერი ზეგავლენა. ახლა შევეხოთ
ტიგრინას: ის უმთავრესად იხმარება ერითრიაში ყოფილ იტალიურ
ადმინისტრაციაში. მასზე დაახლოებით ნახევარი მილიონი მოსახლე ლაპარაკობს,
ისინი ძირი– თადად ქრისტიანები არიან. ტიგრინას ახლო მონათესავე ენაა ტიგრე,
რომელზეც დაახლოებით ათასი მუსლიმი საუბრობს. ქალაქ ჰარარის მუსლიმი
მოსახლეობა (დაახლ. 20 000) XVI საუკუნიდან არაბულ ანბანს იყენებდა, მაგრამ XIX
საუკუნეში ისინი ამჰარულ დამწერლობა– ზე გადავიდნენ. ცნობილია აგრეთვე
რამდენიმე ხელ– ნაწერი, რომელიც ჩაწერილია გურაგეზე. ეს მასალა პარიზის
ნაციონალურ ბიბლიოთეკაშია დაცული. (მეტად ვერ შევამოკლე საშინელება იყო :დდ)
ბიბლიოგრაფიაში: ლიკა,გიო,ელენე(ოღონდ ტოლმასოვა) და მე მარიი <33

You might also like