You are on page 1of 21

1.

ერთგვაროვანი მოვლენების ნაირგვარი შეპირობებულობა ქართული ენის


დიალექტებში.

ერთი და იგივე მნიშვნელობა ენაში შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოიხატოს.


(გამიგონია = გაგონილი მაქვს). ეს შეპირობებულია ენის შინაგანი პოტენციით.

ნაიგვარობა გამოხატვის ერტი და იმავე საშუალების სახესხვობასაც გულისხმობს.

გვაქვს სამი შესაძლებლობა:

1) პარალელური ფორმები ფუნქციონირებენ ერთდროულად ერთსა და იმავე


ენობრივ კოლექტივში როგორც გამოხატვის სტილისტური ნაირსახეობანი: გამოგონია =
გაგონილი მაქვს.

2) პარალელური ფორმები ისტორიულად ენაცვლებიან ერთმანეთს: დაუწერიეს


- დაუწერია; წერდის - წერდა ხოლმე;

3) პარალელური ფორმები ფუნქციონირებენ ერთდროულად , ოღონდ


სხვადასახვა ენობრივ კოლექტივში: მალავდა - მალევდა - მალვიდა.

ზოგიერთი ფორმა შეიძლება რამდენიმე ჯგუფში მოხვდეს. მაგალითად, „წერდის“


ფორმა არქაიზმია ენის ისტორიის თვალსაზრისით, ძველი ქართულისთვის კუთვნილი
ფორმააა. ამჟამინდელი ვითარების მიხედვით კი დიალექტიზმია, დამოწმებული
ხევსურულში, ფშაურში, თუშურში.

ენაში, დიალექტში, არ არსებობს ისეთი რამ, რაც შეპირობებული არ იყოს თვით ენის
შინაგანი სისტემით.

შესაძლებლობა, პოტენცია, ენის ფაქტია, მისი პერმანენტული თვისება.

სწორედ ამ შესაძლებლობის გამოვლენა ხდება მეტყველებაში და, შესაბამისად,


დიალექტებშიც.

სხვადასხვ დიალექტში ხშირად გვხვდება იდენტური ფორმები, მაგრამ მათი


პოვნიერება ყოველთვის არ არის ერთი და იმავე მიზეზის შედეგი. ამის მაგალითია შა- და
მა- ზმნისწინების გამოყენება აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებსა და ზემოიმერულ
დიალექტში. აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებში მა- ზმნისწინი გამოიყენება ა-, ი- უ-,
მ- და იოტა პრეფიქსების წინ: მააყრიან, მაიტანს, მაუარა, მამკლა და ა.შ . ზემოიმერულ
დიალექტში კი მხოლოდ პირველი ობიექტური პირის ნიშნის, მ-ს წინაა დადასტურებული.

აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებში შა- ძირითადი ვარიანტია,


ზემოიმერულში კი იგივე ნიშანი გამოიყენება მხოლოდ შედგენილ ზმნისწინებში.
მაგალითად, ზემოიმერულში გვაქვს „შამოურბენია“ფორმა, გურულში - „შამეიტანა“ და სხვ.
ამრიგად, მა- და შა- ზმნისწინების პოვნიერება აღმოსავლეთ და დასავლეთ
საქართველოს დიალექტებში არ არის საკმარისი პირობა მათი ტიპობრივი
გათანაბრებისთვის. ამ ფორმანტების მიღება და განაწილება ნაირგვარია დიალექტური
რეგიონების მიხედვით, რაც ნათლად წარმოაჩენს მათ განსხვავებულ შეპირობებულობას,
ანუ, სხვაგვარადრომ ქტვათ, მსგავსი სტატუსი ყოველთვის არ გულისხმობს იდენტურ
მიზეზს. ენობრივი ელემენტისთვის კი სწორედ არსებითი სწორედ ეს, ქმედება და თვისებაა,
სწორედ ეს პრინციპი ედება საფუძვლად მის ანალიზსა და კვალიფიკაციას.

2. ენის ისტორიული და დიალექტური ნაირსახეობის მიმართებისთვის; ისტორიული


დიალექტოლოგია.

ენა იცვლება დროსა და სივრცეში. პირველ შემთხვევაში ენის ისტორიასთან გვაქვს


საქმე, მეორეში კი - მის დიალექტურ ნაირსახეობასთან.

ენის ცვლილების დროითი (ისტორიული) და სივრცითი (დიალექტური)


კანონზომიერებები ზოგჯერ თანხვდება ერთმანეთს, ზოგჯერ კი განსხვავდება
ერთმანეთისგან.

ფონეტიკური თვალსაზრისით საერთო ქარტული მოვლენაა, მაგალითად, აღიღო -


აიღო- ეიღო - იიღო- იღო ფორმების მონაცვლეობა. ამ ფორმებიდან პირველი (აღიღო)
დროის თვალსაზრისით უპირისპირდება დანარჩენებს - იგი ძველი ქართული ენისთვის
დამახასიათებელი ფორმაა. დანარჩნენი ფორმები სივრცითი თვალსაზრისით
უპირისპირდებიან - ერთი და იმევე სიტყვის სხვადასხვა დიალექტურ ფორმებს
წარმოადგენენ.

ქართულში ისტორიული და სივრცითი კანონზომიერებების თანხევდრის


მაგალითია მიცემითში მდგარი სახელის მრავლობითობის აღნიშვნა ზმნაში. ძველ
ქართულში მისი მრავლობითობა არ აღინიშნებოდა, ახალში კი აღინიშნება:

ძვ. ქართ.: მათ აქუს;

ახ. ქართ.: მათ აქვთ.

ეს დაპირისპირება ქრონოგლოგიურია და, ამავე დროს, სივრცითი: ზოგიერთ


დიალექტში აღინიშნება ხსენებული ფორმისმრავლობითობა (მაგ.,ქართლურში, კახურში და
სხვ.), ზოგიერთში კი - არა (ხევსურულში, ფშაურში...).

დიალექტური ნაირსახეობანი ზოგჯერ ისტორიულადაა შეპირობებული.


დიალექტური ნაირსახეობები. დიალექტური ნაირსახეობების საკითხი ენის განვითარების
სხვადასხვა საფეხრის მიმართაც დაისმის. ამგვარი დიფერენციაციის წარმოჩენა დაშესწავლა
ისტოიული დიალექტოლოგიის მიზანს შეადგენს.
დიალექტების გამოვლენა ძველი ქართული ენის ძეგლებში მრავალი
თვალსაზრისიტაა საყურადღებო. მათგან უმთავრესია:

ა) ძველი ქართული სალიტერატურო ენისა და ისტორიული ენათმეცნიერების


ურთიერთმიმართება;

ბ) სალიტერატურო ენაში დიალექტიზმების ინტენსიური შემოსვლის პერიოდის


დადგენა;

გ) სალიტერატურო ენაში დიალექტიზმების შემოსვლის მიზეზების დადგენა;

დ)იმის დადგენა, თუ რომელი დიალექტი ედებოდა საფუძვლად სალიტერატურო


ენას მისი განვითარების სხვადასხვა პერიოდში;

ე) რა ჟანრის თხზულებებში იჩენს თავს ჭარბად დიალექტიზმები და რა არის ამის


მიზეზი.

ქართული ენის ძეგლებში პირდაპირი მინიშნებებია იმაზე, რომ მას განვიათარების


ყველა საფეხურზე ახასიათებდა დიალექტური დიფერენციაცია. XI-XII საუკუნეების
მოღვაწეები სპეციალურ ტერმინებსაც კი იყენებენ. მაგალითად, ეფრემ მცირე იყენებს
ტერმინებს „სოფლური“ და „წიგნური“. ესაა გააზრებული დაცვა სალიტერატურო ენისა.
ცხადია, რომ დიალექტი ამ პერიოდის მოღვაწეებს მდაბიოთა დამახინჯებულ ენად
მიაჩნდათ.

ჩანს მინიშნებები კერძო დიალექტებზეც. მაგალითად, არსენ იყალთოელის მიერ


თარგმნილი დოგმატიკონის ერთ-ერთ ხელნაწერში განმარტებულია იმდროინდელ კახურ
დიალექტში პოვნიერი რამდენიმე ზმნის მნიშვნელობა.

აქედან ჩანს, რომძველ ქართველ მწერლებსა და მორვაწეებს გააზრებული ჰქონიათ


დიალექტური ნაირსახეობების არსებობა ქართულში. ამ მხრივ განსაკუთრებულ
ყურადღებას იპყრობს ვახუშტი ბატონიშვილის მინიშნებები საქართველოს ცალკეულ
მხარეთამეტყველების ტავისებურებებზე. მას აღნიშნული აქვს ისიც, რომ მეგრელებსა და
სანებს საკუთარი ენებიც აქვთ, მაგრამ იციან ქართულიც. რაც შეეხება ჭანებს, მათ
გამოცვლილი აქვთ სარწმუნოება, მაგრამ ქარტული ენა არ დაუვიწყიათ. იგი აღნიშნავს
იმასაც, რომ აფხაზებს საკუთარი ენა აქვთ, ქართული კი მხოლოდ წარჩინებულებმა იციან.
ვახუშტი საქარტველოს არწერაში ხაზ უსვამს იმ ფაქტს, რომ აღწერილ ტერიტორიაზე
სხვადასხვა ენას ხვდება, მაგრამ ამათგან წიგნი (დამწერლობა) მხოლოდ ქართულს აქვს.

მკაცრად მიჯნავს სალიტერატურო ნორმებისაგან დიალექტურ ფორმებს სულხან-


საბა ორბელიანი თავის „სიტყვის კონაში“.

აკაკი შანიძე ხანმეტ და ჰაემეტ ტექსტებს ქრონოლოგიურად კი არა, დიალექტურად


შეპირისპირებულად მიიჩნევდა.
ძველი ქართული ენის წერილობით ძეგლებში მრავლად იჩენს თავს იმ რიგის
მოვლენები, რომლებიც თანამედროვე თანამდროვე ქართულში მოგვეპოვება.

ფონეტიკურად ამის მაგალითია:ა)ასიმილაცია: მოგცემ <მოქცემ; აწღა<აწყა და სხვ;


ბ)დისიმილაცია - სახლეული <სახლეური; გ)მეტათეზისი - სიღრმე -სირღმე და სხვ.

მოროფლოგიაში ყურადღებას იქცევს მდე/ მდის მონაცვლეობა, ავ დაამ


თემისნიშნების ნაცვლად ემ და ევ თემისნიშნები გამოყენება და სხვ.

სინტაქსურად მნიშვნელოვანია ის, რომ მოტხრობითბრუნვიანი სუბიექტი იპოვება


გარდაუვალ ზმნასთან: ღმერთმან შეეწიენ...

3. დიალექტთა წარმოქმნის საფუძველი და მიზეზები

ნებისმიერი დიალექტის არმოქმნისსაფუძველი ძირითადად ისტორიულია,


წარმოქმნის მიზეზი კი ძირითადად სამია: 1) საკუთრივ ენობრივი ფაქტორი - ენის
შინაგანი პოტენციის ნაირგვარი გამოვლინება მისი გავრცელების ტერიტორიაზე; 2)
ეთქნიკური ფაქტორი; გ) ისტორიულ-პოლიტიკური ფაქტორი.

ეს ფაქტორები დამოუკიდებლად იშვიათად გვხვდება, ძირითადად კომპლექსურად


მომქედებენ.

ყოველი ენა იცვლება - ცვლილების იმპულსი იმთავითვე არის მოცემული ენაში, მის
ამოქმედებაში კი დიდ როლს თამაშობს პიროვნული ფაქტორი. პიროვნების ენობრივ-
შემოქმედებითი ალღოს მეტ-ნაკლებობა განსაზღვრავს ახალი გამომსახველობითი
საშულებების (ენობრივი ინოვაციების) ინტუიციურ მიგნებასა და ენობრივი სტანდარტების
მომრავლებას. წორედ ინოვაციები უქმნიან საფუძველს ენის ცვლილებას. მათი
დამკვიდრება ენის გავრცელების სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვა ინტენსივობით
იჩენს თავს, რაც სხვადასხვა რეგიონში ენის არათანაბარი და არათანადროული ცვლილების
საფუძველი ხდება.ამას კი უშუალოდ მივყავართ ტერიტორიული დიალქტების
ჩამოყალიბებამდე. ენის ცვლილების იმპულსი კი , პირველ რიგში, იდიოლექტიდან იღებს
საფუძველს.

ეთნოსი ისტორიულა ყალიბდება, იგი გულისხმობს ადამიანთა ურთიერთობის


გარკვეულ ტიპს:ენის, ტერიტორიიდ,ეკონომიკის, ყოფითი ტრადიციების საერთოოობას.

ეთნოსის უმაღლესი სახეა ერი. ერის ძირითადი ნიშანი ენის საერთოობაა, ტომობრივ
ეთნოსში კი ამ ენის ნაირსახეობებია წარმოდგენილი. საერთო ტერიტორიაზეც კი მეტ-
ნაკლებად კომპაქტური ეტნიკური გაერთიანებებისთვის ნიშანდობლივია ტომობრივი
თვითმყოფადობის შენარჩუნების ტენდებცია, რაც, პირველ რიგში, მეტყველებაში
ვლინდება. ამას ადასტურებს საქართველოში ზემოიმერული დიალექტის არსებობა
მესხთში, რაჭულისა - ქართლში, ფშაურისა და ხევსურულისა - კახეთში.... ამდენად, ეთნოსს
არსებიღი როლი აკისრია როგორც დიალქტთა დანაწევრებაში, ასევე დიალექტური
დამოუკიდებლობის შენარჩუნებაშიც.

დიალქტის წარმოქმნას გარკვეულწილად ხელს უწყობს ისტორიულ-პოლიტიკური


ფაქტორიც. როგორც ეთნიკურ-ტერიტორიული, ასევე სოციალური და პროფესიული
დიალექტების გამოყოფას ხელს უწყობდა ფეოდალური პარტიკულარიზმი. ერთიანი
საქართველოს სხვადასხვა კუთხეები დროს სხვადასხვა სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში
შედიოდნენ, სვადასხვა ენის მფლობელებთან ჰქონდათ ურთიერთობა, რაც დიალექტთა
ბუნებრივ იერზეც აისახა.

დიდ ზეგავლენას ახდენს დიალექტებზე ასევე კულტურის ცენტრებისკენ


მიდრეკილება, სამეურნეო-სავაჭრო ურთიერთობები და სხვ.

4. დიალექტოლოგიის მომიჯნავე დარგები; დიალექტოლოგია და ონომასტიკა;


5. დიალექტთა გამოყოფის პრინციპები

დიალექტთა წარმოქმნის მიზეზები განმსაზღვრელია დიალექტთა გამოყოფის


პრინციპებისთვის. შესაბამისად, ასახელებენ დიალექტთა გამოყოფის სამ პრინციპს:
საკუთივ ენობრივს, ეთნიკურსა და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურს.

დიალექტთა საკუთრივ ენობრივი კლასიფიკაცია შეიძლება ეფუძნებოდეს


განსხვავებულს ნიშნებს. ესენია: ფონეტიკური პრინციოი (მაგ., სვანურის დიალექტებად
დაყოფას საფუძვლად უდევს რედუქცია, გრძელი ხმოვნები და უმლაუტი),
მორფოლოგიური პრინციპი, სინტაქსური პრინციპი, ლექსიკური პრინციპი. ქართული ენის
დიალექტებისთვის, როგორც ვარლამ თოფურია აღნიშნავდა, იმთავითვე მომარჯვებული
იყო ლინგვისტური პრინციპი, რაც იმას გულისხმობს, რომ გათვალისწინებული იყო ყველა
ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპი, თუმცა ძირითადი სხვაობა მაინც ფონეტიკასა და
მორფოლოგიაზე მოდის.

მიუხედავად ამისა, დიალექტებად დაჯგუფების დროს ხშირად ერევა არაენობრივი


პრინციპებიც: ეთნიკური და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური.

ისტორიული ვითარების გამო ერთი ეთნოსის შიგნით შეიძლება გაჩნდეს ორი ან


მეტი დიალექტი, ან, პირიქით, ორი ან მეტი ეთნოსისთვის ერთიდიალექტი იყოს საერთო.
მაგალითად, ზემოიმერულისა და ქვემოიმერულის ეთ დიალექტად მიჩნევა უფრო მეტად
ეთნიკური ფაქტორითაა განპირობებული, ვიდრე საკუთრივ ენობრივით. ამ მხრივ
ქვემოიმერული ლეჩხუმურთან და ზემოგურულთან უფრო ახლოს დგას.
დიდ ზეგავლენას ახდენდა დიდი დროის განმავლობაში ადმინისტრაციული
საზღვრების ცვლაც. საგრძნობ ცვლილებას დავინახავთ, თუ გადავავლებთ თვალს
საქართველოს პოლიტიკურ რუკებს მე-მე-10 სს-იდან დღემდე. ამგვარი ცვლილებები დიდ
გავლენას ახდენდა ენასა და მის დიალექტებზეც.

სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ფატორები ენისა და მისი დიალექების


ურთიერთმიმართებაზეც აისახება: მეტყველება, რომელიც წმინდა ენობრივი
თალსაზრისით დიალექტია რომელიმე ენისა, შეიძლება მოემსახუროს სახელმწიფოებივ
გაერთიანებებს, როგორც ურთიერთობის ოფიციალური საშუალება, რის შედეგადაც
ენობრივად დიალექტი ენის სტატუსს იძენს პოლიტიკურად.

გარდა ამისა, ენათმეცნიერული თვალსაზრისით მოძმე ენები ეთნიკურ -


პოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლება ჩაითვალოს დიალექტებად, როგორც ეს ხდება
მეგრულ-ჭანურის,სხვანურისა და ქართულის შემთხვევაში.ხდება პირიქითაც: ენობრივად
დიალექტები პოლიტიკურად ენის სტატუსს იძენენ, მაგალითად, როგორც ეს რუსულის,
ბელორუსულისა და უკრაინულის შემთხვევაშია.

6. დიალექტური „ნორმა“; დიალექტთა ურთიერთგამიჯვნის ტენდენცია.

ბუნებრივია, როდესაც საქმე დიალექტებს ეხება, „ნორმა“ მხოლოდ პირობითი


ტერმინია. მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან სალიტერატურო ნორმა და
დიალექტური ნორმა.
ცალკეული ადამიანის მეტყველებაში დიალექტი სრულყოფილად ვერ ვლინდება.
ინდივიდის მეტყველებაზე ზეგავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი: წარმომავლობა,
განათლება, პროფესია, გარემო, კონტაქტები სხვა დიალექტის წარმომაგენლებთან და ა.შ.
მეტყველება, რომელიც ცალკეულ პირს ახასიათებს არსებითად იდიოლექტია.
დიალექტის რაობის შესაცნობად საჭიროა გამოიყოს დიალექტური ტექსტიდან
იდიოლექტური დანაშრევი. მაგალითად, წინადადებაში „დაჩეხილ შეშაჲ პლახს ვეტყვით“
( „დაჩეხილ შეშას პლახს ვუწოდებთ“, კახური დიალექტიდან), მკვლევარს შეუძლია
გამოიცნოს, რომ პლახს იდიოლექტური ნაირსახეობაა და არა - დიალექტური, რადგან
კახურ დიალექტში თანხმოვანფუძიანები მიცემით ბრუნვაში ბრუნვის ნიშან ს -ს კარგავენ.
დიალექტური ნორმა დგინდება დიალექტისთვის ნიშანდობლივი ფონემატური,
მორფოლოგიური, სინტაქსური კანონზომიერებების საფუძველზე, რაც, თავის მხრივ,
საერთო ენობრივი სისტემის მოთხოვნილებითაა შეპირობებული. ტექსტის ანალიზი
მიმართული უნდა იყოს დიალექტის შინაგანი კანონზომიერებების გამოვლენისკენ. პასუხი
უნდა გაეცეს კითხვებს - „რა“ და „რატომ“.
დიალექტს ახასიათებს მერყეობა, რაც იდიოლექტიდან იწყება. ყოველგვარი
ინოვაცია თავდაპირველად ინდივიდის მეტყველებაში ჩნდება. ინოვაციათა სიჭარბეკი
დიალექტური ნორმის რღვევას იწვევს, ჩნდება პარალელური ფორმები, რომელთაგან
საბოლოოდ ახლად შემოსული მკვიდრდება.
დიალექტების ურთიერთზეგავლენა ორი ან მეტი დიალექტური მეტყველების
დაახლოებას, გარდამავალი დიალექტებისა და დიალექტთა გარდამავალი ზონების
წარმოქმნა იწვევს, მაგრამ დიალქტებში შეიმჩნევა ურთიერთგამიჯვნის ტენდენციაც,
რომლის გარეშე დიალექტური სხვობანი თანდათან წაიშლებოდა. ზოგჯერ ეს გამიჯვნა
გაცნობიერებულია ეტნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა მიერაც, ამის მაგალითად
შეგვიძ₾ია მოვიყვანოტ ჩარგალელ ფშაველთა ნათქვამი: „დასაცილ იციან უკვენა ფშავში
აქიურ სიტყვებზე“.

ერთმანეთს ემიჯნება ხოლმე კილოკავებიც მაგ., ზემოგურული ბაღანე;


ქვემოგურული - ბაღანა.

დიალქეტების ურთიერთგამიჯვნის ამ ტენდენციას განაპირობებს ენობრივი


იმუნიტეტი.

7. ეთნიკურ-ტერიტორიული დიალექტები; მათი შიდა დიფერენციაცია.

ერთმანეთისაგან განარჩევენ დიალექტთა სამ ძირითად სახეს: ეთნიკურ- ტერიტორიულს,


სოციალურსა და პროფესიულს.

ეთნოსი ადამიანთა ეროვნული და სოაციალურ-ეკონომიკური ერთობაა, რომლისთვისაც


ნიშანდობლივია ისტორიის, კულტურის, ენის საერთოობა. მისი საწყისი სახეა თემი, უფრო
რთული ფორმაა ტომი, უმაღლესი სახე კი -ერი. ამ სამ საფეხურს ენობრივი თვალსაზრისით
თანმიმდევრულად შეესაბამება კილოკავი, კილო და ენა.

ენა ერის ძირითადი და არსებითი ნიშანია,ზოგჯერ ენის ერის სახელდებაც კი ხდება. მაგ,
ბერძნები ყველა არაბერძნულად მოსაუბრე ერს ბარბაროსებად მოიხსენიებდნენ, ანუ
მოლუღლუღეებად.

ყოველ ეთნოსს გარკვეული ტერიტორია უჭირავს. თუმცა ეთნოსი უნდა გავმიჯნოთ


სახელმწიფოსგან, ერთმა ეთნოსმა რამდენიმე სახელმწიფოებრივი გაერთიანება შეიძ₾ება
შექმნას მაგ, ინგლისელებმა), და პირიქით, შეიძლება ერთ სახელმწიფოში მრავალი ეთნოსი
იყოს წარმოდგენილი. ეთნოსის საცხოვრებელ ტერიტორიაზე გავრცელებულ დიალექტს
ტერიტორიული დიალექტი ეწოდება, თუმცა რეალურად ეთნიკურ დიალექტთან გვაქვს
ხოლმე საქმე, როგორც ეს ქართული ენის დიალექტების შემთხვევაშია. მაგრამ არსებობს
წმინდა ტერიტორიული თვალსაზრისით გამოყოფილი დიალექტებიც (მაგ, რუსულის
დიალექტების შემთხვევაში: ჩრდ ველიკორუსული, სამხრ ველიკორუსული და სხვ).

ენის შემდეგ დიალექტი ყველაზე მსხვილი ერთეულია. ერთი დიალექტის ფარგლებში


მოქმედი ნაირსახეობა მეტყველებისა არის კილოკავი, იგი დიალექტის რეგიონალური
ნაირსახეობაა. მასზე უფრო მცირე დიალექტოლოგიური ერთეული არის თქმა. მაგალითად,
ხევსურულში განარჩევენ შატილურ და ხევსურულ თქმას. თქმაზე უფრო მცირე ერთეულია
ქცევა, რომლის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს ერთი სოფლის ორი უბნის
მეტყველება.

8. სოციალური და პროფესიული დიალექტები; ჟარგონი.

ნებისმიერ განვითარებულ საზოგადოებაში გამოიყოფა ერთმანეთისაგან


განსხვავებული ფენები. განსხვავება ამ ფენებს შორის მრავალ ასპექტში იჩენს თავს, მათ
შორის მეტყველებაშიც. სოციალური დიალექტი სწორედ ამა თუ იმ ფენისთვის
დამახასიათებელი მეტყველების სუბვარიანტია.
სოციალური დიალექტის ფუნქცია, რომ განასხვავოს ერთმანეთისაგან ესა თუ ის
საზოგადოებრივი ფენა, ზოგჯერ გააზრებულია, ზოგჯერ კი ინერციული. ნებისმიერ
შემთხვევაში მისი საფუძველი ისაა, რომ საზოგადოების გარკვეული ფენისთვის პიროვნების
მიკუვნებულობა მეტყველებაშიც იჩენს თავს.
სოციალური ფაქტორები ადამიანის მეტყველებაზე გაშუალებული გზით აისახება:
თავდაპირველად ისინი ადამიანის სულიერ განწყობაზე, ცნობიერებაზე მოქმედებენ, ეს კი
მეტყველებაზე ახდენს ზეგავლენას.
სოციალური ფაქტორები ენის შინაგან სტრუქტურაზეც ახდენს ზეგავლენას.
მაგალითად, წმინდა ენობრივი თვალსაზრისით რთულია იმის ახსნა, თუ რატომ არის
ანთროპონიმები უკვეცელი, საზოგადო სახელები კი - კვეცადი.
სოციალური დიალექტების დიფერენციაციას ასაკობრივი ფაქტორიც განაპირობებს:
ახალი თაობის მიერ საზოგადოებაში თავის დამკვიდრების სურვილი ამ თამობის
წარმომადგენელთა მეტყველებაზეც აისახება ხოლმე, რითაც იგი ემიჯნება ძველ თაობას.
ენობრივ განსხვავებას განათლების ხარისხიც განსაზღვრავს, შენიშნულია აგრეთვე
განსხვავებები მამაკაცისა და ქალი მეტყველებას შორის.
სოციალური დიალექტების თვალსაზრისით ენა განსაკუთრებულ
მრავალფეროვნებას ურბანიზაციის პირობებში ჩვენებს, რადგან ქალაქისთვის, ერთი მხრივ,
დამახასიათებელია ერთი ერის რამდენიმე სხვადასხვა ეთნოსის თავმოყრა, მეორე მხრივ კი -
უცხოური მეტყველების თანაარსებობა. ყოველივე ეს წარმოქმნის მეტყველების თავისებურ
ტიპს, ქალაქურ მეტყველებას, რომელიც კილოურ ნაირსახეობებს იძლევა სოციალური
დიალექტების მიხედვით.
პროფესიული დიალექტების წარმოქმნის საფუძველი ადამიანთა სხვადასხვა
პროფესიულ ჯგუფში განაწილებაა. ეს ნიადაგს უქმნის სპეციფიკური პროფესიული
ნიშნების, მათ შორის თავისებური მეტყველების გამომუშავებას, რასაც პროფესიული
დიალექტი ეწოდება.
უძელესი პროფესიული დიფერენციაცია სქესის მიხედვით ხდებოდა, რადგან
საქმიანობები ძირითადად მამაკაცურ და ქალურ საქმეებად იყოფოდა. წარმოების
გართულებასთან ერთად მრავალფეროვანი გახდა პროფესიათა ჩამონათვალიც და,
შესაბამისად, პროფესიული დიალექტებიც.
პროფესიული დიალექტები შეიძლება დავყოთ მუდმივ (პერმანენტულ) და
სიტუაციურ დიალექტებად. მაგალითად, ექიმობა პერმანენტული პროფესიაა, მაგრამ თუ
ექიმი მოხვდება მგზავრის ან მყიდველის ამპლუაში, მისი ძირითადი პროფესიული
დიალექტი დროებით შეიზღუდება საჭირო სიტუაციისთვის შესაბამისი მეტყველებით.
ქართულ ენაში სხვადასხვა პროფესიულ დიალექტს მკვეთრად გამოხატული სახე
ნაკლებად აქვს (განსხვავებით, მაგ., ფრანგულისგან), თუმცა გარკვეულს კვალს რომ ამჩნევს
ადამიანის მეტყველებას მისი პროფესიაა, აქაც ნათელია. ამას მოწომბს ისეთი გამოთქმები,
როგორიცაა: „მასწავლებელივით ლაპარაკობს“, „პროკურორის ტონი“ და ა.შ.
ადამიანის მოქმედებას, საქმიანობას უკავშირდება ჟარგონისა და არგოს წარმოქმნაც.
მათ პროფესიული დიალექტებისგან ის განასხვავებს, რომ იქმნებიან გარკვეული მიზნით და
არა - სტიქიურად.
ჟარგონიცა და არგოც ცალკეული სოციალური ჯგუფებისთვის დამახასიათებელი
თავისებური მეტყველებებია, გასაგები მხოლოდ სათანადო კოლექტივისთვის. მათ შორის
განსხვავება ისააა, რომ ჟარგონი დამამცირებელ, ათვალისწუნების ელემენტებსაც შეიცავს.
არგო, ისევე როგორც ჟარგონი, რომელიმე ენის საფუძველზე იქმნება და ამ ენის
ხელოვნურად გადასხვაფერებულ ვარიანტს წარმოადგენს. იგი უხვადაა გაჯერებული
ნასესხები სიტყვებით, ბარბარიზმებით, სემანტიკურად გადააზრებული ფორმებით.
არგოს ჯგუფს მიეკუთვნება შელოცვის ფორმულებიც. არგოს ნიმუშია, აგრეთვე. ე.წ.
ქაჯური ენა.

9. გარდამავალი და ნარევი დიალექტები; დიალექტთა გარდამავალი ზონები.

გარდამავალი დიალექტები, ისევე, როგორც დიალექტთა გარდამავალი ზონები,


წარმოიქმნებაორი ან მეტი დიალექტის ინტენსიური ურთიერთშეხების რეგიონში. მისი
წარმოქმნის საფუძველი ხდება სხვადასხვა დიალექტებისთვის ნიშანდობლივი
მეტყველებრივი მოვლენების ურთთიერთზეგავლენა. ამ თვალსაზრისით იგი
ზედიალექტის, კოინეს მოგვაგონებს, თუმცა მისგან განსხვავებით, არ სცილდება გარკვეულ
ტერიტორიას.

გარდამავალ დიალექტსა და დიალეტქთა გარდამავალ ზონას შორის პრინციპული


განსხვავებაა. იმ შემთხვევაში, როცა ორი ან მეტი დიალექტის ურთიერთსეხების
ტერიტორიაზე თავს იჩენს მხოლოდ ამ დიალექტებისთვის დამახასიატებელი მოვლენები
ისე, რომ არ წარმოიქმნება რაიმე ახალი თვისებრივი თავისებურება, რომელიც
ნიშანდობლივი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ამ გარდამავალი ტერიტორიის ფარგლებში
გავრცელებული მეტყველებისთვის, საქმე გვაქვს დიალექტთა გარდამავალ ზონასთან; მაშინ
კი, როცა გარდამავალ ტერიტორიაზე პოვნიერ მეტყველებაში ჩნდება თვისებრივად ახალი
ფორმები, რომლებიც არაა დამახასიათებელი არცერთი ურთიერთშემხები დიალექტისთვის,
უნდა გამოიყოს გარდამავალი დიალექტი.

10. დიალექტოლოგია და დიალექტოგრაფია.


დიალექტოგრაფია არის დიალექტოლოგიის შემადგენელი ნაწილი,
დიალექტოლოგიური კვლევის საწყისი საფეხური, რომელიც გულისხმობს ამ ტიპის
კვლევისთვის შესაბამისი მასალის მოპოვებას.
სიტყვა-სიტყვით დიალექტოგრაფია დიალექტების აღწერას ნიშნავს.
დიალექტური მასალის მოპოვების რამდენიმე საშუალება არსებობს:
1) ცოცხალ მეტყველებაზე უშუალო დაკვირვება - დიალექტური ტექსტის მოპოვება
პიდაპირი ჩაწერით (კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიაზე), გავრცელების
საზღვრების დადგენა;
2) წერილობით ძეგლებში დიალექტიზმების შესწავლა - შეგნებულადიქნება
გამოყენებული თუუნებურად;
3) კითხვარის შედგენა - წინასწარ დგება კითხვარი, რომელიც მაქსიმალურად
ზუსტად მოიცავს ყველა შესაძლებელ დიალექტურ ნაირსახეობას.
გათვალისწინებული უნდა იყოს ფონეტიკური, მორფოლოგიური,
სინტაქსური,ლექსიკური მონაცემები. მაგალითად, ამ ტიპის კითხვარი შეიძლება
მოიცავდეს კითხვებს:

ფონეტიკიდან:

ხდება თუ არა ხმოვანტა პროგრესული ასიმილაცია? (უცდის < უცთის); დასტურდება


თუ არა ისეთი ფონემები, როგორიცაა იოტა, ხარი, უბრჯგუ და სხვ..

მორფოლოგიიდან:

როგორ არის წარმოდგენილი ბოლოხმოვნიანი სახელები სახელობით ბრუნვაში -


ფუძის სახით (მაგ., გზა),დაირთავს ი ხმოვანს (გზაი) თუ იოტას (გზაჲ); ხდება თუ არა
კუმშვა და კვეცა და რა შემთხვევებში, ვნებითი გვარის ფორმებიდან რომელი
გამოიყენება - იწერება თ იწერების და სხვ.

სინტაქსიდან:

დაისმის თუ არა მეორე სერიაში სუბიექტი მოთხრობით ბრუნვაში გარდაუვალ


ზმნასთან: კაცი მოვიდა//კაცმა მოვიდა...

ლექსიკიდან შეიძლება დაისვას კითხვა, თუ რა ეწოდება ამა თუ იმ საგანს, მოვლენას.


აშ, დიალექტში

გ)დიალექტური მასალის შესწავლა წერილობიტ ძეგლებში, რომლებსაც ავტორი ან


უნებურად, ან გააზრებულად ავლენს , როცა დიალექტური ფორმები გამოიყენება
ადგილობრივი კოლორიტის შესაქმნელად.
11. ლინგვისტური გეოგრაფია

ლინგვისტური გეოგრაფია ჩამოყალიბდა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. თუკი


დიალექტოლოგია შეისწავლის დიალექტურ მოვლენებს გარკვეული ენობრივი სისტემის
ფარგლებში,ლინგვისტური გეოგრაფია ცალკე აღებულ ფორმებს მისი გეოგრაფიული
გავრცელებულობის თვალსაზრისით სწავლობს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ
ლიგვისტური გეოგრაფია მოუხერხებელი ტერმინია - აქცენტი თითქოს გეოგრაფიაზე
გადატანილი და ისე ჩანს, რომ გეოგრაფიული დისციპლინაა. უმჯობესი იქნება
დამკვიდრდეს ტერმინი გეოგრაფიული ლინგვისტიკა, რაც ამ დარგის არსს უკეთესად
წარმოაჩენს.

ლინგვისტურმა გეოგრაფიამ მოხსნა დიალექტოლოგიის შინაგანი წინააარმდეგობა.


მისმა ძირითადმა ცნებამ - იზოგლოსამ,- გააერთიანა ის, რაც საერთო, იდენური იყო
სხვადასხვა ტერიტორიაზე, სხვადასხვა ეთნიკურ, სოციალურ, პროფესიულ ჯგუფში
გავრცელებულ მეტყველებაში, მაგრამ ამასთანავე თავი ვერ დააღწია მეორე უკიდურესობას:
იზოგლოსით გაერთიანებული ყოველი ფორმასისტემისგან განყენებული აღმოჩნდა.

ლინგვისტური გეოგრაფია უარყოფს დიალექტების არსებობას და


ამკვიდრებსდიალექტიზმების (ცალკეული ფორმების) შესწავლას. შესწავლა ხდება
კარტოგრაფიულიმეთოდის საშუალებით: დგება თითოეული ფორმის
ნაირსახეობათაგავრცელებულობის რუკა. რუკები კი ერთიანდება ლინგვისტურ ატლასში.

პირველი ლინგივსტური რუკები და ატლასები გერმოანიაში შეიქმნა ვენკერის მიერ,


თუმცა ამ მხრივ სანიმუშო გამოდგა ჟილიერონისა და ედმონის „საფრანგეთის
ლინგვისტური ატლასი“.

რუკაზე აღინიშნება ესა თუ ის ენობრივი თავისებურება. სხვადასხვა წერტილებში


(სხვადასხვა ტერიტორიაზე) წარმოდგენილი ერთი ხასიათის თავისებურებანი ერთიანდება
სახით, რომელსაც იზოგლოსა ეწოდება( თანაგვარი მეტყველება, ენა). მაგალითად, ერთი და
იმავე ფორმის იზოგლოსებია ჭალაები, ჭალიები, ჭალეები - დადასტურებული აღმოსავლეთ
საქართველოს მთის დიალექტებში, ცენტრალურ ქართლურში და მესხურ და აჭარულ
დიალექტებში. იმის გამო, რომ იზოგლოსებით აღნიშვნა გაკრვეულ სითულეებთანაა
დაკავშირებუი, ამჟამად იყენებნ პირობით ნიშნებს ან უშუალოდ წერენ შესაბამის
დიალექტურ ფორმებს სათანადოგეოგრაფიული პუნქტის აღმნიშვნელთან. ტერმინი
იზოგლოსა კი დარჩა თანაგვარ ფორმათა ცნების გამსახატავად.

ლინგვისტური გეოგრაფიისპრინციპების, მეთოდებისა და საკვლევი ობიექტის


შესახებ აზრის მიხედვიტ გამოიყოფა ორი ძირითადი ძირითადი სკოლა: ჭილიერონის
რომანული სკოლა და ვენკერის გერმანული სკოლა.

ჟილიერონის სკოლის პრინციპები ასეთია:


ა) არსაწერი რეგიონის არჩევითობა:

ბ) უშუალო ანკეტირების მეთოდი;

გ) რუკაზე გადასატანი სიტყვის პირადპირი ფიქსაცია.

ვენკერის გერმანული სკოლის პრინციპები განსხვავდება:

ა) ხდება მტლიანი (და არა არჩევითი) არწერა ყველა დასახლებული პუნქტის


მიხედვით:

ბ) უპირატესობა ენიჭება გაშუალებულ ანკეტირებას: გზავნიან ანკეტებს სხვადასხვა


რეგიონში და ავსებინებენ მათ სკოლის მასწავლებლებს;

გ)რუკაზე დიალექტიზმები აღინიშნება პირობითი ნიშნებით.

ყველა სხვა პრინციპი ამ პრინცპითა მოდიფიკაციას წარმოაგენს.

ლინგვისტური გეოგრაფია საკუთრივ ტერიტორიულ პრინციპს მკვიდრებს


განსხვავებით ტერიტორიული დიალექტებისგან, რომელთა გამოყოფის საფუძველი
ქართულში არსებითად ეთნოსია.

ყოველი კონკრეტული ფორმა გარკვეული ენობრივი სისტემის კუთვნილებაა და


სწორედ ამ სისტემის გათვალისწინებაა აუცილებელი სრულყოფილი ენათმეცნიერული
თვალსაზრისით.

დიალექტოლოგია და ლინგვისტური გეოგრაფია ურთიერთშემავსებელი დარგებია


და არა ურთიერთდაპირისპირებული, ისინი წარმოადგენენ კვლევის ორ გზას, რომლებიც
დიალექტის შესწავლის ერთსა და იმავე მიზანს ემსახურებიან.

12. დიალექტოლოგიური სტრატიფიკაცია; სუბსტრატი, სუპერსტრატი და ადსტრატი.

დიალექტოლოგიური სტრატიფიკაცია (ლათ. Stratum - ფენა; facere- კეთება)


გულისხმობს დიალექტში არსებული დანაშრევების წარმოჩენასა და ანალიზს.

დიალექტის ცვლილებას ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებს:

ა) ენის შინაგანიპოტენციით შეპირობებული განვითარება, როცა ხდება მეტყველების


იმანენტერუ შესაძლებლობების გამოვლენა;

ბ)სხვა დიალექტების ან ენების ზეგავლენა.

ზოგჯერ ადვილად ხერხდება სხვადასხვა დანაშრევების გამოყოფა ამა თუ იმ


დიალექტში. მაგალითად, ინგილოურში ერთ-ერთი დანაშრევი ხუნძური ენისაა: კერძოდ,
ინგილოურში ძ და ჯ აფრიკატებს ენაცვლება შესაბამისი სპირანტები -ზ და ჟ: ზმაჲ, ჯამაათ-
ჟამაათ.

ინგილოურში ჩანს ძველი ქართული ენიდან მომდინარე დანაშრევიც, მაგალითად,


ვნებითი გვარის ზმნათა აწმყოს წარმოება მესამე პირის ფორმებისთვის: ებნევის- ეუბნება;
ეშურვის - ეშურება..

გვაქვს ისეთი დანაშრევიც, რომელიც კახურ დიალექტთან პოულობს ანალოგიას,


რომელიც დედადიალექტია ინგილოურისთვის. ასეთია, მაგალიტად, მიცემით ბრუნვაში ს
თანხმოვნის შეცვლა იოტათი ხმოვანფუძიან სახელებთან და სრული დაკარგვა
თანხმოვანფუძინებთა: გოგრას - გოგრაჲ; პატრონს პატრონ...

ყველა ეს დანაშრევი იმდენად ორგანულად ერწყმის ერთმანეთს, რომ


მათიდანაშრევებად გამოყოფა მხოლოდ ენათმეცნიერული ანალიზით ხერხდება.

ამავდროულად, ინგილოურშივითარდება საკუთრივ ამ კილოსთვის


დამახასიათებელი მოვლენები.

დიალექტოლოგიური სტრატიფიკაციის გამოვლენა საშუალებას იძლევა სრულიად


გავითვალისწინნოთ დიალექტის ჩამოყალიბებისა და განვითარების გზა.
სტრატიფიკაციასთან დაკავშირებით სუბსტრატის, სუპერსტრატისა და ადსტრატის საკითხი
დაისმის.

სუბსტრატი (ლათ. Stratum - „ფენა“, შრე; Suბ - „ქვეშ“) ჩვეულებრივ განისაზღვრება


როგორც ამა თუ იმ ტერიტორიაზე ადრე არსებული ენის ან დიალექტის დანალექი ამჟამად
არსებულზე. ამ დროს დამხვდური ენა ანსრულიად ქრება ან გარკვეულადიზღუდება
ტერიტორიული გავრცელებულობის თვალსაზრისით.

სუბსტრატი, ისევე როგორ სუპერტრატი და ადსტრატი, ბილინგვიზმის უშუალო


შედეგია. , რომელიც თავს იჩენს დამხვდურ და მოსული ენების ურთიერთობისას ამა თუ იმ
ტრიტორიაზე. ამგვარ კონტაქტში შეიძლება მოხვდნენ ოგორც მონათესავე, ისე
არამონათესავე ენები. მონათესავე ენების სუბსტრატი განსაკუთრებით ხელშესახებდ
დასავლეთ საქართველოს დიალექტებშია წარმოჩენილი.

(სუპეესუბსტრატის დადგენას უდიდესი მნისვნელობა აქვს დიალექტოლოგიური


კვლევისა და დიალექტოლოგიური ატლასების შედგენისას, რადგან შედეგითიდენტური
მოვლენები შესაძლოა წარმოშობიტ სხვადასხვა საფუძველს პოულობდეს. მაგალითად, ძ-ს
გადაქცევა ზ-დ იმერულ დიალექტში დეზაფრიკატიზაციის კერძო შემთხვევას ეფუძნება
(ნატაძრევი <ნატაზრევი), მაშინ როცა იგივე მოვლენა ინგილოურში ხუნძური ენის
სუბსტრატით აიხსნება.
მაგრამ ყოველგვარი გავლენის შედეგი როდი იკავებს ენაში ადგილს. ენაზე მხოლოდ
ის ახდენს გავლენას, რაც პოტენციის სახით თვით ამ ენაშიც მოიპოვება. სწორედ ამ
თვალსაზრისით უნდა შეფასდეს სუბსტრატი და მისი კანონზომიერებები.

სუბსტრატის საპირისპირო მოვლენაა სუპერსტარტი (ლათ. Super – „ზე“; stratum-


„ფენა“) ანუ მოსული ეთნოსის ენის ან დიალექტის დანალექი დამხვდური ეთნოსის ენაზე ან
დიალექტზე.

დასმულია საკითხი ქართულში სპარსული სუბსტრატის შესახებ. სპარსულმა


განსაკუთრებული გავლენა იქონია ქარტული ენის ლექსიკასა და ფრაზეოლოგიაზე. იმავეს
თქმა შეიძლება ბეძნულზეც. სუპერსტრატის საკითხი დაისმის დიალექტების
ურთიერთობის დროსაც. საცნაურია ქართლური სუპერსტრატი მესხურ-ჯავახურში,
ხევსურული, ფშაური - კახეთის ზოგ რაიონში და ა.შ.

ადსტრატი (ლათ. Ad – „თანა“) წარმოიქმნება ორი ენის ან დიალექტის თანაბარი


სისრულით ფლობის პირობებში მათი თავისუფალი ურთიერთშეღწევადობის პირობებში.

ადსტრატის ნიმუშია ქართულ-ბაცბური ენობრივი ურთიერთობა.

სუბსტრატსაც და სუპერსტრატსაც წინ ყოველთვის ადსტრატი უსწრებს.

ქარტული ენის დიალექტებზე არსებითი ზეგავლენა იქონია ადსტრატულმა


მოვლენებმა ქართულ-სვანურ, ქართულ - მეგრულ, ქართულ-ზანურ ურთიერთობათა
შედეგად.

13. დივერგენცია და კონვერგენცია; უნიფიკაცია, კომპენსაცია.

კონვერგენცია და დივერგენცია ენაში მოქმედი ურთიერთსაპირისპირო მოვლენებია.

დივერგენცია ლათინური ენიდან მომდინარეობსს და გულისხმობს საპირისპირო


ენობრივი პროცესების მომქმედებას ტერიტორიულად ახლომდგომ დიალექტებსა
დაკილოკავებში.

დივერგენციის უშუალო შედეგია დიალექტთა და კილოკავთა დიფერენციაცია. ამ


პროცესის გაფართოება კი ხშირად ახალი ენობრივი სისტემების შექმნამდე მიდის.

დივერგენცია ვლინდება დიალექტთა ურთიერთგამიჯვნის ტენდენციაში. ამის


მაგალითია ხევსურულსა და ფშაურშიავ და ამ თემისნიშნიანი ზმნების წარმოება
უწყვეტელში: ხევსურული - ვმალავდი, ფშაური -ვმალევდი.

დივერგენცია კილოკავების დონეზეც იჩენს თავს: მაგალითად, ქვემოგურული ბაღანა


უპირისპირდება ზემოგურულის ფორმებს ბაღანეს.
კონვერგენცია არის ანალოგიური, იდენტური მოვლენების ერთმანეთისაგან
დამოუკიდებელი არსებობა ორ ან მეტ დიალექტში. ამის მაგალითია აჭარულსა და
თუშურში უ ხმოვნის დაგრძელება.

კონვერგენციის შემტხვევაში მსგავსი მოვლენები შეიძლება აიხსნას ენის შინაგანი


პოტენციის გამოვლენიტ და არა დიალექტების ურთიერთზეგავლენით.

უნიფიკაცია გაერთიანებას ნიშნავს, ანუ მრავალფორმიანობიდან ერთფორმიანობაზე


გადასვლას.

უნიფიკაციის საფუძველია ანალოგია. ანალოგია გულისხმობს ფომათა და სიტყვათა


წარმოების რამდენიმე შესაძლებლობიდან ერთ-ერთის გამოყენებას და დამკვიდრებას. ამის
მაგალითია ი ხმოვანზე დაბოლოებული ანტთროპონიმების (გიორგი, აკაკი...) მიბაძვით
თანხმოვანფუძიანი სახელობითის ი ნიშნის გააზრება ფუძისეულად (ნოდარიმ). და
პირიქით - ფუძისეული ი იქნა გააზრებული სახელობითის ნიშნად. სწორი ფორმაა ანტონიმ
და არა - ანტონმა, როგორც ესდამკვიდრებულია დღეს ქართულში.

ანალოგიას საფუძველი დიალექტებში აქვს, რადგან დიალექტი ამა თუ იმ


მნიშვნელობის გამოხატვის რამდენიმე ფორმობრივი შესაძლებლობიდან უპირატესობას
ანიჭებს ერთ მატგანსდა სხვებს უკუაგდებს. ამის ნიმუშია ირიბი ობიექტის
მრავლობითობის გამოხატვა მესამე პირის ფორმებში სხვადასხვა ფორმანტით
დიალექტებში: უთხრათ, უთხრაყე.

კომპენსაცია, ზოგადად, რაღაც დანაკლისის ანაზღაურებას გულისხმობს. ენაში


კომპენსაცია ჩვეულებრივ ფონეტიკის დონეზე ვლინდება. სიტყვაში ამა თუ იმ ბგერის
დაკარგვა საკომპენსაციო ცვლილებას იწვევს. მაგალითად, აჭარულში ხშირად იკარგება რ
სონანტი, რასაც საკომპენსაციოდ თან სდევს იმავე ფორმებში ხმოვნის დაგრძელება: აღა
მესმის..

მესხურ-ჯავახურში კუმშვადი ფუძის მქონე სახელებთან გამოიყენება იებ სუფიქსი.


მაგალითად, ფორმაში ცხვრიები - ი სუფიქსი ფუძისეული ა ხმოვნის კომპენსაციას ახდენს.

14.სახელდების (ნომინაციი) პრინციპებისთვის ქართული ენის დიალექტებში.

ნომინაციის საკითხი დიალექტებში უკავშირდება ზოგადად ენათმეცნიერების


მიდგომას ამ საკითხისადმი.

სახელდების შესახებ გამოთქმულიაორი ურთიერთსაპირისპირო დებულება:

ა) კავშირი სახელსა და საგანს შორის შეპირობებულია საგნის ბუნებით;

ბ) ნებისმიერია.
საბოლოოდ ამ უკნასკნელმა აზრმა გაიმარჯვა, თმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
მრავალი საგნისა თუ მოვლენის სახელი მოტივირებულიაეს მოტივირებულობაც
განსხვავებულია ენაში იმის მიხედვით, თ სახელდებისას რომელ ნიშან-თვისებას მიექცევა
ყურადღება. მაგალითად ქართული შავბალახას რუსული შესატყვისი ქართულად სიტყვა-
სიტყვითითარგმნება როგორც „უდაბნოსი“; თუ ქართულმა ენამ ყურადღება გაამახვილა
ფერზე, რუსულისთვის მცენარის გავრცელების არეალი აღმოჩნდა სახელდბისთვის
ამოსავალი.

სხვადასხვა ენა ნებისმიერობას იჩენს სახელდებისთვის საგნის ამა თუ იმ ნიშნის


შერჩევაში და არა მისგან სრული დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. თუმცა არჩევანის
ნებისმიერობა ბოლომდე თავისუფალი როდია, იგი იმთავითვე შეპირობებულია მოცემული
ენის სემანტიკური ტენდენციებით.

ამ მხრივ სხვაობენ დიალექტებიც.

სახელდებისას ხდება:

ა)ამორჩევა საგნის ან მოვლენის მრავალი მხარისაგან ერთისა:

ბ) ენობრივი სინეკდოქე ანუ მთელის ერთი მხარის დასახელება მთლიანის


მნიშვნელობით.

მრავალძარღვათი“ მცენარის ანატომიურ აგებულებას მიექცა ყურადღება, სიტყვით


„ქინძისთავი“ ენა საგნის ფორმაზე ამახვილებს ყურადღებას; ცისკარი კი მოვლენის არს
მეტაფორულად ასახავს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, სსაგნის ასახვის როგორი პრინციპია


გამოყენებული:

ა)ზოგადი ნიშნის წარმოჩენა თ დეტალიზაცია;

ბ) ესთეტიკური თუ ვულგარული გამოხატვა;

გ) საგნისა არსისობიექტური ასახვა თუ ჰიპერბოლური.

გასათვალისწინებელია ისიც, საგნის რომელი მხარე უდევს საფუძვლად ნომინაციას:

ა) გარეგნული თუ შინაგანი;

ბ) აგებულება თუ სხვა საგნებთან მიმართება;

გ)საგნის დამახასიათებელი მოქმედება თუ მისი სხვა საგნებთან მსგავსება.

ამდენად, ნომინაციას ორი ძირითადი ასპექტი უდევს საფუძვლად - ასახვის


პრინციპი და საგნის ესა თუ ის ნიშან-თვისება.
მაგალითად, მცენარე „მსუქანა“ იმერულსა და გურულში არის „წითელძირა“ ან
„უკვდავა ფხალი“ აჭარულში „თაგვიყურა“ , მთიულურში „ხველის წამალი“ ან „დაჭრილაჲს
წამალი“.

თუმცა დიალექტში დამკვიდრებული ფორმა არ გამორიცხავს მის იდიოლექტურ


ნაირსახეობებს.

ერთი და იგივედიალექტი სახელდების ყოველთვის ერთსა და იმავე პრინციპს არ


მიმართავს, თმცა დიალექტის ტიპს განსაზღვრავს ის თუ ყველაზე ხშირად რომელ პრინციპს
მიმართავს

15.კოინე

კოინე ანუ ზედიალექტი მეტყველების ის ნაირსახეობაა, რომელიც რამდენიმე


დიალექტისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებას აერთიანებს, და, ამდენად,
დიალექტთაშორისი ურთიერთობის საშუალებას წარმოადგენს.

იგი სტიქიურად გამომჟღავნებულიმეტყველებაა, რომელშიც მეტ-ნაკლებად


ნიველირებულია ამა თ იმ დიალექტისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური მოვლენები.
ამიტომაც იგი ერთნაირად გასაგებია სხვადასხვა დიალექტის მფლობელთათვის.

თვით ტერმინი „კოინე“ ბერძნულიდან მოდის და ნიშნავს „საერთოს“.

გამოიყოფა კოინეს რამდენიმე ნაირსახეობა:

ა) ქალაქური კოინე - ქალაქური კოინე წარმოიქმნება ქალაქში თავმოყრილი


დიალექტების ინტერფერენციის (ურთიერთშეღწევადობის) საფუძველზე. ამ
დიალექტებისთვის საერთო, მსგავსი მკვიდრდება, განსხვავებული კი ნიველირდება.დიდ
ზეგავლენას ახდენს კოინეს ფორმირებაზე ქალაქში პოვნიერი უცხო ენებიც.

ბ)ინტერდიალექტური, ანუ დიალექტთაშორისი კოინე ყალიბდება დიალექტთა


გარდამავალ ზონებში და მას ერთი დიალექტის მფლობელი იყენებს მეორე დიალექტის
მფლობელთან ურთიერთობის დროს.

გ) პოეტური კოინე - პოეტური კოინე პოეტური ზეპირსიტყვიერებისთვისაა


ნიშანდობლივი. ნიკო მარი კავკასიელი ტომების პოეზიის ენაზე საუბრისას აღნიშნავდა,
რომ იგი არ ემთხვევა არცერტ კილოს. მას უფრო მეტი საერთო აქვს მაგიური რიტუალების
ენასთან, რასაც ნიკო მარი შემდეგი მიზეზებით ხსნის: შესაძლოა ეს იყოს რომელიმე აწ უკვე
გამქრალი დიალექტის გადამუშავება საკუთრივ პოეტური ნაწარმოებებისთვის და
წარმოადგენდეს წარსულის ენობრივ მემკვიდრეობას.

ქართული სალიტერატურო ენისთვის, როგოც ჩანს, კოინეს ამ სამივე ნაირსახეობას


უნდა ჰქონოდა მეტ-ნაკლები მნიშვნელობა, უწინარეს ყოვლისა კი -ქალაქურ კოინეს.
კოინეშეიძლება ჩამოყალიბებული იყოს დიალექტთა დანაწევრების პირობებში.ესაა
ენობრივი ინტეგრაციის საწყისი, საერთო ეროვნულ ენასთან მიახლოების საწყისი პროცესი.

ეროვნული ენა ერის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია. მას ქმნის იმ ენობრივი


მოვლენებისა და მათში მონაწილე ელემენტების ერთობლიობა, რომლებიც საერთოა ყველა
(ან უმეტესი წილი) ტერიტორიული და სოციალური დიალექტების, აგრეთვე ყველა
ზედიალექტური წარმონაქმნისთვის. სალიტერატურო ენა კი ეფუძნენაამ საერთო
მონაცემებს და მის ნორმირებულ, დახვეწილ სახეს წარმოადგენს.

16.სალიტერატურო ენა

სალიტერატურო ენა მიიჩნევა ეროვნული ენის უმაღლეს ფორმად. იგი


ითვალისწინებს ეროვნული ენის ტენდენციებს ყოველ ეპოქაში.

სალიტერატურო ენა ხელს უწყობს ერის კონსოლიდაციას და აზირებს მას მსფოლიო


ლიტერატურისა და კულტურის მირწევებ.

სალიტერატურო ენის დახვეწასა და განვითარებას სამი ძირითადი ფაქტორი


განაპირობებს:

ა) განვითარების შინაგანი პოტენცია;

ბ) ურთიერთობა ცოცხალ კილოებთან;

გ) სხვა ენებტან გონივრული ურთიერთობა.

ყოველ სალიტერატურო ენას აქვს თავისი ნიშნები:

ა) იგი არის საყოველთაო და სავალდებულოა ამ ენაზე მოლაპარაკე ყველა


პირისთვის;

ბ) სალიტერატურო ენა არის სამწერლობო და ზეპირი;

გ) სალიტერატურო ენა არის ნორმირებული;

დ)სალიტერატურო ენა არის ოფიციალური ურთიერთიბის საშუალება.

სალიტერატურო ენას ექსპრესიული, საკომუნიკაციო, მაკონსტრუირებელი და


მაკუმულირებელი ფუნქციები აქვს.

ქარტულ სალიტერატურო ენას სულ მცირე თხუთმესაუკუნოვანი ისტორია აქვს.


ბესარიონ ჯორბენაძე მასში ხუთ ძირითად ეტაპს გამოყოფს. ესენია:

პირველი -კლასიკური სალიტერატურო ენა, რომელიც მოიცავს პერიოდს მეხუთე


საუკუნიდან მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეების მიჯნამდე; ამ პერიოდისთვის
დამახასიატებელია კანონიზებული ფომრების მკაცად დაცვა, ორიენტაცია საეკლესიო
ტხზულებათა ენაზე, პირველ ყოვლისა - ბიბლიის თარგმანების ენაზე, რაც განაპირობებდა
კალკის მომრავლებას. დროთა განმავლობაში ამგვარმა მკცრმა მიდგომებმა გამოიწვია
სალიტერატურო ნორმებისადმი გამოიწვია სალიტერატურო ენის დაშორება ცოცხალი
სამეტყველო ენისაგან, სალიტერატურო ენა განათლებული ფენის ღირსებისსაქმედ იქცა.

მეორეეტაპი მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებიდა იღებს სათავსეს. ამ პერიოდში


სალიტერატურო ენსა უახლოვდება ცოცხალ მეტყველებას, იგძნობა აღმოსავლური პოეზიის
ზეგავლენა ლექსიკაზე.

მოგვიანებიტ საქარტველოს პოლიტიკური ერთიანობის რღვევამ სერიოზული


საფრძთხე შეუქმნა სალიტერატურო ენასაც. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების ქართულ
სიგელებში იმდენად ბევრია არაქართული სტყვა, რომ ცხადი ხდება, თუ რა საგანგებო
მდგომარეობა უნდა ყოფილიყო დაბალ ფენებში.

სწორედ ამგვარ ვიტარებაზე რეაგირებასწარმოადგენდა ანტონის სამი შტილის


თეორია, რომლისმიზანი სალიტერატურო ენის დაცვა იყო. ამ ტენდენციიის მიმდევარი იყო
სულხან-საბაც, მიუხედავად ამისა, ანტონის ტეორიის დაკანონება ვერ მოხერხდა, რადგან
ამან მეტად ხელოვნური იერი მისცა სალიტწრატურო ენას.

ენობრივი კრიზისი გაგრძელდა მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებამდე.


მხოლოდ ცოცხალი კილოების შინაგან ტენდენციათა შესისხლხორცება გადააარჩენდა
ქართულ ენას გადაგვარებისგან.

ეს პროცესი მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო თერგდალეულთა


მეცადინეობითდა სწორედ ესაა მეოტხე ეტაპი ქართული სალიტერატურო ენის
განვითარებისა.

მეხუტე ეტაპად პირობითად მიიჩნვა თანამედროვე სალიტერატურო ენა, რომლიც


სათავეს იღებს მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლების მოცლენებიდან. ესენია: ქართული
უნივერსიტეტისდაარსება, ეროვნული თვითშეგნების აღორძინება, ქართული ენის
სახელმწიფო ენად გამოცხადება.

17.ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები.

სალიტერატურო ენას, ჩვეულებრივ, ერთი, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და


კულტურულად დაწინაურებული მხარის მეეტყველება, კილო ედება საფუძლად. ასე
ქართული სალიტერატურო ენა ძირითადად ქართლურ დიალექტს დაეყრდნო, მაგრამ
დროთაგანმავლობაში მის განვითარებაში სხვა დიალექტებიც მონაწილეობენ.

ქართულ სალიტერატურო ენასთან ყველაზე ახლოს ქარტლური და კახური


დიალექტებია, მაგრამ ამავდრიულად ზოგი თვალსაჩინო განსხვავებაცაა მათ შორის.
ის, რომ სალიტერატურო ენა საერთოა ამ ენაზე მოსაუბრე ყველა ადამიანისთვის,
განსაზრვრავს მის ოფიციალურ ხასიათს, რაც ტავის მხრივ შეაპირობებს იმას, რომ
სამწერლობო ხდება სწორედ ეს საერთოდ და სავალდებულო ენა. ეს კი თავისთავად
განსაზვრავს ენის ნორმირების აუცილებლობას.

ამდენად, სალიტერატურო ენას საფუძვლად უნდა დასდებოდა ის მეტყველება,


რომლისთვისაც არსებითი იქნებოდა საერთოობა და მოპოვებული ექნებოდა სოციალური
სანქცია. ასეთი მეტყველება კი კოინეა - ზედიალექტი.

ქართული სალიტერატურო ენისტვის საფუძველი უნდა გამხდარიყო კოინეს


სამივესახეობა, თუმცა უპირატესობა ქალაქურს უნდა ჰქონოდა.

სწორედ თბილისში შეიქმნა საერთო ქართული სალიტერატურო წარმოტქმა,


ინტონაცია. თბილისური ქართული წაბაძვის საგანი გახდა, რამაც ხელი შეუწყო კილოკავთა
დაახლოებას...

18. დიალექტური კვლევის პრინციპები და მეთოდები.

დიალექტოლოგიური კვლევისას, ისევე, როგორც ზოგადად მეცნიერული კვლევისას,


გამოიყოფა კვლევის სამი ძირითადი ეტაპი:

ა) ემპირიული მასალის მოპოვება,მასალაზე დაკვირვება და სისტემატიზაცია;


ჭვრეტის საფეხური;

ბ) მასალის ანალიზი - სეგმენტაცია და სეგმენტირებულ ელემენტებს შორის


მიმართებათა დადგენა -ანალიზის ეტაპ);

გ) მიღებული შედეგების სინთეზი - ინტეგრაცია და ინტერპრეტაცია (გაცნობიერება).

მიზნიდან გამომდინარე კვლევა შეიძლება იყოს ორგვარი ხაისათის: ექსპოზიციური,


როცა მიზანია აღწერა; და კაუზალური - მიზანია ახსნა.

დიალექტოლოგიური კვლევისას რამდენიმე მეთოდით ხელმძღვანელობენ. ესენია:


აღწერითი, შედარებითი, ისტორიული, ისტორიული და შედარებითი, კარტოგრაფიული,
შეპირისპირებითი.

აღწერითი მეთოდით შესაძლებელია ვაჩვენოთ ენის ფონემატური, მორფოლოგიური,


სინტაქსური სტრუქტურების სრული სურათი. უნდა დადგინდეს:

ა) ამ ელემენტების მიზეზ-შედეგობრივი კავ

You might also like