You are on page 1of 67

1. ქართული სალიტერატურო ენის პერიოდიზაციიის საკითხი.

განსხვავებული მოსაზრებები პერიოდიზაციის შესახებ.

ენათმეცნიერებაში შემუშავებულია ძირითადად ორგვარი დაყოფა, გამოყოფილია


ორი ან სამი პერიოდი (ძველი, საშუალი, ახალი). ზოგ ენაში ეს პერიოდები
იმდენად განსხვავდება, რომ საქმე ფაქტობრივად ორ განსხვავებულ ერთეულთან
გვაქვს. ქართულ ენაში კი კავშირი სალიტერატურო ენასა და ცოცხალ ენას შორის
არ გაწყვეტილა. ძველი ქართული სწორედ ამიტომ არ არის მკვდარი ენა. ჩვენ 2-3
ენა კი არ გვაქვს, არამედ 2-3 საფეხური სალიტერატურო ენის განვითარების
ისტორიაში. ჩვენი შექმნილი ტერმინები ძველი ქართული ენა, ახალი ქართული
ენა, ეს უბრალოდ სამუშაო ტერმინებია და არა რეალობა.

აკაკი შანიძის აზრით ქართული სალიტერატურო ენის ისტორია მოიცავს სამ


პერიოდს: ძველი ქართული ენა ( V-XI სს.) საშუალი ქართული ენა ( XII-XVIII სს.),
ახალი ქართული ენა (XIX- XX სს.) მეცნიერები რომლებიც ეთანხმებიან
(დეეტერსი, კეკელიძე, მზ. შანიძე, ჭუმბურიძე, სარჯველაძე…)
აკაკი შანიძე მიიჩნევს, რომ ასპექტის კატეგორიის გამოხატვაში მომხდარი
ცვლილება არის მნიშვნელოვანი. ძველ ქართულში პირველ სერიაში ყველა ზმნა
ზმნისწინიანიც და უზმნისწინოც არის არასრული ასპექტისა, ხოლო მეორე სერიის
ზმნები - სრული. ანუ ზმნისწინს არ ჰქონდა მაპერფექტივებელი ძალა. ა. შანიძემ
ამას ბერძნული სისტემა უწოდა ტიპოლოგიური მსგავსების გამო. ახალ
ქართულში კი, როგორც სლავურშია, ზმნისწინმა მაპერფექტივებელი ძალა
შეიძინა. ამას სლავური სისტემა ეწოდა. აკაკი შანიძე მიიჩნევს, რომ ამ ბერძნული
სისტემიდან სლავურზე გადასვლა იყო “დიდი მოხვეული”, მიჯნა ძველსა და
ახალ ქართულს შორის. მისი აზრით არსებობს საშუალი ქართული ენა, რომელიც
გარდამავალი პერიოდია და ძველი და ახალი ფორმები ერთად თანაარსებობენ.
შანიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმები გვხვდება ძველ ქართულშიც (სინურ
მრავალთავში) . ვინაიდან ასპექტი ქართული ზმნსთვის ერთ-ერთი ძირითადი
კატეგორიაა, მისი გამოხატვის ცვლილება შესაძლოა გამოდგეს ქართული
სალიტერატურო ენის პერიოდიზაციის დასადგენად.

არნოლდ ჩიქობავას აზრით საშუალი ქართულის ცალკე საფეხურად გამოყოფა


არაა მართებული. მისი აზრით საშუალი ქართული არის ძველი და ახალი
ქართულის ნორმების შერევა. მან გამოყო ორი პერიოდი. ძველი ქართული ენა (V-
XI) და ახალი ქართული (XII-დან დღემდე). ის მიიჩნევს, რომ ვეფხისტყაოსნის ენა
უკვე აღარაა ძველი ქართული. სახელთა ბრუნებაში, ზმნის უღლებაში ახალი
ქართულის დამახასიათებელი მოვლენები გვაქვს. სიტყვათა წყობაც არსებითად
ახალი ქართულისაა. ახალ ქართულს საძირკველი ეყრება თბილისში, 1122 წელს
აღმაშენებლმა გაათავისუფლა თბილის და კულტურული ცნეტრი ქუთაისიდან
თბილისში გადმოიტანა.
ჩიქობავამ გამოყო 8 ნიშანი,რომელიც ვეფხისტყაოსანს ახასიათებ და არ გვხვდება
ძველ ქართულში:
1. „ვეფხისტყაოსანსა“ (//ახალ ქართულში) ხმოვანზე დაბოლოებულ ფუძეებთან
სახელობითის ნიშანი ჲ (დედაჲ, წყაროჲ) აღარ იხმარება.
2. უკვეცელი სახელების ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებში, სადაც
ძველში გვაქვს - ჲსა, -ჲთა დაბოლოება, ვეფხისტყაოსანში გვაქვს – ისა, - ითა.
3. ძველ ქართულში ვითარებით ბრუნვაში –მდე თანდებულის წინ ბრუნვის
ნიშანი -დ შენარჩუნებულია (ქალაქადმდე, მთადმდის), ვეფხისტყაოსანსა და ახალ
ქართულში –დ აღარ გვაქვს (ქალაქამდე, მთამდე).
4. ძველ ქართულში I ობიექტური პირის ნიშნად მრ.რ-ში გვაქვს მ- და გჳ-
პრეფიქსები (მიყუარს, გჳყუარს; შემიწყნარა, შეგჳწყნარა), ვეფხისტყაოსანსა და
ახალ ქართულში მხოლოდ გვ- და არცერთხელ მ-.
5. ძველ ქართულში არა გვაქვს ისი ნაცვალსახელი, ვეფხისტყაოსანში ისი
ნაცვალსახელის გამოყენების 40-მდე შემთხვევა დასტურდება
6. ძველ ქართულში გვაქვს არს მეშველი ზმნა ( კაცი არს, წერილ არს),
ვეფხისტყაოსანსა და ახალ ქართულში კი – ა.
„იგიასაქმესაზეომომცემიაღმარენათა“;
„ იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია“
7. გარდამავალ ზმნებს I თურმეობითში –ავ დ –ამ თემისნიშნიან ზმნათა
გამოკლებით აქვს –იეს დაბოლოება (დამიწერიეს, მიყოფიეს),
ვეფხისტყაოსანსა და ახალ ქართულში კი –ია „მას ვაქებ, ვინცა მიქია“, „არ თავი
გამიქიქია“;
„თავი ყოლლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი“ .
8. ვეფხისტყაოსანში სიტყვათა წყობა განსხვავებულია ძველი ქართულისაგან,
მოხშირებულია მსაზღვრელის პრეპოზიციის შემთხვევები.
„მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა“;
„მერმე,ჩემიმიჯნურიხარ“;
„დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა“..

მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს ყველა ნიშანი ძველ ქართულშიც გვხვდება


სპორადულად. ეს გამოიკვლია ზურაბ სარჯველაძემ. ის ადასტურებს, რომ
ამათგან არცერთია ისეთი რითაც ძველი ქართული ახალს რადიკალურად
უპირისპირდება. მაგალითად:
 დამავალი დიფთონგის მოშლა უკვე VI-VIII საუკუნეთა ძეგლებშიც
გვხვდება.
 -დ დაკარგვა ვითარებით ბრუნვაში -მდე თანდებულის წინ გვაქვს ხანმეტ
ლექციონარში და ადიშის ოთხთავშიც.
 -მ მრავლობითობის ნიშანი არ გვხვდება ხანმეტ მრავალთავში, შუშანიკში
და სხვა...
 ისი ნაცვალსახელი გვაქვს ოშკის ბიბლიაში (978წ), კალის ლექციონარში...
 არს > ა პირველად ხანმეტ ტექსტებში გვხვდება
 თურმეობითის -ია დაბოლოება უკვე VIII საუკუნიდან დასტურდება
 რაც შეეხება მსაზღვრელ-საზღვრულს, პრეზპოზიცია და პოსტპიზიცია
დამოკიდებულია იმაზე, ნათარგმნია თუ ორიგინალი ტექსტი და რომელი
მეტყველბის ნაწილითაა გამოხატული. ნორმაა ატრიბუტული
მსაზღვრელის პრეპოზიცია. ნათარგმნ ძეგლებში კი პოსტპოზიციაა
ქგავრცელებული. რადგანაც ჭარბობს მართული მსაზღვრელის გამოყენება
(არს,სახ, ჩვენებითი ნაცვალსახელი, კუთვნ. ნაცვალსახელი) ამიტომაა რომ
პოსტპოზიცია უფრო ჭარბობს. ვეფხსიტყოასანში ატრიბუტული
მსაზღვრელიც პოსტპოზიციურია, რასაც რითმა განაპირობებს.

აქედან გამომდინარე ვეფხისტყაოსანში აისახა ის ყველა ნიშანი, რაც


სპორადულად უკვე ძველ ქართულშიც გვხვდებოდა. თუმცა ის, რაც ძველ
ქართულში რაც ნორმიდან გადახედვაა, ვეფხისტყაოსანში ის ნორმაა.
თუ ვიტყვით, რომ XI საუკუნიდან ახალი ქართულია, მაშინ გამოდის, რომ მე-12 -
მე-13 საუკუნეების სასულიერო ძეგლები ახალი ქართულია, მაგრამ ეს ასე არაა.
წერდა კი იოანე პეტრიწი ახალი ქართულით?
ზ. სარჯველაძე ძველ ქართულ ენაშიც ორ პერიოდს გამოყოფს, რადგან თვლის,
რომ არაა ერთგვაროვანი, ესენი : V-VIII და IX-XI საუკუნეები.

სამ პერიოდს გამოყოფს ფარნაოზ ერთელიშვილიც: ძველი სალიტერტურო ენა (V-


XI სს), ახალი სალიტერატურო ენა (XII-XIX სს), თანამედროვე სალიტერატურო
ენა (XX საუკუნე)

ბესარიონ ჯორბენაძე გამოყოფს 5 პერიოდს:


I ეტაპი _ V საუკუნიდან XI-XII საუკუნემდე - ძველი ქართული, კლასიკური
ქართული სალიტერატურო ენა.
II ეტაპი – XI-XVI საუკუნეები (საერო ლიტერატურის დამკვიდრება და ხალხურ
მეტყველებასთან დაახლოება)
III ეტაპი _ XVII-XVIII საუკუნეები (ანტონ კათალიკოსი. სალიტერატურო ენაში
სამი სტილის დამკვიდრების დრო)
IV ეტაპი _ XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე
(ახალი სალიტერატურო ენის დამკვიდრების პერიოდი)
V ეტაპი _ XX საუკუნის 10-20–იანი წლებიდან დღემდე ( თბილისურ
მეტყველებაზე ორიენტირებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა)

გიორგი გოგოლაშვილის აზრით, არსებობს სამი საერთო სახალხო ქართული ენა (


ძველი, საშუალი, ახალი) და ორი ქართული სალიტერატურო ენა ( ძველი და
ახალი). იგი თვლის, რომ არ არსებობს ერთიანი საშუალი ქართული
სალიტერატურო ენა, მაგრამ არსებობს საშუალი ქართული, როგორც ენობრივი
რეალობა თავისი მრავალგვარი ნაირსახეობით.

რევაზ თვარაძის აზრით, ქართული სალიტერატურო ენა ერთიანი


თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობაა და მისი დაყოფა პერიოდებად
გამართლებული არ არის.

პერიოდიზაციის საკითხის გადასაწყვეტად, საჭიროა ენის ისტორიის დეტალური


შესწავლის შედეგად, რისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს ცალკეული
წერილობითი ძეგლების ენის შესწავლას. თუმცა უნდა მიექცეს ყურადღება იმას,
თუ როგორია ტექსტი:
 ნაწარმოების ჟანრი - საეროა თუ საეკლესიო, აგიოგრაფიაა თუ ეგზეგეტიკა-
ჰომილეტიკა.
 ორიგინალურია ძეგლი თუ თარგმნილი;
 როგორაა ტექსტი მოღწეული ჩვენამდე, თავდაპირველი სახით თუ
ცვლილებები განიცადა;
რომელი ენობრივი კოლექტივის წარმომადგენელია მწერალი;
 როგორია გადამწერის ენობრივი პოზიცია;
 რომელ სამწერლობო კერას ეკუთვნის მწერალი.

2. სალიტერტურო ენის სტანდარტიზაციის საკითხი - ძველი ქართველი


მთარგმნელებიდან სახელმწიფო ენის შესახებ კანონამდე. თანამედროვე
ქართული სალიტერატურო ენის ნორმირების ძირითადი პრინცები.

ჩვენამდე მოღწეული პირველივე ქართული წერილობითი ძეგლი მკაცრად


ნორმირებულ ენაზეა შექმნილი, რაც მიუთითებს, რომ ენის სტანდარტიზაციაზე
სპეციალურად ზრუნავდნენ.

ის ფაქტი, რომ, ძველი ქართველი მწიგნობრები ენობრივი წესების დაცვას


ყურადღებას აქცევდნენ ჩანს გიორგი მთაწმინდელის ანდერძიდან, რომელიც
ნათარგმნ ოთხთავს დაურთო. ის გადამწერებს სთხოვს: „ღმრთისათჳს სიტყუათა
ნუ სცვალებთ, არამედ ვითა აქა სწერია, ეგრე დაწერეთ...“ , ფსალმუნზე დართულ
ანდერძში გიორგი მთაწმინდელი მიუთითებს: “და ვინ სწერდეთ, ვითა აქა ჰპოოთ,
ეგრეთვე შეუცუალებელად დასწერდით” . „გინა ზეპირით იძალოს და რყუნად და
ზე-ქუჱ ქცევად დაუწყოს, საშჯელი მოჰჴადენ ღმერთმან ...“ .
ეფრემ მცირე პირველი მწიგნობარია, რომელმაც სალიტერატურო ქართული ენის
სიწმინდის საკითხს მიაქცია ყურადღება და თავისი შეხედულებები საკუთარ
თარგმანებს დართულ ანდერძებსა და სქოლიო-კომენტარებში შეიტანა. ის
ყურადღებას აქცევდა სამწელობო და სასაუბრო ენის ურთიერთმიმართების
საკითხს. ეფრემის მიხედვით, „წიგნური“ ანუ „ღრმაჲ სიტყუაჲ“ იგივეა, რაც
სალიტერატურო ფორმა სიტყვისა, ხოლო „სოფლური“ „უშუერი“ სასაუბრო,
ლიტონი სიტყვის აღმნიშვნელი ტერმინი. ეფრემის აზრით, ერთმანეთს
უპირისპირდება „განშუენებული სიტყუაჲ“ და „უშუერი სიტყუაჲ“ და
სალიტერატურო ქართულში ამგვარი „სოფლური“, „ლიტონი“ და „უშუერი“
სიტყვების გამოყენება „არა ჴამს“. (დეოფალი - დედოფალი, მზაკვარი - მედგარი) .
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეფრემ მცირე ადეკვატური, მოცემული
კონტექსტისთვის შესაფერისი ერთადერთი „უსაკუთრესი“ სიტყვის მოძიების
საკითხს ანიჭებს, რასაც ის ზოგჯერ ახალი სიტყვების შექმნამდეც მიჰყავს, რასაც
„ახლადმოპოვნებულ სიტყვებს“ უწოდებს. ასეთია მდედრობითი სქესის
გამომხეტვალი ხელოვნური ფორმები და ბერძნულის მიხედვით კალკირებული
კომპოზიტები. მისი აზრით, მთარგმნელმა უნდა დაიცვას ენა ზედმეტი
ნასესხობებისგან. ეფრემი ასახელებს სიტყვათა სესხების ორ დასაშვებ მიზეზს:
1. როცა მთარგმნელის მშობლიურ ენაში შესაბამისი ლექსიკური ერთეული არ
მოიპოვება. (რაჲცა ჩუენთან არა იპოვების)
2. როცა დედანში მსჯელობა სიტყვათა მსგავსებაზეა აგებული და მსგავსი
ეფექტის მიღწევა ქართული სიტყვებით არ ხერხდება. („ქართულად არა
დაეტეოდა“).ამ შემთხვევაში ეფრემი მათ უთარგმნელად ტოვებს და მკითხველს
აძლევს განმარტებას თუ რატომ გამოიყენა ამ კონრეტულ
შემთხვევაში ,,უსაკუთრესი“ სიტყვა. მას მოჰყავს მაგალითი, აგენიტონ და
გენიტონ სიტყვების, რომლებიც ქართულად არის აგებული და შობილი.
ქართულში, ბერძნულისგან განსხვავებით, არ გვაქვს ბგერათმსგავსება, შესაბამისდ
იგივე ეფექტს ვერ ვაღწევთ. ამიტომ შემსგავსებული სიტყვების ხმარება, არაა
გამართლებული, მტარგმნელი მათ განმარტების სახით წარმოადგენს.
თუკი ეფრემის მიერ შემოღებულ „წერტილითა განკუეთილობის“ (პუნქტუაციის)
სისტემას და „ სიტყუათა შედგმის“ და „შედგმული სიტყვების“ ( კომპოზიტების)
მართლწერის წესებსაც გავიხსენებთ, ნათელი გახდება, რომ ეფრემ მცირე,
ფაქტობრივად, სალიტერატურო ქართული ენისთვის გარკვეული სტანდარტების
დადგენას ცდილობს.
იოვანე ზოსიმე ყურადღებას ამახვილებს გადამწერის საყურადღებოდ დაწერილ
ტექსტზე: “ხოლო ვინ მაწერიებდა, მევედრებოდა ფრიად, რაჲთა რაჲ მაგას შინა
სწერია, იგიაჲ ოდენ დამიწერეო. აწ იგიაჲ ოდენ დამიჩხრეკია.” დამკვეთი
მოითხოვდა, რომ როგორც დედანში ეწერა ისე გადაეწერათ ტექსტი. როგორც ჩანს
ზოგჯერ გადამწერები თვითნებურად ცვლიდნენ ტექსტს, შესაძლოა იმიტომაც,
რომ ზოგიერთი ფორმა მოძველებულად ან გაუმართლებლად მიაჩნდათ.
XI-XII საუკუნეებიდან იწყება საერო მწერლობის განვითარებაც, რაც გავლენას
ახდენს სალიტერატურო ენაზეც. ის უახლოვდება ცოცხალ მეტყველებას, მაგრამ
აღმოსავლური პოეზიის გავლენით ხდება სპარსული ბარბარიზმების მოძალება.
სწორედ ამაზე ამბობდა არჩილ მეფე, რომ არ იყო კარგი უცხო სიტყვების ასე
გარევა ენაში.
განსაკუთრებულია სულხან-საბა ორბელიანის ღვაწლი, რომელმაც თავის
ქართულ ლექსიკონში სათანადო ადგილი მიუჩინა და შესაბამისად განმარტა
დიალექტური თუ უცხოენოვანი სიტყვები და ამით იმდროინდელი
სალიტერატურო ენის თვალსაზრისით ნორმატიული ფორმები თვალნათლივ
წარმოგვიჩინა. ეფრემის მსგავსად სულხან-საბაც გამოყოფდა წერილით და
სოფლურად ნათქვამ სიტყვებს.
XVII-XVIII საუკუნეებში ქართულ ენას რეალური საფრთხე დაუდგა. ქართულ ენას
შერყვნის საშიშროება დაუდგა. შემოვიდა გარმიანული ჟარგონი. ენა ივსბეა
კალკებით და ბარბარიზმებით. ამაზე რეაქციას წარმოადგენდა ანტონის სამი
სტილის თეორია, რომელიც სათავეს იღებს საბერძნეთიდან, ქართულში კი
რუსეთის გზით შემოაღწია. გარკვეული წინამძღვრები კი ქართულშიც ჰქონდა,
სულხან-საბაც კი მიმართავდა ხოლმე სამი სტილის თეორიას სხვადასხვა ჟანრის
თხზულებებში.
ანტონის მიერ დამკვიდრებული სამი სტილის თეორია ლამის საუკუნის
განმავლობაში ბატონობდა. მას ქართული ენის დახვეწა სურდა, მაგრამ ეს სამი
სტილის თეორია აშკარად ხელოვნური იყო XVIII საუკუნის საქართველოში.
ანტონმა სასულიერო თხზულების ენად ძველი ქართული მიიჩნია, კერძოდ იოანე
პეტრიწის სტილი, ეს იყო ე.წ. ფსევდო-ძველი ქართული, მძიმე და
გართულებული. ანტონმა მიუხედავად ამისა, ენისადმი მეცნიერულ მიდგომას
დაუდო საფუძველი.
ენობრივი კრიზისი XIX საუკუნის სამოციან წლებამდე გაგრძელდა. ქართული
ენის გადარჩენა მხოლოდ ცოცხალი კილოების შინაგანი განვითარების
ტენდენციათა შესისხლხორცებას შეეძლო. სწორედ ეს პროცესი დაიწყეს ილიამ და
თერგდალეულებმა. ენის პრობლემა უშუალო კავშირში იყო ეროვნული
თვითმყოფადობის საკითხთანაც. თერგდალეულთა უცილობელი დამსახურება ის
არის, რომ მათ საგანგებოდ გაამახვილეს ყურადღება ენის ფაქტორზე და ერთიანი
სალიტერატურო ქართული ენა ქართველი ენის კონსოლიდაციისა და
აღორძინების უპირველეს პირობად გამოაცხადეს.
ახალი ქართული სალიტერატურო ენის დამკვიდრებას საფუძვლად დაედო ილია
ჭავჭავაძის მიერ შემუშავებული ენობრივი პროგრამა. მან ჩამოაყალიბა სამი
არსებითი დებულება:
ა) ენა ვითარდება და განვითარების ყოველ ახალ საფეხურზე საზოგადოებამ უნდა
გაითვალისწინოს და დანერგოს ყოველგვარი სიახლე, რომელიც ენის შემდგომ
დახვეწასა და სრულყოფას განაპირობებს;
ბ) „სადაც აზრი არ არის, იქ ენა, რაც უნდა კარგი იყოს, სულ უქმია“;
გ) „ხალხია ენის კანონის დამდები“ (და არა ანბანთთეორეტიკა).
XIX საუკუნის სამოციან წლებში აღებულმა გეზმა, ცოცხალი ქართული
მეტყველების საწყისებისაკენ მიბრუნებამ და, ამასთანავე, ევროპიზაციის
ტენდენციამ, განსაზღვრა ქართული სალიტერატურო ენის განვითარების
შემდგომი გზა. იგი უშუალოდ უკავშრდება ახალ ეტაპს ქართული
სალიტერატურო ენის განვითარებაში. სწორედ ამ დროიდან იწყება არსებითი
ხასიათის მუშაობა სალიტერატურო ენის საცილობელ საკითხთა მოსაგვარებლად:
სალიტერატურო ენამ ხელი აიღო ძველი ასოების ხმარებაზე. (ორიოდე სიტყვა)
XX საუკუნის 10-20-იან წლებში ცხოვრების რევოლუციურმა გარდაქმნებმა,
ქართული უნივერსიტეტის დაარსებამ, ეროვნული თვითშეგნების აღორძინებამ,
ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებამ ახალი თვალსაწიერი გადაუშალა
ქართულ სალიტერატურო ენას. ის, რაც ადრე მეტ-ნაკლებად სტიქიური ხასიათისა
იყო, XX საუკუნის ოციანი წლებიდან უკვე გეგმაზომიერი, მეცნიერულად
გააზრებული ენობრივი პოლიტიკის სახეს ატარებს. ქართული სალიტერატურო
ენა, იღებს სახელმწიფოებრივ სტატუსს და პოლივალენტოვანი ხდება.
ფართოვდება მისი გამოყენების არეალი, მდიდრდება ახალი სიტყვებით და
დარგობლივი ტერმინოლოგიით. იწყება ზრუნვა სალიტერატურო ენის
ნორმირებასა და სტანდარტიზაციაზე.
ქართულ ენასა და სახელმწიფო ენის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა და აქვს
საქართველოს აბსოლუტურად ყველა კონსტიტუციით. 1925წელს დაარსდა
ცენტრალური სატერმინოლოგიო კომისია,მოგვიანებით კი განათლების სახალხო
კომისარიატთან შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც შეიმუშავა
სალიტერატურო ენის სადავო საკითხთა მოწესრიგების ძირითადი პრინციპები და
დაადგინა სალიტერატურო ენის ზოგიერთი ნორმა. შეიქმნა სასკოლო
ორთოგრაფიული ლექსიკონი და ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი.
არსებობდა სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია, შემდეგ კი შეიქმნა
მუდმივი სახელმწიფო კომისია. გამოიცა “თანამედროვე ქართული
სალიტეარტურო ენის ნორმები.
1997 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა „საქართველოს
ენის სახელმწიფო პალატა“, რომელიც დაექვემდებარა უშუალოდ ქვეყნის
პრეზიდენტს. პალატა ფუნქციონირებდა 2004 წლამდე.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებობს ქართული ენის
სამმართველო, რომლის კომპეტენციაა:
ა) საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის
ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების
კონტროლი;
ბ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმება.
2015 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო “კანონი სახელმწიფო ენის შესახებ”
პარლამენტისმიერმიღებულიკანონით,საქართველოსკონსტიტუციის შესაბამისად,
საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე,
აფხაზური.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სახელმწიფოს ავალდებულებს რომ შექმნას
სათანადო პირობები, სახელმწიფო ენის შესწავლისა და გამოყენებისთვის;
მუდმივად იზრუნოს ქართველურ ენა-კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე,
როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს
პირობაზე; ხელი შეუწყოს ქართველოლოგიურ და აფხაზოლოგიურ კვლევებს.
1953 წელს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა რესპუბლიკურმა კომისიამ
არნ. ჩიქობავას მიერ შემუშავებული დებულებების საფუძველზე, დაამტკიცა
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენის პრინციპები.
„ნორმა, როგორც შეგნებული ენობრივი დაგეგმვის რეალური შედეგი,
გულისხმობს ენის როგორც გრამატიკულ, ისე ლექსიკოლოგიურ, სტილისტიკურ,
ფონეტიკურ- ორთოგრაფიულ დონეს, ენის მთელ
საკომუნიკაციო გამოვლენას, დაწყებული ლექსიკით და დამთავრებული
ინტონაცია- მოდალობით.
სალიტერატურო ენისადმი ნორმატიული მიდგომა მიზნად ისახავს, მიღწეულ
იქნეს სალიტერატურო ენისსტაბილიზაცია და მონოლითურობა, მოხდეს ნორმათა
უნიფიკაცია ისე, რომ,
ერთი მხრივ, ხელი არ შეეშალოს ენის საყოველთაო ფუნქციონირებას,
ხოლო მეორე მხრივ - არ დაბრკოლდეს ცოცხალი სალიტერატურო ენის
განვითარება,რათა საგრძნობლად არ გაიზარდოს განსხვავება ზეპირსა და
მწიგნობრულ ენას შორის.“
მოცილე ფორმათაგან უპირატესობა ენიჭება იმას, რომელიც შეესაბამება ენის
განვითარების ძირითად ხაზს, მის ბუნებრივ ტენდენციებს და პერსპექტიულია
ენობრივად.

1. ქართული სალიტერატურო ენის ნორმების შემუშავების დროს მაქსიმალურად


გამოყენებული უნდა იქნეს დამკვიდრებული ენა ქართული ლიტერატურის
კლასიკოსებისა. არ უნდა შეიქმნეს ხელოვნური ნორმები, ცოცხალი ენისაგან
დაშორებული.
2. გადასინჯვას არ მოითხოვს და უცვლელად უნდა დარჩეს ისეთი ლექსიკური,
მორფოლოგიური და სინტაქსური მონაცემი, რომელიც სალიტერატურო
ქართულში მხოლოდ ერთი სახით გვხვდება, მაშინაც კი, როცა ეს სავსებით
უმართებულოა ქართული ენის გრამატიკული სისტემის თვალსაზრისით.
როცა სალიტერატურო ქართულში ორი ან მეტი მოცილე მორფოლოგიურ-
სინტაქსური მოვლენა იჩენს თავს, საკითხი უნდა გადაწყდეს იმის სასარგებლოდ,
რომელიც:
ა) უფრო გავრცელებულია კლასიკოსთა ენაში და ეგუება ქართული
სალიტერატურო ენის განვითარების ტენდენციას;
ბ) გამართლებულია ქართული ენის დღევანდელი გრამატიკული სისტემით, ესე
იგი, გრამატიკულად კანონიერია და არ არღვევს ამ სისტემით ნაგულისხმევ
თანამიმდევრობას;
გ) სხვა თანაბარ პირობებში წარმოების პრინციპის მიხედვით უფრო მარტივია;
დ) სხვა თანაბარ პირობებში მნიშვნელობის მიხედვით უფრო ნათელია.

ორთოგრაფიული საკითხების მოგვარებისას სავალდებულოა დარჩეს ერთი


ფორმა. ამ შემთხვევაში მოცილე მოვლენათაგან უპირატესობა უნდა მიეცეს იმას,
რომელიც:
ა) უფრო გავრცელებულია სალიტერატურო ქართულში;
ბ) გამართლებულია ეტიმოლოგიურად და მორფოლოგიურად;
გ) მისაღებია ქართული ენის ბუნებრივ კომპლექსთა თვალსაზრისით”.

3. ქართული სალიტერატურო ენის ნორმები და ცოცხალი მეტყველება. ნორმა და


ნორმის დარღვევები. წერისას დაშვებული შეცდომები. ე.წ. მწიგნობრულ
შეცდომათა კლასიფიკაცია. შებრუნებული, ფსევდოგრამატიზირებული და
კონტამინირებული დაწერილობა. მათი საფუძველი და მნიშვნელობა
სალიტერატურო ენის ისტორიისათვის.

სალიტერატურო ენა ხელოვნურად შემუშავებული სტანდარტული ენაა, რომელიც


ეროვნული ენის უმაღლესი და დახვეწილი ნორმირებული სახეა. ის არ არსებობს
იზოლირებულად და ურთიერთობა აქვს ცოცხალ მეტყველებასთან,
დიალექტებთან და სხვა ენებთან. არსებობს როგორც სამწერლობო ასევე ზეპირი
სალიტერატურო ენაც. ზეპირი სალიტერატურო ენა არ უნდა ავურიოთ
დიალექტში, რადგან ის საერთოდ ქართული ზეპირი მეტყველების
კანონზომიერებითააა შეპირობებული. ( ვუყურებ-ვუყურეფ...)

სალიტერატურო ენა ზედიალექტური მოვლენაა. ის სტანდარტული ენაა და მის


გვერდით არსებობს ბუნებრივი ცოცხალი მეტყველებაც, რომელიც თავისუფალია
სტანდარტებისგან. თუმცა ცოცხალ მეტყველებაში არ იგულისხმება რომელიმე
დიალექტი, ისიც თავისმხრივ ზედალექტური მოვლენაა.
ენის განვითარების ბუნებრივი პროცესი ცოცხალ მეტყველებაში აისახება, ენაში
მომხადრი ცვლილებები ჯერ ცოცხალ ენაში იჩებს თავს, შემდეგ შეიძლება იქცეს
ნორმად და დამკვიდრდეს სალიტერატურო ენაში.

ენას არ შეუძლია მუდამ ერთ კალაპოტში ყოფნა. როგორც ა. შანიძე წერდა: მას “არ
შეუძლია ერთ დონეზე დადგეს და დიდხანს ემორჩილებოდეს ერთხელ შექმნილ-
შემუშავებულ ნორმებს, არამედ იგი მუდამ ძველი ფორმების დარღვევისა და
ახლის შექმნის პროცესშია“ .

ადრეული (V-XI სს) ქართული სალიტერტურო ენის ნორმები შედარებით მტკიცეა:


ერთგავროვანია ბრუნვის ნიშანთა სისტემა და ზმნის უღლება, საერთოდ -
მეტყველების ნაწილთა ფორმაცვალება და სიტყვათწარმოება. არ შემჩნევა
გრამატიკულ ფორმათა სიჭრელე და ნაირგვარობა. ის ერთგვარი ენა-ეტალონია,
რომლის დაცვასაც ცდილობენ მწერალ-გადამწერები, თუმცა უკვე ამ პერიოდის
ძეგლებშიც სპორადულად შეინიშნება ისეთი მოვლენები, რომლებიც
სალიტერატურო ენაში გაბატონებულ ნორმათა სისტემას ეწინააღმდეგება და
წარმოადგენს სალიტერატურო ენაზე ცოცხალი მეტყველების ზეგავლენის შედეგს.

სალიტერატურო ენა ყოველთვის შეიცავს ისეთ სიტყვებსა და გრამატიკულ


ფორმებს, რომლებიც უცხოა ცოცხალი მეტყველებისთვის და მარტოოდენ
სალიტერატურო ენისთვისაა დამახასითებელი. თავის მხრივ, ცოცხალ
მეტყველებაშიც გვაქვს ისეთი ფორმები, რომელებიც სალიტერატურო ენაში
(წერილობითი ძეგლების ენაში) ან საერთოდ არ აისახება, ან იშვიათად იჩენს თავს
და აღიქმება როგორც ნორმის დარღვევა, შეცდომა.

კლასიკური ძველი ქართული ენა ნამდვილად არის ნორმირებული, მაგრამ თუ


დაწვრილებით გავაანალიზებთ თვით ამ პერიოდის ძეგლების ენას, აღმოჩნდება,
რომ აქაც გვაქვს სალიტერატურო ენის ნორმების დარვევის ფაქტები, რომლებიც
ცოცხალი მეტყველების გავლენითაა გამოწვეული. მაგალითად მესამე ობ. პირის
ნიშნის კლება ხმოვნების წინ. (ხუყუარდა - უყუარდა)

დროთა განმავლობაში იცვლება ენა და იცვლება სალიტერატურო ნორმებიც,


რადგან როგორც ა. არაბული აღნიშნავს, თვით ნორმა ექვემდებარება ენის
ისტორიულ ცვალებადობას, მის განვითარებას. ენაში ყოველთვის ჩნდება
ზოგიერთი ფორმის ფონეტიკურად თუ მორფილოგიურად შეპირობებული
ვარიანტები, იწყება პარალელურ ფორმათა ჭიდილი. მათი გამიჯვნის პროცესი
ამკვიდრებს ნორმას.

V-VIII საუკუნის ძეგლებში გარდამავალ ზმნათა პირველი თურმეობითის


დაბოლოებად გვაქვს -იეს (დამიწერიეს, მიყოფიეს, მიუნიჭებიეს..). ესაა
სალიტერატურო ქართულის ნორმა. მაგრამ VIII საუკუნეში (ჰაემეტ ტექსტებში)
დასტურდება ერთადერთი შემთხვევა -ია დაბოლოების გამოყენებისა და
მიყოფიეს ფორმის ნაცვლად გვაქვს მიყოფია. ეს არაა მექანიკური შეცდომა
(ასომთავრულში ე, ს და ა-ს აღრევა შეუძლებელია). ერთი მიყოფია საკმარისია
იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ VIII საუკუნეებში ამბობდნენ: დამიწერია,
მიუნიჭებია, ამიშენებია.... მაგრამ წერდნენ: დამიწერიეს, მიუნიჭებიეს,
ამიშენებიეს. ეს მიყოფია ფორმა, მართალია სამწერლობო ენისთვის იმ დროისთის
ნორმიდან გადახვევაა, მაგრამ ზეპირი მეტყველებისათვის ნორმაა.

ვითარებითი ბრუნვის ნიშნის -თ ვარიანტი პირველად „ადიშის ოთხთავში“


დასტურდება. ჭილ-ეტრატის იადგარში (X ს.) გვაქვს ფორმა დავჴსნად, ეს არის ე.წ
ფსევდოგრამატიზირებული ფორმების პირველლი მაგალითი.

არც ახალ და არც ძველ ქართულში ზეპირი (ცოცხალი) მეტყველება და წერა


(სალიტერატურო ენის ნორმა) აბსოლუტურად იდენტური არ ყოფილა.

წერილობითი ძეგლები გვიდასტურებენ, რომ შეცდომებს ამ ნორმათა ერთგულად


დაცვის მსურველი ბეჯითი გადამწერებიც უშვებდნენ. ამ ცდომილებათა მიზეზი
უმთავრესად ცოცხალი მეტყველების ზეგავლენაა.

ხშირად ენას აღარ აქვს ცოცხალ მეტყველებაში ნორმათა საფუძველი, მაგრამ ენა
კიდევ საუკუნეები უხდის ხარკს ნორმას.

სალიტერატურო ენაში გამოვლენილი დარღვევები იმ წინააღმდეგობის შედეგია,


რაც მწერალ-გადამწერთა ენობრივ იდეალსა და მათს ენობრივ სისტემას შორის
არსებობს. ენის ისტორიკოსის პოზიციიდან უკეთესია ის გადამწერი, რომელიც
მეტ “შეცდომას” უშვებს, მაშასადამე, უფრო მეტად გამოავლენს ცოცხალი
მეტყველებისათვის დამახასიათებელ ფორმებს. ხშირად ხელნაწერებში ამგვარი
შეცდომები გასწორებულია დიორთოტების (კორექტორების) მიერ.

ენაში მომხდარი ევოლუცია წერილობით ძეგლებში სპორადულად აისახება,


მაგრამ აქ უმთავრესი არა რაოდენობაა, არამედ ენობრივი ფაქტის გამოვლენა,
რომელიც ენის განითარების ტენდენციის მაჩვენებელია. გადამწერთა მიერ
დაშვებული შეცდომები მინიშნებას იძლევა ამ ცვლილებათა შესახებ, ამიტომაც
აქვს ამგვარ შეცდომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა. შესაძლოა, რომელიმე
მოვლენა ძეგლებში ერთი–ორი შეცდომით იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ენის
ისტორიისთვის სწორედ ამ მცდარ ფორმებს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა
და არა ჭარბად წარმოდგენილ სწორ ფორმებს, რამდენადაც ისინი ენის
ევოლუციას, მისი განვითარების ტენდენციას ასახავენ.

ისეთ შეცდომებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რაც მომდევნო პერიოდში


ნორმად იქცევა. გვაქვს როგორც შემთხვევითი, მექანიკური ხასიათის შცდომები,
ისე შეცდომები, რომელთაც ენობრივი საფუძველი მოეპოვებათ ( ცოცხალი
მეტყველების ამსახველი შეცდომები) .

მექინიკური შეცდომებია მაგალითად : (ჰაპლოგრაფია) ასოთა, მარვალთა კლება.


(დიტოგრაფია) - ზედმეტი მარცვლის ასოს წერა…
გვაქვს ენის განვითარების მაჩვენებელი შეცდომები. ისინი გვიჩვენებენ, სხვაობას
სალიტერატურო ენის ნორმასა და ცოცხალ მეტყველებას შორის, სხვაგვარად რომ
ვთქვათ, იმას, რომ სხვაგვარად წერდნენ და სხვაგვარად ლაპარაკობდნენ.
ცოცხალი მეტყველების ამსახველი შეცდომები ენის ისტორიისთვის უაღრესად
ფასეულია.

მწიგნობრულ შეცდომათა კლასიფიკაცია :

 შებრუნებული დაწერილობანი
 ფსევდოგრამატიზირებული დაწერილობანი
 კონტამინირებული დაწერილობანი

1. შებრუნებული დაწერილობანი

წერილობით ძეგლებში დასტურდება გრაფემათა ურთიერთშენაცვლების


შემთხვევები, მაშინ როცა ცოცხალ მეტყველებაში შესაბამის ბგერათა
საურთიერთო სუბსტიტუცია სავარაუდებელი არ არის. გრაფემათა ასეთი
შენაცვლება ენაში მომხდარი გარკვეული ფონეტიკური მოვლენების
დამამტკიცებელი საბუთია.

ჴ და ხ-ს მონაცვლეობა, ჴ -ს ნაცვლად ხ-ს ხმარების შემთხვევები X-XII


საუკუნეების ძეგლებში მიუთითებს, რომ ენაში / ჴ / : /ხ/ ფონემატური ოპოზიცია
იშლება. (ხელი - ჴელი; ხედავდა – ჴედავდა)

გადამწერებმა კარგად არ იციან მათი ადრინდელი განაწილების წესები (სანამ


ცოცხალ მეტყველებაში /ჴ/ ფონემა არსებობდა, გადამწერს ამ გრაფემის
დაწერილობაში შეცდომა არ მოუვიდოდა, წარმოთქმა ეხმარებოდა) და
წერილობით ძეგლებში თავს იჩენს ორი სახის შეცდომა:

• ხ იწერება იქ, სადაც ადრე ჴ იყო (განყარა ჴელი /ხელი)

• ჴ იწერება იქ, სადაც ადრე ხ იწერებოდა( ძე კაცისაჲ ჴარ)

• ჴარ [ხარ]. ამ ფორმის დამწერი აქ ჴ-ს კი არ გამოთქვამს, არამედ ხ-ს, უბრალოდ


წერს ასე. მისთვის ჴ და ხ ორივე /ხ/ -ს გამოსახატავი გრაფიკული ნიშანია. ამიტომ
გაჩნდა გულისხმა ფორმის პარალელურად გულისჴმა IX საუკუნეში (სინური
მრავალთავი) და ეს ორთოგრაფიული სიჭრელე დიდახანს გასდევს წერილობით
ძეგლებს.

ასევე გვაქვს შეცდომები შემდეგი სახის: მეფჱ/მეფე . აქედან კეთდება ის დასკვნა,


რომ ნიშანი ჱ და ნიშანი ჲ უკვე ზედმეტია. მზჱ წარმოითქმის [მზე] და მზე-ც
წარმოითქმის [მზე] . ჱ = [ე] და ამიტომ გადამწერი ხან ე-ს წერს და ხან ჱ-ს.
დამწერი დგება არჩევანის წინაშე, სად რომელი დაიწეროს და სხვადასხვა პირი
სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებს. ამიტომაც ხდება არევა
2. ფსევდოგრამატიზირებული დაწერილობანი

ენაში მომხდარი ევოლუციის უტყუარი დასტურია ისეთი დაწერილობანი, როცა


გრაფემას ცოცხალ მეტყველებაში შესაბამისი ბგერობრივი ერთეული არ
შეესატყვისება, ეს ასო კი იმიტომაა დაწერილი, რომ, გადამწერის აზრით, ამგვარი
დაწერილობა სწორია. გადამწერის ამგვარი გადაწყვეტილების საფუძველი არის
ის, რომ ორთოგრაფიულ ნორმათა მიხედვით, შესაბამის პოზიციაში სხვა
ფორმებში მოცემული გრაფიკული ნიშანი იწერება. დამწერი შეგნებულად წერს
რომელიმე გრაფიკულ ნიშანს (მისი აზრით, სწორად) შედეგად კი ვიღებთ
სრულიად გაუმართავ ფსევდოგრამატიკულ (ვითომ გრამატიკულად სწორ)
ენობრივ ფორმებს.

მაგალითად ვიცით რომ ზოგჯერ არასწორად ხდება სიტყვის ბოლოში დ ბგერის


დაყრუება. ამის ფონზე ჩნდება ფსევდოგრამატიკული ფორმები და ზმნებთანაც თ-
ს მაგივრად წერენ -დ ს. მაგ. ჭილ-ეტრატის იადგარში გვაქვს დავჰჴსნად. (იოტის
მოშლა - შვაჲ და მისთ. ფორმები მოწმობენ, რომ ცოცხალ მეტყველებაში ძმაჲ -იც
არ არსებობს უკვე..

ამგვარ ფსევდოგრამატიზირებულ დაწერილობათა გამომწვევი მიზეზი


სალიტერატურო ენის ნორმათა ცოცხალი მეტყველებისაგან დაშორებაა.

3. კონტამინირებული დაწერილობა

კონტამინაცია ორი ფორმის შერწყმით მესამის მიღებაა. კონტამინირებული


ფორმები მხოლოდ დაწერილი სახით გვხვდება და ცოცხალ მეტყველებაში არ
შეიძლება გვქონდეს. მაგალითად, სასჯელი და საშჯელი = სასშჯელი. გამოთქმით
აქ ს არ გამოითქმის. ეს ფორმა მოწმობს, რომ ცოცხალ მეტყველებაში ნორმაა
საშჯელი. ასეთივეა სამსჭუალი // სამსშჭუალი

კონტამინირებული დაწერილობანი ენაში მოხდარი ცვლილებების ყველაზე


თვალსაჩინო მოწმობას წარმოადგენენ, მათში ერთდროულადაა წარმოდგენილი
ორი ფორმა ( სწორი და არასწორი, ნორმა და დარღვევა)

მიგქცეს - მე-10 საუკუნის სინურ ხელნაწერში გადამწერმა რომ დაწერა მიგქცეს (ე.
ი. ორივე დაწერა (გქ), იმიტომ რომ ნორმის დაცვას ცდილობს.)

ასეთი ვითარებაა ფაქტობრივად ჰაემეტი ტექსტებიდან მოყოლებული, როცა


გვაქვს ჰს პრეფიქსი: მიჰსცა, მიჰსცემდა, დაჰსცხრა .

გვაქვს ჴხ კონტამინირებული დაწერილობაც. მას შემდეგ, რაც ეჲ დიფთონგი


მოიშალა ჱ გრაფემა დარჩა უფუნქციოდ და გაჩნდა კონტამინირებული
დაწერილობანი - ძე/ძეჱ

მართალია, არ შეგვიძლია ამა თუ იმ მოვლენის აბსოლუტური სიზუსტით


დათარიღება, მაგრამ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ამ მოვლენების ძეგლებში
პირველად ასახვის დრო და ქრონოლოგია. საზოგადოდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ
რომელიმე ენობრივი მოვლენის წერილობით ძეგლებში ასახვამდე ცოცხალ
მეტყველებაში ის დაახლოებით ერთი ( ან ორიც) საუკუნით ადრე უნდა
დაწყებულიყო.

ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენისას აუცილებლად უნდა იქნეს


გათვალისწინებული:

1. გავრცელებულობა

2. ტრადიცია

3. რამდენად სწორია გრამატიკულად ამოსავალი ფორმა

4. ენის სისტემის უნიფიცირება, ენის განვითარების შინაგანი კანონი და


პერსპექტივა.

სალიტერატურო ენის ნორმა უნდა იყოს ზედმიწევნით ზუსტი, რისი საფუძველიც


ზემოთ დასახელებულ პრინციპებთან ერთად არის მოთხოვნა - ერთმა ფორმამ
გამოხატოს ერთი მნიშვნელობა, განსახვავებული სემანტიკა კი დიფერნცირებული
ფორმებით გამოიხატოს.

ძალიან დიდ როლს თამაშობს ანალოგია ენაში. (დაუხატავს - დაუხატია, დაუბამს


- დაუბია, მინახავს - მინახია.)

დაუხატავს, დაუბამს ... ორმაგ სემატიკას გამოხატავს:

• დაუხატავს ის მას მას ( მყოფადი)


• დაუხატავს ის მას ( I თურმეობითი)

ენაშიპარალელურფორმათადიფერენციაციამომხდარია:ცოცხალმეტყველებაში-ია
დაბოლოებიანი თურმეობითია გავრცელებული ( სხვა ზმნათა ანალოგიით
დამიწერია, ამიშენებია, გამითბია...)აქ
შეიძლებათქვას,რომნორმაჩამორჩაენისგანვითარებას.სალიტერატუროენაშიც
აუცილებელია დიფერენცირება. -ია დაბოლოებიან ფორმათა ნორმად ქცევა ენის
შინაგანი განვითარების კანონით, უნიფიკაციის პრინციპითაა შეპირობებული.

ეს ნიშნავს, რომ ზოგჯერ ნორმათა დარღვევის საფუძველი ენის შინაგანი


განვითარების კანონის მოქმედებაა. ახალ ფორმათა რაოდენობრივმა დაგროვებამ
შესაძლოა სალიტერატურო ენის ნორმათა ცვლა გამოიწვიოს.

2. ქართული ენათმეცნიერული აზრის ისტორიის სათავეებთან (ძველ


მთარგმნელთა ლექსიკოგრაფიული და გრამატიკული ხასიათის
შენიშვნები. ქართულ ენაზე შედგენილი პირველი ლექსიკონი (ეფრემ
მცირის „ფსალმუნთა თარგმანების შესავალი“ ) და ძველი ქართული
გრამატიკული ტრაქტატი ( “სიტყუაჲ ართრონთათჳს”).

ძველი ქართული გრამატიკული აზროვნების ისტორიაში პირობითად ოთხ პერიოდს


გამოყოფენ:
1. X-XII საუკუნეები
2. XVII საუკუნის II ნახევრიდან XVIII საუკუნის I ნახევრის ჩათვლით
3. XVIII საუკუნის II ნახევრიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე
4. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან XX საუკუნის 30-იან წლებამდე

I პერიოდის ქართული გრამატიკული ტერმინოლოგია უშუალოდ ბერძნულ


პორველწყაროზე დაყრდნობითაა შექმნილი ( როგორც ლათინური და სომხური)
II პერიოდის გრამატიკული ლიტერატურა განსხავებული ხასიათისაა, სწორედ ამ
პერიოდის გრამატიკულმა მასალამ დაამკვიდრა ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში
ქართული გრამატიკული აზროვნების სომხურიდან მომდინერეობის ვერსია.
III პერიოდში საფუძველი ჩაეყარა ახალ ქართულ გრამატიკულ აზროვნებას
IV პერიოდი ანტიკურ-ბიზანტიური თეორიებისაგან დაშორებისა და ახლის ძიების
პერიოდია, რომლის განმავლობაში დაიხვეწა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართული
გრამატიკული ტერმინოლოგია.

 ქართული გრამატიკული აზაროვნების განვითარებას X-XII საუკუნეებში


განაპირობებდა იმდროინდელი ქართული კულტურისა და მეცნიერების საერთო დონე.
XI-XII საუკუნეებში განსაკუთრებით მჭიდრო ხდება ბიზანტიასთან ურთიერთობა,
ბევრი ქართველი მწიგნობარი განათლებას ბიზანტიაში იღებს, რაც, რა თქმა უნდა,
გრამატიკულ ცოდნასაც გულისხმობდა.
  ამ პერიოდის ქართველ მწიგნობართათვის სწორედ ბერძნული გრამატიკული
აზროვნების ზედმიწევნით ათვისება და ამ თვალით ქართულ ენაზე დაკვირვება
იყო დამახასითებელი.

აშიაზე მიწერილი მცირე ზომის განმარტებებს, მარგინალურ შენიშვნებს ჯერ კიდევ ეფრე
მცირის თარგმანებში ვხვდებით. ასევე საინტერესოა ,,შეიწავენი“, რომელსაც ქართველი
მთარგმნლები განმარტავდნენ სიტყვას ან გრამატიკულ ფორმას, ძირითადად იმას, რაც
შეიძლება მკითხველისთვის უცხო იყო და ახსნას საჭიროებდა.
მთარგმნელს, რომელიც ცდილობს თხზულების ერთი ენიდან მეორეზე
ადეკვატურად თარგმნას, მრავალი სიძნელის გადალახვა უხდება.
მათშორისყველაზემნიშვნელოვანია:
დედნის ენის ლექსიკური ერთეულის ფარდი სიტყვის მოძებნა იმ ენის
ლექსიკურ მარაგში, რომელზედაც ითარგმნება თხზულება.
დიდ სირთულეს ქმნის სიტყვათა სემანტიკური ველის სხვაობაც, დედნის
კულტურული არეალის, გეოგრაფიული გარემოს, თუ სხვა სპეციფიკურ
თავისებურებათა გათვალისწინება და გადმოტანა მეორე ენაზე.
მთარგმნელი, რომელიც ორ ენას ჩვეულებრივ თანაბრად ფლობს, ადვილად
ამჩნევს სხვაობას მათ შორის.
აუცილებელი ხდება თარგმანისათვის ისეთი შენიშვნების დართვა, სადაც
ახსნილია ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობა, ხშირად უბრალოდ თარგმნილია
რომელიმე უცხოენოვანი ლექსიკური ერთეული, ზოგჯერ მოცემულია სიტყვის
ეტიმოლოგიური განმარტება და სხვ.

საინტერესოა ასევე ეფრემ მცირის გრამატიკულ ტერმინები:


„ წერტილითა გაკუეთილობა“ - ერთწერტილი, ორწერტილი, სამწერტილი და
ექუსწერტილი
 კითხვის სახე - კითხვითი წინადადება
 დიდმოქცევი - კითხვის ნიშანი
 წურილმოქცევი - მცირე პაუზა( მძიმე)
 სრულწერტილი
 აღწერტვაჲუკმოკრული ( ჰუპოსტიგმე)
 იოტა, ოქსია, ვარია...
 სიტყუათა შედგმა - კომპოზიცია, თხზვა
 შედგმული სიტყვები - კომპოზიტები
 ასოჲს მოკუეთა - კვეცა
 ასონი უჴმონი
 სჳნემბა - შემდგმელი(ორთა სიტყუათა ერთად შეადგამს)....
 ანბანი, ასო, მარცუალი, ასოთა სახელები (პარი, ფარი, ანი, დონი...)
 ლექსი, სიტუაჲ, ღრმაჲ სიტყუაჲ, წიგნური სიტუაჲ, სოფლური სიტყუაჲ, უშუერი,
ლოტონი
სიტყუაჲ
 ღრამა, ღრამატიკა, ღრამატიკოსი, ღრამატიკოსობაჲ
 ერთობითი, სამრავლო

ლექსიკური ხასიათის შენიშვნები ჯერ კიდევ უძველეს წერილობით ძეგლებში გვხვდება.


კერძოდ, ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში, ჰაგიოგრაფიულ, ეგზეგეტიკურდა სხვა
ძეგლთა ქართულ თარგმანებში მოცემულია მრავალი სიტყვის განმარტება. თუმცა, ასეთი
სახის შენიშვნები განსაკუთრებით ხშირია ეფრემ მცირის , არსენ იყალთოელის, იოანე
პეტრიწის და სხვა ელინოფილელთა ნაწერებში.
გიორგი მთაწმინდელისა და ექვთიმე ათონელის განმარტებების დიდი ნაწილი პირდაპირ
ტექსტშია ჩართული, მაგალითად, ,, რომელმან ჰრქუას ძმასა თვსსა ,,რაკა“ რომელ არს
საძაგელ“. ძალიან მცირე რაოდენობით კი აშიაძეა მიწერილი.
მათგან განსხვავებულია, კონსტრუქციულად და შინაარსითაც ეფრემ მცირის ლექსიკური
შენიშვნები. აქ ვხვდებით აშუაზე მოთავსებულ ,,შეიწავებსაც“ და ტექსტში ჩართულ
განმარტებებსაც - ,,სიტყვადართულებს“.
შეისწავე - აშიაზე მიწერილი განმარტება
სიტყუადართული - ტექსტში ჩართული განმარტება
უძველესი წერილობითი ძეგლებიდან ძირითადად გამოიყოფა ლექსიკურ განმარტებათა
სამი ტიპი:
1) რომელ გამოითარმნების - უცხოენოვანი სიტყვის ქართული თარგმანი;
2) ესე იგი არს - ქართული სიტყვის ქართულადვე ახსნთან გვაქვს საქმე;
3) ,,შეისწავეს“ ტიპის შენიშვნები ანუ ვრცელი ახსნა - განმარტებები ( აშიაზეა
დართული); სიტყუადართულები - თარგმანის ტექსტში ჩართული განმარტებები.
ეფრემის ლექსიკური ხასიათის შენიშვნათა საერტო რიცხვი 300 - მდეა და შინაარსითაც
განსხვავდება:
მათი დიდი ნაწილი უთარგმნელად დატოვებული სიტყვების განმარტებებს წარმოადგენს
ზოგჯერ მოცემულია სიტყვის ეტიმოლოგიური ახსნა;
 ზოგჯერ ტექსტში ნახმარი ქართული სიტყვა „შეისწავე“- ში ქართველივე
სიტყვებითაა ახსნილი;
 ზოგ შენიშვნებში მოცემულია ამა თუ იმ საგნის აღწერითი განმარტება;
 ხან კი „ღრმა, წიგნიური“, ანუ სალიტერატურო ენისათვის დამახასიათებელი
ლექსიკური ერთეული ახსნილია მისი შესატყვისი ზეპირ მეტყველებაში
ხმარებული, ანუ „სოფლური“ სიტყვით.
I. თარგმნითი ხასიათის შენიშვნები:
ა) ბერძნული სიტყვები – ქართულად ( ანთროპოს კაცად გადმოითარგმნების;
ეპისკოპისი - ზედახედველი)
ბ) სხვაენოვანი – ქართულად ( ამბა - მამაო; სატანა - მდომი)
გ) ქართული – სხვა ენაზე ( გაზაფხული - არე; ზაფხული - მკა ...)
დ) საკუთარ სახელთა ეტიმოლოგიური განმარტებანი ( ანასტასია აღდგომისა
მოსახელე არს)

II. განმარტებითი ხასიათის შენიშვნები:


ა)სინონიმური – ანუ „წიგნიური“ სიტყვების „ სოფლურად“ თარგმანა.
ეფრემის აზრით, “არა ჴამს”, ამიტომ დეოფლის ნაცვლად უნდა დავწეროთ
დედოფალსა, მზაკვრის ნაცვლად მედგარი...
ბ) განსაზღვრებითი (ანუ აღწერითი) ხასიათის ლექსიკოგრაფიული
განმარტებები.
მოციქული წარვლინებულად გადმოითარგმნების ; ბნელი - უსინათლო ჰაერი.

ეფრემ მცირის ფსალმუნთა თარგმანებისაჲ


ეფრემ მცირის ფსამუნთა თარგმანში ჩართულია სახისმეტყველებითი ლექსიკონი.
 ქართულ ენაზე პირველი ლექსიკონის შედგენა და ამ საქმიანობასთან
დაკავშირებული ტერმინოლოგიის შემოღებაც ეფრემ მცირის, სახელს
უკავშირდება. ამიტომაც მას ქართული ლექსიკოგრაფიის ისტორიაში გამორჩეული
ადგილი უჭირავს.
 ტერმინი „ლექსიკონი“ პირველად სწორედ ეფრემ მცირის მიერ თარგმნილი
ეგზეგეტიკური კრებულებისათვის დაწერილ წინასიტყვაობებში დასტურდება.
 ეფრემ მცირის მიერ შედგენილი ლექსიკონი სპეციალური დანიშნულების
ლექსიკონია.
 ეფრემმა ფსალმუნთა თარგმანების ტექსტიდან ამოკრიბა, ანბანზე დაალაგა
განმარტებანი, „რომელნიც ადგილ-ადგილ მიმოფანტულ არს წიგნსა ამას შინა და
ძნელად საპოვნელად“.
 ფსალმუნთა თარგმანების“ შესავალში ჩართულ ამ „ანბანსა ზედაა განწყობილ
ლექსიკონში“ მოცემულია 100-მდე ერთეულის სახისმეტყველებითი განმარტება.
 ამ ლექსიკონის პრაქტიკული დანიშნულება – „ჟამსა ჭირისასა“ საძიებელი სიტყვის
სახისმეტყველებითი (სიმბოლურ–ალეგორიული) განმარტების ადვილად პოვნა.
 ლექსიკონი განმარტებითი ხასიათისაა და სახისმეტყველებითი განმარტება ბერძენ
კომენტატორთა ნააზრევს ემყარება.
 ზოგი განმარტება ეფრემსაც ეკუთვნის, მაგალითად, ქრისტე სიტყვისა. ეფრემი
აღნიშნავს, რომ ქრისტე ბერძნულად „ცხებულს“ ნიშნავს, ხოლო იმავე
მნიშვნელობის სიტყვა ებრაულში „მესია“ არისო.
 აღსანიშნავია, რომ ლექსიკონში სახელები წრფელობითის, ხოლო ზმნები საწყისი
ფორმითაა შეტანილი.
 ეფრემის მიერ შემუშავებული ლექიკოგრაფიის თეორიული პრინციპები ასახავს
ეპოქის მეცნიერების მიღწევათა დონეს და დღესაც ინარჩუნებს ცხოველურ
ინტერესს. ეფრემ მცირის ნაშრომები ეხმაურებიან და მხარს უსწორებენ
შუასაუკუნეთა ეპოქის ლექსიკოგრაფიის ისტორიის საწყისი პერიოდის ძირითადი
ტენდენციების გასათვალისწინებლ
„სიტყუაჲ ართრონთათჳს“ არის ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი, რომელიც
გრამატიკული ხასიათის პირველ ქართულ თხზულებად მიიჩნევა. იგი მართლაც
უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელმაც ქართული გრამატიკული აზროვნების საწყისი 6-7
საუკუნით გადასწია წინ და, რაც მთავარია, უტყუარად დაასაბუთა, რომ ჩვენში XVII-
XVIII საუკუნეების ენობრივი ძიებანი ემყარება XI-XII საუკუნების საქართველოში
არსებულ ტრადიციას, რომელიც თავის მხრივ ბერძნულს მიემართება.
ეს არის სპეციალური გამოკვლევა იმის შესახებ , თუ რა არის ბერძნული ართრონი.
 დაწერის მიზეზი - ერთი სასულიეროს თხზულების თარგმნისას წამოჭრილი
პრაქტიკული საკითხია, მაგრამ, როგორც ძეგლის გამომცემელი მზექალა შანიძე წერს,
„სიტუაჲ ართრონთათჳს“ თავისთავად დამოუკიდებელ სამეცნიერო ნაშრომს
წარმოადგენს, ეს არის ქართველი ავტორის მიერ დაწერილი ორიგინალური ტრაქტატი,
რომელშიც განხილულია გრამატიკის ერთი საკითხი და გარკვეული თვალსაზრით
ერთმანეთს შედარებულია ქართული და ბერძნული ენები.
ავტორის შესახებ მ. შანიძე, ვარაუდობს, რომ დაწერილი უნდა იყოს მე-11 საუკუნის
დამლევეს
ან მე-12 საუკუნის დასაწყისში - ეფემ მცირისა და არსენ იყალთოელის მოღვაწეობის
ხანაში, სავარაუდოდ, შავი მთის სკოლაში. ავტორი შეიძლება ამათგან ერთ-ერთი იყოს,
რადგან „სიტუაჲ“ დაწერილია არა უბრალოდ მთარგმნელის, არამედ მეცნიერისა და
მწიგნობრის მიერ. ეფრემისა და არსენის თარაგმანების შედარების შედეგად აზრი უფრო
არსენის ავტორიბისკენ იხრება.
ავტორის დაწერის მიზანი ნათელია, რომ გამოჩნდეს რა არის ართრონი და
როგორ ,,ეგების ენასა ზედა ქართულსა“ მისი თარგმნა და როგორ ხმარობენ ართრონს
ბერძნები.
აღნიშნული თხზულება წარმოადგენს ერთ-ერთი ჰომიილიისთვის დაწერილ მეტატექსტს
- ,,შეისწავეს“. ჰომილიაში არის მსჯელობა საღმრთო წერილში სამების წევრთა სახელების
(მამა ღმერთი, ძე და სულიწმინდა) ართრონიანად და უართრონოდ ხმარების შესახებ და
რომ მათი განსხვავებული გრამატიკული ფორმით ხმარება მწვალებლებს სამების
წევრთა უთანასწორობის ნიშნად აქვთ მიჩნეული.
ღმერთი ართრონიანი - ო თეოს, ხოლო ღმერთი უართრონო - თეოს, სწორედ ამიტონ
განმარტავს მთარგმნელი რა არის ართრონი, რომ მისი გადმოტანა ქართულ ენაში არ
ხდება. იგი თანმიმდევრულად განმარტავს ართრონის დანიშნულებას და აკეთებს
მნიშვნელოვან დასკვნებს და მეტი სიცხადისთვის და სიზუსტისთვის იმოწმებს ზემოთ
აღნიშნულ მაგალითებს.
ტრაქტატის ავტორი მიმოიხილავს ბერძნული ართრონის სამივე სქესის ფორმებს და
უდარებს ქართულს, მოყავს ბრუნების ნიშნები:
მამრობითისა - თეოს
მდედრობითისა - ტრიას
საშუალოსი - პნეუმა
ასევე იგი კიდევ ერთ განსხვავებას აღნიშნავს ბერძნულსა და ქართულს შორის.
ბერძნულშო არის სამი გრამატიკული რიცხვი - მხოლობითი, ორობითი, მრავლობითი
( განმრავლებითი) . ქართულში კი მხოლოდ ორი.
ტრაქტატში მოცემულია სქესის, ბრუნვების, რიცხვისა და სხვა გრამატიკულ კატეგორიათა
აღმნიშვნელი ტერმინები
 ართრონი
 სახელი
 ნათესავი = სქესი
 მამალი, დედალი,შუა
 ლექსი=სიტყვა
 ართრონნი დამორჩილებითნი = მიმართებითი ნაცვალსახელები
 დრეკა=ბრუნვა,ბრუნება( ბერძნ. პტოსის)
 ერთობითი, ორობითი, განმრავლებითი
 ბრუნვის სახელები:
 ადვილობითი= სახელობითი
 შობილობითი= ნათესობითი
 მიცემითი,
 მიზეზობითი=აკუზატივი

 „სიტყუაჲ ართრონთათჳს“ არის უტყუარი საბუთი იმისა, რომ ქართველებს XI-XII


საუკუნეებში ჰქონდათ გრამატიკული ლიტერატურა.

 ეს კი იმას მოწმობს, რომ XVII-XVIII საუკუნის მწიგნობართ (ზურაბ შანშოვანს (1737წ.),


ანტონ კათალიკოსს (1753/1767წწ) დახვდათ ენათმეცნიერული კვლევის ხანგრძლივი
ტრადიციები, რომელთა ჩამოყალიბებას, როგორც ირკვევა, ხელს უწყობდა არა
სომხური, არამედ ბერძნული კულტურული გარემო.
5. ქართული სალიტერატურო ენის ურთიერთობა სხვა ენებთან (ძირითადი
ტენდენციები)

ენათა ურთიერთობა შეიძლება იყოს:


• პირდაპირი - მეზობელი ხალხებისა და კულტურების ენებს შორის, ან
• არაპირდაპირი - შუამავალი ენის მონაწილეობით.
აგრეთვე ენათა კონტაქტები შეიძლება იყოს:
1.კაზუალური (შემთხვევითი) კონტაქტები - როცა ენები ერთმანეთთან
არარეგულარულ ურთიერთობაშია. შედეგები ამ შემთხვევაში შემოიფარგლება
მხოლოდ მცირე ოდენობის ლექსიკური ერთეულების სესხებით.
2. პერმანენტული, მუდმივი მჭიდრო კონტაქტები, რომლებიც იქმნება ენების
ერთმანეთთან ინტენსიური კონტაქტების შედეგად.
თავის მხრივ, მუდმივი კონტაქტები იყოფა ორ ტიპად:
• 1) გარე კონტაქტები - ურთიერთობა ახლომდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ
სხვადასხვა ხალხების ენებს შორის, რომელთაც მჭიდრო ეკონომიკური,
პოლიტიკური და კულტურული კავშირები არსებობს.
ამ დროს ენიდან ენაში გადადის დიდი რაოდენობის საკმაოდ განსხვავებული
ხასიათის ლექსიკა, აქტიურად მიმდინარეობს ლექსიკურ ერთეულთა და ფრაზათა
კალკირება, შეიძლება მოხდეს ზოგიერთი ფონემის სესხებაც კი.
• 2) შიდა კონტაქტები, რომელიც წარმოიქმნება იმ ხალხთა ენებს შორის,
რომლებიც ქმნიან ერთ სახელმწიფოს, ერთ საზოგადოებას.
იმის მიხედვით, თუ მიმართებაა ენებს შორის (გენეტიკური ან ტერიტორიული
სიახლოვის თვალსაზრისით), განასხვავებენ ენათა კონტაქტების შემდეგ ტიპებს:
1) განსახვავებული სტრუქტურის მქონე არამონათესავე ენათა კონტაქტები;
2) მონათესავე, მაგრამ ერთმანეთისაგან დაშორებული (და ამის გამო
გრამატიკული სტრუქტურისა და ლექსიკის მიხედვით განსხვავებული) ენების
კონტაქტები.
3) მონათესავე და ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობის მქონე ენების
კონტაქტები.
ენათა შორის ურთიერთობის საშუალებები არის ზეპირი და წერილობითი
• ზეპირი - სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე ადამიანების ცოცხალი დიალოგური
კომუნიკაციის გზით.
• წერილობითი - წერილობით ძეგლების მეშვეობიოთ, ურთიერთობის ეს ფორმა
განსაკუთრებით ინტენსიურია თარგმნის პროცესში.
ქართულ ენას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა როგორც მონათესავე ქართველურ
ენებთან, რომლებთანაც საერთო წარმომავლობის გარდა, სახელმწიფოებრივ-
კულტურული ერთობა აკავშირებდა, ისე სხვა ენებთან. ქართველურ ენებთან
მჭიდრო კონტაქტის პარალელურად, ქართული სხვა ენების გარემოცვალში
ვითარდებოდა.
ქართველური ენებიდან ქართულს ნასესხები აქვს სიტყვები და ანალოგიურად
ქართულიდანაც არის შესული სიტყვები ამ ენებში.
ქართულისა და სხვა ქართველური ენების კონტაქატები ფაქტობრივად არის
ენობრივი კონტაქტები ერთი საზოგადოების შიგნით, როცა საზოგადოების ერთი
ნაწილი ორენოვანია, მეორე კი - არა.
ენათა კონტაქტები ყველაზე თვალსაჩინოდ ლექსიკაში აისახება. სიტყვათა სესხება
ენათა ურთიერთობის უტყუარი დასტურია. ხშირად ჭირს კიდეც ნასესხები
მასალის მკვიდრისგან გამიჯვნა, განსაკუთრებით ეს ეხება უძვლეს ნასესხობებს.
ქართულ ენაში გვაქვს ზანიზმები (მეგრულ-ლაზურიდან შემოსული სიტყვები.
მაგალითად - ფუცხუ (საგვემელი, სატანჯველი ხელსაწყო) აგრეთვე გვაქვს
სვანიზმებიც, მაგალითად შილი (მაზლისცოლი).მთლიანობაში ქართველური
ენებიდან ქართულში შემოსული სიტყვების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია,
პირიქით კი, გასაგები მიზეზის გამო, ბევრად მეტი.
სიტყვებთან ერთად ქართველური ენებიდან ქართულ ენაში შემოსულია
ზოგიერთი კონსტრუქციაც, აგრეთვე სიტყვის ფორმა და ფრაზა. (თამაშობდეს
იქნება, მანქნის..)
რაც შეეხება ქართული ენის მიმართებას მთის იბერიულ-კავკასიურ ენებთან, არის
არაერთგვარობანი შეხედულებები. მკვლევართა ნაწილის აზრით, ამ ენებს
მხოლოდ ტიპოლოგიური მსგავსება აერთიანებთ, ხოლო სხვებს, პირიქით, ისინი
მონათესავე ენებად მიაჩნიათ. ფაქტი ერთია, რომ ამ ენებს შორის არის
მსგავსებები, რაც ცხადყოფს რომ მათ ჰქონდათ ურთიერთობა.
საინტერესოა ლექსიკა, რომელიც საზიარო აქვთ. ნასესხებია სიტყვები: დედა, მამა,
მზე, დღე, პეპელა, სვამს, ქსოვს, თესავს… ეს სიტყვები ოდინდელი ლექსიკური
ფონდია იბერიულ-კავკასიური ენებისა.
ქართული ენის ლექსიკურ ფონდში, ისევე როგორც სხვა ენებში, გამოიყოფა
უძველესი (ოდინდელი) და ნასესხები ლექსიკა, რომლებსაც სხვაგვარად შეიძლება
მკვიდრი და შეთვისებული სიტყვები ვუწოდოთ. ქართული ენის ლექსიკური
ფონდი იმ უძველეს დროშიც ივსებოდა სხვა ენათაგან შემოსული სიტყვებით,
ნასესხობებით, რომლებიც დროთა განმავლობაში ენამ შეითვისა, გაითავისა, (
თავისად აქცია) და დღეს ბევრი მათგანს არც კი ეტყობა უცხოობა.
თანამედროვე ქართულ ენის ძიირთად ლექისკური მარაგი დაახლოებით 113 000
სიტყვისგან შედგება, თუმცა აქედან 20 000 სიტყვაზე მეტი უცხო ენებიდან არის
შემოსული (ბერძნული, რომაული, არაბული, თურქული, ირანული, ფრანგული,
ინგლისური და ა.შ).
არის სიტყვები, რომლებიც უკვე საუკუნეებია დამკვიდრდა ქართულ ენაში,
თუმცა ვიცით, რომ უცხო წარმოშობისაა და არის სიტყვები, რომლებიც ისე
გაითავისა ქართულმა, რომ დღეს მათი უცხოური წარმომავლობა არც კი
იგრძნობა. ენაში ახალი და უცხო სიტყვების დამკვიდრების პროცესი დღე- საც
გრძელდება. მკვიდრდება უმეტესად საერთაშორისო სი- ტყვები, რაც
გავრცელებულია თანამედროვე ენებში.
ენამ სიტყვა შეიძლება ისესხოს ამა თუ იმ ენიდან უშუალოდ ან სხვა ენის
მეშვეობით. თამანედროვე ქართულ ენაში ევროპული ენების კუთვნილი ბევრი
სიტყვა შემოსულია რუსულის გზით. ზოგი ევროპული სიტყვა რუსულში სახეს
იცვლის და ისე შემოდის ქართულში (მაგ: რევოლუცია)
არცთუ ესე იშვიათია შემთხვევები, როცა ნასესხები სიტყვა განდევნის ენაში უკვე
არსებულ ლექსემას და მის ადგილს იკავებს. (მაგ.: მუხამ განდევნა “წყანი” )
ზეპირი გზით შემოსული სიტყვა უფრო მალე მკვიდრდება და ცვლის ენაში
არსებულს. ზეპირი გზით შემოსული სიტყვა ხშირად ფონეტიკურად იცვლება,
რომ მსესხებელი ენის ბუნებას მოერგოს.
თარგმანში თავს იჩენს სხვა სალიტერატურო ენების გავლენებიც. აქტიურად
ხდება სიტყვათა სესხება, სათარგმნი ენის მოდელის მიხედვით გრამატიკული და
ფრაზეოლოგიური კალკების შექმნა, რომლებიც ნელ-ნელა ფეხს იკიდებენ
სალიტერტურო ენაში.
საინტერესოა შუალობითი ზეგავლენაც, მაგ. ებრაიზმები და არამეიზმები
ბერძნულის ანუ შუალობითი გავლენით უნდა შემოსულიყო.
ზეგავლენის სამტკიცებლად გამოდგება: • სიტყვათა სესხება
• გრამატიკული კალკები
• და ფრაზეოლოგიური კალკები
მათგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გრამატიკულ კალკებს, სწორედ
ისინი უნდა მივიჩნიოთ ენათა ზეგავლენი უმთავრეს საბუთად.
თუ ამ თვალსაზრისით განვიხილავთ ქართულზე სხვა ენების გავლენის ამსახველ
ფაქტებს, აღმოჩნდება, რომ ქართული სალიტერატურო ენის ადრეულ საფეხურზე
მნიშვნელოვანი ზეგავლენა მხოლოდ ბერძნულს მოუხდენია.
• უშემასმენლო კონსტრუქციები
• მიმღეობური კონსტრუქციები
• წინდებულთა გამოყენება და სხვ....
წარმოიქმნა ახალი ბერძნიზმები. განსაკუთრებით ნათლად ჩანს ბერძნულის
ზეგავლენა ლექსიკასა და სინტაქსში.
ლექსიკა (ქრისტე, დეკანოზი, პატრიარქი, პარასკევი, მელანი, ნავი, პოეტი…)
აღსანიშნავია, რომ ამ სიტყვათა უმრასვლესობა მხოლოდ ნათარგმნ ძეგლებში კი
არ გვხვდება, არამედ ორიგინალურშიც. ბერძნულიდან შემოსული ლექსიკა
განეკუთვნება ქართველი ხალხის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული
რელიგიური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ასპექტებს. ძველ ქართულ ნათრაგმნ
და ორიგინალურ ძეგლებში გვხვდება კომპოზიტები, რომლებიც ბერძნული
რთული სიტყვების მოდელის მიხედვით არიან შექმნილი (ერის-მთავარი,
თვითმხილველი, ვერცხლის-მოყუარე…)
ბერძნული ენიდან თარგმნა სრულყოფდა ქართულ ენას.
ბერძნულის გავლენით თავს იჩენს კალკებიც. მაგ.: უშემასმენლო კონსტრუქციები.
ქართულისთვის ეს არაა დამახასიათებელი, ბერძნულში კი ჩვეულებრივია. ის
გვხვდება ელინოფილებთან და ანტონ კათალიკოსთან. (ილიას ორიოდე სიტყვა,
ზმნის გარეშ არსებულ წინადადებზბე)
მიმღეობრივი კონსტრუქცია - მიმღეობა ცვლის შემასმენელსა და მასთან პირით
დაკავშირებულ წევრს. ეს არაა ქართულისთვის დამახასიათებელია. ხშირია
გელათის ბიბლიაში.
პასიური კონსტრუქციები - ქართული აქტიური ფორმების ენაა. პასიურ
კონსტრუქციათა გაჩენა კი სათარგმნი ენის გავლენით აიხსნება.
ხშირია და კავშირის სიჭარბეც. ეს ებრაზიმია, რომელიც ბერძნულის გზით
შემოვიდა.
ძვ. ქართულში ბერძნულის გავლენით, ახლაში კი რუსულის გავლენით, ხშირად
იხმარება პირის და კუთვნილებითი ნაცვალსახელები, ეს განსაკუთრებით ეხება I
და II პირის ნაცვალსახელებს. ქართულში ზმნა ისედაც გამოხატავს პირს.
ზედმეტად იხმარება კუთვნილებითი ნაცვალსახელებიც. ეს ძველ ქართულში
ბერძნულის გავლენაა, ახალში კი რუსულის.
პირმიმართი ირიბი დამატების თანდებულიანი ბრუნვის ფორმით შეწყობა
ზმნასთან არ არის ბუნებრივი ქართული სინტაქსური კონსტრუქცია, მაგრამ გვაქვს
ასეთი შემთხვევები, როცა თანდებული ან სახელი თანდებულითურთ იხმარება
ზედმეტად.
ძვ. ქართულში ბერძნულის ზეგავლენით გვაქვს თანდებული წინდებულად.
ქართულში გავლენის შედეგი აისიც, რომ ზმნებს წინ ერთვის ელემენტები,
რომლებიც არაა ზმნისწინები (თანა, გარე, ქუე…) აგრეთვე ბერძნულის გავლენაა
წინდებულთა ხმარებაც.
ვიდრე წინდებულიანი კონსტრუქციებიც მეორეულია და ბერძნულის გავლენაა
(ვიდრე გამოსვლადმდე)
აღესრულა - ბერძნულის კალკია.
ვისამე ხელით გაგზავნა -ასევე ბერძნული კალკია.
ქართულში გვაქვს პარონომაზია, რომელიც ბერძნულიდან შემოვიდა, თვითონ
ბერძნულში კი ებრაიზმია.
ბერძნულის გავლენით არა მხოლოდ ბერძნულ სიტყვები დამკვიდრდა არამედ
არამეული, სირიული და ებრაულიც. ქართულში გვაქვს სომხურიდან შმოსული
სიტყვებიც.
საგრძნობია ირანულის გავლენაც. გვაქვს ირანული ნასეხსები ლექსიკა. (წმიდა)
აგრეთვე არაბული. (იჯარა, ეშხი, თამამი…) თურქული ნასესხობები (გემი, ოთახი,
იარაღი…), აზერბაიჯანული (ხიზილალა, ტოლმა, დოლი..)
დიდი იყო მე-18 საუკუნიდან რუსული ენის გავლენაც. მათგან ბევრი
ბარბარიზმად დარჩა, ვერ დამკვიდრდა სალიტერატურო ენაში ან მთლიანად
წაიშალა. ქართულში რუსული გზით შემოდიოდა ინტერნაციონალური ლექსიკაც.
გვაქვს მიბაძვით სიტყვათწარმოების შედეგად გაჩენილი კალკები (თანაგრძნობა,
ნაირსახეობა…)
ისეთი ინტერნაციონალური ლექსიკის დამკვიდრება რაც ჩვენს ენას არ აქვს.
ენისათვისთ აუცილებელია. ახალი სიტყვა ხომ ახალ რეალობას მოაქვს.
ქართულ ენაში გვაქვს ნეოლოგიზმები და ბარბარიზმებიც,
ენის ლექსიკურ ფონდში თავისი სპეციფიკური ადგილი აქვს ე.წ. „ეგზოტიკურ
ლექსიკასაც“ (საკურა, კომონო, სომბრერო, ტორერო, მაესტრო ...) აბრევიატურებს
(იუნესკო, გაერო, ნატო, სემეკი..) და „ჰიბრიდულ“ კომპოზიტებს (გურიანიუსი,
ჭორნიუსი, ინტერნეტ- სივრცე, ფეიბუკსტატუსი, ელფოსტა, ონლაინგაკვეთილი,
ონლაინსწავლება...)
ახალი სიტყვების ტალღას ვერ გადავეღობებით, ვერ ავკრძალავთ და ისინი ჩვენს
მეტყველებაში ბუნებრივად ჩნდება და ზოგი მათგანი შეიძლება დამკვიდრდეს
კიდეც. დროს ფეხი უნდა ავუწყოთ, მაგრამ გადამეტებული არაფერი ვარგა – არც
უცხო სიტყვების უთავბოლო ხმარება, არც ენის ნაძალადევი არქაიზაცია და არც
ენობრივი პურიზმი.

6. ქართული ენის ლექსიკური კონტაქტები (უცხო ენებიდან შემოსული


სიტყვები ენის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. სესხების სხვადასხვა
გზები: ზეპირი და წერილობითი, უშუალო და შუალობითი. მკვიდრი,
შეთვისებული ლექსიკა და გვიანდელი ნასესხობები. ნეოლოგიზმები და
ბარბარიზმები.

ენათა ურთიერთობა შეიძლება იყოს:


• პირდაპირი - მეზობელი ხალხებისა და კულტურების ენებს
შორის, ან
• არაპირდაპირი - შუამავალი ენის მონაწილეობით.
მიიჩნევენ, რომ არაპირდაპირი ენობრიი კონტაქტები ეხება მხოლოდ ენის
ლექსიკურ სისტემას, მაშინ როცა პირდაპირი უფრო გართო და ღრმა
გავლენას ახდენს ენაზე.
ენობრივი კონტაქტები იყოფა:
კაუზალური კონტაქტები - ენები ერთმანეთთან არალეგულარულ
ურთიერობაშია;
პერმამენტული, მუდმივი მჭიდრო კონტაქტები - ენები ერთმანეთთან
ინტენტიურ ურთიერთბაშია;

მუდმივი კონტაქტები იყოფა ორ ტიპად: გარე კონტაქტები ( სახელმწიფოს


ახლომდებარე ხალხების ენებს შორის ურთიერთობა);
შიდა კონტაქტები - იმ ხალხთა ენების კავშირები, რომლებიც ერთ
სახელმწიფოს ქმნიან.

იმის მიხედვით, თუ რა მიმართებაა ენებს შორის (გენეტიკური ან


ტერიტორიული სიახლოვის თვალსაზრისით), განასხვავებენ ენათა
კონტაქტების შემდეგ ტიპებს:
1) განსახვავებული სტრუქტურის მქონე არამონათესავე ენათა კონტაქტები;
2) მონათესავე, მაგრამ ერთმანეთისაგან დაშორებული (და ამის გამო
გრამატიკული სტრუქტურისა და ლექსიკის მიხედვით განსხვავებული)
ენების კონტაქტები.
3) მონათესავე და ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობის მქონე ენების
კონტაქტები.

• საზოგადოდ, ენათა კონტაქტები ყველაზე თვალსაჩინოდ ლექსიკაში


აისახება. სიტყვათა სესხება ენათა ურთიერთობის უტყუარი დასტურია.
ნასესხები სიტყვები ყველა ენაში მოიპოვება და ხშირად მისი ლექსიკური
ფონდის საკმაოდ დიდ წილსაც წარმოადგენს. (თანამედროვე ქართულ ენის
ძირითადი ლექსიკური მარაგი დაახლოებით 113 000 სიტყვისგან შედგება
(ქეგლი),
• თუმცა აქედან 20 000 სიტყვაზე მეტი უცხო ენებიდან არის
შემოსული)საზოგადოად, ნასესხები მასალის მკვიდრისაგან გამიჯვნა
ხშირად მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული.
• განსაკუთრებით ეს ეხება უძველეს ნასესხობებს, რადგან შეთვისებული
სიტყვების მსესხებელ ენასთან შეგუების პროცესი ძალიან შორს არის
წასული. მაგრამ საფუძვლიანი ცოდნა მსესხებელი და გამსესხებელი
ენის
ისტორიისა და გრამატიკული სტრუქტურისა, უმეტეს შემთხვევაში,
საშუალებას გვაძლევს გამოვნახოთ კრიტერიუმები ნასესხები მასალის
გამოსავლენად.
ერთი შეხედვით თითქოს ადვილი გასარჩევია ძველი და შემდეგ შემოსული
ნასესხობები, მაგრამ დავის საგანი შეიძლება აღმოჩნდეს ის კრიტერიუმები,
რომელებიც ქართული და არაქართული ლექსიკის ერთმანეთის გასამიჯნად
გამოიყენება.
არის სიტყვები, რომლებიც უკვე საუკუნეებია დამკვიდრდა ქართულ ენაში,
თუმცა ვიცით, რომ უცხო წარმოშობისაა და არის სიტყვები, რომლებიც ისე
გაითავისა ქართულმა, რომ მათი უცხო წარმომავლობა არც კი იგრძნობა
• ბაღი, ვარდი, თეფში, საათი, აივანი, კაბა, ქალაქი, ქამარი, მელანი,
ნაბადი, ფული...
ადრეულ ნასესხობებს მეცხრამეტე - მეოცე საუკუნეში დაემატა ევროპული
ენებიდან შემოსული ბევრი ახალი სიტყვა, მათ შორის ინტერნაციონალური
ლექსიკა ( სტუდენტი, უნივერსიტეტი, ლექტორი აუდიტორია და სხვა).
აღსანიშნავია, რომ უცხო სიტყვათა შემოსვლისა და ენაში დამკვიდრების პროცესი
დღესაც გრძელდება. მაგალითად, სულ ახალი შემოსულია : სელფი, დრონი,
გაჯეტი, ქეისი, დასეივება, დაგუგლვა და სხვა.
სიტყვათა სესხების გზები
სიტყვათა სესხება ამა თუ იმ ენიდან შეძლება განხორციელდეს უშუალოდ ან სხვა
ენის მეშვეობით.
ქართულ ენაში ევროპული ენების კუთვნილი ბევრი სიტყვა შემოსულია
რუსულის გზით.
ზოგი სიტყვა რუსულშივე იცვლის სახეს და ისე შემოდის ქართულში,
მაგალითად, ლათინური tio (ფრანგ. tion) დაბოლოების სახელები რუსულში -
ция-თი ბოლოვდება და ქართულშიც -ცია დაბოლოებით არის შემოსული. ფრანგ.
la Révolution, რუს.революция, ქართ. რევოლუცია).
ფიქრობენ ასევე, რომ ქართულში არერთი ებრაიზმნი და არამეიზმი უშუალო
ზეგავლენის შედეგი კი არ არის , არამედ სხვა ენათა, უპირველესად ბერძნულის,
მეშვეობით გაჩნდა ქართულში.
რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა ენათა უშუალო კონტაქტების შედეგად
გარკვეული ურთიერთზეგავლენა (ძირითადად ლექსიკური ხასიათისა), რაც
შემდგომში სალიტერატურო ენაშიც აისახება. მაგალითად: საფიქრებელია, რომ
ზოგი ბერძნული, ირანული, სომხური სიტყვა ქართულმა კერ კიდევ
სალიტერატურო ენის შექმნამდე ისესხა. ასეთი სიტყვები მოგვიანებით
სალიტერატურო ენის კუთვნილებად იქცა.
მაგალითად, ქართულ ენაში ბერძნული მოდელის მიხედვით შეიქმნა ისეთი
სიტყვები, როგორებიცაა : ქრისტე, ანტიქრისტე, ეკლესია, პატრიარქი,
კათალიკოსი, ლავრა, ევანგელე, ეპისტოლე და სხვა. ეს სიტყვები ძირითადად
გვხვდება არა მარტო ნათარგმნ, არამედ ორიგინალურ ძეგლებშიც.
ქართულ ენაში სიტყვები შემოსულია ზეპირი ან წერილობითი გზით.
მიიჩნევენ, რომ სწორედ თარგმნის პროცესში იჩენს თავს უცხო ენათა ზეგავლენა,
კერძოდ, აქტიურად ხდება სიტყვათა სესხება, სათარგმნი ენის მოდელის
მიხედვით გრამატიკული და ფრაზეოლოგიური კალკების შექმნა, რომლებიც ნელ-
ნელა ფეხს იკიდებენ სალიტერტურო ენაში (მნიშვნელოვანი ფაქტორია ამგვარი
კონტაქტების ინტენსივობისა და თარგმნილი ძეგლის გავრცელებულობის
(გავლენის) ხარისხი)
გარდა ამისა, ნასესხები ლექსიკის ერთი მნიშვნელოვანი დაწილი შემოსულია
ზეპირი გზით, ასეთებად შეგვიძლია მივიჩნიოთ: კალამი, მელანი, მონაზონი,
დეკანოზი, მონასტერი, ნავი და სხვა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ზეპირი გზით შემოსული სიტყვები ხშირ შემთვევაში
ცვლის უკვე არსებულს ( მტილი, წალკოტი - >ბოსტანი, ბაღი). რაც წიგნური ანუ
წერილობითი გზით შემოსული სიტყვის შემთხვევაში იშვიათად ხდება. ვინაიდან,
მწიგნობარი ადვილად არკვევს რისი ექვივალენტი აქვს მას დედანში და რისი არა.
ასევე, ზეპირი გზით შემოსული სიტყვა ხშირად ფონეტიკურად იცვლება, რომ
მსესხებელი ენის ბუნებას მოერგოს. ამის კვალობაზე, მაგალითად,, ,,ლურსმანი“,
მართალია, არაბული სიტყვის ფონეტიკური ცვლით არის მიღებული, მაგრამ
არაბული აღარაფერი სცხია (არაბი ვერც კი ,,იცნობს“ მას - ,,მუსმარ“), უკვე
გაქართულებულია თავისი ფორმით. ლურსმანმა ჩაანაცვლა
ქართული ,,სამსჭუალი“.
ბერძნულიდან ნასესხები ლექსიკაა : ფეოდალური ტიტულები, ქრისტიანობასთან
დაკავშირებული ტერმინები ( მონაზონი, ქრისტე, ეპისკოპოსი), მწიგნობრობასთან
დაკავშირებული ( კალამი, ქარტამ მელანი), ზღვაოსნობასთან დაკავშირებული
( ნავი).
ბერძნულის გზით შემოვიდა ებრაული და არამეული სიტყვები. ებრაული -
ნარდი, ალელუია, ამენ; არამეული - პასექი, სატანა .
ქართულ - სომხურ ურთიერთობებსაც ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ქართულში
მრავლადაა სომხური ენიდან ან მისი გზით შემოსული სიტყვები.
სომხური ლექსიკა: ბოროტი, მდელო, წაკლოტი, მგელი, მიამიტი.
ქართულ ენას საუკუნეების განმავლობაში კულტურული და პოლიტიკური
კავშირი ჰქონდა ირანულ ენებთან. აქედან შემოსული და შეთვისებული სიტყვები
სხვაასხვა დროისა და ხასიათისანი არიან და სხვადასხვა დიალექტური წრიდან
მომდინარეობენ. განეკუთვნებია ძველ, საშუალო და ახალ ირანულ ეპოქებს,
სხვადსახვა დიალექტურ წრეებს.
ირანული ლექსიკა: მიდიური და ძველი სპარსულიდან ( სპილენძი, ჯოჯოხეთი,
ეშმაკი); სკვითურ - ალანურ - ოსურიდან ( ამინდი, ბევი, ბზიკი, ლუდი,
სულგუნი); პართიულიდან ( ვარდი, ვეშაპი, ვერაგი, ამპარტავანი); საშუალ
სპარსულიდან - ამხანაგი, ახოვანი, ანდერძი, ზღაპარი, ჭაბუკი, ჭარმაგი...
სინამდვილეში ბევრი მათგანი არაბული წარმოშობის ლექსიკურ ერთეულს
წარმოადგნეს - მეჯლისი, სუფრა, ალამი.
აქ მოკლედ უნდა ვქნა უკვე . არაბული ენიდან ნასესხობებს განეკუთვნება : ექიმი,
ვექილი, ფიქრი, კოშკი, სალამი, ნადიმი, შაირი.
თურქული ლექსიკა: გემი, ოდა, თეფში,იარაღი, ოთახი,
რაც შეხება რუსულს, საკუთრივ რუსული ლექსიკის წილი მაინც შედარებით
მცირეა და მათგან მხოლოდ რამდენიმემ გაიკაფა გზა მწიგნობრულ ლექსიკაში.:
(ფუთი, ვერსი, კაპიკი, სამოვარი), მეტი წილი კი ბარბარიზმების მდგომარეობას
ვერ ასცდა (პოლი, პოლისჯოხი, სტოლი, სტოლსაფარი, აკოშკა ( კარ-აკოშკა)
სალფეტკი, სპიჩკა, ატვიორტკა, ხადავოი, ბარდაჩოკი, ასტანოვკა, მაროჟნი ...
რუსული გზით შემოვიდა ქართულში ინდუსტრია, ინდუსტიალიზაცია,
კოლექტივი, კოლექტივიცაზია, სოციალიზმი, მარქსიზმი, მონარქია, რევოლუცია,
იზოლაცია, კონსტიტუცია, კასაცია, ავიაცია.
ნეოლოგიზმი და ბარბარიზმი
• სხვა ენებიდან სიტყვების სესხება, საერთაშორისო სიტყვების დამკვიდრება,
უცხო სიტყვების „მორგება“ - გადაკეთება და მეტყველებაში ჩართვა ბუნებრივი,
შეუქცევადი პროცესია. გვაქვს სიტყვები და ტერმინები, რომლებიც ახალი
აღსანიშნების უალტერნატივო აღმნიშვნელები არიან ( მაგალითად, ინტერნეტი,
კომპიუტერი, უფრო ადრე - ტელევიზორი, ტელეფონი და ა.შ.).
• ენა ცოცხალი ორგანიზმია და დროთა განმავლობაში ის თავისთავად,
ბუნებრივად იცვლება. ცხოვრება იცლება, ვითარდება და ეს ცვლილება ენაშიც
აისახება. ენაში დგება საჭიროება ახალი სიტყვების, ნეოლოგიზმების გაჩენისა
(ასანთი, სანთებელა, ლიანდაგი, მაცივარი, ნაყინი, ექთანი...)
• მაგრამ ცვლილებები ზოგჯერ ისე სწრაფად ხდება, რომ ენა ვერ ასწრებს ახლის
შექმნას და სწორედ მაშინ ეხსნება კარი ბარბარიზმებს.
ბარბარიზმი (βάρβαρος - უცხო, ვულგარული) აღნიშნავს ამა თუ იმ ენაში უცხო
ენიდან გაუმართლებლად, „ბარბაროსულად“ შემოჭრილ სიტყვას. მასვე
მიაკუთვნებენ ამა თუ იმ ენის ბუნებისათვის შეუფერებელი გამონათქვამებს
რომლებიც შექმნილია სხვა ენის წესის მიხედვით (არ მაწყობს“ (შდრ. რუს. меня не
устраивает) .
თანამედროვე ქართულისთვის ბარბარიზმებისა და ნეოლოგიზმების ძირითადი
წყარო ინგლისური ენაა. ამასთან ინტერნეტი და სოციალური ქსელები, მასმედია
ახალი სიტყვებისა და მათი ფორმების გვრცელება - დამკიდრებას უწყობს ხელს.
ძველი ბაბარიზმები: შკაფი, მაზოლი, მაიკა, აბგონი, რუჩკა...
ახალი: ლაიქი, დედლაინი, ექშენი, ინსპირაცია...

3. უცხო ენების გავლენა ქართულ სალიტერატურო ენაზე: ბერძნულის


მიხედვით შექმნილი მორფოლოგიური, ფრაზეოლოგიური და სინტაქსური
კალკები. ინფინიტიური და მიმღეობური კონსტრუქციები. ვიდრე
უდეტრიანი კონსტრუქცია. „და“ კავშირი სიჭარბე.
ქართული სალიტერატურო ენას საუკუნეების განმავლობაში აქვს კავშირი სხვა
სალიტერატურო ენებთან. შესაბამისად მნივნელოვანია იმის კარკვევა თუ რა
გავენა აქვთ მათ ქართულ ენაზე. ამ შემთხვევაში ძირითადად იგულისხმება
წერილობითი ტრადიციის მქონე უცხო ენები, რომლებთანაც ქართულ ენას
წერილობითი ხასიაის კონტაქტი ჰქონია.
ამ საკითხის განხილვა ძირითადად ხდება თარგმანთან დაკავშირებით, რადგან
სწორედ თარგმნის პროცესში იჩენს თავს უცხო ენათა ზეგავლენა, კერძოდ ამ
შემთხვევაში აკტიურად ხდება სიტყვათა სესხება, სათარგმნი ენის მოდელი
მიხედვით გრამატიკული და გრაზეოლოგიური კალკების შექმნა, რომლებიც ნელ
- ნელა იკიდებენ ფეხს სალიტერატურო ენაში.
პირველ რიგში გამორკვევას საჭიროებს იმის განსაზღვრა, თუ რა უნდა მივიჩნიოთ
ზეგავლენად. უცხოენოვანი გავლენის სამტკიცებლად არ გამოდგება
უთარგმნელად დატოვებული სიტყვები, მცდარად გაგებული ლექსიკური
ერთეულები და ფრაზები.
ზეგავლენის სამტკიცებლად გამოდგება:
 სიტყვათა სესხება
 გრამატიკული კალკები
 და ფრაზეოლოგიური კალკები

( არ გვხოვენ აქ, მაგრამ სიტყვათა სესხებაზეც შეგვიძლია ვთქვათ ერთი ორი
სიტყვა) სიტყვათა სესხება ენათა ურთიერთობის უტყუარი დასტურია. ნასესხები
სიტყვები ყველა ენაში მოიპოვება და ხშირად მისი ლექსიკური ფონდის საკმაოდ
დიდ წილსაც წარმოადგენს. (თანამედროვე ქართულ ენის ძირითადი ლექსიკური
მარაგი დაახლოებით 113 000 სიტყვისგან შედგება (ქეგლი),
თუმცა აქედან 20 000 სიტყვაზე მეტი უცხო ენებიდან არის
შემოსული)საზოგადოად, ნასესხები მასალის მკვიდრისაგან გამიჯვნა ხშირად
მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული.
განსაკუთრებით ეს ეხება უძველეს ნასესხობებს, რადგან შეთვისებული სიტყვების
მსესხებელ ენასთან შეგუების პროცესი ძალიან შორს არის წასული. მაგრამ
საფუძვლიანი ცოდნა მსესხებელი და გამსესხებელი ენის ისტორიისა და
გრამატიკული სტრუქტურისა, უმეტეს შემთხვევაში, საშუალებას გვაძლევს
გამოვნახოთ კრიტერიუმები ნასესხები მასალისგამოსავლენად.
ერთი შეხედვით თითქოს ადვილი გასარჩევია ძველი და შემდეგ შემოსული
ნასესხობები, მაგრამ დავის საგანი შეიძლება აღმოჩნდეს ის კრიტერიუმები,
რომელებიც ქართული და არაქართული ლექსიკის ერთმანეთის გასამიჯნად
გამოიყენება.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გრამატიკულ კალკებს და სწორედ ისინი
უნდა მივიჩნიოთ ენათა ზეგავლენის უმთავრეს საბუთად.
აღსანიშნავია, რომ ქართული სალიტერატურო ენს ადრეულ საფეხურზე
მნიშნელოვანი ზეგავლენა მხოლოდ ბერძნულს მოუხდენია.
განსაკუთრებით თავს იჩენს ეს გავლენა ელინოფილთა მოღვაწეობისას ((XI-XII სს.
ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, გელათის სკოლა)
• უშემასმენლო კონსტრუქციები
• მიმღეობური კონსტრუქციები
• წინდებულთა გამოყენება და სხვ.
წარმოიქმნა ახალი ბერძნიზმები ( ჭაბუკა, მდიდარა); - იდ სუფიქსიანი სიტყვები
(ჭაბუკიდი და მისთანები).
უშემასმენლო კონსტუქციები
ქართულში უშემასმენლო კონსტრუქციები ჩვეულებრივად არ არის.
ბერძნულისთვის კი დამახასითებელია.
მათეს სახარების პირველ თავში არის სამი წინადადება, რომლებშიც შემასმენელი
არ არაა. იმავე უშემასმენლო კონსტრუქციებს ვხვდებით ეფრემ მცირის, ექვთიმე
ათონელის თარგმანებში.
 უშენასმენლო კონსტრუქციები არ ახასითებს ქართულ ცოცხალ
მეტყველებას, არ გვაქვს ის საერო მწერლობის ძეგლებში. გვხვდება
ელინოფილებთან და ანტონ კათალიკოსთან, რომელიც ორიენტაცია აიღო
პეტრიწის ენისკენ და არა სხვა ადრინდელ მწერალ-მთარგმნელთა ენისკენ.
 ანტონის გავლენოთ უშემასმენლო კონსტრუქციების გამოყენება მისმა
მიმდევრებმაც დაიწყეს, მათ შორის იყო რევაზ ერისთავიც. ილია ჭავჭავაძემ
ერთი საყვედური ამის გამოც უთხრა “შეშლილის“ უხეირო მთარგმნელს.
„უზმნოდ არა ენა, ფრინველის ენის მეტი, არ იხმარება და უფრო ჩვენი
დალოცვილი ენა; რუსეთში თუმცა ზოგიერთგან არსებითი ზმნა არ
იხმარება, მაგრამ ქართული რუსული ხომ არ არი? ქართულში ყოველთვის
ზმნა უნდა, – ეგ მეორე კლასის მოწაფემაც იცის“ ( ილია, ორიოდე სიტყვა)
მიმღეობური კონსტრუქციები:
ძველ ბერძნულში მიმღეობამ შეიძლება შეასრულოს მოკლე წინადადების როლი.
უძველეს ტექსტებში ბერძნული მიმღეობა ითარგმნება პირიანი ზმნით და მასთან
დაკავშირებული სიტყვით, მაგალითად: ,,მიექცა იესუ მოწაფეთა და ჰრქუა“,
ეფრემი კი ასე თარგმნის ,, იესუ მიქცეულმან მოწაფეთა მიმართ ჰრქუა მას“.
მიმღეობა ცვლის წინადადების ნაწილს - შემასმენელსა და მასთან პირით
დაკაშირებულ წევრებს.
„და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა მეტყუელმან.“
და კავშირის სიჭარბე ხშირია ბიბლიის ქართულ თარგმანებში:
,,და წარმოვიდა მიერ იესუ...“ , და ჰკითხვიდა მას და ეტყოდა“, ,,და აწ
დამტკიცებულად გითხრა თქუენ“...
და იხმარება:
• ერთგვარ წევრებს შორის შერწყმულ წინადადებაში;
• ნახმარია სრული და დამოუკიდებელი წინადადებების საზღვარზე;
• გამოყენებულია თხრობის დიდი პერიოდების შემადგენელ ნაწილთა
დასაკავშირებლად.
• და კავშირის სიჭარბე მიაჩნევა ებრაიზამად , რომელი ბერძნულის გზით
ქართულშიც
შემოვიდა. ეს სინტაქსური ებრაიზმი ერთნაირად ვლინდება ბერძნულ სეპტანტას,
სირიულ პეშიტასა და ძველ სომხურ თარგმანში.
ებრაულში არის ნიშანი ვავ, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში გადმოსცემდა და
კავშირსაც. ბიბლიის ბერძნულ ენაზე მთარგმნელება ეს ვავ ყველგან დამოიღესმ
ქარტველებმა კი და - დ. და ბიბლიური წიგნების ზეგალენით ორიგინალურ
ძეგლებშიც გაჩნდა.
ვიდრე წინდებულიანია კონსტრუქცია
ძველ ქართულში ვიდრე დაერთვის მდე/მდის თანდებულიან ვითარებითი
ბრუნვის
ფორმას (ვიდრე გამოსვლადმე; ვიდრე ეზოდმდე...)
• ასეთ კონსტრუქციაში ვიდრეს ხმარება მეორეულია და ის ბერძნულის გავლენის
შედეგია: (ბერძ. ἕως=ვიდრე) საქმე გვაქვს თავისებურ მორფოლოგიურ
პლეონაზმთან:
მიწევნითობა გამოხატულია ორმაგი საშუალებით: ერთი ბუნებრივი ქართული
შესატყვისით _ მდე თანდებულით და მეორე _ ვიდრე წინდებულით, რომელიც
ქართული ფრაზისთვის ზედმეტია.
• „მუნ დაადგერით ვიდრე გამოსვლადმდე“
აღსანიშნავია, რომ ადიშის ოთხთავში, ქართულისთვის ბუნებრივი კონსტრუქცია
გვაქვს, ვიდრე უდეტრის გარეშე. რა თქმა უნდა ვიდრე წინდებულის გადმოტანა
ქართულში ბერძნულის გავლენის შედეგია.
ვიდრე გვხდება ორიგინალურ ძეგებშიც : ,,წინაუძღოდა ხანცთას კეთილად
ვიდრე სიკუდილამდე.“
ზოგჯერ ვიდრე გვაქვს ისეთ შემთხვევაში, სადაც უნდა იყოს უფროობითი
ხარისხის ფორმასთანაა დაკავშირებული. დგას უფროობით ხარისხისთან
დაკავშირებული სახელის წინ : უმოლხინჱს იყოს ქუეყანაჲ იგი ვიდრე სოდომი
( უმოლხინჱს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისა)
• საშუალ ქართულში ზემოთაღნიშნული მეორეული ფუნქციით ვიდრე-ს ხმარება
საგრძნობლად იზღუდება და იშვიათად მოიპოვება ( ლიტერატურული
ტრადიციის ინერციით) და საბოლოოდ ის ამ ფუნქციებს კარგავს.
აშკარად კალკირებულია ზოგიერთი ფრაზეოლოგიური გამოთქმა, რომელიც
ძველ ქართულში გვხვდება:
• ამის პირისათჳს (= ამის გამო)
• ამის პირისათვის ფრიად მწუხარე ვარ
• ჴელსა ჩემსა( = მე) - მომცნა მტერნი ჴელსა ჩემსა
• ჴელსა შენსა( = შენ)
• ჴელსა მისსა( = მას)
• პირისაგან კაცისა (= კაცისაგან)
• პირისაგან მათისა (= მათგან)
წარმოადგენს ებრაულის კალკს, ქართულში ბერძნულის გავლენით
დამკვიდრებულს.

8. ბრუნების სისტემა ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების


დროისათვის და მისი ცვლილებანი (ბრუნვათა რიგისა და რაოდენობის საკითხი.
წრფელობითი ბრუნვა და მისი მოშლა. მიმართულებითი ბრუნვის საკითხი.
ბრუნვათა ნიშნები. მათი ცვლილებები. მოთხრობითი ბრუნვის ცვლილება და
დიფერენციაცია სხვადასხვაგვარ ფუძეებთან. მათი ქრონოლოგია. მრავლობითი
რიცხვის წარმოების ისტორია. მიმართება ნართანიან და -ებიან მრავლობითს
შორის. ე.წ ორმაგი მრავლობითის ფორმები სალიტერატურო ქართულსა და
დიალექტებში.

ქართულში სახელობითი, მოთხრობითი და მიცემითი მიჩნეულია პირდაპირ


ბრუნვებად, ნათესაობითი, მოქმედებითი და ვითარებითი - ირიბ ბრუნვებად.
• ქართულ ბრუნვათაგან ყველაზე ძველ ბრუნვად მიიჩნევა მიცემითი და
ნათესაობითი.
• ქრონოლოგიურად შემდეგ მოდის მოქმედებითი, ვითარებითი და მოთხრობითი.
• შედარებით ახალი ბრუნვებია სახელობითი და წოდებითი
ბრუნვათა რაოდენობა და რიგი ქრონოლოგიურად ყოველთვის ერთნაირი არ იყო.
ის თუ როგორი უნდა იყოს ბრუნვათა რიგი, მსჯლობის საგანია. დღეს არსებული
ბრუნვათა რიგი აკაკი შანისძის მიერაა შემუშავებული. ჯერ წარმოდგენილია
სუბიექტის ბრუნვები, რომელთაც უკუმშველობა და უკვეცელობა აერთიანებს. ამ
პრინციპის გამო სახელობითის შემდეგ წოდებითი უნდა დამდგარიყო რადგან
ნარიანი ბრუნვებიც ერთად იქნებოდა. მაგრამ ეს გათიშავდა სუბიექტის ბრუნვებს.

ა. ჩიქობავა თვლის რომ სუბიექტის ბრუნვებს უნდა მოჰყვებოდეს ვითარებითი,


რომელიც მიცემითის მსგავსად უკვეცელია და შემდგომ უნდა იყოს ნათესაობითი
და მოქმედებითი. ჩიქობავა არ თვლის წოდებითს ბრუნვად. (ვიტარებითის მე-4
ადგილას ჩასმა თანიან მრავლობითს თიშავს ერთმანებითსგან)

ძველი ქართულის რიგი


 წრფელობითი
 სახელობითი
 მოთხრობითი
 მიცემითი
 ნათესაობითი
 მიმართულებითი
 მოქმედებითი
 ვითარებითი
 წოდებითი

წრფელობითი ბრუნვა
ტერმინი წრფელობითი ბერძნული სიტყვის თარგმანია, რაც ნიშნავს მართალს,
პირდაპირს. ეს ტერმინი დაამკვიდრა ანტონ კათალიკოსმა. ძველი გრამატიკოსები
წრფელობითს სახელობითის მნიშვნელობით იყენებდნენ. ნიკო მარმა გამოყო
წრფელობითი ბრუნვა და გაუფორმებელი ფუძე უწოდა. ა. შანიძემ კი ტერმინი
წრფელობითი იმ ბრუნვის აღსანიშნავად გამოყო, რომელიც უნიშნობით
უპირისპირდება სხვა დანარჩენ ბრუნვებს.

უნიშნო ბრუნვა შეიძლება ყოფილიყო განსაზღვრული (ნაწევარიანი) და


განუსაზღვრელი (უნაწევრო). განსაზღვრულიდან ჩამოყალიბდა სახელობითი
ბრუნვა.
წრფელობითს ზოგი მეცნიერი ძველ ქართულში ცალკე ბრუნვად გამოყოფს, ზოგი
კი არა. საინტერესოა აქვს თუ არა ნიშანი და ფუნქცია წრფელობითს. მისი ნიშანი
არის უნიშნობა, ფუნქციები კი შეისწავლა ივ. იმნაიშვილმა. სულ აქვს 8 ფუნქცია:
 ქვემდებარის გამოხატვა
 პირდაპირი დამატების გამოხატვა
 შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილი
 რთულ ზმნებში გვხვდება
 დროის გარემოებად
 ვითარების გარემოებად
 ერთპირიანი გარდაუვალი ზმნების III სერიის ფორმებთან აღწერით ანუ
პერიფრასტულ ვნებითში
 კომპოზიტების I ნაწილში

როგორც იმნაიშვილი აღნიშნავს ამ 8 ფუნქციიდან მხოლოდ ორია ისეთი,


რომელსაც სახელობითი ბრუნვა ვერ ითავსებს. ესენი: რთული ზმნის სახელადი
ნაწილის გამოხატვ და შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილის გამოხატვა.

წრფელობითი ბრუნვა სინტაქსურად უდრის სახელობითს და ის ჩაანაცვლა კიდეც


ამ უკანასკნელმა. ზურაბ სარჯველაძეს კი მოჰყავს მაგალითები, სადაც შედგენილი
შემასმენლის სახელად ნაწილად წრფელობითის ნაცვლად სახელობითია
გამოყენებული. რადგანაც მას თავისი განსაკუთრებული ფუნქცია აღარ ჰქონდა, ეს
ბრუნვა დაიკარგა. ერთდაერთი შემთხვევა, სადაც სახელობითს არ შეიძლება
შეენაცვლოს სახელობითი არის რთული ზმნები ღაღად-ყო ტიპისა.

მიმართულებითი ბრუნვა

ა.შანიძე აღნიშნავდა, რომ საზოგადო სახელებში გავრცობილი ნათესაობითი არ


განსხვავებოდა მიმართულებითი ბრუნვისგან. განსხვავებას იძლეოდა საკუთარი
სახელები, რომელთაც როგორც წესი სავრცობი არ დაერთვოდათ. ეს ბრუნვა
გვაქვს ნაცვალსახელებშიც. (მიავლინა უფლისა, მიავლინა დავითისა, მიავლინა
მისა)
შანიძე თვლსი რომ მიმართულებითი ცალკე ბრუნვაა და მისი ნიშანია -ისა. მაგრამ
მართებული იქნება თუ მას განვიხილავთ, როგორც ნათესაობითი ბრუნვის
ფუნქციას.
ბრუნვათა ნიშნები და მათი ცვლილებები

1. სახელობითი ბრუნვა შედარებით ახალი წარმოშობისაა. ის პლატონ


იოსელიანმა დაამკვიდრა. მისი ნიშანია -ი. ეს ნიშანი მომდინარეობს იგი
ნაწევარისაგან და მიღებულია მისი გაცვეთით.
ნიშანი -ი თავდაპირველად სრული ხმოვანი იქნებოდა, მაგრამ იქ, სადაც ხმოვანს
მოსდევდა, მოხდა ცვლილებები: ზოგან ფუძის ხმოვანს აჯობა ბრუნვის ნიშანმა,
ზოგან კი დარჩა ფუძის ხმოვანი და დასუსტდა ბრუნვის ნიშანი, რის შემდეგაც
ჩამოყალიბდა დღევანდელი კვეცადიდი და უკვეცელი სახელების სისტემა.
ხმოვანფუძიან სახელებში ი-ს ანაცვლებდა იოტი, მაგრამ მალევე იწყება ბრუნვის
ნიშნის დაკარგვის პროცესიც. სინურ მრავალთავში გვაქვს:
„სიტყუა ღმრთისაჲ კაც იქმნა“;

2. მოთხრობითი ბრუნვა შეპიერობებულია გარდამავალი ზმნის თავისებურებით.


ქართულ გრამატიკაში ეს ბრუნვა ანტონ კათალიკოსმა დაამკვიდრა. ტერმინიც
მისი შემოღებულია. ა. შანიძის აზრით, თავდაპირველად მისი ნიშანი უნდა
ყოფილიყო -ნ, რომელსაც ერთვოდა მან ნაცვალსახელი,ე. ი. გვქონდა კაც-ნ ფორმა
და მას დაერთო -მან. ამან გამოიწვია პირველ ეტაპზე -ნ ნიშნის გაქრობა, ხოლო
შემდგომ მან ნაცვალსახელის -ნ სონორის დაკარგვა. ნ ნიშანი შემორჩენილია “მან”
და “ვინ” ნაცვალსახელებში. ჰუგო შუხარდტმა ამ ბრუნვას ერგატივი უწოდა.
მან  მა პირველად ადიშის ოთხთავში გვხვდება, რაც ნიშნავს, რომ IX-X სს-ში
მოთხრობითის ნიშანი უკვე მა არის.
ვეფხისტყაოსანში მა დაბოლოეასთან ერთად გვხვდება -მ დაბოლოებაც.

3.მიცემითი ბრუნვა - უძველესი წარმოშობისაა, მისი ნიშანია -ს. მას არ განუცდია


ცვლილება. ერთადერთი საშუალ ქართულში ჩნდება მისი სავრცობიანი ფორმები
საკუთარ სახელებში, საზოგადო სახელების ანალოგიით.

4. ნათესაობითი ბრუნვა - უძველესი ბრუნვა. მისი ნიშანია -ის. მის პარალელურად


ივარაუდება -ინ (გუშინ, ხვალინდელი...)
ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი ი -ის(ა) ( თანხმოვნებთან) -ჲს(ა) (ხმოვნებთან) იმავე
გზას გადის, რასაც დამავალი დიფთონგები:
• ხმოვნის შემდეგ ბრ.ნიშნის –ი ან სულ იკარგება (წყაროს, ოქროს, იესუს),
• ან ჲ ი-დ იქცევა (სარწმუნოისა, ოქროისა, სიჩჩოისაგან).

5. მოქმედებითი ბრუნვა ქრონოლოგიურად ძველია, ის ლათინური


ინსტრუმენტალისის შესატყვისია. ა. შანიძე ფიქრობდა, რომ უმჯობესი იქნებოდა
ამ ბრუნვას დარქმეოდა “საჭურველობითი”.
მოქმედებითი ბრუნვის ნიშანი –ით(ა) ( თანხმოვნებთან) და –ჲთ(ა) (ხმოვნებთან)
იმავე გზას გადიან, რასაც დამავალი დიფთონგები:
• ხმოვნის შემდეგ ბრ.ნიშნის –ი ან სულ იკარგება (წყაროთა, ეზოთა)
• ან ჲ ი-დ იქცევა (სარწმუნოითა, ოქროითა).
მოქმედებითი ბრუნვის ერთ-ერთ ალომორფად X-XIII ს-ის ძეგლებში
დასტურდება –იდ ( მიღებულია - გან თანდებულისაგან ასიმილაციური
გამჟღერებსი გზით).
-ით -გან  იდ- გან - იდან

ქართულში ფუძეუკვეცელ სახელთა ნათესაობითსა და მოქმედებითში ბრუნვის


ნიშნების ს და თ თანხმოვნების შემდეგ ჩნდება ი ხმოვანი: წყაროს-ი, წყაროთ-ი
ა. შანიძისა და ვ. თოფურიას აზრით, წყაროსი ტიპის სახელებში ნათესაობითი
ბრუნვის ი წარმოშობით არის სახელობითის ნიშანი, თვითონ ფორმა წყარო-ს-ი
ნანათესაობითარი (ნაგენეტივარი) სახელობითია. მოქმედებითის ი არ არის
ნათესაობითის ი-ს ტოლი. ჩიქობავა კი მიიჩნევს, რომ ეს -ი ემფატიკური ხმოვანია.

მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ისტორიულად არსებობდა -ივ ნიშანი


(მარჯვნივ, მხრივ) რომელიც მნიშვნელობით მოქმედებითის ბრუნვის ნიშანია.

6. ვითარებითი ბრუნვა - ძველი წარმოშობისაა. გრამატიკაში შეიტანა მარი ბროსემ.

ახალ ქართულში ვითარებითი ბრუნვის ნიშნებია -ად , -დ. ძველში კი


იყო -ა და -დ ( ჯოჯოხეთა, ტირილ-დ).

ძველ ქართულ სალიტერატურო ენაში ვითარებითი ბრუნვის დაბოლოებად -ად


და -დ დასტურდება.
(კაც-ად, წყარო-დ). ადიშის ოთხთავში ჩნდება პირველად მისი –ათ/-თ ალომორფი
- „აღვიდა იგი მთათ“.

7. წოდებითი ბრუნვა - შედარებით ახალი წარმოშობისაა. ტერმინი წოდებითი


დაამკვიდრა ანტონ კათალიკოსმა ევროპული გრამატიკების მიხედვით.
წოდებითთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები:
1. წოდებითი დამოუკიდებელი ბრუნვა, აქვს საკუთარი ფორმა. წოდებითის ო
მხოლოდ ბრუნვის ნიშნის ფუნქციის მატარებელია (ა. შანიძე, ლ.კვაჭაძე, თ.
უთურგაიძე, ლ. ნოზაძე, ა. არაბული, კ. გაბუნია...)
2. წოდებითი არ არის დამოუკიდებელი ბრუნვა, რადგან ვერ ამყარებს სინტაქსურ
მიმართებას სხვა სიტყვასთან, არ იმართვის არც ზმნის, არც სახელის, არც
თანდებულის მიერ; წინადადებაში მძიმით ან ძახილის ნიშნით გამოიყოფა. იგი
მხოლოდ მიმართვის ფორმაა და ბრუნების პარადიგმაშიც არ უნდა შევიდეს ( არნ.
ჩიქობავა, ვ. თოფურია, ბ. ჯორბენაძე).
3. წოდებითი სახელობითის ვარიანტია (მო)წოდების ფუქნციით (გ.ნებიერიძე, დ.
მელიქიშვილი).
წოდებითი, როგოროც ენობრივი ერთეული (სხვა ბრუნვათა მსგავსად), სახელის
ფორმაცვალების ერთ-ერთი სახეობაა, გაფორმებული სპეციალური ნიშნით, აქვს
საკუთარი ფუნქციაც - გამოიყენება მოწოდების, მიმართვის დროს, ხშირად
გვხვდება დიალოგებში მისთვის ნიშანდობლივი ინტონაციით.
ბრუნვის ნიშანი ო უფრო ხშირია ძველ ქართულში ვიდრე ვ.
(მოთხრობით ბრუნვაზ დარეჯანისგან გადმოვაკოპირებ)

მოთხრობითი ბრუნვის ნიშანია -მან , როგორც თანხმოვანფუძიან ისე


ხმოვანფუძიან სახელებში (კაც-მან, დედა-მან), მომდინარეობს ნაწევრისაგან,
კარგავს ნ –ს ( რომელიც ისტორიულად უნდა იყოს მოთხ.ბრ.ნიშაში) და ვიღებთ
–მა დაბოლოებას;
მან __> მა პირველად ადიშის ოთხთავში იჩენს თავს და საკმაოდ ხშირია X-XI
საუკუნეთა ძეგლებში.
მაგალითები: (ადიშის ოთხთავი)
♣ მუნქუესვე ღაღად-ყო მამამან მის ყრმისამა;
♣ მარიამ მაგდანელმან და მარიამ იაკობისმა;
♣ ინახ-იდგა კაცებმა მან
♣ ვითარცა მამცნო მე მამამა
♣ მჴევალმა იხილა
`ვეფხისტყაოსანში~:
`ესე წიგნი გაასრულა წყლიანმა და სიტყუა ნაზმა
წელთაA ოქრო შემოირტყა საღარიბოდ მოეკაზმა~;

`ავთანდი იტყვის: მომკლაო სოფლისა მე სამსალამა~

`ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები,


ვით მარგალიტი ობოლი ხელის-ხელ საგოგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
ჩემმან ხელ-მქმნელმან და-ვე-მრთოს ლაღმან და ლამაზმა ნები~
(ზოგი გამომცემელი ასწორებს _ ლამაზმან ნები და ამით რითმის აგებულებას
არღვევს)

XI-XII სს-ში –მ დაბოლოებაც არსებობდა. ამას ადასტურებს `ვეფხისტყაოსანი~:


`მაშინ სოფელმა საწუთრომ იუხვის, რაცა ვინები~;
`პირველ მითხრა: `არა ვიცი, რა ხარ ანუ რას გამსგავსო,
ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო?~

რასაკვირველია, XIII ს-დან ასეთი ფორმები მრავლდება, მაგრამ მან დაბოლოება


კარგახანს ინარჩუნებს პოზიციას:
`ერთმან მეფემან უბრძანა თვისსა ვერზირსა...( საბა)
XIX ს-შიც კი ილიასთან გვაქვს:
`ქართველმან, ჩემგან შეყვარებულმან~

დღევანდელ ქართულში შემორჩა ერთ სიტყვაში:


ერთმანეთი <_ ერთმან ერთი.

მრავლობითი რიცხვის წარმოების ისტორია


რიცხვი შეიძლება გადმოიცეს გრამატიკულად და სემანტიკურად. მას შეიძლება
ჰქონდეს მორფოლოგიური მარკერი, შინაარსობრივი ოპოზიცია და სუპლეტური
წარმოება (ფუძის მონაცვლეობა).

ტერმინი მხოლობითი ანტონ კათალიკოსს ეკუთვნის და შემდგომ ეს ტერმინი ა.


შანიძემ დაამკვიდრა. ქართულში გვაქვს ორი ფორმა - მხოლობითი და
მრავლობითი. ორობითი კი არ გვაქვს.

ქართულში მრავლობითი რიცხვის ფორმა ორგვარია: ებიანი და ნართანიანი.


ებიანს აქვს 7 ბრუნვა, ნართანიანს - 5. (ორი ნარიანი, სამი თანიანი)
ვარაუდობენ, რომ ნართანიანი უფრო ძველია. ებიანი - შედარებით ახალია, თავს
იჩენს მე-7- მე-8 საუკუნეებისა და შემდგომი ხანის ძეგლებში, ისიც, ძირითადად,
უსულო საგნებისა და პასიურ არსებათა აღმნიშვნელ სახელებთან, მაგრამ თავისი
გარკვეული ფორმობრივი უპირატესობის გამო (ყველა ბრუნვა ჰქონდა), -ებ -
თანდათან იფართოებდა მოხმარების სფეროს და ახალ ქართულში ის
გაბატონებულია.
მრავლობით რიცხვში გვაქვს სახელთა ბრუნების ორი სხვადასხვა სისტემა - ორი
პარადიგმა: პირველი -ებ სუფიქსი, რომლის ერთდაერთი ფუნქციაა
მრავლობითობის გამოხატვა, მეორე კი შერეული სახისაა : -ნ სუფიქსი მხოლოდ
რიცხვის ნიშანია (-ებ-ის მსაგავსად), -თ ორმაგის ფუნქციისა - გამოხატავს
რიცხვასაც და ბრუნვასაც. მრავლობითი რიცხვის ნიშნებიდან ყველაზე ძველია თ,
შემდეგ მოდის ნ სუფიქსი, ებ ყველაზე გვიანდელია.
ნართანიანი დღეს შედარებით იშვიათი, თუმცა არის მისი აუცილებელი
გამოყენების
შემთხვევებიც:
ა) ზოგ ნაცვალსახელს მხოლოდ ნართანიანი მრავლობითი აქვს : ესენი, ისინი,
ყველანი, მათ...
ბ) შეიძლება შეგვხვდეს რიცხვით სახელებში: ორნი, სამნი, ცხრათა.
გ) მყარ გამოთქმებში: სხდომათა დარბაზი, ქალთა დღე, ბავშვთა სახლი...
შენიშნულია, რომ თანამდროვე ქართულში თანიანი მრავლობითი უფრო ხშირად
იხმარება ნათესაობითის ფუნქციით.

ორმაგი მრავლობითი
ორგვარი მრავლობითის თანაარსებობის შედეგია ქართულში ორმაგი
მრავლობითის ფორმათა გაჩენა (სოფლ-ებ-ნი, ეზო-ებ-ნ-ი და მისთ.), რომლებიც
გვხვდება უკვე IX-X საუკუნეთა ხელნაწერებში, საკმაოდ გავრცელებულია საშუალ
ქართულში, დასტურდება თანამედროვე ცოცხალ მეტყველებაშიც, მეტწილად
კილოებში ( ძმანები, ბიძანები, რომლებთა, ორთავენი...), თუმცა სალიტერატურო
ენამ იგი მაინც არ მიიღო.

ორმაგი მრავლობითის ფორმები განსაკუთრებით ხშირია გელათური სკოლის


წარმომადგენელთა ნაწერებში. ის საკმაოდ გავრცელებულია საშუალ ქართულში
და თავი იჩინა ახალ ქართულშიც.
ეზეკიელის წიგნში (გელათური ნუსხა) დადასტურებულ ამ ფორმებს ჴევნები,
ჴევნებთა , თ. ცქიტიშვილი სამმაგი მრავლობითის ფორმებად თვლის (ჴევ-ნ-ებ-ი,
ჴევ-ნ-ებ-თ-ა), რომელთაც ოშკურ-იერუსალიმურ ხელნაწერებში ჴევნი და ჴევთა
შეესაბამებაა. თუმცა ეს მოსაზრება გაზიარებული არ არის.
მრავლობითობის მაჩვენელი სუფიქსის მრჩობლად ხმარება აიხსნება მათი
ფუნქციის პოზიციური შესუსტებით და ამის საფუძველზე ზოგ შემთხვევაში მათი
დაბნელებით
ფუნქციის პოზიციური შესუსტების შედეგია მიღებული ფორმა - კარებები. მეორე
-ებ ელემენტის დართვა გამოიწვია იმან, რომ კარები აღიქმება როგორც
მხოლობითის ფორმა და სიმრავლის გამოსახატავად საჭირო გახდა მასზე კიდევ
ერთი სიმრავლის მაჩვენებელი სუფიქსის დართვა, ფიქრობენ, რომ ეს მოვლენა
ქართულში დილექტებიდან უნდა იყოს შემოსული.
ზოგჯერ ებიანი და ნარიანი ფორმები სულაც არაა მღავლობითობის
გამომხატველი და სიტყვათწაზრმოების ფორმანტის როლშია გამოყვანილი:
არდადეგები, მემუარები, ლოცვანი, დავითნი...

9. ბრუნების სისტემაში მომხდარი ცვლილებები და მათი ქრონოლოგია. საზოგადო და


საკუთარ სახელთა ბრუნების განსხვავებული სისტემები. საკუთარ სახელთა საზოგადო
სახელებთან გათანაბრების ტენდენცია ბრუნების მიხედვით. -ი ხმოვანფუძიან
ანთროპონიმთა ბრუნების ისტორია. თანამედროვე ქართულში საკუთარ სახელთა
ბრუნების პრობლემები, ენობრივი ტენდენცია და ნორმის საკითხი.

შესავალი ბრუნვათა სისტემაზე და ცვლილებებზე მერვე საკითხიდან

საკუთარ სახელთა საზოგადოსთან გათანაბრების ტენდენცია


ცნობილია, რომ ანთროპონიმები ძველ ქართულში შემდეგ თავისებურებებს
გამოავლენენ:
1) ოთხ ბრუნვაში (წრფ. სახელ.მოთხ. წოდებ.) ფუძის სახით არიან წარმოდგენილი;
2) არ იკუმშებიან და არ იკვეცებიან;
3) არა აქვთ მრავლობითი რიცხვი;
4) არ დაირთავენ ემფატიკურ ა-ს (სავრცობს);
5) იშვიათად აქვთ მოქმედებითი და ვითარებითი ბრუნვები.
•  ამ თავისებურებათაგან ზოგი ახალმა ქართულმაც შეინარჩუნა, მაგრამ ბევრი
რამით საკუთარი სახელის ბრუნება საზოგადოსას გაუთანაბრდა.
ეს იყო თანდათანობითი პროცესი.
ცალკეულ შემთხვევებში სახელობით ბრუნვაში საკუთარი სახელთა ბრუნვის
ნიშნით გაფორმება მეშვიდე საუკუნეში გვაქვს: იაკობის პროტოევანგელეში
გვხვდება ფორმები - ევჰა-ჲ (ევჰა > ევა) და მარიამ-ი.
• მოვიდა გუელი იგი და პოვა ევჰაჲ მარტო;
• წარიყვანა მარიამი იოსებ
ეს არ არის ნორმა, დარღვევაა, მაგრამ უკვე ცვლილების დაწყების ნიშანია.
VIII-IX ს-დან ამგვარი ფორმები მატულობს, თუმცა, ნორმად ჯერ ვერ იქცევა:
• ზირაქ შეიპყრა კახაჲ და ძჱ მისი თარხუჯი; ( ატენის სიონის 853 წლის წარწერა)
• გვედისაგან მისისა ევაჲ გამოიყვანა ( სინური მრავალთავი, 864).
საშუალ ქართულში საკუთარ სახელთა სახელობითი ბრუნვის ფორმით
გაფორმების მაგალითებუ ბევრად მეტია, თუნდაც ,,ვეფხისტყაოსანში“
მინდორს ვნახეთ ტარიელი
მოთხრობით ბრუნვის ნიშნიანი ანთროპონიმები უფრო გვიან გაჩნდა. ხანმეტ და
ჰაემეტ ტექსტებში არა გვაქვს ამის არცერთი შემთხვევა, მაგრამ სინურ
მრავალთავში (864) ამგვარი ფორმების პირველი შემთხვევები დასტურდება:
„დალილმან სამსონს • IX –XI საუკუნეთა წერილობით ძეგლებში - მან ბრუნვის
ნიშანი საკუთარ სახელებთან
თავი დაჰყჳნა და უცხო-თესლთა ჴელთა მისცა“; „უბრძანა პავლემან ნეტარმან“.
• IX –XI საუკუნეთა წერილობით ძეგლებში - მან ბრუნვის ნიშანი საკუთარ
სახელებთან
საკამაოდ ხშირია, მაგალითად, „შატბერდის კრებულში“ და „ადიშის ოთხთავში“
• ისაკმან შვა იაკობი;
• იაკობმან იხილა ლაბან;
• დავითმან თქუა.

საშუალ ქართულში ( ამირანდარეჯანიანი, ვეფხისტყაოსანი) - მან ბრუნვის


ნიშანი საკუთარ სახელებთან ასევე იშვიათია. უნიშნო ფორმები
გაცილებით მეტია, ვიდრე ნიშნიანი:
• „ავთანდილ თქვა : სოგრატ, ვკითხოთ...“
• „ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გადაიარა“
• „ასმათ ფარდაგსა აზიდნა...“
თუმცა გვხვდება -მან ბრუნისნიშნიანი ფორმებიც ( ასმათმან). ვეფხისტყაოსანში
უნიშნო ფორმათა დიდი სიჭარბე შეიძლება გამოწვეული იყოს პოემის მეტრის
საჭიროებით, ან ავტორის მიერ უნიშნო ფორმათ , როგორც სტილისტური ხერხის -
არქაიზაციის გამოყენებით.რუსთაველის ეპოქის ცოცხალი მეტყვველება და
სალიტერატურო ენაც ამ დროს უკვე უპირატესად ბრუნვინიშნიან ფორმებს
იყენებდა.

სავრცობი ხმოვანი საკუთარ სახელებთან


• საკუთარ სახელთა -ა ემფატიკურ ხმოვნიანი ფორმები ძველ ქართულში ნორმა არ
იყო.
ნორმის დარღვევის და სავრცობი ხმოვნის დართვის პირველი შემთხვევა „სინურ
მრავალთავში“ იჩენს თავს და შემდეგ თანდათან მრავლდება:
• აღუთქუა აბრაჰამსა ( სინური მრავალთავი). ასეთი ფორმები შემდეგ უკვე
მრავლად დასტურდება: მარიამსა, იაკობსა, ტარიელსა და სხვა. ეს ფორმები
გვიჩვენებენ, რომ საკუთარ სახელებზე ემფატიკური ხმოვნის დართვა მიც და ნათ
ბრუნვებში ამ დროისთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო.
ზ. სარჯველაძეს დადასტურებული აქვს საკუთრი სახელის მოქმედებით
ბრუნვაში ემფატიკური ხმოვნით გავრცობის ერთადერთი შემთხვევაც:
• „ რომელსა შინა შობასა და მიდგომილებასა მარიამისა მიეხარა გაბრიელითა“
(„შატბერდის კრებული)
XI ს. ძეგლებში ზოგჯერ გვაქვს ანთროპონიმებში წოდებითი ბრუნვის ნიშანის
დართვის შემთხვევებიც: გრიგოლო, ბასილო. ასმათო... მაგრამ ისინი ნორმად ვერ
იქცა.
ზოგან საკუთარი სახელი მრ. რიხვის ფორმითაც გვხვდება: იოანენი, მარიამნი
ერთ შემთხვევს დატურდება ხმოვანფუძიან ანთროპონმთა კვეცაც: პავლის
მოციქულისა.
ახალ ქართულში და ცოცხალ მეტყველებაში შევხვდებით ანთროპონიმთა ფუძის
კუმშვისა და კვეცის მაგალითებსაც
დარეჯნის, ჭიაბრის, მამამზის. ეს ფორმებიც მოუღებელოსა სალიტ. ენისთვის.
• ძველ ქართულ ძეგლებში მკვეთრად აისახა საკუთარ სახელთა საზოგადო
სახელებთან გათანაბრების ტენდენცია, რაც სახალობით, მოთხრობით ბრუნვებში
მათზე ბრუნვის ნიშნის და სავრცობი ხმოვნის დართვით გამოიხატა.
• ეს იყო ცოცხალი მეტყველების დამახასიათებელი მოვლენა და სალიტერატურო
ენა ნელ-ნელა იძულებული გახდა ეს მოვლენა აესახა, საბოლოოდ კი ნორმად
ექცია (სახელ. მოთხ. ბრ.ნიშნის დართვა, სავრცობის დართვა);
• ალბათ ცოცხალი მეტყველების გავლენაა წოდებითში ბრუნვის ნიშნის დართვაც.
მაგრამ სალიტერატურო ენამ ეს არ მიიღო.
• საკუთარ სახელთა მრავლობითი რიცხვის ფორმები ( იოანენი, პავლენი,
მარიამნი, ორესტენი, პილადენი) და შეკვეცილი პავლისა კი ხელოვნური
ფორმებია, ისინი არასდროს ახასიათებდა ცოცხალ მეტყველებას, ამიტომაც ვერც
დამკვიდრდა სალიტერატურო ენაში.
რაც შეეხება ემფატიკურ –ა-ს, პროცესი ორნაირად წარიმართა
ერთი მხრივ, საზოგადო სახელიც კარგავს ამ ხმოვანს და
მეორე მხრივ, საკუთარი სახელი დაირთავს მას.
თანდათანობით ამ ხმოვნის დართვა ხდება ნებისმიერი, როგორც ეს არის,
ფაქტობრივად, დღეს სავრცობის დართვა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაშიღაა
სავალდებულო:
• წიგნი ამხანაგისა; მთასა და ბარში; დედისა და მამის
• ძველში: წიგნი ნესტანისა, თინათინისა და ავთანდილის სიყვარული

ძველი ქართული ახალი ქართული

არ დაირათავენ ბრუნვის ნიშნებს დაირთავენ ბრუნვის ნიშნებს


სახელობითსა და მოთხრობითში სახელობითსა და მოთხრობითში
არ დაირთავენ ბრუნვის ნიშანს არ დაირთავენ ბრუნვის ნიშანს
წოდებითში წოდებითში

არ იკუმშებიან და არ იკვეცებიან არ იკუმშებიან და არ იკვეცებიან;

არა აქვთ მრავლობითი რიცხვი არა აქვთ მრავლობითი რიცხვი

არ დაირთავენ ემფატიკურ ა-ს დაირთავენ ემფატიკურ ა-ს


( სავრცობს) (სავრცობს);
იშვიათად აქვთ მოქმედებითი და აქვთ მოქმედებითი და ვითარებითი
ვითარებითი ბრუნვები ბრუნვები

ი ხმოვძნფუძიანი ანთროპონიმების ბრუნების ისტორიისათვის


• ი ხმოვანფუძიანი საკუთარი სახელები ქართულში მეტწილად ბერძნულიდანაა
შემოსული.
• ძირითადად, ფუძის ბოლო ხმოვნად ი არის იმ სახელებში, რომელთაც
ბერძნულში
ნომინატივში აქვს დაბოლოება -ιος (იოს ) (აკაკიოს, ალექსიოს, ამბროსიოს... )
• ქართული ფორმა ამ სახელებისა (აკაკი, ალექსი, ამბროსი) შეესატყვისება
ბერძნულ
ვოკატივს.
• აქედან ჩანს, რომ ეს სახელები ზეპირი გზითაა შემოსული.
ძველ ქართულში კარგად ჩანს, რო ბოლო ი ამგვარ სახელებში ფუძისეულია:
 უწოდეს არსენი ( წრფ)
 მიბრძანა ბერმან ანტონი
ახალ ქართულში ამგვარი ანთროპონიმების ნაწილი იბრუნვის ისე, როგორც
თანხმოვანფუძიანი.
• ი გაგებულ იქნა სახელობითის ნიშნად ( ანტონ, გრიგოლ, არსენ ).
• მეორე ნაწილი კი ინარჩუნებს ფუძისეულ ი-ს (გიორგი, აკაკი )
• ისტორიულად ი ხმოვანფუძიანი სახელი დღეს თანხმოვანფუძიანადაა ქცეული,
თუ ი-ს წინ უძღოდა ხმოვნის მომდევნო სონორი ბგერა (მ, ნ, რ, ლ) (VCS - #)
• ბასილ, გრიგოლ, მაკარ, ანტონ
ფუძისეული ი შენარჩუნებულია, თუ იგი გვხვდებოდა:
1. ხმოვნის მომდევნო არასონორი თანხმოვნის შემდეგ (აკაკი, არკადი, ტარასი,
ევგრაფი, აღაპი ... )
2. თანხმოვნის მომდევნო თანხმოვნის შემდეგ ( (ალექსი, ამბერკი, გიორგი,
გერონტი, ირაკლი, დიმიტრი....
გამონაკლისებია - ევგენი, რომელიც საერთო წესის მიხედვით არის
თანხმოვანფუძიანი. იგი გვხვდება -იოს დაბოლოებითად ( ევგენიოს).
თანამედროვე ქართულში არის ტენდენცია -ი ხმოვნის შენარჩუნების ( ევგენიმ).
კორნელი - იგი რომელიც წერილობით ძეგლებში სხვადასხვა ფორმითაა
წარმოდგენილი ( კორნელი// კორნელიოს//კორნელე და სხვა) დღეს ეს სახელი
ინარჩუნებს ფუძისეულ -ი- ს, თუმცა ცოცხალ მეტყველებაში ხანდახან
თანხხმოვანფუძიანიცაა.
კლიმი - ძველ ქართულში ხმოვანფუძანია, მაგრამ ცოცხალ მეტყველებაში ის
თახმოვანფუძიანადაა გაგებული ( კლიმმა).
 ი ხმოვანფუძიანი ბერძნული საკუთარი სახელები, რომელთაც ძველ
ქართულში ფუძისეული ი-ს წინ სონორი მოუდით, დღევანდელ ქართულში
ფუძეთანხმოვნიანად არის ქცეული (გარდა გამონაკლისებისა);
 დიდი ხნის განმავლობაში ამგვარი სახელები პარალელური ფორმებით
არსებობდა.
 როგორც ჩანს, ცოცხალ მეტყველებაში სულ უფრო იკიდებდა ფეხს ახალი
ფორმები, წერილობით ძეგლებში კი ცდილობდნენ სალიტერატურო ენის
ნორმები დაეცვათ.
 ზოგჯერ სახელებს, რომელთა ფუძისეული ი არასონორ თანხმოვანს
მოსდევს, აქვთ პარალელურად ე ხმოვნიანი ფორმები ძველ ქართულში.
ახალში კი სწორედ ეს უკანასკნელია გავრცელებული: ათანასი // ათანასე
იშვიათად ქართულში დადასტურებული ბრუნვისეული -ი ფუძსეულად იქცევა
ხოლმე საკუთარ სახელებში : გივმან უთხრა... რომლის პარალელურად XVII-XVIII
ჩნდება ფორმა გივიმ, ( ასევე ტუსიმ, ვისიმ).
შესაძლოა ეს სახელები იმიტომ იქცა ხმოვანფუძიანად, რომ ქართულში არ
გვხვდება ერთმარცვლიანი საკუთარი სახელები, ორმარცვლიანი კი
ჩვეულებრივია.
გივი სახელის მსგავსად დღეს ხშირად ფუძეხმოვნიანადაა გაგებული ისეთი
სახელები, როორიცაა ეთერი, გურამი, ოთარი.

10. ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები, მისი ისტორია და წარმოებასთან


დაკავშირებული საკითხები. ცვლილებები და მათი ქრონოლოგია.

ზედსართავი სახელი აღნიშნავს საგნის თვისებას ან რაიმე ნიშანს. იგი ახლავს


არსებით სახელს, ,,ზედ დაერთვის“ მას, აქედან მომდინარეობს მისი სახელწდებაც
,,ზედსართავი“ლათინურად ადიექტივი, რაც ნიშნავს ზედ დართულს.

სინტაქსურად ზედსართაი სახელი შეიძლება იყოს: განსაზღვრება, შედგნილი


შემასმენლის სახელადი ნაწილი, ქვემდებარე და დამატება.
ზედსართავი სახელი არის ორგვარი: ვითარებითი და მიმართებითი

ვითარებითი ზედ. სახელი საგნიშ ნიშან თვისებას გამოხატავს უშუალოდ, სხვა


საგანთან მიმართების გარეშე, მათი უმეტესობა არამოტივირებული სიტყვებია და
ახასიათებთ შემდეგი ლექსიკურ-სემანტიკური თავისებურება:

 აწარმოებენ ხარისხის ფორმებს ( მაღალი, მომაღლო, უმაღლესი)


 ქმნიან ანტონიმურ წყვილს ( მაღალი - დაბალი)
 მათგან იწარმოება ზმნიზედები და აბსტრაქტული სახელები ( მაღლა,
სიმაღლე)

მიმართებითი ზედ სახელები წარმოქნილი ფორმები, მოტივირებულია და ამა თუ


იმ ნიშან - თვისებას გამოხტავს ამოსავალ სიტყვასთან მიმართებით.

შეიძლება იწარმოებოდეს:

  არსებითი სახელისგან ( ქუდი>ქუდიანი);


  რიცხვითი სახელისგან (ათი > ათიანი),
  ნაცვალსახელისგან (შენი > შენნაირი);
  ზმნისაგან ან ნაზმნარი სახელისაგან (შვენის> მშვენიერი, კითხულობს >
 წაკითხული)
  ზმნისზედისაგან: (გუშინ>გუშინდელი)
  თანდებულისაგან: (ებრ>უებარი//უებრო)
  ბრუნვის ფორმათაგან:( გული> გულ-ად-ი)

ზედსართავი სახელით გამოხატული ნიშან-თვისება შეიძლება იყოს მეტი ან


ნაკლები ოდენობისა, ანუ სხვადასხვა ხარისხის. ენაში ნიშან-თვისების ხარისხი
შეიძლება გადმოიცეს ორგვარად: ორგანულად და აღწერითად:

ორგანული წარმოება გრამატიკული ფორმაა (ხარისხის ფორმა), რომელიც


სპეციალური აფიქსებითაა (ცირკუმფიქსით)გაფორმებული (მო-დიდ-ო, უ-დიდ-
ეს-ი).

დაერთვიან ფუძეს და ერთ ფუნქციას გამოხატავენ.

აღწერითი წარმოებისას კი გამოყენება სხვა სიტყვები: (ძალიან დიდი, ფრიად


საჭირო)

ქართულში განირჩევა სამი ხარისხის ფორმა :

ოდნაობითი - დადებითი - უფროობითი

( მოთეთრო - თეთრი - უთეთრესი)

ხარისხის წარმოების თვალსაზრისით, ქართული ენა მკვეთრად განსხვავდება


ევროპული ენებისაგან, რომლებშიც, მართალია, ხარისხის სამი ფორმაა
(დადებითი, შედარებითი (კომპარატივი) და აღმატებითი (სუპერლატივი), მაგრამ
იქ მზარდი ხარისხი ორსაფეხურიანია (შედარებითი და აღმატებითი), მაშინ როცა
ქართულში მეტობა გამოიხატება მხოლოდ ერთი ფორმით - უფროობითით. გარდა
ამისა,ევროპულ ენებს არ მოეპოვებათ ოდნაობითი ხარისხის ფორმა.

დადებითი - შედარებითი - აღმატებითი - Big – bigger – boggest ( ინგლისური)

ქართულში ხარისხის ფორმათა პირველი კვალიფიკაცია მოცემულია ანტონის

გრამატიკაში.

• მისი აზრით, ზედსართავი სახელი ქართულში შეიძლება იყოს დადებითი,


მსგავსებითი (=შედარებითი) და უაღრესობითი (=აღმატებითი) ხარისხისა:
• კეთილი - უ-კეთილ-ეს-ი - უუ-კეთილ-ეს-ი
• ე. ი. ანტონ კათალიკოსის მიხედვით, მზარდი ხარისხი ორსაფეხურიანია:
შედარებითი ხარისხის მსგავსად, აღმატებითი ხარისხიც (უაღრესობითი)
სათანადოდ გაფორმებული მორფოლოგიური ოდენობაა (უუ - ეს. უუ-
კეთილ-ეს-ი).

ოდნაობითი ხარისხი ანტონის გრამატიკაში გამოყოფილი არ არის.

გარდა ამისა, ანტონის დაკვირვებით, აღმატებითი ხარისხი შეიძლება გადმოიცეს


აღწერითი წარმოებითაც: მეცნიერი - უეცნიერესი - ყოვლად მეცნიერი.

ანტონიდან მოყოლებული ძველი გრამატიკოსები (ს. დოდაშვილი, პ. იოსელიანი,


დ. ჩუბინაშვილი, ს. ხუნდაძე...) ასახელებენ ზედსართავი სახელის ხარისხის სამ
ფორმას და ძირითადად იმეორებენ ანტონისეულ კლასიფიკაციას, თუმცა ზოგი
მათგანი ცალკე სახედ გამოყოფს ოდნაობითსაც.

• მოგვიანებით (მე-20 საუკუნის 30-იანი წლებში), ზედსართავის სახელის


ხარისხის ფორმებში სამი ფორმა გამოყო აკაკი შანიძემ, მაგრამ აღმატებითის
ნაცვლად მესამე ხარისხის ფორმად შემოიტანა ოდნაობითი.

შემდგომმა კვლევებმა დაასაბუთა აკაკი შანიძის თვალსაზრისის მართებულობა,


რომ ქართულში ხარისხის ფორმები (ოდნაობითი, დადებითი, უფროობითი)
იწარმოება მხოლოდ ორგანულად უ-ეს და მო-ო კონფიქსებით, აღწერითი
წარმოება და მისი სხვადასხვაგვარი სტილისტური საშუალება (ფრიად მაღალი,
ცხელ-ცხელი, დიდზე დიდი ...) , რომლებიც მეტი ოდენობის მხოლოდ
შინაარსობრივი გადმომცემია, ხარისხის ფორმებად ვერ ჩაითვლება.

აღსანიშნავია, რომ უუდიდესი ტიპის სახელებს ა. შანიძეც ეხება, მას ის


შედარებითი ხარისხის ინტენსიურ, გაძლიერებით ფორმებს (გაძლიერებულ
უფროობითს) უწოდებს, თუმცა ცალკე ხარისხის ფორმად არ გამოყოფს და
ხელოვნურ ფორმებად მიიჩნევს.
ჟ. ფეიქრიშვილი მიუთითებს, რომ მზარდი სემანტიკის ფორმებს უნდა მიეცეს
ტრადიციულისგან განსხვავებული კლასიფიკაცია და აღმატებითი ხარისხი
ქართულ ლინგვისტიკაში აისახოს შესაბამისი მორფოლოგიური საშუალებით.

მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან ქართული ენის გრამატიკებში ხარისხის


წარმოების საკითხი ძირითადად ემყარება ა.შანიძისეულ კლასიფიკაციას, თუმცა
სპეციალურ ლიტერატურაში ამასთან დაკავშირებით ახალი, განსხვავებული
მოსაზრებებიც გამოითქვა (გ. ახვლედიანი, არნ.ჩიქობავა, გ. გოლეთიანი,
კ.ლერნერი, ბ. ჯორბენაძე ), რომელთა მიხედვით, უ-ეს აფიქსით ნაწარმოები
ზედსართავი სახელი გამოხატავს როგორც უფროობითის, ისე აღმატებითი
ხარისხის სემანტიკას (უუბოროტესი, უუპირველესი, უპატიოსნესნი, უუდიდესი,
უუძლიერესი და სხვა).

უფროობითი ხარისხის წარმოება

ტერმინი „უფროობითი“ ნაწარმოებია „უფრო“ ზმნიზედისგან და იგი ქართულ


გრამატიკულ ლიტერატურაში დაამკვიდრა აკაკი შანიძემ.

უფროობითი ხარისხის მაწარმოებელი ახალ ქართულში არის უ-ეს კონფიქსი


( დიდი, უ-დიდ-ეს-ი).

• ძველ ქართულში უფროობითი ხარისხის წარმოება ფორმობრივ - სემანტიკურად


განსხვავებული იყო.

• ისტორიულად იგი უკავშირდებოდა ზმნას და, შესაბამისად, იწარმოებოდა


ზმნური წარმომავლობის პრეფიქსებით: ხ-უ- -ე-ჲს // ჰ-უ- - ე-ჲს ( ხ-უ-დიდ-ე-ჲს,
ჰ-უ-დიდ-ე-ჲს), ან იმის გათვალისწინებით, რომ ეჲ დიფონგი ძველ ქართულში ჱ
გრაფემით გამოიხატებოდა, გვქონდა ხ-უ- ჱს // ჰ-უ - ჱს

ხ/ჰ-უ- დიდ -ე-ჲს // ხ/ჰ-უ- დიდ -ჱს

• ძველი ქართულისთვის დამახიათებელი იყო უ-ე აფიქსიანი წარმოებაც (ე. წ.


მოკლე ფორმები): უდიდე, უმართლე, უნათლე,... რომელიც შემორჩენილია
თანამედროვე ქართულის ზოგ დიალექტში (ზემო იმერ. უმაღლე, უხნე..).
ივარაუდება, რომ არსებობდა *მ-ი-დიდ-ე ( ჩემზე დიდი),* გ- ი-დიდ-ე ( შენზე
დიდი) ფორმები.

 ძველ ქართულში გვხვდება უ-ო აფიქსიანი წარმოებაც ( უ-მცრ-ო, უ-ტკბ-ო).

გენეზისი მოკლედ ვწერ ამას

აკაკი შანიძის აზრით,

ხ//ჰ-უ-დიდ-ე- ჲს-ი ტიპის ფორმებში:

ხ-//ჰ- იყო მესამე ობიექტური პირის ნიშანი

უ- სასხვისო ქცევის ნიშანი,


დიდ - ფუძე ,

- ე ( ასევე -ო) - საკუთრივ ხარისხის მაწარმოებელი,

-ჲ ს - ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი.

თეორიულად შეიძლება პირველი-მეორე პირების აღდგენა:

I.*მ-ი-დიდ-ე- ჲ ს-ი (ჩემზე უფრო დიდი)

II.*გ-ი-დიდ-ე- ჲ ს-ი (შენზე უფრო დიდი)

III. ხ-უ-დიდ-ე- ჲ ს-ი (მასზე უფრო დიდი)

აქედან გამომდნარე, აკაკი შანიძე მიიჩნევს, რომ სახელს დაერთვოდა ზმნური


აფიქსები და სახელიც იუღლებოდა.

გივი მაჭავარიანის აზრით, წარმოშობით ზმნაა, წყვეტილის მწკრივის ფორმა და


სახელად ქცევის გზაზე დაერთო ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი:

• ჰ//ხ-უ-დიდ-ე მე მას იგი ( ზმნაა)

• ჰ//ხ-უდიდ-ე არს იგი მას (უკვე სახელია)

-ე ამ შემთხვევაში წარმოშობით წყვეტილის მწკრივის ნიშანი უნდა იყოს.

წარმოშობით უფროობითი ხარისხის ფორმაა სიტყვა ხუცესი

• ხ-უ-ც-ე-ს-ი = იგი მასზე უფროსი (შდრ. მეგრ. უჩაში, სვან. ხოშა)

• ხ - III ობ. პირის ნიშანი

• უ – სასხვისო ქცევის ნიშანი

• ც - ძირი

• ე- უფრ. ხარისხის მაწარმ < მწკრივის ნიშანი

• ს - ნათ.ბრ. ნიშნის ნაშთი

• - ი - სახ.ბრ.ნიშანი

 ხუცესი ძვ. ქართულში თავდაპირველად, როგორც ჩანს, უფროსს აღნიშნავდა,


შესაძლოა წარმართული კულტის მსახურს, შემდეგში - ქრისტიანულ ეპოქაში -
აღნიშნავს მღვდელს, უფროს მღვდელს.

ოდნაობითი ხარისხის წარმოება

ოდნაობითი ხარისხის ფორმა საგნის ნიშან-თვისებას გამოხატავს დადებითთან


შედარებით ნაკლები ოდენობით, მიახლოებით, მიმსაგვსებით, ოდნავ.
სახელწოდება ოდნაობითიც სწორედ ამის მიხედვით არის დარქმეული.
• ახალ ქართულში მისი მაწარმოებელია მო- -ო კონფიქსი(ცირკუმფიქსი) ( მო-
დიდ-ო, მოთეთრ-ო).

• ძველ ქართულში ოდნაობითს აწარმოებს მო- -ე კონფიქსი (მო-მრუმ-ე, მო-შავ-ე)

მო-დიდ-ე - დიდი - უ-დიდ-ჱს-ი

მო-თეთრ-ე - თეთრი - უ-თეთრ-ჱს-ი

საშუალ ქართულში გვხვდება უკვე მო - ო ( მოთეთრო - ბაქარის ბიბლია).

აკაკი შანიძის აზრით მო- სუფიქსი წარმოშობით იგივეა რაც სათანადო


ზმნისწინი. ზოგი მკვლევარი ოდნაობითს არც მიიჩნევს ხარისხის ფორმად ( გ.
როგავა).

11. რიცხვითი სახელისა და ნაცვალსახელების ისტორია. ცვლილებები ენის


განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

რიცხვითი სახელი ძველ ბერძნულ და ლათ. გრამატიკებში არ იყო დამოუკიდებელი


მეტყველების ნაწილი. ევროპულ გრამატიკებში ცაკლე მეტყველების ნაწილად
მეჩვიდგმეტე საუკუნიდან განიხილება. ქართულში რიცხვითი სახელი მეტყველების
ნაწილად გაცილებით გვიან კვალიფიცირდა. აღსანიშნავია, რომ ანტონის გრამატიკაში
იგი სახელისგან ჯერ კიდევ არ არის იფერენცირებული, რადგან თავის ნაშრომში არ
განიხილავს.

XIX საუკუნეში შექმნილი გრამატიკებიდან იოანე ქართველიშვილმა (1809 წ) სახელის


განმარტებაში შეიტანა ახალი ჯგუფი სახელწოდებით რიცხვითი სახელი, ტერმინიც
მასვე ეკუთვნის.

დავით ჩუბინაშვილის გრამატიკაში გამოყოფილია რიცხვითი სახელის ჯგუფები _


რაოდენობითი (ერთი), რიგობითი (პირველი) და ნაწილის გადმომცემი (მეათედი),
თუმცა განხილულია ზედსართავ სახელებთან ერთად.

რიცხვითი სახელი, როგორც დამოუკიდებელი მეტყველების ნაწილი, პირველად


გამოყო პოლიევქტო კვიცარიძემ 1888 წელს.

თუმცა, პირველი მეცნოერული შესწავლა მოცემულია აკაკი შანიძის გრამატიკაში და


სხვა მკვლევარა ცაკლეულ ნაშრომებში.

რიცხვითი სახელის ჯგუფებია - რაოდენობითი, რიგობითი, წილობითი.

რაოდენობითი რიცხვითი სახელები

რიცხვითი სახელის ენობრივ არსს უფრო ზუსტად გამოხატავს რაოდენობრითი


რიცხვიი სახელი, რადგან იგი საგანთა თვლად სინამდვილეს შეესაბამება, მაგრამ არის
ისეთი სიტყვები, რომლებიც ამ შინაარსს ზუსტად ვერ გადმოსცემენ, მათ
გაურკვეველი შინაარსის რიცხვით სახელებს უწოდებენ ( ბევრი, ცოტა, მრავალი).
რიცხვითი სახელები ადამიანმა გამოიყენა მაშინ, როდესაც საგნობრივ ერთეულთა
თვლა დაიწყო. ივარაუდება,რომ მანამდე არსებობდა მარტივი ოპოზიცია: ერთი -
მრავალი, ცოტა - ბევრი. შემდეგ გაჩნდა სამწევრიანი ოპოზიცია : კენტი - წყვილი -
მრავალი. და აქედან იწყება აღრიცხვა, მისი ენობრივ ასახვას: ერთი, ორი
( ერთი+ერთი), სამი ( ერთი + ორი) და ყალიბდება თვლის სისტემა.

ციფრებით რიცხვითი სახელების გადმოცემა X-XI საუკუნეებამდე არ დასტურდება.


უძველეს ნიმუშად მიიჩნევა ბაგრატის ტაძრის იატაკის გამაგრების შესახებ წარწერა,
სადაც თარიღი არაბული ციფრებითა მითითებული:

• „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი ქორონიკონი იყო 223“ = 1003 წ

რაოდენობითი რიცხვითი სახლები ფუძის მიხედვით არის - მარტივი და რთული

მარტივი - ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი, ოცი, ასი

რთული - მიიღება ორ ან მეტი სხვადახვა ფუძის უკავშირო თუ კავშირიანი


შეერთებით ( ოცდაერთი, ასორი).

ცვლილებები:

IX საუკუნიდან ძველ ქართულში თერთმეტიდან ცხრამეტის ჩათვლით რიცხვით


სახელებში ა იკარგება ანლაუტში. ამის მიზეზი უნდა იყოს მისი მოქცევა უმახვილო
პოზიციაში.

• ათერთმეტი > თერთმეტი

• ათორმეტი > თორმეტი

• ათსამმეტი > ათსამეტი >ცამეტი

• ათოთხმეტი > თოთხმეტი

• ათხუთმეტი > თხუთმეტი

• ათექუსმეტი > თექვსმეტი

• ათშჳდმეტი > ათშვიდმეტი >ჩვიდმეტი

• ათრვამეტი > ათრვამეტი > თვრამეტი

• ათცხრამეტი > ცხრამეტი

გარდა ანლაუტში ა-ს დაკარგვისა, რამდენიმე რიცხვით სახელში მოხდა სხვა


ცვლილებაც:

• ათსამმეტი > ცამეტი. თს კომპლექსის შერწყმით მივიღეთ ც აფრიკატი


(თსამეტი>ცამმეტი), შემდეგ მოხდა მ -ს დისიმილაციური დაკარგვა (ცამმეტი>ცამეტი)

• ათშვიდმეტი > ჩვიდმეტი: თშ კომპლექსის შერწყმით მივიღეთ ჩ აფრიკატი


(თშვიდმეტი> ჩვიდმეტი).

• ათრვამეტი > თვრამეტი: მოხდა ვ-ს მეტათეზისი


ძველ ქართულში გვქონდა:

• ორმეოცი > ორმოცი („ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან“ . ლკ.4:2)

• სამმეოცი > სამოცი

• ოთხმეოცი > ოთხმოცი

ეს ფორმები შეიცავენ მე ელემენტს (ორ-მე-ოცი), რომლის მნიშვნელობა, როგორც

ვ. თოფურიამ გაარკვია, ჯერ უნდა ყოფილიყო (მაგ., ოთხმეოცი=ოთხჯერ ოცი).

• –მე ელემენტს დაეძებნება შესატყვისები ქართელურ ენებში: მეგრ. სუმ - ონ - ეჩი ( 3


ოცი).

ბევრი - ძველ ქართულში აღნუშნავდა 10000.

ბევრის - ბევრი - არაერთი კონტექსტი აჩვენებს, რომ ის კონკრეტულ რიცხვზე მეტად (


100000) ზოგად სიმრავლეს, ძალიან ბევრს აღნიშნავს.

მსგეფსი - 7 დღე, შვიდეული, მთლიანი კვირა

მრჩობილი - ორმაგი

ერგასი - 50 ( მისგან ნაწარმოები რიგობითი - მეერგასე ; წილობითი - ერგასეული).

ერგასი საშუალ ქართულში გაცილებით იშვიათად გვხვდება.

რიგობითი რიცხვითი სახელები

რიგობითი რიცხვითი სახელები იწარმოება მე-ე კონფიქსით (ორი > მე-ორ-ე,


ოცი > მეოც-ე, ოცდასამი > ოცდა-მე-სამ-ე), გარდა პირველისა, რომელიც არის
ერთის რიგობითი.

• ა. შანიძის აზრით, სიტყვაში პირ-ვ-ელ-ი გამოიყოფა პირ ძირი. პირველი


ნიშნავს პირისკენ მდგომს, წინ მდგომს.

ზ. სარჯველაძის აზრით, პირ-ვ-ელ ფუძე, არის წარმოშობით -ელ სუფიქსიანი


მიმღეობა, ძველ ქართულში დასტურდება პირ ძირისაგან ნაწარმოები
ზმნა ,,გაძღოლის“ მნიშვნელობით: ,,უპირობდა ყოველსა ერსა ძნობით
წინამზღურად“ და შესაბამისად, უნდა არსებულიყო სტატიკური ზმნაც ,,ჰ-
პირ-ავ-ს“, პირველ შემდეგ გადააზრიანდა რიცხვით სახელად.

• პირველის პარალელეური ფორმაა მეერთე, რომელიც მხოლოდ რთულ


სახელებში გამოიყენება ( ოცადამეერთე)

და კავშირთ შეერთებული რაოდენობითი რიცხვითი სახელისაგან ნაწარმოებ


რიგობითს მე-ე უნდა დაერთოს და-ს მომდევნო ფუძეზე ( ოცდასამი> ოცდამესამე და
არა: მეოცდასამე, ორმოცდამეათე და არა მეორმოცდაათე) და არა თავში.
თუმცა ასეთი ფორმებუ ძველ და საშუალ ქართულის ძეგლებში გვხვდება:
მესამოცდაერთე, მეოცდაათე და სხვა.

წილობითი რიცხვითი სახელები

ახალ ქართულში წილობითი რიცხვითი სახელი იწარმოება რიგობითი რიცხვითი


სახელის ვითარებითი ბრუნვის ფორმისაგან (მესამე-დ > მესამედი).

• ერთის წილობითი - მეერთედი გამოიყენება რთულ რიცხვით სახელებში


(ოცდამეერთედი ნაწილი)

• წილობითი რიცხვითი სახელია ნახევარი, რომელიც იხმარება მეორედის ნაცვლად.

• ძველ ქართულში წილობითი რიცხვითი სახელი განსახვავებულად იწარმოებოდა.

ძველ ქართულში ნაწილს გამოხატავდა:

 ნა - ალ კონფიქსი ( ნა-ოთხ-ალ-ი)
 -ეულ სუფიქსიანი რიცხვ. სახელი ( ათეული = 1/10)
 რიგობითი რიცხვითი სახელი ,,ნაწული“ სიტყვის დამატებით (მესამჱ ნაწილი)
 იშვიათად -დ სუფიქსით ( მესამედი)

ერთ ფუძისაგან წილობითი არ იწარმოება.

ორ- ფუძისაგან ნაწარმოები წილობითი რიცხვითი სახელი ( მეორედი) ძველ ქართულში


არ არსებობდა და მისი მნიშველობით იხმარებოდა სიტყვა ზოგი ან ნაზოგალი.

ნაცვალსახელი
ნაცვალსახელი ერთი უძველესი მეტყველების ნაწილია. იგი ყველაზე
მრავალფეროვანი მეტყველების ნაწილი და ყველაზე ზოგადი სიტყვაა. არსებობს
თითქმის ყველა ენაში.

• მას განიხილავდნენ ბერძნულ-ლათინურ გრამატიკებში. საკმაო სისრულითაა


გაანალიზებული ანტონ კათალიკოსის მიერ, მისი აზრით, „ნაცუალსახელი“
ძირითადად იყოფა 4 ჯგუფად - პირისა, კუთვნილებითი, ჩვენებითი,
მიმართებითი. მითითებულია, რომ არსებითთან შედარებით ნაცვალსახელი
თავისებურად იბრუნვის...

• მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან ქართულ გრამატიკულ ლიტერატურაში


ნაცვალსახელის კვალიფიკაციას საფუძვლად სხვადასხვა პრინციპი ედო,
შესაბამისად, განსხვავებული იყო ნაცვალსახელთა ჯგუფების რაოდენობა,
ტერმინოლოგიაც.

ნაცვალსახელი სხვა მეტყველების ნაწილებისაგან მკვეთრად განსხავდება ფუნქციურად


(სხვა სახელების ნაცვლად იხმარება) და ფორმაცვალების თვალსაზრისითაც.

• მაგალათად, ყველა ჯგუფის ნაცვალსახელს არა აქვს ერთიანი მორფოლოგიური ყალიბი:


ზოგს ახასიათებს უბრუნველობა, ზოგს - ნაკლული ბრუნება და ფუძის სუპლეტური
მონაცვლეობა, წესისამებრ ვერ აწარმოებს რიცხვის კატეგორიასაც-წარმოდგენილია
დეფექტურად, ზოგი ნაცვალსახელი გამოყენებულია მორფოლოგიურ ელემენტებად
( მაგ., ბრუნვის ნიშნად).

• სამეცნიერო ლიტერატურაში ნაცვალსახელთან დაკავშირებით გამოთქმულია


ტრადიციულისგან სრულიად განსხვავებული მოსაზრებაც, რომლის მიხედვით,
ნაცვალსახელები ცალკე მეტყველების ნაწილად არ გამოიყოფა, რადგან მას არ გააჩნია
საკუთარი აღსანიშნი ობიექტი (გამოიყენება მცვლელის ფუნქციით) და არც კატეგორიის
გამოხატვის სისტემური მორფოლოგიური საშუალება, ამიტომ ისინი შეიძლება
გადანაწილდნენ სახელებში და ფრაზაში (კონკრეტულ შემთხვევაში ) და იმ მეტყველების
ნაწილად ჩაითვლონ, რომელსაც ცვლიან ( ბ. ჯორბენაძე, არ. მარტიროსოვი).

ფუძის შედგენილობის მიხედვით ნაცხვალსხელი სამგვარია: ძირეული ( მე, შენ )


წარმოქმნილი ( ჩვენგანი) და თხზული ( ერთმანეთი) .

• მათი უმრავლესობა მიღებულია ნაცვალსახელებისაგანვე ნაწილაკების დართვით ან


ბრუნვის ფორმათა ფუძედ გამოყენებით ( ვინ > ვინც, რა> რამე, ჩემ> ჩემი..).

• ორიოდე შემთხვევაში ნაცვალსახელთა ფუნქციით გვხვდება არსებითი და


რიცხვითი სახელიც ( კაცი, ერთი, ერთმანეთი)

 ქართულში არ გვაქვს ნასესხები ნაცვლასახელი.

ნაცვალსახელთაგან იწარმოება:

• არსებითი (ვინაობა<ვინ)

• ზედსართავი ( საჩვენო < ჩვენ)

• ზმნა ( ითავისებს < თავისი)

• ზმნიზედა ( ყველგან < ყველა)

• კავშირი ( ესე იგი , რადგან < რაჲთგან)

• ნაცვალსახელი შედის ზოგიერთ ნაწილაკში ( მეთქი < მე ვთქვი), შორისდებულში


( ვაიმე < ვაი მე), სიტყვათა მყარ შეხამებაში ( შენი ჭირიმე ).

• ნაცვალსახელური წარმოშობისაა სახელობითი და მოთხრობითი ბრუნვის ნიშნები


(ი<იგი, მა < მან)

შინაარსის მიხედვით გამოყოფა ნაცვალსახელთა 10 ჯგუფი:

პირის ( მე, შენ, ის ( იგი)...)

ჩვენებითი ( ეს, ეგ, ის ( იგი), ასეთი, ეგეთი, ისეთი, ამნაირი, მაგნაირი, იმისთანა,
მაგისთანა...)

კითხვითი ( ვინ? რა? რომელი?რანაირი? საიდაური?...)

კუთვნილებითი ( ჩემი, შენი, (ი)მისი...)


კითხვით-კუთვნილებითი ( ვისი?რისი? რისა?)

მიმართებითი ( ვინც, რაც, რომელიც, რამდენიც...)

განსაზღვრებითი (თვით, თვითონ, თითოეული, ყოველი, ყველა ...)

განუსაზღვრელობითი ( ვინმე, რამე, რომელიმე, ვიღაც(ა), რაღაც(ა), ზოგი, ზოგიერთი

უარყოფითი ( არავინ, ნურავინ, არაფერი, ვერაფერი...)

ურთიერთობითი ( ერთმანეთი, ერთურთი, ერთიმეორე, ურთიერთი)

ძველ ქართულში ( შევეცდები მოკლედ ძალიან)


ძველ ქართულში პირის ნაცვალსახელები - ის, ისინი არ გვქონდა ( მეათე საუკუნემდე
არაა დადასტურებული) და მათ ნაცვლად გამოიყენებოდა იგი, იგინი.

ჩვენებითი ნაცვალსახელები - ესე, ეგე, ისი, ესევითარი, ეგევითარი, ესემლევანი...

კითხვითი - განსხვავება იყო რა (რაჲ), რავდენი? ვითარი?

კუთვნილებითი - განსხვავებული იყო თჳსი, რომელიც ნაწარმოებია თავ


ნაცვალსახელისგან

კითხვით - კუთვნილებითი - ვისი?

მიმართებითი - ვინაჲცა, რაჲცა, ვინცა, რომელიცა...

განსაზღვრებითი - თავადი, თჳთ, თჳთოეული, კაცად-კაცადი...

განუსაზღვრელობითი - ვინ, რაჲ, რომელი, რაოდენი...

უარყოფითი - არავინ, ვერავინ, არღარავინ, ვერღარავინ...

ურთიერთობითი - ერთიერთი, ურთიერთას

ზოგი განმარტება ნაც. სახელებზე ( ისი, იგიზე ზემოთ წერია)

ძველ ქართულში ჩვენ ნაცვალსახელი გარჩეული იყო მასში ნაგულისხმევი პირების


მიხედვით. კერძოდ:

• ა) როცა ჩვენ უდრიდა I და II პირს - ე.ი. მე-სთან ერთად აუცილებლად ჩართული იყო II
(შეიძლებოდა III პირიც ყოფილიყო), მას ეწოდებოდა ინკლუზიური (ლათ. include =
ჩავრთავ).

• ბ) თუკი ჩვენ I და III პირს მოიცავდა - ე. ი არ იყო ჩართული II პირი, მას ერქვა
ექსკლუზიური (ლათ. Excludo = გამოვრიცხავ, ამოვშლი).

პირველი პირის ინკ-ექსკ ფორმები დღესაც გარჩეულია სვანურში.

• ძველ ქართულში გვქონდა ჩვენებითი ნაცვალსახელები ესე, ეგე, ისი, რომელთა ფუძის
ბოლო ხმოვნის მოკვეცით არის მიღებული დღევანდელი ეს, ეგ, ის ნაცვალსახელები.
• მოკვეცილი ხმოვანი აღდგება მრავლობითში (ესენი, ეგენი, ისინი ) და ნაწილაკების
დართვისას (ესეც, ეგევე, ისიც).

ძველ ქართულში არა გვაქვს ახალი ქართულისთვის დამახასიათებელი ფორმები: ასეთი,


ამნაირი, მაგნაირი, ამისთანა, მაგისთანა, ამდენი, ამგვარი...

• გვაქვს ესრჱთი, ეგრჱთი, ესეოდენი, ეგეოდენი, ესევითარი, ეგევითარი, ესემლევანი


ჩვენებითი ნაცვალსახელები, რომლებიც, როგორც წესი, საზღვრულს უსწრებენ. ამ
შემთხვევაში ისინი ისევე იბრუნებიან, როგორც თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელი
საზღვრულთან ერთად.

ვინ და რა საინტერესოა არა მარტო ფორმის თვალსაზრისით, არამედ გენეზისურადაც,


ისინი მიჩნეულია ქართული ენის უძველესი ფენის კუთვნილებად.

თავისებურად იბრუნვიან, აქვთ 4 ბრუნვა და 2 ფორმა ( ვინ/ვის)

ახალ ქართულში რა მხოლობითში კვეცადია (რ-ის, რ-ით), ძველში - უკვეცელი (რაჲსა, რა-
ჲთა)

• ახალ ქართულში რა ნაცვალსახელი ჩვეულებრივ აწარმოებს -ებ სუფიქსიან


მრავლობითს, სახელობითში შესაძლებელია –ნ სუფიქსიანი წარმოებაც (სახ. რა-ები//რა-ნ-
ი), ძველ ქართულში კი მას არ გააჩნია მრავლობითი რიცხვის ფორმები. რაჲ
მხოლობითსაც გამოხატავდა და მრავლობითსაც, საშუალ ქართულში რა ნაცვალსახელმა
დაიმკვიდრა როგორც მოთხრობითი ბრუნვის ფორმა (რამან, რამა,

რამ), ისე მრავლობითის ფორმები (რაები) „ეგ რაები ჩაგიდენია?

ვინ ნაც. სახელს არ ეწარმოება მრავლობითი რიცხვი, სიმრავლე გამოიხატება ფუძის


გაორკეცებით ვინ და ვინ მოვიდა?

თუმცა რაების ანალოგიით ხშირად გავიგონებთ ვინებ ფორმასაც.

რისი ძველ ქართულში არ გვაქვს, რადგა რა უკვეცელია, მის მაგივრად გამოიყენებოდა


რომელი.

თვით მიღებულია თავ სიტყვის მოქმედებითი ბრუნვის ფორმისაგან თავ-ით .

• იგივე თვით ფორმა ამოსავალია ნაცვალსახელისთვის თვითოეული , თვითეულ

ძველ ქართულში ძირითადი იყო თჳთ და თავად

ზოგი ძველ ქართულში არ იყო განუსაზღვრელობითი ნაც. სახელი, იგი ნიშნავდა


ნახევარს. დღეს კი მნიშვნელობით ახლოსაა ნაც. სახელთან ერთი.

ყოველი იბრუნება, როგორც კუმშვადი ( ყოვლისა), იგი ძველ ქართულში მთელსაც


ნიშნავდა.

ერთიერთი ძველ ქართულში დასტურდება მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვების


ფორმებით (ერთიერთ-სა, ერთიერთ-ისა), ერთმანეთი მიღებულია ერთმანერთისაგან.

ერთმანერთი გვხვდება მე - 10 საუკუნიდან.


12. პირის ნიშანთა სისტემა ქართულში, მისი ისტორია (სუბიექტური და ობიექტური
პირები, მათი ასახვა ზმნაში ენის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. პირის
ნიშანთა სისტემაში მომხდარი ცვლილებები. მეორე სუბიექტური პირისა და
მესამე ობიექტური პირის ნიშნები V-VIII საუკუნეებში (ხანმეტობა და ჰაემეტობა),
ამ პირის ნიშანთა შემდგომი ცვლილება (სანნარევობა). პირდაპირი ობიექტის
პირის გამოხატვა და მასში მომხდარი ცვლილებები. მრავლობითი რიცხვის
გამოხატვა ზმნაში. ინკლუზივ-ექსკლუზივის კატეგორია და მისი მოშლა). ნორმის
საკითხები თანამედროვე სალიტერატურო ენაში S2O3 პირის ნიშნების
ხმარებასთან დაკავშირებით).

პირი ზმნის ძირითადი გრამატიკული კატეგორიაა. მას მჭირდოდ უკავშირდება რიცხვის


კატეგორიაც, რადგან რიცხვი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პირს, პირის ფორმა კი,
საზოგადოდ, შეიცავს რიცხვის ფორმასაც.
ქართული ზმნა პოლიპერსონალურია (მრავალპირიანი) და პირები ზმნაში შესაბამისი
აფიქსებით გამოიხატება. პირთა რაოდენობის მიხედვით ზმნა შეიძლება იყოს
ერთპირიანი, ორპირიანი, სამპირიანი. პირი რომელობის მიხედვით არის: პირველი,
მეორე და მესამე; რაგვარობის ანუ როგორობის მიხედვით - სუბიექტური და ობიექტური.
I და II პირის სუბიექტის ნიშნები პრეფიქსებია, III პირისა - სუფიქსები.
I და II პირის გამოხატვა აგლუტინაციის პრინციპს ემყარება ( ანუ პირსა და რიცხვს
საკუთარი ნიშნები აქვთ), III პირში კი ფლექსიური პრინციპიც მოქმედებს ( ზოგჯერ
ერთი და იმავე აფიქსით გამოიხატება პირიცა და რიცხვიც)
პირისა და რიცხვის ნიშნები დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ქართული
სალტერატურო ენის სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა იყო მათი რაოდენობაც და
ფორმაც.
პირის ნიშანთა გამოხატვის თვალსაზრისით ერთმანეთს უპირისპირდება არა მხოლოდ
ძველი და ახალი ქართული ენა, არამედ თვით ძველი ქართული ენის ქვეპერიოდებიც.
სწორედ პირის ( S2O3) ნიშნების გამოყენებაში მოხდარი ცვლილების საფუძველზე ყოფენ
ძველი ქართული ენის ძეგლებს ხანმეტ, ჰაემეტ და სანნარევ ტექსტებად და გამოყოფენ
ძველი ქართული სალიტერატურო ენის ისტორიაში ქვეპერიდებსაც, რომელთა
დასახასითებლად სამუშაო ტერმინებად ხმარობენ „ხანმეტობის ხანა“, „ჰაემეტობის დრო“
ან „სანნარევობის პერიოდი“.
კერძოდ, ხანმეტი ეწოდება ისეთ ძეგლებს, რომლებშიც ხ- პრეფიქსი გვხვდება:
1) S2O3 პირების ნიშნად;
2) ზედსართავი სახელისა და ზმნიზედის უფროობითი ხარისხის
მაწარმოებელ ცირკუმფიქსებში: ხუდიდჱსი, ხუფროჲს....
3) ი- პრეფიქსიანი ვნებითის სამივე პირის ფორმასთან.
ჰაემეტობისას ხ- პრეფიქსს ანაცვლებს ჰ. სანნარევობისას დ, თ,ტ, ძ, ც,წ თანხმოვნების წინ
გვხვდება ს ალომორფი, ჯ, ჩ, ჭ ს წინ ს-/შ-; ხმოვნების წინ ჰ საერთოდ დაიკარგა, ანუ
გვაქვს ნულოვანი ალომორფი, დანარჩენი თანხმოვნების წინ კი დარჩა ჰ-.
სუბიექტური პირისა და რიცხვის ნიშნები ძველ ქართულში ერთიანად ასე შეგვიძლია
წარმოავდგინოთ:
მხ. რ. მრ. რ
1. ვ-, უ̂, (ხუ̂-// ჰუ̂-), 0 _ ვ-, უ̂-, (ხ უ̂-// ჰუ̂-), 0 _ -თ
2. ხ-, ჰ-, ს-, შ-, 0 _ ხ-, ჰ-, ს-, შ-, 0 _-თ
3. _ -ს, -ა, -ო, -ნ, (-დ) _ -ეს, -ენ, -ან, -ნ, -ედ)
როგორც ვხედავთ, ძველ ქართულში სამივე სუბიექტური პირი მარკირებულია, ე.ი. გვაქვს
ეკვიპოლენტური ოპოზიცია.
როგორც აღინიშნა, ყველა ეს ნიშანი ერთდროულად არ იყო წარმოდგენილი.
განსხვავებული ვითარება იყო ხანმეტობისას, ჰაემეტობისას და სანნარევობისას.
განსაკუთრებით ეს ეხება პირველ და მეორე პირებს.
პირველი სუბიექტური პირის ნიშნად ძველ ქართულში გვაქვს ვ პრეფიქსი, თუმცა
ხანმეტსა და ჰაემეტ ტექსტებში შეიძლება რეალიზდებოდეს უ̂ ალომორფი. ეს იმ
შემთხვევაში ხდება, თუ ზმნაში სუბიექტური პირის ნიშნის გვერდით
წარმოდგენილიამიცემით ბრუნვაში მდგარი მესამე ობიექტური პირის ნიშანი. ასეთ
შემთხვევაში ჯერ წარმოდგენილია ობიექტური პირის ნიშანი, შემდეგ კი სუბიქეტისა, ანუ
გვაქვს ხუ̂-// ჰუ̂- თანმიმდევრობა: შეხუაბთ ჩუენ მას იგი, მოჰუგუარე მე მას იგი).
სანნარევობის პერიოდსა და თანამედროვე ქართულში განსხვავებული ვითარებაა - ჯერ
წარმოდგენილია პირველი სუბ. პირის ნიშანი, შემდეგ - მესამე ობ. პირის (თუკი ორივეა
წარმოდგენილი): ვსთხოვ. თუმცა თანამედროვე ქართულში ირიბი ობიექტის ნიშანი
სუბიექტური პირის გვერდით უმეტესად იკარგება და სავარაუდოდ ეს იქცევა ნორმად:
ვთხოვ.
თანამედროვე ქართულში S1 ნიშანია ვ. ვალ//ვედ ზმნური ძირების წინ კი გვაქვს
ნულოვანი ალომორფი, ასევე მაშინ, როცა მეორე ირიბობიექტური პირია ზმნაში:
გილოცავ მე შენ. სუბიექტური პირი ორმაგადაა გამოხატული რთულ ზმნებში: ვ-შობილ-
ვ-არ.
ინვერსიულ ზმნებში სუბიექტი გამოიხატება მ-პრეფიქსით, როგორც ძველ, ისე- ახალ
ქართულში.
მაგრამ შეხუაბთ ტიპის ფორმებში ხუ მიმდევრობის ინტერპრეტაცია მიცემითში მდგარი
მესამე ობიექტური პირისა და პირველი სუბიექტური პირის ნიშნებად ყოველთვის ვერ
ხერხდება, რადგან ზმნას საერთოდ არ ეწყობა ამ ტიპის ობიექტი. არადა, პირველ
სუბიექტურ პირში ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარისა (ხუიყავ//ჰუიყავ) და სათავისო
ქცევის ფორმებში (ხუიცოდე//ფუიცოდე) წარმოდგენილია ხუ//ჰუ პრეფიქსი, რომელიც ზ.
სარჯველაძეს პირველი სუბიექტური პირის ალომორფად, ერთიან ოდენობად მიაჩნია, ლ.
ციხელაშვილი კი ხ//ჰ ბგერების ხმოვნის წინ ფონეტიკურ ნიადაგზე, კერძოდ ასპირაციის
შედაგად აღმოცენებულად მიიჩნევს.
მეორე სუბიექტური პირის ნიშანი ხანმეტობის დროს იყო ხ- პრეფიქსი, ჰაემეტობისას ჰ,
სანნარევობისას კი დ, თ,ტ, ძ, ც,წ თანხმოვნების წინ გვხვდება ს ალომორფი(რომელიც
ისტორიულად ჰაემეტი მეტყველებიდან მომდინარეობს და ჰ-ს ფონეტიკური ვარიანტია),
ჯ, ჩ, ჭ ს წინ ს-/შ-; ხმოვნების წინ ჰ საერთოდ დაიკარგა, ანუ გვაქვს ნულოვანი ალომორფი,
დანარჩენი თანხმოვნების წინ კი დარჩა ჰ-.
(ხ- პრეფიქსი შემორჩენილია ხარ, მოხველ, მოხვედ ზმნებში. ამ ზმნებში ხ პრეფიქსი
გვქონდა როგორც ხანმეტობის, ისე - ჰაემეტობის და სანნარეობის დროსაც.)
IX-XI საუკუნეებში გვხვდება ისეთი ფორმებიც, როცა მეორე სუბიექტური პირის ნიშნად
წარმოდგენილია ერთდროულად ორი პრეფიქსი: ჰს/ჰშ; მათ მრჩობლ ან კონტამინაციურ
პრეფიქსებს უწოდებენ. ასეტი პრეფიქსები ჰაემეტი დედნიდან გადაწერილ ტექსტებში
დასტურდება, რადგან გადაწმერი ითვალისწინებს დედნის ენობრივ ვითარებასაც და
ცოცხალი სასაუბრო მეტყველებისაც.
ძველ ქართულში ბრძანებითის მწკრივებში მეორე სუბიექტური პირი არამარკირებული
იყო: დახწერე შენ; და-წერე! შენ.
მეორე სუბიექტური პირის ნიშანი ნულია მაშინ, როცა ზმნაში მესამე ობიექტური პირია
წარმოდგენილი (მათი ნიშნები ამ შემთხვევაში იდენტურია, თუმცა ყველა სხვა
შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთს ხვდება სუბიექტისა და ობიექტის ნიშნები,
გამოხატულია ობიექტი, ამიტომ ამ შემთხვევაშიც ზმნაში წარმოდგენილი პრეფიქსი
ობიექტური პირის მორფემად უნდა მივიჩნიოთ).
მრავლობით რიცხვში როგორც პირველ, ისე მეორე სუბიექტურ პირში ზმნას ემატება -თ
სუფიქს.
თანამედროვე ქართულში II სუბიექტური პირის ნიშნებად ტრადიციულ გრამატიკებში
მიჩნეულია ჰ-, ს, -, ხ, ø. მრავლობითის აღსანიშნავად ემატება სუფიქსი -თ ( ჰ - გალობ, ს
- თლი, ხ - არ, ø აშენებ, აშენებ - თ...)
ა. შანიძის მიხედვით,
• ჰ- პრეფიქსი არის ბ ფ პ გ ქ კ თანხმოვნების წინ
• ს- დ ტ თ ძ ც წ ჯ ჩ ჭ თანხმოვნების წინ
• ხ - ხ-არ, მო-ხ-ვალ, მო-ხვედ
• Ø - ხმოვნების წინ
მიუხედავად საგანგებოდ შემუშავებული გრამატიკული წესებისა, დღეს S2 პირის
ნიშნები თითქმის აღარ იხმარება სამწერლობო ენასა თუ ზეპირ მეტყველებაში.
• აქედან გამომდინარე, სალიტერატურო ენის ნორმათა მიხედვით, მათი
გამოყენება სავალდებულო აღარ არის, რადგან ნიშნიანი I და III პირისაგან II
პირის გარჩევა უმნიშნოდაც შესაძლებელია.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ქართულში S2 პირის აღსანიშნად
მხოლოდ ხ - პრეფიქსი (ორიოდე ზმნასთან) და ნულოვანი ალომორფი გვაქვს
გამოყენებული ( ხ- Ø )
მესამე სუბიექტური პირი გამოიხატება სუფიქსებით. თუკი თანამედროვე ქართულში
მესამე სუბიექტური პირის ნიშნად მხოლობით რიცხვში გვაქვს სამი სუფიქსი: -ს, -ა, -ო;
ძველ ქართულში მათ გარდა გვაქვს კიდევ ორი სუფიქსი: -ნ და -დ. ამ სუფიქსთა
განაწილება ანუ დისტრიბუცაია განსხვავებულია მწკრივების მიხედვით.
-ს გვხვდება როგორც თხრობითი, ისე კავშირებითი კილოს ფორმებში: აწმყოში (წერს),
უწყვეტლის ხოლმეობითში (წერდი-ს), I კავშირებითში (წერდე-ს), II ხოლმებითში
(დაწერი-ს), II კავშირებითში (დაწერო-ს), I თურმებითში (დამიწერიე-ს), III
ხოლმეობითში (დამიწერი-ს), III კავშირებითში (დამეწერო-ს).
ა რეალიზდება თხრობითი კილო მქონე ფორმებში: უწყვეტელში (წერდა), წყვეტილსა
(დაწერა) და ინვერსიის შედეგად II თურმეობითში (დაეწერა). აღნიშნულ მწკრივებში
ზოგიერთ ზმნაში დღეს გვაქვს ო სუფიქსი ნაცვლად ა სუფიქსისა: შეიპყრა --> შეიპყრო ცნა
---> ცნო აგრძნა ---> იგრძნო.
-ო გვხვდება წყვეტილსა (მიუგო) და ინვერსიის შედეგად II თურმეობითში (მიეგო);
-ნ III სუბ. პირის ნიშნად გვაქვს აწმყოს ხოლმეობითში, I და II ბრძანებითში (წერ-ნ,
წერდი-ნ წერე-ნ,). ეს მწკრივები და, შესაბამისად, -ნ სუფიქსი, თანამედროვე ქართულში
აღარ გვაქვს.
-დ სუფიქსი იშვითად იხმარება, გვხვდება სტატიკური ვნებითის აწმყოში (ჰნათიე-დ) და
იშვიათად I თურმეობითში (წარუგდებიე-დ).
მესამე სუბიექტური პირის გამომხატველი მრავლობით რიცხვში მოიცავენ რიცხვის
გაგებასაც. მრავლობით რიცხვში მესამე სუბიექტური პირის ნიშნად ძველ ქართულში
გვქონდა ხუთი ალომორფი: -ეს, -ენ, -ან-, -ნ, -ედ. (ნენ ძველ ქართულში არ იყო, ენ//ნენ
ფორმები ეს ფორმის ნაცვლად ფეხს იკიდებს საშუალ ქართულში და მკვიდრდება
ახალში).
-ეს S3 ნიშნად გვხვდება იმ მწკრივებში, რომლებშიც მხოლობითში გვქონდა ა.
თუკი ახალ ქართულში წყვეტილში -ეს გვაქვს მხოლოდ გარდამავალ ზმნებთან,
გარდაუვალთან კი - ნენ, ძველ ქართულში ძველ ქართულში როგორც გარდამავალ, ისე
გარდაუვალ ზმნებთან გვქონდა -ეს (დაწერნეს მათ იგი, დაიმალნეს იგინი), დიალექტებში
გვხვდება ენ დაბოლოებაც - დაწერენ.
-ენ ალომორფი გვხვდება მხოლოდ აწმყოს მწკრივში (წერ-ენ).
-ან გვხვდება მაშინ, როცა წინ უსწრებს თემის ან მწკრივის ნიშანი -ი. ამდენად, -ან გვქნება:
1) აწმყოში ი თემისნიშნიან ზმნებთნ: ჭრ-ი-ან; 2) ზმნებთან, რომელთაც ამწყოს მწკრივის
ნიშნად ი მოუდის: კივ-ი-ან; 3) ძველ ქართულში დინამიკურ ვნებითებს აწმყოში მოუდით
მწკრივის ნიშანი ი, ამიტომ აქაც ან გვექნება: იმალვიან; 4) ხოლმეობითის მწკრივებს,
გარდა აწმყოს ხოლმეობითისა, მოუდით მწკრივის ნიშანი ი, შესაბამისად, აქაც ან სუფიქსი
გვექნება: წერდიან, წერიან, დაეწერიან. მაგრამ ბოლო შემთხვევაში, მესამე ხოლმეობითში,
-ან სუფიქსი გამოხატავს ობიექტურ პირს (ინვერსიულად).
-ნ ძველ ქართულში გვხვდება კავშირებითის ყველა მწკრივში, მესამე კავშირებითში
გამოხატავს ობიექტურ პირს ინვერიულად.
-ედ ალომორფი გვექნება ყველა იმ შემთხვევაში, როცა მხოლობით რიცხვში გვქონდა -ნ
სუფიქსი: აწყმოს ხოლმეობითში (წერ-ედ), I ბრძანებითსა (წერდი-ედ) და II ბრძანებითში
(წერ-ედ).
თანამედროვე ქართულ სუბიექტურ პირის ნიშანთა ხმარებასთან დაკავშირებული
მართლწერის პრობლემები სალიტერატურო ენაში
თუ ზმნის ფუძე ვ თანხმოვნით იწყება, პირველ სუბიექტურ პირში ორი ვ იყრის თავს.
მათგან ერთი პირის ნიშანია, მეორე _ ფუძისეული. სწორია: მე ვვარჯიშობ , ვვარცხნი ,
ვვაჭრობ... და არა: მე ვარჯიშობ , ვარცხნი, ვაჭრობ...
I სუბიექტური პირის ნიშანი ვ ზმნაში იწერება უ და ო ხმოვნების წინაც. სწორია: მე
ვუწერ, ვომობ, დავობლდი , გავოცდი... და არა: მე უწერ , ომობ , დაობლდი , გაოცდი...
II სუბიექტური პირის ნიშნად ორიოდე ზმნაში გვაქვს ხ: ხ-არ, მო-ხ-ვალ. ყველა დანარჩენ
შემთხვევაში თანამედროვე ქართულში სუბიექტური მეორე პირის ნიშანი არ იხმარება
სთქვი და თქვი ორივე სწორია
III სუბიექტური პირის ნიშანი მრ. რიცხვში წყვეტილში ორპირიან ირიბობიექტიან და
ერთპირიან ზმნებში არის -სუფიქსი -ნენ (და არა -ენ) სწორია: ისინი მუშაობდ-ნენ,
ემალებოდ-ნენ, ეხმარებოდ-ნენ, მოეფარ-ნენ, იდგ-ნენ, გათბ-ნენ... და არა: ისინი
მუშაობდ-ენ, მალებოდენ, ეხმარებოდენ, მოეფარენ, იდგენ, გათბენ...
III სუბიექტური პირის ნიშანი მრ. რიცხვში ერთპირიან და ორპირიან ზმნებში, რომელთაც
ქვემდებარე მოთხრობითში ეწყობათ, წყვეტილში პირის ნიშნად მოუდით –ეს და არა –ენ.
სწორია: ბავშვებმა იტირეს, მათ იცხოვრეს და არა: ბავშვებმა იტირენ, მათ იცხოვრენ.
ობიექტი ორგვარია: პირმიმართი და პირმიუმართავი. პირმიმართი ობიექტი ზმნას
ეწყობა, როგორც პირი, პირმიუმართავი კი - არა (პირმიუმართავია უბრალო დამატება-
ობიექტი). პირმიმართი ობიექტი, თავი მხრივ,ორგვარია: პირდაპირი და ირიბი. პირის
ნიშნები მათ ერთნაირი აქვთ, განსხვავებულია რიცხვის გამოხატვა და პირის ნიშნის
გაჩენის უნარი, ამიტომ მათი ტაბულები ცალ-ცალკე უნდა წარმოვადგინოთ:
ირიბი ობიექტის ტაბულა:
მხ. რ. მრ. რ.
1. მ- - მ-, გუ̂ _ 0
2. გ- _ გ- _ 0
3. ხ-, ჰ-, ს-, შ-, 0 _ ხ-, ჰ-, ს-, შ-, 0 _ _ 0

პირდაპირი ობიექტის ტაბულა:


მც. რ . მრ. რ.
1. მ- _ მ-, გუ̂ ; 0, -ენ/-ნ
2. გ- _ გ- _ 0, -ენ/-ნ
3. ხ-, ჰ-, ს-, შ-, 0 _ ხ-, ჰ-, ს-, შ-, 0 _ 0, -ენ/-ნ

ძველ ქართულში მიცემითში დასმული სახელი ზმნა-შემასმენელს ვერ ითანხმებს


რიცხვში. ეს ეხება როგორც ირიბ ობიექტს, რომელიც ყოველთვის მიცემით ბრუნვაში
დგას, ასევე - პირდაპირ ობიექტს I სერიაში და გარდამავალი ზმნის სუბიექტს III სერიაში.
პირველი ობიექტური პირის ნიშანი, როგორც პირდაპირის, ისე -ირიბისა, არის მ
მხოლობოთში, მრავლობითში კი - მ და გუ̂ . გუ̂ რეალიზდება მხოლოდ მრავლობითში, მ
კი მხოლობითშიც და მრავლობითშიც. ერთი და იმავე პირის ერთსა და იმავე რიცხვის
გამოსახატად ორი აფიქსის გამოყენებას ა. შანიძე ხსნის იმით, რომ აქ გარჩეული უნდა
ყოფილიყო ინკლუზივ-ექსკლუზივის კატეგორია, რომელიც ახასიათებდა საერთო-
ქართველურს და რომელიც შემორჩენილია სვანურში. ინკლუზია გულისმობს ზმნის
ფორმაში მეორე პირის ჩარიცხვას (ანუ აქ ჩვენ იგიევა, რაც „მე და შენ“) ექსკლუზია კი
გულისხმობს ზმნის ფორმიდან მეორე პირის ამორიცხვას (ამ შემთხვევაში ჩვენ იგივეა,
რაც „მე და ის“).
ა. ჩიქობავას ინკლუზივ ექსკლუზივის კატეგორია არ მიაჩნია საერთო ქართველურად,
სვანურისთვის მას მეორეულად მიიჩნევს, ხოლო მ//გუ̂ გ-ს განვითარებულად მიიჩნევს
ხმოვნის წინ. ეს ფორმა მას დიალექტური წრიდან შემოსულად მიაჩნია. ეს მოსაზრება
მიუღებელია თუნდაც იმიტომ, რომ გუ̂ პრეფიქსიანი ფორმები ძველ ქართულში
საერთოდ არ დასტურდება მხოლობითი რიცხვის მნიშვნელობით.
ალ. ონიანიც აღნიშნავს, რომ ეს კატეგორია არაა სვანურისთვის მეორეული და აქ რიცხვსა
და ინკლუზივ-ექსკლუზივს საკუთარი მორფემები აქვთ არა მხოლოდ ობიექტური,
არამედ - სუბიექტური პირისთვისაც.
დ. მელიქიშვილის აზრით, ინკლუზივ-ქსკლუზივი კატეგორიაში მნიშვნელობა
ენიჭებოდა ზმნის ფორმაში II პირის ჩარიცხვა-ჩაურიცხველობას, შესაბამისი ნიშნით
მხოლოდ მეორე პირის არსებობა უნდა ყოფილიყო აღნიშნული. ისტორიულად
ექსკლუზივს ნიშანი არ უნდა ჰქონოდა. ვინაიდან ინკლუზივი გულისხმობს I და II
პირებს, მისი ნიშანიც O2 და O3 პირთა პრეფიქსების კომბინაციითაა შედგენილი: გუ̂- < გმ
(გ+მ).
ოთხთავის ორსავე ძველ რედაქციას (ჯრუჭ-პარხლისას და ადიშურს) საკმაოდ კარგად
შემოუნახავს ადრე მოქმედი ექსკლუზივის კატეგორიის კვალი, რაც სპეციალურად
შეისწავლა თ. მეტრეველმა და მოიყვანა შესაბამისი სტატისტიკაც - ორივე რედაქციის 92
მ-პრეფიქსიანი ფორმიდან 80 ექსკლუზიური გაგებისაა და „ამიტომ შეიძლება
დავასკვნათ, რომ ოთხთავის ორსავე ძველ რედაქციას საკმაოდ კარგად შემოუნახავს ადრე
მოქმედი ექსკლუზივის კატეგორიის კვალი“ ( თ. მეტრეველი).
ძველ ქართულში მეორე ობიექტური პირის მორფემა როგორც პირდაპირისთვის, ისე
ირიბისთვის - არის გ- (შეგიპყრობს, გაქუს), თ ობიექტი მრავლობით რიცხვშია და
მიცემით ბრუნვაშია, მისი მრავლობითობა ზმნაში აღნიშვნელი რჩება, თუ სახელობით
ბრუნვაშია და ნ სუფიქსიან მრავლობითშია, ზმნაში პირის ნიშანთან ერთად
წარმოდგენილი იქნება -ენ//-ნ სუფიქსი (შეგიპყრენ მე თქუენ, შეგიპყრნა მან თქუენ).
მესამე ობიექტური პირი ზუსტად იმავე ნიშნებით გამოიხატება, რომლითაც - მეორე
სუბიექტური პირი და დროთა განმავლობაში თითქმის ერთნაირი ცვალებადობა
განიცადეს. თანამედროვე ქართულში I და II პირში პირდაპირსა და ირიბ ობიექტს ერთი
და იგივე აფიქსები აქვთ, III პირში კი პირდაპირი ობიექტი უნიშნოა.
ძველ ქართულში ირიბ ობიექტს შესწევ უნარი ზმნაში გააჩინოს პირის ნიშანი,
სახელობით ბრუნვაში დასმული პირდაპირი ობიექტი კი ზმნაში პირის ნიშანს ვერ აჩენს.
რაც შეეხება მიცემითში დასმულ ირიბ ობიექტს, ის ხან აჩენს ზმნაში ნიშანს, ხან ვერა.

13. ზმნისწინის ფუნქციები ძველსა და ახალ ქართულში. ზმნისწინთა


ფუნქციური და ფორმობრივ-სემანტიკური ცვლილებები. ზმნისწინიან
ფორმათა მართლწერასთან დაკავშირებული პრობლემები თანამედროვე
ქართულში.

ზმნისწინი არის ერთი ან ორმარცვლიანი მორფემა, რომელიც წინ უსწრებს ზმნის


მარტივ ფუძეს ან ფუძის წინ დართულ რომელიმე პრეფიქსს.

ქართული გრამატიკული სახელმძღვანელოების ავტორთაგან პირველი ცდა


ზმნისწინის შესწავლისა მოცემული აქვს ანტონ კათალიკოსს. ანტონი ზმნისწინებს
თანდებულთან ერთად განიხილავს, თუმცა ცალკე გამოყოფს საკუთრივ
თანდებულებს, რომლებიც სახელს დაერთვიან და - ზმნისწინებს, რომლებიც
ზმნას დაერთვიან და მათთვის სხვა ტერმინებს იყენებს: „ზედდადებული“,
„კერძოკი ზედდადებული“, „კერძოკი განმავითარი“, „ნიშანი განმავითარი“.

იმას, რომ ზმნისწინს შეუძლია გამოხატოს ესა თუ ის მიმართულება, პირველად


შეეხო დავით ჩუბინაშვილი. “თავსართი” და “პრევერბი” უწოდა იასონ
ნიკოლაიშვლმა.

ტერმინი ზმმნისწინი შემოიღო და დაამკვიდრა ა. შანიძემ. მან გამოყო ზმნისინის


ოთხი ფუნქცია:
1. აღნიშნოს მოქმედების გეზი
2. აღნიშნოს ორიენტაცია
3. დასრულებული სახით წარმოგვიდგინოს მოქმედება
4. აწარმოოს სრულიად ახალი ზმნა

მიმართულების გამოხატვა ითვლება ზმნისწინის თავდაპირველ ფუნქციად. (ეს


მაშინაც ჰქონდა როცა ის ზმნისართი იყო). როცა ზმნისწინმა და თანდებულმა
დაკარგეს დამოუკიდებლობა და მორფემებად იქცნენ, ისინი დაშორდნენ
ფუნქციურად ერთანეთს. ზმნისწინს, მიმართულების აღნიშვნის გარდა, სხვა
ფუნქციაც დაემატა, მან უკვე გაწყვიტა სახელთან შინაარსობრივი კავშირი და
ამიტომ აუცილებელი გახდა სახელისთვის თანდებულის დართვა.
„თანდებულები აზუსტებენ ზმნისწინებით გამოხატულ სივრცულ მიმართებებს“.

ზმნისწინი ზმნის რამდენიმე კატეგორიას უკავშირდება: გეზი, ორიენტაცია, დრო,


ასპექტი. მათგან გეზი და ორიენტაცია მხოლოდ ზმნისწინის მეშვეობით არის
გამოხატული.

მიმართულების აღნიშვნასთან ერთად ზმნისწინი უძველესი ფუნქციაა


განსხვავებული მნიშვნელობის ზმნების წარმოქმნა. დასრულებული მოქმედების
და მომავალი დროის გამოხატვა კი მისი უფრო გვიან შეძენილი ფუნქციებია.

ზმნისწინი:
1. უჩვენებს მიმართულებას
2. აწარმოებს მომავლ დროს
3. აწარმოებს სრულ ასპექტს
4. აწარმოებს ახალი ლექსიკური მნიშვნელობის მქონე სიტყვებს

ზმნისწინი საწყისსა და მიმღეობასაც დაერთვის. ზოგიერთი ზმნა საერთოდ არ


დაირთავს ზმნისწინს. ზმნისწინთა დართვის მიხედვით გამოიყოფა ზმნის სამი
ჯგუფი:
1. ზმნები, რომლებიც უზმნისწინოდ არ გამოიყენება (გაიგო)
2. ზმნები, რომლებიც არ დაირთავს ზმნისწინს (უყვარს)
3. ზმნები, რომლებიც ან დაირთავს ან არა (წერს- დაწერს)

გვაქვს ორი სახის ზმნისიწნი მარტივი და რთული


მარტივი - მი-, მო-, ა-, და-, ჩა-, შე- გა-, წა-, გადა
რთული - ამო-, გამო-, შემო-, ჩამო-,წამო-, გადმო-, მიმო-

ძველ ქართულში გვაქვს ყველა ის ზმნისწინი, რომლებიც გვაქვს ახალ ქართულში,


ოღონდ ოდნავ განსხვავებული ფორმით და ემატება რამდენიმე: წიაღ-, წიაღმო-,
უკუ-/უკუნ-, უკმო-, უკუმო-, მიმოდა-, რომლებიც თანამედროვე ქართულში აღარ
იხმარება.

ძველ ქართულში ზმნისწინი ფუნქცია იყო მხოლოდ მიმართულების ჩვენება და


ახალი ლექსიკური ერთეულის შექმნა. მას არ შეეძლო ასპექტისა და მომავალი
დროის წარმოება.

ცვლილებები შემდეგი სახისაა:


1) ზოგი მათგანი დღეს საერთოდ აღარ იხმარება
2) ზოგი გამოიყენება გამარტივებული სახით.
ზმნისწინი
3) ზოგიერთმა ზმნისწინმა ფორმობრივ-სემატიკური ცვლილება განიცადა.
ზმნისწინთა გამარტივების მიზეზად თვლიან ამ ხშირად ხმარებული მორფემათა
გაცვეთას, რასაც ხელს უწყობდა ტმესიც.

ზმნისწინთა გამარტივებული ფორმები თავს იჩენს VII-VIII საუკუნეებიდან


თითი-ოროლა ნიმუშით, IX საუკუნიდან კი უფრო შესამჩნევია (ზ. სარჯველაძე)

ზმნისწინები შემდენაირად გამარტივდა:

 აღ  ა (პირველად ხანმეტი ლექციონარი)


 აღმო  ამო
 გან  გა (პირველად ატენის სიონის VIII-IX საუკუნის წარწერა)
 წარ  წა (სინური მრავალთავი)
 წარმო  წამო
 შთა  ჩა (ერედვის წარწერა 906წ.)
 შთამო  ჩამო (სვანური მრავალთავი)
 გარდა  გადა (ერედვის წარწერა 906წ.)

ზოგიერთმა ზმნისწინმა სემანტიკური ცვლილებაც განიცადა

მი-და მო-ზმნისწინების ხმარება დღეს ასეა განაწილებული:

• მი - აქედან იქით, I პირიდან III პირისკენ ( მივიდა, მიიტანა, მისწერა)


• მო- იქიდან აქეთ, III პირიდან I პირისკენ ( მოვიდა, მოიტანა, მოსწერა)

ეს წესი ძველი ქართულიდან მომდინარეობს, მაგრამ როცა მოქმედება I პირიდან II


პირისკენ მიემართება, ახალ ქართულში ისევ მო- ზმნისწინი იხმარება (მოგიტანა,
მოგწერა - იგულისხმება, რომ მეორე პირი ჩვეულებრივ პირველ პირთანაა). ძველ
ქართულში კი ამგვარი ფორმების პარალელურად გვქონდა მი- ზმნისწინიანი
ფორმებიც.

ქვემოთ ზემოთ მიმართულების აღსანიშნავად, გარკვეულ შემთხვევებში, როგორც


წესი, აღ- ზმნისწინი გამოიყენებოდა, მაგ, ცხენზე, აქლემზე აღჯდა დღეს კი
ენაცვლება შე და და - შეჯდა/დაჯდა

განქორწინება- ძველ ქართულში ქალის გათხოვებას ნიშნავდა, ვაჟის მიერ ცოლის


მოყვანას აღნიშნავდა დღეს გან- ზმნისწინიან ფორმას გაყრის, დაშორების
მნიშვნელობა აქვს, რაც უნდა უკავშირდებოდეს რუსული ენის გავლენას.

შე ზმნისწინი თანამედროვე ქართულში უნებლიობასაც გამოხატავს მაგ:


შემოაკვდა.

თანამედროვე ქართულში და- ზმნისწინთან არის დაკავშირებული, ასევე


მოქმედების ინტენსივობის გამოხატვა, რაც გულისხმობს ისეთ მოქმედებას,
რომელიც შესრულებულია ცალ-ცალკე რამდენიმე პირდაპირ ობიექტზე; ბავშვები
დაზარდა, სარეცხი დარეცხა ფანქრები დათალა). ა. შანიძემ ასეთი
სემატიკით გამოყენებულ და-ს უწოდა ინტენსივობის ანუ თითოობის და.

თანამედროვე ქართულში ძველი შთა-/შთამო- ზმნისწინიანი ფორმებით


ნაწარმოებია სიტყვები შთაბეჭდილება, შთაგონება, შთამომავლობა.

ოდნაობის გამოხატვის უნარი შეინიშნება მო- და წა- ზმნისწინებში (მო-


ისულელებს, წა-ითამაშებს...)

ზოგ ზმნას ძველ ქართულში სხვა ზმნისწინი დაერთვოდა, ახალში იმავე


შინაარსის გამოხატვა სხვა ზმნისწინით ხდება (მოიმოწაფეთ - დაიმოწაფეთ)

რუსული ენის გავლენით იხსნება გან- ზმნისწინის გამოყენება ზმნებში: გან-


ტვირთვა, გან-იარაღება და გადა- ზმნისწინის გამოყენება შემდეგ ფორმებში: გადა-
ხარჯვა, გადა- ტვირთული, გადა-ღლილი და სხვ.

ზოგ შემთხვევაში ზმნას ძველი ზმნისწინის დართვის შემთხვევაში სხვა


მნიშვნელობა აქვს, ზმნისწინის ახალი ფორმის დართვისას _ სხვა. განადიდებს
უფალს - გაადიდებს ოთახს, აღიზრდება ბავშვი - აიზრდება მცენარე; წარსული
დიდება - წასულიკაცი;დიდიწარმატება- ქულისწამატება;განწმიდაცოდვათაგან-
გაწმინდა ტალახისგან

ზმნისწინის ძველსახეობიანი ფორმა ზოგ შემთხევაში ერთადერთია. განაგებს,


განკურნავს , განაგრძობს, წარმოადგენს, წარმოშობს

აღ- ზმნისწინიან ფორმებში პირველი სუბიექტური პირის ნიშანი ვ ზმნისწინის


შემდეგ იწერება.სწორია: აღ-ვ-ნიშნე, აღ-ვ- ზარდე ... და არა: ავღნიშნე, ავღწერე.
გამონაკლისია: ვაღიარებ, ავღორძინდი (აქ აღ ფუძის ნაწილადაა ქცეული)

გან-ზმნისწინიანი სიტყვების უზმნისწინოდ ხმარებისას ზმნისწინი მთლიანად


უნდა იქნეს ჩამოშორებული: განახორციელებს  ახორციელებს;
განათავისუფლებს ათავისუფლებს

გან- ზმნისწინისაგან მომდინარე ნ ელემენტი შეცდომით ფუძისეულად არის


გაგებული, რაც არასწორია. ნ ან გან-თან უნდა იყოს, ან საერთოდ არა.
სწორია: ათავისუფლებ, აზოგადებს, ავითარებს, ასხვავებს... და არა:
ანთავისუფლებს, ანზოგადებს, ანვითარებს, ანსხვავებს

ზოგიერთ ზმნაში წარ- ზმნისწინის რ შეცდომით ფუძისეულ ელემენტადაა


გაგებული.
სწორია: ვადგენ, ადგენ, ადგენს, ვუდგენ, გიდგენ... და არა: ვარდგენ, არდგენ,
არდგენს, ვურდგენ, გირდგენ
14.ასპექტისა და მომავალი დროის გამოხატვაში მომხდარი
ცვლილებები და მათი ქრონოლოგია.

ასპექტი არის ზმნის კატეგორია, რომელიც მოქმედებას დასრულებულად ან


დაუსრულებლად წარმოგვიდგენს.ამის მიხედვით გვაქვს ასპექტის ორი სახე:
სრული და უსრული.
ახალ ქართულში სრული ასპექტის საწარმოებლად გამყენებულია ზმნისწინი.
ამიტომ ზმნისწინიანი ფორმები (განურჩევლად სერიისა) სრული ასპექტისაა,
ხოლო უზმნისწინო–უსრული. მაგალითად:
უსრული ასპექტია: აკეთებს , აკეთა, უკეთებია
სრული ასპექტია : გააკეთებს, გააკეთა, გაუკეთებია
ზოგიერთი ზმნა საერთოდ ვერ იგუებს ზმნისწინს (უყვარს, სძულს...); ან,
დართვის მიუხედავად, მაინც უსრულ ასპექტს გამოხატავს (მო-დის, მი- ქრის...),
ზოგიერთი ზმნა უზმნისწინოდაც სრული ასპექტის გაგებას შეიცავს (უთხრა,
სტყორცნა...). ზმნათა გარკვეული ჯგუფი ასპექტს აწარმოებს დეფექტურად. ამ
ტიპისზმნებს ა. შანიძე უწოდებს უასპექტოს, ხოლო ზ. ჭუმბურიძე – ასპექტნაკლს.
(ყველა ზმნა, მართალია, არ იცვლება ასპექტების მიხედვით, მაგრამ ყოველი
ზმნური ფორმა ეკუთვნის რომელიმე ასპექტს).

ასპექტის კატეგორია უსწრებს დროისას. ქართული ენათმეცნიერების ისტორიაში


მიჩნეულია, რომ ტერმინი „ასპექტი“ ქართული ზმნის მიმართ პირველად
გამოიყენა ედუარდ ლიოზენმა და მანვე მკვეთრად გამიჯნა დრო და ასპექტი
ერთმანეთისაგან.

სრული ასპექტის მაწარმოებელი რომ ზმნისწინია, ამის შესხაებ პირველად


აღნიშნეს ნ. ჩუბინაშვილმა და პ. იოსელიანმა. შემდგომში ეს კატეგორია
მეცნიერულად შეისწავლა ა. შანიძემ. მანვე შემოიღო და დაამკვიდრა ტერმინი
ასპექტი, თუმცა პარალელურად სახეც გამოიყენება (ასპექტი ანუ სახე).

ბ. ჯორბენაძის აზრით, ასპექტი გაცილებით უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე


ქართულ ლიტერატურაშია წარმოდგენილი. ასპექტი გულისხმობს არა მარტო
მოქმედების დასრულება-დაუსრულებლობას, არამედ ერთგზისობა-
მრავლგზისობას, წერტილობრივობა-განგრძობითობას.

ვარაუდოებენ, რომ თავდაპირველად ასპექტი მოქმედების დასრულება-


დაუსრულებლობას კი არ აღნიშნავდა, არამედ მიუთითებდა როგორი იყო
მოქმედების პროცესი- მომენტობრივი თუ განგრძობითი. ისტორიულად, ძველ
ქართულ სამწერლობო ენაში ასპექტი განსხვავებული იყო არა მხოლოდ
თვისებრიობით (შინაარსით), არამედ წარმოების წესითაც.შეიძლება ითქვას, რომ
ძველ ქართულში ასპექტის გამოხატვა სხვა პრინციპს ემყარებოდა, ახალში–სხვას.

თუ ძველ ქართულში ასპექტი უღლების კატეგორია იყო, ახალში ის წარმოქმნის


კატეგორიაა.
ახალ ქართულში სრულ ასპექტს ზმნისწინი აწარმოებს, ამიტომ ზმნისწინიანი
ფორმები სრული ასპექტისაა, ხოლო უზმნისწინო– უსრული, სულერთია, რომელ
სერიას განეკუთვნებიან.
ძველ ქართულში სრული და უსრული ფორმების გარჩევა ემყარება სერიათა
დაპირისპირებას, კერძოდ:
I სერიის მწკრივები უსრულ ასპექტს გამოხატავენ, მეორე სერისაა –სრულს.
• ამიტომ ძველ ქართულში წერს და და-წერს ორივე უსრულია, რადგან ორივე I
სერიისმწკრივის ფორმაა (აწმყოსი).
• წერა და და-წერა - ორივე სრულია, რადგან ორივე II სერიის წყვეტილის
მწკრივის ფორმაა.

ძველ ქართულში I სერიის ყველა მწკრივს (გარდა აწმყოსი), ჰყავს თავისი „ცალი“
მეორე სერიაში, რომელიც მოქმედებას დასრულებულად წარმოადგენს. რადგან
ახალანდელი დრო ვერ იგუებს სრული ასპექტის გაგებას. ამიტომ აწმყო უცალოა,
უწყვილოა

ძველ ქართულში III სერიის მწკრივები მოკლებული იყვნენ ასპექტის გამოხატვის


უნარს.
II სერიაში განცალკევებით დგას II ხოლმეობითი. იგი უძველესი ფორმაციის
მწკრივია და გამოხატავს მრავალგზის, განმეორებად მოქმედებას, რომელიც
კონკრეტულ დროულ ჩარჩოებში ვერ ექცევა, მარად დამახასიათებელია მოქმედი
პირისთვის, ამიტომ ასპექტის მიხედვით სრული ვერ იქნება.

XI საუკუნიდან ასპექტის გამოხატვაში დიდი ცვლილება ხდება.


ასპექტის გამოხატვა უკვე ზმნისწინს ეკისრება, ამიტომ იგი უღლების
კატეგორიიდან გადაირიცხა წარმოქმნის კატეგორიაში. ა. შანიძის აზრით, ეს იყო
დიდი მოხვეული ქართული სალიტერატურო ენის განვითარების გზაზე,
რომელმაც დადო ზღვარი ძველსა და ახალ ქართულს შორის. თუ აქამდე ძველ
ქართულში ასპექტი ბერძნულის სისტემებრ გამოიხატებოდა, ახალა ის
ე.წ.სლავური სისტემის მსგავსად იწარმოება.

ასპექტის ახლებური წესით გამოხატვის ( ზმნისწინის დართვით) პირველი


ნიმუშები „კანტიკუნტად“ IX საუკუნიდან იჩენს თავს ( სინური მრავალთავი,
ადიშის ოთხთავი).

ასპექტის გამოხატვის ახალი სისტემის დამკვიდრებას მოწმობს ისეთი ფაქტები,


როდესაც ერთსა და იმავე წინადადებაში ერთი და იგივე ზმნა სრული ან უსრული
ასპექტისაა იმის მიხედვით, ზმნისწინი დაერთვის თუ არა:
„ ხედვიდა მაყულოვანს, რომელი იწუებოდა და არა შეიწუებოდა ( ათ. 21)

ასპექტის გამოხატვის პრინციპის ცვლილება ა. შანიძის აზრით, უნდა ყოფილიყო


ზმნისწინის მიახლოება, შეზრდა ზმნის ფუძესთან.
ძველ ქართულში ზმნისწინი უფრო დამოუკიდებელი იყო, ზმნისწინსა და ზმნის
ფუძეს შორის შეიძლებოდა სხვა სიტყვა ჩამჯდარიყო (ტმესი) . ცხადია, ზმნისგან
ასე დაშორებული და გათიშული ზმნისწინი ვერ შეძლებდა ზმნის რთული
კატეგორიების წარმოებას, მაგრამ ტმესის მოშლამ, ზმნისწინის ზმნასთან
მჭიდროდ დაკავშირებამ, მის ფუძესთან შეზრდამ გამოიწვია მისი როლის
თანდათანობითი ზრდა: ზმნისწინს, რომელიც გარდა მიმართულების აღნიშვნისა,
აწარმოებდა ახალ ლექსიკურ ერთეულებს, ახლა დაეკისრა სრულ ასპექტის
გამოხატვაც

მოქმედების მიმართულების ჩვენება თავისთავად გულისხმობს ამ პუნქტამდე


მიღწევითობასაც, გარკვეულწილად, დასრულებასაც. ესეც უნდა ყოფილიყო ერთ-
ერთი მიზეზი იმისა, რომ ზმნისწინიანი (პრევერბიანი) ფორმები თანდათან
აღქმულ იქნა, როგორც უფრო სრული უზმნისწინო (უპრევერბო) ფორმებთან
შედარებით (გ.მაჭავარიანი)

I სერიაში ზმნისწინიანი და უზმნისწინო ფორმები ერთმანეთს დაუპირისპირდა


დროული და ასპექტობრივი თვალსაზრისით, რის საფუძველზეც I სერიაში
ჩამოყალიბდა ორი წრე: აწმყოს წრე და მყოფადის წრე: აწმყოს წრე–უსრული
ასპექტისა, მყოფადისა კი–სრული ასპექტისა (შეგახსენებთ: ძველ ქართულში I
სერიაში ორი წრე არ გვქონდა). ე. ი. გაჩნდა სამი ახალი მწკრივი.
კავშირებითისმწკრივებიგათავისუფლდამყოფადისგამოხატვისფუნქციისაგან

ესეიგი ასპექტის ცვლილებამ გამოიწვია:


 სამი ახალი მწკრივის (ე. წ. მყოფადის წრის მწკრივების) გაჩენა
 თვითონ მყოფადის ( მომავალი დროის) გამოხატვის საშუალებათა შეცვლა.

ძველ ქართულს, აქ თხრობითი კილოს მომავალი დროის3 გამოხატვის პირველი


და ძირითადი საშუალება იყო კავშირებითის მწკრივები. ძველ ქართულში ამ
ფუნქციით, ძირითადად, ორი მწკრივი გამოიყენებოდა: I კავშირებითი და II
კავშირებითი, მაგ.:
I კავშ. (და)ვსწერდე (`დავწერ, ვწერ მომავალში”) II კავშ. (და)ვწერო (`დავწერ”).

ორივე მწკრივი თანაბრად ძალმოსილი იყო, გამოეხატა თხრობითი კილოს


მომავალი დრო, მაგრამ მათ შორის ასპექტობრივი სხვაობა იყო. კერძოდ, I
კავშირებითით გამოხატული მომავალი დრო იყო უსრული ასპექტისა, II
კავშირებითით გამოხატული _ სრული, თუმცა ამ ფუნქციით II კავშირებითი
გაცილებით ხშირად გამოიყენებოდა.

მყოფადის გამოხატვის მეორე საშუალება იყო აღწერითი წარმოება


შემდეგი მოდელით: საუღლებელი ზმნის საწყისი (მასდარი) ვითარებით
ბრუნვაში7 + ერთპირიან ზმნებთან ყოფა მეშველი ზმნა აწმყოს მწკრივის ფორმით:
ვარ, ხარ, არს (თუ სუბიექტი მხოლობით რიცხვშია) და ვართ, ხართ, არიან (თუ
სუბიექტი მრავლობითშია). მაგ.:
“ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ (`შეხვალ”), დედოფალო”
ორპირიან ფორმებში, მეშველი ზმნის ფუნქციით გამოიყენებოდა მიც, გიც, უც (თუ
სუბიექტი მხოლობით რიცხვშია) ან მისხენ, გისხენ, უსხენ (თუ სუბიექტი
მრავლობითშია).

აღწერითი წარმოებით გამოხატული მომავალი დრო განსხვავდება მყოფადის


გამოხატვის ჩვეულებრივი საშუალებისგან თავისი კატეგორიული,
დაბეჯითებითი იერით, სხვაგვარად, გამოხატავდა მოქმედებას, რომელიც
აუცილებლად მოხდებოდა, ამიტომ მას კატეგორიულ მყოფადსაც უწოდებენ.

მესამე, ახალი საშუალება მყოფადის გამოხატვისა იყო აწმყოს მწკრივის


თხრობითი კილოს ზმნისწინიანი ფორმები (შემდგომ _ მყოფადის მწკრივი).
ზმნისწინისთვის ეს ფუნქცია მეორეულია და უკავშირდება მისი მოქმედების არის
გაფართოებას და სრული ასპექტის გამოხატვის უნარს. სანამ ზმნისწინი ამ
ფუნქციით აღიჭურვებოდა, აწმყოს ზმნისწინიანი ფორმები დროის მიხედვით
ახლანდელი იყო

ძველი წარმოებიდან ახალზე გადასვლა ერთბაშად არ მომხდარა.


თავდაპირველად პარალელურად იხმარებოდა მყოფადის გამოხატვის ორივე
საშუალება.

სად უნდა შეეძინა აწმყოს მწკრივის თხრობითი კილოს ზმნისწინიან ფორმებს


მომავალი დროის გაგება? ეს უნდა მომხდარიყო ნუ ნაწილაკიანი14 უკუთქმითი
ბრძანებითის აწმყოს15 მწკრივის ფორმებში.16 ვინაიდან ბრძანებითი კილო
გულისხმობს უბნობის მომენტის შემდეგ შესასრულებელ მოქმედებას, სწორედ აქ
უნდა შეეძინა ზმნისწინიან ფორმას მომავალი დროის გაგება. შემდეგ იგი
ზმნისწინიანი აწმყოს თხრობითი კილოს ფორმებზეც გავრცელდა.

XI-XIII საუკუნეებში აწმყოს ზმნისწინიანმა ფორმებმა თანდათან დაკარგეს


ახლანდელი დროის გაგება და გამოყენებულ იქნენ მომავალი დროის თხრობითი
კილოს აღსანიშნავად. Aამგვარად, მყოფადი უკვე დამოუკიდებელ მწკრივად
ჩამოყალიბდა.

15. მწკრივთა განსხვავებული სისტემა ძველსა და ახალ ქართულში. ახალი და


დაკარგული მწკრივები. -დ და -ოდ სავრცობიანი ზმნების უღლების პარადიგმის
უნიფიცირება.

ძველ ქართულში იყო 14 მწკრივი. გვქონდა საყრდენი ფუძით განსხვავებული რამდენიმე


ხოლმეობითი: აწმყოს ხოლმეობითი, უწტყვეტლის ხოლმეობითი, II ხოლმეობოთი,
შერეული ხოლმეობითი და III ხოლმეობითი; ასევე, I ბრძანებითი და II ბრძანებითი.
პირველ სერიაში არ გვქონდა მწკრივთა ორი წრე, რომლებიც დღეს კარგადაა გარჩეული
ზმნისწინის დართვა-დაურთველობით: აწმყოს წრე: აწმყო, უწყვეტელი, აწმყოს
კავშირებითი; მყოფადის წრე: მყოფადი, ხოლმეობითი, მყოფადის კავშირებითი.
ძველ ქართლში I სერიაში, როგორც ახალ ქართულში, 6 მწკრივია, მაგრამ ახლისგან
განსხვავებით 2 წრე არ გვაქვს. ძველში ზმნისწიანი ფორმები ახალ მწკრივებს არ ქმნიან,
ამიტომ მყოფადისრის მწკრივები ძველ ქართულში არ გამოიყოფა. პირველ სერიაში
გვქონდა შემდეგი მწკრივები: აწმყო, აწმყოს ხოლმებითი, უწყვეტელი, I ბრძანებითი,
უწყვეტლის ხოლმეობითი და I კავშირებითი.
ახალ ქართულში მეორე სერიაში ორი მწკრივია: წყვეტილი და II კავშირებითი. ძველ
ქართულში იყო II ბრძანებითისა და II ხოლმეობითის მწკრივებიც.
ძველ ქართულში III სერიაში ოთხი მწკრივი გვაქვს: I თურმეობითი ( შედეგობითი), II
თურმეობითი ( შედეგობითი),III კავშირებითი, III ხოლმეობითი.
III სერიის 4 მწკრივიდან ახალ ქართულში არ გვაქვს ერთი -III ხოლმეობითი, რომელიც
ძველ ქართულშიც მეტად იშვიათი ხმარებისაა.
ძველ ქართულში პრინციპული დაპირისპირებაა I სერიის სავრცობიან მწკრივებში იმის
კვალობაზე, ზმნას რომელი სავრცობი მოუდის -დ თუ -ოდ.
დონიანი და ოდიანი ზმნები ძველ ქართულში განსხვავებულად აწარმოებენ პირველი
სერიის მწკრივებს.
მაგ.:
დონიანი ოდიანი
უწყვეტელი : ვ-წერ-დ-(ი) , ვ-ი-ც-ოდ-ე (აქ გაჩნდა ი)
უწყვეტლის ხოლმეობითი - ი ი
I კავშირებითი: ვ-წერ-დ-ე , ვ-ი-ც-ოდ-ი ( აქ გაჩნდა ე)

ახალ ქართულში ეს დაპირისპირება მოხსნილია.


უწყვეტელი: ვ-წერ-დ-ი , ვ-ი-ც-ოდ-ი ;
I კავშირებითი: ვ-წერ-დ-ე ,ვ-ი-ც-ოდ-ე

ძველ ქართულში უწყვეტელსა და I ბრძანებითში -ოდ სავრცობიანებს მწკრივის ნიშნად -ე


მოუდით, -დ სავრცობიანები მწკრივის ნიშანს არ დაირთავენ.
• -ოდ-იან ზმნებს უწყვეტლის ხოლმეობითსა და I კავშირებითში მწკრივის ნიშნად -ი
აქვთ, ხოლო -დ სავრცობიანებს უწყვეტლის ხოლმეობითში მწკრივის ნიშნად -ი მოუდის,
I კავშირებითში -ე.
• ძველი ქართული ენის ძეგლებშივე ნათლად ჩანს I სერიის ფორმათა წარმოების
უნიფიკაციის ტენდენცია: ოდ-სავრცობიანი ზმნები, -დ სავრცობიანთა მსგავსად,
უწყვეტელსა და I ბრძანებითში - ი-ს დაირთავენ (-ოდი), ხოლო I კავშირებითში -ე-ს. (-
ოდე)
ამ პროცესის ამსახველი მაგალითები საკმაოდ ბევრია წერილობით ძეგლებში.
უწყეტელში -ოდ-ე-ს ნაცვლად გვაქვს -ოდ-ი:
„გზასა მცნებათა შენთადა ვრბიოდი... ( ფს.118)
ასეთივეა : ვევედრებოდი, ვიტყოდი, მოველოდი, ვძრწოდი ....
ასევე ოდ-ი გვაქვს მოსალოდნელი -ოდ-ე-ს ნაცვლად I ბრძანებითში:
„ აჰა, ესერა, სიძჱ მოვალს, აღდეგით და მიეგებვოდით ( შდრ.: მიეგებვოდეთ C ) •
I კავშირებითში მოსალოდნელი ი ნიშნის ნაცვლად -ოდ სავრცობიანებს -ე აქვთ ( -ოდი>-
ოდე):
„ და შენ უძღოდე ერსა მას უფლისასა” ( შდრ. უძღოდი)
I კავშირებითში -ოდე დაბოლოება საკმაოდ ხშირია XII-XIII საუკუნეთა ისტორიულ
დოკუმენტებში:
„ მითხარ მე რაჲთა უწყოდე“; წარვიდოდენ, ოპოებოდეს...
•ე. ი. სალიტერატურო ენაში X საკუნიდან თავს იჩენს -ოდ სავრცობიან ზმნათა I სერიის
მწკრივთა ახლებური წარმოება. ა. შანიძე მიუთითებდა, რომ ეს მოვლენა -დ სავრცობიან
ზნათა გავლენით მოხდა. ის აღნიშნავს იმასაც, რომ უნიფიკაციის პროცესი ზოგჯერ თავს
იჩენს ზემოთ განხილულის საპირისპირო შემთხვევაშიც: -დ სავრცობიანი ზმნა იუღლება
-ოდიანის მსგავსად:
„მაშინ მისცნეს მეფეთა ზემონი ქუეყანანი საბრძნეთისანი კურაპალატსა, რაჲთა თავისა
სიცოცხლესა ჰქონდინ “.( მოსალოდნელი იყო ჰქონდენ) .
• დასტურდება ისეთი შემთხვევაც, როცა I კავშირებითში -დ სავრცობიანი ზმნა
წინამავალი -ოდ სავრცობიანი ფორმის ზეგავლენით -ი დაბოლოებას მიიღებს: • „რაჲთა
დაუცხომელად სტიროდი წინაშე მისა და იგლოვდი“
• მაგრამ ეს მაინც ცალკეული შემთხვევაა, ენის ძირითადი ტენდენცია ისაა, რომ პირველი
სერიის ფორმებში -ოდ სავრცობიანი ზმნები დაემსაგავსონ -დ სავრცობიანებს.
ეს პროცესი კი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლებოდა მომხდარიყო, რაც -დ სავრცობიან
ზმნებს უწყვეტელსა და I ბრძანებითში გაუჩნდათ ე.წ. ნართაული ი (რომელიც
სალიტერატურო ენაში IX საუკუნიდან იჩენს თავს), ცოცხალ მეტყველებაში კი ასეთი
ფორმები ერთი-ორის საუკუნით ადრეა სავარაუდებელი, -ოდი კი - X საუკუნიდან
(ცოცხალ მეტყველებაში ალბათ VIII - საუკუნიდან).
ძველ ქართულშივე დაწყებული დონიან და -ოდ სავრცობიან ზმნათა უღლების
გათანაბრების პროცესი ახალი ქართულის ჩამოყალიბების დროისათვის სრულად
დასრულებულია.

You might also like