You are on page 1of 5

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ინგლისური ფილოლოგიის

სტუდენტი მარიამ შულაია

წერის ანბანური სტილი და ძველი ქართული


დამწერლობა

თბილისი
2023

1
კაცობრიობამ ხანგრძლივი გზა განვლო ვიდრე, დამწერლობის ყველაზე სრულყოფილ
სისტემას – ანბანურ ანუ წმინდა ფონეტიკურ დამწერლობას შექმნიდა. ანბანური
დამწერლობა ენის ფონეტიკას, მის სტრუქტურას უკეთ ასახავს. დამწერლობა ცდილობს,
შეძლებისამებრ, ზუსტად გადმოსცეს ენის თავისებურებანი, ენის ფენომენი. რაც უფრო
უკეთ ახერხებს ამას დამწერლობა, მით უფრო სრულყოფილია იგი. დამწერლობა
მეტყველების გრაფიკული ფიქსაციაა.

დამწერლობის ისტორიაში გამოყოფენ 5 ძირითად საფეხურს: 1. ხატოვანს ანუ


პიქტოგრაფიულს, 2. იდეოგრაფიულს, 3. სიტყვიერ-მარცვლოვანს (ლოგოგრაფიულ-
სილაბურს), 4. მარცვლოვანს ანუ სილაბურს, 5. ანბანურს.

წერის ანბანური სისტემა სათავეს იღებს სემიტური დამწერლობიდან. დამწერლობის


ანბანური სისტემა ფინიკიელებმა შექმნეს. ფინიკიური დამწერლობა საფუძვლად
დაედო ორ ძირითად განშტოებას: დასავლეთში ბერძნულს, აღმოსავლეთში
სემურარამეულ დამწერლობას.

დამწერლობის ანბანური სისტემები შეიცავს ნიშნებს (ასოებს), რომლის ნიშნები


გამოხატავენ ფონემებს ან ალოფონებს. დამწერლობა ანბანურია, როცა გრაფიკულ
ნიშანს ცალკეული ბგერის მნიშვნელობა აქვს.

მსოფლიოში 5000-მდე ენას ითვლიან. ამათგან დამწერლობა აქვს მხოლოდ რამდენიმე


ასეულს; ანუ კულტურულ ენად იწოდება რამდენიმე ასეული ენა. მათ შორის არის
ქართული ენაც!. ქართული ანბანი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი
სრულყოფილი ანბანური სისტემა.

უძველესი წერილობითი ძეგლები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს, თარიღდება V


საუკუნით. ბოლნისის სიონის ტაძრის (თბილისიდან 60-ოდე კილომეტრითაა
დაშორებული) საამშენებლო წარწერას მეცნიერები ათარიღებენ 493-494 წლებით. XX
საუკუნის 50-იან წლებამდე ეს წარწერა ითვლებოდა უძველესად. 1952-1953 წლებში
იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ პალესტინაში, იუდას უდაბნოში,
ბეთლემის მახლობლად, აღმოაჩინა ქართული მონასტრის ნანგრევები სამი ქართული
წარწერით. ორი მათგანი თარიღდება V საუკუნის პირველი ნახევრით (428-432 წ.). ასე
რომ, უძველესი წერილობითი ძეგლის თარიღმა ამ აღმოჩენით ექვსი ათეული წლით
გადაიწია, 60 წლით გახანგრძლივდა დოკუმენტირებული ისტორია დამწერლობისა...

არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ დამწერლობა ქართველებს


ჰქონდათ V საუკუნეზე გაცილებით ადრე. ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდის ბერძნულ-
რომაულ წყაროებში არაერთი ცნობა მოგვეპოვება იმის თაობაზე, რომ ქართველებს
(კოლხებს) წინარექრისტიანულ ეპოქაში ჰქონდათ დამწერლობა. ასეთ ცნობებს
იძლევიან პერგამონელი (II ს.), როდოსელი (IV ს.) და სხვა.

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის


– ლეონტი მროველის – ცნობას ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ. ლ. მროველი
ქართულ დამწერლობას ქართველთა მეფის – ფარნავაზის (IV-III ს. ძვ. წ.) –
2
შემოღებულად მიიჩნევს. ამ ცნობას მეცნიერები სერიოზულად განიხილავენ.
ვარაუდობენ, XI საუკუნის ისტორიკოსი ეყრდნობა უფრო ადრინდელი მემატიანის
ცნობას. ისტორიკოს რ. პატარიძის კვლევამ მეტი დამაჯერებლობა შესძინა ფარნავაზის
ეპოქაში ანბანის წარმოშობის თეორიას. ეს თვალსაზრისი კიდევ უფრო დამაჯერებელი
გახდა გასული საუკუნის ბოლოს ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის მონაპოვარმა
– დავითის სტელამ (ქვა-ჯვარმა), რომელიც IV-VI საუკუნეებით თარიღდება. ფიქრობენ,
რომ ქვა-ჯვარზე გამოსახული ქართული ანბანის ანალიზი ადასტურებს მის წარმოშობას
ფარნავაზის ეპოქაში. თუმცა ეს ჰიპოთეზაა. არსებობს სხვა ჰიპოთეზაც. თუნდაც ასეთი:
ქართული ანბანი ქრისტიანობის ეპოქაში შექმნილი ანბანია...

აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი ხდება ისიც, ქართული ანბანის შემოქმედს რომელი


ანბანი (ანბანები) ჰქონდა ნიმუშად, როცა ქმნიდა ქართულ ანბანს. ფიქრობდნენ, რომ
ქართული ანბანი მომდინარეობს ფინიკიურიდან, ან არამეულიდან... დღესდღეისობით
უფრო მეტი ალბათობით მსჯელობენ ქართული ანბანის ბერძნულიდან
მომდინარეობაზე. თუმცა, სხვა მოსაზრებების ერთხელ და სამუდამოდ უარყოფილი არ
არის.ერთი საკითხის ორი ურთიერტგამომრიცხველი მოსაზრების არსებობა კი იმას
ნიშნავს, რომ ეს საკითხი მეცნიერებაში ჯერ კიდევ რიადაა დარჩნილი.

ქართულმა ანბანმა თავისი არსებობის მანძილზე სამი საფეხური განვლო:1.


ასომთავრული ანუ მრგვლოვანი 2. ნუსხური 3. მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი
დამახასიათებელი გრაფიკული სტილი აქვს, მაგრამ ასო-მოხაზულობათა
ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების
შედეგია, ხოლო მხედრული – ნუსხურისა. ეს ცვლილებები განსაზღვრა სწრაფი,
გამარტივებული წერისკენ მისწრაფებამ, რასაც წიგნზე მზარდი მოთხოვნილება
განაპირობებდა.

ასომთავრულით (ანუ მრგვლოვანით) დაწერილ ხელნაწერებს XI ს-ის ჩათვლით


ვხვდებით. ასომთავრული — უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის.
ხელნაწერები მოიპოვება ძვ. წ. I საუკუნიდან და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთად-
ერთი ქართული დამწერლობა იყო. ასომთავრულით შესრულებული ადრეული
ნიმუშებია დავათის სტელა (367), პალესტინის 433 წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის
წარწერა, ბოლნისის სიონის 493—494 წლების სამშენებლო წარწერა, V—VI საუკუნეების
ფალიმფესტური ხელნაწერები, მცხეთის ჯვრის VI—VII საუკუნის წარწერები და სხვა. XI
საუკუნემდე გვხვდება ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ასომთავრულითაა
შესრულებული; შემდგომ საუკუნეებში კი ასომთავრულს იყენებდნენ ეპიგრაფული
წარწერებისთვის, ასევე ხელნაწერებში სათაურებისა და საზედაო, მთავრული ასოების
შესასრულებლად, რის გამოც დამწერლობის ამ სახეს უმკვიდრდება სახელწოდება
„ასომთავრული“. მოხაზულობათა ფორმების მიხედვით მას „მრგლოვანიც“ ეწოდება.
ითვლება, რომ თავიდან ასომთავრული ვითარდებოდა ბერძნულისა (ახალი აღთქმა)
და არამეულის (ძველი აღთქმა) ზეგავლენით უპირატესად როგორც ქრისტიანული
სარწმუნოების დამწერლობა. ასომთავრულის გრაფიკული სისტემა მარტივი
გეომეტრიული ელემენტების — წრისა და სწორი ხაზისგან არის ნაწარმოები. ყველა
ასო-ნიშანი ერთი სიმაღლისაა და მათი დაწერილობა რთული მოხაზულობისაა: ისინი
ხელის რამდენიმე აღებით სრულდება. შემადგენელ ელემენტთა (ხაზები, წრეები)
ერთმანეთთან დაკავშირება ყოველთვის მართი კუთხით ხდება. ერთადერთი
გამონაკლისია ჯვარედინი ფორმის მქონე ჯ-ის აღმნიშვნელი ასო ნიშანი, რომელსაც
ელენე მაჭავარიანი იესო ქრისტეს მონოგრამად მიიჩნევს და რომელიც ქართულ
ანბანში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა. ელენე მაჭავარიანის
აზრით, ჯ ასო იესო ქრისტეს ინიციალების გადაკვეთის შედეგადაა მიღებული. რ.
პატარიძის აზრით კი, "ჯ" ასოს ჯვარედინი ფორმა ანბანის დასასრულის მაუწყებელი
3
ნიშანია. ასოთა მოხაზულობის აგების ერთიანი წესი მხოლოდ ასომთავრულში
დასტურდება. განსაზღვრული გეომეტრიული ელემენტების საფუძველზე პირობითობის
პრინციპით აგებული გრაფიკული სისტემა მიგვითითებს, რომ ჯერ ასოთა
მოხაზულობები შეიქმნა, ხოლო შემდეგ მოხდა ანბანურ რიგზე გაწყობა შესაბამისი
სახელწოდებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების მინიჭებით.

ნუსხური დამწერლობის მაგალითები IX საუკუნიდან გვხვდება. XI საუკუნემდე იგი


უპირატესად „სასტრიქონოდ“ გამოიყენებოდა მთავრულთან ერთად. XII საუკუნიდან
არსებობს ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ნუსხურითაა შესრულებული. ფართოდ
გამოიყენებოდა XVIII საუკუნის ჩათვლით. ითვლება, რომ ნუსხური განვითარდა
ბერძნული„სასტრიქონო“ დამწერლობის გავლენით (მისი სახეობა და არა ფორმა).
ასომთავრულსა და ნუსხურს ერთად „ხუცურსაც“ უწოდებენ, რადგან ამ სახეობებით
ძირითადად სასულიერო პირები, „ხუცები“ სარგებლობდნენ საეკლესიო
საჭიროებისათვის.
ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის უკვე განვითარებული ფორმებიდან წარმოიშვა.
VIII საუკუნეში დასრულდა მრგლოვანი მოხაზულობების რკალურ ფორმებზე გადასვლა
და ზოგიერთ ასოში ორხაზოვანი სისტემის დარღვევა. ნუსხურში ასოები ოთხ ხაზშია
განაწილებული და ამდენად უკვე სხვადასხვა სიმაღლისაა. ნუსხური კუთხოვანი,
სწრაფი, მარჯვნივ გადახრილი დამწერლობაა. ამასთანავე ასოები გაბმით იწერება.
დამწერლობის ამ სახეს კურსივიც ეწოდება. ასოთა მოხაზულობაში უკვე თავს იჩენს
ერთიანი კონტურის შექმნის ტენდენცია, რაც საბოლოოდ მხედრულ დამწერლობაში
ჩამოყალიბდა. ნუსხური სახეობა მხედრულის პარალელურად არსებობდა XIX
საუკუნემდე.

მხედრული თანამედროვე ქართულ ანბანს ეწოდება. მაგალითები არსებობს XI


საუკუნიდან და ითვლება, რომ იგი განვითარდა ხუცურიდან არაბული დამწერლობის
სტილისა და კალიგრაფიის ძლიერი ზეგავლენით. მხედრული დამწერლობის ფორმები
მარტივია. ასოთა მოხაზულობანი ისევ ვერტიკალზეა აგებული, მხოლოდ მათი
კონტურები მომრგვალებულია და ერთიან მონახაზს ქმნის. ასოთა დაწერილობაში
რამდენიმე ასო ნიშანს (ს, ძ, მ) შერჩა ასომთავრულის მოხაზულობა, უმრავლესობამ კი
რთული გრაფიკული სახესხვაობა განიცადა. მხედრულის ოთხხაზოვან სისტემაში
ასოთა მოხაზულობანი ასევე სხვადასხვა სიმაღლისაა.

სამივე სახის დამწერლობის (უფრო სწორად, დამწერლობის სამივე საფეხურის)


მთავარი დამახასიათებელი ის არის, რომ ყოველ ბგერას თავისი შესაბამისი ასო-
ნიშანი აქვს. ესაა დიდი ღირსება ქართული ანბანისა.

ქართული ანბანის გრაფიკული განვითარების პარალელურად, იცვლებოდა ქართული


ენის გრამატიკა-წერისა და მეტყველების წესები, სიტყვათა სემანტიკა. მაგრამ
ქართული დამწერლობისა და გრამატიკის უნიკალურობის შედეგია ის, რომ
თანამედროვე ქართველს შეუძლია ძველი ქართული ნაწარმოების თავისუფლად
წაკითხვა და გაგება.

4
გამოყენებული ლიტერატურა:

პატარიძე ზ. ,,ქართული ასომთავრული“, თბილისი, 1980 წ.

ძიგვაძე ი. ,,ქართული დამწერლობა“, (სტატია);

ჯავახიშვილი ივანე, ,,ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია“,


ტბილისი. 1949 წ.

You might also like