You are on page 1of 12

1.ქართული ანბანის სამი სახეობა. მათი ურთიერთმიმართება.

ძველ წყაროებში შენახული


დამწერლობათა აღმნიშვნელი ტერმინები. ქართული დამწერლობის უძველესი სახეობა,
მისიგრაფიკული თავისებურება, გავრცელების დრო;კუთხოვანი (ნუსხური) დამწერლობის
პირველი ნიმუშები, გავრცელების პერიოდი; მხედრული ანბანისპირველი ნიმუშები.
ქართული დამწერლობა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ქართული
კონსონანტურვოკალიზებული დამწერლობაა. ქართული დამწერლობას იყენებს ქართული ენა და მისი
მონათესავე ქართველური ენები, ასევე, გარკვეულ პერიოდში ზოგიერთი კავკასიური ენაც. ქართული
ანბანის სამი სახეობა არსებობს: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ასომთავრული ქართულ
დამწერლობის უძველესი სახეობაა. ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის უკვე განვითარებული
ფორმებიდან წარმოიშვა. მხედრული კი თანამედროვე ქართულ ანბანს ეწოდება.
ძველ ქართულში გვაქვს ტერმინი ასომთავარი, საიდანაც არის ნაწარმოები ტერმინი
ასომთავრული, რომელიც შედარებით გვიანდელ პერიოდში დასტურდება. ასევე, გვიანდელ
წერილობით ძეგლებში დასტურდება ქართული ანბანის უძველესი სახეობის აღმიშვნელ ტერმინად
„მთავრული“:„არს შემოფარგლულ ადგილი ორს წრედ. უფრო ადრეულ ძეგლებში გვხვდება ტერმინი „
მრგლოვანი“. ტერმინი ნუსხური - ნაწარმოებია სიტყვისაგან ნუსხა. საბას განმარტებით :“ ნუსხა ჩქარად
აღწერილ არს“. ნუსხა დედანსაც ერქვა. სიტყვა „მხედრული“ მე-14 საუკუნის ძეგლებში გამოიყენება
„ხუცურის“ საპირისპირო მნიშვნელობით, როგორც საერო დანიშნულების დამწერლობა.
ასომთავრულით შესრულებულია ადრეული ეპიგრაფიკული ძეგლები და V-IX სუკნეების
ძველი ქართული ხელნაწერები. IX საუკუნემდე ხელნაწერები მხოლოდ მრგლოვანითაა
შესრულებული; შემდგომ საუკუნეებში ასომთავრულს იყენებდნენ წარწერებისთვის, ასევე,
ხელნაწერებში სათაურებისა და აბზაცის დასაწყისი პირველი ასოების (მთავრული) შესასრულებლად,
რის გამოც დამწერლობის ამ სახეს უმკვიდრდება სახელწოდება „ასომთავრული“. ხელნაწერ წიგნებში
გამოყენებულ ამგვარ მთავრულასოებს საზოდაო ასოებს უწოდებენ. ასოები წრისა და სწორი ხაზისგან
არის ნაწარმოები. მათი ერთმანეთთან დაკავშირება ყოველთვის მართი კუთხით ხდება. ერთადერთი
გამონაკლისია ჯვარედინი ფორმის მქონე ჯ-ს აღმნიშვნელი ასონიშანი, რომელიც იესო ქრისტეს
მონოგრამად მიიჩნევა.
ნუსხური დამწერლობის მაგალითები IX საუკუნიდან გვხვდება. უძველესია 835 წლის ატენის
სიონის ნუსხური წარწერა. უძველესი ხელნაწერი ნიმუშია „სინური მრავალთავის“ (864 წ) ანდერძი.
ნუსხური ფართოდ გამოიყენებოდა XVIII საუკუნის ჩათვლით. IX –XI საუკუნეების ხელნაწერებში
ანბანის ორი სახეობა ( ასომთავრული და ნისხური) ხშირად მონაცვლეობს. მთელ რიგ ხელნაწერებში
ერთი ნაწილი ასომთავრულითაა დაწერილი, ნაწილი – ნუსხურად. არის ძეგლები, რომლებიც
ასომთავრულადაა დაწერილი, ანდერძი კი – ნუსხურად. XII საუკუნეში ნუსხურს ისე შეუვიწროვებია
ასომთავრული, რომ ზოგი სასულიერო პირისათვის ასომთავრულის კითხვა ძნელ საქმედ ითვლებოდა.
XII საუკუნიდან არსებობს ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ნუსხურითაა შესრულებული.
ნუსხური კუთხოვანი, სწრაფი, მარჯვნივ გადახრილი დამწერლობაა. ამასთანავე, ასოები გაბმით
იწერება. დამწერლობის ამ სახეს კურსივსაც უწოდებენ. ბგერა „უ“ რომელიც ასომთავრულში ორი ასო-
ნიშნით იწერებოდა, ნუსხურში გაერთიანებულია.
პირველი ნიმუშები არსებობს X საუკუნიდან (ატენის სიონის 982-986 წლების წარწერა;
მხედრული მინაწერი შატბერდის კრებულში). ითვლება, რომ იგი განვითარდა ხუცურიდან არაბული
დამწერლობის სტილისა და კალიგრაფიის ძლიერი ზეგავლენით. იგი გამოიყენებოდა, როგორც საერო
დანიშნულების დამწერლობა. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ სასულიერო წიგნებიც იწერებოდა
მხედრული ანბანით იმ მიზეზით, რომ საერო პირები ვერ კითხულობდნენ ნუსხურს. ზოგადად,
მხედრული დამწერლობის ფორმები მარტივია. ასოთა მოხაზულობანი ისევ ვერტიკალზეა აგებული,
მხოლოდ მათი კონტურები მომრგვალებულია და ერთიან მონახაზს ქმნის. ასოთა დაწერილობაში
რამდენიმე ასო ნიშანს (ს, მ, ძ) შერჩა ასომთავრულის მოხაზულობა, უმრავლესობამ კი რთული
გრაფიკული სახესხვაობა განიცადა. მხედრულის ოთხხაზოვან სისტემაში ასოთა მოხაზულობანი ასევე
სხვადასხვა სიმაღლისაა. მხედრული სწრაფად წერისათვის იყო განკუთვნილი, რის გამოც დროთა
განმავლობაში განვითარდა ასოთა გადაბმის რთული სისტემა ( ლიგატურა). მხედრული დამწერლობის
ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს დედაბრული ხელი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში,
გურიასა და აჭარაში ჩამოყალიბდა. ( შემორჩენილია დედაბრული ხელით დაწერილი პირადი
წერილები, ისტორიული საბუთები და ხელნაწერი კარაბადინი.
შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს,
მაგრამ ასოთა მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა
ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული — ნუსხურისა.

2.დამწერლობის ტიპები - პიქტოგრაფიიდან ანბანურ დამწერლობამდე. ფინიკური ანბანისა


და ბერძნული ანბანების მიმართება. მათგან მომდინარე სხვა ანბანური დამწერლობები.
ცნობილია დამწერლობის განვითარების ოთხი ძირითადი საფეხური: პიქტოგრაფიული
პიქტოგრაფიული (ხატოვანი), იდეოგრაფიული იდეოგრაფიული იდეოგრაფიული (იეროგრიფული),
სილაბური სილაბურისილაბური სილაბური (მარცვლოვანი) და ალფაბეტური ალფაბეტური
ალფაბეტური (ანბანური). მათ შორის უძველესი პიქტოგრაფიულია პიქტოგრაფიულია
პიქტოგრაფიულია. ტერმინი პიქტოგრაფია ლათინური pictus „ნახატი“ და ბერძნული grapho „ვწერ“
სიტყვებისგან შედგება და კარგად გამოხატავს დამწერლობის ამ სახის თავისებურებას. პიქტოგრაფიულ
დამწერლობაში პიქტოგრამა ასე თუ ისე ჰგავს იმ საგანს, რომელსაც ეს პიქტოგრამა აღნიშნავს, ე. ი.
პიქტოგრაფიული დამწერლობა იკონურობის იკონურობის პრინციპს პრინციპსპრინციპს პრინციპს
ემყარება.
იდეოგრაფიული იდეოგრაფიული დამწერლობა დამწერლობა პიქტოგრაფიულისგან
განვითარდა. მას საფუძვლად პირობითობის პრინციპი უდევს. იდეოგრაფიული დამწერლობის
ნიშნებით, იდეოგრამებით იდეები, ცნებები აღინიშნება და არა ბგერები. იდეოგრაფიული დამწერლობა
პიქტოგრაფიული დამწერლობის ტრანსფორმაციის შედეგია. პიქტოგრამები დროთა განმავლობაში
იდეოგრამებად გადაიქცნენ, იდეოგრამა უკვე აღარ ჰგავს საგანს, რომელსაც ის აღნიშნავდა.
იდეოგრაფიულ დამწერლობას სხვაგვარად იეროგლიფურსაც უწოდებენ, ხოლო თვითონ იდეოგრამებს
_ იეროგლიფებს. თავდაპირველად ძველმა ბერძნებმა უწოდეს ასე ეგვიპტურ ნაწერებს, რომლებიც
მათთვის, რა თქმა უნდა, გაუგებარი იყო, ხოლო შემდეგში იეროგლიფები ეწოდა ჩინურ, ხეთურ და სხვა
დამწერლობებსაც.
ანბანური დამწერლობა უმაღლესი საფეხურია დამწერლობის განვითარების ისტორიაში.
უძველესია ფინიკიური ანბანი, რომელიც შეიქმნა დაახლოებით 3500 წლის წინათ ეგვიპტური
დამწერლობის ტრანსფორმაციის შედეგად. ფინიკიური ანბანის შემქმნელად ითვლება პალამიდე.
ფინიკიურ ანბანში 22 ასოა, რომლებიც აღინიშნავენ მხოლოდ თანხმოვნებს.
ფინიკიური ანბანის მიხედვით შეიქმნა ძვ. ბერძნული ანბანი. მის შემქმნელად ითვლება
ფინიკიის მეფის ვაჟი კადმოსი. ბერძნულ ანბანში 28 ასოა. ბერძნებმა შემოიღეს ხმოვნების აღმნიშვნელი
ნიშნები. ბერძნული ანბანი საფუძვლად დაედო ლათინურს, რომლისგანაც იღებს სათავეს თითქმის
ყველა ევროპული ანბანი (გოთური, სლავური, სომხური, ქართული...). ფინიკიურის მიხედვით შეიქმნა
არამეული კონსონანტური დამწერლობა ძვ.წ. I-ელ საუკუნეში, რომელიც საფუძვლად დაედო სხვა
კონსონანტურ ანბანებს: (სირიული, ებრაული, არაბული...). ასევე გოთური ანბანი, რომლითაც
დაწერილია გოთური ენის IV-VI საუკუნეების შემორჩენილი ძეგლები. ანბანის შექმნა მიეწერება
ეპისკოპოს ულფილას, რომელმაც IV საუკუნის შუა წლებში ბიბლია გოთურად თარგმნა. აქამდე გოთები
იყენებდნენ რუნულ დამწერლობას, მაგრამ ულფილამ ჩათვალა, რომ რუნები ასოცირდებოდა
წარმართობასთან და არ გამოდგებოდა წმინდა ტექსტის სათარგმნად. ახალი გოთური ანბანი შეიქმნა
ბერძნულის საფუძველზე ლათინურის დახმარებით. ასოების სახელწოდება რუნათა
სახელწოდებებიდან მოდის.
ძველი სლავური ანბანი 863 წელს თესალონიკელმა ძმებმა კირილემ და მეთოდემ შეადგინეს
სლავური ენის ანბანი — გლაგოლიცა. 863-866 წლებში მათ ბერძნულიდან თარგმნეს სახარება,
სამოციქულო წიგნი, დავითნი და სხვ. კირილესა და მეფოდეს სიკვდილის შემდეგ სლავური
დამწერლობის ცენტრმა აღმოსავლეთში — ბულგატეტში გადაინაცვლა. ამ პერიოდში ბულგარეთში
შეიქმნა გლაგოლიცაზე უფრო ზუსტი და სრულყოფილი ანბანი — კირილიცა. ვარაუდობენ, რომ
კირილიცას ავტორია კირილესა და მეთოდეს მოწაფე კლიმენტი. კირილიცას საფუძვლად დაედო
ბერძნული უნციალური ანბანი (22 ასო), ხოლო დანარჩენი ასოები გადმოიტანეს სხვა ენების
ანბანებიდან , ან შეადგინეს ასოების კომბინაციით. ასევე ბერძნულიდან მომდინარეობს სომხური
ანბანი, რომელიც, ტრადიციის თანახმად, 405 წელს შექმნა სომეხმა სასულიერო და საზოგადო მოღვაწემ
მესროპ მაშტოცმა.

3.თეორიები და ჰიპოთეზები ქართული დამწერლობის სემიტური ანბანებიდან


(ფინიკიურიდან, არამეულიდან)მომდინარეობის შესახებ და მათი კრიტიკული ანალიზი.
ივანე ჯავახიშვილს მიაჩნდა, რომ ქართული დამწერლობა შეიქმნა არაუგვიანეს ძველი
წელთაღრიცხვის VII საუკუნისა ფინიკიური ანბანის მიხედვით. ივ.ჯავახიშვილი ქათული
დამწერლობის წარმომავლობის საკითხს გრაფიკული შედარების მეთოდით იკვლევდა. მეცნიერი
თვლიდა, რომ უძველს წერილობით ძეგლებში დადასტურებული მრგვლოვანი დამწერლობა
გვიანდელია, მას კუთხოვანი დამწერლობა უსწრებდა. მან ერთმანეთს შეუდარა ქართული, ბერძნული
და სემიტური დამწერლობანი და დაასკვნა, რომ ბ, გ, ე, ა და ზოგი სხვა ასოს მდებარეობა ქართულ ანბანს
თვალსაჩინოდ აშორებს ბერძნულს, ხოლო ფინიკიურ-არამეულს და მათგან წარმომდგარ ანბანებს
აახლოებს. იგი განსაკუთრებით გახაზავდა ქართული ასომთავრული ბ-ს თავშეკრული ვარიანტის
არქაულობას და მის წყაროდ ფინიკიური ან არამეული დამწერლობები მიჩნდა. ივ. ჯავახიშვილის
აზრით, ქართველებსა (ტუბალები და მოსოხები) და ფინიკიელებს შორის კონტაქტი მხოლოდ ძვ. წ. აღ-
ის VII საუკუნემდე იყო შესაძლებელი, სანამ ტუბალები და მოსოხები მცირე აზიაში ცხოვრობდნენ. მისი
ჰიპოთეზა ემყარებოდა შემდეგ არგუმენტებს:
1. VI საუკუნის ქართული დამწერლობის ძეგლები ისეთი მაღალხარისხოვანი კალიგრაფიული
განვითარების საფეხურს წარმოაჩენენ, რომ ქართული ანბანის დასაწყისი ხანა, სულ ცოტა, 7-8
საუკუნით უწინარეს არის საგულისხმებელი.
2. ქართული ანბანის ასოთა რიგობითი მიმდევრობა ფინიკიურ-სემური ანბანისას იცავს, რაც ასევე
მისი სიძველის მომასწავლებელია.
3. ფინიკიურ-სემური ანბანის მსგავსად ბევრ ქართულ ასოს პირი მარცხნივ აქვს მიბრუნებული.
4. ასოს ბ (ბ)-ს თავშეკრული მოხაზულობის შეთვისება მხოლოდ ფინიკიელთა, ებრაელთა და
არამეელთაგან იყო შესაძლებელი არაუგვიანეს VII საუკუნისა, როდესაც თვით არამეელნიც
თავშეკრულ ბ-ს ხმარობდნენ.
ივ. ჯავახიშვილის მოსაზრების საწინააღმდეგოდ შემდეგი კონტრარგუმენტები დასახელდა:
1. დამტკიცებულად ვერ ჩავთვლით, რომ ტუბალები და მოსოხები ქართული ტომებია.
2. ანბანის სიძველის დასამტკიცებლად არ გამოდგება ასოთა ჩამოკვეთილობის ხარისხი, რადგან
X საუკუნის გრაფემები V საუკუნესთან შედარებით სრულაც არ არის უფრო სრულყოფილი და
ჩამონაკვთული.
3. ანბანთა წარმომავლობის ძიებისას გრაფიკული შედარების მეთოდის გამოყენება და ამ გზით
მიღებული დასკვნები გადამწყვეტად ვერ ჩაითვლება.
ამ მხრივ აღსანიშნავია 1940 წელს მცხეთის მახლობლად აღმოაჩენილი ორენოვანი წარწერა,
რომელიც ცნობილია „არმაზის ბილინგვას“ სახელით. წარწერა შესრულებულია ბერძნულად და
არამეულად. და დათრირებულია ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნით.
გ. წერეთლის აზრით, არმაზის წარწერა გამოავლენს არამეული დამწერლობის თავისებურ
სახეს, რომელსაც მან არმაზული არამეული უწოდა და სემიტური დამწერლობის დამოუკიდებელ
შტოდ მიიჩნია. მისი აზრით, ქართული დამწერლობა არმაზული არამეულის მერმინდელ
განვითარებას კი არ წარმოადგენს, არამედ, შესაძლოა, ორივე (ქართულიცა და არმაზულიც) ერთი
წყაროდან _ ფინიკიურისა და ძველი არამეულისაგან მომდინარეობდეს. გ. წერეთელი ფიქრობდა, რომ
არმაზული დამწერლობა არის შუალედული რგოლი, რომელიც ქართულს ქრონოლოგიურად
აკავშირებს ფინიკიურ_არამეულთან. მისი აზრით, ზოგიერი ასო მოხაზულობით დიდ სიახლოვეს იჩენს
ქართული გრაფემებიც (ც და ჩ), რომელთა პროტოტიპი სემიტურშია საძიებელი. ასევე იგი
განსაკუთრებით გახაზავს ქართული ბ ნიშნისა და ძველი არამეული ბეთ გრაფემის სიახლოვეს.
ასევე წერდნენ სხვა მეცნიერებიც, რომ ქართული ასომთავრული არც ერთ ანბანს ისე არ ჰგავს,
როგორც არამეულსა და მის პროტოტიპს ძველებრაულ-ფინიკიურ ალფაბეტს. არცერთი ანბანისაგან
ჩვენი ასომთავრულის წარმოება ისე ადვილი არ არიაა, როგორც ამ ორი ანბანიდან. მხოლოდ სამი თუ
ოთხი ასოა ბერძნულისაგან ნასესხები და ისც მხოლოდ ის ასოები, რომელბიც არამეულსა და
ძველებრაულ-ფინიკიურ ანბანში არ მოიპოვება, დანარჩენი ასოები კი ძველი არამეულის პირდაპირ
განმეორებას წარმოადგენს, ანდა მცირედ შეცვლას.

4.სომხური საისტორიო წყაროების ცნობები ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ.


ქართული ანბანის სომხურიდან მომდინარეობის თეორიადა მისი კრიტიკული ანალიზი.
5. ქართული ანბანის სომხურიდან მომდინარეობის თეორია და მისი კრიტიკული ანალიზი.
ძველ წერილობით ძეგლებში ქართული დამწერლობის წარმოშობაზე ორი სხვადასხვაგვარი
ცნობა მოიპოვება. პირველი მათგანი ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაშია დაცული. კერძოდ,
ლეონტი მროველი ქართული ანბანის გენეზისს უკავშირებს საქართველოში სახელმწიფოებრიობის
ჩამოყალიბების ხანას, ფარნავაზის ეპოქას (III საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე): “და ესე ფარვანაზ იყო
პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული და არღარა
იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა - და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“.
მეორე ცნობა კი დაცულია სომხურ მწერლობაში: V საუკუნის სომეხი მწერლის კირიუნის „მესროპ
მაშტოცის ცხოვრების“ მიხედვით სომხური და, მასთან ერთად, ქართული და ალბანური დამწერლობის
შემქმნელად გამოცხადებულია მესროპ მაშტოცი (ჩვენი წ.აღრიცხვის V საუკუნის I მეოთხედი).
სომხური საისტორიო ცნობას, როგორც ჩანს, ძველ საქართველოში საერთოდ უცნობი იყო და
ქართულ სამეცნიერო წრეებში გამოჩნდა მხოლოდ XIX საუკუნიდან. მის ავთენტიკურობაში ეჭვი
შეიტანა ივ. ჯავახიშვილმა. მისი აზრით, ცნობა მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის თაობაზე არ
იკითხებოდა კორიუნის თხზულების თვადაპირველ რედაქციაში. ამ ვარაუდის დაშვების საფუძველს
მკველავრი ხედავს იმ გარემოებაში, რომ V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი თავის
ნაშრომში, რომელიც ეყრდნობა კორიუნის შრომას, არაფერს ამბობს მაშტოცის მიერ ქართული ანბანის
შექმნის თაობაზე. ქართველმა არმენისტმა ზაზა ალექსიძემ ახალი არგუმენტაცია მოუძებნა ივანე
ჯავახიშვილის დასკვნას. მისი მითითებით, მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის ამბავი უცნობია
მთელი რიგი სომხურო წყაროებისათვის, რომლებიც მოგვითხრობენ მაშტოცის დამსახურებაზე. ასეთია
VII საუკუნის ძეგლი „ანონიმური ქრონოგრაფია“ და X საუკუნის სომეხი ისტორიკოსის
უხტანესისეული რედაქცია „ეპისტოლეთა წიგნისა“. ასევე არ იცნობს მაშტოცის ამ დამსახურებას
ქართველთა წინაშე ქართული საისტორიო მწერლობა, კერძოდ, არსენ საფარელი (IX საუკუნე),
რომელიც საზოგადოდ დიდი პატივით იხსენიებს მაშტოცს.
მესროპ მაშტოცის მიერ სომხური და ქართული დამწერლობის შექმნის თეორიის საყრდენ
არგუმენტად მიჩნეულია ამ დამწერლობათა ასოების ზოგადი მსგავსება სტილისა და ფორმის მხრივ .
ივ. ჯავახიშვილმა საფუძვლიანად გააკრიტიკა ეს თეორია. მისი დაკვირვებით, ქართულ და სომხურ
ასოთა შორის მოხაზულობის მხრივ მსგავსება მხოლოდ გარეგნულია, ხოლო პრინციპი ასოთა
მოხაზულობისა ქართულსა და სომხურში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. მსგავსება მხოლოდ
რამდენიმე ასოს ფარგლებში ჩანს. ამ თვალსაზრისით წარმოებულმა შემდგომმა კვლევა-ძიებამ
დაადგინა, რომ სომხური და ქართული ასოების შექმნის საფუძველი სხვადასხვაგვარია. ქართული
ასომთავრული ერთიან გრაფიკულ სისტემაზე აგებული ანბანია, რომელშიც თავიდან ბოლომდე
გატარებულია პირობითობის პრინციპზე აგებული სტილსიტური ერთიანობა, რაც მდგომარეობს წრისა
და წრფისაგან წარმოებული ელემენტების კომბინირებაში. სომხურ ანბანში კი ყველა ასო ერთიან
გრაფიკულ ანალიზს არ ემორჩილება.
საერთო იერის მიხედვით განსაკუთრებით დაემსგავსა ერთმანეთს ქართული და სომხური
ანბანი მაშინ, როცა ნუსხურ დამწერლობაში სწრაფი და გამარტივებული წერისადმი მიდრეკილება
ორივე ანბანში ასოთა მოხაზულობანი მარჯვნივ გადახარა და მათ მიანიჭა კუთხოვანი ფორმა. ამან
ერთგვარად წაშალა ქართულისათვის დამახასიათებელი ჰორიზონტალური შვერილებისა და წრიულ-
რკალური ელემენტების თვალსაჩინოება. ეს მოხდა IX საუკუნიდან და მოსალოდნელია, რომ ქართული
და სოხმური ანბანების ერთიანი წარმოშობის ვერსიაც ამის შემდეგ გაჩნდა.
პრინციპული განსხვავებაა ქართულ და სომხურ ანბანს შორის ასოთა რიგში. ქართულში
სპეციფიკური ასოები (რომლებიც არ იყო დამახასიათებელი სემური და ბერძნული ანბანებისათვის)
ქართული ენის ბგერათა ბუნების შესაბამისად ანბანის ბოლოსაა განლაგებული; სომხურ ანბანში კი
სპეციფიკური ასოები ანბანის სხვადასხვა ადგილას არიან გაფანტულნი. ასოთა რიგზე დაკვირვება იმის
თქმის საშუალებასაც იძლევა, რომ სომხური და ქართული ანბანები ორ სხვადასხვა ეპოქის ასოთა რიგს
წარმოადგენენ. ქართული ანბანში მე-6 ადგილას დგას „ვინი“, იქვე, სადაც იდგა შესაბამისი ასო უძველეს
ბერძნულში. სომხურში კი შესატყვისი ასო 30-ე ადგილას დგას, სწორედ იქ, სადაც დაიჭირა ამ ასომ
ადგილი ბერძნული ალფაბეტის გვიანდელი გადამუშავების (ჩვ.წ.აღ-მდე VI-V საუკუნეები) შემდეგ.
მაშასადამე, ამ შემთხვევაში ქართული მხარს უჭერს უძველესი ბერძნულის ასოთა რიგს, ხოლო
სომხური ბერძნულის შემდეგდროინდელ გადამუშავებას.

6.ქართული ანბანის ბერძნულიდან მომდინარეობის თეორია.


ქართული ანბანი რომ ბერძნულიდან უნდა მომდინარეობდეს, ამის შესახებ ვარაუდი
პირველად ვიქტორ გარდტჰაუზენმა გამოთქვა 1876 წელს. კორნელი კეკელიძის აზრითაც, ქართული
დამწერლობა ბერძნულიდან მომდინარეობს. ამ თვალსაზრისს, კ. კეკელიძის აზრით, რამდენიმე
არგუმენტი უმყარებს ზურგს: 1. ანბანის შემოღებისას „ბერძნებს, როგორც ქრისტიანობისა და მისი
მწერლობის პირველწყაროს, მეტი კულტურული და მისაბაძი ღირებულება ექნებოდათ
ქართველებისთვის. 2. წერასთან დაკავშირებული ზოგი ტერმინი ქართულში ნასესხებია ბერძნულიდან:
კალამი, მელანი, წიგნი 3. ქართულში, ისევე როგორც ბერძნულში, გვაქვს ხმოვანთა გამომხატველი
ნიშნები. ასეთი ნიშნები პირველად ბერძნებმა შემოიღეს. 4. წერის მიმართულება ბერძნულის მსგავსია
(მარცხნიდან - მარჯვნივ) 5. ასოების რიგი და თანმიმდევრობა ბერძნულისას ემთხვევა.
აკაკი შანიძე მიუთითებს, რომ ქართულ ანბანზე გავლენა მოუხდენია ბერძნულს, კერძოდ: 1.
ქართულ ანბანში ბერძნულის ზეგავლენით არის შემოღებული ჵ, ჱ და უ -ს დაწერის წესი. 2.ბერძნულის
გავლენითაა შეპირობებული ის, რომ თ-ს ქართულ ანბანში მე-9 ადგილი უჭირავას, ხოლო ტ-ს 29-ე.
3.აშკარაა ასოთა რიცხვითი მნიშვნელობის შენარჩუნების ტენდენცია. ამრიგად, ბერძნული და
ქართული 22 ნიშნის რიგი და რიცხვითი მნიშვნელობა ერთმანეთს ზუსტად შეესატყვისება.
თამაზ გამყრელიძე ქართულ დამწერლობას მიიჩნევს ერთ-ერთ სრულყოფილ ანბანურ წერით
სისტემად გრაფიკული სიმბოლოების ენის ფონემურ ერთეულებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
ქართული ასომთავრული დამწერლობა არის ანბანური დმაწერლობის ტიპური ნიმუში და მისი
წარმოშობაც ტიპოლოგიურად უკავშირდება დამწერლობათა შექმნას იმ მეზობელ ქვენებში, რომელთაც
საქართველოს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა.
თ. გამყრელიძის აზრით, წერითი სისტემა არის სტრუქტურა, რომელსაც აქვს ორი მხარე
(პლანი): ა) გამოხატულების და ბ) შინაარსის. ის ქართული ანბანის ბერძნულიდან მომდინარეობის
დასაბუთებისას სწორედ ამ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას. ძველი სემიტური დამწერლობებში
(ფინინკიური, ქანაანური, არამეული) თითოეულო გრაფიკული ნიშანი გამოხატავს ცალკე თანხმოვან
ფონემას ( 22 ფონემა - 22 ასო-ნიშანი). მას არ გააჩნია ცალკე ნიშნები ხმოვნების გამოსახატავად და
ამიტომ ყოველი ნიშანი, რომელიც თანხმოვნის გამომხატველ ნიშანსიმბოლოდ არის მიჩნეული,
არსებითად მარცვალის (ე. ი. თანხმოვანს + ხმოვანი) გამომხატველად გვევლინება, ამდენად ის
გარკვეულწილად კონსონსტურ-სილაბურ დამწერლობად შეიძლება ჩაითვალოს.
რომელი ანბანი გამოიყენა ქართული ანბანის შემქმნელმა ნიმუშად? ძველი სემიტური თუ
ძველი ბერძნული? ძველი სემიტური ვერ იქნებოდა პროტოტიპი, თუნდაც იმიტომ, რომ ის ნარევი
ტიპის კონსონანტურ-სილაბური დამწერლობაა, მაშინ როცა ქართულ დამწერლობაში მკაცრად არის
გატარებული წერის ანბანური პრინციპი, რაც პირველად ბერძნულ წერით სისტემში განხორციელდა.
დღეისათვის გამოვლენილია ნიშანთა კომპლექსი, რომლის მიხედვითაც ქართული
დამწერლობა უახლოვდება ბერძნულს და უპირისპირდება სემიტურს: 1. წერის მიმრთულება ქართულს
ისეთივე აქვს, როგორიც ბერძნულს (მარცხნიდან მარჯვნივ) და ამგვარივეა წერის მიმართულება ყველა
იმ დამწერლობაში, რომელიც ბერძნულიდან მოდინარეობს. 2. ქართულ ანბანში, ისევე როგორც
ბერძნულში, გვაქვს ხმოვნების გამომხატველი ნიშნებიც. სემიტური კონსონატური ანბანი ბერძნებმა
გაახმოვანეს პირველად. 3. სემიტურ ანბანში წერის მიმართულება საპირისპიროა (მარჯვნიდან
მარცხნივ). 4. სემიტური ანბანი კონსონანტურია. მასში ხმოვნის აღმნიშვნელი ნიშნები არ არის. 5.
ქართულ ანბანში ანიდან ქანამდე ასოთა მიმდევრობა და რიცხვითი მნიშვნელობა (ორიოდე
გამონაკლისის გარდა) ბერძნულის იდენტურია. ქ-ს შემდეგ კი მოთავსებულია ქართული ენის
ფონეტიკური სისტემისთვის სპეციფიკური თანხმოვნების გამომხატველი გრაფემები. ესენია: ღ ყ შ ჩ ც ძ
წ ჭ ხ ჴ ჯ ჰ. 6. ქართული დამწერლობის პროტოტიპად სემიტური სისტემა რომ აეღოთ, დანართ ნაწილში
არ მოხვდებოდა ყ, შ, წ თანახმოვანთა გამოხატველი ნიშნები. 7. შენიშნულია, რომ მათი რიგიც არ არის
შემთხვევითი და გარკვეული ფონეტიკური პრინციპითაა განლაგებული. 8. ზოგი ასოს დაწერილობა
ბერძნულიდან არის გადმოღებული, ან ძალიან ახლოს დგას მასთან. 9. ჳ გრაფემა ქართულში
შემოღებულია, როგორც ბერძნული უ ნიშნის ეკვივლენტი. 10. ზოგიერთი სხვა ქართული ასოც
ამჟღავნებს გრაფიკულ მსგავსებას ბერძნულ ასოებთან (ფ, თ, ქ, ი,).
თითქმის ყველა ზემოთგანხილული შემთხვევა ეწინააღმდეგება ქართული ანბანის ძირითად
ფონეტიკურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ერთი გრაფემა გამოხატავს ერთ ბგერას და ერთი ბგერა
წერისას ერთი ნიშნით გადმოიცემა.

7.განსხვავებული მოსაზრება ქართული ანბანის შექმნის დროსთან დაკავშირებით და მათი


კრიტიკული ანალიზი.
აზრთა სხვაობა შეინიშნება ქართული ანბანის წარმოშობის დროის საკითხშიც.
ერთი თვალსაზრისით ქართული ანბანის წარმოშობა უნდა დაუკავშირდეს საქართველოში
ქრისტიანობის გავრცელებას და იმ საჭიროებას, რასაც ეროვნული ქრისტიანული მწერლობის შექმნა
მოითხოვდა. ასე მოხდა აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად სომხეთში. ამ თვალსაზრისს
მხარს უჭერს ის გარემოება, რომ ქართული ეპიგრაფიკული წარწერები მხოლოდ ქრისტიანული
ეპოქიდან ჩანს, ხოლო არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი
წარმართული ხანის წარწერები მხოლოდ და მხოლოდ ბერძნულ და არამეულ ენებზეა შესრულებული.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ თვალსაზრისით სერაფიტას საფლავის ქვის ორენოვანი
წარწერა - არმაზის ბილინგვა, რომელზეც თქმულია მცხეთელ პიტიახშის მშვენიერი ასულის, ივერთა
დიდი მეფის ეზოსმოძღვრის ახალგაზრდა მეუღლის 21 წლის სერაფიტას გარდაცვალების ტრაგიკული
ამბავი ორ ენაზე: ბერძნულად და არამეულად, მაგრამ ქართულად კი - არა. დასკვნა თითქოს უეჭველია:
ქართული დამწერლობა ამ დროს არ არსებობდა (II საუკუნე ჩვენი წელთაღრიცხვისა).
მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, არ შეიძლება მოხსნილად ჩაითვალოს ის თვალსაზრისიც,
რომლის თანახმად ქართული დამწერლობის შექმნა უნდა დაუკავშირდეს პირველი ქართული
სახელმწიფოს ფორმირების ეპოქას. ქრისტიანო ბამდელი წარწერების აღმოუჩენლობა თუ
მოუღწევლობა უშუალოდ და ცალსახად არ მიუთითებს ამ ეპოქაში ქართული დამწერლობის
არარსებობაზე. ჩვენამდე მოღწეული და ძველ საქართველოში დაცული საკულტო-არქიტექტურული
ძეგლების აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანულ ღვთისმსახურებასთანაა დაკავშირებული და
ბუნებრივია, ისინი წარწერებსაც ქრისტიანული ეპოქიდან ინახავენ. არმაზის ბილინგვის ორენოვან
წარწერაში ქართულის არარსებობა, უწინარეს ყოვლისა უნდა აიხსნას ივერთა დიდი მეფის
ქსეფარნუგის სამეფო კარის განწყობილებებით და ზევახ პიტიახშის და იოდმანგან ეზოსმოძღვრის
ოჯახის ინტერესებით, რომელთა სრულყოფილი გათვალსიწინება ახლა შეუძლებელია, და არა
ქართული დამწერლობის არარსებობით. ამაზე მეტყველებს XIX საუკუნის ქართველ დიდებულთა
ასობით საფლავის ქვა, მხოლოდ რუსული წარწერებით შემკობილი. იმავე სიბრტყეზე უნდა იქნეს
განხილული არქეოლოგთა მიერ ქრისტინობამდელი ეპოქიდან მხოლოდ ბერძნული და არამეული
წარწერების მიგნება: არამეულ და ბერძნულ წარწერათა არსებობა ქართველ მეფეთა და პიტიახშთა
სამარხებში ნაპოვნ ნივთებსა და საფლავის ქვებზე არ არის მოულოდნელი არც იმ შემთხვევაში, თუ ამ
დროისათვის ქართული ანბანის არსებობას დავუშვებთ. პირიქით, მეფისა და პიტიახშის ოჯახი საპატიო
წარწერას უპირატესად ალბათ სწორედ საერთაშორისო ენაზე შეუკვეთავდა. მეფეთა და პიტიახშთა მიერ
ამ პერიოდში ქართული ალფაბეტის გამოყენება უფრო მოსალოდნელია ვენზელებში, ლიგატურებში,
ინიციალების აღნიშვნის დროს. ქართული ანბანის არარსებობაზე მითითებად გამოდგებოდა მხოლოდ
ისეთი წარწერები, რომლებიც ქართულ ენაზე იკითხება, მაგრამ სხვა ანბანითაა შესრულებული. ასეთი
რამ კი ჯერჯერობით მიგნებული არ არის. მეორე მხრივ კი თვითონ ქართული ანბანი და მის შექმნასთან
დაკავშირებული ზოგიერთი გარემოება ამ ანბანის ჩვენს წელთაღრიცხვამდე ფორმირებაზე უფრო
მიგვანიშნებს. ამ თვალსაზრისით, ვფირობთ, ანგარიშგასაწევია ზოგიერთი გარემოება:
1. როგორც შენიშნულია, ქართული ანბანის ასოთა რიგი ზედმიწევნით ემთხვევა არქაული
ბერძნულის ასოთა მიმდევრობას. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულში ასო „ვინ“-ის
მე-6 ადგილზე მოთავსება, რაც პარალელს მხოლოდ ფინიკიურსა და უძველეს ბერძნულში პოულობს.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ქართული ანბანი ჩვენი წელთაღრიცხვით IV-V საუკუნეებში ასოთა რიგზე
ეწყობა ბერძნულის მიხედვით, მაგრამ პირველსახედ იღებდა არა იმდროინდელი ბერძნულის
დაკანონებულ რიგს, არამედ არქაულს, დაახლოებით ათი საუკუნის წინ შეცვლილს.
2. როგორც შენიშნულია ქართული ასომთავრულის ერთიანი გრაფიკული სისტემიდან
გამონაკლისია ასო „ჯანი“. იგი არ არის შექმნილი კვადრატის სივრცეში წრისა და წრფის პროპორციული
ელემენტების შეერთებით (ასეა შექმნილი სხვა ქართული ასოები) და სტილისტურად ერთიან
გრაფიკულ სისტემაში განცალკევებით დგას – ერთადერთი ასოა, რომელიც წარმოდგე ნილია
ჯვარედინი, ურთიერთგადამკვეთი ხაზებით. ე. მაჭავარიანის დასკვნით ასომთავრული „ჯანი“
შექმნილია იესო ქრისტეს ინიციალების გრაფიკული შეერთებით და გამოხატავას მონოგრამას,
რომელიც შინაარსობრივად სიტყვა ჯვარის პირველ ასოს გადმოსცემს, ხოლო მხატვრული ფორმითაც
ჯვარს ემსგავსება. ამით ქართული ანბანი გამოეხმაურა ქრისტიანული ეპოქისათვის დამახასიათებელ
ტენდენციას – ჯვარცმული ქრისტეს სიმბოლოდ ჯვარის გამოსახულების დამკვიდრებას. ამავე დროს,
ასო „ჯანის“ გამოსახატავად ქრისტეს მონოგრამის დამკვიდრება, რაც, ბუნებრივია, საქართველოში
ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებული რეფორმაა. გულისხმობს მანამდე ქართული
ასომთავრულის ერთიანი სისტემის უკვე არსებობას - ასო „ჯანი“ თავისთავად დაშორებულია ამ ერთიან
სისტემას და იგი უკვე არსებული და სახელდებული ორი ასოს შეერთებაა.
3. ქართული ანბანის შექმნის დროის განსაზღვრისას, ვფიქრობთ, პრინციპული
მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ძველ საქართველოში დამკვიდრებულ ტრადიციას. ქრისტიანული
საქართველო ქართული დამწერლობის თაობაზე გვაწვდის ერთადერთ აზრს – ეს ანბანი წარმართულ
ეპოქაში ფორმირებულად მიაჩნია. ეს გარემოება უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ
ქართული ქრისტიანული მწერლობა, თანახმად ზოგადქრისტიანული ტრადიცი ისა, არაერთგზის
გახაზავს ქრისტიანობამდელი საქართველოს გაუნათლებელ და ველურ ყოფას („მოქცევაჲ ქართლისაჲ“,
ლეონტი მროველი და სხვა). ამ პირობებში ქართული ქრისტიანობის მიერ ყოვლად მოულოდნელი
იქნებოდა იმ ფაქტის დავიწყება, ქართული დამწერლობა რომ ქრისტიანობისდროინდელი შემოქმედება
იყოს. უფრო მეტიც, ქართველი ქრისტიანი მემატიანის მიერ ქართული მწიგნობრობის წარმართულ
ეპოქაში შექმნის ხაზგასმით აღნიშვნა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ტრადიცია მტკიცე და უდავო
იყო.

8.ეპიგრაფიკული ძეგლები, როგორც ქართული პალეოგრაფიის წყარო. წარწერების


კლასიფიკაცია მასალის, შესრულების ტექნიკისა და შინაარსის მიხედვით. უძველესი
წარწერების პალეოგრაფიული და ენობრივი თავისებურებანი. უთარიღო ეპიგრაფიკულ
ძეგლთა დათარიღების კრიტერიუმები.
წარწერები წარმოადგენენ მნიშვნელოვან მასალას ქართული დამწერლობის განვითარების
შესასწავლად. დღეისათვის ცნობილია რამდენიმე ათეული ათასი წარწერა. ტერმინი წარწერა, მისი
დღევანდელი მნიშვნელობით, ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში არ გვხვდება. ქვაზე წარწერის
გაკეთებას აღნიშნავდა ტერმინი “გამოქანდაკება“. ეპიგრაფიკული ძგელები ოთხ ჯგუფად იყოფა, ესენია:
ლაპიდალური, მოზაიკური, ჭედური და ფრესკული. მათგან უძველესია ლაპიდარული წარწერები.
ლაპიდალური წარწერები შესრულების წესის მიხედვით: რელიეფური და ამოღარული
(შთაჭრილი). XI საუკუნიდან ლაპიდარულ წარწერებში გვხვდება ასომთავრულის ისეთი
დეკორატიული სახეობები, როგორებიცაა: 1. კიდურწერტილოვანი დეკორატიული დამწერლობა,
სადაც ასოთა კიდურებში, აგრეთვე ქარაგმის ხაზის ბოლოებში, დასმულია ღრმა წერტილები. ამ წესით
შესრულებული უძველესი წარწერაა 1006 წლით დათარიღებული გურგენ მეფეთ- მეფის სამშენებლო
წარწერა იშხნის მცირე ეკლესიის სამხრეთი შესასვლელის ტიმპანზე; 2. კიდურწაისრული -
დამწერლობა ერთ-ერთი დეკორატიული, კალიგრაფიული სახეობა. მისთვის დამახასიათებელია
ხაზების კიდურებში სამკუთხედის ფორმის წაისრული დეკორატიული ელემენტები; ეს ელემენტები
გვხდება აგრეთვე ასოს ტანის სხვა ნაწილებშიც, ქარაგმის ხაზებშიც. კიდურწაისრული დამწერლობა,
ძირითადად, X საუკუნის მიწურულიდან XI საუკუნის შუა ხანებამდეა გავრცელებული, თუმცა,
გამონაკლისის სახით, იგი XII საუკუნის რამდენიმე ლაპიდარულ წარწერაშიც გვხვდება ( სამთავისის
და ნიკორწმინდის წარწერა); 3. კიდურყვავილოვანი დამწერლობა - ასოთა კიდურებში, აგრეთვე, სხვა
ნაწილშიც, ქარაგმის ხაზის ბოლოებში გამოყვანილია ფოთლის ფორმის ნიშნები. ძირითადად იყო
გავრცელებული XI საუკუნეში , თუმცა ამ კალიგრაფიული სახეობით შესრულებული ასომთავრული
ლაპიდარული, ჭედური და ფრესკული წარწერები შედარებით გვიანაც გვხვდება. ფართოდ
გამოიყენებოდა ხელნაწერებშიც, უპირველესად საზედაო ასოების სახით. განსაკუთრებით
გავრცელებული იყო ჭედურ წარწერებში. ფრესკული ძეგლები XIII საუკუნით თარიღდება.
უთარიღო ძეგლთა დათარიღების კრიტერიუმებია: პალეოგრაფიული - ასოთა მოხაზულობით;
ენობრივი - გრამატიკულად; ისტორიული - მოხსენიებული პირები.
უძველესი ხელნაწერებია: ნეკრესის წარწერები ( I – IV სს), დავათის სტელა (IV საუკუნის II
ნახევარი /VII ს.), პალესტინის წარწერები (V ს-ის 30-იანი წლები), ბოლნისის სიონის წარწერები (493-494
წ.წ), უკანგორის წარწერები (VI საუკუნის დასაწყისი), მცხეთის ჯვრის წარწერები (VI-VII საუკუნეები) ,
წყისის წარწერა (616-619 წ.წ.), კუმურდის წარწერა (VII ს), ატენის სიონის წარწერები (უძველესი წარწერა
739 წელსაა შესრულებული) და სხვ. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
ბოლნისის სამშენებლო წარწერა ბოლნური ჯვრის ქვეშ, ჩარჩოში გამოქანდაკებული
ასომთავრული, რელიეფური ოთხსტრიქონიანი წარწერაა. პალეოგრაფიული თვალსაზრისით
არქაულია: თავშეკრულია Ⴁ, Ⴗ და Ⴣ (ბ, ჳ, ყ) გრაფემები. შ ერთ შემთხვევაშია თავშეკრული (შეიწყალენ
- მე-3 სტრიქონში) წარწერის ნაწილი დაზიანებულია. იგი 1937 წელს აღმოაჩინეს. აღდგენა და,
შესაბამისად, ტექსტის ინტერპრეტაცია ( დათარიღებაც) ხდება სხვადასხვაგვარად. ენოვრიბად:
დასტურდება ხანმეტი ფორმები: თაყვანიხცეს, ხულოცოს. ისტორიულად: დასახელებულია პეროზი,
ეპისკოპოსი ( დავითი)? ათხუთმეტი წელი დაათარიღა: შანიძემ - 493-494წწ.
დავით ეპისკოპოსის წარწერა - დავით ეპისკოპოსის მემორიალური წარწერის ცენტრში, ორმაგ
წრეში ჩასმული ე.წ. ბოლნური ჯვარია გამოსახული, ხოლო მის გარშემო 8 სტრიქონად განლაგებული
წარწერის ტექსტი მთლიანად ავსებს ქვის ზედაპირს. პალეოგრაფიული თვალსაზრისით საინტერესოა:
თავშეკრულია b, K, S, y (ბ, ჳ, შ, ყ) , შესრულებულია ასომთავრული ანბანით რელიეფურად, წარწერას
განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს, სიტყვები ერთმანეთისაგან არ არის დაცილებული; ენოვრივად
ხანმეტია (შეხეწიე); დასახელებულია დავით ეპისკოპოსი, რომელიც სომხურ საისტორიო ძეგლში
“ეპისტოლეთა წიგნშიცაა” მოხსენიებული. იგი, სხვა ქართველ და სომეხ მღვდელმთავრებთან ერთად,
ხელს აწერს ამ დვინის საეკლესიო კრების აქტებს. დათარიღება: ივ. ჯავახიშვილმა V-VI sაუკუნეების
მიჯნით დაათარიღა.
მცხეთის ჯვრის მონასტრის წარწერები - პალეოგრაფიული და ენობრივი თავისებურებები: ბ,
ვიე და ყ ასოების თავშეკრულობა; ხანმეტობა; ადარნასე ვიპიტოსის წარწერა, ივანე ჯავახიშვილის
აზრით, დაახლ. 30 წლით გვიანდელია დემეტრეს წარწერაზე; მისივე აზრით, წარწერის სიძველის
დასტური პალეოგრაფიული თვალსაზრისით არის Ⴣ გრაფემის თავშეკრულობა; თუ ადრნესეს
წარწერის "მეოხ-ეყავ" ზმნას შევადარებთ დემეტრე ჳპატოსის წარწერის "მეოხ-ხეყავ" ფორმას, ადვილად
დავინახავთ, რომ ხ აკლია. ამასთან ხ-ს კლებას ვერ ავხსნით იმით, რომ ოსტატმა ერთი ხ დაწერა ორი
ერთმანეთის მომდევნო იდენტური გრაფემის ნაცვლად, ვერც იმით, რომ იგი ამოტეხილია; როგორც
ჩანს, უკვე VII საუკუნის I ნახევარში ხ პრეფიქსი მესამე ირ. ობიექტური პირის ნიშნად ცოცხალ
მეტყველებაში იკარგება ხანმეტობა, როგორც ენობრივი მოვლენა, იბერიის ტერიტორიაზე მოშლის
გზაზეა.
დავათის სტელა (ასომთავრულია) ორ მტავარ ანგელოზს უჭირავს ეტრატი, რომელზეც
შესრულებულია ქართული ანბანი ასომტავრულად. გამოტქმულია აზრი რომ ის IVს-ით თარიღდება.
ასოებს: კ, ტ, ჭ ქარაგმები უზით და ფიქრობენ რომ ეს ასოტა რიცხვით მნიშვნელობებს გამოხატავს და
ესწ მინიშნებული რიცხვი 5320 არის 5604-5320=284, ესეიგი ანბანის შექმნის ტარიღია.

10.ძველი ქართული ხელნაწერები, როგორც ქართული პალეოგრაფიის წყარო: ხანმეტი


პალიმფსესტები, ხანმეტი და ჰაემეტი ლექციონარები. სანნარევი ტექსტების შემცველი
უძველესი ხელნაწერები - სინური მრავალთავი, სახარების უძველესი თარიღიანი ნუსხები,
ბიბლიის პირველი თარიღიანი ხელნაწერი.
11. ხანმეტი პალიმფსესტები. მათი აღმოჩენისა და შესწავლის ისტორია. ტერმინ
„ხანმეტის"განსხვავებული ინტერპრეტაციები და აკაკი შანიძის მიერ მისი მნიშვნელობისახსნა
ახალი აღმოჩენების ფონზე. ტერმინები „ჰაემეტი"და „სან-ნარევი".
მრავალთავი მრავალი თავისგან, ე. ი. მრავალი ნაწარმოებისაგან შემდგარი კრებულია.
დანიშნულება - ლიტურგიკული. სხვადასხვა დღესასაწაულზე საკითხავი მასალა შინაარსი -
წარმოადგენს დღესასწაულთა შემკობას. იგი გადაწერილია 864 წელს, ასევე პირველია სადაც ნუხსური
ანბანით დაწერილი ტექსტი გვხვდება. ანდერძიდან ვიგებთ, რომ 1. ხელნაწერის შექმნის ინიციატორი
ყოფილა მაკარი ლეთეთელი. 2. გადამწერები: კრებული რამდენიმე გადამწერს გადუწერია. 3.
გადაწერის თარიღი 4. გადაწერის ადგილი: „დაიწერა ესე წიგნი იერუსალჱმს, ლავრასა დიდსა წმიდისა
და ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსსა,“ საკუთრება: „შევწირე წმიდაჲ ესე მრავალთავი წმიდათწმიდასა
მთასა სინას საჴსენებელად და სარგებელად თავთა ჩუენთა და სულთა ჩუენთათჳს“ 5. 981 წელს წიგნი
მესამედ შეუმოსავს იოანე ზოსიმეს, მასვე ხელნაწერის ბოლო გვერდზე ჩაუწერია „ქებაჲ და დიდებაჲ
ქართულისა ენისაჲ.
ა. შანიძე აღნიშნავს, რომ ასოთა მოხაზულობა ძირითადად ამ პერიოდის სხვა ძეგლების
მსგავსია, თუმცა შეინიშნება რამდენიმე თავისებურებაც: ქ ასოს ჰორიზონტალური ხაზის ქვემოთ
ჩამოწევა, ბ და გ ასოს ქვედა ჰორიზონტალური ხაზის ქვემოთ ჩამოგრძელება. ბ და ყ ასოები ხშირად
თავშეკრულია, თავშეკრულია ზოგჯერ ჳ-ც. ხელნაწერს ახასითებს საზედაო ასოების სადა გაფორმება.
დეკორიც მინიმალურია. ძირითადად, სიტყვები ინტერვალით არის დაშორებული ერთმანეთს. ალაგ-
ალაგ სიტყვების გასამიჯნად გამოყენებული ერთი წერტილი. წინადადების ბოლოს იწერება
ორწერტილი, სამი წერტილი - აბზაცის ბოლოს. გამოყენებულია საკითხავის დასწყისში ქანწილი და
ასტერიქსიც. მთლიანობაში ძეგლი ნაწერია ნაწერია კალიგრაფიული ასომთავრულით, რომელიც
დიდად არ განსხავადება VIII-IX საუკუნეების ასოთა მოხაზულობისაგან.
რაც შეეხება უძველეს თარიღიან სახარებებს, განვიხილოთ თითოეული მათგანი:
1.ადიშის ოთხთავი 897წ გადაწერილია 897 წელს შატბერდში.ინახება მესტიის მხარეთმცოდნეობის
მუზეუმში, იპოვა სოფელ ჰადიშში ბესარიონ ნიჟარაძემ. ხელნაწერის მომგებელია სოფრონ, რომელიც
გრიგოლ ხანძთელის მოწაფე - სოფრონ იერუსალიმელი უნდა იყოს. გადამწერი - მიქაელი. ტექსტი
ჰაემეტი დედანიდან უნდა იყოს გადაწერილი, რასაც მოწმობს ჰაემეტი ფორმები: ჰცემდეს, ჰჭამთ,
ჰწყვიდეს, თავ-ჰუყოს, ჰვიქმ, ჰირქუამთ.... შატბერდში გადწერილი ხელნაწერი XI ს-ში „ოდესმე
ჯუმათისა მამასახლისმყოფელს“ ნიკოლაოსს, სხვა ხელნაწერებთან ერთად წამოუღია კლარჯეთიდან.
XV ს-დან ხელნაწერი დასტურდება ზემო სვანეთის სოფელ ადიშში. ხელნაწერი მეცნიერებისათვის
ცნობილი გახდა XIX საუკუნის შუა წლებში. სოფ. ადიშში იპოვა დეკანოზმა ბესარიონ ნიჟარაძემ,
ამიტომაც მის სახელად ადიშის სახარება დამკვიდრდა. ამჟამად ინახება სვანეთში, მესტიაში,
ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. დაწერილია ასომთავრული ანბანით ოქროსფერი მელნით ორ
სვეტად. ერთვის მოხატული კანონები სახარებათა მსგავსი ადგილების მითითება და მინიატურები.
ადიშის ოთხთავის ტექსტი რედაქციულად განსხვავდება სხვა ქართული სახარების ტექსტებისაგან და
ფაქტობრივად ამ რედაქციის ერთადერთი ხელნაწერია. მიჩნეულია, რომ ის სახარება-ოთხთავის
უძველესი ქართული თარგმანია, რომელიც მომდინარეობს ბერძნულიდან და ჩასწორებულია
სომხურის მიხედვით.
2. ოპიზის ოთხთავი - გადაიწერა ოპიზაში 913 წელს. მისი გადამწერი არის ვინმე გრიგოლი.
ინახება ათონის მთაზე - ივირონის მონასტრის წიგნთსაცავში. ოპიზის ოთხთავი გადაწერილი
ასომთავრულით. ნაწერია ეტრატზე. დაწერილია ყავისფერი მელნით. სათაურები, ზოგი საზედაო ასო,
მუხლების სათვალავი და ქვედა აშიაზე მიწერილი ევსების სათანხმებელში მახარებელთა სახელები
წითელი ფერის მელნით. წითელი ფერი გამოყენებულია ასევე ტექსტში გარკვეული ადგილების
გამოსაყოფად ოპიზის ოთხთავის ხელნაწერი „ გაცხოველებული“ და რედაქტირებული ხელნაწერია
მისი მელანგადასული ფურცლების აღდგენაზე უმუშავია გვიანდელ მწიგნობარს, რომელსაც
ხელნაწერის გვერდები გაუცხოველებია. გამცხოველებელი შავი ფერის მელნით მუშაობს და ცდილობს
ხელნაწერის გადამწერის, გრიგოლ ოპიზელის მიერ მუქი ყავისფერი მელნით გამოყვანილი
ასომთავრული ასოების მოხაზულობა გაიმეოროს, რასაც ზოგჯერ კარგად, უფრო ხშირად კი ნაკლები
ოსტატობით ახერხებს.გარდა გაცხოველებული ადგილებისა, ხელნაწერში აშკარად ჩანს ასევე გვიან,
ასევე შავი ფერის მელნით, ოღონდ ნუსხური ასოებით გასწორებული ადგილები, რაც ხელნაწერის
თავდაპირველ ტექსტზე გვიანდელი მწიგნობრის რედაქტორულ მუშაობას ადასტურებს. მიუხედვად
ხელნაწერში შეტანილი გვიანდლელი შესწორებებისა, ოპიზის ოთხთავი არის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ხელნაწერი ოთხთავის ძველი ქართული თარგმანებნის შემცველ ხელნაწერთა
შორის.
3. ჯრუჭის ოთხთავი 936წ გადაწერილი შატბერდში 936 წელს. მომგებელი გრიგოლი (
მირდატის ძე) გადამწერი: უცბად მჩხრეკალი გაბრიელი. ჩასმულია ტყავგადაკრულ ხის ყდაში. ნაწერია
ერთი ხელით, ასომთავრულით, ორ სვეტად. ანდერძები დაწერილია ნუსხურით. ნაწერია თხელ
ეტრატზე შავი მელნით, გარდა სათაურებისა და ზოგიერთი ინიციალისა, რომლებიც წითურად არის
ნაწერი. წითელი მელნითვეა შესრულებული მახარებელთა სახელების ინიციალები ქვემო აშიებზე
მოყვანილ სიმფონიაში. ჯრუჭის ხელნაწერი მოხატული ხელნაწერია 940 წელს წიგნი მოუხატავს
თევდორეს.
4. პარხლის ოთხთავი - 973 წ ანდერძიდან ცხადი ხდება, რომ ხელნაწერი გადაუწერია იოანე
ბერას 973 წელს ხელნაწერი ოსმალთა ტყვეობიდან გამოუხსნია მეფე ვახტანგ VI-ის სიძეს, ვახუშტი
აბაშიძეს. ამ ოთხთავს მიაგნო ექვთიმე თაყაიშვილმა ხაშურის მახლობლად, სოფელ ზემოჭალაში,
მაგრამ მისმა იმჟამინდელმა პატრონმა მღვდელმა არ დაუთმო. მოგვიანებით ოთხთავი გერმანიის
კონსულს მიუტანეს შესაძენად, რომელმაც ის, გარკვეული გარემოებების გამო, უნივერსტეტს დაუთმო.
ასევე გამორჩეულია გიორგი ათონელის რედაქციის შემცველი უძველესი თარიღიანი ნუსხა -
კალიპოსის ოთხთავი გადაწერილია შავ მთაზე, კალიპოსის მონასტერში. გადამწერი ბასილი
თორელყოფილი კალიპოსოსის ოთხთავი ოთხთავი 1060 წელს ე.ი. გიორგის სიცოცხლეშია,
გადაწერილი და როგორც გადამწერის ანდერძიდან ირკვევა, გადაწერილია გიორგის თარგმნილი
სახარებიდან.
5.ბიბლიის უძველესი ხელნაწერი - 978 წ. ამჟამად დაცულია ათონის მთის ქართველთა
მონასტრის წიგნთსაცავში და ამიტომ მას ათონის ბიბლიასაც უწოდებენ ოშკის ანუ ათონის ბიბლიის
ხელნაწერი ამჟამად წარმოადგენს ორ ნაწილად აკინძულ კრებულს რომელიც მხოლოდ ძველი აღთქმის
წიგნებს შეიცავს ნაწერია ეტრატზე ნუსხურით, ორ სვეტად; სათაურები – მრგვლოვანით. ხელნაწერი
გადაწერილია სამი პირის – მიქაელის, სტეფანეს და გიორგის მიერ ხელნაწერის დამკვეთი ყოფილა
ათონის ქართველთა მონასტრის ცნობილი მოღვაწე, მონასტრის დამაარსებლის ძმა – იოანე-თორნიკე.
ხელნაწერი ძალზე დაზიანეულია: დაკარგულია ზოგიერთი წიგნი მთლიანად, ზოგი წიგნის მხოლოდ
რამდენიმე ფურცელიღა არის გადარჩენილი. არის მოგვიანებით (დაახლ. XI ს.) ჩამატებული
ფურცლებიც. ხელნაწერს დასაწყისშივე აკლია 256 ფურცელი.
ძველი ქართული ენის ძეგლები სამ ჯგუფად იყოფა: ხანმეტი, ჰაემეტი და სანნარევი. ეს
დაყოფა ემყარება იმას, თუ რომელი პრეფიქსები გამოხატავენ მეორე სუბიექტურსა და მესამე
ობიექტურ პირებს.
„ხანმეტი“ ეწოდება ისეთ წერილობით ძეგლებს, რომლებშიც მეორე სუბიექტური და მესამე
ობიექტური პირების ნიშნად ხ — პრეფიქსია გაბატონებული. ხ — პრეფიქსი გვაქვს
აგრეთვე ზედსართავი სახელისა და ზმნიზედის უფროობითი ხარისხის ფორმებსა და ი -
პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ზმნებში. ისეთ ტექსტებს, სადაც ზემოთ დასახელებულ ფორმებში ჰ -
იხმარება, ჰაემეტი ჰქვია, ხოლო სანნარევს უწოდებენ წერილობით ძეგლებს, რომლებშიც სუბიექტური
მეორე და ობიექტური მესამე პირების მაწარმოებლად დ თ ტ ძ ც წ ჯ ჩ ჭ თანხმოვანთა წინ ს
- პრეფიქსი დასტურდება. სანნარევი ტექსტები IX საუკუნიდან გვხვდება.

12.დაქარაგმება ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში. დაქარაგმების სახეები და წესები.


ასოთა რიცხვითი მნიშვნელობა.რიცხვების ასოებით გამოხატვის პრინციპები.
სიტყვის შემოკებით დაწერას დაქარაგმება ეწოდება. შემოკლებული სიტყვის თავზე ქარაგმის
ნიშანი დაისმის: V-VII სს-ში - სწორი ხაზი, Vს-ში კლაკნილი, ზოგჯერ ტიჩკა. ძველ ქართულ
ეპიგრაფიკულ ძეგლებსა და ხელნაწერებში რამდენიმე სახის დაქარაგმება გვხვდება.
<მხოლოასოიანი დაქარაგმება - ამგვარად ქართულში, როგორც წესი, მხოლოდ ორი კავშირი მოკლდება:
რამეთუ (რ~) და ხოლო (ხ~).
<იშვიათად: -გან თაAნდებული (გ~) და მოთხრობითი ბრუნვის ნიშანი -მან (მ~).
•<შუაშეEკვეცილობა - ამ წესით ქართულში, ბერძნული ხელნაწერების მსგავსად, მოკლდება უმეტესად:
1. ე. წ. წმინდა სახელები - ღმერთი (ღ˜ი), უფალი (ო˜ლი). ისრაFლი(ი˜ლი), იერუსალFმი (ი˜ლმი),
ქრისტე( ქ˜ე), ჯუარი(ჯ ˜ ი)...
2. ხშირად ხმარებული კავშირები:არამედ (ა˜დ),ვიდრე (ვ˜ე),ვითარცა(ვ˜ა),რაჲთარ˜ ა)... ო
3. თანდებულები _ ზედა (ზ˜ა), წინაშე (წ˜ე), -თDჳს (თ˜ს)...
4. ნაცვალსახელები _ ყოველი ყ˜ლი), რომელი (რ˜ლი), ჩუენ (ჩ˜ ნ)...
5. ზედსართავები _ წმიდაჲ (წ˜დჲ), კთ ˜ ლი (კეთილი), ეგევითარი (ეგვ ˜ რი),
6. ზმნები _ თქუა (თქ ˜ ა), ხრქუა (ხრქ ˜ ა)...
7. ზმნიზედები _ ფრიად (ფ˜დ), რაჟამს (რ˜ ჟს), მარადის (მ ˜ ს),კუალად (კ ˜ დ)...
8. არსებითი სახელები _ ლოცვაჲ (ლ˜ ჲ), სახარებაჲ (ს˜ ხრბჲ), Uმამაჲ (Uმმ ˜ ჲ)... მათ შორის ადამიანთა
საკუთარი სახელებიც _ იოანე (ი ˜ ნე), დავით (დ˜თ). მარიამ (მ˜ მ)...
დაქარაგმების წესებია: აუცილებელია სიტყვის პირველი ბგერის გამოხატვა (ღ~ი), არ შეიძლება
დაქარაგმება იწყებოდეს II ასოდან (თ~ი), როგორც წესი, წარმოდგენილია ერთზე მეტი ბგერითი
ერთეული (ქლქ~ი), გამონაკლისია კავშირები რამეთუ და ხოლო ( რ~ , ხ ~), აუცილებლად
წარმოდგენილია სიტყვის ბოლო ასო (ვ~ა), წარმოდგენილია სიტყვის ძირის თანხმოვანთა უმეტესობა
(მმ~ჲ), დაქარაგმება მორფოლოგიზირებულია (ქ~ლქი, ქ~ლქმნ, ქ~ლაქსა), დაქარაგმებისას არასოდეს არ
არის წარმოდგენილი პირველი ან მეორე მარცვლის ხმოვანი ქალ~ქი, ქ~ლაქი).
უძველეს წარწერებში სიტყვები ერთმანეთისგან არ გამოიყოფა. განკვეთილობის ნიშნები არ
იხმარება. სიტყვათა გამოცალკევება და განკვეთილობის ნიშანთა ხმარება დაიწყეს IX საუკუნიდან. ეს
წესი მტკიცედ დამკვიდრდდა XI საუკუნიდან. თუმცა საკმაოდ ხშირად სიტყვა შემოკლებულია,
ქარაგმის ნიშანი კი არ არის წარმოდგენილი.
ასოთა რიცხვითი მნიშვნელობა ციფრებით რიცხვითი სახელების გადმოცემა ქართულში X-XI
საუკუნემდე არ დასტურდება. უძველეს ნიმუშად მიიჩნევა ბაგრატის ტაძრის იატაკის გამაგრების
შესახებ წარწერა, სადაც თარიღი არაბული ციფრებითა მითითებული:„ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი
ქორონიკონი იყო 223“ = 1003 წ. იქამდე კი ციფრების ჩასაწერად გამოიყენებოდა ასოები.
ქართული ანბანის პირველი 9 ასო ( ა-თ) გამოხტავს ერთეულებს; მომდევნო 9 ასო (ი-ჟ)
გამოხატავს ათეულებს; შემდგომი ცხრა ასო (რ-შ) - ასეულებს; მომდევნო ცხრა ასო (ჩ-ჰ)- ათასეულებს ჵ
= 10 000 ასოთა თანმიმდევრობა რიცხვების გამოსახვისას განისაზღვრება თანრიგის მიხედვით.
ათასეული-ასეული-ათეული- ერთეული (ყველაზე ბოლოს (მარჯვნიდან პირველი) იწერება
ერთეულის აღმნიშვენლი ასო) მაგალითად: ი˜ა = 11; რლ˜დ =234; ჩყ˜პე = 1885; ც˜კ = 2020 ; ც˜კა = 2021.
როცა ასოები რიცხვებს გამოხატავენ, მათ, ჩვეულებრივ, ქარაგმის ნიშანი უზით. საინტერესოა, რომ
ქართულის „ოცობითი“ თვლის სისტემა წერილობით „ათობითი სიტემით გამოიხატება. რიცხვ-ნიშანთა
ათობითი სისტემა ქართულში არსებითად არ შეესაბამება ენაში გამოხატულ თვლის ოცობით სიტემას,
რაც რიცხვ-ნიშანთა სისტემის უცხოურ ( ბერძნულ) წარმომავლობას მოწმობს“. შემჩნეულია, რომ
თვლის სისტემა ენაში, რაც ენის არქაულ სტრუქტურულ სპეციფიკას ასახავს, ხშირად არ შეესაბამება
ამავე ენაში წარმოდგენილ რიცხ-ნიშანთა სისტემას, რომელიც შედარებით გვიანდელ კულტურულ
შენაძენს წარმოადგენს და შესაძლებელია, უცხოური წყაროდან მომდინარეობდეს. დღეს რიცხვების
გამოსახატად ვიყენებთ არაბულ ან რომაულ ციფრებს. რომაული ციფრებით რიცხვების გადმოსაცემად
გამოიყენება 7 ნიშანი, არაბულისთვის კი -10.

You might also like