You are on page 1of 8

ქართული ანბანი

„ქართლის ცხოვრების” მიხედვით ქართული დამწერლობა


იბერიის პირველმა მეფემ - ფარნავაზ I-მა - ჩვ. წ. აღ-მდე III
საუკუნეში შექმნა.
XI საუკუნეში მოღვაწე ლეონტი მროველის ცნობა სარწმუნოდ
მიაჩნდა რევაზ ბარამიძეს და თვლიდა, რომ ფარნავაზის
ცხოვრება თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ არის
აღწერილი. თუმცა, ამ ეპოქის წერილობითი ძეგლი ჩვენამდე
არ შემორჩენილა.
აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის მიერ 1990-იან,
2000-2003 წლებში რუსთავსა და ნეკრესში
ჩატარებული კვლევის მიხედვით აღმოჩენილია
ახალი წ. აღ-ით I საუკუნის ქართული წარწერები.

ბოლო დრომდე უძველეს წარწერებად მიჩნეული იყო


დავათის სტელის წარწერა (ახალი წ . აღ -ით IV-V ს .) და
ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492-493 წწ ) .
დავათის სტელა ( დაახლოებით 367 წელი)
თუ დავაკვირდებით, სურათზე შევამჩნევთ კ, ტ და ჭ ასოებზე
ქარაგმას. რამინ რამიშვილის აზრით, ციფრებით შეესაბამება:
5000+300+20. ქართული დამწერლობის დაარსებად ძვ. წ.აღ-ით
284 წელი მიიჩნევა. ბიბლიის მიხედვით, ქვეყნის შექმნიდან
ქრისტეს შობამდე 5604 წელი მოითვლება. დავათის სტელაზე
მინიშნებულია რიცხვი 5320.
5604 - 284 = 5320.
გრაკლიანის გორის წარწერები ცვლის დამწერლობის
ისტორიას. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი
წარწერა სრულიად უნიკალურია და მას ანალოგი არ აქვს
მსოფლიოში. შესრულებულია დაახლოებით 2700 წლის
წინათ.
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური  გათხრების შედეგად ქვის ხანიდან
ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების 300 000-წლიანი
უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 10 ფენის გათხრის
შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები – პირველყოფილი ადამიანების
სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების
ნივთები და ფარმაცევტული ხელსაწყო – ე.წ. სპატულა, რომელიც
წამლების, ხსნარების შესარევად გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი
ინფორმაციის მომცემია. არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული
სურათი მიიღეს: იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი, ერთმანეთზე
მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი; უმნიშვნელოვანესი
აღმოჩენაა ძვ. წ. IV ათასწლეულის საბეჭდავები, რომლის ანალოგი
სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია აღმოჩენილი;  ძვ.წ. V-IV საუკუნეებით
დათარიღებული ოქროს დისკო, რომლის ერთადერთი ანალოგი
არსებობს ქ. სუზაში (ირანი).  მნიშვნელოვანი და საინტერესოა
აღმოჩენილი რამდენიმე საკულტო ოთახი. მათ შორის, საკულტო
წისქვილი – 3 კონსტრუქციის ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი
იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ.
მსოფლიოში არ მოიპოვება გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ტაძრის
საკურთხევლის ბაქნის ანალოგი, რომელიც დიდი დედის კულტთან არის
დაკავშირებული. დიდი დედა, იგივე ღმერთების დედა
საკურთხეველთანაა გამოსახული.
მე-5 საუკუნის ავტორი კორიუნი ქართული და სომხური ანბანის

შექმნელად ასახელებს მესროპ მაშტოცს, თუმცა ლაზარე


ფარპეცი (მე-5 ს.)მას მხოლოდ სომხური ანბანის შექმნელად
მიიჩნევს. ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ ეს ცნობა
გვიანდელი, მე-6 საუკუნის ჩანართია.
ქართულ და სომხურ ანბანებს შორის მსგავსებასთან ერთად
განსხვავებაცაა. ქართული ანბანის პირველი ნაწილი ემთხვევა ბერძნული
ანბანის ასოთა განლაგებას, ხოლო ბოლო ასოები მხოლოდ
ქართულისთვისაა დამახასიათებელი (ღ,ყ ,შ,ც,ძ, წ, ჭ,ყ,ხ,ჯ,ჰ). სომხური
ენისთვის დამახასიათებელი ასოები სომხურ ანბანშია გაფანტული . ქართულ
და სოხურ ასოთა რიგი ერთმანეთს არ ემთხვევა. ქართული ასომთავრულისა
და სომხური ერკათაგირის გრაფიკაში არის მსგავსება , ხოლო ქართულ
ნუსხურს გრაფიკულად ჰგავს ერკათაგირის შემდგომი სახე ბოლორგირი .
ბოლოდროინდელი არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ
ქართული ასომთავრულის ნიმუშები ახალი წ . აღ-ით I საუკუნით თარიღდება.
ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ ფინიკიურ ანბანს უკავშირდებოდა ქართული
ანბანის წარმოშობა (ძვ. წ. აღ-ით VIII-VII საუკუნეებში. თამაზ გამყრელიძის აზრით კი
ბერძნული ანბანის გავლენით შეიქმნა ქართული, რადგან წერასა და მწერლობასთან
დაკავშირებული სიტყვები ბერძნულიდან შემოსულა ქართულში: კალამი, მელანი და
სხვ.

You might also like