You are on page 1of 4

დიპლომატიკა არის დამხმარე ისტორიული დისციპლინა, რომლის მეცნიერულ

დისციპლინად ჩამოყალიბებაც დაკავშირებულია ფრანგი მეცნიერის ბენედიქტელი


ბერის ჟან მაბილიონის სახელთან. დიპლომატიკა შეისწავლის იურიდიული ხასიათის
აქტებს, რომლებშიც იურიდიული ნორმების შესაბამისად არის დაფიქსირებული
ეკონომიკური ან პოლიტიკური გარიგება, ხელშეკრულება კერძო და საეკლესიო
პპირებს შორის ან ეკლესიასა და სახელმწიფოს ან სახელმწიფოებს შორის.
დიპლომატიკის მიზანია ჯერ განსაზღვროს ამ ტიპის დოკუმენტების წარმოშობა და მათი
სოციალური დანიშნულება და შემდეგ შეამზადოს იგი როგორც საისტორიო წყარო .
საქართველოში დიპლომატიკის პრაქტიკულ საფუძვლებს ვხედავთ მეთორმეტე
საუკუნეში, როდესაც არსებობდა სახელმძღვანელოები, რომელთა მიხედვითაც
დგებოდა საბუთები. მეჩვიდმეტე მეთვრამეტე საუკუნეებში მათ სამდივნო წიგნებს
უწოდებდნენ. საქართველოში მეცნიერული დიპლომატიკის პირველი ცდა ეკუთცვნის
ვახუშტი ბატონიშვილს, ნაშრომში ,,აღწერა სამეფოს საქართველოსასა, რომელშიც
ზოგდად არის დახასიათებული მეთექვსმეტე მეთვრამეტე საუკუნეების სიგელ-გუჯრები
ანუ მეფეთა ბრძანებულებები. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და მეოცე
საუკუნის დასაწყისში გამოქვეყნდა ქართული საბუთების კრებული და ამან ახალ ეტაპზე
აიყვანა მეცნიერული დიპლომატიკა. ამ დისციპლინის განვითარებაში განსაკუთრებული
როლი შეასრულა ივნე ჯავახიშვილმა, რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი ქართული
სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა. აქ მას ზოგადად აქვს დახასიათებული
ქართული და უცხოური დიპლომატიკა
ეპიგრაფიკა არის ისტორიის დამხმარე დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მყარ
მასალაზე შესრულებულ წარწერებს. ამ დისციპლინის ისტორია იწყება აღორძინების
ეპოქაში და მეცნიერულად ყალიბდება მეცხრამეტე საუკუნეში ბერძნული და ლათინური
წარწერების კორპუსების გამოცემისას. ეპიგრაფიკაში მაგარ მასალაზე შესრულრბული
წარწერები ორ ჯგუფად იყოფა: მონუმენტური ესეიგი ქვაზე, შენობის კედელზე,
მემორიალურ დაფაზე ამოკვეთილი სახელმწიფო დეკრეტები და კანონები,
სახელმწიფო მეთაურთა სამხედრო გამარჯვებები, დიდ მშენებლობათა ქრონოლოგია .
მეორე ჯგუფში შედის წარწერები პრაქტიკული დანიშნულების ნივთებზე, რომლებშიც
ასახულია სხვადასხვა სოციალური ფენის და სახელმწიფოს ცხოვრება. თავად ამ
ნივთების დანიშნულება და სხვა. ეპიგრაფიკა წარწერათა გარეგნულ მხარესთან
ერთად მათ შინაარსობრივ მხარესაც სწავლობს. მისი საშუალებით მოხერხდ მრავალი
მკვდარი ენისა და ცივილიზაციის შესახებ ცოდნის მიღება.

ისტორიის დამხმარე დისციპლინაა ჰერალდიკაც. გერბების შემსწავლელი


მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მათი გამოყენების ფორმალურ ცერემონიალებსა
და კანონებს. ჰერალდიკას საფუძველი ეყრება პირველიდან მეორე ჯვაროსნულ
ომამდე პერიოდში. რაინდული ტურნირების პირობებში, როდესაც რაინდთა ვინაობის
გამოსაკვეთად ფარზე პრიმიტიული ადვილად ამოცნობადი ჰერალდიკური
სიმბოლოები ჩნდება. თავდაპირველად გერბებს მხოლოდ სენიორები იყენებდნენ.1180
წლიდნ ჩნდება პირველი ქალაქური გერბები. 1200 წლიდან სასულიერო პირების
გერბები.
ქართული გერბების შესწავლით პირველად ვახუშტი ბატონიშვილი დაინტერესდა,
რომელმაც ატლასებთან ერთად შეიტანა ერთიანი და დაქუცმცებულ საქართველოში
არსებული გერბების ილუსტრაციები. ამ საკითხებს ეხება იოანე ბატონიშვილი
,,კალმასობაში’’, სადაც განმრტებულია გერბის ფუნქცი და ჩამოთვლილია მისი მთავარი
ელემენტები. იგი ერთამნეთისგან განასხვავებს დიდებულისა და მონასტრის
ინამძღოლის გერბებს. დიდებულის გერბს აქვს ნიშნები: გვირგვინი, პორფირი და
გამოსახულემა. მოსანტრისს წინამძღოლისას, მანტია, მიტრა და ეკლესიის
გამოსახულებ.
სფრაგისტიკა, რომელსაც მეორენაირად სიგილოგრაფიას უწოდებენ არის
ბეჭდებისა და საბეჭდავების შემსწავლელი დამხმარე ისტორიული დისციპლინა .
საბეჭდავი ეს არის სახვადასხვა მასალისგან დამზადებული ყალიბი ხოლო ბეჭედი
ანაბეჭდი. იგი როგორც საბუთის უტყუარობის ნიშანი ჯერ კიდევ ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში
გაჩნდა მესოპოტაპიაში. და მზადდებოდა მყარი ქვებისგან. მათ ასევე გამოიყენებდნენ
ეგეოსურ სამყაროშიც, რომსა და ახლო აღმოსავლეთში. შუა საუკუნეების დასავლეთ
ევროპასა და ბიზანტიაში გამოიყენებდნენ შეკიდულ ბეჭდებს,რომლებიც ზონრებით იყო
მიმაგრებული საბუთზე. დისციპლინის ისტორია იწყება მეთვრამერტე საუკუნიდან,
მაგრამ ამ პერიოდში ის დიპლომატიკის ნაწილი იყო და არა ცალკე დისციპლინა. ისინი
დოკუმენტის სინამდვილის დასადგენად და მათი დათარიღებისთვის გამოიყენებოდა .
მარავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალების დაგროვების შემდეგ მეცხრამეტე
საუკუნეში სფრაგისტიკა ყალიბდება როგორც ცალკე დისციპლინა, რომელიც
შეისწავლის ძველი სახელმწიფოების ჩამოყალიბების და განვითარების ისტორიას.
სფრაგისტიკის განვითარებაში დიდი როლი შეასრულეს ფრანგმა შლუმბერჟემ და
რუსმა ნიკოლაი ლიხაჩოვმა. საქართველოში საბეჭდავები გაჩნდა ძვ. წ. მეთოთხმეტე

საუკუნეში და ფართოდ გამოიყენებოდა ანტიკურ პერიოდში. ბეჭდები ჰქონდათ მე-


ფეებს, სამეფო საგვარეულოს წევრებს,დიდგვაროვან ფეოდალებს–
სხვადასხვა თანამდებობის პირებს, თავადებს, აზნაურებს, ეკლესიის
მსახურებს, აგრეთვე მოქალაქეებსა და ვაჭარ-ხელოსნებს. თითოეულ
მოღვაწეს რამდენიმე ბეჭედი ჰქონდა. ბეჭდის მფლობელი მათ ხმარობდა
მოღვაწეობის სხვადასხვა პერი-ოდში და სხვადასხვა ხასიათის
დოკუმენტებისთვისბეჭედს უსვამდნენ დოკუმენტის ბოლოს,
მოხსენიებულ პირთა თანამიმდევრობის მიხედვით
პალეოგრაფია გაჩნდა მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსა და მეთვრმეტე
საუკუნის დასაწყისში როგორც ბერძნული და ლათინური ენების
შემსწავლელი მეცნიერება. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან პალეოგრაფიას
გამოეყო ეპიგრაფიკა, კოდიკოლოგია, ფილიგრანოლოგია და მისი
განმარტება და საკვლევი საგანი შეიცვალა. მეოცე საუკუნეში გაჩნდა
ტენდენცია, რომ პაეოგრაფიის კვლევს სფეროში მოექციათ ყველა სახის
ძეგლის დამწერლობა. პალეოგრაფიას კვლევის სპეციფიკური მეთოდების
გამოყენებით შეუძლია დაუთარიღებელი წერილობითი ძეგლების
დათარიღება. ქართულ პალეოგრაფიას მეცნიერული საფუძველი ივანე
ჯავახიშვილმა შეუმზადა ნაშრომში ქართული დამწერლობათმცოდნეობა
ანუ პალეოგრაფფია.
კოდიკოლოგია შეისწავლის ხელნაწერ წიგნთა შენახვის, გამოცემისა და
გამოყენების პროცესებს. გადამწერთა სოციალურ და პროფესიულ
შემადგენლობას. ეს ტერმინი ალფონს დენმა გააჟღერა თავის ნაშრომში
ხელნაწერები. მან ყურადღება გაამახვილა კოდიკოლოგიისა და
პალეოგრაფიის მიმართებაზე, მისი თქმით, პალეოგრაფია შეისწავლის
ძველ დამწერლობას, კოდიკოლოგია კი არა მარტო ტექსტს არამედ
მთლიანად ხელნაწერს. კოდიკოლოგიის ამოცანა არის ისტორია,კატალოგის
შე-დგენა და კატალოგის ბიბლიოგრაფირება,ხელნაწერებით ვაჭრობის
შესწავლა,ხელნა-წერთა გამოყენება და ა.შ.,პალეოგრაფიის ამოცანად კი
მიიჩნია მასალის და დამწერლო-ბის შესწავლა.

ტექსტოლოგია–ისტორიულ–ფილოლოგიური დისციპლინაა,რომე-ლიც
კრიტიკულად შეისწავლის ისტორიულ დოკუმენტებს და ლიტერატუ-რულ
ნაწარმოებებს ტექსტის შედგენის ისტორიის შესწავლისა და მათი
მეცნიერულად გამოცემის მიზნით. ტექსტოლოგიას ჯერ კიდევ ანტიკურ
ეპო-ქაში ჩაეყარა საფუძველი და როგორც მეცნიერული
დისციპლინა,იგი XVIII ს-ში იღებს სათავეს.ტერმინი ტექსტოლოგია კი
პირველად გამოიყენა რუსმა ლიტერატურათმცოდნემ ბორის
ტომაშევსკიმ.ტექსტოლოგია მჭიდროდაა და-
კავშირებული წყაროთმცოდნეობასთან,პალეოგრაფიასთან და სპეციალურ
ის-ტორიულ დისციპლინებთან.

დროშების, ალმების ბაირაღების შემსწავლელი ისტორიის დამხმარე


დისციპლინა არის ვექსილოლოგია.მომდინარეობს ლათინური სიტვყვიდან
ვექსილუმ, რაც რომაელ ლეგიონერთა დროშას ნიშნავდა. იგი ჩაისახა
ამერიკასა და ევროპაში მეოცე საუკუნის სმოციან წლებში. დროშა თავისი
შინაარსით მრავალგვარია, კერძოდːსახელმწიფო,სამხედრო–სა-ზღვაო,
სასიგნალო,სავაჭრო და სხვ.დროშა მიიჩნევა სახელმწიფო სუვერენიტეტის
სიმ-ბოლოდ. სამხედრო დროშა სამხედრო ნაწილის
სიმბოლოა.იგი,როგორც მებრძოლთა შე-კრებისა და გაერთიანების ნიშანი
გაჩნდა ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოებში ინ-დოეთში,ჩინეთში და
სხვაგან.სამხედრო–საზღვაო დროშა განსაზღვრავს,თუ რომელი
სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს განეკუთვნება სამხედრო
ხომალდი.იგი ძველ რომ-ში გაჩნდა და საბოლოოდ, XVI-XVIII
საუკუნეებში დამკვიდრდა მსოფლიოში. დროშების უმრავლესობა
უკავშირდება უშუალოდ სამხედრო ისტორიას,უპირველეს ყოვლისა, რო-
გორც მოვლენათა მონაწილეს,და შემდეგ, როგორც სამხედრო დიდების
მატიანეს. დრო-შები წარმოადგენენ გამოყენებითი ხელოვნების ძეგლებს,
რამდენადაც მასზე მოცემუ-ლია შესანიშნავი დეკორატიული
გაფორმებები,ძვირფასი ნაქარგები,აპლიკაციები,მხატ-ვრული
გამოსახულებები.

You might also like