You are on page 1of 1

კონტაქტი

კონტაქტი ზმნის კატეგორიაა,რომელიც გამოხატავს, სუბიექტი პირდაპირ ობიექტზე


უშუალოდ მოქმედებს, თუ ირიბი ობიექტის მეშვეობით.

როცა სუბიექტი უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე, კონტაქტი


უშუალოა.მაგალითად აკეთებს,აშენებს,თლის,ხრის...

თუ სუბიექტი თვითონ კი არ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე,არამედ ის მხოლოდ


ავალებს,აიძულებს,უბრძანებს და სხვ. ირიბ ობიექტს,რომ მან შეასრულოს მოქმედება, ასეთ
შემთხვევაში კონტაქტი შუალობითია,ანუ შუალობითი კონტაქტის შემთხვევაში მოქმედების
შემსრულებელი არის არა სუბიექტი,არამედ- ირიბი ობიექტი. შუალობითი კონტაქტის
მაწარმოებლებია დაბოლოებები ინ და ევინ. მაგალითად: აკეთებ-ინ-ებს, აშენებ-ინ-ებს, ათლ-
ევინ-ებს, ახრ-ევინ-ებს...

დავიმახსოვროთ! შუალობითი კონტაქტის წარმოებისას არ უნდა დავკარგოთ კონტაქტის


მაწარმოებელი ნიშნის ნ და ვ თანხმოვნები. სწორია:
მოატანინა,გამოაგზავნინა,დააყრევინა,გაათხრევინა და არა-
მოატანია,გამოაგზავნია,დააყრეინა,გაათხრეინა...

You might also like