You are on page 1of 1

Ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ეგვიპტის დედოფლის გამოსახულება,ვეღარასოდეს

დაივიწყებს მის მშვენიერებას.მისი სახე ,დახვეწილი და განსაცვიფრებლად


ცოცხალი, დღემდე სილამაზის ეტალონად მიიჩნევა და ადამიანებს ათასგვარი
ლეგენდის შეთხზვისაკენ უბიძგებს.

Მას შემდეგ სამი ათას ხუთას წელზე მეტი გავიდა.ქვეყანა,რომელსაც


უმშვენიერესი დედოფალი მართავდა,შთანთქა დროის მტვერმა.აღიგავა
მიწისაგან პირისა ყოველივე,რაც მის სახელს უკავშირდებოდა,მაგრამ დედოფალი
აღდგა და მისი სილამაზე კვლავ ბატონობს სამყაროზე.

1912 წლია დეკემბერი იყო.გერმანელი არქეოლოგები იკვლევდნენ ეგვიპტის ერთ-


ერთი სოფლის,ელ ამარნის,მიდამოებს.ისინი ერთ-ერთი ნასახლარის მიდამოებში
იქექებოდნენ,როდესაც ქვიშასა და თავის ქალებს შორის დაინახეს თითქმის უნაკლოდ
შენახული სახე.მას მხოლოდ მარცხენა ყური ჰქონდა დაზიანბებული და მარცხენა
თვალის გუგა აკლდა.ეს იყო სრულყოფილი ქალის ბიუსტი,ნატიფი და შთამბეჭდავი
სახის ნაკვთებით.მშვებიერი უცნობი ქალის სანახავად ექსპედიციის ყველა წევრმა
მოირბინა.იმ დღეს ექსპედიციის ხელმძღვანელმა,პროფესორმა ლუდვიგ
ბორჰარდმა,თავის დღიურში ჩაწერა:,,ის სიცოცხლეს აფრქვევ,სუნთქავს...ამის
აღწერა სიტყვებით შეუძლებელია,ეს უნდა ნახო!’’

Როგორც დადგინდა, ეს იყო დედოფალ ნეფერტიტის,ფარაონ ამენჰოტეპ


მეოთხის მეუღლის,ბიუსტი,ნასახლარი კი,მოქანდაკე თუთმოსის სახელოსნო
აღმოჩნდა.არქეოლოგებმა იმავე სახლში ნეფერტიტის კიდევ რამდენიმე
გამოსახულება იპოვეს.უამრავ ნაპოვნ ნივთს შორსი ვერსად ვერ მიაკვლიეს
დედოფლის მარცხენა თვალის გუგას,თუმცა მოგვიანებით მაცნიერებმა
დაადგინეს,რომ ის არასოდეს ჰქონია ბიუსტს.

Ძველეგვიპტური ტრადიციის თანახმად,ქანდაკებას მეორე თვალს მხოლოდ მაშინ


უსვამდნენ, როცა ადამიანი გარდაიცვლებოდა,რადგან მიაჩნდათ,რომ
მიცვალებულის სული მასში სახლდებოდა.

You might also like