You are on page 1of 419

სალმან რუშდი

ფლორენციელი ჯადოქარი

მთარგმნელი გია ბერაძე


2
ნაწილი I

3
1. სასახლეების ქალაქის ქვემოთ, ჩამავალი მზის
სხივებში მოლაპლაპე ტბა...

სასახლეების ქალაქის ქვემოთ, ჩამავალი მზის სხივებში მოლაპ-


ლაპე ტბა გამლღვალი ოქროსავით ლივლივებდა.
მგზავრს, რომელიც ახლა ტბის ნაპირს მიუყვებოდა, დიდი ძა-
ლისხმევა არ დასჭირვებია წარმოედგინა, რომ შეხვდებოდა აურაც-
ხელი სიმდიდრის მქონე მონარქს, რომელმაც უზარმაზარი ღრმუ-
ლი თხევადი ოქროთი ამოავსებინა, რათა განეცვიფრებინა და ში-
შის ჟრჟოლა მოეგვარა მათთვის, ვინც მის სამფლობელოს ესტუმ-
რებოდა. ოქროს ტბა ვეებერთელა იყო და ვინაიდან ის ალბათ მო-
ნარქის საუნჯის მხოლოდ მცირეოდენ ნაწილს თუ შეადგენდა,
მთლიანად ამ საგანძურის ოკეანე ხომ წარმოუდგენლად დიდი იქნე-
ბოდა. როგორც ჩანდა, ოქროს ტბას გუშაგები არ იცავდნენ.
ნუთუ აქაური მბრძანებელი ისეთი ხელგაშლილი იყო, რომ ყვე-
ლა ქვეშევრდომსა და ჩვენი მგზავრის მსგავს, უცხო ქვეყნებიდან ჩა-
მოსულთაც კი ნებას აძლევდა პეშვებით ამოეხაპათ თხევადი ოქრო?
თუ ასეა, მაშინ მართლა არაჩვეულებრივი ადამიანი ყოფილა, მეფე
პრისტერ ჯონის1 მსგავსი, რომლის ბედნიერი დროის შესახებ ნახევ-
რადმივიწყებული ლეგენდები და ბალადები სავსეა სასწაულების
აღწერით. შესაძლოა (გულში ოცნებობდა მგზავრი), ქალაქის ამ
კედლებს შიგნით მარადიული ახალგაზრდობის წყაროც ჩქეფდეს
სადმე და, ვინ იცის, იქნებ მიწიერი სამოთხის ლეგენდარული კარიც
ახლოს იყოს? მაგრამ მზე უკვე ჰორიზონტს მიღმა ჩაეშვა, ოქროც ჩა-

1
პრისტერ ჯონი – ლეგენდის თანახმად მთელი აზიის ქრისტიანი მმართველი XVII
საუკუნეში. მარკო პოლოს ჩანაწერებში მოიხსენიება, როგორც თათრების მეფე
XIV საუკუნეში.
4
იძირა და ტბის სიღრმეში ჩაიკარგა. სირინოზები და წყლის გველები
უდარაჯებენ მას მომავალ გათენებამდე, მანამდე კი წყალი ერთა-
დერთი საგანძურია, რომელიც ტბას შეუძლია მას შესთავაზოს, სა-
ჩუქარი, რომელსაც მოწყურებული მგზავრი მადლიერების გრძნო-
ბით მიიღებს.
უცხოელი კამეჩებშებმული ორთვლიანი ურმით მოდიოდა, მაგ-
რამ იმის მაგივრად, რომ მაგარ ბალიშზე მჯდარიყო, ფეხზე იდგა –
ცალი ხელი ურმის ცხაური მესრის ხის მოაჯირზე ჩამოეყრდნო
უდარდელად, საომარ მფრინავ ეტლში მდგარი ღმერთივით. უხეი-
რო გზა იყო, ოღროჩოღრო. ურემი კამეჩების სიარულის ტაქტზე ჯაყ-
ჯაყებდა და მიირწეოდა. ფეხზე მდგომი კაცი ადვილად შეიძლებო-
და, გადმოვარდნილიყო და კისერი მოეტეხა, მაგრამ მგზავრი მაინც
ჯიუტად იდგა – უზრუნველი, კმაყოფილი სახე ჰქონდა. ურმის წამ-
ყვანს უკვე მოსწყენოდა მისთვის სიფრთხილისკენ მოწოდება. უც-
ხოელი თავიდანვე უიმედო სულელად ჩათვალა – თუ თავის მოკ-
ვლა სურდა, დაე, მოეკლა. მის სიკვდილზე ამ ქვეყანაში არავინ
იჯავრებდა. თუმცა უცნობისადმი ზიზღი მალე უნებურმა აღტაცებამ
შეცვალა.
კაცი, შესაძლოა, მართლა სულელურად გამოიყურებოდა, შეიძ-
ლება ვინმეს ისიც კი ეფიქრა, სახე მეტისმეტად სანდომიანი აქვს
ნამდვილი მამაკაცისთვისო, თან ტანსაცმელიც სულელური ეცვა –
სხვადასხვა ფერის რომბებიანი ტყავის ჭრელაჭრულა ლაბადა –
ასეთ სიცხეში!
მაგრამ წონასწორობის დაცვის მისეული უნარი მართლაც გა-
გაოცებდათ. კამეჩი რის ვაივაგლახით განაგრძობდა სვლას.
ურმის თვლები ხან ქვას წამოედებოდა და ხანაც ორმოში ვარდე-
ბოდა, თუმცა კაცი, ვითომც არაფერიო, არც კი ბარბაცებდა, რო-
გორღაც ახერხებდა ელეგანტურად მდგარიყო.
5
„ელეგანტური სულელია, – ფიქრობდა მეურმე, – ან იქნებ სულაც
არაა სულელი, შეიძლება, ისეთი კაცია, რომელიც ანგარიშის გაწე-
ვას იმსახურებს. თუ აქვს კიდეც ნაკლი, ეს თავის წარმოჩენის სურ-
ვილია, – მსჯელობდა თავისთვის ურმის პატრონი, – სურვილი, ჩან-
დეს არა ისეთი, როგორიც არის, არამედ ისეთი, როგორსაც უნდა,
რომ სხვები ხედავდნენ“. თუმცა, ამ მხარეში ასეთი მიდრეკილება
ცოტათი მაინც ყველას ჰქონდა და მისი მგზავრი შეიძლება, უცხოე-
ლი სულაც არ ყოფილიყო. როცა კაცმა უთხრა, წყურვილით ვკვდე-
ბიო, მეურმე, თავისდა გასაოცრად, ტბის ნაპირისკენ გაემართა, გა-
მოღრუტნული, გამომშრალი და გაპრიალებული გოგრის თასი აავ-
სო, უცხოს მიუტანა და ისე გაუწოდა, თითქოს მის წინ დიდგვაროვა-
ნი ბატონი მდგარიყოს.
– დამდგარხარ აქ თავადივით, მე კი აქეთ-იქით დამარბენინებ, –
წაიბუზღუნა მოღუშულმა მეურმემ, – თვითონაც ვერ გამიგია, რა-
ტომ გემსახურები. რა უფლება გაქვს, რომ მიბრძანებ? ვინ ხარ ბო-
ლოს და ბოლოს? დიდგვაროვანი რომ არ ხარ, ცხადია, თორემ ამ
ეტლში არ იჯდებოდი. დიდკაცური იერი კი გაქვს. ვიღაც ყალთაბან-
დი იქნები.
უცნობი ხარბად სვამდა. წყალი ტუჩებზე ჩამოეღვარა და გაპარ-
სულ ნიკაპზე წვეთები წვერივით ჩანდა. ბოლოს ცარიელი თასი მე-
ურმეს გაუწოდა, შვებით ამოისუნთქა და წვეთები მოიწმინდა.
– ვინ ვარ? – ისე თქვა, თითქოს საკუთარ თავს მიმართავდა, თუმ-
ცა ადგილობრივ კილოზე ლაპარაკობდა, – მე ვარ კაცი, რომელსაც
საიდუმლო აქვს, მაგრამ ეს საიდუმლო მხოლოდ იმპერატორისთვი-
საა განკუთვნილი.
მეურმე კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არ ცდებოდა. ეს ბიჭი
მართლა სულელი ჩანდა და პატივისცემით მოპყრობას არ იმსახუ-
რებდა.
6
– ჰოდა, კარგად შეინახე ეგ შენი საიდუმლო, – თქვა მან, – სა-
იდუმლოები მხოლოდ პატარა ბავშვებსა და ჯაშუშებს აქვთ.
უცნობი ურმიდან ქარვასლასთან ახლოს ჩამოვიდა, სადაც ყველა
შორს მიმავალი გზა იწყებოდა და მთავრდებოდა.
საოცრად მაღალი იყო და ხელში ფარდაგის ხურჯინი ეჭირა.
– და კიდევ ჯადოქრებს, შეყვარებულებსა და... მეფეებს – უთხრა
მეურმეს დამშვიდობებისას.
ქარვასლაში დიდი ალიაქოთი და ფაციფუცი იყო... სანამ ცხენებს,
აქლემებს, კამეჩებს, ვირებს, თხებს აჭმევდნენ და ასმევდნენ, სხვა
ცხოველები თავაწყვეტილები დარბოდნენ და დახტოდნენ:
გულისგამგმირავად წიოდნენ მაიმუნები, ყეფდნენ შიშის მომ-
გვრელი ქოფაკები. დროდადრო ცაზე მწვანე ფეიერვერკივით გაი-
ელვებდნენ მკივანა თუთიყუშები.
მჭედლებსა და ხუროებს მუშაობა გაეჩაღებინათ და უზარმაზარი
მოედნის ოთხსავე მხარეს განლაგებულ გადახურულ სავაჭრო რი-
გებში კი ადამიანები, რომლებიც შორეული გზისთვის ემზადებოდ-
ნენ, ყველაფერ აუცილებელს იმარაგებდნენ – ყიდულობდნენ საკ-
ვებს, სანთლებს, ზეთს, საპონს, მაგარ თოკს. წითელხალათიანი,
ჩალმიანი კულები განუწყვეტლივ დაქროდნენ აქეთ-იქით თავზე
დადგმული დიდი ზომისა და წონის ბოხჩებით. ზოგი ურემს ტვირ-
თავდა და გამგზავრებას ჩქარობდა, ახალჩამოსულებს კი ერთი სუ-
ლი ჰქონდათ, როდის გადმოტვირთავდნენ ურმებს და დაისვენებ-
დნენ. ღამის გათევა აქ ძვირი არ ღირდა. ხის მორებზე გადაჭიმული
თოკის საწოლები ცხენის ბალნით გატენილი მჩხვლეტავი ლეიბე-
ბით, სამხედრო ყაზარმის მსგავსად ჩაემწკრივებინათ ფუნდუკის
მთელ პერიმეტრზე განლაგებული ერთსართულიანი შენობების სა-
ხურავებზე. აქ შეგეძლო შავი ცისკენ თვალებაპყრობილი წოლილი-
ყავი და თავი ღვთიურ არსებად წარმოგედგინა.
7
მოშორებით, ქარვასლის დასავლეთით, ბრძოლის ველიდან ცო-
ტა ხნის წინ დაბრუნებული იმპერატორის პოლკი იყო დაბანაკებუ-
ლი და იქიდან ყრუ გუგუნი აღწევდა. ჯარს ნება არ ჰქონდა სასახ-
ლეების ქალაქში შესულიყო. ის სამეფო ბორცვის ძირას უნდა შეჩე-
რებულიყო. უქმად მდგარი, ბრძოლიდან ახლახან დაბრუნებული
ჯარი განსაკუთრებულად ფრთხილ მოპყრობას მოითხოვდა. ჩვენს
მგზავრს ძველი რომი გაახსენდა. იქ იმპერატორი ჯარისკაცებს,
გარდა თავისი პრეტორიანელი მცველებისა, არ ენდობოდა. იცოდა,
რომ ნდობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა მისთვის. თუ
მის მოპოვებას ვერ შეძლებდა, მალე სიკვდილი ელოდა.
ქარვასლიდან არცთუ ისე შორს სპილოს ეშვებით მორთული
კოშკი იყო აღმართული, რომელიც სასახლის მთავარ ჭიშკართან
მისასვლელ გზას მიანიშნებდა. ყველა სპილო იმპერატორს ეკუთ-
ვნოდა და კოშკიდან გადმოშვერილი ეშვებით იგი ძალაუფლების
დემონსტრირებას ახდენდა. ფრთხილადო, – თითქოს ამბობდა კოშ-
კი, – შენ სპილოების მეფის საბრძანებელში შემოდიხარო; მონარ-
ქისა, რომლის სამფლობელოში იმდენი სქელკანიანი გიგანტური
ცხოველია, რომ მას შეუძლია თავს ნება მისცეს ათასობით მათგანი
მხოლოდ დეკორაციებისათვის დაახოცვინოსო.
ძლევამოსილების ამ ხილულ სიმბოლოში მგზავრმა უპირატესო-
ბისკენ სწრაფვის ისეთივე გამოვლინება დაინახა, როგორიც მის
სულს მოგიზგიზე ალივით თუ სატანის ნაჭდევივით დაგავდა. მან, ვი-
სი ბრძანებითაც აიგო კოშკი, საკუთარი უპირატესობის დასამტკი-
ცებლად აშკარად დაშინება აირჩია – გზა, რომელსაც მგზავრი ხში-
რად სისუსტედ მიიჩნევდა. „არის კი მხოლოდ ძალაუფლების დე-
მონსტრირება საკუთარი განსაკუთრებულობის მტკიცებულება?“
– ეკითხებოდა ის საკუთარ თავს და პასუხს ვერ პოულობდა, თუმ-
ცა უნდოდა, იმედი ჰქონოდა, რომ უპირატესობის მოპოვება სხვა
8
გზითაც შეიძლებოდა: მან იცოდა, რომ ლამაზი იყო და სილამაზესაც
ხომ თავისი ძალა აქვს.
ეშვებიან კოშკს მიღმა დიდი ჭა ჩანდა, რომლის ზემოთ, ბორცვის
მთელ ფერდობზე, წყალმომარაგების წარმოუდგენლად რთული შე-
ნობება-ნაგებობების კომპლექსი იყო შეფენილი. ის ბორცვზე მდე-
ბარე მრავალთაღიან სასახლეს ემსახურებოდა.
„უწყლოდ არაფერს წარმოვადგენთ, – ფიქრობდა მგზავრი, –
თუნდაც იმპერატორი იყავი, წყლის გარეშე უმალ მტვრად იქცევი.
წყალია ნამდვილი მბრძანებელი, ჩვენ კი მისი მონები ვართ“. ერ-
თხელ შინ, ფლორენციაში შეხვდა ადამიანს, რომელსაც შეეძლო
წყალი გაექრო. მეფოკუსე დოქს პირთამდე ავსებდა, მაგიურ სიტ-
ყვებს წაიბუტბუტებდა, მერე დოქს ამოაბრუნებდა და იქიდან წყლის
მაგივრად აბრეშუმის შარფების ნაკადი იღვრებოდა. დღის ბოლოს-
თვის უკვე მოახერხა მეფოკუსისთვის დაეტყუა საიდუმლო და თავის
ძველ საიდუმლოებებთან ერთად გადაემალა. მას მრავალი საიდუმ-
ლო ჰქონდა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი იყო იმპერატორის სა-
კადრისი.
მკვეთრ აღმართს აუყვა და მალე მის წინ ქალაქის ხედი გადაიშა-
ლა. ეს უდავოდ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი იყო
– ფლორენციაზე, ვენეციასა და რომზე დიდიც კი ჩანდა.
ასეთი უზარმაზარი ქალაქი არასოდეს ენახა.
ლონდონშიც იყო ნამყოფი, მაგრამ ამხელა ლონდონიც არ იქნე-
ბოდა. შებინდებასთან ერთად ქალაქი თითქოს სულ უფრო და უფრო
იზრდებოდა. მისი კედლების მიდამოები მჭიდრო დასახლებებით
იყო მოფენილი. მინარეთებიდან მუეძინების ყვირილი ისმოდა და
შორს, დიდ მამულებში სინათლე ჩანდა.

9
ბინდბუნდში ხან აქ, ხან იქ ცეცხლი ინთებოდა, თითქოს გაფ-
რთხილების ნიშნად. ცის თაღის სიშავეში მათ პასუხად ვარსკვლა-
ვებმა იელვეს.
„გეგონება ცა და დედამიწა ერთმანეთთან საბრძოლველად ემზა-
დებიანო“, – გაიფიქრა მან.
თითქოს სიბნელეში ორი ლაშქარი გაირინდა, რომ განთიადისას
ერთმანეთს შებმოდა. და არც ქუჩის ლაბირინთებში, არც დაბლო-
ბის მდიდრულ სახლებში მოიძევებოდა ერთი ადამიანი მაინც, რო-
მელსაც მისი სახელი თუნდაც ერთხელ გაეგონა, ან დაიჯერებდა ამ-
ბავს, რომლის მოყოლასაც აპირებდა. და მაინც ის ამას გააკეთებ-
და. მან ხომ ამისთვის გადმოლახა ზღვები და ოკეანეები და არც ახ-
ლა აპირებდა უკან დახევას.
ფართო ნაბიჯებით მიდიოდა წინ და ცნობისმოყვარეთა მზერას
იპყრობდა თავისი სიმაღლით, გრძელი, და უნდა ითქვას, ჭუჭყიანი,
ყვითელი თმით, ოქროს ტბასავით რომ ეღვრებოდა სახეზე. გზა სულ
უფრო ზემოთ მიდიოდა. მგზავრმა სპილოს ძვლის კოშკს ჩაუარა და
პირისპირ მდგარი სპილოების ბარელიეფიანი ქვის ჭიშკარი დაინა-
ხა. ჭიშკარს სწორედ ასე ერქვა – ჰატიაპალი1, ღია იყო და მისი სიღ-
რმიდან ადამიანების ხმები ისმოდა, რომლებიც ერთობოდნენ, ჭამ-
დნენ, სვამდნენ, ღრეობდნენ. ჭიშკართან გუშაგები იდგნენ, მაგრამ
როგორღაც მოშვებულად, სასხვათაშორისოდ. ნამდვილი ბარიერე-
ბი წინ ელოდა. ეს საჯარო შეხვედრების, ყიდვა-გაყიდვისა და გარ-
თობის ადგილი იყო. მგზავრს სწრაფად უვლიდნენ გვერდს მოშიე-
ბული თუ მოწყურებული ადამიანები. სასახლის შიდა და გარე ჭიშ-
კრებს შორის, ქვის ფილებით მოკირწყლული გზის ორივე მხარეს,
დუქნები, გასართობი სახლები, ფუნდუკები და პროდუქტებით სავსე

1
ჰატიაპალი – სიტყვასიტყვით – მფარველი სპილოები (ჰინდი).
10
დახლები ჩამწკრივებულიყო. აქ ყველა სამყაროსავით ძველი საქ-
მიანობით – ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული.
ტანსაცმელი, ჭურჭლეული, სამშვენისები, იარაღი, რომი... მთა-
ვარი ბაზარი ქალაქის სამხრეთ ჭიშკართან მდებარეობდა. ადგი-
ლობრივები ამ ადგილს თავს არიდებდნენ და საყიდლებზე იქ დადი-
ოდნენ, აქ კი, უმეტესად, უმეცარი ახალჩამოსულები სტუმრობდნენ,
რომლებმაც ნივთების რეალური ფასი არ იცოდნენ. ეს თაღლითე-
ბისა და ქურდების ბაზარი იყო – გაბერილი ფასებით, ლანძღვა-გი-
ნებით, უვარგისი საქონლით. მაგრამ გზით დაქანცულ მგზავრებს,
რომლებიც ქალაქს არ იცნობდნენ, საპირისპირო მხარეს, უფრო ია-
ფიან და მოწესრიგებულ ბაზარში წასვლის თავი აღარ ჰქონდათ და
პირველივეთი კმაყოფილდებოდნენ. მათ ხომ უბრალო და გადაუ-
დებელი მოთხოვნილებები აწუხებდათ.
ფეხებშეკრული, თავდაყირა დაკიდებული ცოცხალი ქათმები
კრიახებდნენ და ფართხალებდნენ – მათ მდუღარეწყლიანი ქვაბები
ელოდათ.
დახლებთან, რომლებზეც ვეგეტარიანელებისთვის ამზადებდნენ
საჭმელს, მეტი სიწყნარე იყო – ბოსტნეული ხომ ვერ იხმაურებდა.
ქარს მგზავრის ყურამდე ქალების მჟღერი ხმები მოჰქონდა – გა-
მომწვევი, მაცდუნებელი, უხილავ კაცებს რომ დასცინოდნენ. მათ
სურნელს ჰაერში გრძნობდა. ყოველ შემთხვევაში ასე გვიან იმპე-
რატორის საძებნელად მაინც ვეღარ წავიდოდა.
ჯიბეში ფული ედო, გზა კი გრძელი ჰქონდა გამოვლილი, რადგან
შემოვლითი ბილიკებით იარა. ეს მისეული მანერა იყო: მიზნისაკენ
არაპირდაპირ სვლა, დაბრკოლებების გვერდის ავლა. გემიდან სუ-
რატში ჩამოსვლის შემდეგ ბურჰანპურის, ჰანდიას, სირონჟის, ნარ-
ვარის, გვალიორისა და დჰოლპურის გავლით აგრას მიაღწია და
მხოლოდ იქიდან დაიძრა ახალი დედაქალაქისკენ. ახლა მას რაც
11
შეიძლება კომფორტული საწოლი სჭირდებოდა და ქალი, სასურვე-
ლი იყო, ულვაშების გარეშე, ბოლოს კი თუნდაც ხანმოკლე თავდა-
ვიწყება, რომელსაც ქალის მკლავებში ვერასოდეს შეძლებ და რო-
მელიც მხოლოდ მაგარ დასალევს მოაქვს.
მოგვიანებით, ერთ-ერთ სურნელოვან ბორდელში სურვილების
დაკმაყოფილების შემდეგ, მთელი ღამე ვნებიანად ხვრინავდა მეძა-
ვის გვერდით, რომელსაც თვალი არ მოუხუჭავს, და სიზმრებს ხე-
დავდა. სიზმარი შვიდ ენაზე შეეძლო ენახა: იტალიურად, ესპანუ-
რად, არაბულად, სპარსულად, რუსულად, ინგლისურად და პორტუ-
გალიურად. ენებს ისევე სწრაფად ითვისებდა, როგორც მეზღვაურე-
ბი იკიდებენ დაავადებებს.
ენები იყო მისი გონორეა, სიფილისი, მუნი, ცხელება და შავი ჭი-
რი. როგორც კი ჩაეძინა, მის ტვინში ნახევარმა მსოფლიომ დაიწყო
ბუტბუტი – მოხეტიალე მოგზაურების საოცარ ამბებს მოუთხრობ-
დნენ. და ამ მხოლოდ სანახევროდ აღმოჩენილ ქვეყანაში თითოე-
ულ დღეს ახალი, მომაჯადოებელი შთაბეჭდილებები და შეგრძნებე-
ბი მოჰქონდა. სიზმარში ხომ მთხრობელის პოეტური წარმოსახვა
თავისუფალია, ბანალური, პროზაული ფაქტებით არ არის შებოჭი-
ლი. ჩვენს მგზავრს თავადაც შეეძლო ამბების შეთხზვა, მაგრამ სას-
წაულების შესახებ მონათხრობებმა სახლ-კარი მიატოვებინეს. ამ
ამბებს შორის ერთი განსაკუთრებული იყო, მას შეეძლო მგზავრის-
თვის დიდება და ქონება მოეხვეჭა, ან იქნებ სიცოცხლის ფასადაც
დასჯდომოდა.

12
2. შოტლანდიელი მილორდის მეკობრული გემის
– „სკატაჰის“ ბორტზე...

შოტლანდიელი მილორდის მეკობრული გემის – „სკატაჰის“


ბორტზე (ეს სახელი მას სკაის კუნძულის ლეგენდარული მებრძოლი
ქალღმერთის პატივსაცემად ეწოდა), გემისა, რომლის გუნდი მრა-
ვალი წლის განმავლობაში შეუფერხებლად ეწეოდა ყაჩაღობასა და
ძარცვა-გლეჯას სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან, მაგრამ ახლა
სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეზე მიემართებოდა ინდოეთის ნა-
პირებისაკენ, „კურდღელი“ აღმოაჩინეს. ის უსაქმური ფლორენციე-
ლი აღმოჩნდა. სამხრეთ აფრიკის თეთრ მდინარეში გადაგდებას
მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ შიშისგან აცახცახებული ბოცმა-
ნის ყურიდან ცოცხალი წყლის გველი გამოათრია, რომელიც მის მა-
გივრად მოისროლეს წყალში. კიჩოსთან, ბაგირებს შორის კაცი
იპოვეს, შვიდ დღეში, მას შემდეგ, რაც გემმა აგულჰას კონცხს შე-
მოუარა აფრიკის კონტინენტთან. მას მდოგვისფერი კამზოლი და
შემოჭერილი შარვალი ეცვა.
გემრიელად ხვრინავდა, სხვადასხვა ფერის რომბებიანი ტყავე-
ბისგან შეკერილი მასხარას მოსასხამი ეხურა და ძილშიც კი მაგრად
მიეკრა ტანზე ნოხის ქსოვილისგან შეკერილი ჩანთა. დამალვა ან
გაქცევა არც უცდია. ეტყობოდა, თავის უნარში – მოეხიბლა, განეც-
ვიფრებინა და დაეჯერებინა – ღრმად დარწმუნებულს არაფერი
ჰქონდა საწინააღმდეგო, ეპოვათ. ასე იყო თუ ისე, მან ხომ ამ გემით
უკვე საკმაოდ დიდხანს იარა. თანაც აღმოჩნდა, რომ მართლაც მარ-
ჯვე მეფოკუსე იყო.
შეეძლო ოქროს მონეტა კვამლად ექცია და მერე – პირიქით.

13
გადმოპირქვავებული, პირთამდე წყლით სავსე თასიდან მის
ხელში აბრეშუმის შარფების ნაკადი იღვრებოდა. ხელის ერთი ელე-
განტური მოძრაობით თევზისა და პურის რაოდენობას ამრავლებდა
– რა თქმა უნდა, ეს მკრეხელობა იყო, მაგრამ მშიერი მეზღვაურები
ამაზე თვალის დახუჭვას ამჯობინებდნენ. სასწრაფოდ პირჯვარს გა-
დაიწერდნენ, რათა იესო ქრისტეს რისხვა არ დაემსახურებინათ
იმის გამო, რომ ვიღაც გაიძვერა მეფოკუსეს ღმერთის უფლებების
უზურპირების უფლება მისცეს და ხარბად ყლაპავდნენ მოულოდნე-
ლად ბარაქიან, თუმცა თეოლოგიური თვალსაზრისით ფრიად საეჭ-
ვო საკვებს. თვით შოტლანდიელი მილორდი ჯორჯ ლუის ჰაუკსბენ-
კიც კი, თავისი საგვარეულოს მთავარი ჰაუკსბენკი, ერთადერთი,
ვინც შოტლანდიური ტრადიციის მიხედვით „ჰაუკსბენკთა ჰაუკსბენ-
კად“ იწოდებოდა, შოტლანდიის სხვა, ნაკლებადმნიშვნელოვან ად-
გილებში მცხოვრები, მდაბალი წარმოშობის ჰაუკსბენკებისგან გან-
სხვავებით, მოიხიბლა ამ გაიძვერა მგზავრით, ამ მასხარათი, როცა
ის კაპიტნის კაიუტაში მიიყვანეს მისი ბედის გადასაწყვეტად. იგი
უჩელოდ წარუდგა. – უჩელო დი ფირენზე, მაგი და სწავლული
თქვენს განკარგულებაშია, მილორდ, – თქვა მან შესანიშნავი ინ-
გლისურით და ბუნებრივად, გრაციოზულად მდაბლად დახარა თავი.
ლორდმა ჰაუკსბენკმა გაიცინა და სუნამონაპკურები ცხვირსახო-
ცი დაყნოსა.
– დაგიჯერებდი კიდეც, ჯადოქარო, – თქვა მან, – მაგრამ დანამ-
დვილებით ვიცი, რომ სწორედ შენ მიერ დასახელებულ ადგილზე და
დასახელებული გვარით მხატვარი, ვინმე პაოლო ცხოვრობს, რო-
მელმაც თქვენს დუომოში1 ფრესკა შექმნა ჩემი დიდებული წინაპ-
რის, სერ ჯონ ჰაუკსბენკის, უფრო მეტად ჯოვანი მილანოს სახელით

1
დუომო – კათედრალური ტაძარი ფლორენციაში.
14
ცნობილი, წარსულში დაქირავებული ჯარისკაცის, შემდგომში
ფლორენციელი გენერლის, პილპეტოს ბრძოლაში გამარჯვებულის
პატივსაცემად. თუმცა, შენდა საუბედუროდ, ეს მხატვარი დიდი ხა-
ნია გარდაიცვალა.
ახალგაზრდა გაიძვერა არ შეცბა და თავხედური თვითდაჯერე-
ბით უპასუხა:
– ცხადია, მე არ ვარ ის გარდაცვლილი მხატვარი, – თქვა და
წელში ამაყად გაიმართა, – ჩემი მოგზაურობისათვის ეს გვარი იმი-
ტომ შევარჩიე, რომ ჩვენს ენაზე ეს სიტყვა ჩიტს ნიშნავს, ჩიტები კი
მსოფლიოში ყველაზე გაბედული მოგზაურები არიან. ამ სიტყვების
დასრულებისთანავე მარდად ამოათრია უბიდან ჩაჩიანი ცოცხალი
შევარდენი და მაშინვე, თითქოსდა ჰაერიდანო, შევარდნის თათმა-
ნი გაჩნდა. მან ერთიცა და მეორეც მდაბალი თავის დაკვრით გაუწო-
და გაკვირვებისგან გაშტერებულ ლორდს და დასძინა:
– აი, შევარდენი ჰაუკსბენკის ლორდისათვის.
თუმცა, როგორც კი ლორდმა ჰაუკსბენკმა თათმანი გაიკეთა და
ხელზე შევარდენი დაისვა, „უჩელომ“ თითები გაატკაცუნა, თითქოს-
და ქალია, შეყვარებულს რომ უარს ეუბნებაო, და შოტლანდიელი
ლორდი სახტად დატოვა, რადგან ტყავისჩაჩიანი ფრინველი და
თვით თათმანიც ისევე ელვის სისწრაფით გაქრნენ, როგორც გაჩ-
ნდნენ. „უჩელომ“ კი, ვითომც აქ არაფერიაო, განაგრძო:
– ეს სახელი იმიტომაც ავირჩიე, რომ ჩემს ქალაქში ჩიტთან და-
კავშირებულ ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობაც აქვს. ასე დელიკატუ-
რად, ევფემისტურად მამაკაცის სასქესო ორგანო იწოდება, ის, რი-
თაც მე ვამაყობ, რომ მაქვს, თუმცა არც ისე ცუდად აღზრდილი ვარ,
რომ საქვეყნოდ გამოვფინო.
ჰაუკსბენკთა ჰაუკსბენკმა, რომელიც საკმაოდ სწრაფად გამოერ-
კვა გარინდებისგან, ხმამაღლა გადაიხარხარა.
15
– ესე იგი ჩვენ რაღაც საერთოც გვქონია.
დიდგვაროვანი ჰაუკსბენკი მრავლისმნახველი კაცი იყო.
ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.
ნათელი თვალები და სუფთა კანი ჰქონდა, თუმცა ორმოცს უკვე
შვიდი წელია გადასცილებოდა. ხმალში მისი სიჩაუქის ამბავი ლე-
გენდად ქცეულიყო. ძლიერი კაცი იყო, თეთრი ხარივით ძლიერი.
ტივით ყვითელ მდინარემდე ემოგზაურა, მთლად მის სათავემდე,
სადაც მას ოქროს ლარნაკით ნახშირზე შემწვარი ვეფხვის პენისი
მიართვეს.
ნადირობისას ნგორონგოროს ჩამქრალი ვულკანის კრატერში
თეთრი მარტორქა ჩაენარცხებინა. მშობლიური შოტლანდიის მთებ-
ში ორას ოთხმოცდაოთხი მწვერვალი ჰქონდა დალაშქრული – ბენ
დევისიდან სგურ დიარგის მიუწვდომელ მწვერვალამდე – სკაის
კუნძულზე, სკატების მრისხანე ქალღმერთის სამშობლოში. ოდეს-
ღაც, დიდი ხნის წინათ, ჰაუკსბენკების საგვარეულო ციხე-კოშკში
ცოლს წაეჩხუბა, ერთ ციდა მუდამ მკივანა ქალს, წითელი კულულე-
ბი და ჰოლანდიური კაკლის სამტვრევის მსგავსი ყბა რომ ჰქონდა.
მან იგი ფერმაში დატოვა შავი ცხვრების მოსაშენებლად და თვითონ
გზას გაუდგა თავისი წინაპარივით, რათა ბედი შორეულ მხარეებში
ეცადა; დრეიკის მფლობელობაში მყოფი გემის კაპიტანი გახდა და
აქტიური მონაწილეობა მიიღო კარიბის ზღვაში ოქროთი დატვირ-
თული ესპანური გემის ძარცვაში.
მადლიერმა დედოფალმა სიმამაცე დაუფასა და მნიშვნელოვანი
მისიის შესრულება მიანდო:

16
მას ელჩის სტატუსით დიდი მოგოლისთვის1 გზავნილი უნდა გა-
დაეცა თვით გლორიანისგან და პასუხიც მოეტანა. ამასთან, ნება ეძ-
ლეოდა, დაუფლებოდა ნებისმიერ ქონებას, რომლის ხელში ჩაგდე-
ბასაც მოახერხებდა ჰინდუსტანში2, იქნებოდა ეს ძვირფასეულობა,
ოქრო თუ ოპიუმი.
– იტალიაში, ჩვეულებრივ „მოგორს“ ვამბობთ და არა მოგოლს,
– თქვა თვითმარქვიამ, დიდგვაროვანი შოტლანდიელის მონათ-
ხრობის მოსმენის შემდეგ.
– რას გაიგებ, როგორ წარმოითქმის, – გამოეხმაურა ჰაუკსბენ-
კი, – უცხოური სიტყვა ათასნაირად შეიძლება დამახინჯდეს სხვა
ენაზე გადატანისას.
მათ შორის გაჩენილი სიმპათია კიდევ უფრო გააძლიერა პეტ-
რარკას სონეტების წიგნმა, რომელიც „უჩელომ“ დაბალ მაგიდაზე,
ჰაუკსბენკის იდაყვთან შენიშნა.
– ოჰ, დიადი პეტრარკა. აი, ვინ არის მართლაც ჯადოქარი, – მან
რომაელი ორატორის პოზა მიიღო და პეტრარკას სონეტი წაიკითხა
იტალიურად:

„Benedetto sia ‘l giorno, et ‘l mese, et l’anno,


et la stagione, e ‘l tempo, et l’ora, e ‘l punto,
e ‘l bel paese, e ‘l loco ov’io fui giunto
da’duo begli occhi che legato m’anno...“

და ჰაუკსბენკმა მაშინვე განაგრძო, უკვე ინგლისურად:

1
დიდი მოგოლები – მოგოლების იმპერიის (1526-1858) მმართველები ინდოეთი-
სა და ავღანეთის ტერიტორიაზე. აქ იგულისხმება ჯალალ ედ დინი (1542-1605),
რომლის დროს მოგოლთა იმპერიამ ძლიერების ზენიტს მიაღწია.
2
ჰინდუსტანი – ჩრდილოეთ ინდოეთის ისტორიული სახელი.
17
„კურთხეულ იყოს ის პირველი, უთქმელი ტანჯვა,
როს ტრფობის ალში გავეხვიე გამოუცდელი
და ის ისარი და ლახვარი, გულს რომ დამესო,
ღრმა იარები ახლაც დამაქვს შეუხორცები“.

– ადამიანი, რომელსაც ეს ლექსი ჩემსავით უყვარს, ჩემი ბატონი


უნდა გახდეს! – წამოიძახა „უჩელომ“ და თავი მდაბლად დახარა.
– და ადამიანმა, რომელიც ჩემსავით ღრმად გრძნობს ამ სიტ-
ყვებს, აუცილებლად უნდა დალიოს ჩემთან ერთად, – გამოეპასუხა
შოტლანდიელი, – შენ ჩემი გულის გასაღებს მიაგენი და ამიტომ
მინდა, ჩემი საიდუმლო გაგიზიარო, მაგრამ გახსოვდეს, ის არასო-
დეს არავის უნდა გაუმხილო. წამოდი ჩემთან.
თავის კაიუტაში, გასაწევი თეჯირის შიგნით, ყუთში, ლორდი ჰა-
უკსბენკი ხელოვნების საოცარი ნიმუშების კოლექციას ინახავდა,
ლამაზ პატარა ნივთებს, რომელთა გარეშე (მამაცმა შოტლანდიელ-
მა ეს კარგად იცოდა) ადამიანმა, რომელიც ხშირად მოგზაურობს,
შეიძლება სივრცისა და დროის შეგრძნება დაკარგოს, რადგან უამ-
რავი ახალი და უჩვეულო შთაბეჭდილება სულიერ მდგომარეობაზე
ცუდად მოქმედებს.
– ეს ნივთები ჩემი არ არის, – გამოუტყდა ლორდი ახალ, ფლო-
რენციელ მეგობარს, – მაგრამ ისინი შემახსენებენ მე ვინ ვარ. გარ-
კვეული დროის განმავლობაში ისინი თან დამაქვს, შემდეგ კი თავი-
დან ვიცილებ. მან ყუთიდან ჯერ ერთი მუჭა საოცრად დიდი და წმინ-
და ძვირფასი ქვები ამოიღო, შემდეგ ესპანური ოქროს ზოდი, რომე-
ლიც ნებისმიერ მფლობელს მთელი დარჩენილი ცხოვრების გან-
ცხრომაში გატარების საშუალებას მისცემდა.

18
– ეს უბრალო რაღაცებია, – წაიბურტყუნა და ერთიცა და მეორეც
დაუდევრად გადადო გვერდზე. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო თავი-
სი, როგორც თვითონ უწოდა, „ნამდვილი საუნჯის“ ძებნა.
თითოეული ნივთი საგულდაგულოდ იყო ქსოვილში გახვეული
და დაჭმუჭნილი ქაღალდისა და ძონძების ნაფლეთების ბუდეში მო-
თავსებული. სოგჰდას, უძველესი წარმართული ქალღმერთის მიერ
სიყვარულის ნიშნად დიდი ხნის წინ მივიწყებული გმირისთვის ნაჩუ-
ქარი აბრეშუმის ცხვირსახოცი; ვეშაპის ულვაშის ნაწილი, რომელ-
ზეც უცნობი ოსტატის ხელს ირემზე ნადირობის სცენა აღებეჭდა; მი-
სი უდიდებულესობის, ინგლისის დედოფლის მედალიონი პორტრე-
ტით; რვაკუთხოვანი ტყავგადაკრული წიგნი წმინდა მიწიდან, რომ-
ლის პაწაწკინტელა გვერდებზე ნატიფი მინიატურული ასოებით
მთელი ყურანი იყო დატეული. მან ყუთიდან ცხვირმოტეხილი მაკე-
დონიური თავი ამოიღო, რომელიც თვით ალექსანდრე დიდის
სკულპტურული გამოსახულება უნდა ყოფილიყო და კიდევ ერთი,
ინდას ველის ცივილიზაციის საიდუმლოებით მოცული ბეჭედი, ეგ-
ვიპტეში ნაპოვნი, კამეჩისა და იეროგლიფური დამწერლობის გამო-
სახულებით. ამ ნიშნების გაშიფვრა ვერ მოხერხდა და ნივთის და-
ნიშნულება არავინ იცოდა.
ბრტყელი, გაკრიალებული ჩინური ქვა, ალისფერი „ი ცზინის“
ჰეკსაგრამითა1 და შავი, ბუნებრივი მოხატულობით, მთაგრეხილებს
რომ ჰგავდა ბინდისას. საოცრად მოხატული ნატიფი ფაიფურის
კვერცხი, ადამიანის გამხმარი თავი – ამაზონის აუზის დატბორილი
ტყეების მცხოვრებთა ნაკეთობა.
დაბოლოს, ლექსიკონი, უკვე გამქრალი ტომის ენისა, ოდესღაც
პანამის ყელთან რომ სახლობდა. ამ გადაშენებული ტომიდან მხო-

1
ი ცზინი – ცვლილებების წიგნი. შედგება 64 გრაფიკული სიმბოლოსაგან (ჰეკსაგ-
რამისგან).
19
ლოდ ერთი მოხუცი ქალი იყო დარჩენილი, მაგრამ სიტყვების სწო-
რად წარმოთქმა არც მას შეეძლო, რადგან კბილები აღარ შერჩენო-
და.
ჰაუკსბენკელმა ლორდმა ჰაუკსბენკმა კარადა გამოაღო, რო-
მელშიც ძვირფასი ჭიქები იდგა, რაღაც სასწაულით რომ გადაურ-
ჩნენ ზღვებსა თუ ოკეანეებში მოგზაურობას, მათგან ორი ერთნაირი
აირჩია – მუცელგამობერილები, განთქმული მურანის მინისა, და
თითოეულში საკმაოდ ბევრი ბრენდი ჩაასხა. „უჩელო“ მიუახლოვ-
და და ერთ-ერთი ჭიქა აიღო.
ლორდმა ჰაუკსბენკმა ღრმად შეისუნთქა და შემდეგ გადაჰკრა.
– შენ ფლორენციიდან ხარ და ალბათ მოგეხსენება დედამიწაზე
ყველაზე დიადი ძალის – გაუტეხელი ადამიანური სულის შესახებ,
იმ ლტოლვებზე, რომელთა დაკმაყოფილებას ცდილობს ასეთი სუ-
ლი, სილამაზის, სრულყოფილებისა და...
სიყვარულისკენ მის სწრაფვაზე.
კაცმა, რომელიც თავს უჩელოს უწოდებდა, დააპირა ეპასუხა,
მაგრამ შოტლანდიელმა ხელის აწევით შეაჩერა. – მოიცა, დამამ-
თავრებინე, – თქვა და განაგრძო, – არსებობს ისეთი რამეები, რა-
ზეც შენს სახელგანთქმულ ფილოსოფოსებსაც კი არა აქვთ წარმოდ-
გენა. ადამიანის სულს, თუნდაც დიადსა და ამაღლებულს, აქვს ისე-
თი წამები, როცა მდაბიოსავით იტანჯება. ყველა ამ მშვენიერ ნივთს
შეუძლია, შეამსუბუქოს ეს ტანჯვა, მაგრამ მხოლოდ დროებით. სუ-
ლი მაინც იტანჯება, მაინც რაღაცისკენ ილტვის მოშიებული და მოწ-
ყურებული. თითქოს მეფე იყოს, რომელსაც გამუდმებით შემოჭრით
ემუქრებიან მტრები, ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, შიში და
შფოთვა, მარტოობა და გაურკვევლობა, უცნაური, დაუჯერებელი სი-
ამაყე და ველური, დათრგუნული სირცხვილი.

20
სული მოცულია საიდუმლოებებით, საიდუმლოებები ღრღნიან
მას გამუდმებით, საიდუმლოებები აოხრებენ მის სამეფოს და საბო-
ლოოდ აცამტვერებენ მას.
ვხედავ, რომ თავგზა აგებნა, – ამოიოხრა მან, – ამიტომ ვეცდები,
უფრო მარტივად აგიხსნა. საიდუმლო, რომელიც შენ არავის უნდა
გაუზიარო, ამ ყუთში არ არის დამალული. ის დევს – არა, ის არსად
დევს, მაგრამ თავს ავლენს... აი, აქ! ფლორენციელმა, რომელმაც
უკვე კარგა ხანი იყო, ინტუიციით იგრძნო, კერძოდ რომელ დაფა-
რულ სურვილებზე ლაპარაკობდა ლორდი ჰაუკსბენკი, მოწიწებით
გამოხატა სათანადო პატივისცემა ჭრელი „საგნის“ სიდიდისა და
გარშემოწერილობის გამო, რომელიც მის წინ, მისი უდიდებულესო-
ბის მაგიდაზე იდო დაჭრის მოლოდინში, ოდნავ მოტკბო კამის სუნი
დაჰკრავდა და საფირმო ძეხვს – ფინოჩიონას მოგაგონებდათ.
– თუ გადაწყვეტთ, მიატოვოთ ზღვა და ჩემს მშობლიურ მხარეში
დასახლდეთ, – თქვა „უჩელომ“, – თქვენი წუხილი მალე დამთავ-
რდება, რადგან სან-ლორენცოს ახალგაზრდა დიდებულებთან იპო-
ვით იმ მამაკაცურ სიამოვნებას, რომელსაც ეძებთ. მე კი, ჩემდა სა-
უბედუროდ...
– დალიე, – უბრძანა შოტლანდიელმა მილორდმა, რომელსაც
სახეზე მიწისფერი დასდებოდა და ტანსაცმელი სწრაფად მოიყვანა
წესრიგში, – შეწყდა ამაზე ლაპარაკი.
ლორდის თვალებში რაღაც ავმა იელვა, რაც ფლორენციელს არ
მოეწონა. გაიფიქრა, უკეთესი იქნებოდა, შოტლანდიელს ხელი
ხმლის ვადასთან ასე სახიფათოდ ახლოს არ ჰქონდესო.
ჰაუკსბენკს ტუჩები უცინოდა, მაგრამ ეს სიცილი მას სისხლის-
მსმელი მხეცის დაკრეჭილ კბილებს აგონებდა.

21
ხანგრძლივმა, მძიმე დუმილმა „უჩელო“ მიახვედრა, რომ მისი
სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. შემდეგ ჰაუკსბენკმა ერთი ყლუპით გამო-
ცალა ჭიქა, უსიამოდ გაიცინა და იყვირა:
– ჰოდა, სერ, ახლა, როცა ჩემი საიდუმლო უკვე იცით, კეთილი
ინებეთ და, თქვენი საიდუმლო გამიმხილეთ. უეჭველია, რომ ის
თქვენც გაქვთ. ჩემი გულუბრყვილობით ვიფიქრე, რომ საერთო სა-
იდუმლო გვქონდა, მაგრამ შევცდი.
ახლავე დაფქვით ყველაფერი – შეძლებისდაგვარად სწრაფად.
კაცი, რომელიც თავს უჩელო დი ფირენცეს ეძახდა, შეეცადა, სა-
უბრის თემა შეეცვალა. – ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, სერ,
თქვენგან მომესმინა ამბავი განძით დატვირთული გალეონის – „კა-
საფუეგოს“ დატყვევების შესახებ. და თქვენ ალბათ დრეიკთან ერ-
თად იქნებოდით ვალპარაისოსა და ნომბრე დე დიოსის ბრძოლების
დროს, როცა ის დაჭრეს. ასე არ არის?
ჰაუკსბენკმა ჭიქა კედელს მიანარცხა. სიმართლე თქვი, არამზა-
დავ, თუ არ გინდა მოკვდეო, იყვირა და ხმალი იძრო.
ფლორენციელი ფრთხილად არჩევდა სიტყვებს: – როგორც
ვხვდები, მე აქ იმისთვის ვარ, რომ თქვენი ნება აღვასრულო. თუმცა,
– დასძინა მან, როცა ყელზე სამართებლის წვერის შეხება იგრძნო,
– უფრო შორეული გეგმებიც მაქვს. მე, ასე ვთქვათ, საკუთარი და-
ნიშნულების მაძიებელი კაცი ვარ. უფრო მეტიც, საიდუმლო დანიშ-
ნულების მაძიებელი, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ჩემი სა-
იდუმლო დაწყევლილია ჩვენი დროის ყველაზე ძლევამოსილი ჯა-
დოქრის მიერ.
ამ საიდუმლოს მოსმენის შემდეგ ცოცხალი მხოლოდ ერთი ადა-
მიანი დარჩება და მე არ მსურს, თქვენი სიკვდილის მიზეზად ვიქცე.

22
ლორდმა ჰაუკსბენკმა ისევ გაიცინა, მაგრამ ეს უკვე შიშისმომ-
გვრელი სიცილი აღარ იყო, ღრუბლები გაიფანტა და ცაზე მზე აკი-
აფდა.
– როგორ მართობს შენი ლაპარაკი, ჩიტუნავ! ნუთუ მართლა
გგონია, რომ ვიღაც მწვანესახიანი გრძნეულის წყევლის მეშინია.
მე, ვისაც მკვდრების დღეს, ვუდუს დღესასწაულზე, თვით ბარონ სა-
მედისთან1 მიცეკვია და ცოცხალი დავრჩენილვარ მთელი მისი ყმუ-
ილის მიუხედავად. ასე ადვილად ვერ დამიძვრები. ახლავე მითხარი
ყველაფერი.
– დაე, ასე იყოს. იყო ერთი პრინცი, თავგადასავლების მაძიებე-
ლი. მას ზოგი არგალიას ეძახდა, ზოგი არკალიას.
უმამაცეს მებრძოლად მიიჩნეოდა. მის იარაღს ჯადო ჰქონდა.
ოთხი საშინელი გიგანტი ემსახურებოდა და ქალიც ჰყავდა, სახე-
ლად ანჟელიკა... – შეჩერდი, – თქვა ლორდმა ჰაუკსბენკმა და წარ-
ბებზე მიიჭირა ხელები, – თავი მატკინე შენი სისულელეებით, – და
ორიოდ წუთის შემდეგ დასძინა: – კარგი, განაგრძე.
– ანჟელიკა ჩინგის ხანისა და თემურ ლენგის მოდგმის პრინცესა
იყო.
– შეჩერდი! არა, განაგრძე!
– ულამაზესი...
– შეჩერდი! – თქვა შოტლანდიელმა კიდევ ერთხელ და გრძნო-
ბადაკარგული იატაკზე გაიშხლართა.

1
სამედი – ვუდუს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სული.
23
***

მგზავრს ლამის იყო, შერცხვა, ასე იოლად რომ მოახერხა მასპინ-


ძლის ჭიქაში ლაუდანუმის ჩაყრა. ფრთხილად დააბრუნა განძით
სავსე ხის პატარა ყუთი სამალავში, თავის ჭრელ ლაბადაში გაეხვია
და მთავარი გემბანისკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა, თან ყვირი-
ლით დახმარებას ითხოვდა. ეს ლაბადა მან ბანქოში მოუგო გაოცე-
ბულ ვენეციელ მარგალიტებით მოვაჭრეს, რომელსაც ვერ დაეჯე-
რებინა, რომ რიალტოში მოხვედრილი ვიღაც ფლორენციელი იქაუ-
რებს ადგილობრივ თამაშში – „სკარაბოჩიონში“ აჯობებდა.
წვერებიან და კულულებიან ებრაელ ვაჭარს შეილოკს ეძახდნენ.
ლაბადა მას დაეკვეთა ვენეციის ყველაზე ცნობილ სამკერვალოში,
სახელად „Il Moro Invidioso“-ში1, რომლის კარს ზემოთ მწვანეთვა-
ლებიანი არაბის ნახატი იყო გაკრული. ეს უბრალოდ ლაბადა კი
არა, ნებისმიერი მაგის ოცნება იყო, რადგან მისი სარჩული საიდუმ-
ლო ჯიბეებისა და ჩანაკერების მთელ ლაბირინთს წარმოადგენდა,
რომლებშიც ბრილიანტებით მოვაჭრეს შეეძლო ძვირფასეულობა
დაემალა და მის ახალ მფლობელს, „უჩელო დი ფირენზეს“ შეეძლო
ის მრავალრიცხოვანი ტრიუკებისთვის გამოეყენებინა.
– აბა, სწრაფად, მეგობრებო, სწრაფად, – ყვიროდა ჩვენი მგზავ-
რი, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობდა აღელვებული
კაცის როლს, – მის უდიდებულესობას თქვენი დახმარება სჭირდე-
ბა.
მრავლისმნახველ მეკობრეებს, აწ უკვე დიპლომატებად ქცეუ-
ლებს შორის მრავალი დააეჭვა კაპიტნის მოულოდნელმა გულის-
წასვლამ და ახალმოსულს ისეთი თვალით დაუწყეს ყურება, რაც

1
Il Moro Invidioso – (იტალ.) შურიანი მავრი.
24
კარგს არაფერს მოასწავებდა მისთვის. მაგრამ „უჩელო დე ფირენ-
ზე“ ისეთი ოსტატობით განაგრძობდა შეშფოთებული კაცის როლის
თამაშს, რომ თავის გულწრფელობაში მათი ნაწილობრივ დარწმუ-
ნებაც მოახერხა.
მან გონწასული კაპიტანი ლოგინზე დააწვენინა, ტანსაცმელი გა-
ხადა და ჯახირით ჩააცვა ღამის ხალათი. შუბლზე ხან ცივ და ხან
ცხელ კომპრესებს ადებდა, უარი თქვა, დაეძინა ან ეჭამა რაიმე შოტ-
ლანდიელი ლორდის გამოკეთებამდე. გემის ექიმმა განაცხადა,
რომ ეს ახალგაზრდა კაცი ფასდაუდებელი დამხმარე იყო მისთვის.
ამის მოსმენის შემდეგ ეკიპაჟმა, ავისმომასწავებლად რომ შემოსჯა-
როდა გარს „უჩელოს“, ბუზღუნით დაიწყო დაშლა.
როცა გრძნობადაკარგულ კაცთან მარტონი დარჩნენ, ექიმმა
აღიარა, გაკვირვებული ვარ, პაციენტი ამდენ ხანს გონზე რომ არ
მოდისო.
– რამდენადაც მე შემიძლია ვიმსჯელო, – თქვა მან, – მადლობა
ღმერთს, ამ კაცს არაფერი სჭირს. ესაა მხოლოდ, რომ რატომღაც
არ იღვიძებს. შეიძლება ამ უსიყვარულო სამყაროში, ჯობს, გეძინოს
და სიზმრებს ხედავდე, ვიდრე ფხიზლად იყო. ექიმს, მრავალი სის-
ხლისმღვრელი ბრძოლის თვითმხილველს „ჰოუკინს მადლობა
ღმერთს“ ეძახდნენ. გულკეთილი და უბრალო, მედიცინაში საკმაოდ
მწირი ცოდნის მქონე, ის მარჯვედ ჭრიდა კიდურებს, ოსტატურად
იღებდა ესპანურ ტყვიებს მისი გემის ამხანაგების იარებიდან და
ჭრილობებს უკერავდა მათ ესპანელებთან მორიგი ხელჩართული
ბრძოლის შემდეგ. თუმცა კაპიტნის ამ საიდუმლოებით მოცული
ძილქუშის განკურნება ვერ შეძლო. ვალპარაისოში ჰოუკინსმა მარ-
ცხენა თვალი დაკარგა, ნომბრე დე დიოსში კი – ფეხის ნახევარი.
ყოველ ღამით ის სევდიან პორტუგალიურ ფადოებს ღიღინებდა
ოპორტოს შემოგარენში, აივანზე მდგარი ქალიშვილისადმი მიძ-
25
ღვნილს. აკომპანიმენტსაც თვითონ აყოლებდა ბოშურ ვიოლინოზე
და მწარედ ტიროდა. „უჩელო“ მიხვდა – გულკეთილი ექიმი შინ და-
ტოვებულ მეუღლესა თუ საყვარელზე ფიქრობდა, იმაზე, რომ რქებს
ადგამდნენ. ის იტანჯებოდა და გული ეშხამებოდა, როცა წარმოიდ-
გენდა მის ქალს ნასვამს, სხვის მკლავებში მოგორავეს, ხეიბრების
კი არა, ბრგე კაცების მკლავებში: თევზის სუნით ამყრალებული მე-
თევზეების, პირველი კონკისტადორების შემდეგ ქვეყანას მოჩვენე-
ბასავით მოდებული, ვნებიანი ფრანცისკანელებისა და სხვების,
სხვადასხვა ფერისა და წარმოშობის: მულატების, მეტისების, ინ-
გლისელების, ჩინელებისა თუ ებრაელების მკლავებში.
„სიყვარულითაა დაბრმავებული, ასეთ მდგომარეობაში მყოფი
კაცის მოტყუება კი იოლია“, – გაიფიქრა უჩელომ.
„სკატაჰმა“ აფრიკის რქას შემოუარა, კუნძულ სოკოტრას ჩაუარა,
მასკატში სასურსათო მარაგი შეივსო და სპარსეთის ნაპირიდან მუ-
სონური ზურგის ქარის თანხლებით სამხრეთ აღმოსავლეთისკენ გა-
ემგზავრა. კურსი დიუს პორტისკენ ეჭირა, რომელსაც პორტუგა-
ლიელები მიწიერ სამოთხეს ეძახდნენ, ექიმი ჰოუკინსი კი – გუზე-
რატს. ლორდ ჰაუკსბენკს ამასობაში კვლავ მშვიდად ეძინა.
– ძალიან მშვიდად სძინავს, – ამბობდა უმწეო ჰოუკინსი, – რაც
იმას ამტკიცებს, რომ სინდისი სუფთა აქვს, ყოველ შემთხვევაში, ის
სულიერად ჯანმრთელია და ნებისმიერ წამს შეუძლია, წარდგეს შე-
მოქმედის წინაშე.
– ღმერთმა ნუ ქნას! – იყვირა „უჩელომ“.
– დიდება შენდა ღმერთო, ნუ წაიყვან ჩვენგან მას უდროოდ, – წა-
მოეშველა ჰოუკინსი.
ავადმყოფის საწოლთან ერთად გატარებული ხანგრძლივი დრო-
ის განმავლობაში „უჩელო“ ექიმს ხშირად ეკითხებოდა მისი საყვა-
რელი პორტუგალიელი ქალის შესახებ და ჰოუკინსიც ხალისით პა-
26
სუხობდა. ფლორენციელი მოთმინებით ისმენდა ქალის თვალების,
ტუჩების, მკერდის, ბარძაყების, უკანალის, მაღალი ფეხების აღტა-
ცებულ სადიდებელს. მან დაიზეპირა ის საიდუმლო საალერსო სიტ-
ყვები, ისინი რომ ლოგინში ეუბნებოდნენ ერთმანეთს და უკვე აღარ
იყო საიდუმლო. შეიტყო, რომ ქალი ექიმს სამარადისო სიყვარულს
ეფიცებოდა.
– მაგრამ ის ცრუობდა, ცრუობდა, – ქვითინებდა ჰოუკინსი.
– თქვენ ეს დანამდვილებით შეგიძლიათ თქვათ? – ჰკითხა „უჩე-
ლომ“ და როცა მტირალა „ჰოუკინსმა მადლობა ღმერთს“ თავი გა-
დააქნია და თქვა, ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ იყო, მე კი
ახლა ნახევარი კაცი ვარ, ასე რომ, ჯობია, ყველაზე უარესისთვის ვი-
ყო მზადო, „უჩელომ“ შეძლო მისი ნაღველი განექარვებინა.
– შეწყვიტე ტირილი, „მადლობა ღმერთს“, სატირალი არაფერი
გაქვს! ჯობია, ღმერთს მადლობა შესწირო, რამეთუ ამაოდ წუხხარ!
პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ ის შენი ერთგულია და მო-
უთმენლად გელის. თუ ფეხი არ გაქვს, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს,
რომ შენი ქალი მის მიმართ სიყვარულს შენი სხეულის სხვა ნაწი-
ლებზე გადაანაწილებს. თუ ერთი თვალი აღარ გექნება, მეორე, ჯან-
მრთელი თვალით ორმაგი გზნებით მიაჩერდები მას, ვინც შენი ერ-
თგული დარჩა და უყვარხარ, ისე როგორც შენ გიყვარს. საკმარი-
სია, „მადლობა ღმერთს“! მხიარული სიმღერა იმღერე და შეწყვიტე
ცრემლის ღვრა.
ამგვარად ანუგეშებდა „ჰოუკინს მადლობა ღმერთს“ და არწმუ-
ნებდა, რომ მეზღვაურები მოიწყენდნენ მისი სიმღერის გარეშე, რის
გამოც ფლორენციელი მარტო რჩებოდა ცნობამიხდილ ჰაუკსბენ-
კთან და საიდუმლო სამალავის ძიებაში ყოველღამ გულდასმით
ჩხრეკდა კაპიტნის კაიუტას.

27
მან თავისთვის დაასკვნა, ადამიანი, რომელიც ერთ სამალავს გა-
აკეთებდა, საეჭვოა ამით დაკმაყოფილებულიყო და მეორე და მესა-
მეც არ მოეწყოო, და იმ დროისთვის, როცა ჰორიზონტზე დიუ გამოჩ-
ნდა, მას ისე ჰყავდა გაფცქვნილი ლორდი ჰაუკსბენკი, როგორც გა-
მოცდილი მზარეული ფცქვნის ქათამს.
შვიდი სამალავი აღმოაჩინა თეჯირგაკრულ კედელში და ხის ყუ-
თებში აღმოჩენილმა განძეულმა ახალი სამყოფელი პოვა შეილო-
კის ლაბადის აურაცხელ ჯიბეებში. მასთან ერთად შვიდმა ოქროს
ზოდმაც დაიდო ბინა ლაბადაში, თუმცა ის მაინც ბუმბულივით მსუ-
ბუქი იყო, რადგან მწვანეთვალება ვენეციელმა არაბმა იცოდა თავი-
სი ხელობა და რამდენი ძვირფასი ნივთიც უნდა დაემალათ ჯადოს-
ნურ ლაბადაში, ის მაინც უწონოსავით გამოიყურებოდა. რაც შეეხე-
ბა სხვა „საოცარ ნივთებს“, ისინი ქურდს არ აინტერესებდა. დაე,
მშვიდად იყვნენ თავიანთ სამყოფელში, ვიდრე მათ სხვა ჩიტები მი-
აგნებენო, გაიფიქრა. მაგრამ „უჩელო“ ამ გრანდიოზულმა ნადავ-
ლმაც კი ვერ დააკმაყოფილა, რადგან მთავარი განძი ჯერჯერობით
არსად ჩანდა. ის ცდილობდა სასოწარკვეთას არ მისცემოდა. ბედმა
დიდი შანსი მისცა და ხელიდან არ უნდა გაეშვა. მაინც სად შეიძლე-
ბოდა ყოფილიყო დამალული? მან კაპიტნის კაიუტის ყოველი კუთ-
ხე-კუნჭული გაჩხრიკა, მაგრამ უშედეგოდ.
სასურველი საგანი არსად ჩანდა.
ეშმაკმა დასწყევლოს, ნუთუ განძი მოაჯადოეს, რათა უცხო თვა-
ლისთვის უხილავი გამხდარიყო?
დიუში ხანმოკლე შეჩერების შემდეგ გემმა კურსი სურატისკენ
აიღო, ქალაქისკენ, რომელშიც ის-ის იყო თვით იმპერატორმა აკ-
ბარმა ჩაატარა სადამსჯელო ოპერაცია და საიდანაც ლორდ ჰაუკ-
სბენკს განზრახული ჰქონდა დიადი მოგოლის დედაქალაქისკენ
ხმელეთით დაძრულიყო.
28
და სწორედ სურატში ჩასვლის წინა ღამით (რომელიც ნანგრევე-
ბად ქცეულიყო და ჯერ კიდევ ბოლავდა მრისხანე იმპერატორის ვი-
ზიტის შემდეგ), როცა „ჰოუკინსი მადლობა ღმერთს“ გულდათუთქუ-
ლი მღეროდა გემბანზე, რომით მთვრალი ეკიპაჟის წინ, ხანგრძლი-
ვი ვოიაჟის დამთავრებას რომ აღნიშნავდა – კაპიტნის კაიუტაში
მყოფმა ფლორენციელმა, ბოლოს და ბოლოს, მიაგნო იმას, რასაც
ეძებდა: მერვე საიდუმლო თეჯირში, მაგიურ ციფრ შვიდზე ერთით
მეტში; ერთით მეტში, ვიდრე რომელიმე ქურდს აზრად მოუვიდოდა.
ამ უკანასკნელ კარს უკან იყო ის, რასაც „უჩელო“ ეძებდა. ამის შემ-
დეგ ისიც სხვებს შეუერთდა გემბანზე და მათზე მეტს სვამდა, მღერო-
და და მხიარულობდა. იშვიათი უნარი ჰქონდა – შეეძლო, მთელი
ღამეები არ დაეძინა, მაშინ როცა სხვებს თვალები ეხუჭებოდათ. და
როცა ის-ის იყო ირიჟრაჟა, გემი სხვებისგან შეუმჩნევლად დატოვა,
ერთ-ერთი ნავით ისარგებლა, ნაპირს მიაღწია და ინდოეთში ფან-
ტომივით გაუჩინარდა. დიდი ხნით ადრე, სანამ „ჰოუკინსმა მადლო-
ბა ღმერთს“ განგაში ატეხა მას შემდეგ, რაც ჰაუკსბენკელი ჰაუკ-
სბენკი ამქვეყნიურ ცხოვრებაში უკანასკნელ სარეცელზე უკვე და-
ლურჯებული ტუჩებით იპოვა – სამუდამოდ გათავისუფლებული
„ფინოკიონას“1 მტანჯველი ტკივილებისაგან, უჩელო დე ფირენცემ
არსებობა შეწყვიტა.
დატოვა მხოლოდ სახელი, ისე როგორც გველი ტოვებს ხოლმე
კანს. სამაგიეროდ, ახლა უსახელო მოგზაურს გულთან განძთა გან-
ძი ჰქონდა: ინგლისის დედოფლის, ელიზაბეტ ტიუდორის მიერ სა-
კუთარი ხელით დაწერილი და ბეჭედდარტყმული ოფიციალური წე-
რილი ინდოეთის იმპერატორისადმი, რომელიც მის „სეზამ, გა-

1
„ფინოკიონა“ - ერთგვარი იტალიური ძეხვი. ჟარგონულად აღნიშნავს ჰომოსექ-
სუალს.
29
იღედ“ უნდა ქცეულიყო – მისთვის ყველაზე სანუკვარი კარი გაეღო
დიადი მოგოლის სასახლეში.
ის ახლა ინგლისის ელჩი იყო.

3. განთიადისას მოწითალო ქვიშაქვის სასახლე-


ები...

განთიადისას მოწითალო ქვიშაქვის სასახლეები იმპერატორ აკ-


ბარ დიდის ახალ „გამარჯვების ქალაქში“ ისე მოჩანდნენ, გეგონე-
ბოდა, წითელი კვამლისგან აუგიათო. დიადი ქალაქების უმრავლე-
სობა მარადიული ქალაქის შთაბეჭდილებას დაარსების დღიდანვე
ტოვებს, სიკრი კი მომავალშიც მუდამ ქალაქი-მირაჟის მსგავსი იქ-
ნებოდა. როცა მზე ზენიტში იდგა, დღის მხურვალების მძიმე ურო
სცემდა ქვის ფილებს, რისგანაც ადამიანები ყრუვდებოდნენ, ჰაერი
შეშინებულ მონასავით თრთოდა, საზღვარი კი ჯანსაღ აზრსა და
ბოდვას, რეალობას და წარმოსახვას შორის ლამის იშლებოდა.
თვით იმპერატორიც ფანტაზიებით ცხოვრობდა. მის სასახლეში
დედოფლები მოჩვენებებივით ლივლივებდნენ, რაჯპუთელი და
თურქი სულთნები დაჭერობანას თამაშით ერთობოდნენ.
სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, როგორც რეალუ-
რი პიროვნება, არც არსებობდა. ის იმპერატორის წარმოსახვით
შექმნილი საყვარელი ცოლი იყო, რომელიც მან ისევე გამოიგონა,
როგორც მარტოდ დარჩენილი ბავშვები იგონებენ ხოლმე მეგობ-
რებს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რეალური, თუმც კი უჩუმრად
მოლივლივე ცოლი ჰყავდა, იმპერატორის აზრით, ნამდვილი დე-
დოფლები ფანტომები იყვნენ, არარსებული საყვარელი კი – რე-
ალური. სახელიც კი დაარქვა მას – ჯოდჰა – და ვერავინ ბედავდა

30
ქალის არსებობა ეჭვქვეშ დაეყენებინა. ქალთა სამყოფლის სიმყუდ-
როვეში, სასახლის აბრეშუმის დერეფნებში მისი გავლენა და ძალა-
უფლება სულ უფრო იზრდებოდა. ტანსენი ჯოდჰას პატივსაცემად
სიმღერებს თხზავდა, ხელოვნების გალერეაში მისი სილამაზე პორ-
ტრეტებზე იყო აღბეჭდილი და ლექსებში ხოტბაშესხმული.
თვით დიდმა მხატვარმა, სპარსმა აბუს სამადმა დახატა ჯოდჰას
პორტრეტი. დახატა ისეთი, როგორიც სიზმარში წარმოუდგა, მას
ხომ ის არასოდეს ენახა. როცა იმპერატორმა მისი ნამუშევარი იხი-
ლა, აღტაცებისგან ტაში შემოჰკრა, ისეთი თვალისმომჭრელი სი-
ლამაზე შემოსცქერდა ნახატიდან. – შენ მას სიცოცხლე მიანიჭე, –
დაიყვირა იმპერატორმა. აბუს სამადმა როგორც იქნა თავისუფლად
ამოისუნთქა, გაუქრა შეგრძნება, თითქოს კისერი არცთუ საიმედოდ
ჰქონდა მხრებზე მიმაგრებული. იმის შემდეგ, რაც ეს ფერწერული
ხელოვნების შედევრი გალერეაში გამოფინეს, მთელი სამეფო კარი
დარწმუნდა, რომ ჯოდჰა ნამდვილად არსებობდა. ნავრატნამ, ანუ
ცხრა ვარსკვლავმა, იმპერატორთან ყველაზე დაახლოებულმა პი-
რებმა, ერთხმად აღიარეს არა მხოლოდ ქალის არსებობა, არამედ
მისი მშვენიერება და სიბრძნე, გრაციოზულობა და მელოდიური ხმა.
„აჰ აკბარ! აჰ, ჯოდჰა ბაი!1 ასეთი სიყვარულის შესახებ არასდროს
არავის გაუგია“.
ქალაქის მშენებლობა დროზე დამთავრდა, სწორედ მაშინ, როცა
იმპერატორს ორმოცი წელი შეუსრულდა. მას თორმეტი დაძაბული
წლის განმავლობაში აშენებდნენ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქ-
მნებოდა, რომ ქალაქი წლითიწლობით თავისით შენდებოდა, ძა-
ლისხმევის გარეშე, თითქოსდა ჯადოსნური ჯოხის მოქნევით. მისი
უდიდებულესობის მინისტრი მკაცრად ადევნებდა თვალს, რომ იმ-

1
ბაი – პატივსაცემი მიმართვა გათხოვილი ქალისადმი.
31
პერატორის ახალ საიმპერიო დედაქალაქში ყოფნისას სამშენებლო
სამუშაოები შეჩერებულიყო.
როცა ის რეზიდენციაში იმყოფებოდა, კალატოზების ჩაქუჩები
დუმდნენ, ხუროები ლურსმნებს არ არჭობდნენ, დეკორატორები,
მხატვრები, მეჩუქურთმეები მხედველობის არედან ქრებოდნენ. ამ
დროს ქალაქში მხოლოდ საამო, დამამშვიდებელი ბგერები შეიძ-
ლებოდა გაეგონათ.
მსუბუქ ნიავს მოცეკვავეების ფეხებზე მოჟღარუნე ზანზალაკებისა
და მოჩქაფუნე შადრევნების ხმები მოჰქონდა და ტანსენის გენია-
ლური მუსიკის მელოდიები ავსებდა ჰაერს.
იმპერატორის სმენას პოეტური შედევრები ატკბობდა.
სამშაბათობით, ღია პავილიონში, აუჩქარებლად თამაშობდნენ
ჭადრაკს – ფიგურებად მონა გოგონებს იყენებდნენ. დღის მეორე ნა-
ხევარში კი, დაჩრდილულ მოსასვენებლებში, ნარნარად დარწეული
ვეებერთელა მარაოების ქვეშ სასიყვარულო თამაშები იწყებოდა.
გრძნობააშლილი, მიბნედილი ატმოსფერო, ქალაქში რომ სუ-
ფევდა, იმდენად სიცხის ბრალი არ იყო, რამდენადაც იმპერატორის
უჩვეულოდ დიდი სექსუალური პოტენციისა.
თუმცა, არც ერთი ქალაქი შედგება მხოლოდ სასახლეებისგან.
ნამდვილი ქალაქი, ხისა და თიხის, ფუნის, აგურებისა და ქვისგან
ნაშენი, წითელი ქვის მძლავრ მონოლითზე აღმართული სასახლეე-
ბის წყების კედლებქვეშ შეყუჟულიყო.
იქ ადამიანები წარმოშობისა და ხელობის მიხედვით სახლდე-
ბოდნენ. ერთი ქუჩა ვერცხლით მოვაჭრეებს ეჭირათ, მეორეზე მესა-
ჭურვლეები ცხოვრობდნენ და იღვწოდნენ თავიანთი მძიმედ მოჟ-
ღრიალე იარაღით, შემდეგ ქსოვილებით, ტანსაცმლითა და სამშვე-
ნისებით მოვაჭრეთა სახლები და ფარდულები მოდიოდა. აღმოსავ-
ლეთით ინდუსების კოლონია მდებარეობდა, ქალაქის ქუჩების გას-
32
წვრივ – სპარსელების, შემდეგ კი ტურანების კვარტალი. მათ მიღმა
პარასკევის მეჩეთის უზარმაზარ ჭიშკართან ახლოს ინდური წარმო-
შობის მუსლიმანთა სახლები იდგა. პერიფერიებში დიდგვაროვანთა
მამულები მიმოფანტულიყო, ასევე სახელოვნებო სტუდია და სკრიპ-
ტორიუმი – ხელნაწერთა საცავი, რომელსაც შორს გაეთქვა სახე-
ლი. და კიდევ ორი პავილიონი – ერთი მუსიკალური, მეორე კი სა-
ცეკვაო წარმოდგენებისთვის.
„ქვედა“ სიკრის მცხოვრებთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, მო-
ცალეობა რა იყო და როცა იმპერატორი მორიგი ლაშქრობიდან
ბრუნდებოდა, ხმაურის აკრძალვის ბრძანება თიხის ქალაქის
მცხოვრებთა მიერ სუნთქვის აკრძალვად აღიქმებოდა. იმის შიშით,
მეფეთმეფის სიმყუდროვე არ დაერღვიათ, დაკვლისას ქათამს პირ-
ში რაღაცას სჩრიდნენ.
ურმის ჭრიალის გამო მეურმე შეიძლებოდა გაეროზგათ, ხოლო
თუკი ის გაროზგვისას თავს ვერ შეიკავებდა და იყვირებდა, სასჯელი
შეიძლებოდა დამძიმებულიყო.
ქალები მშობიარობისას ტუჩებს კუმავდნენ, ბაზარში შესული კი
იფიქრებდა, საგიჟეში მოვხვდიო, რადგან ერთმანეთს ჟესტებით
აგებინებდნენ. „როცა მბრძანებელი ქალაქშია, ჩვენ ყველანი ვგიჟ-
დებით“, – ამბობდა ხალხი და მერე იმის შიშით, ჯაშუშმა არ გაიგო-
ნოსო (ჯაშუშები ხომ ყველგან იყვნენ), სასწრაფოდ დასძენდნენ, სი-
ხარულისგანო. თიხის ქალაქს უყვარდა თავისი იმპერატორი, ყო-
ველ შემთხვევაში, დაჟინებით ამტკიცებდა, მიყვარსო, თუმცა ამას
უხმოდ, უსიტყვოდ აკეთებდა, რადგან სიტყვები აკრძალული იყო.
როცა მბრძანებელი ისევ სალაშქროდ გაემართებოდა, მის გაუთა-
ვებელ (თუმც კი ყოველთვის წარმატებულ) ბრძოლებში კიდევ ერ-
თხელ ჩასართველად – გუჯარათთან, რაჯასტანთან, ქაბულთან ან
კაშმირთან, მდუმარების ციხე იღებოდა, საყვირებს ჩაჰბერავდნენ
33
და ხალხი მხიარულობდა. მათ შეეძლოთ, ერთმანეთისთვის გაეზია-
რებინათ ის, რაც თვეების განმავლობაში უთქმელი რჩებოდათ. შე-
გეძლო, გეყვირა: „მე შენ მიყვარხარ“ ან „მე დედა გარდამეცვალა“
ან „შენს სუპს კარგი გემო აქვს“ ან „დამიბრუნე, ჩემი ფული რომ
გმართებს, თორემ ხელებს დაგამტვრევ“ ან „მეც მიყვარხარ, ძვირ-
ფასო“, – ყველაფერი, რაც გსურდა.
თიხის ქალაქის მცხოვრებთა საბედნიეროდ, სამხედრო საქმეები
ხშირად აიძულებდნენ მბრძანებელს ქალაქგარეთ გასვლას. ფაქ-
ტობრივად, ის უმეტესად წასული იყო და მის არყოფნაში განახლე-
ბული მშენებლობის გუგუნთან შერწყმული ღარიბთა კვარტლების
ყოველდღიური ხმაური და აურზაური ყურს სჭრიდა და აღიზიანებდა
უმწეო დედოფლებს. მათ ვერაფერი გაეწყოთ, ლოგინში ერთად შე-
ყუჟულები კვნესოდნენ მხოლოდ, თუმცა ჩვენ აქ იმის აღწერას არ
ვაპირებთ, თუ რით ცდილობდნენ ისინი ერთმანეთის გართობას
სქელი ფარდების მიღმა. მხოლოდ წარმოსახვითი დედოფალი რჩე-
ბოდა უბიწო. სწორედ ის მოუთხრობდა აკბარს იმ გაჭირვების შესა-
ხებ, ხალხი რომ განიცდიდა ზედმეტად გულმოდგინე ჩინოსნების გა-
მო, რომლებიც ცდილობდნენ იმპერატორის სიმშვიდე ყველაფრის
ფასად დაეცვათ. როგორც კი ამის შესახებ შეიტყო, აკბარმა მაშინვე
გააუქმა ბრძანება, სასტიკი მინისტრი ნაკლებად მკაცრით შეცვალა,
დაიჟინა, ქუჩები ჩამომატარეთო და ჩამოვლის დროს დაბეჩავებულ
ქვეშევრდომებს ყვირილით აუწყებდა: „იმდენი იხმაურეთ, რამდე-
ნიც გსურთ, ხალხო!
რამეთუ ყვირილი სიცოცხლეა და ხმაურის სიჭარბე იმის ნიშანია,
რომ ცხოვრება კარგი რამაა. ჩუმად ყოფნას მაშინაც მოვასწრებთ,
როცა დავიხოცებით“. ქალაქი ამ განცხადებას მხიარული, ხმამაღა-
ლი წამოძახილებით შეხვდა. სწორედ ამ დღეს გახდა ცხადი, რომ

34
ტახტზე ახალი ტიპის იმპერატორი იჯდა და უკვე ყველაფერი სხვა-
ნაირად წარიმართებოდა.

***

როგორც იქნა, ქვეყანაში სიჩუმემ დაისადგურა, მაგრამ იმპერა-


ტორის დაუდეგარი სულისთვის სიმშვიდე უცხო იყო. ის ახლახან
დაბრუნდა ბოლო ლაშქრობიდან – სურატში აჯანყება ჩააქრო – მაგ-
რამ მარშებისა თუ ბრძოლის დროს ფილოსოფიური და ლინგვისტუ-
რი საკითხები ისევე აღელვებდა, როგორც სტრატეგიული. იმპერა-
ტორი აბულ ფახტ ჯელალ-ად-დინ მუჰამადი, მეფეთმეფე, ბავშვობი-
დან აკბარად რომ იცნობდნენ, რაც დიდს ნიშნავს, და მოგვიანებით,
მიუხედავად ტავტოლოგიისა, დიდ აკბარს ეძახდნენ (ანუ ორმაგად
დიდს, დიდთაგან დიდს, იმდენად დიდს, რომ ეპითეტის გამეორება
არა მხოლოდ საჭირო, არამედ სრულიად აუცილებელიც იყო), რა-
თა სრულად გამოეხატათ სიდიადე მისი დიდებისა – დიადი მოგო-
ლი, დამტვერილი, ბრძოლებში გამოწრთობილი, დაუმარცხებელი
და ფიქრიანი, სიმსუქნეშეპარული და გრძელულვაშიანი, იმედგაც-
რუებული და პოეტური, მოჭარბებულად სექსუალური და აბსოლუ-
ტური ძალაუფლების მქონე; ის, ვინც ისეთი შესანიშნავი, ისეთი ყოვ-
ლისშემძლე იყო, გაგიჭირდებოდა დაჯერება, როგორ შეიძლებოდა
ეს ყველაფერი ერთ ადამიანში შერწყმულიყო – და ეს მმართველი,
მოვარდნილი ღვარცოფივით შთანმთქმელი ქვეყნებისა და მხარეე-
ბისა, ეს მრავალთავიანი ურჩხული, საკუთარ თავს მრავლობით
რიცხვში რომ მოიხსენიებდა, როცა შინისკენ გრძელი, ერთფეროვა-
ნი გზით ძლეული მტრების მოჭრილი თავების კამპანიაში მიდიოდა
(ისინი ქილებში ჩაჩურთული მიჰქონდათ), ფიქრებს მისცემოდა

35
იმის თაობაზე, შეიძლებოდა თუ არა მისთვის მხოლობითი რიცხვის
პირველი პირის, ანუ „მე“-ს გამოყენება.
დაუმთავრებელი დღეები ხანგრძლივი, ნელი მოგზაურობისა
განსჯისკენ მიდრეკილ ადამიანს აუჩქარებელი ფიქრისთვის განაწ-
ყობდა სხვადასხვა, ერთმანეთთან დაუკავშირებელ თემებზე და დე-
დაქალაქისკენ მიმავალი დიდი მოგოლიც ფიქრობდა სამყაროს
ცვალებადობაზე, ვარსკვლავების ზომებზე, თავისი ცოლების მკერ-
დებსა და ღმერთის ბუნებაზე.
დღეს კი მისი განსჯის საგნად გრამატიკული პრობლემა იქცა,
კერძოდ, პირველი, მეორე და მესამე პირების ნაცვალსახელების
გამოყენება და მათი პიროვნებასთან, როგორც ასეთთან, შესაბამი-
სობა. თვით აკბარი საკუთარ თავს „მე“ -დ არასოდეს მოიხსენიებდა
– არც მარტო ყოფნისას, არც გაბრაზებისას და არც სიზმარში. ის
იყო – ან სხვა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო? – „ჩვენ“. ის „ჩვენის“
განსახიერებას წარმოადგენდა. იტყოდა „ჩვენ“ და ბუნებრივად,
მტკიცედ, გულწრფელად იყო დარწმუნებული, რომ საკუთარ თავში
მოიცავდა ყველა ხალხს, ყველა ქალაქს, თავის მიწებს, მთებს, ვე-
ლებს, მდინარეებსა და ტბებს, ყველა მცენარეს, – ანუ ყველაფერს,
რაც მისი სამეფოს შიგნით ცხოვრობდა და სუნთქავდა, ჩიტებს, მკბე-
ნარ კოღოებს, მიწისქვეშა სამყაროს უსახელო გველებს, ნელა რომ
ღრღნიდნენ ფესვებს. ის თავს აიგივებდა თავის ყველა გამარჯვებას-
თან, ის განასახიერებდა მათ თვისებებს, უნარებს, ცხოვრებისეულ
გამოცდილებასა და, შესაძლოა, მისი თავმოკვეთილი თუ დროებით
დაშოშმინებული მტრების სულებსაც. გარდა ამისა, დარწმუნებული
იყო, რომ მასში ნივთდებოდა მისი ხალხის წარსული, აწმყო და სა-
წინდარი მომავლისა.
სწორედ ეს „ჩვენ“ იყო, რასაც ნიშნავდა მეფობა, მაგრამ სამარ-
თლიანობის გულისთვის და, უბრალოდ, საკუთარ თავთან საკამა-
36
თოდ იმასაც უშვებდა, რომ ჩვეულებრივი მოკვდავები საკუთარ თავ-
ზე ფიქრისას ასევე იყენებენ მრავლობით რიცხვს.
მაგრამ იქნებ ისინი ცდებიან? ან (ოჰ, ეს მოღალატური ფიქრი!)
იქნებ თვითონ ცდება? შესაძლოა, ინდივიდუმის წარმოდგენა საკუ-
თარ თავზე, როგორც რაღაც თანამეგობრობის წევრზე, ფაქტობრი-
ვად ნიშნავს სამყაროში რეალურ არსებობას – როგორც ყოფიერე-
ბის ნაწილის ყოფნას მსგავსთა შორის.
შეიძლება ისიც არის, რომ საკუთარი თავის მიმართ პირის ნაც-
ვალსახელის მრავლობით რიცხვში გამოყენება სრულიადაც არ
არის მეფის კუთვნილი უფლება, მისი წმინდა, ხელშეუხებელი უფ-
ლება. და შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, რამდენადაც მონარქის
თვისება, თუნდაც ნაკლებად რაფინირებული, პრიმიტიული ფორ-
მით, თითქოსდა აირეკლებაო, გამოხატულებას პოულობს ქვეშევ-
რდომების ფიქრებში, ეს აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ მი-
სი ხალხი, კაცებიცა და ქალებიც, ასევე აუცილებლად იტყვიან
„ჩვენს“ საკუთარ თავზე.
შესაძლოა, ისინი, როცა ამ ნაცვალსახელს იყენებენ, საკუთარ
თავს გულისხმობენ თავიანთ ბავშვებთან, დედებსა და დეიდებთან,
მათი რჯულის ადამიანებთან, მეგობრებსა და ნაცნობებთან ერთად.
როგორც ის, ასევე ეს ხალხიც, საკუთარ თავში მრავალ „მეს“
აერთიანებს. კაცმა შეიძლება იფიქროს თავის თავზე, როგორც სა-
კუთარი ბავშვების მამაზე და ამავე დროს თავისი მშობლების შვილ-
ზე. სამსახურში, უფროსთან, ის განსხვავებული იქნება იმისგან, რაც
სახლშია, ცოლთან. ერთი სიტყვით, თითოეული ადამიანი სხვა არა-
ფერია, თუ არა სხვადასხვა „მეებით“ სავსე ტომარა, სწორედ ისე,
როგორც თვითონ ის. მაშინ გამოდის, რომ მმართველსა და ქვეშევ-
რდომებს შორის არსებითი განსხვავება არ ყოფილა?

37
და მაშინ ლინგვისტური პრობლემა, რომელმაც ის ასე დააინტე-
რესა, მის წინაშე ახალი, შიშის მომგვრელი სახით წარმოჩნდა: თუკი
მისი მრავალსახოვანი ქვეშევრდომები საკუთარ თავზე საუბრისას
მაინც ამჯობინებენ პირველი პირის ნაცვალსახელი გამოიყენონ
მხოლობით რიცხვში, მაშინ იქნებ მასაც აქვს უფლება თავი „მედ“
მოიხსენიოს. შესაძლოა, სწორედ ეს „მე“ აღნიშნავს ცალკეულ ინ-
დივიდს, სხვებისაგან განსხვავებულს; შესაძლოა, სწორედ ეს შიშვე-
ლი, განზე მდგომი „მე“ არის დამარხული ურიცხვი „ჩვენით“ გადა-
ჭედილი სამყაროს ქვეშ.
საკითხის ასე დაყენებამ ის გვარიანად დააფრთხო. უშიშარი, და-
უმარცხებელი, რა დასამალია და, სიმსუქნეშეპარული, თეთრ ცხენ-
ზე ამხედრებული შინისკენ მიიჩქაროდა და კვლავ ამაზე ფიქრობდა.
იმ ღამით ძალიან გაუჭირდა დაძინება. რა უნდა ეთქვა, როცა ჯოდ-
ჰას ისევ შეხვდებოდა. თუ უბრალოდ ეტყოდა – „ეს მე ვარ“, „აი, მე
დავბრუნდი...“ უპასუხებდა თუ არა ქალი ინტიმურ-ფამილარულად?
მიმართავდა თუ არა მას „შენობით“, ისე როგორც ღმერთებს, შეყვა-
რებულებს, ან ბავშვებს მიმართავენ? და მაშინ რის აღმნიშვნელი
იქნებოდა ეს? რომ ის ქალისთვის თითქოს ბავშვია, თუ ღმერთი, თუ
უბრალოდ სასურველი საყვარელი, რომელზეც ქალიც ასევე ოცნე-
ბობდა და რომელიც მან წარმოსახვის ძალით შექმნა, ისევე რო-
გორც კაცმა ის? შეიძლება ეს ძალიან პატარა სიტყვაა ყველაზე აღ-
მგზნები სიტყვა ენაში. „მე“, – ვარჯიშობდა ის ძლივს გასაგონი ჩურ-
ჩულით: „მე აქ ვარ, მე შენ მიყვარხარ, მოდი ჩემთან“. უკან დაბრუ-
ნებისას მას კიდევ ერთი სამხედრო ოპერაცია ელოდა: სამაგალი-
თოდ უნდა დაესაჯა ერთი თავგასული თავადუკა.
კატიავარის ნახევარკუნძულზე კუჩხ-ნახინის ჯიუტი მმართველის
სამფლობელო მიწასთან უნდა გაესწორებინა. მმართველი ახალ-
გაზრდა იყო, ბევრი ლაპარაკი უყვარდა და დიდი ულვაშები ჰქონდა
38
(ულვაშები იმპერატორის სიამაყე იყო და მას სურდა, არც ამ მხრივ
ჰყოლოდა კონკურენტი). სულელ ფეოდალს ძალიან უყვარდა ლა-
პარაკი თავისუფლებაზე. „თავისუფლება ვისთვის და ვისგან? –
შფოთავდა თავისთვის აკბარი, – თავისუფლება ხომ ბავშვური ფან-
ტაზიაა, ბავშვების გასართობია. ამქვეყნად არავინ არასდროს თავი-
სუფალი არ ყოფილა“. გირის ტყის მასივის თეთრი ხეები იფარა აკ-
ბარის პოლკმა და შავი ჭირივით უჩუმრად მიეპარა და გარს შემოეწ-
ყო კუჩხ-ნახინის უბადრუკ ციხესიმაგრეს. ტყიდან მოახლოებულმა
უცნაურმა ხმებმა სიკვდილის სიახლოვე აგრძნობინეს ციხესიმაგ-
რის დამცველებს. მათ თვითონვე დალეწეს თავიანთი კოშკი, თეთ-
რი დროშა გადმოფინეს და საცოდავად ითხოვეს შეწყალება. მოწი-
ნააღმდეგის დასჯის ნაცვლად იმპერატორი ხშირად ერთ-ერთ ქა-
ლიშვილს ცოლად ირთავდა და დამარცხებულ სიმამრს სამეფო
კარზე სამსახურს სთავაზობდა (სწორად სჯიდა, რომ დანათესავებუ-
ლი მტერი სჯობია დამპალ გვამს), თუმცა ამჯერად მან, გაავებულმა,
თავხედ ხანს ულვაშები დააძრო ლამაზი სახიდან, უმწეო მეოცნებე
საკუთარი ხმლით აკუწა ნაწილებად, სწორედ ისე, როგორც მისი პა-
პა მოიქცეოდა, და სინდისის ქენჯნით შეწუხებული, აკანკალებული,
კარავში განმარტოვდა. იმპერატორს დიდი, მოწკურული თვალები
ჰქონდა ნორჩი მეოცნებე გოგოსავით თუ მიწის დანახვას მონატრუ-
ლი მეზღვაურივით, რომლებიც ყოველთვის სადღაც შორს, უსასრუ-
ლობაში იცქირებოდნენ. სავსე, წინ გამობურცული ტუჩები გაბუტუ-
ლი ქალის ტუჩებს უგავდა.
თუმცა, მიუხედავად სახის ქალური ნაკვთებისა, ის უზარმაზარი,
მძლავრი სხეულის მქონე კაცი იყო. ჯერ კიდევ ბიჭობისას ვეფხვი
დაახრჩო შიშველი ხელებით, მაგრამ შემდეგ ნამოქმედარით შეწუ-
ხებულმა დაიფიცა, რომ არასდროს, მთელი სიცოცხლის განმავლო-
ბაში, ხორცს არ შეჭამდა და ვეგეტარიანელი გახდა.
39
ვეგეტარიანელი მუსულმანი, მებრძოლი, მშვიდობაზე მეოცნებე
იმპერატორი-ფილოსოფოსი; სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო
თვისებების მქონე ადამიანი – ასეთი იყო მმართველი უდიდესი სამ-
ფლობელოსი, რომელიც კი მსოფლიოს ოდესმე ენახა. ბრძოლის
შემდეგ მელანქოლიით გაჟღენთილ ჰაერში ღამე დაეფინა სისხლში
მცურავ გვამებს. დანგრეული ციხესიმაგრის ქვემოთ, ფარჩის კა-
რავში იჯდა, მდინარესავით მორაკრაკე ბულბულის სტვენას უსმენ-
და და წყალგარეულ ღვინოს სვამდა. როგორც ყოველთვის, სის-
ხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ ნაღველი შემოსწოლოდა თავი-
სი გენეალოგიური ხის გამო. არ სურდა სისხლმოწყურებული წინაპ-
რების მსგავსი ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უდიდეს
ადამიანებად მოიხსენიებოდნენ ისტორიაში. მათი სახელები, დამ-
პყრობლებისა და მძარცველებისა, თრგუნავდნენ მას. ის გახდა მემ-
კვიდრე სახელებისა, რომლებიც სისხლის ნიაღვარს უკავშირდებო-
და:
მისი პაპა – ბაბარი ფერგანელი მხედართმთავარი იყო. მან დაიპ-
ყრო ჰინდუსტანი, მაგრამ ამ ახალ სამფლობელოს ვერ იტანდა: მე-
ტისმეტად დიდი სიმდიდრე, მეტისმეტად ბევრი ღმერთი.
ბაბარი მჭევრმეტყველების საკვირველი ნიჭით დაჯილდოებული
საბრძოლო მანქანასავით იყო. ბაბარამდე აკბარის მოდგმაში
ტრანსოკსანიელი1 მმართველები იყვნენ, მათ შორის ყველაზე ცნო-
ბილი – თემუჩინი, ანუ იგივე ჩინგის ხანი, რომლის წყალობით აკბა-
რი მოგოლად ან მონღოლად იწოდებოდა, თუმცა არ სურდა, თავი
ასეთად ეგრძნო. თვით სიტყვა „ორდა“ ყურს სჭრიდა, ღორის ღრუ-
ტუნივით უსიამოვნოდ, უხეშად ეჩვენებოდა. არ სურდა, დამარცხე-
ბული მტრის თვალებში გამდნარი ვერცხლი ჩაესხა ან ფიცარნაგზე

1
ტრანსოკსანია – ისტორიული მხარე შუა აზიაში.
40
გაებრტყელებინა ისინი და მერე იქვე ნადიმი გაემართა თანამებ-
რძოლებთან ერთად. ბრძოლებისგან მოქანცული იყო.
გაახსენდა თავისი პირველი აღმზრდელი – სპარსი მირი, რომე-
ლიც ასწავლიდა, რომ თუკი ადამიანს სურს, თანხმობაში იყოს საკუ-
თარ თავთან, ყველა სხვასთან უნდა იყოს თანხმობაში. შულკ-ი-კულ
– სრულ თანხმობაში. ვერც ერთი ხანი გაიგებდა ამას, მაგრამ მას
თანხმობა არ სურდა, უბრალოდ, თავისი ქვეყანა სჭირდებოდა. თე-
მუჩინი ერთადერთი არ იყო მის წინაპართაგან, რომელმაც დანდო-
ბა არ იცოდა. ის ამქვეყნად მოვლინებას თემურს უმადლოდა, კაცს,
რომელსაც რკინა შეარქვეს. თემურ ლენგი – კოჭლი რკინის კაცი.
სწორედ თემურმა, ანუ თემურ ლენგმა გაანადგურა დამასკო და ბაღ-
დადი, დელისგან ორმოცდაათი ათასი მკვდარი სულით დასახლებუ-
ლი ნანგრევები დატოვა.
არა, აკბარი ამჯობინებდა, ასეთი წინაპრები არ ჰყოლოდა. მან
დიდი ხანია შეწყვიტა თემურის ენაზე – ჩაღატაიზე ლაპარაკი, რო-
მელსაც სახელი ჩინგის ხანის ერთ-ერთი შვილის პატივსაცემად ერ-
ქვა და ჯერ სპარსულ ენაზე გადავიდა, შემდეგ კი ჯარში შობილ და
გავრცელებულ ნაჯვარ ენაზე – ურდუზე.
ხუთი თუ ექვსი კილოკავი სტვენდა თუ ბუტბუტებდა და მათგან
ყველას გასაკვირად ულამაზესი და კეთილხმოვანი ენა – პოეზიის
ენა წარმოიშვა.
კუჩ-ნაჰინის შავგვრემანი მმართველი კარგი ტანის, ძალიან
ახალგაზრდა კაცი იყო. ულვაშებდაგლეჯილ სახეზე სისხლი სდი-
ოდა. ის აკბარის წინ მუხლებზე დაეშვა და საბედისწერო დარტყმის
მოლოდინში გაირინდა.
– ისტორია მეორდება, – თქვა მან, – სამოცდაათი წლის წინ პა-
პაშენმა პაპაჩემი მოკლა.

41
– ჩვენი პაპა, – უპასუხა იმპერატორმა (კვლავ მრავლობითი რიც-
ხვის პირველი პირი გამოიყენა – ახლა მხოლობითის ექსპერიმენ-
ტის დრო არ იყო, ეს არარაობა მისი მოწმე არ უნდა გამხდარიყო), –
ბარბაროსი იყო, რომელსაც პოეტივით შეეძლო საუბარი. ჩვენ კი,
პირიქით, პოეტები ვართ ბარბაროსული წარსულით და სიმამაცით
ბრძოლაში, რაც ჩვენ გულს გვირევს.
ეს სწორედ იმას ადასტურებს, რომ ისტორიაში არაფერი მეორ-
დება. ისტორია წინ მიდის და ადამიანსაც აქვს უნარი, შეიცვალოს.
– უცნაურია ამის მოსმენა ჯალათისაგან, – წყნარად წარმოთქვა
ახალგაზრდა რანამ, – თუმცა რა აზრი აქვს სიკვდილთან კამათს.
– შენი სიკვდილის დრო დადგა, – დაეთანხმა იმპერატორი, – ასე
რომ, სანამ მოკვდები, გულწრფელად გვითხარი, როგორ წარმო-
გიდგენია სამოთხე, რას ელოდები საბურველის იქითა მხარეს?
რანამ დამახინჯებული სახე ასწია და აკბარს პირდაპირ თვალებ-
ში შეხედა:
– სამოთხეში პატივისცემა და კამათი ერთმანეთს არ გამორიც-
ხავს. ყოვლისშემძლე ტირანი არ არის. უფლის სამყოფელში ყვე-
ლას შეუძლია თავისუფლად გამოთქვას აზრი და ეს არის ღვთისმო-
საობის გამოხატვის ფორმა.
გამაღიზიანებელი ტიპი იყო, „მეშენზეუფროჭკვიანივარ“ ტიპი,
მაგრამ მისმა სიტყვებმა მაინც იმოქმედა იმპერატორზე. – გპირდე-
ბით განსაკუთრებული ტაძარი ავაგოთ ასეთი ღვთისმოსაობისათ-
ვის, – თქვა მან, „ალაჰ აკბარ“ წამოიძახა, რაც შესაძლოა, ნიშნავდა
„ღმერთი დიდიას“, ან სულაც უბრალოდ „აკბარი ღმერთიას“ და სა-
ცოდავს თავხედი, პომპეზური, უცებ არარაობად ქცეული თავი მოჰ-
კვეთა.
რანას მოკვლის შემდეგ, როგორც ყოველთვის ხდებოდა ასეთ
შემთხვევებში, აკბარი მარტოობის დემონმა შეიპყრო. როდესაც
42
ვინმე მასთან თანასწორივით დალაპარაკებას გაბედავდა, აკბარი
ცოფდებოდა.
ის ხვდებოდა, რომ ეს ნაკლია, გაბრაზებული მეფე იმ ღმერთს
ჰგავს, რომელიც შეცდომებს უშვებს. და მისი ბუნების ერთ-ერთი
მთავარი წინააღმდეგობა სწორედ ეს იყო: ის – ბარბაროსი ფილო-
სოფოსი და მტირალა მკვლელი, ამასთან ეგოცენტრისტი, ქვეშევ-
რდომებისგან მონურ მორჩილებასა და პირფერობას მიჩვეული –
მიუხედავად ამ ყველაფრისა, სხვა სამყაროზე ოცნებობდა, სამყა-
როზე, რომელშიც იმ კაცის პოვნას შეძლებდა, მისი ბადალი რომ იქ-
ნებოდა, სულით მონათესავისა, რომელთანაც თავისუფლად ისაუბ-
რებდა, რომელსაც ასწავლიდა და რომლისგანაც თვითონაც ისწავ-
ლიდა, ურთიერთობის სიხარულს გამოცდიდა.
ის ისეთნაირად მოწყობილ სამყაროზე ოცნებობდა, რომელშიც
წინააღმდეგობა სისხლიანი დაპირისპირებით კი არ წყდება, არამედ
უფრო სასიამოვნო მეთოდით, თუმცა მთელი გონებრივი შესაძლებ-
ლობების დაძაბვას მოითხოვს – ანუ კამათის საშუალებით. არსე-
ბობდა კი საერთოდ ასეთი სამყარო? და თუ არსებობდა, რა გზით შე-
იძლებოდა იქამდე მიღწევა?
არსებობდა თუ არა მისი ბადალი კაცი ამქვეყნად? ან იქნებ მის
მიერ სიკვდილით დასჯილი, ულვაშებდაგლეჯილი რანა იყო სწო-
რედ ასეთი? ნუთუ ეს-ესაა, ის ერთადერთი ადამიანი მოკლა დედა-
მიწაზე, რომელიც შეიძლებოდა მისი გულითადი მეგობარი გამხდა-
რიყო? დალეული ღვინის გავლენით აკბარი სულ უფრო სენტიმენ-
ტალური ხდებოდა, თვალები სიმთვრალის ცრემლებმა დაუბინდეს.
როგორ შეეძლო გამხდარიყო ისეთი კაცი, როგორიც სურდა, ყო-
ფილიყო? როგორ გამხდარიყო ნამდვილი აკბარი? არავინ იყო ისე-
თი, ვისაც შეეძლო დალაპარაკებოდა. პირადი მსახური, სავსებით
ყრუ ბჰაკტი რამ ჯეინი კარვიდან გააძევა, რომ სმაში ხელი არავის
43
შეეშალა. ყრუ მსახური პირდაპირ წყალობაა, რადგან არ ესმის, რას
ლუღლუღებს მისი ბატონი, მაგრამ ბჰაკტი რამ ჯეინმა ტუჩების მოძ-
რაობის წაკითხვა ისწავლა და ამით თავი გაიუფასურა. მას ახლა შე-
ეძლო ის ისევე გაეყიდა, როგორც ყველა სხვას.
ჩურჩულებდნენ, რომ მბრძანებელი გაგიჟდა. ამას ამტკიცებდა
ყველა – მისი ჯარისკაცები, მსახურები, ცოლები. შესაძლოა, მის
ზურგს უკან ბჰაკტი რამიც ამას ამბობდა. რა თქმა უნდა, პირში ამის
თქმას ვერავინ გაუბედავდა, ის ხომ გოლიათი იყო, მამაცი მეომარი,
ზღაპრული გმირი, მეფეთმეფე და თუკი ასეთი კაცი ამჯობინებდა,
ცოტათი შერეკილი ყოფილიყო, მაშინ ვინ იყვნენ ისინი, რომ ის გა-
ნესაჯათ. თუმცა, მეფე გიჟი არ გახლდათ.
უბრალოდ, ის ცხოვრებით უკმაყოფილო იყო და შეძლებისდაგ-
ვარად ცდილობდა, საკუთარი თავი ეპოვნა.
ძალიან კარგი. ის შეასრულებს დაპირებას, რომელიც ახლა უკვე
მკვდარ კატიავარის თავადუკას მისცა – გამარჯვების ქალაქის ცენ-
ტრში ახალ ტაძარს აღმართავს, რომელიც კამათის ადგილად იქცე-
ვა, ადგილად, სადაც ყველას ექნება უფლება გამოთქვას აზრი ნე-
ბისმიერ საკითხზე, მათ შორის, ღმერთის არსებობა- არარსებობის
თუ სამეფო ხელისუფლების აუცილებლობის შესახებ. ის იმ სახლში
თავმდაბლობას ისწავლის. არა, ის ახლა უსამართლო იყო საკუთა-
რი თავის მიმართ. არა, თავიდან კი არ ისწავლის, არამედ იმ თავ-
მდაბლობის რეალიზებას შეეცდება, რომელიც მას ყოველთვის ორ-
განულად ახასიათებდა, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ჰქონდა
მიმალული. ეს თავმდაბალი აკბარი ალბათ მისი „მეს“ საუკეთესო
ნაწილი იყო, დევნილობაში გატარებული ბავშვობის წლებში რომ
ჩამოუყალიბდა. ხელისუფლების გარეგნული სიმბოლოების ქვეშ
მასში ალბათ ჯერ კიდევ ცოცხლობდა მცირეწლოვანი აკბარი, რომ-
ლის ბავშვობამ არა გამარჯვების, არამედ წარუმატებლობის ნიშნით
44
ჩაიარა. ახლა მის ცხოვრებაში გამარჯვებების ხანა იდგა, მაგრამ
მას დამარცხების სიმწარეც ენახა. დამარცხებული კაცი იყო მამამი-
სი, რომელსაც სახელად ჰუმაიუნი ერქვა.
მამამისზე ფიქრი არ უყვარდა. ის მეტისმეტად ბევრ ოპიუმს
ეწეოდა, თავისი იმპერია დაკარგა და ხელისუფლება უკან მხოლოდ
მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ჯარის მისაღებად მოიგონა, რომ შიიტი
იყო (და ამასთან ერთად სპარსეთის მბრძანებელს კოჰ-ი-ნორის
ბრილიანტი გადასცა), თუმცა როგორც კი ძალაუფლება დაიბრუნა,
თითქმის მაშინვე მოკვდა – სასახლის ბიბლიოთეკის კიბეებიდან
გადმოვარდა.
აკბარს მამა არასოდეს უნახავს. სინდში დაიბადა, ჩაუსის ბრძო-
ლაში ჰუმაიუნის დამარცხების შემდეგ, როცა სამეფო ხელისუფლე-
ბა, რომელიც კანონით ჰუმაიუნს ეკუთვნოდა, მაგრამ რომლისთვი-
საც ის შეუფერებელი გამოდგა, შერ-შახა შურის ხელში აღმოჩნდა.
მან მიატოვა თოთხმეტი თვის ვაჟიშვილი. ბიჭი მამამისის ძმამ და
დაუძინებელმა მტერმა, ყანდაარელმა ასკარმა იპოვა და აღზარდა,
დაუნდობელმა კაცმა, რომელიც აკბარს თავისი ხელით მოკლავდა,
მასთან მიახლოება რომ შეძლებოდა, მაგრამ ბავშვის გვერდით მუ-
დამ ასკარის ცოლი იდგა. აკბარი ცოცხალი იმიტომ დარჩა, რომ მის
ბიცოლას ასე სურდა.
და სწორედ იქ, ყანდაარში ასწავლეს გადარჩენის ხელოვნება,
ბრძოლა, კვლა და ნადავლის კვალში ჩადგომა. ისეთი რამეებიც ის-
წავლა, რაც არავის უსწავლებია. მაგალითად ის, რომ მხოლოდ თა-
ვის იმედი უნდა გქონდეს, ენას კბილი დააჭირო და ზედმეტი არ ილა-
პარაკო, თორემ შეიძლება სულ ადვილად მოგკლან. გაიგო, რას
ნიშნავს დანაკარგი და ისიც, რომ ღირსება მაშინაც კი შეიძლება შე-
ინარჩუნო, როცა ყველაფერს დაკარგავ; რომ დამარცხების აღიარე-
ბა სულისთვის ხანდახან სასარგებლოც კი შეიძლება იყოს. იქ და მა-
45
შინ შეიძინა უნარი, დროულად უკან დაეხია და არ მოხვედრილიყო
საკუთარი სურვილების მახეში, როგორი ძლიერიც უნდა ყოფილი-
ყო ისინი. იქვე გაიგო, რას ნიშნავს, იყო მიტოვებული საერთოდ და
კერძოდ – საკუთარი მამისგან, რომ არსებობენ უბადრუკი მამები და
ბავშვები, რომლებიც არავის სჭირდება. ყანდაარშივე ისწავლა, რო-
გორ უნდა დაეცვა თავი რაც შეიძლება მარჯვედ მასზე უფროსებისა
და ძლიერებისაგან.
გახდა გულჩათხრობილი, წინდახედული, ვერაგი და თვინიერი.
განივითარა პერიფერიული ხედვა.
ასეთი იყო მისი გაკვეთილები, გაკვეთილები თვითდამცირებისა,
რომლისგანაც შეიძლება დიდების დიდი გზა დაიწყოს.
მაგრამ ისეთი რამეებიც იყო, რაც მისთვის არავის უსწავლებია
და სამუდამოდ უსწავლელი დარჩა.
– ჩვენ ჰინდუსტანის იმპერატორები ვართ, ბჰაკტი რამ ჯეინ, მაგ-
რამ ჩვენი სახელის დაწერასაც ვერ ვახერხებთ, – უყვიროდა ის გან-
თიადისას მოხუცს, რომელიც ტანს ჰბანდა.
– დიახ, კურთხეულო არსებავ, მამავ მრავალი ვაჟიშვილისა, ქმა-
რო ურიცხვი ცოლებისა, საყრდენო დედამიწისა!
– გამოეპასუხა ბჰაკტი რამ ჯეინი და პირსახოცი გაუწოდა.
იმპერატორის დილის ტუალეტის დრო მისდამი ხოტბის შესხმის
დროც იყო. ბჰაკტი რამ ჯეინი უმაღლესი კატეგორიის ქლესად მიიჩ-
ნეოდა.
მოქარგული ენის ძველი სკოლის წარმომადგენელი იყო.
ეს ხელობა განსაკუთრებულ მეხსიერებას მოითხოვდა, რომ დახ-
ვეწილ და რაც შეიძლება მოკლე შექებას სასურველი ზემოქმედება
მოეხდინა. საქებარი სიტყვების მუდმივი გამეორების გამო იმპერა-
ტორის ღირსებების ჩამოთვლისას თანმიმდევრობა მკაცრად უნდა

46
ყოფილიყო დაცული. ბჰაკტი რამ ჯეინს მეხსიერება არასოდეს ღა-
ლატობდა და შეეძლო მბრძანებელი საათობით ექო.
აუზის თბილ წყალში აკბარმა თავისი გამოსახულება დაინახა –
მოღუშული სახე უცქერდა, სიკვდილის მაცნე სახე.
– ჩვენ მეფეთმეფეები ვართ, ბჰაკტი რამ ჯეინ, მაგრამ ჩვენ მიერ
გამოცემული კანონების წაკითხვა არ შეგვიძლია. რას იტყოდი ამა-
ზე?
– დიახ, ო, ყველაზე სამართლიანო მსაჯულთა შორის, მამავ მრა-
ვალი ვაჟიშვილისა, ქმარო ურიცხვი ცოლებისა, მსოფლიოს მბრძა-
ნებელო და სამყაროს საყრდენო, განმგებელო ყველაფრისა და არ-
სთგამრიგევ! – ჩამოარაკრაკა ბჰაკტი რამ ჯეინმა.
– ჩვენ ვართ დიადი ნათება, ჰინდუსტანის ვარსკვლავი და მზე დი-
დებისა, – თქვა იმპერატორმა (მოქარგული სიტყვები არც მისთვის
იყო უცხო) და მიუხედავად ამისა, ჩვენ აყროლებულ სოროში გავი-
ზარდეთ ყანდაარში, სადაც კაცები ტ...ნ ქალებს, რათა ბიჭები ეყო-
ლოთ და ბიჭებს, რომ ისინი კაცებად აქციონ, სადაც დღედაღამ
ფხიზლად ყოფნა გვიწევდა, რადგან ზურგიდანაც ისევე ადვილად
გესხმოდნენ თავს, როგორც პირდაპირ ბრძოლაში შეეძლოთ, აეჩე-
ხეთ.
– ო, დიახ, დამაბრმავებელო სინათლევ, მამავ მრავალი ვაჟისა,
ქმარო ურიცხვი ცოლებისა, მსოფლიოს მბრძანებელო, ყოვლის-
გამრიგევ, დიადო ნათებავ და მნათობო ჰინდუსტანისა! – თქვა ბჰაკ-
ტი რამ ჯეინმა, რომელიც მართალია ყრუ იყო, მაგრამ ქარაგმების
გაგება არ უჭირდა.
– მითხარი, ნუთუ ასეთ გარემოში უნდა იზრდებოდეს მეფე, ბჰაკ-
ტი რამ ჯეინ, – დაიღრიალა იმპერატორმა და ლამის იყო ბადია, რო-
მელშიც იბანდა, ამოატრიალა, – ნუთუ დასაშვებია, იმპერატორი

47
ისეთი იყოს, როგორიც ჩვენ ვართ – წერა-კითხვის უცოდინარი, ვე-
ლური, მუდამ უკანალის მოდარაჯე?
– დიახ, ო, ბრძენო ბრძენთა შორის, მამავ მრავალი ვაჟისა, ქმა-
რო ურიცხვი ცოლებისა, მსოფლიოს მბრძანებელო, ყოვლისგამრი-
გევ, დიადო ნათებავ, ვარსკვლავო ჰინდუსტანისა, ვაჟიშვილო დი-
დებისა, განმგებელო ადამიანთა სულებისა, მჭედელო ყველა ხალ-
ხების ბედისა! – თქვა ბჰაკტი რამ ჯეინმა.
– შენ მხოლოდ თავს აჩვენებ ისე, თითქოს ტუჩების მოძრაობის
მიხედვით სიტყვების გარჩევა არ შეგეძლოს! – დაიყვირა იმპერა-
ტორმა.
– დიახ, უგამჭრიახესო წინასწარმეტყველთა შორის, მამავ მრა-
ვალი ...
– შენ ის თხა ხარ, რომლისთვისაც აქამდე ყელი უნდა გამოეჭრათ
და საუზმედ მოერთმიათ...
– დიახ, ო, ღმერთებზე მეტად შემწყალევ, მამავ...
– დედაშენი ალბათ ღორს დაუწვა, რომ შენ ჩაესახე!
– დიახ, ო, ყველაზე მჭევრმეტყველო მჭევრმეტყველთა შორის,
მა... – ახლავე შეწყვიტე. ახლა უკეთ ვგრძნობთ თავს. წადი, შეგიძ-
ლია იცოცხლო.

48
4. და ისევ მის წინ მისი სიკრია, ცხელ ჰაერში მო-
ფარფატე...

და ისევ მის წინ მისი სიკრია, ცხელ ჰაერში მოფარფატე, თითქოს


ოპიუმის მირაჟიაო; წითელი სასახლის აბრეშუმის ფარდები დრო-
შებივით ფრიალებენ ქარში. ბოლოს და ბოლოს აქ არის, ფარშავან-
გისკუდიანი მარაოების ქალაქში, სადაც მისთვის გოგონები ცეკვა-
ვენ – ეს არის მისი ნამდვილი სახლი. სამყარო, სადაც ადამიანები
ერთმანეთს ებრძვიან და კლავენ, მკაცრი რეალობაა, მისი სიკრი კი
მშვენიერი ზღაპარია. იმპერატორი სიკრისკენ ისე ილტვოდა, რო-
გორც მწეველი ოპიუმისკენ. აქ ის იყო ჯადოქარი. აქ ქმნიდა საკუ-
თარ სამყაროს, სადაც მნიშვნელობა არ ჰქონდა აღმსარებლობას,
წოდებას, წარმოშობას. აქ იყვნენ მსოფლიოს ულამაზესი ქალები და
ყველა მას ეკუთვნოდა. მსოფლიოს უნიჭიერესი ადამიანები იკრიბე-
ბოდნენ აქ, მათ შორის, ცხრა ბრილიანტი, ცხრა ვარსკვლავი, უბ-
რწყინვალესი ბრწყინვალეთა შორის. არ არსებობდა ისეთი რამ,
რის მიღწევასაც მათი დახმარებით ვერ შეძლებდა. მათი დახმარე-
ბით ის, თითქოსდა ჯადოსნობით, ხელახლა შექმნიდა სამყაროს,
დედამიწასა და მის მომავალს, თვით მარადისობას. ისეთი დამხმა-
რეებით, როგორიც მას ჰყავდა, ის იმპერატორი-მაგი გახდებოდა,
გარდაქმნიდა რეალობას. ტანსენის მელოდიების წინაშე განიხვნე-
ბოდნენ სამოთხის ბჭენი და მიწაზე დაეშვებოდნენ ციური ძალები.
ფაიზის ლექსები გაიკვლევდნენ გზას გონებისა და გულებისაკენ;
მათი საშუალებით ყველა გაარჩევდა, სად იყო წყვდიადი და სად –
ნათელი. მისი დიდი მხედართმთავრის, რაჯა მან სინგის წინამძღო-
ლობითა და რაჯა ტოდარ მალის ფინანსური გენიის წყალობით იმ-
პერია ყველა დაბრკოლებას დაძლევდა. და იყო კიდევ ბირბალი –

49
საუკეთესო ცხრათაგან, საუკეთესო საუკეთესოთა შორის, მისი პირ-
ველი მინისტრი და ერთგული მეგობარი.
პირველი მინისტრი და თავისი დროის ყველაზე გონებამახვილი
კაცი – ბირბალი – იმპერატორს ჰირამ მინართან, სპილოს ძვლის
კოშკთან შეხვდა.
აკბარი ჩვეულებრივზე მეტად იყო შეშფოთებული.
– შეიძლება, ერთი შეკითხვა დაგისვათ, ბირბალ? – თქვა მან და
ცხენიდან ჩამოვიდა, – ჩვენ დიდი ხანია ამ შეკითხვის დასმა გვინ-
დოდა.
იმპერიის პირველმა მინისტრმა, კაცმა, რომლის სიბრძნე და გო-
ნებამახვილობა ლეგენდად ქცეულიყო, მდაბლად დახარა თავი.
– თქვენი ნებაა, ჯაჰანპანა1.
– მაშინ მითხარი, ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი?
– ქათამი, – დაუფიქრებლად უპასუხა ბირბალმა.
– დარწმუნებული ხარ? – ჰკითხა გაკვირვებულმა აკბარმა.
– მბრძანებელო, მე მხოლოდ ერთ კითხვაზე შეგპირდით პასუხის
გაცემას.
პირველი მინისტრი და იმპერატორი ციხის სანგართან იდგნენ და
ყვავებს უცქერდნენ, მათ თავს ზემოთ ქალაქს რომ დასტრიალებ-
დნენ.
– ბირბალ, როგორ ფიქრობ, მაინც რამდენი ყვავი იქნება ჩემს სა-
მეფოში? – ჰკითხა აკბარმა.
– ზუსტად ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამე-
ტი, – მაშინვე უპასუხა ბირბალმა.
– და რომ დავითვალოთ, და მეტი აღმოჩნდეს? – დაინტერესდა
იმპერატორი.

1
ჯაჰანპანა – მსოფლიოს მფარველი (ჰინდის ენაზე); უმაღლესი რანგის პირები-
სადმი მიმართვის ფორმა.
50
– მაშინ გამოვა, რომ ჩვენ ყვავებს მეზობელი სამეფოდან ესტუმ-
რნენ ყვავები.
– და თუ ნაკლები იქნება?
– მაშინ ზოგი აქაური ყვავი გაფრენილა მსოფლიოს მოსანახუ-
ლებლად.
საზეიმო მიღებისას აკბარს სამეფო კარზე სტუმარი წარუდგინეს
– იეზუიტი მღვდელი – მამა ჯოზეფი, შორეული დასავლეთიდან, რო-
მელიც ათობით ენის ცოდნით იყო სახელგანთქმული. მან იმპერა-
ტორი გამოიწვია, აბა, თუ გამოიცნობ ჩემი მშობლიური ენა რომე-
ლიაო. სანამ აკბარი ამ თავსატეხზე ფიქრობდა, პირველი მინისტრი
შეუმჩნევლად მიეპარა იეზუიტს და მოულოდნელად პანღური ამოჰ-
კრა.
მღვდელი ლანძღვა-გინებას მოჰყვა, არა პორტუგალიურად, არა-
მედ იტალიურად. – ხედავთ, ჯაჰანპანა, – შენიშნა ბირბალმა, – რო-
ცა ადამიანს სურს, გული მოიოხოს და შეიგინოს, ამას ყოველთვის
მშობლიურ ენაზე აკეთებს.
– ბირბალ, ათეისტი რომ იყო, რას ეტყოდი მსოფლიოს ყველა
დიდი რელიგიების მიმდევრებს?
– ჰკითხა ერთხელ იმპერატორმა პირველ მინისტრს.
ბირბალმა, ტრივიკამპურელმა დიდგვაროვანმა ბრაჰმანმა,
უყოყმანოდ უპასუხა: – მე მათ ვეტყოდი, რომ ისეთივე ათეისტები
არიან, როგორიც მე ვარ, უბრალოდ, მე თითოეულ მათგანზე ერ-
თით ნაკლები ღმერთი მწამს.
– ეს როგორ, – ჰკითხა იმპერატორმა.
– ყველა ნამდვილ მორწმუნეს საფუძვლიანი არგუმენტები აქვს
საიმისოდ, რომ არც ერთი ღმერთი არ სწამდეს საკუთარის გარდა.
და სწორედ ეს საფუძვლიანი არგუმენტები მაძლევენ უფლებას ვამ-
ტკიცო, რომ არავითარი ღმერთები არ არსებობენ.
51
ერთხელ პირველი მინისტრი და იმპერატორი კჰვაბჩეში – ოცნე-
ბების სასახლეში იმყოფებოდნენ. ისინი ანუპ-ტალაოს შეუდარებე-
ლი აუზის გლუვ ზედაპირს უცქერდნენ.
საუკეთესოთა შორის საუკეთესო აუზი იყო, საგანგებოდ მისთვის,
აკბარისთვის მოწყობილი. ამბობდნენ, როცა სამეფოს რაღაც უბე-
დურება ელის, აუზის წყალი იმპერატორს საფრთხის შესახებ აუწ-
ყებსო.
– ბირბალ, – თქვა აკბარმა, – როგორც იცი, ჩვენს ყველაზე საყ-
ვარელ ცოლს არ აქვს ბედნიერება, ხორცშესხმული იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ის ყველაზე მეტად გვიყვარს, ყვე-
ლაზე მეტად მისით ვართ აღტაცებულნი და უფრო მეტად ვაფასებთ,
ვიდრე წასულ კოჰ-ი-ნორს, ის უნუგეშო მდგომარეობაშია. შენი
თვით ყველაზე მახინჯი და აშარი ცოლიც კი ხორცშესხმულიაო, ამ-
ბობს, და საბოლოო ჯამში გამარჯვება სწორედ მას დარჩება და არა
მეო.
– ჯაჰანპანა, ამაზე თქვენ მას უნდა უპასუხოთ, – ურჩია პირველმა
მინისტრმა, – რომ სწორედ ბოლოს გახდება ნათელი ყველასთვის
მისი უპირატესობა, რამეთუ ბოლოს, როცა თქვენი ყველა ცოლი
შეწყვეტს არსებობას, მხოლოდ მას დარჩება თქვენი მარადიული
სიყვარული და მისი სახელი საუკუნოდ იცოცხლებს. ასე რომ, სინამ-
დვილეში, თუმცა ერთი მხრივ მართალია, რომ ის არ არსებობს, სი-
მართლეა ისიც, რომ სწორედ ის არის ცოცხალი. შეხედეთ იმ ფანჯა-
რას, ის რომ არა, ვინ დაელოდებოდა ფარდის უკან თქვენს დაბრუ-
ნებას.

52
***

სხვა ცოლები ვერ იტანდნენ ჯოდჰას. როგორ შეეძლო ძლევამო-


სილ იმპერატორს მათ თავს არარსებული ქალი ემჯობინებინა! ყო-
ველ შემთხვევაში, ის აკბარის არყოფნისას მაინც უნდა გამქრალი-
ყო. აქ, ცოცხალი ადამიანების გვერდით, მას არაფერი ესაქმებოდა.
ის მოჩვენებასავით უნდა გაუჩინარებულიყო (რაც იყო კიდეც),
სარკეში შეცურებულიყო, ჩრდილად ქცეულიყო და გადაკარგული-
ყო. მაგრამ გაქრობას არც კი ფიქრობდა და ცოცხალმა დედოფლებ-
მა დაასკვნეს, წარმოსახვითი არსებისგან სწორედ ასეთ არათანმიმ-
დევრულობას უნდა ელოდეო.
ან საიდან შეიძლებოდა ჰქონოდა წარმოდგენა კარგ მანერებზე,
ის ხომ მისთვის არავის უსწავლებია. ერთი უმეცარი, უბადრუკი ვინ-
მე იყო და სრულ უგულებელყოფას იმსახურებდა.
ცოლები მძვინვარებდნენ, ამბობდნენ, იმპერატორმა ის ჩვენი
სხეულებიდან მოპარული ნაწილებისგან გამოძერწაო. აკბარი ამ-
ტკიცებდა, რაჯა ჯოდჰპურას ქალიშვილიაო, მაგრამ ეს ხომ ასე არ
იყო! ერთ-ერთი დედოფალი მართლა იყო ჯოდჰპურას სამეფო ოჯა-
ხიდან, მაგრამ ის რაჯას და იყო, და არა ქალიშვილი. იმპერატორს
მტკიცედ სჯეროდა, რომ მისმა გამოგონილმა საყვარელმა გაუჩინა
პირმშო, ნანინანატრი ვაჟიშვილი, რომელიც წმინდანის კურთხე-
ვით ჩაისახა, სწორედ იმ წმინდანისა, რომლის მთის სამყოფელის
ახლოს ააგო ეს ქალაქი. მაგრამ არც ეს იყო მართალი, ის არ იყო
პრინცი სელიმის დედა. ამის შესახებ ყველას გულისტკივილით უყ-
ვებოდა პრინცის ნამდვილი დედა ჰირა კუნვარი, კაჩვაჰას მოდგმის
ამერელი რაჯას, ბიჰარ მალის ქალიშვილი, რომელიც უფრო მირი-
ამ-უზ-ზამანის სახელით იყო ცნობილი.

53
ჰოდა, ერთ-ერთი ცოლისაგან წარმოსახვითმა დედოფალმა შე-
უდარებელი სილამაზე აიღო, მეორისგან – ჰინდუს რელიგია, მესა-
მისგან – ურიცხვი ქონება. თუმცა, მისი ხასიათი თვით იმპერატორმა
შექმნა. ის ყველა ხორცშესხმული ქალისგან განსხვავდებოდა: უან-
გარობით, ყურადღებიანობით, მუდამ მზადყოფნით, აკბარის ყველა
სურვილი შეესრულებინა. ის იყო არარეალური და სრულყოფილი.
ცოლებს ეშინოდათ მისი, იცოდნენ, რომ ამ ქალის უძლეველობა მი-
სი უზადობის შედეგი იყო და სწორედ ამიტომ უყვარდა მეფეს ყვე-
ლაზე მეტად.
სძულდათ, რადგან მან მათი არსების რაღაც ნაწილი მოიპარა.
სიამოვნებით მოკლავდნენ კიდეც, მაგრამ სანამ იმპერატორს არ
მოჰყირჭდებოდა, ან თვით იმპერატორი არ გარდაიცვლებოდა, ქა-
ლი მაინც გააგრძელებდა არსებობას.
იმპერატორის სიკვდილის აზრი საკმაოდ მაცდუნებელი იყო, მაგ-
რამ ცოლები ჯერჯერობით ამ შესაძლებლობას სერიოზულად არ გა-
ნიხილავდნენ.
ისინი მწუხარებას უდრტვინველად იტანდნენ. თითოეული მათგა-
ნი ფიქრობდა, იმპერატორი გაგიჟდაო, მაგრამ გონიერება ჰყოფნი-
დათ, ამაზე ხმამაღლა არ ელაპარაკათ. როცა აკბარი მთებში, ტყე-
ებსა და ღრეებში დააჭენებდა ცხენს და ადამიანებს ხოცავდა, ისინი
ცდილობდნენ, წარმოსახვითი მეუღლე არ ეხსენებინათ, არასოდეს
წარმოთქვამდნენ მის სახელს – ჯოდჰას, ჯოდჰაბაის. ის სრულიად
მარტო დაეხეტებოდა სასახლის დარბაზებში. ის იყო ჩრდილი, ფან-
ჯრის მოხატული ქვის გისოსს მიღმა რომ გაკრთებოდა, ქსოვილი,
სიო რომ გამობერავს... ღამღამობით მთავარი სასახლის, პანჩ მაჰა-
ლას კოშკზე დადგებოდა ხოლმე და ჰორიზონტს გასცქეროდა ომში
წასული მეფის მოლოდინში, მეფისა, რომელმაც მას სიცოცხლე
უბოძა.
54
***

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ, მანამდე, სანამ დედაქალაქში ფა-


ტეჰპურ სიკრი – ოქროსთმიანი ცრუპენტელა ჩამოვიდოდა შორეუ-
ლი მხარიდან თავისი დაუჯერებელი ამბებით ჯადოქრებსა და ჯადო-
ებზე, ჯოდჰამ იცოდა, რომ მისმა სახელოვანმა მეუღლემ წინაპრე-
ბისგან მემკვიდრეობით ჯადოქრობის ნიჭი მიიღო. ყველამ კარგად
იცოდა, რომ ჩინგის ხანი შავი მაგიის მიმდევარი იყო, მსხვერპლად
სწირავდა ცხოველებს, სხვადასხვა ოკულტურ მცენარეს იყენებდა
და შავი მაგიის დახმარებით შეძლო, ასიათასობით შვილი დაეტო-
ვებინა. ცნობილი იყო ასევე, რომ თემურ ლენგმა ყურანი დაწვა და
დედამიწის დაპყრობის შემდეგ ცდილობდა, ვარსკვლავებამდე მი-
ეღწია ზეცის დასაპყრობად. ყველას სმენოდა ამბავი იმპერატორ ბა-
ბარის შესახებ, რომელმაც თავისი მომაკვდავი ვაჟი, ჰუმაიუნი იხსნა
– სასიკვდილო სარეცლის გარშემო მაგიური წრე შემოხაზა, სიკვდი-
ლი შვილისგან გაიტყუა და მის მაგივრად ემსხვერპლა. ეს ბნელი
წარსული სიკვდილსა და სატანასთან ურთიერთობისა და თვით მისი
არსებობაც მისი ქმრის მემკვიდრეობა იყო, ნათელი დასტური აკბა-
რის მიღმიერ სამყაროსთან კავშირისა.
ფანტაზიის რეალობად ქცევა ღმერთების უფლების უზურპაციაა
და უბრალო მოკვდავის ძალებს აღემატება. იმ დროს სიკრი სავსე
იყო პოეტებით, მუსიკოსებითა და მხატვრებით.
პრანჭია ეგოცენტრისტები, რომელთაგან თითოეულს გენიალუ-
რობაზე ჰქონდა პრეტენზია, აცხადებდნენ, რომ მშვენიერების შექ-
მნა არაფრიდან შეეძლოთ. ამის მიუხედავად ვერც ერთმა სკულ-
პტორმა, ვერც ერთმა პოეტმა, ვერც ერთმა ფერმწერმა დღემდე ვერ
შექმნა ისეთი სასწაული, როგორიც მისმა ქმარმა, სრულყოფილმა
კაცმა.
55
სამეფო კარი მუდამ სავსე იყო უცხოელებით, პომადიანი ეგზოტი-
კური ტიპებით, მრავლისმნახველი, მზისგან დახრუკული ვაჭრებით,
მჭლე ფიზიონომიის მღვდლებით.
სხვადასხვა, მაგრამ ერთნაირად არაკეთილხმოვან ენებზე ყვე-
ლა თავის მხარეს, თავის ღმერთებს, თავის მეფეებს ასხამდა ხოტ-
ბას. ის მაღალი ფანჯრიდან მოხატული ქვის გისოსებს მიღმა ქვემოთ
იყურებოდა, სადაც ვეებერთელა, ოფიციალური მიღებისთვის გან-
კუთვნილ, კედელშემორტყმულ მოედანზე უცხოელები დააბოტებ-
დნენ ზვიადი გამომეტყველებით.
ერთხელ, როცა იმპერატორმა მისთვის საჩუქრად ჩამოტანილი
იქაური მთებისა და ველების ნახატები აჩვენა, მას ჰიმალაი და ქაშ-
მირი გაახსენდა და იმდენად სასაცილოდ მოეჩვენა უცხო მიწების
ბუნების მშვენიერებით აღტაცება, მთელი ეს „ვაალები“ და „აალპე-
ბი“, რომ გადაიხარხარა. „ნახევარსაგნების აღმნიშვნელი ნახევარ-
სიტყვები“, – გაიფიქრა ჯოდჰამ. მათი მეფეები ველურები იყვნენ,
მათ თავიანთი ღმერთი ხეზე მიაჭედეს. რა საერთო შეიძლებოდა
ჰქონოდა ასეთ სასაცილო ხალხთან?
მათი ამბებიც არ ახდენდა მასზე შთაბეჭდილებას. ერთი მათგანი
იმპერატორისგან ჰქონდა მოსმენილი.
მასში მოთხრობილი იყო ძველი ბერძენი სკულპტორის შესახებ,
რომელმაც ქანდაკებას სული შთაბერა და შემდეგ შეუყვარდა. ამბა-
ვი ცუდად მთავრდებოდა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ საბავშვო ზღაპა-
რი იყო და მეტი არაფერი. ის ვერც კი შეედრებოდა მის სრულიად
რეალურ არსებობას. ყველაფერი ძალიან მარტივია: ის არის აქ და
ახლა. მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო ასეთი სასწაულის ჩაედინა
– შეექმნა ის მხოლოდ თავისი ძლიერი ნებით.
არა, ჯოდჰას უცხოელი მოგზაურები საერთოდ არ აინტერესებდა,
თუმცა იცოდა, რომ იმპერატორი მოხიბლული იყო მათით. მაინც
56
რას ეძებდნენ? რა იზიდავდათ ასე უცხო მხარეში? როგორც ჩანდა,
არაფერი ისეთი, რაც რეალურ ცხოვრებაში გამოადგებოდათ. ცო-
ტაოდენი ჭკუა მაინც რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ, რომ მოგზაუ-
რობაში არაფერი ყრია.
მოგზაურობა უაზრობაა. ის იმ ადგილებს გწყვეტს, სადაც შენს არ-
სებობას აზრი აქვს, რომელსაც სიცოცხლის მიძღვნით მნიშვნელო-
ბას სძენ და მიჰყავხარ ჯადოსნურ მხარეში, სადაც სულელურად გა-
მოიყურები.
დიახ, სწორედ ასეა: სიკრი მათთვის ისეთივე ზღაპრული ქვეყანა
იყო, როგორიც მისთვის ინგლისი და პორტუგალია, ჰოლანდია და
საფრანგეთი.
სამყარო სულაც არაა ერთგვაროვანი. „ჩვენ მათი სიზმრები
ვართ და ისინი კი – ჩვენი“, – უთხრა ერთხელ იმპერატორს. მას თა-
ვისი მეუღლე, სხვა ღირსებების გარდა, იმისთვისაც უყვარდა, რომ
ის არასოდეს უგულებელყოფდა მის აზრს, აბეზარი ბუზივით არასო-
დეს აუქნევდა მას ხელს.
– აბა, წარმოიდგინე, ჯოდჰა, – უთხრა აკბარმა ერთ საღამოს,
როცა ისინი ბანქოს თამაშით ირთობდნენ თავს, – რა იქნებოდა, შე-
საძლებელი რომ იყოს სხვა ადამიანის ოცნებებში შეღწევა, მათი
შეცვლა და მერე გაბედული ნაბიჯის გადადგმა: მისი მოწვევა შენს
ოცნებებში. რა მოხდება, თუ მთელი სამყარო ფეხადგმულ ოცნებად
იქცევა? – მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი ასეთ ფრაზებს წარ-
მოთქვამდა, ქალს ის ფანტაზიორად მაინც არ მიაჩნდა. თვითონაც
ხომ სხვა არაფერი იყო, თუ არა ფეხადგმული ოცნება. ჯოდჰა არა-
სოდეს ტოვებდა სასახლეს, რომელშიც ათიოდე წლის წინ დაიბადა;
დაიბადა უკვე გაზრდილი, იმ ადამიანის მიერ შექმნილი, რომელიც
არა მარტო მისი შემოქმედი, არამედ საყვარელიც იყო.

57
სინამდვილეში ის ერთდროულად იმპერატორის ცოლიც იყო და
შვილიც. დარწმუნებული იყო, საკმარისია, სასახლე დავტოვო, ხიბ-
ლი გაიფანტება და არსებობას შევწყვეტო. ან იქნებ გადარჩენილი-
ყო კიდეც, თუ გვერდით იმპერატორი ეყოლებოდა, რომელიც მას
თავისი რწმენის ძალით გააძლიერებდა, მარტოდ მყოფს კი არავი-
თარი შანსი არ ექნებოდა. საბედნიეროდ, მას წასვლის სურვილი
ოდნავაც არ ჰქონდა.
კედელშემორტყმული და ფარდაჩამოფარებული დერეფნების
ლაბირინთები, რომლებიც სასახლის კომპლექსის შენობებს ერ-
თმანეთთან აერთებდა, სრულიად აკმაყოფილებდნენ მოგზაურობი-
სადმი მის მოთხოვნილებას.
ეს იყო მისი პატარა სამყარო. ის არ შეეპყრო სხვა ქვეყნების დაპ-
ყრობის ჟინს. დაე, დანარჩენ სამყაროს ისე ეცხოვრა, როგორც სურ-
და. მისთვის ეს კედლებშემორტყმული ქვის კვადრატიც კმაროდა.
ის უწარსულო ქალი იყო, ბიოგრაფიის არმქონე, ან, უფრო ზუს-
ტად, მას მხოლოდ ისეთი რამეები ჰქონდა, რაც მისმა შემქმნელმა
ისურვა და ისინიც, როგორც ღვარძლიანად ამტკიცებდნენ სხვა ცო-
ლები, სხვებისგან მოპარული. სურდა თუ არა, კვლავ და კვლავ
აღელვებდა კითხვა, რამდენად დამოუკიდებელი იყო მისი არსებო-
ბა (თუკი ის საერთოდ არსებობდა). თუკი ღმერთი თავის მიერვე შექ-
მნილ ადამიანს ზურგს შეაქცევს, ადამიანი უბრალოდ არსებობას
შეწყვეტს?
ძალიან რთული შეკითხვა იყო, შეიძლება ითქვას გლობალური,
მაგრამ ჯოდჰას უფრო თავისი მდგომარეობა აწუხებდა. მაგალი-
თად, ჰქონდა თუ არა მას თავისუფალება, თუ მთლიანად დამოკიდე-
ბული იყო იმ კაცის ნებაზე, რომელმაც ის არსებობაში გამოიხმო?
მხოლოდ იმიტომ ხომ არ არსებობს, რომ მის შემქმნელს არ სურს
ეჭვი შეიტანოს მისი არსებობის შესაძლებლობაში? განაგრძობდა
58
თუ არა ის სიცოცხლეს იმ შემთხვევაში, თუ იმპერატორი მოკვდებო-
და?
უცებ სასიცოცხლო ძალების მოზღვავება იგრძნო. მალე რაღაც
უნდა მომხდარიყო. ეჭვები გაეფანტა. ის მოდიოდა, ის!
იმპერატორი სასახლეში შევიდა. ჯოდჰამ მთელი არსებით იგ-
რძნო, რარიგ სწყუროდა მასთან შეხვედრა. დიახ, ახლა რაღაც უნდა
მომხდარიყო. აკბარის ნაბიჯები მის სისხლში პოვებდნენ გამოძა-
ხილს. ის თანდათან ახლოვდებოდა და ქალში, როგორც სარკეში,
კაცის ანარეკლი იზრდებოდა. დიახ, ჯოდჰა მისი სარკე იყო, რადგან
კაცმა შექმნა ის, მაგრამ ამასთან ერთად ქალს თავისთავადობაც გა-
აჩნდა. ჰო, ახლა, როცა შექმნის აქტი დამთავრებული იყო, ქალს შე-
ეძლო ეარსება, როგორც ყველას – ყოფილიყო თავისუფალი, და-
მოუკიდებელი – იმ საზღვრებში და იმ თვისებებით, რომლებიც მას-
ში შემქმნელმა ჩადო და საკუთარი ბუნების შესაბამისად მოქცეუ-
ლიყო.
როგორ ძლიერად იგრძნო მან უცებ თავი, როგორ მძვინვარედ
აუჩქროლდა სისხლი! აკბარის ძალაუფლება მასზე სულაც არ არის
აბსოლუტური. მან მხოლოდ უნდა მოახერხოს და ხმამაღლა გამოთ-
ქვას ის, რასაც ფიქრობს და ახლა, როგორც არასდროს, ამისთვის
მზადაა. საკუთარი ბუნება ნიაღვარივით მიასკდა მას. არა, ის მორ-
ჩილი და თვინიერი არ იქნება. აკბარს მორჩილი და თვინიერი ქა-
ლები არ მოსწონს.
თავიდან, რა თქმა უნდა, მხოლოდ საყვედურებს ეტყვის.
როგორ შეეძლო მისი ამდენი ხნით მიტოვება? მას ხომ მთელი ამ
დროის განმავლობაში მარტოდმარტოს უწევდა შეთქმულებებთან
და ინტრიგებთან გამკლავება. აქ ხომ ვერავის ენდობოდი.
თვით კედლებიც კი საიდუმლო შეთქმულებებზე ჩურჩულებდნენ.
მან მოიგერია თავდასხმები, აღკვეთა მსახურების მუხანათობა და
59
წვრილმანი ხრიკები, სასახლიდან გაყარა კედელზე აკრული, მიყუ-
რადებული ჯაშუში ხვლიკები, გაჩუმება აიძულა რაღაც შეთქმულე-
ბებზე მოსურსულე თაგვებს და აკბარს დაბრუნებისას სასახლეში
სიმშვიდე დაახვედრა. და ყველაფერი ეს მაშინ ხდებოდა, როცა ის
დღითი დღე სუსტდებოდა, იცრიცებოდა, როცა ბრძოლა გადარჩენი-
სათვის მისგან ნებისყოფის სრულ დაძაბვას მოითხოვდა. სხვა ცო-
ლები კი... არა, ის სხვა ცოლებს არ ახსენებს, ისინი არ არსებობენ.
არის მხოლოდ ის, ერთადერთი. ისიც ხომ ჯადოქარი იყო. მან საკუ-
თარი თავი მოაჯადოვა.
მხოლოდ ერთი კაცის მოჯადოება სჭირდებოდა ახლა და ის აქ
იყო.
სხვა ცოლებთან არ წავიდა.
იქ მივიდა, სადაც სიამოვნებდა. კაცი ავსებდა მთელ მის არსებას,
ის მისი სურვილიც იყო და მოსახდენის მოლოდინიც. განა ვინმემ
იცოდა მასზე უკეთ, კაცს რა სჭირდებოდა?! სწორედ მან უწყოდა ყვე-
ლაფერი.
კარი გაიღო. ქალი არსებობდა. უკვდავი იყო, რადგან თვით სიყ-
ვარულმა შექმნა იგი.
კაცს კოკარდიანი, ოქროსფარჩიანი ტურბანი ეხურა და ოქროთი
ამოქარგული მოსასხამი ეცვა. დაპყრობილი მიწების მტვერი ისე
დაჰქონდა, როგორც ჯარისკაცი ატარებს ბრძოლაში გამოჩენილი
მამაცობისათვის მიღებულ სამკერდე ნიშნებს.
ტუჩებზე მოკრძალებული ღიმილი დასთამაშებდა.
– უფრო ადრე მინდოდა სახლში დავბრუნებულიყავი, მაგრამ შე-
მაყოვნეს, – თქვა მან.
როგორღაც უცნაურად ლაპარაკობდა, უხერხულად, გაუბედავა-
დაც კი. ნეტავ, რა სჭირდა? გადაწყვიტა, არაფრად ჩაეგდო მერყე-
ობა, რომელიც კაცის საქციელში იგრძნობოდა და მას ზოგადად არ
60
ახასიათებდა. წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით იმოქმე-
დებდა.
– აჰ, თქვენ „გინდოდათ“? – თქვა მან. გამართული იდგა, ყოველ-
დღიურ სამოსში გამოწყობილი და სახის ქვედა ნაწილს აბრეშუმის
თავსაბურავის ბოლოთი იფარავდა, – კაცმა არ იცის, რა სურს მას.
კაცს სულაც არ სურს ის, რაზეც ამბობს, რომ სურს. კაცს მხოლოდ
ის უნდა, რაც სჭირდება.
აკბარი ცოტა არ იყოს, შეცბუნდა. ქალს აშკარად არ სურდა შეემ-
ჩნია ის, რომ მან თავი მხოლობით რიცხვში მოიხსენია, მას კი მიაჩ-
ნდა, ამით ისეთ პატივს სდებდა, ჯოდჰას სიხარულისგან ლამის გუ-
ლი უნდა წასვლოდა. ამით ხომ უკანასკნელ აღმოჩენას უზიარებდა
ქალს და ამდენად სიყვარულს კიდევ ერთხელ უდასტურებდა.
ჰო, ის შეცბუნებული იყო და ცოტათი დაბნეულიც.
– რამდენ კაცს იცნობდი, რომ ასე კარგად ერკვევი მათში, –
ჰკითხა წარბშეკრულმა აკბარმა და მიუახლოვდა, – შენ თვითონ
ხომ არ გამოიგონე ისინი ჩემი არყოფნისას? ან იქნებ ხორცშესხმუ-
ლი კაცები იპოვე სიამოვნებისათვის. თუკი ასეა, მე უნდა მოვკლა
ისინი. ქალი ამჯერად ალბათ უკვე ნამდვილად შეამჩნევდა „მე“ ნაც-
ვალსახელის უჩვეულობასა და ეროტიკულ სიახლეს. ახლა კი ნამ-
დვილად მიხვდებოდა, რის თქმა სურდა მას. მაგრამ ასე არ მოხდა.
ჯოდჰას მტკიცედ სჯეროდა, რომ იცოდა, როგორ აღეგზნო ის და
მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომელი სიტყვები იქნებოდა ამისთვის
ყველაზე მართებული.
– საერთოდ ქალები უფრო ნაკლებად ფიქრობენ კაცებზე, ვიდრე
ეს კაცების უმრავლესობას წარმოუდგენია. საყვარელ კაცებზეც კი
უფრო ნაკლებად ფიქრობენ, ვიდრე კაცებს ჰგონიათ. ქალს კაცი
ნაკლებად სჭირდება, ვიდრე პირიქით. და თუ საყვარელ ქალს მაგ-
რად არ ჩაეჭიდები, ის უეჭველად დაგისხლტება ხელიდან.
61
ის აკბარის დასახვედრად არ გამოწყობილა და ეს განგებ გააკე-
თა.
– თუ თოჯინები გინდა, თოჯინების სახლში წადი, სადაც ისინი გე-
ლიან, ირთვებიან და იკაზმებიან, წიოკობენ და ერთმანეთს თმებით
ათრევენ, – თქვა მან. ეს შეცდომა იყო. სხვა დედოფლები არ უნდა
ეხსენებინა.
აკბარი მოიღუშა. თვალები ჩაუმუქდა. არასწორი სვლა გააკეთა,
არასწორი. კიდევ ცოტაც და, მისი ხიბლი გაიფანტებოდა. მაშინ
ჯოდჰამ პირდაპირ თვალებში ჩახედა თავისი ჯადოსნური მზერით –
და კაცი დაბრუნდა. ჯადომ იმოქმედა. ქალი ცოტა უფრო ხმამაღლა
ალაპარაკდა.
პირფერობა არც უცდია.
– შეხედე შენს თავს, უკვე მოხუცივით გამოიყურები. შენმა ვაჟიშ-
ვილებმა შეიძლება საკუთარ ბაბუად მიგიღონ.
და არც გამარჯვება მიულოცა:
– ისტორია რომ სხვა გზით წასულიყო, – თქვა მან, – ახლაც ის
ძველი ღმერთები იქნებოდნენ განმგებლები, შენ რომ გაანადგურე.
მრავალხელება, მრავალთავიანი ღმერთები, რომლებიც არ
სჯიდნენ და კანონებს არ წერდნენ, მაგრამ სამაგიეროდ ურიცხვ ლე-
გენდასა და თქმულებას ქმნიდნენ, საოცარ გმირობებს სჩადიოდ-
ნენ; ყოველთა ცოცხალთა მფარველი ღმერთები თავიანთი ქალ-
ღმერთი ცოლებით, მოცეკვავე ღმერთები, მოცინარი ღმერთები, მე-
ხისმტყორცნელი და ფლეიტისტი ღმერთები, უამრავი, უამრავი
ღმერთი... და შესაძლოა, ჩვენ უკეთ გვეცხოვრა, ახლაც რომ ის
ღმერთები იყვნენ. მან იცოდა, როგორი ლამაზი იყო და ახლა, აბრე-
შუმის თხელი პირბადის მოშორებით, მთელი თავისი მშვენიერებით
წარდგა იმპერატორის წინაშე. აკბარს ყველაფერი დაავიწყდა ამ-
ქვეყნად.
62
ჯოდჰამ სასიყვარულო აქტისას ფრჩხილების საშუალებით სი-
ამოვნების გაძლიერების შვიდი ხერხი იცოდა. სანამ აკბარი ლაშ-
ქრობაში წავიდოდა, ქალმა მასზე ერთგვარი მოსაგონარი – სამი
ღრმა ანაბეჭდი დატოვა: მარჯვენა ხელის პირველი სამი თითისგან
დატოვებული ნაკაწრები კაცის ზურგზე, მკერდსა და კვერცხებზე. ახ-
ლა, როცა აკბარი სახლში იყო, მას სულ ადვილად შეძლო ის აეთ-
რთოლებინა, ექსტაზამდე მიეყვანა.
უბრალოდ, ფრჩხილებს ჩაასობდა სახეში, ქვედა ტუჩსა და მკერ-
დზე, ისე რომ ნიშანს არ დატოვებდა, ან შეიძლება დაეტოვებინა კი-
დეც – ნახევარმთვარის ფორმა ამოეკაწრა კაცის ყელზე. შეეძლო
ფრჩხილები ნელა ჩაესო კაცის სახეში და ხანგრძლივად გაეჩერები-
ნა ასე. შეეძლო გრძელი ნიშნები დაეხაზა მის თავზე, ბარძაყებსა და
მუდამ მგრძნობიარე მკერდზე. კიდევ ერთი ხერხი იცოდა, რომელ-
საც კურდღლის ნახტომს ეძახდნენ – კერტების გარშემო კვალი უნ-
და დაგეტოვებინა, ისე რომ სხეულის სხვა ნაწილებს არ შეხებოდი.
და არავის მთელ მსოფლიოში მასავით სრულყოფილად არ ძალუძ-
და „ფარშავანგის ფეხის“ გაკეთება – ცერა თითს კაცის მარცხენა ძუ-
ძუს დააჭერდი, დანარჩენი თითები კი ამ დროს მკერდზე „დადიოდ-
ნენ“, ღრმად ასობდნენ მასში გრძელ, მოღუნულ, ბრჭყალების
მსგავს ფრჩხილებს, რომლებსაც ქალი ასე უვლიდა და მუდამ წამა-
ხული ჰქონდა სწორედ ასეთი წამებისათვის.
ფრჩხილები იმპერატორის კანში მანამ რჩებოდნენ, სანამ კვალს
არ დატოვებდნენ, იმის მსგავსს, ფარშავანგი რომ ტოვებს ტალახში
სიარულისას. მან იცოდა, რას იტყოდა კაცი ამ თამაშის დროს. ის
მოუყვებოდა, ლაშქრობაში, მისგან ძალიან შორს, როგორ ხუჭავდა
კარავში თვალებს, ფიქრობდა მასზე, იმეორებდა მისი ხელის მოძ-
რაობებს და ასე აღიგზნებდა თავს.

63
ქალი უცდიდა, მაგრამ კაცმა არაფერი თქვა. რაღაც შეიცვალა.
აკბარს ახლა მოუთმენლობა ეტყობოდა, გაღიზიანება და წყენაც კი,
რის მიზეზიც ჯოდჰას ვერ გაეგო. სასიყვარულო თამაშებმა მისთვის
ხიბლი დაკარგეს, ახლა უბრალოდ სურდა მალე დაუფლებოდა
ქალს და ამით დაემთავრებინა. ის მიხვდა, რომ კაცი შეიცვალა და
ახლა სხვა ყველაფერიც შეიცვლებოდა.

***

იმპერატორს არასდროს აღარავისთან უსაუბრია საკუთარ თავზე


მხოლობით რიცხვში. მთელი მსოფლიოსთვის და იმ ქალისთვისაც
კი, რომელსაც ის უყვარდა, აკბარი „მრავლობითი“ იყო და მუდამ
ასეთი დარჩებოდა. გაკვეთილს ამაოდ არ ჩაუვლია.

64
5. მისი ვაჟიშვილები, ცხენებზე ამხედრებულნი
რომ დაქროდნენ...

მისი ვაჟიშვილები, ცხენებზე ამხედრებულნი რომ დაქროდნენ და


კარვების პალოებს ხმლებს უღერებდნენ; მისი ვაჟიშვილები, ისევ
ცხენებზე ამხედრებულები, გრძელი, მრგვალთავიანი ჯოხებით ბურ-
თებს რომ დასდევდნენ და ბადეში გაჰქონდათ ჩაუგანას თამაშისას;
მისი ვაჟიშვილები, ღამღამობით მნათი ბურთების მადევარნი; მისი
ვაჟიშვილები მაშინ, როცა დახელოვნებული მონადირე მათ ლე-
ოპარდზე ნადირობის საიდუმლოებებს უზიარებს; მისი ვაჟიშვილე-
ბი, „სასიყვარულო თამაშში“ – საფოსტო მტრედების შეჯიბრში ჩაბ-
მულნი... მისი ვაჟიშვილები... როგორი ლამაზები არიან, რა დიდე-
ბულად თამაშობენ!
აი, თუნდაც უფროსი, მისი მემკვიდრე სელიმი, სულ რაღაც თოთ-
ხმეტი წლისა უკვე იმდენად დაოსტატდა მშვილდოსნობაში, რომ მის
გამო წესების გართულება გახდა საჭირო. მურადი და დანიალი კი...
ჩემი მხედრები! – ფიქრობდა იმპერატორი. როგორ უყვარდა სამივე
და მაინც, არც ერთი მათგანი არაფრის მაქნისი არ იყო. მათი თვა-
ლები!
უკვე მთვრალი თვალები ჰქონდათ.
უმცროსები ათი და თერთმეტი წლისანი იყვნენ და მუდამ ოპიუ-
მით გაბრუებულნი, მაშინაც კი, როცა ცხენებს დააჭენებდენ. სულე-
ლები! მსახურები მკაცრად გააფრთხილა ამის თაობაზე, მაგრამ ვინ
გაბედავდა პრინცებისთვის უარის თქმას?
თითოეულისთვის თავისი ერთგული ადამიანები ჰყავდა მიჩენი-
ლი და, რა თქმა უნდა, კარგად იცოდა სელიმის ოპიუმზე მიჯაჭვუ-

65
ლობისა და გაუკუღმართებული სასიყვარულო თავგადასავლების
შესახებ.
შესაძლოა, მოზარდის მიდრეკილება გაუკუღმართებული სქე-
სობრივი კავშირებისა და სოდომისკენ გასაგები იყოს, მაგრამ მისი
გაფრთხილება მაინც საჭიროა. მოცეკვავე გოგონები უკვე ბუზღუ-
ნებდნენ, რომ დალურჯებული დუნდულები და დაკაწრული „ბრო-
წეულის კოკრები“ ხელს უშლიდათ პირდაპირი მოვალეობის შესრუ-
ლებაში.
რა უბედურებაა – გარყვნილი ბავშვები, მისი სისხლი სისხლთა-
განნი და ხორცი ხორცთაგანნი. ბავშვები, რომელთაც მხოლოდ მა-
მის უამრავი ნაკლი გამოჰყვათ და არც ერთი ღირსება! მურადის
უკურნებელი ავადმყოფობის შესახებ ჯერჯერობით არ იციან, მაგ-
რამ რამდენ ხანს მოხერხდება ამის დამალვა? დანიალი საერთოდ
არაფერში უქნია ღმერთს, სრულიად უნებისყოფოა, ხასიათის ნატა-
მალიც არ გააჩნია, თუმცა ლამაზი კია, როგორც ჩაღატაის ყველა
მემკვიდრე. ეს მისი დამსახურება ოდნავაც არ იყო, მაგრამ ძალიან
ეამაყებოდა. შეიძლება ათი წლის ბავშვის ასე მკაცრად განსჯა არც
ღირდეს, და არც ეღირებოდა, ის რომ ჩვეულებრივი ბიჭი იყოს, მაგ-
რამ მისი ვაჟები ხომ პატარა ღმერთები იყვნენ, მომავალი დესპოტე-
ბი, საუბედუროდ, ძალაუფლების, მართვისთვის დაბადებულნი. მას
ისინი უყვარდა, თუმცა იცოდა, რომ უღალატებდნენ. ეს პატარა
არამზადები – მისი თვალის ჩინები – ძილის დროს დაადგებოდნენ
თავზე. ყველაფერია მათგან მოსალოდნელი, ფხიზლად უნდა იყოს.
ახლაც, როგორც ყოველთვის, ფიქრობდა, კარგი იქნებოდა, მა-
თი ნდობა რომ შემეძლოსო. ის ენდობოდა ბირბალსა და ჯოდჰას,
აბულ ფაზლსა და ტოდარ მალის, მაგრამ ვაჟიშვილები მუდმივი
მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა. ძალიან უნდოდა, მათ ნდობოდა,
მათში თავისი სიბერის საყრდენი დაენახა. ოცნებობდა ექვსი ლამა-
66
ზი თვალის იმედი ჰქონოდა, როცა თვითონ მზერა დაებინდებოდა
და ექვსი მძლავრი ხელისა, მის ბრძანებებს რომ შეასრულებდნენ,
როცა საკუთარი ხელები დაუუძლურდებოდა.
მაშინ ის მართლა მრავალთავიან, მრავალხელება ღვთაებად იქ-
ცეოდა. უნდოდა, ნდობოდა მათ, რადგან ერთგულებას დიდ ღირსე-
ბად მიიჩნევდა და მის ყოველმხრივ წახალისებას ცდილობდა, მაგ-
რამ კარგად უწყოდა თავისი ჯიშის ამბავი, იცოდა, რომ ეს სათნოება
არ მოსდგამდათ. მისი ვაჟიშვილები გაიზრდებიან, შესანიშნავი მებ-
რძოლები დადგებიან, მდიდრულ ულვაშებს მოუშვებენ და მშობელი
მამის წინააღმდეგ შეთქმულების ქსელის გაბმას დაიწყებენ – ამის
ნიშნებს უკვე ხედავდა მათ თვალებში. მათ კლანს, ფერგანელი ჩა-
ღატაის შთამომავლებს სჩვეოდათ შეთქმულების მოწყობა გვირგვი-
ნოსანი მშობლების წინააღმდეგ, რათა ისინი ტახტიდან ჩამოეგ-
დოთ, მათივე ციხესიმაგრის სატუსაღოში დაემწყვდიათ, სადმე ტბის
კუნძულზე გადაესახლებინათ, ანდა სულაც საკუთარი ხელით მოეკ-
ლათ.
სელიმი, ძვირფასი სელიმი, ეს სისხლმოწყურებული არამზადა,
უკვე ადამიანების დახოცვის მეთოდებზე ფიქრობს: „ვინც მიღალა-
ტებს, მამა, მე მას უკანალს მოვაჭრი, შემდეგ ვუბრძანებ ახალგატ-
ყავებული ცხოველის სველი კანი შემოაკერონ, ვირზე უკუღმა შეს-
ვან და სიცხეში ქუჩებში ჩამოატარონ, სანამ მზე ჩემს განზრახვას არ
დაასრულებს“. რა სისასტიკეა! სიცხისგან ტყავი ნელ-ნელა გამოშ-
რობას იწყებს, მტერს სული ეხუთება და ტანჯვით კვდება. – საიდან
მოგივიდა ასეთი სასტიკი აზრი, შვილო, – ჰკითხა იმპერატორმა.
– მე თვითონ მოვიფიქრე, – იცრუა ბიჭმა, – და შენ სისასტიკეზე
რა ხმა ამოგეღება? ჩემი თვალით მინახავს, როგორ მოაჭერი ადა-
მიანს ფეხები ერთი წყვილი ფეხსაცმლის მოპარვის გამო.

67
სელიმი მართალს ეუბნებოდა. აკბარი იძულებული იყო ეღიარე-
ბინა, რომ ყველაფერი ბნელი, რასაც შვილებში ხედავდა, მისგან
ჰქონდათ მემკვიდრეობად მიღებული. სელიმი მისი ყველაზე საყვა-
რელი შვილი იყო და მისი ყველაზე სავარაუდო მკვლელიც. და რო-
ცა აკბარი ცოცხალი აღარ იქნებოდა, მისი სამი ვაჟი ქოფაკი ძაღლე-
ბივით დაბრდღვნიდნენ ერთმანეთს ძალაუფლების ხორციანი
ძვლისათვის. როცა თვალებს დახუჭავდა და ცხენების ფლოქვების
ხმას უსმენდა (მისი ვაჟიშვილები დაჯირითობდნენ), ხედავდა, სე-
ლიმი როგორ მოუძღვებოდა მის დასამხობად შეთქმულებს და წარ-
მოიდგენდა მისი უბადრუკი ვაჟიშვილის აჯანყების ჩახშობას. „ჩვენ
მას ვაპატიებთ, რა თქმა უნდა, და სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ ჩვენს
ვაჟიშვილს, ასეთ ჩაუქ მხედარს, ასეთ მშვენიერს, ასეთი მეფური ღი-
მილის პატრონს“. – იმპერატორმა ამოიხვნეშა. არა, ვაჟიშვილებს
არ ენდობოდა. რაც უნდა უცნაური იყოს, მიუხედავად ასეთი ფიქრე-
ბისა, მის მამობრივ გრძნობებს არაფერი აკლდებოდა. მას უყვარდა
ისინი, ახლა რომ მოედანზე დააგელვებდნენ ცხენებს და მაშინაც კი,
თუ მათი ხელით სიკვდილი ეწერა, ეყვარებოდა ხელი, რომელიც
მის მოსაკლავად აღიმართებოდა. თუმცა, ამ ცხვირმოუხოცავებს
ადვილად არაფერს დაუთმობდა, ვიდრე პირში სული ედგა. სულ ბო-
ლომდე იბრძოლებდა და უმალ მათ გაისტუმრებდა ჯოჯოხეთში. ის
ძლევამოსილი იმპერატორი იყო – დაე, ეს ყველას ხსომებოდა.
მას სჯეროდა მისტიკოსი ჩიშტისა, რომლის აკლდამა პარასკევის
მეჩეთში იმყოფებოდა, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო. ენდობოდა
ძაღლებს, მუსიკას, ლექსებს, თავის ენამახვილ დალაქსა და ცოლს,
რომელიც არაფრისგან შექმნა. ენდობოდა სილამაზეს, ფერწერასა
და თავისი წინაპრების სიბრძნეს, სხვა რამეების მიმართ კი თანდა-
თან ნდობას კარგავდა. მაგალითად, რელიგიური რწმენის მიმართ.
იცოდა, რომ სიცოცხლე სანდო არ იყო, რომ ამ სამყაროში დასაყ-
68
რდენს ვერაფერს იპოვიდი. დიდი მეჩეთის შესასვლელში თავისი
დევიზი ამოაკვეთინა, რომელიც თვითონ კი არ მოუგონია, არამედ,
როგორც მას უთხრეს, იესო ნაზარეველს ეკუთვნოდა: „ეს სამყარო
ხიდია, გაიარე მასზე, მაგრამ სახლს ნუ აიშენებ“. მაგრამ თავისი დე-
ვიზისა თვითონაც არ სჯეროდა. მან ხომ არა მარტო სახლი, მთელი
ქალაქი ააშენა. „ვისაც ერთი საათი ეიმედება, მას ეიმედება მარადი-
სობა. ეს სამყარო მხოლოდ ერთი საათია. დანარჩენი ჩვენი მზერის-
თვის მიუწვდომელია“.
„ასეც არის, – ამბობდა აკბარი თავისთვის, – მე მეტისმეტს მო-
ვითხოვ. ასე მგონია, მარადისობაა ჩემ წინ. ერთი საათი არ მყოფ-
ნის. იმაზე ვოცნებობ, რაც უბრალო მოკვდავისთვის მიუწვდომელია
– მარადიულ დიდებაზე (სასიამოვნო იყო საკუთარ თავზე მხოლო-
ბით რიცხვში საუბარი – უფრო გულახდილი ხდებოდა. თუმცა ეს „მე“
მის პირად საქმედ უნდა დარჩენილიყო. მისი ხმამაღლა წარმოთქმა
თავს აუკრძალა).
იმედი მაქვს, დიდხანს ვიცოცხლებ, – ფიქრობდა აკბარი, – სუ-
ლიერ სიმშვიდეს მოვიპოვებ, ახლობლებთან ურთიერთგაგებას მი-
ვაღწევ და კარგი სადილი არ მომაკლდება ნაშუადღევს. მაგრამ ყვე-
ლაზე მეტად მაინც იმის იმედი მინდა მქონდეს, რომ გამოჩნდება
ახალგაზრდა კაცი, რომლის ნდობა შემეძლება. ის ჩემი ვაჟი არ იქ-
ნება, მაგრამ მისგან საკუთარ ვაჟზე მეტს შევქმნი. მე მას ჩემს უროდ
და გრდემლად ვაქცევ. მშვენიერებისა და ჭეშმარიტებისადმი ჩემი
რწმენის სიმბოლო გახდება, ჩემს ხელისგულზე დადგება და ცას შეწ-
ვდება“.
იმავე დღეს, როცა აკბარი ამას ფიქრობდა, მას ყვითელთმიანი
ახალგაზრდა კაცი წარუდგინეს.
უცხოს ფერადი, ტყავისრომბებიანი, გრძელი, სასაცილო მოსას-
ხამი ეცვა და ხელში ინგლისის დედოფლის წერილი ეჭირა.
69
***

ჰატიაპალის ბორდელის მეძავმა, სახელად მოჰინმა, რომელსაც


დიდი ხანია უძილობა სჭირდა, უცხოელი კლიენტი ადრიანად გააღ-
ვიძა. ის უცებ შეფხიზლდა, ქალს მკლავები უხეშად მოხვია და ყელ-
ზე, ღმერთმა უწყის, საიდან გაჩენილი დანა მიაჭირა.
– ნუ სულელობ, – უთხრა ქალმა, – ამაღამ ასჯერ შემეძლო მო-
მეკალი. და არ გეგონოს, ამაზე არ მიფიქრია, ისე ხმამაღლა ხვრი-
ნავდი, ლამის იმპერატორი გაიგონებდა სასახლეში.
როცა კაცი ეწვია, ქალმა მას გადახდის ორი ფორმა შესთავაზა:
ერთჯერადი აქტისათვის და მეორე, ოდნავ უფრო მაღალი, მთელი
ღამისათვის. – რომელი უფრო ხელსაყრელია? – ჰკითხა კაცმა.
– უმეტესად მთელ ღამეს ამჯობინებენ ხოლმე, მაგრამ ჩემი კლი-
ენტების უმრავლესობა ან ძალიან მოხუცია, ან ძალიან მთვრალი, ან
ოპიუმისგან გაბრუებული, ან კიდევ არაფრის მაქნისი – ბევრი მათ-
განი ერთხელაც ვერ ახერხებს. შენთვისაც ალბათ აჯობებს, ფული
დაზოგო და ერთჯერადის საფასური გადაიხადო.
– ორჯერ მეტს მოგცემ, თუ მთელი ღამე დარჩები ჩემთან – დიდი
ხანია ქალთან მთელი ღამე არ გამიტარებია, ქალის სხეული კი
ტკბილ სიზმრებს იწვევს.
– თუ მაინცდამაინც ფულის ფლანგვა გინდა, შენი ნებაა, – ცივად
თქვა მოჰინმა, – მაგრამ ჩემს სხეულს სიტკბო დიდი ხანია აღარ
აქვს.
ქალი ისეთი გამხდარი იყო, რომ სხვა მეძავები ჩხინკორას ეძახ-
დნენ. შედარებით შეძლებული კლიენტები ამ ქალს მის ანტიპოდ-
თან – ძალიან მსუქან მატრასასთან ერთად ქირაობდნენ, რათა სი-
ამოვნება ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქალის
სხეულისგან მიეღოთ – ძვალისა და ტყავისგან და ფუმფულა სხე-
70
ულისგან, რომელიც შთანგთქავდა. ჩხინკორა მგელივით ჭამდა –
ხარბად და სწრაფად. რაც უფრო მეტს ჭამდა ის, მით უფრო სუქდე-
ბოდა მატრასა. ბოლოს ეჭვი გაჩნდა, რომ ამ ორ მეძავს სატანასთან
ჰქონდათ ხელშეკრულება დადებული – ჯოჯოხეთში ჩხინკორა უსაშ-
ველოდ გასუქდებოდა და მუდამ მსუქანი დარჩებოდა, მატრასა კი
ძვალი და ტყავი გახდებოდა და ფიცარივით ბრტყელი მკერდით ხის
პალოების მსგავს პატარა ძუძუებს ააჩხარუნებდა.
მოჰინი დოლი არტჰი იყო, ჰატიაპალის მეძავი, რაც იმას ნიშნავ-
და, რომ ხელშეკრულების თანახმად, ეს საქმიანობა ერთგული ცო-
ლის მსგავსად, სიკვდილამდე უნდა გაეგრძელებინა, ანუ იმ დრომ-
დე, სანამ მის სხეულს კოცონ არტჰიზე დაწვავდნენ.
ქუჩის ბრბოს გასართობად მას მოუწყვეს კიდეც ქორწინების ცე-
რემონიის პაროდია – ჩვეულებრივი დოლის, ანუ პალანკინის ნაც-
ვლად ვირშებმულ ურემზე შესვეს და ჰატიაპალის ბორდელში მიიყ-
ვანეს.
„იმხიარულე, შენი ქორწინების დღეა, ჩხინკორა, შენ ხომ სხვა
ქორწილი არ გექნება“, – იყვირა ვიღაც ქუჩის მაწანწალამ.
პასუხად სხვა მეძავებმა მას თავზე აივნიდან ღამის ქოთნით ჯერ
კიდევ თბილი შარდი გადაასხეს, რამაც დიდი ხნით ხმა ჩააკმენდინა.
„სიძე“ თვით ბორდელი იყო, სიმბოლურად მადამ რანგილი ბიბით
წარმოდგენილი – ბებერი, უკბილო, ელამი მეძავით, რომელიც ისე-
თი მძვინვარე იყო, რომ თვით წესრიგის დამცველებიც კი პატივს
სცემდნენ და უფრთხოდნენ. მათ უკვე დიდი ხანია ეს დაწესებულება
უნდა დაეხურათ, მაგრამ ვერ ბედავდნენ მის წინააღმდეგ ნაბიჯის
გადადგმას, ეშინოდათ, არ გაგვთვალოსო. მეორე, უფრო რაციონა-
ლური ახსნა იმისა, რატომ გადარჩა ბორდელი დახურვას, იყო ის,
რომ ქალაქში გავრცელებული ხმების თანახმად, დაწესებულება სა-
სახლის კარის გავლენიან დიდგვაროვანს ეკუთვნოდა, ან კიდევ,
71
ზოგი ჭორის მიხედვით – ღვთისმსახურს, შესაძლოა სულაც ერთ-
ერთ მისტიკოსს იმათგან, დღედაღამ რომ ლოცულობდნენ ჩიშტის
აკლდამასთან. თუმცა, როგორც ცნობილია, დიდგვაროვნები და
ღვთისმსახურები, რომელთაც დღეს იმპერატორი სწყალობთ, ხვალ
შეიძლება შერისხულნი აღმოჩნდნენ, გათვალვა კი სულ მოქმედებს,
ასე რომ, რანგილი ბიბის თვალის მიმართ შიშს არანაკლები გავლე-
ნა ჰქონდა, ვიდრე უხილავ ღვთისმსახურსა თუ დიდგვაროვან მფარ-
ველს. მოჰინი ცხოვრებაზე იმიტომ არ იყო გამწარებული, რომ თა-
ვისი პროფესია არ მოსწონდა. ჩვეულებრივი სამუშაო იყო, სხვებზე
არაფრით უარესი. მისი წყალობით ჭერიც ჰქონდა თავზე, საკვებიც
და ტანსაცმელიც. ეს სამუშაო რომ არა, ალბათ უპატრონო ძაღლი-
ვით სადღაც თხრილში იპოვიდნენ მკვდარს.
მის წყენას სრულიად გარკვეული ადრესატი ჰყავდა და მის ყო-
ფილ დამქირავებელს, თოთხმეტი წლის ამბერელ ქალბატონს – მან
ბაის უკავშირდებოდა; ნორჩ მეძავს, რომელიც ახლა სიკრიში ცხოვ-
რობდა და ფარულად თავის ბიძაშვილთან, პრინც სელიმთან ჰქონ-
და გაბმული ურთიერთობა. ლედის ასი მსახური ჰყავდა და ჩხინკო-
რა მოჰინი მისი ერთ-ერთი ფავორიტი იყო. როცა პაპანაქება სიცხე-
ში ოფლად გაღვრილი, მთელი დღე ნადირობით დაღლილი სელიმი
შინ ბრუნდებოდა, სწორედ მოჰინის საპატიო მოვალეობად მიიჩ-
ნეოდა ტანსაცმელი გაეხადა მისთვის და პრინცის ფერმკრთალი კა-
ნი არომატული ზეთებით განებანა. სწორედ მოჰინი არჩევდა მის-
თვის სანდალს ან მუშკს, პაჩულის ან ვარდს. სწორედ მას ხვდა წი-
ლად პატივი პრინცის სასქესო ორგანოსთვის მასაჟი გაეკეთებინა
და საყვარლისთვის მოემზადებინა. სხვა მონები ამ დროს მის წინ მა-
რაოებს იქნევდნენ და ხელებსა და ფეხებს უზელდნენ, მაგრამ მეფუ-
რი მამაკაცური ორგანოს შეხების პრივილეგია მხოლოდ ჩხინკო-
რას ჰქონდა. ეს იმიტომ, რომ ის იმ საცხებისა და მალამოების მომ-
72
ზადების საიდუმლოს ფლობდა, რომლებიც სექსუალური ლტოლვის
გაძლიერებასა და აქტის გახანგრძლივებას უწყობენ ხელს. ის აკე-
თებდა მალამოებს თამარინდისა და დარიჩინისგან, მშრალი კოჭა-
სა და წიწაკისაგან, რომელთა ნაზავი დიდი შავი ფუტკრის თაფლთან
კაცს საშუალებას აძლევდა ქალისთვის განსაკუთრებული ძალის-
ხმევის გარეშე დიდი სიამოვნება მიენიჭებინა და ამ დროს თვითო-
ნაც სითბოსა და პულსაციისაგან ნეტარება განეცადა. მოჰინი ამ
საცხებს ზოგჯერ მან ბაის უსვამდა საშოში, ზოგჯერ კი სელიმს ასო-
ზე, უფრო ხშირად კი ორივეს.
შედეგით ორივე პარტნიორი აღფრთოვანებული იყო.
სწორედ ოსტატობამ დაღუპა ბოლოს და ბოლოს, კერძოდ კი, ბან-
გის საიდუმლოს ფლობამ, რომელიც კაცს ცხენის ძალასა და ენერ-
გიას აძლევდა სქესობრივი აქტის დროს. ერთხელ მან თხის დაკოდ-
ვა ბრძანა, მისი კვერცხები რძეში მოხარშა, შემდეგ მარილით და წი-
წაკით შეაზავა, გამდნარ კარაქში შეწვა და სურნელოვანი პაშტეტი
მოამზადა. დელიკატესი, რა თქმა უნდა, საჭმელად იყო მომზადებუ-
ლი და არა სხეულზე წასასმელად. მოჰინიმ ის პრინცს ვერცხლის
კოვზით მიართვა და აუხსნა, რომ ეს წამალი ცხენის ძალას მისცემ-
და, ადამიანს გადაბმულად ხუთჯერ, ათჯერ და ოცჯერაც კი შეაძლე-
ბინებდა სქესობრივი აქტის ჩატარებას, განსაკუთრებით ძლიერ
ახალგაზრდა მამაკაცს კი ასჯერაც. „არაჩვეულებრივი გემო აქვს“, –
თქვა პრინცმა და მადიანად მიირთვა. მეორე დღეს მან ბაის ბუდუა-
რიდან უზომოდ კმაყოფილი გამოვიდა, ის კი სიკვდილის პირას მყო-
ფი დატოვა. „ჰა, ჰა, – გაუცინა მოჰინის გამოსვლისას, – მართლა
მაგარი იყო“.
მთელი ორმოცდაშვიდი დღე და ღამე გავიდა, ისე რომ ლედი მან
ბაის სასიყვარულო თამაშებზე არც კი უფიქრია. ამ ხნის განმავლო-
ბაში მასთან სტუმრობისას პრინცი სინანულსა და თანაგრძნობას
73
გამოხატავდა იმ ზიანის გამო, რომელიც ქალს მიაყენა და ქალბა-
ტონის მაგივრად მის მონა ქალებს იწვენდა ლოგინში, თანაც ძალი-
ან ხშირად სწორედ იმ ცარიელ ძვალსა და ტყავს, რომელმაც და-
უვიწყარი სექსუალური გამოცდილება აჩუქა. მან ბაი ვერ ეწინააღ-
მდეგებოდა, მაგრამ შინაგანად ეჭვითა და მძვინვარებით იყო აღ-
სავსე. მოჰინისთან იმ ღირსშესანიშნავი ღამის შემდეგ, როცა სე-
ლიმმა აღმოაჩინა, რომ ჩხინკორა უსაზღვროდ ამტანია და მისი
ქალბატონისგან განსხვავებით ას ერთ სქესობრივ აქტსაც კი გაუძ-
ლებს, მონა გოგონას ბედი გადაწყდა. ლედი მან ბაიმ მოთმინება და-
კარგა და მოჰინი სასახლიდან გააგდეს. მას აღარაფერი დარჩა,
გარდა კაცის გაგიჟებამდე აღმგზნები წამლების მომზადების ცოდ-
ნისა. სასახლიდან მთლად ფსკერზე – ბორდელში აღმოჩნდა, მაგ-
რამ თავისი ნიჭის მეშვეობით იქაც ძალიან პოპულარულ ქალად იქ-
ცა.
იმედს არ კარგავდა, რომ შურისძიებას შეძლებდა.
– თუ ოდესმე ბედი ისე ინებებს, ეს პატარა ძუკნა ჩემს ხელში აღ-
მოჩნდეს, – უთხრა მან თავის უცნაურ სტუმარს, – ისეთ წამალს წავ-
ცხებ, რომ ტურებიც კი მოირბენენ მის გასაჟიმად. მას გაჟიმავენ ყვა-
ვები და გველები, კეთროვანები და კამეჩები მანამ, სანამ მისგან
აღარაფერი დარჩება, გარდა სველი თმის რამდენიმე ბღუჯისა. მე
მათ დავწვავ და ამით გათავდება საქმე. მაგრამ ის პრინც სელიმზე
აპირებს დაქორწინებას, ამიტომ ყურადღებას ნუ მომაქცევ, დაივიწ-
ყე, რაც გითხარი. ჩემნაირი ქალისთვის შურისგება ისეთივე წარმო-
უდგენელი ფუფუნებაა, როგორიც ბავშვის ყოლა.
რატომღაც, მისთვისაც გაუგებარი მიზეზების გამო, ყვითელთმი-
ან უცნობს ისეთი რამეებიც მოუყვა, რაზეც ადრე არავისთან დაუძ-
რავს კრინტი.

74
შეიძლება ეს სტუმრის ეგზოტიკური გარეგნობის, თმის ფერისა
და უჩვეულო სიფაქიზის ბრალი იყო.
– მგონი, რაღაც ჯადო გამიკეთე, – უთხრა კაცს შეშფოთებული
ხმით, – ადრე არასდროს არც ერთი კლიენტისთვის იმის ნებაც კი
არ მიმიცია, რომ დღის სინათლეზე ვეხილე, შენ კი მთელი ცხოვრე-
ბა გადმოგიშალე.
თერთმეტი წლისა იყო, როცა ბიძამისმა, მამის ძმამ, ქალწულობა
დააკარგვინა. მახინჯი შვილი შეეძინა, რომელიც დედამისმა ისე წა-
იყვანა და დაახრჩო, მოჰინისთვის არც კი უჩვენებია, რადგან შიშობ-
და, თუ ბავშვს ნახავს, საკუთარ თავსა და მთელ მომავალ ცხოვრე-
ბას შეიძულებსო.
– ამაოდ წუხდა, – თქვა მოჰინიმ, – რადგან, როგორც აღმოჩნდა,
ბუნებამ ამ საქმიანობისთვის საჭირო ისეთი დაუოკებელი ტემპერა-
მენტით დამაჯილდოვა, რომ მოძალადის საცოდავი ასო ჩემს ბედში
ვერაფერს შეცვლიდა. რაც მართალია, მართალია, თბილი ადამია-
ნი არასოდეს ვყოფილვარ, იმ უსამართლობის შემდეგ კი, რომელიც
ჩემ მიმართ მან ბაიმ ჩაიდინა, კიდევ უფრო ცივი გავხდი. ზაფხულში
კაცებს მოსწონთ სიცივე, რომელიც ჩემგან მოდის, ზამთარში კი მა-
ინცდამაინც ბევრი სამუშაო არ მაქვს.
– მომამზადე, – სთხოვა მას ყვითელთმიანმა სტუმარმა, – დღეს
სასახლეში მისვლა მომიწევს ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე და
რაც შეიძლება კარგი შთაბეჭდილება უნდა მოვახდინო.
წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი მელის.
– თუ საკმარისი ფული გაქვს, – უპასუხა ქალმა, – შემიძლია მე-
ფესავით სურნელოვანი და სასურველი გაგხადო.
და მოჰინიმ კაცის სხეულზე მუშაობა დაიწყო, რომ მის მხოლოდ
არომატსაც კი ადამიანებისთვის თავბრუ დაეხვია.

75
გაწეული სამსახურისთვის ერთი ოქროს მუხური1 მოითხოვა, თან
კლიენტი გააფრთხილა, რომ ზედმეტ საფასურს ახდევინებდა და გა-
ოცებისგან გაშტერდა, როცა ხელში ოქროს სამი მონეტა ჩაუდეს.
– სამი მუხურისთვის, – თქვა ქალმა, – შემიძლია ადამიანებს ზე-
ციურ ანგელოზად მოვაჩვენო შენი თავი, თუკი ასე გსურს, იმის შემ-
დეგ კი, რაც შენს მნიშვნელოვან საქმეს მორჩები, შეგიძლია მთელი
კვირის განმავლობაში ყველაზე ველური ფანტაზიები რეალობად
აქციო ჩემთან და მატრასასთან ერთად, ისე რომ არაფრის დამატება
არ მოგიწევს.
ქალმა ლითონის როფი მოატანინა და ის ცივი და ცხელი წყლე-
ბით აავსებინა ერთის სამთან თანაფარდობით. შემდეგ სტუმარი თა-
ვიდან ფეხებამდე ალოეთი, სანდალითა და ქაფურით გასაპნა, რა-
თა, როგორც აუხსნა, სანამ კაცი მეფურად დიდებულ იერს მიიღებ-
და, მისი კანი გასუფთავებულიყო და ფორები გახსნოდა. ამის შემ-
დეგ საწოლის ქვემოდან ქსოვილში ფაქიზად გახვეული კეთილსურ-
ნელებებით სავსე ჯადოსნური ყუთი ამოიღო.
– სანამ იმპერატორთან შეგიშვებდნენ, მრავალი ადამიანის კე-
თილგანწყობის მოპოვება მოგიწევს, – გააფრთხილა მან, – ამიტომ
მისი უდიდებულესობისთვის განკუთვნილ არომატს ღრმად მივმა-
ლავ იმ სურნელებების ქვეშ, რომლითაც ნაკლებად მნიშვნელოვან
პირებს უნდა ასიამოვნო. იმ დროისთვის, როცა იმპერატორთან მი-
აღწევ, ყველა დანარჩენი სუნი გამქრალი იქნება. დარჩება მხოლოდ
ყველაზე მთავარი.
ამის შემდეგ ქალი მუშაობას შეუდგა, წაუსვა იის, მაგნოლიის,
შროშანის, ნარგიზისა და კიდევ ბევრი სხვა, კაცისთვის უცნობი, ჯა-
დოსნური თვისებების მქონე მცენარეთა ნაჟურები, რომელთა შესა-

1
მუხური – ოქროს ინდური მონეტა.
76
ხებაც უცხოელმა შეკითხვა ვერ გაუბედა. ესენი უმეტესად ჩინეთის,
თურქეთისა და კვიპროსის ხეების წვენები იყო და კიდევ ვეშაპის
ღვიძლის ნაყენი.
როცა ქალმა საქმე დაამთავრა, კაცს მოეჩვენა, რომ იაფფასიანი
ბორდელის სუნი ასდიოდა, სადაც იმყოფებოდა კიდეც და ინანა
ჩხინკორას მომსახურებით სარგებლობა, თუმცა ტაქტიანად მოიქცა
და უკმაყოფილება ხმამაღლა არ გამოუთქვამს. თავისი პატარა ჩან-
თიდან ისეთი ძვირფასი სამოსი ამოიღო, რომ ქალი გაოცებისაგან
სახტად დარჩა.
– შენ რა, ვინმე მოკალი ამ ყველაფრის ხელში ჩასაგდებად, თუ
ის არა ხარ, ვინც ჩანხარ? – ჰკითხა ქალმა.
უცხოელმა არ უპასუხა.
მარტოხელა მოგზაურისთვის მდიდრული ჩაცმულობა მძარცვე-
ლების ყურადღების მიპყრობას ნიშნავდა, სასახლის კარზე მაწანწა-
ლას ტანსაცმელში გამოჩენა კი სხვა სახის იდიოტობა იყო, რომე-
ლიც შეიძლება სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.
– უნდა წავიდე, – თქვა კაცმა.
– შემდეგ ისევ ჩემთან მოდი, – უთხრა ქალმა, – და ნუ დაივიწყებ,
რაც შემოგთავაზე.
მიუხედავად სულისშემხუთავი სიცხისა, მან იგივე ჭრელი ლაბა-
და მოისხა და სასახლისკენ გაეშურა. ჩხინკორას საცხების არომატ-
მა მართლა ჯადოსნურად იმოქმედეს: იმის ნაცვლად, რომ ქალაქის
შორეულ ჭიშკართან გაეგზავნათ, სადაც ჩვეულებრივ იმპერატორ-
თან აუდიენციის მოსურნენი დგებოდნენ რიგში, გუშაგებმა მო-
ულოდნელად მისი დახმარების სურვილი გამოხატეს.
ნესტოებით ხარბად ისუნთქავდნენ მის სუნს და გაბადრული ღი-
მილით ელაპარაკებოდნენ, თითქოსდა ეს-ეს არის, რაღაც სასია-
მოვნო შეიტყვესო. გუშაგების უფროსმა მაშინვე შიკრიკი აფრინა სა-
77
ხელმწიფო მრჩეველთან, რომელიც იმის გამო, რომ შეწუხება გა-
უბედეს, განრისხებული მივიდა. სტუმარს მიუახლოვდა თუ არა, სი-
ომ დაბერა და სრულიად განსხვავებულმა არომატმა აავსო ჰაერი
(მრჩევლის უხეში ცხვირისთვის შესაგრძნობად მეტისმეტად ფაქიზ-
მა), სუნმა მას მოულოდნელად პირველი შეყვარებული მოაგონა.
გახალისებული მრჩეველი მაშინვე პირადად გაიქცა ბირბალთან,
რათა ყველაფერი მოეგვარებინა.
როცა დაბრუნდა, თქვა, რომ შეხვედრაზე თანხმობას მიაღწია და
ახლა მას უფლება ჰქონდა უცხოელი სასახლეში მიეწვია.
როგორც მიღებული იყო, სტუმარს სახელი ჰკითხა და მანაც გა-
მართული სპარსულით უყოყმანოდ უპასუხა:
– შეგიძლიათ მოგორი დამიძახოთ. თქვენ წინაშეა მოგორ დელ
ამორე, ფლორენციელი ჯენტლმენი, ამჟამად მისი უდიდებულესობა
ინგლისის დედოფლის მნიშვნელოვანი დავალების შესრულების
მომენტში მყოფი, – დახვეწილი მოძრაობით მოიხადა თავიდან
თეთრფრთიანი ხავერდის ქუდი, უცნობი მდოგვისფერი ძვირფასი
ქვით დამაგრებული და მდაბალი რევერანსი გააკეთა, რითაც გარ-
შემომყოფნი დაარწმუნა (მისი გამოჩენისას კი დიდძალმა ბრბომ
მოიყარა თავი და მათი გაღრეჭილი სახეები ჩხინკორას მაგიური
უნარის კიდევ ერთი მტკიცებულება იყო), რომ მათ წინაშე ნამდვი-
ლი დიდგვაროვანი იდგა, სასახლის ეტიკეტის ნიუანსებში გათვით-
ცნობიერებული.
– აქეთ მობრძანდით, ბატონო ელჩო, – საპასუხო რევერანსი გა-
აკეთა იმპერატორის ადიუტანტმა.
ამასობაში პირველი ორი სუნი გაქრა და მესამე გაჩნდა, რომელ-
მაც ჰაერი სურვილების ფანტაზიებით აავსო. კაცი, რომელიც თავს
მოგორ დელ ამორეს უწოდებდა, სასახლის წითელ ანფილადებზე

78
მიაბიჯებდა და ფანჯრებზე ჩამოფარებულ ფარდებს მიღმა მსუბუქ
მოძრაობებს ამჩნევდა.
ეჩვენებოდა, რომ ჩაბნელებული ოთახების ბინდბუნდში მრავალ
მბრწყინავ ნუშისებურ თვალს არჩევდა. ერთხელ სამკაულებიანი
ხელი დაინახა, ორაზროვანი ჟესტის მანიშნებელი, რომელიც შეიძ-
ლებოდა მიპატიჟებადაც მიგეღოთ. მან სათანადოდ ვერ დააფასა
ჩხინკორა. ქალმა შესანიშნავად იცოდა თავისი საქმე და ოსტატო-
ბით ოდნავაც არ ჩამოუვარდებოდა მხატვრებს, პოეტებსა და მუსი-
კოსებს, რომლებითაც სახელგანთქმული იყო ეს ქალაქი. „აბა ვნა-
ხოთ, იმპერატორისთვის როგორი არომატი აქვს შემონახული. თუ-
კი ის ისეთივე მაცდუნებელი აღმოჩნდება და ისევე იმოქმედებს,
როგორც ადრინდელები, მაშინ, შეიძლება ითქვას, თავი ქუდში
მაქვს“, – გაიფიქრა მან, ტიუდორების გრაგნილს ხელი მაგრად მო-
უჭირა და ფართო, თავდაჯერებული ნაბიჯებით განაგრძო სიარული.
პირადი აუდიენციების უზარმაზარი დარბაზის შუაგულში ქვის ხე
იყო აღმართული, რომელზეც რაღაც ისეთი ეკიდა, უცხოელის
თვალს ბანანების მტევანს რომ მოაგონებდა. ხის გრძელი ტოტები
ღეროდან დარბაზის ოთხივე კუთხისკენ მიემართებოდნენ და თი-
თოეულ ტოტზე ოქროთი და ვერცხლით ამოქარგული აბრეშუმის
ბალდახინი ეკიდა.
ბალდახინისა და ბანანების ქვეშ კი, ხის სქელი ღეროსგან ზურ-
გშექცევით, მსოფლიოში ყველაზე საშიში ადამიანი (ერთის გამოკ-
ლებით) იდგა. დაბალი ტანისა იყო, მაგრამ უზარმაზარი ინტელექ-
ტისა და შესაძლებლობების. იმპერატორს უყვარდა, მოშურნე
მტრებს კი სძულდათ. დახელოვნებული პირმოთნე და კუდის მოქი-
ცინე ყოველდღიურად თორმეტ კილოგრამ საჭმელს ჭამდა და შეეძ-
ლო მხოლოდ საღამოს ტრაპეზისთვის მზარეულებისთვის უამრავი
დასახელების საჭმელი შეეკვეთა.
79
მისთვის ყოვლისმომცველი ცოდნა ფანტაზია კი არა, ყოველ-
დღიური სასიცოცხლო მოთხოვნილების მინიმუმი იყო.
სწორედ ასეთ კაცს წარმოადგენდა აბულ ფაზლი, რომელმაც ყვე-
ლაფერი იცოდა ამქვეყნად (გარდა უცხო და მრავალრიცხოვანი ად-
გილობრივი ენებისა. ეს საქმე მას არ გამოსდიოდა, ასე რომ, ამ
მხრივ თეთრი ყვავი იყო სასახლის კარის მრავალენოვან ბაბილონ-
ში.).
ისტორიკოსი და ინტრიგების დახლართვის ოსტატი, ყველაზე
კაშკაშა ცხრის თანავარსკვლავედში და მსოფლიოში ყველაზე საში-
ში ადამიანის (გამონაკლისის გარეშე) მეორე, ყველაზე დაახლოე-
ბული პირი. აბულ ფაზლმა იცოდა სამყაროს შექმნის ნამდვილი ის-
ტორია. ამბობდა, თვით ციური ანგელოზებისგან მოვისმინეო, მაგ-
რამ ასევე იცოდა, დღეში რამდენი საკვები იყო განსაზღვრული იმ-
პერატორის საჯინიბოს ცხენებისათვის, როგორ უნდა მომზადებუ-
ლიყო ბირიანი, ბრინჯის საუკეთესო საჭმელი, და რატომ გადაარ-
ქვეს სახელი მონებს და უწოდეს შეგირდები. მან ყველაფერი იცოდა
იუდეველებისა და ციური სხეულების მოძრაობის, ასევე შვიდი მო-
მაკვდინებელი ცოდვის, ცხრა ფილოსოფიური სისტემის, თექვსმეტი
მცნების, ცოდნის თვრამეტი განშტოებისა და ორმოცდაორი ბინძუ-
რი ქმედების შესახებ. ინფორმაციის მიმწოდებელთა ქსელის მეშ-
ვეობით უწყოდა, რაზე ჩურჩულებდნენ და რასაც განიზრახავდნენ
ფატეხპურ-სიკრის საზღვრებში, იცოდა შეთქმულებების, ღალატის,
არასათანადო მოწიწების გამოჩენისა თუ გარყვნილების შესახებ.
ამიტომ ქალაქის თითოეული მცხოვრების სიცოცხლე მასზე იყო და-
მოკიდებული – იმაზე, თუ რას დაწერდა ის (შემთხვევით არ ამბობდა
ბუხარის მბრძანებელი აბულ ფაზლის კალმის უფრო უნდა გეშინო-
დეს, ვიდრე თუნდაც აკბარის მახვილისო).მისი კალამი მხოლოდ
ერთ, მსოფლიოში ყველაზე საშიშ ადამიანს (გამონაკლისის გარე-
80
შე) ინდობდა, რომელსაც ისედაც არაფრის ეშინოდა – ეს, რა თქმა
უნდა, იმპერატორი იყო.
მოგორ დელ ამორემ აბულ ფაზლი მხოლოდ პროფილში დაინახა
– ის სტუმრის შესვლისას არ შემობრუნებულა და იმდენ ხანს დუმდა,
აშკარა იყო, ამას მისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად აკეთებდა.
„დედოფალ ელიზაბეტის ელჩი“ მიხვდა, რომ ეს იყო პირველი ტეს-
ტი, რომელიც მას უნდა გაევლო. ისიც არ ჩქარობდა ხმის ამოღებას.
საშიში სიჩუმის მძიმე, დაძაბული წუთები მათ ერთმანეთის უკეთ
შესწავლის საშუალებას აძლევდა.
„ტყუილად ფიქრობ, რომ შენი სიჩუმე არაფერს მეუბნება, – ფიქ-
რობდა უცხოელი – შენი დიდებულება და განზრახ უხეშობა, შენი
ახოვანება და მკაცრი პროფილი მოწმობენ, რომ ადამიანთა იმ ტიპს
ეკუთვნი, რომლებშიც ჰედონიზმი ეჭვიანობასთან თანაარსებობს,
ძალმომრეობისკენ მიდრეკილება (შენი სიჩუმე ხომ აგრესიული
თავდასხმის ერთ- ერთი ფორმაა) კი მშვენიერების ღრმა წვდომას-
თანაა ხელიხელჩაჭიდებული. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა
და გულღვარძლიანობის ამ სამყაროს მთავარი სისუსტე პატივმოყ-
ვარეობაა. სწორედ პატივმოყვარეობაა ის ხიბლი, რომლის ტყვე-
ობაშიც ახლა იმყოფები.
შენს პატივმოყვარეობაზე ვითამაშებ და ჩემს მიზანს მივაღწევ“.
შემდეგ ყველაზე საშიშმა კაცმა (ერთის გამოკლებით), როგორც
იქნა, სიჩუმე დაარღვია და თითქოსდა მის აზრებს კითხულობსო,
დამცინავად თქვა:
– თქვენო ბრწყინვალებავ, როგორც მე მესმის, თქვენ იპკურეთ
სუნამოები, რომელთა სურნელი მეფეთა ცდუნებისთვისაა გამიზნუ-
ლი. აქედან ვასკვნი, რომ რაღაც იცით ჩვენ შესახებ, უფრო სწორად,
რაღაც კი არა, საკმაოდ ბევრი რამ. როცა ცოტა ხნის წინ თქვენ შე-
სახებ მომახსენეს, განსაკუთრებული ნდობა არ გამჩენია თქვენ მი-
81
მართ, ახლა კი, როცა ასეთი სუნი შემოიტანეთ, ნდობის ხარისხი კი-
დევ უფრო შემიმცირდა.
ყვითელთმიან მოგორ დელ ამორეს ინტუიციამ უკარნახა, რომ
თვითონ აბულ ფაზლი იყო არომატების ჯადოსნური თვისებების შე-
სახებ ტრაქტატის ავტორი, რომელსაც ასე ოსტატურად იყენებდა
მოჰინი და ამიტომ მასზე ეს სურნელი არ მოქმედებდა. უფრო მეტიც,
მისი თანდასწრებით ის სხვებზეც აღარ მოქმედებდა. დარბაზის ოთ-
ხივე კუთხეში მდგარი გუშაგები, აქამდე რომ სულელებივით იღრი-
ჭებოდნენ, უცებ გამოფხიზლდნენ. პირბადიანმა მონა გოგონებმა,
აქამდე უცხოელის ახლო გაცნობის სურვილით რომ იწვოდნენ, ერ-
თბაშად დაკარგეს მის მიმართ ყოველგვარი ინტერესი და სტუმარს
მოულოდნელად გაუჩნდა შეგრძნება, თითქოს მეფის ფავორიტის
ყოვლისმხედველი მზერის წინაშე დედიშობილა იდგა და მხოლოდ
სიმართლეს, თუ რაღაც მასთან მიახლოებულს, შეეძლო მისი ხსნა.
– როცა ესპანეთის მეფის, ფილიპის ელჩი გვეწვია, – თითქოს
ხმამაღლა ფიქრობსო, განაგრძო აბულ ფაზლმა, – ის მთელ ამა-
ლასთან ერთად ჩამოვიდა საჩუქრებით დატვირთული სპილოებით,
ოცდაერთი არაბული ჯიშის ბედაურით და ძვირფასეულობით. ცხენ-
შებმული ურმით არ მოსულა და ღამე საროსკიპოში არ გაუტარებია,
თანაც ისეთ გამხდარ ქალთან, რომელიც საეჭვოა, საერთოდ, შეიძ-
ლება თუ არა, ქალად ჩაითვალოს.
– ჩემი მბრძანებელი და მფარველი – ლორდი ჰაუკსბენკი, მთა-
ვარი თავისი კლანისა, საუბედუროდ, უფალსა და მის ანგელოზებს
შეუერთდა სწორედ მაშინ, როცა სურატის პორტში შევდიოდით, –
თქვა მოგორმა, – სიკვდილის პირას მყოფმა პირობა ჩამომართვა,
რომ შევასრულებდი მისი უდიდებულესობის მიერ მასზე დაკისრე-
ბულ მოვალეობას.

82
მაგრამ, სამწუხაროდ, გემის კომპანია თაღლითებისა და ბანდი-
ტებისაგან შედგებოდა და მისი გვამი ჯერ გაცივებულიც არ იყო, მათ
უკვე მთელი კაიუტა ჰქონდათ გაჩხრეკილი ძვირფასეულობის ძებ-
ნაში. ვაღიარებ, ძალიან გამიმართლა, რომ იქიდან საერთოდ ცოც-
ხალმა გამოვაღწიე და მისი უდიდებულესობის გზავნილის წამოღე-
ბა მოვახერხე, რადგან იცოდნენ პატრონის მიმართ ჩემი ერთგულე-
ბის შესახებ. ისინი ალბათ ყელს გამომჭრიდნენ, თუ ლორდ ჰაუკ-
სბენკის ქონების დაცვას შევეცდებოდი. ვფიქრობ, მისი გვამი ახლაც
არ არის ქრისტიანულად მიწას მიბარებული, თუმცა ვამაყობ იმით,
რომ შევძელი თქვენს სახელოვან ქალაქამდე მოღწევა, რათა აღ-
ვასრულო მისი მისია, რომელიც უკვე ჩემად იქცა.
– მე როგორც ვატყობ, ინგლისის დედოფალი მაინცდამაინც მე-
გობრულად არ არის განწყობილი ჩვენი მეგობრის, ესპანეთის სა-
ხელგანთქმული მეფის მიმართ, – ფიქრიანად თქვა აბულ ფაზლმა.
– ესპანეთი ერთი მოუხეშავი ფილისტერია, – სწრაფად მოისაზრა
პასუხი მოგორმა, – მაშინ როცა ინგლისი ნატიფი ხელოვნების,
მშვენიერებისა და თვით გლორიანას სამშობლოა.
ნუ გააბითურებინებთ თავს გონებაჩლუნგ, პირმოთნე ფილიპს.
ყველა თავისი მსგავსისკენ უნდა ისწრაფოდეს, სწორედ დედო-
ფალი ელიზაბეტია თავისი სახელითა და დიდებით სრულიად ტოლი
და სწორი თქვენი იმპერატორისა.
ლაპარაკის ეშხში შესულმა მოგორ დელ ამორემ მთლად აიწყვი-
ტა და იმის მტკიცება დაიწყო, რომ შორეული ქვეყნის წითელთმიანი
დედოფალი თვით იმპერატორის სარკისებურ ანარეკლს წარმოად-
გენდა, შაჰინ შაჰი, მეფეთმეფე კი, მიუხედავად თავისი მდიდრული
ულვაშებისა და სხვა აშკარად მამაკაცური ატრიბუტებისა, სრულიად
შესაძლებელი იყო აღმოსავლელ ელიზაბეტად მიჩნეულიყო, რამე-
თუ სახელითა და დიდებით ისინი თანაბარნი იყვნენ.
83
აბულ ფაზლს სახე გაუქვავდა.
– როგორ ბედავ ჩემი მბრძანებლის ქალთან გათანაბრებას, –
რბილად თქვა მან, – იღბალი გქონია, რომ ხელში ეს გრაგნილი გი-
ჭირავს. ვხედავ, მას მართლაც ინგლისის სამეფო კარის ბეჭედი აქვს
დასმული, რაც შენი, როგორც ელჩის, ხელშეუხებლობის გარანტია-
ა.
ასე რომ არ იყოს, დარწმუნებული იყავი, შენი თავხედობა ძვი-
რად დაგიჯდებოდა. ვუბრძანებდი, ცოფიანი სპილოს ფეხებში ჩაეგ-
დეთ, აქვე რომ გვყავს დაბმული საგანგებოდ შენნაირი თავხედი
ღორების თავიდან მოსაშორებლად.
– თქვენი იმპერატორი მთელ მსოფლიოშია ცნობილი, როგორც
ქალური ღირსებების დამფასებელი, – თქვა მოგორ დელ ამორემ, –
დარწმუნებული ვარ, რომ ის, აღმოსავლეთის მარგალიტი, სულაც
არ იგრძნობდა თავს შეურაცხყოფილად მის უდიდებულესობა ინ-
გლისის დედოფალთან, დასავლეთის მარგალიტთან შედარების გა-
მო, მიუხედავად იმისა, რომ ის ქალია.
– ნაზარეთელი ბრძენები, გოას პორტუგალიელთა მიერ ჩვენთან
გამოგზავნილები, თქვენს მარგალიტზე საკმაოდ დაბალი აზრისანი
არიან, – თქვა აბულ ფაზლმა და მხრები აიჩეჩა, – ამბობენ, რომ მას
ღმერთი არ სწამს, სუსტი მმართველია და მალე ტახტიდან ჩამოაგ-
დებენ; რომ მისი ერი ქურდბაცაცებადაა ქცეული. შენ კი აქ ალბათ
საჯაშუშოდ ჩამოხვედი.
– პორტუგალიელები თვითონ არიან მეკობრეები და მძარცვე-
ლები, – არ თმობდა მოგორი, – არც ერთი აზრიანი კაცი მათ ნათ-
ქვამს არ უნდა ენდოს.
– მამა აკვავივა ქრისტეს საზოგადოებას ეკუთვნის, – უპასუხა
აბულ ფაზლმა, – ის შენსავით იტალიელია.
მისი თანამებრძოლი – მამა მონსერატი კი ესპანელია.
84
– თუკი ისინი აქ თაღლითი პორტუგალიელების დროშით მცურა-
ვი გემით მოდიან, ეს იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელი მეკობრე-
ქოფაკები არიან.
ამ სიტყვებზე სწორედ მათ თავს ზემოდან ხარხარი გაისმა, თით-
ქოსდა მას თავად ღმერთებმა დასცინესო, და ბუბუნა ბანმა წარმოთ-
ქვა:
– შეიწყალე დიადო მუნში1, დაე, იცოცხლოს ამ ახალგაზრდა კაც-
მა მანამ მაინც, სანამ მის მიერ მოტანილ გზავნილს არ წავიკით-
ხავთ, – აბრეშუმის ფარდები ბოლომდე, კედლებამდე გაიშალა და
მათ ზემოთ, ქვის ხის მთლად მწვერვალზე, ატლასის ბალიშებში ჩამ-
ჯდარი, მოხარხარე აბულ-ფახტ ჯელალ-ად-დინ მუჰამად აკბარი გა-
მოჩნდა, თვით დიადი მოგოლი, ამწამს გიგანტური ჭრელი თუთიყუ-
შივით რომ გამოიყურებოდა.

***

რაღაც უცნაურად შეშფოთებულმა გაიღვიძა. საყვარლის უნაზეს-


მა ალერსმაც კი ვერ შეძლო მისი დამშვიდება.
შუაღამისას ყვავის ყრანტალმა გააღვიძა, ორიენტაციადაკარგუ-
ლი როგორღაც დედოფალ ჯოდჰას სამყოფში რომ შეფრენილიყო.
იმ საშინელ წამს, როცა შავი ფრთა მის ლოყას შეეხო, მძინარე იმ-
პერატორს მოეჩვენა, სამყაროს აღსასრული დადგაო. მსახურებმა
ჩიტი განდევნეს, მაგრამ ნერვები არ დაუწყნარდა. ღამის მეორე ნა-
ხევარში ავისმომასწავებელმა სიზმრებმა შეაწუხეს. ერთ წამს ეზმა-
ნა, თითქოს სამყაროს დასასრულის მაცნე ყვავის შავი ნისკარტი
ლამობდა, გული ამოეგლიჯა მისი მკერდიდან და შეეჭამა, ისე რო-

1
მუნში – განსწავლული ადამიანი, მასწავლებელი.
85
გორც აჰადის ბრძოლის ველზე მექელი ჰინდი მოექცა დამარცხებუ-
ლი ჰამზას წინასწარმეტყველ ბიძას. თუ ამ უბადრუკმა ლაჩარმა შეძ-
ლო უძლეველი გმირის განადგურება, მაშინ ისიც შეიძლება დასცეს
სადღაც სიბნელიდან გამოსროლილმა ისარმა – ყვავივით მახინჯმა,
შავმა და მომაკვდინებელმა.
თუკი ყვავმა, მიუხედავად მრავალრიცხოვანი დაცვისა, მოახერ-
ხა მის სამყოფელში შეეღწია და ფრთით სახეზე შეხებოდა, მკვლელ-
საც შეეძლო, იგივე გაეკეთებინა. სიკვდილის შიშით შეპყრობილი
იმპერატორი უმწეო აღმოჩნდა უცებ მოვარდნილი სიყვარულის წი-
ნაშე.

***

თაღლითის გამოჩენამ, რომელიც თავს ინგლისის ელჩად ასა-


ღებდა, ძალიან დააინტერესა და იმის შემდეგ, რაც მისი დავალებით
აბულ ფაზლმა მაწანწალა საკმაოდ ამასხარავა, იმპერატორს ხასია-
თი გამოუკეთდა. აბულ ფაზლს, რომელიც სინამდვილეში ძალიან
გულღია და მეგობრული ადამიანი იყო, ისე როგორც არავის სიკრი-
ში, შეეძლო, თავი მრისხანე კაცად მოეჩვენებინა. აკბარმა, ზემოდან
ფარულად რომ დაჰყურებდა ორ კაცს, დამკითხველსა და დასა-
კითხს, იგრძნო, ღამის შავი ღრუბლები თანდათან როგორ გაიფან-
ტა.
„მშვენივრად უჭირავს თავი ამ თვითმარქვიას“, –გაიფიქრა მან,
როცა ფარდის დამჭერი თოკის ფოჩი გამოსწია და ქვემოთ მყოფ კა-
ცებს დაენახვა, უკვე შესანიშნავ ხასიათზე იყო, თუმცა სრულიად მო-
უმზადებელი აღმოჩნდა იმ ემოციისთვის, რომელიც დაეუფლა ყვი-
თელთმიანი სტუმრის თვალებთან შეხვედრისას.

86
ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო, ან რაღაც ამის ძალიან მსგავსი.
გულისცემა შეყვარებული გოგონასავით აუჩქარდა, ღრმად ამოი-
სუნთქა და ლოყებზე სიწითლე მოეძალა. რა მშვენიერი ახალგაზ-
რდა კაცია, საკუთარ თავში დარწმუნებული, ამაყი. და იყო მასში რა-
ღაც, თვალისთვის უხილავი, საიდუმლო, რომელიც ას კარისკაცზე
უფრო საინტერესოს ხდიდა. მაინც რამდენი წლის იქნებოდა?
იმპერატორს ფარანგის1 ასაკის გამოცნობა უჭირდა. ალბათ ოც-
დახუთიოდე წლის, ან იქნებ ოცდაათისაც.
„ჩვენს ვაჟიშვილებზე უფროსია, – ფიქრობდა აკბარი, – არა, ასა-
კის მიხედვით შვილად არ შეგვფერის“. გაუკვირდა, რომ ასეთი აზრი
საერთოდ თავში მოუვიდა. ეს უცხოელი რაღაც ჯადოქრის მსგავსი
ხომ არ არისო, გაიფიქრა. „ოკულტურმა ხიბლმა ხომ არ იმოქმედა
ჩვენზე? არაფერია, საშუალებას მივცემთ, ასე განაგრძოს, თითქოს
ვერაფერს ვხვდებით“. იმპერატორი საკმაოდ დახელოვნებულად
მიიჩნევდა თავს საიმისოდ, რომ დროულად დასხლტომოდა მოქნე-
ულ ხანჯალს და არ დაელია მიწოდებული საწამლავი. მან გადაწყვი-
ტა, გულის ძახილს აჰყოლოდა და გაერკვია, რა იყო ამ მოულოდნე-
ლად გაჩენილი სიმპათიის მიზეზი.
ყველა მმართველი ძალაუფლების საფასურს იმით იხდის, რომ
მის ცხოვრებაში სიურპრიზები არ ხდება. იმპერატორმა რთული,
დახვეწილი სისტემა შექმნა იმისათვის, რომ ყველაფერი სცოდნო-
და, რათა თავი დაეზღვია ყოველგვარი მოულოდნელობებისაგან,
თუმცა მოგორ დელ ამორემ, შემთხვევით თუ რაღაც მანქანებით,
შეძლო მისი განცვიფრება. თუნდაც მხოლოდ ამის გამო ის უფრო
ახლო გაცნობას იმსახურებდა.
– წაგვიკითხეთ დედოფლის გზავნილი, – ბრძანა აკბარმა.

1
ფარანგი – საერთო სახელი ყველა ევროპელისათვის შუა საუკუნეების სპარსუ-
ლენოვან სამყაროში.
87
„ელჩი“ მოიხარა, თავი სასაცილოობამდე მდაბლად დაუკრა და
როცა გაიმართა, ხელში უკვე გაშლილი გრაგნილი ეჭირა, თუმცა
ვერც იმპერატორმა და ვერც აბულ ფაზლმა შენიშნეს, როდის მოას-
წრო ბეჭდის ახსნა. „ჟონგლიორია, – გაიფიქრა აკბარმა, – ჩვენ-
თვის ეს კარგია“. თვითმარქვია ელჩმა ამასობაში გზავნილი ინგლი-
სურად ჩაიკითხა და შემდეგ სწრაფად დაიწყო მისი თარგმნა სპარ-
სულ ენაზე.
„თქვენო უდიდებულესობავ, უძლეველო და დიადო მეფევ, –
სწერდა ინგლისის დედოფალი, – სალამს გიძღვნით ლორდო ზე-
ლაბდიმ ეჩებარ და კამბეას მეფევ“.
– ზელაბდიმი? – დაცინვით ჩაიფრუტუნა ადულ ფაზლმა, – და ეს
ეჩებარი ვინღაა?
მათ ზემოთ იმპერატორმა ბარძაყებზე ხელები შემოირტყა და
თავშეუკავებლად ახარხარდა.
– ეს ჩვენ ვართ, – თქვა მან სიცილ-სიცილში, – ეს ჩვენ გვიწოდე-
ბენ ფადიშაჰ ეჩებარსა და ლეგენდარული სამეფოს მბრძანებელს.
ო, საწყალი, უმეცარი ინგლისი! საცოდავია ის ხალხი, რომელსაც
ასეთი უვიცი დედოფალი მართავს!
მოგორმა კითხვა შეწყვიტა და იცდიდა, როდის დაამთავრებდა
იმპერატორი სიცილს, – განაგრძე, განაგრძე, ხელი დაუქნია აკბარ-
მა, – მეფე ზელაბდიმი გიბრძანებთ, განაგრძოთ კითხვა, – ისევ
ახარხარდა და თვალს მომდგარი ცრემლები ცხვირსახოცით მოიწ-
მინდა.
„ელჩმა“ ისევ თავი დაუკრა, თანაც ადრინდელზე კიდევ უფრო
გრაციოზულად და კითხვა განაგრძო. იმ დროისთვის, როცა კითხვა
დაამთავრა, იმპერატორი და მისი მინისტრი ისევ მისი ხიბლის ქვეშ
აღმოჩნდნენ. წერილი ასე გრძელდებოდა:

88
„ვაჭრობის განვითარებისათვის და ასევე სხვა, ურთიერთხელ-
საყრელი მიზნების მისაღწევად კავშირის დადებას გთავაზობთ. რო-
გორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, თქვენმა უდიდებულესობამ თავი
უძლეველად გამოაცხადა და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ოდნავაც საეჭ-
ვოდ არ ვხდით თქვენს უფლებას, ასე უწოდებდეთ თავს. მაგრამ
არის კიდევ ვიღაც სხვა, რომელიც თავს ასევე მოიხსენიებს და დარ-
წმუნებული ბრძანდებოდეთ, ჩვენთვის სრულიად უეჭველია, რომ
სწორედ ის არის გაიძვერა. დიადო მბრძანებელო, ჩვენ ვგულის-
ხმობთ რომის უღირს ეპისკოპოს გრიგორი მეცამეტეს, რომლის
გეგმები აღმოსავლეთის მიწების თაობაზე შეიძლება საკმაოდ სახი-
ფათო აღმოჩნდეს თქვენთვის.
გარწმუნებთ, ის სრულებითაც არ გზავნის მსახურებს წმინდა მიზ-
ნებით კამბიაში, ჩინეთსა და იაპონიაში. სწორედ ეს ეპისკოპოსი ემ-
ზადება ახლა ჩვენთან საომრად და მისი კათოლიკე დამქაშები,
რომლებიც ახლა თქვენი სასახლის კარზე იმყოფებიან, გამყიდვე-
ლები და ჯაშუშები არიან.
ერიდეთ თქვენი მოწინააღმდეგის ლაქიებს! დადეთ კავშირი
ჩვენთან და ერთად ყველა მტერს გავანადგურებთ. ვიცი ჩემი, ქალის
სხეული სუსტია და უძლური, სამაგიეროდ, მამაცი ვარ, როგორც მე-
ფეს შეჰფერის და მკერდში ვაჟკაცის გული მიძგერს. ზიზღით ვფიქ-
რობ იმაზე, რომ ვიღაც რომის პაპი ბედავს ჩემი და ჩემი მოკავში-
რეების წინააღმდეგ გამოსვლას. მე არა მხოლოდ ძალაუფლებას
ვფლობ, არამედ ძალასაც, სრულიად საკმარისს ამ ბრძოლაში გა-
მარჯვებისათვის. და როცა მათ გავანადგურებ და მათ ნეშტს ქარი
გაფანტავს, თქვენ, თქვენო უდიდებულესობავ, კმაყოფილი დარჩე-
ბით, რომ ინგლისთან ერთად იბრძოდით მათ წინააღმდეგ“.

89
როცა „ელჩმა“ კითხვა დაამთავრა, იმპერატორმა იგრძნო – სულ
რაღაც რამდენიმე წუთში უკვე მეორედ შეუყვარდა. ძლიერი სურვი-
ლი გაუჩნდა დაუფლებოდა მას, ვინც ეს წერილი გამოუგზავნა.
– აბულ ფაზლ, – დაიყვირა მან, – დაუყოვნებლივ ხომ არ დავ-
ქორწინებულიყავით ამ დიდ ქალბატონზე? ამ ქალწულ დედოფალ-
ზე, ტანი ზელაბათ გილორიანა ფეჰლევიზე? ხომ ლამაზად ჟღერს?
მე ვფიქრობ, ის სასწრაფოდ უნდა მოვიყვანოთ ცოლად.
– მშვენიერი აზრია, – წამოიყვირა „ელჩმა“ მოგორ დელ ამორემ,
– აი, მედალიონი, მისი პორტრეტით, რომელსაც ის სიყვარულით
გიგზავნით ნიშნად თქვენდამი კეთილგანწყობისა. თქვენ მოგაჯა-
დოებთ ჩვენი დედოფლის სილამაზე, რომელიც მის მჭევრმეტყვე-
ლებასაც კი აღემატება.
მანჟეტის მაქმანი აიქნია და მის ხელში ოქროს მედალიონი გაჩ-
ნდა, რომელიც აბულ ფაზლმა ფრთხილად, ერთგვარი შიშით ჩამო-
ართვა. ამ უკანასკნელს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ წყლის სიღ-
რმეში შედიოდნენ და სასახლეში მოგორის გამოჩენას განუზომე-
ლი, და შესაძლოა, არცთუ სახარბიელო შედეგები მოჰყოლოდა.
მაგრამ როცა შეეცადა იმპერატორისთვის აეხსნა, რომ მათ მო-
სალოდნელი გართულებები არაფერში სჭირდებოდათ, ყველაზე სა-
შიშმა კაცმა (გამონაკლისის გარეშე) ის, უბრალოდ, თავიდან მო-
იცილა.
– სასიამოვნო წერილია და მისი მომტანიც ასევე სასიამოვნო
ჩანს, – თქვა აკბარმა, – მოდი, ხვალ ჩვენს პირად სამყოფელში მო-
იყვანე და იქ განვაგრძოთ საუბარი.
აუდიენცია დამთავრებული იყო.

90
***

იმპერატორ ზელაბდინ ეჩებარის მოულოდნელი გატაცება მისი


სარკული ანარეკლის, დედოფალ ზელაბათ გილორიანა პირველის
სახით, იმით დამთავრდა, რომ აკბარმა შიკრიკების ხელით ათობით
წერილი გაუგზავნა ინგლისის დედოფალს. ისინი უპასუხოდ დარჩა.
წერილებში, რომელსაც იმპერატორის პირადი ბეჭედი ერტყა,
მგზნებარედ და გულახდილად იყო გამოხატული სექსუალური
ლტოლვა, რომელიც იმ პერიოდის ევროპისთვის (და აზიისთვისაც)
უჩვეულო ჩანდა. ბევრმა მათგანმა დანიშნულების ადგილს ვერც მი-
აღწია, რადგან შიკრიკები ელიზაბეტის მტრებმა ჩაიგდეს ტყვედ და
წართმეული წერილები ქაბულიდან კალემდე დიდგვაროვნებისა და
პრინცების დაუსრულებელი დაცინვის საგნად იქცა.
ყველას ართობდა ინდოეთის იმპერატორის მიერ უგონო სიყვა-
რულის გამჟღავნება ქალისადმი, რომელიც არასოდეს ენახა, ისევე
როგორც მისი მეგალომანიური ფანტაზიები დასავლეთ და აღმო-
სავლეთ ნახევარსფეროს გამაერთიანებელი დიადი იმპერიის შექ-
მნის შესახებ. იმ წერილებს, რომლებმაც მაინც ჩააღწიეს უაიტ-
ჰოლს, ფალსიფიცირებულად მიიჩნევდნენ, ან ვიღაც ანონიმი შერე-
კილის შეთხზულად. იმ შიკრიკთაგან, ვინც გრძელი და სახიფათო
მოგზაურობა განვლო, ბევრი ციხეში ჩასმით „დააჯილდოეს“. ცოტა
ხნის შემდეგ მათ, უბრალოდ, უარს ეუბნებოდნენ მიღებაზე, ის შიკ-
რიკები კი, რომლებსაც გაუმართლათ და, ნახევარი მსოფლიოს შე-
მოვლის შემდეგ, რის ვაივაგლახით მიაღწიეს პატეჰპურ სიკრის,
გესლიანი სიტყვებით ამკობდნენ ინგლისის დედოფალს. „ქალიშვი-
ლი იქნება, აბა, რა. რომელი ნორმალური კაცი ისურვებს ამ ცივსის-
ხლიან თევზთან დაწოლას“, – ამბობდნენ. წელიწადი და ერთი დღე
გავიდა და აკბარის სიყვარული ისევე სწრაფად და უცნაურად აორ-
91
თქლდა, როგორც გაჩნდა. შეიძლება ამაში მისი ცოლების ამბოხმაც
შეიტანა წვლილი, რომლებიც მისი არარსებული მეუღლის გარშემო
გაერთიანდნენ და დაემუქრნენ, რომ აღარ გაიზიარებდნენ სარე-
ცელს მასთან, თუ არ შეწყვეტდა სულელური სასიყვარულო წერი-
ლების გაგზავნას იმ ინგლისელი ქალისათვის, რომლის დუმილიც,
მას შემდეგ, რაც დედოფლის მიერვე წამოწყებულმა ინტრიგამ იმპე-
რატორს ინტერესი აღუძრა, მის თვალთმაქცობას მოწმობდა და ამ-
ტკიცებდა, რამდენად სულელური იყო ცდაც კი, გაგეგო ამ უცხო, შე-
უხედავი ქალისათვის, მით უმეტეს მაშინ, როცა გარშემო ამდენი
მიმზიდველი და საყვარელი ქალი ჰყავდა.
ხანგრძლივი მეფობის ბოლოს, თვითმარქვია მოგორ დელ ამო-
რეს გამოჩენიდან მრავალი წლის შემდეგ, ხანში შესული იმპერატო-
რი წარსულზე ნოსტალგიამ შეიპყრო. გაახსენდა დედოფლის წე-
რილთან დაკავშირებული უცნაური ეპიზოდი და მოისურვა, ის
კვლავ ენახა. როცა წერილი გადაუთარგმნეს, აღმოჩნდა, რომ ორი-
გინალური ტექსტის დიდი ნაწილი გაუჩინარდა, დარჩენილ ნაწილში
კი ხსენებაც არ იყო არც მისი უძლეველობისა და არც რომის პაპის
პრეტენზიების შესახებ, ისევე როგორც არ აღმოჩნდა შეთავაზება
საერთო მტრის წინააღმდეგ ალიანსის შექმნის თაობაზე. არსები-
თად მასში სხვა არაფერი იყო, გარდა უბრალო თხოვნისა – შეღავა-
თები დაეწესებინათ ინგლისელი ვაჭრებისათვის და რუტინული პა-
ტივისცემისა, რომელიც დიპლომატიური ეთიკის ყველა წესის დაც-
ვით იყო გამოხატული.
როცა იმპერატორმა სიმართლე შეიტყო, მან უკვე მერამდენეჯერ
გაიფიქრა, რა გაბედული ყოფილა ის უცნობი, იმ შორეულ დილას,
ყვავის ავბედითი შემოფრენის შემდეგ რომ გვეწვიაო. თუმცა იმ
დროისთვის ამის ცოდნა უკვე აღარაფერში სჭირდებოდა, ამით მხო-
ლოდ საკუთარ თავს შეახსენებდა იმას, რაც არასდროს უნდა დავიწ-
92
ყებოდა – ჯადოქრობისთვის სრულიადაც არაა საჭირო საიდუმლო
ნაზავები, ყბადაღებული ნაყენები თუ მაგიური კვერთხი.
მჭევრმეტყველებით, მახვილი ენით არანაკლები შედეგის მიღწე-
ვა შეიძლება.

6. მახვილი ენით უფრო სერიოზული ჭრილობის


მიყენება შეიძლება...

„მახვილი ენით უფრო სერიოზული ჭრილობის მიყენება შეიძლე-


ბა, ვიდრე ყველაზე ბასრი სამართებლით“, – ფიქრობდა იმპერატო-
რი. ამ აზრის დასაბუთებისათვის შორს წასვლა არ გჭირდებოდა,
საკმარისი იყო, ფილოსოფოსთა სიტყვიერ პაექრობას დასწრებო-
დი, რომელიც ყოველდღე იმართებოდა მოფარდაგებულ, სარკეე-
ბით მორთულ „ახალი მოძღვრების კარავში“. აქ მუდამ ყველაფერი
ზანზარებდა, იმპერიის საუკეთესო მოაზროვნეებს სამკვდრო-სასი-
ცოცხლო ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული და ამ ბრძოლის იარაღი
სიტყვები იყო.
აკბარმა შეასრულა პირობა, რომელიც საკუთარ თავს მისცა, რო-
ცა კადნიერ კუჩ ნაჰინის თავი გაუჩეხა, და დისკუსიების ტაძარი აღ-
მართა, სადაც სიწმინდეებისადმი მოწიწება ინტელექტუალურმა კა-
მათებმა შეცვალეს.
იმპერატორმა კარავში მოგორ დელ ამორე იახლა, რათა თავი
მოეწონებინა ამ სიახლით, განეცვიფრებინა ის დიადი მოგოლების
სასახლის კარის ორიგინალურობით, თავისუფალი აზროვნებითა
და პროგრესულობით, ამავე დროს პორტუგალიელი იეზუიტებისათ-

93
ვის ეჩვენებინა, რომ მხოლოდ ისინი არ იყვნენ ერთადერთი ევრო-
პელები, რომელთაც შეეძლოთ იმპერატორის სასახლეში შეეღწი-
ათ.
კარავში ბალიშებს შორის, ნოხებზე მსხდარი დისკუსიის მონაწი-
ლეები ორ ჯგუფად – „წყლის მსმელებად“ და „ღვინის მოყვარულე-
ბად“ გაიყვნენ. ისინი იმპერატორისა და მისი სტუმრისთვის განკუთ-
ვნილი ადგილის გარშემო ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ.
მანქულის პარტია, რომელიც რელიგიური მოაზროვნეებისა და
მისტიკოსებისაგან შედგებოდა, მხოლოდ წყალს სვამდა, მაშინ რო-
ცა მათი ოპონენტები – მაქულები მთელი დღის განმავლობაში მხო-
ლოდ ღვინით იკლავდნენ წყურვილს. იმ დღეს აბულ ფაზლი და ბირ-
ბალიც იქ იყვნენ. მათ, როგორც ყოველთვის, ღვინის მოყვარულთა
შორის დაიკავეს ადგილები. დისკუსიას პირქუში მოზარდი, პრინცი
სელიმიც ესწრებოდა. ის „წყლის მსმელების“ ასკეტური გამომეტ-
ყველების ლიდერის, სახელად ბადაუნის გვერდით იჯდა. ბადაუნი,
რომელიც ისეთი გამხდარი იყო, ლამის ლანდი გასდიოდა, ახალ-
გაზრდების იმ ტიპს ეკუთვნოდა, მოხუცებად რომ იბადებიან. ის ასა-
კით უფროს აბულ ფაზლს ვერ იტანდა და არც კასრის ფორმის მრჩე-
ველი იყო მის მიმართ უკეთესად განწყობილი. ისინი ერთმანეთს
უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდენ („გაქსუებული მლიქვნელი“
– „გულისგამაწყალებელი ტერმიტი“) და იმპერატორი დაეჭვდა,
როგორ შეიძლება ასეთი განხეთქილება ოდესმე ისეთი ჰარმონიუ-
ლი თანაარსებობის საწინდარი გახდეს, რომელზეც ვოცნებობო. და
საერთოდ, ისიც საკითხავი იყო, სიტყვის თავისუფლებას ერთიანო-
ბისკენ მივყავართ თუ ქაოსიანი დასასრულისკენ.
აკბარმა დაასკვნა, რომ თავისუფალი სიტყვის ეს ტაძარი ჟამთა
დინებას ვერ გაუძლებდა. თვით არგუმენტაცია, და არა რომელიმე
ღვთაება, რაგინდ ყოვლისშემძლე და მრავალკიდურიანიც უნდა ყო-
94
ფილიყო იგი, იქნებოდა აქ ერთადერთი ღმერთი. მაგრამ არგუმენ-
ტი მოკვდავია და მაშინაც კი, თუ მას გააცოცხლებენ, ადრე თუ გვიან
მოკვდება. იდეები ზღვის მოქცევას თუ მთვარის ფაზებს ჰგავს. როცა
მათი დრო დგება, ისინი ჩნდებიან, იზრდებიან და ძალას იკრებენ,
ხოლო როცა დიდი ბორბალი დატრიალდება, სუსტდებიან, მიიქცე-
ვიან და საერთოდ ქრებიან. იდეები კარვის მსგავსი დროებითი ნა-
გებობაა, და მათი ნამდვილი სახლიც კარავია. მათ აგებაში მოგო-
ლები გარკვეული თვალსაზრისით გენიოსები იყვნენ, ისინი აგებ-
დნენ ძალიან ლამაზსა და მოსახერხებელ დროებით სამყოფელს.
როცა ჯარი წინ მიიწევდა, უკან ორი ათას ხუთასი კაცი მიჰყვებოდა
(სპილოებსა და აქლემებზე რომ არაფერი ვთქვათ), რომელთაც ევა-
ლებოდათ მინიატურული ქალაქის აგება და დაშლა. ეს გადასატანი
პაგოდები, პავილიონები და სასახლეები შთაგონების წყაროდ იქცა
სიკრის მშენებლებისათვის. მაგრამ კარავი მაინც კარავია, ტილოს,
ბრეზენტისა და ხის ნაგებობა, რომელიც მშვენიერ ილუსტრაციას
წარმოადგენს იმ ყველაფრის ცვალებადობისა, რასაც ადამიანის
გონება ქმნის. ერთ დღესაც, ასობით წლის შემდეგ, შეიძლება დად-
გეს დრო, როცა იმპერია აღარ იარსებებს. დიახ, სადისკუსიო კარავ-
ში მას შეეძლო მისივე შექმნილი იმპერიის დანგრევაც კი დაეშვა!
ასეთ შემთხვევაში მისი შთამომავლები გახდებიან მოწმენი ამ კარ-
ვის დანგრევისა და მის დიდებულ წარსულს დაივიწყებენ.
– მხოლოდ მაშინ, თუ სიკვდილის რეალობას ვაღიარებთ, ჩვენ
შეგვიძლია ჩავწვდეთ სიცოცხლის არსს, – განაცხადა იმპერატორ-
მა.
– პარადოქსი, თქვენო უდიდებულესობავ, – თამამად შეეკამათა
მოგორ დელ ამორე, – ის კვანძია, რომელიც ადამიანს საშუალებას
აძლევს გონიერი ჩანდეს, თუმცა ეს კვანძი მისი აზროვნების უნარს
ახშობს და მას იმ ქათამს ამსგავსებს, ფეხები რომ შეუკრეს, სანამ
95
მდუღარე წყალში ჩააგდებდნენ. სიკვდილი დაგვეხმარება სიცოც-
ხლის არსის ჩაწვდომაში? განა მატერიალური კეთილდღეობა სუ-
ლიერ სიღარიბეს იწვევს?ასე ხომ ძალმომრეობასაც სათნოებად მი-
ვიჩნევთ, სიმახინჯეს – მშვენიერებად, ნებისმიერ წმინდად შერაც-
ხულ რაიმეს კი – სრულიად საწინააღმდეგოდ. ეს კარავი მართლა
სარკეებისაა. აქ ყველაფერი მოჩვენებითია და დამახინჯებული სა-
ხითაა წარმოდგენილი. აქ შეიძლება მთელი ცხოვრება პარადოქსე-
ბის ჭაობში იგორაო და არასდროს ერთი საღი აზრიც კი არ მოგივი-
დეს თავში.
იმპერატორმა იგრძნო, როგორ იპყრობდა თანდათან მძვინვარე-
ბა, სწორედ იმის მსგავსი, რომელმაც მაშინ კუჩჰ ნაჰინისთვის ულ-
ვაშები დააგლეჯინა. ყურმა ხომ არ მოატყუა?
ეს უცხოელი არამზადა რა უფლებით...? როგორ ბედავს? აკბარს
სახე წამოუჭარხლდა და დუჟი მოადგა. გარშემომყოფნი გაირინ-
დნენ, ყველა შიშმა აიტანა.
განრისხებული იმპერატორისგან ყველაფერი იყო მოსალოდნე-
ლი. მას შეეძლო, საკუთარი ხელებით თვით ზეცა დაეფლითა, ახ-
ლომახლო ყველასთვის ენა ამოეგლიჯა, რათა ვერ ელაყბათ იმის
შესახებ, რის მოწმენიც გახდნენ; შეეძლო, სულიც ამოეგლიჯა ადა-
მიანისათვის და თავისივე, ჯერ კიდევ მობუყბუყე სისხლში ჩაეხრჩო.
ბოლოს სამარისებური სიჩუმე ბადაუნისგან შეგულიანებულმა
პრინცმა სელიმმა დაარღვია:
– იცი, რომ ის სიტყვები, რომლებიც ახლა იმპერატორს უთხარი,
შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს? – უთხრა უცნაურ, თბილ-
ლაბადიან არამკითხე უცხოელს. მოგორ დელ ამორეს წარბიც არ
შეუხრია (ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ასე ჩანდა).
– თუკი ამ ქალაქში ასეთი რამისთვის შეიძლება მოგკლან, – უპა-
სუხა მან, – მაშინ აქ სიცოცხლე მაინც არ ღირებულა. გარდა ამისა,
96
როგორც მე გავიგე, ამ კარავში ყველაფერს მისი უდიდებულესობა
გონება განაგებს და არა მისი უდიდებულესობა იმპერატორი.
სიჩუმე დამძიმდა.
აკბარს სახე ჩაუშავდა.
შემდეგ მოულოდნელად ქარიშხალმა გადაიარა და იმპერატორს
სიცილი აუტყდა. მან მოგორ დელ ამორეს ხელი მოუთათუნა და
თანხმობის ნიშნად თავი ენერგიულად დაუქნია.
– უცხოელმა კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარა, ჩემო მეგობრებო. –
თქვა მან, – ჯერ წრიდან უნდა გახვიდე, რათა დაინახო, რომ ის
მრგვალია.
ახლა საყოველთაო გაკიცხვის ობიექტად პრინცი სელიმი იქცა,
მაგრამ ის დაჯდა და არაფერი თქვა. აბულ ფაზლის მუდმივ მოქიშ-
პეს, ბადაუნს, ისე შეეცვალა გამომეტყველება, რომ აბულ ფაზლმა
ერთგვარი სიმპათიაც კი იგრძნო ყვითელთმიანი უცხოელის მი-
მართ, ასე მოულოდნელად რომ მოხიბლა მბრძანებელი. რაც შეეხე-
ბა უცხოელს, მოგორი მიხვდა – მისმა რისკმა გაამართლა, მაგრამ,
ამასთან ერთად, ძალიან ძლიერი მტერიც გაიჩინა – მით უფრო სა-
ხიფათო, რადგან უმწიფარი და აშკარად გულფიცხიც ჩანდა. „ჩხინ-
კორა პრინცის საყვარელს სძულს, მე კი ახლა თვით პრინცმა შემი-
ძულა. ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვებით არ დამთავ-
რდება“, – გაიფიქრა მოგორმა, თუმცა შეშფოთება არაფრით გამოუ-
ხატავს და მოხდენილი თავის დაკვრით ბირბალს წითელი ღვინით
სავსე ჯამი ჩამოართვა.
ამ მომენტში იმპერატორიც თავის ვაჟიშვილზე ფიქრობდა.
როგორ გაუხარდა მისი დაბადება! შეიძლება შეცდა, როცა ბავ-
შვის აღზრდა მისტიკოსებს მიანდო – შეიხ სელიმ ჩიშტის მიმდევ-
რებს, რომლის პატივსაცემადაც დაარქვეს მას სელიმი.

97
ბიჭს ძალიან წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვს: ერთი მხრივ, ნა-
ზია, მებაღეობით გატაცებული, მეორე მხრივ, გონების დაკარგვამ-
დე ეწევა ოპიუმს და მიუხედავად პურიტანულ გარემოში აღზრდისა,
გარყვნილებაშია ჩაფლული.
სულ სიამოვნებისკენ ილტვის, უდიდეს ბრძენთა ციტირებას ახ-
დენს და აკბარის ფავორიტებს დასცინის, ამბობს, ბრმებისგან ნა-
თელს ნუ ელიო. შოშიას ჰგავს, სხვისი ხმით მგალობელს, მარიონე-
ტს, რომელიც ადვილად შეიძლება გამოიყენონ მის წინააღმდეგ.
ეს უცხოელი კი მისი სრული ანტიპოდია. ისე უყვარს კამათი, ისე
გატაცებით ერთვება მასში, ისე შედის ეშხში აზრთა შეხლა- შემოხ-
ლისას, რომ შეუძლია თვით იმპერატორი გააკვირვოს კადნიერი შე-
პასუხებით და თანაც, რაც კიდევ უფრო უარესია, ეს სახალხოდ ჩა-
იდინოს. შესაძლოა, სწორედ მას უნდა ელაპარაკოს იმპერატორი იმ
საკითხებზე, რომელიც მისი ვაჟიშვილის, მისი სისხლისა და ხორ-
ცისთვის მიუწვდომელია და მოსაწყენი. როცა აკბარმა კუჩჰ ნაჰინი
მოკლა, მაშინ მოუვიდა აზრად, ვაითუ, ის ერთადერთი კაცი გამოვა-
სალმე სიცოცხლეს, რომელსაც ჩემი გაგება შეეძლო და რომლის
შეყვარებაც შემეძლოო. და ახლა ბედი, თითქოს მის წუხილს ეხმაუ-
რებაო, შესაძლოა, კიდევ ერთ შანსს სთავაზობს, იქნებ პირველზე
უკეთესსაც კი, რადგან ეს კაცი არა მხოლოდ კარგად საუბრობს,
არამედ თავგადასავლების მაძიებელიცაა. მას შეუძლია განსჯაც და
განუსჯელი რისკის გაწევაც. ის არის ადამიანი-პარადოქსი და პარა-
დოქსების უგულებელმყოფელიც.
კაცმა რომ თქვას, ამ თაღლითს სელიმზე არანაკლებად წინააღ-
მდეგობრივი ხასიათი ჰქონდა, იქნებ არანაკლებად წინააღმდეგობ-
რივიც კი, ვიდრე საერთოდ ვინმეს ამქვეყნად, მაგრამ სწორედ მო-
გორის ხასიათის ეს თვისება იწვევდა ყველაზე მეტად იმპერატორის
ინტერესს. ხომ არ გადაუშალოს მას გული და უთხრას ისეთი რამე-
98
ები, რაც არასოდეს არავისთვის უთქვამს? – იმ ყრუ, ქლესა ბჰაკტი
რამ ჯეინისთვისაც კი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე აბულ
ფაზლისთვისაც კი. ხომ არ მიაგნო, ბოლოს და ბოლოს, იმ კაცს, რო-
მელსაც აღსარება უნდა ჩააბაროს? ბევრი რამ იყო ისეთი, რაზეც
სურდა ესაუბრა. ისეთი რამეები, რასაც აბულ ფაზლი და ბირბალიც
ვერ ჩასწვდებოდნენ ბოლომდე და არც ახალი მოძღვრების კარავში
საჯაროდ განხილვისთვის იყო მზად. მაგალითად, მას სურდა გაერ-
კვია, რატომ უნდა ყოფილიყო ადამიანი ამა თუ იმ რელიგიის მიმდე-
ვარი არა ამ რწმენის ჭეშმარიტების მიხედვით, არამედ იმიტომ, რომ
მისი წინაპრები ამ რელიგიის მიმდევრები იყვნენ. იქნებ რელიგია
უბრალოდ ოჯახური ტრადიციაა? შესაძლოა ჭეშმარიტი რელიგია
არც არსებობდა და იყო მხოლოდ მემკვიდრეობითობა, თაობიდან
თაობას კი, არა მხოლოდ ღირსებები, არამედ შეცდომებიც შეიძლე-
ბა გადაეცეს. იქნებ რელიგია მხოლოდ ჩვენი წინაპრების შეცდო-
მაა?
შეიძლება ჭეშმარიტი რელიგია არც არსებობდა. დიახ, ამასაც არ
გამორიცხავდა.
უნდოდა, თავისი ეჭვი ვინმესთვის გაეზიარებინა, ეთქვა, რომ
ადამიანებმა შექმნეს ღმერთი და არა პირიქით. ეთქვა, რომ სწორედ
ადამიანია ყველაფრის თავი და თავი და არა ღმერთი. ადამიანია
ცენტრში, ზემოთ და ქვემოთ, წინ და უკან, ის არის ანგელოზიც და
ეშმაკიც, სასწაულიც და ცოდვაც, ადამიანი და მხოლოდ ადამიანი,
ამის გამო ამიერიდან მხოლოდ ისეთი ტაძრები უნდა აიგოს, რო-
მელშიც ადამიანთა მოდგმას სცემენ თაყვანს. ადამიანის თაყვანის-
ცემის რელიგია – აი, ასეთი რელიგიის დაფუძნება იყო მისი ყველა-
ზე სანუკვარი და კადნიერი ოცნება.
ახალი მოძღვრების კარავში წყლისმსმელები და ღვინის მოყვა-
რულები ერთმანეთს ერეტიკოსებსა და სულელებს ეძახდნენ, იმპე-
99
რატორს კი სურდა, ვინმესთვის გაემხილა, რომ ერთნაირად იმედ-
გაცრუებული იყო მისტიკოსებითა და ფილოსოფოსებით.
სურდა, მთელი ეს დავები თავიდან მოეშორებინა, მეხსიერები-
დან ამოეშალა საუკუნეების განმავლობაში წინაპართაგან მემკვიდ-
რეობით მიღებული წარმოდგენები იმის შესახებ, რა შეიძლება და
რა – არა და სრულიად შიშველი ადამიანი ზეციურ ტახტზე აეყვანა
(რამეთუ თუ ღმერთი ადამიანმა შექმნა, მაშინ მას მისი დამხობაც
შეეძლო. იქნებ უკვე შექმნილს შეუძლია შემოქმედის ძალაუფლე-
ბას თავი დააღწიოს? ან იქნებ უკვე შექმნილი ღმერთის განადგურე-
ბა შეუძლებელია? ხომ არ იძენს ქმნილება დამოუკიდებელ ნებას,
რომელიც მას უკვდავებას ანიჭებს? ამ კითხვებზე იმპერატორს პა-
სუხები არ ჰქონდა, მაგრამ თვით შეკითხვები გულისხმობდა ერ-
თგვარად პასუხებს.). შესაძლოა, უცხოელი უკეთ ჩასწვდეს იმას,
რაც მისი თანამემამულეებისთვის მიუწვდომელია? და თუ ის, აკბა-
რი, წინაპრებისგან დადგენილ საზღვრებს გადააბიჯებს, შეძლებს კი
იცხოვროს ჩვეული წარმოდგენების წრის მიღმა, ახალი აზროვნების
შიშისმომგვრელ უცხო მხარეში?
– მივდივართ, – უთხრა მან სტუმარს, – ერთი დღის პირობაზე უკ-
ვე საკმაოდ ბევრი სიბრძნე მოვისმინეთ.

***

სიწყნარის შემზარავი ილუზია, პაპანაქება სიცხეში მოციალე სა-


სახლის კომპლექსს რომ ერტყა გარს, სასახლეში მცხოვრებლებს
აიძულებდა, რეალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე წარმოდ-
გენა ამა თუ იმ წინასწარმეტყველური ნიშნის მიხედვით შეექმნათ.
როცა ყინულის ყოველდღიური მიწოდება ფერხდებოდა – პროვინ-
ციებში რაღაც ვერ იყო რიგზე; როცა ანუპ ტალაოს, ყველაზე საუკე-
100
თესო აუზის კამკამა წყლის ზედაპირს უცებ მწვანე ლემნა დაფარავ-
და, მაშინ სასახლეში შეთქმულება მზადდებოდა. როცა იმპერატო-
რი სასახლიდან გადიოდა და ტახტრევანი სიკრის ტბისკენ მიემარ-
თებოდა, ყველამ იცოდა, რომ ის აფორიაქებული იყო. რა თქმა უნ-
და, ცეცხლთან, მიწასა და ჰაერთან დაკავშირებულ ნიშნებსაც ითვა-
ლისწინებდნენ, მაგრამ ყველაზე სანდოდ მაინც წყლის ნიშნები მი-
იჩნეოდა.
წყალი აწვდიდა იმპერატორს ინფორმაციას, ტალღები ჩასჩურ-
ჩულებდნენ ყურში სიმართლეს, სწორედ წყალი აწყნარებდა.
პატარა ნაკადულებად თუ ფართო ნაკადებად მიედინებოდა და
მირაკრაკებდა ის შიდა ეზოსა და მთელი სასახლის ირგვლივ და
ქვის შენობას ქვემოდან აგრილებდა. წყალი სიწმინდის სიმბოლოს
განასახიერებდა ბადაუნის მომხრეების მსგავსი მკაცრი სტოიკოსე-
ბისათვის, თუმცა იმპერატორს ამ მაცოცხლებელ სითხესთან უფრო
ღრმა კავშირი ჰქონდა, ვიდრე რომელიმე რელიგიურ ფანატიკოსს.
ყოველ დილით, ბჰაკტი რამ ჯეინს მეფისთვის ჭურჭლით მდუღა-
რე წყალი მიჰქონდა რიტუალური განბანვისათვის.
აკბარი წყლიდან ამომავალ ორთქლში ჩაყოფდა სახეს და ფიქ-
რობდა, იმ დღეს რა და როგორ გაეკეთებინა. როცა საიმპერატორო
აბანოში, ჰამამში, შევიდოდა, აუზში ზურგზე წვებოდა და ერთხანს
თევზივით ტივტივებდა. და ჰამამის წყალი მის ყურებს იმათ ყველაზე
იდუმალ ფიქრებს ანდობდა, ვინც ამ დროს სადმე, მისგან სამი მი-
ლის რადიუსში ბანაობდა. რა თქმა უნდა, აუზის წყალს ინფორმაცი-
ის გადაცემის შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, ამიტომ, რო-
ცა იმის გაგება სჭირდებოდა, რა ხდებოდა უფრო შორს, მაშინ მდი-
ნარეში უწევდა ჩაწოლა. თუმცა, ჰამამის მაგიაც სათანადო დაფასე-
ბას იმსახურებდა.

101
სწორედ ჰამამმა ამცნო მას, მაგალითად, გონებაშეზღუდული ბა-
დაუნის საიდუმლო დღიურის შესახებ. მასში ისე მძაფრად აკრიტი-
კებდა აკბარის აზრებსა და ჩვევებს, რომ თუ იმპერატორი აღიარებ-
და ყველაფერი ვიციო, სხვა აღარაფერი დარჩებოდა, გარდა იმისა,
თავისივე ხელით, დაუყოვნებლივ მოეკვეთა უტვინო თავი ბადაუ-
ნისთვის. ამიტომ აკბარი „წყლისმსმელის“ ჩანაწერების საიდუმ-
ლოს ისევე საგულდაგულოდ ინახავდა, როგორც საკუთარს, თუმცა
ყოველ ღამით, როცა ბადაუნის ეძინა, იმპერატორი ყველაზე სანდო
ჯაშუშს, უმარ აიარს აგზავნიდა გაავებული „წყლისმსმელის“ სამყო-
ფელში, რათა წაეკითხა და დაემახსოვრებინა აკბარისადმი მიძ-
ღვნილი საიდუმლო ჩანაწერების უკანასკნელი გვერდები.
უმარ აიარი ისევე მნიშვნელოვანი იყო იმპერატორისათვის, რო-
გორც წყალი, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამას, მის გარდა, ვე-
რავინ ხვდებოდა. ამის შესახებ არც ბირბალმა იცოდა არაფერი და
არც თვით სასახლის ჯაშუშური ქსელის უფროსმა აბულ ფაზლმა.
უმარ აიარი ახალგაზრდა საჭურისი იყო, მოქნილი, დახვეწილი ტა-
ნითა და უწვერული სახით, ამიტომ შეიძლებოდა ქალადაც მიგეჩ-
ნია. აკბარის განკარგულებით ის ჰარემში, ერთ პატარა ოთახში
მოკრძალებულად ცხოვრობდა და თავს ხასების მომვლელად ასა-
ღებდა, რომელთაც ასე ჰგავდა.
იმ დილით, სანამ აკბარი მოგორ დელ ამორეს ახალი მოძღვრე-
ბის კარავში წაიყვანდა, უმარ აიარი საიდუმლო კარიდან, რომლის
არსებობის შესახებ თვით ბჰაკტი რამ ჯეინმაც კი არ იცოდა, იმპერა-
ტორის საწოლ ოთახში შევიდა და თავის მბრძანებელს აცნობა ჰა-
ტიაპალის ბორდელის კედლებიდან გამოჟონილი ხმების შესახებ.
იქ თურმე ჩურჩულებდნენ, რომ ყვითელთმიანმა უცხოელმა რა-
ღაც ისეთი საიდუმლო იცოდა, რომელსაც შეეძლო თვით იმპერიის
საფუძვლები შეერყია. თუმცა უმარს იმის გაგება ვერ მოეხერხებინა,
102
რა იყო ეს საიდუმლო, და რცხვენოდა, პატარა გოგოსავით ჯავრობ-
და.
აკბარი რამდენიმე წუთს მის დამშვიდებას მოუნდა, რათა ტირი-
ლი მაინც არ მოერთო.
სწორედ იმის გამო, რომ საიდუმლომ აკბარი ძალიან დააინტე-
რესა, მან თავი ისე დაიჭირა, თითქოს ეს ამბავი არაფრად ჩააგდო
და მიზეზებს პოულობდ მისი გამჟღავნების დროის რაც შეიძლებო-
და შორს გადასაწევად. უცხოელს გვერდიდან არ იშორებდა, მაგრამ
მასთან მარტო არ რჩებოდა.
გვერდით იახლა, როცა სამტრედეებისკენ გაისეირნეს მტრედე-
ბის აფრენის საყურებლად და უფლება მისცა, იმპერიის ტახტრევნის
გვერდით ევლო ქოლგის დამჭერთან ერთად, როცა მოლივლივე
ტბისკენ მიეშურებოდნენ.
აკბარი მართლა შეშფოთებული იყო. არა მხოლოდ მსოფლიოს
მეორე ბოლოდან ჩამოტანილი უდიდესი საიდუმლოს, არამედ წინა
ღამის მოვლენების გამოც, რომელიც თავის საყვარელ ჯოდჰასთან
გაატარა. მან აღმოაჩინა, რომ ჯოდჰა უწინდებურად აღარ აღაგზნებ-
და. ადრე ქალს არასოდეს გაუცრუებია იმედი მისთვის, ახლა კი უნე-
ბურად ჩაფიქრდა, მრავალფეროვნებისთვის რომელიმე მშვენიერი
ხასა ხომ არ ჩამეწვინა ლოგინშიო. და კიდევ, ღმერთის არსებობის
მიმართ გაჩენილი ეჭვიც ადარდებდა. ეს ყველაფერი უკვე ძნელად
ასატანი ხდებოდა.
დრო იყო, ცოტა ხნით წყალზე წამოწოლილიყო.
პაპამისის, ბაბარის გემების მიმართ ნოსტალგია ჰქონდა, ამიტომ
ოთხი მათგანი განაახლებინა და ხელახლა აღაჭურვინა. ახლა ისინი
ტბაში კურსირებდნენ. ყველაზე დიდი გემით – „განჯაიშით“ რაც „ტე-
ვადს“ ნიშნავს, ქაშმირიდან ყინული ჩამოჰქონდათ, თუმცა ჰიმალა-
ის მწვერვალებიდან მისი მოგზაურობის ბოლო ეტაპამდე, ყინული
103
სასახლის სასმელ ჭურჭლებში მოხვედრამდე, პატარა ნავზე იტვირ-
თებოდა, რომელიც მძვინვარე ბაბარს, ლამაზი ბუნების ტრფიალსა
და დიადი მოგოლის იმპერიის დამაარსებელს, ოდესღაც, აკბარის
სეხნიამ, სულთანმა ჯალალ-ად-დინმა აჩუქა. თვითონ აკბარი „კომ-
ფორტს“, ანუ „ასაიშს“ ამჯობინებდა. მას ნაპირთან კავშირისათვის
და სტუმრების გადასაყვანად პატარა სწრაფმავალი ნავი „ფარმა-
იში“ ახლდა თან. მეოთხე გემი, „არაიში“ (დეკორაცია) რომანტიკუ-
ლი შეხვედრებისთვის იყო განკუთვნილი და მხოლოდ ღამით გა-
მოიყენებოდა. აკბარმა მოგორ დელ ამორე „ასაიშის“ მთავარ კაი-
უტაში შეიყვანა და შვებით ამოისუნთქა: ყოველთვის სიამოვნებდა,
როცა ფეხქვეშ მყარი ნიადაგის ნაცვლად წყლის დგაფუნს გრძნობ-
და.
უცხოელს ერთი სული ჰქონდა, როდის გაამჟღავნებდა თავის სა-
იდუმლოს – შეშინებულ ქალს ჰგავდა, რომლის მშობიარობის დრო
დადგა.
აკბარმა სტუმრის ტანჯვა ცოტა კიდევ გაახანგრძლივა – იზრუნა,
სტუმრის მიღების პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა წესი
ყოფილიყო დაცული: ბრძანა, მოეტანათ ბალიშები, ღვინო და წიგ-
ნები. სანამ იმპერატორის ტუჩებამდე მიაღწევდა, ყველა სასმელი
სამჯერ უნდა შეემოწმებინათ, მოწამლული ხომ არ იყო და თუმცა ეს
პროცედურა აღიზიანებდა, აკბარი მასზე უარს არასდროს ამბობდა.
რაც შეეხება წიგნებს, მათ შესახებ მან პროტოკოლი შეცვალა. ადრე
თითოეულ წიგნს სამი სხვადასხვა ცენზორი კითხულობდა და ამოწ-
მებდა, ხომ არ იყო მათში უხამსობა, სიცრუე ან ამბოხისკენ მოწო-
დება. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, – თქვა ახალგაზრდა მეფემ,
როცა ტახტზე ავიდა, – ჩვენ უნდა ვიკითხოთ ყველაზე მოსაწყენი
წიგნები, რაც კი ოდესმე დაწერილა. არა. ჩვენ არ ვაპირებთ ასე მო-
ვიქცეთ“. ამის შემდეგ იმპერატორი კითხულობდა ყველაფერს, რაც
104
სურდა, მაგრამ თითოეული წიგნის წაკითხვამდე მას ამცნობდნენ,
რა აზრის იყვნენ ცენზორები მის შესახებ, რადგან არავის გაუუქმე-
ბია წესი, რომელიც იმპერატორს უსიამოვნო სიურპრიზებისგან
იცავდა. თითოეული ბალიშიც მოწმდებოდა, რათა ვინმე ავისმდო-
მელს მასში სამართებელი არ ჩაემალა. როგორც იქნა, ყველა ეს
პროცედურა შესრულდა და მხოლოდ ამის შემდეგ აკბარმა ბრძანა,
სტუმართან მარტო დაეტოვებინათ.
– თქვენო უდიდებულესობავ, – დაიწყო მოგორ დელ ამორემ.
ხმა ოდნავ, ძლივს შესამჩნევად უკანკალებდა, – ნება მომეცით
უდიდესი მნიშვნელობის საიდუმლო გაგიზიაროთ, რომელიც
თქვენ, და მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ.
აკბარი ხმამაღლა ახარხარდა.
– ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცოტა კიდევ რომ გველოდინებინე, მო-
უთმენლობისგან მოკვდებოდი, – ჩაიფრუტუნა მან, – უკვე საათზე
მეტია იმ ფურუნკულს ჰგავხარ, რომელიც საცაა უნდა გასკდეს.
უცხოელს სიწითლე მოეძალა.
– თქვენმა უდიდებულესობამ ყველაფერი იცის ამქვეყნად, – ჩა-
ილაპარაკა მან და მდაბლად მოიხარა (იმპერატორს მისთვის დაჯ-
დომა არ შეუთავაზებია), – თუმცა, გავბედავ და ვიტყვი, რომ მჯერა
ჩემი საიდუმლო თქვენთვის მოულოდნელობა იქნება, თუმცა კი ის
საკმაოდ ცნობილ ფაქტებს ეხება.
იმპერატორი უკვე აღარ იცინოდა.
– ჰო, თქვი, თუ რამე გაქვს სათქმელი, კმარა დამალობანას თა-
მაში.
– როგორც მიბრძანებთ, თქვენო უდიდებულესობავ, – დაიწყო
უცხოელმა, – დიდი ხნის წინათ თურქეთში ერთი პრინცი ცხოვრობ-
და, თავგადასავლების დიდი მოყვარული.

105
მას არგალიას თუ არკალიას ეძახდნენ. ის მამაცი მეომარი იყო,
ჯადოსნური იარაღი ჰქონდა, ამალაში შიშის მომგვრელი ოთხი გო-
ლიათი ჰყავდა და კიდევ, მასთან ერთად ცხოვრობდა ქალი, სახე-
ლად ანჟელიკა. ამ დროს მათკენ სწრაფად მცურავი მსუბუქი ნავი-
დან, რომელზეც ადამიანების მცირე ჯგუფთან ერთად აბულ ფაზლი
იმყოფებოდა, ხმამაღალმა ყვირილმა მოაღწია: „განგაში!
იმპერატორის სიცოცხლე საფრთხეშია.
გადაარჩინეთ იმპერატორი!“ იმავ წამს მეფის ეკიპაჟის წევრები
კაიუტაში შევარდნენ და მოგორ დელ ამორეს უცერემონიოდ ეცნენ.
ვიღაცის დაკუნთულმა მკლავმა ყელზე მაგრად მოუჭირა, გულზე
სამი მახვილის წვერი მიაბჯინეს. იმპერატორი წამოდგა და შეიარა-
ღებული მცველები გარს მჭიდროდ შემოერტყნენ – ყოველი შემ-
თხვევისთვის.
– ანჟელიკა, ინდოეთისა და კატაის1 პრინცესა, – უცხოელი ცდი-
ლობდა განეგრძო. მკლავი მაგრად უჭერდა ყელზე, – ყველაზე ლა-
მაზი... – ძლივს ამოთქვა მან. ყელზე კიდევ უფრო მტკივნეულად მო-
უჭირეს და მოგორ დელ ამორემ გონება დაკარგა.

1
კატაი – ჩრდილოეთ ჩინეთის ევროპული დასახელება შუა საუკუნეებში.
106
7. როცა დიადი მოგოლები ძალიან სერიოზულ
სიძნელეებს წააწყდებოდნენ...

როცა დიადი მოგოლები ძალიან სერიოზულ სიძნელეებს წააწ-


ყდებოდნენ, რჩევისთვის ყოველთვის მოხუცებულ ქალებს მიმარ-
თავდნენ. როგორც კი „ნიკოლო ვესპუჩიმ“, თავს „მიგელ დელ ამო-
რეს“ რომ უწოდებდა, თავისი ღირსშესანიშნავი საიდუმლო განაც-
ხადა, იმპერატორმა შიკრიკი გაგზავნა დედამისის – ჰამიდა ბანოსა
და დეიდის – გულბადან ბეგუმის მოსაყვანად.
– რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, – მიმართა მან ბირბალს –
ჩვენ სადღაც მიფანტულ-მოფანტული ბიძები არ გვყავს. გარდა ამი-
სა, ის, ვინც თავს უფლება მისცა, ასე წარმოედგინა თავი, ათი წლით
უმცროსია ჩვენზე, ყვითელი თმა აქვს და გარეგნულად, ჩვენი აზ-
რით, ჩაღატაებს არ ჰგავს. თუმცა, სანამ შემდეგ ნაბიჯს გადავდგამ-
დეთ, მოდი, ჩვენს ქალბატონებს ვკითხოთ, ოჯახის მატიანის მცოდ-
ნეთ. მათ ახსოვთ ყველა და ყველაფერი.
აკბარი და მისი მინისტრი ოთახის კუთხეში განცალკევდნენ და
სიღრმისეულად შეუდგნენ სიტუაციის ანალიზს.
ისე გაერთნენ, სავარაუდო თვითმარქვიას იქ ყოფნა საერთოდ
მიავიწყდათ. უცხოელს ლამის თვითონ გაუჩნდა ეჭვი, ვარსებობ თუ
არაო. მართლა იმყოფებოდა კი აქ და ნათესაურ კავშირზე ელაპა-
რაკებოდა დიად მოგოლს, თუ ეს ყველაფერი ოპიუმის ჭარბი დოზით
გამოწვეული ჰალუცინაცია იყო, რომელსაც რაც უფრო მალე დააღ-
წევდა თავს, მით უკეთესი იქნებოდა მისთვის. იმიტომ ხომ არ გადა-
ურჩა სპილოს ფეხებით გადათელვას, რომ სულ მალე თვითმკვლე-
ლობა ჩაედინა?

107
– მებრძოლი არგალია თუ არკალია, რომელიც ამ ყმაწვილმა ახ-
სენა, მე საერთოდ არაფერს მეუბნება, – მიმართავდა ბირბალი აკ-
ბარს, – ანჟელიკა კი უცხოური სახელია და არა ჩვენებური. გარდა
ამისა, ჩვენ ჯერ ისიც ვერ გაგვირკვევია, რა როლს თამაშობენ ისინი
ამ მონაჩმახში. მაგრამ მოდით, ნუ ვიმსჯელებთ მათზე სახელების
მიხედვით, რადგან, როგორც ვიცით, სახელის შეცვლა ძნელი არ
არის.
რაჯა ბირბალი ღარიბი ბრაჰმანის შვილი იყო, ბავშვობა გაჭირ-
ვებაში გაატარა. სწორედ აკბარმა მიიყვანა ის სასახლეში და მნიშ-
ვნელოვან პიროვნებად აქცია.
პატივცემული ქალბატონების მოლოდინში აკბარი და მინისტრი
მოგონებებს მიეცნენ, თითქოს ისევ ბავშვებად იქცნენ. მაშინ აკბარს
ნადირობისას გზა აებნა და ბავშვის დანახვისას დაიყვირა: „ჰეი, პა-
ტარა ბიჭო, რომელი გზა მიდის აგრაში?“ და ბირბალმა, რომელიც
ექვსი-შვიდი წლის იქნებოდა, სერიოზულად უპასუხა: „არც ერთი
გზა არსად მიდის, ჩემო ბატონო“. „ეს შეუძლებელია“, – წამოიძახა
გაბრაზებულმა აკბარმა. ბიჭმა გაიღიმა და თქვა: „გზა ხომ არ მოძ-
რაობს, ამდენად არსად მიდის, თუმცა აგრისკენ მიმავალი ხალხი,
ჩვეულებრივ, ამ გზას ადგება ხოლმე“. ამ ხუმრობამ ბიჭი სასახლის
კარზე მიიყვანა, სადაც მას ახალი სახელი და ცხოვრება ელოდა. –
ესე იგი ბიძა? – თქვა აკბარმა ფიქრიანად, – მაგრამ რომელი მხრი-
დან? მამაჩემის ძმა თუ დედაჩემის? თუ დეიდის ქმარი?
– ან იქნებ, – თქვა ბირბალმა, – პაპაშენის ძმის ვაჟი? ესეც არაა
გამორიცხული.
მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად ლაპარაკობდნენ, ნიკო-
ლო მიხვდა, მას უბრალოდ ამასხარავებდნენ. მისი ბედი წყდებოდა,
ესენი კი ერთობოდნენ. საქმეს კარგი პირი არ უჩანდა.

108
სასახლეში მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი და უცხო
თვალთაგან სქელი ფარდებით დაფარული დერეფნების მთელი ლა-
ბირინთი იყო. ერთ-ერთ ასეთ დერეფანს, თითქოს ორი ვეებერთე-
ლა ნავი ვიწრო არხში მიცურავსო, სწორედ ამ დროს ორი პატივცე-
მული ქალბატონი მიუყვებოდა: დედა- დედოფალი ჰამიდა ბანო და
პრინცესა გულბადანი. მათ უფროსი რძალი და ნდობით აღჭურვილი
პირი, ბიბი ფატიმა მიაცილებდა.
– ჯიუ, – თქვა დედოფალმა (ასე მიმართავდა ხოლმე შინაურუ-
ლად უფროს რძალს), – ამჯერად რამ მოუარა პატარა აკბარს? არ
ჰყოფნის ნათესავები, რომლებიც უკვე ჰყავს?
– რომლებიც უკვე ჰყავს, – გაიმეორა ბიბი ფატიმამ, ჩვევად
ჰქონდა, დედოფალს ექოსავით გამოხმაურებოდა.
გულბადანმა თავი გადააქნია.
– მან იცის, სამყარო საიდუმლოებებითაა სავსე და ყველაზე და-
უჯერებელი რამ შეიძლება სიმართლე აღმოჩნდეს.
ეს შენიშვნა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ დედა- დედო-
ფალს გაუჭირდა უცებ პასუხის გაცემა და ქალები ხმის ამოუღებლად
განაგრძობდნენ გზას.
ქარიანი დღე იყო და ფარდების ძვირფასი ქსოვილები ისე ირხე-
ოდა, როგორც იალქანი ქარიშხლისას. ქარი მდიდრულად მორ-
თულ კაბებს არხევდა და უფრიალებდა ქალებს: ფართო ქვედატა-
ნებს, გრძელ პერანგებს, თხელ შარფებს, თავსა და სახეზე რომ
ჰქონდათ შემოხვეული.
რაც უფრო უახლოვდებოდნენ აკბარს, ქარი სულ უფრო ძლიერ-
დებოდა.
„იქნებ ეს რაღაცის მომასწავებელი ნიშანია, – ფიქრობდა დედო-
ფალი, – იქნებ ყველაფერი, რაც მყარი და საიმედო გვგონია, ქარს
მიაქვს და ჩვენ იდუმალებისა და ეჭვის გულბადანისეულ სამყაროში
109
მოგვიწევს ცხოვრება. ჰამიდა ბანო მრისხანე ქალი იყო, მბრძანებ-
ლური ხასიათი ჰქონდა და საეჭვო, გაურკვეველი მდგომარეობა არ
უყვარდა. ფიქრობდა, რომ სხვებზე უკეთ იცოდა ყველაფერი, ეს აზ-
რი ბავშვობიდან ჩაუნერგეს და საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა
დანარჩენებისთვის რაც შეიძლება ნათლად გადაეცა თავისი ცოდნა.
თუ იმპერატორს თავგზა აებნა და აღარ იცის, რა ქნას, მაშინ დედა-
მისი ეტყვის, რაც საჭიროა. მაგრამ გულბადანს, უცნაური კია, მგო-
ნი, განსხვავებული აზრი უნდა ჰქონდეს. მას შემდეგ, რაც მექა მო-
ილოცა და შინ დაბრუნდა, გულბადანი უფრო ნაკლებად დარწმუნე-
ბული ჩანდა საგნების სიმყარეში, ვიდრე მანამდე. თითქოს წმინდა
ადგილების მონახულებამ კი არ გააძლიერა, არამედ პირიქით, შე-
ასუსტა მისი რწმენა ციური და მიწიერი სამყაროს უცვლელობის მი-
მართ. ჰამიდა ბანოს აზრით, გულბადანის მიერ ორგანიზებული ეს
ჰაჯი1, რომელშიც მხოლოდ ხანში შესული დიდგვაროვანი ქალები
მონაწილეობდნენ, კიდევ ერთი მაჩვენებელი იყო მისი ვაჟიშვილის
მმართველობის სტილში მიმდინარე რევოლუციური ცვლილებები-
სა. „ქალების ჰაჯი?“ – იკითხა მან, როცა გულბადანმა პირველად
დაძრა სიტყვა აკბართან ამის შესახებ. როგორ შეეძლო მის შვილს
ამის ნება დაერთო?
დედოფალმა განაცხადა, რომ მასში არავითარ შემთხვევაში არ
მიიღებდა მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ გულბადანს
დედოფლის გარდაცვლილი მეუღლის, სელიმის მეორე უფროსი
ცოლი შეუერთდა და ასკარ ჰანის მეუღლე სალტანამ ბეგუმი, აკბა-
რის სიცოცხლე რომ იხსნა, როცა მშობლებმა ბედის ანაბარად მი-
ატოვეს. სალტანამმა მშობელ დედაზე მეტი დედობა გაუწია აკბარს
ბავშვობისას. მათთან ერთად მოსალოცავად გაემგზავრნენ ბაბარის

1
ჰაჯი – მუსულმანების სალოცავად მოგზაურობა მექაში, წმინდა ადგილებში.
110
ჩერქეზი მეუღლე, აკბარის ნახევარდები, გულბადანის შვილიშვილი
და მსახურები.
სამ-ნახევარი წელი უცხოობაში!
სპარსეთში იძულებით გადახვეწის მრავალმა წელმა ჰამიდს სა-
ბოლოოდ დაუკარგა შორეულ მხარებში მოგზაურობის სურვილი.
სამ- ნახევარი წელი სახლიდან შორს ყოფნა! ამაზე ფიქრიც კი საში-
ნელებაა. გულბადანი წავიდეს მექაში, თუ ასე უნდა!
დედოფალი კი შინ დარჩება და თავის მოვალეობას შეასრულებს.
და მართლაც, მთელი ეს სამ-ნახევარი წელი მან მშვიდად და
წყნარად გაატარა. გულბადანი თავს არ აბეზრებდა ყბედობით და
მეფეთმეფეზე გავლენის განაწილებაც არავისთან უწევდა.
ის იყო სასახლის კონფლიქტების ერთადერთი მსაჯული.
აკბარის ცოლები ხომ გოგონები იყვნენ, გარდა მოჩვენება- ცო-
ლისა, რომელიც მუდამ სექსით იყო შეპყრობილი და უხამს ტრაქტა-
ტებს იზეპირებდა, თუმცა მისი მნიშვნელობის გადამეტებული შეფა-
სება არ იყო საჭირო. მაგრამ შემდეგ დადგა დღე, როცა გულბადანი
დაბრუნდა და ის ყველასთვის „გულბადან მომლოცველად“ იქცა,
რამაც ქალებში ძალთა ბალანსი შეცვალა. კიდევ უფრო უსიამოვნო
ის იყო, რომ მოხუცი პრინცესა ძალიან ცოტას და უხალისოდ ლაპა-
რაკობდა ღმერთის შესახებ, სამაგიეროდ, ხშირად მსჯელობდა ქა-
ლებზე, მათ უნარზე – თავი გაართვან ყველაფერს, რის გაკეთებასაც
მოინდომებენ; მისი აზრით, ისინი აღარ უნდა დამორჩილებოდნენ
შეზღუდვებს, რომლებსაც კაცები უწესებდნენ და ცხოვრება საკუთა-
რი შეხედულების მიხედვით მოეწყოთ. თუ ქალებს ჰაჯის შესრულება
ხელეწიფებათ, მაშინ სხვა რამეებიც კარგად შეეძლებათ: მთების
მწვერვალების დაპყრობაც, ლექსების წერაცა და საერთოდ, სამყა-
როს მართვაც. ამან, რა თქმა უნდა, სკანდალი და აზრთა შეხლა-შე-
მოხლა გამოიწვია, მაგრამ იმპერატორს ეს ყველაფერი მოეწონა.
111
საერთოდ, მას ყველა სიახლე სიამოვნებდა. ეტყობა, სადღაც, გუ-
ლის სიღრმეში ბავშვად დარჩა და ყოველი ახალი, მიმზიდველი
იდეა მასში აღტაცებას იწვევდა, როგორც ის ვერცხლის საჩხარუნო,
რომლითაც პატარაობისას საბავშვო ოთახში თამაშობდა. დიდების
სერიოზული სამყარო მას არ მოსწონდა.
და კიდევ ერთი რამ: პრინცესა გულბადანი მასზე უფროსი იყო,
დედა-დედოფალს ეს უნდა გაეთვალისწინებინა და მისთვის სათანა-
დო პატივი მიეგო. თუმცა, ოჰ, ან საერთოდ, როგორ შეიძლებოდა
არ გყვარებოდა გულბადანი. ის ყოველთვის იღიმებოდა, სასაცილო
ამბებს ჰყვებოდა ხან ერთი, ხან მეორე გადარეული ბიძაშვილის შე-
სახებ და თუმცა თავი ახალმოდური იდეებით ჰქონდა გამოტენილი,
ვერ დაუკარგავდი, რომ მკერდში ოქროს გული ედო. ჰამიდა ბანო
ეუბნებოდა ხოლმე გულბადანს, ყოველი ცოცხალი არსება საკუთარ
თავში მრავალს მოიცავს, მათი ცხოვრება ურთიერთდამოკიდებუ-
ლი ძალებისგან იქმნება და თუ დაუდევრობით ცხოვრების ხის რო-
მელიმე ტოტს შეარხევ, ვინ იცის, რა ხილი შეიძლება დაგეცეს თავ-
ზეო. მაგრამ გულბადანი მხოლოდ გაიღიმებდა და ისევ თავისას გა-
უტევდა. ის ყველას უყვარდა, მათ შორის, დედოფალ-დედასაც. ეს
იყო ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი. ეს, და კიდევ ის, რომ მიუხე-
დავად სოლიდური ასაკისა, ახლაც ისეთი კოხტა და მოქნილი ტანი
ჰქონდა, როგორიც ქალიშვილობისას. დედა-დედოფლის ტანი კი
ჟამთა დინებამ არ დაინდო და ისე გაფართოვდა, თითქოს ქალს
სურდა, იმპერიის გაფართოების ტემპს არ ჩამორჩენოდა.
და ახლა ისიც ერთგვარი კონტინენტი იყო თითქოს, მთებისა და
ტყეების სამეფო მშვენიერი დედაქალაქით, ანუ ჭკვიანი თავით, რო-
მელსაც წლებმა ოდნავადაც ვერაფერი დააკლო.
ჰამიდა ბანო თავს უმტკიცებდა, სწორედ ისეთი სხეული მაქვს,
როგორიც ჩემი ასაკის ქალს უნდა ჰქონდესო. გულბადანის ჯიუტი
112
სურვილი კი – ახალგაზრდად დარჩენილიყო, ჰამიდასთვის კიდევ
ერთი დადასტურება იყო, რომ ის ტრადიციებს პატივს არ სცემდა.
ისინი აკბარის სამყოფელში ქალების შესასვლელი კარიდან შე-
ვიდნენ და ჩვეულებისამებრ მარმარილოს მოზაიკით მორთული
ნიგვზის ხის თეჯირს უკან მოიკალათეს.
გულბადანმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი აურ-
დაურია. ის უცხოელს უშუალოდ არ უნდა გამოლაპარაკებოდა, მაგ-
რამ როცა გაიგონა, რომ ის მათ ენაზე საუბრობდა, გადაწყვიტა,
პირდაპირ საქმეზე გადასულიყო. – ჰეი, უცხოელო, – იყვირა მან მა-
ღალი, გამყინავი ხმით, – რა ზღაპარი ჩამოგვიტანე, რის სათქმე-
ლად გამოიარე ნახევარი მსოფლიო?

***

უცხოელი იფიცებოდა, რომ სიტყვასიტყვით ჰყვებოდა ამბავს,


რომელსაც მას მოუყვნენ. დედამისი ჩაღატაის შტოს წმინდა სის-
ხლის პრინცესა, ჩინგის ხანის პირდაპირი მემკვიდრე იყო, ღვიძლი
და პირველი დიდი მოგოლის, ინდოეთის იმპერატორისა, რომელ-
საც ის ბიივერს ეძახდა (ამ მეტსახელის გაგონებაზე გულბადან ბე-
გუმი თეჯირს უკან უნებურად შეინძრა და წელში გაიმართა).
უცხოელის თქმით, მან არაფერი იცოდა თარიღებისა და ადგილე-
ბის შესახებ, და მხოლოდ იმას იმეორებდა, რაც უთხრეს. დედამისს
სახელად ანჟელიკა ერქვა და ის მოგოლების მოდგმის პრინცესა
იყო – სწორუპოვარი სილამაზის ქალი, შეუდარებელი ჯადოქარი.
ისეთი ბანგის დამზადება და შელოცვა იცოდა, მისი ყველას ეშინო-
და. როცა ახალგაზრდა იყო, სამარყანდს, სადაც მისი ძმა – მეფე ბი-
ივერი და მთელი მისი ოჯახი იმყოფებოდა, უზბეკმა მხედართმთა-
ვარმა, სახელად ვოომვუდმა შემოარტყა ალყა თავისი ჯარით და მე-
113
ფეს მოსთხოვა უმცროსი და გადაეცა მისთვის, თუ სურდა თვითონ
უვნებლად გაეღწია ქალაქიდან.
შემდეგ დასამცირებლად ქალი ახალგაზრდა წყლის მზიდავს, ბა-
ჩე საკავუს აჩუქა და როგორც გსურს, ისე მოიხმარეო, უთხრა.
ორიოდე დღის შემდეგ ბაჩეს სხეული საშინელი, ჩირქოვანი მუწუკე-
ბით დაიფარა, განსაკუთრებით – იღლიები და საზარდული, და რო-
ცა ისინი დასკდა, კაცი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ჯადოქრისთვის
თითის დაკარებასაც ვერავინ ბედავდა, თუმცა მალე მას ვოომვუდი
შეუჩნდა და ქალი მის ნებას დაჰყვა. ათი წელი გავიდა და კასპიის
ტბის ნაპირებთან ბრძოლაში ვოომვუდს სპარსეთის მეფე ისმაილმა
სძლია და პრინცესა ანჟელიკა ისევ გამარჯვებულის ნადავლი გახდა
(ახლა ჰამიდა ბანომაც იგრძნო, რომ მაჯისცემა აუჩქარდა.
გულბადან ბეგუმი წინ გადაიხარა და მას ყურში რაღაც ჩასჩურჩუ-
ლა. დედა-დედოფალმა თავი დაუქნია და თვალები ცრემლებით აევ-
სო. მსახური ბიბი ფატიმაც ატირდა, უბრალოდ, იმიტომ, რომ მათ-
თვის სოლიდარობა გამოეცხადებინა.). თავის მხრივ სპარსეთის
სულთანმა ოსმანმა დაამარცხა, ანუ ოტომანის...
აქ უკვე პატივცემულმა მანდილოსნებმა ემოციების შეკავება ვე-
ღარ შეძლეს და გადაწყვიტეს, ჩარეულიყვნენ. დედოფალმა ჰამიდა
ბანომ, რომელიც სულაც არ იყო ნაკლებად აღელვებული, ვიდრე
უფრო ადვილად აღგზნებადი უფროსი რძლები, ხმამაღლა ბრძანა:
– აქ მოდი ჩემო შვილო, ჩვენთან.
ბიბი ფატიმა ექოსავით გამოეხმაურა და მეფეთმეფე დამორჩილ-
და. გულბადანმა მას ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და აკბარი წამიე-
რად გაირინდა. მისი სახე უკიდურეს გაკვირვებას გამოხატავდა.
შემდეგ ბირბალს მიუბრუნდა და უთხრა:
– ქალები ადასტურებენ, რომ ნაწილი ამ ამბისა მართალია.

114
ბაბური, ან იგივე ბაბარი, ძველ ჩაღატაის ენაზე მართლა ბიივერს
ნიშნავს, ვოომვუდიც ითარგმნება, როგორც შიბანი, ან შეიბან ხანი,
ის მართლა სარდლობდა სამარყანდის ალყას და მართლა მოითხო-
ვა პაპაჩემისგან, თავისუფლების გამოსასყიდად უმცროსი და გა-
დაეცა მისთვის.
ისიც სიმართლეა, რომ შეიბანი ათი წლის შემდეგ სპარსეთის
შაჰმა, ისმაილმა გაანადგურა მერვასთან ახლოს, ბაბარის და კი
სპარსელების ხელში აღმოჩნდა.
– მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, მსოფლიოს მბრძანებელო, –
თქვა ბირბალმა, – მაგრამ თუ არ ვცდები, იმ პრინცესას ხანზადა ერ-
ქვა.
და მისი ამბავი საკმაოდ კარგადაა ცნობილი.
რამდენადაც ვიცი, შაჰმა ისმაილმა ის ბაბარ შაჰს დაუბრუნა მე-
გობრული დამოკიდებულების ნიშნად და ქალმა მთელი სიცოცხლე
სამეფო ოჯახის წიაღში გაატარა პატივისცემით გარემოცულმა. თა-
ვისთავად ის ფაქტი, რომ უცხოელმა ასეთი დეტალები და წვრილმა-
ნები იცის, რა თქმა უნდა, გასაკვირია, მაგრამ ის არ შეიძლება, იმ
ქალბატონის შთამომავალი იყოს. ხანზადას მართლაც ჰყავდა შე-
იბანისგან შვილი, მაგრამ ბიჭი მამამისთან ერთად დაიღუპა სპარსე-
თის შაჰის ხელით. ასე რომ, ეს კაცი ცრუობს. თეჯირს უკან მსხდარმა
პატივცემულმა ქალბატონებმა ერთხმად დაიყვირეს:
– მაგრამ იქ ხომ მეორე პრინცესაც იყო.
– ...ცესა, – ექოდ გამოეხმაურა მათ ფატიმა.
– ო, ბრწყინვალე მეფეო, – თქვა გულბადანმა ახლა უფრო დამ-
შვიდებული ხმით, – ჩვენი ოჯახის ისტორიის ეს ნაწილი საიდუმ-
ლოდ ინახებოდა.
სანამ აღელვებული ქალბატონები დიადი მოგოლების გენეალო-
გიას იხსენებდნენ, კაცი, რომელიც საკუთარ თავს მოგორ დელ ამო-
115
რეს უწოდებდა და, შეიძლება ითქვას, იმპერიის მთლად ცენტრში
იდგა, სავსებით მშვიდად გამოიყურებოდა.
– ნება მომეცით შეგახსენოთ, ყოვლისმცოდნე მეფეო, რომ სხვა-
დასხვა ცოლებისგან და ხასებისგან დაბადებული პრინცესები ყო-
ველთვის ბევრნი იყვნენ, – თქვა გულბადანმა.
აკბარმა ამოიოხრა. როცა გულბადანი ოჯახის გენეალოგიური
ხის ტოტებზე დაიწყებდა ფრთხიალს შეშინებული თუთიყუშივით,
ვერ გაიგებდი, რამდენ ტოტს მოსინჯავდა, სანამ ერთ-ერთზე მოსას-
ვენებლად ჩამოჯდომას გადაწყვეტდა. მაგრამ ამჯერად მისმა დე-
იდამ გამაოგნებლად მკაფიოდ თქვა:
– იქ იყო მიჰრ ბანუ, შაჰრ ბანუ და იადგარ სალტანი.
– მაგრამ იადგარის დედა, აგჰა დედოფალი არ იყო, – ქედმაღ-
ლურად შეაწყვეტინა ჰამიდამ, – არამედ მხოლოდ ხასა.
– ...სა, – წაიბუტბუტა ფატიმამ.
– თუმცა, – დასძინა დედოფალმა, – უნდა ვაღიაროთ, რომ მარ-
თალია, ხანზადა სხვებზე უფროსი იყო და ოფიციალურად პირველ
მზეთუნახავად მიაჩნდათ, სინამდვილეში ის სულაც არ აღემატებო-
და ყველას სილამაზით. ზოგიერთი ხასას ქალიშვილები მასზე ბევ-
რად ლამაზები იყვნენ.
– გარდა ამისა, უნდა მოგახსენოთ, ბრწყინვალე მეფეო, – ისევ
ჩაერია გულბადანი, – რომ ხანზადა სამწუხაროდ, ძალიან შურიანი
იყო და მეტოქეებს ვერ იტანდა.
და გულბადანი მოჰყვა ამბავს, რომელსაც ამდენ ხანს საგულდა-
გულოდ ინახავდა საიდუმლოდ:
– ხანზადას პირველ მზეთუნახავად იმიტომ აღიარებდნენ, რომ
ის ყველაზე უფროსი იყო, ყველაზე მთავარი და მასთან დაპირისპი-
რება არავის აძლევდა ხელს.

116
სინამდვილეში ყველაზე ლამაზი პრინცესებს შორის, მათგან ყვე-
ლაზე უმცროსი იყო. მას ჰყავდა მოახლე, ბავშვობიდან მასთან ერ-
თად გაზრდილი მონა გოგონა, ასევე ლამაზი და იმდენად მსგავსი
ქალბატონისა, რომ ხალხი „პრინცესას სარკეს“ ეძახდა. როცა ხან-
ზადა შეიბანმა ჩაიგდო ტყვედ, უმცროსი პრინცესა და მისი მონაც
მასთან ერთად აღმოჩნდნენ ტყვეობაში. და როცა შაჰმა ისმაილმა
ხანზადა გაათავისუფლა და ბაბარის სასახლის კარზე გაგზავნა, უმ-
ცროსი პრინცესა და მისი სარკე სპარსეთში დარჩნენ. რადგან მან
უცხოობაში ყოფნა ამჯობინა შინ დაბრუნებას, მისი სახელი საოჯახო
ანალებიდან ამოიშალა.
– La Speccia, – გაისმა უცებ უცხოელის ხმა – ჩვენს ენაზე ეს სარ-
კეს ნიშნავს და ის მამრობითი სქესის არსებითი სახელია. მაგრამ
მონა გოგონასთვის ის მათ მდედრობითი სქესის სიტყვად აქციეს და
La Speccia, პატარა გოგონა-სარკე შეარქვეს. წარსულის ამბავი ახ-
ლა მათ თვალწინ სწრაფად ცოცხლდებოდა და ახალი დეტალებით
ივსებოდა. ეტიკეტი აღარავის ახსოვდა და უცხოელს ჩარევის გამო
არავინ უსაყვედურა. გულბადანი ამბის მოყოლას განაგრძობდა,
სწრაფად და მაღალი, მკვეთრი ხმით. პრინცესასა და მისი სარკის
საიდუმლო ამბავი თითქოს ითხოვდა, მოეყოლათ.
მაგრამ ჰამიდა ბანო მას არ უსმენდა. ის მოგონებებში ჩაიძირა.
აი, ის, სულ ნორჩი, ჩვილით ხელში ქმართან, ჰუმაიუნთან ერთად.
დამარცხების შემდეგ გარბიან, რომ თავი დააღწიონ უბოროტეს
მტრებს: ჰუმაიუნის ღვიძლ ძმებს. ყანდაგარის ხრიოკ ადგილებში
ისეთი სიცივეა, წვნიანი იყინება, სანამ ჯამში ჩაასხამ. ერთხელ, შიმ-
შილისგან რომ არ მომკვდარიყვნენ, ცხენის დაკვლა მოუწიათ.
ხორცს ჭრიდნენ და მუზარადში ხარშავდნენ, რადგან ქვაბი არ ჰქონ-
დათ. შემდეგ მათ თავს დაესხნენ და ჰამიდა იძულებული გახდა, გაქ-
ცეულიყო.
117
ვაჟიშვილი მიატოვა, თავისი პატარა ვაჟიშვილი – ბედის ანაბა-
რად ბრძოლის ქარცეცხლში და სხვა ქალმა, ჰუმაიუნის ძმისა და მო-
სისხლე მტრის, ასკარის ცოლმა გადაარჩინა და გაზარდა ბიჭი. სალ-
თან ბეგუმმა მისი ვაჟიშვილისთვის, იმპერატორისთვის, გააკეთა ის,
რაც მან ვერ შეძლო ღვიძლი შვილისთვის.
„მაპატიე“, – წაიჩურჩულა მან („...ტიე“, – თქვა ბიბი ფატიმამ),
მაგრამ იმპერატორი არ უსმენდა. ამბავს, რომელსაც პრინცესა
გულბადანი ჰყვებოდა, ის წარსულის შორეულ, უცხო მხარეში გა-
დაჰყავდა.
– საგვარეულოს ისტორიიდან გამქრალი პრინცესა სამშობლოში
ხანზადასთან ერთად აღარ დაბრუნებულა, იმიტომ, რომ – დიახ, ის
შეყვარებული გახლდათ, უგონოდ შეყვარებული.
უცხოელი შეუყვარდა, ისე ძლიერად, რომ მზად იყო, განდგომო-
და თავის ძმას, მეფეს, დაევიწყებინა თავისი მოვალეობა და ამქვეყ-
ნად ყველაფერზე მნიშვნელოვანი – ოჯახის ღირსება. განრისხე-
ბულმა ბაბარმა, ანუ ბიივერმა ბრძანა, მისი სახელი საოჯახო ქრო-
ნიკებიდან ამოეშალათ და აღარასოდეს არავის ეხსენებინა მის სა-
მეფოში. ხანზადა ბეგუმი ბრძანებას უსიტყვოდ დაემორჩილა, მიუხე-
დავად იმისა, რომ და ძალიან უყვარდა. თანდათან, პრინცესასა და
მისი სარკის ხსოვნა წაიშალა. მათ სახელებს ჭორად თუ ახსენებდა
ვინმე სადღაც, აქ-იქ, და იმ დღიდან მოყოლებული აქამდე ასე
გრძელდებოდა.
– სპარსელების მეფე თავის მხრივ ოსმანლიმ, ანუ ოტომანმა
სულთანმა დაამარცხა, – ისევ ჩაერთო საუბარში მოგორი, – პრინ-
ცესა კი, თავის ერთ-ერთ მძლავრ მეომართან ერთად იტალიაში აღ-
მოჩნდა.
კაცს არგალიას ეძახდნენ, ქალს ანჟელიკას. არგალია მოჯადოე-
ბული იარაღის პატრონი იყო, ამალაში ოთხი შიშისმომგვრელი გო-
118
ლიათი ჰყავდა. ყოველთვის მის გვერდით მიაჭენებდა ცხენს ანჟე-
ლიკა, კატაისა და ინდოეთის პრინცესა, მსოფლიოს ულამაზესი ქა-
ლი, შეუდარებელი ჯადოქარი.
იმპერატორს მოგორის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცე-
ვია.
– და მაინც რას ეძახდნენ იმ პრინცესას? – იკითხა მან. დედა- დე-
დოფალმა თავი გადააქნია.
– ამის შესახებ არ მსმენია, – უპასუხა მან. გულბადანმა კი თქვა:
– მას შერქმეული სახელი ჰქონდა, რომელიც ახლა ენაზე მადგას,
მისი ნამდვილი სახელი კი საერთოდ წაშლილია ჩემი მეხსიერები-
დან.
– მას ანჟელიკა ერქვა, ანჟელიკა, – ჩაერთო ისევ მოგორი, და
თეჯირს მიღმა გულბადანის ხმა გაისმა:
– უცხოელი ძალიან საინტერესო ამბავს მოგვიყვა და ჩვენ უნდა
გავიგოთ, საიდან შეიტყო მან ამის შესახებ. მაგრამ არსებობს ერთი
პრობლემა და მე ეჭვი მეპარება, რომ მან მისი გადაჭრა შეძლოს.
ბირბალი მაშინვე მიხვდა, რას გულისხმობდა გულბადანი.
– ჰო, რა თქმა უნდა. აქ დგება თარიღებისა და ადამიანების ასა-
კის საკითხი.
– ხანზადა ბეგუმი ცოცხალი რომ იყოს, – განაგრძო გულბადან-
მა, – ის ახლა ას შვიდი წლის იქნებოდა. მისი უმცროსი და ბაბარზე
რვა წლით უმცროსი იყო, ანუ ის ახლა ოთხმოცდათხუთმეტის იქნე-
ბოდა. ეს უცხოელი, რომელიც ახლა ჩვენ წინაშე დგას და წარსულის
მივიწყებულ ამბებს გვიყვება, ოცდაათი, ჰა-ჰა ოცდათერთმეტი
წლის თუ იქნება.
მაშ, თუ საგვარეულოს ისტორიიდან ამოშლილმა პრინცესამ იტა-
ლიას მიაღწია, როგორც ეს კაცი აცხადებს და ის მისი ვაჟიშვილია,
რაშიც სურს, დაგვარწმუნოს, მაშინ მისი დაბადებისას დედამისი და-
119
ახლოებით სამოცდაოთხი წლის იქნებოდა. თუკი ასეთი სასწაული
მართლა მოხდა, მაშინ ის ნამდვილად ყოფილა თქვენი უდიდებუ-
ლესობის ბიძა, თქვენი პაპის დის ვაჟიშვილი და ჰქონია ყოველგვა-
რი უფლება პრინცად იწოდებოდეს. მაგრამ სამოცდაოთხი წლის
ასაკში შვილს არავინ აჩენს. ასე რომ, ეს ვერსია უნდა გამოირიც-
ხოს. მოგორს მოეჩვენა, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და ღრმა
საფლავში ეშვებოდა.
მიხვდა, დიდხანს აღარ ელოლიავებოდნენ.
– მე ხომ გითხარით, რომ თარიღებისა და ადგილების შესახებ
არაფერი ვიცი, – იყვირა მან, – ის კი ვიცი, რომ დედაჩემი ლამაზი
ახალგაზრდა ქალი იყო და არა სამოცს გადაცილებული ბებრუხანა.
თეჯირს მიღმა მყოფი ქალები გაყუჩდნენ. მისი ბედი ამ სიჩუმეში
წყდებოდა. ბოლოს გულბადანი ისევ ალაპარაკდა:
– ამავე დროს, მის მიერ მოყოლილი ამბავი ძალიან ღრმად იყო
დამარხული და უცხოს არ შეიძლებოდა სცოდნოდა. ფაქტია, ის რომ
არა, ჩვენ, მოხუცი ქალები, საფლავებში წავიღებდით ამ საიდუმ-
ლოს.
ამიტომ ის იმსახურებს, კიდევ ერთხელ განვსაჯოთ ყველაფერი.
– მაგრამ შენ ხომ თვითონ დაგვიმტკიცე ნათლად მისი განცხადე-
ბის აბსურდულობა, – შეეპასუხა იმპერატორი, – თანაც ისე, საეჭვო
აღარაფერი დატოვე.
– არა, პირიქით, – თქვა პრინცესა გულბადანმა, – იმას, რომ თა-
რიღები და ასაკი ერთმანეთს არ ემთხვევა, ორი ახსნა შეიძლება
ჰქონდეს.
– ჯერ ერთი, – მოულოდნელად, თვითონვე გაუკვირდა ისე ჩა-
ერია დედა-დედოფალი, – გამქრალი პრინცესა, როგორც ცნობი-
ლია, მართლა საოცარი ჯადოქარი იყო და მარადიული ახალგაზ-
რდობის საიდუმლოს ფლობდა. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია,
120
რომ მან, სამოცს გადაცილებულმაც კი ახალგაზრდობა და სილამა-
ზე შეინარჩუნა და ბავშვიც გააჩინა. – ისიც სავსებით შესაძლებე-
ლია, რომ ორივეს სიბერეში ჭკუა გამოგელიათ და ამიტომ გჯერათ
ამ მტკნარი სისულელის, – იყვირა მოთმინებიდან გამოსულმა იმპე-
რატორმა და კედელს მუშტი დაარტყა. პრინცესა გულბადანმა ის ისე
დაამშვიდა, როგორც პატარა ბავშვს ამშვიდებენ. – მაგრამ შენ ხომ
ჯერ ჩემი მეორე ახსნა არ მოგისმენია, – უთხრა მან.
– ძალიან კარგი, თქვი ბოლომდე, რის თქმასაც აპირებ დეიდა, –
წაიბუზღუნა იმპერატორმა.
გულბადანმა უშფოთველი პედანტურობით განაგრძო:
– მოდით, ახლა დავუშვათ, ეს კაცი არ იტყუება და ხსენებული
პრინცესა და მისი მებრძოლი მართლაც ჩავიდნენ იტალიაში დიდი
ხნის წინათ. მაშინ ისიც შესაძლებელია, რომ თქვენ წინ მდგარი უც-
ხოელის დედა იმ მეომრის მეფური წარმომავლობის საყვარელი კი
არ იყო, არამედ...
– არამედ პრინცესას ქალიშვილი, – მიუხვდა აკბარი, – მაგრამ
მაშინ მამა ვინღა იყო?
– აი, სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული, – თქვა ბირბალმა.
იმპერატორი უცხოელისკენ შებრუნდა.
მომთმენი, ცნობისმოყვარე გამომეტყველება ჰქონდა. მის მო-
ულოდნელ, აუხსნელ კეთილგანწყობას უცხოელის მიმართ ერ-
თგვარად აქარწყლებდა აკბარისთვის უსიამო შეგრძნება, რომ ვი-
ღაც გადამთიელი მასზე მეტად გათვითცნობიერებული აღმოჩნდა.
– აქ, ჰინდუსტანში, ამბის მთხრობელმა ყოველთვის კარგად
იცის, აუდიტორია როდის კარგავს ინტერესს მის მიმართ, – თქვა
მან, – მსმენელები უბრალოდ დგებიან და მიდიან, ან დამპალ ბოს-
ტნეულს უშენენ, ან კიდევ, თუ მეფე ესწრება, ასეთ შემთხვევაში ის
ბრძანებს, მთხრობელი ციხე-კოშკის ქონგურიდან თავდაყირა გა-
121
დააგდონ. ამჟამად კი, ჩემო ძვირფასო ძია მოგორ, თქვენი მსმენე-
ლი სწორედ რომ მეფეა.

8. ანდიჟანში ისე დიდი ხოხბები იზრდებოდა...

ანდიჟანში ისე დიდი ხოხბები იზრდებოდა, რომ ერთი ჩიტი ოთხ


კაცს ეყოფოდა სადილად. სირდარიის შენაკადის, მდინარე ანდიჟა-
ნის ნაპირები იებით იყო სავსე, გაზაფხულობით კი ყველგან მიხაკე-
ბი და ვარდები ყვაოდა. ანდიჟანის მიდამოები, რომლებიც მოგო-
ლების მშობლიური მიწა იყო ოდითგან, ფერგანას პროვინციას
ეკუთვნოდა. ის, როგორც აკბარის პაპა თავის ავტობიოგრაფიაში
აღნიშნავდა, „მეხუთე მხარეში“ მდებარეობდა, ცივილიზებული სამ-
ყაროს მთლად კიდეში.
იმპერატორს წინაპართა მიწა არასოდეს უნახავს, მაგრამ მას ბა-
ბარის წიგნით იცნობდა. ფერგანა დიდი აბრეშუმის გზაზე მდებარე-
ობდა, სამარყანდის აღმოსავლეთით.
მისგან ჩრდილოეთით ჰინდუ კუშის დიადი მწვერვალები ლამის
ცას ებჯინებოდნენ. იქ საუკეთესო ნესვი და ყურძენი მოჰყავდათ.
შეგეძლო თეთრი ირმის შემწვარი ხორცითა და ნუშის მასით გა-
ტენილი ბროწეულით დამტკბარიყავი. იქ ყველგან სწრაფი ნიაღ-
ვრები მიედინებოდა, მთების ახლოს საძოვრები იყო ხშირი, წვნიანი
ბალახით. იქ იზრდებოდა წითელქერქიანი ხეები, რომელთა მერ-
ქნისგან შესანიშნავი ისრები და მათრახის სახელურები კეთდებო-
და. იქ იყო რკინისა და ფირუზის საბადოები. იქაური ქალები ძალიან
ლამაზებად მიიჩნეოდნენ, თუმცა იმპერატორმა იცოდა, რომ სილა-
მაზის აღქმა გემოვნების საქმეა. იქ დაიბადა ჰინდუსტანის დამპყრო-
ბი ბაბარი, ასევე ხანზადა ბეგუმი და კიდევ (თუმცა ამის მხოლოდ ვა-

122
რაუდი შეიძლებოდა, რადგან მისი დაბადების შესახებ ყველა ჩანა-
წერი საოჯახო ანალებიდან გამქრალი იყო) უსახელო პრინცესა.
როგორც კი იმპერატორმა პირველად შეიტყო გამქრალი პრინ-
ცესას შესახებ, მან თავის საყვარელ მხატვარს, დეშვანტს უბრძანა,
სიზმრების სასახლეში დალოდებოდა ყველაზე საუკეთესო აუზთან.
როცა აკბარი, რომელსაც თოთხმეტი წელიც არ შესრულებოდა,
ტახტზე ავიდა, მისი თანატოლი დეშვანტი, მეფის ტახტრევნის ერთ-
ერთი მზიდავის შვილი, უსწავლელი და მუდამ მოღუშული ბიჭი იყო.
არავის ეგონა, რომ მასში მხატვრობის დიდი ნიჭი იმალებოდა და
ლამობდა, გასაქანი მისცემოდა. ღამით, როცა დარწმუნებული იყო,
ვერავინ ხედავდა, ის ფატეხპურ-სიკრის კედლებზე ხატავდა – არა
უწმაწურ სიტყვებს ან გამოსახულებებს, არამედ სასახლის კარის
დიდგვაროვნების კარიკატურებს. ნახატები ისეთი სარკაზმით იყო
შესრულებული და ისე საოცრად ჰგავდნენ ორიგინალებს, რომ შე-
ურაცხყოფილმა დიდებულებმა გადაწყვიტეს, რაც შეიძლება მალე
მიეგნოთ დამნაშავისთვის და ბოროტების ჩამდენისთვის ხელები
მოეკვეთათ. აკბარმა მაშინ აბულ ფაზლი და სამეფოს სამხატვრო
სტუდიის მთავარი მხატვარი – სპარსი მირ საედ ალი მიიხმო ძილის
სასახლეში და უბრძანა, ავისმქმნელი მანამ მოეძებნათ, სანამ ამას
მისი მოძულენი გააკეთებდნენ.
– ჩვენ არ გვსურს, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი განრისხებული
დიდგვაროვნის ხმლის მსხვერპლი გახდეს.
ერთი კვირის შემდეგ აბულ ფაზლი იმპერატორს ეახლა პატარა,
შავგვრემან გამხდარ ბიჭთან ერთად, რომლისთვისაც ყურში მაგ-
რად ჩაევლო ხელი. დეშვანტი იგრიხებოდა, ხელიდან დასხლტომას
ლამობდა და ხმამაღლა აპროტესტებდა, მაგრამ აბულ ფაზლმა ის
იმპერატორთან მიათრია. მირ საედ ალი უკან მიჰყვებოდა ბოროტ-
მოქმედსა და მის დამატყვევებელს და როგორღაც ახერხებდა, სახე-
123
ზე ერთდროულად ნასიამოვნები და მოღუშული გამომეტყველება
ჰქონოდა. აკბარი ამ დროს ჭადრაკით ერთობოდა, რომელშიც ფი-
გურების ფუნქციას ქალები ასრულებდნენ. მან ცოცხალ „ფიგურებს“
წამიერად თვალი მოსწყვიტა, ბრძანა, დეშვანტი მირ საედ ალის შე-
გირდად გაემწესებინათ და სასახლის კარზე ყველა გაეფრთხილე-
ბინათ, მისთვის ხელი არ ეხლოთ.
იმპერატორის ბრძანებას ვერავინ გადავიდოდა. მის წინაშე თვით
აკბარის ავგული დეიდა და მთავარი ძიძა – მაჰამ ანაგაც კი უძლურ-
ნი აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ნახატი, რომელზეც ის და
მისი ვაჟიშვილი ადჰამი იყვნენ გამოსახულნი, არა მარტო ყველაზე
დაუნდობლად მამხილებელი იყო მის ნაშრომებს შორის, არამედ
ყველაზე წინასწარმეტყველურიც. მაჰამ ანაგას კარიკატურა ერ-
თხელ ჰატიაპალის ბორდელის გარე კედელზეც კი გამოჩნდა და
ხალხის გულწრფელი აღტაცებაც დაიმსახურა. მასზე მაჰამ ანაგა გა-
მოხატული იყო, როგორც ლურჯსახიანი ბოროტი ბებრუხანა, უამ-
რავი ჭურჭლით გარშემორტყმული. მათში ბანგი და საწამლავები
ბუყბუყებდნენ, მისი ფარისეველი, მკვლელის გამომეტყველების ვა-
ჟიშვილი კი ირეკლებოდა უზარმაზარი მინის რეტორტის კედელზე,
რომელიც ციხესიმაგრიდან მის თავზე ეშვებოდა. აკბარმა ექვსი
წლის შემდეგ გაკვირვებით გაიხსენა ეს წინასწარმეტყველური ნახა-
ტი, როცა ძალაუფლების გიჟური სურვილით შეპყრობილი ადჰამი
თავს დაესხა მას და სწორედ ქალაქის კედლიდან თავდაყირა გა-
დაგდება გამოუტანეს სასჯელად.
თუმცა დეშვანტს, მისივე თქმით, არ ახსოვდა, ასეთი რამ ოდესმე
დაეხატოს, თვითონ ნახატი კი დიდი ხნის წინ წაშალეს ბორდელის
კედლიდან, რამაც იმპერატორი დააეჭვა კიდეც, ეს ყველაფერი ჩემი
ფანტაზიის ნაყოფი ხომ არ იყოო.

124
დეშვანტი მალე მირ საედ ელის სასახლის სამხატვრო სკოლის
ყველაზე აღიარებულ ოსტატად იქცა. ის ხატავდა წვერიან გიგან-
ტებს, ყავახანების თავზე რომ დაფრინავდნენ, თმიან, ლაქებით და-
ფარულ ჯუჯებს, რომლებსაც დევებს ეძახდნენ, ზღვის მძვინვარე, გა-
ავებულ ტალღებს, ცისფერ-ოქროსფერ ურჩხულებს, ციურ ჯადოქ-
რებს, ღრუბლებიდან ხელებგამოწვდილთ მიწიერი გმირების სიკ-
ვდილისაგან დასახსნელად. მისი ნახატების სიუჟეტებს ერთი წყარო
ჰქონდათ და ერთ მიზანს ემსახურებოდნენ: განესახიერებინათ
ახალგაზრდა იმპერატორის ფანტასტიკური, ველური ხილვები, მისი
კჰაიალი1, არავითარ საზღვრებს რომ არ ცნობდა. ის კვლავ და
კვლავ სიამაყით და სიხარულით ხატავდა ლეგენდარულ გმირ ჰამ-
ზას, სამთვალა ზღაპრულ ცხენზე მჯდარი სხვადასხვანაირ ურჩხუ-
ლებს მუსრს რომ ავლებდა და, უკეთ, ვიდრე სასახლის რომელიმე
მხატვარი, ჰამზას ცხოვრების ეპიზოდებს ნახატებში რომ აცოც-
ხლებდნენ, გრძნობდა – ის სინამდვილეში იმპერატორის ოცნებებს
აცოცხლებდა; და თუმცა ფუნჯი მას ეჭირა, ტილოზე აკბარის გამო-
გონილი სამყარო ისახებოდა. იმპერატორის სიდიადე მის მიერ გა-
კეთებული საქმეებით იზომება და აკბარის სიდიადეც, მისი ალტერ
ეგოს, ჰამზას მსგავსად არა მხოლოდ ქვესკნელის უამრავ ძალაზე –
ქედმოუხრელ პრინცებზე, რეალისტურად ასახულ დრაკონებზე,
იდუმალებით მოცულ დევებზე გამარჯვებით იყო დადასტურებული,
არამედ ის, ფაქტობრივად, მსგავსი სურათებით იყო შექმნილი. დეშ-
ვანტმა შექმნა გმირი, რომელიც აკბარის სარკისებურ ანარეკლად
იქცა და სახელოსნოში შეკრებილი მრავალი მხატვარი, მათ შორის,
სპარსი მხატვრებიც კი, – ისეთი დიდი ოსტატებიც, როგორც მირ სა-
ედ ალი და აბდუს სამადი იყვნენ, სწავლობდნენ მისგან.

1
კჰაიალი – წარმოსახვა, ფანტაზია.
125
მათი კოლექტიური შემოქმედება ჰამზასა და მისი მეგობრების
საგმირო საქმეების შესახებ მოგოლების ჰინდუსტანის მხატვრულ
ხორცშესხმას წარმოადგენდა. მხატვრების გუნდი სიმბოლურად
ასახავდა, წინასწარ ჭვრეტდა და შესაძლოა, რამდენადმე თანაშე-
მოქმედიც იყო იმპერიის გაერთიანებისა დიადი მოგოლების მეთაუ-
რობით.
– ჩვენ ერთად ვხატავთ იმპერატორის სულს, – სევდიანად ეუბნე-
ბოდა დეშვანტი თანამოძმეებს, – და როცა მისი სული სხეულს და-
ტოვებს, ის ამ ნახატებში დაივანებს და უკვდავი გახდება მათში.
დიდებამ ოდნავაც ვერ შეცვალა დეშვანტის პესიმისტური დამო-
კიდებულება. ცოლი არ შეურთავს და რიში ბრძენების მსგავსად ას-
კეტურ ცხოვრებას ეწეოდა. ჟამთა სვლასთან ერთად მეტად იკეტე-
ბოდა საკუთარ თავში და ჰქონდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდე-
ბიც, როცა ფუნჯს საერთოდ ვერ ჰკიდებდა ხელს.
იჯდა სახელოსნოში და საათობით მიშტერებოდა ცარიელ კუთ-
ხეს, თითქოს იქ ერთ-ერთი ის ურჩხული მიმალულიყო, რომელსაც
ასეთი ვირტუოზული ოსტატობით ხატავდა წლების განმავლობაში.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო და უფრო უცნაურად
იქცეოდა, ის საუკეთესო ჰინდუსტანელ მხატვრად იყო აღიარებული,
საუკეთესო მოსწავლედ ორი დიდი სპარსი ოსტატისა, რომლებიც
იმპერატორის მამამ, ჰუმაიუნმა მოიყვანა თან, როცა მრავალი
წლის წინ ხანგრძლივი დევნილობიდან დაბრუნდა. სწორედ დეშვან-
ტი იხმო აკბარმა, როცა გადაწყვიტა, თავისი პაპის მკაცრი ბრძანება
გაეუქმებინა და დამალული პრინცესა ოჯახის წიაღში დაებრუნები-
ნა.
– დააბრუნე ის ამ სამყაროში, – უთხრა მან,– რამეთუ შენი ფუნჯი
ისეთ მაგიურ ძალას ფლობს, ნახატი შეიძლება გაცოცხლდეს კიდეც,
შენი ტილოდან შეიფრთხიალოს და ჩვენს ნადიმს შემოუერთდეს
126
ღვინის გასასინჯად, – თვით იმპერატორის მაგიური, სიცოცხლის
მიმნიჭებელი ძალა დროებით ამოწურული იყო, რადგან მისი წარ-
მოსახვითი ცოლის, ჯოდჰას შექმნასა და მისთვის სიცოცხლის შე-
ნარჩუნებას უდიდესი ენერგია დასჭირდა. ამდენად, რადგან არ ძა-
ლუძდა შექმნის კიდევ ერთი აქტის განხორციელება, ეს საქმე ხე-
ლოვნების ძალას მიანდო.
დეშვანტმა მაშინვე დაიწყო აკბარის დაკარგული პაპიდის ხატვა
და მალე მთელი სერია შექმნა საოცარი ნახატებისა, რომლებიც
თვით ჰამზას გმირობის ამსახველ ნახატებს ჩრდილავდნენ. მათში
ფერგანას მთელი ველი გაცოცხლდა: სამი ალაყაფის კარიანი,
წყლით მოუპირავი ციხესიმაგრე ანდიჟანისა (მასში ცხრა მდინარე
შეედინებოდა და მის მუდმივ ტყვედ რჩებოდა), და თორმეტმწვერვა-
ლიანი მთა ახლომდებარე ქალაქის – ოშის თავზე, უკაცრიელი ვე-
ლები, სადაც თორმეტ დერვიშს აებნა გზა მძვინვარე ქარიშხლის
დროს, გველებით, კამეჩებითა და კურდღლებით.
მის პირველივე ნახატზე დაკარგული პრინცესა იყო გამოსახული
– ოთხი წლის ლამაზი ბავშვი პატარა კალათით ხელში იეტი კენტის
მთების აყვავებულ ფერდობზე ბელადონას ფოთლებსა და ფესვებს
აგროვებდა. შესაძლოა, იმისთვის, რომ თვალები კიდევ უფრო
მბრწყინავი წარმოეჩინა, მტრები კი მოეწამლა.
პრინცესას ახლოს გაშლილი ველები ჩანდა გადაბარდნილი მი-
თიური მცენარეებით, რომელსაც ადგილობრივები აუიქ ოტის ეძახ-
დნენ, საერთოდ კი მანდრაგორას სახელით იყო ცნობილი.
მანდრაგორა, ანუ „ადამიანი-ურჩხული“ ბელადონას მონათესა-
ვე იყო და მიწის ზემოთ ძალიან ჰგავდა მას, მაგრამ მიწის ქვემოთ
მისი ფესვები ჯუჯა ადამიანს მოგაგონებდათ.
ისინი კიოდნენ, როცა მიწიდან ამოთხრიდი, სწორედ ისე, რო-
გორც ადამიანი იკივლებს, თუ ცოცხლად დამარხავ. მანდრაგორას
127
მაგიურ თვისებებს სადაოდ არავინ ხდიდა და ყველასთვის, ვინც ამ
პირველ ნახატს ნახავდა, ნათელი ხდებოდა, რომ დაუჯერებელი
მხატვრული ალღოს წყალობითა და წინასწარხედვის ნიჭის მად-
ლით, დეშვანტმა შეძლო ეჩვენებინა, რომ დაკარგული პრინცესა
ერთ-ერთი იმ რჩეულთაგანია, რომელმაც ინსტინქტურად იცის, რო-
გორ მოიქცეს თავის დასაცავად და კაცის გულის დასაპყრობად (ეს
ხომ ხშირად ერთი და იგივეა).
ეტყობა, თვითონ ნახატსაც კი მაგიური თვისებები ჰქონდა, იმი-
ტომ, რომ როცა გულბადანმა ის პირველად აკბარის სამყოფელში
დაინახა, მაშინვე მოაგონდა დაკარგული პრინცესას სახელი, ამდენ
ხანს რომ ენაზე ადგა და ჭამას უძნელებდა.
– მისი დედა მაკდუმ სალთან ბეგუმი იყო, – თქვა გულბადანმა,
როცა ელვარე ნახატზე დაიხარა. ისე ხმადაბლა ლაპარაკობდა, იმ-
პერატორსაც დახრა მოუწია, რომ გაეგონა, – ჰო, მაკდუმი ერქვა
დედამისს და ის შეიხ უმარ მირზას უკანასკნელი ნამდვილი სიყვა-
რული იყო. გოგონას კი ყარა ყიოზს ეძახდნენ, ყარა ყიოზს. ჰო, ჰო,
არ ვცდები. ხანზადას ის უსაზღვროდ ეზიზღებოდა, სანამ, რა თქმა
უნდა, არ გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იყო, ყველასთვის დაენახვები-
ნა, როგორ უყვარდა ის.
გულბადან ბეგუმმა ხანზადას პატივმოყვარეობის ამბები გაიხსე-
ნა. ყოველ დილით, როცა პრინცესა თვალს გაახელდა, – ეუბნებო-
და გულბადანი აკბარს, – უფროს სეფექალს ნაბრძანები ჰქონდა გა-
მოეცხადებინა: „უცქირეთ, ის იღვიძებს, ხანზადა ბეგუმი, მსოფლიო-
ში ულამაზესი ქალი თვალებს ახელს და თავისი მშვენიერების სამე-
ფოს მზერას ავლებს“.
იგივე რიტუალი მეორდებოდა, როცა ის თავის მამასთან – უმარ
შეიხ მირზასთან მიდიოდა, რათა მისთვის პატივი მიეგო.

128
„უცქირეთ! ის მობრძანდება! თქვენი ქალიშვილი, მსოფლიოს
ულამაზესი ქალი, ისევე განთქმული თავისი მშვენიერებით, რო-
გორც თქვენ – უძლეველობით“. მაშინ კი, როცა დედის ბუდუარში
შედიოდა, ხანზადას რაღაც მსგავსი თვით მრისხანე ურჩხული-დე-
დოფლისგან, კუტლუ ნიგარ ხანუმისგან ესმოდა.
ის თვალებიდან ცეცხლის ფრქვევით, გახშირებული სუნთქვით
ხვდებოდა პირმშოს გამოჩენას და წარმოთქვამდა: „ხანზადა, ჩემო
ულამაზესო ქალიშვილო, აქ მოდი და დაატკბე ჩემი მისუსტებული
მზერა შენი მშვენიერებით“.
მაგრამ შემდეგ მაკდუმ სალთანს გოგო გაუჩნდა, – ყველაზე უმ-
ცროსი პრინცესა. დაბადების დღიდანვე მას მეტსახელად ყარა ყი-
ოზი, ანუ შავთვალა შეარქვეს იმ უჩვეულო მიზიდულობის ძალის გა-
მო, რომელსაც გრძნობდა ყველა, ვისაც ის მიაჩერდებოდა. მალე
ხანზადამ შეამჩნია, რომ მისი ხოტბის შემსხმელთა ტონი აშკარად
შეიცვალა, თანდათან უფრო არაგულწრფელი გახდა და ეს აუტანე-
ლი იყო. მომდევნო წლებში პატარა გოგონას მოკვლის მცდელო-
ბებსაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ხანზადასა და ამ მცდელობებს შო-
რის კავშირის დადგენა ვერ მოხერხდა. ერთხელ შავთვალას საწამ-
ლავი რძიან ჯამში ჩაუყარეს. მან რძე დალია, მაგრამ უვნებელი
დარჩა, მისი პატარა ძაღლი კი, რომელსაც ყარა ყიოზმა მონარჩენი
რძე დაუსხა, საშინელი ტანჯვით მოკვდა გოგონას თვალწინ. სხვა
დროს სასმელში დაფქული ალმასი შეურიეს, რასაც მისი საზარელი
სიკვდილი უნდა გამოეწვია.
ამას „თხევადი ცეცხლის დალევას“ ეძახდნენ. მაგრამ ალმასის
ფხვნილმა ისე გაიარა მისი სხეული, რომ მას ვერაფერი დააკლო.
მკვლელობის მცდელობა მხოლოდ მაშინ გამოაშკარავდა, როცა
მონამ ღამის ქოთნის გაწმენდისას პრინცესას განავალში ელვარე
პატარა კენჭები აღმოაჩინა.
129
როცა ნათელი გახდა, რომ შავთვალა ზეადამიანურ თვისებებს
ფლობდა, მკვლელობის მცდელობები შეწყდა.
ხანზადა ბეგუმმა დაიოკა სიამაყე, გადაწყვიტა, ტაქტიკა შეეცვა-
ლა – მეტოქე პრინცესა როგორმე მოეთაფლა და დაეახლოებინა.
დიდი ხანი არ დასჭირვებია ხანზადას, რომ მთლიანად უმცროსი
ნახევარდის გავლენის ქვეშ აღმოჩენილიყო. უმარ შეიხ მირზას სა-
სახლის კარზე ალაპარაკდნენ, მისი უმცროსი გოგონას სახით დე-
დამიწაზე ლეგენდარული ალენკუვა დაბრუნდაო, მონღოლი მზის
ქალღმერთი, წინაპარი თემუჩინისა, ანუ იგივე ჩინგის ხანისა, რო-
მელსაც, როგორც ნათლის მბრძანებელს, ემორჩილებოდნენ ქვეს-
კნელის ბნელი ძალები, რადგან ეშინოდათ მისი, იცოდნენ, რომ მას
შეეძლო წყვდიადი გაეფანტა და მათი ერთადერთი საიმედო თავშე-
საფარი გაენადგურებინა. ალენკუვა იყო ასევე ადამიანთა სიცოც-
ხლისა და სიკვდილის განმგებელი. დრო გადიოდა და უკვე მრავა-
ლი ადამიანი აღიქვამდა მოზარდ გოგონას, როგორც მზის ქალ-
ღმერთს.
თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. შავთვალას მამას, ფადი-
შაჰ უმარ მირზას თურმე საშინელი ბედი ელოდა. ერთხელ ის ანდი-
ჟანთან ახლომდებარე ციხე-ქალაქ აკსის ეწვია (აჰ, აკსი, სადაც
უგემრიელესი ნესვი მოჰყავთ! აკსი, რომელიც დეშვანტის ნახატე-
ბის უძირო ხეობის ზედ კიდეზეა აგებული) და როცა საყვარელ მტრე-
დებს სტუმრობდა, ფეხქვეშ მიწა ჩაენგრა. ფადიშაჰი მტრედებსა და
სამტრედესთან ერთად ხეობაში გადაიჩეხა და ჩაიკარგა. ტახტზე
ავიდა შავთვალას ნახევარძმა, თორმეტი წლის ბაბარი. გოგონა ამ
დროს მხოლოდ ოთხი წლის იყო.
უმარ მირზას მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ და მომდევნო
არეულ-დარეულ დროში პატარა ყარა ყიოზი და მისი ზებუნებრივი

130
უნარები აღარავის გახსენებია და ალენკუვა, მზის ქალღმერთი,
კვლავ დაუბრუნდა თავის შესაფერის ადგილს – ზეცას.
მეფეთმეფე აკბარის დიდი პაპის, უმარ შეიხ მირზას გადავარდნა
დეშვანტის ერთ-ერთი საუკეთესო ნახატის სიუჟეტად იქცა. მასზე
უმარ მირზა თავდაყირა მიჰქროდა უფსკრულის ფსკერისკენ შვე-
ული, შავი კედლების ფონზე.
ძირითად ნახატს არშიად ჰქონდა შემოვლებული ნატიფად შეს-
რულებული, მცენარეების ორნამენტის ჩარჩოში ჩასმული სცენები
უმარ მირზას ცხოვრებიდან, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნიდნენ
მის შესახებ: დაბალი, მსუქანი, კარგი ხასიათის კაცი, ხალისიანი
მოსაუბრე, ნარდის თამაშის მოყვარული, სამართლიანი, მაგრამ
ფიცხიც. მასაც, ისევე როგორც ყველა მის შთამომავალს – ბაბარს,
ჰუმაიუნს, აკბარს, აკბარის ვაჟიშვილს სელიმს, დანიელსა და მუ-
რადს – მეტისმეტად უყვარდა ღვინო და მაგარი სასმელები და კი-
დევ მაჯუნის სახელით ცნობილი სელის ტკბილი ბურთულები – მისი
ტრაგიკული სიკვდილის მიზეზი. სწორედ მაჯუნით გაბრუებული და-
ედევნა მტრედს ზედ უფსკრულის პირას და შემდეგ ძირს, უფსკრუ-
ლის ფსკერისკენ დაეშვა, მოუსავლეთისკენ, სადაც მნიშვნელობა
აღარ აქვს, დაბალი იყავი თუ მაღალი, მსუქანი თუ გამხდარი, ხალი-
სიანი მოსაუბრე თუ სიტყვაძვირი; სადაც არც ნარდის მოთამაშეები
გეყოლება და არც მტრები; სადაც შეიძლება ნეტარებაში გაატარო
მთელი მარადისობა.
დეშვანტის ნახატი საშუალებას იძლეოდა უფსკრულის ძირამდე
ჩაგეხედა და დაგენახა დემონები, თავიანთ სამფლობელოში მეფის
ჩავარდნას რომ მიესალმებოდნენ.
მხატვრის მხრიდან ეს ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო, რამეთუ იმ-
პერატორის წინაპრის ჯოჯოხეთში მოხვედრის შესაძლებლობაზე
მინიშნებაც კი სიცოცხლის ფასად შეიძლება დასჯდომოდა:
131
ეს ხომ აკბარის ჯოჯოხეთში ტანჯვის დაშვებასაც ნიშნავდა. თუმ-
ცა, როცა იმპერატორმა ნახატი ნახა, მხოლოდ გაიცინა და თქვა:
„ჯოჯოხეთი უფრო საინტერესო ადგილი მგონია, ვიდრე მოსაწყენი
ანგელოზების მთელი ეს გუნდი“.
როცა „წყლისმსმელ“ ბადაუნის უთხრეს ამ გამონათქვამის შესა-
ხებ, მან დაასკვნა, რომ იმპერია დასაღუპავად იყო განწირული, რა-
მეთუ ღმერთი არ მოუთმენდა მონარქს, რომელსაც ასეთი სატანური
აზრები ჰქონდა. მაგრამ იმპერიამ გაძლო და არა მარადიულად,
თუმცა საკმაოდ დიდხანს იარსება. გადარჩა ასევე დეშვანტიც, მაგ-
რამ მას წინ გაცილებით ნაკლები ხანი ედო.
პატარა შავთვალას ცხოვრების მომდევნო წლები იმპერიის მძი-
მე, მშფოთვარე პერიოდის წლებს დაემთხვა. მისი უფროსი ძმა და
მფარველი ბაბარი მუდამ ლაშქრობებში იყო, ხან იმარჯვებდა, ხან
მარცხდებოდა, ტერიტორიებს იპყრობდა, შემდეგ ისევ კარგავდა.
თავს ესხმოდნენ ბიძები, ის კი ბიძაშვილებს ესხმოდა თავს, შემდეგ
მათ მამებსაც. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი, ოჯახური საქ-
მეები იყო. ამასობაში მათ უკან თემურის კლანის უბოროტესი
მტრის, უთვისტომო უზბეკის, უძლეველი მეომრის, ვოომვუდის, ანუ
შეიბან ხანის მრისხანე ფიგურა ამოიმართა. დეშვანტმა ხუთი, ექვსი
და შვიდი წლის ყარა ყიოზი დახატა, როგორც ზებუნებრივი არსება
ნათლის პატარა კვერცხში მოქცეული, მძვინვარე ბრძოლების ქარ-
ცეცხლის შუაგულში. ბაბარმა სამარყანდი დაიპყრო, მაგრამ ანდი-
ჟანი დაკარგა, ისევ დაიპყრო და შემდეგ ისევ დაკარგა, ამჯერად უკ-
ვე დებთან ერთად. ვოომვუდ ხანმა დიად ქალაქს ალყა შემოარტყა
და მის ყველა შემოსასვლელში, რკინის, ნემსებისმკეთებლების,
მღებავების ფირუზის ჭიშკრებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარე-
ობდა. და მაინც, ბოლოს, შიმშილმა ბაბარი გატეხა და აიძულა, შენ-
დობა ეთხოვა. შეიბან ხანმა, რომელსაც სმენოდა ბაბარის უფროსი
132
დის, ხანზადა ბეგუმის შეუდარებელი სილამაზის შესახებ, ბაბარს
შიკრიკი გაუგზავნა და ამცნო, რომ თუ მას ხანზადას გადასცემდნენ,
მას და მის ოჯახს საშუალება მიეცემოდათ მშვიდობიანად გას-
ცლოდნენ იქაურობას. ბაბარს არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა,
შემოთავაზებული პირობა მიეღო, ხანზადა კი იძულებული გახდა,
ძმის გადაწყვეტილებას დასთანხმებოდა.
ამრიგად, ხანზადა მსხვერპლად იქცა, ცოცხალ ნადავლად, პა-
იკად დიდ თამაშში, თითქოს ერთ-ერთი იმ მონა ქალთაგანი ყოფი-
ლიყოს, რომლებითაც მარმარილოს დაფაზე ჭადრაკს თამაშობ-
დნენ.
თუმცა სამარყანდის სამეფო სასახლეში გამოსათხოვარი შეკრე-
ბის დროს ქალმა ოჯახი დაიყოლია. მისი მარჯვენა ხელის თითები
პატარა დის მარცხენა ხელის მაჯას ჩააფრინდა და ხანზადამ წამო-
იყვირა: „მე მზადა ვარ წავიდე, მაგრამ მხოლოდ შავთვალასთან ერ-
თად“. იქ მყოფთაგან დარწმუნებით ვერავინ იტყოდა, რა ამოძრა-
ვებდა ხანზადას, სიძულვილი თუ სიყვარული, რადგან ყარა ყიოზის
მიმართ მის დამოკიდებულებაში ორივე გრძნობა ჩანდა. დეშვანტის
ნახატზე ამ სცენაში ცენტრალური ფიგურა ხანზადა იყო. მისი დაფ-
ჩენილი პირი მიანიშნებდა, რომ ის ხმამაღლა გამოხატავდა თავის
აღშფოთებას. შავთვალა მის გვერდით, ერთი შეხედვით, შეშინებუ-
ლი ბავშვივით გამოიყურებოდა, მაგრამ თუ მის უძირო თვალებს
უფრო ყურადღებით ჩააცქერდებოდი, გასაგები ხდებოდა, როგორი
მრისხანე ძალა იმალებოდა მათში. ნახატზე მასაც პირი გაეღო, ეტ-
ყობა, თავის მწარე ბედზე ჩიოდა და ყვიროდა, არ დაგემორჩილები-
თო. აღსანიშნავია ისიც, რომ ყარა ყიოზის მარჯვენა ხელსაც ვიღა-
ცის მაჯა ჩაებღუჯა. ამით მხატვარს იმის თქმა სურდა, თუ ხანზადა
ვოომვუდ ხანის ტყვეა, ხოლო ყარა ყიოზი – ხანზადასი, მაშინ პატა-
რა მონა, მეტსახელად სარკე, მისი ტყვეაო. ამდენად ნახატი აბსო-
133
ლუტური ძალაუფლების მანკიერი ბუნების ალეგორიად აღიქმებო-
და, აჩვენებდა, როგორ ეშვება ის ზემოდან ქვემოთ, ჯაჭვის მსხვილი
რგოლებიდან ყველაზე წვრილ რგოლებამდე. ადამიანები შებოჭი-
ლები იყვნენ და თავის მხრივ სხვებს ბოჭავდნენ. ყველა ერთი ჯაჭ-
ვით შეკრულიყო. თუკი ძალაუფლება გოდებაა, მაშინ სხვების არსე-
ბობა ამ გოდების ექო იყო. მისგან უბრალო, უმწეო ადამიანები
ყრუვდებოდნენ. ნახატზე კიდევ ერთი დეტალი იპყრობდა ყურადღე-
ბას:
დეშვანტის კომპოზიციაში პერსონაჟების ხელები ჩაკეტილ წრეს
ქმნიდნენ, იმიტომ რომ პატარა მონა გოგონას მარცხენა მაჯა მის
ნორჩ პატრონს მაგრად ჩაებღუჯა, მისი თავისუფალი მარჯვენა ხელი
კი ხანზადა ბეგუმის მარცხენა მაჯაზე იდო. და ასე იდგა სამი უმწეო
არსება, მათივე ხელების წრეში მოქცეული. ჩაკეტილი წრე იმის მაჩ-
ვენებელი იყო, რომ ექო შეიძლება საპირისპირო მიმართულებით
გავრცელდეს, მონა გოგონა შეიძლება ხანდახან თავისი ქალბატო-
ნის მბრძანებლად იქცეს. ისტორია შესაძლოა არა მხოლოდ ქვემო-
დან ზემოთ აცოცდეს, არამედ ზემოდან ქვემოთაც დაეშვას.
ხელისუფლება შეიძლება უპოვართა გოდებამ დააყრუოს.
დეშვანტი ყარა ყიოზის გამოსახულებით ახალ და ახალ ნახატებს
ქმნიდა, რომლებზეც მისი ნორჩი სილამაზე იყო აღბეჭდილი ტყვე-
ობისას და თანდათან ნათელი ხდებოდა, მხატვრის ფუნჯის მაგიური
ძალა. მის ტილოებზე ისე ჩქეფდა სიცოცხლე, რომ ბირბალმა, როცა
ისინი პირველად ნახა, წინასწარმეტყველურად განაცხადა: „მე
მხატვრის ბედი მაღელვებს. მას ისე გაგიჟებით უყვარს ეს დიდი ხნის
წინ გარდაცვლილი ქალი, გაძნელდება მისი წარსულისგან მოწყვე-
ტა და დღევანდელობაში დაბრუნება“. აკბარმა კი, როცა მშვენიერე-
ბით სხივმოსილი ქალი იხილა, დეშვანტის გენიით შექმნილი, უფრო
სწორად, სიცოცხლეს დაბრუნებული, ქალში ყარა ყოზუმი ამოიცნო,
134
შავთვალება მზეთუნახავი, „პოეტების მეფის“ ბრწყინვალე ვერსი-
ფიკატორის, ჰერატელი ალი შირ ნავაის მიერ ხოტბაშესხმული: „ბუ-
დე დაიდე ჩემს თვალთა სიღრმეში, ო, მშვენიერო. ოჰ, წერწეტა შენი
ტანი, ჩემის გულის ბაღში გაზრდილ ხეს რომ ჰგავს. შენს სახეზე ოფ-
ლის ერთი მძივისთვის, მზად ვარ, სიცოცხლეს გამოვეთხოვო“. სწო-
რედ ბოლო სტრიქონი ამ ლექსისა „მზად ვარ, სიცოცხლეს გამო-
ვეთხოვო“ ჩააგვირისტა დეშვანტმა ყარა ყიოზის კაბის ქსოვილში.
ჰერატი, ანუ, როგორც მას უწოდებდნენ, „აღმოსავლეთის ფლო-
რენცია“ შეიბანმა მალე, სამარყანდის აღების შემდეგ ჩაიგდო ხელ-
ში. სწორედ ამ ქალაქში გაატარეს ტყვეობის წლების დიდი ნაწილი
ხანზადმა, ყარა ყიოზმა და სარკემ.
ხალხი ამბობდა, თუ მთელი მსოფლიო ოკეანეა და ამ ოკეანეში
ერთი მარგალიტია, ეს მარგალიტი ჰერატიაო.
ნავაი ამტკიცებდა, ჰერატში ჯოხი რომ მოიქნიო, შეგიძლია დარ-
წმუნებული იყო, პოეტს მოხვდებაო. „ოჰ, ლეგენდარული ჰერატი
მეჩეთებისა, სასახლეებისა და ბაზრებისა, სადაც შეიძლება ჯადოს-
ნური მფრინავი ხალიჩები შეიძინო! ჰო, ეს მართლაც საოცარი ად-
გილია“, – ფიქრობდა აკბარი. მაგრამ დეშვანტის ჰერატი, პრინცესა
ყარა ყიოზის სილამაზით გასხივოსნებული, ნამდვილზე ათასჯერ
უფრო მშვენიერი იყო – საოცნებო ჰერატი, საგანგებოდ შექმნილი
საოცარი ქალისთვის, რომელზეც, როგორც ბირბალმა სწორად ივა-
რაუდა, მხატვარი უიმედოდ იყო შეყვარებული.
დეშვანტი განუწყვეტლივ ხატავდა, დღისით თუ ღამით, შეუსვე-
ნებლად.
კიდევ უფრო გახდა და თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, მაგრამ
კვლავ ხატავდა და ხატავდა. მეგობარი მხატვრები შიშობდნენ, ასეთ
დაძაბულ მუშაობას დიდხანს ვეღარ გაუძლებსო. „მთლად ჩაიკარგა
საკუთარ თავში, – ჩასჩურჩულა ერთხელ აბდუს სამადმა მირ საიდ
135
ალის, – ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სურს, რეალური ცხოვრე-
ბის მესამე განზომილებაზე საერთოდ თქვას უარი და თავისივე ნა-
ხატს შეერწყას“. ბირბალის შენიშვნის მსგავსად, ეს სიტყვებიც გამ-
ჭრიახი გონების დაკვირვების შედეგი იყო და მათი ჭეშმარიტება მა-
ლე დამტკიცდა.
დეშვანტის კოლეგებმა მისი თვალყურის დევნება დაიწყეს, რად-
გან შიშობდნენ, ამ გაჭიანურებული შავი მელანქოლიის პერიოდში
თავს არაფერი მოსწიოსო.
ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და მხატვარს გამუდმებით უთვალ-
თვალებდნენ, რაც ძნელი საქმე არ იყო, რადგან მას სამუშაოს გარ-
და არაფერი აინტერესებდა. ხედავდნენ, როგორ მოერეოდა ხოლმე
სიგიჟე და ნახატებს გულში იკრავდა, ესმოდათ მისი ჩურჩული:
„ისუნთქე“. ის მაშინ მუშაობდა კომპოზიციაზე „ყარა ყიოზ ნამე“, ანუ
„ლეგენდა შავთვალა ქალბატონზე“, რომელიც სერიის ბოლო ნახა-
ტი აღმოჩნდა. მას დინამიკურობა და განზოგადების სიღრმე გამო-
არჩევდა.
ნახატის კუთხეში ვოომვუდ ხანი ჩანდა, იგი კასპიის ზღვასთან
სისხლისგან იცლებოდა.
ზღვაში უცნაური არსებები ფუთფუთებდნენ. სურათის დანარჩენი
სივრცე ასახავდა სცენას: ვოომვუდის მძლეველი სპარსეთის შაჰი
ისმაილი ჰერატელ ტყვეებს მიესალმებოდა. სპარს მეფეს სახეზე
წყენა აღბეჭდვოდა. ამან აკბარს თვით დეშვანტის გამომეტყველება
მოაგონა და გაიფიქრა, შესაძლოა, მხატვარი ამ ხერხით დაკარგუ-
ლი პრინცესას ისტორიაში საკუთარი თავის ჩართვას შეეცადაო.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დეშვანტი კიდევ უფრო შორს წავიდა.
საქმე ის იყო, რომ მიუხედავად მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ
ყოფნისა, მხატვარი როგორღაც უკვალოდ გაქრა. ის აღარავის უნა-
ხავს არც სასახლის კარზე, არც თვით ქალაქ სიკრიში და არც ჰინ-
136
დუსტანის სხვა მხარეში. მისი სხეული არც ტბის ტალღებს გამოური-
ყავს და არც ჩამომხრჩვალი უპოვიათ.
ის უბრალოდ გაუჩინარდა, თითქოს არც არასდროს არსებული-
ყოს და მასთან ერთად გაქრა „ყარა ყიოზ ნამეს“ ყველა ნახატი, გარ-
და უკანასკნელისა, რომელზეც ქალი უფრო ლამაზად გამოიყურე-
ბოდა, ვიდრე თვით დეშვანტმა მოახერხა თავის ნახატებში: ტილოზე
ასახული იყო შავთვალას შეხვედრა კაცთან, რომელსაც ეწერა, მისი
ბედისწერა გამხდარიყო.
საიდუმლოს, როგორც მოსალოდნელი იყო, ბირბალმა ახადა
ფარდა. დეშვანტის გაუჩინარებიდან რვა დღის შემდეგ, აკბარის სა-
სახლის კარის ეს ყველაზე გამჭრიახი კაცი დაჟინებით ჩასჩერებოდა
მხატვრის უკანასკნელ ნამუშევარს იმის იმედით, რომ დეშვანტის
გაქრობის მიზეზს მიაგნებდა.
მან უცნაურ ტექნიკურ დეტალზე გაამახვილა ყურადღება, რომე-
ლიც აქამდე შეუმჩნეველი რჩებოდათ. ისე ჩანდა, თითქოს ნახატის
მარცხენა კუთხე ცოტათი გასცდა მხატვრის მიერ არჩეულ ფორმატს
და ორი დუიმის სისქის ორნამენტის ქვეშ გარკვეულ მანძილზე
გრძელდებოდა. ნახატი სახელოსნოში დააბრუნეს – მას თვით იმპე-
რატორი გაჰყვა ბარბალთან და აბულ ფაზლთან ერთად.
ორი სპარსი მხატვრის ზედამხედველობის ქვეშ ჩარჩო ფრთხი-
ლად მოაცილეს ფურცელს, რომელზეც ნახატი იყო შესრულებული
და როცა მისი დამალული ნაწილი დამსწრეთათვის ხილული გახდა,
მათ გაოცების ყვირილი აღმოხდათ – იქ პატარა გომბეშოსავით მო-
ბუზული, მკლავქვეშ გამოჩრილი ნახატების დიდი შეკვრით, იდგა
დეშვანტი, დიდი მხატვარი, კედლის სატირული ნახატების ავტორი,
მეფის ტახტრევნის მზიდავის ვაჟიშვილი და „ყარა ყიოზ ნამეს“ ქურ-
დი. დეშვანტი, რომელიც მისთვის ერთადერთ რეალობად ქცეულ

137
სამყაროში გაიქცა – იმ სამყაროში, რომელშიც გაუჩინარებული
პრინცესა ცხოვრობდა.
მხატვარმა თვითონ შექმნა ეს სამყარო და ამ სამყარომ ის მიიღო.
მან ლამის შეუძლებელი აქტი განახორციელა – სრულიად საწინა-
აღმდეგო იმპერატორის ნამოქმედარისა, როცა მან თავისი ოცნების
შეყვარებულს სიცოცხლე შთაბერა: საკუთარი ფანტაზიის ნაყოფის
გაცოცხლების ნაცვლად, სიყვარულით შთაგონებული დეშვანტი
თვით იქცა წარმოსახვით არსებად. აკბარი მიხვდა: თუ რეალობასა
და წარმოსახვას შორის ზღვარი ერთი მიმართულებით შეიძლება
გადაიკვეთოს, ის ასევე შეიძლება გადაიკვეთოს მეორე მხრიდანაც
– მეოცნებე თავისივე ოცნებად იქცეს.
– ჩასვით ისევ ჩარჩოში, – ბრძანა მან, – დაე, ამ საცოდავის სულ-
მა მშვიდად განისვენოს.
მისი ბრძანება შეასრულეს და დეშვანტი იქ აღმოჩნდა, სადაც მი-
სი ადგილი იყო, ისტორიის განაპირას – მივარდნილ, მიყრუებულ
კუთხეში, მაშინ როცა ავანსცენაზე პირისპირ მდგარნი დარჩნენ ხე-
ლახლა აღმოჩენილი პრინცესა და მისი ახალი შეყვარებული – ყა-
რა ყიოზი, იგივე ანჟელიკა და სპარსეთის შაჰი ისმაილი.

138
II ნაწილი

139
9. ჩამომხრჩვალის თესლი მიწაზე ეცემა...

„ჩამომხრჩვალის თესლი მიწაზე ეცემა, – კითხულობდა ილ მაკია


ხმამაღლა, – და სწორედ იმ ადგილას იპოვი მანდრაგორას“. პატა-
რა ბიჭობისას, როცა ნინო არგალია და მისი საუკეთესო მეგობარი
ილ მაკია ჯერ კიდევ პერკუსინის ოლქის სოფელ სანტ ანდრეაში
ცხოვრობდნენ, რომელიც ფლორენციაში მდებარეობს, ოცნებობ-
დნენ მანდრაგორას ფესვები ეპოვათ, რათა საპირისპირო სქესზე
მაგიური ზეგავლენა მოეპოვებინათ. ფიქრობდნენ, ოდესღაც, სად-
ღაც ერთი კაცი მაინც როგორ არ იქნება ჩამოხრჩობილი ამ ტყეებ-
შიო და თვეების განმავლობაში ეძებდნენ მანდრაგორას ნიკოლოს
ოჯახის კუთვნილ კაფაჯოს მუხების ჭალაში და სანტა მარია დელ იმ-
პრუნეტას მონასტრის მიმდებარე ველებზე. იმ ტყეშიც კი შედიოდ-
ნენ, სადაც ბიბიონის ციხესიმაგრე იდგა, მაგრამ მხოლოდ სოკოებს
პოულობდნენ. თუმცა იქ ერთხელ უცნაური შავი ყვავილიც აღმოა-
ჩინეს და მისგან მთელ ტანზე გამონაყარით დასაჩუქრდნენ. შემდეგ
გადაწყვიტეს, იქნებ სულაც არ არის აუცილებელი მანდრაგორა მა-
ინცდამაინც ჩამომხრჩვალის თესლმა გაანაყოფიეროსო და ბევრი
ხახუნისა და ხვნეშის შემდეგ საკუთარი სხეულებიდან რამდენიმე
წვეთი გამოწურეს, თუმცა მიწა გულგრილი დარჩა მათი მცდელობის
მიმართ და მანდრაგორა არ აღმოაცენა. შემდეგ, აღდგომის კვირას,
როცა უკვე თითქმის ათი წლისანი იყვნენ, ლორენცო მედიჩის ბრძა-
ნებით, ოთხმოცი შეთქმული, მათ შორის, სრული რეგალიების მქო-
ნე არქიეპისკოპოსი გამოკიდეს პალაცო სინიორიის ფანჯრებში.
სწორედ ამ დროს არგალია ილ მაკიასა და მის მამას – ბერნარდოს
სტუმრობდა მათ საგვარეულო სახლში, პონტო ვეკოს მოპირდაპირე
მხარეს, ხსენებულ პალაცოსთან სავსებით ახლოს და როცა დაინა-
ხეს, რომ ყველა გარბოდა, ისინიც მათთან ერთად გაიქცნენ.
140
ბერნარდო ორ პატარა ბიჭთან ერთად გარბოდა, მათზე არანაკ-
ლებ აღელვებული და შეშინებული. ის ნაკითხი კაცი იყო, მხიარული
და წყნარი ხასიათის. სისხლის დანახვა გულს ურევდა, მაგრამ ჩა-
მომხრჩვალ ეპისკოპოსს ყოველდღე ვერ იხილავ და ასეთი სანა-
ხაობის ნახვა ნამდვილად ღირდა.
ბავშვებმა თუნუქის ჯამების წამოღება მოასწრეს – ვინ იცის, იქნებ
გამართლებოდათ და რამდენიმე სასურველი წვეთი ჩაეგდოთ ხელ-
ში. მოედანზე თავიანთი მეგობარი, აგოსტინო ვესპუჩი დაინახეს. ის
სწორედ ფანჯრების ქვეშ იდგა, აღგზნებული ხტუნავდა, უხამს ჟეს-
ტებს აკეთებდა ჩამოხრჩობილების მისამართით და თან უკანასკნე-
ლი სიტყვებით იგინებოდა:
„მოგ...ნთ სუყველა, თქვენი ქალიშვილები და თქვენი დები,
თქვენი დედები და ბებიები, თქვენი ძმები და ცოლები და მათი დედა
და მათი დედის დებიც“, – უყვიროდა ხრწნადაწყებულ გვამებს, ქარი
რომ არწევდათ. როცა არგალიამ და ილ მაკიამ მანდრაგორას მა-
გიური თვისებების შესახებ ჩასჩურჩულეს, მან ჯამს დაავლო ხელი,
წავიდა და არქიეპისკოპოსის პენისის ქვეშ დადგა.
მოგვიანებით, როცა პერკუსინში დაბრუნდნენ, ჯამები მიწაში
ჩაფლეს, მათი აზრით, სატანური სიტყვები წაიჩურჩულეს და სიყვა-
რულის მცენარის აღმოცენების ხანგრძლივ, ამაო მოლოდინს შეუდ-
გნენ.
„ჩამოხრჩობილი მოღალატეების ამბავი, – უთხრა იმპერატორმა
აკბარმა ამ ადგილას მოგორ დელ ამორეს, – არასდროს არის ბო-
ლომდე მართალი“.
ეს სამნი თავიდანვე მეგობრობდნენ – ანტონიო არგალია, ნიკო-
ლო ილ მაკია და აგო ვესპუჩი. მათგან ყველაზე შეუპოვარი, ოქროს-
თმიანი აგო, ვესპუჩების ყიამყრალ ჩხუბისმოყვარულთა კლანს
ეკუთვნოდა. ისინი ონისანტში, ხალხით გადაჭედილ ქალაქის კვარ-
141
ტალში ცხოვრობდნენ შექუჩებულად და ზეთისხილით, ღვინითა და
მატყლით ვაჭრობდნენ არნოს ნაპირის მეორე მხარეს – იმ მხარის
მცხოვრებლებთან, რომელსაც დრაკონის ბუდეს ეძახდნენ. აგო მუ-
დამ ბილწსიტყვაობდა და ყვიროდა. ეს გასაკვირიც არ იყო, სხვანაი-
რად ხომ ვესპუჩებს, უბრალოდ, ლაპარაკი არ შეეძლოთ. ერთმა-
ნეთსაც ისევე უყვიროდნენ, თითქოს „ძველი ბაზრის“ დალაქები და
წამლით მოვაჭრენი ყოფილიყვნენ. აგოს მამა ლორენცო მედიჩის
კანცელარიაში მუშაობდა ნოტარიუსად და სააღდგომო ხოცვა-ჟლე-
ტისა და ჩამოხრჩობის შემდეგ გამარჯვებულთა ბანაკში აღმოჩნდა.
„მაგრამ იმ დედა მოტ...ლი პაპის ჯარი მაინც დაგვესხმება თავს, იმი-
ტომ რომ ჩვენ მისი დედამოტყ...ლი მსახური მოვკალით, – წასჩურ-
ჩულა აგომ თავის მეგობრებს, – და ნეაპოლის დედამოტ... ლი მე-
ფის ჯარის თავდასხმისაც უნდა გვეშინოდეს“.
მისი ბიძაშვილი, ოცდაოთხი წლის ამერიგო, ანუ ალბერიკო ვეს-
პუჩი სასწრაფოდ მოამზადეს და ბიძას, გვიდოს გააყოლეს პარიზში,
რომ საფრანგეთის მეფისთვის მედიჩების კლანის დახმარება ეთხო-
ვათ. გამგზავრებისას ამერიგოს ისეთი შუქი უელავდა თვალებში,
აგო მიხვდა, მას პარიზი უფრო მეტად აინტერესებდა, ვიდრე მეფეს-
თან შეხვედრა. თვითონ აგოს მოგზაურობა არ იტაცებდა.
– მე ახლავე ვიცი, ვინ გამოვალ, როცა გავიზრდები, – უთხრა ერ-
თხელ მეგობრებს პერკუსინის ტყეებში ხეტიალისას, რომელშიც
მანდრაგორა ვერა და ვერ აღმოაჩინეს, – ერთი გაქუცული ვაჭარი.
ცხვრებით ვივაჭრებ ან ღვინით, და თუ კანცელარიაში დავიწყე მუ-
შაობა, ერთი გამოსირებული დავთრების გადამწერი ვიქნები ყო-
ველგვარი ნათელი პერსპექტივის გარეშე.
მიუხედავად უღიმღამო მომავლისა, რომელსაც თავს უქადდა,
აგოს ფანტაზიორობა უყვარდა და ბევრი დაუჯერებელი ამბავი იცო-
და – მარკო პოლოს თავგადასავლების მსგავსი. ის ჰყვებოდა ზღაპ-
142
რულ მოგზაურობებზე და, რა თქმა უნდა, მისი მონათხრობიდან ერ-
თი სიტყვაც კი არავის სჯეროდა, თუმცა ყველა სიამოვნებით უსმენ-
და. განსაკუთრებით ქალაქის ისტორიაში (ან იქნებ დედამიწის შექ-
მნიდან მოყოლებული, მთელ მსოფლიოში) ყველაზე ლამაზი გოგო-
ნას ამბავი მოსწონდათ. სულ ორიოდე წელი იყო გასული მას შემ-
დეგ, რაც ფლორენციამ ჭლექისგან გარდაცვლილი სიმონეტა კატა-
ნეო დაიტირა, ცოლი აგოს ერთ-ერთი ბიძაშვილის, მარკო ვესპუჩი-
სა, რომელსაც ზურგს უკან, რქებდადგმულ მარკოს, ან კიდევ შერე-
კილს ეძახდნენ. საქმე ის იყო, რომ ფერმკრთალი სიმონეტას ხიბლს
ვერავინ უძლებდა. მისი დანახვისთანავე კაცები ცეცხლზე დადებუ-
ლი ქონივით დნებოდნენ და მზად იყვნენ, მისი ნაფეხურები დაეკოც-
ნათ. და არა მხოლოდ კაცებს, ის ქალებსაც უყვარდათ, ძაღლებსა
და კატებსაც. ეტყობა, ავადმყოფობასაც უყვარდა, იმიტომ რომ გარ-
დაცვალებისას ოცდაოთხი წლისაც არ იყო. სიმონეტა მარკო ვესპუ-
ჩიმ შეირთო, მაგრამ კაცი იძულებული იყო შერიგებოდა იმას, რომ
ცოლი მთელი ქალაქისთვის უნდა გაეზიარებინა. თავიდან ამას
მორჩილებით, თავდახრილი აკეთებდა, რაც მუდამ ინტრიგების მა-
ძიებელი, შურიანი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მისი გო-
ნებრივი სისუსტის დადასტურება იყო. „ასეთი მშვენიერება არ შეიძ-
ლება მხოლოდ ერთის საკუთრება იყოს, – იტყოდა ხოლმე მარკო
იდიოტური გულუბრყვილობით, – ის საერთო სახალხო საკუთრე-
ბაა, ისევე როგორც მდინარე, ან ხაზინის ოქრო, ან ტოსკანის გამ-
ჭვირვალე სინათლე და მსუბუქი ჰაერი“. მხატვარმა ალესანდრო
ფილიპეპიმ სიმონეტა მრავალჯერ დახატა, სიკვდილამდეც და სიკ-
ვდილის შემდეგაც. დახატა ჩაცმულიც და შიშველიც, გაზაფხულისა
თუ ქალღმერთი ვენერას, და თვითონ მისი სახითაც. პოზირებისას
ქალი ალესანდროს „ჩემს პატარა კასრს“ ეძახდა, რადგან იგი ყო-
ველთვის მის უფროს ძმაში ერეოდა, რომელსაც ხალხი მართლა
143
ბოტიჩელის, ანუ „პატარა კასრს“ ეძახდა სხეულის მრგვალი ფორ-
მების გამო. უმცროს ფილიპეპის კი კასრს არაფერი უგავდა, მაგრამ
რადგან სიმონეტას ასე სურდა, წინააღმდეგი არ იყო და მალე შერ-
ქმეულ მეტსახელზე გამოხმაურება დაიწყო.
ასეთი ძლიერი ხიბლი ჰქონდა სიმონეტას – კაცებს იმად აქცევ-
და, რაც თვითონ სურდა, რომ ყოფილიყვნენ – ღმერთად თუ ოთახის
ძაღლად, პატარა კასრად თუ სკამად, რომელზეც შეეძლო ფეხები
შემოეწყო და, რა თქმა უნდა, ვნებიან საყვარლად. შეეძლო ბიჭების-
თვის ებრძანებინა, თავი მოეკლათ მისდამი სიყვარულის დასამტკი-
ცებლად და ისინი ასეც მოიქცეოდნენ, მაგრამ მეტისმეტად კეთილი
იყო საამისოდ და უსაზღვრო ხიბლი ცუდი საქმისთვის არასდროს
გამოუყენებია. სიმონეტას კულტი კი სულ უფრო იზრდებოდა, ხალხი
მასზე მალულად ლოცულობდა, ეკლესიებში ჩურჩულით იმეორებ-
დნენ მის სახელს, თითქოს ცოცხალი წმინდანი ყოფილიყოს. მალე
მის მიერ ჩადენილ სასწაულებზე დაიწყო მითქმა-მოთქმა: თითქოს
კაცი, რომელმაც მას შეხედა, თვალისმომჭრელი სილამაზის ხილ-
ვისგან უცებ დაბრმავდა, მეორეს კი, ბრმას, თვალი აეხილა, როცა
ქალმა თანაგრძნობით მოუსვა ფერმკრთალი თითები წარბებზე, და-
ვარდნილი ბავშვი უცებ ფეხზე წამოხტა და მას გაეკიდა, მეორე ბიჭს
კი დამბლა დაეცა, როცა მის ზურგს უკან უხამსი ჟესტი გააკეთა. ძმე-
ბი მედიჩები – ლორენცო და ჯულიანო – მასზე ჭკუას კარგავდნენ და
მის პატივსაცემად ტურნირიც კი მოაწყვეს. ჯულიანოს ხელში დროშა
ეჭირა ფილიპეპის მიერ შესრულებული სიმონეტას პორტრეტითა და
ფრანგული წარწერით: „la sans pareille“ – „შეუდარებელი“. ამით
იმის თქმა სურდა, რომ ძმას დაასწრო და ღვთაებრივი ქალის კე-
თილგანწყობა მოიპოვა.
ძმებმა ის თავიანთ სასახლეში გადაიყვანეს და მაშინ შტერი მარ-
კოც კი მიხვდა, რომ მის ოჯახში რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ მკაც-
144
რად გააფრთხილეს, წინააღმდეგობის გაწევა სიცოცხლის ფასად
დაუჯდებოდა. ამის შემდეგ მარკო ვესპუჩი ერთადერთი კაცი გახდა
ქალაქში, რომელსაც სიმონეტას მშვენიერება ვერ აჯადოებდა. „ის
ხომ მეძავია, – იტყოდა ხოლმე სამიკიტნოებში, რომელთა ხშირი
სტუმარი გახდა, რათა ღვინოში ჩაეხშო ცოლის ღალატით გამოწ-
ვეული მწუხარება, – ჩემთვის ის მედუზას არაფრით ჯობია“. ქალა-
ქის სტუმრები, რომლებიც მარკოს ოჯახურ საქმეებში ჩახედული არ
იყვნენ, ხშირად სცემდნენ ხოლმე მას „შეუდარებლის“ ცილისწამე-
ბისათვის და, ბოლოს და ბოლოს, იძულებული გახდა სახლში მჯდა-
რიყო ონისანტში და ღვინო მარტოს ესვა.
შემდეგ სიმონეტა ავად გახდა, მალე გარდაიცვალა და ფლორენ-
ციაში ყველა ალაპარაკდა იმის თაობაზე, ქალაქმა უსაზღვროდ
მომხიბლავი ქალი დაკარგა და მასთან ერთად ქალაქის სულის რა-
ღაც ნაწილიც გაქრაო. ადამიანებმა იმის დაჯერებაც კი დაიწყეს,
რომ ის ერთ დღეს მკვდრეთით აღდგებოდა, ხოლო მის მეორედ
მოსვლამდე ფლორენცია აღარასოდეს იქნებოდა ის, რაც იყო. მა-
შინ სიმონეტა, როგორც მხსნელი, მათ ცოდვებს გამოისყიდდა.
„თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ჩაიდინა ჯულიანომ, რომ სიმონე-
ტა ცოცხალი დარჩენილიყო, – სისინით ეუბნებოდა აგო მეგობრებს
მონასტრის ჭალაში, – მან ის ვამპირად აქცია!“ სიმონეტას ბიძაშვი-
ლის ქმრის ცნობით, ჯულიანმა ვამპირებზე საუკეთესო მონადირე,
ვინმე დომენიკო სალსედო იხმო და უბრძანა, ქალთან ერთ-ერთი
ცნობილი ვამპირი მიეყვანა. მომდევნო ღამით სალსედომ ავად-
მყოფთან ვამპირი მიიყვანა და მან ქალს უკბინა. მაგრამ სიმონეტამ
არ მოისურვა მარად ცოცხალთა ამ უფერულ მასას შეერთებოდა.
როცა გააცნობიერა, რომ ვამპირი გახდა, მაშინვე პალაცო ვეკოს
კოშკიდან გადაეშვა, და ჭიშკართან ახლოს, გალავნის წვეტიან მე-
სერზე ჩამოეცვა.
145
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი ძალისხმევა დასჭირდე-
ბოდათ ძმებ მედიჩებს ამ ამბის მისაჩუმათებლად.
სწორედ ასე დაიღუპა ფლორენციის პირველი მზეთუნახავი, რო-
გორც მისი ბიძაშვილი ჰყვებოდა და ამის შემდეგ მის მკვდრეთით
აღდგომაზე საუბარი ზედმეტი იყო. მარკო ვესპუჩიმ ამ სამწუხარო
ამბის გადატანა ვერ შეძლო და გაგიჟდა. „მართლა სულელი იყო, –
იქედნურად ამბობდა მასზე აგო, – მე რომ ასეთი ავხორცი ცოლი
მყოლოდა, ყველაზე მაღალ კოშკში ჩავკეტავდი, სადაც ვერავინ
მისწვდებოდა“. რაც შეეხება ჯულიან მედიჩის, ის პაზის კლანის ამ-
ბოხების დროს სასიკვდილოდ დაჭრა ერთ-ერთმა შეთქმულმა. „პა-
ტარა კასრი“ – ფილიპეპი კი, კვლავ განაგრძობდა სიმონეტას ხატ-
ვას, თითქოს იმედი ჰქონდა, ამ ხერხით მას მკვდრეთით აღვადგენო.
– სწორედ ისე, როგორც დეშვანტი, – წაიჩურჩულა გაოცებულმა
აკბარმა.
– შესაძლოა ადამიანთა მოდგმის წყევლა ის კი არ იყოს, – გამო-
ეხმაურა მოგორ დელ ამორე, – რომ ჩვენ ერთმანეთისგან გან-
ვსხვავდებით, არამედ ის, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. სამი
მეგობარი ახლა დღის უმეტეს ნაწილს ტყეში ხეტიალში ატარებდა:
ეძებდნენ მანდრაგორას, მასტურბირებდნენ, სხეულებიდან წვე-
თების გამოსაწურად, ჰყვებოდნენ რაღაც დაუჯერებელ ამბებს თავი-
ანთი ოჯახების შესახებ.
ამ ყველაფერს მხოლოდ შიშის დასამალად აკეთებდნენ, რადგან
მალე, პაზის შეთქმულების დათრგუნვის შემდეგ, ფლორენციაში შა-
ვი ჭირი გავრცელდა და ბავშვები უსაფრთხოების მიზნით სოფელში
გაგზავნეს.
ქალაქში დარჩენილ ნიკოლოს მამას, ბერნარდოს, სენი შეეყარა,
მაგრამ მცირერიცხოვან გადარჩენილთა შორის აღმოჩნდა. ნიკო-

146
ლო მეგობრებს უმტკიცებდა, მამა დედაჩემმა, ბარტოლომეომ გა-
დაარჩინა, რომელიც მას მარცვლოვანებით მკურნალობდაო.
„როცა ჩვენს ოჯახში ვინმე ავად ხდება, დედა მას შვრიის ფაფას
უსვამს მთელ სხეულზე, – სერიოზული სახით, ჩურჩულით ამბობდა
ის, რომ ბუებს არ გაეგონათ, – სხვადასხვა ბურღულეულს იყენებს,
იმის მიხედვით, რა სჭირს ავადმყოფს.
თუ უბრალოდ უქეიფოდ არის, ტკბილ ყვითელ სიმინდს აძლევს,
უფრო სერიოზული ავადმყოფობის შემთხვევაში თეთრ ფრიულის
უმატებს, ახლა გავრცელებული სენით დაავადებისას კი კომბოს-
ტოს, პომიდორს და კიდევ რაღაც სასწაულმოქმედ რამეებსაც ურე-
ვს წამალში. დედა მთლად გვაშიშვლებს და თავიდან ფეხებამდე
ცხელი ფაფით გვზელს.
ფაფა სენს შეიწოვს სხეულიდან და ავადმყოფი რჩება. აი, ასეა!
დედაჩემის წამალი შავ ჭირსაც კი კურნავს“. მისი ნაამბობის შემდეგ
არგალიამ ილ მაკიას ოჯახს „სიმინდის ფაფა“ შეარქვა და სიმღერე-
ბი შეთხზა წარმოსახვით საყვარელ გოგოზე – სახელად ფაფაზე.
„ოქროს ფლორინი რომ იყოს, დავხარჯავდი, – მღეროდა ის, – წიგ-
ნი რომ იყოს, გავაჩუქებდი“. აგოც შეუერთდა და წაიმღერა: „მშვილ-
დი რომ იყოს, მოვღუნავდი, კურტიზანი რომ იყოს – გავაქირავებდი,
ჩემს მშვენიერ ფაფას“. ბოლოს ილ მაკიაც შეეგუა, დაცინვა აღარ
სწყინდა და თვითონაც მღეროდა: „წერილი იყოს, გავაგზავნიდი,
რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, ამოვხსნიდი“. მალე საშინელი ამბა-
ვი შეიტყვეს: ნინო არგალიას მშობლებს შავი ჭირი შეჰყროდათ –
ორივე გარდაიცვალა და არგალია ათი წლის ასაკში დაობლდა.
სწორედ იმ დღეს, როცა ნინო მუხის ტყეში მივიდა, რომ ილ მაკია-
სა და აგოსთვის მშობლების სიკვდილის შესახებ შეეტყობინებინა,
მეგობრებმა მანდრაგორა იპოვეს. ის პატარა, შეშინებული ცხოვე-
ლივით ჩამოვარდნილი ტოტის ქვეშ იყო მიმალული.
147
– ახლა მხოლოდ ცოტა რამ დაგვრჩა, – სევდიანად თქვა აგომ, –
წარმოვთქვათ ჯადოსნური სიტყვა, რომელიც კაცებად გვაქცევს.
ამის გარეშე რა აზრი აქვს ქალებისთვის თავბრუს დახვევას.
არგალიას მოსვლისთანავე ბიჭები მისი გამომეტყველებით მიხ-
ვდნენ, რომ ჯადოსნური სიტყვა უკვე იცოდა. მანდრაგორა უჩვენეს,
მაგრამ მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა და გულგრილად თქვა:
– ასეთი სისულელეები უკვე აღარ მაინტერესებს. გენუაში მინდა
გავემგზავრო და კონდოტიერების რაზმს შევუერთდე.
კონდოტიერები დაქირავებული ჯარისკაცები იყვნენ. ისინი ემსა-
ხურებოდნენ იტალიის ყველა იმ ქალაქ-სახელმწიფოს, რომელსაც
საკუთარი ჯარის ყოლის ფუფუნება არ ჰქონდა. თუმცა ახლა კონდო-
ტიერების მზე ჩადიოდა. ასი წელი გავიდა, მაგრამ ფლორენციას ჯერ
კიდევ ახსოვდა თავისი მხსნელი, მამაცი კონდოტიერი ჯოვანი მი-
ლანო, წარმოშობით შოტლანდიელი, რომელსაც სამშობლოში ჯონ
ჰაუკსბენკის სახელით იცნობდნენ. საფრანგეთში მას ჟან ობენკს
ეძახდნენ, შვეიცარიის გერმანულენოვან კანტონებში – ჰანს ჰოხს.
იტალიაში ჯოვანი მილანო შეარქვეს, რადგან „მილანი“ იტალიუ-
რად შევარდენს ნიშნავს. სწორედ ის მეთაურობდა „თეთრ კომპანი-
ას“ შემდეგ კი გენერლის ჩინით იბრძოდა ფლორენციელთა მხარეს
და პოლპეტოსთან დაამარცხა საძულველი ვენეციელები. თვით სა-
ხელგანთქმული პაოლო უჩელო მუშაობდა მისი საფლავის ქვაზე,
რომლის ნახვა ახლაც შეიძლება დუომოში. მაგრამ მიუხედავად ამ
ყველაფრისა, კონდოტიერების ხანა უკვე დასასრულს უახლოვდე-
ბოდა. არგალიას თქმით, დარჩენილი კონდოტიერებიდან ყველაზე
გავლენიანი ანდრეა დორია იყო, რომელიც იმ დროს გენუას ეხმა-
რებოდა საფრანგეთის კონტროლისგან თავის დაღწევაში.

148
– მაგრამ შენ ხომ ფლორენციელი ხარ, ფრანგები კი ჩვენი მო-
კავშირეები არიან, – აყვირდა აგო, ის მისია გაახსენდა, რომლითაც
პარიზში მისი ნათესავები – მამა-შვილი ვესპუჩები გაემგზავრნენ.
– როცა დაქირავებული ჯარისკაცი ხარ, მაშინ შენი ნათესაური
კავშირები უკანა პლანზე გადადის, – დარბაისლურად უპასუხა არ-
გალიამ და ნიკაპი მოისინჯა, ცოტა ღინღლი ხომ არ წამომსვლიაო.
ანდრეა დორიას ჯარისკაცები არკებუზებით იყვნენ შეიარაღე-
ბულნი, რომლებიც პატარა გადასატან ქვემეხებს ჰგავდა და მათ
სამფეხზე დგამდნენ. ანდრეას მეომართა შორის მრავალი შვეიცა-
რიელი იყო, შვეიცარიელი დაქირავებულები კი გამორჩეული მეომ-
რები, ნამდვილი სიკვდილის მანქანები იყვნენ – უსულგულოები,
უმოწყალოები, უშიშრები. ანტონიო იმედოვნებდა, როცა ფრანგებს
გავუსწორდები, გენუის ფლოტს ჩავუდგები სათავეში და მთავარ
თურქს, ოსმანს შევებრძოლებიო.
არგალიას საზღვაო ბრძოლები განსაკუთრებით მოსწონდა.
– ჩვენ ხომ ფული ადრეც არასოდეს გვქონია, – ამბობდა ის, – ახ-
ლა კი ქალაქის სახლიცა და მიწის პატარა ნაკვეთიც უნდა გაიყი-
დოს, რომ მამაჩემის ვალები დავფაროთ. ანუ, მე ისღა დამრჩენია,
ან ქუჩაში გავიდე სამათხოვროდ, ან სიცოცხლის რისკის ფასად შე-
ვეცადო გავმდიდრდე. თქვენ, ორივე კარგად ჩასუქდებით, ფაშფაშა
დედაკაცებს შვილებს დააყრევინებთ, შემდეგ მათ სახლში დატო-
ვებთ პატარა ნაბიჭვრების ჭყვიტინის სასმენად და ჟღვინტის მოსა-
ხოცად, თვითონ კი სინგარეტის, ან ვინმე სხვა ძვირადღირებული
ბოზანდარას ბორდელებში ივლით დროის გასატარებლად – ისეთ
ქალებთან, რომლებსაც შეეძლებათ, ლექსები იკითხონ, სანამ მათ
წაღმა უკუღმა ახტუნებთ გულის ამოვარდნამდე. მე კი ამ დროს სად-
ღაც, კონსტანტინოპოლთან ახლოს, ბრძოლის ცეცხლში გახვეულ
კარაველაზე აღმომხდება სული თურქის ხმლით განგმირულს! ან
149
ვინ იცის, იქნებ თვითონ გავთურქდე. თურქი არგალია, მოჯადოებუ-
ლი ხმლის მფლობელი... ჰა, რას იტყვით, ხომ ლამაზად ჟღერს. ოთ-
ხი უზარმაზარი შვეიცარიელი მეყოლება ამალაში, რომელთაც მაჰ-
მადიანობა ექნებათ მიღებული. რატომაც არა, როცა დაქირავებუ-
ლი მებრძოლი ხარ, რაც შეიძლება მეტი ოქრო-ვერცხლი უნდა მო-
იხვეჭო და ამისთვის აღმოსავლეთში უნდა გაემგზავრო.
– შენ ისეთივე ბიჭუკელა ხარ, როგორებიც ჩვენ, – შეეცადა მის
გადარწმუნებას ილ მაკია, – ნუთუ არ გირჩევნია, ჯერ გაიზარდო და
მერე მოკვდე?
– არა, ეს საჩემო საქმე არ არის, – უპასუხა არგალიამ, – წარმარ-
თულ ქვეყნებში წავალ და უცხო ღმერთებს შევებრძოლები. არ ვიცი,
რას ეთაყვანებიან იქ – მორიელებს, ურჩხულებს თუ ჭიაღუებს, მაგ-
რამ თუ გინდათ, დაგენაძლევებით, რომ ისინიც ისევე მოკვდებიან,
როგორც ჩვენ.
– თუ მაინცდამაინც ასე გინდა მოკვდე, ნუ მკრეხელობ სიკვდი-
ლის წინ, – უთხრა ნიკოლომ, – ისე კი ჯობია, ჩვენთან დარჩე. მამა-
ჩემს ჩემზე ნაკლებად არ უყვარხარ. ან აგოსთან იცხოვრე. ვესპუჩე-
ბი იმდენნი არიან ონისანტში, ერთით მეტი იქნება თუ ნაკლები, სუ-
ლერთია. ვერც კი შეამჩნევენ შენს მიმატებას, თუკი მათთან ერთად
ცხოვრებას გადაწყვეტ.
მაგრამ არგალია მტკიცედ იდგა თავისაზე.
– მე მივდივარ, – თქვა მან, – ანდრეა დორიამ ფრანგები თით-
ქმის განდევნა გენუიდან და მსურს იქ ვიყო, როცა საბოლოო განთა-
ვისუფლების დღე დადგება.
– და შენ ვინღა ხარ შენი სამი ღმერთით – დურგლით, მამითა და
სულით? და მეოთხე, დურგლის დედაც არ გამოგრჩეს... – შესამჩნე-
ვად გაღიზიანებული ტონით ჰკითხა იმპერატორმა მოგორს, – შენ
ხომ იმ წმინდა მიწიდან ხარ, სადაც ეპისკოპოსებს ჩამოხრჩობით
150
სჯიან და მღვდლებს კოცონზე წვავენ; ეკლესიის მეთაური ჯარებს
სარდლობს და ისევე ბარბაროსულად იქცევა, როგორც ჩვეულებ-
რივი გენერლები და მთავრები. თვითონ შენთვის ამ წარმართული
მხარეების რომელი ველური რელიგიაა ყველაზე მეტად მისაღები?
თუ ყველა ერთნაირად გეზიზღება? ეჭვიც არ მეპარება, რომ მამა აკ-
ვავივა და მამა მონსერატი იმავე აზრისანი არიან ჩვენზე, როგორი-
საც ის შენი არგალია, ანუ ბინძურ ღორებად და უღმერთოებად მიგ-
ვიჩნევენ.
– ჩემო მბრძანებელო, – წყნარად უპასუხა მოგორ დელ ამორემ,
– მე უფრო დიდი პოლითეისტური პანთეონები მიზიდავს, მათი ლე-
გენდები უფრო მრავალფეროვანია, უფრო საინტერესო, უფრო
დრამატული, მეტი იუმორით შეზავებული, მათში მეტია სასწაულები,
და თანაც ეს ღმერთები სულაც არ გვაძლევენ კარგ მაგალითებს,
ერთმანეთის საქმეებში ერევიან, ჟინიანები, პატივმოყვარეები და
შურიანები არიან, ათას უმსგავსობას სჩადიან და უნდა გამოვტყდე,
ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მიმზიდველია.
– ჩვენც ასე გვგონია, – უკვე დაწყნარებული ტონით წარმოთქვა
იმპერატორმა, – ჩვენ მოგვწონს ეს გარყვნილი და გაბრაზებული,
ანცი და მოსიყვარულე ღმერთები. ჩვენ შევარჩიეთ შესაფერისი
ადამიანები, სულ ას ერთი კაცი, რათა დაითვალონ ჰინდუსტანის
ღმერთები და დააზუსტონ მათი სახელები, მათ შორის, არა მხო-
ლოდ საყოველთაოდ ცნობილების, და არა მხოლოდ მათი, ვისაც
ყველა ეთაყვანება, არამედ მდაბლების, მეორეხარისხოვნების,
სხვადასხვა ადგილას – მოჩურჩულე ჭალებსა თუ მორაკრაკე მთის
ნაკადულებში მობინადრე პატარა სულების. ჩვენ ვუბრძანეთ
მკვლევრებს, მიატოვონ სახლები და ოჯახები, და დაუსრულებელ
მოგზაურობას შეუდგნენ. მოგზაურობას, რომელიც მხოლოდ მათ
სიცოცხლესთან ერთად დამთავრდება, რადგან იმ ამოცანის შესრუ-
151
ლება, რომელიც მათ დავუსახეთ, შეუძლებელია. ხოლო როცა ადა-
მიანი შეუძლებელს შეეჭიდება, ის ყოველ წამს საფრთხეშია.
მისთვის მოგზაურობა ცოდვებისგან განწმენდის, თვითსრულყო-
ფის, სულიერი ამაღლების საშუალება ხდება. ეს უკვე უბრალო მისია
კი არ არის ღმერთების სახელების დაზუსტებისა, არამედ თვით
ღმერთისკენ მიმავალ გზად იქცევა. ისინი ეს-ეს არის შეუდგნენ საქ-
მეს, მაგრამ უკვე მილიონი სახელი შეაგროვეს. აი, რამდენი ღვთა-
ებრივი სახელი ყოფილა!
ეტყობა, ამ მხარეში ზებუნებრივი არსებები მეტია, ვიდრე ხორ-
ცშესხმული ადამიანები, ჩვეულებრივი მოკვდავები. ასეთ ჯადოს-
ნურ სამყაროში ცხოვრება ხომ ბედნიერებაა. და მაინც, ჩვენ ის უნდა
ვიყოთ, ვინც ვართ, მილიონი ღმერთი – ეს ჩვენთვის არ არის. ჩვენ
წინაპართა მკაცრ რელიგიას უნდა მივდიოთ, ისევე როგორც შენ იც-
ხოვრებ შენი დურგლის რწმენით.
აკბარი უკვე მოგორს აღარ უყურებდა. ის ღრმა ფიქრებში წავიდა.
სიკრის ჯერ კიდევ ცვრისგან დანამულ ქვის ფილებზე ფარშავანგები
ცეკვავდნენ, მოშორებით კი დიდი ტბა აჩრდილივით ციმციმებდა.
აკბარის მზერა ფარშავანგებს გასცდა, შემდეგ ტბას, სულ უფრო
შორს, ჰერატს და მრისხანე თურქის სამფლობელოს გადაუფრინა
და შორეული იტალიური ქალაქის კოშკებსა და გუმბათებზე შეჩერ-
და.
– წარმოიდგინეთ კოცნისთვის მზადმყოფი ქალის ნახევრად ღია
ბაგეები, – წაიჩურჩულა მოგორმა, – ასეთია ფლორენცია – კიდეებ-
ში ვიწრო, ცენტრისკენ კი ფართო და მათ შორის მიედინება მდინა-
რე არგო, ბაგეებს რომ ერთმანეთისგან ყოფს – ზედა და ქვედა ნა-
წილად. ეს მაგიური ქალაქია. გაკოცებს და შენი საქმე წასულია,
გინდ რიგითი მოქალაქე იყავი, გინდ მეფე. აკბარი სხვა ქალაქში და-
სეირნობდა, სიკრივით ქვის ქალაქში, სადაც, როგორც ჩანს, სახ-
152
ლში ყოფნა არავის უნდოდა. სიკრიში ცხოვრება ჩამოწეულ სქელ
ფარდებს, ჩარაზულ ჭიშკრებს მიღმა მიედინებოდა, იმ უცხო ქალაქ-
ში კი ცის ლურჯი გუმბათის ქვეშ ცხოვრობდნენ, ყველას დასანახად.
საჭმელს იქ მიირთმევდნენ, სადაც ჩიტები დაფრთხიალებდნენ, თა-
მაშობდნენ ბანქოს და აგორებდნენ კამათელს იქ, სადაც ჯიბის ქურ-
დები დაწრიალებდნენ, ყველას დასანახად კოცნიდნენ ერთმანეთს
და ჟიმაობდნენ კიდეც ცოტა თვალსმიფარებულები, თუკი სურდათ.
საინტერესოა, რას გრძნობს ადამიანი სხვა ადამიანებს შორის?
როცა მარტო ყოფნას ვეღარ ახერხებს, უახლოვდება თუ შორდება
თავს? როგორ მოქმედებს მასზე მასა – აძლიერებს მის თავისთავა-
დობას თუ უგულებელყოფს მას? უცებ იმპერატორმა ბაღდადის ხა-
ლიფად, ჰარუნ არ რაშიდად იგრძნო თავი, რომელიც ღამით მოსას-
ხამში გაეხვეოდა და ქალაქში დახეტიალობდა, რათა გაეგო, რო-
გორ ცხოვრობდა ხალხი. მაგრამ აკბარის მოსასხამი დროისა და
სივრცისგან იყო ნაქსოვი და ეს ხალხი მისი ხალხი არ იყო. მაშინ სა-
იდან ასეთი ძლიერი ნათესაური გრძნობა ხმაურიანი ქუჩების
მცხოვრებთა მიმართ?
რატომ ესმოდა მას გაუგებარი იტალიური ენა ისე, თითქოს ისინი
მის მშობლიურ ენაზე საუბრობდნენ?
– მმართველობის საკითხი ჩვენ ახლა სულ უფრო და უფრო ნაკ-
ლებად გვაღელვებს, – თქვა იმპერატორმა ბოლოს, – ჩვენს სამე-
ფოს აქვს კანონების კრებული და ჰყავს სანდო მოხელეები, პასუ-
ხისმგებელნი ამ კანონების დაცვაზე. ჩვენ გვაქვს გონივრული საგა-
დასახადო სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევავსოთ ხა-
ზინა, ისე რომ ადამიანებს არსებობის საშუალება დავუტოვოთ. რო-
ცა მტერი გამოჩნდება, ჩვენ მათ ვანადგურებთ.
ერთი სიტყვით, ჩვენთან ამ სფეროში ყველაფერი რიგზეა. ჩვენ
სულ სხვა რამ გვაწუხებს – თვით ადამიანი. აი, რა რჩება ჩვენთვის
153
გამოცანად და მასთან დაკავშირებული საკითხი – ქალის ადგილი
ამ სამყაროში.
– ჩემს მშობლიურ ქალაქში, მბრძანებელო, – თქვა მოგორმა, –
ადამიანის რაობის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტი-
ლია. აი, ქალს კი რაც შეეხება... სწორედ ქალია ჩემი ამბის მთავარი
გმირი, სწორედ მის გარშემო ტრიალებს ყველაფერი, რადგან სიმო-
ნეტას – ფლორენციის უპირველესი გრძნეულის, სიკვდილიდან
მრავალი წლის შემდეგ ის, რასაც წინასწარმეტყველებდნენ, მარ-
თლაც მოხდა:
სიმონეტა გამოჩნდა.

10. ყველაფერი, რაც აგოს უყვარდა, იქვე ჰქონ-


და...

ყველაფერი, რაც აგოს უყვარდა, იქვე ჰქონდა და, მისი აზრით,


სულაც არ იყო აუცილებელი ქვეყნის დასალიერს წასვლა და ხორ-
ხისმიერი ბგერებით მოლაპარაკე უცხოელებს შორის სიკვდილი.
ოდესღაც, დიდი ხნის წინათ, ის სან ჯოვანის პირქუშ, რვაკუთხა ბაპ-
ტისტერიაში ორჯერ მონათლეს, როგორც მიღებული იყო:
ერთხელ ქრისტიანად, მეორედ კი ფლორენციელად, თუმცა ცი-
ნიკოსი და მკრეხელი აგო მხოლოდ მეორე ნათლობას ცნობდა. რე-
ლიგია მისთვის თვით ქალაქი იყო, რომელიც ამქვეყნიურ სამოთ-
ხედ მიაჩნდა. დიდი ბუონაროტი ბაპტისტერიის კარს სამოთხის ჭიშ-
კარს ეძახდა და როცა იქიდან პატარა აგო გამოვიდა ნაკურთხწყალ-
ნაპკურები კეფით, მას ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ კედლებშემორ-
ტყმულ სამოთხეში იმყოფებოდა. ქალაქს თხუთმეტი ჭიშკარი ჰქონ-

154
და და მათ შიგნითა მხარეს ქალწული მარიამი და სხვა წმინდანები
იყვნენ გამოსახული.
ქალაქიდან გასვლისას ყველა ფლორენციელი ჭიშკარს ეხებო-
და, რომ გზის დალოცვა ეთხოვა, შორეულ მოგზაურობაში წასვლი-
სას კი აუცილებლად ასტროლოგს სთხოვდნენ რჩევას. აგო ვესპუ-
ჩის აზრით, ეს სისულელე იყო და ასეთი რწმენის არსებობა მოგზაუ-
რობის უაზრობის დადასტურებად მიაჩნდა. სამყარო ბიჭისთვის
პერკუსინაში, მათ მამულებთან მთავრდებოდა. მის მიღმა ყველაფე-
რი იდუმალი წყვდიადით იყო მოცული. გენუა და ვენეცია მას ისევე
შორეულად ეჩვენებოდა, როგორც პლანეტა სირიუსი, ან ალდება-
რანი. სიტყვა „პლანეტა“ მოხეტიალეს ნიშნავს, ამიტომ აგოს პლა-
ნეტებიც არ მოსწონდა და მათ უძრავ ვარსკვლავებს ამჯობინებდა.
ალდებარანი და ვენეცია, გენუა და ძაღლის თანავარსკვლავედი მე-
ტისმეტად შორს იყო საიმისოდ, რომ მათი რეალობა ბოლომდე
გერწმუნა, მაგრამ სინდისი მაინც ჰყოფნიდათ, ერთ ადგილზე გაჩე-
რებულიყვნენ და არ ემოძრავათ.
ისე მოხდა, რომ არც პაპი და არც ნეაპოლის მეფე პაცის შეთქმუ-
ლების განადგურების შემდეგ ფლორენციას არ დაესხნენ თავს. სა-
მაგიეროდ, როცა აგო ოც წელს გადასცდა, საფრანგეთის მეფე შევი-
და ქალაქში ტრიუმფით, პომპეზურად. ის მახინჯი კაცი იყო, დაბალი,
პატარა, წითელთმიანი. ისეთი საშინელი ფრანგულით ლაპარაკობ-
და, აგოს ლამის გული აერია. ეს უკანასკნელი ბორდელში წავიდა
და ხასიათის გამოსაკეთებლად მონდომებით გაისარჯა.
მამაკაცობის ზღურბლზე ის მეგობარს, ილ მაკიას ერთ საკითხში
სრულიად ეთანხმებოდა: როგორი სიურპრიზებიც უნდა შემოგთავა-
ზოს ცხოვრებამ, ლამაზმანთან ერთად გატარებული სიყვარულის
ღამე ყველაფერს გავიწყებს.

155
– ამქვეყნად თითქმის არ არის ისეთი მწუხარება, ძვირფასო აგო,
– დამრიგებლური ტონით ეუბნებოდა ილ მაკია, როცა ისინი ჯერ კი-
დევ ცამეტი წლისანი იყვნენ, – რომლისგანაც სქელგავიანი, მაცდუ-
რი ქალი ვერ განგკურნავს.
აგომ, რომელიც ბილწსიტყვაობისა და სიზარმაცის მიუხედავად
სერიოზული, კეთილი გულის ბიჭი იყო, გულუბრყვილოდ ჰკითხა:
– და თვითონ ქალები? ისინი სადღა მიდიან, როცა უჭირთ?
ილ მაკიას სახეზე დაბნეულობა აღიბეჭდა: მას ან არასოდეს
ეფიქრა ამის შესახებ, ან შეიძლება სურდა მიენიშნებინა, კაცმა დრო
ასეთ რამეებზე ფიქრისთვის არ უნდა გაფლანგოსო.
– ერთმანეთთან, რაღა თქმა უნდა, – მოზარდისთვის დამახასია-
თებელი კატეგორიულობით თქვა მან და აგომ იმწამსვე დაიჯერა:
მართლაც, რატომ არ უნდა ეძიონ ქალებმა ნუგეში ერთმანეთის
მკლავებში, როცა ახალგაზრდა ფლორენციელი კაცების ნახევარი
სწორედ ამას აკეთებს?
ერთი სქესის წარმომადგენელთა შორის კავშირები ფართოდ
იყო გავრცელებული ფლორენციის ოქროს ახალგაზრდობაში, რა-
მაც მას ჰომოსექსუალების დედაქალაქის სახელი მოუტანა. ჯერ კი-
დევ ცამეტი წლისა იყო ნიკოლო მაკიაველი, როცა მშობლიურ ქა-
ლაქს „ახალი სოდომი“ შეარქვა. ამ ადრეულ ასაკშიც კი ილ მაკიამ
შეძლო დაერწმუნებინა აგო, რომ მას უფრო მეტად ქალები აინტე-
რესებდა.
– ჰოდა, ნუ შეგეშინდება, ტყეში უცებ არ მომვარდესო.
თუმცა ბევრ მათ თანატოლს განსხვავებული მიდრეკილებები
ჰქონდა, მაგალითად, ბიაჯო ბუანაკორსის ან ანდრეა დი რიმოლოს,
ამიტომ ამ ახალმოდურ გატაცებასთან საბრძოლველად ქალაქის
ხელისუფლებამ ეკლესიის სრული მხარდაჭერით ზნეობის კომიტე-
ტი ჩამოაყალიბა, რომლის დანიშნულება ბორდელების აშენება და
156
მათი სუბსიდირება იყო. მას ასევე უნდა მიეზიდა სუტენიორები და
მეძავები არა მარტო იტალიის სხვა მხარეებიდან, არამედ ევროპი-
დანაც, რადგან მათი რაოდენობა, როგორც ჩანდა, საკმარისი არ
იყო. ონისანტელმა ვესპუჩებმა თავიანთი საქმიანობის გაფართოე-
ბის შანსი დაინახეს – მატყლითა და ზეთისხილით ვაჭრობას ქალე-
ბით ვაჭრობაც დაუმატეს.
– მე შეიძლება კლერკიც კი არ გამოვიდე, – ნაღვლიანად უთხრა
აგომ ნიკოლოს, როცა თექვსმეტი წლისანი იყვნენ, – იმით დავამ-
თავრებ, რომ ერთი ბორდელის მფლობელი ვიქნები და მეტი არა-
ფერი.
ილ მაკიამ მას მაშინვე ამ საქმიანობის დადებით მხარეზე მიუთი-
თა:
– მაშინ უფასო მომსახურება გექნება და ყველას შეგვშურდება
შენი.
სოდომის გზა არც აგოს იზიდავდა არასოდეს და მიუხედავად იმი-
სა, რომ სულ ლანძღვა-გინება ადგა პირზე, გულის სიღრმეში ძალი-
ან მორცხვი იყო მეგობრისგან განსხვავებით, რომელიც თვით
ღმერთი პრიაპუსის1 რეინკარნაცია გეგონებოდათ. ილ მაკია ყო-
ველთვის მზად იყო ქალების, პროფესიონალების თუ მოყვარულე-
ბის, სადევნად და აგოსაც კვირაში რამდენჯერმე ლამის ძალით მი-
ათრევდა საროსკიპოში სულის წასაწყმედად.
სულ თავიდან, როცა აგოს მეგობართან ერთად იქ მისვლა უწევ-
და, სულ ერთი და იმავე, ყველაზე ახალგაზრდა მეძავს ირჩევდა, სა-
ხელად „სკანდალს“, თუმცა ქალი საკმაოდ მორიდებული ჩანდა.
ჩონჩხივით გამხდარი, წარმოშობით სოფელ ბიბიონიდან იყო, ხმას
არასოდეს იღებდა და თითქმის აგოსავით შეშინებული სახე ჰქონ-

1
პრიაპუსი – ანტიკურ მითოლოგიაში ბუნების მწარმოებელი ძალების ფალიკური
სიმბოლო.
157
და. დიდი ხნის განმავლობაში აგო ფულს იმისთვის უხდიდა, რომ
„სკანდალი“ უბრალოდ მისი საწოლის კიდეზე მჯდარიყო, მაშინ რო-
ცა თვითონ იწვა და თავს იმძინარებდა, სანამ გვერდით ოთახიდან
ილ მაკიას ხვნეშა და საწოლის ჭრიალი ისმოდა. შემდეგ აგომ გა-
დაწყვიტა, ქალის განათლებაზე ეზრუნა და ლექსების კითხვა დაუწ-
ყო. ისიც თავს ისე აჩვენებდა, თითქოს მოსწონდა ეს ყველაფერი,
თუმცა სინამდვილეში მოწყენილობისგან აღარ იცოდა, რა ექნა და
ფიქრობდა, ასე თუ გაგრძელდა, მოვკვდებიო. ლექსები არათუ მოს-
წონდა, არამედ ღიზიანდებოდა კიდეც, რადგან ისევე ყალბად ეჩვე-
ნებოდა, როგორც კაცების ტონი, როცა აშკარა ტყუილების შენიღ-
ბვას ცდილობდნენ.
და, აი, ერთ დღეს ქალმა გადაწყვიტა, სიტუაცია შეეცვალა.
მორცხვი ღიმილით მიუახლოვდა აგოს, ერთი ხელით პეტრარკას
სონეტების მკითხველი პირი დაუფარა, მეორე კი სხვა ადგილისკენ
წაიღო. როცა მისი კაცური ღირსება სამზეოზე გამოიტანეს, აგოს
ალმური მოედო სახეზე და ცემინება აუტყდა. ერთი საათი განუწ-
ყვეტლივ აცემინებებდა, შემდეგ კი სისხლი წამოუვიდა ცხვირიდან.
„სკანდალმა“ იფიქრა, კვდებაო და გაიქცა, რომ საშველად მოეხმო
ვინმე. ის შიშველ და ყველაზე მსუქან ქალთან ერთად დაბრუნდა,
რომელიც კი აგოს ოდესმე ენახა. როგორც კი ბიჭის ცხვირმა მისი
სურნელი იგრძნო, მაშინვე დაწყნარდა და ცემინება შეწყვიტა.
– ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, – განაცხადა ზონზროხა მატ-
რასინამ, – შენ გგონია, გამხდრები მოგწონს, სინამდვილეში კი, ბი-
ჭუნავ, ხორციანი ქალებისკენ უფრო მიგიწევს გული.
ის თავის გაძვალტყავებულ თანამშრომელს მიუბრუნდა და უცე-
რემონიოდ უთხრა, აქედან დაიკარგეო. და ამ დროს, ყოველგვარი
წინაპირობის გარეშე, აგოს ცხვირი ისევ აფეთქდა. – ღვთისმშობე-

158
ლო, – წამოიყვირა ზონზროხამ, – შენ რა ხარბი ნაბიჭვარი ყოფილ-
ხარ! თურმე ორივე ჩვენგანი ერთად გინდა.
ამის შემდეგ აგო აზარტში შევიდა ვეღარაფერი აჩერებდა. თვით
ნიკოლოც კი განაცვიფრა.
– ნელა დაიწყე, მაგრამ ახლა მაგრად უბერავ! – გამამხნევებელი
ტონით უთხრა მან, – ისეთი არაფერიო, კაცი იტყვის, რომ შეგხე-
დავს, მაგრამ ნამდვილი ჩემპიონის მონაცემები გაქვს.
როცა ოცდაოთხი წელი შეუსრულდა, აგოს სიყვარულს მშობ-
ლიური ქალაქის მიმართ მკაცრი გამოცდის გავლა მოუხდა.
მედიჩების ოჯახი გადასახლებაში გაგზავნეს, ბორდელები დაკე-
ტეს და ქალაქი ეკლესიური ფარისევლობის სუნით აშმორდა. ხელი-
სუფლების სათავეში მოვიდნენ ე. წ.
„მტირალები“, გონებაჩლუნგი ფანატიკოსები, რომელთა შესახებ
აგომ მეგობარს ჩუმად უთხრა: – შესაძლოა ისინი ფლორენციელე-
ბად მართლა დაიბადნენ, მაგრამ როცა ნათლობისას ნაკურთხ
წყალს ასხურებდნენ, ალბათ წყალი აორთქლდა და მირონცხება არ
შედგა, რადგან მათ შიგნით ჯოჯოხეთის ცეცხლი მძვინვარებდა.
როცა საზარელი სიბნელის ხაგრძლივი პერიოდი დასრულდა,
აგომ ასეთი აზრი გამოთქვა: – თვით სატანამ გამოგვიგზავნა ეს ეშ-
მაკეულნი, რათა საკუთარი თვალით გვეხილა ისინი და მიმხვდარი-
ყავით, რას ნიშნავს სატანიზმი. მთელი ოთხი დაწყევლილი წელი
გვასხდნენ თავზე, – და დასძინა: – მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ანა-
ფორის ქვეშ ბოროტება იმალება.
იმ დღეს აგოს ამის წარმოთქმა უკვე ხმამაღლა შეეძლო, რადგან
მისი სათაყვანებელი მშობლიური ქალაქი ხელახლა დაიბადა, ფე-
ნიქსისებრ აღდგა ფერფლისგან განმწმენდი ცეცხლის წყალობით.
მთავარ „მოტირალს“, ბერ ჯიროლამოს, რომელმაც ქალაქელებს
სიცოცხლე კოშმარად უქცია, პიაზა დელა სინორიის მოედნის შუაში
159
წვავდნენ, სწორედ იმ ადგილას, სადაც რამდენიმე წლის წინათ
„მტირალების“ ბრბო ცდილობდა, მშვენიერება ფერფლად ექცია.
ცეცხლში ყრიდნენ ნახატებს, ქალის სამშვენისებს, სარკეებსაც კი.
ეს იდიოტები ძალიან ცდებოდნენ, როცა ფიქრობდნენ, რომ ადამია-
ნის სწრაფვა მშვენიერებისა და სიყვარულისკენ, ან თვით პატივმოყ-
ვარეობა ფარისევლობის ცეცხლით შეგიძლია გაანადგურო!
– კარგად შეიხრაკე, დამპალო წმინდანო, – ყვიროდა აგო და კო-
ცონის გარშემო დახტოდა, რაც სრულიად არ შეეფერებოდა კანცე-
ლარიის თანამშრომლის ახალ, სოლიდურ სტატუსს, – შენ არ იყავი,
კოცონების დანთება რომ დაიწყე ოთხი წლის წინ?
ჯიროლამო სავონაროლას დამწვარი სხეულის მწარე სუნმა ოდ-
ნავაც ვერ გაუფუჭა განწყობილება აგოს – ის ოცდაოთხი წლის იყო,
ბორდელებს კი ისევ აღებდნენ.

***

მდიდარი ვაჭრების ქალაქი კურტიზანებითაც იყო სახელგან-


თქმული. როცა „მტირალების“ დრო წავიდა, ვნებამ და ავხორცობამ
უფლებები აღიდგინეს. ბორდელების ბიზნესი ისევ აყვავდა. ყველა-
ზე დიდ საროსკიპოში, „მაჩიანაში“, რომელიც ქალაქის ცენტრში,
ძველი ბაზრისა და ბაპტისტერიის გვერდით მდებარეობდა, დარაბე-
ბი კვლავ გააღეს და დღესასწაულის გამო, აგრეთვე ძველი რეპუტა-
ციის აღდგენის მიზნითაც, იმ დღეს მომსახურების საფასური შეამცი-
რეს. პიაცა დელ ფრასკატოს ახლომდებარე საროსკიპოების რაი-
ონი ისევ აივსო მოცეკვავე დათვებით, ჯუჯა ჟონგლიორებით და სამ-
ხედრო მუნდირში გამოწყობილი მაიმუნებით, რომლებიც მწვრთნე-
ლის ბრძანებაზე: „მოკვდი სამშობლოსათვის!“ – სასაცილოდ ერ-
თხმებოდნენ მიწას. თუთიყუშები ბორდელების კლიენტებს ცნობ-
160
დნენ და უშეცდომოდ ესალმებოდნენ მათ სახელებით. მთავარი კი
ის იყო, რომ ქალაქში კურტიზანები დაბრუნდნენ, ყველა ჯიშისა და
ტემპერამენტის ქალები: ველური სლავები, მელანქოლიური პო-
ლონელები, ხმაურიანი რომაელები, ჩასუქებული გერმანელები,
დაქირავებული შვეიცარიელები – ისეთივე მძვინვარენი ლოგინში,
როგორიც მათი თანამემამულე კაცები ბრძოლის ველზე. და რა
თქმა უნდა, ადგილობრივი გოგონები, რომლებიც ყველას სჯობ-
დნენ.
აგოს მოგზაურობა საწოლიდან საწოლშიც კი არ უყვარდა. ის თა-
ვის საყვარელ ტოსკანურ წყვილს – სკანდალისტსა და მატრასინას
დაუბრუნდა. მათ რიცხვს კიდევ ერთი დაუმატა – ბეატრიჩე პიზანა,
რომელმაც ამაზონელი ქალების დედოფლის სახელი – პანფისე-
ლეა დაირქვა, რადგან მასავით ცალი, სამაგიეროდ – ქალაქში ყვე-
ლაზე საუკეთესო ძუძუთი დაიბადა, აგოსთვის კი მშობლიური ქალა-
ქი იგივე იყო, რაც მთელი სამყარო.
როცა მზე ჩავიდა და პიაცას მოედანზე ცეცხლი ჩაქრა, საქმის
დასრულების შემდეგ, „მაჩიანადან“ და „ძროხების ქუჩაზე“ მდებარე
მისი კონკურენტი „მხიარული სახლიდან“ მუსიკამ იგრიალა, თით-
ქოს თვით ანგელოზები მიესალმებოდნენ ასეთი გზით სიცოცხლის
ხალისისა და სიხარულის დაბრუნებას. აგომ და ილ მაკიამ გადაწ-
ყვიტეს, ის ღამე აღენიშნათ, კარგ მოსაგონრად ექციათ, მათი უდარ-
დელი ახალგაზრდობის ბოლო ღამედ, რადგან სავანაროლა ჯერ კი-
დევ იწვოდა, როცა ახალმა ხელისუფლებამ, ოთხმოცი კაცისგან
შემდგარმა საბჭომ, ნიკოლო მაკიაველი პალაცოში იხმო და მეორე
კანცელარიის მდივნის პოსტზე დანიშნა – უწყებისა, რომელიც
ფლორენციის რესპუბლიკის საგარეო საქმეებს განაგებდა.
ნიკოლომ მაშინვე განუცხადა აგოს, სამსახურში აუცილებლად
აგიყვანო.
161
– მე რა შუაში ვარ, – ჰკითხა აგომ, – არ იცი, რომ ვერ ვიტან ამ
გულისამრევ უცხოელებს?
– ჯერ ერთი, ფურბო, – უპასუხა ილ მაკიამ, – მათი ატანა მე მო-
მიწევს. შენ დოკუმენტაციის მოწესრიგების მოსაწყენ საქმეებს მო-
განდობ მხოლოდ. მეორეც, შენ სწორედ ის ხარ, ვინც წარსული
დროის დაბრუნებას წინასწარმეტყველებდა და ახლა, როცა შენი
ოცნება ახდა, ბუზღუნს თავი დაანებე.
– ერთი შენიც, ბუგიარონე, მაგარი გამოსირებული ვინმე ხარ, –
უთხრა აგომ ნაღვლიანად და სამი თითის კომბინაცია უჩვენა, მარ-
ცხენა ხელის ცერის მეგობრის თითებს შორის გატარებით. ფურბოს
ჩვეულებრივ ქუჩის მაგარ ტიპებს ეძახდნენ, ბუგიარონე კი უფრო შე-
ურაცხმყოფელი მეტსახელი იყო და ნიკოლოს შემთხვევაში სრული-
ად შეუსაბამო, რადგან არც აგო და არც ილ მაკია, როგორც წესი,
ერთსქესიანი სიყვარულის მიმდევრები არ იყვნენ, მაგრამ იმ ღა-
მით, როცა „მტირალები“ თავის გადასარჩენად გარბოდნენ და ვინც
საკმარისად სწრაფად ვერ დარბოდა, შუკებსა თუ საჯინიბოებში და-
ნით კლავდნენ, ფლორენცია სამალავებიდან გამოდიოდა, თავის
ნამდვილ სახეს აჩენდა. კაცები ისევ ხელიხელგადახვეულები დადი-
ოდნენ და ერთმანეთს კოცნიდნენ თითქმის ყველგან, საითაც კი გა-
იხედავდი. – ბუონაკორსკის და დი რიმოლოს, ბოლოს და ბოლოს,
შეუძლიათ ყველას დასანახად ესიყვარულონ ერთმანეთს, – თქვა
ილ მაკიამ, – ჰო, მართლა, მაგათაც დავასაქმებ ჩემთან, ასე რომ,
შეგეძლება უცქირო, როგორ დაკავდებიან ამით სამსახურში, სანამ
მე საქმეებზე ვიქნები წასული.
– რა უნდა მაჩვენოს ამ ორმა სექსუალურმა მანიაკმა ისეთი, რაც
აქამდე არ მინახავს, მათი საცოდავი, პატარა ქლიავების ჩათვლით,
შარვალში რომ აქვთ.

162
განახლება, აღდგენა, ხელახლა დაბადება! ონისანტიში, აგოს
მშობლიურ ეკლესიაში, რომლის ზღურბლს მხოლოდ ერთხელ გა-
დააბიჯა, ისიც მაშინ, როცა გავრცელდა ხმა, რომ იქ ცნობილი კურ-
ტიზანი შევიდა, მრევლი იფიცებოდა, დიდი ჯოტოს მადონას მწუხარე
სახე იმ ღამით გაბადრული ჰქონდაო.
სწორედ ამ ეკლესიის ახლოს, რომელიც ისევ სავსე იყო სალოცა-
ვად მისული განთქმული კურტიზანებით, მილანის უკანასკნელ მო-
დაზე რომ ეცვათ და მფარველებისგან ნაჩუქარი ძვირფასეულობა
ეკეთათ, აგოსთან და ილ მაკიასთან მივიდა რუფიანა, ჯულიეტა ვე-
რონეზე, ჯუჯა აგენტი და, როგორც ზოგი ამბობდა, ალესანდრა ფი-
ორენტინას – ყველაზე სახელოვანი ღამის დედოფლის საყვარელი.
ვერონეზემ ისინი ცნობილი სალონის ხელახლა გახსნის აღსანიშნავ
მეჯლისზე მიიწვია მარსის სახლში (მას ეს სახელი ომის ღმერთის
ქანდაკების პატივსაცემად ერქვა, ოდესღაც იმ ადგილზე რომ მდგა-
რა არნოს ნაპირზე, გრაციის ხიდთან, სანამ წყალდიდობამ არ ჩა-
რეცხა). მიწვევამ მეგობრები გააკვირვა. მართალია, ფიორენტინას
ინფორმატორები ჰყავდა და მათი წყალობით ყოველთვის იცოდა
უახლესი ამბები ხელისუფლებაში მიმდინარე გადაადგილებების
შესახებ, მაგრამ მაშინაც კი, თუ მას უკვე აცნობეს ილ მაკიას მეორე
კანცელარიაში დანიშვნის თაობაზე, ეს საკმარისი საფუძველი ვერ
იქნებოდა, მისთვის რჩეულთა ამ სალონში სტუმრად მიწვევის პატი-
ვი მიეგოთ. აგო ვესპუჩის მიწვევა კი საერთოდ უპრეცედენტო შემ-
თხვევა იყო.
რა თქმა უნდა, მათ ენახათ მრავალრიცხოვანი მინიატურები,
რომლებზეც ალესანდრა იყო გამოსახული, არაერთხელ დამტკბა-
რიყვნენ მისი გრძელი, ქერა თმით, უნებურად გარდაცვლილ სიმო-
ნეტას რომ მოგაგონებდათ, რომლის ქმარი – რქიანი მარკო, დიდ-
ხანს და უშედეგოდ ცდილობდა ალესანდროს სალონში მიწვევა მი-
163
ეღო. ქალაქის ცნობილი მეზანო – შუამავალიც კი დაიქირავა ფი-
ორენტინას ჯუჯასთან მოსალაპარაკებლად.
მეზანომ რქიანი მარკოს სახელით სასიყვარულო წერილები და-
წერა, ღამის მზეთუნახავს ფანჯრებთან სერენადებს უმღეროდა და
ოქროს კალიგრაფიით დაწერილი პეტრარკას სონეტებიც კი გაუგ-
ზავნა, როგორც „მეთორმეტე ღამის“ საჩუქარი, მაგრამ სალონის
კარი მისთვის დაკეტილი დარჩა. „ჩემს ქალბატონს არ აინტერესებს
შერეკილი რქებიანის ნეკროფილური ფანტაზიები“, – უთხრა შიკ-
რიკს ჯულიეტა ვერონეზემ, – უთხარი შენს პატრონს, ნახვრეტი გა-
აკეთოს ცოლის ნახატზე და იჟიმაოს მასთან, რამდენიც უნდა“.
ერთი კვირის შემდეგ მარკო ვესპუჩიმ თავი ჩამოიხრჩო. მისი სხე-
ული ალესანდრას ფანჯრების წინ, გრაციას ხიდზე ეკიდა, მაგრამ
ალესანდრა ფიორენტინას ის არ უნახავს – უშფოთველად იწნავდა
ოქროსფერ თმას, თითქოს მარკო – სიყვარულის გიჟი, უჩინარი
ადამიანი ყოფილიყოს. ქალი უკვე დიდი ხანია სრულყოფილად და-
უფლებოდა ხელოვნებას, ეხილა მხოლოდ ის, რაც სურდა. ეს ყვე-
ლაზე მნიშვნელოვანი რამ იყო, თუ გსურდა სამყაროს ბატონ-პატ-
რონი გამხდარიყავი და არა მისი მსხვერპლი. ქალაქიც ფიორენტი-
ნას პრინციპის მიხედვით არსებობდა: ვისაც ვერ ამჩნევდა, ის უბრა-
ლოდ არც არსებობდა. მის ფანჯარასთან მოქანავე, მისგან არშემ-
ჩნეული მარკო ვესპუჩი მეორე სიკვდილით მოკვდა.
ოდესღაც, ათი წლის წინ ალესანდრას ახალგაზრდობის გაფურ-
ჩქვნის პერიოდში, ნიკოლო და აგო აღტაცებულნი შესცქეროდნენ
მას, როცა აივნიდან არნოს წყლებს გადაჰყურებდა წითელი ხავერ-
დის ბალიშზე მკლავებჩამოყრდნობილი და გამვლელ-გამომ-
ვლელს საშუალებას აძლევდა მისი მდიდრული მკერდით დამტკბა-
რიყო, ღრმა დეკოლტის შიგნით რომ უჩანდა (ამასობაში დროდად-
რო მის წინ გადაშლილი წიგნისკენ, ალბათ „დეკამერონისკენ“, გა-
164
ურბოდა თვალი). პურიტანულმა ცხრა წელმა, როცა იძულებული
იყო სასიყვარულო თავგადასავლებისგან სახალხოდ თავი შეეკავე-
ბინა, როგორც ჩანს, ვერაფერი დააკლო მის სილამაზეს. ახლა მას
თავისი პალაცო ჰქონდა, მარსის სახლის აღიარებულ დიასახლი-
სად მიიჩნეოდა და დიდი მეჯლისის მოწყობას აპირებდა. როცა აგო-
სა და ილ მაკიას პატიჟებდა, ჯულიეტა ვერონეზემ უთხრა მათ, რომ
დაბალი ფენების წარმომადგენლებს საშუალება ექნებოდათ იმ
დროს კაზინოში, ერთი სართულით დაბლა, გაერთოთ თავი. „მტი-
რალების“ მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში ჯულიეტა ვე-
რონეზეს ძალიან გაუჭირდა. თავი ძლივს გაჰქონდა.
ხან ქალბატონებს ვარცხნიდა, ხან მკითხაობდა, სიყვარულის წა-
მალს ამზადებდა. იმასაც კი ამბობდნენ, რომ საფლავებს თხრიდა
და ძარცვავდა, გარდაცვლილი ჩვილი ბავშვების ჭიპებს იპარავდა,
საქალწულე აპკს ჭრიდა გარდაცვლილ ქალიშვილებს, თვალებს
თხრიდა მიცვალებულებს და ამ ყველაფერს წამლებისთვის იყენებ-
და.
განრისხებულ აგოს უნდოდა ეპასუხა, რომ კეთილი ენებათ და,
მასთან დაბალი ფენის ადამიანებზე ლაპარაკისგან თავი შეეკავები-
ნათ, მაგრამ ნიკოლომ დაასწრო და იმდენად მაგრად უჩქმიტა, და-
ავიწყა, რის თქმას აპირებდა. აგო გამწარდა და იფიქრა, ეს კი ნამ-
დვილად ვერ გადამირჩებაო, მაგრამ ესეც მალე დაავიწყდა, რადგან
გრძნეული ვერონეზე ამ დროს არიგებდათ:
– ლექსების წიგნი მიართვით ალესანდრას. ლექსები უფრო უყ-
ვარს, ვიდრე ყვავილები, რომელიც ისედაც საკმარისად აქვს. სანა-
ზაროს ან ჩეჩო დ’ასკოლის ახალი ლექსები მიუტანეთ, ან პარაბოს-
კოს რომელიმე მადრიგალი დაიზეპირეთ და სთხოვეთ, ნება მოგ-
ცეთ, უმღეროთ. საშიში ვინმეა. მასთან ხუმრობა არ გაგივათ: თუ ცუ-
დად იმღერებთ, იცოდეთ, სახეში სილის გაწვნა არ აგცდებათ. თავს
165
ნუ შეაწყენთ, თორემ მისი ერთ-ერთი ფავორიტი ახალგაზრდა ჯენ-
ტლმენი ფანჯრიდან გადაგაგდებთ, როგორც სათამაშოს, რომლით
თამაშიც უკვე მოჰბეზრდათ.
თუ მის კომპრომეტირებას შეეცდებით, სახლამდე ცოცხალი ვერ
მიაღწევთ: მისი მფარველი მაშინვე უბრძანებს, სადღაც ბნელ შესახ-
ვევში მოგკლან. თქვენ ერთი, სრულიად განსაზღვრული მიზეზით
მიგიწვიეს და ნუ ჩაყოფთ ცხვირს იქ, სადაც არაფერი გესაქმებათ.
– და მაინც, რატომ მიგვიწვიეს? – ჰკითხა მაკიამ.
– ის თვითონ გეტყვით, – უპასუხა ვერონეზემ გესლიანად, – თუ,
რა თქმა უნდა, საჭიროდ მიიჩნევს.

***

დიდი აკბარის ყურამდე მივიდა ცნობა ჰატიაპალის ჭიშკართან


მდებარე იაფფასიანი ბორდელის ორი მეძავის – ჩხინკორასა და
მატრასას ერთბაშად გამდიდრების შესახებ: ქალებს საკუთარი ვი-
ლა შეეძინათ ტბის ნაპირზე. აბულ ფაზლმა იმპერატორს შეატყობი-
ნა, რომ ხალხი ამ წარმატებას ჩონჩხიასა და მატრასას ფავორიტის
– უცხოელი ვესპუჩის – აღმასვლას უკავშირებდა, რომელიც ამჯო-
ბინებდა მისთვის საეჭვო სახელი, მოგორ დელ ამორე ეწოდებინათ.
„რაც შეეხება უეცარ გამდიდრებას, ამის თაობაზე სხვადასხვა აზრი
არსებობს“, – დაასკვნა აბულ ფაზლმა. უმარ აიარმა თავის მხრივ
ასევე დაადასტურა პოპულარობა ტბასთან მდებარე ე. წ. „სკანდას
სახლისა“, რომელსაც ეს სახელი ჰინდუსტანის ომის ღმერთის პა-
ტივსაცემად ეწოდა, რადგან, როგორც ქვედა სიკრის დიდგვაროვან-
თა სახლებში ამტკიცებდნენ, ამ ორ მეძავთან ერთად ლოგინში ყოფ-
ნა უფრო ბრძოლას ჰგავდა, ვიდრე სასიყვარულო გართობას. უმარ-
მა მოახსენა აგრეთვე, რომ თვით სასახლის კარის გენიალურმა მუ-
166
სიკოსმა – ტანსენმა ამ ორი კურტიზანის პატივსაცემად „რაგუ დვი-
პაკი“1 შექმნა და როცა „სკანდას სახლში“ პირველად შეასრულა, მა-
გიური მელოდიის ძალამ ჩამქრალი ლამპები აიძულა ანთებულიყო.
იმპერატორი სიზმარში თვითონ ეწვია ამ ბორდელს, რომელიც
მის ზმანებაში მშობლიური ტბის ნაპირზე კი არა, უცნობ მდინარეს-
თან, უცხო ქვეყანაში მდებარეობდა. როგორც ჩანდა, მოგორ დელ
ამორეც ჰიპნოზური სიზმრის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან
თავის ნაამბობში სწორედ მან შეუცვალა ადგილი ორ მეძავს და ისი-
ნი მთელი მსოფლიოს გავლით არნოს ნაპირზე გადაიყვანა. „ყველა
კაცი ცრუობს, როცა მეძავებზე ჩამოვარდება სიტყვა“, – გაიფიქრა
აკბარმა და მთხრობელს მიუტევა. სანერვიულო და საწუხარი ისე-
დაც ბევრი ჰქონდა.
„თუ სიზმარში სიყვარულს ეძებ, უთუოდ იმის ნიშანია, რომ დაგი-
კარგავს ის“, – გაიფიქრა იმპერატორმა დილით, გაღვიძებისას.
მომდევნო ღამით ჯოდჰა მოინახულა და ისეთი ველური ვნებით დაე-
უფლა, როგორიც ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ აღარ განეცა-
და. როცა იმპერატორი მისგან წავიდა მოგორ დელ ამორეს ამბის
გაგრძელების მოსასმენად, ჯოდჰამ აღარ იცოდა, რა ეფიქრა: ეს
ძლიერი ვნება ან მათი სიყვარულის განახლებას ნიშნავდა, ან გა-
მომშვიდობების ჟესტად შეეძლო ჩაეთვალა.

1
დვიპაკ – (სანსკრ.) მგზნებარე, ნათელი.
167
***

თუ ქალს სურს, კაცს თავი მოაწონოს, ამბობდა აკბარი, მას აუცი-


ლებლად სასიამოვნო ხმა უნდა ჰქონდეს და სიმღერა შეეძლოს.
ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე უნდა უკრავდეს, ცეკვაც იცო-
დეს და, თუ საჭიროება მოითხოვს, ეს ყველაფერი ერთად გააკეთოს:
იმღეროს, იცეკვოს და ფლეიტაზე ან სიმებიან ინსტრუმენტზე და-
უკრას. კარგი კალიგრაფია უნდა ჰქონდეს, კარგად ხატავდეს, ტა-
ტუირების გაკეთებაც უნდა შეეძლოს და მზად იყოს, თვითონაც გა-
იკეთოს ის იმ ადგილზე, სადაც კაცი მოისურვებს. უნდა იცოდეს ყვა-
ვილების ენა, რომ შესაფერისად მორთოს საწოლი, რბილი ბალიშე-
ბი ან მიწის სარეცელი.
ალუბლის ყვავილი ერთგულებას ნიშნავს, ნარცისი – შერწყმის
სიხარულს, ლოტოსი – სიწმინდესა და სამართლიანობას, ტირიფი
ქალის სიმბოლოა, იორდასალამი კი – კაცისა. ბროწეულის კო-
კორს ნაყოფიერება მოაქვს, ზეთისხილს – პატივი, ფიჭვის გირჩებს
– ხანგრძლივი სიცოცხლე და სიმდიდრე. მცოცავ მცენარეებს ყო-
ველთვის უნდა ერიდო, რადგან ისინი სიკვდილს გვაგონებენ.
იმპერატორის ჰარემში თითოეულ ხასას მცირე ზომის წითელი
ქვით ნაგები სათავსო ჰქონდა, რომელიც მეზობლისგან თიხატკეპ-
ნილი კედლით იყო გამოყოფილი და დიდი, რბილი ბალიშებით
მორთული. ცენტრალური შიგა ეზოს გარშემო, რომლის ზემოთ სარ-
კეებიანი დიდი კარავი ჰარემს მცხუნვარე მზისაგან და უღირსი თვა-
ლებისგან იცავდა, სათავსოები იყო მიჯრით ჩამწკრივებული. ერთ
დღეს მოგორ დელ ამორეს უდიდესი პატივი მიაგეს: ნება დართეს,
იმპერატორს ხლებოდა ჰარემის მონახულების დროს.
მათ უკან ჩრდილივით დაჰყვებოდათ ტანადი საჭურისი უმარ აი-
არი, რომელსაც ტანზე ერთი ღერი თმაც არ ჰქონდა.
168
თავი მუზარადივით უბრწყინავდა. რბილი, გლუვი კანი ჰქონდა.
მიახლოებითაც ვერ იტყოდი, რამდენი წლის იქნებოდა, მაგრამ მო-
გორს ინსტინქტი კარნახობდა, რომ ეს აბრეშუმივით ნაზი ბიჭი კაცს
თვალის დაუხამხამებლად მოკლავდა, საუკეთესო მეგობარს მოს-
ჭრიდა თავს, თუ იმპერატორი მოისურვებდა. ჰარემის ქალები გარს
შემოეჯარნენ მათ. მოქნილი, ღვთაებრივი სხეულები ხან მორგვი-
ვით შეიკვრებოდნენ, ხან გაიშლებოდნენ – მოგორს პლანეტების
მოძრაობა მოაგონდა, ჰო, ჰო, სწორედ პლანეტებისა, მზის გარშემო
რომ ბრუნავენ. მან იმპერატორს ახალი ჰიპოთეზის – სამყაროს ჰე-
ლიოცენტრული მოდელის შესახებ უამბო.
ხმადაბლა ლაპარაკობდა, რადგან მის სამშობლოში ასეთი ერე-
ტიკული აზრებისათვის ადამიანებს ჯერ კიდევ კოცონზე წვავდნენ.
ასეთ რამეებზე ხმამაღლა არ უნდა გელაპარაკა, თუმცა აქ, დიდი მო-
გოლის ჰარემში საუბარი საეჭვოა, რომის პაპს გაეგონა.
აკბარს გაეცინა: – უკვე ასობით წელია, რაც ეს ცნობილია, – თქვა
მან, – როგორ ჩამორჩენილა თქვენი ახალშობილი ევროპა! იმ პა-
ტარა ბავშვს დამსგავსებია, საჩხარუნოს რომ მოისვრის აუზში ბა-
ნაობისას, რადგან მისი ჟღრიალი არ მოსწონს.
მოგორმა საყვედური მიიღო და საუბრის თემა შეცვალა:
– მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, თქვენო უდიდებულესობავ,
რომ თქვენ თითქოს მზე ხართ, ისინი კი – ვარსკვლავები, – თქვა
მან. იმპერატორმა ზურგზე ხელი მოუთათუნა, – აი, პირფერობას
რაც შეეხება, ამ მხრივ მართლაც შეგვიძლია თქვენგან ვისწავლოთ.
ჩვენს მთავარ ქლესას, ბჰაკტი რამ ჯეინს ვეტყვი, თქვენგან რაღაცე-
ბი გადაიღოს. სრულ სიწყნარეში, ნელა, უჩუმრად, თითქოს ოცნებე-
ბისგან შექმნილნი ყოფილიყვნენ, ქალები წრიულ მოძრაობას გა-
ნაგრძობდნენ და ოდნავ არხევდნენ სასიამოვნოდ აღმგზნები არო-
მატით გაჟღენთილ ჰაერს. არავითარი ფაციფუცი, აჩქარება, ან რა-
169
ტომ უნდა გეჩქარა? იმპერატორი განაგებდა ყველაფერს. თვით
დრო ემორჩილებოდა მას, თვით დროის შეჩერება შეძლო.
მათ განკარგულებაში მთელი მარადისობა იყო.
– ქალი სრულყოფილად უნდა ფლობდეს კბილების, ფრჩხილები-
სა და სხეულის გათეთრების, შეღებვის, მოხატვის ხელოვნებას, –
განაგრძობდა იმპერატორი, – აღგზნებისგან მისი სიტყვები სულ უფ-
რო გაუგებარი ხდებოდა. ღვინო შემოიტანეს ოქროსფერი ბოკლე-
ბით და ის მოურიდებლად, დიდი ყლუპებით სვამდა. ამას ოპიუმი
მოჰყვა და იმპერატორი ახლა მას მიეძალა. ხასები უფრო მოახ-
ლოვდენ, ვიწრო წრე შეკრეს, მათი სხეულები უკვე იმპერატორსა და
მის სტუმარს ეხებოდნენ. იმპერატორის თანმხლები იმ დღეს თავა-
დაც იმპერატორად იქცეოდა, მისი პრივილეგიები თანმხლების პრი-
ვილეგიებიც ხდებოდა. აკბარი კი ამასობაში სტუმარს უკვე ენის
ბორძიკით უხსნიდა: ქალმა უნდა იცოდეს, როგორ დაუკრას სხვა-
დასხვა დონეზე და სხვადასხვა სასმელით შევსებულ სასმისზე, უნდა
იცოდეს, როგორ დადოს იატაკზე ფერადი მინის სასმისი, ისე რომ
არ გადაყირავდეს. უნდა იცოდეს ნახატის ჩარჩოში ჩასმა და კედელ-
ზე ჩამოკიდება, ყელსაბამის აცმა, თაიგულის გვირგვინისა და ყვა-
ვილწნულის გაკეთება. რეზერვუარის წყლით ავსება და მისი მოვ-
ლა. მისი ვალია, ერკვეოდეს სურნელებსა და ყურის სამშვენისებში.
უნდა შეეძლოს სცენაზე თამაში, ხელმარჯვე, სწრაფი და დაოსტა-
ტებული კულინარი იყოს, შარბათსა და ლიმონის წვენს ამზადებდეს,
ძვირფასეულობებში ერკვეოდეს, შეეძლოს კაცს დოლბანდი მოახ-
ვიოს და, რა თქმა უნდა, მაგიაში უნდა იყოს დახელოვნებული. თუ
ქალმა ეს ყველაფერი იცის, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ის თით-
ქმის უთანაბრდება ყველაზე უხეშსა და უმეცარ კაცს.
ხასები ერთ სხეულად შეირწყნენ – ერთი ზებუნებრივი ქალის
განსახიერებად.
170
ის ორივე მამაკაცთან ახლოს იდგა, სიყვარულის აურას ქმნიდა
მათ გარშემო.
საჭურისი შეუმჩნევლად გაცურდა სურვილის პლანეტების მაგიუ-
რი წრის მიღმა და მრავალხელება, მრავლისშემძლე ერთმა ქალმა,
ხასამ, შეძლო ისინი დაედუმებინა. დამყოლი, რბილი სხეული კაცე-
ბის სიმყარეს ეხებოდა და მათში აღწევდა. მოგორმა მთლიანად ზე-
ქალს მიანდო თავი.
შორეული წარსულის ქალებზე ფიქრობდა: სიმონეტა ვესპუჩიზე,
ალესანდრა ფიორენტინაზე და მასზე, ვის შესახებ მოსაყოლადაც
სიკრიში ჩამოვიდა.
ისინიც მისი ახლანდელი სასიყვარულო განცდების ნაწილად იქ-
ცნენ.
მოგვიანებით, ღონემიხდილმა და ბალიშებზე მისვენებულმა მო-
გორმა თქვა: – ჩემს მშობლიურ ქალაქში კარგად აღზრდილი ქალი
პირველ რიგში მორიდებულობით ფასდება.
ის კეთილგონივრულად უნდა იქცეოდეს და ჭორაობის საფუძვე-
ლი არავის მისცეს. მოკრძალებული და მშვიდი უნდა იყოს, კეთილი
და დიდსულოვანი. როცა ცეკვავს, მეტისმეტად მკვეთრი მოძრაობე-
ბი არ უნდა გააკეთოს, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრისას სპი-
ლენძის საყვირისა და დოლის ბრახუნის ხმებს არ უნდა გამოსცემ-
დეს. ხატვის დროსაც მორიდებული უნდა იყოს და რაც მოეპრიანება,
ყველაფერი არ უნდა დახატოს.
ვარცხნილობაც მოკრძალებული უნდა ჰქონდეს.
თითქმის უკვე ჩაძინებულმა იმპერატორმა ზიზღით ჩაიფრუტუნა,
– ასეთ ქალებთან ურთიერთობისას თქვენს კარგად აღზრდილ მა-
მაკაცებს ალბათ მოწყენილობა კლავთ, – ჩაიბურტყუნა მან.

171
– სამაგიეროდ, ჩვენი კურტიზანები მთლიანად შეესაბამებიან
თქვენს იდეალს, – გამოეხმაურა მოგორი, – შესაძლოა, ფერადი მი-
ნის სასმისის ფოკუსის გარდა.
– ნურასდროს იქონიებ ურთიერთობას ქალთან, რომელსაც ფე-
რადი სასმისის სწორად დადგმა არ შეუძლია, – ცერემონიულად,
დამრიგებლური ტონით უთხრა იმპერატორმა, თანაც აგრძნობინა,
გეხუმრებიო, – ასეთი ქალი უმეცარი, ანჩხლი დედაკაცია და მეტი
არაფერი.

***

სწორედ იმ ღამით აგოს, პირველად ცხოვრებაში, ნამდვილად შე-


უყვარდა ქალი და მიხვდა, რომ გაღმერთება, ესეც თავისებური მოგ-
ზაურობაა უცხო მხარეში. ის დარწმუნდა, რაგინდ მონდომებული
ყოფილიყო მშობლიური ქალაქი არასოდეს მიეტოვებინა, განწირუ-
ლი იყო თავისი მოგზაურობის მოყვარული მეგობრების მსგავსად
უცნობ გზებს გასდგომოდა.
სიყვარულის გზებიც შეიძლება საფრთხეებით იყოს სავსე, იქაც
შეიძლება ურჩხულები და დემონები იყვნენ ჩასაფრებულნი და არა
მხოლოდ სიცოცხლეს გამოემშვიდობო, არამედ უკვდავ სულსაც. ამ
ყველაფრის გასაცნობიერებლად მისთვის მხოლოდ ერთი მზერა
აღმოჩნდა საკმარისი.
ბუდუარის ნახევრად ღია კარიდან მან ფიორენტინას მოჰკრა
თვალი. ის მოოქრულ ფაეტონში ნახევრად წამოწოლილიყო დიდ-
გვაროვანი ფლორენციელი ახალგაზრდების გარემოცვაში, რო-
მელთაგან ერთ-ერთი, მისი მფარველი ფრანჩესკო დელ ნერო იმ
დროს მარცხენა ძუძუს უკოცნიდა, ხშირბეწვიანი ოთახის პატარა
ძაღლი კი მარჯვენა ძუძუსთავს ულოკავდა. და აგომ მყისვე გააცნო-
172
ბიერა, რომ მისი საქმე ცუდად იქნებოდა. ფრანჩესკო დელ ნერო ილ
მაკიას ნათესავად ერგებოდა და სრულიად შესაძლებელი იყო, რომ
მეგობრები მისი წყალობით აღმოჩნდნენ მიწვეულთა შორის.
მაგრამ აგო არას დაგიდევდათ, ის მზად გახლდათ მაშინვე დაეხ-
რჩო ეს ნაბიჭვარი და მასთან ერთად ის მყრალი ძაღლიც.
დიახ! თუ ფიორენტინას კეთილგანწყობის მოპოვება სურდა, მას
მრავალი მოწინააღმდეგის დამარცხება და ბევრი ფულის შოვნა მო-
უწევდა. მომავალი შინაგანი მზერის წინ ეშლებოდა და გრძნობდა,
როგორ გაედინებოდა მისგან სიჭაბუკის უდარდელობა, ხოლო მის
ადგილს ახალი, მტკიცე გადაწყვეტილება იკავებდა, ტოლედური
ხმალივით უდრეკი.
– ის ჩემი იქნება, – წასჩურჩულა მან მეგობარს.
– ეს ალბათ მაშინ, როცა მე რომის პაპი გავხდები, – ჩაიფხუკუნა
ილ მაკიამ, – ალესანდრა ფიორენტინა პირდაპირ ლოგინში მიგიპა-
ტიჟებს. ნეტავ, შენს თავს შეგახედა. განა შენ ის კაცი ხარ, რომელიც
ლამაზ ქალებს უყვარდებათ? არა, შენნაირებს აქეთ-იქით დაარბე-
ნინებენ დავალებების შესასრულებლად და ფეხებს იხოცავენ მათ-
ზე.
– ეშმაკსაც წაუღიხარ! – წამოენთო აგო, – შენ ხომ მაგარი ვინმე
ხარ. წინასწარ ჭვრეტ ყველაფერს, რაც უნდა მოხდეს.
ადამიანის დანდობა არ იცი და სხვისი გრძნობები ფეხებზე გკი-
დია. წადი, თუ კაცი ხარ, და მკვდარ თხაზე დაანძრიე.
ღამურას დიდი ფრთები – ნიკოლოს წარბები – ზემოთ აიწივნენ.
ეტყობა, მიხვდა, რომ შორს შეტოპა. აგოს ორივე ლოყა დაუკოცნა
და მონანიე ტონით, მაპატიეო, უთხრა: – შენ მართალი ხარ, ჩემო
მეგობარო. მხოლოდ ოცდარვა წლის ახალგაზრდა კაცს, რომელიც
მაინცდამაინც მაღალი არ არის, თმა სცვივა, მისი სხეული კი ბალი-
შის პირია, მეტისმეტად ვიწრო მასში ჩატენილი რბილი ბალიშისათ-
173
ვის, რომელსაც მხოლოდ უხამსი ლექსები ახსოვს და თავისი ბილ-
წსიტყვაობითაა განთქმული – შეუძლია – აი, სწორედ ასეთ ტიპს შე-
უძლია გააშლევინოს ფეხები დედოფალ ალესანდრას.
აგომ ნაღვლიანად გადააქნია თავი.
– უნდა ვაღიარო, რომ თვით შენც კი ვერ წარმოგიდგენია, მე რო-
გორი არამზადა ვარ. მე არა მხოლოდ მისი სხეული მინდა, არამედ
გულიც. ალესანდრა ფიორენტინას მაღალჭერიან სალონში, რომ-
ლის გუმბათის ცენტრში, ლურჯ ცაში მოლივლივე ქერუბიმებით მო-
ხატული ჩარჩოს შიგნით, ბუმბულივით ფაფუკ ღრუბელზე აფროდი-
ტა და არესი სიყვარულს ეძლეოდნენ უდიდესი კორნეტისტის, ჰერ-
მან ჰენრიხ ცინკის ღვთაებრივი მუსიკის თანხლებით, აგომ თავი ისე
იგრძნო, თითქოს უკუნ ღამეში თვალისმომჭრელი მზის სხივი მიანა-
თესო. იმ გახევებულ შინაბერად იქცა, რომელიც გამხდარი მეძავის
საწოლზე ჩამომჯდარა და იძულებულია, თუმც კი ხშირად ენა ებმის,
დიდი პოეტების ლექსები უკითხოს. მისი ფეხები თითქოს იატაკს შე-
ეზარდა. ფიორენტინა არა და არ ჩანდა და ის თასით ხელში შადრე-
ვანთან იდგა მარტო – არ შეეძლო, შეერთებოდა დანარჩენების თა-
ვაწყვეტილ ღრეობას. ილ მაკიამ ცოტა ხნით მიატოვა და მოხატულ
პავილიონში გაიქცა ორ შიშველ დრიადთან ერთად. აგოს სხეული
დაუმძიმდა. ის ერთადერთი ცოცხალი იყო ჭკუიდან გადასული სუ-
ლების გარემოცვაში.
მოსწყინდა და აღარ იცოდა, რა ექნა.
ხელახლად შობილ ქალაქში იმ ღამით არავის ეძინა. ყველგან
მუსიკა ისმოდა – მუსიკით იყო სავსე ქუჩები, მუსიკა იღვრებოდა ტა-
ვერნების ფანჯრებიდან, ცუდი და კარგი რეპუტაციის მქონე სახლე-
ბიდან, ბაზრებიდან, მონასტრების ეზოებიდან. თვით ღმერთები ჩა-
მოვიდნენ კვარცხლბეკებიდან და შეერივნენ მოზეიმე ბრბოს, მარ-
მარილოს სხეულებით ეკვროდნენ ცოცხლების თბილ სხეულებს. სა-
174
ყოველთაო სასიყვარულო განწყობა თითქოს ცხოველებსა და
ფრინველებსაც კი გადაედოთ: ხიდების ქვეშ ვირთხები დაძრწოდ-
ნენ, სახურავების ქვეშ ღამურები დაქროდნენ გიჟურად, ერთმანეთს
დასდევდნენ. ვიღაც კაცი ქუჩაში დარბოდა შიშველი, ზარს რეკდა და
ყვიროდა: „შეიშრეთ ცრემლები და შეიხსენით შარვლები, ბატონე-
ბო. ცრემლების დრო წავიდა“. აგო ვესპუჩიმ ზარის რეკვა მარსის
სახლში გაიგონა და აუხსნელმა შიშმა მოიცვა. შიშის მიზეზს უცებ
მიხვდა: სანამ ასე გაშეშებული, მარტო იდგა, მისი სიცოცხლე გადი-
ოდა, როგორც წყალი გაედინება თითებს შორის. ისეთი შეგრძნება
ჰქონდა, თითქოს იმ წამს ოცი წელი გავიდა, თითქოს საცაა მუსიკა
წაიყვანდა მომავლისაკენ, დამბლისა და უძლურებისაკენ, როცა
თვით დრო შეჩერდებოდა მისი ტკივილის სიმძიმისგან განადგურე-
ბული.
დაბოლოს, როგორც იქნა, ჯულიეტა ვერონეზემ მიიხმო:
– იღბლიანი კაცი ყოფილხარ, მიუხედავად დღევანდელი საღა-
მოს არაჩვეულებრივი წარმატებისა, ფიორენტინა მაინც თანახმაა,
მიგიღოთ თქვენ და თქვენი მექალთანე მეგობარი.
აგო ვესპუჩის სიხარულის ყვირილი აღმოხდა, მაშინვე ადგილს
მოსწყდა, მოხატულ პავილიონში შევარდა, ილ მაკია დრიადებს გა-
მოჰგლიჯა, ტანსაცმელი მიუყარა და, ისე რომ მის ბოლომდე ჩაცმას
არ დაელოდა, ჯადოსნური ოთახისკენ წაიყვანა, სადაც მათ მზეთუ-
ნახავი ალესანდრა ელოდათ.
დიდი კურტიზანის სამყოფელში ქაოსი გამეფებულიყო: ტახტზე
გაშოტილი ფლორენციელი დიდგვაროვნები ღრმა ძილს მისცემოდ-
ნენ. ძილშიც კი განაგრძობდნენ ფერებას შიშველი გოგონებისა,
რომლებიც მთავარი როლის შემსრულებლის, ქალბატონი ალესან-
დრასთვის ერთგვარ ფონს წარმოადგენდნენ. თავიდან ისინი ქალა-
ქის წარჩინებული ჭაბუკებისთვის ცეკვავდნენ მხოლოდ, მაგრამ
175
მოგვიანებით ღირსება აღარავის ახსოვდა: ველური ვნებების დრო
დადგა.
თვითონ ფიორენტინას საწოლი ცარიელი იყო, ზეწრები სუფთა
და აგოს გულში სულელური იმედი გაჩნდა: „იქნებ დღეს საყვარელი
არ ჰყავდა? იქნებ მე მელოდებოდა?“ თუმცა ალესანდრას არაფერი
ეტყობოდა საიმისო, რომ სექსზე ფიქრობდა.
საწოლზე ნახევრად წამოწოლილი ყურძენს მიირთმევდა თასი-
დან. შიშველ ტანს მხოლოდ ოქროსფერი თმა უფარავდა. თითქოს
ვერც შენიშნა ბუდუარში ორი კაცის შემოსვლა თავისი ჯუჯა მცველის
თანხლებით. ისინი იდგნენ და იცდიდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ
ფიორენტინამ ლაპარაკი დაიწყო წყნარად, თითქოს საკუთარ თავს
ძილის წინ ზღაპარს უყვებაო.
– ცხოვრობდა სამი მეგობარი – ნიკოლო მაკია, აგოსტინო ვეს-
პუჩი და ანტონიო არგალია. ბავშვობა მოჯადოებულ ტყეში გაატა-
რეს. შემდეგ ნინოს მშობლები შავმა ჭირმა შეიწირა. მაშინ ის ბედის
საძებნელად გაეშურა უცხო მხარეში და აღარასოდეს უნახავთ.
ამ სიტყვებმა ორივე მამაკაცს დაავიწყა, ახლა რა ხდებოდა მათ
თავს და მოგონებებში ჩაიძირნენ.
– თვით ნიკოლოს დედა, ბართოლომეა დე ნელი, რომელიც ყვე-
ლა ავადმყოფობას ფაფებით კურნავდა, უცებ გარდაიცვალა, მას
შემდეგ, რაც ცხრა წლის არგალია გენუაში გაემგზავრა კონდოტიერ
ანდრეა დორიას შეიარაღებულ მილიციაში სამსახურის საშოვნე-
ლად.
ნიკოლოს მამამ, ბერნარდომ, ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძ-
ლო. სიმინდის ფაფა მოუხარშა ცოლს მისივე რეცეპტით, მაგრამ
ქალს არაფერმა უშველა – სიკვდილამდე სიცხისგან იწვოდა და კან-
კალებდა. ახლა კაცი მთელ დროს პერკუსინაში, თავის ფერმაში

176
ატარებდა, თავი ძლივს გაჰქონდა და საკუთარ თავს წყევლიდა,
რადგან ცოლის გადარჩენა ვერ შეძლო.
„უფრო ყურადღებით რომ დავკვირვებოდი, – დღეში ასჯერ იტყო-
და ხოლმე, – როგორ ხარშავდა ფაფას – ზუსტად მეცოდინებოდა მი-
სი დამზადება, მე კი მის საცოდავ სხეულს ეს ცხელი საზიზღრობა წა-
ვუსვი და ამიტომ მოკვდა“.
სანამ ნიკოლო განსვენებულ დედასა და უბედურ მამაზე ფიქრობ-
და, აგოს ის დღე გაახსენდა, არგალია რომ წავიდა მათგან მხარზე
გადაკიდებული, ჯოხზე მიკრული ბოხჩით, თითქოს ღატაკი მაწანწა-
ლა ყოფილიყოს. – იმ დღეს, როცა არგალია წავიდა, ჩვენი ბავშვობა
დამთავრდა. – თქვა მან ხმამაღლა, თავისთვის კი გაიფიქრა, სწო-
რედ იმ დღეს ვნახეთ მანდრაგორას ფესვებიო და მის თავში მომწი-
ფება დაიწყო გეგმამ, რომლის განხორციელებით ფიორენტინა მუდ-
მივ საყვარლად უნდა ექცია.
მეგობრები რომ არ გამოეპასუხნენ, ფიორენტინა საკმაოდ გაღი-
ზიანდა, თუმცა კარგად აღზრდილი იყო და ეს არ გამოხატა.
– მაინც რა წყვილი ხართ ასეთი უგულოები და არაფრისმაქნისე-
ბი, – თქვა მან. გულგრილი, ბევრი მოწევისგან ჩახრინწული ხმა არ
აუმაღლებია, – ნუთუ უგზო-უკვლოდ დაკარგული თქვენი საუკეთე-
სო მეგობრის სახელის ხსენება არავითარ ემოციებს არ იწვევს
თქვენში? თქვენ ხომ მის შესახებ ცხრამეტი წელია არ გსმენიათ.
აგო მღელვარებისგან ისე იყო ენადაბმული, არ იცოდა, რა ეპა-
სუხა, თუმცა ცხრამეტი წელი მართლა დიდი დროა. მათ უყვარდათ
არგალია და როცა დაიკარგა თვეობით, წლობითაც კი იმედი ჰქონ-
დათ, რომ რაიმეს შეიტყობდნენ მის შესახებ.
ბოლოს მას არც ერთი აღარ ახსენებდა საუბარში, რადგან თი-
თოეული მათგანი დარწმუნებული იყო – არგალიას სიჩუმე მხო-
ლოდ მის სიკვდილს ნიშნავდა. არც ერთს სურდა სიმართლისთვის
177
თვალის გასწორება და ამის ხმამაღლა თქმა, ვინაიდან, სანამ ეს თე-
მა ტაბუდადებული იქნებოდა, არგალია შეიძლება ცოცხალი აღმო-
ჩენილიყო. მაგრამ უკვე დიდი ხანი იყო, რაც გაიზარდნენ. მათი მე-
გობარი ბავშვობისდროინდელ სხვა მოგონებებში ჩაიკარგა, გა-
ფერმკრთალდა და მისგან მხოლოდ სახელი დარჩა, რომელსაც
არასოდეს წარმოთქვამდნენ. არგალიას სიცოცხლეში გამოხმობა
ძნელი აღმოჩნდა. ჰო, თავიდან სამნი იყვნენ, შემდეგ თითოეული
თავისი გზით წავიდა. აგოს, რომელსაც მოგზაურობა არ უყვარდა,
სიყვარულის ქვიან ბილიკებზე მოუწია სიარული. ილ მაკია მასზე
მიმზიდველი იყო, მაგრამ ამჯობინა კარიერას გამოდევნებოდა,
რაც, როგორც ცნობილია, უფრო მეტად ათრობს და აღაგზნებს, ვიდ-
რე რომელიმე სიყვარულის წამალი.
არგალია კი, არგალია დაიკარგა, გაქრა, მოხეტიალე ვარსკვლა-
ვად იქცა ცისკიდურზე.
– რაიმე ცუდი ამბავია? – ჰკითხა ნიკოლომ ალესანდრას, – მოგ-
ვიტევეთ. მთელი ცხოვრება ამ წამის გვეშინოდა.
ალესანდრამ ჟესტით გვერდით კარისკენ მიანიშნა: – შეიყვანე იქ
ესენი, – უთხრა ჯულიეტა ვერონეზეს, – ახლა მეტისმეტად დაღლი-
ლი ვარ საიმისოდ, რომ თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო, – ეს თქვა,
თავი გაწვდილ მარჯვენა მკლავზე ჩამოდო და მისი ნატიფი ცხვირი-
დან მაშინვე ხვრინვის მსგავსი ხმა გაისმა.
– ხომ კარგად გაიგონეთ? აბა, გაინძერით! – უხეშად თქვა ჯუჯა
ჯულიეტამ, – წასვლის დროა. შემდეგ ცოტა მოლბა და დასძინა: – იქ
მიიღებთ პასუხს თქვენს ყველა შეკითხვაზე.
კარს მიღმა ოთახი ასევე საძინებელი აღმოჩნდა, მაგრამ, რო-
გორც გაირკვა, იქ მყოფი ქალი არც გახდილი იყო და არც ჩაძინებუ-
ლი. სასანთლეში მხოლოდ ერთი სანთელი იწვოდა და ნახევრად
სიბნელე სუფევდა, მაგრამ როცა სიბნელეს თვალი შეაჩვიეს, მე-
178
გობრებმა მათ წინ მდგარი აღმოსავლურ ყაიდაზე ჩაცმული ქალი
დაინახეს ვიწრო, ტანზე მაგრად შემოჭერილი კოფთით, ფართო
შარვლით, შიშველი მუცლითა და მკერდზე გადაჯვარედინებული
მკლავებით.
– სულელი ძუკნა, – თქვა ჯულიეტა ვერონეზემ, – ამას ისევ სულ-
თნის ჰარემში ჰგონია თავი. არ უნდა, სიმართლეს თვალი გაუსწო-
როს, – ძალიან ახლოს მივიდა მასზე ორჯერ მაღალ ოდალისკას-
თან, თავი, რომლითაც ქალს დაახლოებით ჭიპამდე სწვდებოდა, ზე-
მოთ ასწია და დაიყვირა: – შენ მეკობრეებმა დაგატყვევეს, მეკობ-
რეებმა! უკვე ორი კვირაა მას შემდეგ!
ვენეციაში გაგყიდეს მონების ბაზარზე! გესმის ჩემი? გესმის, რას
გეუბნები? – იგივე ფრაზა ორჯერ დაიყვირა ფრანგულად და ორ მე-
გობარს მიუბრუნდა: – პატრონმა ის დროებით ჩვენ გადმოგვცა შე-
საფასებლად და ჯერაც ვერ გადაგვიწყვეტია, როგორ მოვიქცეთ,
ავიყვანოთ თუ არა.
მშვენივრად გამოიყურება, მკერდიც, გავაც კარგი აქვს, ვერა-
ფერს დაუწუნებ, – და ჯუჯამ ავხორცულად გადაუსვა ხელი გახევე-
ბულ ქალს, – მაგრამ, საქმე ისაა, რომ ცოტა უცნაური ვინმე ჩანს.
– რა ჰქვია? – ჰკითხა აგომ, – და ფრანგულად რატომ ელაპარა-
კები? რატომ გამოიყურება ასე, თითქოს გაქვავებული იყოს?
– ჩვენამდე მოაღწია ფრანგი პრინცესას ამბავმა, რომელიც თურ-
ქებმა ჩაიგდეს ტყვედ, – გამოეხმაურა ჯულიეტა ვერონეზე, თან
ქალს გარშემო უვლიდა, თითქოს მტაცებელი ცხოველი ენახოს. –
მაგრამ ჩვენ გვეგონა, ეს მხოლოდ ჭორი იყო. იქნებ სწორედ ის
არის, მაგრამ ისიც შესაძლოა, არ იყოს.
ფრანგულად რომ ლაპარაკობს, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ
თავის სახელს არ ამბობს. როცა ეკითხებიან, რა გქვიაო, პასუხობს:

179
„მე მოგონებების სასახლე ვარ“. მოდი, თქვენ ჰკითხეთ. ხომ არ გე-
შინიათ?
– რა გქვიათ, მადმუაზელ? – რბილად, ისე როგორც მხოლოდ მას
შეეძლო, ჰკითხა ილ მაკიამ ფრანგულად და გახევებულმა ქალმა
უპასუხა:
– Je suis le palais des souvenirs.
– აი, ხომ ხედავთ! – თქვა ჯუჯამ ცერემონიულად, – ამბობს ადა-
მიანი კი არა, ადგილი ვარო.
– და არგალიასთან ამას რა საერთო აქვს? – დაინტერესდა აგო.
ამ სახელის გაგონებისას ოდალისკა შეირხა, თითქოს საცაა დალა-
პარაკებას აპირებსო, მაგრამ ისევ გაირინდა.
– საქმე ისაა, – უპასუხა ჯულიეტამ, – როცა აქ მოიყვანეს, საერ-
თოდ ხმას არ იღებდა. ის იყო სასახლე საგულდაგულოდ ჩარაზული
კარებითა და ფანჯრებით. ჩემმა ქალბატონმა ჰკითხა, თუ იცი, სად
იმყოფებიო. მე, რა თქმა უნდა, გადავუთარგმნე კითხვა და ჩემმა
პატრონმა დასძინა, ახლა ფლორენციაში ხარო. თითქოს სასახლის
კარში გასაღები გადაატრიალესო, უცებ ალაპარაკდა: „ჩემს სასახ-
ლეში არის ოთახი ასეთი სახელით“, – თქვა და მოულოდნელად, ისე
რომ ადგილი არ უცვლია, უცნაური მოძრაობები გააკეთა სხეულით,
თითქოს სადღაც მიდისო, შემდეგ კი რაღაც ისეთი თქვა, რომ ჩემმა
ქალბატონმა მიბრძანა, თქვენ მომეხმეთ.
– რა თქვა ასეთი? – მოითხოვა დაზუსტება აგომ.
– აი, თვითონ მოუსმინეთ, – უპასუხა ჯულიეტა ვერონეზემ, ხე-
ლახლა მიუახლოვდა საიდუმლოებით მოცულ ქალს და ჰკითხა:
„Qu’est-ce que connais de Florence? Qu’est-ce que se trouve dans
cette chambre du palais?“1 მონა გოგონა მაშინვე ამოძრავდა, ჟეს-

1
რა იცით ფლორენციაზე? რა არის სასახლის იმ ოთახში? (ფრანგ.)
180
ტებით გამოხატავდა, თითქოს დერეფანს მიუყვებოდა, კუთხეებში
უხვევდა, კარებში გადიოდა, შემდეგ კი სუფთა იტალიურით ალაპა-
რაკდა:
– ცხოვრობდა სამი მეგობარი, ნიკოლო მაკია, აგოსტინო ვესპუ-
ჩი და ანტონიო არგალია. ბავშვობა მოჯადოებულ ტყეში გაატარეს.
აგო აკანკალდა.
– საიდან უნდა იცოდეს ეს? სად შეიძლება გაეგონა? – იკითხა გა-
ოგნებულმა. მაგრამ ილ მაკიას პასუხი უკვე ჰქონდა. და ეს უმთავ-
რესად მამამისის ფასდაუდებელი ბიბლიოთეკის წყალობა იყო
(ბერნარდო მდიდარი კაცი არ იყო და თითოეული წიგნის შეძენისას
ბევრს ფიქრობდა, სანამ ყიდვას გადაწყვეტდა).
ნიკოლოს საყვარელი წიგნის, ტიტო ლივიუსის1 „Ab Urbe
Condita“2-ის გვერდით იდო ციცერონის „De Oratore“3, – მის შემდეგ
კი უცნობი ავტორის თხელი წიგნი, სათაურით „Rhetorica ad
Herennium“4. ამის გახსენებისას ნიკოლომ თქვა: – ციცერონი ამ-
ტკიცებს, რომ დამახსოვრების ასეთი ხერხი ბერძენმა სიმონიდე კე-
ოსელმა გამოიგონა. ერთხელ მან წვეულება, რომელზეც მრავალი
დიდგვაროვანი ესწრებოდა, ერთი წუთით ადრე დატოვა, ვიდრე
დარბაზში ჭერი ჩამოინგრეოდა და ყველა იქ მყოფი დაიხოცებოდა.

1
ტიტო ლივიუსი – (59 წ. ძვ.წ. – 17 წ. ახ.წ.) რომაელი ისტორიკოსი, „რომის ისტო-
რიისა და ქალაქის დაარსების“ ავტორი.
2
„რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან“.
3
ორატორი (ლათ.)
4
„რიტორიკა ჰერენიუმს“.

მისი ავტორობა დიდხანს ციცერონს მიეწერებოდა, შემდეგ კი კორნიფიცი

უსს.

181
როცა შემდეგ მას სთხოვეს, ჩამოეთვალა დაღუპულთა სახელები,
მან ყველა გაიხსენა, რადგან ზუსტად ახსოვდა, ვინ სად იჯდა.
– რა ხერხია ასეთი? – ჰკითხა აგომ.
– Rhetorica-ში მას სწორედ ასე ჰქვია – მოგონებების სასახლე, –
უპასუხა ილ მაკიამ, – შენს წარმოსახვაში აგებ შენობას, წარმოიდ-
გენ, სად რა არის მასში და შემდეგ თითოეულ საგანს, ავეჯს, დეკო-
რაციას, თუ, რასაც გსურს, რაღაც კონკრეტულ მოგონებასთან აკავ-
შირებ. და როცა წარმოსახვით სასახლეს შემოივლი, შეგიძლია გო-
ნებაში გამოიხმო იმ დროს შენთვის საჭირო ყველა ინფორმაცია თა-
ვისი დეტალებით.
– მაგრამ ეს ქალი ხომ სასახლეს საკუთარ თავს უწოდებს, – შე-
ეპასუხა აგო, – თითქოს თვით მისი სხეული იყოს მოგონებების სა-
ცავის შესასვლელი.
– ეს მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას, – თქვა ილ მაკიამ, – ვიღაც
ძალიან შეეცადა და მას იმ ზომის სასახლე აუგო, რომ თვით მისი
მოგონებებისთვის ადგილი აღარ დარჩა. ამ ქალს მეხსიერება ან სა-
ერთოდ დაუკარგეს, ან სადღაც, მაღლა, სხვენში დაუმალეს – მოგო-
ნებების სასახლეში, რომელიც მის გონებაში ააგეს და მართლა აქ-
ციეს იმ ყველაფრის საცავად, რასაც მფლობელი მოინდომებს, და-
ამახსოვრებინოს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ხდება ოტომანის იმპერიის
სასახლის კარზე? ეს შეიძლება ჩვეულებრივი რამ იყოს თურქები-
სათვის, იქნებ ვინმე დესპოტის, ან მისი რომელიმე ფავორიტის ახი-
რებაა.
ახლა ჩავთვალოთ, რომ ეს ფავორიტი არგალიაა და სწორედ მან,
და არა სხვა ვინმემ, ააგო მოგონებების ეს სასახლე, ან მისი რომე-
ლიმე ნაწილი.
ისიც შესაძლებელია, შენობის არქიტექტორი ვინმე ისეთი იყო,
ვისაც არგალია კარგად იცნობდა. ორივე შემთხვევაში შეიძლება
182
დავასკვნათ, რომ ჩვენი ბავშვობის მეგობარი ახლაც ცოცხალია, ან
ყოველ შემთხვევაში, ცოტა ხნის წინ ცოცხალი იყო.
– შეხედეთ, – წამოიყვირა აგომ, – ქალი ისევ რაღაცის თქმას
აპირებს.
– ცხოვრობდა ერთი პრინცი, სახელად არკალია, – განაცხადა
„მოგონებების სასახლემ“, – დიდი მებრძოლი, რომლის იარაღს ჯა-
დო ჰქონდა და ამალაში კი ოთხი შიშისმომგვრელი გოლიათი ჰყავ-
და. და ის იყო მსოფლიოს ულამაზესი მამაკაცი.
– არკალია, თუ არგალია, – თქვა ილ მაკიამ, ახლა უკვე ძალიან
აღელვებულმა, – სწორედ ჩვენი მეგობარი უნდა იყოს.
– არკალია, თურქი არკალია, – თქვა „მოგონებების სასახლემ“,
– ის, ვინც ჯადოსნური ხმალი გამოჭედა.
– მართლა ჩვენი ნაბიჭვარი მეგობარი იქნება, – წამოიყვირა აღ-
ტაცებულმა აგო ვესპუჩიმ, – მან შეასრულა ის, რასაც აპირებდა –
მტრის მხარეზე გადავიდა.

11. გენუისკენ მიმავალ გზაზე ცარიელი სასტუმრო


იდგა...

გენუისკენ მიმავალ გზაზე ცარიელი სასტუმრო იდგა ჩაბნელებუ-


ლი ფანჯრებითა და გაღებული კარით. მეპატრონე, მისი ცოლი, ბავ-
შვები და სტუმრები – ყველანი გაიქცნენ იქიდან, მას შემდეგ, რაც
ზედა სართულის ერთ-ერთ ოთახში ნახევრად მკვდარი გოლიათი
დასახლდა. ნინო არგალიას თქმით, მას ასე იმიტომ უწოდებდნენ,
რომ დღის განმავლობაში მკვდარი ღამით ცოცხლდებოდა. „თუ იქ
აპირებ ღამის გატარებას, – უთხრეს არგალიას მეზობლად მდებარე
სახლის მცხოვრებლებმა, – იცოდე, დილამდე ვერ მიატან, იმიტომ

183
რომ ის შეგჭამს“. მაგრამ არგალია არ შეშინდა, სასტუმროში შევი-
და და მარტომ, გულიანად მიირთვა საჭმელი. როცა იმ ღამით გო-
ლიათი გაცოცხლდა, არგალია დაინახა და თქვა: „აჰა, შესანიშნა-
ვია. საუზმე საკუთარი ფეხით მწვევია“. მაგრამ არგალიამ უპასუხა:
„თუ შემჭამ, ჩემს საიდუმლოს ვერასოდეს გაიგებ“. გოლიათი ცნო-
ბისმოყვარე გამოდგა და თან შტერიც, როგორებიც ხშირად არიან
ხოლმე ისინი. „გამიმხილე შენი საიდუმლო, ჩემო პატარა საუზმევ
და სიტყვას გაძლევ, რომ არ შეგჭამ, სანამ ბოლომდე არ მიამბობ,
რაც მოსაყოლი გაქვს“. არგალიამ მდაბლად დაუკრა თავი და უპა-
სუხა: „ჩემი საიდუმლო ამ ბუხარშია. ვინც მისი საკვამურის წვერს
მიაღწევს, მსოფლიოში უმდიდრესი ბიჭი გახდება“. „ან უმდიდრესი
გოლიათი“,– დასძინა ნახევრად მკვდარმა. „ან უმდიდრესი გოლი-
ათი, – დაეთანხმა არგალია სულგრძელად, თუმცა მის ხმაში თავ-
დაჯერება არ იგრძნობოდა, – მაგრამ შენ იმხელა ხარ, იქ ვერ აძ-
ვრები“. „და ბევრია განძი?“ – ჰკითხა გოლიათმა. „ამდენი განძი დე-
დამიწაზე არსადაა, – უპასუხა არგალიამ, – ჭკვიანი იყო ამ განძის
პატრონი პრინცი, რომელმაც ამ უბრალო სასტუმროს საკვამურის
წვერში მისი შენახვა მოიფიქრა, რადგან არავის მოუვიდოდა აზ-
რად, დიდი იმპერატორის განძი ასეთ შეუფერებელ ადგილზე ეძებ-
ნა“.
„პრინცები ხომ ჩლუნგები არიან“, – თქვა გოლიათმა.
„გოლიათებისგან განსხვავებით“, – ფიქრიანად გამოეპასუხა არ-
გალია. „სწორედაც რომ ასეა“, – თქვა ნახევრად მკვდარმა და შე-
ეცადა, ბუხარში შემძვრალიყო.
„გამართლდა, რისაც მეშინოდა, – ამოიხვნეშა არგალიამ, – ძა-
ლიან დიდი ხარ.
არაფერი გამოვა“. „შენ გგონია, ასე ადვილად შევეგუები დამარ-
ცხებას? – დაიღრიალა გოლიათმა და ერთი მკლავი მოიგლიჯა, –
184
ახლა ისე დიდი აღარ ვარ, ხომ?“ – თქვა მან, მაგრამ საკვამურში
ისევ ვერ შეეტია. „მეორე მკლავიც ხომ არ მოგეშორებინა?“
– შეთავაზა არგალიამ.
გოლიათის ვეებერთელა, მძლავრმა ყბებმა მეორე მკლავიც მო-
იჭამეს, თითქოს ცხვრის ფეხი ყოფილიყო. მაგრამ ამის შემდეგაც კი
ვერ დაპატარავდა იმდენად, რომ ზემოთ აძვრომა შეძლებოდა.
„ერთი აზრი მაქვს, – უთხრა არგალიამ, – ხომ არ აჯობებს, თავი
მოიჭრა და საკვამურის წვერთან გაგზავნო, რათა იქ ყველაფერი და-
ათვალიეროს?“ „მაგრამ ხელები რომ აღარ მაქვს, ჩემო საუზმევ? –
უპასუხა გოლიათმა დამწუხრებული ტონით, – და თუმცა ძალიან
კარგი რამ მოიფიქრე, საკუთარი თავის მოჭრას ვეღარ შევძლებ“.
„ნება მომეცი დაგეხმარო“, – წამოიძახა არგალიამ, სამზარეულოს
დიდ დანას დაავლო ხელი, მაგიდაზე შეხტა და ერთი ღონიერი მოქ-
ნევით გოლიათს თავი მოაჭრა.
როცა სასტუმროს მეპატრონემ, მისი ოჯახის წევრებმა და სტუმ-
რებმა (ისინი ღამით ახლომდებარე თხრილში იძინებდნენ) გაიგეს,
რომ არგალიამ „ნახევრად მკვდარს“ თავი წააცალა და ის ახლა ღა-
მითაც მკვდარი იყო და დღისითაც, არგალიას ვედრება დაუწყეს,
ასევე გასწორებოდა ადგილობრივ მჩაგვრელ ფეოდალს, რომელ-
მაც მათ ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. „თვითონ მიხედეთ თქვენს
პრობლემებს, – უპასუხა მან, – ეს უკვე ჩემი საქმე არ არის. მე მხო-
ლოდ ის მსურდა, ღამე წყნარად გამეტარებინა. ახლა კი გასამდიდ-
რებლად ადმირალ ანდრეა დორიასთან მივემგზავრები“. ამ სიტყვე-
ბით მიატოვა ისინი და ბედის საძებნელად გაეშურა...
ეს ამბავი, რომელსაც შემდეგ არგალია ჰყვებოდა, რა თქმა უნდა,
თავიდან ბოლომდე გამოგონილი იყო, მაგრამ ასეთი გამონაგონი
ხშირად შველის ადამიანს რეალურ ცხოვრებაში. ამ შემთხვევაშიც
ასე გამოვიდა: სწორედ ასეთმა ამბებმა, დაუსრულებელმა, ყველაზე
185
დაუჯერებელმა ისტორიებმა, რომლებიც არგალიას აგო ვესპუჩის-
გან მოესმინა, გადაარჩინა ცხრა წლის ნინო, როცა ის ანდრეა დო-
რიას ფლაგმანი გემის ქვემო ბანზე იპოვეს საწოლქვეშ დამალული.
ნინო არგალიას ინფორმაცია გენუაში მიმდინარე მოვლენების შე-
სახებ მოძველებული იყო:
ფრანგები უკვე გამოეძევებინათ გენუიდან და როცა ნინომ გა-
იგო, დორიას ფლოტილია თურქებთან საბრძოლველად მიემართე-
ბაო, ჩათვალა, რომ გადამწყვეტი მოქმედებების დრო დადგა. რვა
ტრირემი1 კბილებამდე შეიარაღებული – არკებუზებით, პისტოლე-
ტებით, ხანჯლებით, ხმლებით, გაროტებით2, ენამყრალი, თავზეხე-
ლაღებული, მძვინვარე მებრძოლებით, უკვე მეხუთე დღე იყო, მიცუ-
რავდა, როცა მოშიებული მაწანწალა ყურით გამოათრიეს სამალა-
ვიდან და თვით ადმირალს მიჰგვარეს.
არგალია თავისი საცოდავი ბოხჩით ჩვრის ჭუჭყიან თოჯინას
ჰგავდა. უნდა ითქვას, რომ ანდრეა დორია კარგი ხასიათით არ გა-
მოირჩეოდა. მერყეობა არ სჩვეოდა – უკიდურესად მრისხანე, დეს-
პოტური და პატივმოყვარე იყო. მისი სისხლმოწყურებული ჯარისკა-
ცები დიდი ხნის წინ აუმხედრდებოდნენ, ამ ყველაფერთან ერთად
კარგი მეთაური და უშიშარი მებრძოლიც რომ არ ყოფილიყო. ერთი
სიტყვით, ის ნამდვილი ურჩხული იყო და გაბრაზებისას კიდევ უფრო
საშიში ხდებოდა ზღაპრული გოლიათივით, რომელიც ხელებიანი
იქნება თუ თუ უხელო, მაინც ძრწოლას გვგვრის.
– ორ წუთს გაძლევ, – უთხრა მან ბიჭს, – დამარწმუნე, რომ ზღვა-
ში არ უნდა გადაგაგდო.
არგალიამ ახედა და თვალი გაუსწორა:

1
ტრირემი – საბრძოლო ხომალდის ნაირსახეობა.
2
გაროტა – წამებისა და სიკვდილით დასჯის იარაღი.
186
– ეს დიდი გაუფრთხილებლობა იქნებოდა თქვენი მხრიდან, –
უპასუხა მან, – მე ბევრი რამ ვიცი და ბევრი რამ შემიძლია. საკმაოდ
მიმოგზაურია და დიდი გამოცდილება მაქვს. ბედის ძიებაში, მოგ-
ზაურობისას, ბევრ რამეს გადავყრივარ, გოლიათი მომიკლავს, ასე-
ვე უსულგულო ჯადოქარი. მისი საიდუმლო შევიტყვე, გველის ენა
ვისწავლე. თევზების მბრძანებელს შევხვდი, ვცხოვრობდი ქალის
სახლში, რომელსაც სამოცდაათი ვაჟიშვილი ჰყავდა და ერთი ჩა-
იდანი ჰქონდა. სულ ადვილად შემიძლია ლომად, არწივად, ძაღ-
ლად, ჭიანჭველად გადავიქცე.
მზად ვარ, ლომივით ვიბრძოლო თქვენთვის, არწივივით გამ-
ჭრიახი თვალი ვადევნო თქვენს მტრებს, ძაღლივით გიერთგულოთ
და თან ჭიანჭველასავით უჩინარი დავრჩე, ისე რომ ვერ შემამჩნი-
ოთ, როცა ყურში ჩაგიძვრებით და დაგგესლავთ. ერთი სიტყვით,
გირჩევნიათ, არ გამაბრაზოთ.
პატარა კი ვარ, მაგრამ ღირსი ვარ თქვენთან ყოფნისა, რადგან
მე და თქვენ ერთი და იმავე პრინციპით ვცხოვრობთ.
– მაინც რომელ პრინციპზე ლაპარაკობ, ხომ ვერ მეტყოდი, –
ჰკითხა დაინტერესებულმა ანდრეა დორიამ. აბურძგნილი წვერი
ჰქონდა, ტუჩებზე ღვარძლიანი ღიმილი დასთამაშებდა, მოელვარე
თვალებს ბავშვის სახეს არ აცილებდა. – ის, რომ მიზანი ამარ-
თლებს საშუალებას, – უპასუხა არგალიამ, გაახსენდა, როგორ უყ-
ვარდა ამ ფრაზის წარმოთქმა ილ მაკიას, როცა სამი მეგობარი მი-
უწვდომელი ქალის დასაპყრობად მანდრაგორას გამოყენების ეთი-
კურ მხარეზე საუბრობდა.
– მიზანი ამართლებს საშუალებას? – გაიმეორა გაკვირვებულმა
დორიამ, – თვით ეშმაკიც ვერ იტყოდა უკეთესად.
– ეს მე თვითონ მოვიგონე, – იცრუა არგალიამ, – მე ხომ თქვენ-
სავით ობოლი ვარ. თქვენი არ იყოს, მეც მოულოდნელად გავღა-
187
რიბდი და იძულებული გავხდი, ფულის შოვნაზე მეფიქრა. ობლობა
ასწავლის ადამიანს ყოველ წამს მზად, ფხიზლად იყოს და გააკეთოს
ყველაფერი, რაც აუცილებელია, რომ გადარჩეს. ჩვენთვის შეუძლე-
ბელი არ არსებობს, – რაო, რა თქვა ილ მაკიამ, როცა არქიეპისკო-
პოსი ჩამოახრჩვეს? არგალიამ გაიხსენა და დასძინა: – არსებობის-
თვის ბრძოლაში მხოლოდ უძლიერესები რჩებიან ცოცხალნი.
– მხოლოდ უძლიერესები რჩებიან ცოცხალნი, – გაიმეორა ფიქ-
რიანად ანდრეამ, – კიდევ ერთი სასტიკი სიმართლე. ესეც შენი აზ-
რია?
ნინომ მორცხვად დახარა თავი და განაგრძო: – თქვენც ადრე და-
ობლდით და უნდა გამიგოთ, მართალია, ასაკით პატარა ვარ, მაგ-
რამ უმწეო ბავშვი არ გეგონოთ. ბავშვი პატარა არსებაა, მას თავს
ევლებიან და ანებივრებენ, ცხოვრებისეული სიმართლისგან იფა-
რავენ, უფლებას აძლევენ, წლები თამაშში ფლანგოს.
მოგვიანებით მას სჯერა, რომ სკოლაში ცხოვრებისთვის საჭირო
ცოდნას იძენს. ბავშვობა ფუფუნებაა და მე ამ ფუფუნების უფლებას
საკუთარ თავს ვერ მივცემ.
თქვენც ასე არ მოიქეცით? სიმართლე ბავშვობის თაობაზე ყვე-
ლაზე დაუჯერებელ ამბებში იმალება. ბავშვები ებრძვიან ურჩხუ-
ლებსა და დემონებს და მხოლოდ მაშინ რჩებიან ცოცხლები, თუ
არაფრის ეშინიათ. შიმშილისგან კვდებიან, თუ ოქროს თევზს არ და-
იჭერენ, რომელიც სურვილებს უსრულებთ, ტროლები ჭამენ ცოც-
ხლად, თუ ეშმაკობით დროის გაყვანას ვერ მოახერხებენ გათენე-
ბამდე, როცა ბოროტი სულები ქვებად იქცევიან. ბავშვმა უნდა იცო-
დეს ლობიოზე მკითხაობა, რომ მომავალი იწინასწარმეტყველოს,
იცოდეს, ისე გაფანტოს ლობიოს კაკლები, რომ ქალი თუ კაცი თავის
ნებას დაუმორჩილოს, უნდა იცოდეს, სად და როგორ დათესოს, რომ

188
შემდეგ ზღაპრული ღერო მოიყვანოს. ობოლი – ეს არის განსაკუთ-
რებული ბავშვი. მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი საშინელი ზღაპარია.
– მიეცით რაღაც საჭმელი ამ მოქაქანე ფილოსოფოსს, – უბრძანა
დორიამ მრისხანე გამომეტყველების ბოცმანს, სახელად ჩევას. შე-
იძლება რამეში გამოგვადგეს. წინ ხომ გრძელი გზა გვიდევს და გა-
მართობს მაინც თავისი ტყუილებით.
ბოცმანმა არგალიას უხეშად ჩაავლო ყურში ხელი, კაპიტნის კაი-
უტიდან გამოიყვანა და უთხრა: – არ გეგონოს, ენის ტარტარმა გა-
დაგარჩინა. მხოლოდ ერთი მიზეზია, რის გამოც ჯერ კიდევ ცოცხა-
ლი ხარ.
– აუჰ! – წამოიყვირა არგალიამ, – და ხომ ვერ მეტყვით, რა არის
ეს მიზეზი?
ჩევამ კიდევ ერთხელ ჩაავლო ყურში ხელი, ამჯერად კიდევ უფ-
რო მტკივნეულად. მარჯვენა ლოყაზე ბოცმანს მორიელი ჰქონდა
ტატუირებული, თვალებში კი მკვდრის სხივი ედგა, როგორც ადამი-
ანს, რომელსაც სიცოცხლეში არ გაუღიმია. – მიზეზი ისაა, რომ შენ
გეყო ვაჟკაცობა, ან უბრალოდ, თავხედობა მისთვის პირდაპირ თვა-
ლებში ჩაგეხედა. ვინც თვალის გასწორებას ვერ უბედავს, ადმირა-
ლი მისი ღვიძლით თოლიებს კვებავს.
– აი, ნახავ, – უპასუხა არგალიამ, – მეც გავხდები მისი მსგავსი
მეთაური და მეც მივიღებ გადაწყვეტილებებს, ვინ დავსაჯო და ვინ
შევიწყალო, ასე რომ, შენ გირჩევნია მიეჩვიო ჩემთვის თვალის გას-
წორებას.
ჩევამ კეფაში წაუთაქა.
– ჯერ გაიზარდე, შე დაფსხრიკულო. ჯერჯერობით შენი თვალები
ზუსტად ჩემი სირის დონეზეა.
მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობდა ჩევა-მორიელი, არგალიას
მოგონილმა ამბებმა დიდი როლი ითამაშეს მის გადარჩენაში, რად-
189
გან, როგორც აღმოჩნდა, მრისხანე ადმირალს, ყველა ჩლუნგი გო-
ლიათის მსგავსად, ძალიან უყვარდა ზღაპრები.
ღამით, როცა ცა ჩაბნელდებოდა და ვარსკვლავები ცაზე ნახვრე-
ტებს ამოწვავდნენ, ადმირალი ქვემოთ ჩადიოდა, ოპიუმით ბრუვდე-
ბოდა და ბიჭს მოაყვანინებდა, რომელიც გასართობ ამბებს უყვებო-
და: – რადგან ყველა თქვენს გემს სამი გემბანი აქვს, – ამბობდა არ-
გალია, – კარგი იქნებოდა, ერთ მათგანზე ყველი შეგენახათ, მე-
ორეზე – პურის ნამცეცები, მესამეზე კი – აყროლებული ხორცი. რო-
ცა ვირთხების კუნძულზე მიხვიდოდით, ყველს გადაუგდებდით მათ,
პურის ნამცეცებით ჭიანჭველების კუნძულის მცხოვრებლებს გა-
უმასპინძლდებოდით, დამპალი ხორცი კი მტაცებელი ფრინველე-
ბის კუნძულისთვის გამოგადგებოდათ. ამდენად, თქვენ სამ მძლავრ
დამხმარე ძალას შეიძენდით: ვირთხები ციხესიმაგრეების კედლებს
გაღრღნიდნენ თქვენთვის და მთასაც, თუ საჭირო იქნებოდა.
ჭიანჭველები ისეთი დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარე-
ბოდნენ, რისთვისაც ფარული მოქმედება იქნებოდა საჭირო, მტა-
ცებლები კი, თუკი მათ თავაზიანად სთხოვდით, მთის წვერზე მიგიყ-
ვანდნენ ფრთებით უკვდავების წყლის წყაროსთან.
– ეს ყველაფერი ძალიან კარგი, – ხრინწიანი ხმით გამოეხმაუ-
რებოდა დორია, – მაგრამ ჯოჯოხეთის კუნძულები მაინტერესებს,
სად არის.
– ადმირალო, უპასუხებდა ბიჭი, – ამას მე არ უნდა მეკითხებო-
დეთ. თქვენ ხომ სულ ზღვაში ხართ. ჰოდა, ეძიეთ თქვენს რუკებზე.
ასეთი თავხედური პასუხიც ვითომც არაფერი, ისე შერჩებოდა და
მეორე დღეს სხვა ამბის მოყოლას იწყებდა: იყო და არა იყო რა, იყო
სამი ფორთოხალი და თითოეულის შიგნით ლამაზი გოგო იმყოფე-
ბოდა, რომელიც ფორთოხლიდან გამოსვლისას მოკვდებოდა, თუ
მაშინვე წყალს არ დაალევინებდი.
190
გამაბრუებელი კვამლის რგოლებით გარემოცული ადმირალი
ბიჭს თავის საწუხარზე ებურტყუნებოდა.
ზღვა ბორგავდა დაღვრილი სისხლისგან, მკვლელობებისგან.
ჩრდილოაფრიკელი ბერბერი მეკობრეები ამ წყლებში დათარე-
შობდნენ, ძარცვავდნენ და იტაცებდნენ ადამიანებს, კონსტანტინო-
პოლის დაცემის შემდეგ კი აქეთ ოსმან თურქის გალერებიც გამოე-
შურნენ ნადავლისათვის.
ადმირალის ნაყვავილარი სახე გამოხატავდა მტკიცე გადაწყვე-
ტილებას, რომ ურწმუნოებს სასტიკად გაუსწორდებოდა. – მე მათ
Mare Nostrum1-იდან გავყრი და გენუას აქაური წყლების დიასახლი-
სად ვაქცევ! – ტრაბახობდა ის და არგალია ვერ უბედავდა, რაიმე სა-
წინააღმდეგო ეთქვა. ანდრეა დორია მდუმარე ბიჭისკენ გადაიხარა,
ოპიუმისგან თვალები ამღვრეოდა: – ის, რაც ჩვენ ვიცით, ჩვენმა
მტრებმაც იციან, – ჩურჩულებდა ნახევრად ზმანებებში წასული, –
მტერიც ობლის პრინციპით მოქმედებს.
– რომელი ობლის? – გაკვირვებით შეეკითხა არგალია.
– მუჰამედის, მათი ობოლი ღმერთის.
არგალიას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ობლის სტატუსს მუჰა-
მედთან რაიმე საერთო ჰქონდა.
– მიზანი ამართლებს საშუალებას, – განაგრძობდა ბურტყუნს ან-
დრეა, – გაიგე, ისინიც ამავე პრინციპის მიმდევრები არიან. მათი
პირველი, და შეიძლება ითქვას, მთავარი მცნებაა „მიაღწიო მიზანს
ნებისმიერი საშუალებით“. ამგვარად, მათი რელიგია ისეთივეა,
როგორიც ჩვენი.
არგალიამ ღრმად შეისუნთქა და სახიფათო შეკითხვა დაუსვა: –
თუკი ეს სიმართლეა, არიან კი ისინი ნამდვილად ჩვენი მტრები? გა-

1
ხმელთაშუა ზღვის სახელი ლათინურად.
191
ნა მტერი ყველაფერში განსხვავებული არ უნდა იყოს? განა შეიძლე-
ბა სახე, რომელსაც სარკეში ვხედავთ, ჩვენი მტერი იყოს?
ადმირალ ანდრეა დორიას თითქმის ეძინა: – სრული სიმარ-
თლეა, – წაიბურტყუნა სკამის ზურგზე გადაწოლილმა.
სადაც იყო ხვრინვას დაიწყებდა.
– საერთოდ კი, მე ერთი ისეთი მტერი მყავს, რომელიც უფრო მე-
ტად მეზიზღება, ვიდრე ყველა მაჰმადიანი მეკობრე ერთად აღებუ-
ლი.
– და ვინ არის ის? – ჰკითხა არგალიამ.
– ვენეცია. ოჰ, როგორი სიამოვნებით გადავუვლიდი ამ ნაბიჭვარ
ვენეციელ ლამაზ ბიჭებს.
იმ დროს, როცა საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი რვა ტრირემი
ზღვას სერავდა ნადავლის ძებნაში, არგალიას სულ უფრო უმტკიც-
დებოდა რწმენა, რომ რელიგია საერთოდ არაფერ შუაში იყო იმას-
თან, რაც ხდებოდა. კორსარ ბარბაროსს, ბერბერელ მეკობრეს ოდ-
ნავაც არ აღელვებდა ვინმეს ჭეშმარიტ რჯულზე მოქცევა. მას ტყვე-
ების აყვანა და გამოსასყიდი აინტერესებდა. რაც შეეხება თურქებს,
მათ იცოდნენ, რომ მათი ახალი დედაქალაქის – სტამბოლის ყოფ-
ნა-არყოფნა მთლიანად ქალაქის პროდუქტით მომარაგებაზე იყო
დამოკიდებული და ამიტომ სავაჭრო გზები გახსნილი უნდა ყოფი-
ლიყო. თუმცა ბოლო თვეებში ისინიც აშკარა ძარცვაზე გადავიდნენ
და გემებს ეგეოსის სანაპიროზე მდებარე სავაჭრო ქალაქებზე თავ-
დასასხმელად აგზავნიდნენ, ხან კიდევ უფრო შორსაც კი.
ვენეცია არც მათ უყვარდათ. ძალაუფლება და სიმდიდრე, გაბა-
ტონება და უფრო მეტის ხელში ჩაგდების სურვილი – აი, რის გარშე-
მო დუღდა ვნებები. რაც შეეხება არგალიას, არნახული სილამაზის
ბრილიანტები ღამით მასაც ესიზმრებოდა.

192
საკუთარ თავს აღუთქვა, ფლორენციაში მდიდარი დაბრუნებუ-
ლიყო. „თუ დავბრუნდები, მხოლოდ როგორც პრინცი, აურაცხელი
საგანძურით“. ახლა, როცა მიხვდა, სინამდვილეში სამყაროს რა
მართავს, უბრალო და მკაფიო მიზანი დაისახა – გამდიდრება. თუმ-
ცა, როგორც ეს ხშირად ხდება, უბრალოება და მკაფიოობა ხშირად
მუხანათობასთანაა წილნაყარი.
მას შემდეგ, რაც მიტილინელ მეკობრეებთან, ბარბაროსა ძმებ-
თან საქმის გარჩევა გამარჯვებით დამთავრდა, ადმირალი სარაცი-
ნის სისხლით დათვრა. ის პირადად ხელმძღვანელობდა ტყვე მე-
კობრეების სიკვდილით დასჯას (ისინი კუპრში ამოთხვარეს და
მშობლიური ქალაქის მოედანზე ცოცხლად დაწვეს) და ძალიან გა-
ბედული მიზანი დაისახა – შებრძოლებოდა თურქებს მათივე
წყლებში – ეგეოსის ზღვაში.
მაგრამ, როგორც კი მისი ფლოტი ლეგენდარულ ზღვაში შევიდა
და თურქების გალერებისკენ გაემართა საბრძოლველად, წარმო-
უდგენელი რამ მოხდა: წყალზე, სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო,
ერთბაშად ისეთი სქელი ნისლი ჩამოწვა, რომ საერთოდ აღარაფე-
რი ჩანდა, თითქოს ოლიმპოს უძველეს ღმერთებს უსაქმოდ ყოფნა
მოსწყინდათ მას შემდეგ, რაც მოკვდავნი პატივს აღარ მიაგებდნენ
და ძველებური გართობა გაიხსენეს – მათი მასხრად აგდება, მათი
გეგმების ჩაშლა გადაწყვიტესო. გენუის რვა ტრირემი ცდილობდა
საბრძოლო წესრიგი დაეცვა, მაგრამ რადგან სრულიად არაფერი
ჩანდა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ამას ისიც დაემატა, რომ ნისლი
უცნაური ხმებით აივსო:
ურჩხულების ყმუილითა და ღმუილით, კუდიანების წივილით,
დამხრჩვალების მოთქმა- გოდებით. ჰაერში სიკვდილის სუნი იდგა.
თვით ყველაზე გამობრძმედილი მებრძოლებიც კი შიშმა აიტანა.
ადმირალის მიერ შექმნილი სიგნალების სისტემა, რომელსაც ნის-
193
ლიან ამინდში საყვირების საშუალებით უნდა ემუშავა, მალე გამო-
ვიდა მწყობრიდან. თითოეულ გემს საკუთარი სიგნალი ჰქონდა,
მოკლე და გრძელი საყვირების მონაცვლეობაზე დამყარებული,
მაგრამ როცა სიკვდილის სუნისა და ცუდი წინათგრძნობის გამო
მეზღვაურები პანიკამ მოიცვა, საყვირები აირ-დაირია. თურქებიც
იმავე დღეში იყვნენ. მალე თავისიანსა და მოწინააღმდეგეს ვეღარა-
ვინ არჩევდა.
უცებ ორივე ტრირემიდან ზარბაზნები აგრუხუნდნენ. სქელი ნის-
ლით დაბურულ სივრცეში, ამ უფორმო ლიმბოს შუაგულში, კაშკაშა
ალები ჯოჯოხეთის ცეცხლის ანარეკლივით ჩანდა. თოფების სრო-
ლაც გახშირდა, თეთრ ბურუსში თითქოს ჯადოსნური ჯოხის მოქნე-
ვით, სიკვდილის მოციმციმე წითელი ყვავილების ბაღი გაიშალა.
არავინ იცოდა, საით ესროლა, რა მოემოქმედა. კატასტროფა გარ-
დაუვალი ჩანდა. და უცებ, თითქოს ორივე მხარემ საფრთხე ერ-
თდროულად იგრძნოო, სიჩუმე ჩამოწვა. თოფები აღარ ისროდნენ,
ადამიანების ხმები მიწყდა, აღარც ავის მომასწავებელი ყმუილი და
ღმუილი ისმოდა. რძისფერ სითეთრეში ყველგან რაღაც ამოძრავ-
და.
გემბანზე მარტო მდგარმა არგალიამ უცებ მხარზე ბედისწერის
ხელი იგრძნო და გაუკვირდა, რადგან ეს ხელი შიშისგან თრთოდა.
შებრუნდა, რომ დაენახა. ბედი კი არა, ბოცმანი ჩევა აღმოჩნდა მის
უკან, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ახსოვდა, შიშისმომგვრელი მო-
რიელი, არამედ ნაცემი ძაღლივით აკანკალებული, გასაცოდავებუ-
ლი.
– ადმირალს სჭირდები, – წასჩურჩულა ბიჭს და ქვედა გემბანის-
კენ წაუძღვა, სადაც ანდრეა დორია უცდიდათ გამოუსადეგარი საყ-
ვირით ხელში.

194
– დღეს შენი დღეა, პატარა კაცო, ჩემო შემაქცევარო, – წყნარად
თქვა ადმირალმა, – დღეს უნდა დაამტკიცო, რომ არა მხოლოდ ლა-
პარაკი გემარჯვება, არამედ საქმეც.
ადმირალს ასეთი გეგმა ჰქონდა: არგალია გემიდან პატარა კარ-
ჭაპში უნდა გადასულიყო, რაც შეიძლება სწრაფად მოესვა ნიჩბები
და გემიდან შორს წასულიყო.
– ნიჩბის ყოველი ასი მოსმის შემდეგ, – თქვა დორიამ, – მაგრად
ჩაბერე ამ საყვირში. მოწინააღმდეგე ამ ხრიკზე წამოეგება, მანევრი
ეგონება ჩვენი შეტევის წინ და გემებს შენს მხარეს მომართავს,
იფიქრებს, დიდ ნადავლს ვიგდებ ხელშიო.
ეგონება, რომ მე მატყვევებს, ჩვენ კი ამით ვისარგებლებთ და სა-
ბედისწერო დარტყმას მივაყენებთ იქიდან, საიდანაც არ ელოდება.
არგალიას გეგმა სრულებითაც არ მოეწონა: – და მე რაღა ვქნა?
– ჰკითხა მან და საყვირს შეხედა, – რა მეშველება, როცა ურჯულოე-
ბის მთელი ფლოტი დააცხრება ჩემს პატარა კარპაჭს?
პასუხის ნაცვლად ჩევა-მორიელმა ბიჭს ხელი დაავლო და კარ-
პაჭში ჩააგდო. – სწრაფად მოუსვი ნიჩბები, – წაისისინა მან, – პატა-
რა გმირო, ამაზე იქნება დამოკიდებული შენი უბადრუკი სიცოცხლე.
– როცა ნისლი გაიფანტება და მტერს დავამარცხებთ, ისევ აგიყ-
ვანთ გემზე, – უთხრა მას ადმირალმა. დეტალების დაზუსტება არც
უცდია.
– აუცილებლად ასე მოვიქცევით, – წაისისინა ჩევამ და კარპაჭს
რაც შეეძლო მიაწვა.
ტალღების ტყლაშუნი, ყველგან თეთრი ნისლი – და სხვა არაფე-
რი. ცა და მიწა გაქრა, როგორც უძველეს ზღაპრებში.
სამყარო ტალღებზე მოტორტმანე ნავმა დაიტია. ერთხანს არგა-
ლია ისე იქცეოდა, როგორც უბრძანეს – ნიჩბების ყოველი ასი მოქ-
ნევის შემდეგ საყვირს ჩაჰბერავდა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გააკე-
195
თა ეს, მაგრამ არც ერთხელ უპასუხეს. გარე სამყარო ყრუ და მუნჯი
რჩებოდა. მალე თურქების გემები გაემართებიან მისკენ და რწყი-
ლივით გაჭყლეტენ. მან სიგნალის მიცემა შეწყვიტა, მიხვდა, რომ
ადმირალს მისი ბედი არ აინტერესებდა, მან პატარა მთხრობელი
ისე ადვილად გაწირა, როგორც გემიდან აფურთხებს მეზღვაური. ის
მხოლოდ ფურთხი იყო, რომელსაც საცაა ზღვა შთანთქავდა. არგა-
ლია ცდილობდა, თავი გაემხნევებინა, სხვადასხვა ამბავი გაეხსენე-
ბინა, მაგრამ მხოლოდ კოშმარული ისტორიები აგონდებოდა: ლე-
ვიათანზე, რომელიც ზღვის მორევიდან ამოდის და მძლავრი ყბებით
ნავს ნაფოტებად აქცევს, გიგანტურ მატლებზე, მსხვერპლს რომ შე-
მოეჭდობიან, წყალქვეშა ცეცხლისმფრქვეველ ურჩხულებზე. რაც
დრო გადიოდა, სულ უფრო უჭირდა რაიმეს გახსენება და დაუცველ,
სულიერად მარტოხელა, მღვრიე სითეთრეში უმიზნოდ მცურავ არ-
სებად იქცა, იმად, რაც რჩება მშობლიურ კერას, ოჯახსა და მეგობ-
რებს, სამშობლოსა და შეჩვეულ გარემოს მოწყვეტილი ადამიანისა-
გან – ცხოვრების კონტექსტიდან ამოვარდნილ არსებად, რომლის
წარსული ნისლში ჩაიკარგა, მომავალი კი გაურკვეველია; პირქუშ,
უსახელო არსებად, რომელიც არავის სჭირდება და რომლის არსე-
ბობის ერთადერთი დადასტურება მისი ჯერ კიდევ მფეთქავი გულია.
„მე არ ვარსებობ, – უთხრა საკუთარ თავს, – ნეხვის ტარაკანაც კი
უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მე“. მრავალი წლის შემდეგ, როცა
დამალულ მოგოლ პრინცესას – ყარა ყიოზს შეხვდა და აღმოაჩინა,
რომ მისი ბედი სწორედ ისეთი ყოფილა, როგორზეც ოცნებობდა;
მან ქალის მზერაში ისეთივე უნაპირო სასოწარკვეთილება დაინახა
და მიხვდა, მასაც გამოეცადა ადამიანური ყოფის უსაშველო აბსურ-
დულობის შეგრძნება.
სხვა რომ არაფერი, ესეც იკმარებდა, ქალი შეჰყვარებოდა, თუმ-
ცა, საამისოდ სხვა მიზეზებიც ჰქონდა.
196
ნისლი სულ უფრო და უფრო ჩასქელდა მის გარშემო, მისი თვა-
ლების, ცხვირის, ყელის გარშემო.
გრძნობდა, რომ თანდათან სული ეხუთებოდა. ახლა შეიძლება
მოვკვდეო, ფიქრობდა. სულიერად გატყდა. მოემზადა უდრტვინვე-
ლად მიეღო, რაც ეწერა. პატარა ნავში ჩაწვა და ფლორენცია გაიხ-
სენა. მშობლების სახეები წარმოუდგა თვალწინ, ისეთები, როგო-
რიც შავი ჭირით დამახინჯებამდე იყვნენ, გაიხსენა ბავშვური ოინები
ტყეში და განუყრელი მეგობრები, ილ მაკია და აგო.
მოგონებებმა გული სიყვარულით აუვსეს. სულ მალე გრძნობა
დაკარგა.
როცა გაეღვიძა, ნისლი და მასთან ერთად ადმირალ დორიას რვა
ტრირემი უკვე გამქრალიყო. გენუას მამაცმა კონდოტიერმა, უბრა-
ლოდ, კუდი ამოიძუა და ნაცემი ძაღლივით გაიქცა. მან საყვირები და
კარჭაპი გამოიყენა როგორც მანევრი, ყურადღების გადასატანად.
არგალიას ნავი უმწეოდ ირწეოდა ტალღებზე მტრული გემების გა-
რემოცვაში, თითქოს ყველა მხრიდან მშიერი კატებით გარშემორ-
ტყმული თაგვი ყოფილიყოს. ის წამოდგა, დამატყვევებლებს ხელი
დაუქნია, საყვირს ჩაჰბერა და დაიყვირა: – გნებდებით, მოდით და
წამიყვანეთ, ურჯულო თურქო ღორებო!

197
12. უშკიუბში, სადაც ბანაკი იყო ტყვედ აყვანილი
ბავშვებისათვის...

უშკიუბში, სადაც ბანაკი იყო ტყვედ აყვანილი ბავშვებისათვის


(ჰყვებოდა მოგონებების სასახლე) მრავალ ენაზე ლაპარაკობდნენ,
მაგრამ მხოლოდ ერთ ღმერთს ეთაყვანებოდნენ. ყოველწლიურად
ბანდიტების ჯგუფები დაძრწოდნენ ახალი, მზარდი იმპერიის მიწებ-
ზე, რაღაც ცოცხალი ხარკის მსგავსს კრეფდნენ ალაჰის სახელით –
დევშირმეს. ყველაზე ძლიერებს, ყველაზე ჭკვიანებს, ყველაზე ლა-
მაზებს არჩევდნენ, რათა ისინი მონებად, სულთნის ნების ბრმა აღ-
მსრულებლებად ექციათ. სულთანათში აღზრდის პროცესი ბავშვის
პიროვნების სრულ ტრანსფორმაციას გულისხმობდა. „ჩვენ წავიყ-
ვანთ თქვენს საუკეთესო ბავშვებს და მათ სრულიად გარდავქმნით.
ჩვენ ვაიძულებთ მათ დაივიწყონ მშობლები და ვაქცევთ იმ ძალად,
რომლის მეშვეობითაც სრულ მორჩილებაში გიყოლიებთ. მალე
თქვენივე შვილები იქნებიან თქვენი მმართველები“, – ამბობდნენ
ისინი. უშკიუბში, სადაც ტრანსფორმაციის პროცესი იწყებოდა, მრა-
ვალ ენაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ყველას ერთნაირ ფართო შარ-
ვლებსა და ხალათებს აცმევდნენ რეკრუტების მსგავსად. ჩვენს
გმირს ტანსაცმელი ჩამოართვეს, დაბანეს, აჭამეს და სუფთა წყალი
დაალევინეს. ქრისტიანობაც მაშინვე წაართვეს და ისლამიც ისე მო-
არგეს, როგორც ახალი პიჟამა.
ბანაკში იყვნენ ბერძნები, ალბანელები, ბოსნიელები, ხორვატე-
ბი და სერბები; იყვნენ მამელუქებიც, თეთრი მონები მთელი კავკა-
სიიდან: ქართველები, მეგრელები, ჩერქეზები, აფხაზები, კიდევ
სომხები და სირიელები. იტალიიდან მხოლოდ არგალია იყო. იტა-
ლია ხარკს ბავშვებით არ იხდიდა, მაგრამ თურქების აზრით, ასე

198
დიდხანს არ გაგრძელდებოდა. არგალიას დამატყვევებლები მიიჩ-
ნევდნენ, რომ მას ძნელი სახელი ჰქონდა და ხუმრობით ხან ალ გა-
ზის – გამარჯვებულს – ეძახდნენ და ხან ალ-კალის – ცარიელ ქო-
თანს. თუმცა სიტყვებს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. არგა-
ლია თუ ალ გაზი – განა სულ ერთი არ იყო? მათ მისი, ისევე რო-
გორც ბანაკის სხვა ბავშვების, სულის დამორჩილება აინტერესებ-
დათ.
ბანაკის მოედანზე ახალ, ერთნაირ ტანსაცმელში გამოწყობილი
მოღუშული ბავშვები ჩამწკრივებულიყვნენ ბალახონიანი კაცის წინ.
კაცს მაღალი ქუდი ეხურა, თავზე სამი დუიმით აცილებული, მკერდს
კი გრძელი, თეთრი წვერი უფარავდა, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას,
რომ ვეებერთელა თავი ჰქონდა. ეს თურქი წმინდანი გახლდათ,
დერვიში, და იქ ბავშვების ისლამის რჯულზე მოსაქცევად იყო მისუ-
ლი. გაბრაზებული, შეშინებული ბიჭები სხვადასხვა აქცენტით იმეო-
რებდნენ მის მიერ არაბულ ენაზე ნათქვამ მთავარ მცნებას: არა არს
ღმერთი, თვინიერ ალაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი. ბავშვე-
ბის მოქცევა დაწყებული იყო.

***

ილ მაკია სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე საქმეებზე დადიო-


და და გამუდმებით „მოგონებების სასახლეზე“ ფიქრობდა. დადგა
ივლისი. ის რავენას გზით ფორლისკენ მიემართებოდა, რათა გრა-
ფინია კატერი სფორცა დაერწმუნებინა, ნება მიეცა თავისი ვაჟიშვი-
ლისათვის, ფლორენციელების გვერდით გაცილებით ნაკლები
ანაზღაურების საფასურად ებრძოლა, ვიდრე ეს გრაფინიას სურდა.
წინააღმდეგ შემთხვევაში ფლორენცია აპირებდა უარი ეთქვა მის
დაცვაზე პაპი ალექსანდრე მეექვსის სისასტიკით ცნობილი ვაჟიშვი-
199
ლის, რომანელი ჰერცოგის, ჩეზარე ბორჯიასაგან. კატერინა სფორ-
ცა, ანუ, როგორც მას ეძახდნენ, „ფორლის მადონა“, ისეთი ლამაზი
იყო, რომ ილ მაკიას მეგობარმა, ბიაჯო ბუონაკორსიმაც კი დრო-
ებით დაივიწყა თავისი სოდომიტური ლტოლვა ანდრეა დი რიმო-
ლოს მიმართ და გამგზავრების წინ ნიკოლოს სიტყვა ჩამოართვა,
ფორლის მადონას ნახატი ჩამოეტანა მისთვის. თვით ნიკოლო მაკია
უსახელო ფრანგ ქალზე ფიქრობდა, რომელიც მარმარილოს ქანდა-
კებასავით უძრავად იდგა მარსის სახლში, ალესანდრა ფიორენტი-
ნას ბუდუარში. „მაკია, – წერდა მას აგო ვესპუჩი, – შენ აქ ხარ საჭი-
რო და რაც შეიძლება სასწრაფოდ, შენ გარეშე კარგად ვერ დავ-
მთვრალვართ და ბანქო ვერ გვითამაშია. გარდა ამისა, შენი კანცე-
ლარია სავსეა ყველაზე უარესი არამზადებით, რომლებიც ჩვენს
აქედან გაგდებას ცდილობენ, ამიტომ შენი ხშირი მოგზაურობა საქ-
მისთვისაც ცუდია“. მაგრამ ილ მაკია არც მოშურნეების ხრიკებზე
ფიქრობდა, არც მეგობრებთან დროსტარებაზე. მას ერთი ქალის
სხეულის დაუფლება ეწადა, იმ პირობით, რომ ჯერ მისი სულის გასა-
ღებისთვის უნდა მიეგნო, იმისთვის, რაც „მოგონებების სასახლის“
დათრგუნული პიროვნების სიღრმეში დამალულიყო.
ნიკოლოს მიდრეკილება ჰქონდა, ერთი შეხედვით სრულიად გან-
სხვავებულ სიტუაციებს შორის ანალოგია დაენახა. ამიტომ, როცა
კატერინა სფორცამ შეთავაზებულ წინადადებაზე უარი განაცხადა,
მას ეს ცუდად ენიშნა და იფიქრა, ალბათ არც „მოგონებების სასახ-
ლესთან“ გამომივა არაფერიო. მალე, ჩეზარე ბორჯია, ზუსტად ისე,
როგორც ილ მაკია ვარაუდობდა, ფორლის დაესხა თავს. კატერინა
ციხესიმაგრის კედელზე იდგა კალთააწეული, ჰერცოგს გენიტალი-
ებს უჩვენებდა და აქედან წაეთრიეო, უყვიროდა. გრაფინიასთვის
ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდა: ის პაპის საპყრობილეში
გამოამწყვდიეს, სანტ ანჯელოს ციხესიმაგრეში. მაგრამ ილ მაკიამ
200
ეს უკვე კარგ ნიშნად ჩათვალა. დაპატიმრებული სფორცას ბედში
მან მარსის სახლის ნახევრად ბნელ ოთახში გამოკეტილი ქალის ბე-
დის სარკისებური ანარეკლი დაინახა, ბორჯიას წინაშე კატერინას
გაშიშვლება კი, მისი აზრით, მხოლოდ ერთ რაიმეს ნიშნავდა:
„მოგონებების სასახლეც“ ასევე მოიქცეოდა მასთან.
შინ დაბრუნებული მარსის სახლში მივიდა და ჯუჯას სთხოვა, „მო-
გონებების სასახლესთან“ შემახვედრეო. ჯულიეტამ უარი არ უთ-
ხრა, რადგან იმედი ჰქონდა, ილ მაკია შეძლებდა ქალის სომნაბუ-
ლური მდგომარეობიდან გამოყვანას და მას მოლაპარაკე ქანდაკე-
ბიდან სრულფასოვან კურტიზანად აქცევდა. როგორც აღმოჩნდა,
ნიკოლო წინათგრძნობამ არ მოატყუა. როცა ქალთან ერთად ბუდუ-
არში მარტო დარჩა, ხელი ნაზად ჩაჰკიდა, ოქროსფერი შროშანე-
ბით მოქარგული ფრანგული ცისფერი აბრეშუმის ფარდებიანი ბალ-
დახინის ქვეშ მიიყვანა, ფართო საწოლთან და ფრთხილად დააწვი-
ნა (ქალი მაღალი იყო და ნიკოლომ ივარაუდა, რომ ასე უფრო მო-
სახერხებელი იქნებოდა ორივესთვის.). თვითონ გვერდით მიუწვა,
ოქროსფერ თმაზე მოეფერა, თან ჩურჩულით შეკითხვებს უსვამდა
და აღმოსავლურ ყაიდაზე შეკერილი კოფთის ღილებს უხსნიდა. პა-
ტარა მკერდი აღმოაჩნდა და ამან ძალიან მოხიბლა. ქალი მისი ხე-
ლის მოძრაობას ოდნავაც არ ეწინააღმდეგებოდა. ჩანდა, რაც უფ-
რო მეტს ჰყვებოდა, გონებაში ჩამარხული რაც უფრო მეტი ამბავი
გამოჰქონდა სამზეოზე, მით უფრო თავისუფლად სუნთქავდა და
ხმაც უფრო მჟღერი უხდებოდა.
– ყველაფერი მომიყევი, ყველაფერი, – ეჩურჩულებოდა ილ მა-
კია და გაშიშვლებულ მკერდზე კოცნიდა, – ყველაფერი ბოლომდე
მომიყევი და გათავისუფლდები.

201
***

– იმის შემდეგ, რაც ცოცხალ ხარკს – ბავშვებს შეაგროვებდნენ,


– ჰყვებოდა მოგონებების სასახლე, – ისინი სტამბოლში მიჰყავდათ
და შეძლებულ თურქ ოჯახებში ანაწილებდნენ მოსამსახურეებად,
სადაც თურქული ენა უნდა შეესწავლათ და მასთან ერთად ყველა-
ფერი ის, რის ცოდნაც ისლამის რჯულზე შემდგარს სჭირდება. ამის
შემდეგ სამხედრო მომზადების ჯერი დგებოდა, მერე კი ან იმპერა-
ტორის ჰარემში აგზავნიდნენ ლაქიებად, ან იანიჩრების რიგებში
რიცხავდნენ აიამოღლების, ანუ ახალწვეულების რანგში. თერთმე-
ტი წლის ასაკში გმირი და უძლეველი მებრძოლი, მსოფლიოში ყვე-
ლაზე ლამაზი მამაკაცი, დიდება უფალს, მამაც იანიჩრად იქცა – სა-
უკეთესო მებრძოლად, რომელსაც კი ოდესმე უმსახურია ამ ელი-
ტურ რაზმებში. „დაე, ღმერთი იყოს სულთნის მრისხანე იანიჩრების
შემწე და დაე, მათი დიდების ამბავი მთელ ქვეყანას მოედოს“, –
სწრაფად წარმოთქვა ქალმა. ისინი არ იყვნენ სისხლით თურქები,
მაგრამ თურქეთის იმპერიის საყრდენს წარმოადგენდნენ. ებრაე-
ლებს იანიჩრებად არ იყვანდნენ, რადგან მიიჩნეოდა, რომ ისინი მა-
მა-პაპის რჯულს არ შეიცვლიდნენ. ასევე ბოშებსაც, როგორც
მხდლებსა და არაფრის მაქნისებს, მოლდაველებსა და ვალახიელ
რუმინელებსაც.
სწორედ ჩვენი გმირის იანიჩრობის პერიოდში მოუხდათ თურ-
ქებს შებრძოლება ვალახიის მეფესთან, ვამპირ ვლად დრაკულას-
თან.
სანამ „მოგონებების სასახლე“ იანიჩრების შესახებ მოუთხრობ-
და, ილ მაკია მის ტუჩებს მისჩერებოდა. ქალი ჰყვებოდა სტამბოლში
ჩაყვანისას როგორ აშიშვლებდნენ ახალგაზრდა კადეტებს შესა-
მოწმებლად, კაცი კი ამ დროს ქალის ლამაზ ტუჩებზე ფიქრობდა,
202
იმაზე, რა ლამაზად ეკეცებოდა ბაგეები, როცა ფრანგულ „ნუს“ წარ-
მოთქვამდა.
ქალი უამბობდა, როგორ ზრდიდნენ ბიჭებს ყასბებად და მებაღე-
ებად, კაცი კი ამ დროს მის მოძრავ ტუჩებს საჩვენებელ თითს აყო-
ლებდა.
– ბავშვებს სახელებსა და გვარებსაც ართმევდნენ და ახალ სახე-
ლებს არქმევდნენ, ისეთს, რომელიც აბდ-ით იწყება, რაც მონას ნიშ-
ნავს. მაგალითად, აბდულას ან აბდულმონინს, – განაგრძობდა ქა-
ლი, ის კი, ამ დროს ბავშვების დასახიჩრებულ სულებზე კი არ ნაღ-
ვლობდა, არამედ იმაზე, რომ ქალის ტუჩების ფორმა არ მოსწონდა,
როცა ისინი აღმოსავლურ სიტყვებს წარმოთქვამდნენ.
კაცი ტუჩების კუთხეებს უკოცნიდა, ქალი კი უყვებოდა უფროს
თეთრ საჭურისზე და უფროს შავ საჭურისზე, რომლებიც ბიჭებს იმ-
პერიის სამსახურისთვის ამზადებდნენ.
შენს გმირ მეგობარს პირდაპირ მთავარი მეშევარდნეობა უბოძე-
სო, უთხრა, რაც სრულიად გაუგონარი რამ იყო კადეტებისათვისო.
სანამ ქალი ლაპარაკობდა, დაკარგული ბავშვობის მეგობარი, ბიჭი,
რომელსაც ბავშვობა წაართვეს, თითქოს მის თვალწინ იზრდებოდა,
ზრდასრულ მამაკაცად იქცეოდა, უფრო სწორად იმად, რაც ხდება
მამაკაცი, რომელსაც ბავშვობა არ ჰქონია – მამაკაცად, რომელიც
ვერასოდეს დაკაცდება. ჰო, რა თქმა უნდა, არგალიამ სრულყოფი-
ლად შეითვისა ომის ხელოვნება, რაც აიძულებდა სხვა კაცებს, ან-
გარიში გაეწიათ მისთვის და შინებოდათ მისი. ის უკვე არჩევდა მისი
მეთვალყურეობის ქვეშ გასაწვრთნელ ტყვე ბავშვებს, ოთხი გიგან-
ტიც ჰყავდა მცველად (შვეიცარიელები, რომლებიც მონების ბაზარ-
ზე იყიდა ტანჟერში – ოტო, ბოტო, კლოტო და დარტანიანი) და
ტყვედ ნოვო ბრდოს ალყის დროს ჩავარდნილი სერბი მონა, სახე-
ლად კონსტანტინი.
203
ჰო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აინტერესებდა და მნიშვნე-
ლოვნად მიაჩნდა – არგალია სადღაც დაკაცდა, დიდ თანამდებობას
მიაღწია – მაგრამ ნიკოლო თავს იჭერდა იმაზე, რომ ოცნებები იპ-
ყრობდა, როცა „მოგონებების სასახლის“ ოდნავ შესამჩნევ მიმიკას,
მისი ტუჩებისა და ენის მოძრაობას, გლუვი, მოვარდისფრო კანის
ელვარებას უცქერდა. პერკუსინაში, მათი ფერმის ახლოს, დაცვე-
ნილ ფოთლებზე რბილად წამოწოლილი, ჩიტების დამამშვიდებელ
გალობას უსმენდა, რომელშიც მაღალი ტონალობა დაბალს ენაც-
ვლებოდა: მაღალი – დაბალი, მაღალი – დაბალი, მაღალი – დაბა-
ლი. ხანდახან კი ნაკადულთან ჯდებოდა. უყვარდა ყურება, როგორ
ნარნარად გადადიოდა კენჭებზე წყალი, აკვირდებოდა მის უმცირეს
ჩქამსა და მოდულაციებს. ქალის სხეულიც ასე იყო. თუ ყურადღებით
შეხედავდი, დაინახავდი, რომ ისიც გარკვეული რიტმით ცხოვრობ-
და და სუნთქავდა, დედამიწის სუნთქვის რიტმით. მასში იგრძნობო-
და მუსიკა, რომელსაც ყური ვერ აღიქვამდა, საკუთარი, ადამიანის
თვალთაგან დაფარული ჭეშმარიტება. ილ მაკიას სწამდა ამ ფარუ-
ლი ჭეშმარიტებისა, ისე როგორც სხვებს ღმერთი სწამთ, ან სიყვა-
რული. სწამდა, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის ფარულია, აშკარა და
ღია კი ყოველთვის სიცრუე აღმოჩნდება ხოლმე, როცა საქმე საქმე-
ზე მიდგება. რადგანაც თვითონ ყველაფერში სიზუსტე უყვარდა,
სურდა სწორედ ფარულ ჭეშმარიტებას ჩასწვდომოდა, ნათლად და-
ენახა და გაეაზრებინა ის, ამასთან უგულებელეყო კარგსა და ცუდზე,
მშვენიერსა და მახინჯზე წარმოდგენები. ეს ყველაფერი ფარდობი-
თი იყო, შეცდომაში შემყვანი და არაფერი ჰქონდათ საერთო რე-
ალობასთან, საგნების რაობასთან, მათი მოქმედების მექანიზმთან,
მათ ფარულ კოდსა და საიდუმლოსთან.
სწორედ ასეთი საიდუმლოებით იყო მოცული ქალის სხეული,
რომელიც მის გვერდით იწვა. სხეული, რომელიც ინერტულ გარსად
204
აქციეს. მისგან ან ამოიღეს ოდესღაც არსებული პიროვნება, ან და-
უსრულებელი ისტორიების ხარახურაში მიმალეს – ამბებით გაჭე-
დილი ოთახების ლაბირინთად ქცეულ სასახლეში მეტი მოთხრობა
იყო, ვიდრე კაცს მოსმენის სურვილი ჰქონდა. ის იყო სუფთა ფურცე-
ლი, სომნამბული.
მექანიკურად ისროდა სიტყვებს, სანამ კაცი ხდიდა და ეფერებო-
და.
ილ მაკია ყოველგვარი მორიდებისა და დარცხვენის გარეშე
აშიშვლებდა, არავითარ სინდისის ქენჯნას არ გრძნობდა. მეცნიე-
რისთვის დამახასიათებელი ინტერესით იკვლევდა მის სულს. წარ-
ბის ოდნავ შესამჩნევ მოძრაობაში, ბარძაყის კუნთის მსუბუქად შე-
ტოკებაში, ზედა ტუჩის მარცხენა კუთხის თრთოლაში ის სიცოცხლის
დადასტურებას ხედავდა. ქალის პიროვნება, მისი კუთვნილი საგან-
ძური არ იყო განადგურებული, მხოლოდ მიძინებული იყო და მისი
გამოღვიძება შეიძლებოდა. „შენ უკანასკნელად ჰყვები ამ ისტორი-
ას, – ჩასჩურჩულა ყურში ილ მაკიამ, – მოიშორე ის მის დასრულე-
ბასთან ერთად“. თანდათან, ნელ-ნელა, ფრაზა- ფრაზობით, ეპი-
ზოდ-ეპიზოდობით ის „მოგონებების სასახლეს“ ბოლომდე დაშლის
და დათრგუნულ ადამიანს გამოათავისუფლებს. ყურზე უკბინა და
ქალის თავის საპასუხო მოძრაობა შეამჩნია, ფეხით ფეხზე მჭიდროდ
მიეკრა და დიდი თითი მადლობის ნიშნად შეირხა. მკერდზე დაუწყო
მოფერება და ოდნავ, სულ ოდნავ, ისე რომ მხოლოდ ჭეშმარიტების
ნამდვილი მაძიებელი შეამჩნევდა, მისი ზურგი მოიღუნა, ალერსს
გამოეხმაურა. ილ მაკია ცუდს არაფერს აკეთებდა. ის ცდილობდა,
ეხსნა ქალი, რომელიც ოდესმე ამის გამო მადლობას ეტყოდა.
ტრაბზონის ალყის დღეებში გადაუღებლად წვიმდა. ბორცვიანი
მიდამოები სავსე იყო თათრებითა და სხვა წარმართებით.

205
მთიდან ჩამომავალი გზა ისეთი ღრმა ტალახით დაიფარა, რომ
ცხენები მუცლამდე ეფლობოდნენ. მათ საზიდრები მიატოვეს და
სავსე ტომრები აქლემებს აჰკიდეს. ერთ-ერთი მათგანი წაიქცა, ყუ-
თი, რომელშიც ხაზინის ფული იყო, გაიხსნა და სამოცი ათასი ოქ-
როს მონეტა ყველას დასანახად დაცვივდა ფერდობზე. გმირმა, მის-
მა გოლიათებმა და სერბმა მაშინვე ხმლები იშიშვლეს და ფულს და-
რაჯად დაუდგნენ, სანამ თვით სულთანი არ მოვიდა. ამის შემდეგ
სულთანი გმირს ნათესავებზე მეტად ენდობოდა.
ბოლოს ქალის სხეული მოდუნდა, გახევებული კიდურები მოეშ-
ვნენ. მომლოდინე და მაცდური კაცი მის გვერდით იწვა აბრეშუმის
ზეწრებზე. ქალი ამბების მოყოლას განაგრძობდა, მაგრამ ახლა მი-
სი მონათხრობი ბოლოხანს მომხდარს ეხებოდა. არგალია უკვე
თითქმის იმ ხნის იყო, რამდენისაც მისი მეგობრები. ქრონოლოგიუ-
რი თანმიმდევრობა აღდგა. მალე მოყოლას დაამთავრებდა და ილ
მაკია გააღვიძებდა. წყეული ჯულიეტა ვერ ითმენდა, აჩქარებდა,
მძინარეს დაეუფლეო.
„მიდი, ნუ აჭიანურებ, არაა საჭირო ეს ცერემონიები და ნაზი
გრძნობები. ერთი კარგად იხმარე და მაშინვე თვალს გაახელს“.
მაგრამ ის სხვანაირად მოიქცა – გადაწყვიტა, არ შეხებოდა, სანამ
ქალი თავისით არ გაიღვიძებდა. ამაში ალესანდრა ფიორენტინას
თანხმობასაც მიაღწია, ქალი დაარწმუნა, რომ „მოგონებების სასახ-
ლე“ მართალია მონა იყო, მაგრამ იშვიათი სილამაზის გამო პატი-
ვისცემით მოპყრობას იმსახურებდა.
ვალახიის ვოევოდა, ვლად მესამე, იგივე ვლად დრაკულა და კა-
ზიკლი ბეი უძლეველად მიიჩნეოდა. როგორც ამბობდნენ, ის სარზე
ჩამოცმულ ადამიანებს სისხლს სწოვდა, როცა ისინი სასიკვდილო
კრუნჩხვებში იყვნენ და ეს ზებუნებრივ ძალას აძლევდა. ის უკვდავი

206
იყო. დრაკულას მოკვლა არავის შეეძლო. მისი გაუგონარი სისასტი-
კის შესახებ ლეგენდები დადიოდა.
ამბობდნენ, ერთხელ უნგრეთის მეფეს მოკლული უნგრელი
ტყვეების ცხვირები გაუგზავნა დასაშინებლადო.
ასეთი შემაძრწუნებელი ამბები შიშს ნერგავდა და ჯარისკაცებს
ვალახიაზე გალაშქრება არ ეხალისებოდათ.
იანიჩრების გასამხნევებლად სულთანმა ბრძანება გასცა, ოცდაა-
თი ათასი ოქროს მონეტა გაენაწილებინათ მათთვის და შეჰპირდა,
რომ თუ გაიმარჯვებდნენ თავიანთი სახელები დაუბრუნდებოდათ
და ქონების ფლობის უფლება მიეცემოდათ. დრაკულას უკვე მთელი
ბულგარეთი გადაეწვა და ოცდახუთი ათასი კაცის სარზე ჩამოცმა
მოესწრო, მაგრამ მისი ჯარი რაოდენობით თურქების ჯარს ჩამორ-
ჩებოდა. მან უკან დაიხია და გზად მოიტოვა გადამწვარი ველები,
მოწამლული ჭები და დახოცილი საქონელი. სულთნის რაზმები ხში-
რად რჩებოდნენ საკვებისა და წყლის გარეშე. ასეთ დროს ვალახიე-
ლი ურჩხული მათ მოულოდნელად ესხმოდა თავს. ბევრი ჯარისკაცი
მოკლეს, მათი ნაწამები სხეულები გათლილ სარებზე იყო ჩამოცმუ-
ლი. შემდეგ დრაკულა ტირგოვიშტაში ჩაიკეტა და სულთანმა განაც-
ხადა, ეს სატანის უკანასკნელი თავშესაფარიაო.
მაგრამ ტირგოვიშტაში მათ საშინელი სანახაობა იხილეს. ოცი
ათასი ადამიანი – კაცი, ქალი თუ ბავშვი – ქალაქის გარშემო ძელე-
ბის მესერზე იყო წამოგებული, რათა მტრის ჯარისთვის ეჩვენები-
ნათ, რა ელოდათ. მკვდარი ჩვილები მკვდარ დედებს ჩაბღაუჭებუ-
ლიყვნენ, ყვავებს უკვე ბუდეების კეთება დაეწყოთ დედების ხრწნა-
დაწყებულ მკერდებზე. ამ სანახაობამ სულთანს გული აურია და შე-
შინებული ჯარის უკან დახევა ბრძანა. ასე უსახელოდ დასრულება
ეწერა ამ ლაშქრობას, მაგრამ ჯარს გმირი გამოეყო ერთგულ მებ-
რძოლებთან ერთად. „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა“,
207
– თქვა მან და ერთი თვის შემდეგ სტამბოლში თაფლიან ქილაში ჩა-
დებული ვამპირის თავით დაბრუნდა. თურმე დრაკულას მოკვლა შე-
საძლებელი ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მისი უკვდავე-
ბის სჯეროდა. მისი სხეული სარზე წამოაგეს, ისე როგორც თვითონ
ის მოჰქცევია ათეულ ათასობით ადამიანს.
შემდეგ სნაგოვას ბერებს დაუტოვეს დასამარხად და იმ ცერემო-
ნიის ჩასატარებლად, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევდნენ.
მაშინ მიხვდა სულთანი, რომ გმირი ზებუნებრივი არსება იყო,
რომლის იარაღს მაგიური ძალა ჰქონდა და არც მისი კომპანიონები
იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები.
მას ოსმალეთის სულთანატის უმაღლესი ჯილდო „მაგიური
ხმლის მფლობელის“ წოდება მიენიჭა. გარდა ამისა, თავისუფლებაც
დაუბრუნეს.
„ამიერიდან, – უთხრა მას სულთანმა, – შენ ჩემი მარჯვენა ხელი
ხარ და ისეთივე შვილი, როგორიც ნამდვილი შვილები. უკვე აღარც
მონა ხარ და აღარც მამლუქი, ან „აბდი“. შენ ხარ თურქი და გქვია
ფაშა არკალია“.
„ბედნიერი დასასრულია, – გაიფიქრა ილ მაკიამ ცოტა არ იყოს
ირონიულად, – ჩვენმა მეგობარმა მაინც მოახერხა მიეღწია საწადე-
ლისთვის – გამდიდრებულიყო. სწორედ უპრიანი იქნება აქ დაამ-
თავროს თხრობა „მოგონებების სასახლემ“.
საწოლზე გაიჭიმა და შეეცადა, არგალია აღმოსავლელ ფაშად
წარმოედგინა: აი, ნუბიელი მკერდმოშიშვლებული საჭურისი უნია-
ვებს დიდი მარაოთი, ჰარემის ნორჩი ნახევრადშიშველი ქალებით
გარშემორტყმულს... და გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა. ეს რენე-
გატი, რომელმაც ქრისტიანობა ისლამზე გაცვალა, დაცემული კონ-
სტანტინოპოლის, ახლანდელი სტამბოლის მეძავებით რომ ერთო-
ბა, კაცი, რომელიც მეჩეთში ლოცულობს და გულგრილად ჩაუვლის
208
გვერდს ბიზანტიელი იმპერატორის – იუსტინიანეს დამსხვრეულ
ქანდაკებას, რომელსაც დასავლეთის მტრის, ოსმალეთის იმპერიის
გაძლიერება უხარია – ასეთი კაცი მასში გულისრევას იწვევდა.
ასეთ მოღალატურ ტრანსფორმაციას შეიძლება აგო ვესპუჩივით უბ-
რალო, კეთილი ბუნების ადამიანზე მოეხდინა შთაბეჭდილება, რო-
მელსაც მეგობრის მოგზაურობა თავბრუდამხვევ თავგადასავლად
მოეჩვენებოდა, მაგრამ არა ნიკოლოზე. მისთვის ეს მეგობრობის
დამთავრებას ნიშნავდა და თუ მათ ოდესმე პირისპირ მოუწევდათ
შეხვედრა, არგალიას მტერივით შეხვდებოდა. ილ მაკია ყოფილი
მეგობრის საქციელში ხედავდა დანაშაულს ადამიანური ყოფის სა-
ფუძველთა საფუძვლის – საკუთარი მოდგმის ერთგულების პრინცი-
პის მიმართ.
არგალია თავისიანების წინააღმდეგ წავიდა.
საკუთარი ჯიში თუ ტომი არასდროს იყო შემწყნარებელი ასეთი
დანაშაულის მიმართ. და მაინც, იმ დროს და კიდევ დიდხანს, ილ მა-
კია არ ელოდა, თუ ბავშვობის მეგობარს ოდესმე ისევ შეხვდებოდა.
ჯუჯა ჯულიეტამ კარში შემოყო თავი და იკითხა: – როგორაა საქ-
მე? – ჩაფიქრებულმა ილ მაკიამ თავი დაუქნია.
– მე ვფიქრობ, სინიორა, ის მალე გაიღვიძებს და ცნობაზე მოვა.
რაც შეეხება ჩემს მოკრძალებულ როლს მისი პიროვნების, მისი
ადამიანური ღირსებების აღდგენაში (ადამიანური ღირსება კი, დი-
დი პიკოს1 აზრით, ჰუმანიზმის საფუძველია), უნდა ვაღიარო, ვამა-
ყობ მიღწეული შედეგით.
– უჰჰ, – შვებით ამოისუნთქა ჯუჯამ, – ახლა კი დროა, – თქვა და
გავიდა.
თითქმის მაშინვე „მოგონებების სასახლე“ ისევ ალაპარაკდა.

1
პიკო დელა მირანდოლა ჯოვანი – (1463-1494) აღორძინების ეპოქის იტალიელი
მოაზროვნე. ავტორი წიგნისა „სიტყვა ადამიანური ღირსების შესახებ“.
209
ხმა მოემატა და ნიკოლო მიხვდა, რომ ის სულ ბოლო ამბავს ჰყვე-
ბოდა, იმას, რომელიც მოგონებების სასახლის სწორედ ზღურ-
ბლთან იყო ჩაჭედილი და მისი ტვინი მარწუხებში მოექცია. ეს ამბა-
ვიც უნდა მოეყოლა, სანამ კარის ზღურბლს გადააბიჯებდა, რათა მე-
რე ჩვეულებრივად, სხვა ადამიანებივით ეცხოვრა. ეს ამბავი უშუა-
ლოდ მას ეხებოდა.
დრო თითქოს უკან დაბრუნდა.
სცენა საპირისპირო მიმდევრობით იშლებოდა – დასასრულიდან
დასაწყისისკენ.
ილ მაკია სულ უფრო მზარდი შეშფოთებით უსმენდა, როგორ
ხდებოდა ქალის ჩაგონების, ტვინის გამორეცხვის პროცესი ახალ-
გამოჩეკილი ფაშას ბრძანებით: გრძელწვერიანი სუფი მისტიკოსი,
მაღალი ქუდით, ნეკრომანტი და ჰიპნოზიორი, მოგონებების სასახ-
ლის აგების სპეციალისტი ჯადო საშუალებებს იყენებს, რომ ქალის
მეხსიერებიდან მისი საკუთარი ცხოვრება წაშალოს და არგალიას
ცხოვრების აღმწერის საცავად აქციოს, თანაც მის მიერ განდიდებუ-
ლი, შელამაზებული ვერსიით. სულთანმა მშვენიერი ქალი აჩუქა,
არგალიამ კი ის ბინძური მიზნებისთვის გამოიყენა. ბარბაროსი! მო-
ღალატე! ჯობდა, მშობლებთან ერთად მოეკლა შავ ჭირს.
ნეტავ, დამხრჩვალიყო, როცა ანდრეა დორიამ ნავში ჩააგდო.
ვალახიელ ვლად დრაკულას უნდა წამოეგო სარზე და ესეც არ იქ-
ნებოდა საკმარისად მკაცრი სასჯელი მისი ბოროტი საქმეებისათ-
ვის.
ილ მაკიას ბრაზი და მრისხანება ახრჩობდა, როცა უცებ, სრული-
ად მოულოდნელად, გონებაში შორეული ბავშვობის პატარა სცენა
ამოუტივტივდა: არგალია მას სიმინდის ფაფის – პოლენტას სამკურ-
ნალო თვისებების გამო დასცინის, წამლისა, რომელსაც მაკიას დე-
და ამზადებდა და მღერის: „არა მაკიაველი, არამედ პოლენტინი“,
210
კიდევ მისი ძველი სიმღერა წარმოსახვითი ფაფის გოგონას შესახებ:
„ის რომ ცოდვა იყოს, მოვინანიებდი, მკვდარი რომ იყოს, ვიგლო-
ვებდი“. ნიკოლომ იგრძნო, ცრემლები როგორ ჩამოსდიოდა ლო-
ყებზე და თავისთვის წაიმღერა:
„წერილი იყოს, გავაგზავნიდი“.
ხმადაბლა მღეროდა, რადგან არ უნდოდა ის-ის იყო უბედურების
სასახლიდან მის მიერ დაბრუნებული ქალი შეეწუხებინა. ის მარტო
იყო არგალიაზე ფიქრებში გართული, მარტო იყო მრისხანების
ტალღასთან, სულ ახლახან მთელი მისი არსება რომ მოიცვა და შო-
რეულ, მაგრამ გულისთვის საამო ბავშვობის მოგონებებთან. ილ მა-
კია აქვითინდა.
მე მქვია ანჟელიკა. მე ვარ ქალიშვილი ბურჟელი ვაჭრის, ჟაკ კი-
ორისა. მე მქვია ანჟელიკა და მე ჟაკ კიორის ქალიშვილი ვარ. მამა-
ჩემი აღმოსავლეთში ვაჭრობდა – ნიგოზი, აბრეშუმი და ხალიჩა და-
მასკოდან ნარბონში ჩაჰქონდა. მას ბრალი დასდეს, ვითომც მეფის
საყვარელი მოწამლა და იძულებული გახდა, რომში გაქცეულიყო.
მე მქვია ანჟელიკა და მე ჟაკ კიორის ქალიშვილი ვარ. რომის პაპი
მას მოწყალე თვალით უყურებდა.
ის პაპის თექვსმეტი გალერის კაპიტნად დანიშნეს და როდოსის
გასათავისუფლებლად გაგზავნეს, მაგრამ ავად გახდა და გარდაიც-
ვალა... მე მქვია ანჟელიკა და მე ჟაკ კიორის ოჯახიდან ვარ. ჩემი
ძმები და მე ლევანტში ვიყავით სავაჭრო საქმეებზე, როცა მეკობ-
რეები დაგვესხნენ თავს, მე ტყვედ ამიყვანეს, შემდეგ კი სულთნის
ჰარემს მიმყიდეს. მე მქვია ანჟელიკა და მე ჟაკ კიორის ქალიშვილი
ვარ. მე ვარ ანჟელიკა, და მე ვარ ქალიშვილი... მე მქვია ანჟელიკა
და მე ვარ... მე მქვია ანჟელიკა.
იმ ღამით ქალის გვერდით ეძინა.

211
გადაწყვიტა, როცა გაიღვიძებს, ვეტყვი, რაც მოხდა, კეთილი და
თბილი ვიქნები მის მიმართო.
ისიც მადლობას გადაუხდიდა, როგორც შეეფერება წესიერ
ფრანგულ ოჯახში აღზრდილ ლედის.
ძალიან ეცოდებოდა ქალი. რა საშინელებაა ბარბაროსმა მეკობ-
რეებმა მოგიტაცონ, თანაც ორჯერ, ჯერ საფრანგეთში, შემდეგ თურ-
ქეთში... გიყიდონ და შემდეგ ისევ გაგყიდონ. ვინ იცის, რამდენი უბე-
დურების გადატანა მოუხდა, რამდენმა კაცმა იძალადა მასზე. ახ-
სოვს კი საერთოდ ეს ყველაფერი? და ახლაც ის თავისუფალი არ
არის.
ასეთი დახვეწილი, არისტოკრატიული გარეგნობის ქალი საროს-
კიპო სახლის მონაა. შეიძლება ძმები ცოცხალი ჰყავს და მაშინ ისი-
ნი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაკარგული და,
თავიანთი საყვარელი ანჟელიკა დაიბრუნონ.
ქალს ალესანდრა ფიორენტინასგან გამოისყიდის და ის სამშობ-
ლოში – ნარბონში, მონპელიეში თუ ბურჟეში დაბრუნდება. ალბათ,
მანამდე მის გაჟიმვას შეძლებს (ამაზე ჯუჯა ჯულიეტას დაელაპარა-
კება დილით – ბოლოს და ბოლოს მარსის სახლი ვალშია მასთან
დაზიანებული ქონების აღდგენის გამო.). მშვენიერი ანჟელიკა. უბე-
დო ანჟელიკა. ილ მაკიამ ხომ მშვენივრად გააკეთა ყველაფერი და,
კაცმა რომ თქვას, უანგაროდ.
ღამით უცნაური რამ ესიზმრა. ვიღაც ფადიშაჰი პირამიდის ფორ-
მის ხუთსართულიანი, წითელი ქვით ნაგები შენობის თავზე პატარა
ფანჩატურის გუმბათის ქვეშ იჯდა და ჩამავალი მზის სხივებით მოოქ-
რულ ტბას გასცქერდა. უკან მსახურების ფიგურები ჩანდა, რომელ-
თაც დიდი, ბუმბულიანი მარაოები ეჭირათ ხელში, გვერდით კი ადა-
მიანი ედგა – ვერც გაიგებდი, კაცი იყო თუ ქალი, მაგრამ აშკარად
ევროპელს ჰგავდა – გრძელი, ყვითელი თმა ჰქონდა და ტყავის
212
რომბებიანი ჭრელაჭრულა ლაბადა ეცვა – იდგა და ვიღაც, ყველას-
გან მივიწყებულ, დაკარგულ პრინცესაზე ჰყვებოდა. სიზმარში ყვი-
თელთმიანი ფიგურა მისგან ზურგით იდგა, სამაგიეროდ, ფადიშაჰი
მკაფიოდ ჩანდა – ზორბა კაცი იყო, თეთრგვრემანი, გაბარდნილი
ულვაშებით, ლამაზი, სამკაულებით დახუნძლული, ცოტა სიმსუქნე-
შეპარული. ეტყობა, სიზმრის ყველა პერსონაჟი მისი ფანტაზიის ნა-
ყოფი იყო, რადგან აღმოსავლელი ფადიშაჰი თურქ სულთანს ოდნა-
ვაც არ ჰგავდა, ისევე როგორც ყვითელთმიანი – იტალიელ ფაშას.
„შენ მხოლოდ კაცსა და ქალს შორის სიყვარულზე ლაპარაკობ, –
ამბობდა ფადიშაჰი, – ჩვენ კი მმართველისადმი ხალხის სიყვარუ-
ლი გვაინტერესებს. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ვუყვარდეთ“.
„მმართველისადმი სიყვარული ცვალებადია, – პასუხობდა კაცი, –
დღეს რომ უყვარხართ, ხვალ შეიძლება აღარ უყვარდეთ“. „და მაშინ
როგორ უნდა მოვიქცე – სასტიკი ტირანი უნდა გავხდე? – ჰკითხა
ფადიშაჰმა, – სიძულვილი უნდა ჩავუნერგო მათ?“ „სიძულვილი
არა, შიშიც საკმარისია, რადგან მხოლოდ შიშია ხანგამძლე“. „ნუ
სულელობ, – წამოიყვირა ფადიშაჰმა, – ყველამ იცის, რომ შიში და
სიყვარული განუყრელნი არიან“.

***

ყვირილმა და ფეხის ხმამ გამოაღვიძა. უკვე გათენებულიყო.


ფანჯრები გაეღოთ. ჯულიეტა ყურში ჩასწიოდა: „მაინც რა უყავი
მას ასეთი?“ დაუბანელი, თმაგაწეწილი, უფერუმარილო კურტიზანე-
ბი აქეთ-იქით დარბოდნენ ღამის ჭუჭყიანი საცვლებით. ყველა კარი
ბოლომდე იყო ღია და ხიბლის გამფანტველი, შემაფხიზლებელი,
ყოველგვარი სიყალბის გამომმზეურებელი დღის შუქი დაუბრკო-
ლებლად აღწევდა მარსის სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულში. ღმერ-
213
თო, როგორ ჰგავდნენ კუდიან ბებრუხანებს სიფილისიანები, ქვეს-
კნელის არსებები, პირში საშინელი სუნითა და გამყინავი ხმებით.
ილ მაკია წამოჯდა და ჩაცმა დაიწყო. „შენ იცი, რა ჩაიდინე?“
არაფერიც არ ჩაუდენია. ის ქალს დაეხმარა, გონება დაუწმინდა,
სული გაუთავისუფლა და თითქმის თითიც არ დაუკარებია! იმედია,
ფულს არ გადაახდევინებენ. რას დასჩხავის ამ დილაადრიან? ან ეს
რა აურზაურია ატეხილი? ახლავე უნდა წავიდეს აქედან. სასწრაფოდ
აგო, ბიაჯო და დი რიმოლო უნდა იპოვოს და ერთი კარგად ისაუზ-
მოს. „შე გამოშტერებულო, – დაჰკიოდა ჯულიეტა, – რას ეჩრები იმ
საქმეში, რომლისაც არაფერი გესმის“. ეტყობოდა, აქ რაღაც მოხდა.
როგორც იქნა, თავი წესრიგში მოიყვანა და მარსის სახლის გასას-
ვლელისკენ გაემართა, სახლისა, რომელმაც ყოველგვარი ხიბლი
დაკარგა მისთვის. შეეცადა, თავი ისე დაეჭირა, მისი წასვლა გაქცე-
ვას არ დამსგავსებოდა.
მისი დანახვისას კურტიზანები დუმდებოდნენ, ზოგიერთი ხელი-
თაც მიანიშნებდა მასზე, ერთი-ორმა რაღაც წაისისინა. არნოსკენ
გამავალი დარბაზის ფანჯარა ნამსხვრევებად ქცეულიყო. საინტე-
რესოა, მაინც რა მოხდა. ამ დროს მის წინ თვით საროსკიპოს დი-
ასახლისი – ფიორენტინა გაჩნდა.
ასეთი ბუნებრივიც, ყოველგვარი კოსმეტიკის გარეშეც მშვენიე-
რი იყო. „ბატონო მდივანო, თქვენ აქ აღარასოდეს მოგიწვევენ“, –
ცივად, ოფიციალური ტონით უთხრა მან და თანმხლები ქალების
არშიებიანი ქვედატანების შარიშურში მიატოვა, რის შემდეგაც ყვი-
რილი და გოდება ისევ განახლდა. „ეშმაკსაც წაუღიხარ! – კბილებს
შორის გამოცრა ჯულიეტამ, – მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. ისე
გავარდა ოთახიდან, რომელშიც შენ გვამივით ეგდე, რომ ვერავინ
შეძლო წინ გადასდგომოდა“.

214
***

შეიძლება როგორღაც იარსებო, სანამ შენს ტვინს სძინავს, სანამ


არ გააცნობიერებ, რა ტრაგედია გადაიტანე.
მაგრამ, სამაგიეროდ, როგორც კი აზროვნების უნარი დაგიბრუნ-
დება, სულ ადვილია გაგიჟდე. შენმა ხელახლა გაღვიძებულმა მეხ-
სიერებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოგაყენოს.
მოგონება უამრავი დამცირებისა, შენს სხეულზე ძალადობისა,
უამრავი მამაკაცისა, შენს სხეულს რომ დაეუფლნენ – ეს უკვე სასახ-
ლე კი არა, მოგონებების ბორდელია. და ყველაფერ ამას დამატებუ-
ლი შემაძრწუნებელი გრძნობა, როცა გააცნობიერებ, რომ ყველა
შენთვის ძვირფასი ადამიანი მკვდარია და შველას არავისგან უნდა
ელოდე. ეს საკმარისია, რათა ფეხზე წამოხტე და თავქუდმოგლეჯი-
ლი გაიქცე. თუ საკმაოდ სწრაფად ირბენ, იქნებ შეძლო წარსული და
ყველაფერი, რაც შეგემთხვა, შორს მოიტოვო და თავი დააღწიო მო-
მავალსაც, რომელიც არავითარ სიკეთეს არ გიქადის. ძმები არ მოვ-
ლენ დასახმარებლად, ისინი ხომ ცოცხლები აღარ არიან. იქნებ
მთელი სამყაროც მოკვდა და ერთ დიდ სასაფლაოდ იქცა. დიახ,
ასეა. და თუ გსურს, მკვდარი სამყაროს ნაწილად იქცე, შენც უნდა
მოკვდე. აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად ირბინო, სანამ სამ-
ყაროებს შორის საზღვარს არ მიაღწევ და არ უნდა შეჩერდე, უნდა
გადალახო ორ სამყაროს შორის მინის დაბრკოლება. თითქოს მინა
ჰაერად იქცა, ჰაერი კი მინად და, სანამ მიქრიხარ, ნამსხვრევებს გი-
შენს. რა კარგი იქნება, დაეცე. რა კარგი იქნება, სიცოცხლეს ჩამო-
შორდე. მართლა კარგი.

215
***

– არგალია, ჩემო მეგობარო, – უთხრა მან მოღალატის ლანდს,


– სიცოცხლით უნდა ზღო ეს.

13. იმის შემდეგ, რაც ტანსენმა ცეცხლის სიმღე-


რა...

იმის შემდეგ, რაც ტანსენმა ცეცხლის სიმღერა „დეეპაკ რააგი“ იმ-


ღერა, სკანდას სახლი, რომლის მეპატრონეები ჩხინკორა და მატ-
რასა იყვნენ, მომღერლის მუსიკის ძალით ცეცხლში გაეხვია. ცეც-
ხლმა თვითონ მუსიკოსიც არ დაინდო – აღმოჩნდა, რომ მასაც სე-
რიოზული დამწვრობა მიეღო. სიმღერის ექსტაზში შესულმა ტანსენ-
მა ვერ შენიშნა, ალი როგორ მოედო მის ტანსაცმელს. აკბარმა მომ-
ღერლის მშობლიურ გვალიორში სამეფო ტახტრევნით გაგზავნა
ბრძანა და დაბრუნება აუკრძალა, სანამ დამწვრობას არ მოიშუშებ-
და. გვალიორში მუსიკოსს თავისი დები – ტანა და რირი ელოდნენ.
საყვარელი ძმის ასეთ მდგომარეობაში ხილვამ გოგონები ისე და-
ანაღვლიანა, რომ საწვიმარი ღრუბლების პატივსაცემი სიმღერა
„მეგჰ მალჰარი“ წამოიწყეს. მალე ჟინჟვლა დაიწყო და მიან ტანსენს
წვიმის წვეთები ეცემოდა, თუმცა ის ფარდულში იყო წამოწოლილი.
წვიმას უჩვეულო თვისება ჰქონდა. ტანა და რირი სიმღერას განაგ-
რძობდნენ, თან ფრთხილად აცლიდნენ სახვევებს ძმის სხეულიდან.
წვიმა კანს ჰბანდა და დამწვარი კანი ისევ გლუვდებოდა. მთელი

216
გვალიორი გაოცებული იყო წვიმის სიმღერის სასწაულებრივი გან-
კურნების უნარით.
სიკრიში დაბრუნებისას ტანსენმა იმპერატორს უამბო თავისი სა-
ოცარი დების შესახებ. აკბარმა მაშინვე ბირბალი გაგზავნა მათთან
მდიდრული საჩუქრებითა და სასახლეში გადასვლის წინადადებით.
გოგონებმა ბირბალს მოუსმინეს, შეცბუნებულებმა ერთმანეთს
გადახედეს, იმპერატორის საჩუქრებზე უარი თქვეს და გვერდით
ოთახში გავიდნენ „წინადადების განსახილველად“.
ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდნენ და ბირბალს უთხრეს, პასუხს
ხვალ დილით მოგახსენებთო. ბირბალმა მთელი ღამე ქეიფში გა-
ატარა გვალიორის მაჰარაჯასთან და დილით, როცა დების სახლში
მივიდა, ნახა, რომ მთელი სამეზობლო დამწუხრებული გლოვობდა:
დებს თავი ჭაში დაეხრჩოთ. როგორც ბრაჰმას ჭეშმარიტმა მიმდევ-
რებმა, მათ არ ისურვეს, მუსულმანი იმპერატორის სამსახურში ჩამ-
დგარიყვნენ, თან შეეშინდათ, აკბარს უარი შეურაცხყოფად არ მი-
ეღო და მათ ოჯახს რისხვა არ დასტყდომოდა თავს. ამის ასაცილებ-
ლად გადაწყვიტეს, თავი შეეწირათ მსხვერპლად.
მომაჯადოებელი ხმის მქონე დების თვითმკვლელობის ამბავმა
აკბარი ძალიან დაამწუხრა, იმპერატორის მწუხარების ჟამს კი მთე-
ლი ქალაქი ირინდებოდა. ახალი მოძღვრების კარავში შეწყდა დის-
კუსიები „წყლისმსმელებსა“ და „ღვინისმსმელებს“ შორის, კინ-
კლაობა შეწყვიტეს იმპერატორის ცოლებმა და ხასებმაც. როცა შუ-
ადღის ხვატი ცოტა განელდა, ნიკოლო ვესპუჩი, რომელიც თავს მო-
გორ დელ ამორეს უწოდებდა, ჩვეულებისამებრ, აკბარს ეახლა, მაგ-
რამ იმპერატორი უხასიათოდ იყო და მიღებაზე უარი უთხრა. სწო-
რედ მზის ჩასვლისას აკბარი მოულოდნელად დაცვის თანხლებით
გამოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით პანჩ მაჰალისკენ გაემართა.

217
– ოჰ, ეს შენა ხარ, – ისე უთხრა, როგორც ეუბნებიან კაცს, რომ-
ლის არსებობა აღარც ახსოვთ და როცა უკვე ზურგის შექცევას აპი-
რებდა, დასძინა: – კარგი, შეგიძლია წამოხვიდე. იმპერატორის
მცველები მიიწ-მოიწივნენ და მოგორი ძალაუფლების მაგიური
წრის შიგნით აღმოჩნდა. სწრაფად სიარული მოუწია – აკბარი ჩქა-
რობდა.
პანჩ მაჰალის პატარა ფანჩატურიდან ჰინდუსტანის იმპერატორ-
მა მზერა ოქროთი დაფერილ ტბას მიაპყრო. მის უკან მსახური დად-
გა უზარმაზარი მარაოთი, გვერდით კი – ყვითელთმიანი ევროპე-
ლი, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, დაკარგული პრინცესას შესა-
ხებ თხრობა განეგრძო. – შენ მხოლოდ კაცსა და ქალს შორის სიყ-
ვარულზე ლაპარაკობ, – თქვა ფადიშაჰმა, – ჩვენ კი მმართველი-
სადმი ხალხის სიყვარული გვაინტერესებს. ჩვენ დიდი სურვილი
გვაქვს, ვუყვარდეთ. ამ ორმა გოგონამ თავი მოიკლა, რადგან ერ-
თიანობას ცალკე ყოფნა ამჯობინეს, ჩვენს ღმერთებს – თავიანთი
ღმერთები, სიყვარულს – სიძულვილი. მათი საქციელიდან გამომ-
დინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სიყვარული წარმავალი
გრძნობაა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სასტიკ ტირანებად უნდა
ვიქცეთ? ისე ვიმოქმედოთ, რომ შიშის ზარმა დაისადგუროს ყველ-
გან? ნუთუ სამყაროს მხოლოდ შიში მართავს?
– როცა დიდი მებრძოლი არგალია უჭკნობი სილამაზის ქალბა-
ტონს, ყარა ყიოზს შეხვდა, – უპასუხა მოგორ დელ ამორემ, – დაიწ-
ყო ისტორია, რომელსაც შეუძლია ყველა მამაკაცის, და მათ შორის
თქვენს გულშიც, მეფეთმეფეო, მოგოლთაგან ყველაზე დიადო, სიყ-
ვარულის უსაზღვრო ძალისადმი რწმენა ააღორძინოს.
იმ დროისთვის, როცა იმპერატორმა პანჩ მაჰალის ფანჩატური
დატოვა და მოსასვენებლად გაემართა, მწუხარების სამოსი ჩამოუ-
ცურდა მხრებიდან. ქალაქმა შვებით ამოისუნთქა, ვარსკვლავები
218
თითქოს უფრო აკაშკაშდნენ. იმპერატორის მწუხარება, როგორც
ცნობილია, სამყაროში არსებულ წონასწორობას საფრთხეს უქმნის,
რადგან ისეთი თვისება აქვს, რომ შეიძლება მეტამორფოზა განიცა-
დოს: სისუსტედ ან ძალმომრეობად იქცეს, ან ორივედ ერთად. იმპე-
რატორის კარგი ხასიათი საუკეთესო გარანტიაა უშფოთველი ცხოვ-
რებისა და თუ აკბარს ხასიათი უცხოელმა გამოუკეთა, მას მხოლოდ
მადლობა ეკუთვნის ამისთვის – მოგორის მიმართ კეთილგანწყო-
ბით განიმსჭვალნენ. და არა მხოლოდ მისდამი, არამედ მისი ამბის
გმირის, შავთვალა პრინცესის – ყარა ყიოზის მიმართაც.

***

მთელი ღამე იმპერატორს სასიყვარულო ისტორიები ესიზმრებო-


და. ჯერ ვითომ ბაღდადის ხალიფა ჰარუნ არ რაშიდი იყო. ამჯერად,
ისბანირის ქუჩებში დახეტიალობდა ლაბადაში გახვეული. უცებ
მთელ სხეულზე ძლიერი ქავილი აუტყდა და ბაღდადამდე ოცდაოთ-
ხი მილი ისე გაიარა, ვერაფრით შეუწყვიტეს. როცა სასახლეში დაბ-
რუნდა, ჯერ ვირის რძეში აბანავეს, შემდეგ საყვარელმა ცოლებმა
სხეული თაფლით დაუზილეს, მაგრამ არაფერმა უშველა. ქავილს
ჭკუიდან გადაჰყავდა. ექიმებმა რა არ სცადეს – წურბლები, ქილების
დადება – იმპერატორი ლამის სიკვდილის პირას მიიყვანეს. აკბარ-
მა ყველანი გაყარა და როცა ძალა მოიკრიბა, გადაწყვიტა, თუ განუ-
კურნებელი ავადმყოფობა მჭირს, ერთადერთი, რაც შემიძლია გა-
ვაკეთო, ის არის, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო და მისი
არსებობა დავივიწყოო.
სამეფოს ყველაზე ცნობილი ხუმარები მიიხმო, იქნებ გამართო-
ნო, ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსები – ფიქრების სხვა რამეზე
გადასატანად. მადის აღმძვრელი მოცეკვავე ქალები ერთიმეორის
219
მიყოლებით უჩვენებდნენ თავიანთ ხელოვნებას, კურტიზანები კი
უსიტყვოდ უგებდნენ და მის ყველა ეროტიკულ ფანტაზიას აკმაყო-
ფილებდნენ. ბრძანა სასახლეები აეგოთ, გზები გაეყვანათ, სკოლე-
ბი გაეხსნათ. ეს ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ქავილი ძველებუ-
რად ტანჯავდა – გამოჯანმრთელების ოდნავი ნიშნებიც არ ჩანდა.
დაავადების კერის აღმოსაფხვრელად, ისბანირში კარანტინი გა-
მოცხადდა, თხრილები და სანაგვეები ააღრჩოლეს, თუმცა აღმოჩ-
ნდა, რომ ქავილი იქ მცხოვრებთაგან ცოტა ვინმეს თუ აწუხებდა. და,
აი, ერთხელ, საღამო ჟამს, როცა მალულად, შეფუთნილი ბაღდადის
ქუჩას მიუყვებოდა, უცებ თავი ასწია და მაღლა, ფანჯარაში, ქალის
სახე დაინახა. სანთლის შუქზე ქალი ოქროსგან ჩამოსხმულს ჰგავ-
და. ქავილი იმწამსვე შეუწყდა, მაგრამ როგორც კი ქალმა ფარდა
გადასწია და სანთელი ჩააქრო, გაორმაგებული ძალით დაუბრუნ-
და. ხალიფა მაშინვე მიხვდა ქავილის მიზეზს. გაახსენდა, რომ სწო-
რედ ეს სახე წამიერად ისბანირში ენახა და მაშინ აუტყდა ქავილი.
„მომიძებნე ის ქალი, – უთხრა მან ვეზირს, – სწორედ მაგან გამთვა-
ლა“.
„მომიძებნე“ ადვილი სათქმელი იყო, მაგრამ შესრულება ძნელი
აღმოჩნდა.
მომდევნო კვირის განმავლობაში მასთან ყოველდღიურად შვი-
დი ქალი მიჰყავდათ – მისი ბრძანებით, ყველანი სახეს აჩენდნენ,
მაგრამ ის, ვისაც ეძებდა, არ ჩანდა. დადგა მერვე დღე და მას მოახ-
სენეს, რომ ჩადრიანი ქალი თავისი ნებით გამოცხადდა სასახლის
კარზე და ხალიფასთან შეხვედრას ითხოვდა. ამტკიცებდა, მისი ტან-
ჯვისგან ხსნა შემიძლიაო. მან ბრძანა, ქალი სასწრაფოდ შემოეყვა-
ნათ და შემოსულს მაშინვე მიახალა:
– აჰ, შენა ხარ ის ჯადოქარი?

220
– არანაირი ჯადოქარი არა ვარ, – უპასუხა ქალმა, – უბრალოდ,
ერთხელ ისბანირში ფანჯრიდან ვიყურებოდი და დავინახე კაპიუშო-
ნიან საწვიმარში გახვეული მამაკაცი. უცებ ქავილი ამიტყდა. ბაღ-
დადშიც კი გადავსახლდი, ვიფიქრე, იქნებ ადგილის გამოცვლამ
მიშველოს-მეთქი, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. გადავწყვიტე,
თავი რაღაცით დამესაქმებინა, რათა ყურადღება სხვა რამეზე გადა-
მეტანა. გობელენებს ვქსოვდი, ლექსების წერაც ვცადე, მაგრამ არა-
ფერი გამოვიდა. ამ დროს გავიგე, რომ ბაღდადელი ხალიფა ეძებდა
ქალს, რომლის გამოც ქავილი აუტყდა და მაშინვე ყველაფერი თა-
ვის ადგილზე დადგა, – სიტყვის დამთავრებისთანავე პირბადე მო-
იშორა.
ხალიფას ქავილი ერთბაშად შეუწყდა და მისი ადგილი სხვა შეგ-
რძნებამ დაიკავა.
– შენც აღარ გექავება? – ჰკითხა ხალიფამ. ქალმა თავი დაუქნია:
– ამ სენისგან კი გავთავისუფლდი, მაგრამ ახლა სხვა რამ მჭირს.
– ჰო, მეც, – დაეთანხმა კაცი – და ამ ახალი სენისგან ვერც ერთი
კაცი ვერ განმკურნავს.
– მე კი ვერც ერთი ქალი, – გამოეხმაურა ის.
ხალიფამ ტაში შემოკრა და ქორწილისთვის მომზადება ბრძანა.
და ისინი დიდხანს ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად, სანამ
დღეებისა და ღამეების მკვლელი, ყველაფრის დამანგრეველი სიკ-
ვდილი არ წამოეწიათ.
ასეთი იყო იმპერატორის სიზმარი.

221
***

დამალული პრინცესას ამბავი ძალიან პოპულარული გახდა.


მდიდრული ვილების მცხოვრებლებს თუ სიკრის „მხიარული სახ-
ლის“ კლიენტებს მეტი აღარაფერი ახსოვდათ. კაცებსა და ქალებს,
ასკეტებსა და მეძავებს პრინცესა სიზმრად ექცათ.
გამქრალი მოგოლი გრძნეული შორეული ჰერატისა – ქალაქის,
რომელსაც მისმა საყვარელმა არგალიამ მოგვიანებით „აღმოსავ-
ლეთის ფლორენცია“ შეარქვა – ამტკიცებდა, რომ გასულმა წლებმა
და სავარაუდო გარდაცვალებამ მის ხსოვნას ვერაფერი დააკლო.
პრინცესამ შეძლო მოეხიბლა თვით დედა- დედოფალი – ჰამიდ ბა-
ნო, თუმცა სიზმრები საერთოდ არ აინტერესებდა. ყარა ყიოზი, მას
რომ ესიზმრა, ისლამის ერთგული მიმდევარი და მაღალი ზნეობის
ქალი გამოდგა. ვერც ერთმა უცხოელმა რაინდმა ვერ შეძლო მისი
სიწმინდის შებღალვა. ოჯახთან იძულებითი დაშორება აუტანელ
ტკივილს მაყენებსო, ამბობდა, და ამაში უფროს დას ადანაშაულებ-
და.
მოხუც პრინცესა გულბადანს კი სრულიად განსხვავებული ყარა
ყიოზი გამოეცხადა სიზმარში – თავისუფალი, თავგადასავლების მა-
ძიებელი; მისმა მოურიდებელმა, შეიძლება ითქვას, მკრეხელურმა
საქციელმა გულბადანი ლამის შოკში ჩააგდო, მაგრამ თან ასიამოვ-
ნა კიდეც. ძალიან საინტერესო იყო მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მა-
მაკაცთან მისი სასიყვარულო კავშირის ამბავიც. გულბადანს შე-
შურდებოდა კიდეც, რომ არა ის დიდი სიამოვნება, პრინცესას ნაამ-
ბობი რომ ანიჭებდა ღამღამობით.
სკანდას სახლის დიასახლისის, ჩხინკორასათვის ყარა ყიოზი ქა-
ლის სექსუალურობის განსახიერებად იქცა. ღამით ჩხინკორას
თვალწინ გაუგონარი სირთულის აკრობატულ შოუებს მართავდა.
222
თუმცა დამალული პრინცესას შესახებ სიზმრები ყველას როდი
სიამოვნებდა. მაგალითად, ტახტის მემკვიდრის საყვარელი, ქალბა-
ტონი მან ბაი ფიქრობდა, რომ ყარა ყიოზის გარშემო ატეხილი აჟიო-
ტაჟის გამო ის, ჰინდუსტანის მომავალი დედოფალი, ჩრდილში ექ-
ცეოდა. სწორედ ის, ახალგაზრდა, ლამაზი, უნდა დაპატრონებოდა
მისი მომავალი ქვეშევრდომების ფანტაზიას. რაც შეეხება ჯოდჰას,
თავისი შემქმნელისა და საყვარლისაგან დავიწყებულს, მასაც დამა-
ლული პრინცესას სახით წარმოსახვითი მოწინააღმდეგე გაუჩნდა,
რომლის დაძლევა ძალიან გაუჭირდებოდა.
ცხადი იყო, შავთვალა ქალბატონი ყველასთვის ერთგვარ სიმბო-
ლოდ იქცა, რომელსაც თითოეული სხვადასხვაგვარად აღიქვამდა:
როგორც მისაბაძ მაგალითს, ანტაგონისტს, შთაგონების წყა-
როს. ქალი ჭურჭლად იქცა, ადამიანები კი თავიანთი გემოვნების,
ცრურწმენების, წინათგრძნობის, სიხარულის, შიშის, არარეალიზე-
ბული შესაძლებლობების, უდანაშაულობისა თუ დანაშაულის
გრძნობის, ეჭვებისა თუ რწმენის, ცხოვრებაზე მათი შეხედულებების
ანარეკლის – ყველაზე ოპტიმისტურის თუ პირქუშის – მიხედვით ავ-
სებდნენ. და შესაბამისად, მისი ამბის მთხრობელი, ნიკოლო ვესპუ-
ჩი (იგივე მოგორ დელ ამორე), იმპერატორის ახალი ფავორიტი,
სულ მალე ქალაქის ყველაზე სასურველ სტუმრად იქცა. დღის ნების-
მიერ დროს ყველა კარი ღია იყო მისთვის, ღამით კი ყოველთვის
სკანდას სახლში აღმოჩნდებოდა ხოლმე, სადაც მას ორი დედოფა-
ლი, ტყუპი ღვთაება – გაძვალტყავებული და ჩათქვირებული
ელოდნენ. სკანდას სახლს უკვე ისეთი მაღალი სტატუსი ჰქონდა, მის
მფლობელებს შეეძლოთ კლიენტები თვითონ აერჩიათ.
აღტაცებას იწვევდა ის, რომ მოგორი მუდამ ჩხინკორა-მოჰინის
ირჩევდა.
თვითონ ჩხინკორას ეს ძალიან აკვირვებდა.
223
„სიკრელი ლამაზი ქალბატონების ნახევარი მაინც მზადაა ლო-
გინში ჩაგიწვეს, შენ კი ჩემთან მოდიხარ. ნუთუ მართლა არავინ
გსურს ჩემ გარდა?“ პასუხად კაცმა ის მაგრად მიიკრა მკერდზე და
უთხრა: „გაიგე, სულელო, აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რაც შეიძ-
ლება მეტი ქალი ჩავიგორო ლოგინში“.
კაცმა რომ თქვას, მაინც რისთვის ჩავიდა? ეს კითხვა ბევრს არ
აძლევდა მოსვენებას.
მათ შორის იყვნენ ყველაზე გამჭრიახებიც და შურისგების
გრძნობით შეპყრობილებიც.
სიკრის მცხოვრებთა მზარდმა ინტერესმა შორეულ ფლორენცი-
ელთა გაბმული ლოთობის დღეებისა და სექსუალური თავგადასავ-
ლებით დატვირთული ღამეების მიმართ, რაც მოგორ დელ ამორეს
მიერ არისტოკრატიულ ვილებსა თუ ქალაქის დუქნებში მოყოლილ-
მა ამბებმა აღძრეს, ზოგიერთი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ მისი ჩას-
ვლის საიდუმლო მიზანი იმპერიის მორალური საყრდენების შერყე-
ვა და ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის ავტორიტეტის შესუსტება
იყო. ბადაუნიმ, „წყლისმსმელების“ პურიტანმა ლიდერმა და მენ-
ტორმა სულ უფრო და უფრო უმართავი პრინცი სელიმისა, მოგორ
დელ ამორე ახალი მოძღვრების კარავში მათი პირველივე შეხვედ-
რისთანავე შეიძულა, როცა გადამთიელმა სახალხოდ დასცინა. ახ-
ლა მოგორს სატანის ინსტრუმენტს ეძახდა. „ასე მგონია, მამაშენმა,
რომელიც სულ უფრო ურწმუნო ხდება, განგებ გამოიხმო ის ჯოჯოხე-
თიდან ხალხის გახრწნაში დასახმარებლად“, – უთხრა მან სელიმს
და ღვარძლიანად დასძინა: „მოქმედებაა საჭირო. უნდა მოიძებნოს
კაცი, რომელიც ამ ყველაფერს ბოლოს მოუღებს“.
პრინცი სელიმი ბადაუნის მოკავშირე გახდა, თუმცა სრულიად
არაპოლიტიკური მიზეზებით. ასე მოიქცა, რადგან ბადაუნი აბულ
ფაზლის დაუძინებელი მტერი იყო, აბულ ფაზლს კი მამამისთან მე-
224
გობრობას ვერ პატიობდა. თავშეკავება არ ახასიათებდა, ბუნებით
სიბარიტი იყო და ბადაუნი, ეს გამხდარი კაცი, შეძრწუნდებოდა, მი-
სი თავგადასავლები რომ მოესმინა. ამდენად სელიმზე შთაბეჭდი-
ლება არ მოუხდენია ბადაუნის თეორიებს იმპერატორის მიერ ხალ-
ხში ავხორცული ვნებების გასაღვივებლად ჯოჯოხეთიდან სატანის
გამოხმობის თაობაზე. მას ვესპუჩი არ მოსწონდა, სკანდას სახლის
მფარველ უცხოელს ხომ ჩხინკორა-მოჰინიზე განსაკუთრებული უფ-
ლება ჰქონდა და მიუხედავად ქალბატონი მან ბაის სულ უფრო გაშ-
მაგებული მცდელობისა, სელიმი კალთაზე გამოეკერებინა, რაც
დრო გადიოდა, პრინცის ლტოლვა ჩხინკორას მიმართ თანდათან
ძლიერდებოდა. „მე ხომ მომავალი მეფე ვარ, – გამძვინვარებული
ეუბნებოდა თავს, – ეს თავგასული საროსკიპო კი უარს მეუბნება
ქალზე, რომელსაც მოვითხოვ“.
მან ბაი საშინლად განრისხდა, როცა გაიგო, მისი შეყვარებული
ისევ მისი ყოფილი მონის გაჟიმვაზე ოცნებობდა. თუ ამას დავუმა-
ტებთ მის სიძულვილს სიზმრისეული პრინცესას მიმართ, რომელიც
ვესპუჩის მცდელობით ვერაგულად დაეუფლა ყველა მისი ნაცნობის
წარმოსახვას, გასაგები გახდება, რატომ იტანჯებოდა მან ბაი ისე
ძლიერ, თითქოს სასწრაფოდ გასაჭრელი დიდი ჩირქგროვა ჰქონ-
და.
როცა სელიმმა კიდევ ერთხელ ღირსყო ვიზიტით, მან ბაიმ მაც-
დური პოზა მიიღო: ყურძენი კბილებს შორის დაიჭირა და, აბა, ენით
თუ წამართმევო, უთხრა. „ჩემო სიყვარულო, – აჩურჩულდა ქალი
ცოტა ხნის შემდეგ, – წარმოგიდგენია, რა მოხდება, თუ ეს მოგორი
მართლა შეძლებს იმპერატორის დარწმუნებას, რომ მისი ახლო ნა-
თესავია, ან აკბარი, რაღაც მიზეზების გამო მოიგონებს, თითქოს მას
დაუჯერა? გიფიქრია, როგორი სერიოზული, გაუთვალისწინებელი
შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას პირადად შენთვის?“ პრინცი სე-
225
ლიმი, ჩვეულებრივ, ამჯობინებდა რთულ და მნიშვნელოვან საქმე-
ებზე მის მაგივრად სხვას ემტვრია თავი და ახლაც ასე მოიქცა: გა-
ნაგრძე, რას გულისხმობ, ბოლომდე თქვიო, უთხრა ქალს.
„ნუთუ ვერ ხედავ, ჰინდუსტანის მომავალო მბრძანებელო, მამა-
შენს შესაძლებლობა მიეცემა განაცხადოს, თითქოს ამ მოგორს მე-
ტი უფლებები აქვს ტახტზე, ვიდრე შენ. მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ,
რომ იმპერატორი ასე შორს არ წავა, რა უშლის ხელს მოგორი იშვი-
ლოს? ან იქნებ, ჩემო უძვირფასესო, შენთვის სულერთია გახდები
თუ არა იმპერატორი? ჩემთვის, როგორც ქალისთვის, რომელსაც
ამქვეყნად ყველაზე მეტად შენი ცოლობა სურს, ძალიან მტკივნეუ-
ლი იქნება, თუ დავინახავ, რომ შენ მომავალი იმპერატორი კი არა,
უხერხემლო არარაობა ხარ“.
იმპერატორთან ყველაზე დაახლოებული პირებიც კი შეშფოთე-
ბითა და ეჭვის თვალით უყურებდნენ მოგორის სამეფო კარზე ყოფ-
ნას. მაგალითად, დედა-დედოფალი ჰამიდა ბანუ მას ურწმუნო და-
სავლეთის აგენტად მიიჩნევდა, გამოგზავნილს, რათა მათ წმინდა
ქვეყანაში შფოთი და არეულობა შეეტანა და ამით დაესუსტებინა.
ბირბალი და აბულ ფაზლი თითქმის დარწმუნებულნი იყვნენ, რომ
უცხოელი არამზადა იყო, რომელსაც თავის ქვეყანაში რაღაც საში-
ნელება ჩაედინა და სამართლიან სასჯელს გამოჰქცეოდა. თაღლი-
თი, რომელიც ცდილობდა სხვა ქვეყანას შეფარებოდა, რადგან თა-
ვისაში აღარ დაედგომებოდა – იქ შეიძლება ცოცხლად დაწვას უპი-
რებდნენ, ან ჩამოხრჩობას, ან წყალში დახრჩობას, ან ხელ-ფეხისა
და თავის მოკვეთას, ან, სულ ცოტა, ალბათ წამება და სამუდამო პა-
ტიმრობა ელოდა.
„ის ჩვენ, აღმოსავლელებს, ყველას მიმნდობ, გულუბრყვილო
ადამიანებად მიგვიჩნევს და ამის საბაბს არ უნდა ვაძლევდეთ, – ამ-
ბობდა აბულ ფაზლი, – მე მაგალითად, ოდნავაც არ მეეჭვება, რომ
226
ლორდი ჰაუკსბენკის მკვლელობა მის კისერზეა“. ბირბალს უფრო
მეტად თვითონ იმპერატორი ადარდებდა: „მე არ მიმაჩნია, რომ მას
რაიმე ცუდი აქვს განზრახული თქვენ მიმართ, მაგრამ ცხადია, მან
თქვენ გარშემო ჯადოსნური ქსელი მოქსოვა.ყველაფერი შეიძლება
ცუდად დამთავრდეს, ის ხომ სახელმწიფო საქმეებზე ფიქრში ხელს
გიშლით“.
აკბარს მეგობრების არგუმენტები ვერ არწმუნებდა. ის მოთმინე-
ბით აღჭურვილიყო. „ერთი უსამშობლოო, უსახლკარო კაცია, რო-
მელიც ეძებს, თავი სად შეაფაროს, – ეუბნებოდა მათ იმპერატორი,
– წარმოიდგინეთ, რა დღეში უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს დანატ-
რებული ოჯახურ კერასა და სითბოს, თუ გადაწყვიტა, რაღაც ამის
მსგავსი სკანდას სახლში მოეწყო, ასე ვთქვათ, ცოლად კი მეძავი
ჩხინკორა აერჩია. აბა, იფიქრეთ, როგორ ცდილობს რაღაც სიყვა-
რულის მსგავსი შეაკოწიწოს. მოხეტიალე კაცი, ჩვეულებრივ, მარ-
ტოობისთვისაა განწირული.
ის ყველგან უცხოა, სადაც უნდა ჩავიდეს და მხოლოდ ნებისყო-
ფის ძალით ახერხებს განაგრძოს არსებობა. თქვენი აზრით, რამდე-
ნი ხანი იქნება მას შემდეგ, რაც ქალმა უკანასკნელად უთხრა, რომ
ის მისთვის ძვირფასი და ერთადერთია?
როდის აგრძნობინეს ბოლოს ზრუნვა, სიყვარული, როდის მოის-
მინა ბოლოს გამამხნევებელი სიტყვები? როცა კაცს მთელ სამყა-
როში ერთი მონათესავე სულიც არ ჰყავს, მასში თანდათან რაღაც
კვდომას იწყებს.
ოპტიმიზმი კლებულობს, ჩვენო ბრძენთაბრძენო ბირბალ, და კა-
ცის ძალა და ენერგიაც ამოუწურავი არ არის, ჩვენო შორსმხედვე-
ლო აბულ ფაზლ. ყოველ კაცს დღისით მეგობრები სჭირდება გვერ-
დით, კაცები, რომელთაც ენდობა, ღამით კი, საყვარელი ქალი,
რომლის მკლავებში ყველაფერი დაავიწყდება. როგორც ჩანს, ხან-
227
გრძლივი დროის განმავლობაში მოგორს ერთიც აკლდა და მე-
ორეც. როცა პირველად ვნახეთ, სინათლე მასში ლამის ჩამქრალი
იყო, ახლა კი ის ყოველდღიურად სულ უფრო კაშკაშა ხდება, ნაწი-
ლობრივ ჩვენი და ნაწილობრივ პატარა ჩხინკორას წყალობით. შე-
იძლება ქალი ასე უნარჩუნებს მას სიცოცხლეს. ჩვენ არ ვიცით, რო-
გორი ცხოვრება აქვს გამოვლილი. მამა აკვავივას თქმით, მის მშობ-
ლიურ ქალაქში ვესპუჩების ოჯახს მაღალი მდგომარეობა უჭირავს,
მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ, ეტყობა, სანათესაომ ის გარიყა. რის გა-
მო? ჩვენთვის სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა და ახლა მისი სა-
იდუმლო ნაკლებად გვაინტერესებს. შეიძლება ბოროტმოქმედი
იყოს, იქნებ მკვლელიც კი – არაფრის თქმა არ შეგვიძლია. რაც ჩვენ
ვიცით, ის არის, რომ მან ნახევარი მსოფლიო გადმოკვეთა, რათა
თავისი ძველი ამბავი წარსულში დაეტოვებინა და ეამბნა ჩვენთვის
სხვა – ისტორია, რომელიც ერთადერთი რამ იყო, რაც აქ ჩამოს-
ვლისას ებადა. კაცმა რომ თქვას, სულის სიღრმეში მასაც იგივე
სურს, რაც ჩვენს საწყალ, გამქრალ დეშვანტს: მთლიანად და სავსე-
ბით გაითქვიფოს ამბავში, რომელსაც ჰყვება და ახალი ცხოვრება
დაიწყოს მის შიგნით. სხვაგვარად, ის ზღაპრების სამყაროში არსე-
ბობს, დახელოვნებულ მთხრობელს კი არასდროს არავისთვის მი-
უყენებია ზიანი“. „იმედი მაქვს, მბრძანებელო, არასოდეს მოხდება
ისეთი რამ, რაც ამ სიტყვების სიმცდარეში დაგვარწმუნებს“, – სე-
რიოზულად გამოეპასუხა ბირბალი.
დამალული პრინცესას პოპულარობის ზრდასთან ერთად მისი
უფროსი დის – ხანზადა ბეგუმის რეპუტაცია ქალაქის მოსახლეობის
თვალში სულ უფრო უარესდებოდა. დიდი ქალბატონი, რომელიც
შეიბან ხანის ხანგრძლივი ტყვეობიდან ტრიუმფალური დაბრუნების
შემდეგ აკბარის პაპის, ბაბარის კარზე დიადი მოგოლების სამეფო
სახლის მნიშვნელოვანი პირი იყო, რომელთან კონსულტაციის გა-
228
რეშე არც ერთი სახელმწიფო საქმე არ წყდებოდა, საფრთხობელად
იქცა. ერთ დროს პატივდებული ქალის სახელი ბოროტი უფროსი
დის სინონიმი გახდა, მას ჩხუბის დროს გაბრაზებული ქალები ეძახ-
დნენ ერთმანეთს, როცა სურდათ მოწინააღმდეგე მხარე პატივმოყ-
ვარეობაში, შურიანობასა და ღალატში დაედანაშაულებინათ. ახლა
უკვე ბევრი ფიქრობდა, რომ სწორედ ხანზადა ბეგუმის ხრიკები და
არა მხოლოდ შავთვალას უცხოელისადმი სიყვარული გახდა მიზეზი
უმცროსი პრინცესას ოჯახიდან მოკვეთისა. ამან უბიძგა უცხო მხა-
რეში გაქცევისაკენ, სადაც მისი კვალი დაიკარგა. დრო გადიოდა და
საყოველთაო მტრულმა განწყობამ „ბოროტი დის“ მიმართ სხვა,
უფრო საშიში მიმართულება მიიღო. ხანზადას ამბავმა ადამიანებში,
განსაკუთრებით ქალებში, ანგარიშის გასწორების მიდრეკილება
წარმოშვა, თითქოს ამყრალებულმა, მომწვანო ფერის ჭაობის კვამ-
ლის ღვარძლმა ყველას ინფექცია შეჰყარაო. მოდიოდა ცნობები
ერთ დროს მოყვარულ დებს შორის მძვინვარე ჩხუბის თაობაზე, ეჭ-
ვებზე, ურთიერთბრალდებებზე, ხანჯლებით ბრძოლებზეც კი – და ეს
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხანზადა ბეგუმი ყვითელთმი-
ანმა უცხოელმა ამხილა თავის ნაამბობში.
თანდათან მტრული განწყობა სხვა ქალებშიც გავრცელდა: ჯერ
ბიძაშვილებს, მერე შორეულ ნათესავებს შორის და ბოლოს ყველა
ქალში, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, იყვნენ თუ არა ისინი ნათესავე-
ბი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თვით იმპერატორის ჰარემში სი-
ძულვილმა აქამდე გაუგონარ, სრულიად მიუღებელ დონეს მიაღწია.
„ქალები მამაკაცებზე ყოველთვის ბუზღუნებდნენ, – ამბობდა
ბირბალი, – მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ისინი ყველაზე მტკივნეუ-
ლად მათივე მსგავსთაგან წყენას იტანენ“. მიზეზი ალბათ ის არის,
რომ მამაკაცებს გულის სიღრმეში მაინც არასაიმედო, ღალატისკენ
მიდრეკილების მქონე, სუსტ არსებად მიიჩნევენ, თავიანთ სქესზე კი
229
უფრო მაღალი წარმოდგენა აქვთ და ერთმანეთისგან მეტ გაგებას,
ერთგულებასა და სიყვარულს ელიან.
ეტყობა, ახლა ერთობლივად მივიდნენ იმ დასკვნამდე, ღრმად
ვცდებოდითო“.
აბულ ფაზლმა გესლიანად დასძინა, იმპერატორის რწმენა ზღაპ-
რების უვნებლობის შესახებ სულ უფრო მეტ ეჭვს იწვევსო. სამივეს,
იმპერატორსა და მის ორ მეგობარს, კარგად ესმოდათ, რომ ქალე-
ბის ომის შეწყვეტა აქამდე ვერც ერთ კაცს ვერ მოეხერხებინა. სიზ-
მრების სასახლეში სასწრაფოდ იხმეს დედა-დედოფალი ჰამიდა ბა-
ნო და მოხუცი პრინცესა გულბადანი. ისინი ქშენა-ქშენით მოვიდ-
ნენ, ერთმანეთს ხელს უბიძგებდნენ და ლანძღავდნენ.
და ცხადი გახდა, კრიზისი საერთოდ უკონტროლო გამხდარიყო.
სკანდას სახლი იმ მცირერიცხოვან ადგილებს ეკუთვნოდა, სა-
ნამდეც ქალების ურთიერთანგარიშწორებას ჯერ არ მიეღწია. ერ-
თხელ ჩხინკორა და მატრასა სასახლეში მივიდნენ და იმპერატორ-
თან აუდიენცია ითხოვეს. ამტკიცებდნენ, რომ შეეძლოთ შუღლი შე-
ეწყვიტათ.
მათი სასოწარკვეთილი გადაწყვეტილების – როგორმე აკბარ-
თან შესულიყვნენ – მოტივი თვითგადარჩენა იყო. „რაღაც უნდა მო-
ვიმოქმედოთ, – წასჩურჩულა ლოგინში ღამით მოგორს ჩხინკორამ,
– თორემ საცაა ვინმე მოისაზრებს ყველაფერი შენ დაგაბრალოს და
ჩვენ აღარაფერი გვიშველის“.
მეძავების არნახულმა კადნიერებამ იმპერატორი გაამხიარულა,
თან მდგომარეობა მართლაც აღარ იყო სახუმარო. ამიტომ დათან-
ხმდა ისინი შეუდარებელ წყალსაცავთან მიეღო. აუზის შუაში ფი-
ცარნაგზე დაწყობილ ბალიშებზე ნებივრად წამოწოლილმა მოწყა-
ლედ დართო ნება ქალებს აზრი გამოეთქვათ.

230
– ოჰ, ჯაჰანპანა! სამყაროს მფარველო! – თქვა ჩხინკორამ, – უბ-
რძანეთ სიკრის ყველა ქალს, ტანსაცმელი გაიხადოს.
აკბარი გაკვირვებისგან წამოიწია.
– ყველაფერი? სულ ბოლომდე? – ჰკითხა მან, თითქოს სურდა
დარწმუნებულიყო – ხომ სწორად გავიგონეო.
– სულ ბოლომდე, – მთელი სერიოზულობით დაადასტურა მატ-
რასამ, – ქვედა საცვლის, წინდების ჩათვლით. ბაფთაც კი უნდა მო-
იშორონ თმიდან. დაე, ერთ დღეს ფეხშიშველებმა იარონ და მაშინ
მთელი ეს უმსგავსობა შეწყდება.
– „მხიარულ სახლებში“ ეს უბედურება არ გავრცელებულა, –
თქვა ჩხინკორამ, – და ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩვენ, ღამის
ქალებს, ერთმანეთისგან დასამალი არაფერი გვაქვს, ერთმანეთს
სასირცხვო ადგილებს ვბანთ და ვფხეკთ და ზუსტად ვიცით, ვის სად
რა მუწუკი აქვს, ვის სიფილისი აქვს და ვინ სუფთაა. როცა ქალაქის
ყველა, უკლებლივ ყველა ქალბატონი ფეხშიშველი გაივლის, ერ-
თმანეთს შიშველს დაინახავენ ქუჩაში, სამზარეულოში, ბაზარსა და
ყველგან, შეამჩნევენ, ვის რა უბედურება სჭირს სხეულზე, ერთმა-
ნეთზე გაეცინებათ და მიხვდებიან, როგორი სისულელეა ამ საცო-
დავი, სასაცილო, არასრულყოფილი არსებებისგან მტრის ხატის
შექმნა.
– რაც შეეხება კაცებს, – განაგრძო ჩხინკორამ, – უბრძანე მათ
თვალები აიხვიონ და შენც ასე მოიქეცი. ერთი დღის განმავლობაში
დაე, არც ერთმა კაცმა სიკრიში ქალს არ შეხედოს. მიეცი ქალებს
დრო, დაწყნარდნენ, საკუთარ თავსა და ერთმანეთს შეურიგდნენ.
– თუ გგონია, რომ მე ამაზე წამსვლელი ვარ, – უთხრა იმპერა-
ტორს ჰამიდა ბანომ, – მაშინ გამოდის, უცხოელის მოყოლილ ამ-
ბებს შენს ტვინზე უმოქმედია.

231
იმპერატორმა დედამისს თვალი თვალში გაუყარა და უთხრა: –
იმპერატორის ბრძანების შეუსრულებლობა სიკვდილით ისჯება.
ქალების გაშიშვლების დღეს ცამ მოწყალება გაიღო. ქალაქზე
ღრუბლები ჩამოწოლილიყო და მსუბუქი ნიავი ქროდა.
სიკრელი კაცები იმ დღეს არ მუშაობდნენ, მაღაზიები არ გაუღიათ
და მინდორ-ველებიც უკაცრიელი გახდა. სამხატვრო სტუდიებმა და
ხელოსნებმა კარები შეფიცრეს. დიდგვაროვანმა ქალაქელებმა
სხვა საქმიანობას ძილი ამჯობინეს. დედაქალაქის უკაცებოდ დარ-
ჩენილ ქალებს შესაძლებლობა მიეცათ დარწმუნებულიყვნენ, რომ
მათი დანიშნულება შეთქმულებები, ღალატი და სიცრუეები არ
არის, რომ ისინი ხორცის, ტყავისა და თმისგან არიან შექმნილნი და
ყველა მათგანი რაღაც მხრივ არასრულყოფილია. გასაყოფი არა-
ფერი აქვთ, არც ერთმანეთის შესაშური, დებსაც კი შეუძლიათ მშვი-
დობიანად, თანხმობაში იცხოვრონ. როცა მზე ჩავიდა, ქალებმა ჩა-
იცვეს, კაცებმა თვალებზე აკრული სახვევები მოიხსნეს და იმ საღა-
მოს ვახშამიც ისეთი ჰქონდათ, როგორიც ხანგრძლივი მარხვის შემ-
დეგ: მხოლოდ ხილი და წყალი მიირთვეს.
ამის შემდეგ ჩხინკორასა და მატრასას სახლი ერთადერთი ღამის
დაწესებულება გახდა, რომელიც კანონის საფუძველზე, თვით იმპე-
რატორის ნებართვით არსებობდა. მის ორივე დიასახლისს კი მეფის
მრჩევლის საპატიო წოდება ებოძა. და მაინც იმ დღეს ორი ცუდი რამ
მოხდა სიკრიში: ერთი ტახტის მემკვიდრეს, პრინც სელიმს ეხებოდა.
მაგრად გამომთვრალი ყველას გასაგონად ტრაბახობდა, მამის
ბრძანებას არ დავემორჩილე, თვალსაკრავი მოვიხსენი და მთელი
დღე შიშველ ქალებს ვუცქერდიო. როგორც კი ამ ამბავმა აკბარის
ყურამდე მიაღწია, მან სელიმის დაპატიმრება ბრძანა. აბულ ფაზლი
აღმოჩნდა ის კაცი, რომელმაც პრინცის დასჯის ფორმა მოიფიქრა.
მეორე დილით, დამნაშავე ღია მოედანზე მიიყვანეს ჰარემის წინ და
232
მთლიანად გააშიშვლეს, რის შემდეგაც საჭურისმა კაცებმა და და-
კუნთულმა ქალებმა მაგრად გაამათრახეს. მერე ჯოხები, პატარა
ქვები და მიწის ბელტები დაუშინეს, სანამ არ გატყდა და პატიება არ
ითხოვა. ამ ინციდენტის შემდეგ გარდაუვალი იყო, რომ ლოთი, ოპი-
უმზე მიჯაჭვული პრინცი გულში წყენას ჩაიდებდა და შეეცდებოდა,
აბულ ფაზლისთვის სამაგიერო გადაეხადა. და არა მარტო მისთვის,
ჰინდუსტანის იმპერატორისთვისაც.
ქალთა საყოველთაო გაშიშვლების მეორე სამწუხარო შედეგი
მოხუცი გულბადანის გაციება იყო – ავადმყოფობა გაურთულდა და
პრინცესა მალე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ იმპერატორი იხმო
და შეეცადა, ხანზადა ბეგუმის შელახული რეპუტაცია აღედგინა:
„როცა მამაშენი სპარსეთიდან დაბრუნდა ხანგრძლივი დევნი-
ლობის შემდეგ, სწორედ ხანზადა ბეგუმმა აიღო საკუთარ თავზე შენ-
ზე ზრუნვა, რადგან იმ დროს დედაშენი – ჰამიდა ბანო აქ არ იყო.
ხანზადას შენ ძალიან უყვარდი და ამას ნუ დაივიწყებ. ხელებსა და
ფეხებს გიკოცნიდა და ამბობდა, მამაჩემს მაგონებსო. როგორი და-
მოკიდებულებაც უნდა ჰქონოდა ყარა ყიოზთან, შენ მას ნამდვილად
უყვარდი. ისიც იცოდე, რომ ცუდი და, შეიძლება კარგი, მოყვარული
დეიდა იყოს“. გულბადანი წარსულის ამბების აღწერისას ყოველ-
თვის დიდი სიზუსტით გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა, სიკვდილის წინ,
აზრები ერეოდა, ხანდახან აკბარს მამამისის სახელს, ჰუმაიუნს
ეძახდა, ხან კი ბაბუამისის სახელს – ბაბარს. თითქოს აკბარის სა-
ხით სამივე მოგოლი იმპერატორი იდგა მის სასიკვდილო სარეცელ-
თან, მისი სულის სხვა სამყაროში მშვიდობიანად გასაცილებლად.
ჰამიდა ბანოს სინდისის ქენჯნა ტანჯავდა: დარწმუნებული იყო, გულ-
ბადანის სიკვდილში ბრალი მას მიუძღოდა. „მე ვუბიძგე ამისკენ, –
წუხილით ამბობდა ის, – მე ვუბიძგე, და თანაც ისე ძლიერად, კინა-
ღამ წაიქცა. ის კი ჩემზე უფროსი იყო. მე მას სათანადო პატივისცე-
233
მით არ ვეპყრობოდი და, აი, ის გარდაიცვალა“. აკბარი დედამისს
ანუგეშებდა: „მან იცოდა, რომ შენ გიყვარდა და მისი ერთგული მე-
გობარი იყავი“. მაგრამ დედა-დედოფალი ვერ წყნარდებოდა: „ის
ყოველთვის ისე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, – კვნესით ამ-
ბობდა, – სიკვდილის ანგელოზი, უბრალოდ, შეცდა. მე უნდა წავეყ-
ვანე და არა ის“.
როცა გულბადანის გლოვის ორმოცი დღე გავიდა, აკბარმა მო-
გორ დელ ამორე თავისთან მიიწვია.
– მეტისმეტად აჭიანურებ მაგ შენს ამბავს. სანამდე გინდა გაწე-
ლო? რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანე ბოლომდე, თანაც ქალებს
ტვინს ნუღარ აურევ.
– სამყაროს მფარველო, – თქვა მოგორმა და მდაბლად დაუკრა
თავი, – ამქვეყნად ყველაზე მეტად სწორედ ის მსურს, ამ ამბის მო-
ყოლა რაც შეიძლება სწრაფად დავამთავრო, მაგრამ სანამ შავთვა-
ლა ყარა ყიოზი თურქი არგალიას მკლავებში აღმოჩნდება, საჭიროა
იმ საომარ მოვლენებზე გავამახვილო ყურადღება, რომლებიც იტა-
ლიასა და ჰინდუსტანს შორის მდებარე სამ დიდ სახელმწიფოში გან-
ვითარდა. მოვლენებზე, სამ დიდ პიროვნებას რომ უკავშირდება:
უზბეკ მხედართმთავარ ვოომვუდს, სპარსეთის მმართველს, შაჰ
ისმაილს, სეფიანთა დინასტიიდან და ოსმალების სულთანს.
– ეშმაკსაც წაუღიხართ ყველა მთხრობელი, – თქვა გაღიზიანე-
ბულმა აკბარმა და წითელ-ოქროსფერი თასიდან ღვინო მოსვა, –
შენს შვილებს კი სიფილისი შეჰყროდეს.

234
14. კასპიის ზღვასთან მოხუცი ქალები, კარტოფი-
ლის ჯადოქრები...

კასპიის ზღვასთან მოხუცი ქალები, კარტოფილის ჯადოქრები ის-


ხდნენ და ქვითინებდნენ. ისინი ხმამაღლა, გულამოსკვნილი სლუ-
კუნებდნენ და ველურებივით ღმუოდნენ.
მთელი ტრანსოქსიანა დიდ შეიბან ხანს, ხორასნის მმართველს,
სამარყანდის, ჰერატისა და ბუხარის მბრძანებელს, ჩინგის ხანისა
და მოგოლი წინამასწარას, ბაბარის შემმუსვრელს გლოვობდა.
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, – თქვა იმპერა-
ტორმა რბილად, – ვიღაც არამზადის საქებარი სიტყვების გამეორე-
ბა ჩვენი თანდასწრებით და ჩვენი პაპის ასე მოხსენიება“.
შეიბანი, ეს საზიზღარი ბარბაროსი და ბოროტმოქმედი, ისმაილ
შაჰმა დაამარცხა მარვთან. მან ბრძანა, შეიბანის თავის ქალისგან
ოქროში ჩასმული ლალებით მორთული ღვინის თასი დაემზადები-
ნათ და იმის დასამტკიცებლად, რომ უზურპატორი მკვდარი იყო,
ბრძანა, მისი სხეულის ნაწილები მთელ მსოფლიოში გაეგზავნათ.
ასე დაამთავრა სიცოცხლე სამოცი წლის ასაკში ამ შიშისმომ-
გვრელმა, გაუნათლებელმა ბარბაროსმა მეომარმა – ისე როგორც
ეკუთვნოდა: დაამცირეს, თავი მოჰკვეთეს და მისი სხეული ნაწილე-
ბად დაჭრეს. მის დამმარცხებელს ოცდაოთხი წელი არც კი შესრუ-
ლებოდა.
„აი, ასე ბევრად უკეთესია, – გამოეხმაურა კმაყოფილი იმპერა-
ტორი და საკუთარი თასიდან ღვინო მოსვა, – აბა, როგორ შეიძლება
მამაცი უწოდო ადამიანს, რომელიც თანამემამულეებს ხოცავდა, მე-
გობრებს ღალატობდა, ურწმუნო იყო და დაუნდობელი. ასე შეიძლე-
ბა ქვეყანა მართო, მაგრამ შთამომავლობა წყევლით მოგიხსენი-

235
ებს“. – ფლორენციელი ნიკოლო მაკიაველიც კი ვერ იტყოდა ამაზე
უკეთესად, – დაეთანხმა ვესპუჩი-მოგორი.
კარტოფილის ჯადოსანი ასტრახანის რაიონში, მდინარე იტილის
პირას დაიბადა, რომელსაც შემდეგ ვოლგა დაარქვეს.
მაგია მას ლეგენდარულმა ჯადოქარმა, დედა ოლგამ ასწავლა.
შემდეგ მის მიმდევრებს შორის განხეთქილება მოხდა.
ჯადოქრები, რომლებიც კასპიის ზღვასთან (მაშინდელ ხაზარის
ზღვასთან) ცხოვრობდნენ, შიიტებს მიემხრნენ და სპარსეთის ახა-
ლი, მეთორმეტე მმართველის გამარჯვებები ახარებდათ, აღმოსავ-
ლეთ ნაპირზე უზბეკებს შორის დარჩნენ, მცირე ნაწილი კი შეიბანს
უჭერდა მხარს. როცა ოსმანის ჯარმა ისმაილის ჯარი გაანადგურა,
სუნიტმა კარტოფილის ჯადოქრებმა ჩათვალეს, რომ მათი წყევლა
უფრო ეფექტიანი იყო, ვიდრე მათი შიიტი დების მაგია. „ხორასნის
კარტოფილი ყოვლისშემძლეა, – შელოცვასავით იმეორებდნენ
ისინი, – მისი შესაძლებლობები განუსაზღვრელია“.
სუნიტი გრძნეულები ამტკიცებდნენ, კარტოფილის მაგიის საშუა-
ლებით შეიძლება ქმრის პოვნა, სიყვარულში მეტოქე უფრო მომხიბ-
ლავი ქალისთვის რჩეულის წართმევა და შიიტი მეფის დამარცხებაც
კიო.
შაჰი ისმაილი ანტიშიიტურ- უზბეკური კარტოფილისა და თართის
წყევლას ემსხვერპლა, რომელსაც ძალიან იშვიათად იყენებდნენ.
შელოცვისთვის საჭირო იყო ბევრი კარტოფილი და თართის ხიზი-
ლალა, ეს უკანასკნელი კი საკმაოდ ჭირდა. მოითხოვებოდა ასევე
სრული თანხმობა სუნიტ გრძნეულებს შორის, რაც ისევე ძნელი იყო,
როგორც ხიზილალის შოვნა. როცა ისმაილის დამარცხების ამბავი
შეიტყვეს, სუნიტმა გრძნეულებმა თვალები ამოიმშრალეს, მოთქმა-
გოდება შეწყვიტეს და ცეკვა დაიწყეს.

236
ხორასნული ცეკვა იშვიათი სანახაობაა და ვისაც ერთხელ მაინც
უნახავს, არასოდეს დაივიწყებს. განხეთქილება, რომელიც ხიზილა-
ლისა და კარტოფილის წყევლის გამოყენებამ წარმოშვა ჯადოქრებს
შორის, დღემდე არსებობს.
თუმცა ჩალდირანთან მომხდარი ბრძოლის შედეგი უფრო პრო-
ზაული მიზეზებითაც შეიძლება აიხსნას. თურქების ჯარი ბევრად
აღემატებოდა სპარსელებისას, გარდა ამისა, მათ თოფები ჰქონ-
დათ, მაშინ როცა სპარსელებს თოფი კაცისთვის შუფერებელ იარა-
ღად მიაჩნდათ და უარს ამბობდნენ მის გამოყენებაზე. ამის გამო
ბევრი მათგანი კვდებოდა, თუმცა, ვერ დაუკარგავ, ვაჟკაცური სიკ-
ვდილით.
შეიძლება ვივარაუდოთ ასევე, რომ თურქების გამარჯვების მიზე-
ზი მათი უძლეველი იანიჩარი გენერალი იყო, ვლად დრაკულას, ვა-
ლახიელი სატანა-ურჩხულის მკვლელი, ფლორენციული წარმოშო-
ბის მამაცი თურქი, სახელად არგალია. რა დიდი წარმოდგენაც უნდა
ჰქონოდა ისმაილ შაჰს საკუთარ თავზე – ამაში კი ვერავინ შეედრე-
ბოდა – ის არ აღმოჩნდა მზად ხანგრძლივი წინააღმდეგობა გაეწია
მოჯადოებული ხმლის მფლობელისათვის.
შაჰ ისმაილმა თავი მეთორმეტე იმამად გამოაცხადა. საერთო
აღიარებით ის ქედმაღალი, პატიმოყვარე და ფანატიკოსი იყო და ის-
ლამის შიიტური განშტოების ჭეშმარიტ მიმდევრად მიიჩნეოდა. მას
უყვარდა სუფია შეიხ ზახიდის სიტყვების გამეორება: „სულ ნამ-
სხვრევებად ვაქცევ ჩემი მტრის იარაღს და მთელი ბრძოლის ველი
ჩემი გახდება“. წმინდანის სიტყვებს მან თავისი დაუმატა: „მე ვარ
ღმერთი! ვით ღმერთი! ჩემთან მოდი გზააბნეულო ბრმავ, თუ გსურს
ჭეშმარიტება იხილო. მე ვარ ის, ვისაც ყველაფერი ხელეწიფება“.
მას პატივს მიაგებდნენ, როგორც დედამიწაზე ალაჰის განსახიე-
რებას და „წითელთავა“ ყიზილბაშებისათვის მართლაც ღვთაებრი-
237
ვი არსება იყო. მორიდებული, კეთილშობილი და კეთილიაო, მასზე
არ ამბობდნენ, თუმცა ისტორიიდან ამოშლილმა ყარა ყიოზმა სწო-
რედ ამ ეპითეტებით შეამკო, როცა მარვეში გამარჯვების შემდეგ ის
საზეიმოდ შევიდა ჰერატში, შეიბან ხანის თაფლიან ჭურჭელში ჩადე-
ბული თავით. შაჰი ისმაილი მის პირველ სიყვარულად იქცა. მაშინ
ჩვიდმეტი წლისა იყო.
– ესე იგი ეს სიმართლეა! – დაიყვირა იმპერატორმა, – გამოდის,
ხანზადასთან ერთად ჩვენი ბაბუის სამეფო კარზე დაბრუნებაზე შავ-
თვალას უარის თქმის მიზეზი, მისი ხსენების აკრძალვის მიზეზი, ის
კი არ ყოფილა, რომ იგი თქვენმა არგალიამ თუ არკალიამ აცდუნა,
როგორც დაუვიწყარ გულბადანს ეგონა, არამედ სპარსეთის შაჰი-
სადმი მისი სიყვარული!
– ყარა ყიოზზე მოთხრობაში ორი თავია, ო, სამყაროს მფარვე-
ლო, – უპასუხა მოგორმა, – ერთიმეორის მიყოლებით.
პირველი გამარჯვებულს ეძღვნება, მეორე კი მის მიერ დამარ-
ცხებულს. უნდა ვაღიაროთ, რომ ქალი არასრულყოფილი არსებაა
და ჩვენს ახალგაზრდა ქალბატონსაც ჰქონდა ასეთი სისუსტე: გა-
მარჯვებულის მხარეს ყოფნა უყვარდა.
ჰერატი, ხორასნის მარგალიტი – შეუდარებელი მინიატურების
შემქმნელის, მხატვარ ბეზჰადისა და სიყვარულის უკვდავი ფილო-
სოფოსის – პოეტ ჯამის სამშობლო; თვით მშვენიერების მფარვე-
ლის, გაუხარ საადად, ანუ „ალმასივით კაშკაშად“ წოდებული დიდი
დედოფლის საუკუნო განსასვენებელი იყო.
„ახლა შენ სპარსეთს ეკუთვნი, ო, ჰერატო! – ხმამაღლა ამბობდა
ისმაილ შაჰი, როცა დაპყრობილი ქალაქის ქუჩებს მიუყვებოდა, –
შენი ოაზისები, აბაზანები, ხიდები, არხები და მინარეთები ახლა ყვე-
ლა მე მეკუთვნის“. დიადი მოგოლების სასახლის ფანჯრიდან მას
ორი დატყვევებული პრინცესა უცქერდა. „ჩვენ ან დავიხოცებით, ან
238
თავისუფლებას მოვიპოვებთ“, – თქვა ხანზადამ. ცდილობდა ხმა არ
აჰკანკალებოდა. მან შეამჩნია ისმაილის ცხენის უნაგირზე ღვედით
ჩამოკიდებული დალუქული ჭურჭელი და მიხვდა, მასში რაც იქნე-
ბოდა. „თუ მამა მოკლეს, მაშინ ჩემს ვაჟიშვილსაც იგივე ბედი
ელის“, – დასძინა მან და წინათგრძნობამ არ უღალატა. იმ დროის-
თვის, როცა შაჰი ისმაილი სამეფო კარზე მივიდა, ბიჭი უკვე მამის
კვალს გაუყენეს. სპარსეთის მეფემ პრინცესებს თავი დაუკრა და
თქვა: – თქვენ დიდი ძმის დები ხართ და ამიტომ თავისუფლებას
გჩუქნით. ბაბარისადმი ჩემი კეთილგანწყობის ნიშნად, განზრახული
მაქვს დაგასაჩუქროთ და კუნდუზში გაგაგზავნოთ, სადაც ის ახლა
იმყოფება. ვფიქრობ, მისთვის თქვენ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი
იქნებით.
– დღემდე მე არა მხოლოდ და, არამედ მეუღლე და დედა ვიყავი.
ჩემი ორი მესამედი უკვე გაანადგურე და ის, რაც დარჩა, შეგიძლიათ
ჩემს ნათესავებთან გააგზავნოთ, – მისი გული, გული ქალისა, რო-
მელიც ცხრა წელი ვოომვუდის ცოლი იყო და რვა წელი პრინცის დე-
და, მწუხარებისგან ლამის გამსკდარიყო, მაგრამ მოახერხა, რომ
არც ხმით, არც ჟესტით, არც სახის გამომეტყველებით ემოციები არ
გამოეხატა. ამიტომ შაჰმა ისმაილმა ის ცივ, უგულო არსებად ჩათვა-
ლა. ხანზადა ბეგუმი ოცდაცხრა წლის ასაკშიც მზეთუნახავად რჩე-
ბოდა და სპარსი ცდუნებამ აიტანა, პირბადის მიღმა ქალის სახე ეხი-
ლა, მაგრამ თავი შეიკავა. მზერა მის უმცროს დაზე გადაიტანა, – და
თქვენ რას იტყვით, ქალბატონო, – ჰკითხა მას იმდენად თავაზი-
ანად, რამდენადაც შეეძლო, – რას ეტყვით თქვენს გამათავისუფლე-
ბელს?
ხანზადა ბეგუმმა დას მკლავში ხელი ისე ჩასჭიდა, თითქოს უნდო-
და, იქიდან წაეყვანა.

239
– გმადლობთ ყველაფრისთვის, მაგრამ ჩემი დაც იმავე აზრისაა,
– თქვა მან. ამ დროს მოულოდნელი რამ მოხდა: ყარა ყიოზმა დას
ხელი გამოსტაცა, პირბადე მოიძრო, ახალგაზრდა მეფეს გაბედუ-
ლად შეხედა თვალებში და თქვა:
– მე მირჩევნია დავრჩე.
სასტიკი და სისხლისმღვრელი ბრძოლების გადატანის შემდეგ
კაცი უფრო მძაფრად გრძნობს სიცოცხლის არასაიმედოობასა და
სწრაფწარმავალობას, მას სისუსტე ეუფლება, უფრო მეტად იწყებს
სიცოცხლის დაფასებას და მას იმ ძვირფასი ნივთივით იკრავს გულ-
ში, რომელიც კინაღამ გაუტყდა. ამ დროს ყველა კაცი მხდალია,
მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ მიეცეს თავდავიწყებას ქალის
მკლავებში, ქალის ბაგეთაგან ჩურჩულით თქმული განმკურნებელი
ძალის მქონე სიყვარულის სიტყვები მოისმინოს. მხოლოდ ერთი
რამისკენ ილტვის – სიყვარულის საბედისწერო ლაბირინთებში ჩა-
კარგვის სიხარული განიცადოს. ამ სისუსტით შეპყრობილმა კაცმა
შეიძლება ისეთი რამ გააკეთოს, რაც მთელ მის გულმოდგინედ დაწ-
ყობილ გეგმებს არევ-დარევს, გასცეს დაპირებები, რომლებმაც შე-
იძლება მთლიანად შეცვალონ მისი მომავალი. ასე დაემართა ისმა-
ილ შაჰსაც. ის ჩვიდმეტი წლის პრინცესას შავ თვალებში ჩაიძირა.
– ჰოდა, დარჩი, – წაიბუტბუტა მან.
– ქალისაკენ ილტვი, იქნებ მარტოობისგან განმკურნოსო, –
თქვა მოგონებებში წასულმა იმპერატორმა, – როცა სული გამოცა-
რიელებული გაქვს, ხელები სისხლში ამოსვრილი და ნატრობ, შეხე-
ბით დანაშაულის გრძნობა ჩამოგწმინდოს – თუ გამარჯვებული ხარ,
ან შელახული პატივმოყვარეობის გრძნობა – დამარცხების შემდეგ;
ძვლების კანკალი შეგიჩეროს, სირცხვილის მდუღარე ცრემლები
ამოგიშროს, ლავანდა გაპკუროს, რომ სისხლის სუნი აღარ აგდიო-
დეს თითებზე და საკუთარი წვერის სიმყრალე ვეღარ იგრძნო. გჭირ-
240
დება ქალი, რომელიც გეტყვის, მხოლოდ მე მეკუთვნიო და სიკ-
ვდილზე ფიქრებისგან დაგიფარავს, გიხსნის მტანჯველი შეგრძნე-
ბისგან, რომ შენც მოგიწევს უმაღლესი სამსჯავროს წინაშე წარდგო-
მა; შენი გულიდან განდევნის შურს იმათ მიმართ, ვინც ეს განსაცდე-
ლი უკვე გამოიარა და ყოვლისშემძლის ხილვის ღირსი გახდა. მხო-
ლოდ ქალს შეუძლია ყველაზე საშიში და იდუმალი ეჭვები დაგიც-
ხროს და დაგიამოს – ეჭვი იმისა, არსებობს თუ არა რაიმე სიკვდი-
ლის შემდეგ, ეჭვი თვით ღმერთის არსებობისა, რამეთუ სიკვდილი
ისეთი აშკარა, უდავო და საბოლოოა, გეჩვენება, თითქოს არავითა-
რი დიადი აზრი თუ განგებულება არ არსებობს.
მოგვიანებით, როცა ყარა ყიოზი საბოლოოდ დაკარგა, ის ამბობ-
და, რომ მონუსხული იყო, რადგან ქალის გამოხედვაში იგრძნობო-
და რაღაც, არც მთლად ადამიანური. ამბობდა, თვით სატანა იყო
ქალში ჩასახლებული და ჩემს ბედისწერად იქცაო.
„ვერაფრით წარმოვიდგენდი, – ეუბნებოდა ის ყრუ-მუნჯ მსახურს,
– რომ ასეთი ლამაზი ქალი ასეთი უგულო აღმოჩნდებოდა. არ ვე-
ლოდი, თუ ასე იოლად მაქცევდა ზურგს და ისევე შემელეოდა, რო-
გორც ძველ ფეხსაცმელს. მე მეგონა, ვუყვარდი. არ მეგონა, რომ
მეჯნუნივით სიყვარული გამაგიჟებდა. მან მე გული მომიკლა.
ხანზადა კუნდუზში ბაბართან მარტო, დის გარეშე დაბრუნდა.
საზეიმო მიღება მოუწყვეს. მის წინ მწყობრი ნაბიჯით ჩაიარეს
პოლკებმა, ჩაჰბერეს საყვირებს, ისმოდა სიმღერები, ცეკვავდნენ
ტანადი გოგონები. თვით ბაბარი მიეახლა გულში ჩასაკრავად, რო-
ცა ქალი ტახტრევნიდან ჩამოვიდა. მაგრამ შიგნით, გულში, ბაბარი
მძვინვარებდა და სწორედ მაშინ ბრძანა ისტორიული ანალებიდან
ყარა ყიოზის ამოღება. თუმცა ერთხანს კვლავ ისე იქცეოდა, თით-
ქოს ისმაილ შაჰის მიმართ მეგობრული გრძნობები ჰქონდა. მონე-
ტებიც კი გამოუშვა მისი პროფილით, მან კი თავის მხრივ ბაბარს ჯა-
241
რი გაუგზავნა, რათა სამარყანდიდან უზბეკების გამოძევებაში დახ-
მარებოდა.
თუმცა მალე ბაბარმა ეს თამაში ვეღარ აიტანა და ისმაილ შაჰს
შეუთვალა, შენი ჯარი წაიყვანე და სპარსეთში წადიო.
– ეს კი მართლა საინტერესოა, – თქვა აკბარმა, – ჩვენთვის ყო-
ველთვის გაუგებარი იყო, რამ აიძულა ბაბუა, უცებ, სამარყანდის
აღებისთანავე მოეთხოვა, ისმაილს ჯარები წაეყვანა. სწორედ მაშინ
შეწყვიტა თავისი ცხოვრების ამბის აღწერა და მას მხოლოდ თერ-
თმეტი წლის შემდეგ მიუბრუნდა.
როგორც კი სპარსელები წავიდნენ, სამარყანდი მაშინვე დაკარ-
გა და იძულებული გახდა, აღმოსავლეთისკენ გაქცეულიყო. ჩვენ
გვეგონა, სპარსელებისგან დახმარებაზე უარის თქმა ისმაილ შაჰის
რელიგიურმა რიტორიკამ გამოიწვია, რომელიც დაჟინებით ამტკი-
ცებდა, რომ ღვთაებრივი წარმოშობისა იყო და მთავარი შიიტობის
პრეტენზია ჰქონდა.
თუმცა, თუ ნამდვილი მიზეზი ბაბუას გულში ყარა ყიოზის გამო
დაგროვილი წყენა და ბოღმა გახდა, ესე იგი ქალის საქციელმა დი-
დი გავლენა მოახდინა მომავალში განვითარებულ მოვლენებზე.
რადგან სწორედ სამარყანდის დაკარგვამ აიძულა ბაბარი ჰინდუს-
ტანში ჩასულიყო და ახალი დინასტიისთვის ჩაეყარა საფუძველი,
რომლის ჯაჭვის მესამე რგოლი ჩვენ თვითონ ვართ. თუ შენ მიერ
მოყოლილი ამბავი სიმართლეა, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი იმპერი-
ის შექმნა ყარა ყიოზის თავნებობის უშუალო შედეგია! უნდა განვსა-
ჯოთ თუ უნდა ვაქოთ ის ამისთვის? მოღალატეა, რომელიც ზიზღით
უნდა მოიხსენიებოდეს აწ და მარადის, თუ სამეფო დინასტიის სა-
ფუძვლის ჩამყრელი, რომელმაც ჩვენი მომავალი განსაზღვრა?

242
– არც ერთი და არც მეორე, – უპასუხა მოგორ დელ ამორემ, – ის
ერთი ლამაზი, თავნება ქალი იყო, რომელიც თავიდან თვითონაც
ვერ გრძნობდა, რა ძლიერ ზეგავლენას ახდენდა მამაკაცებზე.
შავთვალა ყარა ყიოზი ახლა დედაქალაქში, თავრიზშია ხალი-
ჩებზე წამოწოლილი, კეისრის სავანეში მიყვანილი კლეოპატრასა-
ვით.
თავრიზში მთებიც კი ხალიჩებითაა მოფენილი, რადგან მქსოვე-
ლებს ნახელავი მზეზე გასაშრობად გამოაქვთ. მეფის პალატებში
შავთვალა სპარსულ ხალიჩებზე ნებივრობს, თითქოს საყვარლების
სხეულებს ეკვროდეს.
კუთხეში ყოველთვის დგას სამოვარი, ორთქლი რომ ასდის.
ხარბად მიირთმევს ნივრითა და ქლიავით გამოტენილ წიწილებს,
პასტაში ჩაწყობილ კრევეტებს, ქაბაბს სურნელოვანი ბრინჯით და
მაინც ახერხებს ტანწერწეტა და მოქნილი დარჩეს. თავის მსახურს,
სარკეს, ნარდს ეთამაშება. სასახლის კარზე ყველაზე ძლიერ მოთა-
მაშედ მიიჩნევა. სარკეს სხვა რამეებსაც ეთამაშება. ჩაკეტილი ოთა-
ხიდან ხშირად ისმის კისკისი და წივილი და ბევრი ფიქრობს, რომ
ისინი საყვარლები არიან, თუმცა ხმამაღლა ამაზე არავინ ლაპარა-
კობს, რადგან შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. როცა ახალ-
გაზრდა შაჰი ცხენბურთის თამაშისას ყვანჯს შემართავს ბურთის და-
სარტყმელად, ქალი ჩვეულებრივ კვნესის, თითქოს სასიყვარულო
ექსტაზში იყოს. ისმაილის ბურთი ყოველთვის საჭირო ფოსოში
ხვდება, მისი მოწინააღმდეგეებისა კი შორს სცდება მიზანს და ხალ-
ხი ჩურჩულებს, ყარა ყიოზის წამოძახილებს შელოცვის ძალა აქვსო.
რძეში ბანაობს და ხმა ანგელოზისას მიუგავს. კითხვა არ უყვარს. უკ-
ვე ოცდაერთი წელი შეუსრულდა, მაგრამ ისმაილისთვის მემკვიდრე
ჯერაც არ გაუჩენია.

243
ერთ დღეს, როცა შაჰმა ახსენა, რომ მისი დასავლელი მეზობლი-
სა და დიდი ხნის მტრის, სულთან ბაიაზილ მეორის გავლენა სულ
უფრო და უფრო იზრდებოდა, ყარა ყიოზმა საბედისწერო რჩევა მის-
ცა: – კარგი იქნება, თუ შეიბან-ხანის თავის ქალიან თასს გაუგზავნი.
ეს მას შეახსენებს, რა ელის ყველას, ვინც თავის ადგილს არ სჯერ-
დება.
ისმაილის პატივმოყვარული ბუნება შავთვალას აღაგზნებდა.
ქალი შეყვარებული იყო მის ნაკლოვანებებზე. კაცი, რომელსაც
სჯეროდა, რომ თვით ღმერთია, სწორედ მას შეეფერებოდა.
მხოლოდ მეფობა არ კმაროდა. „მართლაც ღვთაებრივია, – წა-
მოიძახა, როცა ისმაილი დაეუფლა, – შენ მართლა ყველაფერს შეძ-
ლებ, რასაც მოინდომებ!“ კაცს, რა თქმა უნდა, ეს მოსწონდა. საერ-
თოდ, ლიქნი და პირფერობა განაიარაღებდა ხოლმე, მაგრამ მან
ვერ გაითვალისწინა, რომ ის განსაკუთრებული სილამაზე, რომლი-
თაც შავთვალა იყო დაჯილდოებული, არავის უფლებას არ აღიარებ-
და მასზე, არც ერთი მამაკაცი შეიძლება ფლობდეს მას ერთპიროვ-
ნულად, ის თვითონ არის თავის პატრონი და ქარივით თავისუფა-
ლია. თუმცა ქალმა მისთვის ყველაფერი მიატოვა, თვალის დახამ-
ხამებაში შეიცვალა ცხოვრება, მიატოვა და-ძმები და წარმოსადეგ
უცნობს აედევნა, შაჰმა თავისი გაბერილი პატივმოყვარეობის გამო
ეს რადიკალური საქციელი სრულიად ბუნებრივად ჩათვალა. აბა,
რა! ეს წარმოსადეგი უცნობი ხომ თვითონ იყო.
შედეგად, სწორედ პატივმოყვარეობამ შეუშალა ხელი მასში მთა-
ვარი – ცვალებადი, მერყევი ხასიათი დაენახა. თუ ქალმა ასე ადვი-
ლად შეაქცია ზურგი ოჯახს, ყველა ახლობელს, მას არაფერი შეუშ-
ლიდა ხელს მომავალშიც ასე მოქცეულიყო.
იყო დღეები, როცა ქალს ტკივილის მიყენების სურვილი უჩნდე-
ბოდა კაცისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. მაშინ სარეცელზე
244
კაცს ეჩურჩულებოდა, რომ მის შიგნით მეორე, ცუდი მე არსებობდა
და როცა ის „მე“ მძლავრობდა, თავის საქციელზე უკვე პასუხისმგე-
ბელი აღარ იყო. ამ დროს შეეძლო ყველაფერი, ყველაფერი ჩაედი-
ნა.
ეს კაცს უზომოდ აღაგზნებდა. ქალი სიყვარულში არამცთუ მისი
თანასწორი იყო, არამედ აღემატებოდა კიდეც მას. ის კაცში თავის
მბრძანებელს ხედავდა. ოთხი წლის განმავლობაში ვაჟიშვილი არ
გაუჩინა.
დაე, ასე იყოს. სამაგიეროდ, უსაზღვრო სიამოვნებას ანიჭებს.
ასეთი ქალისთვის კაცები ერთმანეთს ხოცავენ. ეს ქალი მისთვის
უშრეტი ვნების წყაროა, მისი ბრძენი დამრიგებელი.
– ესე იგი გინდა, ბაიაზიდს ის თასი გავუგზავნო? თასი თავის ქა-
ლით? – ხრინწიანი ხმით, გეგონებოდა მთვრალიაო, თქვა ისმაილ-
მა.
– როცა შენი მტრის თავის ქალიდან სვამ, ამას შენთვის დიდი გა-
მარჯვებები მოაქვს, – წასჩურჩულა ქალმა, – მაგრამ თუ ბაიაზიდი
შენ მიერ დამარცხებული მტრის თავის ქალიდან დალევს, მასში ში-
ში დაისადგურებს.
კაცი მიხვდა, რომ ყარა ყიოზმა თასს ჯადო გაუკეთა.
– ძალიან კარგი, – თქვა მან, – სწორედ ისე მოვიქცევი, როგორც
შენ მირჩიე.

245
***

არგალია ორმოცდამეექვსე წელში გადადგა.


მაღალი, ფერმკრთალი კაცი იყო. მიუხედავად ომებში გატარებუ-
ლი მრავალი წლისა, კანი ქალივით თეთრი და ფაფუკი ჰქონდა, რაც
ქალებსაც მოსწონდათ და კაცებსაც.
ტიტები უყვარდა განსაკუთრებით, მიაჩნდა, რომ მათ წარმატება
მოჰქონდათ და თავის სამოსზეც ჰქონდა ამოქარგული. სასახლეში
მისთვის განკუთვნილი ოთახები ყოველთვის ტიტებით იყო სავსე. ამ
ყვავილის თხუთმეტი ათასი სახეობიდან, რომლითაც სტამბოლი
იყო სახელგანთქმული, ის ექვსს ანიჭებდა უპირატესობას:
„სამოთხის ნათელს“, „შეუდარებელ მარგალიტს“, „სიამოვნების
მომნიჭებელს“, „ვნების აღმძრავს“, „ბრილიანტის მოქიშპესა“ და
„ცისკრის ვარდს“. ყვავილების სიყვარული ამჟღავნებდა, რომ გო-
როზი მებრძოლის გარეგნობის მიღმა მგრძნობიარე ადამიანი იმა-
ლებოდა – სიამოვნების მაძიებელი – მკვლელის კანში. მდედრი
მამრის შიგნით. მოსართავებიც ქალივით უყვარდა, ბრძოლებს შო-
რის შესვენებებისას ფარჩა-აბრეშუმში გამოეწყობოდა და სამკაუ-
ლებს ჩამოიკიდებდა ხოლმე. უყვარდა ბეწვის ტარებაც – განსაკუთ-
რებით მოსკოვიდან და ფეოდოსიიდან ჩამოტანილ შავი მელიისა და
ფოცხვერის ბეწვზე კარგავდა ჭკუას. თმა გრძელი, ყორანივით შავი
ფერისა ჰქონდა, სავსე ტუჩები კი – სისხლივით წითელი.
სისხლი და მისი დაღვრა არგალიას ცხოვრების მთავარი საქმია-
ნობა იყო. სულთან მეჰმედ მეორის დროს თორმეტ კამპანიაში მი-
იღო მონაწილეობა და არკებუზიდან ისროდა თუ ხმალს იშიშვლებ-
და, ყოველთვის იმარჯვებდა. ერთგული იანიჩრების პოლკთან და
ოთხ გიგანტ თანამებრძოლთან, ოტოს, ბოტოს, კლოტოსა და დარ-

246
ტანიანთან ერთად, რომლებიც ცოცხალ ფარად ედგნენ, არგალიას
სასახლის ინტრიგები არ აშინებდა.
შვიდჯერ შეეცადნენ მის მოკვლას, მაგრამ ყოველთვის ხელი მო-
ეცარათ. მეჰმედის სიკვდილის შემდეგ იმპერია სამოქალაქო ომის
ზღვარზე იყო. ტახტზე პრეტენზიას მისი ორივე ვაჟიშვილი – ბაიაზი-
დი და კემი, აცხადებდა. როცა არგალიამ შეიტყო, რომ მთავარმა ვე-
ზირმა მაჰმადიანური ტრადიცია დაარღვია და სულთნის დასაფლა-
ვება სამი დღით გადადო, რათა კემს სტამბოლში დაბრუნება და ტახ-
ტზე ასვლა მოესწრო, ის თავის ოთხ შვეიცარიელ გიგანტთან ერთად
ვეზირს საძინებელში მიუვარდა და იქვე მოკლა. შემდეგ ბაიაზიდის
ჯარს ჩაუდგა სათავეში პოტენციური უზურპატორის წინააღმდეგ,
ქვეყნიდან განდევნა ის და ახალი სულთნის მთავარსარდალი გახ-
და. ის ებრძოდა ეგვიპტელ მამელუქებს ხმელეთსა თუ ზღვაში და
მას შემდეგ, რაც ვენეციის, უნგრეთისა და რომის პაპის გაერთიანე-
ბული ჯარი დაამარცხა, ადმირალის წოდება მიიღო.
ამის შემდეგ მთავარი პრობლემა ანატოლიელი ყიზილბაშები იყ-
ვნენ. მათ თორმეტფოჩიანი წითელი ქუდები ეხურათ იმის ნიშნად,
რომ თორმეტი იმამის ძალაუფლებას აღიარებდნენ და, შესაბამი-
სად, სპარსეთის შაჰს, ისმაილს უჭერდნენ მხარს, რომელმაც თავს
ღვთაებრივის სტატუსი მიანიჭა. ბაიაზიდის მესამე ვაჟიშვილს, სე-
ლიმს, მეტსახელად პირქუშს, მათი ერთად ამოწყვეტა სურდა, მაგ-
რამ მამამისი უფრო თავშეკავებული იყო და სისხლისღვრას გაურ-
ბოდა, რის გამოც ვაჟიშვილის პატივისცემა დაკარგა. სელიმ პირქუ-
შის აზრით ბაიაზიდის მეტისმეტი მშვიდობისმოყვარეობა სიმხდა-
ლეში გადადიოდა. შაჰ ისმაილის მიერ სტამბოლში თასის გაგზავნა
სელიმმა მომაკვდინებელ შეურაცხყოფად მიიღო.
„ამ ერეტიკოსს, თავს ღმერთს რომ უწოდებს, ჭკუა უნდა ვასწავ-
ლოთ“, – თქვა მან. თასი ისე აიღო ხელში, როგორც დუელიანტი
247
იღებს სახეში ნასროლ ხელთათმანს და მამას აღუთქვა, მისით სე-
ფიანი ისმაილის სისხლის დალევა. არგალია წინ წამოდგა და თქვა:
„მე კი მერიქიფე ვიქნები“.
ბაიაზიდი ომის დაწყების ნებართვას არ იძლეოდა და არგალია
ამოქმედდა. რამდენიმე დღის შემდეგ თავისი იანიჩრებით სელიმ
პირქუშის მხარეზე გადავიდა. ხანში შესული სულთანი აიძულეს
ტახტიდან გადამდგარიყო და სამშობლოში, თრაკიაში გაგზავნეს.
მაგრამ იქამდე ვერ ჩააღწია – დარდისგან გზაში გარდაიცვალა, რაც
სწორედ დროული იყო. სამყაროში აღარ არის ადგილი უფხო კაცის-
თვის. სელიმმა არგალიას დახმარებით ძმები – აჰმედი, კორკუდა
და შაჰინშაჰი დაიჭირა და ბრძანა, სამივე დაეხრჩოთ. შემდეგ მათი
ვაჟიშვილებიც მოაკვლევინა. ამდენად, წესრიგი აღდგა და გადატ-
რიალების საფრთხე აღარ არსებობდა (რამდენიმე წლის შემდეგ,
როცა ილ მაკიას ამ ამბების შესახებ უყვებოდა, ჩადენილი სისასტი-
კე ასე გაამართლა:
„როცა ახალი მმართველი იღებს ხელში ძალაუფლებას, ყველაზე
მკაცრი ზომების გატარებით უნდა დაიწყოს, რათა ყოველი შემდეგი
გადაწყვეტილება ხალხმა ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებად
აღიქვას“. ჩაფიქრებულ ილ მაკიას დიდხანს ხმა არ ამოუღია, შემ-
დეგ თავი ნელა დააქნია და თქვა: „საშინელებაა, მაგრამ, სამწუხა-
როდ, სიმართლეა“.). როცა ისმაილ შაჰთან შეტაკება გარდაუვალი
გახდა, არგალია იანიჩრებთან ერთად ანატოლიის ჩრდილოეთით,
რუმში გაგზავნეს. მათ ათასობით ყიზილბაში დაიჭირეს და ამოხო-
ცეს, რის შედეგადაც ამ ტერიტორიაზე გავლისას ჯარს წინააღმდე-
გობა არ შეხვედრია. შაჰ ისმაილს სელიმ პირქუშმა წერილი გაუგ-
ზავნა, რომელშიც ეწერა: „შენ ჩვენი რჯულის მცნებებს აღარ იცავ.
შენი საზიზღარი შიიტური ხროვა სექსით შეპყრობილ უწმინდურთა
კავშირად აქციე. შენ ბრალი მიგიძღვის უდანაშაულო ადამიანების
248
სისხლის დაღვრაში“. სელიმ პირქუშის ასიათასიანი ჯარი აღმოსავ-
ლეთ ანატოლიაში, ტბა ვანთან დაბანაკდა. სხვა პოლკებს შორის იქ
იმყოფებოდა არგალიას თორმეტი ათასი იანიჩარიც. მათ განკარგუ-
ლებაში იყო ხუთასი, მტრისთვის გადაულახავი დაბრკოლების შე-
საქმნელად ერთმანეთთან ჯაჭვით დაკავშირებული ზარბაზანი.
ჩალდირანი, სადაც გადამწყვეტი ბრძოლა უნდა შემდგარიყო,
ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით იყო. ისმაილის ჯარი ორმოცი ათას
ძლიერ მებრძოლს ითვლიდა და თითქმის მთლიანად ცხენოსნების-
გან შედგებოდა.
არგალიამ გამოცდილებით იცოდა, რომ რიცხობრივი უპირატე-
სობა ყოველთვის არ წყვეტს ომის ბედს. ვლად დრაკულას მსგავსად
შაჰი ისმაილიც მიწების გადაწვის ტაქტიკას იყენებდა. ანატოლიის
მხარე დამწვარ- დანახშირებული დახვდათ და სივასიდან არზინჯან-
ში წინსვლისას თურქეთის ჯარს სასმელ-საჭმლის დიდი პრობლემა
შეექმნა. როცა ხანგრძლივი მარშის შემდეგ ვანის ტბასთან კარვები
გაშალეს, სელიმის მეომრები დაღლილები და მშივრები იყვნენ,
ასეთი ჯარის დამარცხება კი ძნელი არ არის. მოგვიანებით დამა-
ლულმა პრინცესამ არგალიას ასე აუხსნა მისი ყოფილი საყვარლის
დამარცხების მიზეზი: „რაინდობის, ამ ყბადაღებული რაინდობის
ბრალი იყო ყველაფერი და კიდევ იმის, რომ შტერ ძმისშვილს უჯე-
რებდა და არა მე“.
გრძნეული ყარა ყიოზი და მისი მსახური სარკე, ომის მიმდინა-
რეობისას, ყველა წესის დარღვევით, ისმაილის გვერდით იმყოფე-
ბოდნენ ბორცვზე, საიდანაც ბრძოლის ველი ხელისგულივით ჩან-
და. შავთვალა შაჰის კარავთან იდგა, სამოსს ქარი უფრიალებდა და
მისი ულამაზესი მკერდისა და სახის შემხედვარე ჯარისკაცებს ომი
საერთოდ აღარ ახსოვდათ. „გიჟი ყოფილა. აქ რამ მოაყვანინა შენი
თავი“, – უთხრა ქალს არგალიამ, როცა დღის ბოლოს დასისხლია-
249
ნებული, სისხლმოყირჭებული, ბორცვზე ავიდა და ყველასგან მიტო-
ვებული ორი ქალი დაინახა. „ჰო, – თქვა ქალმა მშრალად, – ჩემმა
სიყვარულმა გააგიჟა“.
თუმცა საომარი სტრატეგიის შემუშავების დროს შავთვალას ხიბ-
ლმა ვერ გაჭრა და ისმაილმა მისი რჩევები არ მიიღო.
„შეხედე, – უყვიროდა ქალი, – ჯერ კიდევ თავდაცვითი ნაგებობე-
ბის შენებით არიან დაკავებულნი. ჯობია, ახლავე გადახვიდე შეტე-
ვაზე, სანამ ჯერ კიდევ არ მომზადებულან!
ერთმანეთზე გადაბმული ხუთასი ზარბაზანი აქვთ ჩამწკრივებუ-
ლი, მათ უკან კი თორმეტი ათასი მუშკეტერი დგას. თუ ხელჩართულ
ბრძოლაში ჩაებმები, მალე შენი ჯარისგან აღარაფერი დარჩება. და
თოფები რატომ არ აქვთ შენს მებრძოლებს? ხომ იცი, რომ ეს ძალი-
ან მნიშვნელოვანია? სად არის თოფები“.
შაჰის ძმისშვილმა, სულელმა დურმიშ ხანმა უპასუხა: მოწინააღ-
მდეგეზე თავდასხმა, სანამ ის ბრძოლისთვის მზად არ არის, უწესო-
ბაა, ზურგიდან თავდასხმა არაკეთილშობილური საქციელია და
ნამდვილ მამაკაცს თოფი არ სჭირდებაო. მას მხოლოდ მხდლები
იყენებენ, რომელთაც ხელდახელ ბრძოლის ეშინიათო. „მერე რა,
თუ ბევრი თოფები აქვთ, ჩვენ მათ ხელჩართულ ბრძოლაში ჩავით-
რევთ, სადაც ვაჟკაცობა იქნება მთავარი და არა მათი არკებუზები
და მუშკეტები“, – დაასრულა აზრი დურმიშ ხანმა. ყარა ყიოზი ისმა-
ილს მიუბრუნდა. არ იცოდა, გაეცინა თუ ეტირა: „უთხარი ამ კაცს,
რომ უიმედო იდიოტია“, – სთხოვა მას, მაგრამ სპარსეთის შაჰმა
უპასუხა: „მე ვიღაც შარაგზის ყაჩაღი არა ვარ, მათ ზურგიდან მივე-
პარო. მაინც ის მოხდება, რაც მოსახდენია. დაე, ალაჰის ნება აღ-
სრულდეს“.
ამის შემდეგ ქალმა უარი თქვა ბრძოლისთვის ეყურებინა, კარავ-
ში შევიდა და შესასვლელისგან ზურგით დაჯდა. მსახური გვერდით
250
მიუჯდა და მისი ხელი ხელში აიღო. შაჰი ისმაილი მარჯვენა ფლან-
გიდან უტევს და თურქების დაცვის მარცხენა მხარე გაარღვიაო, უთ-
ხრა, მაგრამ ყარა ყიოზმა გვერდით გაიხედა. ორივე ჯარი დიდ და-
ნაკარგს განიცდიდა. სპარსების კავალერიამ ოსმალთა საამაყო
მხედრობა გაანადგურა:
ილირიელები, მაკედონიელები, სერბები, ეპირიელები, თესა-
ლიელები, თრაკიელები. სეფიანები მხედართმთავრებს ერთიმეო-
რის მიყოლებით კარგავდნენ და კარავში, შესასვლელისგან ზურ-
გით მჯდარი ყარა ყიოზი მოკლულების სახელებს ჩურჩულებდა: „მუ-
ჰამად ხანი, ჰუსეინ ბეგ ლალა, სარუ პირა უსტაჯლუ და ა. შ.“ – თით-
ქოს გონების თვალით ხედავდა. მის სიტყვებს სარკე იმეორებდა. გე-
გონებოდა, მკვდრების სახელების ექო გაისმის სამეფო კარავშიო.
„ამირ ნიზამ ალ-დინი, აბდ ალ-ბაქი... ალ-ბაქი“. მაგრამ სახელი შა-
ჰისა, რომელმაც ღმერთად გამოაცხადა თავი, არ თქმულა. ცენტრში
თურქები ჯერ კიდევ მყარად იდგნენ პოზიციაზე, ფლანგების კავა-
ლერია კი უკვე პანიკის ზღვარზე იყო. ამ გადამწყვეტ ჟამს არგალიამ
არტილერიის ბრძოლაში ჩართვის ბრძანება გასცა და იანიჩრებს
დაუყვირა: „თუ რომელიმე ნაბიჭვარი გაქცევას დააპირებს, პირველ
რიგში მას ვესვრით ზარბაზნიდან“. ოთხმა კბილებამდე შეიარაღე-
ბულმა შვეიცარიელმა მებრძოლთა რიგებს ჩამოურბინა არგალიას
სიტყვებისთვის მეტი დამაჯერებლობის შესაძენად. შემდეგ თოფებ-
მა დაიჭექეს და კარავში მჯდარმა ყარა ყიოზმა თქვა: „ქარიშხალი
ამოვარდა“. „ქარიშხალი“, – გაიმეორა სარკემ. ბრძოლის ველის
ყურება არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ სპარსეთის ჯარს შა-
ვი დღე ადგა. მოთქმა-გოდების დრო იყო, მკვდრების დატირების
დრო.
შაჰი ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ბრძოლის შედეგი ეჭვს აღარ იწ-
ვევდა. დაჭრილი ისმაილი ბრძოლის ველიდან ყარა ყიოზის გარეშე
251
გაიქცა. ქალმა იგრძნო მიტოვება. „მიგვატოვა“, – უთხრა მან სარ-
კეს. „ჰო, მიგვატოვა“, – დაეთანხმა მსახური. „ახლა მტრის მოწყა-
ლების იმედი თუ გვექნება“, – თქვა შავთვალამ.
„მოწყალების“, – გაიმეორა სარკემ.
ქალებისთვის მიჩენილი დაცვა სხვებთან ერთად გაიქცა.
ბორცვზე მხოლოდ ისინი დარჩნენ. მათ ქვემოთ სისხლით მორ-
წყული ბრძოლის ველი გადაშლილიყო – გვამებით სავსე ველი.
ჩალდირანის მძიმე ბრძოლის შემდეგ არგალია ბორცვზე ავიდა და
სამეფო კარავში შეაბიჯა: შესასვლელისკენ ზურგით მსხდარი ამა-
ყად ყელმოღერებული ქალები თავიანთ მოვალეობას ასრულებ-
დნენ:
სამგლოვიარო სიმღერას მღეროდნენ. პრინცესა ყარა ყიოზი შე-
მობრუნდა, სახის დამალვა არ უცდია. მათი მზერა ერთმანეთს შეხ-
ვდა და იმ წუთიდან ყველაფერმა დანარჩენმა მათთვის არსებობა
შეწყვიტა.
„ქალს ჰგავს, – გაიფიქრა შავთვალამ, – მაღალ, ფერმკრთალ,
შავთმიან ქალს – ცხოვრებამოყირჭებულს, სიკვდილისთვის მზად-
მყოფს. როგორი თეთრი სახე აქვს, ნიღაბივით თეთრი და მასზე სის-
ხლის კვალი აჩნია. და წითელი, წითელი ტუჩები...“ მარჯვენა ხელში
მახვილი ეჭირა, მარცხენაში – თოფი. თითქოს ერთდროულად იყო
კაციცა და ქალიც, მეხმლეცა და მეისრეც, თვითონ და საკუთარი
ჩრდილიც. და ისე როგორც ისმაილმა მიატოვა, ქალმაც განდევნა
ის გულიდან და ხელახლა აირჩია გულისსწორი – ეს ფერმკრთალი
ქალ-კაცი. არგალიამ პირქუშ სელიმს მოგვიანებით სთხოვა ნებარ-
თვა ორივე ქალი თავისთვის დაეტოვებინა, როგორც ომის ნადავლი
და ისიც დათანხმდა, თუმცა მანამდე ყველაფერი უკვე ქალის არჩე-
ვანმა და ნებამ გადაწყვიტა, მოვლენათა განვითარებაც მან განსაზ-
ღვრა.
252
– ნუ გეშინია, – უთხრა კაცმა სპარსულად.
– მათ, ვინც ახლა აქ არიან, არ უწყიან შიში რა არის, – უპასუხა
ქალმა, ჯერ სპარსულად, შემდეგ კი ჩაღატაურ, მისი თურქი დედის
მშობლიურ ენაზე. და ამ სიტყვებს მიღმა მათი ნამდვილი მნიშვნე-
ლობა იმალებოდა: შენ ჩემი ხარ? ჰო, შენი ვარ, სამუდამოდ.

***

თავრიზის დაცემის შემდეგ სელიმმა სეფიანების ამ უძველეს დე-


დაქალაქში გამოზამთრება მოინდომა, რათა დამდეგ გაზაფხულს
სპარსეთის დანარჩენი ნაწილიც დაეპყრო, მაგრამ არგალიამ უთ-
ხრა, თუ ასე მოიქცევი, ჯარი შეიძლება აგიმხედრდესო.
მათ გადამწყვეტი ბრძოლა მოიგეს, ანატოლიისა და ქურთისტა-
ნის აღმოსავლეთი ნაწილი შემოიერთეს, რითაც ოსმალეთის იმპე-
რიის ტერიტორია თითქმის ორჯერ გაიზარდა. ეს საკმარისი იყო. ახ-
ლა, ჩალდირანის ბრძოლის შედეგების გათვალისწინებით, ახალი
საზღვარი უნდა მონიშნულიყო ორ სახელმწიფოს შორის.
თავრიზში დარჩენა არ შეიძლებოდა. იქ არ იყო საკვები არც ადა-
მიანებისთვის, არც ცხენებისთვის, არც აქლემებისთვის.
ჯარისკაცებს სახლში წასვლა სურდათ. სელიმი მიხვდა, რომ ამ
არგუმენტებისთვის ანგარიში უნდა გაეწია და თავრიზში შესვლიდან
შვიდი დღის შემდეგ ქალაქის დატოვების ბრძანება გასცა. ჯარებმა
დასავლეთისკენ აიღეს გეზი.
დამხობილი ღმერთი ღმერთი აღარ არის. კაცი, რომელიც ქალს
ბრძოლის ველზე ღვთის ანაბარად, მტრის მოწყალების იმედად ტო-
ვებს, კაცი აღარ არის.
განადგურებული ისმაილი განადგურებულ დედაქალაქში დაბ-
რუნდა და სიცოცხლის დარჩენილი ათი წელი ლოთობასა და წუ-
253
ხილში გაატარა. შავ სამოსს იცვამდა, შავ ჩალმას იხურავდა და სე-
ფიანების მოდგმა თანდათან წყვდიადმა მოიცვა. შაჰს ამის შემდეგ
აღარავისთან უომია.
ხან შავი მელანქოლია შეიპყრობდა და ხან გარყვნილების მო-
რევში იძირებოდა. ღრმა მწუხარებიდან აღვირახსნილობაში ეს მო-
ულოდნელი გადასვლები მისი სისუსტისა და უძირო სასოწარკვეთი-
ლების მაჩვენებელი იყო.
მაგრად დათვრებოდა და სასახლის ლაბირინთებში დახეტია-
ლობდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა, ვიღაცას, ვინც იქ უკვე აღარ იყო
და აღარც არასოდეს იქნებოდა. ოცდაჩვიდმეტი არც შესრულებო-
და, როცა გარდაიცვალა. ოცდასამი წელი იმეფა სპარსეთში და ყვე-
ლაფერი დაკარგა, რაც უყვარდა.

***

როცა არგალიას ხდიდა და საცვლებზე ამოქარგული უამრავი ტი-


ტა ნახა, შავთვალა მიხვდა, რომ კაცი, ისე როგორც ყველა, ვისაც
ხშირად უწევს სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა, ცრუმორწმუნე
იყო და ყველაფერს აკეთებდა, საბედისწერო დღის რაც შეიძლება
გადასავადებლად. როცა მთლიანად გააშიშვლა და ტიტები კაცის
ბეჭებზე, დუნდულებსა და პენისზეც კი ნახა ამოსვირინგებული, ქა-
ლი მიხვდა – თავისი ცხოვრების მამაკაცს შეხვდა.
– ეს ყვავილები უკვე აღარ გჭირდება, – უთხრა ქალმა და სვირინ-
გებზე ხელი გადაუსვა, – ახლა ხომ მე გყავარ.
„ჰო, ახლა ასეა, – გაიფიქრა კაცმა, – მე შენ მყავხარ. ჩემი ხარ.
ჯერჯერობით, სანამ მეც ისე არ მიმატოვებ, როგორც საკუთარი და
მიატოვე, სანამ ერთი ულაყის მეორით შეცვლას არ გადაწყვეტ, ისე
როგორც შაჰი ისმაილი გაცვალე ჩემზე. ბოლოს და ბოლოს, ცხენი
254
ცხენია...“ თითქოს მისი აზრები წაეკითხოს და რადგან ხედავდა, კა-
ცის დასარწმუნებლად რაღაც მეტი იყო საჭირო, ქალმა ტაში შემოკ-
რა და ყვავილებით სავსე საწოლ ოთახში მაშინვე სარკე შემოვიდა.
– უთხარი მას, ვინ ვარ მე, – მიმართა მსახურს ყარა ყიოზმა. – ეს
არის ქალბატონი, რომელსაც თქვენ უყვარხართ, – თქვა სარკემ, –
მას შეუძლია მონუსხოს, თავი შეაყვაროს გველებს მიწაში და ჩი-
ტებს ხეებზე. და ამ ქალს თქვენ შეუყვარდით.
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი, რასაც ისურვებთ.
შავთვალას წარბის ოდნავ აწევაზე სარკემ მსუბუქად ჩამოიცურა
ტანიდან ტანსაცმელი და მათ ლოგინში შეუგორდა.
– ის ჩემი სარკეა, – თქვა ყარა ყიოზმა, – ის არის ჩრდილი, რო-
მელიც ანათებს და ვინც მე მფლობს, მისი მფლობელიც ხდება.
და მაშინ არგალიამ, დიდმა მებრძოლმა, დამარცხება აღიარა.
ფლანგიდან ამ მოულოდნელმა თავდასხმამ აიძულა, წინააღმდე-
გობა შეეწყვიტა.
ანჟელიკა სწორედ არგალიამ დაარქვა. ქალის ძველი სახელის
მისთვის უცხო, ყელისმიერი ბგერები ყურს ცუდად ხვდებოდა.
ანჟელიკა საამოდ ჟღერდა და ახალი გარემოსთვისაც, რომელ-
შიც მას მოუწევდა ცხოვრება, უფრო მისაღები იქნებოდა. პრინცე-
სამ, თავის მხრივ, იგივე სახელი მსახურს დაარქვა: „თუ მე ანჟელი-
კად უნდა ვიწოდებოდე, მაშინ, დაე, ჩემი მფარველი ანგელოზიც ან-
ჟელიკა იყოს“. მრავალი წლის განმავლობაში, როგორც სულთნის
ფავორიტს, არგალიას ჰქონდა პატივი ე. წ. ნეტარების სავანეში ეც-
ხოვრა – ტოპკაპის ბორცვზე, მაშინ როცა სხვა მხედართმთავრები
სპარტანულ პირობებში, ყაზარმებში ცხოვრობდნენ. ახლა, როცა
ქალების გამოჩენამ სხვა პეწი შეიტანა სასახლის აპარტამენტებში,
არგალიას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ბოლოს და ბოლოს
საკუთარ სახლში ცხოვრობდა, თუმცა იცოდა, რომ მისი ყაიდის ადა-
255
მიანისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი მეტისმეტი ფუფუნება იქნე-
ბოდა. სახლი შეიძლება მახედ ქცეულიყო მისთვის. სელიმ პირქუში
არც ბაიაზიდი იყო, არც მეჰმედი და წინამორბედებისგან განსხვავე-
ბით სულაც არ ეგონა, არგალია მუდამ და ყოველთვის ჩემი მარჯვე-
ნა ხელი იქნებაო. ახალი მმართველი მასში სავარაუდო ძლიერ მე-
ტოქეს ხედავდა, პოპულარულ გენერალს, რომელსაც შეეძლო თა-
ვისი იანიჩრებით სასახლის წმიდათა წმიდა ადგილებში შეჭრილი-
ყო. ასე მოიქცა კიდეც, როცა დიდი ვეზირი გამოასალმა სიცოც-
ხლეს. ადამიანს, რომელსაც ვეზირის მოკვლა შეუძლია, მეფის მოკ-
ვლაზეც არ აუკანკალდება ხელი. შეიძლება ამ კაცმა თავისი დრო
უკვე მოჭამა. ახლა მის გარეშეც შეიძლება იოლად გასვლა... და
სტამბოლში დაბრუნების შემდეგ სელიმმა, თუმცა სახალხოდ იტა-
ლიელი მხედართმთავარი ჩალდირანის ბრძოლაში გამარჯვებაში
შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო ქებით ცაში აჰყავდა,
ნიადაგის მომზადება დაიწყო არგალიას თავიდან მოსაშორებლად.
მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ცნობამ არგალიას ყურამდე
იმის წყალობით მიაღწია, რომ ყარა ყიოზმა გადაწყვიტა, საყვარ-
ლის ტიტებით მომარაგების საქმე თავის თავზე აეღო. ნეტარების სა-
ვანის გარშემო ყველგან ბაღები იყო, კედელშემორტყმული თუ შე-
მოუღობავი ბაღები, შორს ხშირი ჭალები ჩანდა, სადაც ირმები ლა-
ღობდნენ და ოქროს რქაში1 დაშვებული ვრცელი მდელოები.
ტიტების მინდვრებს დიდი ადგილი ეჭირა მეოთხე სასახლის გარ-
შემო და კიდევ პატარა ბორცვზე, ტოპკაპის სასახლის კომპლექსის
ჩრდილოეთ კიდესთან.
ათასობით კეთილსურნელოვან ყვავილს შორის პატარა ხის ფან-
ჩატურები ჩანდა, რომელთაც კიოსკებს ეძახდნენ. ყარა ყიოზი და მი-

1
ოქროს რქა – ყურე ბოსფორის სრუტეში.
256
სი მუდმივი თანამგზავრი აქ ხშირად სეირნობდნენ პირბადეჩამოშ-
ვებულები. ფანჩატურებში ისვენებდნენ ხოლმე, გემრიელ წვენებს
სვამდნენ, სასახლის მებაღეებს ესაუბრებოდნენ, მიუთითებდნენ,
რომელი ყვავილები შეეგროვებინათ არგალიასათვის და, უბრა-
ლოდ, უმნიშვნელო რამეებზე ლაპარაკობდნენ, ენას იქავებდნენ,
როგორც იქცევიან ხოლმე ქალები. მალე ბაღის მთელი მომსახურე
პერსონალი, სარეველა ბალახების მთხრელიდან დაწყებული, მთა-
ვარი მებაღის – ე. წ ბოსტანჩი ბაშას – ჩათვლით, ორი ქალბატონით
მოიხიბლა და როგორც შეყვარებულებს ემართებათ, ზოგჯერ ზედ-
მეტს წამოროშავდნენ ხოლმე. ბევრი მათგანი აღნიშნავდა, ქალებმა
ძალიან სწრაფად შეითვისეს თურქული ენაო და ამას ლამის ზებუ-
ნებრივ სასწაულად მიიჩნევდნენ.
თუმცა ყარა ყიოზს თავისი მიზნები ამოძრავებდა და სულაც არ
იყო შემთხვევითი, რომ მებაღეები დაიახლოვა. მან მალე გაიგო ის,
რაც ნეტარების სავანის ყველა მცხოვრებმა იცოდა: ათას ერთ მება-
ღეს – ბოსტანჩის, ბაღების მოვლის გარდა – კიდევ ერთი რამ ევა-
ლებოდა: სასჯელი სისრულეში უნდა მოეყვანათ.
თუ სიკვდილმისჯილი ქალი იყო, სწორედ ბოსტანჩები აკუწავ-
დნენ მას ნაწილებად, ტომარაში ჩატენიდნენ და ბოსფორში გადაის-
როდნენ. და თუ მოსაკლავი კაცი იყო, მებაღეების ჯგუფი ჩაბღუჯავ-
და და დახრჩობის რიტუალს ასრულებდა. ყარა ყიოზი ყოველი ასე-
თი შემთხვევის შესახებ იგებდა თავად ბოსტანჩებისგან, რომლებიც
ამ მკვლელობებს შავი იუმორით „ტიტების ახალ ამბებს“ ეძახდნენ.
ასეთი შემთხვევები მრავლად იყო და მალე ღალატის სიმყრალემ
ყვავილების სურნელება გადაფარა. მებაღეებმა პრინცესა გააფ-
რთხილეს, რომ ძალიან მალე მის საყვარელს, სახელგანთქმულ გე-
ნერალს, კაცს, რომელიც თავდადებით ემსახურა სამ სულთანს, ცრუ
ბრალდებით დაიჭერდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ. ეს თვითონ
257
მთავარმა მებაღემ უთხრა. ნეტარების სავანის ბოსტანჩი-ბაშა სულ-
თნის მთავარი ჯალათიც იყო და ამ თანამდებობაზე არა მხოლოდ
ბოტანიკის დარგში განსწავლულობის გამო დანიშნეს, არამედ იმი-
ტომაც, რომ იმპერიაში საუკეთესო მორბენლად მიიჩნეოდა.
ადგილობრივი ჩვეულებით, როცა ვინმე დიდგვაროვანს გამოუ-
ტანდნენ სასიკვდილო განაჩენს, მას რიგითი მოკვდავებისაგან გან-
სხვავებით გადარჩენის შანსს აძლევდნენ: თუ სირბილში ბოსტანჩი-
ბაშას გაასწრებდა, სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ და სასჯელად
ქვეყნიდან გაძევებას აკმარებდნენ.
მაგრამ, რადგან ბოსტანჩი-ბაშა ქარივით დაქროდა, ბრალდე-
ბულს სინამდვილეში გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა.
თუმცა ამჯერად მთავარ მებაღეს არ ახარებდა ის, რის გაკეთებაც
მოუწევდა. „ასეთი მამაცი მებრძოლის სიკვდილით დასჯა სამარ-
ცხვინო იქნება ჩემთვის“, – გამოუტყდა ის შავთვალას. „მაშინ, –
უპასუხა ქალმა, – როგორმე უნდა მოვახერხოთ და სიტუაციიდან გა-
მოსავალი ვიპოვოთ“.
– ბაღში მითქმა-მოთქმაა, ის მოკვლას გიპირებს, – უთხრა არგა-
ლიას, როცა შინ დაბრუნდა.
– რისთვის უნდა მომკლას, საინტერესოა, – იკითხა კაცმა გაკ-
ვირვებით. პრინცესამ მისი ფერმკრთალი სახე ხელებში მოიქცია, –
შეიძლება ჩემ გამო. შენ გაბედე და მოგოლების პრინცესა სთხოვე,
როგორც სამხედრო ნადავლი. მან მაშინ არ იცოდა, ვინ სთხოვე,
მაგრამ ახლა იცის. მას შეუძლია თქვას, რომ სამეფო ოჯახის წევრის
დატყვევება ომის გამოცხადების ტოლფასია მოგოლთა იმპერატო-
რის მიმართ და ჩემი ტყვედ აყვანით შენ მთელი ოსმალეთის იმპე-
რია შეარცხვინე მოგოლების თვალში. ეს ქვეყნის ღალატია და ამი-
ტომ სასჯელს იმსახურებ. ეს არის ტიტების ახალი ამბავი.

258
დროულად გაფრთხილებულმა არგალიამ მომზადება მოასწრო,
ღამის სიბნელით ისარგებლა და ყარა ყიოზი და სარკე ქალაქიდან
გააპარა. მათთან ერთად გააგზავნა განძით სავსე სკივრები – მრა-
ვალრიცხოვან ბრძოლებში მოპოვებული ნადავლი. მათ ოთხი შვე-
იცარიელი გიგანტი გაჰყვა და ყველაზე ერთგული იანიჩრების დიდი
ჯგუფი, რომელთაც უბრძანეს ბურსაში, დედაქალაქის სამხრეთით
დაეცადათ.
– თუ თქვენთან ერთად გავიქცევი, – უთხრა არგალიამ მის წასაყ-
ვანად მისულებს, – სელიმი დაგვეწევა და ძაღლებივით დაგვხო-
ცავს. ამას აჯობებს სასამართლოს წინაშე წარვდგე და მას შემდეგ,
რაც სიკვდილს მომისჯიან, ვეცადო მთავარ მებაღეს გავასწრო სირ-
ბილში. ყარა ყიოზმა იცოდა, რომ ის ამ გზას აირჩევდა.
– თუ შენ გადაწყვეტილი გაქვს მოკვდე, მე აღარაფერი დამრჩე-
ნია, შენი გადაწყვეტილების მიღების გარდა, – უთხრა არგალიას.
ქალი გულისხმობდა, რომ მისი სიცოცხლის გადარჩენას შეეცდებო-
და, ეს კი ადვილი არ იქნებოდა, მით უმეტეს მაშინ, როცა სირბილში
შეჯიბრსაც კი ვერ დაესწრებოდა.
არგალიამ ამ სასიკვდილო თამაშის წესები იცოდა. როგორც კი
სელიმ პირქუშმა განაჩენი გამოუტანა, მაშინვე ფეხი დაჰკრა და წინ
გავარდა. სატახტო დარბაზიდან, სადაც სასამართლო პროცესი მიმ-
დინარეობდა თევზის სახლის ჭიშკრამდე დაახლოებით ნახევარი
მილი იქნებოდა და იქამდე ბოსტანჩიზე ადრე უნდა მისულიყო. წი-
თელქუდიანი, თეთრ შარვალში გამოწყობილი, წელს ზემოთ შიშვე-
ლი მთავარი მებაღე მართლაც ქარივით მიქროდა. მათ შორის მან-
ძილი ყოველ წამს მცირდებოდა. არგალიამ იცოდა, თუ ვერ გაას-
წრებდა, იქვე, თევზის ჭიშკართან დაახრჩობდნენ და ბოსფორში მო-
ისროდნენ, როგორც ხდებოდა ასეთ შემთხვევებში. როცა ყვავილე-
ბის კვლებს შორის გარბოდა, თევზის სახლის ჭიშკარი დაინახა, მაგ-
259
რამ ბოსტანჩი უკვე ეწეოდა და ის მიხვდა, რომ აღარაფერი უშველი-
და. ცხოვრება ერთი დიდი სისულელეაო, თავში გაუელვა. „ამდენ
ომს გადაურჩე და მერე ვიღაც მებაღემ დაგახრჩოს?! ჭეშმარიტად
უთქვამთ, „არა არს გმირი, რომელსაც თავის გმირობის უბადრუკო-
ბაზე თვალი არ აეხილოს სიკვდილის წინ“. გაახსენდა, პატარა ბი-
ჭობისას პირველად როგორ აღმოაჩინა, რა უაზროა ცხოვრება, სა-
შინელ ნისლში, პატარა ნიჩბებიან ნავში, საზღვაო ბრძოლის დროს.
გონივრული ახსნა იმისა, რაც შემდეგ წამს მოხდა, ვერასდროს ვე-
რავინ შეძლო. როცა არგალიას დაწევამდე ოცდაათიოდე ნაბიჯიღა
უკლდა, სულთან სელიმ პირქუშის მთავარი მებაღე უცებ მოცელი-
ლივით დაეცა, მუცელზე ხელები იტაცა და ხმამაღალი კუილი აუტ-
ყდა, გეგონებოდათ, ზარბაზნის ჯერი მიუშვესო. ირგვლივ საშინლად
მყრალი სუნი დააყენა, თან ტკივილისგან საწყალობლად ღნაოდა,
იმ მანდრაგორასავით, ძირიანად რომ თხრიან. ამასობაში არგალი-
ამ თევზის სახლის ჭიშკარს ჩაურბინა, ცხენზე შეხტა, რომელიც იქვე
ელოდა და რაც შეეძლო სწრაფად გააჭენა.
– შენ ხომ არ იეშმაკე რამე, – ჰკითხა შეყვარებულს, როცა ბურ-
საში შეხვდნენ ერთმანეთს.
– მე რა შემეძლო? ეს საცოდავი მებაღე ჩემი მეგობარი იყო.
წერილი გავუგზავნე მხოლოდ და წინასწარ მადლობა გადავუხა-
დე შენი მოკვლისთვის, ჩემო ვერაგო მაცდუნებელო.
და კიდევ, ანატოლიური ღვინო გავუგზავნე, რათა მადლიერება
გამომეხატა მის მიმართ, – ქალმა მართალი თვალებით ახედა, –
სულ ეს არის. იმის ზუსტი გამოთვლა კი, როდის დაიწყებდა მოქმე-
დებას ღვინოში გარეული ბანგი და შედეგს როდის გამოიღებდა, შე-
უძლებელი იყო. კაცმა თვალებში ჩახედა.
დაჟინებით უყურებდა, მაგრამ ცბიერების კვალიც ვერ შენიშნა.
ნიშანწყალიც არ ჩანდა იმისა, თუ მან, ან სარკემ, ან ორივემ ერთად
260
დაარწმუნეს მებაღე მოვალეობისთვის ეღალატა და წინასწარ და-
უნიშნეს დრო, როდის შეესვა ღვინო წამიერი ნეტარების სანაც-
ვლოდ, რომელიც მისებრ მორიდებულ კაცს მთელი ცხოვრება ექნე-
ბოდა მოსაგონრად. „არა, ეს ნამდვილად აბსურდია, – უთხრა ყარა
ყიოზის მომაჯადოებელ თვალებში ღრმად ჩაძირულმა არგალიამ
საკუთარ თავს, – მსგავსი არაფერი შეიძლება მომხდარიყო. ამ უმ-
წიკვლო, სიყვარულით სავსე თვალებს არ შეუძლიათ მოიტყუონ“.

***

გენუის ფლოტის ადმირალი, ანდრეა დორია კამპანიებს შორის,


ფასოლოს გარეუბანში, ქალაქის კედლებს მიღმა, ნავსადგურის
ჩრდილო-დასავლეთის შესასვლელთან ცხოვრობდა, ზუსტად სან
ტომაზოს ჭიშკრის წინ. მან ვილა გენუელი დიდგვაროვნის, ჯაკობო
ლოველინოსგან იყიდა, რადგან მოსწონდა ტოგის მოსხმა, დაფნის
გვირგვინით თავის შემკობა ძველი რომაელების მსგავსად, ზღვას-
თან ახლოს მდიდრულ მამულებში რომ ცხოვრობდნენ. მოსწონდა
იმ გვირგვინოსანს ჰმგვანებოდა, რომელიც პლინიუს უმცროსმა1
აღწერა.
გარდა ამისა, სახლის მდებარეობა საშუალებას აძლევდა თვალი
ედევნებინა, ვინ გადიოდა ქალაქიდან და ვინ შემოდიოდა ზღვიდან.
გალერები იქვე ჰყავდა მზადყოფნაში იმ შემთხვევისთვის, თუ
სწრაფი მოქმედება იქნებოდა საჭირო.
როდოსიდან მომავალი გემი, რომლითაც არგალია სამშობლო-
ში ბრუნდებოდა, ერთ-ერთმა პირველმა სწორედ მან დაინახა.

1
პლინიუს უმცროსი – რომაელი მწერალი (61/62-114).

261
ჭოგრიტით გემბანზე ბევრი თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული,
თურქი იანიჩრებივით ჩაცმული ხალხი გაარჩია – მათ შორის, ოთხი
გიგანტი ალბინოსი. ანდრეამ მაშინვე ლეიტენანტ ჩევასთან გაგზავ-
ნა კაცი, უბრძანა, გემი ნავსადგურში შესვლამდე დაეკავებინა და შე-
ეტყო, რას უკავშირდებოდა მისი გამოჩენა. ასე აღმოჩნდა ჩევა-მო-
რიელი ოდესღაც მტრის წყლებში ბედის ანაბარად მიტოვებული კა-
ცის პირისპირ.
კაცი, რომელშიც ჩევამ არგალია თავდაპირველად ვერ ამოიც-
ნო, დიდ ანძასთან იდგა.
ტურბანი ეცვა, თავისუფლად ჩამოშვებული, ოქროს ფარჩის სა-
მოსი, მდიდარი თურქი დიდგვაროვნები რომ ატარებენ. მის უკან
შეიარაღებული იანიჩრები განლაგებულიყვნენ სამხედრო წესის მი-
ხედვით, გვერდით კი საოცარი სილამაზის ორი ქალი ედგა, რომ-
ლებმაც თითქოს მზის შუქი მთლიანად მიითვისეს და დანარჩენი
სამყარო ბნელში და სიცივეში დატოვეს. პირბადე არ ეკეთათ, მათი
სახეების ცქერით ყველას შეეძლო დამტკბარიყო. შავ, დახვეულ,
ქალღმერთის დალალების მსგავს თმებს ქარი უწეწავდათ. როცა ჩე-
ვამ ოქროს ფლოტის ლეიტენანტის საკადრისი თავდაჯერებით უცხო
გემის ბორტზე შეაბიჯა, ორივე ქალმა მისკენ მიაბრუნა სახე და კაც-
მა იგრძნო, რომ ხმალი ხელიდან გაუვარდა. შემდეგ რაღაც ფაქი-
ზად, მაგრამ დაჟინებით დააწვა ორივე მხარზე.
გასაკვირი იყო – წინააღმდეგობის გაწევის სურვილი საერთოდ
არ გასჩენია.
უცებ ისიცა და მხლებლებიც მუხლებზე დაეშვნენ.ჩევას ტუჩები
ამოძრავდნენ და მისალმების უჩვეულო სიტყვები წარმოთქვეს: –
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ძვირფასო ქალბატონებო, დაე,
ღმერთი ფარავდეს თქვენს მფარველებს.

262
– ფრთხილად იყავი, მორიელო, – თქვა თურქმა დიდგვაროვანმა
სუფთა ფლორენციულ კილოზე და შემდეგ ჩევამ საკუთარი სიტყვები
გაიგონა, – ვინც თვალს ვერ მისწორებს, ნაღველს ვგლეჯ და თევ-
ზებს ვუგდებ შესაჭმელად.
ახლა ჩევა მიხვდა, ვინ იდგა მის წინ. შეეცადა, წამომდგარიყო და
ხელის ფათური დაიწყო ხმლის ასაღებად, მაგრამ რატომღაც ვერც
ის და ვერც მისი მხლებლები, თითქოს დაჭედებულნი არიანო, ად-
გომას ვერ ახერხებდნენ.
– ისიც უნდა ითქვას, რომ ახლა შენი თვალები სწორედ ჩემი სა-
ოხრეს დონეზეა, – დასძინა მან პირქუშად.
მთავარი კონდოტიერი – დორია ტერასაზე იდგა და ფერმწერ
ბრონზინოს წინ პოზირებდა. სურდა შთამომავლობას ზღვის ღმერ-
თის, ნეპტუნის სახით წარდგომოდა. ხელში სამკაპი ეჭირა, მოშვე-
ბული დიდი წვერი შიშველ ტანზე ტალღებად ჩამოღვროდა. უცებ ში-
შის ზარი დაეცა, როცა დაინახა, ნავსადგურიდან მისკენ თავიდან
ფეხებამდე შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი მიემართებოდა. დო-
რიას გასაკვირად მათ ნაცემი ძაღლის გამომეტყველებით მისი კაცი,
ჩევა-მორიელი მოუძღოდა.
ჯგუფის შუაში ორი ლაბადამოსხმული, კაპიუშონიანი ქალის ფი-
გურა გაარჩია, რამაც კიდევ უფრო გააკვირვა.
– არ გეგონოთ, ვიღაც ერთი მუჭა არამზადების ჯგუფსა და მათ
ბოზანდარებს დავნებდები! – დაიღრიალა და ერთი ხელი ხმალზე
იტაცა, მეორით კი სამკაპის ქნევა დაიწყო, – კარგად დაითვალეთ,
რამდენი თქვენგანი გააღწევს აქედან ცოცხალი.
ამ დროს გრძნეულმა ყარა ყიოზმა და მისმა მსახურმა კაპიუშო-
ნები გადაიძრეს თავიდან და დორიას უცებ სირცხვილის ალმური
მოედო სახეზე. უკან დაიხია და შარვლის ძებნა დაიწყო გამალებით,
მაგრამ ქალებს მისი სიშიშვლისთვის ოდნავი ყურადღებაც არ მიუქ-
263
ცევიათ, რითაც ადმირალმა კიდევ უფრო დამცირებულად იგრძნო
თავი.
– ბიჭი, რომელიც სასიკვდილოდ გაწირეთ, თავისი წილის მისა-
ღებად დაბრუნდა, – თქვა ყარა ყიოზმა. ბრწყინვალე იტალიურით
ლაპარაკობდა, თუმცა დორია ხედავდა, იტალიელი ნამდვილად არ
იყო. მის წინ იდგა ქალი, რომლისთვისაც კაცი სიცოცხლესაც არ და-
იშურებდა – დედოფალი, ღირსი თაყვანისცემისა. მისი თანმხლები
ქალიც, გაჭრილი ვაშლივით რომ ჰგავდა მას და, ოდნავ თუ ჩამორ-
ჩებოდა სილამაზითა და გრაციოზულობით, ასევე თაყვანისცემას
იმსახურებდა. ამ ორი საოცარი არსების თანდასწრებით ბრძოლაზე
ფიქრი სრულიად წარმოუდგენელი იყო. ადმირალმა დორიამ რო-
გორღაც მოახერხა ლაბადაში გახვეულიყო.
პირდაღებული იდგა, როცა უცნობები მიუახლოვდნენ – ზღვების
ღმერთს ჰგავდა, წყლიდან ამოსული მშვენიერი ნიმფებისგან მო-
ნუსხულს.
– ის დაბრუნდა, – თქვა ყარა ყიოზმა, – როგორც ოდესღაც საკუ-
თარ თავს დაჰპირდა – მდიდარი და დიდების შარავანდედით მოსი-
ლი; დაბრუნდა, როგორც პრინცი.
შურისძიების გრძნობით არ არის შეპყრობილი, ასე რომ, შეგიძ-
ლიათ მშვიდად იყოთ, თქვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მაგრამ ითხოვს, დაუფასდეს შურისგებაზე უარის თქმა და წარსულ-
ში ერთგული სამსახური. ის თქვენგან საზღაურს ელის.
– რამდენს, ან რა სახის საზღაურს?
– მას თქვენი მეგობრობა და მხარდაჭერა სჭირდება. და კიდევ –
კარგი სადილი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
– უსაფრთხო გადაადგილება რომელი მიმართულებით? სად
სურს წასვლა ყაჩაღების ამ ბანდასთან ერთად?

264
– სახლი მეზღვაურისთვის ყველაზე ძვირფასია, ანდრეა, – ჩა-
ერია თურქი არგალია, – სახლი ყველაზე ძვირფასია მებრძოლის-
თვის. მე ბევრი რამ მინახავს ამქვეყნად, ყელში მაქვს ამოსული სის-
ხლისღვრა.
სიმდიდრეც საკმარისად დავაგროვე, ახლა მხოლოდ ის მინდა,
წყნარად ვიცხოვრო.
– ვხედავ, შენ ისევ ბავშვად დარჩენილხარ, – უპასუხა ანდრეა
დორიამ, – ჯერაც გგონია, რომ სახლი ის ადგილია, სადაც ხან-
გრძლივი მოგზაურობის შემდეგ დაბრუნებული კაცი სიმშვიდეს პო-
ვებს.

265
III ნაწილი

266
15. იფიქრებდი, ყველა ფლორენციელს თავი კარ-
დინალი ჰგონიაო...

იფიქრებდი, ყველა ფლორენციელს თავი კარდინალი ჰგონიაო.


წითელსამოსიანი უმაღლესი სასულიერო პირების სხდომა სიქ-
სტის კაპელის დაკეტილ კარს მიღმა ჯერაც არ დამთავრებულიყო,
როცა ფლორენციელები უკვე დიდი ზარზეიმით აღნიშნავდნენ ახა-
ლი პაპის მედიჩების ოჯახიდან არჩევას.
ყველგან კოცონი ენთო, ყველაფერი კვამლში გახვეულიყო და
მოგზაურს, ჩვენს მოგზაურს, მზის ჩასვლისას ქალაქს ზღვის მხრი-
დან რომ უახლოვდებოდა, იოლად შეეძლო ეფიქრა, მთელი ქალაქი
იწვისო. მოწკურული თვალები, ფერმკრთალი სახე და გრძელი შავი
თმა მას ეგზოტიკურ იერს სძენდა. აშკარად ეტყობოდა, აქაური არ
იყო. შორეული აღმოსავლეთის ლეგენდის გაცოცხლებულ პერსო-
ნაჟს უფრო მოგაგონებდათ, ვთქვათ, რომელიღაც სამურაის. შესაძ-
ლოა, სწორედ იმ საეჭვო რეპუტაციის სამურაის შთამომავალსაც
კუნძულ კიუსიუდან, რომელმაც მის სამშობლოში შეჭრილი ჩინე-
თის მაშინდელი მმართველის, ჰუბილაი ხანის ჯარები გაანადგურა.
მგზავრს ჯერ კიდევ საკმაო დრო ჰქონდა, ცხენი მოეთოკა, მბრძა-
ნებლური ჟესტით ხელი მაღლა აღემართა – უსიტყვო მორჩილებას
მიჩვეული მთავარსარდლის ჟესტით – დანარჩენები შეეჩერებინა
და გადაწყვეტილება მიეღო.
არგალიამ ეს არ გააკეთა და მომდევნო თვეებში ამ მომენტს ხში-
რად იხსენებდა.
სადღესასწაულო კოცონები გაცილებით ადრე დაანთეს, ვიდრე
კარდინალების გადაწყვეტილება გახდებოდა ცნობილი, თუმცა
ფლორენციელთა წინათგრძნობა გამართლდა. იმ ღამით მომდევნო

267
პაპად კარდინალი ჯოვანი დე მედიჩი აირჩიეს – ლეო მეათე, რო-
გორც მას ახლა უწოდებდნენ, რომს განაგებდა, ფლორენცია კი მისი
ძმის, ჰერცოგ ჯულიანოს განკარგულებაში იყო.
„რომ მცოდნოდა, ეს ნაბიჭვარი მედიჩები ისევ ხელისუფლებაში
აღმოჩნდებოდნენ, გენუაში დავრჩებოდი, ისევ დორიას შევუერ-
თდებოდი და მისი საბრძოლო გემებით დავსერავდი ზღვებს, სანამ
მსოფლიო აზრზე მოვიდოდა, – აღიარა არგალიამ ილ მაკიასთან
შეხვედრისას, – მაგრამ სიმართლე გითხრა, მინდოდა ჩემი ქალით
ჩვენებთან თავი მომეწონებინა“.

***

– სიყვარული კაცს ჭკუას აკარგვინებს, – უთხრა აკბარმა მოგორ


დელ ამორეს, – აჩვენო საყვარელი ქალის სახე მთელ მსოფლიოს
– ეს ხომ პირველი ნაბიჯია მისი დაკარგვისაკენ.
– არავის უბრძანებია ყარა ყიოზისთვის სახე გაეშიშვლებინა, და
არც მას მოუთხოვია ამის გაკეთება მსახურისგან, – უპასუხა მოგორ-
მა, – მანაც და სარკემაც თვითონ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
იმპერატორს ხმა არ ამოუღია. უკვე შეყვარებული იყო – დროისა
და სივრცის მიღმა.

***

მზის ჩასვლისას ორმოცდაოთხი წლის ნიკოლო მაკია ტავერნაში


მაგიდასთან იჯდა, პერკუსინაში.
ბანქოს თამაშობდა მეწისქვილე ფროზინო უნოსთან, ყასაბ გაბუ-
რასა და ტავერნის მეპატრონე ვეტორისთან ერთად. ისინი, რო-

268
გორც ყოველთვის, კინკლაობდნენ და ერთმანეთს აშაყირებდნენ,
ცდილობდნენ მასპინძელს ცოტა მორიდებოდნენ, მიუხედავად იმი-
სა, რომ ისიც მათთან ერთად იჯდა ფეხმორყეულ მაგიდასთან და მა-
თი თანასწორივით იქცეოდა – როცა წააგებდა, ორჯერ ურტყამდა
მუშტს მაგიდაზე, მოგებისას კი – სამჯერ, მათსავით იაფფასიან ღვი-
ნოს სვამდა, მათთან ერთად იგინებოდა, ხოლო ტილებს ეძახდა ყვე-
ლას, როცა შენობაში ბილწსიტყვაობით ცნობილი მუქთახორა ტყის-
მჭრელი – გაგლიოფო შემოვარდა თვალებგადმოკარკლული და
გულამოვარდნილი:
– ას კაცზე მეტი იქნება, – ქშენა-ქშენით თქვა მან და კარისკენ მი-
ანიშნა, – ორჯერ მიხმარეთ უკანიდან, თუ ვტყუოდე.
თავიდან ფეხებამდე შეიარაღებულნი არიან.
ცხენზე ამხედრებული გიგანტებიც ახლავთ და პირდაპირ ჩვენკენ
მოდიან. ნიკოლო ფეხზე წამოდგა. ბანქოს ქაღალდები ისევ ხელში
ეჭირა.
– მაშინ, ჩემო მეგობრებო, შეგიძლიათ მკვდრად ჩამთვალოთ, –
თქვა მან, – ეტყობა, დიდმა ჰერცოგმა ჯულიანომ გადაწყვიტა, ანგა-
რიში გამისწოროს.
ყველას მადლობას გიხდით იმ სასიამოვნო საღამოებისთვის,
რომლებიც საშუალებას მაძლევდა ჩემი დაჭაობებული ტვინი გამეწ-
მინდა, ახლა კი იძულებული ვარ დაგტოვოთ, რადგან ცოლს უნდა
გამოვემშვიდობო.
წელში ორად მოკაკული გაგლიოფო ჯერ კიდევ ქშინავდა, მაგრამ
გვერდებზე ხელები მიიჭირა და ძლივს ამოთქვა: – არა, სერ, ეს შე-
იძლება სულაც არ იყოს ასე. მათ ჩვენებური ტანსაცმელი არ აცვი-
ათ. ვიღაც ჩათლახი უცხოელები უნდა იყვნენ, ჩათლახი ლიგურიი-
დან და შეიძლება უფრო შორიდანაც კი. თან ქალებიც ახლავთ, უც-
ხოელები, სერ. თუმცა ქალები კი არა, მგონი, გრძნეულები არიან,
269
რადგან შეხედავ თუ არა, ჭკუიდან გადახვალ, ისე მოგინდება მათი
გაჟიმვა. მე გამჟიმეთ, თუ ვტყუოდე, სერ.
„კარგი ადამიანები არიან, – ფიქრობდა ილ მაკია, – მაგრამ ასე-
თები ცოტაა. ფლორენციელები უმეტესად მოღალატეები არიან.
სწორედ მათ უღალატეს რესპუბლიკას და მედიჩები დააბრუნეს“.
მათ ემსახურებოდა ის, იდეური რესპუბლიკელი, როგორც მეორე
კანცელარიის უფროსი მდივანი, დიპლომატი, ფლორენციის პოლი-
ციის შემქმნელი. მათ კი უღალატეს. რესპუბლიკის დაცემის შემდეგ,
მას შემდეგ, რაც გონფალონერი1 – რესპუბლიკის მმართველი საბ-
ჭოს უფროსი – პიერ სოდერინი გადააყენეს, ილ მაკიაც დაითხოვეს
სამსახურიდან. თოთხმეტი წელი ემსახურა ერთგულად ამ ხალხს და
აღმოჩნდა, რომ მისი ერთგულება ჩირადაც არ უღირდათ. როცა საქ-
მე ძალაუფლებაზე მიდგება, ადამიანები სულელდებიან. თითიც კი
არ გაუნძრევიათ, როცა ილ მაკია დაიჭირეს და ციხის ჯურღმულში,
საწამებელ საკანში შეაგდეს. მათ დაამტკიცეს, რომ რესპუბლიკას
არ იმსახურებენ.
დესპოტის მაგარი მუშტი ურჩევნიათ. ან იქნებ ხალხი ყველგან
ასეთია, რა თქმა უნდა, ერთი მუჭა უბრალო სოფლელების გარდა,
რომლებთან ერთადაც სვამდა და ბანქოს თამაშობდა.
და კიდევ მისი რამდენიმე ძველი მეგობრის გარდა, როგორიცაა,
მაგალითად, აგოსტინო ვესპუჩი. მადლობა ღმერთს, ის მაინც არ
აწამეს. არც ისე ძლიერია, ყველაფერში გამოტყდებოდა და მერე
მოკლავდნენ, თუ, რა თქმა უნდა, წამების დროს არ შემოაკვდებო-
დათ. მაგრამ აგო მათ არ სჭირდებოდათ. აგო მისი ხელქვეითი იყო
მხოლოდ. თვითონ ილ მაკიას სისხლი სწყუროდათ.

1
გონფალონერი – უმაღლესი მაგისტრატის ტიტული შუა საუკუნეების იტალიის
ქალაქ-სახელმწიფოებში.
270
ფლორენციელები მისი ღირსნი არ იყვნენ. ეს უბრალო სოფლე-
ლები იმსახურებდნენ მის თავს. საერთოდ კი, ხალხი თავის კუმი-
რებს იმსახურებდა, თავის დესპოტებს – ჰერცოგებსა და პრინცებს.
გადატანილმა ტანჯვამ საბოლოოდ დაუკარგა, თუ რაღაც რწმენის
ნატამალი კიდევ ჰქონდა შერჩენილი ხალხის მიმართ. ის ემსახურა
ადამიანებს, მათ კი სამაგიერო იმით გადაუხადეს, რომ აწამეს,
ბნელ ჯურღმულში ჩააგდეს, უსახელო ჯურღმულში, სადაც უსახელო
ჯალათი ენით უთქმელ ტანჯვას აყენებდა სხვა უსახელო ხალხის
სხეულებს. იქ სახელს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მნიშვნელობა მხო-
ლოდ ტკივილს ჰქონდა, ტკივილს, რომელსაც დანაშაულის აღიარე-
ბა მოჰყვებოდა, დანაშაულის აღიარებას კი – სიკვდილი. იმ ხალხს
მისი სიკვდილი სურდა, ან, სულ ცოტა, მათთვის სულერთი იყო ის
მოკვდებოდა, თუ იცოცხლებდა. ქალაქმა, რომელშიც მთელი მსოფ-
ლიოს გასაგონად განაცხადეს ჰუმანისტური იდეალების გამარჯვე-
ბის, პიროვნების ფასეულობისა და ადამიანური სულის თავისუფლე-
ბის შესახებ, ის არ დააფასა, საერთოდ არაფრად ჩააგდო არც მისი
და არც მისი სულის თავისუფლება, ან სხეულის ტანჯვა.
თოთხმეტი წელი ემსახურა პატიოსნად და ერთგულად, მათ კი
მის მთავარ ადამიანურ უფლებას – სიცოცხლის უფლებას მიაფურ-
თხეს. ასეთები არიან ისინი და ამაზე თვალს ვერ დახუჭავ. მათ ხომ
არც სიყვარული შეუძლიათ და არც სამართლიანად განსჯა. და ამი-
ტომ არაფრად ღირან. ხალხი მისთვის აღარ არსებობდა. ბრბო თა-
ვის შეწუხებად არ ღირს, მისთვის ხომ მხოლოდ ტირანებია მნიშვნე-
ლოვანი და აუცილებელი. ხალხის სიყვარული მერყევია და წარმა-
ვალი, ამიტომ სისულელეა მათი შეყვარება. სიყვარული არც არსე-
ბობს საერთოდ. ის მხოლოდ ფიქციაა. არის მხოლოდ ძალაუფლე-
ბა.
ნელ-ნელა, თანდათან, მას ღირსება წაართვეს.
271
ჯერ ფლორენციის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს, არადა,
მოგზაურობა ძალიან უყვარდა; შემდეგ – პალაცო ვეკოში შესვლა,
სადაც თოთხმეტი წელი მუშაობდა. მერე მისმა შემცვლელმა დაკით-
ხა, ვინმე მიკელოციმ, მედიჩების ფურთხისმლოკველმა, გამორჩე-
ულმა ნაძირალამ – თითქოსდა ფულის გაფლანგვის გამო.
მაგრამ ის ყოველთვის ზედმიწევნით პატიოსნად ემსახურებოდა
ქვეყანას, ამიტომ ვერაფერი დაუმტკიცეს. შემდეგ მისი სახელი აღ-
მოაჩინეს ქაღალდის ნაგლეჯზე, ვიღაც კაცის ჯიბეში, რომელიც არა-
სოდეს უნახავს. კაცს ბოსკოლი ერქვა. ის ერთ-ერთი იყო იმ ოთხ
იდიოტთაგან, რომლებმაც მედიჩების წინააღმდეგ შეთქმულება და-
გეგმეს, მაგრამ იმდენად სულელურად, რომ უფრო ადრე ჩაუვარ-
დათ, ვიდრე მის განხორციელებას შეუდგებოდნენ. ბოსკოლის ჯიბე-
ში იპოვეს სია რამდენიმე ათეული ადამიანის გვარით, რომლებიც,
სულელი შეთქმულების აზრით, მედიჩების მტრებად შეიძლებოდა
მიჩნეულიყვნენ. მათ შორის იყო მაკიაველის გვარიც და ნიკოლო
უსახელო ადგილას გააგზავნეს.
არის ისეთი რამეები, რასაც ნაწამები ადამიანი ვერასოდეს და-
ივიწყებს: ნესტიანი სიბნელე, ცივი სიმყრალე ადამიანის სხეულები-
სა, ვირთხები, გამკივანი ყვირილი. ვისაც ერთხელ მაინც გადაუტა-
ნია წამება, მასში რაღაც ნაწილის ტკივილი არასოდეს შეწყდება. წა-
მება, სახელად სტრაპადო, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია, რი-
თაც შეიძლება ადამიანი დატანჯო, თუკი მისი მოკვლა მაშინვე არ
გსურს. ნიკოლოს ხელები უკან გაუკრეს ჭერზე მიმაგრებული თო-
კით და მისი ზემოთ აწევა დაიწყეს. როცა ფეხები მიწას მოსწყდა,
მისთვის მხრებში ტკივილი მთელ სამყაროდ იქცა. ტკივილმა აავსო
ყველაფერი, არა მხოლოდ ფლორენცია და მისი მდინარე, არა მხო-
ლოდ იტალია – მთელი სამყარო დაფარა ტკივილმა. ეს ახალი სამ-
ყარო იყო, ტკივილის სამყარო. ოდნავ ადრე, სანამ ყველაფერზე
272
შეწყვეტდა ფიქრს, რათა არ ეფიქრა, რა ელოდა, ილ მაკიამ ახალ
სამყაროზე დაიწყო ფიქრი, აგოს ბიძაშვილ ამერიგოზე, სოდერინის
მეგობარზე, ავანტიურისტსა და მაწანწალაზე. ამერიგოსა და კო-
ლუმბს სჯეროდათ და სხვებსაც არწმუნებდნენ, რომ დიდ ოკეანეში
არ არიან გემიჭამია ურჩხულები, რომ მისი წყლები ეკვატორზე ცეც-
ხლად არ იქცევა, დასავლეთ სანაპიროზე კი გაუვალი ჭაობი არ
არის. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო, გონება-
გახსნილი ამერიგო მიხვდა იმას, რასაც ჩერჩეტი კოლუმბი ვერასო-
დეს მიხვდებოდა: დასავლეთით აღმოჩენილ მიწას არაფერი ჰქონ-
და საერთო ინდოეთთან და სრულიად ახალ სამყაროს წარმოად-
გენდა. ახალი სამყაროც ხომ არ შეწყვეტს არსებობას მედიჩების მი-
ერ გამოცემული შემდეგი დეკრეტით? მასაც გაუქმება ხომ არ ელის
სხვა უდღეური აბსტრაქციებივით, როგორიცაა: სიყვარული, თავი-
სუფლება, პატიოსნება, როგორიცაა რესპუბლიკა, სოდერინისა და
მსგავსი სულელების, მათ შორის, თავად მის გამოც რომ დაეცა?
ზღვის მგელს, ამერიგოს, გაუმართლა. ის ახლა სევილიაშია, სადაც
მედიჩების გრძელი ხელები ვერ მისწვდება. ამერიგო უკვე მოხუცია
და ავადმყოფი, მაგრამ მშვიდად მაინც მოკვდება ამდენი ხეტიალის
შემდეგ და წამებას გადარჩება. ამ დროს თოკმა პირველად ასწია და
ახალი სამყარო ძველ სამყაროსთან ერთად გაქრა მისი გონებიდან.
მათ ეს ექვსჯერ გააკეთეს, მაგრამ არაფერი უღიარებია, რადგან
საღიარებელი არაფერი ჰქონდა.
წამების შემდეგ ციხის საკანში შეაგდეს, თითქოს მისი არსებობა
საერთოდ დაივიწყეს და დახუთულ, ბნელ დილეგში ნელი სიკვდი-
ლისთვის გაწირეს, მაგრამ შემდეგ, მოულოდნელად გაათავისუფ-
ლეს. ის გამოუშვეს სრულიად მივიწყებული, დამცირებული, უღიმ-
ღამო არსებობისათვის, ოჯახური ცხოვრებისათვის. ისევ პერკუსი-
ნაში აღმოჩნდა. აგო ვესპუჩისთან ერთად ტყეში დახეტიალობდა და
273
მანდრაგორას ძირებს ეძებდა, მაგრამ ახლა ბავშვები აღარ იყვნენ.
ბავშვობა და მასთან ერთად დამსხვრეული იმედები და ოცნებები
უკან დარჩა, წინ კი არაფერი ჩანდა. მანდრაგორების დრო წარსულს
ჩაბარდა.
ერთხელ აგომ ფიორენტინასთვის თავის შესაყვარებლად სცადა,
მისთვის ღვინოში მანდრაგორას ფესვების ფხვნილი ჩაეყარა, მაგ-
რამ გამჭრიახ ალესანდრას ასე ადვილად ვერ ჩაიგდებდი ხელში.
მანდრაგორამ მასზე ოდნავაც არ იმოქმედა. აგოზე რომ შური ეძია,
საშინელი სასჯელი მოიგონა. იმ ღამით, როცა ფხვნილგარეული
ღვინო დალია, ქალმა უღალატა ჩვევას, მხოლოდ მდიდრები და
დიდგვაროვნები მიეღო და აგო, ერთი უბრალო კაცი, საწოლ ოთახ-
ში მიიპატიჟა.
მაგრამ სამოთხის ნეტარების სამყოფელიდან ის ორმოცდახუთი
წუთის შემდეგ გამოაგდეს და ფიორენტინამ მანდრაგორას წყევლა
მოაგონა: კაცი უეჭველად მოკვდებოდა რვა დღის განმავლობაში,
თუ ქალი ნაყენის დალევის შემდეგ მთელი ღამე არ დარჩებოდა მას-
თან (თან სარკასტულად დასძინა, რა ვქნა, ჩემო ძვირფასო, ამის სა-
შუალება არა მაქვსო).
აგომ, რომელიც ადამიანების უმეტესობის მსგავსად ცრუმორ-
წმუნე იყო, მომდევნო რვა დღე სიკვდილის მოლოდინში გაატარა.
თითქოს გრძნობდა, როგორ ეღვრებოდა ის კიდურებში, მთელ სხე-
ულში. სიკვდილი თითქოს ცივი თითებით ეალერსებოდა, მარწუ-
ხებს თანდათან უჭერდა, კვერცხებზე, გულზე... მეცხრე დღეს ცოც-
ხალსა და უვნებელს გაეღვიძა, მაგრამ შვებას მაინც არ გრძნობდა.
„ცოცხალი მკვდრის მდგომარეობა უარესია, ვიდრე მართლა
მკვდრის, – უთხრა ილ მაკიას, – ცოცხალ მკვდარს შეგრძნებები არ
დაუკარგავს და გატეხილი გულის ტკივილი არ ასვენებს“.

274
ცოცხალი მკვდრობის შეგრძნება – ეს გრძნობა ნიკოლოსთვისაც
არ იყო უცხო. მართალია, ნამდვილ სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ
ისეთივე ცოცხალი მკვდარი გახდა, როგორიც საწყალი აგო. ორივე
მათგანი გააძევეს ცხოვრებიდან, საყვარელი სამსახურებიდან, მარ-
სის სახლის მსგავსი სალონებიდან, მოსწყვიტეს ყველაფერს, რაც
მათი არსებობის აზრს შეადგენდა. ისინი ახლა ძაღლებს ჰგავდნენ,
პატრონმა რომ სახლიდან გამოყარა.
უფრო უარესიც, დაქორწინებული ძაღლები იყვნენ. ყოველ საღა-
მოს ნიკოლო სუფრასთან ჯდებოდა მეუღლის პირისპირ და არ იცო-
და, რაზე ელაპარაკა მასთან. ცოლს მარიეტა ერქვა. და კიდევ იქ იყ-
ვნენ მისი ბავშვები, მათი ბავშვები, ბევრი, ბევრი ბავშვი. ჰო, ის და-
ქორწინებული იყო, ჰყავდა შვილები, როგორც ყველას, მაგრამ ეს
ადრე მოხდა, სხვა დროში, როცა თავისი მდგომარეობით თავი მოს-
წონდა, ყოველდღე ახალ ლამაზმანს ჟიმავდა და მათ შორის, ცოლ-
საც, რომელთანაც, თუ ბავშვების რაოდენობის მიხედვით ვიმსჯე-
ლებთ, სულ ცოტა ექვსჯერ მაინც დაწოლილა. მარიეტა კორსინი –
მისი ცოლი – სულ რაღაცას კემსავდა – საცვლებს, პირსახოცებს და
საერთოდ არაფერი იცოდა, ქმრის ფილოსოფია არ ესმოდა, მის
ხუმრობებზე არ ეცინებოდა, თუმცა ნიკოლო ყველას გონებამახვილ
კაცად მიაჩნდა. მარიეტა ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით
იღებდა. ყოველგვარ ალუზიასა და მეტაფორას იმ ინსტრუმენტად
მიიჩნევდა, კაცები ქალების მოსატყუებლად, თავბრუს დასახვევად
რომ იყენებენ.
ნიკოლოს ცოლი უყვარდა, უყვარდა, როგორც ოჯახის წევრი,
როგორც ნათესავი.
როცა მასთან წვებოდა, ერთგვარ უხერხულობას გრძნობდა,
თითქოს რაღაც სამარცხვინოს აკეთებდა, თითქოს მათი ურთიერ-
თობა ინცესტური კავშირი ყოფილიყოს, თითქოს საკუთარ დასთან
275
წვებოდა და, სიმართლე რომ ითქვას, შეგრძნება, თითქოს აკრძა-
ლულ რაიმეს სჩადიოდა, იყო ერთადერთი რამ, რაც ცოლთან ყოფ-
ნისას აღაგზნებდა.
როგორც ყველა ცოლი, მარიეტაც ხვდებოდა, ქმარი რაზე ფიქ-
რობდა და ეს მისთვის ძალიან მტკივნეული იყო. ნიკოლო ქალს ყო-
ველთვის ზედმიწევნით თავაზიანად ექცეოდა და თავისებურად ზრუ-
ნავდა კიდეც მასზე – ქალბატონი მარიეტა და მისი ექვსი ბავშვი –
ექვსი პირი, რომელსაც კვება სჭირდებოდა. მაინც რა ადვილად ფეხ-
მძიმდებოდა – ერთი შეხება და მუცელი უცებ წამოეზრდებოდა, მე-
რე კი გამოხტებოდნენ ბერნარდო, გვიდო, ბართოლომეო, ტოტო,
პრიმავერა და კიდევ, რა ჰქვია იმას, ლოდოვიკო. მოდიოდნენ და
მოდიოდნენ, გეგონებოდა, მუდამ ასე გაგრძელდებაო, არადა, მძი-
მე დრო იყო, ფულის შოვნა ძალიან ჭირდა. აი, ისიც, სენიორა მაკია-
ველი ტავერნაში შემოვარდა, ისეთი ფერი ადევს, თითქოს სახლი
ეწვოდეს. ფურჩალებიანი კაპორი ახურავს, რომლიდანაც კულულე-
ბი უწესრიგოდ ჩამოშლია, კვერცხის ფორმის სახე აქვს და პატარა,
სავსე ტუჩები. ხელებს იხვის ფრთებივით აფართხალებს. ჰო, მარ-
თლა, სიარულითაც იხვს ჰგავს – დაბაჯბაჯებს. მობაჯბაჯე ცოლი
ჰყავს.
ვერც წარმოუდგენია, როგორ უნდა შეეხოს მის ინტიმურ ადგი-
ლებს.
ან რატომ უნდა შეეხოს... არა, ეს აღარასოდეს მოხდება.
– ნიკოლო, ძვირფასო, – დაიყვირა მან ხმით, რომელიც ვახვახს
ჰგავდა, დიახ, დიახ, იხვის ვახვახს, – ხედავ, რა ხდება გზაზე? – ჰო,
რაო, რა ხდება, ჩემო ძვირფასო მეუღლევ? – ჰკითხა თავაზიანი ტო-
ნით.
– რაღაც ძალიან ცუდი ხდება. ყველანი საფრთხეში ვართ.

276
თითქოს თვით სიკვდილი ამხედრებულა ცხენზე და გოლიათების
ამალით მოდის, დედოფალი დემონებიც თან ახლავს.

***

პერკუსინაში იმ ქალის გამოჩენას, რომელსაც ეწერა მომავალში


ცნობილი გამხდარიყო, ან უფრო მეტიც, თუნდაც საეჭვო რეპუტაცი-
ის, მაგრამ მაინც დიდება მოეპოვებინა – ანჟელიკას, თუ ფლორენ-
ციელი ჯადოქრის სახელით – დიდი აურზაური მოჰყვა: კაცები მინ-
დვრის სამუშაოებს ტოვებდნენ, ქალები – სამზარეულოებს, ცომიან
ხელებს გზადაგზა წინსაფრით იწმენდნენ და ისე გარბოდნენ მის სა-
ნახავად, ტყეებიდან ტყისმჭრელები მოქროდნენ, ყასაბ გაბურას ვა-
ჟიშვილი სისხლიანი ხელებით მოიჩქაროდა სხვებთან ერთად, მე-
თუნეებმა სახელოსნოები მიატოვეს. წისქვილიდან ფქვილში ამო-
განგლული ილ მაკიას ბანქოს პარტნიორის, ფროზინო დუეს ტყუპი
ძმა გამოხტა.
სტამბოლელი იანიჩრები, დაძარღვულები, ნაიარევი სახეებით –
არნახული და გაუგონარი რამ იყო ამ მიყრუებულ ადგილას. თეთრ
ცხენზე ამხედრებულ ოთხ შვეიცარიელ გიგანტ-ალბინოსსაც ყო-
ველდღე ვერ იხილავდი. რაც შეეხება კავალკადის მეთაურს, იმპო-
ზანტური ფიგურით, მკვდარივით ფერმკრთალი სახითა და კუპრი-
ვით შავი თმით, რომელიც სენიორა მაკიაველიმ სიკვდილად მო-
ნათლა, ის მართლაც ძრწოლის მომგვრელი იყო.
ბავშვები მისი მოახლოებისას გარბოდნენ.
შიშს განსაკუთრებით ის იწვევდა, რომ, ვინც უნდა ყოფილიყო ის,
თვით სატანა თუ გამანადგურებელი ანგელოზი, თვალებში ეტყობო-
და, უამრავი სიკვდილი ენახა, იმდენი, რამდენის ნახვაც ერთ ადამი-

277
ანს არ ეგების და ამას უკვალოდ არ ჩაევლო, უწინარეს ყოვლისა
თვით მისთვის, თუმცა, ეს არც სხვებს უქადდა სიკეთეს.
მაგრამ მაშინაც კი, თუ გამანადგურებელი ანგელოზი იყო, კაცი
უცნაურად ნაცნობი ჩანდა. უფრო მეტიც, ადგილობრივ დიალექტზე
თავისუფლად ლაპარაკობდა.
ადამიანებს უნებურად უჩნდებოდათ აზრი, სიკვდილი შესაძლოა,
ძმაბიჭურად მოდის, გიშინაურდება, შენს ჟარგონზე ლაპარაკობს,
ანეკდოტებს გიყვება, საიდუმლოებებს გიზიარებს, სანამ ჩრდილთა
სამეფოში წაგიძღვებოდესო.
და მაინც, რა თქმა უნდა, ყველას ყურადღება პირველ რიგში ორ
ქალზე იყო მიპყრობილი, ორ „დედოფალ დემონზე“, როგორც მათ
მარიეტა კორსინიმ უწოდა. ისინი ცხენებზე კაცებივით ისხდნენ, რა-
მაც მაყურებლებში, ქალებშიც და კაცებშიც გაოგნება გამოიწვია,
თუმცა სხვადასხვა მიზეზით. მათი სახეები რაღაც განსაკუთრებულ,
დამაბრმავებელ შუქს აფრქვევდნენ, თითქოს არსებობის საწყისში,
ჯერ კიდევ თვალის ახელამდე, ისე ხარბად ნთქავდნენ უცხოების
მზერას, რომ ახლა მათმა თვალებმაც მძლავრი, მომნუსხველი ძა-
ლა შეიძინესო. ტყუპ ფროზინოებს მეოცნებე გამომეტყველება აღ-
ბეჭდოდათ სახეზე. ალბათ ახლო მომავალში ორი ქორწილი წარ-
მოიდგინეს და მაინც, მიუხედავად აღგზნებული გონებისა, ძმებმა
შენიშნეს, ეს ქალები სულაც არ იყვნენ ერთნაირნი, შესაძლოა ერ-
თმანეთის ნათესავებიც კი არ იყვნენ. – პირველი ქალბატონია, მე-
ორე კი – მისი მსახური, – ჩასჩურჩულა ძმას დაფქვილიანებულმა
ფროზინო მეორემ და ვინაიდან გულის სიღრმეში პოეტური ბუნების
იყო, დასძინა: – მზე და მთვარესავით არიან, თუ ბგერასა და ექოსა-
ვით, თუ ცასა და ტბაში მის ანარეკლივით.
მაგრამ უფრო პროზაულმა ფროზინო უნომ უპასუხა:

278
– ასე რომ, პირველი ქალი ჩემი იქნება, მეორე კი – შენი. მეორეც
ლამაზია, რა თქმა უნდა, და შენ წაგებული არ დარჩები, მაგრამ პირ-
ველის გვერდით მისი სილამაზე ფერმკრთალდება. ამიტომ ჯობია,
ერთი თვალი დახუჭო და ჩემს ქალს არ შეხედო. ჰოდა, მაშინ, ცალკე
აღებული, შენი ქალიც ლამაზად მოგეჩვენება. რადგან ფროზინო
პირველი მთელი თერთმეტი წუთით უფროსი იყო ძმაზე, მას სამარ-
თლიანად მიაჩნდა, პირველი არჩევანის უფლება მას ჰქონოდა.
ფროზინო უმცროსი შეპასუხებას აპირებდა, მაგრამ ამ დროს
პირველი ქალბატონი შემობრუნდა, ძმებს პირდაპირ შეხედა და თა-
ნამგზავრს ჩინებული იტალიურით მიმართა:
– რას იტყვი, ჩემო ანჟელიკა?
– ჩემი აზრით, ისინი საკმაოდ მომხიბვლელები არიან, ჩემო ან-
ჟელიკა.
– მაგრამ შენ ხომ იცი, რომ ეს აკრძალული გვაქვს.
– რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო. მაგრამ რა იქნება სიზმრებში
ვეწვიოთ მათ?
– ორივე ვეწვევით თითოეულ მათგანს, ხომ?
– ჰო, ჩემო ანჟელიკა, ასე უფრო საინტერესო იქნება.
მაშასადამე, ისინი ანგელოზები ყოფილან და არა დემონები!
ანგელოზები, რომელთაც ჩვეულებრივი მოკვდავების აზრების
კითხვა შეუძლიათ! ეჭვი არ არის, ფრთები ტანსაცმელს შიგნით ექ-
ნებათ შეკეცილი. ძმებ ფროზინოებს ალმური მოედოთ სახეზე და
დარცხვენილებმა აქეთ-იქით ყურება დაიწყეს, მაგრამ, როგორც
ჩანდა, მათ გარდა ანგელოზების საუბარი არავის გაუგონია. ეს და-
უჯერებელი იყო და კიდევ ერთხელ ამტკიცებდა, რომ სასწაული
მოხდა. ანგელოზები იყვნენ, ანგელოზები! სახელიც ერთნაირი
ჰქონდათ – ანჟელიკა. ვერც ერთი დემონი გაბედავს ასეთი სახელი

279
დაირქვას. ისინი მათ, მეწისქვილეებს, დაჰპირდნენ სიზმრებში მო-
ნახულებას. ასეთ რამეზე ოცნება თუ შეეძლოთ მხოლოდ.
ეს ხომ სამოთხისებური ნეტარება იქნებოდა.
ძმები ხმამაღალი სიცილით შებრუნდნენ და წისქვილისკენ გაიქ-
ცნენ, იმდენად სწრაფად, რამდენადაც მათ ფეხებს შეეძლოთ ამის
გაკეთება.
– ჰეი, სად გარბიხართ, – მიაყვირა მათ ყასაბმა გაბურმა, მაგრამ
ძმები არ გამოხმაურებიან. ან რა უნდა ეპასუხათ, როგორ უნდა აეხ-
სნათ, რომ ახლა სასწრაფო და გადაუდებელი საქმე იყო, დაწოლი-
ლიყვნენ და თვალები დაეხუჭათ? როგორ უნდა აეხსნათ, რატომ
იყო ეს ასე მნიშვნელოვანი? დაძინება ასეთი აუცილებელი არასო-
დეს ყოფილა...
პროცესია ეტორის ტავერნასთან შეჩერდა. ჩამოვარდნილ სიჩუ-
მეს დაღლილი ცხენების ჭიხვინი არღვევდა მხოლოდ. ილ მაკიას
თვალები სხვების მსგავსად ქალებისთვის მიეპყრო, ამიტომ, როცა
ფერმკრთალი მხედარი მისი ყოფილი მეგობრის ხმით ალაპარაკდა,
მოეჩვენა, თითქოს მშვენიერების სავანიდან ამყრალებულ ორმოში
მოისროლეს.
– რა დაგემართა ნიკოლო, – ამბობდა ხმა, – განა არ იცი, რომ
მეგობრის დავიწყება საკუთარი თავის დავიწყებას ნიშნავს?
შეშინებული მარიეტა ქმრის მკლავს ჩაებღაუჭა.
– თუ შენ დღეს სიკვდილი დაგიმეგობრდა, – წასისინა ყურში, –
მაშინ შენს შვილებს მზის ჩასვლამდე უწერიათ დაობლება. ილ მაკი-
ამ თავი შეანჯღრია, თითქოს ნაბახუსევია და შეფხიზლება სურსო,
შემდეგ თავი ასწია, მხედარს ცივად შეხედა თვალებში და მტკიცე
ხმით თქვა:
– ოდესღაც სამი მეგობარი ცხოვრობდა: ილ მაკია, აგოსტინო
ვესპუჩი და ანტონინო არგალია. მათმა ბავშვობამ ჯადოსნურ სამყა-
280
როში ჩაიარა. შემდეგ ნინოს მშობლები შავმა ჭირმა შეიწირა. ის ბე-
დის საძებნელად გაეშურა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
მარიეტას მალიმალ გადაჰქონდა მზერა თავისი ქმრიდან უცნობ-
ზე და პირიქით, და ნელ-ნელა სახეზე დაეტყო, თითქოს რაღაცის
მიხვედრა დაიწყო.
– და, აი, – განაგრძო ნიკოლომ, – მას შემდეგ, რაც მრავალი წე-
ლი გაატარა მტრის სამსახურში, უღალატა სამშობლოსა და თავის
ღმერთს, სული ჯოჯოხეთში ტანჯვისთვის გასწირა, სხეული კი – სახ-
რჩობელისთვის, ფაშა არგალია, თუ კიდევ როგორ ეძახიან – არკა-
ლია, ალგ-ჰალია, დაბრუნდა სამშობლოში, რომელიც უკვე აღარ
არის მისი სამშობლო.
ილ მაკია მაინცდამაინც რელიგიური ადამიანი არ იყო, მაგრამ
თავი ქრისტიანად მიაჩნდა. მართალია, წირვას არ ესწრებოდა, მაგ-
რამ არც ერთი სხვა რელიგია მისთვის არ არსებობდა. მას მიაჩნდა,
რომ იმ დროის ყველა ომზე პაპები იყვნენ პასუხისმგებელნი, ბევრ
ეპისკოპოსსა და კარდინალს ბოროტმოქმედს ეძახდა, თუმცა, თავი-
სი თვალსაზრისით სამყაროს აგებულებისა და ბუნების შესახებ, პა-
პებსა და კარდინალებთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე პრინცებთან,
ჰერცოგებსა და სხვა საერო მმართველებთან. იქ, ტავერნაში, მას
შეიძლებოდა რომის კურია კორუფციაში დაედანაშაულებინა, აღ-
შფოთება გამოეხატა, რადგან მათი შემხედვარე იტალიელები რწმე-
ნას კარგავდნენ, მაგრამ ერეტიკოსი არასოდეს ყოფილა. რა თქმა
უნდა, არა. ის აღიარებდა, რომ სულთნის მმართველობის წესში იყო
ისეთი ასპექტები, რომლის გადმოღება კარგი იქნებოდა, რომ მუს-
ლიმებს ჰქონდათ რაღაც, რისთვისაც შეიძლება, ქებას იმსახურებ-
დნენ, მაგრამ მათ სამსახურში გადასვლაზე ფიქრიც კი გულს ურევ-
და.

281
გარდა ამისა, თავიდან ვერ მოეშორებინა ფიქრი „მოგონებების
სასახლეზე“, ბურჟელ მშვენიერ, საცოდავ გოგონაზე, ანგელოზის
გული რომ ჰქონდა და იმის გამო, რაც მის სულსა და სხეულს დამარ-
თეს, ფანჯრიდან გადახტა თავის მოსაკლავად. გასაგები მიზეზების
გამო ამის შესახებ ცოლის თანდასწრებით ვერ ილაპარაკებდა, ის
ხომ ისედაც ყველაფერზე ეჭვიანობდა, თუმცა ამაში, რა თქმა უნდა,
მასაც მიუძღოდა ბრალი. ახლაც, სოლიდური ასაკის მიუხედავად,
პატარა ბიჭივით ყურებამდე იყო შეყვარებული, მაგრამ არა ცოლზე,
არამედ ბარბერა რაფაკანი სალუტატოზე, რომელსაც მშვენიერი,
ტკბილი ხმა ჰქონდა და უამრავ სიმღერას ასრულებდა კარგად. მაგ-
რამ კარგად არა მხოლოდ სიმღერა შეეძლო... აჰ, ბარბერა, ბარბე-
რა! მართალია, ისეთი ნორჩიც აღარაა, როგორიც ადრე, მაგრამ
მასზე გაცილებით ახალგაზრდაა და მუდამ მზადაა ჭაღარაშერეული
კაცი სიყვარულით გააბედნიეროს...
არა, არა, ამაზე ფიქრს ჯობია ახლა აბსტრაქტულ ცნებებზე –
მკრეხელობასა და ღალატზე გადაიტანოს გულისყური.
– აბა, ბატონო ფაშა, იქნებ აგვიხსნათ, რამ მოგიყვანათ წარმარ-
თი კაცი, აქ, ჩვენთან, ქრისტიანებთან, – წარბშეკრულმა, მკაცრი გა-
მომეტყველებით ჰკითხა მან. – მინდა დახმარება გთხოვოთ, – უპა-
სუხა არგალიამ, – მაგრამ არა ჩემთვის.

282
***

ბავშვობის მეგობრებმა საათზე მეტი გაატარეს ჩაკეტილ კარს


მიღმა, ილ მაკიას კაბინეტში, რომელიც წიგნებითა და დოკუმენტე-
ბით იყო სავსე. ცა უკვე ჩამობნელდა. სახლთან შეკრებილი ხალხის
ნაწილი დაიშალა და თავიანთ საქმეებზე წავიდა, ნაწილი კი ჯერაც
იქ იდგა. იანიჩრები ცხენებიდან არ ჩამოსულან, ადგილიდან არ იძ-
ვროდნენ. ასევე უძრავად იჯდა ცხენზე ორი ქალიც, თუმცა უარი არ
უთქვამთ ილ მაკიას მსახური ქალის მიერ შეთავაზებული წყალი და-
ელიათ.
შეღამებული იყო, როცა ორი კაცი სახლიდან გამოვიდა და ნათ-
ლად ჩანდა, რაღაც შეთანხმებისთვის მიეღწიათ. არგალიას ნიშანზე
იანიჩრები ჩამოქვეითდნენ, ყარა ყიოზსა და სარკეს კი თვით არგა-
ლია დაეხმარა ცხენებიდან ჩამოქვეითებაში.
ჯარისკაცებს უბრძანეს, ბანაკი გაეშალათ. ნაწილი ტყესთან ახ-
ლოს, პატარა მინდორზე განლაგდა, სხვები კი – ფონტალას, პოჯო-
სა და მონტო პალიანოს მამულებში. ოთხი შვეიცარიელი გიგანტი
„ლა სტრადას“ ვილასთან დატოვეს, მიწაზე გაშლილ კარვებში, იქ
მყოფთა პირად მცველებად.
გადაწყდა, გამოძინებისა და მომაგრების შემდეგ კაცებს გზა გა-
ეგრძელებინათ, ყველაზე ძვირფასი, ქალები კი „ლა სტრადას“ ვი-
ლაში დაეტოვებინათ.
მაშ, ასე, ქალები რჩებოდნენ. ნიკოლომ მეუღლეს უთხრა, უცხოე-
ლი ქალბატონები მოგოლი პრინცესა და მისი მსახური არიან და
ჩვენთან იცხოვრებენო. მარიეტამ ეს ახალი ამბავი ისე მიიღო, რო-
გორც სასიკვდილო განაჩენი. ავხორცი ქმრის ვნებებისთვის უნდა
შეეწირათ მსხვერპლად! მის სახლში, მის ჭერქვეშ იცხოვრებდნენ
ყველაზე ლამაზი და ყველაზე მაცდური ქალები, როგორიც კი პერ-
283
კუსინაში ოდესმე უნახავთ, – დედოფალი დემონები – და მას ეს უნ-
და აეტანა! ეს იმას ნიშნავდა, რომ ნიკოლოსთვის მარიეტა საერ-
თოდ აღარ იარსებებდა. მხოლოდ ის ორი ქალი გახდებოდა მის-
თვის ყველაფერი, ის კი საკუთარი ქმრის არარსებულ ცოლად იქცე-
ოდა. ყველაფერი ძველებურად დარჩებოდა – საჭმელიც ისევ აღ-
მოჩნდებოდა მაგიდაზე თავის დროს, სარეცხიც გაირეცხებოდა, სახ-
ლიც მილაგებული იქნებოდა, მაგრამ მისი ნიკოლო ვერც შენიშნავ-
და, ამ ყველაფერს ვინ აკეთებდა, რადგან ის ამ უცხოელი გრძნე-
ულების უძირო თვალებში ჩაიხრჩობოდა, სურვილები წალეკავ-
დნენ და საერთოდ დაავიწყებდნენ ცოლის არსებობას. ბავშვების
გადაყვანა მოუხდებოდათ დროებით სადმე სხვაგან, ალბათ უფრო
მათ სახლში, რომის ქუჩაზე, რვა არხთან ახლოს და მას ორი სახლის
დიასახლისობა მოუწევდა. არა, ეს შეუძლებელია, ეს არ შეიძლება
მოხდეს, ის ამას არ დაუშვებს!
მან ქმარს ლანძღვა დაუწყო, იქვე, სახალხოდ, მთელი სოფლის
თვალწინ, ალბინოსი გიგანტებისა და სიკვდილის მხედრის თანდას-
წრებით, მკვდრეთით აღმდგარი არგალია რომ აღმოჩნდა. მაგრამ
ილ მაკიამ მბრძანებლურად შემართა ხელი და წამიერად იმ დიდ-
გვაროვან ფლორენციელად იქცა, რომელსაც ის ადრე იცნობდა. მა-
რიეტა მიხვდა, დავას აზრი აღარ ჰქონდა და გაჩუმდა.
– კარგი, – თქვა მან, – მაგრამ იცოდნენ, ჩვენი სახლი სასახლე
არ არის. მერე ბუზღუნი არ დაიწყონ. რაც გვაქვს, ის გვაქვს.
შერეკილ მეუღლესთან თერთმეტი წელი თანაცხოვრებამ გვა-
რიანად დააგლიჯა ნერვები მარიეტას და ამის შემდეგ ქმარს ჰყოფ-
ნიდა თავხედობა, ცოლისთვის ჭირვეულობა და ანჩხლობა დაებრა-
ლებინა, რათა ამით გაემართლებინა ვიზიტები ბოზანდარა ბარბე-
რას ბუდუარში! ძნელი გასაშიფრი არ იყო, რა ხდებოდა მჩხავანა სა-
ლუტატის ტვინში. მას იმედი ჰქონდა, მარიეტას სიკვდილს მოესწრე-
284
ბოდა და დიასახლისის ადგილს დაიკავებდა ვილაში, სახლში, რო-
მელშიც კორსინიმ ნიკოლოს ექვსი შვილი გაუჩინა. „არაფერია, –
ფიქრობდა მარიეტა, – ას წელზე მეტს ვიცოცხლებ ბარბერას ჯიბ-
რზე, მის სიკვდილს მოვესწრები და მის უბადრუკ საფლავზეც ვიცეკ-
ვებ შიშველი, ნამგალა მთვარის შუქზე“. თავისივე მძვინვარება აში-
ნებდა, თუმცა სჯეროდა, რომ ყველაფერში მართალი იყო. ჰო, ის
მოხარული იქნებოდა, თუ მეტოქე მოკვდებოდა, შესაძლოა, იმის-
თვისაც კი იყო მზად, მისი სიკვდილისთვის ხელი შეეწყო. ალბათ მი-
სი მოკვლა მოუწევდა. შავი მაგიის არაფერი გაეგებოდა, ამიტომ მი-
სი წყევლა არასოდეს ჭრიდა და, საერთოდ, ამ მხრივ მარიეტას
მცდელობები უშედეგოდ მთავრდებოდა.
ერთხელ, ქმრის აღსაგზნებად, მასთან დაწოლის წინ თავიდან
ფეხებამდე ნაკურთხი ზეთით დაიზილა ტანი. იმედი ჰქონდა, ამ ბალ-
ზამის საშუალებით ქმარს ერთხელ და სამუდამოდ მოვაჯადოებ და
სხვა ქალზე აღარასოდეს იფიქრებსო, ის კი მეორე საღამოს, ჩვე-
ულებისამებრ, ბარბერასთან წავიდა. ცოლი მისდევდა და უყვირო-
და, უღმერთო გარყვნილი ხარ, ნაკურთხი ზეთიც კი ვერაფერს გშვე-
ლისო.
ნიკოლოს ცოლის წყევლა არ ესმოდა, მაგრამ სამაგიეროდ ესმო-
დათ ბავშვებს. მათი თვალები ყველაფერს ხედავდნენ, მათ ყურებს
უმცირესი ჩქამიც არ გამოეპარებოდათ. მათი ჩურჩული სინდისის
ჩურჩული იყო ოჯახისთვის.
მარიეტასთვის ისინი ერთგვარი კეთილი სულები იყვნენ, მაგრამ
ისეთი კეთილი სულები, რომელთაც სჭირდებოდათ კვება, ტანსაც-
მლის დაკემსვა, საფენების დადება ცხელ შუბლზე, როცა ავად გახ-
დებოდნენ, ასე რომ, სრულიად რეალურებიც იყვნენ. და მაინც, მის-
თვის ახლა მთავარ რეალობად მრისხანება და ეჭვი იქცა. ბავშვებზე
ზრუნვაც კი ლამის მეორეხარისხოვანი გახდა. ბავშვები... მათი თვა-
285
ლები, ყურები, რა საყვარლად ფშვინავდნენ ძილის დროს. მაგრამ
ახლა მისი ფიქრები მთლიანად ქმარს დასტრიალებდა, კანონიერ
მეუღლეს – ასეთ პირქუშს, წარმოსადეგს, განათლებულს, ხელმო-
ცარულს, დევნილს – კაცს, რომელმაც ჯერაც ვერ გაიგო, რა არის
ყველაზე მთავარი და ღირებული ცხოვრებაში. მას ხომ ყველაფერი
თავზე დაენგრა, მრავალი წლის პატიოსანი, თავდადებული სამსა-
ხური არ დაუფასდა. და მაინც წამებამაც კი ვერ აუხილა თვალი და
ვერ მიახვედრა, რომ პირველ რიგში შენი ოჯახი და ახლობლები უნ-
და გიყვარდეს და არა ხალხი ზოგადად. მოსიყვარულე ცოლი ჰყავს,
ერთგული და მზრუნველი, მოთმინებით ეწევა ჭაპანს მასთან ერ-
თად, ის კი იაფფასიან ქუჩის ქალებს დასდევს. ეს თავმოყვარე და
განათლებული კაცი, რომელსაც არცთუ ძალიან დიდი, მაგრამ სრუ-
ლიად საკმარისი შემოსავალი აქვს, ყოველდღე ღირსების დამამცი-
რებელ წერილებს სწერს მედიჩის კანცელარიას თხოვნით, რომ სა-
მოქალაქო სამსახურში რაღაც თანამდებობა მისცენ.
მაამებლურ წერილებს წერს, უკადრისსა და შეუფერებელს ასეთი
გონიერი, კრიტიკულად მოაზროვნე, პირმოთნეობის მოძულე ადა-
მიანისათვის. მან აბუჩად აიგდო ყველაფერი, რასაც თვალისჩინი-
ვით უნდა გაფრთხილებოდა: წყნარი, პატრიარქალური ცხოვრება,
თავისი ეზო-გარემო, სახლებით, ტყეებითა და მინდვრებით; მოკ-
რძალებული ქალღმერთით, ქალით, რომელიც განგებამ შეახვედ-
რა – საკუთარი ცოლით.
მშვიდი ცხოვრება, უბრალო რამეები: განთიადისას შაშვის გა-
ლობა, ყურძნის მძიმე მტევნები, შინაური საქონელი, ფერმა... აქ წე-
რის დროც ჰქონდა და კითხვისაც. მერე როგორი ბრწყინვალე გო-
ნება აქვს, ნებისმიერ პრინცს შეშურდება.
გონება მისი მთავარი სიმდიდრე და კოზირია ახლაც, მაგრამ მა-
საც რაში იყენებს. ოჯახის საქმეები გულს ურევს და ხსნას ქალების
286
ფეხებს შორის ეძებს. ახლა იმ როსკიპი მომღერლის, ბარბერას ფე-
ხებს შორის. როცა სადმე, ახლომახლო მის პიესას დგამდნენ, სულ
ბოლო პიესას მანდრაგორას ფესვების შესახებ, ნიკოლოს დაჟინე-
ბით, შესვენებებს შორის ბარბერას იწვევდნენ, რათა სიმღერით მა-
ყურებელი გაერთოთ.
გასაკვირია, როგორ უძლებდა ხალხი მის ყურისწამღებ წივილს.
გასაკვირია, ასეთ ქმარს ღვინოში საწამლავი რომ არ ჩაუყარა. გა-
საკვირია, ღმერთი როგორ უშვებს, ბარბერასნაირი ქუჩის ქალები
ასე გალაღებულები იყვნენ, მაშინ როცა წესიერ ქალებს ძლივს გა-
აქვთ თავი წვალებითა და ჯახირით, და უდროოდ ბერდებიან.
„რას იზამ, – უთხრა საკუთარ თავს მარიეტამ, – შესაძლოა, ახლა
მე და იმ ბღავილა ძროხას საერთო მიზანი გვქონდეს.
შესაძლოა, ახლა სჯობდეს შევხვდეთ და ვიმსჯელოთ, რა მოვი-
მოქმედოთ ამ კუდიანი ქალების წინააღმდეგ, რომლებიც გამოგვეც-
ხადნენ, რათა მშვიდი, ბედნიერი ფლორენციული ცხოვრება დაგ-
ვინგრიონ“.

***

ილ მაკიას ჩვევად ჰქონდა, ყოველ საღამოს თავის დიდ მკვდრებს


დათათბირებოდა თავის ოთახში, იმ ოთახში, რომელშიც ახლა ბავ-
შვობის მეგობრის პირისპირ იდგა. თვითონაც არ იცოდა, მოახერ-
ხებდა თუ არა, დაეძლია მტრული გრძნობა, რომლითაც სავსე იყო,
თუ სამუდამო მტრებად დაშორდებოდნენ ერთმანეთს.
ახლაც, უჩუმრად თავის მკვდრებს მიმართა რჩევისათვის.
უმრავლესობასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მათ
შორის იყვნენ გმირებიცა და ბოროტმოქმედებიც, ფილოსოფოსები-
ცა და მხედართმთავრებიც. როცა მარტო რჩებოდა, ისინი მის გარ-
287
შემო შეჯგუფდებოდნენ და მსჯელობდნენ, დავობდნენ, განმარტავ-
დნენ, თავს იმართლებდნენ, ხანდახან კი მორიგ ისტორიულ ლაშ-
ქრობაშიც მიჰყავდათ. ასე შეხვდა ის სპარტელთა წინამძღოლს,
სპარტის, და მასთან ერთად, მთელი საბერძნეთის დამცველს რო-
მაელებისგან.
ასე გახდა მოწმე, როგორ აღზევდა ხელისუფლების მწვერვალამ-
დე უბრალო სიცილიელი მეთუნის შვილი აგათოკლე, რომელმაც
სირაკუზის მმართველის თანამდებობას მხოლოდ თავხედობის წყა-
ლობით მიაღწია, ასე აჭენა ცხენი გვერდიგვერდ თვით ალექსანდრე
მაკედონელთან დარიელთა წინააღმდეგ კამპანიის დროს.
ასეთი ურთიერთობის შემდეგ ის თავს მაყურებლად გრძნობდა,
რომლის წინაშე ფარდა იხსნებოდა და მსოფლიო უფრო მკაფიოდ
ჩანდა. წარსული იყო სინათლე – თუ სწორი კუთხით მიმართავდი,
შეეძლო აწმყო უფრო კარგად გაენათებინა, ვიდრე რომელიმე თა-
ნამედროვე ლამპას, დიდება – ოლიმპიური ცეცხლი, ხელიდან ხელ-
ში რომ გადასცემენ დიდთა შორის უდიადესები ერთმანეთს. ალექ-
სანდრე დიდი აქილევსის ნაკვალევს მისდევდა, კეისრისთვის კი
ალექსანდრე იყო მაგალითის მიმცემი და ა.შ. საგნების არსში წვდო-
მაც მსგავსი ბუნებისაა. ცოდნა ადამიანის თანდაყოლილი თვისება
არ არის, მას ვიღაცისგან ვიღებთ და ხელახლა იბადება. სიბრძნე
რაღაა? ცოდნის გადაცემა ერთი ეპოქიდან მეორისთვის და ა.შ.
ცოდნის მუდმივი განახლება – ეს არის სიბრძნე. სხვა ყველაფერი
ველურობა და ბარბაროსობაა.
და მაინც, ბარბაროსები ყველგან იყვნენ და ყველგან იმარჯვებ-
დნენ. ვინღა არ გადათელა იტალია ამ განუწყვეტელი ომების ხანა-
ში! შვეიცარიელებმა, ფრანგებმა, ესპანელებმა, გერმანელებმა...
ჯერ ფრანგები მოვიდნენ და რომის პაპთან, ვენეციელებთან, ესპა-
ნელებსა და გერმანელებთან გააჩაღეს ბრძოლა. მერე უცებ, თვა-
288
ლის დახამხამებაში აღმოჩნდა, თურმე ფრანგები პაპთან, ვენეციე-
ლებსა და ფლორენციელებთან ერთად მილანსაც ებრძოდნენ. შემ-
დეგ რომის პაპი, ფრანგები, ესპანელები და გერმანელები ებრძოდ-
ნენ ვენეციელებს. შემდეგ პაპი, ვენეცია, ესპანელები და გერმანე-
ლები საფრანგეთს ეცნენ, შვეიცარელები კი ჯერ ლომბარდიას, შემ-
დეგ – ფრანგებს. ასეთი კარუსელი ტრიალებდა იტალიაში, თითქოს
ცეკვისას პარტნიორებს იცვლიდნენ, თუ „იერუსალიმში წასვლას“
თამაშობდნენ, ცნობილ თამაშს, რომლის არსი ის არის, რომ სკამე-
ბის გამოცვლისას უადგილოდ არ დარჩე. და მთელი ამ პერიოდის
განმავლობაში თვით იტალიაში არ აღმოჩნდა ჯარი, რომელიც ქვეყ-
ნის საზღვრებს მომხვდურთა ხროვებისგან დაიცავდა.
ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამაზე ჩაფიქრებამ გადააწყვეტინა
ილ მაკიას შემრიგებლური პოზიცია დაეჭირა. „იტალიის ბარბარო-
სებისაგან გასათავისუფლებლად შეიძლება საჭიროა მასაც ჰყავდეს
თავისი ბარბაროსი, – გაიფიქრა მან, – ვინ იცის, იქნებ არგალია,
რომელმაც ამდენი ხანი გაატარა ბარბაროსებს შორის, მათსავით
მძვინვარე გახდა და თვით სიკვდილის ინკარნაციას დაემსგავსა,
სწორედ ის მხსნელი აღმოჩნდეს, რომელიც ახლა ასე ძალიან სჭირ-
დება ქვეყანას“. მისი მზერა არგალიას სამოსზე ამოქარგულ ტიტაზე
შეჩერდა. „სიკვდილი ტიტებს შორის“, – მოწონებით წასჩურჩულა
ყურში დიადმა მიცვალებულმა. „გამორიცხული არ არის, ეს ფლო-
რენციელი თურქი ქალაქისთვის ბედნიერების მომტან ყვავილად
იქცეს“.
ნელა, საკმაო ფიქრის შემდეგ ილ მაკიამ მას ხელი გაუწოდა ჩა-
მოსართმევად.
– თუ იტალიის ხსნას შეძლებ, – თქვა მან, – მაშინ შენს ხან-
გრძლივ მოგზაურობაში შესაძლოა განგების ხელი ერია.

289
არგალიამ თავისი როლის ასეთ რელიგიურ კონტექსტში ხსენება
არ მიიღო და ილ მაკიაც მაშინვე დაეთანხმა.
– შენ მართალი ხარ. მხსნელის იარლიყი შენთვის არ გამოდგება
– „ძაღლიშვილი“ უფრო ზედგამოჭრილი იქნებოდა.
ანდრეა დორიამ ბოლოს და ბოლოს მოახერხა არგალიას დარ-
წმუნება, რომ აზრი არ ჰქონდა შინ წასვლასა და მხარ- თეძოზე წა-
მოწოლას. „შენ რა გგონია, – უთხრა მოხუცმა კონდოტიერმა, –
ჰერცოგი ჯულიანო გეტყვის: მოგესალმებით სამშობლოში კბილე-
ბამდე შეიარაღებულო მოღალატე მეკობრევ, ქრისტიანთმჟლეტო
იანიჩარო, თქვენს ას ერთ მრავალჭირგადახდილ მებრძოლსა და
ოთხ გიგანტ შვეიცარიელთან ერთად. მე გულწრფელად მჯერა
თქვენი სიტყვებისა, რომ მხოლოდ სამშვიდობო მიზნები გამოძრა-
ვებთ და ცხადია, ყველა თქვენი თანმხლები ჯენტლმენი ამიერიდან
მებაღედ, მსახურად, ხუროდ თუ მღებავად იმუშავებს“. ამ ზღაპარს
მხოლოდ ჩვილი თუ დაიჯერებს. შეიარაღებულ ხალხთან ერთად შე-
ნი გამოჩენიდან ხუთიოდე წუთის შემდეგ ფლორენციის მთელი მი-
ლიცია დაგესხმებათ თავს შენს ხელში ჩასაგდებად. ასე რომ, თუ
ფლორენციაში წახვალ, შეგიძლია ჩათვალო, მკვდარი ხარ. თუ...“
„რა თუ?“ – არგალია იძულებული გახდა ეკითხა. „თუ პირადად მე
არ ვურჩევ ჯულიანოს, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად
დაგნიშნოს. ასეთი კაცი მას ახლა ჰაერივით სჭირდება. ჩვენში დარ-
ჩეს, შენც დიდი არჩევანი არ გაქვს, – დასძინა მოხუცმა ადმირალმა,
– ჩვენნაირი კაცები ხომ პენსიაზე არ ოცნებობენ“. – მე ჰერცოგს არ
ვენდობი, – მიუბრუნდა არგალია ილ მაკიას, – გულწრფელად გით-
ხრა, მაინცდამაინც არც ადმირალს ვენდობი. ის ყოველთვის გა-
მორჩეული არამზადა იყო და არა მგონია, წლების მატებასთან ერ-
თად უკეთესი გამხდარიყო.

290
შესაძლოა, მან უკვე გააფრთხილა ჯულიანო ჩემი გამოჩენის შე-
სახებ და ურჩია მომკლას, როგორც კი ქალაქში ფეხს დავადგამ. ეს
ბებერი საკმაოდ ცივსისხლიანია საიმისოდ, რომ ასე მოქცეულიყო.
თუმცა, ისიც არაა გამორიცხული, გადაწყვიტა, კეთილშობილება
გამოიჩინოს და მართლა დამეხმაროს ძველი ნაცნობობის ხათრით.
არ მინდა, ქალებთან ერთად შევიდე ქალაქში, სანამ გავიგებ, იქ რა
მდგომარეობაა. – მე გეტყვი, რა მდგომარეობაც არის, – გულისტკი-
ვილით თქვა ილ მაკიამ, – ქალაქში ყველაფერი მედიჩების ხელშია.
პაპიც მედიჩია და თვით ეშმაკის განსახიერებაა. ხალხი ამბობს, ალ-
ბათ თვითონ ღმერთიც მედიჩიაო. სწორედ მედიჩების გამო ვარ ამ
დღეში და ძლივს გამაქვს თავი – საქონლითა და ფრინველით ვვაჭ-
რობ, ხან ერთ ციდა მიწას ვამუშავებ და შეშას ვყიდი, რომ როგორმე
ოჯახი ვარჩინო. შენი მეგობარი აგოც არაა უკეთეს დღეში. ასე დაგ-
ვიფასდა ჩვენი ქალაქის უანგარო და ერთგული სამსახური წლების
განმავლობაში. და, აი, ახლა შენ გამოგვეცხადე. კაცი, რომელმაც
კარიერა რჯულისა და ქვეყნის ღალატით გაიკეთე. ჰერცოგი მაგ ცივ
თვალებში ჩაგხედავს და დაინახავს იმას, რასაც ყველა ხედავს: შენ
ბუნებით მკვლელი ხარ. მილიციის მეთაურად დაგნიშნავს, მილიცი-
ისა, რომლის შესაქმნელად, ვინ იცის, რამდენი წვალება დამჭირდა,
რამდენი თხოვნა ჩვენი მდიდარი ქალაქის ძუნწი მოქალაქეებისათ-
ვის, რომ თუნდაც რაღაც გროშები გაეღოთ მუდმივი ჯარის შესაქ-
მნელად. მე გავწვრთენი ისინი, მე ვმეთაურობდი მათ პიზის, ჩვენი
ძველისძველი სამფლობელოს ალყის დროს. და, აი, ამ მილიციას
მოგართმევენ შენ ჯილდოდ ავაზაკობის, გარყვნილი და თავაშვებუ-
ლი ცხოვრებისათვის. როცა ასეთი რამ ხდება, ძნელია დაიჯერო ის,
რასაც რელიგია გვასწავლის – სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს, ბო-
როტება კი მარცხდებაო. ასე არ არის?

291
– მიხედე ჩემს ქალებს, სანამ რამეს მოვახერხებ, – თქვა არგა-
ლიამ, – თუ გამიმართლებს და საქმე კარგად წავა, ვნახოთ, რის გა-
კეთება შემეძლება შენთვის და პატარა აგოსთვის. – მშვენიერია, –
თქვა ილ მაკიამ, – ესე იგი შენ ახლა მე უნდა დამეხმარო?

***

აგო ვესპუჩიმ მძიმე ცხოვრება გაიარა. ის შეიცვალა, იშვიათად


თუ გაიცინებდა, აღარც ბილწსიტყვაობდა და სულ დანაღვლიანებუ-
ლი ჩანდა. ილ მაკიასგან განსხვავებით ის ქალაქიდან არ გაუძევე-
ბიათ. ზეთით, აბრეშუმით, ღვინითა და შალით ვაჭრობას მიჰყო ხე-
ლი, ანუ იმის კეთება მოუხდა, რაც ყველაზე მეტად სძაგდა.
თუმცა პერკუსინას ხშირად სტუმრობდა, მანდრაგორას ტყეში
მარტოხელა დაეხეტებოდა, საღამოს კი ტავერნაში შედიოდა და ილ
მაკიას უერთდებოდა. ისინი ღვინოს სვამდნენ და ნარდს თამაშობ-
დნენ. ოქროსფერი კულულები ადრე გაუთეთრდა და შეუთხელდა
კიდეც, ასაკთან შედარებით ხნიერად გამოიყურებოდა. ცოლი არ
შეურთავს და არც საროსკიპოებში დადიოდა მაინცდამაინც ხშირად
და ძველებური ენთუზიაზმით.
სამსახურიდან უსამართლოდ გამოგდებამ კარიერის გაგრძელე-
ბის სურვილი დაუკარგა, ალესანდრა ფიორენტინას მიერ მიყენე-
ბულმა შეურაცხყოფამ კი სექსუალური ლტოლვა გაუნელა.
ღარიბულად იცვამდა და ცოტა ხელმოჭერილიც გახდა, თუმცა
ამის საჭიროება არ ჰქონდა, რადგან, მიუხედავად ხელფასის დაკარ-
გვისა, ფული არ აკლდა. ვესპუჩების კლანს ხომ არასოდეს უჭირდა.
ფლორენციიდან პერკუსინაში ილ მაკიას გამგზავრების წინა ღამით
აგომ წვეულება გადაიხადა, რომლის დამთავრების შემდეგ სტუმ-
რებს ანგარიში წარუდგინა:
292
თითოეულს, თვით ნიკოლოს ჩათვლით, – თოთხმეტი სოლდი.
ილ მაკიას ამდენი ფული თან არ აღმოაჩნდა, მხოლოდ თერთმე-
ტი სოლდი მისცა. და ახლაც, აგო ხშირად, ასეთი წვრილმანისთვის
მეტისმეტად ხშირად, შეახსენებდა ილ მაკიას – დარჩენილი სამი
სოლდი მეკუთვნის შენგანო. ილ მაკია მეგობრის ახალშეძენილი
ნაკლის – სიძუნწის მიზეზს ხვდებოდა. ის ხედავდა, რომ საზოგადო-
ებრივი მდგომარეობის დაკარგვა მრავალწლიანი, თავდაუზოგავი
შრომის შემდეგ აგოსათვის უფრო ძნელი გადასატანი აღმოჩნდა,
ვიდრე მისთვის და უარყოფამ, სიყვარულში მარცხმაც ხომ სრული-
ად მოულოდნელი თვისებები შეიძლება გამოავლინოს ადამიანში.
აგოს მეგობრებისგან განსხვავებით მოგზაურობისკენ გული არა-
სოდეს მიუწევდა. ამ ქალაქში ყველაფერი იყო, რაც მას სჭირდებო-
და. და თუ ილ მაკიამ ქალაქი დაკარგა, აგო მთელი სამყაროსგან
აღმოჩნდა მოკვეთილი. ხანდახან ფლორენციის სამუდამო დატოვე-
ბაზე, ამერიგოსთან ერთად ესპანეთში წასვლასა და ოკეანის გადა-
ლახვაზე ფიქრობდა. თუმცა ამ თემაზე ლაპარაკისას დიდი ენთუზი-
აზმი არ ეტყობოდა. ასე უხალისოდ იმქვეყნად წასვლაზე საუბრობენ
ხოლმე. ამერიგოს სიკვდილმა კიდევ უფრო დიდ სასოწარკვეთილე-
ბაში ჩააგდო და, როგორც ეტყობოდა, ახლა უფრო მეტად, ვიდრე
ოდესმე, მზად იყო სიცოცხლე უცხო ცის ქვეშ დაემთავრებინა. მისი
ძველი მეგობრები შარიანები და ჩხუბისთავები გახდნენ. – ბიაჯო
ბუონაკორსი და ანდრეა დი რიმოლო ერთმანეთს ხმას აღარ სცემ-
დნენ. აგო და ილ მაკიაც წაიჩხუბნენ. მაგრამ ვესპუჩი და მაკიაველი
მიუხედავად ყველაფრისა, მეგობრებად რჩებოდნენ და არგალიას
ჩამოსვლის მეორე დილით, განთიადისას, ცხენზე ამხედრებული
აგო ილ მაკიას ვილას მიუახლოვდა. უნდოდა, შაშვების დასაჭერად
წასულიყვნენ ერთად, მაგრამ შიშისგან კინაღამ მოკვდა, როცა მის
წინ უცებ, ნისლიდან ოთხი შიშისმომგვრელი გიგანტი ამოიმართა,
293
რომლებიც გარს შემოეჯარნენ და სტუმრობის მიზეზი ჰკითხეს. თუმ-
ცა, როგორც კი ზღურბლზე ილ მაკია გამოჩნდა გრძელ ლაბადაში
გახვეული და თქვა, ეს კაცი ჩემი მეგობარიაო, მაშინვე დაშოშმინ-
დნენ. სინამდვილეში, და არგალიამ ეს კარგად იცოდა, მის გოლია-
თებს ჭორიკნობა ბაზრის დედაკაცებივით უყვარდათ და სანამ ყვე-
ლანი ილ მაკიას ელოდნენ, რომელიც სამზარეულოში დაბრუნდა,
რათა ჩიტის წებო წაესვა თელადუმას ტოტებისათვის და მერე ისინი
პატარა გალიებში ჩაელაგებინა, ოტომ, ბოტომ, კლოტომ და დარ-
ტანიანმა აგოს ისე ნათლად დაუხატეს სიტუაცია, რომ მან პირვე-
ლად მრავალი წლის განმავლობაში იგრძნო, როგორ ამოძრავდა
მასში სექსუალური ენერგია.
მონაყოლის მიხედვით, ამ ქალების ნახვა მართლაც ერთ რამედ
ეღირებოდა. სწორედ ამ დროს ნიკოლოც გამოჩნდა, ზურგზე გადა-
კიდებული ცარიელი ჩიტის გალიებით მოხეტიალე ვაჭარს რომ
ჰგავდა და მეგობრები ტყისკენ გაეშურნენ. ნისლი თანდათან იფან-
ტებოდა.
– მალე შაშვების გადაფრენა დაიწყება და ეს გასართობიც აღარ
გვექნება, – თქვა ილ მაკიამ, მაგრამ აგომ შენიშნა, მას თვალებში
შუქი უციმციმებდა, თითქმის ისეთივე, როგორიც ადრე.
– ეტყობა, მართლა ძალიან ლამაზი ქალები არიან, ხომ? – ჰკით-
ხა მან.
ილ მაკიამ ჩაიცინა.
– უცნაურია, – თქვა მან, – მათი აქ ყოფნისას ცოლიც კი აღარ
იგესლება ძველებურად.
იმ წუთიდანვე, როგორც კი პრინცესა ყარა ყიოზმა და სარკემ მა-
კიაველის სახლის ზღურბლს გადააბიჯეს, მარიეტა კორსინის თავს
რაღაც უცნაური ხდებოდა. მათი გამოჩენისთანავე სახლში სწრაფად
დაიწყო გავრცელება მოტკბო, მომწარო სუნმა, რომელიც სწრაფად
294
მოედო დერეფნებს, ზედა სართულსა და ყოველ კუთხე-კუნჭულს.
როცა ეს მოსქო სუნი შეიყნოსა, მარიეტამ უცებ შეიგრძნო, რომ მისი
ცხოვრება სულაც არაა ისე მძიმე, როგორც მას რატომღაც წარმო-
უდგენია, ქმარსაც უყვარს და ბავშვებიც კარგი ჰყავს. ასეთი მნიშ-
ვნელოვანი სტუმრების მიღება კი, ბოლოს და ბოლოს, საამაყო და
პრესტიჟულიცაა მისი ოჯახისათვის. არგალიას, რომელმაც თავა-
ზიანად ითხოვა ნებართვა დილამდე მათთან დარჩენილიყო, მან ილ
მაკიას კაბინეტი დაუთმო, პრინცესა კი სასტუმრო ოთახში წაიყვანა
და მორიდებულად ჰკითხა, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თქვენი
მოსამსახურე ბავშვების ერთ-ერთ საწოლ ოთახში მოვასვენოო. პა-
სუხად ყარა ყიოზმა დიასახლისს ტუჩებზე თითი მიადო და ყურში
წასჩურჩულა, ეს ოთახი სრულიად საკმარისი იქნება ორივე ჩვენგა-
ნისთვისო. მარიეტა უცნაური, ნეტარი შეგრძნებით წავიდა დასაძი-
ნებლად და როცა ქმარი გვერდით მიუწვა, ძალიან წყნარად, თით-
ქოს ამაში ცუდს ვერაფერს ხედავდა, შეატყობინა მას ქალბატონის
გადაწყვეტილების შესახებ, მოახლესთან ერთად დაეძინა. „კი, მაგ-
რამ, რატომ მელაპარაკები იმ ქალებზე, – გამოეპასუხა ქმარი და
მარიეტას სიხარულისგან გული ლამის ბუდიდან ამოუვარდა, – განა
საკმარისი არ არის ჩემთვის, რომ შენ მყავხარ?“ ოთახი ტკბილ-მწა-
რე არომატით იყო სავსე...
ყარა ყიოზის ოთახში კი კარის ჩაკეტვისთანავე, მოულოდნელად
ეგზისტენციალურმა, ველურმა შიშმა დაისადგურა.
დროდადრო პრინცესას მძიმე კაეშანი შემოაწვებოდა ხოლმე და
ვერასდროს ახერხებდა მისგან თავის დაღწევას. ცხოვრება ხშირად
ძლიერი ნების გამოვლენას სთხოვდა, ის ხანდახან ვეღარ უძლებდა
და სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა. ბედი მამაკაცების მისდამი
სიყვარულზე ააგო, რწმენაზე, რომ შეეძლო ნებისმიერი მათგანის-
თვის თავი შეეყვარებინა, თუ ამას მოისურვებდა, მაგრამ როცა ჭეშ-
295
მარიტების წამი დგებოდა და გული ტკივილებისა და მარტოობისა-
გან გაგლეჯას ლამობდა, კაცის სიყვარული ვეღარაფერს შველოდა.
მან იცოდა, მოვიდოდა დრო, როცა არჩევანის გაკეთება მოუწევდა
სიყვარულსა და საკუთარ მეს შორის, და როცა ეს საბედისწერო წამი
დადგებოდა, სიყვარული არ უნდა აერჩია, რადგან ეს სიცოცხლის
ფასად დაუჯდებოდა, სიცოცხლე კი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ-
ქვეყნად.
ეს ყველაფერი შედეგი იყო მისი სულ პირველი გადაწყვეტილები-
სა – მიეტოვებინა მშობლიური სამყარო. იმ დღეს, როცა უარი თქვა
ხანზადასთან ერთად ოჯახში დაბრუნებულიყო, არა მხოლოდ იმას
მიხვდა, რომ ქალს შეუძლია თავად აირჩიოს ცხოვრების გზა, არა-
მედ რაღაც სხვასაც: ამ არჩევანს გამოუსწორებელი შედეგები მოჰ-
ყვებოდა. ყარა ყიოზმა არჩევანი გააკეთა და არ ნანობდა. დაე, მომ-
ხდარიყო, რაც მოსახდენი იყო. მაგრამ ხანდახან ბნელი ფიქრები
შემოესეოდა, ცხოველური შიში იტანდა და ისე არყევდა, როგორც
ხეს ქარიშხალი. კიდევ კარგი, სარკე ჰყავდა. ის გვერდით მიუწვა და
მხრებზე მოეხვია, მაგრად, ისე როგორც მხოლოდ კაცი ეხვევა
ქალს. ყარა ყიოზმა ისწავლა, როგორ აეგო ცხოვრება მამაკაცებზე
გავლენის წყალობით, მაგრამ იმასაც მიხვდა, რომ ამას დიდი დანა-
კარგებიც მოჰყვებოდა მისთვის.
მან კარგად დახვეწა და სრულყო კაცის მოხიბვლის ხელოვნება,
ისწავლა მრავალი ენა, ფუფუნებასა და პატივში ცხოვრობდა, მაგ-
რამ დაკარგა ოჯახი, თავისი სისხლი და ხორცი, ის ნუგეში და მხარ-
დაჭერა, რომელსაც ადამიანი მშობლიურ გარემოში გრძნობს, არე-
ალში, სადაც მის მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ. თითქოს მიწის ზე-
მოთ დაფრინავდა, თუმცა მხოლოდ ძლიერი ნებისყოფის წყალო-
ბით, სულ შიშობდა, საცაა ვეღარ გავუძლებ და ძირს დავენარცხე-
ბიო.
296
ფრთხილად, ფაქიზად ინახავდა გულში ყველა ახალ ამბავს, რაც
კი მისი ოჯახიდან აღწევდა. ცდილობდა, განსაკუთრებული მნიშვნე-
ლობა მიენიჭებინა მათთვის, მეტი ინფორმაცია გამოეწურა, ვიდრე
ისინი სინამდვილეში შეიცავდნენ. შაჰი ისმაილი მისი ძმის, ბაბარის
მეგობარი იყო და თურქებს ჰქონდათ საკუთარი წყაროები იმის გა-
საგებად, რა ხდებოდა მსოფლიოში. იცოდა, რომ მისი ძმა ცოცხა-
ლია, რომ ხანზადა ოჯახმა პატივით მიიღო, ბაბარს მემკვიდრე შე-
ეძინა – ნაზირუდინ ჰუმაიუნი.
დანარჩენი შეეძლო მხოლოდ ევარაუდა. ფერგანა, მათი წინაპ-
რების სამეფო, დაკარგული იყო და, როგორც ეტყობოდა, სამუდა-
მოდ. ბაბარმა არჩევანი სამარყანდზე შეაჩერა, მაგრამ მისი მტრის,
შეიბან ხანის – ვოომვუდის დამარცხებისა და სიკვდილის მიუხედა-
ვად, მან ვერ შეძლო ხანგრძლივად ფეხის მოკიდება ამ განთქმულ
ქალაქში. ამის გამო ბაბარიც უსახლკარო იყო, ხანზადაც, და საერ-
თოდ მთელ მსოფლიოში აღარ დარჩა მიწის ნაგლეჯიც კი, რომელიც
მის ოჯახს თავისად შეეძლო ჩაეთვალა. რას იზამ, ალბათ ასეთი იყო
მოგოლების ბედი – ეხეტიალათ, ეძარცვათ, სხვების ნებაზე ყოფი-
ლიყვნენ დამოკიდებულნი, ებრძოლათ, დამარცხებულიყვნენ და,
ბოლოს და ბოლოს, დაკარგულიყვნენ... ამ აზრმა წამიერად სასო-
წარკვეთილებაში ჩააგდო, მაგრამ შეეცადა თავი გაემხნევებინა:
არა, ისინი ისტორიის მსხვერპლნი კი არა, მისი შემოქმედნი არიან.
მისი ძმა, ძმის ვაჟიშვილი და მათი მემკვიდრეები იმპერიას შექმნიან
და მოგოლთა მოდგმას განადიდებენ. უსაზღვროდ ძლიერმა სურ-
ვილმა შეიპყრო, ასე მომხდარიყო და თითქოს თვალნათლივ ხე-
დავდა, როგორ ისხამდა ხორცს მისი ოცნება.
თვითონაც ყველაფერს მიაღწევს, რა ძნელიც უნდა ჩანდეს ეს
მისთვის ამ უცხო გარემოში – საკუთარ სამეფოს შექმნის, რადგან
ისიც მბრძანებლადაა დაბადებული, მოგოლების ჯიშისაა და შე-
297
უპოვრობით არც ერთ მამაკაცს არ ჩამოუვარდება. ძლიერი ნების-
ყოფა აქვს და ყველა დაბრკოლებას დაძლევს.
ალიშერ ნავოის ლექსი წაიჩურჩულა წყნარად მშობლიურ, ჩაღა-
ტაურ ენაზე, ერთადერთ რგოლზე, რომელიც მიტოვებულ საკუთარ
სამყაროსთან აკავშირებდა. გარეგნულად შეიცვალა, თორემ არსი,
მისი შინაგანი მე, მუდამ ფარი და მახვილი იქნება მისთვის. ნავოი,
მკვნესარე პოეტი, როგორც მას უწოდებდნენ, ერთხელ აქედან
შორს უმღეროდა: „კარა კო’ზუმ, კელუ მარდუმლუგ’ ემდი ფან-
ქილგ’ილ. – ო, ყარა ყიოზ, მოდი და მანუგეშე, ჩემო შავთვალავ“.
დიახ, დადგება დრო, როცა მისი ძმა იმპერიას შექმნის და ის, რო-
გორც დედოფალს შეჰფერის, დიდების შარავანდედით გარემოსი-
ლი დაბრუნდება. თუ თვითონ არა, მისი შვილები მაინც. სისხლის-
მიერი კავშირის გაწყვეტა არ შეიძლება. მან საკუთარი თავი ხელახ-
ლა შექმნა, მაგრამ მისი არსი არ შეცვლილა. ეს მისი მემკვიდრე-
ობაა, რომელსაც შვილებს გადასცემს. კარი გაიღო და კაცი შემოვი-
და – მისი ტიტების პრინცი.
დაუცდია, სანამ ყველა დაიძინებდა და მასთან მივიდა.
მათთან, ორივესთან. წყვდიადი არ გაფანტულა, მაგრამ გვერ-
დით ჩაიწია, რათა საწოლში მისი საყვარელი კაცისთვის დაეთმო
ადგილი. სარკემ, როცა იგრძნო რომ მისი ქალბატონი მოდუნდა,
არგალიას ტანსაცმლის გახდა დაიწყო. დილით ქალაქში მივდივარ
და მალე ყველაფერი მოგვარდებაო, თქვა კაცმა, მაგრამ შავთვალა
მისმა წყნარმა ტონმა ვერ მოატყუა. მას ესმოდა – საქმეები შეიძლე-
ბა მართლაც კარგად წარმართულიყო, მაგრამ მოვლენების განვი-
თარების ყველაზე ცუდი სცენარიც უნდა გაეთვალისწინებინა. ხვალ
ღამით შეიძლება არგალია უკვე ცოცხალი აღარც ყოფილიყო და მა-
შინ ისევ არჩევანის გაკეთება მოუწევდა. მაგრამ ახლა ის ცოცხალია
და მის გვერდითაა. სარკე არგალიას მისთვის ამზადებდა – არომა-
298
ტულ ზეთს უსვამდა, ეფერებოდა და მთვარის შუქზე შავთვალა ხე-
დავდა, კაცის ფერმკრთალი სხეული როგორ იფურჩქნებოდა მისი
მსახურის მოალერსე ხელებში. ლამის ქალივით გრძელი თმა ჰქონ-
და, გრძელი, ნატიფი ხელები, თლილი თითები და ნაზი, ფაფუკი კა-
ნი... თვალები დახუჭა და ვეღარ არჩევდა, ვისი ხელები ეფერებოდა.
კაცმა იცოდა, როგორ მოალერსებოდა ქალივით, სარკეს კი, მიუხე-
დავად ქალური მომხიბვლელობისა, უხეში თითები ჰქონდა და კაცი-
ვით მაგრად უჭერდა... კაცი კი ყარა ყიოზს გრაციოზული, ნარნარი
მოძრაობისთვის უყვარდა. წყვდიადი გაქრა, სადღაც კუთხე- კუნჭუ-
ლებში მიიკარგა და მთვარე უხვად აფრქვევდა სხივებს სამ მოძრავ
სხეულს. ამ ღამით მხოლოდ სიყვარული იყო მნიშვნელოვანი. ხვალ
შეიძლება სხვა რამ გამხდარიყო, მაგრამ ეს ხვალ იქნებოდა.
– ჩემო ანჟელიკა, – თქვა კაცმა.
– აქ ვარ, – ერთდროულად გამოეპასუხა ორი ხმა. სიცილი, კვნე-
სა, ხმამაღალი წამოყვირება, ქშენა... გათენებული არც იყო, როცა
გაეღვიძა. კაცს ღრმად ეძინა, იმ ადამიანის ძილით, ვისაც მძიმე დღე
ელის წინ, რომელიც მისგან მთელი ძალების დაძაბვას მოითხოვს.
უყურებდა, როგორ სუნთქავდა. სარკესაც ეძინა. ყარა ყიოზს გაეცი-
ნა. „ჩემო ანჟელიკა“, –ჩაიჩურჩულა იტალიურად.
ქალებს შორის სიყვარული უფრო ხანგამძლეა, ვიდრე ქალებსა
და კაცებს შორის სიყვარულიო, გაიფიქრა. ორივეს გრძელ, აჩეჩილ
შავ თმებს შეეხო. ამ დროს გარედან ხმაური მოესმა. სტუმარი იყო.
მას ოთხი შვეიცარიელი გიგანტი გადაეღობა. მერე გაიგონა, სახ-
ლის პატრონი გავიდა და რაღაცის ახსნა დაუწყო. ის ხვდებოდა, ვინ
იყო ნიკოლო – დიდი ადამიანი დამარცხების ჟამს. იქნებ მან ისევ
შეძლოს აღზევება, ისევ დაწინაურდეს, მაგრამ სახლში, სადაც მარ-
ცხის სუნი ტრიალებს, მას არაფერი ესაქმება. აშკარად ჩანს, რომ ნი-
კოლო დიდი ადამიანია, გამორჩეული ინტელექტისა და კეთილშო-
299
ბილი სულის, მაგრამ უკვე მთავარი ბრძოლა წააგო, ამიტომ მის-
თვის ის არაფერს ნიშნავს, სრულიად არაფერს. მთელი მისი იმედე-
ბი ახლა არგალიაზეა, და თუ ის გაუმართლებს, მაშინ თვითონაც
ამაღლდება მასთან ერთად. და თუ არგალიას დამარცხება უწერია,
ეს ძალიან დაამწუხრებს, უნუგეშო მდგომარეობაში ჩააგდებს, თუმ-
ცა შემდეგ მაინც გააკეთებს იმას, რაც საჭიროა. რაც უნდა მოხდეს
დღეს, გზას მაინც იპოვის, მისი გზა სასახლისაკენ წავა და ეს ძალიან
მალე მოხდება. მისი ადგილი სასახლეებშია, მეფეების გვერდით.

***

ჩიტები გალიაში დაფრთხიალებდნენ და ტოტებს ეწებებოდნენ.


შემდეგ აგო და ილ მაკია მათ პატარა კისრებს უგრეხდნენ. დღეს
მდიდრული სადილი – გემრიელი შემწვარი ჩიტები ელოდათ. ცხოვ-
რება კიდევ იმეტებდა მათთვის პატარა სიამოვნებებს, ყოველ შემ-
თხვევაში, შაშვების გადაფრენამდე. ჩიტებით სავსე ორი ტომრით
დაბრუნდნენ „ლა სტრადაში“, სადაც გახარებული მარიეტა ელო-
დათ კარგი, წითელი ღვინის ჭიქებით. არგალია უკვე გაემგზავრა ია-
ნიჩრების თანხლებით და სერბი კონსტანტინის მეთაურობით რამ-
დენიმე მებრძოლი დატოვა საჭიროების შემთხვევაში ქალების და-
საცავად. აგო ამ მოხეტიალე კაცს არ შეხვედრია, რის გამოც ძალიან
შეწუხებული იყო. ნიკოლომ ხატოვნად აღუწერა მათი ძველი მეგობ-
რის გარეგნობასა და ხასიათში მომხდარი რადიკალური ცვლილე-
ბები, მისი მეტისმეტი ქალურობა შერწყმული აღმოსავლურ მძვინ-
ვარე ხასიათთან, რაც სიკვდილის განსახიერებად აქცევდა. სოფელ-
ში მას უკვე თურქ არგალიას ეძახდნენ, სახელს, რომელიც თვითონ
დაირქვა წინასწარმეტყველურად, როცა პატარა ბიჭობისას უცხო

300
მხარეში გაემგზავრა ბედის საძიებლად. აგოს ერთი სული ჰქონდა,
სანამ უცნაურად შეცვლილ მეგობარს ნახავდა.
დაუჯერებელი იყო – არგალია მართლაც დაბრუნდა ოთხი შვე-
იცარიელი გიგანტის თანხლებით, ბავშვობისას ხშირად რომ ახსე-
ნებდა.
კიბეებზე ნაბიჯების ხმა გაიგონა. აგომ ზემოთ აიხედა და არგა-
ლია მაშინვე გაქრა მისი ხსოვნიდან. გაიფიქრა, ასეთ ლამაზ ქალებს
არასოდეს შევხვედრივარო. მათთან შედარებით სიმონეტა ვესპუჩი
და ალესანდრა ფიორენტინაც კი ფერმკრთალდებოდნენ, რადგან
ქალები, რომლებიც კიბეზე ეშვებოდნენ, სილამაზის განსახიერებას
წარმოადგენდნენ.
მათი გარეგნობა თითქოს თვით სილამაზის ცნებას ცვლიდა, მას-
ზე ადრინდელი წარმოდგენა ჩვეულებრივ მიმზიდველობამდე დაჰ-
ყავდა. მომწარო არომატმა, რომელიც ქალების გამოჩენას მოჰყვა,
აგოს გული აუჩქროლა. პირველი ქალი მეორეზე ოდნავ უკეთესი
იყო, მაგრამ თუ ცალ თვალს დახუჭავდი, მეორეს მიიჩნევდი ულამა-
ზესად მსოფლიოში.
მაგრამ რატომ უნდა დაგეხუჭა თვალი? რატომ უნდა გეთქვა
უარი, გეხილა სრულიად განსაკუთრებული და უნიკალური მშვენიე-
რება, ამით ისედაც საოცარი სილამაზის კიდევ უფრო უკეთესად გა-
მოსაჩენად?
აგოს ოფლმა დაასხა, შაშვებიანი ტომარა ხელიდან გაუვარდა,
ნერვიულობისა და აღტაცებისაგან გააკეთა ის, რაც დიდი ხანი იყო,
აღარ გაეკეთებინა – შეიგინა: „ეშმაკსაც წაუღია ჩემი თავი, ნიკო-
ლო, – წამოიძახა მან, – მხოლოდ ახლა გავიგე, რა აზრი შეიძლება
ჰქონდეს ადამიანის ცხოვრებას“.

301
16. ჰერცოგი სასახლეში ჩაიკეტა.

ჰერცოგი სასახლეში ჩაიკეტა. ეშინოდა, გაშმაგებული ბრბო არ


შემოიჭრასო: მედიჩების გვარიდან პირველად აირჩიეს პაპი.
ამან ხალხი ლამის გააცოფა.
„ადამიანები მთლად გამოშტერდნენ, – უყვებოდა შემდეგ არგა-
ლია ილ მაკიას, – მოხუცებისა და ქალების მიმართ პატივისცემა და-
კარგეს, ყველაფერს ამსხვრევდნენ გარშემო“. დღედაღამ ზარების
დამაყრუებელი გუგუნი ისმოდა, უამრავ ადგილას გაჩაღებული სად-
ღესასწაულო კოცონი ქალაქის მთელ კვარტლებს გადახრუკვას
უქადდა. არგალიამ თქვა, ახალ ბაზარში ახალგაზრდებმა აბრეშუ-
მის საწყობებისა და ბანკების შენობებიდან ფიცრების აგლეჯა დაიწ-
ყესო. იმ დროისთვის, როცა მილიცია მივიდა, ქსოვილებით მოვაჭ-
რეების უძველესი გილდიის შენობის სახურავი დამტვრეული და
ცეცხლს შეკეთებული იყო. „მე მითხრეს, – განაგრძობდა ის, – თით-
ქოს ჩირაღდნები და კოცონები სანტა მარია დელ ფიორეს კამპანი-
ლეში ენახოთ“. ეს უმსგავსობა მთელი სამი დღის განმავლობაში
გრძელდებოდა.
აკვამლებულ ქუჩებში ღრიანცელი ისმოდა. შუკებსა და შესახვე-
ვებში ძარცვავდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ და ამას იოტისო-
დენა ყურადღებასაც არავინ აქცევდა.
ყოველ საღამოს ყვავილწნულებითა და გვირგვინებით მორთუ-
ლი, კამეჩებშებმული ოთხთვალები პიაცა სან მარკოს მედიჩების ბა-
ღებიდან ვია ლარგაზე მდებარე პალაცო მედიჩისკენ მიემართე-
ბოდნენ.
სასახლის დაკეტილი კარების წინ ქალაქელები პაპი ლეო მეათის
სადიდებელ სიმღერებს ღრიალებდნენ, შემდეგ კი ოთხთვალას ყვა-
ვილებთან ერთად წვავდნენ.
302
ზემოდან, გაღებული ფანჯრებიდან, ახალგამომცხვარი მმართვე-
ლები ბრბოს საჩუქრებს ესროდნენ.
სულ დაახლოებით ათი ათასი ოქროს დუკატი და თორმეტი ვერ-
ცხლით ნაქსოვი გადასაფარებელი ჩამოაგდეს, რომლებიც ფლო-
რენციელებმა მყისვე ნაფლეთებად აქციეს.
ქუჩაში პურებით სავსე კალათები და ღვინის კასრები გამოიტა-
ნეს, ყველას შეეძლო იმდენი მიერთვა, რამდენიც სურდა.
პატიმრები შეიწყალეს, მეძავები ერთბაშად გამდიდრდნენ, იმ
დღეებში დაბადებულ ყველა ბიჭს აწ უკვე ლეოდ ქცეული ჰერცოგ
ჯულიანოს პატივსაცემად მის სახელს არქმევდნენ, გოგონებს კი –
ლაუდამიას ან სემირამიდას – მედიჩების გვარის ქალბატონების სა-
ხელებს.
ასეთ დროს ქალაქში ასი შეიარაღებული კაცით შესვლა და ჰერ-
ცოგ ჯულიანოსთვის აუდიენციის თხოვნა შეუძლებელი იყო. ქუჩებ-
ში მთვრალი, თავაშვებული ბრბო პარპაშებდა.
ქალაქის ჭიშკართან სათანადო საბუთები წარადგინა და შვებით
ამოისუნთქა, როცა დარწმუნდა, დაცვა მისი ჩასვლის შესახებ გაფ-
რთხილებული იყო. ჰერცოგი მზადაა მიგიღოთ, მაგრამ ცოტა დაცდა
მოგიწევთო, უთხრეს. იანიჩრები ქალაქის კედელთან დაბანაკდნენ.
მეოთხე დღეს არაქათგამოცლილმა ფლორენციელებმა თანდათან
გონზე მოსვლა დაიწყეს, მაგრამ, არგალიას აზრით, ქალაქში შეს-
ვლა ჯერ კიდევ სახიფათო იყო. „ამაღამ საპატიო სტუმარს ელო-
დეთ“, – უთხრა მას დაცვის უფროსმა.
არგალიას შეეძლო ჰყვარებოდა, როგორც ქალს, მოეკლა – რო-
გორც კაცს, პომპეზურ მედიჩ ჰერცოგებს კი არასოდეს შეხვედრო-
და.
მაგრამ, როგორც კი ბანაკში მისული კაპიუშონჩამოფარებული
ჯულიანო მედიჩი დაინახა, მაშინვე მიხვდა, ფლორენციის ახალი
303
მმართველი ერთი სუსტი კაცი იყო, ისევე როგორც მისი ძმისშვილი
– მის გვერდით მყოფი ლორენცო. პაპ ლეოს იცნობდნენ, როგორც
მკაცრ მმართველს, სახელგანთქმული გვარის ჭეშმარიტ წარმო-
მადგენელსა და მამის, დიდებული ლორენცოს ღირსეულ მემკვიდ-
რეს. მას ალბათ მაინცდამაინც დიდი ხალისით არ მიუნდვია მშობ-
ლიური ქალაქი ამ მეორეხარისხოვანი მედიჩებისთვის. ამ გვარის
არც ერთი ნამდვილი წარმომადგენელი არ იკადრებდა ღამით, მა-
ლულად, ქურდივით მისულიყო ქალაქის კედლებთან იმ კაცთან შე-
სახვედრად, რომელიც სამსახურში უნდა აეყვანა. ის, რომ ასეთი ნა-
ბიჯი გადადგა, მიანიშნებდა, რა ძალიან სჭირდებოდა მას ძლიერი,
ბრძოლებში გამობრძმედილი ადამიანის მხარდაჭერა. ყვავილების
ქალაქის დასაცავად სწორედ ტიტების გენერალი გამოდგებოდა. აშ-
კარად ჩანდა, არგალიას სამსახური აქ დასჭირდებოდათ. კარავში,
ლამპის მოციმციმე შუქზე, უკეთ შეძლო მისი შესწავლა. ჰერცოგი
ჯულიანო, ლორენცო მედიჩის უმცროსი ნაშიერი ოცდაათს გადაცი-
ლებული იქნებოდა.
მოგრძო, მელანქოლიური სახე ჰქონდა. არცთუ ჯანმრთელი ჩან-
და.
საეჭვო იყო, ღრმა მოხუცებულობამდე მიეღწია. ალბათ ლიტერა-
ტურა, ხელოვნება უყვარდა.
გონიერი და განათლებული კაცი ჩანდა. ასეთებთან მძიმე სიტუ-
აციაში ძნელია ურთიერთობა. მისთვის უკეთესი იქნებოდა, სახლში
მჯდარიყო და ბრძოლის ასპარეზი მათთვის დაეთმო, ვინც ეს საქმე
იცის, ვისთვისაც ბრძოლა ყოველდღიური საქმიანობაა, კაცის კვლა
კი – ხელოვნება. მისი ძმისშვილი, კიდევ ერთი ლორენცო – შავ-
გვრემანი, პირქუში გამომეტყველებით, გამომწვევი მანერებით,
ჩვეულებრივი ოცი წლის მკვეხარა ფლორენციელი ბიჭი ჩანდა, მუ-

304
დამ სექსსა და საკუთარ პრობლემებზე ჩაფიქრებული. ასეთები უამ-
რავია და მათ ერთ ნაბიჯზე ვერ ენდობი.
არგალიას წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული, რა უნდა ეთქვა.
უცხო ქვეყნებში ხანგრძლივი ხეტიალისას ერთი რამ გახდა ჩემ-
თვის აშკარაო, – იტყოდა, – სადაც უნდა ვყოფილიყავი, ყველგან და
ყოველთვის ფლორენცია მედგა თვალწინ. მუდამ მასზე ვფიქრობდი
და მის დიად მმართველებზე, მედიჩებზე, რომლებიც მბრძანებლე-
ბად იყვნენ დაბადებულნი და შეეძლოთ ყოველთვის თავიანთი გა-
ეტანათ – ოცნება რეალობად ექციათ მხოლოდ განკარგულებებითა
და დადგენილებებითაც კი.
მაგრამ ამქვეყნად სხვებიც არსებობდნენ – „მტირალები“ (არგა-
ლია ფლორენციელი „მტირალების“ მმართველობის პერიოდს არ
შესწრებია, მაგრამ ბერი სანორავოლასა და მისი მიმდევრების ამ-
ბავი მთელ მსოფლიოს მოედო), რომლებიც ხელისუფლებისკენ ის-
წრაფოდნენ, რადგან თავი ღვთის რჩეულებად მიაჩნდათ.
ისინი ფიქრობდნენ, თითქოს თვით უზენაესმა ძალამ გაანდო მათ
ჭეშმარიტება, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამე-
ბოდა. გარდა ამისა, ყველგან და ყოველთვის იყო ხალხი, რომელ-
საც ეგონა, მართვა შეეძლო, თუმცა სინამდვილეში ამის უნარი არ
ჰქონდა. ეს ბოლო ჯგუფი იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ ერ-
თგვარ საშუალო კლასად შეიძლებოდა მიგეჩნია, მაგალითად, ილ
მაკიას კლასად – ჩინოვნიკები, თავი მდგომარეობის ბატონ-პატრო-
ნი რომ ეგონათ, სანამ მწარე სინამდვილეს ჩახედავდნენ თვალებ-
ში. ამ ხალხისადმი ნდობა არ შეიძლებოდა, ისინი ყველაზე დიდ
საფრთხეს წარმოადგენდნენ. პრინცი ყოველთვის მზად უნდა ყოფი-
ლიყო ამ შინაური შფოთისთავების უკმაყოფილების დასათრგუნა-
ვად, ისევე როგორც გარეშე მტრების დასაძლევად.

305
ამ ორი ამოცანის შესასრულებლად მთელ მსოფლიოში ნაცადი
საშუალება – მრავალჭირვარამგადანახადი, ბრძოლებში გამობ-
რძმედილი ხალხის სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება იქნებოდა.
სწორედ ასეთი ადამიანი გახლდათ ის, არგალია, რომელიც მზად
იყო სიმშვიდე და წესრიგი დაემყარებინა მშობლიურ ქალაქში, ისე-
ვე როგორც სხვა ქალაქებში, სხვა მმართველების დავალებით, არა-
ერთხელ.
სულ რამდენიმე თვის წინ მედიჩებს ხელისუფლების დაბრუნება-
ში ესპანელი დაქირავებულები, ე. წ. „თეთრი მავრები“ დაეხმარნენ
ვინმე გენერალ კარდონას მეთაურობით.
ისინი ულამაზესი ქალაქის, პრატოს კედლებთან შეეჯახნენ ილ
მაკიას სიამაყეს – ფლორენციის მილიციას. მილიციის ძალები მათ
რიცხოვნობით აღემატებოდნენ, მაგრამ სიმამაცესა და მომზადება-
ში ჩამოუვარდებოდნენ.
მათი რიგები აირია, გაიქცნენ და ქალაქი პირველივე დღეს თით-
ქმის უბრძოლველად ჩააბარეს. „თეთრმა მავრებმა“ ისეთი ძარცვა-
გლეჯა გააჩაღეს ქალაქში, რომ შეძრწუნებულმა ფლორენციელებმა
მაშინვე გააუქმეს რესპუბლიკური მმართველობა და მუხლმოყრილ-
ნი შეევედრნენ მედიჩებს – ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ.
პრატოს ძარცვა სამი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. მისი
ოთხი ათასი მცხოვრები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, ცოც-
ხლად დაწვეს, გააუპატიურეს და ნაკუწებად აქნეს. „მავრებმა“ მო-
ნასტრებიც კი არ დაინდეს. ფლორენციაში პრატოს ჭიშკარს მეხი
დაეცა. ეს ცუდის მომასწავებელი ნიშანი იყო და მისი უგულებელყო-
ფა აღარ შეიძლებოდა. მაგრამ ყველაზე მძლავრ არგუმენტს არგა-
ლია ბოლოსთვის ინახავდა.
ესპანელმა დაქირავებულებმა ისე შეაძულეს თავი მოსახლე-
ობას, თითოეულ იტალიელს, რომ მათი სამსახურში დატოვება მე-
306
დიჩებისათვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მათ სჭირ-
დებოდათ კარგად გაწვრთნილი პროფესიონალები, რომლებიც
ფლორენციის მილიციას სათავეში ჩაუდგებოდნენ და ორგანიზე-
ბულსა და დისციპლინირებულს გახდიდნენ, რაც მას ასე აკლდა.
სრულიად გასაგები მიზეზების გამო ისეთმა ბიუროკრატმა და ჯა-
რისგან შორს მყოფმა კაცმა, როგორიც ილ მაკია იყო, მილიციაში
საბრძოლო სულისკვეთების დამკვიდრება ვერ შეძლო.
ასე და ამგვარად, დიპლომატიურად მოახერხა ძველი, დამცირე-
ბული მეგობრისგან დისტანცირება თურქმა არგალიამ და სანუკვა-
რი თანამდებობა მიიღო – ფლორენციის კონდოტიერი გახდა. ხელ-
ფასიც იმ დროისთვის ძალიან მაღალი დაუნიშნეს. გარდა ამისა, ძა-
ლიან ნასიამოვნები დარჩა, როცა გაიგო, რომ ჰერცოგმა ჯულიანომ
დიდი სახლი აჩუქა ვია პორტო როსაზე, მსახურების მთელი შტატით.
„როგორც ჩანს, ადმირალმა დორიამ საუკეთესო რეკომენდაცია
მომცა“, – მხოლოდ ეს თქვა, რაზეც ჰერცოგმა თავაზიანად უპასუხა:
„მან განაცხადა, ის ერთადერთი არამზადაა, რომელთანაც მარტო
შეხვედრას არ ვისურვებდი არც ხმელეთზე და არც ზღვაში, მაშინაც
კი, თუ ახალშობილი ჩვილივით შიშველი იქნებოდა და ხელში მხო-
ლოდ სამზარეულოს დანა ექნებოდაო.“

307
***

ლეგენდის თანახმად, მედიჩების ოჯახი ჯადოსნურ სარკეს


ფლობდა, რომელშიც ამ გვარის მმართველ ჰერცოგს შეეძლო
მსოფლიოში ყველაზე სასურველი ქალის ხატება ეხილა.
ამბობდნენ, სწორედ ამ სარკეში დაინახა პირველად შეთქმულე-
ბის მიერ მოკლულმა წინა ჯულიანო მედიჩიმ, ახლანდელი მმარ-
თველის ბიძამ, სიმონეტა ვესპუჩის სახეო. თუმცა ქალის სიკვდილის
შემდეგ სარკე დაიბინდა და ჯადოსნური თვისებები დაკარგა, თით-
ქოს არ სურდა სიმონეტას ხსოვნისთვის სხვა, ნაკლებად სრულყო-
ფილი სახის არეკვლით შეურაცხყოფა მიეყენებინა. ოჯახის დევნი-
ლობაში ყოფნისას სარკე ისევ კედელზე ეკიდა ვია ლარგაზე მდება-
რე სახლში, ჯულიანო უფროსის საწოლ ოთახში, მაგრამ რადგან ის
არა მხოლოდ მაგიური თვისებების გამოვლენაზე ამბობდა უარს,
არამედ პირდაპირ დანიშნულებასაც არ ასრულებდა, ბოლოს და
ბოლოს წაიღეს და საწოლი ოთახის კედელში ჩაშენებულ პატარა
საკუჭნაოში შეინახეს სხვა ხარახურასთან ერთად. პაპი ლეო მეათის
არჩევის შემდეგ სარკემ უცებ ისევ ელვარება დაიწყო. როგორც ამ-
ბობდნენ, თურმე მსახურ გოგონას გული შეუწუხდა, როცა საკუჭნა-
ოს კარი გამოაღო და დაინახა, აბლაბუდებმოდებულ კუთხეში ჩამო-
კიდებული სარკიდან სრულიად უცნობი ქალი უცქერდა. ის თითქოს
სხვა სამყაროდან მოსული სტუმარი იყო. „მთელ ფლორენციაში არ
მოიძევება მისი სადარი ქალი“, – თქვა ჰერცოგმა ჯულიანომ, როცა
ეს სასწაული აჩვენეს. მისი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა
ამის შემდეგ შესამჩნევად გაუმჯობესდა. ბრძანა, ხელახლა დაეკი-
დათ სარკე საწოლ ოთახში და ოქროს დუკატი აღუთქვა ყველას,
ქალსა თუ კაცს, ვინც შეძლებდა, ეს უმშვენიერესი ქალი მასთან მი-
ეყვანა.
308
მხატვარი ანდრეა დელ სარტო იხმეს, რომ სარკეში ჩაეხედა და
მასში აღბეჭდილი მზეთუნახავის არამიწიერი სილამაზე ტილოზე გა-
დაეტანა. მაგრამ ის ასე ადვილად მოსატყუებელი არ აღმოჩნდა. რა-
ღა ჯადოსნური სარკე იქნებოდა, თუ საშუალებას მისცემდა, მაგიური
გამოსახულება გადაეხატათ.
ასე ხომ მალე უსაქმოდ დარჩებოდა. ჰოდა, როცა სარტომ ჩაიხე-
და, მასში საკუთარი თავის გარდა ვერაფერი დაინახა.
„არაფერია, – თქვა იმედგაცრუებულმა ჯულიანომ, – მაგ ქალს
ვიპოვი და ნატურიდან დახატავ“. მხატვრის წასვლის შემდეგ ჰერცო-
გი საგონებელს მიეცა. თვითონ მხატვარში ხომ არ არის საქმეო,
იფიქრა. იქნებ სარკე უბრალოდ დაბალი აზრის იყო მის შესაძლებ-
ლობებზე.
მაგრამ უკეთესი მხატვარიც არ ეგულებოდა ახლომახლო. რა-
ფაელი რომში იმყოფებოდა, სადაც მუდამ კინკლაობა ჰქონდა ბუ-
ონაროტისთან.
მოხუცი ფილიპეპი, რომელსაც გარდაცვლილი სიმონეტას სიყვა-
რულით გაგიჟებულს სურდა, მის ფეხებთან დაეკრძალათ (რაც, ცხა-
დია, არ შეუსრულეს), თვითონაც გარდაიცვალა.
თუმცა სიკვდილამდე დიდი ხნით ადრეც აღარაფრის მაქნისი იყო
– გაღატაკდა, დაუძლურდა და ორი ყავარჯნით ძლივს დადიოდა.
მისი მოსწავლე ფილიპინო ლიპი აღლუმებისა და ქუჩის კარნავა-
ლების მოყვარულთა შორის სარგებლობდა პოპულარობით. ის
ბრბოს გემოვნებას უწევდა ანგარიშს და ჯულიანოს თავისი მიზნე-
ბისთვის არ გამოადგებოდა.
შესაბამისად, მხოლოდ დელ სარტო რჩებოდა, მაგრამ პრობლე-
მამ აკადემიური ხასიათი მიიღო, რადგან ახლა გამოსახულება მხო-
ლოდ მაშინ ჩნდებოდა, როცა ჯულიანო ოთახში მარტო იყო. მომ-
დევნო დღეებში შეამჩნიეს, რომ ჰერცოგი სულ უფრო და ხშირად
309
ცდილობდა განმარტოებას, რათა ხელი არავის შეეშალა უცნობი
მზეთუნახავის ზეციური სილამაზით ტკბობაში. დიდებულებმა, რომ-
ლებიც ადრეც წუხდნენ მისი სუსტი ჯანმრთელობის გამო, სულ უფ-
რო ხშირად დაიწყეს ცქერა მისი შესაძლო შემცვლელის – ლორენ-
ცოსაკენ შეშფოთებული და მლიქვნელური სახეებით.
და, აი, არამიწიერი არსება თავად შემოვიდა ქალაქში თურქი არ-
გალიას თანხლებით, ახალი ერა დადგა.

***

ქალი მხოლოდ ოცდაორი წლისა იყო, კაცი კი თითქმის მეოთხე-


დი საუკუნით უფროსი, მაგრამ როცა სთხოვა, ახლომახლო ჭალები
დამათვალიერებინეო, ილ მაკიას შეყვარებული ჭაბუკივით აუჩ-
ქროლდა გული და ფეხზე წამოხტა. აგოც ფეხზე წამოხტა, რამაც ნი-
კოლო ძალიან გააღიზიანა. „რას აკეთებს აქ ამდენ ხანს ეს მუქთა-
ხორა? უნდა აეკიდოს?“ – ცუდია, ძალიან ცუდი, მაგრამ ამ სიტუაცია-
ში ვერაფერს გააწყობს. აქ პირველად მისთვის ცხადი გახდა – პრინ-
ცესას ადამიანების მოხიბვლის საოცარი ნიჭი ჰქონდა.
ნიკოლოს ცოლი, მარიეტა, რომელიც ჩვეულებრივ, ჰქონდა თუ
არა საფუძველი, ყველაზე ეჭვიანობდა, ისეთი ხალისიანი ტონით გა-
მოეხმაურა ყარა ყიოზის თხოვნას, რომ ქმარი ძალიან გააკვირვა:
„მართლაც, სტუმარს ჩვენი სამფლობელო უნდა დაათვალიერები-
ნო“, – ტკბილად წაიღუღუნა და პიკნიკისთვის ერთი ბოთლი კარგი
ღვინო და წასახემსებლებით სავსე კალათა გამოიტანა. ილ მაკიას
ამ საქციელის მხოლოდ ერთი ახსნა ჰქონდა: მისი ცოლი ვიღაცამ
მოაჯადოვა. ვინ შეიძლებოდა ეს „ვიღაც“ ყოფილიყო – ესეც არ იყო
ძნელად პასუხგასაცემი კითხვა – ის ორი უცხოელი ჯადოქარი მის
სახლში რომ დაიდეს ბინა. მაგრამ ნაჩუქარ ცხენზე ანდაზა გაახსენ-
310
და, უკეთური აზრები მოიშორა და ჯობია, ბედის ამ საჩუქრით დავ-
ტკბეო, გაიფიქრა. ნახევარი საათის შემდეგ აგოსთან ერთად მისე-
ირნობდა მათი ბავშვობის ჭალაში პრინცესასა და მისი ფრეილინას
გვერდით. სერბი კონსტანტინი და იანიჩრები მორიდებით მიჰყვე-
ბოდნენ უკან, სათანადო დისტანციის დაცვით.
– ოდესღაც ამ ტყეში ნამდვილი მანდრაგორას ფესვები ვიპოვე, –
უთხრა აგომ ყარა ყიოზს. ილ მაკია ხედავდა, რომ მისი მეგობარი
ყოველნაირად ცდილობდა, ქალებზე შთაბეჭდილება მოეხდინა, –
სადღაც აქ იყო, – განაგრძო აგომ და გარშემო დაბნეულმა მიმოი-
ხედა.
ვერ გადაეწყვიტა, რომელი მიმართულებით მიეთითებინა.
– მანდრაგორას ეძებთ? – ჰკითხა პრინცესამ ადგილობრივ დი-
ალექტზე, – აბა, იქით გაიხედეთ. მის მეტი რა არის.
და სანამ ვინმე მათ შეჩერებას, ან თუნდაც გაფრთხილებას მოას-
წრებდა – ყურები თიხით უნდა გამოიტენოთო, ორივე ქალმა ბუჩ-
ქებთან მიირბინა და მათი მიწიდან ამოთხრა დაიწყო. „შეჩერდით, –
გამგმირავი ხმით დაიყვირა ილ მაკიამ, ხელებს უაზროდ იქნევდა, –
ისინი ახლა ატირდებიან და ყველანი დავყრუვდებით, ან ჭკუიდან
გადავალთ, ან...“
უნდოდა ეთქვა მოვკვდებითო, მაგრამ ორი ქალი გაოგნებული
სახით უცქერდა, თითოეულს ხელში ფესვი ეჭირა, თუმცა არავითა-
რი მოთქმა-გოდება არ ისმოდა.
– რა თქმა უნდა, დიდი დოზით ის მომწამლავია, ასე კი სრულიად
უვნებელი, – ფიქრიანად თქვა ყარა ყიოზმა.
გაოცებულმა კაცებმა მხოლოდ ახლა გააცნობიერეს, მათ გვერ-
დით მყოფი ქალების გულისთვის, თვით მანდრაგორაც კი მზად იყო
სიცოცხლე გაეღო და საყვედური არაფრით გამოეხატა.

311
– ძალიან კარგი, ოღონდ გთხოვთ, მას ჩემზე მაინც ნუ გამოს-
ცდით, – მხიარულად წამოიძახა აგომ, თან ცდილობდა გადაეფარა
რამდენიმე წამის წინ გამოვლენილი შიში, – თორემ განწირული
ვარ, მთელი სიცოცხლე მიყვარდეთ, ყოველ შემთხვევაში მანამდე
მაინც, სანამ ერთ-ერთი ჩვენგანი არ მოკვდება, – ამის თქმა იყო და
საშინლად გაწითლდა. სიწითლე არა მხოლოდ სახესა და კისერზე
მოედო, არამედ ხელებზეც.
ყველა მიხვდა, რომ ის უკვე შეყვარებული იყო – სამუდამოდ და
უიმედოდ, და მას ამისთვის ჯადოსნური ფესვები აღარ სჭირდებოდა.

***

იმ დროისთვის, როცა არგალია შვეიცარიელ გიგანტებთან ერ-


თად დაბრუნდა, რათა პრინცესა და სარკე მათ ახალ საცხოვრებელ-
ში – პალაცო კოკი დელ ნეროში გადაეყვანა, მთელი სოფელი, დი-
დიან-პატარიანად ორი უცხოელი ქალის ხიბლის ქვეშ იყო. ქათმე-
ბიც კი თითქოს უფრო მხიარულად კაკანებდნენ და მეტი კვერცხის
დადება დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ პრინცესა ოდნავაც არ
ცდილობდა, სოფლელების კეთილგანწყობა მოეპოვებინა, აღტაცე-
ბა მის მიმართ სულ უფრო იზრდებოდა. იმ ექვს დღეს, რომელიც ქა-
ლებმა მაკიაველის სახლში გაატარეს, პრინცესა სარკესთან ერთად
ჭალაში დასეირნობდა და ლექსებს კითხულობდა სხვადასხვა ენაზე.
ბავშვებს დაუმეგობრდა და მარიეტას სამზარეულოში დახმარებაც
კი შესთავაზა, რაზეც დიასახლისმა თავაზიანი უარი განუცხადა. სა-
ღამოებს ყარა ყიოზი სიამოვნებით ატარებდა ილ მაკიას ბიბლიო-
თეკაში. კაცი მას ნაწყვეტებს უკითხავდა თავისი საყვარელი ავტო-
რების – პიკო დელა მირანდოლასა და დანტე ალიგიერის წიგნები-
დან, ხანდახან კი სტროფებს მატეო ბიარდო სკანდიანოს „შეყვარე-
312
ბული როლანდიდან“. „აჰ, – წამოიძახა ქალმა, როცა ბიარდოს გმი-
რი ქალის ბედუკუღმართობის შესახებ მოისმინა, – საცოდავი, სა-
ცოდავი ანჟელიკა! რამდენი მტერი ჰყავს და ძალა არ ჰყოფნის სა-
იმისოდ, რომ მათ დაუპირისპირდეს, ან საკუთარი ნება მოახვიოს
თავს“.
სოფელში აღარავინ დარჩა ისეთი, ვისაც ყარა ყიოზი ქებით ცაში
არ აჰყავდა. ტყისმჭრელი გალიოფო დიდი ხანი იყო, რაც პრინცესა-
სა და სარკეს „მოსაჟიმ კუდიანებად“ აღარ მოიხსენიებდა.
ახლა პატივისცემითა და აღტაცებით ლაპარაკობდა მათზე და
ფიქრშიც კი არ გაივლებდა ხორციელ კავშირს ამ დიდ ქალბატონებ-
თან. გამიჯნურებულმა ძმებმა ფროსინოებმა გაბედულად განაცხა-
დეს, მათზე დაქორწინება გვსურსო, თუმცა გაურკვეველი რჩებოდა
საკითხი, რომელიმე მათგანი თურქი არგალიას კანონიერი ცოლი
ხომ არ იყო. ამ შემთხვევაში ისინი არგალიას უფლებების ხელყო-
ფას არ აპირებდნენ. მაგრამ თუ ასე არ აღმოჩნდებოდა, წინასწარ
დათქვეს, არ ეჩხუბათ და მათ ძმურ სიყვარულს რომ საფრთხე არ
შექმნოდა, დროდადრო ქალები გაეცვალათ. ფროსინოების მსგავ-
სი სხვა სულელი სოფელში არ მოიძებნა, თუმცა ყველა, ქალების
ჩათვლით, ამტკიცებდა პრინცესა და სარკე საოცრად მომხიბლავე-
ბი არიანო.
თუ აქ რაიმე ჯადოზე შეიძლებოდა საუბარი, ის უეჭველად კეთი-
ლი თვისებისა იყო.
ფლორენციელები მშვენივრად ერკვეოდნენ შავი მაგიის პროცე-
დურებში, რომელსაც მაშინდელი კუდიანები ატარებდნენ. ისინი ბო-
როტ სულებს გამოიხმობდნენ, წესიერ კაცებს აიძულებდნენ, უღირ-
სი საქციელი ჩაედინათ; ჯადოს აკეთებდნენ პორტრეტებსა და ნემ-
სებზე, რათა მტრები განსაცდელში ჩაეგდოთ; კაცებს აიძულებდნენ,

313
ოჯახი და სამსახური მიეტოვებინათ და ერთგულ მონებად აქცევ-
დნენ.
მაგრამ არც პრინცესა შეუმჩნევიათ შავი მაგიის გამოყენებაში და
არც მისი ფრეილინა. ყოველ შემთხვევაში, მათ ქცევაში ისეთი უჩ-
ვეულო არაფერი იყო, რაც მძაფრ ეჭვებს გამოიწვევდა. რა თქმა უნ-
და, ყველამ იცოდა, რომ კუდიანებს ტყეში სიარული უყვართ, მაგ-
რამ პერკუსინას მცხოვრებლების აზრით, ამ უცხოელი ქალბატონე-
ბის ტყეში სეირნობა სასიამოვნო გართობა იყო მხოლოდ და მეტი
არაფერი. მანდრაგორასთან დაკავშირებული შემთხვევა არ გახ-
მაურებულა, თუმცა, თავისდა გასაკვირად, ილ მაკიამ ბევრი ძებნის
მიუხედავად ამ მცენარის კვალიც ვერ იპოვა იმ ადგილზე. ასე რომ,
ის და აგო ეჭვობდნენ კიდეც, საერთოდ მოხდა თუ არა ეს ამბავიო.
მიიჩნეოდა, რომ კუდიანებს ერთსქესიანი სიყვარულისკენ ჰქონ-
დათ მიდრეკილება, მაგრამ არავის, მარიეტა კორსინის ჩათვლით,
არ აეჭვებდა ქალების ერთ ლოგინში დაძინება.
„ალბათ ასე უფრო კარგად გრძნობენ თავს“, – სასხვათაშორი-
სოდ უთხრა ქმარს მარიეტამ და ნიკოლომაც თავი ისე მძიმედ დაუქ-
ნია, თითქოს ვახშმად ცოტა ზედმეტი ღვინის დალევა მოუვიდაო.
ასევე, გავრცელებული აზრით, კუდიანებს ძალიან მოსწონდათ ეშ-
მაკებთან სქესობრივი კავშირის დამყარება, მაგრამ პერკუსინაში
ეშმაკები, უბრალოდ, არ მოიძევებოდნენ. არც ერთი მათგანი არ
მოდიოდა ჯოჯოხეთიდან, ოჯახური კერიის ალსა და კვამლთან შესა-
რევად, არც ტავერნებისა და ტაძრების სახურავებზე უნახავს ისინი
ვინმეს. კუდიანებზე ნადირობის ხანა იდგა და ქალაქის სასამარ-
თლოებში ქალები უცებ მათ მიერ ჩადენილი საშინელებების აღია-
რებას იწყებდნენ. ჰყვებოდნენ, როგორ ეუფლებოდნენ წესიერი მო-
ქალაქეების გულსა და გონებას მოჯადოებული ღვინის, საკმევლის,

314
მენსტრუალური სისხლისა და მკვდრის თავის ქალაში ჩასხმული
წყლის საშუალებით.
მართალია, მთელი პერკუსინა პრინცესას აღმერთებდა, მაგრამ
მისდამი სიყვარული, ალბათ სექსუალურად აღტყინებული ძმები
ფროსინოების გარდა, პლატონური ხასიათის გახლდათ.
რომანტიკული შერეკილი, აგო ვესპუჩიც კი, როცა განაცხადა,
პრინცესა მანამდე მეყვარება, სანამ ერთ-ერთი ჩვენგანი არ მოკ-
ვდებაო, ხორციელ სიყვარულზე არ ფიქრობდა – მისი შორიდან
ტრფობაც დიდ ბედნიერებად მიაჩნდა.
ფლორენციელი ჯადოქრის ხელისუფლების მწვერვალამდე აღ-
ზევება მრავალ წიგნშია შესწავლილი და გაანალიზებული.
მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სახელ-
განთქმული ფილოსოფოსის, ჯოვანის ძმისშვილის – ფრანჩესკო პი-
კო დელა მირანდოლას ნაშრომი სათაურით: „La strega ovvero
degli inganni dei demoni“ – „კუდიანი და დემონების ხრიკები“. ავ-
ტორის დასკვნით, საყოველთაო აღტაცების ქაოსი, რომელმაც პერ-
კუსინა მოიცვა და სწრაფად გავრცელდა მეზობელ რაიონებში – სან-
კასციანოში, ვალ-დი-პესაში, იმპრუნეტასა და შემდეგ ბიბიონში,
ფალტინიანოსა და სპედალეტოში, ზემძლავრი ჯადოს შედეგი გახ-
და. მიზანი მისი ძალის გამოცდა იყო ახალ გარემოში. იგივე ჯადო
პრინცესამ შემდეგ დედაქალაქში გამოიყენა და იქაც ძალიან ეფექ-
ტიანად. ფლორენციაში ის კეთილგანწყობით მიიღეს, რადგან მისი
დიდების ამბავს იქ უკვე ჩაეღწია. სხვაგვარად მას შეიძლება მტრუ-
ლად დახვედროდნენ. ფრანჩესკო წერს, როცა თურქი არგალია შვე-
იცარიელ გიგანტებთან ერთად დაბრუნდა, მაკიაველის სახლთან
შეკრებილი საკმაოდ ბევრი ხალხი დაინახა გაცისკროვნებული სა-
ხეებით, თითქოს სასწაული მოხდა და პერკუსინას წმინდა მარიამი
გამოეცხადაო. სახლის ზღურბლზე მდიდრულად ჩაცმული და სამ-
315
კაულებით მორთული ყარა ყიოზისა და სარკის გამოჩენისას იქ მყო-
ფი ხალხი მართლაც მუხლებზე დაეცა, თითქოს კურთხევას ელიანო,
რაც მიიღეს კიდეც: პრინცესამ უხმო ღიმილით დაასაჩუქრა ყველანი
და ხელი ნაზად ასწია ზემოთ. როდესაც ყარა ყიოზი არგალიასთან,
მის მხლებლებსა და სარკესთან ერთად თვალს მიეფარა, მარიეტა
კორსინიმ, თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვაო, მიიხედ-მოიხედა
და ხალხს დაუყვირა, რაღა მაინცდამაინც ჩემს ეზოში მოგიყრიათ
თავი და ტკეპნით აქაურობას, წადით აქედან, თქვენს საქმეებს მიხე-
დეთო.
ფრანჩესკო წერს: „სოფლელები გონს მოეგნენ და გაოგნდნენ,
როცა აღმოაჩინეს, სად იმყოფებოდნენ. გაკვირვებულები, თავების
ფხანით თავიანთ სახლებს, მინდვრებს, ტყეებს, წისქვილებს დაუბ-
რუნდნენ“. ანდრეა ალკატო, რომელსაც სჯეროდა, რომ კუდიანები
და მათი დამქაშები შეიძლება მცენარეული საშუალებებით განი-
კურნონ, „პერკუსინას ინციდენტს“ ადგილობრივების კვების ცუდ
რეჟიმს მიაწერდა, ჰალუცინაციებსა და ფანტაზიებს აჩენსო.
ბართოლომეო სპინა ამ გახმაურებული ამბიდან ათი წლის შემ-
დეგ დაწერილ ნაშრომში: „De Strigibus“ – „კუდიანების შესახებ“,
იმასაც კი არ გამორიცხავს, რომ ყარა ყიოზმა სოფლელები შესაძ-
ლოა სატანური ექსტაზის მდგომარეობამდე მიიყვანა და აიძულა,
შავ მესაში მიეღოთ მონაწილეობა. ეს ბრალდება ჩვენ აბსოლუტუ-
რად უსაფუძვლოდ მიგვაჩნია, რადგან ის არც ისტორიული დოკუ-
მენტებით მტკიცდება და არც თვითმხილველების ჩვენებებით.

316
***

ფლორენციაში მილიციის ახალი მეთაურის – კონდოტიერის,


თურქად მონათლული ანტონიო არგალიას შესვლა დიდი ზარზეიმი-
თა და ხმაურიანი ცერემონიით აღინიშნა. სინიორიის მოედანზე ხის
კოშკი ააგეს, რომლის გარშემო დიდი ბატალური სცენა გაითამაშეს:
ასი კაცი „იცავდა“ შენობას სამასი „თავდამსხმელისგან“.
რასაკვირველია, ნამდვილი იარაღი არავის ჰქონდა, მაგრამ
აზარტში შევიდნენ, ერთმანეთს გამეტებით ებრძოდნენ ჯოხებით და
თავში გამოუწვავ აგურებს ესროდნენ. ამის გამო მრავალი მათგა-
ნის სანტა მარია ნუოვას საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო,
სადაც, საუბედუროდ, ზოგიერთმა მათგანმა სულიც განუტევა. პი-
აცას მოედანზე ხარები გამოიყვანეს და რაღაც კორიდის მსგავსი
მოაწყვეს, რასაც ასევე ბევრი მოზეიმის დასახიჩრება მოჰყვა. დაბო-
ლოს, მოედანზე ორი ლომი გამოუშვეს, რომლებსაც ჩანაფიქრის
მიხედვით შავი ულაყი უნდა დაეჭირათ და დაებდღვნათ, მაგრამ
ცხენი მედგრად დაუხვდა ლომებს, პირველი მათგანი წიხლების
კვრით მოიგერია და სავაჭრო გილდიის შენობიდან მოედნის ცენ-
ტრამდე განდევნა.
ცხოველთა მეფე კუდამოძუებული გაიქცა და მოედნის ჩრდილი-
ან კუთხეში წამოწვა, რის შემდეგაც მეორე ლომსაც აღარ გამოუვ-
ლენია ბრძოლის ხალისი. ეს ამბავი კარგის მომასწავებლად აღიქ-
ვეს.
იგულისხმებოდა, რომ ცხენი ფლორენციას განასახიერებდა,
ლომები კი – საფრანგეთს, მილანსა და მათი მშობლიური ქალაქის
ყველა სხვა მტერს. ამ ზარზეიმის შემდეგ ქალაქში პროცესია შევი-
და. ჯერ ბორბლებზე შემდგარი ოთხი პლატფორმა გამოჩნდა, რომ-
ლებზეც მსახიობები უსიტყვო სცენებს განასახიერებდნენ ანტიკური
317
ხანის დიდი მებრძოლის, ცენზორისა და დიქტატორის, რომის მე-
ორე დამაარსებლად მიჩნეული მარკ ფურია კამილას წარმატებული
ლაშქრობებიდან.
განასახიერებდნენ მრავალრიცხოვან ტყვეებს, რომლებიც ორი
ათასი წლის წინ ვეინის ალყის დროს აიყვანეს. ამ სცენებით უნდა
ეჩვენებინათ გამარჯვებულების ურიცხვი ნადავლი: იარაღი, ქსოვი-
ლები და ვერცხლეული.
პლატფორმებს მომღერალი და მოცეკვავე ხალხი მოჰყვებოდა,
მათ უკან კი თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული პოლიციის ოთხი
რაზმი მოდიოდა შემართული შუბებით (მილიციის გაწვრთნა ოთხ
შვეიცარიელ გიგანტს – ოტოს, ბოტოს, კლოტოსა და დარტანიანს
მიანდეს, რადგან შვეიცარიის ქვეითი ჯარი მაშინ მთელ მსოფლიოს
შიშის ზარს სცემდა. სულ რაღაც ორი დღის ვარჯიშის შემდეგ მილი-
ციელები შუბს ბევრად უფრო მარჯვედ მოიხმარდნენ, ეს ყველას-
თვის აშკარა იყო.). ბოლოს თვით არგალია შემოვიდა დიდი ჭიშკრი-
დან. აქეთ-იქით ჭორიკანა შვეიცარიელები მოჰყვებოდნენ, უკან კი
ორ ქალბატონს შორის სერბი კონსტანტინი მოაჭენებდა ცხენს. ბო-
ლოს იანიჩრების ასეული მოდიოდა, რომელთა ხილვამ მაყურებ-
ლებს შიშის ზარი მოჰგვარა. „ჩვენს ქალაქს ახლა შეუძლია, მშვი-
დად იძინოს. ჩვენი დამცველები უძლეველნი არიან“. ამის შემდეგ,
მათ ეს შერქმეული სახელი – „უძლეველნი“ შერჩათ. ჰერცოგი ჯუ-
ლიანო, რომელიც მათ პალაცო ვეკოდან მიესალმა ხელის ქნევით,
კმაყოფილი ჩანდა – ხალხი მის გადაწყვეტილებას იწონებდა. მის
ძმისშვილს, ლორენცოს კი პირიქით, პირქუში, ბრაზიანი გამომეტ-
ყველება ჰქონდა. არგალიამ თავი ასწია, ორივე მედიჩის შეხედა და
მიხვდა, უმცროსთან უკიდურესი სიფრთხილე იყო საჭირო.
ჰერცოგმა ჯულიანომ ყარა ყიოზში მაშინვე შეიცნო მაგიურ სარ-
კეში ნანახი ქალი, რომელზე ფიქრიც მოსვენებას არ აძლევდა და
318
გული სიხარულისგან შეუფრთხიალდა. ლორენცო მედიჩიმ რო-
გორც კი პრინცესა დაინახა, მისი დაუფლების ავხორცი სურვილით
აღენთო. არგალიამ მშვენივრად იცოდა, რა რისკსაც ეწეოდა, როცა
საყვარელს ასე ღიად აჩვენებდა ჰერცოგს, რომლის სეხნიამ და ბი-
ძამ თავის დროზე ურცხვად წაჰგვარა ქმარს ფლორენციის ულამა-
ზესი ქალი სიმონეტა ვესპუჩი.
რქებიანმა მარკო ვესპუჩიმ, თავმოყვარეობაშელახულმა და გა-
უბედურებულმა, ქალის სიკვდილის შემდეგ მთელი მისი ტანსაცმე-
ლი და პორტრეტები მედიჩების სასახლეში გაგზავნა, რათა ყველა-
ფერი, რაც სიმონეტასგან დარჩა, ჰერცოგის ხელში გადასულიყო,
თვითონ კი წავიდა და ხიდზე თავი ჩამოიხრჩო. არგალიას თავის
მოკვლის სურვილი არასოდეს გასჩენია და იმედი ჰქონდა, ჯულიანო
გარნიზონის ახალდანიშნულ მეთაურთან სიტუაციას არ გაამწვავებ-
და, მით უმეტეს, ასეთი საზეიმო დახვედრის შემდეგ, მას რომ მოუწ-
ყო. „და თუ მაინც შეეცდება მის წართმევას, – გაიფიქრა არგალიამ,
– მაშინ ჩემს იანიჩრებთან ექნება საქმე.
ასეთ ძალასთან დაპირისპირებისთვის ჰერკულესი ან მარსი უნ-
და იყო, ეს მგრძნობიარე კაცი კი, აშკარად ჩანს, ამის გამკეთებელი
არ არის“.
თანაც, მეორე მხრივ, უხაროდა კიდეც, რომ შავთვალათი თავის
მოწონების საშუალება მიეცა. ყარა ყიოზის დანახვისთანავე ბრბოს
რიგებში ჩურჩულმა ჩაირბინა, ყველა სხვა ხმები ჩააჩუმა და იმ
დროისთვის, როდესაც პროცესია პალაცო კოკი დელ ნეროსთან შე-
ჩერდა, სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. ხალხი მიხვდა, ეს შავთვალა
მზეთუნახავი სიმონეტა ვესპუჩის სიკვდილის შემდეგ თითოეულის
გულში გაჩენილ სიცარიელეს ამოავსებდა. ქალის ხილვიდან სულ
რაღაც რამდენიმე წუთში ყარა ყიოზის სახე თვით ქალაქის შეუდა-
რებელი სილამაზის ცოცხალ განსახიერებად, ახალ სიმბოლოდ იქ-
319
ცა. ფლორენციის შავგვრემანი ქალბატონისთვის პოეტები კალმებს
ეცნენ, მხატვრები – ფუნჯებს, მოქანდაკეები – საჭრეთლებს. ჩხუბი-
სა და ღრიანცელის მოყვარულმა ორმოცი ათასმა უბრალო ფლო-
რენციელმა თავისებურად მიაგო პატივი პრინცესას: მისი გავლისას
ყველანი ჩუმდებოდნენ. ამიტომ ყველამ გაიგონა, რაც ითქვა, როცა
ჰერცოგი ჯულიანო და ლორენცო მედიჩი ახალმოსულებს მეთაუ-
რისთვის გამოყოფილი ოთხსართულიანი სახლის სამთაღიან ჭიშ-
კართან შეხვდნენ.
ფასადზე, ცენტრში ჯერაც ეკიდა გერბი კოკი დელ ნეროს ოჯახი-
სა, რომელსაც მატერიალურად ძალიან გაუჭირდა და იძულებული
გახდა, სასახლე მედიჩებისათვის მიეყიდა.
არქიტექტურული შედევრებით სავსე ქუჩაზე ეს შენობა იტალიუ-
რი ხუროთმოძღვრების მარგალიტს წარმოადგენდა.
მის გვერდით ქალაქის უძველესი, ყველაზე ცნობილი ოჯახების
რეზიდენციები განლაგებულიყო:
სოლდანერების, მონალდების, ბოსტიჩების, კოზების, ბარტოლი-
ნების, არნოლდებისა და დავიცების. ჰერცოგს სურდა, არგალიასა
და ყველა დანარჩენს დაეფასებინათ მისი გულუხვობა და ამისთვის
ამჯობინა არგალიასთვის კი არა, ყარა ყიოზისთვის მიემართა: „მო-
ხარული ვარ, რადგან ისეთი სამკაულისთვის, როგორიც თქვენ
ხართ, შესაფერისი ბუდის მორთმევა მოვახერხე“, – უთხრა და ოდ-
ნავ თავიც კი დაუკრა.
და ყველამ გაიგონა, როგორ უპასუხა ქალმა მჟღერი ხმით: „მე
სათამაშო არ გახლავართ. მე ვარ პრინცესა. ჩემში თემურისა და თე-
მუჩინის სისხლი ჩქეფს – მისი, ვისაც თქვენ ჩინგის ხანს უწოდებთ.
ასე რომ, მოვითხოვ ისე მომმართონ, როგორც ჩემს რანგს შეეფე-
რება“.

320
მონგოლი! მოგორი! – ბრბო ერთმანეთს გადასცემდა უცხოურ
მრისხანე სიტყვებს. ისინი მღელვარებისა და შიშის ერთგვარ ერო-
ტიკულ კომბინაციას ქმნიდნენ.
ქალს პირველად სახეაწითლებული, გაბღენძილი ლორენცო მე-
დიჩი გამოეხმაურა. მან თქვა ის, რასაც ბევრი იქ მყოფი გრძნობდა
და რითაც არგალიას თვალში პატივმოყვარე, ახლომხედველი ბი-
ჭუნას რეპუტაცია განიმტკიცა: „შენ მთლად სულელი ყოფილხარ,
არგალია, – დაიყვირა მან, – ამ თავხედი მოგოლი ქალის მოტაცე-
ბით ხომ არ გინდა მთელი ოქროს ურდო დაგვასხა თავს!“ „ეს ნამ-
დვილად შეუძლებელი იქნებოდა, – ცივად, მშვიდად უპასუხა არგა-
ლიამ, – თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ოქროს ურდო უკვე
ასი წელია აღარ არსებობს და ის სწორედ პრინცესას წინაპარმა –
თემურ ხანმა გაანადგურა. გარდა ამისა, ბატონებო, მე არავინ მო-
მიტაცებია. ის შაჰი ისმაილის ტყვე იყო და მე გავათავისუფლე, რო-
ცა სპარსთა ჯარებს ვძლიეთ ჩალდირანთან... პრინცესა აქ თავისი
ნებით არის მოსული და მთელი გულით სურს, დასავლურ და აღმო-
სავლურ კულტურებს შორის კავშირის განმტკიცებას შეუწყოს ხელი.
მას სჯერა, რომ ბევრი რამ შეუძლია ისწავლოს ჩვენგან, და თვითო-
ნაც შეუძლია გვასწავლოს“.
გარშემომყოფთ არგალიას პასუხი მოეწონათ. თანაც, მათ ახალ
დამცველს უკვე ლეგენდად ქცეულ ჩალდირანის ომში ჰქონდა მო-
ნაწილეობა მიღებული და გამარჯვებულთა მხარეს იბრძოდა. მი-
სალმების შეძახილები გაისმა, ხალხი პრინცესას პატივს მიაგებდა.
ნათელი გახდა, რომ ყარა ყიოზის მიმართ კეთილად განეწყვნენ.
ჰერცოგმა ჯულიანომ უხერხულობის გრძნობა დაძლია და ხელის
აწევით ხალხს ანიშნა გაჩუმდით და მომისმინეთო: „ფლორენციას
დიდგვაროვანი სტუმარი ჰყავს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკე-

321
თოთ, რათა საკადრისად ვუმასპინძლოთ“, – ხმამაღლა დაიყვირა
მან.

***

პალაცო კოკი დელ ნერო ქალაქში განსაკუთრებით დიდი და ლა-


მაზი დარბაზით იყო ცნობილი. ოთახი ოცდასამი ფუტი სიგანით, ოც-
დაცამეტი ფუტი სიგრძით, ოცი ფუტი სიმაღლით, ხუთი უზარმაზარი
ვენეციურმინებიანი ფანჯრით, საშუალებას იძლეოდა მასში მდიდ-
რული ნადიმები მოწყობილიყო. მთავარი საწოლი ოთახის, ე. წ.
„ცოლ-ქმრის სამყოფის“ ოთხივე კედელი ფრიზებით იყო მორთუ-
ლი, ისინი ანტონიო პუჩის ძველი პროვანსული ლეგენდის მოტივებ-
ზე შექმნილი სასიყვარულო პოემის ილუსტრაციებს წარმოადგენ-
დნენ. ამ ოთახში ორ შეყვარებულს (სამსაც კი) შეეძლო მთელი
დღეები და ღამეები განუყრელად ერთად გაეტარებინათ და გარეთ
გასვლის სურვილი არ გასჩენოდათ. სასახლეში შექმნილი პირობე-
ბი ყარა ყიოზს შესაძლებლობას აძლევდა, ფლორენციის დიდგვა-
როვანი ქალბატონებივით ეცხოვრა, ანუ მთლიანად განცალკევებუ-
ლი ყოფილიყო უბრალო ხალხისაგან და მხოლოდ ქალაქის რჩეულ
ადამიანებთან ჰქონოდა ურთიერთობა. თუმცა პრინცესამ სხვაგვა-
რად ინება დროის გატარება.
აშკარა იყო, მასაც და სარკესაც ძალიან მოსწონდათ, პირბადის
ტარება რომ აღარ სჭირდებოდათ. დღისით პრინცესა და მისი მუდ-
მივი თანამგზავრი ხმაურიან ქუჩებში სეირნობდნენ მხოლოდ სერბი
კონსტანტინის თანხლებით და ტკბებოდნენ გამვლელ-გამომვლე-
ლის ყურადღებით – რის უფლებასაც ფლორენციელი დიდგვაროვა-
ნი ქალები თავს არ აძლევდნენ.

322
ფლორენციელებს ეს მოსწონდათ. თავიდან მას სიმონეტა მეორე
შეარქვეს, შემდეგ კი, როცა გაიგონეს, როგორ მიმართავდნენ ქა-
ლები ერთმანეთს, ანჟელიკა პირველი. სადაც უნდა წასულიყო, ფე-
ხებთან ყვავილებს უყრიდნენ. მისი გაბედულება გადამდები აღმოჩ-
ნდა. მალე ბევრმა მაღალი წრის ქალბატონმა მიჰბაძა პრინცესას
მაგალითს.
ტრადიცია დაარღვიეს და საღამოობით ორი, სამი თუ ოთხი ერ-
თად ქუჩაში სეირნობდა. ახალგაზრდა ჯენტლმენებს ეს ძალიან მო-
ეწონათ, „მხიარული სახლების“ კლიენტების რიცხვი კი საგრძნობ-
ლად შემცირდა. ასე დაიწყო კურტიზანების ხანის დაისი. რომის პაპი
მის მშობლიურ ქალაქში ზნეობრივი ატმოსფეროს ასეთმა გაუმჯო-
ბესებამ ძალიან გაახარა და მარადიულ ქალაქში ჰერცოგ ჯულია-
ნოსთან ერთ-ერთი ვიზიტისას განაცხადა, რომ თუმცა პრინცესას
თავი ქრისტიანად არ მიაჩნია, ის შეიძლება ახალ წმინდანთა რი-
გებს მიეკუთვნოსო.
ფლორენციაში დაბრუნებისას ჯულიანომ, რომელიც რელიგიუ-
რი ადამიანი იყო, პაპის ეს ნათქვამი ერთ-ერთ დიდებულს გა-
უზიარა. ეს ამბავი ფლორენციელმა მჯღაბნელებმა მთელ ქალაქს
მოსდეს და სულ მალე, მას შემდეგ, რაც ლეო მეათემ ეს ვარაუდი გა-
მოთქვა, გავრცელება დაიწყო ხმებმა ყარა ყიოზის მიერ ჩადენილი
სასწაულების შესახებ.
ხალხი, რომელიც პრინცესას ქუჩაში ხვდებოდა, ამტკიცებდა, მის
გარშემო ციური მუსიკა ისმისო. ზოგი იფიცებოდა, შარავანდედი ად-
გას თავზე, იმდენად კაშკაშა, რომ დღისითაც ნათლად ჩანს, როგორ
ბრწყინავსო.
უნაყოფო ქალები მიდიოდნენ ყარა ყიოზთან და სთხოვდნენ მათ
მუცელს ხელით შეხებოდა, მერე კი საქვეყნოდ აცხადებდნენ, ბავშვი
სწორედ იმ ღამით ჩაგვესახაო. ბრმებს თვალები ეხილებოდათ,
323
კოჭლები გამართულად იწყებდნენ სიარულს. ერთადერთი, რასაც
მას ჯერჯერობით არ მიაწერდნენ, მკვდრის გაცოცხლება იყო. აგო
ვესპუჩიც კი შეუერთდა მათ რიგებს, ვისაც ამ სასწაულების სჯეროდა
და ამტკიცებდა: მას შემდეგ, რაც პრინცესამ პატივი დამდო და ჩემი
ვენახი მოინახულა, ყურძნის ყველაზე დიდი მოსავალი ავიღე, რაც
კი ოდესმე ამიღიაო.
მადლობის ნიშნად კი პალაცო კოკი დელ ნეროში თვეში ერთხელ
ღვინოს აგზავნიდა საჩუქრად.
ამგვარად, ყარა ყიოზი, პირბადის გარეშე, აწ უკვე ანჟელიკად
ქცეული, სილამაზის გაფურჩქვნის ხანაში იმყოფებოდა და ქალურ
თუ სხვა ხიბლს უხვად აფრქვევდა ქალაქს, კეთილსურნელოვან ნის-
ლში ხვევდა მას, რომელიც ფლორენციელთა გულებს სიყვარულით
ავსებდა მშობლების, შვილების, მეუღლეებისადმი, ხორციელი თუ
ღვთაებრივი სიყვარულით. უსახელო ავტორები მას ქალღმერთ ვე-
ნერას რეინკარნაციად მიიჩნევდნენ. სიმშვიდისა და ჰარმონიის ნა-
ზი არომატი ტრიალებდა ჰაერში. ხალხი უფრო მეტს მუშაობდა, ოჯა-
ხების ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა, შობადობამ იმატა, ეკლე-
სიები სავსე იყო მორწმუნეებით. კვირაობით სან ლორენცოს ბაზი-
ლიკაში წირვისას საჯანმრთელო ლოცვაში არა მხოლოდ მედიჩე-
ბის სახელებს მოიხსენიებდნენ, არამედ პრინცესასაც. არა როგორც
შორეული ინდოეთისა და კატაეთის პრინცესას, არამედ როგორც
ფლორენციის მფარველს. ყარა ყიოზის ცხოვრებაში ბედნიერი ხანა
იდგა, მაგრამ მალე წინ შავი დღეები ელოდა.
იმდროინდელი ადამიანების წარმოსახვა სავსე იყო გრძნეულე-
ბით და ჯადოქრებით. ყველამ იცოდა, მაგალითად, ალკინოს, ფერია
მორგანის ბოროტი დის შესახებ – თუ როგორ მოკლეს მათ ერთად
თავიანთი და, კეთილი ჯადოქარი ლოგისტილა, სიყვარულის ქა-
ლიშვილი. იცოდნენ მანტუელი ჯადოქრის, მელისას თაობაზეც,
324
დრაგონტინაზე, რაინდი ორლანდო რომ ჰყავდა ტყვედ. უძველესი
დროის ცირცეასა და უსახელო, მაგრამ შიშისმომგვრელ სირიელ
გრძნეულზეც ბევრი რამ გაეგონათ. ფლორენციაში ჯადოქრები არ
წარმოედგინათ, როგორც მახინჯი ბებრუხანები და კუდიანები. აქ
მათზე ფიქრობდნენ, როგორც მშვენიერ ქალებზე გაშლილი თმე-
ბით, რაც გარყვნილების სიმბოლოდ აღიქმებოდა. მიაჩნდათ, რომ
მათ მაცდუნებელ ხიბლს წინ ვერაფერი დაუდგებოდა და ვისაც მო-
ისურვებდნენ, ყველა შეეძლოთ თავის ქსელში გაებათ.
თუმცა ხანდახან მათი ჯადო სიკეთის სამსახურშიც შეიძლებოდა
ჩამდგარიყო. ქალაქში ანჟელიკას ჩამოსვლის შემდეგ იმძლავრა
კულტმა კეთილი, ყველას თანამგრძნობი ჯადოქრისა, რომელიც
სიყვარულის ქალღმერთიც იყო და ადამიანთა მფარველიც. აი, ის,
ყველას მსგავსი, სხვებივით დადის ბაზრის მოედანზე: „მსხალი გა-
სინჯე, ანჟელიკა! ქლიავი აიღე, ნახე, რამხელაა“. არაფერი ზღაპრუ-
ლი, ჩვეულებრივი ქალია, ჩვენსავით სისხლითა და ხორცით. ის უყ-
ვარდათ და სჯეროდათ, დიდი საქმეების გაკეთება ხელეწიფებაო.
თუმცა, იმ დროს ჯადოქარსა და კუდიანს დიდად არ განასხვავებ-
დნენ.
ზოგიერთები იმასაც ამტკიცებდნენ, ახლადმოვლენილი ჯადოქა-
რი – ქალური ბუნების ყველა მაგიური თვისების განსახიერება –
მხოლოდ ნიღაბია და მისი ნამდვილი სახე ისეთი საშიში და ამაზ-
რზენია, როგორიც ბებერი კუდიანის – ლამიასიო.
იმ სკეპტიკოსებმა, რომლებიც ღვარძლიანი ხასიათის გამო ის-
ტორიული მოვლენების მიმდინარეობაზე ყოველგვარი ზებუნებრი-
ვის გავლენას უარყოფენ, შესაძლოა ფლორენციის მაშინდელ კე-
თილდღეობასა და აყვავებას უფრო პროზაული მიზეზები მოუძებ-
ნონ.

325
შეიძლება ივარაუდონ, რომ ეს ყველაფერი იყო დამსახურება ქა-
ლაქის მფარველის, ლეო მეათისა, რომელსაც ზოგი კეთილ გენიად
მიიჩნევდა, სხვები კი – პატივმოყვარე სულელად. პაპს მიაწერდნენ,
თითქოს სწორედ მისი შემწეობით განიცდიდა ფლორენცია ეკონო-
მიკურ აღმავლობას, მის გამო დაიხია მტერმა უკან და ა. შ.
ყოველგვარი ზებუნებრივის მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ,
საყრდენი ლეო მეათის მიერ გატარებულ პოლიტიკაში ეპოვათ და
მარიანოსთან გამართული ბრძოლის შემდეგ, საფრანგეთის მეფეს-
თან მის შეხვედრასა და რამდენიმე ხელმოწერილ შეთანხმებას იხ-
სენებდნენ. გაიხსენეს ახალი, პაპის მიერ შეძენილი და ფლორენცი-
ისთვის გადაცემული მიწები, რომლებმაც ქალაქს დამატებითი შე-
მოსავალი მოუტანა, ლორენცო ურბინოსთვის ჰერცოგის ტიტულის
მინიჭება, ჯულიანო მედიჩისთვის მოწყობილი ქორწილი სავოიელ
პრინცესა ფილიბერტასთან, რის შემდეგაც მან საფრანგეთის მეფის,
ფრანცისკ პირველისგან ნემური მიიღო საჩუქრად და შესაძლოა
ჩასჩურჩულა კიდეც ყურში ჯულიანოს, ნეაპოლიც მალე შენი იქნე-
ბაო.
ასეა თუ ისე, მაინც მოგვიწევს აღიარება, რომ მჯღაბნელები,
რომლებიც მშრალ ფაქტებს ამჯობინებენ, ძირითადად მართლები
არიან.
უდავოა, პაპს მართლა უზარმაზარი ძალაუფლება ჰქონდა.
ასევე უზარმაზარი ძალაუფლება ჰქონდათ საფრანგეთისა და ეს-
პანეთის მეფეებს. ძლიერი იყო შვეიცარიის ჯარი და ოსმალეთის იმ-
პერიაც. და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ძალა ხან ებრძოდა ერთმა-
ნეთს და ხან რიგდებოდა, იმარჯვებდნენ და მარცხდებოდნენ, ქორ-
წინებებს აწყობდნენ, ინტრიგებს ხლართავდნენ, კომპრომისებზე
მიდიოდნენ, პრივილეგიებით ვაჭრობდნენ, საიდუმლო გარიგებებ-
სა და ოფიციალურ შეთანხმებებს აწერდნენ ხელს, ნადავლს იყოფ-
326
დნენ და კიდევ, ეშმაკმა იცის, რას არ აკეთებდნენ. მაგრამ ეს ყველა-
ფერი, ჩვენდა საბედნიეროდ, ახლა სრულიად არაარსებითია. დრო
გადიოდა და ყარა ყიოზი თანდათან სულიერი და ფიზიკური გამოფი-
ტულობის ნიშნებს ავლენდა. როგორც ჩანს, პირველად ეს სარკემ
შეამჩნია, რამდენადაც ის ყოველდღე, განუყრელად პრინცესას
გვერდით იმყოფებოდა. მას არ გამოჰპარვია დაძაბული ღიმილი
შავთვალას მგრძნობიარე ტუჩებზე, დუნე მოძრაობა ადრე ძლიერი
და მსუბუქი ხელებისა, თავის ტკივილები და უცაბედი, უმიზეზო გა-
ღიზიანება. ან იქნებ უფრო ადრე არგალიამ იგრძნო, რომ რაღაც
რიგზე ვერ იყო, როცა პირველად მათი ურთიერთობის განმავლო-
ბაში, ქალმა ალერსის ნება არ მისცა და სარკეს სთხოვა, მისი მაგივ-
რობა გაეწია. არ მაქვს ახლა ამის თავი. გადაღლილი ვარ. სურვილი
არ მაქვს. პირადად შენ აქ არაფერ შუაში ხარ. რატომ არ გინდა, ეს
გაიგო? შენ უკვე ხარ, ვინც ხარ – უძლიერესი მხედართმთავარი –
და დასამტკიცებელი არაფერი გაქვს არც თავისთვის და არც სხვე-
ბისთვის, მაშინ როცა მე ჯერაც ვერ მიპოვია თავი და ვერ მომიხერ-
ხებია ჩემი შესაძლებლობების გამოყენება. რაღა სიყვარულია, თუ
ამის გაგება არ შეგიძლია. ეს სიყვარული კი არა, ეგოიზმია.
„ურთიერთსაყვედურები. ნუთუ ასეთი ბანალური ბოლო უნდა
ჰქონდეს ჩვენს სიყვარულს?!“ – გაიფიქრა არგალიამ. ამის დაჯერე-
ბა არ უნდოდა და შეეცადა, სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება. მა-
თი სიყვარული სამარის კარამდე გასტანს.
შეუძლებელია, ის ასეთი წვრილმანი კინკლაობით დამთავრდეს.
ჰერცოგმა ჯულიანომ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ეს მის
ცოლს ძალიან აღიზიანებდა, ყოველდღე უყურებდა სარკეში ყარა
ყიოზის სახეს, მასში ძლივს შესამჩნევი ცვლილებები შენიშნა.
ფილიბერტასთან მის ქორწინებას წმინდა პოლიტიკური სარჩუ-
ლი ედო. სავოიელი ქალბატონი არც ახალგაზრდა იყო და არც ლა-
327
მაზი. მათი შეუღლების შემდეგაც ჯულიანო შორიდან ეტრფოდა ყა-
რა ყიოზს, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, ეს სუსტი
და ღვთისმოშიში კაცი ყარა ყიოზს შორიდან შესტრფოდა მხოლოდ
და თავშიც არასოდეს გაუვლია მისი შეცდენა ან არგალიასთვის
წართმევა. იმითაც კმაყოფილდებოდა, რომ მის პატივსაცემად დღე-
სასწაულებს აწყობდა, რომლებიც პომპეზურობით პაპის საზეიმო
დახვედრის ცერემონიალებს არ ჩამოუვარდებოდნენ.
ფილიბერტას მოგოლების პრინცესას პატივსაცემად გამართული
ღონისძიებების შესახებ ფლორენციაში ჩასვლისას უამბეს და მან
მოითხოვა, ქმარს ახალშერთული ცოლისთვისაც მოეწყო მსგავსი
რამ. ჯულიანომ უპასუხა, ამას მაშინვე შეგისრულებ, როგორც კი
მემკვიდრე შემეძინებაო, თუმცა ცოლის საწოლ ოთახს იშვიათად
სტუმრობდა და ეწერა სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ერთი ვაჟი დარ-
ჩენოდა – ქორწინების გარეშე დაბადებული იპოლიტო. ის მოგვია-
ნებით კარდინალი გახდა, როგორც ხშირად ხდებოდნენ ხოლმე ნა-
ბიჭვრები. ქმრის უარის შემდეგ ფილიბერტამ მთელი გულით შეიძუ-
ლა ყარა ყიოზი, ხოლო როცა მისი არსებობის შესახებ გაიგო, ჯა-
დოსნური სარკეც. ერთ დღეს გაიგონა, რომ ჯულიანო წუხდა პრინ-
ცესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ჰერცოგი
სევდიანად მისჩერებოდა სარკეში ყარა ყიოზის გამოსახულებას:
„შეხედე ამ საცოდავ გოგონას, – წყნარად უთხრა ცოლს, – აშკარად
ეტყობა, კარგად ვერ არის“. ქალს მოთმინების ძაფი გაუწყდა. ეს უკ-
ვე მეტისმეტი იყო.
„შევეცდები, კიდევ უფრო უარესად იყოს, – იყვირა ფილიბერტამ
და ჯადოსნურ სარკეს მძიმე, ვერცლისბუდიანი სავარცხელი ესრო-
ლა. სარკე ნამსხვრევებად იქცა. „ის კი არა, მე არ ვარ კარგად, – გა-
ნაგრძობდა ის ყვირილს, – თუ სიმართლე გინდა, ახლა ისე ცუდად

328
ვარ, როგორც არასდროს ჩემს სიცოცხლეში! კეთილი ინებე და, ჩე-
მი ჯანმრთელობით დაინტერესდი“.
ყარა ყიოზის შეუძლოდ ყოფნის მიზეზი ის იყო, რომ მან დაძაბუ-
ლობას ვეღარ გაუძლო. მის ადგილას სხვა დიდი ხნის წინ გატყდე-
ბოდა. ორმოცი ათასი ადამიანის ხიბლის ქვეშ ყოლა კვირიდან კვი-
რამდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე მისთვისაც კი მეტისმეტი
დატვირთვა აღმოჩნდა.
სასწაულებრივი განკურნების შემთხვევებმა იკლო და ბოლოს
სულ შეწყდა. პაპი უკვე აღარაფერს ამბობდა წმინდანთა დასისთვის
მისი მიკუთვნების შესახებ.
მისი წინაპრების დიადი ქალღმერთის – ალენკუვასგან განსხვა-
ვებით, მას არ ხელეწიფებოდა ადამიანთა სიცოცხლისა და სიკვდი-
ლის გამრიგე ყოფილიყო. ფლორენციაში მისი გამოჩენიდან სამი
წლის შემდეგ ჯულიანო მედიჩი ავად გახდა და მალე გარდაიცვალა.
ფილიბერტამ დაუყოვნებლივ შეკრიბა ყველაფერი, რაც თავისად
მიაჩნდა, ფასდაუდებელი მზითვის ჩათვლით, და ყოველგვარი ცე-
რემონიების გარეშე სავოიაში გაემგზავრა. როგორც ცნობილია,
სახლში დაბრუნებისას მან განაცხადა, ფლორენციას სარაცენი1 კუ-
დიანი მართავს, პატიოსან ქრისტიან ქალებს იქ არ დაედგომებათო.

1
სარაცენი – მუსულმანთა მოსახსენიებელი ტერმინი შუა საუკუნეების ევროპაში.
329
17. ლომებისა და დათვის ინციდენტი ყარა ყიოზის
პატივსაცემად...

ლომებისა და დათვის ინციდენტი ყარა ყიოზის პატივსაცემად


მოწყობილი მორიგი კარნავალის დროს მოხდა. პირველი დღე ფეი-
ერვერკებსა და ცხენების ჯირითს დაეთმო. მეორე დღეს სინიორიის
მოედანზე ცხოველები გაუშვეს: ხარები, კამეჩები, ირმები, დათვები,
ლეოპარდები და ლომები. იქვე მოიყარეს თავი მხედრებმა და ფე-
ხოსანმა შუბოსნებმა. იყო ასევე ხალხი (ისინი ჯერ ხის უზარმაზარი
კუსა და ასეთივე მაჩვზღარბას შიგნით იმალებოდნენ), რომელიც
მხეცებს ესხმოდა თავს. ერთ- ერთი თავდამსხმელი კამეჩმა მოკლა.
ერთ მომენტში ყველაზე დიდი ხვადი ლომი დათვს ეცა კისერში
და ის იყო, უნდა მოეკლა, რომ ყველას გასაოცრად დათვს ძუ ლომი
გამოუჩნდა დამცველად. ის გამძვინვარებით მივარდა თავისივე ჯი-
შის მეორე მხეცს და ისე ძლიერად უკბინა, იძულებული გახადა
მსხვერპლი გაეთავისუფლებინა.
დათვი მალე გამოვიდა მდგომარეობიდან, მაგრამ სხვა ლომებმა
მისი გადამრჩენი აითვალწუნეს და ახლოს არ იკარებდნენ.
საწყალმა კუდი ამოიძუა, უხალისოდ დახეტიალობდა გადაჭე-
დილ მოედანზე და მიუხედავად ბრბოს გამამხნევებელი შეძახილე-
ბისა და დაცინვისა, არც ერთ ცხოველს აღარ დასხმია თავს. მომ-
დევნო დღეებსა და თვეებში ქალაქელებს შორის ბევრი დავა-კამა-
თი იყო იმის შესახებ, როგორ შეიძლებოდა ამ მოვლენის ახსნა. სა-
ზოგადოებრივი აზრი იმაზე შეჩერდა, ძუ ლომი ყარა ყიოზს განასა-
ხიერებდაო, მაგრამ ხვადი ლომი და დათვი ვის წარმოადგენდნენ?
თუმცა მალე ამ კითხვაზეც მოიძებნა პასუხი ანონიმური თხზულების
წყალობით, რომელიც მალე პოპულარული გახდა. ცოტა ვინმემ თუ

330
იცოდა, რომ მისი ავტორი ფლორენციის ხელისუფალთაგან ათვალ-
წუნებული ნიკოლო მაკიაველი იყო. მისი განმარტების მიხედვით,
ძუ ლომის ქცევა, რომელმაც თავისივე ჯიშისგან დაიცვა დათვი, მისი
საყოველთაო თანხმობისკენ სწრაფვით იყო განპირობებული. „სწო-
რედ ისე, როგორც პრინცესას შემთხვევაში, – ამტკიცებდა შემდეგ
ავტორი, – იგი გამოჩნდა ჩვენ შორის, რათა ის ძალები შეერიგებინა
ერთმანეთთან, რომელთა შერიგება შეუძლებელი ჩანდა – მაშინაც
კი, თუ ამის გამო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლა მოუწევდა.
მაგრამ მიტოვებული ძუ ლომისგან განსხვავებით, ლომი-პრინცესა
მარტო არ არის. მას ჰყავს და მუდამ ეყოლება მეგობრები დათვებს
შორის“.
ამ თხზულების წყალობით პრინცესა მშვიდობის, თვითშეწირვის
სიმბოლოდ იქცა.
ლაპარაკობდნენ „აღმოსავლური სიბრძნის“ შესახებ, რომლის
გამოყენება სასურველი იქნებოდა. როცა ყარა ყიოზმა ეს გაიგო, არ-
გალიას უთხრა: „არავითარი აღმოსავლური სიბრძნე არ არსებობს.
ხალხი აღმოსავლეთშიც ისეთივე შტერია, როგორიც დასავლეთ-
ში“.

***

ყარა ყიოზისა და სარკის წასვლის შემდეგ ილ მაკია ღრმა კაეშან-


მა მოიცვა, რაც სიკვდილამდე დარჩენილი ცამეტი წელი გაჰყვა. სა-
ზოგადოებრივი მდგომარეობის დაკარგვის შემდეგ მეგობრებმა მი-
ატოვეს, დიდება უკვე შორეულ მოგონებად იქცა, მაგრამ მისი ცხოვ-
რებიდან დიდი სილამაზის წასვლა ბედის ბოლო დარტყმა აღმოჩ-
ნდა. ახლა, როცა პერკუსინადან გრძნეულის ჯადო გაიფანტა, ცოლს
კვლავ მობაჯბაჯე იხვად აღიქვამდა, ხოლო შვილებს – ტვირთად,
331
რომლებიც კისერზე აწვნენ. ქალების მიმართ ინტერესი არ დაუკარ-
გავს – მომღერალ ბარბერას ისევ ეწვეოდა ხოლმე და არა მხოლოდ
მას, არამედ კიდევ ერთ მეზობელ ქალს, რომლის ქმარი ისე გაიქცა
სახლიდან, ცოლს არც დამშვიდობებია.
მაგრამ ამ ურთიერთობებს ძველებური სიხარული აღარ მოჰქონ-
დათ მისთვის. ხშირად ახსენდებოდა ის გაქცეული ქმარი და სერიო-
ზულად ფიქრობდა, ერთ ღამეს მეც ხომ არ გავუჩინარდეო. დაე, ოჯა-
ხს მკვდრად მიეჩნია. ალბათ ასეც მოიქცეოდა, მაგრამ წარმოდგენა
არ ჰქონდა, მერე რა უნდა ეკეთებინა. ამის ნაცვლად მთელი ცხოვ-
რებისეული ცოდნა და გამოცდილება ერთ პატარა წიგნში ჩადო,
რომელსაც იმის იმედად წერდა, რომ სასახლის კარის კეთილგან-
წყობას დაიბრუნებდა.
ეს იყო ერთგვარი სახელმძღვანელო მმართველისათვის, მაგრამ
წიგნი იმდენად პირქუში გამოუვიდა, თვითონვე დაეჭვდა, შეიძლება
არ მოეწონოთო. და მაინც, მასში კიაფობდა იმედი, რომ ბრძნული
აზრები უფრო დაფასდებოდა, ვიდრე პრიმიტიული, გამჭრიახობას
მეტი ფასი დაედებოდა, ვიდრე ლიქნსა და პირფერობას. თავისი ხე-
ლით გადაწერილი წიგნი ჯულიანო მედიჩის მიუძღვნა, ხოლო როცა
ჰერცოგი გარდაიცვალა, ის ხელმეორედ გადაწერა და ლორენცოს
მიუძღვნა. თუმცა, მთელი ამ ხნის განმავლობაში თავიდან ვერ იცი-
ლებდა აზრს, რომ სილამაზემ სამუდამოდ მიატოვა, რადგან პეპელა
დამჭკნარ ყვავილზე არ რჩება. ილ მაკიამ პრინცესას თვალებში ჩა-
ხედვისას დაინახა – ქალისთვის ის დამჭკნარი იყო, მას ზურგი აქცი-
ეს. ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა.
ახალგამომცხვარი გენერლისა და მისი საყვარლის ფლორენ-
ციაში გამგზავრების წინ ილ მაკიამ ოცი წუთი არგალიასთან ერთად
გაატარა თავის ბიბლიოთეკაში. „მთელი სიცოცხლე, – უთხრა მას
ბავშვობის მეგობარმა, – პატარა ბიჭობიდან მოყოლებული, ჩემი
332
დევიზი იყო ბედს მივნდობოდი. ისე ვიქცეოდი, როგორც ის მკარნა-
ხობდა, იქ მივდიოდი, სადაც მას სურდა წავსულიყავი. იმის წყალო-
ბით გადავრჩი, რომ მივხვდი, რა აჯობებდა ჩემთვის და ჩემს ვარ-
სკვლავს მივდიე. ყველაფერი დანარჩენი უგულებელვყავი: ერთგუ-
ლება, სამშობლოს სიყვარული, ჩვენ მაგივრად სხვების მიერ მო-
ნიშნული საზღვრები. საკუთარ თავზე ვფიქრობდი, მხოლოდ საკუ-
თარ თავზე და სხვა არაფერზე. მეგონა, მხოლოდ ასე შეიძლებოდა
გადავრჩენილიყავი. მაგრამ ამ ქალმა მომათვინიერა, მაკია. მე ვი-
ცი, ის ვინც არის, რადგან სწორედ ისეთია, როგორიც მე ვიყავი. მა-
ნამდე ვუყვარვარ, სანამ საჭიროდ აღარ მიიჩნევს, ვუყვარდე.
მსურს, ეს დრო რაც შეიძლება გვიან დადგეს, რადგან მე ის სხვანა-
ირად, უანგაროდ მიყვარს – როცა შენთვის ძვირფასი არსების კე-
თილდღეობას საკუთარზე მაღლა აყენებ. ვფიქრობ, მისთვის ასეთი
გრძნობა უცნობია. მე მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო მისი გული-
სათვის, ის კი ამას არასოდეს გააკეთებს.“ „იმედი მაქვს, მისთვის
თავის გაწირვა არ მოგიწევს, – უთხრა ნიკოლომ, – და სიცოცხლეს
რაღაც უფრო ფასეულს მოახმარ“.
ცოტა ხნით ყარა ყიოზთან მარტო დარჩენაც მოუწია – თუ სარკეს
არ ჩავთვლით, რომელიც პრინცესას წამითაც არ სცილდებოდა და
ილ მაკია ფიქრობდა, შესაძლოა, ერთადერთი, ვინც მას ნამდვილად
უყვარს, სწორედ მისი მსახურიაო. თავის გრძნობებზე ლაპარაკი არ
დაუწყია. ეს უადგილოც იქნებოდა და უტაქტოც. ამის ნაცვლად უთ-
ხრა: „ეს ფლორენციაა, ჩემო ძვირფასო ქალბატონო, და თქვენ ფუ-
ფუნებასა და განცხრომაში იცხოვრებთ, რადგან ფლორენციელებმა
იციან ლამაზი ცხოვრების ყადრი. მაგრამ გონიერება გამოიჩინეთ,
გახსოვდეთ, სად არის სათადარიგო გასასვლელი. ყოველთვის
მზად გქონდეთ გასაქცევი გეგმა და სათანადო საშუალებები.
როცა არნო ადიდდება, ვისაც ნავი არ აქვს, იხრჩობა“.
333
ფანჯრიდან გადაიხედა და კათედრალური ტაძრის წითელი გუმ-
ბათი დაინახა. შორს, მინდორში მისი ერთ-ერთი მოქირავნე მუშა-
ობდა. გალავნის დაბალ კედელზე ხვლიკი ნებივრობდა მზის სხივებ-
ში. საიდანღაც მოლაღურის გალობა ისმოდა.
მუხისა და წაბლის ხეები, კიპარისები და ქოლგისებური ფიჭვები
საოცარ პეიზაჟს ქმნიდნენ. მაღლა, ცაში არწივი დანავარდობდა.
ხან ზევით აიჭრებოდა, ხან მიწას დაფრენდა.
ვერაფერს იტყოდი, ბუნება მშვენიერი იყო, მაგრამ ახლა ეს ბუ-
კოლიკური სცენა ციხის ეზოს მოაგონებდა. „მე კი, – დასძინა მან, –
სათადარიგო გასასვლელი აღარ მაქვს“.

***

ამ დღის შემდეგ ყარა ყიოზს ხშირად სწერდა წერილებს, თუმცა


არც ერთი გაუგზავნია. სანამ მოკვდებოდა, ქალი მხოლოდ ერთხელ
ნახა. სამაგიეროდ აგო, რომელიც ქალაქიდან არ გაუძევებიათ,
პრინცესას რეგულარულად სტუმრობდა პალაცო დელ ნეროში.
პრინცესა მოწყალებას იღებდა და თვეში ერთხელ მას დიდი სალო-
ნის გვერდით, მოლაღურის დარბაზში მასპინძლობდა, რომელსაც
ასე იმიტომ ერქვა, რომ მისი კედლები ჩიტებით იყო მოხატული.
აგოს ვიწრო შესახვევიდან უკანა გასასვლელთან ურმით ღვინო მიჰ-
ქონდა, მაგრამ თვითონ ამ გასასვლელით არასოდეს სარგებლობ-
და. ასეთი შემთხვევებისთვის ყოველთვის საუკეთესო ტანსაცმლით
იმოსებოდა, ადრე სასახლეში რომ იცვამდა და ვია პორტა როსაზე
მედიდურად მიაბიჯებდა ყვავილების თაიგულით ხელში, პაემანზე
მიმავალი ხანში შესული შეყვარებულივით.
ოდესღაც ოქროსფერი, ახლა გაჭაღარავებული თმა გამელოტე-
ბულ თავს ვეღარ უფარავდა. აგო პრინცესას თვალებში ხედავდა,
334
თუმცა ქალი ყოველნაირად ცდილობდა არ ეგრძნობინებინა, რომ,
ცოტა არ იყოს, სასაცილოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ეს არ სწყინ-
და. ყარა ყიოზისგან ის არაფერს ელოდა, ქალი კი ხანდახან რაღა-
ცას სთხოვდა, ისეთ რამეს, რაც საიდუმლოდ უნდა შეენახა. „გააკე-
თებთ ამას ჩემთვის?“– ჰკითხავდა ქალი. „როცა კი ინებებთ“, – პა-
სუხობდა ის და მხოლოდ სარკემ და მოლაღურმა იცოდნენ, ამის
შემდეგ რა ითქმებოდა.
ამრიგად, ჯულიანო მედიჩი გარდაიცვალა. ფლორენციის მმარ-
თველი, როგორც მოსალოდნელი იყო, მისი ძმისშვილი, ლორენცო
მედიჩი გახდა. თანდათან ცვლილებები დაიწყო, თუმცა ეს პირველი
სამი წლის განმავლობაში მაინცდამაინც თვალში მოსახვედრი არ
იყო. ლორენცოს არგალია ისევე ძლიერ სჭირდებოდა, როგორც
მის ბიძას. სწორედ არგალია ჩაუდგა სათავეში ფლორენციის ჯარს
ურბინოს ჰერცოგის, ფრანჩესკო მარიას წინააღმდეგ, რომელსაც
ლეო მეათემ უღალატა. როცა მედიჩები დევნილობაში იყვნენ,
ფრანჩესკო მარიამ შეიფარა ისინი, მაგრამ ახლა მედიჩებმა ურბი-
ნოს მიტაცება მოისურვეს. ფრანჩესკო დიდი გავლენით სარგებ-
ლობდა. მას კარგად გაწვრთნილი რეგულარული ჯარი ჰყავდა და
არგალიას თავის იანიჩრებით სამი კვირა დასჭირდა მის დასამარ-
ცხებლად. ამ ბრძოლებისას მან ცხრა საუკეთესო და ყველაზე ერ-
თგული იანიჩარი დაკარგა. ოთხ შვეიცარიელ გიგანტთაგან ერთ-
ერთი – დარტანიანიც მოკლეს და მგლოვიარე ოტო, ბოტო და კლო-
ტო საშინელი სანახავები იყვნენ. ამის შემდეგ არგალიამ ანკონაში
ფრანჩესკო მარიას მომხრეების ამბოხება ჩაახშო. ამან თურქ არგა-
ლიას ისეთი სახელი მოუხვეჭა, ლორენცომ მის წინააღმდეგ აშკა-
რად გამოსვლა ვეღარ გაბედა.
სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ილ მაკიამ თავისი ნაშრომი ლო-
რენცოსთვის გაეგზავნა. პასუხად სრული დუმილი მიიღო – არც
335
მადლობა, არც ქება, არც კრიტიკა. ისიც კი არ შეატყობინეს, მიიღეს
თუ არა მისი წიგნი. ის ლორენცოს სიკვდილის შემდეგაც ვერ მო-
იძებნა მის ქაღალდებში. ამბობდნენ, როცა მაკიაველის წიგნი გა-
უწოდეს, ლორენცომ ზიზღით გაიცინა, ის გვერდით მოისროლა და
სარკასტულად თქვა: „ნუთუ ამ არარაობას ჰგონია, რომ შეუძლია
მმართველს ასწავლოს, როგორ უნდა მართოს? ალბათ სულ ზეპი-
რად უნდა ვისწავლო, ხომ?“ და როცა პირფერული სიცილი მიწ-
ყნარდა, დასძინა: „ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ:
თუკი ნიკოლო მაკიაველის ოდესმე ვინმე გაიხსენებს, გაიხსენებენ
როგორც კომედიანტს და არა როგორც მოაზროვნეს“. კარისკაცები
ისევ ახითხითთდნენ. ამ ამბავმა აგო ვესპუჩის ყურამდე მიაღწია,
მაგრამ ის მეტისმეტად კეთილი იყო საიმისოდ, ილ მაკიასთვის რა-
იმე ეთქვა ამის თაობაზე. ამიტომ ნიკოლოს რამდენიმე თვე კიდევ
იმედი ჰქონდა, პასუხს მომწერენო. როცა ნათელი გახდა, რომ არ
უპასუხებდნენ, მისმა სულიერმა მდგომარეობამ სწრაფად დაიწყო
გაუარესება. რაც შეეხება პატარა წიგნს, ნიკოლომ ის გვერდზე გა-
დადო და აღარასდროს უცდია გამოექვეყნებინა.
1519 წლის გაზაფხულზე ლორენცომ გადაწყვიტა, მოქმედების
დრო დადგაო. თურქი არგალია ლომბარდიაში გააგზავნა იქიდან
ფრანგების გამოსაძევებლად. ბერგამოს პროვინციაში არგალიას
ფრანცისკ პირველის მებრძოლებთან მოუხდა შებმა.
მის არყოფნაში ლორენცომ სანტა კროჩეზე დიდი ტურნირი მო-
აწყო. დღესასწაულის პროგრამა ლამის ზუსტი ასლი იყო იმისა, სი-
მონეტა ვესპუჩის პატივსაცემად რომ მოაწყვეს, რომელშიც ჯულია-
ნო მედიჩის ეჭირა დროშა წარწერით „La sans pareille“. ყარა ყიოზი
მიიწვიეს და საპატიო ადგილზე დასვეს, სცენაზე, ოქროსფერი შრო-
შანებით მორთული ბალდახინის ქვეშ. ლორენცო მასთან მივიდა და
დროშა გაშალა, რომელზეც ახლაც „La sans pareille“ ეწერა. „მე
336
ვუძღვნი ამ დღესასწაულს ჩვენი ქალაქის ლამაზების დედოფალს –
ანჟელიკას, ინდოეთისა და კატაეთის პრინცესას“, – ხმამაღლა გა-
ნაცხადა ლორენცომ. ყარა ყიოზი ისე უშფოთველად გამოიყურებო-
და, თითქოს რაც ხდებოდა, მას არ ეხებოდა. ტრადიციის მიხედვით,
მას ფლორენციის მმართველისთვის შარფი ან ცხვირსახოცი უნდა
ესროლა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ლორენცოს სიბრაზისგან სახე წა-
მოუჭარხლდა.
შეჯიბრში ქალაქის დამცველად დატოვებული თექვსმეტი ჯარის-
კაცი მონაწილეობდა. ორი პრიზი თამაშდებოდა: ფარჩის ხიფთანი
და ვერცხლის ფიალა.
ჰერცოგი ასპარეზობაში არ ჩართულა. ის ყარა ყიოზს მიუჯდა
გვერდით და შეჯიბრის დამთავრებამდე ხმა არ ამოუღია.
თამაშის შემდეგ პალაცო მედიჩიში ბანკეტი მოაწყვეს. სუფრა დე-
ლიკატესებით დახუნძლულიყო: ფარშავანგები, ჩიავენური ბულბუ-
ლები, ტოსკანური კაკბები, ვენეციური ხამანწკები, არაბულად დამ-
ზადებული მაკარონი ბევრი შაქრითა და დარიჩინით. ღორის ხორ-
ცის კერძები, საპატიო სტუმრის პატივისცემის ნიშნად, სუფრაზე არ
იყო. დესერტი რეჯოული კომშის მურაბის, სიენური მარციპანის, და
ე. წ. მარტის ყველისგან შედგებოდა. სუფრას არაჩვეულებრივი დი-
დი პომიდვრები ამშვენებდა.
ბანკეტის შემდეგ, პლატონის „ნადიმში“ აღწერილი ჩვეულების
მიხედვით, სასიყვარულო პოეზიის კითხვის ჯერი დადგა. დღესას-
წაულის ამ ნაწილში თვით ლორენცო მონაწილეობდა. მან სწორედ
„ნადიმიდან“ წაიკითხა ნაწყვეტი: „ერთმანეთისთვის სიკვდილისათ-
ვის მხოლოდ შეყვარებულნი არიან მზად – არა მარტო კაცები, არა-
მედ ქალებიც. ამის მაგალითია ალკესტიდა, პელიას ქალიშვილი. ის
მზად იყო სიცოცხლე გაეღო საყვარელი ქმრის გადასარჩენად“. ამ
სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ფეხზე გაჭირვებით მდგარი ლორენ-
337
ცო მძიმედ დაებერტყა სკამზე ყარა ყიოზის გვერდით. პრინცესა მისი
არჩევანით დაინტერესდა. ამ საყოველთაო მხიარულების ჟამს სიკ-
ვდილის თემა რატომ შემოიტანეთო, ჰკითხა და ლორენცოს პასუხმა
თავზარი დასცა.
ფლორენციის მმართველი იმ ღამით განსაკუთრებით ბევრს
სვამდა. ყველამ იცოდა, ღვინო ადვილად ერეოდა მას.
– სიკვდილი, ქალბატონო, შეიძლება გაცილებით ახლოს აღმოჩ-
ნდეს, ვიდრე გვგონია. ვინ იცის, თქვენც რის გადატანა მოგიწევთ მა-
ლე.
პრინცესა გაირინდა, გახევდა. მიხვდა, რომ ამ ავხორცი ახალ-
გაზრდის ხმით თვით ბედისწერა დაელაპარაკებოდა ახლა.
– სანამ დაჭკნება, ყვავილი ჯერ სურნელებას კარგავს, – აგდებუ-
ლად თქვა ლორენცომ, – და თქვენი სურნელიც საკმაოდ განელდა,
ქალბატონო. ასე არ არის?“ ეს შეკითხვა არ იყო. „ძალიან ცოტა ვინ-
მე თუ ამბობს ახლა, რომ თქვენ გარშემო ციური მუსიკა ისმის. აღა-
რც სასწაულებრივ განკურნებას უკავშირებენ თქვენს სახელს და
აღარც უნაყოფო ქალების დაფეხმძიმებას. არც ჩვენს ყველაზე მა-
ლემრწმენ მოქალაქეებს, არც ღარიბ-ღატაკთ, პურითა და ბალახე-
ბით რომ იკვებებიან, რაც ჰალუცინაციებს იწვევს და მათი ყურად-
ღება სხვაგან გადააქვს, არც მათხოვრებს, ნარჩენებსა და ნაყარ-ნუ-
ყარს რომ ჭამენ და ყოველღამ დემონები ელანდებათ – თქვენი ჯა-
დოსნობის უკვე აღარავის სჯერა. სად გაქრა თქვენი ხიბლი, ქალბა-
ტონო? სად არის ის გამაბრუებელი სურნელი, კაცებს გრძნობებს
რომ უფორიაქებდა. როგორც ჩანს, ყველაზე ლამაზი ქალის ხიბლიც
კი ხუნდება ჟამთა სვლასთან ერთად, თუ...
როგორ ვთქვა...ასაკის მატებასთან ერთად.
ყარა ყიოზი სულ ოცდარვა წლისა იყო, მაგრამ უკიდურესი გა-
დაღლილობა თავს იჩენდა სახის ყვრიმალებში, ადვილად გაღიზია-
338
ნებაში, რის მიზეზიც ლორენცომ სწორად გამოიცნო და უხეშად მი-
ახალა ქალს პირში.
– შეიძლება თქვენს სამშობლოში რაღაც ისე ვერ მიდის, – ხმა-
მაღლა, მაღალფარდოვანი ინტონაციით ეჩურჩულებოდა, – ექვსი
წელია უკვე ფლორენციაში ხართ, მანამდე კიდევ ვინ იცის, სად იყა-
ვით. თან შვილებიც არა გყავთ. ხალხს კითხვები უჩნდება. ეს რა
მკურნალია, საკუთარი თავი ვერ მოურჩენიაო. ყარა ყიოზი წამო-
სადგომად წამოიწია, მაგრამ კაცის თითები მაგრად ჩაეჭიდა მაჯაზე.
– როგორ გგონია, შენი დამცველი დიდხანს დარჩება შენთან თუ
ვაჟიშვილს არ გაუჩენ? თუმცა ჯერ ისაა საკითხავი, ომიდან ცოცხა-
ლი დაბრუნდება თუ არა.
ქალი მყისვე მიხვდა, რომ ღალატი მზადდებოდა. არგალიას ერ-
თი ან რამდენიმე მებრძოლი, როგორც ჩანდა, დათანხმდა ეღალა-
ტათ მეთაურისთვის რაღაც დაპირებების სანაცვლოდ, რის მაგივრა-
დაც შეთქმულები შემდეგ მუცელში დანას, ან სახალხოდ სიკვდი-
ლით დასჯას მიიღებდნენ. ერთ ღალატს ხომ ხშირად მეორე მოს-
დევს.
– თქვენ მას ვერ მოკლავთ, სანამ ერთგული მებრძოლები უდგა-
ნან გვერდით, – ძლივს, გაუბედავად წარმოთქვა მან, მაგრამ იმავ
წამს თვალწინ წინასწარმეტყველურად სერბი კონსტანტინის სახე
დაუდგა, – მაინც, რას დაჰპირდი ასეთს, – წამოიძახა ქალმა, – რით
შეძელი მისი ცდუნება, როგორ დაიყოლიე ასეთ ბინძურ საქმეზე?
მათ ხომ ამდენი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ლორენცო მისკენ გა-
დაიხარა და ყურში ღვარძლიანად ჩასჩურჩულა:
– ყველაფერს, რასაც კი მოისურვებს. ყარა ყიოზმა გაუგო –
სერბს ქრთამად მისი თავი შესთავაზეს და კონსტანტინმა, რომელიც
იცავდა და მის სიახლოვეს იმყოფებოდა, მეტი სიახლოვე მოინდო-
მა. ამით მოისყიდეს. მაშ, თვითონ აღმოჩნდა არგალიას ბედისწერა.
339
– ის ამას არ გააკეთებს! – თქვა მან. ლორენცომ უფრო მაგრად
მოუჭირა თითები მაჯაზე.
– გააკეთებს, თუმცა დაპირებულ ჯილდოს ვერ მიიღებს, როცა ჩა-
ნაფიქრს აღასრულებს.
ქალი მიხვდა ბედისწერას ვერსად წაუვიდოდა.
– წარმოვიდგინოთ, რომ იანიჩრები დაბრუნდნენ და მკვდარი მე-
თაურის სხეული ჩამოიტანეს, – კაცი ისევ ჩურჩულით ელაპარაკე-
ბოდა, – ტრაგედიაა, ვერაფერს იტყვი! მას ისეთი პატივით დაკრძა-
ლავენ, როგორც მამაც მებრძოლს შეეფერება.
ქალაქის გმირების გვერდით მიუჩენენ ადგილს და სულ ცოტა,
ერთთვიანი გლოვა გამოცხადდება. წარმოვიდგინოთ ასევე, თით-
ქოს იმ დროს, როცა არგალიას სიკვდილის შესახებ შეიტყვეთ,
თქვენ და თქვენმა მსახურმა ბარგი-ბარხანა აკრიფეთ და ვია პორტა
როსადან ვია ვარგაზე გადაიტანეთ. ნუ, ვთქვათ იმიტომ, რომ მარტო
ვეღარ გაუმკლავდით თავს დამტყდარ უბედურებას. თქვენ ჩემი სა-
პატიო სტუმარი ხდებით. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ გავუსწორ-
დები იმ მხდალს, რომელმაც ფლორენციის დამცველს, თქვენს საყ-
ვარელ კაცს, ჩემს საუკეთესო მეგობარს უღალატა.
შეგიძლიათ მოიფიქროთ, როგორ გირჩევნიათ მისი წამება და
გპირდებით, ის ყველაფერს საკუთარ თავზე გამოსცდის, სანამ სულს
გააფრთხობს.
მუსიკა დაუკრეს. ცეკვის დრო დამდგარიყო. მას ახლა პავანა უნ-
და ეცეკვა თავისი იმედების მკვლელთან.
– უნდა მოვიფიქრო, – თქვა ქალმა და კაცმა თავი დაუკრა.
– რა თქმა უნდა. მაგრამ სწრაფად უნდა იფიქროთ. თქვენ ამაღამ
ჩემს საძინებელში მოგიყვანენ. ასე რომ, აქედანვე უნდა იცოდეთ,
რაზე მოგიწევთ წასვლა.
ქალმა ცეკვა შეწყვიტა და მისკენ შებრუნდა.
340
– ქალბატონო! – მომთხოვნი კოლოთი თქვა კაცმა და ხელი გა-
უწოდა. ქალმა ცეკვა განაგრძო, – თქვენ თემურ ლენგისა და ჩინგის
ხანის მოდგმის პრინცესა ხართ და კარგად იცით, ეს სამყარო რო-
გორცაა მოწყობილი.
იმ ღამით მან ნათლად დაამტკიცა, რომ ძალიან კარგად იცოდა,
სამყარო როგორც იყო მოწყობილი. სარკესთან ერთად შინ დაბრუ-
ნებულმა პრინცესამ მეგობარს უთხრა: – მოხდა ის, რაც უნდა მომ-
ხდარიყო, ანჟელიკა. – ახლა კი, ანჟელიკა, – უპასუხა სარკემ, – მო-
დი სიკვდილისთვის მოვემზადოთ. ეს ფრაზა მათი პაროლი იყო და
მოქმედების ჟამის დადგომას ნიშნავდა. ერთი ცხოვრება უნდა მი-
ეტოვებინათ და მეორეს შესდგომოდნენ, გაქცევის გეგმა მოეფიქ-
რებინათ და სასწრაფოდ გაუჩინარებულიყვნენ. სარკე გრძელ, კა-
პიუშონიან ლაბადას ჩაიცვამდა, ქალაქის დაძინებას დაელოდებო-
და, უკანა კარიდან გაიპარებოდა, პალაცო კოკი დელ ნეროს უკან,
ვიწრო შესახვევს გაუყვებოდა და ქალაქის მეორე ბოლომდე – ონი-
სანტის კვარტლამდე მიაღწევდა, სადაც აგო ვესპუჩის სახლს მოძებ-
ნიდა. მისდა გასაკვირად, ყარა ყიოზმა თავი გადააქნია: – ჩვენ არ-
სად წავალთ, სანამ ჩემი ქმარი ცოცხალი და საღ- სალამათი არ დაბ-
რუნდება, – თქვა მან. პრინცესას სიკვდილ- სიცოცხლეზე ძალაუფ-
ლება არ გააჩნდა. პირველად ჰქონდა იმ ძალის იმედი, რომლისაც
არასოდეს სჯეროდა: სიყვარულის ძალის.

341
***

მეორე დღეს მდინარე არნო დაშრა. ვრცელდებოდა ხმები, რომ


ლორენცო მძიმედ იყო ავად და კვდებოდა, თუმცა ამის ხმამაღლა
თქმას ვერ ბედავდნენ. ყველამ იცოდა, მას რაც სჭირდა: morbo
gallico, ანუ სიფილისი.
არნოდან წყლის გადინება ცუდის მომასწავებლად მიიღეს.
ექიმები ლორენცოს განუწყვეტლივ თავს დასტრიალებდნენ, მაგ-
რამ მას შემდეგ, რაც იტალიაში გამოჩნდა ოცდასამი წლის წინ, ამ
სენმა იმდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომ ჰერცოგის გამო-
ჯანმრთელებას არავინ ელოდა.
როგორც ყოველთვის, ნახევარი ქალაქი ავადმყოფობის გავრცე-
ლებაში ფრანგ ჯარისკაცებს ადანაშაულებდა, მეორე ნახევარი კი –
ქრისტოფერ კოლუმბის მეზღვაურებს, მაგრამ ყარა ყიოზი თავს არ
იტყუებდა. „ეს უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ვფიქრობდი, – უთხრა მან
სარკეს, – მხოლოდ დროის საკითხია და ეჭვს ჩემზე მოიტანენ“.
ბევრს ეს სიტყვები უცნაურად მოეჩვენებოდა, რადგან ყარა ყიოზს
სიფილისი არ სჭირდა.
როგორც მოგვიანებით საექიმო დასკვნებმა დაამტკიცა, ყარა ყი-
ოზი არც მანამდე და არც მერე სიფილისით არ ყოფილა დაავადებუ-
ლი.
მაგრამ, მეორე მხრივ, ადრე არავის ეჭვადაც არ ჰქონია, თუ ლო-
რენცო ამ საშინელი სენით იყო ავად.
ამიტომ ავადმყოფობის ასე სწრაფად გამოვლენამ, თანაც მისი
ყველაზე მძიმე ფორმით, მითქმა-მოთქმის საფუძველი გააჩინა. და
რადგან ეჭვი აღიძრა, საჭირო იყო დამნაშავის, ან, სულ ცოტა, გან-
ტევების ვაცის მოძებნა. ვინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდე-
ბოდა, თურქი არგალია ცოცხალი რომ არ დაბრუნებულიყო.
342
მისი დაბრუნების წინა ღამით ყარა ყიოზმა დიდხანს ვერ შეძლო
დაძინება. ბოლოს, როცა ჩაეძინა, სიზმრად თავისი და ნახა.
ის წითელ-ოქროსფერ კარავში წითელ-ოქროსფერ არშიაშემოვ-
ლებულ ნოხზე იჯდა, რომლის ცენტრშიც იმავე ფერის მარგალიტი
იდო და მის წინ მყოფ, კრემისფერ აბრეშუმში გამოწყობილ მამა-
კაცს უყურებდა, რომელსაც მხრებზე მწვანე, ვარდისფრით გაწყობი-
ლი შალი ჰქონდა შემოხვეული, თავზე კი მოცისფრო თეთრი, ოქ-
როსფერშერეული ტურბანი ეხურა. „მე შენი ძმა ვარ, ბაბარი“, –
თქვა უცნობმა. ქალმა თვალებში ჩახედა, მაგრამ მასში ძმა ვერ შე-
იცნო და თქვა, არ მგონია, ასე იყოსო. მაშინ კაცი მეორეს, ცოტა მო-
შორებით მჯდომს მიუბრუნდა: „აბა, უთხარი, კუკულტაშ, მე ვინ
ვარ“. „ჩემო ბატონო, – უპასუხა, ვისაც მიმართეს, – შენ ზაჰირედინ
მუჰამად ბაბარი ხარ და ეს ისეთივე სიმართლეა, როგორიც ის, რომ
ჩვენ ახლა კუნდუზში ვიმყოფებით“. ხანზადა ბეგუმმა კი თქვა: „და
რატომ უნდა ვენდო მას შენზე მეტად. მე ხომ კუკულტაშს არ ვიც-
ნობ“. და- ძმა ისევ ერთმანეთის პირისპირ ისხდა, მაგრამ აღარ ლა-
პარაკობდნენ. ქალს მსახურები შემოეხვივნენ, კაცს შუბიანი და
მშვილდიანი მებრძოლები. ქალმა ვერ იცნო ძმა, რომელიც ათი წე-
ლი არ ენახა. ყარა ყიოზი სიზმარშიც კი მიხვდა, რომ თვითონ თით-
ქოს უხილავად არსებობდა თითოეულ იქ მყოფში. თვითონ იყო მისი
ოჯახიდან მოწყვეტილი და, ის ადამიანი, რომელსაც მშობლიურ კე-
რაზე დასაბრუნებელი სიყვარულისა და მოგონებების ბილიკები ვე-
ღარ ეპოვა. ის იყო მისი ძმა ბაბარიც, – მძვინვარე ხასიათის და,
ამავდროულად, პოეტური ბუნების კაცი. მას შეეძლო თავები დაეჭ-
რა ადამიანებისთვის და იმავე დღეს ხოტბა შეესხა ჭალების სილა-
მაზისთვის. მიწის ნაგლეჯიც არ გააჩნდა საკუთარი და ასე დახეტია-
ლობდა ამ სამყაროში, მუდამ იბრძოდა – ხან იმარჯვებდა, ხან მარ-
ცხდებოდა, ხან სამარყანდსა და ყანდაგარში შედიოდა ტრიუმფით,
343
ხანაც გამოდევნიდნენ და გამორბოდა, რომ თავისთვის ეშველა. მუ-
დამ აფორიაქებული, ეძებდა ადგილს, სადაც ფეხს მოიკიდებდა და
სიმშვიდეს მოიპოვებდა. ყარა ყიოზი იყო კუკულტაშიც, ბაბარის მე-
გობარი, მოსამსახურე ქალებიც და ჯარისკაცებიც. სხეული მიატო-
ვა, თითქოს ჰაერში ლივლივებდა და ზემოდან გადმოსცქეროდა სა-
კუთარ თავს, მის ცხოვრებაში მომხდარ ამბებს, თითქოს ეს ყველა-
ფერი ვიღაც სხვას გადახდენოდა. არაფერს გრძნობდა, თავს ნებას
არ აძლევდა, რაიმე ეგრძნო. საკუთარი თავიც იყო და მისი სარკისე-
ბური ანარეკლიც.
შემდეგ სიზმარში ყველაფერი შეიცვალა. კარვის ფარდებისა და
ქსოვილების ადგილას წითელი ქვა გაჩნდა. ყველაფერმა, რაც იძ-
ვროდა, იცვლებოდა, უცებ მკაფიო, მყარი ფორმა შეიძინა.
ახლა ის მაღალ ბორცვზე მდგარ წითელი ქვის სასახლეს ხედავ-
და და არნახული სილამაზის წყალსატევს, რომლის შუაში, შემაღ-
ლებულ ქვის ფიცარნაგზე მისი ძმა, ბაბარი ნებივრობდა. ის აურაც-
ხელი სიმდიდრის პატრონი გამხდარიყო.
თუ მოისურვებდა, შეეძლო აუზი წყლისგან დაეცალა, ფულით
ამოევსო და ხალხისთვის ნება მიეცა, რამდენიც სურდათ, წაეღოთ.
მაგრამ ის ბაბარი არ იყო. ის არ იყო მისი ძმა. მან ის კაცი ვერ იცნო.
„მე ვიხილე მომავალი, ანჟელიკა, – უთხრა მან სარკეს დილით,
– მომავალი ქვაშია გამოკვეთილი. ჩემი ძმის შთამომავალი ძლევა-
მოსილი, მდიდარი, შეუდარებელი იმპერატორი იქნება, ჩვენ კი,
წყალი ვართ, ავორთქლდებით და კვამლივით გავქრებით. მაგრამ
მომავალი დიდებას გვიქადის და ის ქვასავით მყარი იქნება“. ჰოდა,
დაელოდება იმ დროის მოსვლას და შემდეგ ძველ ცხოვრებას დაუბ-
რუნდება. შეძლებს იმას, რაც ხანზადამ ვერ შეძლო. ის იცნობს თა-
ვის იმპერატორს, მსოფლიოს მბრძანებელს. სიზმარში კიდევ ერთი
ქალი ნახა, რომელიც უკანა მხრიდან ჩანდა. მხრებზე ყვითელი თმა
344
ჰქონდა ჩამოღვრილი. მეფის წინ იჯდა და ლაპარაკობდა. რომბები-
ანი, გრძელი, ჭრელაჭრულა სამოსელი ეცვა. ოთახში კიდევ ერთი
ქალი იყო, რომელსაც მზის სინათლე არასოდეს ეხილა.
ის სასახლის დერეფნებში აჩრდილივით დაეხეტებოდა, ხან გა-
ფერმკრთალდებოდა, ხანაც უფრო მკვეთრ მოხაზულობას იძენდა.
სიზმრის ეს ნაწილი ძალიან ბუნდოვნად ახსოვდა.

***

ყარა ყიოზი ემოციების ჩახშობას მიჩვეული იყო. როცა ლორენ-


ცო მეორის საწოლ ოთახში შეიყვანეს, საერთოდ აიკრძალა რაიმეს
შეგრძნება. კაცმა გააკეთა, რაც განზრახული ჰქონდა და ქალმაც,
აბსოლუტურად ცივსისხლიანად, შეასრულა ის, რასაც მისგან მოით-
ხოვდნენ. ასევე მშვიდად დაბრუნდა პალაცო კოკი დელ ნეროში.
სარკე ოთახებში დაქროდა, სწრაფად აწყობდა მათ ნივთებს დიდ კა-
სონებში – ზანდუკებში, რომლებსაც ჩვეულებრივ პატარძლის მზით-
ვისთვის იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ პრინცესამ მაშინვე გაქ-
ცევაზე უარი განაცხადა, მაინც ყველაფერი მზად უნდა ყოფილიყო,
იმ შემთხვევისთვის, თუ სასწრაფოდ წასვლა გახდებოდა საჭირო.
ყარა ყიოზი ღია ფანჯარასთან იდგა. ნელ სიოს მის ყურამდე საუბ-
რის ნაწყვეტები მოჰქონდა და მალე სწორედ ის სიტყვები გაიგონა,
რომელთა მოსმენასაც ელოდა.
ქალაქში დარჩენა უკვე სახიფათო იყო, მაგრამ ის მაინც აყოვნებ-
და წასვლას.
ჯადოქარია ეს ქალი და გაუკეთა კიდეც ჯადო. დაწვა მასთან და
ავადმყოფობა შეჰყარა. მისი ავადმყოფობა აქამდე არავის გაუგო-
ნია. მან დაასაჩუქრა ამ სატანური სენით. ჯადოქარია, ჯადოქარი, ჯა-
დოქარი. იმ დროისთვის, როცა ფლორენციის მილიციის რაზმები
345
ქალაქის კედლებს საზეიმო მარშით მიუახლოვდნენ, ლორენცო მე-
ორე უკვე მკვდარი იყო.
ჩიზანო ბერგამოსკოსთან ფლორენციელებმა გადამწყვეტი გა-
მარჯვება მოიპოვეს მიუხედავად იმ დროებითი არეულ- დარეულო-
ბისა, რომელიც მათ რიგებში კონსტანტინის მიერ მათი მამაცი მე-
თაურის მოკვლის მცდელობამ გამოიწვია.
სერბი ექვს თანამზრახველთან ერთად ლაჩრულად, უკანიდან
დაესხა თავს გენერალს. პირველმა ტყვიამ, რომელიც მხარში მოხ-
ვდა, არგალია ცხენიდან ჩამოაგდო და ამან სიკვდილს გადაარჩინა,
რადგან დაცემული მეთაურის გარშემო ცხენები შექუჩდნენ და მო-
ღალატეებმა მასთან მიახლოება ვერ შეძლეს. სამი ცოცხლად დარ-
ჩენილი შვეიცარიელი გიგანტი მაშინვე არგალიას მისაშველებლად
გაექანა და სასტიკი ხელჩართული ბრძოლის შემდეგ ამბოხება ჩა-
ახშეს. შუბით განგმირული კონსტანტინი ბრძოლის ველზე დარჩა,
მაგრამ ბოტოც მოკლეს. როცა ღამე ჩამოწვა, ფრანგები უკვე და-
მარცხებულნი და უკუგდებულნი იყვნენ, მაგრამ არგალიას ასეთი
გამარჯვება არ ახარებდა: მისი ასი ერთგული მებრძოლიდან სამოც-
დაათიც აღარ დარჩა ცოცხალი. როცა ქალაქს უახლოვდებოდნენ,
დაინახეს, რომ ყველგან კვამლი ადიოდა, როგორც რომის პაპის
არჩევის დღეს და იმის გასარკვევად, რა ხდებოდა წინ შიკრიკი გაგ-
ზავნა. მან ამბავი მიუტანა, ჰერცოგი გარდაიცვალა და აღელვებული
ბრბო მომხდარში ყარა ყიოზს ადანაშაულებსო. ამბობდნენ, სწო-
რედ მან დაწყევლა ლორენცო საშინელი ძალის წყევლით, მედიჩის
სხეულს სასიკვდილო სენი გენიტალიებიდან დაეწყო და მთელი სხე-
ული მშიერი მხეცივით ერთი ღამის განმავლობაში შეუჭამაო.
არგალიამ ორ ცოცხლად დარჩენილ შვეიცარიელთაგან ერთ-
ერთს, გულდათუთქულ ოტოს, დაავალა პოლიციის რაზმები სწრაფი
მარშით ყაზარმებისკენ წაეყვანა, თვითონ კი კლოტოსა და იანიჩ-
346
რებთან ერთად, მიუხედავად მხარში ძლიერი ტკივილისა, ცხენი ქა-
რის სისწრაფით გააქროლა პალაცა კოკი დელ ნეროსკენ. იმ ღამით
მართლა ძლიერი ქარი ქროდა და გზაში ძირიანად ამოთხრილი ზე-
თისხილის, მუხისა და წაბლის ხეები ხვდებოდათ, თითქოს მთელი
ტყე ჰაერში დაფრინავდა.
რაც უფრო უახლოვდებოდნენ ქალაქს, ყრუ გუგუნი სულ უფრო
ძლიერდებოდა. ფლორენციელებს ხმაური და გუგუნი მართლა უყ-
ვარდათ, მაგრამ ამ გუგუნში სიხარული არ ისმოდა. ისეთი გრძნობა
დაგეუფლებოდა, თითქოს ქალაქში ყველა მგლად ქცეულა და მთვა-
რეს შეჰყმუიანო.

***

ჯადოქრობიდან კუდიანობამდე მართლაც ერთი პატარა ნაბიჯია.


ჯერ კიდევ გუშინ ის არაოფიციალურ წმინდანად, ქალაქის მფარვე-
ლად მიიჩნეოდა, დღეს კი მის ზღურბლთან ბრბო ავის მომასწავებ-
ლად იკრიბებოდა. „უკანა კარი ჯერ კიდევ ღიაა, ანჟელიკა“, – უთ-
ხრა სარკემ. „არა, ჩვენ დავიცდით“, – უპასუხა ყარა ყიოზმა. მაგარ
სკამზე იჯდა ფანჯარასთან, მთავარ დარბაზში და ქუჩაში მიმდინარე
მოვლენებს ადევნებდა თვალს, თანაც ცდილობდა, თვითონ შეუმ-
ჩნეველი ყოფილიყო. უცებ ცხენის ფლოქვების ხმა გაიგონა და ფეხ-
ზე წამოდგა. „ის აქ არის“, – თქვა მან. მართლაც ასე იყო – არგალია
დაბრუნდა.
კოკი დელ ნეროს სასახლის წინ ვია პორტა როსა ფართოვდებო-
და და პატარა მოედანს ერწყმოდა, რომელსაც გარს ერთი მხრიდან
დავიცების სასახლე ერტყა, მეორე მხრიდან კი ფორეზების კოშკე-
ბიანი სახლები. არგალია და მისი იანიჩრები მოედნის სიახლოვეს
კუდიანებზე მონადირეების ბრბოს გადაეყარნენ. მაგრამ კბილებამ-
347
დე შეიარაღებული რაზმი, რომელიც უკან დამხევი არ ჩანდა, ბრბომ
გაატარა. როცა სასახლეს მიუახლოვდნენ, იანიჩრებმა შეკრებილე-
ბი შეავიწროვეს და დარწმუნდნენ თუ არა, რომ შესვლა უსაფრთხო
იყო, ჭიშკარი გააღეს. „რატომ იცავ ამ კუდიანებს?“ – დაიძახა ვიღა-
ცამ ბრბოდან. არგალიამ ყურადღება არ მიაქცია და იმავე ხმამ გა-
ნაგრძო: „ბოლოს და ბოლოს ვის ემსახურები კონდოტიერო, ხალხს
თუ შენს ვნებებს? ვის მხარეზე ხარ – ქალაქის და მისი უბედური ჰერ-
ცოგის, თუ ამ ნაყარნუყარისა, რომლებმაც მას ჯადო გაუკეთეს?“ არ-
გალიამ ცხენი მკვეთრი მოძრაობით შემოაბრუნა ბრბოსკენ და და-
იყვირა:
„მე პრინცესას ვემსახურები! ყოველთვის, ასე იყო და მომავალ-
შიც ასე იქნება. გასაგებია?“ შემდეგ კლოტო და რამდენიმე იანიჩა-
რი გარეთ დატოვა და ოცდაათი კაცის თანხლებით ეზოში შევიდა.
მხედრების ნაწილმა ჭასთან მოიყარა თავი. მიწყნარებული სა-
სახლე ხმაურით აივსო: ისმოდა ცხენების ხვიხვინი, იარაღის ჟღარუ-
ნი, ვიღაც ბრძანებებს იძლეოდა ხმამაღლა, ვიღაც ეხმაურებოდა.
მსახურები დაფუსფუსებდნენ, წყალი და წასახემსებელი მიჰქონდათ
ადამიანებისა და ცხენებისათვის.
და ყარა ყიოზმა, თითქოს ხანგრძლივი ძილის შემდეგ გამოიღვი-
ძაო, მხოლოდ ახლა გააცნობიერა საფრთხე მთელი სიგრძე-სიგა-
ნით. შიგა ეზოში გამავალი კიბის მოედანზე იდგნენ.
არგალია ქვემოდან უყურებდა.
სიკვდილივით გაფითრებულიყო.
– ვიცოდი, რომ გადარჩებოდი, – ჩაილაპარაკა ქალმა. მხარში
დაჭრაზე არაფერი უთქვამს.
– და შენც გადარჩები. გარეთ ბრბოს რაოდენობა მატულობს, –
თქვა არგალიამ, – მარჯვენა მხარში ტკივილსა და მთელ სხეულში
მოარულ მხურვალებაზე სიტყვა არ დასცდენია.
348
არაფერი უთქვამს იმაზეც, რომ გული ლამის საგულედან ამოუ-
ვარდა მის დანახვაზე. ხანგრძლივი ჭენების შემდეგ თავბრუ ეხვე-
ოდა. ფერმკრთალი კანი ეწვოდა, ისე უხურდა.
სიტყვა „მიყვარხარ“ არ უხსენებია. თავში უკანასკნელად გაუელ-
ვა აზრმა, ღირდა კი იმ ქალისთვის მიმეძღვნა სიყვარული, რომელ-
საც მანამ უყვარხარ, სანამ სჭირდებიო, მაგრამ ეს ფიქრი მაშინვე
მოიშორა. თავის სიცოცხლეში ერთადერთხელ ქალი მთლიანად
დაეუფლა მის არსებას და ამით თავს ბედნიერად მიიჩნევდა. იმ შე-
კითხვის დასმას, იმსახურებდა თუ არა ეს ქალი ამას, აზრი აღარ
ჰქონდა. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მისმა გულმა ამ კითხვას
პასუხი გასცა.
– შენ მე დამიცავ, – უთხრა ქალმა.
– თუნდაც სიცოცხლის ფასად, – უპასუხა არგალიამ. უკვე ცოტა
კანკალიც დააწყებინა.
როცა ჩიზანო ბერგამასკოსთან ბრძოლაში ტყვიამ ცხენიდან ჩა-
მოაგდო, სერბი კონსტანტინის მუხთლობამ გაამწარა და შემდეგ
მოულოდნელი აზრი ეწვია: ის ხაფანგში აღმოჩნდა – მას ზუსტად
ისევე მოექცნენ, როგორც თვითონ მოექცა სპარსეთის შაჰ ისმაილს
ჩალდირანის ბრძოლის დროს. ხმლიანი კაცი თოფიანთან ვერა-
ფერს გააწყობს. მუშკეტებისა და სწრაფად გადასატანი საველე არ-
ტილერიის ეპოქა აბჯარასხმული რაინდებისთვის ადგილს აღარ
ტოვებდა. ისეთები, როგორიც ის, არგალიაა, წარსულში დარჩნენ.
მან დაიმსახურა ტყვია, რომელიც მოხვდა. როცა ახალი მოდის, ძვე-
ლი სასიკვდილოდაა განწირული.
თავბრუსხვევა არ უწყდებოდა.
– მე ვერ შევძელი წასვლა, – თქვა ქალმა. მის ტონში გაოცება იგ-
რძნობოდა, თითქოს საკუთარ თავში რაღაც უჩვეულო აღმოაჩინაო.

349
– მაგრამ ახლა წასვლის დროა, – უპასუხა კაცმა. ხშირ-ხშირად
სუნთქავდა. ისინი ერთმანეთს არ მივარდნიან, არ გადახვევიან. ქა-
ლი სასახლეში შებრუნდა, სარკესთან მივიდა და უთხრა:
– ახლა კი, ანჟელიკა, დროა სიკვდილისთვის მოვემზადოთ.

***

ღამე გიზგიზებდა და კაშკაშებდა.


ცეცხლის ალები ვარსკვლავებით მოჭედილი ცისკენ მიემართე-
ბოდნენ. დაბლა, ჰორიზონტთან უზარმაზარი, მეწამული სავსე მთვა-
რე ეკიდა. ღვთის გაბრაზებული თვალივით გადმოჰყურებდა დედა-
მიწას.
ჰერცოგი მოკვდა. ქალაქში გავრცელებული ხმების მიხედვით,
პაპმა ანჟელიკას მკვლელი და მეძავი უწოდა და კარდინალი გამო-
აგზავნა ქალაქში წესრიგის დასამყარებლად, გარყვნილი ჯადოქ-
რის დასასჯელად. ხალხში ჯერ კიდევ ცოცხლობდა მოგონება სამი
მთავარი „მოტირალის“ – ჯიროლამო სავონაროლას, დომენიკო
ბუონვიჩინისა და სილვესტრო მარუფის დაწვის შესახებ. ახლაც ბევ-
რი იყო ისეთი, ვინც მოუთმენლად ელოდა, როდის შეისუნთქავდა
ცეცხლმოდებული ადამიანის გამლღვალი სხეულის მყრალ სუნს.
მოუთმენლობა ხომ საერთოდ ბრბოს ბუნებაშია.
შუაღამისთვის სასახლესთან შეკრებილი ხალხის რაოდენობა
სამჯერ გაიზარდა. სიტუაცია სულ უფრო მწვავდებოდა. კოკი დელ
ნეროს სასახლეს ქვები დაუშინეს. ერთი მუჭა იანიჩრები შვეიცარიე-
ლი კლოტოს მეთაურობით ჯერ კიდევ ახერხებდნენ ხალხის ნაკადის
შეკავებას, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს თვით იანიჩრებიც კი იღლე-
ბიან, თანაც ზოგიერთი მათგანი დაჭრილიც იყო. შემდეგ, გამთენიის

350
ხანს, როცა ბრბო თითქოს ცოტა მიწყნარდა, საბედისწერო ახალი
ამბავი გავრცელდა:
ფლორენციის მილიციამ, რომელიც შეცდომაში შეეყვანა და-
უდასტურებელ ცნობას, თითქოს პაპმა ანჟელიკა დაწყევლა, ყაზარ-
მები დატოვა და ვია პორტა როსასკენ გაემართა კუდიანებზე მონა-
დირეებთან შესაერთებლად. როცა ამის შესახებ შეიტყო, კლოტო
მიხვდა, ჩემი სამივე ძმა უკვე მკვდარი იქნებაო და გადაწყვიტა,
დროა, მეც მათ შევუერთდეო.
„შვეიცარიელებისთვის!“ – დაიქუხა მან და ერთ ხელში მახვილი-
თა და მეორეში ჯაჭვის მთელ სიგრძეზე ჩაყოლებული წვეტიანი ბირ-
თვებით ბრბოში შეიჭრა. იანიჩრებმა მეთაურს გაკვირვებით შეხე-
დეს: შეკრებილ ხალხს ქვებისა და ჯოხების გარდა არაფერი ეჭირათ
ხელში, მაგრამ კლოტოს შეჩერება შეუძლებელი იყო.
თვალები სიკვდილის ნისლით დაბინდვოდა. ადამიანები ეცე-
მოდნენ და კვდებოდნენ მისი ცხენის ფლოქვებქვეშ. შიშისგან გონ-
დაკარგული მასა ჯერ უკან მიაწყდა, რათა თავაწყვეტილი შვეიცა-
რიელი მხედრისგან თავი დაეღწია, შემდეგ კი დადგა ის უცნაური წა-
მი, რომელიც ხშირად მთელი ერების ბედს წყვეტს – რადგან, როცა
ბრბო ჯარის შიშს კარგავს, სამყარო იცვლება. უცებ მასამ უკან და-
ხევა შეწყვიტა, გაირინდა და ხმალშემართული კლოტო მიხვდა,
რომ ყველაფერი დამთავრებული იყო. „იანიჩრები ჩემთან!“ – მხო-
ლოდ ამის დაძახებაღა მოასწრო. იმავ წამს ბრბო შეესია და ისე წა-
ლეკა ისინი, როგორც მოვარდნილმა ტალღამ. ათასობით ხმა ღრი-
ალებდა, ათასობით მუშტი ურტყამდა, ათასობით ხელი ბღუჯავდა,
ქვებს უშენდა ჯარისკაცებს.
კატებივით ახტებოდნენ და ცხენებიდან ყრიდნენ. ბევრი კვდებო-
და, მაგრამ მათ ადგილას ასობით სხვა ჩნდებოდა. მალე ყველა ია-
ნიჩარი ცხენიდან ჩამოათრიეს და მიწაზე დააგდეს.
351
ქალაქელების რიცხვი კი სულ უფრო მატულობდა: ისინი სცემ-
დნენ, ახრჩობდნენ, ფეხქვეშ თელავდნენ და ასე გაგრძელდა, სანამ
მოედანი ერთ დიდ სისხლიან კალოდ არ იქცა.
როცა პალაცო კოკი დელ ნეროსთან მილიცია მივიდა, ბრბო გა-
იშალა, მაგრამ იმ დროისთვის არც ერთი იანიჩარი ცოცხალი აღარ
იყო. რამდენიმე კაცი იანიჩრების ნაჯახებით ცდილობდა სასახლის
სამი დიდი მუხის კარის შემტვრევას. ამ დროს თურქი არგალია და
მისი დარჩენილი მებრძოლები, ცხენზე ამხედრებულები, სრული სა-
ომარი აღჭურვილობით, მზად იყვნენ, ბედს შეხვედროდნენ – უკა-
ნასკნელი ბრძოლა გადაეხადათ. „ყველაზე სამარცხვინოა იმ ადა-
მიანების ხელით სიკვდილი, რომლებსაც ოდესღაც მეთაურობდი, –
ფიქრობდა არგალია, – კიდევ კარგი, ასეთი სიკვდილი არ მემუქრე-
ბა.
საამაყოც კი მაქვს – ჩემი ძველი, ერთგული მეგობრები ჩემ გვერ-
დით იბრძოლებენ სიცოცხლის ბოლო წუთამდე“. მაგრამ ფიქრის
დრო უკვე აღარ იყო. დრო არ ითმენდა. ყარა ყიოზი მიდიოდა და უნ-
და გამომშვიდობებოდა.
– რა კარგია, რომ ბრბოს ტვინი არა აქვს, – თქვა პრინცესამ, –
წინააღმდეგ შემთხვევაში აგო და სარკე ვერ შეძლებდნენ ვიწრო შე-
სახვევით უკანა გასასვლელამდე გაეღწიათ. კარგად მოვიქეცი, რო-
ცა შენი მეგობრის – ნიკოლოს რჩევას დავუჯერე, თორემ ვერაფერი
გვიშველიდა. არც ურემი გვეყოლებოდა, არც ცხენები და არც ღვი-
ნის ცარიელი კასრები, მათში დასამალად. – თავიდან ჩვენ სამნი ვი-
ყავით, – თქვა თურქმა არგალიამ, – ანტონინო არგალია, ნიკოლო
მაკია და აგოსტინო ვესპუჩი. და ახლაც, ბოლოს, სამნი ვართ. მაკია
სწრაფი ცხენებით დაგელოდებათ. წადით ახლა.
უკვე საშინლად ახურებდა. ჭრილობა აუტანლად სტკიოდა.

352
კანკალებდა. ეტყობოდა, დასასრული შორს აღარ იყო. ცხენზე
გაჩერებასაც ვეღარ შეძლებდა დიდხანს.
ქალი წასვლას აყოვნებდა.
– მე შენ მიყვარხარ, – თქვა მან, – მოკვდი ჩემთვის.
– მეც მიყვარხარ, – უპასუხა კაცმა, – მე უკვე ვკვდები, მაგრამ
შენთვის ვკვდები.
– არავინ, არასდროს შენსავით არ მყვარებია, – თქვა ქალმა, –
მოკვდი ჩემთვის.
– შენ ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ, – უპასუხა კაცმა, – სი-
ცოცხლე თითქმის დამთავრებულია. მაგრამ რაც დარჩა, შენთვის
მომიძღვნია. – ნება მომეცი, დავრჩე, – თქვა ქალმა, – გადაეცი მათ
ჩემი თავი და ყველაფერი დამთავრდება. მის ხმაში კვლავ გაიჟღერა
გაოცებამ იმის გამო, თუ რის თქმის, რის შეთავაზების, როგორი
გრძნობის უფლებას აძლევდა თავს.
– ეს უკვე ძალიან დაგვიანებულია, – უპასუხა კაცმა.
„უძლეველთა“ ბოლო ბრძოლა და მათი საბოლოო განადგურება
ვია პორტა როსას ამბოხის დროს, პალაცო კოკი დელ ნეროს შიგა
ეზოში მოხდა. შემდეგ მას „სისხლიანი სასახლე“ უწოდეს. ბრძოლის
დამთავრებისას კუდიანი და მისი დამქაში უკვე შორს იყვნენ და რო-
ცა ფლორენციელებმა გაიგეს, რომ ისინი გაიქცნენ, მათი რისხვა
ერთბაშად დაცხრა. ადამიანებს, თითქოს კოშმარული სიზმრის შემ-
დეგ გაიღვიძესო, მოკვლის სურვილი გაუქრათ. ისინი გონს მოეგ-
ნენ. ეს უკვე გაავებული ბრბო კი აღარ იყო, არამედ მოქალაქეების
კრებული. თავჩაქინდრულები დაიშალნენ, ბურტყუნ-ბურტყუნით
მიდიოდნენ სახლებისაკენ, დარცხვენილნი დაღვრილი სისხლის გა-
მო.
„ძალიანაც კარგი, თუ გაიქცნენ“, – თქვა ვიღაცამ. გამოკიდება
არავის უცდია. სირცხვილის გრძნობა აწუხებდა ყველას. როცა პა-
353
პის რეგენტი ფლორენციაში ჩამოვიდა, პალაცო კოკი დელ ნეროს
კარები და დარაბები ჩაკეტილი იყო.
მთავარ შესასვლელს მუნიციპალური ბეჭედი ამშვენებდა. ას
წელზე მეტხანს იქ აღარავის უცხოვრია. არგალია თურქს, რომელ-
საც სისხლის მოწამვლისგან უკვე გონება ებინდებოდა, ფლორენცი-
ელმა მილიციელმა კისერში შუბი ჩასცა და ამით დიდი კონდოტიე-
რების ეპოქა დასრულდა.
მდინარე არნო კი, თითქოს მოჯადოებულიაო, კიდევ წელიწადი
და ერთი დღე იყო დამშრალი.

***

– გამოდის, რომ მას შვილი არ ჰყოლია. ასე არ არის? – შენიშნა


იმპერატორმა.
– მე ჯერ არ დამიმთავრებია, – იყო პასუხი.

***

უკვე თენდებოდა, როცა ნიკოლომ შორს კასრებით დატვირთუ-


ლი ურმის კოფოსთან მჯდარი აგო დაინახა და მიხვდა, შაშვებზე ნა-
დირობის გადაწევა მოუწევდა. გალიები იქვე დატოვა და საჯინიბოს-
კენ გაემართა. ორი ცხენის გაჩუქება მისთვის დიდი ფუფუნება იყო,
მაგრამ არ ნანობდა. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ საქციელით დაამახ-
სოვროს ხალხს თავი – იმ კაცად, რომელმაც მდევრებისგან დიდი
თემურ ლენგისა და ჩინგიზ ხანის შთამომავალი, ფლორენციის ჯა-
დოქრად მონათლული პრინცესა იხსნა. ზემო სართულზე მყოფ
ცოლს ასძახა, საჭმელი და ღვინო მოემზადებინა და მგზავრების-

354
თვის საგზალიც ჩაელაგებინა. მარიეტამ ხმაზე შეატყო, რომ რაღაც
განსაკუთრებული ხდებოდა.
საწოლიდან წამოხტა და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უთ-
ხრეს. ქმრისთვის ერთი საყვედურიც არ უთქვამს, თუმცა, რა თქმა
უნდა, სასიამოვნო არ იყო ღრმა ძილიდან ერთბაშად გამოფხიზლე-
ბა და უცერემონიო ბრძანების შესრულება.
ურემი ჭრიალით მიგორდა მაკიაველების სახლთან. აგო მძიმედ
სუნთქავდა.
შეშინებული სახე ჰქონდა. არგალია მასთან ერთად არ იყო. ილ
მაკიამ წარბები ასწია შეკითხვის ნიშნად. აგომ კისერში თითი გამო-
ისვა და მღელვარების, მწუხარებისა და შიშისგან თვალებიდან
ცრემლები წასკდა.
– გახსენით კასრები ბოლოს და ბოლოს, – დაიყვირა მარიეტამ,
– ისინი ალბათ ნაგვემები და დალურჯებულები არიან.
აგომ ყველაფერი გააკეთა, რაც კი შესაძლებელი იყო, რათა დევ-
ნილებისთვის ეს მძიმე მგზავრობა შეემსუბუქებინა: კასრებში ბალი-
შები ჩაყარა, გვერდებზე ანჯამებიანი პატარა კარები გაუკეთა, ხვრე-
ლები გამობურღა, რომ სუნთქვა გაადვილებოდათ, მაგრამ მიღებუ-
ლი ზომების მიუხედავად, სამალავიდან გამოსვლისას ორივე ქალი
ცუდად გამოიყურებოდა: სახეები ასწითლებოდათ, დალურჯებულე-
ბი და დაკაწრულები იყვნენ, ტკივილებისგან კვნესოდნენ. წყალი სი-
ამოვნებით დალიეს და მარიეტას მადლობა გადაუხადეს, საჭმელზე
კი უარი თქვეს – ამდენი ხნის განმავლობაში რყევასა და რწევას უკ-
ვალოდ არ ჩაევლო და შიგნეული აწუხებდათ.
შემდეგ ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე სასწრაფოდ ოთახი ით-
ხოვეს, სადაც გამოცვლას შეძლებდნენ და მარიეტამ ისინი საწოლ
ოთახამდე მიაცილა. სარკე ყარა ყიოზს პატარა ჩანთით ხელში უკან
მიჰყვებოდა. როცა ისინი ნახევარი საათის შემდეგ გამოჩნდნენ,
355
ორივე კაცის ტანსაცმელში გამოწყობილიყო – ყარა ყიოზი ოქროს-
ფერ-წითელ, სარკე კი მწვანე და თეთრი ფერის ტუნიკებში. წელზე
ქამრები ერტყათ, შალის სქელი შარვლები და ნატის ჩექმები ეცვათ.
თმები შეეკრიჭათ და თავზე მჭიდროდ შემოჭერილი ქუდები ეხუ-
რათ. ფეხებზე ვიწროდ შემოკვართული ჩექმების დანახვისას მარიე-
ტამ ამოიოხრა, მაგრამ არაფერი თქვა. „იქნებ ცოტა წაგეხემსათ, სა-
ნამ წახვალთ?“ – ჰკითხა მან. ქალებმა იუარეს, თუმცა უხვი საგ-
ზლისთვის, რომელიც პურის, ყველისა და ცივი ხორცისგან შედგე-
ბოდა, დიასახლისს დიდი მადლობა გადაუხადეს. ამის შემდეგ სახ-
ლიდან გავიდნენ გარეთ, სადაც მათ ილ მაკია და აგო ელოდნენ.
აგომ ისევ ურმის კოფოსთან დაიკავა ადგილი.
კასრები უკვე საჭირო აღარ იყო. მათ მაგივრად ურემზე ზანდუკე-
ბი იდო და კიდევ ერთი დიდი ჩანთა, აგოს ტანსაცმლითა და მთელი
იმ ფულით, რის თავმოყრაც შეძლო ამ შემთხვევისთვის რამდენიმე,
საკმაოდ დიდი თანხის ჩეკთან ერთად.
– გენუაში შევძლებ მათ ფულზე გადაცვლას, – თქვა მან და ყარა
ყიოზს თვალებში ჩახედა, – თქვენი მარტო მგზავრობა არ შეიძლე-
ბა, ქალბატონებო. პრინცესას თვალები გაუფართოვდა:
– ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენ გათვალისწინებული გაქვთ
ყველა ის დაბრკოლება და გაჭირვება, რომელშიც შეიძლება აღ-
მოვჩნდეთ, მაგრამ მაინც მზად ხართ ყოველგვარი დაყოვნებისა და
უკან მოხედვის გარეშე მიატოვოთ საკუთარი ოჯახი, საქმეები,
თქვენთვის ჩვეული ცხოვრების წესი და მოულოდნელობებით სავსე
მომავალში წამოგვყვეთ, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო დიდ
საფრთხეებს გვიმზადებდეს?
აგო ვესპუჩიმ თავი დაუქნია: – ჰო, მზად ვარ, – უპასუხა. ყარა ყი-
ოზი მასთან მივიდა, მისი ხელი ხელებში აიღო და უთხრა: – მაშინ,
ამ წუთიდან ჩვენ შენ გეკუთვნით.
356
ილ მაკია ძველ მეგობარს გამოემშვიდობა.
– თავიდან ჩვენ სამნი ვიყავით, – თქვა მან, – ანტონიო არგალია,
ნიკოლო მაკია და აგო ვესპუჩი. ორ ჩვენგანს მოგზაურობა უყვარდა,
მესამეს კი სახლში ყოფნა ერჩია ყველაფერს. ახლა მოგზაურობის
ერთ-ერთი მოყვარული სამუდამოდ წავიდა ჩვენგან, მეორეს კი რა-
ღა ასე უცხოვრია და რაღა ციხეში მჯდარა. ჩემი ჰორიზონტი დავიწ-
როვდა და მალე მხოლოდ უკანასკნელი წერტილი იქნება დასასმე-
ლი. შენ კი, ჩემო საყვარელო აგო, ჩემო შინაყუდავ, ახალი სამყა-
როს საძებნელად მიეშურები, – უთხრა და სამი სოლდი ჩაუდო ხელ-
ში, თან დასძინა, – მე ხომ შენი ვალი მქონდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ორი მხედარი და ერთი მეურმე
გზის მოსახვევთან გაუჩინარდნენ, მზის ამომავალი სხივები აგოს
შეთხელებულ, გათეთრებულ თმას მოელამუნა და ყვითელ სინათ-
ლეში მისმა თმამ ბავშვობის ოქროსფერი დაიბრუნა – იმდროინდე-
ლი, როცა ის და ილ მაკია პირველად წავიდნენ მანდრაგორას გან-
თქმული ფესვების საძებნელად, ჯერ კაფაჯოს მუხების ჭალაში – ნი-
კოლოს საგვარეულო მამულში, შემდეგ სანტა მარია დელ იმპრუნე-
ტას მონასტრის ახლო ველებსა და ბაბიონის ციხესიმაგრის ახლომ-
დებარე ტყეებშიც კი.

357
18. ის ადამის შთამომავალია და არა მუჰამედის...

ის ადამის შთამომავალია და არა მუჰამედის, ან ჰალიფასი – უთ-


ხრა მას აბულ ფაზლმა.
მისი ავტორიტეტი, მისი ლეგიტიმურობა იქიდან მოდის, რომ
პირველი ადამიანისგან იღებს დასაბამს, ყველა ადამიანის მამის-
გან.
პირველი ადამიანისათვის არ არის არც რელიგია, არც გეოგრა-
ფიული საზღვრები. ის უფრო დიდია, ვიდრე მეფეთმეფე, სპარსეთს
მუსლიმების მოსვლამდე რომ მართავდა. ის აღემატება უძველესი
ინდუსების ჩაკრავარტინს, მეფეს, რომლის ეტლს შეუძლია ყველგან
იგოროს შეუფერხებლად, რომლის მოძრაობა შეუზღუდავია – ის
არის სამყაროს გამგებელი, მსოფლიოს მეფე საზღვრებისა და
იდეოლოგიური შეზღუდვების გარეშე. აქედან გამომდინარე კი,
ადამიანური ბუნება, და არა ღვთაებრივი განგებულებაა მთავარი
ძალა, რომელიც ამოძრავებს და წარმართავს ისტორიას.
სწორედ მას, აკბარს, როგორც სრულყოფილ პიროვნებას, აქვს
უფლება დროის მამოძრავებელი იყოს.
მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო, მაგრამ იმპერატორი უკვე ფეხზე
იდგა, მხნე და ენერგიით სავსე. სიკრი მას ცხოვრების დიდი საიდუმ-
ლოს განსახიერებად მიაჩნდა, მოუხელთებელ, კითხვებით სავსე
სამყაროდ, რომელშიც მას პასუხები უნდა ეპოვა. მისთვის ეს მედი-
ტაციის დრო იყო. ლოცვას არ აღავლენდა. ხანდახან ჩიშტის აკლდა-
მის გარშემო მის მიერ აშენებულ დიდ მეჩეთს ეწვეოდა ხოლმე, მაგ-
რამ ამას სხვების დასანახად აკეთებდა, მოშურნეების გესლიანი
კრიტიკის ჩასაჩუმებლად – ისეთების, როგორიც მისი მემკვიდრე
სელიმი და ბადაუნი იყვნენ. თუმცა მისი ვაჟი მამაზე ნაკლებად რე-
ლიგიური იყო, აკბარის ჯიბრზე მაინც მორწმუნეების მხარე დაიჭი-
358
რა. განთიადისას, სანამ მზეს ჯერ კიდევ არ გაეხურებინა სიკრის ქვე-
ბი და მოქალაქეების გრძნობები, იმპერატორი ამჯობინებდა რაღაც
უფრო ამაღლებულზე ეფიქრა, ვიდრე ისეთ ბანალურ რამეებზე, რო-
გორიც მისი მემკვიდრის გამაღიზიანებელი ქცევები იყო. მედიტაცი-
ას შუადღეზეც ახდენდა, საღამოსაც და შუაღამესაც, მაგრამ ყველა-
ზე მეტად უყვარდა დრო მზის ამოსვლამდე, როცა მუსიკოსები რე-
ლიგიურ ჰიმნებს უკრავდნენ.
ხანდახან ანიშნებდა, შეწყვიტეთო და სიმშვიდით ტკბებოდა; სი-
ჩუმით, რომელსაც მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა.
დროდადრო (რადგან მუდამ სურვილებით იყო სავსე) მის ამაღ-
ლებულ ფიქრებში ქალების სახეები იჭრებოდნენ:
მოცეკვავე გოგონების, ხასების, კანონიერი ცოლებისაც კი. ადრე
სხვებზე ხშირად ჯოდჰა, მისი წარმოსახვითი დედოფალი ეცხადებო-
და, – ენამოსწრებული, ლამაზი, სასიყვარულო თამაშებში გაწაფუ-
ლი. სულის სიღრმეში გრძნობდა, რომ თვითონ უნაკლო ადამიანი
არ იყო, მაგრამ ჯოდჰას დიდხანს სრულყოფილ ქალად მიიჩნევდა.
ულამაზესი და უჭკვიანესი, ყოველთვის გვერდით მყოფი, ბრძნული
რჩევის მოცემისთვის მზადმყოფი და ვეფხვი ლოგინში. რაღა უნდა
ენატრა კაცს ამაზე მეტი? ის შედევრი იყო (ყოველ შემთხვევაში,
დიდხანს ასე ეგონა), განსახიერებული ოცნება, არსება კჰაიალას,
წარმოსახვის სამყაროდან, არსება, რომელიც მან შეძლო რეალურ
სამყაროში გადმოეყვანა. თუმცა ბოლო ხანებში რაღაც შეიცვალა.
ჯოდჰას სახე უკვე აღარც ისე ხშირად ეცხადებოდა. მისი ადგილი
სხვა ქალმა დაიკავა – ყარა ყიოზმა, შავთვალამ, დამალულმა პრინ-
ცესამ. დიდი ხნის განმავლობაში ცდუნებას მთელი ძალით ეწინააღ-
მდეგებოდა, რადგან იცოდა, ამ ვნებას დაკმაყოფილება არასოდეს
ეწერა და გარდა ამისა, არამართებული იყო ამ სიტყვის სრული
მნიშვნელობით. ის ცდილობდა, მომავლის ბგერები დაეჭირა, ქალი
359
კი შორეული წარსულის ექო იყო. შესაძლოა, ქალი სწორედ წარსუ-
ლისადმი ნოსტალგიით იზიდავდა. ასეთ შემთხვევაში ის მართლა
სახიფათო ჯადოქრად შეიძლებოდა ჩაგეთვალა, რომელიც დროში
უკან ექაჩებოდა და, ამდენად, უკან ექაჩებოდა ყველაფერს – მის შე-
ხედულებებს, რწმენას, იმედებს.
ქალი მას უბედურებას მოუტანდა, შეუძლებელი სიყვარულის
ირეალურ, ლანდების სამყაროში შეიყვანდა ცდუნებით, შთანთქავ-
და მას და კანონის, მოქმედებისა და საკუთარი დანიშნულების აღ-
სრულებისგან მოწყვეტდა. იქნებ, როგორც ამას დედა-დედოფალი
ჰამიდა ბანო ვარაუდობდა, ნიკოლო ვესპუჩი მტერი იყო, ქრისტია-
ნული სამყაროდან შემოგზავნილი – იდუმალი მკვლელი, რომელ-
საც განზრახული ჰქონდა მისი განადგურება, მისი გონების დატყვე-
ვება ამ ფესვებსმოწყვეტილი, რენეგატი ქალით. არავის შეეძლო
სიკრის იარაღის ძალით დაპყრობა, მაგრამ იქნებ დამალული პრინ-
ცესას საშუალებით მას შინაგანად უპირებდნენ დანგრევას. არა, ქა-
ლი უბედურების მომტანი იქნებოდა მისთვის. მაგრამ ის სულ უფრო
ხშირად ეცხადებოდა და თანაც ისეთი რამეების გაგება შეეძლო, რა-
საც ჯოდჰა ვერ სწვდებოდა. მაგალითად, სიჩუმის ფასი იცოდა. ის
არც ებუზღუნებოდა, არც აჯავრებდა, არც აცდუნებდა, არც კისკისებ-
და და არც მღეროდა. ყოველთვის ჟასმინის სურნელი მოჰქონდა
თან და უბრალოდ გვერდით მიუჯდებოდა, ისე რომ არ ეხებოდა. მას-
თან ერთად უცქერდა დღის დადგომას, აღმოსავლეთით ჰორიზონ-
ტის ალისფრად შეფერადებას. მსუბუქი ნიავიც უბერავდა და ამ
დროს ისინი თავს ერთ მთლიანობად გრძნობდნენ. ეს ისეთი მთლი-
ანობა იყო, რომლის მსგავსი აკბარს არც ერთ ქალთან განეცადა.
შემდეგ პრინცესა უსაზღვროდ დელიკატური მოძრაობით ტოვებ-
და მას და იმპერატორი მარტო ელოდა, მზის პირველი სხივები რო-
დის მოელამუნებოდა სახეზე.
360
არა, პრინცესა ალბათ მაინც არ წარმოადგენდა საფრთხეს და იმ-
პერატორი არავის დაუჯერებდა, ვინც ამის დამტკიცებას შეეცდებო-
და. არც იმ კაცის ბოროტი განზრახვისა სჯეროდა, რომელმაც პრინ-
ცესას ამბავი სიკრიში ჩამოიტანა. ბოლოს და ბოლოს, როგორ უნდა
გაკიცხო მოგზაურობის ჟინით ასე ატანილი ადამიანი? ყარა ყიოზის
მსგავს ქალს კი არასოდეს შეხვედრია. ქალი, რომელმაც არაფრად
ჩააგდო საყოველთაოდ მიღებული წესები და ნორმები და თვითონ
გამოჭედა ბედი ძლიერი ნებისყოფის წყალობით. ჭეშმარიტად მეფუ-
რი ბუნების ქალი! ეს რაღაც სიახლე იყო მისთვის. ადრე არასოდეს
უფიქრია, თუ ქალი ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს აშფოთებდა,
აღაგზნებდა, თავბრუს ახვევდა და მთელ მის არსებას იპყრობდა.
ჰო, რა თქმა უნდა, ყარა ყიოზი არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული
ქალი იყო და მას სჯეროდა, რომ ასეთივეა ვესპუჩიც, ანუ მოგორ
დელ ამორე. იმპერატორი მთელი ამ ხნის განმავლობაში აკვირდე-
ბოდა მას, გამოსცადა და დარწმუნდა მის ღირსებებში. რასაკვირვე-
ლია, ის მტერი არ არის. ქებასა და წახალისებას იმსახურებს და არა
ლანძღვას.
აკბარმა ნებისყოფის დაძაბვით თავი აიძულა, ფიქრებისთვის სა-
ჭირო მიმართულება მიეცა.
თავს გამოუტყდა, რომ სრულყოფილი ადამიანი სულაც არ იყო.
აბულ ფაზლი მას უბრალოდ ეპირფერებოდა, მაგრამ ამ პირფერო-
ბამ იქამდე მიიყვანა, რასაც მოგორ დელ ამორე პარადოქსების
ქსელს ეძახდა. ადამიანის მეტისმეტი ამაღლება, მისთვის ლამის
ღვთაებრივი სტატუსის მინიჭება, აბსოლუტური ძალაუფლების ბო-
ძება და ამასთან ერთად მტკიცება იმისა, რომ ღმერთები კი არა,
ადამიანები არიან თავიანთი ბედის გამგებლები, ქმნიდა წინააღ-
მდეგობას, რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა.

361
გარდა ამისა, ადამიანების ცხოვრებაში ბედის ჩარევის შემთხვე-
ვები ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებოდა. თავიდან ვერ ამოეგდო
ხმატკბილი დების – ტანასა და რირის – თვითმკვლელობის ამბავი,
რომლებმაც წინაპრების რჯულის შეცვლას სიკვდილი ამჯობინეს.
მას არ სურდა, ღვთაებად მიეღოთ. შესაძლოა, ღმერთის გარეშე
ადამიანებს უკეთ მოეხერხებინათ იმის გარკვევა, სიკეთე რა არის.
ყოვლისშემძლის წინაშე ქედის მოდრეკა, საკუთარი „მეს“ უგულე-
ბელყოფა, მცდარი გზაა, ის რეალობას გვაშორებს. თუკი საერთოდ
სადმე შეიძლება უმაღლესი სიკეთე ვეძიოთ, ის, რა თქმა უნდა, რი-
ტუალების შესრულებაში, ბრმა ღვთისმოშიშობაში კი არ არის, არა-
მედ ძნელ, ქანცისგამწყვეტ, შეცდომებით სავსე ძიებებში საკუთარი
თავისთვის, თუ საერთოდ, კაცობრიობისთვის სწორი გზის საპოვნე-
ლად.
თუმცა, მან აქ თავი მეორე წინააღმდეგობაში ამხილა. ერთი
მხრივ, არ სურდა, ღვთაებრივად მიეჩნიათ, მეორე მხრივ კი, სჯერო-
და, რომ იმსახურებდა აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონოდა. ასე ის
უცნაური აზრი არდამორჩილების შესახებ უბრალოდ მკრეხელობა
გამოდიოდა. მისი ძალაუფლება სხვა ადამიანებზე ძლიერის უფლე-
ბას ეფუძნებოდა. ამ დასკვნამდე უეჭველად მივიდოდა ყველა მმარ-
თველი, რომელიც სინამდვილეს თვალებში ჩახედავდა.
მხოლოდ ეს იყო სიმართლე, ყველაფერი დანარჩენი – გაუთავე-
ბელი სპეკულაციები სამართლიანობის შესახებ მხოლოდ ამ სიმარ-
თლის შესაფუთად სჭირდებოდათ. ვინც იმარჯვებდა, სამართლიანა-
დაც ის მიაჩნდათ და ამით ყველაფერი იყო თქმული. ჰო, რა თქმა
უნდა, სტატუსში განსხვავება არსებობდა, ისე როგორც არსებობს
აჯანყებები და თვითმკვლელობები, მაგრამ აჯანყებები უნდა ჩაგექ-
რო, ამას ძლიერი მუშტი სჭირდებოდა, შემდეგ კი შენი საქმე იყო,
ვის შეიწყალებდი და ვის – არა. მაშინ ის უცნაური შინაგანი ხმა რა-
362
ღას ნიშნავდა, ყოველ დილით რომ ეჩურჩულებოდა ჰარმონიის შე-
სახებ. ამ აზრებს არაფერი ჰქონდათ საერთო მისტიკოსების აბდაუბ-
და ქადაგებებთან ადამიანური არსის ერთიანობის შესახებ, მაგრამ
ბევრად უფრო საშიშნი იყვნენ, რადგან მათი მიხედვით, საბოლოო
ჯამში, განსხვავებებს, უთანხმოებებს, დაუმორჩილებლობას, უპა-
ტივცემულობას, ტრადიციებთან ბრძოლას, კადნიერებასა და უტიფ-
რობასაც კი თავისი დადებითი მხარეები ჰქონდა. ასეთი ფიქრები მე-
ფეს არ შეეფერებოდა.
აკბარს შორეული ქვეყნის ჰერცოგები გაახსენდა, რომელთა შე-
სახებ მოგორი უყვებოდა. ძალაუფლება მათაც ღვთის განგებაზე კი
არა, ძლიერის უფლებაზე ჰქონდათ დაფუძნებული.
იქაური ფილოსოფოსები ადამიანს უყურებდნენ, როგორც მჭიდ-
როდ დაკავშირებულს თავის დროსთან, ქვეყანასთან, ქალაქთან,
რელიგიასთან. მაგრამ მათი სისულელე ის იყო, რომ ღმერთს ადა-
მიანური თვისებები მიაწერეს. ეს იმისთვის სჭირდებოდათ, რათა მი-
ეთვისებინათ უფლება, ყოველგვარი გადაწყვეტილება მიეღოთ, რა-
საც კი ისურვებდნენ, თუმცა ამ უფლებას ყველაზე მდაბალი მიზნის
– ხელისუფლების განმტკიცებისთვის იყენებდნენ.
რა არარაობები, რა პატარები არიან ეს ჰერცოგები და პაპები,
ტოსკანისხელა ქალაქის მეფუკები თუ რომის ეპარქიის ეპისკოპო-
სები და რა გაბერილი წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავებზე! მისი
სამფლობელო შორს გადაჭიმულიყო მსოფლიოს ოთხივ კუთხით,
მათზე ფართო თვალსაწიერი ჰქონდა და უფრო ნათლად ხედავდა.
„არა, – შეუსწორა საკუთარ თავს, – ასე არ არის. ამის მტკიცება ფა-
ნატიზმი იქნებოდა. მოგორმა მართალი თქვა: ადამიანთა მოდგმის
წყევლა ის კი არ არის, რომ განვსხვავდებით, არამედ ის, რომ ასე
ვგავართ ერთმანეთს“.

363
ხალიჩას მზის სხივი დაეცა და აკბარი წამოდგა. დრო იყო, ჯაროხ-
კას ფანჯარასთან მისულიყო და ხალხს მისალმებოდა. გარეთ შეგ-
როვილებს დღეს სადღესასწაულო განწყობა ჰქონდათ. ამ მხრივაც
ხალხი ისეთივე იყო, როგორიც იმ შორეულ ქვეყანაში, რომლის ქუ-
ჩებში სიზმარში დასეირნობდა.
მის ქვეყანაშიც შეეძლოთ და უყვარდათ მხიარულება, დღეს კი
მზის კალენდრით თხუთმეტი ოქტომბერი იყო, მათი მბრძანებლის
დაბადების დღე. ახლა მის უდიდებულესობას თორმეტჯერ აწონიდ-
ნენ. საწონის ნაცვლად სხვა საგნებთან ერთად ოქროს, აბრეშუმს,
სუნამოებს, სპილენძს, რკინას, მარცვლეულს, თაფლს, მარილს,
ერბოს გამოიყენებდნენ. ამის შემდეგ თითოეული ჰარემის წარმო-
მადგენელი საჩუქარს მიართმევდა.
მერე მესაქონლეებს დააჯილდოებდნენ ცხვრებით, თხებითა და
ქათმებით იმპერატორის ასაკის შესაბამისად. დასაკლავად შერჩეუ-
ლი პირუტყვის ნაწილს გაათავისუფლებენ და ცოცხლად დარჩენის
შანსს მისცემენ.
მოგვიანებით, ჰარემში მონაწილეობას მიიღებს „სიცოცხლის ძა-
ფის“ მორიგი კვანძის განასკვაში. თითოეული კვანძი მისი ცხოვრე-
ბის ერთი წლის აღმნიშვნელი იქნება.
დღესვე ჩაფიქრებული აქვს გამოხატოს დამოკიდებულება იმ უც-
ხოელის მიმართ, რომელიც თავს მოგორ დელ ამორეს უწოდებს.
ეს კაცი იმპერატორში გრძნობათა მთელ გამას აღძრავდა. მათში
იყო ირონიაც, ცნობისმოყვარეობაც, სასოწარკვეთაც, იმედგაცრუ-
ებაც, გაკვირვებაც, მოხიბვლაც, გაღიზიანებაც, სიმპათიაც, დაბნეუ-
ლობაც, ეჭვიც, მოწყენაც, თუმცა უნდა ითქვას, ბოლო ხანებში მო-
წონებამ და აღტაცებამ იმძლავრა სხვა გრძნობებზე. ერთხელ აზ-
რად მოუვიდა, რომ ასეთი განცდები, ჩვეულებრივ, მშობლებს აქვთ
ხოლმე შვილების მიმართ, თუმცა თავად მას ვაჟიშვილებთან სუ-
364
ლიერი სიახლოვის წუთები ძალიან იშვიათად ჰქონდა, იმედგაც-
რუება და შავი ეჭვები კი მათ ურთიერთობას მუდმივად თან სდევდა.
მემკვიდრე პრინცი მის საწინააღმდეგო ინტრიგებს ლამის აკვან-
ში ყოფნის დროიდან მოყოლებული ხლართავდა და, საერთოდ, სა-
მივე შვილი დეგენერატი ჰყავდა, ხოლო კაცი, რომელმაც ყარა ყი-
ოზის ამბავი უამბო, მუდამ მოწიწებას იჩენდა მის მიმართ, უდავოდ
ჭკვიანი იყო და უშიშარი, ყველაფერ ამასთან ერთად კი საოცარი
მთხრობელიც. ბოლო ხანებში აკბარს ამ თავაზიანი უცხოელის მი-
მართ, რომელიც სასახლის კარის ცხოვრების ისეთი ორგანული ნა-
წილი გახდა, რომ მას თითქმის ყველა თანასწორად აღიქვამდა, სა-
რისკო აზრი გაუჩნდა. პრინც სელიმს მოგორი ეზიზღებოდა, ისევე
როგორც რელიგიურ ფანატიკოსს, ბადაუნის, იმპერატორის წინააღ-
მდეგ შხამიანი გამოხდომებით გაჯერებულ წიგნს რომ წერდა, რო-
მელიც სულ უფრო სქელტანიანი ხდებოდა, ხოლო მისი ავტორი
დღითი დღე მჭლევდებოდა. მაგრამ უცხოელის მიმართ ამ ორი ადა-
მიანის მტრული დამოკიდებულება აკბარის გადაწყვეტილებას მო-
გორის თაობაზე კიდევ უფრო განამტკიცებდა.
უცხოელი იმპერატორის დედასა და დედოფალ მირიამ-უზ-ზამა-
ნისაც – აკბარის რეალურად არსებულ ცოლთა შორის მთავარს –
ეზიზღებოდათ, თუმცა მათ წარმოსახვის უნარი არ გააჩნდათ და ყო-
ველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ოცნების სინამდვილეში შემოჭრას.
უკვე კარგა ხანი იყო, რაც მოგორის შესახებ ეს სკანდალური აზ-
რი გაუჩნდა და რომ ენახა, აქედან რა შეიძლებოდა გამოსულიყო,
ბოლო ხანს მისი სახელმწიფო საქმეებში ჩართვა დაიწყო. ყვითელ-
თმიანმა უცხოელმა საოცარი სისწრაფით აითვისა მანსაბდარის
რთული სისტემა, რომლითაც ქვეყანა იმართებოდა და რომლის
ფუნქციონირებაზე სახელმწიფოს გადარჩენა იყო დამოკიდებული.
სისტემა მრავალსაფეხურიან პირამიდას წარმოადგენდა. თითოე-
365
ული საფეხურის სწორად მუშაობაზე ჩინოვნიკი იყო პასუხისმგებე-
ლი, რომელსაც შესაბამისი რანგი და უფლებამოსილება ჰქონდა.
მათ მოვალეობაში ჯარისა და ცხენების შენახვა შედიოდა, რის-
თვისაც სახელმწიფოსგან მამულები გადაეცემოდათ პირად საკუთ-
რებაში, რომელიც მათი კეთილდღეობის წყარო ხდებოდა.
მოგორმა სულ რამდენიმე დღეში მოახერხა გარკვეულიყო რან-
გების ტაბელში. სულ ოცდაცამეტი რანგი იყო. პრინცებიდან, რო-
მელთაგან თითოეულს ათი ათასი მეომარი ჰყავდა განკარგულება-
ში, სულ უმნიშვნელო ჩინოვნიკებამდე, რომელთაც ათამდე ადამია-
ნი ექვემდებარებოდათ.
გარდა ამისა, მან დაწვრილებით შეისწავლა თითოეული სახელ-
მწიფო მოხელის საქმიანობა და თავს იმის უფლებასაც კი აძლევდა,
იმპერატორთან აზრი გამოეთქვა იმის თაობაზე, რომელი მათგანი
იმსახურებდა წახალისებას და რომელი ვერ ართმევდა თავს დაკის-
რებულ მოვალეობას. სწორედ მან შესთავაზა აკბარს სისტემაში ისე-
თი ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა, რომლებიც იმპერიის
სტაბილურობის გარანტია იქნებოდა ასორმოცდაათი წლის განმავ-
ლობაში.
აქამდე მანსაბდარების უმრავლესობა ტურანელები და მოგოლუ-
რი წარმოშობის ადამიანები იყვნენ ცენტრალური აზიიდან, ძირითა-
დად, ფერგანიდან ან ანდიჯანიდან, ან სპარსელები. აკბარმა მო-
გორს დაუჯერა და სახელმწიფო სტრუქტურებში რაჯპუტების, ავღა-
ნელებისა და ინდოელი მუსულმანების ჩართვა დაიწყო.
ასე მანამ გააგრძელა, სანამ არც ერთი ეთნიკური ჯგუფი უმრავ-
ლესობას აღარ ქმნიდა. მართალია, ტურანელები ჯერაც ყველაზე
მეტნი იყვნენ, მაგრამ რეფორმის დასრულების შემდეგ თანამდებო-
ბების მხოლოდ ერთი მეოთხედი ეჭირათ. შედეგად არც ერთ ეთნი-
კურ ჯგუფს აღარ შეეძლო პირობები ეკარნახა დანარჩენებისათვის
366
და ყველა მათგანი იძულებული იყო, სხვებისთვის ანგარიში გაეწია,
ეთანამშრომლა მათთან. ამას შულჰ-ი-კული – სრული მშვიდობა
ეწოდებოდა. ყველაფერი უფლებამოსილების სწორ გადანაწილე-
ბამდე დადიოდა.
მოგორის მიერ ჩატარებულმა რეფორმამ აჩვენა, რომ მას არა
მხოლოდ ფოკუსების კეთებისა და ამბების მოყოლის ნიჭი ჰქონდა.
ამან იმპერატორზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.
მან გადაწყვიტა, ახალგაზრდა კაცის შესაძლებლობები სამხედ-
რო ხელოვნებასა და სპორტში შეემოწმებინა. მოგორი შესანიშნავი
მხედარი აღმოჩნდა და უნაგირზე უკუღმა მჯდარსაც კი თავისუფლად
შეეძლო ცხენის ჭენება, მისი გასროლილი ისარი აუცილებლად
ხვდებოდა მიზანს, ხმალსაც მარჯვედ ხმარობდა და თავდამსხმელის
მოგერიებაც არ უჭირდა. ენების შესწავლის ნიჭი ხომ გამორჩეული
ჰქონდა და ადგილობრივი ენები და კილოკავები ადვილად აითვისა.
იმ თამაშებშიც პირველობდა, სასახლის კარზე განსაკუთრებით
რომ უყვარდათ. ასეთები იყო ჩანდალ მანდალი და განჯიფა.
ამ უკანასკნელში მოგორმა მრავალფეროვნება შეიტანა. იმპერა-
ტორთან თამაშის დროს ბანქოს ქაღალდის ფერისა და მასზე გამო-
სახულების მიხედვით რეალურ პიროვნებებთან მათი შეჯერება და-
იწყო. მაგალითად, ყველაზე მაღალი ბანქოს ქაღალდი აშვანატი,
ანუ „ცხენის მფლობელი“ მისთვის, რა თქმა უნდა, თვით აკბარს წარ-
მოადგენდა, დჰანაპატი, ანუ ხაზინადარი, ბუნებრივია, ფინანსთა მი-
ნისტრის – ტოდარ მალის ასოციაციას იწვევდა. ტიიაპატი, ანუ
„ქალბატონების დედოფალი“, რასაკვირველია, ჯოდჰა ბაი იყო. რა-
ჯა მანა სინგჰის სახელი ერგო ბანქოს, სახელად დალპატის, რაც
მხედართმთავარს ნიშნავს. რაც შეეხება ბირბალს, იმპერატორთან
ყველაზე დაახლოებულ ადამიანს, პირველს, თანასწორთა შორის,

367
მას სახელად ყველაზე მეტად გარფატი – „ციხესიმაგრეების კომენ-
დანტი“ შეეფერებოდა.
აკბარი ასეთმა ინტერპრეტაციამ ძალიან გაართო: „და შენ კი,
მოგორ? ვგონებ, ბანქოს დასტაში შენთვისაც უნდა მოიძებნოს რამე.
ჩემი აზრით, შენ ასრფატი ხარ. ის ჯინებისა და ჯადოქრების მეფე
იყო“. და მოგორმა ამ დროს გაბედა და ძალიან სარისკო შედარება
გააკეთა: „და აჰიპატი, ანუ „გველების მბრძანებელი – ო, ჯაჰანპანა,
ხომ არ გგონიათ, რომ თქვენს მემკვიდრეს – სელიმს შეეფერება?“
ერთი სიტყვით, აკბარმა გადაწყვიტა, რომ მოგორი მართლაც
მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო. „ცოტა ხნით ეგ შენი ამბები
უნდა დაივიწყო, – უთხრა მას, – საჭიროა უფრო დაწვრილებით შე-
ისწავლო, როგორ არის ჩვენთან ყველაფერი მოწყობილი“. იმპერა-
ტორის ბრძანებით, უცხოელი ჯერ ტოდარ მალთან გააგზავნეს, შემ-
დეგ რაჯა მანა სინგისთან, რათა სავაჭრო და საფინანსო ოპერაცი-
ებსა და ჯარების მართვის საკითხებში გარკვეულიყო.
როცა ბირბალმა ჩიტორის, მაჰრანის, ამერისა და ჯაისალმერის
ციხესიმაგრეების მორიგი შემოწმება ჩაატარა, რათა გარკვეული-
ყო, რა ხდებოდა იმპერიის ამ მხარეში, რა განწყობა სუფევდა მოკავ-
შირეებსა და ქვეშევრდომებში, მოგორიც მასთან ერთად გაემგზავ-
რა პირადი ადიუტანტის სტატუსით. ის გაოგნებული დაბრუნდა იქაუ-
რი მმართველების უპირობო, თავდადრეკილი მორჩილებით, ციხე-
სიმაგრეების მიუდგომლობითა და სასახლეების ფუფუნებით.
გადიოდა თვეები, წლები და ხალხი ამ მაღალ, ყვითელთმიან კაც-
ში უცხოელს აღარ ხედავდა. ის დიდი მოგოლის მრჩევლად და ნდო-
ბით აღჭურვილ პირად იქცა. „უფრთხილდი გველების მბრძანე-
ბელს, – თითქოს სასხვათაშორისოდ შენიშნა ერთხელ აკბარმა, –
დანა, რომელსაც ის სიამოვნებით ჩამცემდა ზურგში, შეიძლება შენს
ზურგში აღმოჩნდეს“. მერე კი ბირბალი დაიღუპა.
368
იმპერატორი შემდეგ ნანობდა, რადგან მოგორის რჩევას არ და-
უჯერა და მეგობარს ნება დართო, სამხედრო ოპერაციას ჩასდგომო-
და სათავეში. საქმე ის იყო, რომ ბირბალმა რაუშანაის კულტის გავ-
რცელება, ე. წ. „ავღანელი გასხივოსნებულების“ მიმდევრების
სწრაფი ზრდა პირად შეურაცხყოფად მიიღო – ან, უფრო ზუსტად, იმ-
პერატორის პირად შეურაცხყოფად. მათმა ლიდერმა, ბაიაზიდმა,
ვითომცდა წინასწარმეტყველმა, ინდუიზმი და ისლამი ერთმანეთს
შეურია და რაღაც პანთეისტური, გულისამრევი აჯაფსანდალი მი-
იღო. ბირბალის გულისწყრომას საზღვარი არ ჰქონდა: „რადგან
ღმერთი ყველგან და ყველაფერშია, გამოდის, რაც ხდება ყველაფე-
რი ღვთიური ბუნებისაა, მაშინ სიკეთესა და ბოროტებას შორის გან-
სხვავება არ ყოფილა და ყველას შეუძლია, რაც უნდა, ის აკეთოს? –
ბობოქრობდა ის, – მაპატიე ჯაჰანპანა, მაგრამ ეს წვრილფეხა ნაძი-
რალა დაგცინის. მან შენი კეთილშობილური მისწრაფება ყველა რე-
ლიგიის გაერთიანებისა გაამასხარავა და განგებ დაამახინჯა ასე სა-
ზიზღრად, რათა ჩირქი მოგცხოს.
მძარცველი და ყაჩაღიც რომ არ იყოს, ეს უგნური საქციელიც საკ-
მარისი იქნებოდა სამაგალითოდ დასასჯელად. თუმცა ძარცვა და
ყაჩაღობა ხომ ამ არამზადას დასაშვებად მიაჩნია. აბა, რა! ეს რაუშა-
ნები ხომ რჩეული ხალხია, რომლებმაც ღმერთის ნებით დედამიწა
უნდა დაიმკვიდრონ და რა მოხდა, თუ ხანდახან ხელი წაუცდებათ,
დროს ცოტა წინ გაუსწრებენ და მინიჭებული ძალაუფლებით დღესვე
ისარგებლებენ.
იდეა ძარცვის, როგორც რელიგიური ვალდებულების შესრულე-
ბის ფორმისა, რომელსაც დასაშვებად მიაჩნია „ღვთის რჩეულმა“
ნაძარცვი ციურ წყალობად მიიღოს, ძალიან მაცდუნებელი აღმოჩ-
ნდა მთაში მცხოვრები ავღანელი ტომებისათვის და კულტმა სწრა-
ფად დაიწყო გავრცელება.
369
თვითონ ბაიაზიდი მოულოდნელად გარდაიცვალა და რაუშანის
ლიდერად მისი ყველაზე უმცროსი ვაჟიშვილი, თექვსმეტი წლის ჯა-
ლალ ედ დინი გამოცხადდა. ამ ამბავმა ბირბალი გააცოფა, რადგან
ჯალალ ედ დინი აკბარის დაბადების სახელი იყო. ამ დამთხვევამ
ბირბალს რაუშანის მიმდევრები კიდევ უფრო შეაძულა. „ჯაჰანპანა,
დროა ამ შეურაცხყოფებს ბოლო მოეღოს. მათ საკადრისი პასუხი
უნდა გაეცეთ“. – თქვა მან. აკბარმა, რომელიც, ცოტა არ იყოს, გა-
აკვირვა ასეთი მშვიდობისმოყვარე კაცის უეცარმა აფეთქებამ, გა-
დაწყვიტა, მისთვის დაეჯერებინა, თუმცა ამჯერად მოგორს ნება არ
დართო მას ლაშქრობაში გაჰყოლოდა.
„ის ჯერ კიდევ არ არის მზად ავღანეთში ომისათვის, დაე, აქ დარ-
ჩეს და გაგვართოს“, – დასძინა მან, რითაც გარშემომყოფთა გამ-
ხიარულება გამოიწვია.
თუმცა ლაშქრობა სახუმარო საქმე არ აღმოჩნდა. მთის გადასას-
ვლელები თითქმის გაუვალი იყო და მალე, მას შემდეგ რაც ბირბა-
ლი იქ თავაშვებული „გასხივოსნებულებისთვის“ ჭკუის სასწავლებ-
ლად ჩავიდა, მალანდრაის გადასასვლელთან ჩასაფრებულები და-
ესხნენ თავს. შემდეგ ბოროტი ენები ამბობდნენ, ბირბალმა ტყავის
გადასარჩენად ჯარი მიატოვა და გაიქცაო, მაგრამ აკბარი დარწმუ-
ნებული იყო, ასეთ ჭორებს მოღალატეები ავრცელებდნენ.
ეჭვი ჰქონდა, ბირბალის დაღუპვის საქმეში პრინცი სელიმის ხე-
ლი ხომ არ ურევიაო, მაგრამ ამის დამამტკიცებელს ვერაფერს მი-
აგნეს. ბირბალის სხეული ვერ იპოვეს. მისი რვაათასიანი რაზმი
მთლიანად განადგურდა.
მალანდრაის გადასასვლელის ტრაგედიიდან დიდი ხნის განმავ-
ლობაში იმპერატორი თავს საშინლად გრძნობდა, საჭმელ-სასმელს
არ ეკარებოდა და უმიზნოდ დახეტიალობდა.

370
თავის დაღუპულ მეგობარს ლექსი უძღვნა: „შენ ქვრივ- ობლების
გამკითხავი იყავი ბირბალ! ახლა კი მე ვარ გასაკითხი, მაგრამ, ვაი
რომ, ვერაფერს მშველი“. ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა
იყო მის სიცოცხლეში, როცა აკბარმა თავი პირველი პირის მხოლო-
ბით რიცხვში მოიხსენია, ანუ არა როგორც იმპერატორი, არამედ
როგორც ადამიანი, რომელიც მეგობარს დასტიროდა. ბირბალის
გლოვა ჯერ კიდევ არ დამთავრებულიყო, როცა იმპერატორმა ტო-
დარ მალი და მანა სინგხი გაგზავნა რაუშანის მომხრეების აჯანყების
ჩასახშობად. სიკრის სასახლეში ყველგან სიცარიელე გამეფებული-
ყო ცხრა მარგალიტიდან სამის არყოფნის გამო. მან აბულ ფაზლი
კიდევ უფრო დაიახლოვა და სულ უფრო გულისყურით უსმენდა მის
რჩევებს, მაგრამ ახლაც, ადრინდებურად, ერთი მკრეხელური აზრი
არ შორდებოდა, რომელსაც ჯერჯერობით არავის უზიარებდა მიუხე-
დავად იმისა, რომ ბირბალის გარდაცვალებიდან უკვე რვა თვე იყო
გასული. ახლაც, თავის ორმოცდამეოთხე დაბადების დღეს, ის ასა-
წონად მიდიოდა და თავს იმაზე იმტვრევდა, გამოეცხადებინა თუ
არა ოფიციალურად უცხოელი მოგორ დელ ამორე, იგივე ნიკოლო
ვესპუჩი, მუცლითმეზღაპრე, კაცი, რომელიც თავხედურად უმტკი-
ცებდა, შენი ბიძა ვარო, რომელმაც შესანიშნავი საქმიანი თვისებები
გამოავლინა და რომლის მიმართაც ასეთი ნდობით იყო გამსჭვალუ-
ლი, შვილობილად. ფარზანდის, ანუ საპატიო შვილის ტიტული უკი-
დურესად იშვიათად ენიჭებოდა ვინმეს.
ის მრავალ პრივილეგიას გულისხმობდა და ნიშნავდა, რომ მისი
მფლობელი იმპერატორის ყველაზე დაახლოებულ პირთა წრეს
ეკუთვნოდა. იყო კი ეს ახალგაზრდა ყალთაბანდი, რომელიც ასა-
კით უმცროს ძმად უფრო შეეფერებოდა, ვიდრე შვილად (და მით
უმეტეს, ბიძად) ღირსი ასეთი განდიდებისა? და კიდევ უფრო მეტად
მნიშვნელოვანი საკითხი: როგორ მიიღებდა ხალხი ამას?
371
აკბარი ფანჯარასთან გამოჩნდა და ბრბო შეძახილებით მიესალ-
მა. კაცმა რომ თქვას, სიკრის მცხოვრებთა შორის მოგორ დელ ამო-
რე პოპულარობით სარგებლობდა. იმპერატორი ხვდებოდა, ამას
მნიშვნელოვანწილად მისი კუთვნილი საროსკიპოს – სკანდის სახ-
ლის – წარმატება განაპირობებდა, სადაც ყველაფერს ჩხინკორა და
მატრასა განაგებდნენ; ასევე ლეგენდა ყარა ყიოზზე. დამალული
პრინცესას ამბავი კარგა ხანი იყო, ქალაქური ფოლკლორის განუ-
ყოფელ ნაწილად იქცა და წლების განმავლობაში მის მიმართ ინტე-
რესი არ ცხრებოდა. ხალხმა ისიც იცოდა, რომ მეფის ვაჟიშვილები
არაფრის მაქნისები იყვნენ და, ამდენად, დინასტიის მომავალი საფ-
რთხის ქვეშ დგებოდა. ლეგენდის თანახმად, იმ დროს, როცა მისი
წინაპარი თემური წვრილფეხა ბანდიტი იყო, გზებზე დაეხეტებოდა
და აქლემების გამრეკად ასაღებდა თავს, მას ფაკირი შეხვდა, რო-
მელმაც წყალი და საჭმელი სთხოვა.
„საკვები მომეცი და სამაგიეროდ სამეფოს გიბოძებ“, – აღუთქვა
ფაკირმა, კაცმა, რომელმაც ისლამი უარყო და ინდუისტი გახდა. თე-
მურმა თხოვნა შეუსრულა, რის შემდეგაც ფაკირმა მას თავისი ლა-
ბადა შემოაცვა და გაშლილი ხელით უკან მოსცხო.
თერთმეტი დარტყმის შემდეგ გაბრაზებულმა თემურმა ლაბადა
გაიხადა. „ცოტა კიდევ რომ მოგეთმინა, შენი დინასტია უფრო ხან-
გრძლივად იარსებებდა, ახლა კი ის შენს მეთერთმეტე თაობაზე
დამთავრდება“. იმპერატორი აკბარი თემურ ლენგის მერვე თაობა
იყო, ამიტომ, თუ ლეგენდას დავუჯერებდით, მოგოლების კიდევ სამ
თაობას მოუწევდა ჰინდუსტანის მეფობა. თუმცა შემდეგი, მეცხრე
თაობა არასაიმედო ჩანდა.
აკბარის ვაჟიშვილები თვრამეტი, თხუთმეტი და თოთხმეტი წლის
ასაკში ჩამოყალიბებული ლოთები იყვნენ. ამასთან, ერთ მათგანს

372
განუკურნებელი სენი სჭირდა. მემკვიდრე პრინცზე – სელიმზე კი
ლაპარაკიც არ ღირდა. ის საერთოდ საშინელება იყო.
თავის დაბადების დღეს სიცოცხლის სასწორზე მჯდარი აკბარი
(სანამ ბრინჯსა და რძეში წონიდნენ) მომავალზე ფიქრობდა.
მოგვიანებით ის მხატვრების, იუველირებისა და მოქანდაკეების
სახელოსნოებს ეწვია, მაგრამ ფიქრებით სხვაგან იყო. ჰარემშიც,
ქალების დამყოლი სხეულების წრეშიც კი ვერ შეძლო მოდუნება.
გრძნობდა, რომ მის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი იდგა – უც-
ხოელის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო. მისი ოჯახის წევრად
მიღება ნიშნავდა პირველი სერიოზული ნაბიჯის გადადგმას აბულ
ფაზლის იდეის ხორცშესხმის გზაზე, რომლის მიხედვით, ის მსოფ-
ლიოს მბრძანებელი უნდა გამხდარიყო. ამისათვის მას უნდა მო-
ეხერხებინა, გაეერთიანებინა ყველა სულდგმული მის სამფლობე-
ლოსა და ჯერაც უცნობ ტერიტორიებზე, რომლებიც მომავალში მისი
იმპერიის შემადგენლობაში შევიდოდა. თუ ერთი უცხოელი გახდე-
ბოდა მოგოლი, რატომ არ შეიძლებოდა დროთა განმავლობაში
სხვებსაც მიებაძათ მისი მაგალითისთვის? ამასთან, ეს კიდევ ერთი
ნაბიჯი იქნებოდა ერთიანი კულტურის შექმნისაკენ გადადგმული.
ეს შესანიშნავი იდეა რაუშანებმა დაამახინჯეს და პაროდიად აქ-
ციეს. ეს იქნებოდა მთელი მისი ცხოვრების ოცნების ხორცშესხმა –
ყველა რელიგია და რასა, ერი თუ ტომი მოგოლთა დიადი იმპერიის
ნაწილი გახდებოდა, განსხვავებული შეხედულებებით, სპეციფიკუ-
რი ხედვით გაამდიდრებდა მეცნიერებას, ფილოსოფიას, კულტუ-
რას. და ეს იქნებოდა ადამიანთა უდიდესი გაერთიანება, რომელიც
მოგოლების ეგიდით განხორციელდებოდა. ყველა ეს მოსაზრება
იმის სასარგებლოდ ლაპარაკობდა, რომ მოგორისთვის ფარზანდის
მინიჭება იქნებოდა აქტი, დამამტკიცებელი იმპერატორის შორ-
სმჭვრეტელობისა და თვითდაჯერებულობისა.
373
მაგრამ, ვაითუ, ეს ნაბიჯი სისუსტის გამოვლენად აღექვათ?
თავის მოტყუებისკენ მიდრეკილებად, გულუბრყვილობად?
ხომ არ იტყოდნენ, ვიღაც ენამჭევრი უცხოელის გავლენის ქვეშ
მოექცაო, კაცისა, რომლის შესახებ არაფერი იყო ცნობილი გარდა
მის მიერვე მოყოლილი უთავბოლო და ქრონოლოგიურად ძალიან
საეჭვო ისტორიისა.
ასეთ შემთხვევაში მისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება არ-
სებითად იმის ტოლფასი იქნება, რომ ჭეშმარიტება არცთუ მნიშვნე-
ლოვანია და სულერთია, უცხოელის მიერ მოყოლილი ამბავი სი-
მართლეა თუ ჭკვიანურად მოფიქრებული სიცრუე.
განა იმპერატორს მეტი სიფრთხილე და თავშეკავებულობა არ
მართებს? როგორ შეიძლება ჭეშმარიტების ასეთი აშკარა უგულე-
ბელყოფა? სიტყვიერად ხომ მაინც უნდა იცავდეს ამ უმაღლეს ღირე-
ბულებას და როცა მას უსარგებლოდ მიიჩნევს, მაშინ იცრუოს ჭეშ-
მარიტებას ამოფარებულმა. ხომ არ ჯობია, ცივი გონებით იმოქმე-
დოს და აუხდენელ ფანტაზიებსა და ოცნებებს არ აჰყვეს? იქნებ ჯობ-
დეს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, მხოლოდ იმაზე ოცნების უფ-
ლება მისცეს, როგორ განიმტკიცოს ძალაუფლება.
წაადგება კი მისი ძალაუფლების გაძლიერებას უცხოელის აღზე-
ვება? შეიძლება წასდგომოდა, შეიძლება არა.
მაგრამ გარდა ამ შეკითხვებისა, სხვა, შესაძლოა, კიდევ უფრო
მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობდა. ეს ეხებოდა მაგიის სამყა-
როს, რომელიც ყველასთვის არანაკლებ საინტერესო იყო, ვიდრე
ხელშესახები, რეალური საგნების სამყარო. ყოველდღე, როცა თავს
ნებას აძლევდა ფანჯრიდან გაეჭვრიტა, თვითონ კვებავდა ამ რწმე-
ნას. იქ, ფანჯრის ქვეშ, იდგა ხალხი, მათ სჯეროდათ მისი თვალების
ჯადოსნური ძალისა. უკვე ვრცელდებოდა ლეგენდები მისი მზერის
წყალობით სასწაულებრივი გამოჯანმრთელების შესახებ.
374
აქ, მის ფანჯარასთან, ყოველდღე მოჰყავდათ ავადმყოფები, სა-
ხიჩრები და მომაკვდავები. მიაჩნდათ, რომ თუ აკბარი შეხედავდა
ავადმყოფს, როცა ეს უკანასკნელი მას უყურებდა, ის უეჭველად გა-
ნიკურნებოდა. ამტკიცებდნენ, იმპერატორის მზერა ადამიანს, რო-
მელიც უყურებს, საკუთარი ძალის ნაწილს გადასცემსო. მაგიის
ერთ-ერთი კანონით ხომ დიდი მაგიური ძალის მქონე – იმპერატო-
რი, ჯადოქარი თუ კუდიანი, იმორჩილებს იმას, ვისაც ეს ძალა ნაკ-
ლები აქვს. მაგიის კანონების წინააღმდეგ წასვლა არ შეიძლებოდა.
თუ ქალმა მიგატოვა, ესე იგი მისი მონუსხვა ვერ მოახერხე, ან სხვას
უფრო მეტი მაგიური ძალა აღმოაჩნდა, ან ვიღაცამ დაწყევლა თქვე-
ნი ქორწინება. რატომ იყო ვიღაც ცხოვრებაში წარმატებული, ვიღაც
კი – ხელმოცარული? იმიტომ, რომ თუ გინდოდა, წარმატებისთვის
მიგეღწია, კარგი ჯადოქრისთვის უნდა მიგეგნო, ამას კი ყველა ვერ
ახერხებდა. აკბარის საღი აზრი ამ სისულელეს ეწინააღმდეგებოდა:
ბავშვობა იყო იმაზე ფიქრი, თითქოს ვიღაცამ მეტი იცოდა შენ შესა-
ხებ, ვიდრე თვითონ შენ და ამიტომ ჯობდა, შენი ბედი მისთვის მი-
გენდო.
ღმერთს სწორედ იმას საყვედურობდა, რომ მისდამი რწმენა ადა-
მიანს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბების სა-
შუალებას ართმევს. მაგრამ მაგია ყველგან იყო და ამის უარყოფა
არ შეიძლებოდა. წინდაუხედავი იქნებოდა ის მმართველი, რომე-
ლიც მას არაფრად ჩააგდებდა.
რელიგიას შეიძლება სახე შეუცვალო, მისი რეფორმა მოახდინო
და საერთოდ მის გარეშეც კი იცხოვრო, მაგრამ მაგიას ვერაფერს
მოუხერხებ. ბოლოს და ბოლოს სწორედ ეს იყო მიზეზი ყარა ყიოზის
ამბავი ასე იოლად და სწრაფად რომ დაეუფლა სიკრის მცხოვრებთა
წარმოსახვას. და არა მხოლოდ მათ წარმოსახვას.
თვითონ ის, იმპერატორიც კი მოექცა მისი ხიბლის ქვეშ.
375
ნიკოლო ვესპუჩისთან დაკავშირებით მაგიის საკითხი ასეთი
კუთხით იჩენდა თავს: მისი გამოჩენა წყევლად უნდა მიეჩნიათ თუ
წყალობად სიკრის მცხოვრებთათვის? მისი აღზევება იმპერიისთვის
სიკეთის მომტანი იქნებოდა თუ ბედისწერის გაუგებარი, ბნელი კა-
ნონების მიერ გამოწვევად აღიქმებოდა და ქვეყანას აურაცხელი
უბედურება დაატყდებოდა თავს? და კიდევ ერთი: საერთოდ, უცხო
და უცხოური, დადებით ფაქტორად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, რო-
მელიც ქვეყნის მდგრადობასა და აყვავებას შეუწყობდა ხელს, თუ
უცხო ელემენტის შემოჭრა რაღაც უკიდურესად მნიშვნელოვანს არ-
ღვევდა როგორც ცალკეული ადამიანისათვის, ისე მთლიანად საზო-
გადოებისათვის?
და ყოველივე ამას შეიძლება დაღმასვლისა და ლპობის პროცე-
სები მოჰყოლოდა, რომელიც გარდაუვალად ქვეყნის დანგრევას
გამოიწვევდა.
ამ შეკითხვებზე ეძებდა პასუხებს იმპერატორი, შორეული ქვეყნე-
ბის ბრძენ ხალხსაც ეთათბირებოდა: ქირომანტებსა და ასტროლო-
გებს, ნათელმხილველებს, მისტიკოსებსა და წმინდანებს, რომლე-
ბიც საკმაოდ ბევრნი იყვნენ ქალაქში, განსაკუთრებით, ჩიშტის აკ-
ლდამის სიახლოვეს.
მაგრამ პასუხები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო.
ვესპუჩის თანამემამულეების, ევროპელი წმინდა მამების, აკვა-
ვივასა და მონსერატას აზრებით აკბარი არ ინტერესდებოდა, ისე-
დაც შესანიშნავად იცოდა მათი მტრული განწყობილება მოგორის
მიმართ. ბირბალი კი – მისი საყვარელი მეგობარი, ბრძენი ბირბა-
ლი, გვერდით აღარ ჰყავდა.
ასე რომ, ის მარტო დარჩა. მხოლოდ მას უნდა გაეკეთებინა არ-
ჩევანი.

376
დღე დასრულდა, მას კი გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა.
ღამით, ნამგალა მთვარის ქვეშ, როგორც ყოველთვის მედიტაციას
მიეცა და მაშინ ის ეწვია ვერცხლისფერ სხივებში მოლივლივე და
გვერდით წყნარად მიუჯდა.

***

საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯოდჰა ბევრისთვის უჩინარი გახდა.


რასაკვირველია, მომსახურე პერსონალი მას ხედავდა, რადგან მა-
თი სამსახური ჯოდჰას არსებობაზე იყო დამოკიდებული, თუმცა სხვა
ცოლები, რომელთაც ის ადრე ძალიან აღიზიანებდა, ვეღარ ხედავ-
დნენ. ჯოდჰა ხვდებოდა, მის თავს რაღაც უბედურება ხდებოდა და
შიშით იყო ატანილი. სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა და დრო-
დადრო მისი ყოფნა-არყოფნა ერთმანეთს ენაცვლებოდა, მინავლე-
ბული სანთელივით, რომელიც ხან ქრება და ხან ინთება. ბირბალი
ცოცხალი აღარ იყო და თვითონაც თანდათან იცრიცებოდა.
სამყარო უარესობისკენ იცვლებოდა.
იმპერატორი სულ უფრო იშვიათად სტუმრობდა ბოლო ხანებში
და მაშინაც გონებაგაფანტულად გამოიყურებოდა.
როცა სიყვარულს ეძლეოდნენ, ქალს ეჩვენებოდა, რომ კაცი ვი-
ღაც სხვაზე ფიქრობდა.
აკბარის საჭურისმა და საიდუმლო ჯაშუშმა, უმარ აიარიმ, რო-
მელმაც ყველაფერი იცოდა, მათ შორის ისიც, რაც ჯერ კიდევ არ
მომხდარიყო, ქალი მეორე სართულზე იპოვა. შუადღის სიცხეს გან-
რიდებული ქარების დარბაზში ისვენებდა, სადაც მსუბუქი ნიავი
ქროდა. დარბაზის სამი კედელი ჯალის – მოჩუქურთმებული ქვის
ღობეს წარმოადგენდა.

377
ეს იმპერატორის დაბადების დღის აღნიშვნის მეორე დღეს მოხ-
და.
მუდამ უშფოთველი აიარი, რომელიც ჩვეულებრივ ნარნარად და
გრაციოზულად მოძრაობდა, აშკარად აღგზნებული ჩანდა, თითქოს
ამბავი, ქალისთვის რომ უნდა შეეტყობინებინა, მის შიგნით დახტო-
და და წონასწორობას აკარგვინებდა.
„მოემზადე, – თქვა მან, – ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მო-
გიწევს. ახლა შენ მოგინახულებენ უბადლო ბრილიანტისა და სა-
მართლიანობის განსახიერების, ჩვენი ღვთაებრივი ხალიფას მეუღ-
ლე და დედა-დედოფალი.
ამბერელ მირიამ-უზ-ზამანის, პრინცი სელიმის მშობელ დედას,
კაჩხვავების მოდგმის პრინცესას, მარადიულ მირიამს ეძახდნენ,
დედა-დედოფალს ჰამიდა ბანოს კი – მირიამ მშობლიური კერის
მფარველს. რაც შეეხება ეპითეტებს – ხალიფას, ბრილიანტს – ისი-
ნი იმპერატორ აკბარს ეკუთვნოდა.
მართლაც რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა მომხდა-
რიყო, თუ ამ ორმა მეფურმა ქალბატონმა, რომლებიც მას წლების
განმავლობაში ვერ ამჩნევდნენ, უცებ მის ოთახში მოსვლა ისურვეს.
ჯოდჰამ ძალა მოიკრიბა, მოკრძალებული სახე მიიღო, ხელისგულე-
ბი ერთმანეთს გადააჭდო, თვალები დახარა და მათ მოსვლას და-
ელოდა.
რამდენიმე წუთში მოვიდნენ. მათი სახეები ერთდროულად გა-
ოცებასა და ზიზღს გამოხატავდნენ. ფატიმა ბიბი – ჰამიდა ბანოს
მუდმივი თანამგზავრი და ექო, ამჯერად მათთან ერთად არ იმყოფე-
ბოდა, რადგან ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
შემთხვევითი არ იყო, რომ ქალებმა თან არავინ იახლეს. აიარი
არ ითვლებოდა. მან არაერთხელ დაამტკიცა – საიდუმლოს შენახვა
შეეძლო.
378
ქალებმა დაბნეულად მოათვალიერეს იქაურობა და უმარ აიარს
მიუბრუნდნენ დასახმარებლად.
– სად არის? – წაისისინა ჰამიდა ბანომ, აიარს მიმართავდა, –
ოთახიდან გავიდა თუ რა მოხდა?
უმარმა ხმის ამოუღებლად, თავის მოძრაობით, ჯოდჰას მიმარ-
თულებით მიანიშნა.
დედა-დედოფალი დაბნეული ჩანდა. მისმა შედარებით ახალგაზ-
რდა თანამგზავრმა ზიზღით ჩაიფრუტუნა, იქითკენ შებრუნდა, სა-
ითაც უმარმა ანიშნათ და პირველი ალაპარაკდა.
ძალიან ხმამაღლა და ნელა წარმოთქვამდა სიტყვებს, თითქოს
უჭკუო ბავშვს მიმართავსო:
– მე დაბნეული ვარ, მიჭირს ლაპარაკი ქალთან, რომელიც არ
არსებობს, რომლის გამოსახულებას არც ერთი სარკე არ აირეკ-
ლავს – ცარიელ ადგილს ველაპარაკები.
მე აქ იმპერატორის დედასთან ერთად ვარ – ამჟამად ქვრივთან,
სამყაროს მფარველის, ყველა ცოდვათა მიმტევებლის, ახლა ჯანაში
– სამოთხის ბაღში მყოფ ჰუმაიუნის საყვარელ ცოლთან. ჩვენი აქ
მოსვლის მიზეზი ის არის, რომ იმპერატორს, ჰამიდა ბანოს სახელო-
ვან შვილსა და ჩემს დიად მეუღლეს ემუქრება უფრო უარესი საფ-
რთხე, ვიდრე შენ ხარ მისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, მას ჯადო გაუკეთა
გადამთიელმა ვესპუჩიმ, რომელიც აქ ავგულ ურწმუნოთა, თუ თვით
სატანის მიერაა შემოგზავნილი, რათა სიმშვიდე დაგვირღვიოს და
ჩვენი ქვეყანა დაამდაბლოს. იმპერატორს მისმა ჯადომ ვაჟკაცობა
დაუკარგა, მისი გონებრივი მდგომარეობაც საფრთხეშია, ამან კი
შეიძლება იმპერია და მასთან ერთად ყოველი ჩვენგანი დაღუპოს.
შენც გაიგე ალბათ ამ ღვთის წყრომის შესახებ. სიკრიში უკვე ყვე-
ლამ იცის – ეს არის ე. წ. დამალული პრინცესას, ყარა ყიოზის აჩ-
რდილი. ჩვენ ვაღიარებთ, – განაგრძო მარადიულმა მირიამმა და
379
ენა დაება, რადგან ისეთი რამის თქმა უწევდა, რაც მის თავმოყვა-
რეობას შეურაცხყოფდა, – რომ იმპერატორი, ალბათ თვითონ იცის
რატომ, შენს თავს ამჯობინებს ყველა ქალ კომპანიონს (თავს მაინც
ვერ აიძულა, ჯოდჰასთვის დედოფალი ან მეუღლე ეწოდებინა). იმე-
დი გვაქვს, მიხვდები, რა განსაცდელშიცაა იმპერატორი და უარს არ
იტყვი, აღასრულო შენი ვალი. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ჩვენ
ველით შენგან მთელი ქალური ხიბლის გამოყენებას და მასზე ზე-
გავლენის მოხდენის ცდას, რათა ამ საცდურისგან, იმ ბინძური ვნე-
ბისგან იხსნა, რაც ქალის ფორმით მოვლენილმა ჯოჯოხეთის მოცი-
ქულმა აღუძრა. ჩვენ აქ მოვედით, რათა დაგეხმაროთ, გითხრათ იმ
ხრიკების შესახებ, რომელსაც ქალები იყენებენ მამაკაცის გულისა
და გონების დასაუფლებლად. იმპერატორი მამაკაცია, ამის თაობა-
ზე არაფერი იცის და ამდენად ვერც მოუყვება მისი ახირებით შექ-
მნილ თითქმის არარსებულ ქალს. ჩვენ ვიცით, ბევრი წიგნი წაგი-
კითხავს და იცი ამის შესახებ რასაც წერენ, მაგრამ არის ისეთი რა-
მეებიც, რაზეც არ წერენ და რასაც უხსოვარი დროიდან ყველა თა-
ობის დედა ჩურჩულით გადასცემს ქალიშვილს.
გამოიყენე ის ხერხები, რომელსაც ჩვენ გასწავლით და ისევ შეძ-
ლებ მის დატყვევებას. იქნებ ერთობლივი ძალებით შევძლოთ დე-
მონს ხელი შევუშალოთ ფატეხპურ-სიკრის მბრძანებელზე გამარ-
ჯვებაში. რამეთუ ერთ რამეში ჩვენ ბოლომდე დარწმუნებულნი
ვართ: ის ნამდვილად ბოროტი აჩრდილია, წარსულიდან შემოხეტე-
ბული, რომელსაც სურს, შური იძიოს დევნილობის გამო, ჩვენი იმ-
პერატორი შორეულ წარსულში ჩაითრიოს და დაღუპოს. ეს კი ყვე-
ლა ჩვენგანის დასასრულსაც ნიშნავს. პირადად მე მირჩევნია
მკვდარი ვიყო, ვიდრე ჩემი თვალით ვხედავდე, ჰინდუსტანის იმპე-
რატორი, სასწაულთმოქმედი, სრულყოფილი სხეულის პატრონი და
რწმენის ბურჯი როგორ უგონოდაა შეყვარებული მოდგმის უარმყო-
380
ფელ და თან დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ბიძამისის ცოლზე – სა-
კუთარ მამიდაზე.
– გაიხსენე, რა შეემთხვა მხატვარ დეშვანტს, – თქვა დედა- დე-
დოფალმა.
– ჰო, სწორედ ასეა, – მხარი აუბა მას მირიამ-უზ-ზამანმა, – მხატ-
ვრის გაქრობას კიდევ შეიძლება შეეგუო, მაგრამ სამყაროს მბრძა-
ნებლის დაკარგვის უფლება არ გვაქვს.
ისინი მართლა ვერ ხედავდნენ ქალს, რომელსაც ელაპარაკე-
ბოდნენ, თუმცა მის ნოხზე კარგად მოკალათდნენ, მის ბალიშებზე
გადაწვნენ და მისი მსახურების მირთმეულ ღვინოს სვამდნენ. ქალე-
ბის სექსუალურ საიდუმლოებებთან დაკავშირებული ამბების მოყო-
ლა დაიწყეს. დიასახლისის ვიზუალური არყოფნა უკვე აღარც აწუ-
ხებდათ. ერთმანეთს აწყვეტინებდნენ, მამაკაცების აბსურდულ სურ-
ვილებს დასცინოდნენ და ქალების არანაკლებად აბსურდულ ხრი-
კებს, რომლებსაც ისინი კაცების ხელში ჩასაგდებად მიმართავდნენ.
ბოლოს საერთოდ ისე იქცეოდნენ, თითქოს მარტონი ყოფილიყ-
ვნენ, თითქოს წლები ერთბაშად ჩამოაკლდათ და კვლავ ახალგაზ-
რდებად იქცნენ. იხსენებდნენ, რომ მათი მკაცრი, პატივმოყვარე დე-
დები ცოტა არ იყოს დარცხვენილი ხითხითებდნენ, როცა მათ ქა-
ლურ საიდუმლოებებს უზიარებდნენ და მალე ოთახი სიცილ-ხარხა-
რით აივსო, თითქოს დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ქალები ერ-
თდროულად იცინოდნენ.
თითქოს თვით ისტორია ხარხარებდა.
ხუთსაათნახევარი ასეთ საუბარში გაატარეს და როცა დაამთავ-
რეს, ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, რომ ეს დღე მათ ცხოვრებაში ერთ-
ერთი საუკეთესო იყო. ჯოდჰას მიმართაც მეტი სითბოთი განიმ-
სჭვალნენ, ვიდრე ოდესმე. ის ახლა ერთ- ერთი მათგანი იყო და არა
მხოლოდ იმპერატორის ქმნილება.
381
ჯოდჰა მათ თავიანთ, ქალების წრეში მიიღეს.
ბინდი ეშვებოდა. მსახურებმა სანთლები შემოიტანეს და ოთახი
ქაფურის სუნით აივსო. უკანა, მთლიან კედელზე ბამბის ზეთით გაჟ-
ღენთილი პატრუქიანი სანათები აანთეს და მათ შუქზე ორი ქალის
ჩრდილი ჯალის წითელ, მოჩუქურთმებულ ქვებზე ცეკვავდა, ამ
დროს კი სასახლის მეორე ნაწილში იმპერატორის ფანტაზია, მისი
ჰაიალი ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. ქარების ოთახში საჭუ-
რის უმარ აიარს სუნთქვა შეეკრა, სულ რამდენიმე წამში მარადიულ-
მა მირიამმა და მშობლიური კერის მფარველმა მირიამმა დაინახეს
ის, რაც მან დაინახა: არა მხოლოდ მესამე ქალის ჩრდილი წითელ
ქვებზე, არამედ ისიც, რომ ჰაერში სულ უფრო ნათლად გამოიკვეთა
ქალის ფიგურის კონტურები და მათ წინაშე წარდგა. სახეზე უცნაური
ღიმილი დასთამაშებდა.
– შენ ჯოდჰა არა ხარ, – ძლივსგასაგონად თქვა დედა- დედო-
ფალმა.
– ჰო, არა ვარ, – უპასუხა მოჩვენებამ. შავი თვალები უელავდა, –
ჯოდჰა ბაი წავიდა, რადგან ის იმპერატორს უკვე აღარ სჭირდებოდა.
ამიერიდან მის გვერდით მუდამ მე ვიქნები, – ეს იყო გაცოცხლებუ-
ლი მოჩვენების პირველი სიტყვები.

***

მიუხედავად ორი დედოფლის მიერ მიღებული სიფრთხილის ზო-


მებისა, წარმოსახვითი დედოფლის, ჯოდჰა ბაის ყარა ყიოზის აჩ-
რდილით შეცვლა ძალიან მალე მთელ ქალაქს მოედო.
ბევრისთვის ამით საბოლოოდ დადასტურდა ფაქტი, რომ დამა-
ლული პრინცესა ნამდვილად არსებობდა, რადგან მოჩვენებად მხო-
ლოდ ცოცხალი და შემდეგ გარდაცვლილი ადამიანი შეიძლება იქ-
382
ცეს, სხვებმა კი აბულ ფაზლისა ირწმუნეს, რომელიც ცდილობდა,
დაენერგა აზრი იმპერატორის ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ –
ახლა ხომ მის მიერ შექმნილ არარსებულ ქალს, რომელსაც სიარუ-
ლი, საუბარი და მასთან სარეცლის გაზიარებაც კი შეეძლო, კიდევ
ერთი, მიცვალებულთა სამყაროდან დაბრუნებული დაემატა. ბევრი
ოჯახი, სადაც მშობლებმა დამალული პრინცესას შესახებ ლეგენდა
დაიჯერეს და შვილებს ძილის წინ ზღაპრების ნაცვლად უყვებოდნენ,
მოუთმენლად ელოდა იმ დროს, როცა ამ საიდუმლოებით მოცულ
ქალბატონს თვალნათლივ ნახავდნენ.
ტრადიციის მკაცრ მიმდევრებს საზრუნავი გაუჩნდათ: ისინი ამ-
ტკიცებდნენ, რომ, როცა ის სასახლიდან გარეთ გამოვიდოდა, პირ-
ბადე უნდა ეტარებინა. მოგოლების დედაქალაქში სახის დაუფარა-
ვად, ურცხვად სიარული, როგორც ამას ლეგენდის თანახმად დასავ-
ლეთის ქვეყნებში აკეთებდა, არ გამოადგებოდა.
უნდა ითქვას, რომ ზებუნებრივის ყოველდღიურ ცხოვრებაში შე-
მოჭრა იმ დროისათვის სრულიად ჩვეულებრივი რამ იყო – ეს ამბა-
ვი უფრო ადრე მოხდა, ვიდრე რეალური და ირეალური საბოლოოდ
გაითიშებოდნენ და ეული არსებობისთვის გაიწირებოდნენ სხვა-
დასხვა მონარქების ახირებებისა და მათ მიერ დამკვიდრებული კა-
ნონების შესაბამისად.
უფრო გასაკვირი იმპერატორის მიერ უცერემონიოდ მიტოვებუ-
ლი და ორივე დედოფლის თვალში დამცირებული უბედური ჯოდჰა
ბაის მიმართ სრული გულგრილობა იყო. ის ადრეც არ მოსწონდა
ბევრ მოქალაქეს, რადგან უარს ამბობდა სასახლიდან გარეთ გასუ-
ლიყო.
ამ ხალხმა ჯოდჰას დემატერიალიზაცია დამსახურებულ სასჯე-
ლად ჩათვალა მისი სიამაყისა და ქედმაღლობისათვის. ყარა ყიოზი
ძალიან მალე გახდა მათი საყვარელი პრინცესა, მაშინ როცა მისი
383
წინამორბედი ყოველთვის განმარტოებული და შორეული დედოფა-
ლი იყო.
ეს ყველაფერი იმპერატორს უმარ აიარმა მოახსენა. მის სიტყვებ-
ში გამაფრთხილებელი ნოტები ისმოდა. მომხდარზე რეაქცია არა-
ერთგვაროვანი იყო. ტურანების დასახლებაში, სპარსელების კვარ-
ტალსა და ინდური წარმოშობის მუსულმანურ კოლონიაში უკმაყო-
ფილება შეინიშნებოდა.
არამუსულმან პოლითეისტებში, რომელთაც ისედაც უამრავი
ღვთაება ჰყავდათ, კიდევ ერთი სასწაულებრივი არსების გამოჩენას
უარყოფითი ემოციები არ გამოუწვევია. მათთვის ღმერთები ყველ-
გან და ყველაფერში იყო: ხეებში, მდინარეებში, მთებში. ვინ იცის,
შეიძლება ნაგვისა და ტუალეტის ღმერთებიც კი არსებობდნენ. და
ახლა ერთით მეტი გახდა. დიდი ამბავი, სალაპარაკოდაც არ ღირდა.
მონოთეისტებით დასახლებულ ადგილებში კი საქმე გაცილებით
ცუდად იყო. მითქმა-მოთქმა დაიწყო, თუმცა ჯერ ხმადაბალი და
მხოლოდ მახვილი ყურისთვის გასაგონი, იმპერატორის გონებრივი
მდგომარეობის შესახებ. თხზულებაში, რომელსაც მანქულების ლი-
დერი ბადაუნი საიდუმლოდ წერდა და რომლის შინაარსს უმარ აი-
არი ყოველღამ იზეპირებდა, უკვე სიტყვა „ურწმუნობამ“ გაიელვა,
რადგან თუ ჯოდჰას შექმნაზე შეიძლებოდა თვალი დაგეხუჭა და გე-
ფიქრა, ადამიანს უფლება აქვს ოცნება სინამდვილედ აქციოს, ეს
რელიგიურ კანონებს არ ეწინააღმდეგებაო, ყარა ყიოზის შემთხვე-
ვაში საქმე გაცილებით უარესად იყო, ვინაიდან მხოლოდ ყოვლის-
შემძლეა გამგებელი სიკვდილ-სიცოცხლისა და ადამიანის საიქიო-
დან მობრუნება მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისათვის მიუტევებე-
ლი მკრეხელობაა.
რასაც ბადაუნი დღიურში წერდა, მისი მომხრეები უკვე ერთმა-
ნეთს ეჩურჩულებოდნენ, თუმცა ამას ჯერ მხოლოდ წვრილფეხობა
384
ბედავდა, ისინი, ვისაც არავინ არაფერს ეკითხებოდა, იმიტომ რომ,
როგორც დიდი მოგოლების სასახლის კარზე ამბობდნენ, „არ ეცემა
მხოლოდ ის, ვინც უკვე დაფორთხავს“. და მაინც, მიუხედავად ამისა,
უმარ აიარის აზრით, შეშფოთების მიზეზი არსებობდა. სადღაც ქვე-
მოდან, სასახლის მთლად ფსკერიდან უკმაყოფილების გამომხატ-
ველი გუგუნი ისმოდა – იქ აკბარის ყარა ყიოზთან ურთიერთობას
კიდევ უფრო მკაცრად განსჯიდნენ. ამ დაბალ, ქვედა დონეზე, აიარს
ძლივს გასაგონი ხმები ესმოდა, მათ ხმებს ვერც დაარქმევდი. ჰაერი
თითქოს ოდნავ ირხეოდა შიშისგან ძლივს მოძრავ ბაგეთაგან – ახ-
ლოს ხომ ყოველთვის შეიძლებოდა ვინმე ყოფილიყო მოყურადებუ-
ლი. ჰაერის ამ ვიბრაციებში სიტყვა ისე მძლავრად იყო დამუხტული,
რომ ამას შეიძლებოდა სერიოზული ზიანი მიეყენებინა იმპერატო-
რის რეპუტაციისათვის და ვინ იცის, იქნებ მისი ტახტიც კი შეერყია.
ეს სიტყვა ინცესტი იყო. უმარმა სწორედ დროზე აცნობა იმპერა-
ტორს ამის თაობაზე, რადგან სიკრიში ყარა ყიოზის გამოჩენიდან
რამდენიმე დღეში სელიმი დედაქალაქიდან წავიდა და ალახაბადში
აჯანყების დროშა აღმართა. ის იმპერატორს მკრეხელობასა და ინ-
ცესტში ადანაშაულებდა. ეს ამბოხი საფრთხეს არ წარმოადგენდა,
მიუხედავად იმისა, რომ სელიმმა ოცდაათ ათასიანი ჯარის შეგრო-
ვება შეძლო. ის რამდენიმე წლის განმავლობაში მთელ ჰინდუსტან-
ში დააჭენებდა ცხენს და იმუქრებოდა, მამაჩემს ტახტიდან ჩამოვაგ-
დებო, მაგრამ აკბარის წინააღმდეგ ღიად გამოსვლა ვერასდროს
გაბედა. თუმცა მამისთვის ერთი დარტყმის მიყენება მაინც შეძლო
და ეს საშინელი დარტყმა იყო: მან იმპერატორის დარჩენილ მჩე-
ველთაგან ყველაზე უახლოესი მოაკვლევინა – ის, ვინც მამამისს
გონება გაუუკუღმართა, მკრეხელური ქცევებისკენ უბიძგა და ზურგი
შეაქცევინა ალაჰისა და მისი წმინდა წინასწარმეტყველის – მუჰამე-
დისგან. მისი მთავარი დანაშაული კი, პრინცის აზრით, გამუდმებუ-
385
ლი გესლიანი შენიშვნები იყო ტახტის მემკვიდრის მიმართ, რითაც
იმპერატორს მის – საკუთარი ვაჟისა და მემკვიდრის წინააღმდეგ –
განაწყობდა. აბულ ფაზლი ზუსტად ისე მოკვდა, როგორც ბირბალი
– მოღალატურად მოკლეს. როცა „სიკრის ბრილიანტი“ ორჩხის ტე-
რიტორიაზე იმყოფებოდა, რომელსაც სელიმის მომხრე – რაჯა ვირ
სინგჰ დე ბუნდელკჰანდელი მართავდა, მან თავის დამქაშს შეატყო-
ბინა, ეგ კაცი მოუსავლეთში უნდა გაისტუმროო. რაჯა მაშინვე დას-
თანხმდა, შეუიარაღებელი მინისტრისთვის თავი მოაჭრევინა და სე-
ლიმს ალახაბადში გაუგზავნა, რომელმაც მისთვის დამახასიათებე-
ლი ტაქტით მოჭრილი თავის საპირფარეშოში ჩაგდება ბრძანა.
უმარ აიარმა, რომელმაც აბულ ფაზლის დაღუპვის ამბავი მოიტა-
ნა, იმპერატორი ქარების დარბაზში იხილა. აკბარს, როგორც ჩან-
და, ჩვეულებრივზე მეტი ღვინო მიერთვა, ბალიშებზე ნახევრად წა-
მოწოლილიყო და სევდიან სასიყვარულო სიმღერებს უსმენდა, რო-
მელსაც მისთვის ყარა ყიოზის ფანტომი ასრულებდა დილრუბის
აკომპანიმენტის თანხლებით. საშინელმა ამბავმა იმპერატორი გა-
მოაფხიზლა.
მაშინვე ფეხზე წამოდგა და ყარა ყიოზის ოთახიდან გავიდა.
„დღეიდან უმარ, ჩვენ ისე ვიმოქმედებთ, როგორც ჭეშმარიტ
მმართველს შეეფერება. კმარა დოყლაპიობა და შეყვარებული ბი-
ჭივით ოხვრა“, – თქვა მან.
მმართველმა არ უნდა იხელმძღვანელოს პირადი სიმპათიებით
ან შურისგების გრძნობით. მისთვის ამოსავალი წერტილი ქვეყნის
კეთილდღეობა უნდა იყოს. აკბარმა იცოდა, რომ მისი სამი ვაჟიდან
ორი ტახტის მემკვიდრედ არ გამოდგებოდა, რადგან ლოთობამ
ორივე დააავადმყოფა და სიკვდილის პირამდე მიიყვანა. მხოლოდ
სელიმი რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რაც გააკეთა, დინასტიის გაგ-
რძელება მხოლოდ მას შეეძლო. ამიტომ მან პრინცს შიკრიკი გაუგ-
386
ზავნა, რომელსაც მისთვის უნდა გადაეცა, იმპერატორი აბულ ფაზ-
ლის სიკვდილის გამო შურს არ იძიებს და პირმშო ძველებურად უყ-
ვარსო.
სელიმმა ეს შეტყობინება აბულ ფაზლის მკვლელობის გამარ-
თლებად ჩათვალა.
იმ ჩასუქებული ქრცვინის საიქიოს გამგზავრების შემდეგ მამა
კვლავ გულში იკრავდა.
სპილოების მეფის გულის მოსაგებად მან იმპერატორს სამას ორ-
მოცდაათი სპილო გაუგზავნა. ის დასთანხმდა სიკრიში ჩასულიყო
და ბებიის – ჰამიდა ბანოს სახლში აკბარის წინაშე მუხლებზე დაეცა.
იმპერატორმა ტახტის მემკვიდრე წამოაყენა და პატიების ნიშნად
თავზე თავისი ჩალმა დაახურა. გულჩვილი სელიმი აქვითინდა.
რაც შეეხება სელიმის მოძღვარს – ბადაუნის, მისთვის ყველაფე-
რი ცუდად წარიმართა. ის სიკრის ყველაზე ღრმა და ბინძურ დილეგ-
ში ჩააგდეს და მას შემდეგ კაციშვილს, ციხის ზედამხედველების
გარდა, ცოცხალი აღარ უნახავს.

***

აბულ ფაზლის სიკვდილის შემდეგ იმპერატორი მკაცრი და უწყა-


ლო გახდა. მან უცებ გააცნობიერა, რომ ქვეყნის მართვის სადავეები
მიშვებული ჰქონდა და ხალხის კეთილდღეობაზე ნაკლებად ზრუ-
ნავდა. აკბარმა რიგითი მოქალაქეებისათვის ლიქიორის მიყიდვა
აკრძალა. მისი შეძენა ახლა მხოლოდ ექიმის რეცეპტით შეიძლებო-
და. ბრძოლა გამოუცხადა ურიცხვ მეძავს, რომლებიც სიკრის კა-
ლიებივით იყვნენ შესეულნი და ბრძანა, მათთვის ქალაქის კედლებს
გარეთ გამოეყოთ ადგილი.

387
იმ ზონას, სადაც ბანაკები განათავსეს, „სატანის გარეუბანი“ და-
არქვეს და ყველა შემსვლელი ვალდებული იყო სახელი და მისა-
მართი დაეწერა. იმპერატორმა ხალხს მოუწოდა, საქონლის ხორ-
ცის, ხახვისა და ნივრის ჭამისგან თავი შეეკავებინათ და ურჩია, ვეფ-
ხვის ხორცი მიერთვათ, რადგან ის ძალასა და სიმხნევეს შესძენ-
დათ. ყველა რელიგიისთვის აღმსარებლობის სრული თავისუფლე-
ბა გამოაცხადა. დაე, აეგოთ ტაძრები და შივას ფალიკური სიმბო-
ლოები – ლინგამი – ჩამოებანათ, თუმცა წვერის მოშვებისადმი ნაკ-
ლები შემწყნარებლობა გამოავლინა.
მისი აზრით, წვერი მამაკაცური ენერგიით იკვებებოდა და ამდე-
ნად კაცს ძალას ართმევდა, საჭურისები ქოსები ამიტომ იყვნენ. მან
აკრძალა ბავშვების ქორწინება და ქვრივების დაწვისა და მონობის
წინააღმდეგ გაილაშქრა. ხალხს მოუწოდა, სქესობრივი აქტის შემ-
დეგ არ დაებანათ. ბოლოს უცხოელი ანუპ თალაოსთან მიიწვია. ნი-
ავიც კი არ უბერავდა, მაგრამ ტბა ღელავდა, შფოთავდა, რაც იმას
მოასწავებდა, რომ იმპერიის კეთილდღეობას საფრთხე ემუქრებო-
და.
– შენთან მიმართებაში ჯერაც ბევრი გაურკვევლობაა, – გაღი-
ზიანებული ტონით თქვა იმპერატორმა, – ჩვენ არ შეგვიძლია ბო-
ლომდე ვენდოთ კაცს, რომლის წარსული იდუმალებითაა მოცული.
ასე რომ, გვითხარი ყველაფერი, პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარე-
შე, რათა გადავწყვიტოთ, როგორ მოგექცეთ, საით წარვმართოთ
შენი ბედი, ზემოთ, ვარსკვლავებისკენ, თუ ქვესკნელისკენ. ნათლად
გვითხარი და არაფერი გამოტოვო. დღეს განკითხვის დღეა.
– ის, რაც ახლა უნდა მოგიყვეთ, თქვენ ნამდვილად არ მოგეწო-
ნებათ, – უპასუხა მოგორ დელ ამორემ, – საქმე ისაა, რომ იგი მუნ-
დუსს ნოვუს შეეხება, ანუ ახალ სამყაროს და დროის ცვალებად ბუ-
ნებას ამ, რუკაზე მხოლოდ ნაწილობრივ ასახულ ტერიტორიაზე.
388
***

იქ, ოკეანის მიღმა მუნდუს ნოვუსში დროისა და სივრცის ჩვე-


ულებრივი კანონები არ მოქმედებდა. როგორც ადგილი, ის შეიძ-
ლებოდა ერთ დღეს უსაზღვროდ გაფართოებულიყო, მეორე დღეს
კი – შეკუმშულიყო, შესაბამისად, ერთ დღეს გაორმაგებული ზომის
მიწა მეორე დღეს ნახევრდებოდა ხოლმე.
მკვლევრებს ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ცნობე-
ბი ჩამოჰქონდათ ამ ახალი სამყაროს სიდიდის, იქაური მოსახლეო-
ბის ჩვევებისა და ადათ-წესების შესახებ. ჰყვებოდნენ, მაგალითად,
მფრინავ მაიმუნებზე, მდინარესავით გრძელ გველებზე. რაც შეეხება
დროს, ის საერთოდ არანაირ კანონებს არ ემორჩილებოდა. ის არა
მხოლოდ ჩქარდებოდა და ნელდებოდა სრულიად გაუგებარი მიზე-
ზებით, არამედ იყო ისეთი პერიოდებიც (თუმცა ამ ფენომენის აღსა-
წერად სიტყვა „პერიოდის“ გამოყენება ალბათ უადგილოა), როცა
ის საერთოდ არ იძვროდა. ადგილობრივების ის მცირე ნაწილი,
რომლებიც ევროპულ ენებზე ლაპარაკს ახერხებდა, ამტკიცებდა,
რომ მათი სამყარო არავითარ ცვლილებებს არ განიცდიდა, სტატი-
კური იყო – დროის მიღმააო, ამბობდნენ ისინი და ამჯობინებდნენ
კიდეც ასეთ ყოფას. სავსებით შესაძლებელიაო, დაბეჯითებით ამ-
ტკიცებდა ზოგიერთი ფილოსოფოსი, დროის ცნება მუნდუს ნოვუსში
ადრე უცნობ დაავადებებთან ერთად ევროპელი მეზღვაურებისა და
ახალმოსახლეების შემოტანილი იყოს და ამიტომ ადგილობრივ პი-
რობებში ჯერჯერობით ფეხი კარგად ვერ მოიკიდაო. „დროთა გან-
მავლობაში, – ამბობდნენ იქაურები, – დრო ჩვენთანაც ისეთივე იქ-
ნება, როგორიც ყველგან, მანამდე კი, რაც არის, იმას უნდა შევეგუ-
ოთ“. ყველაზე შემაშფოთებელი თვისება ამ განსაცვიფრებელი მოვ-
ლენისა ის იყო, რომ სხვადასხვა ადამიანისთვის, მათ შორის, ოჯა-
389
ხის წევრებისთვის, დრო სხვადასხვა სიჩქარით გადიოდა. ბავშვებს
უფრო სწრაფად ემატებოდათ ასაკი, ვიდრე მათ მშობლებს და შვი-
ლები ხშირად მათ შემქმნელებზე უფრო ხნიერად გამოიყურებოდ-
ნენ.
დამპყრობებს, მეზღვაურებსა და ჩამოსახლებულებს დრო არაფ-
რისთვის ჰყოფნიდათ, სხვებს კი ის თავზესაყრელად ჰქონდათ.
იმპერატორი მოგორ დელ ამორეს უსმენდა და ხვდებოდა, ეგზო-
ტიკური, აბსურდული დასავლეთ ევროპა გაუგებარი და ჩაუწვდომე-
ლი იყო აღმოსავლეთის ჩვეულებრივი მცხოვრებისათვის. აქ, აღმო-
სავლეთში კაცი და ქალი მუშაობდა, წელებზე ფეხს იდგამდა, ცხოვ-
რობდა კარგად, ან ცუდად, კვდებოდა ღირსეული ან სამარცხვინო
სიკვდილით, სწამდა და ლოცულობდა, ქმნიდა დიად ნაგებობებსა
და შესანიშნავ პოეზიას, განუმეორებელ მუსიკას, ცოტაოდენი ნუგე-
ში ჰქონდა და ბევრი გასაჭირი, ერთი სიტყვით, ჩვეულებრივად
ცხოვრობდა და შეგუებული იყო ბედს.
იმ მითიურ დასავლეთის ქვეყნებში კი, ეტყობა, ყველაფერი იქაუ-
რი კლიმატის ბრალი იყო. იმ ქვეყნების მცხოვრებნი ისტერიით იყ-
ვნენ შეპყრობილი, იმის მსგავსით, ფლორენცია რომ მოიცვა „მო-
ტირლების“ დროს, შემდეგ, თითქოს გადამდები დაავადება ყოფი-
ლიყოს, სხვა ქვეყნებსაც მოედო და ყველაფერი თავდაყირა დააყე-
ნა. ბოლო ხანს ოქროს თაყვანისცემამ ისტერიის განსაკუთრებული
ფორმა წარმოშვა, რომელიც მათი ისტორიის მამოძრავებელი ძალა
გახდა. აკბარმა დასავლეთის ტაძრები წარმოიდგინა, ოქროში ჩას-
მული, ოქროს მღვდლებით, სალოცავად მოსული ოქროს მორწმუ-
ნეებით, ოქროს ღმერთებს რომ სცემდნენ თაყვანს. ისინი ოქროს
საჭმელს ჭამენ, ოქროს სასმელს სვამენ და როცა ტირიან, გალმღვა-
ლი ოქრო ჩამოსდით ღვარად მბრწყინავ ლოყებზე. ოქროს მოხვე-
ჭის სურვილმა გადაალახინა მათ მეზღვაურებს დიდი ოკეანე მიუხე-
390
დავად იმისა, რომ სამყაროს კიდეში ჩავარდნის საფრთხე ემუქრე-
ბოდათ. ოქროს მიწა მათ ინდოეთი ეგონათ, სადაც აურაცხელი ოქ-
რო ეგულებოდათ.
ინდოეთი ვერ იპოვეს, სამაგიეროდ, შორეული დასავლეთი აღ-
მოაჩინეს და იქ – ოქრო. ძიების არეალი გააფართოვეს. ოქროს ქა-
ლაქებისა და ოქროს მდინარეების ძებნაში კიდევ უფრო უცნაურ და
გაუგებარ ხალხს გადაეყარნენ, ვიდრე თვითონ იყვნენ – ძვლებითა
და ბუმბულით მორთულ-მოკაზმულ შერეკილ კაცებსა და ქალებს და
მათ ინდიელები დაარქვეს.
აკბარს ეს აღმაშფოთებლად მიაჩნდა: როგორ გაბედეს და ეს სა-
ხელი უწოდეს ხალხს, რომელიც ღმერთებს ცოცხალ ადამიანებს
სწირავდა! სამყაროს კიდეში მცხოვრები ამ „ინდიელების“ დიდი ნა-
წილი ველურებს ბევრად არ სჯობდა და მათი გონებაც კი, ვინც ქა-
ლაქებსა და იმპერიებს აგებდა, სისხლის ფილოსოფიით იყო დაბინ-
დული. ღმერთი კვამლისგან შექმნილ ნახევრად გველად და ნახევ-
რად ჩიტად წარმოედგინათ.
ჰყავდათ ასევე ბოსტნეულისა და მარცვლეულის ღმერთები. მათ
სიფილისი სჭირდათ და სჯეროდათ, რომ ქვები, წვიმა და ვარსკვლა-
ვები ცოცხალი არსებებია. ველ-მინდვრებში უხალისოდ მუშაობ-
დნენ და ცვლილებებისა არ სწამდათ.
ასეთი ადამიანებისთვის ინდიელების დარქმევა აკბარს ჰინდუს-
ტანის კეთილშობილი მოსახლეობის შეურაცხყოფად მიაჩნდა.
იმპერატორმა იგრძნო, ახალი სამყაროსა და მის მცხოვრებთა
მიმართ ინტერესი მთლად გაუნელდა.
უგულისყუროდ უსმენდა მოგორ დელ ამორეს, ის კი განაგრძობ-
და თხრობას კუნძულებზე, რომლებიც სინამდვილეში კონტინენტე-
ბი აღმოჩნდნენ და პირიქით, ვითომცდა კონტინენტებზე, სინამდვი-
ლეში კუნძულები რომ ყოფილან. იქ იყო მდინარეები და ჯუნგლები,
391
კონცხები და ყურეები და კიდევ, ეშმაკმა იცის, რა აღარ. შეიძლება
ჰიდრები, ცერბერები და ურჩხულებიც კი იყვნენ სადღაც, ჯუნგლებ-
ში ოქროს ზოდების დარაჯებად. დაე, ეძებნათ ის ოქრო ესპანელებ-
სა და პორტუგალიელებს. ნელ- ნელა იმ შერეკილი ევროპელების
ტვინებამდე დავიდა, რომ მათ ინდოეთი კი არ აღმოუჩენიათ, არა-
მედ რაღაც სრულიად სხვა – არც დასავლეთი და არც აღმოსავლე-
თი, უბრალოდ, რაღაც მიწები განგეის ზღვის1 დასავლეთსა და ტობ-
როპანის2 ლეგენდარულ განძის კუნძულს შორის, ჰინდუსტანსა და
კატაეთს იქით. ისინი დარწმუნდნენ, რომ სამყარო გაცილებით დი-
დია, ვიდრე მათ წარმოედგინათ. უცხო კუნძულებზე, დიდ ოკეანეში
ხმელეთის ახლადაღმოჩენილ ნაგლეჯებზე დაეხეტებოდნენ, სურა-
ვანდით, მუცლის ჭიით, მალარიით, ჭლექით ავადდებოდნენ და იხო-
ცებოდნენ. ჰოდა, იარონ და ეძიონ, რამდენიც უნდათ, იმპერატორს
კი ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა.
და მაინც...
თემურისა და თემუჩინების მოდგმის ეს ჭკუანაღრძობი პრინცესა,
ხანზადასა და ბაბარის და, მისი სისხლი და ხორცი, სწორედ იმ მხა-
რეში გაემგზავრა. მის გარდა მთელ მსოფლიოში არც ერთ ქალს ასე
არ უმოგზაურია. სწორედ ამიტომ უყვარდა და აღტაცებული იყო მი-
სით, მაგრამ ამასთან ერთად მტკიცედ სჯეროდა, დიდი ოკეანის მიღ-
მა მისი მოგზაურობა სხვა არაფერი იყო, თუ არა კვდომის პროცესი,
სიკვდილი სიკვდილამდე.
თვითონ სიკვდილიც ხომ ნაცნობიდან უცნობ მხარეში გაცურვაა.
მან არარეალურ სამყაროში, ფანტაზიის სამფლობელოში შესცურა,
რომელიც ადამიანების უმეტესობისათვის მხოლოდ ოცნებად რჩე-
ბოდა.

1
განგეის ზღვა – ინდოეთის ოკეანის ძველი დასახელება.
2
ტობროპანი – ახლა ცეილონის კუნძული.
392
სასახლის მთელი ფანტასმაგორიები გაცილებით რეალური ჩან-
და, ვიდრე ეს, თითქოსდა ჩვეულებრივი, ხორცშესხმული ქალი, რო-
მელმაც შორეულ წარსულში რეალური სამყარო მიატოვა, ისევე ად-
ვილად, როგორც უფრო ადრე ოჯახს შეელია და თავისი მოვალეობა
უგულებელყო სიყვარულისკენ ეგოისტური სწრაფვის გამო.
წინ აუხდენელი ოცნება ერეკებოდა – დაბრუნებულიყო იქ, სადაც
დაიბადა, შეერთებოდა ადრინდელ „მეს“. და ის დაიკარგა – სამუდა-
მოდ.

***

აღმოსავლეთის მიმართულებით ვერ წავიდოდა. კორსარების გა-


მო, ზღვას რომ დასერავდნენ, იმ მიმართულებით წყლით მოგზაუ-
რობა მეტისმეტად სარისკო იყო. თურქეთსა და შაჰი ისმაილის სამ-
ფლობელოში არ ჩაესვლებოდა.
ეშინოდა, ხორასანში იმის ხელში არ ჩავარდნილიყო, ვისაც ახ-
ლა შეიბან ხანის ტახტი ეპყრა. არ იცოდა, ბაბარი სად იმყოფებოდა,
მაგრამ კიდეც რომ სცოდნოდა, მასთან ვერ დაბრუნდებოდა. გენუ-
აში, ანდრეა დორიას წყლისპირა სახლში, სადაც მისი თხოვნით აგო
ვესპუჩიმ მიიყვანა სარკესთან ერთად, მან გაიაზრა – იმ გზით, რომ-
ლითაც ჩამოვიდა, უკან ვეღარ დაბრუნდებოდა.
ფლორენციაში დარჩენაც სახიფათო იყო, რადგან შეიძლებოდა,
რისხვა დასტეხოდათ თავს. ძველმა ზღვის მგელმა, ანდრეა დორი-
ამ, რომელიც გულწრფელად გააკვირვა კაცის ტანსაცმელში გამოწ-
ყობილი ქალების ხილვამ (თუმცა ამის შესახებ კრინტი არ დაუძ-
რავს), გულთბილად მიიღო ისინი.
ყარა ყიოზს ჯერ კიდევ შეეძლო თუნდაც ყველაზე უხეში და ხეპრე
კაცი იძულებული გაეხადა, გალანტური ყოფილიყო მის მიმართ.
393
მასპინძელმა დაარწმუნა სტუმრები, სანამ მის ჭერქვეშ იმყოფებოდ-
ნენ, არც ერთი ფლორენციელი არ შეაწუხებდათ. დორია იყო პირ-
ველი, ვინც დიდი ოკეანის გაღმა წასვლის შესახებ დაძრა სიტყვა.
– ამდენი ბარბაროსი მეკობრე რომ არ მყავდეს გაგზავნილი სა-
იქიოში, – თქვა მან, – არ არის გამორიცხული, მეც მეფიქრა სენიორ
ვესპუჩის სახელგანთქმული ბიძაშვილის კვალს გავყოლოდი. იმ
დროისთვის მას მართლაც ბევრი მეკობრე ჰყავდა მოკლული, მისი
პირადი ფლოტის ძირითადი ნაწილი კი კორსარებისთვის წართმეუ-
ლი თორმეტი გემი იყო, რომელთა ეკიპაჟი მის გარდა არავის ხელი-
სუფლებას ცნობდა.
თუმცა, თავს ნამდვილ კონდოტიერად აღარ მიიჩნევდა, რადგან
ხმელეთზე ბრძოლის არავითარი სურვილი აღარ ჰქონდა.
– არგალია უკანასკნელი ჩვენგანი იყო, – განაცხადა მან, – მე კი,
უბრალოდ, ზღვის მაწანწალა ვარ. საზღვაო ბატალიებს შორის თა-
ვისუფალ დროს დორია პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს – ადორნი-
სა და ფრეგოზის ოჯახებს ებრძოდა, რომლებიც მისი ხელისუფლე-
ბიდან ჩამოშორებას ცდილობდნენ.
– მაგრამ მე გემები მყავს, – თქვა მან და მიუხედავად იმისა, რომ
იქ ქალები იმყოფებოდნენ (ან შეიძლება მათი მამაკაცის სამოსში
ყოფნის გამო), თავი ვერ შეიკავა და დასძინა: – მათ კი პენისებიც
არა აქვთ. ასე არ არის, ჩევა?
მის დამხმარეს, ტატუირებულ კამეჩს – ჩევა-მორიელს სახეზე
ალმური მოედო, სანამ უპასუხებდა და შემდეგ როგორღაც უხერხუ-
ლად თქვა: – არა ადმირალო, ყოველ შემთხვევაში მე მსგავსი არა-
ფერი შემიმჩნევია.
დორიამ სტუმრები ბიბლიოთეკაში შეიყვანა და ისეთი რამ აჩვე-
ნა, რაც მანამდე არც ერთ მათგანს ენახა, აგოსაც კი, რომლის ნათე-
სავს მასთან უშუალო კავშირი ჰქონდა.
394
ეს იყო ბენედიქტიანელი ბერის, ლოტარინგიელი კარტოგრაფის
– ვალდსემიულერის ნაშრომი „კოსმოგრაფიის შესავალი“, მას ახ-
ლდა რუკა სათაურით: „პტოლომეოსის მსოფლიო სისტემა და ამე-
რიგო ვესპუჩისა და სხვა მოგზაურების კვლევები“.
უზარმაზარი რუკა ბიბლიოთეკის იატაკზე გაფინეს. მასზე პტო-
ლომეოსი და ამერიგო კოლოსებად იყვნენ გამოსახულნი.
ისინი ღმერთებივით გადმოსცქერდნენ თავიანთ ქმნილებას.
რუკაზე დაეტანათ მუნდუს ნოვუსის დიდი სეგმენტი სათაურით –
„ამერიკა“. „ვერ ვხედავ მიზეზს, – წერდა ვალდსემიულერი „შესა-
ვალში“, – რატომ არ უნდა მოეწონოს ვინმეს ჩემ მიერ ახალი სამყა-
როსთვის მისი აღმომჩენის, უდავოდ გენიალური ადამიანის, ამერი-
გო ვესპუჩის სახელის მინიჭება“.
ამ სიტყვებმა აგო ვესპუჩი ღრმად შეძრა. მიხვდა, მისი ბიძაშვი-
ლის სახით თვით ბედი მიუძღვებოდა ახალი ცხოვრებისაკენ, თუმცა
ბუნებით შინაყუდა იყო და ამერიგოს ზედაპირულ ადამიანად მიიჩ-
ნევდა, რომლის მონაყოლიდან ბევრი არაფერი დაიჯერებოდა. ამე-
რიგოსთან მაინცდამაინც ახლოს არ იყო და არც არასდროს უცდია
დაახლოებოდა, რადგან საერთო ბევრი არაფერი ჰქონდათ. ახლა
კი უცებ აღმოჩნდა, რომ მოხეტიალე ვესპუჩი თურმე გენიოსი ყოფი-
ლა და მის სახელს ახალ სამყაროს არქმევდნენ. გამოდის, ის იმსა-
ხურებდა პატივისცემას.
ნელ-ნელა, მორიდებულად, გულის კანკალით, თითქოსდა სას-
ხვათაშორისოდ, დროდადრო ახსენებდა, რომ თვითონ ბუნებით
მოგზაურობა არ უყვარდა, აგომ დორიას გამოჰკითხა ნათესავის აღ-
მოჩენებთან დაკავშირებული დეტალები. მან პირველად გაიგონა
ისეთი სიტყვები, როგორიც იყო ვენესუელა და ვერაკრუსი. ყარა ყი-
ოზი ამასობაში მსოფლიო რუკას სწავლობდა ყურადღებით. ახალი
დასახელებები მისთვის შელოცვასავით მომნუსხველად ჟღერდა და
395
მათ მომავალში თავის ბედს უკავშირებდა. სურდა, რაც შეიძლება
მეტი ახალი სიტყვა გაეგონა.
– ვალპარაისო, ნომბრე-დე-დიოსი, კასაფუერო, რიო- ესკონდი-
დო, – ამბობდა რუკასთან ოთხზე მდგარი აგო, – ტენოჩტიტლანი,
კეტცალკოატლი, ტეცკატლიპოკა, მონტესუმა, იუტაკანი... – და კი-
დევ ესპანიოლა, პუერტო-რიკო, იამაიკა, კუბა, პანამა, – განაგრძო
ანდრეა დორიამ.
– ეს სიტყვები არასოდეს მსმენია, – თქვა ყარა ყიოზმა, – ისინი
მე სახლისაკენ მაჩვენებენ გზას.
არგალია ცოცხალი აღარ იყო. „ის სახლში მაინც მოკვდა, მაშინ
როცა იცავდა იმას, ვინც უყვარდა“, – თქვა დორიამ და ჭიქა ღვინო
ასწია მის მოსაგონებლად.
აგო, არგალიას სრულფასოვანი შემცვლელი, რასაკვირველია,
ვერ იქნებოდა, მაგრამ ყარა ყიოზს არჩევანი არ ჰქონდა. უკანასკნე-
ლი მოგზაურობა აგოსა და სარკესთან ერთად მოუწევდა. ისინი იქ-
ნებოდნენ მისი დამცველები მოგზაურობის ბოლო ეტაპზე.
დორიასგან შეიტყვეს, რომ დასავლელ მეზღვაურებს, ასევე ესპა-
ნეთისა და პორტუგალიის მმართველებს მტკიცედ სჯეროდათ
წყლის გზის არსებობა ახალ მიწებსა და განგეის ზღვას შორის და
მას გულმოდგინედ ეძებდნენ. ერთხანს შეიძლებოდა ესპანიოლაში
ან კუბაში შეჩერება – იქ კოლონისტები თავს უსაფრთხოდ გრძნობ-
დნენ. იყო კიდევ ახალი დასახლებები პანამაში, ამბობდნენ, იქაც
შეიძლება ცხოვრებაო. ყველა ამ ადგილას ინდიელების უმრავლე-
სობის კონტროლი ხერხდებოდა. ბევრი მათგანი ქრისტეს რჯულზე
მოაქციეს, თუმცა ისინი ევროპულ ენებზე ვერ ლაპარაკობდნენ. ეს-
პანიოლაში მილიონი ინდიელი ცხოვრობდა, კუბაში – ორი მილი-
ონი. სულ ცოტა, სანაპირო ხაზი უსაფრთხო იყო და შიგა რეგიონე-
ბიც თანდათან იწმინდებოდა. თუ ფული გქონდა, შეგეძლო კადისი-
396
დან ან პალოს დე მოგერიდან გამავალ რომელიმე კარაველაზე კაი-
უტაში გეშოვა ადგილი.
– მაშინ მე წავალ, – მტკიცედ თქვა პრინცესამ, – და დავიცდი, სა-
ნამ ახალი სამყაროსკენ გასასვლელს არ მიაგნებენ. მას იმდენი
გამჭრიახი ადამიანი ეძებს, რომ მჯერა მალე იპოვიან. ის წელში გა-
იმართა, იდაყვში მოხრილი ხელების გულები ცისკენ მიაპყრო. სა-
ხეზე არამიწიერი სინათლე უკიაფობდა.
ანდრეა დორიას მან თვით ქრისტე მოაგონა, ნაზარეთში სასწაუ-
ლებს რომ სჩადიოდა: პურსა და თევზს ამრავლებდა, ლაზარეს
მკვდრეთით აღადგენდა. ყარა ყიოზს ახლაც ისეთი დაძაბული სახე
ჰქონდა, როგორიც მაშინ, როცა ფლორენციას აჯადოებდა, თუმცა
მწუხარებასა და დანაკარგს თავისი კვალი აღებეჭდა მასზე და ახლა
ნაღვლიანად გამოიყურებოდა. მისი ხიბლის ძალა კლებულობდა,
მაგრამ ახლა მტკიცედ ჰქონდა განზრახული, რაც ჯერ კიდევ შერჩე-
ნოდა, სრულად გამოეყენებინა და მოვლენები იძულებული გაეხა-
და, მისთვის სასურველი მიმართულებით განვითარებულიყვნენ. ის
მზად იყო, მთელი ჯადოქრული ძალა და ნებისყოფა მოეკრიფა, რა-
თა შუა გასასვლელი, ბოლოს და ბოლოს, აღმოეჩინათ. ანდრეას
წინ იდგა, მოკლე ზეთისხილისფერი ლაბადა და მჭიდროდ შემოჭე-
რილი შარვალი ეცვა. მოკლედ შეკრეჭილი შავი თმა თითქოს შარა-
ვანდედად ადგა თავზე. ადმირალი უცებ მოწიწებისა და აღფრთოვა-
ნების გრძნობამ მოიცვა – მუხლებზე დაეშვა, ხელით პრინცესას ნა-
ტის რბილ ჩექმებს შეეხო და წუთიერი დუმილის შემდეგ წარმოთ-
ქვა: „ჩემი გემი ჩაგიყვანთ ესპანეთში“.
მთელი დარჩენილი წლების განმავლობაში (მან კი ღრმა მოხუ-
ცებულობამდე მიაღწია) დღე არ გასულა, დორიას თავისი საქციელი
არ გაეხსენებინა, თუმცა კითხვას, რამ აიძულა ყარა ყიოზის წინ მუხ-
ლებზე დაცემულიყო, მაინც ვერასდროს უპასუხა გარკვევით. იმი-
397
ტომ მოიქცა ასე რომ ქალს დაელოცა, თუ თვითონ აპირებდა მის და-
ლოცვას? თუ სურდა თაყვანი ეცა მისთვის და დაერწმუნებინა მის
დასაცავად მზადყოფნაში? ან იქნებ ამ ჟესტით აღფრთოვანებას გა-
მოხატავდა ქალის მიმართ, რომლის დიდების მზე საცაა უნდა ჩას-
ვენებულიყო და სურდა, ამ საბედისწერო ნაბიჯის გადადგმა გადა-
ეთქმევინებინა მისთვის. იესო ახსენდებოდა გეთსამანიის ბაღში.
ისიც ალბათ ასე უცქერდა მოწაფეებს, როცა სიკვდილისთვის ემზა-
დებოდა.

***

იმ დილით, როცა კორსარების ლეგენდარული საბრძოლო გემი


„კადოლინი“, რომელიც ახლა დორიას ეკუთვნოდა, გენუის მფარვე-
ლის – წმინდა გიორგის დროშით, ჩევა-მორიელის მეთაურობითა
და სამი მგზავრით ფასოლოს დოკიდან გავიდა, ზღვაზე თეთრი ნის-
ლი ჩამოწოლილიყო. დამშვიდობებისას ანდრეა დორიამ შეძლო
ემოციების შეკავება და წინანდელისგან განსხვავებით მუხლებზე არ
დაცემულა. გზის დალოცვის ნაცვლად ყარა ყიოზს უთხრა:
„საქმიანი კაცისთვის ბიბლიოთეკა ზედმეტი ფუფუნებაა. თქვენი
წყალობით, პრინცესა, წიგნებმა აზრი შეიძინეს“. მას გაუჩნდა შეგ-
რძნება, რომ ყარა ყიოზი ვალდსემიულერის „კოსმოგრაფიის შესავ-
ლისა“ და რუკის შესწავლის შემდეგ თვით ხდებოდა ამ დიადი ნაშ-
რომის ნაწილი. ის ტოვებდა მატერიალურ სამყაროს მიწით, წყლი-
თა და ჰაერით და ქაღალდებისა და მელნის სამყაროში გადადიოდა,
დიდი ოკეანის გადაცურვით ესპანიოლაში კი არ შევიდოდა, არამედ
წიგნის ფურცლებში დაიდებდა ბინას.
დარწმუნებული იყო, პრინცესას ვეღარასდროს შეხვდებოდა
ვერც ძველ და ვერც ახალ სამყაროში, რომ ქალს მხარზე უკვე სიკ-
398
ვდილი ეჯდა შევარდენივით და მასთან ერთად იმოგზაურებდა ერ-
თხანს, სანამ მას, სიკვდილს, არ მოსწყინდებოდა. „მშვიდობით“, –
უთხრა ქალმა და თეთრ ნისლს შეერია. ჩევამ „კადოლინი“ უკან, ფა-
სოლოში დროულად ჩაიყვანა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, სიცოც-
ხლის ხალისი სამუდამოდ დაჰკარგვოდა. თითქმის ორი წლის შემ-
დეგ დორიამ შეიტყო მაგელანის მიერ ახალი სამყაროს სამხრეთ კი-
დეში ქარიშხლის სრუტის აღმოჩენის შესახებ. მას კოშმარები აწუ-
ხებდა, ესიზმრებოდა, თითქოს მშვენიერი პრინცესა მაგელანის
სრუტეში დაიღუპა მხლებლებთან ერთად.
მისი ადგილსამყოფელისა და ბედის შესახებ გენუაში ადმირა-
ლის ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში არაფერი სმენიათ.
თუმცა, პრინცესას ესპანეთში გამგზავრებიდან ორმოცდათოთ-
ხმეტი წლის შემდეგ დორიას ვილასთან ვიღაც ყვითელთმიანი ყალ-
თაბანდი გამოცხადდა. ოციოდე წლის თუ იქნებოდა. ყარა ყიოზის
ვაჟი ვარო, განაცხადა. ამ დროისთვის ანდრეა დორია უკვე ცამეტი
წლის გარდაცვლილი იყო. ვილა ახლა ადმირალის ძმისწულს, ჯო-
ვანის ეკუთვნოდა. ის მელფის ჰერცოგის ტიტულს ატარებდა და დო-
რია-პამფილი-ლანდის გავლენიანი კლანიც სწორედ მან შექმნა.
თუკი ჯოვანის ოდესღაც გაეგონა კიდეც თემურისა და თემუჩინის
მოდგმის პრინცესას ამბავი, ახლა ის პირწმინდად დავიწყებოდა.
მსახურებს უბრძანა, მაწანწალა გაეგდოთ. ამის შემდეგ ახალგაზ-
რდა ნიკოლო ანტონიო ვესპუჩი, რომელსაც ეს სახელი მამის ორი
ახლო მეგობრის პატივსაცემად დაარქვეს, როგორც იტყვიან, ბედის
საძებნელად გაეშურა. ზღვით მოგზაურობდა, ხან ეკიპაჟის წევრად,
ხან უბილეთო მგზავრად. მრავალ ენას დაეუფლა და მრავალი ისე-
თი რამ ისწავლა, რაც კანონის ფარგლებში არ თავსდებოდა, მაგრამ
საშუალებას აძლევდა, თავი გაეტანა. მთავარი კი ის იყო, რომ შეძ-
ლო უამრავი ამბავი შეეგროვებინა: მაგალითად, სუმატრაში კანიბა-
399
ლებისგან თავის დაღწევისა თუ ბრუნეის კვერცხისხელა მარგალი-
ტის ისტორია, მოთხრობა თურქებისგან გაქცევასა და ზამთარში
ვოლგის გავლით მოსკოვში ჩასვლაზე, ძირგამომპალი ნავით –
დჰოუთი წითელი ზღვის გადალახვაზე, მრავალქმრიანობაზე ახალი
სამყაროს ერთ ნაწილში, სადაც ქალს შეუძლია შვიდი ქმარი ჰყავ-
დეს, კაცს კი ქალწულის ცოლად მოყვანა ეკრძალება, მუსლიმანად
თავის გასაღებასა და მექაში პილიგრიმობის შესახებ და კიდევ ის
ამბავი, დიდ პოეტ კამოენსთან ერთად რომ გადახდა, როცა მდინა-
რე მეკონგის შესართავთან მათი გემი დაიმსხვრა და მან მსოფლი-
ოსთვის „ლუზიადა“ გადაარჩინა – ნაპირამდე ცურვით მიაღწია,
თავზემოთ აწეულ ხელში ამ სახელგანთქმული პოეტის ლექსების
ფურცლები ჰქონდა ჩაბღუჯული.
საკუთარ თავზე კი ქალებსა და კაცებს, რომლებიც მოგზაურობი-
სას ხვდებოდნენ, მხოლოდ იმას ეუბნებოდა, რომ მისი ამბავი ბევ-
რად უფრო საოცარი იყო, ვიდრე მის მიერ მოყოლილი ისტორიები,
მაგრამ მას ამქვეყნად მხოლოდ ერთ ადამიანს გაუმხელდა, რო-
მელსაც ის, ერთხელაც იქნებოდა, აუცილებლად შეხვდებოდა პი-
რისპირ და მიიღებდა ყველაფერს, რასაც წარმოშობით იმსახურებ-
და.
იმასაც დასძენდა, ყოვლისშემძლე ჯადო მმფარველობს, რომე-
ლიც ლოცავს ყველას, ვინც მეხმარება, ჩემს მტრებს კი წყევლისო.
– ყველაფერი ძალიან მარტივადაა, სამყაროს მფარველო, – უთხრა
მან აკბარს ანუპ თალაოსთან შეხვედრისას, – საქმე ისაა, რომ ახალ
სამყაროში ქრონოლოგიური სიტუაციის ცვალებადობის გამო, ანუ,
სხვა სიტყვებით, იმ მხარეში დროის ცვალებადი ბუნების წყალო-
ბით, ჩემმა ჯადოქარმა დედამ შეძლო, ახალგაზრდობა გაეხან-
გრძლივებინა და შეიძლება კიდევ სამასი წელი ეცოცხლა, შინ დაბ-
რუნების იმედი, სიცოცხლის ხალისი რომ არ დაეკარგა. მომაკვდი-
400
ნებელ სენსაც კი არ დააძლევინებდა თავს, თუნდაც სიკვდილის შემ-
დეგ გარდაცვლილ ნათესავებსა და ახლობლებთან შეერთების იმე-
დი რომ ჰქონოდა. როცა უკვე სიკვდილის პირას იყო, შევარდენი
შეფრინდა მის საწოლ ოთახში და თავთან დაუჯდა. ამ დიდებული
ფრინველის ძველი სამყაროდან ახალში გადაფრენა უკანასკნელი
სასწაული იყო მის მიერ მოვლენილი და როცა შევარდენი ფანჯრი-
დან გაფრინდა, ყველანი მივხვდით, თან მისი სული მიჰქონდა. იმ
დროს ოცი წლისაც არ ვიყავი, მაგრამ როცა ეძინა, ჩემი უფროსი და
უფრო გეგონებოდა, ვიდრე დედა. მამა და სარკე კი ბერდებოდნენ,
ისე როგორც, ჩვეულებრივ, ადამიანები ბერდებიან. პრინცესას ჯა-
დო იმას ვეღარ გასწვდებოდა, დრო შეეჩერებინა მათთვის და ვერც
დედამიწის გეოგრაფიას შეცვლიდა. მატერიკით შუა გასასვლელი
ვერა და ვერ აღმოაჩინეს, ახალი სამყარო დედაჩემისთვის მახედ
იქცა. ამიტომ მან გადაწყვიტა, მომკვდარიყო. იმპერატორი დუმდა.
შეუვალი გამომეტყველება ჰქონდა. ანუპ თალაო კი ისევ ღელავდა.
– და სულ ეს არის, რაც გინდა დაგიჯეროთ? – მძიმედ თქვა იმპე-
რატორმა ბოლოს, – დაგიჯეროთ, რომ მან დროის შეჩერება ისწავ-
ლა?
– მხოლოდ თავისთვის, – უპასუხა მოგორმა, – მხოლოდ თავის
სხეულისთვის.
– მართლაც განსაცვიფრებელი მიღწევა იქნებოდა, ასეთი რამ
რომ შესაძლებელი იყოს, – მშრალად თქვა იმპერატორმა, წამოდგა
და სასახლისკენ გაემართა.

401
***

ღამით აკბარი პანჩ მაჰალის ბოლო სართულზე იჯდა და სიბნე-


ლეს უსმენდა. უცხოელის ნაამბობი არ დაიჯერა და გადაწყვიტა, მის
ნაცვლად უკეთესი, უფრო დამაჯერებელი მოეფიქრებინა. ის ხომ
ოცნებების იმპერატორი იყო: შეეძლო ფანტაზიები განეხორციელე-
ბინა, ჭეშმარიტება წყვდიადისთვის გამოეგლიჯა და დღის სინათლე-
ზე გამოეტანა. უცხოელის მოსმენა აღარ სურდა და, როგორც ყო-
ველთვის, გადაწყვიტა, მარტო დარჩენილიყო. წარმოსახვითი
ფრთიანი შიკრიკი ოკეანის მიღმა გაგზავნა და ბოლოს პასუხიც მი-
იღო. ეს ამბავი ახლა მხოლოდ მას ეკუთვნოდა.
ოცდაოთხი საათის შემდეგ მან ვესპუჩი შეუდარებელ წყალსატევ-
თან მიიწვია. წყალი კვლავ ღელავდა. იმპერატორს პირქუში გამო-
მეტყველება ჰქონდა.
– აქლემებში თუ ერკვევით კარგად, ბატონო ვესპუჩი? ოდესმე თუ
დაჰკვირვებიხართ მათ ქცევებს? – ჰკითხა და მისმა ხმამ მეხივით
გადაუარა წყალსატევის მშფოთვარე ზედაპირს.
– რატომ მეკითხებით, ჯაჰანპანა? – ჰკითხა დაბნეულმა მოგორმა
და იმპერატორის თვალებში სიბრაზემ იელვა.
– კითხვების დასმას თავი დაანებეთ. კიდევ გიმეორებთ, ჩვენ გვა-
ინტერესებს ვიცოდეთ, არის თუ არა ახალ სამყაროში გრიფონებსა
და ურჩხულებს შორის ისეთი აქლემები, როგორიც ჩვენ გვყავს ჰინ-
დუსტანში? – ჰკითხა და როცა დაინახა, მოსაუბრემ უარის ნიშნად
თავი გადააქნია, მბრძანებლური ჟესტით ანიშნა, გაჩუმდიო და გა-
ნაგრძო, ხმას სულ უფრო უწევდა:
– დედალ და მამალ აქლემებს შორის თავისუფალი სქესობრივი
ურთიერთობა, ჩვენთვის, ადამიანებისათვის კარგი მაგალითია იმი-
სა, თუ რა არის უზნეობა. მათ სამყაროში აკრძალვები არ არსებობს.
402
ახალდაბადებული მამალი აქლემი ლამის დაბადებისთანავე
ცდილობს, დედასთან სქესობრივი კავშირი დაამყაროს, უკვე
ზრდასრული მამალი აქლემი კი თავის ქალიშვილთან, შვილიშვი-
ლებთან, ბებია-ბაბუასთან, ძმებთან, დებთან შედის სქესობრივ ურ-
თიერთობაში ყოველგვარი უხერხულობის გარეშე. ეს ამ ცხოველის
ქცევის ნორმაა. სიტყვა „ინცესტი“ მათთვის არაფერს ნიშნავს. მაგ-
რამ ჩვენ ხომ აქლემები არა ვართ, ხომ ასეა? ადამიანებს შორის
სისხლის აღრევაზე ტაბუ უძველესი დროიდან არსებობს და მისი
უგულებელყოფა მკაცრად ისჯება, რაშიც იმედია, დაგვეთანხმებით.
ქალი და მამაკაცი ნისლში მიცურავენ და იკარგებიან ახალ სამ-
ყაროში, სადაც მათ კაციშვილი არ იცნობს. მთელ სამყაროში მხო-
ლოდ ერთმანეთი და ერთი მსახური ქალი ჰყავთ. თვითონ კაციც
მსახურია – მშვენიერების მსახური – მის მოგზაურობას კი სიყვარუ-
ლი ჰქვია. ისინი სადღაც სახლდებიან, ადგილზე, რომლის სახელ-
საც მნიშვნელობა არა აქვს, ისე როგორც მათ სახელებს არა აქვს
მნიშვნელობა. წლები გადის და იმედები უცრუვდებათ.
გარშემო ცხოვრება დუღს.
ენერგიული დამპყრობლები ნელ-ნელა, მეთოდურად ითვისებენ
ჩრდილოეთსა და სამხრეთს. გარემო განსხვავებულ ფორმას იძენს,
ჩნდება ახალი კანონები, იცვლება ყველაფერი, რაც დასაბამიდან
უცვლელად მიიჩნეოდა. მაგრამ ეს პროცესი ხანგრძლივი იქნება.
თანდათან კოლონიზატორები წინ მიიწევენ. დროდადრო უკან
დახევაც უწევთ, მერე ისევ წინ... პატარა გამარჯვებები, პატარა და-
მარცხებები, შემდეგ ნახტომისებური წინსვლა. არავინ კითხულობს,
ცუდია თუ კარგი, რაც ხდება. ეს უადგილო და, ამდენად, არალეგი-
ტიმური შეკითხვაა. ისინი ხომ ღმერთის ნებით მოქმედებენ, თან
ამასობაში ოქროსაც იხვეჭენ. მაგრამ რაც უფრო მეტი აურზაურია
ირგვლივ, რაც უფრო დიდია გამარჯვებები და საშინელი – დამარ-
403
ცხებები, რაც უფრო სისხლიანია ძველი სამყაროს შურისგება ახ-
ლის მიმართ, მით უფრო შეუმჩნევლად მიედინება ამ სამი უმნიშვნე-
ლო ადამიანის – კაცის, ქალისა და მათი მსახურის – ცხოვრება.
დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე მათი პატარა
სამყარო სულ უფრო ვიწროვდება და ისინი სულ უფრო უმნიშვნე-
ლონი ხდებიან.
შემდეგ ქალი ავადდება და კვდება, მაგრამ მას ბავშვი რჩება, ჩვი-
ლი გოგონა. კაცს ახლა აღარავინ ჰყავს ბავშვისა და მისი გარდაც-
ვლილი მეუღლის მსახურის, სარკის გარდა. ჯადოსნურ ბავშვს, რო-
მელსაც ანჟელიკა დაარქვეს, ერთად ზრდიან. ასე ეძახიან მსახურ-
საც. გოგონა იზრდება და მამა ხედავს, ის მეორე სარკე ხდება, დე-
დამისის ალი და კვალი, გარდაცვლილის კიდევ ერთი სარკე. ხანში
შესული მსახურიც ამჩნევს ამ განსაცვიფრებელ მსგავსებას და წარ-
სულის სურათები ცოცხლდება მის თვალწინ. ის სხვა რამესაც ამ-
ჩნევს – სურვილით სავსე მზერას, მამამისი რომ შეავლებს ხოლმე
დროდადრო მოზარდს. ო, როგორ მარტოდ გრძნობენ თავს ამ
ახალ, ჯერ კიდევ უფორმო სამყაროში, რომელშიც სიტყვებმა და-
კარგეს ადრინდელი მნიშვნელობა და შეგიძლია მათ სხვა, სასურ-
ველი შინაარსი მიანიჭო. და ეს არა მარტო სიტყვებს ეხება, არამედ
ქმედებებსაც. აქ ყველა თავიდან იწყებს ცხოვრებას – ისე, როგორც
მოუხერხდებათ. კაცი და მსახური უთქმელად უგებენ ერთმანეთს.
ადრე ხომ ისინი ერთად წვებოდნენ, სამივე მათგანი და ახლა ის მე-
სამე აკლიათ. ჰოდა, ახალი სიცოცხლე, ახალი რეინკარნაცია იზ-
რდება და სიცარიელეს ავსებს – ძველის ადგილს იჭერს.
ანჟელიკა, ანჟელიკა. მათ ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა
ენა, რომელსაც იყენებდნენ, იცვლება, რომლის შემდეგ გარკვეული
სიტყვები კარგავენ მნიშვნელობას. მაგალითად, მივიწყებულია
სიტყვა „მამა“, ისევე როგორც „შვილო“. თითქოს ედემში ცხოვრო-
404
ბენ, აკრძალული ნაყოფის შეჭმამდე, სიკეთისა და ბოროტების მიღ-
მა. ანჟელიკა კმაყოფილია და ბედნიერი.
რაც ხდება, ბუნებრივად მიაჩნია და არაფერ ცუდს ამაში არ ხე-
დავს. მან იცის, რომ თემურისა და თემუჩინის სამეფო მოდგმის
პრინცესაა და ანჟელიკა ჰქვია. იცის, რომ მალე წყლით გასას-
ვლელს იპოვიან და საყვარელ ქმართან ერთად სამშობლოში დაბ-
რუნდება, მანამდე კი ამ უბრალო სახლში იცხოვრებენ ანონიმურად,
სხვისი სახელებით და საერთო საწოლში დაწვებიან, სადაც ასეთ ნე-
ტარებას განიცდიან ერთად ყოფნით, სამივე – კაცი, მსახური და ის.
შემდეგ კი ჩნდება ბავშვი, მათი საერთო შვილი, სამი მშობლის პირ-
მშო, ბიჭი, რომელსაც მამის მსგავსად ყვითელი თმა აქვს. კაცი ვა-
ჟიშვილს უახლოესი მეგობრების სახელს არქმევს. ოდესღაც ეს სამ-
ნი განუყრელნი იყვნენ. კაცს ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს ბავშვის-
თვის მათი სახელების დარქმევით ისინიც ჩამოიყვანა ოკეანის გაღ-
მიდან. მისმა მეგობრებმა ახალი სიცოცხლე შეიძინეს. წლები მიქ-
რიან. ანჟელიკას უცნაური სენი შეეყრება. რაღაც ცუდი ხდება მის
თავს. ის ბოდავს, ვინ ვარო, კითხულობს. სიკვდილის წინ შვილს
ეუბნება, აუცილებლად იპოვოს ოჯახი, შეუერთდეს მას და არას-
დროს და არაფრის გულისთვის – სიყვარული იქნება ეს, მოგზაურო-
ბის წყურვილი თუ სხვა რამ – არ მიატოვოს. ის დიდი მოგოლების
მოდგმის პრინცია და უნდა წავიდეს, რათა თავისი ამბავი მოჰყვეს.
ამ დროს ფანჯარაში შევარდენი შემოფრინდება და მის სულთან ერ-
თად გაფრინდება, ყვითელთმიანი ჭაბუკი კი ნავსადგურში მიდის და
საჭირო მიმართულებით მიმავალ გემს ეძებს.
მოხუცი და მსახური მარტონი რჩებიან. მათ თავიანთი საქმე უკვე
გააკეთეს.

405
– არა, ეს ასე არ ყოფილა, – თქვა მოგორ დელ ამორემ, – დედა-
ჩემი ყარა ყიოზი იყო, თქვენი პაპის და, დიდი ჯადოქარი. მან იცოდა,
დრო როგორ შეეჩერებინა.
– არა, – მტკიცედ თქვა აკბარმა, – ეს ტყუილია.

***

იმავე წელს, ასტროლოგების წინასწარმეტყველების შესაბამი-


სად, ისპადარმუდჰის თვის თხუთმეტს, აკბარის მიერ შემოტანილი
მთვარის ახალი კალენდრის მიხედვით, და ცამეტ თებერვალს,
დროის ევროპული აღრიცხვით, მირიამ-უმ- ზამანის დისშვილის,
რაჯა მან სინგჰის დის, პრინცესა მან ბაისა და მისი დიდი ხნის შეყვა-
რებულის, ტახტის მემკვიდრის, პრინცი სელიმის ქორწილი შედგა.
ცერემონიალი პრინცესას მშობლიურ ქალაქში, ამბერის ციხესიმაგ-
რეში ჩატარდა მისი უდიდებულესობის, სამყაროს მფარველის, ფა-
დიშაჰ აკბარის თანდასწრებით. ქორწინების ღამეს, ქმრისთვის აღ-
მგზნები საცხის წასმისა და მამაკაცური ორგანოს მასაჟის ჩვეულებ-
რივი პროცედურების ჩატარების შემდეგ, ქალმა, სანამ სქესობრივი
კავშირის დამყარების უფლებას მისცემდა, სელიმს ორი პირობა წა-
უყენა: „პირველი ის არის, – უთხრა მან, – რომ თუ თუნდაც ერთხელ
მაინც გაბედავ იმ ბოზანდარა ჩხინკორასთან მისვლას, მაშინ გირ-
ჩევნია მაგ შენს პენისს ყოველღამ აბჯარი ჩამოაცვა, რადგან ვერ
მიხვდები, შურისგების ჟამი რომელ ღამეს დაჰკრავს. და მეორეც, იმ
ყვითელთმიან უცხოელს მიხედე, ჩხინკორას სიფილისიან საყვა-
რელს. იცოდე, რომ სანამ ის სიკრიშია, ყოველთვის მოსალოდნე-
ლია მამაშენი გასულელდეს და მისცეს მას ის, რაც მხოლოდ შენ გე-
კუთვნის“.

406
ანუპ თალაოს წყალსატევთან შემდგარი ორი საუბრის შემდეგ იმ-
პერატორმა უარი თქვა ადრინდელ ჩანაფიქრზე, ნიკოლო ვესპუჩის-
თვის ფარზანდის, ანუ საპატიო შვილის წოდება მიენიჭებინა.
გადაწყვეტილების სისწორეში ღრმად დარწმუნებული, თუმცა
ერთგვარი სინანულით, აკბარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ასეთი
უზნეო კავშირის ნაყოფი არ შეიძლებოდა სამეფო ოჯახის წევრი გამ-
ხდარიყო. თუმცა თვითონ ვესპუჩის ამ საქმეში ბრალი ნამდვილად
არ მიუძღოდა და აშკარა იყო, წარმოდგენა არ ჰქონდა თავის წარ-
მოშობაზე, ის მთელი ღირსებებისა და ნიჭის მიუხედავად, ფარზან-
დის წოდებას არ შეეფერებოდა. „ინცესტი“ მეტისმეტად ფეთქებად-
საშიში სიტყვა იყო.
რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანისთვის სიკრიში საქმე სულ მოიძებ-
ნებოდა.
იმპერატორმა უკვე გასცა კიდეც შესაბამისი განკარგულება, მის-
თვის სამსახური შეერჩიათ, თუმცა მათი მეგობრობა უკვე უნდა დამ-
თავრებულიყო. თითქოს მისი გადაწყვეტილების სისწორე დაადას-
ტურესო, ანუპ თალაოს წყლები დაწყნარდნენ და ადრინდებურად
მშვიდად მიედინებოდნენ. უმარ აიარმა ვესპუჩის აცნობა, რომ მას
სიკრიში დარჩენის ნება დართეს, მაგრამ მკაცრად აუკრძალეს თავი
მოგორ დელ ამორედ მოეხსენებინა. მას უნდა გაეთვალისწინებინა
აგრეთვე, რომ იმპერატორთან გაადვილებული ურთიერთობა წარ-
სულს ჩაბარდა. „დღეიდან – განუცხადა მას საჭურისმა, – რიგითი
ადამიანი ხდები.“
მაგრამ მეფეთა მოდგმის შურისგებამ საზღვარი არ იცის. მან ბაი
ვესპუჩის ასე სწრაფად დაცემამაც ვერ დააკმაყოფილა.
„თუკი იმპერატორს ასე ერთბაშად შეუძლია წყალობა რისხვით
შეცვალოს, – მსჯელობდა ის, – ხომ შეიძლება საპირისპირო გადაწ-
ყვეტილებაც ასევე სწრაფად მიიღოს“. სანამ ეს უცხოელი დედაქა-
407
ლაქში რჩებოდა, სელიმის, როგორც ტახტის მემკვიდრის, მდგომა-
რეობა მყარი ვერ იქნებოდა. მაგრამ, მისდა საწყენად, პრინცმა უა-
რი განაცხადა შერისხული მეტოქისთვის ხელი მოეთავებინა.
ამასობაში ვესპუჩიმ აკბარის ფუნქციონერების მიერ შეთავაზებუ-
ლი ოფიციალური თანამდებობები არ მიიღო, არჩია სკანდას სახ-
ლში დარჩენილიყო ჩხინკორასა და მატრასასთან და მთელი დრო
სტუმრების გართობისთვის მოეხმარა. მან ბაი ბობოქრობდა.
„შენ თვალიც არ დაგიხამხამებია, ისე გაანადგურე ისეთი გავლე-
ნიანი კაცი, როგორიც აბულ ფაზლი იყო. მაშ, რა გიშლის, ეს მაჭან-
კალი მოიშორო თავიდან?“ – ითხოვდა ის, მაგრამ სელიმს ეშინო-
და, მამა არ გაენაწყენებინა და ცდუნებისგან თავს იკავებდა. როცა
მან ბაიმ ვაჟიშვილი გაუჩინა, რომელსაც ხუსრო დაარქვეს, ამან ყვე-
ლაფერი შეცვალა. „ახლა შენ პასუხისმგებელი ხარ არა მხოლოდ
საკუთარი თავის, არამედ მემკვიდრის წინაშეც“, – უთხრა მან ბაიმ
და ამჯერად სელიმი აღარ შეწინააღმდეგებია.
ამ დროს გარდაიცვალა ტანსენი. სიცოცხლის მუსიკა დადუმდა.
იმპერატორმა ბრძანა, მეგობრის გვამი მის მშობლიურ ქალაქში
– გვალიორში წაეღოთ. ის მისი მასწავლებლის, შეიხ მუჰამედ გჰა-
უსის აკლდამის გვერდით დაკრძალეს. აკბარი სიკრიში გაემგზავრა.
დანა პირს არ უხსნიდა. მისი ცხოვრების კიდევ ერთი კაშკაშა ნათე-
ლი ჩაქრა. გზად მიმავალი ფიქრობდა, ტანსენის სიკვდილი სასჯელი
ხომ არ არის, ჩემზე იმის გამო მოვლენილი, რომ მოგორ დელ ამო-
რეს უსამართლოდ მოვექეციო. ადამიანი მშობლების შეცდომებზე
პასუხს არ აგებს. გარდა ამისა, იმპერატორისადმი ერთგულება ვეს-
პუჩიმ ქალაქში დარჩენითაც დაამტკიცა. ის მაწანწალა მოგზაური კი
არ არის, რომელიც სარგებელს ეძებს მხოლოდ და სულერთია, სად
იქნება, არამედ აქ იმისთვის ჩამოვიდა, რათა დარჩენილიყო. უკვე

408
ორი წელი იყო გასული სასახლიდან მისი გაძევების შემდეგ. იქნებ
მისი რეაბილიტაციის დრო დადგა.
იმპერატორის პროცესიამ ჰირან მირანს ჩაუარა და ბორცვს აუყ-
ვა. სასახლეების ქალაქს უახლოვდებოდნენ. აკბარმა საბოლოო გა-
დაწყვეტილება მიიღო და სკანდის სახლში დაუყოვნებლივ შიკრიკი
გაგზავნა. უცხოელს ებრძანა, მეორე დილით ჭადრაკის სასახლეში
გამოცხადებულიყო.
სწორედ ასეთი შემთხვევისთვის მან ბაის ქალაქში, ყოველ კვარ-
ტალში, ინფორმატორების ქსელი ჰქონდა და სკანდაში შიკრიკის
მისვლიდან სულ რაღაც ერთ საათში პრინცის მეუღლეს ამბავი მი-
უტანეს „ქარის მიმართულების ცვლილების“ შესახებ. მან მაშინვე
ქმარი მოაყვანინა და ისე დატუქსა, როგორც დედა დატუქსავს ხოლ-
მე პატარა ბიჭს ცელქობის გამო. „ამაღამ კიდევ გეძლევა ერთი შან-
სი ისე მოიქცე, როგორც კაცს შეეფერება“. – ეს იყო მისი ბოლო სიტ-
ყვები.
მბრძანებელთა შურისძიებას საზღვარი მართლაც არ აქვს.

***

ღამით იმპერატორი პანჩ მაჰალის მაღალ ტერასაზე იჯდა და ის


ღირსსახსოვარი საღამო აგონდებოდა, ტანსენმა სკანდის სახლში
რაგუ დვიპაკა რომ შეასრულა და მისი ხმისგან არა მხოლოდ ლამ-
პრებში აბრიალდა ალი, არამედ თვით მომღერლის ტანსაცმელზეც.
სწორედ ამაზე ფიქრობდა, როცა შენიშნა – შორს, ქვემოთ, ტბის ნა-
პირთან ცეცხლის ყვავილი გაიფურჩქნა.
მცირეოდენი შეყოვნების შემდეგ მიხვდა, რომელიღაც სახლი იწ-
ვოდა. როცა შეატყობინეს სკანდის სახლი დაიწვაო, ერთი პირობა
ისიც კი გაიფიქრა, ჩემმა ანთებულმა თვალებმა ხომ არ გამოიწვია
409
ეს ხანძარიო. გული შეეკუმშა იმის გაფიქრებისას, ნიკოლო ვესპუჩი
არ იყოს დაღუპულიო. თუმცა, ჯერ კიდევ მბოლავი ნანგრევების
დათვალიერებისას უცხოელის სხეულს ვერ მიაგნეს. ვერც ჩხინკო-
რასა და მატრასას სხეულები აღმოაჩინეს დანახშირებულ გვამებს
შორის. მალე გაირკვა, რომ ყველა ქალმა და კლიენტმა მოასწრო
გაქცევა. მან ბაი არ იყო ერთადერთი ადამიანი სიკრიში, ვისაც ინ-
ფორმატორები ჰყავდა. ჩხინკორა საკმაოდ კარგად იცნობდა მის
ყოფილ დამქირავებელს საიმისოდ, რათა სიფრთხილე არ მოედუ-
ნებინა.
ცეცხლწაკიდებული სახლიდან უცხოელის გაქრობის, მისი იდუ-
მალებით მოცული დემატერიალიზაციის შესახებ შეტყობისას, რის
შემდეგაც ქალაქში მოგორ დელ ამორეს ჯადოქრობაზე ალაპარაკ-
დნენ, იმპერატორი შიშმა მოიცვა, რასაც ყველაზე მეტად ვუფრთხო-
დი, ის ხომ არ ხდებაო. „ახლა კი ნამდვილად გავიგებთ, აქვს თუ არა
რაიმე საფუძველი შავ მაგიასა და წყევლაზე ამდენ საუბარს“, – ფიქ-
რობდა.
ხანძრის შემდეგ, მეორე დილით ტბის შორეულ ნაპირზე ნახევ-
რადჩაძირული გემი იპოვეს. ეს სატვირთო ხომალდი „გუნჯაიში“
იყო. ფსკერზე დიდი ხვრელი ჰქონდა გამოჭრილი – ნაჯახით ნაჩქა-
რევად გამოჩორკნილი ჩანდა. ნიკოლო ვესპუჩი ორ ქალთან –
ჩხინკორასა და მატრასასთან ერთად გაქრა, მაგრამ არა ჯადოქრო-
ბის წყალობით, არამედ ჩვეულებრივი ზღვის სატრანსპორტო საშუა-
ლებით. სწორედ ამ დროს ქაშმირიდან ყინულის ახალი პარტია შე-
მოიტანეს და სამეფო კეთილმოწყობილი სამგზავრო გემების, „ასაი-
შისა“ და „არაიშის“ გამოყენება მოუწიათ სიკრიში მის ჩასატანად.
პატარა სწრაფმავალი კარჭაპი „ფარმაიშიც“ კი დატვირთეს ყინუ-
ლის ბელტებით თვით წყალხაზამდე.

410
აკბარის აზრით, უცხოელმა მათი უწყლობით დასჯა გადაწყვიტა.
„ახლა, როცა ჩვენგან წავიდა, სურს, მისი ნახვის წყურვილი გვტან-
ჯავდეს“, – ფიქრობდა ის. როცა მან ბაის დაჟინებული თხოვნით სე-
ლიმი იმპერატორს ეწვია და გაქცეული სამეული წინასწარგაზრა-
ხულ ხანძრის გაჩენაში დაადანაშაულა, პრინცს შუბლზე ეწერა, რომ
მომხდარის ორგანიზატორი თვითონ იყო. აკბარს ამის მიხვედრა არ
გასჭირვებია, მაგრამ არაფერი თქვა. რაც მოხდა, მოხდა. მან გადაწ-
ყვიტა, ჩაძირული გემის გამო გაქცეულებისთვის პასუხი არ მოეთ-
ხოვა და ბრძანება გასცა, არ დასდევნებოდნენ მათ.
დაე, სადაც სურდათ, წასულიყვნენ. გულში სამივეს გზა მშვიდო-
ბისა უსურვა: სხვადასხვა ფერის რომბებიან ლაბადაში გამოწყო-
ბილ უცხოელს, დანასავით სიფრიფანა ჩხინკორასა და ბურთივით
მრგვალ მატრასას. თუკი სამართლიანობა არსებობს ამქვეყნად,
სადმე ალბათ მაინც მოიძებნება ადგილი თუნდაც ისეთი უცნაური
ადამიანებისათვის, როგორიც ეს სამია.
ვესპუჩის ამბავი დამთავრებულია. მან ცარიელ გვერდს გადააბი-
ჯა, რომელსაც ჩვეულებრივ ბოლო გვერდის შემდეგ ტოვებენ. აქაუ-
რი სამყაროს განათებულ სივრცეს გასცილდა და არგარდაცვლი-
ლების სამეფოში შევიდა, იმ გაჭირვებულ სულებთან, რომელთა სი-
ცოცხლეც უფრო ადრე მთავრდება, ვიდრე სუნთქვას შეწყვეტენ.
ტბასთან მდგარმა იმპერატორმა მოგორ დელ ამორეს სიცოცხლის
შემდეგ წყნარი არსებობა, მანამდე კი უმტკივნეულო სიკვდილი
უსურვა და შემობრუნდა.
მან ბაი მოვლენების ასეთმა განვითარებამ უსაზღვროდ გააღიზი-
ანა. მას სისხლი სწყუროდა. „ახლავე გაგზავნე ხალხი მათ დასახო-
ცად“, – უკივლა ქმარს, მაგრამ სელიმმა ჩააჩუმა და პირველად თა-
ვის უბადრუკ ცხოვრებაში გამოამჟღავნა ხასიათის ის თვისება,
რომლის წყალობით მომავალში ბრწყინვალე მეფე გახდა. ბოლო
411
დღეების ამბებმა ღრმად შეძრეს და გარდატეხა მოახდინეს მის ცნო-
ბიერებაში.
ჭირვეული, გულფიცხი ჭაბუკი ცივილიზებულ, დელიკატურ პი-
როვნებად იქცა. „მკვლელობების პერიოდი უკან დარჩა ჩემს ცხოვ-
რებაში, – მკაცრად თქვა მან, – ამიერიდან ჩემთვის გაცილებით
მნიშვნელოვანი სიცოცხლის გადარჩენა და შენარჩუნება იქნება,
ვიდრე მისი განადგურება. არასდროს ასეთი ცუდი რამის გაკეთება
არ მთხოვო“.
თუმცა პრინცის სინდისის ქენჯნა დაგვიანებული იყო.
ფატეხპურ-სიკრის ვეღარაფერი უშველიდა. მეორე დილით, ად-
რიანად, იმპერატორი აღგზნებულმა, შეშინებულმა ხმებმა გამოაღ-
ვიძეს და როცა ქვემოთ, მთის ძირთან ჩაიყვანეს, ქალაქის წყალმო-
მარაგების მოწყობილობების გუგუნში ქარვასლაში და მის გარშემო
მყოფთა კიდევ უფრო ხმამაღალი ყვირილი გაიგონა.
დაინახა, რომ ტბას რაღაც ცუდი ემართებოდა: უშუალოდ მის
თვალწინ ის თანდათან, ნელ- ნელა, ადამიანის ნაბიჯით შორდებო-
და ნაპირს. აკბარმა ქალაქის მთავარი სპეციალისტები მოაყვანინა,
მაგრამ ამ ფენომენის ახსნა ვერც მათ შეძლეს. „ტბა მიედინება ჩვენ-
გან“, – ყვიროდა ხალხი. ოქროსფერი, სიცოცხლის მომნიჭებელი
ტბა, რომელიც ერთ დროს მზის ჩასვლისას ჩამოსულმა მგზავრმა
შეცდომით გალმღვალი ოქროს აუზად მიიღო, ქალაქს ტოვებდა.
ტბის გარეშე ყინულის ნატეხებისა და, ამდენად, მთის სუფთა
წყლის შემოტანა სასახლეში შეუძლებელი გახდებოდა. ტბის გარეშე
უბრალო ხალხს, რომელსაც ქაშმირის ყინულის ყიდვის შესაძლებ-
ლობა არ ჰქონდა, დასალევი წყალი აღარ ექნებოდა.
ვერ გარეცხავდნენ, საჭმელს ვერ მოამზადებდნენ და ასეთ პირო-
ბებში მათი ბავშვები მალე დაიხოცებოდნენ. მზე სულ უფრო და უფ-

412
რო მწველი ხდებოდა, ძალიან ცხელოდა. წყლის გარეშე ქალაქი
იგივეა, რაც მზისგან დახრუკული და გამომშრალი კაკლის ჩენჩო.
წყლის გადინება კი გრძელდებოდა. ტბის სიკვდილი ქალაქის
სიკვდილს ნიშნავდა.
უწყლოდ არაფერს წარმოვადგენთ. თვით იმპერატორიც კი, თუ
წყლის მნიშვნელობას უგულებელყოფს, მტვრად იქცევა.
წყალია ჭეშმარიტი მონარქი, ჩვენ კი ყველანი მისი მონები ვართ.
– ქალაქის ევაკუაცია მოახდინეთ, – ბრძანა აკბარმა.

***

იმპერატორს სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ ფატეხპურ-


სიკრიში ტბის გაქრობა შურისგება იყო მისგან უსამართლოდ უგუ-
ლებელყოფილი უცხოელისა, რომლის მოხმობა ძალიან გვიან გა-
დაწყვიტა. მოგორ დელ ამორე ცეცხლს წყლით შეებრძოლა და გა-
იმარჯვა. ასეთი მარცხი იმპერატორს არასოდეს განეცადა და მაინც,
ეს მომაკვდინებელი მარცხი არ იყო. მოგოლები ადრე მომთაბარეე-
ბი იყვნენ და ახლაც შეეძლოთ მომთაბარეები გამხდარიყვნენ.
დროებითი საცხოვრებლის დადგმის ორიათას ხუთასი ოსტატი
უკვე მზად იყო, მათ სპილოებსა და აქლემებს შეეძლოთ ახლავე
დაძრულიყვნენ იმ მიმართულებით, საითაც იმპერატორი უბრძანებ-
დათ და კარვები იქ გაეშალათ, სადაც ის მოისურვებდა დასვენებას.
მისი იმპერია მეტისმეტად დიდი იყო, მისი ხაზინა მეტისმეტად სავსე
საიმისოდ, რომ ერთ დარტყმას, როგორი მძლავრიც უნდა ყოფილი-
ყო ის, გამოუსწორებელი ზიანი მიეყენებინა მისთვის. იქვე, აგრაში
ციხესიმაგრე და ბევრი სასახლეა, ასევე ლაჰორეში. საგანძური ხომ
აურაცხელი აქვთ. სიკრიდან უნდა წავიდეს, უნდა დატოვოს თავისი
საყვარელი, მოულოდნელად გამომშრალი ქალაქი – ჩრდილებისა
413
და წითელი ქვის ქალაქი, რომელიც სამუდამოდ მარტო დარჩება,
როგორც სიმბოლო, შეხსენება ყველაფერი მიწიერის სწრაფწარ-
მავლობისა. ბედის უცაბედი ცვლილება კაცთა შორის უდიადესსაც
შეიძლება დაატყდეს თავს. მაგრამ ის გაუძლებს. კაცმა რომ თქვას,
იყო მმართველი, სწორედ იმას ნიშნავს, შეგეძლოს შეეგუო ცვლი-
ლებებს და შენც შეიცვალო, როცა ეს აუცილებელია. და რამდენა-
დაც მმართველი ადამიანური არსით არაფრით განსხვავდება არც
ერთი ქვეშევრდომისგან და მხოლოდ განგების ნებითაა თავის
მსგავსებზე ამაღლებული, თითქმის ღვთაებრივის რანგში აყვანი-
ლი, ცვლილების უნარი ზოგადად ადამიანის არსებობის აუცილებე-
ლი პირობაა. მთელი სამეფო კარი, დიდგვაროვნები მასთან ერთად
დატოვებენ ქალაქს, მაგრამ უკანასკნელ ქარავანში, რომელიც ქარ-
ვასლიდან გავა, არ აღმოჩნდება ადგილი უბრალო გლეხებისთვის.
მათ, როგორც ყოველთვის, ბედის ანაბარად მიატოვებენ. ისინი ჰინ-
დუსტანის უზარმაზარ ტერიტორიას მოედებიან და მათ გადარჩენაზე
არავინ იზრუნებს საკუთარი თავის გარდა. „მაინც არ აღდგებიან
ჩვენს დასახოცად, – ფიქრობდა იმპერატორი, – შეეგუებიან უბად-
რუკ ყოფას. როგორ შეიძლება ეს ასე იყოს? რატომ არიან ასეთები?
ხედავენ, რომ ვტოვებთ მათ და მაინც ჩვენი ბრძანებების შესრულე-
ბას განაგრძობენ.
მართლაც გაუგებარია და აუხსნელი“.
ორი დღე დასჭირდა დიდი მიგრაციისთვის მზადებას. ამ ხნის გან-
მავლობაში წყალი ეყოთ, მეორე დღის ბოლოს კი ტბა მთლიანად
დაიცალა და იმ ადგილზე, სადაც ცოტა ხნის წინ კამკამა წყალი იყო,
ახლა მზეზე წებოვანი შლამი ბზინავდა.
კიდევ ორი დღე და, ის შლამიც გამოშრებოდა. დარჩებოდა მხო-
ლოდ გამხმარი, დახეთქილი თიხის ზედაპირი. მესამე დღეს, დი-

414
ლით, პროცესია სამეფო ოჯახისა და მასთან დაახლოებული პირე-
ბის მეთაურობით აგრისკენ დაიძრა.
იმპერატორი გამართული მიაჭენებდა ცხენს, დედოფლები კი
ელვარე ტახტრევნებში ისხდნენ. უკან დიდგვაროვნები მიჰყვებოდ-
ნენ, შემდეგ კი – მსახურები.
პროცესიას ასრულებდნენ კამეჩებშებმული ოთხთვალები, რომ-
ლებშიც მთელი ბარგი-ბარხანა ჩატვირთეს სხვადასხვა ხელობის
ოსტატებმა – ყასბებმა, მცხობელებმა, ქვისმთლელებმა და მეძავებ-
მა – ამ ხალხისთვის ადგილი ყოველთვის მოიძევებოდა. ხელობის
გადატანა შეიძლებოდა, ხმელეთის კი – არა. თითქოს თოკებით
არიან მიბმულნი თავიანთ გამომშრალ, მომაკვდავ მიწაზეო, გლე-
ხები მიმავალ ქარავანს გასცქეროდნენ. შემდეგ, ეტყობა, გადაწყვი-
ტეს, ერთი ღამის სიამოვნება მაინც გამოვტყუოთ ამ ცხოვრებას,
მთელი დარჩენილი სიცოცხლე ხომ ჯახირი და წვალება გველისო
და ბედის ანაბარად მიტოვებული ხალხი ბორცვს შეუყვა. სასახლის-
კენ აიღეს გეზი. ამ ღამით, სიცოცხლეში ერთადერთხელ, გულს მო-
იჯერებდნენ გართობითა და სიამოვნებით, ჭადრაკს ითამაშებდნენ
ცოცხალი ფიგურებით, ქვის ხე-ტახტზე აცოცდებოდნენ და ყველაზე
მაღალ ადგილას ჩამოსხდებოდნენ.
იმ დღეს შეეძლოთ პანჩ მაჰალის უმაღლეს ტერასაზე ასულიყ-
ვნენ, თავი ფადიშაჰად წარმოედგინათ და თავიანთი სამფლობელო-
თი დამტკბარიყვნენ.
თუ მოისურვებდნენ, იმპერატორის საძინებელში გაატარებდნენ
ღამეს. ხვალ კი, ხვალ უკვე უნდა ეცადათ, რაღაც საშუალებისთვის
მიეგნოთ, რომ შიმშილით არ მომკვდარიყვნენ.

415
***

სიკრი სამეფო ოჯახის მხოლოდ ერთმა წევრმა არ დატოვა.


სკანდას სახლში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ლედი მან ბაი სრულ
ჭკუაზე აღარ იყო. ჯერ წივილ-კივილით იკლებდა ყველაფერს, შემ-
დეგ, კი, როცა პრინცმა სელიმმა უსაყვედურა, ღრმა მელანქოლია-
ში ჩავარდა და საერთოდ აღარ იღებდა ხმას. სიკრის სიკვდილთან
ერთად მისი ცხოვრებაც დასრულდა.
ბოლო დღეების არეულობისას, შესაძლოა, დანაშაულის გრძნო-
ბით შეპყრობილმა მოგოლთა იმპერიის დედაქალაქ სიკრის დაღუპ-
ვის გამო, მან სასახლეში განმარტოება მოახერხა. როცა მისი არც
ერთი მსახური ახლომახლო არ ჩანდა, დრო იხელთა, ოპიუმი შეჭა-
მა და მოკვდა. უკანასკნელი, რაც სელიმმა გააკეთა, სანამ ქალაქი-
დან გამავალ ქარავანს შეუერთდებოდა, საყვარელი ცოლის დაკ-
რძალვა იყო. ასე ტრაგიკულად დასრულდა მან ბაისა და ჩხინკორას
ხანგრძლივი მტრობის ისტორია.
როცა აკბარმა იმ კრატერს ჩაუარა, სადაც ცოტა ხნის წინ ტბის მა-
ცოცხლებელი წყალი დგაფუნობდა, უცებ იმ წყევლის მნიშვნელობა
გაიაზრა, თან რომ სდევდა. მას მომავალი ჰქონდა დაწყევლილი და
არა აწმყო. ჯერჯერობით უძლეველი იყო და თუ მოისურვებდა, შეეძ-
ლო ათი სიკრისნაირი ქალაქი აეშენებინა. მომავალი ჰქონდა დაწ-
ყევლილი – როგორც კი მოკვდებოდა, ყველაფერი, რისკენაც ის-
წრაფოდა – მისი გეგმები, მისი ცხოვრებისეული შეხედულები – წყა-
ლივით აორთქლდებოდა. მომავალი ისეთი არ იქნებოდა, როგო-
რის იმედიც მას ჰქონდა – ის უცხო, მტრულ ადგილად იქცეოდა, სა-
დაც ადამიანები ძირითადად იმაზე იზრუნებდნენ, თავი როგორ გა-
დაერჩინათ. მეზობელი მეზობელს შეიძულებდა, წმინდა ადგილებს
დაანგრევდნენ და ფეხქვეშ გათელავდნენ. ღმერთის სახელით
416
ბრძოლებს გააჩაღებდნენ და ერთმანეთს ამოჟლეტდნენ – ანუ ყვე-
ლაფერ იმას ჩაიდენდნენ, რის აღმოფხვრაც მას ერთხელ და სამუ-
დამოდ სურდა. სისასტიკე, და არა ცივილიზაცია, იქნებოდა მომავა-
ლი სამყაროს მმართველი.
„თუ ასეთი გზით ჩემი დასჯა გსურდა, მოგორ დელ ამორე, – ფიქ-
რებში მიმართა მან გამქრალ უცხოელს, – მაშინ შენ ყალბი მეტსა-
ხელი შეგირჩევია, რადგან მომავლის სამყაროში სიყვარულის ად-
გილი აღარ დარჩება“.
იმ ღამით ფარჩის კარავში დამალული პრინცესა ყარა ყიოზი გა-
მოეცხადა მთელი ბრწყინვალებით. არა ის ქალი, კაცის ტანსაცმელ-
ში რომ იყო გამოწყობილი ფლორენციიდან გაქცევისას, არამედ
გოგონა, თავისი სილამაზის გაფურჩქვნისას, არსება, რომლის მშვე-
ნიერებამ სპარსეთის შაჰი ისმაილი და თურქი არგალია, ფლორენ-
ციელი იანიჩარი, შელოცვილი შუბის მფლობელი მოაჯადოვა. სწო-
რედ სიკრიდან წასვლის ღამეს დაელაპარაკა პრინცესა პირველად:
– არის ერთი რამ, რაშიც შენ მართალი არ იყავი, – ბუტბუტებდა
ქალი.
ყარა ყიოზი უნაყოფო იყო. მას არც შაჰისგან და არც დიდი მეომ-
რისგან შვილი არ ჰყოლია. ახალ სამყაროში გაჩენილი გოგონაც არ
ყოფილა მისი შვილი.
– მაშ, ვინ იყო უცხოელის დედა? – ჰკითხა გაკვირვებულმა იმპე-
რატორმა. კარვის სარკეებით მორთული კედლებიდან არეკლილი
სინათლე დასთამაშებდა თვალებზე.
– მე თან მახლდა სარკე, – თქვა დამალულმა პრინცესამ, – ჩვენ
გაჭრილი ვაშლივით ვგავდით ერთმანეთს. ის ჩემი ექო იყო.
ყველაფერი საზიარო გვქონდა, მათ შორის, კაცებიც. მაგრამ მას
შეეძლო ის, რაც მე არ შემეძლო – შვილის გაჩენა. პრინცესა მე ვი-
ყავი, დედობის ბედნიერება კი მას ეღირსა. სხვა მხრივ კი, წარმო-
417
სახვას არ მოუტყუებიხარ, – თქვა ყარა ყიოზმა, – სარკის ქალიშვი-
ლი მისი ზუსტი ასლი გამოვიდა და, ამდენად, ჩემი ზუსტი ასლიც. და
იყო ორი სიკვდილი. პირველი ის მოკვდა, ვინც შენ უკან დააბრუნე
და ახლა შენ წინაშე დგას. სარკემ ბავშვი იმ რწმენით გაზარდა, რომ
ის პრინცესას შვილი იყო, ქალისა, რომელსაც წყალში ანარეკლი-
ვით ჰგავდა და რომელიც ძალიან უყვარდა. და მერე – თაობების აღ-
რევა, მნიშვნელობის დაკარგვა ისეთი ცნებებისა, როგორიცაა „მა-
მა“ და „ქალიშვილი“ და მათი შეცვლა სხვა, მკრეხელური სიტყვე-
ბით. გოგონას მამა მის ქმრად იქცა.
ჩადენილ იქნა ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო დანაშაული,
მაგრამ არა ჩემ მიერ, ან ჩემი შვილის მიერ, რომელიც არასოდეს
მყოლია.
ცოდვაში დაბადებული გოგონა ძალიან ახალგაზრდა მოკვდა,
ისე რომ არ იცოდა, ვინ იყო. მას ანჟელიკა ერქვა. სიკვდილის წინ
ვაჟიშვილს უბრძანა, შენ მოეძებნე და მოეთხოვა ის, რაც სინამდვი-
ლეში არ ეკუთვნოდა. დანაშაულის ჩამდენები სასიკვდილო სარე-
ცელთან იდგნენ, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ.
შემდეგ სარკესა და მის საყვარელს ყოვლისშემძლის წინაშე მო-
უწიათ წარდგომა, რომელმაც ყველაფერი იცის.
სიმართლე სწორედ ეს არის. ნიკოლო ვესპუჩი, რომელსაც ბავ-
შვობიდან ჩააგონებდნენ, პრინცესას ვაჟი ხარო, სინამდვილეში
სარკის შვილიშვილი იყო. არც მან იცოდა და არც დედამისმა, რომ
ისინი მოატყუეს.
იმპერატორი თავის მიერ ჩადენილ უსამართლობაზე ფიქრობდა,
რისთვისაც დედაქალაქის დაკარგვით დაისაჯა.
უდანაშაულოს წყევლამ დამნაშავეზე გაჭრა. მან თავი ჩაქინდრა.
დამალული პრინცესა, ყარა ყიოზი, ლედი შავთვალა მუხლებზე ჩა-
მოუჯდა და ნაზად შეეხო მის ხელს. ღამე გავიდა. ახალი დღე იწყე-
418
ბოდა. წარსულმა ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგა, რჩებოდა
მხოლოდ აწმყო და ქალის თვალები. მათ მომაჯადოებელ ხიბლში
თაობები ერთმანეთს შეერწყა და გალხვა. მაგრამ მას ქალის შეხე-
ბის უფლება არ ჰქონდა. თუ ჰქონდა? როგორ შეიძლება მისი ასეთი
ძლიერი გრძნობა დანაშაული იყოს? რატომ არის ეს აკრძალული?
ან ვინ გაბედავს, იმპერატორს აუკრძალოს ის, რის ნებასაც თვითონ
აძლევს თავს? ის ხომ თვითონაა კანონი და კანონის განსახიერება,
და არ მიაჩნია, რომ რაიმე დანაშაულს სჩადის. მან ქალი მკვდართა
საუფლოდან დააბრუნა და სიცოცხლე უბოძა მას; არჩევანის საშუა-
ლება მისცა და ქალმაც ის აირჩია. თითქოს ცხოვრება მდინარე ყო-
ფილიყოს და კაცები მისი ქვების ფეხსადგამები, ქალმა გამჭვირვა-
ლე წყლები გადმოკვეთა, რათა მის სიზმრებს დაუფლებოდა და სხვა
ქალის ადგილი დაეჭირა კაცის კჰაიალში, მის ყოვლისშემძლე წარ-
მოსახვაში. რა იქნება, თუ ეს ქალიც მოსწყინდება? არა, ის არას-
დროს მოსწყინდება.
და მაინც... შეიძლება თუ არა მასზე უარის თქმა, თუ ქალი თვი-
თონ გადაწყვეტს, წავიდეს თუ დარჩეს?
– აი, ხომ ხედავ, მოვედი, – უთხრა ქალმა, – შენ დაბრუნების ნება
დამრთე და, აი, მეც აქა ვარ ჩემი მოგზაურობის დასასრულს. და ახ-
ლა, სამყაროს მფარველო, მე შენ გეკუთვნი“. „ჰო, რა თქმა უნდა,
ჩემო სიყვარულო, – გაიფიქრა აკბარმა, – სანამ შენ ასე მიიჩნევ“.

419

You might also like