You are on page 1of 622

დევიდ ლოურენსი

ვაჟები და საყვარლები

მთარგმნელი ლევან ინასარიძე

2
პირველი ნაწილი

3
1. მორელები ქორწინების პირველ წლებში

ბოთომსმა1 ჰელ-როუს2 ადგილი დაიკავა. ჰელ-როუ ერთ პატარა


უბანს ერქვა, სადაც ნაკადულის პირას, გრინჰილ-ლეინის გასწვრივ,
ჩალით დახურული, დაღრეცილი სახლები იდგა. ამ უბანში ის მაღა-
როელები ცხოვრობდნენ, რომლებიც ველების იქით ამწეებდად-
გმულ ღრუდოებში მუშაობდნენ. ნაკადული თხმელების ძირში გა-
დიოდა და მაღაროებისგან თითქმის არ იყო დაბინძურებული. მო-
პოვებულ ქვანახშირს კი ღრუდოებთან დაბმული სახედრებით ზედა-
პირზე ეზიდებოდნენ. მთელ მხარეში უამრავი ამგვარი ღრუდო იყო,
რომელსაც დღეს შურფსაც უწოდებენ, და ზოგიერთი ჯერ კიდევ
ჩარლზ II-ის დროს გათხარეს. მაღაროელი თუ სახედარი მიწის ქვეშ
ისე ფუსფუსებდა, როგორც ჭიანჭველა, და მიწაზე უცნაური ფორმის
ყრილს, ხოლო სიმინდის ყანებსა და ველობებში პატარ-პატარა შავ
კვალს ტოვებდა. აქა-იქ მიმოფანტული ქოხმახები, ზოგს პატარა
ბოსტანიც რომ ჰქონდა და ზოგში მეწინდეებიც რომ ცხოვრობდნენ,
ერთ სამრევლო სოფელ ბესტვუდს3 ქმნიდა. მერე, სამოცი წლის წინ,
უეცარი ცვლილება მოხდა. ეს ჩვენი ღრუდო-შურფები ბობოლა ფი-
ნანსისტებმა ერთი ხელის მოსმით გააძევეს. ნოტინგემშირსა და
დერბიშირში ნახშირისა და რკინის საბადო აღმოაჩინეს. სააქციო
საზოგადოებამაც არ დაახანა - „ქარსთონი, უეითი, ენდ კო“ გაფორ-
მდა. საშინელი მღელვარების ფონზე, ლორდმა პალმერსტონმა

1
ფსკერი.
2
ჯოჯოხეთის რიგი.
3
ლოურენსმა ნოტინგემშირის ბევრი ადგილის სახელი სპეციალურად ამ ნაწარ-
მოებისთვის გამოიგონა. ბესტვუდი მომდინარეობს ისტვუდის (მდებარეობს ჩრდი-
ლოეთ ინგლისში) სახელწოდებიდან, სადაც მწერალი დაიბადა.
4
კომპანიის პირველი მაღარო სპინი-პარკში, შერვუდის ტყის პირას
გახსნა. ამასობაში ცნობილი ჰელ-როუც, რომელსაც წლებთან ერ-
თად სახელი მთლად წაუხდა, დაიწვა და ზედმეტი ჭუჭყიც თან გაიყო-
ლა.
„ქარსთონი, უეითი ენდ კო“ მიხვდა, რომ ქერის ორმოში იყო ჩა-
ვარდნილი და ნაკადულების - სელბისა და ნათოლის - ველებს ქვე-
მოთ ახალი საბადოები გათხარეს. მანამ არ გაჩერდნენ, სანამ ექვსი
მაღარო არ აამუშავეს. ნათოლიდან ტყის ქვიშაქვიან მაღლობზე
რკინიგზა გადის, რომელიც კართუზიანთა მონასტერსა და რობინ
ჰუდის ჭას მიუყვება და სპინი-პარკისკენ ჩადის, საიდანაც მინტონის-
კენ იღებს მიმართულებას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა სიმინ-
დის ყანებში ჩაკარგული დიდი მაღარო; მინტონიდან ფერმერთა მა-
მულების გავლით ბანკერ-ჰილის მიმართულებით მიემართება, მე-
რე იტოტება და ჩრდილოეთით ბეგარლისა და სელბისკენ უხვევს,
რომელიც ქრიჩსა და დერბიშირის მაღლობებს გადაჰყურებს. ექვსი
მაღარო ისე ჩანს, თითქოს შავთავა ლურსმნები აქა-იქ ჩაუჭედები-
ათო, ამ არეულ წერტილებს კი ერთ მარყუჟად რკინიგზა აერთიანე-
ბს. კომპანიამ „ქ. უ. ენდ კომ“ მაღაროელთა დასაბინავებლად ბეს-
ტვუდის ბორცვსა და ნაკადულის ველზე „კვადრატები“, ოთხკუთხა
საცხოვრისები, ააშენა; ამდენად, ჰელ-როუს ადგილას ბოთომსი
გაჩნდა.
ბოთომსი მაღაროელთა სახლების ექვსი უბნისგან შედგებოდა -
ორი რიგი, თითოში სამი უბნით, როგორც დომინო, რომელზეც ექ-
ვსი წერტილია - და ყოველ უბანში თორმეტი სახლი იდგა. ეს ორი
რიგი ბესტვუდის საკმაოდ ციცაბო ბორცვის ძირას იყო გაშენებული
და ფანჯრებიდან, ყოველ შემთხვევაში, სხვენის სარკმლებიდან,
სულ იოლად დაინახავდით, რომ აღმართი სელბისკენ შეპარვით მი-
უყვებოდა. ფასადურად სახლები მყარი და ჩინებული გახლდათ.
5
მაგრამ, როგორც იტყვიან, გარედან მტერს უბრმავებდა თვალს,
შიგნიდან - მოყვარეს. თუკი ვინმე რომელიმეს გარშემო შემოუვლი-
და, აუცილებლად დაინახავდა ლამაზ ბაღს, სადაც ჩრდილის მხარეს
ფურისულებისა და ფხიკების ყვავილნარი იყო გაშენებული, მზის
მხარეს კი - ჩვეულებრივი და ბაღის მიხაკები იწონებდნენ თავს. სახ-
ლებს დახვეწილი წინა ფანჯრები და კოპწია პარმაღები ჰქონდა,
ეზოებს დაბალი ცოცხალი ღობე ჰყოფდა, სხვენებს კი სარკმელი ამ-
შვენებდა. მაგრამ ეს ყველაფერი გარედან და თანაც წინა მხრიდან,
სადაც მხოლოდ იმ ოთახების ფანჯრები გამოდიოდა, რომლებშიც
ფეხს არასდროს დგამდნენ. ასეთ სახლებში ნამდვილი საცხოვრებ-
ლები, ანუ ყოველდღიური ოთახები, სამზარეულოები გახლდათ,
რომელთა ფანჯრები უკანა მხარეს გადიოდა. იქ სანაცრე ორმოები
იყო ამოთხრილი. და ამ სანაცრე ორმოების გრძელ რიგებს შორის
ვიწრო ხეივანივით მიიზლაზნებოდა ქუჩა, სადაც ბავშვებიც თამა-
შობდნენ, ქალებიც ჭორაობდნენ გულის გადასაყოლებლად და მა-
მაკაცებიც გადიოდნენ გასაბოლებლად. ამდენად, ბოთომსში - წინა
ფასადებით ასე რომ იქცევდა ყურადღებას - საცხოვრებელი პირო-
ბები საკმაოდ უამური გახლდათ. ჯერ სამზარეულოში მთელი დღე
ყურყუტი თქვი და მერე კიდევ - სანაცრე ორმოების საშინელი ხედი
ფანჯრებიდან. მისის მორელს ბესტვუდიდან ბოთომსში გადასვლა
ჭკუაში არ დასჯდომია, მით უმეტეს, იქაურობა უკვე მეთორმეტე
წელს ითვლიდა და დაჭკნობის ჟამი დასდგომოდა. მაგრამ თავზე-
ვით ძალა არ იყო. ამას გარდა, მისი სახლი უბნის ბოლოში, შემაღ-
ლებულზე იდგა და ერთადერთი მეზობელი ებადა წამლად. ისე, ეს
მთლად ურიგოც არ იყო, რადგან მეორე მხარეს ეზოს მოცილე არა-
ვინ ჰყავდა და შეეძლო, ბოსტანი გაეშენებინა. თანაც, განაპირა სახ-
ლში ცხოვრება არისტოკრატიულობის განცდას უჩენდა, რაც არა-
სოდეს დაეუფლებოდა, შუა ქუჩაზე რომ მდგარიყო მისი სახლი; ქი-
6
რაზეც როგორ აისახებოდა - თუკი მეზობლები კვირაში ხუთ ში-
ლინგს იხდიდნენ, მას ხუთი შილინგი და ექვსი პენი უნდა ეხადა! მაგ-
რამ, სულო ცოდვილო, ეს სხვაობა როდი ანუგეშებდა. ოცდათერ-
თმეტი წლისა უკვე რვა წლის გათხოვილი იყო. მართალია, ტანმორ-
ჩილი ეთქმოდა, მაგრამ წარმოსადეგობა და თავდაჭერა არ აკლდა.
როდესაც ბოთომსელი ქალები პირველად ნახა, ლამის მოიკუნტა.
ივლისში დასახლდა ამ უბანში და სექტემბერში მესამე შვილს ელო-
და. მისი მეუღლე მაღაროელი იყო. სამი კვირის გადასულები თუ იქ-
ნებოდნენ, როდესაც ერთკვირიანი ბაზრობა დაიწყო. ქალს გულმა
რეჩხი უყო, ჩემი ქმარი ამ კვირაში გართობას არ დაიკლებსო. მის-
ტერ მორელი ორშაბათ დილას ლამის უთენია გავიდა შინიდან. დე-
და ადგილზე ვერც ბავშვებს აკავებდა. უილიამი, შვიდი წლის ბიჭუ-
ნა, ნასაუზმევს გაუსხლტა, ბაზრობაზე გავისეირნებო და ხელში შე-
ატოვა ხუთი წლის ენი, რომელსაც მთელი დილა ზლუქუნი არ შეუწ-
ყვეტია, მეც მინდა გარეთო. მისის მორელი საქმეს შეუდგა. მეზობ-
ლებს წესიერად არც კი იცნობდა, ამიტომ ხუთი წლის გოგონას ვერ
მიანდობდა. შვილი რომ დაემშვიდებინა, დაჰპირდა, ნასადილევს მე
წაგიყვანო. უილიამი პირველის ნახევარზე დაბრუნდა. ძალიან ცოც-
ხალი ბიჭუნა იყო, ქერათმიანი, ჭორფლიანი - გარეგნულად დანი-
ელს თუ ნორვეგიელს ჰგავდა. - შეიძლება, ვისადილო, დედა? - შე-
მოვარდა ქუდმოუხდელი, - თორემ ორის ნახევარზე დაიწყებაო, კა-
ცები ამბობდნენ. - გამზადდება და შეჭამე, - მიუგო დედამ.
- ჯერ მზად არ არის? - იყვირა ბიჭმა და ლურჯი თვალები ბრაზით
აენთო, - ჰოდა, სულაც არ შევჭამ.
- უჭმელად ფეხს ვერსადაც ვერ გადგამ. ხუთ წუთში მზად იქნება.
ჯერ პირველის ნახევარია. - დაიწყებენ მალე! - ბიჭმა ტირილნარევი
ხმით დაიძახა.

7
- ეგ არაფერი, - მშვიდად თქვა დედამ, - თანაც, მანამდე მთელი
საათი გაქვს. ბიჭუნა მაგიდის გაწყობას ნაჩქარევად შეუდგა და სა-
მივენი დასხდნენ. კარაქის პუდინგსა და ჯემს შეექცეოდნენ, როდე-
საც უილიამი უეცრად სკამიდან წამოხტა და გაჭიმული დადგა. შო-
რიდან კარუსელის ხრჭიალი მოისმა, რომელსაც საყვირის ხმაც
მოჰყვა. არეული მზერით შეხედა დედას. - ხომ გითხარი! - თქვა და
კომოდისკენ გაიქცა ქუდის ასაღებად. - პუდინგი გაიყოლე. ჯერ
ორის ხუთი წუთია, ასე რომ, შეცდი... ორპენიანი დაგავიწყდა! - მი-
აყოლა კარში.
იმედგაცრუებული ბიჭი შემობრუნდა, ორი პენი აიღო და უსიტ-
ყვოდ გავიდა ოთახიდან. - მეც მინდა წასვლა, მეც მინდა! - თქვა ენიმ
და ტირილი მორთო. - წახვალ, შე წუწუნა, მჭკნარო ვარდო! - გაუჯავ-
რდა დედა. ნაშუადღევს ქალიშვილთან ერთად ქოშინით მიაბიჯებდა
ბორცვზე, ცოცხალი ღობის გასწვრივ. თივის ზვინები უკვე დაედგათ,
ამიტომ საქონელი ნამკალზე თავისუფლად იყო მიშვებული. თბი-
ლოდა და სიმშვიდე სუფევდა.
მისის მორელს ბაზრობები არ უყვარდა. აქ ხის ცხენების ორნაი-
რი შებმულობა მოგხვდებოდათ თვალში - ერთნი ორთქლის საშუა-
ლებით მოძრაობდნენ, მეორენი - პონის დახმარებით დადიოდნენ
წრეზე; სამი არღანი უკრავდა და შიგადაშიგ პისტოლეტებიდან გას-
როლის ხმებიც ისმოდა; ქოქოსით მოვაჭრის როხროხი არემარეს
აყრუებდა, „დეიდა სალის“4 მოთამაშეთა შეძახილები ჰაერში იჭრე-
ბოდა, კინეტოსკოპის5 პატრონი ქალბატონი მჭახე ხმით მსურვე-
ლებს საოცარ სანახაობას ჰპირდებოდა. დედამ უოლესის ლომის

4
ტრადიციული ინგლისური სასროლო თამაშობა. მოთამაშეები ჯოხებს ესვრიან
მოხუცი ქალბატონის ხის თოჯინას, რათა ჩიბუხი გააგდებინონ.
5
კინეტოსკოპი - ერთგვარი ოპტიკური ხელსაწყო ან ყუთი ნახვრეტიდან მოძრავი
სურათების საყურებლად.
8
ჯიხურთან დაინახა თავისი ვაჟი, რომელიც სარდგადაყლაპულივით
იდგა და თვალს ვერ აცილებდა ერთი ზანგის მკვლელი და ორი
თეთრკანიანის დამსახიჩრებელი ლომის სურათებს. ვაჟთან არ მი-
სულა, ენი კანფეტებისკენ წაიყვანა. მაგრამ თვალის დახამხამებაში
უილიამიც მათთან გაჩნდა. აღელვებული იყო. - არ გითქვამს, მოვა-
ლო; რამდენი რამეა აქ, არა? იმ ლომმა სამი კაცი მოკლა. ორივე პე-
ნი დავხარჯე... შეხე! უილიამმა ჯიბიდან კვერცხის ჩასადები ორი ჭი-
ქა ამოიღო, ზედ მუშკის ვარდები ეხატა. - იმ დახლთან მოვიგე, ბურ-
თულები შევაგორე ხვრელებში და მომცეს. ჰოდა, ორ სვლაში დავი-
ადე. ერთი სვლა ერთი პენი ღირდა. დახე, ზედ ბუთხუზა ვარდები
ახატია. ესენი მინდოდა მეც.
დედა მიხვდა, რომ ვაჟს მისთვის უნდოდა.
- ჰმ! - კმაყოფილი გამოეხმაურა, - მართლაც ლამაზებია!
- შენ ატარე, რა, მეშინია, არ დავამტვრიო.
დედა რომ დაინახა, მთლად აცქმუტდა, მთელი ბაზრობა მოატა-
რა და ყველაფერი უჩვენა. მერე მისის მორელმა კინეტოსკოპთან
სურათების შესახებ პატარ-პატარა ამბების მოყოლა დაიწყო და
უილიამი მონუსხულივით მიაჩერდა. დედას გვერდიდან აღარ
სცილდებოდა - ისე ეამაყებოდა, ლამის მიჰკვროდა. მისის მორელს
პატარა, შავი ქუდი ეხურა და მოსასხამი შემოცმული ჰქონდა - ადგი-
ლობრივებისგან განსხვავებით, ქალბატონივით, ნამდვილი ლედი-
ვით გამოიყურებოდა. ნაცნობ ქალებს რომ დაინახავდა, თბილად
უღიმოდა. როდესაც დაიღალა, ვაჟს უთხრა: - აბა, წამოხვალ სახ-
ლში თუ დარჩები?
- შენ უკვე მიდიხარ? - საყვედურნარევი ხმით წამოიყვირა ბიჭმა. -
უკვე? ოთხს გადასცდა.
- ასე უცებ რაზე მიდიხარ? - აწუწუნდა ბიჭი.

9
- შენ თუ დარჩენა გინდა, ვინ გექაჩება, - მშვიდად მიუგო დედამ,
თან თავის გოგონას ხელი ჩაჰკიდა და ნელი ნაბიჯით გზას გაუყვა.
უილიამმა თვალი გააყოლა, გული დასწყდა, დედა რომ წავიდა, მაგ-
რამ არც საზეიმო სანახაობა ეთმობოდა. როდესაც ქალმა ღია მო-
ედანი გადაკვეთა და სამიკიტნო „მთვარისა და ვარსკვლავების“ წინ
ჩაიარა, კაცების ხმა მოესმა და ლუდის სუნი იგრძნო. ფეხს აუჩქარა,
ჩემი ქმარი შიგნით არ იყოსო. შვიდის ნახევარზე უილიამი შინ დაბ-
რუნდა. დაღლილი იყო; ფერწასული და შეწუხებული ჩანდა. გული
სტკიოდა, დედა რომ მარტო გამოუშვა სახლში, თუმცა ამას ბოლომ-
დე თვითონაც ვერ აცნობიერებდა. როდესაც ენიზე ხელჩაკიდებული
და შინისკენ მიმავალი დედა დაინახა, ბაზრობაზე მისი ყურადღება
ვეღარაფერმა მიიპყრო და ვეღარც გული გაუხარა. - მამაჩემი არ
მოსულა? - იკითხა ბიჭმა.
- არა, - უპასუხა დედამ.
- „მთვარესა და ვარსკვლავებში“ ლუდის ჩამოტარებაში ეხმარე-
ბოდა. რკინის შავ დარაბებში რომ ნახვრეტებია, იქიდან დავინახე,
როგორ აიკაპიწა სახელოები. - ჰა! - შესძახა მისის მორელმა, - ცა-
რიელი ჯიბით წაბრძანდა. ესე იგი, ოღონდ დაალევინონ და აღარა-
ფერს თაკილობს.
როდესაც ჩამობნელდა, მისის მორელმა საკერავს თავი მიანება
და კარისკენ წავიდა. ყველა მხრიდან მხიარული ჟრიამული ისმოდა
და საზეიმო განწყობა სუფევდა, რაც, საბოლოოდ, მასაც გადაედო.
ბაღში გავიდა. ქალები ბაზრობიდან ბრუნდებოდნენ, ბავშვებს თეთ-
რი, მწვანეფეხება ბატკნები და ხის ცხენები ჩაეხუტებინათ. შიგადა-
შიგ ვირივით დატვირთული კაციც ჩაივლიდა, ზოგჯერ კი რომელიმე
კარგი ქმარი ოჯახთან ერთად მშვიდად მიუყვებოდა გზას. მაგრამ
მეტწილად ქალები და ბავშვები ჩანდნენ. გარეთ გამოფენილი შინა-
ყუდა დედაკაცები, თეთრ წინსაფრებზე რომ დაეკრიფათ ხელები, ამ-
10
ვლელ-ჩამვლელს ათვალიერებდნენ და ხმადაბლა ქილიკობდნენ.
მისის მორელი მარტო იდგა, მაგრამ მარტოობას მიჩვეული იყო. მის
ქალ-ვაჟს ზედა სართულზე ეძინა; საკუთარი ჭერი - საიმედო და
მტკიცე - ზურგს უმაგრებდა. მაგრამ მესამე შვილის გარდაუვალობა
ამწუხრებდა. მთელი სამყარო თავზარს სცემდა და მხოლოდ იმის
მოლოდინი ასულდგმულებდა, რომ უილიამი ოდესმე გაიზრდებო-
და და დედის გულს გაახარებდა. თუმცა პირადად მისთვის აღარა-
ფერი ჩანდა სიხარულის მომნიჭებელი, მხოლოდ - თავზარდამცემი
სამყარო, რომელიც სალი კლდესავით მტკიცე ეჩვენებოდა. ნეტავ,
მალე დაზრდილიყვნენ ბავშვები! მესამე ბავშვის უფლება არ უნდა
მიეცა თავისთვის. არც უნდოდა. ქმარი კი თურმე სამიკიტნოში
ლუდს დაატარებდა და კათხებს ცლიდა. თან ეზიზღებოდა, თან მი-
ჯაჭვული იყო. ეს მესამე შვილი კი მეტისმეტი გახლდათ. უილიამი და
ენი რომ არა, ამ სიღატაკესთან, სიმახინჯესა და სულმდაბლობას-
თან ბრძოლაში ფარ-ხმალს დაყრიდა. წინა ეზოში გავიდა, რადგან
აღარც სახლში უდგებოდა გული და არც ქუჩაში გასვლის თავი
ჰქონდა. ჩამოწოლილი სიცხე სულს უხუთავდა. მოსალოდნელ
წლებს რომ გახედა, ცოცხლად დამარხულად იგრძნო თავი. ყვა-
ვილნართან შედგა, სცადა, სურნელითა და ჩამავალი მზის სილამა-
ზით მღელვარება დაეოკებინა. მის წინ კუტიკარი რომ ჩანდა, ერ-
თგვარ ალაგეს6 წარმოადგენდა, რომლითაც ბორცვზე ავიდოდა,
იქიდან კი ცოცხალ ღობეში გასულს ჩამავალი მზით ოქროცურვილი
საძოვარი დაუმშვიდებდა მზერას. ზეცაში ქუფრ ბინდსა და მზის სხი-
ვებს გაემართათ ბრძოლა. ველზე მზის ბზინვარებამ მალევე დათმო
პოზიციები და დედამიწაც მწუხრის საბურველში გაეხვა. კარგად

6
ალაგე - ღობეზე გადასასვლელი საფეხურები.
11
რომ ჩამობნელდა, ალისფერი ნათება აკიაფდა ბორცვის ზეთავზე,
სოფლად გაჩაღებული ბაზრის ამაოება კი ნელ-ნელა ჩაცხრა.
ზოგჯერ ამ წკვარამის ღრმულში, ცოცხალ ღობეებს შორის ბილი-
კად რომ მოედინებოდა, შინისაკენ მიმავალი მამაკაცები გაივლიდ-
ნენ ხოლმე. ერთმა ყმაწვილმა ბორცვი ჩამოირბინა და ალაგესთან
დაეცა. მისის მორელს გააჟრჟოლა. ვაჟი დედის გინებით წამოხტა,
ზედმეტადაც კი გაღიზიანდა, თითქოს სულ ამ ალაგეს ბრალი ყოფი-
ლიყო მისი დაცემა. ნუთუ არასოდეს არაფერი შეიცვლებაო, გა-
იფიქრა მისის მორელმა და შინ შევიდა. უკვე ხვდებოდა, რომ უკე-
თესობის პირი არაფერს უჩანდა. თავისი ყმაწვილქალობაც როგო-
რი შორეული ეჩვენებოდა; ფიქრობდა, ნუთუ ეს დედაკაცი, ძლივს
რომ გადის ბოთომსის უკანა ბაღში და ის გოგონა, ათი წლის წინ ქა-
რივით რომ დაქროდა შირნესის დამბასთან, ერთი და იგივეაო. - რა
საერთო მაქვს ამ ყველაფერთან? - ჰკითხა თავის თავს, - რა მესაქ-
მება ამ ყველაფერთან? თუნდ იმ ბავშვთან, დღე-დღეზე რომ უნდა
მეყოლოს! მე ვინმემ გამიწია ანგარიში? ჩამაგდო სათვალავში?
ზოგჯერ ეს ცხოვრება დასტაცებს ხოლმე ხელს ადამიანს, თან გა-
იყოლებს; ბედის მწერალი მისი ცხოვრების ამბის წერასაც იწყებს,
მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ თურმე ბედი კი არა, სიზმარი ყოფი-
ლა, რომელიც გაღვიძებისთანავე გაქრა. - ვუცდი, - ჩაილაპარაკა
მისის მორელმა, - ვუცდი და რასაც ვუცდი, ის შეიძლება არც არასო-
დეს დადგეს. სამზარეულო მიალაგა, ლამპა აანთო, ცეცხლს შეუკე-
თა, სარეცხი დაახარისხა და მეორე დღისთვის ჩაალბო. მერე საკე-
რავს მიუჯდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მისი ნემსი ქსო-
ვილში დასრიალებდა. ბოლოს ამოისუნთქა და მხრებში გაიმართა.
ერთი ფიქრი არ ასვენებდა, როგორ უნდა განეკარგა ის მცირედი,
რაც ებადა, რომ ბავშვებს არაფერი მოკლებოდათ. თორმეტის ნახე-
ვარზე ქმარი დაბრუნდა. ლოყები შეფაკლოდა, რაც შავი ულვაშის
12
ფონზე კიდევ უფრო თვალში საცემად მოუჩანდა. თავი მსუბუქად და-
უკრა ცოლს. საკუთარი თავით კმაყოფილი ჩანდა.
- ოჰ, მელოდები, ჩემო ტურფა? ენტონის ვეხმარებოდი და აბა, თუ
იცი, რა გამოიმეტა? ერთი ტილიანი კრონნახევრიანი. წუწურაქი!
ერთი პენიც არ დამიმატა... - ალბათ, დანარჩენი ლუდში გაგიბარა, -
მოკლედ მოუჭრა ცოლმა. - არა, სულაც არა! გეფიცები, დღეს ცოტას
დავჯერდი, - ხმაში სინაზე შეურია, - აგე, თაფლაკვერი წამოგიღე,
ბალღებ კი ქოქოსის კაკალი მოვუტანე, - ჯანჯაფილიანი თაფლაკვე-
რი და გაბურძგნილი ქოქოსი დააწყო მაგიდაზე, - მადლობას ვერ ვე-
ღირსები, ხო? კომპრომისის ნიშნად ქალმა ქოქოსი აიღო და შეან-
ჯღრია, იდგა თუ არა შიგ რძე. - ქორფაა, ეჭვი არ შაგეპაროს. ბილ
ჰოჯკისონმა მამცა. ბილს ვეუნები, რათ გინდა ე სამი ქოქოსი, ერთი
მაინც მაიტა ჩემი ბალღებისთვინ-მეთქი. ის კიდე მეუნება, აბა რო-
გორ არ მოქცე, უოლტერ, როცა ბალღებისთვინ გინდა, აიღე რომე-
ლიც მოგეწონოსო. ჰოდა, მეც ერთ ცალ დავავლე ხელი და მადლო-
ბაც მოვახსენე. არ მინდოდა, მის თვალწინ შამენჯღრია, იმან კიდე
მითხრა, შაანჯღრიე, ბიჭო, იქნებ არ ვარგაო. ვიცოდი, რო ქორფა
იქნებოდა. კაი ბიჭია ბილ ჰოჯკისონი, მართლა გულიანია, რა! -
მთვრალი კაცის ხელგაშლილობა რა გასაკვირია, თან, ერთად და-
გილევიათ, - უთხრა მისის მორელმა.
- უყურე ამას! მერე ვინ არი მთვრალი? ორი ჭიქა მეკრძალება? -
მისტერ მორელი კმაყოფილი ჩანდა, რადგან მთელი დღე სამიკიტ-
ნოში იტრიალა, ამიტომ ენას არ აჩერებდა. მისის მორელი ისედაც
დაღლილი იყო და მთვრალი კაცის რატრატის მოსმენა არ სურდა,
ამიტომ დასაძინებლად წავიდა. კაცი კი ბუხართან დარჩა და ნაკ-
ვერჩხალი გაქექა. მისის მორელი ძველი ბიურგერული ოჯახიდან

13
იყო; ცნობილი ინდეპენდენტები7 კოლონელ ჰაჩინსონის8 მომხრეე-
ბად და კონგრეგაციონალისტებად მიიჩნეოდნენ. პაპამისი ნოტინ-
გემში გაკოტრებულიყო, როდესაც მთელ ლეის-მარკეტს გადაუარა
ფინანსური განადგურების ქარიშხალმა. მამამისი, ჯორჯ კოპარდი,
ინჟინერი გახლდათ. იგი მაღალი, ლამაზი, ამპარტავანი მამაკაცი
იყო და ამაყობდა, რომ თეთრი კანი და ცისფერი თვალები ჰქონდა.
კიდევ უფრო საამაყოდ მიაჩნდა საკუთარი პრინციპების ერთგულე-
ბა. გერტრუდი დაბალი აღნაგობით დედას ჰგავდა, მაგრამ ხასიათი,
სიამაყე და დამოურჩილებლობა კოპარდებისგან გამოჰყვა. ჯორჯ
კოპარდს სიღატაკე ძალიან ადარდებდა. შირნესში დოკის ინჟინერ-
თა ათისთავი გახდა. მისის მორელი - გერტრუდი - ოჯახში მეორე ქა-
ლიშვილი იყო. მართალია, დედამისი ეცოდებოდა და ყველას ერ-
ჩია, თუმცა მეტყველი ცისფერი თვალებითა და გაფრენილი წარბე-
ბით მამამისის ალი-კვალი ეთქმოდა. მუდამ ახსოვდა, როგორ
სძულდა, როდესაც მამა ნაზ, ჭირვეულ, გულკეთილ დედამისს ეუფ-
როსებოდა ხოლმე. არც ის ავიწყდებოდა, როგორ დაქროდა შირნე-
სის დამბაზე, რომ ის ხომალდი ეპოვა, რომელსაც მამამისის ზედამ-
ხედველობით არემონტებდნენ. ახსოვდა, როგორ აფასებდნენ მამა-
კაცები, როდესაც დოკის ეზოში შეირბენდა ხოლმე, რადგან ამაყზე
მეტად, დახვეწილი და დელიკატური გოგონა იყო. ბებერი, უცნაური
მასწავლებელი ქალიც აგონდებოდა, რომლის თანაშემწედაც მუშა-

7
ინდეპენდენტები (ინგლ. Independent, დამოუკიდებელი) - პროტესტანტიზმის
ერთ-ერთი მიმართულების მომხრენი ინგლისსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.
პურიტანებს XVI საუკუნის ბოლოს გამოეყვნენ. ინდეპენდენტები მნიშვნელოვანი
გავლენით სარგებლობდნენ ინგლისის რევოლუციის დროს. საბოლოოდ კონგრე-
გაციონალისტთა რელიგიურ თემად ჩამოყალიბდნენ. მიისწრაფოდნენ მორწმუნე-
თა დამოუკიდებელი თემების კავშირის ჩამოყალიბებისკენ.
8
ჯონ ჰაჩინსონი (1615-1664) - ინგლისელი პოლიტიკოსი; 1648-53 წლებში თემ-
თა პალატაში მსახურობდა. იყო პურიტანთა ერთ-ერთი ლიდერი. იბრძოდა ინ-
გლისის სამოქალაქო ომში.
14
ობდა კერძო სკოლაში. და ის ბიბლიაც დღემდე ჰქონდა შემონახუ-
ლი, ჯონ ფილდმა რომ უსახსოვრა. ცხრამეტი წლის ასაკში სამრევ-
ლო ეკლესიიდან შინ ჯონ ფილდთან ერთად ბრუნდებოდა ხოლმე.
ვაჟი შეძლებული ვაჭრის შვილი იყო და ლონდონის კოლეჯში დადი-
ოდა, რათა საქმოსნობა ესწავლა. მუდამ მკაფიოდ ახსოვდა სექტემ-
ბრის იმ კვირის შუადღე, როდესაც მამის სახლის უკანა ეზოში ვაზის
ტალავრის ქვეშ ისხდნენ. მზის სხივები ვაზის ფოთლებს შორის აღ-
წევდა და ორივეს ლამაზ ჩრდილებს ჰფენდა, თითქოს მაქმანიანი
შარფი ახურავთ თავზეო. ზოგიერთი ფოთოლი სუფთა ყვითელი ფე-
რის იყო და ყვავილს უფრო ჰგავდა. - არ გაინძრე! - შესძახა ვაჟმა, -
ახლა ძალიან უცნაური ფერის თმა გაქვს! სპილენძისა და ოქროსა-
ვით გიბზინავს, მაგრამ ალმოდებული სპილენძივით წითელი გა-
დაჰკრავს, ალაგ-ალაგ კი ოქროს ძაფები გადის ზოლებად, როდე-
საც მზე დაგნათის. რა უცნაურია, რომ ასეთ თმას წაბლისფერს უწო-
დებენ. დედაშენი იტყვის ხოლმე, თაგვის ფერი თმა აქვსო. გერ-
ტრუდმა ჯონის გაცისკროვნებულ თვალებს შეხედა და აღფრთოვა-
ნება ლოყების შეფაკვლით გამოეხატა. - აბა, კომერციული საქმია-
ნობა არ მომწონსო? - ჩააჟინდა ქალიშვილი. - არც მომწონს. მძულს
კიდეც! - გულმხურვალედ წამოიყვირა ბიჭმა. - და სიამოვნებით გახ-
დებოდი მღვდელი, - თითქოს ხვეწნა გაურია ხმაში. - ასე მირჩევნია.
რომ ვიცოდე, უმაღლესი დონის მქადაგებელი გავხდებოდი, სი-
ამოვნებით დავადგებოდი ამ გზას.
- მერე, რა გაკავებს? რატომ არ დაადგები? - გამომწვევად შეედა-
ვა ბიჭს, - კაცი რომ ვიყო, ვერაფერი შემაჩერებდა! თავი ასწია და
დარცხვენილ ჯონს ისე შეხედა.
- მამაჩემი თუ რამეს აიკვიატებს, ვერ გადაათქმევინებ. უნდა,
რომ კომერციულ საქმიანობაში ჩამრთოს და ვიცი, ასეც იქნება. - მი-
უხედავად იმისა, რომ კაცი ხარ? - გაოცებისგან წამოიყვირა გერ-
15
ტრუდმა. - კაცი რომ ხარ, ეგ ყველაფერს როდი ნიშნავს, - ჩაილაპა-
რაკა ბიჭმა და უსასოოდ დაბნეული თვალები დახარა. ახლა კი, რო-
დესაც ბოთომსში ცხოვრობდა, ხელსაქმობდა და გარკვეული ცხოვ-
რებისეული გამოცდილებაც ჰქონდა, ხვდებოდა, რომ მხოლოდ მა-
მაკაცად ყოფნა ბევრს არაფერს ნიშნავდა.
ოცი წლისა, ჯანმრთელობის გამო, შირნესიდან წავიდა. მამამისი
შინ, ნოტინგემში, დაბრუნდა. ჯონ ფილდის მამა გაკოტრდა, ამიტომ
ახალგაზრდა კაცი იძულებული გახდა, ნორვუდში მასწავლებლად
დაეწყო მუშაობა. ორი წელიწადი მასზე აღარაფერი სმენოდა, მერე
გაიკითხ-გამოიკითხა და გაიგო, რომ ჯონს ცოლი შეურთავს; ისიც
უთხრეს, ქალი ორმოცი წლისაა, ქვრივია და რაღაც ქონებაც აქვსო.
მაგრამ მისის მორელი ჯონ ფილდის ბიბლიას ხელიდან არ უშვებდა.
უკვე იცოდა, რომ მისნაირს მამაკაცი არ ეთქმოდა და იმაშიც ერკვე-
ოდა, ვის ეთქმოდა მამაკაცი და ვის - არა. ბიბლიასა და მასზე მოგო-
ნებებს კი მაინც ხელუხლებლად ინახავდა, რადგან გულის სიღრმე-
ში ასე სურდა. სიცოცხლის ბოლომდე - მთელი ოცდათხუთმეტი წე-
ლიწადი - მასზე სიტყვაც არ დაუძრავს. როდესაც ოცდასამი წელი
შეუსრულდა, საშობაო წვეულებაზე ახალგაზრდა, ერუოშველელ
კაცს შეხვდა. მისტერ მორელი იმ დროს ოცდაშვიდისა იყო. კარგი
აღნაგობით გამოირჩეოდა და სხარტიც ჩანდა. შავი ტალღოვანი თმა
და ამავე ფერის დაწკეპილი ულვაში ჰქონდა, რომელიც, ალბათ,
არასდროს მოუპარსავსო, გაიფიქრა ქალმა. ლოყები ვარდისფრად
უღვიოდა, ტუჩ-პირი კი ვარდივით წითელი, თანაც სველი ჰქონდა და
შავი წვერ-ულვაშის ფონზე უფრო მკაფიოდ მოუჩანდა, როდესაც გუ-
ლიანად იცინოდა. მისი სიცილი ზარივით ისმოდა. გერტრუდ კოპარ-
დი მონუსხული მიაჩერდა. ვაჟი ძალიან ცოცხალი და ცქვიტი იყო,
ხმაც საკმაოდ გულშიჩამწვდომი ჰქონდა და დიდი იუმორის გრძნო-
ბით დაჯილდოებულს ეტყობოდა, რომ საერთო ენის გამონახვა არა-
16
ვისთან უჭირდა. იუმორის გრძნობა გერტრუდის მამასაც გააჩნდა,
ოღონდ სარკასტული იუმორის. ეს ახალგაზრდა კაცი კი სულ სხვა-
ნაირი ჩანდა - მშვიდი, მართალია, არაინტელექტუალური, მაგრამ
თბილი და ხალისიანი. თვითონ კი საპირისპირო ბუნებისა იყო -
ცნობისმოყვარე, ინტერესიანი. ლაპარაკზე მეტად ხალხის მოსმენა
უყვარდა. გონებამახვილი ეთქმოდა და აზრიანი. თუ საჭირო იყო,
სიტყვასაც ჩაურთავდა საუბარში და საკმაოდ ჭკვიანურსაც, ამიტო-
მაც მოაზროვნე, ინტელექტუალური ქალის სახელი გაუვარდა. თუკი
შესაფერის საზოგადოებაში ხვდებოდა, რელიგიაზე, ფილოსოფიასა
და პოლიტიკაზე მსჯელობაც შეეძლო. და რაკი განათლებული საზო-
გადოება და მათთან ბაასი ამ მხარეში უცხო ხილი იყო, ადამიანთა
უბრალო საუბრით დაკმაყოფილება უწევდა.
მაღალი არ იყო, მაგრამ მაღალ შუბლს გაფრენილი წარბები უმ-
შვენებდა, თეთრ პირისახეს კი წაბლისფერი კულულები ევლებოდა
კონტურად. ცისფერი თვალებით პირდაპირ იცოდა ყურება; პატიო-
სანი და დაკვირვებული მზერით გამოირჩეოდა. ხელის მტევანი, კო-
პარდების დარად, ლამაზი ჰქონდა. მუდამ მოკრძალებულად ეცვა.
ლურჯი აბრეშუმის კაბები უყვარდა, ზედ ვერცხლის ძეწკვითა და
ვერცხლისფერი ნამგალებით გაწყობილი. მაქსიმუმ ერთი წნული
ოქროს გულსაბნევი დაემატებინა მკერდზე და მორთულობაც დას-
რულებული იყო. წლები თითქმის არ ემჩნეოდა, ღრმად მორწმუნე
და ლმობიერი გახლდათ. უოლტერ მორელი მის დანახვაზე დნებო-
და. მაღაროელისთვის ასეთი ქალი ნამდვილი ლედი და მომნუსხვე-
ლი ბანოვანი იყო. როდესაც გერტრუდი თავისი სუფთა ინგლისუ-
რით იწყებდა საუბარს, მიუხედავად სამხრეთული აქცენტისა, უოლ-
ტერს ელეთმელეთი ემართებოდა. ქალიც ვერ აცილებდა თვალს,
განსაკუთრებით მის ცეკვას, რადგან ეს უკანასკნელი ვაჟს ნამდვი-
ლად ბუნებრივად, კოხტად გამოსდიოდა. პაპამისი ფრანგი ლტოლ-
17
ვილი იყო, რომელმაც ბართან მომუშავე ინგლისელი ქალი შეირთო
ცოლად - თუკი მათ ერთობას ცოლქმრობა ეთქმოდა. გერტრუდ კო-
პარდი კი ახალგაზრდა მაღაროელის ცეკვას აღტაცებული უცქერდა
და მისი ყოველი მოქმედება დიდებული ეჩვენებოდა - სახე, ტანი, სი-
ღაჟღაჟე, კონტრასტული შავი თმა, სიცილი და რევერანსი, პარტნი-
ორთან ცეკვის დასასრულს, ღვინოსავით ათრობდა. ფიქრობდა, მა-
სავით დიდებული არავინ მინახავსო. მანამდე ხომ მამაკაცის განსა-
ხიერება მისთვის მშობელი მამა იყო. ამაყი, ლამაზი და ენამწარე
ჯორჯ კოპარდი კი ამ ჭაბუკისგან საერთოდ განსხვავდებოდა. საკით-
ხავად თეოლოგიურ წიგნებს ამჯობინებდა და სიმპათიას მხოლოდ
პავლე მოციქულის მიმართ ამჟღავნებდა. ხელქვეითებთან მკაცრი
იყო, სასტიკიც კი, დამცინავი საუბარი ჰქონდა და საამურ გრძნო-
ბებს არად აგდებდა - მოკლედ, ამ მაღაროელისგან ისე განსხვავდე-
ბოდა, როგორც ზეცა დედამიწისგან. თავად გერტრუდიც არ იკლავ-
და ცეკვის შესწავლით თავს, პირიქით, ამრეზითაც კი უყურებდა ხე-
ლოვნების სახეობას, სულ მცირე „ რეოჯერიც“ კი არ უსწავლია, რომ
ხელის გაშლა შესძლებოდა. მამამისივით პურიტანი და ქედმაღალი
იყო და არც ცივი დამოკიდებულება გახლდათ მისთვის უცხო. მიუხე-
დავად ამისა, მოცეკვავე ვაჟისგან გამოფრქვეულმა სიცოცხლის ნა-
პერწკლებმა, თითქოს სანთელი არღვევს სიბნელესო, მისი პურიტა-
ნული წკვარამი გაარღვია და გაუმთბარ გულამდე მიაღწია, რათა
სიცოცხლის სიყვარულით აევარვარებინა მიმალული სული, რომე-
ლიც მანამდე გერტრუდს მიუწვდომელი და ხელშეუხებელი ეგონა.
ვაჟი მის წინ აისვეტა და თავი დაუკრა. მისგან ისეთი სითბო გადმო-
იღვარა, თითქოს ქალს ჭიქა ღვინო შეესვა. - მოდი, ახლა მე და შენ
ვიცეკვოთ, - ალერსიანად უთხრა გერტრუდს, - სულ იოლია. სული
მძვრება, ისე მინდა, შენი ცეკვის ნახვა.

18
მანამდე უოლტერისთვის ნათქვამი ჰქონდა, ვერ ვცეკვავო. ვაჟის
თავმდაბლობაზე გაეღიმა და ამ ლამაზმა ღიმილმა კაცს ყველაფერი
დაავიწყა.
- არა, ვერ ვიცეკვებ, - მშვიდად უთხრა. მკაფიო მეტყველება
ჰქონდა. ისე, რომ არ იცოდა, რას შვრებოდა - ხშირად გულის კარ-
ნახით გადაუდგამს სწორი ნაბიჯები - გერტრუდს გვერდზე მიუჯდა და
მოწიწებით გადაიხარა მისკენ. - ასე ცეკვას გამოტოვებთ, - შეახსენა
ქალმა.
- არა, ეს ცეკვა არ მინდა, მაინც არ მახატია გულზე.
- აბა, მე რომ მიმიწვიეთ საცეკვაოდ? ვაჟმა გულიანად გაიცინა. -
წეღან მაგაზე არ მიფიქრია. ხელზე იხვევ? ამჯერად გერტრუდს გა-
ეცინა. - არ მგონია, ეს ხელზე დასახვევი იყოს, - თქვა ღიმილით.
- მე კი გოჭის კუდივითა ვარ, ხან ვიხვევი, ხან ვსწორდები, - უოლ-
ტერმა იხუმრა და თავის ნათქვამზე ხმამაღლა გაიცინა.
- და თანაც მაღაროელი ხართ! - აღფრთოვანებით წარმოთქვა
გერტრუდმა. - ჰო. ათისა რო ვიყავი, მაშინ ჩაველ პირველად. ქალმა
გაოცებითა და შეშფოთებით შეხედა. - ათისა რომ იყავით? და ძნელი
არ იყო? - ჰკითხა.
- მალე ეჩვევი. თაგვივით ცხოვრობ მაგ დროს კაცი, შებინდებულ-
ზე ამოდიხარ, რო გაიგო, რა ხდება დედამიწაზე.
- ვაიმე, წარმოდგენაზეც კი თვალთ მიბნელდება, - შეიჭმუხნა
გერტრუდი. - თხუნელასავით! - გაიცინა უოლტერმა, - ისე, ჩვენთა-
ნაც მუშაობენ ბიჭები, რომლებიც თხუნელებივით არიან, - თხუნე-
ლასავით წასწია თავი, ვითომ ბრმა იყო, ცხვირი აათრთოლა, თით-
ქოს მართლა ყნოსვით უნდოდა მიმართულების გაგება, - ასე იქცე-
ვიან! - დაარწმუნა ქალი, - შიგნით გზას ვერასოდეს ხედავენ, მაგრამ
მაინც მიუყვებიან. დრო მომეც და ერთხელ შენც ჩაგიყვან. გერ-
ტრუდმა განცვიფრებულმა შეხედა. მის წინ თითქოს ახალი პერსპექ-
19
ტივა ისახებოდა. წარმოიდგინა ასობით მაღაროელის ცხოვრება,
რომლებიც მთელ დღეს მიწისქვეშეთში ატარებენ და მოსაღამოვე-
ბულზე ამოდიან. ვაჟის მიმართ სიმპათია გაუჩნდა. ყოველდღე თავს
საფრთხეში იგდებდა და მაინც მხიარულად საუბრობდა ამაზე. შეძ-
რულმა შეხედა უოლტერს. - იქნებ არ გინდა? - თბილად ჰკითხა
ქალს, - რა იცი, კაბა არ დაგეთხვაროს. მანამდე უცხო კაცი შენობით
არ დალაპარაკებია.
შემდეგ შობას უკვე დაქორწინებულები იყვნენ და პირველი სამი
თვე გერტრუდი სრულყოფილ ბედნიერებას განიცდიდა; მომდევნო
ექვსი თვე კი ძალიან ბედნიერი იყო. უოლტერმა ფიცი დადო, რომ
არ დალევდა და არამსმელთა ლურჯი ლენტიც გაიკეთა - თავის გა-
მოჩენა უყვარდა. ცოლ-ქმარმა, როგორც გერტრუდს ეგონა, უოლ-
ტერის სახლში დაიდო ბინა. პატარა, მაგრამ სრულიად საკმარისი,
დახვეწილი და სოლიდური დგამით9 გაწყობილი სახლი იყო, რომე-
ლიც ქალის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა. მეზობლის ქალებს
არ დაახლოებია, რადგან ყველა ეუცხოებოდა; დედამთილი და მუ-
ლები მის ქალბატონურ ქცევებზე ზურგს უკან სისინებდნენ. მაგრამ
როდესაც ქმარი გვერდით ჰყავდა, თავს მშვენივრად გრძნობდა და
გარემო და ვითარება არ ადარდებდა.
ზოგჯერ, როდესაც სიყვარულზე ზედაპირული ლაპარაკი თავს
აბეზრებდა, ცდილობდა, ქმრისთვის გული გადაეშალა. ისიც უსმენ-
და, მაგრამ, როგორც ჩანდა, ვერაფერს ხვდებოდა. ეს უკვე გერ-
ტრუდს უკლავდა სურვილს, რომ სულიერად კიდევ უფრო დაახლო-
ვებოდა. ასეთ დროს შიში იპყრობდა. უოლტერს საღამოობით ხან-
დახან მოუსვენრობა აიტანდა ხოლმე და გერტრუდი ხვდებოდა,
რომ მხოლოდ ერთად ყოფნა არ კმაროდა იდეალური სიმშვიდის-

9
დგამი - ოთახის ან ბინის ავეჯის (სკამი, მაგიდა, კარადა და სხვ.) საერთო სახელ-
წოდება.
20
თვის. ქალს უხაროდა, როდესაც ქმარი რამე საქმეს გამოიჩენდა.
ნამდვილი ხელმარჯვე ოსტატი იყო - ყველაფრის შექმნა და შეკეთე-
ბა შეეძლო. ცოლი ეუბნებოდა ხოლმე: - დედაშენის ქარცახი მომ-
წონს ძალიან... პატარა და მოსახერხებელია. - ჩემს სიხარულს მო-
ეწონა? ჰოდა, გაგიკეთებ!
- რა? ის ხომ ფოლადისაა!
- მერე და რა?! ზუსტად იმნაირს თუ არა, მსგავსს მაინც მოვაკვა-
რახჭინებ. გერტრუდს არეულობა და ჩაქუჩის კაკუნი სულ არ ადარ-
დებდა. მთავარი ის იყო, რომ ქმარი ჰყავდა ბედნიერი. მაგრამ მეშ-
ვიდე თვეს, როდესაც ქმარს საკვირაო პიჯაკს უწმენდდა, გულის ჯი-
ბიდან ფურცლების შარიშური მოესმა. ცნობისმოყვარეობამ სძლია,
ქაღალდები ამოიღო და გაშალა. უოლტერს სერთუკი, რომელიც
ქორწილის დღეს ეცვა, იშვიათად ახსენდებოდა და დიდად არც გერ-
ტრუდი ინტერესდებოდა ქაღალდებით. ჯერ კიდევ გადაუხდელი
ქვითრები აღმოჩნდა სქორწილოდ ნაყიდი დგამისა.
- ნახე, - უთხრა ცოლმა ერთ საღამოს, როდესაც კაცმა წყალი გა-
დაივლო და ვახშამს მიუჯდა, - შენი სერთუკის ჯიბეში ვიპოვე. აქამდე
ანგარიშების ამბავი ვერ მოაგვარე? - ვერა. საშუალება არ მომცე-
მია.
- რომ მითხარი, ყველაფერი გადახდილიაო? ჯობდა, შაბათს ნო-
ტინგემში მე წავსულიყავი და ამ საქმისთვის მიმეხედა. არ მსიამოვ-
ნებს სხვის სკამებზე ჯდომა და გადაუხდელ მაგიდაზე საჭმლის დაწ-
ყობა.
უოლტერმა წაუყრუა.
- ხომ შეგიძლია, შენი საბანკო წიგნაკი მომცე?
- შემიძლია, მაგრამ რა ხეირი?
- მეგონა... - დაიწყო მან. კაცს ნათქვამი ჰქონდა, ბანკში მსხვილი
დანაზოგი მაქვსო. მაგრამ გერტრუდი მიხვდა, რომ კითხვების დას-
21
მას აზრი აღარ ჰქონდა. თითქოს გაქვავდა გამწარებისა და აღელვე-
ბისგან. მეორე დღეს დედამთილის სანახავად წავიდა.
- თქვენ არ უყიდეთ ავეჯი უოლტერს? - ჰკითხა.
- კი, ვუყიდე, - ღვარძლიანად გამოსცრა მოხუცმა ქალმა.
- რამდენი მოგცათ, რომ გადაგეხადათ? დედამთილი ძალიან
გაწყრა ამ კითხვაზე. - ოთხმოცი გირვანქა სტერლინგი, თუ ასე გინ-
და, რომ იცოდე, - გამოსცრა კბილებში. - ოთხმოცი გირვანქა სტერ-
ლინგი! მაგრამ ქვითარზე წერია, რომ ორმოცდაორი გირვანქა
სტერლინგია კიდევ გადასახდელი!
- ეგ რა ჩემი ბრალია.
- კი მაგრამ, დანარჩენი თანხა სად წავიდა?
- კარგად რომ ჩაგეხედათ ქაღალდებში, მაგასაც გაიგებდით! ათი
გირვანქა სტერლინგი ჩემი მართებდა, ექვსი გირვანქა სტერლინგი
ქორწილი აქ დაჯდა.
- ექვსი გირვანქა სტერლინგი?! - გაოცდა გერტრუდ მორელი. მას
მერე, რაც მამამისმა ასე გაჭირვებით გადაუხადა ქორწილი, რაღა
საჭირო იყო სასმელ-საჭმელზე დამატებითი ექვსი გირვანქა სტერ-
ლინგის განიავება უოლტერის მშობლების სახლში? - და რამდენი
ჩადო თავის სახლებში? - იკითხა რძალმა.
- თავის სახლებშიო? რომელ სახლებში?
გერტრუდს ტუჩები გაუფითრდა. ქმარს ნათქვამი ჰქონდა, ის სახ-
ლი, რომელშიც ვცხოვრობთ და გვერდითა სახლიც, მე მეკუთვნისო.
- მეგონა, ის სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ... - დაიწყო მან. - ეგ
სახლები ჩემია! - მოუჭრა დედამთილმა, - თან ორივე დაგირავებუ-
ლია. რაც შემიძლია ვაკეთებ, გირაოს ვიხდი. ფერწასული გერტრუ-
დი გაჩუმდა. ახლა მამამისს დაემსგავსა.
- გამოდის, ბინის ქირას თქვენ უნდა გიხდიდეთ, - ცივად თქვა მან.
- უოლტერი მიხდის, - მიუგო დედამთილმა.
22
- რამდენია ქირა? - ჰკითხა გერტრუდმა.
- სამოცდაექვსი კვირაში, - ისევ გამოსცრა კბილებში ქალმა. ეს
სახლი ამდენი სულ არ ღირდა. გერტრუდმა თავი ასწია და თვალი
თვალში გაუყარა. - გაგიმართლა, - უკბინა დედამთილმა, - ქმარი
მთელ გადასახადებზე ზრუნავს, შენ კი ზიხარ ხელდაკრეფილი.
რძალს ხმა არ ამოუღია.
ქმარს ძალიან ცოტა უთხრა ნაუბრიდან, მაგრამ მის მიმართ და-
მოკიდებულება შეეცვალა. ქალის ამაყ, ქედმაღალ სულში რაღაც
ისე გაკრისტალდა, რომ ქვასავით გამაგრდა. როდესაც ოქტომბერი
დადგა, გერტრუდი მხოლოდ შობაზე ფიქრობდა. ორი წლის წინ ხომ
სწორედ შობის დღესასწაულზე გაიცნო უოლტერი. ამ შობას ბავშვი
უნდა გაეჩინა. - თქვენ არ ცეკვავთ, ხომ, მისის? - ჰკითხა კარის მე-
ზობელმა ოქტომბერში, როდესაც სასტუმრო „აგურსა და კრამიტში“
საცეკვაო წრის გახსნაზე საუბარი იყო გაჩაღებული. - არა... ყველაზე
ნაკლებად ცეკვა მაღელვებს ამ ცხოვრებაში, - მიუგო მისის მორელ-
მა. - საოცარია! არადა როგორი კაცის ცოლი გქვიათ. თქვენი ბატო-
ნი ცნობილი მოცეკვავეა! - ცნობილი თუ იყო, არ ვიცოდი, - გაეცინა
მისის მორელს.
- ჰო, ასეა! კლუბ „მაღაროელთა გერბში“ მთელი ხუთი წელი სა-
ცეკვაო კლასს ხელმძღვანელობდა. - მართლა?
- დიახ, - უტიფრული ინტონაციით წარმოთქვა მეორე ქალმა, -
სამშაბათობით, ხუთშაბათობითა და შაბათობით დარბაზში ნემსს
ვერ ჩააგდებდი. ყველას იქით მიუწევდა გული. ასეთი საუბრები მი-
სის მორელს გუნებას უფუჭებდა, თან, უკვე ბლომად ჰქონდა მოსმე-
ნილი. თავიდან მეზობლის ქალები არ ინდობდნენ, ცდილობდნენ,
გაეკენწლათ, წაეკბინათ, მიუხედავად იმისა, რომ არავის არაფერს
უშავებდა. მაგრამ ყველასგან განსხვავდებოდა. ყველას აღემატე-
ბოდა.
23
უოლტერი კი ამასობაში სულ უფრო და უფრო გვიან ბრუნდებოდა
სახლში. - ძალიან გვიანობამდე მუშაობენ, არა? - ჰკითხა მრეცხავ
ქალს გერტრუდმა. - მგონი, ისევ იმ დრომდე მუშაობენ, როგორც
უწინ. მაგრამ ერთი პინტა რომ არ გადაუშვან ხახაში, ისე ვერ იქნება,
ჰოდა, ჩერდებიან „ელენის დუქანში“ და საუბარში გაჰყავთ დრო.
სახლში კი სადილი უცივდებათ, მაგრამ ახია მაგათზე! - ჰო, მაგრამ
მისტერ მორელი არ სვამს.
ქალმა სარეცხი დაყარა და მისის მორელს შეხედა, მერე ისევ საქ-
მეს მიუბრუნდა, აღარაფერი უთქვამს.
როდესაც ბიჭი შეეძინა, გერტრუდი ძლიერ ავად გახდა. ქმარი
კარგად ექცეოდა, რასაც ჰქვია, ზედ დაჰფოფინებდა. მაგრამ ქალი
თავს ეულად გრძნობდა, თავისიანებისგან კილომეტრები აშორებ-
და. უკვე ქმრისგანაც გარიყულად გრძნობდა თავს და მისი სიახლო-
ვე ამ შეგრძნებას უორკეცებდა.
ბიჭი პატარა და სუსტი დაიბადა, მაგრამ მალევე მოიკეთა. ლამა-
ზი ბავშვი იყო, გრძელი, მუქი ფერის კულულები და ლურჯი თვალები
ჰქონდა, რომელიც საბოლოოდ ღია ნაცრისფერში გადაუვიდა. დე-
დამ ძალიან შეიყვარა ბიჭუნა. ის ხომ სწორედ იმ დროს მოევლინა
ქვეყანას, როდესაც დედიკო დამსხვრეული იმედის გამო გულგატე-
ხილი იყო და ცხოვრებაზეც ხელი ჰქონდა ჩაქნეული. უმწვავეს მარ-
ტოობას განიცდიდა. ბავშვზე ისე ზრუნავდა, რომ ქმარმა ეჭვიანობა
დაიწყო. მისის მორელმა საბოლოოდ შეიზიზღა ქმარი. გული და სუ-
ლი ბავშვისკენ მიმართა, ქმარს კი ზურგი აქცია. კაცმაც აიყარა გუ-
ლი ცოლზე; სახლისკენ გახედვაც აღარ უნდოდა. ხელიდან სულ წა-
ვიდაო, გულში გაიფიქრა გერტრუდმა. უოლტერი ძალზე მგრძნო-
ბიარე იყო და თავისი გრძნობებიც არასდროს დაუმალავს. ცოლ-
ქმარს შორის ბრძოლა გაჩაღდა - სასტიკი, სისხლიანი ბრძოლა,
რომელიც ერთ-ერთის სიკვდილით უნდა დამთავრებულიყო. გერ-
24
ტრუდი იბრძოდა, რომ კაცს პასუხისმგებლობა ეგრძნო და ოჯახის
უფროსის მოვალეობა შეესრულებინა. მაგრამ კაცისთვის სულ სხვა
ბუნება მიემადლებინა გამჩენს. აზიზსა და მგრძნობიარეს უჭირდა
ცოლის ძალისხმევის გათავისება, რომ უფრო ზნეობრივი, რელი-
გიური გამხდარიყო. ქალი ცდილობდა, ფაქტების წინაშე დაეყენები-
ნა. მაგრამ უოლტერის გონება ამდენს ვერ უძლებდა და ცხარდებო-
და. ბიჭუნა ჯერ კიდევ ჩვილი იყო, მამამისს რომ საშინლად გაუფუჭ-
და ხასიათი და მისი ნდობაც კი აღარ შეიძლებოდა. კმაროდა, ბავ-
შვი აჭუჭყუნებულიყო, რომ უოლტერი ლანძღვა-გინებას უწყებდა და
ზოგჯერ წამოთაქებაზეც არ ამბობდა უარს. ასეთ დროს მისის მო-
რელს ქმარი ჭირის დღესავით სძულდა. როგორც კი უოლტერი შინ
დაბრუნდებოდა, ცოლი მის მიმართ გესლიან სიტყვას არ იშურებდა.
გაუცხოებამ ის მოიტანა, რომ უოლტერი უკვე ცოლსაც აყენებდა შე-
ურაცხყოფას, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, რასაც
მანამდე არასოდეს იზამდა. უილიამი უკვე წლის იყო და დედას ეამა-
ყებოდა, ასეთი მშვენიერი ბავშვი რომ ჰყავდა. მართალია, თვითონ
ხელმოკლედ იყო, მაგრამ დები ყურადღებას არ აკლებდნენ და ბი-
ჭუნაც ყოველთვის კარგად ჩაცმული დაჰყავდა. სირაქლემის ბუმბუ-
ლით მორთულ თეთრ ქუდსა და თეთრ პალტოში გამოწყობილი,
ხშირკულულა ბიჭუნა დედის გულის ერთადერთ გამხარებლად იქ-
ცა. ერთ კვირა დილას მისის მორელი ჯერ კიდევ იწვა, ქვედა სართუ-
ლიდან მამა-შვილის ჟღურტული რომ შემოესმა. ჩასთვლიმა. რო-
დესაც გაიღვიძა და ქვევით ჩავიდა, ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და
ოთახში ცხელოდა. მაგიდაზე საუზმე, მართალია, უდიერად, მაგრამ
მაინც გაეწყოთ, თავად ოჯახის უფროსი კი სავარძელში ბუხართან
მოკალათებულიყო. მორიდებული გამომეტყველება ჰქონდა. ბავ-
შვი მუხლებს შორის ჩაეყენებინა. ბატკანივით გაკრეჭილმა უილიამ-
მა დედას გახედა. ბუხრის წინ დაგებულ ნოხზე გაზეთი იყო გაშლი-
25
ლი და ზედ ბღუჯად ეყარა კულული, რომელიც ცეცხლის ალის სი-
ნათლეზე სპილენძისფრად ბზინავდა. მისის მორელს მეტყველების
უნარი წაერთვა. ეს ხომ მისი პირმშო იყო. ქალი გაფითრდა. - აბა,
როგორი ბიჭი დადგა? - უხერხულად გაუცინა ქმარმა.
ქალმა ორივე მუშტი მოუღერა და ქმრისკენ წავიდა, მისტერ მო-
რელი სავარძელს მიეკრა. - ჩემი ხელით უნდა მოგკლა! - იკივლა
გერტრუდმა. გაბრაზებამ კინაღამ გაგუდა. მუშტები არ დაუშვია.
- აბა, ქალივით უნდა ატარო? - მორელს ხმაში შიში შეერია და თა-
ვი გადახარა, რომ ალის სინათლისგან დაეცვა. სასაცილოდ აღარ
ჰქონდა საქმე. დედამ უმოწყალოდ შეკრეჭილ შვილს თავზე დახედა,
ხელები თმაზე ჩამოუსვა და მოეფერა. - ჩემო პატარავ! - ენა დაება,
ტუჩები აუკანკალდა, სახე მოეღუშა. ბიჭუნა აიყვანა, მიიხუტა და ბავ-
შვის მკერდში თავჩარგული აქვითინდა. არადა, ეს ის ქალი იყო,
რომელიც არასოდეს ტიროდა. როგორც კაცისთვისაა ტირილი უც-
ხო, ისე მისი ტიპის ქალისთვის. ახლა კი მოთქმით ტიროდა.
მორელმა თითები ერთმანეთში გაუყარა, ხელები მუხლებზე შე-
მოიხვია და ასე იჯდა მანამ, სანამ სახსრები არ გაუთეთრდა. გაოგ-
ნებული ბუხართან იჯდა და ცეცხლს მიშტერებოდა. ცდილობდა, ხმა-
მაღლა არ ესუნთქა. ქალი ქვითინს მორჩა, მერე ბავშვიც დაამშვიდა
და სასაუზმოდ გაწყობილი მაგიდაც აალაგა. კულულებით გავსებუ-
ლი გაზეთისთვის კი, რომელიც ბუხრის წინ, ნოხზე, იდო, ხელი არ
უხლია. ბოლოს ისევ ქმარმა აიღო გაზეთი და ბუხარში ღრმად შეაგ-
დო. ცოლი თავის საქმეს ხმაამოუღებლად შეუდგა. მორელი დაით-
რგუნა. მთელი დღე სახლში ადგილს ვერ პოულობდა და ნორმალუ-
რად ლუკმა არ გადასვლია პირში. გერტრუდი აუღელვებლად სცემ-
და ხმას და არც ჩადენილის გამო უსაყვედურია. მაგრამ უოლტერი
ხვდებოდა, რომ რაღაც საბოლოო მომხდარიყო მათ შორის.

26
ბოლოს გერტრუდმა თქვა, სულელურად მოვიქეცი, რადგან ბი-
ჭია და ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევდა თმის შეჭრაო. ქმარსაც კი
უთხრა, როდესაც დალაქობანას თამაში მოგინდება, მაშინ გაკრი-
ჭეო, მაგრამ ქალმაც იცოდა და კაცმაც, რომ ამის შემდეგ გერტრუდ-
ში რაღაც სამუდამოდ შეიცვალა. ეს ტკივილი ქალს სიკვდილამდე
ახსოვდა, როგორც უდიდესი სულიერი დარტყმა.
მამაკაცური სიტლანქის ამ გამოვლინებამ ქმრის მიმართ სიყვა-
რულს წყალი საბოლოოდ შეუყენა. ადრე თუ მასთან ბრძოლა
აღელვებდა, ახლა იმაზე დაფიქრდა, ხომ არ ვკარგავო. უკვე გააც-
ნობიერა, რომ სიყვარული გამქრალიყო და ასე ცხოვრებაც ბევრად
უფრო გაუადვილდა. მიუხედავად ამისა, ქმართან ბრძოლა არ შეუწ-
ყვეტია. პურიტანი წინაპრებისგან მიღებულ მაღალზნეობრივ ღირე-
ბულებებს ჯიუტად იცავდა. რელიგიაზე რომ მიდგებოდა საქმე, ლა-
მის ფანატიკურ რწმენას ავლენდა, რადგან ქმარი უყვარდა... ყოველ
შემთხვევაში, ადრე მაინც უყვარდა. კაცი თუ რამეს შესცოდავდა, ქა-
ლი ნამდვილ განსაწმენდელს უწყობდა. საკმარისი იყო, დაელია,
ეცრუა, სილაჩრე გამოევლინა (არცთუ იშვიათად), ეცუღლუტა (ზოგ-
ჯერ), გერტრუდი უმოწყალოდ ამათრახებდა. სამწუხაროდ ერთი-
მეორის საპირისპირო პოლუსებზე იყვნენ. ქალს უკვე აღარაფერი
მოსწონდა კაცის და ისეთი ქმარი სურდა, როგორიც მისი წარმოდ-
გენით სამაგალითო მეუღლე უნდა ყოფილიყო. ამდენად, ქმარი გა-
კეთილშობილების მაგივრად, საერთოდ, განადგურების გზაზე და-
აყენა. თავს იწამებდა, ისახიჩრებდა, იმათრახებდა, მაგრამ თანდა-
ყოლილი ღირსებები არ დაუკარგავს. ამას გარდა, ბავშვებიც ხომ
ჰყავდა.
მორელი სვამდა, მაგრამ სხვა მაღაროელებზე მეტს არა, თანაც,
მხოლოდ ლუდს ეტანებოდა და, მართალია, ეს მის საერთო მდგო-
მარეობაზე აისახებოდა, თუმცა სერიოზულ ზიანს არ აყენებდა. სა-
27
მუშაო კვირის ბოლოს თავის აშვება უყვარდა. პარასკევს, შაბათსა
და კვირას „მაღაროელთა გერბში“ იჯდა, სანამ სამიკიტნოს დახუ-
რავდნენ. ორშაბათსა და სამშაბათს კი ათ საათამდე რჩებოდა. მერე
უხალისოდ დგებოდა და მიდიოდა. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ან
შინ რჩებოდა, ან ერთი საათით საყვარელ დაწესებულებაში შეიხე-
დავდა ხოლმე. თუმცა სასმლის გამო სამსახურს არ აცდენდა. მუხ-
ლჩაუხრელად შრომობდა, მაგრამ ჯამაგირი მაინც არ ჰყოფნიდათ.
ენა უსწრებდა წინ, რაც უფროსობას არ მოსწონდა. სამთო ოსტატის
იქით მისი სიტყვები არ მიდიოდა, მაგრამ ესეც კმაროდა, რომ ხელ-
ფასზე ასახულიყო. ასე იტყოდა ხოლმე პალმერსტონში: - დილით
ათისთავი მოდის და მეუნება, იცი, უოლტერ, ასე არ გამოვა, აბა, ეს
რა დგარებიაო. ვეკითხები, რას მეუნები, რა დგარები-მეთქი. მპასუ-
ხობს, ისეთი უვარგისი დგარებია, რო თაღი ორ დღეში თავზე დაგემ-
ხობაო. მეც ავდექი და ვუთხარი, მაშ, შენ შაეყუდე თავით და გაამაგ-
რე-მეთქი. ისე გადაირია, მაგინა და იწია, არც მე დავაკელ! ბიჭები
კი იდგნენ და იხეოდნენ სიცილითა. მორელისგან ცუდი მსახიობი არ
დადგებოდა, საშუალება რომ მისცემოდა. ათისთავს წრიპინა ლაპა-
რაკიც კი გააჯავრა და მასავით სცადა, ვითომ სუფთა ინგლისურით
ელაპარაკა: - ამას არ მოგითმენო, მაჯახა. საქმისა შენ უფრო გაგე-
გება თუ მეო?! არც ვაციე, არც ვაცხელე და მოკლედ მოვუჭერ: რა
ჩემი ფეხები გაგეგება, ალფრედ, ლოგინიდან ლოგინში ხტუნაობის
მეტი-მეთქი.
მორელი თანამესუფრეებთან ამგვარი საუბრებით იქცევდა ხოლ-
მე თავს. ზოგიერთი რამ სიმართლე იყო. სამთო ოსტატი განათლე-
ბული კაცი არ ყოფილა. მორელთან ერთად გაიზარდა და მიუხედა-
ვად იმისა, რომ ერთმანეთი თვალში არ მოსდიოდათ, მაინც შეჩვეუ-
ლები იყვნენ ერთიმეორის ქილიკს. მაგრამ ალფრედ ჩარლზუორთი
მორელს სალუდეში ენის წაგდებას ვერ პატიობდა. მართალია,
28
უოლტერი კარგი მაღაროელი იყო და ახალდაქორწინებული კვირა-
ში ზოგჯერ ხუთ გირვანქა სტერლინგსაც კი შოულობდა, მაგრამ ბო-
ლო ხანებში ისეთ სანგრევებში აყენებდნენ, სადაც ნახშირი გამაგ-
რებულ და თხელ ფენებად იყო, ამიტომ მისი მოპოვება რთულდებო-
და და სარგებელსაც ვერ ნახავდა კაცი.
ამას გარდა, ზაფხულობით მაღაროში თითქმის ყველაფერი ჩერ-
დება. არცთუ იშვიათი სანახავია, რომ დილის ათ, თერთმეტ ან, დი-
დი-დიდი, თორმეტ საათზე მაღაროელები შინ ჯგუფებად ბრუნდები-
ან. არც ცარიელი ვაგონეტები ჩანს გვირაბთან. ბორცვებზე შეფენი-
ლი დიასახლისები, საბუხრე ხალიჩებს ღობეზე რომ ფერთხავენ,
ველს გადასცქერიან, რამდენვაგონიან შემადგენლობას მიათრევს
ლოკომოტივიო. სკოლიდან სასადილოდ დაბრუნებული ბავშვები
კი გზაზე ჩერდებიან, დგარს გასცქერიან და თუ ბორბალი არ ტრია-
ლებს, ამბობენ: - მინტონი დაბრედილა. მამიკო სახლში იქნება.
ასეთ დროს ყველა იღრუბლება, რადგან მაღაროს გაჩერება კვი-
რის ბოლოს ჯამაგირზე აისახება. მორელს ცოლისთვის კვირაში ოც-
დაათი შილინგი ჰქონდა გათვლილი, რათა ქალს ქირაც გადაეხადა,
ტანსაცმელიც ეყიდა, კლუბის საწევროც შეეტანა, დაზღვევის საფა-
სურიც დაეფარა და ექიმის ფულიც ჰქონოდა. შიგადაშიგ, გულუხვო-
ბა რომ მოუნდებოდა, ხუთ შილინგიანსაც უმატებდა, თუმცა ეს
ბევრს არაფერს ცვლიდა ოჯახის ბიუჯეტში, რადგან ზოგჯერ ცოლ-
შვილისთვის ოცდახუთ შილინგს იმეტებდა და ამით მხოლოდ და-
ნაკლისი ნაზღაურდებოდა. ზამთარში, თუკი კარგი სანგრევიც შეხ-
ვდებოდა მაღაროელს, კვირაში ორმოცდაათი - ორმოცდათხუთმე-
ტიც კი - შეეძლო, გამოემუშავებინა. ეს უკვე ბედნიერებად მიიჩნე-
ოდა. პარასკევ, შაბათ და კვირა საღამოს თავს უფლებას აძლევდა

29
და მთელ სოვერენს10 მეფურ გართობას ახარჯავდა. ასეთი ფლან-
გვისას ბავშვები ნაკლებად ახსოვდა და პენისაც კი ვერ იმეტებდა,
ყველაზე მეტი, ერთი გირვანქა ვაშლი მიეტანა. ყველაფერს სას-
მელში ფლანგავდა. თუმცა გაჭირვების ჟამს ჭკუა ჰყოფნიდა საიმი-
სოდ, რომ ნაკლები დაელია. ასეთ დროს მისის მორელი ამბობდა
ხოლმე:
- ზოგი ჭირი მარგებელია, როცა არა აქვს, არც ხარჯავს და მეც
მშვიდად ვარ. თუკი ორმოც შილინგს გამოიმუშავებდა, ათს აუცი-
ლებლად თვითონ იჯიბავდა; ოცდათხუთმეტიდან - ხუთს; ოცდა-
თორმეტიდან ოთხს იკმარებდა; ოცდაათიდან კი - სამს. ოცდაოთხი
შილინგი თუ ჰქონდა გამომუშავებული, ორი აუცილებლად უნდა
აეღო, ხოლო თუ ოცზე მეტი არ ექნებოდა, პენნახევარს მაინც და-
იტოვებდა. ყოფილა, რომ თვრამეტზე მეტი ვერ გამოუმუშავებია, რა
დროსაც მხოლოდ შილინგს სჯერდებოდა, თექვსმეტი შილინგიდან
კი - ექვს პენს. პენიანიც არასდროს დაუზოგავს და არც ცოლისთვის
მიუცია ოდესმე იმდენი, რომ ქალს შავი დღისთვის გადაედო, თუნ-
დაც მცირედი. პირიქით, გერტრუდი რამდენჯერმე იძულებული გახ-
და, ქმრის ვალი გადაეხადა. არა, სასმლის ფულს ქალს ვინ მოს-
თხოვდა, მხოლოდ მაშინ გადაახდევინეს, როდესაც ვაჟბატონს თავ-
ში წამოუარა და იადონი შეიძინა ნისიად, მეორეჯერ კი - უცნაური
ფორმის ხელჯოხმა მოსტაცა თვალი და თავს უარი ვერ უთხრა. ისიც
- ნისიად.
ბაზრობის დროს მორელი ცოტას შოულობდა და გერტრუდს
წელზე ფეხის დადგმა უწევდა, რომ სამშობიაროდ ორიოდე შილინ-
გი გადაედო. ქალს ასეთი მდგომარეობა ამწუხრებდა და სულ იმას
დარდობდა, მე კატორღელივით ვწვალობ, ის ფულს ფლანგავსო.

10
სოვერენი - ერთი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ძველებური ინგლისუ-
რი ოქროს ფული.
30
ზეიმი ორ დღეს გაგრძელდა. სამშაბათს მორელი უთენია ადგა.
კარგ ხასიათზე ჩანდა. ექვსიც არ იქნებოდა, სტვენა-სტვენით რომ
დაეშვა კიბეზე. კარგი სმენა ჰქონდა და ზუსტად გამოჰყავდა მელო-
დია. ჰიმნების სტვენა უყვარდა ძალიან. ბავშვობაში საეკლესიო
გუნდშიც კი გალობდა, იმდენად ლამაზი ხმა ჰქონდა; საუთუელის
საკათედრო ტაძარში კი სოლოპარტიებს ანდობდნენ. მის მონაცე-
მებს, სხვა თუ არაფერი, დილის სტვენა მაინც გასცემდა. გერტრუდი
იწვა და ესმოდა, როგორ ჩხირკედელაობდა კაცი ეზოში, ხერხავდა,
ჩაქუჩს აკაკუნებდა და თან უსტვენდა. ყოველთვის, როცა ასე იწვა
მზიან დილით, ბავშვებს ჯერ კიდევ ეძინათ, ხოლო უოლტერი ეზოში
ან ქვედა სართულზე უსტვენდა, ქალს სულში უჩვეულო სითბო ეღ-
ვრებოდა და თითქოს ბედნიერებასაც კი გრძნობდა.
ცხრა საათზე, როდესაც ფეხშიშველი ბავშვები დივანზე ისხდნენ
და თამაშობდნენ, დედა კი პირს იბანდა, მისტერ მორელმა დურ-
გლობას თავი მიანება და სახელოებაკაპიწებული სახლში შევიდა.
ჟილეტი გადაღეღოდა. ჯერ კიდევ შესახედი მამაკაცი ეთქმოდა. შა-
ვი, ტალღოვანი თმა ჰქონდა და დიდ, შავ ულვაშს ატარებდა. სახე
ისე წამონთებოდა, თითქოს სიფიცხემ შემოუტიაო, თუმცა მხიარულ
გუნებაზე იყო. პირდაპირ პირსაბნისკენ წავიდა. ცოლი უკვე იქ იყო
და პირს იბანდა.
- მანდ რას აკეთებ?! - გაუჯავრდა ხუმრობით, - მიმიშვი, დედაკა-
ცო, დამაბანინე პირი. - ვერ დამაცდი, სანამ მე დავიბან? - ჰკითხა
ცოლმა.
- რო არ დაგაცადო, რა?
ამ მხიარულმა მუქარამ მისის მორელი გაახალისა.
- შეგიძლია, მიბრძანდე და თბილი წყლით სავსე გეჯიდან დაიბა-
ნო პირი. - აჰა! კაი, ეგრე იყოს! შე გათახსირებულო, შენა.

31
ერთხანს ასე უყურა, მერე უკან დაიხია, რომ პირის დაბანაში ხე-
ლი არ შეეშალა ცოლისთვის. როცა უნდოდა, შეეძლო, წინანდებუ-
რად გალანტური ყოფილიყო. შინიდან, ჩვეულებრივ, კაშნეს გარეშე
არ გავიდოდა. ახლა კი ხელ-პირის ენერგიულად ბანას შეუდგა, კანი
გაიხეხა, საპონი ჩამოიბანა, ასეთი სიმკვირცხლე კარგა ხანს არ გა-
მოუვლენია, მერე მარდად გავარდა სამზარეულოში და მოიკუზა,
რომ სარკეში შეეთვალიერებინა თავი. გულმოდგინედ გაიყო შავი
თმა, რაც მისის მორელს აღიზიანებდა. გადაკეცილი საყელო მიიბ-
ნია, ბაფთა გაიკეთა და საკვირაო შავი პიჯაკი მოიცვა. სიმართლე
უნდა ითქვას და, მისი ხიბლი ნაძვის ხესავით მორთვაში კი არა, სა-
კუთარი გარეგნობის ჩვენების უნარში მდგომარეობდა. ათის ნახე-
ვარზე ჯერი პურდი მიადგათ. ჯერის მორელის ძმაკაცად იცნობდნენ,
თუმცა მისის მორელს გულზე არ ეხატებოდა. მაღალი, გამხდარი,
მელიის სახიანი კაცი იყო. შორიდან თუ შეხედავდი, იფიქრებდი,
წამწამები არა აქვსო. თავი ისე ამაყად ეჭირა და, ამავე დროს, ისე
აკანტურებდა, თითქოს კისრის მაგივრად ხის ზამბარა ეკეთა. ცივი
ბუნება და გამჭრიახი გონება ჰქონდა. როცა უნდოდა, ხელგაშლი-
ლი იყო მორელთან და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს
სულს არ დაიშურებდა მისთვის. მისის მორელს სძულდა ეს კაცი. მის
ცოლსაც იცნობდა, რომელიც ჭლექით გარდაიცვალა და რომელსაც
სასიკვდილო სარეცელზე ისე შესძულდა თავისი ქმარი, რომ მის და-
ნახვაზე პირღებინება უტყდებოდა. თუმცა ჯერი ამას აინუნშიც არ აგ-
დებდა. ახლა მისი უფროსი გოგონა თხუთმეტი წლისა თუ იქნებოდა,
სახლსაც უვლიდა და არც უმცროს დედმამიშვილებს აკლებდა
მზრუნველობას. - უსულგულო წუწურაქი! - ამბობდა მისის მორელი.
- ჯერის სიძუნწეზე სად თქმულა, ქალო? - ედავებოდა მორელი, -
მე რასაც ვიცნობ, ხელგაშლილი და ალალი ბიჭია. - ხელგაშლილი
შენთან არის, - არ თმობდა გერტრუდი, - მაგრამ ოჯახში მომუჭული
32
შედის, რომ საწყალმა ბავშვებმა არაფერი სთხოვონ. - საწყლებ-
მაო?! და საიდან მოიტანე, რომ საწყლები არიან, იქნებ მეც მითხრა?
მაგრამ მისის მორელის რისხვის დაცხრობა ასე იოლი არ გახ-
ლდათ, როდესაც საქმე ჯერიზე მიდგებოდა.
როგორც იტყვიან, ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო, ისე
მოულოდნელად დაადგებოდათ ხოლმე თავზე და არც დღევანდელი
დღე აღმოჩნდა გამონაკლისი - მის თხელ კისერს ფარდებს მიღმა
მოჰკრეს თვალი. მისის მორელმა თვალი თვალში გაუყარა. - დილა
მშვიდობისა, მისის! ბატონი შინ არი?
- კი... შინ არის.
ჯერი უკითხავად შევიდა და სამზარეულოს კართან შეჩერდა. რა-
კი არავის უთქვამს, დაჯექიო, ფეხზე მდგომი დარჩა, თუმცა ცივი გა-
მომეტყველებით მიანიშნა, კაცი გინდ ქმარი იყოს, გინდ სტუმარი,
მაინც ქალზე მეტიაო. - მშვენიერი დღეა, - ცალყბად ესროლა მისის
მორელს.
- ჰო.
- გული გარეთ მიუწევს კაცს, შინ რა დააჯენს.
- საით გაგიწევიათ? - ჰკითხა დიასახლისმა.
- ნოტინგემს ვესტუმრებით, - მიუგო სტუმარმა.
- ჰმ!
სტუმარს მასპინძელი მიესალმა. ორივეს სიხარული აღებეჭდა -
ჯერის თავისუფალი, თამამი გამომეტყველება; მორელს კი დაძაბუ-
ლი, რადგან არ სურდა, ძმაკაცის სტუმრობით მოგვრილი სიხარული
ცოლის წინაშე გამოევლინა. თუმცა ფეხსაცმელზე თასმები მარდად
შეიკრა. ნოტინგემამდე მინდორ-მინდორ თხუთმეტიოდე კილომეტ-
რი იქნებოდა. ბოთომსიდან ბორცვზე ასულები დილის ნიავით დატ-
კბნენ. „მთვარესა და ვარსკვლავებში“ კი თითო გადაჰკრეს გამო-
საფხიზლებლად და ოლდ-სპოტისკენ აიღეს გეზი. კიდევ რვა კილო-
33
მეტრი მაინც ჰქონდათ გასავლელი ბულუელამდე, სადაც ერთი კათ-
ხა დიდებული მწარე ლუდი ელოდათ. მაგრამ მინდორზე მთიბავებ-
თან შეჩერდნენ, რომლებსაც კვარტიანი ბოთლი ჰქონდათ სავსე,
ამიტომ როდესაც თვალსაწიერზე ქალაქი გამოჩნდა, მორელს უკვე
თვალები ელულებოდა. ქალაქი ბორცვზე შეფენილიყო და შუადღის
მზეზე ხრჩოლავდა, უზარმაზარი ქარხნების ამოშვერილი საკვამუ-
რები და ნაგებობების შპილები ბიბილოსავით ადგა თავზე. ბოლო
მინდორზე მორელი მუხის ძირში მიწვა და ერთ საათს წაუძინა. რო-
დესაც გამოფხიზლდა და გზის გაგრძელება დააპირა, თავი უცნაუ-
რად იგრძნო. კაცებმა მიდოუსში ჯერის დასთან ისადილეს, მერე კი
პანჩ-ბოულში გაეშურნენ, სადაც ათასგვარი აზარტული თამაშით
შეიძლებოდა თავის შექცევა. მორელს ცხოვრებაში ქაღალდი არ
ეთამაშა, რადგან მიაჩნდა, რომ კარტი ეშმაკის მოგონილი და უწ-
მინდური ძალის მატარებელი იყო. მაგრამ კეგლისა და დომინოს
თამაშში ბადალი არ ჰყავდა. ნიუარკელ კაცს შეეჯიბრა კეგლიში.
ბარში თუკი ვინმე იყო, ყველა ჩაება ამ ორთაბრძოლაში და ზოგმა
მისი მხარე დაიჭირა, ზოგმაც - მოწინააღმდეგის. მორელმა პიჯაკი
გაიხადა. ჯერის კი ფულით სავსე ქუდი ეჭირა. მაგიდებთან მსხდომი
მამაკაცები თვალს ადევნებდნენ. ზოგიერთი ლუდის კათხით ხელში
იდგა. მორელმა ხის დიდი ბურთი ხელში კარგად მოსინჯა და გააგო-
რა, კეგლი ცხრა ფიგურით დაინგრა და ნახევარი კრონიც მის ჯიბეში
წავიდა. შვიდი საათისთვის ძმაკაცებმა უკვე კარგად იშოვეს და
19:30-ზე გამომავალი მატარებლის ბილეთის ყიდვის უფლებაც მის-
ცეს თავს. საღამოს პირზე ბოთომსში ყოფნა აუტანელი იყო. ყველა,
დიდიან-პატარიანად, ქუჩებში გამოსულიყო. თავშიშველა, თეთ-
რწინსაფრიანი ქალები პატარ-პატარა ჯგუფებად იდგნენ ხეივანში
და ჭორაობდნენ. მამაკაცებიც, სასმლისგან რომ ოდნავ ამოესუნ-
თქათ, ჩაცუცქულიყვნენ და ქვეყნის ავ-კარგზე საუბროდნენ. ყველა-
34
ფერს სიძველის სუნი ასდიოდა. პაპანაქებას ფიქლის სახურავები
გაევარვარებინა.
მისის მორელმა გოგონას ხელი მოჰკიდა და ჭალაში, ნაკადულ-
თან ჩაიყვანა. ჭალა სახლიდან ორასიოდი იარდზე თუ იქნებოდა.
წყალი ქვებსა და დამტვრეულ ქოთნებს სწრაფად ურბენდა. დედა-
შვილი ცხვრის გადასაყვან ძველისძველ ხიდზე გაჩერდა და მოაჯირ-
ზე დაეყრდნო, რომ ნაკადულისთვის ეცქირა. ჭალის მეორე მხარეს,
ნაკადულის ყურეში, მისის მორელმა შიშველი ბიჭუნების ფიგურებს
მოჰკრა თვალი, ყვითელ წყალში რომ ყურყუმელაობდნენ და ერთი
შეხედვით უძრავ, მუქი ფერის ჭალას სიცოცხლეს ჰმატებდნენ. იცო-
და, რომ უილიამიც ყურეში იქნებოდა. გერტრუდს სულ ეშინოდა,
ბავშვი არ დამეხრჩოსო. ენიმ მაღალ ცოცხალ ღობესთან დაიწყო
თამაში, შავი მურყნის გირჩებს იღებდა და იძახდა, მოცხარიაო.
ბავშვს თვალს ვერ მოაცილებდა დედა, თან უკვე ბუზებიც აწუხებ-
დნენ.
ბავშვები შვიდზე დააძინა და ცოტა ხნით საკერავს მიუჯდა.
როდესაც უოლტერ მორელი და ჯერი ბესტვუდში დაბრუნდნენ,
ორივენი გამხიარულდნენ; რკინიგზით მგზავრობა აღარ ელოდათ
და ამ დიდებული დღის დასრულებაც დიდებულადვე შეიძლებოდა.
„ნელსონის“ სასადილოში დაბრუნებული მოგზაურების კმაყოფილი
სახეებით შევიდნენ.
მეორე დღე სამუშაო იყო, რამაც მამაკაცებს გუნება წაუხდინა.
უმეტესობას ფულიც გათავებოდა. ზოგიერთი უკვე შინ წასვლას და
მეორე დილისთვის მომზადებას აპირებდა. ქუჩაში გამოფენილები
ღიღინ-ღიღინით მიუყვებოდნენ გზას და მისის მორელიც მათი ღი-
ღინის ფონზე შევიდა სახლში. ცხრას გადასცდა, ათსაც, კიდევ გავი-
და დრო, მაგრამ „წყვილი“ არ ჩანდა. სადღაც სახლის პარმაღზე იდ-
გა მთვრალი კაცი და ხმამაღლა მღეროდა: „გაგვიძეხ, კეთილო სი-
35
ნათლევ“ . მისის მორელი მუდამ ღიზიანდებოდა მთვრალების სენ-
ტიმენტალურ სიმღერებზე. - თითქოს „ჟენევიევს“ ვერ დასჯერდებო-
და, - ჩაილაპარაკა თავისთვის. სამზარეულოში მოხარშული ბალა-
ხეულისა და სვიის სურნელი ტრიალებდა. ბუხარში, ნელ ცეცხლზე,
დიდი, შავი ქვაბი თუხთუხებდა. მისის მორელმა წითელი თიხის დი-
დი თასი აიღო, ფსკერი თეთრი შაქრის ფხვნილით მოუფინა და ბუხ-
რიდან ქვაბი გამოიღო, რომ შიგთავსი თასში ჩაესხა. სწორედ ამ
დროს მორელიც შევიდა. „ნელსონში“ მხიარულად იყო, მაგრამ სახ-
ლში ფეხი შედგა თუ არა, დაიძაბა. დაძაბულობა და უგუნებობა მას
მერე დაეწყო, რაც გზაზე მუხის ქვეშ წაუძინა. სახლში მიმავალს კი
სინდისმა დაუწყო ქენჯნა. გააზრებულად არც იცოდა, რაზე ბრაზობ-
და. მაგრამ როდესაც ეზოს კარის გაღება გაუჭირდა, ძლიერად უბიძ-
გა, საკეტი ჩამოატეხა და ისე შევიდა. სწორედ იმ დროს შეაბიჯა, რო-
დესაც მისის მორელი თასში ქვაბიდან მცენარეების ნახარშს ასხამ-
და. ოდნავ შებარბაცდა და მაგიდას დაეჯახა. გავარვარებული სით-
ხით სავსე თასი გაინჯღრა. მისის მორელი ინსტინქტურად უკან გად-
გა. - ყოჩაღ! - იკივლა ქალმა, - ამაზე ფხიზელი არ უნდა დაბრუნდე! -
როგორ არ უნდა დავბრუნდე? - შეუღრინა ქუდჩამოფხატებულმა
ქმარმა. ქალს სისხლმა ტვინში აასხა.
- ახლა არ მითხრა, მთვრალი არ ვარო! - გერტრუდი წამოწით-
ლდა. თასი დადო და შაქარს მოურია ლუდში. კაცმა ორივე ხელით
მაგიდაზე დააბრახუნა და ცოლს გახედა.
- ახლა არ მითხრა, მთვრალი არ ვარო, - გამოაჯავრა ქალს, - შენ-
ნაირი ძუკნის მეტს ვის მოუვიდოდა ეს სიტყვები თავში.
ავი თვალით შეხედა გერტრუდს.
- კაცმა რომ გკითხოს, ფული არა გაქვს, მაგრამ ჩასახეთქად ყო-
ველთვის მოგეძებნება. - ორი შილინგიც კი არ დამიხარჯავს, - თქვა
უოლტერმა.
36
- ორ შილინგად ასე ვერ გამოტყვრებოდი, - გაწყრა ქალი და უცებ
ბრაზმა ისე დარია ხელი, რომ გაცოფდა, - რას, რას იტყვი, ჯერიმ
დამპატიჟაო? იქნებ თავის ობლებს დაახარჯოს ფული, ვიდრე შენ
ამოგივსოს მუცელი!
- ტყუილია, ტყუილი! ხმა გაიკმინე, დედაკაცო!
ორივე ისე გაცხარდა და ისეთი სიტყვებით შეამკო ერთიმეორე,
რომ აღარაფერი გახსენებიათ, გარდა ურთიერთსიძულვილისა.
გერტრუდიც გაცოფდა და უოლტერიც. იქამდე გაგრძელდა ჩხუბი,
სანამ ქმარმა ცოლს მატყუარა არ უწოდა.
- არა, - დაიკივლა ქალმა და აქოშინებული წამოხტა, - შენ მე მატ-
ყუარას როგორ მიწოდებ, როცა თვითონ ისეთი ცრუპენტელა ხარ,
დედამიწაზე რომ არ გაუვლია არავის შენამდე, - ძლივს ამოთქვა
ბოლო სიტყვები.
- მატყუარა ხარ! - გაიმეორა ქმარმა და მაგიდას მუშტი დასცხო, -
მატყუარა ხარ, მატყუარა! გერტრუდმა ორივე ხელი მომუშტა და თა-
ვი შეიმაგრა.
- გული მერევა უკვე ამ სახლში შენ გამო! - გამოსცრა კბილებში.
- ჰოდა, დაახვიე აქედან! ეს ჩემი სახლია! - არ დაუთმო ქმარმა, - სახ-
ლში ფული მე მომაქ, შენ კი არა. სახლი ჩემია და არა შენი. თუ არ
მოგწონს, აუდე აქედან! - სიამოვნებით, - წამოიკივლა ქალმა და
ცრემლი წასკდა, - აქამდე უნდა წავსულიყავი, და წავიდოდი კიდეც,
რომ არა ბავშვები. მანამ უნდა წავსულიყავი, სანამ მხოლოდ ერთი
მყავდა, - გაცოფდა, - გგონია, აქ შენ მაჩერებ? შენ გამო ერთ წუთსაც
არ გავჩერდებოდი! - ჰოდა, მოუსვი მაშინ აქედან! - იღრიალა წყო-
ბილებიდან გამოსულმა უოლტერმა, - მოუსვი! - არა! - თვალი
თვალში გაუყარა, - არა! - უფრო ხმამაღლა დაიყვირა, - შენ გემოზე
არ გაცხოვრებ; შენ ჭკუაზე არ გატარებ. ბავშვები მყავს მისახედი.
გგონია, - გაიცინა, - ამათ შენ მოგანდობ? - გაეთრიე, - ისევ დაუღ-
37
რიალა ქმარმა და მუშტი ასწია. ცოლის სიტყვებმა შეაშინა, - აუდე
აქედან! - დიდი სიამოვნებით ავუდებდი. და ბევრსაც ვიცინებდი, ბა-
ტონო ქმარო, შენგან შორს თუ ვიქნებოდი, - მიახალა პირში.
უოლტერი მუშტებმოღერებული, სახეშეშლილი მიუახლოვდა
ცოლს და ხელები სტაცა. ქალმა შიშით დაიყვირა და სცადა, ხელი-
დან დასხლტომოდა. გონს ოდნავ მოსულმა ცოლს გასასვლელის-
კენ უბიძგა, ხელის კვრით გააგდო კარში და ხმაურით გაუყარა ურ-
დული. მერე სავარძელში ჩაჯდა და ფეხებში თავი ჩაჰკიდა. სისხლი
მოაწვა. ალკოჰოლმა და დაქანცულობამ გააშტერა. აგვისტოს ამ
ღამეს მოწმენდილ ცას მთვარე ანათებდა. მისის მორელი გამწარე-
ბული იდგა, აკანკალებდა და სციოდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ-
ში ხანძარი ენთო. ასე უსასოო ერთხანს კართან შეჩერდა და მთვა-
რის შუქზე აპრიალებულ რევანდის ფოთლებს უყურებდა. მერე
ღრმად ჩაისუნთქა. ბაღისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა. სახსრებში
ამტვრევდა. ბავშვი კი მუცლიდან თავს ახსენებდა. რამდენიმე წამს
გონებას ვერ აკონტროლებდა; მექანიკურად იხსენებდა უკანას-
კნელ სცენას. ყურში სალანძღავი სიტყვები ჩაესმოდა და სულს უწ-
ვავდა. იმდენჯერ გაიხსენა მომხდარი, რომ გულში სამუდამოდ
ამოედაღა სიძულვილი და ტკივილი. ამოსაწვავი უკვე ამოიწვა და
საღი გონებაც დაუბრუნდა. ალბათ, ნახევარი საათი იყო ასეთი დაბ-
ნეული. მერე გააცნობიერა, რომ დაღამებულიყო. შიშით მოავლო
გარემოს თვალი. გვერდითა ბაღში გავიდა და ბოლთის ცემას მოჰ-
ყვა. ბაღს ვიწრო და მოგრძო ფორმა ჰქონდა და ქუჩისგან მაღალი,
ეკლიანი ბუჩქნარით იყო გამოყოფილი. გერტრუდი მოცხარის ბუჩ-
ქთან შეჩერდა. ფეხაჩქარებით გავიდა ბაღში, სადაც უდიდესი სი-
ნათლის ზოლში აღმოჩნდა, სავსე მთვარე სახეში აჭყეტდა და მის
წინ გადაშლილი ბორცვები ისე გაენათებინა, თვალს მოსჭრიდა
ადამიანს. თეთრ სინათლეში გახვეულიყო ის ველიც, სადაც ბოთომ-
38
სი იყო გაშენებული. აქოშინებული, ლამის აქვითინებული, საკუთარ
თავს უმეორებდა: - მომბეზრდა! მომბეზრდა!
რაღაც შეიგრძნო. თავს ძალა დაატანა, გონება დაძაბა, რომ გა-
ეგო, რას გრძნობდა. მაღალ თეთრ შროშანებს მთვარის შუქზე თავი
დაეხარათ, ჰაერი სურნელით გაეჟღინთათ და თითქოს ვიღაცის იქ
ყოფნას ამხელდნენ. მისის მორელს შიშით გული შეუქანდა. ხელი
ყვავილის დიდ, ფერმილეულ ფურცლებს ნაზად შეახო და გააჟრჟო-
ლა. ისეთი განცდა დაეუფლა, რომ მთვარის შუქზე ყვავილები მის-
კენ მიიწევდნენ. ერთ-ერთ თეთრ ჯამს სათუთად შეეხო, ოქროს
მტვერი თითებზე აჰყვა. დაიხარა და ყვავილის მტვერს დაუკვირდა,
მკაფიოდ ვერაფერი გაარჩია. მერე მათი სურნელი ღრმად ჩაისუნ-
თქა. კინაღამ თავბრუ დაეხვა. მისის მორელი ბაღის კარს მიეყ-
რდნო, ქუჩას გახედა და ერთ ხანს ფიქრებში გადაეშვა. თუ იმას არ
ჩავთვლით, რომ უსიამოვნო შეგრძნებასა და ბავშვზე ფიქრისთვის
თავი არ გაუნებებია, გონებით საკმაოდ შორს წავიდა, თითქოს გალ-
ღვა ამ კაშკაშა, თვალისმომჭრელ სინათლეში. მცირე ხნის შემდეგ
მთვარის შუქით გათანგულ მის გონებაში მუცლად მყოფი ბავშვიც
გალღვა, სინათლეს შეერწყა და ეს სახლებიც, ბორცვებიცა და შრო-
შანებიც დავიწყებას მიეცა. როდესაც რეალობის აღქმა დაუბრუნდა,
უკვე დაღლილი იყო და ეძინებოდა. თეთრი ფლოქსების ბუჩქები ბა-
ღის მეორე მხარეს სელის ქსოვილივით გაფენილიყო; ფარვანა ამ
ბუჩქებს ეხეთქებოდა. მწერისთვის თვალის დევნებამ გამოაფხიზ-
ლა. ფლოქსების მძაფრი სურნელის შესუნთქვამ გერტრუდი გაამ-
ხნევა. ბილიკს დაადგა, თეთრი ვარდის ბუჩქთან შეყოვნდა. ტკბილი,
ნაცნობი სურნელი იგრძნო. თეთრ ფურცლებს ხელი შეახო. ნორჩმა
სურნელმა, ცვრიანმა ფურცლებმა და სიცივემ დილა და მზის ამოს-
ვლა გაახსენა. ძალიან უყვარდა ახალი დღის გათენება. მაგრამ ახ-
ლა დაღლილი იყო და ეძინებოდა. ამ იდუმალ ეზოში თავს მიტოვე-
39
ბულად გრძნობდა. ხმა არსაიდან ისმოდა. ბავშვებს ან საერთოდ არ
გაღვიძებოდათ, ან ისევ დაეძინათ. ხუთიოდე კილომეტრის მოშო-
რებით მატარებელმა ჩაიარა გრუხუნით. ამ უცნაურ ღამეს თითქოს
კიდე და განი არ უჩანდა და უსასრულოდ გაეშალა ჭაღარა სუდარა.
ვერცხლისფერ-ნაცრისფერი ნისლიდან ბუნდოვანი და ხრინწიანი
ხმა აღწევდა - შორიახლოს ღალღა უნდა ყოფილიყო, რომლის ყი-
ვილსაც მატარებლის შორეული გრუხუნი და მამაკაცების ყვირილი
ერთვოდა. დამშვიდებულმა გულმა ისევ ხმამაღლა დაუწყო ცემა.
გვერდითა ბაღს ჩაუარა და სახლის უკანა მხარეს გაემართა, მაგრამ
კარი კვლავ შიგნიდან იყო ჩაკეტილი და ძვრა ვერ უყო. ხმადაბლა
მიაკაკუნა, შეიცადა, მერე ისევ მიაკაკუნა. არც ბავშვები უნდა გაეღ-
ვიძებინა, არც - მეზობლები. უოლტერს, ალბათ, ჩაეძინა და იოლად
ვერც გაიღვიძებდა. სახლში მოუნდა შესვლა, გულით მოუნდა. კა-
რის სახელურს ჩაებღაუჭა. სახელური ცივი იყო. ასეთ მდგომარეო-
ბაში ქალი მალე გაცივდებოდა კიდეც! წინსაფარი თავსა და მხრებზე
წამოიფარა და ისევ გვერდითა ბაღისკენ წავიდა, სადაც სამზარეუ-
ლოს ფანჯარა ეგულებოდა. გარე რაფაზე დაეყრდნო და ფარდის
ქვეშიდან ოთახში შეიხედა. მაგიდაზე ქმრის გაშლილი ხელები და
ჩამოდებული შავთმიანი თავი დაინახა. სახე მაგიდაზე ედო და ისე
ეძინა. ქმრის შემხედვარეს ყველაფრის მოყირჭების განცდა დაეუფ-
ლა. ლამპა უნდა ხრჩოლავდესო, სპილენძისფერი ელვარებით მიხ-
ვდა. ფანჯარაზე მიაბრახუნა. მერე უფრო ხმამაღლა სცადა. ლამის
მინა შეამტვრია. ქმარი გონებაში ვერ ჩააგდო. ამაო მცდელობების
შემდეგ ააკანკალა, ნაწილობრივ ცივ ქვაზე დგომის გამო, ნაწილობ-
რივ კი - დაღლილობისგან. ბავშვის მოლოდინით ისედაც გულდამ-
ძიმებული ახლა იმაზე დაფიქრდა, რით გავთბეო. სანახშირე ფარ-
დულს მიაშურა, სადაც წინა დღით ბუხრის ხალიჩა ჩაიტანა მეძველ-
მანისთვის. მხრებზე მოიგდო. გაჭვარტლული კი იყო, მაგრამ დაათ-
40
ბო. მერე ისევ ბილიკს დაადგა; ფანჯარაზე მიაკაკუნა, ვინიცობაა,
გავაღვიძოო. თან, თავს ირწმუნებდა, იმდენად ცუდ პოზაში წევს,
სხვამ თუ არაფერმა, მარტო ამან უნდა გააღვიძოსო. ბოლოს, ერთი
საათი იქნებოდა გასული, ფანჯარაზე ხმადაბლა და გაბმულად მი-
აკაკუნა. როგორც იქნა, ხმამ უოლტერის ყურამდე მიაღწია. როდე-
საც სასოწარკვეთილმა მინას ხელი მოაცილა, დაინახა, როგორ შე-
იშმუშნა მორელი და თავი აიღო. გულისცემამ გონზე მოიყვანა. უკვე
ხმამაღლა დააკაკუნა ფანჯარაზე. კაცი გამოფხიზლდა. ქალმა ქმრის
მომუშტული ხელები და ავადმომზირალი თვალები გაარჩია. ამ კაცს
შიშის ნატამალიც არ ემჩნეოდა. ახლა ოცი მძარცველიც რომ მდგა-
რიყო ფანჯარასთან, დაუფიქრებლად შეერკინებოდა. მრისხანე მზე-
რა ოთახს მოავლო. საბრძოლველად მზად იყო.
- კარი გამიღე, უოლტერ, - ცივად უთხრა ქალმა.
კაცი მოეშვა. ჩადენილი გაიაზრა. თავი ჩაქინდრა, მოიღუშა და
დაიზაფრა. სწრაფად კარისკენ გაიქცა და ურდული გასწია. მერე ზე-
და საკეტს მიადგა. კარი გააღო და ვერცხლისფერ-რუხი ღამე დაუხ-
ვდა, რამაც შეზარა, რადგან მხრჩოლავი ლამპის მოყავისფრო შუ-
ქის შემდეგ ასეთმა სინთალემ თვალი მოსჭრა. უკან დაიხია.
როდესაც მისის მორელი ოთახში შევიდა, ქმარს თვალი მოჰკრა,
კაცი კიბისკენ გარბოდა. სიჩქარეში საღილეებამოძონძილი გადა-
საკეცი საყელო მოეგლიჯა და ძირს დაეგდო. ამის დანახვაზე ქალი
გაბრაზდა. გერტრუდი გათბა და დამშვიდდა. დაღლილობამ ყველა-
ფერი დაავიწყა, ჩვეულ საქმიანობას შეუდგა. რაც მისახედი ჰქონდა,
ხელი მიჰყო და ნელ-ნელა ყველაფერი მოაწესრიგა: ქმარს საუზმე
გაუმზადა ხვალისთვის, მაღაროში სატარებელი ბოთლი გამოურეც-
ხა და შეუვსო, სამუშაო ტანსაცმელი ბუხართან მიუწყო შესათბობად
და ყელიანი ჩექმაც იქვე დადო. ბოლოს სუფთა კაშნე გამოიღო, სა-
უზმის ჩანთა გაამზადა, ორი ვაშლი ცეცხლზე მოატარა, ჩანთაში ჩა-
41
აწყო და დასაძინებლად წავიდა. ქმარს უკვე ღრმად ეძინა. წვრილი
შავი წარბები ჯიუტად აეწია გატანჯულს, ლოყები ჩასცვენოდა, პირ-
ქუში ბაგე კი ისე გაეპო ოდნავ, თითქოს ამბობდა, ფეხებზე მკიდია,
ვინ ხარ და რა ხარ, მაინც იმას ვიზამ, რაც მომეპრიანებაო. მისის
მორელს დაკვირვება არ დასჭირვებია, მძინარე სახის გამომეტყვე-
ლების გასაგებად. სარკესთან გულსაბნევი შეიხსნა და შროშანის
ოქროსფერი მტვრით დასვრილი სახე რომ დაინახა, გაეღიმა. მტვე-
რი ჩამოიწმინდა და დაწვა. გონებაში უსიამოვნო ნაპერწკლები გა-
უღვივდა და ძილი გაუკრთო, თუმცა დაქანცულს მანამდე ჩაეძინა,
სანამ მის ნამთვრალევ ქმარს გაეღვიძებოდა.

42
2. პოლის დაბადება და კიდევ ერთი ბრძოლა

ბოლო ჩხუბის შემდეგ უოლტერ მორელი რამდენიმე დღე შეცბუ-


ნებული და სირცხვილნაჭამი იყო, მაგრამ წინანდებური კადნიერი
გულგრილობა მალევე დაიბრუნა. თუმცა საკუთარი თავის რწმენა
შეერყა. ფიზიკურადაც კი შეიფერთხა, ყურები ჩამოყარა და წინან-
დებური წარმოსადეგობა დაკარგა. უწინდელი სიმტკიცე ვერც ხორ-
ციელად აღიდგინა, ვერც სულიერად, კაცი იფიქრებდა, სიმაყისა და
ზნეობის დაცემამ ფიზიკურადაც დასცაო. მაგრამ როდესაც მიხვდა,
როგორ უჭირდა მის ცოლს საქმის კეთება, სინანულთან ერთად თა-
ნაგრძნობაც მოეძალა და გადაწყვიტა, ხელს წავაშველებო. მაღა-
როდან პირდაპირ შინ ბრუნდებოდა და აღარც საღამოობით გადიო-
და სადმე, მაგრამ პარასკევს ვეღარ მოითმინა, ვეღარ შეძლო სახ-
ლში ჯდომა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მალე, ათის-
კენ, დაბრუნდა და ოდნავ იყო ნასვამი.
საუზმეს მუდამ თვითონ იმზადებდა. რაკი გარიჟრაჟზე დგებოდა
და დროც თავსაყრელად ჰქონდა, სხვა მაღაროელებივით არ იქცე-
ოდა, ექვს საათზე ცოლს არ აგდებდა საწოლიდან, რამე გამიმზა-
დეო. ზოგჯერ ხუთზე, იშვიათად უფრო ადრეც, ეღვიძებოდა და მა-
შინვე დგებოდა. ქვედა სართულზე ჩადიოდა. როდესაც ქალსაც ძი-
ლი უკრთებოდა, იწვა და იცდიდა, როდის ინათებდა, რომ ქმარი სა-
წოლიდან ამდგარიყო. თავს დასვენებულად კი მაშინ გრძნობდა,
როცა მისტერ მორელი შინ არ იყო. ქვედა სართულზე პერანგის ამა-
რა დაეშვა და ბუხართან დადებული სამუშაო შარვლის ჩაცმა დაიწ-
ყო. ბუხარში მთელი ღამე ცეცხლი ენთო , რადგან მისის მორელი
ჩხრეკას არ აკლებდა. დილით პირველი, რაც სამზარეულოდან ის-
მოდა, იყო ცეცხლის საჩხრეკის ცხაურზე მირტყმის ხმა - მორელი
დარჩენილ ნაღვერდალს აღვივებდა, რათა ბუხრის თაროზე შემოდ-
43
გმული, წყლით სავსე ქეთლი აედუღებინა. მისი ფინჯანი, დანა და
ჩანგალი, საკვების გარდა, რაც კი სჭირდებოდა, ყველაფერი მაგი-
დაზე გაფენილ გაზეთზე ეწყო. მერე საუზმეც დაიდგა, ჩაიც აიდუღა,
კართან ფარდაგი მიაჩოჩა, რომ ორპირისგან თავი დაეცვა, დიდი
ცეცხლი გააჩაღა და ერთ საათს ასე, სასიამოვნო გარემოში იჯდა.
ლორი ჩანგლით აიღო და პურის მოზრდილი ნაჭერი ცხიმის წვე-
თებს შეუშვირა, მერე ზედ დაადო და საკეცი დანით მსხვილ ნაჭრე-
ბად დაჭრა, ლამბქაზე ჩაი დაისხა და ბედნიერება იგრძნო. ოჯახში
სადილობა ასეთი სასიამოვნო არასდროს მოსჩვენებია. ჩანგალი
სძულდა; ეს ახალი გამოგონება გლეხობისთვის ჯერ კიდევ უცხოდ
მიაჩნდა. მორელს საკეცი დანა ერჩია. როდესაც ცივ ამინდში მარ-
ტოდმარტოს უწევდა ჭამა, ბუხართან ჯორკოზე ზურგით ჯდებოდა,
საჭმელს ბუხრის ცხაურაზე დებდა, სასმელს კი ბუხრის თავზე და ისე
შეექცეოდა ხოლმე. ზოგჯერ, საღამოობით, გაზეთის კითხვითაც იქ-
ცევდა თავს - როგორც შეეძლო ისე, დამარცვლითა და ძალდატანე-
ბით. დღისითაც კი ფარდები სულ ჩამოფარებული ჰქონდა და სან-
თელი ენთო. ეს მაღაროელის ჩვევა გახლდათ. ექვსს რომ ათი აკ-
ლდა, ადგა, პურის ორი სქელი ნაჭერი ჩამოიჭრა, კარაქი გადაუსვა
და მიტკლის ელვაშესაკრავიან ჩანთაში ჩააწყო. თუნუქის ბოთლში
ჩაი ჩაისხა. მაღაროში ცივი, ურძეო და უშაქრო ჩაი ყველაფერს ერ-
ჩია. მერე პერანგი გაიხადა და მუშაობის დროს გამოსადეგი, მომ-
დგარი მაისური ჩაიცვა - ფლანელის, კისერთან მრგვლად და ღრმად
ამოჭრილი, მოკლე სახელოებით, რომელიც რაღაცით ქალის სამო-
სის კომბინაციასაც ჰგავდა. მერე ზედა სართულზე ავიდა, ცოლის-
თვის ჩაის მისატანად. ფიქრობდა, ავად იქნებაო. - ფინჯანი ჩაი მო-
გიტანე, ტურფავ, - მიმართა ცოლს.
- რად გინდოდა, ხომ იცი, არ მიყვარს ასეთი რაღაცები, - მიუგო
ცოლმა. - დალიე და ისევ ჩაგაძინებს.
44
ქალმა ფინჯანი გამოართვა. მამაკაცს ესიამოვნა, როდესაც გერ-
ტრუდმა ჩაი მოსვა. - თავს დავდებ, შაქარი საერთოდ არ ჩაგიყრია,
- უთხრა ქალმა. - ეჰე... ერთი მსხვილი გოროხი ჩავაგდე, - ნაწყენი
ხმით უპასუხა უოლტერმა. - უცნაურია, - თქვა გერტრუდმა და ისევ
მოსვა.
ქალს სახე ძალიან მომხიბლავი უხდებოდა ხოლმე, როდესაც
თმა გაშლილი ჰქონდა. უოლტერს უყვარდა, როცა ცოლი ებუზღუნე-
ბოდა. კიდევ ერთხელ დახედა სახეზე და გამოუმშვიდობებლად გა-
ვიდა. ორ ნაჭერ კარაქიან პურზე მეტი მაღაროში არასდროს წა-
უღია, ამიტომ ვაშლი ან ფორთოხალი მისთვის ნამდვილი ცხონება
იყო. უყვარდა, როდესაც ცოლი რომელიმეს ჩანთაში ჩაუტენიდა
ხოლმე. კაშნე ყელზე მოიხვია, დიდი, მძიმე ჩექმა ჩაიცვა, ქურთუკი
მოიცვა, რომელსაც იმხელა ჯიბეები ეკერა, რომ თუნუქის ბოთლსაც
იდებდა და ელვაშესაკრავიან ჩანთასაც, და დილის სუფთა ჰაერზე
გავიდა. კარი გაიხურა, არ ჩაუკეტავს, და მინდორს დაადგა. მაღა-
როს კართან რომ მივიდა, კბილებით ეჭირა ცოცხალი ღობიდან გა-
მოცლილი ღერო, რომელიც მაღაროში სჭირდებოდა, რათა პირში
სიმშრალე არ ეგრძნო. ისეთივე კარგ გუნებაზე იყო, როგორც მინ-
დვრის გადაკვეთისას. როცა გერტრუდის მშობიარობის დრო ახ-
ლოვდებოდა, ფეთხუმი ბუნების მიუხედავად, თავი გამოიდო და სამ-
ზარეულოს ლაგებას მიჰყო ხელი: ნაცარი გამოიღო, ბუხარი გაწმინ-
და და სახლი გამოგავა, სანამ ცოლი ლოგინიდან ადგებოდა. მერე,
როდესაც საქმე დაასრულა, თვითკმაყოფილების გრძნობა დაეუფ-
ლა და ამაყად ავიდა საძინებელში. - ისე მიგილაგ-მოგილაგე მთე-
ლი სახლი, ისე რო, თავ ნუღა მოიკლავ, იჯექ და ე შენი წიგნები იკით-
ხე.
გულისწყრომის მიუხედავად, გერტრუდს გულიანად გაეცინა.
- სადილი თავისით მომზადდება? - ჰკითხა ქმარს.
45
- ეჰ, აბა, სადილისა რა გითხრა.
- რომ არ დაგხვედროდა, გეცოდინებოდა.
- ჰოო, აბაა, - ორი სიტყვით შემოიფარგლა და გავიდა.
როდესაც გერტრუდი ქვევით ჩავიდა, სახლი მილაგებული, ოღო-
ნდ ჭუჭყიანი დახვდა. ვერ მოისვენა, სანამ ყველაფერი არ დააწკრი-
ალა. სანაცრე ორმოსთან გავიდა ნაგვის გადასაყრელად. მისის
კირკმა, ჩასაფრებული რომ იყო, იმავე წუთს თავის ორმოსთან მი-
ირბინა და ხის ღობის იქიდან გამოსძახა:
- თქვენსას არ იშლით, არა?
- ჰო, - მობოდიშებით გაეპასუხა მისის მორელი, - ზოგჯერ ხდება
ხოლმე. - ჰოუზისთვის ხომ არ მოგიკრავთ თვალი? - გზის მეორე
მხრიდან მისის ენტონიმ, ჯუჯა ქალმა, მეზობლებს გამოსძახა. ყავის-
ფერი ველვეტის, წელში გამოყვანილი კაბების ჩაცმა უყვარდა შავ-
თმიან ცეროდენას. - არ მომიკრავს, - უპასუხა მისის მორელმა.
- ეჰ, ნეტაი, დროზე მოიდოდეს. იმოდენა სარეცხი დამიგროვდა,
თან მე მგონი, მაგის ზარის წიკწიკ მოვკარ ყური.
- მოიცა! იქნება და ქუჩის ბოლოში გამოჩნდა!
ორივე ქალმა ხეივნის ბოლოსკენ გაიხედა. ბოთომსის ბოლოს
მამაკაცი ძველებურ ორთვალასთან იდგა, კრემისფერ ფუთას დაყ-
რდნობოდა და ქალები აქეთ-იქიდან ხელის ქნევით უხმობდნენ; ზო-
გიერთს ხელში სარეცხის ნაკრაულაც ეჭირა. მისის ენტონისაც კრე-
მისფერი, შეუღებავი გეტრების რამდენიმე წყება გადაეკიდა ხელზე.
- ამ კვირაში ათ ცალ მოვუთავე ხელი, - ამაყად უთხრა მისის მო-
რელს. - ც-ც-ც! - გაიოცა მეორე მეზობელმა, - ვერ გამიგია, დროს
როგორ ნახულობ, ქა? - ეჰ! - ამოიოხრა მისის ენტონიმ, - ადამიანმა
მაინდომოს და დრო გამაინახება. - არ მესმის, როგორ აუდიხართ, -
ჩაერთო მისის მორელი, - ან რამდენს გიხდიან მაგ ყველაში? - თორ-
მეტ ცალში ორ-ნახევარ პენს გამოვდივარ, - მიუგო მისის ენტონიმ.
46
- ოჰ, - თქვა მისის მორელმა, - მირჩევნია, ვიჯდე და ვიშიმშილო,
ვიდრე ოცდაოთხი ცალი გეტრი ორ-ნახევარ პენად ვკერო.
- რა ვიცი, - ჩაილაპარაკა მისის ენტონიმ, - თუ ძაან მაინდომებ,
თავს გაართმევ. ამასობაში ჰოუზიც მოუახლოვდა მოსაუბრეებს ზა-
რის წკარუნით. ქალები ეზოს პირას იდგნენ მხარზე მოგდებული
ბოხჩებით. კაცს ძალიან უყვარდა დიასახლისებთან ოხუნჯობა, მათი
გატყავება და ზოგჯერ დაშინებაც. მისის მორელმა კადნიერი მზე-
რით გაიარა თავისი ეზო. ბოთომსში ასეთი წესი ჰქონდათ, როდესაც
ბუხარში საჩხრეკით უკანა კედელზე მიაკაკუნებდნენ, ხმა მეზობლის
სახლშიც ისმოდა, თან საკმაოდ ხმამაღლა, რადგან სახლის საბუხ-
რე ღიობი მეზობლისას ებჯინებოდა. ამით ქალები სარგებლობდნენ
ხოლმე. ერთ დილასაც მისის კირკი ცომს ზელდა პუდინგისთვის და
კინაღამ გული გაუსკდა, როდესაც მოულოდნელად კაკუნი გაიგონა.
ცომიან-ფქვილიანი ხელებით გარეთ გავარდა და ღობესთან სულ
სირბილით მივიდა.
- თქვენ დააკაკუნეთ, მისის მორელ?
- უკაცრავად შეწუხებისთვის, მისის კირკ.
მისის კირკი ღობეზე გადმოძვრა, მეზობლის სახლის კედელს გა-
უყვა და გერტრუდს მიუახლოვდა. - როგორა ხარ, გენაცვალე? -
ჰკითხა შეშფოთებულმა.
- იქნებ მისის ბაუერი მოგეყვანათ? - სთხოვა მისის მორელმა. მი-
სის კირკი ეზოში გავიდა და თავისი მაღალი, გამჭოლი ხმით დაიძა-
ხა: - ე-გიიი! ე-გიიი!
ეს ხმა ბოთომსის ორივე ბოლოში გაიგონეს. ბოლოს, როგორც
იქნა, ეგიმაც მოირბინა და მისის ბაუერის მოსაყვანად წავიდა. მისის
კირკმა კი პუდინგის მზადებას თავი საერთოდ მიანება და მეზობელ-
თან დარჩა.

47
მისის მორელი ისევ დაწვა. ენი და უილიამი მისის კირკმა ასადი-
ლა. ფაშფაშა და ბაჯბაჯა მისის ბაუერმა, სახლში შევიდა თუ არა,
ოთახს მკაცრი მზერა მოავლო. - ბატონს ცივი ხორცი დაუჭერით სა-
სადილოდ და ვაშლის პუდინგიც გაუმზადეთ, - დაავალა ქალებს მი-
სის მორელმა.
- ამ დღეს პუდინგის გარეშეც იოლას გავა, - მოუჭრა მისის ბაუერ-
მა. მორელი მაღაროდან ამოსვლას არასდროს ჩქარობდა ხოლმე.
ზოგიერთი მაღაროელი ოთხ საათამდეც კი რჩებოდა, სანამ ბოლო
ზარი არ დაირეკებოდა. მორელის ღარიბი სანგრევი ამოსასვლელი
წერტილიდან ორ კილომეტრში იყო და ისიც მანამდე მუშაობდა, სა-
ნამ მისი მეწყვილე არ შეწყვეტდა წერაქვის ქნევას. ამ დღეს რატომ-
ღაც მუშაობას გული ვერ დაუდო. ორ საათზე მწვანე სანთლის შუქზე
საათს დახედა, გვირაბის უსაფრთხო ნაწილში იმყოფებოდა. ნახევა-
რი საათის მერე ისევ შეამოწმა დრო. კლდის იმ ნაწილს აპობდა,
რომელიც მეორე დღის გზაზე ეღობებოდა. ხან ჩაიცუცქებოდა, ხან
მუხლებზე დგებოდა და ერთი ვაი-ვიშით ურტყამდა წერაქვს. - მოვა-
ყომაროთ? - გამოსძახა ათისთავმა ბარკერმა.
- მოვაყომაროთ? არასოდეს! - კბილები გააღრჭიალა მორელმა.
ქანცის გაცლამდე განაგრძო წერაქვის ქნევა. - გულისგამაწვრილე-
ბელი საქმეა, - თქვა ბარკერმა. მაგრამ მორელი იმდენად გაღიზია-
ნებული და ძალაგამოცლილი იყო, რომ პასუხის გაცემის თავიც არ
ჰქონდა. მაინც მთელი ძალით იქნევდა წერაქვს. - გეყოს, უოლტერ,
- უთხრა ბარკერმა, - ხვალ მივხედოთ, თავს კი ნუ მოიკლავ ახლა. -
ხვალ ამ ოხერ კლდეს თითსაც არ მივაკარებ, იზრაელ! - იყვირა მო-
რელმა. - ნუ მიაკარებ, შე კაცო, ვინმე მიხედავს, - უთხრა იზრაელმა.
მორელმა კლდესთან ბრძოლა განაგრძო.
- მორჩა საქმე! - გვერდითა სანგრევიდან დაიძახეს მაღაროელებ-
მა. მორელი ისევ ურტყამდა.
48
- იქნებ გზაში დამეწიო, - წასვლისას სიტყვა დაუგდო ბარკერმა.
როდესაც ეს უკანასკნელი თვალს მოეფარა, გამხეცებული მორელი
მარტო დარჩა. სულ ამაოდ შეალია კლდეს ჯანი, მაინც ვერ აჯობა
გაქვავებულ ქანს. გაოფლიანებული ადგა, სკამს წიხლი ჰკრა, ქურ-
თუკი ჩაიცვა, სანთელი ჩააქრო, ლამპა აიღო და წავიდა. მთავარ გა-
სასვლელში მაღაროელების ლამპები უკვე ძლივსღა ირჩეოდა. ცა-
რიელ სივრცეში ხმები ექოდ ისმოდა. გრძელი და დამღლელი გზა
ჰქონდა გასავლელი.
მაღაროდან ასასვლელთან დაჯდა, სადაც წყლის წვეთები უხვად
მოედინებოდა. ასასვლელის მოლოდინში ბევრი მაღაროელი იდგა
და ხმამაღლა საუბრობდა. მორელი მოკლედ და უხალისოდ იძლეო-
და პასუხებს. - გაწვიმებულა, ცუდია, - თქვა მოხუცმა ჯაილზმა, რო-
მელმაც ზევით მყოფისგან შეიტყო ეს ამბავი.
მორელს გულზე მოეშვა. ლამპების შესანახ განჯინაში ძველი,
საყვარელი ქოლგა ედო. ბოლოს საკიდელაზე შედგა და რამდენიმე
წამში მიწისქვეშეთი დატოვა. ლამპა ჩააბარა და ქოლგა აიღო, რო-
მელიც აუქციონზე შილინგ-ნახევრად ჰქონდა ნაყიდი. წამით შედგა
და მინდვრებს გახედა. რუხი წვიმა მოდიოდა. პლატფორმებზე ქვა-
ნახშირიც სულ დასველებულიყო. წვიმის წყალი ვაგონეტებს გვერ-
დებზე ჩამოსდიოდა და დიდ თეთრ ასოებს - „ქ. უ. ენდ კო“ -ს - რეც-
ხავდა. წვიმის მიუხედავად მაღაროელები მინდორს ერთ გრძელ,
რუხ და დამთრგუნველ რიგად მიუყვებოდნენ. მორელმა ქოლგა
გახსნა და ღია ცის ქვეშ გავიდა - ესიამოვნა ქოლგაზე ახმაურებული
წვეთების მელოდია. ბესტვუდამდე მაღაროელებს, ტალახის, თქეში-
სა და წუმპეების მიუხედავად, ვარდისფერი ტუჩები არ გაუჩერებიათ,
რაღაცაზე გაცხოველებული ინტერესით საუბრობდნენ. მორელიც
მათ მიჰყვებოდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. მთელი გზა წარბი არ გა-
უხსნია. მამაკაცების უმეტესობა „უელსის პრინცსა“ და „ელენში“ შე-
49
ვიდა. უოლტერი უგუნებობამ ცდუნებისგან იხსნა, ამიტომ პარკის
ღობიდან გადმოშვერილი ხშირი ტოტების ქვეშ გზას გაუყვა და ატა-
ლახებულ გრინჰილ-ლეინზე გავიდა.
მისის მორელი საწოლში იწვა და წვიმას უსმენდა, რომელსაც
მინტონიდან მომავალი მაღაროელების ხმაც ერეოდა; მკაფიოდ ეს-
მოდა მინდვრიდან ბაღჩებში შემავალი კუტიკარების ჩხაკუნიც.
- საკუჭნაოს კარს უკან ბალახეულის ლუდია, - თქვა მან, - ბატონს
მოუნდება დალევა, თუ სადმე არ შეიარა.
მაგრამ უოლტერი იგვიანებდა და გერტრუდმაც გადაწყვიტა, რა-
კი წვიმს, შეივლიდა სადმე; ან ბავშვი რაში ადარდებს, ან მეო.
მანამდე, ორივე მშობიარობის შემდეგ, ძალიან დასუსტდა.
- რა მეყოლა? - იკითხა ძალღონეგამოცლილმა.
- ბიჭი.
შვება იგრძნო. იმის გაფიქრებაზე, რომ მამაკაცების დედა იყო,
გული გაუთბა. ბავშვს დახედა. გაკნაჭულს ლურჯი თვალები და ქერა
ღინღლი ჰქონდა. ყველაფრის მიუხედავად, გულში სიყვარულის
გრძნობა ჩაეღვარა. გვერდით მიიწვინა.
გაღიზიანებულმა მორელმა ბაღის ბილიკი გაიარა. ქოლგა დაკე-
ცა და ნიჟარაში ჩააყუდა. მძიმე ჩექმა სამზარეულოში მოისროლა.
სწორედ ამ დროს შიდა კართან მისის ბაუერი გამოჩნდა. - მოკლედ,
- დაიწყო ქალმა, - როგორც ველოდით, საკმაოდ სუსტად არის. ბიჭი
გეყოლათ. მაღაროელმა რაღაც წაიბუტბუტა, კარადაზე ჩანთა და
ცარიელი ბოთლი დააწყო, სამრეცხაოში გავიდა და ქურთუკი ჩამო-
კიდა, მერე ისევ ოთახში გამოჩნდა და დაჯდა. - დასალევი არაფე-
რია? - იკითხა. ქალი საკუჭნაოში გავიდა. საცობის ამოძრობის ხმა
გაისმა. მისის ბაუერმა უკმაყოფილო სახით დაუდგა ლუდით სავსე
კათხა. მორელმა მოსვა, ამოიხვნეშა, ულვაში კაშნეს ბოლოთი შე-
იწმინდა, ისევ დალია, ისევ ამოიხვნეშა და სკამის საზურგეს მიაწვა.
50
ქალს აღარაფერი უთქვამს, მაგიდა გაუწყო და ზედა სართულზე გა-
ეშურა. - ბატონია? - იკითხა მისის მორელმა.
- სუფრა გავუშალე, - მიუგო მისის ბაუერმა.
ოჯახის თავი მაგიდასთან მიჩოჩდა და ხელები დააბჯინა - გაღიზი-
ანდა, რომ მისის ბაუერმა სუფრა არ გადაუფარა და დიდი მათლაფის
მაგივრად საუზმის თეფში დაუდგა წინ. იმწუთას არც ცოლის შეუძ-
ლოდ ყოფნა უღირდა რამედ და არც ის, რომ ვაჟის მამა გახდა. ძა-
ლიან დაღლილი იყო და შიოდა. უნდოდა, ხელებდაყრდნობილი
მჯდარიყო მაგიდასთან და მისის ბაუერის თვალით დანახვაც არ
სურდა. ბუხარში ცეცხლიც ვერ გიზგიზებდა ისე, მას რომ მოსწონე-
ბოდა. სადილობას რომ მორჩა, ოციოდე წუთს კიდევ იჯდა ასე. მერე
ბუხარში შეშა შეუკეთა. ბოლოს იკადრა და პირდაპირ წინდიანი ფე-
ხებით ზედა სართულზე ავიდა. ასეთ განწყობაზე მყოფსა და დაქან-
ცულს ცოლის სახის დანახვა დიდად არ სურდა. თანაც, ჯერ პირიც
არ დაებანა და ოფლის სუნად ყარდა. გატალახიანებული მაისური
ზედ მიხმობოდა. ყელზე ჭუჭყიანი შალის კაშნე ეხვია. საწოლთან მი-
ვიდა.
- აბა, როგორა ხარ? - ჰკითხა ცოლს.
- ყველაფერი კარგად იქნება, - მიუგო ქალმა.
- ჰმ!
აღარ იცოდა, რა ეთქვა. ისეთი დაღლილი იყო, აზროვნება უჭირ-
და და იმის აღქმაც კი ეძნელებოდა, სად იმყოფებოდა. - ბიჭიაო,
მითხრეს, - ძლივს ამოთქვა. გერტრუდმა ზეწარი გადასწია და ბავ-
შვი უჩვენა. - დალოცვილ იყოს! - ჩაიბუტბუტა. ქალს გაეცინა, რად-
გან მამამ შვილი მექანიკურად დალოცა; იმწამს ხომ მამობრივი
გრძნობები არ ჰქონდა. - ახლა წადი, - უთხრა ქმარს.
- წავალ, შემოგევლე, - უპასუხა კაცმა და გაბრუნდა. უოლტერს
მოუნდა, ცოლისთვის ეკოცნა, მაგრამ გამბედაობა არ ეყო. ქალსაც
51
სანახევროდ სურდა, რომ ქმარს ეკოცნა, მაგრამ მინიშნება ვერ გა-
ბედა. უბრალოდ, თავისუფლად ამოისუნთქა, ქმარი ოთახიდან გა-
სული რომ დაიგულა, რადგან კაცს მაღაროს სუნი ასდიოდა. მისის
მორელს ყოველდღე კონგრეგაციული ეკლესიის მღვდელი სტუმ-
რობდა. მისტერ ჰიტონი ახალგაზრდა და ღატაკი იყო. მისი ცოლი
პირველივე მშობიარობას გადაჰყვა, ამიტომ პასტორი სახლში სულ
მარტო ცხოვრობდა. კემბრიჯში ბაკალავრის ხარისხი მიეღო ხე-
ლოვნებაში, თუმცა ძალიან მორცხვი გახლდათ და დიდი მქადაგებ-
ლის სახელითაც ვერ დაიკვეხნიდა. მისის მორელს ძალიან უყვარდა
ეს უპოვარი სასულიერო პირი და მისი ნდობაც დაიმსახურა. მღვდე-
ლი საათობით ელაპარაკებოდა ხოლმე, როდესაც ქალმა მოიკეთა.
ბავშვიც მოუნათლა. ხანდახან, როდესაც მღვდელი ფინჯან ჩაიზეც
შემორჩებოდა, მისის მორელი ცოტა ადრე შლიდა სუფრას და სერ-
ვიზის მწვანეპირიან ფინჯნებს იღებდა სერვანტიდან, თან გულში
ნატრობდა, ნეტავ, ჩემი ქმარი დაიგვიანებდესო. უოლტერს ასეთ
დროს კათხა ლუდის დასალევადაც რომ შეევლო, გერტრუდს გა-
უხარდებოდა კიდეც. ყოველთვის ორი თავი სადილის გაკეთება
უწევდა, რადგან მიაჩნდა, რომ ბავშვებს დღის განმავლობაში მა-
დიანად უნდა ეჭამათ, სამსახურიდან დაბრუნებული მორელი კი ხუთ
საათზე შეექცეოდა თავის წილს. როდესაც მისის მორელი პუდინგის
ცომში კარაქს თქვეფდა ან კარტოფილს თლიდა, ჩვილი ნათლიას,
მისტერ ჰიტონს, ეჭირა და დიასახლისს ქადაგების შინაარსზე ესაუბ-
რებოდა. უჩვეულო და ფანტასტიკური აზრები მოსდიოდა. ქალი კი
ყოველთვის მიწაზე აბრუნებდა. იმ დღეს კანაში გამართული ქორწი-
ლის11 შესახებ მსჯელობდნენ. - წყლის ღვინოდ ქცევა იმას ნიშნავს,
რომ, - ამბობდა მისტერ ჰიტონი, - დაქორწინებულთა ჩვეულებრივი

11
ახალი აღთქმა, იოანეს სახარება, 2:1-11 - გალილეას კანაში გამართულ ქორ-
წილში იესო ქრისტემ წყალი ღვინოდ გადააქცია.
52
ცხოვრება, თუნდაც სისხლი, მანამდე წყალივით უსულო რომ იყო,
სულიერებით აღივსება, ვითარცა ღვინო, რამეთუ ოდეს სიყვარული
ისადგურებს ქალისა და კაცის ურთიერთობაში, ადამიანის მთელი
სულიერი არსი იცვლება და სულიწმიდით ივსება, გარეგნული მხა-
რეც კი უკეთილშობილდება ადამიანს. მისის მორელმა გაიფიქრა:
ამ უბედურმა ახალგაზრდა ცოლი დაკარგა, ამიტომაც მიუმართავს
სიყვარული სულიწმიდისკენო.
პირველ ფინჯან ჩაის უკვე ამთავრებდნენ, როდესაც მაღაროელ-
თა ფეხის ხმა შემოესმათ. - ღმერთო, შენ დაგვიფარე! - უნებურად
აღმოხდა მისის მორელს. მღვდელს სახეზე შიში დაემჩნა. მისტერ
მორელი შემოვიდა. გაცეცხლებული ჩანდა. სასულიერო პირს თავი
დაუკრა. - მოგესალმები, - უთხრა მისტერ ჰიტონს და ეს უკანასკნე-
ლიც ხელის ჩამოსართმევად წამოდგა. - არ ღირს, - თავი გააქნია
მორელმა და ხელები უჩვენა, - აბა, დახედე! ასეთი ხელის ჩამორ-
თმევა ვის უნდა? მთელი დღე ნიჩბითა და წერაქვით მუშაობამ იცის.
მღვდელი დაიბნა, გაწითლდა და დაჯდა. მისის მორელი ადგა და ოხ-
შივარავარდნილი ქვაბი აიღო. მორელმა ქურთუკი გაიხადა, სავარ-
ძელი მაგიდასთან მიაჩოჩა და მძიმედ ჩაჯდა. - დაღლილი ხართ? -
ჰკითხა მღვდელმა.
- დაღლილი? მაშა! - სოფლურ ყაიდაზე მიუგო მორელმა, - ვერც
კი წარმოიდგენთ, როგორი დაღლილი ვარ ახლა.
- ვერა, - დაეთანხმა მღვდელი.
- აბა, ამას უყურეთ, - უთხრა მაღაროელმა და მაისურის სამხრეე-
ბი უჩვენა, - ახლა შემაშრა, მთელი დღე ოფლით მქონდა სველი. აბა,
ხელი მოჰკიდეთ. - ღმერთო! - იკივლა მისის მორელმა, - რად უნდა
მისტერ ჰიტონს შენი ჭუჭყიანი მაისურის შეხება.
სასულიერო პირმა ფრთხილად დაადო ხელი.

53
- არა, ალბათ, არც არაფრად უნდა, - თქვა მორელმა, - მაგრამ
ასეა თუ ისე, ყოველდღე ასეთი ოფლი გამომდის. ჭონჭოხია ხოლმე.
რამე დასალევი არ მოგეპოვება, დედაკაცო, მაღაროდან დაბრუნე-
ბული კაცისთვის?
- ხომ იცი, რომ მთელი ლუდი უკვე დალეული გაქვს, - უთხრა მი-
სის მორელმა და ჩაი დაუსხა. - მერე, ვერსად იშოვი? - ჰკითხა ცოლს
და სტუმარს მიუბრუნდა, - ყელი მტვრითა მაქ სავსე, მაღაროში
ყველგან მტვერია, და შინ დაბრუნებულ კაცს ყელის გასველება
სჭირდება. - დარწმუნებული ვარ, სჭირდება, - თქვა მღვდელმა.
- ვინ მაღირსებს მე უბედურს.
- სახლში წყალი გვაქვს... ჩაიც გვაქვს, - თქვა მისის მორელმა. -
წყალი?! წყლით ყელს ვერ ჩაიწმენდ.
მორელმა ერთი ფინჯანი ჩაი დაისხა, შეუბერა, შავ ულვაშზე მი-
იყუდა და სულმოუთქმელად დალია. ამოიხვნეშა. მერე მეორე ფინ-
ჯანი დაისხა და მაგიდაზე დადგა. - სუფრას დამისვრი! - წამოიძახა
მისის მორელმა და ფინჯანი ლამბაქზე დაუდგა. - ჩემსავით დაღლი-
ლი კაცი რო დაბრუნდება სახლში, სუფრაზე ვეღარ იფიქრებს, - თქვა
მორელმა. - სამწუხაროა! - სარკასტულად გამოსცრა კბილებში გერ-
ტრუდმა. ოთახში ბოსტნეულის, ხორცისა და მაღაროელის სამუშაო
ტანსაცმლის სუნი იდგა. მღვდლისკენ გადაიხარა, ულვაშები აიპრი-
ხა და გამურულ სახეზე ბაგე უფრო წითელი გამოუჩნდა. - მისტერ ჰი-
ტონ, - მიმართა სტუმარს, - კაცი რო მთელ დღეს შავ ორმოში გაატა-
რებს, ქვანახშირის მოსაპოვებლად თხრას არ შეწყვეტს, სათხრელი
კლდე კი ამ კედელზე მყარია... - მაგაზე წუწუნი საჭირო არ არის, -
შეაწყვეტინა მისის მორელმა. ქმარი ამის გამოც სძულდა - როდესაც
სტუმარს მათ სახლში ფეხი შეუცდებოდა, უოლტერი მაშინვე წუწუნს
იწყებდა თანაგრძნობის მოსაპოვებლად. უილიამს კი, რომელიც იჯ-
და და პაწაწინა ძამიკოს არწევდა, მამა პატარა ბიჭის სიძულვილით
54
სძულდა, ცრუ მგრძნობიარობისა და დედამისის მიმართ სულელუ-
რად მოპყრობის გამო. ენის მამა არც არადროს მოსწონდა; სულ თა-
ვის არიდებას ცდილობდა. როდესაც მღვდელი წავიდა, მისის მო-
რელმა სუფრას დახედა.
- სულ გაჭუჭყიანებულა! - ჩაილაპარაკა.
- რაკი შენ აქ მღვდელი გიზის და ჩაის წრუპავს, მე სუფრაზე ხე-
ლიც ვერ უნდა დავდო? - შეუღრინა ქმარმა. ორივენი გაბრაზებულე-
ბი იყვნენ, მაგრამ ქალმა კამათი არ გააგრძელა. ამ დროს ჩვილი
ატირდა. მისის მორელმა ქვაბი ბუხრიდან გამოიღო და ქვაბის ძირი
შემთხვევით ენის თავში მოარტყა. ბავშვი ასლუკუნდა. მორელმა ქა-
ლიშვილს უყვირა. ამ აყალმაყალში უილიამმა ბუხრის პირნაკეთო-
ბაზე მინაწერი შენიშნა და ხმამაღლა ამოიკითხა:
- ღმერთო, დალოცე სახლი ჩუენი!
სწორედ ამ დროს მისის მორელი ნაბოლარას ამშვიდებდა, მაგ-
რამ ზეზე წამოხტა, უფროს ვაჟს მიეჭრა, ალიყური აჭამა და დაუკივ-
ლა:
- შენ სადღა ყოფ ცხვირს?
მერე დაჯდა და სიცილი აუვარდა; იმდენი იცინა, სანამ ცრემლები
არ წამოსცვივდა. უილიამმა იმ ჯორკოს ჰკრა წიხლი, რომელზეც იჯ-
და, მორელმა კი ცოლს დაუღრიალა: - რა გაცინებს?
ერთ საღამოს, პასტორის წასვლისა და ქმრის მორიგი გამოხტო-
მის შემდეგ, გერტრუდმა იფიქრა, ნერვებმა არ მიმტყუნოსო, ამიტომ
ენი და ჩვილი გასასეირნებლად წაიყვანა. მორელმა უილიამს წამო-
არტყა, რასაც ცოლი არასოდეს პატიობდა.
ცხვრების ხიდზე გადავიდა და ჭალის კუთხე კრიკეტის მოედნამ-
დე გადაჭრა. ჭალაც და მინდორიც თითქოს საღამოს სინათლეს
შერწყმოდა და შორს წისქვილებს ეჩურჩულებოდა. შავი მურყნის
ძირას დაჯდა და საღამოს პირისპირ აღმოჩნდა. კრიკეტის გლუვი და
55
მწვანე მოედანი მის წინ ისე გაშლილიყო, თითქოს ბინდის სარეცე-
ლიაო. ბავშვები პავილიონის მოლურჯო ჩეროში თამაშობდნენ.
მაღლა ჭილყვავმა გადაიფრინა და ნატიფად ნაქსოვ ცის ნახჭზე კა-
მარა შეკრა, მერე ოქროსფერ სინათლეში ისარივით დაეშვა, გა-
იფანტა, შავი ფანტელივით ჩხავილ-ჩხავილით აფრიალდა და სა-
ძოვრის გასწვრივ მდგარ ხეებს მიღმა დაინთქა, თითქოს შავმა, ზან-
ტმა მორევმა უყო პირიო. რამდენიმე ჯენტლმენი ვარჯიშობდა და
ჩოგნის დარტყმის ხმაც ისმოდა. მერე მამაკაცების ხმებიც მოახ-
ლოვდა და თეთრებში ჩაცმულმა ერთი-ორმა ფიგურამ მოედანზე
გადაინაცვლა. ბინდდებოდა. მოშორებით ფერმის ერთი ნაწილი
მთიბავებს გაენათებინათ, მეორეს კი ნაცრისფერ-მოლურჯო გადაჰ-
კრავდა. ძნებით დატვირთული პატარა ურიკა მიჭრიალებდა და ყვი-
თელ შუქში ინთქმებოდა.
მზე ჩადიოდა. დარში დერბიშირის ბორცვებს დაისი მეწამულ ფე-
რად ეფინებოდა ხოლმე. მისის მორელი თვალს ადევნებდა, როგორ
მისრიალებდა მზე კრიალა ცაზე და დასავლეთის ნახევარსფეროს
რუჯავდა, თითქოს მთელი მხურვალება ოკეანის მიღმა გადაუსვრია-
ო, თავს ზევით კი მოკრიალებული მტრედისფერი ფონი რჩებოდა.
მთაზე წამიერად მუქ ფოთლებს შორის კენკრა გამოკრთა. ანეულის
კუთხეში რამდენიმე ზვინი გამოჩნდა და გერტრუდს მოეჩვენა, თავს
მიკრავენო. ვინიცობაა, იქნებ მისი ვაჟი იოსები12 გახდეს. აღმოსავ-
ლეთის ცა დასავლეთის ცის მეწამულს ვარდისფრად ირეკლავდა.
ბორცვის ძირას თივის უზარმაზარ ზვინებს, წეღან რომ ვარვარებ-
დნენ, ცივი ფერი დასდებოდათ. მისის მორელისთვის ეს ისეთი მო-
მენტი იყო, როცა წვრილმანი წყენა უკვალოდ ქრებოდა და ბუნების
სილამაზის აღქმაში ხელს აღარაფერი უშლიდა, მეტიც, ასეთ ჟამს

12
იგულისხმება ბიბლიური პერსონაჟი იოსები (ძველი აღთქმა, დაბადება).
56
საკუთარი თავის დანახვაც კი შეეძლო. ზოგჯერ მერცხალი ძალიან
ახლოს ჩაუფრენდა ხოლმე. შიგადაშიგ ენიც მირბოდა დედასთან და
მურყნის გირჩები მიჰქონდა. ჩვილი დედის კალთაში ცქმუტავდა და
სინათლეს ეპოტინებოდა.
მისის მორელმა ბიჭუნას დახედა. ამ ბავშვის ისე ეშინოდა, რო-
გორც მოსალოდნელი კატასტროფის, რადგან ქმარი ჰყავდა ათ-
ვალწუნებული. ახლა კი პაწაწისადმი უცნაური გრძნობა გაუჩნდა. ამ
ბავშვის გამო გული ისე ჰქონდა დამძიმებული, თითქოს ავადმყოფი
ან მახინჯი შესძენოდა. არადა, ბავშვს არაფერი აწუხებდა. კარგად
რომ დაუკვირდა, დაინახა, ჩვილი წარბებს კრავდა და სევდიანი
თვალებით უყურებდა, თითქოს რაღაც მტკივნეულის გაგებას ცდი-
ლობსო. როცა ბავშვის გრძელ წამწამებზე მზერა შეაჩერა, გული და-
უმძიმდა. - ისე იმზირება, თითქოს რაღაც უსიამოვნოზე ფიქრობსო,
- უთხრა ერთხელ მისის კირკმა. უეცრად, როცა მის თვალებს აკვირ-
დებოდა, გულიდან მძიმე გრძნობები გადაეყარა და ძლიერმა წუ-
ხილმა დაისადგურა. ბავშვისკენ დაიხარა და რამდენიმე ცრემლი
გადმოუგორდა, გულიდან წამოსული. ჩვილმა პატარა თითები ას-
წია. - ჩემი კნუტი! - თქვა აცრემლებულმა ქალმა.
იმწამს გულის სიღრმეში იგრძნო, რომ ბავშვის მიმართ თვითო-
ნაც და ქმარიც თანაბრად იყვნენ დამნაშავეები. ბავშვი დედას აჰყუ-
რებდა. დედასავით მოლურჯო, ცისფერი თვალები ჰქონდა, მაგრამ
მზერა დამძიმებოდა, თითქოს მშობლის სულიერი ტკივილის მიზეზს
მიხვდაო. კალთაში მჯდარი პატარა, ჭრელთვალა არსება დედას
თვალის დაუხამხამებლად უცქერდა და გერტრუდს ისეთი განცდა
დაეუფლა, თითქოს ჩვილი მის ფიქრებს ჩასწვდა. ქმარი აღარ უყ-
ვარდა, ამ ბავშვის გაჩენა არ სურდა, მაგრამ აი, უკვე მუხლებზე ესვა
და გულით იყო მასთან დაკავშირებული. არა მხოლოდ გულით, ჭიპ-
ლარიც კი არ გაწყვეტილიყო დედა-შვილს შორის. უეცრად ამ პატა-
57
რა არსების მიმართ უდიდესი სიყვარულის ტალღამ დაუარა. გულში
ჩაიხუტა. უსიყვარულოდ მოავლინა ქვეყანას და აი, ამ ტკივილის
ანაზღაურება მოუნდა. მთელი გულითა და სულით მეყვარება ეს პა-
ტარაო, გადაწყვიტა. ბავშვის სუფთა, დაკვირვებულმა თვალებმა ში-
ში და ტკივილი აგრძნობინა. ნუთუ ყველაფერს ხვდებოდა? ნუთუ
როდესაც მისი გულის ქვეშ იყო, ყველაფერი ესმოდა? ნუთუ ამ მზე-
რით საყვედურობდა? შიშმა და ტკივილმა ძვალ-რბილში დაუარა.
კიდევ ერთხელ გახედა ბორცვს, საითკენაც მზე წითლად ვარვა-
რებდა. უეცრად ბავშვი ასწია. - ნახე! - უთხრა პატარას, - ნახე, ჩემო
პატარავ!
ჩვილი მეწამული, მოციმციმე მზისკენ გაიშვირა და შვება იგ-
რძნო. ბავშვმა პაწია მუშტი ასწია. მერე გერტრუდმა ისევ გულში ჩა-
იხუტა და შერცხვა, რათა ბავშვის იქ დაბრუნების ცდუნება მოეძალა,
საიდანაც იყო მოსული.
„ცოცხალი თუ დარჩება“ , - გაიფიქრა თავისთვის, - „ვინ გამოვა?
რა დადგება მისგან?“ გული აუჩქროლდა.
- პოლს დავარქმევ, - გადაწყვიტა უცებ, თუმცა არ იცოდა, რატომ.
ცოტა ხანში შინ წავიდა. მწვანე ჭალას დიდი ჩრდილი გადაჰფენოდა
და ყველაფერს აბნელებდა. როგორც მოელოდა, ქმარი შინ არ და-
უხვდა. მაგრამ მორელი ათზე დაბრუნდა და იმ დღემ მშვიდად ჩაი-
არა.
უოლტერ მორელი ბოლო ხანებში ძალიან გაღიზიანებული და-
დიოდა. ჩანდა, რომ სამუშაოს დაექანცა. შინ დაბრუნებული ნორმა-
ლურად არავის ელაპარაკებოდა. თუკი ბუხარში ცეცხლის სიმაღლე
არ მოეწონებოდა, ლანძღვა-გინების კორიანტელს აყენებდა; ხან
სადილით იყო უკმაყოფილო, ხან ბავშვებს ეჩხუბებოდა, ხმა გაიკ-
მინდეთო, რითიც ცოლის გაცეცხლებას და შვილების სიძულვილს
იწვევდა.
58
პარასკევს თერთმეტ საათზეც კი არ იყო შინ. ბავშვი ვერ იყო კარ-
გად, მოუსვენრობდა და როგორც კი დააწვენდნენ, ტირილს იწყებ-
და. მისის მორელი, რომელიც მშობიარობის შემდეგ ბოლომდე ვერ
გამოკეთებულიყო, ძალიან დაიღალა და ნერვებს ძლივს თოკავდა.
- ის აბეზარი მაინც მოვიდოდეს დროზე, - თქვა მისის მორელმა. ბო-
ლოს ბავშვი, როგორც იქნა, ჩააძინა ხელში. ისეთი დაღლილი იყო,
აკვანში ჩაწვენის თავიც არ ჰქონდა.
- არაფერს ვეტყვი, რომელზეც უნდა დაბრუნდეს, - ისევ თავის-
თვის თქვა, - არ მინდა მწყობრიდან გამოსვლა. ხმასაც არ გავცემ.
მაგრამ ვიცი, თუ რამე წამოუხუშტურებს, თავს ვერ შევიკავებ, - და-
ასკვნა ბოლოს. როდესაც ქმრის ფეხის ხმა შემოესმა, ისე ამოიოხ-
რა, თითქოს რაღაც აუტანელი გაეგონოს. უოლტერი ცოლის ჯინაზე
გვარიანად მთვრალი დაბრუნდა. როდესაც ოთახში შევიდა, გერ-
ტრუდი ბავშვს დასცქეროდა და განგებ არ ასწია თავი. მაგრამ სის-
ხლმა აასხა, როდესაც კაცი სამზარეულოს კარადას დაეჯახა, ჭურ-
ჭელს სულ ზრიალი დააწყებინა და თავი რომ შეეკავებინა, ემალის
ქვაბის სახელურს მოეჭიდა. ქუდი და პალტო დაკიდა, მერე გამობ-
რუნდა და ცოლს თვალი მიაშტერა. გერტრუდს ისევ ჩვილი ეჭირა. -
ამ სახლში რამე საჭმელი მოიპოვება? - ისეთი კადნიერი ტონით
წარმოთქვა ეს სიტყვები, თითქოს უვარგის მსახურს უსვამს კითხვა-
სო. სიმთვრალეში ზოგჯერ ქალაქურ ყაიდაზე იწყებდა ხოლმე ლა-
პარაკს, რაც გერტრუდს საშინლად აღიზიანებდა. - მშვენივრად იცი,
რაც მოიპოვება ამ სახლში, - იმდენად ცივად უთხრა, თითქოს ხმაში
ზიზღიც კი არ გაურევია. უოლტერი იდგა და წარბშეუხრელად უყუ-
რებდა ცოლს. - მგონი, კითხვა ცივილიზებულად დავსვი და პასუხ-
საც ცივილიზებულს ველოდები, - თქვა გაღიზიანებით.
- ჰოდა, მიიღე უკვე, - ისე უპასუხა ცოლმა, ზედაც არ შეუხედავს.
უოლტერმა ისევ წყენით შეხედა. მერე ბარბაცით წინ წადგა ნაბიჯე-
59
ბი. ცალი ხელით მაგიდას დაეყრდნო, მეორით უჯრა მკვეთრად გა-
მოქაჩა, რომ პურის დასაჭრელად დანა ამოეღო. უჯრა ვერ გამო-
აღო, რადგან გვერდულად გამოსწია. გაცეცხლებული მთელი ძა-
ლით დაეჭიდა და ისეთი სისწრაფით გამოგლიჯა, რომ კოვზები და
დანა-ჩანგლები აგურის იატაკზე გადმოიყარა. ბავშვი ხელში შეუხტა
გერტრუდს. - რას აკეთებ, შე ლოთო, შენა? - გაუწყრა ცოლი.
- ჰოდა, ამოგეღო ეს ოხერი დანა. ამდგარიყავ და ისე მომმსახუ-
რებოდი, როგორც წესიერი ცოლი ემსახურება ქმარს. - მოგმსახუ-
რებოდი? შენ მოგმსახურებოდი? - არ დაუთმო გერტრუდმაც, - მა-
ნამდე იკვნესე! - აი, ჭკუას რომ გასწავლი, მერე ფინია ძაღლივით
დამიწყებ ფეხებში დევნას... - ვერასოდეს, მილორდ13! ქუჩის ძაღლს
უფრო მოვემსახურები.
- რაო? რა თქვი?
უჯრის შესმას ცდილობდა და ცოლის სიტყვებზე უცებ მისკენ შებ-
რუნდა. სახე აელეწა, თვალები ჩაუსისხლიანდა და გამჭოლი, მუქა-
რის მზერით გახედა ქალს. - ფჰ! - ზიზღის დამალვა არ უცდია გერ-
ტრუდს.
უჯრას ისევ დაეჯაჯგურა და წვივში ჩაირტყა; გაცეცხლებულმა მო-
იქნია და ცოლს გაუქანა. უჯრის კუთხე გერტრუდს წარბში მოხვდა
და მერე ბუხარს მიენარცხა. ქალი უკან, სარწეველა სავარძელში
ისე გადაიზნიქა, კინაღამ გადავარდა. ქმრის ამ საქციელმა სულით
ხორცამდე შეძრა. ბავშვი ინსტინქტურად მაგრად მიიკრა გულზე.
რამდენიმე წამი დასჭირდა გონზე მოსასვლელად. ბავშვი აკრუსუნ-
და. გერტრუდს მარცხენა წარბიდან სისხლი წამოუვიდა. უცებ ბავშვს
დახედა და დაინახა, რომ თეთრი შალის პლედზე სისხლის წვეთები
დასცემოდა. მაგრამ, საბედნიეროდ, პატარა უვნებლად გადარჩენი-

13
მილორდი - ინგლისში: არისტოკრატი მამაკაცი, ლორდი.
60
ლიყო. თავი წამოსწია, წონასწორობის შენარჩუნება სცადა და სის-
ხლი თვალში ჩაუვიდა. უოლტერ მორელი ადგილზე გაშეშდა, ცალი
ხელით მაგიდას დაყრდნობოდა და ცარიელი მზერა გახდომოდა.
როდესაც კონტროლი აღიდგინა, ცოლისკენ წავიდა, სავარძელთან
მისული ისე წაბარბაცდა, რომ საზურგეს ჩააფრინდა და კინაღამ
ცოლ-შვილი გადმოყარა. მერე დაიხარა და გაოცებულმა ჰკითხა:
- მოგხვდა?
ისევ ბარბაცებდა, ლამის ბავშვს დასცემოდა. წონასწორობა სულ
დაჰკარგოდა. - გამეცალე, - საღი აზრის შენარჩუნება სცადა გერ-
ტრუდმა.
უოლტერმა დაასლოკინა.
- მოდი... მოდი, დავხედო, - ისევ სლოკინი დაიწყო.
- გამეცალე! - დაუყვირა ცოლმა.
- მაიცა... დავხედავ-მეთქი, გოგო.
სასმლის სუნი ასდიოდა და ხელით ისევ სავარძლის საზურგეს ეყ-
რდნობოდა. - გამეცალე აქედან, - უთხრა და ხელი ჰკრა.
კაცი ისევ ბარბაცებდა და ცოლს დასცქეროდა. გერტრუდმა, ბავ-
შვით ხელში, ძალა მოიკრიბა ასადგომად. ნებისყოფა დაკარგა; ბო-
ლოს ნიჟარასთან მივიდა, რომ ცივი წყლით სისხლი ჩამოებანა.
თავბრუ ეხვეოდა. შეეშინდა, გული არ წამივიდესო და, როგორც კი
სისხლი მოიშორა, ისევ სავარძელს მიაშურა. ერთიანად ცახცახებ-
და. ინსტინქტურად ბავშვი კვლავ ჩაკრული ჰყავდა.
შეწუხებული მორელი ისევ უჯრას მიუბრუნდა და შესვა, მერე კი
მუხლებზე დამდგარი დაფანტული კოვზებისა და დანა-ჩანგლის წა-
მოკრეფას ცდილობდა, თან, ხელები არ ემორჩილებოდა. გერ-
ტრუდს ისევ მოსდიოდა წარბიდან სისხლი. მორელი, როგორც იქნა,
წამოდგა და ყელმოღერებული მიუახლოვდა. - რა გატკინა, საყვა-
რელო? - საცოდავი ხმით ჰკითხა.
61
- მშვენივრად ხედავ, რაც მატკინა, - მიუგო ცოლმა.
უოლტერი დაიხარა, ხელები მუხლებს ზემოთ მოიჭირა, რომ თა-
ვი შეეკავებინა. გახეთქილ წარბს დააკვირდა. გერტრუდმა თავი შე-
ატრიალა, რომ მისი ულვაში არ შეხებოდა. უოლტერს უძალობა და
უიმედობა დაეუფლა, როცა ცოლის ქვასავით უძრავსა და ცივ სახეს
დააცქერდა. შიშით შებრუნდა, როდესაც დაინახა, ღია ჭრილობიდან
გერტრუდს სისხლის წვეთი როგორ ჩამოუგორდა და ბავშვის ფა-
ფუკ, მბზინავ თმას დაეწვეთა. მერე ისევ შეხედა და მორიგ წვეთს
მოჰკრა თვალი, ფაფუკ თმას რომ დაეცა და აბლაბუდაში გაიღვენ-
თა. მესამე წვეთმაც იგივე გზა გაიარა. ასე ბავშვს მთელი თავი და-
უსველდებოდა. უყურებდა ამ სურათს და გაოცებას ვერ ერეოდა, ბო-
ლოს გამძლეობამ უმტყუნა.
- ბავშვს რას ერჩოდი? - ამის მეტი საყვედური არ დასცდენია
ცოლს. მაგრამ მისმა დაბალმა, დაძაბულმა ხმამ მორელს თავი ჩა-
აქინდვრინა, - შუა უჯრაში ბამბაა და მომიტანე, - რბილად უთხრა
ბოლოს.
უოლტერი მორჩილად წაბარბაცდა და ბამბა მოუტანა, რომელიც
გერტრუდმა ჯერ ცეცხლზე მოატარა და მერე შუბლზე მიიდო. ბავშვი
კი წინანდებურად მუხლებზე ეწვინა. - ახლა შენი სუფთა კაშნე.
კაცმა ისევ უჯრაში მოაფათურა ხელი და წითელი, ვიწრო კაშნე
მოუტანა. გერტრუდმა გამოართვა და ათრთოლებული თითებით შე-
მოიხვია თავზე. - მოდი, შეგიკრავ, - გაუბედავად უთხრა ქმარმა.
- მე თვითონ მოვახერხებ, - მიუგო ცოლმა. როდესაც კაშნე გა-
ინასკვა, ზედა სართულზე ავიდა და ქმარს უთხრა, ბუხარს შეშა შე-
ამატე და კარი გადარაზეო.
მეორე დილით მისის მორელმა თქვა:
- ნახშირის ფარდულში საჩხრეკის აღება მინდოდა, უცებ სანთე-
ლი ჩამიქრა და რაზას დავეჯახე, - ორმა უფროსმა ბავშვმა გაფარ-
62
თოებული, შეშფოთებული თვალებით შეხედა. მართალია, არაფერი
უთქვამთ, მაგრამ ბავშვური ბაგეებით თითქოს იმ შეუცნობელი ტრა-
გედიის გამოთქმა სურდათ, რომელსაც გრძნობდნენ. უოლტერ მო-
რელი მეორე დღეს თითქმის სადილამდე ლოგინში იწვა. წუხანდელ
ამბავზე არ ფიქრობდა. ისედაც უჭირდა ფიქრი და მომხდარზე - მით
უმეტეს. გაბრაზებული ძაღლივით იწვა. ყველაზე დიდი ტკივილი სა-
კუთარ თავს მიაყენა და ყველაზე მეტადაც დაზიანდა, რადგან არა-
სოდეს უტყდებოდა ცოლს, როგორ გულისტკივილს გრძნობდა. პი-
რიქით, თავის არიდებასაც კი ცდილობდა. მისი ბრალიაო, უთხრა
საკუთარ თავს. მაგრამ რაც შინაგანად სჭირდა, ვერაფერს უხერხებ-
და - სინდისი ისე უხრავდა სულს, როგორც ჟანგი და ამ ტანჯვას ალ-
კოჰოლიანი სასმელი თუ შეუმსუბუქებდა ოდნავ. ადგომის კი არა,
სიტყვის თქმის ან გამოძრავების მიზეზს ვერ ხედავდა, მხოლოდ
ძაღლივით წოლა უნდოდა. ამას გარდა, თავში ძლიერ ტკივილს
გრძნობდა. შაბათი იყო. ნაშუადღევს ადგა, საკუჭნაოში საჭმელი
მოიმზადა, თავჩაქინდრულმა მიირთვა, ჩექმა ჩაიცვა და გავიდა,
თუმცა სამისკენ დაბრუნდა. ოდნავ შეზარხოშებული და მოშვებული
იყო. მაშინვე საწოლ ოთახს მიაშურა. საღამოს ექვსზე ისევ ადგა, ჩაი
დალია და სადღაც წავიდა. კვირასაც იგივე განმეორდა - შუადღემდე
იწვა, „პალმერსტონის გერბში“ სამის ნახევრამდე იჯდა, მერე ისა-
დილა და ისევ ლოგინში დურთა თავი; დანა პირს არ უხსნიდა. ოთხი
საათისთვის მისის მორელი ზევით ავიდა, რომ საკვირაო კაბა ჩაეც-
ვა, უოლტერს უკვე ღრმად ეძინა. შეეცოდებოდა კიდეც, ერთხელ
რომ მაინც ამოეშვა ქმარს პირიდან, მაპატიეო. მაგრამ არა, ეს არ
უთქვამს, აქეთ ცოლს სდებდა ბრალს. ასე რომ, ხმაც არ გაუცია, ისე
გამოვიდა ოთახიდან. ჩიხში მოექცნენ, მაგრამ გერტრუდი უფრო
ძლიერი იყო.

63
ოჯახი ჩაის დასალევად დაჯდა - მხოლოდ კვირაობით ახერხებ-
დნენ სუფრასთან ერთად ყოფნას. - მამა არ დგება? - იკითხა უილიამ-
მა.
- იწვეს, - უპასუხა დედამ.
მთელ სახლში უბედურების შეგრძნება გამეფდა. ბავშვები მოწამ-
ლულ ჰაერს სუნთქავდნენ და შიშს გრძნობდნენ. იმდენად უსასოო
მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ არ იცოდნენ, რა ეთამაშათ. რო-
გორც კი მორელს გაეღვიძა, საწოლიდან ადგა. ეს თვისება ბავშვო-
ბიდან ჰქონდა. ხელები ექავებოდა, ისე უნდოდა, საქმეებისთვის მი-
ეხედა. ორი დილა ზედიზედ უქმად ყოფნამ ლამის სული შეუხუთა.
ექვსი ხდებოდა, ქვევით რომ ჩავიდა. ამჯერად თავაწეული შევიდა
ოთახში, სინდისის ქენჯნას გაევლო და არც ის ადარდებდა, რას
გრძნობდა ან ფიქრობდა ოჯახი. მაგიდა ჩაის დასალევად გაეწყოთ.
უილიამი ხმამაღლა კითხულობდა „ბავშვის საკუთრებას“14 , ენი კი
უსმენდა და ყველაფერზე რატომო, ეკითხებოდა. ორივენი უეცრად
გაისუსნენ, როდესაც მამის წინდიანი ფეხის ხმა გაიგონეს და შეკ-
რთნენ, როდესაც ოთახში შეაბიჯა. არადა, ბავშვებზე გაჯავრებული
არ იყო.
მორელმა მარტომ ჭამა საჭმელი. იმაზე ხმაურიანად ჭამა და სვა,
ვიდრე სჩვეოდა. ხმა არავინ გასცა. მისი გამოჩენა და ოჯახური
ცხოვრების მიჩუმება და გაქრობა ერთი იყო. მაგრამ ეს გაუცხოება
უკვე ფეხებზე ეკიდა. როგორც კი ჩაი დაასრულა, ადგა და ფაციფუ-
ცით გავიდა. სწორედ ამ ფაციფუცის დანახვა სძაგდა მისის მორელს
ყველაზე მეტად, რადგან ხედავდა, რომ სიძულვილით იყო ნაკარნა-
ხები; ესმოდა, როგორ იბანდა პირს ცივი წყლით, როგორ უკაკუნებ-
და ფოლადის სავარცხელს ტაშტს, რომ თმა დაესველებინა და უფ-

14
ყოველთვიური ჟურნალი, რომელიც 1852-1923 წლებში გამოიცემოდა.
64
რო კარგად დაეყენებინა. გერტრუდმა ზიზღით დახუჭა თვალები.
როდესაც ჩექმების დასაწმენდად დაიხარა, რაღაც ვულგარული სი-
ამოვნება დაემჩნა, რომელიც ოჯახისგან იცავდა და აცალკევებდა
კიდეც. ბრძოლის ველიდან გაქცევა დასჩვევდა. ფიქრებში კი თავს
იმართლებდა, ენა რომ არ გაეტლიკა, ეს არასდროს მოხდებოდაო.
რაც დაიმსახურა, ის მიიღოო. ბავშვები მის მზადებას დაძაბულნი
ადევნებდნენ თვალს. როდესაც სახლიდან გავიდა, შვებით ამოი-
სუნთქეს. მორელმა კარი გაიხურა და კმაყოფილება იგრძნო. წვი-
მიანი საღამო იყო. „პალმერსტონი“ ახლა ყველაზე მეტად გაასწო-
რებსო, გაიფიქრა და ჩქარი ნაბიჯით გაუდგა გზას. ფიქლის სახურა-
ვები წვიმას ისე ჩაეჟივებინა, რომ შავად ლაპლაპებდა. გზები, შავი
ნახშირის მტვრით რომ იყო დაფარული, კუპრივით ტალახს დაეფა-
რა. მარტო მიუყვებოდა გზას. ნაბიჯს აუჩქარა. „ პალმერსტონის“
ფანჯრებიდან ორთქლი გამოდიოდა. ბილიკზე ნაფეხურები ჩანდა.
გარეთ თბილოდა და ლუდისა და თამბაქოს სუნი იფრქვეოდა.
- რას დალევ, უოლტერ? - გაისმა მამაკაცის ხმა, როგორც კი მო-
რელმა ფეხი შედგა. - ოჰ, ჯიმ, მეგობარო, აქ საიდან გაჩნდი?
კაცები თბილად დაუხვდნენ, ზოგიერთი ჩაიჩოჩა კიდეც, რომ ად-
გილი გამოეთავისუფლებინათ მისთვის. თვითონაც გაიბადრა. რამ-
დენიმე წუთში აღარც პასუხისმგებლობა ახსოვდა, აღარც - სირცხვი-
ლი და აღარც - გასაჭირი. გუნება გამოუკეთდა და გახალისდა. ოთ-
ხშაბათს ჯიბეში პენიანიც აღარ ედო. ცოლის ეშინოდა. ბოლო ჩხუ-
ბის შემდეგ შესძულდა. აღარ იცოდა, იმ საღამოს რა ექნა, რადგან
ჯიბე ცარიელი ჰქონდა, ყელამდე ვალებში იყო და სახლშიც არ და-
ედგომებოდა. ამიტომ, როგორც კი ცოლი ეზოში დაიგულა - გერ-
ტრუდმა ნაბოლარა გაიყვანა ჰაერზე - უოლტერი მაშინვე ზედა სარ-
თულზე ავიდა და ცოლის კომოდის უჯრა გამოაღო, სადაც ქალი სა-
ფულეს ინახავდა. საფულეც გახსნა და ნახევარკრონიანი, ორი ნახე-
65
ვარპენიანი და ექვსპენიანი აღმოაჩინა. ექვსპენიანს დასჯერდა, ჯი-
ბეში ჩაიდო, საფულე თავის ადგილზე დააბრუნა და წავიდა.
მეორე დღეს გერტრუდს მემწვანილისთვის უნდა გადაეხადა ფუ-
ლი და როცა საფულეში ექვსპენიანი ვერ დაინახა, კინაღამ გული
გაუსკდა. დაჯდა და ჩაფიქრდა, მართლა მედო ექვსპენიანი თუ მა-
ნამდე დავხარჯეო? ან სადმე ხომ არ დამრჩაო? თანხის დაკარგვამ
ძალიან დაადარდიანა. ყველგან ეძებდა და მხოლოდ ერთ დას-
კვნამდე მიდიოდა, უოლტერი აიღებდაო. რაც საფულეში ფული
ედო, მისი მთელი ავლა-დიდებაც ეგ იყო. როცა წარმოიდგენდა,
რომ ქმარმა უკითხავად აიღო, გული ყელში ებჯინებოდა. მანამდე
ასეთი რამ ორჯერ უკვე ჰქონდა გაკეთებული. პირველად ცოლს ეჭვი
მასზე არ მიუტანია, თან, კვირის ბოლოს შილინგი უკან დააბრუნა,
პირდაპირ საფულეში ჩადო. სწორედ ასე შეიტყო გერტრუდმა, რომ
უოლტერის აღებული იყო. მეორეჯერ კი ფული უკან აღარ დააბრუ-
ნა. ამჯერად მეტისმეტი მოუვიდაო, ფიქრობდა ქალი. როდესაც
უოლტერმა ისადილა - იმ დღეს ადრე დაბრუნდა სახლში - გერ-
ტრუდმა ცივად ჰკითხა:
- წუხელ შენ აიღე ჩემი ექვსპენიანი?
- მე?! - გაიოცა მორელმა და შეურაცხყოფილი სახე მიიღო, - არა,
ხელიც არ მიხლია. შენს საფულეს სათოფეზე არ ვეკარები. მაგრამ
ცოლმა იცოდა, რომ ქმარი ცრუობდა.
- ხომ იცი, შენი აღებულია, - მშვიდად უთხრა გერტრუდმა.
- გეუბნები, არა-მეთქი! - დაუყვირმა მორელმა, - ისევ მეშარები?
ყელში ამომივიდა უკვე. - უკვე ექვსპენიანსაც მპარავ, თვალი თუ მო-
გაცილე.
- გადაგიხდი ამას! - დაემუქრა უოლტერი და სკამი გადააყირავა.
უცებ დაფაცურდა, პირი დაიბანა და ზევით აირბინა. უკან მალევე ჩა-
მობრუნდა გამოპრანჭული, დიდ, ლურჯ ცხვირსახოცშიც საგულდა-
66
გულოდ გამოენასკვა რაღაც. - ელოდე ეხლა, როდის მნახავ, - მი-
მართა ცოლს.
- იმაზე ადრე, ვიდრე მომინდება, - მიუგო ქალმა. ამ სიტყვებზე კა-
ცი სახლიდან გავიდა. გერტრუდი აღელვებული ჩამოჯდა, გული ზიზ-
ღით უცემდა. მერე რა უნდა ექნა, სხვა მაღაროში რომ გადასულიყო
და სხვა ქალი გაეჩინა? მაგრამ ქმარს მშვენივრად იცნობდა, ის ამის
ჩამდენი არ იყო. გერტრუდი თავს დადებდა ამაზე. თუმცა ეს ფიქრი
მაინც გულს უღრღნიდა. - მამა სადაა? - იკითხა სკოლიდან მოსულმა
უილიამმა.
- სახლიდან გაიქცა, - უპასუხა დედამ.
- სად?
- ეჰ, ეგ რომ ვიცოდე... ლურჯი ცხვირსახოცით რაღაც შეკრა და
უკან აღარ დავბრუნდებიო, მითხრა. - მერე ჩვენ რა ვქნათ? - წამო-
იყვირა ბიჭმა.
- არ იდარდო, შორს მაინც ვერ წავა.
- რომ არ დაბრუნდეს? - წაიწუწუნა ენიმ.
და-ძმა დივანზე გადაჯდა და ასლუკუნდა. მისის მორელს კი გა-
ეცინა. - ჩემო გულუბრყვილოებო! - დაუყვავა შვილებს, - დაღამებამ-
დე მოვა. მაგრამ ბავშვები ამ სიტყვებმა ვერ ანუგეშა. შებინდდა.
დაღლილი მისის მორელი შეშფოთდა. გული ეუბნებოდა, გიხარო-
დეს, თუ აღარ მოვაო, გონება კი ბავშვებს ახსენებდა. შინაგანი ხმა
კარნახობდა, არ უნდა გაუშვაო, მაგრამ რაღაც გაუცნობიერებელი
აძლევდა იმედს, არსად წავაო. ბაღის ბოლოს, ქვანახშირის ფარ-
დულში გავიდა; კარის გაღება გაუჭირდა. შიგნით შეიხედა და სიბნე-
ლეში დიდი, ლურჯი, გაკვანძული ცხვირსახოცი დაინახა. ნახშირის
ნაჭერზე ჩამოჯდა და გაიცინა. რამდენჯერაც გახედავდა ამ ფუთას,
კუთხეში რომ ეგდო ასე სამარცხვინოდ, კიდეებდაშვებული და ნას-
კვმოშვებული, იმდენჯერ გულიანად ეცინებოდა. გულზე მოეშვა. მი-
67
სის მორელი იცდიდა. იცოდა, უოლტერს ფული არ ჰქონდა და თუ
სამიკიტნოში შემორჩებოდა, ვალიც გაეზრდებოდა. ქმარმა იმდე-
ნად დაღალა, ლამის სიკვდილი ენატრა. იმდენი გამბედაობაც არ
აღმოაჩნდა, რომ თავისი ფუთა ეზოდან გაეტანა. გერტრუდი ფიქ-
რებში იყო წასული, როცა, საღამოს ცხრა საათზე, უოლტერმა კარი
შეაღო. ყურები ჩამოეყარა და უგუნებოდ ჩანდა. ქალს ხმა არ გა-
უცია. მორელმა ქურთუკი გაიხადა და სავარძელში ჩაჯდა, რათა ჩექ-
მა გაეძრო ფეხიდან. - სანამ ჩექმას გაიხდიდე, გირჩევნია, ის ფუთა
მაინც შემოიტანო, - მშვიდად მიმართა ქმარს. - ღმერთს მადლობა
შესწირე, საერთოდ რომ დავბრუნდი, - უთხრა და ჩაქინდრული თავი
ასწია, მეტი შთაბეჭდილების მოსახდენად. - რატომ, სად მიდიოდი?
ეგ შენი ნაკრაულაც კი ვერ გაგიტანია ეზოდან, - მიუგო გერტრუდმა.
კაცი მეტად სულელურად გამოიყურებოდა, ცოლზე გაბრაზების აზ-
რსაც ვერ ხედავდა, ჩექმას იხდიდა და დაწოლას აპირებდა.
- არ ვიცი, შენს ლურჯ ფუთაში რა გიდევს, - უთხრა გერტრუდმა, -
მაგრამ თუ ასე უპატრონოდ დატოვებ, ბავშვები შემოარბენინებენ
დილით. ამ სიტყვების მოსმენაზე მორელი ადგა და გავიდა, როდე-
საც შემობრუნდა, სამზარეულო ისე გადაკვეთა, ცოლისთვის არ შე-
უხედავს, პირდაპირ ზედა სართულისკენ წავიდა. როდესაც მისის
მორელმა ხელში ლურჯი ფუთა დაუნახა, ჩაიცინა. მაგრამ გული მა-
ინც ეტკინა, მას ხომ ოდესღაც ეს კაცი უყვარდა.

68
3. მორელის მიტოვება - უილიამისთვის ბრძოლა

თითქმის მთელი მომდევნო კვირა მორელი აუტანელი იყო. რო-


გორც მაღაროელთა უმეტესობა, ისიც წამლების მოყვარული გახ-
ლდათ, რაშიც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხშირად საკუთარი
ჯიბიდან იხდიდა. - ორი წვეთი ელექსირი გენანება, - უსაყვედურა
ცოლს, - ყელში გამოსავლები არაფერი გვაქვს სახლში.
მისის მორელმა აჯასპის ელექსირი უყიდა, რომელიც მისტერ მო-
რელს სხვა წამლებზე მეტად უყვარდა. უოლტერმა აბზინდას ჩაი მო-
იმზადა. სხვენში ხარიხებზე ჩამოკიდებული ჰქონდა გამომშრალი
მცენარეების კონები: ავშანი, ტეგანი, ფოლორცის ბალახი, ანწლის
ყვავილი, უფერულა, სამკურნალო ტუხტი, უსუპი, ბაბუაწვერა და ღი-
ღილო. მაგიდაზეც მუდამ რომელიმე ამ მცენარის ნაყენით სავსე
დოქი ედგათ და მისტერ მორელი საღამოობით სიამოვნებით გადაჰ-
კრავდა ხოლმე. - დიდებულია! - აჯასპი რომ მოსვა, ტუჩები მოილო-
კა და ამოიხვნეშა, - დიდებული! ბავშვებსაც ურჩია, გასინჯეთო, -
თქვენს ჩაისა და კაკაოს კი ბევრად სჯობს და, - უთხრა შვილებს,
რომლებიც ამ უცნაური სასმლის გასინჯვას სულაც არ აპირებდნენ.
აჯასპის, აბებისა და მცენარეული ნახარშების მიუხედავად, თავში
რაღაცას დაგადუგი მაინც გაჰქონდა. ტვინის ანთება უტევდა. მას მე-
რე ვეღარ აღიდგინა ჯანი, რაც ჯერის ნოტინგემში გაჰყვა და გზად
მიწაზე დაიძინა - სულ წავიდა ხელიდან: გალოთდა და აშარდა. სე-
რიოზულად დაავადდა და მისის მორელს მოუწია მისმა მოვლა-პატ-
რონობამ. მასზე უარესი პაციენტის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.
მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მათ შორის, იმისაც, რომ უოლტე-
რი ოჯახის მარჩენალი იყო, გერტრუდს ქმრის სიკვდილი გაცნობიე-
რებულად არასდროს ნდომებია. პირიქით, შინაგანი ხმა რომელი-
ღაც კუნჭულიდან ეძახდა, ჯერ კიდევ შენი ქმარია და გჭირდებაო.
69
მეზობლები ძალიან კეთილად ექცეოდნენ. ზოგმა ბავშვები და-
აპურა, ზოგმა სახლი მიულაგა, ერთმა კი მთელი დღით ჩვილი და-
იტოვა. მაგრამ მაინც გაუჭირდა. მეზობლები ხომ ყოველდღიურად
ვერ დაეხმარებოდნენ. ასეთ დროს ქმარიცა და ბავშვიც საპატრონო
ჰყავდა, სახლიც თვითონ უნდა დაელაგებინა და საჭმელიც გაემზა-
დებინა. წელში გაწყდა, მაგრამ თავის გასაკეთებელს მაინც აკეთებ-
და. ფულიც მეტნაკლებად ეყოთ. კვირაში ჩვიდმეტ შილინგს ურთი-
ერთდახმარების საზოგადოებისგან იღებდა, პარასკევობით კი ბარ-
კერი და სხვა მაღაროელები სამტვრევის მოგებიდან გარკვეულ
წილს მორელის ცოლს უნაწილებდნენ. მეზობლებიც შეეწეოდნენ
ხოლმე შიგადაშიგ, ხან ბულიონს მიართმევდნენ, ხან ბოსტნეულს
კერძის დასამზადებლად. მაშინ რომ მეზობლებს ასე არ გაემართათ
ხელი, მისის მორელი დამოუკიდებლად ვერაფერს გასწვდებოდა და
სულიერად დაეცემოდა.
კვირები გადიოდა. მისტერ მორელი, ყველაფრის მიუხედავად,
მომჯობინდა. კაჟივით ჯანმრთელი იყო და მცირედი უკეთესობა რომ
დაემჩნა, მერე უკვე სწრაფად მოკეთდა. მალე ქვედა სართულზეც
დაიწყო ჩასვლა. სანამ იწვა, ცოლმა ცოტათი გარყვნა, რაც ძალიან
გაუტკბა. ხშირად ხელებს თავზე მიიჭერდა ხოლმე, ტუჩის კუთხეებს
ჩამოუშვებდა და ტკივილისგან გატანჯული კაცის სახეს იღებდა,
არადა არაფერი სტკიოდა. მაგრამ გერტრუდის მოტყუება იოლი არ
იყო. თავიდან თავისთვის ჩაიცინა, მერე კი პირდაპირ მიახალა: -
ღმერთო, რატომ ხარ ასეთი წუწუნა?
უოლტერს გულზე კი მოხვდა ეს სიტყვები, მაგრამ თავის მოკატუ-
ნება მაინც განაგრძო. - ახლა გაზულუქებულ ბავშვს ნუ მეთამაშები,
- გაუწყრა ცოლი. ამაზე მორელი აღშფოთდა და პატარა ბიჭივით ჩუ-
მად შეიგინა; ჩვეულებრივი ტონით ალაპარაკდა და წუწუნი შეწყვი-
ტა. მიუხედავად ამისა, სახლში სიმშვიდემ ერთხანს მაინც დაისად-
70
გურა. მისის მორელი გაგებით ეკიდებოდა ქმარს და ისიც ბავშვივით
ხარობდა. იმას კი ვერც ერთი ვერ ხვდებოდა, რომ ცოლს რაც უფრო
ნაკლებად უყვარდა ქმარი, მით მეტად იჩენდა მის მიმართ თანაგ-
რძნობას. მაგრამ უოლტერს მაინც გერტრუდის ქმარი, გერტრუდის
კაცი ერქვა. მისის მორელი ხვდებოდა, რაც ქმარს ეხებოდა, მასზეც
აისახებოდა. მისი სიცოცხლეც კი ქმარზე იყო დამოკიდებული.
უოლტერისადმი სიყვარული კი ნელ-ნელა უქრებოდა, აღარაფერი
შეიცვლებოდა. ახლა, როდესაც უკვე მესამე შვილი ჰყავდა, მისი არ-
სება ქმრისკენ აღარ მიილტვოდა, პირიქით, ზღვის მიქცევასავით
გახდა და როგორც ტალღა შორდება ნაპირს, ისე შორდებოდა თან-
დათან ცოლის გული ქმრისას. ყოველგვარი სურვილი გაუქრა მეუღ-
ლისა; გაურბოდა, თავის ნაწილად ვეღარ გრძნობდა, მხოლოდ მისი
ცხოვრების შემადგენელ ელემენტად აღიქვამდა; არ ადარდებდა
ქმრის ავანჩავანი და შეეძლო, თვალის დაუხამხამებლად ექცია
ზურგი. იმ წელს ცხოვრება თითქოს შეჩერდა და მორელს ისეთი გან-
ცდა დაეუფლა, გაიფიქრა, ცხოვრებისეული შემოდგომა დამიდგაო.
ცოლი გაურბოდა, ნაწილობრივ სინანულით, ნაწილობრივ - უდარ-
დელად; ზურგს აქცევდა და მთელ სიყვარულსა და ყურადღებას ბავ-
შვებს ახმარდა. ოჯახში ჩალის ფასი დაედო და მიუხედავად თავდა-
პირველი ბრძოლებისა, ბოლოს, როგორც მამაკაცების უმეტესო-
ბამ, მანაც ბავშვებს დაუთმო ადგილი. გამოჯანმრთელების პერი-
ოდში, როდესაც მათ შორის ყველაფერი დასრულებული იყო, სცა-
დეს, იმ მდგომარეობას დაბრუნებოდნენ, დაქორწინების პირველ
თვეებში რომ ჰქონდათ. უოლტერი შინ იჯდა და, როდესაც ბავშვებს
დააწვენდნენ და გერტრუდი საკერავს მიუჯდებოდა - ტრადიციულად
ყველაფერს ხელით კერავდა, ქმრის პერანგებსაც და ბავშვების ტან-
საცმელსაც - ცოლს გაზეთს უკითხავდა, ნელ-ნელა, დამარცვლით,
რომ სიტყვები გამოსვლოდა და ისეთი ასოციაცია იქმნებოდა, თით-
71
ქოს რგოლებს ისვრის ვერტიკალურ ღერძზე ჩამოსაცმელადო. ხში-
რად ცოლი შეეშველებოდა ხოლმე, ხან სიტყვას კარნახობდა, ხან -
მარცვალს, რათა კითხვის პროცესი აეჩქარებინა. უოლტერიც მორ-
ცხვად სარგებლობდა ამ დახმარებით. მათ უბრად ყოფნას ხშირად
უცნაურობის ელფერი დაჰკრავდა. ისიც კი ისმოდა, როგორ უყრიდა
გერტრუდი ნემსს ქსოვილში, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რო-
გორ უშვებდა ბოლს უოლტერი ან, მით უმეტეს, როგორ აფურთხებ-
და ბუხარში და ცხაურს აშიშხინებდა. ქალი უილიამზე ფიქრობდა,
უკვე დიდი ბიჭიაო. კლასში მოწინავე მოსწავლე იყო და მასწავლე-
ბელმაც უთხრა, სკოლაში ყველაზე გამჭრიახი გონება აქვსო. მამა-
კაცად - ახალგაზრდა, ენერგიით სავსე მამაკაცად - წარმოიდგენდა
ხოლმე ვაჟს და ასეთ დროს მთელი სამყარო გაცისკროვნებას იწ-
ყებდა. მორელი კი იჯდა სულიერად სულ მარტო და ვეღარაფერზე
ფიქრობდა. უხერხულობა ეძალებოდა. მისი სული ცოლისკენ მიილ-
ტვოდა, რომელიც უკვე მიუღწევლად ქცეულიყო. სიცარიელე ეუფ-
ლებოდა სულიერი ვაკუუმის ფონზე. მოუსვენრობა და შფოთვა დას-
ჩემდა. მალე ასეთ ატმოსფეროში ვეღარ გაძლებდა და ვეღარც იმას
დამალავდა, რომ სული ეხუთებოდა. როდესაც ერთმანეთის სუნ-
თქვა ესმოდათ, ორივეს გული ეკუმშებოდა. მერე კაცი დგებოდა და
დასაწოლად მიდიოდა, ქალი თავისუფლებით ტკბებოდა, მუშაობდა,
ფიქრობდა, ცოცხლობდა! ამასობაში მორიგი ბავშვი უნდა მოვლე-
ნოდა ქვეყანას, გაშორების პირას მისულ მშობლებს შორის დასად-
გურებული მშვიდობისა და სინაზის პირმშო. პოლი უკვე წლისა და
ხუთი თვისა იყო, როდესაც დედმამიშვილი შეეძინა; ისევ სევდიანი,
ლურჯი თვალები და ფერმკრთალი სახე ჰქონდა, თუმცა მოსუქებუ-
ლიყო, წარბებსაც წინანდებურად ჭმუხნიდა. ნაბოლარაც ბიჭი იყო,
ჯანმრთელი და ქერა. მისის მორელი დამწუხრდა, როდესაც გაიგო,
რომ მეოთხეზე იყო ფეხმძიმედ. ეკონომიკური მდგომარეობაც
72
ადარდებდა და ქმრის მიმართ განელებული სიყვარულიც. მერე
აღარც ბავშვზე მოსვლია გული. ბიჭს ართური დაარქვეს. იგი ძალი-
ან ლამაზი იყო, ოქროსფერი კულულები ჰქონდა და მამა დაბადე-
ბისთანავე შეუყვარდა. მისის მორელს უხაროდა, რომ ართურს მა-
ინც უყვარდა მამა. როგორც კი სახლში მაღაროელის ფეხის ხმა გა-
ისმოდა, პატარა მაშინვე ორივე ხელს ასწევდა და ჭყლოპინებდა.
თუკი მისტერ მორელიც გუნებაზე იყო, ჩვილს სიყვარულითვე პასუ-
ხობდა და თბილი ხმით ეალერსებოდა: - რაო, ჩემი ლამაზი ვაჟკაცი?
ახლავე მოვა მამიკო და მოგეფერება. როგორც კი უოლტერი ქურ-
თუკს გაიხდიდა, მისის მორელი ბავშვს წინსაფარს უკეთებდა და მა-
შინვე მამიკოსთან მიჰყავდა.
- რას ჰგავს! - შეიცხადებდა ხოლმე ზოგჯერ გერტრუდი, როდესაც
ბავშვს სახეზე კოცნისა და თამაშის კვალი ჭუჭყად დაეტყობოდა, და
ქმარს ხელიდან ართმევდა. ამაზე მისტერ მორელი ხალისობდა.
- პატარა მაღაროელია, პატარა ბეკეკო! - ეფერებოდა მამა.
ასეთ დროს გერტრუდი ბედნიერი იყო, რადგან მის გულში ბავ-
შვებთან ერთად უკვე მამისთვისაც მოიძებნებოდა ადგილი. დრო გა-
დიოდა, უილიამი იზრდებოდა, ვაჟკაცდებოდა და აქტიურ ადამია-
ნად ყალიბდებოდა. პოლი კი მშვიდი და გამხდარი იყო, თან, დედას
გვერდიდან არ სცილდებოდა. ისედაც წყნარს დეპრესიისკენ ჰქონ-
და მიდრეკილება. არაერთხელ უნახავს დედას სამი-ოთხი წლის
ატირებული ბიჭი დივანზე. - რა ხდება? - ეკითხებოდა დედა და პა-
სუხს ვერ იღებდა, - რა ხდება-მეთქი? - დაჟინებით მოითხოვდა შვი-
ლისგან პასუხს. - არ ვიცი, - სლუკუნებდა ბავშვი.
ასეთ დროს ან მიზეზის გაგებას ცდილობდა, ანდაც პოლის გარ-
თობას, მაგრამ ამაოდ. გული ეთანაღრებოდა, როცა ბავშვს ანუგე-
შებდა. უოლტერს კი ხშირად მოთმინება ელეოდა და ყვირილით წა-
მოვარდებოდა ხოლმე სკამიდან: - თუ არ გაჩუმდება, იმდენს ვურ-
73
ტყამ, სანამ ხმას არ ჩაიწყვეტს! - მსგავსსაც არაფერს იზამ, - ეტყოდა
გერტრუდი ცივად. მერე ეზოში გაჰყავდა ბავშვი, თავის პატარა სკამ-
ზე სვამდა და ეუბნებოდა, - ახლა აქ იტირე, ჩემო ტკივილო! გარეთ
კი ან პეპელა მიიქცევდა ბიჭის ყურადღებას, რევანდის ფოთლებში
რომ აფარფატებდა ფრთებს, ან ტირილით დაქანცულს ჩაეძინებოდა
ხოლმე. ამგვარი შეტევა ხშირად არ ემართებოდა, მაგრამ დედის
გულს ლახვრად ესობოდა, ამიტომ პოლს ყოველთვის დანარჩენი
შვილებისგან განსხვავებულად ექცეოდა. ერთ დილასაც მისის მო-
რელმა, როდესაც საფუარის გამყიდვლის მოლოდინში ბოთომსის
ხეივანს გასცქეროდა, გაიგონა, როგორ ეძახდა მისის ენტონი: - აქ
ვარ, მისის მორელ. თქვენს უილიზე მინდა, რაღაც გითხრათ. - მარ-
თლა? - გაეხმაურა გერტრუდი, - რა მოხდა?
- მაგხელა ბიჭი რომ მეორე ბიჭს დაესხმება თავს და ტანსაცმელს
შემოახევს, - დაიწყო მისის ენტონიმ, - მგონი, ჭკუა უნდა ასწავლოს
ვინმემ.
- თქვენი ალფრედი ჩემი უილიამის ტოლია, - მიუგო მისის მო-
რელმა. - შესაძლოა, მაგრამ განა ეს იმის უფლებას აძლევს, რომ
თანატოლებს საყელოები აახიოს. ზურგი უნდა აუჭრელოთ მაგას
გვარიანად და ისწავლის მოქცევას. - იცი, - აუღელვებლად უპასუხა
მისის მორელმა, - შვილებს არასდროს ვცემ, და რომც ვცემდე, ჯერ
მაინც ბიჭების მოსმენას ვამჯობინებდი. - კაი წამოთაქება უნდათ და
მერე უკეთესები იქნებოდნენ, - გაღიზიანებით თქვა მისის ენტონიმ,
- თორემ კი ხედავთ, სადამდე არიან მისულები, დღეს საყელოს ააგ-
ლეჯენ, ხვალ... - დარწმუნებული ვარ, განგებ არ უქნია, - შეაწყვეტი-
ნა მისის მორელმა. - მაშ, მატყუარა გამოგყავარ? - იკივლა მისის ენ-
ტონიმ.
მისის მორელი გამოსცილდა და კუტიკარიც მიკეტა. როდესაც სა-
ფუარი გამოართვა დამტარებელს, ხელი უკანკალებდა. - შენს ბა-
74
ტონს ყველაფერს მოვახსენებ, - დააწია მეზობელმა. როდესაც უი-
ლიამმა სადილობა დაასრულა და წასასვლელად მოემზადა - უკვე
თერთმეტის იყო - დედამ ჰკითხა:
- რატომ ჩამოახიე ალფრედ ენტონის საყელო?
- როდის ჩამოვახიე?
- არ ვიცი როდის, მაგრამ დედამისმა მითხრა, ჩამოახიაო.
- ...გუშინ... უკვე ჩამოხეული ჰქონდა.
- მაგრამ შენ დაუმატე, ხომ?
- ჩილიკაობას ვთამაშობდით და ჩვიდმეტჯერ მოვარტყი, ალფი კი
მეუბნება: „ადამ და ევა და ჩქმეტა, მდინარეზე წასულანო ადამ და
ევა დამხრჩვალა ნაპირზე ვინ გასულაო?“
- მე ვუთხარი, ჩქმეტა-მეთქი და ვუჩქმიტე კიდეც, ის კი გაბრაზდა,
წამოხტა, ჩემს ჩილიკა-ჯოხს დაავლო ხელი და გაიქცა. მეც გავეკი-
დე, დავეწიე და საყელოში ვწვდი. გამიძალიანდა და მაგ დროს შე-
მოეხა. მაგრამ ჩემი ჩილიკა დავიბრუნე...
ჯიბიდან თოკზე აცმული ცხენისწაბლა ამოიღო. ეს ჩილიკა ჩვიდ-
მეტ სხვა ჩილიკას მოხვედროდა და ბიჭსაც ეამაყებოდა ნაცადი ჯო-
ხი. - კარგი, - უთხრა მისის მორელმა, - მაგრამ ის ხომ იცი, რომ
სხვისთვის საყელოს ჩამოხევის უფლება არ გაქვს.
- კაი რა, დეე! - გაწყრა ბიჭი, - ჩამოხევა სულაც არ მიფიქრია, უბ-
რალოდ, ძველი რეზინის საყელო იყო და თან ისედაც ეკონწიალე-
ბოდა. - აწი, - დაარიგა დედამ, - უფრო მეტად იფრთხილე. არა მგო-
ნია, მოგეწონოს, საყელოჩამოხეული რომ მოხვიდე სახლში. - არ
მაინტერესებს! ჯინაზე კი არ მიქნია!
ბიჭმა საწყალი სახე მიიღო საყვედურის მოსმენისას.
- არა, მაგრამ აწი მაინც იფრთხილე.
უილიამი სიხარულით გავარდა სახლიდან, რაკი ბრალი არ დას-
დეს. მისის მორელმა კი, რომელსაც მეზობლებთან ურთიერთობის
75
დაძაბვა სულაც არ სურდა, იფიქრა, მისის ენტონის დაველაპარაკე-
ბი და ყველაფერს ავუხსნიო.
მაგრამ იმ საღამოს მორელი მაღაროდან დამჟავებული სახით
დაბრუნდა. სამზარეულოში გაჩერდა და ავი თვალი მოავლო ოთა-
ხს. რამდენიმე წუთს არაფერი უთქვამს. - სად არი უილი? - იკითხა
ბოლოს.
- უილისგან რა გინდა? - ჰკითხა მისის მორელმა, რომელიც გაბ-
რაზების მიზეზს მიუხვდა. - რო ვნახავ, გაიგებ, - უპასუხა ქმარმა და
თუნუქის ბოთლი კომოდზე ხმაურით დადო. - მგონი, მისის ენტონიმ
მოგიტანა ცუდად ენა და ალფის საყელოზე ბრაზობ შენც, - დამცინა-
ვად უთხრა გერტრუდმა. - შენ მაგაზე ნუ ჯავრობ, მე ვინ მამიტანა, -
სოფლურად მოუქცია მორელმა, - ეხლა რო დავიჭერ მაგ ვირის-
თავს, ვაჩვენებ სეირს. - მისი მონაჭორის როგორ გჯერა? - გაუწყრა
ცოლი, - ვიღაცის ენის გამო მზად ხარ, საკუთარ შვილებს ფიზიკუ-
რად გაუსწორდე.
- ჭკუას ვასწავლი! - ხმა აიმაღლა მორელმა, - სულ არ მადარ-
დებს, ვის ბიჭს ჩამოახია, მთავარია, რომ ამ ვირისთავმა ჩამოახია
და უნდა დაისაჯოს. - ჩამოახია, ჰო, რას ამბობ! - გაღიზიანდა მისის
მორელი, - ალფი გაექცა, უილი დაეწია და საყელოში მოჰკიდა ხე-
ლი. რა მოხდა მერე? ალფი რა ასე არ მოჰკიდებდა, უილი რომ გაჰ-
ქცეოდა? - ვიცი! - მუქარანარევით ხმით შეუღრინა მორელმა.
- მაშ! შენ რა გამოგეპარება! - შეუტია გერტრუდმა.
- შენი საქმე არ არი, - დაუყვირა უოლტერმა, - ჩემს საქმეს კი მე
მივხედავ. - მეეჭვება! - არ დაუთმო ცოლმა, - ვიღაც ენაგრძელის
ნათქვამს აჰყოლიხარ ამხელა კაცი და საკუთარ ბიჭზე მიიწევ.
- ვიცი, - გაიმეორა მორელმა.
მეტი აღარაფერი უთქვამს, დაჯდა და მძიმე ფიქრებს მიეცა. უცებ
უილიამმა შემოირბინა. - დე, ჩაის დამისხამ?
76
- ახლა კაი რაღაცას გამამტყუებ! - დაუყვირა მორელმა.
- ხმას დაუწიე, ბატონო, - უთხრა მისის მორელმა, - თორემ მეტის-
მეტად სასაცილო ხარ. - ახლა ვინ იქნება სასაცილო, დაინახამ! -
ყვირილით წამოვარდა მორელი და შვილისკენ გაიწია.
უილიამი, რომელიც ასაკთან შეუფერებლად მაღალი იყო, მაგ-
რამ მგრძნობიარე, გაფითრდა და შიშით მიაჩერდა მამას.
- გარეთ გადი! - უბრძანა შვილს მისის მორელმა. უილიამს ჭკუა
არ ეყო, რომ დედისთვის ყური დაეგდო. მამამ კი შვილს მუშტი მო-
უღერა. - გარეთ გასვლას ვუჩვენებ ეხლა! - გიჟივით იღრიალა კაცმა.
- რაო?! - გაცოფდა მისის მორელი, - იმ ენაგრძელის გამო თითსაც
ვერ დააკარებ! - ვერ დავაკარებ? - უარესად გაცხარდა უოლტერი, -
ვერ დავაკარებ? მუშტმოღერებული შვილისკენ გაექანა, მაგრამ მი-
სის მორელმა იმარჯვა და შუაში ჩადგომა მოასწრო. ქალმაც ასწია
მუშტი.
- არ გაბედო! - შეუღრინა ქმარს.
- რაო? - მორელი დაიბნა, - რა თქვი?
გერტრუდი შვილს მიუბრუნდა.
- გადი სახლიდან! - მკაცრად უბრძანა უილიამს.
ბიჭი ამეჯრად უსიტყვოდ დაემორჩილა და თვალის დახამხამება-
ში გაქრა სამზარეულოდან. მორელი კარს მივარდა, მაგრამ უკვე
გვიანი იყო. ისე აღელდა, რომ, მაღაროს მტვრის მიუხედავად, ფე-
რის დაკარგვა დაემჩნა. სამაგიეროდ ცოლი იყო საბრძოლველად
შემართული. - აბა, გაბედე! - უთხრა ხმამაღალი, მუქარის შემცველი
ხმით, - აბა, გაბედე, ბატონო, და ბავშვს ხელი დააკარე! მთელი
ცხოვრება სანანებლად გაგიხდება!
ამ სიტყვებმა თავზარი დასცა მისტერ მორელს და გაღიზიანების
მიუხედავად, უჩუმრად დაჯდა.

77
როდესაც ბავშვები იმხელები გაიზარდნენ, რომ სახლში მარტო
დატოვება შეიძლებოდა, მისის მორელი ქალთა გილდიას შეუერ-
თდა. იმხანად გილდია ერთი პატარა კლუბი იყო. მისი წევრები ორ-
შაბათ საღამოს ბესტვუდში, სასურსათო მაღაზიის ზედა სართულზე,
ერთ ვიწრო და გრძელ ოთახში იკრიბებოდნენ ხოლმე. რაკი გილ-
დია იმ დროს კომერციულ საზოგადოებას წარმოადგენდა, ქალები
შესაძლო მოგებისა და სოციალურ საკითხებს განიხილავდნენ. ზოგ-
ჯერ მისის მორელი საჯაროდ გაზეთსაც კითხულობდა. ბავშვები მიჩ-
ვეულები იყვნენ, რომ დედას სულ სახლში უნდა ეფუსფუსა, ამიტომ
ძალიან ეუცნაურებოდათ გერტრუდის დანახვა საწერკალმით ხელ-
ში, წიგნიდან რომ რაღაცას იწერდა ან რაიმეს გადასამოწმებლად
ფურცლებში იქექებოდა, მერე რომ იაზრებდა და მერე ისევ წერდა.
ასეთ დროს დედის მიმართ პატივისცემას განიცდიდნენ.
ბავშვებს გილდია მოსწონდათ. ეს ერთადერთი ადგილი იყო, სა-
დაც დედა იოლად ეთმობოდათ, რაც ორი მიზეზით აიხსნებოდა: ჯერ
ერთი ის, რომ გერტრუდს კლუბში მოსწონდა და მეორე ის, რომ გა-
ხარებული დედის დანახვაზე თვითონაც ხარობდნენ. მაგრამ გილ-
დიას ყველა კეთილი თვალით როდი უყურებდა, ცოლის გააზატებით
უკმაყოფილო ზოგიერთი კაცი ამ საზოგადოებას „პირის ქარის“
თავშეყრას უწოდებდა, ზოგიც ჭორბიუროდ ნათლავდა. ასეც იყო
მოსალოდნელი, რადგან საზოგადოებაში მიღებული წესები ოჯახში
დამყარებულ წესებს სულაც არ ემთხვეოდა და არც განხილული
საცხოვრებელი პირობები ჰგავდა რამით არსებულს. როდესაც ქა-
ლები მსჯელობდნენ, საკუთარ ოჯახებში ბევრ ნაკლს პოულობდნენ.
მაღაროელები იმითიც უკმაყოფილონი იყვნენ, მათ ცოლებს საკუ-
თარი აზრი და შეხედულება რომ გაუჩნდათ. ორშაბათ საღამოს, რო-
დესაც მისის მორელი კლუბიდან ბრუნდებოდა, უილიამს ათას რა-
მეს უყვებოდა ხოლმე. დედის მოსმენა ბავშვებს ძალიან ახარებდათ.
78
მერე, როდესაც უილიამს ცამეტი წელი შეუსრულდა, გერტრუდმა
სამსახური უშოვა კოოპერატივში. ბიჭს საკმაო ჭკუა და გამჭრიახო-
ბა აღმოაჩნდა. სახე მკვეთრნაკვთოვანი ჰქონდა, თვალები კი ვიკინ-
გივით ლურჯი. - რაო, დედიკომ ტრაკის გასაბრტყელებელი სამუშაო
უშოვა ბიჭს? - იკითხა მისტერ მორელმა, - სკამზე ჯდომით შარვალი
უნდა ცვითოს და ცარიელზე იაროს? რა დაუნიშნეს თავიდან... - თა-
ვიდან რა დაუნიშნეს, ამას მნიშვნელობა არა აქვს, - მოუჭრა მისის
მორელმა. - უნდა ჰქონდეს! მე რომ წამეყვანა მაღაროში, კვირაში
ათშილინგიანი იქნებოდა დასაწყისში. მაგრამ სკამზე დაბრტყელე-
ბა და ექვსი შილინგი ურჩევნია ათ შილინგს, როგორც ვხვდები. - მა-
ღაროში არ წამოვა, - თქვა მისის მორელმა, - მოვრჩეთ ამაზე საუ-
ბარს. - ესე იგი, მაღარო ჩემზე ზედგამოჭრილია და მაგისთვინ არ
შეიძლება? - დედაშენმა თუ თორმეტის გაგიმეტა მაღაროსთვის, მე
იმავეს ჩადენას არ ვაპირებ. - თორმეტისა? მაგაზე პატარა ვიყავი!
- რამდენისაც უნდა ყოფილიყავი, - უპასუხა მისის მორელმა.
გერტრუდი ბიჭით ამაყობდა. უილიამი ღამის სკოლაში დადიოდა
და სტენოგრაფიას ეუფლებოდა. უკვე თექვსმეტი წლისას საუკეთე-
სო სტენოგრაფისტი და ბუღალტერი ეთქმოდა და მხოლოდ ერთ
ადამიანს ჩამორჩებოდა ამ ხელობაში. მერე უკვე თვითონაც დაიწ-
ყო ღამის სკოლაში სწავლება. მაგრამ ძალიან ფიცხი იყო, და რომ
არა სიმაღლე და გულკეთილობა, არაფერი უშველიდა.
უილიამი არანაირ კაცის საქმეს - პატიოსან საქმეს - არ თაკი-
ლობდა. ქარივით მალი იყო. თორმეტისამ გასწრობანაში პირველი
ადგილიც კი აიღო და გრდემლის ფორმის სამელნე ერგო. პრიზი
სამზარეულოს კარადაზე დადგეს. სამელნის ყოველ დანახვაზე მი-
სის მორელი სიხარულითა და სიამით ივსებოდა. მისმა ვაჟკაცმა
ხომ დედის გულის გასახარად მიიღო გარბენში მონაწილეობა. მერე
სახლში მოირბინა ამ სამელნით და აქოშინებულმა ძლივს წარმოთ-
79
ქვა: „ შეხე, დე!“ ეს პირველი ნამდვილი ჯილდო იყო გერტრუდის-
თვის. როგორც დედოფალმა, ისე მიიღო უილიამის პრიზი.
- რა ლამაზია! - წამოიძახა გახარებულმა.
ბიჭი თანდათან ამბიციური გახდა. მთელ ფულს დედას აძლევდა.
თუკი კვირაში თოთხმეტ შილინგს გამოიმუშავებდა, დედა ორ ში-
ლინგს უკანვე უბრუნებდა ხოლმე, შენ გამოიყენეო. რაკი ბიჭი ამ
ფულს სასმელში არ ფლანგავდა - ალკოჰოლიანს არაფერს ეკარე-
ბოდა - თავი მდიდარი კაცი ეგონა. ლამის ბესტვუდის ბურჟუა გახდა,
მანამდე დაბას მღვდელზე მაღალი თანამდებობის პირი არ ჰყოლია.
მღვდლის შემდეგ ბანკის მმართველი, ექიმები, ვაჭრები და მაღარო-
ელთა კლანი მოდიოდნენ. უილიამი აფთიაქრის, მასწავლებლისა
და ვაჭრის შვილებს დაუმეგობრდა. ბილიარდს „მექანიქს-ჰოლში“
თამაშობდა. ამას გარდა, ცეკვაც უყვარდა და ამ სიამოვნებას, დე-
დის სურვილის საწინააღმდეგოდ, მაინც არ იკლებდა. ბესტვუდის
მიერ შემოთავაზებულ არც ერთ სიკეთეზე არ ამბობდა უარს, ეს იქ-
ნებოდა იაფფასიანი საცეკვაო დარბაზი თუ ჩერჩ-სთრითის საცეკ-
ვაო მოედანი, ბილიარდით გატაცებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
პოლს უამრავი ლამაზმანის შესახებ თავბრუდამხვევ ამბებს უყვებო-
და, რომლებიც მის გულში დაკრეფილი ყვავილებივით ორ კვირას
ცოცხლობდნენ. საბოლოოდ იქამდე მივიდა საქმე, რომ გოგონებმა
უკვე ბინაზე დაუწყეს მიკითხვა. საკმარისი იყო, მისის მორელს უც-
ნობი გოგონასთვის კარი გაეღო, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი იბ-
ნეოდა. - მისტერ მორელი შინ არის? - იკითხა გოგონამ.
- ჩემი მეუღლე შინაა, - უპასუხა მისის მორელმაც.
- მე... მე ახალგაზრდა მისტერ მორელთან მოვედი, - თქვა ქალიშ-
ვილმა. - რომელთან? სახლში რამდენიმეა. უცნობ გოგონას მორი-
დებისგან ლოყები შეეფაკლა. - მე... მისტერ მორელს „რიფლიში“
შევხვდი, - ამოღერღა ბოლოს. - ოჰ... საცეკვაო მოედანზე!
80
- დიახ.
- საცეკვაო მოედანზე გაცნობილ გოგონებს მე არ ვიწონებ. თა-
ნაც, ჩემი ვაჟი შინ არ გახლავთ. ვაჟი გაბრაზებული დაბრუნდა, რო-
დესაც გაიგო, როგორ უხეშად გააბრუნა დედამისმა გოგონა. უდარ-
დელს წარბშეკრული სჩვეოდა სიარული და დიდ ნაბიჯებს დგამდა.
ხანდახან ქუდს უკან მოიგდებდა ხოლმე და ძველბიჭურად დადი-
ოდა. შინ წარბშეკრული შევიდა. ქუდი დივანზე მოისროლა, მკვეთრ
ყბაზე ხელი მოისვა და დედას თვალები დაუბრიალა. დაბალი ტანის
გერტრუდს თმა უკან გადაეწია და შუბლი გამოეჩინა. ოჯახში ძალა-
უფლებით სარგებლობდა, თუმცა იშვიათი სითბოც არ აკლდა მის
გამოხედვას. შვილს გაბრაზება რომ შეამჩნია, შინაგანმა თრთო-
ლამ აიტანა. - გუშინ ქალბატონმა ხომ არ მომაკითხა, დედა? - ჰკით-
ხა ვაჟმა. - ქალბატონი არ მინახავს. ვიღაც გოგო კი მოდგა კართან.
- მერე რატომ არ მითხარი? - იმიტომ, რომ დამავიწყდა. უილიამს
გაბრაზება არ დაუმალავს. - ლამაზი გოგონა უნდა ყოფილიყო, ქალ-
ბატონის მსგავსი.
- არ შემიხედავს. - დიდი ყავისფერი თვალებით.
- არ შემიხედავს-მეთქი. ისე, ჩემო ბიჭო, იქნებ იმ გოგონებს უთ-
ხრა, კუდში ვინც დაგდევს, რომ დედაშენთან არ უნდა გკითხულობ-
დნენ. სწორედ ასე გადაეცი იმ შენს... უტიფარ ქარაფშუტებს, საცეკ-
ვაო მოედანზე, რომლებსაც ეცნობი ხოლმე. - დარწმუნებული ვარ,
წესიერი გოგონა იყო.
- მე კი საპირისპიროში ვარ დარწმუნებული.
შეკამათება დასრულდა. ცეკვა დედა-შვილს შორის კამათის ერ-
თადერთი მიზეზი გახლდათ. უკმაყოფილებამ პიკს მაშინ მიაღწია,
როდესაც უილიამმა განაცხადა, ჰაქნალთორქარდში - სახელგატე-
ხილ სოფელში - ბალ-მასკარადზე მივდივარო. შოტლანდიელი მთი-
ელის კოსტიუმის ჩაცმას გეგმავდა. შოტლანდურის დაქირავებაც გა-
81
დაეწყვიტა უკვე, რომელიც ერთხელ მის მეგობარს ეცვა და იცოდა,
თვითონაც მშვენივრად მოირგებდა. სამოსი სახლში მიუტანეს. მი-
სის მორელმა კურიერს ცივად გამოართვა პაკეტი და გაუხსნელად
დადო. - კოსტიუმი მომიტანეს? - იკითხა უილიამმა.
- წინა ოთახში პაკეტი დევს.
ვაჟი გაიქცა და კანაფი გადაჭრა.
- როგორ წარმოგიდგენია შენი ვაჟი ამაში? - ჰკითხა აღტაცებულ-
მა შვილმა და შოტლანდურა უჩვენა.
- ხომ იცი, რომ სულაც არ მინდა მაგაში წარმოგიდგინო.
კარნავალის ღამეს, როდესაც უილი შინ გამოსაცვლელად დაბ-
რუნდა, მისის მორელმა პალტო მოიცვა და ქუდი დაიხურა.
- კი მაგრამ, არ მნახავ, როგორ გამოვიყურები საცეკვაო კოსტი-
უმში? - ჰკითხა ვაჟმა. - არა; თვალის დაკვრაც კი არ მინდა, - მიუგო
დედამ.
ქალი ფერდაკარგული და სახეგაქვავებული იყო. ეშინოდა,
უილიამი მამის გზას არ დაადგესო. ბიჭი შეყოყმანდა, გული ეტკინა.
მაგრამ უცებ შოტლანდიურ, ლენტებიან ქუდს მოჰკრა თვალი და დე-
დაცა და მისი წუხილიც გადაავიწყდა. გერტრუდი სახლიდან გავიდა.
როდესაც უილიამი ცხრამეტისა შესრულდა, კოოპერატივი დატოვა
და ნოტინგემში დაიწყო მუშაობა. ახალ სამსახურში კვირაში თვრა-
მეტის ნაცვლად, ოცდაათი შილინგი შესთავაზეს. ეს ნამდვილი წინ-
სვლა იყო. მშობლები შვილის წარმატებით ამაყობდნენ. ყველა უი-
ლიამს აქებდა. ჩანდა, რომ ბიჭი მალე მიაღწევდა მწვერვალს. მისის
მორელს უფროსი ვაჟის დახმარებით უმცროსების ფეხზე დაყენების
იმედი ჰქონდა. ენი უკვე პედაგოგიურზე სწავლობდა. პოლი, ასევე
ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ბიჭი, ფრანგულსა და გერმანულში მე-
ცადინეობდა ნათლია მღვდელთან, რომელიც წინანდებურად მე-
გობრობდა მისის მორელთან. ხოლო ართური, ძალიან ლამაზი და
82
განებივრებული ბიჭი, დაწყებით კლასებში სწავლობდა და ხმებს თუ
დავუჯერებდით, ნოტინგემის უმაღლესი სკოლისთვის ემზადებოდა;
თავს აკლავდა წიგნებს, რომ სტიპენდია მიეღო.
უილიამი ნოტონგემში, ახალ სამუშაო ადგილზე ერთ წელიწადს
დარჩა. კარგად სწავლობდა და სერიოზული მომავლისკენ ისწრა-
ფოდა. მაგრამ ჩანდა, რომ რაღაც აწუხებდა. ცეკვებზეც ძველებუ-
რად დადიოდა და არც მდინარისპირა ქეიფებს აკლდებოდა. სას-
მელს წინანდებურად არ ეკარებოდა. დედმამიშვილებს ალკოჰო-
ლიანი სასმელი ფანატიკურად სძულდათ. შინ გვიან ღამით ბრუნდე-
ბოდა და მაშინვე სამეცადინოს მიუჯდებოდა ხოლმე. დედა ევედრე-
ბოდა, ამდენ საგანზე თავს ნუ იკლავ, ერთი რომელიმე აირჩიე და
იმას გაჰყევიო. - იცეკვე, შვილო, თუ ასე გინდა ცეკვა, მაგრამ საკა-
ბინეტო სამსახურიც გქონდეს, გვიანობამდე ერთობოდე და მერე
ყველაფერს ერთიანად სწავლობდე, ეს შეუძლებელია. ადამიანის
ორგანიზმი ამდენს ვერ გაუძლებს. ან ერთი აკეთე, ან მეორე: გაერ-
თე თუ გართობა გინდა, ან ლათინური ისწავლე, მაგრამ ორივეს ნუ
შეეჭიდები. მერე ლონდონში იშოვა სამსახური, ანაზღაურება წელი-
წადში ას ოცი გირვანქა სტერლინგი ჰქონდა. ზღაპრული გასამრჯე-
ლო იყო. დედამისი ისე დაიბნა, აღარ იცოდა, გახარებოდა თუ სწყე-
ნოდა.
- ლაიმ-სთრითზე მომთხოვეს, ორშაბათიდან გამოდი სამსახურ-
შიო, დედა, - სიხარულით თვალანთებულმა წამოიძახა, როდესაც
წერილის კითხვა დაასრულა. მისის მორელმა იგრძნო, რომ შინაგა-
ნად ყველაფერი გაეყინა. ვაჟმა კითხვა განაგრძო: „თუ არ დაგვზარ-
დებით, ხუთშაბათამდე გვაცნობეთ პასუხი. პატივისცემით...“ - ჩემი
აყვანა უნდათ, დე, წელიწადში ას ოც გირვანქა სტერლინგს მოგცემ-
თო და წინასწარ გასაუბრებას არც კი ითხოვენ. ხომ გეუბნებოდი,
ამიყვანენ-მეთქი! წარმოიდგინე, ლონდონში ვიწყებ მუშაობას! წე-
83
ლიწადში ოც გირვანქა სტერლინგს მოგცემ. ფული თავსაყრელად
გვექნება.
- გვექნება, შვილო, - სევდიანად უპასუხა დედამ.
უილიამი ვერც კი მიხვდა, რომ გერტრუდს მისი დიდი ხნით გამ-
გზავრება უფრო აწუხებდა, ვიდრე მისი წარმატება ახარებდა. რაც
უფრო ახლოვდებოდა გამგზავრების დღე, მით უფრო ეკუმშებოდა
ქალს გული და სასოწარკვეთილება ეუფლებოდა. შვილი ძალიან
უყვარდა. ამას გარდა, მთელ იმედებს მასზე ამყარებდა. ლამის უფ-
როსი ვაჟით ცხოვრობდა. მისთვის ფუსფუსი ბედნიერებას ანიჭებდა.
უყვარდა, როდესაც ჩაის უმზადებდა, როდესაც საყელოებს უუთოებ-
და, რაც უილიამს ასე ეამაყებოდა. დედა გულით ხარობდა, როცა
შვილი გაუთოებული საყელოებით ამაყობდა. მათ სოფელში სამ-
რეცხაო არ იყო. პატარა ამოზნექილი უთო ჰქონდა და იქამდე არ
ანებებდა საყელოებს თავს, სანამ პრიალს არ დააწყებინებდა. ამიე-
რიდან ვიღა გაუუთოებდა საყელოებს? ისეთი განცდა ჰქონდა, გუ-
ლიდან მშორდებაო. ვაჟს კი არ ემჩნეოდა, რომ დედასთან განშო-
რება ემძიმებოდა, რაც გერტრუდს კიდევ უფრო სტკენდა და მწუხა-
რებით უვსებდა გულს. თითქოს უილიამი მიდიოდა და მოსაგონებ-
ლად არაფერს ტოვებდა. გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე -
ოცის რომ შესრულდა - სასიყვარულო წერილების დასტას დაავლო
ხელი და ცეცხლს მისცა. სამზარეულოს განჯინის თავზე ინახავდა.
რამდენიმე წერილიდან დედისთვის ამონარიდები ჰქონდა წაკითხუ-
ლი. ზოგიერთი თავად გერტრუდმა წაიკითხა. თუმცა უმეტესობა ბა-
ნალური აღმოჩნდა. შაბათ დილას უილიამმა ძმას გასძახა:
- პავლე15, მოდი, ჩემს წერილებს გადავავლოთ თვალი და ყვავი-
ლები და ჩიტები შენი იყოს. მისის მორელს შაბათის საქმე პარას-

15
ძმას ხუმრობით პავლე მოციქულის სახელს უწოდებდა.
84
კევს მოეთავებინა, რადგან უკვე ვაჟის გამგზავრებას აპირებდა. გა-
სატანებლად გამოუცხო ბრინჯის ნამცხვარი, რომელიც უილის ძა-
ლიან უყვარდა. ბიჭი თითქმის ვერ ხვდებოდა, როგორ უმძიმდა დე-
დას. დასტიდან პირველი წერილი ამოიღო. ვარდისფერი ფურცელი
მეწამული და მწვანე ნარშავებით იყო გაფორმებული. უილიამმა
ფურცელი დაყნოსა. - სასიამოვნო სუნი აქვს! დაყნოსე! პოლს ლამის
ცხვირში შესჩურთა ქაღალდი. - ჰმ! - პოლმა ღრმად შეისუნთქა, - დე,
აბა, დაყნოსე, ეს რა სუნია? დედამ ფურცელს პატარა, დახვეწილი
ცხვირი მიუახლოვა.
- მაგ ნაგვის სუნის ყნოსვა სულაც არ მინდა, - ცხვირაბზუებით
წარმოთქვა. - ამ გოგოს მამა, - თქვა უილიამმა, - კრეზივით16 მდიდა-
რია. უთვალავი ქონების მფლობელია. გოგონა ლაფაიეტს17 მეძა-
ხის, რადგან ფრანგული ვიცი. ნახე, რას მწერს: „დაინახავ, რომ ყვე-
ლაფერი მოგიტევე“ , - აი, „მოგიტევე“ მაგარი იყო! - „ამ დილას დე-
დიკოს შენზე ველაპარაკე, გამიხარდება, თუკი კვირადღეს ჩაიზე
გვეწვევა-მეთქი, მაგრამ მამიკოს თანხმობაც დასჭირდება. იმედი
მაქვს, დაგვთანხმდები. გაცნობებ, რას მოვაბამ თავს. თუკი მაინც...“
- რას გაცნობებს? - შეაწყვეტინა მისის მორელმა.
- რას მოაბამს თავს...
- „თავს მოაბამს“ ? - დაცინვით გაიმეორა მისის მორელმა, - მე-
გონა, განათლებული მაინც იქნებოდა! უილიამმა უხერხულად იგ-
რძნო თავი და წერილი მიაგდო, პოლს კი ნარშავას კუთხეები მისცა.

16
კრეზი - ლიდიის სამეფოს უკანასკნელი მმართველი (ძვ. წ. 560-ძვ. წ. 546). მან
მცირე აზიის დიდი ნაწილი დაიმორჩილა. ძალიან მდიდარი იყო, რის გამოც დამ-
კვიდრდა გამოთქმა „კრეზივით მდიდარი“.
17
მარი ჟოზეფ პოლ ივ როშ ჟილბერი, დე ლაფაიეტის მარკიზი (1757-1834) -
ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე. სამი რევოლუციის - დამოუკიდებლობისთვის
წარმოებული ამერიკის ომის, დიდი ფრანგული რევოლუციისა და 1830 წლის ივ-
ლისის რევოლუციის - მონაწილე. ჯორჯ ვაშინგტონის მეგობარი.
85
მერე სხვა წერილებს გადაავლო თვალი და ამონარიდები ხმამაღლა
წაიკითხა: ზოგიერთმა დედას ღიმილი მოჰგვარა, ზოგმაც - სევდა და
ძალიან დაამწუხრა. - შვილო, - მიმართა უილიამს, - ძალიან ჭკვი-
ანები ყოფილან. საკმარისია, შენ პატივმოყვარეობას საზრდო გა-
უჩინონ და შენც ფინია ძაღლივით ფეხებში უვარდები, თითქოს თავი
უნდა დაგფხანონ. - ოდესმე ეს ფხანა მოსწყინდებათ, - შეედავა
უილიამი, - ჰოდა, მერე მე ვიცი და ჩემმა კაცობამ! - ოდესმე კისერზე
თოკი შემოგეხვევა, რომლისგანაც თავს ვეღარ დაიძვრენ, - მკვახედ
მოუჭრა დედამ. - არასოდეს! ყველას გულგრილად ვექცევი, რაც უნ-
და პატივმოყვარეობით სულდგმულობდნენ. - პატივმოყვარეობით
შენ სულდგმულობ, - მშვიდად უთხრა ქალმა. მალე ბუხარში წერი-
ლების შავი, დაგრეხილი დასტა ბურბურებდა. პოლმა კი ორმოციო-
დე მშვენიერი სურათი ჩაიჯიბა; ზოგზე მერცხლები ეხატა, ზოგზე - კე-
სანეები და სუროს შხეფები. უილიამი კი ლონდონის გზას გაუდგა
ახალი ცხოვრების დასაწყებად.

86
4. პოლის სიყრმე

პოლს დედის აღნაგობა გამოჰყვა, თხელი და არცთუ მაღალი გა-


იზარდა. ქერა თმა ჯერ წითურში გადაუვიდა, ბოლოს წაბლისფერში.
თვალები ნაცრისფერი ჰქონდა. თეთრი პირისახის, წყნარი ბიჭი
იყო, ყურადღებიანი მზერითა და სავსე, დაშვებული ქვედა ტუჩით.
ჩვეულებრივ, ვინც შეხედავდა, ყველას უფროსი ეგონა ასაკთან შე-
დარებით. ძალიან მიხვედრილი იყო და გარშემომყოფთა, განსა-
კუთრებით დედის, გრძნობებს უფრთხილდებოდა. როდესაც ქალი
რაღაცაზე აღელდებოდა, ბიჭსაც გული არ უსვენებდა. დედას განსა-
კუთრებულ ყურადღებას აქცევდა.
ასაკის მატებასთან ერთად ხასიათიც გაუმტკიცდა. უილიამი ძა-
ლიან შორს იყო მისგან - როგორც მანძილით, ასევე წლოვანებით -
ამიტომ ვერ ემეგობრებოდა, რის გამოც პოლს თავიდან ენი მეთ-
ვალყურეობდა. გოგონა კი ისეთი ახტაჯანა იყო, დედა ქალაბიჭას
ეძახდა. მაგრამ ენის უმცროსი ძმა ძალიან უყვარდა. იგი მეზობლის
გოგოებთან ერთად მთელი დღე ქუჩაში დარბოდა, პოლი კი სულ
კუდში დასდევდა და იმავე თამაშებით კმაყოფილდებოდა, რასაც
დაიკო თამაშობდა. თვითონ ინიციატორი არასდროს ყოფილა.
მშვიდი და შეუმჩნეველი ბიჭი ეთქმოდა. მაგრამ ენი აღმერთებდა.
პოლს და მისაბაძად მიაჩნდა. ენის დიდი თოჯინა ჰქონდა, რომელიც
ძალიან ეამაყებოდა, მაგრამ სიყვარულით მაინცდამაინც არ უყვარ-
და. ერთხელ თოჯინა დივანზე დააწვინა დასაძინებლად, გადასაფა-
რებელიც გადააფარა... და დაავიწყდა. პოლს კი დივნის სახელური-
დან გადმოხტომა მოუნდა. როდესაც დივანზე ავიდა, ფეხი დამალუ-
ლი თოჯინის სახეს დააბიჯა. ეს ამბავი ენიმ რომ შეიტყო, თოჯინას
ეცა, კალთაში ჩაიდო და ისე გამოიტირა, თითქოს პანაშვიდს უხდი-
სო. პოლმა კი ყურები ჩამოყარა. - ვერ მითხარი, აქ თუ იდო, დე? ვერ
87
მითხარი? - იმეორებდა გულნატკენი ბიჭი. სანამ ენი თოჯინას დას-
ტიროდა, თვითონ უსასოოდ იჯდა. დის მწუხარება გადაედო. ასეთ
დღეში რომ დაინახა პოლი, ენიმ მაშინვე აპატია, მაგრამ ორი დღე
დამწუხრებული დადიოდა. - მოდი, არაბელა მსხვერპლად შევწი-
როთ, - შესთავაზა დას, - მოდი, დავწვათ. ენის ჯერ გული გაუსკდა,
მერე გაოცდა. დააინტერესა, ნეტა ჩემი ძმა რას იზამსო. პოლმა აგუ-
რებით სამსხვერპლო გააკეთა, არაბელას მუცლიდან ბურბუშელა
გამოაცალა, დამტვრეული სახე ცვილის ნატეხებით შეუვსო, ცოტაო-
დენი პარაფინი დაასხა და სამსხვერპლო ააგიზგიზა. ბოროტი სი-
ამოვნებით ადევნებდა თვალს ცვილის დნობას, რომელიც ოფლის
წვეთებივით ჩადიოდა ცეცხლში. სანამ ეს უზარმაზარი თოჯინა იწვო-
და, ბიჭი გულში ზეიმობდა. ბოლოს ნახშირი ჯოხით მოჩხრიკა, გაშა-
ვებული ხელ-ფეხი გამოაცალკევა და ქვებით დაჭეჭყა. - ესეც მისის
არაბელას მსხვერპლად შეწირვა, - ჩაილაპარაკა პოლმა, - მიხარია,
რომ მისგან აღარაფერი დარჩა. მართალია, ენის ხმა არ ამოუღია,
მაგრამ გული დასწყდა. როგორც ჩანს, პოლს თოჯინა, რაკი გაუტ-
ყდა, ძალიან შესჯავრდა. ყველა დედმამიშვილი, განსაკუთრებით
პოლი, დედის მხარეს იყო მუდამ და მამას ლამის მტრად მოჰკიდე-
ბოდა. მისტერ მორელი კი სმასა და შარიანობას არ წყვეტდა. ზოგ-
ჯერ ოჯახს სიცოცხლეს უმწარებდა, ოღონდ ეს „ზოგჯერ“ ხანდახან
თვეები გრძელდებოდა. პოლს არასოდეს დავიწყებია, ერთხელ,
ორშაბათს, მოსაღამოვებულზე „იმედის გაერთიანებიდან“ რომ
დაბრუნდა და თვალდალურჯებული დედა ნახა. მამა იქვე, ბუხრის
ხალიჩაზე გაჩაჩხული იდგა და თავი ჩაექინდრა. სამსახურიდან
ახალდაბრუნებულ უილიამს კი მამისთვის მიეშტერებინა თვალი და
ავად უმზერდა. ოთახში სიჩუმე იდგა, როდესაც პატარები შევიდნენ.
არც ერთ უფროსს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია.

88
უილიამს მიტკლის ფერი ედო, ტუჩებიც კი გაფითრებოდა და
ორივე ხელის მტევანი მოემუშტა. მან ბავშვებს შეხედა, რომელთა
მზერაშიც ზიზღი ამოიკითხა და მამამისს უთხრა: - შე ლაჩარო, სახ-
ლში რომ ვყოფილიყავი, ხომ ვერ გაბედავდი! მაგრამ მორელს
ტვინში სისხლმა აასხა. ვაჟს მიუბრუნდა. უილიამს უკვე გაესწრო მა-
მისთვის სიმაღლეში, მაგრამ კაცი უფრო დაკუნთული იყო და ჭკუა
ჰქონდა გადაკეტილი. - ვერ გავბედამდი?! - დაიყვირა, - ვერა?! ერთი
კიდე ამოგიღია ხმა და განახებ, რას გავბედამ! ძვალ-რბილ გაგიერ-
თიანებ.
მორელმა ვაჟს მუშტები მოუღერა და ისე დადგა, თითქოს მხეცია
და ნახტომისთვის ემზადებაო. უილიამს გაცოფებისგან თეთრ სახე-
ზე ალმური მოედო. - გამიერთიანებ? - მშვიდი, გამომწვევი ხმით
ჰკითხა, - ჰოდა, ეს შენი უკანასკნელი საქციელი იქნება.
მორელი მისკენ გაიწია, მუშტი მოუღერა და დასარტყმელად მო-
ემზადა. უილიამიც მოემზადა შესაბრძოლებლად. ლურჯი თვალები
ისე დააკვესა, თითქოს იცინისო. მამას შეხედა. ერთი სიტყვაც და კა-
ცი შეტევაზე გადავიდოდა. პოლმა ინატრა, ნეტავო. სამივე ბავშვი
დივანზე ფერდაკარგული დაჯდა.
- გეყოთ ორივეს, - გაისმა მისის მორელის მკაცრი ხმა, - დღეის-
თვის კამარა. შენ კი, - ქმარს მიმართა, - ბავშვებს მაინც შეხედე! მო-
რელმა დივნისკენ გაიხედა.
- შენ შეხედე, შე უსირცხვილო ძუკნა! - გამოსცრა კბილებში, - რა-
მე დამიშავებია ბავშვებისთვის? იქნებ მითხრას ვინმემ! მაგრამ სუ
შენ დაგეფერნენ, უზნეობაც შენგან აქვთ ნასწავლი. გერტრუდმა
ამაზე არაფერი უპასუხა. ხმა არავის ამოუღია. ცოტა ხანში მორელმა
ჩექმები მაგიდის ქვეშ შეუძახა და დასაწოლად წავიდა. - რატომ შე-
მაჩერე? - ჰკითხა დედას უილიამმა, როდესაც მამა უკვე ზედა სარ-
თულზე იყო, - სულ იოლად მივტყეპდი.
89
- აბა, როგორ იქნებოდა, რომ მშობელი მამა... - აღარ დაასრულა
მისის მორელმა. - მშობელი! - გაღიზიანდა უილიამი, - მამა როგორ-
ღა დავუძახო! - ეგ არის და რა ვქნა...
- რატომ არ მომეცი ნება, რომ მიმეჩინა ადგილი? იოლად მოვ-
სვამდი. - აღარ გაიმეორო! - იყვირა გერტრუდმა, - მანდამდე არ მივ-
სულვართ ჯერ. - არა, - თქვა ბიჭმა, - ამაზე უარესი რაღა იქნება. შენ
თავს შეხედე. მოგეცა ნება და ხომ მივუნაყავდი ცხვირ-პირს! - ვერ
ავიტანდი ეგეთ რამეს. შენც ამოიგდე თავიდან, - სწრაფად უპასუხა
დედამ. იმ საღამოს ბავშვები დამწუხრებულები წავიდნენ დასაძი-
ნებლად. როდესაც უილიამი წამოიზარდა, ოჯახი ბოთომსიდან გა-
დავიდა და ბორცვის წვერზე დასახლდა, საიდანაც მოლუსკის ნიჟა-
რასავით ამოზნექილი ველის ხედი იშლებოდა. სახლის წინ უზარმა-
ზარი იფანი იდგა. დერბიშირიდან დაბერილი დასავლეთის ქარი,
რომელიც მთელი ძალით ეჯახებოდა სახლს, ხეს საშინლად აჭრია-
ლებდა. მორელს ეს ხმა მოსწონდა. - ნამდვილი ჰანგია, - იტყოდა
ხოლმე, - ტკბილ ძილსა მგვრის. მაგრამ პოლს, ართურსა და ენის
სძულდათ ხის ჭრიალი. პოლისთვის ეს ხმა დემონური უფრო იყო,
ვიდრე მუსიკალური. ახალ სახლში გადასვლის პირველ ზამთარს
მორელი ხორცშესხმული საშინელება იყო. ბავშვები სულ გარეთ იყ-
ვნენ, ფართო, ბნელი ველის პირას თამაშობდნენ, სანამ რვა არ შეს-
რულდებოდა. რვაზე უნდა დაწოლილიყვნენ. მისის მორელი კი პირ-
ველ სართულზე იჯდა და კერავდა. სახლის წინ ამხელა ადგილი ბავ-
შვებს ისე აშინებდა, როგორც ღამე. ეს შიში მოჭრიალე ხისა და სახ-
ლში გამეფებული უსიამოვნებისგან იყო ნასაზრდოები. პოლს ხში-
რად ეღვიძებოდა ქვედა სართულიდან ამომავალი ბრაგუნის გამო.
ეღვიძებოდა და ძილიც აღარ ეკარებოდა. მერე სახლში გვიან დაბ-
რუნებული, მთვრალი მამის გინება ესმოდა, რასაც დედის მკვეთრი
პასუხები მოჰყვებოდა ხოლმე. ამას მაგიდაზე მორელის მუშტების
90
ბრაგუნი ერთვოდა და ხმის აწევა აგვირგვინებდა. სულ ბოლოს საქ-
მეში მრისხანე იფანი ერთვებოდა სახლის გარედან და ტოტების
შრიალ-ჭრიალში ყველაფერს აყრუებდა. ბავშვები გასუსულები,
ავის მოლოდინში იწვნენ და იცდიდნენ, ქვედა სართულიდან ისევ
გაიგონებდნენ თუ არა ხმას. ხომ შეიძლებოდა, მათი დედიკოსთვის
კიდევ ერთხელ დაერტყა. შიშის გრძნობა ეუფლებოდათ და კანი
ებურძგლებოდათ, ვაითუ სისხლი დაიღვარაო. გული ლამის ყელში
ამოვარდნოდათ. ქარი ხეს უფრო და უფრო სასტიკს ხდიდა და იფა-
ნიც ძრწოლის მომგვრელად ხმაურობდა. არფის ყველა სიმი ზუზუ-
ნებდა, უსტვენდა და ჭრიალებდა. მერე უეცრად სიჩუმე ისადგურებ-
და სახლსა თუ კარში და შიშის ზარიც იწყებდა რეკვას. რა მოხდა? ეს
სიჩუმე სისხლს ხომ არ უკავშირდებოდა? დედას ხომ არაფერი და-
მართა? ბავშვები სიბნელეში იწვნენ და ძლივს სუნთქავდნენ. მერე,
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ესმოდათ, როგორ იძრობდა მამა ფე-
ხიდან ჩექმას და წინდიანი ფეხით კიბეზე ადიოდა დასაძინებლად.
ამის შემდეგ კვლავ სმენად იყვნენ ქცეულნი. ბოლოს, თუ ქარის ხმა-
ური არ გადაფარავდა, ქეთლში წყლის შხრიალი გაისმოდა, რო-
მელსაც დედა დილისთვის ავსებდა - ეს იმას ნიშნავდა, რომ დედა
ცოცხალი იყო და შეეძლოთ, მშვიდად დაეძინათ. დილით ბედნიერე-
ბი იღვიძებდნენ - ბედნიერები, ბედნიერად თამაშობდნენ, მოსაღა-
მოვებულზე ეულ ლამპიონს სულ ცეკვა-ცეკვით უვლიდნენ გარს.
მაგრამ გულიდან ტკივილს მაინც ვერ იშორებდნენ, რაც სახის გა-
მომეტყველებაზე ესახებოდათ და მათ მწუხარებას გასცემდა. პოლს
მამამისი ეზიზღებოდა. ბიჭობაში გულმხურვალედ სწამდა თავისი
რელიგია. - გევედრები, შეწყვიტოს სმა, - ყოველღამ ლოცულობდა,
- უფალო, მიიბარე მამაჩემი, - შეუთხოვია არაერთხელ, - ოღონდ მა-
ღაროში არ მოკლან, - ლოცულობდა ხოლმე, როდესაც საღამოს ჩა-
ის შემდეგ მორელი სახლში არ გამოჩნდებოდა. ასეთ დროს ოჯახი
91
სასოწარკვეთას ეძლეოდა. ბავშვები სკოლიდან ბრუნდებოდნენ და
ჩაის შეექცეოდნენ. ბუხარში დიდი, შავი ქვაბი დუღდა, ღუმელში ჩა-
შუშული ხორცი იდგა ოჯახის უფროსისთვის. წესითა და რიგით, ხუთ
საათზე უნდა დაბრუნებულიყო. მაგრამ ზოგჯერ რამდენიმე თვე გა-
დაბმულად სვამდა და სამსახურის მერე ჯერ დუქანს სტუმრობდა,
სახლში კი გვიან ბრუნდებოდა. ზამთარში, როდესაც მალე ბნელდე-
ბა, მისის მორელი საღამოობით მაგიდაზე თითბრის სასანთლეს
დებდა, რათა ოთახი ქონის სანთლით გაენათებინა და გაზი დაეზო-
გა. ბავშვებს, როცა კარაქიან პურს შეჭამდნენ ან პირდაპირ ტაფი-
დან ამოჭამდნენ რამე გემრიელს, მაშინვე გარეთ გაქცევაზე ეჭირათ
თვალი, მაგრამ თუკი მამა სახლში არ ჰყავდათ, ფეხს ითრევდნენ.
მისის მორელს მარტო იმაზე ფიქრიც კი აღიზიანებდა, რომ მისი ქმა-
რი, სამუშაოდან წამოსული, დაუბანელი და მშიერი, სადღაც სამი-
კიტნოში ჯდებოდა და თვრებოდა; შინ მოსვლა არც ახსენდებოდა.
ეს გაღიზიანება ბავშვებსაც ედებოდა. უკვე მარტო კი აღარ განიცდი-
და ქმრის უსაქციელობას, შვილებიც მასთან ერთად ნერვიულობ-
დნენ. პოლი გარეთ გავიდა ბავშვებთან სათამაშოდ. ქვემოთ, ქვაბუ-
ლის ბინდში მაღაროების მკრთალი სინათლეები კრთოდა. დაგვია-
ნებული მაღაროელები ბნელ ბილიკს მოუყვებოდნენ გაჭირვებით.
მეფარნე ამავე გზას მოჰყვებოდა. მეტი არავინ ჩანდა, არც მაღა-
როელი და არც შემთხვევითი გამვლელი. მთელ ველზე წყვდიადი
ჩამოწვა. აღარავინ მუშაობდა. დაღამდა. აღელვებული პოლი სამ-
ზარეულოში გაქანდა. მაგიდაზე ერთი სანთელი ენთო, დიდი ცეც-
ხლი კი წითლად ღვიოდა. მისის მორელი მარტო იჯდა. ბუხარში ქვა-
ბი თუხთუხებდა, ვახშამი კი გაწყობილი იყო. მთელი ოთახი მოლო-
დინს გაემსჭვალა, მოლოდინს იმ კაცისა, რომელიც უნაყროდ იჯდა
სახლიდან შორს, სიბნელის მიღმა, და დათრობამდე სვამდა. პოლი
კართან შეჩერდა. - მამა მოვიდა? - იკითხა.
92
- როგორც ხედავ, არა, - მიუგო უაზრო შეკითხვით განაწყენებულ-
მა მისის მორელმა. ბიჭმა ოთახში დარჩენა ამჯობინა. ორივეს გაღი-
ზიანება ემჩნეოდა. აი, მისის მორელი ადგა და კარტოფილს გადაუ-
წურა.
- კარტოფილი გადაიხარშა და მიიწვა კიდეც, - ჩაილაპარაკა თა-
ვისთვის, - მაგრამ რაში მადარდებს? თითქმის უბრად იყვნენ. პოლი
დედაზე ღიზიანდებოდა, ნეტავ, რაში ადარდებს, მოვა თუ არა მამა-
ჩემიო.
- რაზე იტანჯავ თავს? - ჰკითხა შვილმა, - თუკი დალევა უნდა, შენც
ადექი და მიეცი ნება. - ნება მივცე? - წამოენთო მისის მორელი, - შენ-
თვის იოლი სათქმელია. გერტრუდმა იცოდა, რას ნიშნავდა, როდე-
საც სამსახურიდან შინ მიმავალი მამაკაცი სამიკიტნოში შეივლიდა
და დალევდა - ეს ჯანმრთელობის მოსპობა და ოჯახის დანგრევა
იყო. ბავშვები ჯერ არასრულწლოვნები იყვნენ და მარჩენალი სჭირ-
დებოდათ. უილიამმა ცოტა ამოასუნთქა, იმდენს აწვდიდა, რომ პუ-
რი მაინც ეჭამათ, თუკი მორელს რამე დაემართებოდა. მაგრამ ამ
მომლოდინე საღამოებში დაძაბული ატმოსფერო მაინც გამეფდე-
ბოდა ხოლმე ოთახში. საათის წიკწიკში კი წუთები გადიოდა და აგერ
უკვე ექვსი შესრულდა, თუმცა მაგიდაზე ვახშამი ისევ ხელუხლებე-
ლი იყო და მოლოდინისგან გამოწვეული დაძაბულობაც არ განელე-
ბულიყო. ბიჭს სახლში გაჩერება აღარ შეეძლო, მაგრამ ვერც სათა-
მაშოდ გავიდოდა, ამიტომ მეზობელთან, მისის ინგერთან, შევლა
გადაწყვიტა. მისის ინგერს შვილები არ ჰყავდა. მისი ქმარი კარგი
ადამიანი იყო, მაგრამ ნოქრად მუშაობდა მაღაზიაში და შინ გვიან
ბრუნდებოდა. როდესაც მეზობლის ბიჭს დაინახავდა კართან, მაშინ-
ვე თავისთან უხმობდა: - შემოდი, პოლ.
მცირე ხანს საუბრობდნენ ხოლმე, მაგრამ ბიჭი უეცრად წამოხტე-
ბოდა:. - გავალ, ვნახავ, ხომ არაფერში ვჭირდები დედაჩემს.
93
თავს მხიარულად აჩვენებდა და გულის წუხილს არ უმხელდა მე-
გობარს. სახლში სირბილით გადადიოდა.
ამასობაში მორელიც დაბრუნებული ხვდებოდა.
- სახლში ამაზე ადრე არ უნდა დაბრუნდე, - ეტყოდა ცოლი.
- ნეტა რა შენი საქმეა, როდის მოვალ და წავალ? - აყვირდებოდა
მორელი. ასეთ დროს სახლში ყველა ისუსებოდა, რადგან ხმის ამო-
ღება საშიში იყო. ხმაურიანად, თქლაფუნით ჭამდა და როდესაც მუ-
ცელს ამოიყორავდა, ჭურჭელს ხელით სწევდა, რათა მაგიდაზე თა-
ვი ჩამოედო და წაეძინა.
ამ დროს პოლს მამა სძულდა. მაღაროელს პატარა, საცოდავი
თავი, ჭაღარაშეპარული შავი თმით, მკლავზე ედო; ჭუჭყიანი და წა-
მონთებული სახე, მსხვილი ცხვირითა და მეჩხერი წარბებით, გვერ-
დიდან მოუჩანდა. ლუდით გამობრუჟულსა და დაღლილს ძილი
ერეოდა. თუკი ვინმე ოთახში უცებ შევიდოდა ან რაღაც ხმას გამოს-
ცემდა, კაცი თავს სწევდა და ყვირილს იწყებდა: - მუშტს შიგ თავში
ჩაგცხებ, გეუბნები, თუ ხმაურობას არ შეწყვეტავ! გეყურება შენ? ბო-
ლო სიტყვებს განსაკუთრებული მუქარის ტონითა და, ჩვეულებრივ,
ენის მისამართით წარმოთქვამდა. ოჯახი კი ასეთ სიტუაციაში უფრო
მეტად იტანჯებოდა და მორელისადმი სიძულვილით ივსებოდა. ოჯა-
ხის საქმეებში საერთოდ არ ერეოდა. არც არავინ ეუბნებოდა რამეს.
ბავშვები მხოლოდ დედას უყვებოდნენ დღის განმავლობაში მომ-
ხდარ ამბებს. სანამ დედას ეტყოდნენ, მანამდე განცდილისა და ნა-
ნახისაც კი არ სჯეროდათ. მაგრამ საკმარისი იყო, მამა გამოჩენი-
ლიყო სახლში და ყველაფერი წყდებოდა. მორელი ოჯახის ბედნიე-
რების მექანიზმს სერიოზულ წინაღობად ევლინებოდა. თავადაც
იცოდა, რატომ ჩუმდებოდა მის გამოჩენაზე მთელი ოჯახი, რატომ
ისადგურებდა დუმილი და რატომ არავის სიამოვნებდა მისი დანახ-
ვა. მაგრამ იმსიღრმეზე ჰქონდა შეტოპილი, რომ რაიმეს შეცვლა უკ-
94
ვე შეუძლებლად ეჩვენებოდა. ძალიანაც გაუხარდებოდა, ბავშვებს
მასთანაც რომ გამოენახათ საერთო ენა, მაგრამ მათ ეს არ შეეძ-
ლოთ. ზოგჯერ მისის მორელი შვილებს ეტყოდა ხოლმე:
- მამაშენისთვის მოგეყოლა.
პოლმა ბავშვთა გაზეთის მიერ მოწყობილ შეჯიბრში ჯილდო
აიღო. ყველა ხარობდა. - აბა, როგორც კი მამაშენი დაბრუნდება, მა-
შინვე ახარე, - უთხრა დედამ, - ხომ იცი, როგორ სწყინს, როცა არა-
ფერს უყვებით.
- კარგი, - უთხრა პოლმაც. მაგრამ ერჩია, ამ ჯილდოს შელეოდა,
ვიდრე მამისთვის მოეყოლა რამე.
- შეჯიბრებაში ჯილდო დავიმსახურე, - გატეხა ნავსი ბიჭმა.
მორელი მიუბრუნდა.
- მართლა, შვილო? რა შეჯიბრება იყო?
- ოჰ, ისეთი არაფერი... ცნობილ ქალებზე.
- რა ჯილდოა ეგეთი?
- წიგნი.
- მართლა?
- ფრინველებზე.
- ჰმ... ჰმ!
ამით დასრულდა. მამასა და ოჯახის დანარჩენ წევრებს შორის სა-
უბარი შეუძლებელი იყო. უცხო პირად ქცეულიყო. გულში უფალს
უარყოფდა. მხოლოდ მაშინ უახლოვდებოდა ოჯახს, როდესაც ხელ-
საქმობდა. მუშაობისას ძალიან ბედნიერი იყო. ზოგჯერ საღამოო-
ბით ჩექმებს აკერებდა ან ქეთლსა და მათარას რჩილავდა. ასეთ
დროს დამხმარეები ესაჭიროებოდა და ბავშვებიც სიხარულით იჩენ-
დნენ ინიციატივას. როდესაც რაღაც კეთდებოდა, მთელი ოჯახი ერ-
თიანდებოდა, რადგან ამ დროს მორელი ოჯახის უფროსი და მამა
ხდებოდა. კარგი ხელოსანი ეთქმოდა, ხელმარჯვე; თუ ხასიათზეც
95
იყო, ღიღინი უყვარდა. გაუცხოებისა და უხასიათობის პერიოდები კი
თვეობით და ლამის წლობით უგრძელდებოდა. მერე თითქოს მხი-
არულება ისადგურებდა მის გულში. სასიამოვნო სანახავი იყო, რო-
დესაც გავარვარებული რკინით სამრეცხაო ოთახში გარბოდა და
გაიძახოდა: - გზა! ჩამომეცალეთ!
მერე ამ გავარვარებულ რკინას უროსავით მძიმე ჩაქუჩს უბრახუ-
ნებდა და სასურველ ფორმას აძლევდა. ზოგჯერ სარჩილავი ლამ-
პით ხელში გასუსული იჯდა და მცირე დეტალებს ერთმანეთზე ადუ-
ღაბებდა. ბავშვებს უყვარდათ იმის ყურება, როგორ დნებოდა ლი-
თონი და სარჩილავი ლამპის ცხვირი როგორ აწებებდა დარბილე-
ბულ ნაწილებს ერთმანეთს. მერე ოთახში დამწვარი ფისისა და ცხე-
ლი თუნუქის სუნი დგებოდა, მორელი კი დაძაბული დუმდა. როდე-
საც ფეხსაცმელს არემონტებდა, ჩაქუჩის კაკუნს ხმას აყოლებდა.
არცთუ იშვიათად თავის მოლესკინის შარვალს დიდრონ საკერებ-
ლებს ადებდა, მაგრამ რაკი ქსოვილი ძალიან ჭუჭყიანი იყო და თან
უხეში, ცოლისთვის არასდროს დაუვალებია, ბებკები შენ დააკერეო.
ბავშვები ყველაზე მეტად ხარობდნენ, როდესაც მორელი ფალიებს
აკეთებდა. სხვენიდან ხორბლის გრძელი ფუჩეჩის კონები ჩამოჰ-
ქონდა. თითო ღეროს ისე წმენდდა, სანამ ოქროსავით არ გააპრია-
ლებდა, მერე ღეროებს ექვსიოდე ინჩის სიგრძეზე ჭრიდა და შუაში,
თუკი შესაძლებელი იყო, ნასერს უკეთებდა. ერთი ლამაზი, მჭრელი
დანა ჰქონდა, რომლის ბასრი პირითაც ისეთ ნასერს აკეთებდა,
რომ თავად ღერო არ დაეზიანებინა. ამის შემდეგ მაგიდაზე დენთს
ყრიდა და მაგიდის ქათქათა ზედაპირზე შავი ფხვნილის ნამცეცების
ზვინი დგებოდა. ჩალის ღერებისგან ჩხირებს აკეთებდა, ენი და პო-
ლი კი ამ ჩხირის ღრუს ავსებდნენ და გმანავდნენ. პოლს უყვარდა,
როდესაც ჩხირის პირიდან ხელისგულზე დენთის ნამცეცები უცვიო-
და და მანამდე ყრიდა, სანამ ბოლომდე არ ამოავსებდა. თავ-ბო-
96
ლოს კი საპნით უცობდა - საპონი ლამბაზე ედო და ცერით ცოტ-ცო-
ტას იღებდა - და ჩხირიც მზად იყო. - ნახე, მა! - უჩვენებდა მორელს.
- კარგია, შემოგევლე, - პასუხობდა მორელი, რომელსაც მეორე
ვაჟისთვის საალერსო სიტყვა არ ენანებოდა. პოლი დენთის ქილაში
აწყობდა დამზადებულ ფალიებს, რომლებიც მორელს დილით მა-
ღაროში უნდა წაეღო და მცირე-მცირე მონაკვეთები აეფეთქებინა.
ასეთ დროს ართური, რომელსაც მამა ძალიან უყვარდა, მორელის
სავარძლის სამკლავურს ეყრდნობოდა და ამბობდა: - მამიკო, მაღა-
როზე მოგვიყევი რამე. ამ საკითხზე საუბარი კი მორელს არასდროს
ეზარებოდა. - ერთი ჯორი გვყავს რა, ვირეშმაკას ვეძახით, - დაიწყო
მორელმა, - მაგარი გაიძვერაა! როდესაც მორელი ასე ემოციურად
იწყებდა მოყოლას, ყველა ხვდებოდა, რომელ ვირეშმაკასაც ეხებო-
და საქმე. - მარჯვე კია, - ამბობდა მაღაროელი, - ძალიან მაღალი არ
ეთქმის. ჩამოვა ეგ ტაფი18, აუტყდება ხველა-ცემინება, გულ-ჯიგარს
რო ამაიღებს, მერეღა დაუწყებს ხომე ბაგუნსა. ტაფის გაუმარჯოს,
რას აცემინებ, რა შაიყნოსე-მეთქი, ვკითხავ ხომე. ის ჩემი ცოდვით
სავსე კი ისევ აცხიკინებს და ვერა ჩერდება. მერე ჯიქურ მოგადგება
და გიყურებს. რა იყო-მეთქი, ვეკითხები. - და რა უნდა? - ეკითხება
ართური.
- რა და თუთუნი უნდა, მამა გენაცვალოს.
ტაფის ამბის გაუთავებლად მოყოლა შეეძლო და მოსმენაც არა-
ვის სწყინდებოდა. ან რამე ახალს ჰყვებოდა.
- აბა, გამაიცან, რა იქნებოდა, გვრიტო. ქურთუკი რო ჩავიცვი შეს-
ვენებაზე, დავიხედე და მკლავიდან თაგვი არ გარბის! ეხლა გიჩვე-
ნებ სეირსა-მეთქი, ვეუნები და კუდში ვტაცებ ხელსა. - მერე, მოკა-
ლი?

18
ტაფი - ბრიტანელები უელსის დედაქალაქ კარდიფის მცხოვრებთ (და ზოგჯერ
ყველა ვალიელს) მეტსახელად ტაფის უწოდებენ მდინარე ტაფიდან გამომდინარე.
97
- მაშა! გული შამიღონეს უკვე. თან მომრავლდნენ ბლომადა.
- იქ როგორ ცხოვრობენ?
- მარცვლებსა და ნაყარ-ნუყარს ჭამენ. ჯიბეში თუ ჩაგიძვრა,
მთელ სადილს შაგიჭამს. სადა უნდა ჩამაჰკიდო ქურთუკი, ყველგან
ააცოცდება.
ასეთი ბედნიერი საღამოები მხოლოდ მაშინ ჰქონდათ, როდესაც
მორელი სახლში საქმიანობდა. როცა საქმეს მორჩებოდა, მალე
წვებოდა, ბავშვებზე ადრეც კი, თუმცა ჯერ გაზეთში სათაურებისთვის
უნდა გადაევლო თვალი. ბავშვებიც თავს მშვიდად გრძნობდნენ,
როდესაც მამა საწოლში ეგულებოდათ. ცოტა ხნით ლოგინში იწვნენ
და ხმადაბლა ჭუკჭუკებდნენ; მაგრამ როგორც კი ცხრა დაიწყებოდა,
ღამის ცვლის მაღაროელთა ჭრაქების ლიცლიცი ფანჯრებზე ანა-
თებდა და ჭერზე ჩრდილები იწყებდნენ თამაშს, ბავშვებიც მაშინვე
წამოხტებოდნენ და ფანჯრებს ეცემოდნენ ხოლმე. გამვლელი მამა-
კაცების საუბარს უგდებდნენ ყურს და წარმოიდგენდნენ, რომ მაღა-
როელები ბნელ ველში უნდა შთანთქმულიყვნენ. მერე თვალს აყო-
ლებდნენ სამ-ოთხ ჭრაქს, რომელიც ნელ-ნელა პატარავდებოდა და
ბოლოს სულ იძირებოდა წყვდიადში. ამის შემდეგ ისევ საწოლში
გარბოდნენ, რომ თბილად შეფუთნილიყვნენ საბანში. პოლი სუსტი
ბიჭი იყო და ბრონქიტისკენ ჰქონდა მიდრეკილება. დანარჩენები კა-
ჟივით ჯანმრთელები გახლდნენ; სწორედ ამიტომ დედა მას, სხვა
შვილებთან შედარებით, ყოველთვის მომეტებულ ყურადღებას უთ-
მობდა. ერთხელ, როცა სადილობისას შინ დაბრუნდა, სერიოზუ-
ლად იყო ავად. მაგრამ ოჯახში მსგავს წვრილმანზე ხმაურს არავინ
ტეხდა. - რა გჭირს? - მკაცრად ჰკითხა დედამ.
- არაფერი, - უპასუხა შვილმა.
მაგრამ პირში ლუკმა არ გადაუვიდა.
- თუ არ ისადილებ, სკოლაში ვერ წახვალ, - უთხრა დედამ.
98
- რატომ?
- მაგიტომ.
ნასადილევს პოლი დივანზე დაწვა და ბალიშების თბილ ჩითს და-
ადო თავი, ისე, ბავშვებს რომ უყვართ. ჩასთვლიმა. მისის მორელი
აუთოებდა. ბიჭის სუნთქვას ყური მიუგდო და ხიხინი მოესმა. გულში
ისევ ის გრძნობა გაუღვივდა, წლების წინ რომ განიცადა ბავშვის მი-
მართ. თავიდან ხომ ეგონა, ვერ გადარჩებაო. მაგრამ პაწაწინას ერ-
თი ციდა სხეული ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა. შესაძლოა, შვებაც
ყოფილიყო დედისთვის, თუკი შვილს უფალი მიიბარებდა. მის მი-
მართ სიყვარულში ხომ წამების მსგავსი განცდაც ეუფლებოდა
ხოლმე. პოლს, ძილ-ღვიძილში წესიერად არც კი ესმოდა უთოს სად-
გამზე დადგმის ხმა, საუთოებელ დაფაზე შეხება კი ყრუ ხათქუნად
ჩაესმოდა. მერე გაეღვიძა, თავი წამოსწია და ბუხრისკენ გაიხედა,
სადაც გერტრუდი იდგა, უთო ლოყასთან მიეტანა და სიმხურვალეს
ამოწმებდა. დედის უძრავმა სახემ; ტანჯვით, იმედგაცრუებითა და
უსასოობით მომუწულმა პირმა; პატარა, ნატიფმა, ოდნავ გვერდზე
გაღრეცილმა ცხვირმა; ცოცხალმა და თბილმა ლურჯმა თვალებმა
გული აუჩქროლა სიყვარულით. ასეთ დროს გერტრუდი ძალიან
ახალგაზრდულად და ცოცხლად, თუმცა უფლებააყრილად გამოი-
ყურებოდა. ამან ბიჭს გული ატკინა, რადგან გაისიგრძეგანა, რომ
დედას რაღაც აკლდა ცხოვრებაში, რასაც თვითონ ვერ აუნაზღაუ-
რებდა. იმის განცდამ, რომ რაღაც არ ძალუძდა, ჯიუტი მოთმინებით
აღავსო და ბავშვური მიზანიც დაასახვინა. ქალმა უთოს დააფურთხა
და ნერწყვის პატარა, აშიშინებული ბურთულა გავარვარებულ,
ბნელ ზედაპირზე დაცურდა. მერე მუხლებზე დადგა და ბუხრის წინ
დაგდებული ხალიჩის უკანა მხარეზე ღონივრად გაუსვა უთო. ბუხ-
რის ალზე დასცხა. პოლს უყვარდა, როდესაც დედა ბუხართან მო-
იკუნტებოდა და თავს გვერდზე გადასწევდა ხოლმე. ქალს სწრაფი
99
და მსუბუქი მოძრაობა სჩვეოდა. დედის ცქერა ერთ რამედ უღირდა.
რაც უნდა მოემოქმედებინა, როგორც უნდა მოქცეულიყო, ბავშვე-
ბის გულში მხოლოდ სიყვარულს აღვივებდა. ოთახში თბილოდა და
გახურებული ქსოვილის სუნი იდგა. მოგვიანებით მღვდელი ესტუმ-
რა და მსუბუქი ბაასი გააბეს.
პოლს ბრონქიტი დაემართა და ჩაწვა. დიდად არ განაწყენებულა.
რაც მოხდა, მოხდაო, ფიქრობდა. უყვარდა ხოლმე საღამოობით,
განსაკუთრებით რვის მერე, როდესაც შუქს აქრობდნენ, ბუხარში
მოგიზგიზე ცეცხლის ყურება, როგორ ჰფენდა ალი სინათლეს ჩაშა-
ვებულ კედლებსა და ჭერს; ასეთ დროს ოთახი თითქოს მებრძოლი
მამაკაცებით ივსებოდა, რომლებიც უსიტყვოდ და უხმაუროდ ერკი-
ნებოდნენ ერთიმეორეს.
დაძინებამდე მამა ავადმყოფს ოთახში აკითხავდა ხოლმე. თუკი
ოჯახის რომელიმე წევრი ავად ხდებოდა, მორელი მის მიმართ უჩ-
ვეულოდ ფაქიზი ხდებოდა. მაგრამ ძილის წინ პოლთან შესვლით
ბიჭის ოთახში გამეფებულ მდუმარე ატმოსფეროს არღვევდა. - გძი-
ნავს, მამა გენაცვალოს? - ჰკითხავდა ვაჟს რბილად.
- არა; დედა მოდის?
- ტანსაცმელს დაკეცავს და მოვა. რამე ხომ არ გინდა? - მორელმა
სცადა, სალიტერატურო ინგლისურით დალაპარაკებოდა. - არაფე-
რი მინდა. დედა როდის მოვა?
- მალე, გვრიტო.
მორელი ორიოდე წუთს გაურკვევლად იდგა ბუხრის წინ, ხალი-
ჩაზე. იგრძნო, რომ ვაჟს მისი ცქერა არ სურდა. მერე საკიბურთან
მივიდა და ცოლს ჩასძახა: - ბავშვი გელოდება; მალე ამოხვალ?
- ღმერთო დიდებულო, დავასრულებ და ამოვალ! უთხარი, დაიძი-
ნოს. - დედიკომ შემოგითვალა, დაიძინოსო, - ალერსით გადასცა

100
პოლს დედის დანაბარები. - მინდა, რომ მოვიდეს, - დაიჟინა ბიჭუ-
ნამ.
- პოლმა, ვერ დავიძინებ, სანამ დედა არ მოვაო, - ისევ ჩასძახა
ცოლს. - ვაი, ჩემო თავო! მალე ამოვალ. ნუღარ მეძახი კიბის თავი-
დან. სახლში სხვა ბავშვებიც გვყავს...
მორელი ისევ საძინებლის ბუხართან მივიდა და მოიკუნტა. ძა-
ლიან უყვარდა ცეცხლი. - მითხრა, მალე ამოვალო, - უთხრა შვილს.
კაცმა აღარ იცოდა, რა ექნა. ბიჭს გამაღიზიანებელი მოუთმენ-
ლობა დაეუფლა. მამამისის ყურება კიდევ უფრო უუარესებდა მდგო-
მარეობას. ბოლოს, როდესაც ვაჟის ყურებით გული იჯერა მორელ-
მა, თბილად თქვა: - ტკბილი ძილი, მამი.
- ტკბილი ძილი, - მიუგო პოლმაც და მშვიდად გადაბრუნდა მარ-
ტო დარჩენილი. პოლს დედასთან ერთად უყვარდა ძილი. ჰიგიენის-
ტების მტკიცებათა მიუხედავად, საყვარელ ადამიანთან ძილი ყვე-
ლაზე სასიამოვნო რამ არის. ამ დროს არა მხოლოდ სითბო, უსაფ-
რთხოება და სულიერი სიმშვიდე ეუფლება ადამიანს, არამედ უფრო
იოლადაც ჯანმრთელდება ავადმყოფი. პოლიც დედასთან იწვა და
უკეთ ხდებოდა, გერტრუდი კი, ლამის უძილობით რომ იყო გატანჯუ-
ლი, მალე გადადიოდა ძილის სამყაროში და თან საკმაოდ ღრმადაც
მიდიოდა. თითქოს ღრმა ძილი ანუგეშებდა, ყველაფერი უკეთესო-
ბისკენ შეიცვლებაო. შედარებით რომ მოიკეთა, საწოლზე წამოჯდო-
მაც თავისუფლად შეეძლო. ფანჯრიდან იყურებოდა და მინდორში
აბურძგნილ ცხენებს ხედავდა, ყვითელ თოვლზე თივას რომ ფან-
ტავდნენ; საღამოს პირზე მაღაროდან შინისაკენ მიმავალი კაცებიც
გამოჩნდებოდნენ ხოლმე, რომლებიც შორიდან თეთრ ველზე პატა-
რა, შავ წერტილებად აღიქმებოდნენ. თოვლზე ლურჯი ორთქლის
გამოჩენა შებინდებას მოასწავებდა.

101
გამოჯანმრთელებისას ყველაფერი კარგად ეჩვენებოდა. ფიფქე-
ბი ფანჯარას ეხლებოდნენ მერცხლებივით, მაგრამ წამში დნებოდ-
ნენ და მინაზე მხოლოდ წვეთებიღა ჩადიოდა. სახლის კუთხიდან
ფანტელები მოჰქროდნენ მტრედებივით. ველს გადაღმა პატარა, შა-
ვი მატარებელი უკიდეგანო სითეთრეში უიმედოდ მიიკვლევდა
გზას.
სანამ ოჯახს სიღარიბე მძიმე ტვირთად აწვა, ბავშვები ბედნიერე-
ბას იმაშიც პოულობდნენ, თუკი რამით მაინც შეეწეოდნენ უფრო-
სებს. ენი, პოლი და ართური ზაფხულობით განთიადისას გადიოდ-
ნენ სოკოს საკრეფად; სველ ბალახს ჩხრეკდნენ, საიდანაც დამ-
ფრთხალი ტოროლები ფრინდებოდნენ ჟივილ-ხივილით, რათა ლა-
მაზი თეთრკანიანი სოკოები ეპოვათ, მაღალ ბალახში რომ ჩამალუ-
ლიყვნენ. ნახევარ გირვანქას მაინც თუ მოუყრიდნენ თავს, მათზე
ბედნიერი არავინ იყო. ბედნიერები იყვნენ ნაპოვნით, ბედნიერები
იყვნენ იმითაც, რომ დედაბუნებამ რაღაც გამოიმეტა მათთვის და
იმითაც, რომ ოჯახში უნდა მიეტანათ. მაგრამ ყველაზე მთავარი მა-
ინც ალოობის შემდეგ დაფანტული ხორბლის თავთავების აკრეფა
იყო; არანაკლებ ირჯებოდნენ მაყვლის კრეფაზეც. მისის მორელს
ხომ შაბათობით ხილის ყიდვა უწევდა პუდინგისთვის, თანაც, მაყვა-
ლი ძალიან უყვარდა. პოლი და ართური უქმეებზე ტყეს მიაშურებ-
დნენ ხოლმე, რომ სადმე ბუჩქნარში, თუნდაც მიტოვებულ კარიერ-
თან ახლოს, რაიმე სასარგებლო ეპოვათ. მაღაროელთა სოფლებში
მაყვალი ძვირად ფასობდა, რადგან იშვიათი სანახავი იყო. მაგრამ
პოლს შორს წასვლა არ ეზარებოდა. უყვარდა სოფლიდან მოშორე-
ბით, ბუჩქნარებში ხეტიალი. ამას გარდა, დედასთან ხელცარიელი
დაბრუნებას სიკვდილი ერჩია. ფიქრობდა, გულს ვატკენო.
- ღმერთო დიდებულო! - შეიცხადებდა ხოლმე მისის მორელი,
როდესაც შვილები გვიან, დაღლილები და მშივრები ბრუნდებოდ-
102
ნენ, - სად დაიარებოდით? - შორს, - პასუხობდა პოლი, - ახლომახ-
ლო არაფერი იყო და მისქის ბორცვებს იქით გადავედით. აი, შეხე,
დე! გერტრუდი კალათს ათვალიერებდა.
- რა კარგები გიპოვიათ! - წამოიძახებდა ხოლმე.
- ორი გირვანქა მაინც იქნება, არა?
დედა კალათს ხელით ამოწმებდა.
- ჰო, - დაეჭვებით იტყოდა.
მერე პოლი კალათიდან ლამაზ ყლორტს იღებდა. ყოველთვის
მოჰქონდა დედისთვის ლამაზ-ლამაზი ყლორტები, თუკი სადმე ნა-
ხავდა. - ლამაზია! - ამბობდა გერტრუდი და სიყვარულით ნაბოძ-
ვარს სიყვარულითვე იღებდა. ბიჭი მთელი დღე იხეტიალებდა, კი-
ლომეტრებს გაივლიდა, ოღონდ კი ხელცარიელი არ დაბრუნებუ-
ლიყო. სანამ იგი პატარა იყო, დედა ამას ვერ ხვდებოდა. გერტრუდი
ის ქალი გახლდათ, რომელიც შვილების გაზრდას უცდიდა. მისი გო-
ნება მთლიანად უილიამზე ფიქრებს მოეცვა.
მაგრამ, როდესაც უილიამმა ნოტინგემში დაიწყო ფეხის მოკიდე-
ბა და შინ სულ უფრო იშვიათად ბრუნდებოდა, გერტრუდმა თანამო-
საუბრედ პოლი შეარჩია. ეს უკანასკნელი უილიამზე ეჭვიანობდა გა-
უცნობიერებლად, უფროსი ძმა კი - მასზე, მიუხედავად იმისა, რომ
ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ. მი-
სის მორელის სიახლოვეს მეორე ვაჟთან ნაზი და ნატიფი ეთქმოდა,
მაგრამ უფროს ვაჟთან ურთიერთობა მაინც ბევრად გულითადი იყო.
პოლს პარასკევ საღამოს მამის ხელფასი მოჰქონდა ხოლმე. ხუთი
მაღაროს მეშახტეების ჰონორარს პარასკევობით გასცემდნენ, მაგ-
რამ არა ინდივიდუალურად. მთელი გამომუშავებული თანხა ათის-
თავის ხელში ხვდებოდა, როგორც კონტრაქტორის, და სწორედ ის
ანაწილებდა ჯამაგირს ლუდხანაში ან თავის სახლში. იმისთვის,
რომ ბავშვებს ფულის წაღება შესძლებოდათ, პარასკევობით სკო-
103
ლაში გაკვეთილები მალე მთავრდებოდა. მორელის შვილებიდან
თავდაპირველად უილიამს მოჰქონდა ჰონორარი, მერე - ენის, ბო-
ლოს კი ეს მოვალეობა პოლს დაეკისრა, სანამ ყველა მათგანმა
თავ-თავისი სამსახური არ გამონახა. პოლი ოთხის ნახევარზე გა-
დიოდა ხოლმე. ჯიბეში მიტკლის ჩანთა ედო. გზად ქალები, გოგონე-
ბი, ბავშვები და კაცები ერთნაირად მიიჩქაროდნენ კანტორებში.
გრინჰილ-ლეინის ბოლოში წამოჭიმული კანტორის შენობები დიდ-
სა და პატარას თვალს სტაცებდა: ახალი, წითელი აგურით ნაგებნი,
კერძო სახლს მოაგონებდნენ მნახველს. ამ კანტორებში მოსაცდე-
ლი ოთახი გრძელ ჰოლში იყო განთავსებული, ლურჯი აგური ეგო
და ყველა კედელთან სკამები იდგა. აქ სხდებოდნენ მაღაროელები
თავიანთი ჭუჭყიან-ტურტლიანი ტანსაცმლით. ნაადრევად უყვარ-
დათ მისვლა. ქალები და ბავშვები, ჩვეულებრივ, წითელი ხრეშით
მოფენილ ბილიკებზე იდგნენ. პოლს გზისპირა ბალახებსა და ბალა-
ხიან ფერდობზე დგომა ერჩია, სადაც პაწაწა იაჟუჟუნები და ნაზი კე-
სანეები იზრდებოდნენ. ხალხის ხმა ზუზუნში გადადიოდა. ქალებს
საკვირაო ქუდები ეხურათ, ქალიშვილები კი ენას არ აჩერებდნენ.
პატარა ფინიები წინ და უკან დარბოდნენ. ირგვლივ მწვანე ბუჩქნა-
რი მდუმარებდა. მერე შიგნიდან გაისმა:
- სპინი-პარკი! სპინი-პარკი!
სპინი-პარკელები შენობაში შევიდნენ. როდესაც ბრეთის ჯერი
დადგა, პოლი ხალხს შეჰყვა. სალარო ოთახი ერთი ციდა იყო, თან,
მოლარის მაგიდა შუაზე ჰყოფდა. სალაროში ორი კაცი მუშაობდა:
ბატონი ბრეითუეიტი და მისი კლერკი, ბატონი უინთერბოთომი.
ბრეითუეიტი ჩასკვნილი კაცი იყო, თხელი თეთრი წვერი ჰქონდა და
გარეგნულად მკაცრ პატრიარქს ჩამოჰგავდა. ზამთარ-ზაფხულ აბ-
რეშუმის უზარმაზარი შარფი ეხვია ყელზე და ღია ბუხარში შუა ზაფ-
ხულშიც კი ცეცხლი ენთო. ფანჯრები დახურული ჰქონდა. ზამთრო-
104
ბით ქუჩიდან შესულებს ყელი ეწვოდათ ჩასუნთქვისას. ბატონი უინ-
თერბოთომი უფრო ტანდაბალი და ჩასუქებული იყო, თან, მელოტი.
სულელური შენიშვნების ჩამორიგება უყვარდა, შერიფი კი მუდამ
პატრიარქულად შეაგონებდა მაღაროელებს. ოთახში სამსახურის
ტანსაცმელგამოუცვლელ მაღაროელებს, უკვე შინნამყოფ და ტანზე
გამოცვლილ მამაკაცებს, გაპრანჭულ ქალებს, რამდენიმე ბავშვსა
და, ასე განსაჯეთ, ადამიანის ოთხფეხა მეგობრებსაც მოეყარათ თა-
ვი. პოლი ტანად პატარა იყო და როდესაც ზრდასრულ მამაკაცებს
ფეხებში აებლანდებოდა, მაშინვე ბუხრისკენ ჩააჩოჩებდნენ ხოლმე,
სადაც ცეცხლის სიმხურვალე სახეს უწვავდა. გვარების რიგიც იცო-
და, რომელთაც მუდამ სატეხების მიხედვით აცხადებდნენ და არა ან-
ბანურად. - ჰოლიდეი, - გაისმა ბრეითუეიტის ზარივით ხმა. მისის ჰო-
ლიდეიმ უხმოდ წადგა წინ ნაბიჯები, გასამრჯელო აიღო და გვერდზე
გადგა. - ბაუერ... ჯონ ბაუერ.
ბიჭი სალაროსკენ წავიდა. ბატონმა ბრეითუეიტმა, ზორბამ და
ფიცხმა, სათვალიდან დაუბღვირა. - ჯონ ბაუერ! - გაიმეორა.
- მე გახლავართ, - თქვა ბიჭმა.
- რაო? აკი უწინ სხვანაირი ცხვირი გქონდა? - უთხრა მელოტმა
უინთერბოთომმა და კადნიერი მზერა ესროლა. ხალხს უფროსი ჯონ
ბაუერი წარმოუდგა თვალწინ და ახითხითდა. - როგორ მოხდა, რომ
მამაშენმა არ დაგვდო პატივი! - ჰკითხა ბატონმა ბრეითუეიტმა
მბრძანებლური ტონით. - ცუდად არის, - ამოიწრიპინა ბიჭმა.
- უთხარი, ლოთობას მოეშვას, - წარმოთქვა უფროსმა მოლარემ.
- აი, მაგ სიტყვებზე პირქვე არ დაგმარხოს! - გაისმა ვიღაცის დამცი-
ნავი ხმა. ყველას სიცილი აუტყდა. მთავარმა მოლარემ შემდეგ
ფურცელს დახედა. - ფრედ პილკინგტონ! - გულგრილი ხმით გამოი-
ძახა მორიგი მაღაროელი. ბრეითუეიტი ფირმის მსხვილი მეწილე
გახლდათ.
105
პოლმა იცოდა, რომ ერთი ადამიანიც და მისი რიგი დადგებოდა.
გული აუჩქარდა. ბუხართან მიეჭყლიტათ. წვივები ეწვოდა. მაგრამ
მამაკაცების კედლის გარღვევის იმედი არ ჰქონდა. - უოლტერ მო-
რელ! - გაისმა ზარივით ხმა.
- აქ ვარ! - სუსტი ხმით გამოეპასუხა ტანმორჩილი პოლი.
- მორელ... უოლტერ მორელ! - განმეორებით გამოიძახა მოლა-
რემ და ანგარიშ-ფაქტურას თითი დაადო, რომ გადაეფურცლა. პო-
ლი უხერხულობის გრძნობამ მოიცვა და პასუხის უფრო ხმამაღლა
გაცემის უნარი დააკარგვინა. მამაკაცთა ზურგებს უკან მდგომი ლა-
მის გამქრალიყო. მშველელად ბატონი უინთერბოთომი მოევლინა.
- აქ უნდა იყოს. სად დგას მორელის ვაჟი?
სქელმა, სახეაჭარხლებულმა, მელოტმა და ტანდაბალმა კაცმა
თვალი მოავლო ოთახს. მერე ბუხრისკენ მიანიშნა. მაღაროელები
მიიწ-მოიწივნენ და ბიჭმაც ტყვეობას თავი დააღწია. - აქ ყოფილა! -
ამოიქოშინა ბატონმა უინთერბოთომმა.
პოლი მოლარეებს მიუახლოვდა.
- ჩვიდმეტი გირვანქა სტერლინგი, თერთმეტი შილინგი და ხუთი
პენი. რატომ არ გამომეპასუხე, როცა დაგიძახე? - ჰკითხა მისტერ
ბრეითუეიტმა. ვერცხლის ხუთგირვანქასტერლინგიანების ტომსიკა
ხმაურით დადო მაგიდაზე, შემდეგ დახვეწილი მოძრაობით ათგირ-
ვანქასტერლინგიანების ოქროს სვეტი გვერდით მიუჩოჩა. ოქრომ
სხივები სტყორცნა ქაღალდს. მოლარემ ფული გადათვალა; ბიჭმა
მთელი ეს ავლადიდება ბატონ უინთერბოთომთან გადააცურა, რო-
მელმაც ბინის ქირა და ხელსაწყოების საფასური გამოუქვითა. ისევ
ტანჯვა. - თექვსმეტი შილინგი და ექვსი პენი, - თქვა ბატონმა უინ-
თერბოთომმა. ბიჭი იმდენად დათრგუნვილი იყო, რომ ფულიც ვერ
გადათვალა. ნახევარი სოვერენი და ვერცხლის მონეტები პირდა-
პირ მიუწია მოლარეს. - როგორ გგონია, რამდენი მომეცით? - ჰკით-
106
ხა უინთერბოთომმა. პოლმა შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. - ენა გადაყლაპე?
პოლმა ტუჩი მოიკვნიტა და კიდევ გაუცურა ვერცხლი.
- სკოლაში ანგარიშს არ გასწავლიან? - ჰკითხა კაცმა.
- ალგებრისა და ფრანგულის მეტს არაფერს ასწავლიან, - წამოი-
ძახა რომელიღაც მაღაროელმა. - თავხედობასაც! - დაამატა მეორე
მაღაროელმა.
პოლის გამო ვიღაცას ჰონორარის აღება უგვიანდებოდა. ათ-
რთოლებული თითებით მოხვეტა თანხა, ჩანთაში ჩაყარა და სწრა-
ფად გავიდა. ეს პროცედურა ჭირის დღესავით სძულდა. უსასრულო
შვება იგრძნო, როდესაც ქუჩაში გავიდა და მენსფილდ-როუდს გა-
უყვა. პარკის კედელს ხასხასა მწვანე ხავსი ამშვენებდა. ხეივანში
ჩამწკრივებული ვაშლის ხეების ქვეშ თეთრი და მოოქროსფრო ქათ-
მები კენკავდნენ. მაღაროელები სახლის გზას ჯგუფად გასდგომოდ-
ნენ. დარცხვენილი ბიჭი კედელს მიუყვებოდა. მამაკაცების უმეტე-
სობას კი იცნობდა, მაგრამ ასეთი გამურულების ამოცნობა უჭირდა.
ეს კი მისთვის მორიგი სატანჯველი გახლდათ. როდესაც „ახალ ფუნ-
დუკს“ მიაღწია, მამამისი ადგილზე არ დაუხვდა. ფუნდუკის მეპატ-
რონე მისის უორმბიმ მაშინვე იცნო. პოლის ბებია, უოლტერის დე-
და, ოდესღაც ამ ქალბატონთან მეგობრობდა. - მამაშენი ჯერ არ გა-
მოჩენილა, - უთხრა მისის უორმბიმ ჩვეული, სანახევროდ დამცინა-
ვი და მბრძანებლური ტონით. ასეთ საუბარს ზრდასრულ მამაკაცებ-
თან იყო ნაჩვევი, - დაჯექი. პოლი ბარში ძელსკამის კიდეზე ჩამოჯ-
და. კუთხეში მაღაროელები ისხდნენ და „მაყუთს“ იყოფდნენ, ზოგი
კი ახლა შემოდიოდა. ბიჭს შეავლებდნენ თვალს და ხმას არ იღებ-
დნენ. ბოლოს, როგორც იქნა, მორელიც გამოჩნდა, გამურული სა-
ხის მიუხედავად, მკვირცხლი და მოღიღინე. - გაუმარჯოს! - თბილად
მიესალმა შვილს, - ჩაფულიანდი? რამეს ხომ არ დალევ? პოლსაც
107
და მის და-ძმასაც ალკოჰოლი ეზიზღებოდათ; თუმცა ამდენი კაცის
თვალწინ არც ლიმონათის წრუპვა უნდოდა, ამას კბილის ამოღება
ერჩია.
ფუნდუკის პატრონმა de haut en bas19-ით გახედა, თითქმის შე-
ცოდებით, და მისმა სასტიკმა მორალურობამ გააღიზიანა. პოლი
შინ გაბრაზებული წავიდა. სახლში უხმოდ შევიდა. პარასკევი ცხო-
ბის დღე იყო და ცხელ-ცხელი ფუნთუშაც მუდამ მაგიდაზე იდო. დე-
დამ შვილს წინ დაუდო. უეცრად პოლი განრისხებული მზერით დე-
დას მიუბრუნდა: - მაგ კანტორაში აღარასოდეს წავალ, - თქვა პოლ-
მა. - რატომ, რა ხდება? - ჰკითხა გაოცებულმა დედამ. პოლის რის-
ხვამ გააკვირვა. - ფეხს აღარ გავდგამ-მეთქი, - გაიმეორა. - ძალია-
ნაც კარგი, მაშინ მამაშენს მოახსენე ეგ. ფუნთუშა ისე ჩაღეჭა, თით-
ქოს ეზიზღებოდა.
- აღარასოდეს... აღარასოდეს მოვიტან ფულს.
- მაშინ ქერლინის რომელიმე ბავშვი წავა; ექვსპენიანზე რომელი
იტყვის უარს, - თქვა მისის მორელმა.
ექვსპენიანი პოლის ერთადერთი შემოსავალი იყო. ეს თანხაც
მეტწილად დაბადების დღისთვის შესაძენ საჩუქრებს ხმარდებოდა.
მაგრამ ამას მაინც შემოსავალი ერქვა და პოლს ეამაყებოდა მცირე-
დი დანაზოგიც. მაგრამ... - ჰოდა, მათ დარჩეთ ეგ ფული! - თქვა მან,
- მე არ მჭირდება. - ოჰ, ძალიანაც კარგი, - უთხრა დედამ, - მაგრამ
მე ნუ მიბღვერ ამის გამო. - გულს მირევენ, უტვინოები და საზიზღრე-
ბი არიან. იქ კი ჩემი ფეხი აღარ იქნება. ბატონი ბრეითუეიტი უსირ-
ცხვილოდ აბრეხვებს, რას მიქვიანო, ბატონი უინთერბოთომი კი ამ-
ბობს, მინახიაო. - და ამის გამო აღარ გსურს კანტორაში მისვლა? -
გაიღიმა მისის მორელმა. ბიჭი ერთხანს დუმდა. სახე გაფითრებო-

19
(ფრ.) - აქ: მფარველი თვალი.
108
და, ამოღამებული თვალებით კი ცეცხლს აკვესებდა. დედამისი საქ-
მეს მიუბრუნდა და შვილისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. - სულ
წინ მიდგებიან და ვეღარ გამოვდივარ, - თქვა პოლმა.
- ჰოდა, ჩემო ბიჭო, უნდა სთხოვო, გამატარეთო, - მიუგო გერ-
ტრუდმა. - მერე ალფრედ უინთერბოთომმა მკითხა, სკოლაში ანგა-
რიშს არ გასწავლიანო? - თვითონ რომ ბევრი არაფერი უსწავლია,
არც მანერები აქვს წესიერი და არც ცოდნა, ეს ფაქტია, ცბიერება კი
თანდაყოლილი აქვს. დედამ, თავის მხრივ, დაამშვიდა. ვაჟის უცნაუ-
რი ზემგრძნობიარობა გულს სტკენდა. პოლის თვალებში დანახული
ბრაზი კი სულს უშფოთებდა და აოცებდა.
- რამდენი გამოწერეს? - იკითხა ქალმა.
- ჩვიდმეტი გირვანქა სტერლინგი, თერთმეტი შილინგი და ხუთი
პენი, თექვსმეტი და ექვსი პენი კი დაგვიქვითეს, - უპასუხა ვაჟმა, -
კარგი კვირაა, მამას მხოლოდ ხუთი შილინგი დაუქვითეს. გერ-
ტრუდმა სწრაფად გამოთვალა, რამდენი უნდა ჰქონოდა მის მეუღ-
ლეს აღებული და გადაწყვიტა, რამეს თუ არ მომცემს, პასუხს მოვ-
თხოვო. მორელი კვირის ჯამაგირს ცოლს ხშირად უმალავდა. პა-
რასკევი არა მხოლოდ ცხობის, არამედ ბაზრის დღეც იყო. წესად
ჰქონდათ, რომ პოლი შინ უნდა დარჩენილიყო და გამოეცხო. შინ
ყოფნა ისედაც უყვარდა, ხატავდა ან კითხულობდა ხოლმე. ხატვა ძა-
ლიან მოსწონდა. პარასკევ საღამოს ენი სულ სადღაც დასეირნობ-
და, არც ართური იკლებდა გართობას, ამდენად, შინ დარჩენა პოლს
უწევდა. მისის მორელს ვაჭრობა სიამოვნებდა. ბორცვის თავზე, პა-
ტარა სავაჭრო ადგილას, სადაც ნოტინგემიდან, დერბიდან, ილკეს-
ტონიდან და მენსფილდიდან ოთხი გზა იყრებოდა, უამრავ დახლს
დგამდნენ ხოლმე. ამ ადგილას თავს იყრიდნენ ახლომდებარე სოფ-
ლების მცხოვრებნიც. ბაზარში ქალები ჭარბობდნენ, ქუჩებში - მამა-
კაცები. მისის მორელი საგალანტერიო საქონლის გამყიდველს
109
სულ რაღაცას ემართლებოდა, სამაგიეროდ, ხილის გამყიდველ მა-
მაკაცთან სადავო არაფერი ჰქონდა, რომელიც მეტისმეტად მიამიტი
იყო; მისი ავყია ცოლი კი თევზის ვაჭართან ხარხარებდა, რომელიც
ცუღლუტი, მაგრამ ენაკვიმატი გახლდათ - ლინოლეუმის გამყიდ-
ველს ადგილს უჩენდა მყისიერად; ცივად ეპყრობოდა შერეული სა-
ქონლით მოვაჭრეს; ქაშანურის ჭურჭლის გამყიდველთან კი მხო-
ლოდ მაშინ თუ მივიდოდა, როცა სხვა გზა აღარ ჰქონდა. ერთხელ
ღიღილოებიანმა თასმა მოსტაცა თვალი და ცივი თავაზიანობით
იკითხა ფასი:
- მაინტერესებს, ეს პატარა თასი რას ფასობს?
- თქვენთვის შვიდ პენად.
- ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
თასი დადო და გზა განაგრძო, მაგრამ შეძენას მაინც ვერ ასცდა.
ისევ იმ ადგილს ჩაუარა, სადაც ჭურჭლეული ძირს ეწყო და ცივად
დახედა, ვითომ არ აინტერესებდა. ტანმორჩილ გერტრუდს ბონე-
ტი20 ეხურა და შავი კოსტიუმი ეცვა. ეს ქუდი უკვე მესამე წელს ით-
ვლიდა არსებობიდან, რაც ენის სერიოზულ გულისწყრომას იწვევ-
და. - დედა! - შეევედრა ერთხელ, - ნუღარ იხურავ მაგ პატარა, გაც-
ვეთილ ქუდს. - აბა რა დავიხურო, - მკვახედ ჰკითხა მისის მორელმა,
- მე რომ მკითხო, სრულიად ნორმალურია. ახალთახალი ბონეტი
ბუმბულითა და ყვავილებით იყო შემკული, ახლა კი შავ თასმასა და
გიშერს თუ შეამჩნევდა ზედ ადამიანი. - მოსაწყენია ძალიან, - ჩაერ-
თო პოლი, - ცოტა რომ შეგელამაზებინა? - თავხედობისთვის ერთ
სილას გამომტყუებ, - დატუქსა მისის მორელმა და შავი თასმები ყო-
ჩაღად შეიბნია ნიკაპის ქვეშ. ისევ თასს დახედა. მასაც და გამყიდ-

20
ბონეტი - ქალის უფარფლებო ქუდი.
110
ველ კაცსაც უხერხულობა დაეუფლათ. უეცრად ამ უკანასკნელმა
ჰკითხა: - ხუთ პენად ინებებთ?
გერტრუდი შეკრთა. გული შეუქანდა, მაგრამ დაიხარა და თასი
აიღო. - ავიღებ, - თქვა ხმადაბლა.
- ეხლა რა, გგონია, მაგით მომიმადლიერე? - ჰკითხა კაცმა სოფ-
ლური კილოთი, - რაღას ატრიალებ ეჭვის თვალით, ნაჩუქარ ცხენს
კბილი არ ესინჯებაო, არ გაგიგია? მისის მორელმა ცივად გადაუხა-
და ხუთი პენი.
- ნაჩუქარს მე აქ ვერაფერს ვხედავ, - თქვა ქალმა, - რომ არ
გნდომებოდათ, ხუთ პენად არ მომცემდით. - ამ ოხერ ადგილზე მაგ
ფასად გაყიდვაც რამეა, როცა სულ წაგებაზე ხარ, - დაიჩივლა გამ-
ყიდველმა. - მოგება და წაგება ძმები არიან, - დაუგდო მისის მო-
რელმა. მეთუნეზე გული მოიბრუნა. იმ დღიდან დამეგობრდნენ. ახ-
ლა უკვე თავისუფლად იღებდა ჭურჭელს ხელში და ამოწმებდა. ბედ-
ნიერი იყო. პოლი დედას ელოდა. დედის შინ დაბრუნება უყვარდა.
საყიდლებზე წასული მისის მორელი მუდამ გახალისებული, ხელ-
დამშვენებული ბრუნდებოდა ხოლმე - გუნება ერთიორად უკეთდე-
ბოდა. პოლმა შესასვლელიდან დედის მსუბუქი, სწრაფი ნაბიჯის ხმა
გაიგონა და სახატავიდან თავი ასწია. - ოჰ! - ამოიოხრა მისის მო-
რელმა და ვაჟს გახედა.
- გეფიცები, მთელი ბაზარი მოგიტანია! - შესძახა ვაჟმა და ფუნჯი
დადო. - მართლაც! - ამოიქოშინა, - საძაგელი ენი დამპირდა, შეგ-
ხვდებიო. მე კი მარტომ ვათრიე ამდენი რამ! მხარზე გადაკიდებული
ჩანთა და პაკეტები მაგიდაზე დააწყო.
- პური გამოცხვა? - იკითხა და ღუმელთან მივიდა.
- ბოლო ცხვება, - მიუგო ვაჟმა, - შეგიძლია, არც ნახო, არ დამვიწ-
ყებია. - ოჰ, ეს მეთუნე! - თქვა და ღუმლის კარი მიხურა, - ხომ გახ-

111
სოვს, როგორი გულმოსული ვიყავი მასზე? ჰოდა, არც ისეთი ცუდი
აღმოჩნდა. - მართლა?
ბიჭი ყურადღებით უსმენდა. მისის მორელმა პატარა ბონეტი მო-
იხადა. - არა. მგონი, ცენტსაც კი ვერ შოულობს; ხომ იცი, დღეს ყვე-
ლა მაგ დღეშია; და ისიც ამას ჩივის. - მეც დავიჩივლებდი, - თქვა
პოლმა.
- რა გასაკვირია. ჰო მართლა, თუ მიხვდები, ამაში რამდენი გა-
მომართვა? თასს გაზეთი შემოხსნა და პოლს ხალისიანი სახით უჩ-
ვენა.
- მანახე! - პოლი უფრო ახლოს მივიდა.
ორივენი ნიშნის მოგებით დააცქერდნენ შენაძენს.
- როგორ მიყვარს, ღიღილოებით რომ არის ნივთები მოხატული,
- თქვა პოლმა. - ჰოდა, ის ჩაიდანი გამახსენდა, შენ რომ მაჩუქე...
- შილინგი და სამი პენი, - თქვა ბიჭმა.
- ხუთი პენი!
- ეგ არ ეყოფოდა, დედა.
- არა. იცი, რასაც ჰქვია, ავწაპნე. მაგრამ თავს უფლება ვერ მივე-
ცი, სხვა რამეც გამომეყოლებინა ხელს, თორემ სულ გავფლანგავ-
დი ფულს. თან, რომ არ ნდომებოდა, ასე ჩალის ფასადაც არ მომ-
ცემდა.
- რა თქმა უნდა, თვითონვე უნდოდა, - ბიჭმა დედა შეაგულიანა,
რომ არც ერთს არ ეფიქრა, საცოდავმა ვაჭარმა იზარალაო. - შეგ-
ვიძლია, მოშუშული ხილი ჩავაწყოთ, - თქვა პოლმა.
- კრემიც ჩაისხმება და ჟელეც, - გამოთქვა თავისი ვერსიები მისის
მორელმა. - თუნდაც პირშუშხა ან სალათის ფურცლები.
- პური არ დაგავიწყდეს, - ხალისიანად შეახსენა შვილს. პოლმა
ღუმელს მიაშურა და გაფუებული პურის ძირზე მიაკაკუნა. - მზადაა,
- გამოიღო და დედას გაუწოდა.
112
გერტრუდმაც დააკაკუნა.
- ჰო, - თქვა ქალმა და ჩანთიდან ნაყიდების ამოწყობა გადაწყვი-
ტა, - ოჰ, რა საძაგელი და მფლანგველი ქალი ვარ. მათხოვრობა არ
ამცდება.
პოლმა დედისკენ ისკუპა, რომ ახლოდან ენახა, რაში გაფლანგა
დიასახლისმა ფული. მისის მორელმა მორიგ შეკვრას დაუწყო გახ-
სნა და იაჟუჟუნებისა და მეწამული ზიზილების ფესვები გამოჩნდა.
- ოთხი პენი დამიჯდა! - დაიჩივლა ქალმა.
- ასეთი იაფი! - წამოიძახა პოლმა.
- ჰო, მაგრამ ამ კვირაში ნამეტნავად გავშალე ხელი.
- ჰო, მაგრამ საყვარლებია! - ბიჭმა აღფრთოვანება ვერ დამალა.
- ჰო, არა?! - გულწრფელად გაუხარდა გერტრუდსაც, - პოლ, აბა ამ
ყვითელს დახედე. მოხუცი კაცის სახეს არ ჰგავს?
- ზუსტად! - დაუდასტურა ვაჟმა და დასაყნოსად დაიხარა, - თან,
რა კარგი სუნი აქვს! მაგრამ შეწუწულია.
პოლი სამრეცხაოში გავარდა, ფლანელის ჩვრით ხელში დაბ-
რუნდა და ფრთხილად ჩამობანა იაჟუჟუნა.
- ნახე ახლა, როგორი სველია! - უთხრა დედას.
- ჰო, - დაეთანხმა გაცისკროვნებული დედა.
სქარჯილ-სთრითზე მცხოვრებ ბავშვებს თავი გამორჩეული ეგო-
ნათ. იმ ადგილას, სადაც მორელები ცხოვრობდნენ, ახალგაზრდე-
ბის სიმრავლე არ იყო. ცოტანი იყვნენ და ერთ მუშტად შეკრულნი.
გოგო-ბიჭი ერთად თამაშობდა; მეტიც, გოგონები არც ჩხუბებსა და
უხეშ თამაშებს თაკილობდნენ; ბიჭები კი საცეკვაო თამაშებსა და
რკალობანაზე21 არ ამბობდნენ უარს, ვითომ თვითონაც გოგონები
იყვნენ. ენის, პოლსა და ართურს ზამთრის მშრალი საღამოები უყ-

21
რკალობანა - თამაში: ბავშვები წრეზე დგებიან და მღერიან.
113
ვარდათ. სახლში ისხდნენ და იცდიდნენ, როდის მიეფარებოდნენ
თვალს შინ მიმავალი მაღაროელები, რომ შებნელებულზე, როდე-
საც ქუჩებში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, გარეთ გასულიყვნენ.
შარფებს ყელზე იხვევდნენ - პალტოები, სხვა მაღაროელთა ბავშვე-
ბის დარად, მათაც სძულდათ - და ასე გადიოდნენ. სახლებს შორის
გასასვლელში უკუნეთი იდგა, ეზოში კი უძირო ღამე იშლებოდა,
რომლის სიშავესაც მხოლოდ მინტონის მაღაროდან მომავალი
მბჟუტავი სინათლის ლიცლიცი არღვევდა, სელბის მაღაროების სი-
ნათლეებთან გადაძახილით. ყველაზე შორეული სინათლეები კი
თითქოს წკვარამს შერეოდა სამუდამოდ. ბავშვებმა გაბრაზებით გა-
ხედეს ეულ ლამპიონს გზის ბოლოს, სადაც მინდვრის ბილიკი წყდე-
ბოდა. თუკი სინათლეში არავინ ჩანდა, ბიჭები თავს სრულიად მარ-
ტონი გრძნობდნენ. იდგნენ ჯიბეებში ხელებჩაწყობილები ლამპიო-
ნების ქვეშ და ღამეს ზურგს აქცევდნენ. საცოდავი სახით გასცქე-
როდნენ ჩაბნელებულ სახლებს. უეცრად კაბაზე მოცმული ქურთუკი
გამოჩნდებოდა და გრძელფეხება გოგონა მიირბენდა ხოლმე. - სად
არიან ბილი პილინზი, შენი ენი და ედი დეიკინი?
- არ ვიცი.
მაგრამ სადარდებელი აღარაფერი იყო - უკვე სამნი იყვნენ. ლამ-
პიონის ირგვლივ იწყებდნენ თამაშს და მალე ჟივილ-ხივილით სხვე-
ბიც გამორბოდნენ. როგორც კი თამაში ხურდებოდა, ხმაურიც მატუ-
ლობდა. ამ ადგილას განათების მხოლოდ ერთი ბოძი იდგა. უკან კი
უკუნეთში ჩაფლულიყო სამყარო, თითქოს მთელი სამყარო ღამემ
მოიცვაო. წინ მეორე წკვარამს დაეფჩინა პირი ბორცვის კიდეზე მი-
მავალი ფართო გზის სახით. ზოგჯერ ვიღაც გამოვიდოდა ხოლმე ამ
სიბნელიდან და განათებული მოედნის გავლით მინდორში მიმავალ
ბილიკს ადგებოდა. ათიოდე მეტრში გამვლელი უკვე აღარ ჩანდა.
ბავშვები თამაშს განაგრძობდნენ. ფართო საზოგადოებისგან იზო-
114
ლაციაში ცხოვრებამ ბავშვები ერთმანეთს დააახლოვა. თუკი ვინმე
ჩხუბს ატეხდა, თამაში იშლებოდა. ართური ძალიან მგრძნობიარე
იყო, ბილი პილინზი კი - სინამდვილეში ფილიპსი - ბევრად უარესი.
ასეთ დროს ართურს პოლი ემხრობოდა, პოლს - ელისი; ბილი პი-
ლინზს კი მუდამ ემი ლიმბი და ედი დეიკინი ედგნენ გვერდში. მერე
ეს ექვსი ბავშვი ერთმანეთს ზიზღითა და სიძულვილით ერკინებოდა;
შემდეგ შინ გულდა გვერდებატკივებულები ბრუნდებოდნენ. პოლს
არასდროს დავიწყებია, რომ ერთ-ერთი ასეთი ჩხუბისას შემთხვე-
ვით მაღლა აიხედა და ცის ტატნობზე წითელი მთვარე შენიშნა, რო-
მელიც ბორცვის წვერს უზარმაზარი ფრინველივით დასცქეროდა.
პოლს ბიბლია გაახსენდა, სადაც წაეკითხა, რომ მთვარე სისხლის-
ფრად შეიღებებოდა. მეორე დღესვე შეურიგდა ბილი პილინზს. იმა-
ვე ღამეს ისევ ექვსკაცა თამაშში ჩაერთნენ ერთადერთი ლამპიო-
ნით განათებულ მოედანზე, რომელსაც გარს წკვარამი შემოხვე-
ოდა. მისის მორელს თავის ოთახში შესვლისას სიმღერა შემოესმა:
„ესპანური ტყავის ფეხსაცმლიდან, აბრეშუმის წინდა მომიჩანს; ყვე-
ლა თითზე ბეჭედი მიკეთია, რძეში ვბანაობ ყოველდღე“ .
ამ სიმღერას ღამეულ თამაშში გართულები ასრულებდნენ და
ისეთი განცდა რჩებოდა მსმენელს, თითქოს ავსულები მღერიანო.
მხიარული განწყობა მისის მორელსაც გადაედებოდა ხოლმე; რვის-
კენ შინ დაბრუნებულებს ლოყები შეფაკლული ჰქონდათ და ხალი-
სიანად საუბრობდნენ. ყველა მათგანს უყვარდა სქარჯილ-სთრითის
სახლი, რადგან ყველა მხრიდან ღია იყო და საუცხოო ხედები იშლე-
ბოდა. ზაფხულის თბილ საღამოებში სოფლის ქალები ღობესთან
დგებოდნენ და ჭორაობდნენ, თან, დასავლეთის ცას გასცქეროდ-
ნენ, სადაც ჩამავალი მზე ვარვარებდა და დერბიშირის მთაგრეხილს
დაჰნათოდა, რომელსაც ტრიტონის შავი სამკაპის ფორმა მიეღო.

115
ზაფხულობით მაღაროებში სრული განაკვეთით არ მუშაობდნენ,
განსაკუთრებით იქ, სადაც ნახშირის პლასტები რბილია. მისის დე-
იკინი, მისის მორელის კარის მეზობელი, უკანა ეზოს ღობეზე ბუხ-
რის ხალიჩის გასაბერტყად გამოდიოდა და ბორცვზე ამავალ მამა-
კაცებს უთვალთვალებდა. ხედავდა, რომ ყველანი მაღაროელები
იყვნენ. მაღალი, გამხდარი, კაპასსახიანი ქალი იდგა და თითქოს
მუქარით აყოლებდა თვალს საცოდავ მაღაროელებს. თერთმეტი
საათი იყო და შორეულ ტყეებში ნისლი ჯერ არ გაფანტულიყო. კუ-
ტიკართან პირველი მამაკაცი მივიდა. „ხრჭი-ხრჭი!“ - გაისმა ალაგეს
ხრჭიალი. - ასე უცებ მიაშაბათეთ? - გასძახა მისის დეიკინმა.
- მივაშაბათეთ, ქალბატონო.
- რა ცუდია, ასე მალე რო გიშვებენ, - სარკასტულად თქვა ქალმა.
- მაშა! - მიუგო კაცმა.
- ჰო, თქვენც მეტი რა გინდათ. ურია წყალს მიჰქონდა, გზაც იქითა
ჰქონდაო, - წაჰკბინა მისის დეიკინმა.
კაცმა გზა განაგრძო. მისის დეიკინი თავის ეზოში შევიდა და მი-
სის მორელს გახედა, რომელსაც ნაცარი სანაცრე ორმოში ჩასაყრე-
ლად მიჰქონდა. - გავიგე, მინტონის მაღაროში საქმე მოუთავებიათ,
- ახალი ამბით გამოეხმაურა მეზობელს. - რა დროს საქმის მოთავე-
ბაა! - ზიზღით გაიოცა მისის მორელმა. - ჰა! წეღან ჯონ ჰაჩბი ვნახე
ჩემი თვალითა.
- საერთოდ რას მიდიოდნენ, ფეხსაცმელს მაინც მოფრთხილე-
ბოდნენ, - ჩაილაპარაკა მისის მორელმა და ორივე ქალი გაწბილე-
ბული დაუბრუნდა თავ-თავის კერას. მაღაროელებს სახეც არ გა-
მურვოდათ გვარიანად და უკვე შინისკენ მიაბიჯებდნენ. მისტერ მო-
რელს ასეთ დროს უკან დაბრუნება ჭირის დღესავით სძულდა. მზი-
ანი დილა უყვარდა. მშვენიერი განწყობა, რომლითაც სამუშაოზე
წავიდა, უკან გამოშვებით ჩაუშხამდა. - ღმერთო დიდებულო, რა
116
დროს შინ დაბრუნებაა?! - წამოიძახა გერტრუდმა, როდესაც უოლ-
ტერი სახლში შევიდა. - მე რა მექნა, დედაკაცო? - აყვირდა მორელი.
- სადილიც კი არ დამიმზადებია ჯერ.
- ჰოდა, მეც ჩემ საგზალ დავყაბულდები, - პათეტიკურად წარმოთ-
ქვა კაცმა. თავს დამცირებულად გრძნობდა. სკოლიდან დაბრუნებუ-
ლი ბავშვები გაოცდნენ, როცა დაინახეს, რომ მამა მაღაროდან უკან
მოტანილი, გამურული კარაქიანი პურის მსხვილ ნაჭერს ჭამდა. -
საგზალს ახლა რატომ ჭამს? - იკითხა ართურმა.
- რო არა ვჭამო, ამის ყვირილს რა გაუძლებს, - ამოიფრუტუნა მო-
რელმა. - რასაც შენ არ იტყვი! - გაწყრა მისის მორელი.
- მა, ხო არ გადავაგდებ? - იკითხა მორელმა, - თქვენსავით წუნია
კი არა ვარ. პურიც რო ჩამივარდეს მაღაროში, ვიტყვი ხოლმე, ლუკ-
მა გავარდეს, ჯამში ჩავარდეს-მეთქი, ვიღებ მტვერში ჩავარდნილსა
და გემრიელადა ვჭამ. მა, დავკარგო?
- თაგვი შეჭამს, - ჩაერთო პოლი, - რატომ დაიკარგება?
- კარაქიანი პური სათაგვე არ არი, - შეეპასუხა მორელი, - ჭუჭყი-
ანია თუ არა, ადგილი ჩემ კუჭში მაეძებნება.
- ჯობია, დავარდნილს თაგვებს უტოვებდე და ერთი პინტით ნაკ-
ლებს სვამდე, - გაუწყრა მისის მორელი. - რას მეუბნები? - შეიცხადა
ქმარმა.
იმ შემოდგომით ძალიან გაუჭირდათ. უილიამი ახალი წასული
იყო ლონდონში და დედამისს ის ფული შემოაკლდა, რომელსაც უფ-
როსი ვაჟი აძლევდა ხოლმე. ათი შილინგი ერთი-ორჯერ კი გამოუგ-
ზავნა, მაგრამ თავიდან თვითონაც ბევრი გადასახადი ჰქონდა. წე-
რილებს კვირაში ერთხელ გზავნიდა. დედასთან სიახლოვე არ და-
უკარგავს, დავწრილებით სწერდა, როგორ მოსწონდა ლონდონი,
როგორ ცხოვრობდა, როგორ იძენდა მეგობრებს და ერთ ფრანგს
ინგლისურს ასწავლიდა ფრანგულის სანაცვლოდ. დედა გრძნობდა,
117
რომ უილიამი ისეთივე იყო, როგორც გამგზავრებამდე. თვითონაც
ყოველკვირა უგზავნიდა საპასუხო წერილებს, თუმცა ჭკვიანური რა-
მის დაწერას ამჯობინებდა, აზრი პირდაპირ გამოეხატა. მთელი
დღეები, სახლს ალაგებდა თუ სადილს ამზადებდა, უფროს ვაჟზე
ფიქრობდა. უილიამი ლონდონში იყო, ესე იგი, წინსვლა ელოდა. ბი-
ჭი იმ რაინდად ესახებოდა, რომელსაც ბრძოლაში დედის ღირსება
უნდა დაეცვა.
საშობაოდ ხუთი დღით აპირებდა შინ დაბრუნებას. სახლში ასეთი
მზადება მანამდე არავის ახსოვს. პოლმა და ართურმა ახლომახლო
ადგილები სულ მოიარეს ჭყორის ტოტების22 ძებნაში. ენიმ ქაღალ-
დისგან ძველებური გირლანდები დაამზადა. საკუჭნაო კი ათასნაი-
რი სასუსნავით აავსეს. მისის მორელმა დიდი და ლამაზი ტორტი გა-
მოაცხო. ქალი თავს დედოფლის დარად გრძნობდა. პოლს უჩვენა,
როგორ უნდა გაეწმინდა ნუში. ბიჭიც მოწიწებულად შეუდგა ნუშის
გულებისთვის კანის გაცლას და სათითაოდ ითვლიდა, რომ არც ერ-
თი არ დაჰკლებოდა. ნათქვამი იყო, რომ კვერცხი, ჯობდა, ცივ ადგი-
ლას აეთქვიფათ. პოლიც სამრეცხაოში გავიდა, სადაც ტემპერატუ-
რა ნულს ქვემოთ იყო, და იქამდე თქვიფა, სანამ კვერცხის ცილა გა-
მაგრდა და თოვლივით გათეთრდა. ბიჭი გახარებული გავარდა დე-
დასთან.
- ნახე, დე! ხო მაგარია?
პატარა ქაფი ცხვირთან მიიტანა და შეუბერა.
- ტყუილად ნუ გაფანტავ, - დაარიგა დედამ.
ყველანი აღტაცებულები იყვნენ. უილიამი შობის წინადღეს უნდა
ჩამოსულიყო. მისის მორელმა საკუჭნაოს მოავლო თვალი, სადაც
ქლიავისა და ბრინჯის ტორტები დაეწყო, გვერდით კი დიდი სინებით

22
კათოლიკეები ჭყორის (იგივე ბაძგი) ტოტებისგან საშობაო გვირგვინებს ამზა-
დებენ.
118
ტკბილი ღვეზლები მოეთავსებინა, ზოგი ლიმონის, ზოგიც ხილფა-
ფისა. ესპანური ღვეზლები და ხაჭოს ნამცხვარი კი სადაცაა გამოც-
ხვებოდა. მთელი სახლი მორთეს. სამზარეულოს ჭერში გაბმული
ჭყორის ტოტებით გაკეთებული გირლანდები, რომლებზეც კაშკაშა
და მბზინავი ბურთები ეკიდა, ტრიალებდა. მისის მორელი პატარა
ღვეზლებს რთავდა. დიდი ცეცხლი გუზგუზებდა. ნამცხვრების ტკბი-
ლი და გემრიელი სურნელი იფრქვეოდა. უილიამს შვიდზე ელოდ-
ნენ, მაგრამ იგვიანებდა. სამივე ბავშვი მის დასახვედრად გავიდა
სახლიდან და გერტრუდი მარტო დარჩა. შვიდს თხუთმეტი აკლდა,
მორელი რომ შევიდა სახლში. არც ერთს ხმა არ ამოუღია. კაცი თა-
ვის სავარძელში უხეშად ჩაჯდა, გაღიზიანებული იყო; ქალმა ცხობა
განაგრძო. გერტრუდის გუნებაგანწყობის გამოცნობა მხოლოდ მი-
სი ცოცხალი და ხალისიანი ფუსფუსით შეიძლებოდა. საათი კი წიკ-
წიკებდა. როდის ჩამოვალო, რა თქვა? - მეხუთეჯერ იკითხა მორელ-
მა.
- მატარებელი შვიდის ნახევარზე უნდა ჩამოდგეს, - დრო ხაზგას-
მით აღნიშნა. - ჰოდა, რვის ათ წუთზე მოვა შინ.
- ღმერთმა გისმინოს, მაგრამ მიდლენდში საათზე მეტ ხანს და-
ყოვნდება, - გულგრილად თქვა ქალმა. თუმცა იმედი ჰქონდა, რომ
ვაჟი ადრე დაუბრუნდებოდა. მორელი გარეთ გავიდა, იქნებ სადმე
დავინახოო. და მალევე შემოტრიალდა. - ვაიმე! ადამიანო, - გაღი-
ზიანდა გერტრუდი, - დაეტიე ერთ ადგილზე! - არ გირჩევნია, რამე
მოუმზადო? - სიტყვა ბანზე აუგდო ქმარმა. - დრო საკმარისად
გვაქვს, - მიუგო ქალმა.
- როგორც ვატყობ, არც იმდენი, - ჩაილაპარაკა მორელმა და თა-
ვისი სავარძლისკენ წავიდა. ქალმა მაგიდის გადაწმენდა დაიწყო.
ქეთლი უკვე თუხთუხებდა. ოჯახი კი იცდიდა და იცდიდა. ამასობაში
სამივე ბავშვი სახლიდან სამიოდე კილომეტრში სეთლი-ბრიჯის ბა-
119
ქანზე, მიდლენდის ძირითად ხაზზე, იცდიდა. ერთი საათი გავიდა.
მატარებელი ჩამოდგა, მაგრამ უფროსი ძმა არ ჩამოსულა. ლიანდა-
გებზე წითელი და მწვანე შუქი ენთო. ბნელოდა და ძალიან ციოდა. -
ჰკითხე, ჩამოვიდა თუ არა ლონდონის მატარებელი, - დაავალა ენის
პოლმა, როდესაც ფორმის ქუდიანი კაცი დაინახა. - არა, რას ამბობ,
- უთხრა ენიმ, - შენც ჩუმად იყავი, საერთოდ არ გაგვაძევოს აქედან,
- მაგრამ პოლს ერთი სული ჰქონდა, დასწეოდა კაცს და ეთქვა,
ლონდონიდან ველოდებით ჩამომსვლელსო - როგორ დიდებულად
ჟღერდა. თუმცა უცხო ადამიანებთან გამოსაუბრების კომპლექსი
ჰქონდა და მით უმეტეს, ფორმიან კაცს რას შეჰბედავდა. ვინმეს არ
ეთქვა, სამივენი მოსაცდელში შედით, აქ რამე არ მოიწიოთო. მაგ-
რამ ჯიუტად იდგნენ ბაქანზე, სიბნელესა და ყინვაში, და იცდიდნენ.
- საათნახევარია ვდგავართ, - პათეტიკურად თქვა ართურმა.
- რას ვიზამთ, - მიუგო ენიმ, - შობის ღამეა. სამივენი გაჩუმდნენ.
უფროსი ძმის ჩამოსვლას პირი არ უჩანდა. სიბნელეში მიკარგულ
ლიანდაგებს გახედეს. შორს ლონდონი იყო! ცხრა მთის იქით ეჩვე-
ნებოდათ ახლა დედაქალაქი. სანამ იქამდე ჩააღწევს ადამიანი,
ათასი რამ შეიძლება შეემთხვესო, ფიქრობდნენ. აღელვებისგან
ხმას ვერც ერთი ვერ იღებდა. გათოშილები, უბედურები და მდუმა-
რენი ერთმანეთს მიტმასნოდნენ ბაქანზე. ბოლოს, როგორც იქნა,
ასე ორი საათი რომ იქნებოდა გასული, სიბნელიდან მომავალი
ლოკომოტივის პროჟექტორმა გარემო გაანათა. მებარგული ჯიხუ-
რიდან გამოვარდა. გულაკანკალებულმა ბავშვებმა უკან დაიხიეს.
მანჩესტერისკენ მიმავალი უზარმაზარი შემადგენლობა პლატფორ-
მაზე ჩამოდგა. ორი კარი გაიღო და ერთ-ერთიდან უილიამი ჩამო-
ვიდა. და-ძმები მისკენ გაექანნენ. უილიამმა ფუთები ჩამოურიგა
მხიარულად და მყისვე იმის ახსნა დაუწყო, რომ ამხელა მატარებე-

120
ლი მისი გულისთვის გაჩერდა ამ სადგურში, თუმცა კი შეუჩერებ-
ლად უნდა გაევლო.
ამ დროს მშობლები უკვე ძალიან ღელავდნენ. მაგიდა გაეწყოთ,
კერძები მზად იყო, ყველაფერი მოეწესრიგებინათ. მისის მორელმა
შავი წინსაფარი გაიკეთა. მერე ჩამოჯდა და წიგნი აიღო, ვითომ კით-
ხულობდა. ყოველი წუთი ტანჯავდა.
- ჰმ! - თქვა მორელმა, - საათნახევარია აგვიანებს.
- თან ბავშვებიც ელოდებიან! - დაამატა მისის მორელმა.
- ნუთუ მატარებელი აქამდე არ ჩამოსულა? - იკითხა კაცმა.
- გეუბნები, შობა დგება და საათებშია აცდენა.
გულმოსულები იყვნენ და ყველა სიტყვაზე უღრენდნენ ერთმა-
ნეთს. ეზოდან იფნის კვნესა ისმოდა, რომელიც თოშსა და ქართან
ბრძოლაში ჩაბმულიყო. რამხელა ბნელი მანძილია აქედან ლონ-
დონამდე! მისის მორელს დარდი შემოაწვა. საათის მექანიზმის ჩხა-
კუნიც კი აღიზიანებდა. უკვე ძალიან გვიანდებოდა, რაც აუტანელს
ხდიდა მოლოდინს. როგორც იქნა გარედან ფეხისა და საუბრის ხმა
შემოისმა.
- აქ არის! - წამოიძახა მორელმა და წამოხტა.
მერე ისევ დაჯდა. ქალმა რამდენიმე ნაბიჯი წადგა კარისკენ და
შეჩერდა. გარეთ ფეხის ხმა გაძლიერდა და კარიც გაიღო. უილიამი
იყო. „გლდასთონის“ ჩანთა ძირს დააგდო და დედას მოეხვია.
- დედა! - უთხრა ვაჟმა.
- შვილო! - ატირდა გერტრუდი.
ორიოდე წამით ეხუტებოდა და კოცნიდა, მაგრამ უცებ უკან და-
იხია და სრულიად დამშვიდებული ხმით ჰკითხა: - მაგრამ როგორ
დაგაგვიანდა!
- მართლაც! - წამოიძახა ვაჟმა და მამისკენ მიბრუნდა, - აბა, მამი!
კაცებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
121
- ჩემო ვაჟკაცო! - მორელს თვალები აუწყლიანდა, - გვეგონა,
აღარასოდეს ჩამოხვიდოდი. - ოჰ, ხომ ჩამოვედი! - გაიღიმა უილიამ-
მა.
მერე ისევ დედისკენ შებრუნდა.
- მშვენივრად გამოიყურები, - ამაყად და სიცილით შეაქო დედამ.
- ჰო, სახლში დაბრუნებამ მარგო!
მშვენიერი ვაჟკაცი დამდგარიყო, მაღალი და აღნაგი, უშიშარი
მზერა ჰქონდა. ოთახში მიმოიხედა და თვალში მოხვდა ჭყორის ტო-
ტები, წიწვები და ქურაზე ღვეზლები. - ღმერთმანი! დედა, აქ არაფე-
რი შეცვლილა! - თითქოს შვებით თქვა. წამიერად ყველანი გაისუს-
ნენ. მერე უილიამი უცებ ქურასთან მივიდა, ერთ ღვეზელს დაავლო
ხელი და მთლიანად ჩაიდო პირში. - აბა, ამხელა ქურას სხვაგან სად
ნახავ! - გაიხუმრა მორელმა. უილიამს აუარებელი საჩუქარი ჩამოე-
ტანა ოჯახისთვის. თუკი რამე გააჩნდა, საჩუქრების შესაძენად არ
დანანებია. სახლში ფუფუნების სურნელმა დაბერა. დედამისს მოოქ-
რულსახელურიანი ქოლგა ჩამოუტანა. გერტრუდი ამ ქოლგას სიკ-
ვდილამდე გაუფრთხილდება და საჭირო რომ გახდეს, ყველაფერს
დათმობს ამ ნივთის გარდა. ყველას ღირებული საჩუქარი შეხვდა,
რომ აღარაფერი ვთქვათ რამდენიმე გირვანქა ტკბილეულზე, რომე-
ლიც არასდროს გაესინჯა ოჯახს: თურქული რაჰათლუკუმი, მოშაქ-
რული ანანასი და მრავალფეროვანი ნუგბარი, რომელიც, ბავშვების
აზრით, მხოლოდ ლონდონის დიდებულებას თუ ძალუძდა, რომ შე-
ექმნა. პოლმა მეგობრებთან მეორე დღესვე დაიკვეხნა ძმის ჩამოტა-
ნილი ტკბილეული. - ნამდვილი ანანასია, თხელ ნაჭრებად არის
დაჭრილი და მოშაქრულია, თითებს ჩაიკვნეტთ! ოჯახში ყველა გა-
ბედნიერდა. კერა მაინც კერა იყო და რამდენი ჭირვარამიც უნდა
ჰქონოდათ გადატანილი, მაინც წრფელი გულით უყვარდათ ერთმა-
ნეთი. სუფრაც არაერთხელ გაიშალა, ბევრიც მოილხინეს სტუმრებ-
122
თან ერთად. ხალხი უილიამის სანახავად მოდიოდა, რომ გაერკვი-
ათ, მოახდინა თუ არა მასზე ლონდონმა გავლენა. ნახვის შემდეგ
ყველა ერთხმად აღნიშნავდა, როგორი ჯენტლმენი დამდგარა, ნამ-
დვილად დახვეწილი ყმაწვილიაო! როდესაც უკან გაემგზავრა, და-
ძმები განმარტოვდნენ და ტირილით გული იჯერეს, მორელი გულ-
დაწყვეტილი დაწვა დასაძინებლად, მისის მორელი კი თავს ისე
გრძნობდა, როგორც ნარკოტიკმიღებული, თითქოს გრძნობები მო-
უდუნდაო. უზომოდ უყვარდა პირველი შვილი. უილიამი მსხვილი
გემთმფლობელების იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. ერთხელ, შუა
ზაფხულში, უფროსმა შესთავაზა, მისაღებ ფასად ჩვენივე გემით შე-
გიძლია, ხმელთაშუა ზღვაზე სამოგზაუროდ წახვიდეო. როცა მისის
მორელს ეს შეატყობინა, დედამ მისწერა: „წადი, წადი, შვილო. სხვა
დროს შეიძლება მსგავსი შანსი აღარც მოგეცეს. მეც ის უფრო გამი-
ხარდება, რომ ზღვაზე იმოგზაურო, ვიდრე აქ ჩამოხვიდე“ . მაგრამ
უილიამი, ორკვირიან შვებულებაში გავიდა თუ არა, შინ დაბრუნდა.
ვერც ხმელთაშუა ზღვაზე გამგზავრების პერსპექტივამ, რომელიც
ახალგაზრდა კაცის სულიერ მოთხოვნილებას სრულად აკმაყოფი-
ლებდა, და ვერც ღარიბი ადამიანის წადილმა, რომ დიდებულ სამ-
ხრეთში ემოგზაურა, ვერ ააღებინა ხელი მშობლიურ სახლში დაბ-
რუნებაზე. ამან დედას გული უზომოდ გაუხარა.

123
5. პოლი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს

მორელს უდარდელი კაცი ეთქმოდა და არც საფრთხეს დაგიდევ-


დათ რამედ. ამის გამო ათას ფათერაკს გადაეყარა. ახლა, როდესაც
მისის მორელმა სახლებს შუა ქვანახშირის ურმის რახრახი გაიგო-
ნა, მისაღებ ოთახში შევარდა, რათა ფანჯრიდან გაეხედა. ელოდა,
რომ ქმარს მიუყვანდნენ შინ, სახეგამურულსა და ფეხმოტეხილს, ან
უარესად დაშავებულს. და თუ ურემზე მართლაც ქმარი აღმოჩნდე-
ბოდა, მყისვე მის დასახმარებლად გავარდებოდა. დაახლოებით
ერთი წელიწადი იყო გასული, რაც უილიამი ლონდონში წავიდა,
პოლმა კი სკოლა დაამთავრა, თუმცა მუშაობა ჯერ არ დაეწყო. მისის
მორელი ზედა სართულზე იყო, პოლი სამზარეულოში იჯდა და ხა-
ტავდა, ფუნჯის ხმარება იცისო, მასზე იტყოდით. უცებ კარზე დაკაკუ-
ნება შემოესმათ. ვაჟმა გაბრაზებით დადო ფუნჯი და გასაღებად წა-
ვიდა. იმავე დროს დედამაც გააღო ფანჯარა ზედა სართულზე და გა-
დაიხედა.
ზღურბლზე გაჭვარტლული მაღაროელი ბიჭი იდგა.
- ეს არის უოლტერ მორელის სახლი? - იკითხა მან.
- დიახ, - მიუგო მისის მორელმა, - რა ხდება?
მაგრამ გულმა რეჩხი უყო.
- თქვენი ბატონი დაშავდა, - უპასუხა მოსულმა.
- ვაი, ჩემო თავო! - შეჰყვირა ქალმა, - თუმცა აღარც მიკვირს, შვი-
ლო. ამჯერად რა დაიმართა? - დაზუსტებით ვერასა გეტყვით, მაგ-
რამ, მგონი, ფეხი იტკინა. ვერაფერი გაუგეს და საავანტყოფოში გა-
აქანეს. - ღმერთო, შენ მიშველე! - შეიცხადა ქალმა, - რა მარცხი-
ანია! ხუთი წუთი მოსვენება არა მაქვს. ეშაფოტზე ავალ, თუ ვიტყუე-
ბოდე. ცერა თითი მოურჩა და აგერ ახალი ამბავი! თქვენ ნახეთ?

124
- მაღაროში ვნახე. ვაგონეტით რო ამაჰყავდათ, გული ჰქონდა შა-
ღონებული. მაგრამ ხმამაღლა შაჰყვირა, დოქტორი ფრეიზერი რო
სინჯამდა ჭრაქების შესანახ ოთახში, იგინა, ილანძღა, სახში წამიყ-
ვანეთ, თქვე შობელძაღლებო, საავანტყოფოში რა ჩემი ფეხები მინ-
დაო. ბიჭს ბოლო სიტყვებზე ენა დაება.
- ჰო, სახლში ენდომებოდა მობრძანება, აბა სად?! ყველაფერი
რომ ჩემთვის აეკიდა. მადლობა, შვილო. ღმერთო, რა წყალში ჩავ-
ვარდე! ქვევით ჩავიდა. პოლმა მექანიკურად განაგრძო ხატვა.
- ძალიანაც კარგი, თუ საავადმყოფოში წაიყვანეს, - განაგრძო
ქალმა, - მაგისთანა უდარდელი ცხოვრებაში არ მინახავს! რაღა
სხვას არ ემართება და მარტო მაგას უნდა შეემთხვეს ყველაფერი.
ჰო, აბა რა, ჩემს კისერზე არ ჯობია ყველაფრის გადავლა? ეჰ, შვი-
ლო, ვიფიქრე, ცოტას მაინც ამოვისუნთქავთ-მეთქი. მოაცილე ეგ სა-
ხატავები მაგიდიდან, ახლა მაგისი დრო არ არის. მატარებელი რო-
მელზე გადის? კესტონში მომიწევს წათრევა. საძინებლის დალაგე-
ბაც კი ვერ მოვასწარი.
- შემიძლია, მე დავამთავრო, - თქვა პოლმა.
- არ გინდა. შვიდსაათიანს გამოვყვები უკან. წარმომიდგენია, რა
აყალმაყალს ატეხს! თან, თინდერ-ჰილის გზა აქვს გასავლელი, რი-
ყეს რომ ეძახის, აბა, მანდ იჯაყჯაყებს და სახსარი არ შერჩება მთე-
ლი. არ ვიცი, რატომ არ შეაკეთებენ მაგ ოხერ გზას, აკი ყველა ავად-
მყოფი სანიტარულ კარეტებს მაგ გზით გადაჰყავთ. მაშ, ერთი სა-
ავადმყოფო არ გვეკუთვნის აქ?! მიწები ხომ კარგად შეისყიდეს ბა-
ტონებმა. მე შენ გეტყვი და ხალხია ისეთი ფრთხილი, რომ ცარიელი
პალატები ექნებოდათ. მაგრამ არა, ხალხი ხომ ათ მილზე უნდა ატა-
რონ ნოტინგემამდე, რომ სული გზაშივე ამოხდეს. სირცხვილო და
თავის მოჭრავ! ოჰ, რა ამბავს ატეხს, მე ხომ მაინც ვიცნობ! ვიცი,
მკისრებელია! ნეტავ, ვინ გაჰყვა? ბარკერი, ალბათ. ის საცოდავი,
125
რა იცის, რა შარში გაყო თავი, ინატრებს, ნეტავ, აქედან გამაქციაო.
მაგრამ, ვიცი, მიხედავს. ვინ იცის, რამდენი ხნით მოუწევს საავად-
მყოფოში წოლა; თან, როგორ სძულს! მაგრამ თუ მხოლოდ ფეხი
აქვს ნატკენი, კიდევ არა უშავს.
მომზადებისას ენა არ გაუჩერებია. სასწრაფოდ გაიხადა კორსა-
ჟი, საქვაბესთან დაიხარა და ბიდონი შეუდგა. წყალი წამოწანწკარ-
და. - ოჰ, ეს საქვაბე მომასროლინა შუა ზღვაში! - გაბრაზებულმა სა-
ხელური შეანჯღრია მოუთმენლად. ტანმორჩილი ქალის კვალობაზე
საკმაოდ ლამაზი და ძლიერი მკლავები ჰქონდა. პოლმა მიალაგა,
ქეთლი ცეცხლზე შემოდგა და მაგიდაც გააწყო. - ხუთის ოც წუთამდე
მატარებელი მაინც არ გავა, - უთხრა ვაჟმა, - საკმარისი დრო გაქვს.
- არა, სადღა მაქვს დრო! - წამოიძახა და უფრო სწრაფად გაიმშრა-
ლა სახე პირსახოცით, თან ვაჟს გახედა ქურდულად.
- გაქვს-მეთქი. ერთი ფინჯანი ჩაი მაინც დაგელია. გამოგყვე კეს-
ტონამდე? - გამომყვე? რისთვის, იქნებ მითხრა? შენ ის მითხარი, რა
წავუღო? ეგ შავ დღეზე დაბადებული ეგა! სუფთა პერანგი? კიდევ
კარგი, რამე მაინც შერჩა სუფთა. მაგრამ გასაშრობია. წინდები?
მაგრამ იქ რად უნდა... ჰო, ცხვირსახოცს გავუყოლებ. რაღა დარჩა?
- სავარცხელი, კოვზი და დანა-ჩანგალი, - უთხრა პოლმა. მამა სა-
ავადმყოფოში მანამდეც ახსოვდა. - ღმერთმა უწყის, რა დღეში აქვს
ახლა ფეხი, - განაგრძო მისის მორელმა და გრძელი, აბრეშუმივით
მბზინავი, ჭაღარაშეპარული წაბლისფერი თმა ჩამოივარცხნა, - წე-
ლამდე კი უყვარს ჰიგიენა, მაგრამ წელქვევით ფიქრობს, რა დიდი
ბედენააო. მაგრამ იქ არ მგონია, ამისი ფუფუნება ჰქონდეს. პოლმა
მაგიდის გაწყობა დაასრულა, დედას პურის თხელი ნაჭრები ჩამო-
უჭრა და ზედ კარაქი წაუსვა.
- აჰა, - თქვა და ფინჯანი ჩაი დაუდგა.
- ამაზე როგორ მოვცდე? - გაუწყრა დედა.
126
- უნდა მოცდე, რადგან პირში ლუკმა არ გადაგსვლია, - სერიოზუ-
ლი ხმით უთხრა ვაჟმა. გერტრუდი დაჯდა და ჩაი მოსვა. მერე რამ-
დენიმე ლუკმა შეჭამა ხმის ამოუღებლად. ფიქრებმა წაართვა თავი.
რამდენიმე წუთში უკვე ორ-ნახევარმილიან გზას ადგა კენსტონის
სადგურამდე. მხარზე ქმრის ნივთებით გაბერილი ჩანთა ეკიდა. პო-
ლი უყურებდა, როგორ ადიოდა დედა ღობეებს შორის ბორცვზე - პა-
ტარა, სხარტი ფიგურა, და გული ეტკინა მის შემხედვარეს, რადგან
იცოდა, რომ ისევ ტკივილისა და ტანჯვისკენ მიდიოდა. მართალია,
ქალი სწრაფად მიაბიჯებდა, მაგრამ ზურგს უკან ვაჟის გულის ძგე-
რას გრძნობდა, იცოდა, შვილი თავის წილ ტვირთზე უკან არ დაიხევ-
და, მეტიც, დედასაც კი ამოუდგებოდა მხარში. როდესაც საავადმყო-
ფოში მივიდა, გაიფიქრა, ჩემი ბიჭი გადაირევა, თუ ვეტყვი, რა დღე-
შიც არის მამამისიო. ამიტომ სიფრთხილე ამჯობინა. სახლში დაბ-
რუნებისას, გული უგრძნობდა, პოლი ჩემი ტვირთის გასაზიარებ-
ლად მზად არისო. - ცუდად არის? - ჰკითხა ვაჟმა, როგორც კი სახ-
ლში შევიდა.
- საკმაოდ, - მიუგო ქალმა.
- რა სჭირს?
მისის მორელმა ამოიოხრა და დაჯდა, თან, ბონეტის თასმების
შეხსნას შეუდგა. პოლი დედას აწეულ სახეზე დააკვირდა. ქალი კი
მუშაობაში გაუხეშებული თითებით ნიკაპის ქვეშ კვანძის გახსნას
ცდილობდა.
- იცი, - დაიწყო დედამ, - მთლად სავალალოც არ ეთქმის, მაგრამ
მომვლელმა თქვა, საშინლად დაილეწაო. ლოდი დასცემია ფეხზე...
აქ... და ძვალი სულ დაულეწავს. ნამსხვრევებიც კი გამოსჩროდა...
- უჰ... რა საშინელებაა! - წამოიყვირეს ბავშვებმა.
- ჰოდა, - განაგრძო დედამ, - ცხადია, გაიძახის, მოვკვდებიო. ხომ
იცით მისი ხასიათი, სხვა რამეს არც იტყოდა. მგონი, წერილი მიმაქ-
127
ვსო, მითხრა. რას სულელობ-მეთქი, ვუსაყვედურე, სად გაგონილა,
ფეხის მოტეხილობამ, თუნდაც სულ დალეწილი გქონდეს ძვალი, კა-
ცი მოკლას-მეთქი. აქედან ცოცხალი ვეღარ გავალ, ხის ყუთით თუ
გამიყვანენო, წუწუნებდა, მე კი ვუთხარი, უკეთ რომ გახდები, ნამ-
დვილად გაგიყვანენ ბაღში-მეთქი. მერე მოწყალების და ჩაერია და
უთხრა, თუკი გადავწყვეტთ, აუცილებლად გაგიყვანთო. კარგი გო-
გო ჩანს, მაგრამ მკაცრია.
მისის მორელმა ბონეტი მოიხადა. ბავშვები კრინტს ვერ ძრავ-
დნენ. - ცხადია, ცუდად არის, - განაგრძო მან, - იქნება კიდეც. ამხე-
ლა დარტყმა მიიღო და სისხლიც რამდენი დაკარგა! ამას რომ თავი
დავანებოთ, სერიოზული მოტეხილობაა. ამჯერად იოლად ვერ და-
უძვრება. სიცხე აქვს და თუ განგრენაც განუვითარდა... ხელიდან
მართლა გამოგვეცლება. მაგრამ სუფთა სისხლის კაცია და ყოველ-
თვის მალე უშუშდებოდა ხოლმე ჭრილობა, მეც გულს ვიიმედებ, რა-
ღა ახლა გაურთულდება-მეთქი. ისე კი, მართლა სერიოზული ჭრი-
ლობაა... მისის მორელს ემოციამ და მღელვარებამ ფერი დააკარ-
გვინა. ბავშვები მიხვდნენ, რომ მათ მამას მართლა რთულად ჰქონ-
და საქმე და სულ მთლად გაისუსნენ. - მაგრამ მალე მოდის ხოლმე
ჯანზე, - თქვა პოლმა მცირე ხნის შემდეგ. - მეც ეგ ვუთხარი, - და-
ეთანხმა დედა.
ყველანი დადუმდნენ.
- მართლა მიმკვდარებული იყო, - თქვა ქალმა, - მაგრამ მედდამ
მითხრა, ტკივილმა იცისო. ენიმ დედის პალტო და ქუდი გაიტანა.
- რომ გამოვდიოდი, თვალი გამომაყოლა! ვუთხარი, წასასვლე-
ლი ვარ, უოლტერ, მატარებლისა და ბავშვების გამო-მეთქი. ისეთი
მძიმე მზერით გამომხედა... პოლმა ისევ ფუნჯი აიღო და ხატვა გა-
ნაგრძო. ართური ნახშირის შემოსატანად გავიდა. ენი კი დათრგუნ-
ვილი სახით ჩამოჯდა. მისის მორელმა თავის სარწეველა სავარ-
128
ძელს მიაშურა, რომელიც ქმარმა ჯერ კიდევ მაშინ გაუკეთა, პირ-
ველ შვილს რომ ელოდნენ, და უმოძრაოდ დაჯდა, ფიქრებს მიეცა.
დარდმორეული იყო და ქმარზე გული საშინლად შესტკიოდა. მაგ-
რამ გულის გულში, სადაც სიყვარული უნდა ჰქონოდა დამარხული,
სრულ სიცარიელეს გრძნობდა. ახლა, როდესაც მისმა ქალურმა
გულმოწყალებამ პიკს მიაღწია, როდესაც გადაწყვიტა, თავს გადავ-
დებ და ქმარს მოვუვლიო, ყველანაირ ტკივილს უხმოდ ჩავიკლავო,
ქმრისა და მისი გასაჭირის მიმართ სრული გულგრილობა დაეუფ-
ლა. ყველაზე მეტად ის ადარდებდა, რომ სიყვარული გამქრალიყო,
მაგრამ მაინც აღელვებდა ქმრის მდგომარეობა. კიდევ ცოტა ხანს
იჯდა ფიქრებში წასული.
- უცებ გზაში, - დაიწყო მოულოდნელად, - კენსტონის სადგურთან
რომ ვიყავი მისული, დავიხედე და სამუშაო ფეხსაცმელი არ მაცვია!
- მისის მორელს ძველი, პოლის ნაქონი, ჭვინტებგახუნებული, ყა-
ვისფერი ფეხსაცმელი ეცვა, - სირცხვილისგან აღარ ვიცოდი, სად
წავსულიყავი, - დაამატა ქალმა. დილით, როდესაც ენი და ართური
სკოლაში იყვნენ, მისის მორელი პოლს გამოელაპარაკა. ბიჭი სახ-
ლის დალაგებაში ეხმარებოდა. - საავადმყოფოში ბარკერს წავაწ-
ყდი. საშინლად გამოიყურებოდა ის უბედური! აბა, რა გზა გამოი-
არეთ ჩემს ქმართან ერთად-მეთქი, ვკითხე. ნუღა მკითხავთ, ქალბა-
ტონოო, - დაიჩივლა. ვიცი, რა დღეშიც იქნებოდა-მეთქი. მითხრა,
მართლა საშინლად არი, მართლა უჭირსო. ვიცი-მეთქი. პატარა
შენჯღრევა და ისე სტკიოდა, რომ თავს ვეღარ იკავებდა, ხმის ჩახ-
ლეჩამდე ყვიროდაო. გული კინაღამ შემიღონდაო. სრულიად მეს-
მის თქვენი-მეთქი. საშინელება იყო, უარესი არ გენახოთ. არა მგო-
ნია, მალე დადგეს ფეხზეო. ვშიშობ, ეგრე იქნება-მეთქი, ვუთხარი,
აბა, სხვა რა მეთქვა. მომწონს მისტერ ბარკერი, გულიანი კაცია. პო-
ლი უხმოდ მიუბრუნდა საქმეს.
129
- ცხადია, მამათქვენისთანა კაცისთვის საავადმყოფოში წოლა
ჯოჯოხეთია. ვერც წესებს იგებს და ვერც აკრძალვებს. თავისი ნება
რომ იყოს, არავის მიაკარებინებდა ხელს. მახსოვს, ადრე ბარძაყი
რომ დაიზიანა, სახვევების დასადებად ჩემ და ჩემი დედამთილის
გარდა არავის უშვებდა. მესმის, რომ მედდების ხელში გაუჭირდება.
მე აქ წამოვედი და ჩემი გული იქ დარჩა. დარწმუნებული ვარ, გა-
მოსვლისას რომ ვაკოცე, შერცხვა.
შვილს ისე ელაპარაკებოდა, თითქოს ხმამაღლა ფიქრობსო და
პოლიც გულისყურით უსმენდა, რათა როგორმე მისთვის განსაცდე-
ლი შეემსუბუქებინა. ბოლოს, ისე რომ თავად ვერ მიხვდა, ქალმა
თითქმის ყველაფერზე გადაუშალა გული. მორელი მართლაც შავ
დღეში იყო. მთელი კვირა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებო-
და. მერე მობრუნება დაიწყო. როდესაც ოჯახმა შეიტყო, გამოჯან-
მრთელების გზას დაადგაო, დიდმა თუ პატარამ შვებით ამოისუნ-
თქა. სანამ მორელი იწვა, ოჯახს არაფერი მოჰკლებია. მაღაროდან
კვირაში თოთხმეტ შილინგს იღებდნენ, ათს - ურთიერთდახმარების
საზოგადოებიდან, ხოლო ხუთს - ქმედუუნაროთა ფონდიდან. მიუხე-
დავად ამისა, ოჯახი ნამდვილად ბედნიერი იყო, რაკი საავადმყოფო-
ში მყოფი ოჯახის უფროსი სასწაულებრივად სწრაფად იბრუნებდა
ძველ ფორმას. ოთხშაბათობითა და შაბათობით მისის მორელი ნო-
ტინგემში ქმრის სანახავად ჩადიოდა, სახლში კი ხელცარიელი
არასდროს ბრუნდებოდა: ხან საღებავები ჩამოჰქონდა პოლისთვის,
ხან - სქელი ქაღალდები; ენისთვის ღია ბარათები მოჰქონდა ხოლმე
და სანამ გოგონა შეავსებდა და სადმე გაგზავნიდა, მანამდე მთელი
ოჯახი ტკბებოდა მათი ცქერით. არც ართური რჩებოდა უსაჩუქროდ,
დედამ ჯერ ბეწვა ხერხი ჩამოუტანა, მერე ლამაზი ფიცრებიც გამო-
საჭრელად. დიდ მაღაზიებში ნანახს სიხარულით უყვებოდა შვი-
ლებს. მალე სურათების მაღაზიაში ყველას გააცნო თავი, თუმცა არც
130
მხატვარი შვილის ხსენება დავიწყებია. წიგნის მაღაზიაში ახალგაზ-
რდა გამყიდველი გოგონა სერიოზულად დაინტერესდა მისის მორე-
ლით. ნოტინგემიდან დაბრუნებულს იმდენი ამბავი ჩაჰქონდა ოჯახ-
ში, ერთ გაზეთს რომ შეავსებდა. დაძინებამდე სამივე შვილი დაუჯ-
დებოდა დედას და უსმენდა, ესაუბრებოდა, ეკამათებოდა. პოლი კი
ცეცხლს უკეთებდა ხოლმე, რომ არ ჩამქრალიყო.
- ახლა სახლში კაცი მე ვარ, - ხშირად ეუბნებოდა დედას სიხარუ-
ლით. ყველანი გრძნობდნენ მყუდრო და მშვიდი სახლის ბედნიერე-
ბას. გულის სიღრმეში წუხდნენ, რომ მორელი უნდა დაბრუნებული-
ყო, მაგრამ ამას ხმამაღლა არავინ ამბობდა.
პოლი უკვე თოთხმეტის იყო და სამუშაოს ეძებდა. ტანდაბალ,
მაგრამ კარგი აღნაგობის ყმაწვილს წაბლისფერი თმა და ცისფერი
თვალები ჰქონდა. სახეზე პუტკუნა ნაკვთები თითქოს ბავშვობას გა-
ატანა და ზრდასთან ერთად პირხმელი გახდა, თან უილიამს დაემ-
სგავსა კაცური იერით; სახეზე ოდნავ მოუხეშავი, მაგრამ უჩვეულოდ
ცოცხალი ეთქმოდა. ყურადღებიანი მზერა ჰქონდა; ძალიან აქტიუ-
რი და თბილი იყო; გაღიმება დედამისივით მოულოდნელად სჩვე-
ოდა, რომელიც ძალიან შვენოდა. თუკი რამე აუფორიაქებდა სულს,
მაშინვე სულელის გამომეტყველებას იღებდა და სახეც უმახინჯდე-
ბოდა. ბიჭების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელსაც თუ ვერ
გაუგებ, ხეპრესა და გაგრიას პოზას იჭერს, ხოლო თუ მიუხვდი, რა
სურს და მისი სიხარული გაიზიარე, მაშინვე ისეთ სითბოს დაგანახ-
ვებს, სულში ჩაძვრენა მოგინდება. სიახლეების ეშინოდა და ნების-
მიერ რამესთან პირველი შეხება ტანჯავდა. შვიდის რომ გახდა და
დაწყებით სკოლაში შეიყვანეს, თავი ჯოჯოხეთში ეგონა. თუმცა მერე
შეეგუა და შეიყვარა. ახლა, როდესაც გაისიგრძეგანა, რომ ცხოვრე-
ბის ასპარეზზე დამოუკიდებლად უნდა გასულიყო, ისეთი უხერხუ-
ლობა დაეუფლა, რომ აგონიის ტოლფასი იყო. თავისი ასაკის ბიჭის
131
კვალობაზე კარგად ხატავდა, ცოტა ფრანგული და გერმანულიც
იცოდა და მათემატიკასაც ართმევდა თავს მისტერ ჰიტონის წყალო-
ბით, რომელმაც ეს საგნები შეასწავლა. მაგრამ არც ერთს მოგების
მოტანა არ შეეძლო. როგორც დედამისი იტყოდა ხოლმე, იმდენი ჯა-
ნიც არ დაჰყოლია, რომ ფიზიკურად ემუშავა. ფიზიკური მუშაობა
არც უყვარდა, ერჩია, ერბინა, ლაშქრობებზე ევლო, ეკითხა ან ეხა-
ტა.
- რა გინდა, რომ გამოხვიდე? - ეკითხებოდა დედა.
- სულერთია.
- ეს რა პასუხია, - წყრებოდა ქალი.
მაგრამ ბიჭს ამაზე გულწრფელი პასუხის გაცემა არ შეეძლო. დე-
დამიწის ბრუნვას თავისებურად უწყობდა ფეხს და მხოლოდ ერთი
სურვილი ჰქონდა, სადმე სახლთან ახლოს ენახა სამუშაო, სადაც
კვირაში ოცდაათ-ოცდათხუთმეტ შილინგს იშოვიდა, მამის გარდაც-
ვალების შემდეგ კი დედასთან ერთად ერთ პატარა სახლში დაედო
ბინა, ხატვით ეჯერებინა გული, თავის გემოზე ეხეტიალა მინდვრებ-
ში და ასე ბედნიერად ეცხოვრა მთელი ცხოვრება. აი, ამგვარი გეგმა
ჰქონდა დასახული. მაგრამ როდესაც თავს სხვებს ადარებდა, თან,
საკმაოდ მკაცრადაც განსჯიდა, გულის სიღრმეში საკუთარი თავი
მოსწონდა. ის აზრიც მუდამ უტრიალებდა, რომ ოდესმე შეიძლებო-
და დიდი მხატვარი გამხდარიყო. მაგრამ ამაზე ჯერ მხოლოდ ფიქრს
ბედავდა. - მაშინ, - უთხრა დედამ, - განცხადებებს გაეცანი გაზეთში.
პოლმა შეხედა. ამაზე დიდ დამცირებად და წამებად არაფერი მიაჩ-
ნდა. მაგრამ ხმა არ ამოუღია. დილით რომ გაიღვიძა, ერთადერთ
ფიქრს ჰქონდა მისი არსება შეპყრობილი: - უნდა ავდგე და განცხა-
დებებში ვეძებო სამუშაო. ეს აზრი აეკვიატა და ხალისი ჩაუკლა. გუ-
ლი მოეწურა.

132
ათ საათზე სახლიდან გავიდა. ყველა უცნაურ, მაგრამ ძალიან
მორცხვ ბიჭად მიიჩნევდა. მზიანი ამინდი იდგა. როდესაც დაბის
ცენტრს მიაღწია და ხალხი შემოხვდა, ისეთი განცდა დაეუფლა,
თითქოს ყველა ფიქრობდა, აგერ, კოოპერატივის სამკითხველოში
მიდის, რომ გაზეთებში სამუშაო იპოვოს. მაგრამ სამსახურს როგორ
იშოვის, დედის კალთასაა გამობმულიო. მერე ფარდების მაღაზიას
შემოუარა და ქვის საფეხურებს აუყვა სამკითხველოში შესასვლე-
ლად. ჩვეულებრივ, ოთახში ორ-სამ ოცდაათ-ოცდათხუთმეტ ში-
ლინგს იშოვიდა, მამის გარდაცვალების შემდეგ კი დედასთან ერ-
თად ერთ პატარა სახლში დაედო ბინა, ხატვით ეჯერებინა გული, თა-
ვის გემოზე ეხეტიალა მინდვრებში და ასე ბედნიერად ეცხოვრა მთე-
ლი ცხოვრება. აი, ამგვარი გეგმა ჰქონდა დასახული. მაგრამ როდე-
საც თავს სხვებს ადარებდა, თან, საკმაოდ მკაცრადაც განსჯიდა, გუ-
ლის სიღრმეში საკუთარი თავი მოსწონდა. ის აზრიც მუდამ უტრია-
ლებდა, რომ ოდესმე შეიძლებოდა დიდი მხატვარი გამხდარიყო.
მაგრამ ამაზე ჯერ მხოლოდ ფიქრს ბედავდა.
- მაშინ, - უთხრა დედამ, - განცხადებებს გაეცანი გაზეთში. პოლმა
შეხედა. ამაზე დიდ დამცირებად და წამებად არაფერი მიაჩნდა. მაგ-
რამ ხმა არ ამოუღია. დილით რომ გაიღვიძა, ერთადერთ ფიქრს
ჰქონდა მისი არსება შეპყრობილი: - უნდა ავდგე და განცხადებებში
ვეძებო სამუშაო. ეს აზრი აეკვიატა და ხალისი ჩაუკლა. გული მო-
ეწურა.
ათ საათზე სახლიდან გავიდა. ყველა უცნაურ, მაგრამ ძალიან
მორცხვ ბიჭად მიიჩნევდა. მზიანი ამინდი იდგა. როდესაც დაბის
ცენტრს მიაღწია და ხალხი შემოხვდა, ისეთი განცდა დაეუფლა,
თითქოს ყველა ფიქრობდა, აგერ, კოოპერატივის სამკითხველოში
მიდის, რომ გაზეთებში სამუშაო იპოვოს. მაგრამ სამსახურს როგორ
იშოვის, დედის კალთასაა გამობმულიო. მერე ფარდების მაღაზიას
133
შემოუარა და ქვის საფეხურებს აუყვა სამკითხველოში შესასვლე-
ლად. ჩვეულებრივ, ოთახში ორ-სამ ადამიანს თუ წააწყდებოდა კა-
ცი, მოხუცებს ან დაშავებულ მაღაროელებს, გამომჯობინების გზაზე
რომ იდგნენ და გულს აყოლებდნენ. ათრთოლებული შევიდა და
როგორც კი შეხედეს, სუნთქვა გაუჭირდა; მაინც დაჯდა მაგიდასთან
და თავი ისე დაიჭირა, ვითომ ახალ ამბებს გადაავლო თვალი. იცო-
და, ხალხი იფიქრებდა, რა უნდა ცამეტი წლის ბიჭს სამკითხველოში,
ამ გაზეთებს რომ ჩაჰკირკიტებსო, რაც გულს სტკენდა. მერე უხალი-
სოდ გაიხედა ფანჯრიდან - ინდუსტრიალიზმის ტყვე იყო. დიდრონი
მზესუმზირები გზის იქიდან, ძველი წითელი კედლით შემოღობილი
ბაღიდან, სურსათით დატვირთულ და შინისაკენ მიმავალ ქალებს
გადმოსცქეროდნენ. მინდორი მზის შუქზე აკაშკაშებული თავთავით
იყო სავსე. მინდვრებს შორის ქვანახშირის ორი მაღარო თეთრ
ბრწყინვალებას აფრქვევდა ტალღებად. მინდვრებიდან მოშორე-
ბით ანესლის უღრანი და მომნუსხველი ტყეები იწყებოდა. პოლს გუ-
ლი ეწურებოდა. უკვე ტყვექმნილიყო. საყვარელ ველებზე მის თავი-
სუფლებას წერტილი ესმებოდა. ლუდის მხდელის უზარმაზარი კას-
რებით სავსე ურმები კენსტონიდან მიემართებოდა და გამსკდარი
პარკიდან გამოჩრილ ლობიოს მარცვლებს ჰგავდა. მეურმე ამაყად
იჯდა თავის ალაგზე და პოლის უთანაბრდებოდა სიმაღლით. კაცს
თმა, პატარა თავზე, მზისგან მთლად გასთეთრებოდა და მსხვილ გა-
წითლებულ მკლავებზე, ჯვალოს წინსაფარზე რომ დაეწყო, თეთრი
ღინღლები უბზინავდა. ალმურავარდნილი სახე სიცხისგან მოსთენ-
თვოდა. ლამაზი, წაბლა ცხენები ნებაზე მიდიოდნენ, თითქოს მათი
ასარჩევი იყო მიმართულება. პოლმა ინატრა, ნეტავ, სულელი ვი-
ყოო.
ნეტავ, მასავით გასივებული ვიყო და მზეში გაგდებული ძაღლი-
ვით მქონდეს ენა გადმოვარდნილი. თუნდაც ღორი ვყოფილიყავი ან
134
ლუდის მხდელის მეურმეო, - გაივლო გულში. მერე სამკითხველო
დაცარიელდა. ქაღალდის ნაგლეჯზე ერთი მეორის მიყოლებით გან-
ცხადებები გადმოიწერა და ოთახიდან დამშვიდებული გავიდა. დე-
დამისმა გადაიკითხა და შეუქო:
- ჰო, შეგიძლია, სცადო.
უილიამს განცხადებები საქმიანი მიმოწერის ყველა წესის დაც-
ვით შეედგინა, პოლიც მისდგა და გადაიწერა, თუმცა გარკვეული
ცვლილებები შეიტანა. ცუდი ნაწერი ჰქონდა, რაც უილიამს მოთმი-
ნებას აკარგვინებდა.
უფროსი ძმა ნამდვილი დენდი დგებოდა. ლონდონში ისეთი ადა-
მიანები გაიცნო, რომლებიც მის ბესტვუდელ მეგობრებს ბევრად
აღემატებოდნენ. მისავე კანტორაში მომუშავე კლერკების დიდ ნა-
წილს სამართალი ჰქონდა შესწავლილი და ახლა პრაქტიკული
სწავლების კურსს გადიოდა. უილიამი ნებისმიერ საზოგადოებაში
იოლად იძენდა მეგობარს, იმდენად სასიამოვნო განწყობას ქმნიდა
ირგვლივ. საკმაოდ მალევე დაიწყო ახალ მეგობრებთან სტუმრობა,
ღამით დარჩენა, რომლებიც, რა დასამალია და, ბესტვუდში რომ
მოხვედრილიყვნენ, ბანკის მიუწვდომელ ხელმძღვანელს ზევიდან
შეხედავდნენ, თუმცა ადგილობრივ მღვდელს სრულიად უპრობლე-
მოდ მიაკითხავდნენ. შეიძლება ითქვას, თავში აუვარდა. გაოცებუ-
ლიც კი იყო, როგორ უცებ გამოცხვა ჩემგან ჯენტლმენიო.
დედას ახარებდა კმაყოფილი შვილის დანახვა. არადა, უოლთამ-
სტოუნში ერთი სავალალო საცხოვრისი ჰქონდა. მაგრამ უფროსი
ვაჟის ბოლო წერილში აფორიაქება შეინიშნებოდა. ცვლილებებს
თითქოს მოეცელა ბიჭი, ფეხზე მყარად ვეღარ იდგა და ახალი ცხოვ-
რების წრებრუნვას თავბრუ დაეხვია. დედამისი ძალიან ღელავდა
ამაზე. გული უგრძნობდა, რომ უილიამი თავს კარგავდა. ცეკვავდა,
თეატრში დადიოდა, მდინარეზე ნავით სეირნობდა, მაგრამ ცივ სა-
135
ძინებელში დაბრუნებული ლათინურს ეწაფებოდა, რათა, როგორც
დედამისმა იცოდა, სამართალში წარმატებისთვის მიეღწია. სახლში
ფულს აღარ გზავნიდა. ის მცრედი, რასაც შოულობდა, თვითონაც
ძლივს ჰყოფნიდა. არც ქალს სჭირდებოდა მისი ფული, იმ იშვიათ
შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, როცა, როგორც თვითონ იტყოდა
ხოლმე, ყუამდე იყო დასული, და ათიოდე შილინგი სერიოზულად
უმართავდა ხელს. განუწყვეტლივ უილიამზე ფიქრობდა, მის მომა-
ვალზე ოცნებობდა, საკუთარ თავს ეკითხებოდა, ნეტა ბიჭის გვერ-
დით რომ ვიყო, როგორ აეწყობოდა ცხოვრებაო. მაგრამ თავს წა-
მიერადაც არ უტყდებოდა, თუ როგორ სტკიოდა მის გამო გული და
როგორ უფუჭდებოდა განწყობა.
უფროს ვაჟს უკვე დაედგა თვალი ცეკვებზე გაცნობილი ერთი შავ-
გვრემანი გოგონასთვის, რომელსაც დამსახურებულად ეთქმოდა
მშვენიერი და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცები მოსვენებას
არ აძლევდნენ.
„მჯერა, რომ შენც კუდში დასდევ, შვილო“ , - სწერდა დედა, -
„თუმცა ეს მანამ ხდება, სანამ სხვებიც დასდევენ. ხალხში თავს
მყუდროდ გრძნობ, რადგან თავმოყვარეობას არ ილახავ, მაგრამ,
აბა, წარმოიდგინე, როგორ იგრძნობ თავს მაშინ, მისი გულის რჩე-
ული რომ გახდე“ . უილიამმა დედის გაფრთხილებას ყური არ ათხო-
ვა და ნადირობა განაგრძო. გოგონა მდინარეზე წაიყვანა. „რომ და-
განახვა, დედა, მიხვდებოდი, რატომაც მომწონს. მაღალია და დახ-
ვეწილი, სპეტაკზე სპეტაკ კანზე ხორბლისფერი გადაჰკრავს, ნახში-
რივით შავთმიანს ნაცრისფერი თვალები აქვს. იცი, დედა, როგორ
უნათებს თვალები? თითქოს ღამით ზღვის ზედაპირზე სინათლე
ირეკლებაო. მაგრამ მესმის, რომ ქებას ნახვა სჯობს. თანაც, რომ
იცოდე, როგორ იცვამს! როგორც ნამდვილი ლონდონელი ბანოვა-

136
ნი! შენი ვაჟი ყელმოღერებული დადის, როდესაც პიკადილიზე მას-
თან ერთად სეირნობს“ .
მისის მორელი გულში ღელავდა, ჩემი ბიჭი იმით უფრო ამაყობს,
რომ დახვეწილი ქალის გვერდით სეირნობს თუ ამ ქალის ძვირფასი
სამოსი ჭრის თვალსო. მაგრამ მაინც ორჭოფულად მიულოცა ვაჟს,
კარგი გოგონა გინახავსო. პირსაბანზე დახრილიც კი ვაჟზე ფიქრობ-
და. დარდობდა, ელეგანტური და მდიდარი ქალი როგორ უნდა შე-
ირთოს, როცა ჯიბეცარიელი დადის და სადღაც გარეუბანში ერთ სო-
როში დაუდია ბინაო. მაგრამ წინასწარ რა გულს ვიხეთქავო, გაუწ-
ყრა თავს, ჯერ ნაბიჯი არ გადაუდგამს და მე უკვე დავაქორწინეო. მი-
უხედავად საღი აზრის გამონათებისა, ისევ მღელვარების ტალღამ
გადაუარა, ვაითუ რამე მცდარი ნაბიჯი გადადგასო. პოლი სულ მა-
ლე ორთოპედიული მოწყობილობების მწარმოებელ თომას ჯორდა-
ნის ფირმაში მიიწვიეს, სპენიელ-როუს 21 ნომერში, ნოტინგემში.
მისის მორელი სიხარულით ცას ეწია. - ნახე, - სიხარულის დამალვა
არც უცდია, - ოთხი წერილი გაგზავნე და მესამეზე უკვე პასუხი მო-
გივიდა. იღბლიანი ხარ, გენაცვალე, როგორც გეუბნები ხოლმე.
პოლმა მისტერ ჯორდანის საფოსტო მარკაზე გამოსახულ პროთე-
ზის სურათს დახედა: ხის ფეხზე რეზინის ელასტიკური წინდა ამოეც-
ვათ, იქვე ჩანდა სხვადასხვა მოწყობილობაც. ვაჟს გული შეუქანდა.
წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ რეზინის წინდებიც არსებობდა. ხვდე-
ბოდა, რომ საქმიან სამყაროს თავისი დაწყობილი ღირებულებათა
სისტემა ჰქონდა, რაც ადამიანს სახეს უკარგავდა და სულაც არ ხიბ-
ლავდა ეს პერსპექტივა. თავზარს სცემდა იმისი წარმოდგენა, რომ
ეს სისტემა ხის ფეხებზე იდგა და ისე მიიწევდა წინ. დედა-შვილი ერთ
სამშაბათ დილას ერთად გავიდა სახლიდან. აგვისტო იყო და აუტა-
ნელი ხვატი იდგა. პოლი მიდიოდა და შინაგანად თითქოს რაღაც
უჭერდა. ერჩია, ფიზიკურად სტკივებოდა რამე, ვიდრე უცხო ადამია-
137
ნების წინაშე წარმდგარიყო, რომლებიც ან მიიღებდნენ, ან თავაზია-
ნად მიუხურავდნენ ცხვირწინ კარს. ცდილობდა, დედასთან საუბ-
რით გადაეყოლებინა გული. ცოცხალი თავით არ უტყდებოდა გერ-
ტრუდს, თუ რას განიცდიდა, თუმცა დედის გული მაინც ხვდებოდა
შვილის გასაჭირს. მისის მორელი კი პატარა გოგონასავით მხიარუ-
ლობდა. პოლმა დაინახა, როგორ მივიდა ბესტვუდის სალაროსთან
დედამისი და საფულიდან ბილეთებისთვის ფული ამოიღო. ქალმა
შავი, თითქმის ბავშვის ზომის ხელთათმანიანი ხელით გახუნებული
საფულიდან ვერცხლი ამოაძვრინა და ვაჟს მშობლისადმი უზომო
სიყვარულით აევსო გული.
მისის მორელი აღელვებული და, ამავე დროს, გახალისებული
ჩანდა. ვაჟი თავს უხერხულად გრძნობდა, რადგან დედამისი სხვა
მგზავრებს ხმამაღლა ელაპარაკებოდა. - აბა, ამ სულელ ძროხას გა-
ხედე! - მიმართა გერტრუდმა ვაჟს, - ისე დადის წრეზე, თითქოს ცირ-
კში იყოს.
- ბორა კბენს, ეტყობა, - ხმადაბმა თქვა პოლმა.
- რა? - მხიარულად ჰკითხა, ყოველგვარი მორიდების გარეშე.
ერთხანს ფიქრებს მიეცნენ. პოლი ძალიან ემოციური ხდებოდა,
როდესაც დედის წინ იჯდა. უეცრად მათი მზერა გადაიკვეთა და დე-
დამ გაუღიმა - იშვიათი, მაგრამ ნაცნობი ღიმილით, რომელიც სიყ-
ვარულით იყო განათებული. მერე ორივემ ფანჯრიდან გაიხედა.
თექვსმეტი მილი ნელ-ნელა გაიარა მატარებელმა. დედა-შვილი
სადგურის ქუჩას ისეთი აღფრთოვანებული დაუყვა, როგორც თავგა-
დასავლის მაძიებელი წყვილი. კერინგტონის ქუჩაზე პარაპეტთან
შედგნენ და არხს გადახედეს, რომლის უძრაობასაც მხოლოდ ბარ-
ჯების მოძრაობა არღვევდა. - ვენეციასავით არის, - თქვა პოლმა
წყლის ზედაპირზე ქარხნის კედლებს შორის გამოჭყეტილი მზის სხი-
ვების ლიცლიცზე. - შესაძლოა, - ღიმილით მიუგო დედამ.
138
მაღაზიებში ცქერით ტკბებოდნენ.
- ის ბლუზა ნახე, - მიუთითა მისის მორელმა, - ჩვენს ენის არ მო-
უხდება? ერთი გირვანქა სტერლინგი, თერთმეტი შილინგი და სამი
პენი ღირს. მგონი, იაფია ხომ? - ამოქარგულია თან, - შენიშნა ვაჟმა.
- ჰო.
დრო თავსაყრელად ჰქონდათ, ამიტომ არ ჩქარობდნენ. ქალაქი
ეუცნაურათ და ესიამოვნათ. მაგრამ ცუდი წინათგრძნობა არ სტო-
ვებდა პოლს. თომას ჯორდანთან შეხვედრისა ეშინოდა. წმინდა პეტ-
რეს ტაძრის საათმა თერთმეტჯერ ჩამოჰკრა. ციხესიმაგრისკენ მი-
მავალ ვიწრო ქუჩას დაადგნენ. მთელ ქუჩაზე ძველმოდური, პირქუ-
ში სახლები და ბნელი მაღაზიები იყო, სახლებს კი მწვანე კარები
ეკიდა, თითბრის საკაკუნებლებით; ჟანგმიწისფერი პარმაღები მო-
კირწყლულ ტროტუარზე გამოდიოდა. მორიგ ძველ მაღაზიას ჩაუ-
არეს, რომლის ვიტრინაც უცნაურად ჩაპაჭუნებულ თვალს ჰგავდა.
დედა-შვილი ყურადღებით მიდიოდა და აბრას ეძებდა, წარწერით
„თომას ჯორდანი და ვაჟი“ . აღელვებისგან ლამის ფეხის წვერებზე
ევლოთ. უეცრად ერთი დიდი, ბნელი თაღოვანი გასასვლელი შენიშ-
ნეს, სადაც რამდენიმე ფირმის აბრა გაეკრათ, მათ შორის, თომას
ჯორდანისაც. - აგერ! - თქვა მისის მორელმა, - მაგრამ ჩვენ სად შე-
ვიდეთ? ირგვლივ მიმოიხედეს. ერთ მხარეს მუყაოს უცნაური შესა-
ხედაობის, ბნელი ფაბრიკა მოჩანდა, მეორე მხარეს - „სამრეწველო
სასტუმრო“ . - სულ ბოლოში, - უპასუხა პოლმა.
ისევ თაღოვან გასასვლელს გაუყვნენ, რომელიც ურჩხულის ყბე-
ბის ასოციაციას უფრო იწვევდა. ფართო ეზოში გავიდნენ, ჭასავით
მრგვალში, რომელიც გარშემო შენობებით ისე იყო შემოზღუდული,
ნემსი არ ჩავარდებოდა. ეზოში ჩალა, კოლოფები და მუყაოს ქა-
ღალდები ეყარა. მზის სხივი ერთ შესაფუთ კოლოფს ეცემოდა, სა-
იდანაც ჩალის ოქროს ღეროები გადმოყრილიყო. მაგრამ ეზოს და-
139
ნარჩენი ნაწილი მაღაროს ჰგავდა. რამდენიმე კარი და კიბის უჯრე-
დი ჩანდა. სულ პირდაპირ, კიბის თავზე, მინის ჭუჭყიან კარზე ბუნ-
დოვნად მოჩანდა შიშის მომგვრელი აბრა, წარწერით „თომას ჯორ-
დანი და ვაჟი - ორთოპედიული მოწყობილობები“ . წინ მისის მორე-
ლი წავიდა და ვაჟიც ფეხდაფეხ მიჰყვა. ჩარლზ პირველი23 უფრო
უშიშრად ავიდა ეშაფოტზე, ვიდრე პოლი ამ ჭუჭყიან საფეხურებზე.
მისის მორელი კარს მიაწვა და სასიამოვნოდ გაოცებული შედგა.
მის წინ უზარმაზარი საწყობი აღმოჩნდა, სადაც კრემისფერი ქაღალ-
დების პაკეტები ეწყო, სახელოებაკაპიწებული მუშები კი შინაურუ-
ლად დააბიჯებდნენ წინ და უკან. დაბალ შუქზე პრიალა კრემისფერი
პაკეტები თითქოს ანათებდა, დახლები კი ყავისფერი ხისა იყო. სიმ-
შვიდე და შინაურული განწყობა სუფევდა. მისის მორელმა ორი ნა-
ბიჯი გადადგა და შეიცადა. პოლიც მიჰყვა. ქალს საკვირაო ბონეტი
ეხურა და შავი ვუალით დაეფარა სახე; პოლს ნორფოლკური ქურ-
თუკი24 ეცვა და ბიჭური, ფართო საყელო მოუჩანდა. ერთ-ერთმა მო-
ხელემ შესულებს შეხედა. მზერაში შეშფოთება ეტყობოდა. მამაკაცი
გამხდარი, მაღალი და პატარასახიანი იყო. მერე ოთახის ბოლოს-
კენ გაიხედა, სადაც მინით შემოღობილი კაბინეტი მოჩანდა. რამდე-
ნიმე ნაბიჯი შესულებისკენ გადადგა. არაფერი უთქვამს, თუმცა მი-
სის მორელისკენ თავაზიანად გადაიხარა და მიანიშნა, გისმენთო. -
შემიძლია, მისტერ ჯორდანი ვნახო? - ჰკითხა ქალმა.
- მოვუხმობ, - მიუგო მამაკაცმა.
შემინული კაბინეტისკენ წავიდა. წითელსახიანმა და თეთრქილ-
ვაშიანმა მოხუცმა კაცმა ფურცლებიდან თავი ასწია. ამ სახემ პოლს

23
ჩარლზ პირველი (1600-1649) - ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე
1625-1649 წლებში. 1649 წელს თავი მოჰკვეთეს და ინგლისი რესპუბლიკად გა-
მოცხადდა.
24
ნორფოლკური ქურთუკი - ჟაკეტის მსგავსი ფართო, ქამრიანი ქურთუკი.
140
პომერანიული ჯიშის ძაღლი მოაგონა. მერე ეს ბატონი კაბინეტიდან
საერთო ოთახში გამოვიდა. მოკლე ფეხები ჰქონდა, ჩადგმული ეთ-
ქმოდა და ალპაკას ტყავის პიჯაკი ეცვა. თავი გვერდზე ისე გადასწია,
რომ ცალი ყური მეორეზე მაღლა აღმოჩნდა, კითხვით აღსავსე მზე-
რა დაიჭირა და მათკენ ბრგე ნაბიჯებით წავიდა. - დილა მშვიდობი-
სა! - მიესალმა დედა-შვილს და თან მისის მორელის დანახვაზე ეჭ-
ვმა გაჰკრა, კლიენტი მომივიდა თუ სხვა საქმეზეაო. - დილა მშვიდო-
ბისა. ჩემს ვაჟთან, პოლთან, ერთად მოვედი. ამ დილისთვის გყავთ
დაბარებული. - აქეთ მობრძანდით, - მოკლედ შემოიფარგლა მის-
ტერ ჯორდანი, რომ უფრო საქმიანი სახე მიეცა საუბრისთვის.
დედა-შვილი საქმოსანს პატარა, ჭუჭყიან კაბინეტში შეჰყვა, სა-
დაც შავი დერმატინგადაკრული ავეჯი იდგა, მომხმარებელთა სიმ-
რავლისგან რომ გაცვეთილიყო საგრძნობლად. მაგიდაზე ყვითელი
ზამშის სალტეებისგან მოწნული თიაქრის ბანდაჟების შეკვრა იდო.
აშკარად ახალთახალი უნდა ყოფილიყო. პოლს ზამშის სუნი ეცა. გა-
იფიქრა, ნეტავ რისთვის გამოიყენებაო. იმ დროს თავბრუდახვეული
იყო და მხოლოდ იმას ამჩნევდა, რაც თვალში ხვდებოდა. - დაბ-
რძანდით! - გაისმა მისტერ ჯორდანის ხმა და გაღიზიანებული ჟეს-
ტით მისის მორელს ცხენის ფაფრის ზედაპირიან სკამზე მიუთითა.
მერე უჯრა მოქექა და ქაღალდი იპოვა. - თქვენი დაწერილია ეს წე-
რილი? - პოლს მიუშვირა ქაღალდი, რომელიც ვაჟს ეცნო. - დიახ, -
მიუგო მან.
იმწამს ორი რამ აწვალებდა - პირველი ის, რომ უილიამის შედ-
გენილი წერილის ავტორობა დაიბრალა და მეორე ის, რომ საკუთა-
რი ხელით გაგზავნილი წერილი მისტერ ჯორდანის მსუქან, წითელ
ხელში სულ სხვანაირი ეჩვენებოდა და არა ისეთი, როგორიც სამზა-
რეულოს მაგიდაზე ახსოვდა. თითქოს ეს ქაღალდი მისი ნაწილი
იყო, ოღონდ დაკარგული. რა საეჭვოდ უჭირავსო, გაიფიქრა.
141
- სად შეისწავლეთ წერა? - მშრალად ჰკითხა კაცმა.
პოლმა დარცხვენით შეხედა და ვერაფერი უპასუხა.
- სიმართლე გითხრათ, ცუდი ხელი აქვს, - მოიბოდიშა მისის მო-
რელმა და ვუალი ასწია. პოლს დედაზე გული მოუვიდა, ჩვეული სი-
ამაყით რატომ არ ელაპარაკებაო, თან მისი ნათელი სახის დანახვა-
ზე გული სიამით აევსო. - ამბობთ, ფრანგული ვიციო, - ისევ ცივად
მიმართა კაცმა პოლს. - დიახ, - ძლივს ამოღერღა ბიჭმა.
- რომელ სკოლაში დადიოდით?
- ჩვეულებრივში.
- უცხო ენა ჩვეულებრივში ისწავლე?
- არა... მე... - გაწითლდა და ენა გადაყლაპა.
- ნათლია უტარებდა გაკვეთილებს, - შეაშველა მისის მორელმა,
მავედრებელი და შორეული ხმით.
მისტერ ჯორდანს ჭოჭმანი დაეტყო. მერე ტრადიციული, გაღიზია-
ნებული მანერით - ხელები მუდამ ისე ეჭირა, თითქოს სამოქმედოდ
ემზადებაო - ჯიბიდან მეორე, დაკეცილი ფურცელი ამოიღო. ქაღალ-
დი ატკაცუნდა. პოლს გაუწოდა.
- გაეცანით, - უთხრა ვაჟს.
ტექსტი ფრანგულად ეწერა, და იმდენად პატარა და უცხოურ ყა-
იდაზე მოხაზული ასოებით შეედგინათ, რომ სიტყვების ამოკითხვა
გაუჭირდა.
- Monsieur, - დაიწყო მან და დაბნეული თვალებით შეხედა დამ-
საქმებელს, - ესაა... ეს გახლავთ... უნდოდა ეთქვა, ხელნაწერიაო,
მაგრამ გონება ისე დაეძაბა, რომ საჭირო სიტყვა ვერ მოიფიქრა.
თავი სულელად იგრძნო, მისტერ ჯორდანის მიმართ ზიზღი დაეუფ-
ლა და სასოწარკვეთილი ისევ ფურცელს დააჩერდა.
- სერ... გთხოვთ, გამომიგზავნოთ... ორ... ორ... ორი წყვილი...
გრის ფილ ბას.... ნაცრისფერი აჟურული წინდები... თ... თ... სანს...
142
ვერ ვარჩევ, მგონი, დოიგტს... თითების გარეშე... ვერ გეტყვით....
ისევ უნდოდა, ეთქვა, თავისებური ხელნაწერიაო, მაგრამ კვლავ
ვერ წარმოთქვა სიტყვა. მისტერ ჯორდანმა იფიქრა, გაიჭედაო, ქა-
ღალდი ხელიდან აართვა და თვითონ ამოიკითხა: - გთხოვთ, ფოს-
ტით გამომიგზავნოთ ორი წყვილი რუხი ბადისებრი წინდა წვერების
გარეშე. - მართლაც, - პოლი გაწითლდა, - „დოიგტს“ , როგორც წე-
სი, თითებს ნიშნავს ხოლმე. დაბალმა კაცმა სახეში შეხედა. არ იცო-
და, რომ „დოიგტს“ თითებს ნიშნავდა, მისთვის ეს ფრანგული სიტყვა
წინდის წვერთან ასოცირდებოდა.
- წინდის წვერია! - გამოსცრა კბილებში.
- რა ვიცი, მე თითების მნიშვნელობით ვიცი, - არ შეეპუა ბიჭი. ეს
ჯუჯა კაცი შეზიზღდა, ასე სულელად რომ გამოიყვანა დედის თვალ-
ში. მისტერ ჯორდანმა კი ისევ შეხედა ამ ურჩ, ბოთე ბიჭს; მერე დე-
დამისს შეავლო მზერა, რომელიც წყნარად იჯდა და ისეთი გამოხედ-
ვა ჰქონდა, თითქოს მათხოვარი იყო და ჩამვლელთა კეთილგან-
წყობას ელოდა.
- და როდის შეძლებს, რომ საქმეს შეუდგეს? - ჰკითხა მისტერ
ჯორდანმა ქალს. - ოჰ, - გაიღიმა მისის მორელმა, - როდესაც ისურ-
ვებთ. სკოლა უკვე დაამთავრა. - ბესტვუდში იცხოვრებს?
- დიახ; მაგრამ შეუძლია... სადგურზე იყოს... რვას რომ თხუთმეტი
დააკლდება. - ჰმ!
ეს შეხვედრა იმით დასრულდა, რომ პოლი კვირაში რვა შილინ-
გად უმცროს მესპირალედ მიიღეს. არადა, ბიჭს სხვა არაფერი უთ-
ქვამს, გარდა იმისა, რომ „დოიგტს“ თითებს ნიშნავდა. დედასთან
ერთად ჩაიარა კიბე. ქალმა ბედნიერებაჩამდგარი ლურჯი თვალები
შეანათა. - მგონი, მოგეწონება, - უთხრა ვაჟს.
- „დოიგტს“ ნიშნავს თითებს, დედა, და, თანაც, ხელნაწერი იყო.
ხომ იცი, ხელნაწერს ვერ ვარჩევ.
143
- რა სანერვიულო ეგაა, შვილო. არ მგონია, გულში ჩაედო, თან
ხშირადაც არ მოგიწევს მასთან შეხვედრა. ის პირველი ბიჭი როგო-
რი თავაზიანი იყო, არა? დარწმუნებული ვარ, კოლექტივით კმაყო-
ფილი იქნები. - ჰო მაგრამ, ეგ მისტერ ჯორდანი ჩვეულებრივი გლე-
ხუჭა არ არის? განა მთელ ამ ფირმას ფლობს?
- მგონი, უბრალო მუშა იქნებოდა, რომელმაც რაღაცას მიაღწია,
- უთხრა დედამ, - ხალხი ასე არ უნდა გაფიქრებდეს. შენით კი არ
არის ვინმე უკმაყოფილო, უბრალოდ, ასეთია ზოგი. სულ ის გგონია,
რომ ვიღაცას თვალში არ მოუხვედი, მაგრამ ასე არ არის. თაკარა
მზე იყო. ბაზრის დაცარიელებულ მოედანს ლურჯი ცა დაჰნათოდა
და გრანიტის ფილებს აელვარებდა. ლონგ-როუზე ჩაყოლებული მა-
ღაზიები მზეს ემალებოდნენ და ჩრდილიც კი ფერებით იყო სავსე.
სწორედ იქ, სადაც ცხენშებმული ტრამვაი ბაზრის მოედანს კვეთდა,
ხილის დახლები იყო ჩამწკრივებული და ნაირ-ნაირი ნაყოფი მზის
სხივებზე ლაპლაპებდა. რას არ ნახავდა თვალი, ვაშლსა და წითელ
ფორთოხალს, რენკლოდის ჯიშის პატარა ქლიავს თუ ბანანს. გამ-
თბარმა ხილმა მათრობელა სურნელი შეაფრქვია ჩავლილ დედა-
შვილს. თანდათან სირცხვილმა და სიბრაზემ გადაუარა. - სად ვისა-
დილოთ? - იკითხა დედამ.
ასეთი რამ ზღვარგადასული მფლანგველობის ტოლფასი გახ-
ლდათ. პოლი ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ იყო სასადილოში ნამ-
ყოფი, და ისიც ფინჯან ჩაისა და ფუნთუშაზე. ბესტვუდელების უმეტე-
სობას მიაჩნდა, რომ ფინჯანი ჩაი და კარაქიანი პური, ჰა-ჰა, ჩაშუშუ-
ლი ხორცი, შეეძლოთ შეეკვეთათ ნოტინგემში ჩასულებს. ნამდვილ
რესტორანში შესვლა კი უპატიებელ შეცდომად მიიჩნეოდა. პოლი
თავს დამნაშავედაც კი გრძნობდა. ერთ სასადილოს მიაგნეს, რომე-
ლიც იაფი მოეჩვენათ, მაგრამ როდესაც მისის მორელმა მენიუს გა-
დაავლო თვალი, გული დაუმძიმდა ძვირი ფასების გამო. მხოლოდ
144
თირკმლის ღვეზელი და კარტოფილი შეუკვეთა, რადგან ყველაზე
ხელმისაწვდომი ფასი ამ კერძებს ჰქონდა. - აქ არ უნდა შემოვსული-
ყავით, დედა, - უთხრა პოლმა.
- ნუ იჯავრებ, - დაამშვიდა ქალმა, - სხვა დროს აღარ შემოვალთ.
მერე დაჟინებით შესთავაზა კენკრის ნამცხვარი, რადგან პოლს
ტკბილეული უყვარდა. - არ გვინდა, რა, დედა, - ლამის შეევედრა ვა-
ჟი.
- გვინდა, - არ დათმო მისის მორელმა, - და მიირთმევ კიდეც.
გერტრუდმა დარბაზს მოავლო თვალი, რომ მიმტანი მოეხმო. მაგ-
რამ გოგონა დაკავებული ჩანდა და მისის მორელს მისი შეწუხება
მოერიდა. ასე რომ, დედა-შვილმა მამაკაც კლიენტებთან არშიყით
გართული გოგონას ცდა დაიწყო. - უტიფარი გოგო! - გაბრაზებით
წარმოთქვა მისის მორელმა, - უყურე ერთი, ის კაცი ჩვენზე გვიან შე-
მოვიდა, მაგან კი პუდინგი მიურბენინა.
- არა უშავს, დედა, - მშვიდად უთხრა პოლმა.
მისის მორელი გაბრაზდა. მაგრამ ღარიბს ბევრი რამის შეკვეთა
არ შეეძლო, ამიტომაც პრეტენზიას ვერ გამოთქვამდა და ლოდინის
მეტი არაფერი დარჩენოდა. - ხომ არ წავიდეთ, დედა? - ჰკითხა ვაჟ-
მა.
მისის მორელი უცებ წამოდგა, როცა მიმტანმა გოგონამ ახლოს
ჩაუარა. - ერთ ნაჭერ კენკრის ნამცხვარს ვერ მოგვიტანთ? - მშვი-
დად ჰკითხა ქალმა. გოგონამ ამპარტავნულად შეხედა.
- ახლავე, - ცივად დაუბრუნა პასუხი.
- უკვე დიდი ხანია ვიცდით, - დააწია მისის მორელმა.
როდესაც გოგონამ ერთი ნაჭირი ნამცხვარი მიუტანა, მისის მო-
რელმა ცივად მოითხოვა ანგარიში. პოლმა იფიქრა, ნეტავ, მიწა გა-
მისკდებოდესო. დედამისის ასეთ ტონს არ ელოდა. თუმცა იცოდა,
რომ ქალს წლების განმავლობაში წარმოებულმა ბრძოლამ შეას-
145
წავლა, თუნდაც უმცირესი უფლების დასაცავად ზოგჯერ ხმის აწევაც
რომ იყო საჭირო. ასეთ დროს ორივე ცუდად გრძნობდა ხოლმე
თავს. - ცხოვრებაში მანდ ფეხს აღარ შევდგამ! - განაცხადა ქალმა,
როდესაც უკვე ქუჩაში იყვნენ. გული დაუმშვიდდათ, რომ უსიამოვნო
ადგილს თავი დააღწიეს, - ახლა კი, მოდი, ფეხსაცმლის მაღაზიაში
შევიჭყიტოთ, მერე სადმე გავიაროთ.
ნახატებზე ჩამოაგდეს სიტყვა და მისის მორელს სიასამურის ბეწ-
ვის ფუნჯის შეძენა მოუნდა შვილისთვის, რადგან პოლი დიდხანს
ოცნებობდა. მაგრამ ამ ფუფუნებაზე ხელი აიღეს. ბიჭი საგალანტე-
რიო მაღაზიის ვიტრინასთან შედგა, უგუნებოდ კი იყო, მაგრამ დე-
დას თავს ხალისიანად აჩვენებდა. მალე გზა განაგრძეს. - ნახე, რო-
გორი შავი ყურძენია! - წამოიძახა მისის მორელმა, - პირწყალი მო-
გადგება. რამდენი ხანია გასინჯვა მინდა, მაგრამ ცოტაც უნდა მოვი-
ცადო, სანამ დავაგემოვნებდე. მერე ყვავილების მაღაზიასთან შედ-
გნენ და მისის მორელმა ღრმად ჩაისუნთქა. - ოჰ! ოჰ! რა საყვარლო-
ბაა!
პოლმა მაღაზიის სიღრმეში ელეგანტური, ახალგაზრდა ქალი
დაინახა, რომელსაც შავი კაბა ეცვა და დახლიდან ცნობისმოყვა-
რედ იმზირებოდა.
- შენ გიყურებენ, - უთხრა დედას და იმ ადგილიდან გაცლა სცადა.
- ჰო, მაგრამ ეს რა არის? - ხალისიანად იკითხა ქალმა და ადგილი-
დან ნაბიჯიც არ გაუდგამს. - ლევკოიონები! - მიუგო ვაჟმა და ღრმად
ჩაისუნთქა, - ნახე, მთელი კასრი ჰქონიათ. - ჰო, წითელი და თეთრი
აქვთ. მართლა ვერ წარმოვიდგენდი, ლევკოიონებს ასეთი სუნი თუ
ჰქონდათ! - პოლის გასახარად მისის მორელი კარს მოსცილდა,
მაგრამ ვიტრინასთან შეჩერდა თვალის დასატკბობად.

146
- პოლ! - მიმართა დედამ, ბიჭი კი ამ დროს ცდილობდა, ელეგან-
ტურ ქალბატონს, შავკაბიან გამყიდველს, თვალში არ მოხვედრო-
და, - პოლ, გეხვეწები, შეხედე რა! ვაჟი უხალისოდ მიუახლოვდა.
- აბა, ამ ფუქსიას შეხედე! - თითი გაიშვირა ხსენებული ყვავილის-
კენ. - ჰმ! - პოლმა უცნაური, ინტერესის გამომხატველი ბგერები გა-
მოსცა, - იმხელა ყვავილებია, კაცი იფიქრებს, მოწყდებიანო. - რა
მრავალფეროვნებაა! - წამოიძახა მისის მორელმა.
- თან, როგორ ხრიან დაბლა ძაფებსა და ნასკვებს!
- ჰო! - ბავშვივით გახალისდა გერტრუდი, - საყვარლებია!
- როგორ მაინტერესებს, ვინ იყიდის, - თქვა პოლმა.
- მეც! - დაამატა ქალმა, - ფაქტია, ჩვენ არა.
- ჩვენს მისაღებში ვერც გაიხარებს.
- ჰო, საშინლად ცივა და არც მზე აღწევს; ნებისმიერ მცენარეს ბო-
ლოს მოუღებს, რაც უნდა დადო, სამზარეულო კი, უბრალოდ, დაახ-
რჩობს. წვრილმანები შეიძინეს და სადგურისკენ წავიდნენ. არხს გა-
ხედეს და შენობებს შორის ჭაობისფერ ბექობზე აღმართული, სა-
ამურ მზის სხივებში გახვეული ციხესიმაგრე შენიშნეს, რომელიც
ზღაპრულ ნაგებობას ჰგავდა. - ისე, სადილობისას რომ გამოვიდე
ხოლმე, ხომ კარგი იქნება? - თქვა პოლმა, - ვისეირნებ და თვალს
მაინც დავიტკბობ. მგონი, მომეწონება. - მოგეწონება, - დაეთანხმა
დედა. მშვენიერი დღე გაატარა დედასთან ერთად. საღამოს პირზე
შინ ბედნიერები, გაბრწყინებულები და სიამოვნებით დაღლილები
დაბრუნდნენ. დილით ყმაწვილმა ბილეთების სეზონური აბონემენ-
ტის შესაძენად ბლანკი შეავსო და სადგურში წაიღო. როდესაც დაბ-
რუნდა, დედამისი იატაკს წმენდდა, ამიტომ დაჯდა თუ არა, ფეხები
აიკეცა. - მითხრა, შაბათს იქნებაო, - თქვა პოლმა.
- რა ეღირება?

147
- ერთი გირვანქა სტერლინგი და თერთმეტი შილინგი, - უპასუხა
დედას. დედამ იატაკის წმენდა უხმოდ განაგრძო.
- ძვირია? - სიჩუმე დაარღვია პოლმა.
- უფრო ძვირი მეგონა, - მიუგო დედამ.
- მე კი კვირაში რვა შილინგი მექნება ჯამაგირი, - შენიშნა ბიჭმა.
დედამ არ უპასუხა და საქმე განაგრძო. ბოლოს თქვა:
- ლონდონში რომ წავიდა უილიამი, დამპირდა, თვეში ერთ გირ-
ვანქა სტერლინგს შეგახვედრებო. მაგრამ მხოლოდ ათი შილინგი
აქვს ორჯერ გამოგზავნილი, ამჟამად ფართინგიც25 არ უჭყავის ჯიბე-
ში, რომც ვთხოვო. თუმცა არც ვაპირებ. ახლა კი იქნებ აბონემენტის
ფულით მაინც შეგწეოდა... აი, რა ვიცი. - კარგად უხდიან, - თქვა
პოლმა.
- ას ოცდაათ გირვანქა სტერლინგს. ეგეც სხვებივით გამოდგა,
დაპირებებში მაგარი ბიჭი იყო, შესრულება კი არც გახსენებია. - კვი-
რაში ორმოცდაათ შილინგზე მეტს ხარჯავს თავის გემოზე, - თქვა
პოლმა. - მე კი ოჯახის შესანახად ოცდაათი შილინგი უნდა ვიკმარო,
- ჩაილაპარაკა მისის მორელმა, - თან, გაუთვალისწინებელი ხარჯე-
ბისთვის ხომ უნდა ვიშოვო ფული. მაგრამ წავლენ სახლიდან და რა-
ღაში ადარდებ, როგორ გაგაქვს თავი. ურჩევნია, იმ გაპრანჭულ არ-
სებას დაახარჯოს. - თუ ნამდვილი ლედია, თავისი ფული უნდა ჰქონ-
დეს, - შენიშნა პოლმა. - უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა აქვს. ვკითხე
უილიამს. დარწმუნებული ვარ, ოქროს სამაჯურს ტყუილად არ უყიდ-
და. მე რომ არავინ მიყიდის ოქროს სამაჯურს, ზუსტად ვიცი. უი-
ლიამს თავის „ბოშასთან“ , როგორც ეძახდა ხოლმე, კარგად ეწყო-
ბოდა ურთიერთობა. გოგონას - ლუიზა ლილი დენის უესტერნს -
სთხოვა, ფოტო მომეციო და მერე დედამისს გაუგზავნა სურათი. ფო-

25
ფართინგი - ყველაზე წვრილი ფული ინგლისში.
148
ტოზე სასიამოვნო გარეგნობის შავგვრემანი გოგონა პროფილში
ჩანდა და ალმაცერად იღიმებოდა; მნახველი კი იფიქრებდა, შიშ-
ველს გადაუღია ფოტოო, რადგან სურათზე მხოლოდ შიშველი
მხრები მოუჩანდა, ქსოვილის ნაკუწიც კი არ დაეფიქსირებინა ობი-
ექტივს. - ჰო, - სწერდა მისის მორელი ვაჟს, - ნამდვილად შთამბეჭ-
დავი ფოტო გადაუღია. ალბათ, მომხიბვლელიც იქნება. მაგრამ,
როგორ ფიქრობ, შვილო, რამდენად მართებულია, რომ ქალიშ-
ვილმა თავისი ფოტო მისცეს ვაჟს იმისთვის, რომ ბიჭმა ის დედას გა-
უგზავნოს. მხრები, შენი თქმისა არ იყოს, მართლაც ლამაზი აქვს.
მაგრამ პირველივე ფოტოზე მხრების ნახვას არ ველოდი.
მისტერ მორელმა მისაღებ ოთახში, შიფონერზე შემოდებული
ფოტო დაინახა. სურათი საჩვენებელი და ცერა თითით აიღო და სამ-
ზარეულოში გავიდა. - ეს ვიღაა? - ჰკითხა ცოლს.
- ის გოგონაა, ჩვენი უილიამი რომ ხვდება, მიუგო გერტრუდმა. -
ჰმ! უბრალო გლეხის ქალი არა ჩანს. ამისთანასგან რა კარგს უნდა
ელოდოს. ვინ ბრძანდება? - ლუიზა ლილი დენის უესტერნი.
- სახელიც ეგეთი უნდა! - დაცინვით თქვა, - მსახიობია?
- არა. ლედიაო, გვეუბნება უილიამი.
- სანაძლეოს ჩამოვალ, - ფოტოს დაუკვირდა, - არ იქნება! როდის
იყო, ლედი ეგრე იმზირებოდა ფოტოზედა? რას უხდიან იმდენსა, რო
აგრე გამაიჭიმოს ფოტოგრაფის წინა? - არც არაფერს. ბებერ დე-
იდასთან უცხოვრია, რომელსაც ვერ იტანს თურმე. ისიც რასაც მის-
ცემს, გოგონაც იმ მცირედს სჯერდება. - ჰმ! - მორელმა ფოტოსურა-
თი დადო, - ჰოდა, სულელი გვყოლია უილიამი, ამისთანასთან თუ
დაიჭირა საქმე.
„- ძვირფასო დედა“ , - მისწერა პასუხად უილიამმა, „- ვწუხვარ,
სურათი რომ არ მოგეწონა. როდესაც გიგზავნიდი, წამითაც არ გა-
მიფიქრებია, რომ უწესოდ მოგეჩვენებოდა. თუმცა ჩემს ბოშას ვუთ-
149
ხარი, რომ ასეთი ფოტო შენ გემოვნებაში არ ჯდება და მანაც სხვა
სურათის გამოგზავნა გადაწყვიტა; იმედია, მეორე უფრო მეტად აა-
მებს შენს თვალს. ფოტოგრაფები ხშირად სთავაზობენ ხოლმე, სუ-
რათს უფასოდ გადაგიღებთო“ .
მალე ახალი სურათი ჩამოვიდა მორელების ოჯახში, რომელზეც
გოგონას სულელური მინაწერი გაეკეთებინა. ამჯერად ახალგაზრდა
ლედის სატინის შავი კორსაჟი ეცვა და ლამაზ მხრებს შავი მაქმანები
უფარავდა.
- მაინტერესებს, საღამოს კაბებს იცვამს მხოლოდ? - სარკასტუ-
ლად თქვა მისის მორელმა, - ეტყობა, უნდა მოვიხიბლო კიდეც.
- შენს გულს კაცი ვერ მოიგებს, დედა, - უთხრა პოლმა, - მგონი,
პირველი ფოტო, შიშველი მხრებით, ძალიან საყვარლობა იყო.
- ასე გგონია? - ჰკითხა დედამ, - მე კი სხვაგვარი წარმოდგენა შე-
მექმნა. ორშაბათ დილას პოლი ექვს საათზე ადგა და სამუშაოზე წა-
სასვლელად მოემზადა. ჟილეტის ჯიბეში აბონემენტი ჩაიდო, რომ-
ლის შეძენაც დედამისს მწარედ დაამახსოვრდა. პოლს კი ყვითელ-
ხაზებიანი ბილეთი ძალიან მოსწონდა. დედამ სამგზავრო კალათში
საუზმე ჩაუდო. შვიდს რომ თხუთმეტი აკლდა, ბიჭი შინიდან გავიდა,
რათა რვის თხუთმეტ წუთზე გამავალი მატარებლისთვის მიესწრო.
მისის მორელმა გზამდე გააცილა შვილი. ნათელი და მოკრიალებუ-
ლი ცა იყო. წინა ეზოებში დარგული იფნების მწვანე, რბილ ნაყოფს,
ბავშვები „მტრედებს“ რომ ეძახდნენ, ნიავი აქანავებდა. ველზე მბზი-
ნავი, შავი ჯანღი გაწოლილიყო, რომელსაც მინტონიდან წამოსული
კვამლი შეუმჩნევლად ერეოდა. ბოლქვების ნაწილს ქარი ფანტავ-
და. პოლმა ოლდერსლის ტყეებს გახედა, სადაც სოფელი მზის გულ-
ზე მწვანედ მოჩანდა და იგრძნო, როგორ მჭიდროდ იყო ოჯახზე მი-
ჯაჭვული. - ბედნიერ დღეს გისურვებ, დედა, - უთხრა მისის მორელს
გამოთხოვებისას, ღიმილით, მაგრამ გულდამძიმებულმა. - კეთილი
150
მგზავრობა, შვილო, - ხალისიანად და ნაზად დაემშვიდობა დედა.
თეთრწინსაფრიანი ქალი შარაზე იდგა და შვილს გასცქეროდა, რო-
გორ კვეთდა ვაჟი მინდორს. ბიჭი ტანდაბალი, მაგრამ ძალიან ცოც-
ხალი იყო. გერტრუდი გრძნობდა, რომ პოლი თუკი მიზანს დაისა-
ხავდა, მიაღწევდა კიდეც. უილიამზე გადაიტანა ფიქრი. უფროსი ვა-
ჟი ისეთი ჰყავდა, კარს თუ არ გაუღებდნენ, ფანჯრიდან გავიდოდა.
სახლიდან შორს, ლონდონში იყო, მაგრამ არაფერი უჭირდა. პოლი
ნოტინგემში იწყებდა ფეხის მოკიდებას. გერტრუდს უკვე ორი ვაჟი
ჰყავდა დასაქმებული. ორივე მსხვილ სამრეწველო ცენტრებში ეძი-
ებდა ბედს. გული უგრძნობდა, რომ ორივენი ბედს ეწეოდნენ და ისე-
თები დადგებოდნენ, როგორიც დედის გულს გაუხარდებოდა. ისინი
მისი შვილები იყვნენ, მისგან წარმოშობილნი და მათი საქმიანი
ცხოვრებაც დედის ნაწილი იქნებოდა. მთელი დილა პოლზე ფიქ-
რობდა. რვა საათზე უკვე ორთოპედიული ხელსაწყოების ფაბრიკის
მფლობელ ჯორდანის საძულველ კიბეზე ადიოდა. პაკეტების უზარ-
მაზარ სტელაჟს უსასოოდ მიაჩერდა და ინატრა, ნეტავ, დროზე მო-
ვიდოდეს ვინმე და დამასაქმებდესო. მაგრამ აქაურობას თითქოს
ჯერ კიდევ ეძინა. სამუშაო მაგიდებზე მტვრისგან დამცავი გრძელი
ფურცლები ეწყო. ორი კაცი უკვე მისულიყო და კუთხეში რაღაცაზე
გაცხარებით ლაპარაკობდა. მერე ქურთუკები გაიძრეს და პერანგის
სახელოები აიკაპიწეს. უკვე ცხრის ათი წუთი იყო. ჩანდა, აქ პუნ-
ქტუალურობას არავინ დაგიდევდათ. პოლი ორი მუშის საუბარს უს-
მენდა. მერე ხველა მოესმა და დარბაზის ბოლოსკენ მოხუცი, გა-
ლეული მუშა გამოჩნდა. შავი ხავერდის კეპიანი ქუდი ეხურა, რო-
მელზეც წითელი და მწვანე ნაქარგი მოჩანდა. კაცი წერილებს ხსნი-
და, პოლი კი იდგა და იცდიდა. ერთ-ერთი ახალგაზრდა მუშა მოხუცს
მიუახლოვდა და მხიარულად და ხმამაღლა მიესალმა. ეტყობა, მო-
ხუცი „უფროსი“ ყრუ იყო. მერე ახალგაზრდა დახლთან მივიდა და
151
პოლისკენ გააპარა თვალი. - გაუმარჯოს! - მიესალმა პოლს, - შენ
ხარ ახალი?
- დიახ, - უპასუხა პოლმა.
- ჰმ! რა გქვია?
- პოლ მორელი.
- პოლ მორელი? კაი, აბა, აქეთ მოდი.
პოლმა მართკუთხა დახლს შემოუარა და მასთან მივიდა. ოთახი,
რომელშიც იმყოფებოდა, მეორე სართულზე მდებარეობდა, შუაში
მრგვლად ჰქონდა ამოჭრილი და დახლებით იყო შემოღობილი. ამ
ამოჭრილში ამწეები ადი-ჩადიოდა და ამავე ჭრილიდან აღწევდა სი-
ნათლე ქვედა სართულზე. აყოლებაზე ჭერშიც ანალოგიური ჭრილი
იყო და თუ აიხედავდით, დაინახავდით, როგორ იყო ჩარხებით მე-
ორე სართულის მსგავსად შემოღობილი. თუ კიდევ უფრო მაღლა
ააყოლებდით თვალს, ჭერში, ზუსტად ჭრილის თავზე, მინის სახუ-
რავს შეამჩნევდით, საიდანაც მთელ სამ სართულზე სინათლე ჩადი-
ოდა, თუმცა სულ პირველზე - ნაკლებად, ლამის ვერც აღწევდა, მე-
ორეზე - სუსტად და მესამეზე - შედარებით ჭარბად. ფაბრიკა სულ ზე-
და სართულზე განეთავსებინათ, საწყობი - მეორეზე, ხოლო სარდა-
ფი პირველზე იყო, სადაც მარადიულ საღამოს დაესადგურებინა.
ძველისძველი ადგილი გახლდათ და ანტისანიტარია სუფევდა.
პოლს ძალიან ბნელ კუთხეში მიუჩინეს ადგილი.
- ეს არის სპირალური კუთხე, - უთხრა კლერკმა, - შენც მესპირა-
ლე იქნები პეპლუორთთან ერთად. შენი უფროსია, ოღონდ ჯერ არ
მოსულა. ცხრის ნახევრამდე არ მოდის ხოლმე, ასე რომ, თუ გინდა,
წერილები შეგიძლია აიღო მისტერ მელინგთან. ახალგაზრდამ ასა-
კოვანი მუშისკენ გაიშვირა თითი.
- კარგი, - მიუგო პოლმა.

152
- აგერ, კავიც, შეგიძლია, ქურთუკი ჩამოკიდო. აი, დავთარიც.
მისტერ პეპლუორთიც მალე მოვა. და გამხდარი, ახალგაზრდა კაცი
ამაყი მზერითა და საქმიანი ნაბიჯით ფიცრის იატაკს გაუყვა ოთახის
შორეული ნაწილისკენ.
ორიოდე წუთში პოლი უკვე შემინულ კაბინეტთან იდგა. ქუდიან-
მა, ასაკოვანმა მუშაკმა სათვალის ზემოდან გამოხედა. - დილა მშვი-
დობისა, - კეთილად და შთამბეჭდავად მიესალმა, - სპირალური გან-
ყოფილებისთვის წერილები გინდა, ხომ, თომას? პოლს არ ეჭაშნი-
კა, თომასი რომ დაუძახეს. მაგრამ წერილები ჩამოართვა და თავის
გაუნათებელ ადგილს მიუბრუნდა, სადაც დახლივით სამუშაო მაგი-
და კუთხეს ქმნიდა და დიდი სტელაჟით ბოლოვდებოდა. კუთხეში სა-
მი კარი გადიოდა. მაღალ სკამზე დაჯდა და წერილების კითხვა და-
იწყო - მხოლოდ იმათი, რომლებშიც ხელნაწერის გარჩევა სირთუ-
ლეს არ წარმოადგენდა. ზოგიერთის შინაარსი დაახლოებით ასეთი
იყო: „შეგიძლიათ, ქალის აბრეშუმის სპირალური რეიტუზი გამო-
მიგზავნოთ წერილის მიღებისთანავე, ტერფების გარეშე, ზუსტად
ისეთი, როგორიც შარშან? სიგრძე ბარძაყიდან მუხლამდე “ და ა. შ.,
ან „მაიორ ჩემბერლენს სურს, გაიმეოროს თავისი წინა შეკვეთა და
მიიღოს აბრეშუმის დრეკადი ბანდაჟი“ . ბევრი წერილი, მათ შორის,
ნორვეგიულ და ფრანგულ ენებზე, ბიჭისთვის ნამდვილ თავსატეხს
წარმოადგენდა. იჯდა სკამზე და „უფროსის“ მოსვლას ელოდა. სირ-
ცხვილით ლამის დაიწვა, როდესაც ცხრის ნახევარზე ქარხანაში მო-
მუშავე გოგონების ჯარმა ჩაუარა. ცხრას რომ ოცი აკლდა, მისტერ
პეპლუორთიც გამოჩნდა, ქლორიდინის კევის ღეჭვით. ამ დროს ყვე-
ლა მუშაკი უკვე ადგილზე იყო. გამხდარი, ავადმყოფური იერის, წი-
თელცხვირა კაცი, სხარტი ქმედებითა და მახვილი თვალით, საკმა-
ოდ მკაცრი სტილის ტანსაცმელში გამოწყობილიყო. ოცდათექვსმე-
ტი წლისა იქნებოდა. საკმაოდ თვალში საცემი ეთქმოდა, გონება-
153
გახსნილობა და სხარტი აზროვნება გულითადობას ვერ უფერ-
მკრთალებდა, მაგრამ მაინც რაღაც ანტიპათიური გამოსჭვიოდა
მისგან.
- შენ, ალბათ, ჩემი ახალი დამხმარე უნდა იყო? - ჰკითხა ბიჭს. პო-
ლი ზეზე წამოდგა და დაუდასტურა ვარაუდი.
- წერილები მოიტანე? მისტერ პეპლუორთმა კევის ღეჭვა განაგ-
რძო. - დიახ.
- გადაწერე?
- არა.
- აჰა, მაშინ, შეუდექი, თან, სწრაფად. ტანთ გამოიცვალე?
- არა.
- რამე ძველი ქურთუკი მოიტანე და დატოვე, - ბოლო სიტყვებზე
კევი გვერდითა კბილებით ჩაღეჭა. მერე სტელაჟის უკან გაქრა და
მალევე გამოჩნდა ქურთუკგახდილი; თხელ, თმიან ხელზე მანჟეტე-
ბი გაიკეთა და, აშკარად, სამუშაო პიჯაკი ჩაიცვა. პოლმა გაიფიქრა,
რა გამხდარიაო, რადგან შარვალზე უკან ნაკეცები უკეთდებოდა.
მან სკამი ბიჭის გვერდით მიაჩოჩა და დაჯდა.
- დაჯექი, - უთხრა პოლს.
პოლი დაემორჩილა. მისტერ პეპლუორთი საკმაოდ ახლოს ეჯდა.
სტელაჟიდან დიდი თაბახი ჩამოიღო და წინ დაუდო, მერე გადაშა-
ლა, კალამი აიღო და უთხრა: - აბა, ეს ნახე. აქ უნდა გადმოწერო ას-
ლები, - სრუტუნით ჩაისუნთქა, კევის ღეჭვა განაგრძო, წერილებს
დააჩერდა, მერე დამშვიდდა და ლამაზი ასოები გამოიყვანა. პოლს
შეხედა, - ხედავ? - დიახ. - გაართმევ თავს?
- დიახ.
- კეთილი. აბა, მიხედე საქმეს.
პოლმა კალამი აიღო. პეპლუორთი სკამიდან ჩახტა და გაუჩინარ-
და. პოლს წერილების ასლების გადაღება მოეწონა კიდეც, მაგრამ,
154
მიუხედავად იმისა, რომ ნელა და დაკვირვებით წერდა, საშინელი
ნაწერი გამოსდიოდა. მეოთხე წერილს რომ მიადგა, სასიამოვნო
დაღლილობა იგრძნო და მისტერ პეპლუორთიც გამოჩნდა. - აბა,
როგორ მიდის საქმე? მორჩი?
ნამუშევარს გადახედა ბიჭის ზურგს უკნიდან. ისევ კევს ღეჭავდა
და ქლოროფილის სურნელს აფრქვევდა.
- ჯანდაბა! მშვენიერი გადამწერი ყოფილხარ, ბიჭო! - სატირუ-
ლად წამოიძახა, - არა უშავს. რამდენი გადაწერე უკვე? მხოლოდ სა-
მი! მე აქამდე სულ ვშთანთქავდი. განაგრძე და ნომრების მინიჭებაც
არ დაგავიწყდეს. აქ ნახე! აი, ასე. პოლმა გულმოდგინედ განაგრძო
გადაწერა, მისტერ პეპლუორთი კი სხვა საქმეს შეუდგა. უეცრად
ბიჭს გამჭოლი სტვენა მოესმა ყურთან. პეპლუორთი მივიდა, ჩან-
გლიდან მილი აიღო და სერიოზული ხმით წარმოთქვა:
- დიახ!
პოლს ქალის ნაზი ხმა მოესმა მილიდან. მანამდე სალაპარაკო
მილი არასდროს ენახა. - რა გაეწყობა, - უკმაყოფილოდ განაგრძო
მისტერ პეპლუორთმა, - მაშინ, რაც დაგიგროვდათ, ის მაინც გააკე-
თეთ. ისევ ქალის ხმა გაისმა, სასიამოვნო, მაგრამ გაბრაზებული.
- ახლა თქვენი მოსმენის დრო არ მაქვს, - მოუჭრა მისტერ პეპლუ-
ორთმა და მილი ჩანგალზე ჩამოკიდა.
- მოდი. აბა, ვაჟკაცო, - ლამის მუდარით მიმართა პოლს, - პოლ-
ლი შეკვეთას ითხოვს. იქნებ ცოტა სწრაფად გექნა. აი, ნახე.
მისტერ პეპლუორთმა თაბახი აიღო და ასლების გადაღებას შე-
უდგა. პოლს გული მოუვიდა. სწრაფად და ხარისხიანად ასრულებდა
სამუშაოს. გადაწერას რომ მორჩა, სამი დუიმის სიგანის ყვითელი
ქაღალდები აიღო და ქალი მუშაკებისთვის შეკვეთების წერა დაიწ-
ყო. - უმჯობესია, ჯერ მიყურო, - ურჩია პოლს და ისევ სწრაფად გა-
ნაგრძო მუშაობა. პოლი ბარძაყის, წვივისა და კოჭების უცნაურ ნა-
155
ხატებს დააჩერდა, რომელთა გასწვრივაც ნომრები და რამდენიმე
მოკლე მითითება მიეწერა მის უფროსს. მისტერ პეპლუორთი სწრა-
ფად მორჩა და წამოხტა. - გამომყევი, - ყვითელ ფურცლებს წამოავ-
ლო ხელი და სულ ფრიალ-ფრიალით ჩაიტანა ქვედა სართულზე კი-
ბით. სარდაფში გაზი ენთო. ნესტიანი, ცივი საწყობი გაიარეს, მერე
ერთ გრძელ, შიშის მომგვრელ ოთახში გავიდნენ, სადაც ჯოჯგინებ-
ზე გრძელი ფიცარი იდო. იქიდან საგრძნობლად მომცრო ზომის, და-
ბალჭერიან და მყუდრო სენაკში შევიდნენ, რომელიც ძირითად ნა-
გებობაზე იყო მიშენებული. ამ ოთახში ტანმორჩილი, შავთმააკეცი-
ლი ქალი, რომელსაც სარჟის წითელი ბლუზა ეცვა, ბენთამის ჯიშის
ქათამივით გაფხორილი იცდიდა. - აი, სად ყოფილხართ! - მიმართა
პეპლუორთმა.
- თქვენ სად ყოფილხართ, თორემ მე აქ ვარ! - გაწყრა ქალი, - გო-
გონები უკვე ნახევარი საათია იცდიან. ამხელა დროის დაკარგვა იქ-
ნებოდა?!
- ჯობია, თქვენ საქმეს მიხედოთ და ამდენი არ ილაპარაკოთ, -
უთხრა მისტერ პეპლუორთმა, - ამდენ ხანს თქვენი საქმე დაგესრუ-
ლებინათ.
- მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ შაბათს დავასრულეთ ყველა-
ფერი! - პოლლიმ ხმას აუწია და შავი თვალები დაუბრიალა.
- აწი-წი-წი-წი-წი-ნდი ახლა! - დასცინა პეპლუორთმა, - ეს ყმაწვი-
ლი ახალი დამხმარეა და წინანდელივით არ მოსპოთ. - წინანდელი-
ვით არ მოვსპოთ?! - გაოცდა პოლლი, - ჰო, სულ მოსპობაზე გვიჭი-
რავს თვალი. ჩემი შენ გითხარიო, ისე მოგდით ახლა.
- აბა, საქმეს შეუდექით! - ცივად და მკაცრად თქვა მისტერ პეპლუ-
ორთმა. - რა ხანია ვიცდით, რომ საქმე გავაკეთოთ, - ისევ გაწყრა
პოლლი და თავი გააქნია. ეს წელში გამართული ქალი ორმოციოდე
წლის უნდა ყოფილიყო.
156
იმ ოთახში ფანჯარასთან, მერხზე ორი მრგვალი სასპირალე მან-
ქანა იდგა. შიდა კარი უფრო მოგრძო ოთახში გადიოდა, საიდანაც
ასეთივე ექვსი მანქანა მოჩანდა. თეთრ წინსაფრებში სასიამოვნოდ
გამოწყობილი გოგონების ჯგუფი იდგა და საუბრობდა. - აქ საჭორა-
ოდ ხართ? - გასძახა მისტერ პეპლუორთმა.
- არა, თქვენ გიცდით, - სიცილით გამოეპასუხა ერთ-ერთი ლამა-
ზი გოგონა. - ჰოდა, მიხედეთ საქმეს, მიხედეთ. მოკლედ, ახლა ზე-
ვით ავბრუნდეთ, ყმაწვილო, და აქ მოსახვედრი გზა უკვე გეცოდინე-
ბა. პოლი უფროსს ჩქარი ნაბიჯით აჰყვა კიბეზე. რაღაცების შემოწ-
მება და ზედნადებების გამოწერა დაევალა. ისიც თავის მაგიდასთან
გაჩერდა და გულმოდგინედ შეუდგა წერას საძაგელი კალიგრაფი-
ით. ამასობაში მისტერ ჯორდანმა შემინული კაბინეტიდან გამოს-
ვლა და ახალი მუშაკის ხელგარჯილობის ახლოდან ნახვა ისურვა.
როდესაც პოლს უკან დაუდგა, ვაჟმა უხერხულად იგრძნო თავი. უეც-
რად სქელი და წითელი თითი იმ ბლანკზე გაჩნდა, რომელსაც ავსებ-
და. - მისტერ ჯეი. ეი. ბეითს, ესკვაირს! - ზუსტად პოლის ყურთან გა-
ისმა გამკივანი ხმა. პოლმა „მისტერ ჯეი. ეი. ბეითსს, ესკვაირს“ და-
ხედა და ვერ მიხვდა, რაზე უწყრებოდნენ. - შენთვის არ უსწავლები-
ათ, ასეთ დროს როგორ უნდა წერა? თუკი „მისტერს“ წერ, „ესკვა-
ირი“ აღარ უნდა... ერთ ადამიანს ორნაირად ხომ ვერ მოიხსენიებ?
პოლმა ინანა, ასეთი გულუხვი მიმართვა რომ დაწერა, მერე დაფიქ-
რდა და აკანკალებული ხელით „მისტერს“ ხაზი გადაუსვა, თუმცა
ფურცელი მაშინვე მისტერ ჯორდანმა აიტაცა. - სხვა შეავსე! ასეთი
ნაჯღაბნის გაგზავნას აპირებ ჯენტლმენთან? - და ლურჯი ფორმა
სულ ნაკუწებად აქცია გაღიზიანებულმა.
სირცხვილით ყურებგაწითლებულმა პოლმა ახლის შევსება და-
იწყო. ჯორდანს თვალი არ მოუცილებია. - ვერ გამიგია, სკოლებში
რას ასწავლიან ახლა? ამაზე უკეთ უნდა დაწერო. ბიჭები ჩვენ დრო-
157
ში აღარაფერს სწავლობენ, გარდა იმისა, რომ ლექსებს იზეპირებენ
და ვიოლინოს აწრიპინებენ. ამ ვაჟბატონის კალიგრაფია ნახე? -
ჰკითხა მისტერ პეპლუორთს. - კი; დიდებულია, არა? - გულგრილად
მიუგო ამ უკანასკნელმა. მისტერ ჯორდანმა წაიბუზღუნა, ოღონდ
არა ბოროტად. პოლი მიხვდა, რომ უფროსს ყეფა ეხერხებოდა, კბე-
ნა კი არა. მართალია, მწარმოებელი გაუმართავად საუბრობდა ინ-
გლისურად, მაგრამ ჯენტლმენობა ჰყოფნიდა, რომ მუშაკების საქ-
მიანობაში მუდამ არ ჩაეყო ცხვირი და წვრილმანებისთვის ყურად-
ღება არ მიექცია. მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ მთლად უფროსი-
ვით არ გამოიყურებოდა და არც მისი ფაბრიკა ჰგავდა სერიოზულ
საწარმოს, ამიტომაც ყურადღებას არ ადუნებდა, რათა უკუღმა არ
წასვლოდა საქმე. - ჰო, მართლა, რა გქვია? - ჰკითხა მისტერ პეპლუ-
ორთმა ვაჟს. - პოლ მორელი.
უცნაურია, მაგრამ ბავშვობის წლებში ბევრს ეხამუშება საკუთარი
გვარ-სახელის წარმოთქმა. - მაშ, პოლ მორელი? კეთილი და პა-
ტიოსანი. აბა, ჩემო პოლ მორელ, მიხედე საქმეს და მერე... მისტერ
პეპლუორთი სკამზე დაჯდა და წერა დაიწყო. უკანა კარიდან გოგონა
შემოვიდა, სამკურნალო დანიშნულების რამდენიმე ახალშეფუთუ-
ლი მოწყობილობა დახლისმაგვარ მაგიდაზე დადო და გავიდა. მის-
ტერ პეპლუორთმა ლურჯზოლა თეთრი მუხლის სახვევი აიღო, შე-
ამოწმა, შეკვეთის ყვითელ ფურცელზე დატანებულ მონაცემებს შე-
ადარა და გვერდზე გადადო. შემდეგი იყო ნამდვილი კანისფერი
„ფეხი“ . რამდენიმე დეტალს შეავლო თვალი, ორი-სამი შეკვეთა
ამოწერა და პოლს უთხრა, გამომყევიო. ამჯერად იმ კარში შევიდ-
ნენ, საიდანაც წეღან გოგონა გამოვიდა. ხის კიბის უჯრედში აღმოჩ-
ნდნენ. ქვემოთ დიდი ოთახი მოჩანდა, ორ მხარეს დატანებული ფან-
ჯრებით, მოშორებით კი გოგონები ისხდნენ და ფანჯრებიდან შემო-
სულ სინათლეზე კერავდნენ. თორმეტივე მათგანი ერთხმად მღე-
158
როდა სიმღერას „ორი ლურჯკაბიანი გოგონა“ . კარის გაღების ხმა-
ზე ყველამ მაღლა აიხედა და კიბის თავში მისტერ პეპლუორთთან
ერთად პოლიც დაინახა. სიმღერა შეწყდა.
- შეგიძლიათ, ნაკლებად რომ იხმაუროთ? - მიმართა პეპლუორ-
თმა გოგონებს, - თორემ ხალხი იფიქრებს, კატები ჰყავთ გამომ-
წყვდეულიო. მაღალ სკამზე შემომჯდარმა კუზიანმა ქალბატონმა მა-
მაკაცისკენ გრძელი სახე მოატრიალა და მკვეთრი კონტრალტოთი
მიმართა:
- ჰოდა, ხვადი კატები ყოფილან, მაშინ.
მისტერ პეპლუორთს პოლთან უფროსის როლის თამაში მოუნდა,
მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ოთახში ჩავიდა, სადაც ოსტატი
ქალები ბოლო შტრიხებს ავლებდნენ ნაწარმს და პირდაპირ კუზიან
ფანისთან მივიდა. მაღალ სკამზე დასკუპებულ ქალს იმდენად მოკ-
ლე ტანი ჰქონდა, რომ მსხვილ კულულებად დახვეული ყავისფერი
თმა და ფერმკრთალი სახე ნამეტნავად დიდი მოუჩანდა. ქაშმირის
კაბა ეცვა, მწვანე და შავ ფერებში გადაწყვეტილი. ნამუშევარი ნერ-
ვიულად დადო და ვიწრო მანჟეტებიდან ბრტყელი და თხელი მაჯები
გამოუჩნდა. პეპლუორთმა კვირისტავზე პატარა წუნი უჩვენა. - მერე,
ეგ რა ჩემი ბრალია? - ჰკითხა ქალმა, - მე უნდა შემაწმინდოთ ხელი?
- ლოყები შეეფაკლა. - არ მითქვამს, შენი ბრალია-მეთქი. ხომ გამო-
ასწორებ, როგორც მიგითითე? - მოკლედ მოუჭრა პეპლუორთმა. -
პირდაპირ არ გითქვამთ, მაგრამ ასე გამოგყავთ, - ლამის ცრემლე-
ბი წამოსცვივდა კუზიანს. მერე კვირისტავი „უფროსს“ ხელიდან გა-
მოგლიჯა, - კი ბატონო, მითითებისამებრ გავაკეთებ, მაგრამ ასეთი
საუბარი ჩემთან არ გჭირდებათ. - ესეც თქვენი ახალი დამხმარე, -
მისტერ პეპლუორთმა პოლი წარადგინა. ფანი ბიჭისკენ შეტრიალ-
და და ნაზად გაუღიმა.
- ოჰ! - თქვა უცებ.
159
- ოღონდ, არ გარყვნათ.
- ჩვენ მაგას ნაღდად არ ვიზამთ, - გულისწყრომით შეეპასუხა ქა-
ლი. - აბა, წავედით, პოლ, - უთხრა მისტერ პეპლუორთმა.
- Au Revoir, პოლ, - გამოსძახა ერთ-ერთმა გოგონამ. უცებ ხით-
ხითი ატყდა. პოლი უსიტყვოდ, თუმცა სირცხვილისგან გაწითლებუ-
ლი გასცილდა ამ ოთახს. ის დღე საუკუნედ მოეჩვენა. მთელი დილა
მუშებიცა და მუშაკებიც დაუსრულებლად მიმართავდნენ კითხვებით
მისტერ პეპლუორთს. პოლი ან წერდა, ან შუადღის ფოსტით გასაგ-
ზავნი პაკეტების შეფუთვას ეუფლებოდა. პირველისკენ, უფრო სწო-
რად, თხუთმეტი წუთი რომ აკლდა პირველს, მისტერ პეპლუორთი
გაუჩინარდა - თურმე, გა რეუბანში უცხოვრია და მატარებლისთვის
უნდა მიესწრო. რაკი ამ დროს პოლიც უსაქმოდ იყო, სადილის კა-
ლათს ხელი მოჰკიდა და სარდაფში ჩავიდა, სადაც სასაწყობე ოთახ-
ში ჯოჯგინებზე შემდგარი მაგიდა ეგულებოდა. სწრაფად ისადილა ამ
პირქუშ სიმარტოვეში. მერე გარეთ გავიდა. დღის სინათლემ და თა-
ვისუფლების შეგრძნებამ ბედნიერება და გამბედაობა მიანიჭა. მაგ-
რამ ზუსტად ორ საათზე დიდი ოთახის იმ კუთხეში იყო, რომელიც
მას გამოუყვეს. მალე გოგონებმა ისევ ჩაუარეს და შენიშვნებიც არ
დაიშურეს. უბრალო ოჯახებიდან გამოსული ქალიშვილები იყვნენ,
სულ ზედა სართულზე მუშაობდნენ და ყველაზე რთული საქმე - თი-
აქრის ბანდაჟების კეთება და პროთეზების დასრულება - ევალებო-
დათ. პოლმა არ იცოდა, რა ექნა, ამიტომ იჯდა და მისტერ პეპლუ-
ორთს ელოდა, დროის მოსაკლავად კი ყვითელ ფურცელზე ჯღაბნი-
და. მისტერ პეპლუორთი სამს რომ ოცი აკლდა, მაშინღა დაბრუნდა.
მერე პოლს ჩამოუჯდა და ისე ეჭორავა, თითქოს არა მხოლოდ თა-
ნამდებობრივად, ასაკობრივადაც კი თანატოლები იყვნენ. ნაშუად-
ღეს ბევრი საქმე არ ჰქონდათ, თუკი სამუშაო კვირა არ მთავრდებო-
და და დაანგარიშება არ იყო საჭირო. ხუთ საათზე ყველა მუშაკი დი-
160
ლეგში ჩადიოდა, ჯოჯგინებიან მაგიდაზე კარაქიან პურს მიირთმევ-
და და ჩაის აყოლებდა; მაგიდის ჭუჭყიან ზედაპირს არავინ დაგიდევ-
დათ; ზოგჯერ ერთიმეორეს ისევე უხეიროდ და სწრაფ-სწრაფად გა-
დაუგდებდნენ ორიოდე სიტყვას, როგორც ჭამდნენ. აი, ზემოთ კი,
წესრიგი და კეთილგანწყობა ჰქონდათ მუდამ, რაც იმაზე მეტყვე-
ლებდა, რომ სარდაფი და ჯოჯგინებზე შემდგარი მაგიდა მათზე უარ-
ყოფითად ზემოქმედებდა.
ნასამხრევს, როდესაც გაზის სანათები ჩაირთო, საქმიანობაც
ცოცხლად გაგრძელდა. საღამოს დიდი ფოსტა იყო გასაგზავნი. ქა-
ლის სამედიცინო წინდები ჯერ კიდევ თბილი იყო, სამუშაო ოთახებ-
ში რომ შეიტანეს. პოლი ანგარიშფაქტურებს აწესრიგებდა. შემდეგ
დაფასოებას და დამისამართებას შეუდგა, რასაც ამანათების აწონ-
ვა მოსდევდა. ყველა მხრიდან ისმოდა მუშაკების წამოძახილი, თუ
ვის რა წონის ამანათი ებარა. ფონად კი საერთო ზუზუნს რკინის
ხელსაწყოების წკრიალი და თოკების ჭრის ხმა გასდევდა. მისტერ
მელინგს ყოველ წამს ბეჭდის დასარტყმელად აკითხავდნენ. ბო-
ლოს მხიარული და მოცინარი ფოსტალიონი გამოჩნდა ტომრიანად.
უცებ ყველაფერი მიწყნარდა და პოლმაც თავის სასადილო კალათს
წამოავლო ხელი, რომ სადგურზე არ დაეგვიანებინა. მისი მატარე-
ბელი ცხრის ოც წუთზე გადიოდა. ფაბრიკაში ზუსტად თორმეტ საათს
გასტანა სამუშაო დღემ.
დედამისი იჯდა და ელოდა, თან ოდნავ ღელავდა. რაკი კენსტო-
ნის სადგურიდან სახლამდე ფეხით იყო მისასვლელი, ათის ოც წუთ-
ზეღა შეაღო სახლის კარი. არადა, დილით შვიდიც არ იყო, შინიდან
რომ გავიდა. მისის მორელს მისი ჯანმრთელობის ამბავი უფრო
აღელვებდა. მაგრამ რაკი თვითონ ბევრი რამ ჰქონდა გადატანილი
- იტყოდა ხოლმე, ერთი, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩემს
თავზე, დანარჩენი ყველაფერიო - იმედი ჰქონდა, ჩემი შვილებიც
161
ჩემსავით ამტანები იქნებიანო. ცხოვრება მძიმე იყო და ყველაფრის-
თვის უნდა გაეძლოთ. პოლსაც ჯორდანთან შეაგვიანდაო, ფიქრობ-
და, მიუხედავად იმისა, რომ სიბნელე და უჰაერობა თვითონაც იგემა
ფაბრიკაში პირველი სტუმრობისას. ბიჭი ფერდაკარგული და დაღ-
ლილი დაბრუნდა. დედამ შეათვალიერა და რაკი დაინახა, რომ ვაჟი
უკმაყოფილო არ ჩანდა, მღელვარებამ გადაუარა.
- აბა, როგორ ჩაიარა დღემ? - ჰკითხა სასწრაფოდ.
- მშვენივრად, დედა, - მიუგო ვაჟმაც, - ბევრი არაფერი მაქვს გა-
საკეთებელი და ყველა კარგად მექცევა.
- თავი გაართვი?
- კი. მხოლოდ კალიგრაფია დამიწუნეს. მაგრამ მისტერ პეპლუ-
ორთმა, ჩემმა უფროსმა, მისტერ ჯორდანს უთხრა, გამოასწორებსო.
მესპირალე ვარ, დედა. უნდა მოხვიდე და შენი თვალით ნახო. სასია-
მოვნოც კია. მალე ჯორდანის ფაბრიკაში მუშაობა მოეწონა. მისტერ
პეპლუორთი, ბარების ხშირ სტუმრას რომ ჩამოჰგავდა, პოლის მი-
მართ კეთილად განეწყო, თავი ბუნებრივად ეჭირა და მეგობრულად
ექცეოდა. ზოგჯერ „მესპირალეების უფროსს“ უგუნებობა შემოუტევ-
და ხოლმე და უფრო მეტ კევს ღეჭავდა. შეწუხება არ სჩვეოდა, მაგ-
რამ თუკი რამეზე მაინც გამოეკიდებოდა ადამიანს, თავის თავს უფ-
რო მეტ ზიანს აყენებდა, ვიდრე სხვას. - აქამდე არ დაგიმთავრებია?
- დაიყვირებდა ხოლმე, - იჩქარე, ერთი თვეა თავს აკლავ! მაგრამ
ერთ წუთში ისევ მხიარული და ხალისიანი ხდებოდა, რისი გაგებაც
პოლს ყველაზე მეტად უჭირდა. - ხვალ ჩემი იორქშირული ძუკნა ტე-
რიერი უნდა მოვიყვანო, - საზეიმოდ გამოუცხადა პოლს. - რა არის
იორქშირული ტერიერი?
- იორქშირული ტერიერი არ იცი, რა არის? მართლა არ იცი? - პეპ-
ლუორთმა გაოცებისგან პირი დააღო. - პატარა აბრეშუმისბეწვიანი
ძაღლია, ფერად ჟანგრკინისფერი? ცოტა ვერცხლისფერი გადაჰ-
162
კრავს? - სწორედ ეგაა, ყმაწვილო. ნამდვილი განძია. მის თითო
ლეკვში ხუთ-ხუთი გირვანქა სტერლინგი მაქვს აღებული, არადა
თვითონ შვიდ გირვანქა სტერლინგზე ცოტა მეტად ფასობს, წონით
კი ოცი უნციაა. მეორე დღეს პეპლუორთმა დედალი ტერიერი მოიყ-
ვანა. ერთი ციდა არსება ცახცახებდა და საცოდავად გამოიყურებო-
და. პოლს არ მოეწონა ძაღლი, მეტიც, იმ სველ ჩვარს მიამსგავსა,
რომელიც არასოდეს შრება. მერე ერთ-ერთმა მუშაკმა ძაღლს უხამ-
სი ხუმრობა დაუწყო, მაგრამ მისტერ პეპლუორთმა მიანიშნა, ყმაწ-
ვილი გვისმენსო და საუბარიც sotto voce26 გააგრძელეს. მისტერ
ჯორდანმა ერთხელღა შეამოწმა, თუ როგორ მუშაობდა პოლი და
ერთადერთი შეცდომა უპოვა: ბიჭი კალამს სამუშაო მაგიდაზე დებ-
და. - ყურს უკან გქონდეს ეგ კალამი, თუ გინდა, რომ მუშაკი დადგე.
კალამი ყურს უკან! - გაუმეორა, - მხრებში რატომ არ სწორდები?
აბა, ჩემკენ წამოდი, - ბიჭი მინის კაბინეტში შეიყვანა და სპეციალუ-
რი ზურგდამჭერები გაუკეთა, მოხრილობა არ გაგივითარდებაო.
მაგრამ პოლის გული უფრო გოგონებმა მოიგეს. მამაკაცები ძალიან
გლეხებად და ჩლუნგებად ეჩვენებოდა. მართალია, ყველას პატივს
სცემდა, მაგრამ კაცების უმეტესობა უინტერესოდ მიაჩნდა. პოლლი,
ქვედა სართულზე მომუშავე ცბიერი უფროსი ოსტატი, ერთხელ სარ-
დაფში წაადგა თავზე, როდესაც ბიჭი სადილობდა და შესთავაზა, თუ
გინდა, რამეს მოგიმზადებ ქურაზეო. მეორე დღეს მისის მორელმა
ვაჟს ისეთი კერძი გაატანა, რომელსაც შეცხელება სჭირდებოდა.
პოლმაც სიამოვნებით შეიტანა პოლლის სუფთა ოთახში. ძალიან
მალე ჩვევად ექცათ ერთად სადილობა. როდესაც დილის რვაზე სამ-
სახურში მიდიოდა, სადილის კალათს პირდაპირ პოლლის აძლევ-
და, პირველ საათზე კი სადილი შეცხელებული ხვდებოდა. პოლს მა-

26
(იტალ.) - ხმადაბლა.
163
ღალი არ ეთქმოდა, ფერმკრთალს წაბლისფერი თმა და ასიმეტრიუ-
ლი ნაკვთები ჰქონდა, პირი კი დიდი და მსხვილტუჩა. ხოლო პოლ-
ლი ღაბუა ჩიტს ჰგავდა, ამის გამო პოლმა „ გულწითელა“ შეარქვა.
ბუნებით ხმაამოუღებელი ბიჭი ზოგჯერ საათობით ჩამოუჯდებოდა
ხოლმე და ესაუბრებოდა თავის სახლზე, ოჯახზე. გოგონებს მისი
მოსმენა უყვარდათ. არცთუ იშვიათად, როდესაც პოლი ძელსკამზე
იჯდა, გოგონები წრეში მოაქცევდნენ ხოლმე ლაპარაკის საღერღე-
ლაშლილს და გულიანად იცინოდნენ მის ნათქვამზე. ბევრი მათგანი
ამ პატარა არსებას უცნაურად, თუმცა ზრდილობიანად მიიჩნევდა,
რომელსაც არასდროს ეშლებოდა ქალებთან მოქცევა. ბიჭმა ყვე-
ლას შეაყვარა თავი და თვითონაც სიყვარულით განიმსჭვალა მათ
მიმართ. პოლლი კი მთლად თავისიანად იგულა. შემდეგ კონი მო-
დიოდა, ფაფარივით წითური თმით, გაბადრული სახითა და გუდგუ-
და ხმით, რომელიც შავ, ნახმარ კაბაში ნამდვილ ბანოვანს ჰგავდა
და ვაჟის რომანტიკულ მხარეს იზიდავდა. - როდესაც ზიხარ და ძაფს
ახვევ, - უთხრა პოლმა, - ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჯა-
რაზე ართავ ძაფს. ასეთ დროს ელაინს მახსენებ „მეფის იდილი-
იდან“ . რომ შემეძლოს, დაგხატავდი. კონიმ დარცხვენით შეხედა.
ამის შემდეგ პოლმა ერთი ჩანახატიც გააკეთა, რომელიც ძალიან
ეამაყებოდა: კონი ზის უზურგო სკამზე, ჯარასთან, შავ კაბაზე წითუ-
რი თმა გაუშლია, ლალისფერი ბაგე კი მოუმუწავს და სერიოზული
სახე უჭირავს, თან, კოჭაზე ძოწისფერი ძაფის შულოს ახვევს. ლუის,
მოურიდებელ ლამაზმანს, რომელიც მუდამ რაღაცაზე ეშარებოდა
ხოლმე, პოლი ხუმრობით პასუხობდა. ემას არცთუ ლამაზი, უფრო
მეტად ასაკოვანი და მოწიწებული ეთქმოდა. თან, რაც უფრო მოწი-
წებით ექცეოდა პოლს, ბიჭიც უფრო კმაყოფილი რჩებოდა. - ნემსებს
როგორ ამაგრებ? - ჰკითხა ვაჟმა.
- მოუსვი აქედან, ხელს ნუ მიშლი.
164
- კარგი რა, მაინტერესებს, როგორ მაგრდება ნემსი.
ქალმა ჯიუტად განაგრძო საკერავი მანქანის სახელურის ტრი-
ალი. - რაღაც, ნამეტნავად ბევრი რამით დაინტერესდი, - მიუგო მხი-
არულად. - მხოლოდ ის მითხარი, როგორ უნდა მანქანაში ნემსის
ჩამაგრება. - ოჰ, რა აბეზარი ბიჭი ხარ! აჰა, მიყურე და დაიმახსოვრე.
პოლმა ყურადღებიანი მზერა მიაპყრო. უეცრად სტვენის ხმა გა-
ისმა. პოლლი გამოჩნდა და მკაფიო ხმით მიმართა ბიჭს: - მისტერ
პეპლუორთს აინტერესებს, კიდევ დიდხანს აპირებ აქ ყოფნას და
გოგოებთან ღლაბუცს? პოლმა კიბე აირბინა და კარგად, ემაო, და-
იძახა ზემოდან. ეს უკანასკნელი კი წელში გასწორდა. - სულაც არ
მიფიქრია, მანქანით გავართო-მეთქი, - თქვა სწრაფად. ჩვეულებ-
რივ, როდესაც ორ საათზე გოგონები სამსახურში ბრუნდებოდნენ,
პოლი კუზიან ფანისთან მიირბენდა ხოლმე. მისტერ პეპლუორთი არ
მოდიოდა, სანამ სამს ოცი არ დააკლდებოდა, თუმცა დაბრუნებულს
არაერთხელ უნახავს ფანისთან მჯდარი ბიჭი, რომელიც ან ყბედობ-
და, ან ხატავდა, ანდაც მოღიღინე გოგონებს უწყობდა ხმას. ფანიც,
მცირედი ჭოჭმანის შემდეგ, იწყებდა სიმღერას. სუფთა კონტრალტო
ჰქონდა. გუნდს მსურველები უერთდებოდნენ და მათ მოსმენას არა-
ფერი სჯობდა. პოლს უკვე აღარ უქმნიდა უხერხულობას გოგონების
განყოფილებაში ჯდომა და გართობა.
სიმღერის ბოლოს ფანი იტყოდა ხოლმე:
- ვიცი, რომ მე დამცინოდით.
- ეგეთი გულჩვილობაც არ გინდა, ფანი! - გამოსძახებდა რომე-
ლიმე გოგონა. ერთხელ კონის წითური თმა ახსენეს.
- ფანის უკეთესი თმა აქვს, ჩემი აზრით, - თქვა ემამ.
- აჰა, იპოვეს უცებ დასაცინი ობიექტი, - გაწიწმატდა ფანი და გა-
წითლდა. - არა, მართლა, პოლ, მართლა ლამაზი თმა აქვს.

165
- აქ ფერია მთავარი, - თქვა პოლმა, - თითქოს მიწასავით ცივი ფე-
რია, მაგრამ ბზინვარე, ტორფის ფერიც კი დაჰკრავს. - ღმერთო ჩე-
მო! - სიცილით წამოიძახა ერთ-ერთმა ქალიშვილმა. - ჩემზე კარგის
სათქმელად ხომ ენა არავის მოუბრუნდება, - ამოიოხრა ფანიმ. -
მართლა დააკვირდი, პოლ, - გულწრფელად უთხრა ემამ, - მართლა
ლამაზი თმა აქვს. გაიშალე თმა, ფანი, რომ წესიერად შეგხედოს, იქ-
ნებ დახატვაც მოუნდეს. მართალია, ძალიან უნდოდა ფანის, მაგრამ
ამას როგორ იზამდა. - მაშინ, მე გაგიშლი, - წამოდგა ბიჭი.
- კი ბატონო, თუკი ასე გინდა, - მიუგო ფანიმ.
ვაჟმა აკეცილი თმიდან სამაგრები ფრთხილად გამოაძრო და კუ-
ზიან ზურგზე, სამუშაო კაბა რომ უფარავდა, ხშირი, მუქი ყავისფერი
თმა ჩამოიშალა.
- რა საყვარლობაა! - წამოიყვირა პოლმა.
გოგონები მიაშტერდნენ. დუმილი ჩამოვარდა. ვაჟმა ბოლომდე
ჩამოუშალა თმა. - დიდებულია! - პოლმა თმის სურნელი შეიგრძნო,
- დავნაძლევდები, კარგ ფასს შემოგაძლევენ ამ თმაში. - ჰოდა, შენ
დაგიტოვებ, როცა მოვკვდები, პოლ, - ნახევრად ხუმრობით უთხრა
ფანიმ. - ისე გამოიყურები, გოგოები რო სხედან და თმას იშრობენ
ხოლმე, - უთხრა ერთ-ერთმა გოგონამ გრძელფეხება კუზიანს. საწ-
ყალი ფანი ავადმყოფურად მგრძნობიარე იყო და სულ ის ელანდე-
ბოდა, შეურაცხყოფას მაყენებენო. პოლლიმ უკმეხი, თუმცა საქმია-
ნი ლაპარაკი იცოდა. მათი ორი განყოფილებაც დაუსრულებელ ომ-
ში იყო ჩაბმული. პოლს არაერთხელ უნახავს აცრემლებული ფანი.
ისიც თავის გასაჭირს უზიარებდა და ბიჭსაც პოლლისთან ფანის გა-
მოსარჩლების მეტი რა დარჩენოდა. ასე ბედნიერად და აქტიურად
გადიოდა დრო. ფაბრიკა ბიჭისთვის მეორე სახლად იქცა. არავის
ერჩოდნენ და არც არავის ავიწროვებდნენ. პოლს უყვარდა, როდე-
საც ფოსტის წაღების დრო ახლოვდებოდა და ყველანი გაფაციცე-
166
ბით უბრუნდებოდნენ სამუშაოს. უყვარდა თანამშრომლების ყურე-
ბა. ასეთ დროს კაცი შრომად იქცეოდა და შრომა კაცად აქცევდა. ქა-
ლების მიმართ ერთობ სხვაგვარი მოსაზრება ჰქონდა: ნამდვილი
ქალი მუშაობას გულს არასოდეს უდებს და ისე ზედაპირულად უდ-
გება საქმეს, თითქოს რაღაცის მოლოდინშიაო. როდესაც ღამის მა-
ტარებლით სახლში მიდიოდა, ნოტინგემის სინათლეებს უყურებდა,
რომლებიც ბორცვებზე გაფანტულიყო და მზის უკანასკნელი სხივე-
ბით განათებულ ველებს ერეოდა. ბედნიერად გრძნობდა თავს,
რადგან წინანდელთან შედარებით მდიდრული ცხოვრებით ცხოვ-
რობდა. უფრო შორს ბულუელის სინათლეები მოჩანდა, თითქოს ცა
შერხეულა და ვარსკვლავებს მირიადობით ყვავილის ფურცელი ჩა-
მოუფანტავთო; ბულუელის უკან შახტური ღუმლები ღრუბლებს ეთა-
მაშებოდნენ და მეწამულ მხურვალებას სტყორცნიდნენ დედამიწი-
დან. კენსტონიდან სახლამდე კიდევ ორი მილი ჰქონდა გასავლელი
- ორი დიდი ბორცვი და ორიც პატარა უნდა გადაელახა. დაღლილი
კი ბრუნდებოდა, მაგრამ გზადაგზა გავლილ ლამპიონებს ითვლიდა,
რომ გამოეთვალა, რამდენი ჰქონდა სახლამდე დარჩენილი. როდე-
საც ბორცვზე მოექცეოდა ხოლმე, და ამ დროს უკუნეთი ღამე ერთ
ვარსკვლავს არ იმეტებდა, ხუთი-ექვსი მილის რადიუსში სოფლებს
გახედავდა, მბზინავი არსებების გუნდებივით რომ მოჩანდნენ შო-
რეთში, და ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს ცაში იყო და
ღრუბლებზე დააბიჯებდა. მარლპული და ჰინორი კაშკაშა ბრწყინვა-
ლებით აპობდნენ წკვარამს. მათ შორის ბნელ ველზე კი უგრძესი მა-
ტარებელი ჩაივლიდა ხოლმე, რომელიც სამხრეთით, ლონდონში
მიდიოდა ან ჩრდილოეთით - შოტლანდიაში. გაჩახჩახებული მატა-
რებლები სიბნელეს ჭურვებივით მიაპობდნენ და ველებს უტოვებ-
დნენ კვამლის გრძელ კვალს, ყურისწამღებ ხმაურთან ერთად. რო-
დესაც შემადგენლობა თვალს მიეფარებოდა, დაბებისა და სოფლე-
167
ბის სინათლეები ისევ უჩუმრად განაგრძობდნენ ლიცლიცს. აგერ,
სახლის კუთხეც გამოჩნდა, რომელიც ღამის მეორე მხარეს გასცქე-
როდა. ახლა იფანიც კი მეგობრად აღიქვა. როდესაც პოლი შინ შე-
ვიდა, მისის მორელი კმაყოფილებით წამოხტა. ვაჟმა თავისი რვა
შილინგი ამაყად დააწყო მაგიდაზე.
- ეს დაგეხმარება, დედა? - დაღონებულმა ჰკითხა.
- თითქმის აღარაფერი მქონდა დარჩენილი, - მიუგო დედამ, -
აბონემენტმა და საგზალმა სულ დამიცარიელა საფულე.
მერე დასხდნენ და დედას ჩავლილი დღის ანგარიში ჩააბარა. ყო-
ველღამ, „ათას ერთი ღამის“ ზღაპრისა არ იყოს, თითო ამბავი ჰქონ-
და თავისი ცხოვრებიდან დედისთვის მოსაყოლი. მისის მორელს კი
ეჩვენებოდა, რომ ეს ცხოვრება მისიც იყო და ამ ამბებით სულდგმუ-
ლობდა.

168
6. ოჯახის წევრის გარდაცვალება

ართურ მორელი იზრდებოდა. სხარტი, უდარდელი, იმპულსური


ბიჭი დადგა და დიდწილად მამამისს დაემსგავსა. სწავლა არ უყვარ-
და, თუ რამე საქმეს დაავალებდნენ, კვნესას იწყებდა და ერთი სული
ჰქონდა, თამაშს როდის მიუბრუნდებოდა. გარეგნობით ოჯახის სი-
ამაყე იყო - აღნაგი, დახვეწილი და სიცოცხლით სავსე. მუქი ყავის-
ფერი თმა ჰქონდა, სახეზე ცოცხალი ფერი ედო, ლურჯ თვალებს კი
გრძელი წამწამები ურკალავდა. ფიცხსა და მკვირცხლს ბევრის გუ-
ლის მოგება შეეძლო. მაგრამ წლებთან ერთად არამდგრადი ხასია-
თი გაუხდა. ზოგჯერ სულ უაზროდ ბრაზდებოდა, რაც აუტანელსა და
გამაღიზიანებელს ხდიდა. საყვარელ დედასაც კი ზოგჯერ ქანცის
გაწყვეტამდე ღლიდა. როცა გართობა მოუნდებოდა, წინ არავინ უნ-
და გადასდგომოდა, დედაც კი. ხოლო თუ რამე აწუხებდა, მაშინვე
დედასთან გარბოდა აზლუქუნებული. - ღმერთო, შვილო! - უთხრა
ერთხელ დედამისმა, როდესაც ართურმა შესჩივლა, მასწავლებელს
ვძულვარო, - თუ რამე არ მოგწონს, შეცვალე, თუ ვერ ცვლი, აიტანე.
მამაც კი, რომელიც უყვარდა და კაციც აღმერთებდა შვილს, შეიძუ-
ლა. წლები ართურს ზრდიდა, უოლტერს კი ანგრევდა. კაცს საგ-
რძნობლად დაეტყო წლები, თითქოს კი არ დაღვინდა, არამედ ჩა-
მოიღვენთა, ჩამოიძენძა და გულის ამრევი გახდა. სახიერადაც კი
დაიმცრო და გასაზიზღრდა. და როდესაც ეს დაჩაჩანაკებული კაცი
უბრაზდებოდა ან რამეს უბრძანებდა შვილს, ართური ცოფებს ყრი-
და. ამას გარდა, მორელს წლებმა მანერებიც გაუუარესა და მთლად
აუტანელი გახადა. როდესაც ბავშვები გარდატეხის ასაკში შევიდ-
ნენ, მშობელი მამა მხოლოდ გამაღიზიანებლად ეჩვენებოდათ. კაცი
სახლშიც ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც მაღაროში. - საძაგელო
აბეზარო! - დაუყვირებდა ხოლმე ართური და სახლიდან გარბოდა,
169
როდესაც მამამისი ნერვებს უშლიდა. მორელიც უფრო ჯინაზე იქცე-
ოდა, რაკი ხვდებოდა, რომ მოზარდებს აღიზიანებდა. თითქოს შვი-
ლების გაღიზიანებით სიამოვნებას იღებდა; განსაკუთრებით მაშინ
არ იხევდა უკან არაფერზე, როდესაც ბავშვებს თოთხმეტთხუთმეტი
წელი შეუსრულდათ, რათა ჭკუიდან გადაეყვანა საკუთარი შვილები.
ართურს გარდატეხის ასაკმა სწორედ იმ დროს მოუწია, როდესაც
მორელი უკვე გადაგვარების გზას ადგა, ამიტომაც ბიჭმა და-ძმებზე
მეტად შეიძულა მშობელი მამა.
ზოგჯერ მორელიც გრძნობდა ხოლმე შვილებისგან დამცინავ
ზიზღს. - ოჯახის გამო წელებზე ფეხს ვიდგამ! - ყვიროდა იგი, - მაგ-
რამ რა გინდა, ვინ გიხედავს სიკეთეს?! ძაღლის ფასი მაქ ამათ
თვალში. მარა მაცადეთ, თქვენ გიჩვენებთ სეირს! მორელს ასეთი
მუქარა და დაყვედრება ჩვევაში რომ ჰქონოდა, შვილებს, ალბათ,
გული მოულბებოდათ და შეიცოდებდნენ. მაგრამ კაცი ჯიუტად არ
თმობდა პოზიციებს და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ყვე-
ლაზე საზიზღარი მეთოდებით ჩაბმულიყო საკუთარ შვილებთან
ბრძოლაში. და მალე თავიც მოაძულა ყველას. ართური იმდენად
ფიცხი და უმართავი დადგა, რომ როდესაც ნოტინგემის საშუალო
სკოლის სტიპენდია მოიპოვა, მისის მორელმა ულაპარაკოდ გაუშვა
ქალაქში თავის ერთ-ერთ დასთან. იფიქრა, სადაგ დღეებში იქ იყოს,
შინ კი მხოლოდ უქმეებზე დაბრუნდესო. ენი კვლავინდებურად დაწ-
ყებით კლასებს ასწავლიდა უმცროსი მასწავლებლის რანგში და
კვირაში ხუთიოდე შილინგს გამოიმუშავებდა. მაგრამ გამოცდა ჩა-
აბარა და მალე მისი ანაზღაურება თხუთმეტ შილინგამდე გაიზრდე-
ბოდა, რაც ოჯახს ფინანსურ სიმშვიდეს უქადდა. მისის მორელმა ახ-
ლა პოლზე დაამყარა იმედი. ყმაწვილკაცი მშვიდი იყო, თუმცა
არაფრით გამორჩეული. ისიც მშობელი დედის მიმართ უკიდურეს
ერთგულებას არ ივიწყებდა და თავისუფალ დროს ხატვით იქცევდა
170
თავს. ყველაფერს დედისთვის აკეთებდა. ქალიც საღამოობით სულ-
მოუთქმელად ელოდა ხოლმე, როდის დაუბრუნდებოდა ვაჟი სამსა-
ხურიდან, რომ მთელი დღის განცდილ-ნაფიქრალი ტვირთი გული-
დან მოეხსნა და შვილისთვის გაეზიარებინა. პოლი იჯდა და უსმენდა
ყურადღებით. დედა-შვილი ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობდა.
უილიამი უკვე თავის შავტუხაზე იყო დანიშნული. გოგონას რვა გი-
ნეად ღირებული ნიშნობის ბეჭედიც მიუტანა. ამხელა ფასი რომ გა-
იგეს და-ძმებმა, ლამის ჭკუიდან გადავიდნენ. - რვა გინეა! - შეიცხა-
და მორელმა, - იმაზე სულელი ყოფილა, ვიდრე მეგონა! ჩემთვის მა-
ინც გაემეტებინა ცოტა, კაი საქციელში მაინც ჩაეთვლებოდა.
- შენთვის გაემეტებინა? - იყვირა მისის მორელმა, - ვითომ რატომ
უნდა გაემეტებინა? გაახსენდა, რომ თავის დროზე საქმრომ უბრა-
ლო ბეჭედიც კი არ მიართვა სიმბოლურად. ერჩია, კაცი უილიამი-
ვით სულელობამდე ხელგაშლილი ყოფილიყო, ვიდრე ძუნწი. ამ
უკანასკნელს კი ბოლო ხანს სულ თავისი დანიშნული ეკერა პირზე;
გაუთავებლად ჰყვებოდა, როგორ დადიოდნენ ერთად საცეკვაოდ
და რა საუცხოოდ ეცვა გოგონას. არც ის გამორჩებოდა, რაოდენ
ხშირად სტუმრობდნენ თეატრს, თითქოს დიდებულები ყოფილიყ-
ვნენ. სურდა, გოგონა შინ მიეყვანა. მისის მორელმა უთხრა, უმჯო-
ბესია, შობას ჩამოიყვანოო. ამჯერად უილიამი საცოლესთან ერთად
ჩამოვიდა, თუმცა საჩუქრები არ ჩამოუტანია. მისის მორელმა ვახ-
შამი დაახვედრა. ფეხის ხმა რომ მოესმა, ადგა და კარისკენ წავიდა.
უილიამი შემოვიდა. - გამარჯობა, დედა! - სწრაფად გადაკოცნა მშო-
ბელი და გვერდზე გადგა, რომ მაღალი, ლამაზი გოგონა წარედგი-
ნა, რომელსაც შავსა და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი კუბოკრული
კისტიუმი ეცვა და ბეწვი მოეგდო. - აი, ჩემი ბოშა!
მის უესტერნმა ხელი გაუწოდა და მოკრძალებულად გაუღიმა.
- როგორ გიკითხოთ, მისის მორელ? - ჰკითხა სადედამთილოს.
171
- ვშიშობ, მოშივებულები იქნებით, - თქვა მისის მორელმა.
- არა, რას ბრძანებთ, მატარებელში ვისადილეთ. ჩემი ხელთათ-
მანი შენ გაქვს, პუტკუნ? უილიამ მორელმა, მაღალმა და გამხდარმა,
სწრაფად შეაგება მზერა და შეკითხვაზე შეკითხვით უპასუხა: - მე სა-
იდან მექნება?
- ალბათ, დავკარგე. ნუ გამიბრაზდები.
უილიამმა წარბი შეკრა, მაგრამ არაფერი უთქვამს. გოგონამ სამ-
ზარეულოს თვალი მოავლო. ოთახი პატარა და უცნაური მოეჩვენა.
სურათები მარადმწვანე წიწვებითა და ტოტებით იყო გაფორმებუ-
ლი, პატარა მაგიდის გარშემო ხის სკამები ეწყო - ამ სანახაობით
თითქოს არ მოიხიბლა სტუმარი. სწორედ ამ დროს მორელიც შემო-
ვიდა.
- გამარჯობა, მამა!
- გაგიმარჯოს, შვილო! მოდი, გნახო!
მამა-შვილმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვა და უილიამმა ქალბა-
ტონი წარუდგინა. გოგონამ მასაც თავდაჭერილად გაუღიმა, ისე,
რომ ზედა კბილები სულ ოდნავ გამოუჩნდა. - როგორ ბრძანდებით,
მისტერ მორელ?
მორელმა მაამებლურად დაუქნია თავი.
- მე მშვენივრად და იმედია, თქვენც არაფერს იტკიებთ. თავი ში-
ნაურულად იგრძენით. - დიდი მადლობა, - შეუჩვეველმა ლექსიკამ
ცოტა დააბნია სარძლო. - ზედა სართულზე ხომ არ ინებებდით ას-
ვლას? - ჰკითხა მისის მორელმა. - თუ არავის შევაწუხებ, სიამოვნე-
ბით.
- არავის შეაწუხებთ. ენი აგაცილებთ. უოლტერ, აიტანე ჩემოდა-
ნი. - ოღონდ გამოცვლას ერთ საათს ნუ მოანდომებ, - მიაყოლა უი-
ლიამმა. ენიმ თითბრის სასანთლე აიღო და მორიდებულად, უსიტ-
ყვოდ გაუძღვა სტუმარს საძინებელი ოთახისკენ, რომელიც მისტერ
172
და მისის მორელს მისთვის გაეთავისუფლებინათ. სანთლის შუქზე
ოთახი პატარა და ცივი ჩანდა. მაღაროელთა ცოლები საძინებელში
ბუხარს მხოლოდ ავადმყოფობის დროს ანთებდნენ. - გავხსნა ჩე-
მოდნის შესაკრავი? - ჰკითხა ენიმ.
- ოჰ, დიდად მადლობელი დაგრჩებით.
ენიმ მოსამსახურე ქალის როლი შეასრულე და ქვევით ჩავიდა
ცხელი წყლისთვის. - მგონი, დაღლილია, დედა, - უთხრა მისის მო-
რელს უილიამმა, - საშინელი გზაა, ჩვენ კი თავქუდმოგლეჯილები
მოვრბოდით.
- რამე ხომ არ უნდა? - ჰკითხა შვილს მისის მორელმა.
- არა, არაფერი. მშვენივრად არის.
მაგრამ ერთგვარად ცივი ატმოსფერო დამყარდა. ნახევარ საათ-
ში მის უესტერნი ქვედა სართულზე ჩავიდა, ამჯერად მეწამულისფე-
რი კაბა ეცვა, რაც მაღაროელის სამზარეულოში მეტისმეტად თვალ-
ში საცემად გამოიყურებოდა. - ხომ გითხარი, გამოცვლა არ გინდა-
მეთქი, - უთხრა უილიამმა. - ოჰ, პუტკუნ! - გოგონა თბილი ღიმილით
შებრუნდა მისის მორელისკენ, - როგორი ბუზღუნაა, არა, მისის მო-
რელ? - მართლა? - ალმაცერად შეხედა დიასახლიმა, - ვერ არის სა-
ქებარი ამბავი. - ნამდვილად!
- ალბათ, გცივათ, - თემა შეცვალა მისის მორელმა, - ბუხართან
ახლოს დამჯდარიყავით. მორელი უცებ თავისი სავარძლიდან წა-
მოხტა.
- აქ დაბრძანდით!
- არა, მამა, იჯექი. დივანზე დაჯექი, ბოშ, - ჩაერთო უილიამი. -
არა, არა! - იყვირა მორელმა, - აქ უფრო თბილა. მოდით და მოკა-
ლათდით, მის უესონ. - დიდი მადლობა, - თქვა გოგონამ და მაღა-
როელის სავარძელში ჩაჯდა, რომელიც ყველაზე საპატიო იყო
მთელ სახლში. შეათრთოლა, იგრძნო, რომ სამზარეულოს სითბომ
173
სხეულში დაუარა, - ცხვირსახოცი მომიტანე, რა, პუტკუნ! - მიუბრუნ-
და უილიამს და ისე შინაურულად უთხრა, თითქოს მარტონი იყვნენ.
ამ ტონმა ოჯახის წევრებს თავი ზედმეტად აგრძნობინა. ახალგაზ-
რდა ლედი, ეტყობა, ადამიანებად არ აღიქვამდა მათ. ალბათ, დრო-
ებით არსებებად მიიჩნია ისინი. უილიამი შეკრთა.
სტრითემში რომ ასეთ გარემოში მოხვედრილიყო, მის უესტერნი
თავს იმ ქალბატონად წარმოიდგენდა, რომელმაც უმდაბლესი ფენა
- მუშათა კლასი - თავისი სტუმრობის ღირსად ჩათვალა. როგორ უნ-
და მისჩვეოდა ამათ? - მე მოგიტანთ, - უთხრა უცებ ენიმ.
მის უესტერნმა გოგონას ნათქვამს ყურადღებაც არ მიაქცია,
თითქოს მოსამსახურეს ეთქვა. მაგრამ როდესაც ენიმ ცხვირსახოცი
მოუტანა, ლილიმ თბილად მიუგო: - უღრმესი მადლობა!
იჯდა და ჰყვებოდა, როგორი ღარიბული სადილი იყო მატარე-
ბელში, მერე ლონდონს შეეხო, ბოლოს კი - ცეკვებს. ძალიან ნერ-
ვიულობდა და შიშის გადასაფარად საუბრობდა. მორელი უბრად იჯ-
და, თუთუნით გამოტენილ ჩიბუხს აბოლებდა და სარძლოს სხარტ
ლონდონურ ნაუბარს უსმენდა. მისის მორელი, თავისი საუკეთესო
შავი აბრეშუმის ბლუზა რომ ჩაეცვა, უემოციოდ და მოკლედ პასუ-
ხობდა. უილიამის სამივე დედმამიშვილი გაოცებული და ენაგაკმენ-
დილი იჯდა. მის უესტერნი ნამდვილ პრინცესას ჰგავდა. სახლში თუ
რამე ჰქონდათ კარგი და საუკეთესო - ფინჯნები, კოვზები, სუფრა,
ყავადანი - მისთვის გამოიღეს. ბავშვები ფიქრობდნენ, ფუფუნების
საგნებად მოეჩვენებაო. ლილი თავს უცნაურად გრძნობდა, ვერც ეს
ოჯახი აღიქვა თანასწორი ადამიანების კერად და ვერც იმას მიხვდა,
როგორ მოქცეოდა მათ. უილიამმა გახუმრება სცადა და თავი კიდევ
უფრო უხერხულად იგრძნო. ათ საათზე საცოლეს მიმართა:
- არ დაიღალე, ბოშ?

174
- ცოტა, პუტკუნ, - შინაურულად უპასუხა ლილიმ და თავი გვერდზე
გადააგდო. - სანთელს ავუნთებ, დედა, - უთხრა მისის მორელს.
- ძალიან კარგი, - მიუგო ამ უკანასკნელმაც.
მის უესტერნი ადგა და მისის მორელს ხელი გაუწოდა.
- ღამე ნებისა, მისის მორელ, - უთხრა დიასახლისს.
პოლი გამათბობელ ქვაბთან ჩამოჯდა და ლუდის თიხის ბოთლში
წყალი ჩაასხა. ენიმ ამ ბოთლს ფლანელის ძველი მაღაროული პე-
რანგი შემოახვია და დედას ტკბილი ძილი უსურვა. სტუმართან ერ-
თად მოუწევდა დაძინება, რადგან სახლში თავისუფალი ოთახი არ
ჰქონდათ. - ერთ წუთს მომიცადე, - უთხრა მისის მორელმა ქალიშ-
ვილს. ენიც ჩამოჯდა და ცხელი ბოთლი კალთაში ჩაიდო. მის უეს-
ტერნმა სამზარეულოში ყველას ხელი ჩამოართვა, რამაც თითოე-
ულს უხერხულობა აგრძნობინა, და უილიამს საძინებელ ოთახში
გაჰყვა. უფროს ვაჟს გული დამძიმებოდა, თუმცა მიზეზს ვერ პო-
ულობდა. ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, სანამ ყველანი საძინებ-
ლებში არ გაიკრიფნენ და დედა არ დაიმარტოხელა. მერე ბუხრის
ხალიჩაზე დადგა ჯარისკაცურად და ყოყმანით წარმოთქვა:
- აბა, დედა?
- აბა, შვილო?
ქალი სარწეველა სავარძელში ჩაჯდა. თავს შვილის გამო დამცი-
რებულად გრძნობდა. - მოგეწონა?
- კი, - გაისმა მშვიდი პასუხი.
- მორიდებულია, დედა. თან, უჩვეულო გარემოში აღმოჩნდა. დე-
იდამისის სახლს არ ჰგავს აქაურობა, ხომ ხვდები.
- რასაკვირველია, შვილო. ალბათ, როგორ უჭირს...
- ნამდვილად, - უცებ წარბი შეკრა, - ნეტავ, ასე მაინც არ იბღინძე-
ბოდეს! - ახალ გარემოში მოხვდა და ამიტომ, შვილო. გაუვლის.

175
- მეც მაგას ვამბობ, დედა, - კმაყოფილებით თქვა უილიამმა, მაგ-
რამ ნაცრისფერი ვერ მოიშორა სახიდან, - ხომ ხვდები, შენნაირი არ
არის. არც სერიოზულად მოქცევა შეუძლია და არც ფიქრი.
- ახალგაზრდაა და იმიტომ.
- ჰო. თან, მაგალითიც არავის მიუცია. დედა ბავშვობაში გარდა-
ეცვალა. მას მერე ისეთ დეიდასთან უწევს ცხოვრება, რომელსაც
ვერ იტანს. მამამისი კი ერთი ოღრაში ვინმე იყო. უსიყვარულოდ გა-
იზარდა.
- ღმერთო! ჰოდა, სიყვარული არ მოაკლო.
- ამიტომაც... ბევრი რამ უნდა შეუნდო.
- რა უნდა შევუნდო, შვილო?
- რა ვიცი... როცა თავქარიანად მოიქცევა, უნდა გაიხსენო, რომ
სიღრმისეული ფიქრი მისთვის არავის უსწავლებია. თანაც, ტკივი-
ლამდე ვუყვარვარ.
- ამას ყველა ხედავს.
- მაგრამ, მინდა იცოდე, რომ... ჩვენგან... განსხვავდება. ის ადა-
მიანები, რომელთა შორისაც ლილი გაიზარდა, ჩვენს პრინციპებს
არ იცნობენ.
- ასე სწრაფად არ უნდა განსაჯო, - ჩაილაპარაკა მისის მორელმა.
მაგრამ ვაჟი აღელვებული ჩანდა. მეორე დილით კი სტვენითა და
ღიღინით აავსო სახლი. - დილა მშვიდობისა! - გასძახა კიბეზე
მჯდარმა, - არ დგები? - კი, - გაისმა მძინარე ხმა.
- შობას გილოცავ! - ისევ გასძახა.
საძინებელში ლილის სასიამოვნო და წკრიალა სიცილი გაისმა.
ნახევარ საათზე მეტი გავიდა და ლილი ქვედა სართულზე არ გამო-
ჩენილა.
- მართლა დგებოდა, როცა მიპასუხა? - ჰკითხა უფროსმა ძმამ
ენის. - კი, დგებოდა, - მიუგო გოგონამ.
176
ცოტა ხანს მოიცადა და კიბეზე აირბინა.
- ახალ წელს გილოცავ! - შესძახა კარიდან.
- გმადლობ, პუტკუნ! - ისევ სიცილნარევი პასუხი გაისმა.
- ადგა ჯარი! - ხუმრობით დატუქსა საქმრომ.
უკვე დღის პირველი საათი სრულდებოდა და ჯერ კიდევ საცო-
ლეს ელოდა. მორელმა, რომელსაც უთენია სჩვეოდა ადგომა, სა-
ათს შეხედა. - ჰოი, საოცრებავ! - ირონიულად ჩაილაპარაკა.
ოჯახმა კარგა ხანია, ისაუზმა, თუმცა უილიამი მაგიდას არც გაჰ-
კარებია. ისევ კიბისკენ წავიდა. - სააღდგომო კვერცხი ამოგიგზავ-
ნო? - ხისტად ასძახა რჩეულს. პასუხად მხოლოდ სიცილი გაისმა.
ოჯახი ფიქრობდა, რაკი ამდენ ხანს გვაცდევინა, ალბათ, რაღაც ფუ-
რორი უნდა მოახდინოსო. როგორც იქნა, სტუმარიც გამოჩნდა.
ბლუზა და ბოლოკაბა ძალიან შვენოდა. - ამდენი ხანი მართლა ემ-
ზადებოდი? - ჰკითხა უილიამმა.
- პუტკუნ! ასეთ კითხვებს ქალს არ უსვამენ, ხომ ასეა, მისის მო-
რელ? თავიდან დიდებულ ქალბატონს თამაშობდა. როდესაც უი-
ლიამთან ერთად საყდარში წავიდა, ვაჟს სერთუკი ეცვა და აბრეშუ-
მის ცილინდრი ეხურა, მას კი ლონდონში შეკერილ კოსტიუმზე ბეწ-
ვი ჰქონდა მოგდებული. პოლი, ართური და ენი მოელოდნენ, ყველა
გაოცდება და მოწიწებული თავდახრით მიესალმებაო. მორელს კი
საკვირაო პიჯაკი ჩაეცვა, შარა გზიდან გასცქეროდა ამ გალანტურ
წყვილს და თავს პრინცისა და პრიცესას მამად გრძნობდა. არადა,
განსაკუთრებულს არც არაფერს წარმოადგენდა მორელების სარ-
ძლო. ბოლო წელი რომელიღაც ფირმაში მდივნად თუ რაღაც სხვა
წვრილ მოხელედ მუშაობდა. თუმცა მორელებთან ყოფნისას თავი
დედოფლად მოჰქონდა. იჯდა და პოლსა და ენის იმოახლევებდა. სა-
დედამთილოს ზერელედ ესაუბრებოდა, სამამათილოსთან მეტ მო-
წიწებას იჩენდა - ასე განსაჯეთ, თითქოს მფარველობდა კიდეც. მაგ-
177
რამ ორიოდე დღის შემდეგ სხვა ჰანგზე ამღერდა. უილიამს ყოველ-
თვის სურდა, რომ პოლი და ენიც გაჰყოლოდნენ სასეირნოდ მიმა-
ვალ წყვილს. მიაჩნდა, რომ ასე უფრო საინტერესო იქნებოდა. პო-
ლი გულწრფელად იყო „ბოშით“ აღფრთოვანებული და დედა ძლივს
პატიობდა მას, სარძლოს ლამის მოახლედ რომ ედგა. მეორე დღეს
ლილიმ თქვა:
- ოჰ, ენი, ხომ არ გახსოვს, სად დამრჩა მუფთა?
რაზეც უილიამმა მიუგო:
- ხომ იცი, რომ საძინებელში დაგრჩებოდა. ენის რაღას ეკითხე-
ბი? და გულმოსული ლილი იძულებული გახდა, თავად ასულიყო სა-
ძინებელში. უილიამს სწყინდა, მისი რჩეული სამულეს მოახლესა-
ვით რომ ექცეოდა. მესამე საღამოს დანიშნულები მისაღებ ოთახში
ბუხართან შუქაუნთებლად ისხდნენ. თერთმეტს რომ თხუთმეტი აკ-
ლდა, მისის მორელმა სამზარეულოს ბუხარს შეუკეთა და საჩხრეკის
ხმამ მისაღებშიც გააღწია. უილიამი სამზარეულოში გავიდა და ლი-
ლიც გაჰყვა. - უკვე გვიან არის, დე, - უთხრა უილიამმა. მისის მორე-
ლი მარტო იყო სამზარეულოში. - გვიან არ არის, მაგრამ ამ დრომდე
არ ვზივარ ხოლმე.
- მაშინ, იქნებ დაწვე?
- და თქვენ მარტონი დაგტოვოთ? წარმოუდგენელია.
- არ გვენდობი, დედა?
- გენდობით თუ არა, მაინც არ დაგტოვებთ. შეგიძლიათ, თერთმე-
ტამდე ისხდეთ, მე კი რამეს წავიკითხავ.
- წადი, დაწექი, ბოშ, - უთხრა საცოლეს, - დედას ხომ ვერ ჩამოვ-
სვამთ შუაღამემდე. - ენიმ ანთებული დატოვა სანთელი, ლილი, -
უთხრა მისის მორელმა, - მგონი, მიგნება არ გაგიჭირდებათ. - დიახ,
გმადლობთ. ღამე ნებისა, მისის მორელ.

178
უილიამმა გულისსწორს კიბესთან აკოცა და გოგონამ საფეხურე-
ბი აირბინა. ვაჟი სამზარეულოში დაბრუნდა. - მართლა არ გვენდო-
ბი, დედა? - შეურაცხყოფილი ტონით გაიმეორა კითხვა. - შვილო, მე
იმის თქმა მსურს, რომ თქვენსავით ახალგაზრდა წყვილი მარტო არ
დაიტოვება მაშინ, როდესაც ზედა სართულზე ყველას სძინავს.
ვაჟი ამ პასუხს დასჯერდა. ღამე ნებისა უსურვა დედას და სამზა-
რეულოდან გავიდა. აღდგომას მარტო ჩამოვიდა. მერე კი სულ შეყ-
ვარებულზე ელაპარაკებოდა დედას. - იცი, დედა, როდესაც მასთან
არ ვარ, არც კი მახსენდება. არც ის მადარდებს, ვნახავ თუ არა კი-
დევ ოდესმე. მაგრამ როდესაც ერთად ვატარებთ საღამოს, გული
მისი სიყვარულით მევსება. - ასეთი სიყვარულის ამარა დაქორწინე-
ბა მეუცნაურება, - უთხრა დედამ, - თუკი სხვა არაფერი გაკავებს მას-
თან. - სასაცილოა! - წამოიძახა უილიამმა. ეს ამბავი აღელვებდა და
საგონებელში აგდებდა. - მაგრამ... ახლა, როცა ამდენი რამ გვაკავ-
შირებს, ხელს ვერ ვკრავ. - შენ უკეთ იცი, - არ შეედავა დედა, - მაგ-
რამ თუ მართლა ისეა, როგორც ამბობ, მაგ გრძნობას სიყვარულს
ვერ დაარქმევ.
- ოჰ, არ ვიცი, დედა. უბრალოდ, ობოლია და...
დედა-შვილი საერთო დასკვნამდე არასდროს მისულა. უილიამი
დაბნეულსა და გაღიზიანებულს ჰგავდა. დედა თავის შეკავებას ამ-
ჯობინებდა. ვაჟის მთელი შემოსავალი ლილის შენახვას ხმარდებო-
და. შინ დაბრუნებულს დედამისის ნოტინგემში წაყვანაც კი ერთუ-
ლებოდა. პოლის ჯამაგირი საშობად ათ შილინგამდე ავიდა, მისდა
გასახარად. ჯორდანის ფაბრიკაში თავს ბედნიერად გრძნობდა, მაგ-
რამ უჰაერობასა და საპატიმროს მსგავს სამუშაო ადგილზე გატარე-
ბულმა უამრავმა საათმა ჯანმრთელობა შეურყია. დედამისი, რო-
მელსაც მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, საგონებელში ჩავარდა,
რით ვუშველოო.
179
ორშაბათობით შუადღის მერე არ მუშაობდა. მაისში, ორშაბათ
დილას დედა-შვილი სასაუზმოდ რომ მიუჯდა მაგიდას, დედამ უთ-
ხრა. - მგონი, მშვენიერი დღე იქნება.
ვაჟმა გაოცებულმა შეხედა. ეს რაღაცას ნიშნავდა.
- იცი, მისტერ ლივერსი ფერმაში გადავიდა საცხოვრებლად. წინა
კვირაში მთხოვა, იქნებ მოხვიდე და მისის ლივერსი ინახულოო, მე
კი დავპირდი, პოლსაც წამოვიყვან თუ ამინდმაც ხელი შეგვიწყო-
მეთქი. აბა, რას იტყვი, წავიდეთ? - იმას, რომ მშვენიერი აზრია, ჩემო
პატარა დედიკოვ! - წამოიძახა ყმაწვილმა, - ნაშუადღევს წავიდეთ,
კარგი?
პოლი მხიარული განწყობით წავიდა სადგურზე. დერბი-როუდზე
ერთი ალუბლის ხე იდგა, რომელიც მზეზე ლაპლაპებდა. პარკის
ძველისძველი აგურის ღობეც კი ბზინავდა მწვანედ აელვარებული
გაზაფხულის ფონზე. თავქვე დაშვებულ შარაზე დილის ცივ მტვერს
საოცარი ნახჭი გამოეყვანა შუქ-ჩრდილების თამაშით და თითქოს
გარემოსაც აოკებდა თავისი სიმშვიდით. მხარბეჭიან ხეებს მწვანე
მკლავები გაეშალათ ამაყად. ეს ხედები ბიჭს გულში ჩარჩა და საწ-
ყობში ყოფნისას მთელი დილა თვალწინ ედგა გაზაფხულის მიერ
წარმოდგენილი სპექტაკლი. როდესაც სადილის დროს შინ დაბრუნ-
და, დედა ცოტა აღელვებული დაუხვდა. - მივდივართ? - ჰკითხა ვაჟ-
მა.
- როცა მოვემზადები, - მიუგო ქალმა.
მალე პოლი მაგიდიდან ადგა.
- მაშინ, წადი და გამოიცვალე, მე კი ამასობაში ჭურჭელს დავრეც-
ხავ, - უთხრა დედას. ქალი სამზარეულოდან გავიდა. პოლმა ქვაბები
გარეცხა, მაგიდა გადაწმინდა და ბოლოს დედამისის ჩექმაც გამოი-
ტანა. ფეხსაცმელი სუფთა აღმოჩნდა. მისის მორელი ერთ-ერთი
იყო იმ იშვიათ ადამიანთაგან, ვისაც შეეძლო, ტალახში ისე გაევ-
180
ლო, ფეხი არ დასვროდა. მაგრამ პოლს მაინც უნდა გაეწმინდა ფეხ-
საცმელი. რვა შილინგიანი პატარა ზომის ჩექმა იყო. ვაჟს ეს ჩექმა
ამქვეყნად ყველაზე კოხტა ფეხსამოსად ეჩვენებოდა და ისეთი სინა-
ზითა და მოწიწებით წმენდდა, თითქოს ყვავილის ფურცლებს აცლის
მტვერსო.
უეცრად მისის მორელი კარში ერთობ მორიდებულად შემოვიდა.
ბამბაზიის ახალი ბლუზა ეცვა. პოლი წამოხტა და მისკენ წავიდა.
- ცანო და ვარსკვლავნო! - წამოიძახა, - მტერს კი არა, მოყვარე-
საც დაუბრმავებ თვალს! ქალმა ამპარტავნულად ასწია თავი.
- ვერავისაც ვერ დავუბრმავებ, - თქვა, ვითომც არაფერიო, - სრუ-
ლიად ჩვეულებრივი ზედაა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ვაჟმა კი შე-
მოურბინა, რომ კარგად შეეთვალიერებინა. - მაშ, მართლა მოგეწო-
ნა? - დარცხვენით ჰკითხა დედამ, მიუხედავად იმისა, რომ მედიდუ-
რად ეჭირა თავი. - საშინლად მაგარია! კაცი იფიქრებს, ეს მინიატუ-
რული ქალი წვეულებაზე მიდისო. პოლმა ისევ შემოურბინა და კი-
დევ ერთხელ შეათვალიერა.
- მე რომ უკნიდან დამენახე, ვიტყოდი, ეს პატარა გოგო ოცნებებ-
ში წასულა-მეთქი! - არსადაც არ წასულა, - მოუჭრა დედამ, - ისიც არ
ვიცი, მიხდება თუ არა. - რას ამბობ! აბა სულ მიწისფერ-შავი კაბა უნ-
და გეცვას, თითქოს დამწვარ ქაღალდში ხარ გახვეულიო? მართლა
გიხდება, თვალს ვერ გწყვეტ. თავისებურად ჩაიფხუკუნა და ისე და-
იჭირა თავი, მე უკეთ ვიციო. - სულ რაღაც სამი შილინგი დამიჯდა.
შეკერილს ამ ფასად ვერ ვიყიდდი, ხომ ასეა? - მართლა ვერ იყიდდი,
- დაეთანხმა ვაჟი.
- საკმაოდ იაფად გამოვედი.
- მშვენიერია, - აღფრთოვანებას არ მალავდა პოლი.

181
ბლუზა თეთრი ფერისა იყო და შავი და იასამნისფერი რტოები
ჰქონდა გამოსახული. - ვშიშობ, ძალიან ახალგაზრდულია ჩემთვის,
- თქვა ქალმა.
- შენთვის არის ახალგაზრდული?! - გაოცებაში წყენა დაეტყო
პოლს, - ბარემ ჭაღარა თმის პარიკიც გეყიდა, დედა! - მალე ყიდვა
არ დამჭირდება, - ჩაილაპარაკა მისის მორელმა, - ისედაც სწრაფად
ვჭაღარავდები. - მეტი საქმე არა გაქვს! - გაუწყრა შვილი, - თეთ-
რთმიანი დედა რად მინდა? - ვწუხვარ, მაგრამ მოგიწევს ჩემი ატანა,
შვილო, - უცნაური ინტონაციით უთხრა პოლს. გახალისებულები გა-
ვიდნენ სახლიდან და რაკი მზიანი დღე იყო, მისის მორელმა უილია-
მის ნაჩუქარი ქოლგაც გაიყოლა. მართალია, არც პოლი გახლდათ
ტანიანი, მაგრამ დედაზე საგრძნობლად მაღალი ეთქმოდა, რაც ძა-
ლიან უხარებდა გულს. ანეულზე ახალშეღერებული ხორბალი აბ-
რეშუმივით ბზინავდა. მინტონის მაღარო კი ხრინწიანი ხმით ახვე-
ლებდა და ქათქათა ორთქლის ქულებს უშვებდა ტალღა-ტალღა. -
აბა, იმათ გახედე! - უთხრა მისის მორელმა და გზაზე შედგა. დიდი
მაღაროს ბორცვის თხემზე მოძრავი პატარა ჯგუფი გამოჩნდა: ცხე-
ნი, ურიკა და კაცი. ზეცის ფონზე მათი სხეულები შავ სილუეტებად
მოჩანდა. მამაკაცმა ურიკა გადახარა. ფუჭი ქანი რახარუხით გადაი-
ყარა უზარმაზარი ყრილის ციცაბო კალთაზე.
- ერთ წუთს ჩამოჯექი, დედა, - უთხრა პოლმა და ქალიც დაჯდა.
ყმაწვილი ჩანახატის კეთებას შეუდგა სწრაფად. სანამ პოლი ხატავ-
და, მისის მორელი უხმოდ იჯდა. ბიჭი ნაშუადღევის სამყაროს უც-
ქერდა და მწვანეში ჩაფლული წითელი სახლების ტილოზე გადატა-
ნას ცდილობდა. - აქაურობა საოცარია, - შენიშნა ქალმა, - და საოც-
რად ლამაზია. - კარიერიც, - დაამატა პოლმა, - ისე მოკუზულა, თით-
ქოს რომელიღაც უზარმაზარი უცნობი ცხოველია.
- ჰო, - დაეთანხმა დედა, - შესაძლოა!
182
- ამ ურიკების მწკრივი კი ისე ელოდება, როგორც საკვებურზე
მიყვანილი ნახირი. - კიდევ კარგი, რომ ელოდება, - ამოიოხრა ქალ-
მა, - ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კვირაში კარგი შემოსავალი იქნება. -
მიყვარს, როცა საგანში ადამიანი იგრძნობა. ამ ურიკებშიც იგრძნო-
ბა ადამიანი, რადგან კაცები დაატარებენ. - ჰო, - ისევ დაეთანხმა დე-
და.
შარას ხეების ქვეშ გაუყვნენ. პოლი გაუჩერებლად რაღაცას უყვე-
ბოდა და მისის მორელიც ინტერესით უსმენდა. ნეზერმირიც უკან ჩა-
მოიტოვეს, საიდანაც მზის სხივები ხეობას ისე ეფინებოდა, როგორც
ყვავილის ფურცლები. მერე კერძო გზაზე გადავიდნენ და გულაფან-
ცქალებულნი მიადგნენ დიდ ფერმას. ძაღლი გამალებით აყეფდა.
შენობიდან ქალი გამოვიდა. - უილეის ფერმაში ამ გზით გადავალთ?
- ჰკითხა მისის მორელმა. პოლი დედის ზურგს უკან აიტუზა, უკან არ
გაგვაბრუნონო. მაგრამ ქალმა თავაზიანად მიასწავლა გზა. დედაშ-
ვილმა ხორბლისა და შვრიის ყანა გადაჭრა და ბონდიც გადაიარა,
საიდანაც მდელოზე გავიდა. მათ თეთრგულა პრანწიებმა გადაუფ-
რინეს წივილ-კივილით. ტბის ლურჯი, უძრავი ზედაპირი გამოჩნდა.
მოშორებით ყანჩა დაფარფატებდა. ტბის იქით მწვანე, ხშირი ტყე
მოსდებოდა ბორცვს. - ისეთი უვალი გზა არის, თითქოს კანადაში ვი-
ყოთ, - შენიშნა პოლმა. - განა ლამაზი არ არის?! - მისის მორელმა
აღფრთოვანებული მზერა მოავლო მის წინ გადაშლილ პეიზაჟს. - იმ
ყანჩას ხედავ? ნახე, როგორი ფეხები აქვს!
პოლს ლამის მითითებები მიეცა დედისთვის, რა ეთვალიერებინა
და რა - არა, რაც დედის გულს მხოლოდ ახარებდა.
- მაგრამ ახლა საით წავიდეთ? მან მითხრა, ტყით წამოდითო.
ტყე, შემოღობილი და უღრანი, მათ ხელმარცხნივ იყო.
- მგონი, პატარა ბილიკს უნდა ვადგეთ უკვე, - თქვა პოლმა, - შენ
ქალაქელის ფეხები გაქვს და ამას ვერ იგრძნობ.
183
მათ კუტიკარი იპოვეს და მალე უზარმაზარ ტყის ხეივანში აღმოჩ-
ნდნენ, სადაც ერთ მხარეს ნაძვისა და ფიჭვის ტევრები ახარებდა
თვალს, მეორე მხარეს კი ბებერი მუხები ფარავდნენ ფერდობზე
ტყის განაკაფს. მუხებს შორის, თხილებქვეშ ცისთვალებსაც გაეხი-
ლათ ცისფერი თვალები და დაცვენილი მუხის ფოთლების ღიაყა-
ვისფერ ხალიჩაზე ლაჟვარდად ბიბინებდნენ. პოლმა დედას პატარა
კონა უცებ მოუკრიფა. - ბალახი მოუთიბავთ ახლახან, - თქვა ბიჭმა
და ახლა კესანების კონა მოუტანა. ვაჟს გული სიყვარულით შეუტოკ-
და, როდესაც დედის ნაჯაფ ხელში პატარა კონა დაინახა და მის თვა-
ლებში ბედნიერება ამოიკითხა. გზის ბოლოს ღობე დახვდათ. პოლი
წამში გადაევლო ხელოვნურ ზღუდეს. - წამო, - უთხრა დედას, - მო-
დი, მოგაშველებ ხელს.
- არა, წადი. ჩემებურად გადმოვალ.
ბიჭი ღობესთან გაჩერდა და ხელები გაუწოდა, იქნებ, დახმარება
დასჭირდესო. ქალი ფრთხილად აცოცდა ღობეზე. - აბა, ეგ რა ბობ-
ღვაა! - დამცინავად უთხრა ბიჭმა, როდესაც დედა უვნებლად დაეშვა
მიწაზე. - საშინელი ალაგეა! - გაღიზიანდა მისის მორელი.
- შენ ცოცვა არ იცოდე, ალაგემ რა დაგიშავა?
წინ, ტყის პირას, ფერმის დაბალი, წითელი აგურის შენობები გა-
მოჩნდა. დედა-შვილმა ფეხს აუჩქარა. ვაშლის ბაღი აყვავებულიყო
და ფურცლებს დოლაბი დაეპენტათ. ღობესთან, მუხების გადაშვე-
რილ ტოტების ქვეშ, საკმაოდ ღრმა გუბურა ლივლივებდა. რამდენი-
მე ძროხას ჩეროში შეეფარებინა თავი. ფერმა და სამეურნეო ნაგე-
ბობები სამი მხრიდან ტყისკენ მიმართულ და მზით გაჩახჩახებულ
ოთხკუთხა ეზოში იდგა. საოცარი სიმყუდროვე იგრძნობოდა. დედა-
შვილი პატარა შემოზღუდულ ბაღჩაში შევიდა, სადაც წითელი ლევ-
კოიების სურნელი ათრობდა არემარეს. ღია კართან ფქვილმოყრი-
ლი პურები ცივდებოდა. ნაცხობს ქათამი მიუახლოვდა, რომ ამო-
184
კენკა. მერე, უეცრად, კარში გოგონა გამოჩნდა. ჭუჭყიანი წინსაფა-
რი ეკეთა; თოთხმეტიოდე წლისა ლოყაწითელა და შავკულულა
იყო. ტანკენარს მაყვალივით შავი თვალები ჰქონდა. უცხო ადამია-
ნების დანახვაზე დაიმორცხვა, წარბი შეკრა, სახეზე ინტერესი გა-
მოესახა, მაგრამ მყისვე მოკურცხლა. ერთი წუთის შემდეგ მეორე
ფიგურა გამოჩნდა - ტანდაბალი, სუსტი აღნაგობის ქალი, შეფაკლუ-
ლი ლოყებითა და დიდრონი, ყავისფერი თვალებით. - ოჰ! - წამოი-
ძახა და გაიღიმა, - ეს ვინ და ვინ მოსულან! როგორ გამახარეთ. ში-
ნაურული, მაგრამ სევდიანი ხმა ჰქონდა.
ქალებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
- ხომ არ შეგაწუხებთ? - ჰკითხა მისის მორელმა, - ვიცი, ფერმე-
რის ცხოვრება რაც არის. - უი, რას ბრძანებთ! ამ მხარეში კაციშვი-
ლის ჭაჭანება არ არის და ადამიანის სახის დანახვა ყოველთვის
გვიხარია.
- მესმის, - თქვა მისის მორელმა.
სტუმრები მისაღებ ოთახში შეიპატიჟა - მოგრძო, დაბალჭერიან
ოთახში, ბუხართან ჩამწკრივებული ძახველებით. ქალები სასაუბ-
როდ დასხდნენ, პოლი კი კარმიდამოს დასათვალიერებლად გავი-
და. ეზოში ლევკოიები დაყნოსა და ნარგავებს შეავლო თვალი; უცებ
ისევ ის გოგონა გამოჩნდა და ღობესთან დაყრილი ნახშირის ასაკ-
რეფად წავიდა. - ეს, მე მგონი, ასკილია, ხომ? - ღობესთან ამოსულ
ბუჩქებზე მიუთითა პოლმა. გოგონამ დიდრონი, მუქი ფერის თვალე-
ბით გაოცებული მზერა მიაპყრო. - არ ვიცი, - ლამის ენა დაება გო-
გონას, - თეთრი ყვავილები აქვს, შუაში ვარდისფრით. - ჰოდა, ფურ-
ცლები ლოყებივით შეეფაკლება. მირიამი გაწითლდა. ისედაც არ
უჩიოდა უფერულობას. - არ ვიცი, - თქვა მან.
- ბევრი არ გდგმიათ ბაღში, - უთხრა ბიჭმა.

185
- აქ ერთი წელიწადია, ვცხოვრობთ, - უპასუხა გოგონამ ერთობ
თავშეკავებული და აღმატებული ტონით, უკან წავიდა და სახლში
შევიდა. პოლმა ვერც შეამჩნია მისი გაუჩინარება, ისე განაგრძო
თვალიერება. ბოლოს დედამისიც გამოვიდა და ნაგებობების და-
სათვალიერებლად წავიდნენ. პოლი კმაყოფილი ჩანდა.
- ალბათ, ქათმების, ბოჩოლებისა და გოჭების მოვლაც გიწევთ? -
ჰკითხა მისის მორელმა მისის ლივერსს. - არა, - მიუგო ტანდაბალმა
ქალმა, - საქონლის მიხედვის არც დრო მაქვს, არც გამოცდილება.
მხოლოდ სახლი მაბარია.
- ჰო, მესმის, - თქვა მისის მორელმა და ამ დროს გოგონაც გამო-
ვიდა შინიდან. - ჩაი მზადაა, დედა, - მუსიკალური, ნარნარა ხმით გა-
მოსძახა. - ოჰ, გმადლობ, მირიამ, მალე მოვალთ, - მიუგო დედამ სა-
ამური ხმით, - მისის მორელ, ხომ არ დაგველია ჩაი?
- სიამოვნებით, - უპასუხა მისის მორელმა, - რაკი მზად არის.
პოლმა დედამისსა და მისის ლივერსთან ერთად მიირთვა ჩაი. მერე
ცისთვალებითა და კესანეებით მოფენილი ბილიკით გაისეირნეს
ტყეში. დედა-შვილი აღფრთოვანებას ვერ ფარავდა. როდესაც სახ-
ლში დაბრუნდნენ, მისტერ ლივერსი და ედგარი, უფროსი ვაჟი, სამ-
ზარეულოში იყვნენ. ედგარი თვრამეტისა იქნებოდა. სკოლიდან მო-
სული თორმეტი და ცამეტი წლის ჯეფრი და მორისიც გამოჩნდნენ.
ჩალისფერულვაშიანი და ლურჯთვალა მისტერ ლივერსი წარმოსა-
დეგი მამაკაცი იყო და მისი შემხედვარე იტყოდით, გაფურჩქვნის
წლებშიაო. თუმცა თვალების ჭუტვას დასჩვეოდა, რადგან სულ გა-
რეთ უწევდა მუშაობა. ბიჭებმა ქედმაღლურად შეხედეს სტუმარს,
თუმცა პოლს მათი მზერა აინუნშიაც არ ჩაუგდია. მათ ფერმის ყველა
კუთხე-კუნჭული მოიარეს კვერცხების ძებნაში, მერე კი ქათმების
დაპურებას შეუდგნენ. ამ დროს მირიამიც გავიდა გარეთ, თუმცა
ძმებს მისთვის არც კი შეუხედავთ. საქათმესთან კრუხს წიწილები
186
შემოხვეოდნენ. მორისმა ქათამს მუჭით მარცვლები მიუყარა და
ფრინველმაც სწრაფ-სწრაფად დაიწყო კენკვა.
- ასე შეგიძლია აჭამო? - ჰკითხა მორისმა პოლს.
- ვნახოთ, - უპასუხა სტუმარმა.
პოლს პატარა, თბილი მტევანი ჰქონდა და საკმაოდ მარჯვედაც
ხმარობდა. მირიამი ამ სცენას აკვირდებოდა. ბიჭმა ქათამს საკენ-
კიანი ხელისგული მიუშვირა. კრუხმა თვალები დააკვესა და კენკვა
დაიწყო. პოლი შეხტა და გაიცინა. კაკ-კუკ, კაკ-კუკ! განაგრძო ფრინ-
ველმა. პოლს ისევ გაეცინა და მასპინძლებიც აიყოლია.
- კენკვის დროს იბწკინება, მაგრამ არ გტკენს, - თქვა პოლმა, რო-
დესაც კრუხმა ბოლო მარცვალი აუკენკა ხელისგულიდან. - აბა, მი-
რიამ, - მიმართა დას მორისმა, - ახლა შენ სცადე. - არა, - წამოიკივ-
ლა გოგონამ და უკან დაიხია.
- პატარა ბავშვი ხარ, რა! დედიკოს გოგო! - დასცინეს ძმებმა. - სა-
ერთოდ არ არის მტკივნეული, - უთხრა პოლმაც, - მსუბუქად გიბ-
წკენს. - არა, - ისევ ემოციურად თქვა გოგონამ, შავი კულულები უკან
გადაიყარა და შეაკანკალა. - ვერ ბედავს, - თქვა ჯეფრიმ, - ლექსების
მოყოლის მეტი არაფერი შეუძლია. - ჭიშკრიდან ვერ ხტება, ვერ უს-
ტვენს, ყინულზე ვერ სრიალებს და გოგონები თუ ურტყამენ, ხელს
ვერ უბრუნებს. მხოლოდ დაითესება ხოლმე და სადღაც მარტო ფიქ-
რობს რაღაცას. „ტბის ქალბატონია“27 რა! - დაცინვით თქვა მორის-
მა.
მირიამი ჭარხალივით გაწითლდა სირცხვილისა და წყენისგან.
- შენზე მეტის გაბედვა მაინც შემიძლია! - უყვირა ძმას, - ორივენი
ლაჩრები და ხეპრეები ხართ! - ლაჩრები და ხეპრეებიო?! - გამოა-
ჯავრეს ძმებმა, - ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს! - სიცილით

27
იგივე ტბის ფერია. პერსონაჟი ციკლიდან „ლეგენდები მეფე ართურზე“.
187
თქვა მორისმა. გოგონა სახლში შევიდა. პოლი ბიჭებს ხეხილის ბაღ-
ში შეჰყვა, სადაც ძმებს სავარჯიშოდ ორძელი ჰქონდათ გაკეთებუ-
ლი. ძმებმა ძალის დემონსტრირება არ დაიზარეს. პოლს ღონეზე მე-
ტად ხერხი უჭრიდა, რაც გამოადგა კიდეც. დაბალ ტოტზე თითით
ვაშლის ყვავილს შეეხო. - მაგ ყვავილს ნუ მოწყვეტ, თორემ გაისად
მოსავალი არ იქნება, - უთხრა ედგარმა, უფროსმა ძმამ.
- მოწყვეტა არც მიფიქრია, - უპასუხა პოლმა და ბიჭებს გასცილ-
და. ძმებმა მტრული მზერა გააყოლეს; ჩვეული გართობა ერჩიათ,
ვიდრე ვიღაც უცხოსთან ლაქალაქი. პოლი დედის მოსაძებნად წავი-
და. გზად მირიამს მოჰკრა თვალი, რომელიც უკანა ეზოში, საქათ-
მესთან ჩაცუცქულიყო, ტუჩს კბილებს აჭერდა და ხელისგულზე სი-
მინდის რამდენიმე მარცვალი ეგდო. ქათამი ბრაზიანი მზერით გა-
მოსცქეროდა. მირიამმა ძალიან ფრთხილად მიუშვირა ხელი. კრუ-
ხიც მისკენ გაიქცა. გოგონამ მყისვე დაიხია უკან შიშით და წუხი-
ლით, თან წამოიკივლა. - არაფერს გავნებს, - გასძახა პოლმა.
გოგონა ისევ გაწითლდა და ზეზე წამოიჭრა.
- ვიფიქრე, ვცდი-მეთქი, - დაბალი ხმით ჩაილაპარაკა.
- ნახე, არაფერს გიზამს, - ორი მარცვალი დაიგდო ხელისგულზე
და ქათამს ააკენკვინა, - მხოლოდ გაგეცინება, რადგან ნებზე გეღი-
ტინება ამ დროს. გოგონამ ისევ გაუშვირა ხელისგული ქათამს, მაგ-
რამ უკანვე წაიღო. შეკრთა. პოლმა წარბი შეკრა. - რა გაშინებს, თუ
გინდა, სახიდან ავაკენკვინებ, - გაამხნევა პოლმა, - უბრალოდ, კან-
ზე გბწკენს. ჩანისკარტება არ იცის, თორემ მთელ მიწას მოთხრიდა
საქათმესთან. ვაჟმა წარბი შეკრა და დაელოდა, როდის გადადგამ-
და გოგონა ნაბიჯს. მირიამმაც, როგორც იქნა, გაბედა და ააკენკვინა
ხელიდან. ჯერ შიშით წამოიკივლა, ტკივილიც შიშისგან იგრძნო.
მაგრამ თავი მაინც გაართვა და კიდევ აივსო ხელისგული მარცვლე-

188
ბით. - აჰა, ხომ გითხარი, - დაიწყო პოლმა, - არაფერი გეტკინება-
მეთქი. მირიამმა გაფართოებული თვალებით შეხედა.
- მართლაც, - გაიცინა აცახცახებულმა.
მერე ადგა და სახლში შევიდა. ეტყობა, გულის სიღრმეში მაინც
უწყრებოდა სტუმარს. „ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვგონივარ“ , -
ფიქრობდა გულში და სურვილი მოეძალა, რომ საპირისპირო დაემ-
ტკიცებინა, - „ვუჩვენებ, რომ მართლაც ტბის ქალბატონი ვარ“ . რო-
ცა პოლმა დედამისი დაინახა, მისის მორელი უკვე შინ წასასვლე-
ლად გამზადებულიყო. შვილს გაუღიმა. ბიჭს ყვავილების დიდი თა-
იგული ეჭირა. მისტერ და მისის ლივერსებმა მინდვრებამდე გააცი-
ლეს სტუმრები. საღამოს მზეს გორაკებისთვის ოქროსფერი დაეფი-
ნა. ტყიდან ცისთვალები იჭყიტებოდნენ. ისეთი სიჩუმე იდგა, რომ
ფოთლების შრიალი და ჩიტების ფრთხიალიც კი ისმოდა.
- რა თვალწარმტაცი ადგილია, - თქვა მისის მორელმა.
- ჰო, - დაეთანხმა მისტერ ლივერსი, - ურიგო არ ეთქმის, ამდენი
კურდღელი რომ არა. საძოვრები სულ ამოაგდეს. ისიც არ ვიცი, ქი-
რის ფულის ამოღებას თუ შევძლებ. კაცმა ტაში ძლიერად შემოჰკრა
და ტყის პირად პატარა მდელო ამოძრავდა - წაბლა კურდღლები
დაფრთხნენ და დაკუნტრუშდნენ. - წარმოუდგენელია! - აღმოხდა მი-
სის მორელს.
დედა-შვილმა ცოტა ხანში გზა მარტომ განაგრძო.
- რა მშვენიერი იყო, არა, დედა? - ჰკითხა შვილმა.
ფერმკრთალი მთვარე ცაზე ამოიწვერა. პოლს გული იმხელა სი-
ხაულით ჰქონდა სავსე, რომ ტკივილსაც კი გრძნობდა. დედამისიც
ისეთი ბედნიერი იყო, რომ არ ეტირა, ენას არ აჩერებდა. - ეჰ, რო-
გორ დახმარებას გავუწევდი მაგ კაცს! - ამოიოხრა მისის მორელმა,
- ქათმებსაც მივხედავდი, ბავშვებსაც მოვუვლიდი! წველასაც ვის-
წავლიდი, ათას რამეზე ვესაუბრებოდი კაცს და ათას გეგმას დავსა-
189
ხავდით. ზუსტად ვიცი, მისი ცოლი რომ ვყოფილიყავი, ფერმასაც
ფეხზე დავაყენებდით. მაგრამ მის ცოლს ძალა არ შესწევს - უბრა-
ლოდ, არ ძალუძს შინამეურნეობის გაძღოლა. ამხელა მოვალეობა
არც უნდა დაკისრებოდა არასდროს. ორივე მათგანზე მწყდება გუ-
ლი. მისნაირი ქმარი რომ მყოლოდა, ძვირს რა მათქმევინებდა?
თუმცა, არც ცოლი უჩივის. საყვარელი და სათნო ქალია.
უილიამი სულთმოფენობაზე ოჯახს ისევ შეყვარებულთან ერთად
ეწვია. ამჯერად ერთი კვირა ჰქონდა შვებულება. მშვენიერი ამინდი
იყო. უკვე დამკვიდრებული წესისამებრ, უილიამმა და ლილიმ პო-
ლიც გაიყოლეს დილით სასეირნოდ. უილიამი დანიშნულს ბევრს არ
ესაუბრებოდა, მხოლოდ თავისი ბავშვობის დროინდელი ამბების
მოყოლით იფარგლებოდა. პოლი კი ორივეს ამ დანაკლისს ჭარბად
უვსებდა. მინტონის ეკლესიის მახლობლად, მინდორზე სამივენი
მოკალათდნენ და მზეს მიეფიცხნენ. ქასლის ფერმას ერთი მხრიდან
ქარზე საამურად მოშრიალე ვერხვები იცავდნენ. კუნელი ღობეებში
გამოჩრილიყო და ფურცლები სცვიოდა, მინდვრის ერთფეროვნე-
ბას კი ერთი ციდა ზიზილები და პირთეთრები ამრავალფეროვნებ-
დნენ. ოცდასამი წლის აწოწილი და საკმაოდ შეფერთხილი უილიამი
გულაღმა იწვა და თვლემდა, ლილი კი თმას თითებით უვარცხნიდა.
პოლმა დიდრონი ზიზილების მოკრეფა გადაწყვიტა. გოგონას ქუდი
მოეხადა და შავრა ცხენის ფაფარივით მუქი თმა მოუჩანდა. პოლი
დაბრუნდა და ზიზილები თმაში ჩააწნა - ყვითელი და თეთრი ფერის
დიდრონი კილიტები და მოვარდისფრო პირთეთრები.
- ახალგაზრდა ჯადოქარს ჰგავხარ, - უთხრა ლილის და მერე ძმას
მიუბრუნდა, - არა, უილიამ? ლილის გაეცინა. უილიამმა თვალები
გაახილა და გოგონას შეხედა. მის მზერაში ერთგვარი მტანჯველი
უსასოობა და საგრძნობი აღფრთოვანება იკითხებოდა. - საფრთხო-

190
ბელას ხომ არ დამამსგავსა? - სიცილით ჰკითხა შეყვარებულს. -
მშვენივრად გამოსვლია! - ღიმილით ეხუმრა უილიამიც.
მერე ყურადღებით დააკვირდა. ლილის სილამაზე ლამის გულს
სტკენდა. თმაში ჩაწნულ ყვავილებს შეხედა და წარბი შეკრა. - მშვე-
ნივრად გამოიყურები, თუ ამისი გაგება გსურდა, - უთხრა ბოლოს.
ლილიმაც ქუდის გარეშე მოიწადინა სეირნობა. ცოტა ხანში უილია-
მიც მოგუნებდა და უფრო ალერსიანი გახდა მის მიმართ. ხიდს რომ
მიუახლოვდნენ, გული ამოკაწრა და შიგ თავისი და ლილის ინიცია-
ლები ამოჩხაპნა:
ლ. ლ. უ.
უ. მ.
სანამ უილიამი ხეზე ინიციალებს ტოვებდა, გოგონა მის ძლიერ,
მოქნილ ხელს უყურებდა, რომელიც მბზინავ თმას და ჭორფლს და-
ეფარა; გრძნობდა, რომ აღფრთოვანებული იყო ამ მამაკაცით. რო-
დესაც უილიამის ოჯახში ჩადიოდნენ, სახლში ერთდროულად იგ-
რძნობოდა სევდა, სითბო და ერთგვარი სინაზე. თუმცა უილიამი
ხშირად ღიზიანდებოდა. ერთი კვირით თუ ჩადიოდნენ, ლილის ხუ-
თი კაბა და ექვსი ბლუზა ჩაჰქონდა ხოლმე. - ოჰ, ენი, - მიმართა ერ-
თხელ უილიამის დას, - ამ ორ ბლუზასა და რაღაც წვრილმანებს ხომ
ვერ გამირეცხავდი?
ენიმაც მეორე დილითვე, როგორც კი უილიამი და ლილი შინი-
დან გავიდნენ, სახელოები დაიკაპიწა და რეცხვას შეუდგა. მისის მო-
რელი ამან ძალიან გააბრაზა. რამდენჯერმე უილიამმაც შეამჩნია
გულისსწორის დამოკიდებულება ენისადმი და ისე მოუვიდა გული,
ლამის აითვალწუნა. კვირა დილით ლილიმ ფულარის ფრიალა კაბა
ჩაიცვა, აბრეშუმივით რომ ბზინავდა, და ფართო, კრემისფერ ქუდზე,
რომელსაც მეწამული ვარდები ჰქონდა ამოქარგული, ჩხიკვის ბუმ-
ბული გაიკეთა; ისე დამშვენდა, აუგს ვერავინ იტყოდა; ვერც თვალი
191
მოსწყვიტეს. მაგრამ საღამოს, როდესაც სახლიდან აპირებდა გას-
ვლას, ისევ ჰკითხა უილიამს: - პუტკუნ, ჩემი ხელთათმანები ხომ არ
გინახავს?
- რომელი? - ჰკითხა უილიამმა.
- ახლები რომ მაქვს, შავი ზამშის.
- არა.
სახლში მოძებნეს, მაგრამ ვერსად მიაგნეს. ეტყობა, დაკარგა. -
წარმოიდგინე, დედა, - უილიამი გამწყრალი ჩანდა, - შობის მერე უკ-
ვე მეოთხე წყვილს კარგავს, წყვილში კი ხუთი შილინგია გადახდი-
ლი! - შენი ნაჩუქარი მხოლოდ ორი იყო, - შეეწინააღმდეგა ლილი.
მოსაღამოვებულზე, ნავახშმევს, როდესაც ლილი დივანზე იყო
უკვე მოკალათებული, უილიამი ბუხართან შედგა და დაფიქრდა: მი-
სი ატანა აღარ ჰქონდა. მეორე დღეს, ძველი მეგობრის სანახავად
რომ წავიდა, თან აღარ წაიყვანა. იგიც იძულებული გახდა, სახლში
დარჩენილიყო და წიგნი ეფურცლა. ნასამხრევს წერილის მიწერა
გადაწყვიტა ვაჟმა. - აი, თქვენი წიგნი, ლილი, - მიმართა მისის მო-
რელმა, - იქნებ ამით შეგექციათ რამდენიმე წუთს თავი?
- არა, გმადლობთ, - უპასუხა გოგონამ, - უბრალოდ, ვიჯდები. - ნე-
ბა თქვენია, უბრალოდ, მოგეწყინებათ.
გაღიზიანებულმა უილიამმა ბარათი შეადგინა, მერე კონვერტში
ჩადო და თქვა: - წიგნი წაიკითხე! ცხოვრებაში ერთი წიგნი მაინც
გექნება წაკითხული. - გეყოს ახლა! - გაუჯავრდა შვილს მისის მორე-
ლი.
- მართალს ვამბობ, დედა, საერთოდ არაფერი წაუკითხავს! - ყვი-
რილზე გადავიდა, წამოხტა და ისევ ბუხრის წინ დადგა, - ერთი წიგნი
რა არის, ისიც კი არ წაუკითხავს ცხოვრებაში. - ჩემსავით ყოფილა,
- გამოეპასუხა მორელი, - ამდენი წიგნია და ერთს ვერ გადამაშლე-
ინეფ! ეგღა მაკლია, ცხვირი ჩავყო წიგნეფში! მამწყინდება.
192
- ასეც რომ იყოს, შენ არ უნდა ამბობდე, შვილო, - უთხრა მისის
მორელმა უილიამს. - ტყუილს ხომ არ ვამბობ, დედა; კითხვა არ შე-
უძლია. რა წიგნი შესთავაზე? - რა ვიცი, ენის სუონის28 წიგნი. კვირა
საღამოა და მძიმე ლიტერატურას ხომ არ შევთავაზებდი. - სანაძლე-
ოს ჩამოვალ, ათ ხაზსაც კი არ წაიკითხავს.
- ცდები, - უთხრა დედამ.
უცებ უილიამი ლილის მიუბრუნდა, ამდენი ხანი დივანზე რომ იჯ-
და საცოდავი გამომეტყველებით. - წაგიკითხავს რამე? - ჰკითხა
პირდაპირ.
- დიახ, წამიკითხავს, - მიუგო მანაც.
- რამდენი?
- ზუსტად არ ვიცი, რამდენიმე გვერდი.
- ერთი რამე მაინც დამისახელე წაკითხულიდან.
გოგონას ენა გადაეყლაპა.
მეორე გვერდამდეც კი არასდროს წაეკითხა წიგნი. უილიამი კი
პირიქით, აქტიურ მკითხველად მიიჩნეოდა და საკმაოდ კარგადაც
იაზრებდა წაკითხულს. ლილის სიყვარულობისა და ლაქლაქის მეტი
არაფერი შეეძლო. ვაჟი მიჩვეული იყო, რომ თავისი ნაფიქრალ-ნა-
აზრევი დედისთვის უნდა გაეზიარებინა და მისი რჩევა-დარიგების
საცერში გაეცრა, მაგრამ დანიშნულთან მსგავსი რამის იმედიც კი
არ ჰქონდა, რადგან გოგონას მხოლოდ სიყვარული და ალერსი
სურდა მისგან, რითიც უილიამს თავს აძულებდა.
- იცი, დედა, - უთხრა ერთხელ უილიამმა, როდესაც საღამო ხანს
მარტონი დარჩნენ, - ფულის ყადრი არ იცის, ისეთი ცალტვინაა. ჯა-

28
ენი შეფერდ სუონი (1859-1943) - შოტლანდიელი ჟურნალისტი და მწერალი.
ვიქტორიანულ ეპოქაში პოპულარულ რომანისტად მიიჩნეოდა.
193
მაგირს რომ აიღებს, შეუძლია, რამე Marrons Glace29-ის მსგავს სა-
ძაგლობაში მიაფშვნიტოს მთელი ფული. მე კი მოვალე ვარ, სეზო-
ნური ბილეთები და ათასი წვრილმანი ვუყიდო, საცვალს რომ ვუძენ,
იმასაც კი არ თაკილობს. არადა, გათხოვება უნდა. მეც მეჩვენება,
რომ გაისად დაქორწინება უნდა შევძლოთ, მაგრამ სანამ ასეთი და-
მოკიდებულება ექნება... - ქორწინება კი არა, დომხალი იქნება, - მი-
უგო დედამისმა, - ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო, ხომ გაგიგონია,
შვილო? - მე უკვე გავჭერი და ახლა უკან დახევა აღარ გამომივა, -
თქვა უილიამმა, - როგორც კი შემეძლება, შევირთავ. - ძალიანაც
კარგი, შვილო. თუკი გადაგიწყვეტია, კაცი ხელს ვეღარ აგაღები-
ნებს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ არ დაგიმალავ, რომ თქვენი ქორ-
წინების გაფიქრებაზე ძილი მიკრთება. - ჭკუას ისწავლის, დედა,
დარდი ნუ გაქვს.
- საცვლის ყიდვას მართლა განებებს, შვილო? - ჰკითხა დედამ. -
იცი, - მობოდიშებასავით დაიწყო ვაჟმა, - თვითონ არც უთხოვია.
ერთ სუსხიან დილას შევხვდი სადგურზე და ისე ცახცახებდა, კბილს
კბილზე აცემინებდა. ვკითხე, თბილად თუ გაცვია-მეთქი. მერე ვკით-
ხე, შიგნიდანაც თბილად თუ გაცვია, თუნდაც საცვალი-მეთქი, მან კი
მიპასუხა, არა, ბამბისა მაცვიაო. გავოცდი, ამისთანა ამინდში ასე
თხლად რამ ჩაგაცვა-მეთქი და მიპასუხა, სხვა არაფერი მაქვსო. ჰო-
და, ბრონქიტამდე ბევრი აღარაფერი უკლდა! მომიწია, წამეყვანა და
თბილი ჩასაცმელი მეყიდა. რა ვიცი, დედა, ფულზე დახარბებული
არც მე ვარ, თუმცა სეზონური ბილეთისთვის მაინც იტოვებდეს რა-
მეს. მაგრამ შენც არ მომიკვდე, სად აქვს მაგდენი განსაზღვრის უნა-
რი. ჯიბეს რომ გამოიფხეკს, მე მომადგება ხოლმე. - მასეთი მომავა-

29
ერთგვარი ტკბილეული; მზადდება ფქვილით, წაბლით და შაქრის სიროფით.
მომინანქრებულია. ძირითადად ამზადებენ სამხრეთ საფრანგეთსა და ჩრდილო-
ეთ იტალიაში.
194
ლი დიდს ვერაფერს გიქადის, - მწარედ თქვა მისის მორელმა. უი-
ლიამს გაფითრებული სახე ჩამოსტიროდა. არადა, ჩვეულებრივ,
დარდის გულთან მიტანა არ სჩვეოდა და სულ იცინოდა ხოლმე, მაგ-
რამ ამჯერად ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებთან ჭიდილი და სა-
სოწარკვეთილება გამოსჭვიოდა მისი მზერიდან.
- ახლა ზურგს ვერ ვაქცევ, ძალიან ღრმად გვაქვს შეტოპილი, -
თქვა უილიამმა, - ამას გარდა, ბევრ რამეს მის გარეშე ვერც გავხდე-
ბოდი. - შვილო, გახსოვდეს, რომ შენს ცხოვრებას მხოლოდ შენ გა-
ნაგებ, - დაარიგა დედამ, - ქოწინებაში რომ არ გაგიმართლებს, მა-
გაზე ცუდი არაფერია. აი, ჩემი ოჯახური ცხოვრება აიღე, უფალმა
ხომ იცის, რომ არ ვცოდავ, თუ ვიტყვი, არ გამიმართლა-მეთქი. მა-
გალითად ესეც გეყოფა. გიჯობს, სულ არ შექმნა ასეთი ოჯახი. ჯიბე-
ებში ხელებჩაწყობილი უილიამი ბუხარს მიეყრდნო. მაღალსა და
ხმელს სახეზე ეწერა, თუ მოიწადინებს, ქვეყნის დასალიერამდეც მი-
აღწევსო, მაგრამ დედამისმა შვილის თვალებში სევდა ამოიკითხა.
- არც ის დაგავიწყდეს, რომ ნიშნობის გაუქმებაზე უარესი რამეც
ხდება ამქვეყნად. - ახლა ვერ მივატოვებ, - თქვა ისევ ბიჭმა.
საათი წიკწიკებდა, დედა-შვილს კი თითქოს სათქმელი გამო-
ელია. მათ შორის გაუგებრობამ დაისადგურა. უილიამი ხმის ამომ-
ღები აღარ იყო, ამიტომ ისევ დედამ დაარღვია დუმილი: - კარგი, წა-
დი, დაიძინე, შვილო. დილით უკეთ იგრძნობ თავს და ვინძლო, გო-
ნებაც გაგინათდეს. უილიამმა დედას აკოცა და გავიდა. მისის მო-
რელმა ნაკვერჩხლები გადაჩხრიკა. ცხოვრებაში ასეთი დამძიმებუ-
ლი არასდროს ჰქონია გული. უწინ, სანამ ქმართან ჰქონდა უთან-
ხმოება, ხასიათი უფუჭდებოდა ხოლმე, მაგრამ ცხოვრებაზე ხელი
არასდროს აუღია. ახლა კი თავს ისე გრძნობდა, თითქოს სული და-
ეკოდა და იმედი ჩაუკვდაო.

195
უილიამიც სულ უფრო ხშირად გამოხატავდა დანიშნულისადმი
ზიზღს. გამგზავრების წინა ღამეს მთლად აღარაფერს მოერიდა.
- ვიცი, არ დამიჯერებ, დედა, მაგრამ მაინც უნდა გითხრა, ამ ქალ-
ბატონს კონფირმაცია სამჯერ აქვს გავლილი. - სისულელეა! - გაეცი-
ნა მისის მორელს.
- სისულელეა თუ არა, ფაქტია! კონფირმაცია მისთვის წარმოდ-
გენასავით არის, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს.
- არ გამივლია, მისის მორელ! არ გამივლია! - აკივლდა ლილი, -
ტყუილს ამბობს! - რაო? - წამოენთო უილიამი, - ერთხელ ბრომლიში
გაიარე, მეორედ - ბეკნემში და ბოლოს კიდევ სადღაც. - არსადაც არ
გამივლია! - ატირდა გოგონა, - არსადაც არ გამივლია! - გაგივლია!
კარგი, მესამეჯერ თუ არ გაიარე, ორჯერ ხომ გაქვს გავლილი? -
პირველად თოთხმეტის ვიყავი, მისის მორელ, - მავედრებელი ხმით
მიმართა დიასახლისს. - დიახ, - უთხრა ქალმა, - სრულიად მესმის,
შვილო. ყურადღებას ნუ მიაქცევ. უილიამ, გრცხვენოდეს მაგ სიტ-
ყვების გამო. - კი მაგრამ, ხომ არ ვიტყუები? რომ ჰკითხო, რელიგი-
ურია, ლურჯი ხავერდის ყდიანი ლოცვანიც კი ჰქონდა; მაგრამ ამ მა-
გიდის ფეხში უფრო მეტი რწმენაა, ვიდრე მასში. თავის გამოსაჩენად
სამჯერ გაიარა კონფირმაცია! აი, ვინ ბრძანდება სინამდვილეში!
ლილის თავშეკავებამ უმტყუნა და ატირდა.
- სიყვარულს რაც შეეხება, - იყვირა უილიამმა, - ბუზსაც შეიძლება
უყვარდე, მოფრინდეს და კისერზე დაგაჯდეს...
- სიტყვა აღარ დაძრა! - უბრძანა მისის მორელმა, - ასეთი ლაპა-
რაკი აქ შეუფერებელია და გიჯობს, სხვა ადგილი მონახო. შენ მა-
გივრად, მე მრცხვენია, უილიამ! უფრო ვაჟკაცურად უნდა იქცეოდე.
მეტს არაფერს აკეთებ, გარდა იმისა, რომ ამ გოგონას ნაკლს ამზე-
ურებ, მერე კი ურცხვად აცხადებ, ჩემი დანიშნულიაო! მისის მორე-
ლი გაჩუმდა განრისხების მიუხედავად.
196
უილიამიც დადუმდა და ცოტა ხანში საქციელი მოინანია, ლილის
აკოცა და ანუგეშა. მაგრამ რაც თქვა, სრული სიმართლე იყო და
ამის გამო მაინც სძულდა საცოლე. როდესაც მათი გამგზავრების
დღე დადგა, მისის მორელმა ნოტინგემამდე ჩააცილა ორივე. კენ-
სტონის სადგურამდე კარგა მანძილი იყო გასავლელი.
- იცი, დედა, - წამოიწყო ისევ უილიამმა, - ბოშა სრულიად თავცა-
რიელია, ვერაფერს ხვდება. - ნეტავ, ასეთ რამეს არ ვისმენდე შენ-
გან, - უთხრა დედამ და შერცხვა, რადგან გვერდით ლილი მიჰყვე-
ბოდა. - მაგრამ ეს სიმართლეა, დედა. ახლა კი ვუყვარვარ, რომ
ჰკითხო, მაგრამ სამ თვეში რომ ფეხები გავჭიმო, აღრაც ვემახსოვ-
რები. მისის მორელი შეშინდა. უილიამის სიტყვებმა გული ისე ატკი-
ნა, რომ გულისცემა აუჩქარდა და ქოშინი დაიწყო.
- ეგ საიდან იცი? - ჰკითხა ვაჟს, - ეგ ვერაფრით გეცოდინება და
შესაბამისად, არც გაქვს მსგავსი რამის თქმის უფლება. - სულ ასეთ
რამეებს მეუბნება! - გაღიზიანებით თქვა ლილიმ. - სამი თვის დამარ-
ხულიც არ ვიქნები, რომ უკვე სხვა გეყოლება და მე წარსულს მიმა-
ბარებ! აი, ეგაა შენი სიყვარული! - ყვირილით უთხრა უილიამმა. მი-
სის მორელმა ლონდონისკენ მიმავალ მატარებელში ააცილა ორი-
ვე და შინ გამობრუნდა. - მხოლოდ ერთი რამით ვინუგეშებ თავს, -
უთხრა გერტრუდმა პოლს, - დასაქორწინებლად ფული არასოდეს
ექნება, ამაში დარწმუნებული ვარ. ლილიც ასე იხსნის მას უბედურე-
ბისგან. ქალი ცოტათი გახალისდა. არც ისე სავალალოდ მიდიოდა
საქმე. გულის სიღრმეში სწამდა, რომ უილიამი ლილის არასოდეს
შეირთავდა და ადრე თუ გვიან, გაშორდებოდა. მანამდე კი, უბრა-
ლოდ, უნდა მოეცადა და პოლი არ მოეცილებინა გვერდიდან. მთე-
ლი ზამთარი უილიამი გაბრაზებული სწერდა ოჯახს წერილებს. ეს
მისგან უჩვეულო გახლდათ და ჩანდა, რომ ვაჟი მეტისმეტად დაძა-
ბული იყო. ზოგჯერ თითქოს რაღაცაზე ბავშვივით ხარობდა, მაგრამ
197
მეტწილად ენამწარობდა და ბედს უჩიოდა. - ოჰ, - იტყოდა ხოლმე
დედამისი, - ვშიშობ, ეგ ბიჭი იმას შეალევს ცხოვრებას, ვინც მისი
სიყვარულის ღირსი არ არის. ქალი კი არა, ტიკინაა! უილიამს შინ
დაბრუნება სურდა. ზაფხულის შვებულებამაც უკვე გაიარა, შობამდე
კი დიდი დრო იყო დარჩენილი. აღფრთოვანებულმა მოიწერა, ბატის
ბაზრობაზე30 ჩამოვალ ოქტომბრის დამდეგს და შაბათ-კვირას დავ-
რჩებიო. - ცუდად გამოიყურები, შვილო, - მისის მორელს ცრემლი
წამოუვიდა, როდესაც შინ დაბრუნებულ უილიამს შეხედა. - ვიყავი
კიდეც, დედა, - უთხრა ვაჟმა, - საშინლად ვიყავი გაციებული, მთელი
თვე არ გამიარა, ახლა კი, მგონი, მეშვება. ოქტომბრის მზიანი ამინ-
დი იდგა. უილიამი ხან სკოლის მოწაფესავით ხალისობდა, ხან უტ-
ყვი და ჩაკეტილი ხდებოდა. უფრო მეტად გაძვალტყავებულიყო და
თვალებს თითქოს შლეგურად აკვესებდა. - ბევრს მუშაობ, - უთხრა
დედამისმა.
ზეგანაკვეთურადაც არ უშინდებოდა მუშაობას, ოღონდ ქორწი-
ლის ფული ეშოვა, როგორც თვითონ თქვა. ესეც კვირაძალზე შეს-
ჩივლა დედას, როდესაც ერთად დარჩნენ, თორემ მეორე დღეს საყ-
ვედური არ დასცდენია, მხოლოდ სიყვარულით მოიხსენიებდა გუ-
ლისსწორს. - მაინც იმას ვამბობ, დედა, რომ თუკი მოვკვდები, დიდი-
დიდი ორი თვე მიგლოვოს, მერე კი დავიწყებას მიმცემს. აი, ნახავ,
არც კი ჩამოვა აქ, რომ ჩემს საფლავზე გავიდეს. - რა ხდება, შვილო,
- შეშფოთდა დედა, - სიკვდილს ხომ არ აპირებ, კაცო, სულ შენ გარ-
დაცვალებაზე რატომ ლაპარაკობ? - როცა იქნება-მეთქი, იმას ვგუ-
ლისხმობ... - ვაჟს აზრის შეცვლა არ სურდა. - აწი ეგ ვეღარ გამოს-
წორდება. ვეღარ შეიცვლება და რაკი აირჩიე, წუწუნი ვერ გიშვე-
ლის, - საყვედურის ტონით უთხრა დედამ.

30
ბაზრობა გასართობ ხასიათს ატარებს და შვიდასი წლის ისტორია აქვს. მეტწი-
ლად ქალაქ ნოტინგემში იმართება.
198
კვირა დილით, როდესაც მისის მორელი უილიამს საყელოს
უმაგრებდა, ვაჟმა უთხრა: - ნახე, - და ნიკაპი ასწია, - რა მიქნა საყე-
ლომ ნიკაპის ქვეშ! ნიკაპისა და ყელის შეერთების ადგილას კანი გა-
წითლებული ჰქონდა. - ასე არ უნდა გაგწითლებოდა, - დაუკვირდა
დედა, - აჰა, საცხი წაისვი და დაგიმშვიდდება კანი. სხვანაირ საყე-
ლოებს უნდა ატარებდე.
უილიამი კვირა ღამით გაემგზავრა და, მართალია, სახლში სულ
ორი დღე გაატარა, საგრძნობლად მოიკეთა. თუმცა სამშაბათ დი-
ლას ლონდონიდან დეპეშა მიიღო მორელების ოჯახმა, უილიამი
ავად გახდაო. მისის მორელი იატაკს რეცხავდა, როდესაც კურიერ-
მა დეპეშა მიუტანა და მაშინვე წამოხტა, წაიკითხა, მეზობელს და-
უძახა, ბინის მეპატრონესთან მივიდა, ფული ესესხა, გამოიცვალა
და დედაქალაქის გზას გაუდგა. კენსტონში ჩავიდა და ნოტინგემი-
დან ლონდონისკენ მიმავალ მატარებელზე ბილეთი აიღო. შემად-
გენლობას ლამის ერთ საათს ელოდა. ბონეტსა და შავ კაბაში გა-
მოწყობილი ეს ტანმორჩილი ქალი მზიდავებს წამი და წუთი ეკითხე-
ბოდა, ელმერს-ენდამდე როგორ მივიდეო. გზაში სამი საათი დაჰყო.
თავის ადგილზე დაჯდა და ლონდონამდე არც კი განძრეულა. კინგს-
ქროსის სადგურზეც არავინ გამოჩნდა ისეთი, რომელიც ელმერს-
ენდამდე გზას მიასწავლიდა. მხარზე ჩანთაგადაკიდებული, რომელ-
შიც ღამის პერანგი, სავარცხელი და ჯაგრისი ედო, ხან რომელ გამ-
ვლელს სთხოვდა დახმარებას, ხან - რომელს. ბოლოს, როგორც იქ-
ნა, ერთმა ღვთისნიერმა ქენონ-სთრითზე მიწისქვეშა გადასასვლე-
ლი მიასწავლა. უილიამის საცხოვრებელს რომ მიაღწია, უკვე ექვსი
ხდებოდა. ფარდები ჩამოფარებული არ იყო.
- როგორ არის? - ჰკითხა მან ბინის მეპატრონეს.
- უკეთ-მეთქი, ვერ ვიტყვი, - უპასუხა ქალბატონმა.

199
მისის მორელი მას კიბეზე აჰყვა. უილიამი ჩასისხლიანებული
თვალებით იწვა, სახეზე კი ფერი არ ედო. ოთახში ტანსაცმელი
აქეთ-იქით ეყარა, ცეცხლი არ ენთო. საწოლის გვერდით მოთავსე-
ბულ ტუმბაზე რძიანი ჭიქა იდგა. ავადმყოფს თავზე არავინ ადგა. -
რა გჭირს, შვილო? - ხმის აუკანკალებლად წარმოთქვა მისის მო-
რელმა. უილიამმა არაფერი უპასუხა. ქალს ამოხედა, მაგრამ ვერ
იცნო. მერე ბოდვა დაიწყო, თითქოს ნაკარნახევ წერილს კითხუ-
ლობსო: „ხომალდში შეპარული წყლის გამო შაქარი გაქვავდა. დამ-
სხვრევა სჭირდება...“ უგონოდ იყო. ლონდონის პორტში შაქრის შე-
მოზიდული მარაგების შემოწმება მას ევალებოდა. - რამდენი ხანია,
რაც ასეა? - იკითხა მისის მორელმა.
- ორშაბათ დილას ექვს საათზე მოვიდა სახლში და თითქმის მთე-
ლი დღე ეძინა. მერე ღამით მისი ლაპარაკი გავიგონეთ. ამ დილით
კი თქვენ გიკითხათ. მეც მაშინვე გიდეპეშეთ და ექიმიც მოვუყვანე.
- ბუხარს ვერ დაანთებთ?
მისის მორელმა სცადა, შვილი დაემშვიდებინა და ბოდვა შეეწ-
ყვეტინებინა. ექიმიც მოვიდა და თქვა, პნევმონია აქვს, თან, წითელი
ქარიც აღენიშნებაო და ზუსტად იმ ადგილზე მიუთითა, სადაც ეგო-
ნათ, რომ საყელომ გადაუყვლიფა ყელზე კანი. სიწითლე მთელ სა-
ხეზე გადაუვაო, არც ეს დაუმალავს ექიმს და ისიც დაამატა, იმედი
ვიქონიოთ, ტვინს არ ჩაითრევსო. მისის მორელმა შვილის მოვლა
დაიწყო. ლოცულობდა, რომ უილიამს გონება დაბრუნებოდა და დე-
და ეცნო. მაგრამ ბიჭმა უფრო მეტად დაკარგა სახეზე ფერი და ბოდ-
ვა უფრო აღგზნებულად განაგრძო. ღამის ორ საათზე ძლიერი შეტე-
ვა მოუვიდა და გარდაიცვალა. მისის მორელი მთელ საათს გაშეშე-
ბული იდგა შვილის სასთუმალთან. მერე სახლის პატრონი გააღვი-
ძა.

200
ექვს საათზე დამლაგებელი ქალის დახმარებით გააპატიოსნა
შვილი, მერე გავიდა ლონდონის ამ უბნის შიშის მომგვრელ ქუჩებში
და მმაჩის ორგანოს რეგისტრატორი და ექიმი მონახა. ცხრა საათზე
სქარჯილ-სთრითზე მორიგი დეპეშა მივიდა:
„წუხელ უილიამი მოკვდა. მამა წამოვიდეს, ფული წამოიღოს“ .
შინ ენი, პოლი და ართური იყვნენ. მისტერ მორელი მაღაროში მუ-
შაობდა. არც ერთ ბავშვს კრინტი არ დაუძრავს. ენი ისე შეშინდა,
სლუკუნი დაიწყო. პოლი მამის სანახავად წავიდა. დარი იდგა. ბრინ-
სლის მაღაროდან ამომავალი თეთრი ორთქლი მზით გაჩახჩახე-
ბულ ლურჯ ცაზე ქრებოდა. მაღლა კი მაღაროს საზიდრების ფოლა-
დის ბორბლები ირეკლებოდა მზეზე. ნახშირის ურიკებზე დაყრა კი
ყურისწამღებ გრუხუნს გამოსცემდა. - მამაჩემის ნახვა მინდა; ლონ-
დოშია წასასვლელი, - მაღაროს შესასვლელთან უთხრა პოლმა
პირველსავე შემხვედრს.
- უოლტერ მორელსა ჰკითხულობ? შიგნით შადი და ჯო უარდი
იკითხე. პოლი პატარა, მიწისზედა კაბინეტში შევიდა.
- მამაჩემის ნახვა მინდა, ლონდონშია სასწრაფოდ წასასვლელი.
- მამიშენისა? დაბლაა? რა ჰქვია?
- მისტერ მორელი.
- რაო? უოლტერი? რამე მოხდა?
- ლონდონშია წასასვლელი.
მამაკაცი ტელეფონთან მივიდა და ქვედა კაბინეტში დარეკა.
- ულტერ მორელს დამიძახეთ, ნომერი 42, მძიმე. რაღაცა მომ-
ხდარა, მისი ბიჭია მოსული. მერე ისევ პოლს მიუბრუნდა.
- ხუთ წუთში ამოვა, - უთხრა ვაჟს.
პოლი კაბინეტიდან გამოვიდა და ჭაურთან მივიდა. მიწისქვეშე-
თიდან გალით ნახშირით სავსე ვაგონეტი ამოდიოდა. რკინის დიდი
გალი უკანვე ჩაბრუნდა, სავსე ვაგონეტი გადააგორეს, ცარიელი კი
201
გალში შეაგორეს, სადღაციდან ზარის ხმა გაისმა, გალი ძლივსძლი-
ვობით ამოიწია და ქვასავით ჩაეხეთქა ისევ ჭაურში. პოლი უილია-
მის გარდაცვალებას ვერ აცნობიერებდა; შეუძლებლად ეჩვენებო-
და, რადგან ირგვლივ ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა. გადამგო-
რებელი გალიდან ვაგონეტს აგორებდა, მეორე მუშა კი ჭაურის დამ-
რეც ბილიკზე ჩარბოდა. - უილიამი მომკვდარა, დედა კი ლონდონ-
შია, ახლა რა უნდა ქნას? - ისე ეკითხებოდა საკუთარ თავს, თითქოს
გამოცანის გამოცნობას ლამობსო. მოლოდინში იმით იქცევდა
თავს, რომ ამავალ-ჩამავალ გალს უყურებდა და ვაგონეტებს ით-
ვლიდა. ბოლოს, ვაგონეტის გვერდით მამაკაცის სილუეტი გამოჩ-
ნდა! მორელმა რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და გალი ტრადიციუ-
ლად თავის ადგილას ჩაეხეთქა. კაცი ბოლო დაშავების შემდეგ მსუ-
ბუქად კოჭლობდა.
- შენ მეძახოდი, პოლ? უარესად ხო არ გახდა?
- ლონდოში უნდა წახვიდე.
ორივენი მოსცილდნენ ჭაურის ტერიტორიას და მაღაროელთა
ცნობისმოყვარე თვალებს. როდესაც მაღაროს საკმაოდ დაშორ-
დნენ და რკინიგზისკენ მიმავალ გზას დაადგნენ, რომელსაც ცალ
მხარეს შემოდგომის მზით გამთბარი მინდორი ერტყა, მეორე მხა-
რეს კი კედლად მდგარი ვაგონეტები, მორელმა შეშინებული ხმით
ჰკითხა:
- რამე მოხდა, შვილო?
- კი.
- როდის?
- წუხელ. დედასგან დეპეშა მივიღეთ.
მორელმა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მერე ვაგონეტებს
მიეყუდა და თვალებზე ხელი აიფარა. არ ტიროდა. პოლი აქეთ-იქით
იყურებოდა და იცდიდა. ვაგონეტი სასწორიდან ნელ-ნელა ჩამოდი-
202
ოდა. პოლი ყველაფერს ხედავდა, საკუთარი მამის გარდა, რომე-
ლიც ვაგონეტს დაღლილივით მიჰყრდნობოდა.
მორელი მხოლოდ ერთხელ იყო მანამდე ლონდონში ნამყოფი.
ახლა კი შეშინებული და დაღონებული ცოლის დასახმარებლად გა-
ემგზავრა. სამშაბათი იყო. ბავშვები სახლში მარტონი იყვნენ. პოლი
სამსახურში წავიდა, ართური სკოლაში, ხოლო ენიმ მეგობარი ის-
ტუმრა, მარტო რომ არ დარჩენილიყო.
შაბათ საღამოს, როდესაც სამსახურიდან გამოსული პოლი რკი-
ნიგზაზე წავიდა, სეთლი-ბრიჯის სადგურზე დაბრუნებული მშობლე-
ბი დაინახა. ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე, მდუმარედ მოდიოდა. ბიჭმა
ერთხანს შეიცადა, მერე კი დედას დაუძახა:
- დედა!
მისის მორელი არც კი შერხეულა, თითქოს ვერ გაიგონაო. შვილ-
მა ისევ დაუძახა. - პოლ? - გულგრილად გამოეპასუხა მისის მორე-
ლი. შვილს აკოცნინა, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდა, კაცი იფიქრებდა,
შვილი ვერ იცნოო.
სახლშიც უცხო სახით დადიოდა - ამ პატარა ქალს სახეზე ფერი
არ ედო და ხმას არ იღებდა. ვერაფერს ამჩნევდა. მხოლოდ ერთხელ
თქვა:
- კუბოს ამაღამვე მოიტანენ, უოლტერ. იქნებ ბიჭები გენახა, რომ
ხელი წაგვაშველონ, - მერე შვილებს მიუბრუნდა, - გადავწყვიტეთ,
სახლში ჩამოგვესვენებინა. პოლი დიდ ფანჯარასთან მივიდა და გა-
რეთ გაიხედა. უსასრულო სიბნელეში უზარმაზარი იფანი ურჩხული-
ვით იდგა. ისე ბნელოდა, ცაზე ვარსკვლავები ძლივს ირჩეოდა. პო-
ლი ისევ დედასთან წავიდა.
ათ საათზე მორელმა დაიძახა:

203
- მოასვენეს! ყველანი შეკრთნენ. წინკარის გაღების ხმა გაისმა,
რომლის მიღმაც ღამეს დაესადგურებინა. - კიდევ მაიტათ სანთელი!
- გაისმა ისევ მორელის ხმა.
ენი და ართური წამოდგნენ. პოლი დედას მიჰყვა ფეხდაფეხ. კარ-
თან შედგნენ და ვაჟმა დედას წელზე მოხვია ხელი. მისაღები ოთახის
სიღრმეში ერთი მეორის პირდაპირ დაწყობილი ექვსი სკამი ჩანდა.
ართურმა ფანჯარასთან სანთელი ასწია და ისე დაიჭირა, რომ მაქმა-
ნიან ფარდაში სინათლეს გაეღწია, ენიმ კი თითბრის სასანთლეს წა-
მოავლო ხელი და სიბნელეს გაეგება. ბორბლების ხრჭიალის ხმა
გაისმა. პოლმა ქუჩის სიბნელეში ცხენები, შავი ეტლი, ჭრაქი და
რამდენიმე ფერმკრთალი სახე დალანდა. მერე მამაკაცები, პერან-
გის ამარა მყოფი მაღაროელები, სიბნელეში აფუსფუსდნენ. ბოლოს
ორი კაცი გამოიკვეთა, რომლებიც რაღაც მძიმე საგანს ეწეოდნენ.
მორელი და მისი მეზობელი იყვნენ.
- თანაბრად გეჭიროს! - უთხრა სუნთქვაშეკრულმა მორელმა.
ის და მისი მეგობარი ეზოში ამავალ საფეხურებს ამოუყვნენ და
სანთლის შუქზე კუბოს თავიც გამოჩნდა. კუბოს ბოლოში მდგომი მა-
მაკაცების სახეები არ ჩანდა, თუმცა კიდურები კარგად ირჩეოდა.
წინ მდგომმა მორელმა და ბარნსმა წაიბორძიკეს. დიდი, შავი საგანი
გადაიხარა. - გავასწოროთ, გავასწოროთ! - ისე დაიყვირა მორელ-
მა, თითქოს ეტკინაო. ექვსი მამაკაცი, რომელსაც კუბო ეჭირა, უკვე
პატარა ეზოში შემოვიდა. კარამდე სამიოდე ნაბიჯიღა იყო. ეტლის
ყვითელი შუქი ჩაბნელებულ გზაზე ეულად ანათებდა. - ახლა აქეთ! -
გასცა მითითება მორელმა.
კუბო გადაიხარა, როგორც კი მამაკაცებმა ბოლო ნაბიჯები გა-
დადგეს. ენის ხელში სანთელი ალიცლიცდა; როდესაც წინ მდგომი
კუბოს ამწევი მამაკაცები გამოჩნდნენ, გოგონა ასლუკუნდა; მათ
დახრილ თავებს ზემოთ კუბო ისე შედიოდა ოთახში, როგორც სევდა
204
ცოცხალ გულებში. - ვაი, შვილო... ვაი, შვილო! - მისის მორელი კუ-
ბოს ყოველ გადახრაზე აყოლებდა წამღერებით, - ვაი, ვაი, შვილო!
- დედა! - აზლუქუნდა პოლი და ისევ წელზე მოხვია ხელი.
ქალს არაფერი გაუგია.
- შვილოოო! - თავს ვეღარ იკავებდა მისის მორელი.
პოლმა მამამისს სახეზე შეხედა და წარბებში ოფლის წვეთები და-
ინახა. ოთახში ექვსი კაცი იმყოფებოდა - ექვსი უპალტოო მამაკაცი.
ყველანი დაბნეულები იყვნენ, მოუხერხებლად იქცეოდნენ, ხან რას
წამოედებოდნენ, ხან - რას. კუბო შეაბრუნეს და სკამებზე დადეს. მო-
რელის შუბლიდან მომდინარე ოფლი კუბოს თავსახურს დაეწვეთა.
- რამსიმძიმეა! - თქვა ერთ-ერთმა კაცმა და ხუთივე ხმადაბლა
დაეთანხმა; მერე ამოიოხრეს, შეიშმუშნენ და გარეთ გავიდნენ. ბო-
ლომ კარიც გაიხურა. ოჯახი მისაღებ ოთახში დიდ, გაპრიალებულ,
ხის ყუთთან დარჩა. როდესაც უილიამი დასაკრძალად მოამზადეს
და კუბოს ზომა აუღეს, ბიჭი 193 სანტიმეტრი აღმოჩნდა სიმაღლით.
ღია ყავისფერი, მძიმე კუბო მონუმენტივით მოჩანდა. პოლს ისეთი
განცდა ჰქონდა, ეს საგანი ამ სახლიდან აღარ გავაო. დედამისიც ამ
გაპრიალებულ კუბოს მისჩერებოდა. უილიამი ორშაბათს დაკრძა-
ლეს ბორცვზე მდებარე ერთ პატარა სასაფლაოზე, რომელიც სო-
ფელსა და დიდ ეკლესიას გადმოსცქეროდა. მზიანი ამინდი იდგა და
სითბოში ქრიზანთემები გაშლილიყო.
მას მერე, რაც შვილი მიწას მიაბარა, მისის მორელმა არათუ
ცხოვრების წინანდებური ხალისი, არამედ, უბრალო საუბრის ყო-
ველგვარი სურვილიც კი დაკარგა. როგორც სოფელში ამბობდნენ,
პირზე კლიტე დაიდო. უილიამის გარდაცვალების დღეს ლონდონი-
დან მატარებლით რომ ბრუნდებოდა, მხოლოდ ერთ წინადადებას
იმეორებდა, ნეტავ, მე მოვმკვდარიყავიო. საღამოობით პოლს, რო-
დესაც სამსახურიდან ბრუნდებოდა, საშინაო საქმეები დასრულებუ-
205
ლი ხვდებოდა, დედა კი სკამზე უძრავად იჯდა და უხეში ქსოვილის
წინსაფარზე ხელები ჰქონდა დაკრეფილი. მანამდე საღამოს პირზე
კაბას ყოველთვის იცვლიდა და შავ წინსაფარს იკეთებდა ხოლმე.
სამსახურიდან დაბრუნებულ პოლს სუფრას ენი უწყობდა, დედა კი
იჯდა კრიჭაშეკრული და სივრცეს გასცქეროდა. ბიჭი ტვინს იჭყლეტ-
და, ნეტავ, რა მოვუყვე, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოო.
- დედა, დღეს მის ჯორდანი ჩამოვიდა და მაღაროს ჩანახატი მო-
მიწონა, ლამაზიაო. თუმცა მისის მორელი ყურადღებასაც არ აქცევ-
და ამ საუბარს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით დააინ-
ტერესა დედა, პოლი მაინც ყოველღამე რაღაცას უყვებოდა. ბოლოს
ისე გაღიზიანდა, პირდაპირ ჰკითხა: - რა ხდება, დედა?
ქალმა არაფერი უპასუხა, თითქოს, ვერ გაიგონა.
- რა ხდება-მეთქი, დედა?
- გაუმეორა პოლმა. - იცი, რა ხდება, - გაღიზიანებულმა უპასუხა
ბოლოს და ზურგი შეაქცია. პოლი, რომელიც იმ დროს უკვე თექ-
ვსმეტი წლის იყო, გულნატკენი წავიდა დასაძინებლად. მთელი ოქ-
ტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი დათრგუნვილი დადიოდა. დედა-
მისი გამოფხიზლებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ გარ-
დაცვლილი შვილის გლოვა შეეძლო, რომელიც ასე სასტიკად გა-
მოსტაცა სიკვდილმა ხელიდან. ბოლოს, ოცდასამ დეკემბერს საშო-
ბაო საჩუქრად მიღებული ხუთი შილინგით შინ ნახევრად გათიშული
დაბრუნდა. დედამ რომ შეხედა, გულმა რეჩხი უყო.
- რა ხდება? - ჰკითხა შვილს.
- ცუდად ვარ, დედა! - მიუგო ვაჟმა, - მისტერ ჯორდანმა საშობაოდ
ხუთი შილინგი მაჩუქა! ათრთოლებული ხელით მიაწოდა ფული.
ქალმა მაგიდაზე დააწყო.

206
- არც კი გაგიხარდა! - უსაყვედურა პოლმა და უცებ კანკალმა აი-
ტანა. - სად გტკივა? - ჰკითხა ქალმა და პალტოს ღილების გახსნაში
დაეხმარა. ბავშვობის დროინდელი კითხვა იყო.
- ცუდად ვგრძნობ თავს.
მისის მორელმა ტანზე გახადა და ლოგინში ჩააწვინა. გამოძახე-
ბულმა ექიმმა თქვა, ფილტვების ანთების მძიმე ფორმა აქვსო. - ნო-
ტინგემში რომ არ გამეშვა სამუშაოდ და სახლში მყოლოდა, ხომ
აიცდენდა ამ ავადმყოფობას? - როცა დიაგნოზი შეიტყო, პირველად
ეს კითხვა დასვა. - შესაძლოა, ასეთი მძიმე ფორმა აეცდინა, - უპასუ-
ხა ექიმმა. მისის მორელი მიხვდა, რომ დედის მოვალეობა დავიწყე-
ბოდა.
- ცოცხლისთვის უნდა მიმექცია ყურადღება, მკვდრისთვის კი
არა, - გაუწყრა თავს. პოლი იმდენად მძიმედ იყო, რომ დედამისი ღა-
მით მის გვერდით წვებოდა. მომვლელის დაქირავების საშუალება
არ ჰქონდათ. მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა და კრიზისუ-
ლი მომენტი დაუდგა. ერთ ღამეს ბევრი იბორგა გონებაწართმეულ-
მა, ისე გრძნობდა თავს, თითქოს სხეულში ყველა უჯრედი გაღიზია-
ნებოდა და სიკვდილი უახლოვდებოდა, რამაც სულთმობრძავს აზ-
როვნება დაუბრუნა. - ვკვდები, დედა! - წამოიყვირა და ბალიშზე წა-
მოიწია, რომ ჩაესუნთქა. დედამ წამოჯდომაში ხელი შეაშველა.
- ვაიმე, რა გიყო, შვილო?
ამან პოლი გამოაფხიზლა. დედა იცნო. ნებისყოფა მოიკრიბა და
თავი შეიმაგრა. მკერდზე თავი მიადო და თითქოს მდგომარეობაც
შეუმსუბუქდა. - გარკვეულწილად, - თქვა ერთხელ დეიდამისმა, -
კარგიც კია, რომ პოლი შობაზე ცუდად გახდა. მჯერა, ამან გადაარ-
ჩინა დედამისი.
პოლი მთელი შვიდი კვირა ლოგინად იყო ჩავარდნილი. ბოლოს
ისეთი ფერდაკარგული და დასუსტებული გახდა, ძლივს ადგა. მამა-
207
მისს მისთვის ერთი ქოთანი მეწამული და ალისფერი ტიტები ეყიდა.
ყვავილებს ფანჯრის რაფაზე მიუჩინეს ადგილი, სადაც მარტის მზე
ეცემოდა და აკაშკაშებდა, თვითონ კი დივანზე იყო მოკალათებული
და დედას ესაუბრებოდა მხიარულად. დედა-შვილი ამიერიდან სამუ-
დამო კავშირით დაუკავშირდა ერთმანეთს. მისის მორელის ცხოვ-
რება უკვე პოლის ცხოვრებას შერწყმოდა. უილიამის წინასწარმეტ-
ყველება ახდა. შობას მისის მორელმა ლილისგან მცირე საჩუქარი
და ბარათი მიიღო. მისის მორელის დას კი ახალ წელს მიუვიდა მო-
საკითხი. „- მეჯლისზე გახლდით წუხელ. ძალიან სასიამოვნო ხალხი
იყო და მეც გულით მოვილხინე“ , - სწერდა ყოფილ სადედამთილოს
ლილი, „- ყველა ცეკვა ვიცეკვე, საერთოდ არ გამხსენებია სკამი!“
მისის მორელს ამის შემდეგ ლილისგან აღარაფერი სმენია.
უილიამის გარდაცვალების მერე უოლტერი და გერტრუდი ერ-
თმანეთის მიმართ უფრო შემწყნარებლები გახდნენ. კაცს გაშტერე-
ბული მზერით, უბრად ჯდომა დასჩემდა. მერე უცებ წამოხტებოდა
ხოლმე და დუქანში მიდიოდა, მაგრამ სრულიად ფხიზელი ბრუნდე-
ბოდა. თუმცა, მას შემდეგ სასეირნოდ გასული, ქუდიც რომ შეგეგ-
დოთ, არც კი შეიხედავდა შეპსთონის კანტორაში, სადაც უწინ
უილიამი მუშაობდა; სასაფლაოსკენ მოხვედრასაც კი შეძლების-
დაგვარად არიდებდა თავს.

208
მეორე ნაწილი

209
7. ქალ-ვაჟის სიყვარული

პოლმა იმ შემოდგომას უილეის ფერმაში სიარულს მოუხშირა.


უმცროს ძმებს დაუმეგობრდა. ედგარი, უფროსი, პირველ ხანებში
თავს არ უყადრებდა. მირიამი კი თავს არიდებდა. შიშობდა, ესეც,
ჩემი ძმებივით, არად ჩამაგდებსო. არადა, სულის სიღრმეში ნამდვი-
ლი რომანტიკოსი იყო. ყველგან უოლტერ სკოტის გმირები ელან-
დებოდა - თავს პრინცესად წარმოიდგენდა და თორ-მუზარადიან რა-
ინდებს ელოდა. ფანტაზიაში მეღორე გოგონად ქცეული მეფის ასუ-
ლი იყო. ეშინოდა, ვაითუ ამ ბიჭმაც - რომელიც რაღაცით უოლტერ
სკოტის გმირებსაც კი ჩამოჰგავს, ფრანგულადაც ლაპარაკობს, ხატ-
ვაც ეხერხება და ყოველდილა ნოტინგემში მატარებლითაც დადის -
ერთ უბრალო, მეღორე გოგონად ჩამთვალოსო. ამიტომაც თავი შო-
რის ეჭირა. მირიამისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი დედამისი
იყო. ორივეს ყავისფერი თვალები ჰქონდა და მისტიკისკენ ამჟღავ-
ნებდა მიდრეკილებას; გულის სიღრმეში ორივე დიდ რწმენას ინა-
ხავდა და მისით სუნთქავდა კიდეც; რის გამოც მათ ეს ცხოვრება ნის-
ლში გახვეულივით ეჩვენებოდათ. მირიამისთვის ქრისტე და ღმერ-
თი ერთ დიად არსებას წარმოადგენდა, რომლის მიმართაც მთრთო-
ლარე სიყვარულს გრძნობდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაისზე
დასავლეთის ცას შეავლებდა თვალს; დილაობით კი ედითი, ლუსი,
როენა, ბრიაინ დე ბუა, რობ როი და გაი მანერინგი31 მზით გამთბარ
ფოთლებში დააბიჯებდნენ მასთან ერთად; ხოლო თუ თოვლი იდო,
საძინებელ ოთახში სჯერდებოდა ფანტაზიას. ეს მისი ცხოვრება იყო.
დანარჩენს რაც შეეხება, სახლში მუყაითად შრომობდა, წითელ ია-
ტაკს აკრიალებდა და არც დაიწუწუნებდა, რომ არა ძმების დაუდევა-

31
შოტლანდიელი მწერლის, უოლტერ სკოტის (1771-1832) რომანების გმირები.
210
რი ქცევა, რაც თუნდაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ახალ მოწმენ-
დილ იატაკზე ტალახიანი ბოტებით შეეძლოთ შებლაყუნება. ძალიან
უნდოდა, ოთხი წლის ძამიკო ჩაეხუტებინა და სიყვარულით გაეგუ-
და; მოწიწებით, თავდახრილი დადიოდა საყდარში, სადაც გუნდში
გალობდა, თუმცა თანაგუნდელი გოგონების ვულგარულობა და
მღვდლის უხეში მეტყველება გუნებას უფუჭებდა; ძმებთან კი, რომ-
ლებიც პირწავარდნილ ხეპრეებად ესახებოდა, გამუდმებულ ბრძო-
ლას აწარმოებდა; მამის მიმართ გადაჭარბებული წარმოდგენა არ
ჰქონია, რადგან კაცი მისტიკური იდეალებისადმი გულგრილობას
ამჟღავნებდა და მხოლოდ იოლი ცხოვრება და კერძის დროულად
მირთმევა სურდა.
მირიამს მეღორეობა სძულდა. უნდოდა, რომ მისი აზრი გაეთვა-
ლისწინებინათ. სწავლა-განათლების სურვილიც ჰქონდა და თუკი
პოლივით თვითონაც წაიკითხავდა „კოლომბას“32 და „ჩემს ოთახში
მოგზაურობას“33, ყველანი სულ სხვა თვალით შეხედავდნენ და სულ
სხვა პატივისცემით მოეკიდებოდნენ. ქონებითა და მდგომარეობით
პრინცესას ვერ გაუტოლდებოდა, ამიტომაც განათლების მიღება
სურდა, რომ ამით მაინც ეამაყა. არ უნდოდა, სოფლის მარაქაში გა-
რევა, გამორჩეულობა ერჩია. სწავლა ერთადერთი მიზანი იყო,
რომლისკენაც განცხრომით მიისწრაფოდა თავის სილამაზეს კი ეს
მორცხვი, მფრთხალი, თავდახრილი არსება არად მიიჩნევდა. ამაღ-
ლებული სულის ქონაც კი არ კმაროდა მისთვის. ისეთი რამ უნდო-
და, რაც სიამაყის მიზეზს განუმტკიცებდა, რამეთუ ყველასგან მარ-
ტოსულად გრძნობდა თავს. პოლს სევდიან მზერას შეავლებდა
ხოლმე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საერთო ჯამში, მამაკაცთა

32
პროსპერ მერიმეს (1803-1870) ნოველა.
33
სარდინიელი აზნაურის, გენერალ-მაიორ ქსავიე დე მესტრის (1763-1852) ტუ-
რინში ტყვეობის დროს დაწერილი მოთხრობა.
211
მოდგმას არ სწყალობდა. მაგრამ პოლის სახით თითქოს ახალ სა-
ხეობას - სხარტი, ნათელი გონების, დახვეწილ არსებას - გაეცნო, ვი-
საც მასავით შეეძლო სევდიანობა, გარდა ამისა, განათლებულიც
ეთქმოდა და ოჯახის წევრის დაკარგვაც კარგად იცოდა, რას ნიშნავ-
და. სინამდვილეში პოლს განათლება არ ჰქონდა მიღებული, მაგ-
რამ ის მცირედიც კი, რაც იცოდა, მირიამის თვალში ლამის ცამდის
ამაღლებდა. თუმცა მაინც ჯიუტად ცდილობდა, აგდებულად მოჰქცე-
ოდა, რადგან ფიქრობდა, პოლის თვალში ხომ ერთი წუნკალი გლე-
ხის გოგო ვარო. ვაჟიც თითქოს ვერ ამჩნევდა სევდიან ქალიშვილს.
მერე პოლი ავად გახდა, რამაც სერიოზულად დაასუსტა. მირიამი
ფიქრობდა, ახლა ხომ მაინც ვიქნები მასზე ძლიერიო. ესე იგი, მისი
შეყვარებაც შეიძლებოდა. ოჰ, რომ შესძლებოდა, ავადმყოფისთვის
მიეხედა, მოევლო, თავისზე დამოკიდებული გაეხადა, როგორ ჩა-
იხუტებდა და სულში ჩაიძვრენდა!
როგორც კი გამოიდარა და ქლიავი აყვავდა, პოლი მერძევის
მძიმე ფორანზე მოკალათდა და უილეის ფერმისკენ გაეშურა. მის-
ტერ ლივერსი ბიჭს მხიარულად ეხმაურებოდა და ცხენებს აღმარ-
თზე ასვლისას წკეპლით უმასპინძლდებოდა. დილის სიგრილე მხნე-
ობას მატებდა ნაავადმყოფარს. თეთრი ღრუბლები ზეცას მიუყვე-
ბოდნენ და ახალგამოფხიზლებულ გორებს ერწყმოდნენ. ქვემოთ
ნეზერმირის წყალი მიედინებოდა, რომელსაც გვალვაგავლილ მდე-
ლოებისა და ხეეკალების ფონზე კიდევ უფრო მეტად გადაჰკროდა
ცის ლაჟვარდი. ექვსიოდე კილომეტრი იყო გასავლელი. ცოცხალ
ღობეებზე ყვავილების კვირტები კოკრებად გადაქცეულიყვნენ და
გაშლას ლამობდნენ; გულყვითელა შაშვები გაჰკიოდნენ, შავები კი
ისე მკაცრად აძლევდნენ პირველ ხმას, თითქოს ტუქსავენო. სამყა-
რო დიდებულად იღვიძებდა. მირიამმა სამზარეულოს ფანჯრიდან
გაიჭყიტა და ფერმის დიდ, თეთრ ჭიშკარში შემავალი ცხენი დაინა-
212
ხა. ფერმას იმ მხრიდან მოტიტვლებული მუხნარი ესაზღვრებოდა.
მერე მძიმე პალტოიანი ახალგაზრდა ფორნიდან ჩამოხტა. ბიჭმა ხე-
ლები გაიწვდინა და ლამაზმა, ლოყაწითელა ფერმერმა მათრახი და
პლედი მისცა. მირიამი გამოვიდა. უკვე თექვსმეტის ხდებოდა, ძა-
ლიან ლამაზი იყო, ფერი არ აკლდა და სიდინჯე, და უცებ თვალები
აუციმციმდა. - იმის თქმა მინდოდა, - პოლმა მორცხვად გაიხედა
გვერდზე, - შენი ნარგიზები სადაცაა გაიშლება? ისე, ნამეტნავად ად-
რე არ არის? ისე გამოიყურებიან, თითქოს სცივათო. - სცივათო?! -
წკრიალა ხმით გაიკვირვა მირიამმა.
- კვირტებზე სიმწვანე დაჰკრავთ... - მორიდებით წადგა რამდენი-
მე ნაბიჯი. - მოდი, პლედს გამოგართმევ, - მირიამმა ძალიან თავა-
ზიანად მიმართა. - შემიძლია, ვატარო, - გულნატკენმა მიუგო, მაგ-
რამ მაინც მიაწოდა. ამასობაში მისის ლივერსიც გამოჩნდა.
- დარწმუნებული ვარ, დაიღლებოდი და შეგცივდებოდა, - უთხრა
ბიჭს, - პალტო მომეცი, მძიმეა. მაგით დიდხანს სიარული არ იქნება
შენთვის მარგებელი. პალტოს გახდაში მიაშველა ხელი. პოლი
ასეთ ყურადღებას ჩვეული არ იყო. დიასახლისს ისე ემძიმა პალტო,
ძლივს ასწია.
- რა იყო, დედიკო? - გაეცინა სამზარეულოში შემავალ ფერმერს,
რომელსაც ორი დიდი სადღვებელა მიჰქონდა ქანაობით, - ვერ ერე-
ვი მაგხელა ტვირთს? მისის ლივერსმა დივანზე ბალიშები ააფუმფუ-
ლა სტუმრისთვის.
სამზარეულო ძალიან პატარა და უფორმო იყო. ფერმა თავიდან
ერთ უბრალო მუშაკს ეკუთვნოდა. ავეჯიც ძველი და დაზიანებული
ედგათ. მაგრამ პოლს აქაურობა უყვარდა - უყვარდა ტომარა, ბუხ-
რის წინ ხალიჩის ფუნქციას რომ ითავსებდა, უყვარდა კიბის ქვეშ პა-
ტარა კუთხე და მოშორებულ კუთხეში გამოჭრილი პატარა სარკმე-
ლი, საიდანაც, თუ ცოტას გადაიწეოდა, უკანა ეზოს ქლიავებს ხედავ-
213
და დაბალი ბორცვების ფონზე. - ხომ არ წამოწვებოდი? - ჰკითხა მი-
სის ლივერსმა.
- უი, არა; არ ვარ დაღლილი, - უპასუხა პოლმა, - რა კარგია ზოგ-
ჯერ სახლიდან გასვლა, არა? კვრინჩხებიც გაყვავებულა და ქრისტე-
სისხლაც მომხვდა თვალში. მიხარია, რომ მზიანი ამინდია. - ხომ არ
წაიხემსებდი ან პირს ხომ არ გაისველებდი?
- არა, გმადლობთ.
- დედა როგორ არის?
- მგონი, დაღლილია ახლა. აუარებელ საქმეს არის შეჭიდებული
- ყველაფერი თავზე აყრია. შესაძლოა, მალე სკეგნესში გამომყვეს.
იქ მაინც დაისვენებს. ნეტავ, მოახერხებდეს. - ჰო, გასაკვირია, თვი-
თონ რომ არ გახდა ავად, - თქვა მისის ლივერსმა. მირიამი სადილის
გამზადებას შეუდგა. პოლი ყველაფერს თვალს ადევნებდა. სახეზე
გამხდარი და ფერდაკარგული ჩანდა, მაგრამ თვალები წინანდებუ-
რად ცოცხალი და სხარტი ჰქონდა. უცქერდა, როგორ უცნაურად,
ლამის საზეიმოდ, დაქროდა გოგონა სამზარეულოში - ხან ღრმა ტა-
ფას შემოდგამდა ღუმელზე, ხან - ათუხთუხებულ ქვაბში ჩაიხედავდა.
მისი მშობლიური სახლისგან განსხვავებით, სადაც ყველაფერი ჩვე-
ულებრივი ეჩვენებოდა, აქაურობა სულ სხვანაირი ჩანდა. მისტერ
ლივერსმა ეზოში ცხენს დაუყვირა, რათა დაეფრთხო, რადგან ცხო-
ველი ვარდის ბუჩქთან მიპარულიყო პირის ჩასატკბარუნებლად, მი-
რიამი შეხტა და ისეთი მზერით გაიხედა გარეთ, თითქოს ვიღაც შე-
მოიჭრა მის სამყაროშიო. შინაც და გარეთაც სიჩუმე იყო. მირიამი
ისევ ოცნებებში წავიდა ზღაპრის იმ მონუსხული ქალწულივით, რო-
მელიც რეალობას ვერ დაბრუნებია და სადღაც შორს, ჯადოსნურ
სამყაროში იმყოფება გონებით. მისი გახუნებული ლურჯი კაბა და
დახეული ბოტი კი მეფე კოფეტუას მიერ დატყვევებული მათხოვარი

214
ქალწულის34 რომანტიკულ კონკებს ჰგავდა. გოგონამ უეცრად ვაჟის
ლურჯი თვალების მწველი მზერა დაიჭირა. უცებ თავისი დახეული
ბოტისა და გახუნებული კაბისა შერცხვა. ვაჟის ჭკვიანური გამოხედ-
ვა აღიზიანებდა, რადგან ხვდებოდა, რომ პოლი ყველაფერს ხედავ-
და. იმასაც კი ამჩნევდა, რომ მირიამს გეტრი ჩასჩაჩოდა. სირცხვი-
ლისგან გაწითლებული საკუჭნაოში გავიდა მოსაწესრიგებლად.
ამის მერე აცახცახებული ხელებით განაგრძო საქმე. ძლივს იკავებ-
და ხელში საგნებს, ლამის ყველაფერი გავარდნოდა. როდესაც მის
შინაგან სამყაროში დაირღვა ბალანსი, ნერვებმა აიტანა. ბიჭის მზე-
რა ახლა უფრო მეტად აღიზიანებდა.
მისის ლივერსი ცოტა ხნით სტუმარს ჩამოუჯდა და გაესაუბრა, მი-
უხედავად იმისა, რომ საქმეები ჰქონდა. თავაზიანობის წესს ვერ და-
არღვევდა და პოლს დიდი ხნით მარტო ვერ დატოვებდა. საუბრის
შემდეგ მოუბოდიშა და ადგა. მერე ქვაბში ჩაიხედა. - მირიამ, შვი-
ლო! - გასძახა ქალიშვილს, - ამ კარტოფილს წყალი სულ ჩაშრობია!
მარიამი ისე შეხტა, თითქოს რაღაცამ უკბინაო.
- მართლა? - გამოსძახა გოგონამ.
- რაკი შენ მოგანდე, მირიამ, მე იმიტომ აღარ შევამოწმე, - ისევ
ქვაბში ჩაიხედა. გოგონა აიწურა. მუქი თვალები გაუფართოვდა და
ერთ ადგილს დაეყინა. - რა ვიცი, - წარმოთქვა დარცხვენილმა,
რადგან სირცხვილის მიზეზი გააცნობიერა, - მახსოვს, ხუთი წუთის
წინაც ჩავხედე. - ჰო, - თქვა მისის ლივერსმა, - წუთის საქმეა.
- დიდად არ დამწვარა კარტოფილი, - ჩაერთო პოლი, - არა უშავს,
ხომ? დიასახლისმა სტუმარს ნაწყენი მზერით შეხედა.

34
მეფე კოფეტუა და მათხოვარი ქალწული - გადმოცემით, აფრიკელ მეფე კოფე-
ტუას ქალთა სქესი არ ხიბლავდა, თუმცა ერთხელ მათხოვარ გოგონას გადაეყარა
გზაზე და ისე შეუყვარდა, რომ ჯერ სასახლეში დაატყვევა, შემდეგ კი ცოლად და-
ისვა.
215
- არა უშავს-მეთქი, ვიტყოდი, მაგრამ ბიჭები?! - ოდნავ შეიცადა, -
მირიამმა მშვენივრად იცის, რა ამბავს ატეხენ ამის გამო. თქვენც ნუ
მისცემთ ამბის ატეხის უფლებასო, გაიფიქრა პოლმა. ცოტა ხანში
ედგარი დაბრუნდა სახლში. ყმაწვილს გეტრი ეცვა, ფეხსაცმელზე კი
მიწა მისწებებოდა. მაღალი არ ეთქმოდა, თან, ფერმერის კვალობა-
ზე მეტისმეტად თავდაჭერილი იყო. პოლს შორიდანვე მოჰკრა თვა-
ლი, შეუმჩნევლად დაუკრა თავი და მშრალად იკითხა: - სადილი
მზადაა?
- თითქმის, ედგარ, - ბოდიშნარევი ხმით უპასუხა დედამ.
- მე კი სადილისთვის მზად ვარ, - თქვა ახალგაზრდამ, გაზეთი აი-
ღო და კითხვას შეუდგა. ბოლოს მთელმა ოჯახმა ერთ ოთახში მო-
იყარა თავი. სუფრა გაშალეს. მაგიდასთან საკმაოდ უხეშად იქცე-
ოდნენ. დიასახლისის ზედახვეწილობა და გაუთავებელი მობოდიშე-
ბა უფრო ამკვეთრებდა ვაჟების სიტლანქეს. ედგარმა კარტოფილი
დააგემოვნა, კურდღელივით ააცმაცუნა პირი, მერე დედამისს გუ-
ლისწყრომით გახედა და უთხრა: - ეს კარტოფილი დამწვარია, დე-
და.
- ჰო, ედგარ. ერთ წუთს მიმავიწყდა და. იქნებ პური გეჭამა, კარ-
ტოფილი თუ არ მოგწონს. ედგარმა მირიამს გაბრაზებული მზერით
შეხედა.
- მირიამი რას მიკეთებდა, რომ ვერ მიხედა? - იკითხა მკაცრად.
მირიამმა თავი ასწია. ყბა ჩამოუვარდა, მუქი ფერის თვალები დააკ-
ვესა, მოჭუტა, მაგრამ არაფერი უთქვამს. სირცხვილი და ბრალი გა-
დაყლაპა და ისევ ჩაქინდრა თავი. - დარწმუნებული ვარ, ცდა არ და-
უკლია, - თქვა მისის ლივერსმა. - იმის ტვინიც არ ჰყოფნის, რომ
კარტოფილი მოხარშოს, - თქვა ედგარმა, - ნეტავ, რისთვის ვინა-
ხავთ სახლში?

216
- იმისთვის, რომ საკუჭნაოში თუ რამე დარჩება, გადასანსლოს, -
წამოიძახა მორისმა. - იმ კარტოფილის ღვეზელს ვერაფრით პატიო-
ბენ მირიამს, - გაიცინა ოჯახის უფროსმა. გოგონა სრულიად განად-
გურებული იყო. დედა უხმოდ იჯდა და იტანჯებოდა, ვითარცა წმინ-
დანი ამ ურჯუკ ბრბოში.
პოლი საგონებელში ჩავარდა. ვერაფრით მიმხვდარიყო, რატომ
გახელდა ძმა რამდენიმე მიმწვარი კარტოფილის გამო. დედა სახ-
ლის ნებისმიერ წვრილმან საქმეს ლამის წმინდა მოვალეობად რაც-
ხავდა. ბიჭები კი ამაზე ღიზიანდებოდნენ და უხეშობით პასუხობ-
დნენ, თან, დამცინავი და ამპარტავნული გამოხტომებიც არ ავიწ-
ყდებოდათ. პოლი ბავშვობის ასაკიდან მოწიფულობაში გადადი-
ოდა. ეს ატმოსფერო, სადაც ლამის ყველაფერს რელიგიური დატ-
ვირთვა ჰქონდა, მასში სათუთ აღფრთოვანებას იწვევდა. თითქოს
ჰაერშიც სულ სხვა სული ტრიალებდა. დედამისი მხოლოდ ლოგი-
კით ხელმძღვანელობდა. აქ სულ სხვა რამ სუფევდა, რაც ერ-
თდროულად უყვარდა და სძულდა კიდეც. გამწარებულმა მირიამმა
ძმები დალანძღა. მოგვიანებით, როდესაც ბიჭები სახლიდან გავიდ-
ნენ, დედამ ქალიშვილს უთხრა: - სადილობისას იმედი გამიცურე,
მირიამ.
გოგონამ თავი ჩაქინდრა.
- ხეპრეები არიან! - წამოიძახა უცებ და თვალები დააბრიალა. -
ხომ დამპირდი, არაფერს ვუპასუხებო? - უთხრა დედამ, - მე კი გენ-
დე. ვერ ვიტან, როდესაც კინკლაობთ.
- საზიზღრები არიან! - მირიამი ყვირილზე გადავიდა, - და... და
სულმდაბლები. - რას იზამ. რამდენჯერ გთხოვე, ედგარს ენას ნუ შე-
უბრუნებ-მეთქი? ილაპარაკოს, რაც უნდა. - რატომ უნდა ილაპარა-
კოს, რაც უნდა?

217
- განა იმდენი ძალა არ შეგწევს, რომ ამას გაუძლო, მირიამ, ჩემი
გულისთვის მაინც? ნუთუ ისეთი სუსტი ხარ, რომ მათთან კინკლაო-
ბას არ თაკილობ?
მისის ლივერსის შეურყვნელი დოქტრინა „მეორე ლოყის მიშვე-
რას“ ქადაგებდა. თუმცა ვაჟებს ეს ვერაფრით ჩააგონა. გოგონებთან
უფრო გამოუვიდა, მირიამი კი მისი ნებიერა იყო. ბიჭები სულ გიჟ-
დებოდნენ, როდესაც დედა ეტყოდა, ერთ ლოყაში რომ სილას გა-
გარტყამენ, მეორე ლოყა მიუშვირეთო. მირიამს კი ხშირად სიამაყე
აიძულებდა, დედის შეგონებას დაჰყოლოდა. ამიტომაც იყო, რომ
ძმებს მისთვის ოდენ ფურთხი ემეტებოდათ და სიძულვილს არ მა-
ლავდნენ. გოგონასაც რაღა დარჩენოდა, ამაყი თავმდაბლობის ამა-
რა შთენილი სიმარტოვეს ამბჯობინებდა. ლივერსების ოჯახში დის-
ჰარმონია და დისკომფორტი ყოველთვის იგრძნობოდა. მართალია,
ბიჭები ამაყ თავმდაბლობასა და გულითად გრძნობებს არად დაგი-
დევდნენ, მაგრამ სულის სიღრმეში მაინც რაღაცას განიცდიდნენ.
უცხოსთან ადამიანურ ურთიერთობას და, მით უფრო, დამეგობრე-
ბას ვერ ახერხებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სულ მუდამ რაღაც
სიღრმისეულის ძიებაში იყვნენ. უბრალო ხალხი ფუყე, უმნიშვნელო
და ნაკლებ პატივსაცემად მიაჩნდათ. სწორედ ამის გამო ნელთბილი
ურთიერთობაც კი არ გამოსდიოდათ არავისთან და თუ მაინც გადა-
ეყრებოდნენ ვინმეს სადმე, მტკივნეული სიამაყის განცდის თანხლე-
ბით ცდილობდნენ თავის გადამეტებას. ამის მიღმა კი სულიერი სი-
ახლოვის ძლიერი სურვილი იმალებოდა; მაგრამ უთქმელები იყ-
ვნენ, გულის ნადებს ვერავის უმხელდნენ, ამას გარდა, ვინმესთან
დასაახლოებლად ადამიანებისადმი ზიზღიც უშლიდათ ხელს. ჭეშმა-
რიტ სიახლოვეს ეძიებდნენ, მაგრამ მარტივი ურთიერთობის აწყობა
არ ძალუძდათ, რამეთუ პირველი ნაბიჯის გადადგმა ჭირის დღესა-
ვით ეზარებოდათ, უბრალო ხალხთან ურთიერთობა კი სძაგდათ.
218
პოლი მისის ლივერსით მონუსხული იყო. როდესაც ეს ქალბატონი
მის სიახლოვეს ტრიალებდა, ყველაფერს რელიგიური და გამძაფ-
რებული ელფერი ემატებოდა. მის ფაქიზ, მგრძნობიარე სულს ქა-
ლის ნაუბარი თითქოს კვებავდა. ერთად თითქოს არსობის მიზეზს
სწვდებოდნენ სინამდვილის ქაოსში. მირიამი დედიკოს გოგო იყო.
დღისით, მზიან ამინდში, დედა-შვილი პოლთან ერთად მინდორში
მიდიოდა ხოლმე. ბუდეებს ეძებდნენ. ჭინჭრაქებს, ხილის ბაღს რომ
ცოცხალი ღობე ერტყა, მის ძირში დაედოთ ბინა.
- აბა, ეს ნახე, - უთხრა მისის ლივერსმა.
პოლი ჩაიცუცქა და ბუდის მრგვალ, ეკლიან კარს ფრთხილად შე-
ახო თითი. - თითქოს ცოცხალ ფრინველს ვეხებიო, ისეთი შეგრძნე-
ბა მაქვს, - თქვა მან, - თბილია. ამბობენ, ჩიტების ბუდე ფინჯანივით
მრგვალი იმიტომ არის, რომ მკერდს აჭერენო. მაგრამ ჭერს რო-
გორღა ამრგვალებენ, ეს ვერ გამიგია.
ბუდემ თითქოს სიცოცხლე შეიძინა დედა-შვილის წინაშე. მას მე-
რე მირიამი ყოველდღე დადიოდა ამ ბუდის სანახავად. ძალიან მახ-
ლობელი გახდა ეს პაწაწინა ქმნილება ქალიშვილისთვის. ერთხელ,
როდესაც პოლიც ახლდა, ღობის ძირში, თხრილთან უკადრისას ოქ-
როსფერი, ნამგალა ფურცლები შენიშნეს. - ძალიან მომწონს, რო-
დესაც მზეზე ფურცლები უკან ეხრება და უბრტყელდება, - თქვა ვაჟ-
მა, - თითქოს მზე სხივებით აუთოებსო.
მას მერე მირიამმა არცთუ გამორჩეულ უკადრისას სულ სხვა
თვალით შეხედა. თავისი ანთროპომორფულობით პოლს იმ თვა-
ლით ანახვებდა სამყაროს, რომლითაც თვითონ უყურებდა და აღიქ-
ვამდა ყველაფერს. ნივთიერი სამყარო ჯერ გონებით უნდა აღქევა
და მერე შეგრძნებით. ღრმა რელიგიურობით რეალობას თითქმის
მოწყვეტილი იყო და ეს სამყარო ხან ქალთა მონასტრის წალკოტად

219
ან სამოთხედ მიაჩნდა, სადაც ცოდვასა და ცოდნას არაფერი ესაქმე-
ბოდა, ხანაც ერთ მახინჯ, სასტიკ ადგილად.
სწორედ ამ ნატიფი, სულიერი სიახლოვით, ბუნების იდუმალება-
თა შეგრძნებითა და ორივესთვის დამახასიათებელი თვისების წყა-
ლობით წარმოიშვა მათი სიყვარულიც. პოლმა ეს გრძნობა საკმაოდ
გვიან აღიქვა. ნაავადმყოფარს მთელი ათი თვე შინ დარჩენამ მო-
უწია. მერე დედასთან ერთად სკეგნესში ჩავიდა ცოტა ხნით, სადაც
ბიჭმა ნამდვილად ბედნიერად იგრძნო თავი. ზღვის ნაპირზე მყოფიც
არ ივიწყებდა ლივერსების ოჯახს და დიასახლისს გრძელ-გრძელ
წერილებს სწერდა, სადაც სანაპიროსა და ზღვის სილამაზეზე ესაუბ-
რებოდა. საზღვაო კურორტიდან რომ დაბრუნდა, ლინკოლნის ფარ-
თო სანაპიროს ჩანახატები ჩამოიტანა და ერთი სული ჰქონდა, რო-
დის უჩვენებდა ახალდამეგობრებულ ოჯახს. ნამუშევარმა ლამის მი-
სის ლივერსი უფრო მეტად დააინტერესა, ვიდრე დედამისი. მისის
მორელი ვაჟიშვილს ხელოვნებას დიდად არ დაუდევდა; შვილის
სხვა მიღწევები უფრო მნიშვნელოვნად ეჩვენებოდა. მაგრამ მისის
ლივერსი და მისი შვილები თითქმის პოლის მიმდევრებად ქცე-
ულიყვნენ. ისინი ამხნევებდნენ ყმაწვილს, უბიძგებდნენ, რომ კიდევ
უფრო გულმოდგინედ ემუშავა ფუნჯით; დედამისი კი მასში სიმშვი-
დეს, მოთმინებას, მორჩილებასა და ამტანობას აღვივებდა. მირია-
მის ძმებთანაც მალე გამონახა საერთო ენა და დაუძმობილდა კი-
დეც. მათი სიუხეშე ზედაპირული აღმოჩნდა. ბიჭებსაც, რაკი იგ-
რძნეს, რომ პოლის ნდობა შეიძლებოდა, სიკეთისა და სითბოს გა-
მომჟღავნება აღარ გასჭირვებიათ.
- ანეულზე გამომყვები? - გაუბედავად ჰკითხა ედგარმა.
პოლიც ხალისით გაჰყვა და მთელი დღე თოხნასა და თალგამე-
ბის გამომარგვლაში ეხმარებოდა. სამ ძმასთან ერთად თივაზე მიწ-
ვებოდა ხოლმე ბეღელში და ნოტინგემსა და ჯორდანის ფაბრიკაზე
220
საუბრით ართობდა. არც ძმები დარჩენიან ვალში და წველა ასწავ-
ლეს; ზოგჯერ მსუბუქ საქმესაც ანდობდნენ ხოლმე - გათიბვას ან
თალგამის დაქუცმაცებას. თანაც, იმდენ ხანს შეეძლო ამ საქმით
გართობა, სანამ თვითონ არ მოსწყინდებოდა. მთელი თიბათვე მათ-
თან ერთად გაატარა ალოობაზე და გულით შეუყვარდა ეს ოჯახი,
რომელიც გარე სამყაროსგან ნამდვილად მოწყვეტილი იყო. ძმები
რაღაცით les derniers fils d ’ une race epuisee35-ს აგონებდნენ. მარ-
თალია, ბიჭები საკმაოდ ძლიერები და ჯანმრთელები იყვნენ, მაგ-
რამ ზედმეტი მგრძნობიარობა ახასიათებდათ, რაც მათ მარტოსუ-
ლობასაც განაპირობებდა, და საკმარისი იყო, ერთხელ მოეგო ძმე-
ბის გული ვინმეს, რომ უღალატო მეგობრებად გაუხდებოდნენ.
პოლმა ეს მოახერხა და ბიჭებსაც არ შეურცხვენიათ თავი. მირიამი
შედარებით გვიან შეიჭრა მის გულში. აი, თვითონ კი ბევრად ადრე
მოაწონა გოგონას თავი, სანამ ეს უკანასკნელი ვაჟს რაიმეთი გამო-
არჩევდა. ერთხელ, ნასადილევს, მოწყენილობა რომ სუფევდა, მა-
მაკაცები მინდორში საქმიანობდნენ, პატარები სკოლაში იყვნენ,
მასპინძელთაგან კი სახლში მხოლოდ მირიამი და დედამისი დარ-
ჩენილიყვნენ, გოგონამ პოლს მცირედი ყოყმანის შემდეგ უთხრა:
- საქანელა ნახე?
- არა, - მიუგო პოლმა, - სადაა?
- ბოსელში, - უპასუხა გოგონამ.
როდესაც რამე უნდა შეეთავაზებინა ან ეჩვენებინა, მირიამი ყო-
ველთვის ყოყმანობდა ხოლმე. მამაკაცებს ხომ, ქალებისგან გან-
სხვავებით, ღირებულებათა სხვაგვარი სისტემა აქვთ - აი, თუნდაც
მისი დედმამიშვილები მუდამ დასცინოდნენ, როდესაც რამეზე იტ-
ყოდა, მომწონსო. - აბა, მანახე, - უთხრა ბიჭმა და წამოხტა.

35
(ფრ.) - გადაშენებული რასის უკანასკნელი წარმომადგენელი.
221
ორივენი ბეღლის გვერდით განთავსებულ ბოსელში წავიდნენ.
დაბალ, ბნელ ბოსელში ოთხი ძროხის სადგომი იყო. ქათმები აკრი-
ახდნენ და საკვებურიდან დაფრთხნენ, როდესაც ქალ-ვაჟი სქელ
თოკს მიუახლოვდა, კოჭიდან რომ ეშვებოდა და კედელში გაკეთე-
ბულ კაუჭზე იყო მიმაგრებული.
- ბაგირს ჰგავს! - მხიარულად დაიძახა პოლმა. სურვილი მოეძა-
ლა, რომ გამოეცადა და ზედ დაჯდა. თუმცა უცებვე წამოდგა:
- მოდი, პირველი შენ დაჯექი, - უთხრა მირიამს.
- დაიცა, - გოგონა ბეღელში გავიდა, - ტომრებს ვადებთ ხოლმე
ზედ, - უთხრა დაბრუნებულმა და ჯვალოს ქსოვილი დაუფინა პოლს,
რომ კომფორტულად დამჯდარიყო. ამან მირიამს სიამოვნება მიანი-
ჭა. ვაჟს კი ამასობაში სქელი თოკი ეჭირა, რომ გოგონას იოლად და-
ეფინა ტომარა. - შენ დაჯექი-მეთქი, ხომ გითხარი, - შესთავაზა პოლ-
მა.
- არა, არ მინდა, პირველი დავჯდე, - თქვა გოგონამ.
მირიამი გვერდზე გადგა თავისი მტკიცე გამომეტყველებით.
- რატომ?
- აუ, შენ დაჯექი რა, - სთხოვა მირიამმა.
ცხოვრებაში პირველად იგრძნო სიხარული მამაკაცისთვის დათ-
მობის გამო. მანამდე საპირისპირო სქესის განებივრება აზრადაც
არ მოსვლია. პოლმა შეხედა. - კარგი, - თქვა და დაჯდა, - გაიწი!
ქანაობა დაიწყო და ისე მაღლა აიწია, რომ ლამის კარს ზემოთ
მოექცა, რომლის ზედა ნაწილი ისედაც მოხსნილი იყო; აქედან ჭუჭ-
ყიანი ეზო გამოჩნდა, სადაც მოღუშული საქონელი, ურმების ჩარ-
დახ ქვეშ შეყუჟული, წვიმას ემალებოდა. უკანა ფონზე კი მონაცრის-
ფრო-მომწვანო ტყე მოჩანდა. გოგონა დაბლა იდგა ჟოლოსფერ
შოტლანდიურ ბერეტში და ვაჟს ასცქეროდა. როდესაც პოლმა ჩამო-

222
ხედა, მირიამმა მისი აელვარებული ლურჯი თვალები დაინახა. - მა-
გარი საქანელაა, - უთხრა ბიჭმა.
- კი.
პოლი ქანაობდა და მისი სხეულის თითოეული ნაწილი თითქოს
ცისკენ მიდიოდა, შემდეგ კი მტაცებელი ფრინველივით ეშვებოდა
ქვემოთ. გოგონას გადმოჰყურებდა სიმაღლიდან. მირიამის მუქ კუ-
ლულებსა და ლამაზ სახეს ჟოლოსფერი ქუდი უფრო მკვეთრად
აჩენდა; როდესაც ჰაერში მონავარდე ვაჟს ასცქეროდა, გამომეტ-
ყველება ბევრად თბილი უხდებოდა. ბოსელში არა მხოლოდ ბნე-
ლოდა, არამედ ციოდა კიდეც. უეცრად ჭერიდან მერცხალი ჩამოფ-
რინდა და კარისკენ გაფრინდა.
- თურმე ჩიტიც გვიყურებდა, - თქვა პოლმა.
უდარდელად ქანაობდა. მირიამი შეიგრძნობდა, როგორ ადიოდა
და ჩამოდიოდა პოლი ჰაერში, თითქოს რაღაც ძალა უბიძგებსო. -
ახლა მოვკვდები, - თქვა პოლმა მეოცნებე ხმით, თითქოს თვითონ
იყო საქანელას მომაკვდავი მოძრაობა. მირიამმა აღფრთოვანებუ-
ლი მზერით შეხედა. უეცრად ბიჭმა დაამუხრუჭა და გადმოხტა.
- დიდხანს მომივიდა, - თქვა მერე, - მაგრამ მაგარი საქანელაა,
მართლა მაგარია! მირიამი გაოცდა, ასე რამ მოაწონა ეს საქანე-
ლაო და მის მიმართ სითბო იგრძნო. - არა, ისევ შენ განაგრძე, - შეს-
თავაზა სტუმარს.
- შენ რატომ არ გინდა ქანაობა? - ჰკითხა გაკვირვებულმა პოლმა.
- რა ვიცი. ცოტა ხანს ვიქანავე უკვე.
მაგრამ პოლმა თოკზე ტომარა დაუჭირა და მირიამსაც თავპატი-
ჟი აღარ გამოუდვია. - მართლა კაი რამეა! - თქვა და გააქანავა მი-
რიამი, - ფეხები ასწიე, თორემ საკვებურის კედელს მიარტყამ.
გოგონამ იგრძნო, როგორი სიზუსტით გააქანავა პოლმა, როგორ
სწორად შეარჩია დრო და ბიძგის ძალა. რატომღაც შეშინდა. მუ-
223
ცელში შიშის ცხელმა ტალღამ დაუარა. მის ხელში იყო. ისევ ზუსტი
და დროული ბიძგი. თოკს ისე ჩააფრინდა, თითქოს გული მისდიოდა
და საყრდენს ეძებდა.
- აჰ! - დაიკივლა, - უფრო მაღლა არ გინდა!
- ცოტაც კიდევ აფრინდი, - ურჩია ვაჟმა.
- მეტი მაღლა აღარ გვინდა.
გოგონას ხმაში შიშნარევი ბგერები მოესმა და ერთხანს ბიძგის
მიცემა შეწყვიტა. გოგონას გული გადაუქანდა, როდესაც პოლმა
ისევ უბიძგა. მაგრამ მერე ვაჟი უკან გადგა და მირიამმაც შვებით
ამოისუნთქა.
- მართლა არ გინდა ამაზე მაღლა? - ჰკითხა მირიამს, - ასეთ დო-
ნეზე გაქანავო? - არა; მოდი, ჩემით ვიქანავებ, - უთხრა გოგონამ.
პოლი გვერდზე გადაიწია და ყურება დაუწყო.
- ძლივს ქანაობ, - უთხრა მირიამს.
გოგონამ დარცხვენით გაიცინა და მაშინვე შეწყვიტა ქანაობა. -
ამბობენ, თუ ქანაობა შეგიძლია, ზღვის ავადმყოფობა არ შეგეყრე-
ბაო, - თქვა პოლმა და ისევ დაჯდა თოკზე, - მე მგონი, ზღვის ავად-
მყოფობა არ მემუქრება. დაიწყო ქანაობა. გოგონა ისევ აღფრთო-
ვანდა მისით. წამიერად საქანელას შეერწყა - ნაწილიც არ დარჩა
სხეულზე, რომ ქანაობას არ აჰყოლოდა. ასეთი თავის დაკარგვა არც
მირიამს სურდა და არც მის ძმებს. მაგრამ ახლა სითბო ჩაეღვარა
სხეულში. პოლი თითქოს ის ალი იყო, რომელმაც ჰაერიდან სიმ-
ხურვალე უწილადა გოგონას გულს. ოჯახთან ასეთი დაახლოება სა-
ბოლოოდ სამი ადამიანის - მისის ლივერსის, ედგარისა და მირიამის
- მიმართ სიახლოვეში გადაიზარდა. დიასახლისთან სიახლოვე თა-
ნაგრძნობასა და გულის გადაშლაში გამოიხატებოდა. ედგარი ახ-
ლო მეგობრად იგულა. მირიამში კი ის მოკრძალება აღმოაჩინა,
რომელმაც სულ სხვა მხრიდან დაანახვა ეს რომანტიკული არსება.
224
გოგონამაც ნელ-ნელა მიიქცია ბიჭის ყურადღება. როცა არ ეზარე-
ბოდა და ჩანახატების ალბომი მიჰქონდა, მის უკანასკნელ ნამუშევ-
რებს ყველაზე მეტ ხანს მირიამი უკვირდებოდა ხოლმე. მერე უცებ
თავს სწევდა, მუქი ფერის თვალებში ისეთი ნათელი სხივი ედგა,
როგორიც იმ თეთრი ქაფის კვალია, რომელსაც ბნელ ღამეში ზღვის
ზედაპირზე მოცურავე ხომალდი ტოვებს, და ეკითხებოდა: - ეს რა-
ტომ მომწონს ნეტა ასე ძალიან?
როდესაც ერთმანეთთან ასე ახლოს ისხდნენ და მირიამი თვალს
უსწორებდა, პოლს გული უქანდებოდა ხოლმე.
- რატომ მოგწონს? - ჰკითხავდა ვაჟი.
- არ ვიცი. ნამდვილს ჰგავს.
- ეგ იმიტომ, რომ... კონკრეტული მოხაზულობა არ ჩანს. გარდა-
მავალია ერთმანეთში. როდესაც ფოთლებს ან სხვა რამეს ვხატავ,
მირჩევნია, გარდამავალი პროტოპლაზმი გამოვიყვანო, ფორმების
გამკაფიოებას ვერიდები. მკაფიო ჩემთვის უსიცოცხლო და უხეშია.
ნამდვილ, მფეთქავ სიცოცხლეს უფრო გარდამავლობაში ვხედავ.
ფორმა მკვდარი ქერქია. სინამდვილეს კი მთრთოლარე მერყეობა-
ში ვპოულობ.
მირიამი კი ნეკა თითს იდებდა პირში და პოლის სიტყვების გაანა-
ლიზებას იწყებდა. მისი ნათქვამი თითქოს ცხოვრებას უხალისებდა
და ისეთ საგნებსა და ცნებებს წარმოუსახავდა ცოცხლად, რომელთა
შესახებაც ცხოვრებაში არ დაფიქრებულიყო. სწორედ პოლის სიტ-
ყვების წყალობით აღიქვამდა ყველაზე უკეთ ნივთიერ სამყაროში
იმას, რაც ბუნდოვნად მოსწონდა. ზოგჯერ ჩამავალი მზის ფონზე პო-
ლი ფიჭვებს ხატავდა, მირიამი კი იჯდა და დასავლეთის ცაზე თვა-
ლის მომჭრელ ელვარებას გასცქეროდა შეპარვით. პოლი მშვიდად
მუშაობდა. - აი, სად ყოფილა! - თქვა ერთხელ უეცრად, - სწორედ
ამას ვეძებდი. აბა, ახლა გახედე და მითხარი, ფიჭვის ტანია თუ წი-
225
თელი ნაღვერდალი, უკუნ ცაზე რომ ელვარებს? ან იქნებ უფლის
ალმოდებული ბუჩქია, რომელიც ცეცხლში კი გახვეულა, მაგრამ არ
იწვის? მირიამმა გაიხედა და შიშმა აიტანა. ფიჭვის ხეები ერთობ შო-
რეული და ლამაზი მოეჩვენა. პოლმა საღებავების ყუთი დახურა და
ადგა. უეცრად გოგონასკენ გაექცა თვალი. - სულ ასეთი სევდიანი
რატომ ხარ? - ჰკითხა მირიამს.
- სევდიანი? - წამოიძახა გოგონამ, ვაჟს ლამაზი, მაყვალა თვალე-
ბი გაუსწორა და შეკრთა. - ჰო, - დაუდასტურა პოლმაც, - სულ სევ-
დიანი ხარ.
- სულაც არა! ოდნავადაც არა... - იყვირა გოგონამ.
- შენი სიხარულიც კი სევდის ალმოდებული მგონია ხოლმე, - და-
იჟინა პოლმა, - არათუ მხიარული, კმაყოფილიც კი არ მინახავხარ.
- ჰო, - დაეთანხმა გოგონა, - მართლაც არ გეყოლები ნანახი. ნე-
ტავ, რატომ? - იმიტომ, რომ ფიჭვივით სხვა ხარ შინაგანად, ფიჭვი-
ვით მალე გედება ალი და სხვა შრიალა ხეებს არ ჰგავხარ, ნიავის
ერთ დაბერვაზე რომ იწყებენ ტოტებით ცეკვას... პოლი საკუთარმა
სიტყვებმა დააბნია, სამაგიეროდ, მირიამი ჩააფიქრა ამ ნართაულმა
და ვაჟსაც უცნაური გრძნობა დაეუფლა, თითქოს ახლებურად შეხე-
და სამყაროს და აღქმის უნარიც განუახლდა. მირიამიც უფრო მახ-
ლობელი მოეჩვენა. უჩვეულო მღელვარება იგრძნო. ზოგჯერ სძულ-
და ხოლმე მირიამი. გოგონას ყველაზე უმცროსი ძმა ხუთისა იყო. ამ
სუსტ ბავშვს უცნაურად დიდი, ყავისფერი თვალები და ავადმყოფუ-
რად ფერმკრთალი სახე ჰქონდა - რეინოლდსის „ანგელოზთა გუნ-
დის“ ერთ-ერთი წევრივით, თუმცა კი ელფსაც ჩამოჰგავდა. მირიამი
ხშირად ჩაიცუცქებოდა ხოლმე და ბიჭუნას გულში იხუტებდა. - ჩემი
პაწაწა ჰიუბერტი! - სიყვარულით სავსე ხმით ღიღინებდა გოგონა, -
ჩემი პაწაწა ჰიუბერტი!

226
ბიჭს გულში იკრავდა და მსუბუქად ქანაობდა, სახეზე ამ დროს
სიყვარული ეწერა, ხმაში კი სიტკბო ეღვრებოდა.
- გამიშვი! - ეუბნებოდა ბავშვი, - გამიშვი, მირიამ!
- კარგი, გენაცვალე, ხომ გიყვარვარ? - ისეთი საამური ხმით
ეკითხებოდა, თითქოს ტრანსშია ჩაძირულიო და სიყვარულის ექ-
სტაზით თავბრუდახვეულივით ირწეოდა. - გამიიი! - იმეორებდა ბავ-
შვი და გადატკიცინებულ შუბლს იჭმუხნიდა. - ხომ გიყვარვარ, სიხა-
რულო? - ბუტბუტებდა მირიამი.
- ასე რატომ ეპყრობი? - ამ სცენის მაყურებელ პოლს ერთხელ
მოთმინებამ უღალატა, - არ შეგიძლია, ნორმალურად მოექცე? მი-
რიამმა ძამიკო გაუშვა და უხმოდ წამოდგა. მისი თავშეუკავებლობა,
რომელიც ყოველგვარ ნორმას სცილდებოდა, პოლს ძალიან აღი-
ზიანებდა. გრძნობათა ეს ურცხვი გაშიშვლება კი თავზარს სცემდა.
პოლი ხომ ძალიან თავშეკავებული დედის გაზრდილი იყო. როდე-
საც გრძნობათა მოურიდებელი ფრქვევის ასეთ სცენას წააწყდებო-
და, გულში დედას მადლობდა; მისის მორელი ხომ საღი გონებისა
და მორიდებულობის ნამდვილი ნიმუში გახლდათ. მირიამის შინა-
განი სამყარო მის თვალებში, ტაძარივით ჩაბნელებულ მზერაში,
იკითხებოდა, რომლებიც ზოგჯერ ისე ინთებოდნენ, თითქოს გულში
გრძნობათა ხანძარი გაუჩნდაო. სახეზე კი უცვლელად ფიქრებში ჩა-
ძირულის გამომეტყველება ჰქონდა ასახული. სულ თავისუფლად
შეეძლო, იმ ქალთაგან ერთ-ერთი ყოფილიყო, ქრისტეს ჯვარცმის
შემდეგ მარიამს რომ გაჰყვნენ. ქცევებით ცქვიტი არ ეთქმოდა.
გვერდზე გადახრილს მძიმედ სჩვეოდა სიარული, თავი კი სულ ჩა-
ქინდრული ჰქონდა ჩაფიქრებულს. მთლად ტლანქიც არ იყო, მაგ-
რამ მძიმე ნაბიჯები პეწს ნამდვილად ვერ მატებდა. ხშირად დასცე-
მია თავზარი ჭურჭლის გამშრალებისას, როდესაც ხელში შუაზე გა-
დატეხილი ფინჯანი ან სირჩა შერჩენია. ეს კი საკუთარი თავისადმი
227
უნდობლობის დროს ემართებოდა, როდესაც გაორმაგებული ძა-
ლით ცდილობდა იაფფასიანი ნაკეთობის გამშრალებას. სილაღე და
სულიერი გააზატება აკლდა. ყველაფერში ზომაგადასულობა და ძა-
ლის სიჭარბე ბოჭავდა, რომელსაც ვერსად ეპოვა გასასვლელი. იშ-
ვიათად თუ გაივლიდა სწორად, მეტწილად, აქეთ-იქით იზნიქებოდა.
ზოგჯერ პოლთან ერთად ველ-მინდორზე დარბოდა. ასეთ დროს
ისეთი გზნებით ენთებოდა თვალები, რომ ვაჟს შიშის გრძნობა ეუფ-
ლებოდა ხოლმე. არადა, თავად მირიამი უფრო შეშინებული იყო
პოლის გვერდით. როდესაც ალაგეზე გადადიოდა, პოლს ჩააფრინ-
დებოდა ხოლმე ხელებში, რადგან თავდაჯერებულობას კარგავდა
და გული უსკდებოდა, არ ჩამოვვარდეო. ვაჟმა ვერაფრით დაიყო-
ლია, რომ უმცირესი სიმაღლიდან მაინც ჩამომხტარიყო. მირიამს
სიმაღლის გაგონებაზეც კი თვალები უფართოვდებოდა, წინ ექაჩე-
ბოდა და აქეთ-იქით აცეცებდა. - არა! - ნახევრად სიცილით კიოდა
გულგახეთქილი, - არა-მეთქი! - უნდა სცადო! - უთხრა ერთხელ
პოლმა და ღობიდან უბიძგა. გოგონამ კი ისე შეჰკივლა, ვაიო, თით-
ქოს კლდიდან ვარდებოდა და გონებას კარგავდა, რამაც ვაჟს გუნე-
ბა გაუფუჭა. თუმცა უხიფათოდ დახტა და მას მერე ასეთ მცდელო-
ბებზე პოლს უარს ვეღარ ეუბნებოდა. მირიამი საკუთარი თავით უკ-
მაყოფილო იყო.
- შინ ყოფნა არ მოგწონს? - ჰკითხა გაკვირვებულმა პოლმა.
- ვის მოსწონს? - კითხვა შეუბრუნა მირიამმა, - აბა, შინ ყოფნა რა
ბედენაა, როცა მთელ დღეს ჩემი ვირგლა ძმების დასვრილს ვწმენდ.
სულაც არ მომწონს სახლი. - აბა, რა მოგწონს?
- რაიმეს კეთება მინდა. მინდა, მეც სხვებივით გამოვცადო ბედი.
რაკი გოგონა ვარ, ამის გამო სახლში უნდა ვიყო გამოკეტილი და
არაფრის უფლება არ უნდა მქონდეს? ჯერ ისე რა შანსი მაქვს ამ

228
ცხოვრებაში და შინ თუ დავეყუდები, მერე რაღა მექნება? - რის შანსს
გულისხმობ?
- ყველაფრის ცოდნის... სწავლის, მუშაობის. რაკი ქალად დავი-
ბადე, განა ყველაფერი უნდა აღმეკვეთოს?!
ემჩნეოდა, რომ გულის ტკივილით ლაპარაკობდა. პოლის სახ-
ლში ენი ხომ იმით იყო ბედნიერი, რომ ქალად დაიბადა. მას არც ამ-
დენი რამ ევალებოდა და ცხოვრებაც უფრო მსუბუქად ეჩვენებოდა.
ქალობის გამო არასდროს დაუჩივლია. მაგრამ მირიამს გულით
ეწადა, ნატრობდა კიდეც, ნეტავ, ბიჭად მოვევლინე დამბადებელსო.
არადა, მამაკაცები მართლა სძულდა. - მაგრამ ქალად ყოფნა კაცად
ყოფნაზე უარესი რითია? - ჰკითხა წარბშეკრულმა პოლმა. - რაო?
მართლა მეკითხები? კაცებს ყველაფერი გაქვთ!
- მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ როგორც კაცია კაცობით კმაყო-
ფილი, ქალიც ისევე უნდა იყოს ქალობით კმაყოფილი.
- არა! - გააქნია მირიამმა თავი, - არა! კაცებს ყველაფერზე მიგიწ-
ვდებათ ხელი. - ამისთანა რა არის, რომ შენ არ მიგიწვდება ხელი? -
დაინტერესდა პოლი. - სწავლაზე. რატომ უნდა იყოს ისე, რომ მე
არაფერი ვიცოდე? - მათემატიკასა და ფრანგულს გულისხმობ?
- თუნდაც მათემატიკა იყოს! რატომ არ უნდა ვიცოდე? - წამოიძახა
გაცხარებულმა და თვალები გამომწვევად დაქაჩა. - შენც ზუსტად იმ-
დენივე შეგიძლია, ისწავლო, რამდენიც მე ვიცი, - უთხრა პოლმა, -
თუკი გინდა, მე გასწავლი.
თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა მირიამს. პოლი მასწავ-
ლებლად ვერ წარმოედგინა, ვერც ენდობოდა. - აბა, რას იტყვი? - ჩა-
ეკითხა ვაჟი.
მირიამმა თავი ჩაქინდრა და ნეკა თითის წოვა დაიწყო.
- სიამოვნებით, - მორიდებით წარმოთქვა.
პოლმა დედას მოუყვა ეს საუბარი.
229
- მინდა, ალგებრა ვასწავლო, - უთხრა დედას.
- რა გითხრა, - მიუგო მისის მორელმა, - იმედი მაქვს, ალღოს
აუღებს. ორშაბათ საღამოს, როდესაც ფერმაში მივიდა, უკვე ბინ-
დდებოდა. გოგონა სამზარეულოს გვიდა, პოლის შე სვლისას კი კე-
რიასთან ჩაიმუხლა. მის გარდა შინ არავინ იმყოფებოდა. შემოსულს
შეხედა, თვალები აუელვარდა და ლამაზ სახეზე მუქი თმა ჩამოეყა-
რა. - გამარჯობა! - რბილი და მუსიკალური ხმით მიესალმა სტუმარს,
- მივხვდი, რომ შენ იქნებოდი. - როგორ?
- ნაბიჯების ხმით გიცანი. ასეთი სწრაფი და მტკიცე ნაბიჯი აქ არა-
ვის აქვს. პოლმა ამოიოხრა და დაჯდა.
- აბა, მზად ხარ ალგებრის შესასწავლად? - ჰკითხა და პატარა
წიგნი ამოიღო ჯიბიდან. - კი მაგრამ... პოლი მიხვდა, რომ გოგონა
უკან იხევდა.
- ხომ მითხარი, მინდაო, - ჩააჟინდა.
- მაინცდამაინც ამ საღამოს? - დაბნეულად იკითხა.
- ამ საღამოს საგანგებოდ ამისთვის მოვედი. თუკი სწავლა გინდა,
ხომ უნდა დაიწყო? ნაცარი ცოცხით აქანდაზზე გადაიტანა და პოლს
შეხედა, თან, გაუბედავად გაიცინა. - კი, მაგრამ რაღა ამაღამ? იცი,
არც კი მიფიქრია ამაზე.
- ღმერთო ჩემო! ახვეტე ეგ ნაცარი და წამო.
პოლი უკანა ეზოში გავიდა და ქვის სკამძელზე ჩამოჯდა, სადაც
თავახდილი დიდი სარძევე ბიდვნები გასანიავებლად დაელაგები-
ნათ. ოჯახის კაცები ბოსლებში იყვნენ. როგორც ჩანს, ძროხებს წვე-
ლიდნენ, რადგან რძის წვრილი ნაკადის ვედროებში ჩასხმის ხმა გა-
მოდიოდა. როგორც იქნა, მირიამიც გამოჩნდა - თან დიდრონი, მომ-
წვანო ვაშლები მოჰქონდა. - ასეთები მოგწონს, - უთხრა ვაჟს.
პოლმა ჩაკბიჩა.
- დაჯექი, - მიუთითა მირიამს და ვაშლი ჩაღეჭა.
230
გოგონა ახლომხედველი იყო, ამიტომ მიშტერება სჩვეოდა, რაც
პოლს აღიზიანებდა ხოლმე. სანამ მირიამი სტუმრის მოტანილ
წიგნს იპოვიდა თვალით, ბიჭმა უცებ აიღო გვერდზე დადებული და
გაუწოდა. - აქ, - აუხსნა მან, - ციფრების აღსანიშნავად ასოები წერია.
შეგიძლია, ჩაწერო „ა“ 2-იანის ან 6იანის მაგივრად. მეცადინეობა
დაიწყეს. პოლი უხსნიდა, წიგნში თავჩარგული მირიამი კი უსმენდა.
პოლი სწრაფ-სწრაფად აყრიდა კითხვებს, მირიამი კი ვერაფერზე
პასუხობდა. ბოლოს კატეგორიული ტონით ჰკითხა მასპინძელს: -
გაიგე? - გოგონამ სანახევროდ ღიმილით, სანახევროდ შიშით სავსე
თვალებით შეხედა, - ვერ გაიგე-მეთქი? - ხმას აუწია პოლმა.
ძალიან სწრაფად მიაწოდა დიდი მასალა, მაგრამ გოგონას არა-
ფერი უთქვამს. ისევ ბევრი კითხვა დაუსვა და გაცხარდა. მირიამს
სახეზე დაეტყო, რომ შებრალებას სთხოვდა, რადგან თვალებში კი-
დევ უფრო მეტი შიში და გაოცება ჩასდგომოდა, პირი დაეფჩინა და
დარცხვენილს ბაგე უთრთოდა. ამასობაში ედგარი გამოჩნდა რძით
სავსე ორი სათლით ხელში. - ვინც მოსულა, გაუმარჯოს! - ხალისია-
ნად მიესალმა პოლს, - რას მეცადინეობთ? - ალგებრას, - მიუგო
პოლმა.
- ალგებრას! - მხიარულად გაიმეორა ედგარმა და სიცილით გა-
ნაგრძო გზა. პოლს უცებ გაახსენდა, რომ ვაშლი ედო გვერდით და
ჩაკბიჩა, მერე ბაღჩაში ქათმების ამოკენკილ კომბოსტოებს გახედა
და მოუნდა, ყველა სათითაოდ ამოეღო. ისევ მირიამზე გადაიტანა
მზერა. გოგონა წიგნს ჩასცქეროდა, თითქოს თავით გადაეშვაო,
მაგრამ შიშის გრძნობა არ ტოვებდა, ვაიდა, ვერ გავიგოო. გულის
სიღრმეში კი მხოლოდ ის სურდა, პოლმა მეცადინეობა შეწყვიტო-
სო. ლამაზი ლოყები აუღაჟღაჟდა მირიამს. ბოლოს მაინც გაბედა და
ალგებრის წიგნი დახურა, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობდა, ამით
პოლს აწყენინებდა. ვარაუდი გაუმართლდა, თუმცა პოლს მალევე
231
შეეცვალა განწყობა და უფრო თანაგრძნობაში გადაუვიდა, რადგან
მიხვდა, რომ გოგონას ამ წიგნიდან არაფერი ესმოდა.
მირიამი საგანს რთულად ითვისებდა. ყოველი მეცადინეობის
დაწყების წინ დიდი წვალებით თოკავდა ნერვებს, რომ ყურადღება
საგანზე გადაეტანა, პოლი ამას იოლად ხვდებოდა და ღიზიანდებო-
და. გოგონას საყვედურობდა, არცხვენდა, მერე ისევ ახსნას განაგ-
რძობდა, ისევ ბრაზდებოდა და უხეშ შენიშვნებზე გადადიოდა. მი-
რიამი ხმაამოუღებლად ისმენდა საყვედურებს. ახალგაზრდა მას-
წავლებლისგან ძალიან რომ მოსწყინდა შენიშვნები და საყვედურე-
ბი, თავის დაცვაზე გადავიდა. - საკმარისი დრო არ მოგიცია ამის და-
სასწავლად, - მიახალა პოლს და თვალები დაუბრიალა. - კარგი, -
თქვა ვაჟმა, წიგნი მაგიდაზე დააგდო და სიგარეტს მოუკიდა. მერე
ისევ დაუბრუნდა თავის გულნატკენ მოსწავლეს და თავი დამნაშავე-
დაც იგრძნო. პოლს ერთი თვისება გამოუვლინდა: ან ბრაზობდა, ან
დაყვავების ხერხს მიმართავდა. - რა სულის კანკალი გეწყება, რა
გჭირს? - უყვირა ერთხელ, - მაგ შენი კურთხეული სულით ხომ არ
სწავლობ ალგებრას? იქნებ გონება დაატანო საგანს და სულზე არ
იფიქრო! ხშირად, როდესაც სახელმძღვანელოთი ხელში სამზარეუ-
ლოში შევიდოდა, მისის ლივერსი საყვედურნარევი ხმით მიმართავ-
და ხოლმე სტუმარს:
- პოლ, ასე მკაცრადაც ნუ ექცევი მირიამს. შეიძლება, სწრაფად
ვერ აითვისოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ცდას არ აკლებს. - თავს
ვერ ვიკავებ, - დანანებით პასუხობდა პოლი, - ვფეთქდები. - ხომ არ
მიბრაზდები ამის გამო, მირიამ? - ეკითხებოდა გაკვეთილის ბოლოს
გოგონას. - არა, - არწმუნებდა დამტკბარი ხმით მირიამიც, - არც მი-
ფიქრია გაბრაზება. - ნუ გამიბრაზდები; ასეთი ხასიათი მაქვს.
მაგრამ თავისდა უნებურად თავში სისხლი უვარდებოდა, როდე-
საც გოგონას ამეცადინებდა. ისიც ეუცნაურებოდა, რომ სხვებთან
232
ურთიერთობაში მსგავსი რამ არასდროს ემართებოდა. მაინცდამა-
ინც მირიამთან ცხარობდა. ერთხელ ფანქარიც კი გაუქანა სახეში.
სიჩუმე ჩამოვარდა. მირიამმა თავი მიატრიალა.
- მე არ... - დაიწყო პოლმა, მაგრამ აღარ განაგრძო. ძვლებში ტკი-
ვილი იგრძნო. მირიამს არც საყვედური უთქვამს მისთვის ოდესმე
და არც წყენა გამოუხატავს. პოლს კი სირცხვილის ალი არცთუ იშ-
ვიათად მოსდებია. მაგრამ მაინც საშინელი ბრაზი ერეოდა, როდე-
საც მირიამის სახის გამომეტყველებას ხედავდა, გამომეტყველებას,
რომელიც ამცნობდა, რომ გოგონას ვერც ახსნილი გაეგო და ვერც
უახლოეს მომავალში გაიგებდა. ასეთ დროს ისევ ეძალებოდა სურ-
ვილი, გავუქანო ახლა ეს ფანქარი და იმ შტერ სახეში ვთხლიშოო,
მაგრამ როგორც კი მის ათრთოლებულ ხელსა და საწყალობლად
დაფჩენილ პირს დაინახავდა, ისევ გული უბრუნდებოდა და ეცოდე-
ბოდა. ხშირად თავსაც არიდებდა და ედგარს მიჰყვებოდა ხოლმე.
მირიამი და ედგარი რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანე-
თისგან და ერთიმეორის სრულ ანტიპოდებს წარმოადგენდნენ. ედ-
გარს რაციონალურად აზროვნება ახასიათებდა და ცხოვრებას მეც-
ნიერის ცნობისმოყვარეობით უკვირდებოდა. მირიამს კი გული
სტკიოდა, როდესაც ხედავდა, რომ პოლი ედგარს უფრო მეტ დროს
უთმობდა, რომელიც, მისი ღრმა რწმენით, ბევრად უფრო დაბალ სა-
ფეხურზე იდგა. მაგრამ პოლი ედგართან თავს ძალიან ბედნიერად
გრძნობდა. ბიჭები ხან საათობით დასეირნობდნენ მინდორ-მინ-
დორ, ხან, თუკი წვიმიანი ამინდი იყო, ფარდულში დურგლობით იქ-
ცევდნენ თავს. გაუთავებლად ლაპარაკობდნენ. პოლმა ედგარს ის
სიმღერები ასწავლა, რომლებიც ენისგან მოესმინა ფორტეპიანოს
თანხლებით. ზოგჯერ მამაკაცები - საუბარში მისტერ ლივერსიც
ერეოდა ხოლმე - სხდებოდნენ და მწვავედ კამათობდნენ მიწების ნა-
ციონალიზაციასა და მსგავსი ტიპის პრობლემებზე. პოლს ამ საკით-
233
ხზე დედამისის აზრი უკვე მოსმენილი ჰქონდა და თუკი იზიარებდა,
თავგამოდებით იცავდა კიდეც. ამგვარ დისკუსიებს ხანდახან მირია-
მიც ესწრებოდა და შიგადაშიგ სიტყვასაც ჩააკვეხებდა ხოლმე, თუმ-
ცა მეტწილად იმის მოლოდინში იყო, როდის მორჩებიან კამათს და
როდის შევძლებ პოლის დამარტოხელებას, რომ პირადად ველაპა-
რაკოო. - ბოლოს და ბოლოს, - იტყოდა ხოლმე თავისთვის, - მიწე-
ბის ნაციონალიზაცია რომ მოხდეს, ამით არც მე, არც პოლი და არც
ედგარი მისხლითაც არ შევიცვლებით, - და მანამდე დუმდა, სანამ
მამაკაცები სხვა თემაზე არ გადაიტანდნენ საუბარს. პოლი ხატვაში
ივარჯიშებდა ხელს. საღამოობით დედასთან ერთად შინ ჯდომა და
ფუნჯის ტილოზე გასმა უყვარდა. მისის მორელი კი კერავდა ან კით-
ხულობდა. ზოგჯერ სახატავს ცოტა ხნით წყვეტდა მზერას და დედას
გახედავდა ხოლმე, მისი სიცოცხლითა და სითბოთი სავსე სახით
ტკბებოდა, მოგვიანებით ისევ თავის საქმეს უბრუნდებოდა. - როდე-
საც ამ სარწეველა სავარძელში ზიხარ, ყველაზე კარგად მაშინ ვმუ-
შაობ, დედა, - უთხრა ერთხელ პოლმა. - დარწმუნებული ვარ! - თქვა
ქალმა, სკეპტიკურად მოწკურა თვალები და ხმაურით ჩაისუნთქა.
მაგრამ გულის სიღრმეში სითბო ჩაეღვარა, რადგან იგრძნო, რომ
სიმართლეს ისმენდა. საათობით იჯდა ხოლმე ხელსაქმით ან წიგ-
ნით ხელში და გონების უმცირესი ნაწილით მაინც იქვე მომუშავე
შვილზე ფიქრობდა. პოლსაც სულიერი ძალა ემატებოდა, როცა დე-
და გვერდით ეგულებოდა. ერთმანეთის შემყურენი სრულიად გაუც-
ნობიერებლად იყვნენ ბედნიერები. ასეთ საღამოებს, როდესაც ნამ-
დვილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ერთმანეთით ტკბებოდნენ,
საერთოდ არ უფრთხილდებოდნენ. პოლი მხოლოდ მაშინ ხვდებო-
და ნამუშევრის ფასს, როცა ვინმე სტიმულს მისცემდა. როგორც კი
ჩანახატს დაასრულებდა, მაშინვე მირიამთან უნდა მიერბენინებინა.
მასთან სრულიად გაუცნობიერებლად ივსებოდა სტიმულით. მირი-
234
ამთან ყოფნისას უფრო გამჭრიახი ხდებოდა და უფრო სიღრმისეუ-
ლად უყურებდა საგნებს. დედამისისგან ცხოვრებისეულ სითბოსა
და ქმნადობის უნარს იძენდა, მირიამი კი ამ სითბოს უათკეცებდა და
სინათლით უვსებდა გონებას. ფაბრიკაში დაბრუნებულს გაუმჯობე-
სებული სამუშაო პირობები დახვდა. ოთხშაბათობით სახელოვნებო
სკოლაში უშვებდნენ - მის ჯორდანის წყალობით - საიდანაც საღა-
მოსღა ბრუნდებოდა. ხუთშაბათ და პარასკევ საღამოს კი რვის ნაც-
ვლად ფაბრიკა უკვე ექვსზე იკეტებოდა. ზაფხულის ერთ საღამოს მი-
რიამთან ერთად ბიბლიოთეკიდან ბრუნდებოდა მინდვრით და ჰე-
როდის ფერმას ჩაუარეს. უილეის ფერმამდე ხუთიოდე კილომეტრი
ჰქონდათ გასავლელი. გათიბულ ბალახზე ყვითელი დაფიონი იდგა
და მჟაუნა ალისფრად ღვიოდა. ბორცვს რომ აუყვნენ, დასავლეთის
ცაზე ოქროსფერმა შეცვალა, რომელმაც, თავის მხრივ, მეწამულს
დაუთმო ადგილი და დაფიონსაც ცივი ცისფერი შეეპარა ნელ-ნელა.
ოლფრეტონისკენ მიმავალ შარაზე გავიდნენ, რომელიც ბინდჩამო-
წოლილ მინდვრებს თეთრ კვალად გასდევდა. პოლი შეყოყმანდა.
თავის სახლამდე სამ კილომეტრზე მეტი რჩებოდა, მირიამის სახ-
ლამდე კი კიდევ კილომეტრ-ნახევარი იყო გასავლელი. ორივემ
ჩრდილო-დასავლეთის ცის ჩრდილქვეშ მიკარგულ გზას გახედა.
ბორცვის თხემზე სელბის უბრალო სახლებისა და მაღაროს ხიმინ-
ჯსასობი ურნალების36 წვერები შავ სილუეტებად მოჩანდა ცის ფონ-
ზე. საათს დახედა.
- ცხრა საათია! - თქვა პოლმა.
ორივენი შეჩერდნენ - წიგნებჩაბღუჯულებს გაშორება არ ეწა-
დათ. - ასეთ დროს ტყე ძალიან საყვარელია, - შენიშნა მირიამმა, -

36
ურნალი - ბოძების მიწაში ჩასარჭობი მანქანა, რომელიც წარმოადგენს მაღალ
ჩარჩოს მოძრავი უროთი.
235
ნეტა გენახა. პოლიც თეთრ ჭიშკრამდე ნელი ნაბიჯით გაჰყვა თანამ-
გზავრს.
- ბუზღუნს დაიწყებენ, თუ დავიგვიანებ, - თქვა ვაჟმა.
- კი მაგრამ, ცუდს ხომ არაფერს აკეთებ, - მოუთმენლად შეეპასუ-
ხა მირიამი. მწუხრში ბოცვრების გადაწიწკნილ საძოვარს გაუყვნენ.
ტყიდან სიგრილე, ფოთლებისა და ცხრატყავას სურნელი გამოდიო-
და და გარემოს ბინდი ეფინებოდა. უბრად მიაბიჯებდნენ. უსიერ ტყე-
ში მშვიდი ღამე დგებოდა. პოლმა მომლოდინე მზერა შეავლო
ტევრს. მირიამს მისთვის თავისი აღმოჩენილი ასკილის ბუჩქის ჩვე-
ნება სურდა. იცოდა, ლამაზი ბუჩქი იყო, მაგრამ სანამ პოლი არ ნა-
ხავდა, მანამდე მის სულში ვერ აღწევდა ყვავილის სილამაზე. რო-
დესაც პოლი ეტყოდა, მომეწონაო, მხოლოდ მაშინ დაიდებდა ეს
ბუჩქი გოგონას გულში ბინას და სამუდამოდ აღებეჭდებოდა მისი სი-
ლამაზე მეხსიერებაში. მანამდე კი შინაგანად რაღაც აკლდა. ბი-
ლიკზე ცვარი იდო. ბებერ მუხნარში ნისლი წვებოდა. პოლმა გა-
იფიქრა, ან სქელი ბურუსი მოჩანს ასე თეთრად, ან ლიხნისებს გა-
დაუთეთრებიათ ბილიკებიო. სანამ ფიჭვებამდე მიაღწევდნენ, მი-
რიამი დაიძაბა და მოსვენება დაკარგა, ვაითუ ბუჩქი ადგილზე აღარ
დამხვდესო. ან იქნებ ვეღარ მივაგნოო. არადა, გულით ეწადა. ვნე-
ბამოძალებულს სურდა, როდესაც პოლი ბუჩქს შეხედავდა, თვითო-
ნაც მის გვერდით ყოფილიყო. ეწადა, რომ ერთად ზიარებოდნენ ამ
თრთოლის მომგვრელ სილამაზეს, რომელიც იმ წუთებში მირიამის-
თვის სიწმინდის ტოლფასი იყო. პოლი ხმის ამოუღებლად მიჰყვებო-
და გვერდით. ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. გოგონა ცახცა-
ხებდა, რასაც ვაჟი გრძნობდა და გულის სიღრმეში ბრაზობდა ამის
გამო.

236
ტყის პირს რომ მიუახლოვდნენ, ცას სადაფისფერი გადაჰკვრო-
და, მიწას კი სიბნელე ეპარებოდა. შორიდან ქოთანას მათრობელა
სურნელი წამოვიდა. - ახლა საით? - უხალისოდ იკითხა ბიჭმა.
- შუა ბილიკს დავუყვეთ, - მორიდებულად უპასუხა მირიამმა.
როდესაც ბილიკის მოსახვევთან მივიდნენ, გოგონა შედგა. ფიჭ-
ვებს შორის შეშინებულმა გაიხედა და რამდენიმე წამს ვერაფერი
გაარჩია. ნაცრისფერ ბურუსს თითქოს ფერები წაერთმია მცენარეე-
ბისთვის. მერე, სრულიად მოულოდნელად, თავის ბუჩქს მოჰკრა
თვალი. - აი! - წამოიძახა და გახალისებული წავიდა ასკილისკენ.
ტყეში სიო არ იძროდა. მაღალი ბუჩქიც უძრავად იდგა. ბარდები37
კუნელისთვის გადაეხვია; გრძელი, სქელი ყლორტები კი ბალახამ-
დე დაეშვა და ქათქათა ყვავილებით ირგვლივ გამეფებულ სიბნე-
ლეს აპობდა. სპილოს ძვლისფერი კოკრები და ვარსკვლავებად
გაშლილი ყვავილები ფოთლების ბნელ ხალიჩასა და ბალახში ცი-
აგებდნენ. პოლი და მირიამი უხმოდ მიაჩერდნენ ამ სანახაობას. ყო-
ველ წამს ისეთი განცდა ეუფლებოდათ, რომ სიბნელიდან ახალ-ახა-
ლი ვარდის კოკრები ჩნდებოდნენ და სულში აღმაფრენის ალს უღ-
ვივებდნენ. ირგვლივ ჩამოწოლილი ნისლი ჯანღში გადავიდა, თუმ-
ცა ვარდების ელვარებას ვერაფერი დააკლო. პოლმა მირიამს თვა-
ლებში ჩახედა. გოგონას ფერი დაჰკარგოდა და მოლოდინად ქცე-
ულიყო; პირი ოდნავ და ეფჩინა და დიდრონი, მუქი ფერის თვალე-
ბით ვაჟს უყურებდა. პოლის მზერამ მის სულამდე მიაღწია და აუთ-
რთოლა. ეს ის ერთობლივი განცდა იყო, ასე რომ ესწრაფოდა გო-
გონა. ვაჟი ისე შებრუნდა, თითქოს რაღაც ეტკინა და სახეს მალავ-
სო. ისევ ბუჩქს მიაჩერდა. - ფრთაფარფატა პეპლებს ჰგვანან, - შე-
ნიშნა მან.

37
ბარდი - ბუჩქების გადახლართული ღეროები.
237
მირიამიც დააცქერდა ვარდის ფურცლებს. სპეტაკი თეთრი ფურ-
ცლები ალაგ-ალაგ კოკრებს შემოხვეოდა, ზოგან კი უკვე გაფურ-
ჩქნილიყო. ბუჩქის კონტურები ბინდში მიიმალა. მირიამმა ბუჩქის-
კენ წადგა რამდენიმე ნაბიჯი და ისეთი რუდუნებით შეავლო ყვავი-
ლედს ხელი, თითქოს წმინდა საკურთხეველთან შეხების ბედნიერე-
ბა აქვსო. - წავიდეთ, - თქვა პოლმა.
სპილოს ძვლის ფერი ვარდები სპეტაკ, გრილ სურნელს აფრქვევ-
და. ვაჟს სიბრაზე მოერია, რადგან თავი დატყვევებულად იგრძნო.
ისევ უბრად გაუდგნენ გზას. - კვირამდე, - გამოეთხოვა პოლი. გო-
გონა კი შინისაკენ მიმავალ გზას მშვიდად გაუყვა; სულიერად კმა-
ყოფილი იყო ამ წმინდა ღამით მიღებული სიამის გამო. პოლი ბი-
ლიკს დაუყვა. როგორც კი ტყიდან გავიდა და თავი ღია სივრცეში
დაიგულა, ადგილიდან მოკურცხლა და სულმოუთქმელად გაიქცა.
აღგზნებული იყო.
ყოველთვის, როდესაც მირიამთან ერთად გვიანობამდე შემორ-
ჩებოდა ხოლმე, დედამისი ღელავდა და უბრაზდებოდა. თუმცა რაზე,
პოლი ვერ ხვდებოდა. როდესაც სახლში შევიდა და ქუდი მოიხადა,
დედამ საათს გახედა. ქალი იჯდა და ფიქრობდა, რადგან კითხვისას
მალე დაეღალა თვალები. გრძნობდა, რომ პოლი ამ გოგონათი იყო
გატაცებული. მირიამი კი გულზე არ ეხატებოდა. „ეგ გოგო ისეთია,
კაცს სულს ამოართმევს, სხვას თუ ვერაფერს გამორჩა“ , - ფიქრობ-
და გულში, „- ჩემი ყეყეჩი კი ვერ შეეწინააღმდეგება“ . დედას არაფ-
რით არ სურდა, რომ შვილისთვის დავაჟკაცების საშუალება მიეცა.
როდესაც მირიამთან დაიგულებდა, შავი ნაღველი არ აძლევდა
ხოლმე მოსვენებას.
ისევ საათს შეხედა და დაღლილი, ცივი ხმით უთხრა:
- დღეს ნამეტანი გაგიგრძელდა. პოლს გოგონასთან გატარებუ-
ლი საღამოს შედეგად გამთბარი სული გაეყინა.
238
- ალბათ, მის სახლში შევლასაც მოასწრებდი, - განაგრძო დედა-
მისმა. ბიჭს არაფერი უპასუხებია. მისის მორელმა შეხედა და დაინა-
ხა, რომ სიჩქარეში შუბლზე თმა ოფლით დასველებოდა, მის სიტ-
ყვებზე კი მოიღუშა და წარბი შეკრა. - ალბათ, როგორი მომაჯადოე-
ბელია, კუდში რომ დასდევ და ასე გვიანაც კი არ გეზარება თოთხმე-
ტი კილომეტრი წინ და უკან სიარული.
პოლს გული ეტკინა, რადგან მირიამთან გატარებული საღამოს
ხიბლი ჯერ არ განელებოდა და უკვე საყვედურებს ისმენდა. გადაწ-
ყვიტა, ხმა არ ამოეღო, მაგრამ ვერც გულს გაიქვავებდა, რომ დედა-
მისი მთლად უპასუხოდ დაეტოვებინა. - მიყვარს მასთან საუბარი, -
გაღიზიანებულმა უპასუხა.
- სხვა მოსაუბრე არ გყავს?
- ედგართან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასე ხომ არ მეტყოდი.
- მშვენივრად იცი, რომ გეტყოდი. ვისთან ერთადაც უნდა დაიარე-
ბოდე, ასე გვიან ნოტინგემში ჩასვლას არასოდეს მოგიწონებ. ამას
გარდა... - უეცრად ხმაში დაუფარავი სიბრაზე გაერია, - გულის ამ-
რევია... მაგ გოგო-ბიჭებს რომ აწონებ თავს!
- არავის ვაწონებ თავს! - იყვირა პოლმა.
- აბა, ამას სხვა რა ვუწოდო.
- არაფერიც არ უნდა უწოდო! გგონია, ვინმეს ვეარშიყები? უბრა-
ლოდ, ვსაუბრობთ. - ასეთ დროს და ასეთ მანძილზე? - სარკასტუ-
ლად მოუჭრა დედამ. პოლი გაბრაზებით შეუდგა ფეხსაცმლის თას-
მების გახსნას.
- ასე რამ გადაგრია, - ჰკითხა დედას, - იმან, რომ გულზე არ გეხა-
ტება? - არ მითქვამს, გულზე არ მეხატება-მეთქი. უბრალოდ, გარ-
ყვნილი ბავშვები არ მიყვარს. - ჩვენი ენი რომ ჯიმ ინგერს ხვდება,
მაგ დროს გარყვნილებაზე არ ფიქრობ, ხომ? - ეგენი თქვენზე ჭკვი-
ანები არიან.
239
- ვითომ რატომ?
- ჩვენი ენი ზოგ-ზოგივით არ გეგონოს შენ!
ამ სიტყვების მნიშვნელობა პოლმა ვერ გაიგო. მაგრამ დედამისი
დაღლილი ჩანდა და არ გამოჰკიდებია. უილიამის გარდაცვალების
შემდეგ მისის მორელი ჯერ კიდევ არ იყო ფეხზე დამდგარი, თან,
თვალები ღალატობდა ბოლო ხანს.
- კარგი, - თქვა ბიჭმა, - იცი, რა ლამაზი ბუნება იყო? მისტერ
სლითმა მოგიკითხა. მომენატრაო. ცოტა უკეთ არ ხარ? - კარგა ხნის
დაწოლილი უნდა ვიყო, - თქვა ქალმა.
- ასე რატომ ამბობ, დედა? თერთმეტის თხუთმეტ წუთამდე ხომ
მაინც არ წვები ხოლმე? - მშვენივრადაც ვწვები ხოლმე!
- ოჰ, ჩემო პატარა ქალო, ახლა რაც უნდა ვთქვა, არაფერი მოგე-
წონება, რადგან გულმოსული ხარ.
კარგად ნაცნობ და საყვარელ შუბლზე აკოცა. წარბებს შორის გა-
ჩენილი ასევე კარგად ნაცნობი ნაოჭი, შეჭაღარავებული, ფაფუკი
თმა და ლამაზი საფეთქლები შეუთვალიერა. მხარზე ჩამოადო ხე-
ლი, მოეფერა და დასაძინებლად წავიდა. მირიამი სულ ამოუვარდა
გულიდან. მხოლოდ დედამისის უკან გადაწეული თმა და ნათელი
შუბლი ედგა თვალებში. და მისი მოუნელებელი ტკივილი. შემდეგ,
როდესაც მირიამს შეხვდა, სთხოვა:
- აღარ დამაგვიანო ამაღამ, კარგი? არ მინდა, ათს გადასცდეს,
თორემ დედაჩემი სულელს ემსგავსება. მირიამმა თავი ჩაქინდრა და
ფიქრს მიეცა.
- რატომ ემსგავსება სულელს? - ჰკითხა ბოლოს.
- იმიტომ, რომ მეუბნება, რაკი დილით ადრე ხარ ასადგომი, ასე
გვიან არ უნდა ბრუნდებოდეო. - ძალიან კარგი! - მშვიდად, თუმცა
გაკენწვლით წარმოთქვა მირიამმა. პოლი ამან გააღიზიანა. თუმცა
მაინც დაიგვიანა.
240
ამის შემდეგ წყვილს შორის სიყვარულმა დაიწყო გაფურჩქვნა,
მიუხედავად იმისა, რომ ამას არც ერთი არ ამბობდა ხმამაღლა. პო-
ლი ფიქრობდა, ამგვარი სენტიმენტალობებისთვის საკმაოდ გონიე-
რი ვარო, მირიამს კი თავი ამ ყოველივეზე ამღლებული ეჩვენებო-
და. ორივემ გვიან შეაბიჯა მოწიფულობაში - მათი ფსიქიკური ზრდა
ბევრად ჩამორჩებოდა ფიზიკურს. მირიამი დედას დაემსგავსა ემო-
ციურობაში. მცირედი უხეშობაც კი სერიოზულ წყენას აყენებდა.
მართალია, უხეში ძმები ჰყავდა, მაგრამ მის წინ არ უზრდელობ-
დნენ. ფერმის საქმეებზეც კი მხოლოდ გარეთ ლაპარაკობდნენ მა-
მაკაცები. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ფერმაში მაინც სულ
შინაური ცხოველების შეჯვარებასა და დამაკებაზე მიდიოდა საუბა-
რი, რამაც ის გამოიწვია, რომ ზემგრძნობიარე მირიამს მსგავსი ტი-
პის ურთიერთობის გაფიქრებაზეც კი ზიზღის გრძნობა ეუფლებოდა.
ეს დამოკიდებულება პოლსაც გადაედო და მათი ურთიერთობაც
პლატონურად გაგრძელდა - ყოველგვარ ფიზიკურ კავშირზე ქვენა
აზრების გარეშე. ამიტომაც თავში აზრად არავის მოსვლია, გოგონა
არ შეცდესო - ან მისივე ძმების სიტყვებით რომ ვთქვათ, ფაშატი
უცებ არ დამაკდესო.
ცხრამეტი წლის პოლი კვირაში ოც შილინგს გამოიმუშავებდა,
მაგრამ ბედნიერი იყო. ხატვის საქმეც კარგად მისდიოდა და არც
სხვა მხრივ უჩიოდა რამეს. დიდ პარასკევს ჰელმოქ-სტოუნში გასე-
ირნება მოაწყო. თავისი კბილა სამი ბიჭი, ენი, ართური, მირიამი და
ჯეფრიც აიყოლია. ართური ნოტინგემში ელექტრიკოსთან შეგირ-
დად იყო მიბარებული, თუმცა დასვენების დღეებს სახლში ატარებ-
და. მორელი, ჩვეულებისამებრ, უთენია ადგა და სტვენა-სტვენით
ეზოში გავიდა, შეშას მაინც დავხერხავო. შვიდ საათზე მეფუნთუშე
გოგონასთან მისი საუბარი მოესმათ - სიამოვნებით ესაუბრებოდა
ქალიშვილს და „საყვარელოს“ ეძახდა; მისგან სამპენად ღირებული
241
ჯვრის ფორმის ფუნთუშები შეიძინა. მერე ეზოს კიდევ რამდენიმე ბი-
ჭი მიადგა, ისინიც მეფუნთუშეები იყვნენ, თუმცა მორელმა ყველანი
დაცინვით გაისტუმრა, კაბიანმა დაგასწროთო, უთხრა. ცოტა ხანში
მისის მორელიც ადგა და ოჯახი ქვედა სართულზე ჩავიდა. როგორი
ფუფუნება იყო მათთვის, რომ პარასკევს ლოგინში წოლილიყვნენ
თავიანთ გემოზე; პოლმა და ართურმა საუზმემდე კითხვით შეიქცი-
ეს თავი, სუფრას კი პირდაუბანლად, მოკლესახელოებიანი მაისუ-
რებით მიუსხდნენ. ეს კიდევ ერთი სადღესასწაულო ფუფუნება გახ-
ლდათ. ოთახში თბილოდა. რაკი არავინ არ იწუხებდა მოვალეობაზე
ფიქრით თავს, არც ფორიაქი შეინიშნებოდა. სახლში სისავსის შეგ-
რძნება სუფევდა. სანამ ბიჭები კითხულობდნენ, მისის მორელი ბაღ-
ში გავიდა. უკვე ახალ სახლში იყვნენ გადასულები, რადგან ძველი,
სქარჯილ-სთრითზე, უილიამის გარდაცვალების შემდეგ მალევე და-
ცალეს. უცებ ეზოდან აღელვებული ხმა გაისმა: - პოლ! მოდი ჩქარა,
ნახე!
მისის მორელის ხმა იყო. ბიჭმა წიგნი დადო და გავიდა. ბაღი
გრძელი იყო და მინდორს უერთდებოდა. რუხი და ჭირვეული ამინ-
დი იდგა, რომელსაც დერბიშირიდან დაბერილი სუსხიანი ქარი კი-
დევ უფრო აფუჭებდა. ორიოდე მინდვრის იქით ბესტვუდი იწყებოდა
თავისი წითელი აგურით ნაგები სახლების უწესრიგო სახურავებითა
და მათ თავზე წამომართული კონგრეგაციონალისტთა მაღალი სამ-
რეკლოთი. ბესტვუდის უკან კი ტყიანი გორაკები ჩანდა, რომლებიც
ჰორიზონტზე პენინის ნაცრისფერ მთაგრეხილს უერთდებოდა.
პოლმა ეზოში დედას გახედა. ქალის სახე ხუნწის ქორფა ბუჩქებს
შორის გამოჩნდა. - აქ მოდი! - გამოსძახა დედამ.
- რისთვის?
- მოდი და ნახავ.

242
მისის მორელი ხუნწის კვირტებს დასცქეროდა. პოლი დედისკენ
წავიდა. - მგონი, - დაიწყო ქალმა, - შეიძლებოდა, ვერც შემემჩნია!
პოლი უფრო ახლოს მივიდა და დედის გვერდით დადგა. ღობის
ძირში, ბალახში არეული ფოთლები მოჩანდა, რომლებსაც ქორფა
ბოლქვებიდან ამოეყოთ თავი და სამი ცისთვალა გაშლილიყო. მი-
სის მორელმა ამ ლურჯი ყვავილებისკენ გაიშვირა ხელი: - აბა, ამათ
შეხედე, დედა! - ხალისიანი ხმა ჰქონდა, - ხუნწის ბუჩქებს ვაკვირდე-
ბოდი და უცებ ამ სილურჯემ მომტაცა თვალი. ჯერ ვიფიქრე, შაქრის
ტომარა ხომ არ არის-მეთქი. შაქრის ტომარა! სამი ლურჯთვალა სა-
ოცრება! მხოლოდ ის ვერ გამიგია, აქ როგორ მოხვდნენ? - რა ვიცი,
დედა, - უთხრა პოლმა.
- საოცრება კია! მეგონა, ამ ბაღში ყველა სარეველა და ღერო ვი-
ცი-მეთქი. ისე, რა კარგი თავშესაფარი მოუნახავთ, არა? ხედავ, ის
ხურტკმელის ბუჩქი როგორ იცავს? ოდნავადაც არ არიან დაზიანე-
ბულნი!
პოლი ჩაიცუცქა და პატარა, ლურჯი ყვავილების ზანზალაკები
ამოატრიალა. - დიდებული ფერი აქვთ! - თქვა ბიჭმა.
- მართლაც! - წამოიძახა მისის მორელმა, - მგონი, შვეიცარიიდან
მოაღწევდნენ ჩვენამდეც. ხომ ამბობენ, მაგ ქვეყანაში საოცარი რა-
მეები აქვთო. ხომ წარმოგიდგენია, თოვლში რა სანახავები იქნები-
ან! მაგრამ საიდან უნდა გაჩენილიყვნენ? ნუთუ ქარმა მოიტანა?
პოლს გაახსენდა, რომ ამ ადგილას პატარა ბოლქვები ჰქონდა ჩა-
თესილი. - აქამდე რატომ არ მითხარი? - ჰკითხა დედამ.
- რა ვიცი, ვიფიქრე, ჯერ აყვავდნენ-მეთქი.
- აჰა, ხომ ხედავ, აყვავებულან! მე კი რომ არ დავკვირვებოდი,
გამომრჩებოდა. ასეთი ტყისურას მსგავსი ცისთვალა არასდროს
მდგმია ბაღში. მისის მორელი აღტაცებისგან ეიფორიაში იყო. ეზო
მისთვის უსასრულო ბედნიერებას წარმოადგენდა. პოლს ახალ სახ-
243
ლში ის მაინც მოსწონდა, რომ გრძელი ეზო ჰქონდათ, რომელიც
მინდვრამდე აღწევდა. ყოველ დილით, ნასაუზმევს, დიასახლისი
სახლიდან გადიოდა და ეზოში დასეირნობდა. მართალიც იყო, რომ
თქვა, ყველა სარეველასა და ღეროს ვიცნობო. ყველანი მზად იყ-
ვნენ სასეირნოდ წასასვლელად. საკვები შეფუთეს და ბედნიერი და
ხალისიანი განწყობით დაადგნენ გზას. წყლის მიმწოდებელ ღარზე
გადავიდნენ და ერთ მხარეს შიგ ქაღალდი ჩააგდეს, რომელიც მე-
ორე მხარეს სწრაფად გაიტანა დინებამ. ელინგთან პატარა ბოგირზე
შედგნენ და ფოლადის ცივ ელვარებას თვალი შეავლეს. - უნდა გა-
ნახათ, აქ შვიდის ნახევარზე „მფრინავი შოტლანდიელი“ რომ ჩამო-
იქროლებს ხოლმე! - თქვა ლეონარდმა, მეისრის ვაჟმა, - ისეთი ბზუ-
ილი იცის! - და ყველამ ჯერ ლონდონისკენ, შემდეგ შოტლანდიის მი-
მართულებით გაყვანილ ლიანდაგებს გახედა - ეს ადგილები უბრა-
ლო ხალხს ნამდვილ სავანედ ესახებოდა. ილკესტონში მაღაროე-
ლები ლუდხანებთან იდგნენ და იცდიდნენ, როდის გაიხსნებოდა მა-
თი სანუკვარი დაწესებულებები. ამ დაბაში სიზანტესა და მცონარე-
ბას უცხო ხილი არ ეთქმოდა. სთენთონ-გეითის სამსხმელო საამ-
ქროს თავზე ალი გიზგიზებდა. აქაურობა მშვენიერ სალაპარაკო თე-
მად ექცათ. დერბიშირიდან ტრაუელში ჩავიდნენ და ისევ ნოტინგემ-
შირში დაბრუნდნენ. სადილობის დროს კი ჰელმოქ-სტოუნში ჩავიდ-
ნენ, რომლის მინდორიც ნოტინგემიდან და ილკესტონიდან ჩასუ-
ლებით იყო სავსე.
ძველ და დიდებულ ძეგლს მოელოდნენ, მაგრამ ერთი პატარა,
დაკოჟრილ-დაღრეცილი კლდის ნატეხი დაუხვდათ მინდვრის ნა-
პირზე, რომელიც დამპალ სოკოს წააგავდა რაღაცით. ლეონარდმა
და დიკმა მაშინვე თავიანთი ინიციალების ამოკვეთა დაიწყეს: „ლ.
უ“ . და „რ. პ “ . ამოკაწრეს წითელ ქვიშაქვაზე, თუმცა პოლმა ცდუნე-
ბას სძლია და თავი შეიკავა, რადგან გაზეთებში წაკითხული ჰქონდა
244
დამცინავი შენიშვნები მათ მიმართ, ვინც საკუთარი ვინაობის უკ-
ვდავსაყოფად სხვა საშუალება ვერ გამონახა. მერე ბიჭები კლდის
ქიმზე აცოცდნენ და არემარეს გადმოხედეს. მინდორზე ყველგან
ფაბრიკის გოგო-ბიჭები მიმოფანტულიყვნენ - ვინ სადილობდა, ვინ
თამაშებით იქცევდა თავს. უკანა მხარეს ერთი ძველისძველი მამუ-
ლი მოჩანდა, რომელსაც ურთხლის ღობე გასდევდა, გაზონების ნა-
პირებზე კი ბლომად ზაფრანა ხარობდა. - გახედე, - უთხრა პოლმა
მირიამს, - რა მშვიდი ბაღია!
მირიამმა მუქი ფერის ურთხმელებსა და ოქროსფერ ზაფრანებს
გახედა და მადლიერი მზერა მიაპყრო პოლს. ახლა ისე ჩანდა, თით-
ქოს ვაჟი თავისი აღარ იყო ამდენ ხალხში, თითქოს სხვა გამხდარი-
ყო - არა მისი პოლი, რომელიც გოგონას უმცირეს სულიერ თრთო-
ლასაც კი ხვდებოდა, არამედ ვიღაც უცხო, რომელიც სრულიად გა-
უგებარ ენაზე ლაპარაკობდა. ამან გული ატკინა და გრძნობები ჩა-
უკლა. მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდა, როდესაც პოლი დაუბრუნდა
- ის კი მაშინ დაუბრუნდა, როდესაც, მირიამის აზრით, თავისი საკუ-
თარი მეს უცხო, მაგრამ მცირე ნაწილი დატოვა. სთხოვა, ბაღს გახე-
დეო, რაც ურთიერთობის სურვილის ნიშანი იყო. მინდორზე გამეფე-
ბულმა ფუსფუსმა მოთმინება დააკარგვინა და ისევ მშვიდ, შროშა-
ნის კონებით დამშვენებულ გაზონს მიუბრუნდა. ისე დაუოკდა სული,
ლამის ნეტარება იგრძნო. ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს პოლ-
თან ერთიერთზე ყოფილიყო. პოლმა კიდევ ერთხელ მიატოვა მი-
რიამი და დანარჩენებს შეუერთდა. მალე სახლის გზას გაუდგნენ. მი-
რიამმა ფეხი აითრია და სხვებს ჩამორჩა. ვერავის ეწყობოდა; იშვია-
თად შედიოდა ადამიანებთან კონტაქტში, ამიტომაც მეგობრად, თა-
ნამოსაუბრედ და შეყვარებულადაც კი მხოლოდ ბუნებას მიიჩნევდა.
ფერმიხდილი მზე გადაიხარა. ბინდში ღობეებზე მოწითალო ფოთ-
ლები ჯერ კიდევ კარგად იკვეთებოდა. ძალიან მოუნდა, დაეკრიფა.
245
თითის წვერები ფოთლებს ნაზად გადაუსვა. სულიდან წამოსული
ვნების ცეცხლით სურდა მათი გათბობა. უცებ მიხვდა, რომ უცხო
გზაზე სულ მარტოდმარტო იდგა, ღობეს მოსწყდა და აჩქარებული
ნაბიჯით ნაცნობებისკენ წავიდა. მოსახვევში პოლს ჰკიდა თვალი,
რომელიც რაღაცაზე დახრილიყო, დასჩერებოდა, სერიოზული და
ოდნავ უსასოო გამომეტყველება ასახვოდა სახეზე. მირიამი გაუბე-
დავად წავიდა მისკენ.
პოლი გზის შუაგულს დასცქეროდა. ბიჭის უკან ჩამავალმა მზემ
ოქროსფერი სხივით რუხი საღამო გააპო და ვაჟის ჩრდილი გზაზე
გაწვა. მირიამი თხელ და უდრეკ ვაჟს მიაჩერდა და ისეთი განცდა
დაეუფლა, თითქოს მზემ მისი თავი აჩუქა. ტკივილმა მოიცვა და სწო-
რედ ამ დროს გულმა უთხრა, ამ ვაჟის სიყვარული გარგუნა გამჩენ-
მაო. და გოგონამაც აღმოაჩინა ვაჟი, აღმოაჩინა მისი ძალა და მისი
მარტოსულობა. ანაზდად თითქოს ხარების მადლი გადმოვიდა მას-
ზეო, ისეთი თრთოლით გაემართა პოლისკენ.
ვაჟმაც, როგორც იქნა, გოგონას ფეხის ხმა გაიგონა და ამოხედა.
- კი მაგრამ, - შესძახა გახარებულმა, - მე მიცდიდი?
მირიამმა პოლის თვალებში ჩამდგარი ღრმა ჩრდილი დაინახა.
- რა არის? - ჰკითხა გოგონამ.
- გატეხილი ზამბარა, - ქოლგის დაზიანებული ნაწილი უჩვენა. მი-
რიამი უცებ სირცხვილის გრძნობამ მოიცვა, რადგან მიხვდა, რომ
ჯეფრის ნახელავი უნდა ყოფილიყო.
- ეს ის ძველი ქოლგა იყო, ხომ? - ჰკითხა მირიამმა.
გულის სიღრმეში გაუკვირდა კიდეც, რადგან პოლს არ სჩვეოდა
წვრილმანებისთვის ყურადღების მიქცევა და, მით უმეტეს, გაზვია-
დება. - კი, მაგრამ უილიამის ნაქონი იყო და დედას თვალს არ გა-
მოეპარება, - მიუგო მშვიდად და ქოლგის შეკეთება განაგრძო.

246
ამ სიტყვებმა მირიამს გული ისე გაუპო, როგორც შუბმა. ესე იგი,
ვარაუდი გაუმართლდა! რასაც მასზე ფიქრობდა, მართალი გამოდ-
გა. შეხედა, მაგრამ სანუგეშო სიტყვის თქმაც კი არა, უბრალოდ,
ხმიც გაცემაც ვერ გაუბედა. - წავიდეთ, - უთხრა ვაჟმა, - მაინც ვერ
შევაკეთებ, - და ასე უბრად გაუყვნენ გზას. იმავე საღამოს, ოღონდ
ოდნავ მოგვიანებით, უკვე ნეზერ-გრინის ხეივანს მიუყვებოდნენ.
პოლი ისე ნერვიულად ალაპარაკდა, თითქოს რაღაცაში თავს ირ-
წმუნებდა. - იცი, - ძლივს ამოღერღა, - ვინმე თუ გიყვარს, მასაც ეყ-
ვარებიო, ნათქვამია. - აჰ! - წამოიძახა გოგონამ, - პატარა რომ ვიყა-
ვი, დედა ხშირად მეუბნებოდა ხოლმე, სიყვარული სიყვარულს ბა-
დებსო. - ჰო, მეც მგონია, რომ ამაში სიმართლის მარცვალი ურევია.
- მხოლოდ მარცვალი? ასე ხომ ბევრ ადამიანს ტანჯვა არ ასცდე-
ბოდა. - იტანჯება კიდეც ბევრი, - თქვა პოლმა.
მირიამი მიხვდა, რომ ვაჟი გულდაჯერებით ამბობდა ამ სიტყვებს
და საკუთარი თავის რწმენა გაუძლიერდა. მასთან პირველ შეხვედ-
რას ისედაც ყოველთვის გამოცხადებად მიიჩნევდა. ეს საუბარი კი
ისე ჩაებეჭდა გონებაში, როგორც შავით თეთრზე დაწერილი კანო-
ნი. ახლა არა მხოლოდ მის გვერდით, არამედ მისთვის იდგა აქ. ერ-
თხელ პოლს აუგი დასცდა ლივერსების ოჯახში, რითიც ეს პატიოსა-
ნი ხალხი ეგზომ გაანაწყენა, თუმცა მირიამი მაშინვე გამოესარჩლა
ვაჟს და სიტყვა არავის შეარჩინა. მას მერე სულ იგი ესიზმრებოდა -
ცოცხალ, დაუვიწყარ სიზმრებს ნახულობდა. შემდეგ კი, როდესაც
იმავე სიზმრებს კვლავ ნახულობდა, თითოეული ზმანება ფსიქოლო-
გიურად უფრო ნატიფი და საამური იყო. აღდგომის ორშაბათს იგივე
შემადგენლობა ექსკურსიაზე წავიდა უინგფელდის მამულში, სადაც
ციხესიმაგრის ნანგრევები იყო. ხალხის სადღესასწაულო განწყობა
და ფუსფუსი მირიამსაც გადაედო და სეთლი-ბრიჯზე ვაგონში ისე
ჩაჯდა, ვერაფერი გაიგო. მატარებლიდან ოლფრეტონში ჩამოვიდ-
247
ნენ. პოლი დაინტერესდა ქუჩებითა და მაღაროელებით, რომელთაც
თოკშებმული ძაღლები გამოეყვანათ. აქაური მაღაროელები მისი
ნაცნობებისგან ცასა და მიწასავით განსხვავდებოდნენ - თითქოს მა-
ღაროელთა სხვა რასა ყოფილიყო. მირიამმა ზმანებათა სამყარო
მაშინღა დატოვა, როდესაც ეკლესიასთან მივიდნენ. კინაღამ მუხლი
მოეკვეთათ, როდესაც საყდარში შედიოდნენ - გული უსკდებოდათ,
საჭმლით სავსე აბგების გამო გარეთ არ გაგვიძახონო. პოლს სიკ-
ვდილი ერჩია უფლის სახლიდან გაძევებას. ამიტომ ჯერ ხუმარა ლე-
ონარდი შეუშვა, მერე თვითონაც გარისკა. ეკლესია სააღდგომოდ
მოერთოთ. ემბაზში თითქოს ასობით თეთრი ნარგიზი ამოსულიყო.
ფერადი ვიტრაჟებიდან დარბაზში ნაირფერი და მკრთალი შუქი შე-
მოდიოდა და შროშნებისა და ნარგიზების სურნელი ტრიალებდა. ამ
გარემომ მირიამს სული გაუთბო. პოლი შიშობდა, რამე არ შემეშა-
ლოსო, ისე მოხიბლა საყდრის ატმოსფერომ. მირიამი მისკენ შებ-
რუნდა. ვაჟმა მზერით უპასუხა. ერთად იყვნენ. საკურთხევლის უკან
გადასვლა ვერ გაბედა პოლმა. თუნდაც ამისთვის უღირდა მირიამს
მისი სიყვარული. გოგოს უკან მდგარი მხურვალედ ლოცულობდა
და სულს ილაღებდა. ვაჟის გულში სანახევროდ ჩაბნელებული საყ-
დრები აღფრთოვანებას იწვევდნენ. სულში ჩამალული მისტიციზმი
ნელ-ნელა იღვიძებდა. მირიამი მიუახლოვდა და ერთად განაგრძეს
ლოცვა. მირიამი სხვა ყმაწვილებს იშვიათად ელაპარაკებოდა. მას-
თან საუბარი აბნევდათ. ამიტომაც გოგონა მეტწილად ჩუმად იყო.
შუადღისას ციხესიმაგრისკენ ვიწრო ბილიკს აუყვნენ. მაცოც-
ხლებელი მზის შუქზე ყველაფერი რბილად და თბილად მოჩანდა.
ქრისტესისხლა და ია უკვე გაშლილიყო. ყველა ბედნიერად გრძნობ-
და თავს. სიმაგრის ნაცრისფერ კედლებს ხასხასა სურო აჰყოლოდა
და ნანგრევებად ქცეული ნაგებობაც კი სრულყოფილად გამოიყუ-
რებოდა. ციხესიმაგრე მკვრივი, ღია ნაცრისფერი ქვით იყო ნაგები,
248
გარე სადა კედლები კი დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენდნენ
მნახველზე. ახალგაზრდები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ნანა-
ხით და, თან, გული უსკდებოდათ, ვაითუ ამ სიამოვნებით ტკბობა
ვინმემ აგვიკრძალოსო. პირველ შიდა ეზოში, რომელსაც დანგრეუ-
ლი კედელი ერტყა, ფორნები და ეტლები იდგა, ლილვები უქმად
ეყარა მიწაზე, ბორბლის სალტეებს კი ოქროსფერი ჟანგი მოსდებო-
და. ირგვლივ საამური სიჩუმე იდგა. ყველამ სწრაფად გადაიხადა
ექვსი პენი და დახვეწილად მოჩუქურთმებული თაღით შევიდა მე-
ორე შიგა ეზოში. თავი მორიდებულად ეჭირათ. აქ, ფილით მოკირ-
წყლულ იატაკზე, ოდესღაც დარბაზისას რომ წარმოადგენდა, კუნე-
ლი ამოსულიყო და ყვაოდა. ნახევრად ბნელი დარბაზიდან უამრავ
ოთახში იყო გასასვლელი, კედლებში კი ნაპრალები მოჩანდა. ნასა-
დილევს ისევ ნანგრევების თვალიერებას შეუდგნენ. ამჯერად გო-
გონები ცალკე არ წასულან და ბიჭებს გაჰყვნენ, რომელთაც გამყო-
ლებისა და ექსკურსიამძღოლების როლი მოირგეს. კუთხეში მაღა-
ლი კოშკი მოჩანდა, გადახრილი, რომელზეც ამბობდნენ, შოტლან-
დიელთა დედოფალი მარიამი38 იყო გამოკეტილიო. - წარმოიდგი-
ნეთ, აქ დედოფალი დააბიჯებდა! - წარმოთქვა მირიამმა დაბალი
ხმით და უმოაჯირო კიბეზე ავიდა.
- მანდ თუ ავიდოდა, კი, - ირონიულად თქვა პოლმა, - რევმატიზმი
აწუხებდა. დარწმუნებული ვარ, ცუდად ექცეოდნენ. - ახლა არ მით-
ხრა, იმსახურებდაო, - უთხრა მირიამმა.
- არა, ასე არ ვფიქრობ. უბრალოდ, დაუმორჩილებელი იყო.
ხრახნულ კიბეს აუყვნენ. მაღლა ქარი ქროდა, რომელიც სათოფუ-
რებიდან შემოდიოდა, საკიბურში ტრიალებდა და მირიამს ბოლო-
კაბას უფრიალებდა. გოგონას შერცხვა, მაგრამ პოლმა უცებ ბოლო-

38
იგულისხმება შოტლანდიის მონარქი მარიამ სტიუარტი (1542-1587), რომელიც
ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.
249
ზე სტაცა ხელი და დაუწია. ეს ისე, უბრალოდ მოიმოქმედა, თითქოს
დავარდნილ ხელთათმანს იღებდა. მირიამს პოლის ქმედება სამუ-
დამოდ აღებეჭდა მეხსიერებაში.
კოშკს ზეთავი ჩამოტეხოდა, თუმცა ეს სუროს არ უშლიდა ხელს,
აყვავებულიყო. იქვე თავები წამოეყოთ ცივ მართურებს, ზოგი ჯერ
კიდევ კოკორი იყო, ზოგსაც გაშლა მოესწრო. მირიამმა სუროს მოწ-
ყვეტა გადაწყვიტა და გადაიხარა, მაგრამ პოლმა ამის ნება არ მის-
ცა. სამაგიეროდ, თვითონ გამოიდო თავი და კრეფას შეუდგა; თან,
როგორც რაინდს შეეფერება, სათითაოდ წყვეტდა და ისე აძლევდა
მის უკან მდგომ ქალიშვილს. კოშკს თითქოს ქარი არწევდა. კოშკი-
დან კარგა დიდი მანძილი ჩანდა - კილომეტრებზე გადაჭიმული ტყე-
ები, რომელთაც ალაგ-ალაგ სოფლებს შუა გამომკრთალი საძოვ-
რები ანაცვლებდა. ციხესიმაგრის კრიპტეს საკმაოდ ლამაზი ეთქმო-
და და მშვენივრად შემონახულიყო. პოლმა ჩანახატიც კი გააკეთა.
მირიამიც იქვე იყო, თუმცა გოგონა ფიქრებით ისევ შოტლანდიელ-
თა დედოფალს უტრიალებდა, რომელიც კოშკში, ვინ იცის, რამდენ
ხანს იდგა ხოლმე სასომიხდილი და შორეთს გასცქეროდა ამოღამე-
ბული თვალებით, საიდანაც არა და არ ჩანდა დახმარება, ან ამ საძ-
ვალეში იჯდა და უფლის სიტყვებს ისმენდა, რომელიც ქვის კედლე-
ბივით ცივი იყო. გარეთ ისევ მხიარულები გავიდნენ და ბორცვზე აღ-
მართულ საყვარელ ციხესიმაგრეს შეავლეს თვალი.
- წარმოიდგინე, აქ რომ ცხოვრობდე, - უთხრა პოლმა მირიამს. -
ეჰ!
- რა კარგი იქნებოდა აქ შენი მონახულება!
კლდეებში მოქცეულ შარას მიუყვებოდნენ; პოლს ეს გზა უყვარ-
და, მირიამს კი, რომელიც სულ რაღაც თხუთმეტიოდე კილომეტრში
ცხოვრობდა აქედან, უცხო ეჩვენებოდა. გაფანტულად მიდიოდნენ.
როდესაც ფართო, მზით განათებული ვაკიანი გადაჭრეს და უთვა-
250
ლავ გუბურას შორის გაყვანილ ბილიკს დაადგნენ, პოლმა მირიამის
საგზაო ჩანთის თასმებში თითები გაუყარა, მირიამმა კი უკნიდან
ენის ეჭვიანი მზერა იგრძნო. ვაკიანი მზეზე ლაპლაპებდა, ხოლო ბი-
ლიკი ისე ბრჭყვინავდა, თითქოს ძვირფასი თვლებით იყო მოოჭვი-
ლი - ბუნების სილამაზით დატყვევებული პოლი კი უმცირეს ნიშან-
საც არ აძლევდა მირიამს. მანაც შეაძვრინა თასმებში თითები
ფრთხილად და ვაჟის თითებს შეეხო. გარშემო ყველაფერი ოქროთი
დაიფარა. ბოლოს ბორცვზე შეფენილ სოფელ კრიკს მიადგნენ.
სოფლის უკან მწვერვალი კრიკ-სტენდი იყო, რომელიც პოლის სახ-
ლიდანაც კი კარგად მოჩანდა. ყველანი მწვერვალისკენ დაიძრნენ.
მალე სოფელს ზემოდან გადმოჰყურებდნენ. ბიჭებს ერთი სული
ჰქონდათ, მწვერვალის ზეთავზე აჭრილიყვნენ. იქ წინათ ერთგვარი
მრგვალი შემაღლება ყოფილა გაკეთებული, რომელიც სანახევ-
როდ უკვე ჩამოქცეულიყო. ამ შემაღლებაზე უძველეს დროში აღ-
მართეს მტკიცე, დაბალი კოშკი, საიდანაც ნოტინგემშირისა და
ლესტერშირის დაბლობებს ნიშანს აძლევდნენ. ზემოთ ძლიერი ქა-
რი ქროდა და რომ არ წაქცეულიყვნენ, კოშკის კედელს ეყუდებოდ-
ნენ. მათ ფეხებთან უკვე ქვიშაქვის კარიერი იწყებოდა. ქვემოთ
ბორცვები და პატარა სოფლები - მეთლოქი, ემბერგეითი, სტოუნი
და მიდლტონი - ლამის წერტილებად მოჩანდა. მარცხენა მხარეს
მრავალი შენობა-ნაგებობა შეიმჩნეოდა და ბიჭები ცდილობდნენ,
მათ შორის ბესტვუდის ეკლესია ეპოვათ. აქედან ისე ჩანდა, თითქოს
ეკლესია სწორ ადგილზე იდგა, რაც არ ესიამოვნათ. კარგად ჩანდა,
დერბიშირის ბორცვები სამხრეთისკენ გადაჭიმული ცენტრალური
საგრაფოების ერთფეროვნებას ნელ-ნელა როგორ ერწყმოდა. მი-
რიამი, ბიჭებისგან განსხვავებით, ქარმა, ცოტა არ იყოს და, შეაშინა.
კიდევ რამდენიმე კილომეტრი გაიარეს უოთსტენდუელისკენ. ამ სი-
არულში მთელი საგზალი შემოეჭამათ და საღამოს პირზე მშივრები
251
დარჩნენ, ჯიბეში კი შინ დასაბრუნებელი ფულიღა ჰქონდათ. მაგრამ
ღვეზლისა და მოცხარიანი ფუნთუშის შოვნა არ გასჭირვებიათ. მერე
ცომეული საკეცი დანებით ტოლ ნაჭრებად დაჭრეს და ხიდთან ახ-
ლოს, კედელთან ჩამოსხდნენ, რათა მშვიდად ეჭამათ. ჭამდნენ და
ხან მიმქროლავ დერუენტს გაჰყურებდნენ, ხან მეთლოქის ფუნდუკ-
თან დაყენებულ ურმებს. პოლს დაღლილობისგან ფერი წაერთვა.
დღევანდელ ექსკურსიას თვითონ ხელმძღვანელობდა და დაიქან-
ცა. მირიამი მიუხვდა დაღლილობის მიზეზს და ახლოს მიუჩოჩდა,
ვაჟმა კი თითქოს თავი მიანდო გოგონას.
ემბერგეითის სადგურზე ერთი საათის განმავლობაში იცდიდნენ.
მატარებლები მანჩესტერის, ბირმინგემისა და ლონდონისკენ მიმა-
ვალი ექსკურსანტებით იყო გადაჭედილი. - ისე, შეგვიძლია, მაგ ქა-
ლაქებსაც ვესტუმროთ... ჩემებიც იფიქრებენ, შორს წასულანო, -
თქვა პოლმა.
შინ გვიან დაბრუნდნენ. მირიამი ჯეფრისთან ერთად მიდიოდა,
თუმცა მთელი გზა სავსე მთვარეს უმზერდა, რომელსაც მოწითალო
ნისლი გადაჰკროდა. გოგონა შინაგან კმაყოფილებას გრძნობდა.
მირიამს უფროსი და, აგათა, ჰყავდა, რომელიც სკოლაში მასწავ-
ლებლად მუშაობდა. დებს შორის, სამწუხაროდ, შუღლი ჩამოვარ-
დნილიყო. მირიამს იგი მასწავლებლობის გამო მოსაწყენად მიაჩ-
ნდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მასწავლებლობა თვითონაც სურდა.
ერთ შაბათს ზედა სართულზე იცვამდნენ. მათი საძინებელი თავლის
ზემოთ მდებარეობდა. ოთახი დაბალჭერიანი, მომცრო ზომისა და
თითქმის უავეჯო იყო. მირიამს კედელზე ვერონეზეს „წმინდა ეკატე-
რინას“ რეპროდუქცია ჰქონდა გაკრული. ძალიან უყვარდა საკნის
ფანჯარასთან მჯდარი ქალი. მირიამის ოთახში კი ისეთი პატარა
ფანჯარა იყო, რომ სარკმელი უფრო ეთქმოდა და მის ახლოსაც კი
ვერ დაჯდებოდა. მაგრამ აქედან ცხრატყავა და ხვიარა, ასევე ხეების
252
კენწეროები კარგად ჩანდა, შორს კი მუხნარის ნაწილიც ირჩეოდა,
უკანა მხარეს გამავალი შუკუმიდან კი აღმოსავლეთის ხედებით შე-
იძლებოდა დატკბობა, განსაკუთრებით განთიადზე. დები ერთმა-
ნეთთან საუბრით თავს არ იწუხებდნენ. აგათა, ტანმორჩილი ქერა
ქალიშვილი, ოჯახში გამეფებული ატმოსფეროსა და მეორე ლოყის
მიშვერის დოგმატის წინააღმდეგ ილაშქრებდა. ის უკვე ცხოვრებას
იცნობდა, გასულიც იყო ხალხში და დამოუკიდებლობისკენაც ეჭირა
თვალი. მისთვის მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ყოფით ღირებუ-
ლებებს, ასევე გარეგნობასა და საზოგადოებაში მოქცევის წესებს,
რასაც მირიამი თითქმის არად აგდებდა. სანამ პოლი მივიდოდა,
ორივეს ზედა სართულზე ერჩია ყოფნა, რომ ოჯახს თვალში არ მოხ-
ვედროდნენ. ამჯობინებდნენ, როდესაც მის მოსვლას შეიტყობდნენ,
კიბე ჩაერბინათ, კართან დახვედროდნენ და მისი ემოცია ამოეკით-
ხათ. მირიამი პოლის ნაჩუქარ კრიალოსანს გაჭირვებით იკეთებდა,
რადგან თავზე ჩამოცმისას ბურთულები თმაში ებურდებოდა და
აწიწკნიდა. როგორც იქნა, ჩამოიცვა და შვებით ამოისუნთქა - ხის
მეწამული მძივი გარუჯულ ყელზე მოუხდა კიდეც. უკვე დაქალებუ-
ლიყო და სილამაზე არ დაეკარგა. კირით შეთეთრებულ კედელზე
ჩამოკიდებულ პაწაწინა სარკეში საკუთარი ანარეკლის მხოლოდ
მცირე ნაწილს ხედავდა. აგათასაც კი ჰქონდა ერთი სარკე შეძენი-
ლი, მაგრამ თითს არავის აკარებინებდა. მირიამი ფანჯარასთან იდ-
გა. უცებ ჭიშკრის ჯაჭვის კარგად ნაცნობი ხრჭიალი მოესმა და და-
ინახა, როგორ შემოდიოდა პოლი ეზოში და ხელით ველოსიპედს
მიაგორებდა. ბიჭმა ფანჯრებს ახედა და მირიამი შეკრთა. კარისკენ
უდარდელად მიმავალს ველოსიპედი ისე მიჰყავდა, როგორც ცოც-
ხალი არსება. - პოლი მოვიდა!
- წამოიძახა მირიამმა.
- და შენც გაგიხარდა! - გაკენწლა დამ.
253
მირიამს პირკატა ეცა. - შენ არა?
- ჰკითხა აგათას.
- კი, მაგრამ ამის ჩვენებას არ ვაპირებ, რომ არ იფიქროს, რამეში
ვჭირდებიო. მირიამი შეცბა. გაიგონა, როგორ მიაყუდა თავლაში
პოლმა ველოსიპედი და ჯიმის გამოელაპარაკა - ერთ ჯაგლაგ ცხენს,
წინათ მაღაროსა და ფაშატების დამაკებაში რომ ცდიდა ძალებს. -
აბა, ჯიმი, როგორ გიკითხო? რა ჩიჩვირი ჩამოგიშვია, ავადა ხარ?
სირცხვილია, ბებერო, სირცხვილი. მირიამს რკალში თოკის გას-
რიალების ხმაც არ გამოჰპარვია, როდესაც პოლს თავი დაუხარა ჯი-
მიმ. როგორ უყვარდა ხოლმე გოგონას ვაჟის მოსმენა, როდესაც ამ
უკანასკნელს ეგონა, ცხენის გარდა ჩემი სიტყვები არავის ესმისო.
მაგრამ მირიამის სამოთხეში უხსენებელი შეპარულიყო. ვნებიან
აზრს ვერ იცილებდა, სადაც თავს ეკითხებოდა, მართლა მსურს თუ
არა პოლ მორელიო. გრძნობდა, რომ ამგვარი ფიქრები სამარცხვი-
ნო იყო. მართალია, გრძნობების ქარიშხალი ტრიალებდა მის გულ-
ში, მაგრამ როგორც კი ეს ქარი ოდნავ ჩადგებოდა, ხვდებოდა, რომ
პოლისადმი ლტოლვა ჰქონდა. თავი გაიმტყუნა. მერე მწველი სირ-
ცხვილის მორიგმა ტალღამ გადაუარა. სინდისის ქენჯნა თვითგვემა-
ში გადაუვიდა. ნეტავ, მართლა სურდა პოლ მორელი და ვაჟმაც
იცოდა ამის შესახებ? ეს რა სირცხვილი დასტეხოდა თავს? ისეთი
განცდა დაეუფლა, თითქოს ამქვეყნიური ცოდვის მორევში ჩაძირუ-
ლიყო.
აგათამ ჩაცმა და პირველ სართულზე ჩარბენა დაასწრო. გაიგო-
ნა, როგორ მხიარულად მიესალმა სტუმარს და წარმოიდგინა, რო-
გორ აენთებოდა ნაცრისფერი თვალები ხმადამტკბარს. თვითონ
ხომ ასე თამამად მისალმებას ვერასოდეს გაუბედავდა პოლს. მაგ-
რამ თვითგვემამ და თავის გამტყუნებამ ისე დარია ხელი, ადგილი-
დან ვერ იცვლიდა ფეხს. თითქოს სამარცხვინო ბოძთან მდგარიყოს.
254
დაბნეული ადგილზევე ჩაიკეცა და ლოცვად მუხლმოყრილი უფალს
შეევედრა:
- უფალო, ნუ შემაყვარებ პოლ მორელს. დამიცავი მისი სიყვარუ-
ლისგან, უკეთუ არ უნდა მიყვარდეს იგი. ამ ლოცვაში რაღაც უცნა-
ურმა შეაჩერა. თავი ასწია და დაფიქრდა. რა უნდა ყოფილიყო ცუდი
და ურიგო, თუკი პოლი შეუყვარდებოდა? სიყვარული ხომ უფლის
საჩუქარია. მაგრამ სირცხვილის გრძნობაც რომ თავს არ ანებებდა?
სწორედ პოლ მორელზე ფიქრები სწვავდა ცეცხლის ალით. თუმცა
ეს რა პოლის საქმე იყო, ეს მხოლოდ მას ეხებოდა - მას და ღმერთს.
მსხვერპლად უნდა გაეღო თავი. მაგრამ მსხვერპლად უფლისათვის,
და არა საკუთარი თავისა ან პოლისათვის. რამდენიმე წუთის შემ-
დეგ თავი ბალიშში ჩარგო და უფალთან საუბარი განაგრძო: - მაგ-
რამ, უფალო, თუკი შენი ნებაა, რომ მიყვარდეს, დაე, მიყვარდეს -
ვითარცა იესო ქრისტემ შეიყვარა, რომელმაც კაცთა სულების ხსნი-
სათვის გასწირა თავი. გულწრფელად შემაყვარე, რამეთუ ისიც შვი-
ლია შენი. ერთხანს კიდევ ასე მუხლმოყრილი იდგა და არ ინძრე-
ოდა, სულში ჯერ არ ჩასდგომოდა ქარიშხალი, შავი თმა შროშნის-
ფერნაქარგიან, თექის საბანზე გადაეყარა. გაჭირვების ჟამს ლოცვა
სჩვეოდა. მერე აღტაცება დაეუფლა, რადგან თავი კაცთა მოდგმის
სახსნელად შეწირულ უფალს შეადარა, რომელიც მასში, ვითარცა
სხვა მოკვდავთა სულებში, მუდამ მოწიწებულ ნეტარებას აღძრავდა.
როდესაც ქვედა სართულზე ჩავიდა, პოლი უკვე სავარძელში იჯდა
და აგათას მგზნებარედ უჩვენებდა ნახატს, თან უხსნიდა, შენთვის
რომ მეჩვენებინა, მაგიტომ მოვიტანეო, ქალიშვილი კი ამრეზით
უყურებდა ვაჟის ნამუშევარს. მირიამმა ორივეს შეხედა და როცა ასე
ამჩატებულები დაინახა, მათთან მიახლოების სურვილი დაეკარგა.
მისაღებში გავიდა, რათა მარტო ყოფილიყო.

255
მირიამმა ყოველ ხუთშაბათს ბესტვუდის ბიბლიოთეკაში სიარუ-
ლი შეწყვიტა. მთელი გაზაფხული პოლს სახლში აკითხავდა, რათა
ერთად წასულიყვნენ ბიბლიოთეკაში, მაგრამ სხვადასხვა წვრილ-
მანმა და ვაჟის ოჯახის წევრების საქციელმა - რამდენჯერმე აუგის
თქმასაც არ მოერიდნენ მისთვის - ხელი ააღებინა ამ გასართობზე.
ერთ საღამოსაც ადგა და პოლს გამოუცხადა, აწი ხუთშაბათ საღა-
მოს აღარ შემოგივლი ბიბლიოთეკაში წასასვლელადო. - რა მოხდა?
- მოკლედ ჰკითხა მან.
- არაფერი. უბრალოდ, აღარ მინდა.
- ძალიან კარგი.
- მაგრამ, - ენა დაება მირიამს, - ჩემთან შეხვედრას თუ გაბედავ
კიდევ, შეგვიძლია, ერთად ვიაროთ ხოლმე.
- შეხვედრას? სად?
- სადმე... სადაც გინდა.
- სხვაგან არ შეგხვდები. ვერ ვხვდები, რატომ აღარ უნდა მომა-
კითხო ხოლმე. მაგრამ თუკი არ გინდა, ვერც მე დაგაძალებ.
ამდენად, ხუთშაბათის საღამოები, ორივესთვის ერთნაირად
ძვირფასი, შეწყდა. სამაგიეროდ, პოლმა მუშაობა შეუნაცვლა სეირ-
ნობას. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, გახარებულმა მისის მორელმა
სრუტუნით გაიარა და კმაყოფილება არ შეიმჩნია. პოლს არ უნდო-
და, ეღიარებინა, რომ ერთმანეთი უყვარდათ. მათი სიახლოვე გან-
ყენებული იყო, მხოლოდ სულიერ დონეზე არსებობდა; მტკივნეული
განსჯებისა და აღქმის დამღლელი მცდელობების მიუხედავად, პლა-
ტონური მეგობრობის მეტი სარჩული ვერ მოუძებნა ვაჟმა. თავს იკ-
ლავდა, ჩვენ შორის არაფერი ხდებაო. მირიამიც უხმოდ, მოკრძა-
ლებულად თანხმდებოდა ამგვარ ახსნას. პოლი თავისი სისულელის
გამო ვერ ხვდებოდა, რა ტრიალებდა მის თავს. თითქოს უსიტყვოდ

256
შეთანხმდნენ, გარშემომყოფთა გადაკრულ ნათქვამებს ჯიუტად არ
აგდებდნენ არაფრად.
- ჩვენ შეყვარებულები კი არა, მეგობრები ვართ, - ეუბნებოდა პო-
ლი, - ხალხის ლაპარაკს კი რა მნიშვნელობა აქვს.
ზოგჯერ, როდესაც ერთად მისეირნობდნენ, მირიამი ხელს ხელზე
ნაზად ჰკიდებდა. პოლს კი ეს აბრაზებდა, რასაც გოგონაც ხვდებო-
და. ასეთ დროს პოლის გული და გონება ერთმანეთს სამკვდრო-სა-
სიცოცხლოდ ეკიდებოდა. გამშველებელი კი აბა ვინ იქნებოდა, რო-
ცა მირიამთან ყოფნისას აბსტრაქციის ცაში დანავარდობდა, სიყვა-
რულის ალი კი ამაღლებული აზრების ნაკადში გადაეზრდებოდა
ხოლმე. მირიამსაც ეს უნდოდა. თუკი პოლი ზომაზე მეტად მხიარუ-
ლი მოეჩვენებოდა, გულში იტყოდა, თავში წამოუქროლაო და დაც-
დას იწყებდა, როდის დაუბრუნდებოდა ვაჟი თავის თავს, როდის გა-
ნიცდიდა ცვლილებას და თანაგრძნობის საძიებლად ჩაებმებოდა
საკუთარ სულთან ბრძოლაში, შუბლშეჭმუხვნილი და მგზნებარე.
ასეთ დროს მირიამი სულიერად უახლოვდებოდა და თავის საზ-
ღვრებში იქცევდა ვაჟის გონებას, ოღონდ ჯერ აუცილებელი იყო, ეს
გონება აბსტრაქციის ცაში დაბრუნებულიყო. როდესაც პოლს ხელ-
კავს უყრიდა, ბიჭს ელეთმელეთი ემართებოდა. გონება ეხლიჩებო-
და. ის ადგილი, სადაც გოგონა შეეხებოდა, ეწვოდა. შინაგანად გა-
მანადგურებელ ბრძოლას განიცდიდა და ამის გამო მირიამის მი-
მართ სასტიკი ხდებოდა. ზაფხულის ერთ საღამოს აღმართზე ას-
ვლით გახვითქულმა მირიამმა პოლს სახლში შეუარა. ვაჟი მარტო
დაუხვდა სამზარეულოში; დედამისის ფეხის ხმა ზედა სართულიდან
ისმოდა. - წამო, ბარდა განახო, - უთხრა მასპინძელმა გოგონას.
ეზოში გავიდნენ. სოფლისა და ეკლესიის უკან ცას წითელი დას-
დებოდა. ყვავილნარს უცნაური, თბილი სინათლე ეფინა, რაც თი-
თოეულ ფურცელსა და ფოთოლს თითქოს ცალკეულ მნიშვნელო-
257
ბას სძენდა. პოლმა ტკბილ ბარდას ჩაუარა და აქა-იქ კრემისფერ-
ლურჯი ყვავილებიც მოწყვიტა. მირიამიც ფეხდაფეხ მიჰყვა და სურ-
ნელი შეისუნთქა. ყვავილების ძალას გრძნობდა და სურდა, რომ და-
სესხებოდა ამ სიძლიერეს. ისეთი ვნებით იხრებოდა დასაყნოსად,
თითქოს ყვავილი მისი საყვარელიაო. პოლს სძაგდა ასეთ დროს
გოგოს ყურება. ეჩვენებოდა, რომ იგი რაღაც ძალიან ინტიმურს
უსირცხვილოდ ამზეურებდა. როდესაც კარგა მოზრდილი თაიგული
შეკრა, შინ შებრუნდნენ. ვაჟმა მეორე სართულზე მოფუსფუსე დედა-
მისის ფეხის ხმას მიაყურადა და თქვა: - მოდი აქ, ესენი სულ შენ უნ-
და მოგაბნიო, - ბიჭმა ორი-სამი ყვავილი გულზე მიაკრა და უკან
გადგა, რომ შეეთვალიერებინა, - იცი, - უთხრა და კბილით დაჭერი-
ლი ქინძისთავი პირიდან გამოიღო, - ქალმა სარკის წინ ყვავილები
ყოველთვის უნდა მიიბნიოს. მირიამმა გაიცინა. მისი აზრით, ყვავი-
ლების მიბნევას სარკე სულ არ სჭირდებოდა, პირიქით, სადაც მოსა-
ხერხებელი იყო, იქ უნდა მიებნია; პოლის ეს საქციელი კი, ასე გულ-
დასმით რომ აბნევდა ყვავილებს, უბრალოდ, მისი ახირება იყო და
მეტი არაფერი. პოლმა გოგონას სიცილი დაცინვად მიიღო.
- ზოგიერთი ქალბატონი ასე იბნევს ხოლმე ყვავილებს... ახლა
ნორმალურად გამოიყურები, - უთხრა გოგონას.
მირიამს ისევ გაეცინა, ოღონდ ამჯერად სევდიანად, რაკი ვაჟმა
სხვა ქალებს შეადარა. სხვა მამაკაცისგან რომ მსგავსი რამ მოესმი-
ნა, აინუნშიც არ ჩააგდებდა, მაგრამ პოლის პირით ნათქვამმა გული
დაწყვიტა. ყვავილების მიბნევა თითქმის დასრულებული ჰქონდა
ბიჭს, როდესაც კიბიდან დედამისის ფეხის ხმა მოესმა. ბოლო ყვავი-
ლი სწრაფად მიუმაგრა ქინძისთავით და შეტრიალდა. - დედას არ
უთხრა, - გააფრთხილა გოგონა.
მირიამმა თავისი წიგნები წამოკრიფა და კართან შედგა. სევდია-
ნი მზერა მიაპყრო დაისს. გადაწყვიტა, აქ ფეხს აღარ შემოვდგამო. -
258
საღამო მშვიდობისა, მისის მორელ, - პატივისცემით მიესალმა დი-
ასახლისს. ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს ბოდიშს იხდიდა აქ ყოფნის
გამო.
- ოჰ, ეს შენ ხარ, მირიამ? - ცივად გამოეპასუხა ქალი.
მაგრამ პოლის დაჟინებული მოთხოვნით, გოგონასთან მის მე-
გობრობას ყველა მოწიწებით უნდა შეხვედროდა, ამიტომაც გერ-
ტრუდს ჭკუა ეყო, რომ ღიად არ გამოეხატა ზიზღი დაუპატიჟებელი
სტუმრისადმი. როდესაც პოლი ოცი წლის გახდა, მორელებმა მხო-
ლოდ მაშინ მისცეს თავს უფლება, უქმეებზე სადმე წასულიყვნენ და-
სასვენებლად. მისის მორელი გათხოვების შემდეგ აღარსად იყო
ნამყოფი, თუ დასთან რამდენიმე ხანმოკლე სტუმრობას არ ჩავ-
თვლით. ახლა კი პოლს საკმარისად შეეგროვებინა ფული და მორე-
ლებმაც გამგზავრება გადაწყვიტეს. თავიც ბლომად მოიყარეს: ენის
მეგობრები, პოლის ერთი ამხანაგი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც
იმავე ადგილას მსახურობდა, სადაც უილიამი ერთ დროს, და, რაღა
თქმა უნდა, მირიამი. ოთახების შეკვეთისას ბევრი იღელვეს. პოლი
დედამისთან ამ საკითხს დაუსრულებლად განიხილავდა. სურდათ,
ორი კვირით ავეჯით გაწყობილი კოტეჯი დაექირავებინათ. უფრო
სწორად, მისის მორელს ერთი კვირით სურდა, პოლმა კი აიჩემა,
ორი კვირაზე ნაკლებს თუ გავჩერდებით, რა გემო ექნებაო.
ბოლოს მეიბლთორპიდან პასუხიც მიუვიდათ, სადაც შესაფერი
კოტეჯი კვირაში ოცდაათ შილინგად ქირავდებოდა. მათ სიხარულს
საზღვარი არ ჰქონდა. პოლი უზომოდ ბედნიერი იყო, რაკი დედა-
მისს შეთავაზებული ვარიანტი მოეწონა. მისი საყვარელი დედიკო
ახლა მაინც დაისვენებდა ადამიანურად. საღამოს დასხდნენ და
ცდილობდნენ, წარმოედგინათ, როგორი იქნებოდა კოტეჯი და გა-
რემო. ამ დროს ენი, ლეონარდი, ქითი და ელისი შემოვიდნენ. ყვე-
ლა სასიამოვნო მოლოდინს მოეცვა. პოლმა ეს ამბავი მირიამსაც
259
უთხრა. გოგონას კი გაუხარდა, მაგრამ მორელების სახლეულის
წარმოდგენაზე ჟრუანტელმა დაუარა. შაბათ დილით შვიდსაათიან
მატარებელს უნდა გაჰყოლოდნენ. პოლმა წინადადება შემოიტანა,
მირიამი ჩვენთან დარჩესო, რადგან მისი სახლიდან დიდი გზა იყო
გამოსავლელი. გოგონა ვახშმის დროს მივიდა. ყველანი ისეთი აღ-
ფრთოვანებულები იყვნენ გამგზავრების მოლოდინში, რომ მირია-
მიც კი თბილად მიიღეს. მაგრამ ოჯახი მალევე გამოერკვა და თით-
ქოს თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა. პოლს ჯინ ინჯელოუს39 ლექსი ეპოვა,
სადაც მეიბლთორპი იყო მოხსენიებული და გადაწყვიტა, მირიამის-
თვის წაეკითხა.
მანამდე ისე არასდროს შემოსწოლია გრძნობები, რომ ოჯახში
ლექსი წაეკითხა. ყველა სმენად იქცა. მირიამი დივანზე ჩამოჯდა და
გაინაბა. როდესაც პოლი მის გვერდით იყო, გოგონა მუდამ განაბუ-
ლი უსმენდა ხოლმე, რამე არ გამომრჩესო. მისის მორელი თავის
სავარძელში ჩაჯდა და ახალგაზრდებს ეჭვიანი მზერა მოავლო. მოს-
მენას თვითონაც აპირებდა. ენი და უოლტერიც დასხდნენ. მისტერ
მორელმა თავი ოდნავ გვერდზე გადააგდო და ისეთი გამომეტყვე-
ლება მიიღო, თითქოს ქადაგებას უსმენდა და მოსმენილს ისიგრძე-
განებდა. პოლმა წიგნი გადაშალა. სწორედ იმ აუდიენციას მოეყარა
თავი, რომელიც უნდოდა. ენი და დედამისი მირიამს თითქოს ჩა-
უსაფრდნენ, აბა, რამდენად ყურადღებით იქნებაო. ვაჟის მოწონე-
ბის დამსახურება ახლა ყველაზე მეტად მას სჭირდებოდა. პოლი
კარგ ხასიათზე ჩანდა. - ენდერბელი პატარძალი რაღას ნიშნავს, -
შეაწყვეტინა მისის მორელმა, - რომელიც ზარების რეკვით უნდა
შესრულდეს?

39
ჯინ ინჯელოუ (1820-1897) - ინგლისელი მწერალი.
260
- ძველი ჰანგია, რომელიც საფრთხის, ვთქვათ, წყალდიდობის,
მოახლოების წინ ზარების რეკვით სრულდებოდა ხალხის გასაფ-
რთხილებლად. ალბათ, ენდერბელი პატარძალი წყალდიდობას ემ-
სხვერპლა ოდესღაც და მისი სახელი ამიტომ შეერქვა გამაფრთხი-
ლებელ მელოდიას, - მიუგო პოლმა. ზუსტად არც თვითონ იცოდა
ლეგენდის წარმოშობის ამბავი, მაგრამ ოჯახის წევრების წინაშე ისე
არასოდეს დაეცემოდა, რომ ეს ეღიარებინა. მისი ხომ ყველას ყვე-
ლაფერი სჯეროდა.
- ესე იგი, ხალხმა მელოდია ზეპირად იცოდა და ხვდებოდა? - ჩა-
ეკითხა დედა. - კი... როგორც შოტლანდიელებმა იცოდნენ „ტყის
ყვავილები“40... მაშინვე ზარებს ეცემოდნენ ხოლმე და ქვევიდან ურ-
ტყამდნენ, რომ განგაში აეტეხათ. - ეგ როგორ? - იკითხა ენიმ, - ზარს
ერთნაირი ხმა აქვს, გინდ ქვევიდან დაგირტყამს და გინდა ზევიდან.
- კი, მაგრამ თუ ხმადაბლა დაიწყებ და მერე მაღალ ბგერებში ახ-
ვალ ნოტებივით, სულ სხვა ჟღერადობა ეძლევა.
პოლის დამაჯერებელმა პასუხმა შთაბეჭდილება მოახდინა. რა
ჭკვიანიაო, ყველამ გაიფიქრა. რაღა დასამალია და, თვითონაც ეს
ფიქრი ეწვია. მერე თითქოს აზრებს თავს უყრიდა, ერთხანს შეიცადა
და კითხვა განაგრძო.
- ჰმ! - შეიცხადა მისის მორელმა, როდესაც პოლმა კითხვა დაას-
რულა, - ჩემი აზრით, მეტისმეტად სევდიანი ამბავია. ნეტავ, უფრო
ბედნიერად დამთავრებულიყო. - ვერ გამიგია, რას იხრჩობს თავს ეს
ხალხი, - ჩაილაპარაკა მორელმა. სიჩუმე ჩამოვარდა. ენი ადგა და
მაგიდის ალაგება დაიწყო.
მირიამიც წამოდგა მისახმარებლად.

40
გვიანი შუასაუკუნეების პერიოდის გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელიც
შოტლანდიაში ზარების რეკვით სრულდებოდა და საომარი მოქმედებების დაწყე-
ბას ან მოახლოებას მოასწავებდა.
261
- მოგეხმარები გარეცხვაში, - შესთავაზა ენის.
- რას ამბობ, - ხმამაღლა მოუვიდა ენის, - შენ დაჯექი. ორი თეფ-
შის გარეცხვას რა უნდა! მირიამიც დაჯდა და პოლს გახედა, რომელ-
საც ჯერ წიგნი არ დაედო; აბა, რა უნდა ექნა, ამ ოჯახში თავს შინაუ-
რულად ვერ გრძნობდა, რომ დაეჟინა, გინდა თუ არა, უნდა მოგეხ-
მაროო. გამგზავრების საკითხის მოგვარება პოლმა ითავა, მამას
მსგავსი პრობლემის გადაჭრას ვერ მიანდობდა. თუმცა ნემსებზე იჯ-
და, ვაიდა, თუნუქის სკივრი მატარებლიდან მეიბლთორპის ნაც-
ვლად ფერსბიში გადაიტანონო. ეტლის დაქირავება კი ვერ მოახერ-
ხა, რაშიც დედამისმა იყოჩაღა.
- აქეთ! - გასძახა მეეტლეს, - აქეთ მოდით!
პოლი და ენი ყველაზე ბოლოს მივიდნენ, თან, სირცხვილისგან
ეცინებოდათ. - ნაკადულის კოტეჯამდე მისვლა რა დაგვიჯდება?
- ჰკითხა მამაკაცს მისის მორელმა.
- ორი შილინგი.
- რატომ? ასეთი შორია?
- საკმაოდ.
- არ მჯერა, - თქვა ქალმა.
მაგრამ მაინც ავიდა ეტლში. ამ დაფახფახებულ საზიდარში რვა
ადამიანი მოთავსდა. - არადა, - დაიწყო მისის მორელმა, - თითო
კაცზე სამი პენი უწევს. ეს რომ ტრამვაი იყოს... კარგა მანძილი გაი-
არეს. გზაზე, სადაც კი კოტეჯი გამოჩნდებოდა ხოლმე, მისის მორე-
ლი წამოიყვირებდა: - ეს არის? აი, ეს მაინც იქნება!
ყველას ერთი სული ჰქონდა, როდის მიაღწევდნენ. ყოველი მო-
რიგი კოტეჯის უკან მოტოვებისას უკმაყოფილო ამოოხვრა ისმოდა.
- კიდევ კარგი, ეს სიმახინჯე არ აღმოჩნდა, - იტყოდა ხოლმე დიასახ-
ლისი, - თორემ გულიც გამოსკდებოდა, - გზა კი არ ილეოდა.

262
ბოლოს ერთ სახლს მიადგნენ, რომელიც სულ მარტო იდგა დამ-
ბის თავზე. ყველა აღფრთოვანდა, რადგან სახლში შესასვლელად
პატარა ხიდის გადავლა იყო საჭირო. განმარტოებულად მდგარი
სახლი მაშინვე მოეწონათ. კოტეჯს გვერდით ქერის, შვრიის, ხორ-
ბლისა და მწვანე ძირხვენის თვალუწვდენელ მინდორში გარდამა-
ვალი უზარმაზარი მდელო ეკვროდა. პოლმა გასავალი დაიანგარი-
შა. დედამისთან ერთად ფინანსების განკარგვის საკითხი ითავა.
მგზავრობის, საკვებისა და წვრილმანის საერთო ხარჯი თითო კაცზე
კვირაში თექვსმეტი შილინგი ჯდებოდა. პოლი მეორე დილით ლე-
ონარდთან ერთად საბანაოდ წავიდა. მორელი, ტრადიციულად,
უთენია გავიდა სახლიდან. - პოლ! - გასძახა დედამისმა საძინებლის
ფანჯრიდან, - კარაქიანი პური მაინც გეჭამა. - კარგი, - უპასუხა ვაჟ-
მაც.
უკან როდესაც დაბრუნდა, დედა უკვე სასაუზმოდ გაშლილ მაგი-
დასთან იჯდა. სახლის პატრონი ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა. მის
მეუღლეს თვალის ჩინი დაკარგვოდა, ამიტომ დიასახლისს სარეც-
ხის რეცხვა უწევდა, რომ თავი ერჩინათ. მისის მორელს შეეცოდა ეს
გატანჯული ქალი; ამის გამო სამზარეულოში ქვაბებსაც თვითონ
რეცხავდა და დილაობით ლოგინებსაც თავადვე ალაგებდა. - ხომ
თქვი, ხელს არაფერს მოვკიდებ, მხოლოდ დავისვენებო, - შეახსენა
პოლმა. - უქმად ვიჯდე?! - შეიცხადა ქალმა, - რას ამბობ!
პოლი დედასთან ერთად სიამოვნებით სეირნობდა სოფლის მინ-
დვრებშიც და ზღვის ნაპირზეც. ქალს ფიცრულა ხიდებზე გადასვლის
ეშინოდა, ვაჟი კი საყვედურობდა, პატარა გოგოსავით ფრთხებიო.
დედას მზრუნველი რაინდივით ექცეოდა, შვილივით კი არა. მირიამ-
მა პოლთან ყოფნით გული ვერ იჯერა, რადგან მხოლოდ იმ დროს
იმარტოხელებდა, როდესაც ყველა ადგილობრივი ლოტბარების
მოსასმენად გაიკრიფებოდა ხოლმე. მირიამს მათი სიმღერები არ
263
მოსწონდა, არც - პოლს და ენისაც კი ეუბნებოდა, ნეტავ, რაში კარ-
გავ დროს, მათი ბჟუტური რა მოსასმენიაო. თუმცა პოლმა მშვენივ-
რად იცოდა ეს სიმღერები და გზებზე ლაღად ღიღინებდა ხოლმე.
როდესაც სხვისი შესრულებით უწევდა ამ „ბჟუტურის“ მოსმენა, ძა-
ლიან მოსწონდა, თუმცა ენის მაინც სხვა რამ უთხრა: - რა იდიოტიზ-
მია! ერთი ჭკვიანური წინადადება არ მოიპოვება მაგათ ტექსტებში.
ჭრიჭინობელაზე მეტი აზროვნება თუ აქვს ადამიანს, მათ მოსასმე-
ნად არ მივა და მთელი საღამო არ დაჯდება, - მირიამს კი უთხრა, -
ალბათ, ყველანი იქ ბრძანდებიან და ამასაც გული იქით მიუწევს.
უცნაური სანახავი იყო, როდესაც მირიამს სიმღერის საღერღელი
აეშლებოდა ხოლმე და მაინცდამაინც ამ სიმღერების ღიღინს იწყებ-
და. სწორი ნიკაპი ქვედა ბაგის პერპენდიკულარულ ხაზად გასდევ-
და, რითიც პოლს ბოტიჩელის ერთ-ერთ ანგელოზს აგონებდა, თუნ-
დაც მხოლოდ ეს ორი ხაზი წაემღერა:
აქ მო, სიყვარულის ხეივანში, მასმინე ხმა და მამყოფე შენთან.
მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლი ხატავდა, სახლეული კი მუსიკის
მოსასმენად იყო წასული, ვაჟი სრულიად მირიამის საკუთრებაში ექ-
ცეოდა. ასეთ დროს დაუსრულებლად ელაპარაკებოდა გოგონას,
თუ როგორ უყვარდა ჰორიზონტალები და მაგალითად ლინკოლ-
ნშირის ცა და მდელო მოჰყავდა, რაც მისთვის ნების მარადიულო-
ბასთან იყო წილნაყარი; ხიბლავდა ნორმანული ეკლესიების კამა-
რები, რომლებიც ერთიმეორის პარალელურად მეორდებოდა და
ადამიანის სულის უსასრულო ყარიბობას გამოხატავდა; გოთური
თაღები და პერპენდიკულარული ხაზები კი, მისი აზრით, ცად მიის-
წრაფოდა და ღვთაებრივში დავანებულ შთაგონებას ეხმატკბილე-
ბოდა. ხშირად ამბობდა ხოლმე, შინაგანად მე ნორმანი ვარ, მირია-
მი კი გოთი; რაზეც გოგონა თავის დაკვრით ეთანხმებოდა. ერთ სა-
ღამოს ერთად გაისეირნეს და თედლთორპის ფართო სანაპიროს-
264
თან მივიდნენ. დიდრონი ზვირთები ნაპირს ეხეთქებოდა და შიშინა
ქაფად იქცეოდა. თბილოდა. შორიახლოს, მათ გარდა, ძე ხორციე-
ლი არ შეიმჩნეოდა, არც რაიმეს ხმა ისმოდა, გარდა ზღვის ჩქაფანი-
სა. პოლს უყვარდა ტალღების დგაფუნის მოსმენა. უყვარდა, როდე-
საც ზღვიდან წამოსულ ხმაურსა და ხმელეთზე გამეფებულ სიჩუმეს
შორის იდგა. მირიამიც თან ახლდა. გრძნობები გაუმწვავდა და ოდ-
ნავ დაიძაბა. უკან რომ გაბრუნდნენ, უკვე საკმაოდ ჩამობნელებუ-
ლიყო. სახლამდე მისასვლელი გზა ბორცვებს შორის, ველობზე გა-
დიოდა და უბეებს შუა მოქცეულ მაღალბალახიან ბილიკს უერთდე-
ბოდა. ყველაფერი სიბნელეს მოეცვა. პატარა გორაკებზე უკნიდან
ზღვის სტვენა-სისინი აღწევდა. ორივენი ჩუმად მიაბიჯებდნენ. უეც-
რად ვაჟი შედგა. ვნების ალმოდებულს სისხლი უდუღდა და სუნთქვა
უჭირდა. ბორცვების უკან ამოსული სავსე მთვარე ნარინჯისფრად
დანათოდა ორს. პოლმა ციურ სხეულს ახედა. - აჰ! - შესძახა მირი-
ამმა, როდესაც თვითონაც აიხედა და სხვა ფერის მთვარე დაინახა.
ვაჟი გაუნძრევლად იდგა და თვალს არ აცილებდა ღაჟღაჟა მთვა-
რეს, რომელსაც ამ თვალშეუდგამი უკუნეთისთვის გაებედა შერკი-
ნება. გული მძიმედ უცემდა და ხელები დაბუჟებოდა. - რა არის? -
იკითხა მირიამმა და მის პასუხს დაელოდა.
პოლი მიუბრუნდა და თვალებში ჩახედა. გოგონა მის წინ იდგა,
ამიტომ ჩრდილში მოექცა. თანაც, ფარფლებიანი ქუდი ეხურა, რო-
მელიც სახეს უმალავდა, ამიტომაც ყმაწვილმა მისი თვალები ვერ
დაინახა. გოგონა გაირინდა. შიშის გრძნობა დაეუფლა - სულის შემ-
ძვრელი და რელიგიური. ასეთ მდგომარეობას მისთვის უჩვეულო
არ ეთქმოდა, რაც პოლს ფარ-ხმალს აყრევინებდა ხოლმე. სისხლი
ისე უდუღდა, ლამის გული ამოვარდნოდა. მაგრამ მირიამს ეს არ შე-
უმჩნევია. თვალებიდან ვნების ნაპერწკლებს აფრქვევდა. თუმცა
ვერც ამას ამჩნევდა გოგონა. ვაჟისგან უფრო რელიგიურ მოკრძა-
265
ლებას ელოდა. სურვილმოძალებულს წარმოდგენა არ ჰქონდა ვა-
ჟის ვნებაზე და მაინც შემკრთალი უმზერდა.
- რა არის-მეთქი? - გაიმეორა კითხვა.
- მთვარეა, - წარბი შეკრა პოლმა.
- ჰო, - დაეთანხმა ქალი, - საოცრად ლამაზია, არა?
რაკი კრიზისმა გაიარა, მირიამი დაინტერესდა, რა სჭირსო.
პოლმა თავადაც არ უწყოდა, რა ხდებოდა. ეგზომ გამოუცდელს
მირიამთან მხოლოდ უბიწო ურთიერთობა აკავშირებდა; ისიც კი არ
იცოდა, სურდა თუ არა მისი მკერდზე მიხუტება, გულის ტკივილის
დასაყუჩებლად. სადღაც, ეშინოდა კიდეც მირიამის. იმ ფაქტს, რომ
შესაძლოა ისე მოსურვებოდა, როგორც მამაკაცს ქალი, გულის სიღ-
რმეში მარხავდა და სირცხვილის ქოქოლას აყრიდა. მირიამი მო-
იბუზა და უკან გადგა, პოლს კი სული დაეწვა, ამგვარი რამ როგორ
გავიფიქრეო. ეს უბიწობა პირველი კოცნის ფარულ სურვილსაც კი
უკლავდა. მირიამი, ალბათ, უნაზეს ამბორსაც ვერ გადაიტანდა,
ხორციელ სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვათ; პოლი კი მხდალი და
მგრძნობიარე იყო და ერთ კოცნასაც კი ვერ მოიპარავდა. ბნელ ბი-
ლიკზე გაუყვნენ გზას; პოლს ისევ მთვარისკენ ჰქონდა მზერა მიმარ-
თული და ხმას არ იღებდა. მირიამიც მძიმე ნაბიჯებით უხალისოდ
მიჰყვებოდა. ამ წუთებში პოლს თავი ეზიზღებოდა და ამის გამო თა-
ნამგზავრიც სძულდა. შორს რომ გაიხედა, სიბნელეში სინათლის
ერთადერთი წერტილი გაარჩია - მათი კოტეჯის ფანჯრიდან გამომა-
ვალი ლამპის შუქი. მაშინვე დედამისი გაახსენდა და გული გაუთბა;
დანარჩენებზე ფიქრიც ახალისებდა. - თქვენ გარდა ყველა კარგა
ხნის მოსულია! - შესვლისთანავე უთხრა მისის მორელმა. - მერე და
რა?! - გაღიზიანებულმა დაუყვირა დედას, - სასეირნოდ ვეღარ გავი-
დე სახლიდან? - მგონი, სხვებთან ერთად ვახშმის დროს რომ დაბ-
რუნებულიყავი, არაფერი მოხდებოდა, - მისის მორელი პოზიციის
266
დათმობას არ აპირებდა. - როცა მესიამოვნება, მაშინ დავბრუნდები
ხოლმე, - არც პოლი ეპუებოდა, - დაგვიანებულად არაფერი მეჩვე-
ნება. ჩემი საქმისა მე ვიცი.
- ძალიანაც კარგი, - უკან დაიხია ქალმა, - მაშინ, შენს ჭკუაზე
იარე. იმ საღამოს საყვარელი ვაჟისთვის ყურადღება აღარ მიუქცე-
ვია. პოლმა ისე დაიჭირა თავი, ვითომ სულ არ ადარდებდა ეს სიტუ-
აცია და წიგნი გადაშალა დროის მოსაკლავად. მირიამმაც კითხვით
შეიქცია თავი, თან, კრინტი არ დაუძრავს, რომ ყურადღება არავის
გადაეტანა მასზე. მისის მორელს ეს გოგო სძულდა, შვილი წამარ-
თვაო, გულში ფიქრობდა. ხედავდა, როგორი თავისნათქვამა და მე-
ლანქოლიური ხდებოდა პოლი, თან, მალევე ღიზიანდებოდა. ამაში
მისის მორელი მირიამს ადანაშაულებდა. პოლის რჩეულს ენი და
მისი მეგობრებიც აუმხედრდნენ. მირიამი პოლის გარდა სხვასთან
არც არავისთან მეგობრობდა. მაგრამ ამას არც განიცდიდა, რამეთუ
სხვა ადამიანების ტრივიალურობა ისედაც სძულდა. პოლს კი მი-
რიამი სძულდა, რადგან მიაჩნდა, რომ მის გამო დაჰკარგოდა ბუნებ-
რივობა და სილაღე. თავს დამცირებულად გრძნობდა და ეს ტანჯავ-
და.

267
8. სასიყვარულო პაექრობა

ართურმა ხელობის შესწავლა დაამთავრა და მინტონის მაღარო-


ში ელექტროდანადგარზე დაიწყო მუშაობა. ცოტას კი უხდიდნენ,
მაგრამ წინსვლის კარგი შანსი ჰქონდა. თუმცა დაუდგრომელი და
მოუთვინიერებელი ბუნებით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა,
რომ არც სვამდა და არც თამაშობდა, მაინც დღენიადაგ უსიამოვნე-
ბაში იყო გახვეული. ხან კურდღლებზე სანადიროდ მიდიოდა ტყეში,
ეს კი მეკობრეობას ნიშნავდა; ხან ნოტინგემში დაიღამებდა და შინ
დაბრუნება აღარც ახსენდებოდა; ზოგჯერ ბესტვუდთან ჩამავალი
არხის სიღრმეს ვერ საზღვრავდა და თავთხელში ეშვებოდა, სადაც
წვეტიან ქვებზე ან გადაყრილი კონსერვის ბასრპირიან ქილებზე
ეცემოდა და მკერდდასისხლიანებული ამოდიოდა წყლიდან. სამსა-
ხურისთვის კარგა ხნის განებებული ჰქონდა თავი, რომ ერთ ღამე-
საც შინ არ დაბრუნდა. - ართური სად არის? - იკითხა პოლმა საუზ-
მობისას.
- არ ვიცი, - მიუგო დედამისმა.
- სულელია, - თქვა პოლმა, - ისევ რამე ხიფათში თუ გაყო თავი,
ჩემთვის სულერთია. ამჯერად რას იტყვის, ნეტავ, ვისტის თამაშს
ვერ მოვწყდიო თუ საციგურაო მოედნიდან გოგონა სახლამდე მივა-
ცილე და შინ დაბრუნების დრო უკვე აღარ იყოო? თავცარიელი! -
არა მგონია, კარგი იყოს, თუ ისეთი რამ ჩაიდინა, რაც მთელ ოჯახს
თავს მოგვჭრის, - თქვა მისის მორელმა.
- უფრო მეტ პატივისცემას დაიმსახურებდა ჩემგან, - ჩაილაპარა-
კა პოლმა. - მეეჭვება, - ცივად შეეპასუხა დედა. საუზმობა განაგ-
რძეს. - სულს არ იშურებ, არა, მისთვის? - ჰკითხა პოლმა დედას.
- ამას რატომ მეკითხები?
- ამბობენ, ნაბოლარა ყველაზე მეტად უყვარს დედასო.
268
- სხვას შესაძლოა... მაგრამ მე არა. უფრო მეტად, თავს მაბეზ-
რებს. - გირჩევნია, შენ დაგდევდეს კუდში?
- მირჩევნია, იმდენი ჭკუა ჰქონდეს, კაცს რომ მოეთხოვება.
პოლი გაღიზიანებას უკვე აღარ მალავდა, რის გამოც ხშირად დე-
დას თვითონაც აბეზრებდა თავს. ქალს ბრაზი ახრჩობდა, როდესაც
ხედავდა, რომ ბიჭი იღრუბლებოდა. ის იყო, საუზმობას ამთავრებ-
დნენ, რომ ფოსტალიონი მიადგათ დერბიდან გამოგზავნილი წერი-
ლით ხელში. მისის მორელმა თვალები მოჭუტა, რათა მისამართი
ამოეკითხა. - მოიტა აქ, შე ბრუციანო! - გამოსტაცა წერილი ხელი-
დან პოლმა. გერტრუდი ისე გაბრაზდა, რომ კინაღამ ალიყური უთა-
ვაზა.
- შენი ვაჟკაცი ართური გწერს, - უთხრა პოლმა.
- რაო? - დაიყვირა მისის მორელმა.
- ძვირფასო დედიკო, - დაიწყო პოლმა კითხვა, - არ ვიცი, ასე რამ
გამასულელა. მინდა, რომ ჩამოხვიდე და სახლში წამიყვანო. სახ-
ლში წამოსვლის მაგივრად, გუშინ ჯეკ ბრედონს გამოვყევი და ჯარში
ჩავეწერე. მითხრა, სკამზე ჯდომით ერთი ადგილი გამიბრტყელდაო
და მეც, როგორც მოგეხსენება, სრული უტვინო, ავდექი და გამოვყე-
ვი. მეფის სამსახურში კი ჩავდექი, მაგრამ იქნებ შენ რომ ჩამოხვიდე
და სთხოვო, უკან გამომიშვან. ნეტავ, რა მომარბენინებდა აქ? სად
მქონდა ჭკუა?! ჯარში ყოფნა არ მინდა. საყვარელო დედა, ვიცი, რომ
მხოლოდ თავის ტკივილი ვარ შენთვის. მაგრამ თუ აქედან დამიხ-
სნი, გპირდები, მეტ ჭკუასა და საზრიანობას გამოვიჩენ... მისის მო-
რელი თავის სარწეველაში ჩაეშვა.
- უყურე მაგას, - დაიყვირა ქალმა, - ჰოდა, ემსახუროს ახლა მე-
ფეს! - ემსახუროს, - დაეთანხმა პოლი, - ვინ უშლის.
სიჩუმე ჩამოწვა. მისის მორელმა წინსაფრის გულისპირზე ხელე-
ბი დაიკრიფა, სახეზე ემჩნეოდა, რომ ღრმა ფიქრებში ჩაფლულიყო.
269
- საშინლად ვარ! - იკივლა უეცრად, - რად მინდა თავი ცოცხალი! -
აბა, - გაუწყრა პოლი და წარბი შეკრა, - ახლა გულის პრანჭვა არ გა-
მაგონო! - აბა, ვიმხიარულო? - გაცხარებული მიუბრუნდა ვაჟს.
- უბრალოდ, ტრაგედიად ნუ აქცევ ამ ამბავს, - ხმადაბლა შეეპა-
სუხა პოლი. - რა სულელი მყოლია! რა სულელი მყოლია და არა
მცოდნია! - ნერვებს ვეღარ თოკავდა ქალი. - სამხედრო ფორმა კი
მოუხდება, - გაღიზიანებულმა პოლმა კბილებში გამოსცრა. მისის
მორელმა გაცოფებული მზერა მიაპყრო.
- რაო? - წივილში გადავიდა, - თვალით აღარ დამენახოს!
- საკავალერიო პოლკში მაინც მოხვდეს. თავის გემოზეც გაატა-
რებს დროს და ჩინებულადაც იქნება.
- ჩინებულად?! ჩინებულად?! ისემც მაგას წახდენია ნამუსი, რაც
ეგ ნიფხავგამოხეული ჩინებულად ვერ იქნება! - მე რა, სულ ახალ-
თახლები მაცვია? - გაწყრა პოლი, - ერთი უბრალო კლერკი ვარ. -
რა შედარებაა, შვილო! - დაძაბულად იყვირა.
- რას ამბობ, დედა?
- იმას, რომ შენ კაცი მაინც გქვია, ის კი წითელკიტელიანი ხელის
ბიჭი იქნება. - არც მე ვიტყოდი წითელ კიტელზე უარს, ლურჯზე - მით
უმეტეს, მომიხდებოდა კიდეც... უფროსობას თუ არ დამიწყებდნენ.
მაგრამ დედამისი უკვე აღარ უსმენდა.
- მეგონა, ცოტათი მაინც წავა-მეთქი წინ, თუნდაც რამდენიმე სა-
ფეხურით. ეგ კიდევ ცხოვრებას ინგრევს. აწი რაღა ეშველება, რო-
გორ ფიქრობ? - გამოწვრთნიან მაინც!
- გამოწვრთნიან?! ტყავს გააძრობენ! ჯარისკაცობა და მეფის სამ-
სახური მომინდომა! სხვის ბრძანებებზე სურს ბიჭს ხტუნაობა. უყურე
მაგას!
- შენი გაბრაზების მიზეზს ვერ ვხვდები, - უთხრა პოლმა.

270
- შესაძლოა, ვერც ხვდები. სამაგიეროდ, მე ვხვდები, - ქალი ისევ
სავარძელში ჩაჯდა, ერთი ხელი ნიკაპის ქვეშ ამოიდო, მეორე -
იდაყვქვეშ. სევდა და კაეშანი ეხატა სახეზე. - დერბიში წახვალ?
- ჰკითხა პოლმა.
- ჰო.
- მაინც ვერაფერს გახდები.
- ვნახოთ.
- კი მაგრამ, დარჩეს მაგ ჯარში, მასეც მოუხდება.
- შენ რომ იტყვი, კი! - დაუყვირა მისის მორელმა, - ძალიან იცი,
რა მოუხდება და რა არა. მისის მორელი გაემზადა და დერბისკენ მი-
მავალ პირველსავე მატარებელს გაჰყვა. შვილიც ნახა და სერჟან-
ტიც, მაგრამ ამაოდ. სამსახურიდან დაბრუნებულ მორელს სადი-
ლობისას უეცრად უთხრა: - დღეს დერბიში ვიყავი. სახეგამურულმა
მაღაროელმა ცოლს გახედა. - რათა, გვრიტო? რის გამო?
- ართურის გამო!
- ოჰ, ახლა რაღა შეემთხვა?
- ჯარში წავიდა.
მორელმა დანა დადო და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
- არა, შეუძლებელია!
- ხვალ კი ოლდერშოთში მიემგზავრება.
- კარგი! - მაღაროელს გაღიზიანება დაეტყო, - სასწაული, თუ გინ-
და! - რამდენიმე წამს გარინდული იჯდა, მერე ისევ სადილს მიუბ-
რუნდა. ანაზდად სახეზე ბრაზი აესახა, - იმედი მაქვს, ჩემს სახლში
ფეხს არასოდეს დადგამს, - თქვა ბოლოს. - ესღა მაკლდა ახლა! -
იკივლა მისის მორელმა, - ამისთანა რამეს როგორ ამბობ! - ვამბობ,
- მიუგო ქმარმა, - რაკი ჯარისკაცობა მოუნდომებია, მაშინ თავს თვი-
თონ მიხედოს და მე ჩამომეხსნას.

271
- აქამდე ხომ, რას ამბობ, სულ შენს კალთას იყო გამოკერებული,
- ნიშნის მოგებით უთხრა ცოლმა.
მორელს იმ საღამოს სალუდეში წასვლისა მოერიდა.
- აბა, იყავი?
- ჰკითხა დაბრუნებულმა პოლმა დედას.
- ვიყავი.
- ნახე?
- ვნახე.
- რაო?
- აქვითინდა, წამოსვლა რომ დავაპირე.
- ჰმ!
- „ჰმ“ არ უნდა მაგას! ვერც მე შევიკავე ცრემლი.
მისის მორელს შვილის ამბავი ადარდებდა. იცოდა, რომ ჯარში
არ მოეწონებოდა. დისციპლინას ბავშვობიდან ვერ იტანდა. - მაგ-
რამ ექიმმა თქვა, - ამაყად უთხრა პოლს, - თითქმის სრულყოფილი
პროპორციები აქვსო. ზომები იდეალური აღმოაჩნდა. რომ იცოდე,
როგორი შეხედულია. - გარეგნობა არ დაეწუნება. მაგრამ გოგონები
ისე არ დასდევენ კუდში, როგორც უილიამს, არა? - ჰო. ხასიათი აქვს
სხვა. მამამისივით უპასუხისმგებლოა.
დედისთვის რომ ნუგეში ეცა, პოლმა უილეის ფერმაში სიარულს
უკლო. შემოდგომაზე ქასლში ორი ნამუშევარი - აკვარელში შესრუ-
ლებული პეიზაჟი და ზეთში შესრულებული ნატურმორტი - წარადგი-
ნა და ორივე ეტიუდისთვის პირველი პრიზი დაიმსახურა. მის სიხა-
რულს საზღვარი არ ჰქონდა. - აბა, რას მომცემდნენ ნამუშევრებში,
დედა? - ჰკითხა საღამოს შინ დაბრუნებულმა. ქალმა შვილის თვა-
ლებში სიხარულის ნაპერწკლები შენიშნა და თვითონაც გაებადრა
სახე. - რა ვიცი, შვილო, მითხარი!
- პირველი პრიზი მომცეს! ეს მინის დოქები...
272
- ჰმ!
- პირველი ჯილდო უილეის ფერმის მონახაზში ავიღე.
- ორივეში პირველი გერგო?
- კი.
- ჰმ!
ქალს ლოყები შეეფაკლა სიხარულით, მაგრამ არაფერი თქვა.
- რა კარგია, არა? - თქვა პოლმა.
- მშვენიერია.
- აბა, რატომ ცამდის არ აგყავარ ქებით?
ქალს გაეცინა.
- მერე უკან მეყოლები ჩამოსაყვანი, - გაეხუმრა დედა.
მიუხედავად ყველაფრისა, მისის მორელს სული სიხარულმა გა-
უნათა. ოდესღაც უილიამს მოჰქონდა ხოლმე მისთვის სპორტული
ჯილდოები. ამ პრიზებს საგულდაგულოდ ინახავდა და ვერც პირვე-
ლი შვილის სიკვდილს ინელებდა. ართური ლამაზი ჰყავდა, ყოველ
შემთხვევაში, გარეგნობა არ დაეწუნებოდა, თან გულითადი და თბი-
ლი მოპყრობა იცოდა, ამდენად, იქნებ, გამართლებოდა კიდეც. აი,
პოლი სულ სხვა იყო. მისის მორელი მასზე მთელ იმედს ამყარებდა,
ყმაწვილმა კი, როგორც ჩანს, არც იცოდა, რა ძალას ფლობდა. მის-
გან დიდი კაცი უნდა გამოსულიყო. ნამდვილად იმედისმომცემი
ახალგაზრდა ეთქმოდა. დედას გულს უხარებდა მის მომავალზე
ფიქრი. აბა, მთელი ძალისხმევა ამაოდ ხომ არ ჩაუვლიდა. ქასლში
გამართულ გამოფენაზე პოლის ჩუმად რამდენჯერმე მისის მორე-
ლიც მივიდა. ტილოების თვალიერებაში გრძელი დარბაზი ისე გაი-
არა, რომ ვერც შენიშნა. დიახ, მართლაც შესაშური ფერწერა იყო.
მაგრამ რაღაც აკლდა, რაც მის გემოვნებას დააკმაყოფილებდა. ზო-
გიერთი ისე მოეწონა, აღფრთოვანება ვერ დამალა. კარგა ხანს უმ-
ზირა, რომ რაიმე ნაკლი ეპოვა. მერე უეცრად ისეთი შოკი განიცადა,
273
რომ გული კიდევ დიდხანს ვერ დაიმშვიდა. პოლის ნახატი ეკიდა! ეს
ტილო ზეპირად იცოდა, თითქოს ქსოვილზე კი არა, დედის გულზე
დაეხატა სათაყვანებელ ვაჟს. „სახელი - პოლ მორელი - პირველი
პრიზი“ . მაგრამ ამ საჯარო სივრცეში საკმაოდ უცნაურად გამოიყუ-
რებოდა, მით უმეტეს, ამ ციხესიმაგრის დარბაზებში არაერთი გამო-
ფენა ენახა. მერე მიმოიხედა, ხომ არავინ შემამჩნია, ასე რომ მივ-
შტერებივარო.
გული სიამაყით აევსო. როდესაც კარგად ჩაცმულ ქალბატონებს
გადაეყარა, თავ-თავიანთ მამულებში რომ ბრუნდებოდნენ, გულში
გაიფიქრა: - კი, მართლაც მდიდრულად გამოწყობილი ბანოვანები
ბრძანდებით... მაგრამ განა თქვენმა ვაჟებმაც ორი პირველი პრიზი
აიღეს ქასლში?
მერე ეს ტანმორჩილი არსება ისე მტკიცედ გაუყვა გზას, ვითარცა
ყველაზე ამაყ ქალს შეშვენოდა ნოტინგემში. პოლსაც სიხარულით
სავსე ჰქონდა გული, რადგან გრძნობდა, რომ თუნდაც მცირედი,
მაგრამ მაინც კარგი რამ გააკეთა დედის გულის გასახარებლად.
ყველაფერი, რასაც ქმნიდა, გულში დედას უძღვნიდა.
ერთხელ, ციხესიმაგრის კარიბჭეში შესული, მირიამს შეხვდა. შა-
ბათს რომ ნახეს ერთმანეთი, გოგონას არ უთქვამს, დაბაში ვაპირებ
წასვლასო. მირიამი ერთ გაჯგიმულ, პირქუში გამომეტყველების
მქონე ქერა ქალთან ერთად სეირნობდა. ისედაც მოხრილი და თავ-
ჩაქინდრული გოგონა ამ ლამაზმხრებიანი ქალის გვერდით უცნაუ-
რად პატარა ჩანდა. პოლს გამომცდელი მზერა შეავლო. ვაჟი კი უც-
ნობ ქალს მიშტერებოდა, რომელიც არავითარ ყურადღებას არ აქ-
ცევდა ახალგაზრდა ხელოვანს. მირიამი მიხვდა, რომ პოლში მამა-
კაცური სული აინთო. - გამარჯობა! - მიესალმა პოლი, - არ გით-
ქვამს, ქალაქში ვაპირებო. - არ მითქვამს, - დამნაშავესავით და-

274
უდასტურა გოგონამ, - საქონლის ბაზრობაზე მამას ჩამოვყევი.
პოლმა ქერა ქალს შეხედა.
- მისის დოუსი ხომ მყავს ნახსენები, - დაბნეულობისგან ხმა ჩაეხ-
ლიჩა, - კლარა, პოლს იცნობ? - მგონი, ნანახი უნდა მყავდეს, - გულ-
გრილად მიუგო ქალმა და ხელი ნაძალადევად ჩამოართვა. დამცი-
ნავი ნაცრისფერი თვალები, ღია თაფლისფერი კანი და მსხვილი ტუ-
ჩები ჰქონდა; ზედა ბაგე ოდნავ აეწია, ოღონდ მამაკაცებისადმი ზიზ-
ღის გამოსახატად თუ კოცნის სურვილით, ვერ გაიგებდი, მხოლოდ
პირველი ვერსიის ვარაუდი შეიძლებოდა. თავი უკან გადასწია, ალ-
ბათ, ამითაც მამრობითი სქესის მიმართ სიძულვილი გამოხატა.
თახვის ბეწვით გაფორმებული ფართო, ძველებური ქუდი ეხურა და
ისეთი უბრალო კაბა ეცვა, ტომარას მოგაგონებდა. ჩანდა, რომ არც
ფული ებადა და არც გემოვნება. მირიამი კი, ჩვეულებრივ, სათნოდ
გამოიყურებოდა.
- სად გყავართ ნანახი? - ჰკითხა პოლმა უცნობ ქალს. მან ისე შე-
ხედა, თითქოს პასუხის ღირსად არ მიიჩნევსო. - ლუი ტრევერსთან
ერთად მიდიოდით, - ამოღერღა ბოლოს.
ლუი ერთ-ერთი მესპირალე გოგონა იყო.
- იცნობთ? - დაინტერესდა პოლი.
ქალმა არაფერი უპასუხა. მირიამისკენ შებრუნდა.
- საით გაგიწევიათ? - უფრო მირიამს ჰკითხა პოლმა.
- ციხესიმაგრეში.
- შინ რომელი მატარებლით ბრუნდებით?
- მე მამაჩემს მივყვები. შენც წამოდი. რომელზე თავისუფლდები?
- ჯანდაბა! დღეს რვამდე ფეხს ვერ მოვიცვლი.
ორივე ქალმა გზა მყისვე განაგრძო.
პოლს გაახსენდა, რომ კლარა დოუსი მისის ლივერსის ერთი ძვე-
ლი მეგობრის ქალიშვილი იყო. მირიამი იმიტომ დაუახლოვდა,
275
რომ კლარა ოდესღაც ჯორდანთან უფროს მესპირალედ მუშაობდა,
მისი მჭედელი ქმარი, ბაქსტერ დოუსი, კი იმავე ქარხანაში პროთე-
ზების ნაწილებს ამზადებდა. მირიამს ეგონა, კლარას მეშვეობით
ფაბრიკის ავანჩავანს უფრო გაიგებდა და პოლის მდგომარეობასაც
უკეთ შეაფასებდა. მაგრამ მისის დოუსი ქმარს გაშორებული იყო და
ქალის უფლებებით გახლდათ დაკავებული. ჭკვიან ქალად იცნობ-
დნენ და პოლიც დაინტერესდა. ბაქსტერ დოუსს პოლი იცნობდა,
თუმცა გულზე დიდად არ ეხატებოდა. მჭედელი ოცდათერთმეტი ან
ოცდათორმეტი წლისა უნდა ყოფილიყო. ზოგჯერ პოლის სამუშაო
კუთხესთანაც გაივლიდა ხოლმე. აღნაგი და თვალში საცემად ლა-
მაზი გახლდათ - ცოლ-ქმარი რაღაცით ერთმანეთს ჩამოჰგავდა.
ისიც ცოლივით თეთრი კანით გამოირჩეოდა. თმა წაბლისფერი,
ულვაში კი ჩალისფერი ჰქონდა. მზერითა თუ ქცევით ამპარტავნება-
სა და კადნიერებაში ცოლს არ ჩამოუვარდებოდა. თუმცა ცოლისგან
განსხვავებით, ბაქსტერს ცოცხალი, თაფლისფერი თვალები ჰქონ-
და. ოდნავ გადმოქაჩული თვალების პატრონს ქუთუთოები გადმოს-
წეოდა და ბოროტი მზერა გახდომოდა. კადნიერ გამომეტყველებას
მეტისმეტად ცოცხალი ბაგეც უმკვეთრებდა. მისი მხდალი ამპარ-
ტავნება გაფიქრებინებდა, მზად არის, ნებისმიერი, ვინც თვალში არ
მოუვა, ძირს დასცესო. ეტყობა, საკუთარი თავიც არ მოსდიოდა
თვალში. პოლი პირველივე დღიდან აითვალწუნა. როგორც კი მისი
უპიროვნო, შემფასებლური მზერა დაიჭირა, ისეთი, ხელოვანებს
რომ ახასიათებთ, ლამის გადაირია. - რას მომჩერებიხარ? - შემტევი
ტონით ჰკითხა.
ბიჭმა თვალი აარიდა. მაგრამ მჭედელს მასთან ახლოს დგომა და
მისტერ პეპლუორთთან საუბარი უყვარდა, რა დროსაც ბინძურ სიტ-
ყვებსა და ავყიაობას არ ერიდებოდა. კიდევ ერთხელ დაიჭირა პო-
ლის შემფასებლურ-გამკიცხავი მზერა და ლამის დასაბმელი გახდა:
276
- რას მომშტერებიხარ, შე ჩემის თვრამეტიანო? - შეუღრინა ბიჭს. მან
მხრები შეუმჩნევლად აიჩეჩა.
- უჰ, შენი!.. - ყვირილზე გადავიდა დოუსი.
- დაანებე თავი, - ისეთი ინტონაციით უთხრა მისტერ პეპლუორ-
თმა, რომ ქვეტექსტად იკითხებოდა: ერთი ცინგლიანია, არ ღირს ხე-
ლის გასვრაო. მას მერე პოლი ყოველთვის ავი და კრიტიკული თვა-
ლით უყურებდა, თუმცა მანამდე აშორებდა მზერას, ვიდრე ეს აგრე-
სიული კაცი შეამჩნევდა, რაც ამ უკანასკნელს ჭკუიდან შლიდა. მათი
მტრობა ასე მდუმარედ გრძელდებოდა. კლარა დოუსს შვილები არ
ჰყავდა. როდესაც ოჯახი დაანგრია და ქმარს გაშორდა, დედასთან
გადავიდა საცხოვრებლად. დოუსი კი დასთან დაბინავდა. იმავე სახ-
ლში ცხოვრობდა მისი დის მულიც, ლუი ტრევერსი, და პოლი მიხ-
ვდა, რომ ლუი და დოუსი საყვარლები იქნებოდნენ. გოგონა ლამაზი
იყო, თუმცა ქედმაღლობა ყოფა-ქცევის სიმსუბუქეს ვერ უმძიმებდა;
ხშირად დაუცინია პოლისთვის, მაგრამ როდესაც სამსახურიდან გა-
მოსულები სადგურისკენ ერთად მიდიოდნენ, აღტყინებულს ლოყე-
ბი ეფაკლებოდა ხოლმე. შაბათ საღამოს, ამ შეხვედრის შემდეგ, მი-
რიამის სანახავად წავიდა. ქალიშვილს მისაღებში ბუხარი დაენთო
და ვაჟს ელოდა. ოჯახობა, დედ-მამისა და უმცროსი დედმამიშვილე-
ბის გარდა, შინ არ იმყოფებოდა, ამიტომ მისაღებში მარტონი დარ-
ჩნენ. გრძელი ოთახი სასიამოვნოდ გამთბარიყო. კედელზე პოლის
სამი პატარა ჩანახატი ეკიდა, ბუხრის თავს კი მისი ფოტო ამშვენებ-
და. მაგიდასა და ვარდის ხის ძველ, მაღალ პიანინოზე ფერადფოთ-
ლიანი ლარნაკები ეწყო. პოლი სავარძელში ჩაჯდა, მირიამი კი მის
წინ, ბუხრის ხალიჩაზე მოკალათდა. ლამაზ, ფიქრიან სახეზე ალის
ანარეკლი დასთამაშებდა მლოცველივით ჩამუხლულს. - როგორი
შთაბეჭდილება დაგიტოვა მისის დოუსმა? - ჰკითხა ვაჟს მშვიდად. -
დიდი თავაზიანობით არ გამოირჩევა, - მიუგო პოლმა.
277
- არა, მაგრამ გარეგნობა არ დაეწუნება, ხომ? - ხმადაბლა წარ-
მოთქვა. - ჰო... კარგი აღნაგობა აქვს. მაგრამ გემოვნების ნასახი არ
გააჩნია. თუმცა რაღაც პეწი კი დაჰკრავს. ისე, მართლა ჭირვეულია?
- არ მგონია, მე უფრო დაუკმაყოფილებელს ვიტყოდი.
- რითია დაუკმაყოფილებელი?
- როგორ გითხრა... მთელი ცხოვრება რომ მაგნაირ კაცთან იყო
დაკავშირებული, როგორ ხასიათზე დადგებოდი? - აბა, რაღას უკავ-
შირებდა მერე ცხოვრებას, თუ ასე მალე უნდა მოსწყენოდა? - იოლი
სათქმელია! - მირიამს წყენა გაერია ხმაში.
- მაგათ რომ ვუყურებ, რაც ალხანაა, ის ჩალხანაა-მეთქი, მეფიქ-
რება, - შენიშნა პოლმა. მირიამმა თავი დახარა.
- ჰო? - სარკასტულად ჰკითხა, - და რატომ გეფიქრება ეგრე? - ბა-
გებზე დაკვირვებიხარ? ვნებისათვის არის შექმნილი... და თავს რო-
გორ აგდებს... - და კლარასავით გადასწია უკან თავი. მირიამმა თა-
ვი ჩაქინდრა. - ჰო, - თქვა გოგონამ.
რამდენიმეწამიანი სიჩუმე ჩამოვარდა, რა დროსაც პოლი კლა-
რაზე ფიქრმა გაიტაცა. - და რა მოგეწონა მასში? - დაინტერესდა მი-
რიამი. - არ ვიცი... კანი და აღნაგობა... არ ვიცი... მისი სიხისტე თუნ-
დაც. როგორც ხელოვანმა, ისე შევაფასე, მეტი არაფერი. - ჰო.
პოლს გაუკვირდა, ან ამ ხალიჩაზე რამ წამოასკუპა ან ასეთი სევდია-
ნი რატომ არისო. გულიც მოუვიდა ამის გამო. - შენ კი ნამდვილად
არ მოგეწონა, ხომ? - ჰკითხა გოგონას. მირიამმა დიდი, მუქი, ელვა-
რე თვალებით შეხედა. - მომწონს, - მიუგო მოკლედ.
- არ მოგწონს... ვერ მოგეწონება... არ მჯერა. - მერე და რა? - ნე-
ლა ჰკითხა მირიამმა. - ეჰ, რა ვიცი... შეიძლება, იმიტომ მოგწონს,
რომ კაცებზე არის გადამტერებული. ეს სწორედ ის მიზეზი იყო, რომ-
ლის გამოც თვითონ მოეწონა მისის დოუსი, მაგრამ ამას თავადაც
ვერ მიხვდა. დუმდნენ. ბოლო ხანს ვაჟს წარბის შეკვრა დასჩემდა,
278
განსაკუთრებით მირიამთან ყოფნისას. გოგონას კი სურვილი ეძა-
ლებოდა, ხელი გადაესვა ამ ნაოჭებისთვის და შუბლი გაესწორები-
ნა, მაგრამ შიშით ამას როგორ იზამდა. ეჩვენებოდა, რომ ეს პოლ
მორელი კი არა, ვიღაც სხვა იყო, მისი სახით მოვლენილი.
ლარნაკში მოწითალო კენკრაც ერია ფერად ფოთლებს შორის.
ვაჟი მისწვდა და პატარა ტოტი ჩამოატეხა.
- წითელ კენკრას თუ ჩაიწნავ თმაში, - უთხრა მირიამს, - რატომ-
ღაც ალქაჯს ან მხევალს დაემსგავსები და არა მოქეიფეს... ნეტავ,
რატომ? გოგონას ტკივილნარევი ხმით გაეცინა.
- არ ვიცი, - თქვა მან.
პოლი მხურვალე, ძლიერი თითებით ატრიალებდა კენკრის
ტოტს.
- სიცილი რატომ არ გამოგდის? - ჰკითხა მირიამს, - არასდროს
იცინი ნამდვილი სიცილით. მხოლოდ მაშინ გეცინება, როდესაც რა-
ღაც უცნაური ან შეუსაბამო ხდება, ისიც მტკივნეული სიცილია და მე-
ტი არაფერი.
მირიამმა ისე ჩაღუნა თავი, თითქოს პოლი ტუქსავსო.
- ერთხელ მაინც გამიცინე გულიანად, თუნდაც ერთი წუთით. სიმ-
სუბუქეს იგრძნობდი, ასე მგონია.
- კი მაგრამ... - შეშინებული თვალებით ახედა პოლს, - ზოგჯერ
ხომ გიცინი. - არასდროს! სულ დაძაბული ხარ. შენს სიცილზე ლამის
ცრემლი მომერიოს. თითქოს ამ დროს ტანჯვას გამოხატავ და არა
სიხარულს. მხოლოდ ისღა მრჩება, რომ წარბი შევკრა და ღრმა ფიქ-
რებს მივეცე.
მირიამმა ნელა, უიმედოდ გააქნია თავი.
- სულაც არ მინდა ეს, - თქვა ხმადაბლა.
- მე კი შენთან მეტისმეტად აღმატებულად მომაქვს თავი! - იყვირა
პოლმა. გოგონას ხმა არ ამოუღია; ესღა გაიფიქრე, თუ ამდენს ხვდე-
279
ბი, იქნებ როგორმე შეიცვალოო. მაგრამ ვაჟი ფიქრს ვერ მიუხვდა,
მხოლოდ თავის ფეხებთან მოკუნტულ ფიგურას უყურებდა, სული
ორად ეხლიჩებოდა. - იცი, ახლა შემოდგომაა, - უთხრა პოლმა, -
ასეთ დროს ყველას უხორცო სული ჰგონია თავი. ისევ დუმილი ჩა-
მოვარდა. მათ შორის ჩამდგარი სევდა მირიამს აფრთხობდა. რა
ლამაზი მზერა ჰქონდა ახლა ვაჟს, როდესაც თვალები ღრმა ჭაში
არეკლილი ცასავით მუქი უჩანდა. - ასეთ აღმატებულად შენ მაქცევ,
- დაიჩივლა პოლმა, - მე კი სულაც არ მინდა ზესულიერი და აღმატე-
ბული ვიყო.
მირიამმა პირიდან თითი წკლაპუნით გამოიღო და პოლს გატან-
ჯული თვალებით შეხედა. ამ მუქ თვალებში მთელი მისი სული ირეკ-
ლებოდა და ნატანჯი გამომეტყველება მის გულისთქმას ამხელდა.
პოლს რომ შესძლებოდა, ამაღლებული და სპეტაკი კოცნით ეკოც-
ნა, აუცილებლად აკოცებდა. მაგრამ არ ძალუძდა მისი კოცნა, მი-
უხედავად იმისა, რომ მირიამი სხვა გზას არ უტოვებდა. გოგონა მის-
კენ მთელი ძალით მიილტვოდა.
ვაჟს გაეცინა.
- კარგი, - თქვა მან, - აიღე ფრანგულის სახელმძღვანელო და საქ-
მეს შევუდგეთ. ვერლენი გავიაროთ. - კეთილი, - ისეთი ხმით თქვა,
თითქოს პოზიციებს თმობსო. ადგა და წიგნები მოიტანა. პოლმა უნე-
ბურად გაწითლებულ ხელებზე შეხედა და ისე შეეცოდა, რომ ჩახუ-
ტებისა და კოცნის სურვილი მოეძალა. მაგრამ ვერ ან არ გაბედა.
რაღაცამ შეაჩერა. ვაჟის კოცნას მირიამი არასწორად გაიგებდა. ათ
საათამდე იმეცადინეს და სამზარეულოში გადაინაცვლეს. სტუმარი
მისტერ და მისის ლივერსებთან გამოცოცხლდა და გუნება გამოუ-
კეთდა. სუსტ განათებაზე თვალები მუქი და ელვარე მოუჩანდა, რაც
დამატებით ხიბლს სძენდა პოლს. როდესაც თავლაში შევიდა ველო-
სიპედის გამოსაყვანად, წინა საბურავი გახვრეტილი დაუხვდა. - თა-
280
სით წყალი მომიტანე რა, - დაავალა მირიამს, - ვიცი, დამაგვიანდება
და მომხვდება ამის გამო.
საგზაო ჭრაქი აანთო, ქურთუკი გაიხადა, ველოსიპედი ამოატ-
რიალა და სასწრაფოდ შეკეთებას შეუდგა. მირიამმა თასით წყალი
მოუტანა და იქვე შეჩერდა. უყვარდა, როდესაც პოლი ხელსაქმობდა
- ყოველთვის ყურადღებით აკვირდებოდა ხელებზე. პოლს თხელი
და სხარტი ხელები ჰქონდა და რაც უნდა რთულ საქმეს შესჭიდებო-
და, ყველაფერს მსუბუქად აკეთებდა. საქმეში ჩაფლულს მირიამი
არც კი ახსენდებოდა. გოგონას კი ასეთ დროს თავდავიწყებით უყ-
ვარდა. სურდა, რომ ხელები გაეწვდინა და მოხვეოდა, მაგრამ ეს მა-
ნამ, სანამ თავად ვაჟსაც გაუჩნდებოდა მსგავსი სურვილი. - ესეც
ასე! - თქვა პოლმა და ხელების ფშვნეტით წამოდგა, - ამაზე სწრაფად
გააკეთებდი? - ვერა! - მირიამს გაეცინა.
პოლი გოგონასთან ზურგშექცევით დადგა და წელში გასწორდა.
მირიამმა თავი ვეღარ მოთოკა, ხელები გვერდებზე ჩამოუშვა და
უთხრა: - რა კარგი ხარ!
პოლს გაეცინა; მართალია, მისმა ხმამ ამ წუთში გული აურია,
მაგრამ ხელის შეხებაზე სისხლი აუჩქროლდა და ვნების ალმოდე-
ბულმა ტალღამ გადაუარა. როგორც ჩანს, გოგონა ვერ მიხვდა, რომ
გრძნობები აღუძრა. ისე უყურებდა ვითარცა საყვარელ, მაგრამ უსუ-
ლო საგანს, და აზრად არ მოსდიოდა, რომ მამაკაცს ეფერებოდა.
პოლმა ველოსიპედის ფარანი აანთო, ველოსიპედი ასწია, თავ-
ლის იატაკზე რამდენჯერმე მსუბუქად დაახეთქა, რომ შეკეთებული
საბურავის საიმედოობაში დარწმუნებულიყო, და ქურთუკი ჩაიცვა.
- ახლა ყველაფერი რიგზეა! - თქვა კმაყოფილმა.
მირიამმა მუხრუჭი შეამოწმა, რადგან იცოდა, რომ გაუმართავი
იყო. - მუხრუჭიც შეაკეთე? - ჰკითხა პოლს.
- არა!
281
- მერე რატომ?
- უკანას კიდევ არა უშავს.
- მაინც არ არის უსაფრთხო.
- ფეხის წვერით გავაჩერებ.
- მირჩევნია, შეაკეთო, - რბილად უთხრა უღიარებელ გულის-
სწორს. - ნუ იჯავრებ... ხვალ შენ და ედგარს ჩაიზე გეპატიჟებით.
- თუ არ შეგაწუხებთ...
- ასე... ოთხისთვის მოდით. გზაზე დაგხვდებით.
- ძალიან კარგი.
მირიამი კმაყოფილი დარჩა. ჩაბნელებული ეზოთი ჭიშკრისკენ
წავიდნენ. უკან რომ მოიხედა, პოლმა სამზარეულოს ფარდაგადაწე-
ულ ფანჯარაში მისტერ და მისის ლივერსების თავები გაარჩია. სამ-
ზარეულო ბუხრის ალზე თბილად იყო განათებული. ჟრუანტელმა
დაუარა იმის წარმოდგენაზე, რომ თვითონ ფიჭვნარის უსიერი ტევ-
რები ჰქონდა გასავლელი. - ხვალამდე, - დაემშვიდობა მირიამს და
ველოსიპედს მოაჯდა. - ფრთხილად იარე, კარგი? - შეეხვეწა მირი-
ამი.
- კარგი.
უკვე სიბნელიდან გაისმა ხმა. მირიამმა კი თვალი გააყოლა ჩა-
მოწოლილ სიბნელეში მიმალულ ველოსპედის ფარნის შუქს. შინ
ფეხათრევით შევიდა. ტყეს ორიონმა გადაუფრინა უკან ადევნებული
ქოფაკით, რომელიც ბუნდოვნად მოჩანდა. გარშემო ისეთი სიმშვი-
დე იდგა, რომ თავლებიდან საქონლის სუნთქვა ისმოდა. მირიამმა
უფალს გულმხურვალედ შესთხოვა, შინ მშვიდობით მიიყვანეო. რო-
დესაც პოლი შებინდებულზე ბრუნდებოდა ხოლმე სახლში, გოგონა
სულ ნერვიულობდა, ნეტავ, უსაფრთხოდ მივა თუ არაო. პოლი ბორ-
ცვიდან ველოსიპედით დაეშვა. გზა სველი იყო, ასე რომ, თავისუფა-
ლი სვლით მიდიოდა. სასიამოვნოდ მოეჩვენა მეორე, უფრო ციცაბო
282
აღმართიდან დაშვება. „მიდი“ - მხიარულად შეუძახა ტრანსპორტს
პოლმა. ასე დაშვება სარისკო გახლდათ, რადგან ბნელოდა, ბორ-
ცვის ძირას კი მკვეთრი მოსახვევი იყო; ამას გარდა, ლუდით გაბრუ-
ჟულ მელუდეებს სასმლით სავსე კასრებზე მიყუდებულებს ჩასძინე-
ბოდათ გზის პირას. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ველოსიპე-
დი წაქცევაზე იყო, რაც უზომოდ სიამოვნებდა. დაუდევრობა ხომ მა-
მაკაცის მიერ ქალისთვის გადახდილი სამაგიეროა. როცა კაცი
გრძნობს, რომ არ აფასებენ, რისკსაც არ ერიდება, ოღონდ კი ქალს
გული ატკინოს.
ტბას რომ ჩაუქროლა, მოეჩვენა, თითქოს ვარსკვლავები წყლის
ზედაპირზე - სიბნელეში აციმციმებული ვერცხლი - ისე ხტოდნენ,
როგორც კალიები. - ნახე, დედა! - უთხრა მისის მორელს და მაგიდა-
ზე კენკრა და ფოთლები დაყარა. - ჰმ! - დედამისმა ერთი კი გახედა
ძღვენს, მაგრამ მაშინვე თვალი აარიდა. ისევ კითხვა განაგრძო -
მარტოობაში უყვარდა კითხვა. - ხომ ლამაზია?
- კი.
პოლმა იცოდა, რომ დედა გულმოსული იყო. რამდენიმე წუთში
ისევ მიმართა: - ედგარი და მირიამი ხვალ ოთხისთვის ჩაიზე გვეწ-
ვევიან.
ქალმა არაფერი უპასუხა.
- წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
ისევ დუმილი.
- ჰა?
- კარგად იცი, ვარ თუ არა.
- ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყო. გამასპინძლება არ გაგვიჭირდე-
ბა. - რას ბრძანებ.
- ერთი ფინჯანი როგორ გენანება, დედა?
- ვისთვის დამნანებია?
283
- აბა, რა გაღიზიანებს ასე?
- კარგი რა! ქალბატონი გყავს ჩაიზე მოპატიჟებული და ისიც ამ
შანსს ხელიდან არ გაუშვებს. მორჩა და გათავდა.
პოლს გული მოუვიდა დედაზე. თუმცა ხვდებოდა, რომ ქალი მი-
რიამის გამო იქცეოდა ასე. ფეხსაცმელი გაიხადა და დასაძინებლად
წავიდა.
მეორე დღეს პოლი მეგობრების დასახვედრად გაეშურა. უხარო-
და მათი სტუმრობა. დაახლოებით ოთხზე ისინიც გამოჩნდნენ. ყვე-
ლაფერი საკვირაოდ გაესუფთავებინათ და მოეკოხტავებინათ. მი-
სის მორელს თავისი შავი კაბა ეცვა და ამავე ფერის წინსაფარი ეკე-
თა. სტუმრების შესვლისას ზეზე წამოდგა. ედგარი გულით მიიღო,
მაგრამ მირიამს არათუ ღიმილი აღირსა, უკმაყოფილების გამოხატ-
ვასაც არ მორიდებია მის დანახვაზე. ამ დროს კი პოლი მირიამის ყა-
ვისფერი ქაშმირის კაბით მოიხიბლა, რა ლამაზიაო, გულში ფიქ-
რობდა და სხვას ვერაფერს ამჩნევდა.
დედამისს ჩაის მომზადებაში მიეხმარა. მირიამიც სიამოვნებით
შესთავაზებდა დახმარებას, მაგრამ მოერიდა. პოლს თავისი სახლი
ეამაყებოდა; მიაჩნდა, რომ სახლს უკვე განსხვავებული სახე ჰქონ-
და. სკამები ხის იყო, დივანი - ძველი, მაგრამ ბუხრის ხალიჩა და
დივნის ბალიშები ძალიან მოსახერხებელი. ესტამპები გემოვნებით
იყო შესრულებული. ყველაფერში სისადავე შეინიშნებოდა, რასაც
წიგნების სიუხვე განუმეორებელ პეწს სძენდა. არც პოლს მორიდე-
ბია ოდესმე თავისი სახლის გამო და არც მირიამს. ორივეს ისეთი
სახლი ჰქონდა, როგორიც უნდოდათ და, რაც მთავარია, სითბო არც
ერთ კერას არ აკლდა. არც სერვიზის გამო რცხვენოდათ: ლამაზი
ფაიფურის ჭურჭელი ნატიფ სუფრაზე გაშალეს. სპილენძის კოვზები
და სპილოსძვლისტარიანი დანები არ ეწყო, მაგრამ ამაზე არავინ
ჯავრობდა, მთავარია, ყველაფერი სასიამოვნოდ გამოიყურებოდა.
284
სანამ ბავშვებს დააყენებდა ფეხზე, მისის მორელი დიდწილად ოჯა-
ხის მოვლაზე იყო გადართული, ასე რომ, რაც საჭიროა, ყველაფერი
ჰქონდათ. მირიამი წიგნებზე ცოტას ლაპარაკობდა, მიუხედავად
იმისა, რომ ამ თემაზე საუბრისას საკუთარ თავში დარწმუნებული
იყო. მისის მორელი ამრეზით უყურებდა და მალე ედგარისკენ მი-
მართა მთელი ყურადღება.
თავიდან ედგარი და მირიამი ეკლესიაში მისის მორელის ხის-
ზურგიან, გრძელ სკამზე სხდებოდნენ ხოლმე. მისტერ მორელი ეკ-
ლესიაში არასდროს მიდიოდა, რადგან სამიკიტნოს ამჯობინებდა.
მისის მორელი, პატარა ჩემპიონივით, საოჯახო სკამის თავში ჯდე-
ბოდა, პოლი კი ნაპირს ირჩევდა. მირიმიც გვერდით დაუსკუპდებო-
და ხოლმე. სოფლის საყდარიც ასე მშობლიური სახლივით ხდებო-
და. ლამაზი ადგილი იყო, მუქი ფერის სკამებითა და თხელი, ნატიფი
სვეტებით. ინტერიერს ყვავილები ამშვენებდა. პოლს ღრმა ბავშვო-
ბიდან კარგად ახსოვდა, რომ ხალხი ამორჩეულ ადგილზე სხდებო-
და და ადგილის შეცვლას არავინ ცდილობდა. ბიჭს ძალიან სიამოვ-
ნებდა საათ-ნახევარი უფლის სახლში ჯდომა, მით უმეტეს, როცა
აქეთ-იქიდან ორი საყვარელი ქალი ეჯდა - ასე თითქოს ორ სიყვა-
რულს აერთიანებდა გულში აღვლენილი ლოცვით. ასეთ დროს
გულში სითბო ეღვრებოდა და უფლის რწმენა უძლიერდებოდა. სამ-
ლოცველოდან გამოსული მირიამთან ერთად შინ მიდიოდა, მისის
მორელი კი ძველისძველ დაქალ მისის ბარნსთან ერთად საღამომ-
დე რჩებოდა. პოლს ძალიან უყვარდა კვირა საღამოს ედგარსა და
მირიამთან ერთად სეირნობა - ამ დროს უჩვეულოდ გამოცოცხლდე-
ბოდა ხოლმე. შინისაკენ მიმავალი შებნელებულზე მაღაროების წინ
ისე ვერ გაივლიდა, სალამპესთან ახლოს მაღალ დგარებსა და სა-
ზიდრების მწკრივს ისე ვერ ჩაუვლიდა, რომ მობორიალე მოჩვენე-
ბებივით მოძრავი ქარის წისქვილის ფრთებთან მიახლოებულს არ
285
შექმნოდა განცდა, თითქოს მირიამიც მის გვერდით იყო. აუტანლად
მკაფიოდ გრძნობდა გოგონას სიახლოვეს. მირიამი დიდი ხნის გან-
მავლობაში როდი სარგებლობდა მორელების საეკლესიო სკამით.
მამამისმა კიდევ ერთხელ შეიძინა ერთი სკამი გალერეის ქვეშ, ზუს-
ტად მორელების პირდაპირ. როდესაც მორელები ეკლესიაში შევი-
დოდნენ, ლივერსების სკამი მუდამ ცარიელი ხვდებოდათ. პოლს კი
გული უსკდებოდა, ვაითუ არ მოვიდესო, რადგან გოგონა შორს
ცხოვრობდა; კვირაობით, თითქოს ჯიბრზეო, წვიმამ უხშირა. ბო-
ლოს, კარგა დაგვიანებით, გოგონა სამლოცველოში შედიოდა უც-
ვლელ გრძელ ბოლოკაბაში გამოწყობილი და თავდახრილი, სახეს
კი მუქმწვანე ხავერდის ქუდი უფარავდა. რაკი მოპირდაპირე სკამზე
უწევდა ჯდომა, სახეზე მუდამ ჩრდილი ადგა. მაგრამ სწორედ ამ ად-
გილზე მჯდომარეს რომ უმზერდა, პოლს ლამის გული ამოვარდნო-
და საგულედან. ეს იმ სინათლის, სიამაყისა და ბედნიერების შეგ-
რძნება როდი იყო, რომელიც დედასთან გვერდით ყოფნისას ეუფ-
ლებოდა, არამედ რაღაც უფრო მშვენიერი, ნაკლებ ადამიანური და
მიუწვდომლობის ტკივილნარევი. ამ განცდებში მყოფ პოლს ეკლე-
სიური სწავლების მისამართით ბევრი კითხვა გაუჩნდა. თვითონ ოც-
დაერთისა იყო, მირიამი - ოცის. გოგონას გაზაფხულის დადგომისა
ეშინოდა, რადგან პოლი ამ დროს მოუთოკავი ხდებოდა და ხშირად
გულსაც სტკენდა ხოლმე. გზაზე მირიამის რწმენას დასცინოდა. ბუ-
ნებით კრიტიკულსა და უემოციო ედგარს კი მეგობრის კადნიერება
სიამოვნებდა კიდეც. დაცინვის ობიექტად ქცეული მირიამი საშინელ
ტკივილს განიცდიდა, როდესაც დანასავით ბასრი გონების პატრო-
ნი, საყვარელი კაცი მის რწმენას აბუჩად იგდებდა; რწმენას, რომ-
ლითაც გოგონა ცხოვრობდა, ხელმძღვანელობდა და რომელიც მის
არსებას წარმოადგენდა. ვაჟი კი დანდობას არ აპირებდა. ულმობ-
ლად უსწორდებოდა ხმაამოუღებელ ქალიშვილს. ხოლო როცა მარ-
286
ტონი რჩებოდნენ, პოლი მთლად შეუბრალებელი ხდებოდა, თით-
ქოს მირიამში სულის ჩაკვლა განუზრახავსო. იმდენ ხანს უბღალავ-
და რწმენას, სანამ გოგონას გონების დაბინდვა დაეწყებოდა.
- ბედნიერია, როდესაც შვილს მართმევს! - მისის მორელს ცალკე
აწყდებოდა ნერვები, როდესაც პოლი შინ არ იყო, - ჩემი სიყვარუ-
ლის ამოძირკვა უნდა პოლის გულიდან. უნდა, რომ მთლიანად და-
ეპატრონოს. უნდა, რომ სისხლი გამოსწოვოს და სული გააფრთხო-
ბინოს. მაგ არაქალის გვერდით ჩემი ბიჭი თავს კაცად ვერასოდეს
იგრძნობს, რადგან ყველანაირი საყრდენი გამოცლილი ექნება, -
ასეთ ფიქრებსა და სულიერ ბრძოლაში ატარებდა ქალი საღამოებს.
მირიამთან ერთად სეირნობის შემდეგ შინ დაბრუნებული პოლი კი
ტანჯვისგან გიჟად იყო ქცეული. სახლში დამუშტული ხელებით
ბრუნდებოდა, გზაზე ტუჩებს იკვნეტდა და ნერვებს ვერ თოკავდა.
ღობესთან მისული ჩერდებოდა და რამდენიმე წუთი ირინდებოდა.
მის წინ ცარიელი წკვარამი მოჩანდა, უკან კი - უკუნეთი, სადაც ბორ-
ცვზე შეფენილი სახლებიდან გამომავალი სინათლის წერტილები
შეიმჩნეოდა, ხოლო სიბნელის ძირში მაღაროს კონტური გაჭირვე-
ბით ირჩეოდა. ყველაფერი იდუმალი და შიშის მომგვრელი იყო. რა
სჭირდა, რას გაეშეშებინა და აეცრუებინა ყველაფერზე გული? რა-
ტომ იჯდა დედამისი სახლში და სიმწრისგან კედლებს ეხლებოდა?
პოლმა იცოდა, რომ ქალი საშინლად იტანჯებოდა. მაგრამ რატომ?
ან თვითონ რას ერჩოდა მირიამს, დედამისის გახსენებაზე რომ და-
უნდობლად ექცეოდა და გული სიძულვილით ევსებოდა? თუკი მი-
რიამი იყო მისი საყვარელი დედის ტანჯვის მიზეზი, მაშინ მის შეზიზ-
ღებას რაღა უნდოდა. რატომ იყო, რომ ამ გოგოს წინაშე ჩამოუყა-
ლიბებელი, არასანდო და გაუწონასწორებელი ხდებოდა, თითქოს
ის ჯავშანიც ეკარგებოდა, რომელსაც არ უნდა მიეცა საშუალება, ღა-
მესა და სივრცეს მასში შეეღწია? ოჰ, როგორ სძულდა მირიამი! მაგ-
287
რამ თუ ასეა, აბა, ის სინაზე და მოკრძალება რაღა შუაში იყო, ჟრუ-
ანტელივით რომ უვლიდა ხოლმე მის სიახლოვეს?
უეცრად, თითქოს გამოფხიზლდაო, ადგილს სწყდებოდა და შინი-
საკენ გარბოდა. დედამისი შვილის თვალებში აგონიის ნიშნებს კით-
ხულობდა, მაგრამ არაფერს ეუბნებოდა. თუმცა ჩაცივების შემდეგ,
მითხარი, რა გჭირსო, ქალიც აღარ მალავდა გულის ნადებს და მი-
რიამთან გატარებულ საღამოს ცხვირში ძმრად ადენდა. - რატომ არ
მოგწონს მირიამი, დედა? - სასოწარკვეთილი პოლი ყვირილზე გა-
დადიოდა. - არ ვიცი, შვილო, - საწყალობლად პასუხობდა ქალი, -
ვცადე, მომწონებოდა. არაერთხელ ვცადე, მაგრამ ამაოდ დავშვრი!
ორ ქალს შუა დარჩენილ პოლს შიშისა და უიმედობის განცდა
ეუფლებოდა. გაზაფხული ყველაზე უარესი დრო იყო. პოლს გუნება
განუწყვეტლივ ეცვლებოდა, თუმცა მეტწილად გაუწონასწორებლად
და სასტიკად იქცეოდა. გადაწყვიტა, მირიამს ჩამოვშორდებიო. მე-
რე ის საათები დგებოდა, როდესაც იცოდა, რომ გოგონა ელოდა.
დედამისი თვალს ადევნებდა, როგორ საშინლად ცმუკავდა პოლი
და ვეღარც საყვარელ საქმეს უდებდა გულს. საერთოდ აღარაფერი
გამოსდიოდა. თითქოს მის სულს ვიღაც უილეის ფერმისკენ ექაჩე-
ბოდა. ქუდს იხურავდა და სახლიდან უთქმელად გადიოდა. დედა-
მისმა იცოდა, რომ შვილს კარგავდა. მალე იმ გზას ადგა, რომელზეც
უკვე შეიძლებოდა შვებით ამოსუნთქვა. მაგრამ საკმარისი იყო, მი-
რიამთან მისულიყო, რომ ისევ სისასტიკე და ულმობლობა იპყრობ-
და მის არსებას. მარტის ერთ მზიან დღეს ნეზერმირის სანაპიროზე
წამოწვა, მირიამი კი გვერდით მიუჯდა. მეტისმეტად გადათეთრებუ-
ლი დღე იყო - ლურჯ-თეთრიც კი ეთქმოდა. ცაზე დიდრონი თეთრი
ღრუბლები მიცურავდნენ და მათ კვალდაკვალ წყალზე უზარმაზარი
ჩრდილები მიიპარებოდნენ. ცას კი ცივი ლურჯი ფერი ედო. პოლი
თივაში ზურგზე იწვა და ცას ასცქეროდა. მირიამის მზერის ატანა არ
288
შეეძლო. ჩანდა, რომ გოგონას ვაჟი სურდა, მაგრამ პოლი ყოველ
მხრივ ეწინააღმდეგებოდა. გულში კი ეწადა, თავისი სინაზე და ვნება
მიეძღვნა მისთვის, მაგრამ არ ძალუძდა. ეჩვენებოდა, რომ ქალიშ-
ვილს მისი სული უფრო უნდოდა, ვიდრე თვითონ პოლი. მთელ მის
ძალასა და ენერგიას მირიამი ისრუტავდა, მათი მაკავშირებელი
რომელიღაც არხით. მირიამს პოლი მამაკაცად არ სურდა, არ უნდო-
და, რომ ისე ყოფილიყვნენ, როგორც ქალი და კაცი. უბრალოდ, უნ-
დოდა, რომ მთლიანად ამოერთმია სული და შეესრუტა. შთაენთქა.
ეს კი ვაჟს ისე აცოფებდა, როგორც ნარკოტიკული თრობით მოგ-
ვრილი სიგიჟე. პოლი მიქელანჯელოს განიხილავდა. მირიამი კი გა-
სუსული უგდებდა ყურს და ისეთი სურათი იქმნებოდა, თითქოს წუ-
თისოფლის მთრთოლარე სულს ხელით ეხებაო. საოცარ სიამოვნე-
ბას განიცდიდა ამ დროს, რაც ბოლოს აშინებდა კიდეც. პოლი იწვა
ძიების თეთრ დაძაბულობაში ჩაფლული და ხმა ისე შეეცვალა, თით-
ქოს ტრანსში იყო, რის გამოც ისედაც მშიშარა მირიამს ჭირის ოფ-
ლმა დაასხა. - აღარ გინდა ლაპარაკი, - ნაზი ხმით სთხოვა და შუბ-
ლზე ხელი დაადო. ვაჟი ისე გაიტრუნა, ლამის გულის ფეთქვა შეწ-
ყვიტა. სხეულს განუდგა. - რატომ? დაიღალე?
- ჰო, თან, ძალას გაცლის.
პოლმა ნათქვამის აზრი გაისიგრძეგანა და გაიცინა.
- შენც სულ ასე არ მიკეთებ? - ნიშნის მოგებით უთხრა პოლმა. -
არადა, არ მინდა, - დაბალი ხმით თქვა მირიამმა.
- ოღონდ მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალიან ღრმად შეტოპავ
ხოლმე და ვეღარ ჩერდები. ეტყობა, ქვეცნობიერი გთხოვს, რომ არ
განაგრძო. თუმცა, ალბათ, მეც იმავეს ვითხოვ. ისევ უსიცოცხლო
ხმით განაგრძო:
- შენ რომ მე გჭირდებოდე და არა ის, რასაც ჩემგან ისმენ!

289
- მე?! - გამწარებულმა იკივლა, - მე? როდის ერთხელ გამიკეთე-
ბია შენთვის მსგავსი რამ? - მაშ, ჩემი ბრალი ყოფილა, - გონება და
ძალა მოიკრიბა, წამოდგა და რაღაც უმნიშვნელოზე გადაიტანა სა-
უბარი. ფეხებ ქვეშ თითქოს მიწა ჰქონდა გამოცლილი. სადღაც გუ-
ლის სიღრმეში ამასაც მირიამს აბრალებდა და სიძულვილით აჯილ-
დოვებდა. არადა იცოდა, რომ ჯავრი საკუთარ თავზე უნდა ეყარა.
მაგრამ ამით მირიამის სიძულვილს ვერ შეწყვეტდა. ერთ საღამოს,
შინ დაბრუნების დრო რომ დადგა და გზას დაადგნენ, იმ საძოვარს
მიადგნენ, რომლის იქითაც ტყე იწყებოდა და მათი გზებიც იყოფო-
და. ეს კი გულის სიღრმეში არც ერთს არ სურდა. ვარსკვლავებმა
თვალები გაახილეს და ღრუბლებმაც ასპარეზი დაუთმეს ტატნობზე.
ქალ-ვაჟმა დასავლეთის ცას გახედა, სადაც ორიონის მთელი თანა-
ვარსკვლავედი მოჩანდა. აგერ, ძვირფასი თვლებივით გამოიბრწყი-
ნა კონტურებმა, ცოტა ქვემოთ მისი ქოფაკიც გამოიკვეთა, რომე-
ლიც შორეულ ღრუბლებში მიიკვლევდა გზას. თანავარსკვლავე-
დებს შორის ორიონი უმთავრესი იყო. იმ უცნაურ დროს, როდესაც
გრძნობამოჭარბებულები და მღელვარებამოძალებულები უბრად
ყოფნას ამჯობინებდნენ, ზოგჯერ საათობით იდგნენ და საყვარელ
თანავარსკვლავედს გაჰყურებდნენ; ბოლოს ორივენი წარმოიდგენ-
დნენ, რომ თვითონაც ვარსკვლავებზე ცხოვრობდნენ. იმ საღამოს
პოლი ცუდ ხასიათზე იყო და ავყიაობასაც არ ერიდებოდა, ორიონიც
კი ჩვეულებრივ თანავარსკვლავედად ეჩვენებოდა. ვერც მის ხიბ-
ლსა და ვერც მიმზიდველობას ვერ ამჩნევდა. მირიამი შეყვარებუ-
ლის განწყობას ფრთხილად ადევნებდა თვალყურს. მაგრამ პოლს
მანამ არ გაუცია თავი, სანამ განშორების დრო არ დადგა. ღრუბ-
ლებს წარბშეკრულმა კუშტად ახედა, რომელთა მიღმაც დიდებული
ორიონი მიბრძანდებოდა შორეთში. მეორე დღეს პოლთან დიდი

290
წვეულება იმართებოდა და მირიამიც მიწვეული გახლდათ. - დახ-
ვედრით ვერ დაგხვდები, - უთხრა გოგონას.
- ოჰ, რა მშვენიერია! ისე, მთლად მოსაწონად ვერ გამოგდის, -
დინჯად მიუგო მირიამმა. - არა, ეგრეც არ არის... უბრალოდ, ჩემებს
არ ესიამოვნებათ. მსაყვედურობენ, ჩვენზე მეტად მას გადაჰყევიო.
შენ ხომ მაინც ხვდები, რომ ასე არ არის? ჩვენ შორის მხოლოდ მე-
გობრობაა. მირიამს პირკატა ეცა და გული ეტკინა. არც პოლისთვის
იყო იოლი ამ სიტყვების თქმა. გაეცალა, რათა შემდეგი დამცირე-
ბისგან ეხსნა. როდესაც გზას გაუდგა, ჟუჟუნა წვიმა წამოვიდა და სა-
ხე დაუსველა. წყენა უძლიერდებოდა და პოლზეც გული მოსდიოდა,
ასე ყველას რატომ ისვამს თავზეო. გულის გულში გრძნობდა, რომ
ვაჟი მისგან წასვლას ლამობდა. გაუცნობიერებლად ხვდებოდა
ამას. პოლი შეეცოდა. იმ ხანად პოლი ჯორდანის საწარმოში მნიშ-
ვნელოვან ფიგურად იქცა. მისტერ პეპლუორთი ფაბრიკიდან წავი-
და, რათა საკუთარი საქმე წამოეწყო, და პოლმა მესპირალეთა ზე-
დამხედველის ადგილი დაიკავა. ამას გარდა, თუკი ყველაფერი კარ-
გად წავიდოდა, წლის ბოლოსთვის ჯამაგირი კვირაში ოცდაათ ში-
ლინგამდე გაეზრდებოდა.
პარასკევ საღამოობით მირიამი მაინც ხშირად სტუმრობდა
ფრანგულის შესასწავლად, რადგან პოლმა უილეის ფერმაში თით-
ქმის ფეხი ამოიკვეთა. გოგონას გული უკვდებოდა იმის გაფიქრება-
ზე, რომ სასწავლო პროცესი დასასრულს უახლოვდებოდა. მიუხე-
დავად ყველაფრისა, ერთმანეთთან ყოფნას მაინც არაფერი ერჩი-
ათ. ბალზაკს კითხულობდნენ და განიხილავდნენ, მერე თხზულებე-
ბის წერაში ხელს იწაფავდნენ და თავს მაღალკულტურულ ადამია-
ნებად გრძნობდნენ.
პარასკევობით მაღაროელებს ჯამაგირის აღების დღე ჰქონდათ.
მორელი თანხას უკვე „ახალ ფუნდუკში“ ან სახლში ანაწილებდა -
291
როგორც მისი ჭიქის მეგობრები გადაწყვეტდნენ. ხოლო როდესაც
ბარკერმა სმას თავი დაანება, მორელი საკუთარ ჭერქვეშ აწარმო-
ებდა ანგარიშსწორებას. ენი, რომელიც მანამდე მასწავლებლად
მუშაობდა, შინ დაბრუნდა. წინანდებურად ქაჯანა იყო, დანიშვნის
შემდეგაც კი არ შეცვლილა. პოლი ხატვას სწავლობდა. მორელი პა-
რასკევობით, თუკი ნორმალურ გასამრჯელოს იღებდა, კარგ ხასი-
ათზე იყო. ნასადილევს მყისვე დაფაცურდებოდა დასაბანად. როდე-
საც ფულის განაწილება იწყებოდა, ქალებს ეტიკეტის დაცვა არ
ავიწყდებოდათ და ოთახიდან გადიოდნენ. მათ არც ასეთი წმინდა
მამაკაცური საქმის დეტალები უნდა სცოდნოდათ და არც კვირის ჯა-
მაგირის ზუსტი ოდენობა. ამდენად, როდესაც მორელი სამრეცხაო
ოთახში შედიოდა, ქალიშვილი სახლიდან გადიოდა და ერთ საათს
მეზობელთან ატარებდა. მისის მორელი კი ცხობით იყო დაკავებუ-
ლი. - დაკეტე ეს ოხერი კარი! - გაისმა მორელის გაბრაზებული ყვი-
რილი. ენიმ კარი გამოიჯახუნა და წავიდა.
- კიდევ შემოგიღია, როდესაც ვბანაობ და მუშტ მიიღეფ კბილებ-
ში! - ქაფიანი სახე დაეჯღანა დამუქრებისას. ეს ყვირილი პოლისა და
მისის მორელის ყურამდეც მივიდა და ორივემ წარბი შეკრა.
ბოლოს სამრეცხაოდან გამოვიდა სიცივისგან აკანკალებული,
თან, საპნიანი წყალი ჩამოსდიოდა. - ოჰ, ბატონები შემიწუხებია! -
დასცინა ცოლ-შვილს მორელმა, - ჩემი პირსახოცის ავანჩავანს ხომ
ვერ მიმასწავლით?
პირსახოცი ბუხართან, სკამზე იყო გასათბობად გადაკიდებული,
ამდენად ოჯახი შეურაცხყოფას და აყალმაყალს გადაურჩა. ბუხრის
პირას ჩაიცუცქა და მიეფიცხა. - უფ! - ამოიოხრა და ვითომ გააჟრი-
ალა.
- ღმერთო ჩემო, ასე ბავშვივით ნუ იქცევი, კაცო! - გაუწყრა ცოლი,
- სად ცივა ახლა აქ? - აბა, შენა სცადე იმ საყინულეში დედიშობილამ
292
ისხა წყალი და მერე როგორ აჭიკჭიკდები, იმასაც ვნახამთ! - მო-
რელმა თმა თითებით გადაივარცხნა. - ამისთანა ამბავს მაინც არ ავ-
ტეხდი, - ტრადიციულად არც ქალი დარჩა ვალში. - შენმა მზემ, არ
ატეხდი! ესე იგი, მკვდარი დაეცემოდი!
- მკვდარზე გამახსენდა: ამ კარის სახელური რატომ კვდება ასე?
- ცნობისმოყვარე ტონით იკითხა პოლმა.
- როგორც იტყვიან, ეშმაკმა უწყის, - უპასუხა მისტერ მორელმა, -
იმ სამრეცხაოში იგეთი ორპირია, ნეკნებში გამიარა ქარმა. რაღა ეგ
კარები და რაღა გისოსები. - ორპირი კი არა, სამპირი ვერაფერს და-
აკლებს შენისთანას, - მისის მორელს წყენა გაერია ხმაში. - ჩემის-
თანას?! - გაიოცა კაცმა, - რაღა მე და რაღა გატყავებული კურდღე-
ლი! ყველგან გამოჩრილი მაქვს. - სად გაქვს გამოჩრილი, როგორ
მაინტერესებს, - არ მოეშვა ცოლი. - ყველგან! ცარიელი ძვლებიღა
დავრჩი.
მისის მორელს გაეცინა. კაცს ჯერ კიდევ ახალგაზრდული სხეული
ჰქონდა, კუნთიანი და უქონო, კანი კი გლუვი და სუფთა. სახეზე თუ
არ შეხედავდნენ და ლურჯ ნაიარევებს არად ჩააგდებდნენ, მაღა-
როს მტვრისგან რომ დარჩენოდა, ყველა იფიქრებდა, ოცდარვა
წლის ჯეელი იქნებაო. მკერდზე ჯერ კიდევ შავი ჰქონდა თმა. მაგრამ
უოლტერმა დაღონებულმა ჩამოისვა გვერდებზე ხელები. ღრმად
სწამდა, რაკი ღიპი არ მადევს, მშიერი ვირთხასავით გამოვიყურე-
ბიო. პოლმა მამის დამტვრეულ ფრჩხილებსა და მოყავისფრო, ია-
რებიან ხელებს შეხედა, რბილად რომ ისვამდა გვერდებზე, და შე-
უსაბამობამ ლამის თავზარი დასცა. ნუთუ მართლა ერთი და იმავე
ხორცისგან შედგებოდნენ?
- ალბათ, - უთხრა მამამისს, - წინათ კარგი ტანი გექნებოდა. - ეჰ!
- ამოიოხრა მაღაროელმა, ოთახს ბავშვივით მორცხვად მოავლო
თვალი. - ჰქონდა, - თქვა მისის მორელმა, - და არც ახლა დაიწუნება,
293
ასე რომ არ იკუნტებოდეს, თითქოს სოროში აპირებს შეძრომასო. -
მე? - შეიცხადა მორელმა, - მე მქონდა კარგი ტანი? ჩონჩხზე მსუქანი
არასდროს ვყოფილვარ. - კაცო! - გული მოუვიდა ცოლს, - სულ შენ
როგორ უნდა წუწუნებდე! - მაშა! - დაიჯღანა მორელი, - ეს შენ მიყუ-
რებდი მაგ თვალითა, მე კიდე ქალის ჭკუაზე დავდიოდი. ქალს გა-
ეცინა. დაჯდა.
- კაჟივით ხარ, - უთხრა ქმარს, - ჯანმრთელობა კიდევ შენ რომ
გინდა, ეგრე არავის. ნეტავ, ახალგაზრდობაში გენახა, - გასძახა
პოლს, ადგა და გაიჭიმა, რომ ქმრის ოდესღაც ლამაზი ტანადობა ეჩ-
ვენებინა. მორელმა ცოლს მორცხვად გახედა. ისევ ის ვნება დაინა-
ხა გერტრუდში, რომელიც ქალს ქმრის მიმართ ჰქონდა. წამიერად
ალი მოედო გულზე. მაგრამ უკვე დარცხვენილი, დამუნათებული და
თავმდაბალი გამხდარიყო. თუმცა განვლილმა ჟინმა უნებურად მა-
ინც წამოუარა და ამას წლების განმავლობაში იმ ნგრევის განცდაც
მოჰყვა, რომელსაც თვითონ უწყობდა ხელს. მოუნდა, სადმე გადა-
საკარგავში გაქცეულიყო ან მიწა გასკდომოდა. - ერთი, შენ გახარე-
ბას, ზურგი ჩამომბანე რა, - სთხოვა ცოლს. ქალმა საპნიან წყალში
დასველებული ფლანელი მოიტანა და მხრებზე დაჰკრა. კაცი წამოხ-
ტა. - აჰ, შე ჭინკა! - შესძახა მორელმა, - სამარესავით ცივია. - სალა-
მანდრა უნდა გაჩენილიყავი, - გაიცინა გერტრუდმა და ზურგი ჩა-
მოჰბანა. იშვიათად თუ გაუკეთებდა ბოლო წლებში ასეთ რამეს. ეს
მოვალეობა ბიჭებს ეკისრებოდათ. - საიქიოშიც ვერ გაძღები სიც-
ხით, - დაამატა ნათქვამს.
- ვერა, - დაეთანხმა ქმარი, - იქაც ორპირი დამიბერავს საიდანმე.
მისის მორელი საქმეს მორჩა. ზერელედ გაამშრალა და ზედა სარ-
თულზე ავიდა გამოსაცვლელი შარვლის ჩამოსატანად. როდესაც
მორელი შეშრა, პერანგი ჩაიცვა. მერე სახეაწითლებულაბზინვარე-
ბული ბუხართან დადგა და შარვალი ცეცხლს მიუშვირა. ჩაცმამდე
294
აუცილებლად უნდა გაეთბო. გადაატრიალა, გადმოატრიალა, ამო-
აბრუნა კიდეც და იმდენი იცოდვილა, რომ ტოტები შეუტრუსა.
- ღმერთო ჩემო! - აკივლდა მისის მორელი, - ჩაიცვი დროზე!
- ერთი შენ გებანავნა ყინულივით ცივ წყალში და გნახამდი, - მო-
რელი ცივ წყალში ბანაობას ვერ ინელებდა.
ბოლოს მაღაროს შარვალი გაიხადა და შავი, გამოსაჩენი შარვა-
ლი ჩაიცვა. ეს ყველაფერი ბუხართან, ხალიჩაზე მოიმოქმედა; ამას
ენისა და მისი მეგობრების წინაშეც კი არ მოერიდებოდა. მისის მო-
რელმა ღუმელში პური ამოატრიალა. მერე კუთხეში მიდგმული თი-
ხის წითელი თასიდან ცომის გუნდა ამოიღო, მოზილა, სასურველი
ფორმა მისცა და ტაფაზე დააგდო. ამასობაში ბარკერმა კარზე მო-
აკაკუნა და შემოვიდა. მშვიდი, ტანდაბალი, ჩასკვნილი კაცი იყო და
ისეთი გამჭოლი მზერა ჰქონდა, იფიქრებდი, კედელს გახვრეტს და
გავაო. შავი თმა იმდენად მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი, რომ თავის
უსწორმასწორო ფორმა ემჩნეოდა. მაღაროელთა უმეტესობის კვა-
ლად, ისიც ფერმკრთალი, მაგრამ ჯანმრთელი და დაძაბული იყო. -
საღამო მშვიდობისა, ქალბატონო, - თავი დაუკრა მისის მორელს და
დაჯდომისას ამოიოხრა. - ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, - მეგობრუ-
ლად მიესალმა ქალიც. - ეგ ჭახანი შენ ფეხსაცმელს გასძვრა? -
ჰკითხა მორელმა.
- არ ვიცი, - მიუგო ბარკერმა.
ბარკერი ისე მორიდებულად იჯდა, როგორც სჩვეოდათ ხოლმე
უოლტერის ამხანაგებს მისის მორელის სამზარეულოში.
- ქალი როგორ გყავთ? - ჰკითხა დიასახლისმა. მანამდე ბარკერს
ნათქვამი ჰქონდა, მესამეს ველოდებითო. - რა ვიცი, - თავი მოიფხა-
ნა, - უმკლავდება ამ ცხოვრებას.
- როდის ელოდებით? - დაინტერესდა მისის მორელი.
- დღედღეზე, ალბათ.
295
- ოჰ! ხომ არ ეშინია? - არა, კარგად არის.
- ეს ღვთის წყალობად ჩათვალეთ. ხომ იცი, როგორი სუსტია.
- ჰო. მე კი ისევ მივქარე.
- რატომ? რა მოხდა?
მისის მორელი ბარკერს კარგად იცნობდა და მისგან მიქარვას არ
ელოდა. - ბაზრის ჩანთა არ წამომიღია.
- ჩემსას გათხოვებ.
- არა, თქვენც ხომ გჭირდებათ.
- არ გვჭირდება. ბადურა დამაქვს ხოლმე.
მისის მორელი არაერთხელ შეხვედრია ამ ტანდაბალ მაღარო-
ელს პარასკევობით ხორცისა და სურსათის შეძენისას; ყოველთვის
აღფრთოვანებული იყო ამ საქმიანი კაცით. - შენზე ერთი თავით და-
ბალია, მაგრამ ათი თავით გჯობია კაცობაში, - ეუბნებოდა ხოლმე
ქმარს.
ამ დროს უესონი შემოვიდა. გამხდარი, არცთუ ჯანმრთელი შესა-
ხედაობის კაცი იყო, უდარდელი გამოხედვა და სულელური ღიმილი
ჰქონდა შვიდი შვილის მამას. სამაგიეროდ, ცოლი ჰყავდა ისეთი,
ცეცხლი გასდიოდა ხელ-ფეხიდან.
- გადამაგდე? - უემოციოდ მიმართა ბარკერს.
- ეგრე გამოვიდა, - მიუგო ამ უკანასკნელმა.
ახალმოსულმა ქუდი მოიხადა და შალის კაშნე მოიხსნა. ცხვირი
გასწითლებოდა და შესივებოდა. - მგონი, გაციებული უნდა იყო, მის-
ტერ უესონ, - უთხრა მისის მორელმა. - ამინდის ბრალია, საკმაოდ
ცივა, - უპასუხა კაცმა.
- ბუხრისკენ მოიწიე.
- აქაც არა მიშავს.
ორივე მაღაროელი მოშორებით იჯდა. ცეცხლთან ვერაფრით მი-
იტყუა დიასახლისმა. ძველი ინგლისური წარმოდგენით, კერია ხომ
296
წმიდათაწმიდაა სახლში და უცხოს არაფერი ესაქმება სხვის ბუხარ-
თან.
- მოდი, ჩაჯექი ემ სავარძელში, - მხიარულად შესთავაზა მორელ-
მა. - არა, გმადლობ. აქაც მშვენივრად ვარ.
- მოდი, მოდი, ეგრე როგორ შეიძლება, - დაიჟინა მისის მორელ-
მაც. კაცი წამოდგა და გაუბედავად წავიდა ბუხრისკენ. მორელის სა-
ვარძელში მოკრძალებით ჩაჯდა. ასეთი გაშინაურება პატარა საქმე
როდი იყო. თუმცა ცეცხლმა თავისი ქნა: გაათბო და გაახალისა.
- გულმკერდი როგორ გაქვს? - მოიკითხა მისის მორელმა.
კაცს გაეცინა და ლურჯი თვალები ლაჟვარდისფერი გაუხდა.
- ნელ-ნელა, - თქვა მოკლედ.
- ქეთლის თავსახურივით კი გაუდის ბრახუნი და, - იხუმრა მისტერ
ბარკერმა. - ჩუ! მასეთი ხუმრობა სად გაგონილა! - შეიცხადა მისის
მორელმა, - შეიკერა თქვენი ფლანელის პერანგი? - ჯერ არა, - კაცს
გაეღიმა.
- მერე, რაღას უცდით? - წამოიძახა ქალმა.
- მალე შეიკერება, - ისევ ღიმილით მიუგო მისტერ უესონმა.
- მეორედ მოსვლამდე მოესწრება! - წამოიძახა მისტერ ბარკერ-
მა. რკინასავით ჯანმრთელ ბარკერსა და მორელს უესონი დიდად
არ ეხატებოდათ გულზე. მორელი გამოეწყო და პოლს ფულის ტომ-
სიკა მიაწოდა. - დათვალე, შვილო, - რბილად მიმართა ვაჟს. პოლი
უხალისოდ მოსწყდა თავის წიგნებსა და ფანქარს და ტომარა მაგი-
დაზე ამოაპირქვავა. ხუთი გირვანქა სტერლინგი ვერცხლი, სოვერე-
ნები და წვრილი ხურდა გამოვიდა. სწრაფად გადათვალა, თანხა ჩე-
კებს - ქვანახშირის რაოდენობის ამსახველ საბუთებს - შეადარა და
ბანკნოტების მიხედვით დააწყო. ბარკერმა ჩეკებს შეხედა. მისის მო-
რელი ზედა სართულზე ავიდა და სამი მამაკაცი მაგიდას მიუჯდა. მო-
რელი, როგორც ოჯახის უფროსი, თავის სავარძელში ჩაჯდა ბუხრის-
297
კენ ზურგით. სტუმრებს უფრო ცივი ადგილები ერგოთ. ფული არც
ერთ მათგანს არ გადაუთვლია. - სიმფსონისა რამდენიაო, რა
ვთქვით? - იკითხა მორელმა. კაცებმაც მედღეურის კუთვნილი თან-
ხა გამოიყვანეს და ცალკე გადადეს ფული.
- და ბილი ნეილორისა?
ეს თანხაც გამოიყო.
შემდეგ, რაკი უესონი კომპანიის სახლში ცხოვრობდა და ქირა ექ-
ვითებოდა, მორელმა და ბარკერმა სათითაოდ ოთხი შილინგი და
ექვსი პენი აიღეს. ხოლო რაკი მორელს კუთვნილი ქვანახშირი უკვე
მიეღო და აღარც მაღაროელისთვის განკუთვნილი სპეცსაფასურით
უწევდა გადახდა, ბარკერსა და უესონს ოთხ-ოთხი შილინგი ერგოთ.
ამის შემდეგ თანხის გადანაწილება გაადვილდა. მორელმა თითო
სოვერენი ყველას დაურიგა, სანამ სოვერენები სულ არ ამოიწურა.
მერე ნახევარკრონიანებზე გადავიდა და ბოლოს შილინგების და-
რიგებით დაასრულა; დარჩენილი წვრილი ხურდა თვითონ აიღო და
სანაცვლოდ სასმელი დადგა. ცოტა ხანში სამივე მამაკაცი ადგა და
წავიდა. მორელი მანამდე გაძვრა სახლიდან, სანამ ცოლი ჩამოვი-
დოდა. მისის მორელმა გაიგონა თუ არა კარის გაღების ხმა, მაშინვე
ჩამოირბინა კიბე. ღუმელში დატოვებული პური სწრაფად შეამოწმა.
მერე მაგიდას გახედა და მისთვის განკუთვილი ფული დაინახა. პო-
ლი გამალებით მუშაობდა და ყურადღებას არაფერს აქცევდა, მაგ-
რამ იგრძნო, რომ დედამისი კვირის სამყოფ ფულს ითვლიდა და
სიბრაზე ერეოდა. - უყურე ამას! - გამოსცრა ქალმა კბილებში.
პოლმა შუბლი შეიჭმუხნა. გაბრაზებული დედის დანახვაზე მუ-
შაობას ვეღარ ახერხებდა. ქალმა ისევ გადათვალა ფული. - ტილია-
ნი ოცდახუთი შილინგი! - წამოიძახა მან, - ჩეკში რა ეწერა? - ათი
გირვანქა სტერლინგი და თერთმეტი შილინგი, - უპასუხა გაღიზია-
ნებულმა ვაჟმა. მიხვდა, რომ საავდრო ღრუბელი ახლოვდებოდა
298
ოჯახში. - მე კი საცოდავი ოცდახუთი შილინგი მომიგდო, თან, იცის,
რომ ამ კვირაში ურთიერთდახმარების კლუბშიც თანხაა შესატანი!
კარგად ვიცნობ! ახლა ფიქრობს, რაკი პოლი მუშაობს, ოჯახი აღარ
უნდა ვარჩინოო და უნდა, რომ მთელი ფული დუქანში დაამღეროს.
მაგას ვუჩვენებ სეირს!
- არ გინდა, რა, დედა! - იყვირა პოლმა.
- რა არ მინდა, იქნებ მითხრა? - გაცხარდა ქალი.
- ნუღარ ბრაზობ, მუშაობაში მეშლება ხელი.
მისის მორელი დამშვიდდა.
- კარგი, მშვენიერია-მეთქი, ვიტყვი, მაგრამ ეს ფული რას ვაკმა-
რო, ხომ ვერ მეტყვი? - ჩხუბით სულ ვერაფერს აკმარებ.
- შენ რას იზამდი, ამდენი რომ გქონოდა კვირის სამყოფად?
- ვიცი, რომ დიდხანს არ გეყოფა, ჩემი ფული აიღე. ეგ კი ჯანდაბა-
ში წასულა. პოლი მუშაობას შეუდგა, გულმოსულმა დედამისმა კი
ბონეტის თასმები შეიკრა. პოლი ვერ იტანდა, როდესაც დედა ცხა-
რობდა. ბოლო ხანს ყვირილი და გაწიწმატება აუკრძალა და აიძუ-
ლა, რომ მისი აზრიც ეკითხა. - ორი პური ოციოდე წუთში მზად იქნე-
ბა, არ დაგავიწყდეს.
- კარგი, - მიუგო ვაჟმა და ქალი ბაზარში წავიდა.
პოლი საქმეს მიუბრუნდა, მაგრამ კამათის შემდეგ აზრებს თავი
ვეღარ მოუყარა. რვის თხუთმეტ წუთზე ჭიშკრის გაღების ხმა შემო-
ესმა და რამდენიმე წამში მირიამი შემოვიდა. - სულ მარტო ხარ? -
ჰკითხა ქალიშვილმა.
- კი.
მირიამმა შინაურულად მოიხადა შოტლანდიური ბერეტი და
გრძელი პალტოც გაიხადა. ორივეს საკიდებზე მიუჩინა ბინა. ეს სახ-
ლი შეიძლებოდა მათი - მისი და პოლისი - გამხდარიყო. მერე ისევ

299
პოლთან შევიდა და ბიჭის ნამუშევარს დახედა. - რა არის? - ჰკითხა
გოგონამ.
- დეკორატიული ქსოვილებისა და ნაქარგობის კომპოზიციაა.
მირიამმა ახლოდან დახედა ნამუშევარს.
პოლს აღიზიანებდა, როდესაც გოგონა ასეთ ცხოველ ინტერესს
იჩენდა მისი ნახელავის მიმართ, რადგან ეჩვენებოდა, რომ ამ ქმე-
დებით მის სულში იქექებოდა. მასპინძელი მისაღებში გავიდა და მა-
ლე მოყავისფრო სელის ქსოვილის გრაგნილით შემობრუნდა. ნელ-
ნელა, ფაქიზად გაშალა იატაკზე. ფარდა ან კრეტსაბმელი41 უნდა
ყოფილიყო, რომელსაც ტრაფარეტით ლამაზად ამოქარგული ვარ-
დები ჰქონდა. - რა ლამაზია! - შესძახა მირიამმა.
მის ფერხთით გაშლილი ქსოვილი მშვენიერი მოწითალო ვარდე-
ბითა და მუქმწვანე ყუნწებით ერთდროულად სადაც იყო და უზნეო
იერიც დაჰკრავდა. მაშინვე მუხლებზე დადგა და დახრილს შავი კუ-
ლულები ჩამოეყარა. მირიამი ისე ვნებიანად დაიხარა, რომ პოლს
გულის ცემა აუჩქარდა. უეცრად ვაჟს ამოხედა.
- რატომღაც სასტიკი ნახჭი მეჩვენება, - უთხრა გულწრფელად. -
რა?
- რაღაც სისასტიკე გამოსჭვივის, - დაიჟინა მირიამმა.
- ასეა თუ ისე, ლამაზი კია და, - თქვა პოლმა, დიდი სიყვარულით
შეეხო ნამუშევარს და დაგრაგვნა დაიწყო. გოგონა ნელა წამოდგა
ჩაფიქრებული.
- რა უნდა უყო? - ჰკითხა ვაჟს.
- „ლიბერთის“42 გავუგზავნი. დედას გავუკეთე, მაგრამ ფულს ამ-
ჯობინებს. - ჰო, - ჩაილაპარაკა მირიამმა. პოლს ხმაში გულისტკივი-

41
კრეტსაბმელი - კარის ფარდაგი, რომელიც სქელი ქსოვილისგან არის შეკერი-
ლი.
42
875 წელს ლონდონში დაარსებული ძვირფასეულობის მაღაზია.
300
ლი გაერია და ქალიშვილმაც მყისვე თანაუგრძნო. ფული ხომ მის-
თვის არაფერს ნიშნავდა.
პოლმა ქსოვილი მისაღებ ოთახში გაიტანა. როდესაც დაბრუნდა,
მირიამს პატარა ნაჭერი ესროლა. იმავე ნახჭის მქონე პატარა ბალი-
შის პირი იყო. - ეს შენთვის გავაკეთე, - უთხრა სტუმარს.
გოგონამ ათრთოლებული თითები გადაუსვა ხელნაკეთობას,
თუმცა ხმა არ ამოუღია. პოლი უეცრად შეცბა.
- ღმერთო, პური! - იყვირა უცებ.
ზედა ნაწილში დაწყობილი პურები გამოიღო და ღონივრად დაჰ-
კრა ხელი. პური გამომცხვარი იყო. ბუხარზე შეაწყო გასაგრილებ-
ლად. მერე სამრეცხაო ოთახში გავიდა, ხელი დაისველა, ბოლოს
თეთრი ცომი ამოიღო თასიდან და საცხობ ტაფაზე დააგდო. მირიამი
კი ისევ მოხატულ ქსოვილს დასცქეროდა. პოლმა შეწებებული ცომი
ჩამოიფშვნიტა ხელებიდან. - როგორ მოგწონს? - ჰკითხა მირიამს.
ქალიშვილმა სიყვარულით განათებული მუქი ფერის თვალებით
შეხედა. პოლმა უხერხულად გაიცინა. მერე ნახჭზე ჩამოაგდო სიტ-
ყვა. მირიამთან თავის ნამუშევრებზე საუბარს არაფერი ერჩია. რო-
დესაც თავის ნამუშევრებზე ლაპარაკობდა ან ფიქრობდა, სისხლი
უდუღდა და ვნება ერეოდა ხოლმე. მირიამი კი მასში წარმოსახვის
უნარს ამძაფრებდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქალიშვილს მი-
სი ნათქვამიდან ისე არ ესმოდა არაფერი, როგორც ფეხმძიმედ დარ-
ჩენილ ქალს არ ესმის, რომ ბავშვი ჩასახვია. მაგრამ ორივე მათგა-
ნის ბუნება ასეთი გახლდათ - ეს მათი ცხოვრება იყო. შუა საუბარში
იყვნენ, როცა ტანმორჩილი და ფერმკრთალი ახალგაზრდა ქალი,
ასე ოცდაორი წლის, ცარიელი და ულმობელი მზერით, ოთახში შე-
მოვიდა. მორელების მეგობარი იყო. - გაიხადე, - უთხრა პოლმა.
- არა, ვერ დავრჩები.

301
გოგონა პოლისა და მირიამის წინ მდგარ სავარძელში ჩაჯდა,
დამხვდურები კი დივანზე ისხდნენ. მირიამი ოდნავ გაიწია, პოლთან
ძალიან ახლოს რომ არ ყოფილიყო. ოთახში თბილოდა და ახალგა-
მომცხვარი პურის სურნელი ტრიალებდა. ყავისფერი, ხრაშუნაქერ-
ქიანი პურები ბუხარზე ეწყო.
- არ მეგონა, ამ საღამოს აქ თუ გნახავდი, მირიამ ლივერს, - ზიზ-
ღნარევი ინტონაციით უთხრა ბეატრისმა.
- ვითომ რატომ? - ხმა ჩაეხლიჩა მირიამს.
- რატომ? აბა ერთი შენი ფეხსაცმლით გამიხარე თვალი!
მირიამს თითიც არ გაუნძრევია.
- რა სანახავი იქნება! - გაიცინა ბეატრისმა.
მირიამმა კაბიდან ტერფები გამოყო. უცნაური, გაუბედავი და, ასე
განსაჯეთ, პათეტიკური იერი ჰქონდა მის ფეხსაცმელს, რაც პატრო-
ნის მორცხვობასა და ეჭვიანობას ამხელდა. თანაც, ტალახი ეცხო. -
ღმერთო! სულ ლაფში გაქვს ამოგანგლული! - შესძახა ბეატრისმა, -
ვინ გიწმენდავს ფეხსაცმელსა? - მე თვითონ ვწმენდ ხოლმე.
- აბა მოგცემია საქმე და ეგ არი, - დასცინა ბეატრისმა, - რო ეთ-
ქვათ, სუ ტალიკ-ტალიკ ბიჭები იქნებიანო, ამაღამ სახლიდან რა გა-
მამიყვანდა ამსიშორეზე, ჰაა. მაგრამ სიყვარულს ლაფი და ტლაპო
რას შააჩერებს, არა, ჩემო კვატუნია მოციქულო?
- Inter alia, - მოუჭრა პოლმა.
- ღმერთო, შენ მიშველე! ეხლა უცხო ენებზე დამიწყე ლაპარაკი?
რაო, რას მეუბნება, მირიამ? ბეატრისმა ხაზგასმული სარკაზმით
ჰკითხა მირიამს, მაგრამ ამ უკანასკნელს ეს არ შეუმჩნევია. - სხვათა
შორისო, მე მგონი, - მორიდებულად მიუგო.
ბეატრისმა ენა გადმოაგდო და ისე გაიცინა.
- მაშ, სხვათა შორის, მოციქულო? - გაიმეორა, - იგრე გამოდის,
სიყვარულს შეუძლია დედ-მამასაც დაცინოს, დედმამიშვილებსაც,
302
ძმაკაც-დაქალებსაც და თავად შეყვარებულსაც?მიამიტი სახე და-
იჭირა. - ფაქტობრივად, ერთი დიდი ღიმილია, - თქვა პოლმა.
- ფარულად, მოციქულო მორელ, მერწმუნე ამაში, - ნიშნის მოგე-
ბით უთხრა და ისევ დამცინავი სიცილი აუტყდა. მირიამი ჩუმად იჯდა
და ფიქრებში წასულიყო. პოლის ყველა მეგობარს ჩვევად ჰქონდა,
მას ამხედრებოდა და პოლიც არასდროს იწუხებდა მის დასაცავად
თავს, თითქოს ასე სამაგიეროს უხდისო.
- ისევ სკოლაში მუშაობ? - ჰკითხა მირიამმა ბეატრისს.
- მაშ.
- ანუ არ გაგათავისუფლეს?
- სააღდგომოდ ველოდები.
- რა სირცხვილია... ნუთუ მხოლო იმის გამო გიშვებენ, რომ გა-
მოცდაზე ჩაიჭერი? - არ ვიცი, - ცივად მიუგო ბეატრისმა.
- აგათა ამბობს, სხვა მასწავლებლებზე უარესი არაფრით არისო.
უცნაურია, რაღა მაინცდამაინც შენ ჩაიჭერი? - ტვინი არ მეყო, არა,
მოციქულო? - ბეატრისმა თვალი გაუსწორა პოლს. - მხოლოდ საკ-
ბენად არ გყოფნის, - სიცილით უპასუხა ვაჟმა.
- საძაგელო! - დაიკივლა ბეატრისმა და წამოხტა; მასპინძელს ეცა
და ყურები აუწია. პატარა, ლამაზი ხელები ჰქონდა. პოლი მაჯებში
სწვდა. ქალიშვილი შეებრძოლა და ხელები გაითავისუფლა. თუმცა
უკან დახევა არც უფიქრია, ხშირ, ყავისფერ თმაში სწვდა და შეაჯან-
ჯღარა. - გეყოს! - გოგონა მოიშორა და თმაზე ხელი გადაისვა, - მე-
ზიზღები! ბეატრისმა ისევ გადაიკისკისა.
- მიფრთხილდი! - უთხრა პოლს, - შენ გვერდით მინდა დაჯდომა.
- ალქაჯის გვერდით უფრო დავჯდები, - მიუგდო ბიჭმა; თუმცა იგი პო-
ლისა და მირიამს შორის მაინც დაჯდა. - რა აწეწილი თმა გაქვს! -
წამოიძახა ხალისიანად და თავისი სავარცხელი გადაუსვა, - აბა,
ამის ულვაშს შეხედე! - თავი უკან გადააწევინა და ულვაშიც დაუვარ-
303
ცხნა, - ბიწიერო თხაწვერავ! მოციქულო, განა წითური ულვაში სახი-
ფათო არ არის? სიგარეტი ხომ არ დაგრჩა? პოლმა ჯიბიდან პორტსი-
გარი ამოიღო. ბეატრისმა კოლოფში ჩაიხედა. - წარმოიდგინეთ,
„კონის“ ბოლო ღერს ვეწევი, - თქვა ბეატრისმა და ღერი კბილებში
მოიქცია. პოლმა ანთებული ასანთი შეაშველა და ქალიშვილმაც სი-
ამოვნებით დაარტყა ნაფაზი. - უღრმესი მადლობა, სიცოცხლე, - და-
იღრიჭა ბეატრისი, სიავე უელავდა თვალებში, - რა კარგა გამოსდის,
არა, მირიამ? - ოჰ, დიდებულად! - მოკლედ უპასუხა მირიამმა.
პოლმა თავისთვისაც ამოიღო ერთი ღერი.
- მოგიკიდო, დიდო ბიჭო? - ბეატრისმა ანთებული სიგარეტი მიუშ-
ვირა. პოლი დაიხარა, რომ მისი ღერიდან გადაეკიდებინა. სწორედ
ამ დროს ბეატრისმა თვალი ჩაუკრა. მირიამმა ვაჟის ვნებიან მზერას
და ათრთოლებულ ბაგეს ჰკიდა თვალი. ასეთ პოლს ვერ იტანდა.
თუკი ეს იყო მისი ნამდვილი სახე, მაშ, მასთან არაფერი აკავშირებ-
და. მეტიც, მისთვის ასეთი პოლი საერთოდ არ არსებობდა. უყურებ-
და, როგორ მოძრაობდა პოლის წითელ, მსხვილ ტუჩებში მოქცეუ-
ლი სიგარეტი. მირიამს პოლის სქელი ქოჩორიც კი შეეზიზღა. - ტკბი-
ლი ბიჭი! - ბეატრისმა პოლს ნიკაპი ააწევინა და ლოყაზე ნაზად ეამ-
ბორა. - იცოდე, მეც გაკოცებ, ბეატ, - უთხრა პოლმა.
- ფეხი არ ჩაგივა! - ახითხითდა ბეატრისი, წამოხტა და წასვლა და-
აპირა, - რა უსირცხვილოა, არა, მირიამ? - საკმაოდ, - მიუგო მირი-
ამმა, - ჰო მართლა, პური ხომ არ გავიწყდება? - ღმერთო! - გაისმა
უცებ პოლის ხმა და ვაჟი მაშინვე ღუმელს ეცა. კარის გამოღება და
მოლურჯო კვამლის გამოვარდნა ერთი იყო. კვამლმა დამწვარი პუ-
რის სუნი გამოიტანა. - ღმერთმანი! - წამოიძახა ბეატრისმა და გვერ-
დით აეტუზა მასპინძელს. პოლი ღუმელთან ჩაიმუხლა, სტუმარმა კი
ზევიდან დახედა დამწვარ პურს, - ასე იცის სიყვარულით თავდავიწ-

304
ყებამ, სიხარულო. პოლი სევდიანად იღებდა პურებს. ერთი მთლად
დანახშირებულიყო ცალი მხრიდან, მეორე კი გაქვავებულიყო.
- საწყალი დედა! - ამოიოხრა პოლმა.
- უნდა გახეხო, - ურჩია ბეატრისმა, - კაკლის საფხეკელა მომიტა-
ნე. პოლმა საფხეკელა მოუტანა, მან კი პურები გაზეთზე დააწყო და
ფხეკას შეუდგა. ვაჟმა კარი გააღო, რომ ოთახი გაენიავებინა. ბეატ-
რისი სიგარეტს აბოლებდა და დამწვარი პურებიდან ნახშირს ფხეკ-
და.
- გეუბნები, მირიამ, დღეს მაგრა დაგერხევა! - დააშინა ბეატრის-
მა. - მე? - გაიოცა მირიამმა.
- გიჯობს, დროზე აითესო აქედან, მინამ დედამისი მოსულა. ვიცი,
რატო დაეწვა მეფე ალფრედს43 ორცხობილები. ახლა ნახე, მოციქუ-
ლი უცებ მოიგონებს ზღაპარს, საქმეში გავერთე და გამომრჩაო,
რომ დანაშუალი ჩამოირეცხოს. მაგრამ კუდიანი თუ დროზე ადრე
დაბრუნდება და აქ სიყვარულის გამო თავდავიწყებაში გადავარ-
დნილ ასულს მოუსწრებს, ალფრედის მაგივრად მას მოხვდება სი-
ლაქები. ხითხითში პურის ფხეკა განაგრძო. თავისდა უნებურად მი-
რიამსაც გაეცინა. პოლმა დაღვრემილი სახით შეუკეთა ცეცხლს.
ეზოს კარი ხმაურით დაიხურა.
- სწრაფად! - ბეატრისმა გაფხეკილი პური პოლს შეაჩეჩა ხელში,
- სველი ტილო შემოახვიე. პოლი სამრეცხაოში გაუჩინარდა. ბეატ-
რისმა საჩქაროდ ჩამოფერთხა ნაფხეკები, ღუმელში შეყარა და

43
იგულისხმება ალფრედ დიდი (849-899), ინგლისის პირველ მეფედ მიჩნეული,
რომელმაც კუნძული დანიელთა შემოსევებისგან იხსნა. ორცხობილასთან დაკავ-
შირებული ლეგენდა პირველად მეთერთმეტე საუკუნეში გამოჩნდა. დანიელებთან
შეტაკების შემდეგ მეფემ მწყემსის ქოხს შეაფარა თავი. ლეგენდის თანახმად, მეფე
მწყემსმა ქალმა ვერ იცნო და რიგით მეომრად მიიჩნია. მას ორცხობილები ჰქონ-
და ცეცხლზე შემოდგმული, თუმცა უეცრად წასასვლელი გახდა და მიხედვა მეფეს
დაავალა. ქვეყნის ბედ-იღბალზე მაფიქრალ ალფრედს ორცხობილები დაეწვა,
რის გამოც მკაცრი საყვედური არ ასცდა.
305
უცოდველი გამომეტყველებით ჩამოჯდა. ოთახში ენი შემოვარდა.
ახტაჯანააო, მასზე ითქმოდა. კაშკაშა განათებამ თვალი მოსჭრა.
- დამწვრის სუნია! - ლამის შეჰკივლა.
- სიგარეტის სუნია, - მოჩვენებითი თავმდაბლობით გაეპასუხა ბე-
ატრისი. - პოლი სადაა?
ენის ლეონარდიც შემოჰყვა. მას მოგრძო, კომიკური სახე და სევ-
დიანი, ლურჯი თვალები ჰქონდა.
- მგონი, ერთიერთზე იმიტომ დაგტოვათ, რომ თქვენ თვითონ
მოშველდეთ, - თქვა მან და თანაგრძნობით გახედა მირიამს, შემდეგ
მსუბუქი სარკაზმით სავსე მზერა ბეატრისისკენ მიმართა. - არა, - უთ-
ხრა ბეატრისმა, - მეცხრე ნომრით წავიდა.
- მე მეხუთე შემხვდა, მას ეძებდა, - თქვა ლეონარდმა.
- ჰო... სოლომონის ჩვილივით44 ვაპირებთ მის განაწილებას, -
ხუმრობა განაგრძო ბეატრისმა. ენის გაეცინა.
- ოჰ, - გაეღიმა ლეონარდს, - და შენ რომელი ნაწილი გერგება? -
არ ვიცი, - უპასუხა ბეატრისმა, - დაე, პირველად სხვებმა აიღონ. -
შენ კი ნარჩენებს დასჯერდები, არა? - ლეონარდმა კომიკური სახე
უარესად დაჯღანა. ენიმ ღუმელში შეიხედა. მირიამისთვის ყურად-
ღებაც არ მიუქცევია. პოლი შემოვიდა. - ეს რა დიდებული პური გა-
მოსვლია ჩვენს პოლს, - ენიმ ძმას წაჰკბინა. - დარჩენილიყავი და
მიგეხედა, - გაცხარდა პოლი.

44
იგულისხმება ალფრედ დიდი (849-899), ინგლისის პირველ მეფედ მიჩნეული,
რომელმაც კუნძული დანიელთა შემოსევებისგან იხსნა. ორცხობილასთან დაკავ-
შირებული ლეგენდა პირველად მეთერთმეტე საუკუნეში გამოჩნდა. დანიელებთან
შეტაკების შემდეგ მეფემ მწყემსის ქოხს შეაფარა თავი. ლეგენდის თანახმად, მეფე
მწყემსმა ქალმა ვერ იცნო და რიგით მეომრად მიიჩნია. მას ორცხობილები ჰქონ-
და ცეცხლზე შემოდგმული, თუმცა უეცრად წასასვლელი გახდა და მიხედვა მეფეს
დაავალა. ქვეყნის ბედ-იღბალზე მაფიქრალ ალფრედს ორცხობილები დაეწვა,
რის გამოც მკაცრი საყვედური არ ასცდა.
306
- შენ კი შენი საქმეები უნდა აკეთო მხოლოდ, ხომ? - ენიც გაწიწ-
მატდა. - უნდა აკეთოს, აბა, რა უნდა ქნას! - აყვირდა ბეატრისი.
- ალბათ, საქმეში ჰქონდა თავი წარგული, - იხუმრა ლეონარდმა.
- საშინელი გზა იქნებოდა, ხომ, მირიამ? - ჰკითხა ენიმ.
- ჰო... მაგრამ მთელი კვირა შინ გავატარე...
- და გარემოს შეცვლა მოგინდა, ხომ? - თბილად ჩაერია ლეონარ-
დი. - ჰო, სულ სახლში ხომ ვერ იქნები გამოკეტილი, - დაეთანხმა
ენი. კარგ ხასიათზე ჩანდა. ბეატრისმა პალტო მოიცვა და ლეონარ-
დსა და ენის გაჰყვა. გულისსწორთან შეხვედრას აპირებდა. - პური
არ დაგავიწყდეს, პოლ, - გამოსძახა ენიმ, - ღამე ნებისა, მირიამ. არ
მგონია, გაწვიმდეს. როდესაც ყველა წავიდა, პოლმა გახვეული პუ-
რი შემოიტანა, გახსნა და ნაღვლიანად დააჩერდა. - ჯანდაბა! - გა-
მოსცრა კბილებში. - კარგი რა, - თავი ვერ შეიკავა მირიამმა, - ორ-
პენიან პურზე რა გაბრაზებს.
- ჰო, მაგრამ... დედა ისე გულმოდგინედ აცხობს ხოლმე და ამას
რომ ნახავს, გული დაეწვება. მაგრამ ახლა გვიანია თითზე კბენა.
დამწვარი პური ისევ სამრეცხაოში შეიტანა. ახლა მირიამთან ძა-
ლიან ახლოს იყო. საყვარელი ქალი ხელის გაწვდენაზე ჰყავდა, მაგ-
რამ ერთხანს ბეატრისზე ფიქრობდა. მართალია, შინაგანად თავს
დამნაშავედ გრძნობდა, მაგრამ კმაყოფილიც იყო. რაღაც ამოუცნო-
ბი მიზეზი აფიქრებინებდა, ახია მირიამზეო. მონანიებასაც სულ არ
აპირებდა. მირიამს აინტერესებდა, ნეტავ, ასე დამდგარი რაზე ფიქ-
რობსო. შუბლზე სქელი ქოჩორი აბურდვოდა. იქნებ თმა უკან გადუ-
წიოს და ბეატრისის სავარცხლის კვალი საერთოდ გაუქროს? რა-
ტომ არ უნდა მოხვიოს ხელები? არადა, როგორი მტკიცე სხეული
აქვს და ყოველი ქსოვილი სიცოცხლეს ასხივებს. თუკი სხვა გოგო-
ნებს ამაზე უარს არ ეუბნება, რაღა მაინცდამაინც მას ეკრძალება?
უეცრად პოლი ფიქრებიდან გამოერკვა. გოგონას კინაღამ გული წა-
307
უვიდა, როდესაც ვაჟმა უცებ თმა შუბლიდან გადაიყარა და მისკენ
წავიდა.
- ცხრის ნახევარია! - უთხრა გოგონას, - უნდა ვიჩქაროთ. სად
არის შენი ფრანგული? მირიამმა დარცხვენითა და გულის ტკივი-
ლით ამოიღო სავარჯიშოების რვეული. ყოველკვირა თავისი ფრან-
გულით თავისივე ცხოვრების შესახებ პოლისთვის დღიურს ავსებ-
და. პოლმა მხოლოდ ასე დაიყოლია კომპოზიციების შედგენაზე. მი-
რიამის დღიური თავიდან ბოლომდე სასიყვარულო წერილს ჰგავ-
და. ახლა პოლი მორიგ შედევრს წაიკითხავდა და მირიამი თავს ისე
იგრძნობდა, თითქოს მისი სული ვაჟის ამჟამინდელი განწყობით იბ-
ღალებოდა. ვაჟი გვერდით მიუჯდა. პოლის მტკიცე, თბილ ხელს და-
უკვირდა, რომელიც შეცდომებს უსწორებდა. ის მხოლოდ ფრანგულ
ტექსტს კითხულობდა და მირიამის სულს არად აგდებდა, რომელიც
იქვე, გვერდით იყო და იცდიდა. მაგრამ ბოლოს ვაჟის ხელი შეეშვა
სწორებას. მან კითხვა ჩუმად, უძრავად განაგრძო. გოგონა ათ-
რთოლდა. „Ce matin les oiseaux m ’ ont eveille“ , - კითხულობდა
პოლი, - „Il faisait encore un crepuscule. Mais la petite fenetre de ma
chambre etait bleme, et puis, jaune, et tous les oiseaux du bois
eclaterent dans un chanson vif et resonnant. Toute l ’ aube
tressaillit. J ‘ avais reve de vous. Est-ce que vous voyez aussi l ’
aube? Les oiseaux m ’ eveillent presque tous les matins, et toujours
il y a quelque chose de terreur dans le cri des grives. Il est si clair...“45
მირიამი კანკალმა აიტანა და სირცხვილის ალი მოედო. პოლი კი

45
ამ დილას ჩიტებმა გამაღვიძეს. გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა. მაგრამ ჩემი ოთა-
ხის პატარა სარკმელი უკვე გაფერმკრთალებულიყო და მერე ყვითელმა და ტყის
სხვადასხვა ფრინველმა მხიარული და მჭექარე სიმღერა დასძახეს. ბინდი აცახ-
ცახდა. მე თქვენ დამესიზმრეთ. თქვენც იხილეთ აისი? ჩიტები ფაქტობრივად ყო-
ველდილა მაღვიძებენ და შაშვების გალობა ცოტა შიშს მგვრის. ძალიან ნათე-
ლია...
308
დუმდა და აზრის აღქმას ცდილობდა. მხოლოდ იმას ხვდებოდა, ვუყ-
ვარვარო. ეშინოდა მირიამის სიყვარულის. ასეთი სიყვარულის
ღირსად არ მიაჩნდა თავი. მირიამის სიყვარულს კი არა, მის სიყვა-
რულს მიუძღოდა ბრალი. მასაც სირცხვილის ალი წაეკიდა და ათ-
რთოლებული ხელით განაგრძო შეცდომების გასწორება. ინგლისუ-
რად ფრანგულის თავზე წერდა. - ნახე, - უთხრა გოგონას, - ნამყო
მიმღეობას თუკი avoir-თან აუღლებ, როდესაც იგი მიმღეობას წინ
უსწრებს, პირდაპირ დამატებას მოითხოვს. მირიამი რვეულზე და-
იხარა და შეცდომის აღქმა სცადა. მისი გაშლილი, ლამაზი კულულე-
ბი პოლს სახეზე შეეხო. პოლი შეკრთა და უკან გაიწია, თითქოს მდუ-
ღარე რკინა შეხებოდა. გოგონა კიდევ უფრო დაიხარა და წითელი
ბაგე საწყალობლად გაეპო, შავი კულულები გარუჯულ, შეფაკლულ
ლოყებზე შემოერკალა. მწიფე ბროწეულის ფერი დაედო. პოლს მი-
სი სუნთქვა ესმოდა. უეცრად მირიამმა თვალი თვალში გაუყარა.
გოგონას მუქი ფერის თვალები, ძლიერ სურვილს რომ ამჟღავნებ-
დნენ შიშის თანხლებით, სიყვარულს გაეშიშვლებინა. პოლსაც ჩა-
მუქებოდა ლურჯი თვალები - მისმა გამჭოლმა მზერამ მირიამის გუ-
ლამდე მიაღწია და დაიმორჩილა. გოგონამ თავდაჯერებულობა და-
კარგა და შიშმა აიტანა. პოლმა იცოდა, სანამ აკოცებდა, თვითონვე
უნდა გათავისუფლებულიყო რაღაცისგან. მირიამისადმი ზიზღი
ისევ გაეღვიძა. სავარჯიშო რვეულს მიუბრუნდა.
უეცრად ფანქარი დააგდო, ერთ ნახტომში ღუმელთან გაჩნდა და
პურის გადაბრუნება დაიწყო. მირიამისთვის იმდენად სწრაფად მოხ-
და ეს ყველაფერი, რომ შიშით შეხტა და ტკივილმა დაუარა მთელ
სხეულში. იმის დანახვაზეც კი გული ეტკინა, როგორ დაიხარა პოლი
ტაფასთან. რაღაც ულმობელი გამოსჭვიოდა ვაჟის ქმედებაში, ულ-
მობელი იყო მისი სისხარტე, ისიც, როგორ აიღო ტაფიდან პური, გა-
დააბრუნა და სწრაფად დააგდო გამოსაცხობი მხრით. პოლს რომ
309
უფრო ფაქიზად ემოქმედა, მირიამსაც გული გაუთბებოდა. მაგრამ
ასეთი პოლის ყურებაზე მხოლოდ ტკივილს გრძნობდა, მეტს არა-
ფერს. ვაჟი დაბრუნდა და კომპოზიცია ჩაიკითხა.
- ამ კვირაში გიყოჩაღია, - შეაქო მოსწავლე.
მირიამმა დაინახა, რომ პოლს მისი დღიურის კითხვა ესიამოვნა.
მაგრამ ამით გოგონას ტკივილი არ გაყუჩებია. - ზოგჯერ მართლა
გაიფურჩქნები ხოლმე, - უთხრა პოლმა, - ლექსების წერა უნდა სცა-
დო. გოგონამ ხალისიანად ასწია თავი, მაგრამ უნდობლად შეხვდა
ქებას. - საკუთარი თავის იმედი არ მაქვს, - თქვა მოკრძალებით.
- უნდა სცადო-მეთქი!
მირიამმა თავი გადააქნია.
- ახლა წავიკითხოთ თუ უკვე გვიანია? - ჰკითხა პოლმა.
- გვიანია... მაგრამ ცოტას წაკითხვას მოვასწრებთ, - თხოვნასა-
ვით გამოუვიდა ბოლოს სიტყვები. მთელი შემდეგი კვირისათვის მი-
რიამს სულიერი საზრდო უკვე მიეღო. პოლს დავალებული ჰქონდა,
ბოდლერის Le Balcon გადაწერეო. ვაჟმა მისი ხელნაწერი წაიკით-
ხა. ხმა რბილი და ალერსიანი ჰქონდა, მაგრამ ნელ-ნელა გაუუხეშ-
და. როდესაც რაღაცაზე ღელავდა, ზედა ბაგეს ისე სწევდა, რომ კბი-
ლები უჩანდა - ბაგე ვნებიანი ჰქონდა. სწორედ ასე გამოიყურებოდა
Le Balcon-ის კითხვისას. მირიამმა თავი ფეხქვეშ გათელილად იგ-
რძნო. მისთვის შეხედვა ვერ გაებედა და თავდახრილი იჯდა. ვერ
ხვდებოდა, ასე რამ ააღელვა და გააცხარა პოლი. რა უბედური ვა-
რო, ფიქრობდა. ბოდლერი არ მოსწონდა, საერთოდ, არც ვერლენ-
ზე ამოსდიოდა მზე და მთვარე.

310
„ნახე, როგორ მღერის ქალი, ასული მაღალ მთისაო“46. აი, ეს
სიტყვები უფრო ელამუნებოდა მის სულს, ისევე როგორც, „მშვენიე-
რი ინესი“47 და კიდევ:
„იდგა საღამო ლამაზი, მშვიდი და მონაზონივით უბიწო წამი“ .
ეს სტრიქონები მისი გულიდან ამოძახილს ჰგავდა, პოლი კი
ხორხისმიერი ბგერებით უკითხავდა: Tu te rappelleras la beaute des
caresse48. ლექსი დასრულდა. პოლმა პური ღუმლიდან გამოიღო,
დამწვრები თასის ძირში მოათავსა, დანარჩენები კი ზემოდან დააწ-
ყო. სველ ტილოში გახვეული პური ისევ სამრეცხაოში იდო. - ჯობია,
დედამ დილამდე ვერაფერი გაიგოს, - თქვა ბიჭმა, - დილით ისე არ
გაბრაზდება, როგორც ამაღამ. მირიამი წიგნის თაროსთან მივიდა
და თვალი შეავლო პოლის წერილებსა და ღია ბარათებს, მერე წიგ-
ნების ყუებსაც გადახედა. პოლისთვის საინტერესო ერთ-ერთი წიგ-
ნი გამოიღო. ამასობაში ვაჟმა გაზი გამორთო და წასასვლელად მო-
ემზადა. სახლიდან გასვლისას კარის ჩაკეტვა არც უფიქრია. შინ
თერთმეტს რომ თხუთმეტი აკლდა, მაშინღა დაბრუნდა. დედამისი
სარწეველა სავარძელში დახვდა. ენი, ზურგზე დაშვებული ნაწნა-
ვით, ბუხრის წინ დაბალ სკამზე სევდიანად იჯდა და იდაყვები მუხ-
ლებზე დაეყრდნო. მაგიდაზე ტილოდან გამოხსნილი დამწვარი პუ-
რი იდო. ხმას არავინ იღებდა. დედამისი ადგილობრივ პატარა ცნო-
ბის ფურცელს კითხულობდა. პოლმა ქურთუკი გაიხადა და დივანზე
დაჯდა. მისის მორელი ოდნავ გაიწია, რომ გაეტარებინა. ბიჭმა თავი
უხერხულად იგრძნო. რამდენიმე წუთს გაზეთის კითხვით შეიქცია
თავი, იქვე, მაგიდაზე რომ ნახა. შემდეგ... - ეგ პური დამავიწყდა, დე-

46
ნაწყვეტი უილიამ უორდზუორთის (1770-1850) ლექსიდან „ეული მომკელი“.
47
თომას ჰუდის (1799-1845) პოემა.
48
„იმ ნაზ ალერსებს მოგონებით კვლავ გადავხედავ“ , შარლ ბოდლერის „აივა-
ნი“. თარგმანი დავით აკრიანისა.
311
და, - დუმილი ისევ პოლმა დაარღვია. არც ერთ ქალს ხმა არ
ამოუღია.
- ორპენიან პურს უნდა გადამაყოლოთ? - ეწყინა პოლს, - შემიძ-
ლია, გადაგიხადო. გაბრაზებულმა სამი პენი დაყარა მაგიდაზე და
დედამისს მიუცურა. ქალმა თავი გასწია. კრიჭა შეკრული იჯდა.
- ეჰ, - ჩაერთო ენი, - იცი, დედა როგორ ცუდადაა ახლა?! - გოგონა
ისევ ცეცხლს მიაჩერდა წარბშეკრული.
- რატომ არის ცუდად? - მბრძანებლური ტონით ჰკითხა ძმამ.
- თურმე სახლამდე ძლივს მოაღწია.
პოლი დედას ახლოდან დააკვირდა. ქალი ავადმყოფს ჰგავდა.
- რატომ გაგიჭირდა სახლამდე მოღწევა? - ჰკითხა დედას იმავე
ტონით. ქალს ხმა არ ამოუღია.
- აქ რომ მოვედი, გაფითრებული დამხვდა, - აუხსნა ენიმ ტირილ-
მორეული ხმით. - ჰოდა, რატომ? - გაღიზიანდა პოლი. თვალები და-
აჭყიტა წარბშეკრულმა. - ნებისმიერი ცუდად გახდებოდა, - ხმა ამოი-
ღო მისის მორელმა, - ამდენი შეკვრა ხორცი, სურსათი და ორი ცა-
ლი ფარდა რომ ეთრია... - მერე ვინ გაძალებდა, რომ ხელები ჩაიწ-
ყვიტე?
- აბა, ვინ წამოიღებდა?
- ენიმ მოიტანოს ხოლმე ხორცი.
- კი, ბატონო, მოვიტან ხოლმე, მაგრამ ახლა რა ვიცოდი. შენ მი-
რიამთან ერთად დასეირნობდი, იმის მაგივრად, რომ დედას მოს-
ვლისთვის შინ მჯდარიყავი. - გამაგებინე, რა დაგემართა? - ჰკითხა
პოლმა დედას.
- მგონი, გულის ბრალია, - მიუგო ქალმა. ტუჩების ირგვლივ სი-
ლურჯე ემჩნეოდა. - უწინაც დაგმართია ეგრე?
- ჰო... საკმაოდ ხშირადაც.

312
- მერე, რატომ ერთი სიტყვა არ დასძარი? ან ექიმს რატომ არ გა-
ესინჯე? მისის მორელი სავარძელში შეიშმუშნა, რადგან შვილის
ტონი არ მოეწონა. - შენ ვერასოდეს ვერაფერს ამჩნევ, - წაკბინა
ენიმ, - ოღონდ მირიამთან ერთად გამყოფა და... - ჩემი შენ გითხა-
რიო! ლეონარდთან ყოფნა შეიძლება, ხომ?
- ათს რომ თხუთმეტი აკლდა, მე მაშინ დავბრუნდი.
ერთხანს დუმილი ჩამოწვა ოთახში.
- აქამდეც უნდა მივმხვდარიყავი... - მწარედ ამოთქვა მისის მო-
რელმა, - მირიამით რომ არ გქონოდა გონება დაკავებული, პურით
სავსე ღუმელს როგორ მიანებებდი თავს. - მარტო მირიამი არ ყო-
ფილა აქ, ბეატრისიც იყო.
- შესაძლოა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რატომ დაიწვა პური.
- რატომ? - წამოენთო პოლი.
- იმიტომ, რომ მთელ დროსა და ყურადღებას მირიამს უთმობ, -
მისის მორელსაც დაეტყო ხმაში გაფიცხება.
- აჰა, აი, თურმე რა მომხდარა... ოღონდ, სინამდვილეში ასე არ
ყოფილა! - ლამის ყვირილით წარმოთქვა პოლმა.
დაითრგუნა და გაღიზიანდა. გაზეთს ხელი დასტაცა და კითხვა
დაიწყო. ნაწნავჩამოგდებული და ბლუზაგახსნილი ენი ზანტად ადგა
და დასაძინებლად წავიდა, გასვლისას კი, ძილი ნებისაო, ცალყბად
დაუგდო ძმას. პოლი კი იჯდა და გაზეთი ეჭირა, ვითომ კითხულობ-
და. იცოდა, რომ დედამისს საყვედურის სიტყვები ედგა ენაზე. თან
ისიც აინტერესებდა, რამ გახადა ქალი ცუდად, რადგან ამის გამო
თვითონაც მოეშხამა გუნება. იმის მაგივრად, რომ ამდგარიყო და
დასაძინებლად წასულიყო, რაც ყველაფერს ერჩია, იჯდა და ელო-
და. დაძაბული დუმილი კი გრძელდებოდა. საათი ხმამაღლა წიკწი-
კებდა. - უმჯობესია, დაწვე, სანამ მამაშენი დაბრუნებულა, - ხისტად
უთხრა დედამ, - თუ გშია, დროზე ჭამე. - არაფერი მინდა.
313
პარასკევ საღამოს ვახშამზე დასაყოლებლად მისის მორელი რა-
მე სასუსნავს ყოველთვის ყიდულობდა ხოლმე, რადგან მაღაროე-
ლები გამომუშავებულ ჯამაგირს იღებდნენ და თავს ფუფუნების უფ-
ლებას აძლევდნენ. მაგრამ პოლი ისეთი გაბრაზებული იყო, რომ სა-
სუსნავის საძებნელად საკუჭნაოში ცოცხალი თავით არ შეიხედავ-
და. გერტრუდმა კი იფიქრა, იუკადრისაო და უარესად გაღიზიანდა. -
წარმომიდგენია, რა სცენას მომიწყობდი, პარასკევ საღამოს რომ
სელბიში დამჭირვებოდა შენი გაგზავნა, - უთხრა მისის მორელმა, -
მაგრამ ის ქალბატონი თუ მოგაკითხავს, დაღლა გავიწყდება და
ერთ შეძახილზე მიჰყვები ყველგან. მაგ დროს აღარც ჭამა გახსოვს
და აღარც - სმა.
- მარტოს ხომ ვერ გავუშვებ.
- ვერ გაუშვებ? მერე რას დაგიდის სახლში?
- მოდი-მეთქი, მე არ მითხოვია.
- შენ რომ არ გინდოდეს, ასე ჰაიჰარად ვერ ივლიდა...
- და რომ მინდოდეს, რა? - შეედავა პოლი.
- არც არაფერი, ზომა და წონა რომ იცოდე. მაგრამ კილომეტრებს
გადიხარ უაზროდ ტალახში, სახლში შუაღამისას ბრუნდები, მეორე
დილით კი ნოტინგემში ხარ წასასვლელი... - ნოტინგემში რომ სულ
არ მიწევდეს სიარული, მაინც ამავეს მისაყვედურებდი. - დიახაც!
რადგან ზომა უნდა იცოდე ყველაფერში და აზრი დაატანო. განა ისე
გაჯადოებს, რომ მთელ გზაზე მიჰყვები? - მისის მორელმა მწარე
სარკაზმი გაურია. მზერა აარიდა და შავი სატინის წინსაფარზე ხე-
ლები რიტმულად აათამაშა. პოლს ამის დანახვაზე გული დაეწვა. -
მომწონს, - დაიწყო ვაჟმა, - მაგრამ...
- მოგწონს? - იმავე ტონით გაიმეორა მისის მორელმა, - როგორც
ვხედავ, მის გარდა აღარავინ მოგწონს. შენთვის აღარც მე ვარსე-
ბობ, აღარც ენი, აღარც არავინ. - რა სისულელეა, დედა... ხომ იცი,
314
რომ არ მიყვარს... გეუ... გეუნები... არ მიყვარს-მეთქი. ხელკავითაც
კი არ დავდივართ, რადგან არ მინდა, რომ ხელკავი გამიკეთოს. -
მაშ, ასე ხშირად რატომ დაქრი მის სანახავად?
- მომწონს მასთან საუბარი... ამას არც უარვყოფ. მაგრამ სიყვა-
რულით არ მიყვარს. - სხვა არავინაა, ვისთანაც ისაუბრებდი?
- რა საგნებზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე - არა. უამრავი რამეა,
რაც შენ არ გაინტერესებს, თუნდაც... - რა არ მაინტერესებს?
მისის მორელმა ისე მიაყენა პოლი კედელთან, რომ ყმაწვილ-
კაცს სუნთქვა შეეკრა. - თუნდაც... ხატვა... და წიგნები. ჰერბერტ
სპენსერი49 საერთოდ არ გაღელვებს. - არა, - გაისმა სევდიანი პასუ-
ხი, - ჩემს ასაკში აღარც შენ დაგაინტერესებს. - ჰო, მაგრამ მეც მაინ-
ტერესებს და მირიამსაც...
- და რა იცი, რომ მე არ მაინტერესებს? - მისის მორელი წამოენ-
თო, - ოდესმე გიკითხავს ჩემთვის აზრი? დამლაპარაკებიხარ მსგავს
თემაზე? - კი მაგრამ, დედა, ისიც არ გაინტერესებს, სურათი დეკო-
რატიულია თუ არა, ან რომელი მანერაა მასში გამოყენებული. - რა
იცი, რომ არ მაინტერესებს? ოდესმე გამოგიცდივარ? გიკითხავს
ჩემთვის რამე? - კი მაგრამ, როდის აქედან გაღელვებს ეს საკითხე-
ბი, დედა, გამაგებინე? - აბა, მაშ, რა მაინტერესებს და მაღელვებს,
შენი აზრით? - სახე წამოუწითლდა. პოლი კი მწუხარებით მოიღუშა.
- შენ ასაკში შეხვედი, დედა, ჩვენ კი ახალგაზრდები ვართ.
პოლს მხოლოდ იმის თქმა სურდა, შენი ასაკის ინტერესები ჩემი
ასაკისას არ ემთხვევაო. მაგრამ როგორც კი წინადადება დაასრუ-
ლა, მაშინვე მიხვდა, ცუდად გამომივიდაო. - კი, მეც მშვენივრად ვი-
ცი, რომ დავბერდი. და მაშასადამე განზე უნდა გავდგე. შენთანაც მე-
ტი აღარაფერი მე საქმება. მხოლოდ მოსამსახურედ გჭირდები, მი-

49
ჰერბერტ სპენსერი (1820-1903) - ბრიტანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი.
315
რიამი კი შენთვის ყველაფერია. ამდენს უკვე პოლი ვეღარ აიტანდა.
გული ეუბნებოდა, დედაშენი მხოლოდ შენით ხარობსო. ბოლოს და
ბოლოს, პოლისთვისაც ყველაზე მთავარი ადამიანი ამქვეყნად დე-
და იყო. - მშვენივრად იცი, დედაჩემო, რომ ასე არ არის!
მისის მორელი ამ სიტყვებმა შეძრა.
- ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, - სიტყვიერად არ დათმო პო-
ზიცია, თუმცა თვითონვე შეიტანა თავის ნათქვამში ეჭვი.
- არა, დედა, ნუ გაკვირვებს, მართლა არ მიყვარს მირიამი! მარ-
თალია, მასთან საუბარი მსიამოვნებს, მაგრამ სახლში შენთან ყო-
ველთვის მომიხარია.
პოლმა საყელო და ყელსახვევი მოიხსნა, ადგა და დასაწოლად
დააპირა წასვლა. როდესაც ვაჟი საკოცნელად დაიხარა, მისის მო-
რელმა კისერზე ხელები მოხვია, სახე შვილის მკერდში ჩამალა და
აზლუქუნდა, რაც იმდენად არ ჰგავდა მის საქციელს, რომ პოლი სიმ-
წრისგან დაიკრუნჩხა. - ამას ვერ გადავიტან. სხვა ქალს კიდევ ავი-
ტანდი, მაგრამ მას - ვერასოდეს. ის ჩემთვის იოტისოდენა ადგილ-
საც აღარ დატოვებს... პოლს ანაზდად მირიამი სასტიკად შესძულ-
და.
- მე ხომ არასდროს მყოლია ქმარი, პოლ... არასდროს მყოლია
ქმარი, რასაც ჰქვია... შვილმა თმაზე ხელი გადაუსვა და ყელში ჩა-
ეკრა.
- ზარ-ზეიმით მართმევს შენ თავს... ჩვეულებრივ გოგონებს არ
ჰგავს. - ხომ გითხარი, არ მიყვარს-მეთქი, - წაილუღლუღა პოლმა
და თვალები დედის მხარში დამალა. დედამ კი გულიანად, ხმაურია-
ნად აკოცა. - ჩემო ბიჭო! - მგზნებარე სიყვარულით, ათრთოლებული
ხმით წარმოთქვა მისის მორელმა. პოლი გაუცნობიერებლად ეფე-
რებოდა სახეზე.

316
- ახლა კი, - უთხრა დედამისმა, - წადი და დაწექი, თორემ დილით
დაღლილი იქნები. - ამ დროს მორელის ფეხის ხმაც გაისმა, - მამა-
შენი მოვიდა... აბა, გასწი, - ანაზდად ვაჟს შიშით შეხედა, - შეიძლება
ეგოისტი ვარ. თუკი ასე გინდა, გყავდეს, შვილო. ქალი ძალიან უც-
ნაურად გამოიყურებოდა. პოლმა აკოცა.
- რას ამბობ, დედა! - ნაზად უთხრა.
მორელი ბარბაცით შემოვიდა. ქუდი ცალ თვალზე ჰქონდა ჩა-
მოფხატებული. კართან შეყოვნდა. - ისევ არ იშლის? - გესლიანად
იკითხა.
მისის მორელის ემოცია უცებ ზიზღში გადაიზარდა ამ ლოთის მი-
მართ, რომელიც სრულიად უმიზეზოდ დაესხა თავს.
- მთვრალი მაინც არ არის, - უთხრა ქმარს.
- ჰმ-ჰმ! - დაიფრუტუნა უოლტერმა. ტალანში გავიდა, რათა ქუდი
და ქურთუკი დაეკიდა. მერე საკუჭნაოში ჩავიდა სამი საფეხურით.
როდესაც ამობრუნდა, მუჭში ღორის ხორცის ღვეზელი ეჭირა. ეს
ღვეზელი მისის მორელს ვაჟისთვის ჰქონდა შეძენილი. - ეგ შენთვის
არ არის ნაყიდი. ოცდახუთ შილინგზე მეტს თუ ვერ გამოიმეტებ
ხოლმე და მთელი ფულით ლუდით ამოიყორავ მუცელს, დამიჯერე,
ღვეზლით არასოდეს გაგანებივრებ. - რაო, რაო?! - შეუღრინა ცოლს
და ფეხი უარესად აერია, - ჩემთვის არ გიყიდია? ხრაშუნაქერქიან
ხორცის ღვეზელს დახედა და უცებ ცეცხლში შეაგდო. პოლი ზეზე წა-
მოიჭრა.
- შენი ნაყიდები შეყარე! - დაუყვირა მამამისს.
- რა ბრძანე? - მორელიც ყვირილზე გადავიდა, შეხტა და მუშტი
მოამზადა, - ეხლა გაჩვენებ, შე მაწანწალავ! - მიდი აბა! - გაღიზიანე-
ბით უთხრა პოლმა და თავი გვერდზე გადასწია, - მიჩვენე! იმწამს
მზად იყო, რომ ამ თავხედისთვის ერთი გემრიელად ეხეთქა ცხვირ-
ში. მისტერ მორელი მოემზადა, რომ შეტევაზე გადასულიყო, პოლი
317
კი მოღიმარი სახით იდგა. - უხშშ! - მორელმა მოუქნია და კინაღამ
სახეში მოარტყა შვილს. მართალია, ახლოს იდგა, მაგრამ შეხება
მაინც ვერ გაბედა, სანტიმეტრებში ააცდინა. - ყოჩაღ! - დასცინა
პოლმა და მშობლის ცხვირ-პირი ამოიღო მიზანში, რომ გემრიელად
ეხეთქა. უკვე ხელი ექავებოდა. მაგრამ უეცრად უკნიდან კვნესის ხმა
გაისმა. მისის მორელს მკვდრის ფერი ედო და ტუჩები გალურჯებო-
და. მორელი უკვე ხტოდა, რომ მეორე მცდელობით მაინც მოერტყა
მიზანში. - მამა! - ისეთი ხმით წარმოთქვა პოლმა, რომ მორელის ყუ-
რებში ზარივით დაირეკა. მორელი შედგა და სმენად იქცა.
- დედა! - პოლსს კვნესაში გადაუვიდა ხმა, - დედა!
ქალმა გონს მოსვლა სცადა. თვალებით შვილს მისჩერებოდა,
მაგრამ ვერ მოძრაობდა. ნელ-ნელა თავი დაიმორჩილა. პოლმა დი-
ვანზე დააწვინა და ზედა სართულზე აირბინა ვისკის ჩამოსატანად,
რომელიც გულშეღონებულმა ქალმა ოდნავ მოსვა. ბიჭს თვალზე
კურცხალი მოადგა. როდესაც დედის წინ ჩაიმუხლა, არ ტიროდა,
ცრემლები უკვე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. მორელი ოთახის მეორე
მხარეს უბრად იჯდა, იდაყვები მუხლებზე დაეწყო და ავი თვალით
უმზერდა გარემოს.
- რა დეეტაკა? - მშრალად იკითხა.
- გული წაუვიდა! - გაჯავრებული ხმით უპასუხა პოლმა.
- ჰმ!
მორელმა ფეხსაცმლის თასმების გახსნა დაიწყო. ბარბაცით წა-
ვიდა დასაძინებლად. ეს მისი უკანასკნელი ჩხუბი იყო ამ ჭერქვეშ.
პოლი კი დედასთან ჩამუხლულიყო და ეფერებოდა.
- ნუ ხარ რა, ცუდად, დედა... მომჯობინდი, რა! - ეუბნებოდა ხოლ-
მე დროდადრო. - უკვე არა მიშავს, შვილო, - ლუღლუღებდა ქალი.
ბოლოს პოლი ადგა, ერთი იღლია ნახშირი მოიტანა და ბუხარი
ააგუზგუზა. მერე ოთახი დაასუფთავა, ყველაფერი მიალაგა და სასა-
318
უზმედ გააწყო მაგიდა. დედას სანთელიც მოუტანა. - შეგიძლია, სა-
წოლამდე მისვლა?
- ჰო, მივალ.
- ენისთან დაწექი, დედა, მასთან არ დაწვე.
- არა. ჩემს საწოლში დავწვები.
- მასთან ნუ დაწვები, დედა.
- ჩემს საწოლში დავწვები-მეთქი.
მისის მორელი ადგა, გაზი გამორთო და სანთლით ხელში კიბეს
აუყვა. კიბისთავში პოლმა დედას გამოთხოვების ნიშნად აკოცა.
- ღამე ნებისა, დედა.
- ღამე მშვიდობისა!
გამწარებულმა პოლმა თავი ბალიშში ჩარგო. მაგრამ გულის
სიღრმეში მაინც ერთგვარ სიმშვიდეს გრძნობდა, რადგან დედამისი
ყველას ერჩია ამქვეყნად. თუმცა ეს შეგუების მწარე სიმშვიდე იყო.
მეორე დღეს მამამისმა რამდენჯერმე სცადა ვაჟთან შერიგება, მაგ-
რამ პოლმა ეს მხოლოდ დამცირებად მიიღო. მომხდარის დავიწყება
კი ყველამ სცადა.

319
9. მირიამის დამარცხება

პოლი უკმაყოფილო იყო არა მხოლოდ საკუთარი თავით, არამედ


ყველაფრით. უღრმესი სიყვარულით უყვარდა დედა. როდესაც
გრძნობდა, რომ გულს სტკენდა და მის სიყვარულს ჩრდილს აყენებ-
და, მოუსვენრობა იპყრობდა. გაზაფხული დადგა და მასა და მირი-
ამს შორის ისევ შავმა კატამ გაირბინა. მეტიც, გოგოს სამკვდრო-სა-
სიცოცხლოდ გადაეკიდა. ქალიშვილი კი ამას ვერ ხვდებოდა. ერ-
თხელ, ლოცვის დროს, მირიამს დაებადა აზრი, რომ მათი სიყვარუ-
ლის სამსხვერპლოზე უნდა მიეტანა თავი, თუმცა ეს აზრი ბოლო
ხანს სხვა ემოციებში ერეოდა. გულის სიღრმეში არც უწინ სწამდა,
რომ პოლი ოდესმე მისი იქნებოდა. საკუთარი თავისაც არ სჯეროდა,
რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ იმ ქალად იქცეოდა, ვინც
პოლს სურდა. წარმოსახვითაც კი ვერ აჯერებდა გულს, რომ ოდესმე
ბედნიერად იცხოვრებდა მასთან ერთად. მხოლოდ ტრაგედიას, მწუ-
ხარებასა და თავგანწირვას ხედავდა წინ. მსხვერპლად შეწირვაში
სიამაყეს ჭვრეტდა, განდგომაში ძალას, რამეთუ ყოველდღიურ
ცხოვრებასთან გამკლავების იმედი სხვაგვარად არ ჰქონდა. ტრაგე-
დიის ტოლი დიდი და ღრმა მოვლენებისათვის იყო მზად. მაგრამ
რაც შეეხებოდა ყოველდღიურ ცხოვრებას, აქ საკუთარი თავის იმე-
დად ვერ იქნებოდა.
სააღდგომო არდადეგები ბედნიერად დაიწყო. პოლს გულახდი-
ლობის მომენტი ჰქონდა. მაგრამ მირიამს გული უგრძნობდა, ყვე-
ლაფერი უკუღმა წავაო. ერთ კვირა დღეს, საღამოს პირზე, საძინებ-
ლის ფანრჯიდან გაიხედა და მუხნარზე შეაჩერა მზერა, რომლის ტო-
ტებშიც ბინდი იპარებოდა, თუმცა კი ზეცა ჯერაც ელვარებდა.
ცხრატყავას მორუხო-მომწვანო ფოთლების როზეტები ფანჯრის წინ
ტოტებზე ეკიდა და მირიამმა იფიქრა, ალბათ, უკვე გამოიკვირტებო-
320
დაო. მაგრამ გაზაფხული იდგა, რომელიც ასე უყვარდა და რომლი-
საც ასე ეშინოდა. ჭიშკრის გაღების ხმაზე შეკრთა. პოლმა მზეზე
ალაპლაპებული ველოსიპედი შემოაგორა ეზოში. ჩვეულებრივ, ვე-
ლოსიპედის ზარს აწკრიალებდა ხოლმე და სიცილით შემოდიოდა.
იმ დღეს კი პირქუში და მკაცრი გამომეტყველება გადაჰკროდა სა-
ხეზე და მხრებში მოხრილი ჩანდა. მირიამი უკვე კარგად იცნობდა
პოლს და თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რა უწიწკნიდა ახლა ამ
ახალგაზრდა კაცს სულსა და ხორცს. ველოსიპედიც ისე პედანტუ-
რად დააყენა, რომ ქალიშვილს გული შეუქანდა. გოგონამ კიბე
აღელვებულმა ჩაირბინა. ტიულის ახალი ბლუზა ეცვა და ფიქრობ-
და, ძალიან მშვენისო. ბლუზას მაღალი საყელო ჰქონდა, ზედ მოვ-
ლებული გახამებული არშიით, რომელიც დედოფალ მარიამს ახსე-
ნებდა და მისი აზრით, მის ქალურობას უსვამდა ხაზს. მეტიც, მნახვე-
ლის თვალში აღამაღლებდა. ოცი წლისას უკვე მკერდსავსე და დას-
რულებული ფორმების პატრონი ეთქმოდა. ნაზი სახე კი არ შეც-
ვლოდა. აი, როდესაც თვალებს ასწევდა, განუმეორებელი ხდებო-
და. პოლს ერთგვარად ეკრძალვოდა, რადგან ვაჟი უეჭველად შეამ-
ჩნევდა მის ახალ ზედატანს.
პოლი კი, მეტისმეტად ირონიულ ხასიათზე რომ იყო, ოჯახს პრი-
მიტიულ მეთოდისტურ ეკლესიაში ამ სექტის ერთი კარგად ნაცნობი
ქადაგის მიერ აღვლენილ ღვთისმსახურებაზე უყვებოდა. მაგიდის
თავში იჯდა და მრევლსა და მღვდელს აჯავრებდა მოძრავი, ცოცხა-
ლი სახით, ლამაზი თვალები კი ხან სინაზეს აფრქვევდა, ხან სიცი-
ლით უხტოდა. ეს ოხუნჯობა მირიამს ყოველთვის გულს სტკენდა,
რადგან დაცინვის ადრესატი თვითონაც არაერთხელ გამხდარა. პო-
ლი ძალიან გამჭრიახი და სასტიკი იყო. როდესაც ბიჭის დამცინავად
აკვესებულ თვალებს უყურებდა, გრძნობდა, რომ იგი არავის დაინ-
დობდა - მათ შორის, არც საკუთარ თავს. მაგრამ სიცილისგან ატი-
321
რებული მისის ლივერსი ცრემლს იწმენდდა, მისტერ ლივერსი კი,
რომელიც კვირაობით თვალის მოტყუებას ამჯობინებდა ხოლმე, უკ-
ვე გამოფხიზლებულიყო და ისიც გულიანად იცინოდა. მირიამის სა-
მივე ძმაც იქვე იყო ჩამწკრივებული. მოთენთილი გამომეტყველება
ჰქონდათ და დროდადრო რომელიმე მათგანი ისე ხარხარებდა, გო-
გონას სადმე დამალვის სურვილი უჩნდებოდა. მთელ ოჯახს ართობ-
და ასეთი ამჩატება. პოლმა მირიამის გამოჩენა არად ჩააგდო. მოგ-
ვიანებით გოგონამ შეამჩნია, რომ ვაჟმა მისი ახალი ბლუზაც შენიშ-
ნა და ხელოვანის თვალით შეაფასა კიდეც. როგორც ჩანდა, მოიხიბ-
ლა ლამაზი ზედატანით, თუმცა სითბოს გამოხატვით თავი არ შეუწუ-
ხებია. მირიამი ისე ღელავდა, თაროდან ჩაის ფინჯნებს ძლივს იღებ-
და. როდესაც კაცები ძროხების მოსაწველად გავიდნენ, მირიამმა
პირდაპირ მიმართა. - დაიგვიანე.
- მართლა? - ყალბად გაიოცა პოლმა.
დუმილი ჩამოვარდა.
- ცუდი გზა იყო? - ჰკითხა მირიამმა.
- განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია.
ქალიშვილმა მაგიდის გაწყობა სწრაფად განაგრძო. როდესაც
დაასრულა, ჰკითხა: - ჩაი რამდენიმე წუთში იქნება, მანამდე ნარგი-
ზებს ხომ არ ნახავდი? პოლი უპასუხოდ ადგა. უკანა ეზოში გავიდნენ
და გამოკვირტული ღოღნოშოს ხეების ქვეშ გაიარეს. ბორცვები და
ცა მოკრიალებული იყო და ცივი ელფერი ედო. ყველაფერი გადა-
რეცხილივით ფერმიხდილი ჩანდა. მირიამმა ვაჟს თვალი შეავლო.
ამ უკანასკნელს სახეზე ფერი არ ედო და ემოციისგან დაცლილს
ჰგავდა. განსაკუთრებით გულს ის უკლავდა, რომ პოლის საყვარე-
ლი თვალები სუსხიანი მზერით მისჩერებოდა. - ქარმა ხომ არ დაგ-
ღალა? - დუმილი ისევ მასპინძელმა დაარღვია. მიხვდა, რომ შინა-
განად ღელავდა მის გამო. - არა, ასე არ ვიტყოდი, - მიუგო პოლმა.
322
- ტყე ისე კვნესის, ალბათ, რთულ გზას გამოივლიდი.
- ღრუბლებს თუ ახედავ, მიხვდები, რომ სამხრეთ-დასავლეთის
ქარი ქრის, რაც ზურგქარად გამოვიყენე, - აუხსნა პოლმა.
- ველოსიპედს არ ვატარებ და ქარის მიმართულებასაც არ ვაქცევ
ყურადღებას, - წაილუღლუღა მირიამმა. - ეს რომ იცოდე, ველოსი-
პედის ტარებაა საჭირო? - წაკბინა პოლმა. მირიამის აზრით, ახლა
სარკაზმი სრულიად ზედმეტი იყო. გზა მდუმარედ განაგრძეს. სახ-
ლის უკან, კოლბოხზე, ბალახი ბუჩქად ამოზრდილიყო, გარშემო კი
ცოცხალი ღობე ჰქონდა შემოვლებული, რომლის ძირშიც მორუხო-
მომწვანო ღეროებს შორის ნარგიზებს წამოეყოთ თავი. კოკრები სი-
ცივისგან გამწვანებულიყვნენ. თუმცა რამდენიმე გაშლილიყო და
ოქროსფრად ბზინავდა. მირიამი ერთ-ერთ ბუჩქთან ჩაიცუცქა, ყვე-
ლაზე უცხო ნარგიზს შეავლო ხელი, ვარდისფერი ყვავილი თავის-
კენ მიიბრუნა და თავი დაუკრა, მერე მიეფერა, ლოყა მიადო მის
ფურცლებს. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი პოლი კი განზე იდგა და უც-
ქერდა. მირიამი, თავის მხრივ, თითქოს თითოეულ ყვავილს გამომ-
წვევად უჩვენებდა და სათუთად ეფერებოდა. - განა დიდებული არ
არის? - ჩურჩულებდა თავისთვის.
- „დიდებული“ ხმამაღალი ნათქვამია, აი, ლამაზი კი ნამდვილად
ეთქმის! ქალიშვილმა კიდევ ერთხელ დაუკრა ყვავილებს თავი, მი-
უხედავად იმისა, რომ პოლმა მისი აზრი არ გაიზიარა. არადა, კარ-
გად ხედავდა, როგორ ალერსიანად ექცეოდა თითოეულ ყლორტს
და ფურცლებს ნაზი ამბორით ასაჩუქრებდა.
- სულ ყველაფერს ასე რატომ ევლები თავს? - გაღიზიანებულმა
ჰკითხა. - მიყვარს მათი მოფერება, - მიუგო გულნატკენმა მირიამმა.
- არ შეიძლება, ისე ეფერო, რომ სული არ ამოართვა? უფრო მეტი
თავშეკავება, შეზღუდვა რომ გამოიჩინო, არ შეიძლება?

323
გოგონამ ტკივილით ახედა ვაჟს და გაფურჩქნილი ყვავილების
მოფერება განაგრძო. მათი სურნელი უფრო კეთილი იყო მისთვის,
ვიდრე თავად პოლი. ამის გაფიქრებაზე კინაღამ ატირდა.
- მასეთი ალერსით სულს ამოართმევ, - უთხრა პოლმა, - მე შენ-
სავით არასოდეს მოვიქცევი, პირდაპირ ქმედებაზე გადასვლა მირ-
ჩევნია. პოლმა არც თვითონ უწყოდა, რას ამბობდა. ეს სიტყვები მე-
ქანიკურად წარმოთქვა. მირიამმა შეხედა. პოლის მთელი სხეული
ერთ მთლიან იარაღად გადაქცეულიყო, რომელიც მის წინააღმდეგ
იყო მიმართული. - მუდამ სიყვარულის გამოტყუებას ლამობ, - გა-
ნაგრძო ყმაწვილკაცმა, - თითქოს სიყვარულის მათხოვარი იყო.
ყვავილებსაც კი ფეხქვეშ ეგები... მირიამი კი ყვავილებს ტუჩებს
ახებდა და სურნელს იყნოსავდა, პოლის საყვედურებზე კი აჟრჟო-
ლებდა. - შენ რომ გიყვარდეს, ეგ არ გნებავს, მხოლოდ ის გწადია,
რომ სხვას უყვარდე. დადებითი კი არა, უარყოფითი პიროვნება ხარ.
ყველაფერს ისრუტავ, იწოვ, თითქოს სიყვარულით გინდა, რომ გაძ-
ღე, რადგან სადღაც, რომელიღაც კუნჭულში მის უკმარისობას გა-
ნიცდი. მირიამი ვაჟის სისასტიკემ გააოგნა და სმენა დაუხშო. პოლს
კი იოტის ოდენა წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას როშავდა. ეს მისი
ნაწამები, ვნების ალში გამოვლილი სული აფრქვევდა ამ სიმწარეს,
როგორც დენი ისვრის ხოლმე ნაპერწკლებს. მისი ნათქვამიდან უკ-
ვე ერთი კონკრეტული სიტყვაც აღარ აღწევდა ქალიშვილის ყურამ-
დე. პოლის სისასტიკესა და სიძულვილს რომ ვერსად გაექცა, ად-
გილზე მოიკუნტა. მისი ულმობელი სიტყვები წამიერად არ გაუცნო-
ბიერებია, საკმაოდ დიდხანს ფიქრობდა ამ მტკივნეულ საკითხზე.
ჩაის შემდეგ პოლმა ედგარსა და უმცროს ძმებთან ისე გადაინაც-
ვლა, რომ მირიამისთვის ზედაც არ შეუხედავს. ქალიშვილი კი, ასე
გულის ფანცქალით რომ ელოდა ამ დღესასწაულს, იმედგაცრუებუ-
ლი იჯდა და ელოდა. ბოლოს ვაჟმა იკადრა და მიუახლოვდა. მირი-
324
ამმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დამიჯდეს, გავარკვევ, ასე რამ აურია
განწყობაო, რადგან მიხვდა, რომ ჩვეულებრივზე მეტად ენამწარობ-
და პოლი.
- ტყეში ხომ არ გავისეირნოთ? - პირდაპირ სთხოვა, რადგან იცო-
და, რომ პირდაპირ თხოვნას არასდროს გაურბოდა.
საბოცვრემდე მივიდნენ. გზად ნალის მაგვარ ხაფანგს ჩაუარეს,
რომელიც სოჭის წნელებით დაეფარათ და კურდღლის ნაწლავები
სატყუარად გამოეყენებინათ. პოლმა დახედა და შეიჭმუხნა. მირიამ-
მა თვალი მოჰკრა. - საშინელია, არა? - ჰკითხა ქალიშვილმა.
- არ ვიცი! კურდღლის ყელში კბილებჩასობილ სინდიოფალაზე
უარესია, ვითომ? ან ერთი სინდიოფალა, ან ბევრი კურდღელი! რო-
მელიმე უნდა გამოესალმოს წუთისოფელს! ცხოვრების მიერ მიყე-
ნებულ ტკივილს ვერ უმკლავდებოდა პოლი. მირიამს შეეცოდა კი-
დეც. - სახლში დავბრუნდეთ, - უთხრა მასპინძელს, - არ მინდა სეირ-
ნობა. იასამანს ჩაუარეს, რომლის ბრინჯაოსფერი კვირტები ჯერ არ
იყო გაშლილი. იქვე იდგა ნახევრად ჩამოშლილი თივის ზვინი, რო-
მელიც ქვის სვეტივით გაყავისფრებულიყო. შარშანდელი ნათიბის
კვალი საწოლის ფორმით შემორჩენილიყო.
- ერთ წუთს ჩამოვსხდეთ, - შესთავაზა მირიამმა.
პოლი ნაძალადევად დაჯდა და თივის გაქვავებულ ზვინს მიეყ-
რდნო. ორივენი მზით გამთბარ ბორცვების ამფითეატრს, პატარა
თეთრ ფერმებს, ოქროსფერ ველობებს, ალაგ უსიერ და ალაგ მეჩ-
ხერ ტყეებს, ერთიმეორეში ჩახვეულ ხის კენწეროებს და შორეთს
გასცქეროდნენ. უღრუბლო ცას მოსაღამოვებულზე ლოყები შეფაკ-
ვლოდა და ნოყიერ, მშვიდ მიწას დასცქეროდა. - განა ლამაზი არ
არის? - თითქოს თავი იმართლა მირიამმა.
პოლმა კი შეუბღვირა. გაღიზიანებულს უშნოდ უფრო ეჩვენებოდა
ყველაფერი. ამ დროს დიდმა ბულტერიერმა მოირბინა, პოლს წინა
325
თათებით შეახტა და სახე აულოკა. ბიჭმა სიცილით ჰკრა ხელი და
მოიშორა. ბილი მისთვის ნამდვილი შვება აღმოჩნდა. ოთხფეხა ხე-
ლის კვრას არ შეეპუა და ისევ მიახტა. - მომშორდი, - გაუჯავრდა პო-
ლი, - თორემ მოგცხებ!
მაგრამ ბილის მოშორება აგრერიგად იოლი არ აღმოჩნდა. პოლ-
მა ნამდვილი ბრძოლა გააჩაღა ანც ძაღლთან, რომელიც იმდენჯერ
მიფორთხავდა მასთან მხიარულად, რამდენჯერაც ხელს ჰკრავდა.
არც ერთი მხარე არ აპირებდა დათმობას - ადამიანი უხალისოდ
იცინოდა, ძაღლი გულწრფელად იღრიჭებოდა. მირიამი კი ორივეს
ადევნებდა თვალს. ადამიანს პათეტიკურობის იერი დაჰკრავდა. სა-
შინლად სურდა, რომ ჰყვარებოდა ვინმეს და ფაქიზი ყოფილიყო.
ძაღლთან უხეშად მოქცევა კი მისი მხრიდან ნამდვილი სიყვარულის
გამოხატულება იყო. ბილი ქოშინით წამოხტა, ყავისფერი, მრგვალი
თვალები თეთრ სახეზე განსაკუთრებულად ცოცხლად მოუჩანდა,
და ისევ პოლთან მიძუნძულდა. აღმერთებდა მას. პოლმა კი წარბი
შეკრა. - ბილ, მომბეზრდი უკვე, - უთხრა ძაღლს.
მაგრამ აქასქასებული ძაღლი მაინც არ მოსცილდა, თათები ფე-
ხებზე დაადო და წითელი ენა გადმოაგდო. პოლი უკან გაიწია.
- არა! არა-მეთქი, საკმარისად გეთამაშე.
ბილიმაც, ეტყობა, გული იჯერა გართობით, ამიტომ იმავე წამს
მოსცილდა და სხვა გასართობის სანახავად გაძუნძულდა. პოლმა კი
სევდიანი მზერა მიაპყრო ბორცვებს და გაიფიქრა, ნეტავ თქვენს სი-
ლამაზესო. ამ წუთას ედგართან ერთად ველოსიპედით განავარდე-
ბა ყველაფერს ერჩია, მაგრამ იმდენი გამბედაობა არ ჰყოფნიდა,
რომ ასე მიეტოვებინა მირიამი. - რატომ მოიწყინე? - ჰკითხა გოგო-
ნამ ფრთხილად.
- არ მოვიწყინე; საიდან მოიტანე? მშვენივრად ვარ.

326
მირიამს გაუკვირდა, რას აუჩემებია ეს მშვენივრად ყოფნა, როცა
აშკარად ჭირვეულობსო. - აბა, რა ხდება? - სცადა, ტკბილი სიტყვით
ეთქმევინებინა. - არაფერი!
- არა! - წაილუღლუღა.
პოლმა ჯოხი აიღო და მიწის ჩიჩქნა დაიწყო.
- უმჯობესია, არ ილაპარაკო, - მიუგო ბიჭმა.
- რომ მინდა, ვიცოდე...
მირიამს წინადადება არ დაესრულებინა, რომ პოლმა ზიზღით ჩა-
იცინა. - სულ ასე არ ხარ?! - უთხრა მირიამს.
- ცილს მწამებ, - ჩურჩულით თქვა გოგონამ.
პოლი მიწას ისე ღონივრად ურტყამდა ჯოხს, რომ ლამის ბელტე-
ბი ამოყარა. შინაგანად უკვე ცოფებს ყრიდა. მირიამმა ნაზად, თუმცა
მტკიცედ დაადო ხელი მაჯაზე. - ნუ აკეთებ! გადააგდე ეგ ჯოხი. პოლ-
მა ჯოხი კენკროვანის ბუჩქში შეაგდო და უკან გადაიხარა. თავის
თავში ჩაიკეტა. - რა დაგემართა? - დაყვავებით ჰკითხა მირიამმა.
პოლს კრინტი არ დაუძრავს, მხოლოდ ტკივილით სავსე თვალები
ჰქონდა გახელილი. - იცი, - ამოღერღა ბოლოს დაღლილი ხმით, -
იცი... გვირჩევნია, დავშორდეთ. სწორედ ამისი ეშინოდა მირიამსაც.
უეცრად მის თვალწინ თითქოს უკუნეთმა დაისადგურა. - რატომ? -
ფარული კვნესით ჰკითხა, - რამე მოხდა?
- არაფერი მომხდარა. უბრალოდ, კარგად ვხვდებით, რაც
გვჭირს. ეს კი კარგს არაფერს მოიტანს...
მირიამი ხმის ამოუღებლად, მოთმინებით შეხვდა მის სიტყვებს.
ახლა მოუთმენლობის გამოჩენა არ ივარგებსო, ფიქრობდა. სხვა თუ
არაფერი, იმას მაინც ეტყოდა პოლი, რაზე იყო აღრენილი. - ჩვენ მე-
გობრობაზე შევთანხმდით, - განაგრძო უსიცოცხლო, მონოტონური
ხმით, - რამდენჯერ ვართ მეგობრობაზე შეთანხმებულნი! მაგრამ მა-
ინც არც ვჩერდებით და არც არსაით მივდივართ. ისევ დადუმდა. მი-
327
რიამი ჩაფიქრდა, რას გულისხმობსო? აშკარად, რაღაცას ემარ-
თლებოდა. ძალიან დამღლელი მოეჩვენა. თან, რაღაცის დათმობას
არ აპირებდა. მაგრამ მაინც მოთმინებით უნდა მოჰკიდებოდა მის
სიტყვებს.
- მე მხოლოდ მეგობრობის შემოთავაზება შემიძლია... სხვა არა-
ფერი ძალმიძს... თუ გინდა, ეს ჩემ ნაკლად მიიღე. ასე მეტისმეტად
ცალმხრივად ვითარდება ჩვენი ურთიერთობა, მე კი წონასწორობის
დარღვევა არ მიყვარს. ჯობია, დავასრულოთ. ხმაში სიბრაზე
ერეოდა. ალბათ, იმას გულისხმობდა, შენ უფრო გიყვარვარ, ვიდრე
მე მიყვარხარო. ან იქნებ მისი შეყვარება არც შეეძლო. იქნებ მირი-
ამს ისეთი რამ არ გააჩნდა, რასაც პოლი ეძებდა ქალში. საკუთარი
თავის მიმართ უნდობლობა ხომ მირიამის სულიერი ტანჯვის ერთ-
ერთი წყარო იყო. ამაზე არაერთხელ დაფიქრებულა, მაგრამ ხმა-
მაღლა სარკის წინაც კი არ უღიარებია. შინაგანი სიმტკიცის უქონ-
ლობა, როგორც სირცხვილის დაუსრულებელი შეგრძნება, ისე ხევ-
და მუდამ უკან. თუკი ასე იყო, მაშინ პოლის გარეშეც გაძლებდა. სა-
კუთარ თავს აუკრძალავდა მის წადილს. უბრალოდ შეხედავდა მო-
მავალს.
- კი მაგრამ, ასეთი რა მოხდა? - გაუმეორა კითხვა.
- არაფერი... ჩემი ბრალია... უბრალოდ, ახლა ამოვთქვი. აღდგო-
მას სულ ასე გვემართება ხოლმე. პოლი ისე უსასოოდ იმცირებდა
თავს, რომ მირიამს შეეცოდა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე
არასდროს დაცემულა. ბოლოს და ბოლოს, სწორედ პოლი იყო ახ-
ლა თავლაფდასხმული. - აბა, რა გინდა? - ჰკითხა მირიამმა.
- თუნდაც... ასე ხშირად რომ აღარ მოვიდე... მეტი არაფერი. რა-
ტომ უნდა დაგეპატრონო, როცა მე... იცი, რაღაც მაკლია შენთან და-
კავშირებით...

328
ანუ იმას ეუბნებოდა, არ მიყვარხარ და მინდა, რომ სხვა კაცთან
მოგცე ბედის ცდის საშუალებაო. რა სულელი, ბრმა და სამარცხვი-
ნოდ ხეპრე იყო! როდის იყო, რომ მირიამისთვის სხვა კაცები რამეს
ნიშნავდნენ?! საერთოდ, რას ნიშნავდნენ მისთვის კაცები! მაგრამ
ის, აფსუს! მირიამს ხომ მისი სული უყვარდა. რაღაც აკლდა? ალბათ,
აკლდა... - ვერაფერს ვხვდები, - თქვა მირიამმა, - გუშინ...
ბინდი მწუხრმა შეცვალა და პოლს უარეს გაღიზიანებად და ზიზ-
ღად მოუბრუნდა. მირიამს კი ტანჯვამ მოახრევინა ქედი.
- ვიცი! - დაიყვირა პოლმა, - არასოდეს დამიჯერებ! ვერასოდეს
გაიგებ, რომ ფიზიკურად ისევე არ შემიძლია, როგორც ტოროლასა-
ვით ფრენა... - რა? - თითქოს ახლა გამოერკვა. შიშმა აიტანა.
- შენი შეყვარება.
ოჰ, როგორ სძულდა პოლს იმ მომენტში მირიამი, რამეთუ ტან-
ჯვას აყენებდა. შენი შეყვარებაო! არადა, უყვარდა. მართლაც მირი-
ამს ეკუთვნოდა. ხოლო ის, რომ თითქოს ფიზიკურად, ხორციელად
არ უყვარდა, პოლის მხრიდან მხოლოდ სიჯიუტე იყო. პატარა ბიჭუ-
ნასავით სულელობდა. მირიამს ეკუთვნოდა. მის სულს ეწადა მირი-
ამი. ქალიშვილი ხვდებოდა, რომ მასზე ვიღაც ახდენდა ზეგავლენას.
ვიღაც ზემოქმედებდა პოლზე და მის მიმართ ცუდად განაწყობდა. -
რაო, რას გეუბნებიან ამისთანას სახლში? - ჰკითხა ღიად.
- არა, ეგ რა შუაშია, - თავი იმართლა პოლმა.
მირიამი კი მიხვდა, რომ შუაში იყო. ეს არაფრის მთქმელი, უმაქ-
ნისი ხალხი შესძულდა. ამ ცხოვრებაში, ნეტავ, რისი ფასი იცოდნენ
და საერთოდ, რა გაეგებოდათ?! იმ საღამოს თითქმის აღარ უსაუბ-
რიათ.
ბოლოს პოლი ედგართან ერთად ველოსიპედით სასეირნოდ წა-
ვიდა. დედას დაუბრუნდა. ამქვეყნად დედაზე ახლოს არავისთან
იყო. როდესაც ყველაფერი გადაიაზრა, მირიამმა მის გულში პოზი-
329
ციები დათმო. შორეული, ბუნდოვანი განცდა დაუტოვა. სხვა ვინმე
კი ისედაც არას ნიშნავდა მისთვის. დედამიწაზე მხოლოდ ერთი ად-
გილი იყო მყარი და უცვლელი: ის ადგილი, სადაც დედამისი იმყო-
ფებოდა. პოლისთვის ყველაფერი მოჩვენებითი, თითქმის არარსე-
ბული იყო დედასთან შედარებით. პოლისთვის ღერძიც და პოლუსიც
დედა იყო, რომელსაც თავს ვერასოდეს დააღწევდა. დედისთვისაც
ზუსტად იმავეს ნიშნავდა პოლი. შვილისთვის სუნთქავდა და არსე-
ბობდა ქალი. ამას გარდა, ეს ცხოვრება განა ბევრს სთავაზობდა მი-
სის მორელს? კარგად ხვდებოდა, რომ მხოლოდ მოქმედებით შეიძ-
ლებოდა რამის მიღწევა და ამიტომ მოქმედება მისთვის ბევრს ნიშ-
ნავდა. პოლი კი, როგორც ჩანს, იმის დამტკიცებას აპირებდა, რომ
დედა მართალს ეუბნებოდა; ცდილობდა, სწორ გზას არ ასცდენოდა;
ლამობდა, დედამიწისთვის ოდნავ მაინც ეცვალა სახე. სადაც უნდა
წასულიყო, დედის გონება სულ მას უტრიალებდა. რაც უნდა გაეკე-
თებინა, დედა გრძნობდა, რომ შვილის გვერდით იდგა სულიერად
და მზად იყო, ხელი შეეშველებინა ყველაფერში. მხოლოდ იმას ვერ
იტანდა, როდესაც მირიამთან ეგულებოდა ვაჟი. უილიამი აღარ
ჰყავდა. პოლისათვის ბრძოლაში კი ფარ-ხმალს არ დაჰყრიდა. და
პოლიც დაუბრუნდა. მის გულში ეს თავდადება სიამოვნების შეგ-
რძნებას ბადებდა, რადგან დედის წინაშე პირნათელი იყო. დედას
შვილებს შორის ყველაზე მეტად ის უყვარდა, პოლსაც - დედა ერჩია
ცას და ქვეყანას. მაგრამ ვაჟს ეს როდი ჰყოფნიდა. მისი ახალგაზ-
რდა, მბრძანებლური სული რაღაც სხვას მიელტვოდა, რამაც მოსვე-
ნება დაუკარგა. დედამისი ამას ამჩნევდა და განიცდიდა; ნატრობდა,
ნეტავ, მირიამი ის ქალი იყოს, რომელიც პოლის გვერდით იქნებო-
და, მაგრამ ჩემთვის წართმევას არ ეცდებოდაო. ბიჭი უკვე დედამის-
საც ისევე აუმხედრდა, როგორც გულისსწორს. ერთი კვირა უილეის
ფერმაში ფეხი არ მიუდგამს. მირიამი ძალიან განიცდიდა მის უნა-
330
ხაობას და შიშობდა, ვაითუ, აღარ მოვიდესო. ნუთუ მიტოვებული ქა-
ლის სირცხვილი უნდა ჭამოს? ნუთუ ამხელა დამცირებას უნდა გაუძ-
ლოს? არა, ალბათ, დროებითი მოვლენაა, ანუ პოლს თავისებურად
წამოუარა. დაბრუნდება, აბა, რა იქნება. მისი სულის გასაღები ხომ
მირიამის ხელშია? მაგრამ ამასობაში ხომ სული გაუმწარა დაუსრუ-
ლებელი ბრძოლით. მირიამს მოსწყინდა ასეთი ყოფა.
მიუხედავად ყველაფრისა, აღდგომიდან პირველ კვირადღეს ჩა-
იზე ესტუმრა. მისის ლივერსს სტუმრის ნახვა გაუხარდა. დიასახლი-
სი მიხვდა, რომ ჭაბუკს რაღაც აწუხებდა, ამძიმებდა. პოლი თითქოს
მასთან ეძებდა ნუგეშს. ქალიც თბილად შეხვდა, პატივისცემა და სი-
კეთე არ მოუკლია. პოლი რომ შევიდა, მისის ლივერსი წინა ეზოში
იჯდა ბავშვებთან ერთად. - მიხარია, რომ გვესტუმრე, - მიმართა დი-
ასახლისმა და ყავისფერი თვალები თბილად შეანათა, - მზიანი ამინ-
დია და წელს პირველად ვაპირებდი მინდორში გასვლას. პოლი მიხ-
ვდა, რომ ეს ირიბი მიპატიჟება იყო. ამან გული დაუმშვიდა. გზას უბ-
რალო საუბრით გაუდგნენ - პოლი თავაზიანი და თავმდაბალი იყო.
მისის ლივერსი იმხელა პატივისცემას და მოწიწებას ამჟღავნებდა
მის მიმართ, რომ ბიჭს ლამის ცრემლები წამოუვიდა. მანამდე ხომ
თავს დამცირებულად გრძნობდა.
თივის ზვინთან შაშვის ბუდე იპოვეს.
- გიჩვენოთ კვერცხები? - ჰკითხა პოლმა.
- მიდი! - მიუგო მისის ლივერსმა, - გაზაფხულის ნიშანია, თან,
იმედით ავსებს ადამიანს. პოლმა ეკლიანი ტოტები აქეთ-იქით გას-
წია და კვერცხები ხელისგულზე დაიწყო. - თბილია... მგონი, დედა
შაშვი შევაშინეთ და გაფრინდა.
- ვაი, ცოდოა! - თქვა მის ლივერსმა.
მირიამმა თავი ვერ შეიკავა და კვერცხებს შეეხო - შეეხო მის
ხელსაც და მოეჩვენა, რომ კვერცხებისთვის პოლის ხელისგული
331
ისეთივე იყო, როგორც აკვანი ჩვილისთვის. - უცნაურად თბილებია!
- ჩუმად თქვა მირიამმა და ვაჟისკენ მიიწია. - სისხლის სითბოა, -
თქვა პოლმა.
მირიამი უყურებდა, როგორ ალაგებდა პოლი კვერცხებს ბუდეში,
სხეულით ზვინს მიეყრდნო, ხელით ეკლიან ტოტებს მისწვდა, გადას-
წია, რომ კვერცხებს არ მოსდებოდა და ისე ჩააწყო. ფრთხილობდა,
არ დავაზიანოო. მირიამს კიდევ უფრო გაუმძაფრდა სიყვარულის
გრძნობა; როგორი უპრეტენზიო და თვითკმარი ჩანდა პოლი ახლა.
მირიამი კი ვერაფრით მისწვდომოდა.
ჩაის დალევის შემდეგ ქალიშვილი წიგნის თაროსთან შეჩერდა.
პოლმა Tartarin de Tarascon50 შეარჩია. კვლავ ზვინის ძირში დას-
ხდნენ. პოლმა ორიოდე გვერდი წაიკითხა, მაგრამ გული ვერ და-
უდო. ისევ მოირბინა ბილმაც, რომ წინანდელი გართობა გაემეორე-
ბინა და დრუნჩი პოლს მკერდზე მიადო. ვაჟი ერთხანს ყურზე მოეფე-
რა, მერე ხელი ჰკრა.
- წადი, ბილ, - უთხრა, - არ მჭირდები ახლა.
ბილი გაიძურწა და მირიამი შიშმა აიტანა, ახლა რა მოხდებაო.
ბიჭი ხმას არ იღებდა, გოგოს კი გული ცუდს უგრძნობდა. ამჯერად
არ ცხარობდა, მაგრამ სწორედ მისი მშვიდი გადაწყვეტილება იყო
მირიამისთვის საფრთხის შემცველი. პოლმა ისე დაიჭირა სახე, რომ
მირიამს კარგად ვერ დაენახა და ნელა, მტკივნეულად დაიწყო: -
ფიქრობ, რომ... ასე რომ არ დაგახლოვებოდი... იქნებ სხვა ვინმეს
იპოვიდი... სხვა კაცს? ისევ თავისას უბერავსო, გაუელვა მირიამს.
- კი მაგრამ, სხვა კაცებს უბრალოდ არ ვიცნობ. რას მეკითხები? -
ხმადაბლა, მაგრამ ისეთი ტონით უპასუხა, რომ პოლს ეს საყვედუ-

50
"ტარტარენ ტარასკონელი" - ალფონს დოდეს (1840-1897) რომანების სერია.
332
რად უნდა მიეღო. - მერე რატომ? მე მეუბნებიან, ასე არ უნდა დაი-
არებოდე, თუკი ცოლად მოყვანას არ უპირებო, - წამოროშა პოლმა.
მირიამი აღშფოთდა, რადგან არავის ჰქონდა უფლება, მათთვის
რამე დაეძალებინა. მამამისზეც გული მოუვიდა, რადგან იმწუთას
გაახსენდა, რომ კაცმა სიცილით უთხრა პოლს, განა ვერ ვხვდები,
ასე ხშირად რატომ დადიხარო ჩვენთანო.
- ვინ გეუბნება? - ჰკითხა, რომ გაეგო, მის ოჯახს ხომ არ მიუძღო-
და რამე წვლილი პოლის არევაში. მაგრამ შეცდა. - დედაჩემი... და
სხვებიც. ყველა მეუბნება, ასე მხოლოდ დანიშნული კაცი დადისო
ქალთანო, ჰოდა, მირჩევენ, ან დანიშნე ეგ გოგო, ან შეეშვიო, რაც
შენ მიმართ უსამართლობად მიმაჩნია. მეც დავფიქრდი და... იმ დას-
კვნამდე მივედი, რომ საკმარისად არ მიყვარხარ, როგორც მამა-
კაცს უნდა უყვარდეს ქალი, რათა ხელი სთხოვოს. აბა, შენ რას მეტ-
ყვი ამ ყველაფერზე? მირიამმა უხალისოდ ჩაჰკიდა თავი. ამ საუბ-
რის მოსმენაც კი სწყინდა. ფიქრობდა, ყველამ დაგვანებოს თავიო.
- არ ვიცი, - ამოილუღლუღა.
- გგონია, იმდენად გვიყვარს ერთმანეთი, რომ უნდა დავქორწინ-
დეთ? - პირდაპირ მიახალა პოლმა კითხვა. გოგონა აკანკალდა.
- არა, - გულწრფელად მიუგო, - არ მგონია... ძალიან ახალგაზ-
რდები ვართ. - მე კი მეგონა, - საწყლად განაგრძო, - რომ ასეთ
გრძნობამოზღვავებულს მეტის მოცემა შეგეძლო... აბა, მე ამ მხრივ
როგორ შეგედრები. თუნდაც ახლა... თუ მიგაჩნია, რომ ასე აჯო-
ბებს... შეგვიძლია, დავინიშნოთ.
მირიამს ცრემლი მოადგა თვალზე. სიბრაზის მიუხედავად, გული
აუჩვილდა. მის წინ ნამდვილი ბავშვი იჯდა და ხალხს თუნდაც ზურგი
ეფხანა გრძელი ენით. - არა, არ მიმაჩნია, - მტკიცედ უპასუხა.
პოლი წუთიერად ჩაფიქრდა.

333
- იცი, - შემპარავად დაიწყო პოლმა, - არ მგონია, რომ ოდესმე
ვინმემ ჩემი გული დაიპყროს... ვერავისზე ვიტყვი, მასზე ამომდის
მზე და მთვარე-მეთქი.
ამაზე მირიამს არც უფიქრია.
- აჰა, - დაიჩურჩულა მირიამმა. მერე მუქი, მაგრამ ანთებული
თვალები მიანათა. - დედა განგაწყობს ასე ხომ? ვიცი, რომ გულზე
არ ვეხატები. - არა, არა, რას ამბობ, - უცებ შეესიტყვა, - ამჯერად შენ
სასიკეთოდ მელაპარაკა. მხოლოდ ის მითხრა, თუ ასე აპირებ მას-
თან სიარულს, ბარემ დაინიშნეო, - დუმილი ჩამოვარდა, - ოდესმე
რომ გთხოვო, ჩვენთან ჩამოდი-მეთქი, უარს ხომ არ მეტყვი?
მირიამმა არაფერი უპასუხა. რისხვას მთელი მისი არსება მოეც-
ვა. - შენ ის თქვი, აწი რა ვქნათ? - თითქოს თავისთვის თქვა მირიამ-
მა, - მგონი, ფრანგულის გაკვეთილების შეწყვეტა მომიწევს, თან,
მაინცდამაინც იმ დროს, ალღო რომ ავუღე. ალბათ, ჯობია, მარტომ
განვაგრძო. - რა საჭიროა შეწყვეტა, როცა უპრობლემოდ შემიძლია,
ფრანგულში გამეცადინო? - ამას გარდა... კვირა საღამოებიც აღარ
იქნება. სამლოცველოში სიარულს ვერ შევწყვეტ, რადგან მომწონს,
თან, სხვა საზოგადოებრივი ცხოვრება მე არ მაქვს. შენ კი საღამოო-
ბით შინ მოცილება აღარ დაგჭირდება ჩემი. მარტო ვივლი. - კარგი,
- უკან დაიხია პოლმა, - მაგრამ ედგარს თუ ვთხოვ, უარს არ მეტყვის
თანხლებაზე, ჰოდა, ხალხსაც აღარაფერი ექნება სათქმელი. მორი-
გი დუმილი. ბოლოს და ბოლოს, განა რას კარგავდა მირიამი იმის-
თანას, რომ თან გადაჰყოლოდა. ან მის სახლში რას ამბობდნენ, რა
მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა სხვის საქმეში რომ ცხვირს ჰყოფ-
დნენ, ეს არ სიამოვნებდა.
- ოღონდ, გულში არ ჩაიდო ახლა ეს და ნერვები არ მოიშალო,
კარგი? - სთხოვა პოლმა. - უი, არა, - შეიცხადა მირიამმა, თუმცა მის-
თვის არც კი შეუხედავს. პოლმა ენა გადაყლაპა. მირიამი ფიქრობ-
334
და, რა მერყევი ბუნება აქვსო. ისეთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს,
რომელსაც დაეყრდნობა და ამ ბობოქარ ცხოვრებაში ღუზად გამო-
ყენებსო. - რადგან, - ენა ამოიდგა ანაზდად პოლმა, - კაცი ველოსი-
პედზე ჯდება... სამსახურში დადის... ათას რამეს აკეთებს. ქალი კი
მხოლოდ ფიქრების ამარაა დარჩენილი. - არა, ნერვებს ნამდვილად
არ მოვიშლი, - თქვა მირიამმა და არც მოუტყუებია. აცივდა და სახ-
ლში შევიდნენ.
- როგორი გაფითრებული სახე აქვს პოლს! - წამოიძახა მისის
ლივერსმა, - მირიამ, ამდენ ხანს გარეთ როგორ გეჯდა? ხომ არ გა-
ცივდი, პოლ?
- არა! - გაიცინა ბიჭმა.
მაგრამ გრძნობდა, რომ სიქა გასცლოდა. მის სულში მიმდინარე
ბრძოლამ არაქათი გამოულია. მირიამს უკვე ეცოდებოდა. ცხრა სა-
ათი არ იყო ჯერ, პოლი რომ ადგა წასასვლელად. - ასე ადრე მიდი-
ხარ სახლში? - ჰკითხა შეშფოთებულმა მისის ლივერსმა. - დიახ, -
მიუგო პოლმა, - დავიბარე, ადრე დავბრუნდები-მეთქი, - თავი უხერ-
ხულად იგრძნო. - ჯერ ადრეა, - თქვა მისის ლივერსმა.
მირიამი სარწეველაში იჯდა და ხმას არ იღებდა. პოლმა ფეხი
აითრია, ელოდა, რომ მირიამი წამოხტებოდა ჩვეულებისამებრ და
თავლაში შეჰყვებოდა, სადაც ველოსიპედი ეყენა. გოგონა არც კი
შერხეულა. პოლი მთლად დაიბნა.
- აბა... ღამე ნებისა! - კინაღამ ენა დაება.
მირიამმა სხვებთან ერთად ჩაილაპარაკა, კარგად იყავიო. რო-
დესაც პოლმა ფანჯრებს ჩაუარა, შემოიხედა. როგორც გოგონამ გა-
არჩია, ვაჟს წარბი შეკრული ჰქონდა და ფერი დაჰკარგოდა, თვალე-
ბი კი ტკივილს ამოეღამებინა. ქალიშვილი ადგა და კართან მივიდა,
რომ ხელი დაექნია ჭიშკარში გამავალი სტუმრისთვის. პოლს ვე-
ლოსიპედი ფიჭვნარში ნელა მიჰყავდა და თავს ლაჩრად გრძნობდა.
335
დაღმართზე ველოსიპედი თავისუფალი სვლით დაეშვა. გაიფიქრა,
ახი იქნებოდა ჩემზე, კისერს რომ მოვიტეხდეო. ორი დღის შემდეგ
წიგნი გაუგზავნა, პატარა ბარათით, სადაც სთხოვდა, ბევრი იკითხე
და ტყუილუბრალოდ არ მოსცდეო.
ამასობაში მთელი თავისი მეგობრული გრძნობები ედგარისკენ
მიმართა. ლივერსების ოჯახიც უყვარდა, მათი ფერმაც - ეს ადგილი
მისთვის უძვირფასესი იყო დედამიწის ზურგზე. მშობლიურ სახლსაც
კი ვერ შეადარებდა ლივერსების კერას, რომ არა დედამისი. დედის
გვერდზე ხომ ქვეყნის დასალიერშიც ბედნიერი იქნებოდა. მაგრამ
უილეის ფერმა გულით უყვარდა. უყვარდა პატარა სამზარეულო, სა-
დაც მამაკაცები ბოტებით დაბრაგუნებდნენ და ძაღლს ცალ თვალ
გახელილს ეძინა იმის შიშით, ფეხი არავინ დამაბიჯოსო, სადაც
ლამპა ეკიდა მაგიდის თავზე და ოჯახურ სიმშვიდეს დაესადგურები-
ნა; უყვარდა მირიამის დაბალჭერიანი, გრძელი, ყვავილებით გა-
ფორმებული მისაღები ოთახი, სადაც, თავისი წიგნების თაროებითა
და ვარდის ხის პიანინოთი, რომანტიკული განწყობა სუფევდა; უყ-
ვარდა ის ბაღები და ნაგებობები, ყამირი ველების კიდეზე წითელი
სახურავებით რომ იწონებდნენ თავს, თავად ველები კი ტყეს უერ-
თდებოდნენ, თითქოს სიმყუდროვეს ეძებენო, და მეორე მხარეს,
უშენ ბორცვებზე გადადიოდნენ. ოდენ აქ ყოფნა უდრიდა მხიარულე-
ბასა და ხალისს. უყვარდა მისის ლივერსიც, რომელიც არაამქვეყ-
ნიურად მიაჩნდა და არც მისი უცნაური ცინიზმი ეუხეშებოდა; უყვარ-
და მისტერ ლივერსიც - თბილი, ახალგაზრდული და მეგობრული;
უყვარდა არა მხოლოდ ედგარი - რომელსაც მის დანახვაზე თვალე-
ბი უბრწყინდებოდა - და მისი ძმები, არამედ მწევარი ბილი, ნეზვი
ცირცე და მებრძოლი ინდური მამალი ტიპოც. მირიამის გარდა ყვე-
ლა გულზე ეხატებოდა, მაგრამ რა ექნა, თავზევით ძალა არ იყო.

336
პოლმა წინანდებურად მოუხშირა ლივერსებთან სტუმრობას,
თუმცა უკვე ედგართან ერთად ატარებდა დიდ დროს. ოჯახის დანარ-
ჩენ წევრებს, მათ შორის, მისტერ ლივერსს, მხოლოდ საღამოობით
უერთდებოდა ხოლმე, როდესაც შარადების51 ან სამაგიდო თამაშე-
ბის დრო დგებოდა. მოგვიანებით კი მირიამი სტუმარ-მასპინძლია-
ნად ყველას კრებდა და „მაკბეთის“ იაფფასიანი გამოცემის კითხვას
იწყებდნენ - ისე, რომ ყველას თავისი როლი ჰქონდა. ყველა ბავშვი-
ვით ხარობდა ამ დროს. არა მხოლოდ მირიამი იყო კმაყოფილი, მი-
სის ლივერსიც მოხარული გახლდათ და მისტერ ლივერსიც არ მა-
ლავდა სიამოვნებას. მერე ბუხარს წრიულად შემოუსხდებოდნენ და
პირველ-მეორე ოქტავაში სიმღერაში მეცადინეობდნენ. პოლი მი-
რიამთან მარტო თითქმის აღარ რჩებოდა. ქალიშვილი კი ელოდა.
როდესაც თვითონ, ედგარი და პოლი ეკლესიიდან ან ლიტერატურუ-
ლი საზოგადოებიდან ბესტვუდში ბრუნდებოდნენ, მირიამმა იცოდა,
რომ პოლის განცხრომით საუბარი, რაოდენ უჩვეულოც უნდა ყოფი-
ლიყო, მას ეძღვნებოდა, მისკენ იყო მიმართული. ედგარისა შურდა,
რადგან პარასკევობით პოლთან ერთად ველოსიპედით სეირნობ-
და, ზოგჯერ კი მინდორშიც ერთად მუშაობდნენ. ფრანგულის გაკვე-
თილები და პარასკევობით მირიამთან გვიანობამდე საუბრები კი
წარსულს ჩაბარდა. გოგონა თითქმის სულ მარტო დარჩა - ტყეში სე-
ირნობდა, ფიქრობდა, კითხულობდა, მეცადინეობდა, ოცნებობდა...
იცდიდა. პოლისგან კი უკვე იშვიათად იღებდა ბარათებს.
ერთ კვირა საღამოს მათ შორის მივიწყებული ჰარმონია დამყარ-
და. ედგარი სულ კითხულობდა, ზიარების საიდუმლო რას ნიშნავსო,
ჰოდა, რაკი ამის გაგების საშუალება მიეცა, მისის მორელთან ერ-
თად დარჩა. პოლი კი მირიამთან ერთად წავიდა შინ. გზად ისევ მო-

51
შარადა - თამაშ-გამოცანა, რომელშიც ჩაფიქრებული სიტყვა დაყოფილია ნაწი-
ლებად და თითოეულ ნაწილს აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა.
337
იხიბლა მისით. ტრადიციულად, ქადაგებას განიხილავდნენ. პოლი
აშკარად აგნოსტიციზმისკენ იხრებოდა, თუმცა, მირიამს ეს ამბავი
დიდ მკრეხელობად არ მიაჩნდა, რადგან პოლისთანა რელიგიური
აგნოსტიკოსი ცხოვრებაში არ ენახა. რენანის52 Vie de Jesus53-ს არ-
ჩევდნენ. მირიამი იმ მომენტში პოლისთვის სალეს ქვას წარმოად-
გენდა, რომელზეც თავის წარმოდგენებს ლესავდა. სანამ თავისი
იდეებით მირიამის სულს თელავდა, ერთ ჭეშმარიტებამდე მივიდა.
მისი სალესი, გნებავთ, საჯილდაო ქვა, მირიამი იყო. წარმოდგენე-
ბისა და აზრების რეალიზაციაში მხოლოდ მირიამი ეხმარებოდა.
არგუმენტები და მოსაზრებებიც პირველად მისთვის უნდა გაემხი-
ლა. სწორედ მისი დახმარებით ხვდებოდა, სად ცდებოდა და სად -
არა. რასაც პოლი აცნობიერებდა, იმავეს აცნობიერებდა მირიამიც.
ქალიშვილი გრძნობდა, რომ პოლს მის იქით გზა არ ჰქონდა. მდუ-
მარე სახლს მიადგნენ. პოლმა სამრეცხაოს სარკმლიდან გასაღები
აიღო, კარი გააღო და შიგნით შევიდნენ. მთელი გზა მსჯელობდნენ.
ვაჟმა გაზი აანთო, ცეცხლი დაანთო და საკუჭნაოდან ნამცხვარი გა-
მოუტანა სტუმარს. მირიამი დივანზე უხმოდ მოეწყო და ნამცხვრიანი
თეფში კალთაში ჩაიდო. დიდი, თეთრი ქუდი ეხურა ვარდისფერი
ყვავილებით გაწყობილი. იაფფასიანი ქუდი კი იყო, მაგრამ პოლს
მოსწონდა. სანახევროდ დამალულ სახეზე მზე მოჰკიდებოდა, თუმ-
ცა ჩაფიქრებული გამომეტყველება მაინც ემჩნეოდა. ყურებს თმით
იფარავდა მუდამ. პოლს შეხედა.

52
ერნესტ რენანი (1823-1892) - ფრანგი სწავლული; იკვლევდა ბიბლიის ტექ-
სტებს. რწმენა გერმანული ფილოსოფიის შესწავლისას დაკარგა და რელატივისტი
გახდა.
53
იესოს ცხოვრება (1836) - რენანის წიგნი, რომელიც "ქრისტაინობის საწყისების
ისტორიის" პირველ ტომს წარმოადგენს, ისტორიის, ბიოგრაფიისა და ფსიქოლო-
გიის ჭრილშია განხილული.
338
კვირაობით პოლი მოსწონდა. ამ დღეს ვაჟი მუქი ფერის პიჯაკს
იცვამდა ხოლმე, რომელიც ძალიან კოხტად ადგა ტანზე და მის თი-
თოეულ მოძრაობას მეტ მოქნილობას სძენდა. იმ საღამოს ნათლად
მჭევრმეტყველებდა. ნაფიქრი მკაფიოდ გადმოსცა. უეცრად ბიბლია
აიღო. მირიამს მოეწონა ბიჭის ეს სხარტი მოქმედება. სწრაფად გა-
დაფურცლა და წმინდა იოანეს სახარებიდან თავი ამოიკითხა. სა-
ვარძელში მოკალათებული პოლის შემყურემ იფიქრა, მე ისე გაუც-
ნობიერებლად მიყენებს, როგორც ოსტატი სამუშაო იარაღებსო.
ამის გაფიქრებაზე სიყვარული მოეძალა. პოლის სევდიანი ხმა აფიქ-
რებინებდა, რომ ვაჟი რაღაცას ჩასწვდა და თანაც მარტოდენ მირია-
მის დახმარებით. მართალია, დივანზე იჯდა, ანუ პოლისგან ოდნავ
მოშორებით, მაგრამ მაინც მის ხელში არსებულ იარაღად გრძნობ-
და თავს, რაც სიამოვნებას ანიჭებდა. შემდეგ პოლს ენა დაება და
დაირცხვინა. როდესაც იმ ლექსამდე მივიდა, სადაც „ქალი მშობია-
რობისას იტანჯება, რამეთუ დამდგარა მისი ჟამი“, გამოტოვა. მი-
რიამი მიხვდა, რომ პოლს ერიდებოდა და შეიშმუშნა, როდესაც ნაც-
ნობი სიტყვები ვერ მოისმინა. პოლმა კითხვა განაგრძო, თუმცა ქა-
ლიშვილს აღარაფერი გაუგონია. მირიამი ურვამ და წრიალმა მო-
იცვა და თავი დახარა. ექვსი თვის წინ სულ თავისუფლად წაიკითხავ-
და ამ ლექსს. ახლა კი მათ ურთიერთობას წყალი შეუდგა. მირიამმა
ნათლად იგრძნო, რომ ქალ-ვაჟს შორის რაღაც მტრული დაბუდებუ-
ლიყო, რისიც ორივეს რცხვენოდა. მირიამმა ნამცხვარი მექანიკუ-
რად შეჭამა. პოლმა თავისი არგუმენტის მოშველიება სცადა, მსჯე-
ლობისას რომ ეყრდნობოდა, მაგრამ სათქმელს თავი ვერ მოუყარა.
მალე ედგარიც შემოვიდა. მისის მორელი დაქალებთან წასულიყო.
სამივენი უილეის ფერმისკენ გაუდგნენ გზას. მირიამი მათ განშორე-
ბაზე ფიქრობდა. პოლს აშკარად სხვა რაღაც სურსო, გული ეუბნებო-
და. რაც მას გააჩნდა, ვაჟი ამით ვერ დაკმაყოფილდებოდა და მირი-
339
ამსაც ვერ ეღირსებოდა სულიერი სიმშვიდე მისგან. უთანხმოების-
თვის მყარი ნიადაგი შეიქმნა. უცებ პოლის გამოცდა მოუნდა. დარ-
წმუნებული იყო, ცხოვრებაში ყველაზე მეტად მე ვჭირდებიო. ამას
თუ დაამტკიცებდა, ბევრი რამ თავისით მოგვარდებოდა; მომავლის
რწმენასაც არ დაკარგავდა. ამიტომაც მაისში უილეის ფერმაში მი-
სის დოუსის სანახავად მიიწვია. პოლს რაღაც სურდა, რაც მოსვენე-
ბას არ აძლევდა. მირიამი მშვენივრად ამჩნევდა, როდესაც კლარა
დოუსზე ჩამოვარდებოდა სიტყვა, პოლი არა მხოლოდ თავს არი-
დებდა საუბარს, არამედ ღიზიანდებოდა კიდეც. ამბობდა, არ მომე-
წონაო. მაგრამ მისით მაინც დაინტერესებული ჩანდა. სწორედ ამ
ქმედებამ უბიძგა მირიამს, რომ ბიჭისთვის პატარა გამოცდა მოეწ-
ყო. დარწმუნებული იყო, რომ პოლში მაღალ სურვილებთან ერთად
მდაბალი ჟინიც ბუდობდა, თუმცა იმედი ჰქონდა, რომ მაღალი დას-
ჯაბნიდა მდაბალს. როგორც უნდა ყოფილიყო, ცდად ღირდა. მაგ-
რამ მირიამმა ვერ გაითვალისწინა, რომ „მაღალიც“ და „მდაბალიც“
მხოლოდ პირობითი და თანაც, მეტად შედარებითი იყო.
პოლს კიდევაც გაუხარდა, კლარა დოუსის ნახვის საშუალება
რომ მიეცა. მისის დოუსი მთელი დღით ჩავიდა. ქალს ხშირი, წაბ-
ლისფერი თმა აეკეცა და დაეგრაგნა. თეთრი ბლუზა და ლურჯი ბო-
ლოკაბა ეცვა; სადაც უნდა გამოჩენილიყო, ყველაფერს ჩრდილავ-
და. როდესაც სამზარეულოში შევიდა, ოთახი ერთი ციცქნა და ღატა-
კური გამოჩნდა. მირიამის ლამაზი მისაღები კი გახუნებულ და ულა-
ზათო სენაკად იქცა. ლივერსები მის ფონზე სანთლებივითღა ბჟუ-
ტავდნენ. მისი ატანა, ცოტა არ იყოს, გაუჭირდათ კიდეც, მიუხედა-
ვად იმისა, რომ მისის დოუსი ცდილობდა, მეგობრული ყოფილიყო
ყველას მიმართ, თუ შიგადაშიგ მის ხისტ გამოხტომებს არ მივიღებთ
მხედველობაში.

340
პოლი შუადღემდე არ გამოჩენილა, თუმცა მაინც ადრე მოუვიდა
ჩასვლა. როდესაც ველოსიპედიდან გადმოხტა, სახლი ცნობისმოყ-
ვარედ მოათვალიერა, რაც მირიამს არ გამორჩენია. სტუმარი თუ
არ დაუხვდებოდა, იმედი გაუცრუვდებოდა. მირიამი მის შესაგებებ-
ლად გავიდა; თავი დახარა, რადგან მზემ მიაჭყიტა. დედოფლის ყვა-
ვილი მწვანე ფოთლების ჩრდილიდან მეწამულისფრად იმზირებო-
და. მუქთმიანი გოგონა კი იდგა და გახარებული უცდიდა პოლს. -
კლარა არ ჩამოსულა? - იკითხა პოლმა.
- კი, - უპასუხა მირიამმა წკრიალა ხმით, - კითხულობს.
პოლმა ველოსიპედი ფარეხში წაიყვანა. ლამაზი ჰალსტუხი გა-
ეკეთებინა, რომელიც ძალიან ეამაყებოდა და წინდის ფერიც მასთან
შეეხამებინა.
- დილიდან აქ არის? - დაინტერესდა პოლი.
- ჰო, - მოკლედ მიუგო გვერდით მიმავალმა მასპინძელმა, - ლი-
ბერთიდან იმ კაცის წერილს ჩამოგიტანო, რომ მითხარი, ხომ არ
დაგავიწყდა?
- ოჰ, ჯანდაბა! დამავიწყდა! - პოლს ფერი ეცვალა, - მაგრამ მანამ
არ მომეშვა, სანამ არ მოგიტან. - არ მიყვარს შენი შეწუხება.
- გიყვარს თუ არა, არ უნდა მომეშვა. აბა, ახლა უფრო კეთილგან-
წყობილია ხალხის მიმართ? - ისევ კლარასადმი გამოავლინა ინტე-
რესი.
- მე რომ მკითხო, ყოველთვისაც კეთილგანწყობილია ხალხის
მიმართ. პოლი დადუმდა. აშკარა იყო, რომ ერთი სული ჰქონდა,
სტუმარი ენახა. მირიამს გული დაუმძიმდა. სახლისკენ ერთად წა-
ვიდნენ. შარვლიდან მომჭერები კი მოეხსნა პოლს, ჰალსტუხი და
წინდაც ერთმანეთისთვის შეეხამებინა, მაგრამ ფეხსაცმლიდან
მტვრის მოშორება დავიწყებოდა. კლარა გრილ მისაღებში იჯდა და
კითხულობდა. პოლმა შესვლისთანავე თვალი ჰკიდა მის თეთრ კი-
341
სერს და აწეულ თმას. ქალი წამოდგა და გულგრილად შეხედა. ხე-
ლის ჩამორთმევისას ტანით უკან გაიწია, რათა დისტანცია დაეცვა
და რაღაც მიუგდო. პოლმა ბლუზის ქვეშ მკერდის სიმკვრივე და
თხელი მუსლინის მიღმა მხრის სიმრგვალე შენიშნა. - მშვენიერი
დღე შეგირჩევიათ, - უთხრა ქალს.
- ასე გამოდის, - დაეთანხმა მისის დოუსი.
- დიახ. მოხარული ვარ, - გაუღიმა პოლმა.
ქალი ისე დაჯდა, თავაზიანობისთვის მადლობა არ გადაუხდია.
- მთელი დილა რა აკეთე? - პოლმა ამჯერად მირიამს მიმართა. -
იცი, - მირიამმა ხრინწიანად ჩაახველა, - კლარა მამასთან ერთად
ჩამოვიდა და... დიდი ხნის მოსული არ არის.
კლარა მაგიდასთან მოშორებით დაჯდა. პოლმა ხელებზე შეხედა,
დიდრონი, მაგრამ მოვლილი ხელები აქვსო, გაიფიქრა. ოქროს-
ფერბუსუსიანი კანი გლუვი თეთრი ფერისა ჰქონდა, მაგრამ უხეში.
კლარას აზრად არ მოსვლია, შემოსწრებული სტუმარი თუ ასე დაჟი-
ნებით დაუკვირდებოდა ხელებზე. არადა, პოლის მიმართ უკვე ზიზ-
ღით განეწყო. მძიმე მკლავი უდარდელად დაედო მაგიდაზე. პირი
ისე მოემუწა, თითქოს ნაწყენი იყო ვინმეზე და სახეს არიდებდა. - გუ-
შინ საღმოს მარგარეტ ბონფორდის54 თათბირზე ბრძანდებოდით? -
ჰკითხა პოლმა კლარას. მირიამს ასეთი თავაზიანი და ხმადამტკბა-
რი პოლი კარგა ხანს არ ენახა. - დიახ, - მიუგო ქალმა.
- კი მაგრამ, საიდან იცი? - ჰკითხა მირიამმა.
- მატარებლის გასვლამდე რამდენიმე წუთს შევიარე, - თქვა კლა-
რამ და ისევ ამპარტავნულად აარიდა სახე.

54
გამოგონებული პერსონაჟი, რომელიც მარგარეტ ბონფილდის (1873-1953),
პროფკავშირის ლიდერის, თემთა პალატისა და ბრიტანეთის მინისტრთა კაბინე-
ტის პირველი ქალი წევრის გვარ-სახელის მიხედვით შექმნა ლოურენსმა. ბონ-
ფილდი იცავდა ქალთა საარჩევნო ხმის უფლებებს, ამას გარდა - ზოგადად ქალთა
და მაღაზიების მუშაკთა უფლებებს.
342
- საყვარელი პატარა ქალია, - შენიშნა პოლმა.
- მარგარეტ ბონფორდი, - გაცხარდა ქალი, - ბევრ მამაკაცზე უფ-
რო ჭკვიანი ქალბატონია! - არ არის-მეთქი, ხომ არ მითქვამს, - მო-
ბოდიშებით წარმოთქვა პოლმა, - უბრალოდ, ამ მიზეზით კიდევ უფ-
რო საყვარელია. - და მეტი არაფერი მოეთხოვება, ხომ? - ზიზღი არ
დაუფარავს ხმაში. შეცბუნებულმა და გაღიზიანებულმა ვაჟმა თავი
მოიფხანა.
- მე ეს უფრო მნიშვნელოვნად მეჩვენება, რადგან მხოლოდ ჭკუ-
ით ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, - შეაპარა პოლმა. - ცათა
სასუფევლის დასამკვიდრებლად არ იბრძვის... დედამიწაზე დაკის-
რებული მოვალეობის აღსრულებას ცდილობს, - გაწიწმატდა კლა-
რა. ისე შეუტია პოლს, თითქოს მის ბონფორდის განსაცდელში მას
მიუძღოდა ბრალი. - რა ვიცი, - მშვიდად განაგრძო პოლმა, - მე ძა-
ლიან თბილი და სათნო ქალი მომეჩვენა... ოღონდ ძალიან სუსტი.
ვისურვებდი, რომ კომფორტში იჯდეს მშვიდად... - და ქმარს წინდები
უკემსოს, არა? - გესლიანად გამოსცრა კლარამ. - დარწმუნებული
ვარ, მაგ სამსახურზე უარს არც მე მეტყოდა და თავსაც მშვენივრად
გაართმევდა. ისევე როგორც მე გავუწმენდდი ფეხსაცმელს, რომ
ეთხოვა. კლარამ ეს გამოხტომა უპასუხოდ დატოვა. პოლი მცირე
ხანს მირიამს ესაუბრებოდა, რა დროსაც მეორე სტუმარი განმარ-
ტოებით ჯდომას ამჯობინებდა. - ახლა კი, - თქვა პოლმა, - წავალ,
ედგარს მოვინახულებ. ეზოშია? - მგონი, - მიუგო მირიამმა, - ნახში-
რის შემოსატანად არის გასული და, წესით, მალე უნდა დაბრუნდეს.
- ჰოდა, გარეთ ვნახავ.
მირიამმა ჩვენთან დარჩიო, ვერ შეუბედა, ამიტომ პოლი ადგა და
გავიდა. გზის ზედა ნაწილში, სადაც ევროპული ჯოჯო უკვე გამოკ-
ვირტულიყო, პოლმა ედგარი დაინახა, რომელიც ფაშატს ზანტად
მიჰყვებოდა. დედალ ცხენს შუბლზე თეთრი ვარსკვლავი ჰქონდა გა-
343
მოსახული. ის თავის ქნევით მიათრევდა ნახშირს. ახალგაზრდა
ფერმერს ძმაკაცის დანახვაზე სახე გაუნათდა. ედგარი შეხედული
ყმაწვილი იყო - შავთვალას ძალიან თბილი გამომეტყველება ჰქონ-
და. მართალია, ისეთი ძველი ტანსაცმელი ეცვა, რომ ძონძები უფრო
ეთქმოდა და სხვას, მის ადგილზე, შერცხვებოდა, მაგრამ ედგარი სი-
ამაყით მიაბიჯებდა ბილიკზე. - გაუმარჯოს! - მიესალმა ქუდმოხდილ
პოლს, - საით გაგიწევია? - შენკენ. ვეღარ ავიტანე „აღარასოდეს“.
ედგარმა თვალისმომჭრელად გაიღიმა.
- ეგ „აღარასოდეს“ ვინ ბრძანდება? - ჰკითხა ხალისიანად.
- ის ქალბატონი... მისის დოუსი... მისის ყორანი უფრო მოუხდე-
ბოდა, რომელიც გაიძახის აღარასოდესო. ედგარმა გულიანად გა-
იცინა.
- არ მოგეწონა? - ჰკითხა პოლს.
- დიდად არა, - მიუგო პოლმა, - შენ?
- არა! - ედგარი ღრმად ჩანდა დარწმუნებული, - არა! - უკმაყოფი-
ლების ნიშნად ტუჩები მოპრუწა, - ვერ ვიტყვი, ჩემს გემოვნებაში
ზის-მეთქი, - ერთხანს დაფიქრდა, - ისე, „აღარასოდეს“ რატომ შე-
არქვი?
- იმიტომ, რომ სულ „აღარასოდეს“ აკერია პირზე: საკმარისია,
კაცს შეხედოს, რომ ქედმაღლურად ამბობს „აღარასოდეს“, თუ სარ-
კეში იყურება - თავდაჯერებულად წარმოთქვამს ამ სიტყვას, თუ უკან
იყურება, სიძულვილით წამოისვრის, ხოლო როდესაც წინ იყურება,
ცინიკურად ყრანტალებს, აღარასოდესო. ედგარი ამ განმარტებამ
დააფიქრა, დასკვნა ვერ გამოიტანა და სიცილით თქვა: - ფიქრობ,
რომ კაცთმოძულეა?
- თვითონ ფიქრობს ეგრე, - უთხრა პოლმა.
- შენ კი არ ფიქრობ ეგრე?
- არა.
344
- ახლა მაინც გელაპარაკა თავაზიანად?
- ვინმესთან წარმოგიდგენია, რომ თავაზიანობდეს? - კითხვა შე-
უბრუნა პოლმა. ედგარს გაეცინა. ნახშირი ერთად გადმოტვირთეს
ეზოში. პოლი ცოტათი უხერხულად გრძნობდა თავს, კლარამ არ და-
მინახოს ფანჯრიდანო, მაგრამ ქალს გახედვა არც უფიქრია. შაბა-
თობით ცხენებს ასუფთავებდნენ და ვარცხნიდნენ. პოლი და ედგარი
ერთად მუშაობდნენ და სულ ცხიკინ-ცხიკინში იყვნენ, რადგან ყვა-
ვილას და ჯიმის ბეწვიდან მტვერი გასდიოდათ. - ახალი სიმღერა
არაფერი იცი, რომ მასწავლო? - ჰკითხა ედგარმა. შეუსვენებლად
მუშაობდა. კისერზე მზე მოჰკიდებოდა და რუჯი კარგად ემჩნეოდა,
თუ დაიხრებოდა; მსხვილი თითები ჰქონდა. პოლი ზოგჯერ თვალს
გააპარებდა ხოლმე მისკენ. - „მერი მორისონზე“55 რას იტყვი? -
ჰკითხა პოლმა. ედგარი დასთანხმდა. კარგი ტენორი ჰქონდა და რა
სიმღერაც უნდა ესწავლებინა მეგობარს, ყველაფერს სიამოვნებით
ასრულებდა ურმით მგზავრობისას. პოლის ხმას უფრო ბარიტონი
ეთქმოდა, თუმცა არცთუ გადასარევი, სამაგიეროდ, სმენა ჰქონდა
კარგი. ხმადაბლა წამოიწყო, კლარამ არ გაიგონოსო. ედგარმა სუფ-
თა ტენორით გაიმეორა მოსმენილი. მაგრამ უცებ ხან ერთს აუტყდე-
ბოდა ცემინება, ხან - მეორეს და ცხენს გემრიელად შეუკურთხებ-
დნენ ხოლმე.
მირიამს უკვე ორივე აღიზიანებდა. რა ცოტა უნდა მამაკაცს, რომ
გამხიარულდეს, თუნდაც პოლსო, ფიქრობდა. სწორედ ამ ნაკლს მი-
აწერდა მისი ხასიათის ცვლილებასაც, რომ სულ უბრალო რამესაც
შეეძლო მისთვის გუნების შეცვლა. ის-ის იყო ჩაის სმა უნდა დაწყე-
ბულიყო და ბიჭებიც მორჩნენ საქმეს. - რას მღეროდით? - იკითხა მი-
რიამმა.

55
რობერტ ბარნსის (1759-1796) ლექსზე შექმნილი პოპულარული სიმღერა.
345
ედგარმა უპასუხა და ისევ წაიღიღინა.
- მხიარულად გაგვყავს ხოლმე დრო, - აუხსნა მირიამმა კლარას,
რომელიც მედიდურად შეექცეოდა, მამაკაცების დანახვაზე კი თით-
ქოს ნაჭუჭში ჩაიკეტა და თავი შორს დაიჭირა. - სიმღერების მოსმენა
არ გიყვარს? - ჰკითხა მირიამმა.
- თუ კარგად მღერიან, კი, - მიუგო კლარამ.
პოლი გაწითლდა.
- ანუ მხოლოდ პროფესიონალი და ხმადაყენებული მომღერლის
შესრულებით? - ჰკითხა მას. - მგონი, ჯერ ხმა უნდა დაიყენოს ადამი-
ანმა და მერე იმღეროს, - მკვახედ მიუგდო კლარამ. - მგონი, თქვენ
რომ გკითხოთ, ადამიანმა ჯერ ხმა უნდა დაიყენოს და მერე ილაპა-
რაკოს, - შეედავა პოლი, - როგორც წესი, ადამიანი თავისი სიამოვ-
ნებისთვის მღერის. - და ამით ზოგჯერ სხვას უქმნის დისკომფორტს.
- ჰოდა იმ სხვამ ყურები დაიცოს, - ჩაილაპარაკა პოლმა.
ამ სიტყვებზე ორივე ბიჭს გაეცინა. დუმილი ჩამოვარდა და ყურე-
ბამდე გაწითლებულმა პოლმაც უხმოდ განაგრძო ჭამა. ჩაის შემ-
დეგ, როდესაც პოლის გარდა ყველა მამაკაცი გავიდა, მისის ლი-
ვერსმა კლარას ჰკითხა: - ახლა უფრო ბედნიერად ცხოვრობთ?
- უსაზღვროდ.
- ანუ კმაყოფილი ხართ?
- ცხადია, რაკი თავისუფალი და დამოუკიდებელი ვარ.
- ძველი ცხოვრებიდან არაფერი გენატრებათ? - რბილად ჩაეკით-
ხა მისის ლივერსი. - ყოველივე ძველი წარსულში დავტოვე.
პოლმა ამ საუბრისას თავი უქეიფოდ იგრძნო და ადგა.
- მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ წარსულში დატოვებულს ხან
სად წამოსდებ ფეხს და ხან - სად, - თქვა და ბოსლისკენ გაეშურა.
მისი მამაკაცური თავმოყვარეობა ზეიმობდა, რადგან ფიქრობდა,

346
გონებამახვილურად მივახალე პირში სათქმელიო. აგურით მოფე-
ნილ ბილიკზე სულ სტვენა-სტვენით ჩაიარა.
მირიამმა მოგვიანებით გამოაკითხა, რომ ეთქვა, კლარა და მე
სასეირნოდ ვაპირებთ წასვლას და ხომ არ შემოგვიერთდებიო.
სტრელის წისქვილის სანახავად წავიდნენ მეზობელ ფერმაში. უი-
ლეის მხრიდან წყაროს გაუყვნენ და ტყეს შეავლეს თვალი, რომლის
პირასაც მზის სხივებზე ვარდისფერი ქოთანა ნებივრობდა და სწო-
რედ ამ დროს, ხეებისა და ყავისფერი ბუჩქების უკან მამაკაცი შენიშ-
ნეს. მას წაბლა ცხენი ღარტაფებში მოჰყავდა. კანჭმაღალი ცხოვე-
ლი თითქოს რომანტიკულად ცეკვავდა ხეტყის მოჭაობისფრო ნამ-
ქერში და იმ მოჩვენებით ნამყოში მიიწევდა, სადაც, შესაძლოა, ნაზი
ცისთვალები ოდესღაც დეირდრესა და იზულტისთვის56 იფურჩქნე-
ბოდნენ. სამივენი მოხიბლა სანახაობამ.
- რაინდი უნდა იყო, - თქვა პოლმა, - და კარავი დასცე ასეთ ადგი-
ლას. - და შიგ გამოგვკეტო, არა? - სხარტად შეესიტყვა კლარა.
- დიახ, - მიუგო პოლმაც, - რომ შიმუნვარებთან ერთად გეღიღი-
ნათ ქარგვისას. მე კი თეთრ-მწვანე და სოსან ფერებში თქვენ მიერ
მოქარგულ ალამს წავიმძღვარებდი. ფარზე კი, მძვინვარე ამორძა-
ლის ქვეშ, ქ.ს.პ.გ.57 მექნებოდა ამოკვეთილი. - ეჭვიც არ მეპარება, -
თქვა კლარამ, - რომ ქალის დასაცავად უფრო დიდი სიამოვნებით
იბრძოლებდით, ვიდრე მას მისცემდით თავის დაცვის უფლებას. -

56
დეირდრე და იზულტი - ირლანდიური ლეგენდების გმირი ქალები, რომლებიც
შუა საუკუნეების თქმულებებში ბრიტანეთის კუნძულებსა და ჩრდილოეთ ევროპის
სხვა მხარეებშიც ჩნდებიან. დეირდრე ტრაგიკული პერსონაჟია, რომელიც პირვე-
ლად ირლანდიის უდიდეს სასიყვარულო მითში, "უსნეხის ვაჟებში", ჩნდება. იზულ-
ტი კი იგივე იზოლდაა, რომელსაც "სერ ტრისტრემში" ვხვდებით, სადაც რაინდი
ტრისტრემი, იგივე ტრისტანი, უმიჯნურდება. მოგვიანებით დაიბადა თქმულება
ტრისტანსა და იზოლდაზე.
57
ქალთა სოციალური და პოლიტიკური გაერთიანება, რადიკალური ფემინისტუ-
რი ორგანიზაცია.
347
რასაკვირველია. მებრძოლი ქალი სარკის წინ აყეფებულ ძაღლს
ჰგავს, რომელსაც თავისი ანარეკლი არ მოსწონს და იჯაგრება.
- მერე თქვენ სარკე ხართ? - დამცინავად მოწკურა ტუჩები.
- ან ჩრდილი, - სხარტად შეაგება პოლმაც.
- ვშიშობ, - თქვა კლარამ, - ნამეტნავად ჭკვიანი ხართ.
- რას ვიზამ, რაკი ასეა, მაშ თქვენთვის ძალიან კარგი სტატუსი
მომინიჭებია, - მკვახედ, თუმცა სიცილით უთხრა პოლმა, - თქვენ
კარგი, სათნო ქალი იყავით, მე კი ჭკუას დავიტოვებ. კლარა მისმა
ცანცარმა დაღალა. პოლმა კი შეხედა და შენიშნა, რომ როდესაც ქა-
ლი თავს უკან სწევდა, გამომეტყველება ზიზღით კი არა, ტკივილითა
და უბედურებით აღსავსე უხდებოდა. გული აუჩვილდა. მირიამთა-
ნაც კი თავაზიანობად დაიღვარა, რომელსაც მანამდე ეკადნიერე-
ბოდა. ტყის პირას ლიმბს შეხვდნენ - გამხდარ, გარუჯულ, ორმო-
ციოდე წლის მამაკაცს, რომელსაც სტრელის წისქვილი ჰქონდა და-
ქირავებული და მეცხოველეობის ფერმად ცდილობდა მის გარდაქ-
მნას. ძლიერი ულაყის სადავე ისე ნაძალადევად ეჭირა, კაცი იფიქ-
რებდა, მისავათებულა ამდენი სიარულითო. სამივენი გადგნენ, რა-
თა ცხენსა და კაცს ნაკადულის პირველი ტოტი საბიჯებელი ქვებით
იოლად გადმოეკვეთათ. პოლს გაუკვირდა, ამხელა ცხოველი ასეთ
ნატიფ ფეხებს როგორ დაჰყავს, მით უმეტეს, ენერგიის მოზღვავების
დროსო. ულაყი ისე აბიჯებდა ქვებზე, თითქოს ჩლიქების მაგივრად
ზამბარები ჰქონოდა. ლიმბი მათ წინ შედგა. - მამათქვენს გადაეცით,
მის ლივერს, - დაიწყო წრიპინა ხმით, - რომ სამი დღის წინ მისმა ბო-
ჩოლებმა ქვედა ღობე გაარღვიეს და გაიქცნენ. - რომელი? - მირიამს
ხმა აუკანკალდა.
დიდი, თავდახრილი ულაყი მძიმედ სუნთქავდა, წაბლა გვერდები
აუდ-ჩაუდიოდა და დიდრონ, საოცარ თვალებში, ფაფარს რომ და-

348
ეფარა, ეჭვი ჩასდგომოდა. - გამომყევით და განახვებთ, - მიუგო
ლიმბმა.
კაცი და ცხენი წინ წავიდნენ. ულაყს ისეთივე შეშინებული თვალე-
ბი ჰქონდა, როგორც ნაკადულზე გადავლისას და საოლავზე ბეწვი
უთრთოდა. - ნუ დაკუნტრუშებ, - სიყვარულით მიმართა გლეხმა
ცხენს.
დაუკოდავი ულაყი ნაკადულის ნაპირს მოკლე-მოკლე ნახტომე-
ბით აუყვა და მეორე ტოტზე გადასვლისას ფეხები წყალში ააჩქაფუ-
ნა. კლარა, რომელსაც სახეზე უგუნებობა ასახვოდა, ცხენს ისე უყუ-
რებდა, ვერ გაიგებდი, ზიზღნარევი იყო ეს მზერა თუ გაოცებას გა-
მოხატავდა. ლიმბი შეჩერდა და ტირიფების ქვეშ გამავალ ღობეზე
მიუთითა. - აგერ, იმ ადგილას გაურღვევიათ, - მიანიშნა მირიამს, -
ჩემმა ბიჭებმა სამჯერ შერეკს უკან. - დიახ, - მირიამი ისე გაწითლდა,
თითქოს მისი ბრალი ყოფილიყო. - შემოგვივლით? - ჰკითხა კაცმა.
- არა, გმადლობთ. ტბორთან გავისეირნებთ.
- კეთილი, როგორც გენებოთ.
ცხენმა კმაყოფილების გამომხატველად დაიჭიხვინა, რადგან
სახლთან ახლოს დაიგულა თავი. - უხარია სახლში დაბრუნება, -
თქვა ულაყით დაინტერესებულმა კლარამ. - ჰოო... დღეს სულ სახ-
ლისკენ მოიწევდა.
ჭიშკარში შევიდნენ და დიდი სახლიდან მომავალი ტანმორჩილი,
ოცდათხუთმეტიოდე წლის შავგვრემანი ქალი დაინახეს; სახეზე
აღელვება ეტყობოდა. ჭაღარაშერეული შავი თმა ჰქონდა, მუქი ფე-
რის თვალებს კი ველურივით აკვესებდა. სიარულისას ხელები წელ-
ზე ეწყო. მისმა ძმამ ნაბიჯს აუჩქარა. ქალის დანახვაზე მაღალი ულა-
ყი ისევ აჭიხვინდა. აღელვებული შავთმიანი ცხენს მიეახლა. - დაგ-
ვიბრუნდი სახლში, ვაჟკაცო! მიუალერსა ცხენს, ხოლო კაცისკენ
არც გაუხედავს. ულაყი აბაკუნდა და თავი დახარა. ქალმა ჩუმად მო-
349
ტანილი ყვითელი ვაშლი გამოაჩინა და ცხენს პირში ჩაუდო. თვა-
ლებთან აკოცა. ცხენმა სიამოვნებით დაიფრუტუნა. ქალმა თავზე ხე-
ლები მოხვია და გულში ჩაიხუტა.
- დიდებული არ არის?! - უთხრა მირიამმა.
მის ლიმბმა აიხედა. შავი თვალები პირდაპირ პოლს მიაპყრო.
- ოჰ, საღამო მშვიდობისა, მის ლივერს. საუკუნეა, აქეთ არ გამო-
ჩენილხართ. მირიამმა მეგობრები წარუდგინა.
- რა კარგი ცხენი გყავთ! - აღფრთოვანება ვერ დამალა კლარამ.
- ნამდვილად! - ისევ აკოცა ცხენს, - ადამიანივით საყვარელია! -
მგონი, ბევრ ადამიანზე საყვარელიც იქნება, - თქვა კლარამ. - კარგი
ბიჭია! - დაიძახა ქალმა და უფრო გულმხურვალედ ჩაეხუტა ცხო-
ველს. მოხიბლულმა კლარამ ულაყს კისერზე შეავლო ხელი.
- საკმაოდ თავაზიანია, - შენიშნა მის ლიმბმა, - დიდები ყველანი
ასეთი კარგები არიან, არა? - ლამაზია! - მიუგო კლარამ. უნდოდა,
ცხენისთვის თვალებში ჩაეხედა. უნდოდა, რომ ცხოველსაც საპასუ-
ხოდ შემოეხედა, - მხოლოდ ისაა ცუდი, რომ ლაპარაკი არ შეუძლია.
- ლაპარაკიც შეუძლია... თითქმის... - ჩაილაპარაკა შავგვრემანმა
ქალმა. მერე ძმამ ცხენის სადავეს ხელი მოჰკიდა და დაიძრა.
- ხომ შემოგვივლით? შემოდით, რა, მისტერ... თქვენი გვარი ვერ
გავიგონე. - მორელი, - შეეშველა მირიამი, - არა, ვერ შემოვალთ,
წისქვილის ტბორის ნახვა გვინდა. - ჰოო... ჰო, მესმის. თევზაობთ,
მისტერ მორელ?
- არა, - უპასუხა პოლმა.
- იმიტომ გეუბნებით, რომ თუ მოგინდებათ, მობრძანდით და
ითევზავეთ ხოლმე, - შესთავაზა მის ლიმბმა, - კვირიდან კვირამდე
სულდგმული არ ჭაჭანებს ამ ჩვენს მხარეში და თუკი ვინმეს ფეხი შე-
მოუცდება აქეთ, მადლობლები დავრჩებით.

350
- რა თევზია მაგ ტბორში გავრცელებული? - დაინტერესდა პოლი.
წინა ეზოთი გავიდნენ, რაბი გადაიარეს და ტბორის ყველაზე მაღალ
ნაპირთან მივიდნენ, რომლის ორი, ტყით დაფარული კუნძული
ჩრდილში იყო მოქცეული. პოლი მის ლიმბს მიჰყვა. - აქ ცურვაზე
უარს არ ვიტყოდი, - თქვა ბიჭმა.
- როცა გენებოთ, - გახალისდა მის ლიმბი, - ჩემს ძმას გაუხარდე-
ბა კიდეც, ხმის გამცემი თუ გამოუჩნდება. ისეთი ჩუმია... ან რა იქნე-
ბა, ძეხორციელს აქ ვერ ხვდება და... მობრძანდით და იცურავეთ.
კლარაც წამოეწიათ.
- როგორი ღრმაა და სუფთა, - თქვა მან.
- ჰო, - დაეთანხმა დიასახლისი.
- ცურავთ? - ჰკითხა კლარას პოლმა, - მის ლიმბი ახლა იმას მეუბ-
ნებოდა, როცა გინდათ, მოდით და იცურავეთო. - ზოგჯერ აქ ფერმის
მუშებიც მოდიან ხოლმე, - თქვა მის ლიმბმა. საუბარი კიდევ განაგ-
რძეს და ერთ ციცაბო ბორცვზე ავიდნენ, თვალებაკვესებული, მარ-
ტოსული ქალი კი სანაპიროზე დატოვეს. ბორცვზე მზე იღვრებოდა.
ველური ბალახი მუხლამდე ბიბინებდა და კურდღლების თავშესა-
ფარს წარმოადგენდა. სამეულმა უბრად განაგრძო გზა. - ცოტა არ
იყოს და, მასთან საუბრისას ავფორიაქდი, - თქვა პოლმა. - მის
ლიმბს გულისხმობ? - ჰკითხა მირიამმა, - მესმის.
- რა სჭირს? მარტოობის გამო დაუცურდა?
- ჰო, - დაეთანხმა მირიამი, - მისნაირი ასე არ უნდა ცხოვრობდეს.
მისი აქ ჩამარხვა საცოდაობაა. მართლა უფრო ხშირად უნდა მოვი-
ნახულო ხოლმე. მაგრამ... მაფორიაქებს ძალიან. - დამენანა... თან
ცოტა მომაბეზრა კიდეც თავი, - თქვა პოლმა. - როგორც მივხვდი, -
ჩაერთო კლარა უეცრად, - კაცი უნდა.
რამდენიმე წამს პოლსა და მირიამს ხმა არ ამოუღიათ.

351
- მარტოობის ბრალი უნდა იყოს, - დაასკვნა პოლმა. კლარამ ეს
შენიშვნა უპასუხოდ დატოვა. თავდახრილი მიდიოდა, ხელები უქა-
ნავებდა, როდესაც ფართო ნაბიჯებს დგამდა, რათა ფეხებიდან გამ-
ხმარი ნარშავები და სხვა ბალახბულახი მოეშორებინა. მისი ლამა-
ზი სხეულის მოძრაობას რომ უკვირდებოდა, პოლი ფიქრობდა,
ბორცვზე კი არ ადის, არამედ სიმაღლეს იპყრობსო. ამის გაცნობიე-
რებაზე ცხელმა ტალღამ დაუარა. ძალიან დააინტერესა ამ ქალმა.
შესაძლოა, ცხოვრება მას სასტიკად მოექცა. მირიამი სულ ამოუფ-
რინდა გონებიდან, არადა, ქალიშვილი გვერდით მიჰყვებოდა და,
თან, ესაუბრებოდა. მირიამმა შეხედა და მიხვდა, რომ პოლი არ ეპა-
სუხებოდა. კლარასთვის გაეშტერებინა თვალი.
- ახლაც იტყვი, უსიამოვნო ქალიაო? - ჰკითხა პოლს.
ისე იყო ვაჟი ფიქრებში წასული, რომ ამ შეკითხვის მეყსეულობა
ვერც კი აღიქვა. - რაღაც უჭირს, - დაბნეულივით თქვა.
- ნამდვილად, - მიუგო მირიამმა.
ბორცვის ზეთავზე აღმოაჩინეს მიმალული ველური მინდორი,
რომელსაც ორი მხრიდან ტყე ერტყა, დარჩენილი ორიდან კი კუნე-
ლის ეკლიანი ბუჩქის მაღალი ღობე გასდევდა. ამ ბუჩქებში რამდე-
ნიმეგან გარღვეული ადგილი მოჩანდა, საიდანაც სულ თავისუფ-
ლად შეაღწევდა საქონელი, რომ მოენდომებინა. ბალახი ხავერდი-
ვით გლუვი იყო, თუმცა კურდღლებს გადაეჯეგათ და ალაგ-ალაგ
სოროები ამოეთხარათ. მინდორს კაცის ხელი აკლდა, დიდბაიები
იმხელაზე გაზრდილიყვნენ, რომ ჩანდა, არასდროს არავის მოეცე-
ლა. სადაც უნდა გაგეხედა, ყველგან ხეშეში ყვავილი ხარობდა და
ჩალად ქცეულ ბალახში ამაყად ყელყელაობდა. საზღვაო რეიდს
ჰგავდა, პატარ-პატარა ორჩხომელებს შორის მოზრდილი ხომალ-
დები რომ იწონებენ ხოლმე თავს.

352
- აჰ! - წამოიძახა მირიამმა, პოლს შეხედა და თვალები გაუფარ-
თოვდა. ვაჟმა გაიღიმა. ყვავილებით მოფენილი მინდვრის დანახვა
ორივეს სიამოვნებას ჰგვრიდა. კლარა, რომელიც უკან ჩამორჩენი-
ლიყო, დიდბაიებს სევდიანად დაჰყურებდა. პოლი და მირიამი კი
ერთად იდგნენ და რაღაცას ბუტბუტებდნენ. მერე ბიჭმა ჩაიმუხლა
და ლამა-ლამაზი ყვავილების მოკრეფას შეუდგა, თან სწრაფ-სწრა-
ფად გადადიოდა კონიდან კონაზე და ხმადაბლა ლაპარაკს აგრძე-
ლებდა. მირიამიც სიხარულით წყვეტდა ყვავილებს და გულდასმით
ათვალიერებდა თითოეულს. ქალიშვილს მოეჩვენა, ისე სწრაფად
კრეფს პოლი, რომ სილამაზით კი არ ტკბება, თითქოს დაკვირვება
უნდა აწარმოოს და ამიტომ ჩქარობსო. მიუხედავად ამისა, ვაჟის
დაკრეფილ თაიგულში უფრო მეტი ლამაზი ყვავილი აღმოჩნდა,
ვიდრე - მისაში. პოლს ყვავილები უყვარდა, უყვარდა ისეთი სიყვა-
რულით, თითქოს მეპატრონეა და მოკრეფის უფლება აქვსო. მირია-
მი კი მოწიწებით ექცეოდა ყვავილებს, რადგან მიაჩნდა, რომ რაც
მას აკლდა, ამ ნაზი ქმნილებებისთვის მიენიჭებინა ბუნებას.
ყვავილების უმეტესობა ძალიან ნორჩი და სურნელოვანი იყო.
პოლს მათი შესმა მოუნდა. მოკრეფისას პაწაწა ყვითელ მილაკებს
გაჰკრა კბილი. კლარა კი ისევ უამური გამომეტყველებით იმზირე-
ბოდა. პოლი მიუახლოვდა და ჰკითხა:
- თქვენ რატომ არ კრეფთ?
- არ მიყვარს მოკრეფა. მინდორს უფრო ალამაზებენ.
- რომელიმე ხომ მაინც მოგწონთ?
- არ უნდათ, რომ მოვკრიფო.
- მგონი, უნდათ.
- ყვავილთა ცხედრები რაში მჭირდება, - თქვა კლარამ.
- ეს ხისტი, ხელოვნური აზრია, - შეედავა პოლი, - წყალში თუ ჩა-
აწყობთ, იმაზე მალე არ დაიხოცებიან, ვიდრე ფესვებზე მიბმულნი.
353
ამას გარდა, ლარნაკში ძალიან ლამაზად გამოიყურებიან. ცხედარი
კი იმას ჰქვია, რაც ცხედარს ჰგავს. - მიუხედავად იმისა, ცხედარია
თუ არა? - არ დათმო კლარამ. - მე ცხედრად არ მესახება. მოწყვეტი-
ლი ყვავილი ყვავილის ცხედარი როდია ჩემთვის. კლარამ ეს სიტ-
ყვები არად ჩააგდო.
- ასეც რომ იყოს, რა უფლება გაქვთ, რომ წყვეტთ? - ჰკითხა
პოლს. - ის, რომ მომწონს და მინდა... თან, აქ აუარებელი ყვავილია.
- და ეს არგუმენტი საკმარისია?
- კი, რატომაც არა? დარწმუნებული ვარ, ნოტინგემში, თქვენს
სახლში, მშვენიერ სურნელს დააყენებდნენ.
- მე კი მათი ჭკნობა-გარდაცვალების ცქერით დავტკბებოდი.
- კი მაგრამ... რა მნიშვნელობა აქვს, იხოცებიან თუ არა?
ამის შემდეგ კლარას ჩამოშორდა და გზა განაგრძო, თან, თეთრი,
გამჭვირვალე ქაფივით ყვავილების ბუჩქებზე იხრებოდა, რომლე-
ბიც მინდვრის მთელ ზედაპირს მოსდებოდნენ. მირიამი მიუახლოვ-
და. კლარა კი დაიხარა და დიდბაია დაყნოსა.
- მგონი, მოწიწებით თუ მოეპყრობი, ზიანს ვერ მიაყენებ, - უთხრა
მირიამმა პოლს. მთავარია, გულით და სულით მიუდგე ყველაფერს.
- ჰო, - დაეთანხმა პოლი, - მაგრამ იმიტომ კრეფ, რომ გინდა, და
მორჩა, - კონა გაუწოდა. მირიამი დუმდა, ვაჟმა კი კრეფა განაგრძო.
- ამას შეხედე! - თქვა პოლმა, - პატარა ხეებივითაა და სქელფეხე-
ბა ბიჭუნებივით მტკიცე და მაგარია.
კლარამ იქვე ახლოს, კორდზე ქუდი დადო. ასე უფრო თავისუფ-
ლად დაიხარა ყვავილებთან, რომ დაეყნოსა. მისი კისრის დანახვა-
ზე პოლს გულში გაკენწლა, ამ სილამაზეს ახლა ქედმაღლობისა
არაფერი ეცხო. ბლუზის ქვეშ მკერდი ოდნავ ამოუჯდა. დახრისას
ზურგი კიდევ უფრო ლამაზი და ძლიერი მოუჩანდა. კორსეტი არ ეც-

354
ვა. პოლმა ანაზდად, გაუცნობიერებლად თმასა და კისერზე ყვავი-
ლების ფურცლები მიმოაბნია:
„ფერფლი ფერფლს და მტვერი მტვერს, თუ უფალი არ მიიღებს,
მაშინ ეშმაკი გძლევს“.
ცივი ფურცლები კისერზე დაეფინა. კლარამ შეშინებული ნაცრის-
ფერი თვალებით ახედა პოლს, რას აკეთებსო. მოფარფატე ფურ-
ცლები სახეზეც დაეყარა, ამიტომ თვალები დახუჭა. ბიჭმა უეცრად
უხერხულად იგრძნო თავი.
- მეგონა, დაკრძალვა გსურდათ, - ამ უაზრო სიტყვებზე გრძნობაც
აუხსნელი გაუჩნდა. კლარამ უცნაურად გაიცინა, ადგა და თმიდან
ფურისულები ჩამოიფანტა. ქუდიც აიღო და სამაგრით თმაზე და-
იმაგრა. ერთი ყვავილი თმაში აბურდული დარჩა. პოლმა დაინახა,
მაგრამ არაფერი უთქვამს. ის ყვავილები წამოკრიფა, რომლებიც
კლარას მოაბნია. ტყის პირას იმდენი ცისთვალა ამოსულიყო და
მინდორზე გადასულიყო, რომ მნახველს შორიდან ეგონებოდა, წყა-
ლი ადიდებულა და დაგუბებულაო. მაგრამ უკვე ფერი უხუნდებო-
დათ. კლარა მათკენ წავიდა. პოლი კი მას მიჰყვა. ცისთვალების და-
ნახვა ეამა. - ნახეთ, როგორ გამოპარულან ტყიდან! - უთხრა კლა-
რას.
ქალმაც თბილი და მადლიერი მზერით შეხედა.
- ჰო, - გაიღიმა.
ვაჟს სისხლი აუდუღდა.
- ტყის დანახვაზე ველური ტომები გამახსენდა, რომლებიც უღრან
ტყეებს იყვნენ მიჩვეულნი და უცებ რომ ტრიალ მინდორზე აღმოჩე-
ნილიყვნენ, რამხელა შიში უნდა განეცადათ. - ასე გგონიათ? - ჰკით-
ხა კლარამ.
- საინტერესოა, რომელ ტომს უფრო შეეშინდებოდა, რომელიც
უღრანიდან შიშველ ადგილას მოხვდებოდა თუ ტრამალებს მიჩვე-
355
ულს, უსიერ ტევრებში რომ აღმოჩენილიყო? - მგონი, მეორეს, - მი-
უგო კლარამ.
- თქვენც ისე გრძნობთ თავს, ტრიალ მინდორზე მცხოვრებმა რომ
გაუვალ ტყეში მოინდომოს შეღწევა, ხომ?
- ეგ რომ ვიცოდე... - წამოიძახა კლარამ.
ეს საუბარი აქ დასრულდა.
დედამიწაზე ბინდი იკიდებდა ფეხს. ველზე უკვე ჩრდილები გაწო-
ლილიყვნენ. ქროსლი-ბენქის ფერმის მიმდებარედღა შემორჩენი-
ლიყო სინათლის პატარა ადგილი. ბორცვების თავები ჩამავალი
მზის სხივებს გაენათებინა. მირიამს თაიგულში ცხვირი ჰქონდა ჩა-
ყოფილი და ფურისულებში კოჭებამდე ჩაფლული ნელა მოაბიჯებ-
და. მის უკან ხეებს უკვე აჩრდილების ფორმები მიეღოთ.
- ხომ არ წავიდეთ? - იკითხა მან.
და სამივენი უკან გაბრუნდნენ. დუმდნენ. ბილიკს რომ დაუყვნენ,
სახლიდან გამომავალი სინათლე დაინახეს, ბორცვების ზეთავზე კი,
სადაც მაღაროელთა სოფელსა და ცას შორის გადიოდა საზღვარი,
სქელი, შავი ზოლი მიიკლაკნებოდა, რომელიც ალაგ-ალაგ სუსტი
სინათლეებით იყო დაცხრილული. - რა კარგად ვისეირნეთ, არა? -
იკითხა პოლმა.
მირიამმა თანხმობის მსგავსი რაღაც წაიდუდუნ. კლარა დუმდა. -
თქვენ ასე არ ფიქრობთ? - ჰკითხა ვაჟმა.
ქალს ამაყად მოეღერებინა კისერი და ხმას არ იღებდა. პოლი
მიხვდა, რომ უდარდელი გამომეტყველების მიუხედავად, შინაგა-
ნად ძალიან უჭირდა. იმ დღეებში პოლმა დედა წაიყვანა ლინკოლ-
ნში. მართალია, მისის მორელი ჩვეულებისამებრ ენთუზიაზმით იყო
აღსავსე და ხალისიც არ აკლდა, მაგრამ როდესაც ვაგონში ჩას-
ხდნენ, პოლმა შენიშნა, რომ ქალი სუსტად იყო. წამიერად ისეთი
განცდა დაეუფლა, დედას ვკარგავო და სურვილი მოეძალა, შეეკა-
356
ვებინა, შეეკრა, შეებორკა, ოღონდ კი გვერდით ჰყოლოდა. იგრძნო,
რომ ხელი მაინც უნდა ჩაევლო აუცილებლად. ქალაქამდე დიდი გზა
არ იყო გასავლელი. ორივენი ფანჯრიდან იყურებოდნენ, რომ საკა-
თედრო ტაძარი არ გამორჩენოდათ. - აი, ნახე, დედა! - წამოიძახა
პოლმა.
დაბლობზე თავაწეული ტაძარი გამოჩნდა.
- აჰ! - აღმოხდა ქალს, - აი, როგორი ყოფილა!
პოლმა დედას შეხედა. მისი ლურჯი თვალები საკათედრო ტაძარს
მშვიდად უმზერდნენ. ისევ გამისხლტა ხელიდანო, გაუელვა პოლს
გონებაში. ლურჯ ცას მიბჯენილი, დიდებული და საუკუნოდ ზეაღმარ-
თული კათედრალიდან თითქოს რაღაც ამაღლებული გადასცემოდა
ქალს, რაღაც საბედისწერო. რაც იყო, იყო. მთელი თავისი ახალგაზ-
რდული ნება რომც ჩაერთო, მაინც ვერაფერს შეცვლიდა. დედას სა-
ხეზე უყურებდა და მის ჯერ კიდევ გლუვ და ვარდისფერ, ნაზ კანს უკ-
ვირდებოდა; მერე თვალებზე გადაიტანა მზერა, რომელთაც ირ-
გვლივ წვრილი ნაოჭები დასეოდა და ქუთუთოები ოდნავ დასწეოდა,
მომუწული პირი კი ერთგვარ გულგატეხილობას გამოხატავდა. სა-
ხეზე რაღაც სამარადისო აღბეჭდვოდა, რაც პოლს აფიქრებინებდა,
რომ დედამისი ბედს შეჰგუებოდა. აი, პოლის სული კი ამას ვერ
ურიგდებოდა. - ნახე, დედა, ქალაქთან შედარებით რამხელა ჩანს!
რამდენ ქუჩას გადაჰყურებს! მთელ ქალაქზე დიდი გეგონება. - მარ-
თლაც! - დაეთანხმა დედა და ამით თითქოს რეალობას დაუბრუნდა.
მაგრამ წეღან ხომ ტაძარზე მზერაშეყინული იჯდა და თავისდაუნებუ-
რად მწარე ცხოვრებასთან შეგუებულობა გამოსჭვიოდა მისი თი-
თოეული ნაკვთიდან. თვალის ირგვლივ გაჩენილი მცირე ნაოჭებისა
და უსასოოდ მომუწული ბაგის დანახვაზე პოლს კინაღამ ტვინში სის-
ხლი ჩაექცა. სასაუზმეში კერძი მიირთვეს, რომელიც მისის მორელს
მეტისმეტად ძვირი მოეჩვენა. - არ გეგონოს, რომ მომწონს, - უთხრა
357
დედამ და კატლეტი ჩაკბიჩა, - არ მომწონს, მართლა არ მომწონს!
თან, რამდენი ფული გადაყარე!
- ჩემს ფულზე ნუ დარდობ, - მიუგო პოლმა, - ვითომ შენი თაყვა-
ნისმცემელი ვარ და გამოგასეირნე. დედას იების კონა უყიდა.
- შეწყვიტე, სერ! - უბრძანა მისის მორელმა, - ამას რა თავში ვიხ-
ლი? - თავში რად უნდა იხალო. უბრალოდ, დატკბი.
შუა ჰაი-სთრითზე იების კონა პალტოზე მიუმაგრა.
- ესღა აკლია ჩემნაირ ბებრუხანას! - ქალმა კონა დაყნოსა.
- ყველას ვაფიქრებინოთ, ვითომ დარბაისელი ხალხი ვართ. ასე
რომ, მედიდურად ვიაროთ. - წამოგითაქებ ახლა მაგ გოგრაზე, - სი-
ცილით უთხრა მისის მორელმა. - ამაყად! - უბრძანა შვილმა, - მტრე-
დივით გაშალე ბოლო.
ერთი საათი მაინც ასეირნა ქუჩაში დედა. ქალი კი ხან სად შედგე-
ბოდა, ხან - სად. ჯერ მინასახარში ღუმლის საჭვრეტელთან შეჩერდა
და ვაიო, დაიძახა, მერე ქვის მთლელის საამქრომ აღაფრთოვანა და
უიო, აღმოხდა.
მამაკაცმა ჩამოიარა, ქუდი მოიხადა და მოწიწებით მიესალმა. -
შემიძლია, ქალაქი დაგათვალიერებინოთ, მადამ?
- არა, გმადლობთ, - მიუგო გერტრუდმა, - ვაჟი მახლავს თან. პო-
ლი გაუბრაზდა, რატომ უფრო კადნიერი უარი არ სტკიცეო.
- მომეშვი, რა! - დაუცაცხანა დედამ, - აი, კალის სადნობი ღუმლე-
ბის ნარჩენები. ის ლექცია გახსოვს, პოლ?
ტაძარი ბორცვზე იყო აღმართული და გერტრუდი გაჭირვებით
ავიდა აღმართზე. პოლს ეს არ შეუმჩნევია. მხოლოდ მაშინღა მიხ-
ვდა, დედა ცუდად არისო, ქალმა ერთი სიტყვის თქმაც რომ ვეღარ
შეძლო. შვილმა იქვე მდებარე სასადილოში შეიყვანა მოსასვენებ-
ლად. - არა მიშავს, - თქვა მისის მორელმა, ცოტა რომ ამოისუნთქა,
- გული დამიბერდა. ასეთი დაღლა მოსალოდნელიც იყო. პოლმა
358
უსიტყვოდ შეათვალიერა დედა. გული ეტკინა. უნდოდა, ეყვირა, უნ-
დოდა, ყველაფერი მიელეწ-მოელეწა სიმწრისგან. გზას ნაბიჯ-ნაბიჯ
გაუდგნენ, რაც ქალს მძიმე ტვირთად აწვებოდა გულზე. დედის შემ-
ხედვარე პოლს ეგონა, ნერვიულობისგან გული გამისკდებაო. რო-
გორც იქნა, ავიდნენ. მისის მორელი მონუსხულივით მიაჩერდა ცი-
ხესიმაგრის კარიბჭესა და საკათედრო ტაძარს. თავისი პრობლემა
სულ მიავიწყდა.
- ასეთი საოცრება ნამდვილად არ მეგონა! - აღმოხდა გაოცე-
ბულს. მაგრამ პოლს უკვე სძულდა იქაურობა. დედასთან ერთად კი
ათვალიერებდა ყველაფერს, მაგრამ მძიმე ფიქრებში იყო ჩაფლუ-
ლი. საკათედრო ტაძარში ერთად დასხდნენ და გუნდის მცირე გა-
ლობასაც მოუსმინეს. მისის მორელმა დაიმორცხვა. - ტაძარი ხომ
ყველასათვის ღიაა? - ჰკითხა დედამ.
- კი, - მიუგო პოლმა, - დავიჯერო, ისევ გავლენ თავს, რომ გაგ-
ვყრიან? - შენი სიტყვები რომ მოისმინონ, ეჭვიც არ მეპარება, გაგ-
ვიძახებენ. მსახურების მოსმენისას სახე ისევ ხალისმა და სინათ-
ლემ აუვსო. პოლს კი კვლავ ყვირილი და ყველაფრის მიწასთან გას-
წორება უნდოდა.
როდესაც წირვა დასრულდა, გარეთ გამოვიდნენ და მოაჯირს და-
ეყრდნენ, რომ ქალაქისთვის გადაეხედათ. უცებ პოლმა წამოიძახა:
- რატომ არ შეიძლება, რომ ადამიანს ახალგაზრდა დედა ჰყავ-
დეს? რატომ უნდა ბერდებოდეს დედა?
- ამ პრობლემას ქალი ვერსად წაუვა, - გაეცინა მისის მორელს. -
ან მე რატომ არ ვარ უფროსი ვაჟი? - კი ამბობენ, უმცროს ვაჟს ბევრი
უპირატესობა აქვსო, მაგრამ უფროსებს რომ უფრო ახალგაზრდა
დედები ჰყავთ? ჯერ მე უნდა გაგეჩინე. - ეგ ხომ ჩემზე არ იყო დამო-
კიდებული, - შეედავა დედა, - აბა, დაფიქრდი, მაგ საქმეში შენც ჩემ-
სავით დამნაშავე ხარ.
359
პოლი გაცეცხლებული მზერით მიუბრუნდა.
- მერე რატომ დაბერდი? - ჰკითხა სასომიხდილმა, - რატომ აღარ
შეგიძლია სეირნობა? რატომ არ შეგიძლია, რომ ყველგან ფეხდა-
ფეხ დამყვებოდე?
- ოდესღაც, - მიუგო ქალმა, - შენზე სხარტად შემეძლო ამ აღმარ-
თზე ამორბენა. - მერე მაგით მე რა ხეირი? - გაღიზიანებულმა პოლ-
მა კედელს მისცხო მუშტი. დასევდიანდა, - რა ცუდია, ავად რომ ხარ.
პატარა რომ...
- ავად ვარ?! - გაწყრა მისის მორელი, - ცოტა დავბერდი და ამას
უნდა შეეგუო, მორჩა და გათავდა! დადუმდნენ. მაგრამ გაბუტვის
დრო სად ჰქონდათ. ჩაის დასალევად რომ დასხდნენ, ისევ გახალის-
დნენ. ბრეიფორდში მონახეს მაგიდა, საიდანაც ნავების ცქერით
დატკბნენ. პოლმა კლარაზე ჩამოაგდო სიტყვა. მისის მორელმა აუ-
არებელი შეკითხვა დააყარა. - მაშ, ვისთან ერთად ცხოვრობს?
- დედამისთან, ბლუბელ-ჰილზე.
- მერე თავის სარჩენად საკმარისი ფული აქვთ?
- არ მგონია. მგონი, მაქმანებს კერავენ.
- რითია მომხიბვლელი, შვილო?
- მომხიბვლელობაზე რა გითხრა, მაგრამ სათნოა. თან, საკმაოდ
გულწრფელი მგონია... ყოველგვარი ქვენააზრების გარეშე. - მაგ-
რამ შენზე ბევრად უფროსია.
- ოცდაათისაა, მე კი ოცდასამის ვხდები.
- არ გითქვამს, თუ ასე მოგხიბლა.
- აი, ეგ ზუსტად არ ვიცი... ცოტათი გამომწვევია და შემტევიც. მი-
სის მორელი დაფიქრდა. გაუხარდებოდა, თუკი მის ვაჟს ვინმე ჩა-
უვარდებოდა გულში, ვინც... არ იცოდა, ვინ. მაგრამ პოლი ემოციას
ვერ იმორჩილებდა, ხან გაწყრებოდა, ხან აფეთქდებოდა, ხან კი მე-
ლანქოლიაში ვარდებოდა. ინატრა, ნეტავ, ვინმე სათნო ქალი გაიც-
360
ნოსო... ზუსტად თვითონაც არ იცოდა, რა სურდა შვილისთვის, მაგ-
რამ ამის გასარკვევად გონება არ დაუტვირთავს. უბრალოდ, კლა-
რას მიმართ რატომღაც მტრულად არ განწყობილა. ენიმაც გადაწ-
ყვიტა, რომ ოჯახს მოჰკიდებოდა. ლეონარდი ბირმინგემში მუშაობ-
და. ერთხელ, როდესაც შაბათკვირას შინ დაბრუნდა და მორელებს
ესტუმრა, სასიდედრომ ჰკითხა: - რაღაც არ მომწონხარ, შვილო, ცუ-
დად ხომ არ ხარ?
- არ ვიცი, - თქვა ახალგაზრდამ, - თავს ცუდად არ ვგრძნობ, დე.
უკვე „დეს“ ეძახდა და პატარა ბიჭივით იქცეოდა მისის მორელის წი-
ნაშე. - კარგი ოთახი გაქვს ნაქირავები? - ჰკითხა ლეონარდს.
- კი... რა უშავს. ოღონდ ჩაის დამსხმელი რომ არ მყავს, ეგ არის
ცუდი. თუმცა, რომც დამექცეს, არც მაგაზე ამოიღებს ვინმე ხმას.
ლამბაქზე თუ გადმომექცა, კიდევ არაფერი, მაგრამ მერე გემო
აღარ აქვს ხოლმე. მისის მორელს გაეცინა.
- მერე ეგ გაწუხებს მარტო?
- რა ვი, ქალის მოყვანა მინდა, - წამოროშა ლეონარდმა. თითები
მოიფშვნიტა და ფეხსაცმელზე დაიხედა. სიჩუმე ჩამოვარდა. - კი მაგ-
რამ, - გაუკვირდა მისის მორელს, - აკი გაისამდე არ აპირებდი. - ჰო,
ეგრე ვამბობდი, - ჯიუტად თქვა ლენარდმა. მისის მორელი დაფიქ-
რდა. - ისე, რომ იცოდე, - უთხრა ლენარდს, - ენი ცოტა ფულიფან-
ტიაა. თერთმეტი გირვანქა სტერლინგის მეტი ვერაფერი დაზოგა.
ვიცი, რომ არც შენ გადმოგდის, შვილო. ლეონარდი ყურებამდე გა-
წითლდა.
- ოცდათოთხმეტი გირვანქა სტერლინგი მაქვს, - თქვა ამაყად. -
დიდი ვერაფერია, - ჩაილაპარაკა ქალმა.
ბიჭს არაფერი უთქვამს, ისევ თითების ფშვნეტას მოჰყვა.
- თანაც, - განაგრძო მისის მორელმა, - მეც არაფერი მაბადია... -
არც მინდა, დე! - წამოიძახა თვალებანთებულმა ლეონარდმა. - ჰო,
361
შვილო, ეგ ვიცი. ნეტავ, რამე მქონდეს-მეთქი, იმას ვნატრობ. მერე
ხუთი გირვანქა სტერლინგი გამოაკელი ქორწილის ხარჯი და ოც-
დაცხრაღა გრჩება. მაგ ფულით კი ბევრს ვერაფერს შეძლებ.
უსასოო ლეონარდი ჯიუტად დასჩერებოდა ფეხსაცმელს და თი-
თებს იფშვნეტდა. - მართლა გინდა ცოლის შერთვა? - ჰკითხა მისის
მორელმა, - გრძნობ, რომ უკვე მზად ხარ? - კი.
- მაშინ ყველანი მხარში უნდა ამოგიდგეთ, შვილო.
როდესაც ლეონარდმა თავი ასწია, თვალებში ცრემლი ედგა.
- არ მინდა, ენიმ გაჭირვება იგრძნოს, - ამოღერღა სათქმელი. -
შვილო, შენ სერიოზული ხარ და ნორმალური სამუშაო გაქვს. მე
რომ ეგრე დავჭირვებოდი ვინმეს, თუნდაც ბოლოს კვირის ხელფა-
სის ამარა ყოფილიყო, დაუფიქრებლად გავყვებოდი. შესაძლოა,
ცოტა გაუჭირდეს ცარიელზე დაწყება. ახალგაზრდების ამბავი ხომ
იცი. ჰგონიათ, რომ რაკი ვიღაცამ ხელი სთხოვა, გამზადებული
სახლ-კარი უნდა დახვდეთ. მე, მართალია, ძვირფასი ავეჯი მერგო,
მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. ქორწილი ლამის ნაჩქარევად
გაიმართა. ართურიც კი ჩამოვიდა და ყველა მოხიბლა თავისი ფორ-
მით. ენის მტრედისფერი კაბა ძალიან მოუხდა, რომელსაც უქმეებ-
ზეც ჩაიცვამდა საჭიროების შემთხვევაში. მისტერ მორელმა ქალიშ-
ვილს სულელი უწოდა ამ ნაბიჯის გამო და სიძეს ცივად შეხვდა. მი-
სის მორელმა ქუდი თეთრი ბუმბულებით გაილამაზა და ბლუზაც შე-
საფერისი შეარჩია, რაზეც ორივე ვაჟმა დასცინა, რა დედოფალივით
გამოწყობილხარო. ლეონარდი მხიარულ განწყობაზე კი იყო, მაგ-
რამ შიშობდა, სულელივით ხომ არ ვიქცევიო. პოლი ქორწილშიც კი
ვერ მიხვდა, რატომ გათხოვდა ენი. მას ხომ ძალიან უყვარდა დაიკო
და ეს უკანასკნელიც სიყვარულით პასუხობდა. სევდამორეულ
პოლს იმედი ჰქონდა, რომ ენის მაინც გაუმართლებდა. ყვითელ-
ალისფერ ზოლიან ფორმაში გამოწკეპილი ართური ისეთი ლამაზი
362
იყო, რომ ყველას თვალს სჭრიდა, თუმცა თვითონ ამ ფორმის ოჯახ-
ში ტარება ერცხვინებოდა. ენიმ სამზარეულოში თვალები ტირილით
დაიოსა, რადგან დედასთან განშორება ემძიმებოდა. ემოციისგან
თავი ვერც მისის მორელმა შეიკავა, მაგრამ მხარზე მოუთათუნა ხე-
ლი და ქალიშვილს უთხრა:
- ნუ ტირი, გენაცვალე, მშვენიერი ქმარი შეგხვდა.
მისტერ მორელმა ფეხი დააბაკუნა და ენი გაკიცხა, სულელი ხარ,
ასეთ ნაბიჯს რომ დგამო. ისედაც გაფითრებულ ლეონარდს კიდევ
უფრო დაეკარგა ფერი.
- ჩემს ქალიშვილს შენ განდობ, შვილო. აბა, იცოდე, ამიერიდან
პასუხისმგებლობა ორ ადამიანზე გაკისრია. - ჩემი იმედი გქონდეთ,
- განსაცდელში ჩავარდნილივით დამძიმებულმა წარმოთქვა. ამით
დრამატული სცენა დასრულდა.
როდესაც მისტერ მორელი და ართური დასაძინებლად წავიდნენ,
პოლი, ჩვეულებისამებრ, დედას ჩამოუჯდა სასაუბროდ. - დედა, ხომ
არ გწყდება გული, ქალიშვილი რომ გაგითხოვდა?
- არა, არ მწყდება. უბრალოდ, უცნაური გრძნობაა, როცა შვილი
გტოვებს. მხოლოდ იმის ატანა მიმძიმს, ლეონარდთან ცხოვრება
რომ ამბჯობინა ჩემთან ცხოვრებას. ვიცი, სულელურად ჟღერს, მაგ-
რამ ასეთია დედის გული.
- მერე ეგ დამწუხრების მიზეზია?
- როდესაც ჩემი ქორწილის დღე მახსენდება, - თქვა მისის მო-
რელმა, - მხოლოდ იმას ვნატრობ, ენის მაინც გაუმართლოს-მეთქი.
- ლეონარდის ხომ გჯერა, რომ კარგად მოექცევა?
- კი, კი. მართალია, ამბობენ, ენის არ შეეფერბაო, მაგრამ, მე
რომ მკითხო, თუკი მამაკაცი გულწრფელია და ქალსაც ნამდვილად
უყვარს, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება. ენის არაფრით ჩამოუვარ-
დება. - ანუ წინააღმდეგი არ ხარ?
363
- გული თუ არ მიგრძნობდა, რომ სასიძო პატიოსანია, ქალს არა-
სოდეს გავატანდი. მაგრამ ენი უკვე გაგვიფრინდა და ჩვენ შორის
თითქოს პირდაღებული უფსკრული გაჩნდა. ორივენი დანაღვლიან-
დნენ და გულში ნატრობდნენ, ნეტავ, ისევ ჩვენთან იყოსო. პოლს
ახალ, თეთრმაქმანებიან შავ ბლუზაში გამოწყობილი დედა მეტის-
მეტად მარტოსული ეჩვენა. - ყოველ შემთხვევაში, მე ცოლს არასო-
დეს შევირთავ, - თქვა პოლმა. - აჰ, ყველა მასე ამბობს, შვილო. ჯერ
შენი გულისას არ შეხვედრიხარ. ერთი-ორი წელიწადიც მოიცადე
და მერე ნახე ვინმე.
- არა, დედა, ცოლის მომყვანი არ ვარ. მე შენთან დავრჩები, სი-
ბერეში კი მოსამსახურეს ავიყვანთ. - სათქმელად იოლია. თუმცა,
აღდგომა და ხვალაო.
- რაღა ხვალაო, დედა, ოცდასამის ვხდები უკვე.
- შენ ის ტიპი არ ხარ, ადრე რომ ირთავენ ცოლს. მაგრამ სამიოდე
წლის შემდეგ... - სამიოდე წლის მერეც შენთან ვიქნები.
- ვნახოთ, შვილო, ვნახოთ.
- მაგრამ არ გინდა, რომ ცოლი შევირთო, ხომ?
- წარმოდგენაც არ მინდა, რომ შენს ცხოვრებაში არავინ გამოჩ-
ნდეს, ვისაც ეყვარები და მოგხედავს. - ამიტომ, აუცილებლად უნდა
დავქორწინდე?
- ადრე თუ გვიან, ყველა უნდა დაქორწინდეს.
- მაგრამ გირჩევნია, რომ ეს გვიან მოხდეს.
- გამიჭირდება... ნამდვილად გამიჭირდება. ხომ იცი, ჩვენში ქა-
ლები როგორ იტყვიან: ცოლიანი კაცი ერისაო, გათხოვილი ქალი
დედისაო. - და გგონია, რომ ცოლს უფლებას მივცემ, შენთან დამა-
შოროს? - აბა, ხომ ვერ სთხოვ, მხოლოდ მე კი არა, დედაჩემსაც გა-
მოჰყევი ცოლადო, - გაიღიმა მისის მორელმა.
- რაც უნდა, ის უქნია, ოღონდ ჩვენ შორის ნუ ჩადგება.
364
- ვერც ჩადგება, სანამ მუჭში არ მოგიქცევს, მერე შენც დაინახავ.
- ღმერთმა არ მომასწროს. სანამ შენ მყავხარ, არავის მოვიყვან. -
მაგრამ არ მინდა, რომ უცოლოდ დამრჩე, შვილო, - ხმას აუწია მისის
მორელმა. - ჩემ მიტოვებას ხომ არ აპირებ, რატომ უნდა დაგრჩე?
განა რამდენის ხარ - ორმოცდაცამეტის! სამოცდათხუთმეტ წლამდე
მომიცია დრო. მაგ დროს მე ორმოცდაოთხის ვიქნები. თანაც, ღიპი-
ანი. მერე მშვიდად შევირთავ ცოლს და ეგ იქნება! დედამისმა გუ-
ლიანად გაიცინა.
- წადი, დაწექი, - უთხრა შვილს, - დაიძინე.
- მერე ერთი კოხტა სახლი გვექნება, მხოლოდ მე და შენ, და ერთი
მსახურიც გვეყოლება. იქნებ და გავმდიდრდე ჩემი ნახატებით. - და-
წექი და დაიძინე-მეთქი!
- მერე პონშებმული ეტლი გეყოლება. ნახავ, პატარა დედოფალ
ვიქტორიასავით რომ წამხედრდები და წამომხედრდები შენ გემოზე.
- გითხარი, დაწექი-მეთქი, - სიცილით გაუჯავრდა ქალი.
პოლმა აკოცა და გამოეთხოვა. სამომავლო გეგმებს არასდროს
ცვლიდა. მისის მორელი კი ფიქრებს მიეცა... ფიქრობდა ქალიშვილ-
ზე, პოლზე, ართურზე. ენის „დაკარგვას“ განიცდიდა. ოჯახი ხომ მა-
ნამდე ერთმუშტად იყო შეკრული. გრძნობდა, ახლა მხოლოდ იმის-
თვის უნდა ეცოცხლა, რომ შვილებთან ყოფილიყო. ცხოვრება კი უკ-
ვე მდიდარ ფერებში ეჩვენებოდა. დედა პოლსაც სჭირდებოდა და
ართურსაც. ართურს იმდენად ძლიერად უყვარდა დედა, რომ ამას
ვერც კი აცნობიერებდა. იმწუთიერი ადამიანი იყო. საკუთარი თავის
გაცნობისა და გააზრების აუცილებლობის წინაშე არასდროს დამ-
დგარა. ჯარმა მისი სხეული გამოწრთო და დისციპლინაში მოიყვანა,
მაგრამ მის სულს მცირედი ცვლილებაც ვერ დაატყო. კაჟივით ჯან-
მრთელი და ლამაზი ყმაწვილი დადგა. მუქი ფერის, ხშირი თმა პატა-
რა თავზე კოხტად ადგა. ბავშვური ცხვირი და გოგოსავით ლამაზი,
365
ლურჯი თვალები ჰქონდა; მსხვილი ტუჩები კი - მამაკაცური, ყავის-
ფერი ულვაშით დამშვენებული. ყბის მოხაზულობაც ვაჟკაცურ იერს
სძენდა. ბაგე მამისა გამოჰყოლოდა, ცხვირი და თვალები დედის
მხარისა - კარგი გარეგნობის, მაგრამ სუსტი ხასიათის ხალხის. მი-
სის მორელი მასზე ღელავდა, ბოლო გამოხტომა მშვიდად დაუმთავ-
რდა, მაგრამ ვინ იცის, კიდევ რას მოიმოქმედებსო. სამხედრო
ცხოვრებას მისთვის კარგი არაფერი მოეტანა. ოფიცრების ავტორი-
ტეტი აღიზიანებდა. ბრაზობდა, რატომ უნდა ვემორჩილებოდე ბრძა-
ნებას, ცხოველი ხომ არ ვარო. მაგრამ იმასაც ხვდებოდა, თუ ბევრს
ვიხტუნავებ, გამაპანღურებენო. ამიტომ მაქსიმალურად იკავებდა
თავს, რომ უფროსობას არ დაპირისპირებოდა. კარგი მომღერალი
და მომლხენი იყო. ზოგჯერ მუშტის მოქნევაც უწევდა, მაგრამ ეს, უბ-
რალოდ, ახალგაზრდული ჩხუბები იყო და გულში არავინ იდებდა
წყენას. მართალია, თავს ღირსებაშელახულად გრძნობდა, მაგრამ
რიგიანად ატარებდა დროს. თავისი ფასიც იცოდა: კარგი გარეგნო-
ბის, განათლებისა და დახვეწილი მანერების წყალობით, საწადელს
ხშირად იოლად აღწევდა და იმედგაცრუებულიც არასდროს რჩებო-
და. მაგრამ ძალიან მოუსვენარი იყო და ისეთი განცდა ჰქონდა,
თითქოს რაღაც სულს უღრღნიდა. ერთ ადგილას გაჩერებულს ან
მარტოდმყოფს ვერასოდეს ხედავდნენ. დედის მიმართ სითბოს არ
იშურებდა. პოლი ეამაყებოდა, აღმერთებდა და, ამავე დროს, სძულ-
და კიდეც. პოლსაც უყვარდა, ეამაყებოდა და მასაც სძულდა უმცრო-
სი ძმა. მისის მორელს მამისგან რამდენიმე გირვანქა სტერლინგი
ჰქონდა დარჩენილი და გადაწყვიტა, შვილს გამოვისყიდი არმიის-
განო. ართურს ეს ამბავი ისე გაუხარდა, როგორც სკოლის მოწაფეს
არდადეგების დაწყება. ართური ბეატრის უაილდის მიმართ გულ-
გრილი არასდროს ყოფილა და შვებულების დროს მასთან ურთიერ-
თობა აღადგინა. ახალგაზრდა ქალი მასზე ჯანმრთელიც იყო და ამ-
366
ტანიც, ერთად ხშირად დასეირნობდნენ, თანაც, დიდ მანძილს ირ-
ჩევდნენ. ართური ჯარისკაცური თავდაჭერილობით ხელკავს შეს-
თავაზებდა ხოლმე. ბეატრისი კი მყისვე ფორტეპიანოს მიუჯდებოდა,
როდესაც ართური სიმღერის გუნებაზე დგებოდა. სიმღერისას ვაჟს
კიტელის საყელოს გახსნა სჩვეოდა. მალე ეფაკლებოდა ლოყები,
თვალებს კი ვნებიანად აკვესებდა. მშვენიერი ტენორი ჰქონდა. სიმ-
ღერას რომ მორჩებოდა, დივანზე მოკალათდებოდა ხოლმე და ბე-
ატრისიც გვერდით უჯდებოდა. ართურს იმდენად ლამაზი აღნაგობა
ჰქონდა, რომ უნებლიეთ ყურადღებას იქცევდა, მით უმეტეს, როდე-
საც ფორმაში გამოწყობილი მკერდს გამოსწევდა, მხრებში გაიშლე-
ბოდა და მომდგარ შარვალში გამოკვართულ ფეხებს ჯარისკაცუ-
რად ფართოდ გადგამდა. ბეატრისთან საუბრისას ადგილობრივ დი-
ალექტზე მოუქცევდა ხოლმე. ზოგჯერ ერთად ეწეოდნენ, იშვიათად
კი ართურის სიგარეტზე არტყამდა ბეატრისი ერთ-ორ ნაფაზს. - არა,
- უთხრა ერთ საღამოს ვაჟმა, როდესაც ბეატრისი მის სიგარეტს მიწ-
ვდა, - არ მოწიო. თუ გინდა, მე გაკოცებ კვამლიანი პირით.
- ნაფაზის დარტყმა მინდოდა, კოცნა კი არა, - მიუგო ბეატრისმა.
- მაშინ მაგ ნაფაზს მზითებში კოცნაც მოჰყვება.
- შენი სიგარეტის გაბოლება მინდა, - წამოიძახა ბეატრისმა და ბა-
გიდან სიგარეტის გამოგლეჯა სცადა. ისე ისხდნენ, რომ ართური
მხრით ეხებოდა გოგონას. ბეატრისი კი ტანმორჩილი და სხარტი
იყო. ვაჟმა ძლივს მოასწრო თავის შებრუნება.
- კვამლიანი კოცნა არ აგცდება, - უთხრა ართურმა.
- რა საძაგელი ვინმე ხარ, ართურ მორელ, - გაწიწმატდა ბეატრი-
სი და უკან დაიხია. - კვამლიანი კოცნა არ გინდა?
ჯარისკაცი მისკენ დაიხარა ღიმილით. სახე სახესთან მიუახლო-
ვა. - არა! - ბეატრისმა თავი მიაბრუნა.

367
ართურმა ნაფაზი დაარტყა, პირი მოკუმა და საკოცნელად დაიხა-
რა. მუქყავისფერი ულვაში აეჯაგრა. ბეატრისმა ალისფერ, გაბუტულ
ტუჩებზე შეხედა, უეცრად სიგარეტი გამოსტაცა და ხელიდან გაუს-
ხლტა. ვაჟი დაედევნა და თმიდან სავარცხელი ამოაძრო. გოგონა
მობრუნდა და სიგარეტი ესროლა. ართური დაიხარა, ღერი აიღო,
კბილებით დაიჭირა და დაჯდა. - საძაგელო! - დაჰკივლა ბეატრისმა,
- დამიბრუნე სავარცხელი. გოგონა შიშობდა, თმა არ დამეშალოსო,
რადგან საგანგებოდ ამისთვის გაეკეთებინა. ორივე ხელით შეიკავა
თმა. ართურმა კი სავარცხელი მუხლებში მოიქცია. - ფაფუ! აღარ
მაქვს, - გაეხუმრა.
სიგარეტი აუთრთოლდა ტუჩებში, რადგან ჩუმად ეცინებოდა.
- მატყუარა!
- რას ბრძანებთ! - ისევ გაიცინა და ცარიელი ხელები უჩვენა. - შე
უტიფარო! - წამოიძახა მან და სავარცხლის წასართმევად ეტაკა
ვაჟს. შუა ჭიდაობის დროს ბეატრისი ართურს მიტყუპებულ მუხლებ-
ზე დაეცა, ბიჭს კი ისეთი სიცილი აუვარდა, დივანზე გადაწვა ჩაბჟი-
რებული. ამ ძიძგილაობაში სიგარეტი გადმოუვარდა პირიდან და
კინაღამ ყელი შეუტრუსა. რუჯის მიუხედავად, სახე გაუწითლდა და
იმდენი იცინა, სანამ ლურჯ თვალებზე ნისლი არ გადაეკრა და ხრჩო-
ბითი ხველა არ აუტყდა. მერე წამოჯდა. ბეატრისი უკვე თმაში იკე-
თებდა სავარცხელს.
- რატომ მომიღიტინე, ბეატრის, - ჩახლეჩილი ხმით უსაყვედურა
ართურმა. უეცრად გოგონამ პატარა, თეთრი მარჯვენა მოუქნია და
შემოულაწუნა. ართური წამოხტა და თვალები დააბრიალა. ერთმა-
ნეთს შეაჩერდნენ. ანაზდად ლოყები შეეფაკლა ბეატრისს და ჯერ
თვალები დახარა, მერე - თავი ჩაქინდრა. ართური გაბუტული დაჯ-
და. გოგონა სამრეცხაო ოთახში გავიდა თმის გასასწორებლად.
სარკესთან რამდენიმე ცრემლი ჩამოუგორდა - თვითონაც ვერ მიხ-
368
ვდა, რატომ. როდესაც ოთახში დაბრუნდა, კრიჭა შეკრული ჰქონდა.
თუმცა ეს გულში ანთებულ ცეცხლს მხოლოდ ოდნავ ფარავდა. თმა-
აწეწილი ართური მოღუშული იჯდა დივანზე, ბეატრისი მის პირდა-
პირ, სავარძელში ჩაჯდა. დუმდნენ. საათის წიკწიკი ბრახუნივით ის-
მოდა ამ მდუმარებაში. - ანჩხლი ყოფილხარ, - ნაწყენი, თუმცა სინა-
ნულშეპარული ხმით თქვა ართურმა. - უტიფრებს ეგრე მოუხდებათ,
- მიუგო მკვირცხლად.
ისევ დუმილი ჩამოვარდა, ამჯერად ხანგრძლივი. ვაჟმა უდარდე-
ლად დაიწყო სტვენა. მოულოდნელად ბეატრისი წამოდგა, მიიჭრა
და აკოცა.
- მოგირჩა? - გაეპრანჭა ბეატრისი.
ვაჟმა თავი ასწია, იღიმებოდა.
- მაკოცე? - გამომწვევად ჰკითხა.
- ვითომ ვერ გავბედავდი?
- მოდი კიდევ! - ტუჩები მიუშვირა გოგონას.
გოგონა ფრთხილად მიუახლოვდა და ოდნავ ათრთოლებულმა
შეაწება ტუჩი ტუჩზე - ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ართურმა ხელები
მოხვია. ხანგრძლივი ამბორის შემდეგ ქალიშვილმა თავი უკან გას-
წია და ნატიფი თითები კისერზე შემოაჭდო ართურს - გაღეღილ სა-
ყელოში ჩაუყო. მერე თვალები მინაბა და ისევ აკოცა ბაგეზე.
ბეატრისმა გრძნობებს გასაქანი მისცა. რაც ეწადა, იმას იქმოდა
და პასუხისმგებლობის ვინმესთვის დაკისრებაზე არ ფიქრობდა. პო-
ლი გრძნობდა, რომ მის გარშემო ცხოვრება იცვლებოდა. სიყმაწვი-
ლე თანდათნობით წარსულს ბარდებოდა. მორელების სახლი
ზრდასრული ხალხის სახლად იქცა. ენის გათხოვილი ქალი ერქვა,
ართური კი საკუთარ გართობაზე ფიქრობდა მხოლოდ, რაც მისი
ოჯახისთვის გაუგებარი გახლდათ. შინ დარჩენილები სახლიდან
მხოლოდ საქმეების გამო თუ გამოყოფდნენ ცხვირს. ართურისა და
369
ენისთვის ცხოვრება უკვე სულ სხვა კედლებში მიედინებოდა და
მშობლიურ კერას დღესასწაულებზე თუ დაუბრუნდებოდნენ ხოლმე.
მორელების კერაზე უცნაურმა გრძნობამ დაისადგურა - თითქოს
სახლი სანახევროდ დაცარიელდა, როგორც ბუდე, საიდანაც ბარ-
ტყები კარგა ხნის წინ გაფრენილიყვნენ. პოლს სული ჰქონდა აფო-
რიაქებული. ენი და ართური წასულიყვნენ და აღარც მას უდგებოდა
სახლში გული. თუმცა მისი ოჯახი იქ იყო, სადაც დედამისი იმყოფე-
ბოდა. მაგრამ მაინც რაღაც ეწეოდა გარეთ, რაღაც, რაც ასე აკლდა
და გულით ეწადა. მოუსვენრობა უფრო და უფრო გაუძლიერდა. მი-
რიამი ვეღარ აკმაყოფილებდა. თუკი უწინ გიჟურად ეწადა მასთან
ყოფნა, ახლა უმცირეს სურვილსაც აღარ გრძნობდა. კლარას ხან
ნოტინგემში ხვდებოდა, ხან შეკრებებზე დადიოდა მასთან და ხანაც
უილეის ფერმაში გადაეყრებოდა ხოლმე. თუმცა ფერმაში ყველაზე
მეტად იძაბებოდა სიტუაცია. კლარას, პოლსა და მირიამს შორის
შუღლის სამკუთხედი შეიქმნა. კლარასთან საუბრისას გონებამახვი-
ლურ, დარბაისლურ და ცოტა დამცინავ მანერას ირჩევდა, რაც მი-
რიამზე ძალიან ცუდად მოქმედებდა. მანამდე შეიძლებოდა მირიამ-
თან ერთად მჯდარიყო და როგორც სულიერად ახლობლებს, ისე
ელაპარაკათ, მაგრამ საკმარისი იყო, კლარა გამოჩენილიყო, რომ
მირიამი მისთვის ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავდა. ახალმო-
სულის გამოჩენა ყველაფერს შლიდა და აქრობდა. მირიამმა
ალოობისას ერთი ლამაზი საღამო გამოსტყუა. პოლმა ცხენის ფოც-
ხზე იმუშავა და როგორც კი დაასრულა, მირიამთან მიირბინა თივის
ზვინის დადგმაში რომ მიხმარებოდა. ამ დროს თავისი იმედები და
გულისტკივილები გაანდო, როგორც იტყვიან, გული გადაუშალა.
მირიამმა პოლის ცხოვრების ყველაზე სათუთი წამები განიცადა.
მთვარე რომ ამოვიდა, სახლში ერთად წავიდნენ. იმდენად მოწადი-
ნებული იყო მირიამის ყურადღებას, სითბოსა და რწმენას, რომ უნე-
370
ბურად მისი სახლისკენ აიღეს გეზი. ამას პოლი მხოლოდ მაშინ მიხ-
ვდა, როდესაც ლივერსების ფერმას მიადგნენ. მირიამს ეჩვენებო-
და, რომ ვაჟმა ყველაზე სათუთი, სანუკვარი რამ მიანდო და თავი
მოვალედ მიიჩნია, მთელი ცხოვრება მოფრთხილებოდა ამ რაღა-
ცას. მირიამმა ზეცას შეჰკადრა: შენც კი ვერ მოუფრთხილდები ვარ-
სკვლავებს ისე სათუთად, როგორც მე პოლ მორელის სულში ჩამა-
ლულ სიკეთესო. შინ მარტო შევიდა, ერთდროულად აღელვებული
და გახარებული იყო, რადგან რწმენამ არ უმტყუნა. მეორე დღეს
კლარა ჩამოვიდა. აიტეხეს, ჩაი სათიბში დავლიოთო. მირიამს არ
გამორჩენია, როგორი ვარდისფერი მოჰფინა ბუნებას საღამომ, სა-
ნამ მწუხრი მოახვევდა გარემოს ნაცრისფერ ჩრდილებს. პოლი
კლარასთან ენას არ აჩერებდა. მერე ნათიბი მოაგროვა და ზვინი გა-
აკეთა, რომ იქიდან გადახტომაში შეჯიბრებოდნენ. ზვინის სიმაღ-
ლემ არ დააკმაყოფილა და კიდევ უფრო აამაღლა. მირიამს ეს თა-
მაში არ მოსწონდა და განზე იდგა. ედგარი, ჯეფრი, მორისი, კლარა
და პოლი კი გულს ირთობდნენ. პოლმა, როგორც ყველაზე მჩატემ,
შეჯიბრი მოიგო. კლარას სახე აეჭარხლა. ამორძალივით დარბოდა.
პოლს მოსწონდა, როგორ მარდად და, ამავე დროს, გაუბედავად
მიქროდა ზვინისკენ, როგორ აფრინდებოდა ზედ თმაგაშლილი და
დახტომისას როგორ უთახთახებდა ძუძუ-მკერდი. - შეეხეთ! - უყვი-
როდა პოლი, - შეეხეთ!
- არა! - კლარა გაწითლდა და ედგარისკენ შებრუნდა, - ხომ არ
შევხებივარ? ფეხი გამოვდე? - ვერ ვიტყვი, - გაეცინა ედგარს.
ვერავინ იტყოდა.
- გამოსდეთ, - უთხრა პოლმა, - ასე რომ, წააგეთ.
- არაფრისთვის არ გამომიდია, - წამოიკივლა კლარამ.
- აშკარად გამოსდეთ ფეხი, - მშვიდად მიუგო პოლმა.
- ერთი აახიეთ ამას ყურები, რა! - სთხოვა ედგარს კლარამ.
371
- არა, - ისევ გაეცინა ედგარს, - ვერ გავუბედავ. თავად უნდა სცა-
დოთ. - ფაქტი ჯიუტია და ყურების ახევით მაინც ვერ შეიცვლება, -
სიცილით თქვა პოლმა. კლარა გააცოფა მისმა თავხედობამ. ბიჭე-
ბისა და მამაკაცების წინაშე მის პატარა ტრიუმფს ბოლო მოეღო. თა-
მაშში ხომ თავდავიწყებით გადაეშვა. ახლა პოლი მაშინ მოუდრეკ-
და ქედს, როდესაც მოესურვებოდა. - ძალიან საზიზღარი ვინმე
ხართ! - მიახალა მწვალებელს.
პოლმა ისეთი სიცილი დააყარა ამ სიტყვებზე, რომ მირიამსაც კი
ტანჯვით შეეკუმშა გული. - ვიცოდი, რომ მაგ სიმაღლე ზვინს ვერ გა-
დაევლებოდით, - განაგრძო წამება. კლარამ ზურგი აქცია. მიუხედა-
ვად ამისა, ყველა ხედავდა, რომ მხოლოდ ბიჭს უსმენდა და ამჩნევ-
და, რასაც პოლისგან წამოსული შემხვედრი დამოკიდებულება კი-
დევ უფრო შესამჩნევს ხდიდა. მამაკაცებს ამ ბრძოლის ცქერა სი-
ამოვნებას ანიჭებდათ. აი, მირიამს კი - მხოლოდ გულის ტკივილს.
კარგად ჩანდა, რომ პოლს შეეძლო, უფრო მცირეზე შეეჩერებინა
არჩევანი და ამაღლებული უკან მოეტოვებინა. შეეძლო, საკუთარი
თავის მიმართაც გამოეხატა ორგულობა და ნამდვილი, ღრმა პოლ
მორელის მიმართაც. არსებობდა საშიშროება, რომ თვითონაც ქა-
რაფშუტა გახდებოდა უმცროსი ძმის ან მამის მსგავსად და სიამოვ-
ნების მისაღებად უკან არაფერზე დაიხევდა. მირიამს გული სტკი-
ოდა, როცა ხედავდა, რომ კლარასთან ტუტუცური გართობის ფასად
სულიერებას კარგავდა. ხმაამოუღებლად, ტუჩების კვნეტით მიჰყვე-
ბოდა მათ, როდესაც ისინი ერთიმეორეს ესიტყვებოდნენ და პოლი
არაფერს იშურებდა, რომ ენამახვილობაში არ ჩამოვარდნოდა
კლარას. შემდეგ კი მირიამისა რცხვენოდა, ფეხვქეშ ეგებოდა, მაგ-
რამ მალევე რაღაც წამოუვლიდა და ისევ უჯანყდებოდა.
- რელიგიურობა მორწმუნეობას როდი ნიშნავს, - თქვა პოლმა, -
ყვავი რომ ცაში აიჭრება, მორწმუნე ხომ ვერ ხდება. ზეცისკენ იმი-
372
ტომ მიდის, რომ კარგად დაინახოს, საით უნდა გაფრენა, და არა
იმიტომ, რომ მარადიულობას ეზიაროს. მაგრამ მირიამმა იცოდა,
რომ რწმენის გარეშე ვერ დარჩებოდა, რადგან უფლის რწმენა აუ-
ცილებლად მიაჩნდა - როგორიც უნდა ყოფილიყო უფალი, იგი
ყველგან და ყველაფერში იმყოფებოდა. - არ მჯერა, თითქოს ღმერ-
თმა ყველაფერი იცოდეს, - წამოიძახა ბიჭმა, - რადგან არც თვითონ
არის რამე და არც გრძნობათა სიჭარბე აწუხებს.
მირიამმა იგრძნო, რომ პოლს თავის ჭკუაზე სურდა უფლის ტარე-
ბა, რადგან თავის გემოზე უნდოდა, დრო მოეკლა და მაქსიმალური
სიამოვნება მიეღო. მათ შორის ხანგრძლივი ბრძოლა გაიმართა. მი-
რიამის მიმართ უკიდურეს უნდობლობას ამჟღავნებდა, მერე სირ-
ცხვილის გრძნობა ეუფლებოდა, რომელიც სინანულში გადასდი-
ოდა. შემდეგ ისევ სიძულვილს გრძნობდა მის მიმართ და მიდიოდა.
გრძნობათა ამგვარ ცვალებადობას ბოლო არ უჩანდა. მირიამი ისე
აღიზიანებდა პოლს, რომ სულს სტკენდა. სწორედ სულშივე რჩებო-
და მაფიქრალი, სევდიანი და ღვთისმოსავი სახით. პოლსაც მხო-
ლოდ სევდა მოჰქონდა მისთვის. ხან მის გამო წუხდა, ხან - სძულდა.
მირიამი თითქოს მის სინდისად ქცეულიყო, რომლის ტარების ძალა
უკვე აღარ შესწევდა. არც ეთქმის, არც ეხვრისო, მასზე იყო ნათქვა-
მი, რადგან გოგონას ვერც ტოვებდა - მირიამი ხომ მის საუკეთესო
ნაწილს, ერთ მესამედს ხედავდა და სიხარულით იღებდა - და ვერც
რჩებოდა, რადგან დარჩენილი დიდი ნაწილი ქალიშვილისთვის მი-
უღებელი იყო. გაღიზიანებულ პოლსაც უხეშობის მეტი აღარაფერი
დარჩენოდა მირიამთან. როდესაც მირიამი ოცდაერთისა შესრულ-
და, პოლმა ისეთი წერილი მისწერა, როგორსაც მხოლოდ მას თუ
მისწერდა. „ნება მიბოძე, ჩვენს ძველ, გაცვეთილ სიყვარულზე ვი-
ლაპარაკო. ისიც ხომ იცვლება, არა? მითხარი, განა ეს სიყვარული
არ გარდაიცვალა და მოწყვლადი სული არ დაგიტოვა? ხომ ხედავ,
373
მე მხოლოდ სულიერი სიყვარულის მოცემა ძალმიძს და დიდი ხნის
განმავლობაში არც დამიშურებია, თუმცა განსხეულებულ ვნებას
ვერც შემოგკადრებდი. წარმოიდგინე, რომ მონაზონი ხარ. მე ის გი-
ბოძე, რასაც უმწიკვლო მონაზონისთვის გავიმეტებდი... ვითარცა
იდუმალი ბერი იდუმალი მონაზონისთვის. შენთვის კი ეს უპირვე-
ლესია. თუმცა სულ სხვაზე გწყდება... გწყდებოდა გული. სწორედ
ამის გამო არ შეგვიძლია, რომ ყოფითი სიყვარულით გვიყვარდეს
ერთმანეთი. ჩვენ სიყვარულს ყოველდღიურობა არ უწერია. და რა-
მეთუ მოკვდავნი ვართ, დღენიადაგ ერთად ცხოვრება საშინელება
იქნებოდა, ვინაიდან შენთან ყოველდღიურობის უფერულობაში მო-
მიწევდა ყოფნა, რაც იმ სულიერებას მოსპობდა, მანამდე რომ გაგ-
ვაჩნდა. თუკი წყვილი ქორწინდება, ერთმანეთი ხორციელად უნდა
უყვარდეს და წლობის ყოველდღიურობამ მათ გრძნობას ის ჩრდი-
ლი ვერ უნდა მიაყენოს, რასაც ორი სულის ტრფიალს მიაყენებდა.
სწორედ ამ ტრფიალს განვიცდი მე.
ღირს, რომ გამოგიგზავნო? მეეჭვება. მაგრამ ზოგჯერ მთლად
უთქმელობას, ჯობია, თქვა... Au revoir58. მირიამმა ორჯერ წაიკითხა
ეს წერილი და დაბეჭდა. ერთი წლის თავზე კი ბეჭედი ახსნა კონ-
ვერტს, რათა დედისთვის ეჩვენებინა. „მონაზონი ხარ... მონაზონი
ხარ...“ ამ სიტყვებმა მოსვნება დააკარგვინა. მანამდე პოლის ნათ-
ქვამ არც ერთ სიტყვას მის გულში ასე ღრმად არ შეუღწევია და მო-
მაკვდინებელ ჭრილობად არ ჰქცევია.
სათიბში გამართული ჩაის სმიდან ორი დღის გასვლის შემდეგ
უპასუხა. „ჩვენი სიახლოვე, ალბათ, მშვენიერი იქნებოდა, რომ არა
ერთი პატარა შეცდომა“, - ციტატა მოიყვანა მირიამმა, - „მაგრამ გა-
ნა მე მომივიდა ეგ შეცდომა?“ პოლმა თითქმის დაუყოვნებლივ გა-

58
(ფრ.) - მშვიდობით.
374
უგზავნა პასუხის პასუხი ნოტინგემიდან და ომარ ხაიამის59 პატარა
კრებულიც მიუყოლა. „მოხარული ვარ, ასეთი მშვიდი და ბუნებრივი
რომ ხარ, რის გამოც, უნდა გამოგიტყდე, მრცხვენია კიდეც. რა ენაგ-
რძელი ვარ! ხშირად ერთმანეთის არ გვესმის. მაგრამ ძირეულ სა-
კითხებში მუდამ თანამოაზრენი ვიქნებით, მგონი. მადლობას გიხდი
ჩემი ნახატებისა და ტილოების მოწონებისთვის. ბევრი ჩანახატი შენ
გეძღვნება. მომავალშიც შენი კრიტიკის იმედად ვარ, რაც ჩემდა სა-
სირცხვილოდ და საბედნიეროდ, ყოველთვის ობიექტურად ღირებუ-
ლია. ეს უბრალო ხუმრობაა. Au revoir“. ამით პოლის პირველი სიყ-
ვარული დასრულდა. მართალია, უკვე ოცდასამი წლის იყო, მაგრამ
უმანკოება ჯერ არ დაეკარგა. თუკი მანამდე სექსის მოთხოვნილებას
მირიამი უქარწყლებდა, ახლა ხორციელმა სურვილებმა სერიოზუ-
ლად შეახსენა თავი. ხშირად, როდესაც კლარასთან საუბრობდა,
სისხლი უჩქარდებოდა და გული ისე უცემდა, თითქოს, მკერდში რა-
ღაც ცოცხალი არსება ჰყავდა ჩაბუდებული და მთელი მისი სხეული
ტვინით კი არა, გულით იმართებოდა; ისე ეუფლებოდა ლტოლვა,
რომ მალე ქალებში დაიწყებდა სირბილს. მაგრამ მაინც მირიამს60
ეკუთვნოდა. ეს უკანასკნელი იმდენად იყო ამაში დარწმუნებული,
რომ პოლი მის უფლებას ეჭვქვეშ აღარც აყენებდა.

59
ომარ ხაიამი (1048-1122) - სპარსელი პოეტი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი.
60
1911 წლით დათარიღებულ წერილში, რომელიც დევიდ ლოურენსმა გაუგზავნა
ჯესი ჩემბერსს, ქალს, რომლის პროტოტიპია მირიამი, ვკითხულობთ: "ჩემში სა-
უკეთესო მამაკაცი შენ გეკუთვნის. ჩემი ერთი მე, რომელიც უფრო ძლიერია, შე-
ნია... იმის რწმენას არ ვკარგავ, რომ საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდება".
375
10. კლარა

როდესაც ოცდასამი წელი შეუსრულდა, პოლმა თავისი ერთ-ერ-


თი პეიზაჟი ნოტინგემის ციხესიმაგრეში ზამთრის გამოფენაზე გაგ-
ზავნა. მის ჯორდანმა ბიჭის მიმართ დიდი ინტერესი გამოამჟღავნა
და შინ მიიწვია, სადაც პოლმა სხვა ხელოვანები გაიცნო. პატივმოყ-
ვარეობის გასაღვივებლად მშვენიერი მიზეზი მიეცა. ერთ დილას,
როდესაც პირს იბანდა, კარზე ფოსტალიონმა დაუკაკუნა. უეცრად
დედამისის კივილი შემოესმა. პოლი სამრეცხაო ოთახიდან სამზა-
რეულოში გიჟივით შევარდა და მისის მორელი ბუხართან წერილით
ხელში დაინახა. ქალი წერილს იქნევდა და ვაშაო, გადარეულივით
ყვიროდა. ბიჭს თავზარი დაეცა. - რა იყო, დედა?! - ყვირილითვე
ჰკითხა.
ქალი მისკენ გაექანა, ჩაეხუტა და ისევ წერილი აიქნია.
- ვაშა, შვილო! ვიცოდი, რომ გამოგვივიდოდა!
პოლს შეეშინდა, ეს ტანმორჩილი, ჭაღარა ქალი უეცრად ასეთი
გაშმაგებული რომ დაინახა. გულგახეთქილმა ფოსტალიონმა უკან-
უკან დაიხია, რამე ხომ არ მოხდაო, და სახლიდან გავარდა. ფარდის
მიღმა მისი კეპიანი ქუდიღა გამოჩნდა. მისის მორელი კარს მივარ-
და. - პოლის ნახატმა პირველი ადგილი აიღო, ფრედ! - გასძახა ნაც-
ნობ ფოსტალიონს, - და ოც გინეად გაიყიდა. - ავრორას თქვენთვის
უსვრია! - გამოთქმა ვეღარ შეარჩია დაბნეულმა ჭაბუკმა, რომელ-
საც დაბადებიდან იცნობდნენ მორელები.
- მაიორ მორტონს შეუძენია! - არ ცხრებოდა მისის მორელი.
- აი, მესმის გამართლება, მისის მორელ, - ფოსტალიონს ცისფე-
რი თვალები გაუბრწყინდა. გაუხარდა, ასეთი კარგი ამბავი რომ მო-
უტანა ოჯახს. მისის მორელი სახლში შებრუნდა და ათრთოლებული
დაჯდა. პოლს გული უსკდებოდა, ვაითუ შინაარსი სწორად ვერ
376
ამოიკითხაო. შეტყობინებას თვითონაც გადაავლო თვალი, მაგრამ
გული მაინც ვერ დააჯერა და მეორედაც გადაიკითხა. ძლივს დარ-
წმუნდა. მერე თვითონაც დაჯდა სუნთქვაგახშირებული. - დედა! - სი-
ხარულით შესძახა პოლმა.
- ხომ გითხარი, გავგზავნოთ-მეთქი! - ცრემლის დამალვა სცადა.
პოლმა ბუხრიდან ქეთლი გადმოიღო და ჩაი დააყენა.
- დედა, გეგონა, რომ... - დაიწყო გაუბედავად.
- არა, შვილო... არ მოველოდი, მაგრამ გული მიგრძნობდა.
- არ მოელოდი, ხომ?
- არა... არა... მაგრამ გული მიგრძნობდა-მეთქი, ხომ გეუბნები, -
თქვა მისის მორელმა. სულიერი სიმშვიდე დაუბრუნდა და თავდაჭე-
რილობა აღიდგინა - გარეგნულად მაინც. პოლი პერანგგაღეღილი
იჯდა და გოგოსავით სათუთი ყელი მოუჩანდა, ხელში ტილო ეჭირა,
სველი თმა კი გაფშეკოდა.
- ოცი გინეა, დედა! სწორედ ამდენი გჭირდება ართურის გამოსას-
ყიდად. ახლა აღარაფრის სესხება აღარ გინდა. ეს თანხა სრულად
გვეყოფა.
- მართალია, მაგრამ მთლიანად ვერ ავიღებ, - უცებ თქვა ქალმა.
- კი მაგრამ, რატომ?
- იმიტომ.
- კაი... მაშინ თორმეტი გირვანქა სტერლინგი მაინც აიღე და მე
ცხრას დავიტოვებ. თანხის გაყოფაზე შეთანხმება გაუჭირდათ. მისის
მორელმა დაიჩემა, მხოლოდ ხუთ გირვანქას ავიღებ, რადგან მეტი
არ მჭირდებაო, პოლს კი ამის გაგონებაც არ უნდოდა. გრძნობათა
მოძალება სერიოზულ კამათში გადაიზარდა. მაღაროდან გვიან
დაბრუნებულმა მორელმა თქვა:
- მითხრეს, პოლმა პირველი პრიზი აიღო და ლორდ ჰენრი ბენ-
ტლის თავისი სურათი ორმოცდაათ გირვანქად მიჰყიდაო. - ოჰ,
377
ხალხის ყბაში მტერი ჩავარდეს! - წამოიყვირა მისის მორელმა. - ჰა!
უყურე მაგ ვირისთავებს! კი ვიცოდი, რო მიჰქარამდნენ, მაგრამ
ფრედ ჰოჯკისონმა თქვაო და მეც დავიჯერე.
- მაგ ბიჭისთვის მსგავსიც არაფერი მითქვამს.
- აჰა! - დაეთანხმა მაღაროელი.
კაცი იმედგაცრუებული ჩანდა.
- პოლმა მართლაც მიიღო პირველი პრიზი, - თქვა მისის მორელ-
მა. მაღაროელი მძიმედ ჩაეშვა სავარძელში.
- ღვთის გულისათვის! - უნდობლად შეიცხადა მორელმა და ოთა-
ხის შორეულ წერტილს გაუშეტრა თვალი.
- მაგრამ ორმოცდაათ გირვანქა სტერლინგს რაც შეეხება... სრუ-
ლი სისულელეა! - ერთხანს ხმა არ მოუღია, - სინამდვილეში, მაი-
ორმა მორტონმა ოც გინეად შეიძინა. - ოც გინეად! ვინ იფიქრებდა! -
გაოცდა მორელი.
- ჰო, მაგრამ ნამდვილად ღირდა.
- მაშა! მაგაში ეჭვ როგორ შავიტან. მაგრამ ოცი გინეა ქაღალდის
ნაგლეჯში, რომელიც ორი საათი თხაპნა!..
შვილით კმაყოფილი კაცი დადუმდა, მისის მორელმა კი ჩვეულე-
ბისამებრ დაისრუტუნა, ვითომც არაფერიო. - ფულ როდის მოქცემს?
- ჰკითხა ქმარმა.
- ვერ გეტყვი. ალბათ, როდესაც სურათი ახალ მფლობელს ჩა-
ბარდება. ისევ სიჩუმე. მორელი საშაქრეს მიაჩერდა, ნაცვლად იმი-
სა, რომ ეჭამა. გაშავებულ-დაკოჟრილი ხელი მაგიდაზე ედო. ცოლი
არ იმჩნევდა, რომ უოლტერი გაჭვარტლული ხელის ზურგით იფხან-
და თვალებს და ისედაც შავი სახე კიდევ უფრო ემურებოდა. - ჩვენი
მეორე ბიჭიც მიაღწევდა მაგდენს, რო არ მეეკლათ, - მშვიდად თქვა
კაცმა. უილიამის გახსენებაზე მისის მორელს რაღაცამ ცივი სამარ-

378
თებელივით გაუარა გულში. დაღლილობა იგრძნო და დასვენება
მოუნდა. პოლი მის ჯორდანთან სადილად მიიწვიეს.
- დედა, საღამოს ჩასაცმელი კოსტიუმი მინდა.
- გული მიგრძნობდა, რომ ამას იტყოდი, - უთხრა ქალმა. გახარე-
ბული იყო. ორიოდე წამით დუმილი ჩამოწვა, - უილიამისა ხომ შე-
მოგვრჩა, - განაგრძო მერე, - რომელიც ოთხი გირვანქა სტერლინგი
და ექვსი შილინგი ღირდა და სულ სამჯერ თუ ეცვა. - და გინდა, რომ
მე ჩავიცვა, დედა? - გაოცდა პოლი.
- კი. მგონი, მოგერგება კიდეც... პიჯაკი მაინც. შარვალს შემოკეც-
ვა დასჭირდება. პოლმა ზედა სართულზე აირბინა, ჟილეტი და სმო-
კინგი ჩაიცვა და დედას ეჩვენა. ფლანელის საყელოსა და პერანგის
გულისპირში, ზედმოცმული საღამოს პიჯაკითა და ჟილეტით უცნაუ-
რად გამოიყურებოდა. ცოტათი დიდი ჰქონდა. - მკერავიც იმისაა,
რომ მოგარგოს, - უთხრა დედამ და მხრებზე ხელი ჩამოუსვა პიჯაკის
შესასწორებლად, - მამაშენს ეს შარვალი არ ჩავაცვი და ახლა რო-
გორი კმაყოფილი ვარ ამით, ვერ წარმოიდგენ.
როდესაც აბრეშუმის საყელოს გაუსვა ხელი, პირველი შვილი გა-
ახსენდა. თუმცა ამ სამოსში გამოწყობილი მეორე ვაჟი ცოცხალი და
სრულიად ჯანმრთელი გახლდათ. ხელისგული ზურგზე ჩამოუსვა,
რომ შეეგრძნო. ეს შვილი ცოცხალი იყო და მას ეკუთვნოდა. ის კი...
გარდაცვლილი. უილიამის ნაქონ კოსტიუმში გამოწყობილი წვე-
ულებაზე რამდენჯერმე წავიდა. რამდენჯერაც დედა ასე გამოწყო-
ბილს ხედავდა, გული სიამაყითა და სიხარულით ევსებოდა. პოლი
ხომ ახალ საზოგადოებაში დგამდა პირველ ნაბიჯებს. იმ საკინძეებს,
თვითონ და ბავშვებმა უილიამს რომ უყიდეს, ახლა პოლი იკეთებდა
გულისპირზე. უფროსი ძმის რამდენიმე პერანგი ამოირჩია გასას-
ვლელად. მართალია, უილიამივით მაღალი არ იყო, მაგრამ კარგი
აღნაგობისა გახლდათ და უხდებოდა. არა, ჯენტლმენს არ ჰგავდა,
379
სახის ნაკვთებიც საკმაოდ უხეში ჰქონდა, მაგრამ დედამისი გულს
იიმედებდა, სამაგიეროდ, ვაჟკაცური გარეგნობა აქვსო. პოლი დე-
დას ყველა წვრილმანს უყვებოდა - ვინ რა თქვა, ვინ რა მოიმოქმე-
და... მისის მორელმა იმდენად კარგად იცოდა განვლილი წვეულე-
ბის შესახებ, თითქოს თვითონაც იქ ყოფილიყო. ვაჟსაც ერთი სული
ჰქონდა, როდის წარუდგენდა დედას თავის ახალ მეგობრებს, რომ-
ლებიც ზუსტად საღამოს რვის ნახევარზე სადილობდნენ. - შენ იარე,
შვილო! - ეუბნებოდა დედა, - ნეტავ, ვის რაში სჭირდება ჩემი გაცნო-
ბა? - სჭირდებათ! - ცხარდებოდა პოლი, - თუკი ჩემთან ახლობლობა
სურთ... არადა, გვსურსო, მეუბნებიან. მაშ, შენც უნდა გაგიცნონ,
რადგან არც შენ ხარ ჩემზე ნაკლები ჭკუა-გონების პატრონი. - შენს
ჭკუას მიხედე, შვილო! - მისის მორელს გაეცინა.
მაგრამ მისის მორელმა ხელის მტევნებზე ზრუნვა დაიწყო. უწ-
ყვეტ მუშაობას საგრძნობი კვალი დაემჩნია. სახსრები გასივებოდა
და კანი უპრიალებდა, რადგან დღემუდამ ცხელ წყალში ჰქონდა ხე-
ლი. მაგრამ ბოლო ხანს სოდიან წყალს ერიდებოდა. გული სწყდე-
ბოდა, წინანდებურად კოხტა და ნატიფი მტევნები აღარ მაქვსო. ენიმ
კი, თავის მხრივ, დაუჩემა, შენი ასაკის შესაფერი ელეგანტური ბლუ-
ზები შეიკერეო და დედაც დაემორჩილა. იქამდეც კი მივიდა, რომ შა-
ვი ხავერდის ბაფთა გაიკეთა თმაზე. მერე სარკასტულად დაისრუტუ-
ნა და ყოჩაღ მეო, გაიფიქრა გულში. პოლმა კი უთხრა, რაღა შენ და
რაღა მაიორ მორტონის ცოლი, ქალბატონივით გამოიყურებიო.
თან, დააყოლა, გაცილებით უფრო ლედი ხარ, ვიდრე მისის მორტო-
ნიო. ოჯახი უკეთესობისკენ იცვლებოდა, თუ მისტერ მორელს არ მი-
ვიღებთ მხედველობაში, რომელიც სულ უფრო და უფრო უარესო-
ბისკენ მიდიოდა. პოლი და მისის მორელი ბოლო ხანს დიდხანს სა-
უბრობდნენ ხოლმე ცხოვრებაზე. რელიგია კი ნელ-ნელა პოზიციებს
თმობდა. პოლმა ერთი ხელის მოსმით გახვეტა გონებიდან ყველა-
380
ნაირი რწმენა, რაც კი ცხოვრებისეულ წინსვლაში აფერხებდა და
რწმენის იმ ქვაკუთხედამდე, გნებავთ, საფუძვლამდე, მივიდა, რომ
ადამიანი შინაგანად უნდა არჩევდეს კარგსა და ცუდს და ჰყოფნიდეს
მოთმინება უფალთან მისასვლელად. ახალი ცხოვრება კი ბევრად
საინტერესოდ ეჩვენებოდა. - იცი, - უთხრა ერთხელ დედამისს, - არ
მინდა, საშუალო ფენის შეძლებულ ნაწილს მივეკუთვნებოდე. მირ-
ჩევნია, უბრალო გლეხად დავრჩე. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ უბ-
რალო ხალხშია ჩემი ადგილი.
- მაგრამ ეს სიტყვები რომ ვინმე სხვას ეთქვა შენთვის, ალბათ,
გადაირეოდი, შვილო. შენ ხომ ჯენტლმენთა სწორად მიგაჩნია თავი.
- შინაგანად კი, - მიუგო შვილმა, - მაგრამ წარმოშობით, განათ-
ლებითა და მანერებით - არა. თუმცა შინაგანად ჯენტლმენი ვარ.
- მაშინ, ძალიანაც კარგი. მაშ, გლეხობას რაღად იჩემებ?
- რადგან... ხალხში განსხვავებას ფენა კი არა, შინაგანი მდგომა-
რეობა განაპირობებს. საშუალო ფენიდან მოდის იდეები, დაბალი
ფენიდან კი თავად სიცოცხლე ჩქეფს და ათბობს ყველაფერს. ერთი
შეხედვით ჩანს, რა სძულთ და რას ეტრფიან. - ძალიანაც კარგი, შვი-
ლო, მაგრამ თუ ეგრეა, მაშ, მამაშენის ძმაკაცებს რატომ არ უყად-
რებ თავს?
- იმად, რომ განსხვავებულები არიან.
- სულაც არა. იგივე გლეხობაა, დაბალი ფენა. ამას გარდა, ვის-
თან გაქვს ურთიერთობა, განა, დაბალი ფენა არ არის შენი ყოველ-
დღიურობაა? ეს ხალხიც ხომ აზროვნებს, იდეები აქვს... სხვა კი შენ
ისედაც არაფერი გაინტერესებს.
- მაგრამ... სიცოცხლეც არ გამოგვრჩეს მხედველობიდან.
- არ მგონია, მირიამისგან მეტი სიცოცხლე მოჩქეფდეს, ვიდრე
რომელიმე საშუალო ფენის, განათლებული ქალიშვილისგან,

381
ვთქვათ, მის მორტონისგან. მგონი, მეტისმეტად სნობურად უყურებ
საზოგადოებრივ ფენებს.
მისის მორელს დაუფარავად სურდა, პოლს საშუალო ფენაში გა-
ეკვალა გზა და ფიქრობდა, რომ ეს არც ისე რთული უნდა ყოფილი-
ყო. სურდა, რომ ადრე თუ გვიან, ნამდვილი ლედი შეერთო ცოლად.
ქალმა შვილის მოუსვენრობას გამალებული ბრძოლა გამოუცხადა.
პოლს მირიამთან ურთიერთობა საბოლოოდ არ ჰქონდა გაწყვეტი-
ლი - ვერც შორდებოდა და ვერც ხელის თხოვნა გაებედა. ეს გაუბე-
დაობა კი ბოლოს უღებდა. მისის მორელს გული უგრძნობდა, პოლს
კლარა მოსწონსო და რაკი ეს უკანასკნელი ოფიციალურად გათხო-
ვილი ქალის სტატუსით სარგებლობდა, ნატრობდა, ნეტავ, ისეთი ქა-
ლიშვილი ანახვა, რომელსაც უფრო მისაღები სტატუსი ექნებაო.
მაგრამ პოლს იმდენი ჭკუა არ ჰყოფნიდა, რომ საშუალო ფენის გო-
გონასთვის დაედგა თვალი, რამეთუ ჯიუტად იმეორებდა, ჩემზე შეძ-
ლებული ცოლი რად მინდა, ის ხომ ზემოდან დამიწყებს ყურებასო.
- შვილო, - უთხრა ერთხელ დედამ, - ასე მგონია, რომ შენმა გო-
ნიერებამ, ძველი ცხოვრებისგან თავის დაღწევამ და დამოუკიდებე-
ლი ცხოვრების სადავეების ხელში აღებამ დიდი ბედნიერება ვერ
მოგიტანა. - რა ბედნიერება?! - გაწყრა პოლი, - ბედნიერება რა ჭი-
რად მინდა! ან როგორ უნდა ვიყო ბედნიერი?! ამ ხისტად დასმულმა
შეკითხვამ მისის მორელი შეაშფოთა.
- შენი გადასაწყვეტია, შვილო. მაგრამ ერთი კარგი გოგონა რომ
გაპოვნინა, რომელიც გაგაბედნიერებდა... მერე ცხოვრების მოწყო-
ბაზეც იფიქრებდი... რამეს მოიქონიებდი... რომ სიამოვნებისთვის
გემუშავა და წელზე ფეხი არ დაგედგა... განა ეს ნამდვილი ბედნიე-
რება არ იქნებოდა შენთვის?
პოლმა შუბლი შეიჭმუხნა. დედამ ახლა მირიამის სიყვარულით
მიყენებულ ჭრილობაზე დააბიჯა ფეხი. შუბლიდან ჩამოყრილი ქო-
382
ჩორი გადაიყარა, თვალები კი ტკივილმა აუნთო. - ბედნიერება შენ-
თვის სიმარტივედ აღიქმება, - იყვირა გაცეცხლებულმა, - ესაა ქა-
ლის მთელი დოქტრინა ამ ცხოვრებაში... სულიერი და ფიზიკური
კომფორტი ცხოვრების გამარტივებაშია. მე კი მძულს სიმარტივე.
- ოჰ, რას ბრძანებ?! - შეეპასუხა დედა, - შენ მდგომარეობას ღვთა-
ებრივ უკმაყოფილებას უწოდებ? - დიახაც. ღვთაებრიობა სულ არ
მაღელვებს. მაგრამ არც შენეული ბედნიერება მიღირს ჩირად! რაც
შენ ბედნიერებად გესახება, მე ორ დღეში ყელში ამომივიდოდა. -
როდის გღირსებია ნეტავ ასეთი ბედნიერება, რომ ყელშიც ამოგ-
სვლოდა, - თქვა ქალმა და უეცრად შვილის სულიერი მდგომარეო-
ბის გაცნობიერებაზე საშინელი ტკივილი დაეუფლა, რომელმაც თა-
ვი გამოითავისუფლა ენაზე მომდგარი სიტყვებით, - მაგრამ ეს ხომ
ყველაზე მნიშვნელოვანია! - იკივლა ნერვებაშლილმა, - უნდა იყო
ბედნიერი, უნდა სცადო ბედნიერება და იმისთვის უნდა იცხოვრო,
რომ ბედნიერი იყო! თუკი მეცოდინება, რომ უბედური ხარ, რაღა გა-
მახარებს ამ ცხოვრებაში? - იოლი ცხოვრება არ გამოგივლია, მაგ-
რამ იმათზე არცთუ უარესად ცხოვრობ, ვინც ბედნიერი იყო. მგონი,
სირთულეს ჩინებულად გაართვი თავი. მე ასე ვარ. განა ცუდად
ვგრძნობ ახლა თავს?
- გრძნობ, შვილო. ბრძოლა... ბრძოლა და წამება - აი, ამას ვხე-
დავ შენს გზაზე, მეტს ვერაფერს. - მერე და რა, შემოგევლე? რითია
ეს ცუდი?
- არის! ადამიანი ბედნიერი უნდა იყოს, ბედნიერი!
ასეთი კამათისას, რაც იშვიათობას არ წარმოადგენდა, ქალი ერ-
თიანად კანკალებდა ხოლმე. დედა შვილის სიცოცხლისათვის იბ-
რძოდა, რადგან ეჩვენებოდა, პოლი, თავისივე ნების საწინააღმდე-
გოდ, დაღუპვისკენ მიდიოდა. ვაჟი დედას მოეხვია. ავადმყოფსა და
შესაბრალისს. - ნუ დარდობ, პატარა ქალო, - ჩურჩულით უთხრა, -
383
სანამ ცხოვრება უმნიშვნელოდ ან საშინლად არ გეჩვენება, არავი-
თარი მნიშვნელობა არა აქვს, ბედნიერებას განიცდი თუ არა. დედა-
მაც ჩაიხუტა გულში.
- მაგრამ მინდა, ბედნიერი იყო, - ათრთოლებული ხმით უთხრა. -
ეჰ, დედაჩემო... ჯობია, ის თქვა, მინდა, ცოცხალს გხედავდეო. მისის
მორელი გრძნობდა, რომ სადაცაა შვილის გამო გული გაუსკდებო-
და. ხვდებოდა, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, პოლს დიდი ხანი
აღარ ეწერა ამ მზიქვეშეთში ყოფნა. ახალგაზრდა კაცს სიცოცხლე
არაფრად უღირდა, არც ტანჯვას აგდებდა რამედ, რაც თვითმკვლე-
ლობისკენ გადაგმული ნელი ნაბიჯი იყო. დედას ლამის გული გა-
ხეთქოდა. მისის მორელი სულიერად ძლიერი ქალების კატეგორი-
ას ეკუთვნოდა და სიძულვილიც ძლიერად შეეძლო, რომელიც ახლა
მირიამისკენ მიემართა, რამეთუ მიაჩნდა, რომ შვილის გაუბედურე-
ბის მიზეზი სწორედ ის იყო. იმას, რომ მირიამს პირდაპირ არ მიუძ-
ღოდა პოლის უბედურებაში ბრალი, არად მიიჩნევდა. დედის გუ-
ლისთვის მთავარი იყო, განტევების ვაცი ეპოვა და მირიამიც საუკე-
თესო კანდიდატურას წარმოადგენდა. მთელი გულით ეწადა, რომ
პოლს ვინმე თავისი სწორი ეპოვა და შეჰყვარებოდა - განათლებუ-
ლი და ძლიერი. მაგრამ ვაჟს სოციალურად მასზე მაღლა მდგომის-
კენ გახედვაც არ სურდა. მხოლოდ მისის დოუსისკენ გაურბოდა
თვალი. ეს, ყოველ შემთხვევაში, სასარგებლო გრძნობა მაინც იყო.
დედამისი ლოცულობდა და ლოცულობდა, ნეტავ, ხელი არ მოეცა-
როსო. თავის ლოცვებში მხოლოდ ამას შესთხოვდა უფალს - არც
ჯანმრთელობას ან სწორ გზაზე დაყენებას, არამედ მხოლოდ ხელის
მომართვას. როდესაც პოლი დასაძინებლად წვებოდა, მისის მორე-
ლი ლოცვად მუხლმყრილი საათებს ატარებდა.
ნელა-ნელა, და, რაც მთავარია, გაუცნობიერებლად, პოლი მი-
რიამს ჩამოშორდა. ართურმა სამხედრო სამსახურისგან კი დაიხსნა
384
თავი, მაგრამ ქორწინების უღელში გაჰყო. ბავშვი ქორწილიდან ექ-
ვსი თვის თავზე დაიბადა. მისის მორელმა იმავე ფირმაში უპოვა სამ-
სახური, სადაც უწინ მუშაობდა ართური. ამჯერად კვირაში ოცდა-
ერთ შილინგს მიიღებდა ახალგაზრდა კაცი. მძახლებმა ახალშეუღ-
ლებულებს ოროთახიანი სახლი მოუწყვეს - ავეჯი და ყველა საჭირო
ნივთი შეუძინეს. ართური უკვე ყურებით იყო დაჭერილი. ახლა მის
ფხარკალსა და წრიალს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მაინც ვეღარ-
სად წავიდოდა. თავდაპირველად ბრაზს ბეატრისზე ანთხევდა ხოლ-
მე, რომელსაც ძალიან უყვარდა ქმარი. განსაკუთრებით ნერვიული
მაშინ გახდა, როდესაც თოთო ბავშვმა ჭირვეულობა დაიწყო; დღე-
ნაკლულს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. ართური კი დედას შესჩიო-
და პატარა ბავშვივით. მისის მორელი კი ეუბნებოდა, რა ვქნათ, შვი-
ლო, ოჯახი შენ შექმენი და ახლა შენვე უნდა ზიდო ჭაპანიო. ნელ-
ნელა ხასიათში სიმტკიცე განუვითარდა. საქმეს მიჰყო ხელი, პასუ-
ხისმგებლობა გააცნობიერა და მიხვდა, რომ ამიერიდან ცოლ-
შვილს ეკუთვნოდა და სულიერად დაცემის არც საფუძველი ჰქონდა,
არც მიზეზი. მართალია, მამის სახლს არც არასდროს ყოფილა დი-
დად მიჯაჭვული, მაგრამ რაც საკუთარ ოჯახს მოეკიდა, მშობლები
საერთოდ დაივიწყა. დრო თითქოს გაიწელა. პოლი, კლარასთან
ნაცნობობის წყალობით, მეტ-ნაკლებად დაუახლოვდა ნოტინგემის
სოციალისტებს, სუფრაჟისტებსა და უნიტარიელებს. ერთხელ მათი
საერთო მეგობარი შეხვდა ბესტვუდში და მისის დოუსისთვის ბარა-
თის გადაცემა სთხოვა. საღამო ხანს ბლუბელ-ჰილში სნეიტონ-მარ-
კეტის გავლით გაემგზავრა. კლარას სახლს ერთ უბადრუკ ქუჩაზე
მიაგნო, სადაც ტროტუარი გრანიტის ფილებით მოეკირწყლათ, ხო-
ლო საცალფეხო ბილიკებზე ნასვრეტებიანი ლურჯი აგური დაეგოთ.
უხეში ტროტუარიდან, სადაც გამვლელთა ფეხის ბაკუნ-კაკუნი მო-
ისმოდა, სულ ერთი საფეხურით ახვიდოდით ქუჩისპირას მდგარ
385
სახლში. კარზე წასმული ყავისფერი საღებავი ისეთი ძველი იყო,
რომ ღრეჩოებთან სულ აცლილიყო და შიშველი ხე ჩანდა. პოლმა
ნაბიჯის აუდგმელად დააკაკუნა. კართან მძიმედ გაისმა ფეხის ხმა
და სამოციოდე წლის, ბრგე აგებულების ქალმა გადმოხედა. პოლს
მოეჩვენა, რომ ქალს მკაცრი სახე ჰქონდა. ქალმა მისაღებ ოთახში
შეიყვანა, რომელიც პირდაპირ ქუჩას ემიჯნებოდა. ოთახი იყო პატა-
რა, უჰაერო და ვარდისფერი მაჰაგონის ავეჯით გადაჭედილი, კედ-
ლებზე კი მიცვალებულთა გადიდებული ფოტოები ეკიდა. მისის
რედფორდმა ოთახში დატოვა. თავი ამაყად ეჭირა, თითქოს საომ-
რად არის გამზადებულიო. წამიც და კლარაც გამოჩნდა. ქალს სახე
აეჭარხლა, რამაც პოლი დააბნია. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა,
თითქოს არ სურდა, რომ საშინაო პირობებში ენახა ვინმეს.
- ხმაზე გიცანით, მაგრამ ვიფიქრე, ვცდები-მეთქი, - უთხრა კლა-
რამ. მაგრამ, როგორც იტყვიან, მოსახდენი უკვე მოხდა და ქალი ვე-
ღარაფერს შეცვლიდა, ამიტომ ადგა და ამ მავზოლეუმის მისაღები-
დან სამზარეულოში გაიყვანა. ეს ოთახიც პატარა და ბნელი აღმოჩ-
ნდა, მაგრამ თეთრი მაქმანებით მორთული. დედა ისევ განჯინასთან
იჯდა და მაქმანების დიდი, აბურდული გროვიდან ძაფს ეწეოდა. მის
ხელმარჯვნივ თივთიკის ხაო და ბამბეული მოჩანდა, მარცხნივ დუ-
იმის მესამედი სიგანის მაქმანის გორგალი, წინ კი პატარა ნოხზე
აბურდული მაქმანების გროვა დაეყენებინა. ხოლო ბამბის ტალღო-
ვანი ძაფები ბუხარსა და ცხაურას ფარავდა. პოლი ზღურბლზე შედ-
გა, მაქმანების თეთრ ზვინებს არ დავაბიჯოო.
მაგიდაზე სართავი ჯარა იდგა. იქვე მუყაოს ოთხკუთხა, ყავისფე-
რი ნაჭრები და ნემსების ჩასაწყობი კოლოფები მოჩანდა, დივანზე
კი გაჭიმული მაქმანების გროვა იდო. გამთბარი ოთახი ერთიანად
მაქმანებით იყო გადავსებული და ამ ბნელ სივრცეში თეთრი ქსოვი-
ლები კიდევ უფრო თვალში საცემად ჩანდა. - რაკი მოსულხართ, ბა-
386
რემ შემობრძანდით და ამ ჩვენ სამუშაოს ყურდღებას ნუ მიაქცევთ,
- უთხრა პოლს მისის რედფორდმა, - მართალია, აქ კუდის მოქნევაც
კი შეუძლებელია, მაგრამ ჩამოჯექით სადმე.
დაბნეულმა კლარამ მაქმანების ზვინის პირდაპირ, კედელთან
სკამი მიუჩოჩა. მერე თვითონაც იპოვა დივანზე ადგილი და დარ-
ცხვენილი სახით დაჯდა. - ლუდს ხომ არ მიირთმევთ? - ჰკითხა სტუ-
მარს მისის რედფორდმა, - კლარა, ლუდის ბოთლი გამოიღე. პოლ-
მა იუარა, მაგრამ მისის რედფორდმა დაიჟინა.
- ახლა ერთი ბოთლი ნამდვილად არ გაწყენთ, - უთხრა პოლს, -
რა იყო, სულ ასეთი უფერული ხართ ხოლმე? - უბრალოდ, სქელი კა-
ნი მაქვს და სისხლი ვერ აღწევს ზედაპირზე, რომ შეფაკლოს, - მი-
უგო მან.
კლარამ, დარცხვენილ-დაღვრემილმა, ლუდის ბოთლი და ჭიქა
მიუტანა. პოლმა მუქი ფერის სითხე ჩამოისხა.
- რა გაეწყობა, - თქვა სტუმარმა, - თქვენ გაგიმარჯოთ!
- გმადლობთ, - გაისმა მისის რედფორდის სწრაფი შესიტყვება.
პოლმა ლუდი დალია.
- შეგიძლიათ, სიგარეტიც გააბოლოთ, ოღონდ, სახლ-კარს ნუ გა-
დამიწვავთ, - უთხრა მისის რედფორდმა.
- გამდლობთ, - მიუგო ახალგაზრდამ.
- არაფრის, რა სამადლობელია, - თქვა ქალმა, - გამიხარდება კი-
დეც, ამ სახლში სიგარეტის კვამლს თუ ჩავისუნთქავ ისევ. მე რომ
მკითხოთ, სახლი, სადაც მხოლოდ ქალები ბინადრობენ, ისეთივე
ცივია, როგორც სახლი, სადაც ბუხარი ცხოვრებაში არ ანთებულა.
კუთხეში მიყუჟული ობობა ხომ არ ვარ, მარტოობა რომ მიხაროდეს,
პირიქით, მიყვარს, როცა სახლში კაცი ტრიალებს, თუნდ სულ უვარ-
გისი იყოს.

387
კლარა საქმეს შეუდგა. მისი ჯარა ხმადაბლა აზუზუნდა; თეთრი
მაქმანი თითებს შორის გაუცურდა. როდესაც საჭირო რაოდენობამ
გაიარა, ახალგაზრდა ქალმა მაქმანი გადაჭრა და არშიას მიამაგრა.
მერე ჯარა ხელახლა შეამზადა. პოლი თვალს ვერ აცილებდა. კლა-
რა გაჭიმული იჯდა და დიდებული იერი ჰქონდა. ყელი და მკლავები
მოეშიშვლებინა. ყურები შესწითლებოდა და დარცხვენილს თავი
გვერდზე გადაეგდო. მხოლოდ საქმეზე ჩანდა კონცენტრირებული.
თეთრი მაქმანების ფონზე მსხვილი მკლავები კრემისფრად მოუჩან-
და; დიდ, მოვლილ ხელებს კი ნელა ამოძრავებდა, თითქოს არსად
ეჩქარებაო. პოლი უკვე გაუცნობიერებლად მისჩერებოდა. რა ლა-
მაზად მორკალა კისერიო, გაიფიქრა, როდესაც კლარამ თავი დახა-
რა; კისერზე წაბლისფერი კულული ჩამოუვარდა; პოლის წარმოსახ-
ვაში კლარას მკლავებზე ელავრება დაჰკრავდა. - კლარასგან
თქვენზე მსმენია, - განაგრძო დედამ, - ისევ ჯორდანთან მუშაობთ,
არა? - მაქმანს მოქაჩა.
- დიახ.
- ეჰ, რა დრო გასულა, არადა, რა კარგად მახსოვს, თომას ჯორ-
დანი კანფეტებს რომ მთხოვდა ხოლმე.
- მართლა? - პოლს გაეცინა, - მერე, აძლევდით?
- ზოგჯერ კი, ზოგჯერ - არა... ბოლო ხანს თითქმის აღარ. რადგან
გამორთმევა უყვარდა, სანაცვლოდ კი არაფერი ემეტებოდა. ასე-
თია... ყოველ შემთხვევაში, წინათ ასეთი იყო. - მგონია, ძალიან წე-
სიერი ადამიანია, - თქვა პოლმა.
- ჰო; მიხარია ამის მოსმენა.
მისის რედფორდმა გამჭოლი მზერა მიაპყრო. ქალის მზერიდან
სიმტკიცე გამოსჭვიოდა, რაც პოლს მოეწონა. მშვიდი მზერის პატ-
რონს სახე მოშვებოდა, მაგრამ თვალებიდან ისეთ სიმტკიცეს ავ-
ლენდა, რომ ბებერიაო, ვეღარ იტყოდით; ამიტომ მნახველს მის სა-
388
ხეზე ნაოჭები და ჩამოშვებული ლოყები სრულიად ეზედმეტებოდა.
ისე გამოიყურებოდა, როგორც ძლიერი და sang-froid61 ქალბატონი
გაბწრყინების ასაკში. ნელი, დახვეწილი მოქმედებით განაგრძო
მაქმანის ქაჩვა. დიდრონი გორგალი მისი წინსაფრიდან ზევით მი-
იწევდა და გვერდით ეშვებოდა. ჩანდა, რომ დროჟამგამოვლილი,
მოყვითალო, სლიპინა ხელები ამ საქმეში გაწაფული ჰქონდა. ამ ხე-
ლებს ის სიგლუვე აკლდა, რითიც კლარას ხელები აღაფრთოვანებ-
და პოლს. - ისევ მირიამ ლივერსს ეარშიყებით? - იკითხა დედამ.
- როგორ ვთქვა... - დაიბნა პოლი.
- ჰო, სასიამოვნო ქალიშვილია, - განაგრძო ქალმა, - მაგრამ, მე
რომ მკითხოთ, ამქვეყნიური ცხოვრებისთვის მეტისმეტად სათნოა,
რაც არაფერში არგია. - ჰო, რაღაც მასეთია, - დაეთანხმა სტუმარი.
- მანამდე ვერ იგრძნობს კმაყოფილებას, სანამ ფრთა არ შეეს-
ხმება და ყველას თავზე არ გადაგვევლება, - თქვა დიასახლისმა. სა-
უბარში კლარაც ჩაერთო და პოლმაც დანაბარები გადასცა. ახალ-
გაზრდა ქალი მშვიდად ელაპარაკებოდა ვაჟს, რომელიც მის ერ-
თფეროვან სამუშაოს გაეკვირვებინა. რა კი ასეთი საქმის კეთებისას
წააწყდა, უკვე იმედიანად აეწია პოლს თავი. - მოგწონს რთვა? -
ჰკითხა კლარას. - ქალს სხვა რა დარჩენია! - მწარედ თქვა მან. - მო-
მაბეზრებელია?
- მეტ-ნაკლებად. განა ქალის ნებისმიერი საქმიანობა ასეთი არ
არის? აი, რა ოინი გვიყვეს კაცებმა, როდესაც ძალისძალად შევიჭე-
რით შრომის ბაზარზე. - აბა, გეყოს კაცებზე წუწუნი, - უთხრა დედამ,
- ქალები რომ სულელები არ ყოფილიყვნენ, არც კაცები მოიქცეოდ-
ნენ ასე, აი, რას გეტყვი. კაცი არ გამიშვია, რომ საკადრისი პასუხი
არ დამებრუნებინა. თორემ გასაწყვეტი მოდგმა რომ აქვთ, ეგ საკა-

61
(ფრ.) - აქ: მშვიდი.
389
მათოდაც არ ღირს. - ისე, საერთო ჯამში, არა უშავთ, ხომ? - იკითხა
პოლმა.
- ჰო, ქალებისგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან, - მიუგო
ქალმა. - ჯორდანთან ფაბრიკაში დაბრუნებას არ აპირებთ? - ჰკითხა
პოლმა კლარას. - არ მგონია, - უპასუხა მან.
- ურჩევნია, აპირებდეს! - ხმას აუწია დედამ, - მადლობა თქვას,
თუ მიიღეს უკან. ყურს ნუ დაუგდებთ, შვილო. ამას ისე მოსდის, ყვავი
ნეხვზე იჯდა და ბოლოს არიდებდაო. იმას კი ვერ ხვდება, რომ იმ ტო-
ტის მოჭრა არ შეიძლება, რომელზე დაჯდომაც არ აგცდება. კლარას
დედის სიტყვებმა გულში ხანჯალივით გაუარა. პოლმა თვალები და-
აჭყიტა. იქნებ არც აქამდე უნდა მიეღო კლარას შემართება სერიო-
ზულად? ახალგაზრდა ქალი საქმეს პირგამეხებული განაგრძობდა.
პოლმა გაიფიქრა, შესაძლოა, ჩემი დახმარება დასჭირდესო და სი-
ამოვნების ჟრუანტელმა დაუარა. კლარას აშკარად ბევრი რამ აკ-
ლდა. ხელით იმ მექანიზმს ემორჩილებოდა, რომელსაც არ უნდა
დამორჩილებოდა, თავს კი მაქმანებს უხრიდა, არადა თავის მოდ-
რეკა მისთვის სულიერად მიუღებელი იყო. ჩანდა, რომ ცხოვრების-
გან ნაპირზე გარიყულს ამ ჯარის ტრიალის მეტი აღარაფერი დარჩე-
ნოდა. საცოდავი სანახავი იყო ამ ჯანღონით სავსე ქალის ასე უსასო-
ოდ დარჩენა. სრულიად გამოუსადეგარი გამხდარიყო და ამიტომაც
მისი მხრიდან მუდმივი პროტესტი და შეუგუებლობა ბუნებრივი გახ-
ლდათ. კლარამ კარამდე მიაცილა. პოლი პატარა ქუჩაზე ჩავიდა და
ახალგაზრდა ქალს ახედა. ისეთი ნატიფი და მოხდენილი მოეჩვენა
კლარა, რომ ტახტრევანიდან მოსროლილ იუნონას62 შეადარა. აი,
კარში დგას ეს ღმერთქალი და ამ უბადრუკ ქუჩასა და გარემოს ვერ
შეჰგუებია. - მისის ჰოჯკისონს ჰაკნელში გაჰყვებით?

62
იუნონა - რომაულ მითოლოგიაში ოჯახის, დედობისა და ქალთა ნაყოფიერების
ქალღმერთი.
390
პოლი მისი მზერით ტკბებოდა და გაუაზრებლად საუბრობდა.
როგორც იქნა, კლარას რუხი თვალები პოლის ლურჯ თვალებს შეხ-
ვდა. ქალს დამარცხებულის საცოდავი, ფარული ტანჯვის გამომხატ-
ველი მზერა ჰქონდა. პოლი შეძრა და დააბნია ამ მზერამ. აქამდე
კლარას ძლევამოსილებაში ეჭვი არ შეპარვია. როდესაც მის სახლს
გაეცალა, მოუნდა, თავქუდმოგლეჯილი გაქცეულიყო. სადგურზე გა-
რინდების ბურუსში გახვეული მივიდა, ხოლო სახლში ისე დაბრუნ-
და, წესიერად არც კი გაუცნობიერებია, რომ სასურველი ქალის ქუ-
ჩაზე აღარ იდგა. ამას წინათ ყური მოჰკრა, მესპირალე გოგონების
ზედამხედველი სიუზენი გათხოვებას აპირებსო. ამ ამბის გარკვევა
მეორე დღესვე სცადა, როგორც კი სამსახურში მივიდა. - სიუზენ, ჩემ
ყურამდე სასიამოვნო ამბავმა, მოაღწია; გავიგე, თხოვდებაო. სი-
უზენი გაწითლდა.
- ვინ გითხრათ? - კითხვითვე უპასუხა გოგონამ.
- არავინ. უბრალოდ, ყური მოვკარი, რომ...
- კარგი, მართლაც ვაპირებ. თუმცა სიტყვა არავისთან დაგცდეთ.
ეჰ, ნეტავ, სულ არ ვთხოვდებოდე. - კარგი რა, სიუზენ, აბა, მაგას ვინ
დაგიჯერებს?
- გგონიათ, ვიტყუები? ათასჯერ მირჩევნია, აქ ვრჩებოდე.
პოლი აღელდა.
- რატომ, სიუზენ?
გოგონა უარესად გაწითლდა და თვალები აუელვარდა.
- იმიტომ!
- ვალდებული ხარ?
პასუხად სიუზენმა შეხედა. ისეთი ლმობიერი და წესიერი ადამია-
ნის სახელი ჰქონდა პოლს, რომ ქალები ნდობით იმსჭვალებოდნენ
მის მიმართ. ყველაფერი გასაგები იყო. - ძალიან ვწუხვარ, - უთხრა
გოგონას.
391
სიუზენს თვალზე ცრემლი მოადგა.
- არა უშავს, ყველაფერი რიგზე იქნება. მჯერა, თავს გაართმევ, -
სევდიანად განაგრძო პოლმა. - სხვა რა გზა მაქვს.
- ჰო, ყველაზე უარესი ეგ არის. ეცადე, ნერვები მოთოკო.
მალე კლარასთან შევლის მორიგი მიზეზი გამონახა.
- ჯორდანთან ხომ არ დაბრუნდებოდით? - ჰკითხა ქალს.
კლარამ ხელსაქმე შეწყვიტა, ლამაზი ხელები მაგიდაზე დააწყო
და უხმოდ შეაჩერდა პოლს. თანდათან ლოყები შეეფაკლა.
- რისთვის? - ჰკითხა კაცს.
პოლმა უხერხულობა იგრძნო.
- იცით, სიუზენი წასვლას აპირებს, - უპასუხა კლარას.
მან კი ჯარის ტრიალი განაგრძო. თეთრი მაქმანი პატარ-პატარა
ნახტომებით მიიწევდა სართავისკენ. პოლმა მოცდა არჩია. კლარამ
თავის აუწევლად, უცნაურად ჩავარდნილი ხმით ჰკითხა: - ამაზე ვინ-
მეს უკვე ელაპარაკეთ?
- თქვენ გარდა არავისთან მილაპარაკია.
ისევ დუმილი ჩამოვარდა; ამჯერად ხანგრძლივი.
- როდესაც განცხადება გამოქვეყნდება, მივმართავ, - თქვა ბო-
ლოს. - მანამდე მიმართეთ. ზუსტ დროს მე შეგატყობინებთ.
ქალმა საქმე განაგრძო და არ შეწინააღმდეგებია.
კლარა ჯორდანის ფაბრიკაში მოეწყო. ზოგიერთ ძველ თანამ-
შრომელს, მათ შორის, ფანის, კარგად ახსოვდა კლარას მოქცევის
წესები და მისი გამოჩენით არ აღფრთოვანებულან. კლარას დიდგუ-
ლასა და კუდაბზიკას სახელი ჰქონდა გავარდნილი და მუშა გოგო-
ნებიდან თავს არავის უყადრებდა. თუკი რამე წუნს უპოვიდა ვინმეს,
ისე ცივად, თუმცა კი თავაზიანად, მისცემდა შენიშვნას, რომ ამ უკა-
ნასკნელს ერჩია, ერთი კარგად გამოლანძღულიყო, ვიდრე ამ ფორ-
მით მიეღო შენიშვნა. ძალიან მგრძნობიარე, კუზიანი ფანისადმი ყო-
392
ველთვის ზრდილობიანი იყო და თანაგრძნობითაც ეკიდებოდა; მაგ-
რამ ფანის დაეფიცებოდა, მის გამო უფრო მეტი და მდუღარე ცრემ-
ლი მაქვს დაღვრილი, ვიდრე სხვა რომელიმე ავყია ზედამხედველის
საყვედურებზეო. კლარაში იყო რაღაც, რაც პოლსაც გულს უცრუებ-
და. როდესაც ქალი ახლოს იმყოფებოდა, პოლი მუდამ მაღალ კი-
სერზე აკვირდებოდა, სადაც ფაფუკი, ქერა ღინღლი უბიბინებდა. სა-
ხესა და მკლავებზე ერთი შეხედვით უხილავი, თავთუხისფერი ბუსუ-
სი შენიშნა პოლმა და მას მერე, როგორც კი საშუალება ეძლეოდა,
შეპარვით შეავლებდა ხოლმე თვალს. როდესაც ვაჟი ნაშუადღევს
საღებავებით იწყებდა მუშაობას, კლარა მიდიოდა და მასთან ახ-
ლოს ჩერდებოდა. თითქმის უძრავად. პოლი ამ დროს კარგად შეიგ-
რძნობდა მას, მიუხედავად იმისა, რომ კლარა არც ხმას იღებდა, არც
ფიზიკურად ეხებოდა. მართალია, ქალი ერთი მეტრის მოშორებით
იდგა, მაგრამ პოლი ლამის სხეულით გრძნობდა მის სიახლოვეს.
გრძნობამორეულს ხატვა უჭირდა. ფუნჯებს აწყობდა და საუბარს
უბამდა. ზოგჯერ კლარა ნამუშევრებს უქებდა, ზოგჯერ - ცივი ტონით,
კრიტიკულად აფასებდა.
- ცოტა არაბუნებრივად მეჩვენება ეს ტილო, - ეტყოდა ხოლმე
კლარა და რაკი ამ გაკიცხვაში სიმართლის მარცვალს პოლიც
გრძნობდა, სისხლი მაშინვე საფეთქლებში აწვებოდა. ანდაც: - ამაზე
რას იტყვით? - ჰკითხავდა პოლი ინტერესით.
- ჰმ! - უნდობლად შეავლებდა ნამუშევარს თვალს, - ცნობის წა-
დილი დიდად ვერ აღძრა ჩემში. - ეგ იმიტომ, რომ არ გესმით, - იღ-
რინებოდა პოლი.
- აბა, რაღას მეკითხებით?
- მეგონა, ჩასწვდებოდით.
კლარა მხრებს იჩეჩდა, რაც აბუჩად აგდებას უფრო გამოხატავდა.
ეს პოლს აგიჟებდა. ახალგაზრდა კაცი იოლად რისხდებოდა. ერთი
393
კარგად შესვამდა ხოლმე ვირზე და მერე გაცხარებით უხსნიდა თი-
თოეული შტრიხისა და მონასმის მნიშვნელობას. კლარა კი ამაზე ხა-
ლისობდა და სტიმული ემატებოდა. თუმცა, შევცდიო, არასდროს
უღიარებია. იმ ათ წელიწადს, რაც კლარა ქალთა მოძრაობაში იყო
გაწევრიანებული, მისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია და საკმაოდ კარ-
გი ცოდნა შეიძინა; სწავლისადმი მირიამზე არანაკლები მისწრაფე-
ბა გამოავლინა და ფრანგულ ენას იმ დონეზე დაეუფლა, რომ გაჭირ-
ვებით ტექსტების წაკითხვასაც ახერხებდა. თავი ყოველთვის გან-
სხვავებული ეგონა და თავისი ფენისგან განცალკევებით ეჭირა. სას-
პირალე განყოფილებაში მომუშავე გოგონები კარგი ოჯახებიდან
იყვნენ. ეს საამქრო ამ მრეწველობის მცირემასშტაბიან, თუმცა გან-
საკუთრებულ დარგს წარმოადგენდა და დიდი პატივისცემითაც სარ-
გებლობდა. ორივე ოთახში წესრიგი და დახვეწილობა შეიმჩნეოდა.
მაგრამ კლარას ვერც აქ ეპოვა ტოლი და სწორი, რომ თავი გაეყად-
რებინა. თუმცა პოლთან ამ საკითხზე კრინტი არასდროს დაუძრავს.
გულის ნადებს არავის უმხელდა. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა,
თითქოს რაღაც საიდუმლოს მალავდა. ისეთი ჩაკეტილი იყო, პოლს
ეგონა, ეტყობა, მართლაც რამე აქვს დასამალი და მალავსო. მისი
ამბავი თითქოს ყველასთვის ნათელი იყო, მაგრამ გულის სიღრმეში
რას ფარავდა, არავინ იცოდა. ეს ცნობისწადილს აღძრავდა. პოლს
არაერთხელ შეუმჩნევია, როგორ აპარებდა მისკენ თვალს კლარა
და ქვეშიდან პირქუშად უყურებდა. ეს მზერა მამაკაცს თითქოს ჰკარ-
ნახობდა, ხელი ააჩქარეო. ხშირად მათი მზერაც გადაკვეთილა.
თუმცა მის თვალებში ვერაფერს ამოიკითხავდა კაცი. ასეთ დროს
კლარა შემწყნარებლურად გაუღიმებდა ხოლმე, რაც პოლზე უჩვეუ-
ლოდ გამომწვევად მოქმედებდა, რადგან ბიჭი ფიქრობდა, რაღაც
ისეთ ცოდნას ფლობს, რასაც მერ ვერ ჩავწვდებიო.

394
ერთხელ კლარას დაზგაზე პოლმა Lettres de mon Moulin63 შენიშ-
ნა. - ოჰ, ფრანგულად კითხულობთ? - წამოიძახა აღტაცებულმა.
კლარამ უხალისოდ შეხედა. სპირალურ მანქანაზე ღია იისფერ
ელასტიკურ წინდას ამუშავებდა ნელი, თანაბარი მოძრაობით, მერე
დროდადრო იხრებოდა და ნემსების განლაგებას ასწორებდა. დახ-
რისას დიდებული კისერი მელნისფერი, გამჭვირვალე აბრეშუმის
ფონზე კონტრასტულად უქათქათებდა. კიდევ რამდენიმე წრე შემო-
ავლო და შეჩერდა. - რა თქვით? - თბილად გაუღიმა პოლს.
პოლს თვალები გაუფართოვდა ასეთ შეურაცხმყოფელ გულგრი-
ლობაზე. - არ ვიცოდი, ფრანგულად თუ კითხულობდით, - თავაზიანი
ტონით წარმოთქვა. - არ იცოდით? - მსუბუქი სარკაზმი გაერია ქალს
ხმაში.
- გაფუჭებული კუდაბზიკა! - ხმადაბლა ჩაილაპარაკა პოლმა.
ნაწყენმა იბრუნა პირი, თუმცა მის საქმიანობას თვალი მიადევნა.
ჩანდა, რომ კლარა ზიზღით აკეთებდა დაკისრებულ საქმეს, მაგრამ
ნახელავი წუნდაუდებელი გამოსდიოდა. - მესპირალედ მუშაობა არ
მოგწონთ? - ჰკითხა ქალს.
- ყველა საქმე საქმეა და შესრულება უნდა, - ისეთი ტონით უპასუ-
ხა, თითქოს ამქვეყნად ყველაფერს მის ხელში გაევლო. პოლი მისმა
სიცივემ გააკვირვა. თვითონ ხომ ყველაფერს მხურვალე გულით
უდგებოდა. კლარა, ეტყობა, განსაკუთრებულიაო, გაიფიქრა. - აბა,
რის გაკეთებას ამჯობინებდით? - არ მოეშვა პოლი.
კლარამ ისევ შემწყნარებლური ღიმილი მიაგება და უპასუხა:
- არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არასდროს მომცემია,
ასე რომ, ამ საკითხზე ფიქრში დროც არასდროს დამიკარგავს.

63
ალფონს დოდეს მოთხრობების კრებული „წერილები ჩემი წისქვილიდან“ ; პირ-
ველად 1869 წელს გამოიცა სრული სახით.
395
- ფუ! - გაღიზიანებულმა პოლმა თავი ვეღარ შეიკავა, - იცით, ასე
რა გალაპარაკებთ? მეტისმეტი სიამაყე, რომელიც უფლებას არ გაძ-
ლევთ, ის მოისურვოთ, რასაც ვერ შესწვდებით. - მშვენივრად მიც-
ნობთ, - ცივად მიუგო კლარამ.
- ჰოდა, რომ გიცნობთ, წარმომიდგენია, რაოდენ შეურაცხყოფი-
ლად მიგაჩნიათ თავი, ფაბრიკაში რომ გიწევთ მუშაობა. პოლი ძა-
ლიან გაღიზიანდა და უხეშობასაც არ მორიდებია. კლარამ ერთი კი
შეხედა ამრეზით, მაგრამ უსიტყვოდ შებრუნდა. ახალგაზრდა კაცმა
სტვენა-სტვენით გაიარა ოთახი და ჰილდას ჯერ გაეკეკლუცა, მერე
გულიანად იცინა ორივემ.
ბოლოს გაიფიქრა:
- რატომ ვეუხეშე კლარას? - საკუთარმა ქმედებამ ერთდროულად
გააბრაზა და გაამხიარულა, - მასე მოუხდება! პირში წყალჩაგუბებუ-
ლივით კი ზის, მაგრამ ამპარტავნებას ანთხევს. ნაშუადღევს სახე-
ლოსნოში ჩავიდა. გულზე სიმძიმე აწვა და იფიქრა, იქნებ როგორმე
მოვიშოროო. ამისთვის ბანალურ ხერხს მიმართა - კლარას შოკო-
ლადი შესთავაზა. - მიირთვი, - კანფეტი გაუწოდა, - ცოტაოდენი
ტკბილეული ვიყიდე, სიტკბო არ მაწყენს-მეთქი. მისდა გასაკვირად,
კლარამ კანფეტი აიღო. პოლი დაზგის გვერდით მოკალათდა და აბ-
რეშუმის ქსოვილის თითზე გადახვევა დაიწყო. კლარას პოლის
სხარტი და მოულოდნელი მოქმედებები ხიბლავდა - ახალგაზრდა
მხეცს ადარებდა გულში. პოლი ფიქრებში წავიდა და ფეხები ააქანა-
ვა. ტკბილეული სამუშაო მაგიდაზე ეყარა. კლარა პერიოდულად იხ-
რებოდა მანქანაზე, რიტმულად ატრიალებდა ბორბალს, მერე დაკი-
დებულ წინდას შეავლებდა ხოლმე თვალს, რამე ხომ არ გამომ-
რჩაო. პოლი მისი მშვენიერი ზურგისა და იატაკზე დაყრილი წინსაფ-
რის თასმების ცქერით ტკბებოდა. - თქვენგან სულ რაღაცის მოლო-
დინში უნდა იყოს კაცი, - თქვა პოლმა, - რასაც უნდა აკეთებდეთ,
396
თითქოს გონებით აქ არ იმყოფებით და რაღაცას ელოდებით... პენე-
ლოპესავით იცდით და ხელსაქმობთ, - თავი ვეღარ შეიკავა, რომ
კბილი არ გაეკრა, - ამიერიდან პენელოპეს დაგიძახებთ. - მერე ეგ
რას შეცვლის? - გულგრილად იკითხა და ყურადღებით გაასწორა
ერთ-ერთი ნემსი. - მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, მე მომ-
წონს. თანაც, მგონი, დაგავიწყდათ, რომ თქვენი უფროსი აქ მე ვარ.
რატომღაც ასე მეჩვენება.
- მერედა რა? - ცივად იკითხა კლარამ.
- მერე ის, რომ უფროსობის უფლება მაქვს.
- რამე დავაშავე?
- ასეთი საძაგელიც ნუ იქნებით, - გაუბრაზდა პოლი.
- ვერ გამიგია, რა გნებავთ, - ჰკითხა კლარამ და ხელსაქმე განაგ-
რძო. - ის მნებავს, რომ თავაზიანად და წესიერად მომექცეთ.
- ანუ „სერით“ უნდა მოგმართოთ, ხომ? - მშვიდად იკითხა ქალმა.
- კი, სერით მომმართეთ. მასე მირჩევნია.
- ჰოდა, მინდა, რომ ზედა სართულზე აბრძანდეთ, სერ.
პოლს პირკატა ეცა, გაშრა და შეიჭმუხნა. უეცრად ჩამოხტა.
- მოკლედ, ხმა არ გაგეცემათ, რა! - თქვა მწყრალად. სხვა გოგო-
ნებთან მივიდა. მიხვდა, რომ საჭიროზე მეტად იყო გაბრაზებული.
გულში ეჭვმა გაჰკრა, მეტისმეტი ხომ არ მომდისო. მაგრამ ასეც რომ
ყოფილიყო, მერედა რა?! მეორე ოთახიდან პოლის სიცილი გაისმა
- კლარას ყველაზე მეტად მისი სიცილის მანერა სძულდა. როდესაც
საღამოს კლარას დაზგის წინ ჩაიარა, დაინახა, რომ ნაჩუქარი შო-
კოლოდები მაგიდაზე ხელუხლებლად ეწყო. არც თვითონ დაუკარე-
ბია თითი. დილითაც იგივე სურათი დახვდა, მიუხედავად იმისა, რომ
კლარა ადგილზე იმყოფებოდა. მოგვიანებით მინიმ, კაფანდარა,
შავთმიანმა გოგონამ, მთელი საამქრო „ფისოს“ რომ ეძახდა, პოლს
გადასძახა: - ეჰეი! შოკოლადი აღარავისთვის დაგრჩა?
397
- სამწუხაროდ, არა, ფისო, - გაეპასუხა პოლი, - მინდოდა, ყველა-
ნი დამეპატიჟეთ, მაგრამ წავედი და სულ ამომივარდა თავიდან. -
ჰო, ალბათ, ამოგივარდა, - ჩაილაპარაკა ფისომ.
- დღეს მოგართმევ. აბა, მაგათ ხომ არ შეჭამ, ამდენი ხანი რომ
ეყარა ეგრე? - ისე, წუნია არა ვარ.
- არა, მაგას არ ვამბობ. უბრალოდ, მტვერი დაედებოდა.
კლარას სამუშაო მაგიდასთან მივიდა.
- უკაცრავად, რომ მაგიდა დაგინაგვიანეთ, - უთხრა მშრალად.
კლარა გაწითლდა. პოლმა კანფეტი მუჭში მოიგროვა.
- უკვე ჭუჭყიანი იქნება, - თქვა ისევ, - უნდა აგეღოთ. საინტერე-
სოა, რატომ არ მიეკარეთ. მგონი, გასაგებად მოგახსენეთ, რომ
თქვენთვის იყო. პოლმა გაიქნია და მთელი მუჭა კანფეტი ეზოში გა-
დაყარა. კლარას კი თვალი შეავლო. ქალი შეკრთა.
საღამოს სხვა პაკეტი მოიტანა.
- არ დამეწვევით? - შესთავაზა კლარას, - სულ ახალია.
ერთი ცალი აიღო და მაგიდაზე დადო.
- კიდევ აიღეთ... ღმერთმა შეგარგოთ, - გაამხნევა პოლმა.
კლარამ კიდევ ორი ცალი ამოიღო პაკეტიდან და მაგიდაზე დააწ-
ყო. მერე დაბნეული მიუბრუნდა საქმეს. ახალგაზრდა კაცმა კი გზა
განაგრძო. - ესეც შენ, ფისო, - გაუღიმა პოლმა, - ერთიანად არ გა-
დასანსლო, იცოდე! - რა, სულ მაგას მიუტანე? - აწიოკდნენ გოგონე-
ბი და მინის მაგიდისკენ გაიქცნენ. - არა, რა თქმა უნდა.
გოგონები გარს შემოეხვივნენ. ფისომ უკან დაიხია.
- გეყოთ! - იკივლა ხმამაღლა, - ჯერ მე უნდა ავიღო, არა, პოლ? -
თავაზიანად მოექეცი გოგონებს, - გაეხუმრა პოლი და გაეცალა. - ჯი-
გარი ხარ! - სიხარულით აკივლდნენ გოგონები.
- ათცენტიანი და მისი ჯანი! - უპასუხა თანამშრომლებს ღიმილით.
კლარას უსიტყვოდ ჩაუარა. ეგონა, რომ თუკი ამ სამ ცალ შოკოლა-
398
დის კანფეტს თითებს შეახებდა, მთელი ხელი დაეწვებოდა. დიდი
გამბედაობა დასჭირდა, რომ წინსაფრის ჯიბეში ჩაეცურებინა.
გოგონებს პოლი უყვარდათ და ეშინოდათ კიდეც მისი. მასზე ით-
ქმოდა, ცხვარი ცხვარია და თუ გაცხარდა, ცხარიაო. ზოგჯერ გაღი-
ზიანების მიზეზს ვერც ხვდებოდნენ ხოლმე, მაგრამ როდესაც ცივად
იქცეოდა და გოგონებს ისე ესაუბრებოდა, თითქოს მის წინაშე ადა-
მიანი კი არა, ძაფის კოჭა ყოფილიყო, ყველა უკან იხევდა. ხოლო
როდესაც თავად გოგონებს მოუვიდოდათ ზედმეტი და წაეთავხედე-
ბოდნენ, მშვიდად ეტყოდა: - უმჯობესია, სამუშაოს მიუბრუნდე, - ად-
გებოდა და თვალს მიადევნებდა, სანამ ყველაფერი ისე არ შესრულ-
დებოდა, როგორც თვითონ სურდა.
როდესაც ოცდასამის შესრულდა, სახლში ბევრი არაფერი ება-
დათ. ართური ცოლის შერთვას აპირებდა. დედამისი სუსტად იყო.
მამამისს კი უკვე წლები ეტყობოდა და ათასი უბედური შემთხვევის
შედეგად დაკოჭლებულიყო, თანაც, ერთ უვარგის სამუშაოზე გადა-
ეყვანათ და ნაკლებს უხდიდნენ. მირიამი დაუსრულებელ თავის ტკი-
ვილად ექცა. გრძნობდა, რომ მას ეკუთვნოდა, მაგრამ თავი არ ემე-
ტებოდა. სახლში კი, როგორც არასდროს, ისე სჭირდებოდათ მისი
დახმარება. რამდენად გაჭრილიყო, აღარ იცოდა. დაბადების დღე
სულაც არ გახარებია. პირიქით - უფრო დამწუხრდა.
სამსახურში რვა საათზე მივიდა. კლერკების უმეტესობა ჯერ არ
ჩანდა. გოგონები ცხრის ნახევრამდე არ მიდიოდნენ. როდესაც პი-
ჯაკს იცვლიდა, უკნიდან ხმა შემოესმა: - პოლ, პოლ, მჭირდები.
ფანი იყო, კუზიანი, კიბის თავში იდგა სახეგაბრწყინებული. ისეთი
გაცისკროვნებული თვალები ჰქონდა, თითქოს რაღაც საიდუმლოს
მალავსო. პოლმა გაოცებით ახედა. - მჭირდები, - გაიმეორა ქალმა.
პოლი დაბნეული იდგა.

399
- მოდი, - ალერსიანი ხმით განაგრძო ფანიმ, - მოდი, სანამ წერი-
ლობანა დაგიწყია. პოლი ჩავიდა მის პატარა, მშრალ და „დამასრუ-
ლებელ“ სენაკში. ფანიმ წინ ჩაუარა; შავი კორსაჟი ეცვა - წელი იღ-
ლიებთან ჰქონდა - ამიტომ მომწვანო-შავი ქაშმირის ბოლოკაბა მე-
ტისმეტად გრძელი ჩანდა. ქალმა იმხელა ნაბიჯებით ჩაუარა წინ,
რომ პოლი უფრო დახვეწილი გამოჩნდა. ფანი ოთახის ბოლოში,
თავის ვიწრო კუთხეში მივიდა და დაჯდა. მისი კუთხიდან ფანჯარა მე-
ზობელი ნაგებობების სახურავებზე გადიოდა, სადაც საკვამურების
პანორამა იშლებოდა. პოლი დაუკვირდა ფანის თხელ მტევნებსა და
ბრტყელ მაჯებს, როდესაც ეს უკანასკნელი სამუშაო მაგიდაზე გადა-
ფენილი წინსაფრის სწორებას შეუდგა. ქალი ჭოჭმანობდა. - ხომ არ
გგონია, რომ დაგვავიწყდი? - ჰკითხა საყვედურნარევი ტონით. - რა-
ტომ მეკითხები? - კითხვა შეუბრუნდა პოლმა, რადგან იუბილარობა
სულ ამოვარდნოდა გონებიდან.
- რატომ?! რატომ? აბა, ამას შეხედე! - ფანიმ კალენდრისკენ გაიშ-
ვირა თითი და პოლმა შავად გამოყვანილი რიცხვი „21“ დაინახა,
რომლის გარშემო შავი ფანქრით ჯვრები იყო მიხატული. - ამ ნაკოც-
ნებით მომილოცეს? - გაიცინა ახალგაზრდამ, - საიდან იცოდით? -
ჰოო, ეგ კი თავად უნდა იცოდე, - დაიჭყანა გახალისებული ფანი, - აქ
თითო ჯვარი ყველამ დასვა, ლედი კლარას გარდა, და ზოგმაც - ორ-
ორი. მაგრამ მე რამდენი დავსვი, არ გეტყვი. - ისეთი გული გაქვს,
რომ უკვე ვხვდები, - წამიერად პოლიც გახალისდა. - აი, აქ კი ცდები!
- გაწყრა ფანი, - ხომ იცი, კოცნა-ალერსი ჩემი სტილი არ არის, -
ძლიერი კონტრალტო ჰქონდა.
- სულ ასეთ გულცივ დედაკაცად მოგაქვს თავი, - გაიცინა პოლმა,
- მაგრამ მე ხომ მაინც ვიცი, როგორი მგრძნობიარე ხარ. - მირჩევ-
ნია, მგრძნობიარე დამიძახონ, ვიდრე გაყინული ხორცი, - წამოის-

400
როლა ფანიმ. პოლი მიხვდა, რომ კლარაზე გადაუკრა სიტყვა და გა-
იღიმა.
- ასეთ საძაგლობას ჩემზე ამბობ? - სიცილით ჰკითხა.
- არა, ჩემო ჭუკო, - კუზიანმა ხმა გაინაზა. ოცდაცხრამეტი წლის
იყო, - შენ ხომ თავი მარმარილოს ქანდაკება არ გგონია და ჩვენ ფე-
ხის მტვრად არ მიგვიჩნევ. მეც ხომ შენზე ნაკლები არაფრით ვარ,
არა, პოლ? - თავისივე კითხვაზე გაეცინა. - აქ ერთიმეორეზე უკეთე-
სი არავინაა, ხომ? - კითხვა შეუბრუნა პოლმა. - მთავარია, შენზე ნაკ-
ლები ხომ არაფრით ვარ, პოლ? - ჩაეკითხა ფანი. - ცხადია, არაფ-
რით. თან, ბევრად გულკეთილი ხარ.
ფანი შეშინდა, ვაითუ, ჩემმა მგრძნობიარე გულმა ვერ გაუძლოს
და ავტირდეო. - გადავწყვიტე, ადრიანად მოვსულიყავი... გოგონები
კი მეტყვიან, ცბიერი ხარო, მაგრამ მაინც. აბა, ახლა დახუჭე თვალე-
ბი... - უთხრა პოლს. - ...და გააღე პირი, რომ გაიგო, რა გიწყალობა
უფალმა, - განაგრძო პოლმა და ასეც მოიქცა, იფიქრა, ალბათ, შო-
კოლადს მომაკბეჩინებსო. წინსაფრის შარიშური და ლითონის ყრუ
ტკაცანი მოესმა, - ახლა თვალებს ვახელ, - თქვა მხიარულად. თვა-
ლები გაახილა. ღაწვმაღალ ფანის ლოყები ასწითლებოდა, ლურჯ
თვალებს აკვესებდა და პოლს მისჩერებოდა. სამუშაო მაგიდაზე სა-
ღებავის ტუბებით სავსე პატარა პაკეტი იდო. მამაკაცმა ფერი დაკარ-
გა. - არ არსებობს, ფანი! - თავისით აღმოხდა.
- ეს საჩუქარი ჩვენგან, - სხარტად მიუგო ქალმა.
- კი მაგრამ...
- არ ვარგა? - ჰკითხა ქალმა და თავი გადასწია.
- ღმერთო! ამაზე უკეთესს კატალოგშიც ვერ ნახავ.
- ესე იგი, სწორად შეგვირჩევია? - წამოიყვირა ფანიმ.
- დიდი ხნის შერჩეული მქონდა ეს კომპლექტი და გამდიდრებას
ველოდი, რომ მეყიდა, - პოლმა ტუჩზე იკბინა.
401
ფანის ემოციებმა შეუტია. სხვა თემაზე უნდა გადაეტანა საუბარი.
- ყველას გულით გვინდოდა ამ საჩუქრის გაკეთება, ამიტომ არავის
უთქვამს უარი წვლილის შემოტანაზე, გარდა საბაის დედოფლისა.
საბაის დედოფალი კლარა იყო.
- და არ შემოგიერთდათ? - ჰკითხა პოლმა.
- არც გაუგია, რადგან არაფერი გვითქვამს. ახლა მაგისი უფრო-
სობა გვაკლდა კიდევ. არც გვინდოდა, რომ გაეგო. პოლს გაეცინა ამ
სიტყვებზე. ნამდვილად შეძრული იყო ამ ყურადღებით. ფანი იმდე-
ნად ახლოს იდგა მასთან, რომ უცებ ხელები შემოხვია დ მხურვა-
ლედ აკოცა. - დღეს შენი კოცნის უფლება გვაქვს, - მობოდიშებასა-
ვით გამოუვიდა, - ისე დაკარგე ფერი, გული მეტკინა. პოლმაც აკოცა
საპასუხოდ და გაეცალა. ქალს ისეთი სუსტი ხელები ჰქონდა, რომ
ბიჭს გული ეტკინა.
იმ დღეს კლარას პირველად მაშინ შეხვდა, როდესაც ქვედა სარ-
თულზე ჩაირბინა სადილისთვის ხელის გადასაბანად. - სასადილოდ
აქ დარჩით? - გაოცდა პოლი, რადგან ამ დროს კლარა ყოველთვის
გადიოდა ხოლმე.
- კი. და მგონია, რომ ძველი პროთეზები დავაგემოვნე. ახლა უნ-
და გავიდე, თორემ თავი კაუჩუკისა მგონია.
კლარა შეჩერდა. პოლი გულის წადილს მიუხვდა.
- სადმე აპირებთ? - ჰკითხა უცებ. ერთად წავიდნენ ციხესიმაგრის
მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ დახურულ სივრცეში სა-
სიამოვნოდ ჩაცმული ჩანდა, ქუჩაში გამოსული თავს ვერ მოიწონებ-
და - კაბა სრულიად შეუფერებელი აღმოჩნდა დღის შუქზე. პოლის
გვერდით გაუბედავად მიაბიჯებდა და თითქოს თავს არიდებდა.
თითქოს ერთიანად გარდასახულიყო წელგამართული და ამაყი
კლარა და დაბეჩავებულ, მოხრილ არსებად ქცეულიყო. ხალხის
მზერისგან დამალვის მცდელობაში სულ მოიკუნტა.
402
ციხესიმაგრის ეზო მწვანე, ხასხასა ბალახს დაეფარა. ციცაბო აღ-
მართზე აცოცებისას პოლი იცინოდა და ენამზეობდა, ფიქრებში წა-
სული კლარა კი ხმას არ იღებდა. კლდის კალთას კვადრატული, და-
ბალი ნაგებობა აგვირგვინებდა, მაგრამ შიგ შევლის დრო არ ჰქონ-
დათ. გალავნის მოაჯირიდან გადაიხედეს, საიდანაც ქალაქის პარ-
კზე მშვენიერი ხედი იშლებოდა. მათ ქვეშ, ქვიშაქვაში ნისკარტით
გამოსუფთავებულ ღიობებში მტრედები შეყუჟულიყვნენ და ტკბი-
ლად ღუღუნებდნენ. აქედან შორს, კლდის ძირში, ბულვარზე, პაწა-
წინა ხეებს საკუთარი ჩრდილის ტბაში ჩაეყვინთათ, პაწაწინა ადა-
მიანები კი სადღაც საქმიანად მიცუნცულებდნენ სიცილის მომგვრე-
ლი მანერით.
- აქედან ისე ჩანს, თითქოს ამ ხალხს, თავკომბალებივით რომ
არიან, ერთი ხელის მოსმით მოიქცევ მუჭში, - შენიშნა პოლმა. კლა-
რას გაეცინა.
- ჰო; საკმარისია, ოდნავ შორს წავიდეთ და უკვე მკაფიოდ ვხე-
დავთ საკუთარ თავებს. ხეებიც კი ჩვენზე მნიშვნელოვანია.
- მხოლოდ სიდიდით, - თქვა პოლმა.
კლარამ ცინიკურად გაიცინა.
ბულვარის იქით ფოლადის წვრილი ზოლები რკინიგზის ხაზებს
აღნიშნავდა, რომელთა გარშემოც მოჭრილი ხეტყის გროვები იდგა,
მათ შორის კი პატარა ლოკომოტივები დაქროდნენ კვამლის ფრქვე-
ვით. შავ ნაყარს შორის ვერცხლისფერი არხი თითქოს ალალბედზე
მიედინებოდა. უფრო უკან, მდინარის ნაპირზე ჩამწკრივებული სახ-
ლების რიგი შხამიანი სარეველასავით წაგრძელებულიყო და მხო-
ლოდ მაღალი ხეები თუ ფარავდა მათ ფასადებს; ისიც იმ ადგილას,
სადაც მდინარის ტოტი უხვევდა და იეროგლიფის სახეს იღებდა.
მდინარისპირა ციცაბო კლდეები აქედან ერთი ციდა წვეტიანი ქვე-
ბივით მოჩანდა. ქალაქის მიღმა სივრცეს ხან უსიერი ტყე აბნელებ-
403
და, ხან ხორბლის ყანები ანათებდა და ნაცრისფერ ჯანღში იკარგე-
ბოდა, რომელსაც ლურჯი მთები დაჰყურებდა თავზე. - ერთი შვება
ის არის, - თქვა მისის დოუსმა, - რომ ქალაქი აღარ იზრდება. ამ გა-
რემოში ერთ პაწაწინა მუწუკად რჩება.
- პაწაწინა ფუფხად, - პოლს შესწორებასავით გამოუვიდა.
კლარას გააჟრჟოლა. სძაგდა ქალაქი. სევდიანად გაჰყურებდა
მთა-ბარს, რომელიც მისთვის აკრძალული იყო და უემოციო, ფერ-
მიხდილი და დაბღვერილი სახით პოლს დაცემულ ანგელოზს აგო-
ნებდა. - თავად ქალაქს არა უშავს, - დაიწყო პოლმა, - თან, ასეთ
მდგომარეობაში მაინც დროებითაა. ამ ტლანქ და გაუთლელ პირო-
ბითობასაც გავუძლებთ, რომ იდეის არსს ჩავწვდეთ. ქალაქს კი არა-
ფერი დაემუქრება.
მტრედები კლდის ნაპრალებში ისხდნენ, გადმოშვერილ ბუჩქებს
შორის, და მშვიდად ღუღუნებდნენ. მარცხენა მხარეს აღმართული
ღვთისმშობლის სახელობის დიდი ტაძარი ციხესიმაგრეს საოცრად
ეხამებოდა და დაყრილი ლოდების მსგავს ქალაქის შენობებს გა-
დაჰყურებდა. მისის დოუსმა ჰორიზონტს გახედა და გაიღიმა.
- უკეთ ვარ, - თქვა მან.
- გმადლობთ, - მიუგო პოლმა, - ეს დიდი ქათინაურია თქვენგან! -
ოჰ, ჩემო ძმაო! - ქალს გაეცინა.
- ჰმ! მარცხენა ხელით ბოძებულს მარჯვენით უკანვე მართმევთ.
კლარამ კიდევ უფრო ხალისიანად გაიცინა.
- კი მაგრამ, რა გჭირდათ? - ჰკითხა პოლმა, - ვიცი, რომ რაღაც
განსაკუთრებულზე ფიქრობდით. სახეზე ახლაც მღელვარების კვა-
ლი გატყვიათ. - მგონი, არ უნდა გითხრათ.
- კეთილი, ნუ მეტყვით, - მშრალად თქვა პოლმა.
კლარა გაწითლდა და ტუჩზე იკბინა.

404
- არა, გეტყვით, - უთხრა ბოლოს კლარამ, - გოგონების ბრალია.
- გოგონები რა შუაში არიან?
- ერთი კვირაა რაღაცას ხლართავენ და დღეს განსაკუთრებუ-
ლად კმაყოფილნი ჩანდნენ ამ თავიანთი ჩანაფიქრით. ამით შე-
ურაცხყოფას მაყენებენ. - მართლა? - დარდიანად ჰკითხა.
- ვიცი, არ უნდა ვაგდებდე არაფრად, - ქალმა რკინისებური, ნაწ-
ყენი ხმით განაგრძო, - არც მეწყინებოდა, ჩემ გასაგონად რომ არ
კურკურებდნენ ამ საიდუმლოზე. - ქალური ამბავია, - თქვა პოლმა.
- ნიშნის მოგებით მიყურებდნენ, - მტკიცედ განაცხადა ქალმა. პო-
ლი დუმდა. მან ხომ მშვენივრად იცოდა, რატომ უყურებდნენ ნიშნის
მოგებით თანამშრომელი გოგოები. ეწყინა, ამ ახალი უთანხმოების
მიზეზი თვითონ რომ იყო. - რამდენიც უნდათ, იმდენი საიდუმლო
ინახონ, - განაგრძო გამწარებულმა, - მაგრამ მე რას მჩრიან ცხვირ-
ში და თავს უფრო მეტად გარიყულად მაგრძნობინებენ?! ეს აუტანე-
ლია. პოლი რამდენიმე წუთს ჩაფიქრდა. აღელდა.
- გეტყვით, რაც ხდება, - უთხრა ბოლოს ფერდაკარგულმა და გა-
ნერვიულებულმა, - დღეს ჩემი დაბადების დღეა და გოგონებმა სა-
ღებავები მაჩუქეს. თქვენზე ეჭვიანობენ... - იგრძნო, რომ სიტყვა ეჭ-
ვიანობის ხსენებაზე კლარას ცივი გამომეტყველება გაუხდა, - ესეც
მხოლოდ იმის გამო, რომ ზოგჯერ თქვენთვის წიგნი მომაქვს ხოლ-
მე, - დაამატა ნელა, - მაგრამ ეს ხომ უბრალო წვრილმანია. ნუ იდარ-
დებთ მაგაზე, რადგან ახლა კი ერთ ამბავში არიან, მაგრამ... - ჩა-
იცინა, - მაგრამ აქ რომ ერთად დაგვინახონ, რას იტყვიან? კლარას
გული მოუვიდა პოლზე, ეს რა სირეგვნე წამოროშაო. ეს ხომ კადნიე-
რება იყო. მაგრამ რაკი პოლი მუდამ თავდაჭერილად იქცეოდა, მისი
პატიება გადაწყვიტა, თუმცა კი გაუჭირდა. ციხესიმაგრის გალავნის
ქვის პარაპეტს ეყრდნობოდნენ. პოლს აღნაგობა დედისა გამოჰყო-
ლოდა, ამიტომ ხელის მტევანიც ზომიერი და ნატიფი ჰქონდა. კლა-
405
რა კი მსხვილი, თუმცა ქათქათა თეთრი და ძლიერი მტევნებით გა-
მოირჩეოდა - მსხვილი მკლავების შესაფერისად. პოლი ხელებზე
დააკვირდა და თავისთვის გაიფიქრა, რაც უნდა ვეზიზღებოდეთ მა-
მაკაცები, გულის სიღრმეში მაინც უნდა, რომ ვინმემ მისი ხელები
თავის ხელებში მოიქციოსო. კლარა კი ვაჟის ხელებს დააკვირდა,
თბილსა და ცოცხალს, და მოეჩვენა, რომ ამ ხელების პატრონი მის-
თვის სულდგმულობდა. პოლი კი უკვე ჩაფიქრებულიყო, წარბი შე-
ეჭმუხნა და თვალსაწიერს გასცქეროდა. სცენიდან თითქოს ერთია-
ნად გაქრა ის მცირე მრავალფეროვნება, რომელიც ოდნავ მაინც
ახარებდა თვალს; და ტრაგედიისა და დარდის უშველებელმა,
ბნელმა ფორმამ მოიცვა ყოველი შინ თუ გარეთ, მდინარის ნაპირებ-
ზე, ადამიანებსა და ფრინველებში; ისინი უწინ გარეგნულად მაინც
განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ახლა კი ეს ფორმებიც წარ-
სულს ჩაჰბარებოდა და პეიზაჟი ოდენ ბრძოლისა და ტკივილის უღ-
რან სათარეშოდ ქცეულიყო. ქარხანა, კოლეგა ქალიშვილები, დე-
დამისი, დიდი, ცადაზიდული ტაძარი, ქალაქი ერთ ატმოსფეროდ -
უკუნეთად, დარდად და ფიქრად - შერწყმულიყო.
- ორჯერ დაჰკრა უკვე საათმა? - იკითხა უცებ გაოცებულმა მისის
დოუსმა. პოლი შეკრთა და მის თვალწინ ყველაფერმა ფორმა და სა-
ხე დაიბრუნა თავდავიწყებიან-სიხარულიანად. ორივენი ქარხნის-
კენ გაეშურნენ.
პოლი ღამის ფოსტისთვის ემზადებოდა და ფანის ოთახიდან გა-
მოსულ საქონელს, რომლის დეტალსაც ჯერ კიდევ უთოს სუნი ასდი-
ოდა, ჩქარ-ჩქარა ამოწმებდა, ამ დროს ფოსტალიონიც გამოჩნდა.
- მისტერ პოლ მორელ, - მიმართა მან ღიმილით და პაკეტი გა-
უწოდა, - ქალბატონის ხელწერაა! გოგონებს არ უჩვენოთ. თავად
გოგონების გულთამპყრობელ ფოსტალიონს ძალიან უყვარდა
პოლზე გადარეული ქალიშვილების გამასხარავება. ლექსების კრე-
406
ბული აღმოჩნდა მოკლე მინაწერით: „თქვენი ნებართვით, გიგზავ-
ნით ამ წიგნს და ჩემს გარიყულობასაც ვუღებ ბოლოს. საუკეთესო
სურვილებით - კ. დ.“ . პოლი გაწითლდა. - ღმერთო ჩემო! მისის დო-
უსის ხელწერაა. ამ წიგნს როგორ შესწვდებოდა? ღმერთო მაღალო,
ვინ იფიქრებდა! უეცრად გულში მთელი ძალით ჩასწვდა კლარას
საქციელი. მის მიმართ სითბოთი განიმსჭვალა. გაცისკროვნებულ-
მა ამ ქალის არსებობა - მისი მკლავები, მხრები, მკერდი - შეიგ-
რძნო, განიცადა, დაინახა. ამ გრძნობამ კლარასთან კიდევ უფრო
დააახლოვა. თანამშრომელმა გოგონებმა შენიშნეს, რომ მისის დო-
უსთან შეხვედრისას პოლი თვალებს აღარ ხრიდა და ხალისიანად
ესალმებოდა, რაც ეჭვების გასაჩენად სრულიად საკმარისი იყო
მათთვის. კლარამ იცოდა, რომ პოლი ვერაფერს ხვდებოდა, ამიტომ
შეხვედრისას არაფერს იმჩნევდა და წინანდებურად თავს არიდებ-
და. სადილობის დროს ხშირად გადიოდნენ ერთად; თანაც, სრული-
ად დაუფარავად. ყველა ხედავდა, რომ პოლი ვერაფერს ხვდებოდა
და, ფაქტობრივად, ქვენა გრძნობების გარეშე მოქმედებდა, ამიტო-
მაც მის ქმედებას არავინ კიცხავდა. ახლა კლარასაც ისეთი შემარ-
თებით ესაუბრებოდა, როგორც მირიამს, მაგრამ, ისიც უნდა ით-
ქვას, თავად საუბარი უკვე ნაკლებად აინტერესებდა, ისევე რო-
გორც, საკუთარი დასკვნები აღარ ადარდებდა. ოქტომბრის ერთ
დღეს ჩაის დასალევად გავიდნენ. უცებ ბორცვის თავზე მოუნდათ გა-
ჩერება. პოლი ჭიშკარზე აძვრა და ზედ დაჯდა, კლარამ კი ალაგეზე
მოიკალათა. მშვიდი დღე მკრთალ ნისლში გახვეულიყო, რომელ-
შიც სინათლის ოქროსფერი სხივების კონა მაინც ატანდა. ორივენი
დუმდნენ. - რამდენის იყავი, როდესაც გათხოვდი? - მშვიდად ჰკითხა
პოლმა. - ორცდაორის.
ხმადაბლა, ემოციამოთოკილი ხმით უპასუხა, თუმცა ლაპარაკის
საღერღელი აეშალა. - ანუ რვა წლის წინ?
407
- ჰო.
- და როდის მიატოვე?
- სამი წლის წინ.
- ხუთი წელი გიცხოვრიათ ერთად! გიყვარდა, როცა ცოლად მიჰ-
ყვებოდი? კლარა ჯერ დუმდა, მერე უპასუხა:
- მეგონა, მიყვარდა... მეტნაკლებად. სიყვარულზე მაშინ არც მი-
ფიქრია ბევრი. თანაც, ვუნდოდი. მაშინ საოცრად მოკრძალებული
ვიყავი. - დაუფიქრებლად გადადგი ნაბიჯი?
- კი. მგონი, მთელი ცხოვრება ძილში გავატარე.
- სომნამბულივით?64 მაგრამ... როდის გაგეღვიძა?
- არც კი ვიცი, გამეღვიძა თუ არა საერთოდ... ბავშვობიდან ბუ-
რანში ვარ. - უცნაურია, თუკი მაშინ მოგეკიდა ძილი, როდესაც ქა-
ლად ყალიბდებოდი. უცნაურია! მას არ უცდია თქვენი გაღვიძება?
- არა; ვერ მოაღწია, - მონოტონურად უპასუხა.
ყავისფერმა ჩიტებმა ცოცხალ ღობეს გადაუფრინეს, საიდანაც ას-
კილის ალისფერი ყვავილები იმზირებოდნენ.
- სადამდე ვერ მოაღწია? - დაინტერესდა პოლი.
- ჩემამდე. სიმართლე გითხრა, ჩემთვის განსაკუთრებული მნიშ-
ვნელობა არც არასდროს ჰქონია. თბილი და უქარო დღე თითქოს
მომთენთავად მოქმედებდა. სახლების წითელი სახურავები მო-
ლურჯო ნისლში ბუნდოვნად ჩანდა. პოლი ამ დღით კმაყოფილი
იყო. კლარას ნათქვამს იმდენად გონებით ვერ აღიქვამდა, რამდე-
ნადაც გულით შეიგრძნობდა. - მაინც რატომ მიატოვე? გიშავებდა
რამეს?
კლარას მსუბუქად გააჟრჟოლა.

64
სომნამბულიზმი - მთვარეულობა. მდგომარეობა, რომლის დროსაც მძინარე
ადამიანი სხვადასხვა მექანიკურ მოქმედებას ასრულებს (მაგ.: დადის). გამოღვი-
ძებისას არაფერი ახსოვს.
408
- ... მამცირებდა. შეურაცხყოფას მაყენებდა, რადგან ვერ მომი-
ხელთა. მერე თავის დაღწევა მომინდა, რადგან ხელფეხშეკრულად,
შებოჭილად ვიგრძენი თავი. ის კი მთლად წავიდა ხელიდან. - ვხვდე-
ბი.
ვერაფერსაც ვერ ხვდებოდა.
- ყოველთვის ხელიდან წასული იყო? - ჰკითხა პოლმა.
- თითქმის, - ნელა წარმოთქვა კლარამ, - როდესაც გააცნობიერა,
რომ ვერასოდეს მომიხელთებდა, უხეშობაზე გადავიდა. უხეშობაც
კი იკადრა! - საბოლოოდ რის გამო გაშორდი?
- ... ორგულობის გამო.
ერთხანს ორივე დადუმდა. კლარას წონასწორობის დასაცავად
ხელი ჭიშკრის ძელზე ედო. პოლმა კი თავისი მტევანი დააფარა. გუ-
ლი აუჩქარდა.
- და შენ... ოდესმე... მიეცი შანსი, რომ?..
- შანსი? რა შანსი?
- შენამდე რომ მოეღწია.
- მე მისი ცოლი ვიყავი... ჩემი ნებით გავყევი.
ორივე ცდილობდა, რომ ხმაში ბზარი არ შეჰპარვოდათ.
- მჯერა, უყვარხარ, - უთხრა ბოლოს პოლმა.
- ერთი შეხედვით, - თქვა კლარამ. პოლს ხელის აღება სურდა,
მაგრამ არ შეეძლო. ქალმა უშველა: თვითონ გამოაცალა ხელი. დუ-
მილის შემდეგ ისევ პოლმა განაახლა საუბარი: - და სულ ასე გაურ-
ბოდი?
- თვითონ წავიდა, - თქვა კლარამ.
- ალბათ, ცდილობდა, რომ შენთვის ყველაფერი ყოფილიყო,
ხომ? - ამას ჩემი დამცირებით ცდილობდა.

409
ანაზდად საუბრის ამ ფორმით გაგრძელება ორივეს ეზედმეტა.
პოლი უცებ ჩამოხტა ჭიშკრიდან. - წავიდეთ, - უთხრა კლარას, - ჩაი
დავლიოთ.
ერთი კოტეჯი ნახეს, სადაც ჩაის დალევა შეიძლებოდა და ცივ მი-
საღებ ოთახში დასხდნენ. კლარამ პოლს ფინჯანი შეუვსო. დუმდა.
კაცმა იგრძნო, რომ ქალი ისევ შორდებოდა. ჩაის დალევის შემდეგ
კლარა ფინჯანს ჩააცქერდა და ქორწინების ბეჭდის ტრიალი დაიწ-
ყო. გარინდებულმა წაიძრო ბეჭედი, მაგიდაზე დააყენა და დააბზრი-
ალა. ოქრო უეცრად გამჭვირვალე გახდა და მანათობელ გლობუსს
დაემსგავსა. ბეჭედი მაგიდის ზედაპირზე ბზრიალებდა. კლარა შეჩე-
რების საშუალებას არ აძლევდა, აბზრიალებდა და აბზრიალებდა.
პოლი მონუსხულივით უყურებდა.
მაგრამ კლარას მაინც გათხოვილი ქალი ერქვა, პოლს კი უბრა-
ლო მეგობრობის სწამდა. ამიტომაც თამამად ეჭირა თავი, რადგან
ფიქრობდა, რომ სრულიად პატიოსნად იქცეოდა. მათი ურთიერთო-
ბა ქალსა და მამაკაცს შორის უწყინარი მეგობრობით იფარგლებო-
და, როგორც ცივილიზებულ ადამიანებს შეჰფერით. პოლი თავისი
ასაკის მამაკაცებისგან ბევრით არაფრით განსხვავდებოდა. სექსის
საკითხისადმი ისეთი ბუნდოვანი დამოკიდებულება ჰქონდა, რომ
დაზუსტებით საკუთარ თავსაც ვერ ეტყოდა, სურდა ან შეძლებდა თუ
არა ამგვარი კავშირის დამყარებას კლარასთან ან მირიამთან კი
არა, თუნდაც იმ ნებისმიერ ქალთან, ვისაც კი იცნობდა ცხოვრებაში.
სექსის სურვილი იმდენად განყენებულად ეჩვენებოდა, რომ კონ-
კრეტულ ქალთან ვერ აკავშირებდა. მირიამი სულით უყვარდა.
კლარასთან სხეულში სითბო ეღვრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ
ქალთან ფარული ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული; მისი მხრების
სიმრგვალე და მკერდის სისავსე იმდენად კარგად შეესწავლა, რო-
გორც თავისი ნახელავი, თუმცა წადილი მაინც ვერ იპყრობდა. არა-
410
სოდეს იტყოდა, მიზიდავსო. თავი მირიამის საკუთრებად მიაჩნდა.
ოდესმე, შორეულ მომავალში თუ გადაწყვეტდა ცოლის შერთვას,
აუცილებლად მირიამი იქნებოდა მისი მეორე ნახევარი. ეს კლარა-
საც შეაპარა, მაგრამ მას არაფერი უთქვამს, ალბათ, იფიქრა, თავში
ქვა უხლიაო. მასთან, მისის დოუსთან, შეძლებისდაგვარად ხშირად
დადიოდა. მირიამთან კი წერილებით ურთიერთობდა და შიგადაშიგ
ნახულობდა ხოლმე. ასე გადიოდა ზამთარი და პოლსაც ნერვები
დამშვიდებოდა. აღარც დედამისი დარდობდა, ისევ იმ გოგოს დას-
დევსო, რადგან ფიქრობდა, ჩამოშორდაო.
მირიამმა იცოდა, როგორი მიმზიდველი იყო კლარა პოლისთვის,
მაგრამ ჯიუტად იყო დარწმუნებული, რომ მის გულში მაინც ყველაზე
სპეტაკი გრძნობა იზეიმებდა. პოლის გრძნობები მისის დოუსის, ამ
განათხოვარი ქალის, მიმართ მაინც ზედაპირული და დროებითი
იყო და მირიამის სიყვარულს ვერ შეედრებოდა. სჯეროდა, დამიბ-
რუნდებაო, თუნდაც პოლს უკვე ახალგაზრდული გრძნობები გამ-
ვლელი დედაკაცებისთვის შეელია, რომელთაც იმ სიამოვნების ჩუ-
ქება შეეძლოთ, მირიამს რომ არ ძალუძდა. ყველაფერს გაუძლებ-
და, ოღონდ პოლი შინაგანად დარჩენილიყო უცვლელი და უკან
დაბრუნებოდა. პოლი კი თავის მდგომარეობაზე აუგს ცოცხალი თა-
ვით არ იტყოდა. მირიამი მისი ძველი მეგობარი, მიჯნური და ბეს-
ტვუდის, ანუ მისი სიყრმის, ნაწილი იყო. კლარა კი - ახალი მეგობა-
რი, რომელიც ნოტინგემს, სიცოცხლეს, სამყაროს ეკუთვნოდა. აი,
ასეთ პარალელებს ავლებდა პოლი ამ ორ ქალს შორის.
მართალია, პოლისა და კლარას ურთიერთობა არაერთხელ გა-
ცივებულა, სანახევროდ უბრადაც ყოფილან, მაგრამ მაინც შეყრი-
ლან, თითქოს უერთმანეთოდ ვერ ძლებენო. - ბაქსტერ დოუსთან
ცუდად იქცეოდი? - ჰკითხა ერთხელ კლარას. როგორც ჩანს, ეს სა-
კითხი ძალიან აღელვებდა.
411
- რა მხრივ?
- არ ვიცი. უბრალოდ, ცუდად ექცეოდი? ისეთ რამეს ხომ არ სჩა-
დიოდი, რაც მის პიროვნებას მიწასთან ასწორებდა?
- თუ ღმერთი გწამს, დამიკონკრეტე!
- ანუ არარაობად ხომ არ აგრძნობინებდი თავს? - ჩამოაყალიბა
კითხვა. - რა ჭკვიანური კითხვაა, მეგობარო, - ცივად უთხრა კლა-
რამ. საუბარი შეწყდა და კლარამ კარგა ხანს გული ვეღარ მოიბრუნა
პოლისკენ. კლარა მირიამსაც იშვიათად ნახულობდა ბოლო დროს.
მართალია, მათი მეგობრობა არ დასრულებულა, მაგრამ დასუს-
ტდა. - კვირას კონცერტზე წამოხვალ? - ჰკითხა კლარამ შობის შემ-
დეგ. - უილეის ფერმაში მელოდებიან, პირობა მაქვს მიცემული, - მი-
უგო პოლმა. - ოჰ, ძალიანაც კარგი.
- წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
- ჰკითხა მამაკაცმა.
- რატომ უნდა ვიყო? - შეიცხადა კლარამ.
პოლი განაწყენდა.
- იცი, მას მერე, რაც თექვსმეტის გავხდი, ანუ შვიდიოდე წლის
წინ, მე და მირიამს ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული დამოკი-
დებულება გვაქვს. - დიდი დრო გასულა, - ჩაილაპარაკა კლარამ.
- დიახ, მაგრამ როტომღაც არ გამოგვდის.
- რატომ? - დაინტერესდა კლარა.
- თითქოს სულ თავისკენ მიზიდავს, მიმექაჩება; თმის ერთი ღე-
რიც რომ ჩამომივარდეს, იმ ღერს აიტაცებს და ნიავს არ დაანებებს.
- შენც ეგ არ მოგწონს, როცა არავის ანებებენ შენ თავს!
- არა, - თქვა პოლმა, - არ მომწონს. მირჩევნია, უფრო მარტივად
მქონდეს ურთიერთობა, აღებმიცემობასავით, როგორც მე და შენ.
ერთია, როცა შენ თავს არ ანებებენ სხვას, მეორეა, როცა ჯიბეში
გსვამენ და თავის ამოყოფის საშუალებას არ გაძლევენ. - კი მაგრამ,
412
თუკი გიყვარს, ისე ვერ იქნები მასთან, როგორც ჩემთან. - ვიქნები;
უფრო მეტადაც მეყვარება. მაგრამ ახლა მას ისე ვუნდივარ, რომ თა-
ვი მეცოდება მის ხელში.
- როგორ უნდიხარ?
- უნდა, რომ სული ამომართვას. ამიტომაც გავურბივარ.
- მაგრამ მაინც გიყვარს!
- არა, არ მიყვარს. არც კი მიკოცნია.
- და რატომ? - კლარას ინტერესი გაუღვივდა.
- არ ვიცი.
- მგონი, გეშინია, - დაასკვნა ქალმა.
- არ მეშინია. ჩემი ნაწილი ისე ერიდება, როგორც ჯოჯოხეთს... ის
ისეთი კეთილშობილია, მე კი - არა.
- საიდან იცი, რომ კეთილშობილია?
- ვიცი! ვიცი, რომ სულთა კავშირისკენ მიილტვის.
- კი მაგრამ, რა უნდა და რა სურს, ეს საიდან იცი?
- ერთად ექვსი წელი გავატარეთ.
- მაგრამ მისი უმთავრესი სურვილი ვერ ამოგიცნია.
- რომელი?
- არავითარი სულთა კავშირი მას არ სურს. ეს შენ გგონია ასე. მას
შენ უნდიხარ! პოლი დაფიქრდა, იქნებ მართლა ცდებოდა.
- თავი ისე უჭირავს, რომ... - დაიწყო გაუბედავად.
- გამოგეცადა ერთხელ, - შეაწყვეტინა კლარამ.

413
11. მირიამის გამოცდა

გაზაფხულის დადგომისთანავე ძველმა სიშმაგემ და ბრძოლის


ჟინმა გაიღვიძა. პოლმა უკვე იცოდა, რომ მირიამს იქით გზა არ
ჰქონდა. მაგრამ ამხელა უხალისობა საიდან მოდიოდა? მისი აზრით,
შესაძლოა, ორივე მათგანის ზღვარგადასულ უბიწოებაში იყო გა-
დაულახავი წინაღობა. მირიამის ცოლად შერთვა კი შეეძლო, მაგ-
რამ ოჯახში არსებული გარემო შეუშლიდა ხელს... თუმცა, სულაც არ
უნდოდა ცოლის მოყვანა. ქორწინება სამუდამო კავშირია და რაკი
მირიამთან მეგობრობდა - უახლოესი მეგობრებიც კი ერქვათ - ეს
იმას როდი ნიშნავდა, რომ უნდა დაქორწინებულიყვნენ. არადა,
კარგი იქნებოდა. რას არ მისცემდა, რომ მირიამზე დაქორწინების,
მისი ხელში ჩაგდების ჟინი გასჩენოდა. მაგრამ თუ ასეა, ხელს რაღა
უშლიდა? თუ რამე დაბრკოლება იყო, მაშ, რა სახის გახლდათ ეს
დაბრკოლება? ფიზიკური კავშირი? ამის წარმოდგენაზე გააჟრჟო-
ლა. ნეტავ, რატომ? მირიამის გვერდით თავის თავში იკეტებოდა.
გამბედაობას კარგავდა. რაღაც ებრძოდა შინაგანად, რაც ნაბიჯის
გადადგმის საშუალებას არ აძლევდა. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ
მირიამს უყვარდა. კლარამ ხომ უთხრა, უნდიხარო, მაშ, რატომღა
ვერ უახლოვდებოდა მირიამს, რომ ეკოცნა ან, თუნდაც, სარეცელი
გაეყო? რატომ ემართებოდა ისე, რომ როდესაც ერთად მიდიოდნენ
სადმე და მირიამი ხელკავს უკეთებდა, პოლს უხეშობისა და მისგან
ზურგის შექცევის სურვილი იპყრობდა? თუკი თვითონ ჰქონდა მი-
რიამის მიმართ ნდობის სურვილი, ქალიშვილსაც ხომ ჰქონდა უფ-
ლება, რომ მინდობოდა? შესაძლოა, მისგან გაქცევის მცდელობა
პოლის სიმორცხვეზე მეტყველებდა, რომელიც პირველი სიყვარუ-
ლისგან მომდინარეობდა. არადა, მირიამი საკმაოდ გულმისავალი
იყო პოლისთვის. არა, ეს უფრო მოძალებული სურვილის ბრალი
414
გახლდათ, რომელიც სიმორცხვესა და უბიწობას სამკვდრო-სასი-
ცოცხლოდ ებრძოდა. უბიწობა თითქოს კონკრეტული ძალა იყო,
რომელიც ორივე მათგანში იბრძოდა და იმარჯვებდა კიდეც. მირი-
ამთან ურთიერთობისას კი ამ ძალასთან გამკლავება უმძიმდა; თუმ-
ცა ქალიშვილი მისთვის ძალიან ახლობელი იყო და პოლს ამ მდგო-
მარეობიდან თავის დაღწევა მასთან ერთად უნდოდა. მისთვის ემე-
ტებოდა თავი. თუკი ყველაფერი აეწყობოდა, დაქორწინდებოდნენ
კიდეც, მაგრამ ამ ნაბიჯს მანამ არ გადადგამდა, სანამ საკუთარ თავ-
ში არ იპოვიდა ძალას და სურვილს. აბა, ისე როგორ შეხედავდა დე-
დამისს თვალებში?! ეჩვენებოდა, რომ თუკი ქორწინების უღელს
სურვილის გარეშე დაიდგამდა კისერზე, მისი ცხოვრება არარაობად
იქცეოდა. ამიტომაც მუდმივ ძიებაში იყო, რომ საუკეთესო გამოსა-
ვალი ეპოვა.
მირიამის მიმართ განუზომელ სინაზეს გრძნობდა. ქალიშვილი
ხომ მუდმივად სევდიანი იყო და სულის ხსნას რელიგიაში ეძიებდა,
პოლი კი მისთვის ლამის სარწმუნოებად ქცეულიყო. არა, ვერ გაუც-
რუებდა იმედს. თუკი ერთად ეცდებოდნენ, ყველაფერი გამოუვიდო-
დათ. პოლმა სანაცნობოს გონების თვალი გადაავლო. რამდენი
ღირსეული ახალგაზრდა კაცი ტრიალებდა მის გარშემო, რომელ-
თაც უბიწობისგან თავი ვერ დაეღწიათ. მათი უმრავლესობა საერ-
თოდ ხელს აიღებდა შეყვარებულთან კავშირზე, ვიდრე სულ ოდნავ
მაინც აწყენინებდა ან შეურაცხყოფდა ქალს. ისეთი დედების ვაჟები,
რომელთაც ქმრებმა სიწმინდე შეუგინეს, მორცხვები და გაუბედავე-
ბი იყვნენ. ოღონდ კი ქალისთვის არაფერი ეწყენინებინათ და საკუ-
თარ თავს უფრო აწყენინებდნენ. მათთვის საყვარელი ქალი დედას-
თან ასოცირდებოდა და დედა კი ხელშეუხებ, წმინდა არსებად აღიქ-
მებოდა. დაუქორწინებლობაზე უფრო იოლად მოაწერდნენ ხელს,
ვიდრე საყვარელ ქალს ატკენდნენ გულს.
415
ისევ მირიამს მიუბრუნდა. როდესაც გოგონას უყურებდა, თვალზე
რატომღაც ცრემლი ადგებოდა. ერთხელ, როდესაც მირიამი მღე-
როდა, პოლი მის უკან იდგა. ენი პიანინოზე უკრავდა. მირიამი ისე
უსასოოდ ასრულებდა სიმღერას, ბაგეს ისე უიმედოდ ათრთოლებ-
და, თითქოს საგალობელს უძღვნის ზეცასო. პოლს ბოტიჩელის ნა-
ხატზე ერთ-ერთი იმ ანგელოზის ტუჩპირი გაახსენდა, მადონას რომ
უგალობს. ისეთმა ტკივილმა დაუარა, თითქოს მდუღარე ფოლადი
ჩაღვროდეს. სხვა რამ რატომ უნდა ეთხოვა მისთვის? რატომ ებრძო-
და მისი სისხლი მირიამს? მარჯვენა ხელს დათმობდა, ოღონდ კი მუ-
დამ შესძლებოდა მის მიმართ სინაზისა და სითბოს გამოხატვა და
მის გვერდით ყოფნა. მირიამის გულის ტკენა უსამართლო საქციე-
ლი იყო. მას თითქოს მარადიული ქალწულობის ნიშანი ესვა; როდე-
საც პოლი მირიამის დედაზე ფიქრობდა, ახალგაზრდა ქალწულის
ყავისფერ თვალებს ხედავდა, შიშითა და ძრწოლით სავსეს, რო-
მელთა პატრონიც უბიწობას უნდა გამოთხოვებოდა, შვიდი შვილის
მიუხედავად. ეს ბავშვები თითქოს მისი ნება-სურვილის გარეშე შო-
ბილიყვნენ და თავს მოხვეოდნენ, ამდენად, მათ ნებაზე ვერასოდეს
მიუშვებდა, რამეთუ პირმშოები მას არც არასდროს ეკუთვნოდნენ.
მისის მორელი განცვიფრდა, როცა შეამჩნია, რომ მირიამთან სია-
რულს მოუხშირა. თანაც, პოლს მისთვის არაფერი აუხსნია. არათუ
ბოდიში მოუხდია, ერთი სიტყვის ღირსადაც არ გაუხდია. როდესაც
შინ გვიან ბრუნდებოდა და დედა საყვედურობდა, პოლი მხრებს
იჩეჩდა, წარბს კრავდა და გაღიზიანებული პასუხობდა: - მაშინ დავ-
ბრუნდები, როცა მომინდება, საკმარისად დიდი ვარ უკვე. - ამ
დრომდე როგორ გაკავებს? - გაოცებას ვერ მალავდა მისის მორე-
ლი. - არ მაკავებს, მე ვრჩები.
- და ამის უფლებას გაძლევს? მშვენიერია, მშვენიერი! - ამბობდა
ქალი. ხშირად მოლოდინით გადაღლილი მისის მორელი დასაწო-
416
ლად მიდიოდა და შვილს კარს ღიას უტოვებდა; მაგრამ თვალს მა-
ნამ ვერ ხუჭავდა, სანამ მის ფეხის ხმას არ გაიგონებდა. ხვდებოდა,
რომ პოლი მირიამს დაუბრუნდა და გული ეწვოდა. თუმცა იმასაც
ხვდებოდა, რომ სრული უაზრობა იქნებოდა მათ ურთიერთობაში
ჩარევა. უილეის ფერმაში პოლი უკვე ისე დადიოდა, როგორც მამა-
კაცი და არა როგორც ყმაწვილი. დედას რაღა უფლება ჰქონდა, რომ
შვილი შეეკავებინა. მათი ურთიერთობა გაცივდა. პოლი უკვე სიტ-
ყვაძვირობდა დედასთან. უკანა პლანზე გადასული მისის მორელი
წინანდებურად უვლიდა შვილს, ურეცხავდა, უმზადებდა და მისთვის
სიცოცხლესაც არ დაზოგავდა, მაგრამ სახეზე წყენის ნიღაბი ეკეთა
და იცდიდა. პოლისთვის მხოლოდ შინამოსამსახურის როლს ასრუ-
ლებდა, სხვა დანარჩენისთვის ახალგაზრდა კაცს უკვე მირიამი
ჰყავდა. ამას კი შვილს ვერ პატიობდა. მირიამს პოლში სითბო და
ხალისი ჩაეკლა. არადა, როგორი მხიარული და მოსიყვარულე ბიჭი
იყო, ახლა კი გაცივდა, გაუხეშდა და ლამის ყველა სიტყვა აღიზია-
ნებდა. მისის მორელს ამ საქციელმა უილიამი გაახსენა, მაგრამ და-
ასკვნა, ეს უარესიაო. პოლი უფრო დაკვირვებით და გააზრებით ეკი-
დებოდა საქმეს. მისის მორელი მშვენივრად ხედავდა, როგორ გა-
ნიცდიდა პოლი უქალობას და რატომ დაიარებოდა მირიამთან. თუ-
კი რამეს გადაწყვეტდა, ქვეყნად ვეღარაფერი შეაცვლევინებდა
აზრს. მისის მორელი დაიღალა. ბოლოს დათმობა ამჯობინა და
ფარ-ხმალი დაყარა. გზიდან ჩამოეცალა ვაჟს.
პოლმა კლდესავით სიმტკიცე გამოავლინა. თუმცა მეტნაკლებად
ხვდებოდა, რასაც განიცდიდა დედამისი. ეს სულის განმტკიცებაში
ეხმარებოდა. დედის მიმართ თითქოს უყურადღებო გახდა, თუმცა
მეტ გაიგონებდა. ხვდებოდა, რომ პოლი მირიამს დაუბრუნდა და გუ-
ლი ეწვოდა. თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ სრული უაზრობა იქნე-
ბოდა მათ ურთიერთობაში ჩარევა. უილეის ფერმაში პოლი უკვე ისე
417
დადიოდა, როგორც მამაკაცი და არა როგორც ყმაწვილი. დედას
რაღა უფლება ჰქონდა, რომ შვილი შეეკავებინა. მათი ურთიერთო-
ბა გაცივდა. პოლი უკვე სიტყვაძვირობდა დედასთან. უკანა პლანზე
გადასული მისის მორელი წინანდებურად უვლიდა შვილს, ურეცხავ-
და, უმზადებდა და მისთვის სიცოცხლესაც არ დაზოგავდა, მაგრამ
სახეზე წყენის ნიღაბი ეკეთა და იცდიდა. პოლისთვის მხოლოდ ში-
ნამოსამსახურის როლს ასრულებდა, სხვა დანარჩენისთვის ახალ-
გაზრდა კაცს უკვე მირიამი ჰყავდა. ამას კი შვილს ვერ პატიობდა.
მირიამს პოლში სითბო და ხალისი ჩაეკლა. არადა, როგორი მხი-
არული და მოსიყვარულე ბიჭი იყო, ახლა კი გაცივდა, გაუხეშდა და
ლამის ყველა სიტყვა აღიზიანებდა. მისის მორელს ამ საქციელმა
უილიამი გაახსენა, მაგრამ დაასკვნა, ეს უარესიაო. პოლი უფრო
დაკვირვებით და გააზრებით ეკიდებოდა საქმეს. მისის მორელი
მშვენივრად ხედავდა, როგორ განიცდიდა პოლი უქალობას და რა-
ტომ დაიარებოდა მირიამთან. თუკი რამეს გადაწყვეტდა, ქვეყნად
ვეღარაფერი შეაცვლევინებდა აზრს. მისის მორელი დაიღალა. ბო-
ლოს დათმობა ამჯობინა და ფარ-ხმალი დაყარა. გზიდან ჩამოეცა-
ლა ვაჟს.
პოლმა კლდესავით სიმტკიცე გამოავლინა. თუმცა მეტნაკლებად
ხვდებოდა, რასაც განიცდიდა დედამისი. ეს სულის განმტკიცებაში
ეხმარებოდა. დედის მიმართ თითქოს უყურადღებო გახდა, თუმცა
მეტ ყურადღებას არც საკუთარ ჯანმრთელობას უთმობდა. ჯანი კი
ნელ-ნელა უსუსტდებოდა, მიუხედავად მისი ჯიუტობისა.
ერთ საღამოს უილეის ფერმაში მისული სარწეველა სავარძელში
ჩაჯდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მირიამს ესაუბრებოდა,
თუმცა სათქმელს ბოლომდე არ ამბობდა. უეცრად გადაწყვიტა, რომ
ეთქვა: - უკვე თითქმის ოცდაოთხის ვარ.

418
მირიამი რაღაცაზე ფიქრობდა და ამ სიტყვების გაგონებაზე გა-
ოცებულმა შეხედა. - ვიცი. ახლა ეგ რა შუაშია?
თითქოს ჰაერშიც კი დაძაბულობა ჩამოწვა, რამაც მირიამი შე-
აშინა. - სერ თომას მორი ამბობს, კაცმა ოცდაოთხისამ უნდა შეირ-
თოს ცოლიო. ქალიშვილს გაეცინა და ჰკითხა:
- ამისთვის სერ თომას მორის ნებართვაა საჭირო?
- არა; უბრალოდ, კაცმა ცოლი მართლაც ამ ასაკში უნდა შეირ-
თოს. - ჰო, - ისევ დაფიქრდა მირიამი და მეტი აღარაფერი უთქვამს.
- შემიძლია, შენ მოგიყვანო ცოლად, - ნელა განაგრძო პოლმა, - მაგ-
რამ ახლა არა, რადგან საკმარისი ფული არ გვაქვს და მთელი ოჯახი
მე მაწევს კისერზე. მირიამი გაიტრუნა, რადგან სანახევროდ ხვდე-
ბოდა, ამ სიტყვებს რაც მოჰყვებოდა. - მაგრამ მე ახლა მინდა და-
ქორწინება.
- დაქორწინება გინდა? - ჰკითხა მირიამმა.
- ქალი... ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ.
მირიამი დუმდა.
- ახლა უკვე დროა, - თქვა ისევ პოლმა.
- ჰო, - ჩაილაპარაკა ქალიშვილმა.
- შენ ხომ გიყვარვარ?
მირიამს მწარედ გაეცინა.
- რატომ გრცხვენია? - ჰკითხა პოლმა, - თუკი უფლის წინაშე
არაფრის უნდა გრცხვენოდეს, კაცთა წინაშე რაღაა სამარცხვინო? -
არა, - სერიოზულად მიუგო ქალმა, - არ მრცხვენია.
- გრცხვენია, - შეედავა პოლი, - ეს კი ჩემი ბრალია. მაგრამ ხომ
იცი, ასეთი ვარ და თავს ვერაფერს ვუხერხებ. - ვიცი, რომ ვერ უხერ-
ხებ, - უთხრა მირიამმა.
- საშინლად მიყვარხარ... მაგრამ რაღაც მაინც მაკლია.
- რაში? - ჰკითხა ქალიშვილმა და თვალი გაუსწორა.
419
- ოჰ, ჩემში! ეს მე უნდა მრცხვენოდეს... როგორც სულიერად ხეი-
ბარს. და მრცხვენია კიდეც. საცოდაობაა. რატომ ხდება ასე?
- არ ვიცი, - თქვა მირიამმა.
- არც მე ვიცი, - გაიმეორა პოლმა, - არ ფიქრობ, რომ ორივემ მე-
ტისმეტად შევტოპეთ ამ ჩვენს უბიწობაში? არ ფიქრობ, რომ უბიწო-
ბის დაკარგვის ასეთი შიში და სიძულვილი ერთგვარი სიბინძურეა?
მირიამმა შეცბუნებული მუქი თვალებით შეხედა.
- ისეთი გულგახეთქილი ერიდებოდი ამ ყოველივეს, რომ შენ
შემხედვარეს მეც გული მისკდებოდა და კიდევ უფრო მტკიცედ ვაქ-
ცევდი ზურგს. ოთახში დუმილი ჩამოვარდა.
- ჰო, - თქვა ბოლოს მირიამმა, - მგონი, ასეა.
- წლებია ახლოს ვართ ერთმანეთთან. შენ წინაშე თავი დედიშო-
ბილა მგონია. ხვდები, რას ვგულისხმობ?
- მგონი, კი, - გაუბედავად წარმოთქვა გოგონამ.
- გიყვარვარ?
მირიამს გაეცინა.
- ნუ ბრაზობ, - სთხოვა პოლმა.
მირიამმა შეხედა და შეეცოდა; პოლს დარდით ამოღამებოდა
თვალები. შეეცოდა, რადგან უარყოფილი სიყვარულის გამო პოლს
უფრო უმძიმდა, ვიდრე თვითონ. ქორწინების ხორციელი ნაწილი
მირიამს არც არასდროს მონდომებია. პოლი მოსვენებას ვერ პო-
ულობდა, თითქოს წინ მიიწევდა, რომ გამოსავალი ეპოვა. დაე, ის
ექნა, რაც სურდა, დაე, ის მიეღო მირიამისგან, რაც გულით უნდოდა.
- არა, - რბილად მიუგო პოლს, - სულაც არ ვბრაზობ.
გრძნობდა, რომ მის გამო ყველაფერს გაუძლებდა - ტანჯვასაც
კი. როდესაც მამაკაცი წინ წამოიწია, მირიამმა მუხლზე ხელი და-
ადო. პოლმა ხელზე აკოცა, თუმცა ამან ტკივილი მოჰგვარა.
გრძნობდა, რომ საკუთარ თავზე ამბობდა უარს. აი, იჯდა აქ და თავს
420
სწირავდა მირიამის უბიწობას, რომელიც უკვე აღარაფერს წარმო-
ადგენდა. როგორ უნდა ეკოცნა მისთვის ვნებიანად, როდესაც იცო-
და, რომ ეს კოცნა ქალიშვილს კიდევ უფრო დააშორებდა და მხო-
ლოდ გულის ტკივილს დაუტოვებდა? მაინც ნელ-ნელა მიიზიდა თა-
ვისკენ და აკოცა. ერთმანეთს იმდენად კარგად იცნობდნენ, რომ
ვერც ერთი ვერ ითამაშებდა. მირიამმა კოცნითვე უპასუხა და პოლს
თვალებში ჩახედა; მამაკაცი ამ დროს ოთახს მისჩერებოდა და შავი
ალი ენთო თვალებში, რამაც გოგონა დაატყვევა. პოლი გახევებუ-
ლივით იყო. მირიამმა მისი გულისცემა იგრძნო, რომელიც საგულე-
დან ამოხტომას ლამობდა. - რას ფიქრობ? - ჰკითხა მირიამმა.
პოლს თვალებში ალი მიუნელდა.
- სულ იმას ვფიქრობ, რომ მიყვარხარ. აქამდე კი ჯიუტი ვიყავი.
მირიამმა თავი მიადო მკერდზე.
- ჰო, - თქვა ჩუმად. - მეტი არაფერი, - განაგრძო პოლმა დარწმუ-
ნებით და ბაგით გოგონას კისერს შეეხო. მირიამმა თავი ასწია და
თვალებში მიჯნურის მზერით შეხედა. ალი ინავლებოდა, თითქოს
მას გაურბოდა და ბოლოს სულ ჩაქრა. პოლმა თავი სწრაფად მიაბ-
რუნა. ცუდ დღეში იყო. - მაკოცე, - გაისმა მირიამის ჩურჩული.
პოლმა თვალები დახუჭა და ეამბორა, მერე მკლავები მოხვია და
მიიხუტა. ერთხელ, როდესაც შინ ბრუნდებოდნენ მინდვრით, პოლ-
მა ჰკითხა:
- როგორ მიხარია, შენ რომ დაგიბრუნდი. შენთან თავს ლაღად
ვგრძნობ... რადგან არაფერი მაქვს დასამალი. ხომ ვიქნებით ბედ-
ნიერები?
- კი, - ჩურჩულით თქვა მირიამმა და თვალზე ცრემლი მოადგა. -
ორივეს სულში რაღაც გაუკუღმართებაა ჩაბუდებული, რაც გვაიძუ-
ლებს, სურვილებზე უარი ვთქვათ. უნდა დავამარცხოთ.
- კი, - ისევ დაეთანხმა, თუმცა ამჯერად ამოიკვნესა.
421
ეკლიან ბუჩქთან იდგნენ გზაზე, უკვე ბინდდებოდა, პოლმა რომ
აკოცა და სახეზე მოეფერა. სიბნელეში მირიამს ვერ ხედავდა და
მხოლოდ გრძნობდა - სისხლი მოაწვა, მიეხუტა. - ოდესმე ჩემი გახ-
დები? - ჩურჩულით ჰკითხა პოლმა და მის მხარში დამალა სახე. ძა-
ლიან უჭირდა.
- ახლა არა, - უპასუხა მირიამმა.
იმედგაცრუებულ მამაკაცს გული დასწყდა. წარბები შეკრა.
- არა, - თქვა ბოლოს.
ხელი ნელ-ნელა გაუშვა.
- მიყვარს, როცა აქ მეხები! - უთხრა მირიამმა და ხელი წელზე
ოდნავ ზემოთ დაადებინა, - ასე თითქოს ვისვენებ.
პოლმა უფრო გაბედულად და მტკიცედ დაადო ხელი წელზე, რომ
მირიამს უფრო მოსვენებულად ეგრძნო თავი. - ჩვენ ერთმანეთს ვე-
კუთვნით, - თქვა პოლმა.
- ჰო.
- მაშინ, ბოლომდე რატომ არ უნდა მივეკუთვნოთ ერთმანეთს?
- კი მაგრამ... - მირიამს ენა დაება.
- ვიცი, რომ მეტისმეტს ვითხოვ, - უთხრა პოლმა, - უბრალოდ,
ტყუილად არ შეგეშინდეს, მეც გრეტჰენის65 დღეში ჩავვარდებიო...
შენ ეგ არ გემუქრება. ხომ მენდობი? - კი, ცხადია, გენდობი, - მტკი-
ცედ და სწრაფად გაისმა პასუხი, - მაგრამ ახლა სულ სხვა რამეა...
სულ სხვა რამე... - რა?
მირიამმა სახე პოლის ყელში დამალა და ატირდა.
- არ ვიცი! - ამოიყვირა უცებ.
შიშნარევ ხმაში ისტერიკაც შეეპარა. პოლს გული მოუკვდა.
- ცუდი ხომ არაფერი იფიქრე? - ჰკითხა ქალიშვილს.

65
გრეტჰენი გოეთეს "ფაუსტში" ახალგაზრდა პერსონაჟია, რომელსაც ნაწარმოე-
ბის პირველ ნაწილში ფაუსტი აცდუნებს და დააფეხმძიმებს.
422
- არა, ახლა არა. ხომ ამიხსენი, რომ ცუდი არაფერი მელის.
- აბა, გეშინია? მირიამმა სწრაფად დაიმშვიდა თავი.
- ჰო, მხოლოდ მეშინია. პოლმა ნაზად აკოცა.
- ეგ არაფერი, - უთხრა პოლმა, - სიამოვნებაზე უარი არ უნდა
თქვა. უეცრად მირიამმა პოლს ხელები შემოახვევინა და მიეხუტა.
- აუცილებლად გავხდები შენი, - კრიჭაშეკრულმა წარმოთქვა.
პოლს ისევ ცეცხლი შეენთო გულში. უფრო ახლოს მიიხუტა და
ყელში დაეკონა. მირიამს ამის ატანა გაუჭირდა და მთელი ძალით
სცადა თავის გათავისუფლება. პოლმაც ხელი გაუშვა. - ხომ არ და-
გაგვიანდება? - რბილად ჰკითხა ქალიშვილმა.
მამაკაცმა ამოიოხრა. ძლივს გაიგო ნათქვამის შინაარსი. მირი-
ამს უკვე ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა პოლი. ბოლოს ამ
უკანასკნელმა სწრაფად აკოცა და ღობეზე აძვრა. მირიამის სახე
ბუჩქის ძირას ლაქასავით მოჩანდა. სხვა აღარაფერი ირჩეოდა,
გარდა ამ ლაქისა. - აბა, კარგად! - მშვიდად გადმოსძახა.
მირიამს უკვე სხეული აღარ ებადა, მხოლოდ ხმა და ბუნდოვანი
სახე ჰქონდა. პოლი გაბრუნდა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. მუშ-
ტები შეკრა. როდესაც ტბასთან მიაღწია, ღობეზე გადაეყუდა და
ბნელ წყალს მიაჩერდა მოჯადოებულივით. მირიამი მდელოებით
გაეშურა სახლისკენ. ხალხის ყბაში ჩავარდნას სულაც არ უფრთხო-
და, მხოლოდ იმის ეშინოდა, პოლთან როგორ ამეწყობა საქმეო. კი,
ნამდვილად დანებდებოდა, პოლს რომ დაეჟინებინა, მაგრამ ეს რომ
გააცნობიერა, გული მოეწურა. მამაკაცს იმედი გაუცრუვდებოდა, ვე-
რანაირ სიამოვნებას ვერ იპოვიდა და თავის გზაზე წავიდოდა. კი,
პოლი დაჟინებული იყო, რასაც მირიამი დიდ ყურადღებას არ აქცევ-
და, რადგან უფრო მნიშვნელოვნად ის შიში მიაჩნდა, მათ სიყვა-
რულს დაღუპვას რომ უქადდა. ბოლოს და ბოლოს, პოლიც ჩვე-
ულებრივი მამაკაცი იყო, სიამოვნების მაძიებელი. მაგრამ მასშიც
423
ხომ იყო რაღაც, რაღაც უფრო სიღრმისეული! სწორედ ამ სიღრმი-
სეულს უნდა მინდობოდა მირიამი, მიუხედავად მამაკაცის სურვი-
ლებისა. პოლი ხომ ეუბნებოდა ხოლმე, ფლობა ამ ცხოვრებაში ყვე-
ლაზე დიდი რამეაო. ყველაზე ძლიერი გრძნობები ფლობაშია თავ-
მოყრილიო. იქნებ მართალსაც ამბობდა. იყო რაღაც ღვთაებრივი
ამაში და მირიამიც რელიგიურად შეინანიებდა და წავიდოდა ამ
მსხვერპლზე. პოლს უნდა მიეღო საწადელი. ამის გაფიქრებაზე უნე-
ბურად მთელი სხეული შეეკუმშა, თითქოს წინააღმდეგობას უწევსო.
მაგრამ ცხოვრება ტანჯვის კარიბჭის გავლას აიძულებდა და მასაც
უნდა გაევლო. ამაზეც დათანხმდებოდა. სხვა თუ არაფერი, ამით პო-
ლი მაინც მიიღებდა საწადელს, რაც, თავის მხრივ, მირიამის სანუკ-
ვარი ოცნება იყო. ფიქრებში გადაეშვა, თავს ირწმუნებდა, რომ უნდა
მიეღო მამაკაცის მოთხოვნა. ახლა პოლი ისე ექცეოდა მირიამს,
როგორც შეყვარებულს. ხშირად, როდესაც მამაკაცს ცეცხლი შემო-
ენთებოდა, მირიამი მის სახეს უკან გასწევდა, ხელებში მოიქცევდა
და თვალებში შეხედავდა. პოლი კი ამ შეხედვას ვერ უძლებდა. მი-
რიამის სიყვარულით სავსე, ალალი თვალები აიძულებდა, მზერა
მოერიდებინა. ქალიშვილი წამით არ ავიწყებდა თავს. პოლს ისევ
და ისევ პასუხისმგებლობის გრძნობა სტანჯავდა. წამით არ შეეძლო
მოდუნება, დიად შიმშილს ან უემოციო ვნებას აყოლა. წინანდებუ-
რად დინჯი და დაფიქრებული არსება უნდა ყოფილიყო. ჟინმორე-
ულს თითქოს უკან, ყოველდღიურ ურთიერთობაში იხმობდა მირი-
ამი. ამას კი პოლი ვეღარ უძლებდა. უნდოდა, ეყვირა, თავი დამანე-
ბე, მომშორდიო, მაგრამ ქალიშვილი მისგან ოდენ სიყვარულით
სავსე თვალებს ითხოვდა. პოლის უემოციო ვნების ალით დაბინდუ-
ლი თვალები კი მირიამს არ ეკუთვნოდა. ფერმაში ალუბლის უხვი
მოსავალი მოიწიეს. სახლის უკან დიდი, მაღალი ხეების მუქფოთ-
ლიანი ტოტები მეწამულად აელვარებული მწიფე ნაყოფით იყო და-
424
ხუნძლული. ერთ საღამოს პოლმა და ედგარმა ხილის დაკრეფა მო-
ისურვეს. ცხელოდა, მოწმენდილ ცაზე ღრუბლის ქათქათა ფთილე-
ბი მიცურავდნენ. პოლი ისე მაღლა აძვრა ხეზე, რომ საფერმო ნაგე-
ბობათა წითელ სახურავებს ზევიდან გადმოხედა. ქარი უბერავდა და
ხეს არწევდა, რაც ვაჟკაცს სისხლს უჩქროლებდა. ახალგაზრდა კაც-
მა წვრილ, არასაიმედო ტოტზე იმდენი იქანავა, სანამ მსუბუქი თავ-
ბრუსხვევა არ იგრძნო, მერე ცოტა ქვემოთ ალუბლის კუნწულას
მისწვდა და სლიკინა, გრილი და სავსე ნაყოფის მუჭა-მუჭა კრეფას
შეუდგა. კრეფისას ალუბლის რტოები ყურებსა და კისერზე ეხებოდა
და მთელ სხეულში ცივი ჟრუანტელი უვლიდა. წითლის ყველა ელ-
ფერს - სინგურიდან დაწყებული მეწამულით დამთავრებული - ამ
ხშირფოთლიან ტოტებში მოეყარა თავი. გადახრილი მზის სხივმა
უცებ ღრუბელში გამოანათა. სამხრეთ-აღმოსავლეთის ცაზე ოქროს
უზარმაზარი ზვინები თვალისმომჭრელ სხივებს აფრქვევდნენ და
მთელ ცას ყვითელ ფერს სძენდნენ. ამ მომენტამდე ნაცრისფერი და
ნისლში გახვეული სამყარო გამაოგნებელი ფერებით შეიმოსა. ირ-
გვლივ ყველაფერს - ხეებს, ბალახს, მოშორებით მიმავალ მდინა-
რეს - თითქოს ბინდისგან დაეღწია თავი და აკაშკაშებულიყო. მი-
რიამი ჩაფიქრებული გამოვიდა სახლიდან.
- ოჰ! - პოლს მისი სასიამოვნო ხმა შემოესმა, - რა კარგია, არა?
ძირს ჩამოიხედა. მირიამს ვაჟისკენ მზირალ სახეზე ოქროსფერი
სხივი დასთამაშებდა. - რამსიმაღლეზე ასულხარ! - ასძახა პოლს.
მის გვერდით, რევანდის ფოთლებზე ოთხი მკვდარი ჩიტი მოჩან-
და, ტყვიით განგმირული ქურდები. პოლმა ალუბლის ტოტს ჰკიდა
თვალი, რომელზეც გათეთრებული კურკებიღა ეკიდა, რადგან პატა-
რა ქურდებს მთელი რბილობი გამოეჭამათ. მერე ისევ მირიამზე გა-
დაიტანა მზერა.
- ღრუბლებიც კი იწვიან, - პოეტურად შენიშნა.
425
- ლამაზია! - მირიამს ხმაში ხალისი შეეპარა.
ზევიდან ქალიშვილი პატარა, ნაზი, ფაქიზი ჩანდა. პოლმა ერთი
მუჭა ალუბალი გადმოყარა. გოგონა შეკრთა და შეშინდა. პოლი
გამხიარულდა და კიდევ ერთი მუჭა ნაყოფი დაუშინა. მირიამმა რამ-
დენიმე ალუბალი წამოკრიფა; ორი კუნწულა ყურებზე დაიკიდა და
პოლს ახედა. - არ გეყო? - ჰკითხა.
- თითქმის. აქ ისე ვარ, როგორც ხომალდზე.
- კიდევ დიდხანს დარჩები?
- მზის ჩასვლამდე.
მირიამი ღობესთან მივიდა, ჩამოჯდა და ზეცას ახედა, სადაც ოქ-
როსფერ ღრუბლებს ნამდვილი წარმოდგენა გაემართათ: ხან ერ-
თმანეთისგან ცალკევდებოდნენ, ხან ვარდისფერს იძენდნენ და
უზარმაზარ ლაშქრად სიბნელისკენ მიემართებოდნენ. ოქროსფერი
ალისფრად ისე აელვარდა, თითქოს აუტანელმა ტკივილმა იფეთ-
ქაო. მერე ალისფერს ვარდისფერი დაედო, ვარდისფერი მეწამუ-
ლად შეიღება და უცებ ჩაცხრა ვნება ზეცისა. ყველაფერს მუქნაცრის-
ფერი დაედო. პოლი კალათით ხელში სწრაფად ჩამოცოცდა ხიდან,
თუმცა შუა გზაში პერანგის სახელო გაეხა. - ლამაზია, - მირიამმა
ალუბლებისკენ გაიშვირა თითი.
- სახელო გავხიე, - თქვა პოლმა.
მირიამმა სამკუთხედად გახეულ ქსოვილს შეავლო ხელი.
- მიგიკერებ, - პერანგის სახელო მხართან გახეოდა. მირიამმა
თითები შეყო ამოხეულ ქსოვილში, - რა თბილია! პოლს გაეცინა.
მის ხმაში ახალი ბგერები გაერია, რამაც ქალიშვილს სუნთქვა შეუკ-
რა. - გარეთ ვიყოთ? - ჰკითხა ვაჟმა.
- არ გაწვიმდება? - დაინტერესდა მირიამი.
- არა, ცოტა გავისეირნოთ.

426
მინდორი გადაიარეს და ნაძვნარითა და ფიჭვნარით მდიდარ
ტევრს შეაფარეს თავი. - შევიდეთ უფრო ღრმად? - იკითხა პოლმა.
- გინდა?
- კი.
რაც უფრო შიგნით შედიოდნენ, უფრო მეტად უსიერი ხდებოდა
ტყე და წიწვები მირიამს სახეზე ჩხვლეტდა. გოგონა შიშმა აიტანა.
პოლი უცნაურად დუმდა. - მომწონს სიბნელე, - თქვა ვაჟმა, - ნეტავ,
უფრო მეტად ბნელოდეს... ისე, რომ თვალთან თითის მიტანა ჭირ-
დეს. მირიამს ახლა ისე აღიქვამდა, როგორც ქალს - მისი პიროვნე-
ბა კი თითქოს სულ გადავიწყებოდა. ქალიშვილს შიში ემჩნეოდა.
პოლი ფიჭვის ხეს მიეყუდა და მირიამს ხელები შემოხვია. მირიამი,
მართალია, მინებდა, მაგრამ ეს, შიშის მიუხედავად, თავის მსხვერ-
პლად გაღება უფრო იყო. ეს ხმაჩახლეჩილი, თავდავიწყებას და-
მორჩილებული მამაკაცი ახლა მისთვის სრულიად უცხო გახლდათ.
მოგვიანებით გაწვიმდა. მთელ ტყეში ფიჭვის სუნი დადგა. პოლი ჩა-
მოცვენილ წიწვებზე იწვა და წვიმის წკაპაწკუპს უსმენდა... თანაბარ,
უწყვეტ ხმაურს. გული დამძიმებოდა. მიხვდა, გააცნობიერა, რომ მი-
რიამი განვლილ წუთებში მასთან არ ყოფილა, რადგან მისი სული
სულ სხვაგან იმყოფებოდა, შიშით სადღაც გადახვეწილიყო. ჟინი
მხოლოდ ფიზიკურად დაეცხრო პოლს. თითქოს არც უხაროდა, ნა-
ძალადევად ეფერებოდა მირიამს სახეზე. გოგონას კი წინანდებუ-
რად უყვარდა. ვაჟი თბილი და მოსიყვარულე ეჩვენებოდა. - წვიმს! -
თქვა პოლმა.
- ჰო... სახეზე გაწვიმს?
მირიამმა ხელით მოისინჯა სახე, თმა, მხრები, ხომ არ დასველ-
დაო. უზომოდ უყვარდა. პოლმა სახე შარშანდელ წიწვებში ჩარგო
და უცნაური სიმშვიდე იგრძნო. სულ არ ადარდებდა, აწვიმდა ზედ
თუ არა; რომც გალუმპულიყო, აქედან ფეხს არ მოიცვლიდა. ამ წუ-
427
თებში აღარაფერი ადარდებდა, თითქოს მისი სული რაღაც მახლო-
ბელ და სასიამოვნო სამყაროში გადასულიყო. სიკვდილთან სიახ-
ლოვის უცნაური, ახალი გრძნობა დაეუფლა. - უნდა წავიდეთ, - თქვა
მირიამმა.
- ჰო, - დაეთანხმა პოლი, მაგრამ არ განძრეულა.
მისთვის ახლა ეს ცხოვრება ერთ დიდ აჩრდილად გადაიქცა, დღე
- თეთრ აჩრდილად, ღამე, სიკვდილი, უმოქმედობა და უძრაობა კი -
ყოფნად. სიცოცხლე, შეუპოვრობა და სიჯიუტე არყოფნას უკვე უდ-
რიდა. ახლა მხოლოდ ყოფიერიდან გაქრობა და უკუნში შთანთქმა,
მარადიულთან, უფალთან შერწყმა სურდა. - ორივეს დაგვაწვიმს, -
თქვა მირიამმა.
პოლი წამოდგა და გოგონასაც ხელი შეაშველა.
- დასანანია, - თქვა მამაკაცმა.
- რა?
- წასვლა რომ გვიწევს. ისე მშვიდად ვიყავი აქ.
- მშვიდად?! - გაოცდა მირიამი.
- ამაზე მშვიდად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.
ხელიხელჩაკიდებულები გაუდგნენ გზას. მირიამი თითებზე
უჭერდა და შიშის მსუბუქი ჟრუანტელი უვლიდა მთელ სხეულში. ეჩ-
ვენებოდა, რომ პოლი სადღაც უკან რჩებოდა და გული უსკდებოდა,
არ დავკარგოო.
- ეს ფიჭვები სიბნელეში მოჩვენებებს მაგონებენ; ყოველი ხე მოჩ-
ვენებას ჰგავს. მირიამს გულმა რეჩხი უყო და ხმა არ ამოუღია.
- რა დაოკებულია ყველაფერი: მთელი ღამე საკვირველებასა და
ძილში გადის. ალბათ, როდესაც გარდავიცვლებით, მხოლოდ ძილი
და საკვირველება იქნება. აქამდე თუ პოლის უხეშობა აშინებდა მი-
რიამს, ახლა ამ მისტიკურობამ გაუხეთქა გული. ფეხდაფეხ მიჰყვე-
ბოდა, ჩუმად და ხმაამოუღებლად. წვიმას ხეებთან ხმაურიანი ბრძო-
428
ლა გაეჩაღებინა. როგორც იქნა, ფორნების ფარდულს მიაღწიეს. -
ცოტა ხანს შევისვენოთ, - შესთავაზა პოლმა.
ყველა მხრიდან წვიმის ხმა ისმოდა და ყველაფერს ახშობდა.
- უცნაურად და მშვიდად ვგრძნობ თავს, - თქვა ვაჟმა, - სრულიად
დაოკებული ვარ. - ჰო, - მოთმინებით გაეპასუხა მირიამი.
პოლი ისევ ვერ ცნობდა მირიამს, ამიტომ მისი ხელი ჩაიხუტა. -
ჩვენ პიროვნულობას თუ მოვიშორებთ თავიდან, რაც ჩვენივე ნების
გამოხატულება და მცდელობაა... რათა ძალდატანების გარეშე ვიც-
ხოვროთ, ერთგვარ ძილს მივცეთ თავი... მგონი, ძალიან ლამაზი იქ-
ნება... ეს უნდა იყოს საიქიოც და უკვდავებაც. - ჰო?
- ჰო... ასე ცხოვრებას არაფერი აჯობებს.
- უჩვეულოდ ლაპარაკობ.
- კი.
ცოტა ხანში სახლში შევიდნენ. ყველამ უცნაურად შეხედა
წყვილს. პოლი წინანდებურად მშვიდად იყო, მზერადამძიმებულს
ხმაც საკმაოდ მტკიცე ჰქონდა. ყველამ ინსტინქტურად მიანება თა-
ვი.
იმ დროს მირიამის ბებია, რომელიც ვუდლინტონში, ერთ პაწაწი-
ნა კოტეჯში ცხოვრობდა, ავად გახდა და გოგონა მომვლელად მი-
უჩინეს. კარ-მიდამო ძალიან თვალწარმტაცი იყო. სახლს წინ დიდი
ბაღი ჰქონდა, რომლისთვისაც აგურის გალავანი შემოევლოთ, გა-
ლავნის შორიახლოს კი ქლიავის ხეები დაერგოთ. უკანა მხარეს კი-
დევ ერთი ბაღი იყო, რომელსაც მინდვრებისგან ძველისძველი,
ცოცხალი ღობე ჰყოფდა. ირგვლივ ყველაფერი ლამაზი იყო, მირი-
ამს კი ბევრი არაფერი ევალებოდა, ამდენად, კითხვისთვისაც, რაც
ასე ძალიან უყვარდა, და თვითანალიზის ფურცლისთვის მისანდო-
ბადაც საკმაო დრო რჩებოდა. დღესასწაულისთვის ბებია მომჯობინ-
და და ორიოდე დღით დერბიში ჩაიყვანეს ქალიშვილთან. რაკი ძა-
429
ლიან ახირებული ქალი იყო, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დაბრუ-
ნებულიყო, ამიტომ მირიამმა დრო იხელთა დასასვენებლად. პოლი
ველოსიპედით აკითხავდა ხოლმე და მშვიდად და ბედნიერად ატა-
რებდნენ დროს. ახალგაზრდა კაცი მირიამს ხელს დიდად არაფერში
უშლიდა, მაგრამ ორშაბათს მთელი დღის გატარება მოუწევდა მას-
თან.
მშვენიერი ამინდი იყო. სახლიდან გამოსვლისას პოლმა დედა-
მისს არ დაუმალა, სადაც აპირებდა წასვლას. მისის მორელმა უთ-
ხრა, მთელი დღე მარტოს მომიწევს შინ ყოფნაო, რამაც პოლის გან-
წყობაში ჩრდილი შეიტანა, მაგრამ წინ სამი უქმე დღეს ჰქონდა და
ისე უნდა გაეტარებინა, როგორც თვითონ მოეგუნებებოდა. ხალი-
სიანად მოახტა ველოსიპედს და დილის გზას აჩქარებით გაუდგა.
კოტეჯში თერთმეტისთვის ჩავიდა. მირიამი სადილს ამზადებდა.
სამზარეულოში ტრიალი შვენოდა ლოყებშეფაკლულს. პოლმა აკო-
ცა და დაჯდა. ოთახი სიდიდით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ საკმაოდ
მყუდრო იყო. დივანზე გახუნებულ ცისფერ და წითელ ფერებში გა-
დაწყვეტილი კუბოკრული სელის ქსოვილი ეფარა, რომელიც, მარ-
თალია, არა ერთხელ იყო გარეცხილი, მაგრამ მაინც სასიამოვნო
სანახავი გახლდათ. კუთხეში ჩამოკიდებულ ჭურჭლის თაროს ბუს
ფიტული ამშვენებდა. ფანჯრიდან მზის სხივები სურნელოვანი ნემ-
სიწვერების ფოთლებში აღწევდა და სამზარეულოში ისე შედიოდა.
პოლის პატივსაცემად მირიამი წიწილას ამზადებდა. მთელი დღე
მარტონი იქნებოდნენ სახლში, ვითარცა ცოლი და ქმარი. პოლმა
კვერცხი აუთქვიფა და კარტოფილი გაუთალა. იგრძნო, რომ მირი-
ამმა მისის მორელზე არანაკლებად შეუქმნა ოჯახური მყუდროება
და გაიფიქრა, ბუხრის ალზე ლოყებაწითლებულ, კულულებჩამოყ-
რილ მირიამზე უფრო საამური სანახავი არავინ მეგულებაო. სა-
დილზე ლამის თითები ჩაიკვნიტა. როგორც ქმარს შეეფერება, წიწი-
430
ლა თვითონ დაჭრა. ენის გაუჩერებლად საუბრობდნენ. მერე მირია-
მის დარეცხილი თეფშებიც გაამშრალა და მინდორში წავიდნენ სა-
სეირნოდ. ციცაბო ნაპირის ქვეშ პატარა ნაკადული პირდაპირ ჭა-
ობისკენ მირაკრაკებდა. ნელ-ნელა წინ მიიწევდნენ და გზადაგზა
დიდ, ლურჯ კესანეებსა და ჭაობის გულყვითელებს კრეფდნენ. მი-
რიამმა ყვავილების დიდი კონა მოაგროვა და ნაპირზე ჩამოჯდა.
გულყვითელებში სახე ჩარგო და ოქროსფერი ბზინვარება კანზე გა-
დაუვიდა. - სახე გიბრწყინავს, - უთხრა პოლმა, - ნამდვილი ფერიც-
ვალება განიცადე. მირიამმა კითხვით სავსე მზერით შეხედა. პოლმა
საამებლად გაუცინა და ხელებზე ხელებით შეეხო. მერე თითები და
სახე დაუკოცნა.
სიამით დაოკებულ დედამიწას მზის სხივები ძილისპირულს უმღე-
როდა. - უფრო ლამაზი ცხოვრებაში არაფერი მინახავს, - თქვა პოლ-
მა. მირიამს ხელზე ხელს უჭერდა. - რა სასიამოვნოდ მირაკრაკებს
წყალი... არ გსიამოვნებს? - მირიამმა სიყვარულით შეხედა. პოლს
თვალები ჩამუქებოდა და უბზინავდა.
- ისე, დიდი დღეა, ხომ? - ჰკითხა პოლმა.
მირიამმა თანხმობის ნიშნად რაღაც წაიღუღუნა. აშკარად ჩანდა,
რომ ბედნიერებით ნეტარებდა. - ეს ჩვენი დღეა... მხოლოდ შენი და
ჩემი, - თქვა პოლმა.
ცოტა ხანს კიდევ შეყოვნდნენ. მერე წამოდგნენ. ფეხებში ბეგქონ-
დარა ედებოდათ. პოლმა მირიამს შეხედა. - წამოხვალ? - ჰკითხა.
სახლისკენ ხმაამოუღებლად, ხელიხელჩაკიდებულნი გაუყვნენ
გზას. სახლთან მიახლოებულებს ქათმები გამოეგებნენ. მირიამი
იცნეს. პოლმა კარი ჩაკეტა და პატარა სახლში მხოლოდ ორნი დარ-
ჩნენ.
პოლს არასოდეს დაავიწყდებოდა საწოლზე გადაწოლილი მირი-
ამი, როდესაც საყელოს იხსნიდა. თავდაპირველად მისმა სილამა-
431
ზემ მოსჭრა თვალი. მირიამს იმაზე ლამაზი სხეული ჰქონდა, ვიდრე
ოდესმე წარმოიდგენდა ვაჟი. პოლი გაოცებისგან ენაგადაყლაპუ-
ლი იდგა და ადგილიდან ვერ იძვროდა. მირიამის სურვილი მოეძა-
ლა და მისკენ წავიდა კიდეც, მაგრამ გოგონამ მავედრებელი მზე-
რით შეხედა, ხელები ასწია და პოლი შეჩერდა. გოგონა დიდრონი,
ყავისფერი თვალებით მშვიდად, სიყვარულითა და მორჩილებით
უმზერდა; აი, მისი სხეული პოლს ელოდა, მაგრამ ამ სხეულის პატ-
რონს ისეთი თვალები ჰქონდა, როგორც შესაწირ ზვარაკს, რამაც
პოლი ადგილზე განაიარაღა. სურვილი გაუქრა. - დარწმუნებული
ხარ, რომ ჩემთან გინდა? - ჰკითხა პოლმა და სახე მოექუფრა. - კი,
სრულიად.
მირიამი ძალიან წყნარად, მეტისმეტად მშვიდად იყო. თუმცა მხო-
ლოდ იმას აცნობიერებდა, რომ ამას პოლისთვის აკეთებდა. პოლს
ასეთი მდგომარეობა არ მოსწონდა. გოგონა იწვა და მზად იყო, მას
მსხვერპლად შესწირვოდა, რამეთუ განუზომლად უყვარდა. პოლმა
წამიერად ინატრა, ნეტავ საერთოდ უსქესო ვიყო ან მიწა გამისკდე-
სო. მერე თვალები დახუჭა და სისხლი ისევ აუდუღდა.
სიყვარულს მიეცნენ... პოლს სხეულის ყოველი ბოჭკოთი უყვარ-
და მირიამი. ეტრფოდა. მაგრამ, ერთგვარად, ტირილიც მოუნდა.
რაღაც ისეთიც იყო ამ ყველაფერში, რასაც ვერაფრით შეჰგუებოდა
და მირიამის სახელით იკლავდა გულში. გოგონასთან შუაღამემდე
დარჩა. შინ დაბრუნებისას გრძნობდა, რომ მისთვის მიეძღვნა თავი.
სიყმაწვილეს ეთხოვებოდა. მაგრამ სულის ტკივილს რაღა მიზეზით
გრძნობდა? გარდაცვალებასა და საიქიოზე ფიქრები რატომღა
ჰგვრიდნენ სიამესა და შვებას? მირიამთან მთელი კვირა გაატარა
და ვნებით დაღალა, სანამ თვითონ არ ჩაუცხრა მოძალებული ჟინი.
გოგონას სურვილს თითქოს განზრახ არ იღებდა მხედველობაში და
მხოლოდ საკუთარი ჟინის დაკმაყოფილებას ცდილობდა უხეშად.
432
მაგრამ რაკი ასე ხშირად ვერ იქცეოდა, იმედგაცრუების განცდა
ეუფლებოდა და სიკვდილზე ფიქრები ეძალებოდა. თუკი მასთან თა-
ნაყოფის გარეშე იყო, საკუთარი თავიც ავიწყდებოდა და სურვილე-
ბიც. ხოლო თუ სარეცლის გაყოფაზე მიდგებოდა საქმე, მერე მირია-
მის ინტერესები ინაცვლებდა მეორე ადგილზე. - როდესაც შენთან
მოვდივარ, - უთხრა ერთხელ მირიამს და თვალები ტკივილმა და
სირცხვილის გრძნობამ ჩაუბნელა, - სინამდვილში ხომ არ გინდა
ხოლმე ჩემთან ყოფნა? - ცხადია, მინდა! - სწრაფად მიუგო მირიამმა.
პოლმა შეხედა.
- არა, - თქვა მან.
მირიამი აცახცახდა.
- იცი, - უთხრა პოლს და მისი სახე მხარზე მიიდო, რომ მზერა აე-
რიდებინა, - ...იცი... ახლა როგორც ვართ, მიჭირს შენთან შეჩვევა.
აი, რომ დავქორწინებულიყავით, მერე ყველაფერი მოგვარდებო-
და.
პოლმა თავი გაითავისუფლა და თვალებში ჩახედა.
- ანუ იმის თქმა გინდა, რომ ჩვენი ახლანდელი ურთიერთობა
შენთვის შოკისმომგვრელია? - ჰო... თანაც...
- სულ შებოჭილი ხარ.
მირიამი აკანკალდა.
- იცი, იმ აზრს ვერ ვეგუები, რომ...
- ბოლო დროს ხომ შეეგუე, - მოუჭრა პოლმა.
- მთელი ცხოვრება ვერ ვეგუებოდი. დედაჩემი მეტყვის ხოლმე,
ქორწინებაში არსებობს ერთი საშინელი რამ, რასაც უნდა შეეგუოო.
მისი სულ მჯეროდა.
- და ახლაც გჯერა, - უთხრა პოლმა.
- არა! - სწრაფად წამოიძახა მირიამმა, - მეც შენსავით მჯერა, რომ
სიყვარული, თუნდაც მაგნაირი, ცხოვრების მწვერვალია. - მაგრამ
433
ეს იმ ფაქტს როდი ცვლის, რომ ამ მწვერვალისკენ არასდროს მიის-
წრაფვი. - არა, - მირიამმა ხელები შემოხვია და მსუბუქად გააქანავა,
- ასე ნუ იტყვი! არ გესმის. - საშინელი ტკივილის შეგრძნება ჰქონდა,
- შენი შვილები არ მინდა? - მაგრამ მე არ გინდივარ.
- ამას როგორ ამბობ? უბრალოდ, ბავშვები რომ გვყავდეს, და-
ქორწინებულები უნდა ვიყოთ. - ანუ უნდა დავქორწინდეთ? მინდა,
შვილები ჩემგან გყავდეს. მოწიწებით აკოცა მირიამს. გოგონას სევ-
დიანი ფიქრები მოეძალა. - ძალიან ახალგაზრდები ვართ, - გულ-
დაწყვეტილმა თქვა.
- ოცდაოთხის და ოცდასამის...
- ჯერ არა, - გოგონამ თავი დანანებით გააქნია.
- როცა გახდები, - თქვა ბოლოს პოლმა.
მირიამმა თავი ჩაქინდრა. პოლი იმდენად სევდიანად წარმოთ-
ქვამდა სიტყვებს, რომ გოგონას გული დაუმძიმდა. არაფერში უმარ-
თლებდათ. შინაგანად ხვდებოდა, პოლსაც უჭირდა. ერთკვირიანი
სიყვარულობანა რომ დაასრულა მირიამთან, პოლმა ერთი საღამო
შეარჩია და დედამისს უთხრა:
- მირიამთან ასე ხშირად აღარ ვივლი, დედა.
ქალს გაუკვირდა, მაგრამ არ ჩასძიებია.
- შენი საქმისა შენ იცი.
მისის მორელი დასაძინებლად წავიდა. მაგრამ პოლი ისე უცნაუ-
რად დამშვიდებულიყო, რომ გულში კითხვები გაუჩნდა. რაღაცას
ხვდებოდა კიდეც. ჩარევა კი არც უფიქრია. აჩქარება არ ეგებისო,
დაასკვნა. პოლის მარტოსულობას რომ უკვირდებოდა, თავის თავს
ეკითხებოდა, ასე სადამდე გააგრძელებსო. ბიჭი თითქოს ჩამოდნა
და უთქმელი გახდა. ისევ წარბს კრავდა, რაც ბავშვობაში ახასია-
თებდა, მაგრამ მრავალი წლის წინ გადაევიწყებინა. ახლა კი ისევ

434
იმეორებდა. აბა, მე რა შემიძლიაო, ფიქრობდა მისის მორელი.
პოლს მარტოს უნდა გაეკაფა ცხოვრების გზები.
პოლი წინანდებურად მირიამის ერთგული იყო. თუმცა მხოლოდ
ერთხელ იყვნენ საწოლში ბედნიერნი, რაც მერე აღარ განმეორებუ-
ლა. ხელის მოცარვის გრძნობა უძლიერდებოდა. თავიდან მხოლოდ
სევდიანობით გამოიხატებოდა. მერე მიხვდა, რომ ასე ვეღარ გაგ-
რძელდებოდა. გაქცევა, საზღვარგარეთ წასვლა, გადახვეწა მოუნ-
და. ბოლოს უკვე თავს აღარც სთხოვდა. სარეცელმა არათუ შეადუ-
ღაბა მათი ურთიერთობა, არამედ პირიქით, გახლიჩა. პოლმა გააც-
ნობიერა, რომ კარგი არაფერი ხდებოდა. უკვე ცდადაც აღარ ღირდა
რამის გამოსწორება, რამეთუ მათ შორის წარუმატებლობის შავი
ღრუბელი გაწოლილიყო.
ბოლო თვეების განმავლობაში კლარას იშვიათად ნახულობდა.
შიგადაშიგ სადილობისას ნახევარი საათით თუ გაისეირნებდნენ.
თუმცა ამ ქალბატონთან მოწყენილი უკვე აღარ ეთქმოდა პოლს,
საკმაოდ მხიარული და ხალისიანი გახდა. კლარას ისე ექცეოდა,
თითქოს თავს უყადრებდა, როგორც ბავშვს, რომლის საუბარიც
სულ არ აინტერესებდა. მაგრამ პოლს ეს უკვე აღარ ანაღვლებდა.
მხოლოდ გულის რომელიღაც კუნჭულში თუ გაკენწლავდა ხოლმე.
მირიამი ზოგჯერ ეკითხებოდა:
- კლარა როგორ არის? კარგა ხანია მისგან აღარაფერი მსმენია.
- გუშინ ოციოდე წუთით ერთად გავისეირნეთ, - პასუხობდა პოლიც.
- რაზე გესაუბრებოდა?
- არც კი ვიცი. მგონი, მხოლოდ მე ვლაპარაკობდი გაუჩერებ-
ლად... ისედაც სულ ვყბედობ ხოლმე. მგონი, გაფიცვაზე ვესაუბრე.
ვუთხარი, როგორ მიიღეს ეს ამბავი ჩვენმა თანამშრომელმა ქალებ-
მა. - ჰოო.
ეს ერთგვარი ანგარიშის ჩაბარება იყო მირიამისთვის.
435
მაგრამ ვაჟს კლარას მიმართ მზარდი სითბო, პოლისდა უნებუ-
რად, მირიამისგან აშორებდა, მიუხედავად იმისა, რომ გოგონას წი-
ნაშე თავს არა მხოლოდ ვალდებულად გრძნობდა, არამედ სრული-
ად მას აკუთვნებდა. ფიქრობდა, მირიამის ერთგული ვარო, თუმცა
პოლმა ეს გრძნობა მანამ ვერ დააფასა ჯეროვნად, სანამ მირიამის
სიყვარულმა ძვალ-რბილში არ გაატანა. პოლმა უფრო მეტი დროის
გატარება დაიწყო ახალშეძენილ ძმაკაცებთან: ხელოვნების სკო-
ლის მუშაკ ჯესოპთან, უნივერსიტეტის ქიმიკოს სუეინთან, მასწავ-
ლებელ ნიუტონთან, ასევე ედგართან და მირიამის უმცროს ძმებ-
თან. სამსახურს იმიზეზებდა და ჩანახატებს უკვე ჯესოპთან ერთად
აკეთებდა. უნივერსიტეტში სუეინს შეუვლიდა ხოლმე და ერთად მი-
დიოდნენ გულის გადასაყოლებლად. ნიუტონთან ერთად მატარებ-
ლით უწევდა შინ დაბრუნება და ზოგჯერ „მთვარესა და ვარსკვლა-
ვებში“ ბილიარდის სათამაშოდ შედიოდნენ. როდესაც მირიამს ებო-
დიშებოდა, ძმაკაცების გამო ვერ შემოგიარეო, თავს სრულიად პირ-
ნათლად გრძნობდა. დედამისმა კი მუდამ იცოდა, სადაც იმყოფებო-
და მისი საყვარელი ვაჟი და აღარც არაფერზე ღელავდა.
ზაფხულში კლარას ბამბის თხელი, ფართოსახელოებიანი კაბა
ეცვა. როდესაც ხელებს სწევდა, სახელოებიდან დიდებული, ქათქა-
თა მკლავები მოუჩანდა. - ერთ წუთს ხელები არ გაამოძრაოთ! -
სთხოვდა ხოლმე პოლი.
კლარას მკლავების ჩანახატებს როდესაც აკეთებდა, ქაღალდზე
ის აღფრთოვანება გადადიოდა, რასაც ქალის მიმართ განიცდიდა.
მირიამი მის ჩანახატებს მუდამ ყურადღებით ათვალიერებდა ხოლ-
მე და ერთხელ ამ ჩანახატებსაც წააწყდა. - მგონი, კლარას ულამა-
ზესი მკლავები აქვს, - თქვა პოლმა. - ჰო! როდის დახატე?
- სამშაბათს, სამსახურში. ხომ იცი, ჩემი სამუშაო კუთხე მაქვს.
ხშირად, სადილამდე მოვითავებ ხოლმე საქმეებს და ნაშუადღევს
436
უკვე ჩემს საქმეს ვაკეთებ. საღამოს კი შემიძლია მთელი დღის ნამუ-
შევარს შევავლო თვალი.
- ჰო, - თქვა მირიამმა და ჩანახატების ალბომის თვალიერება გა-
ნაგრძო. ხშირად სძულდა კიდეც მირიამი პოლს. სძულდა, რადგან
ვერ იტანდა, როდესაც მირიამი მოიხრებოდა და მის ნამუშევრებში
იქექებოდა. ვერ იტანდა, როდესაც მირიამი აუჩქარებლად აფასებ-
და პოლის ნამუშევრებს, თითქოს ამით ანგარიშს იბარებდა. როდე-
საც მასთან იყო, იმის გამო სძულდა, რომ ფიქრობდა, ჩემს გულს და-
ეპატრონა, მაგრამ ხელში ვერ ჩაიგდოო, რის გამოც შეუბრალებ-
ლად ტანჯავდა. ყველაფერი უნდა, სანაცვლოდ კი არაფერს გასცემ-
სო, ხშირად იტყოდა ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, სითბოს აღარ
გასცემდა. თითქოს არც თვითონ იყო ცოცხალი და სხვასაც ართმევ-
და სიცოცხლეს. რამდენიც უნდა ეძებნა, მაინც ვერ აგნებდა, თით-
ქოს არ არსებობდა. მირიამი მხოლოდ მის სინდისად ქცეულიყო,
გულისსწორად კი არა. ამის გამო უფრო მეტად იზიზღებდა და ულ-
მობლობასაც არ ერიდებოდა პოლი. ასე ძაღლუმადურად გასტანა
მომდევნო ზაფხულამდე. პოლმა კი ამასობაში კლარასთან მოუხში-
რა ურთიერთობას. ბოლოს პოლმა ხმა ამოიღო. ერთ საღამოს შინ
იჯდა და ხატავდა. დედამისსა და მას შორის აშკარად შავ კატას გა-
ერბინა - ერთმანეთს მომდურავი თვალებით უყურებდნენ. მისის მო-
რელი დარწმუნებული იყო, რომ პოლი მირიამს აღარ ხვდებოდა.
ძალიანაც კარგი, მაშინ განზე დარჩებოდა მანამდე, სანამ პოლი
თვითონ არ მოინდომებდა გულის გადაშლას. უკვე დიდი ხანი გასუ-
ლიყო, რაც პოლის სულში ქარიშხალი მძვინვარებდა და წესით მა-
ლე უნდა დამშვიდებულიყო, ეს კი დედასთან დაბრუნებას უდრიდა.
იმ საღამოს დედა-შვილს შორის დაძაბულობა იგრძნობოდა. პოლი
თავის დაღწევის მიზნით მექანიკურად, თუმცა ემოციურად მუშაობ-
და. დაღამდა. ღია კარიდან თეთრი შროშანების სურნელი ქურდუ-
437
ლად შეიპარა. პოლი მოულოდნელად წამოდგა და გარეთ გავიდა.
ღამე ისეთი ლამაზი იყო, რომ პოლს ყვირილი მოუნდა. ოქროს სა-
ბურველში გახვეული ნახევარმთვარე ბაღის ბოლოში მდგარი შავი
ნეკერჩხლის ტოტებში აპირებდა დამალვას და ზეცას მოელვარე მე-
წამულ ფერს აფრქვევდა. შორიახლოს შროშანების თეთრი ღობე
ჩანდა, რომელიც ბაღს კვეთდა და ჰაერში საამურ, ცოცხალ სურ-
ნელს აფრქვევდა. პოლი მიხაკების კვალთან მივიდა, რომელთა
მკვეთრი სუნი შროშანების მათრობელა სურნელს აპობდა, და ყვა-
ვილების ბარიერთან შეჩერდა. სუნთქვაშეკრულებს თავები დაეხა-
რათ. სურნელების ორომტრიალმა პოლი დაათრო. მინდორზე გავი-
და, მთვარის ჩასვლის ყურებით რომ დამტკბარიყო. თივაში შემა-
ლული ღალღა ჟამიდან ჟამზე ხმიანობდა. მთვარე სწრაფად ჩადიო-
და და უფრო შეფაკვლოდა ლოყები. პოლის უკან დიდმა ყვავილებმა
მოდრიკეს თავი, თითქოს ვინმეს უხმობდნენ. უეცრად მისმა ყნოს-
ვამ სრულიად სხვა სურნელება შეიგრძნო, უფრო მკვეთრი და აგრე-
სიული. შემობრუნდა და სინგურისფერი ზამბახი შენიშნა. თითებით
მის ხახას შეეხო, მერე მუქ, გაშვერილ ფოთლებს გადაუსვა ხელი.
რაღაც ხომ მაინც იპოვა. ზამბახის ბუჩქი სიბნელეში გაშეშებული
იდგა. უხეშ სუნს აფრქვევდა. მთვარე სადაცაა ბორცვების გრეხილს
მიღმა ჩავიდოდა. ჩავიდა. უკუნეთმა დაისადგურა. ღალღა კი ისევ
უხმობდა გულისსწორს. პოლმა მიხაკი მოწყვიტა და სახლში შებ-
რუნდა.
- მოდი, შვილო, - უთხრა დედამ, - რა ხანია, დაწოლის დროა.
პოლმა მიხაკი ბაგესთან მიიტანა.
- მირიამთან ურთიერთობა უნდა გავწყვიტო, დედა, - მშვიდად მი-
მართა პოლმა. მისის მორელმა სათვალიდან ახედა ვაჟს. მან კი გამ-
ჭოლი მზერით უპასუხა. წამიერად მათი მზერა გადაიკვეთა, მერე მი-
სის მორელმა სათვალე მოიხსნა. ახალგაზრდა კაცს სახეზე ფერი არ
438
ედო. მასში მამრი დომინირებდა. დედას არ სურდა, მკაფიოდ ეცქი-
რა ასეთი შვილისთვის. - მე კი მეგონა... - დაიწყო ქალმა.
- ჰო, - გააწყვეტინა პოლმა, - არ მიყვარს. არც მისი ცოლად შერ-
თვა მინდა... მოკლედ, უნდა დავასრულო.
- კი მაგრამ, - წამოიძახა გაოცებულმა დედამ, - აქამდე მეგონა,
რომ მას უკავშირებდი ბედს და ხმას აღარ ვიღებდი.
- ჰო, ვუკავშირებდი... მინდოდა... მაგრამ გადავიფიქრე. ასე არ
გამოვიდოდა. კვირას გამოვეთხოვები. მგონი, მოვალე ვარ, ასე მო-
ვიქცე, არა? - შენ უკეთ იცი. ჩემი აზრი კარგა ხნის წინ მაქვს ნათქვა-
მი. - ახლა მაგას აღარ ეშველება. კვირას ოფიციალურად გავწყვეტ
ურთიერთობას. - კეთილი, - ჩაილაპარაკა ქალმა, - ალბათ, მასე
აჯობებს. უბრალოდ, მეგონა, რომ ისევ გსურდა მისთვის ხელის
თხოვნა და აღარაფერს გეუბნებოდი, არც გეტყოდი არაფერს. თუმ-
ცა კი აზრი არ შემიცვლია: არ არის მირიამი შენი ტოლი და სწორი.
- კვირას ვწყვეტ, - თქვა პოლმა და მიხაკი დაყნოსა. ყვავილი პირში
ჩაიდო. დაუფიქრებლად დაასო კბილები და პირი ყვავილის ფურ-
ცლებით აევსო, ბუხარში გადააფურთხა, დედას აკოცა და დასაძი-
ნებლად გაეშურა. კვირას, ნაშუადღევს, უილეის ფერმაში წავიდა.
მანამდე მირიამისთვის მიწერილი ჰქონდა, ჰაქნელის მიმართულე-
ბით მინდვრებში გავისეირნოთო. მისის მორელი პოლს მეტისმეტად
ალერსიანად მოექცა. ახალგაზრდა კაცს არაფერი უთქვამს. მაგრამ
კარგად ჩანდა, ეს უთქმელობა რად უჯდებოდა. თუმცა ვაჟის სერიო-
ზული გამომეტყველება ამშვიდებდა კიდეც. - არაფერზე იდარდო,
შვილო, - უთხრა პოლს, - როდესაც ყველაფერი დამთავრდება, ბევ-
რად უკეთ იგრძნობ თავს.
პოლმა წამიერად შეხედა დედას, თუმცა მის მზერაში გაოცება და
წყენა იკითხებოდა. თანაგრძნობა არაფერში სჭირდებოდა. მირიამი
ხეივნის ბოლოს დაუხვდა. მოკლესახელოებიანი, ფიგურული მუს-
439
ლინის ახალი კაბა ეცვა. გოგონას გარუჯული - მორჩილი და სევდის
მომგვრელი - მკლავების დანახვამ პოლს ისეთი ტკივილი მიაყენა,
რომ სულ გააცოფა. მირიამი ხომ მისთვის გამოპრანჭულიყო ასე,
თან როგორი ნორჩი კანი ჰქონდა. პოლს ეგონა, მხოლოდ ჩემთვის
გაფურჩქნულაო. რამდენჯერაც გაექცეოდა თვალი ამ ახალგაზრდა,
მაგრამ უკვე ზრდასრული ქალისკენ, ახალი კაბა საოცრად რომ შვე-
ნოდა, იმდენჯერ აუტანელ ტკივილს გრძნობდა; ეგონა, სადაცაა გუ-
ლი გამისკდებაო. მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა და
ცოცხალი თავით აღარაფერს შეცვლიდა. ბორცვზე ავიდნენ და ჩა-
მოსხდნენ, პოლმა კალთაში ჩაუდო თავი, მირიამი კი თითებით მისი
თმის ვარცხნას შეუდგა. გოგონა ხვდებოდა, რომ პოლი ფიქრებით
სულ სხვაგან იმყოფებოდა. ხშირად მომხდარა, რომ ფიზიკურად ერ-
თად ყოფილან, მაგრამ მირიამს თავიც რომ მოეკლა, მაინც ვერ პო-
ულობდა მას. დღესაც ასე იყო; მხოლოდ მირიამს ვერ მოესწრო
ამისთვის შემზადება. როდესაც პოლმა სათქმელი უთხრა, ხუთი სა-
ათი სრულდებოდა. ნაკადულთან ისხდნენ, სადაც ყვითელი მიწის
გადარეცხილ ნაპირზე ბუსნო გადაფენილიყო ხავერდოვან ხალი-
ჩად, პოლს კი ჯოხი ეკავა და კორდს ჩიჩქნიდა, როგორც გაბრაზე-
ბულსა და დაბნეულზე სჩვეოდა ხოლმე.
- ბევრი ვიფიქრე, - თქვა მან, - უნდა დავშორდეთ.
- რატომ? - მირიამმა გაოცებულმა წამოიძახა.
- ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და იმიტომ.
- რატომ არ შეიძლება?
- ცუდია და იმიტომ. ცოლის შერთვა არ მინდა, საერთოდ არ მინ-
და დაქორწინება. ხოლო დაუქორწინებლად ასე გაგრძელება კარგს
არაფერს მოიტანს.
- ჰო მაგრამ, ამას ახლა რად მეუბნები?
- რადგან გადაწყვეტილება მივიღე.
440
- ერთად გატარებული ბოლო თვეები და ის სიტყვები, რასაც მე-
უბნებოდი, აღარაფერს ნიშნავს? - ამას აღარაფერი ეშველება! ასე
გაგრძელება კი აღარ მინდა. - აღარ გინდივარ?
- მინდა, რომ შევწყვიტოთ ურთიერთობა. შენ ჩემგან იქნები თა-
ვისუფალი, მე - შენგან. - ბოლო თვეებზე რას მეტყვი?
- არ ვიცი. მაგ დროს მხოლოდ იმას გეუბნებოდი, რასაც ვფიქ-
რობდი. - ახლა რაღამ შეგცვალა?
- არაფერმა... იგივე ვარ... მხოლოდ იმას ვხვდები, რომ ასე ვე-
ღარ გაგრძელდება. - შენ ის არ გითქვამს, ცუდს რას ჩავდივართ და
რატომ ვეღარ გაგრძელდება. - იმიტომ, რომ აღარ მინდა... არც ცო-
ლის შერთვა მინდა.
- როდის მთხოვე ხელი და უარი როდის მიიღე?
- ვიცი, მაგრამ უნდა დავშორდეთ.
ერთხანს დუმილი ჩამოვარდა. პოლი ისევ კორდს ჩიჩქნიდა. მი-
რიამმა თავი ჩაქინდრა და ფიქრებში წავიდა. პოლი ნამდვილი უპა-
სუხისმგებლო ბავშვი იყო. იმ ღლაპს ჰგავდა, ჩაის ბოლომდე რომ
დალევს და მერე ფინჯანს გაისვრის. მირიამმა პოლს შეხედა და გა-
იფიქრა, რომ მოვინდომო, არსად გავუშვებ და სულ ჩემთან მეყო-
ლებაო, მაგრამ არა, ამას ნამდვილად ვერ შეძლებდა. უცებ წარ-
მოთქვა:
- ერთხელ გითხარი, თოთხმეტი წლის მოზარდი ხარ-მეთქი...
თურმე ოთხის ყოფილხარ! პოლი ისევ კორდს ჩიჩქნიდა გამწარებუ-
ლი. ნათქვამი გაიგონა. - ოთხი წლის ბავშვი ხარ, - გაბრაზებით გა-
იმეორა მირიამმა. კაცს არაფერი უთქვამს, გულში კი გაიფიქრა:
„კარგი, თუ ოთხი წლისა ვარ, მაშ რაღას მემართლები? სხვა დედა
არ მჭირდება“. ისევ დუმილი. - შენებს უკვე გააცანი გადაწყვეტილე-
ბა? - ჰკითხა გოგონამ. - დედაჩემს ვუთხარი.
ისევ დუმილი ჩამოვარდა, ამჯერად ხანგრძლივი.
441
- აბა, რაღა გინდა? - ისევ მირიამმა დაარღვია სიჩუმე.
- მხოლოდ ის, რომ დავშორდეთ. ამდენი წელი ერთმანეთით ვიც-
ხოვრეთ, ახლა კი შეჩერების დროა. მე ჩემი გზით წავალ, უშენოდ,
შენც შენს გზას დაადექი, უჩემოდ. თავისუფალი ცხოვრებით იცხოვ-
რე. მართალია, მირიამისთვის ეს სიტყვები მწარე მოსასმენი იყო,
მაგრამ სიმართლის მარცვალი ერია. თვითონაც ხვდებოდა, რომ
მასთან შებოჭილი იყო და ეს ძალიან აღიზიანებდა, რადგან ვერა-
ფერს ხდებოდა. ეს შემბოჭავი სიყვარული მაშინვე შესჯავრდა, რა
წამს იგრძნო, რომ გრძნობის ზრდასთან ერთად შებოჭილობაც იზ-
რდებოდა. გულის სიღრმეში, სადღაც, რომელიღაც კუნჭულში, პო-
ლიც სძაგდა, რამეთუ აცნობიერებდა, რომ ძალიან უყვარდა და ყვე-
ლაფერში ემორჩილებოდა. ამ მორჩილებას კი ვერ ეგუებოდა. თა-
ვის გათავისუფლებას ლამობდა. თუმცა იყო კიდეც პოლისგან თავი-
სუფალი, უფრო თავისუფალიც კი, ვიდრე პოლი მისგან. - ამასთან, -
განაგრძო პოლმა, - ორივე ჩვენგანზე სამუდამოდ აისახა ერთმანე-
თის კვალი. შენც უამრავი რამ გაქვს ჩემთვის გაკეთებული და მეც -
შენთვის. ჰოდა, მოდი, ორივემ დამოუკიდებლად დავიწყოთ ცხოვ-
რება. - რისი გაკეთება გინდა? - ჰკითხა მირიამმა.
- არაფრის... მხოლოდ თავისუფლება მინდა, - მიუგო ახალგაზ-
რდამ. გოგონა ხვდებოდა, რომ კლარას ზეგავლენით ეკერა პოლს
თავისუფლება პირზე. თუმცა ამ საკითხზე არაფერი უთქვამს. - და
დედაჩემს რა ვუთხრა? - ჰკითხა უცებ პოლს.
- მე დედაჩემს ვუთხარი, - დაიწყო პოლმა, - ურთიერთობას სამუ-
დამოდ ვწყვეტ-მეთქი. - ჩემებთან არაფერს ვიტყვი, - თქვა მირიამმა.
- შენი საქმისა შენ იცი, - წარბი შეკრა პოლმა.
გააცნობიერა, რომ მირიამი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა
და მაშინ ჰკრა ხელი, როდესაც ყველაზე მეტად უნდა დახმარებოდა.
ეს რომ გაისიგრძეგანა, გაღიზიანდა. - მაშინ, უთხარი, რომ არ გინ-
442
და ჩემზე გათხოვება და ამიტომ მშორდები, - ურჩია პოლმა, - სიმარ-
თლესაც ჰგავს. მირიამმა თითზე იკბინა. პოლთან განვლილი ურთი-
ერთობა წარმოუდგა თვალწინ. იცოდა, კარგა ხანია ხვდებოდა, რომ
ამით დასრულდებოდა მათი სიყვარული. სწორედ იმ მოლოდინმა
გაამართლა, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდა. - სულ... სულ ასე
იყო! - იყვირა გაღიზიანებულმა, - ჩვენ შორის სულ ბრძოლა მიმდი-
ნარეობდა, გაუთავებლად... მხოლოდ იმისთვის იბრძოდი, რომ ჩემ-
გან დაგეხსნა თავი! მირიამის სიტყვები მეხივით მოულოდნელად
დაატყდა თავს. პოლს გული მოეწურა. ესე იგი, ასე ხედავდა თურმე
მირიამი. - მაგრამ ერთად ბედნიერი დროც გვაქვს გატარებული,
როდესაც ნამდვილად ერთმანეთს ვეკუთვნოდით! - მობოდიშებასა-
ვით გამოუვიდა პოლს. - არასდროს! - ყვიროდა მირიამი, - არას-
დროს! მხოლოდ ჩემგან თავის დაღწევას ლამობდი! - ყოველთვის
არა... თავიდან არა! - ძლივს ამოღერღა ვაჟმა. - ყოველთვის, სულ
თავიდანაც კი... არაფერი შეცვლილა!
მირიამმა თავი მოთოკა, მაგრამ რაც თქვა, სრულიად საკმარისი
იყო. პოლს თავზარი დაეცა. აქ იმისთვის მოდიოდა, რომ ეთქვა, ერ-
თად კარგად ვიყავით, მაგრამ ახლა განშორების დროაო, თუმცა,
როგორც აღმოჩნდა, მირიამს, რომლის სიყვარულისაც ყველაზე მე-
ტად სჯეროდა ამქვეყნად, თურმე არც კი სწამდა ბოლომდე მათი
გრძნობა. მიაჩნდა, რომ მათი სიყვარული არც კი არსებულა. ჩემგან
თავის დაღწევას ლამობდიო, მიაძახა. რა საშინელებაა, თურმე მათ
შორის ჭეშმარიტი არაფერი ყოფილა. თურმე პოლის ყველა წარ-
მოდგენა მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფი იყო. და ეს ყოველივე მი-
რიამს თავიდანვე სცოდნია. რამდენი რამ ჰქონია გულში და ამ
დროს ხმას არ იღებდა. პირველივე დღეებიდან. თავიდანვე!
პოლი უხმოდ, გამწარებული იჯდა. მირიამთან ურთიერთობას,
როგორც იქნა, სულ სხვა მხრიდან შეხედა. თურმე თვითონ კი არ თა-
443
მაშობდა, არამედ მირიამი ეთამაშებოდა. მთელ ბრაზს გულში იმარ-
ხავდა, პოლს კი ზიზღით ეპირფერებოდა. ალბათ, ახლაც ეზიზღებო-
და. მამაკაცში გონების ულმობელმა ხმამ გაიღვიძა.
- ისეთ მამაკაცს უნდა გაჰყვე, ვინც გაგაღმერთებს, - უთხრა გო-
გოს, - და შეგიძლია, შენ ჭკუაზე ატარო. უამრავ მამაკაცს მოხიბლავ,
თუკი მათ ბუნებას დადებითი მხრიდან დაუწყებ ყურებას. ჰოდა, რო-
ცა რომელიმე მათგანს ამოარჩევ, ის ვიღაც შენგან წასვლას აღარ
ეცდება. - გმადლობ! - გამოსცრა მირიამმა, - მაგრამ გათხოვება აღა-
რასოდეს მირჩიო. ეს რჩევა უკვე მოცემული გაქვს.
- ძალიან კარგი, - თქვა პოლმა, - აღარაფერს ვიტყვი.
გაუნძრევლად იჯდა; ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს მან კი არ
მიაყენა ვინმეს დარტყმა, არამედ მას მიაყენეს. მათი რვაწლიანი
ურთიერთობა, რვაწლიანი სიყვარული, ცხოვრების რვა წელიწადი
უეცრად გაქარწყლდა. - ეს გადაწყვეტილება როდის მიიღე? - ჰკითხა
მირიამმა.
- ხუთშაბათ საღამოს.
- ვგრძნობდი, რომ ეს მიახლოვდებოდა.
ამ სიტყვებმა მწარე შვება მოჰგვარა პოლს. ჰოდა, მშვენიერია!
თუკი გრძნობდა, მაშ, მოულოდნელობაც არ ყოფილაო, დაიმშვიდა
გული. - კლარასთვის ხომ არ გითქვამს რამე?
- ჯერ არა, მაგრამ როცა ვნახავ, ვეტყვი.
მძიმე დუმილი.
- ის სიტყვები თუ გახსოვს, შარშან ბებიაჩემის კოტეჯში რომ მეუბ-
ნებოდი... თუნდაც ერთი თვის წინ ნათქვამი სიტყვები იყოს?
- კი, - უპასუხა პოლმა, - მახსოვს! არც მომიტყუებიხარ! სამწუხა-
როდ, არაფერი გამოვიდა. - იმიტომ არ გამოვიდა, რომ შენ სულ
სხვა რამ გინდოდა.

444
- მაინც არაფერი გამოვიდოდა, რადგან ჩემი თურმე არასდროს
გჯეროდა. მირიამმა უცნაურად გაიცინა.
პოლი ჩუმად იჯდა. განუწყვეტლივ ფიქრობდა, მირიამმა მიმუხ-
თლაო. როდესაც პოლს ეგონა, ჩემზე მზე და მთვარე ამოსდისო, მი-
რიამს თურმე სძულდა. ათას სისაძაგლეს ალაპარაკებდა, არაფერ-
ში ეწინააღმდეგებოდა. გამოდის, პოლი მარტო იბრძოდა. მაგრამ
პოლს ყველაზე მეტად ის აბრაზებდა და ყელში ეჩხირებოდა, რომ,
როდესაც პოლი ფიქრობდა, ვუყვარვარო, მირიამს თურმე ეზიზღე-
ბოდა. ხმა ხომ უნდა ამოეღო, როდესაც ხედავდა, რომ პოლს შეც-
დომა მოსდიოდა. გამოდის, უპატიოსნოდ თამაშობდა. პოლს შეს-
ძულდა მირიამი. მთელი ეს წლები ისე ექცეოდა, როგორც გმირს და
თურმე ბავშვად მიიჩნევდა, სულელ ღლაპად. თუ ასე იყო, სულელ
ღლაპს სისულელეების კეთების უფლებას როგორ აძლევდა? ოჰ,
როგორ გაუქვავდა მირიამის მიმართ გული!
ეს უკანასკნელი კი გამწარებული იჯდა. არადა, გრძნობდა... ოჰ,
რა ნათლად გრძნობდა ყველაფერს! ყოველთვის, როდესაც პოლი
მის გვერდით არ იმყოფებოდა, მირიამი მის ქმედებებს აფასებდა,
მის სიპატარავეს ხედავდა, მის სიმდაბლეს ამჩნევდა და მისი უტვი-
ნობაც არასდროს გამოჰპარვია. სულსაც კი იცავდა პოლისგან.
პოლმა გზიდან ვერ გადააცდინა, ვერც დასცა და ვერც გული მოუკ-
ლა. მირიამმა იცოდა, გრძნობდა. მაგრამ რატომღა ჰქონდა პოლს
მასზე ძალაუფლება? მისი თითოეული ქმედება ისე ხიბლავდა მირი-
ამს, თითქოს პოლმა მონუსხაო. მაგრამ მაინც საძაგელი, ყალბი,
მერყევი და უბადრუკი იყო. ნეტავ, რაღად უნდოდა მირიამს მასზე
მიჯაჭვა? რაღაზე აღელვებდა მირიამს მისი ხელის მოძრაობა ასე?
რატომ იყო მასზე ასე მიჯაჭვული? ახლა რაღა სჭირდა, რომ პოლის
ერთი შემოხედვა და მირიამი მაინც მზად იყო, დამორჩილებოდა?
ნებისმიერ წვრილმანზე დაემორჩილებოდა. მაგრამ საკმარისი იყო,
445
პოლი გაბმულიყო მის მახეში და მირიამი იმ მიმართულებით წაიყ-
ვანდა, საითაც მოესურვებოდა. საკუთარ თავში დარწმუნებული გახ-
ლდათ; მაგრამ ეს ახალი ზეგავლენა! პოლი ხომ კაცი არ იყო! ახალი
სათამაშოს მოსურნე, აზლუქუნებული ღლაპი იყო. და, რაც უნდა სუ-
ლიერად მიჯაჭვული ყოფილიყო ვინმეზე, მაინც ნებისმიერ დროს
აიწყვეტდა. ძალიანაც კარგი. დაე, ადგეს და წავიდეს. მაგრამ რო-
გორც კი ახალი გრძნობები გაუნელდებოდა და დაიღლებოდა, ისევ
მირიამთან დაბრუნდებოდა. მანამ ჩიჩქნა მიწა, სანამ მირიამს ამის
ცქერა ყელში არ ამოუვიდა. გოგონა ადგა. პოლი კი იჯდა და მიწის
პატარა ბელტებს ნაკადულში ყრიდა.
- ჩაის დასალევად ხომ არ ჩამოვსხდეთ სადმე? - ჰკითხა პოლმა.
- კი ბატონო, - დაეთანხმა მირიამი.
ჩაის სმისას უმნიშვნელო საკითხებზე საუბრობდნენ. პოლმა ორ-
ნამენტებზე ჩამოაგდო სიტყვა და აღნიშნა, უზომოდ მომწონსო66. მი-
რიამი ცივი გამომეტყველებით იჯდა და ხმას არ იღებდა. შინისაკენ
რომ წავიდნენ, პოლს ჰკითხა: - ამიერიდან ერთმანეთი აღარ უნდა
ვნახოთ?
- არა... იშვიათად შეიძლება, - მიუგო პოლმა.
- არც წერილები შეიძლება? - სარკასტულად იკითხა გოგონამ.
- როგორც გენებოს. უცხოები ხომ არ ვართ... რაც უნდა მოხდეს.
შიგადაშიგ მოგწერ ხოლმე. შენ კი თავად გადაწყვიტე.
- გასაგებია! - მოკლედ მოუჭრა მირიამმა.
მაგრამ პოლი ახლა ისე გრძნობდა თავს, დანა რომ ვინმეს დაერ-
ტყა, სისხლი არ წამოუვიდოდა. საკუთარი ცხოვრება სრულიად შეგ-
ნებულად გახლიჩა. მირიამის ნათქვამმა, ჩვენი სიყვარული ერთი
დიდი კონფლიქტი იყოო, დიდი დარტყმა მიაყენა. ახლა სხვაზე ვე-

66
კოტეჯის მისაღები ოთახის ჩუქურთმებმა აუშალა საღერღელი.
446
რაფერზე ფიქრობდა. თუკი მხოლოდ კონფლიქტითა და გაუგებრო-
ბით შემოიფარგლებოდა მათი გრძნობა, მაშ, ამ გრძნობის გაქრო-
ბაც არ ღირდა ემოციებად. მირიამი ხეივნის დასაწყისამდე მიაცი-
ლა. ახალ კაბაში გამოწყობილი გოგონა ეულად გაუყვა გზას. სულ
მალე ოჯახის წინაშე წარდგებოდა, პოლი კი შარაზე დარჩა და იმაზე
ფიქრი არ ასვენებდა, ახლა ჩემ გამო მირიამს გული სტკივაო. საკუ-
თარი თავის მიმართ პატივისცემა რომ აღედგინა „ტირიფის ხეში“
შევიდა, ერთ ჭიქას გადავკრავო. დარბაზში ოთხი გოგონა იჯდა და
პატარა ჭიქებით პორტვაინს მიირთმევდა. მაგიდაზე შოკოლადის
კანფეტებიც ეყარა. პოლიც იქვე ჩამოჯდა ვისკის ჭიქით ხელში. შე-
ნიშნა, რომ გოგონები ჩურჩულით ჭორაობდნენ და ჩუმ-ჩუმად რა-
ღაცაზე მიანიშნებდნენ ერთმანეთს. ბოლოს ერთ-ერთი მათგანი,
მსხვილი და მუქთმიანი ქალიშვილი, პოლისკენ მიიწია და უთხრა:
- შოკოლადი მიირთვით.
დანარჩენებს მის კადნიერებაზე სიცილი აუტყდათ.
- კეთილი, - მიუგო პოლმა, - მაშინ მწარე შოკოლადი იყოს, თხი-
ლიანი, რადგან კრემიანი არ მიყვარს.
- ინებეთ, - უთხრა გოგონამ, - აგერ, ნუშის გულით არის.
ტკბილეული თითებით გაუწოდა. პოლმა პირი დააფჩინა. გოგო-
ნაც არ დაიბნა, ენაზე დაუდო ნატეხი, თუმცა ლოყები შეეფაკლა.
- გმადლობთ, გეთაყვა! - გაუღიმა პოლმა.
- იცით, - დაიწყო მუქთმიანმა, - გოგონებმა მითხრეს, სევდიანად
გამოიყურებაო და შემაგულიანეს, ტკბილეული შესთავაზეო. - უარს
არ ვიტყოდი, სხვასაც თუ გამასინჯებდით, - უთხრა პოლმა. და უცებ
ყველას ერთიანად აუვარდა სიცილი. შინ ცხრა საათზე დაბრუნდა.
უკვე ბნელოდა. სახლში მდუმარედ შევიდა. მომლოდინე მისის მო-
რელი აფორიაქებული ადგა. - ვუთხარი, - თქვა პოლმა.
- მიხარია, - ქალმა შვება იგრძნო.
447
დაღლილმა პოლმა ქუდი ჩამოკიდა.
- ვუთხარი, ყველაფერი დავამთავრე-მეთქი.
- სწორად მოქცეულხარ, შვილო, - უთხრა დედამ, - ახლა, ალბათ,
უჭირს, მაგრამ სამომავლოდ ასე აჯობებს. ვიცი. არ იყო შენი შესა-
ფერისი. პოლმა იჭვნეულად გაიცინა და დაჯდა.
- ლუდის ბარში გოგონებთან ისე კარგად გავერთე, - თქვა მან.
დედამისმა შეხედა და გაიფიქრა, მირიამი უკვე დავიწყებიაო. პოლ-
მა „ტირიფის ხეში“ გაცნობილ გოგონებზე უამბო. მისის მორელი
გაკვირვებით უყურებდა, რადგან ვაჟი უცნაურად მხიარული ეჩვენა.
ამ მხიარულების უკან ხომ შიში და წვალება იმალებოდა. - ახლა კი
ივახშმე, - რბილად უთხრა შვილს.
ნავახშმევს პოლმა სევდიანად თქვა:
- ასე მითხრა, მგონი, შენ ჩემი არასდროს ყოფილხარო; თავიდა-
ნაც კი არ მივაჩნდი თავისად, ასე რომ, დიდად გულნატკენი არ უნდა
იყოს. - ვშიშობ, - თქვა ქალმა, - შენი იმედი ჯერ ბოლომდე არ გაქარ-
წყლებია. - არა, - დაეთანხმა პოლი, - ალბათ, არა.
- მიხვდები, რომ სწორად მოიქეცი, - დაამშვიდა დედამ.
- არ ვიცი, - პოლს სასოწარკვეთილება შეეპარა ხმაში.
- ჰოდა, გაანებე თავი, - ურჩია მისის მორელმა.
ვაჟი დასაძინებლად წავიდა და მისის მორელი მარტო დარჩა.
ცოტას თუ ადარდებდა მისი დარდი და ცოტა ვინმე თუ ადარდებდა
მას. საკუთარ თავთან დარჩა ეული და ლოდინი დაიწყო.

448
12. ვნება

პოლმა თავისი ხელოვნებით პურის ფულის შოვნა დაიწყო. „ლი-


ბერთიმ“ მისი ფერადი ესკიზები ქსოვილებისთვის შეიძინა, ზოგიც
საქარგი ქსოვილებისა და დაფარნისთვის გაყიდა რამდენიმე ად-
გილზე. მართალია, ამჟამად ბევრ ესკიზს არ ქმნიდა, მაგრამ შეეძ-
ლო ხელი აეჩქარებინა. ამას გარდა, კერამიკული ნაწარმის ფირმის
მხატვარ-დეკორატორს დაუმეგობრდა და თუ სურვილი ექნებოდა,
მისგან ახალ ხელობასაც აითვისებდა. გამოყენებითმა ხელოვნებამ
ძალიან დააინტერესა. თავისი ფერწერის გასაუმჯობესებლადაც ირ-
ჯებოდა. უყვარდა დიდი, ნათელი ფიგურების ხატვა, მაგრამ არა ისე-
თის, როგორიც იმპრესიონისტებს სჩვეოდათ, მხოლოდ მკრთალი
ჩრდილები რომ მოჩანდა ტილოზე; კონკრეტული და ხატოვანი იყო
მისი ნამუშევრები, რომლებიც შუქს ჰფენდნენ გარემოს, ვითარცა
მიქელანჯელოს რამდენიმე ნახატზე გამოსახული ადამიანები. ამ
ფიგურებს პეიზაჟების ფონზე ათავსებდა ტილოზე და მიაჩნდა, რომ
პროპორციას იცავდა. მუშაობისას ძირითადად მეხსიერებას ეყ-
რდნობოდა, ანუ იმათი სახება გადაჰქონდა ტილოზე, ვისაც იცნობ-
და. საკუთარი ნახელავის სჯეროდა და ღირებულად მიაჩნდა. დეპ-
რესიის მიუხედავად და ყველაფრის ჯინაზე, თავისი სამუშაოსი სწამ-
და. ოცდაოთხი წლის იყო, როდესაც პირველად დაელაპარაკა დე-
დას სრულიად თავდაჯერებული. - დედა, ისეთი მხატვარი გავხდები,
რომ ჩემს გამოფენებზე ხალხი ივლის. მისის მორელმა ჩვეულები-
სამებრ დაისრუტუნა და უხალისოდ აიჩეჩა მხრები. - ძალიანაც კარ-
გი, შვილო, ვნახოთ. ხომ გაგიგონია, აღდგომა და ხვალეო. - ვნა-
ხავთ, დედი, ვნახავთ! ისეთი აღდგომა დაგიდგეს, ჩემო მტრედო,
რომ იამაყო ჩემით! - მე ახლაც კმაყოფილი ვარ, შვილო, - გაუღიმა
დედამ.
449
- ბევრი რამის შეცვლა მოგიწევს. მინისთანაც ვერ იქცევი ხე-
ირიანად! მინი მათი მოსამსახურე იყო, თოთხმეტი წლის გოგონა.
- მინი რაღა შუაშია? - ამაყად ჰკითხა მისის მორელმა.
- ამ დილით მოვკარი ყური, ეჰ, მისის მორელ! მაგის გაკეთებას მე
ვაპირებდიო, რომ გითხრა, როდესაც ნახშირის შემოსატანად გა-
დიოდი წვიმაში, - უთხრა პოლმა, - მოსამსახურეებთან მოქცევა შენ-
თვის უცხოა!
- ეს მხოლოდ მის ბავშვურ სათნოებაზე მეტყველებს, - თქვა მისის
მორელმა. - შენ კი აქეთ ებოდიშები, ორ საქმეს ერთად ხომ ვერ გა-
აკეთებდიო. - რეცხავდა ადამიანი, დაკავებული იყო, - მიუგო დედამ.
- მერე იმან რა გითხრა? აბა, რა საჩქარო ეგ იყო, კოჭებამდე სვე-
ლი ხართო! - ჰო... ეგ წუნკალა ეგა! - გაიღიმა მისის მორელმა.
პოლმა დედას შეხედა და გაეცინა. ქალი ისევ თბილად ექცეოდა
და შვილის სიყვარულით ლოყებიც კი შეფაკვლოდა. ასეთ დროს
მზესავით ანათებდა ხოლმე. პოლმა საქმე კმაყოფილმა განაგრძო.
როდესაც დედას გახალისებულს ხედავდა, ისეთ ბედნიერებას
გრძნობდა, რომ მშობლის ჭაღარაც კი ავიწყდებოდა.
იმ წელს მისის მორელი ვაჟს უაიტის კუნძულზე გაჰყვა დასასვე-
ნებლად. კუნძულის სილამაზემ ორივენი აღაფრთოვანა. მისის მო-
რელს სიხარულმა და გაოცებამ თავბრუ დაახვია. პოლი კი მეტისმე-
ტად ბევრს ატარებდა წინ და უკან. ქალს ერთხელ გულყრასავით და-
ემართა. სახე გაუნაცრისფრდა, პირი კი გაულურჯდა! პოლი აგონია-
ში ჩავარდა. მკერდში ისეთი ტკივილი იგრძნო, თითქოს ვიღაც გულ-
ში დანას ურტყამდა. მერე მისის მორელი ისევ მოკეთდა და პოლსაც
მიავიწყდა მომხდარი. თუმცა გულში შფოთი დარჩა პირშეუკრავი
ჭრილობასავით. მირიამი რომ მიატოვა, ლამის მაშინვე კლარას მი-
აკითხა. ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ პირველივე ორშაბათ
დღეს სახელოსნოში ჩავიდა. კლარამ ახედა და გაუღიმა. გაუცნო-
450
ბიერებლად დაახლოებულიყვნენ. ქალმა სულ სხვა სინათლე და-
ინახა პოლის თვალებში. - სალამი თქვენდა, საბაის დედოფალო! -
სიცილით მიმართა კლარას. - რა ხდება? - იკითხა კლარამ.
- მგონი, ახალი კაბა უნდა გეცვას, რომელიც ძალიან გშვენის. ქა-
ლი გაწითლდა და ჰკითხა:
- მერედა რა?
- გიხდება-მეთქი, თან, საშინლად! შემიძლია, ახალი კაბის ნახაზი
გაგიკეთო. - ეგ როგორ?
პოლი წინ დაუდგა და თვალებგაბრწყინებულმა დაუწყო ახსნა.
კლარას მზერა ერთი რომ დაიჭირა, აღარ გაუშვა. მერე უეცრად
მხრებზე მოჰკიდა ხელი. ქალი უკან გაიწია. პოლმა მისი ბლუზა
გვერდებიდან მოქაჩა და მკერდზე მოუჭირა.
- აი, ასე! - უთხრა ბოლოს.
მაგრამ ორივეს ალმური მოსდებოდა სახეზე და პოლი მოულოდ-
ნელად ადგილს მოსწყდა. ის ხომ კლარას შეეხო. ამის შეგრძნებაზე
მთელი სხეული უცახცახებდა. მათ შორის უკვე ერთგვარი იდუმალი
გაგება დამყარდა. მეორე საღამოს კლარასთან ერთად მატარებ-
ლის გასვლამდე რამდენიმე წუთით კინოთეატრში შეიარა. როდე-
საც დასხდნენ, პოლმა მისი ხელი თავისთან ახლოს დაინახა. ერ-
თხანს შეხება ვერ გაბედა. ეკრანზე სურათები ცეკვავდნენ და
თრთოდნენ. მერე მისი მტევანი მუჭში მოიქცია. ქალის ხელმა მთე-
ლი მუჭი შეუვსო; საკმაოდ დიდი და მტკიცე ხელის მტევანი ჰქონდა
კლარას. მყარად ეკიდა პოლს ხელი. ქალი არც შერხეულა და არც
რაიმე ნიშანი მიუცია. როდესაც გარეთ გავიდნენ, პოლის მატარებე-
ლი უკვე ჩამომდგარიყო. კაცმა ფეხი აითრია. - ღამე ნებისა, - უთხრა
კლარამ და პოლი ბაქანს გაუყვა.
მეორე დღესაც წამოადგა კლარას თავზე და საუბარი გაუბა, თუმ-
ცა ამჯერად ქალს საკმაოდ ქედმაღლურად ეჭირა თავი.
451
- ორშაბათს ხომ არ გავისეირნოთ? - ჰკითხა პოლმა.
ქალმა სახე აარიდა.
- მირიამსაც ეტყვი? - სარკაზმი გაურია ხმაში.
- მირიამს უკვე დავშორდი, - მიუგო მამაკაცმა.
- როდის?
- წინა კვირას.
- იჩხუბეთ?
- არა! უბრალოდ, ასე გადავწყვიტე. გასაგებად ვუთხარი, თავი-
სუფლება მინდა-მეთქი. კლარას აღარაფერი უთქვამს და პოლიც
საქმეს დაუბრუნდა. რა მშვიდი და დიდებული გამომეტყველება
ჰქონდა! შაბათ საღამოს, სამსახურის შემდეგ პოლმა რესტორანში
ყავაზე დაპატიჟა. კლარა მივიდა, მაგრამ მეტისმეტად თავდაჭერი-
ლი და მიუწვდომელი პოზა ჰქონდა დაყენებული. პოლს მატარებ-
ლის გასვლამდე საათის სამი მეოთხედი აშორებდა. - გავისეირნოთ,
- შესთავაზა პოლმა.
კლარაც დასთანხმდა და ციხესიმაგრის პარკისკენ ჩაისეირნეს.
პოლს გული უკანკალებდა. ქალი მის გვერდით უხალისოდ, გაღი-
ზიანებულივით, თითქოს ფეხათრევით, მიაბიჯებდა. პოლს ეშინოდა,
ვაითუ იუკადრისოს, ხელი რომ მოვკიდოო.
- აბა, ახლა საით გავწიოთ? - ჰკითხა ქალს, როდესაც ჩრდილში
შევიდნენ. - სულერთია.
- მაშინ ზევით ავიდეთ.
პარკის კიბეზე ავიდნენ. მამაკაცი უეცრად შემობრუნდა. კლარას
გული მოუვიდა, უცებ არ მიმატოვოსო. პოლმა გახედა. ქალი მარტო
იდგა. მიუახლოვდა, ანაზდად ხელები მოხვია, მიიხუტა და აკოცა.
მერე უკან დაიხია. - წამო, - დარცხვენით უთხრა.
კლარაც მიჰყვა. პოლმა მისი ხელი აიღო და თითის წვერები და-
უკოცნა. უბრად მიაბიჯებდნენ. როდესაც ჩეროდან გამოვიდნენ, ვაჟ-
452
მა ხელი გაუშვა. სანამ სადგურამდე მივიდოდნენ, ხმა არც ერთს არ
ამოუღია. ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს.
- ღამე ნებისა, - დაემშვიდობა კლარა.
პოლი მატარებელში ავიდა. მექანიკურად დგამდა ნაბიჯებს, მექა-
ნიკურად პასუხობდა ხალხს და თავისივე სიტყვები ექოდ ჩაესმოდა.
ბოდავდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, ორშაბათი თუ ახლავე არ გა-
თენდა, გავაფრენო. ორშაბათს ხომ კლარას ნახვის საშუალება მი-
ეცემოდა. მთელი არსებით მორიგი შეხვედრისკენ მიილტვოდა. მაგ-
რამ წინ კვირა დღე ეჩხირებოდა, რაც კიდევ რამდენიმესაათიან მო-
უთმენლობას უქადდა. ამის გაფიქრებაზე მოუნდა, რომ ვაგონის
კედლისთვის ეხალა თავი. მაგრამ გაუნძრევლად იჯდა. სანამ სახ-
ლამდე მიაღწევდა, ცოტაოდენი ვისკით სცადა დარდის გაქარვება,
მაგრამ სასმელმა უარესი დამართა. მთავარია, ახლა დედა არ დახ-
ვედროდა აფორიაქებული, მეტი არაფერი უნდოდა. დაღლილობა
მოიმიზეზა და დასაწოლად თავის ოთახში ავიდა. გაუხდელად დაჯ-
და, ნიკაპი მუხლებზე დააყრდნო და ფანჯრიდან გაიხედა, სადაც შო-
რეულ ბორცვზე სინათლის წერტილები ირჩეოდა. არც ეძინა, არც
ეღვიძა, უბრალოდ, უხმოდ, გაუნძრევლად იჯდა ღამის პეიზაჟს მიჩე-
რებული. როდესაც სიცივემ გამოაფხიზლა, საათი მოიძია და ნახა,
რომ სამის ნახევარზე გაჩერებულიყო. გამოდის, ახლა სამს იქნებო-
და გადაცდენილი. ძალა გამოეცალა, მაგრამ იმის გაფიქრებაზე,
რომ წინ მთელი კვირა დღე ჰქონდა გადასატანი, სული აუფორიაქ-
და. დაწვა და ძილს მისცა თავი. კვირას ველოსიპედით იმდენი იარა,
რომ არაქათი გამოელია. ზოგჯერ იმასაც კი ვერ ხვდებოდა, სად იმ-
ყოფებოდა. მაგრამ შემდეგი დღე ორშაბათი იყო. დილის ოთხამდე
ეძინა. მერე ლოგინში წამოჯდა და ფიქრებს მიეცა. ნელ-ნელა გონზე
მოდიოდა. უკვე მკაფიოდ წარმოუდგა საკუთარი თავი თვალწინ. აი,

453
გათენდებოდა და ნასადილევს სადმე გაისეირნებდა კლარასთან
ერთად. ნასადილევს! შუადღეს თითქოს საუკუნეები აშორებდა.
დრო კუს ნაბიჯით მიიწევდა წინ. აგერ, მამამისი ადგა; სამზარეუ-
ლოდან ტრადიციული ფუსფუსის ხმა შემოესმა. მერე მაღაროელი
სამუშაოზე წავიდა და მისი მძიმე ფეხსაცმლის ხმა უკვე ეზოში გაის-
მა. მამლები ჯერ კიდევ ყიოდნენ. გზაზე ურიკამ ჩაიხრიგინა. აი, დე-
დამისიც ადგა. ცეცხლი დაანთო. მერე პოლს უხმო ტკბილი ხმით.
პოლმა თავი მოიმძინარა და ისე უპასუხა. მისის მორელი ვერაფერს
მიუხვდა.
სადგურში მიიჩქაროდა, მაგრამ კილომეტრ-ნახევარს გავლა
ხომ უნდოდა. მატარებელი ნოტინგემს უახლოვდებოდა. გვირაბამ-
დე რომ გაჩერებულიყო? მაგრამ არც ამას ჰქონდა ახლა მნიშვნე-
ლობა, სადილამდე მაინც მიასწრებდა. და აი, უკვე ჯორდანის ფირ-
მაში იყო. კლარაც ნახევარ საათში გამოჩნდებოდა. ესე იგი, სადღაც
ახლოს უნდა ყოფილიყო. წერილებს მიხედა. სადაცაა კლარაც შე-
მოაღებდა კარს. ან იქნება არც მოსულიყო. ქვედა სართულზე ჩაირ-
ბინა. აჰა! სასურველი არსება მინის კარს მიღმა დაინახა. ქალი
მხრებში ოდნავ მოხრილიყო და საქმეს შესდგომოდა. პოლმა მოს-
ვენება დაკარგა. როგორც იქნა, შებედა. ფერდაკარგული ცქმუტავ-
და, უცნაურად, ცივად ეჭირა თავი. იქნებ კლარამ ვერ გაუგოს? მისი
ნამდვილი სახე ამ თავდაჭერილობის ნიღაბში ხომ ძნელად გაირჩე-
ოდა.
- ნაშუადღევს მოხვალ? - ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი.
- მგონი, კი, - ჩურჩულით მიუგო კლარამ.
პოლი მის წინ ისე იდგა, თითქოს მეტყველების უნარი დაჰკარგო-
და. ქალი სახეს არიდებდა. პოლს ისევ ის განცდა დაეუფლა, სადა-
ცაა გონებას დავკარგავო. კბილი კბილს დააჭირა და თავის სარ-
თულზე ავიდა. ამ ეტაპამდე ყველაფერს სწორად აკეთებდა და ასეც
454
გააგრძელებდა. მთელი დილა ყველაფერი მეტისმეტად შორეული
ეჩვენებოდა, როგორც ქლოროფორმით გაბრუებულ ადამიანს.
ხელფეხწართმეულივით გრძნობდა თავს. საკუთარ თავს კი შორი-
დან ხედავდა, თუ როგორ ავსებდა დავთარს, და შორიდანვე ადევ-
ნებდა თვალყურს, რომ შეცდომა არ გაჰპაროდა.
მაგრამ ეს ტკივილი და დაძაბულობა ასე დაუსრულებლად ხომ
ვერ გაგრძელდებოდა. თავაუღებლად მუშაობდა. არადა, ჯერ მხო-
ლოდ თორმეტი საათი იყო. სამუშაო მაგიდასთან მილურსმულივით
შრომობდა, თითოეული წინადადება დიდი ძალისხმევის შედეგად
გამოჰყავდა. პირველს თხუთმეტი რომ დააკლდა, ყველაფერი აა-
ლაგა. ქვედა სართულზე ჩაირბინა. - შადრევანთან ორ საათზე შევ-
ხვდეთ, - უთხრა პოლმა.
- სამის ნახევარზე ადრე ვერ შევძლებ.
- კარგი! - დაეთანხმა მამაკაცი.
კლარამ მისი ჩამუქებული თვალების შლეგ მზერას მოჰკრა თვა-
ლი. - ვეცდები, თხუთმეტ წუთზე მაინც მოვიდე.
პოლი ამით უნდა დაკმაყოფილებულიყო. სადილად წავიდა და
წაიკიკნა. მოლოდინის მთელი პერიოდი ისე იყო, როგორც ნარკოზ-
ში, ყოველი წუთი დაუსრულებლად იწელებოდა. ქუჩაში იხეტიალა,
რამდენიმე კილომეტრი გაიარა, მერე კი იფიქრა, პაემანზე არ და-
მაგვიანდესო. შადრევანთან სამის ხუთ წუთზე მივიდა. მომდევნო
თხუთმეტი წუთი ისეთ ნატიფ წამებაში განვლო, რომ ენით ვერ აიწე-
რება. ნამდვილი და დაყენებული სახეების შერწყმა დიდ ტანჯვასთან
აღმოჩნდა დაკავშირებული. მერე კლარაც დაინახა. მოვიდა! ეღირ-
სა. - დაგაგვიანდა, - შეაგება პოლმა.
- მხოლოდ ხუთი წუთი, - არც კლარა დაიბნა.
- მე ასე არასოდეს მოგექცეოდი, - გაიცინა პოლმა.

455
კლარას ლურჯი კოსტიუმი ეცვა. პოლმა მის ლამაზ ტანს შეავლო
თვალი. - ყვავილები გაკლია ახლა, - უთხრა ვაჟმა და უახლოეს საყ-
ვავილეში გასწია. კლარაც გაჰყვა. უხმოდ. აგურისფერი მიხაკები
შეურჩია პოლმა. ქალი, მართალია, გაწითლდა, მაგრამ ყვავილები
ჟაკეტზე მიიბნია. - დახვეწილი ფერია! - პოლს საკუთარი არჩევანი
მოეწონა.
- მე უფრო სადა ფერს შევირჩევდი, - შესწორება შეიტანა კლარამ.
პოლმა ისევ გაიცინა. - ქუჩაში მიმავალ ალისფერ ლაქასავით
გრძნობ თავს? - ჰკითხა კავალერმა. კლარამ თავი ჩაღუნა, შემთხვე-
ვით ნაცნობს არ გადავეყაროო. პოლი კი სეირნობისას გამვლელ-
გამომვლელს ყურადღებით ათვალიერებდა. მოუნდა, ქალის ლამაზ
ყურს შეხებოდა, მის ოვალურ სახეს ასე რომ შვენოდა. კლარა ისე
მიარხევდა ტანს, როგორც ხორბლის მწიფე თავთავი ნიავზე და
პოლს თავბრუს ახვევდა. ახსოვდა, რომ ქუჩას დაუყვნენ, მაგრამ მის
ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა და ბრუნავდა.
როდესაც ტრამვაის ვაგონში ჩასხდნენ, კლარამ მძიმე მხარი
პოლს მიაყრდნო, ვაჟი კი ხელზე მოეფერა. ნარკოზიდან თითქოს
ნელ-ნელა გამოდიოდა და სუნთქვაც აღარ უჭირდა. კლარას ყური,
წაბლისფერ თმაში სანახევროდ მიმალული, პოლთან საკმაოდ ახ-
ლოს იყო. საოცარი ცდუნება მოეძალა, მოუნდა, ყურის ბიბილოზე
ეკოცნა, თუმცა ტრანსპორტში სხვა მგზავრებიც ისხდნენ. კოცნის
ძლიერ სურვილს ვეღარ უმკლავდებოდა. თითქოს პოლი დამოუკი-
დებელი ადამიანი კი არა, კლარას შემადგენელი ნაწილი იყო, ისე-
თივე შემადგენელი, როგორც ქალის სახეზე დაცემული მზის სხივი.
მზერა სწრაფად გადაიტანა. გაწვიმებულიყო. ქალაქის თავზე წა-
მომართულ ციხესიმაგრეს წვიმის წვეთები ზოლებად ემჩნეოდა.
ტრამვაიმ სარკინიგზო ლიანდაგების ფართო, შავი ხაზები გადაკვე-

456
თა და საქონლის თეთრკედლებიანი სადგომი უკან მოიტოვა. ჭუჭყი-
ან უილფორდ-როუდზე გავიდნენ.
კლარა ტრამვაის მოძრაობას მსუბუქად ჰყვებოდა და რაკი პო-
ლის გვერდით იჯდა, ეჯახებოდა კიდეც მხრით. პოლი, მართალია,
გამხდარი, მაგრამ ძლიერი, ულევი ენერგიის მქონე ახალგაზრდა
კაცი იყო. სახე ცოტა უხეში ჰქონდა, გლეხური, არანატიფი ნაკვთე-
ბით, მაგრამ სქელი წარბების ქვეშ ისეთი სიცოცხლით სავსე თვა-
ლები უელავდა, რომ კლარა საკუთარ თავთან აღფრთოვანებას ვერ
მალავდა. ვაჟს თვალებში ეშმაკუნები დაუხტოდნენ და მალე სიცი-
ლის ნაპერწკლებსაც გამოაფრქვევდნენ. ბაგეზეც ეტყობოდა, რომ
საცინრად ემზადებოდა. მაგრამ არა, არც კი გაუღიმია. პოლის არ-
სება მოლოდინმა მოიცვა. კლარამ ტუჩზე იკბინა. ვაჟს მისი ხელი
მტკიცედ ეჭირა. მათ ტურნიკეტთან ნახევარ-ნახევარი პენი გადაიხა-
დეს და ხიდი გადაკვეთეს. მდინარე ტრენტი ადიდებულიყო. წყალი
ხიდის ქვეშ ისე მდუმარედ მიედინებოდა, თითქოს ეშმაკურად მიიპა-
რებაო. ქუჩაში ნამდვილი თავსხმა იყო. ნაპირებზე ალაგ-ალაგ გუ-
ბეები ირეკლავდა ზეცას, რომელსაც თალხი გადაეკრა, თუმცა შიგა-
დაშიგ ვერცხლის ზოლები გასდევდა. უილფორდის ეკლესიის ეზო-
ში, სასაფლაოს რომ ესაზღვრებოდა, გეორგინები წვიმას სულ ერ-
თიანად გაეჟღინთა და მუქწითელი ბურთებისთვის დაემსგავსებინა.
თელების კოლონადის გასწვრივ, მდინარისპირა მწვანე ჭალაში შე-
მავალ ბილიკზე, არავინ ჩანდა. ვერცხლისფერზვირთიანი მდინა-
რის მწვანე ჭალასა და ოქროსფრად მოელვარე თელებს შორის ნის-
ლი იდგა. მდინარეს თითქოს მდინარება აეჩქარებინა თავის კალა-
პოტში და ისე მიიკლაკნებოდა, როგორც რომელიღაც ფეხმარდი
არსება. კლარა პოლის გვერდით უხალისოდ მიაბიჯებდა.
- და მაინც, რატომ დაშორდი მირიამს? - ჰკითხა ერთგვარად აგ-
დებული ტონით. პოლმა შუბლი შეიჭმუხნა.
457
- მისი მიტოვება მინდოდა და იმიტომ, - მიუგო ნაწყენი ხმით. - რა-
ტომ?
- აღარ მინდოდა მასთან ყოფნა, მით უმეტეს, ცოლად შერთვა.
ქალი ერთხანს დადუმდა. ტალახიან გზას მიუყვებოდნენ. თელე-
ბის ფოთლებიდან წვიმის წვეთები ზანტად ჩამოდიოდა.
- მირიამის შერთვა არ გსურს, თუ საერთოდ ცოლის მოყვანა?
- არც ერთი, - ჩუმად თქვა პოლმა, - არც ერთი!
ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გუბეს უნდა არიდებოდნენ.
- მან რაო, რა თქვა? - ჰკითხა კლარამ.
- მირიამმა? ოთხი წლის ღლაპივით ხარ და მუდამ ჩემგან გაქცე-
ვას ლამობდიო. კლარა ამ სიტყვებმა დააფიქრა.
- ჰო მაგრამ, ერთხანს ხომ იყავით ერთად? - დაინტერესდა ქალი.
- კი.
- და ახლა აღარ გინდა?
- აღარ. ვიცი, რომ ურიგო საქციელია.
კლარა ისევ ჩაფიქრდა.
- არ ფიქრობ, რომ მართლა ცუდად მოექეცი? - ჩაეკითხა პოლს. -
კი; წლების წინ უნდა მიმეტოვებინა. მაგრამ რაკი ამ დრომდე გაიწე-
ლა, ახლაღა დავუსვი წერტილი. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
- რამდენი წლის ხარ? - ჰკითხა კლარამ.
- ოცდახუთის.
- მე კი - ოცდაათის.
- ვიცი.
- მალე ოცდათერთმეტის ვხდები... თუ ვარ კიდეც უკვე...
- ჩემთვის ეგ სულერთია! მაგით არაფერი იცვლება.
კორომის შესასვლელთან მივიდნენ. სველი, წითელი ბილიკი,
რომელზეც სლიკინა ფოთლები ეყარა, ბალახით დაფარულ ნაპირს
აღმა მიუყვებოდა. მეორე მხარეს, ეკლესიის ნავის გასწვრივ, ორ
458
მწკრივად ცად აზიდულ თელებს კენწეროები ერთმანეთში გადაეხ-
ლართათ და ხეივანს ქმნიდნენ, შეხების წერტილიდან კი ყვითელ
ფოთლებს დედამიწას უგზავნიდნენ. ყველგან სიცარიელე, მდუმა-
რება და სისველე იყო. კლარა საფეხურებზე იდგა, პოლს კი მისთვის
ხელები ჩაეჭიდა. ქალმა სიცილით ჩახედა თვალებში. მერე ჩამოხტა
და ვაჟს მკერდით მიეჯახა. პოლმა დრო იხელთა, მიიხუტა და სახე
დაუკოცნა.
ციცაბო, ლიპ, წითელ ბილიკს აუყვნენ. კლარამ პოლს ხელიდან
ხელი გააშვებინა და წელზე შემოახვევინა.
- ისე მიჭერ ხელს, ძარღვი დამესრისა, - საყვედურის გარეშე უთ-
ხრა. გზა განაგრძეს. ვაჟი თითის წვერებით გრძნობდა კლარას
მკერდის მოძრაობას. არაამქვეყნიური სიჩუმე იდგა და ძეხორციე-
ლი არსად ჭაჭანებდა. მარცხნივ, თელის ტოტებს შორის, მოწითა-
ლო სახნავები მოჩანდა. მარჯვნივ კი თელების კენწეროები ყელყე-
ლაობდნენ, რომელთა მიღმაც მდინარის ჩუხჩუხი ყრუდ აღწევდა.
ტოტებს შორის ზოგჯერ წყალუხვი ტრენტის მდორე ტალღა გამოი-
ლანდებოდა, მდინარის ჭალებზე კი საქონელი წერტილივით მოჩან-
და. - მას მერე ბევრი არაფერი შეცვლილა, რაც აქ პატარა კირკ უა-
იტმა67 დადგა პირველად ფეხი, - შენიშნა პოლმა. პოლმა ჯერ კლა-
რას ყელს შეავლო თვალი, სადაც შეფაკლული კანი მოთეთროში
გადადიოდა, მერე მის უიმედოდ გაბუტულ ტუჩებზე შეაჩერა მზერა.
ვიწრო ბილიკზე სიარულისას კლარა მსუბუქად ეჯახებოდა ხოლმე,
რის გამოც მამაკაცს მთელი სხეული სიმივით ეჭიმებოდა. თელების
რიგის შუაში, სადაც კორომი მდინარეს უფრო და უფრო აღმა მიუყ-
ვებოდა, ნაბიჯს უკლეს. პოლი ბალახზე გადავიდა და ხეებქვეშ გაუძ-

67
ჰენრი კირკ უაიტი (1785-1806) - ნოტინგემელი პოეტი, რომელმაც სიყრმის
წლებში დაწერა პოემა "კლიფტონის კორომი" და მალევე გამოსცა კიდეც. ამ ლექ-
სში სწორედ ის ადგილებია აღწერილი, სადაც პოლი და კლარა სეირნობენ.
459
ღვა კლარას. წითელი ქარაფი ხეებსა და ბუჩქებს შორის მკვეთრად
მიექანებოდა მდინარისკენ, რომელიც ფოთლებს მიღმა ხან ციმცი-
მებდა, ხან - ჭაობივით მდორე ჩანდა. მოშორებით ჭალებს ხასხასა
მწვანე ფერი ედო. პოლი და კლარა ერთმანეთს მიეყრდნენ და
კრძალვითა და ცახცახით შეეხნენ. სიღრმიდან მდინარის ჩუხჩუხმა
ამოაღწია.
- რატომ შეიძულე ბაქსტერ დოუსი? - ჰკითხა პოლმა.
კლარამ მედიდურად შეხედა. ბაგითა და ყელით პოლს უხმობდა,
თვალები მიენაბა და ათქვირებული მკერდით ნუსხავდა. პოლს გა-
ეცინა, თვალები დახუჭა და ხანგრძლივად დაეკონა ბაგეზე. ბაგე ბა-
გეს შეაწებეს, სხეულები კი ერთმანეთს შეაბეჭდეს და შეადუღაბეს.
რამდენიმე წუთი ამბორით ტკბებოდნენ. ბილიკთან იდგნენ.
- ჩამოხვალ მდინარეზე? - ჰკითხა ისევ პოლმა.
კლარამ შეხედა და მთლიანად მიენდო ვაჟს. პოლი ფერდობის-
კენ წავიდა და ჩასვლა დაიწყო. - ფეხი ცურავს, - გააფრთხილა ქალი.
- ეგ არაფერი, - დაამშვიდა კლარამ.
წითელი თიხა თითქმის შვეულად ეშვებოდა. პოლი ჩაცურდა,
ცდილობდა, ბალახზე დაებიჯებინა ფეხი და ბუჩქებს ეჭიდებოდა. მე-
რე ხის ძირში ერთ პატარა ადგილზე შეჩერდა, სადაც ფეხი არ აუს-
ხლტებოდა. აღელვებულმა გაიცინა და კლარას დაელოდა. ქალს
ფეხსაცმელზე თიხის ბელტები მიეწება. ჩასვლა გაუჭირდა. პოლმა
წარბი შეკრა. ბოლოს ხელი შეაშველა და კლარაც მის გვერდით აღ-
მოჩნდა. ფრიალო მათ თავზემოთ იწყებოდა და მდინარეში იკარგე-
ბოდა. კლარას სახე გაუწითლდა და თვალები აუციმციმდა. პოლმა
გრძელ დაღმართს ჩახედა. - სარისკოა, - უთხრა ქალს, - სხვა თუ
არაფერი, გავტალახიანდებით. უკან ხომ არ ავბრუნდეთ? - ჩემ გამო
არა, - სხარტად უპასუხა კლარამ.

460
- კარგი. ოღონდ ხელს ვერ შეგაშველებ, ამით უფრო მეტად შე-
გიშლი ხელს. შენი ბოხჩა და ხელთათმანი მომეცი. შენი ფეხსაცმე-
ლი როგორ მეცოდება!
ხის ქვეშ, ციცაბო დაღმართზე იდგნენ.
- აბა, მე გზას განვაგრძობ, - თქვა პოლმა.
ძლივს - სრიალითა და ბორძიკით - ჩააღწია შემდეგ ხემდე, რო-
მელსაც გაქანებული შეეჯახა და კინაღამ სული განუტევა. კლარამაც
გაჭირვებით ჩააღწია, ხან ხის წვრილ ტოტებს ეჭიდებოდა, ხან - ბა-
ლახის ფოჩებს, თან, ძალიან ფრთხილობდა, არ ჩავსრიალდეო. ასე
ძლივძლივობით, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაწოწიალდნენ მდინარის ნაპირამდე.
პოლმა მიდამო შეათვალიერა და ეწყინა: ადიდებულ წყალს ბილიკი
წაეღო და წითელი, ტლაპოდქცეული მიწა პირდაპირ მდინარეს უერ-
თდებოდა. ქუსლები ჩააჭირა ჩაჟივებულ თიხას და ძლივს გასწორ-
და წელში. ბოხჩის თოკი ტკაცანით გაწყდა; ყავისფერი ნაკრაულა
მდინარეში ჩავარდა და ჩაუძირავად კარგა მანძილი გაცურა. პოლი
ხეს მოეჭიდა. - ჯანდაბას ჩემი თავი! - გაბრაზებით დაიძახა პოლმა.
მერე გაეცინა. კლარა ძლივს ჩადიოდა მისკენ.
- ფრთხილად! - გააფრთხილა მან. თვითონ ხეს ეყრდნობოდა, -
მოდი აქ, - ორივე ხელი გაშალა. კლარამ ჩარბენა გაბედა. პოლმა
დაიჭირა და ორივემ ნაპირამდე ამოსულ მღვრიე წყალს გახედა.
ბოხჩის კვალიც კი აღარსად ჩანდა. - არა უშავს, - თქვა ქალმა.
პოლმა მიიხუტა და აკოცა. მხოლოდ ორი ადამიანი თუ დაეტეოდა
ხის ძირში. - ეს რა ოხრობაა! - უცებ დახედა ტალახს პოლმა, - ვიღა-
ცის ნაკვალევია! ესე იგი, გზას ჩვენც გავიგნებთ.
მდინარე მსუბუქად იკლაკნებოდა და მდორე ტალღებს მოაგო-
რებდა. მეორე ნაპირზე, უკაცრიელ მინდორში, საქონელი ძოვდა.
ფრიალო კი მათგან მხარმარჯვნივ იყო. წყლის ჩუხჩუხის ფონზე ხეს
მიეყრდნენ.
461
- მოდი, წინ წასვლა ვცადოთ, - შესთავაზა პოლმა და წითელ თი-
ხაში მამაკაცის ჩექმის ნაკვალევს გაუყვნენ. ორივეს დასცხა და ლო-
ყები აუწითლდა. ტალახმა ფეხსაცმელი ორივეს დაუმძიმა. ბოლოს,
როგორც იქნა, გადარჩენილ ბილიკს მიაგნეს. მართალია, მდინა-
რის შლამით იყო სავსე, მაგრამ ტალახში ტოპვას მაინც ბილიკზე სი-
არული სჯობდა. ფოთლიანი ტოტებით ფეხსაცმლიდან ტალახი ჩა-
მოიყარეს. პოლს გულისცემა გაუხშირდა. შემაღლებულზე რომ
ავიდნენ, პოლმა უეცრად მდინარის პირას მდუმარედ მდგომი ორი
მამაკაცი დაინახა. გული შეუქანდა. ისინი თევზაობდნენ. კლარას
ხელი აუწია გასაფრთხილებლად. ქალი შეყოვნდა, ჟაკეტი შეიკრა.
ერთად განაგრძეს გზა. მეთევზეებმა უცნაურად შეხედეს ამ წყვილს
- კლარამ და პოლმა ხომ მათ სიმყუდროვე დაურღვიეს. ცეცხლიც
გაეჩაღებინათ, მაგრამ უკვე ინავლებოდა. არავინ კრინტს არ ძრავ-
და. მამაკაცებმა ისევ წყლისკენ იბრუნეს პირი და ქანდაკებებივით
უძრავად დადგნენ. გაწითლებული კლარა თავჩაღუნული მიაბიჯებ-
და, პოლს კი გულში ეცინებოდა. პირდაპირ გაიარეს და ტირიფებს
მიეფარნენ. - წყალში მაინც ჩაცვივდნენ, - ჩაილაპარაკა პოლმა.
კლარას არაფერი უპასუხებია. მდინარის პირს გაუყვნენ საცალ-
ფეხო ბილიკზე. უეცრად ბილიკი დაიკარგა. ნაპირი მყარი, წითელი
თიხისა ჩანდა, თუმცა საკმაოდ ციცაბოდ მიუყვებოდა მდინარეს და
გვერდებით ჩადიოდა კიდეც წყალში. პოლი შედგა და შეიკურთხა. -
შეუძლებელია! - გაწყრა კლარაც.
პოლმა არემარე მოათვალიერა. უახლოესი ხმელეთი მდინარეში
მოქცეული ორი კუნძული იყო, ძეწნებით დაფარული. მაგრამ ამ კუნ-
ძულებამდე მიღწევა შეუძლებელი გახლდათ. მათ ზემოთ ფრიალო
ისე ეშვებოდა, როგორც დახრილი კედელი. უკან, არცთუ შორს, მე-
თევზეები იდგნენ. მდინარის გაღმა უკაცრიელი მინდორი ჩანდა, სა-
დაც სულიერი მხოლოდ საქონელს ეთქმოდა. პოლმა ისევ შეიკურ-
462
თხა. ციცაბო ნაპირს ახედა. ნუთუ სხვა გზა არ იყო, რომ ისევ ზემოთ
საჯარო ბილიკზე არ დასჭირვებოდათ აცოცება?
- ერთი წუთით დამელოდე, - თქვა მან, წითელი თიხის ნაპირზე
ქუსლით მოსინჯა სიმყარე და აცოცება დაიწყო. ყოველი ხის ძირს
ყურადღებით აკვირდებოდა. ბოლოს მიაგნო იმას, რაც უნდოდა.
ბორცვზე ორი წიფელი გვერდიგვერდ იდგა და მათ შორის ფესვებზე
პატარა ადგილი ჩანდა. მართალია, ზედ დამპალი ფოთლები ეყარა,
მაგრამ ეს ხელს ვერ შეუშლიდა. მეთევზეები საკმაოდ იყვნენ თვალს
მოფარებულნი. საწვიმარი გაიძრო, ფოთლებზე დააფინა და კლა-
რას ანიშნა, ამოდიო.
ქალი დიდი ძალისხმევით ავიდა. როდესაც პოლამდე მიაღწია,
მძიმედ, უხალისოდ შეხედა და თავი მხარზე დააყრდნო. მამაკაცმა
გარემოს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და მიიხუტა. მათ ვერავინ
შეამჩნევდა, გაღმა ნაპირზე მობალახე ბოჩოლების გარდა. პოლი
ყელზე დაეკონა და კლარას პულსი ბაგით შეიგრძნო. სამარისებური
სიჩუმე იდგა. მათ გარდა თითქოს ყველაფერი გამქრალიყო. როდე-
საც კლარა წამოდგა, პოლმა, რომელიც სულ მიწას უყურებდა, უეც-
რად წიფლის შავ, სველ ფესვებზე წითელი მიხაკის ფურცლები შე-
ნიშნა და სისხლის წვეთებს მიამსგავსა. პატარა, წითელი წინწკლები
ქალს მკერდიდან დასცვივდა, კაბას ჩაჰყვა და ფეხებთან დაიყარა. -
შენი ყვავილები დაისრისა, - უთხრა პოლმა.
ქალმა თმა გადაიწია და ვაჟს მძიმედ შეხედა. უეცრად პოლმა
ლოყებზე თითები შეახო. - ასეთი გულდამძიმებული რატომ ხარ? -
პოლს საყვედურივით გამოუვიდა. კლარამ სევდიანად გაიღიმა,
თითქოს სულიერი მარტოობა იგრძნო. პოლი ისევ მიეფერა ლოყაზე
და აკოცა. - არა! - უთხრა პოლმა, - ნუ ღელავ!

463
ქალმა თითები დაუჭირა და აკანკალდა, თუმცა გაიცინა. მერე ხე-
ლი გაუშვა. პოლმა წარბებსა და საფეთქლებზე მიწებებული თმა გა-
დაუწია და ნაზად აკოცა.
- არ მინდა, რომ რამეზე ღელავდე, - რბილად, ალერსიანად უთ-
ხრა. - არა, არც ვღელავ! - ხალისიანად და მორჩილად მიუგო.
- კი, ღელავ! არ მინდა, რომ საერთოდ რამეზე ღელავდე-მეთქი, -
ხვეწნა გაურია ხმაში და მოეფერა.
- არა-მეთქი, ხომ გითხარი! - დაამშვიდა ქალმა და აკოცა.
ციცაბოზე უნდა ამძვრალიყვნენ, ბილიკს რომ დასდგომოდნენ.
საათის მეოთხედი დასჭირდათ ბილიკზე დასაბრუნებლად. პოლი
ავიდა და ბალახზე დადგა, ქუდი მოიხადა, შუბლიდან ოფლი მოიწ-
მინდა და ამოიოხრა. - როგორც იქნა! - თქვა ქოშინით.
კლარა კოლბოხზე ამოსულ ბალახზე დაჯდა, ძლივს სუნთქავდა.
ლოყები შეფაკვლოდა. პოლმა აკოცა. კლარა სიხარულს ვეღარ მა-
ლავდა. - ახლა კი ფეხსაცმელს გაგიწმენდ, რომ ხალხში გასვლისა
არ მოგერიდოს, - უთხრა მამაკაცმა. კლარას ფერხთით ჩაიცუცქა,
ტოტები და მსხვილღერა ბალახი მოიმარჯვა და საქმეს შეუდგა.
კლარამ თმაში შეუცურა ხელი, თავისკენ მიიზიდა და თავზე აკოცა. -
ახლა რა ვქნა? - სიცილით ახედა პოლმა, - ფეხსაცმელი ვწმინდო თუ
სიყვარულობანაში აგყვე? მიპასუხე ჩქარა! - რაც მოგინდება, ის ქე-
ნი, - ღიმილი შეაგება ქალმა.
- ამ წუთას შენი ფეხსაცმლის მწმენდავი ვარ, მეტი არაფერი! - ამ
სიტყვებზე ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს და სიცილი აუტ-
ყდათ. მერე ამბორის დროც დადგა. პოლმა დედამისივით გააწკლა-
პუნა ენა და სახე გაებადრა.
- როცა გვერდით ქალია, არაფერი გამოდის.
ფეხსაცმლის გასუფთავებას მიუბრუნდა. ღიღინ-ღიღინით აცლი-
და ძირიდან ტალახს. კლარა ხშირ თმას უვარცხნიდა თითებით, პო-
464
ლი კი პერიოდულად თითის წვერებზე კოცნიდა. მამაკაცმა ფეხსაც-
მელი გაუპრიალა, თვითონაც მიხედა თავს და მოკლე ხანში არც
ერთს არ ემჩნეოდა თიხნარში გასეირნების კვალი. - ესეც ასე! -
ამოიძახა ხალისიანად, - ხომ ვარ დარბაისლურობის აღდგენაში
ნამდვილი დიდოსტატი? ადექი! ახლა ისეთი უზადო ხარ, ვითარცა
თვით ბრიტანია!68 ფეხსაცმელი ბალახს შეაწმინდა, ხელები მოიფ-
შვნიტა და ისევ აღიღინდა. სოფელ კლიფტონში ჩავიდნენ. კლარა
სიგიჟემდე შეუყვარდა: ქალის თითოეული მოძრაობა, მისი კაბის
ყოველი ნაკეცი სიამოვნების მდუღარე ჟრუანტელს ჰგვრიდა. აღ-
მერთებდა კლარას. ასაკოვანი ქალბატონი, ვის სახლშიც შევიდნენ
ჩაის დასალევად, მხიარულად უყურებდა ამ წყვილს.
- ნეტავ, უკეთესი ამინდი დაგმთხვეოდათ, - უთხრა დიასახლისმა
და ფუსფუსი განაგრძო. - არა! - პოლს გაეცინა, - ახლა სწორედ იმას
ვამბობდით, რა კარგი ამინდიაო. დიასახლისმა გაკვირვებულმა შე-
ხედა. ვაჟს ლურჯი თვალები უცინოდა და განსაკუთრებული სინათ-
ლე ეფინა სახეზე. ულვაშზეც სიამოვნებით ისვამდა ხელს. - მართლა
მასე ფიქრობთ? - გაოცდა ქალი და მოხუცებულს თვალები გაუნათ-
და. - მართლა! - სიცილით დაუდასტურა პოლმა.
- მაშინ მეც ვიტყვი, მშვენიერი დღეა-მეთქი.
მოხუცი ქალი იქვე ტრიალებდა და ეს უცნაური წყვილი არ ეთმო-
ბოდა. - ბოლოკს ხომ არ ინებებთ კიდევ? - ჰკითხა დიასახლისმა
კლარას, - არ მოგერიდოთ, ბოსტანში კიდევ მაქვს... თუ გნებავთ,
კიტრსაც მოგართმევთ. კლარა გაწითლდა. ძალიან ლამაზად გა-
მოიყურებოდა.
- ბოლოკი მირჩევნია, - უთხრა მოხუცს და ეს უკანასკნელიც ხა-
ლისიანად გავიდა. - რომ იცოდეს! - ჩუმად უთხრა კლარამ პოლს.

68
იგულისხმება ბრიტანეთის გაპიროვნებული სულიერი სიმბოლო, ქალის ქანდა-
კება.
465
- არაფერიც არ იცის. თანაც მოვეწონეთ. შენ ისე გამოიყურები,
მთავარანგელოზსაც კი მოხიბლავ, მეც, მგონი, მთლად ყაჩაღს არ
ვგავარ... ჰოდა, თუკი ხალხს ჩვენთან საუბარი სიამოვნებას ანი-
ჭებს, ჩვენც მეტი რა დაგვრჩენია, მოვიქავოთ ენა და გავახაროთ კე-
თილი სულები! ჭამა განაგრძეს. როდესაც სახლიდან გადიოდნენ,
მოხუცი ქალბატონი მორიდებით მივიდა მოწითალო-მოთეთრო ფე-
რის, სამი გაშლილი გეორგინით ხელში. კლარას წინ დადგა და უთ-
ხრა: - არ ვიცი, იქნებ... - და ყვავილები გაუწოდა ბებერი ხელით. -
ოჰ, რა ლამაზია! - წამოიძახა კლარამ და ყვავილები გამოართვა. -
ყველა მისთვის არის? - პოლმა საყვედურნარევი ხმით ჰკითხა დი-
ასახლისს. - დიახ, ყველა მისთვის მოვწყვიტე, - გახალისდა ქალი, -
თქვენ თქვენი ყვავილიც გეყოფათ. - აჰ, მაინც უნდა ვთხოვო, თუნ-
დაც ერთი მიწილადოს! - იხუმრა პოლმა. - ეს უკვე მისი საქმეა, - ღი-
მილით თქვა მოხუცმა ქალბატონმა, მცირე რევერანსით თავი დაუკ-
რა და უკან გადგა. კლარა დადუმდა, უხერხულად იგრძნო თავი.
გზას რომ გაუდგნენ, პოლმა ჰკითხა: - ნუთუ თავი დამნაშავედ იგ-
რძენი?
ქალმა ნაცრისფერი თვალებით ფრთხილად შეხედა.
- დამნაშავედ? - გაოცდა, - არა!
- მაგრამ ისე გამოიყურები, თითქოს რაღაც გქონდეს დაშავებუ-
ლი. - არა, უბრალოდ, იმაზე ვფიქრობდი, რომ იცოდნენ-მეთქი.
- რომ იცოდნენ, ვეღარ გაგვიგებდნენ. ახლა კი ჩვენი ესმით და
მოსწონთ კიდეც. ვისი რა საქმეა? აქ, ახლა, სადაც ჩემ გარდა მხო-
ლოდ ხეებია, არ უნდა გრძნობდე თავს უხერხულად. პოლმა თავის-
კენ შეატრიალა კლარა და თვალებში ჩახედა. ნაწყენი ჩანდა. - ჩვენ
ხომ ცოდვილნი არ ვართ? - ჰკითხა კლარას და შუბლი ოდნავშესამ-
ჩნევად შეიჭმუხნა. - არა, - მიუგო ქალმა. მამაკაცმა აკოცა და გაუცი-
ნა.
466
- მე მგონი, შენი წილი დანაშაული მოგწონს კიდეც, - გაეხუმრა
პოლი, - ასე მგონია, ევა კმაყოფილიც კი იყო, როდესაც მობუზული
ტოვებდა სამოთხეს. მაგრამ კლარა ერთგვარად მშვიდი და გაცის-
კროვნებული თვალებით იყურებოდა, რამაც პოლს გული დაუმშვი-
და. მატარებლის ვაგონში რომ ავიდა, თავს გიჟივით ბედნიერად
გრძნობდა, მგზავრების დანახვა სიამოვნებდა, ღამე სიყვარულს ახ-
სენებდა და ყველაფერი ახარებდა. როდესაც სახლში შევიდა, მისის
მორელი იჯდა და კითხულობდა. ბოლო ხანს ჯანმრთელობა შეუსუს-
ტდა ქალს, სახეზე სპილოსძვლისფერი დაედო, რაც წინათ არ ჰქონ-
და პოლს შემჩნეული და რასაც ვეღარასოდეს დაივიწყებდა. დედას
ხომ მისთვის არასდროს შეუჩივლია, ავად ვარო. თვითონაც ეგონა,
სერიოზული არაფერი იქნებაო. - დაიგვიანე! - უთხრა შემოსულს და
თვალებში შეხედა.
პოლს კი თვალები უცინოდა. დედას გაუღიმა.
- ჰო; მე და კლარა კლიფტონის კორომში ვიყავით.
დედამ ისევ შეხედა.
- მერე, ხალხი რას იტყვის, არ გადარდებთ?
- რატომ უნდა გვადარდებდეს? ყველამ იცის, რომ სუფრაჟისტია
და ასე შემდეგ. ან ვის რა აქვს სათქმელი?
- ცხადია, შესაძლოა ცუდი არაფერია მაგ სეირნობებში, - ჩაილა-
პარაკა ქალმა, - მაგრამ ხომ იცი, ხალხის ყბაში მტერი ჩავარდა...
- პირებს ხომ არ ამოვუკერავ, თან ჭორებიც არ აინტერესებს
კლარას. - მგონი, შენ მაინც უნდა დაგაინტერესოს, მასზე რას ამბო-
ბენ. - მე დამაინტერესოს? ვინ რას ფიქრობს ჩვენ სეირნობაზე? მგო-
ნი, ეჭვიანობ, დედა. - ხომ იცი, ხმას არ ამოვიღებდი, გათხოვილი
რომ არ იყოს.
- ჯერ ერთი, ქმართან არ ცხოვრობს, მეორეც, ტრიბუნიდან ხალხს
მოძღვრავს და სულაც არ ეთქმის ნახირის მორიგი ჩლიქოსანი. ან
467
რა აქვს დასაკარგი. ცხოვრებაც კი არად უღირს ზოგჯერ. რაკი ჩემ-
თან დადის, ესე იგი, ეს უკვე მიღწევაა მის ცხოვრებაში. მიღწევას კი
ზოგჯერ გადახდა სჭირდება. ორივეს მოგვიწევს გადახდა. ხალხი კი
ბრბოა, რომელსაც ოღონდ არაფერი გადაახდევინო და შიმშილით
ამოსძვრება სული.
- ძალიან კარგი, შვილო. აღდგომა და ხვალაო.
- ძალიან კარგი, დედა. მე უკან დახევას არ ვაპირებ.
- ვნახავთ!
- ის კი... საოცრად სათნო ქალია, დედა, გულით გეუბნები! შენ,
უბრალოდ, არ იცნობ. - მთავარია, ცოლად არ ირთავ.
- იქნებ მასე ჯობდეს.
დუმილი ჩამოვარდა. პოლს დედისთვის კითხვის დასმა სურდა,
მაგრამ შიშობდა. - არ გინდა, გაგაცნო? - გაბედა ბოლოს.
- კი, - ცივად თქვა მისის მორელმა, - გავიცნო მაინც, ვინ ბრძან-
დება. - ძალიან სათნო ქალია, დედა, ძალიან! მდაბიო არ გეგონოს!
- ეგ არც არასდროს მითქვამს.
- მაგრამ იფიქრე... ალბათ, გგონია... ასიდან ოთხმოცდაცხრა-
მეტს სჯობია, რომ იცოდე! მართლა სჯობია! პატიოსანი, წესიერი და
პირდაპირია! არც ქვეშქვეშაა და არც თავს გადაგამეტებს. ნურა-
ფერზე აუშარდები, გთხოვ. მისის მორელი გაწყრა.
- არაფერზეც არ ავუშარდები. შესაძლოა, ზუსტად ისეთია, როგო-
რადაც აღწერ, მაგრამ... - მაგრამ არ იწონებ, - დაასრულა დედის მა-
გივრად.
- აბა, ჩემგან რას ელოდი? - ცივად ჰკითხა დედამ.
- ჰო! ჰო! ცოტა მეტი გულმოწყალება რომ გქონდეს... კარგი, გინ-
და, განახო? - კი-მეთქი, აკი გითხარი.
- მაშინ მოვიყვან... აქ რომ მოვიყვანო?
- როგორც გენებოს.
468
- მაშ, აქ მოვიყვან... კვირა დღეს შევარჩევ... ჩაიზე. თუ რამე ცუდი
გაქვს გულში ჩადებული, იცოდე, არ გაპატიებ. დედამისს გაეცინა.
- და მაგით თითქოს რამე შეიცვლება! - თქვა მისის მორელმა.
პოლმა იცოდა, რომ ეს ბრძოლა მოიგო.
- ოჰ, რომ იცოდე, როგორ მსიამოვნებს, როცა ჩემ გვერდითაა!
დედოფალივით ქალია. ზოგჯერ საყდრიდან ედგარსა და მირიამთან
ერთად ბრუნდებოდა ხოლმე. ფერმამდე აღარ მიდიოდა. მირიამი
წინანდებურად ექცეოდა და პოლიც თავს უხერხულად არ გრძნობ-
და. ერთ საღამოს მირიამი მარტო მივიდა ეკლესიაში და მერე პოლი
იძულებული გახდა, გაეცილებინა. წიგნებზე დაიწყეს საუბარი: უტყუ-
არ თემაზე. მისის მორელმა ერთხელ შვილს უთხრა, შენი და მირია-
მის რომანი წიგნების ზვინზე წაკიდებულ ცეცხლს ჰგავსო - საკმარი-
სია წიგნები აღარ მიაყარო და ჩაქრებაო. მირიამი, თავის მხრივ, იკ-
ვეხნიდა, პოლს ისე ვკითხულობ, როგორც გადაშლილ წიგნსო და
ნებისმიერ დროს შემიძლია, იმ თავსა და იმ ხაზს დავადო თითი, რო-
მელზეც ახლა იმყოფებაო. პოლი ამაზე მაინცდამაინც არ ცხარობდა
და აღიარებდა, რომ მირიამი მას ყველაზე უკეთ იცნობდა. ამიტო-
მაც, როგორც ჩვეულებრივ ეგოისტს, მოსწონდა, როდესაც მირიამი
მის მიმართ ინტერესს იჩენდა და ბევრს ლაპარაკობდა. მალე მათი
სასაუბრო თემა პოლის საქმეები გახდა. გულის სიღრმეში გაუხარ-
და, რომ ყოფილ შეყვარებულს მისი საქმეებიც აინტერესებდა.
- რას საქმიანობდი ბოლო დროს?
- მე... ოჰ, ბევრს არაფერს! ბესტვუდის ესკიზი გავაკეთე ბაღიდან
და მგონი, ბოლოს გამომივიდა, მეასე მცდელობაზე. ასე განაგრძეს.
მერე მირიამმა ჰკითხა:
- ბოლო ხანს იყავი სადმე?
- კი. ორშაბათს კლიფტონის კორომზე ავედით მე და კლარა.
- ცუდი ამინდი დაგემთხვათ, ალბათ, ხომ? - თქვა მირიამმა.
469
- ისე მინდოდა გასეირნება, ამინდზე არც მიფიქრია. ტრენტი იყო
მოდიდებული. - ბარტონშიც იყავი?
- არა, კლიფტონში დავლიეთ ჩაი.
- მართლა? ალბათ, რა სასიამოვნო იქნებოდა!
- იყო კიდეც! ერთი უსაყვარლესი ბებო გვემსახურებოდა. რამდე-
ნიმე ულამაზესი გეორგინა გვაჩუქა, შენ რომ მოგეწონებოდა, ისე-
თი.
მირიამმა თავი დააქნია და ჩაფიქრდა. პოლს არც კი უფიქრია,
რომ რამე დაემალა მისთვის. - რატომ გაჩუქათ? - ჰკითხა ბოლოს.
პოლს გაეცინა.
- მოვეწონეთ და იმიტომ... მხიარულ გუნებაზე ვიყავით და, ალ-
ბათ, ეს მოეწონა. მირიამმა თითზე იკბინა.
- შინ გვიან დაბრუნდი?
პოლს მისი ხმის ტონი არ მოეწონა.
- რვის ნახევარზე მივაღწიე.
- აჰა!
ხმის ამოუღებლად განაგრძობდნენ გზას. პოლი გულმოსული
იყო. - კლარა როგორ არის? - იკითხა მირიამმა.
- მგონი, არაფერს უჩივის.
- კარგია! - ირონია გაურია ხმაში, - ჰო მართლა, მისი ქმრისა რა
ისმის? კარგა ხანია აღარაფერი მსმენია. - სხვა ქალი უშოვია და არც
ის უჩივის ბედს, - თქვა პოლმა, - ალბათ. - გასაგებია... მაგრამ და-
ზუსტებით არ იცი. როგორ ფიქრობ, ქალისთვის ეგეთი მდგომარეო-
ბა იოლი ასატანია?
- საშინელებაა!
- უსამართლობაა, - სინანულით თქვა გოგონამ, - როდესაც მხო-
ლოდ კაცი ცხოვრობს თავისი გემოვნებით.
- ქალებმაც იცხოვრონ ეგრე, - ცალყბად ჩაიბურტყუნა პოლმა.
470
- მერედა როგორ? ვინმე თუ გაბედავს, რა მდგომარეობაში აღ-
მოჩნდება! - მერე რა?
- ის, რომ შეუძლებელია! შენ არ გესმის, ქალი რამდენ რამეს კარ-
გავს... - არა, არ მესმის. მაგრამ თუკი ქალს მხოლოდ პატიოსნის სა-
ხელი ასაზრდოებს, მგონი, ასეთი საზრდო იმდენად მწირია, სახე-
დარსაც კი სული ამოხდებოდა შიმშილით! მირიამი ამ საუბრით პო-
ლის ზნეობრივ დამოკიდებულებას ჩასწვდა და მისი მომავალი ქმე-
დებაც ამოიცნო. პირდაპირ მისთვის არასდროს არაფერი უკითხავს,
მაგრამ გასაგების გაგება ყოველთვის უადვილდებოდა. მეორე
დღეს, როდესაც ერთმანეთს ისევ შეხვდნენ, სიტყვამ მოიტანა და
ქორწინებაზე გააბეს საუბარი, რა დროსაც, ძალაუნებურად, კლარა-
სა და მისტერ დოუსის თანაცხოვრებაზე დაიწყეს მსჯელობა. - იცი, -
თქვა პოლმა, - კლარას ქორწინება არასდროს ჰგონებია ზემნიშვნე-
ლობის მატარებელი მოვლენა. მისთვის ეს უფრო ჩვეულებრივი,
ყოფითი მომენტი იყო... გარდაუვალი მომენტი... დოუსისთვის კი...
კარგა ბლომად კაბიანი არ დაიშურებდა სულს. კლარასაც უფიქრია,
რატომაც არაო. მერე femme incomprise69 გამხდარა და თურმე ცუ-
დად ექცეოდა ქმარს.
- და იმიტომ მიუტოვებია ქმარი, რომ მისი არ ესმოდა?
- მგონი, კი. და სწორადაც მოიქცა. აქ მხოლოდ გაგების საკითხი
კი არა, თანაცხოვრების საკითხი იჩენს თავს. ქმრის გვერდით სანა-
ხევროდ ცოცხალი ყოფილა. მის მეორე ნაწილს თურმე ეძინა. ცოც-
ხალმკვდარი ვიყავიო, ამბობს. ცოცხალმკვდარი ქალი კი აცულებ-
ლად femme incomprise-ია და აუცილებლად უნდა გამოცოცხლდეს.
- და ქმარი?

69
(ფრ.) - აქ: ქალი, რომელსაც ვერ უგებენ.
471
- არ ვიცი, მგონი, თავისებურად უყვარს კლარა, მაგრამ სულე-
ლია. - შენი მშობლებივით ყოფილან, - შენიშნა მირიამმა.
- ჰო. მაგრამ დედაჩემს, როგორც ვიცი, მამაჩემი თავიდან ძალი-
ან ჰყვარებია და ბედნიერებიც ყოფილან. ალბათ, ლტოლვაც ჰქონ-
და მის მიმართ, რაკი ამდენ ხანს ერთად დარჩნენ. ერთმანეთს იყ-
ვნენ მიჯაჭვულები. - ჰო.
- მგონი, ეს ყველას სჭირდება... ნამდვილი, ნამდვილი ალი უნდა
ღვიოდეს გრძნობისა... ადამიანს ერთხელ მაინც უნდა გაუღვივდეს
ვინმეს მიმართ ეს ალი, თუნდაც მისმა ნათებამ სამ თვეზე მეტხანს
არ გასტანოს. დედაჩემს რომ შეხედავ, იფიქრებ, ამ ცხოვრებაში
ყველაფერი ჰქონია, რაც აუცილებელიაო. არ გიტოვებს იმის შთა-
ბეჭდილებას, რომ გრძნობა არასდროს ჰქონია.
- არა, - თქვა მირიამმა.
- მამაჩემთან, მგონია, რომ თავიდან ნამდვილი გრძნობით ცხოვ-
რობდა. და ამას აცნობიერებდა. ეს მამაჩემსაც ეტყობა და იმ ასო-
ბით ადამიანსაც, ქუჩაში რომ ვხვდებით ყოველდღე. ერთხელ თუ გა-
ნიცადა ეს კაცმა, მერე შეუძლია, თამამად თქვას, მიცხოვრიაო. -
კონკრეტულად რა განცდაზე ამბობ?
- სიტყვით ძნელი გამოსათქმელია, მაგრამ ეს გრძნობა ისეთია,
მთლიანად რომ ცვლის ადამიანს, თუკი ვინმეს სულიერად დაუახ-
ლოვდება. ეს თითქოს სულს ანაყოფიერებს და ადამიანს აღვინებს.
- ფიქრობ, რომ დედაშენმა მამაშენთან ეს გრძნობა განიცადა? -
კი, და მგონია, რომ გულის სიღრმეში მამაჩემის მადლიერიც არის
ამ განცდის გამო, იმის მიუხედავად, რომ დღეს ერთმანეთისგან კი-
ლომეტრები აშორებთ. - გგონია, რომ ეს განცდა კლარას არას-
დროს ჰქონია?
- დარწმუნებულიც კი ვარ.

472
მირიამი ჩაფიქრდა. მოეჩვენა, რომ პოლი ვნების ალისკენ მიილ-
ტვოდა, რათა ფრთები შეეტრუსა. მიხვდა, რომ სანამ ამას არ გამოც-
დიდა, ვერასოდეს იგრძნობდა თავს დაკმაყოფილებულად. შესაძ-
ლოა, მას, როგორც მამაკაცს, ეს თავაშვებულობა ესაჭიროებოდა
კიდეც, რომ ვნებები დაეცხრო. როდესაც დაკმაყოფილდებოდა,
უდარდელობაც გაუქრებოდა და მირიამს მიანდობდა თავის ცხოვ-
რებას. მანამდე კი, თუ სხვაგან სადმე ჰქონდა საძებნელი ვნება და
ის დიდი განცდა, როგორც თვითონ ამბობდა, დაე, წასულიყო და
ეპოვა, მოეყირჭა. როდესაც კბილს დაადგამდა, მალევე მობეზრდე-
ბოდა ან საერთოდაც, მიხვდებოდა, რომ აღარ უნდოდა და სულ სხვა
რამისკენ დაიწყებდა სწრაფვას, რისი მიცემაც მხოლოდ მირიამს შე-
ეძლო. მერე ნამდვილად მიენდობოდა მას. მართალია, ეძნელებო-
და პოლის გაშვება ამ გზაზე, მაგრამ, სამიკიტნოში ერთი ჭიქა ვისკის
დასალევად ხომ თავისუფლად გაუშვებდა, ჰოდა, ახლა, დაე, კლა-
რას მიაკითხოს, თუკი წყურვილის მოკვლას მისგან ელის; ახლა გა-
ვუშვებ, მოგვიანებით კი მე დამრჩებაო, იიმედებდა თავს მირიამი.
- კლარაზე გაქვს დედაშენისთვის რამე ნათქვამი? - ჰკითხა
პოლს. იცოდა, რომ ამით პოლის კლარასადმი გრძნობას გამოცდი-
და; თუკი დედამისისთვის ექნებოდა ნათქვამი, ესე იგი, კლარასთან,
როგორც მხოლოდ ქალთან, როგორც მეძავთან ჟინის მოსაკლა-
ვად, ისე არ დაიარებოდა და უფრო მნიშვნელოვანი გრძნობა აკავ-
შირებდა. - ჰო; ჩაიზეც მყავს მოპატიჟებული.
- შენს სახლში?
- ჰო, მინდა, რომ დედას გავაცნო.
- აჰ!
სიჩუმე ჩამოვარდა. საქმე იმაზე სერიოზულად აღმოჩნდა, ვიდრე
მირიამს ეგონა. გული ეტკინა, რომ ასე სწრაფად და დაუნანებლად
მიატოვა პოლმა. კლარას კი ის ოჯახი მასპინძლობდა, სადაც მას ზე-
473
დაც არ უყურებდნენ. - შეიძლება, ეკლესიისკენ მიმავალმა მეც შე-
მოგიაროთ, - თქვა მირიამმა, - დიდი ხანია კლარა არ მინახავს.
- ძალიან კარგი, - პირკატა ეცა პოლს.
კვირა დღეს პოლი კლარას დასახვედრად კენსტონის სადგურზე
გავიდა. ბაქანზე რომ იდგა, ფიქრობდა, ნეტავ, გული თუ მიგრძნობს
რამესო. „როგორ მივხვდე, მოვა თუ არა?“ - ფიქრობდა გულში და
ნიშნებს ეძებდა მისახვედრად. გული უცნაურად უცემდა და ეწურე-
ბოდა. ეს აშკარად ცუდის ნიშანიაო, თავისდაუნებურად ეფიქრებო-
და. ვაითუ, არ ჩამოვიდესო. ცხადია, არ ჩამოვიდოდა და მარტოს
მოუწევდა იმ მინდვრით უკან დაბრუნება, წარმოსახვაში კლარას-
თან ერთად რომ უნდა გაევლო. მატარებელმა დაიგვიანა; დღე და-
იკარგა და, ალბათ, საღამოც დაიკარგებოდა. უეცრად გული მოუვი-
და კლარაზე, რომ არ ჩამოვიდა. რაღას ჰპირდებოდა, თუკი დანაპი-
რებს ვერ შეასრულებდა? შესაძლოა, მატარებელმა გამოასწრო,
თვითონაც ხომ არა ერთხელ დამართია მსგავსი რამ.... მაგრამ რა-
ღა ამ მატარებელზე უნდა დაეგვიანებინა მისვლა? ოჰ, როგორ გაამ-
წარა კლარას საქციელმა. ცოფებს ყრიდა.
უეცრად პოლმა დაინახა, რომ მატარებელი ნელ-ნელა მოძვრე-
ბოდა, კუთხიდან მოიპარებოდა. კი, მატარებელი კი გამოჩნდა, მაგ-
რამ კლარა შიგნით არ იქნებოდა. მწვანე ლოკომოტივი ბაქანზე ქშე-
ნა-ქშენით ჩამოდგა და ყავისფერი ვაგონები მოიყოლა. რამდნიმე
კარი ერთდროულად გაიღო. არა, არ ჩამოსულა! არა! კი, აი, გამოჩ-
ნდა! დიდი შავი ქუდი ეხურა! პოლი წამში მის გვერდით გაჩნდა.
- მეგონა, აღარ ჩამოხვიდოდი, - მისალმების მაგივრად, ეს სიტ-
ყვები შეაგება კლარას. კლარა ლამის სიცილით გაიგუდა, როდესაც
ხელი გაუწოდა. მათი მზერა გადაიკვეთა. მამაკაცი ბაქანზე გაუძღვა
და საუბრით სცადა გრძნობის გადაფარვა. ქალი ლამაზად გამოიყუ-
რებოდა. ქუდში აბრეშუმის დიდი ვარდები ჩაემაგრებინა, ღიაოქ-
474
როსფერი. მუქი ფერის პიჯაკი მკერდსა და მხრებს უკვეთდა და სა-
ოცრად შვენოდა. პოლი სიამაყით ივსებოდა, ასეთი ქალბატონის
გვერდით რომ მიაბიჯებდა. სადგურზე არაერთი ნაცნობი დაინახა,
ვინც კლარას მოწიწებითა და აღტაცებით აყოლებდა თვალს. - გული
მეუბნებოდა, არ ჩამოვაო, - პოლმა გაუბედავად გაიცინა. კლარამ კი
საპასუხო სიცილი კინაღამ ცრემლით დააგვირგვინა. - მე კი, მატა-
რებელში რომ ვიჯექი, იმაზე ვიმტვრევდი თავს, ახლა რომ არ დამიხ-
ვდეს, მერე რა ვქნა-მეთქი! - კლარამაც არ დამალა გულისნადები.
პოლმა ხარბად ჩასჭიდა ხელი და საცალფეხო გზას გაუყვნენ. ნა-
ტოლის გზით წავიდნენ და ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთებს აუ-
არეს. თბილი დღის სიმყუდროვეს ლურჯი ცა აგვირგვინებდა. ყვე-
ლაფერი ყავისფერი ფოთლებით იყო მოფენილი; ტყის პირას ასკი-
ლის მუქწითელი ნაყოფი ღვიოდა. პოლმა არ დაიზარა და ერთი მუჭა
დაუკრიფა. - ჰო, მართლა, - პოლმა ჟაკეტზე, მკერდთან მიამაგრა
რამდენიმე, - წესით უნდა მსაყვედურობდე, რადგან ჩიტებს საკვები
მოვტაცე. ისე, აქეთ იმდენი კენკრაა, რომ ჩიტუნები მშივრები არ
დარჩებიან, ერთ მუჭ ასკილში თუ შევეცილებით. ზაფხულობით ამ
გზებზე მაყვალი ლპება კიდეც.
პოლი წესიერად ვერც ხვდებოდა, რას ამბობდა, მხოლოდ გულ-
მოდგინედ აბნევდა მკერდზე ასკილს და კლარაც მოთმინებით იდგა
და იცდიდა. პოლის ხელების ცოცხალ, სხარტ მოძრაობას აკვირდე-
ბოდა და ფიქრობდა, ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მინახავსო. ამ-
წუთამდე ხომ ყველაფერი ისედაც ბუნდოვანი იყო მისთვის.
ქვანახშირის მაღაროს მიუახლოვდნენ. წიდის უზარმაზარი ნაყა-
რი ისე მოჩანდა, თითქოს შვრიიდან ამოზრდილიყო.
- რა დასანანია, რომ ეს მაღარო ამ სილამაზეში წამოჭიმულა! -
შენიშნა კლარამ. - ასე ფიქრობ? იცი, მე ისე მაქვს თვალი მიჩვეული,
მოვისაკლისებ კიდეც, ერთ დღეს რომ გაქრეს. მაშ! მაღაროები ამ
475
მიდამოებში თვალსაც კი ახარებს. დღისით ურიკების რიგებს, დგა-
რებსა და საკვამურიდან ამოტყორცნილ ოხშივარს რომ ვხედავ, გუ-
ლი ხარობს; ღამით კიდევ დგარებიდან წამოსული სინათლე მახა-
ლისებს. ბავშვობაში სულ მეგონა, რომ ღრუბლის სვეტი დღისით და
ცეცხლის სვეტი ღამით, თავ-თავისი ორთქლითა და სინათლით, ნამ-
დვილი მაღარო უნდა ყოფილიყო, რომელსაც უფალი მუდამ დას-
ცქეროდა. როდესაც უკვე სახლამდე ბევრი აღარაფერი უკლდათ,
კლარა დადუმდა და ფეხს ითრევდა. პოლმა მისი მტევანი მუჭში მო-
იქცია და მოუჭირა. კლარა გაწითლდა, თუმცა არაფერი უთქვამს. -
არ გინდა, რომ სახლში შევიდეთ? - ჰკითხა სტუმარს.
- კი, მინდა, - მიუგო მანაც.
პოლს გულშიც არ გაუვლია, რომ მის სახლში კლარა უცნაურ, არ-
ცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. მისთვის ერთი
და იგივე იყო, დედას კლარას წარუდგენდა თუ რომელიმე ძმაკაცს,
უბრალოდ, ქალის წარდგენა ცოტათი უფრო სასიამოვნოდ ეჩვენე-
ბოდა. მორელების სახლი ბორცვიდან დაშვებულ ერთ უბადრუკ ქუ-
ჩაზე იდგა. თავისთავად ქუჩა საზარელი სანახავი გახლდათ. თუმცა
სახლი მეზობლებისას ბევრად სჯობდა. თავად ნაგებობა ვეებერთე-
ლა და ჭვარტლიანი იყო, დიდი ერკერით და გვერდითა კედლით მე-
ზობლის სახლს მიერთებული. გარედან მეტისმეტად პირქუში ჩან-
და. მაგრამ შეაღო თუ არა პოლმა ეზოს კარი, ყველაფერი შეიცვა-
ლა. ეზოში მზე შეჭრილიყო და სულ სხვა სამყაროდ ექცია იქაურო-
ბა. ბილიკის გასწვრივ ასფურცელა და ჯუჯა ხეები იდგა. ფანჯრის წინ
მზიან გაზონს იასამნები გარსშემორტყმოდნენ. ბაღის გაყოლებაზე,
ნეკერჩხლამდე გაბუჩქული ქრიზანთემები იდგა, რომელთაც მზე
დასდგომოდათ და თუკი უფრო შორსაც გააწვდენდით თვალს, წი-
თელსახურავიანი კოტეჯების იქით, დაინახავდით, როგორ იღვრე-
ბოდა ბორცვებზე შემოდგომის შუადღის სითბო. მისის მორელი თა-
476
ვის სარწეველაში იჯდა და შავი აბრეშუმის ბლუზა ეცვა. გაჭაღარა-
ვებული ყავისფერი თმა სადად გადაეწია უკან და მაღალი შუბლი
უფრო მკაფიოდ უჩანდა. სახეზე ფერნაკლული ჩანდა. დარცხვენი-
ლი კლარა ძლივს შეჰყვა პოლს სამზარეულოში. დიასახლისი ადგა.
კლარამ იფიქრა, მეტისმეტად თავდაჭერილი, მაგრამ ნამდვილი
ლედიაო. ახალგაზრდა ქალი ძალიან ნერვიულობდა. მეტად სევ-
დიანი და მორჩილი გამომეტყველება ჰქონდა სახეზე. - დედა... კლა-
რა, - წარუდგინდა ქალები ერთმანეთს.
მისის მორელმა ხელი გაუწოდა შემოსულს და გაიღიმა.
- თქვენზე ბევრ რამეს მომიყვა პოლი, - უთხრა დიასახლისმა.
კლარას ლოყები შეეფაკლა.
- იმედია, ჩემი სტუმრობის წინააღმდეგი არ ბრძანდებით, - ენის
ბორძიკით თქვა სტუმარმა. - გამიხარდა კიდეც, როდესაც მითხრა,
კლარა დავპატიჟეო, - მიუგო მისის მორელმა. პოლი ქალებს უყუ-
რებდა და გული ეწურებოდა. დედამისს დიდებული კლარას ფონზე
უსუსური და ავადმყოფური იერი ჰქონდა. - რა მშვენიერი დღეა
დღეს! - ჩაერთო პოლი, - გზაზე ჩხიკვიც ვნახეთ. მისის მორელმა
შვილს შეხედა და გაიფიქრა, ამ კოხტად მომდგარ მუქ კოსტიუმში
ნამდვილი მამაკაციაო. პოლს ფერი დაეკარგა და აფორიაქებული
ჩანდა. ნებისმიერ ქალს გაუჭირდებოდა მისი შენარჩუნება. მერე
კლარას გახედა და შეეცოდა.
- ზედმეტი ნივთები მისაღებში დატოვეთ, - თბილად შესთავაზა მი-
სის მორელმა ახალგაზრდა ქალს. - გმადლობთ, - დაიმორცხვა
კლარამ.
- წამო, - უთხრა პოლმა და პატარა, წინა ოთახში შეიყვანა, სადაც
ძველისძველი პიანინო და მაჰაგონის ავეჯი იდგა, ბუხარი კი მარმა-
რილოთი იყო მოპირკეთებული. ბუხარში ცეცხლი ენთო, სადაც გა-
იხედავდით, ყველგან წიგნები და სახატავი დაფები მოგხვდებოდათ
477
თვალში. - ყველაფერს იქვე ვტოვებ ხოლმე, სადაც ვიმყოფები, -
აუხსნა პოლმა, - ასე უფრო მიიოლდება. კლარას ხელოვანისთვის
საჭირო ნივთების ერთობლიობა - წიგნები და სხვადასხვა ადამია-
ნის სურათები - მოეწონა. პოლმა ნელ-ნელა ყველა ის ადამიანი გა-
აცნო, ვინც ფოტოებზე ჩანდა: ეს უილიამია, ეს მისი გულისსწორი სა-
ღამოს კაბაში, ეს ენი და მისი მეუღლეა, ეს კი ართური ცოლ-შვილი-
თო. კლარამ თავი ისე იგრძნო, თითქოს მორელების ოჯახში დამა-
ტებით წევრად შემოდგა ფეხი. ფოტოების მერე წიგნები და ჩანახა-
ტები დაათვალიერებინა მასპინძელმა და საუბრით შეიქცია სტუმა-
რი. როდესაც მისაღებში ექსკურსია დასრულდა, სამზარეულოში გა-
ვიდნენ. მისის მორელმა თავისი წიგნი გვერდზე გადადო. კლარას
შიფონის ბლუზა ეცვა, შავ-თეთრი წვრილი ზოლებით. თმა სადად
ჰქონდა აკეცილი. ასეთ ფორმაში უფრო ოფიციალური და თავშეკა-
ვებული ჩანდა.
- სნეინტონის ბულვარზე დასახლდით? - ჰკითხა მისის მორელმა,
- როდესაც გოგონა ვიყავი... უი, გოგონა-მეთქი, ეს რა ვთქვი... რო-
დესაც ახალგაზრდა ვიყავი, მინევრა-ტერასზე ვცხოვრობდით.
- უი, მართლა?! - წამოიძახა კლარამ, - ექვს ნომერში მეგობარი
ცხოვრობს, საუბარიც დაიწყო. ჯერ ნოტინგემი და ნოტინგემელები
მიმოიხილეს, რაც ორივე მხარისთვის საინტერესო თემა აღმოჩნდა.
კლარა ცოტა ნერვიულობდა. მისის მორელს კი ამაყად ეჭირა თავი.
ძალიან სუფთად და მკაფიოდ წარმოთ ქვამდა სიტყვებს. პოლი ხე-
დავდა, რომ ქალები ერთმანეთს გაუგებდნენ. მისის მორელმა თავი
სტუმარს შეადარა და მიხვდა, რომ სულიერად უფრო ძლიერი იყო.
კლარას შედარებით მოკრძალებული ეთქმოდა. კარად იცოდა, რამ-
ხელა მოწიწებით ექცეოდა პოლი დედას და თავიდან თვითონაც გუ-
ლის ფანცქალით ელოდა მასთან შეხვედრას, ახლა კი აღმოჩნდა,
რომ ეს ტანმორჩილი ქალი ძალიან სასიამოვნოდ მოსაუბრე ყოფი-
478
ლა. თუმცა, ნამდვილად არ ისურვებდა, რომ ოდესმე წინ გადაჰღო-
ბებოდა. დიასახლისი ისეთი მტკიცე ნებისყოფითა და სულიერი სიძ-
ლიერით გამოირჩეოდა, რომ კლარამ გაიფიქრა, ცხოვრებაში, ალ-
ბათ, არაფერს შეუშინდებოდაო. ბოლოს მორელიც გამოჩნდა, შუ-
ადღის ძილის შემდეგ მოთენთილი იყო და ამთქნარებდა. ჭაღარა
თავს იფხანდა, წინდიანი ფეხებით დააბოტებდა და გახსნილი ჟილე-
ტიდან პერანგი გამოსჩროდა. შექმნილი გარემოსთვის სრულიად
შეუფერებელი იყო. - ეს მისის დოუსია, მამა, - გააცნო პოლმა.
მორელი უცებ გამოერკვა. კლარამ მაშინვე შენიშნა, რომ თავის
დაკვრითა და ხელის ჩამორთმევით პოლი მამას ჰგავდა. - რას მეუბ-
ნები?! - გაიოცა მორელმა, - მიხარია თქვენი ნახვა... დამერწმუნეთ.
მაგრამ თავს არ შეგაწყენთ. არა, არა, თავი შინაურულად იგრძე-
ნით.
კლარა ასაკოვანი მაღაროელისგან თავაზიანობის ამ კასკადს არ
ელოდა და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა. როგორი ზრდილი და
თავაზიანი ყოფილაო, გაიფიქრა. მოხიბლული იყო. - შორიდან ჩა-
მოხვედით? - ჰკითხა მორელმა.
- ნოტინგემიდან, - მიუგო კლარამ.
- ნოტინგემიდან! მშვენიერი დღე დაგმთხვევიათ სამგზავროდ.
კაცი სამრეცხაო ოთახში გავიდა ხელ-პირის დასაბანად. რაკი
ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, პირსახოცგადაკიდებული გამოვი-
და და ბუხრის წინ, ხალიჩაზე დადგა გასამშრალებლად. ჩაის სმისას
კლარამ ოჯახში გამეფებული დახვეწილობა და სიმშვიდე იგრძნო.
მისის მორელს თავი ხალისიანად ეჭირა. დიასახლისი ჩაის ისე ას-
ხამდა ფინჯნებში და არიგებდა, რომ საუბარი არც კი შეუწყვეტია.
ოვალურ მაგიდასთან სიხალვათე იგრძნობოდა, ლურჯი ტირიფე-
ბით მოხატული ფაიფურის სერვიზი გაქათქათებულ სუფრაზე ძალი-
ან ლამაზად გამოიყურებოდა. დაბალ ლარნაკში მოკლე, ყვითელი
479
ქრიზანთემები ეწყო. კლარა ამ ოჯახურ სიმფონიაში თავს დამაგ-
ვირგვინებელ აკორდად გრძნობდა, რაც სიამოვნებას ანიჭებდა.
მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მორელების, უფროსი მორელისაც
კი, თავდაჭერილობა ცოტა აფორიაქებდა. მერე რიტმში ჩაჯდა და
წონასწორობის განცდა დაეუფლა. აქ ცივი, სუფთა ატმოსფერო სუ-
ფევდა, სადაც ყველა თავშეკავებულობას იჩენდა და ერთმანეთთან
ჰარმონიაში იყო. მართალია, ეს შეხმატკბილება მოეწონა, მაგრამ,
ცოტა არ იყოს, შიშმა მოიცვა. სანამ მისის მორელი და კლარა საუბ-
რობდნენ, პოლმა მაგიდა აალაგა. კლარა ჩუმ-ჩუმად თვალს აპა-
რებდა მისკენ, როდესაც პოლი ქარივით სწრაფად შედი-გადიოდა.
დიასახლისს კი ელაპარაკებოდა, მაგრამ მისი გული და სული ახლა
პოლთან იყო, რომელიც ჰაერში ატაცებული ფოთოლივით მო-
ულოდნელად ჩნდებოდა მისაღებ ოთახში და ქრებოდა. მიუხედავად
იმისა, რომ კლარა მისის მორელისკენ გადაიხარა საუბრისას, თით-
ქოს უფრო ყურადღებით უსმენდა, დიასახლისი მიხვდა, რომ ახალ-
გაზრდა ქალის გონება ახლა სულ სხვა რამით იყო დაკავებული. მი-
სის მორელს შეეცოდა კიდეც სტუმარი.
როდესაც საქმეს მორჩა, პოლი ეზოში გავიდა და ქალებს მშვი-
დად საუბრის საშუალება მისცა. მზიანი, თბილი დღე იდგა და მსუბუ-
ქი ნისლი შეინიშნებოდა. კლარამ ფანჯრისკენ გააპარა თვალი და
ქრიზანთემებში უაზროდ მდგარი პოლი შენიშნა. ისეთი გრძნობა
დაეუფლა, თითქოს რაღაც რეალურით იყო პოლთან დაკავშირებუ-
ლი. როდესაც მამაკაცმა მსუბუქი, აუღელვებელი მოქმედებით და-
იწყო მძიმე ყვავილების შტოების სარზე მიმაგრება, კლარა ისეთმა
უსასოობამ შეიპყრო, კინაღამ დაიკივლა.
მისის მორელი ადგა.
- ჭურჭლის გარეცხვაში დაგეხმარებით, - უთხრა კლარამ.

480
- საკმაოდ ცოტაა და ერთ წუთში ამოვრეცხავ, - უპასუხა დიასახ-
ლისმა. კლარამ ჩაის სერვიზის გამშრალება ითავა და გაუხარდა,
პოლის დედასთან რომ გამონახა საერთო ენა. მაგრამ საწადელ მა-
მაკაცთან ბაღში რომ ვერ გადიოდა, ნამდვილ ჯოჯოხეთად ექცა. ბო-
ლოს თავს უფლება მისცა, გასულიყო, თითქოს დაბმული აეშვას
ვინმეს. ნაშუადღევის მზემ დერბიშირის ბორცვები ოქროსფრად შე-
ღება. პოლი ბაღის სხვა მხარეს გადასულიყო, ველური ასტრის ბუჩ-
ქთან იდგა და სკის შესასვლელთან მოზუზუნე დაგვიანებულ ფუტ-
კრებს უცქერდა. ფეხის ხმაზე მსუბუქად შემოტრიალდა. - მიმოიფ-
რინეს მთა-ბარი და დაბრუნდნენ, - ფუტკრებზე მიანიშნა კლარას.
ქალი მის გვერდით დადგა. წითელი, დაბალი ღობის იქით სოფლის
სავარგულები მოჩანდა, უფრო შორის კი ოქროსფერ ნისლში ჩაძი-
რული ბორცვები. ამასობაში მირიამმა შეაღო ეზოს კარი. დაინახა,
როგორ მივიდა კლარა პოლთან, როგორ მიუბრუნდა ეს უკანასკნე-
ლი სტუმარს და რა მშვიდად იდგნენ. პოლისა და კლარას ამ სრულ-
ყოფილმა განმარტოებამ მირიამში ისეთი გრძნობა გააჩინა, თით-
ქოს ცოლ-ქმარს უყურებდა. ნელი ნაბიჯით გაუყვა წიდით მოფენილ
ბილიკს გრძელ ეზოში. კლარამ ბაღის ტუხტის კვირტი მოწყვიტა და
გახლიჩა, რომ თესლი გადმოებნია. თავზევიდან ვარდისფერი ყვა-
ვილები ისე დასცქეროდნენ, თითქოს იცავდნენ. დაგვიანებული
ფუტკრები სკისკენ მიიჩქაროდნენ.
- ეგ ფული კარგად დათვალე, - პოლმა გაიცინა, როდესაც კლა-
რამ ხელისგულზე დაყრილი ბრტყელი თესლი თითით გადაარჩია.
მამაკაცს თვალებში შეხედა. - მდიდარი ვარ, - ღიმილით თქვა.
- მაინც რამდენი გაქვთ? - თითები გაატკაცუნა, - გნებავთ, ოქროდ
ვაქციო? - ვშიშობ, რომ არა, - კლარამაც გაიცინა.
თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს და ისევ გულიანად გაიცი-
ნეს. სწორედ ამ დროს მირიამიც შეამჩნიეს. მისი გამოჩენა და ყვე-
481
ლაფრის შეცვლა ერთი აღმოჩნდა. - გამარჯობა, მირიამ! - შესძახა
პოლმა, - კი მითხარი, მოვალო! - კი. ხომ არ დაგავიწყდა?
კლარას ხელი ჩამოართვა.
- რა ლამაზია აქაურობა, არა? - ღიმილით თქვა მირიამმა.
- ძალიან მომეწონა, - დაეთანხმა კლარაც.
მირიამი მიხვდა, რომ კლარა აქ ისე მიეღოთ, თვითონ რომ ვერც
იოცნებებდა. - მარტო მოხვედი? - ჰკითხა ახალმოსულს პოლმა.
- ჰო, აგათას შევუარე ჩაიზე და... ეკლესიაში მივდივართ. აქ მხო-
ლოდ შემოვირბინე, კლარას ვნახავ-მეთქი.
- ჩაიზე უნდა შემოგევლო, - ცალყბად უსაყვედურა პოლმა.
მირიამმა ჩაიცინა და კლარა მოუთმენლად შებრუნდა.
- მოგწონს ქრიზანთემები? - ჰკითხა პოლმა.
- კი, ლამაზებია, - უპასუხა მირიამმა.
- რომელი სახეობა უფრო მოგწონს? - ჩაეკითხა პოლი.
- არ ვიცი. ბრინჯაოსფერი, ალბათ.
- არ მგონია, ყველა სახეობა გქონდეს ნანახი. მოდი და შეავლე
თვალი. კლარა, თქვენც შემოგვიერთდით და გაგვანდეთ თქვენი
რჩეული. მამაკაცი ქალებს უკანა ეზოში გაუძღვა, სადაც ნაირფერი
ყვავილები უსწორმასწოროდ მიუყვებოდა ბილიკს და ველამდე
გრძელდებოდა. პოლს შექმნილმა ვითარებამ ოდნავადაც ვერ აგ-
რძნობინა თავი უხერხულად. - ნახე, მირიამ, ეს თეთრები შენი ბაღი-
საა. აქ მგონი მაინცდამაინც ლამაზები არ დაიზარდნენ, არა? - არა,
- დაეთანხმა მირიამი.
- მაგრამ უფრო ძლიერები კი ჩანან. თქვენთან თავს ისე გრძნო-
ბენ, როგორც თავშესაფარში და უფრო დიდებიც იზრდებიან, მაგრამ
მალე ჭკნებიან. მე ეს ყვითლები მომწონს. ხომ არ მოწყვეტდი? სანამ
ახალგაზრდები ეზოში იყვნენ, ეკლესიის ზარებმა ისე დაიგუგუნა,
რომ მთელმა სოფელმა გაიგონა და ველებზე გავრცელდა ტალღე-
482
ბად. მირიამმა სამრეკლოს გახედა, სახურავებს შორის ამაყად რომ
აღმართულიყო, და პოლის ნაჩუქარი ჩანახატები გაახსენდა. მარ-
თალია, მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ პოლს ხომ სამუდა-
მოდ არ მიუტოვებია. სთხოვა, იქნებ წიგნი მათხოვოო და პოლიც
სახლში გაიქცა.
- რაო?! მირიამმა გთხოვა? - გაიოცა მისის მორელმა და ცივად
შეხედა შვილს. - კი; მითხრა, კლარას სანახავად შემოვიარეო.
- ესე იგი, ნათქვამი გქონია, კლარას რომ ელოდი, - სარკაზმი გა-
ერია ქალს ხმაში. - კი, რატომ უნდა დამემალა?
- სრულიად აშკარაა, რატომაც უნდა დაგემალა, - თქვა მისის მო-
რელმა და წიგნის კითხვა განაგრძო. პოლი მოიღუშა, წარბი შეკრა,
დედამისის ირონიამ გააღიზიანა. ვითომ რატომ არ უნდა მოქცეუ-
ლიყო ისე, როგორც გული უკარნახებდა? - მისის მორელი არ გყავ-
და ნანახი? - ჰკითხა მირიამმა კლარას. - არა, მაგრამ ძალიან მომე-
წონა, სათნო ქალია!
- ჰო, - თქვა მირიამმა და თავი ჩაქინდრა, - ზოგჯერ მართლაც
რომ ძალიან სათნოა. - მეც ასე მგონია.
- პოლს ბევრი რამ აქვს მოყოლილი დედაზე?
- საკმაოდ.
- ჰო?!
ქალებს მანამდე აღარ ამოუღიათ ხმა, სანამ წიგნით ხელში პოლი
არ გამოჩნდა. - როდის დაგიბრუნო? - ჰკითხა მირიამმა.
- როცა გინდა, - მოკლედ უპასუხა.
კლარას სახლში დაბრუნება მოუნდა, პოლმა კი თქვა, მირიამს
კარამდე გავაცილებო. - უილეის ფერმაში როდის გამოჩნდები? -
ჰკითხა მირიამმა კლარას. - ვერ გეტყვი, - იყო კლარას პასუხი.
- დედამ მოკითხვა შემოგითვალა და გადმოგცა, როცა ინებებ,
გვესტუმრეო. - გმადლობთ. სიამოვნებით გეწვევით, მაგრამ როდის,
483
ვერ გეტყვი. - ოჰ, ძალიანაც კარგი! - წამოიძახა მირიამმა, ტკივილი
შეერია ხმაში და წავიდა. ცხვირი პოლის ნაჩუქარ თაიგულში ჩარგო
და ისე გაუყვა გზას. - იქნებ შემოსულიყავი? - ფეხდაფეხ მიჰყვა პო-
ლი.
- არა, გმადლობ.
- ჩვენც საყდარში ვაპირებთ.
- მაშ, იქ გნახავთ! - მირიამს უკვე დანა პირს არ უხსნიდა. - კარგი.
წავიდა. პოლი კართან შეჩერდა და თავი დამნაშავედ იგრძნო. მი-
რიამი გამწარდა და ჩანდა, რომ პოლზე იყო გულმოსული. მირიამს
სჯეროდა, პოლი ჯერ კიდევ მე მეკუთვნისო, თუნდაც ახლა მას კლა-
რა ჰყოლოდა სტუმრად, დედამისის გვერდზე დაებრძანებინა ეკლე-
სიაში და იგივე ლოცვანი ეთხოვებინა, რომელიც მას ათხოვა წლე-
ბის წინ. გზიდან გაიგონა, როგორ გაიქცა პოლი სახლისკენ.
მაგრამ პოლი სულაც არ ჩქარობდა. ბუსნოზე შეჩერდა და ქალე-
ბის საუბარს მიუგდო ყური - ჯერ დედამისის ხმა მოესმა, მერე კლა-
რას პასუხი:
- რაც მირიამში მძაგს, ეს მისი მაძებრის სულია.
- ჰო, - სწრაფადვე მიუგო მისის მორელმა, - ჰო, ნამდვილად საძა-
გელია! პოლს ეწყინა მირიამზე ჭორაობას რომ მოჰკრა ყური. რა
უფლებით ლაპარაკობდნენ ასე? თუმცა ამ სიტყვების მოსმენაზე მი-
რიამის მიმართ სიძულვილის ალიც გაუღვივდა. მერე კლარაზეც
მოუვიდა გული, რა უფლებით მისცა თავს ნება, ასეთ რამეს რომ ამ-
ბობს მირიამზეო. წესიერებაზე თუ მიდგებოდა საქმე, მირიამი მას
ბევრად აღემატებოდა ამ თვისებით. სახლში შევიდა. დედამისი
აღელვებული ჩანდა. დივნის სამკლავურს ისე ურტყამდა ხელს, რო-
გორც გაანჩხლებულ დედაკაცებს სჩვევიათ ხოლმე. ამის ყურება
არასდროს შეეძლო. ოთახში მდუმარება გამეფდა. მერე თვითონვე
ამოიღო ხმა. ეკლესიაში მირიამმა დაინახა, როგორ უჩვენა კლარას
484
ლოცვანში კონკრეტული ადგილი პოლმა, როგორც მას უჩვენებდა
ხოლმე ერთ დროს. ქადაგებისას მამაკაცმა დარბაზის მეორე მხა-
რეს თვალი მოჰკრა მირიამს, რომელსაც ქუდი ბნელ ჩრდილს ჰფენ-
და სახეზე. ნეტავ რას ფიქრობს, კლარას გვერდით რომ მხედავსო,
ეჭვის ჭიამ დაუწყო სულის ღრღნა. მაგრამ ამაზე დიდხანს არ უფიქ-
რია. გრძნობდა, რომ მირიამს ულმობლად ექცეოდა. ეკლესიიდან
კლარასთან ერთად პენტრიჩში წავიდა. შემოდგომის ბნელი ღამე
იყო. მირიამს რომ გამოეთხოვნენ და მარტო დატოვეს, პოლს გული
მოეწურა. მაგრამ თავი გაიმხნევა, მასე მოუხდებაო და სადღაც ესია-
მოვნა კიდეც, რომ მის თვალწინ სხვა ლამაზ ქალთან ერთად წავი-
და. სიბნელეში სველი ფოთლების სუნი ტრიალებდა. კლარას უმოძ-
რაო ხელი ეჭირა, როდესაც მშვიდად მიაბიჯებდნენ. პოლის გრძნო-
ბასა და გონებას ორთაბრძოლა გაეჩაღებინათ, სული კი სასოწარ-
კვეთილებას მისცემოდა.
პენტრიჩის ბორცვზე ასვლისას კლარა მიეყრდნო. მამაკაცმა
წელზე შემოხვია ხელი. კლარას მკვრივი სხეულის მოძრაობა შეიგ-
რძნო და გულზე ცოტა მოეშვა. ახლა მირიამი აღარ ადარდებდა და
მხოლოდ თავში ავარდნილ სისხლს ემორჩილებოდა. კლარას უფ-
რო და უფრო იხუტებდა. მერე კლარას მშვიდი ხმა გაისმა:
- მირიამთან კავშირს არ წყვეტ, ესე იგი.
- მხოლოდ საუბრის დონეზე. ჩვენ შორის საუბარზე ინტიმური არც
არასდროს ყოფილა სხვა რამ, - მწარედ თქვა პოლმა.
- დედაშენს გულზე არ ეხატება, - შენიშნა კლარამ.
- არა, თორემ აქამდე ცოლად მოვიყვანდი. თუმცა ახლა ყველა-
ფერი სხვაგვარადაა! უეცრად მის ხმაში ზიზღნარევი ჟინი გამოერია.
- ახლა რომ ერთად ვყოფილიყავით, ალბათ, ძაღლის ყბას გამო-
მაბამდა, იმდენს მალაპარაკებდა ქრისტიანულ საიდუმლოებაზე ან

485
მსგავს საკითხებზე. მადლობა ღმერთს, ერთად არ ვართ. ერთხანს
უბრად განაგრძობდნენ გზას.
- მაგრამ ბოლომდეც ვერ მიაგდებ, - დაანამუსა კლარამ.
- რა უნდა მივაგდო, როცა არაფერია მისაგდები, - თქვა პოლმა. -
მისთვის არის.
- არ მესმის, რატომ არ უნდა ვიმეგობროთ, აბა, მტრად ხომ არ
მოვეკიდებით ერთმანეთს. კლარა გაერიდა, სცადა, არ შეხებოდა.
- ასე რატომ იწევი? - ჰკითხა პოლმა.
პასუხის მაგივრად კიდევ უფრო გაშორდა.
- რატომ ცდილობ მარტო სიარულს? - დაინტერესდა პოლი.
ისევ უპასუხოდ დარჩენილი კითხვა. ქალი, მართალია, თავჩა-
ქინდრული მიდიოდა, მაგრამ გულისწყრომა ემჩნეოდა.
- რადგან გითხარი, მეგობრები უნდა ვიყოთ-მეთქი? - შეიცხადა
პოლმა. ეს კითხვაც უპასუხოდ დატოვა კლარამ.
- გეუბნები, ჩვენ შორის მხოლოდ სიტყვებია-მეთქი, სხვა არაფე-
რი, - უმტკიცებდა პოლი და ხელის გადახვევას ცდილობდა.
მაგრამ კლარა ეჯიუტებოდა. უცებ პოლი წინ გადაუდგა და გზა გა-
დაუღობა. - ჯანდაბა! - გამოსცრა კბილებში, - კი მაგრამ, რა გინდა?
- ჯობია, მირიამს გაეკიდო, - წაჰკბინა კლარამ.
პოლს სისხლმა ტვინში აასხა. კბილები დაკრიჭა. კლარა მოიბუ-
ზა. გზაზე ბნელოდა და მათ გარდა არვინ ჩანდა. უეცრად პოლმა ხე-
ლი სტაცა, მიიზიდა და შლეგიანივით მთელი სახე დაუკოცნა. ქალი
დაუსხლტა და შეტრიალდა. კაცმა ისევ ჩაავლო ხელი. ისევ ვნებია-
ნად დააცხრა. პოლმა ისე მიიკრა გულზე, რომ კლარას მკერდი ეტ-
კინა. მერე დანებდა, აღარ ცდილობდა დასხლტომას, პოლი კოცნი-
და და კოცნიდა ჟინმორეული.
ხალხის ხმა გაისმა ბორცვიდან.

486
- გასწორდი! გასწორდი! - ჩახლეჩილი ხმით თქვა პოლმა და ისე
მაგრად ჩასჭიდა მკლავში ხელი, რომ ატკინა. ახლა რომ ხელი გა-
ეშვა, კლარა ძირს დაეცემოდა. ქალმა ამოიოხრა და არეული ნაბი-
ჯით გაუყვა. ხმას არ იღებდნენ. - მინდვრებით გადავიდეთ, - უთხრა
პოლმა და კლარაც თითქოს ახლაღა გამოერკვა. ალაგეზე გადას-
ვლისას პოლმა ხელი წააშველა და ჩაბნელებულ მდელოზე გავიდ-
ნენ. ქალი ხვდებოდა, რომ ამ გზით სადგურისკენ მიდიოდნენ, სა-
იდანაც ნოტინგემში დაბრუნდებოდა. პოლი აქეთ-იქით ყურადღე-
ბით იყურებოდა. ერთ შიშველ ბორცვზე გაიარეს, სადაც დანგრეუ-
ლი წისქვილის კონტურები ილანდებოდა. პოლი შეჩერდა. იდგნენ
ასე სიბნელეში და ბორცვის ძირში ალაგ-ალაგ გაბნეულ შუქებს
უყურებდნენ. სოფელიც მაღლობზე შეფენილიყო და სახლიდან გა-
მომავალი სინათლე აქა-იქ მოჩანდა.
- თითქოს ვარსკვლავებში მივაბიჯებთო, - გაცინება გაბედა პოლ-
მა. მერე მკლავებში მოიქცია და ჩაიხუტა. კლარამ თავი გასწია და
ჰკითხა: - რომელი საათია? - რა მნიშვნელობა აქვს, - სწრაფადვე
უპასუხა მამაკაცმა. - აქვს... ნამდვილად აქვს! უნდა წავიდე!
- ჯერ ადრეა, - დაამშვიდა მასპინძელმა.
- მაინც რომელი საათია? - დაიჟინა კლარამ.
გარემო უკუნეთს მოეცვა და წერტილებად მოჩანდა შორეული სი-
ნათლეები. - არ ვიცი.
კლარა პოლის მკერდზე ხელის ცეცებით საათის ძებნას შეუდგა.
ახალგაზრდა კაცს ჟრუანტელმა დაუარა. კლარამ სასურველ საგანს
პოლის ჟილეტის ჯიბეში მიაგნო, საათის პატრონი კი უკვე მძიმედ
სუნთქავდა. სიბნელეში საათის ციფერბლატი გაარჩია ქალმა, მაგ-
რამ ისრების მდებარეობა ვერა. დაიხარა, რომ ახლოდან დაენახა.
პოლი ლამის ქოშინებდა უკვე, ორივე ხელი რომ მოხვია კლარას. -
ვერ ვარჩევ, - დაიწუწუნა მან.
487
- ჰოდა, ნუღარ წვალობ.
- წასასვლელი ვარ! - თქვა და შეტრიალდა.
- მოიცა! მე ვნახავ! - მაგრამ ვერც თვითონ გაარჩია, - ასანთას
გავკრავ. გულში ნატრობდა, ნეტავ, მატარებელს ვეღარ მივუსწრო-
თო. კლარამ დაინახა, როგორ აანთო ასანთი პოლმა და ხელისგუ-
ლებში მოიქცია ცეცხლი, რომ არ ჩამქრალიყო. მალე სახე გაუნათ-
და და გამოჩნდა, როგორ უცქერდა ციფერბლატს. უეცრად ისევ ყვე-
ლაფერი ჩაბნელდა. კლარას თითქოს თვალთ დაუბნელდა. მხო-
ლოდ ის დაინახა, წითლად აღვივებული ასანთის ღერი რომ დავარ-
და ძირს. პოლი სადღა იყო? - რა არის? - იკითხა შეშინებულმა.
- ვეღარ მიასწრებ, - სიბნელიდან მოისმა ნაცნობი ხმა.
დუმილი. პოლის ხელში იყო დარჩენილი. მისი ხმის ჟღერადობამ
შიშიც კი მოჰგვარა. - რომელი საათია? - სასოწარკვეთილი, თუმცა
კონკრეტული ინტონაციით იკითხა ისევ. - ცხრას ორი წუთი უკლია, -
ძლივს წარმოთქვა უსიამოვნო სიმართლე. - და აქედან სადგურამდე
თოთხმეტ წუთში მივაღწევ?
- არა. სულ ცოტა...
კლარამ პოლის ფიგურა ძლივს გაარჩია. გაქცევა მოუნდა.
- ანუ ვერ მოვასწრებ? - ჩაეკითხა.
- თუ იჩქარებ, - მკვახედ თქვა კაცმა, - მაგრამ ტრამვაიმდე შეგიძ-
ლია უპრობლემოდ მიხვიდე; სულ რაღაც თორმეტი კილომეტრი
გაქვს გასავლელი. გამოგყვები. - არა; მატარებელს უნდა მივუს-
წრო.
- კი მაგრამ, რატომ?
- უნდა... მატარებელს უნდა მივუსწრო.
უეცრად პოლს ხმა შეეცვალა.
- ძალიანაც კარგი, - მშრალად და ცივად თქვა, - მაშ, გამომყევი.
პოლმა სიბნელეს მისცა თავი. კლარა გაეკიდა, ყვირილი უნდოდა.
488
მამაკაცი უკვე სასტიკად და უხეშად ექცეოდა. კლარა აქოშინებული
მისდევდა ოღროჩოღრო მდელოზე და წაქცევას ბევრი აღარაფერი
უკლდა. თვალსაწიერზე ნელ-ნელა განათებული სადგური გამოჩ-
ნდა. - აგერ! - დაიძახა პოლმა და სირბილზე გადავიდა.
მატარებლის თვლების რახრახი გაისმა. მატარებელი ღამის სიბ-
ნელეში განათებული მუხლუხასავით მიცოცავდა მარჯვენა მხრი-
დან. რახრახი შეწყდა. - ვიადუკშია. მიუსწრებ.
კლარა აქოშინებული მირბოდა და ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. სას-
ტვენის ხმა გაისმა და ბოლოს, როგორც იქნა, ავიდა. პოლი კი გვერ-
დით აღარ ჰყავდა. წავიდა!.. უკვე ხალხით სავსე ვაგონში იჯდა და
რეალობის სისასტიკე სულს უხუთავდა.
პოლი გაბრუნდა და შინისაკენ გასწია. სანამ გონს მოვიდოდა, უკ-
ვე სამზარეულოში იყო. ფერი დაჰკარგოდა. თვალები მთვრალივით
ბოროტად უელავდა. დედამისმა შეხედა. - რა დღეში ჩაგიგდია ფეხ-
საცმელი? - ჰკითხა შვილს.
პოლმა ფეხებზე დაიხედა. ჟილეტი გაიხადა. მთვრალი ხომ არ
არისო, გაიფიქრა ქალმა. - მატარებელს მაინც მიუსწრო?
- კი.
- იმედია, მისი ფეხსაცმელი მაინც გადაურჩა ტალახს. ამისთანა
რა გზით ატარე? პოლი ერთხანს ქანდაკებასავით იდგა და ხმას არ
იღებდა.
- მოგეწონა? - უხალისოდ ჰკითხა დედას.
- კი, მომეწონა. მაგრამ მალე მოგწყინდება, შვილო. ეჭვიც არ შე-
გეპაროს. პოლს ხმა არ ამოუღია. ქალმა შენიშნა, რომ გაჭირვებით
სუნთქავდა. - ირბინე?
- მატარებლისთვის უნდა მიგვესწრო.
- ასე ჯანს მოისპობ. ადი, დაისვენე და ცხელი რძეც აიყოლე. ცხე-
ლი რძე არ აწყენდა, მაგრამ უარი თქვა და დასაწოლად წავიდა. ლო-
489
გინზე პირქვე ისე დაემხო, გადასაფარებელიც კი არ აუღია, და ტკი-
ვილისა და სიმწრის ცრემლები წამოუვიდა. იმხელა ფიზიკურ ტკი-
ვილს განიცდიდა, რომ ტუჩები დაიკვნიტა და დაისისხლიანა. შინა-
განად იმხელა ფორიაქი დაეწყო, რომ ლამის გრძნობებმა უმტყუნა.
„მაშ, ასე მექცევა, ხომ?“ - გაიფიქრა და სახე უფრო ღრმად ჩარგო
თექის გადასაფარებელში. შესძულდა ქალი. რამდენჯერაც გაიხსე-
ნებდა განვლილ საათს, იმდენჯერ ეუფლებოდა ზიზღის გრძნობა.
მეორე დღეს პოლი საკუთარ თავში ჩაიკეტა. კლარა ძალიან თავა-
ზიანად, ლამის მოსიყვარულედ, იქცეოდა. მაგრამ პოლს თავი შორს
ეჭირა, ნაწყენივით. ქალი კი მაინც თავაზიანობდა. ერთ საღამოს
ნოტინგემის სამეფო თეატრში, არც მეტი არც ნაკლები, სარა ბერნა-
რი ჩამოვიდა, რათა La Dame aux Camelias-ში ეთამაშა. პოლს ამ
ასაკოვანი, სახელმოხვეჭილი მსახიობის ხილვა სურდა და სპექტაკ-
ლზე კლარა დაპატიჟა. დედამისს სთხოვა, დამაგვიანდება და გასა-
ღები ფანჯარაში დამიტოვეო.
- დავჯავშნო ბილეთები? - ჰკითხა კლარას.
- კი. და იქნებ სმოკინგი ჩაიცვა. გამოპრანჭული არ მინახავხარ. -
ღვთის გულისათვის, კლარა! სმოკინგით თეატრში მოვიდე? - გაი-
ოცა პოლმა. - ანუ არ მოხვალ?
- თუ ასე გინდა, მოვალ, მაგრამ სულელურად ვიგრძნობ თავს.
კლარამ დასცინა.
- ჰოდა ჩემ გამო ერთხელ სულელურადაც იგრძენი თავი.
პირდაპირობამ პოლზე იმოქმედა.
- კარგი, ჩავიცვამ.
- ჩემოდანი რად გინდა? - ჰკითხა დედამ პოლს.
პოლი გაცხარდა.
- კლარამ მთხოვა.
- რომელი ადგილები გაქვთ? - დაინტერესდა მისის მორელი.
490
- პირველ იარუსზე... თითო სამნახევარი შილინგი, თითო ბილე-
თი! - ჰო, ფასი კი ადევს, გაგიხარია! - სარკასტულად წარმოთქვა
ქალმა. - ათასში ერთხელ წასვლა არ დამაქცევს, - შეეპასუხა პოლი.
ჯორდანის ფაბრიკაში გამოიცვალა, პალტო ჩაიცვა, ქუდი დაიხუ-
რა და კლარას კაფეში შეხვდა. ეს უკანასკნელი სუფრაჟისტ მეგო-
ბართან ერთად გამოჩნდა. გრძელი, ძველი პალტო ეცვა, რომელიც
არ უხდებოდა და ის თავშალი ეხურა, პოლი რომ ვერ იტანდა. სამი-
ვენი თეატრის მიმართულებით წავიდნენ.
კლარამ კიბეზევე გაიხადა პალტო და აღმოჩნდა, რომ საღამოს
კაბა ეცვა - მხრები, მკლავები და მკერდის ნაწილი მოშიშვლებული
ჰქონდა. თმა მოდურად გაეკეთებინა. მწვანე, უბრალო კაბა ძალიან
შვენოდა. დიდებულად გამოიყურებაო, გაიფიქრა პოლმა. მთელი
სხეული ისე ემჩნეოდა, თითქოს თხელი ქსოვილი ჰქონდა შემოხვე-
ული. მის აღნაგობასა და სინაზეს პოლი არა მხოლოდ ხედავდა,
არამედ შეიგრძნობდა. ხელები მომუშტა. და მთელი საღამო მის
გვერდით - მისი მოშიშვლებული, ლამაზი მკლავების გვერდით - უნ-
და მჯდარიყო და მწვანე კაბაში გამოკვალთული მაღალი მკერდისა
და თლილი ყელისთვის ემზირა. ამ კაბაში კლარას ფეხებიც კი გა-
მომწვევად მოუჩანდა. პოლის რაღაც ნაწილს ისევ შესძულდა კლა-
რა, რადგან ქალმა ამ საღმოს ასეთი სიახლოვე მიუსაჯა. მის უფრო
დიდ ნაწილს კი კლარას სიყვარული სწვავდა. ხედავდა, როგორ გა-
წონასწორებულად ეჭირა ქალს თავი, ტუჩები გამოებზიკა, სევდი-
ანი, უმოძრაო სახით იჯდა და სცენას ისე უყურებდა, თითქოს მასზე
ბევრად ძლიერ ბედს დამორჩილდა. რა უნდა ექნა, როცა თავისზე
ბევრად უფრო დიდისა და ძლიერის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული.
ისეთი მარადიულობის იერი ჰქონდა, როგორც სფინქსს და პოლს
მისი კოცნის წადილი მოეძალა. პროგრამა განგებ დააგდო, რომ
დახრილიყო და აღებისას მაჯაზე ეკოცნა. კლარას სილამაზე ვნებას
491
უღვივებდა. ქალი ისევ უძრავად იჯდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც შუ-
ქი ნელ-ნელა ჩაქრა დარბაზში, პოლისკენ გადაიხარა და მამაკაც-
მაც მყისვე დრო იხელთა ხელზე მოსაფერებლად. კლარას ნაზსურ-
ნელიანი სუნამო ესხა. პოლს სისხლი ძარღვებში ტალღებად უმოძ-
რავებდა და გონებას უბნელებდა. დრამა კი გრძელდებოდა. პოლი
სპექტაკლს კი უყურებდა, მაგრამ გონებით სხვაგან იყო, არ იცოდა,
სად, მაგრამ თეატრიდან ძალიან შორს. თითქოს კლარას თეთრ
მკლავებად, ყელ-კისრად, მოძრავ მკერდად ქცეულიყო. მეტი არა-
ფერი აფიქრებდა. სადღაც შორის, სცენაზე მსახიობები თამაშობ-
დნენ, პოლი კი თითქოს სცენარის ნაწილად გრძნობდა თავს. თავი
სულ დაკარგა. ახლა მისთვის მხოლოდ კლარას რუხი, უფრო სწო-
რად, შავი თვალები, მკერდი და მკლავი - რომელსაც ხარბად ჩაფ-
რენოდა - არსებობდნენ. პოლმა თავი ერთი ბეწო არსებად, უსუსუ-
რად იგრძნო იმ ძალის წინაშე, რომლითაც კლარას მოედრიკა მისი
ნებისყოფა. მხოლოდ ანტრაქტების დროს, სინათლეს რომ ანთებ-
დნენ, გულის ძლიერ ტკივილს გრძნობდა. გაქცევის სურვილი ეძა-
ლებოდა, ოღონდ კი სიბნელე ეპოვა ისევ სადმე. ბარბაცით წავიდა
დასალევად. მერე სინათლე კვლავ ჩაქრა, კლარამ და სცენაზე გა-
თამაშებულმა დრამამ წინანდებურად თავბრუ დაახვია. დადგმა
გრძელდებოდა. პოლი კი კლარას მკლავზე შემჩნეული ლურჯი ძარ-
ღვის კოცნის სურვილს შეეპყრო. ამ ძარღვში სისხლის მოძრაობა-
საც კი გრძნობდა. სანამ ბაგით არ შეეხებოდა ხელზე, მანამდე ვერ
მოისვენებდა. უნდა გაერისკა. მერე ხალხი? მაგრამ უცებ დაიხარა
და ბაგით მის მკლავს შეეხო. ულვაში ნაზ კანს ჩაესო. კლარა შეკ-
რთა და ხელი გასწია. როდესაც წარმოდგენა დასრულდა, სინათლე
აინთო, ხალხმა ტაში დასცხო და პოლიც გონს მოეგო. საათს დახე-
და. მისი მატარებელი უკვე გასული იქნებოდა. - სახლამდე ფეხით

492
მომიწევს მგზავრობა! - დაიჩივლა კლარას გასაგონად. ქალმა შეხე-
და.
- ასე დაგვიანდა? - ჰკითხა.
პოლმა თავის დაქნევით უპასუხა. მერე ერთად გავიდნენ დარბა-
ზიდან და პალტოს ჩაცმაში მიეხმარა.
- მიყვარხარ! ამ კაბაში ლამაზად გამოიყურები, - ჩუმად გადაუ-
ლაპარაკა, რადგან ირგვლივ ხალხი ირეოდა.
კლარას ხმა არ ამოუღია. თეატრიდან ერთად გამოვიდნენ. პოლ-
მა მომლოდინე კები70 დაინახა, რომლის წინაც რამდენიმე ადამიან-
მა ჩაიარა. მზერით შეეჩეხა სიძულვილით აღსავსე ყავისფერ თვა-
ლებს, რომელთა პატრონიც ვერ იცნო. ორივემ პირველივე კუთხეში
გაუხვია და მექანიკურად სადგურისკენ წავიდა. მატარებელი გასუ-
ლიყო. სახლამდე თექვსმეტი კილომეტრი უნდა გაევლო. - არა უშა-
ვს, - თქვა პოლმა, - არ მაწყენს გავლა.
- არ გინდა, ჩვენთან დარჩე? - ამ წინადადების თქმისას კლარა
გაწითლდა, - მე დედასთან დავწვებოდი.
პოლმა შეხედა. მათი მზერა გადაიკვეთა.
- დედაშენი რას იტყვის მერე?
- წინააღმდეგი არ იქნება.
- დარწმუნებული ხარ?
- სრულებით!
- წამოვიდე?
- თუ გინდა.
- ძალიანაც კარგი.
მაშინვე გაბრუნდნენ. პირველსავე გაჩერებაზე ტრამვაიში ავიდ-
ნენ. გრილმა ნიავმა სახეში დაუბერა. ქალაქში ბნელოდა; ტრამვაიმ

70
კები - ინგლისში: ერთცხენიანი დასაქირავებელი ეტლი.
493
სვლა ააჩქარა და უფრო მეტად აჯაყჯაყდა. პოლი გვერდით ეჯდა
კლარას და ხელზე ხელს უჭერდა.
- დედაშენი ახლა უკვე საწოლშია, ალბათ? - თქვა პოლმა.
- შესაძლოა. იმედი მაქვს, ასეა.
პატარა, ვიწრო და მშვიდ ქუჩაზე სულ რამდენიმე ადამიანი ჩანდა
და ისინიც აჩქარებული ნაბიჯით მიდიოდნენ სახლებისკენ. კლარა
სწრაფად შევიდა შინ. პოლმა კი ფეხი აითრია. მერე თვითონაც ავი-
და კიბეზე და ოთახში შეაბიჯა. კლარას ფაშფაშა დედა შიდა კარიდან
გამოჩნდა და მტრული მზერა მიაპყრო შესულს. - ეს ვინ მოგიყვანია
აქ? - ჰკითხა კლარას.
- მისტერ მორელია; მატარებელმა გაასწრო. ვიფიქრე, ჩვენთან
დავტოვებ და შუაღამისას ჩვიდმეტი კილომეტრის ფეხით გავლას
ავარიდებ-მეთქი.
- ჰმ, - გაიოცა მისის რედფორდმა, - მომწონს შენი ყურადღებია-
ნობა! კეთილი, სტუმარი ღვთისააო და რაკი მოგიწვევია, ჩვენც ღირ-
სეულად ვუმასპინძლოთ. ბოლოს და ბოლოს, სახლის ქირას შენ იხ-
დი! - თუ თვალში არ მოგივედით, გავბრუნდები, - გაისმა უცებ პო-
ლის ხმა. - არა, არა, რა საჭიროა! შემობრძანდით! უბრალოდ, სა-
კადრისი ვახშამი ვერ დაგახვედრეთ. მაგიდაზე ცოტაოდენი შემწვა-
რი კარტოფილი და შაშხი იდო. სუფრა აშკარად ერთ ადამიანზე ჩან-
და გაშლილი.
- შეგიძლიათ, შაშხი დაიმატოთ, - განაგრძო მისის რედფორდმა,
- მაგრამ კარტოფილს ვერ დაიმატებთ.
- თქვენი შეწუხება მერიდება, - თქვა პოლმა.
- ოჰ, არ გამოიდოთ ახლა თავპატიჟი! სულაც არ მაწუხებთ! თეატ-
რში ხომ დამიპატიჟეთ ქალი? - სარკაზმმა გაიჟღერა მის ხმაში. - მე-
რე? - პოლმა უხერხულად ჩაიცინა.

494
- მერე ის, რომ ერთი ნაჭერი შაშხი რა სახსენებელია! გაიხადეთ
პალტო. დიდი, ზორბა ქალი პოლის მოულოდნელი სტუმრობის მი-
ზეზის ამოხსნას ცდილობდა. ბუფეტისკენ წავიდა. კლარამ პალტო
ჩამოართვა სტუმარს. ოთახი ლამპის შუქზე ძალიან თბილი და
მყუდრო ჩანდა.
- ამას რა ვხედავ! - შესძახა მისის რედფორდმა, - ასე რატომ გა-
მოპრანჭულხართ? ფერი ფერსაო, თქვენზე ითქმის! - მგონი, ჩვენც
არ ვიცით, - დამნაშავესავით თქვა პოლმა.
- ამ სახლში ფრანტებისთვის პირობები არ გვაქვს, თუ თქვენ სხვა
განსაზღვრებას არ აძლევთ თავს! - წაჰკბინა ორივეს.
სმოკინგიანი პოლი და მწვანეკაბიანი კლარა დაიბნენ. იგრძნეს,
რომ ამ პატარა სამზარეულოში ერთმანეთის მხარი უნდა დაეჭირათ.
- აბა ამ გაფურჩქნილ ყვავილს დამიხედეთ! - არ ცხრებოდა მისის
რედფორდი და კლარასკენ იშვერდა ხელს, - ასე ვისი გულისთვის
გამოიპრანჭა, ნეტავ?
პოლმა კლარას შეავლო თვალი. ქალი გაწითლდა. ყელი აუწით-
ლდა. დუმილი ჩამოვარდა. - ხომ მოგწონთ ასეთი გამოპრანჭული?
- ჰკითხა ქალს პოლმა.
მისის რედფორდს ახლა ორივე ყურებით ჰყავდა გამოჭერილი.
პოლს გული ბაგაბუგით უცემდა და სულიერი შფოთი ემატებოდა.
მაგრამ დანებებასაც არ აპირებდა. - მომწონს? - შეიცხადა, - სულე-
ლი რომ არის, ეგ უნდა მომწონდეს? - უფრო სულელებსაც ვხვდები
ხოლმე, - თქვა პოლმა და კლარას დაცვა გადაწყვიტა. - ნეტამც! ეგ
ბედნიერება როდის ხდება ხოლმე? - დამცინავად შეეკითხა. - საფ-
რთხობელებს რომ ემსგავსებიან, მაშინ, - პოლმაც არ დაუხანა პა-
სუხი. ფაშფაშა მისის რედფორდი, მუქარით აღსავსე მზერით, ბუხ-
რის წინ შედგა ჩანგლით ხელში. - მაინც სულელური ქმედებაა, - და-
ფიქრების შემდეგ თქვა ქალმა და აგურის ღუმლისკენ მიბრუნდა. -
495
არა, - მტკიცედ თქვა პოლმა, - ადამიანი შეძლებისდაგვარად უკეთ
უნდა გამოიყურებოდეს. - და თქვენი აზრით, ახლა ეს უკეთ გამოიყუ-
რება?! - წამოიყვირა მან და ზიზღით გაიშვირა ჩანგალი კლარასკენ,
- თითქოს... თითქოს ისე ცუდად იყოს ჩაცმული! - მგონი, გშურთ,
თქვენ რომ ვერ იპრანჭებით ეგრე, - პოლმა გაიხუმრა და გაიცინა.
- მე?! მე რომ მინდოდეს, ნებისმიერთან ერთად წავალ საღამოს
კაბაში გამოწყობილი! - ზიზღნარევი ხმით თქვა ქალმა. - მერე რა-
ტომ არ გინდათ? - სრულიად ლოგიკური კითხვა შეაგება პოლმა, -
ან იქნებ უკვე გცმიათ კიდეც?
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. მისის რედფორდმა ტაფაზე შაშ-
ხი გადააბრუნა. პოლს გული აუჩქარდა, შეურაცხყოფა ხომ არ მივა-
ყენეო.
- მე! - ემოციურად დაიწყო ქალმა, - არა, არ მცმია! როდესაც მსა-
ხურებაში ვიყავი და დავინახავდი, რომ რომელიმე მოსამსახურე
გოგონა მხრებმოშიშვლებული მიიპრანჭებოდა სადმე, მაშინვე
ვხვდებოდი, ექვსპენიან ტაშფანდურზე მიეჩქარებოდა! - თქვენ კი არ
გეკადრებოდათ ტაშფანდურზე სიარული? - ჰკითხა პოლმა. კლარა
თავჩაქინდრული იჯდა. მამაკაცს კი თვალები უელავდა. მისის რედ-
ფორდმა ღუმლიდან ტაფა გამოიღო და სტუმრის წინ დადო. თვითო-
ნაც იქვე შეჩერდა და შაშხის ნაჭრები თეფშზე გადაუღო. - აი, ეს ნა-
ხეთ, როგორ გემრიელად შებრაწულა! - უთხრა ქალმა. - საუკეთესო
ნაჭერს მე ნუ მიღებთ! - სთხოვა პოლმა.
- მაგან უკვე დააგემოვნა, რაც უნდოდა, - იყო პასუხი.
მისის რედფორდის ხმაში დამცინავი თავშეკავება შეიმჩნეოდა,
რაც იმაზე მეტყველებდა, რომ დამშვიდებულიყო.
- ცოტა მაინც გადაგეღო! - უთხრა პოლმა კლარას.
კლარამ დამცირებული და მარტოსული მზერით შეხედა. ნაცრის-
ფერი თვალებში წყენა ჩასდგომოდა. - არა, გმადლობ! - თქვა უცებ.
496
- რატომ? - ალერსიანად ჰკითხა.
სისხლი ძლიერად უჩქეფდა ძარღვებში. ფაშფაშა მისის რედ-
ფორდი ისევ დაჯდა. შთამბეჭდავი და, ამავე დროს, გულგრილი იე-
რი ჰქონდა. პოლმა კლარასთან ლოლიაობას თავი დაანება და მთე-
ლი ყურადღება დიასახლისზე გადაიტანა.
- ამბობენ, სარა ბერნარი ორმოცდაათისააო, - თქვა სტუმარმა. -
ორმოცდაათისო?! სამოცის გახდა! - გაისმა დამცინავი პასუხი. - ვაჰ,
უცნაურია. ისე გამოიყურება, ნებისმიერ კაცს გადარევს. - ნეტავ,
რამ უნდა გადამრიოს ბებერი ქუჩის ქალის გამო! - თქვა მისის რედ-
ფორდმა, - დროა, მაგ ნათრევმა შეიგნოს, რომ ბებიაა უკვე და თავი
გამკივანი კატამარანი ნუ ჰგონია... პოლს გაეცინა.
- კატამარანს მალაიზილები ნავს უწოდებენ, - შენიშნა პოლმა. -
მე კი მისნაირებს!
- დედაჩემიც ზოგჯერ იმისთანას იტყვის ხოლმე, მაგრამ შედავე-
ბას აზრი არა აქვს, - თქვა პოლმა.
- ალბათ, ყურებსაც აგიწითლებს ხოლმე, - თბილად იხუმრა მისის
რედფორდმა. - უარს არ იტყოდა, მაგრამ სკამი დასჭირდება, რომ
მომწვდეს. - დედაჩემს კი სკამიც არ უნდა, - ჩაერთო კლარა, - ისე-
დაც ყველაფერს სწვდება. - მაგრამ ამ ქალბატონს გრძელი ჯოხითაც
კი ვერ ვწვდები, - მისის რედფორდმა კლარას გახედა. - მგონი, ამ
ქალბატონს ჯოხი არ მოეწონება, - გაიცინა პოლმა, - ჩემი არ იყოს. -
არც ერთს არ გაწყენდათ თავში წამოთაქება, - სიცილით თქვა მისის
რედფორდმა. - მე რა დაგიშავეთ? - ჰკითხა პოლმა, - რამე ხომ არ
მომიპარავს თქვენთვის?! - ჯერ არა, მაგრამ მაინც თვალს მოგადევ-
ნებთ, - ისევ გაიცინა ასაკოვანმა ქალმა. ვახშამი მალე დასრულდა.
მისის რედფორდი თავის სავარძელში ჩაჯდა. პოლმა სიგარეტს მო-
უკიდა. კლარა ზედა სართულზე ავიდა და პიჟამათი ჩამობრუნდა,
რომელიც ბუხრის წინ, ცხაურზე მიფინა გასანიავებლად. - ღმერთო,
497
მომკალი! - თავში შემოირტყა მისის რედფორდმა ხელი, - საიდან
გამოიღე? - ჩემი უჯრიდან.
- ჰმ! ეგ პიჟამა ბაქსტერისთვის გქონდა ნაყიდი, მაგრამ ერთხე-
ლაც არ ჩაუცვამს, ხომ? - სიცილით თქვა ქალმა, - გითხრა, ლოგინში
შარვლით წოლა არ გამიგიაო, - მერე პოლს მიუბრუნდა და ვითომ
საიდუმლოდ გაანდო, - ამ პიჟამას დასანახად ვერ იტანდა. პოლი პი-
რიდან ბოლის რგოლებს უშვებდა.
- კაცია და გუნება, - გაიცინა მან.
მერე პიჟამის ღირსებებზე ჩამოვარდა სიტყვა.
- დედაჩემს უყვარს, როცა პიჟამა მაცვია, - თქვა პოლმა, - პი-
ეროს71 ჰგავხარო, მეუბნება ხოლმე. - მგონი, მოგიხდებათ კიდეც, -
გაიღიმა მისის რედფორდმა.
ცოტა ხნის შემდეგ პოლმა ბუხრის თავზე შემოდებულ პატარა სა-
ათს გახედა: პირველის ნახევარი იყო. - სასაცილოა, - თქვა მან, -
მაგრამ თეატრის შემდეგ მაშინვე ვერ ვწვები, რამდენიმე საათი
მჭირდება გონზე მოსასვლელად.
- ახლა კი დროა, მოისვენოთ, - მისის რედფორდმა სუფრის ალა-
გება დაიწყო. - შენ არ დაიღალე? - ჰკითხა პოლმა კლარას.
- ოდნავადაც არა, - ქალმა მზერა აარიდა.
- კრიბიჯი ხომ არ ვითამაშოთ? - ჰკითხა.
- დამავიწყდა.
- გაგახსენებ. მისის რედფორდ, კრიბი რომ ვითამაშოთ, ხომ არ
გაგვიწყრებით? - ნება თქვენია, - თქვა დიასახლისმა, - მაგრამ გვი-
ანია.
- იქნებ თამაშის დროს მაინც მოგვერიოს ძილი, - ღიმილით შეხე-
და პოლმა. კლარამ ბანქო მოიტანა და სანამ პოლი აჩეხდა, თითზე

71
პიერო - ფრანგული პანტომიმისა და კომედია დელ არტეს (ნიღბების კომედია)
პერსონაჟი.
498
საქორწილო ბეჭდის წვალება დაიწყო. მისის რედფორდი სამრეც-
ხაო ოთახში ჭურჭელს რეცხავდა. რაც უფრო გადიოდა დრო, პოლს
მით უფრო ეხუთებოდა სული ამ სახლში და იძაბებოდა.
- თხუთმეტი-ორი, თხუთმეტი-ოთხი, თხუთმეტი-ექვსი და რვა...!
საათმა ერთხელ ჩამოჰკრა. თამაში კი გრძელდებოდა. მისის რედ-
ფორდმა ძილისწინა საქმეები მოითავა - კარი ჩაკეტა და შეამოწმა,
ქეთლი აავსო. პოლი კი ბანქოს არიგებდა და ანგარიშობდა. კლა-
რას მკლავები და ყელი თავბრუს ახვევდა. ეჩვენებოდა, რომ კლა-
რას კაბის ქვეშ მკერდის ღარსაც კი ხედავდა. არ ეთმობოდა ქალი,
ხელის მტევნებზე უყურებდა და თითოეული სახსრის სხარტ მოძ-
რაობას აკვირდებოდა. კლარა ისე ახლოს ეჯდა, რომ ერთი ხელის
გაწვდენა და შეეხებოდა, მაგრამ ამის უფლებას ვერ მისცემდა თავს.
აღიგზნო. მისის რედფორდის დანახვაც კი აღარ უნდოდა. ქალი სა-
ვარძელში იჯდა, მართალია, კინაღამ ზეზეურად ეძინა, მაგრამ მა-
ინც ცდილობდა, თვალი არ მოეშორებინა ახალგაზრდებისთვის.
პოლმა ჯერ მას გახედა, მერე კლარას შეხედა. კლარამ მისი მზერა
დაიჭირა: პოლს თვალებში წყენა და ფოლადისებური სიმტკიცე ჩას-
დგომოდა. თვითონ კი დარცხვენილი თვალებით იყურებოდა. პოლი
ხვდებოდა, რომ კლარაც მხარს უჭერდა უხმოდ და თამაშს განაგ-
რძობდა. ბოლოს მისის რედფორდი ძლივს ადგა და ხმამაღლა
იკითხა:
- თქვენი დაწოლის დრო ჯერ არ დამდგარა?
პოლმა უპასუხოდ განაგრძო ბანქოს დარიგება. ახლა ისე სძულ-
და ეს ქალი, რომ ხელის აუტოკებლად მიახრჩობდა. - ერთი წუთიც,
- თქვა მოკლედ.
ასაკოვანი ქალი სამრეცხაოსკენ წავიდა და პოლს სანთელი გა-
მოუტანა, რომელიც ბუხარზე შემოდგა. მერე ისევ დაჯდა. პოლი ისე
გააღიზიანა მისმა საქციელმა, რომ ბანქო დაყარა. - მოდი, მოვ-
499
რჩეთ, - თქვა მან, მაგრამ ხმაში გამოწვევა გაუჟღერდა. კლარამ და-
ინახა, როგორ შეკრა პოლმა კრიჭა. ვაჟმა ისევ შეხედა. ეს თითქოს
შეთანხმებას ჰგავდა. კლარა ბანქოზე დაიხარა, ჩაახველა, ვითომ
ყელს იწმენდდა. - მიხარია, თუ დაასრულეთ, - თქვა მისის რედფორ-
დმა, - აი, გამომართვით, - და თბილი პიჟამა მიაწოდა, - ეს კიდევ
სანთელი. თქვენი ოთახი ამ ოთახის თავზეა. ისე, ზევით სულ ორი
ოთახია და ვერ აგერევათ. აბა, ტკბილი ძილი და მოსვენება.
- დავიძინებ, აბა, რას ვიზამ, - ჩაილაპარაკა სტუმარმა.
- ჰო, თქვენ ასაკში კარგი ძილი უცხო ხილი არ არის, - შენიშნა
მისის რედფორდმა. პოლმა კლარას ძილი ნებისა უსურვა და ოთა-
ხიდან გავიდა. ხვეული კიბის სითეთრემდე გადახეხილი საფეხურე-
ბი ყოველ ნაბიჯზე ჭრიალებდა. ჯიუტად ადიოდა. ორ საძინებელში
შესასვლელი კარები ერთმანეთის პირდაპირ ეკიდა. მამაკაცი მის-
თვის გამოყოფილ ოთახში შევიდა, კარი მიხურა, მაგრამ ურდულით
არ დაუკეტავს. ოთახი პატარა იყო, თუმცა ფართო საწოლი იდგა.
სარკიან ტუალეტის მაგიდაზე კლარას თმის სამაგრები და სავარ-
ცხელი ეწყო. კუთხეში კაბები და ბოლოკაბები ეკიდა, ზედ ქსოვილი
ჰქონდა გადაფარებული. სკამზე კოლჰოტი გადაეფინა. პოლმა ოთა-
ხი მოათვალიერა. თავისი ორი წიგნი თაროზე შენიშნა. გაიხადა,
კოსტიუმი დაკეცა და საწოლზე ჩამოჯდა. სიჩუმეს მიუგდო ყური. მე-
რე სანთელს სული შეუბერა, დაწვა და ორიოდე წუთში ჩაეძინა კი-
დეც. მერე ერთი გაჩხაკუნება და უცებ გამოეღვიძა მტანჯველი სიზ-
მრისგან. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ჩაძინებისას რაღაცამ
სიგიჟე შეჰყარა. წამოჯდა და სიბნელეში მიმოიხედა. ფეხმორთხმით
იჯდა, არ იძვროდა, მხოლოდ ყურადღებას ძაბავდა. საიდანღაც კა-
ტის კნავილი შემოესმა, რასაც კლარას დედის მძიმე ნაბიჯების ხმა
და კლარას სიტყვები მოჰყვა: - კაბის ელვას ვერ გამიხსნი?

500
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს ფაშფაშა ქალის ხმაც გაის-
მა: - აჰა! არ ამოდიხარ მაღლა?
- არა, ჯერ არა, - მშვიდად მიუგო კლარამ.
- ოჰ, კი, ბატონო! თუკი არსად გეჩქარება, იჯექი რა. ოღონდ მერე
მე არ გამაღვიძო, გულის ძილით რომ ჩამეძინება. - დიდხანს არ გავ-
ჩერდები, - თქვა კლარამ.
მალე მისის რედფორდი კიბეზე ავიდა. კარის ღრიჭოებიდან სან-
თლის შუქიც კი გაარჩია პოლმა. მისი კაბა იმ ოთახის კარს შეეხო,
რომელშიც პოლი იწვა და კაცს კინაღამ გული გაუხეთქა. მერე დე-
რეფანი ჩაბნელდა და ურდულის ხმა გაისმა. მისის რედფორდი აუჩ-
ქარებლად ემზადებოდა დასაძინებლად. მერე, როგორც იქნა, ყვე-
ლაფერი მიყუჩდა. პოლი დაძაბული იჯდა და ცახცახებდა. კარი ოდ-
ნავ შემოღებული იყო. როგორც კი კლარა ამოვიდოდა, პოლი მა-
შინვე შეახსენებდა თავს. იცდიდა. სამარისებური სიჩუმე იდგა. სა-
ათმა ორჯერ ჩამოჰკრა. პირველი სართულიდან ბუხრის ცხაურის
ხმადაბალმა ჭრიალმა ამოაღწია. პოლს მოთმინება ეწურებოდა.
კანკალებდა და ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა. იგრძნო, რომ თუ ახ-
ლავე არ იმოქმედებდა, სიკვდილი არ ასცდებოდა. საწოლიდან გად-
მოვიდა, აცახცახებული ფეხებით დადგა. მერე პირდაპირ კართან
მივიდა. ეცადა, მსუბუქად დაებიჯებინა. კიბის ზედა საფეხურმა გაიჭ-
რიალა და პოლმა ყურები ცქვიტა. მისის რედფორდი გადაბრუნდა.
კიბის ნაწილი განათებული არ იყო. საკიბურის ქვეშ კარი სამზარეუ-
ლოში გადიოდა, რომლის ქვეშიდანაც ოდნავ აღწევდა შუქი. პოლი
შედგა. მერე მექანიკურად გავიდა. საფეხურზე ყოველი დაბიჯება და
ხის კიბის ჭრიალი ერთი იყო - გული უსკდებოდა, ბებერმა არ გამოა-
ღოს უცბათ კარიო. როგორც იქნა, კიბის ძირში კარს მიადგა. საკეტი
ხმაურიანად გაჩხაკუნდა. სამზარეულოში შეიპარა და კარი მიიხუ-
რა. მისის რედფორდი უკვე ვეღარ გაბედავდა ჩასვლას. პოლი გა-
501
შეშდა. კლარა ბუხრის წინ დახვავებულ თეთრეულზე იდგა წაკუზუ-
ლი და ცეცხლს ეფიცხებოდა. არ განძრეულა კარის ხმაზე, ისევ ასე
ზურგით დარჩა შემოსულისკენ. სახე არ უჩანდა. ცეცხლს ეფიცხებო-
და, რათა მცირედი ნუგეში მაინც ეპოვა ფიზიკურ სიამეში. ერთ მხა-
რეს ვარდისფერი დაჰკრავდა, მეორე მხარე კი ჩრდილში იყო მოქ-
ცეული. ხელები დაშვებული ჰქონდა.
პოლს გააჟრჟოლა, კბილი კბილს დააჭირა და ხელები მომუშტა,
რომ თავი არ დაეკარგა. კლარასთან მივიდა. ერთი ხელი მხარზე
დაადო, მეორე კი შემოხვია, ნიკაპქვეშ ამოსდო და თავი აუწია. მა-
მაკაცის შეხებაზე ქალს ჟრუანტელმა დაუარა. პოლს მისი თავი ეჭი-
რა. - ბოდიში! - მიხვდა, რომ ხელები ცივი ჰქონდა.
კლარამ ისეთი თვალებით შეხედა, თითქოს სიკვდილი იდგა პო-
ლის ადგილას. - ძალიან ცივი მაქვს ხელები, - ისევ მოიბოდიშა
პოლმა.
- მომწონს, - ჩურჩულით გამოეპასუხა კლარა.
პოლმა ბაგით იგრძნო მისი სუნთქვა. კლარამ მუხლებზე შემოხ-
ვია ხელები. პოლის პიჟამის თასმა კლარას შიშველ კანს შეეხო და
ქალი შეხტა. პოლმა სითბოზე ცახცახი შეწყვიტა. ჩაცუცქულს რომ
აღარ შეეძლო დგომა, წამოდგა და კლარაც წამოაყენა. ამ უკანას-
კნელმა მაშინვე თავი მიადო მკერდზე. პოლი ნაზად ეალერსებოდა.
კლარა ისე აეკრა, თითქოს ვინმეს ემალებაო. მამაკაცმა მიიხუტა.
კლარამ შეხედა, უხმოდ, მავედრებელი მზერით, თითქოს იმის გარ-
კვევას ცდილობს, უნდა მრცხვენოდეს თუ არაო.
პოლს თვალები ჩაუმუქდა, დაუმშვიდდა და ღრმა მზერა გაუხდა.
თითქოს ქალის სილამაზემ და ამ სილამაზის ხელში ჩაგდებამ დაამ-
წუხრაო. ტკივილნარევი მზერით უცქერდა და შიში ეუფლებოდა.
თითქოს ერიდებოდა კიდეც მისი. კლარამ კი ჯერ ერთ თვალზე აკო-
ცა ვნებიანად, მერე - მეორეზე და მიეხუტა. საკუთარი თავი მიუძღვნა
502
პოლს. პოლმაც გულში ჩაიკრა. ეს წუთები ერთგვარ აგონიად გადა-
იქცა. კლარამ ნება მისცა, პოლი დამტკბარიყო მისით და გაეღმერ-
თებინა. ამით შელახული სიამაყე აღიდგინა და გაიხარა. ისევ წელ-
გამართულ, ამაყ ქალად იგრძნო თავი. სიამაყე ხომ გულში ჰქონდა
ჩაკლული. თითქოს ფასი დაეკარგა, როგორც ქალს. ახლა კი სიამა-
ყესა და სიხარულს ასხივებდა ისევ. ეს მისი აღდგინება და აღიარება
იყო.
მერე პოლმა შეხედა - სახე უცინოდა. ერთმანეთს შესცინეს და მა-
მაკაცმა ჩაიხუტა. წამები წიკწიკებდა, წუთები გადიოდა, ისინი კვლავ
ერთმანეთს ჩაფრენილები იდგნენ უძრავად და ბაგე ბაგისთვის ისე
შეეწებებინათ, როგორც ერთად ჩამოსხმულ ქანდაკებას. პოლის
თითები ხარბად, მაძიებლის ჟინით შეპყრობილივით შეეხო კლარას
სხეულს. სისხლის გახურებული ტალღები ერთიმეორის მიყოლე-
ბით ეხეთქებოდა ძარღვებს. ქალმა მხარზე თავი ჩამოაყრდნო.
- ჩემთან ავიდეთ ოთახში, - ჩურჩულით შესთავაზა პოლმა.
კლარამ შეხედა და თავი გააქნია, უნუგეშოდ შეარხია ბაგე, თუმ-
ცა თვალებში ვნების ალი უელავდა. პოლი სახეში მიაჩერდა.
- კი! - თქვა პოლმა.
კლარამ ისევ გააქნია თავი.
- რატომ არა? - ჰკითხა ბოლოს.
ქალი კვლავ მძიმე, სევდიანი მზერით უყურებდა და ისევ უარის
ნიშნად აქნევდა თავს. პოლს კი მზერა გაუმკაცრდა და უკან გაიწია.
როდესაც უკვე იწვა, ფიქრობდა, ნეტავ, რატომ მითხრა კლარამ
უარი და რატომ არ შემოვიდა ღიად, დედამისისგან დაუფარავად
ჩემთანო. ასე მათი ურთიერთობაც აღარ იქნებოდა დამალული. და
თავისუფლად დარჩებოდა პოლთან მთელ ღამეს, დედამისთან გას-
ვლა კი არ დასჭირდებოდა. ეს ამბავი უცნაურად ეჩვენებოდა და ვე-
რაფრით ხსნიდა. ამ ფიქრებში იყო, რომ უეცრად ძილი მოერია.
503
დილით ვიღაცის ხმამ გააღვიძა. თვალები რომ გაახილა, მისის
რედფორდი დაინახა, რომელიც თავზე წამოსდგომოდა და ხელში
ფინჯანი ჩაი ეჭირა. - განკითხვის დღემდე ხომ არ გადაგიწყვეტიათ
ძილი? - ჰკითხა ქალმა. პოლს მაშინვე გაეცინა.
- ახლა, ალბათ, ხუთიც არ იქნება, - თქვა მან.
- არადა, - გაიბრიქა მისის რედფორდი, - გინდა არ გინდა, უკვე
რვის ნახევარია. აგერ, ჩაი მოგართვით. პოლმა სახე მოისრისა, თმა
გადაიწია და ადგა.
- მერე რისთვის არის გვიანი! - ბუზღუნით თქვა.
ვერ იტანდა, როცა ვინმე აღვიძებდა. ბუზღუნმა მისის რედფორდი
გაახალისა. ფლანელის საღამურში პოლს კისერი გამოუჩნდა და
ქალმა გაიფიქრა, გოგოსავით ქათქათა თეთრი კანი ჰქონიაო. პოლ-
მა უხეშად გაისწორა თმა.
- თავის ფხანას მორჩით, - გაისმა ქალის ხმა, - ამით უფრო ადრე
არ გახდება. ასე ფინჯნით ხელში კიდევ დიდხანს ვიდგე?
- ოჰ, ჯანდაბას ყველა ფინჯანი!
- ადრე უნდა დაწოლილიყავით, - თქვა ქალმა.
პოლმა ახედა და ურცხვად გაიცინა.
- თქვენზე ადრე კი დავწექი, - თავი იმართლა პოლმა.
- ღმერთმანი, ამას რას ბრძანებთ! - შეიცხადა დედაკაცმა.
- ამასაც მოვესწარი, - თქვა პოლმა და ჩაის მოურია, - რომ ჩაი
საწოლში მოაქვთ. დედაჩემს რომ ვენახე ახლა, იტყოდა, ცხოვრება-
ში აღარაფრად ვარგიხარო. - როგორ, მას არასდროს მოურთმევია
ჩაი? - გაოცდა მისის რედფორდი. - ცაში გაფრენაზე უფრო იფიქ-
რებს, ვიდრე ამაზე.
- ეჰ, მე კი ყოველთვის ვათამამებდი ჩემებს! ამიტომაც არც ერთმა
არ ივარგა, - დაიჩივლა მისის რედფორდმა. - კლარას თუ გაათამა-
მებდით, - შეედავა პოლი, - თორემ მისტერ რედფორდი ცაშია. მგო-
504
ნი, ყველაზე ცუდი თქვენ გამოდიხართ. - ცუდი არა ვარ, რბილი ვარ,
- ჩაილაპარაკა ოთახიდან გასვლისას, - ერთი სულელი დედაკაცი
ვარ! საუზმეზე კლარა მეტწილად დუმდა, მაგრამ პოლს ისე გადახე-
დავდა ხოლმე, როგორც მის საკუთრებას, რაც ამ უკანასკნელს უზო-
მოდ ახარებდა. მისის რედფორდსაც, როგორც ჩანდა, მოსწონებო-
და სტუმარი. პოლმა თავის ნახატებზე ჩამოაგდო სიტყვა. - ნეტავ, რა
თავს იკლავთ მაგ ხატვით ან ტვინის ჭყლეტა რა ბედენაა? რას უნდა
გამორჩეთ მაგ თქვენი ნახატებით? არ გირჩევნიათ, ცხოვრებით
დატკბეთ?
- კი, მაგრამ შარშან ოცდაათი გინეა გამოვიმუშავე, - თქვა პოლ-
მა. - რას ამბობთ?! არა, ურიგო თანხა როდია, მაგრამ ამხელა შრო-
მად თუ ღირს. - ამას გარდა, ოთხი გირვანქა სტერლინგიც მოსაცემი
აქვთ. ერთი კაცი დამპირდა, ხუთ გირვანქა სტერლინგს გადაგიხდი,
მე, ჩემს ცოლს, ჩემს ძაღლსა და სახლს თუ დაგვხატავო. მე კი ძაღ-
ლის მაგივრად ქათმები დავუხატე, ამიტომ ერთ გირვანქა სტერ-
ლინგს შეველიე, მაგრამ დიდად არ გამწყრალა. მასთან მუშაობამ
თავი მომაბეზრა, ძაღლმა კი საერთოდ შემაზიზღა. მოკლედ, სურა-
თი შექმნილია და ახლა იმას ვფიქრობ, იმ ოთხ გირვანქა სტერ-
ლინგს რა ვუყო, რომელსაც გადამიხდის? - ოჰ, ფული იყოს და და-
სახარჯი მოიძებნება! - თქვა მისის რედფორდმა. - მე კი ამ ფულით
გართობა მინდა. გნებავთ, ორიოდე დღით ზღვაზე წავიდეთ? - ვინ?
- თქვენ, კლარა და მე.
- თქვენი ფულით?! - გაიოცა და გაწყრა.
- რატომაც არა?
- მასე უთავბოლოდ თუ გააგრძელებთ, კისერსაც მოიტეხავთ! -
თქვა მისის რედფორდმა. - ფული იყოს და სიამოვნება, თავსა და ბო-
ლოს მოევლება! აბა, წამოხვალთ? - არა; ეგ ამბავი თქვენ შორის მო-
აგვარეთ.
505
- თქვენ მასე გირჩევნიათ? - გაუხარდა პოლს.
- მირჩევნია თუ არა, - თქვა მისის რედფორდმა, - თქვენ თქვენსას
მაინც არ დაიშლით.

506
13. ბაქსტერ დოუსი

კლარასთან ერთად თეატრში წასვლიდან მესამე დღეს პოლი და


მისი მეგობრები „პუნშის თასში“ ისხდნენ და სვამდნენ, რა დროსაც
დოუსი შევიდა. კლარას ქმარს სიმსუქნე შეჰპარვოდა; ქუთუთოები
ყავისფერ თვალებზე გადმოფარებოდა. ჯანმრთელი იერი და სიმ-
კვრივე დაეკარგა. აშკარა იყო, თავქვე მიექანებოდა. დასთან ჩხუ-
ბის შემდეგ იაფფასიანი ღამის სათევი ეპოვა. საყვარელს კი მიეტო-
ვებინა, რადგან სხვა მამაკაცი თურმე ხელს სთხოვდა. ერთი ღამე
ვირის აბანოშიც ამოეყო თავი ჩხუბის გამო მთვრალს და ამბობ-
დნენ, ერთ საეჭვო სანაძლეოშია გარეულიო. პოლი და დოუსი, მარ-
თალია, გამოცხადებული მტრები იყვნენ, მაგრამ საერთოც ჰქონ-
დათ რაღაც, თითქოს შეთქმულები არიანო; ასეთი რამ ზოგჯერ ისეთ
ადამიანებშიც ხდება ხოლმე, რომელთაც ერთმანეთისთვის ორი
სიტყვაც არა აქვთ წესიერად ნათქვამი, მაგრამ რაღაც ფარული მა-
ინც აკავშირებთ. პოლი ხშირად დაფიქრებულა ბაქსტერ დოუსზე და
უნატრია, ნეტავ, დავმეგობრდეთო. იცოდა, რომ დოუსიც ფიქრობდა
მასზე ნებაუნებლიეთ. მაგრამ ერთმანეთს მხოლოდ მტრული მზე-
რით უყურებდნენ. პოლი ჯორდანის ფაბრიკაში დოუსზე მაღალ თა-
ნამდებობაზე მუშაობდა, ამდენად, მას უნდა შეეთავაზებინა ამ უკა-
ნასკნელისთვის დასალევი.
- რას დალევთ? - ჰკითხა დოუსს.
- გამომძალველებთან ერთად არ ვსვამ! - მკვახედ მიუგო კაცმა.
პოლმა დამცინავად აიჩეჩა მხრები და შებრუნდა; გაღიზიანდა. -
არისტოკრატია, - განაგრძო პოლმა, - ნამდვილი მხედრიონია. გერ-
მანია ავიღოთ. ამ ქვეყანას ათასობით ჯიბეგაფხეკილი არისტოკრა-
ტი ჰყავს, რომელთაც სამხედრო საქმით გააქვთ თავი. გვარიშვი-
ლობის გარდა არაფერი აბადიათ და მათი ცხოვრებაც კუს ნაბიჯე-
507
ბით მიიზლაზნება. ამიტომაც ომის იმედად არიან. ომს ისე ელიან,
როგორც ციურ მანანას. ომამდე მუქთამჭამელები არიან, ომიანო-
ბისას კი მეთაურები და სარდლები ხდებიან. ჰოდა, სწორედ ამიტო-
მაც სწადიათ ომი!
ამ ადგილას პოლის მსჯელობას დიდად არავინ სცემდა პატივს,
მეტისმეტად სხარტად და მედიდურად სჩვეოდა ლაპარაკი. უფროსი
თაობის წარმომადგენლებს თავდაჯერებულობითა და საუბრის
მტკიცებითი მანერით აღიზიანებდა. ჩვეულებრივ, ხმაამოუღებლად
უსმენდნენ ხოლმე და როცა საუბარს ასრულებდა, გული არავის
სწყდებოდა. დოუსმა პოლის მჭევრმეტყველება უეცრად ხმამაღლა
დასმული კითხვით დაარღვია: - ეს სიბრძნე თეატრში შეიძინეთ გუ-
შინწინ? პოლი მისკენ შებრუნდა; მათი მზერა გადაიკვეთა. მიხვდა,
რომ თეატრიდან გამოსვლისას სწორედ დოუსის თვალები დაინახა.
- რა შუაშია ახლა თეატრი? - ჰკითხა პოლის ერთ-ერთმა თანამეინა-
ხემ, თან, გაუხარდა, აქ ამბავი ატყდება და სეირსაც ვუყურებო. - ოჰ,
სმოკინგში უნდა გენახათ, რა ხვითო იყო! - დაისისინა დოუსმა და
პოლისკენ ზიზღით გაიხედა.
- უყურე შენ! - თქვა საერთო მეგობარმა, - ტურფასთან ერთად? -
ტურფასთან, აბა?! - დაცინვით დაუკრა კვერი დოუსმა. - მერე, მერე?
- საერთო მეგობარი ეშხში შევიდა.
- რაღა მერე, - თქვა დოუსმა, - მგონი, მორელმაც გაიგონა ყვე-
ლაფერი. - აუ, კაცი არ ვიყო, თუ მჯეროდეს! - დაცინვაზე გადავიდა
საერთო მეგობარი, - როგორი ტურფა იყო?
- ტურფა რა, ჩვეულებრივი!
- საიდან იცი?
- ოჰ, - ამოიოხრა დოუსმა, - მგონი, ღამეც კი მასთან გაატარა...
პოლს შეხედეს და სიცილი აუტყდათ.
- ვინ იყო? იცნობ? - იკითხა საერთო მეგობარმა.
508
- ვიჩნობ, მაშ, არ ვიჩნობ?! - ენა მოიჩლიქა დოუსმა.
ამაზე კიდევ ერთხელ გადაიხარხარეს.
- ჰოდა, ამოღერღე, - ვერ ისვენებდა საერთო მეგობარი.
დოუსმა თავი გადააქნია და ლუდი მოსვა.
- უცნაურია, თვითონ რომ არ აღიარებს, - თქვა მან, - მალე კვეხ-
ნასაც დაიწყებს. - მიდი, პოლ, - შეაგულიანა მეგობარმა, - ასე არ გა-
მოვა, ძმაო, უნდა გამოტყდე. - რაში უნდა გამოვტყდე? მეგობარი თუ
წავიყვანე თეატრში, მაგაში? - ჰოდა, თუ ცუდი არაფერი დამართვია,
დაასახელე ბარემ, ბიჭო, - მეგობარს მოთმინება ეწურებოდა. - ცუდი
არაფერი დამართვია, - თქვა დოუსმა.
პოლი გაცხარდა. დოუსმა ოქროსფერი ულვაში გაიწმინდა და ჩა-
იცინა. - ეშმაკმა დალახვროს!.. ანუ იმნაირია? - დაინტერესდა მეგო-
ბარი, - პოლ, ბიჭო, მართლა მაოცებ. შენ კარგად იცნობ, ბაქსტერ?
- შორიდან!
და თვალი ჩაუკრა საერთო მეგობარს.
- აჰა, - თქვა პოლმა, - ჩემი წასვლის დროა.
საერთო მეგობარმა მხარზე ხელი დაადო.
- არა, - თქვა მან, - ასე იოლად თავს ვერ დააღწევ. ბოლომდე უნ-
და თქვა სათქმელი. - დოუსი გეტყვის! - შეუღრინა პოლმა.
- ნუ ითესები, ბიჭო, დაყაჭე ბოლომდე, რა ჩაიდინე, - საერთო მე-
გობარი მოთხოვნაზე გადავიდა. უეცრად დოუსმა ისეთი რამ ჰკადრა
პოლს, რომ ამ უკანასკნელმა ნახევარი ჭიქა ლუდი შეასხა. - ოჰ, მის-
ტერ მორელ! - დაიკივლა ბარის დახლთან მომუშავე ქალმა და გამ-
ძევებელს მოუხმო ზარის წკრიალით.
დოუსმა გადმოაფურთხა და ახალგაზრდა კაცისკენ გაექანა. მაგ-
რამ მათ შუა უცებ ბრგე ვაჟკაცი აისვეტა, აკაპიწებული სახელოები-
თა და თეძოებზე მომდგარი შარვლით. - აბა, ახლა! - თქვა მან და
მკერდით მიაწვა დოუსს.
509
- გარეთ გამოდი! - იყვირა დოუსმა.
პოლი ბარის თითბრის მოაჯირს ეყრდნობოდა და ტუჩებგაფით-
რებული ცახცახებდა. დოუსი ისე შესძულდა, ინატრა, ნეტავ ახლავე
ჩაძაღლდებოდესო. იმავე დროს მის შუბლზე სველი თმა დაინახა და
გაიფიქრა, რა პათეტიკურად გამოიყურებაო. ადგილიდან არც კი
განძრეულა. - გამოდი გარეთ... - გაუმეორა დოუსმა.
- გეყოფა, დოუს! - დაუყვირა ბარის დახლთან მომუშავე ქალმა. -
გეყოთ, - თქვა გამძევებელმა, თუმცა მეგობრული ტონით, - ჯობია,
მშვიდობიანად გახვიდე აქედან.
და ნელ-ნელა გააძევა კარისკენ.
- მაგ პატარა გაიძვერამ დაიწყო! - იყვირა დოუსმა, მოიბუზა და
პოლისკენ გაიშვირა თითი. - რას იგონებ, მისტერ დოუს! - შეედავა
ქალი, - მშვენივრად იცი, რომ თავად ატეხე აყალმაყალი. გამძევე-
ბელს დოუსი მკერდის მიბჯენით გაჰყავდა დარბაზიდან, ჩხუბისთა-
ვიც უკან იხევდა და ბოლოს გარეთ აღმოჩნდა.
- კარგი, - უთხრა თავის მეტოქეს და თვალი თვალში გაუყარა.
პოლს უცნაური შეგრძნება ჰქონდა: თან ეცოდებოდა დოუსი, ლამის
თანაუგრძნობდა, თან, ზიზღს ჰგვრიდა მისი სახის დანახვა. ფერადი
კარი მოიხურა და ბარში ხმაური მიწყდა. - მასე მოუხდება! - თქვა ბა-
რის დახლთან მომუშავე ქალმა.
- ჰო მაგრამ, თვალებში რომ ლუდს შეგასხამენ, ეგ რა მოსაწო-
ნია, - თქვა საერთო მეგობარმა. - სიმართლე გითხრათ, გამიხარდა
კიდეც, - თქვა ქალმა, - კიდევ ინებებთ, მისტერ მორელ? ქ ალმა პო-
ლის ჭიქა აიღო და კითხვა თვალებით გაუმეორა. პოლმა თავი და-
უკრა. - მაგ ბაქსტერ დოუსს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია, - თქვა
ერთ-ერთმა კლიენტმა. - ფუ! ვერ ვიტან, - ჩაერთო ისევ ბარის დახ-
ლთან მომუშავე ქალი, - შემაწუხებელი და ტრაბახა ვინმეა, ხალხი
კიდევ კვერს უკრავს. მაამებლობა ეშმაკის მსახურებაა! - აბა, ჩემო
510
პოლ, - უთხრა მეგობარმა, - ამიერიდან უნდა იფრთხილო კარგა
ხანს. - თქვენც თვალში არ მოხვდეთ და ეგ არის, - ურჩია ქალმა.
- კრივი გეხერხება? - ჰკითხა მეგობარმა.
- ცოტა, - მიუგო ჯერ კიდევ გაფითრებულმა პოლმა.
- შემიძლია, წაგამეცადინო, - შესთავაზა მეგობარმა.
- გმადლობ, მაგრამ დრო არ მაქვს.
ბოლოს ადგა და წასვლა გადაწყვიტა.
- მისტერ ჯეკინსონს, გაჰყევით, - ჩურჩულით უთხრა მეგობარს
ქალმა და თვალი ჩაუკრა. მამაკაცმა თავი დააქნია, ქუდს ხელი წა-
მოავლო და გულთბილად წარმოთქვა: - ღამე ნებისა ყველას! - და
პოლს გაჰყვა.
- ერთი წუთით, ბებერო, - სიტყვა დააწია, - მგონი, მე და შენ ერთი
გზა გვაქვს. - მისტერ მორელი მაგის კაცი არ არის, - თქვა ქალმა, -
აი, ნახავთ, აქ ფეხს აღარ შემოდგამს, არადა მის მოსმენას არაფერი
სჯობია. აი, მისტერ დოუსს კი სიფათზე ეტყობა, რასაც იმსახურებს.
პოლს მიწა გაუსკდებოდა, დედამისს რომ მომხდარი ამბავი გაეგო.
დამცირებისა და უხერხულობის გრძნობა მოსვენებას არ აძლევდა.
აი, მის ცხოვრებაში გაჩნდა ისეთი რაღაც, რაზეც დედასთან ცოცხა-
ლი თავით კრინტს ვერ დაძრავდა. უკვე მისგან გაყოფილი ცხოვრე-
ბა ჰქონდა - სექსუალური ცხოვრება. ძველი ცხოვრების დანარჩენი
ნაწილი კი ძველებურადვე მიედინებოდა. გუმანით ხვდებოდა, რომ
ენისთვის კბილი უნდა დაეჭირა, მაგრამ ისე მაგრად აჭერდა, რომ
ტკივილს განიცდიდა. დედა-შვილს შორის დუმილის ფარდა ჩამოშ-
ვებულიყო და პოლი ამ ფარდის მიღმა ცდილობდა დამალვას, რათა
დედისგან თავი დაეცვა. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს მისის მო-
რელი რაღაცაში ამტყუნებდა. ზოგჯერ შესძულდებოდა ხოლმე დედა
და მისი მარწუხებისგან თავის დაღწევას ლამობდა. სურდა, მისგან
გათავისუფლებულიყო. თითქოს მოჯადოებულ წრებრუნვაში იყო,
511
სადაც მხოლოდ ერთ წერტილზე ბრუნავდა და წინ ვერ მიდიოდა.
დედამ გააჩინა, გაზარდა, შეიყვარა და პოლიც სიყვარულს უბრუ-
ნებდა, ამიტომაც ვერ დაეღწია ამ დედაშვილური აღებ-მიცემობის-
გან თავი; არ შეეძლო, სხვა ქალისთვის ისე ეწილადებინა სიყვარუ-
ლი, რომ დედას არ მოჰკლებოდა. ასეთ დროს, გაუცნობიერებლად,
დედის გავლენას ეწინააღმდეგებოდა. უკვე აღარაფერს უყვებოდა;
მათ შორის მანძილი გაჩნდა. კლარა კი ბედნიერი იყო და თითქმის
დარწმუნებულიც გახლდათ პოლში. გული დააჯერა, დავისაკუთრეო
და სწორედ ამ დროს რაღაც გაურკვევლობის განცდა დაეუფლა.
მისტერ დოუსთან გადახდენილი ამბავი პოლმა ხუმრობით მოუყვა.
კლარა წამოწითლდა და თვალებიდან ცეცხლი ყარა: - მაგის მეტი
არაფერი იცის მაგ უბედურმა, - წამოიყვირა გაცხარებულმა, - ჩლუნ-
გი! ტლუ! წესიერ ხალხთან მაგას რა ესაქმება! - მიუხედავად ამისა,
ცოლად გაჰყევი, - უთხრა პოლმა.
ამის შეხსენებაზე ქალი უარესად გაცოფდა.
- გავყევი! - დაიკივლა, - მაგრამ საიდან უნდა მცოდნოდა?
- ეტყობა, წინათ უფრო სასიამოვნო ადამიანი იყო, - ცალყბად შე-
ნიშნა პოლმა. - შენ გგონია, ჩემ გამოა ახლა ასეთი? - შეუტია კლა-
რამ.
- უი, არა! საკუთარი თავის გამო. მაგრამ რაღაც სჭირს აშკარად...
კლარამ საყვარელს მკაცრად შეხედა. პოლში ერთი თვისება არ
მოსწონდა, მისი კრიტიკულობა და სიცივე, რომელიც ქალის სულ-
საც აცივებდა და მამაკაცის წინააღმდეგ განაწყობდა. - და რის გაკე-
თებას აპირებ? - ჰკითხა კლარამ.
- რას გულისხმობ? - ბაქსტერთან დაკავშირებით.
- რა უნდა გავაკეთო? - კითხვა დაუბრუნა პოლმა.
- მგონი, უნდა მოიგერიო, საქმე საქმეზე თუ მიდგა, - უთხრა ქალ-
მა. - არა; მუშტი-კრივს სრულიად გამოვრიცხავ. ეს სასაცილოც იქ-
512
ნებოდა. კაცების უმეტესობა ინსტინქტურად მუშტებს მოიღერებს და
არტყამს, მაგრამ მე მასე არ ვიქცევი. ასეთ დროს დანა ან პისტოლე-
ტი მირჩევნია.
- ჰოდა, რამე უნდა ატარო ჯიბით, - ურჩია კლარამ.
- არა, - გაიცინა კაცმა, - მთლად ეგეთი სასტიკიც არ ვარ.
- კი მაგრამ, რამეს დაგმართებს; არ იცი, რისი მკადრებელია. -
კარგი, - თქვა პოლმა, - ვნახოთ.
- და ამის ნებას მისცემ?
- თუ ვერაფერი ვიღონე, აბა, რა იქნება.
- რომ მოგკლას? - შეშფოთდა კლარა.
- მეც ცოდო ვიქნები და ისიც.
კლარა ერთხანს დადუმდა.
- შენზე გული მომდის! - წამოიძახა მოულოდნელად.
- ძველი ამბავია, - პოლს გაეცინა.
- ასე სულელურად რატომ იქცევი? შენ ხომ მას არ იცნობ.
- არც მინდა.
- ჰო მაგრამ, იმის გაკეთების უფლებას მისცემ, რაც მოეხუშტურე-
ბა? - აბა რა უნდა გავაკეთო? - პოლმა ისევ გაიცინა.
- შენ ადგილას რევოლვერით ვივლიდი, - თქვა კლარამ, - დარ-
წმუნებული ვარ, საშიშია. - შეიძლება თითში გავირტყა, - თქვა პოლ-
მა.
- არა. გეხვეწები, რამე იღონე, - შეევედრა ქალი.
- არა.
- საერთოდ არაფერს იღონებ?
- არა.
- და უფლებას მისცემ, რომ...
- კი.
- გაგიჟდი?!
513
- ფაქტია!
კლარამ სიმწრით დაკრიჭა კბილები.
- იცოდე, მე მოგდებ ახლა! - ხმას აუწია გაბრაზებულმა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მისნაირ ვიგინდარაზე ამბობ, წინააღმდეგობას არ
გავუწევო. - შეგიძლია, დაუბრუნდე კიდეც, თუკი ეს გაახარებს, -
მშვიდად თქვა პოლმა. - გინდა, რომ გულიდან ამოგირეცხო? - გაწ-
ყრა კლარა.
- მე მხოლოდ შემოგთავაზე.
- და თან გიყვარვარ, არა? - ხმადაბლა, გულისწყრომით თქვა. -
შენი გულის მოსაგებად დანით დავკლა? - ჰკითხა პოლმა, - ასე რომ
მოვიქცე, გამარჯვებული ის იქნება, მე კი არა. - სულელი გგონივარ?
- შეიცხადა კლარამ.
- სულაც არა. მაგრამ არც ჩემი გესმის, ძვირფასო.
პაუზა.
- მაგრამ მისი ზეგავლენის ქვეშაც ნუ მოექცევი, - შეევედრა ქალი.
პოლმა მხრები აიჩეჩა და გაულექსა:
- კაცი მართალი, სპეტაკი, წესიერებით შობილი.
ტოლედოს ხრმალი რად უნდა, როცა შხამია ხმობილი.
კლარამ გამომცდელად შეხედა.
- ნეტავ მესმოდეს შენი, - უთხრა ბოლოს.
- გასაგებიც არაფერია, - თქვა პოლმა და გაიკრიჭა.
ქალმა თავი ჩაღუნა და ჩაფიქრდა.
პოლს დოუსი რამდენიმე დღეა, არ ენახა; ერთხელაც მესპირალე
გოგონების ოთახიდან გამოსული, როცა კიბეზე არბოდა, ზორბა მე-
ლითონეს შეეჯახა. - რა ჯანდაბაა!.. - იყვირა მჭედელმა.
- უკაცრავად! - თქვა პოლმა და გზა დაუთმო.
- უკაცრავად! - გააჯავრა დოუსმა.
514
პოლი „გოგონებში დამტოვეს“ მოტივს უსტვენდა.
- სტვენას გიჩვენებ შენ! - დაემუქრა დოუსი.
პოლმა კი ყურადღების ღირსად არ ჩააგდო.
- იმ ღამის ამბავს არ შეგარჩენ.
პოლი კუთხეში, თავის მაგიდასთან მივიდა და დავთარი გადა-
ფურცლა. - მიდი, ფანის უთხარი, 097 შეკვეთა გამიმზადოს! - უთხრა
თავის დამხმარეს. დოუსი კართან იდგა მუქარით აღსავსე მზერით
და პოლს თავზე დასცქეროდა. - ექვსს პლუს ხუთი, თერთმეტი და
შვიდს მინუს ერთი - ექვსი, - ხმამაღლა დაიანგარიშა პოლმა.
- ვერ გაიგონე, რაც გითხარი? - ხმა დაიბოხა დოუსმა.
- ხუთი შილინგი და ცხრა პენი! - ციფრებით ჩაწერა, - რა ხდება? -
ახედა დოუსს. - გიჩვენებ, რაც ხდება, - ისევ დაემუქრა მჭედელი.
პოლმა ანგარიში განაგრძო.
- შე ქვეშაფსია ცვედანო, შემოხედვასაც ვერ მიბედავ!
პოლმა უცებ მძიმე სახაზავს წამოავლო ხელი. დოუსი შეკრთა.
პოლმა კი დავთარში ხაზები გაავლო. დოუსი ცეცხლებს ჰყრიდა. -
იცოდე, მიფრთხილდი, სადმე არ გადამეყარო, თორემ გაგაბრტყე-
ლებ, შე ღორის ტილო! - კარგი, - თქვა პოლმა.
როდესაც დოუსი იქაურობას გაეცალა, ელსმენი გულისწამღებად
აწკრიალდა. პოლმა ყურმილი აიღო. - დიახ! - თქვა და მან და ყური
მიუგდო მოსაუბრეს, - აჰა... დიახ! - მერე გაეცინა, - ახლავე ჩამო-
ვალ. სტუმარი მყავდა აქ და... დოუსმა ეს საუბარი მოისმინა და პო-
ლის ხმის ტონით მიხვდა, კლარას ელაპარაკებოდაო. წინ წადგა ნა-
ბიჯები.
- შე პატარა ეშმაკო! - უთხრა პოლს, - ახლა გიჩვენებ სტუმარს!
გაგილამაზებ მაგ უსინდისო სიფათს!
თავ-თავიან მაგიდებთან მსხდომმა მოხელეებმა ერთდროულად
ასწიეს თავები. პოლის დამხმარე ბიჭი შემობრუნდა თეთრი საგნით
515
ხელში. - ფანიმ თქვა, დროულად რომ გავეფრთხილებინე, წუხელვე
მზად მექნებოდა ყველაფერიო, - მიმართა პოლს.
- კარგი, - მიუგო პოლმა და გეტრს შეხედა, - ჯერ ეს მოაშორე. დო-
უსი ჩაფუშულივით იდგა და მოწოლილ ბრაზს ვერ იოკებდა.
- ერთ წუთს მომიტევე, - უთხრა მჭედელს და კიბისკენ წავიდა. -
ღმერთმანი, მაგ კუნტრუშს შეგაწყვეტინებ! - იყვირა დოუსმა და
მკლავში სწვდა. პოლი სწრაფად შებრუნდა მისკენ.
- ეე, ეე! - გაისმა დამხმარე ბიჭის ყვირილი.
თომას ჯორდანი წამოხტა და თავისი შემინული კაბინეტიდან გა-
მოვარდა. - რა ხდება აქ? - იკითხა მოხუცებისთვის დამახასიათებე-
ლი, ჩახლეჩილი ხმით. - მინდა, ამ ნაგავს ჭკუა ვასწავლო, მეტი არა-
ფერი, - გაეპასუხა სასოწარკვეთილი დოუსი. - რა თქვი? - ვერ გაიგო
თომას ჯორდანმა.
- რაც გაიგონეთ, - დოუსს ბრაზი უცხრებოდა.
მორელი მაგიდას დაყრდნობოდა და უხერხულად იღიმებოდა.
- აქ რა ხდება, არავინ გამაგებინებს? - უკვე გაღიზიანებული ხმით
იკითხა თომას ჯორდანმა. - მეც ვერ გავიგე, - პოლმა მხრები აიჩეჩა.
- ვერ გაიგე, ვერ გაიგე, არა?! - იყვირა დოუსმა, ლამაზი სახე წა-
მოენთო და მუშტები მოუღერა პოლს.
- დაასრულეთ? - ხაფი ხმით იყვირა ჯორდანმა და მისკენ წავიდა,
- წადით, საქმეს მიხედეთ და აქ ნასვამები აღარ დაგინახოთ!
ზორბა დოუსი მისკენ ზანტად შებრუნდა.
- ნასვამი?! - იკითხა მან, - ვინ არის ნასვამი? თქვენზე მეტად ნას-
ვამი ნამდვილად არ ვარ! - ეს სიმღერა უწინაც მოგვისმენია, - კბი-
ლებში გამოსცრა მოხუცმა კაცმა, - აბა, მოცოცხეთ ახლა აქედან,
თვალით აღარ დამენახვოთ! აქ საქმის გარჩევის ადგილი არ არის.
მჭედელმა თავის დამქირავებელს ზიზღით დახედა. მსხვილ, გაჭ-
ვარტლულ და შრომით გაუხეშებულ ხელებს ვერ აჩერებდა. პოლმა
516
ხელებზე შეხედა და გაიფიქრა, ეს კლარას ქმრის ხელებიაო და ზიზ-
ღის ჟრუანტელმა დაუარა.
- გაბრძანდით, სანამ არ გაგაბრძანეს! - მკაცრად მიმართა თომას
ჯორდანმა. - რატომ? ან ვინ გამაბრძანებს? - დამცინავად იკითხა
დოუსმა. მისტერ ჯორდანი გაწყრა, მჭედლისკენ სწრაფი ნაბიჯით წა-
ვიდა და კარისკენ მიუთითა. მართალია, ჩია კაცი იყო, მაგრამ ყოჩა-
ღად გაეჭიმა მთასავით დოუსს. - მოშორდით ჩემი საკუთრები-
დან...დროზე!
მან დოუსს მკლავზე სტაცა ხელი.
- ხელი გასწი! - დოუსმა იდაყვი აიქნია, ხელი გააშვებინა და მო-
ხუცი მეწარმე უკან გადააქანა. სანამ ვინმე მოასწრებდა მის დაჭე-
რას, თომას ჯორდანი თხელ, მბრუნავ კარს მიეჯახა. კარი გაიწია და
მისტერ ჯორდანი ფანის ოთახში თორმეტ საფეხურზე ჩაგორდა. წა-
მით ყველას ენა ჩაუვარდა მუცელში. ქალიან-კაციანად ყველა კიბე-
ზე დაეშვა საშველად. დოუსი რამდენიმე წამს შეჩერდა და კიბეს გა-
ხედა, მერე კი იკადრა და აითესა. თომას ჯორდანი მხოლოდ შენ-
ჯღრევასა და ხელ-ფეხის დაჟეჟილობას დასჯერდა, სხვა მხრივ არა
უჭირდა. ცოფებს ჰყრიდა. დოუსი არა მხოლოდ გაათავისუფლა სამ-
სახურიდან, არამედ უჩივლა კიდეც შეურაცხყოფისთვის.
სასამართლო პროცესზე პოლ მორელმაც მისცა ჩვენება. როდე-
საც ჰკითხეს, ჩხუბი როგორ დაიწყოო, მან უპასუხა: - დოუსმა იმი-
ტომ მომაყენა შეურაცხყოფა, რომ მისის დოუსი რამდენიმე ხნით
ადრე თეატრში დავპატიჟე, მერე ბარში კამათიც კი მოგვივიდა და
სახეში ლუდი შევასხი. მის ქმედებას, ვგონებ, სამაგიეროს გადახდა
ჰქვია. - Cherchez la femme!72 - მოსამართლეს გაეღიმა.

72
(ფრ.) - ეძიეთ ქალი.
517
საქმე დაიხურა: მოსამართლემ დოუსს ნაძირალა უწოდა და ამით
შემოიფარგლა. - ეს საქმე თქვენ ჩააფლავეთ, - უსაყვედურა მისტერ
ჯორდანმა პოლს. - მე მასე არ ვფიქრობ, - მიუგო პოლმა, - ამას გარ-
და, მისი დასჯა არც თქვენ გნებავდათ, ხომ ასეა?
- აბა, თქვენი აზრით, რისთვის ვუჩივლე?
- კეთილი, - თქვა პოლმა, - მაშ, ბოდიში მომიხდია, თუკი რამე
არასწორად ვთქვი. კლარაც ძალიან გაუწყრა პოლს.
- ჩემი სახელის ხსენება რა აუცილებელი იყო?
- ჯობია, ღიად თქვა სათქმელი, ვიდრე მერე ხალხი აჭორავო.
- საერთოდ არ იყო ჩემი ხსენება საჭირო, - კვლავ უსაყვედურა
ქალმა. - ნეტავ ამით რა დაგვაკლდა? - გულგრილად თქვა პოლმა.
- შენ, შეიძლება, არც არაფერი, - არ ცხრებოდა კლარა.
- შენ?
- ჩემი სახელი არ უნდა გაგერია.
- ვწუხვარ, - უთხრა პოლმა, თუმცა მწუხარებისა არაფერი ეტყო-
ბოდა. გულში გაიფიქრა, დამშვიდდებაო და კლარამაც მალე დაი-
ოკა ნერვები. პოლმა დედამისს მისტერ ჯორდანის კიბიდან გადაგ-
დებისა და სასამართლოში დოუსის დაბარების ამბავი არ დაუმალა.
მისის მორელი გაოცდა და შვილს ახლოდან შეხედა. - შენ რას ფიქ-
რობ ამ ყველაფერზე? - ჰკითხა დედამ.
- მგონი, დოუსი სულელია, - მიუგო პოლმა.
მიუხედავად თქმული ვერსიისა, თავს მაინც უქეიფოდ გრძნობდა.
- ოდესმე დაფიქრებულხარ, რით შეიძლება ეს ყველაფერი დას-
რულდეს? - ჰკითხა მისის მორელმა. - არა, - თქვა პოლმა, - ყველა-
ფერი თავისით სრულდება.
- სრულდება, ოღონდ ისე როდი სრულდება, როგორც ჩვენ ვი-
სურვებდით. - ჰოდა, უნდა შევეგუოთ ჩვენც, - თქვა პოლმა.

518
- მიხვდები, რომ რაც არ მოგწონს, იმას ვერ შეეგუები, - უთხრა
დედამ. პოლი ესკიზს მიუბრუნდა და ხატვა განაგრძო.
- კლარას აზრი თუ გიკითხავს ოდესმე? - მისის მორელი შეწყვე-
ტილ საუბარს დაუბრუნდა. - რაზე?
- შენზე... ამ ყველაფერზე. - სულ არ მადარდებს მისი აზრი ჩემზე.
ვიცი, რომ ვუყვარვარ და ისიც ვიცი, რომ ეს სიყვარული ღრმა არ
არის.
- შენს სიყვარულზე ღრმა თუა? პ ოლმა გაოცებულმა შეხედა დე-
დამისს.
- კი, - მიუგო მან, - იცი, დედა, მგონი რაღაც მჭირს და სიყვარული
არ შემიძლია. როდესაც ჩემთან არის, ჩვეულებრივ, მიყვარს ხოლ-
მე. ზოგჯერ კი, როგორც ქალი, ისე მიყვარს. მაგრამ როდესაც რამე-
ზე მსჯელობს, განსაკუთრებით კი, თუ კიცხავს ვინმეს, არც კი ვუგ-
დებ ყურს. - მირიამზე ნაკლები ჭკუა არც მას აქვს.
- შესაძლოა, მირიამზე მეტადაც მიყვარს. მაგრამ რატომ ვერც
ერთი ვერ მინარჩუნებს? ბოლო შეკითხვა მეტისმეტად საწყალობ-
ლად ჟღერდა. დედამისმა თავი მიაბრუნა და ოთახს თვალი მოავ-
ლო. მის მშვიდ მზერაში სევდასა და თვითაღკვეთას ამოიკითხავდა
კაცი. - იმედია, ახლა კლარას შერთვას არ აპირებ? - არა; თავიდან
კი ვფიქრობდი... მაგრამ რატომ არ მინდა საერთოდ ცოლის შერ-
თვა, დედა? ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ქალისთვის ცუდის მე-
ტი არაფერი მომაქვს. - ცუდი? რაზე ამბობ?
- არ ვიცი.
პოლმა ისევ ხატვა განაგრძო. სასო წარეკვეთა, რადგან საკუთა-
რი შფოთის არსს ჩასწვდა. - თანაც, ცოლის შერთვამდე, - თქვა მისის
მორელმა, - ჯერ უამრავი დრო გაქვს. - მთლად ეგრეც არ არის, დე-
და. კლარაც მიყვარს და მირიამიც მიყვარდა, მაგრამ რომელიმეს-
თან ერთად ქორწინების უღელში თავს ვერ გავყოფ. მათი საკუთრე-
519
ბა ვერ გავხდები. ორივეს ჩემი პიროვნების დასაკუთრება სურს, მე
კი ვერ მივართმევ ვერც ერთს. - შენი ტოლი და სწორი არ შეგხვედ-
რია ჯერ.
- სანამ შენ ცოცხალი ხარ, ჩემს ტოლსა და სწორს ვერასოდეს
შევხვდები, - პირში თქმას არ მოერიდა პოლი.
ქალი ისევ დუმდა. მაგრამ საშინელი დაღლილობა იგრძნო.
- აღდგომა და ხვალაო, შვილო.
ყველაფერი ერთ წრეზე ბრუნავსო, გაიფიქრა პოლმა და გაღიზი-
ანდა. კლარას მართლა უყვარდა პოლი და არც ეს უკანასკნელი იყო
მის მიმართ გულგრილი, როდესაც ვნება დარევდა ხოლმე ხელს.
დღისით კი ზოგჯერ არც ახსენდებოდა. ქალი ისევ იმავე შენობაში
მუშაობდა, მაგრამ პოლს ეს აღარ ახსოვდა. ისეთი დაკავებული იყო,
რომ კლარას არსებობამაც კი დაკარგა მნიშვნელობა. მართალია,
კლარაც სულ მესპირალეთა ოთახში იჯდა, მაგრამ ერთი სართუ-
ლით ზემოთ მყოფ პოლს ლამის ფიზიკურად გრძნობდა. ყოველ წამს
ელოდა, კარს შემოაღებსო და მართლაც რომ შედიოდა პოლი, კლა-
რას კინაღამ გული უღონდებოდა განცდისგან. მაგრამ პოლი სიტ-
ყვაძვირობდა და ხშირად უხეშობდა კიდეც. ბრძანებებს ოფიციალუ-
რი ტონით გასცემდა და კლარაც კუთხეში მომწყვდეულივით უყუ-
რებდა. დაძაბული უსმენდა, რამე არ გამომრჩესო. გული უსკდებო-
და, რამე არასწორად არ გავიგო ან, სულაც, არ დამავიწყდესო, რაც
ძალიან თრგუნავდა. უნდოდა, მკერდზე მიყრდნობოდა პოლს. ზუს-
ტად იცოდა ჟილეტის ქვეშ მისი მკერდის ფორმა და ხელის შეხება
სურდა. პოლის მიერ მექანიკურად გაცემული ბრძანებები, რომლე-
ბიც საქმეს ეხებოდა, სულ აგიჟებდა. უნდოდა, ამ სიცრუიდან გაეღ-
წია, საქმოსნის უგერგილო ნიღაბი ჩამოეგლიჯა, ასე გულმოდგინედ
რომ აეფარებინა პოლს, და საყვარელი მამაკაცი დაებრუნებინა;
მაგრამ ეშინოდა. სანამ მის სითბოს შეიგრძნობდა, პოლი უკვე გასუ-
520
ლი იყო, რაც კიდევ უფრო მეტ ტკივილს აყენებდა ისედაც გულდამ-
ძიმებულს. პოლმა იცოდა, რომ კლარას გული უსკდებოდა თუ ყო-
ველ საღამოს არ შეხვდებოდა, ამიტომაც იშვიათად გამონახავდა
ხოლმე მისთვის დროს. მართალია, დღისით კლარასთვის საინტე-
რესო არაფერო ხდებოდა, მაგრამ საღამოები და ღამეები ორივე
მათგანისთვის თავშექცევის საუკეთესო დროს წარმოადგენდა.
დღისით ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. საღამოობით კი დას-
ხდებოდნენ ან სეირნობდნენ გვიანობამდე, ხშირად, ძალიან ცოტას
და არაფრის მომცემ თემებზე საუბრობდნენ, მაგრამ პოლი ხელზე
ეფერებოდა, კლარა კი მკერდზე ადებდა თავს და საყვარელ ადამი-
ანს შეიგრძნობდა.
ერთ საღამოს არხის გასწვრივ ტროტუარს მიუყვებოდნენ და
პოლს მოუსვენრობა დაეწყო. კლარამ იგრძნო, რომ მამაკაცი გონე-
ბით სხვაგან იყო. პოლი მთელი გზა განუწყვეტლივ უსტვენდა. კლა-
რა კი ყურს უგდებდა და ხვდებოდა, რომ ამ სტვენიდან უფრო მეტის
გაგება შეეძლო, ვიდრე მისი სიტყვებიდან. პოლი სევდიან მელოდი-
ას უსტვენდა, რომელიც კლარას თითქოს ეუბნებოდა, ერთად დიდ-
ხანს ვეღარ იქნებითო. ქალი ხმას არ იღებდა. როდესაც ასაწევ ხი-
დამდე მივიდნენ, პოლი დაჯდა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას
ახედა. ახლა ძალიან შორს იყო კლარასგან. კლარა კი ფიქრობდა.
- სულ ჯორდანთან უნდა იმუშაო? - ჰკითხა ქალმა.
- არა, - დაუფიქრებლად უპასუხა, - ნოტინგემს საერთოდ დავტო-
ვებ და საზღვარგარეთ წავალ... მალე. - საზღვარგარეთ! რისთვის?
- რა ვიცი! გული აღარ მიდგება აქ.
- იქ რა უნდა გააკეთო?
- მუდმივ სამსახურს ვნახავ, როგორც მხატვარი, და ჩემი ნამუშევ-
რების გაყიდვას დავიწყებ, - მიუგო პოლმა, - ნელ-ნელა გავიკაფავ

521
გზას. ამაში დარწმუნებული ვარ. - გამგზავრებას როდისთვის აპი-
რებ?
- არ ვიცი. სანამ დედაჩემი აქ მეგულება, დიდი ხნით ვერსად წა-
ვალ. - ვერ ტოვებ?
- დიდი ხნით ვერა.
კლარამ ჩაშავებულ წყალში არეკლილ ვარსკვლავებს გადახედა
ხიდიდან. ციური სხეულები თვალისმომჭრელად ქათქათებდნენ.
იმის წარმოდგენა, რომ პოლს უნდა მიეტოვებინა, აგონიაში აგდებ-
და, თუმცა მის გვერდით ყოფნაც აგონიის ტოლფასი იყო. - თუკი
ფულს იშოვი, მერე რას აპირებ? - ჰკითხა კლარამ.
- დედაჩემთან ერთად ლონდონის მახლობლად ლამაზ სახლში
გადავალ. - გასაგებია.
ხანგრძლივი პაუზა ჩამოწვა.
- შენთან კი ჩამოვალ და მოგინახულებ ხოლმე, - უთხრა ქალს, -
არ ვიცი, ნუ მკითხავ, რას იზამო, რადგან ეგ ჯერ მეც არ გადამიწყვე-
ტია.
ისევ დუმილი. ვარსკვლავები წყლის ზედაპირზე ლიცლიცებდნენ
და ქრებოდნენ. ქარმა დაუბერა. პოლი კლარასკენ მიიწია და ხელი
გადახვია.
- მომავალზე აღარაფერი მკითხო, - შეევედრა, - ჯერ არაფერი ვი-
ცი. ჩემთან იყავი მხოლოდ, ხომ იქნები, ყველაფრის მიუხედავად?
კლარამ ხელები მოხვია. ბოლოს და ბოლოს, გათხოვილი ქალი ეთ-
ქმოდა და იმის მოთხოვნის უფლებაც არ ჰქონდა, რასაც პოლისგან
იღებდა, არათუ მეტის. პოლს კი ახლა მისი თანადგომა სჭირდებო-
და. ქალს ეცოდებოდა და გულში იკრავდა. ჩახუტებულს სითბოს, ნუ-
გეშსა და სიყვარულს გადასცემდა. ნატრობდა, ნეტავ ეს წამი არასო-
დეს დასრულდესო. ცოტა ხანში პოლმა თავი ასწია და ერთი სიტყვა
ძლივს ამოღერღა: - კლარა.
522
ქალმა ვნებიანად შემოაჭდო ძლიერი ხელები და მკერდში ჩა-
ამალვინა თავი. პოლის ხმაში ტანჯვას ვერ აიტანდა. სულს უმწარებ-
და მისი შეშინებული ხმა. პოლს შეეძლო, ნებისმიერი რამ მოესურ-
ვებინა მისგან, ოღონდ კი კლარას არ სცოდნოდა, რა. მიხვდა, რომ
ძალა ელეოდა. სურდა, პოლს მის გულზე ეპოვა შვება. ასე იდგა და
ეფერებოდა, ეალერსებოდა, მაგრამ ასეთი პოლი მისთვის ერთგვა-
რად უცნობი და ამოუხსნელი იყო. კლარას სურდა, პოლი სრული
თავდავიწყებით ენუგეშებინა. მალე მამაკაცის სულში ამოვარდნი-
ლი ქარიშხალი ჩადგა და ყველაფერი მიავიწყდა. მაგრამ მის წინ ახ-
ლა კლარა კი არა, უბრალოდ, ქალი, მდედრი იდგა, თბილი, საამო,
რომელიც უყვარდა და აღმერთებდა ამ ღამის წყვდიადში. მაგრამ ეს
კლარა არ იყო, თუმცა კი მის ვნებას ემორჩილებოდა. პოლის და-
უფარავმა შიმშილმა, ქალის მიმართ გარდაუვალმა ჟინმა, ძლიერ-
მა, ბრმა და პირველყოფილმა უდარდელობამ კლარას ბოლო სა-
ათი ლამის ჯოჯოხეთად უქცია. მშვენივრად უწყოდა, რაოდენ უთქმე-
ლი და ეული იყო პოლი და ათმაგად ახარებდა ის ფაქტი, რომ ეს
უკანასკნელი სწორედ მასთან ჰპოვებდა ნუგეშს. მაგრამ პოლის
სურვილი სიდიადით ორივე მათგანს აღემატებოდა და კლარასაც ეს
უხარებდა სულს. მაინც აუსრულებდა საწადელს, რომ წასულიყო,
რომც მიეტოვებინა პოლს, რამეთუ უყვარდა. მთელი ეს პერიოდი
პრანწიებს მინდორში ჩხავილი არ შეუწყვეტიათ. როდესაც პოლს
ვნებები ჩაუცხრა და თვალებში გამოიხედა, გარემოს მიაშტერდა,
რა ბიბინებს და რისი ხმა მესმისო. მერე აღიქვა, რომ ბალახი ბიბი-
ნებდა და პრანწიები არემარეს იკლებდნენ. კლარას მძიმე, თბილი
სუნთქვა იგრძნო. თავი ასწია და ქალს თვალებში შეხედა. კლარას
თვალები ჩამუქებოდა, უბრწყინავდა და უცნაურად იმზირებოდა,
თითქოს სიცოცხლის მოუთოკავი წყაროდან აღმოცენებული მზერა
გახდომოდა და თავად სიცოცხლეს უგზავნიდა გამოწვევას; პოლს
523
შიში დაეუფლა და მის მკერდში მიმალა სახე. ვინ იყო ეს ქალი და
რას წარმოადგენდა? ძლიერი, უცნაური, წყარო სიცოცხლისა, რო-
მელიც ამ წკვარამში მასთან ერთად სუნთქავდა. ეს სცენა ისეთი სი-
დიადით წარმოუდგა თვალწინ, რომ გაინაბა და დაოკდა. ისინი ერ-
თმანეთს შეხვდნენ და ამ შეხვედრამ მოიცვა ერთად ყოფნის სურვი-
ლი, მათკენ ღეროებმიდრეკილი ნაირგვარი ბალახეული, პრანწიე-
ბის ჩხავილი და ვარსკვლავთა წრებრუნვა. როდესაც ადგნენ, ბუჩ-
ქებს მიღმა სხვა წყვილებიც გაარჩიეს. ასეთი სცენა ღამის საბურ-
ველში სრულიად ბუნებრივი იყო, თითქოს ღამის შემადგენელი ნა-
წილიაო. ამ ღამის შემდეგ, ვნების უკიდეგანობა რომ გაიაზრეს, და-
ოკდნენ. ორივენი თითქოს ბავშვურები, სანახევროდ შეშინებულები
და გაოცებულები იყვნენ, ვითარცა ადამი და ევა, რომელთაც უბი-
წობის დაკარგვის შემდეგ გაისიგრძეგანეს იმ ძალის მნიშვნელობა,
რომელმაც ისინი სამოთხიდან კაცობრიობის დიდი ღამისა და დიდი
დღის დასალიერზე გამოაძევა. ორივე მათგანისთვის ეს მონანიება
და განდობა იყო. თავიანთი არარაობა გაიაზრეს, გაიაზრეს, რა-
ოდენ ძლიერ სასიცოცხლო ნაკადს გაჰყოლოდნენ წუთისოფლის
დინებაში და სიმშვიდე მოიპოვეს. თუკი ისეთი დიადი და დიდებული
ძალა დაეპატრონათ, რომელმაც ორივე მათგანს შთააგონა, რომ
მარცვლის ოდენანი იყვნენ უზარმაზარ ველზე, ვითარცა ყოველი ხე
და ყოველი სულდგმული, მაშინ სანერვიულო რაღა იყო, რა დაუშავ-
დებოდათ ასეთი? ჯობდა, წუთისოფლის დინებას მიჰყოლოდნენ და
სულიერი სიმშვიდე მაინც ეპოვათ ერთმანეთში. თითქოს ერთად
ყოფნის საჭიროების დასტური მიეღოთ, რასაც ამიერიდან ვეღარა-
ვინ წაართმევდათ. ცხოვრების რწმენა დაუბრუნდათ. მაგრამ კლარა
როდი იყო კმაყოფილი. იცოდა, რომ რაღაც დიადი მოხდა და მისი
არსება მოიცვა. მაგრამ ამანაც ვერ შეაკავა ქალი. დილით სულ სხვა
განწყობა ჰქონდა. კი, იცოდა, ესმოდა განცდილი, მაგრამ გრძნობას
524
ვერ ინარჩუნებდა. ნეტავ განმეორდესო, ნატრობდა; მუდმივად, და-
უსრულებლად სურდა. სრულყოფილად გაცნობიერება უჭირდა.
ფიქრობდა, პოლი მჭირდებაო, მაგრამ საიმედოდ არ ესახებოდა
მასთან ყოფნა. მათ შორის რაც იყო, შეიძლებოდა, აღარც განმეო-
რებულიყო და კაცს მიეტოვებინა. სამუდამოდ ვერაფრით აკავებდა,
ამიტომაც არ იყო კმაყოფილი. მართალია, იმ მომენტში იქ იყო, მაგ-
რამ საჭირო წამს ვერ სტაცა ხელი... ისიც არ იცოდა, რისთვის უნდა
ეტაცა... რისი დაპატრონება სურდა. მეორე დილით პოლი საგ-
რძნობლად დამშვიდდა და შინაგანად ბედნიერებას გრძნობდა.
თითქოს ვნების ცეცხლით გაინათლა და სულიერი სიმშვიდე ჰპო-
ვაო. მაგრამ კლარა აქ არაფერ შუაში იყო. მართალია, ვნება მის გა-
მო გაუღვივდა, მაგრამ არა მის მიმართ. ერთმანეთთან უმცირეს სი-
ახლოვეს გრძნობდნენ. ისეთი განცდა გასჩენოდა პოლს, თითქოს
უდიადესი ძალის ბრმა იარაღად ქცეულიყო ორივე.
იმ დღეს, როდესაც ფაბრიკაში კლარამ პოლი დაინახა, გული
თითქოს გაუდნა და ცეცხლის წვეთად ექცა. ეს პოლის სხეული, პო-
ლის წარბები იყო. ცეცხლის წვეთი კი მის მკერდში უფრო მეტ ძალას
იკრებდა; უნდა შევაკავოო, გაიფიქრა. მაგრამ პოლი, მშვიდი და გა-
წონასწორებული, ჩვეულ განკარგულებებს გასცემდა. კლარა ბნელ,
უსახურ სარდაფში ჩაჰყვა, რომ ხელები მოეხვია. პოლმა აკოცა და
ვნების ალი გაუღვივდა. კართან ვიღაცის ჩქამი მოისმა. პოლი კიბე-
ზე თავქუდმოგლეჯილი ავარდა, კლარა კი ისე გაემართა თავის
ოთახში, თითქოს ძილბურანშიაო. ამის შემდეგ ალი ნელ-ნელა ჩაქ-
რა. პოლს უფრო და უფრო ეძალებოდა განცდა, რომ კლარას მი-
მართ კი არ გააჩნდა ეს ვნება, არამედ უპიროვნო ეთქმოდა და იდეა-
ლი არ მოეპოვებოდა. არადა, უყვარდა კლარა. მას მერე, რაც ერ-
თმანეთი გაიცნეს, ქალისადმი უნაზესი გრძნობა გაუჩნდა. მაგრამ
კლარა ის ქალი არ იყო, ვინც მის დაუდგრომელ სულს შეაკავებდა
525
და დააურვებდა. პოლს ისეთი კლარა სურდა გვერდით, რომელიც
ვერასოდეს ეყოლებოდა. ქალს მისი წადილი ჰკლავდა. ისე ვერ ჩა-
უვლიდა გვერდით, რომ ოდნავ მაინც არ შეხებოდა. ფაბრიკაში, რო-
დესაც პოლი სპირალურ წინდებზე საუბრობდა, კლარა მალვით გა-
უსვამდა ხოლმე გვერდზე ხელს. ხშირად სარდაფშიც მიჰყვებოდა
ფეხდაფეხ, რომ კოცნა მაინც მოეპარა, თუმცა ხმას არასდროს იღებ-
და და ვნებითა და დაუოკებელი ჟინით სავსე მზერას ვერ აცილებდა.
პოლს ეშინოდა, ვაითუ ამგვარი ქმედებით თავი გასცეს და კოლეგა
გოგოები აალაპარაკოსო. კლარა სადილობას სულმოუთქმელად
ელოდა, რომ გასვლამდე წამით მაინც ჩახუტებოდა. პოლი უკვე
ბარგად აღიქვამდა მის სასოწარკვეთილებას და ღიზიანდებოდა. -
სულ ხვევნა-კოცნა როგორ გიტრიალებს თავში? - დატუქსა პოლმა,
- ყველაფერს თავისი დრო აქვს.
კლარამ ახედა და თვალები ზიზღით აევსო.
- სულ ხვევნა-კოცნა მიტრიალებს? - თითქოს კითხვა შეუბრუნა. -
სულ, თუნდაც საქმეზე სალაპარაკოდ ვიყო შენთან მოსული. როცა
სამსახურში ვარ, სიყვარულისთვის ნამდვილად არ მცხელა. სამსა-
ხური სამსახურია, საქმე საქმეა... - და სიყვარული რაღაა? - ჰკითხა
კლარამ, - სიყვარულს განსაკუთრებული საათები სჭირდება? - კი;
სამუშაო საათებში არა ოღონდ.
- და შენ გრძნობას მისტერ ჯორდანის გრაფიკის მიხედვით არე-
გულირებ? - კი, და კიდევ იმის მიხედვით, საქმეს როდის მოვითავებ.
- ანუ მხოლოდ თავისუფალ საათებშია სიყვარული ნებადართუ-
ლი? - კი, თუმცა არა ყოველთვის... ხვევნა-კოცნით აღსავსე სიყვა-
რული არა. - მაშ, ასე ფიქრობ სიყვარულზე?
- კი, და ეს სრულიად საკმარისია.
- მიხარია, თუკი ეგრე ფიქრობ.

526
კლარამ ამ საუბრის შემდეგ ერთი ხანობა გული აიყარა პოლზე...
შესძულდა. და სანამ ასე ცივად ექცეოდა, მამაკაცს დამცინავი მზერა
არ მოუშორებია და კლარასაც ისღა დარჩა, შერიგებოდა. თუმცა,
როდესაც ხელახლა დაიწყეს ყველაფერი, უწინდელზე მეტად ვერ
დაუახლოვდნენ ერთმანეთს. პოლი ხელს არ ჰკრავდა, კლარა კი მი-
სით ვერ კმაყოფილდებოდა. გაზაფხულზე ზღვაზე ერთად წავიდნენ.
თედლთორპთან ახლოს კოტეჯში რამდენიმე ოთახი იქირავეს და
ცოლ-ქმარივით ერთად დაბინავდნენ. ზოგჯერ სტუმრად მისის რედ-
ფორდი ჩადიოდა. ნოტინგემში ყველამ იცოდა, რომ პოლ მორელი
და მისის დოუსი ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ რაკი კლარა
გულჩათხრობილი იყო და სიტყვა არავისთან დასცდენია, პოლი კი
ალალი და უწყინარი კაცის რეპუტაციით სარგებლობდა, მათ ერ-
თად გამგზავრებასაც დიდი მითქმა-მოთქმა არ გამოუწვევია.
პოლს ლინკოლნშირის სანაპირო უყვარდა, კლარა კი, ზოგადად,
ზღვაზე გიჟდებოდა. საბანაოდ დილაუთენია გადიოდნენ. რუხი რიჟ-
რაჟი, ზამთარგამოვლილი ჭაობნარი და მცენარეული საფარით
მდიდარი ზღვისპირა დაბლობები სრულიად საკმარისი იყო პოლის-
თვის თვალისა და სულის საამებლად. როდესაც კოტეჯიდან გამო-
სულები ხის ბოგირს გადადიოდნენ და გზაზე გადიოდნენ, ირგვლივ
ერთგვაროვანი პეიზაჟი იშლებოდა, რომელიც ცაზე ოდნავ მუქი თუ
იყო გარიჟრაჟზე, ქვიშის ბორცვებით შემორკალული ზღვის სანაპი-
რო კი პატარა ჩანდა და პოლს უდარდელი ცხოვრების სიამით ევსე-
ბოდა გული. კლარას ასეთი პოლი ძალიან უყვარდა, მამაკაცი ისევ
მარტოსული და ძლიერი იყო, თვალებში კი ლამაზი სინათლე ჩას-
დგომოდა. დილის სუსხზე აჟრჟოლებდათ; პოლი ხელს მოჰკიდებდა
ხოლმე და თავქვე მიარბენინებდა, აქოჩრილი ტალღებისკენ. კლა-
რას შიშველი ყელი ეფაკლებოდა და თვალები უბრწყინავდა. პოლს
მისი მდიდრული სისრულე და, ამავე დროს, სისხარტე უყვარდა.
527
თვითონ ხომ გამხდარი იყო. კლარა, წონის მიუხედავად, ქარივით
დაჰქროდა. გამთბრები, ხელიხელჩაკიდებულები დასეირნობდნენ
ზღვის ნაპირზე. ზეცა განათდა, დასავლეთისკენ მიმავალმა
მკრთალმა მთვარემაც ნელ-ნელა დაყარა იარაღი და ბრძოლის ვე-
ლი დატოვა. დედამიწამ გამოცოცხლება დაიწყო და მსხვილფოთ-
ლოვანმა მცენარეულობამ კონტურები შეიძინა. პოლი და კლარა
სანაპიროზე გრილი, დიდრონი დიუნების შუაში გაკვალულ ბილიკს
დაადგნენ. განთიადის სინათლითა და ტალღების დგაფუნით შეღო-
ნებული გრძელი, უკაცური სანაპირო კვნესოდა. ოკეანე თეთრქობა-
შემოვლებულ ბრტყელ, მუქ მასად მოჩანდა. პირქუში წყლის თავზე
ზეცას სიწითლე ეპარებოდა. ცეცხლის ბურთი ღრუბლებს მიღმა ძა-
ლას იკრებდა და ლეგა ღრუბლებს ფანტავდა. მეწამული ალისფერ-
ში გადავიდა, ალისფერი გაოქროსფრდა და ამ ოქროსფერ ფონზე
მზემ ამობრწყინება ინება; ცეცხლოვანი ნაპერწკლები ზღვას
სტყორცნა და ოკეანის ზოლს სინათლე ისე მოჰფინა, თითქოს უხი-
ლავ არსებას გაევლო სანაპიროზე სინათლით სავსე სათლით ხელ-
ში და კვალდაკვალ გაენათებინა წყლისა და ხმელეთის შესაყარი.
ზვირთები დგაფუნით ეხეთქებოდა ნაპირს და წინწკლებივით პა-
ტარა თოლიები ტალღებს თავზე ევლებოდნენ. თუმცა ჩხავილით
უფრო კლარას შიშველი ყელი ეფაკლებოდა და თვალები უბრწყი-
ნავდა. პოლს მისი მდიდრული სისრულე და, ამავე დროს, სისხარტე
უყვარდა. თვითონ ხომ გამხდარი იყო. კლარა, წონის მიუხედავად,
ქარივით დაჰქროდა. გამთბრები, ხელიხელჩაკიდებულები დასეირ-
ნობდნენ ზღვის ნაპირზე. ზეცა განათდა, დასავლეთისკენ მიმავალ-
მა მკრთალმა მთვარემაც ნელ-ნელა დაყარა იარაღი და ბრძოლის
ველი დატოვა. დედამიწამ გამოცოცხლება დაიწყო და მსხვილფოთ-
ლოვანმა მცენარეულობამ კონტურები შეიძინა. პოლი და კლარა
სანაპიროზე გრილი, დიდრონი დიუნების შუაში გაკვალულ ბილიკს
528
დაადგნენ. განთიადის სინათლითა და ტალღების დგაფუნით შეღო-
ნებული გრძელი, უკაცური სანაპირო კვნესოდა. ოკეანე თეთრქობა-
შემოვლებულ ბრტყელ, მუქ მასად მოჩანდა. პირქუში წყლის თავზე
ზეცას სიწითლე ეპარებოდა. ცეცხლის ბურთი ღრუბლებს მიღმა ძა-
ლას იკრებდა და ლეგა ღრუბლებს ფანტავდა. მეწამული ალისფერ-
ში გადავიდა, ალისფერი გაოქროსფრდა და ამ ოქროსფერ ფონზე
მზემ ამობრწყინება ინება; ცეცხლოვანი ნაპერწკლები ზღვას
სტყორცნა და ოკეანის ზოლს სინათლე ისე მოჰფინა, თითქოს უხი-
ლავ არსებას გაევლო სანაპიროზე სინათლით სავსე სათლით ხელ-
ში და კვალდაკვალ გაენათებინა წყლისა და ხმელეთის შესაყარი.
ზვირთები დგაფუნით ეხეთქებოდა ნაპირს და წინწკლებივით პა-
ტარა თოლიები ტალღებს თავზე ევლებოდნენ. თუმცა ჩხავილით
უფრო მეტ მანძილს ფარავდნენ, ვიდრე ფრენით. შორს უკვე აღარც
სანაპირო ჩანდა და დიუნებთან ერთად შერწყმოდა დილას. მარ-
ჯვნივ მეიბნთორპი წერტილად მოჩანდა. ახლა მხოლოდ მათ ეკუთ-
ვნოდა ეს სანაპიროც, ზღვაც, ამომავალი მზეც, წყლის ხმაურიც და
თოლიების ყურისწამღები ჩხავილიც.
ერთ თბილ ფოსოს მიაგნეს, სადაც ქარი ვერ აღწევდა. პოლი შე-
ჩერდა და ზღვას გაუშტერა თვალი.
- რა ლამაზია, - თქვა მან.
- ახლა გრძნობებად არ დაიღვარო, - უთხრა კლარამ.
კლარა გაღიზიანდა, რადგან პოლი მეტისმეტად მარტოსულად
და პოეტურად იდგა და ზღვას გასცქეროდა. კაცს გაეცინა. ქალმა კი
სწრაფად გაიხადა კაბა. - ამ დილით რა მშვენიერი ტალღები გვეგე-
ბებიან, - სიხარულით აღნიშნა კლარამ. პოლზე უკეთ ცურავდა; პო-
ლი კი უძრავად იდგა და მისი სხეულის სილამაზით ტკბებოდა. - არ
მოდიხარ? - ჰკითხა კლარამ.
- ერთ წუთში, - უპასუხა პოლმა.
529
კლარას თეთრი, ხავერდოვანი კანი და მოყვანილი მხრები ჰქონ-
და. მსუბუქი ზღვაური უბერავდა და თმას უფრიალებდა. დილას გამ-
ჭვირვალე ოქროსფერი დაედო. ჩრდილებმა მზის გულზე ადგილი
ვერ გაიყვეს და სამხრეთითა და ჩრდილოეთით დაიწყეს გაფანტვა.
კლარას ოდნავ გააჟრჟოლა ნიავზე და სახიდან თმა გადაიყარა.
თეთრი ქალის უკან ზღვის ბალახი ბიბინებდა. კლარამ ჯერ ზღვას
შეავლო თვალი, მერე პოლს გახედა. მამაკაცი ჩამუქებული თვალე-
ბით უყურებდა. ეს თვალები კლარას ძალიან უყვარდა, თუმცა არას-
დროს ესმოდა მათი მზერის შინაარსი. ქალმა მკერდზე ხელები აი-
ფარა, მოიკუნტა და გაიცინა.
- ოო, ცივი წყალი იქნება! - გასძახა პოლს.
პოლი მიეახლა და აკოცა. უეცრად მიიხუტა, მერე ისევ აკოცა.
კლარა იდგა და იცდიდა. პოლმა თვალებში ჩახედა და მზერა ფერ-
მკრთალ ქვიშაზე გადაიტანა.
- მიდი, მიდი! - მშვიდად შეაგულიანა პოლმა.
კლარამ კისერზე მკლავები შემოხვია, მიიხუტა, ვნებიანად აკოცა
და ჰკითხა: - შენც ხომ ჩამოხვალ?
- ერთ წუთში.
კლარა ხავერდოვან, ნაზ ქვიშაში ნელ-ნელა, მძიმედ წავიდა
წყლისკენ. პოლმა კი თვალი მიადევნა, როგორ იკრავდა გულში დი-
დი, ფერმკრთალი ნაპირი. ნაპირს მიახლოებული კლარა დაპატა-
რავდა, მოხაზულობა დაკარგა და მოფარფატე ფრინველს დაემ-
სგავსა. - ისეთი პატარაა, როგორც ნამცეცი ქვიშიან ნაპირზე, რო-
გორც ტალღის მოტანილი ქაფის ერთი წვეთი, - თავისთვის ჩაილა-
პარაკა პოლმა. ქალი ნაპირზე იდგა და მოდგაფუნე ტალღებს ნელ-
ნელა ეჩვეოდა. პოლმა უეცრად თვალთახედვის არედან დაკარგა.
მზის შუქმა მოსჭრა თვალი. აგერ, ისევ შეამჩნია თეთრი ნამცეცი,
რომელსაც ნაპირზე ტალღები ელამუნებოდა. - რა პატარაა! - ისევ
530
თავისთვის თქვა, - მარცვლის ოდენაა... ქაფის პატარა ბუშტუკის ხე-
ლაა და დილასთან შედარებით სულ არაფერია. და თუ სულ არაფე-
რია, ასე რატომ მისრუტავს? სასიამოვნო დილა გათენდა. კლარა
წყალში შევიდა. ნაპირის ასწვრივ და ჩასწვრივ ქვიშნარის ლურჯი
ლერწმისა და კრიალა ზღვის უსაზღვრო ტრფიალს არაფერი არ-
ღვევდა. - ბოლოს და ბოლოს, ვინ არის ეს ქალი? - ჰკითხა პოლმა
თავის თავს, - აი, ზღვისპირა დილა, დიდი და მუდმივი, თან, ლამაზი;
აგერ ისიც, მღელვარე, მუდამ დაუკმაყოფილებელი და ქაფის ბუშ-
ტუკივით დროებითი. ბოლოს და ბოლოს, რას წარმოადგენს ჩემ-
თვის ამისთანას? ისეთი დროებითია ჩემთვის, როგორც ზღვის ქა-
ფის ბუშტუკი. ვინ არის ამისთანა? და განა ის არის, ვინც მიყვარს?
პოლი უცებ შეაკრთო გაუაზრებელმა ფიქრებმა, რომლებიც ისე
მკაფიოდ გაისმოდა, რომ თვით საქმეში ჩართული დილის ყურამ-
დეც კი აღწევდა, ამიტომ დაფაცურდა, ტანთ გაიხადა და ქვიშაზე გა-
იქცა. კლარა უყურებდა. ხელი დაუქნია, ტალღამ ჯერ ასწია და მერ
ისევ ვერცხლისფერმა წყალმა დაუფარა მხრები. პოლმა ტალღებში
შეცურა და რამდენიმე წამში უკვე ქალის ხელი მის მხარს ეხებოდა.
პოლი ცუდი მოცურავე იყო და დიდხანს ვერ ჩერდებოდა წყალში.
კლარა მის გარშემო გამარჯვებულის ხალისით ცურავდა, თავს ამე-
ტებდა თავისი ოსტატობით, რაც პოლს ასე შურდა. მზის სხივებმა
წყლის სიღრმეში ჩააღწია და გაანათა. რამდენიმე წუთს წყალში ხა-
რობდნენ, მერე ისევ ქვიშიანი ნაპირისკენ აიღეს გეზი. როდესაც
ტანს იმშრალებდნენ აქოშინებულები, პოლმა ღიმილით შეხედა
კლარას - მის ხალისიან სახეს, სველ მხრებსა და პირსახოცის ქვეშ
შემალულ, გათქვირულ მკერდს დაუკვირდა - და შეშინებულმა ისევ
გაიფიქრა:
- მაგრამ ასეთი დიდებული რომ არის და ზღვასა და დილასაც
რომ აღემატება სიდიადით?! ნუთუ ის?.. ნუთუ ის?..
531
კლარამ პოლის ჩამუქებული, მიშტერებული თვალები დაინახა
და გამშრალება შეწყვიტა სიცილით. - რას უყურებ? - ჰკითხა.
- შენ, - სიცილითვე მიუგო მამაკაცმა.
როდესაც პოლი ნიავზე დახორკლილ მხარს უკოცნიდა, მათი მზე-
რა კვლავ გადაიკვეთა. პოლს კი ისევ ის ფიქრი არ ასვენებდა:
- ვინ არის? რას წარმოადგენს?
იმ დილით კლარას პოლი უყვარდა. მის კოცნაში იყო რაღაც კოც-
ნაზე მეტი, განცალკევებული, ხისტი და ბობოქარი, თუმცა ისეთი
შეგრძნება დაეუფლა ქალს, თითქოს პოლს ვნება მართავდა, კლარა
კი არ იზიდავდა. ნაშუადღევს ესკიზის გასაკეთებლად წავიდა.
- დედაშენს გაჰყევი სატონში, თორემ ჩემთან მოიწყენ, - უთხრა
კლარას. კლარა იდგა და უყურებდა. პოლმა იცოდა, რომ ქალს მას-
თან უნდოდა ყოფნა, მაგრამ მარტო დარჩენა ამჯობინა. კლარას
კომპანიაში თავს ტყვესავით გრძნობდა, ლამის სუნთქვა გასჭირვე-
ბოდა, თითქოს მძიმე ტვირთი აწევსო. კლარას გულმა უგრძნო, რომ
პოლს მასთან ყოფნა აღარ სურდა.
საღამოს ისევ პოლმა მიაკითხა. სიბნელეში სანაპიროზე გაისე-
ირნეს, მერე დიუნებს შეაფარეს თავი.
- ეტყობა, - დაიწყო კლარამ, როდესაც ჩაბნელებულ ზღვას გახე-
დეს, - ეტყობა, მხოლოდ ღამით გიყვარვარ... და დღისით არც ფიქ-
რობ ჩემზე. პოლმა ცივი ქვიშა დაიყარა ხელისგულზე და თითებში
ჩააცურა. ამ საყვედურმა თავი დამნაშავედ აგრძნობინა. - ღამე შენ-
თვის დამითმია, - თქვა მან, - დღისით კი მინდა, ჩემს საქმეს მივხე-
დო. - კი მაგრამ, რატომ? - გაუკვირდა ქალს, - ახლაც კი, როდესაც
ასე მცირე დროით ვართ შვებულებაში? - არ ვიცი. დღისით სარეც-
ლის გაყოფა მთრგუნავს.
- მერე ვინ გთხოვს სარეცლის გაყოფას?

532
- როდესაც მარტონი ვრჩებით, მუდამ მაგით გვირგვინდება, -
თქვა პოლმა. კლარას გული დაეწვა.
- ოდესმე ჩემზე გათხოვება მოგსვლია აზრად? - გამომცდელად
ჰკითხა პოლმა. - შემირთავ კი? - კითხვითვე მიუგო კლარამ.
- კი, კი; ისიც კი მინდა, რომ შვილები გვეყოლოს, - ნელა წარმოთ-
ქვა ბოლო სიტყვები. კლარამ თავი ჩაღუნა და ქვიშას თითები გაუს-
ვა.
- მაგრამ სინამდვილეში არ გინდა, რომ ბაქსტერს გაეყარო, ხომ?
- ჰკითხა პოლმა. კლარას მაშინვე არ გაუცია პასუხი.
- არა, - დინჯად თქვა ბოლოს, - მგონი, არ მინდა.
- რატომ?
- არ ვიცი.
- ისევ მისად გრძნობ თავს?
- არა, მასე ვერ ვიტყოდი.
- აბა, რაღა გაფერხებს?
- მგონი, ის უფრო ჩემად გრძნობს თავს, - თქვა კლარამ.
რამდენიმე წუთს პოლს ხმა არ ამოუღია და ბნელი ზღვიდან და-
ბერილ ქარს უგდებდა ყურს. - არასდროს გიფიქრია, რომ ჩემად
გეგრძნო თავი? - ჰკითხა ქალს. - კი, ვარ კიდეც შენი, - მიუგო კლა-
რამ.
- არა. არ ხარ, რადგან განქორწინება არ გინდა.
ეს ის კვანძი იყო, რომლის გახსნა არც ერთს არ შეეძლო, ამიტომ
შეეშვნენ და მხოლოდ ის აიღეს, რაც მოახერხეს, მიუღწეველზე კი,
უბრალოდ, უარი განაცხადეს. - მგონი, ბაქსტერს დამპლურად ექცე-
ოდი, - უთხრა ერთხელ პოლმა. ფიქრობდა, კლარაც, ალბათ, ისევე
მიპასუხებს, როგორც დედაჩემი მიპასუხებდაო: „შენ მხოლოდ შენი
საქმეები გადარდებს და სხვისი ავ-კარგისა არაფერი გაგეგება!“

533
მაგრამ კლარამ, მისდა გასაკვირად, პასუხს თავი არ აარიდა: - რა-
ტომ? - ჰკითხა.
- მგონი, ველის შროშანივით აღიქვი და სპეციალურ ქოთანშიც
მიუჩინე ადგილი. რატომღაც გადაწყვიტე, რომ ნაზ შროშანს მოპ-
ყრობაც შესაფერი უნდოდა და ისე ვერ მოექცეოდი, თითქოს, უბრა-
ლო ძირთეთრა ყოფილიყო. - ველის შროშნად ნამდვილად არას-
დროს აღმიქვამს.
- ფაქტია, იმად აღიქვამდი, ვინც არ იყო. ქალი ასეა მოწყობილი.
ფიქრობს, კარგად ვიცი მამაკაცისთვის უკეთესი რა იქნებაო და ზრუ-
ნავს, რომ ეს „უკეთესი“ არ მოაკლოს. არ აქვს მნიშვნელობა, კაცი
მშიერია თუ არა, იღებს თუ არა იმას, რაც უნდა. ქალისთვის მთავა-
რია, როდესაც ხელში ჩაიგდებს კაცს, თავის ჭკუაზე ატაროს.
- და შენ რას აკეთებ? - ჰკითხა კლარამ.
- მე იმაზე ვფიქრობ, რომელ მოტივს ავაყოლო სტვენა, - პოლმა
გაიცინა. კლარა, იმის მაგივრად, რომ გაბრაზებულიყო, მის სიტ-
ყვებს დაუკვირდა. - გგონია, რომ იმას გაძლევ, რაც შენთვის კარ-
გია? - ჰკითხა კლარამ. - იმედი მაქვს; მაგრამ სიყვარული თავისუფ-
ლების შეგრძნებას უნდა განიჭებდეს, ტყვეობისას კი არა. მირიამ-
თან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც პალოზე მიბმული ვირი. მხო-
ლოდ მის ბაგაზე უნდა გამოვკვებულიყავი, სხვაგან არსად. საშინე-
ლება იყო! - მისცემდი კი ქალს იმის უფლებას, რომ თავის ჭკუაზე ევ-
ლო? - კი. ვეცდებოდი, რომ ჩემი სიყვარულით ბედნიერი ყოფილი-
ყო. თუ არ შევუყვარდებოდი... ძალით არ დავაკავებდი.
- ნეტავ ისე მშვენივრად იქცეოდე, როგორც ლაპარაკობ... - თქვა
კლარამ. - ისეთივე სასწაული ვიქნებოდი, როგორიც ვარ, - პოლს
საკუთარმა სიტყვებმა სიცილი მოჰგვარა. მართალია, იცინოდნენ,
მაგრამ ერთმანეთი სძულდათ.

534
- სიყვარული ზოგჯერ ავი ძაღლივით არის, არც თვითონ ჭამს და
არც სხვას აჭმევს, - თქვა პოლმა.
- და ჩვენ შორის ძაღლი რომელია? - ჰკითხა კლარამ.
- ცხადია, შენ.
მათ შორის ბრძოლა გაგრძელდა. კლარამ იცოდა, რომ ბოლომ-
დე პოლი მისი არასდროს ყოფილა. მამაკაცის ერთ ნაწილს, დიდსა
და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს, ვერასოდეს დაეპატრონებოდა.
ისე, არც არასდროს უცდია ხელში ჩაგდება, რადგან იმის გაცნობიე-
რებითაც არ შეუწუხებია თავი, რა ნაწილი იყო ეს. პოლმა კი იცოდა,
რომ კლარა გარკვეულწილად ისევ მისის დოუსად, ანუ მისტერ დო-
უსის ცოლად, აღიქვამდა თავს. არა, დოუსი არ უყვარდა, არც არას-
დროს ჰყვარებია, მაგრამ ღრმად სწამდა, ქმარს ვუყვარვარ და ერ-
თგვარად ისევ ჩემზეა დამოკიდებულიო. დოუსში ისე იყო დარწმუ-
ნებული, როგორც პოლში ვერ იქნებოდა ვერასოდეს. ახალგაზრდა
კაცით გატაცება სულს უვსებდა, კმაყოფილების გრძნობას უჩენდა,
საკუთარი თავისადმი რწმენას უბრუნებდა და ეჭვებს უქარწყლებდა.
როგორიც უნდა ყოფილიყო, თავისი თავის მიმართ რწმენა უკვე ნა-
პოვნი ჰქონდა. თითქოს საკუთარი თავი იპოვაო, რომელიც უკვე
მკაფიო და დასრულებული ბუნებისა აღმოჩნდა. დასტურად დას-
კვნები მოჰყავდა. მაგრამ პოლ მორელს ვეკუთვნი ან ის მეკუთვნი-
სო, ეს არასდროს უფიქრია. იცოდა, რომ გზის ბოლოს დაშორება არ
ასცდებოდათ და იმასაც ხვდებოდა, რომ პოლი წასვლის შემდეგ
ტკივილს დაუტოვებდა სულში. მაგრამ ახლა, ამჟამად საკუთარ თავ-
ში დარწმუნებული იყო. და თითქმის ამავეს თქმა შეიძლებოდა
პოლზეც. ერთად ცხოვრებას ეზიარნენ - ერთიმეორის მეშვეობით.
მაგრამ ახლა მათი გზები იყრებოდა. სადაც პოლი აპირებდა წას-
ვლას, იქ კლარა ვერ გაჰყვებოდა. ადრე თუ გვიან გზაგასაყარზე გა-
მოეთხოვებოდნენ ერთმანეთს. რომც დაქორწინებულიყვნენ და ერ-
535
თმანეთისთვის არც ეღალატათ, პოლი მაინც თავისი გზით ივლიდა
და კლარასი მხოლოდ შინ დაბრუნებული თუ იქნებოდა. მაგრამ ეს
შეუძლებელი იყო. ორივე მათგანს ცხოვრების მეგობარი სურდა,
რომელიც წუთისოფლის გზებს მასთან ერთად გადაივლიდა. კლარა
დედამისთან ერთად მაპერლი-პლეინზზე გადავიდა საცხოვრებ-
ლად. ერთ საღამოს კლარა და პოლი ვუდბეროუ-როუდზე მისეირ-
ნობდნენ და გზად დოუსი შემოხვდათ. მორელი თავის ფიქრებში იყო
ჩაფლული, მაგრამ მომავალი მამაკაცის სიარულის მანერა ეცნო,
მხატვრის თვალმა უცნობის კონტურებიც გაარჩია. მერე უცებ კლა-
რას მიუბრუნდა სიცილით, მხარზე ხელი გადახვია და უთხრა: - მარ-
თალია, გვერდიგვერდ მივაბიჯებთ, მაგრამ ახლა წარმოსახვით
ლონდონში ვარ და ორპენს73 ვეკამათები. შენ სად დამოგზაურობ?
სწორედ ამ დროს დოუსმა ისე ახლოს ჩაუარა პოლს, რომ კინაღამ
მხარი გაჰკრა. ახალგაზრდა კაცმა შეხედა და სიძულვილით სავსე,
თუმცა დაღლილი თვალები დაინახა. - ვინ იყო? - ჰკითხა კლარას.
- ბაქსტერი იყო, - მიუგო კლარამაც.
პოლმა გადახვეული ხელი ჩამოიღო და უკან მიიხედა. ისე მკაფი-
ოდ გაარჩია მამაკაცის აღნაგობა, გეგონება, კი არ შორდებოდა,
ისევ უახლოვდებოდა დოუსი. კლარას მეუღლე წელში გამართული,
მხრებგაშლილი და თავაწეული მიაბიჯებდა. რაღაც მალული შეიმ-
ჩნეოდა მის მზერაში, თითქოს ისე უნდოდა ხალხში გავლა, რომ
არავის ეცნო, თუმცა საპირისპირო შთაბეჭდილებას ტოვებდა, გე-
გონებოდა, ყოველი შემხვედრის აზრი აინტერესებდა საკუთარ თავ-
ზე. ხელებსაც ლამის მალავდა. ძველი ტანსაცმელი ეცვა, შარვალი
მუხლებზე გადახეოდა, ყელზე შემოხვეული ცხვირსახოცი კი გას-
ჭუჭყიანებოდა; აი, ქუდი კი კადნიერად ჰქონდა გვერდზე მოგდებუ-

73
სერ უილიამ ორპენი (1878-1931) - პორტრეტების მხატვარი. პირველი მსოფ-
ლიო ომის დროს ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური მხატვარი გახდა.
536
ლი. კლარამ რომ დაინახა ქმარი, თავი დამნაშავედ იგრძნო. დოუსს
სახეზე ისეთი დაღლილობა და სასოწარკვეთილება ემჩნეოდა, რომ
ქალს გული ეტკინა და ამის გამო ზიზღის გრძნობა დაეუფლა.
- საეჭვოდ გამოიყურება, - შენიშნა პოლმა.
მის ხმაში გაჟღერებულმა საყვედურის ტონმა კლარას ტკივილი
გაუღრმავა. - ეს მისი ნამდვილი სახეა - დღეს ნიღბის გარეშე იყო, -
თქვა ქალმა. - გძულს?
- შენ ქალის სისასტიკეზე ლაპარაკობ და ნეტავ მამაკაცის სიძულ-
ვილიც გაგაგებინა, მით უფრო, უხეში ფორმით გამოხატული. მასე-
თები ზოგჯერ იმასაც ვერ ხვდებიან, ქალი რომ არსებობს საერთოდ.
- ვერც მე ვხვდები? - ჰკითხა პოლმა.
- არა, - უპასუხა კლარამ.
- ნუთუ არც მე ვიცი შენი არსებობის შესახებ?
- ჩემ შესახებ შენ არც არაფერი იცი, - მწარედ თქვა კლარამ, - არც
არაფერი! - ბაქსტერზე მეტიც არ ვიცი? - დაინტერესდა პოლი.
- შესაძლოა, ნაკლებიც.
პოლი დაიბნა და უმწეობა იგრძნო, რამაც გააბრაზა. ამხელა გა-
მოცდილება მიიღეს ერთად და მაინც უცნობი ყოფილა თურმე ქალ-
ბატონი.
- თუმცა შენ საკმარისად კარგად მიცნობ, - უთხრა პოლმა.
კლარას არაფერი უთქვამს.
- ბაქსტერსაც ისევე კარგად იცნობდი, როგორც მე? - ჰკითხა
პოლმა. - გაცნობის უფლება არ მოუცია.
- მე თუ მოგეცი გაცნობის უფლება?
- გაცნობა ისაა, რის უფლებასაც მამაკაცი არასოდეს იძლევა.
გულთან ახლოს არასდროს გიშვებს, - სინანულით თქვა კლარამ. -
არც მე მომიშვიხარ?

537
- კი, - ნელა უპასუხა, - მაგრამ შენ არ მოსულხარ ჩემთან ახლოს.
საკუთარი თავისთვის ვერ დაგიღწევია თავი. ბაქსტერს ეს შენზე
უკეთ გამოუვიდა.
პოლი ფიქრებში მიაბიჯებდა. კლარაზე ბრაზობდა, ბაქსტერის
უპირატესობა პირში მომახალაო. - ბაქსტერი მაშინ დააფასე, როცა
დაკარგე, - უთხრა კლარას. - არა. მე ახლა მხოლოდ იმას ვხედავ,
რომ შენგან განსხვავდება. მაგრამ პოლი გრძნობდა, რომ კლარა
მასზე ნაწყენი იყო.
ერთ საღამოს, მინდვრის გავლით შინ რომ ბრუნდებოდნენ, კლა-
რამ განმაცვიფრებელი კითხვა დაუსვა:
- როგორ გგონია, ღირს რამედ... ეს... სექსუალური ნაწილი?
- სიყვარულის აქტს გულისხმობ?
- კი. შენთვის ეს აქტი რამედ ღირს?
- კი მაგრამ, როგორ ჰყოფ და აცალკევებ? - გაოცდა პოლი, - ეს
ყველაფრის კულმინაციაა. ჩვენს სიახლოვესაც ეს აგვირგვინებს.
- ჩემთვის არა, - თქვა კლარამ.
პოლი დუმდა. კლარასადმი აუტანელი სიძულვილის ტალღამ გა-
დაუარა. თურმე იმაშიც კი უკმაყოფილო აღმოჩნდა ქალი, რაშიც
პოლს ეგონა, რომ სრულყოფილ ნეტარებას ანიჭებდნენ ერთმა-
ნეთს. მეტისმეტად პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვა მისი სიტყვე-
ბი. - ისეთი შეგრძნება მაქვს, - ნელა განაგრძო კლარამ, - თითქოს
შენამდე ვერასდროს მოვაღწიე; თითქოს მუდმივად სხვაგან იყავი
და მე კი არა, სხვას ეხვეოდი... - ვინ სხვას?
- არ ვიცი, უბრალოდ, მხოლოდ შენთვის აკეთებდი ამას. მართა-
ლია, სასიამოვნო იყო და ამაზე ფიქრს ვერ ვბედავდი. მაგრამ მე
გინდივარ, თუ სულ სხვაა, რაც გსურს და გწადია? პოლმა ისევ დამ-
ნაშავედ იგრძნო თავი. ნუთუ ოდესმე მართლა არ მიიღო კლარას
პიროვნება მხედველობაში და ისე იყო მასთან, როგორც ვიღაც
538
ქალთან? მაგრამ ამაზე მსჯელობა ხომ ახლა თმის ღერი-ღერ დათ-
ვლას უდრიდა. - როდესაც ბაქსტერი მყავდა, ნამდვილად მყავდა და
ვგრძნობდი, რომ თხემით ტერფამდე მე მეკუთვნოდა, - თქვა ქალმა.
- მასე უკეთესი იყო?
- კი, კი. ბევრად. ოღონდ იმას როდი ვამბობ, რომ შენ უფრო მეტი
არ მოგიცია, ვიდრე მას ოდესმე.
- მომიცია თუ უნდა მომეცა?
- ჰო, ალბათ, უნდა მოგეცა, მაგრამ ეს არასდროს მომხდარა.
პოლმა გაბრაზებით შეკრა წარბი.
- როდესაც შენ მიმართ სიყვარულს ვგრძნობ, ქარის მიერ ატაცე-
ბული ფოთოლივით ვხდები. - და მხედველობიდან გამოგრჩები
ხოლმე.
- ესე იგი, ჩვენი ერთად ყოფნა შენთვის არაფერია? - ხისტად
ჰკითხა გამწარებულმა. - არის, როგორ არა. ზოგჯერ სადღაც მიმა-
ქანებ... შორს... ვიცი... და... მადლობელიც ვარ შენი ამისთვის...
მაგრამ...
- მოდი, ეს „მაგრამ“ არ გვინდა, - უთხრა პოლმა და უცებ აკოცა.
ცეცხლმა დაუარა ჟრუანტელად. ქალი უსიტყვოდ დაემორჩილა.
ჩვეულებრივ, როდესაც კლარა პოლს ესიყვარულებოდა, წარმმარ-
თველი გრძნობის ძალა ხდებოდა და ყველაფერს - გონებას, სულსა
და ხორცს - ისე მიუძღვოდა წინ, როგორც ტრენტი იმორჩილებს და
წინ მიუძღვის მორევებს, ტალღებსა და მის კალაპოტში ჩამავალ
ათას შენაკადს. ნელ-ნელა ყველანაირი საყვედური და ფიქრი ქრე-
ბოდა, აზროვნებაც სადღაც იკარგებოდა და ყველაფერი მხურვალე
სისხლის დინებაში ინთქმებოდა. მოაზროვნე პოლი ძლიერ ინ-
სტინქტს უხრიდა ქედს. მისი თითები თითქოს ცოცხალ არსებებად
იქცეოდა, მკლავები და ტანიც დამოუკიდებელ, ცნობიერ ცხოვრებას
იწყებდა და პატრონის გონებას აღარ ემორჩილებოდა. ასეთ დროს
539
ზამთრის ვარსკვლავებივით ძლევამოსილი ჩანდა. მასშიც და ვარ-
სკვლავებშიც ერთი და იგივე ვნების ალი გიზგიზებდა, ერთი და იგი-
ვე სიხარულის ძალა ჩამდგარიყო, ძალა, რომელსაც მის წინ მცენა-
რეები ამოეზარდა მიწიდან და დაცემის საშუალებას არ აძლევდა.
თითქოს თვითონაც, კლარაც და ვარსკვლავებიც ალის უზარმაზარ
ენას აეტაცა და უსასრულობისკენ მიაქროლებდა. გზადაგზა კი ყვე-
ლაფერი ცოცხლდებოდა, სრულყოფილებას აღწევდა და უთქმე-
ლად იზიარებდა მის განცდას. ცხოვრების მჩქეფარე წრებრუნვაში
ასეთი უდრტვინველობა ნეტარების უმაღლეს წერტილად ესახებო-
და. კლარა ხვდებოდა, რომ სწორედ ეს განცდა აახლოებდა მასთან
პოლს და ვნების ძალას ემორჩილებოდა. მაგრამ ხშირად ვნება ვერ
უმართლებდა იმედს. იშვიათად თუ აღწევდნენ იმ ღამის ნეტარებას,
როცა პრანწიები ჩხაოდნენ მინდორში. თანდათანობით მექანიკურ-
მა ძალისხმევამ მათ სიყვარულს წყალი შეუყენა და ნეტარების იმ
დიდებულ წამებსაც უკვე ცალ-ცალკე განიცდიდნენ და ერთდროულ
სიამოვნებას ვეღარ იღებდნენ. ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ პო-
ლი მარტო მიისწრაფოდა სიყვარულის მარათონზე და ორივე ხვდე-
ბოდა, რომ ეს მცდელობაც ამაო გამოდგა, ისევ არ გაუმართლათ.
პოლი, როცა კლარას შორდებოდა, ფიქრობდა, ამ საღამოს ჩვენ
შორის ბზარი გაჩნდაო. სიყვარულმა უფრო მექანიკური ელფერი შე-
იძინა და ხიბლი დაკარგა. შიგადაშიგ სიახლეებს მიმართავდნენ
ხოლმე, რომ ორმხრივი ნეტარებისთვის მიეღწიათ. მდინარესთან
ძალიან, სახიფათოდ ახლოს ეძლეოდნენ სიყვარულს, იმდენად ახ-
ლოს, რომ ტრენტის მღვრიე წყალი ლამის სახეზე მიშხეფებოდა
პოლს, რაც ჟრუანტელს ჰგვრიდა. ზოგჯერ სადმე, მიტოვებული გზის
პირას გავლებული ღობის ძირში მოეწყობოდნენ ვნების დასაკმაყო-
ფილებლად - კანტიკუნტად გავლილი მგზავრების ფეხის ხმაც ესმო-
დათ და მათი არაფრის მომცემი საუბარიც, რომელიც უცხო ყურის-
540
თვის ისედაც არ იყო განკუთვნილი. ამის შემდეგ ორივეს რცხვენო-
და და კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას გრძნობდნენ ერთმანეთის მი-
მართ. დროდადრო პოლს კლარა ზიზღდებოდა, არადა ქალი თით-
ქოს ამას არ იმსახურებდა. ერთ ღამეს პოლი კლარას გამოეთხოვა
და დეიბრუქის სადგურზე დროულად რომ მისულიყო, გადაწყვიტა,
მინდორზე გადაევლო. მართალია, უკვე გაზაფხული იდგა, მაგრამ
ჩაბნელებული ზეცა თითქოს დედამიწისთვის თოვლის გამოგზავნას
აპირებდა. მორელს ეჩქარებოდა და სწრაფად მიდიოდა. ქალაქი ცი-
ცაბო ღარტაფთან მოულოდნელად მთავრდებოდა და ქუჩის ბოლოს
აღმართული სახლები, ფანჯრებიდან გამომავალი ყვითელი სინათ-
ლეებით, გუშაგებივით იდგნენ სიბნელეში. ალაგე სწრაფად გადაი-
არა და ტრიალ მინდორში განაგრძო გზა. ხილის ხეებს მიღმა გან-
თავსებული ფერმის ერთ-ერთი ფანჯრიდან გამომავალი სინათლე
სითბოს შეგრძნებას უჩენდა. პოლი შებრუნდა და შემაღლებულზე
მდგარი სახლები გიგანტური მხეცებივით მოეჩვენა, სიბნელეში ყვი-
თელ თვალებს რომ აბრიალებენ. ეს უხეში ქალაქი თითქოს ხახა-
დაფჩენილი ასცქეროდა ღრუბლებს. ფერმის გუბურასთან ამოსული
ტირიფის ქვეშ რაღაც გამოძრავდა. ძალიან ბნელოდა, რომ რამე გა-
ერჩია.
ის იყო, ბუნებრივ ღობეს უახლოვდებოდა, რომ ალაგეზე მიყ-
რდნობილი ფიგურა შეამჩნია. კაცი გვერდზე გაიწია. - საღამო მშვი-
დობისა! - მიესალმა უცნობი.
- საღამო მშვიდობისა! - ისე უპასუხა მორელმა, რომ ზედაც არ შე-
უხედავს. - პოლ მორელ? - მიმართმა კაცმა.
პოლს დოუსის ხმა ეცნო. წინ გადაუდგა.
- გამოგიჭირე, ხომ? - დამცინავად უთხრა.
- მატარებელი გამასწრებს, - თქვა პოლმა.

541
დოუსის სახეს კარგად ვერ არჩევდა. ამ უკანასკნელმა კბილები
გააკრაჭუნა. - ახლა გიჩვენებ სეირს, - უთხრა პოლს.
მორელმა ნაბიჯის გადადგმა სცადა, მაგრამ კაცი წინ აესვეტა. -
მაგ პალტოს გახდას არ აპირებ? - ჰკითხა მან, - თუ მაგიანად გაგო-
რაო? პოლს შეეშინდა, დოუსი გაგიჟებულაო.
- მე ჩხუბი არ ვიცი, - თქვა დაბნეულმა.
- ძალიან კარგი, - გაისმა დოუსის ხმა და პოლმა ვეღარაფრის
თქმა ვეღარ მოასწრო; სახეში მუშტი მოხვდა და უკან გადავარდა.
თვალთ დაუბნელდა. სცადა, ახალი დარტყმა აერიდებინა, პალ-
ტო და პიჯაკი გაიხადა და დოუსს გაუქანა. ამ უკანასკნელმა ბინძუ-
რად შეიგინა. პერანგისამარა დარჩენილი მორელი გაცეცხლდა და
ყურადღება მოიკრიბა. მთელი სხეული ქარქაშიდან ამოგებული
ხმალივით გაუხდა. ჩხუბი არ შეეძლო, ესე იგი, ჭკუა უნდა გამოეყე-
ნებინა. ახლა უკვე კარგად არჩევდა დოუსს და მკერდზე მოღეღილ
პერანგსაც ხედავდა. დოუსმა პოლის პალტოს ფეხი ჰკრა და მისკენ
გაექანა. პოლს ტუჩიდან სისხლი სდიოდა. საშინლად სურდა, დო-
უსისთვის ცხვირ-პირში საპასუხო დარტყმა ეთავაზებინა. ალაგეს
გადაახტა და დოუსიც ფეხდაფეხ მიჰყვა, რა დროსაც პოლმა დრო
იხელთა და სახეში სთხლიშა. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. დოუსმა
გადმოაფურთხა და წინ ნელა გადადგა ნაბიჯი. პოლი შეშინდა და
შებრუნდა, რათა ისევ ალაგეს გადავლებოდა. უეცრად, თითქოს არ-
საიდან, ყურში ძლიერად მოხვდა და გულაღმა დაეცა. დოუსის ხვნე-
შა მოესმა, რომელმაც ისე მწარედ ჩაარტყა მუხლში, რომ პოლი
ტკივილმა წამოახტუნა და თავდამსხმელზე საპასუხო იერიში ბრმად
მიიტანა. გრძნობდა, როგორ ურტყამდა წიხლებსა და მუშტებს დო-
უსი, მაგრამ ტკივილს უკვე აღარ განიცდიდა. ძალა მოიკრიბა, თა-
ვისზე ბევრად ტანმაღალ კაცს ეცა და იმდენი ქნა, რომ დოუსი წააქ-
ცია. მერე პოლი ზემოდან მოექცა. ორივე ხელი ინსტინქტურად ყელ-
542
ში წაუჭირა და შარფშემოხვეული თითების ფალანგებით მანამ აწვე-
ბოდა, სანამ ლამის აგონიაში მყოფი დოუსი არ დაუძვრა. წმინდა ინ-
სტინქტი მართავდა, გრძნობისა და გონების ჩარევის გარეშე. დო-
უსს მოქნილი და ძლიერი სხეულით აწვებოდა და უმცირეს დაღლი-
ლობასაც არ გრძნობდა. მისი გონება ფიზიკურმა ძალამ გადაჯაბნა,
რომელიც მტერს სიკვდილს უქადდა. ძლიერად აწვებოდა დოუსს,
მოხერხებულად, და მეტოქის გაგუდვას ლამობდა, ზუსტ და მოზო-
მილ მოძრაობებს აკეთებდა უხმოდ, აუღელვებლად, უფრო და უფ-
რო ძლიერად უჭერდა ყელში და დოუსის სხეულის წინააღმდეგობის
შეგრძნებაზე თითქოს ძალა და სიშმაგე ემატებოდა. ისე დაუნდობ-
ლად ჩაფრენოდა და ისე აჭერდა, გეგონებოდა, ჩატეხას ლამობ-
დაო. მერე უეცრად მოდუნდა, რადგან ცუდი წინათგრძნობა დაეუფ-
ლა. დოუსი სადაცაა ხელში შემოაკვდებოდა. მორელს მთელ სხე-
ულში ტკივილმა დაუარა და გააცნობიერა, რას სჩადიოდა. გამხეცე-
ბული იყო. დოუსს გაბრძოლების ჟინმა სპაზმივით შეუტია. მორელ-
მა ხელები გაუშვა და დოუსმაც გადაისროლა. მეტოქის ხვნეშა ისევ
მოესმა, მაგრამ ადგილიდან ვერ დაიძრა. სანამ გონს მოეგებოდა,
დოუსის წიხლების დარტყმა იგრძნო და გაითიშა. ტკივილისგან გამ-
წარებული დოუსი მორელის მიწაზე გართხმულ სხეულს ფეხით შედ-
გა. უეცრად მინდვრებს გაღმიდან მატარებლის სიგნალი გაისმა.
დოუსმა ეჭვიანად მიმოიხედა. რა მოდიოდა? მატარებლის სინათ-
ლემ თვალი მოსჭრა და მოეჩვენა, თითქოს ხალხი უახლოვდებოდა.
ნოტინგემისკენ გაეშურა, გონებადაბინდული იყო და ფეხის ის ნაწი-
ლი იგრძნო, რომელიც პოლის რომელიღაცა ძვალზე მოუხვდა.
დარტყმა ექოსავით გაისმა და სიჩქარეს მოუმატა, რომ დროულად
გასცლოდა შემთხვევის ადგილს.
მორელი ნელ-ნელა მოვიდა გონს. იცოდა, სადაც იყო და რაც
მოხდა, მაგრამ განძრევა არ უნდოდა. გაუნძრევლად იწვა და ფიფ-
543
ქები სახეზე ეფინებოდა. ასე უძრავად წოლა სიამოვნებდა. დრო გა-
დიოდა. ადგომა არ სურდა, მაგრამ თოვლი აჩქარებდა. ბოლოს ად-
გომის სურვილი მოეძალა.
- აქ არ უნდა ვიწვე, - თქვა თავისთვის, - აქ წოლა სისულელეა.
მაგრამ მაინც არ განძრეულა.
- ხომ ვთქვი, უნდა ავდგე-მეთქი, მაშ, რატომ არ ვიძვრი?
დრო დასჭირდა, რომ ნება და ძალა ერთდროულად მოეკრიბა.
გაჭირვებით წამოდგა. ტკივილი თავისუფლად მოძრაობის საშუა-
ლებას არ აძლევდა, მაგრამ გონება კარგად უმუშავებდა. ხელის ცე-
ცებით პალტო და პიჯაკი იპოვა, ჩაიცვა და ბოლომდე შეიკრა. ქუდის
საპოვნელად კი დრო დასჭირდა. გაიფიქრა, ნეტავ სახიდან ისევ ჩა-
მომდის სისხლიო? ბრმად გაუყვა გზას ტბორისკენ, თან, ყოველი ნა-
ბიჯის გადადგმა საშინელ ტკივილს განაცდევინებდა. ფერმის ტბორ-
თან სახე ჩამოიბანა. ყინულივით ცივმა წყალმაც ტკივილი მიაყენა,
მაგრამ ბოლომდე გამოაფხიზლა. ტრამვაითი გადაწყვიტა წასვლა.
ვიდრე გაჩერებას მიაღწევდა, ბორცვზე მოუხდა ასვლა - წელი
ძლივს აითრია. დედასთან მიდიოდა... დედასთან უნდა დაბრუნებუ-
ლიყო... გაუცნობიერებლად მიისწრაფოდა დედისკენ. შეძლების-
დაგვარად დაიფარა სახე და ტკივილის მიუხედავად, ნაბიჯს აუჩქა-
რა. სიარულისას ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მიწა ფეხიდან ეც-
ლებოდა და გული ერეოდა. ყველაფერი კოშმარული სიზმარივით
იყო. როგორც იქნა, სახლამდე მიაღწია. უკვე ყველას ეძინა. პოლმა
სარკეში ჩაიხედა. სახეზე სისხლი ჰქონდა გათხაპნილი და მკვდარს
ჰგავდა. ჩამოიბანა და დაწვა. ღამე ბოდვაში გაატარა. დილით, თვა-
ლი რომ გაახილა, დედამისი დაჰყურებდა. ცისფერი თვალებით
დაჰყურებდა... ახლა ამ თვალების ნახვის მეტი არაფერი უნდოდა.
დედა იქვე იყო; მის ხელში იგრძნო თავი.

544
- დიდი არაფერია, დედა, - თქვა პოლმა, - ბაქსტერ დოუსს ვეჩხუ-
ბე. - მითხარი, სად გტკივა, - მშვიდად ჰკითხა ქალმა.
- არ ვიცი... მხარი მგონი. ასე თქვი, ვითომ ველოსიპედიდან გად-
მოვვარდი. პოლი მკლავს ვერ ამოძრავებდა. ამასობაში მინიც გა-
მოჩნდა, ახალგაზრდა მოახლე; ჩაი აუტანა ავადმყოფს. - დედათ-
ქვენმა კინაღამ გული გამიხეთქა... გული წაუვიდა ქალს, - თქვა
ოთახში შესულმა მინიმ. პოლს მოსმენაც კი უჭირდა. როდესაც მი-
სის მორელმა ჩაი დაალევინა, პოლმა ყველაფერი უამბო. - მე შენ
ადგილზე ამ ყველაფერს წერტილს დავუსვამდი, - თქვა ქალმა მშვი-
დად. - ასეც მოვიქცევი, დედა.
დედამ საბანი ამოუკეცა.
- და აღარ იფიქრო მაგაზე, - ურჩია დედამ, - უბრალოდ, დაძინება
სცადე. ექიმი თერთმეტზე ადრე არ მოვა.
პოლს მხარი ჰქონდა ამოვარდნილი და მეორე დღეს მწვავე
ბრონქიტიც დაეწყო. დედამისმა ფერი დაკარგა და მიცვალებული-
ვით ჩამოდნა. დაჯდებოდა და შვილს თვალს არ აცილებდა, მერე
დგებოდა და ოთახიდან გადიოდა. მათ შორის რაღაც ისეთი ხდებო-
და, რაზეც ხმის ამოღებას ვერც ერთი ვერ ბედავდა. კლარა პოლის
მოსანახულებლად ჩამოვიდა. სტუმარი რომ წავიდა, პოლმა დედას
უთხრა: - დამღალა, დედა.
- ჰო; ნუღარ მოვა, - თქვა მისის მორელმა.
ამის მერე მირიამმაც მოინახულა, მაგრამ პოლისთვის უკვე უცხო
გამხდარიყო. - რომ იცოდე, როგორ არც ერთი არ მადარდებს, დე-
და, - დაიჩივლა პოლმა. - ვშიშობ, მართლაც ასეა, შვილო, - სევდია-
ნად თქვა ქალმა.
პოლის ამბავი ყველგან ველოსიპედიდან გადმოვარდნად გასაღ-
და. მალე ფეხზეც წამოდგა და სამსახურშიც განაგრძო სიარული,
მაგრამ მუდმივად დაღლილობა და სინდისის ქენჯნა აწუხებდა. მერე
545
კლარასთან წავიდა, მაგრამ არავინ დაუხვდა. სამსახურს გულს ვერ
უდებდა. დედამისსაც თითქოს თავს არიდებდა. გეგონებოდათ, მათ
შორის იმხელა საიდუმლო იყო, რომ ვერ აეტანათ. პოლი ვერაფერს
ხვდებოდა, მხოლოდ იმას გრძნობდა, რომ მისმა ცხოვრებამ წონას-
წორობა დაკარგა და ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს რაღაცას უნდა
შეხეთქებოდა და ნაწილ-ნაწილ დაშლილიყო.
კლარა დარდობდა, ნეტავ, რა სჭირსო. ხედავდა, რომ პოლი ყუ-
რადღებას აღარ აქცევდა. მაშინაც კი, როცა პოლი მასთან მიდიოდა,
ფიქრებით სულ სხვაგან დაჰქროდა. უკვე ხვდებოდა, რომ კაცის-
თვის მარწუხებად ქცეულიყო. ეს შეგრძნება კლარას აწვალებდა,
კლარა კი - პოლს. მთელი თვე პოლი გვერდიდან არ მოუცილებია.
პოლს კი ლამის სძულდა, მაგრამ საკუთარი ნების მიუხედავად, მა-
ინც მისკენ მიიწევდა. მეტწილად მამაკაცების კომპანიაში ატარებდა
დროს, „ჯორჯში“ ან „უაით-ჰორსში“. მისის მორელი კი აშკარად
ავად იყო, გახდა, განმარტოვდა, ხმის ამოღება აღარ უნდოდა.
პოლს რაღაც შიში არ აძლევდა მოსვენებას, როცა დედამისს ხედავ-
და, ამიტომ პირდაპირ შეხედვას ეკრძალვოდა. ქალს თითქოს თვა-
ლები ამოუღამდა და სახე ცვილისა გაუხდა. მაგრამ საქმეს მაინც არ
ანებებდა თავს. სულთმოფენობას პოლმა დაიბარა, ოთხი დღით
ბლექპულში მივდივარ ნიუტონთან ერთადო. ეს უკანასკნელი ერთი
ახმახი, მხიარული და კარგი გაქნილი ვინმე იყო. პოლმა დედას ურ-
ჩია, ერთი კვირით შეფილდში ენისთან ჩადიო, რომელიც ახლა იქ
ცხოვრობდა. იმედი ჰქონდა, რომ გარემოს ცვლილება ცოტათი მა-
ინც წაადგებოდა. მისის მორელი მანამდე ნოტინგემში ექიმს გაესინ-
ჯა, რომელმაც უთხრა, გულისა და საჭმლის მონელების პრობლემა
გაქვსო. შეფილდში გამგზავრების იდეა არ მოეწონა, და სხვა შემ-
თხვევაში არც წავიდოდა, მაგრამ ახლა პოლს ყველაფერში ეთან-

546
ხმებოდა. პოლმა უთხრა, მეხუთე დღეს მეც ენისთან ჩამოგაკითხავ
და დღესასწაულის ბოლომდე დავრჩებიო. შეთანხმდნენ.
პოლი და ნიუტონი ბლექპულში მხიარულად გაემგზავრნენ. რო-
დესაც პოლმა აკოცა და დაემშვიდობა, მისის მორელი საკმაოდ
ცოცხლად იყო. სადგურზე მისულ პოლს ყველა პრობლემა დაავიწ-
ყდა. მთელი ოთხი დღე ელოდა წინ - უშფოთველი და უდარდელი.
ახალგაზრდებს სიცოცხლე უხაროდათ. პოლი თავის თავს არ ჰგავ-
და. ახლა წამითაც არ ახსენდებოდა არც კლარა, არც მირიამი და
არც დედის საყვედურები. ყველა მათგანს მისწერა, ყველაზე გრძე-
ლი წერილი კი მაინც მისის მორელს ერგო. მაგრამ ისეთი სახალი-
სო ტექსტი აღმოჩნდა, რომ დედამისმა ბევრი იცინა. პოლი ნამდვი-
ლად კარგად ატარებდა დროს, როგორც უცოლო კაცებს შეჰფერით
ბლექპულის ტიპის ადგილებში. თუმცა სულის სიღრმეში მაინც რა-
ღაც ჩრდილი ჩასდგომოდა.
პოლი ძალიან გაამხიარულა იმის გაფიქრებამ, რომ დედასთან
ერთად გაატარებდა რამდენიმე ხანს შეფილდში. გეგმის მიხედვით,
ერთ დღეს ნიუტონიც მათთან ერთად იქნებოდა. მატარებელმა და-
იგვიანა. კბილებში ჩიბუხით, სიცილითა და ხუმრობით ძმაკაცები ვა-
გონში ავიდნენ და ბარგი ხალისიანად აიტანეს. პოლს დედისთვის
ნამდვილი მაქმანის საყელო ჰქონდა ნაყიდი, რასაც კარგა ხნის წინ
აპირებდა, და ფიქრობდა, ახალ აქსესუარს რომ გაიკეთებს, მერე
გულიანად დავცინებო. ენი ლამაზ სახლში ცხოვრობდა და ერთი
ახალგაზრდა მოსამსახურეც ჰყავდა. პოლი სიცილით ელოდა, დედა
გამომეგებებაო, მაგრამ კარი ენიმ გააღო. დამ თითქოს შორს და-
იჭირა თავი. პოლი წამიერად დაიბნა. ბოლოს ენიმ ლოყა მიუშვირა.
- დედა ცუდად არის? - იკითხა პოლმა.
- კი. ავად არის და ნუ შეაწუხებ.
- წევს?
547
- ჰო.
უცნაური გრძნობა დაეუფლა, თითქოს მზის ყველა სხივი გაუქრა
სულიდან და ყველგან ჩრდილმა დაისადგურა. ჩანთა დააგდო და ზე-
ვით აირბინა. კარი ჭოჭმანით გააღო. მისის მორელი საწოლში წა-
მომჯდარი დაუხვდა; ქალს მუქი ვარდისფერი ხალათი ეცვა. დედამ
ისე შეხედა, თითქოს შვილის რცხვენოდა. მისის მორელს თვალებში
სხივები ჩაჰქრობოდა. - დედა!
- მეგონა, აღარასოდეს ჩამოხვიდოდი, - ხალისიანად უთხრა
ქალმა. პოლი საწოლთან მუხლებზე დაეცა, თავი ლოგინში ჩარგო
და სასოწარკვეთილი ატირდა: - დედა... დედა... დედა! - მეტის თქმა
ვერ შეძლო.
მისის მორელმა გამხდარი ხელით თმა აუჩეჩა.
- ნუ ტირი, შვილო, ისეთი არაფერი მჭირს.
მაგრამ პოლი შიშსა და ტკივილში განაგრძობდა ტირილს, თით-
ქოს სისხლი ცრემლებს ერეოდა.
- ნუ... ნუ ტირი, - ენა დაება დედას.
ისევ აუჩეჩა თმა. ამჯერად უფრო ნელა. პოლს ცრემლები ახ-
რჩობდა. სხეულის თითოეული ნაწილი უთრთოდა და თითქოს თა-
ვის წილ ცრემლს აწვდიდა. უეცრად ქვითინი შეწყვიტა, მაგრამ ლო-
გინიდან თავის აწევა ვერ გაბედა. - დაგაგვიანდა. სად იყავი? - ჰკით-
ხა მისის მორელმა.
- მატარებელმა დაიგვიანა, - უპასუხა ზეწარში თავჩარგულმა
პოლმა. - ჰო. საწყალი ცენტრალური შემადგენლობა! ნიუტონიც ჩა-
მოგყვა? - კი.
- დარწმუნებული ვარ, გეშიებათ. თქვენთვის სადილი შეინახეს.
პოლმა დიდი გაჭირვებით ასწია თავი.
- რა დაგემართა, დედა? - პირდაპირ ჰკითხა.
ქალმა თავი აარიდა, თუმცა უპასუხა:
548
- მხოლოდ პატარა სიმსივნეა, შვილო. არ იდარდო. დიდი ხანია,
ეს კოჟრი მაქვს. პოლს ისევ ცრემლი წამოუვიდა. მართალია, გონე-
ბა კარგად უმუშავებდა, მაგრამ ცრემლს მაინც ვერ იკავებდა. - სად?
- ჰკითხა პოლმა.
მისის მორელმა ხელი გვერდზე დაიდო.
- აქ. მაგრამ ხომ იცი. ახლა სიმსივნის ამოწვა შესაძლებელია. გა-
ოგნებული პოლი უსუსურობის განცდით წამოდგა. ბავშვივით გახ-
და. ნეტავ, სწორად გავიგე თუ არაო, ფიქრობდა. კი, სწორად გაიგო
ყველაფერი. თუმცა სისხლითა და ხორცით პირველივე წუთიდან
გრძნობდა, რაც ხდებოდა დედამისის თავს. საწოლზე ჩამოუჯდა და
მისი ხელი აიღო. ქალს საქორწილო რგოლის მეტი ბეჭედი არ ჰკე-
თებია თითზე. - როდის გახდი ცუდად? - ჰკითხა დედას.
- წუხელ დამეწყო, - მორჩილად უპასუხა.
- ტკივილები?
- ჰო; მაგრამ იმაზე მეტი არა, სახლში რომ მაწუხებს ხოლმე. მგო-
ნი, დოქტორი ანსელი პანიკიორია. - მარტოს არ უნდა გემგზავრა, -
ეს სიტყვები პოლმა საკუთარ თავს უფრო უთხრა, ვიდრე დედას. -
თითქოს მგზავრობის ბრალი იყოს! - სწრაფად თქვა ქალმა.
ერთხანს დუმდნენ.
- ახლა ჩაირბინე და ისადილე, - უთხრა ქალმა, - მშიერი იქნები. -
შენ თუ ჭამე რამე?
- კი. კამბალას მსგავს თევზს გეახელი. ენი ისე კარგად მექცევა.
კიდევ ცოტა ხანი ისაუბრეს და პოლი ქვედა სართულზე ჩავიდა. გა-
ფითრებული და დაძაბული იყო. ნიუტონი საბრალო სახით თანაუგ-
რძნობდა. პოლი ნასადილევს ენის მიეხმარა ჭურჭლის დარეცხვაში.
მოსამსახურე საქმეზე იყო გაგზავნილი. - მართლა სიმსივნე აქვს? -
ჰკითხა დას.
ენიმ ტირილი დაიწყო.
549
- წუხელ ისეთი ტკივილი გადაიტანა... ცხოვრებაში მსგავსი არა-
ფერი მინახავს! - უნებურად ყვირილზე გადავიდა, - ლეონარდი გი-
ჟივით გავარდა ექიმ ანსელის მოსაყვანად და როდესაც ლოგინში
ჩავაწვინე, მითხრა: ენი, აბა ეს კოჟრი მინახე გვერდზეო. დავინტე-
რესდი, რა არის-მეთქი. მერე, რომ დავხედე, კინაღამ გულგახეთქი-
ლი დავეცი. იმხელა კოჟრი აქვს, ჩემი ორი მუშტისხელა. ღმერთმა-
ნი, როდის გამოგივიდა-მეთქი, ვკითხე. რაღა საკითხავია, შვილო,
დიდი ხანია, აქ მაქვსო. მეგონა, ადგილზევე მოვკვდებოდი, პოლ.
თურმე თვეებია ეს ტკივილი აწვალებს და ყურადღება არავის მიუქ-
ცევია.
პოლს თვალზე ცრემლი მოადგა და უცებ შეიმშრალა.
- ნოტინგემში ექიმთან მყავდა... მაგრამ ეს ამბავი არასდროს უთ-
ქვამს, - ჩაილუღლუღა პოლმა. - მე რომ ვყოფილიყავი სახლში, -
თქვა ენიმ, - აუცილებლად ვნახავდი. ქვედა სართულზე ჩავიდა. გა-
ფითრებული და დაძაბული იყო. ნიუტონი საბრალო სახით თანაუგ-
რძნობდა. პოლი ნასადილევს ენის მიეხმარა ჭურჭლის დარეცხვაში.
მოსამსახურე საქმეზე იყო გაგზავნილი. - მართლა სიმსივნე აქვს? -
ჰკითხა დას.
ენიმ ტირილი დაიწყო.
- წუხელ ისეთი ტკივილი გადაიტანა... ცხოვრებაში მსგავსი არა-
ფერი მინახავს! - უნებურად ყვირილზე გადავიდა, - ლეონარდი გი-
ჟივით გავარდა ექიმ ანსელის მოსაყვანად და როდესაც ლოგინში
ჩავაწვინე, მითხრა: ენი, აბა ეს კოჟრი მინახე გვერდზეო. დავინტე-
რესდი, რა არის-მეთქი. მერე, რომ დავხედე, კინაღამ გულგახეთქი-
ლი დავეცი. იმხელა კოჟრი აქვს, ჩემი ორი მუშტისხელა. ღმერთმა-
ნი, როდის გამოგივიდა-მეთქი, ვკითხე. რაღა საკითხავია, შვილო,
დიდი ხანია, აქ მაქვსო. მეგონა, ადგილზევე მოვკვდებოდი, პოლ.

550
თურმე თვეებია ეს ტკივილი აწვალებს და ყურადღება არავის მიუქ-
ცევია.
პოლს თვალზე ცრემლი მოადგა და უცებ შეიმშრალა.
- ნოტინგემში ექიმთან მყავდა... მაგრამ ეს ამბავი არასდროს უთ-
ქვამს, - ჩაილუღლუღა პოლმა. - მე რომ ვყოფილიყავი სახლში, -
თქვა ენიმ, - აუცილებლად ვნახავდი. პოლს ისეთი განცდა დაეუფ-
ლა, თითქოს სიზმარში იყო. ნაშუადღევს ექიმის სანახავად წავიდა.
ეს უკანასკნელი ჭკვიანი და კეთილი კაცი აღმოჩნდა. - რა სჭირს,
ექიმო? - დაუსვა კითხვა პოლმა.
ექიმმა ახალგაზრდას შეხედა და თითები გადაიჯვარედინა.
- სავარაუდოდ, დიაფრაგმაში დიდი სიმსივნური წანაზარდია, -
თქვა მან, - და წესით, მოცილება უნდა შევძლოთ. - ოპერაციას ექ-
ვემდებარება? - მანდ არა, - მიუგო ექიმმა.
- დარწმუნებული ხართ?
- სრულებით! პოლი ჩაფიქრდა.
- დარწმუნებული ხართ, რომ სიმსივნეა? - ჩაეკითხა დოქტორ ან-
სელს, - მაშ დოქტორმა ჯეიმსონმა რატომ ვერ აღმოაჩინა ნოტინგემ-
ში? მაგ ექიმთან რამდენიმე კვირა მკურნალობდა დედაჩემი გულსა
და კუჭ-ნაწლავზე. - მისის მორელს დოქტორ ჯეიმსონთან კოჟრი
არასდროს უხსენებია, - თქვა ექიმმა ანსელმა. - ზუსტად იცით, რომ
სიმსივნეა?
- არა, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.
- აბა სხვა რა უნდა იყოს? ჩემი დისთვის გიკითხავთ, ოჯახში ვინ-
მეს კიბო ხომ არ ჰქონდაო. შესაძლოა, კიბო იყოს? - არ ვიცი.
- რა უნდა ქნათ?
- მინდა, დოქტორ ჯეიმსონთან ერთად გამოვიკვლიო.
- კეთილი.

551
- ოღონდ, მისი ვიზიტის ამბავი წინასწარ უნდა მოაგვაროთ. ნო-
ტინგემიდან რომ ჩამოვიდეს, ათ გინეაზე ნაკლები არ დაგიჯდებათ.
- როდისთვის მოვიწვიო?
- ამ საღამოს შემოგივლით და მოვილაპარაკოთ.
პოლი ტუჩების კვნეტით წავიდა.
ექიმმა თქვა, დედათქვენს შეუძლია ჩაის დასალევად ჩამოვიდე-
სო - პოლმა მაშინვე აირბინა კიბე, რომ დედა ჩამოეყვანა. მისის მო-
რელს ისევ ის ვარდისფერი ხალათი ეცვა, რომელიც ლეონარდს
ენისთვის ეჩუქებინა. ქალს სახეზე ფერიც დაბრუნებოდა და უფრო
ახალგაზრდას ჰგავდა.
- დედა, ამ ხალათში მშვენივრად გამოიყურები! - უთხრა პოლმა.
- ჰო, ისე გამომპრანჭეს, თავს ძლივს ვცნობ, - გაიღიმა მისის მო-
რელმა. მაგრამ როდესაც ქალი საწოლიდან წამოდგა, ფერი დაკარ-
გა. პოლმა ხელი შეაშველა. კიბის თავთან მისის მორელს ძალა გა-
მოეცალა. პოლმა ხელში აიტაცა და კიბე ლამის სირბილით ჩაიარა.
მისის მორელი სულ დაჩიავებულიყო. ტახტზე დააწვინეს. სახეზე
მკვდარს ჰგავდა, რადგან გალურჯებული ტუჩები მოეკუმა. თვალები
გაახილა, პოლისთვის იმედის მომცემი ცისფერი თვალები, და მა-
ვედრებელი მზერით შეხედა, თითქოს პატიებას სთხოვდა. პოლმა
ბრენდი მიუტანა პირთან, მაგრამ ქალს ტუჩიც არ შეურხევია. მხო-
ლოდ სიყვარულით აღსავსე თვალებით უცქერდა შვილს. მხოლოდ
პოლზე სწყდებოდა გული. პოლს კუნთიც კი არ გატოკებია, მიუხედა-
ვად იმისა, რომ ცრემლი უწყვეტად სდიოდა. სცადა, როგორმე და-
ელევინებინა მცირეოდენი ბრენდი. მალე მისის მორელმა ჩაის კოვ-
ზით ერთი ყლუპი ჩაყლაპა. დაღლილი გულაღმა იწვა. პოლს ისევ
ცრემლი სდიოდა.
- ყველაფერი... - ქოშინით წარმოთქვა, - გაივლის. ნუ ტირი! - არ
ვტირი, - თქვა პოლმა.
552
ცოტა ხანში ისევ მომჯობინდა. პოლი ტახტის გვერდით იყო ჩა-
მუხლული. დედა-შვილი ერთმანეთს თვალებში უყურებდა. - არ მინ-
და, ამაზე იდარდო, - უთხრა მისის მორელმა.
- კარგი, დედა. მშვიდად უნდა იყო, რომ დროულად გამოკეთდე.
მაგრამ პოლს ბაგე გაფითრებოდა და მისის მორელი შვილის თვა-
ლებში უძირო შიშს კითხულობდა. ქალს ახლა ისეთი ცისფერი თვა-
ლები ჰქონდა, კესანეების მეტს ვერაფერს შეადრიდა ადამიანი!
პოლმა გაიფიქრა, სხვა ფერის თვალები რომ ჰქონოდა, მის ამბავს
უფრო იოლად გადავიტანდიო. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თით-
ქოს გული ეხლიჩებოდა. ისევ ჩაიმუხლა, ხელზე ხელი მოჰკიდა და
არც ერთს ხმა არ ამოუღია. ოთახში ენი შემოვიდა. - უკეთ ხარ? - მო-
რიდებით ჰკითხა დედას.
- ცხადია, - მიუგო დედამ.
პოლი ტახტზე ჩამოუჯდა და ბლექპულში გატარებული დღეების
შესახებ მოუყვა. მისის მორელმა ინტერესი გამოხატა. ორი დღის
შემდეგ ნოტინგემის გზას გაუდგა ექიმ ჯეიმსონთან მოსალაპარაკებ-
ლად. პოლს ფული თითქმის არ ჰქონდა, მაგრამ ვალის აღება შეეძ-
ლო.
დედამისი ექიმთან შაბათობით დადიოდა ხოლმე საზოგადოებ-
რივ კონსულტაციებზე, როდესაც მომსახურების საფასური ნომინა-
ლური იყო. მოსაცდელი ოთახი ყოველთვის ღარიბი ქალებით იყო
სავსე, რომელთა ნაწილიც კედლის გაყოლებაზე დადგმულ გრძელ,
უზურგო სკამზე იჯდა. პოლმა მისის მორელი წარმოიდგინა შავი,
კოხტა პიჯაკით როგორ იჯდა და იცდიდა. ექიმი იგვიანებდა, ქალები
კი შეშინებული თვალებით იყურებოდნენ. პოლმა ექთანს სთხოვა,
თუ შეიძლება, ექიმი მოსვლისთანავე ვნახოო და შეუთანხმდა კი-
დეც. ქალები მოთმინებით ისხდნენ და ახალგაზრდა კაცს ინტერე-
სით ადევნებდნენ თვალს. ბოლოს ექიმიც გამოჩნდა. შეხედული და
553
მზემოკიდებული მამაკაცი ორმოციოდე წლის იქნებოდა. ამბობ-
დნენ, დოქტორ ჯეიმსონს ცოლი გარდაეცვალა და მას მერე ქალური
დაავადებების შესწავლას მიჰყო ხელიო. პოლმა თავისი სახელიც
უთხრა და დედამისისაც. ექიმს, როგორც აღმოჩნდა, აღარ ახსოვდა.
- ნომერი ორმოცდაექვსი მ., - შეახსენა ექთანმა და ჯეიმსონმაც წიგ-
ნაკში ჩაიხედა. - გვერდზე დიდი გამონაზარდი აქვს, რომელიც დოქ-
ტორ ანსელს სიმსივნე ჰგონია, - თქვა პოლმა, - მისტერ ანსელს
თქვენთვის წერილი უნდა მოეწერა.
- უი, ჰო! - თქვა ექიმმა და ჯიბიდან წერილი ამოიღო. ძალიან მე-
გობრული, თავაზიანი, კეთილი და ამავე დროს საქმიანი იყო. შე-
ფილდში მეორე დღისთვის დაგეგმა ვიზიტი.
- მამათქვენი ვინ არის? - ჰკითხა პოლს.
- მაღაროელია, - მიუგო მანაც.
- დიდი შემოსავალი არ ექნება, ხომ?
- ამას... მე მივხედავ, - თქვა პოლმა.
- თქვენ ვიღა ხართ? - გაეცინა ექიმს.
- ჯორდანის პროთეზების ფაბრიკაში კლერკი ვარ. ექიმს ისევ გა-
ეღიმა. - მაშ, შეფილდისკენ გაგვიწევია! - მან თითის წვერები ერთმა-
ნეთს მიადო და ღიმილი არ მოუცილებია, - რვა გინეა?
- გმადლობთ! - პოლი გაწითლდა და ადგა, - ხვალ ჩამობრძანდე-
ბით? - ხვალ... კვირაა? - დიახ! ხომ ვერ მეტყვით, შუადღის მერე მა-
ტარებელი რომელზე გადის? - ლონდონის მატარებელი ხუთის
თხუთმეტ წუთზე ჩამოდგება.
- სახლამდე როგორ მოვაღწიო, ფეხით? - ისევ გაეღიმა ექიმს. -
ტრამვაი დადის, - უპასუხა პოლმა, - უესთერნ-პარკის მიმართულე-
ბით.დოქტორმა ჩაინიშნა. - გმადლობთ! - უთხრა და ხელი ჩამოარ-
თვა.

554
პოლი ექიმიდან შინ დაბრუნდა, რათა მამამისი ენახა, რომელიც
მინის იმედად იყო დატოვებული. უოლტერ მორელს ჭაღარა შეჰ-
პარვოდა. პოლის დაბრუნებისას იგი ბაღში ფუსფუსებდა. ვაჟს წერი-
ლი უკვე გაგზავნილი ჰქონდა. შეხვედრისას ხელი ჩამოართვეს ერ-
თმანეთს. - გამარჯობა, შვილო! მაშ, ჩამოხვედი?
- ჰო, - მიუგო პოლმა, - მაგრამ ამაღამვე უნდა გავბრუნდე.
- ჰმ! რამე მაინც ჭამე?
- არა.
- სულ ასე ხარ, - უსაყვედურა მორელმა, - გამოადგი ფეხი.
უოლტერმა ცოლის ამბავი შიშით ვერ იკითხა. მამა-შვილი სახ-
ლში შევიდა. პოლი უხმოდ შეუდგა ჭამას, მორელმა კი სახელოები
აიკაპიწა, მიწიანი ხელის დაბანა არც უფიქრია, ისე ჩაჯდა სავარ-
ძელში და შვილს ყურება დაუწყო. - აბა, როგორ არის? - ხმადაბლა
იკითხა მაღაროელმა.
- ჯდომა შეუძლია. ქვედა სართულზე ჩაის დასალევად ჩამოგ-
ვყავს, - მიუგო პოლმა. - დიდება უფალს! - აღმოხდა მორელს, - იმე-
დი მაქვს, მალე შინ დაბრუნებასაც შეძლებს. ნოტინგემელმა ექიმმა
რაო? - ხვალ ჩავა და გამოიკვლევს.
- ძვირს ითხოვს?
- რვა გინეას.
- რვა გინეას! - მაღაროელს ლამის სუნთქვა შეეკრა, - სადმე უნდა
ვიშოვოთ. - მე ვიშოვი, - თქვა პოლმა.
მამა-შვილს შორის დუმილი ჩამოვარდა.
- დედას იმედი აქვს, რომ მინი კარგად გივლის, - უთხრა პოლმა.
- ჰო, არა მიშავს, ნეტავ, მასაც არაფერი უშავდეს, - თქვა მორელმა,
- მშვენიერი გოგოა მინი, გულკეთილი! - მაღაროელი ძალიან დათ-
რგუნვილი იყო. - ოთხის ნახევარზე უნდა გავიდე, - თქვა პოლმა.

555
- გაგიჭირდება, შვილოსან! რვა გინეა! როგორ ფიქრობ, უწამლე-
ბენ კი მაგდენისას? - ვნახოთ, რას იტყვიან ხვალ ექიმები, - მიუგო
ვაჟმა.
პოლმა ამოიოხრა და ლამის გულიც ამოაყოლა. სახლი თითქოს
დაცარიელებულიყო, მამამისი კი საცოდავ ბერიკაცს დამსგავსებო-
და.
- შემდეგ კვირას ჩადი და ნახე, მამა, - უთხრა პოლმა.
- იქნებ იმდროისთვინ შინ დაგვიკრას თავი, - წამოიძახა მორელ-
მა. - ის თუ ვერ ჩამოვა, შენ მაინც ჩადი.
- გზის ფული სად ოხრობიდან მოვიტანო, - თქვა კაცმა.
- მოგწერ, რას გვეტყვის ექიმი, - წაუყრუა პოლმა.
- შენ ისე მწერ ხოლმე, ვერაფერ გაიგეფს კაცი, - დაიჩივლა მო-
რელმა. - კარგი, უფრო გასაგებად მოგწერ.
მამამისისთვის იმის თხოვნას, პასუხი მომწერეო, აზრი არ ჰქონ-
და, რადგან მაღაროელი გვარ-სახელს თუ დაწერდა გაჭირვებით.
ექიმი ჩამოვიდა. ლეონარდმა თავი მოვალედ ჩათვალა, ეკიპაჟით
დახვედროდა. გასინჯვა მალევე დასრულდა. ენი, ართური, პოლი და
ლეონარდი მისაღებ ოთახში სულმოუთქმელად იცდიდნენ. ორივე
დოქტორი ქვედა სართულზე ჩავიდა. პოლმა მათ თვალი შეავლო.
იმედი გადასწურვოდა და თავს იტყუებდა.
- შესაძლოა, სიმსივნე იყოს, უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, - თქვა
დოქტორმა ჯეიმსონმა. - და თუ სიმსივნე აღმოჩნდება, - ჰკითხა ენიმ,
- მორჩენას შეძლებთ? - შესაძლოა, - მიუგო ექიმმა.
პოლმა რვა-ნახევარი სოვერენი მაგიდაზე დააწყო. დოქტორმა
ჯეიმსონმა ფული დაითვალა, საფულიდან ფლორინი ამოიღო და
დადო. - გმადლობთ! - თქვა მან, - ძალიან ვწუხვარ, მისის მორელი
ასე ავად რომ არის, მაგრამ ვნახოთ, რას მოვახერხებთ. - ოპერაცი-
ის გაკეთება არ შეიძლება? - იკითხა პოლმა.
556
დოქტორმა მხრები აიჩეჩა.
- არა, - თქვა მან, - რომც შეიძლებოდეს, მისი გული ვერ გაუძ-
ლებს. - ასე მძიმედ აქვს გულის მდგომარეობა? - ჰკითხა პოლმა.
- კი და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ მასთან.
- რამე სარისკოა?
- არა... მმ... არა, არა! უბრალოდ, იფრთხილეთ.
დოქტორი წავიდა.
პოლმა დედა კიბეზე ჩამოიყვანა. ისე ჰყავდა ხელში აყვანილი,
როგორც ბავშვი. როდესაც კიბეზე დაიწყეს ჩამოსვლა, ქალმა კი-
სერზე ხელი მოხვია. - როგორ მაშინებს ეს ოხერი კიბე, - თქვა მან.
პოლსაც აშინებდა. შემდეგში ლეონარდს სთხოვდა, სიდედრი ჩა-
მოიყვანეო. გრძნობდა, რომ თვითონ ვეღარ შეძლებდა ამას.
- ექიმი ფიქრობს, უბრალოდ, სიმსივნეაო! - დედას მიახარა ენიმ,
- და მოგაცილებს. - ვიცოდი, რომ ამას იტყოდა! - დამცინავად თქვა
მისის მორელმა. თავი ისე დაიჭირა, ვითომ ვერ მიხვდა, პოლი რომ
ოთახიდან გავიდა. პოლი კი სამზარეულოში დაჯდა და ჩიბუხი გა-
აბოლა. მერე პიჯაკიდან რუხი ფერფლის ჩამოფერთხვა სცადა. უფ-
რო ყურადღებით დაუკვირდა და აღმოჩნდა, რომ დედამისის ჭაღა-
რა თმის ღერი იყო. თან რამსიგრძე! პოლმა ღერი აიღო, რომლის
ბოლოც ბუხარმა შეიტაცა. ღერს ხელი გაუშვა და ისიც ბუხრის წკვა-
რამმა შთანთქა.
მეორე დღეს, სანამ სამსახურში წავიდოდა, დედას აკოცა. რაკი
ადრიანი დილა იყო, მათ გარდა ოთახში არავინ ყოფილა. - ნუ მი-
საყვედურებ, შვილო! - სთხოვა დედამ.
- არა, დედა, რას ამბობ.
- ჰო, სისულელეა. თავს მიხედე.
- კარგი, - მიუგო პოლმა, - შაბათს ჩამოვალ და მამაც ჩამოვიყვა-
ნო? - მგონი, ჩამოსვლაზე უარს არ იტყვის, - თქვა ქალმა, - ყოველ
557
შემთხვევაში, თუ მოიწადინებს, ნუ დააკავებ. ისევ აკოცა დედას და
ისე გადაუწია თმა საფეთქლებიდან, თითქოს დედა კი არა, სატრფო
ყოფილიყო. - არ დაგაგვიანდეს, - უთხრა დედამ.
- უკვე მივდივარ, - ხმადაბლა თქვა პოლმა.
მაინც რამდენიმე წუთს იჯდა კიდევ და დედას გაჭაღარავებულ
თმას საფეთქლებიდან შუბლისკენ უწევდა. - უარესად ხომ არ გახ-
დები, დე?
- არა, შვილო.
- მპირდები?
- კი; უარესად არ გავხდები. პოლმა ისევ აკოცა, ჩაეხუტა და წავი-
და. დილაუთენია სადგურისკენ რომ მირბოდა, თან ტიროდა, თუმცა
რატომ, არც თვითონ იცოდა. მისის მორელს კი ფართოდ გაეხილა
ცისფერი თვალები და შვილზე ფიქრობდა.
შუადღისკენ კლარასთან ერთად გაისეირნა პოლმა. ერთ პატარა
კორომში დასხდნენ, სადაც ცისანები ამოსულიყო. პოლმა ხელზე
ხელი მოჰკიდა.
- ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე, - უთხრა კლარას, - აწი უკეთ აღარა-
სოდეს გახდება. - ოჰ, ნეტავ, რა იცი! - გაუწყრა კლარა.
- ვიცი, - თქვა პოლმა.
ქალმა გულში ჩაიხუტა.
- სცადე და დაივიწყე, ძვირფასო, - ურჩია კლარამ, - სცადე და და-
ივიწყე. - ვცდი, - დაეთანხმა პოლი.
კლარა თბილი მკერდით მიეკრა და თითები თმაში შეუცურა.
პოლს ესიამოვნა და ხელები მოხვია. მაგრამ ვერ დაივიწყა. უბრა-
ლოდ, კლარას სხვა საკითხზე ჩამოუგდო სიტყვა. სულ ასე იყო. რო-
დესაც კლარა იგრძნობდა, რომ აგონია ახლოვდებოდა, შეუძახებდა
ხოლმე: - ნუ ფიქრობ მაგაზე, პოლ! ნუ ფიქრობ, გენაცვალე!

558
და კლარამ მიიხუტა მკერდზე, დაარწია და ისე მოეფერა, რო-
გორც ბავშვს. პოლს საყვარელი ქალის გვერდით ნაღველი მიავიწ-
ყდა, თუმცა, მარტო დარჩა თუ არა, ძველმა წუხილმა ისევ შეახსენა
თავი. სადაც უნდა წასულიყო, თვალიდან ცრემლი არ შორდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ გონებაც დაკავებული ჰქონდა და ხელებიც,
მაინც ეტირებოდა - მიზეზს კი თვითონაც ვერ ხვდებოდა. თითქოს
სული უტიროდა. გინდ კლარასთან ყოფილიყო და გინდ - ძმაკაცებ-
თან „უაით-ჰორსში“, თავს მაინც მარტოსულად გრძნობდა. მხო-
ლოდ მარტოობა და შინაგანი დაძაბულობა უწევდნენ კომპანიონო-
ბას. ზოგჯერ წიგნებში ეძებდა შვებას. რამით ხომ უნდა შეექცია თა-
ვი. კლარათი თავის შექცევა უკვე წარსულს ჩაბარებოდა. შაბათს
უოლტერ მორელი შეფილდში გაემგზავრა. ისეთი საცოდავი იყო,
კაცი იფიქრებდა, ქვეყნად არავინ აბადიაო. პოლმა კიბე აირბინა. -
მამაჩემი ჩამოვიდა, - ახარა დედას და აკოცა.
- აქ არის? - დაღლილი ხმით იკითხა ქალმა.
მოხუცებულ მაღაროელს საძინებელში შესვლისას შიშით კინა-
ღამ მუხლი მოეკვეთა. - თავ როგორა გრძნობ, ტურფავ! - მიუახ-
ლოვდა და მოკრძალებულად აკოცა. - ისე, რა, - მიუგო ცოლმა.
- გხედამ, - სევდიანი სახით დახედა ცოლს. მერე თვალები ცხვირ-
სახოცით ამოიმშრალა. სასომიხდილ და ყველასგან მივიწყებულ
გლახაკს ჰგავდა. - როგორ ართმევ თავს? - ჰკითხა ცოლმა დაღლი-
ლი ხმით, თითქოს ქმართან საუბარი უარესად აუძლურებდა. - ვარ-
თმევ, მაშა, - ხან ხელმოკლეთა ვარ, ხან - მაქ პურის ფული და იგრე.
- სადილი დროულად მაინც გაქვს? - ჰკითხა ცოლმა.
- ერთ-ორჯერ კი დავუცაცხანე და მერე ისწავლა ჭკუა, - მიუგო
ქმარმა. - უნდა დაუცაცხანო კიდეც, თუ დაიმსახურებს, თორემ ბო-
ლო წუთისთვის უყვარს ხოლმე საქმის მოტოვება.

559
ცოლმა რამდენიმე მითითება მისცა. მორელი ისე დაჰყურებდა
ცოლს, თითქოს საწოლზე ვიღაც უცხო ქალი იწვა, რომელსაც უც-
ნაურად ემორჩილებოდა და ლამის გაცქეულიყო გულგახეთქილი.
მისის მორელი ხვდებოდა, რომ ქმარს ასეთ მდგომარეობაში თვალ-
ში ეკლად ესობოდა და ერთი სული ჰქონდა, სადმე გადაკარგული-
ყო, თუმცა სიტუაცია აყოვნებდა, რაც ქალს კიდევ უფრო უმძიმებდა
გულს. მორელმა წარბები საცოდავად ასწია და მუშტები მუხლებზე
დაირტყა, რადგან უბედურების წინაშე უსუსურობის მოძალებულ
გრძნობას ვერ ერეოდა.
მისის მორელი ძალიან არ შეცვლილა. შეფილდში ორ თვეს დარ-
ჩა. შეიცვალა მხოლოდ მისი მდგომარეობა - საგრძნობლად გაუ-
არესდა. მაგრამ შინ წასვლა მოიწადინა. ენის უკვე შვილები ჰყავდა.
მისის მორელს კი სახლში სურდა დაბრუნება. ამიტომ ნოტინგემში
ძრავიანი მანქანა იქირავეს - მატარებლით მგზავრობა გაუჭირდე-
ბოდა - და ერთ მზიან დღეს წაიყვანეს. აგვისტო იყო. მშვენიერი
ამინდი იდგა და მოკრიალებული ცა თვალს ახარებდა. მაგრამ ამ
თბილი ამინდისა და მოკრიალებული ცის ფონზე ყველა ხედავდა,
რომ ქალი თვალსა და ხელშუა ეცლებოდათ. თუმცა, გასულ კვირებ-
თან შედარებით, მხიარულად იყო. ყველა იცინოდა და ლაპარაკობ-
და. - ენი, - წამოიძახა მისის მორელმა, - ქვაზე ხვლიკი გასრიალდა!
ისეთი მახვილი თვალი ჰქონდა, ისე იყო სიცოცხლით სავსე.
მორელმა იცოდა, ცოლი რომ უბრუნდებოდა. წინკარი ღია ჰქონ-
და. ყველა თითის წვერებზე დადიოდა. ლამის ნახევარმა ქუჩამ მო-
იყარა თავი. მანქანის ძრავას ხმამ ყველას ყურამდე მიაღწია. გაღი-
მებული მისის მორელი სახლისკენ მიუყვებოდა ქუჩას. - აბა ამათ
უყურე, ყველანი ჩემ სანახავად გამოსულან! - თქვა მან, - მაგრამ მათ
ადგილას მეც ასევე მოვიქცეოდი. როგორ გიკითხოთ, მისტერ მეთი-
უს? როგორ ბრძანდებით, მისტერ ჰარისონ? მისი ხმა ვერავინ გა-
560
იგონა, მაგრამ მოღიმარი სახე კი ყველამ დაინახა და თავი დაუქნია.
თუმცა ქალის სახეზე სიკვდილიც ყველამ გაარჩია, როგორც მერე
ითქვა. მათ ქუჩაზე მისის მორელის დაბრუნება ნამდვილ მოვლენად
იქცა.
მორელს მოუნდა, თვითონ შეეყვანა ცოლი სახლში, მაგრამ
წლებმა აღარ მისცა საშუალება. ართურმა დედა ისე აიტაცა, რო-
გორც ბავშვი. ერთ დიდ, ღრმა სკამზე დასვეს ბუხრის წინ, სადაც მი-
სი სავარძელი იდგა ხოლმე. როდესაც პლედი მოხსნეს, სკამზე კარ-
გად მოკალათდა და ერთი ყლუპი ბრენდიც დალია, ოთახს თვალი
მოავლო. - არ გეგონოს, შენი სახლი არ მომეწონა, ენი, - უთხრა ქა-
ლიშვილს, - მაგრამ ჩემს კერაზე დაბრუნება ყველაზე სასიამოვნოა.
ხმაჩახლეჩილი მორელი გაეპასუხა:
- შენი კერაა, ტურფავ, შენი!
მოახლე მინიმაც ჩაურთო:
- და ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა, ქალბატონო.
ბაღში ყვითელი მზესუმზირები ირხეოდა. მისის მორელმა ფან-
ჯრიდან გაიხედა. - ჩემი მზესუმზირები! - თქვა მან.

561
14. შვება

- ჰო, მართლა, - თქვა დოქტორმა ანსელმა იმ საღამოს, პოლ მო-


რელი შეფილდში რომ ჩავიდა, - საავადმყოფოში ერთი ნოტინგემე-
ლი კაცი გვიწევს ციებ-ცხელებით, დოუსი, და მგონი, ნათესავი არა-
ვინ ჰყავს. - ბაქსტერ დოუსი! - წამოიძახა პოლმა.
- ჰო, ეგ კაცი... არადა, ფიზიკურად ჯანზე უნდა იყოს. ბოლო დროს
უსიამოვნება შემთხვევია. იცნობთ?
- იმავე ფაბრიკაში მუშაობდა, სადაც მე.
- მართლა? იცნობთ? სულ უხასიათოდ არის, თორემ აქამდე გა-
მოკეთდებოდა. - მისი საშინაო პირობების შესახებ არაფერი ვიცი,
გარდა იმისა, რომ რაც ცოლს გაშორდა, მას მერე ფსკერისკენ ეშვე-
ბა. მაგრამ ჩემგან მოკითხვა გადაეცით, კარგი? უთხარით, მოვა და
მოგინახულებსო. ექიმთან შემდეგ შეხვედრაზე პოლმა იკითხა:
- დოუსი როგორ არის?
- მოკითხვა გადავეცი, - მიუგო მან, - მაგრამ უცნაურად შემომხე-
და. ამიტომ ვკითხე, ნოტინგემში ვინმე მორელს იცნობთ-მეთქი?
ისეთი მზერა გაუხდა, თითქოს, სადაცაა ყელში უნდა მცემოდა. მერე
ვუთხარი, როგორც ჩანს, მისი სახელი გეცნო-მეთქი და ისიც დავუ-
მატე, მალე ჩამოვა და გნახავს-მეთქი. რა უნდაო, ისე მკითხა, თით-
ქოს პოლიციელისგან გადამეცა მოკითხვა. - რა თქვა, მივიღებო? -
დაინტერესდა პოლი.
- არაფერი უთქვამს... არც ცუდი, არც კარგი... გულგრილი გამო-
მეტყველება მიიღო, - მიუგო ექიმმა.
- ნეტავ, რატომ?
- მეც ეგ მაინტერესებს. დღე და ღამე წევს და დარდიანობს. სიტ-
ყვას ვერ დააცდენინებ. - როგორ ფიქრობთ, ღირს, მოვინახულო?
- კი, რატომაც არა.
562
ეს ორი კაცი ერთგვარ ურთიერთკავშირს გრძნობდა, განსაკუთ-
რებით, ჩხუბის შემდეგ. მორელი გულის სიღრმეში არა მხოლოდ
დამნაშავედ მიიჩნევდა თავს მის მიმართ, არამედ პასუხისმგებლა-
დაც. ასეთ სულიერ მდგომარეობაში ბაქსტერ დოუსთან მტკივნეულ
სიახლოვესაც კი გრძნობდა, რომელიც თვითონაც რიგიანად ტან-
ჯავდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს უკიდურესი სიძულვი-
ლის ფონზე შეხვდნენ, მათ შორის მაინც ურყევი კავშირი დამყარდა.
პოლი დოქტორ ანსელის ბარათით გაემართა ინფექციური საავად-
მყოფოსკენ. ახალგაზრდა ირლანდიელმა მედდამ დოუსის პალატა-
ში შეიყვანა.
- მნახველი გყავს, ყვავო, - მიმართა პაციენტს.
დოუსი შემოტრიალდა და შემცბარს აღმოხდა:
- ჰა?
- ყვა! - დაიჯღანა მედდა, - მხოლოდ „ყვა-ყვა“ იცის! ერთი ჯენ-
ტლმენი მოგიყვანე. აბა, მადლობა გადამიხადე და წესიერი მანერე-
ბი გაიხსენე. დოუსმა მედდას მზერა მოაცილა და მუქი, ცოცხალი
თვალებით მოსულს შეხედა. შიშითა და უნდობლობით ავსებოდა
მზერა, რასაც ზედ სიძულვილი და ტკივილის განცდა ემატებოდა.
მორელმა თვალი თვალში გაუყარა და შეყოყმანდა. ორივე მათგანს
ერიდებოდა მომხდარის გამო.
- დოქტორმა ანსელმა მითხრა, ჩვენთან წევსო, - უთხრა მორელ-
მა და ხელი გაუწოდა. დოუსმა მექანიკურად ჩამოართვა ხელი.
- ჰოდა, ვიფიქრე, მოვინახულებ-მეთქი, - გაუბედავად განაგრძო
პოლმა. დოუსს ხმა არ ამოუღია, კედელს მიაჩერდა.
- თქვით „ყვა“! - ისევ დაიჯღანა მედდა, - ჰე, ყვავო, ერთი „ყვა“ რა
გაგიხდა! - როგორ არის ახლა, შეინიშნება გაუმჯობესება? - პოლმა
მედდას ჰკითხა. - უი, კი! მარტო წევს და თავის სიკვდილზე ფიქ-
რობს, - უპასუხა ირლანდიელმა ქალმა, - სიტყვის დაძვრას კი ჭირი-
563
ვით უფრთხის. - თქვენ კიდევ ხმის გამცემი გჭირდებათ, - პოლმა გა-
იცინა.
- ზუსტად! - აჰყვა მედდაც, - ორი ბებერი კაცი და ერთი პატარა ბი-
ჭუნა გვყავს, რომელიც სულ ტირის. მოსაწყენი სიტუაციაა. ვკვდები,
ისე მინდა ამ ყვანჩალას ხმა გავიგონო, მაგრამ ჩხავილის მეტი არა-
ფერი მაღირსა!
- ცუდად გქონიათ საქმე! - თქვა პოლმა.
- მაშა! - შეიფერა მედდამ.
- მგონი, ღმერთმა გამომგზავნა, - პოლმა ისევ გაიცინა.
- მაშა! პირდაპირ ციდან მოადინეთ ზღართანი! - მედდამაც გუ-
ლიანად გადაიკისკისა. ბოლოს ორი მამაკაცი ერთად დატოვა და
გავიდა. დოუსი გამხდარიყო და წინანდებურად ლამაზი ეთქმოდა,
მაგრამ სიცოცხლე ჩაჰქრობოდა. როგორც ექიმი ანსელი ამბობდა,
წევს და წრიალებს, გამოჯანმრთელებისკენ კი ნაბიჯს არ დგამსო.
თითქოს იმაზეც კი ღიზიანდებოდა, გული რატომ მიცემსო. - მძიმედ
იყავით? - ჰკითხა პოლმა.
დოუსმა მოულოდნელად შეხედა.
- შეფილდში რას აკეთებთ? - ჰკითხა პოლს.
- დედაჩემი ჩემს დასთან, თერსტონ-სტრიტზე იყო და ავად გახდა.
თქვენ რას აკეთებთ აქ? დოუსმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა.
- დიდი ხანია აქ ხართ? - ჰკითხა ისევ პოლმა.
- დღეების სათვალავი ამერია, - ბუზღუნით თქვა დოუსმა.
ისევ კედელს მიშტერებოდა, თითქოს თავს ირწმუნებდა, პოლ
მორელი უკვე წავიდაო. პოლმა იგრძნო, რომ ბრაზი ერეოდა.
- დოქტორმა ანსელმა მითხრა, აქ რომ იყავით, - ცივად თქვა. პა-
ციენტს ისევ არაფერი უთქვამს.
- მუცლის ტიფი საშინელი რამეა, - არ ეშვებოდა პოლი. უეცრად
დოუსმა ჰკითხა: - რისთვის მოხვედით?
564
- დოქტორმა ანსელმა მითხრა, არავინ ჰყავს მომკითხავიო და
მეც მოვედი. გყავთ ვინმე? - არავინ გამაჩნია, - მიუგო დოუსმა.
- როგორც ჩანს, არც თქვენ იკლავთ თავს სხვების მოკითხვით.
მორიგი დუმილი.
- მოკლედ, მალე დედაჩემს სახლში წავიყვანთ, - თქვა პოლმა. -
რა მოუვიდა? - დოუსმა ისე იკითხა, როგორც დაუძლურებული კაცი
დაინტერესდება ხოლმე სხვისი ავადმყოფობით. - კიბო აქვს.
მორიგი დუმილი.
- მაგრამ გვინდა, რომ შინ დავაბრუნოთ, - განაგრძო პოლმა, - ავ-
ტომანქანის დაქირავება დაგვჭირდება. დოუსი თითქოს ფიქრებში
წავიდა.
- თომას ჯორდანს რატომ არ ეთხოვებით? - ჰკითხა პოლს.
- ეგ პატარა მანქანაა, - თქვა პოლმა. დოუსი მუქი ფერის თვალებს
ახამხამებდა და ფიქრობდა. - ჯეკ პილკინგტონს ეთხოვეთ თქვენც,
უარს არ იტყვის. ხომ იცნობთ. - მგონი, დაქირავება მირჩევნია, -
უპასუხა პოლმა.
- სულელი ყოფილხართ, თუ მასე მოიქცევით, - თქვა დოუსმა.
ავადმყოფობისას გამხდარიყო, რაც ძალიან უხდებოდა. პოლს
შეეცოდა, რადგან ძალიან დაღლილი თვალებით იყურებოდა დო-
უსი. - აქ სამსახური იშოვეთ? - ჰკითხა პაციენტს.
- ორი დღის ჩამოსული ვიყავი, აქ რომ ამოვყავი თავი, - მიუგო
დოუსმა. - სანატორიუმში უნდა გადახვიდეთ, - ურჩია პოლმა.
დოუსს ისევ მოეღუშა სახე.
- არავითარ სანატორიუმში არ წავალ, - ხისტად თქვა.
- მამაჩემი სითორპში იყო თავის დროზე და მოეწონა. დოქტორი
ანსელი მიმართვას მოგცემდათ. დოუსი ისევ იწვა და ფიქრობდა. აშ-
კარა იყო, რომ სამყაროს თვალს ვეღარ უსწორებდა. - ზღვა ახლა

565
გარგებდათ, - უთხრა მორელმა, - ქვიშა მზით არის გამთბარი, ტალ-
ღებიც დაბალია. დოუსს არაფერი უთქვამს.
- ღმერთმანი! როცა იცი კაცმა, რომ ისევ გაივლი და იცურავებ,
რაღა უნდა გიჭამდეს გულს! - პოლმა დარდისგან თავი ვეღარ შეიკა-
ვა.
დოუსმა მორიდებით შეხედა. ეშინოდა ამქვეყნად ვინმეს მზერა
დაეჭირა. მაგრამ პოლის ხმაში გაჟღერებულმა სასოწარკვეთილე-
ბამ ცოტა შვება მოჰგვარა. - მძიმედ არის? - ჰკითხა ბოლოს.
- ცვილივით დნება, - უპასუხა პოლმა, - მაგრამ ხალისს არ კარ-
გავს... ყოჩაღად უჭირავს თავი! პოლმა ტუჩზე იკბინა და ერთ წუთში
წამოდგა.
- აბა, წავალ ახლა, - უთხრა ავადმყოფს, - ნახევარკრონიანს და-
გიტოვებთ. - არ მინდა, - გაისმა დოუსის ბუტბუტი. პოლს არაფერი
უთქვამს, მონეტა მაგიდაზე დადო. - აბა, ვეცდები, კიდევ შემოვირ-
ბინო, შეფილდში რომ დავბრუნდები. თუ სურვილი გექნებათ, ჩემი
სიძე შემოგივლით. პაიკროფტში მუშაობს. - არ ვიცნობ, - თქვა დო-
უსმა.
- კარგი ბიჭია. ვუთხრა, რომ მოგინახულოთ? გაზეთებსაც მოგი-
ტანდათ, რომ თვალი მაინც გადაავლოთ რამეს. დოუსს არაფერი
უთქვამს. პოლი წავიდა. დოუსის ნახვით გამოწვეულმა გრძნობამ
დათრგუნა და ცახცახი დააწყებინა.
ეს ამბავი დედამისისთვის არ უთქვამს, მაგრამ კლარას კი მეორე
დღესვე მოუყვა, სადილობისას. მართალია, ამ დროს ერთად აღარ
სეირნობდნენ, მაგრამ პოლმა სთხოვა, ციხესიმაგრის ეზოში გავია-
როთო. სეირნობის შემდეგ მზის გულზე აბზინებულ ნემსიწვერებსა
და ყვითელ კალცეოლარებს შორის დასხდნენ. კლარა დაძაბული
იჯდა, ნაწყენს ჰგავდა. - იცოდი, რომ ბაქსტერი ინფექციურში წევს

566
მუცლის ტიფით? - ჰკითხა პოლმა. ქალმა შემცბარი, ნაცრისფერი
თვალებით შეხედა და გაფითრდა. - არა, - ხმაში შიში შეეპარა.
- ახლა უკეთ არის. გუშინ ვინახულე... ექიმმა მითხრა, ინფექცი-
ურში წევსო. კლარას ელდა ეცა ამ ამბის გაგებაზე.
- ძალიან მძიმედ არის? - დამნაშავესავით იკითხა.
- იყო. ახლა მომჯობინებულია.
- რა გითხრა?
- არც არაფერი! უბრალოდ, უხასიათოდ ჩანს.
რა შორს იყვნენ ახლა ერთმანეთისგან. პოლმა ყველაფერი უამ-
ბო, რაც კი იცოდა. კლარა კრიჭაშეკრული იჯდა. მეორეჯერ, როდე-
საც სასეირნოდ გავიდნენ, პოლმა ხელკავი გაუყარა, თუმცა ქალმა
ხელი გამოაძვრინა და ოდნავ მოშორებით განაგრძო სიარული.
პოლს კი მისი ნუგეში ჰაერივით ესაჭიროებოდა.
- ცოტა თავაზიანად ვერ მომექცევი? - ჰკითხა პოლმა.
კლარას არაფერი უპასუხებია.
- რა ხდება? - ისევ ჰკითხა და მხარზე მოხვია ხელი.
- არა! - უთხრა კლარამ და მხარი გაითავისუფლა.
პოლი შეეშვა და ისევ ფიქრებმა წაიღო.
- ბაქსტერის ამბავი გადარდებს? - ბოლოს ისევ პოლმა სცადა სა-
უბრის დაწყება. - საშინლად მოვექეცი! - თქვა კლარამ.
- მეც არაერთხელ მითქვამს, ცუდად მოექეცი-მეთქი, - მიუგო
პოლმა. ამ სიტყვა-პასუხმა ორივე ერთმანეთის მიმართ ცუდად გა-
ნაწყო და ისევ თავ-თავიანთ საფიქრალს დაუბრუნდნენ. - მე მას... მე
მას ცუდად მოვექეცი, - თქვა კლარამ, - ახლა კი შენ მექცევი ცუდად.
ახია ჩემზე.
- მე რატომ გექცევი ცუდად? - გაუკვირდა პოლს.
- ახია-მეთქი ჩემზე. მისი ფასი მე ვერ გავიგე და შენ კიდევ ჩემ
ფასს ვერ იგებ. მაგრამ ჩემზე კი ნამდვილად ახია. მას ათასჯერ უფ-
567
რო მეტად ვუყვარდი, ვიდრე შენ გიყვარვარ. - არ უყვარდი! - შეედა-
ვა პოლი.
- ვუყვარდი! სხვა თუ არაფერი, პატივს მაინც მცემდა, რაც შენგან
არასდროს მღირსებია. - პატივს გცემდა?! კი, აბა, თან გყვებოდა! -
პოლი გაღიზიანდა. - დიახაც! მე კი საშინლად მოვექეცი... მშვენივ-
რად ვხვდები ჩემ საქციელს! ეს შენგან ვისწავლე. დიახ, ათასჯერ უფ-
რო ძლიერად ვუყვარდი, ვიდრე შენ. - კარგი, - თქვა პოლმა.
პოლს მხოლოდ ერთი რამ სურდა: თავი დაენებებინა კლარას.
თავისი გასაჭირიც ჰყოფნიდა. კლარა ახლა მხოლოდ აწვალებდა
და ძალას აცლიდა. როდესაც გამოეთხოვა, სინანულის გრძნობა არ
გასჩენია.
კლარამ პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა და ქმრის სანა-
ხავად შეფილდში გაემგზავრა. შეხვედრა წარმატებული არ აღმოჩ-
ნდა. თუმცა ყვავილები, ხილი და ცოტაოდენი ფული მაინც დაუტოვა.
მისი დაბრუნება სურდა. არა, სიყვარულით არ ჰყვარებია. როდესაც
საწოლში მყოფს უყურებდა, სიყვარულის სითბო არ ჩაღვრია გულ-
ში. უბრალოდ, ქედის მოდრეკა, მუხლის მოყრა სურდა მის წინაშე.
თავგანწირვის სურვილი დაეუფლა. ბოლოს და ბოლოს, პოლ მო-
რელს ხომ ვერ შეაყვარა თავი. მორალურად იყო შეშინებული. და-
ნაშაულის გამოსყიდვა სურდა. ამიტომაც დაიჩოქა დოუსის საწოლ-
თან და ამან სიამოვნება მოჰგვარა. თუმცა კი მათ შორის მანძილი
დიდი - ძალიან დიდიც კი - იყო. ამან დოუსი შეაშინა. კლარას კი ამის
აღქმა ესიამოვნა. გაუხარდა, რომ გადაულახავი უფსკრულის მეორე
მხრიდან ემსახურებოდა. უკვე სიამაყესაც გრძნობდა.
პოლ მორელი კიდევ ორჯერ მივიდა დოუსის მოსანახულებლად.
სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ ამ ორ მამაკაცს შორის
ლამის ერთგვარი მეგობრობა დამყარდა. თუმცა არც ერთ მათგანს
არ უხსენებია იმ ქალის სახელი, რომელიც მათ შორის იდგა. მისის
568
მორელის მდგომარეობა კი დროთა განმავლობაში უარესდებოდა.
თავიდან ქვედა სართულზე ჩაჰყავდათ ხოლმე, ზოგჯერ ბაღშიც გაჰ-
ყავდათ. ქალი სავარძელში იჯდა, საზურგეს ეყუდებოდა და ლამა-
ზად იღიმებოდა. საქორწილო ოქროს ბეჭედი გაფითრებულ თითზე
უბზინავდა; თმა საგულდაგულოდ ჰქონდა დავარცხნილი. უყურებ-
და, როგორ ჩაიყვავილა მზესუმზირამ, ქრიზანთემა და გეორგინა კი
გაიშალა. პოლს თითქოს გაურბოდა - იმავეს აკეთებდა პოლიც.
ორივემ იცოდა, რომ გერტრუდი კვდებოდა. მაგრამ ორივე ხალისი-
ან განწყობას ინარჩუნებდა. ყოველდილა, როგორც კი ადგებოდა,
საღამურებითვე გადიოდა დედის ოთახში. - კარგად გეძინა, ძვირფა-
სო დედიკო? - ეკითხებოდა.
- კი, - პასუხობდა დედაც.
- მართლა კარგად, დე?
- კი, კარგად!
პოლი ხვდებოდა, რომ დედამისს მთელი ღამე თეთრად გაეთენე-
ბინა. ტკივილს გვერდზე ხელის დაჭერით უმკლავდებოდა, რაც საბ-
ნის ქვეშაც კი ჩანდა. - ძალიან გაწუხებს? - ეკითხებოდა პოლი.
- არა. ცოტათი წამომტკივდა, დიდი არაფერი.
და მისის მორელი ძველებურად სრუტუნს მოჰყვებოდა ხოლმე.
საწოლში მწოლიარე გოგოსავით გამოიყურებოდა. ცისფერ თვა-
ლებს არ აცილებდა შვილს. მაგრამ თვალების ქვეშ ჩაშავებული
უპეები მტკივნეულად ამოსივებოდა, რომელთა დანახვაც პოლს
გულს უწვავდა. - მზიანი დღეა, - უთხრა დედას.
- ლამაზი დღეა.
- გინდა, ქვემოთ ჩაგიყვანო?
- ვნახოთ.
პოლმა სამზარეულოში ჩაირბინა საუზმის ამოსატანად. მთელი
დღე მხოლოდ დედაზე ფიქრობდა. ეს ტკივილი არ უნელდებოდა და
569
გონებას უბინდავდა. მოსაღამოვებულზე შინ რომ მივიდა, სამზა-
რეულოს ფანჯრიდან ოთახში შეიხედა. დედა იქ არ დაუხვდა; ესე
იგი, არ ამდგარაო, გაიფიქრა. კიბე სხარტად აირბინა და აკოცა. ეში-
ნოდა ეკითხა:
- დღეს არ ამდგარხარ, მტრედო?
- არა, - თქვა ქალმა, - მორფინმა მთლად დამქანცა.
- მგონი, ზედმეტად მაღალი დოზა გაქვს გამოწერილი, - უთხრა
პოლმა. - მეც ეგრე მგონია, - დაეთანხმა დედა.
პოლი საცოდავად ჩამოუჯდა საწოლზე. მისის მორელი ბავშვი-
ვით ცალ გვერდზე იწვა და მოკუნტულიყო. ყურის თავზე ჭაღარა თმა
ჩამოშლოდა. - არ გაწუხებს? - ჰკითხა პოლმა და უკან გადაუწია.
- მაწუხებდა, - თქვა ქალმა.
პოლმა ახლოდან დახედა. დედის თვალები, გოგოსავით ცოცხა-
ლი და ცისფერი, მის ლურჯ თვალებს უღიმოდა, თბილად, ნაზად, მო-
სიყვარულედ. პოლმა ამ მზერას ვერ გაუძლო და შიშმა და ტკივილ-
მა ლამის აგონიაში ჩააგდო. - მოდი, თმას დაგიწნავ, - უთხრა პოლ-
მა, - მშვიდად იწექი.
ვაჟი თავთან დაუდგა, თმა გაუშალა და დავარცხნა. თმა გრძელ
რუხ-წაბლისფერ აბრეშუმს უგავდა. თავი მხრებში ჩაერგო. პოლი
რბილად უვარცხნიდა და უწნავდა თმას, ტუჩზე კბილს აჭერდა და უც-
ნაური შეგრძნება ჰქონდა. იმდენად არარეალურად ეჩვენებოდა ეს
ყველაფერი, რომ ვერაფერს მიმხვდარიყო. საღამოობით ხშირად
დედის ოთახში მუშაობდა და შიგადაშიგ გაიხედავდა ხოლმე საწო-
ლისკენ. რამდენჯერ დაუჭერია ცისფერი თვალების მიშტერებული
მზერა. თვითონ კი მექანიკურად მუშაობდა და სრულიად გაუცნო-
ბიერებლად ქმნიდა ულამაზეს ტილოებს. ზოგჯერ დედის ოთახში
ფერმიხდილი და მშვიდი შედიოდა, მზერა კი ისეთი ჰქონდა, თით-

570
ქოს გატრეტილი მთვრალი იყო. ორივეს შიშს ჰგვრიდა, მათ შორის
არსებული საბურველი რომ იხეოდა თვალსა და ხელს შუა.
ასეთ დროს მისის მორელი თავს აჩვენებდა შვილს, კარგად ვა-
რო, მხიარულად მასლაათობდა, სრულიად უინტერესო ამბების მი-
მართ ყურადღებას იჩენდა და ისეთ რამეზე შეიცხადებდა ხოლმე,
რაზეც უწინ წუთსაც კი არ დახარჯავდა საფიქრალად. ეს კი იმიტომ
ხდებოდა, რომ დედა-შვილი, ორივე, ისეთ დღეში იყო, სისულელეე-
ბით თუ არ შეიქცევდა თავს, ნამდვილ პრობლემას პირისპირ შეეჩე-
ხებოდა და აი, იქ მოეღებოდა კიდეც პიროვნულად ბოლო. ორივეს
ეშინოდა, ამიტომაც ხალისით ეკიდებოდნენ მოვლენებს და ცდი-
ლობდნენ, ღიმილი არ მოეშორებინათ სახიდან.
პოლი ზოგჯერ, როდესაც მწოლიარე დედას უყურებდა, ხვდებო-
და, რომ ქალი წარსულზე ფიქრობდა. მისის მორელს პირი მოკუმუ-
ლი ჰქონდა. თავი უდრეკად ეჭირა, გულში ქვითინებდა, თუმცა პი-
რიდან ერთი წამოკვნესაც არ დასცდენია, მიუხედავად იმისა, რომ
კარს მომდგარ სიკვდილს უკვე ზღურბლზე ხედავდა. პოლს არას-
დროს დავიწყებია დედის ჯიუტად მოკუმული პირი და მარტოსულო-
ბით დაღდასმული სახე, რომელიც კვირიდან კვირამდე არ იცვლე-
ბოდა. ზოგჯერ, როცა მდგომარეობა უმსუბუქდებოდა, ქმარზე ჩამო-
აგდებდა ხოლმე სიტყვას. მაგრამ მერე მთლად მოიძულა მისი სახ-
სენებელი. ვერაფრით აპატია. იმასაც კი ვერ იტანდა, უოლტერი
ოთახში რომ შედიოდა. რამდენიმე მოგონება ისე მძიმე ტვირთად
აწვა გულზე, რომ ვეღარ მოითმინა და პოლს გაანდო.
პოლი გრძნობდა, რომ ცხოვრება თავზე ემხობოდა, მის შიგნით-
ვე იქცეოდა ნაწილ-ნაწილ. ხშირად ანაზდად წასკდომია ცრემლი.
სადგურისკენ რომ გარბოდა, მაშინაც კი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა
ლოყებზე და ტროტუარზე ეცემოდა. ხშირად საქმესაც ვერ უდებდა
გულს. კალამი ხელში უშეშდებოდა და წერაზე უარს უცხადებდა. იჯ-
571
და გაშტერებული, თითქოს ამ სამყაროს გათიშვიაო. როდესაც გონ-
ზე მოდიოდა, თავს ცუდად გრძნობდა, ხელ-ფეხი უკანკალებდა და
ძალა ელეოდა. რა მჭირსო, ეს კითხვა არასდროს გასჩენია. გონე-
ბაც არასდროს დაუძაბავს გასაანალიზებლად და მისახვედრად. უბ-
რალოდ, ნებდებოდა და იჯდა თვალდახუჭული, მოსახდენი მოხდე-
სო. დედამისიც ზუსტად მასე იქცეოდა. ტკივილითა და მორფინით
გატანჯულს მხოლოდ ის აფიქრებდა, გამითენდება თუ არა ხვალინ-
დელი დღეო. თუმცა საკუთრივ სიკვდილზე ნაკლებად ფიქრობდა,
რადგან მის მოახლოებას ისედაც გრძნობდა. ამ მდგომარეობასთან
არც ქედის მოდრეკას აპირებდა, არც შერიგებას. კრიჭაშეკრულსა
და თვალდახუჭულს თითქოს კარი იხმობდა თავისთან. გადიოდა
დღეები, კვირები, თვეები. ზოგჯერ, თუკი მზიანი დღე იდგა, მისი გუ-
ლი ხალისით ივსებოდა. - ვცდილობ, იმ ბედნიერ დროზე ვიფიქრო,
მეიბლთორპში, რობინ ჰუდის ჭასა და შენკლინში რომ ვიყავით, -
თქვა ერთხელ მისის მორელმა, - ბოლოს და ბოლოს, ყველას ხომ
არ უნახავს ეს მშვენიერი ადგილები. არადა, რა ლამაზი იყო! სულ
ასეთ რამეებზე ვცდილობ ფიქრს, სხვა რამით კი გონებას არც ვიღ-
ლი.
ამ წინადადებების შემდეგ იმ საღამოს სიტყვა აღარ უთქვამს. არც
პოლს. ერთად იყვნენ - შემართულნი, ჯიუტნი, მდუმარენი. პოლი და-
საძინებლად თავის ოთახში წავიდა, მაგრამ დერეფანში გასული
დამბლადაცემულივით გაშეშდა. გონება დაკარგა. შინაგანად ულ-
მობელი ქარიშხალი დაუტრიალდა. მორჩილად იდგა და კითხვაც კი
არ უჩნდებოდა. მეორე დილით ორივე ნორმალურად გრძნობდა
თავს, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მისის მორელს მორფინის გამო
სახეზე რუხი ფერი ედო, ტანი კი, მისთვის რომ გეკითხათ, ნაცარტუ-
ტად ქცეოდა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ორივე მხნედ იყო.
ხშირად, როდესაც სახლში ენი და ართურიც იყვნენ, პოლი დედას
572
თითქოს ვერ ამჩნევდა. კლარასაც იშვიათად ხვდებოდა. ახლა მეტ-
წილად მამაკაცების გარემოცვაში ატარებდა დროს. წინანდებურად
სხარტი, აქტიური და გამოცოცხლებული ეთქმოდა, მაგრამ უცებ
ფითრდებოდა, სახეზე შიში ესახებოდა და ასეთ დროს მეგობრებიც
ეჭვის თვალით უწყებდნენ ყურებას. ზოგჯერ კლარასთანაც შეივლი-
და, მაგრამ ქალი ცივად ხვდებოდა. - მიმიღე, - ასე მარტივად მიმარ-
თავდა პოლი.
ბოლოს ქალიც თანხმდებოდა. მაგრამ ეშინოდა კიდეც. როდესაც
ჟინს მოიკლავდნენ, კლარა ისე შორს იჭერდა მისგან თავს, თითქოს
რაღაც არაბუნებრივი ჩაედინათ. ნელ-ნელა პოლისადმი შიშის
გრძნობა უჩნდებოდა. პოლი კი უცნაურად მშვიდი ჩანდა. კლარას
შიში ეუფლებოდა იმ კაცის მიმართ, რომელიც იმ წუთებში მის გვერ-
დით არ იყო და ამ მოჩვენებითი საყვარლის მიღმა იმალებოდა. ეს
გრძნობა აწუხებდა. პოლს უკვე ისე წარმოიდგენდა, როგორც ცივ-
სისხლიან დამნაშავეს. პოლს კლარა სურდა... ჰყავდა კიდეც ვნების
წუთებში, ქალს კი ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ასეთ დროს სიკ-
ვდილის კლანჭებში იყო მოქცეული. გულგახეთქილი იწვა. გვერ-
დით ხომ მოყვარული კაცი არ ეწვა. ლამის შესძულებოდა ამის გა-
მო. მერე სინაზის შეტევა იწყებოდა, მაგრამ პოლისკენ გულის მობ-
რუნებას მაინც ვერ ბედავდა. დოუსი უკვე კოლონელ სილის სანა-
ტორიუმში იყო გადასული ნოტინგემთან ახლოს. შიგადაშიგ პოლი
მის სანახავად დადიოდა, კლარა - იშვიათად. მამაკაცებს შორის ძა-
ლიან თავისებური მეგობრობა ყალიბდებოდა. დოუსმა, რომლის
გამოჯანმრთელების პროცესიც ძალიან ნელა მიმდინარეობდა და
ჯერ კიდევ სუსტად იყო, თითქოს პოლ მორელს მიანდო თავი. ნოემ-
ბრის დამდეგს კლარამ პოლს შეახსენა, ჩემი დაბადების დღეაო. -
კინაღამ დამავიწყდა, - თქვა პოლმა.
- მე ვიტყოდი, სრულიად დაგავიწყდა, - გაწყრა კლარა.
573
- არა. შაბათ-კვირას ზღვაზე წავიდეთ?
წავიდნენ. გასვლისას ცუდი ამინდი იდგა, ციოდა. კლარა პოლის-
გან ელოდა სითბოსა და სინაზეს, პოლი კი ძლივს ამჩნევდა ქალს
გვერდით. კაცი მატარებლის ვაგონში იჯდა, გარეთ იყურებოდა და
მყისვე კრთებოდა, როგორც კი კლარა რამეს ეტყოდა. ისე, კონკრე-
ტულად არც არაფერზე ფიქრობდა. თითქოს ირგვლივ არაფერი არ-
სებობდა. კლარამ მის გონებამდე მიღწევა სცადა.
- რა იყო, ძვირფასო? - ჰკითხა კლარამ.
- არაფერი! - თქვა პოლმა, - ამ ქარის წისქვილების ფრთები რა
ერთფეროვნად გამოიყურება, არა? პოლმა ხელი მოჰკიდა. არც სა-
უბრის თავი ჰქონდა, არც - ფიქრის. უბრალოდ, ასე ხელმოკიდებუ-
ლი რომ ეჯდა გვერდით კლარა, მყუდროდ გრძნობდა თავს. ქალი კი
უკმაყოფილო და საბრალო იყო. ფიქრობდა, პოლი ჩემ გვერდით
მხოლოდ ფიზიკურად ზის, ესე იგი, მისთვის არარაობა ვარო. უკვე
საღამოს ქვიშის დიუნებს შუა ისხდნენ და შავ, მძიმე ზღვას გასცქე-
როდნენ. - დედა არასოდეს დანებდება, - თქვა პოლმა მშვიდად.
კლარას გული მოეწურა.
- არა, - დაეთანხმა თვითონაც.
- სხვადასხვაგვარად შეიძლება გარდაცვალება. მამაჩემის სანა-
თესაო მშიშარაა. როდესაც სიკვდილი მიუკაკუნებს კარს, გეგონება,
სასაკლაოზე მირეკილი საქონელიაო, ისე ფრთხება ყველა. აი, დე-
დაჩემის მხარის ხალხს კი უნდა უჯიკო, ნაბიჯი რომ გადადგას. ისეთი
ჯიუტები არიან, სიკვდილსაც კი არ ეპუებიან.
- ჰო, - თქვა კლარამ.
- ამიტომაც არ მოკვდება. ვერ მოკვდება. მისტერ რენშოუმ,
მღვდელმა, შემოიარა ამას წინათ. დაფიქრდი! - უთხრა დედაჩემს, -
იმქვეყნად შენი დედ-მამა, დები და ვაჟი გეყოლებიანო; დედამ კი მი-
უგო, მათ გარეშე იმდენი ხანი გავძელი, რომ კიდევ კარგა ხანს არ
574
მოვიკითხავ. ახლა ცოცხლები მინდა, მკვდრები კი არაო. მოკლედ,
უნდა სიცოცხლე და ვერ შეედავები. - ოჰ, რა საშინელებაა! - შეიცხა-
და კლარამ და მეტი ვეღარაფერი თქვა. - და როცა მიყურებს, ვხვდე-
ბი, რომ ჩემთან დარჩენა უნდა, - მონოტონურად განაგრძო. - იმხე-
ლა ნებისყოფას ავლენს, რომ მეჩვენება, არასოდეს წავა-მეთქი...
არასოდეს! - ნუ ფიქრობ მაგაზე! - ვედრება კივილში გადაუვიდა.
- არადა მორწმუნე იყო... ახლაც სწამს... მაგრამ რა ხეირი. უბრა-
ლოდ, არ ნებდება. ხუთშაბათს ვეუბნები, დედა, თუ სიკვდილი მიწე-
რია, დაე, მოვკვდე-მეთქი და იცი რა მითხრა? გგონია, მე კი არ მინ-
და სიკვდილიო? გგონია, მაშინ კვდები კაცი, როცა გინდაო? ხმა წა-
უვიდა. არ ტიროდა, უბრალოდ, როდესაც ისევ განაგრძო საუბარი,
ხმა მონოტონური გაუხდა. კლარას გაქცევა მოუნდა. ირგვლივ მი-
მოიხედა. მხოლოდ შავი ნაპირი ჰყვებოდა ტალღების ხმაურს და კუ-
ნაპეტი ცა დაჰყურებდა. თავზარდაცემული წამოხტა. სინათლეში,
ხალხში უნდოდა. პოლი კი თავჩაქინდრული იჯდა და ნაკვთიც კი არ
უტოკდებოდა. - არ მინდა, რომ ჭამოს, - თქვა პოლმა, - ეს თვითონაც
იცის. როდესაც ვეკითხები, რამეს ხომ არ შეჭამ-მეთქი, ეშინია, რომ
პირდაპირ მითხრას, კიო. ერთ ფინჯან ბენგერს74 დავლევო, მხო-
ლოდ ამას ამბობს. ეს ხომ ძალას შეგმატებს-მეთქი, ვეუბნები. კიო,
ლამის ყვირილზე გადადის, თუ რამე არ შევჭამე, შიგნიდან მღრღნის
ეს ოხერი და ვეღარ ვუძლებო. ამიტომაც მივდივარ და ვუმზადებ
საკვებს. ეს ოხერი კიბო ღრღნის შიგნიდან. ნეტავ მოკვდებოდეს! -
წამოდი! - უხეშად უთხრა კლარამ, - მე მივდივარ.
პოლი ბნელი, ქვიშიანი ადგილიდან გაჰყვა ქალს. არა, მისკენ სუ-
ლაც არ მიდიოდა. ვერც კი ამჩნევდა მის არსებობას. კლარას კი მი-
სი ეშინოდა და გულარძნილი უყურებდა. ნოტინგემიდან იმავენაირ

74
ბენგერი - საკვების ფხვნილი, რომელიც იხსნება წყალში და ორგანიზმის საერ-
თო მდგომარეობას აძლიერებს.
575
უჟმურ ხასიათზე დაბრუნდნენ. პოლი სულ დაკავებული იყო საქმით,
სულ რაღაცას აკეთებდა, სულ სადღაც მიეჩქარებოდა ან ერთი მე-
გობრისგან წამოსული მეორესთან მიიჩქაროდა.
ორშაბათს ბაქსტერ დოუსის სანახავად წავიდა. უსიცოცხლო და
ფერმიხდილი სახით წამოდგა ავადმყოფი, რომ შემოსულისთვის ხე-
ლი ჩამოერთმია, თან მეორით სკამს დაეყრდნო. - ნუ ადგები, - უთ-
ხრა პოლმა შინაურულად.
დოუსი მძიმედ დაჯდა და პოლ მორელს იჭვნეული მზერა მიაპ-
ყრო. - რას ხარჯავ ჩემზე დროს, - უთხრა მოსულს, - საქმე გამოგლე-
ვია, ეტყობა. - მოსვლა მომინდა, - უბრალოდ თქვა პოლმა, - აი,
ტკბილეული მოგიტანე! ავადმყოფმა ნუგბარი გვერდზე გადადო.
- შაბათ-კვირას არ გამოვიდა, - ამოიოხრა მოსულმა.
- დედა როგორ გყავს? - ჰკითხა დოუსმა.
- უკეთესობა არ არის.
- ვიფიქრე, უარესად ხომ არ გახდა-მეთქი, რომ არ მოხვედი კვი-
რას. - სკეგნესში ვიყავი, - თქვა პოლმა, - გულის გადაყოლება მინ-
დოდა. დოუსმა მუქი ფერის თვალებით შეხედა. ამბის გაგრძელების
მოსმენა სურდა, თუმცა კითხვა ვერ გაებედა, იმედი ჰქონდა, თვი-
თონ დაასრულებსო.
- კლარასთან ერთად ვიყავი, - ამცნო მნახველმა.
- მასეც ვიცოდი, - მშვიდად თქვა დოუსმა.
- დიდი ხნის წინ დავპირდი.
- თქვენი საქმისა თქვენ იცით, - ჩაილაპარაკა დოუსმა.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კლარა ასე მკაფიოდ ახსე-
ნეს. - არა, - ნელა განაგრძო პოლმა, - ჩემით დაიღალა. დოუსმა ისევ
შეხედა. - აგვისტოდან მოვბეზრდი, - დააკონკრეტა პოლ მორელმა.
მათ შორის სიმშვიდემ დაისადგურა. პოლმა შაშის თამაში შესთა-
ვაზა. უხმოდ თამაშობდნენ. - როდესაც დედა გარდაიცვლება, საზ-
576
ღვარგარეთ წავალ, - განაგრძო პოლმა. - საზღვარგარეთ! - გაიმეო-
რა დოუსმა.
- ჰო; თუმცა რას ვიზამ, მაგაზე არც კი ვფიქრობ.
თამაში განაგრძეს. დოუსი იგებდა.
- ხელახლა მომიწევს ყველაფრის დაწყება, - თქვა პოლმა, - შენი
არ იყოს. დოუსს ერთ-ერთი ქვა მოუკლა.
- არ ვიცი, სად დავიწყო და რა ვაკეთო, - თქვა დოუსმა.
- თავისით გაირკვევა ყველაფერი, - დააიმედა მორელმა, -
მთლად ყველაფრის გაკეთებაც არ ივარგებს... სულ ცოტა... არა, არ
ვიცი. ტოფი75 მომაწოდე, რა. პაციენტი და მნახველი ტკბილეულის
ჭამას შეუდგნენ და შაშში მეორე ხელიც დაიწყეს. - ტუჩზე ნაიარევი
საიდან გაქვს? - ჰკითხა დოუსმა.
პოლმა ზიზღით მიიდო პირზე ხელი და ბაღს გახედა.
- ველოსიპედიდან გადმოვვარდი, - თქვა უხალისოდ.
დოუსმა ათრთოლებული ხელით გასწია ქვა.
- მაშინ არ უნდა დაგეცინა ჩემთვის, - დაბალი ხმით შენიშნა. - რო-
დის?
- იმ ღამეს, ვუდბორო-როუდზე, ერთად რომ მიდიოდით... მხარზე
რომ გქონდა ხელი მოხვეული. - არასდროს დამიცინიხარ, - თავი
იმართლა პოლმა.
დოუსმა შაშის ქვას თითები მოუჭირა. - სანამ გვერდით არ ჩამი-
არე, არც კი შემიმჩნევიხარ, - უთხრა დოუსს.
- მე კიდევ მაგან გამახელა, - დაბალი ხმით თქვა ბაქსტერმა.
პოლმა კანფეტი აიღო.
- დაცინვით არ დამიცინია, ალბათ, უბრალოდ, ვიცინოდი.
თამაში დაასრულეს.

75
ტოფი - კანფეტის სახეობა.
577
იმ ღამით პოლი ნოტინგემიდან შინ, დროის მოსაკლავად, ფეხით
გაეშურა. ბულველის თავზე კაშკაშა წითელ ლაქებად გავარვარებუ-
ლი ღუმლები მოჩანდა. შავი ღრუბელი არემარეს დაბალ ჭერად ეწ-
ვა. ათი მილი გაიარა ორ შავ დონეს - ცასა და მიწას - შორის და ეგო-
ნა, ცხოვრებიდან მივდივარო. მაგრამ გზის ბოლოს ისევ ავადმყო-
ფის ოთახი ელოდა. რაც უნდა ევლო ამქვეყნად, დანიშნულების ბო-
ლო წერტილს მაინც ეს ოთახი წარმოადგენდა. სახლში მისვლისას
დაღლილი არ იყო, ყოველ შემთხვევაში, დაღლილობას ვერ
გრძნობდა. მინდვრიდანვე დაინახა დედის ოთახის ფანჯრაში აგუზ-
გუზებული ბუხრის მეწამული შუქი. - როდესაც გარდაიცვლება, -
თქვა თავისთვის, - ეს ცეცხლიც ჩაქრება. ფეხზე ჩუმად გაიხადა და
კიბეზე აიპარა. დედამისის კარი ყურთამდე ღია იყო, რადგან ჯერ კი-
დევ მარტოს ეძინა. ცეცხლის ანაშუქი კიბემდე აღწევდა. დედამისის
ოთახთან ფეხაკრეფით მივიდა.
- პოლ! - გაისმა მისის მორელის ჩურჩული.
პოლს გულმა რეჩხი უყო. ოთახში შევიდა და საწოლზე ჩამოუჯდა.
- როგორ დაგაგვიანდა! - მიკნავლებული ხმით თქვა ქალმა.
- არც ისე, - მიუგო პოლმა.
- რომელი საათია? - სევდიანად, უსასოოდ იკითხა.
- თერთმეტი დაიწყო.
პოლმა იცრუა, რადგან პირველი ხდებოდა.
- ოჰ! - ამოიოხრა ქალმა, - მეგონა, შუაღამეა-მეთქი.
პოლი მშვენივრად ხვდებოდა დედამისის დაუსრულებელ ტან-
ჯვას ღამის საათებში. - ვერ იძინებ, ჩემო მტრედო? - ჰკითხა დედას.
- ვერა, - ამოიკვნესა ქალმა.
- ეგ არაფერი, პატარავ! - დაუყვავა პოლმა, - ეგ არაფერი, გენაც-
ვალე. ნახევარ საათს არ მოგცილდები, იქნებ ამან შვება მოგგვა-
როს. საწოლზე ეჯდა და წარბებზე, თვალებსა და შუბლზე ეფრებოდა
578
- რიტმულად უსვამდა თითის წვერებს, მეორე ხელით კი მისი თითე-
ბი ეჭირა. ისეთი სიჩუმე იდგა, მეზობელ ოთახებში მძინარეთა
ფშვინვაც კი ისმოდა.
- ახლა კი, წადი, დაწექი, - დაიჩურჩულა სიყვარულითა და ალერ-
სით გარემოცულმა ქალმა. - შენც დაიძინებ? - ჰკითხა პოლმა.
- მგონი, კი.
- ხომ უკეთ გრძნობ თავს, ჩემო ცეროდენა?
- კი, - ისე თქვა ქალმა, როგორც გაბუტულმა ბავშვმა, მოფერებით
ბოლომდე რომ ვერ იჯერა გული.
გადიოდა დღეები, კვირები. პოლი კლარას ათასში ერთხელ ნა-
ხულობდა. არადა ისე უსუსურად გრძნობდა თავს, რომ ხან ვისთან
ცდილობდა სასოების პოვნას და ხან - ვისთან, თუმცა ამაოდ. მირი-
ამმა სინაზით აღსავსე წერილი გაუგზავნა. პოლი მის სანახავად წა-
ვიდა. ახალგაზრდა ქალს გული ეტკინა, როდესაც გაფითრებული და
გაძვალტყავებული პოლი დაინახა. კაცს თვალები ამოშავებოდა და
გამძვინვარებული მზერა ჰქონდა. მირიამს ისე დაუმძიმა ტკივილმა
გული, რომ ლამის სუნთქვა გაუჭირდა. - როგორ არის? - ჰკითხა მი-
რიამმა.
- ისევ ისე... ისევ ისე! - მიუგო ყოფილმა შეყვარებულმა, - ექიმი
ამბობს, დიდხანს ვერ გაატანსო, მაგრამ ვიცი, რომ შობამდე არსად
წავა. მირიამს გააჟრჟოლა. პოლი მიიხუტა, მკერდზე თავი მიადები-
ნა. აკოცა და აკოცა. პოლი მინებდა, მაგრამ წამების ფასად. მირიამს
ხომ მისი აგონიის დაოკება არ შეეძლო. ტკივილი არ ქრებოდა. მი-
რიამმა სახე დაუკოცნა და სისხლი აუჩქროლა, მაგრამ სული მოახ-
ლოებული აღსასრულის განცდით ედაგებოდა. მირიამმა იმდენი
კოცნა და ეფერა, სანამ პოლისთვის გაუსაძლისი არ გახდა მოძალე-
ბული ვნება და უცებ უკან დაიხია. ახლა ეს ნამდვილად არ სურდა.
მირიამს კი ეგონა, რომ ჟინის დაცხრობით ტკივილსაც დაუცხრობ-
579
და. დეკემბერმა ზამთართან ერთად თოვლიც მოიტანა. პოლი ძირი-
თადად შინ იყო ხოლმე. მისის მორელისთვის მომვლელის დასაქი-
რავებლად საშუალება არ ჰქონდა. ენი ჩამოვიდა დედის მისახედად.
სამრევლო მომვლელი ქალი, რომელიც მორელებს ძალიან უყვარ-
დათ, დილა-საღამოს ავადმყოფის სანახავად დადიოდა. პოლი ენის
დედის მოვლაში ეხმარებოდა. საღამოობით, მეგობრები რომ მოვი-
დოდნენ, სამზარეულოში იკრიბებოდნენ და ბევრს იცინოდნენ. ეს,
უბრალოდ, რეაქცია იყო. პოლის შემხედვარეს ყველას ეცინებოდა,
ენი კი მხოლოდ ღიმილს იწვევდა. ყველანი ცრემლებამდე იცინოდ-
ნენ და სიცილის შეკავებას ცდილობდნენ. მისის მორელს კი, სიბნე-
ლეში სულ მარტო რომ იწვა, მშვენივრად ესმოდა მხიარულების ხმა
და, სიმწრის მიუხედავად, შვებას გრძნობდა. პოლი ფრთხილად ავი-
და კიბეზე, დამნაშავის სახით, ხმაურმა ხომ არ შეაწუხაო. - ცოტა რძე
ხომ არ ამოგიტანო? - ჰკითხა დედას.
- სულ ცოტა, - ნაღვლიანად თქვა ქალმა.
პოლმა რძეში წყალიც გაურია, რომ არ მოეძლიერებინა ავად-
მყოფი, მიუხედავად იმისა, რომ დედა სიცოცხლეს ერჩია.
მისის მორელს ყოველღამე მორფინს უკეთებდნენ, რაც გულის
რიტმს ურღვევდა. ენის დედის გვერდით ეძინა. პოლი უთენია შე-
დიოდა დედასთან, როდესაც ენი უკვე ამდგარი იყო. დილაობით მი-
სის მორელი მორფინის გამო ცვილივით გამოიყურებოდა და კანზე
ფერფლისფერი ედო. ტანჯვისგან თვალები ამოუღამდა და გუგებიც
კი ჩაუმუქდა. დილით ტკივილისა და დაღლილობის შეგრძნება იმ-
დენად მატულობდა, რომ ატანა უჭირდა, მაგრამ არც ტირილი სურ-
და და არც წუწუნი.
- ამ დილით ცოტა ხანს გეძინა, ცეროდენა, - ეტყოდა ხოლმე პო-
ლი. - მართლა? - ჰკითხავდა დედა საყვედურნარევი, დაღლილი
ხმით. - ჰო; უკვე თითქმის რვა საათია.
580
პოლი ფანჯრიდან იცქირებოდა. თოვლს თეთრი სუდარა გადაე-
ფარებინა ბუნებისთვის. ვაჟმა დედას პულსი გაუსინჯა. ერთი დარ-
ტყმა ძლიერი იყო, შემდეგი - სუსტი, როგორც ხმა და ნახმევი. ეს აღ-
სასრულს მოასწავებდა. ქალმა მაჯა შესამოწმებლად უდრტვინვე-
ლად გაუწოდა, რადგან იცოდა, რაც სურდა პოლს. ზოგჯერ მათი მზე-
რა იკვეთებოდა. ასეთ დროს შეთქმულებს ჰგავდნენ. პოლი თითქოს
თანახმა იყო დედის გარდაცვალებაზე. მაგრამ მისის მორელი არ
თანხმდებოდა წასვლაზე; არც დათანხმდებოდა. მიუხედავად იმისა,
რომ ფერფლად ქცევას ბევრი აღარ უკლდა და თვალებში სიბნელე
და ტანჯვა ედგა.
- ვერაფერს გამოუწერთ ისეთს, რომ ეს ყველაფერი დასრულ-
დეს? - ჰკითხა გაბეზრებულმა პოლმა ექიმს.
ექიმმა თავი გააქნია.
- ისედაც ორი პარასკევიღა დარჩენია, მისტერ მორელ, - მიუგო
მშვიდად. პოლი სახლში შევიდა.
- ამის ატანა აღარ შემიძლია, მალე ყველანი გავგიჟდებით, - თქვა
ენიმ. და-ძმა საუზმობდა.
- მინი, სანამ ჩვენ ვსაუზმობთ, აირბინე და დედას დაუჯექი ცოტა
ხანს, - დაავალა ენიმ, თუმცა მოახლე დაბნეული ჩანდა. პოლი თოვ-
ლიან გზას დაადგა. ჯერ სოფელი გადაკვეთა, მერე ტყეც უკან მო-
იტოვა. თოვლში კურდღლებისა და ჩიტების ნაკვალევი შენიშნა. კი-
ლომეტრები გადალახა. მზე წითლად, მტკივნეულად, უხალისოდ და
ზანტად ჩადიოდა. პოლი ფიქრობდა, დღეს აღესრულებაო. ტყის პი-
რას სახედარი გამოჩნდა, პოლთან მიკუნტრუშდა, დინგი მუცელზე
მიადო და აედევნა. პოლმა ხელი კისერზე მოხვია და მოეფერა - ლო-
ყებიდან ყურებამდე ნაზად გადაუსვა. დედამისი კი, ჩუმად რომ იწვა,
ჯერ კიდევ სააქაოს იყო, პირი მოეკუმა და თვალებში წამების ცეც-
ხლი უელავდა.
581
შობა ახლოვდებოდა. ბარდნიდა. და-ძმა გრძნობდა, რომ ასე ვე-
ღარ გაგრძელდებოდა. დედის ჩამუქებული თვალები კი ისევ ცოც-
ხალი იყო. შეშინებული და მდუმარე მორელისგან აჩრდილიღა
დარჩა. ზოგჯერ ცოლის ოთახში შედიოდა და ავადმყოფს აკვირდე-
ბოდა. იქიდან კი გაღიზიანებული გამოდიოდა. ქალი სიცოცხლეს
ებღაუჭებოდა. მაღაროელები დიდხანს იყვნენ გაფიცულნი და შო-
ბამდე ორიოდე კვირით ადრე დაუბრუნდნენ საქმეს. მინი საკვებით
სავსე ფინჯნით ხელში კიბეზე ავიდა. გაფიცვის დასრულებიდან ორი
დღე იყო გასული.
- მამაკაცებს ხელები არ სტკივათ, მინი? - იკითხა მიკნავებული
ხმით, თუმცაღა ამ ხმაშიც ემჩნეოდა, რომ დანებებას არ აპირებდა.
მინი გაოცებული შედგა. - როგორც მე ვიცი, არა, მისის მორელ.
- სანაძლეოს ჩამოვალ, სტკივათ, - თქვა მომაკვდავმა ქალმა და
თავის გაწევისას ამოიოხრა, - მაგრამ ამ კვირაში მაინც იქნება რამე
შესაძენი.
უმცირესი წვრილმანიც არ გამორჩებოდა.
- მამაშენის სამაღაროე ტანსაცმელს კარგად უნდა განიავება,
ენი, - დაარიგა მისის მორელმა, როდესაც მაღაროელებმა სამუშაო-
ზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. - ამაზე ნუ იდარდებ, ძვირ-
ფასო, - დაამშვიდა ენიმ.
ერთ საღამოს, მომვლელი რომ ზედა სართულზე ავიდა, პოლი და
ენი მარტონი დარჩნენ. - შობასაც გადაიტანს, - თქვა ენიმ. ორივეს
შიშით გული უსკდებოდა. - ვერა, - წარბშეკრულმა თქვა პოლმა, -
მორფინს მივცემ.
- რომელს?
- შეფილდიდან რაც ჩამოვიტანეთ, მთლიანად მივცემ, - უპასუხა
პოლმა. - ააა... მასე ქენი! - დაეთანხმა და.

582
მეორე დღეს პოლი საძინებელში ხატვას შეუდგა. მისის მორელს
ჩასძინებოდა. პოლი ტილოს ხან ახლოდან ათვალიერებდა, ხან -
შორიდან უცქერდა. უეცრად დედამისის მიმწყდარი ხმა გაისმა:
- ასე ნუ დადიხარ, პოლ.
პოლმა დედას გახედა. გამხდარი მისის მორელი დაჭყეტილი
თვალებით უმზერდა შვილს. - კარგი, ძვირფასო, - თქვა ვაჟმა და
გულში მორიგი ტკივილი იგრძნო. იმ საღამოს მორფინის ყველა აბი
აიღო და ქვევით ჩაიტანა დასაფხვნელად. - რას აკეთებ? - ჰკითხა
ენიმ.
- რძეში ჩავუყრი.
და-ძმას შეთქმული ბავშვებივით სიცილი აუტყდა. ამ საშინელე-
ბის ფონზე თითქოს საღი აზრის ნაპერწკალი გამოჩნდა. იმ ღამით
მომვლელი არ მოსულა მისის მორელისთვის ძილის წინ დასახე-
დად. პოლი ცხელი რძით სავსე ფინჯნით დედის ოთახში ავიდა. ცხრა
საათი იყო. ქალი საწოლზე წამოსწია და სასმელი ტუჩებთან მიუტა-
ნა, იმ ტუჩებთან, რომელთა გადასარჩენად უყოყმანოდ დასთმობდა
სიცოცხლეს. მისის მორელმა ყლუპი მოსვა, ბაგე მოაშორა ფინჯანს
და პოლს ამოღამებული თვალებით შეხედა. პოლს თვალის გასწო-
რება ნერვებად დაუჯდა. - ვაი, როგორი მწარეა, პოლ! - სუსტად და-
იჯღანა ქალი. - ექიმმა ახალი ძილის წამალი გამომატანა შენთან, -
უემოციოდ თქვა, - ფიქრობს, რომ დილით ეს ისე არ შეგაწუხებს,
როგორც ძველი წამალი.
- ნეტავი, - ბავშვივით გულწრფელად ინატრა. ცოტა კიდევ მოსვა
რძე. - მაგრამ რა საშინელი გემო აქვს! - დაიწუწუნა.
პოლმა დაინახა, როგორ შემოაჭდო დასუსტებული თითები ფინ-
ჯანს და ბაგესთან მიიტანა. - ვიცი... მეც გავსინჯე, - იცრუა ვაჟმა, -
სუფთა რძეს დაგაყოლებინებ მერე. - კარგი, - დაეთანხმა ქალი და
წრუპვა განაგრძო. ბავშვივით დაემორჩილა. პოლმა გაიფიქრა, ნე-
583
ტავ, ხომ არ ხვდებაო. ქალი გაჭირვებით ყლაპავდა ყლუპ-ყლუპად.
პოლმა ქვევით ჩაირბინა სუფთა რძის ამოსატანად. ფინჯნის ძირზე
წვეთიც არ იყო დარჩენილი. - დალია? - ჩურჩულით იკითხა ენიმ.
- კი... მწარეაო, თქვა.
- ოჰ! - ენის გაეცინა და ქვედა ტუჩზე იკბინა.
- ვუთხარი, ახალი წამალია-მეთქი. რძე სად არის?
ამჯერად ორივენი ავიდნენ დედასთან.
- ეს მომვლელი რატომ არ მოვიდა, რომ დაეხედა? - სევდიანად
დაიჩივლა ქალმა. - კონცერტზე მივდივარო, დაიბარა, საყვარელო,
- მიუგო ენიმ. - მართლა?
წუთიერად ხმა არავის ამოუღია. მისის მორელმა სუფთა რძე მოს-
ვა. - ენი, რა საშინელი წამალი იყო! - დაიჩივლა ავადმყოფმა.
- მართლა? ეგ არაფერი.
მისის მორელმა ისევ დაღლილმა ამოიოხრა. პულსი არეული
ჰქონდა. - მოდი, ჩვენ მოგხედავთ, - უთხრა ენიმ, - მომვლელს შეიძ-
ლება დააგვიანდეს. - კაი, - დაეთანხმა დედა, - სცადეთ.
და-ძმამ საბანი გადახადა. მისის მორელი პატარა გოგოსავით
გამხდარიყო და ღამის პერანგი ეცვა. საწოლის ჯერ ერთი მხარე გა-
ასწორეს, დედა გადააწვინეს და მერე მეორის გასწორებას შეუდ-
გნენ. ბოლოს პერანგი გაუსწორეს პატარა ფეხებზე და საბანი და-
აფარეს. - ასე, - თქვა პოლმა და მოეფერა, - აი, ასე! ახლა კი ძილის
დროა. - ჰო, - დაეთანხმა დედა, - არ მეგონა, ასე ლამაზად თუ გამის-
წორებდით საწოლს, - თითქმის ხალისიანად დაამატა. მერე თავი
მხრებში ჩამალა და ლოყის ქვეშ ხელი ამოიდო. პოლმა გრძელი, ჭა-
ღარა ნაწნავი მხარზე გადაუფინა და აკოცა. - დაიძინე, საყვარელო,
- უთხრა ალერსიანად.
- კარგი, - ნდობით მიუგო დედამ, - ღამე ნებისა.
- ენი, რა საშინელი წამალი იყო! - დაიჩივლა ავადმყოფმა.
584
- მართლა? ეგ არაფერი.
მისის მორელმა ისევ დაღლილმა ამოიოხრა. პულსი არეული
ჰქონდა. - მოდი, ჩვენ მოგხედავთ, - უთხრა ენიმ, - მომვლელს შეიძ-
ლება დააგვიანდეს. - კაი, - დაეთანხმა დედა, - სცადეთ.
და-ძმამ საბანი გადახადა. მისის მორელი პატარა გოგოსავით
გამხდარიყო და ღამის პერანგი ეცვა. საწოლის ჯერ ერთი მხარე გა-
ასწორეს, დედა გადააწვინეს და მერე მეორის გასწორებას შეუდ-
გნენ. ბოლოს პერანგი გაუსწორეს პატარა ფეხებზე და საბანი და-
აფარეს. - ასე, - თქვა პოლმა და მოეფერა, - აი, ასე! ახლა კი ძილის
დროა. - ჰო, - დაეთანხმა დედა, - არ მეგონა, ასე ლამაზად თუ გამის-
წორებდით საწოლს, - თითქმის ხალისიანად დაამატა. მერე თავი
მხრებში ჩამალა და ლოყის ქვეშ ხელი ამოიდო. პოლმა გრძელი, ჭა-
ღარა ნაწნავი მხარზე გადაუფინა და აკოცა. - დაიძინე, საყვარელო,
- უთხრა ალერსიანად.
- კარგი, - ნდობით მიუგო დედამ, - ღამე ნებისა.
და-ძმამ შუქი გამორთო და სიჩუმემ დაისადგურა.
მორელი იწვა. მომვლელი არ გამოჩენილა. პოლი და ენი თერ-
თმეტი საათისთვის შევიდნენ დედის ოთახში. მისის მორელს ოდნავ
გაეღო პირი და ისე იწვა, როგორც წამლით ჩაძინებული. - ჩამოვ-
სხდეთ? - იკითხა პოლმა.
- გვერდით მივუწვები, როგორც ყოველთვის, - თქვა ენიმ, - შეიძ-
ლება, გამოეღვიძოს. - კარგი. რამე თუ მოხდა, ეგრევე დამიძახე.
- კარგი.
საწოლის წინ დანთებულ ბუხართან შეყოვნდნენ. გარეთ გრძელ,
ბნელ და თოვლიან ღამეს მოეცვა ყველაფერი, რაც მათ მარტოსუ-
ლობას კიდევ უფრო მეტად ამძაფრებდა. ბოლოს პოლი გვერდითა
ოთახში გავიდა და დაწვა.

585
მალევე ჩაეძინა, თუმცა უმცირეს გაფაჩუნებაზეც კი თვალები ეხი-
ლა. მოგვიანებით ღრმა ძილმა წაართვა თავი, მაგრამ ენის ჩურ-
ჩულზე ისევ გამოეღვიძა: - პოლ! პოლ!
გაახილა თუ არა თვალი, თეთრ ღამის ხალათში გამოწყობილი
და შერჩა ხელში, უკან გადაგდებული გრძელი ნაწნავით; სიბნელეში
იდგა. - ჰო, - ჩურჩულითვე უპასუხა და წამოჯდა.
- მოდი და დახედე.
ადგა. დედის ოთახში გაზის შუქი სუსტად ბჟუტავდა. მისის მორე-
ლი ისევ მოკუნტული იწვა და ისევ ხელი ჰქონდა ლოყის ქვეშ ამო-
დებული. პირი კი ოდნავ გაეღო და მძიმედ, ხრინწიანად სუნთქავდა,
თითქოს ხვრინავსო, თან, ამოსუნთქვებს შორის ინტერვალი არაბუ-
ნებრივად გაზრდილი ჩანდა. - მიდის! - ჩურჩულით თქვა პოლმა.
- ჰო, - დაეთანხმა ენი.
- დიდი ხანია ასეა?
- რა ვიცი, წეღან გავიღვიძე.
ენი ხალათში მოიბუზა, პოლმა კი ყავისფერი საბანი მოიგდო. სა-
მი საათი იყო. ცეცხლი აანთო. მერე ორივენი ჩამოსხდნენ და ცდა
დაიწყეს. ღრმა, ხვრინვისმაგვარი სუნთქვა აღმოხდა მისის მო-
რელს... ერთხანს შეიკავა სუნთქვა და მერე ისევ ჩაისუნთქა. ამო-
სუნთქვა-ჩასუნთქვას შორის დიდ პაუზას აკეთებდა. და-ძმა შეკრთა.
ისევ ხრიალით ჩაისუნთქა. ვაჟი საწოლთან დაიხარა და დახედა.
- საშინელებაა! - ჩურჩულით თქვა ენიმ.
პოლი თავის დაკვრით დაეთანხმა. ისევ დასხდნენ... სასოწარკვე-
თილნი. ისევ ღრმა, ამოხვრინვასავით ამოსუნთქვა. ისევ დაიძაბნენ.
ისევ ხმაურიანი, გრძელი ჩასუნთქვა. უჩვეულოდ დიდ ინტერვალებს
შორის აღმომხდარი ხროტინი მთელ სახლში ისმოდა. მორელს კი
თავის ოთახში ეძინა. პოლი და ენი გასუსულნი, მობუზულნი ის-
ხდნენ. ისევ ხმამაღალი ხროტინი - ისევ ხანგრძლივი და ტკივილის-
586
მომგვრელი - ხავილნარევი ამოსუნთქვა გაისმა. წუთი წუთს მისდევ-
და. პოლი დედას მიუახლოვდა და ახლოდან დახედა. - შეიძლება,
ასე გაგრძელდეს, - თქვა პოლმა.
ორივენი დუმდნენ. მამაკაცმა ფანჯრიდან გაიხედა და ბაღში და-
დებული თოვლი ძლივს გაარჩია. - შენ ჩემს ლოგინში დაწექი, - უთ-
ხრა ენის, - მე გავუთენებ. - არა, - თქვა ენიმ, - მეც შენ გვერდით ვიქ-
ნები.
- მირჩევნია, დაწვე, - არ მოეშვა პოლი.
ბოლოს ენი ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა და პოლი მარტო
დარჩა. ყავისფერი პლედი შემოიხვია, დედის საწოლის წინ მოიკუნ-
ტა და ავადმყოფს ცქერა დაუწყო. ქალი საშინლად გამოიყურებოდა,
ქვედა ყბა ჩამოვარდნოდა. პოლი თვალს არ აცილებდა. ფიქრობდა,
აი, ეს ბოლო ჩასუნთქვაა და აღარ ამოისუნთქავსო. არა, სიკვდილის
მოლოდინში ყოფნა გაუჭირდებოდა. მერე, ანაზდად, ხროტინის
ხმამ დააფრთხო. პოლი ადგა და ცეცხლს შეუკეთა, უხმაუროდ. დედა
არ უნდა შეეწუხებინა. წუთები წუთებს მისდევდა. ღამეც ამ ხროტინ-
ში გადიოდა. ყოველი ამოხროტინება სულს უყინავდა, სანამ მთლი-
ანად არ წაერთვა განცდის უნარი. მამამისი ადგა. ისმოდა, როგორ
ამთქნარებდა კაცი და წინდებს იცვამდა. ცოლის ოთახში პერანგი-
ან-წინდიანი შევიდა.
- სუ! - ხმის ამოღებამდე გააჩუმა პოლმა.
მორელი შეჩერდა. მერე შვილს შეხედა უსუსური, შიშჩამდგარი
თვალებით. - შინ ხო არ დავრჩენილიყავ? - ჩურჩულით იკითხა.
- არა. სამუშაოზე წადი. ხვალამდე გაატანს.
- არა მგონია.
- კი. წადი სამუშაოზე.

587
მაღაროელმა ცოლს კიდევ ერთხელ გახედა შიშით და მორჩი-
ლად გავიდა ოთახიდან. პოლმა შენიშნა, რომ ფეხებზე გეტრის დამ-
ჭერები ეკონწიალებოდა.
ნახევარი საათის შემდეგ პოლმა კიბე ჩაირბინა, რომ ჩაი დაელია
და უკანვე აბრუნდა. მაღაროში წასასვლელად გამოწყობილი მორე-
ლი ისევ ოთახში გამოჩნდა. - მართლა წავიდე? - იკითხა პოლის გა-
საგონად.
- კი.
და რამდენიმე წუთში პოლს სანახევროდ გამდნარ თოვლში მო-
რელის მძიმე ნაბიჯების ჩქამი შემოესმა. მაღაროელები ერთმანეთს
ქუჩაში ხვდებოდნენ და ჯგუფურად მიდიოდნენ სამუშაოზე. საშინე-
ლი, გრძელინტერვალებიანი ხროტინი გაგრძელდა... ამოსუნ-
თქვა... ჩასუნთქვა... შემდეგ ისევ ხანგრძლივი პაუზა... შემდეგ... აჰ-
აჰ-აჰ! ისევ ეს ხროტინი. შორიდან თუჯსასხმელი საამქროს გამაფ-
რთხილებელი საყვირის ხმა გაისმა. ამას უფრო ახლოდან მაღა-
როების სიგნალები მოჰყვა და ასე ერთიმეორის ცვალებადობით
გაგრძელდა ერთხანს. მერე ყველაფერი მიჩუმდა. პოლმა ბუხარში
შეშა შეუკეთა. სიჩუმეს მხოლოდ ხვრინვისმაგვარი სუნთქვა არ-
ღვევდა. ავადმყოფის მდგომარეობა არ იცვლებოდა. პოლმა ფარდა
გადასწია და გარეთ გაიხედა. განთიადი არ ჩქარობდა, მხოლოდ
ალაგ-ალაგ აღწევდა ისედაც სუსტი მზის შორიდან მოღწეული სხი-
ვები. ფარდა აკეცა და ტანზე ჩაიცვა. მერე აცახცახებულმა პირსა-
ბანზე დადგმული ბრენდის ბოთლი მოიყუდა და რამდენიმე ყლუპი
გადაყლაპა. თოვლს უკვე ლურჯი ფერი ედებოდა. ქუჩაზე ურიკამ ჩა-
ირახრახა. ჰო, უკვე შვიდი საათი იყო და მალე ინათებდა. პოლს
ხალხის ხმები შემოესმა. სამყარო იღვიძებდა. სიკვდილივით ნაც-
რისფერი განთიადი თოვლს შეერკინა. აი, უკვე სახლებიც ირჩეოდა.
პოლმა გაზის სანათი გამორთო. ოთახში დაბნელდა. ხროტინი
588
გრძელდებოდა, უბრალოდ, უკვე ყური მიეჩვია. დედამისს გახედა.
ყველაფერი ძველებურად გამოიყურებოდა. გაიფიქრა, ტანსაცმელი
რომ დავაყარო, იქნებ შეწყდეს ეს ხროტინიო. ისევ გახედა. არა, ეს
უკვე დედამისი აღარ იყო... სულ სხვა იყო. საბანი და მძიმე ტანსაც-
მელი რომ დაეყარა ზევიდან... მოულოდნელად კარი გაიღო და ენი
შემოვიდა. ახალგაზრდა ქალმა ძმას კითხვით აღსავსე მზერა მიაპ-
ყრო. - იგივე მდგომარეობაა, - მშვიდად უპასუხა დაუსმელ კითხვას.
ერთხანს იჩურჩულეს, მერე პოლი ქვემოთ ჩავიდა და საუზმეს შეუდ-
გა. უკვე ათის ოცი წუთი იყო. ენი მალევე ჩავიდა სამზარეულოში.
- საშინელებაა! საზარლად არ გამოიყურება? - შიშით ისევ ჩურჩუ-
ლებდა. პოლმა თავი დაუკრა.
- ასე რომ დარჩეს? - იკითხა ენიმ.
- ჩაი დალიე, - ურჩია ძმამ.
ისევ ზევით ავიდნენ. მალე მეზობლებიც გამოჩნდნენ უკვე ტრა-
დიციადქცეული კითხვით: - როგორ არის?
იმავენაირად იყო ყველაფერი. მისის მორელი იწვა, ხელზე და-
ედო ლოყა და პირი ოდნავ დაეფჩინა. ხმამაღლა და საშინლად ხრო-
ტინებდა. ათზე მომვლელი მოვიდა. უცნაურად და მწუხარედ გამოი-
ყურებოდა. - კი მაგრამ, - ჰკითხა პოლმა, - ასე კიდევ დიდხანს გას-
ტანს? - ვერა, მისტერ მორელ, - მიუგო ქალმა, - ვერ გასტანს. სიჩუმე.
- გული მისკდება! - დაიწუწუნა მომვლელმა, - ვინ იფიქრებდა, რომ
ამდენს გაუძლებდა? ქვევით ჩადით, მისტერ მორელ, ჩადით. ბო-
ლოს, ასე თერთმეტისკენ, პოლი ქვევით ჩავიდა და მეზობელთან გა-
დასვლა გადაწყვიტა. ენიც ქვემოთ იყო. ზედა სართულზე მომვლე-
ლი და ართური დარჩნენ. პოლმა თავი ხელებში ჩამალა და ისე იჯდა
მეზობელთან. უცებ ენი გარეთ გავარდა, ეზო-ეზო გადაირბინა და
ძმის გასაგონად იკივლა:
- პოლ! პოლ! აღარ არის!
589
წამში პოლი შინ იყო და კიბეზე არბოდა. მისის მორელი ისევ ისე
იწვა, მოკუნტული, ლოყის ქვეშ ამოდებული ხელით; მომვლელი
ქვითინებდა. ყველანი უკან გადგნენ. პოლმა დედის საწოლთან და-
იჩოქა, დედას სახე სახეზე მიადო და მოეხვია. - საყვარელო... საყვა-
რელო... შენი პოლი გენაცვალოს! - ჩურჩულით წარმოთქვამდა სიტ-
ყვებს, - დე, გენაცვალე! საყვარელო!
უკნიდან მომვლელის ტირილნარევი კივილი მოესმა.
- ახლა უკეთ არის, მისტერ მორელ, დაისვენა!
როდესაც დედის ჯერ კიდევ თბილ სხეულს მოსცილდა, ქვევით
ჩავიდა და ვაქსით ფეხსაცმლის გაწმენდა დაიწყო. ბევრი საქმე გა-
მოუჩნდა, დეპეშებიც მისი დასაწერი იყო. ექიმი რომ მოვიდა, მიცვა-
ლებულს დახედა და ამოიოხრა.
- ოჰ! საცოდავი! - თქვა და უკან გაბრუნდა, - ექვსისთვის ქირურ-
გიულში შემომიარეთ მოწმობის ასაღებად. მისტერ მორელი სამუ-
შაოდან ოთხზე დაბრუნდა. სახლში ჩუმად შევიდა და დაჯდა. მინი
დაბზრიალდა, რომ სადილი მიერთმია. დაღლილმა კაცმა გამურუ-
ლი ხელები მაგიდაზე დააწყო. სადილად მორელის საყვარელი
თალგამის კერძი ჰქონდათ მომზადებული. პოლმა გაიფიქრა, ნე-
ტავ, თუ იცის უკვეო. დრო გადიოდა, ხმას კი არავინ იღებდა. ბოლოს
ისევ თვითონ ამოიღო ხმა: - შეამჩნიე, რომ ფარდები დაშვებულია?
მორელმა ახედა.
- არა, - თქვა მან, - რა იყო, გარდაიცვალა?
- ჰო.
- როდის?
- თორმეტზე.
- ჰმ!
მაღაროელი რამდენიმე წამს გაუნძრევლად იჯდა, მერე სადილს
შეექცა. ჩუმად ჭამდა. მერე ხელ-პირი დაიბანა და გამოსაცვლელად
590
ავიდა. ცოლის ოთახის კარი დაკეტილი იყო. - ნახე? - ჰკითხა ენიმ,
როდესაც კაცი ჩამობრუნდა.
- არა, - მოკლედ უპასუხა.
ცოტა ხანში სახლიდან გავიდა. ენი წავიდა, პოლი კი დამკრძალა-
ვი ბიუროს თანამშრომელთან, ექიმთან, მღვდელთან და რეგისტრა-
ტორთან წავიდა. მარტოს უნდა გაერთმია თავი ყველაფრისთვის.
შინ თითქმის რვაზე დაბრუნდა. დამკრძალავი ბიუროს თანამშრო-
მელი მალე უნდა მოსულიყო კუბოსთვის ზომის ასაღებად. შინ არა-
ვინ იყო, მხოლოდ მიცვალებული ესვენა. პოლმა სანთელი აიღო და
მაღლა ავიდა. ოთახში, რომელსაც ამდენ ხანს ასე გულმოდგინედ
ათბობდნენ, ციოდა. ოთახიდან ყველაფერი - თეფშები, ბოთლები,
ყვავილები, ნაგავი - გაიტანეს. თითოეული კუთხე და კუნჭული კუშ-
ტად გამოიყურებოდა. მისის მორელი საწოლზე წამოსვეს. ზეწრის იმ
ნაწილმა, სადაც ფეხები ეწყო, პოლს სუფთა თოვლზე დატოვებული
კვალი გაახსენა. ისე იწვა, როგორც მძინარე ასული. პოლი სან-
თლით ხელში დაიხარა. დედამისი ახლოდან არა მხოლოდ მძინარე,
არამედ სიყვარულზე მეოცნებე ასულს ჰგავდა. ბაგე ოდნავ გაეპო,
თითქოს ტანჯვა უკვირსო, მაგრამ სახეზე ისე ნორჩად გამოიყურე-
ბოდა და ქათქათა შუბლიც ისე გადასტკეცოდა, კაცი იფიქრებდა,
ცხოვრებას თავისი დაღი ჯერ არ დაუტყვიაო. პოლმა დედის წარბებ-
სა და ლამაზ, ოდნავ გვერდზე გაწეულ ცხვირს თვალი შეავლო.
ახალგაზრდას ჰგავდა. ოდენ თმაში შეპარული ვერცხლი, რომელიც
საფეთქლებიდან ზემოთ მიუყვებოდა და მერე ნაწნავებში ერეოდა,
ყავისფრისა და რუხის ფილიგრანს მოაგონებდა მნახველს. სადა-
ცაა, უნდა გაეღვიძა. თვალები უნდა გაეხილა. ჯერ ხომ აქ იყო, პო-
ლის წინ. შვილი დაიხარა და გულიანად აკოცა. მაგრამ დედის თბილ
კი არა, გაყინულ კანს შეეხო ბაგით. შიშისგან ტუჩებზე იკბინა. ახლა
რომ დასცქეროდა დედას, ხვდებოდა, ვერასოდეს შეელეოდა. არა!
591
საფეთქელთან თმაზე გადაუსვა ხელი. ისევ სიცივე. დედის ბაგე ახ-
ლა დადუმებული და ტკივილისგან გაოცებული იყო. პოლი იატაკზე
გაერთხა და ჩურჩულით დედას მოუხმო:
- დე! დედი!
დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლების მოსვლამდე პოლი
ოთახიდან არ გასულა. ისინი პოლის თანასკოლელები იყო. ფაქი-
ზად, მოწიწებით შეეხნენ, თავიანთი საქმიანობის საკადრისი სიმ-
შვიდით. წესიერად არც კი დაუხედავთ. პოლი ეჭვის თვალით უყუ-
რებდა. ენისთან ერთად იდგა და კუშტი სახით ყარაულობდა პროცე-
დურის დასრულებას. გადაწყვიტეს, კაციშვილი არ შემოეშვათ დე-
დის სანახავად, რითიც მეზობლები გაანაწყენეს. ცოტა ხანში პოლი
მეგობართან ქაღალდის სათამაშოდ წავიდა. შინ შუაღამისას დაბ-
რუნდა. ოთახში რომ შედიოდა, მამამისი ტახტიდან წამოდგა და საყ-
ვედურნარევი ხმით მიმართა: - მეგონა, აღარასოდეს დაბრუნდებო-
დი, შვილო.
- არ მეგონა, აქ თუ შემორჩებოდი, - მიუგო პოლმა.
მორელი მიგდებულს ჰგავდა. თუმცა ჯერ კიდევ ის კაცი ეთქმოდა,
შიში რომ არ იცის... უბრალოდ, არაფერი აშინებდა. პოლი მიხვდა,
რომ მამამისი სახლში მკვდრის კომპანიაში დაძინებას ეკრძალო-
და. შეეცოდა. - დამავიწყდა, რომ მარტო იყავი, მამა, - უთხრა პოლ-
მა.
- არ გშია? - ჰკითხა მორელმა.
- არა.
- ჩამოჯექ... ცხელი რძე შეგინახე. გადმაიღე. მე მგონი, აქამდინ
არ გაცივდებოდა. პოლმა დალია.
ცოტა ხანში მორელი დასაძინებლად წავიდა. დაკეტილ კარს
სწრაფად ჩაუარა, თავისი კი ღია დატოვა. მალე პოლიც ავიდა ზედა
სართულზე. დედასთან ტკბილი ძილის სასურვებლად და საკოცნე-
592
ლად შევიდა. ციოდა და ბნელოდა. ინატრა, ნეტავ ბუხარი ანთებული
დაგვეტოვებინაო. მაგრამ დედა ხომ მაინც ცივი დაუხვდებოდა. -
საყვარელო! - ჩურჩულით მიმართა მიცვალებულს, - რაო, დედი!
მაგრამ იმის შიშით, ცივი და უცხო არ მეჩვენოსო, კოცნისგან თავი
შეიკავა. იმის წარმოდგენაც საკმარისი იყო, რომ ასე ლამაზად ეძინა
საყვარელ ადამიანს. დედის ოთახის კარი ჩუმად გამოხურა, არ გა-
ვაღვიძოო, და დასაძინებლად წავიდა. მეორე დილით მორელმა
გამბედაობა მოიკრიბა, რადგან ქვედა სართულიდან ენის ხმა შემო-
ესმა, პოლის საძინებლიდან კი - კიბის მეორე მხარეს რომ იყო - შვი-
ლის ხველა. ცოლის ოთახის კარი შეაღო და სიბნელეში შეაბიჯა. და-
ინახა წამომჯდარი თეთრი ფიგურა, მაგრამ ახლოდან დახედვა ვერ
გაბედა. გაოგნებულ-თავზარდაცემული ოთახიდან გამობრუნდა.
ცოლისთვის აღარც არასდროს შეუხედავს. თვეები არ ენახა გერ-
ტრუდი, რადგან მის ოთახში შესასვლელად ძალას ვერ იკრებდა. ახ-
ლა კი მისი ცოლი ისევ ახალგაზრდა გოგოსავით გამოიყურებოდა. -
ნახე? - ნასაუზმევს პირდაპირ ჰკითხა ენიმ.
- ჰო, - თავისთვის თქვა კაცმა.
- რა ლამაზად გამოიყურება, არა?
- კი.
მორელი მალე სახლიდან გავიდა და ცდილობდა, როგორმე თა-
ვი აერიდებინა შინ დაბრუნებისა და ცოლის ოთახში შეხედვისთვის.
პოლმა მგლის მუხლი გამოიბა - სად არ წავიდა, ვინ არ ნახა, ვის არ
დაელაპარაკა. ნოტინგემში კლარასაც კი შეხვდა ფინჯანი ჩაის და-
სალევად. კაფეში დასხდნენ და იხალისეს კიდეც. ქალს გაუხარდა,
როცა დაინახა, რომ პოლმა დედის გარდაცვალება ტრაგედიად არ
აღიქვა. მოგვიანებით, დაკრძალვაზე ნათესაობა ჩამოვიდა; პანაშ-
ვიდი და უკანასკნელ გზაზე გაცილება საჯარო გახდა და გარდაც-
ვლილის შვილებიც საჯაროდ წარსდგნენ ჭირისუფლის როლში.
593
თუმცა სამივემ ჩრდილში დარჩენა ამჯობინა. დედა საშინელ ამინ-
დში მიაბარეს მიწას - ქარი და ხოშკაკალა ებრძოდა იმ დღეს ერთმა-
ნეთს. სველი თიხა ბზინავდა, თეთრი ყვავილები სულ გაჟღინთა და
დაჭყლიტა უხვმა ნალექმა. ენიმ პოლს ხელი ჩაავლო და სამარეში
ჩაიხედა, სადაც უილიამის შავი კუბოს კუთხეს მოჰკრა თვალი. მუხის
სასახლე უწყვეტად ეშვებოდა სიღრმეში. დედა სამუდამოდ მიდი-
ოდა. წვიმა საფლავშიც ასხამდა. შავოსანთა ქოლგიანი პროცესია
უკან გაბრუნდა. სასაფლაო თავსხმაში სრულიად გაუკაცურდა. პო-
ლი შინ დაბრუნდა და თავი იმით შეიქცია, რომ სტუმრებისთვის სას-
მლის ჩამორიგება დაიწყო. მორელი სამზარეულოში ცოლის ნათე-
სავებთან - „დიდ ხალხთან“ - ერთად იჯდა და ცრემლნარევი ხმით
ჰყვებოდა, თუ როგორი სანაქებო ცოლი ჰყავდა და როგორ უგებდა
ყველაფერში, ოღონდ კი მისთვის ესიამოვნებინა. ამბობდა, მთელი
სიცოცხლე მას მივუძღვენი და ამას ერთ წუთსაც კი არ ვნანობო.
მართალია, ცოლმა მიმატოვა, მაგრამ მე მისთვის ჩიტის რძეც კი არ
დამიკლიაო. ცრემლი თეთრი ცხვირსახოცით შეიმშრალა. საკუთარ
თავს ვერაფერს ვუსაყვედურებო, რამდენჯერმე თქვა. ისიც დასძინა,
მთელი ცხოვრება ხელისგულზე ვატარეო. ამ ზღაპრებით სურდა,
ცოლზე ფიქრისთვის თავი აერიდებინა. გერტრუდის პიროვნებაზე
ხომ არასდროს უფიქრია ცხოვრებაში. თუკი ოდესმე რამე ღრმა
გრძნობა გააჩნდა, ყველაფერი ჩაიკლა. პოლს ამ სენტიმენტების
ფრქვევის გამო მამა შესძულდა. იცოდა, რომ დუქნებში ამავე ცრემ-
ლებს ჩამოყრიდა.
ისე კი, სიმართლე ითქვას, ცოლის დაკარგვა მისთვის ნამდვილ
ტრაგედიად იქცა. ზოგჯერ, შუადღის ძილის შემდეგ, გაფითრებული
და ათრთოლებული იტყოდა ხოლმე დაბალი ხმით: - დედაშენი მე-
სიზმრა.

594
- მართლა, მამა? მეც მესიზმრება ხოლმე - ჯანმრთელია და კარ-
გად გამოიყურება. საკმაოდ ხშირად ვნახულობ სიზმრად.
მაგრამ მორელი ბუხრის წინ შიშისგან იკუნტებოდა.
კვირები ისე გადიოდა, რომ ოჯახი თითქოს ბურანში იმყოფებო-
და: დროს არც ტკივილი მოჰქონდა, არც დარდი, თითქოს შვება იგ-
რძნეს, მაგრამ უძილო ღამეები მაინც წელში ტეხდა პოლს. ადგილს
ვერ პოულობდა. რამდენიმე თვე, რაც მისის მორელის მდგომარეო-
ბა დამძიმდა, პოლი კლარას არ გაჰკარებია. ქალი მისთვის შორე-
ულ და უაზრო საგნად გადაიქცა. დოუსიც მხოლოდ შორიდან ხედავ-
და ცოლყოფილს, მაგრამ მათ შორის არსებული მანძილი კიდევ უფ-
რო ფართოვდებოდა. სამივე დინებას მიჰყვებოდა.
დოუსის ბოლომდე გამოჯანმრთელებას საშველი არ დაადგა,
თუმცა უკვე შობისთვის სკეგნესის სანატორიუმში მყოფმა შესამჩნე-
ვად მოიკეთა. პოლი რამდენიმე დღით ზღვაზე წავიდა. მამამისი შე-
ფილდში ენისთან გაემგზავრა. დოუსმა პოლს ჩააკითხა. სანატორი-
უმში ყოფნის დრო ამოეწურა. ეს ორი კაცი, მართალია, სიტყვით
ამას არ აღნიშნავდა, მაგრამ საქმით ძალიან დაუახლოვდა ერთმა-
ნეთს. დოუსი უკვე მორელზე გახდა დამოკიდებული. იცოდა, რომ
პოლი და კლარა, პრაქტიკულად, დაშორებულები იყვნენ.
შობიდან ორი დღის შემდეგ პოლი ნოტინგემში დაბრუნდა. გამ-
გზავრების წინა ღამეს კი დოუსთან ერთად ბუხართან იჯდა და აბო-
ლებდა. - ხომ იცი, ხვალ კლარა ჩამოდის ერთი დღით, - თქვა პოლ-
მა.
დოუსმა შეხედა.
- კი, ნათქვამი გაქვს.
პოლმა ჭიქაში დარჩენილი ვისკი ბოლომდე დალია.
- დიასახლისს ვუთხარი, დოუსის მეუღლე ჩამოდის-მეთქი.

595
- მართლა? - გაუკვირდა დოუსს, მხრები აიჩეჩა და თანამოსაუბ-
რეს მიენდო. ზლაზვნით წამოდგა და პოლის ჭიქას მისწვდა. - შეგივ-
სებ, - უთხრა მას.
პოლი წამოხტა.
- შენ მშვიდად იჯექი, - დაარიგა დოუსი.
მაგრამ დოუსმა ათრთოლებული ხელით განაგრძო ჭიქების შევ-
სება. - მითხარი, როდის გავჩერდე, - უთხრა პოლს.
- საკმარისია! - ჟესტით შეაჩერა პოლმა. - გმადლობ. რატომ შე-
წუხდი? - ჩემთვის ახლა მოძრაობა აუცილებელია, ბიჭო, - მიუგო
დოუსმა, - ასე მგონია, წინანდებურად კარგად ვარ. - იცი, მგონი,
მართლაც კარგად ხარ.
- კი, ნამდვილად, - დოუსმა თავი დაუკრა.
- ლენი ამბობს, შეფილდში სამსახურში ავიყვანო.
დოუსმა ისეთი თვალებით შეხედა, რომ ერთი მზერაც კი სრულ
ნდობას გამოხატავდა თანამოსაუბრისადმი, მეტიც, თითქოს ნების-
მიერი ადამიანის წინადადებას დასთანხმდებოდა წარბშეუხრელად.
- ისე, ყველაფრის თავიდან დაწყება, ალბათ, უცნაური რამეა. მეც,
შენი არ იყოს, დაბნეული ვარ.
- შენ რაღა გჭირს, ბიჭო?
- არ ვიცი. არ ვიცი. თითქოს ბნელ ლაბირინთში ამებნა გზა და
უკან ვეღარ გამოვდივარ. - მესმის... კარგად მესმის, - დოუსმა თავის
დაქნევით თქვა, - მაგრამ გზას იპოვი და ყველაფერი მოწესრიგდე-
ბა. ალერსიანად ლაპარაკობდა.
- იმედი მაქვს, - დაეთანხმა პოლი.
დოუსი მოიბუზა და ჩიბუხი დაბერტყა.
- შენ ის მაინც არ გამოგივლია, რაც მე გამოვიარე, - უთხრა დო-
უსმა. მორელმა მის მაჯასა და თეთრ მტევანს შეხედა, ჩიბუხს რომ

596
ბერტყავდა ცხოვრებაზე ხელჩაქნეული. - რამდენი წლის ხარ? -
ჰკითხა პოლმა.
- ოცდაცხრამეტის, - დოუსმა თვალი გაუსწორა.
დოუსის ყავისფერი თვალები - მარცხთან შეგუებული, გამხნევე-
ბის, ხელის შეშველების, სითბოსა და თანალმობის მომლოდინე -
პოლს აშფოთებდა. - ყველაფერი წინ გაქვს, - დაამშვიდა პოლმა, -
ერთი წამითაც არ ჩაიქნიო ცხოვრებაზე ხელი. დოუსს თვალები გა-
უცისკროვნდა.
- არც ჩამიქნევია, - თქვა მან, - და არც ვაპირებ.
პოლს გაეცინა.
- თუ მოვინდომებთ, ქვეყანას შევძრავთ, - გაიღიმა პოლმა.
მათი მზერა გადაიკვეთა, მზერა, რომელშიც ჟინი და სიცოცხლის
უნარი შეიმჩნეოდა. თითოც გადაჰკრეს.
- თავდაყირა დავაყენებთ! - ამოიქოშინა დოუსმა.
ორივე დადუმდა.
- ვერ ვხვდები, - დაიწყო პოლმა, - რატომ იქიდან არ განაგ-
რძობთ, სადაც შეჩერდით? - რა... - დოუსი თითქოს მიუხვდა.
- რა და... ორივე ერთ ჭერს რომ დაუბრუნდეთ.
დოუსმა სახე დამალა და თავი გააქნია.
- ეგ ვერ მოხდება, - ირონიულად გაიღიმა.
- რატომ? შენ არ გინდა და მიზეზი ეგ არის?
- შესაძლოა.
უსიტყვოდ ეწეოდნენ. დოუსს ჩიბუხი კბილებით ეჭირა.
- იმას გულისხმობ, რომ მასთან ყოფნა აღარ გინდა? - ჰკითხა
პოლმა. დოუსმა მწარე ღიმილით წარმოიდგინა ეს სურათი.
- არც მე ვიცი, - თქვა მან.
ბოლი ნელ-ნელა ჭერისკენ ადიოდა.
- მჯერა, რომ სჭირდები, - უთხრა პოლმა.
597
- მართლა? - დოუსმა სადღაც შორიდან, რბილად, თუმცა დამცი-
ნავად იკითხა. - კი. ჩემთან ბოლომდე გულღია არასდროს ყოფი-
ლა... სადღაც, უკან მუდამ შენ ედექი. ამიტომაც არ გაგეყარა კანო-
ნით. დოუსი ისევ დამცინავი ღიმილით უყურებდა იმ სურათს, ბუხ-
რის თავზე, ბნელ სივრცეში რომ იხატებოდა.
- ქალებთან ასე დამებედა, - განაგრძო პოლმა, - სიგიჟემდე მო-
მინდომებენ ხოლმე, თუმცა გულის კარს ბოლომდე მაინც არ მიღე-
ბენ. გულის კარი მას მხოლოდ შენთვის აქვს ყურთამდე გაღებული.
შენ გეკუთვნის. დოუსში გამარჯვებულმა მამრმა გაიღვიძა. გაიღრი-
ჭა.
- შესაძლოა, სულელი ვიყავი, - თქვა მან.
- ძალიან სულელი იყავი, - დაუდასტურა პოლმა.
- თუმცა შენზე სულელი არ მგონია, ვყოფილიყავი, - ნიშნის მოგე-
ბით გადაუკრა სიტყვა. - ასე გგონია? - ჰკითხა პოლმა.
ერთხანს ისევ დუმილი არჩიეს.
- ასეა თუ ისე, ხვალ ვითესები, - თქვა პოლმა.
- გასაგებია, - ჩაილაპარაკა დოუსმა.
ამის მერე აღარ უსაუბრიათ. ორივეში ერთმანეთის დახოცვის ინ-
სტინქტმა გაიღვიძა. ერთიმეორისთვის თავის არიდება ამჯობინეს.
ერთი საძინებლის გაყოფა უწევდათ. როდესაც დასაწოლად წავიდ-
ნენ, დოუსი გარიყულივით გახდა. საწოლზე ჩამოჯდა, ფეხებზე და-
იხედა და ფიქრებს მიეცა. - არ გცივა? - ჰკითხა მორელმა.
- ფეხებზე დავიხედე, - მიუგო დოუსმა.
- რა გჭირს ფეხებზე? გარეგნულად არაფერი გეტყობა, - თავისი
საწოლიდან გამოეხმაურა პოლი. - გარეგნულად კი, მაგრამ წყალი
მიდგას შიგ.
- რა წყალი?

598
- მოდი და ნახე. პოლი უხალისოდ წამოდგა საწოლიდან და ლა-
მაზ ფეხებზე დახედა, რომლებსაც მბზინავი, მუქი ოქროსფერი თმა
ფარავდა. - აი, დახედე, - დოუსმა წვივზე დაიდო თითი, - კანქვეშ წყა-
ლი მიდგას. - სად? - დაინტერესდა პოლი.
დოუსმა წვივზე თითი დაიჭირა. ხელი რომ აიღო, კანზე პატარა
ჩაღრმავებები დარჩა, რომლებიც მალევე შეივსო. - ეგ არაფერი, -
დაამშვიდა პოლმა.
- აბა, თითი დაადე, - უთხრა დოუსმა.
პოლმა თითები დააჭირა. ისევ პატარა ჩაღრმავებები გაჩნდა.
- ჰმ!
- ლპება, არა?
- სინანულით იკითხა დოუსმა.
- საიდან მოიტანე? ისეთი არაფერია.
- კაცს რომ მუხლში წყალი ჩაუდგება, წასულია მისი საქმე. - კაცს
რა მოგკლავს, რა მნიშვნელობა აქვს, - თქვა პოლმა, - მე, მაგალი-
თად, სუსტი გული მაქვს. ისევ საწოლს მიაშურა.
- მე მგონი, ფეხებს თუ არ ჩავთვლით, სხვა არა მიჭირს მართლაც,
- თქვა დოუსმა და შუქი ჩააქრო. დილით წვიმდა. მორელმა ბარგი
შეკრა. ზღვას რუხი ფერი დასდებოდა, ღელავდა და ძალიან დამ-
თრგუნველად გამოიყურებოდა. პოლს ისეთი განცდა ჰქონდა, თით-
ქოს სიცოცხლეს ეყრებოდა. ეს განცდა ბოროტ სიამეს ანიჭებდა.
ორივენი სადგურზე იდგნენ და მატარებელს ელოდნენ. კლარა ვა-
გონიდან ჩამოვიდა და ბაქანს გამოუყვა ცივი სახით, წელში გამარ-
თული. გრძელი პალტო ეცვა და ტვიდის ქუდი ეხურა. მის ცივ სახეს
ვერც პოლი იტანდა და ვერც დოუსი. პოლმა შემზღუდავ ბარიერთან
ხელი ჩამოართვა. დოუსი წიგნების ჯიხურს მიყრდნობოდა და უემო-
ციოდ იყურებოდა. კიტელი წვიმის გამო ყელამდე ჰქონდა შეკრუ-
ლი. ფერმკრთალი სახით იდგა, მშვიდი გამომეტყველება კი კეთილ-
599
შობილურ იერს სძენდა. რამდენიმე ნაბიჯი კოჭლობით წინ წადგა. -
ამაზე უკეთ უნდა გამოიყურებოდე, - უთხრა ქმარყოფილს.
- ოჰ, ახლა რა მიჭირს.
სამივენი დაბნეულები იდგნენ. მამაკაცები ყოყმანობდნენ, ვერ
გაეგოთ, როგორ მოქცეულიყვნენ. - პირდაპირ ბინაზე წავიდეთ, თუ
სადმე გვირჩევნია? - იკითხა პოლმა. - მე თუ მკითხავ, სახლშიც შე-
იძლება, - თქვა დოუსმა.
პოლი ტროტუარის ნაპირს გაუყვა, გვერდით კი დოუსი და კლარა
მიაბიჯებდნენ. ზრდილობიანად საუბრობდნენ. სასტუმრო ოთახის
ფანჯარა ზღვას გადაჰყურებდა, რუხსა და აღელვებულს, ძალუმად
რომ შიშინებდა. პოლ მორელმა დიდი სავარძელი მოსწია.
- დაჯექი, ჯეკ, - უთხრა დოუსს.
- ეგ სავარძელი არ მინდა, - თქვა დოუსმა.
- დაჯექი-მეთქი! - გაუმეორა მორელმა.
კლარამ პალტო გაიხადა, ქუდი მოიხადა და ჩანთასთან ერთად
დივანზე დააწყო. უკმაყოფილო ჩანდა. თმა გადაიწია და მარტოსუ-
ლი, ცივი გამომეტყველებით დაჯდა. პოლმა ქვევით ჩაირბინა სახ-
ლის პატრონთან დასალაპარაკებლად. - მე მგონი, გცივა, - უთხრა
დოუსმა კლარას, - ბუხართან მოიწიე, გათბები. - გმადლობ. თბი-
ლად ვარ, - მიუგო კლარამ.
ქალმა ფანჯრიდან გახედა წვიმასა და ზღვას.
- უკან როდის ბრუნდები? - ჰკითხა დოუსს.
- ოთახები ხვალამდეა ნაქირავები და პოლს უნდა, რომ გავჩერ-
დე. თვითონ ამაღამ მიემგზავრება. - მერე შენ სად წახვალ, შეფილ-
დში?
- ჰო.
- მუშაობის დასაწყებად მზად ხარ?
- დავიწყებ და შევხედავ.
600
- ადგილი უკვე იშოვე?
- კი... ორშაბათს ვიწყებ.
- კარგად არ გამოიყურები.
- რატომ?
კლარამ პასუხის მაგივრად ისევ ფანჯარას გახედა.
- შეფილდში ღამის გასათევი მაინც გაქვს?
- კი.
ისევ ფანჯრისკენ მიაბრუნა სახე. მინებზე წვიმა ასხამდა.
- თავს გაართმევ? - ისევ ჰკითხა დოუსს.
- მგონი. სხვა რა გზაა!
როდესაც პოლი დაბრუნდა, ორივე დუმდა.
- ხუთის ოც წუთზე გავალ, - თქვა მან შემოსვლისას.
ხმა არავის ამოუღია.
- ეგ ჩექმა გაიხადე, - უთხრა კლარას, - ფლოსტი მაქვს აქ და ჩა-
იცვი. - გმადლობ, - თქვა ქალმა, - არ დამსველებია.
პოლმა ფლოსტი ფეხებთან მიუცურა. ქალმა კი ხელიც არ ახლო.
მორელი დაჯდა. ორივე მამაკაცი დაბნეული ჩანდა. თუმცა დოუსი
მშვიდად იჯდა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს დინებას
მიჰყვებაო. აი, პოლი კი ვერ ისვენებდა. კლარა ფიქრობდა, ასეთი
პატარა და უსუსური ცხოვრებაში არ მინახავსო. კაცი თითქოს იკუმ-
შებოდა, რომ თვალში არავის მოხვედროდა. მორელის ყველა ქმე-
დება, საუბარი, ჯდომაც კი არაბუნებრივი და ყალბი ჩანდა. კლარა
ჩუმად ადევნებდა თვალს და გულში ფიქრობდა, წონასწორობა სულ
დაუკარგავსო, არადა, ჩვეულებრივ, იმხელა ენერგიის პატრონი
იყო, ისეთი ვნება ჰქონდა, რომ სიცოცხლის სასმისიდან მასაც უნა-
წილებდა ღვთაებრივ სითხეს. ახლა კი ერთი ციდა და შეუმჩნეველი
გამხდარიყო. ისეთი დაბნეული ეთქმოდა, ორ ბატს ვერ მიანდობდი.
დოუსს უფრო მეტი მამაკაცური ღირსება გააჩნდა. ყოველ შემთხვე-
601
ვაში, ბაქსტერი სიოს ადევნებულ ბუმბულს მაინც არ ჰგავდა. მორე-
ლი ერთგვარად ეფემერული, არასაიმედო და მოჩვენებითიაო, გა-
იფიქრა კლარამ. ის ქალს ფეხის მოსაკიდებლად მყარ ნიადაგს ვე-
რასოდეს შეუქმნიდა. ასეთ დამცრობილს რომ ხედავდა, მის მიმართ
ზიზღი დაეუფლა. დოუსი, სხვა თუ არაფერი, კაცური იყო და დაცემა-
საც ვაჟკაცურად გაუსწორა თვალი. აი, ეს ვაჟბატონი კი მარცხს არა-
სოდეს აღიარებდა. პირიქით, მიკიბ-მოკიბავდა, ათასჯერ შემოუვ-
ლიდა სათქმელსაც და საქმესაც და გამარჯვების ტყუპისცალს ვერა-
სოდეს შეხედავდა სახეში. ოჰ, როგორ სძულდა ახლა კლარას პო-
ლი. თუმცა ქმარზე მეტად მორელს უყურებდა და გრძნობდა, რომ
სამივე მათგანის ბედი ახლა მის ხელთ იყო. ამის გამო კი მთლად
შესძაგდა საყვარელი. კლარას ეჩვენებოდა, ახლა უკეთ მესმის კა-
ცების და უკვე ვიცი, როდის რისი გამკეთებლები არიანო. უკვე ნაკ-
ლებად ეშინოდა მათი და მეტად იყო საკუთარ თავში დარწმუნებუ-
ლი. რაკი მიხვდა, რომ წვრილფეხა ეგოისტებიც არ ეთქმოდათ კა-
ცებს, როგორც წინათ ფიქრობდა, ცოტა შვება იგრძნო. საკმაოდ ის-
წავლა ცხოვრებისგან... ან უფრო სწორად, იმდენი, რამდენიც ესაჭი-
როებოდა. მოთმინების ფიალაც აევსო. აევსო იმდენად, რამდენის
ატანაც შეეძლო. გულში ფიქრობდა, სადაც უნდა, იქ წასულა, გზად
ია-ვარდი ჰფენიაო. ნასადილევს ბუხართან გადაინაცვლეს, ნიგვზი-
თა და ვისკით გახალისდნენ და სერიოზულ საკითხებზე საუბარს მო-
ერიდნენ. კლარა ხვდებოდა, რომ პოლი თამაშიდან გადიოდა და სა-
შუალებას უტოვებდა, ქმართან ცხოვრება აერჩია. მოვლენების ასე-
თი განვითარება სწყინდა. რა სულმდაბალიაო, ფიქრობდა, რაც უნ-
დოდა, ხომ იღებდა ჩემგან, ახლა მოვწყინდი და ქმართან მაბრუნებ-
სო. ისეთი წუთების გახსენება კი უჭირდა, როდესაც თავადაც იღებ-
და, რაც სურდა; თუმცა გულის სიღრმეში ფიქრობდა, დაბრუნება
მირჩევნიაო. პოლი დათრგუნვილი იყო და თავს მარტოსულად
602
გრძნობდა. ნამდვილი საყრდენი ამ ცხოვრებაში, დედა, აღარ ჰყავ-
და. ძალიან უყვარდა. დედა ხომ ის ადამიანი იყო, ვისთან ერთადაც,
ფაქტობრივად, ცხოვრებას უსწორებდა თვალს. ახლა მარტო დარ-
ჩა, დედის გარეშე; მის წასვლამ დიდი, ამოუვსებელი უფსკრული გა-
აჩინა, თითქოს ის საფარი გაარღვია, რომელიც პოლს იცავდა. ახ-
ლა სწორედ ამ განარღვევიდან მიედინებოდა პოლის ცხოვრება და
ამ დინებას მხოლოდ ერთი მიმართულება ჰქონდა - სიკვდილი.
პოლს სურდა, რომ ვინმე გვერდში ამოსდგომოდა, ოღონდ საკუთა-
რი ინიციატივით. საყვარელი ადამიანის ფეხდაფეხ სიკვდილისკენ
სწრაფ სრბოლაში უმნიშვნელო საგნებს ზურგი აქცია. კლარა გვერ-
დით ვერ დაუდგებოდა ხელის წასაშველებლად. მართალია, მასთან
ყოფნა სურდა ქალს, მაგრამ მის გაგებაზე უარს აცხადებდა. პოლი
გრძნობდა, რომ კლარა მასში მხოლოდ მამრს ეძებდა, რომელსაც
ქედს მოუდრეკდა და არა ისეთს, რომელიც აქეთ დასახმარებელი
იყო. დასუსტებული კაცი მისთვის მეტისმეტი თავის ტკივილი იქნე-
ბოდა, ამიტომ პოლი თხოვნასაც კი ვერ გაუბედავდა, ხელი შემაშვე-
ლეო. თუმცა ეს უკანასკნელი თავს ვერც გაართმევდა. პოლს სირ-
ცხვილის გრძნობა დაეუფლა. სირცხვილის გრძნობა, ბუნებრივია,
დამალა, მაგრამ რაკი ცხოვრებაში საყრდენი აღარავინ ეგულებო-
და, ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და მიხვდა, რომ სამყაროსთვის არა-
ფერს წარმოადგენდა, ერთი უსუსური წერტილი იყო დედამიწაზე,
რომელსაც ვერც კი ამჩნევდნენ და კიდევ უფრო დაითრგუნა, დაპა-
ტარავდა, ნაჭუჭში ჩაიკეტა. არა, სიკვდილი არ სურდა; ამაზე ხელს
არ მოაწერდა. თუმცა არც მაინცდამაინც ეშინოდა სიკვდილის. თუკი
არც არავინ გამოუწვდიდა დახმარების ხელს, თვითონვე განაგ-
რძობდა ცხოვრების გზას. დოუსი კი ამ ცხოვრებამ ისე გარიყა, ისეთ
უკიდურეს ნაპირში მოაქცია, რომ ამ, ერთი შეხედვით, უშიშარ კაცს
თავზარი დაეცა. სიკვდილს თვალებში ჩახედა. მაგრამ შეშინდა,
603
უკან დაიხია და ცხოვრებისგან მათხოვარივით ის აიღო, რაც განგე-
ბამ გაიმეტა. თუმცა ამ საქციელშიც გამოსჭვიოდა კეთილშობილე-
ბის ბრწყინვალება. კლარა ხედავდა, რომ დოუსი თავს წაგებულად,
დამარცხებულად მიიჩნევდა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა,
სურდა, რომ ცოლს ისეთი მიეღო, როგორიც იყო. ქალს კი მისი მი-
ღება ნამდვილად შეეძლო. სამი შესრულდა.
- ხუთის ოც წუთზე მივემგზავრები, - პოლმა ისევ უთხრა კლარას,
- შენც ამ მატარებელს გაჰყვები თუ მოგვიანებით გირჩევნია? - არ
ვიცი, - თავისთვის თქვა ქალმა.
- მამაჩემს რვის თხუთმეტ წუთზე უნდა შევხვდე ნოტინგემში.
- მაშინ, - თქვა კლარამ, - მოგვიანებით წავალ.
დოუსი უცებ ისე შეკრთა, თითქოს დენმა დაარტყაო. ფანჯრიდან
ზღვას გაჰყურებდა, თუმცა ვერაფერს ამჩნევდა.
- კუთხეში ორი-სამი წიგნია, - თქვა მორელმა, - მე უკვე აღარ
მჭირდება. ოთხ საათზე წასვლა დააპირა.
- ოდესმე შევხვდებით, - უთხრა მან ცოლ-ქმარს, როდესაც დოუსს
ართმევდა ხელს. - ალბათ, - თქვა დოუსმა, - ოდესმე, ალბათ, მარ-
თლაც შევხვდებით... და იმედი მაქვს, შენს ვალს მაშინ მაინც გავის-
ტუმრებ...
- მაგაზე მე თვითონ მოგაკითხავ, აი, ნახავ, - პოლს გაეცინა, - ჩე-
მი დანაზოგი სიბერემდე ხომ არ გამყვება.
- ეგეც მართალია, - დაეთანხმა დოუსი.
- კარგად იყავი, - კლარას გამოეთხოვა.
- კარგად, - ქალმა ხელი გაუწოდა. მერე ენაჩავრდნილმა უკანას-
კნელად გახედა. პოლი წავიდა. დოუსი და კლარა ისევ დასხდნენ.
- სამგზავროდ უხეირო დღეა, - თქვა კაცმა.
- ჰო, - დაეთანხმა ცოლი.

604
დაბნელებამდე საუბრობდნენ, თუმცა აბდაუბდად. დიასახლისმა
ორივეს ჩაი მიართვა. დოუსმა მაგიდასთან შინაურულად, როგორც
ქმარს შეჰფეროდა, სავარძელი მიაჩოჩა. მოთმინებით დაელოდა,
როდის დაუსხამდა ცოლი. კლარამაც, ცოლის კვალად, უკითხავად
გაუვსო ფინჯანი.
ჩაის შემდეგ, უკვე ექვსი რომ შესრულდა, დოუსი ფანჯარასთან
მივიდა. გარეთ უკვე თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ზღვა ღმუოდა. -
წვიმას არ გადაუღია, - თქვა მან.
- მართლა? - დაინტერესდა კლარა.
- ამაღამ ხომ არ გაემგზავრები? - ყოყმანით ჰკითხა ცოლს.
ქალმა არაფერი უპასუხა და დოუსიც მოლოდინში გაიყურსა.
- მე ასეთ წვიმაში ფეხს არ გავდგამდი, - თქვა დოუსმა.
- გინდა, რომ დავრჩე? - ჰკითხა კლარამ.
დოუსს მუქი ფერის ფარდაზე მოკიდებული ხელი აუკანკალდა.
- კი, - უპასუხა მორცხვად.
კლარასკენ ისევ ზურგით იდგა. ქალი ადგა და ნელი ნაბიჯით ფან-
ჯარასთან მივიდა. ბაქსტერმა ფარდას ხელი გაუშვა, შემობრუნდა,
წამიერად იყოყმანა და ცოლის მიმართულებით ნაბიჯი წადგა. კლა-
რა წელზე ხელებშემოწყობილი იდგა და მძიმე, გაუგებარი მზერით
უყურებდა. - გინდივარ, ბაქსტერ? - ჰკითხა ქალმა.
კაცმა ჩახლეჩილი ხმით უპასუხა:
- გინდა ჩემთან დაბრუნება? ქალმა ამოიკვნესა, ხელები კისერზე
მოხვია კაცს და თავისკენ მიიზიდა. დოუსმა სახე მის მხარში დამალა
და ორივე ხელი მაგრად შემოხვია. - უკან მიმიღე! - ჩურჩულით, თუმ-
ცა დაუფარავი აღტკინებით უთხრა კლარამ, - უკან მიმიღე! დამიბ-
რუნე! - და ისე შეუცურა თითები მუქ, რბილ თმაში, თითქოს თავდა-
ვიწყებას მიეცაო. ქმარმა უფრო ძლიერად მოუჭირა ხელები.
- ისევ გინდივარ? - ჩურჩულით ჰკითხა ცოლს დამორჩილებულმა.
605
15. ეული

კლარა ქმართან ერთად შეფილდში გაემგზავრა და პოლს მას მე-


რე თითქმის აღარ უნახავს. უოლტერ მორელს, როგორც აღმოჩნდა,
დანაკარგმა დიდი ზიანი ვერ მიაყენა, ამიტომ წინანდებურად განაგ-
რძობდა ცხოვრებას. მამა-შვილს ერთმანეთთან თითქმის აღარაფე-
რი აკავშირებდა. თუმცა ორივენი ცდილობდნენ, რომ ერთიმეორეს
გვერდში ამოსდგომოდნენ, თუკი საჭირო გახდებოდა. რაკი სახლის
მიხედვის თავი არც ერთს არ ჰქონდა, დაცარიელებულ ჭერქვეშ
ცხოვრება კი არ შეეძლოთ, პოლი ნოტინგემში გადასახლდა, მამა-
მისმა ბესტვუდს მიაშურა - ერთ მეგობრულ ოჯახში დაიდო ბინა.
პოლს ყველაფერი თავდაყირა წაუვიდა. ვეღარ ხატავდა. სურათი,
რომელიც დედის გარდაცვალების დღეს დაასრულა და ძალიან
მოსწონდა, უკანასკნელი აღმოჩნდა. სამსახურში კლარა აღარ იყო.
შინ დაბრუნებული ფუნჯს ვეღარ ეკარებოდა. აღარაფერი დარჩა. ქა-
ლაქის ქუჩებს ტკეპნიდა, ხან რომელ ნაცნობთან ერთად სვამდა, ხან
- რომელთან. ასეთმა რიტმმა დაღალა. ზოგჯერ ბარის დახლთან მო-
მუშავე ქალბატონს გამოელაპარაკებოდა, ზოგჯერ - ისე გაცნო-
ბილს, მაგრამ თვალებში ჩამდგარ სიბნელეს არაფერი უცვლიდა.
ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს რაღაცას მისდევსო. ყველაფერი
სხვაგვარად, უჩვეულოდ ეჩვენებოდა. ვერ ხვდებოდა, რატომ დაი-
არებოდა ამდენი ხალხი ქუჩებში, რატომ იყო ჩამწკრივებული ამდე-
ნი სახლი მზის გულზე. საერთოდ ვერ გაეგო, რა საჭირო იყო ამდენი
საგნის ერთად თავმოყრა, როცა შეიძლებოდა, თავისუფლად და-
ეტოვებინათ სივრცე. ამხანაგები ესაუბრებოდნენ ხოლმე და ისიც
მექანიკურად პასუხობდა, თუმცა მათი ნათქვამიდან მხოლოდ ბგე-
რები აღწევდა მის გონებამდე. აი, ბგერების ერთობლიობისა კი ნამ-
დვილად ვერაფერი გაეგო. თავის ნამდვილ მეს მხოლოდ მაშინ იბ-
606
რუნებდა, როდესაც მარტო იყო ან სამსახურში გაუაზრებლად ასრუ-
ლებდა დაკისრებულ საქმეს. ამ დროს თავდავიწყებას ეძლეოდა, მე-
ქანიკურად მუშაობდა. მაგრამ ასე დაუსრულებლად ვერ გასტანდა.
ძალიან გაუჭირდა, რადგან ყველაფერი არარეალურად ეჩვენებო-
და. გზებზე პირველი თეთრყვავილები გამოჩნდა. გამეფებულ ნაც-
რისფერში პაწაწინა, ქათქათა მარგალიტები ამოიწვერა. წინათ მა-
თი დანახვა სიცოცხლის ხალისს დაუბრუნებდა, ახლა კი იოტისოდე-
ნა მნიშვნელობაც აღარ ჰქონდა ერთი ციდა ყვავილების გამოჩენას.
მალე ისინიც გაქრებოდნენ და ასე რუდუნებით ნაქარგ ბუნების ხა-
ლიჩას ფერს დაუკარგავდნენ. ტრამვაის მაღალი, კაშკაშა ვაგონები
ღამეული ქალაქის ქუჩებში დაჰქროდნენ. უცნაური იყო, წინ და უკან
გადაადგილებისას რამხელა ხმას გამოსცემდნენ. რა თავს იკლავთ
ტრენტის ხიდებზე გადარბენა-გადმორბენაზე? ეკითხებოდა უზარმა-
ზარ ვაგონებს. ხომ შეიძლებოდა, რომ საერთოდ არ არსებულიყო
ტრანსპორტის ეს სახეობა. ყველაზე რეალური ღამით ჩამოწოლი-
ლი წკვარამი იყო. ყველაზე გასაგები და დამამშვიდებელი. შეეძლო,
საკუთარი თავი მიენდო ამ უკუნეთისთვის. უეცრად ფეხებთან ფურ-
ცელმა გაიშრაშუნა და ტროტუარზე გაფრინდა. პოლი შედგა, და-
იმუშტა, გახევდა, აგონიის ალმა გადაუარა. ისევ დედის ოთახი, დე-
და, მისი თვალები მოეჩვენა. გაუცნობიერებლად ხომ სულ დედას-
თან ერთად იმყოფებოდა. ქაღალდის ფრიალმა კი გაახსენა, რომ
დედა აღარ ჰყავდა. უნდოდა, ყველაფერი გამქრალიყო, ოღონდ კი
კვლავინდებურად დედა ჰყოლოდა გვერდით. დღეებს კვირები მიჰ-
ყვა. მაგრამ ყველაფერი წინანდებურად არეული და გაუგებარი ჩან-
და. უკვე ვეღარც დღეებს არჩევდა ერთმანეთისგან, ვეღარც კვირებს
და ბოლოს - ვეღარც ადგილებს. კონკრეტული ფორმა, კონტური
აღარაფერს გააჩნდა. ხშირად მთელი საათით სადღაც იკარგებოდა,
მაგრამ ვეღარ იხსენებდა, სად იყო და რა აკეთა. ერთ საღამოს ნაქი-
607
რავებში გვიან დაბრუნდა. ბუხარში დაბალი ცეცხლი ბჟუტავდა. ყვე-
ლა იწვა. ცეცხლს ორიოდე მუჭა ნახშირი შეუკეთა, მაგიდას გახედა
და გადაწყვიტა, არ ვივახშმებო. სავარძელში ჩაჯდა. სამარისებური
სიჩუმე იდგა. მართალია, ვერაფერს აცნობიერებდა, მაგრამ საკვა-
მურში ზანტად შემავალ მოცეკვავე კვამლს არჩევდა. უცებ, სად იყო
და სად არა, ორი პატარა თაგვი გამოცოცდა სოროდან და ძირს დაყ-
რილ პურის ნამცეცებს დაუწყო ჭამა. პოლი ამ პაწია არსებებს სად-
ღაც შორიდან ადევნებდა თვალს. ეკლესიის საათმა ორჯერ დაჰკრა.
შორიდან რკინიგზაზე მოძრავი ვაგონების ჭრიალმა მოაღწია. არა,
არც ისე შორს უნდა ყოფილიყო ეს ხმა. ყველაფერი თავ-თავის ად-
გილზე იყო. მაგრამ აი, თვითონ სად იმყოფებოდა? დრო გადიოდა.
ორი თაგუნია, უკვე თამამად რომ დაშლიგინობდა მთელ ოთახში,
მის ფლოსტს ზედ უვლიდა. პოლს კი წარბიც არ შესტოკებია. არა-
ფერზე ფიქრობდა. ასე უფრო უადვილდებოდა. როგორც იტყვიან,
არაფრისთვის სცხელოდა. სრულიად დამოუკიდებლად სხვა ცნო-
ბიერება ჩაერთო, რომელიც მექანიკურად მუშაობდა და კითხვებ-
საც სვამდა: - რას ვაკეთებ?
და სადღაც ტრანსიდან მოესმა პასუხი:
- თავს ვინადგურებ.
მერე მოდუნებული, ცოცხალი გრძნობა გაქრა, თუმცა პასუხი და-
უტოვა: - ეს არასწორია.
უცებ მორიგი კითხვა დაიბადა:
- რატომ არის არასწორი?
პასუხი ისევ ვერ მიიღო, მაგრამ უეცრად გულში სიჯიუტის შეტევა
იგრძნო, რომელიც თვითგანადგურებისგან იცავდა. გზიდან მძიმე
ურიკის ხრიალი შემოისმა. უცებ დენი გაითიშა. ელექტრომრიცხვე-
ლი ყრუდ გუგუნებდა. პოლი არც ახლა განძრეულა, უბრალოდ, იჯ-
და და წინ იყურებოდა. მხოლოდ თაგვები დაშლიგინებდნენ, მინავ-
608
ლული ალი ჩაბნელებულ ოთახში წითლად ღვიოდა. მერე მექანიკუ-
რად, თუმცა სრულიად გარკვევით, შინაგანი მონოლოგი განახლდა:
- მკვდარია. მაგრამ, აბა, რაღას იბრძოლა ამდენ ხანს?
სასოწარკვეთილი ნატრობდა, ნეტავ, მეც მივყვებოდეო.
- შენ ცოცხალი ხარ.
- ის აღარ არის.
- ის... შენშია.
ანაზდად ეს განცდა გულზე ტვირთად დააწვა და დაიღალა.
- მისი გულისათვის უნდა იცოცხლო, - უბრძანა შინაგანმა ნებამ.
რაღაც გაუჯიუტდა შინაგანად, თითქოს გამოფხიზლება არ უნდაო. -
მისი სიცოცხლე შენი სიცოცხლით უნდა ატარო და წინ იარო მის და-
ნატოვართან ერთად. მაგრამ პოლს ეს არ სურდა. დანებება ერჩია
ახლა ყველაფერს. - შეგიძლია, ხატვაც განაგრძო, - ისევ ნების ხმა
მოესმა, - ან ბავშვები იყოლიო. ორივე შემთხვევაში მის სურვილს
აასრულებ. - ხატვა ცხოვრება როდია.
- ჰოდა, იცხოვრე.
- ვინ შევირთო ცოლად? - გაისმა გულში მალული კითხვა.
- საუკეთესო.
- მირიამი?
მაგრამ ამისი თვითონაც არ სჯეროდა.
უეცრად ადგა და დასაძინებლად წავიდა. ოთახში შევიდა, კარი
მიხურა და ხელები მომუშტა. - დედი, საყვარელო... - სულიერი ძა-
ლის მოშველიებით დაიწყო. შეჩერდა. ხმის ამომღები აღარ იყო.
გულშიც კი აღარ აღიარებდა, რომ სიკვდილი უნდოდა. არც იმაზე
დაძრავდა სიტყვას, რომ სიცოცხლემ, ან თუნდაც სიკვდილმა, და-
ამარცხა. მაშინვე ჩაწვა ლოგინში და მალევე ძილს მისცა თავი.
კვირები გავიდა. მისი სული თითქოს სიკვდილ-სიცოცხლეს შო-
რის ჯიუტად მერყეობდა. ყველაზე დიდი უბედურება კი მაინც ის იყო,
609
რომ არც წასასვლელი ჰქონდა სადმე, არც - გასაკეთებელი, არც -
სათქმელი და აღარც საკუთარი თავი მიაჩნდა რამედ. ზოგჯერ ქუჩას
სირბილით ისე დაუყვებოდა ხოლმე, როგორც გიჟი; ზოგჯერ იყო კი-
დეც გიჟი. ირგვლივ თითქოს ყველაფერი ქრებოდა და მერე ისევ
ჩნდებოდა. ასეთ დროს გული ამოვარდნაზე ჰქონდა. ზოგჯერ ბარ-
თან შეჩერდებოდა და დასალევად შედიოდა. ეჩვენებოდა, რომ უცებ
ყველაფერი უკან იხევდა. ბარის დახლთან მომუშავე ქალის სახეს
ხედავდა, ხედავდა მოყაყანე მსმელებს, ოდნავ მოშორებით კი - თა-
ვის ჭიქას მაჰაგონის დახლზე. მასა და დანარჩენ საზოგადოებას შო-
რის რაღაც იყო. მაგრამ ვერაფრით გაეგო, რა. არავინ უნდოდა; ეს
დასალევიც არ უნდოდა. უცაბედად გატრიალდებოდა და გარეთ გა-
დიოდა. ან ზღურბლზე შედგებოდა და განათებულ ქუჩას გაჰყურებ-
და. მაგრამ არც ამ ქუჩასთან აკავშირებდა რამე. პირიქით, ზოგჯერ
რაღაც საერთოდ აცალკევებდა გარემოსგან. თუკი ამ განათების
ბოძებქვეშ რამე ხდებოდა, მას არ ეხებოდა. ისეთი განცდა ჰქონდა,
რომ მივუახლოვდე, ლამპიონებს მაინც ვერ შევეხებიო. საით წასუ-
ლიყო? ვერსად მიდიოდა, არც სასტუმროში მიესვლებოდა და არც
სხვაგან ელოდა ვინმე. ჰაერი არ ჰყოფნიდა. გზა არსაით ჰქონდა.
ისეთი დაძაბულობა ეუფლებოდა, ეგონა, სადაცაა გავისრისებიო. -
ასე არ უნდა ვიქცეოდე, - თქვა ერთხელ ბარის ზღურბლზე და დასა-
ლევად შებრუნდა. სასმელი ზოგჯერ შველოდა, ზოგჯერ უფრო ამძი-
მებდა. ასეთ დროს გზას დაუყვებოდა ხოლმე სირბილით. მოუსვენ-
რად ხან სად მიაწყდებოდა, ხან - სად. გადაწყვიტა, ვიმუშავებო. მაგ-
რამ ექვსიოდე წინადადების დაწერის შემდეგ ფანქარი ხელიდან გა-
აგდო, ადგა და სამსახურიდან გავიდა. კლუბისკენ აიღო გეზი, სადაც
ბანქოს ან ბილიარდის თამაშს გადააყოლებდა გულს. ბოლოს და
ბოლოს, ბარის დახლთან მომუშავე გოგონასთან მაინც იმასლაა-
თებდა, რომელიც მისთვის, რეალურად, დახლზე დაყენებულ იმ
610
თითბრის ონკანადაც არ ღირდა, რომელსაც ეს გოგონა ლუდის ყო-
ველ ჩამოსხმაზე ექაჩებოდა. ისე გახდა, ყბა ყბაში აქვს გაყრილიო,
ამბობდნენ. სარკეში ჩახედვას ეკრძალვოდა. არ უნდოდა, საკუთა-
რი მზერა დაეჭირა. საკუთარ თავს გაურბოდა, აი, ხელმოსაჭიდს კი
ვერსად პოულობდა. სასოწარკვეთილმა მირიამი გაიხსენა. იქნებ...
იქნებ?.. მერე, ერთ კვირა საღამოს უნიტარულ ეკლესიაში წავიდა
და როდესაც მეორე ჰიმნის საგალობლად ყველა წამოდგა, მირიამ-
საც მოჰკრა თვალი. გალობისას სინათლე ქვედა ბაგეზე ეცემოდა.
ისე გამოიყურებოდა, თითქოს რაღაც ჰქონდა: თუნდაც ზეცის იმედი,
მიწისა თუ არა. თითქოს შვებაც და ნამდვილი ცხოვრებაც იმქვეყნად
უნდა ეპოვა. მირიამისადმი თბილი, ძლიერი გრძნობა გაუჩნდა.
ახალგაზრდა ქალი გულითა და გზნებით მღეროდა, თითქოს ნეტა-
რებასა და საიდუმლოს ჭვრეტსო. პოლს მისი იმედი ჩაესახა. ინატ-
რა, ნეტავ ქადაგება მალე დასრულდებოდეს, რომ დროულად გამო-
ველაპარაკოო. ხალხის ნაკადი დაიძრა და მირიამმა მის წინ ჩაი-
არა. ლამის შეეხო. არადა, არ იცოდა, თუ პოლიც იქ იყო. პოლმა კე-
ფაზე დაყრილ წაბლისფერ კულულებზე თვალი შეავლო. შეეძლო,
ახლა მისთვის თავი მიეძღვნა. მირიამი მასზე უკეთესი და საიმედო
იყო. შეეძლო, ბოლომდე მინდობოდა. ქალი მრევლს გაკვირვებუ-
ლი სახით, ბრმად გაჰყვა გარეთ. ხალხმრავლობაში მუდამ დაბნეუ-
ლი იყო და ადგილს ვერასდროს პოულობდა ხოლმე. პოლი უკან
მიჰყვა და ხელი სტაცა. ქალს შიშით თვალები გაუფართოვდა, მერე
პოლი დაინახა და კითხვით სავსე მზერა მიაპყრო. მამაკაცმა ოდნავ
უკან დაიხია.
- არ ვიცოდი... - ენა დაება მირიამს.
- არც მე, - მიუგო მან.
პოლმა გარემო შეათვალიერა. იმედის უეცრად ანთებული ნა-
პერწკალი მიინავლა. - ქალაქში რას აკეთებ? - ჰკითხა ბოლოს.
611
- ბიძაშვილ ენისთან ვარ სტუმრად.
- ჰა? დიდი ხნით?
- არა. ხვალამდე, - უპასუხა მირიამმა.
- ეგრევე შინ უნდა წახვიდე?
ქალმა შეხედა და სახე ქუდის ფარფლებში დამალა.
- არა, - თქვა მან, - არა, არ მეჩქარება.
პოლი სხვა მხარეს შებრუნდა, წავიდა და მირიამიც ფეხდაფეხ
მიჰყვა. ეკლესიის ეზოში შექუჩებულ მრევლს შორის გაიარეს. წმინ-
და მარიამის ეკლესიის ღია კარიდან ორგანის ხმა ჯერ კიდევ გამო-
დიოდა. განათებული ეკლესიის ფონზე გამომსვლელები შავ სილუე-
ტებად ჩანდნენ. ხალხი უკვე კიბეზე ჩადიოდა. დიდი, ვიტრაჟიანი
ფანჯრები საღამოს სიბნელეში კიდევ უფრო დიდად მოჩანდა კაშკა-
შა სინათლის გამო. საყდარი უზარმაზარ ჩამოკიდებულ ლამპარს
ჰგავდა. ჰოლოუ-სტოუნი ფეხით ჩაიარეს და ბრიჯესისკენ მიმავალ
ტრამვაიში ავიდნენ. - ჩემთან ერთად ივახშმე, - უთხრა პოლმა, - მე-
რე უკან მიგიყვან. - ძალიან კარგი, - დაბალი, ხრინწშეპარული ხმით
თქვა მირიამმა. როცა ვაგონში ისხდნენ, ხმის ამოღება ორივეს
უჭირდა. ხიდის ქვეშ წყალუხვი, მრუმე ტრენტი მიედინებოდა. ქო-
ლუიქის მიმართულებით სრული უკუნეთი იდგა. პოლი ქალაქის გა-
ნაპირას, ჰოლმ-როუდზე ცხოვრობდა ერთ მოტიტვლებულ ადგი-
ლას, მდინარის ჭალებისა და სნეიტონის თავშესაფრის საზღვარზე,
რომელთა მიღმაც უკვე, ციცაბო ფერდობზე, ქოლუიქის ტყეები იწ-
ყებოდა. ჭალები დატბორილი იყო. მდუმარე წყალი და სიბნელე
მარცხნივ ჩამოიტოვეს. სახლების მიმართულებით არცთუ უშიშრად
გაუდგნენ გზას.
ვახშამი მოამზადეს. პოლმა ფანჯარას ფარდა ჩამოაფარა. მაგი-
დაზე ალისფერი ფრინტებითა და ფრეზიებით სავსე ლარნაკი იდგა.

612
მირიამი ყვავილებისკენ გადაიხარა, თითის წვერებით შეეხო და
პოლს შეხედა:
- რა ლამაზებია, არა?
- კი, - თქვა მამაკაცმა, - რას დალევ... ყავას?
- სიამოვნებით, - დაეთანხმა ქალი.
- მაშინ ერთ წუთს მომიტევე.
პოლი სამზარეულოში გავიდა.
მირიამმა პალტო გაიხადა და ოთახს თვალი მოავლო. ცარიელი,
პირქუში ოთახი იყო. კედელზე მისი, კლარასი და ენის ფოტოები
ეკიდა. სამუშაო მაგიდას შეხედა, ნეტავ რას აკეთებსო. მხოლოდ
რამდენიმე უაზრო ხაზი იყო გავლებული. მერე წიგნები შეათვალი-
ერა. ჩანდა, რომ ჩვეულებრივი რომანები უნდა ყოფილიყო. თარო-
ებზე ენის, ართურისა და მირიამისთვის უცნობი რამდენიმე მამაკა-
ცის გამოგზავნილი წერილები ეწყო. მირიამს აინტერესებდა ყველა-
ფერი, თუკი რამისთვის პოლს ხელი დაეკარებინა და იოტისოდენად
მაინც უკავშირდებოდა მას. პოლმა იმდენი ხნის წინ მიატოვა მირი-
ამი, რომ ქალი ახლა მის ხელახლა აღმოჩენას, მიგნებასა და გაგე-
ბას ცდილობდა. აინტერესებდა, ახლა რითი ცხოვრობდა, რას წარ-
მოადგენდა. მაგრამ ოთახი იმდენად ღარიბი იყო, რომ არსებული
ნივთებით ბევრს ვერაფერს გაიგებდა. პირიქით, უფრო დასევდიან-
და და გული დაუმძიმდა. როდესაც პოლი ყავით დაბრუნდა, მირიამი
გულდასმით აკვირდებოდა ჩანახატების ალბომს. - მანდ ახალს ვე-
რაფერს ნახავ, - უთხრა პოლმა, - და ვერც საინტერესოს. სინი დადო
და მირიამთან მივიდა, რათა თვითონაც ჩაეხედა ალბომში. ქალი
ნელა ფურცლავდა და თითოეულ ნახატს ყურადღებით აკვირდებო-
და. - ჰმ! აი, ეს მეც დამვიწყებია. ისე, ურიგო არ არის, ხომ? - პოლმა
იმ ჩანახატზე გაამახვილა ყურადღება, მირიამი რომ დაშტერებოდა.
- არა, - თქვა მირიამმა, - მთლად ბოლომდე ვერ ჩავწვდი.
613
პოლმა ალბომი გამოართვა, გადაფურცლა და მერე თვითონაც
კმაყოფილ-გაკვირვებულად ჩაიფხუკუნა. - ზოგიერთს მართლაც
არა უშავს, - თქვა მან.
- ცუდიაო, ვერ იტყვი ნამდვილად, - დაეთანხმა მირიამიც. პოლმა
იგრძნო, რომ მირიამი მისი ნამუშევრებით ისევ დაინტერესებული
იყო. ნეტავ, რატომ აინტერესებდა ასე ძალიან პოლი და ის, როგორ
მჟღავნდებოდა იგი თავის ნამუშევრებში?
სავახშმოდ დასხდნენ.
- ჰო მართლა, - დაიწყო მასპინძელმა, - ყური მოვკარი, თითქოს
მალე პურის ფულს საკუთარი შრომით იშოვისო, მართალია?
- კი, - თქვა მირიამმა და მუქთმიანი თავი ფინჯანზე დახარა. - მე-
რე, რას აკეთებ?
- დიდი არაფერი, ბროტონის კოლეჯში სამი თვეა დავდივარ, რომ
საფერმო საქმე ვისწავლო და თუ ვიყოჩაღებ, მასწავლებლადაც
დამტოვებენ.
- უყურე შენ... შენზე ზედგამოჭრილი საქმე გიშოვია! ისე, სულ და-
მოუკიდებლობისკენ ისწრაფოდი. - მეღირსა.
- მერე, რატომ აქამდე არ გამახარე?
- მეც გასულ კვირას გამახარეს.
- ჰო მაგრამ, კოლეჯში სწავლის დაწყების ამბავი მე თვეზე მეტია,
რაც შევიტყვე, - შეედავა პოლი. - კი, მაგრამ მაშინ გარკვევით არა-
ფერი ვიცოდი.
- მაინც მგონია, რომ თავიდანვე უნდა გეთქვა, რას ფაფხურობდი.
მირიამმა უხალისოდ, ნაძალადევად ივახშმა, თითქოს საჯაროდ
აკეთებს რაღაც მიუღებელს და ერიდებაო. პოლს მისი ეს მანერა ეც-
ნო.
- მგონი, კმაყოფილი უნდა იყო, - უთხრა სტუმარს.
- ძალიან კმაყოფილიც.
614
- ჰო... რამე გამოვა.
პოლს იმედი გაუცრუვდა.
- მგონი, ბევრი რამეც, - ლამის ნაწყენმა გაღიზიანებული ხმით
თქვა. პოლმა ულვაშებში ჩაიცინა.
- რატომ გგონია, რომ მხოლოდ „რამე“ გამოვა? - ჰკითხა მირიამ-
მა. - ოჰ, არა, არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ „რამე“ იქნება. მხოლოდ
ის ვიგულისხმე, რომ პურის ფულის შოვნა ყველაფერს არ ნიშნავს.
- არა, - ძლივს გადაყლაპა ლუკმა, - ყველაფერს ნამდვილად არ
ნიშნავს. - ჩემი აზრით, სამუშაო მამაკაცის ცხოვრების დიდ ნაწილს
იკავებს, - შენიშნა პოლმა, - თუმცა მე ეგ არ მეხება. მაგრამ ქალი
მხოლოდ ნაწილობრივ თუ მუშაობს, მისი ნამდვილი, სასიცოცხლო
ნაწილი მუდამ ხელშეუხებელია. - განა კაცს კი შეუძლია, სრულად
მიუძღვნას თავი სამუშაოს? - პრაქტიკულად, კი.
- ქალი კი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს სწირავს?
- ასეა, - მიუგო პოლმა.
მირიამმა თვალი გაუსწორა და სიბრაზის სხივი სტყორცნა.
- სირცხვილი და თავის მოჭრა მაშინ, თუ მასეა.
- ჰო. თუმცა ყველაფერი არც მე ვიცი, - თქვა პოლმა.
როდესაც ვახშმობა დაასრულეს, ბუხართან გადაინაცვლეს.
პოლმა თავისი სავარძლის პირდაპირ დაუდგა სკამი და დასხდნენ.
შავგვრემან და მსხვილნაკვთება მირიამს ბორდოსფერი კაბა ძალი-
ან უხდებოდა. მართალია, მუქი კულულები წინანდებურად თავი-
სუფლად ჩამოეშალა, მაგრამ სახეზე უკვე ასაკი ეტყობოდა, ყელიც
საგრძნობლად ჰქონდა გამხდარი. კლარაზე ასაკოვანს ჰგავსო,
პოლს გულში გაკენწლა. ახალგაზრდობას თვალსა და ხელს შუა ჩა-
ევლო. რაღაც სიხისტე დასტყობოდა, თითქოს, გახევებულიაო. დაკ-
ვირვების ქვეშ მყოფი მირიამი კი ფიქრობდა, მერე პოლს შეხედა და
ჰკითხა:
615
- შენკენ რა ხდება?
- მშვიდობაა, - თქვა პოლმა.
მირიამი მომლოდინე მზერით მიაჩერდა და მერე დაბალი ხმით
თქვა: - არა.
მზემოკიდებული ხელები მუხლებზე ჰქონდა ნერვიულად შემოხ-
ვეული. ამ ხელების პატრონს არც სიმშვიდე ეტყობოდა, არც თავდა-
ჯერება, ლამის ისტერიკამდე იყო მისული. პოლმა წარბი შეკრა და
ბოროტად ჩაიცინა. მირიამმა პირში თითი ჩაიდო. შავ პიჯაკში გა-
მოხვეული პოლის გამხდარი, ნატანჯი სხეული სკამის საზურგეს მიჰ-
ყრდნობოდა. ქალმა უცებ გამოიღო თითი პირიდან და პოლს შეხე-
და.
- კლარას დაშორდი, ხომ?
- კი.
კაცი სკამზე კი არ იჯდა, მიგდებული ნივთივით იდო.
- იცი, - დაიწყო მირიამმა, - მგონი, უნდა დავქორწინდეთ. პოლმა
ამდენი ხნის განმავლობაში პირველად დააჭყიტა თვალები და პატი-
ვისცემით შეხედა ხელის მთხოვნელს. - რატომ? - მხოლოდ ეს ჰკით-
ხა.
- იცი, მეტისმეტად უდიერად ექცევი შენს ცხოვრებას! შეიძლება
დაავადდე, მოკვდე... მე კი ვერ გავიგო, თითქოს უცნობი იყო ჩემ-
თვის.
- დაქორწინების შემთხვევაში? - ჰკითხა პოლმა.
- სხვა თუ არაფერი, თვითგანადგურების უფლებას არ მოგცემ და
სხვა ქალების ნადავლად არ გაქცევ... კლარასნაირების.
- ნადავლად? - ღიმილით იკითხა პოლმა.
მირიამმა ჩუმად დააქნია თავი. პოლმა იგრძნო, რომ ისევ უსა-
სოობა იპყრობდა. - არ მგონია, ქორწინება დიდად წამადგეს, - თქვა
ბოლოს.
616
- მე მხოლოდ შენ მადარდებ, - უთხრა მირიამმა.
- ვიცი, რომ გადარდებ. მაგრამ... ისე გადარდებ, რომ ჯიბეში გინ-
და, ჩამისვა. მე კი მაგ ჯიბეში გავიგუდები.
მირიამმა თავი ჩაღუნა, თითს კბილი დააჭირა, გულში კი ტკივილ-
მა დაუარა. - აბა, სხვა რა უნდა ქნა? - ჰკითხა პოლს.
- არ ვიცი... გზას გავაგრძელებ, ალბათ. არ გამოვრიცხავ, მალე
საზღვარგარეთ წავიდე. პოლის ხმაში იმხელა სასოწარკვეთილი სი-
ჯიუტე ჟღერდა, რომ მირიამი ბუხრის წინ, პატარა ნოხზე მუხლებზე
დაემხო და სასურველ მამაკაცს ძალიან მიუახლოვდა. ისე მოიკუნ-
ტა, თითქოს ვიღაცისგან თავის დაცვას ცდილობდა და თავი არ აუ-
წევია. პოლს სავარძლის სამკლავურებზე დაეწყო ხელები და თით-
საც არ ამოძრავებდა. ამ თითებს მირიამი კარგად იცნობდა. იცოდა,
რომ ახლა პოლზე გავლენას ახდენდა. რომ შეძლებოდა, წამომდგა-
რიყო, კისერზე მოხვეოდა და ეთქვა, ჩემი ხარო, პოლი ყველაფერზე
ხელს აიღებდა და მისი გახდებოდა. მაგრამ გაბედავდა კი ამას მი-
რიამი? უწინ ეშაფოტზე ავიდოდა. შეძლებდა კი თავის შეთავაზებას?
სავარძელში გართხმულ ამ კოხტა ტანს, შავი პიჯაკის მიღმა, მშვე-
ნივრად იცნობდა, რადგან მისი ცხოვრების ერთ ნაწილს წარმოად-
გენდა. მაგრამ ვერა, ვერ გაბედავდა წამოდგომას, მოხვევას და გა-
მოცხადებას: ეგ ჩემი სხეულია, ეგ ტანი მე მეკუთვნის და მომეციო.
არადა, გულით უნდოდა. ინსტინქტიც ამას კარნახობდა. მაგრამ უა-
რესად მოიბუზა და ვერ შეუბედა. ეშინოდა, ვაითუ, უარი მითხრასო.
ეშინოდა, მეტისმეტი არ მომივიდესო. არადა, პოლის სხეული ახლა
მიგდებული ჩანდა მის წინ. იცოდა, რომ უნდა მიეღო ეს სხეული,
პრეტენზიაც განეცხადებინა და თავისი უფლებაც დაეცვა. მაგრამ...
შეძლებდა კი ამას? არ ძალუძდა, წინ აღდგომოდა იმ ძალას, რო-
მელსაც პოლში გრძნობდა. ხელები აუცახცახდა; გაუცნობიერებ-
ლად ასწია თავი. მავედრებელი, შეშინებული თვალებით შეხედა და
617
პოლსაც უეცრად გული აუჩვილდა. ხელი მოჰკიდა, მიიხუტა და მი-
ეფერა.
- მიმიღებ? გამომყვები ცოლად? - დაბალი ხმით ჰკითხა.
ოჰ, რატომ არ ითხოვს და არ იღებს პოლი მირიამს? რატომ არ
იღებს, რაც ეკუთვნის? ამდენ ხანს სატანჯველში იყო - პოლს ეკუთ-
ვნოდა, ეს ვაჟბატონი კი ერთხელ არ ეტყოდა, მე მეკუთვნიო. ახლაც
სისხლს უშრობდა. ამდენის ატანა აღარ შეეძლო მირიამს. თავი ას-
წია, პოლის სახე ხელებში მოიქცია და თვალი თვალში გაუყარა. ოჰ,
რა უმოწყალო მზერა მიიღო პასუხად. ულმობელი. კაცს რაღაც სხვა
სურდა. მირიამი კი მისკენ მთელი სიყვარულით მიილტვოდა, რომ
არჩევანი მისთვის არ დაეკისრებინა პოლს. იცოდა, ვერც არჩევანს
გაართმევდა თავს, ვერც მას და საერთოდ არაფრის ძალა აღარ შეს-
წევდა. მდგომარეობა იმდენად აუტანელი გახდა, რომ იგრძნო, ვე-
ღარ გაუძლებდა. - ნამდვილად გინდა? - ძალიან სერიოზული ხმით
ჰკითხა.
- არცთუ ისე, - ტკივილით უპასუხა პოლმა.
მირიამმა სახე გვერდზე მიაბრუნა. მერე ამაყად წამოდგა, პოლს
მკერდში ჩაარგვევინა თავი და დაარწია. ესე იგი, კოვზი ნაცარში ჩა-
უვარდა! რა უშავს, ნუგეშისცემა ხომ მაინც შეეძლო. თითები თმაში
შეუცურა. მისთვის ეს თავგანწირვის გვემული სიტკბო იყო. პოლის-
თვის კი მორიგი მარცხის ზიზღი და სიძულვილი. ეს თბილი, მონანა-
ვე მკერდი ამ ტვირთის ზიდვაში ვერ შეეხიდებოდა - პოლი ვეღარ
გაუძლებდა. რამდენი რამისგან სურდა დასვენება, მოსვენება, მაგ-
რამ ახლა ეს მოჩვენებითი ნუგეში უფრო მეტად აწვალებდა. უკან გა-
იწია. - დაუქორწინებლად აღარაფერი დაგვრჩენია? - ჰკითხა ქალს.
ტუჩზე ისე იკბინა, რომ ძლიერი ტკივილი იგრძნო. მირიამმა კი
თითზე იკბინა. - აღარაფერი, - დაბალი, დედო ზარივით ყრუ ხმით
უპასუხა, - მე მგონი, აღარაფერი. ეს მათ შორის ყველაფრის დასას-
618
რულს ნიშნავდა. მირიამი ვერ მიიღებდა და იმ პასუხისმგებლობის-
გან ვერ გაათავისუფლებდა, რომელიც პოლს საკუთარი თავის მი-
მართ ჰქონდა. მისთვის მხოლოდ თავის მსხვერპლად მიტანა შეეძ-
ლო... ყოველდღე შესწირავდა თავს, კმაყოფილი. ეს კი პოლს არ უნ-
დოდა. მას სურდა, მირიამს მიეღო და ხალისიანად ებრძანებინა: გე-
ყოს ეს უთავჟამო ხეტიალი და სიკვდილთან ბრძოლა. შენ ჩემი მე-
უღლე ხარ! მაგრამ სად შესწევდა მირიამს მაგის ძალა? ან უნდოდა
კი პოლისნაირი მეუღლე? იქნებ მასში ოდენ ქრისტეს ჭვრეტდა?
პოლმა იგრძნო, რომ მირიამს არა მხოლოდ ეთხოვებოდა, არა-
მედ სიცოცხლესაც ათმობინებდა. მაგრამ იცოდა, თუკი მასთან დარ-
ჩებოდა და თავის შინაგანს დათრგუნავდა, უარესად წარეკვეთებო-
და სასო და თავის სიცოცხლეზე უარის თქმა მოუწევდა. საკუთარ სი-
ცოცხლეზე უარის თქმით კი მირიამისთვის სულის შთაბერვის იმედი
სულაც არ ჰქონდა. მირიამი სრულიად გაწონასწორებული იჯდა.
პოლმა სიგარეტს მოუკიდა. კვამლი დაიკლაკნა და ჭერისკენ წავი-
და. ახლა დედაზე ფიქრობდა და მირიამს ვერც ამჩნევდა. ქალმა
უეცრად შეხედა. გული დაეწვა. გამოდის, ამხელა მსხვერპლი წყალ-
ში ჩაეყარა. პოლი ისე ეულად მიწოლილიყო, რომ ვერც კი ამჩნევდა
სტუმარს. მირიამმა ისევ რწმენის ნაკლებობა და არასტაბილურობა
შეატყო. პოლი ახირებულ ბავშვს ჰგავდა, ასე თუ განაგრძობდა,
თავს დაიღუპავდა. მაშ, გზაც იქით ჰქონია!
- მგონი, ჩემი წასვლის დროა, - რბილად თქვა მირიამმა.
პოლი ხმაზე მიუხვდა, რომ ქალს უკვე სძაგდა. მშვიდად ადგა. -
გაგაცილებ.
მირიამმა სარკის წინ ქუდი დაიმაგრა. ჰოი, როგორი მწარე, აუტა-
ნელი ტკივილი იგრძნო, როდესაც პოლმა ამხელა თავგანწირვა
არად ჩაუგდო! მიმავალს სიკვდილი ერჩია, რადგან ბედნიერების
სხივი ჩაქრობოდა. მაგიდაზე დაწყობილ ყვავილებს დაყნოსა - გა-
619
ზაფხულივით ტკბილსურნელოვან ფრიზიებსა და ალისფერ ფრინ-
ტებს. ყვავილები ხომ პოლის სისუსტე იყო.
კაცი ოთახში ხისტად, უდარდელად და მშვიდად მოძრაობდა. მი-
რიამი მიხვდა, რომ ვერ შეინარჩუნებდა. ხელიდან ისე დაუსხლტე-
ბოდა, როგორც სინდიოფალა. მაგრამ პოლის გარეშეც რომ გაუხა-
რებლად ჩაივლიდა მთელი ცხოვრება... ამ ფიქრებით დამძიმებული
ყვავილებისკენ დაიხარა. - თან წაიღე! - შესთავაზა პოლმა. ლარნა-
კიდან მთლიანად ამოიღო და ჩქარი ნაბიჯით სამზარეულოში გავი-
და, რადგან ყვავილებს წყალი წურწურით გასდიოდა. მირიამმა მო-
უცადა, ყვავილები გამოართვა და გარეთ ერთად გავიდნენ. პოლი
რაღაცას კი ელაპარაკებოდა, მაგრამ ქალი გარდაცვლილად
გრძნობდა თავს. აი, ეთხოვებოდა საყვარელ მამაკაცს. ტრამვაიში
რომ ისხდნენ, უიმედოდ მიეყრდნო, მაგრამ პოლმა არ შეიმჩნია. ნე-
ტავ, სად აპირებდა გამგზავრებას? რა დაემართებოდა? სულში ის
ადგილი სტკიოდა, სადაც პოლი აღარ იყო. რა სულელი იყო, თავქა-
რიანი, მოსვენებას ვერ ეღირსა. არა, მაინც სად წავიდოდა? ან რაში
ადარდებდა ახლა მირიამი? რწმენა არ გააჩნდა, მხოლოდ წამიერ
სიამეს და გატაცებას იყო აყოლილი, სიღრმისეულად არაფერი
ადარდებდა. მირიამი კი მაინც მოიცდიდა, რით დასრულდებოდა
პოლის ეს უთავჟამო სრბოლა. როდესაც ყველაფერს მოიყირჭებდა,
მერე ხომ მაინც დაუბრუნდებოდა. პოლმა მირიამი ბიძაშვილის სახ-
ლამდე მიაცილა და გამოთხოვებისას მხოლოდ ხელი ჩამოართვა.
როდესაც გაბრუნდა, იგრძნო, რომ უკანასკნელი საყრდენიც მოეშა-
ლა. ქალაქი, ტრამვაის ვაგონიდან, მირიად ლამპიონად გაიწელა
რკინიგზიდან. ქალაქს მიღმა კი დაბები და ზღვა გაწოლილიყო უკუ-
ნეთ ღამეში! მას არსად მიესვლებოდა. სადაც უნდა მისულიყო,
ყველგან ეული იქნებოდა. მის წინაშე უზარმაზარი, თვალუწვდენე-
ლი სივრცე გადაშლილიყო, სადაც ერთი პატარა ადგილიც კი არ
620
ეგულებოდა მოსასვენებლად. ხალხი ქუჩას მიუყვებოდა და არავის
მოსდიოდა აზრად, რომ მისთვის დახმარების ხელი გამოეწოდები-
ნა. ამ მოძრავი აჩრდილების ხმაც კი აღწევდა მის ყურამდე, მაგრამ
თითოეულ მათგანში მაინც ღამესა და მდუმარებას დაესადგურები-
ნა. ტრამვაიდან ჩამოვიდა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა.
ცაზე პაწაწა ვარსკვლავები ციმციმებდნენ, მათი ორეულები კი მდი-
ნარის წყლიდან შესციცინებდნენ ცას. გარშემო ისევ მაოკებელი ღა-
მის სიდიადე და უკიდეგანობა მეფობდა, ღამისა, რომელიც დღის ნა-
თელს მცირე ხნით დაუთმობდა ასპარეზს, მერე კი ისევ დაბრუნდე-
ბოდა სამარადისოდ, და მდუმარებითა და უკუნით ყველაფერს მო-
აშთობდა. დრო აღარ იყო, მხოლოდ - სივრცე. ვინ ეტყოდა, დედაშე-
ნი იყო და ახლა აღარ არისო? უბრალოდ, წინათ ერთ ადგილას
ცხოვრობდა, ახლა სხვაგან აქვს ბინა, მორჩა და გათავდა. მაგრამ
სადაც უნდა ჰყოლოდა დედა, პოლის სული მაინც ვერ ეშვებოდა. აი,
თუნდაც ახლა, როდესაც ქალი უკუნეთში გამგზავრებულიყო, პო-
ლის სული მაინც მას უტრიალებდა. ისევ ერთად იყვნენ. აქ კი პო-
ლის მხოლოდ სხეული - მკერდი, მკლავები - იყო, რომელიც ხის კა-
დონს ეყრდნობოდა. ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა. სად დაკარგულიყო
ეს პაწაწინა სულდგმული, ვითარცა ხორბლის მარცვალი მინდორ-
ში? უკვე ვეღარ უძლებდა. ყრუ სიბნელე ყველა მხრიდან უტევდა და
ავიწროებდა, მისი პაწაწა ნაპერწკლის ჩაქრობას ლამობდა, მაგრამ
ამაოდ - ასე იოლად ვერ დაეუფლებოდა ბნელი ყველაფერს. ყოვ-
ლის შთანმთქმელი ღამე მზესა და ვარსკვლავებს გამოღმა ბოგი-
ნობდა. მზე და ვარსკვლავები, ეს ერთი ციდა მნათობები, შიშით
წრეზე ბრუნავენ, ერთმანეთს ეხვევიან გარსშემოჯარულ წყვდიადში,
რომლის ფონზეც სულ უმნიშვნელო წერტილები თუ ეთქმით. თვი-
თონაც განა ასე არ არის? შეუმჩნეველი, მცირე სიდიდე, არარაში
შთენილი, მაგრამ მაინც რაღაცა.
621
- დედა! - დაიჩურჩულა, - დედა!
მხოლოდ დედა შველოდა ამ ყველაფერში. ის კი წავიდა და ამ ყო-
ველივეს შეერია, შეერწყა. არადა, როგორ უნდოდა პოლს, რომ
გვერდით ჰყოლოდა და ერთხელ მაინც შეხებოდა. მაგრამ არა, არ
დანებდება! მკვეთრად შებრუნდა ქალაქის ოქროსფერი შუქისკენ.
მუშტები და კრიჭა შეკრა. დედას სიბნელეში არ გაჰყვება. ქალაქის
მბჟუტავი სინათლისკენ ამჯობინა წასვლა აჩქარებული ნაბიჯით.

622

You might also like