You are on page 1of 65

1 მკითხველთა ლიგა

ალბერ კამიუ

გაუგებრობა
პიესა სამ მოქმედებად

ეძღვნება ჩემს მეგობრებს “ეკიპის თეატრიდან”

ფრანგულიდან თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა

2 მკითხველთა ლიგა
ავტორის წინასიტყვაობა

“გაუგებრობა” მართლაც პირქუში პიესაა. ის 1943 წელს, ალ-


ყაში მოქცეულ და დაპყრობილ ქვეყანაში დაიწერა, შორს ყოვე-
ლივე იმისგან, რაც მიყვარდა. მართალია, პიესას დევნა-შევიწ-
როების ელფერი დაჰკრავს, მაგრამ არა მგონია, სასოწარმკვეთი
იყოს. უბედურებას ერთადერთი საშუალებით ძალუძს საკუთარ
თავს სძლიოს – ამაღლდეს ტრაგიკულობამდე (...) “გაუგებრობა”
ცდილობს თანამედროვე ფაბულაში მოაქციოს ფატალურობის
უძველესი თემატიკა. განსჯით კი მკითხველმა განსაჯოს, მიღწე-
ულია თუ არა ეს გათანამედროვება. მცდარი იქნებოდა გვეფიქ-
რა, პიესა განგებისადმი ბრმა მორჩილებას ქადაგებსო, პირი-
ქით, ბრძოლისკენ მოუწოდებს და გულწრფელობის მორალითაა
განმსჭვალული. თუ კაცს უნდა, რომ იცნონ, მარტივად უნდა
თქვას, ვინცაა. თუ იგი დუმს ან ცრუობს, მარტოობაში კვდება და
მის გარშემო ყველაფერი უბედურებისთვის არის განწირული.
ხოლო თუ, პირიქით, სიმართლეს ამბობს, რა თქმა უნდა, ბოლოს
სიკვდილს მაინც ვერ ასცდება, მაგრამ იქამდე შეძლებს ცხოვრე-
ბა შეუმსუბუქოს სხვებსაც და საკუთარ თავსაც.
„გაუგებრობა“ პირველად მატურენის თეატრის სცენაზე, მარ-
სელ ერანის ინსცენირებით დაიდგა. პრემიერა 1944 წლის 24 ივ-
ნისს შედგა.

3 მკითხველთა ლიგა
პირველი მოქმედება

სცენა I

შუადღე. სოფლის სასტუმროს საერთო ოთახი. ის სუფთა და


ნათელია. ყველაფერი კრიალებს.

დედა – დაბრუნდება.
მარტა – გითხრათ?
დედა – კი, შენ რომ გახვედი.
მარტა – მარტო დაბრუნდება?
დედა – რა ვიცი.
მარტა – მდიდარია?
დედა – ფასი არ უკითხავს.
მარტა – მით უკეთესი, თუ მდიდარია. მაგრამ, თან მარტოც უნ-
და იყოს.
დედა – (დაქანცულად) მარტო და მდიდარი, ჰო. მაშ, მოგვი-
წევს ისევ შრომა.
მარტა – ვიშრომებთ კიდეც. და ჩვენი გარჯის საფასურსაც მი-
ვიღებთ.

სიჩუმე. მარტა უყურებს დედამისს.

დედა – რაღაც უცნაურად გამოიყურებით. ვეღარ გცნობთ ამ


ბოლო დროს.
დედა – დაღლილი ვარ, ჩემო გოგო, მეტი არაფერი. დასვენე-
ბა მინდა.
მარტა – სახლის საქმეები მე შემიძლია გავაკეთო. ასე რომ,
გამოიყენეთ დასვენებისთვის ეს დღეები.

4 მკითხველთა ლიგა
დედა – ასეთ დასვენებას არ ვგულისხმობ. არა, ეს მოხუცი ქა-
ლის ოცნებაა. მე მხოლოდ სიმშვიდე და მოსვენება მჭირდება.
(უღონოდ იცინის.) ვიცი, სისულელეა, მარტა, მაგრამ ზოგჯერ, სა-
ღამოობით, რელიგიისკენ მიწევს გული.
მარტა – თქვენ არც ისეთი მოხუცი ხართ, დედა, რომ რელი-
გიაზე იფიქროთ, მოგცლიათ ერთი!
დედა – ხომ იცი, რომ ვხუმრობ. თუმცა რა, ცხოვრების ბოლოს
შეიძლება თავს უფლება მისცეს ადამიანმა, განერიდოს ყველა-
ფერს. არ შეიძლება ასე, შენსავით სულ დაძაბული და მკაცრი
იყო, მარტა, მით უმეტეს, შენს ასაკში. ბევრ ქალიშვილს ვიცნობ,
შენს ტოლებს, გართობისა და გიჟობის გარდა არაფერზე რომ არ
ფიქრობენ.
მარტა – მათი გიჟობა რა მოსატანია ჩვენს საქმესთან? და
თქვენ ეს იცით.
დედა – კარგი, გვეყო ამაზე.
მარტა – (ნელა) ასე მგონია, ერთი სული გაქვთ, რაღაც მით-
ხრათ.
დედა – რა აზრი აქვს შენთვის ამის თქმას? თუმცა, სულერთია!
უბრალოდ, მინდა გითხრა, რომ მოხარული ვიქნებოდი, ზოგჯერ
გაღიმებულსაც გხედავდე.
მარტა – ვიღიმები ხოლმე, გეფიცებით.
დედა – მე არასდროს დამინახიხარ.
მარტა – იმიტომ, რომ ჩემს ოთახში ვიღიმები, როცა მარტო
ვარ.
დედა – (ყურადღებით უყურებს) რა კუშტი სახე გაქვს, მარტა!
მარტა – (უახლოვდება და წყნარად) მაშ, თქვენ გიყვართ ჩემი
სახე?
დედა – (ისევ უყურებს, ცოტა ხნის შემდეგ) მე მგონი, კი, მაინც.
მარტა – (გამოცოცხლებული) ო, დედა, ბევრ ფულს რომ მო-
ვაგროვებთ და შევძლებთ ამ უკიდეგანო მხარეს გავეცალოთ,
5 მკითხველთა ლიგა
უკან რომ მოვიტოვებთ ამ სასტუმროსაც და ამ წვიმიან ქალაქსაც,
როცა ამ ბნელ ქვეყანას დავივიწყებთ, ერთ დღესაც, როცა ბო-
ლოს და ბოლოს, ზღვის პირას აღმოვჩნდებით, რაზეც ამდენი მი-
ოცნებია, მაშინ დამინახავთ გაღიმებულს და სწორედ ამიტომ არა
ღირს ყოყმანი. სწორედ ამიტომ უნდა მოვიცალოთ იმისთვის,
ვინც ახლა მოვა. თუ ის საკმარისად მდიდარია, ჩემი თავისუფლე-
ბაც ალბათ ამით დაიწყება. დიდხანს გელაპარაკათ, დედა?
დედა – არა, ორიოდ სიტყვა მითხრა.
მარტა – როგორი სახე ჰქონდა, ოთახი რომ მოგთხოვათ?
დედა – არ ვიცი. ცუდად ვხედავ და ვერ შევათვალიერე. გა-
მოცდილებითაც ვიცი, საერთოდ არ ღირს შეხედვა. უცნობის
მოკვლა უფრო ადვილია. (ცოტა ხნის შემდეგ) გაიხარე, აღარ
ვყოყმანობ.
მარტა – ასე ჯობს. არ მიყვარს მიკიბ-მოკიბვა. დანაშაული და-
ნაშაულია და უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა. მე მგონი, თქვენ თავი-
დანვე იცოდით, რადგან სწორედ ეს გაიფიქრეთ, როცა მგზავრს
ესაუბრებოდით.
დედა – არ მიფიქრია, ჩვევა მალაპარაკებდა.
მარტა – ჩვევა? ის ხომ მაინც იცით, რომ მსგავსი შესაძლებ-
ლობები იშვიათად მოგვცემია!
დედა – უთუოდ, მაგრამ ჩვევას მეორე დანაშაული შობს, პირ-
ველით არაფერი იწყება, პირიქით, რაღაც მთავრდება, და შემ-
დეგ, რაკი შემთხვევები იშვიათი იყო და მათ ერთმანეთისგან
მრავალი წელი ყოფდა, ჩვევა მეხსიერებამ შემოინახა და განამ-
ტკიცა. დიახ, სწორედ ამ ჩვევამ მიბიძგა პასუხისკენ, არ ჩამახედა
ამ კაცის თვალებში და დამარწმუნა, რომ მას მსხვერპლის სახე
ჰქონდა.
მარტა – დედა, ის უნდა მოკვდეს.
დედა – (უფრო ხმადაბლა) უსათუოდ უნდა მოკვდეს.
მარტა – რაღაც უცნაურად ამბობთ ამას.
6 მკითხველთა ლიგა
დედა – დავიქანცე. გამიხარდებოდა, ეს მაინც რომ იყოს უკა-
ნასკნელი. საშინლად დამღლელია მკვლელობა. ჩემთვის სუ-
ლერთია, ზღვის პირას მოვკვდები თუ აქ, ჩვენს მინდორ-ველებ-
ში, უბრალოდ, ძალიან მინდა, ამის შემდეგ ერთად გავემგზავ-
როთ.
მარტა – ჩვენ წავალთ აქიდან და ეს იქნება საზეიმო წუთი! გამ-
ხნევდით, დედა, ცოტაღა დაგვრჩა. მოგეხსენებათ, მოკვლა არ-
ცაა საჭირო. ჩაის დალევს, დაიძინებს და ჯერ კიდევ ცოცხალს მი-
ვიტანთ მდინარესთან. მას დიდი ხნის შემდეგ იპოვიან რაბზე მიკ-
რულს, სხვებთან ერთად, რომელთაც ბედი უმუხთლებთ და
წყალში თვალღიანი გადაცვივდებიან. იმ დღეს, რაბის გაწმენდას
რომ დავესწარით, თქვენ მეუბნებოდით, დედა, “ჩვენები” ამათზე
ნაკლებად იტანჯებიან და ცხოვრება ჩვენზე უფრო უმოწყალოაო.
გამხნევდით, აღიდგენთ ძალებს და, ბოლოს და ბოლოს, გავეც-
ლებით აქაურობას.
დედა – ჰო, ვმხნევდები. ზოგჯერ მართლა კმაყოფილი ვარ,
“ჩვენებს” არასოდეს რომ არ უწვალიათ. ეს თითქმის არცაა და-
ნაშაული. მთლად ზუსტად რომ ვთქვათ, მხოლოდ მსუბუქი ბიძ-
გია, ოდნავი ჩარევაა უცნობთა ბედში. მართალია. ცხოვრება,
როგორც ჩანს, ჩვენზე მეტად ულმობელია. ეგებ ამიტომაც მი-
ჭირს, თავი დამნაშავედ ვიგრძნო.

შემოდის მოხუცი მსახური, დახლის უკან უსიტყვოდ ჯდება და


სცენის ბოლომდე არ ინძრევა.

მარტა – რომელ ოთახში მოვათავსოთ?


დედა – რა მნიშვნელობა აქვს რომელში, მთავარია, პირველ
სართულზე იყოს.

7 მკითხველთა ლიგა
მარტა – დიახ, ბოლოს ძალიან გაგვიჭირდა სართულებზე
თრევა. (პირველად ჯდება.) დედა, მართალია, იქ პლაჟის ქვიშა
ფეხისგულებს წვავსო?
დედა – ხომ იცი, რომ არ ვყოფილვარ. მაგრამ მითხრეს, მზე
ყველაფერს ნთქავდაო.
მარტა – რომელიღაც წიგნში წავიკითხე, სულის შეხუთვამდე
აცხუნებს და ალამაზებს სხეულს, მაგრამ თან ფიტავსო.
დედა – ამაზე ოცნებობ, მარტა?
მარტა – დიახ, საშინლად მომბეზრდა გამუდმებით სულზე
ზრუნვა. მეჩქარება იმ ქვეყანაში მოხვედრა, სადაც მზე არ გიტო-
ვებს ფიქრის დროს. ჩემი ადგილი აქ არ არის.
დედა – ჯერჯერობით ვერაფერს გააწყობ! ბევრი საქმე გვაქვს,
თუ კარგად ჩაივლის ყველაფერი, წამოგყვები, რა თქმა უნდა,
თუმც კი, არანაირი გრძნობა არ მექნება, რომ საჩემო ადგილას
მივდივართ. ხანში რომ შედიხარ ადამიანი, შენთვის აღარსადაა
ადგილი, სადაც დასვენებას შეძლებ. ისიც უკვე ბევრია, რომ მო-
ვახერხეთ და ჩვენ თვითონ ავაშენეთ ეს პატარა, მოგონებებით
სავსე, სასაცილო აგურის სახლი, სადაც ზოგჯერ ვიძინებთ ხოლ-
მე. ეჰ, რა კარგი იქნებოდა, დაძინებასთან ერთად ყველაფრის
დავიწყებაც რომ შემეძლოს! (დგება და კარისკენ მიემართება.)
მოამზადე ყველაფერი.
მარტა – (ცოტა ხნის შემდეგ) თუკი მართლა ღირს, რომ ამის-
თვის გავიჭირვოთ.

მარტა უყურებს, როგორ გადის დედა. შემდეგ თვითონაც გა-


დის მეორე კარიდან.

8 მკითხველთა ლიგა
სცენა II

მოხუცი მსახური მიდის ფანჯარასთან, ამჩნევს ჟანს და მარი-


ას, შემდეგ იმალება. მოხუცი რამდენიმე წამს მარტო რჩება სცე-
ნაზე. შემოდის ჟანი. ჩერდება, ოთახს უყურებს და ფანჯრის უკან
მოხუცს ამჩნევს.
ჟანი – არავინაა?

მოხუცი უყურებს მას, კვეთს სცენას და გადის.

სცენა III

შემოდის მარია. ჟანი უცბად ტრიალდება მისკენ.

ჟანი – კუდში მომდევდი?


მარია – მაპატიე, სხვანაირად არ შემეძლო. ახლავე წავალ,
ოღონდ ვნახო ის ადგილი, სადაც გტოვებ.
ჟანი – ვინმე არ შემოვიდეს, თორემ ვეღარ გავაკეთებ, რისი
გაკეთებაც მინდა.
მარია – მე კიდევ არ მინდა, შანსი გავუშვა ხელიდან – ნეტავ,
ვინმე შემოვიდეს და, შენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ვუთხრა,
ვინცა ხარ.

ჟანი მიტრიალდება. ცოტა ხნის შემდეგ.

მარია – (გარშემო იყურება) ეს არის?

9 მკითხველთა ლიგა
ჟანი – კი, ესაა. ოცი წლის წინ გავიხურე ეს კარი, ჩემი და პა-
ტარა გოგო იყო. თავისთვის თამაშობდა, აი იქ, იმ კუთხეში. დე-
დაჩემს მაშინ არც კი ჩავუხუტებივარ. იმ დროს მეგონა, რომ ჩემ-
თვის სულერთი იყო ეს ამბავი.
მარია – ჟან, ვერ დავიჯერებ, რომ მაშინვე ვერ გიცნეს, დედა
ყოველთვის ცნობს შვილს.
ჟანი – ოცი წელია, არ ვუნახივარ. ყმაწვილი, თითქმის პატარა
ბიჭი ვიყავი. დედაჩემი მოხუცდა, თვალთ დააკლდა. მე თვითო-
ნაც ძლივს ვიცანი.
მარია – (მოუთმენლად) წარმომიდგენია – შემოხვედი, მი-
ესალმე, დაჯექი. ყველაფერი გეუცხოვა.
ჟანი – მეხსიერებაც მღალატობდა. უსიტყვოდ მიმიღეს. ლუდი
მოვითხოვე და მომართვეს. მიყურებდნენ, მაგრამ თითქოს ვერ
მხედავდნენ. ყველაფერი ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდ-
რე მოველოდი.
მარია – შენც იცი, სულ არ იყო ეს რთული, საკმარისი იქნებო-
და, ხმა ამოგეღო. ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, მე ვარო, და ყვე-
ლაფერი მოგვარებულია.
ჟანი – ჰო, მაგრამ... სულ სხვანაირად წარმომედგინა ყველა-
ფერი. თანაც, თითქოს უძღები შვილისთვის გაშლილ ბარაქიან
სუფრასაც ველოდი, ამათ კი მხოლოდ ლუდი მომიტანეს ჩემი ფუ-
ლის საფასურად. ვღელავდი, ხმა ვერ ამოვიღე.
მარია – ერთი სიტყვაც საკმარისი იქნებოდა.
ჟანი – ვერ გამოვძებნე ეს სიტყვა. მაგრამ არა უშავს, რა მეჩ-
ქარება? მე აქ იმისთვის მოვედი, რომ ამათ ჩემი ქონება და, თუ
შევძლებ, ბედნიერებაც მოვუტანოთ. მამაჩემის სიკვდილი რომ
გავიგე, მივხვდი, პასუხისმგებლობა დამეკისრა. ამიტომაც ვიქ-
ცევი ისე, როგორც საჭიროა. მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ
არც ისე იოლია, უცხო კაცად დაბრუნდე საკუთარ სახლში და მა-
შინვე იქცე შვილად.
10 მკითხველთა ლიგა
მარია – ჰო, მაგრამ თავიდანვე რატომ არ გამოეცნაურე?
არის შემთხვევები, როცა ადამიანი ვალდებულია მოიქცეს ისე,
როგორც იქცევა ყველა. თუ უნდათ, რომ იცნონ, არ მალავენ თა-
ვის ვინაობას, ეს ხომ ცხადზე ცხადია. ტყუილით ყველაფერი ირე-
ვა და რთულდება. აბა, როგორ არ მოგექცეოდნენ უცხოსავით იმ
სახლში, სადაც შენი თავი უცხოდ წარადგინე?! არა, არა, ეს არ
არის საღი საქციელი.
ჟანი – კარგი რა, მარია, ეს არც ისე მნიშვნელოვანია. ასე აჯო-
ბებს კიდეც ჩემი გეგმებისთვის. ვისარგებლებ ამ შემთხვევით და
გარედან დავინახავ მათ. ასე უკეთ გავიგებ, რა მოუტანს მათ ბედ-
ნიერებას. მერე კი ისე მოვიქცევი, რომ მიცნონ. საკმარისია, უბ-
რალოდ, საჭირო სიტყვების პოვნა.
მარია – ამისთვის ერთადერთი ხერხი არსებობს. ის, რასაც
ნებისმიერ იზამდა შენს ადგილას – უნდა გეთქვა, მე ვარო. გულს
არ უნდა აუკრძალო ლაპარაკი.
ჟანი – არაა გული ეგეთი მარტივი.
მარია – მაგრამ მარტივ სიტყვებს კი იყენებს. რა ისეთი ძნელი
სათქმელი იყო, მე თქვენი შვილი ვარ, აგერ, ჩემი ცოლი, მასთან
ერთად ვიცხოვრე ჩვენთვის საყვარელ ქვეყანაში, ზღვის პირას,
მზის გულზე, მაგრამ მაინც არ ვიყავი ბედნიერი და დღეს მე თქვენ
მჭირდებითო.
ჟანი – ნუ იტყვი მაგას, მარია. მე არ მჭირდებიან ისინი. მივ-
ხვდი, რომ ალბათ მათ ვჭირდები მე, და რომ კაცი თურმე არასო-
დეს ყოფილა ეული.

ცოტა ხნის შემდეგ. მარია ზურგს შეაქცევს.

მარია – შეიძლება შენ მართალი ხარ, უკაცრავად. მაგრამ უნ-


დობლობით განვიმსჭვალე ყველაფრის მიმართ, რაც ამ მხარეში
ჩამოვედი. ამაოდ ვეძებ თუნდაც ერთ ბედნიერ სახეს. როგორი
11 მკითხველთა ლიგა
მოწყენილია ეს ევროპა! რაც ჩამოვედით, შენი სიცილი არ გამი-
გონია და მეც თანდათან უნდობელი ვხდები. ეჰ, რატომ დამატო-
ვებინე ჩემი ქვეყანა? წავიდეთ უკან, ჟან, ჩვენ აქ ვერ ვიპოვით
ბედნიერებას.
ჟანი – ჩვენ აქ ბედნიერების საძებნელად არ ჩამოვსულვართ.
ისედაც ბედნიერები ვართ.
მარია – (ცხელი გულით) ჰოდა, რატომ არ ვიკმაროთ ეს?
ჟანი – ბედნიერება არ ნიშნავს ყველაფერს. ყველა ადამიანს
რაღაც ვალი აწევს. ჩემი ვალია, დავიბრუნო დედაჩემი, სამშობ-
ლო...

მარიას რაღაცის თქმა უნდა. ჟანი აჩერებს: ისმის ნაბიჯების


ხმა. ფანჯრის წინ მოხუცი გაივლის.

ჟანი – მოდიან, წადი, მარია, გთხოვ.


მარია – არა, ასე არ შემიძლია.
ჟანი – (ნაბიჯების ხმა ახლოვდება) მაშ, იქით მიდი.

შიდა კარის უკნისკენ უბიძგებს.

12 მკითხველთა ლიგა
სცენა IV

შიდა კარი იღება. მოხუცი ისე კვეთს ოთახს, რომ მარიას ვერ
ხედავს და ქუჩაში გამავალი კარით გადის.

ჟანი – ახლა კი წადი ჩქარა, ხომ ხედავ, მიმართლებს.


მარია – მინდა დავრჩე. ჩუმად ვიქნები და დავიცდი, ვიდრე არ
გიცნობენ.
ჟანი – არა, შენ მე გამცემ.

მარია მიტრიალდება, შემდეგ მიბრუნდება კარისკენ და სახე-


ში შესცქერის.

მარია – ჟან, ხუთი წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ.


ჟანი – მალე შესრულდება ხუთი წელი.
მარია – (თავს ხრის) ამაღამ პირველად ვიქნებით ცალ-ცალ-
კე. (ჟანი ჩუმადაა, მარია კვლავ შეხედავს.) მე ყოველთვის ყვე-
ლაფერი მიყვარდა შენში, ისიც კი, რაც არ მესმოდა, და კარგად
ვხედავ, რომ გულის სიღრმეში არც მინდიხარ სხვანაირი. არ ვარ
ურჩი ცოლი, მაგრამ აქ მეშინია ცარიელი ლოგინისა, სადაც შენ
მისტუმრებ… და იმისიც მეშინია, რომ სულ მიმატოვებ.
ჟანი – არ უნდა გეპარებოდეს ეჭვი ჩემს სიყვარულში.
მარია – ეჰ, არც მეპარება, მაგრამ სიყვარულთან ერთად რა-
ღაც ოცნებები თუ ვალდებულებები გაქვს, ეს ერთი და იგივეა.
ხშირად გამირბიხარ, თითქოს ისვენებ ხოლმე ჩემგან. მე კი ვერ
ვისვენებ უშენოდ და ამ საღამოს... (მარია ატირებული მიეჭრება
ჟანს) ამ საღამოს ვერ გადავიტან.
ჟანი – (გულში იკრავს) რა ბავშვივით იქცევი.

13 მკითხველთა ლიგა
მარია – ჰო, ბავშვივით... მაგრამ ისეთი ბედნიერები ვიყავით
იქ... რა ჩემი ბრალია, ამ ქვეყანაში საღამოები შიშს რომ მგვრის.
ნუ დამტოვებ მარტოს.
ჟანი – დიდხანს არ დაგტოვებ. გაიგე, მარია, რომ აღთქმა
მაქვს დადებული.
მარია – რა აღთქმა?
ჟანი – ის, რომელიც დავდე მაშინ, როცა მივხვდი, რომ დედა-
ჩემს ვჭირდებოდი.
მარია – შენ სხვა აღთქმაც გაქვს დადებული.
ჟანი – რომელი?
მარია – მე რომ დამპირდი ერთ დღეს, მუდამ ერთად ვიცხოვ-
რებთო.
ჟანი – მჯერა, ორივე პირობის შესრულებას მოვახერხებ. მე
ხომ შენ სულ უბრალო რამეს გთხოვ. ეს ჟინი არაა. სულ ერთი სა-
ღამო და ღამე მინდა, რომ ვეცადო და გავერკვე ყველაფერში,
უკეთ შევიცნო ისინი, ვინც მიყვარს, და გავიგო, რით შემიძლია
გავაბედნიერო.
მარია – (თავს აქნევს) განშორება ყოველთვის უჭირთ იმათ,
ვისაც მართლა უყვართ.
ჟანი – არაფრის გაგება არ გინდა, მშვენივრად იცი, რომ მარ-
თლა მიყვარხარ.
მარია – არა, მამაკაცებმა არ იცით ნამდვილი სიყვარული.
არაფერი გაკმაყოფილებთ. ოცნებების და რაღაც გამოგონილი
ვალდებულებების მეტი არაფერი იცით. ახალ-ახალი ქვეყნებისა
და ხეტიალის გარდა არაფერი გადარდებთ, მაშინ, როცა ჩვენ,
ქალებმა, ვიცით, რომ საჭიროა იჩქარო სიყვარულში, სარეცელი
არ უნდა გააცივო, შენიანს ხელი უნდა გაუწოდო, მარტოობის უნ-
და გეშინოდეს. როცა უყვართ, მაშინ აღარ ოცნებობენ არაფერ-
ზე.

14 მკითხველთა ლიგა
ჟანი – რას ჩამციებიხარ? მინდა, დავიბრუნო დედაჩემი, რითი-
მე დავეხმარო და გავაბედნიერო, მეტი არაფერი. რაც შეეხება
ჩემს ოცნებებსა და ვალდებულებებს, მათ ვერაფერს მოვუხერ-
ხებთ. მათ გარეშე არარაობა ვიქნებოდი და არც შენ გეყვარებო-
დი ასე ძალიან.
მარია – (უცებ ზურგს აქცევს ჟანს) ვიცი, სათქმელი არ გამო-
გელევა და ყოველთვის შეძლებ ჩემს დარწმუნებას. მაგრამ აღარ
გისმენ, ყურებს ვიცობ, შენი ხმა რომ მესმის. კარგად ვიცნობ მას:
ეს ხმა შენი მარტოობის ხმაა და არა სიყვარულისა.
ჟანი – (მარიას უკან დგება) გვეყო, მარია, მე იმიტომ მინდა აქ
მარტო დარჩენა, რომ უფრო ნათლად დავინახო აქაურობა. არა-
ფერი საშინელება არ ხდება, დიდი ამბავი, დედაჩემის ჭერქვეშ
დავიძინო… დანარჩენი, მოდი, ღმერთს მივანდოთ. ღმერთია
მოწმე, წუთითაც არ მავიწყდები ამ დროს. მაგრამ, გადახვეწილი
და დავიწყებული, ვერასოდეს იქნება კაცი ბედნიერი. აუტანე-
ლია, მუდამ უცხოდ ყოფნა. მინდა ჩემს ქვეყანაში დავბრუნდე და
გავაბედნიერო ყველა, ვინც მიყვარს, მეტი არაფერი.
მარია – ჰოდა, არ იქცევი სწორად. ამ ყველაფრის გაკეთება
სულ მარტივი სიტყვებით შეგიძლია.
ჟანი – არა. სწორად ვიქცევი, იმიტომ რომ მხოლოდ ასე შე-
ვიტყობ, მაქვს თუ არა საფუძველი ამ ოცნებებისთვის.
მარია – ღმერთმა ქნას, ვცდებოდე და შენ იყო მართალი. მე
კი სხვაზე არაფერზე ვოცნებობ, გარდა იმ ქვეყნისა, სადაც ბედ-
ნიერად ვცხოვრობდით, მინდა, მხოლოდ შენ იყო ჩემი საზრუნა-
ვი.
ჟანი – (დაიყენებს პირდაპირ) გამიშვი, ბოლოს სიტყვებსაც
ვიპოვი და ყველაფერი მოგვარდება.
მარია – (მინებდება) ეჰ, კარგი, კარგი, იოცნებე! რა მნიშვნე-
ლობა აქვს, მიყვარხარ თუ არა?! მე ხომ არ შემიძლია შენ გვერ-
დით უბედური ვიყო. მოთმინებით ვიცდი ხოლმე, როდის მოგბეზ-
15 მკითხველთა ლიგა
რდება ოცნება: მაშინ დგება ჩემი დრო და თუ დღეს უბედური ვარ,
ეს იმიტომ, რომ, თუმც კი მწამს შენი სიყვარული, ამავდროულად
დარწმუნებული ვარ, სხვაგან გამისტუმრებ. ამიტომაც მამაკაცის
სიყვარული ტანჯვა-წამებაა. მათ არ შეუძლიათ ბოლოს არ მი-
ატოვონ ის, რაც მოსწონთ.
ჟანი – (ხელებში იქცევს მის სახეს და იღიმება) მართალი ხარ,
მარია, მაგრამ, აბა, დაფიქრდი, განა მე რამე მემუქრება? სრული-
ად გულდამშვიდებული ვაკეთებ იმას, რაც მინდა. რა მოხდა, ერ-
თი ღამით მტოვებ დედაჩემთან და ჩემს დასთან. რა არის ამაში
საშიში?
მარია – (თავს ითავისუფლებს) მაშ, მშვიდობით, დაე, ჩემმა
სიყვარულმა დაგიფაროს. (მარია კარისკენ მიდის, ჩერდება და
ჟანს ცარიელ ხელებს აჩვენებს.) ნახე, რა ეული ვარ. შენ შენი საქ-
მის გასარკვევად მიდიხარ, მე კი ლოდინი მიწერია.

ყოყმანობს, გადის.

16 მკითხველთა ლიგა
სცენა V

ჟანი ჯდება. შემოდის მოხუცი მსახური, რომელსაც, მარტას


წინ გასატარებლად, ღიად უჭირავს კარი. შემდეგ გადის.

ჟანი – გამარჯობა. ოთახისთვის მოვედი.


მარტა – ვიცი, მზადდება თქვენი ოთახი. ჩვენს წიგნში უნდა
ჩაგწეროთ.

წიგნის მოსატანად მიდის და ბრუნდება.

ჟანი – უცნაური მსახური გყავთ.


მარტა – პირველად ვიღებთ საყვედურს მის გამო. ყოველთვის
ზუსტად აკეთებს, რაც ევალება.
ჟანი – არა, ეს საყვედური არაა, უბრალოდ, არ ჰგავს ყველას,
ესაა და ეს! მუნჯია?
მარტა – არა.
ჟანი – მაშ, ლაპარაკობს?
მარტა – ძალიან ძუნწად და მხოლოდ მაშინ, თუ რამე მნიშვნე-
ლოვანია.
ჟანი – ყოველ შემთხვევაში, არ ეტყობა, ესმოდეს, რასაც ეუბ-
ნებიან.
მარტა – ვერ ვიტყვი, სულ არ ესმის-მეთქი, უბრალოდ, ცუდად
ესმის. სახელი და გვარი უნდა გკითხოთ.
ჟანი – კარლ პასეკი.
მარტა – კარლი, სულ ეს არის?
ჟანი – სულ ეს არის.
მარტა – დაბადების თარიღი და ადგილი?
ჟანი – ოცდათვრამეტი წლისა ვარ.
მარტა – სად დაიბადეთ?
17 მკითხველთა ლიგა
ჟანი – (ყოყმანობს) ბოჰემიაში.
მარტა – პროფესია?
ჟანი – არა მაქვს.
მარტა – ან ძალიან მდიდარი უნდა იყოს, ან ძალიან ღარიბი,
ხელობის გარეშე რომ ცხოვრობდეს კაცი.
ჟანი – (იღიმება) არ ვარ ძალიან ღარიბი და, ამიტომაც, კმა-
ყოფილი ვარ.
მარტა – (სხვა კილოთი) რა თქმა უნდა, ჩეხი ბრძანდებით?
ჟანი – რა თქმა უნდა.
მარტა – საცხოვრებელი ადგილი?
ჟანი – ბოჰემია.
მარტა – იქიდან მობრძანდებით?
ჟანი – არა, აფრიკიდან ჩამოვედი. (მარტამ თთქოს ვერ გა-
იგონა.) ზღვის გაღმიდან.
მარტა – ვიცი. (ცოტა ხნის შემდეგ) ხშირად დადიხართ იქ?
ჟანი – შეიძლება ითქვას, ხშირად.
მარტა – (მცირე ხანს ოცნებობს, შემდეგ განაგრძობს) ჩამოს-
ვლის მიზანი?
ჟანი – არ ვიცი, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.
მარტა – დიდხანს გაჩერდებით აქ?
ჟანი – არც ეს ვიცი. იმის მიხედვით, თუ რა დამხვდება აქ.
მარტა – ეგ არაფერი. არავინ გელოდებათ?
ჟანი – არა, შეიძლება ითქვას, არავინ.
მარტა – ალბათ გექნებათ რამე, პირადობის დამადასტურებე-
ლი.
ჟანი – დიახ, შემიძლია გაჩვენოთ.
მარტა – არ არის საჭირო. საკმარისია, მივუთითო, პასპორტია
თუ პირადობის მოწმობა.
ჟანი – (ყოყმანობს) პასპორტი. აგერ. გნებავთ ნახოთ?

18 მკითხველთა ლიგა
მარტა გამოართმევს, უნდა წაიკითხოს, მაგრამ ამ დროს მო-
ხუცი მსახური ჩნდება კარებში.

მარტა – არა, შენთვის არ დამიძახია. (მოხუცი გადის. მარტა


ჟანს წაუკითხავად, ოდნავ დაბნეული უბრუნებს პასპორტს.) რო-
დის მიდიხართ იქ? ზღვისპირას ცხოვრობთ, ხომ?
ჟანი – დიახ.

მარტა დგება, თითქოს რვეულის დახურვას აპირებს. შემდეგ


გადაიფიქრებს და გადაშლილი უჭირავს.

მარტა – (უეცარი სიმკაცრით) აჰ, მავიწყდებოდა… ოჯახი


გყავთ?
ჟანი – მყავდა, მაგრამ დიდი ხანია, მივატოვე.
მარტა – არა, მინდოდა მეკითხა, ცოლიანი ხართ თუ არა-მეთ-
ქი?
ჟანი – ამას რატომ მეკითხებით? არც ერთ სასტუმროში ეს არ
უკითხავთ.
მარტა – ეს შედის შეკითხვების სიაში, რომელსაც კანტონის
ადმინისტრაცია გვაძლევს.
ჟანი – უცნაურია. კი, მყავს ცოლი. ალბათ დაინახეთ კიდეც ჩე-
მი ნიშნობის ბეჭედი.
მარტა – არა, არ დამინახავს. შეგიძლიათ, ცოლის მისამართი
მომცეთ?
ჟანი – თავის ქვეყანაში დარჩა.
მარტა – ჩინებულია. (წიგნს ხურავს.) მოგართვათ რამე დასა-
ლევი, ვიდრე ოთახი მომზადდება?
ჟანი – არა, აქ დავიცდი. იმედი მაქვს, ხელს არ შეგიშლით.
მარტა – სულაც არა… ეს ოთახი კლიენტების მისაღებადაა.

19 მკითხველთა ლიგა
ჟანი – კი, მაგრამ ზოგჯერ ერთი კლიენტი უფრო ხელისშემ-
შლელია, ვიდრე ხალხმრავლობა.
მარტა – (ოთახს ალაგებს) რატომ? იმედი მაქვს, ზღაპრების
მოყოლას არ აპირებთ. არ მცალია იმათთვის, ვინც აქ გასართო-
ბად მოდის. კარგა ხანია, ჩვენს მხარეში გაიგეს ეს. თქვენც მალე
ნახავთ, რომ წყნარი სასტუმრო აგირჩევიათ. აქ თითქმის არავინ
მოდის.
ჟანი – ეს ამბავი მაინცდამაინც არ უნდა რგებდეს თქვენს საქ-
მეს.
მარტა – მართალია, ამით გარკვეული შემოსავალი დავკარ-
გეთ, სამაგიეროდ, სიმშვიდე მოვიგეთ. დამშვიდებული კი ვერა-
სოდეს ნახავ ხეირს. თანაც, აურზაურს მაინც ერთი კარგი კლიენ-
ტი გვიჯობს. სწორედ კარგ კლიენტს ვეძებთ.
ჟანი – ჰო, მაგრამ... (ყოყმანობს) ცხოვრება ზოგჯერ არ უნდა
იყოს თქვენთვის მაინცდამაინც მხიარული. არ გრძნობთ თავს
მარტოებად?
მარტა – (უეცრად სახეში შეხედავს)
მომისმინეთ. ვხედავ, თქვენი გაფრთხილება მომიწევს. აქ შე-
მოსვლისას თქვენ მხოლოდ კლიენტის უფლებები გეძლევათ. სა-
მაგიეროდ, მიიღებთ ყველაფერს, კარგად მოგემსახურებიან და
მე არა მგონია, როდესმე დაიჩივლოთ ჩვენი მიღების გამო. მაგ-
რამ არ უნდა იდარდოთ ჩვენს მატოობაზე, არც იმაზე უნდა იფიქ-
როთ, გვიშლით თუ არა ხელს, ან შემაწუხებელი ხართ თუ არა
ჩვენთვის. გამოიყენეთ კლიენტის უფლებები, მაგრამ მეტს ნურა-
ფერს მოითხოვთ.
ჟანი – ბოდიში, მინდოდა, კეთილგანწყობა გამომეხატა
თქვენთვის. სულაც არ მქონია განზრახული თქვენი გაბრაზება.
უბრალოდ, მომეჩვენა, რომ ჩვენ არც ისეთი უცხონი ვართ ერ-
თმანეთისთვის.

20 მკითხველთა ლიგა
მარტა – ვხედავ, გამეორება მჭირდება. რა შუაშია ჩემი გაბრა-
ზება-არგაბრაზება. მეჩვენება, რომ თქვენ ჯიუტად აგრძელებთ
ლაპარაკს იმ კილოზე, რომელიც თქვენი შესაფერი არ უნდა
იყოს. შევეცდები, დაგიმტკიცოთ ეს. გარწმუნებთ, მე ამას ყოველ-
გვარი სიბრაზის გარეშე ვაკეთებ. განა ჩვენთვის, ორივესთვის,
უმჯობესი არ იქნება, დავიცვათ დისტანცია? თუ არ ილაპარაკებთ
ისე, როგორც კლიენტს შეეფერება, მაშინ ყველაფერი ძალზე
მარტივია – უარს გეტყვით მიღებაზე. მაგრამ თუკი ირწმუნებთ,
რომ ქალები, რომელთაგანაც ქირაობთ ოთახს, სულაც არ არიან
ვალდებულნი ამავე დროს თავიანთ პირად ცხოვრებაში ჩაგახე-
დონ, მაშინ, ვგონებ, ყველაფერი რიგზე იქნება.
ჟანი – ცხადია, მიუტევებლად მოვიქეცი, რაკიღა გაფიქრები-
ნეთ, რომ შეიძლება შემშლოდა ეს.
მარტა – არა უშავს, თქვენ არ ხართ პირველი, ვინც ასე სცადა
დალაპარაკება. მაგრამ, ნათლად აგიხსენით, რომ მომავალში
ყოველგვარი გაუგებრობა თავიდან აგვეცილებინა.
ჟანი – მართლაც ნათლად ამიხსენით და ვხედავ, რომ აღარა-
ფერი მრჩება სათქმელი... ამჯერად…
მარტა – რატომ? არაფერი გიშლით ხელს, კლიენტის შესაფე-
რისად ილაპარაკოთ.
ჟანი – მაინც როგორ?
მარტა – უმრავლესობა გველაპარაკება ყველაფერზე: პოლი-
ტიკაზე, მოგზაურობაზე, ოღონდ არა ჩვენ შესახებ. ეს ჩვენი მოთ-
ხოვნაა. ისეც ხდება, რომ ზოგი თავის ცხოვრებაზე გველაპარაკე-
ბა, ვინაობაზე. ეს დასაშვებია, ბოლოს და ბოლოს, მოსმენა ჩვენს
ვალდებულებებში შედის. ფულს ამაში გვიხდიან. რა თქმა უნდა,
ბინისა და კვების საფასური არ შეიცავს ვალდებულებას, სასტუმ-
როს პატრონმა ყველანაირ შეკითხვას გასცეს პასუხი. დედაჩე-
მისთვის ეს სულერთია და ხანდახან აკეთებს კიდეც ამას, მე კი
გადაჭრით უარვყოფ. თუ ეს ირწმუნეთ, ჩვენ არათუ შევეწყობით
21 მკითხველთა ლიგა
ერთმანეთს, არამედ თავადაც შეამჩნევთ, რომ ბევრი დაგრჩენი-
ათ სათქმელი, და იგრძნობთ, რა სასიამოვნო ყოფილა, როცა
ხანდახან ისმენენ თქვენს თავგადასავალს.
ჟანი – სამწუხაროდ, არ შემიძლია ჩემს თავზე ლაპარაკი. თა-
ნაც, არც არის საჭირო. თუ ერთხანს შევრჩი აქ, მაშინ საკმარისი
დრო გექნებათ ჩემი მონაყოლის გარეშეც მიხვდეთ, ვინა ვარ.
მარტა – ოღონდ, იმედი მაქვს, ჩემ მიმართ ღვარძლს არ და-
იგროვებთ გულში. იმის გამო, რაც ეს-ესაა გითხარით. ყოველ-
თვის მერჩივნა, ისე მეჩვენებინა ყველაფერი, როგორც სინამ-
დვილეშია. ამიტომაც შეგაწყვეტინეთ სიტყვა, რომ საბოლოოდ
არ გაფუჭებულიყო ურთიერთობა ჩვენ შორის. რაც გითხარით,
ჭკუასთან ახლოა, რადგან დღემდე ჩვენ შორის არაფერი ყოფი-
ლა საერთო. მართლაც, ხომ არანაირი საფუძველი არა გვაქვს
იმისთვის, ასე, ერთი ხელის მოსმით გავხდეთ ერთმანეთისთვის
ახლობელნი?
ჟანი – უკვე გაპატიეთ. ვიცი, რომ დაახლოება ასე ნაუცბათე-
ვად და შემთხვევით შეუძლებელია. დროა საჭირო. ახლა, თუ
თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ შორის უკვე ყველაფერი ნათელია,
ფრიად მოხარული ვიქნები ამით.

შემოდის დედა.

22 მკითხველთა ლიგა
სცენა VI

დედა – გამარჯობა, ბატონო ჩემო. თქვენი ოთახი მზადაა.


ჟანი – დიდად გმადლობთ, ქალბატონო.

დედა ჯდება.

დედა – (მარტას) შეავსე ქაღალდები?


მარტა – დიახ.
დედა – შემიძლია ვნახო? უთუოდ მაპატიებთ, ბატონო, მაგრამ
მკაცრია პოლიცია. აი, ნახეთ, ჩემს გოგონას გამორჩენია აღე-
ნიშნა ჩამოსვლის მიზანი, სამკურნალოდ ხართ, სამუშაოდ თუ
ტურისტად.
ჟანი – მე მგონი, ტურისტად.
დედა – ალბათ, მონასტრის სანახავად, არა? ბევრ კარგს ამ-
ბობენ ჩვენს მონასტერზე.
ჟანი – მართალია, მეც მითხრეს, თანაც მინდა ხელახლა მო-
ვინახულო ადგილები, რომლებსაც ადრეც ვიცნობდი, და რომ-
ლებთანაც საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს.
მარტა – აქ ცხოვრობდით?
ჟანი – არა, მაგრამ დიდი ხნის წინ შესაძლებლობა მომეცა
გავლით ვყოფილიყავი აქ. დღემდე არ დამვიწყებია ეს.
დედა – და მაინც, ეს ერთი პატარა სოფელია.
ჟანი – მართალია. მაგრამ ძალიან მომწონს აქაურობა. თან,
რაც ჩამოვედი, სულ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სახლში ვარ.
დედა – დიდხანს აპირებთ დარჩენას?
ჟანი – არ ვიცი. უთუოდ უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ
მართლა არ ვიცი. სადმე რომ შერჩე ადამიანი, ამისთვის საჭი-
როა რაღაც საფუძველი გქონდეს, მეგობრობა, კარგი ურთიერ-
თობა ვიღაცებთან. აბა, ისე რატომ დარჩები აქ და არა სხვაგან?!
23 მკითხველთა ლიგა
არადა, რა ძნელია წინასწარ გამოიცნო, როგორ მიგიღებენ. ამი-
ტომაც, ბუნებრივია, ჯერ არ ვიცი, რას ვიზამ.
მარტა – ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.
ჟანი – დიახ, მაგრამ უკეთ ვერ გამოვხატავ სათქმელს.
დედა – მალე დაიღლებით.
ჟანი – არა, მე გულიანი კაცი ვარ და მალე ვივსები მოგონებე-
ბით, როგორც კი ამის საშუალება მეძლევა.
მარტა – (მოუთმენლად) გულს აქ არაფერი ესაქმება.
ჟანი – (არ ეტყობა, რომ გაეგონოს ნათქვამი. დედას) ძალიან
გულგატეხილი ჩანხართ. დიდი ხანია, ამ სასტუმროში ცხოვ-
რობთ?
დედა – წლები, წლები. იმდენი წელია, რომ აღარც დასაწყისი
მახსოვს და აღარც ის, როგორი ვიყავი მაშინ. ჩემი გოგოც ასეა.
მარტა – დედა, არ უნდა ჰყვებოდეთ ამას.
დედა – მართალი ხარ, მარტა.
ჟანი – (მაშინვე) მოვრჩეთ ამაზე. კარგად მესმის თქვენი
გრძნობა, ქალბატონო. ასე ემართებათ შრომით სავსე ცხოვრე-
ბის ბოლოს. თუმცა შესაძლებელია, ყველაფერი შეცვლილიყო,
ვინმე დამხმარე რომ გყოლოდათ, ისევე, როგორც ყველა ქალს,
ან რამე საყრდენი რომ შემოგშველებოდათ მამაკაცის სახით.
დედა – ეჰ, ეს ყველაფერი იყო თავის დროზე, მაგრამ საქმე
წარმოუდგენლად ბევრი გვქონდა, მე და ჩემი ქმარი ძლივს ავუ-
დიოდით. ერთმანეთზე ფიქრისთვისაც კი ვერ ვიცლიდით, იმდე-
ნად, რომ, მგონი, სიკვდილამდე უკვე დავიწყებული მყავდა ის.
ჟანი დიახ, მესმის, მაგრამ... (მცირეოდენი ყოყმანით) ვაჟიშ-
ვილი რომ ამოგდგომოდათ მხარში, ალბათ არ დაგავიწყდებო-
დათ, არა?
მარტა – დედა, ხომ იცით, ბევრი საქმე რომ გვაქვს.

24 მკითხველთა ლიგა
დედა – ვაჟიშვილი! ეჰ, ძალიან მოხუცი ვარ! მოხუც ქალებს
აღარ შეუძლიათ ვაჟიშვილის სიყვარული. გული ცვთება, ბატო-
ნო.
ჟანი – მართალია. მაგრამ ისიც ვიცი, რომ გულს არასდროს
არაფერი ავიწყდება.
მარტა – (მათ შუა დგება და მტკიცედ) თუკი ვაჟიშვილი შემო-
ვიდოდა აქ, ნახავდა, რომ ნებისმიერი კლიენტი უზრუნველყოფი-
ლია გულგრილი, მაგრამ თავაზიანი მიღებით. ყველა, ვინც კი
მიგვიღია, ეგუებოდა ამას, ოთახის საფასურს იხდიდა და გასა-
ღებს იღებდა. არავის ულაპარაკია თავის გრძნობებზე. (ცოტა
ხნის შემდეგ.) ეს გვიადვილებდა სამუშაოს.
დედა – გეყოს!
ჟანი – (ჩაფიქრებული) და დიდხანს ჩერდებოდნენ?
მარტა – ზოგიერთები ძალიან დიდხანს. ჩვენ ყოველნაირად
ვცდილობდით, რომ დარჩენილიყვნენ. სხვები, უფრო ღარიბები,
მეორე დღესვე მიდიოდნენ. არ ვაკავებდით მათ.
ჟანი – მე ფული ბევრი მაქვს და მინდა, ერთხანს შევრჩე ამ
სასტუმროში, თუკი მიმიღებთ. დამავიწყდა მეთქვა, შემიძლია წი-
ნასწარ გადავიხადო.
დედა – არა, ჩვენ ამას არ მოვითხოვთ.
მარტა – კარგია, მდიდარი თუ ხართ. მაგრამ ნუღარ ილაპარა-
კებთ თქვენს გულზე. ჩვენ მას ვერაფერს ვუშველით. ლამისაა,
აქედან გამგზავრება გთხოვოთ, იმდენად გამიწყალეთ გული. აი-
ღეთ გასაღები და დაიკავეთ თქვენი ოთახი. და დაიხსომეთ –
ხართ სახლში, სადაც გულისთვის არავის სცხელა. არაერთი პირ-
ქუში წელიწადი ახსოვს ამ სოფელს და ეს ჩვენც შეგვეხო. ამ ამ-
ბავმა ნელ-ნელა გააგულგრილა ეს სახლი. წაგვერთვა სიმპათი-
ის გრძნობა. გიმეორებთ, თქვენ აქ ახლობლობის მაგვარსაც კი
ვერაფერს ნახავთ. გექნებათ ის, რასაც ჩვენ ჩვეულებისმებრ
ვთავაზობთ იშვიათ მოგზაურებს და რასაც არაფერი აქვს საერ-
25 მკითხველთა ლიგა
თო გულთან. აიღეთ გასაღები (უწვდის) და გახსოვდეთ: ჩვენ
თქვენ გამორჩენის მიზნით, ყოველგვარი ფარული აზრების გა-
რეშე გიღებთ, და თუ გაგაჩერებთ აქ, ესეც მხოლოდ გამორჩენის
მიზნით იქნება და ესეც ქვენა აზრების გარეშე.

ჟანი გასაღებს ართმევს; მარტა გადის, ჟანი გამავალ მარტას


უყურებს.

დედა – ძალიანაც ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ბატონო ჩემო.


თუმცა, ამაში მართალია – არის რაღაც-რაღაცები, რასაც ვერაფ-
რით ვერ იტანს. (დედა დგება, ჟანი მიხმარებას აპირებს.) არ გინ-
დათ, ჩემო ბიჭო, დავრდომილი კი არ ვარ. შეხედეთ ამ ხელებს.
მათ ჯერ კიდევ შერჩენიათ ძალა, ჯერ კიდევ შეუძლიათ კაცის ფე-
ხებს მოერიონ. (ცოტა ხნის შემდეგ, ჟანი გასაღებს დაჰყურებს.)
ჩემმა სიტყვებმა ჩაგაფიქრათ?
ჟანი – არა, მაპატიეთ, ძლივს გავიგონე თქვენი ნათქვამი. მაგ-
რამ რატომ მიწოდეთ “ჩემო ბიჭო”?
დედა – ეჰ, თვითონაც აღარ ვიცი, რას ვამბობ! ფამილიარო-
ბით არ მომსვლია ეს, მერწმუნეთ, ლაპარაკის ყაიდა მაქვს ასე-
თი.
ჟანი – მესმის. (ცოტა ხნის შემდეგ.) შეიძლება ავიდე ჩემს
ოთახში?
დედა – მიბრძანდით, ბატონო. მოხუცი მსახური გიცდით დე-
რეფანში. (ჟანი უყურებს და რაღაცის თქმა უნდა.) გჭირდებათ რა-
იმე?
ჟანი – არა, ქალბატონო. უბრალოდ... მადლობას გიხდით მი-
ღებისთვის.

26 მკითხველთა ლიგა
სცენა VII

დედა მარტოა. ხელახლა ჯდება. ხელებს მაგიდაზე აწყობს და


ითვალიერებს.

დედა – რატომ ველაპარაკე ჩემს ხელებზე? ზედ რომ დაეხედა,


ვინ იცის, მიმხვდარიყო კიდეც მარტას ნათქვამს. მაგრამ რომ
მიმხვდარიყო, ხომ წავიდოდა აქედან?! ვერ ხვდება, რომ წერას
აუტანია. არაფერი არ მინდა – ოღონდ წავიდეს აქედან და ამ სა-
ღამოსაც დავწვე და დავიძინო. ეჰ, მოვხუცდი… ძალიან მოხუცი
ვარ საიმისოდ, რომ ხელები კოჭებში ჩავჭიდო და მისი სხეულის
რწევას მდინარისკენ მიმავალ გზაზე გავუძლო. მეტისმეტად მო-
ხუცი ვარ წყალში მის გადასაგდებად; ილაჯგაწყვტილს, გულამო-
ვარდნილსა და კუნთებდაკრუნჩხულს იმის თავიც აღარ მექნება,
რომ მერე წყლის შხეფებისგან დასველებული სახე მოვიწმინდო.
ძალიან მოხუცი ვარ! ისე კი ჩინებული მსხვერპლია. უნდა დავა-
ძინო. ძილზე ამაღამ არც მე ვიტყოდი უარს, და ეს არის...

უეცრად შემოდის მარტა.

27 მკითხველთა ლიგა
სცენა VIII

მარტა – რაღაზე ოცნებობთ ამჯერად? ხომ იცით, ბევრი საქმე


რომ გვაქვს.
დედა – ამ კაცზე ვფიქრობდი… უფრო სწორად, საკუთარ თავ-
ზე.
მარტა – უმჯობესია, ხვალინდელ დღეზე იფიქროთ. იყავით
გონიერი!
დედა – ეს მამაშენის სიტყვებია, მარტა, მეცნობა. მინდა დავი-
ჯერო, რომ უკანასკნელად გვიწევს ასეთი გონიერება. უცნაურია!
ის ამას გულიდან ჟანდარმის შიშის გასადევნად ამბობდა, შენ კი
ამავე სიტყვებით ჩემში პატიოსნების იმ პატარა სურვილის ჩახ-
შობას ცდილობ, რომელიც ეს-ესაა გამიჩნდა.
მარტა – ის, რასაც თქვენ პატიოსნების სურვილს უწოდებთ,
ძილის სურვილია და მეტი არაფერი. ხვალამდეც გაუძელით
დაღლილობას და შემდეგ შეძლებთ მოეშვათ.
დედა – ვიცი, მართალი ხარ, მაგრამ აღიარე: ეს მგზავრი არა
ჰგავს სხვებს.
მარტა – დიახ, ძალიან დაბნეულია და ზედმეტად მიამიტიც
ჩანს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოუვიდოდა ქვეყანას, სიკ-
ვდილმისჯილებმა გულის გადაშლა რომ დაუწყონ ჯალათებს? არ
ივარგებდა. და კიდევ, მისი ცნობისმოყვარეობა მაცოფებს. მინ-
და, მალე მოვამთავროთ ეს ამბავი.
დედა – არც ეს ვარგა. ადრე ჩვენს საქმეებს ყოველგვარი რის-
ხვისა თუ თანაგრძნობის გარეშე ვასრულებდით. გულგრილები
ვიყავით და ეს საჭიროც იყო. დღეს მე დაღლილი ვარ, შენ კი გა-
ღიზიანებული. რა, სავალდებულოა თავი მოვიკლათ მაშინ, რო-
ცა საქმე ვერ არის მაინცადამაინც კარგად? ნუთუ ყველაფერი უნ-
და ვიკისროთ ოდნავ უფრო მეტის გულისთვის?

28 მკითხველთა ლიგა
მარტა – არა, ფულისთვის არა. იმისთვის, რომ აქაურობა და-
ვივიწყოთ და სახლი გვქონდეს ზღვის პირას. თქვენ თუ ცხოვრე-
ბამ დაგღალათ, მე სრულებითაც არ მინდა ამ დახშულ სივრცეში
ამომხდეს სული და ვგრძნობ, ერთ თვესაც ვეღარ გავძლებ აქ.
ჩვენ ორივეს სიქა გაგვაცალა ამ სასტუმრომ. თქვენ, მოხუცს,
მხოლოდ ის გინდათ, რომ თვალები დახუჭოთ და ამით დაივიწ-
ყოთ ყველაფერი. მე კი ჯერ კიდევ ვგრძნობ იმ სურვილებს, ოცი
წლისას რომ მქონდა და მინდა, ბოლოს და ბოლოს, ავისრულო
ისინი, თუნდაც ამისთვის უფრო ღრმად მომიწიოს შეტოპვა იმ
ცხოვრებაში, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გვინდა მივატო-
ვოთ და ამაში უნდა დამეხმაროთ თქვენ, ვინც ამ ღრუბლების ქვე-
ყანაში მშობეთ და არა რომელიმე მზიან მხარეში!
დედა – აღარც კი ვიცი, მარტა, რა აჯობებდა: დავიწყებული
ვყოფილიყავი, აი ისე, როგორც შენი ძმისგან, თუ ასეთი ტონით
მელაპარაკებოდნენ.
მარტა – კარგად იცით, რომ სულ არ მინდა თქვენი წყენინება.
(ცოტა ხნის შემდეგ და გაცხარებული.) რას ვიზამდი მე, თქვენ
რომ არ მყავდეთ გვერდით, ან რა მეშველებოდა უთქვენოდ? ვერ
შევძლებ თქვენს დავიწყებას და თუკი ცხოვრების სიმძიმე ზოგ-
ჯერ თქვენდამი ჯეროვან პატივისცემას მაკლებს, ამისთვის ბო-
დიშს ვითხოვ.
დედა – შენ კარგი გოგო ხარ. ვიცი, ხანდახან ძნელია, მოხუც
ქალს გაუგო. მაგრამ მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და გით-
ხრა, რომ რა ხანია, ვცდილობ გთხოვო: ამ საღამოს არა...
მარტა – რა? დავიცადოთ ხვალამდე? მოგეხსენებათ, ჩვენ
არასოდეს მოვქცეულვართ ასე, რა საჭიროა გავუგრძელოთ
დღე? უნდა ვიმოქმედოთ, რაკიღა ხელში გვყავს.
დედა – არ ვიცი, მაგრამ... არა ამ საღამოს... ამაღამ დავანე-
ბოთ თავი, გადავდოთ. შეიძლება სწორედ ამით გვეშველოს.

29 მკითხველთა ლიგა
მარტა – რა უნდა გვეშველოს? არ გამაცინოთ! იმაზე მეტის
იმედი ნუ გექნებათ, რომ ამ საღამოს მუშაობით ძილის უფლებას
მოიპოვებთ.
დედა – მეც სწორედ ამას ვგულისხმობდი შველაში: ძილს.
მარტა – ჰოდა, გეფიცებით, ჩვენს ხელთაა ეგ შველა. დედა,
უნდა გადავწყვიტოთ, ეს ან ამ საღამოს მოხდება, ან აღარას-
დროს.

ფარდა

30 მკითხველთა ლიგა
მეორე მოქმედება

სცენა I

ოთახი. ნელ-ნელა საღამოვდება. ჟანი ფანჯარაში იყურება.

ჟანი – მარია მართალია, მძიმე დროა. (ცოტა ხნის შემდეგ.)


ნეტავ, რა აზრები უტრიალებს თავში სასტუმროს ოთახში გულშე-
კუმშულს, თვალებამომშრალს, ფიქრებში წასულს? იქ საღამოე-
ბი ბედნიერებას ჰპირდება კაცს, აქ კი პირიქით... (გადახედავს
ოთახს.) კმარა ეს უაზრო წუხილი. უნდა იცოდეს ადამიანმა, რა
უნდა. ამ ოთახში მოგვარდება ყველაფერი.

უეცრად აკაკუნებენ. შემოდის მარტა.

მარტა – იმედი მაქვს, ხელს არ შეგიშლით, ბატონო ჩემო. პირ-


სახოცის და წყლის გამოცვლა მინდა.
ჟანი – მე მეგონა, უკვე გამოცვლილი იყო.
მარტა – არა, მოხუც მსახურს ავიწყდება ხოლმე.
ჟანი – არა უშავს. ძლივს ვბედავ გითხრათ, რომ ხელს არ მიშ-
ლით.
მარტა – რატომ?
ჟანი – არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩვენს შეთანხმებაში
შედის.
მარტა – ხომ ატყობთ, რომ უჩვეულო პასუხები გაქვთ.
ჟანი – (იღიმება) უნდა შევეჩვიო, ცოტა დამაცადეთ.
მარტა – (მუშაობს) ძალიან მალე გაემგზავრებით. ვერაფერს
ვერ მოასწრებთ. (ჟანი მიტრიალდება და იხედება ფაჯარაში. მარ-
ტა მას უყურებს. ჟანი მიბრუნებული რჩება. მარტა განაგრძობს,

31 მკითხველთა ლიგა
თან მუშაობს.) გული მწყდება, ბატონო, ვერ არის ალბათ ეს ოთა-
ხი ისეთი კეთილმოწყობილი, თქვენ როგორიც გინდოდათ.
ჟანი – ძალიან სუფთაა, მთავარი ესაა. სხვათა შორის, სულ
ცოტა ხნის წინ გადაგიკეთებიათ, არა?
მარტა – დიახ, როგორ მიხვდით?
ჟანი – წვრილმანებით.
მარტა – ყოველ შემთხვევაში, ბევრი კლიენტი ჩივის გამდინა-
რე წყლის უქონლობას და მართლაც, ვერ გაამტყუნებ. დიდი ხა-
ნია, ელექტრონათურის დაყენებაც გვინდოდა საწოლის თავზე.
უსიამოვნოა შუქის ჩასაქრობად ადგომა იმათთვის, ვინც ლოგინ-
ში კითხულობს.
ჟანი – (მიბრუნდება) მართლია. არ შემიმჩნევია, მაგრამ არა
უშავს.
მარტა – ძალიან ლმობიერი ბრძანდებით. მოხარული ვარ,
ჩვენი სასტუმროს ნაკლოვანებებს ყურადღებას რომ არ აქცევთ.
ბევრი ვიცი, ვინც თქვენ ადგილას დიდხანს არ დარჩებოდა აქ.
ჟანი – ჩვენი ურთიერთშეთანხმების მიუხედავად, ნება მომე-
ცით, გითხრათ, რომ ძალიან უცნაური ხართ. მგონი, სასტუმროს
პატრონი არ უნდა ამახვილებდეს კლიენტის ყურადღებას სას-
ტუმროს ნაკლოვანებებზე. მართლაც, ჩანს, თითქოს ცდილობთ
აქედან გამგზავრება ჩამაგონოთ.
მარტა – სულაც არა. (გადაწყვეტილებას იღებს.) მაგრამ ისიც
მართალია, რომ მე და დედაჩემმა ბევრი ვიყოყმანეთ თქვენს მი-
ღებაზე.
ჟანი – უნდა შევნიშნო, რომ თქვენ არ გიცდიათ ჩემი დაკავება.
თუმცა, არ ვიცი რატომ. ეჭვი არ უნდა გეპარებოდეთ, რომ მე ფუ-
ლიანი ვარ და, მგონი, არც ისეთი კაცის შთაბეჭდილებას ვტოვებ,
რომელმაც გასაკიცხი რამ ჩაიდინა.
მარტა – არა, არა. თქვენ არაფერი გცხიათ ავაზაკისა, ჩვენ
სხვა მიზეზი გვაქვს. ამ სასტუმროს დატოვებას ვაპირებთ. რა ხა-
32 მკითხველთა ლიგა
ნია უკვე, რაც ყოველდღე ვცდილობთ მის დახურვას და სამზადი-
სის დაწყებას. აქ ჩვენთვის ადვილი იყო. იშვიათად მოგვდიან
კლიენტები. მაგრამ თქვენმა მოსვლამ მიგვახვედრა, რაოდენ მი-
ვიწყებული გვქონია ჩვენი ძველი ხელობისკენ მიბრუნების იდეა.
ჟანი – ესე იგი, გსურთ წავიდეთ აქედან?
მარტა – უკვე გითხარით, ვყოყმანობთ-მეთქი, განსაკუთრე-
ბით, მე. კაცმა რომ თქვას, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და
მე ჯერ არ ვიცი, რას გადავწყვეტ.
ჟანი – არ მინდა ტვირთად დაგაწვეთ, არ დაივიწყოთ ეს და ისე
მოვიქცევი, როგორც თქვენ ისურვებთ, თუმცა, უნდა გითხრათ,
რომ ერთი-ორი დღე აქ დარჩენა ხელს მომცემდა. გამგზავრებამ-
დე საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და აქ ჩემთვის საჭირო სიწ-
ყნარისა და სიმშვიდის პოვნაზე ვამყარებდი იმედებს.
მარტა – მესმის თქვენი სურვილი, დამიჯერეთ, ძალიან თუ
გინდათ, მე კიდევ ვიფიქრებ. (მცირე ხნის შემდეგ გაუბედავად
ადგამს ნაბიჯს კარისკენ.) მაშ, იმ ქვეყანაში აპირებთ დაბრუნე-
ბას, საიდანაც მოდიხართ?
ჟანი – შესაძლოა.
მარტა – ლამაზი ქვეყანაა, არა?
ჟანი – (იყურება ფანჯარაში) დიახ, ლამაზი ქვეყანაა.
მარტა – ამბობენ, მაგ მხარეებში მთლად უკაცრიელი პლაჟე-
ბიაო.
ჟანი – მართალია, ადამიანის ჭაჭანება არ არის. დილაადრი-
ან, ქვიშაზე ზღვის ჩიტების ნაკვალევს შეამჩნევს კაცი. ეს არის სი-
ცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი. რაც შეეხება საღამოებს…

ჩერდება.

მარტა – (ნაზად) რაც შეეხება საღამოებს, ბატონო?


ჟანი – საღამოები საოცარია. დიახ, ლამაზი ქვეყანაა.
33 მკითხველთა ლიგა
მარტა – (სხვა ხმით) ბევრი მიფიქრია ამაზე. მოგზაურთა ნაამ-
ბობიც მომისმენია, წამიკითხავს კიდეც, რაც მოვახერხე. ხშირად
ვფიქრობ ზღვასა და იქაურ ყვავილებზე, აი, როგორც ახლა, აქაუ-
რი უჟმური გაზაფხულის ამ დღეს. (ცოტა ხნის შემდეგ და ყრუდ.)
და ის, რასაც გონების თვალით ვხედავ, მაბრმავებს ყოველივე
იმის მიმართ, რაც გარს მახვევია აქ.

ჟანი ყურადღებით უყურებს, შემდეგ ნაზად ჯდება მის წინ.

ჟანი – მესმის. იქაური გაზაფხული სუნთქვას უკრავს ადამი-


ანს. ათასობით ყვავილი იფურჩქნება თეთრ კედლებზე. ერთსა-
ათიანი გასეირნებაც კმარა იმ ბორცვებზე, ჩემს ქალაქს რომ აკ-
რავს გარს, და თაფლისა და ყვითელი ვარდების სურნელით აივ-
სებით.

მარტაც ჯდება.

მარტა – სასწაულია. ჩვენში გაზაფხულს მონასტრის ბაღში ახ-


ლახან გაფურჩქნულ ერთადერთ ვარდსა და თითო-ოროლა
კვირტს ვეძახით. (სიძულვილით.) აქაურებს ესეც ჰყოფნით. მათი
გულები ამ მწირ ვარდს წააგავს. ოდნავ მძლავრი სიო დააჭკნობ-
და მათ. გაზაფხულიც ისეთი აქვთ, როგორსაც იმსახურებენ.
ჟანი – არა ხართ მთლად მართალი. შემოდგომაც ხომ იცის
თქვენში?!
მარტა – შემოდგომა რა არის?
ჟანი – მეორე გაზაფხული, როცა ფოთლები ყვავილებს ემ-
სგავსება. (დაკვირვებით უყურებს მარტას.) იქნებ, ადამიანებშიც
ყვავილები დაგენახათ, რომ მიშველებოდით მათ თქვენი მოთმი-
ნებით.

34 მკითხველთა ლიგა
მარტა – გამომელია მოთმინება ამ ევროპის მიმართ, სადაც
შემოდგომა გაზაფხულს ჰგავს და გაზაფხულს უბედურების სუნი
უდის. იმ უცხო ქვეყნის წარმოდგენა მსიამოვნებს, სადაც ზაფხუ-
ლი ყველაფერს ამსხვრევს, სადაც ზამთრის წვიმები ქალაქებს
ფარავს და სადაც, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ნამდვილია.

სიჩუმე. ჟანი მარტას სულ უფრო და უფრო მეტი ცნობისმოყვა-


რეობით შესცქერის. მარტა ამჩნევს ამას და უცბად დგება.

მარტა – რატომ მიყურებთ ასე?


ჟანი – მაპატიეთ, მაგრამ რადგანაც საბოლოოდ უკუვაგდეთ
ჩვენი შეთანხმება, შემიძლია გითხრათ: მეჩვენება, რომ პირვე-
ლად დამელაპარაკეთ ადამიანურად.
მარტა – (ფიცხად) ცდებით ნამდვილად. ასეც რომ იყოს, ეს მა-
ინც არ უნდა გამხდარიყო თქვენი სიხარულის მიზეზი. ადამიანუ-
რად ლაპარაკის უნარი არ არის საუკეთესო ჩემს თვისებებს შო-
რის. ადამიანურია ის სურვილიც, გულში რომ მიდევს და რომ-
ლის მისაღწევად, მე მგონი, არაფრის წინაშე არ დავიხევ უკან.
ჟანი – (იღიმება) მესმის თქვენი სიფიცხე და სულაც არ მაში-
ნებს, რადგან მე არანაირი დაბრკოლება არა ვარ თქვენს გზაზე.
არაფერი მაიძულებს თქვენს სურვილებს შევეწინააღმდეგო.
მარტა – თქვენ ამის მიზეზი არა გაქვთ, მართალია, მაგრამ
არც იმის საფუძველი გაქვთ, რომ თანამიგრძნოთ. ამან შეიძლე-
ბა ყველაფერი დააჩქაროს.
ჟანი – ვინ გითხრათ, რომ არა მაქვს თანაგრძნობის მიზეზი?
მარტა – საღმა აზრმა და სურვილმა, არ ჩაგახედოთ ჩემს საქ-
მეებში.
ჟანი – თუ სწორად ვხვდები, ჩვენს შეთანხმებას დავუბრუნ-
დით.

35 მკითხველთა ლიგა
მარტა – დიახაც, და როგორც ხედავთ, ძალიანაც შევცდით,
თუ გადავუხვიეთ მისგან. მადლობელი ვარ, თქვენს ნაცნობ ქვეყ-
ნებზე რომ მელაპარაკეთ და ბოდიშს გიხდით, თუ დრო დაგაკარ-
გვინეთ. (მარტა უკვე კართანაა.) ამასთან უნდა გითხრათ, რომ
ჩემთვის ამ დროს არ ჩაუვლია ფუჭად. იმ სურვილებმა გაიღვიძა
ჩემში, რომლებიც შესაძლოა უკვე ნელ-ნელა მიქრებოდა. და თუ
მართლა გსურთ აქ დარჩენა, მაშ, ისე გაგიმართლათ, რომ ვერც
კი გაიგეთ. აქ რომ ამოვდიოდი, თითქმის გადაწყვეტილი მქონ-
და, მეთხოვა, წასულიყავით აქედან, მაგრამ, როგორც ხედავთ,
ჩემში გააღვიძეთ ის, რაც ადამიანური მქონია და ახლა მსურს,
დარჩეთ. ეს ჩემს ლტოლვას არგებს, ზღვისა და მზიანი ქვეყნების
მიმართ რომ მაქვს.

ჟანი ერთხანს მდუმარედ უყურებს მარტას.

ჟანი – (ნელა) უცნაურად ლაპარაკობთ. დავრჩები, თუ შევ-


ძლებ და თუკი დედათქვენი არ იქნება წინააღმდეგი.
მარტა – დედაჩემს ჩემსავით მძაფრი სურვილები არა აქვს. ბუ-
ნებრივიცაა. ჩემგან განსხვავებით, მას არა აქვს მიზეზი, თქვენი
აქ ყოფნა ისურვოს. ის არ ფიქრობს ზღვასა და უკაცრიელ პლა-
ჟებზე, რომ თქვენი დარჩენა მოუნდეს. საამისო მიზეზი მარტო მე
მაქვს. მაგრამ ამავე დროს, მას არც იმის ძლიერი საბაბი აქვს,
რომ წინააღმდეგობა გამიწიოს და ეს საკმარისია საკითხის მო-
საგვარებლად.
ჟანი – თუ არ ვცდები, ერთი თქვენგანი მე ინტერესის გამო
მტოვებს აქ, მეორე კი იმიტომ, რომ მისთვის ეს სულერთია?
მარტა – მგზავრსაც მეტი რა უნდა?

კარს აღებს.

36 მკითხველთა ლიგა
ჟანი – მაშ, უნდა მიხაროდეს. მაგრამ უთუოდ გამიგებთ, რომ
აქ ყველაფერი უცნაურად მეჩვენება, ხალხიცა და მათი ქცევაც.
ნამდვილად უცნაური სახლია. მარტა, იქნებ, სულაც თქვენ იქცე-
ვით უცნაურად?

მარტა გადის.

37 მკითხველთა ლიგა
სცენა II

ჟანი – (კარისკენ იყურება) იქნებ, მართლაც... (მიდის ლოგი-


ნისკენ და ჯდება.) მაგრამ ეს გოგო ერთადერთ სურვილს მიჩენს
– წავიდე აქიდან, მარიასთან და ისევ ბედნიერი ვიყო. სისულე-
ლეა ეს ყველაფერი. რა დამრჩენია აქ? თუმცა, არა. ვალში ვარ
დედაჩემთან და ჩემს დასთან. დიდი ხანია, დავიწყებას მივეცი
ისინი. (დგება.) დიახ, ამ ოთახში მოხდება ყველაფერი. არადა, რა
ცივი ოთახია! ვერაფერს ვეღარ ვცნობ აქ, ყველაფერი შეცვლი-
ლია. უცხო ქალაქების სასტუმროების ოთახებს ჰგავს, სადაც
ღამღამობით მარტოსული ადამიანები იძინებენ. ესეც შევიგრძე-
ნი. მაშინ მეჩვენებოდა, რომ პასუხი არსებობდა, ოღონდ მიგნება
იყო საჭირო. ეგებ სწორედ აქ მივიღო პასუხი. (გარეთ იყურება.)
ცა იფარება. და აი, ჩემი ოდინდელი საწუხარიც, ცუდი ჭრილობა-
სავით აქ, ტანში, ყოველ გამოძრავებაზე რომ მახსენებს თავს. ვი-
ცი, რაც არის. შიშია მარადიული მარტოობისა, შიში, რომ პასუხი
არ არსებობს და, აბა, ვინ გამცემდა ამ პასუხს სასტუმროს ოთახ-
ში?

ზარისკენ მიდის. ყოყმანობს, შემდეგ რეკავს, არაფერი ისმის,


ერთხანს სიჩუმე ჩამოწვება. ნაბიჯების ხმა, ერთხელ აკაკუნებენ.
კარი იღება. კარებში მოხუცი მსახური დგას უძრავად და უტყვად.

ჟანი – არაფერი. მაპატიეთ, უბრალოდ, მინდოდა გამეგო, ზა-


რი მუშაობდა თუ არა, მიპასუხებდა თუ არა ვინმე.

მოხუცი ერთხანს უყურებს. შემდეგ ხურავს კარს. ნაბიჯების


ხმა ნელ-ნელა მიწყდება.

38 მკითხველთა ლიგა
სცენა III

ჟანი – ზარი მუშაობს, მსახური კი დუმს… ეს არ არის პასუხი.


(ცას გაჰყურებს.) რა ვქნა?

ორჯერ აკაკუნებენ. შემოდის მარტა ლანგრით ხელში.

სცენა IV

ჟანი – რა არის?
მარტა – ჩაი, თქვენ რომ მოითხოვეთ.
ჟანი – მე არაფერი მომითხოვია.
მარტა – ა, მოხუცმა ვერ გაიგო ალბათ. ხშირად სანახევროდ
ესმის. (ლანგარს მაგიდაზე დებს. ჟანი რაღაცის თქმას აპირებს.)
წავიღო უკან?
ჟანი – არა, არა, პირიქით, გმადლობთ.

მარტა ჟანს უყურებს. შემდეგ გადის.

39 მკითხველთა ლიგა
სცენა V

ჟანი იღებს ფინჯანს, ცოტა ხანს დაჰყურებს და ისევ დგამს.

ჟანი – ერთი ჭიქა ლუდი ფულის საფასურად, ფინჯანი ჩაი კი –


შეცდომით. (იღებს ფინჯანს და ერთხანს ჩუმად უჭირავს. შემდეგ
ყრუდ.) ო, ღმერთო ჩემო! ან სიტყვები მაპოვნინე ან მითხარი,
როგორ მოვიქცე, როგორ ავიღო ხელი ამ ამაო განზრახვაზე, ხე-
ლახლა მოვიპოვო მარიას სიყვარული. მომეცი ძალა, სწორი გზა
ამოვირჩიო და მივყვე მას. (იცინის.) მოდი, პატივი მივაგოთ უძ-
ღები შვილისთვის გაშლილ ბარაქიან სუფრას! (სვამს. კარზე
ძლიერად აკაკუნებენ.) რა ხდება?

კარი იღება. შემოდის დედა.

სცენა VI

დედა – უკაცრავად, ბატონო, ჩემმა გოგომ მითხრა, რომ


თქვენთვის ჩაი შემოუტანია.
ჟანი – როგორც ხედავთ.
დედა – მიირთვით უკვე?
ჟანი – დიახ, რა მოხდა?
დედა – მაპატიეთ, ლანგარს წავიღებ.
ჟანი – (იღიმება) არ მინდოდა თქვენი შეწუხება.
დედა – ეგ არაფერი. ისე, სიმართლე გითხრათ, ეს ჩაი თქვენ-
თვის არ ყოფილა განკუთვნილი.

40 მკითხველთა ლიგა
ჟანი – ნუთუ! თქვენმა გოგომ ისე შემოიტანა, რომ მე არ შე-
მიკვეთია.
დედა – (ერთგვარი დაქანცულობით) დიახ, ასეა. ჯობდა…
ჟანი – (გაკვირვებული) ვწუხვარ, მერწმუნეთ, მაგრამ თქვენმა
გოგომ მაინც დატოვა და არ მიფიქრია…
დედა – მეც ვწუხვარ. თუმცა, ნუ იბოდიშებთ. უბრალოდ, შეც-
დომა მოხდა.

ლანგარს ალაგებს და გასვლას აპირებს.

ჟანი – ქალბატონო!
დედა – დიახ.
ჟანი – ეს-ესაა გადავწყვიტე: ამ საღამოს ნასადილევს გავემ-
გზავრები. ბუნებრივია, ოთახის საფასურს გადაგიხდით. (დედა
ჩუმად უყურებს.) მესმის თქვენი გაოცება, მაგრამ თავში ნუ გაივ-
ლებთ, რომ თქვენი ბრალია რამე. თქვენდამი მხოლოდ სიმპათი-
ას ვგრძნობ, თანაც დიდ სიმპათიას. მაგრამ, გულახდილად გით-
ხრათ, აქ ვერა ვარ რაღაც თავისუფლად და მირჩევნია აღარ დავ-
რჩე.
დედა – (ნელა) არა უშავს, ბატონო. რასაკვირველია, თავისუ-
ფალი ბრძანდებით, მაგრამ სადილამდე კიდევ შეიძლება შეიცვა-
ლოთ აზრი. ზოგჯერ წამიერ შთაბეჭდილებებს აჰყვება ხოლმე
ადამიანი და მერე ისევ გადაიფიქრებს.
ჟანი – არა მგონია, აზრი შევიცვალო, ქალბატონო. ამასთან,
არ მინდა იფიქროთ, თითქოს უკმაყოფილო მივემგზავრებოდე.
პირიქით, დიდად მადლიერი ვარ თქვენი ასეთი მიღებისთვის.
(ყოყმანობს.) მეჩვენება, რომ თქვენგან ერთგვარ კეთილგანწყო-
ბას ვგრძნობ ჩემდამი.
დედა – ბუნებრივიცაა, ბატონო. არანაირი მიზეზი არ მქონია
თქვენდამი არაკეთილგანწყობისა.
41 მკითხველთა ლიგა
ჟანი – (თავშეკავებული ემოციით) შეიძლება, ასეა. ამას იმი-
ტომ გეუბნებით, რომ მსურს, ცუდი არაფერი იფიქროთ ჩემზე.
მოგვიანებით შეიძლება კიდეც მოვიდე აქ. დარწმუნებულიც კი
ვარ ამაში. მაგრამ ახლა მეჩვენება, რომ შევცდი და აქ არაფერი
მესაქმება. გულახდილად გითხრათ, საშინელი განცდა მეუფლე-
ბა, რომ ეს სახლი არაა ჩემი.

დედა თვალს არ აცილებს.

დედა – დიახ, გასაგებია. ჩვეულებრივ, ამას უმალვე გრძნო-


ბენ.
ჟანი – მართალი ბრძანდებით. იცით, ცოტათი დაბნეული ვარ.
არასოდეს არ არის ადვილი დაბრუნდე ქვეყანაში, რომელიც
ოდესღაც მიატოვე. უნდა გამიგოთ ეს.
დედა – მესმის, ბატონო, და გისურვებთ, მოგვარდეს თქვენი
საქმეები. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ ვერაფრით გიშველით.
ჟანი – რა თქმა უნდა… არც გსაყვედურობთ. უბრალოდ, თქვენ
პირველნი ხართ, ვისაც დაბრუნების შემდეგ შევხვდი და, ბუნებ-
რივია, ჯერ თქვენთან ვაწყდები იმ სირთულეებს, რომლებიც შემ-
დეგშიც მელის. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ჩემივე ბრალია,
ჯერ კიდევ უხერხულად ვგრძნობ თავს.
დედა – როდესაც ცუდად აეწყობა საქმე, ვერაფერს გახდება
ადამიანი. გარკვეულწილად, მეწყინება კიდეც, წასვლას თუ გა-
დაწყვეტთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე მაინც არა მაქვს საფუძ-
ველი ხელი შეგიშალოთ.
ჟანი – ესეც ბევრია, ჩემს საწუხარს რომ იზიარებთ და ცდი-
ლობთ გამიგოთ. არ ვიცი, რამდენად შევძლებ გამოვხატო, თუ
როგორ მომეფონა გულს და როგორ მეამა თქვენი ნათქვამი.
(მისკენ მოძრაობას აკეთებს.) იცით…

42 მკითხველთა ლიგა
დედა – ხელობა გვავალდებულებს, კარგად მოვეპყრათ ყვე-
ლა კლიენტს.
ჟანი – (ნირწამხდარი) მართალი ბრძანდებით. (ცოტა ხნის
შემდეგ.) მოკლედ, მე თქვენთვის ბოდიშის მოხდა მმართებს და,
თუ არ მიწყენთ, გასამრჯელოს მოცემაც. (ხელს შუბლზე ისვამს.
დაღლილი ჩანს და ლაპარაკი უჭირს.) სამზადისი გასწიეთ, ხარ-
ჯები გქონდათ და სრულიად ბუნებრივია...
დედა – ჩვენ არანაირი ხარჯი არ გვქონია თქვენი ასანაზღაუ-
რებელი, არაფერს ვკარგავთ თქვენი მერყეობით… მე მხოლოდ
თქვენზე ვწუხდი.
ჟანი – (მაგიდას ეყრდნობა) ეჰ, ეგ არაფერი. მთავარია კე-
თილგანწყობილები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და თქვენ ძალი-
ან ცუდი მოგონება არ დაგრჩეთ ჩემზე. მერწმუნეთ, არ დავივიწ-
ყებ თქვენს სახლს და იმედი მაქვს, ერთხელაც, როცა აქ დავ-
ბრუნდები, განწყობაც უკეთესი მექნება.

დედა უსიტყვოდ მიდის კარისკენ.

ჟანი – ქალბატონო! (დედა ტრიალდება. ჟანი თავიდან მძიმედ


ლაპარაკობს, მაგრამ თანდათან უადვილდება.) მინდა... (ჩერდე-
ბა.) მაპატიეთ, მგზავრობამ დამღალა. (საწოლზე ჯდება.) მინდა,
მადლობა მაინც გადაგიხადოთ... ისიც მინდა იცოდეთ, რომ მე
ჩვეულებრივი სტუმარივით არ დავტოვებ ამ სახლს.
დედა – კი ბატონო.

დედა გადის.

43 მკითხველთა ლიგა
სცენა VII

ჟანი უყურებს, როგორ გადის დედა. რაღაცის თქმას აპირებს,


მაგრამ დაღლილობა ეტყობა. თითქოს დაქანცულობას ნებდება
და იდაყვით ბალიშს ეყრდნობა.

ჟანი – ხვალ მარიასთან ერთად დავბრუნდები და ვიტყვი, ვინც


ვარ. გავაბედნიერებ ამათ, ეს ცხადია. მართალი იყო მარია. (ოხ-
რავს. ნახევრად წამოწვება.) ეჰ, არ მომწონს ეს საღამო. ყველა-
ფერი ძალიან შორსაა. (წვება, რაღაც გაუგებარ სიტყვებს ბუტბუ-
ტებს ძლივს გასაგონი ხმით.) კი თუ არა?

შეირხევა. სძინავს. სცენა თითქმის წყვდიადშია. ხანგრძლივი


სიჩუმე. კარი იღება. ორი ქალი სინათლით ხელში შემოდის. მათ
მოხუცი მსახური მოჰყვება.

სცენა VIII

მარტა – (ჯერ მძინარეს დაანათებს, შემდეგ მოგუდული ხმით)


სძინავს.
დედა – (ასევე მოგუდულად, ნელ-ნელა უწევს ხმას) არა, მარ-
ტა! არ მიყვარს, ასე რომ მატან ძალას. შენ მითრევ ამ საქმეში,
იწყებ და ამით მაიძულებ, მე დავამთავრო. არ მომწონს, როცა
არაფრად აგდებ ჩემს ყოყმანს.
მარტა – ასე ყველაფერი უფრო ადვილია, თქვენ ისე დაიბე-
ნით, რომ სხვა გზა აღარ დამიტოვეთ, ისევ მე უნდა მეშველა
თქვენთვის ჩემი მოქმედებით.

44 მკითხველთა ლიგა
დედა – ვიცი, ეს საქმე ისედაც უნდა დაბოლოებულიყო. და მა-
ინც, მიუხედავად ამისა, არ მომწონს ეს ყველაფერი.
მარტა – მოდით, ხვალინდელზე იფიქრეთ და მალე მოვრჩეთ.
ჩხრეკს პიჯაკს, იღებს საქაღალდეს და შიგ ფულს ითვლის.
ყველა ჯიბეს უთვალიერებს მძინარეს. ამ დროს პასპორტი ამო-
ვარდება და საწოლის უკან ჩაცურდება. მოხუცი მსახური მიდის,
იღებს და ისე იხევს უკან, რომ ქალები მას ვერ ხედავენ.
მარტა – აჰა, ყველაფერი მზადაა. სულ მალე ადიდდება მდი-
ნარე. ჩავიდეთ, უკან მაშინ ამოვალთ, როცა გავიგონებთ, რო-
გორ გადავა წყალი რაბზე. წამოდით!
დედა – (მშვიდად) არა, კარგად ვართ აქ.

ჯდება.

მარტა – კი მაგრამ... (დედამისს უყურებს, შემდეგ გამომწვე-


ვად.) ნუ გგონიათ, ეს მაშინებს. კი ბატონო, დავიცადოთ აქ.
დედა – რა თქმა უნდა, დავიცადოთ. კარგია დაცდა. ისვენებ
დაცდისას. მალე მისი ზიდვა მოგვიწევს მთელ გზაზე, მდინარემ-
დე. ამის გაფიქრებაზეც კი წინასწარ ვგრძნობ ჩემს ბებრულ დაღ-
ლილობას, იმდენად, რომ აღარ შემიძლია ამის ატანა. (წინ და
უკან ირხევა, თითქოს თვლემსო.) მას კი ამ დროს არავითარი წი-
ნათგრძნობა არ აწუხებს, სძინავს. ამით მოილია წუთისოფელი.
ამიერიდან მისთვის ყველაფერი ადვილი იქნება. წარმოსახვე-
ბით სავსე ძილიდან უსიზმრო ძილში გადავა და ის, რაც ყველას-
თვის საშინელი უფსკრულია, მისთვის ხანგრძლივი ძილი იქნება.
მარტა – (გამომწვევად) მაშ, გავიხაროთ. არანაირი მიზეზი არ
მქონია მძულებოდა ეს და ბედნიერი ვარ, ტანჯვა მაინც რომ ას-
ცდება. მოიცათ… მგონი, დიდდება წყალი. (უსმენს, შემდეგ იღი-
მება.) დედა, დედა, სულ მალე მორჩება ყველაფერი.

45 მკითხველთა ლიგა
დედა – (იმგვარადვე) ჰო, ყველაფერი მორჩება. წყალი ადიდ-
დება. მას კი ამ დროს არავითარი წინათგრძნობა არ აწუხებს.
სძინავს, არაფერი აიძულებს, აკეთოს ის, რაც არ შეუძლია. აღარ
ატარებს ამ ცხოვრების ჯვარს, რომელიც დასვენებას, გართობას
და სისუსტეს კრძალავს… სძინავს და აღარ ფიქრობს, აღარ აქვს
არავითარი ვალდებულება, არც საზრუნავი… მე კი, მოხუცსა და
დაღლილს, მშურს მისი, ახლა რომ სძინავს და მალე რომ უნდა
მოკვდეს. (სიჩუმე.) არაფერს იტყვი, მარტა?
მარტა – არა, ვუსმენ და წყლის ხმა მესმის.
დედა – ცოტა ხანი, სულ ცოტა ხანი. ჰო, კიდევ ცოტა ხანი. ამ
დროში ჯერ კიდევ შესაძლებელია ბედნიერება.
მარტა – ბედნიერება შემდეგ იქნება შესაძლებელი. იქამდე
არა.
დედა – იცოდი, მარტა, საღამოს აქედან წასვლას რომ აპირებ-
და?
მარტა – არა, არ ვიცოდი. მაგრამ რომც მცოდნოდა, მაინც ასე
მოვიქცეოდი. გადაწყვეტილი მქონდა.
დედა – სულ ახლახან მითხრა. არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
მარტა – მაშ, ნახეთ, ხომ?
დედა – ამოვედი, დალევის საშუალება რომ არ მიმეცა, მაგ-
რამ უკვე გვიანღა იყო.
მარტა – დიახ, გვიანღა იყო! და თუ გსურთ იცოდეთ, ეს მან თა-
ვად გადამაწყვეტინა. ვყოყმანობდი. ის კი იმ ქვეყნებზე მელაპა-
რაკა, მე რომ ვოცნებობ. მისმა სიტყვებმა ძალიან იმოქმედა და
ამით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. ასე დაჯილდოვდა გუ-
ლუბრყვილობა.
დედა – და მაინც, მარტა, ბოლოს უკვე ხვდებოდა. როგორც
თვითონ მითხრა, გრძნობდა, რომ ეს სახლი არ იყო მისი.
მარტა – (მტკიცედ და მოუთმენლად) ეს სახლი არც მისია და
არც არავისი. აღარასოდეს აღარავის აღარ დახვდება აქ არც
46 მკითხველთა ლიგა
მოსვენება და არც სითბო. ცოტა ადრე რომ მიმხვდარიყო ამას,
თავსაც უშველიდა და აღარც ჩვენ მოგვიწევდა სწავლება, რომ ეს
ოთახი იმისთვისაა, რომ დაიძინონ, ეს ქვეყანა კი იმისთვის, რომ
დაიხოცონ. ახლა კი კმარა... (შორიდან წყლის ხმა ისმის.) მომის-
მინეთ, წყალი უკვე გადადის რაბზე. მოდით, დედა, მაგ თქვენი
საყვარელი ღვთის გულისთვის, მოვრჩეთ ამ საქმეს.

დედა ნაბიჯს დგამს საწოლისკენ.

დედა – კარგი! მაგრამ, მგონი, აღარასოდეს გათენდება.

ფარდა

47 მკითხველთა ლიგა
მესამე მოქმედება

სცენა I

სცენაზე არიან დედა, მარტა და მოხუცი მსახური. მოხუცი გვის


და ალაგებს. და დახლის უკანაა, თმას უკან იწევს. დედა კვეთს
სცენას და მიემართება კარისკენ.

მარტა – ხომ ხედავთ, გათენდა.


დედა – დიახ. ხვალ მივხვდები, როგორი კარგია, ეს ამბავი
რომ მოვითავეთ. ახლა კი დაღლილობის მეტს ვერაფერს
ვგრძნობ.
მარტა – ამდენი წლის შემდეგ ეს პირველი დილაა, რომ ვსუნ-
თქავ. მეჩვენება, თითქოს უკვე მესმის ზღვის ხმა. იმხელა სიხა-
რულს ვგრძნობ, ყვირილი მინდება.
დედა – მაგას რა სჯობს, მარტა, მაგას რა სჯობს. მაგრამ მე ისე
მოვხუცდი, რომ ვეღარ ვიზიარებ შენს სიხარულს. ხვალ ყველა-
ფერი უკეთ იქნება.
მარტა – დიახ, ყველაფერი უკეთ იქნება, იმედია… ნუ წუწუ-
ნებთ და შემარგეთ ბედნიერება. ახალგაზრდობა მიბრუნდება.
ისევ ცეცხლი მიკიდია, მინდა ვირბინო, ჰოი, მითხარით, ოღო-
ნდ...

ჩერდება.

დედა – რა ხდება, მარტა? ვეღარ გცნობ.


მარტა – დედა... (ყოყმანობს, შემდეგ მგზნებარედ) ისევ ლამა-
ზი ვარ?
დედა – ლამაზი ხარ… ამ დილას. დანაშაული ლამაზია.

48 მკითხველთა ლიგა
მარტა – ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს დანაშაულს! თითქოს
ხელმეორედ დავიბადე, მივდივარ ქვეყანაში, სადაც ბედნიერი
ვიქნები.
დედა – კარგი. მე წავალ, დავისვენებ. კმაყოფილი ვარ, ბო-
ლოს და ბოლოს, შენთვისაც რომ იწყება სიცოცხლე.

მოხუცი მსახური გამოჩნდება კიბის თავზე, ჩამოდის მარტას-


თან, უწვდის პასპორტს და უსიტყვოდ გადის. მარტა პასპორტს
შლის და კითხულობს. სახეზე არაფერი ეტყობა.

დედა – რა არის?
მარტა – (მშვიდი ხმით) მისი პასპორტი. წაიკითხეთ!
დედა – ხომ იცი, მიჭირს კითხვა.
მარტა – წაიკითხეთ, მის გვარს შეიტყობთ.

დედა იღებს პასპორტს, მიდის, ჯდება მაგიდის წინ, გადაშლის


და კითხულობს. დიდხანს დაჰყურებს ფურცლებს.

დედა – (ხმაში არაფერი ეტყობა) ვიცოდი, რომ ერთ დღესაც


მოხდებოდა ეს ამბავი და რომ ასე უნდა დასრულებულიყო ყვე-
ლაფერი.
მარტა – (მიდის, დგება დახლის წინ) დედა!
დედა – (იმავე ხმით) მომეშვი, მარტა, საკმარისი ვიცხოვრე,
ბევრად მეტიც, ვიდრე ჩემმა შვილმა. ვერ ვიცანი და მოვკალი. ახ-
ლა შემიძლია მივუწვე გვერდით, მდინარის ფსკერზე, სადაც უკვე
ბალახები უფარავს სახეს.
მარტა – დედა! მარტოს ხომ არ დამტოვებთ?
დედა – შენ ძალიან მეხმარებოდი, მარტა, და გული მწყდება,
რომ უნდა მიგატოვო. თუ ამას რამე აზრი ექნება, უნდა ვაღიარო
– კარგი გოგო იყავი. ყოველთვის პატივისცემით მეპყრობოდი,
49 მკითხველთა ლიგა
რაც გევალებოდა კიდეც. მაგრამ ახლა მე მოქანცული ვარ, ჩემს
ბებერ გულს, რომელიც თითქოსდა ახლოს აღარაფერს იკარებ-
და, ეს-ესაა ტკივილის შეგრძნება დაუბრუნდა. აღარა ვარ ახალ-
გაზრდა, რომ შევეგუო ამას. ყოველ შემთხვევაში, როცა დედა სა-
კუთარ შვილს ვეღარ ცნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამქვეყნად უკ-
ვე აღარაფერი ესაქმება.
მარტა – ესაქმება, თუკი მისი ქალიშვილი ჯერაც არაა ბედნი-
ერი. არ მესმის, რას მეუბნებით. ვეღარ ვცნობ თქვენს სიტყვებს.
თქვენ არ მასწავლეთ, არაფერს არ უნდა გაუწიო ანგარიშიო?
დედა – (კვლავ გულგრილი ხმით) კი, მაგრამ ახლა მივხვდი,
რომ ვცდებოდი და რომ ამქვეყნად, სადაც არაფერია უცვლელი,
ყველას ჩვენ-ჩვენი მრწამსი გვაქვს. (მწარედ.) დღეს ვიწამე, რომ
დედას თავისი ვაჟი უყვარს.
მარტა – და ის არ გწამთ, რომ დედას შეიძლება თავისი ქა-
ლიშვილიც უყვარდეს?
დედა – არ მინდა ახლა მწარე გითხრა რამე, მარტა, მაგრამ
რაც მართალია, მართალია, ეს სულ სხვა რამაა. ეს ისეთივე ძლი-
ერი გრძნობა ვერაა. აბა, როგორ შემიძლია ჩემი ბიჭი არ მიყვარ-
დეს?
მარტა – (ხმამაღლა) კარგი სიყვარულია, ოცი წლით დაგივიწ-
ყათ.
დედა – დიახაც, კარგი სიყვარულია, რომელმაც ოცწლიან დუ-
მილს გაუძლო. თუმცა, რაღა მნიშვნელობა აქვს! ეს სიყვარული
იმდენად ძლიერია, რომ უმისოდ სიცოცხლე არ შემიძლია.

დგება.

მარტა – იქნებ ამას შინაგანი წინააღმდეგობის გამო და ქა-


ლიშვილზე დაფიქრების გარეშე ამბობთ.

50 მკითხველთა ლიგა
დედა – არა, მე აღარც ვფიქრობ არაფერზე და, უფრო მეტად,
აღარც ვეწინააღმდეგები არაფერს. ეს სასჯელია, მარტა, და მე
მგონი, დგება ხოლმე დრო, როცა ყველა მკვლელი ჩემსავით
იფიტება და უმომავლო ხდება. სწორედ ამის გამო სპობენ მათ –
ისინი აღარაფერში გამოდგებიან.
მარტა – გაუგებრად მელაპარაკებით და მძულს, აღარ შემიძ-
ლია თქვენი მსჯელობის მოსმენა დანაშაულსა და სასჯელზე.
დედა – იმას ვამბობ, რაც ენაზე მადგება, მეტს არაფერს. ეჰ,
დავკარგე თავისუფლება, ჯოჯოხეთი დაიწყო!
მარტა – (მისკენ მიდის და ძლიერად) ადრე ასეთი რამ არ გით-
ქვამთ. წლების განმავლობაში მხარში მედექით და იმათი ფეხები
გეჭირათ, ვინც უნდა დახოცილიყვნენ. მაშინ არ ფიქრობდით ჯო-
ჯოხეთსა და თავისუფლებაზე. საქმეს აკეთებდით. ახლა რიღას
შეცვლა შეუძლია თქვენს ვაჟიშვილს?
დედა – საქმეს ვაკეთებდი, მართალია, მაგრამ მხოლოდ ჩვე-
ულების გამო, სრულიად უსიცოცხლოდ. ეს ტკივილი კი საკმარი-
სი აღმოჩნდა ყველაფრის გარდასაქმნელად. სწორედ ამის შე-
საცვლელად მოვიდა ჩემი შვილი. (მარტას თითქოს რაღაცის
თქმა უნდა.) ვიცი, მარტა, უაზრობაა ეს. რაა გულისტკივილი ბო-
როტმოქმედისთვის? თანაც, როგორც ხედავ, ეს არ არის ნამდვი-
ლი გულისტკივილი დედისა: ჯერ არც კი მიყვირია. ეს სხვა არა-
ფერია, თუ არა ტანჯვა იმისგან, რომ სიყვარულის უნარი დამიბ-
რუნდა და, ამავე დროს, ეს ტაჯვა ჩემს ძალ-ღონეს აღემატება.
ისიც ვიცი, რომ არც ეს ტანჯვაა ნამდვილი. (ხმას იმაღლებს.) მაგ-
რამ თავად წუთისოფელია უკუღმართი და სწორედ მე შემიძლია
ამის თქმა, მე, ვინც ამქვეყნად ყველაფერი ვიგემე – შექმნის სიტ-
კბოც და მოსპობის სიმწარეც. (მტკიცედ მიემართება კარისკენ,
მაგრამ მარტა წინ უსწრებს და გასასვლელთან ეღობება).
მარტა – არა, დედა, თქვენ მე ვერ დამტოვებთ. არ დაგავიწ-
ყდეთ, რომ მე დავრჩი, ის კი წავიდა, რომ მე მთელი ცხოვრება
51 მკითხველთა ლიგა
გვერდით გყავდით, მან კი მიგატოვათ მდუმარებაში. ეს უნდა
ანაზღაურდეს. ამას უნდა გაეწიოს ანგარიში. თქვენ ჩემკენ უნდა
მობრუნდეთ.
დედა – (ნაზად) მართალია, მარტა, მაგრამ მე ის მოვკალი!

მარტა ოდნავ მიტრიალდება, თავგადაწეული, თითქოს კარს


უყურებს.

მარტა – (მცირე დუმილის შემდეგ, მზარდი გზნებით) მას ყვე-


ლაფერი ერგო, რაც კი შეიძლება ცხოვრებამ მისცეს ადამიანს.
ჩვენი ქვეყანა მიატოვა და სხვა მხარეები, ზღვა ნახა, თავისუფა-
ლი ადამიანები გაიცნო. მე კი აქ ჩავრჩი. ჩავრჩი პატარა და საწ-
ყალი, გაჭირვებაში, შუაგულ ხმელეთს მიჯაჭვული. სრულ წყვდი-
ადში გავიზარდე. არავის უკოცნია ჩემთვის ტუჩებში, ხოლო უტან-
საცმლოდ თქვენც კი არ გინახავთ ჩემი სხეული. დედა, გეფიცე-
ბით, მე უნდა მივიღო ამის საფასური. უაზრო მიზეზით, რომ კაცი
მოკვდა, თქვენ ვერ მიმატოვებთ, თან სწორედ მაშინ, როცა მე ჩე-
მი კუთვნილი უნდა მივიღო. ბოლოს და ბოლოს გაიგეთ, რომ კა-
ცისთვის, ვინც ცხოვრება ნახა, არაფერია სიკვდილი. ჩვენ შეგ-
ვიძლია დავივიწყოთ ჩემი ძმა და თქვენი ვაჟიშვილი. რაც თავს
გადახდა, უმნიშვნელოა. მას ხომ აღარაფერი დარჩენოდა სანა-
ხავი. მე კი თქვენ მართმევთ ყველაფერს, თვით იმასაც კი, რითაც
ის სრულად დატკბა ამ ცხოვრებაში. ახლა მან დედის სიყვარუ-
ლიც უნდა წამართვას და სამუდამოდ წაგიყოლოთ ყინულივით
ცივ მდინარეში? (მდუმარედ უყურებენ ერთმანეთს. მარტა თვა-
ლებს ხრის. ძალიან ჩუმად.) მე ისე ცოტასაც ვიკმარებდი. არის
სიტყვები, დედა, რომელთა წარმოთქმა არასოდეს შემეძლო,
მაგრამ ახლა, მე მგონი, ტკბილი იქნებოდა ჩვენს ყოველდღიურ
ცხოვრებას თავიდან რომ შევდგომოდით.

52 მკითხველთა ლიგა
დედა ცოტათი მიუახლოვდება მარტას.

დედა – იცანი?
მარტა – (სწრაფად წევს თავს) ვერა! ვერ ვიცანი. ჩემში არ
დარჩენილიყო არანაირი მისი ხატება. ყველაფერი ისე მოხდა,
როგორც უნდა მომხდარიყო. თქვენ თვითონ არ თქვით, ქვეყანა
ისე არ არის მოწყობილი, როგორც უნდა იყოსო? თუმცა, სრულე-
ბითაც არ შემცდარხართ, ეს შეკითხვა რომ დამისვით. რომც მეც-
ნო, ახლა უკვე ვიცი, ეს არაფერს შეცვლიდა.
დედა – მინდა მჯეროდეს, რომ არ ამბობ სიმართლეს. ყველა-
ზე საშინელმა მკვლელებმაც კი იციან დრო, როდის დაყარონ
ფარ-ხმალი.
მარტა – ვიცი. ოღონდ, სრულიად უცნობი და ჩემთვის არარ-
სებული ძმის წინაშე ქედს არ მოვიხრი.
დედა – აბა, ვის წინაშე მოიხრი?

მარტა ხრის შუბლს.

მარტა – თქვენ წინაშე.

სიჩუმეა.

დედა – (ნელა) გვიანღაა, მარტა. მე აღარაფერი შემიძლია


შენთვის. (ქალიშვილისკენ ტრიალდება.) ტირი, მარტა? არა, შენ
ეს სად შეგიძლია. გახსოვს ის დრო, გულში რომ გიხუტებდი?
მარტა – არა, დედა.
დედა – მართალი ხარ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. თანაც,
ძალიან მალე გადავეჩვიე შენს ჩახუტებას. თუმცა, შენი სიყვარუ-
ლი არ გამქრობია. (ნაზად სწევს გვერდზე მარტას, რომელიც
ნელ-ნელა უთმობს გასასვლელს.) ახლა მე ეს ვიცი, ვინაიდან ჩე-
53 მკითხველთა ლიგა
მი გული ამბობს ამას; ხელახლა ვიბადები მაშინ, როცა უკვე
აღარ შემიძლია სიცოცხლე.

გასასვლელი თავისუფალია.

მარტა – (ხელებში ჩარგავს სახეს) რა შეიძლება აღემატებო-


დეს თქვენი ქალიშვილის მწუხარებას?
დედა – ალბათ დაღლილობა და დასვენების წყურვილი.

ისე გადის, რომ ქალიშვილი წინააღმდეგობას არ უწევს.

54 მკითხველთა ლიგა
სცენა II

მარტა მირბის კარისკენ, აჯახუნებს, აეკრობა მას. ველური


ყვირილი აღმოხდება.

მარტა – არა! არაფერი მჭირდა ჩემს ძმასთან სალოლიაო…


და მაინც, გარიყული ვარ საკუთარ ქვეყანაში. დედაჩემმაც კი მო-
მიშორა. მაგრამ მე არაფერი მჭირდა ჩემს ძმასთან სალოლიაო.
უსამართლობაა, როცა ასე ექცევიან გამოუცდელობას. მან აიხ-
დინა წადილი, მე კი მარტო დავრჩი, შორს ზღვიდან, რომლის
ნახვის წყურვილიც მოსვენებას მაკარგვინებდა. ო, მძულს… მთე-
ლი ცხოვრება გავლიე იმ ტალღის მოლოდინში, რომელიც აქე-
დან წამიღებდა. ახლა კი ვიცი, რომ ის აღარასოდეს მოვა! ამიე-
რიდან ჩემ გარშემო მხოლოდ ბრბო, უთავბოლო მდელოები და
მთები იქნება, რომლებიც ზღვის ქარის ქროლვას აჩერებენ და
რომელთა დუდუნი და ჩურჩული მის გამუდმებულ ძახილს ახ-
შობს. (უფრო ხმადაბლა.) სხვებს კიდევ რა უჭირთ! არის ზღვიდან
დაშორებული ადგილები, სადაც საღამოს ქარს ზოგჯერ მაინც
მოაქვს წყალმცენარეების სუნი და თვალწინ უხატავს ადამიანს
თოლიების ჭყივილით ახმაურებულ ნოტიო პლაჟებს, ოქროსფე-
რი ნაპირებითა და უსაზღვრო საღამოებით. მთელი ძალ-ღონე
ეცლება ქარს, ვიდრე აქამდე მოაღწევს; აღარასოდეს მექნება ის,
რაც მეკუთვნოდა. მიწასაც რომ დავადო ყური, მაინც ვერ გავიგო-
ნებ ტალღების დგაფუნსა თუ ლაღი ზღვის თანაბარ სუნთქვას. მე
ძალიან შორს ვარ იმისგან, რაც მიყვარს და ამ სიშორეს აღარა-
ფერი ეშველება. მძულს იგი, მძულს, იმიტომ რომ ეწია თავის სა-
წადელს! მე კი სამშობლოდ ეს ვრცელი და ჩაკეტილი ადგილი
მერგო, სადაც ცა უჰორიზონტოა. შიმშილს აქაური მჟავე ქლი-
ავითღა თუ მოვიკლავ, წყურვილს კი ვერაფრით, გარდა ჩემ მი-
ერვე დაღვრილი სისხლისა. აი, საფასური დედის სიყვარულისა.
55 მკითხველთა ლიგა
მაშ, მოკვდეს, რაკი არ ვუყვარვარ! ნუ შეუშლის ხელს ჩემს სა-
მართლიან რისხვას! ჩაირაზოს ჩემ გარშემო ყველა კარი! სიკ-
ვდილის წინ მე არ აღვაპყრობ ცაში მავედრებელ თვალებს. იქ,
სადაც შეიძლება გაიქცე, განთავისუფლდე, მიეკრო სხეულით
სხვას, შეცურდე ტალღებში, იქ, ზღვის მიერ დაცულ იმ ქვეყანაში
ღმერთებს არაფერი ესაქმებათ, მაგრამ აქ, სადაც საითაც გაიხე-
დავ, კარგს ვერაფერს ნახავს თვალი, მიწა ისეთია, რომ უნებუ-
რად ზევით აგახედებს და მუდარას გაგიჩენს მზერაში. ჰოი, რო-
გორ მძულს ეს ქვეყანა, სადაც ღმერთი გვჭირდება. მაგრამ მე,
ასე უსამართლოდ ნატანჯი, ვისაც ასე არასწორად მოექცნენ, მა-
ინც არ დავიჩოქებ. ფუძედაკარგული, დედის მიერ თავიდან მო-
ცილებული, მარტოდმარტო ჩემს დანაშაულთა ზღვაში, შეურიგე-
ბელი წავალ ამ ქვეყნიდან.

აკაკუნებენ.

56 მკითხველთა ლიგა
სცენა III

მარტა – ვინ არის?


მარია – მგზავრი.
მარტა – აღარ ვიღებთ კლიენტებს.
მარია – მე ჩემს ქმართან მოვედი.

შემოდის.

მარტა – (უყურებს) ვინაა თქვენი ქმარი?


მარია – ის გუშინ მოვიდა აქ და ამ დილას მე უნდა შემხვედ-
როდა. მიკვირს, აქამდე რომ არ გამოჩნდა.
მარტა – გვითხრა, ჩემი ცოლი უცხოეთშიაო.
მარია – ჰქონდა საამისო მიზეზი. მაგრამ ახლა უნდა შევხვედ-
როდით ერთმანეთს.
მარტა – (თვალს არ აშორებს) გაგიძნელდებათ. თქვენი ქმა-
რი აქ აღარ არის.
მარია – რას ამბობთ? თქვენთან ოთახი არ აუღია?
მარტა – ოთახი კი აიღო, მაგრამ ღამითვე დატოვა.
მარია – ვერ დავიჯერებ. ყველა მიზეზი ვიცი, რის გამოც უნდა
დარჩენილიყო ამ სახლში. მაგრამ, თქვენი ტონი რაღაც მაშფო-
თებს. მითხარით, რისი თქმა გსურთ?
მარტა – მე თქვენთვის არაფერი მაქვს სათქმელი, გარდა იმი-
სა, რომ თქვენი ქმარი აქ აღარ არის.
მარია – უჩემოდ ვერ წავიდოდა, არ მესმის თქვენი. საბოლო-
ოდ დატოვა აქაურობა თუ დაიბარა, დავბრუნდებიო?
მარტა – საბოლოოდ დაგვტოვა.
მარია – მომისმინეთ. გუშინდლიდან მოყოლებული აქ, ამ უც-
ხო ქვეყანაში ვარ და უკვე ამევსო მოთმინების ფიალა. აქ შეშფო-

57 მკითხველთა ლიგა
თებამ მომიყვანა და სრულებითაც არ მინდა აქედან ჩემი ქმრის
უნახავად წავიდე, ან არ გავიგო მაინც, სად ვნახავ მას.
მარტა – ეს ჩემი საქმე არ გახლავთ.
მარია – ცდებით. ეს თქვენი საქმეც არის. არ ვიცი, ჩემი ქმარი
მოიწონებდა თუ არა იმას, რაც ახლა უნდა გითხრათ, მაგრამ უკვე
დავიღალე ამ არეულ-დარეულობით. გუშინ დილას რომ თქვენ-
თან კაცი მოვიდა, თქვენი ძმაა, რომლის შესახებაც წლების გან-
მავლობაში არაფერი გსმენიათ.
მარტა – ამით ახალს არაფერს მეუბნებით.
მარია – (ხმამაღლა) მაშ, რა მოხდა? რატომ არ არის თქვენი
ძმა ამ სახლში? ვერ იცანით თქვენ და დედათქვენმა? არ გაგიხარ-
დათ მისი დაბრუნება?
მარტა – თქვენი ქმარი აქ აღარ არის, იმიტომ, რომ მკვდარია.

მარია შეკრთება და ერთხანს გაყუჩებული თვალს არ აცი-


ლებს მარტას. შემდეგ თითქოს უახლოვდება მას და იღიმება.

მარია – ხუმრობთ, არა? ჟანი ხშირად მეუბნებოდა, რომ თქვენ


პატარაობიდანვე გიყვარდათ სხვების გაოცება. ჩვენ თითქმის
დები ვართ და...
მარტა – არ შემეხოთ. დარჩით, სადაც დგახართ. ჩვენ შორის
არაფერია საერთო. (ცოტა ხნის შემდეგ.) თქვენი ქმარი ღამე მოკ-
ვდა და გარწმუნებთ, ეს არ არის ხუმრობა. თქვენ აქ აღარაფერი
გესაქმებათ.
მარია – თქვენ გიჟი ყოფილხართ, დასაბმელი გიჟი! ძალიან
მოულოდნელია ეს ყველაფერი და ვერ დაგიჯერებთ. სად არის?
მაჩვენეთ მკვდარი და მხოლოდ მაშინ დავიჯერებ იმას, რისი წარ-
მოდგენაც კი არ შემიძლია.
მარტა – შეუძლებელია. იქ, სადაც ის არის, ვერავინ დაინა-
ხავს. (მარია თითქოს მიიწევს მისკენ.) არ შემეხოთ-მეთქი, დარ-
58 მკითხველთა ლიგა
ჩით, სადაც ხართ. მდინარის ფსკერზეა, სადაც მე და დედაჩემმა
წავიღეთ წუხელ, მას შემდეგ, რაც დავაძინეთ. არ უწვალია, თუმ-
ცა ეს არაფერს ცვლის. მკვდარია. ჩვენ, მე და დედა ვართ მისი
მკვლელები...
მარია – (უკან იხევს) არა, არა... მე ვარ გიჟი, აქ რომ ვდგავარ
და ამქვეყნად ჯერ არგაგონილ სიტყვებს რომ ვისმენ. ვიცოდი,
რომ აქ კარგი არაფერი მელოდა, მაგრამ ამ სიგიჟეს მაინც ვერ
ჩავწვდები. არ მესმის, არ მესმის თქვენი...
მარტა – ჩემი საქმე არ არის თქვენი დარწმუნება რამეში. უბ-
რალოდ, გატყობინებთ. თავად ნახავთ, რომ ეს სიმართლეა.
მარია – (ერთგვარი დაბნეულობით) რატომ, რატომ ქენით ეს?
მარტა – რისი სახელით მეკითხებით?
მარია – (ყვირილით) ჩემი სიყვარულის სახელით!
მარტა – რას ნიშნავს ეგ სიტყვა?
მარია – ეს ნიშნავს ყოველივე იმას, რაც ახლა სულს მიფ-
ლეთს და მინადგურებს, აღარაფერი მესმის, რას ჩავდივარ, რაც
ხელებს მიხსნის მკვლელობისთვის. ერთი არ მქონდეს გულში ეს
ჯიუტი ეჭვი, იგრძნობდით ჩემი ფრჩხილებით დაღვარჭნილ სახეს
და მაშინ გაიგებდით, რასაც ნიშნავს სიტყვა “გიჟი”.
მარტა – არ მესმის თქვენი, ცუდად ვიცი სიყვარულთან თუ
მწუხარებასთან დაკავშირებული სიტყვები.
მარია – (დიდი ძალისხმევით) მისმინეთ, მოვრჩეთ ამ თამაშს,
თუ მართლაც თამაშია. ნუ გადავყვებით ამაო სიტყვებს. მითხა-
რით ყველაფერი ნათლად, ვიდრე აქედან წავალ.
მარტა – ძნელია უფრო ნათლად თქმა – წუხელ ჩვენ მოვკა-
ლით თქვენი ქმარი, რათა ხელში ჩაგვეგდო მისი ფული, რო-
გორც აქამდე ვუშვრებოდით ზოგიერთ მგზავრს.
მარია – ნუთუ, დედამისი და მისი და ბოროტმოქმედნი იყვნენ?
მარტა – დიახ.

59 მკითხველთა ლიგა
მარია – (იმავე ძალისხმევით) თავიდანვე მიხვდით, თქვენი
ძმა რომ იყო?
მარტა – თუ სიმართლე გნებავთ, გაუგებრობა მოხდა. ცხოვ-
რებას რომ იცნობდეთ, არ გაგიკვირდებოდათ.
მარია – (ტრიალდება მაგიდისკენ, მუშტები მკერდთან მიაქვს,
ყრუ ხმით) ოჰ, ღმერთო ჩემო, ვიცოდი, რომ ეს კომედია უსის-
ხლოდ არ დამთავრდებოდა და რომ მე და ის დავისჯებოდით ამის
გამო. ჰაერში ტრიალებდა უბედურების სუნი. (მაგიდის წინ დგება
და ლაპარაკობს, არ უყურებს მარტას.) უნდოდა, რომ თქვენ გეც-
ნოთ, თავის სახლს დაბრუნებოდა და ბედნიერება მოეტანა
თქვენთვის, მაგრამ ვერ პოულობდა სათანადო სიტყვებს. და იმ
დროს, როცა ამ სიტყვებს ეძებდა, მას უკვე საფლავს უთხრიდნენ
თურმე. (ტირილს იწყებს.) და თქვენ, ორმა ბრმა, უგუნურმა არსე-
ბამ, საოცარი ვაჟიშვილის წინაშე, რომელიც თქვენკენ მოილ-
ტვოდა... საოცარი იყო, თქვენ არ იცით, რა ამაყი გული, რა მაღა-
ლი სული მოკალით! ის თქვენი სიამაყე იქნებოდა, ისეთი, როგო-
რიც ჩემთვის იყო. მაგრამ, ვაგლახ, რომ თქვენ იყავით და ახლაც
ხართ მისი მტერი, თქვენ, ვისაც ასე ცივად შეგიძლიათ ლაპარაკი
იმაზე, რაზეც ქუჩაში გავარდნილს უნდა გეყვირათ ველური ყვი-
რილით.
მარტა – ნუ განსჯით, იმიტომ რომ არ იცით ყველაფერი. ამწუ-
თას დედაჩემი წავიდა თავის შვილთან. წყალი უკვე იწყებს მათი
გვამების ლპობას. მათ მალე იპოვიან და ისინი კვლავ ხმელეთზე
აღმოჩნდებიან. მაგრამ აქ ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც ყვი-
რილს დამაწყებინებდა. მე სხვა აზრის ვარ კაცის გულზე და მარ-
თალი გითხრათ, თქვენი ცრემლები ზიზღს მგვრის.
მარია – (ბრუნდება მისკენ და სიძულვილით) ეს ცრემლები სა-
მუდამოდ დაკარგული ბედნიერების ცრემლებია. თქვენთვისვე
სჯობია ეს იმ უცრემლო მწუხარებას, მალე რომ დამიდგება და
თქვენს მოკვლას ხელის აუკანკალებლად რომ შემაძლებინებს.
60 მკითხველთა ლიგა
მარტა – ამაში არაფერია ამაღელვებელი. მართლა, ეს არა-
ფერია. საკმარისი ვნახე და გავიგონე. გადავწყვიტე, მეც მოვ-
კვდე. მაგრამ არ მინდა იმათში გავითქვიფო. რა მესაქმება მათ
კომპანიაში? დაე, იყვნენ თავისთვის, განახლებულ სიამტკბილო-
ბასა და ბნელ ალერსში. მე და თქვენ რა ხელი გვაქვს იმათთან,
მათ ჩვენ სამუდამოდ გვიღალატეს. საბედნიეროდ, მაქვს ოთახი,
სადაც კარგი იქნება მარტოდმარტო სიკვდილი.
მარია – ჰმ, გინდ თქვენ მოკვდეთ, გინდ ქვეყნიერება დაიქ-
ცეს… მე ჩემი სიყვარული დავკარგე. ახლა საშინელ მარტოობაში
უნდა ვიცხოვრო, სადაც მოგონება სატანჯველია.

მარტა თავზე ადგება და ზემოდან ელაპარაკება.

მარტა – არ გვინდა ზედმეტები. თქვენ ქმარი დაკარგეთ, მე კი


დედა. ამ ყველაფრის მერე ბარიბარსა ვართ. თუმცა თქვენ ის
მხოლოდ ერთხელ დაკარგეთ, მას შემდეგ, რაც წლების განმავ-
ლობაში ტკბებოდით მასთან ცხოვრებით, ისე რომ, მას თქვენ არ
მოუშორებიხართ თავიდან. დედაჩემმა კი მომიშორა. ახლა მოკ-
ვდა და ამით მე ის ორჯერ დავკარგე.
მარია – მას უნდოდა თავისი ქონება მოეტანა თქვენთვის, გა-
ებედნიერებინეთ ორივე. სხვა არაფერზე არ ფიქრობდა, მარტო,
თავის ოთახში, მაშინ, როცა თქვენ მას სიკვდილს უმზადებდით.
მარტა – (უეცარი სასოწარკვეთილი ხმით) მე ბარიბარსა ვარ
თქვენს ქმართანაც, რადგან მეც მისი ბედი მეწია. მასავით მჯერო-
და, რომ მექნებოდა ჩემი სახლი. ვფიქრობდი, რომ დამნაშავე
ჩვენი კერა იყო და რომ ამ კერამ შეგვაკავშირა მე და დედაჩემი
სამარადისოდ. მაშ, ვისთან ვყოფილიყავი ამქვეყნად, თუ არა
იმასთან, ვინც კლავდა ჩემთან ერთად? მაგრამ თურმე ვცდებო-
დი. დანაშაული მარტოობაა, მაშინაც კი, როცა მას ათასობით

61 მკითხველთა ლიგა
ადამიანი სჩადის. სამართლიანია, მარტო რომ ვკვდები, მას შემ-
დეგ, რაც მარტომ ვიცხოვრე და მარტომ მოვკალი.

აცრემლებული მარია მისკენ ტრიალდება.

მარტა – (უკან იხევს და იბრუნებს მკაცრ ხმას) არ შემეხოთ-


მეთქი. იმის გაფიქრებაც კი, რომ ადამიანის ხელს შეუძლია გად-
მომცეს თავისი სითბო სიკვდილის წინ, იმის გაფიქრებაც კი, რომ
ადამიანთა ამაზრზენ სინაზეს შეუძლია კვლავ არ მომასვენოს,
მაცოფებს და ვგრძნობ, როგორ მივარდება სისხლი საფეთქლებ-
ში.

ერთმანეთს თვალს უსწორებენ, სახეები ახლო-ახლო მიაქვთ.

მარია – ნუ გეშინიათ. გაცლით სიკვდილს, თქვენივე სურვი-


ლისამებრ. მე ბრმა ვარ, ვეღარ გხედავთ! თქვენ და დედათქვენი
ჩემთვის მხოლოდ გაელვებად დარჩებით ერთ დაუსრულებელ
ტრაგედიაში. თქვენ მიმართ ვერც სიძულვილს ვგრძნობ და ვერც
სიბრალულს. აღარ შემიძლია მიყვარდეს ან მძულდეს ვინმე. (უც-
ბად, სახეს ხელებით იფარავს.) სიმართლე ითქვას, ვერც კი მო-
ვასწარი ტანჯვა თუ აღშფოთება. ეს უბედურება აღმემატება მე.

მარტა, რომელიც ამასობაში შებრუნდა და რამდენიმე ნაბიჯი


გადადგა კარისკენ, მარიასკენ ტრიალდება.

მარტა – თუმცა ჯერჯერობით არც იმდენად, რადგანაც ცრემ-


ლები წამოგადინათ. ვიდრე სამუდამოდ დაგტოვებდეთ, ვხედავ,
რაღაც კიდევ დამრჩა გასაკეთებელი. კერძოდ, ის, რომ იმედი უნ-
და მოგისპოთ.

62 მკითხველთა ლიგა
მარია – (შიშით შეჰყურებს) ო, დამანებეთ თავი, წადით აქე-
დან და დამანებეთ თავი!
მარტა – წავალ კიდეც. ჩემთვისაც შვება იქნება. ცუდად ვიტან
თქვენს სიყვარულსა და ცრემლებს. მაგრამ ვერ მოვკვდები ისე,
რომ დაგიტოვოთ აზრი, თითქოს თქვენ მართალი ბრძანდებო-
დეთ, თითქოს სიყვარული არ იყოს ამაო და რომ ეს მხოლოდ
უბედური შემთხვევა ყოფილიყოს, რადგანაც მხოლოდ ახლაა
მოწესრიგებული ყველაფერი. უნდა დაგარწმუნოთ ამაში.
მარია – რა წესრიგზე მელაპარაკებით?
მარტა – იმ წესრიგზე, სადაც არავის არავისი არ ესმის.
მარია – (დაბნეული) რაში მენაღვლება, ძლივს მესმის თქვე-
ნი. გული დამეფლეთა და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ვინც თქვენ
მოკალით.
მარტა – (ძლიერად) გაჩუმდით! აღარ მინდა მის შესახებ
არაფრის მოსმენა, მეზიზღება. ის თქვენთვის აღარაფერია. ბნე-
ლეთში, გადასახლებაში წავიდა, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.
ყეყეჩი! მიიღო, რაც უნდოდა, იპოვა, ვისაც ეძებდა. ახლა ყველა-
ფერი გაწონასწორებულია. გაიგეთ – არც მისთვის, არც ჩვენ-
თვის, არც სიცოცხლეში, არც სიკვდილის შემდეგ, არ არსებობს
არც სამშობლო, არც მშვიდობა. (სიძულვილით აღსავსე სიცი-
ლით.) რადგანაც ვერა, ვერ ვუწოდებ, სამშობლოს ამ მოუხეშავ,
ჩაბნელებულ მიწას, სადაც ბოლოს ჭია-ღუების გამოსაკვებად ჩა-
დის ადამიანი.
მარია – (აცრემლებული) ღმერთო ჩემო, არ შემიძლია, არ შე-
მიძლია ამ ლაპარაკის ატანა. ვერც ის აიტანდა. სხვა სამშობ-
ლოსთვის იყო გზას შემდგარი.
მარტა – (რომელმაც კარამდე მიაღწია, უეცრად შემოტრიალ-
და) მისმა სიგიჟემ თავისი გასამრჯელო მიიღო. თქვენც მალე მიი-
ღებთ თქვენსას. (იმავე სიცილით.) ჩვენ გაქურდულები ვართ, გე-
უბნებით. რა საჭიროა ასეთი დიდი მოწოდებები, სულების შეშ-
63 მკითხველთა ლიგა
ფოთება? რა საჭიროა ყვირილი ზღვისა თუ სიყვარულის მისა-
მართით? სასაცილოა. თქვენმა ქმარმა შეიტყო ამ ყველაფრის პა-
სუხი – სამარე, ეს შემზარავი სახლი, სადაც საბოლოოდ ყველანი
ერთად ვიქნებით ჩაჭეჭყილები. (სიძულვილით.) თქვენც შეიტ-
ყობთ და თუ შეგეძლებათ, სიამოვნებით გაიხსენებთ ამ დღეს,
როდესაც თავი ყველაზე უფრო საშინელ სატანჯველში გეგონათ.
გაიგეთ, რომ თქვენი მწუხარება ვერასოდეს გაუტოლდება იმ
უსამართლობას, რომელსაც ადამიანის მიმართ სჩადიან. დაბო-
ლოს, უსმინეთ ჩემს რჩევას. ხომ მმართებს თქვენთვის რჩევის
მოცემა, არა განა? რადგანაც ქმარი მოგიკალით: შეევედრეთ მაგ
თქვენს ღმერთს, გულქვა გაგხადოთ. ეს არის ერთადერთი და
ნამდვილი ბედნიერება. მოიქეცით მასავით, დაყრუვდით ყველა
ძახილის მიმართ, ქვად იქეცით, ვიდრე დროა. მაგრამ თუ თავს
მეტისმეტად უძლურად გრძნობთ საიმისოდ, რომ ამ უსიტყვო
მშვიდობაში შეხვიდეთ, მაშინ ჩვენ შემოგვიერთდით ჩვენს საერ-
თო სახლში. მშვიდობით, ჩემო დაო! როგორც ხედავთ, ყველაფე-
რი მარტივია. თქვენ არჩევანი გაქვთ კენჭების ბრიყვულ ბედნიე-
რებასა და ცივ სამარეს შორის, სადაც ჩვენ გელოდებით.

გადის და მარია, რომელიც თავგზააბნეული უსმენდა, ხელებ-


გაშვერილი წინ და უკან ქანაობს.

მარია – (ყვირილით) ო, ღმერთო ჩემო! ვეღარ ვიცოცხლებ ამ


უდაბნოში! თქვენ უნდა გელაპარაკოთ. თქვენთან შევძლებ საჭი-
რო სიტყვების პოვნას. (მუხლებზე ეცემა.) ჰო, თქვენთან, თქვენ-
თან. შემიბრალეთ, მობრუნდით ჩემკენ! გამიგონეთ, მომეცით ხე-
ლი! შეიბრალე, უფალო, ისინი, ვისაც ერთმანეთი უყვართ და ახ-
ლა დაშორებულნი არიან ერთმანეთისაგან!

კარი იღება და ჩნდება მოხუცი მსახური.


64 მკითხველთა ლიგა
სცენა IV

მოხუცი – (მკაფიო და მტკიცე ხმით) დამიძახეთ?


მარია – (ტრიალდება მისკენ) ა, არ ვიცი… თუმცა მომეშვე-
ლეთ. შველა მჭირდება. შემიბრალეთ და მომეშველეთ!
მოხუცი – (იმავე ხმით) არა!

ფარდა

65 მკითხველთა ლიგა

You might also like