You are on page 1of 348

1

მეტამორფოზა

ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი


მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდ-
ვას, და ერთი იგი შეურაცხყოს.
მათე, 6, 24

მიზანი მაცთურია, ბატონებო. სანამ მიაღწევთ, თქვენი გგონი-


ათ; როცა მიაღწევთ, მაშინღა მიხვდებით, რომ სხვისი ყოფილა.
ცხვრის ფარა ბღავილით ბრუნდება საძოვრიდან და ფარეხში
ისე მიდის, როგორც საკუთარი მიზნისკენ. უკან კი მწყემსი მისდევს
შოლტით ხელში...
ქვა მოწყდება კლდეს და ხევში ჩავარდება. მიზანი მიღწეულია.
მაგრამ ვისი, ქვის? ხევის? გრავიტაციის? თუ სულ სხვა რამის, რაც
ქვაც არის, ხევიც და გრავიტაციაც?..
თუ მაინცდამაინც, ისეთი მიზანი უნდა დაისახოთ, რომელსაც
ვერ მიაღწევთ.
წამება კია, მაგრამ სამაგიეროდ რწმენაცაა.
მე, მაგალითად, ძალიან მომწონს მრავალკუთხედის მიზანი,
კუთხეების უსასრულო გაორკეცებით იქცეს წრეხაზად.
მიღწეული?
ერთი ამხანაგი მყავდა. უცნაური კაცი იყო. სულ იღიმებოდა,
სულ ღიღინებდა, სულ ოხუნჯობდა. არ ვიცი, ისეთი რა უნდა შემ-
თხვეოდა, რომ გუნება გაფუჭებოდა. ეს უთავბოლო ოპტიმიზმი
ცნობისმოყვარეობას მიღიზიანებდა და მოსვენებას არ მაძლევდა.

2
ხან აქედან ვუტრიალე, ხან იქიდან. ბოლოს, როგორც იქნა, გამოვ-
ტეხე. მეო, მითხრა ერთხელ, მიზანი მაქვსო. მერე-მეთქი? ჩემთვის
მხოლოდ ის ხიფათი არსებობს, რომელიც ჩემს მიზანს ემუქრება,
სხვა ყველაფერი მასხრობააო. ჩემი სული ჩემს მიზანშიაო. მოგ-
ვიანებით ისიც გავიგე, თუ რა მიზანი ჰქონდა. ნასვამი იყო და თა-
ვისი უბის წიგნაკი მაჩვენა. ასო „მ“ -ზე კალიგრაფიული ხელით
ეწერა: „ჩემი ცხოვრების მიზანი“. მერე ეს მიზანი დაყოფილი იყო
ეტაპებად: 1. საშუალო სკოლა ოქროს მედლით.
2. უმაღლესი სასწავლებელი წითელი დიპლომით.
3. ასპირანტურა.
4. საკანდიდატო ხარისხი (ამ ეტაპის გასწვრივ ფრჩხილებში
ეწერა „26 წ.“, რაც იმას ნიშნავდა, რომ საკანდიდატო ხარისხი 26
წლისას უნდა დაეცვა).
5. სადოქტორო ხარისხი (30 წ.).
6. პროფესორის წოდება (32 წ.).
იმ დროს ეს ჩემი ამხანაგი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა
იყო (18 წ.) და უკვე ასეთი მკაფიო მიზანი ჰქონდა.
და როგორ გგონიათ? მიაღწია კიდეც.
თოთხმეტი წელი ჩრჩილივით ღრღნა წიგნები და, ოცდათორ-
მეტის რომ შეიქნა, პროფესორი გახდა. თანაც მთელი გზა ისე გან-
ვლო, ერთი არ წაუფორხილებია. ჭლექიც კი არ შეყრია. სამად
სამი კილო დაიკლო წონაში, ეს იყო და ეს.
მერე ის რომ, რაც პროფესორი გახდა, მის სახეზე ღიმილი
აღარ გაჭაჭანებულა, მისი პირიდან ოხუნჯობა არ ამოსულა, მისი
ღიღინი აღარავის გაუგონია. ღიღინს დავანებოთ თავი. ღიღინი
ისეთი რამაა, მწიგნობარ კაცს იქნებ არც კი შეეფერებოდეს. და-
ვუშვათ, სიბრძნისათვის ოხუნჯობაც ზედმეტი სიმსუბუქეა. მაგრამ
ღიმილი? ღიმილი ხომ ჯიბის ფარანია, ბნელ ღამეში ყოველ წუთს
შეიძლება დაგჭირდეს.
3
ბატონო?
რასაკვირველია! აბა სხვისი გამოცდილება რას მეყოფოდა!
მე ერთხელ მანქანის შეძენა გადავწყვიტე. არ ვიცი, შესაძლე-
ბელია მანქანა სიმბოლო უფრო იყო, ვიდრე რეალური ნივთი...
ჰმ!.. ადამიანი რთული მოვლენაა. თავი ბუნების გვირგვინი გვგო-
ნია, სინამდვილეში კი გულისფანცქალით, შიშით, რუდუნებით ვაგ-
როვებთ ფულს, კაპიკს კაპიკზე ვდებთ, წელებზე ფეხს ვიდგამთ,
პირიდან ლუკმას ვიცლით და მანქანას ვყიდულობთ, რათა ამით
უმანქანოებს დავუპირისპირდეთ...
ზოგჯერ ვცდილობ გონების თვალით წარმოვიდგინო ჩემი თა-
ვი ისეთი, როგორიც უნდა ვყოფილიყავი, მიზნისთვის რომ მიმეღ-
წია: მდიდარი, კმაყოფილი, თავდაჯერებული... სახლი მაქვს, კა-
რი მაქვს, მანქანა მაქვს. მაძღარი და მსუქანი ცოლ-შვილი მყავს.
მეც მსუქანი ვარ. პიჟამა მაცვია და დილ-დილაობით საცურაო აუზ-
ში დავდივარ, რომ ცოტა წონაში დავიკლო. როცა მინდა ვინმეს
გავუღიმო, საკუთარ თავს ვუღიმი, რადგან მხოლოდ საკუთარი
თავი მიმაჩნია ღიმილის ღირსად. არაფერი მაწუხებს, არაფერი
მაკლია... სიკვდილის გარდა... ვცდილობ წარმოვიდგინო და მიკ-
ვირს. მიკვირს, რადგან აღარ მახსოვს, მაშინ როგორ მქონდა
წარმოდგენილი ჩემი მომავალი. სინამდვილეში ხომ ზოგი ჩვენგა-
ნი იმიტომ იბადება, რომ ახალგაზრდა მოკვდეს...
რატომაც არა! სიამოვნებით გიამბობთ.
მაგრამ საიდან დავიწყო?
საიდან დაიწყო ეს ამბავი?
იქნებ იქიდან, შავკეპიანი უცნობი რომ ვნახე.
თუ იქიდან, ვარდენ მექვაბიშვილს ცოლი რომ მოუკვდა და
ამის გამო სახლიდან დამითხოვა.

4
იქნებ არსაიდანაც არ დაწყებულა. იქნებ ყველანი მართლა
რომელიმე კინოსცენარის პერსონაჟები ვართ და როლები იმთა-
ვითვე იყო განაწილებული.
პირველი ბიძგი მუდამ შეუმჩნეველი გვრჩება და, როცა საჭი-
როება მოითხოვს, ვეღარ ვპოულობთ...
სოფელში დავიბადე. ბავშვობაც იქ გავატარე.
მერე პატარა პერიფერიულ ქალაქში გადამიყვანეს, ჩემი სოფ-
ლიდან ოცდახუთი კილომეტრის დაშორებით.
საშუალო სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში ჩამოვედი და
სტუდენტი გავხდი.
ინჟინერი გამოვედი.
ალბათ არქეოლოგი უნდა გამოვსულიყავი და საუკუნეების
ქვეშ მოქცეული ჭურჭლის ნამსხვრევები და ყელსაბამების თვლე-
ბი მეძებნა...
მქონდა რაღაც ბუნდოვანი, მაგრამ ძლიერი მიდრეკილება
აქეთკენ.
ღმერთმა იცის, იქნებ ეს იმდენად გარდასული კულტურის სიყ-
ვარული არ იყო, რამდენადაც თანამედროვე ტექნიკის სიძულვი-
ლი.
ახლა ძნელია თქმა.
ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ძველ ეგვიპტეს რომ გადავეყარე.
ეს იყო პატარა დეტალი სასახლის თუ ტაძრის მოხატულობი-
დან. ახალგაზრდა კაცის ფიგურა.
მაშინ არც ხაზის მოქნილობა მესმოდა, არც კონტრასტის ეფექ-
ტურობა, არც ფერთა უჩვეულო ძალა. ეგვიპტის პატარა ნატეხი
პირდაპირ სულში შემოვიდა, უმოკლესი გზით, გონებისმიერი გან-
სჯისა და ტვინისმიერი ლაბირინთების გაუვლელად.

5
ყველაზე მეტად მხრებმა გამაოცა, მხრების ხაზები სწორად მი-
დიოდა და ეს კუთხოვანი ფორმა უჩვეულო მომხიბლაობას ანიჭებ-
და სურათს.
მერე, როგორც ეს ბავშვის ბუნებას სჩვევია, ამ შთაბეჭდილებას
სხვა შთაბეჭდილებათა ნაირ-ნაირი ფენები გადაეფარა ზემოდან
და ძველი ეგვიპტის ჩვენება დავიწყებას მიეცა.
სკოლაში რიგიან მოწაფედ ვითვლებოდი. განსაკუთრებით მა-
თემატიკური საგნები მემარჯვებოდა და, სკოლის დამთავრების
შემდეგ რომ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შევედი, ეს თითქოს სავ-
სებით ბუნებრივი იყო.
ამ ბუნებრიობის არაბუნებრიობა მაშინ გამოჩნდა, როცა მე-
ორედ შევხვდი ძველ ეგვიპტეს. ამჯერად რომელიღაც ფარაონის
პორტრეტი ჩამივარდა ხელში და, დავხედე თუ არა, წამსვე გაიღ-
ვიძა მოგონებამ, რომელიც გამქრალი მეგონა. და ის წამიერი, გა-
უცნობიერებელი სიხარულის ელვა, დროდადრო რომ უცხო სი-
ნათლესავით იფეთქებდა სხეულში, თურმე იმ პირველი შეხვედ-
რის კვალი ყოფილა.
და დაიწყო ორმაგი ცხოვრება.
ინსტიტუტში მასალათა გამძლეობასა და მხაზველობით გე-
ომეტრიას ვსწავლობდი, შინ კი, ჩემს პატარა ოთახში, ვსწავლობ-
დი ეგვიპტისა და შუამდინარეთის ისტორიას, გილგამეშის ეპოსს,
ძველისძველ მითებს ღმერთებისა და ადამიანების შესახებ, ბიბ-
ლიასა და სახარებას. დავრბოდი მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში,
ვათვალიერებდი, ვკითხულობდი. ვაგროვებდი რეპროდუქციებს.
ვყიდულობდი, თუკი სადმე გასაყიდს წავაწყდებოდი...
ბოლოს დედოფალ ნეფერტიტის პორტრეტიც ვიშოვე. ჩინებუ-
ლი პორტრეტი და, რაც მთავარია, სწორი რაკურსით შესრულებუ-
ლი.

6
ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ერთ მოსაწყენზე მოსაწყენ ბი-
უროში დავიწყე მუშაობა.
სამსახური მძულდა.
მეგობრები თითქმის არ მყავდა.
მარტო ცხოვრებამ კი ფიქრს შემაჩვია.
ვკითხულობდი, ვათვალიერებდი, ვფიქრობდი.
და დარწმუნებული ვიყავი, რომ უკუგდებული ჰიპოთეზა ქარ-
თველებისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ ერთხელ კი-
დევ დადგებოდა დღის წესრიგში.
საბუთი არაფერი მქონდა.
მქონდა მხოლოდ სანტიმენტალურობამდე მისული მშობლიუ-
რობის გრძნობა.
თბილისში ვარდენ მექვაბიშვილთან ვიდექი მდგმურად. მთე-
ლი სტუდენტობა აქ გავატარე და მერეც აქ ვცხოვრობდი, სანამ
ცოლი არ მოუკვდა და ამის გამო სახლიდან არ დამითხოვა.
ერთი პატარა ოთახი მეჭირა. კაცმა რომ თქვას, ოთახი არც ეთ-
ქმოდა და რამდენიმე წლის წინ მართლა არ ერქვა. მაშინ აივანი
ერქვა. მერე აივანი ამოაშენეს, მინებით შემოსეს, ოთახი უწოდეს
და ოცდახუთ მანეთად მომაქირავეს. ისეთი ოთახი გამოვიდა, ზამ-
თარში რომ შეუმჩნევლად მოვმკვდარიყავი, გაზაფხულამდე არ
გავიხრწნებოდი.
მაგრამ მე წლების განმავლობაში მაინც ვიდექი ამ ოთახში.
ჩემს გარდა აქ იდგა ერთი ჭრიალა ტახტი, ერთი კოჭლი მაგი-
და და ორი კოჭლი სკამი. ტახტქვეშ ჩემოდანი იდო. კარზე ტანსაც-
მლის საკიდი მქონდა მიჭედებული.
კედელზე დედოფალ ნეფერტიტის სურათი მეკიდა.
ჩარჩოში ჩასმული და გამჭვირვალე ქაღალდით დაფარული.

7
სხვა ეგვიპტური რეპროდუქციები ჩემოდანში მეწყო. დროდად-
რო ამოვალაგებდი, ვათვალიერებდი და რაღაც სიზმარეული გან-
ცდა მეუფლებოდა.
როგორც მოგახსენეთ, ცოლი რომ მოუკვდა, ვარდენ მექვაბიშ-
ვილმა სახლიდან დამითხოვა.
ცოლის გარდაცვალება და მდგმურის დათხოვნა არ არის ისე-
თი მოვლენები, რომელთა შორის კავშირი მაინცდამაინც ნათელი
და მკაფიო იყოს, მაგრამ ვარდენ მექვაბიშვილმა მაინც მოახერხა
მათი დაკავშირება.
ორი თვე გავიდა, რაც ცოლი მოუკვდა. საღამო ხანი იყო. მე
ჩემს ოთახში ვიჯექი და ვკითხულობდი. მერე ნელ-ნელა ფიქრებმა
გამიტაცეს, კითხვას თავი მივანებე და თვალები დავხუჭე.
მქონდა ასეთი ჩვევა. ვკითხულობდი, ვკითხულობდი, მერე
ფიქრები გამიტაცებდა და თვალებს დავხუჭავდი. ცოტა ხნის შემ-
დეგ რაღაც უცნაური ბურანი ჩამომაწვებოდა და ირგვლივ ყველა-
ფერი ქრებოდა. უხმაუროდ, თითო-თითოდ. მალე სამყარო სულ
მთლად დაიცლებოდა და რჩებოდა მხოლოდ სივრცე, ცარიელი
და უკიდეგანო. მერე ეს სივრცე თავიდან ივსებოდა ახალი დეტა-
ლებით. ჯერ ნილოსი გაწვებოდა ცისფერ ზოლად სამყაროს
მთელ სიგრძეზე. მერე ორივე ცისფერ ნაპირზე ამოძრავდებოდა
სიცოცხლე და იქმნებოდა ეგვიპტის ისტორია. ქრონოლოგიური
თანმიმდევრობით ამოიზიდებოდა ცხელი მიწიდან ვეებერთელა
პირამიდები, ჩნდებოდა ფარაონთა სამარხები, იკვეთებოდა უმცი-
რეს დეტალებში დამუშავებული გიგანტური ქანდაკებები, რომლე-
ბიც ისეთი მეტყველი სახით შემოგცქერიან, თითქოს ეს წუთია რა-
ღაც გკითხეს და პასუხს ელოდებიანო. სასახლეები, ტაძრები, სვე-
ტები, ოქროს ეტლები... ბოლოს ოსტატის სახელოსნო. სადღაც,
ნილოსის ზედა წელთან. ოსტატი ძერწავს დედოფლის პორ-

8
ტრეტს. ყოველ შეხებაზე გული ისე უცემს, თითქოს ნამდვილ დე-
დოფალს შეხებოდეს. ოსტატი ძერწავს და არ იცის, დალოცოს თუ
დაწყევლოს ის წუთი, როცა დედოფალს პირველად მოჰკრა თვა-
ლი...
იმ დღესაც ასე იყო.
სამყარო დაიცალა. მერე ნილოსი გადაიჭიმა, როგორც ქვეყ-
ნიერების ცისფერი ძარღვი, და სიცოცხლემ მოძრაობა დაიწყო.
ცხელი მიწიდან უკვე ამოიზარდა პირამიდები, გაჩნდა სამარხები,
გამოიკვეთა ქანდაკებები... და ის იყო ოსტატი გულისფანცქალით
შეეხო დედოფლის პორტრეტს, რომ კარზე კაკუნი გაისმა.
თვალი გავახილე, მაგრამ, სანამ გავძახებდი, მობრძანდით-
მეთქი, ვარდენ მექვაბიშვილი თავისით შემოვიდა.
რაც ცოლი მოუკვდა, საწყალი სულ ასე უთავბოლოდ დაბო-
რიალობდა და ადგილს ვერ პოულობდა. დროდადრო ჩემს
ოთახში შემოეხეტებოდა, ჩლუნგ მზერას მომაპყრობდა, იდგებო-
და ერთხანს მუნჯივით და ისევ გავიდოდა.
მე უკვე მიჩვეული ვიყავი მის ახირებულ ხეტიალს ოთახიდან
ოთახში და ყურადღება არ მიმიქცევია. სამაგიეროდ, რაკი ხილვა
ისევ გაქრა, წიგნი მოვიჩოჩე და კითხვა განვაგრძე. მაგრამ სახლის
პატრონი იმდენ ხანს იდგა ჩემს უკან უხმოდ და ისე თავგამოდებით
ქშინავდა, რომ შევატყე, რაღაც ჰქონდა სათქმელი, და ვკითხე, რა
დაგემართა-მეთქი. მაშინ იგი ახლო მოვიდა და ყურადღებით და-
აცქერდა ჩემს გაშლილ წიგნს. ერთხანს უყურა. მერე ჯიბიდან
ცხვირსახოცი ამოიღო, ჯერ ერთ თვალთან მიიტანა, მერე მეორეს-
თან და ისევ ჯიბეში ჩაიდო. ამას რომ მორჩა, ხელებიც ჯიბეებში
ჩაიწყო და მძიმე, დარდიანი ნაბიჯით რამდენჯერმე გაიარ-გამოი-
არა ოთახში. დღესავით ნათელი იყო, რომ რაღაც ჰქონდა სათ-
ქმელი. რაღაც ისეთი, რისი თქმაც ძალიან უჭირდა. ბოლოს ჩემს

9
წინ შეჩერდა, ნერვიულად ჩაახველა და ცოტა უფრო ხმამაღლა
თქვა, ვიდრე მოსალოდნელი იყო: - ვიცი, შენ გამიგებ...
ამ სიტყვებზე ისევ ამოიღო ჯიბიდან ცხვირსახოცი, მაგრამ ამჯე-
რად თვალების ნაცვლად ხელისგულები გაიწმინდა.
რაკი საქმემ სერიოზული ხასიათი მიიღო, წიგნი გვერდზე მივ-
წიე, თავი ავიღე და ვკითხე, რა უნდა გაგიგო-მეთქი.
მან ჩემს მზერას გააყოლა თვალი და მოპირდაპირე კედელზე
დედოფალ ნეფერტიტის პორტრეტს მიაჩერდა.
პორტრეტმა ისე დააინტერესა, თითქოს აქამდე არასოდეს ენა-
ხა. ახლო მივიდა და საფუძვლიანად დაუწყო თვალიერება. ხან
აქედან შეხედა, ხან იქიდან. ხელიც კი მოიჩრდილა. უყურა, უყურა
და თქვა: - ოთახი უნდა დამიცალო.
წამით სახტად დავრჩი. რა ბზიკმა უკბინა-მეთქი, ვიფიქრე, რა-
ტომ მითხოვს? ჩემზე უკეთეს მდგმურს ვის იშოვის? ათი წელია
ვცხოვრობ აქ და მთვრალი არასოდეს მოვსულვარ, გვიან არასო-
დეს მოვსულვარ, ქალები არ მომიყვანია და ბინის ქირა არ დამიგ-
ვიანებია. მერე დავეჭვდი, იქნებ ჩემდაუნებურად რამე ვაწყენინე-
მეთქი, და ვკითხე კიდეც: - ხომ არაფერი გაწყენინე, ვარდენ?
ამაზე ახტა და დახტა. მხურვალედ და, ჩემი აზრით, სავსებით
გულწრფელად დამიწყო მტკიცება, რომ ასეთი ეჭვი მოკლებულია
ყოველგვარ საფუძველს.
რას ამბობ, კაცო! წყენა რა მოსატანია! ათი წელია სიამტკბი-
ლობით ვცხოვრობთ. ნეტა შენისთანა ბიჭები ბლომად იყვნენ ამ
ქვეყანაზე. ხომ არაფერი გაწყენინეო! მაგ რამ გათქმევინა, შე კა-
ცო, ღვიძლ ძმაში არ გამომერჩევი!
მერე, ცოტა რომ დამშვიდდა, ისევ ცხვირსახოცი მოიშველია
და განაგრძო: - ეს არის სამართალი? ჩემი საწყალი ნინელი საფ-
ლავში იწვეს და მე ქვეყანაზე დავდიოდე! მაგრამ ცხოვრებას უნდა
გავუძლოთ, ძმაო; სხვა გზა არ არის. საწყალი ნინელი იყო ჩვენი
10
პატრონი და მომხედავი. ახლა ორი მარტოხელა კაცი ვართ. ან
სადილ-ვახშამს ვინ გაგვიკეთებს, ან ვინ დაგვირეცხავს, ან ვინ
მოგვივლის. მე და შენ სიბინძურეში ამოვიხრჩობით. ამიტომ მე ასე
ვიფიქრე: ქალს დავაყენებ ამ ოთახში. მოვძებნი ვინმე წყნარ, წე-
სიერ სტუდენტ გოგოს. სახლს მაინც გამოხვეტავს ხანდახან... ვიცი,
შენ გამიგებ.
მე მშვენივრად გავუგე. უკვე მთელი ორი თვე იყო, რაც ცოლი
მოუკვდა.
- კი, ვარდენ, გაგიგე. მართლა არ ყოფილა სამართალი ამ ქვე-
ყანაზე, თორემ, საცოდაობა არაა, საწყალი ნინელი საფლავში იწ-
ვეს და შენ ცოცხალი იყო?!
ვარდენმა მწყრალად შემომხედა.
- მაგას რატომ მეუბნები, შე კაცო?
- საწყენი გითხარი რამე?
- ბიჭო! ცოცხლად ჩამდე საფლავში და საწყენი გითხარიო!
- ეს შენ თქვი, ვარდენ. მე ისე, ზრდილობის გულისთვის დაგე-
მოწმე.
ვარდენმა არ დამიჯერა და ერთხანს კიდევ მიყურა დაეჭვე-
ბულმა თავისი მორჩილი, საწყალობელი თვალებით. ბოლოს მო-
ლაპარაკება დასრულებულად ჩათვალა: - აბა, აღარ გაგაცდენ მე.
ესა თქვა და გასვლა დააპირა, მაგრამ კარს რომ მიაღწია, უცებ
უკანვე მოტრიალდა, ხელი დედოფალ ნეფერტიტის სურათისკენ
გაიშვირა და მკითხა: - ეს კინოვარსკვლავია?
- არა, ვარდენ. ეს ცისკრის ვარსკვლავია.
ვარდენმა უნდოდ შემომხედა.
- კაი ერთი!
აქ, ბატონებო, ერთი უჩვეულო გარემოებას მინდა მივაქციო
თქვენი ყურადღება. საქმე ის გახლავთ, რომ დროდადრო, სრუ-

11
ლიად მოულოდნელად, ყოველგვარი ხილული მიზეზის, ყოველ-
გვარი ლოგიკური კავშირისა და, რაღა თქმა უნდა, ყოველგვარი
საჭიროების გარეშე, უცნაური რაღაც დამეტაკებოდა, ქადაგად და-
ვეცემოდი და არ იყო ძალა, ჩემი გაჩერება რომ შეძლებოდა. ვლა-
პარაკობდი უჩვეულო ენით, უჩვეულო ტონით, უჩვეულო გატაცე-
ბით, თითქოს ეს მე კი არა, ვიღაც უცხო სულიერი ჩამისახლდა სხე-
ულში და ის ლაპარაკობდა. რა მემართებოდა, არ ვიცი: მკერ-
დქვეშ მტკივნეულსა და საამო ღიტინს ვიგრძნობდი, მერე ნაწლა-
ვები გამიხურდებოდა და ამეწვებოდა. და იმავ წამს სადღაც სხე-
ულის ღრმა ფენებიდან რაღაც დაიძრებოდა. დაიძრებოდა
მძლავრად, როგორც ზღვის მოქცევა, წამოვიდოდა ზევით და
მკერდსა და ყელში მომებჯინებოდა. და მე ვლაპარაკობდი. და
გულწრფელად მჯეროდა ყველაფერი, რასაც ვლაპარაკობდი.
რას მოვაყოლე ეს ამბავი?
ჰო. მაშინ მომივიდა ერთი შეტევა. სწორედ იმ დროს, როცა
ვარდენ მექვაბიშვილმა დედოფალ ნეფერტიტის ცისკრის ვარ-
სკვლავობა არ დაიჯერა და უნდოდ მომაპყრო ჩლუნგი, მწუხარე
მზერა.
მკერდქვეშ მტკივნეული და საამო ღიტინი ვიგრძენი, ნაწლავე-
ბი გამიხურდა და ამეწვა, სხეულის ღრმა ფენებიდან ზღვის მოქცე-
ვა დაიძრა და მკერდსა და ყელში მომებჯინა.
წიგნი დავხურე და წამოვდექი.
- ჩვენ ილუზიურ სამყაროში ვცხოვრობთ, ჩემო ვარდენ. ილუ-
ზიურ სამყაროში ერთადერთი ჭეშმარიტება არის ოცნება. ჩვენ კი
ოცნებას ცხვირსახოცად ვხმარობთ: ამოვიღებთ ჯიბიდან და მჭახე
ოფლს ვიწმენდთ. ჰაერი ოფლისა და ელექტრონის სუნით გაიჟ-
ღინთა. შეწუხებული ღმერთები სამყაროს სიღრმეში გაუჩინარ-
დნენ და ახლა იქ, სამშვიდობოს გასულნი, მხრებს იჩეჩავენ და

12
შუბლშეჭმუხნული ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოხდა, რომ ადა-
მიანმა, ამ უსუსურმა და უილაჯო არსებამ, მათს ყოვლისშემძლე
გავლენას თავი დააღწია. ადამიანი მანქანებისა და მჭახე ოფლის
ანაბარა დარჩა. ნინელი მოკვდა, რათა ღმერთივით გაქცეოდა
მჭახე ცხოვრებას, და შენ სიბინძურეში ამოიხრჩობი არა იმის გამო,
რომ მომხედავი და სახლის დამლაგებელი არავინ გეყოლება,
არამედ იმის გამო, რომ ნინელი მოგიკვდა, როგორც ოცნება,
რომლითაც იატაკს გვიდი და ლოგინს ბერტყავდი. - აქ რატომღაც
გამეცინა. არ ვიცი, იქნებ ჩემდაუნებურად ვარდენ მექვაბიშვილის
სახის გამომეტყველებას მივაქციე ყურადღება. მერე განვაგრძე, -
ოცნება ჩვენს უკან დარჩა ანთებული პროჟექტორივით. მაგრამ
ჩვენი მოასფალტებული და კრიალა ქუჩები პროჟექტორის შუქს
ბეჯითად ირეკლავენ და უკანვე აბრუნებენ. ეს ქალი ამომავალი
მზეა. ხედავ, შუბლზე ნათელი რომ ადგას?
მე შეჩერებას არ ვაპირებდი და არც პასუხს მოვითხოვდი, მაგ-
რამ სახლის პატრონმა დამასწრო და უიმედოდ ამოილუღლუღა:
- აბა ნათელი?
რა თქმა უნდა, ის ნათელს ვერ ხედავდა. იმიტომ რომ ნათელი
არ იყო. მაგრამ მე ვხედავდი.
- შენ თვალებზე ოფლი გაქვს გადაკრული. მლაშე და მჭახე
ოფლი. ამიტომ ვერ ხედავ, აი, ამ ადგილას ადგას ნათელი. რო-
გორც გვირგვინი. ერთი შეხედვით ყვავილწნულის გვირგვინი გე-
გონება. მაგრამ ყვავილწნულისა არ არის. ეპითეტების გვირგვი-
ნია. ეპითეტების ნათელი. ამ ქალის ქმარს ორშიმოსავით თავი
ჰქონდა, მაგრამ იმდენი კი ესმოდა, რომ მის ცოლს უჩვეულო
გვირგვინი უნდა ჰქონოდა, რადგან იგი უჩვეულო ქალი იყო. მო-
იწვია მთელი თავისი ნაზირ-ვეზირები და ერთად დაიწყეს ფიქრი
იმაზე, თუ რისგან დაეწნათ გვირგვინი. დიდხანს იფიქრეს, მაგრამ
ვერაფერი მოიგონეს, რადგან ყველა მათგანს ორშიმოსავით თავი
13
ჰქონდა. ბოლოს მოვიდა ღმერთი ცეცხლისმფრქვეველი ღიმი-
ლით და თქვა, გვირგვინი ეპითეტებისაგან გააკეთეთო. სასწრა-
ფოდ დაგზავნეს ხალხი ქვეყნიერების ყველა კუთხეში, მოაგრო-
ვეს, რაც კი ენაში საუკეთესო ეპითეტი იყო, და ღმერთმა საკუთარი
ხელით დაწნა გვირგვინი. და დღეს ჩვენი ეპითეტები, რომლები-
თაც გულუხვად ვამკობთ ერთმანეთს, დაშრეტილ წყაროს ჰგავს,
რადგან ყველაფერი, რაც კი მასში მყარი და სურნელოვანი იყო,
იმ გვირგვინს მოხმარდა. შეხედე ამ ქალს, ვარდენ. ჩამოირეცხე
თვალებიდან ოფლი და შეხედე. ეს ქალი რომ დაიბადა, იმ დროს
დედამიწაზე ჯერ კიდევ იყვნენ ღმერთები. ღმერთები ნათელი ნა-
ბიჯით მიმოდიოდნენ დედამიწაზე და სიწმინდე და უწმინდურობა
მკვეთრად იყო გამიჯნული ერთმანეთისგან. ღმერთები უაღრესად
ლმობიერები იყვნენ და ძალიან უბრალოდ ეჭირათ თავი. თბილი,
ელვარე ღიმილით იღიმებოდნენ და დროდადრო, როდესაც
გულზე სანტიმენტალური სევდა შემოაწვებოდათ, თავიანთ ღვთა-
ებრივ ხელს ჭუჭყიან თავზე უსვამდნენ ადამიანს. მაშინ ღმერთებს
ჯერ კიდევ უყვარდათ ადამიანი და არ გაურბოდნენ მას. და ეს ქა-
ლი, ვარდენ, ისევე როგორც მოგვიანებით იესო ქრისტე, გაჩნდა
უკეთილშობილესი ღმერთისა და ულამაზესი ქალის კავშირის შე-
დეგად. ამიტომ არის იგი ასე ნატიფი და სევდიანი. და ამიტომ არა
გაქვს შენ უფლება უყურებდე მას შენი ოფლიანი და მჭახე თვალე-
ბით და ფიქრობდე იმაზე, თუ რა უბედური ხარ, რომ შენი ნინელი
ცოცხალი აღარა გყავს.
სახლის პატრონი პირდაღებული იდგა და ისეთი სახით მიყუ-
რებდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა, უკვე დროა გაქცევით უშველოს
თავს, თუ ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ყველაფერი მშვიდო-
ბიანად ჩაივლის.
ამასობაში მეც გამოვერკვიე, ყველა გაწყვეტილი კავშირი აღ-
დგა, სხეულიდან განდევნილი სამყარო ისევ შეძვრა სხეულში,
14
როგორც ქურქში, ირგვლივ ყველაფერი დალაგდა და გახურე-
ბულ შუბლზე მსხვილ წვეთებად დამასხა ოფლმა.
ერთი სიტყვით, იმ დღეს ვარდენ მექვაბიშვილმა დაძლია თან-
დაყოლილი სიმორცხვე და თავისი გადაწყვეტილება გამომიცხა-
და. და თუ აქამდე ცოტა მაინც ქენჯნიდა სინდისი იმის გამო, რომ
უმიზეზოდ დამითხოვა, ჩემმა მონოლოგმა საბოლოოდ დაარწმუ-
ნა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში.
მე სხვა ოთახის ძებნას შევუდექი და კვირის თავზე ვიშოვე კი-
დეც.
ქალაქის განაპირას, ერთ მიყრუებულ უბანში, ორი ვიწრო ქუ-
ჩის კუთხეში ახლაც ისევ ისე დგას ის ორსართულიანი სახლი და
ახლაც ისევ ისე ჩივიან მისი მობინადრეები, არ ვიცით, რა წუთში
ჩამოგვენგრევა თავზეო.
მგონი მარიამს უნდა ჰქონდეს ოთახი გასაქირავებელიო, უთ-
ხრა ჩემი შეკითხვის პასუხად ერთმა ცოცხიანმა ქალმა მეორე ცოც-
ხიან ქალს. მეორე ცოცხიანმა ქალმა თავი დაუქნია, კი, ძველი
მდგმური ამ ერთი კვირის წინ გაისტუმრაო, მერე მე მომიბრუნდა
და დაუმატა, ზემოთ მიბრძანდით, მეორე სართულზეო. მე კიბეს
ავუყევი. ცოცხიანმა ქალებმა ცნობისმოყვარე მზერა დამადევნეს.
ქალბატონი მარიამი მოხუცი დედაკაცი გამოდგა. გამხდარი,
შავი და შავად შემოსილი. დიდი, მოკაუჭებული ცხვირი ჰქონდა და
პატარა, ღრმად ჩამსხდარი თვალები. თვალები იმდენად ღრმად
ისხდნენ, გეგონებოდათ ვიღაცა ბნელი სოროდან მითვალთვა-
ლებსო, როცა გაიღიმა (გაღიმებით კი ჩემი დანახვისთანავე გა-
იღიმა), პირში, ქვედა მხარეს, წინა ორი კბილი გამოუჩნდა: გრძე-
ლი და წვრილი, წვეტიანი კბილები. მეტი კბილი, მე მგონი, არც
ჰქონდა.

15
კიო, მითხრა ქალბატონმა მარიამმა და თავით ფეხებამდე შე-
მათვალიერა, მაქვს ოთახი, თუკი მოგეწონებაო. ამ სიტყვებით სვე-
ლი ხელები წინსაფარზე შეიმშრალა და წინ გამიძღვა. სამზარეუ-
ლო გავიარეთ და სულ განაპირა მხარეს მივადექით ჩემს მომა-
ვალ ოთახს. დიასახლისმა კარი შეაღო და შემიპატიჟა.
პირველი სიტყვა, რომელმაც ამ ოთახში შესვლისას თავში გა-
მიელვა, იყო „სამარე“, თუმცა შემდეგ, როცა აქაურობას შევეჩვიე,
ასეთი შეფასება ცოტა გადაჭარბებული მომეჩვენა. ეს იყო პატარა
ოთახი, ვიწრო და გრძელი, როგორც დერეფანი, და უსაშველოდ
მაღალი ჭერი ჰქონდა. უგერგილო მშენებლებს ფანჯარა ძალიან
მაღლა გამოეჭრათ. მე არც ისე დაბალი ვარ, როგორც ზოგიერ-
თები არიან, მაგრამ ფანჯრიდან რომ გადამეხედა, ფეხის წვერებ-
ზე უნდა შევმდგარიყავი. ხოლო როცა ფეხის წვერებზე შევდექი და
გადავიხედე, დავინახე ეზო, რომელიც, ეჭვი არაა, ერთ დროს მო-
ასფალტებული უნდა ყოფილიყო და რომელშიაც ახლა ჯარისკა-
ცებივით იდგნენ ერთ ხაზზე ჩამწკრივებული ნაგვის ვედროები.
ასეთი იყო ჩემი ახალი ოთახი.
ფასი - ოცდახუთი მანეთი.
მე და ქალბატონმა მარიამმა ერთხანს კიდევ ვიბაასეთ სკამე-
ბის, მაგიდისა და სხვა წვრილმანი საკითხების თაობაზე, მერე ბედ
ათი მანეთი დავუტოვე და ვუთხარი, საღამოს გადმოვბარგდები-
მეთქი. ქალბატონმა მარიამმა ბე დაუდევრად მიაგდო სამზარეუ-
ლოს მაგიდაზე და ღიმილით გამაცილა კარამდე. უნდა მოგახსე-
ნოთ, ფრიად უსიამოვნო ღიმილი ჰქონდა, თითქოს მე კი არ მი-
ღიმოდა, არამედ რაღაც ნაკლი მიპოვა და იმაზე ეღიმებოდა. სხვა
მხრივ რიგიანი ქალი ჩანდა.
სამსახურის შემდეგ ჩემს ძველ ბუნაგს მივაშურე და ბარგის ჩა-
ლაგებას შევუდექი. კაცმა რომ თქვას, ჩასალაგებელი არც არაფე-
რი იყო. მთელი ჩემი ავლადიდება ჩემოდანში ეწყო, ლოგინიღა
16
მქონდა შესაკრავი. მეც ლოგინის შეკვრას მივყავი ხელი: დავახ-
ვიე, დავაგორგალე და ღვედი გადავუჭირე. მერე ჩვარი ავიღე,
დედოფალ ნეფერტიტის სურათს მტვერი გადავწმინდე, ჩამოვხსე-
ნი, სუფთა ხალათში გავახვიე და ფრთხილად ჩავდე ჩემოდანში.
ჩემოდანი დავკეტე და მივიხედ-მოვიხედე, ხომ არაფერი მავიწ-
ყდება-მეთქი. არაფერი მავიწყდებოდა. წასასვლელად მზად ვიყა-
ვი. ის იყო გავიფიქრე, ბარემ გავალ და სახლის პატრონს გამო-
ვემშვიდობები-მეთქი, რომ ვარდენ მექვაბიშვილი თვითონ შემო-
ვიდა. შემოვიდა დაუკაკუნებლად, წყნარად. კართან შეჩერდა,
ოთახი შეათვალიერა და ნაღვლიანი კილოთი მკითხა: - მიდიხარ
უკვე?
- მივდივარ.
- ძალიან კი დამაკლდები თვალში.
- არაფერია. მაგ დანაკლისს სხვა შეგივსებს. ვინმე წყნარი, წე-
სიერი სტუდენტი გოგო. - მე არც მიცდია დამეფარა, რომ მისი გა-
უბედავი, თუმცა სრულიად ბუნებრივი და ადამიანური გადაწყვეტი-
ლების ნამდვილი აზრი ჩემთვის არავითარ საიდუმლოს არ წარ-
მოადგენდა.
- კაი ერთი! ასე რატომ მელაპარაკები, შე კაცო?
- ისე, შენს ადგილას რომ ვიყო, ცოლის საფლავზე ხანდახან
ყვავილებს მივიტანდი.
- ოჰ, აბა, რას ვიზამ!
- მაშინ ყველაფერი რიგზე ყოფილა.
აქ ვარდენ მექვაბიშვილმა იმ ადგილს მიაპყრო თვალები, სა-
დაც დედოფალ ნეფერტიტის სურათი ეკიდა, და მკითხა: - ის სუ-
რათი რა უყავი?
- ჩემოდანში ჩავდე.

17
ვარდენ მექვაბიშვილი აწრიალდა, ცხვირსახოცი ამოიღო, ხე-
ლისგულები გაიწმინდა, მერე ნერვიულად ჩაახველა და მითხრა:
- ერთი სათხოვარი მაქვს შენთან.
- ჰო...
- დამიტოვე, რა იქნება, ის სურათი!
მე სახტად დავრჩი და გაოცებულმა შევხედე. მაშინ მან სასწრა-
ფოდ დაუმატა: - ვერ შეელევი?
რა ჰქონდა ამ კაცს გუნებაში?
- რად გინდა?
- რა ვიცი... ჩამოვკიდებდი კედელზე და ეკიდებოდა იქ...
მე ჩემი მონოლოგი გამახსენდა და გამეცინა.
სახლის პატრონმა ჩემი სიცილი სხვანაირად ახსნა და ვაჭრობა
დამიწყო: - არა. მუქთად კი არ მინდა. მითხარი, რა ღირს და, თუ
ნამეტანი ძვირი არაა, უკან არ დავიხევ.
- ნამეტანი ძვირია, ვარდენ. სახლ-კარი რომ გაყიდო, მაინც
ვერ აუხვალ.
ვარდენმა ეჭვით შემომხედა.
- კაი ერთი!
- კი, კი, ასეა. - მერე ღიმილით დავუმატე: - რაღა ეს სურათი
დამითმია და რაღა ეშმაკისთვის სული მიმიყიდია.
წეღან იმას ვარკვევდი, საიდან დაიწყო-მეთქი ეს ამბავი.
რა გარკვევა უნდა!
ცხადია, აქედან დაიწყო.
მექანიკურად წამოვისვრით გაცვეთილ ფრაზებს, და თუ დავის-
ჯებით, არ გვგონია.
სინამდვილეში ყოველ ფრაზას თავდაპირველი მნიშვნელობა
აქვს შემორჩენილი.

18
ჩემი სიტყვები ჰაერის ტალღებს გაყვნენ, მთელ სამყაროში გა-
იშალნენ, შორეულ ჯურღმულებში ჩასაფრებული ძალები აშალეს
და გააღიზიანეს.
წამით თვალთ დამიბნელდა. რაც კი ირგვლივ სახიერი და სა-
ჩინო იყო, ყველაფერი გაქრა. და უკიდეგანო სიცარიელეში ერ-
თბაშად ხითხითი გაისმა. ხითხითი შორიდან წამოვიდა, ნელ-ნე-
ლა მოახლოვდა, სხეულში აუტანელ ღიტინად შემომიძვრა და ის
იყო ვიფიქრე, ამ საშინელ ღიტინს ვერ გავუძლებ-მეთქი, რომ
გონს მოვეგე.
ვარდენ მექვაბიშვილს ისევ ისე ღიმილით მივჩერებოდი. მაგ-
რამ ეს ღიმილი ახლა უადგილო ნიღაბს ჰგავდა, კლოუნი რომ
არენიდან გავა და საკუთარ ცოლს მეორე კლოუნთან წაასწრებს.
სხეულში შხამივით მეღვრებოდა ბუნდოვანი წინათგრძნობა,
თითქოს რაღაც მომეკითხებოდა და მზად არ ვიქნებოდი.
ვარდენს არაფერი შეუმჩნევია; აღარც ვაჭრობა განუახლებია.
ჩვენ ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ, ქუჩაში გამოვედი და ტაქ-
სი დავიჭირე.
ასე დავტოვე ძველი ბუნაგი.
ქალბატონი მარიამის სახლთან ტაქსი გავაჩერე, ფული გადა-
ვიხადე და გადმოვედი. ბარგი რომ გადმომქონდა, ჩემი ნათქვამი
გამახსენდა და უცებ ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს თოკზე გა-
მობმული ცხვარი ვიყავი და ვიღაცა დასაკლავად მიმათრევდა.
ტაქსი წავიდა.
მე წამით შევჩერდი ტროტუარზე და სული მოვითქვი. ცალ
ხელში ღვედით შეკრულ ლოგინი მეჭირა, მეორეში - ჩემოდანი.
უეცრად ჩემი ყურადღება რაღაცამ მიიპყრო.
არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ ჩემს წინ, ქუჩის პირას,
ზედ სადარბაზო შესასვლელთან მანქანა იდგა. შავი, ლაპლაპა
„ვოლგა“.
19
ლოგიკა და საღი აზროვნება ყოველგვარ სასწაულს გამორიც-
ხავს, მაგრამ მე მაშინ შემეძლო დამეფიცა (და ახლაც შემიძლია
დავიფიცო), რომ, როცა ტაქსიდან გადმოვედი, არავითარი მანქა-
ნა იქ არ ყოფილა.
რა ვიცი საიდან გაჩნდა!
მანქანის წინა მარჯვენა კარი ღია იყო.
მანქანაში არავინ იჯდა. სამაგიეროდ მანქანის გვერდით, ჩემ-
კენ ზურგშექცევით იდგა ვიღაც ახალგაზრდა კაცი. მაღალი იყო,
ჩამოსხმული. ორივე ხელით ღია კარს ჩამოყრდნობოდა და რა-
ღაცას უყურებდა ზემოთ. ჩემი ვარაუდით მეორე სართულზე იყუ-
რებოდა, განაპირა აივნისაკენ. ეს აივანი ქალბატონ მარიამს
ეკუთვნოდა.
ვიწრო, პატარა ქუჩაში კაცის ჭაჭანება არ იყო. არსად არაფერი
მოძრაობდა. ჰაერიც კი სუნთქვაშეკრული და უძრავი ჩანდა. უძრა-
ვად იდგა ახალგაზრდა კაციც.
ახალგაზრდა კაცს ყვითელი შარვალი ეცვა, ყვითელი ფეხსაც-
მელები და ნაცრისფერი ხალათი. თავზე შავი კეპი ეხურა.
სწორედ ამ კეპმა მიიქცია ჩემი ყურადღება. კეპი კეპი იყო და
მეტი არაფერი. სამაგიეროდ მისი ფერი არ იყო მხოლოდ ფერი
და მეტი არაფერი.
შავი-მეთქი, გითხარით. ერთი შეხედვით მართლა შავი ჩანდა.
მაგრამ თვალი ხომ სრულყოფილი ორგანო არ არის. შესაძლებე-
ლია ის, რაც მე კეპად მივიღე, სულაც არ
ყოფილა კეპი. შესაძლებელია ეს მხოლოდ ფერი იყო, განყე-
ნებული, უსაგნო ფერი, ოღონდ იმდენად მკვრივი, რომ მატერიად
მივიღე და ქუდად მომეჩვენა.
იმიტომ, ჩემო ბატონო, რომ ასეთი ფერი ბუნებაში არ არსე-
ბობს. ყველაფერი ის, რაც ჩვენს წარმოდგენაში შავ ფერს უკავ-
შირდება, ამ კეპთან შედარებით ბაცი, ნათელი და გამჭვირვალეც
20
კი გამოჩნდებოდა. იმასაც კი ვფიქრობ, იქნებ ხალათიც შავი ეცვა
და ნაცრისფრად მხოლოდ ამ კეპის გამო მომეჩვენა-მეთქი. არა,
ასეთი ფერი არ არსებობს.
დავანებოთ ამას თავი. ეს ისეთი საკითხია, რომლის შესახებ კა-
მათი ვერავითარ დასკვნამდე ვერ მიგვიყვანს. მე თვითონაც გუ-
ლით მინდა მიუდგომელი თვალით შევხედო ყოველივე ამას, მაგ-
რამ, ეტყობა, ეს შეუძლებელია.
უძრავი სცენა ერთ წამს გრძელდებოდა. მე უცნობის მზერას გა-
ვაყოლე თვალი და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ იგი სწორედ
ქალბატონი მარიამის აივანს უყურებდა.
აივანზე არავინ იყო. შესაძლებელია, იყო კიდეც ვინმე და უკვე
ოთახში შევიდა. მით უმეტეს, რომ უცნობმა მაშინვე მოაშორა თვა-
ლი აივანს და მანქანაში ჩაჯდა.
მაგრამ ეს პროცესიც, მანქანაში ჩაჯდომა, თავის მხრივ, რაღაც-
ნაირი ნაწყვეტ-ნაწყვეტი მოძრაობა იყო და რამდენიმე უძრავი სუ-
რათისაგან შედგებოდა.
ახალგაზრდა კაცი დაიხარა და ჯერ გავა შესდო მანქანაში. კი
არ შესდო, შეაგდო, როგორც დამოუკიდებელი საგანი, როგორც
საზამთრო, მერე თავი შერგო და ბოლოს გრძელი ფეხებიც შე-
ალაგა.
იმავე წამს კარი დაიკეტა და მანქანა დაიძრა.
არც მანქანაში ჩაჯდომა იყო რაღაც უნახავი სანახაობა. ჩემი
ნაცნობების უმრავლესობა და, ალბათ, თქვენი ნაცნობების უმრავ-
ლესობაც სწორედ ასე ჯდება მანქანაში. და, მიუხედავად ამისა, მე
ამას ვუყურებდი, როგორც რაღაც უჩვეულოს, უაღრესად საინტე-
რესოსა და შემაძრწუნებლად სასიამოვნოს.

21
ვიდექი ტროტუარზე, ცალ ხელში ლოგინი მეჭირა, მეორეში -
ჩემოდანი. თავზე მზე მაჭერდა და სულელური ინტერესით, გაუგე-
ბარი მღელვარებით ვუყურებდი, როგორ მისრიალებდა ქუჩის ბო-
ლოსაკენ შავი „ვოლგა“.
წამით გონებაში გაჩნდა ვარდენ მექვაბიშვილი, რომელმაც რა-
ღაც სულელური სიხარულით შეისრუტა ჰაერში გაბნეული სიტყვე-
ბი: „რაღა ეს სურათი დამითმია და რაღა ეშმაკისთვის სული მიმი-
ყიდია“.
როდესაც მანქანამ მოსახვევს მიაღწია, უცნობმა სარკმლიდან
თავი გამოყო და, თუმცა უკვე საკმაოდ შორს იყო და გარკვევით
არაფერი ჩანდა, მომეჩვენა, თითქოს გაიცინა.
მერე შავი „ვოლგა“ მოსახვევს მიეფარა.
მე ქალბატონი მარიამის აივანს შევხედე და უცებ გუნება გამი-
ფუჭდა.
ალბათ გამოგიცდიათ ასეთი რამ, უეცრად რომ გულ-ღვიძლი
მოგეშხამებათ, სულში რაღაც მძაღე გრძნობა ჩაგისახლდებათ,
რაც აქამდე სიხარულის მომნიჭებელი, მტკიცე დასაყრდენი და უტ-
ყუარი ამოსავალი წერტილი გეგონათ, ერთბაშად ხელიდან გაგის-
ხლტებათ და ყველაფერი უაზროდ და ფუჭად მოგეჩვენებათ.
ხოლო მეორე წამს მივხვდი, რომ ის, რაც მთელი ამ ხნის გან-
მავლობაში მტკიოდა და მეწვოდა, თვალები იყო. მზე მაჭერდა,
შუბლიდან ოფლი წურწურით ჩამომდიოდა და პირდაპირ თვა-
ლებში მეღვრებოდა.
ჩემოდანი ძირს დავდგი, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოვიღე და
თვალები მოვიწმინდე. მერე ჩემოდანს ისევ დავავლე ხელი და სა-
დარბაზოში შევედი.
სადარბაზოში არავინ იყო. ამან ცოტათი გამაკვირვა. რატომ-
ღაც მეგონა ცოცხიანი ქალები ისევ აქ დამხვდებოდნენ. ეტყობა,

22
პირველმა შთაბეჭდილებამ ისინი სადარბაზოს განუყოფელ ნაწი-
ლად მიიჩნია.
ჩემს თავზე გამეცინა და გზა განვაგრძე.
ქალბატონმა მარიამმა ღიმილით მიმაცილა ჩემი ოთახის კა-
რამდე.
ყურადღებიან დიასახლისს ოთახი დაესუფთავებინა, იატაკი
მოერეცხა, ზედმეტი ხარახურა გაეტანა და მხოლოდ აუცილებელი
ნივთები დაეტოვებინა.
ასეთმა დედაშვილურმა მზრუნველობამ გუნება გამომიკეთა,
შავკეპიანი უცნობის უსიამოვნო მოგონება მეხსიერებიდან თით-
ქმის მთლიანად ამოიშალა და მე ხალისით შევუდექი საქმეს.
უპირველეს ყოვლისა, დედოფალ ნეფერტიტის სურათისთვის უნ-
და მიმეხედა. შევარჩიე კედელზე ისეთი ადგილი, სადაც ყველაზე
მეტი შუქი სცემდა, მერე ეს ადგილი ჩვრით კარგად გავასუფთავე,
ლურსმანი მივაჭედე და სურათი ჩამოვკიდე. ამის შემდეგ ლოგინი
გავხსენი და საწოლზე დავალაგე, მაგიდა ფანჯრისკენ მივწიე, ჩე-
მოდანი საწოლქვეშ შევაცურე და, როცა ყველაფერს მოვრჩი და
იქაურობა დაკვირვებით მოვათვალიერე, გავიფიქრე, არც ისე ცუ-
დი ოთახი ყოფილა, თავიდან რომ მომეჩვენა-მეთქი.
ქალბატონი მარიამი მთელი ამ ხნის განმავლობაში სამზარეუ-
ლოში ფუსფუსებდა. იქ ტაფაზე ხორცი შიშხინებდა და კარის ყო-
ველი ჭუჭრუტანიდან გამაღიზიანებელი სუნი შემოდიოდა. შემწვა-
რი ხორცის სუნი ერთხანს უაზროდ მიღიტინებდა ცხვირში და გა-
უბედავად უვლიდა გარს რაღაც ბუნდოვან მოგონებას. მერე თან-
დათან ძალა მოიცა, მეხსიერების ბურუსი გაარღვია და მე ერთბა-
შად გამახსენდა, რომ იმ დღეს არ მისადილია. უბრალოდ, გადა-
მავიწყდა. სამსახურის შემდეგ ჩემი ფიქრები მთლიანად ბუნაგის
გამოცვლით იყო დაკავებული და ჭამა არ მომგონებია. ახლა კი

23
შემწვარი ხორცის სუნმა ჟრუანტელივით დამიარა ტანში და ვიგ-
რძენი, რომ ძაღლივით მშიოდა. თუმცა დაღლილი ვიყავი, მაგრამ
შიმშილმა დაღლა გადამავიწყა. სასწრაფოდ წამოვდექი და წასას-
ვლელად მოვემზადე, თან გონების თვალით ახლომახლო ქუჩებს
დავუწყე თვალიერება, იქნებ სადმე სასადილო აღმოვაჩინო და
შორს წასვლა არ მომიხდეს-მეთქი.
ამ დროს სამზარეულოდან ქალბატონმა მარიამმა დამიძახა.
- ბატონო! - გავეპასუხე ოთახიდან და გამიკვირდა, საიდან
იცის-მეთქი ჩემი სახელი.
რაკი მეტად აღარ დამხმაურებია, კარი გავაღე და სამზარეუ-
ლოში გავედი. პატარა მაგიდაზე, არ ვიცი, ახალი მუშამბა გადაე-
ფარებინა თუ ძველი გადაეწმინდა საგულდაგულოდ, ყოველ შემ-
თხვევაში, აქაურობა უფრო მყუდრო და ლამაზი მეჩვენა.
მაგიდის შუაგულში, ხის სადგარზე, ტაფა იდო და შემწვარი
ხორცი ჯერ კიდევ შხეფებს ისროდა. უჩუმრად გადავყლაპე ნერ-
წყვი და ხორცის გარდა შევნიშნე პური, მწვანილი, ყველი და ერთი
ბოთლი ღვინო.
- ცოტა ხორცი შეგიწვი საუცბათოდ, - მითხრა ქალბატონმა მა-
რიამმა და გამიღიმა, - მოშიებული იქნები.
შიმშილი შიმშილია, მაგრამ ისე ვიყავი დაღლილი, ამ ერთი წუ-
თის წინ რომ ვინმე ყოვლისშემძლე ჯადოქარი მოფრენილიყო და
ეთქვა, ინატრე რაც გინდა და შეგისრულებო, ვეტყოდი, თუ შეგიძ-
ლია, სახლიდან ნუ გამიყვან, აქ გამიჩინე რამე საჭმელი-მეთქი.
- დიდი მადლობელი ვარ. სიმართლე გითხრათ, დღეს ფაცი-
ფუცში ჭამა სულ გადამავიწყდა. სწორედ ახლა ვაპირებდი სასა-
დილოში წასვლას.
დიასახლისს ესიამოვნა, თავპატიჟი რომ არ გავიდე.

24
- დაჯექი. გადაიღე და ისე ჭამე, ვითომ საკუთარ სახლში ხარ.
ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ, რაცა მაქვს, ღმერთია მოწამე, არ
მენანება.
თხოვნა აღარ გავამეორებინე, სუფრას მივუჯექი და ჭამა და-
ვიწყე.
- იფ, რა გემრიელია!
- მოგეწონა? - ღიმილით მკითხა დიასახლისმა.
- ძალიან. შესანიშნავია.
- ჭამე, შვილო. გაამოს.
- ადრე ვინ იდგა ჩემს ოთახში, ქალბატონო მარიამ?
დიასახლისმა ღვინო დამისხა.
- დეიდა მარიამი დამიძახე.
ეს ისეთი კილოთი თქვა, რომ თხოვნას არ ჰგავდა. მართალია,
ვერც იმას ვიტყვი, განკარგულება იყო-მეთქი, მაგრამ ერთგვარი
კატეგორიულობა აშკარად ახლდა.
თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა!
- ბატონი ბრძანდებით, - უყოყმანოდ დავემორჩილე მე და ჭიქა
ავიღე, - თქვენ გაგიმარჯოთ, დეიდა მარიამ. თქვენს კედელ-ყურეს
გაუმარჯოს.
- იცოცხლე, შვილო!
მე დაუყვედრებელ ლუკმას ვგრძნობდი და მადიანად შევექ-
ცეოდი საჭმელს. დეიდა მარიამი ჩემს პირდაპირ იჯდა. ისეთი სახე
ჰქონდა, აშკარად უხაროდა, თავი რომ ასე შინაურულად მეჭირა.
უცებ ის შავკეპიანი უცნობი გამახსენდა.
- დეიდა მარიამ, ის აივანი, სულ განაპირას, თქვენია არა?
- კი. ჩემია.
- მდგმური ხომ არ გიდგათ იმ ოთახში?
- რომელში?
- რომელიც იმ აივანზე გადის.
25
- არა, შენს მეტი მდგმური არა მყავს.
- აბა, მაშ თქვენთან იყო ის შავკეპიანი კაცი?
დიასახლისმა ბოთლს დაავლო ხელი და ღვინო დამისხა. მერე
მკითხა: - რომელი კაცი?
- აქ რომ მოვედი, სადარბაზოსთან მანქანა იდგა. შავი „ვოლ-
გა“. და ვიღაც ახალგაზრდა კაცი თქვენს აივანს უყურებდა.
- არ ვიცი, - თქვა დეიდა მარიამმა და სუფთა მუშამბას ჩვარი
გადაუსვა, - შვილი არა მყავს და ძირი. ჩემთან ვინ უნდა ყოფილი-
ყო?.. იქნებ ჩემს აივანს არ უყურებდა?
- კი, ნამდვილად თქვენს აივანს უყურებდა, - ეს რომ ვთქვი,
უცებ ეჭვმა გამკრა გულში, - ქურდი ხომ არ იყო?..
დეიდა მარიამმა ჩაიქირქილა.
- ღმერთმა მშვიდობა მისცეს ყველა ქურდს, ვინც კი ჩემს გასა-
ქურდად მოვა. რა მაქვს და რა უნდა წაიღონ. დალიე ღვინო.
ღვინო კი დავლიე, მაგრამ შავკეპიანი უცნობი ისევ შემოძვრა
ჩემს გონებაში და მთელი საღამო აღარ მომშორებია.
იმ საღამოს სიზმარი ვნახე.
სიზმარში იყო ცხოვრება, რომელმაც ძილში გვერდი იცვალა
და მთავარი საიდუმლო გამოუჩნდა. გარეგნულად როგორი იყო
ეს ცხოვრება, ვერ გეტყვით, რადგან მე იგი არ დამინახავს. სწო-
რედ ამიტომ გითხარით. სიზმარში ცხოვრება „იყო“-მეთქი და არა
„დავინახე“-მეთქი. დანახვით არ დამინახავს. უბრალოდ, ეს ყვე-
ლაფერი ვიცოდი. საიდანღაც, როგორღაც. ვიცოდი, რომ ცხოვ-
რებამ ძილში გვერდი იცვალა და მთავარი საიდუმლო გამოუჩ-
ნდა. ვიცოდი, რომ ამ საიდუმლოს, რომელიც არც ერთი მოკვდა-
ვის წილხვდომი არაა, მე ერთადერთი დავეუფლე. საგნებმა და
მოვლენებმა ძველი ნიღბები ჩამოიხსნეს და ახალი აიფარეს. სიბ-
ნელე ყველა ჯურღმულიდან ამოიხაპა და ყველა ბუნდოვნება მკა-

26
ფიო აზრით შეიმოსა. სიმსუბუქე ფრთებივით გამომესხა. და მე ვი-
ყავი უსხეულო. და ჩემს უსხეულო არსებაში უხვ და უწყვეტ ნაკა-
დად იღვრებოდა საიდუმლო ცოდნის სიამოვნება, ყოვლისმომ-
ცველი და გაუგონარი.
როგორც მოგახსენეთ, ეს მე არ მინახავს. ეს მე ვიცოდი. ეს ჩემ-
ში იყო, სანამ სიზმარი დაიწყებოდა.
ნახვით კი ვნახე ზღვა. ფართო, უკიდეგანო. მე შუა ზღვაში ვი-
ყავი და ჩემს ირგვლივ ტივტივებდნენ ადამიანები, როგორც მოდ-
რეიფე ყინულები. ადამიანებს უტყვი სახეები ჰქონდათ და ცდი-
ლობდნენ არ ჩაძირულიყვნენ. საითაც ტალღა
გაგორდებოდა, ისინიც იქით მიგორავდნენ. საბოლოოდ კი მა-
ინც ერთ ადგილას ტივტივებდნენ. რაც შემეხება მე, მე არ ვტივტი-
ვებდი. მე მივცურავდი ერთი გარკვეული მიმართულებით, რადგან
გზის ბოლოს შუქურა მეგულებოდა. არ ვიცოდი, რად მინდოდა შუ-
ქურა, მაგრამ ვიცოდი, რომ მინდოდა. შემხვედრ ტალღას ვებ-
რძოდი, გადამკვეთ ტალღას თავს ვარიდებდი. გულდანდობით
მხოლოდ იმ ტალღას მივყვებოდი, რომელიც სავარაუდო შუქური-
საკენ მიგორავდა. და მივცურავდი მხნედ და დაუღალავად... სანამ
დეიდა მარიამმა ბოთლს არ წამოავლო ხელი და ღვინო არ და-
მისხა.
სიზმარი დამთავრდა.
სიზმარი დამთავრდა, მაგრამ ძილი ჯერ არ დამთავრებულიყო.
და მე ძილშივე ვცდილობდი აღმედგინა ნანახი სიზმარი და გამეხ-
სენებინა, რა იყო ის მთავარი საიდუმლო.
ვერაფრით ვერ გავიხსენე.
ვწვალობდი, ვიტანჯებოდი, ოფლში ვცურავდი. ყველაფერი
ამაო იყო. საიდუმლო ცოდნა დაიკარგა და ძილში ისე დავიღალე,
თითქოს მთელი ღამე შეუსვენებლად მერბინოს.

27
ბოლოს, როგორც იქნა, გამომეღვიძა, თვალი გავახილე და გა-
ვიფიქრე: „ნეტა იმ შავ მანქანას მართლა არ ჰქონდა ნომერი, თუ
ჰქონდა და მე ვერ შევნიშნე?“
ეს ფრაზა არაფერთან არ იყო დაკავშირებული. იგი არ დაბა-
დებულა. იგი უბრალოდ, იწვა ტვინში, როგორც თავმოკრულ ქი-
ლაში, თითქოს გუშინ დამრჩა იქ და ახლა, რომ გავიღვიძე, ისევ
დავინახე: იმავე წამს შავკეპიანი უცნობი გამახსენდა და თვალწინ
კინოკადრივით ჩაიქროლა სცენამ: უცნობი მანქანაში ჩაჯდა. ჯერ
გავა შესდო, მერე თავი და ბოლოს ფეხები. და კარი მიიხურა.
„ნუთუ ყველა ასე ჯდება მანქანაში?
გავიფიქრე და საწოლში წამოვჯექი.
„ნუთუ მეც ასე ვჯდები? არასოდეს დავკვირვებივარ. თუმცა რა
არის აქ უცნაური! სავსებით ბუნებრივი მოძრაობებია. ერთი უნდა
შევამოწმო. დღეს ტაქსით წავალ სამსახურში“.
მერე სიზმარი გამახსენდა.
საწოლიდან გადმოვედი, ფანჯარას მივადექი და ფეხის წვე-
რებზე ავიწიე. ნაგვის ვედროებთან ქალები იდგნენ, მათ შორის
დეიდა მარიამი და გუშინდელი ცოცხიანი ქალები. შორს მთები
მოჩანდა. მე მთებს დავაკვირდი და გავიფიქრე: „ნეტა იმ შავ მან-
ქანას მართლა არ ჰქონდა ნომერი, თუ ჰქონდა და მე ვერ შევნიშ-
ნე?“
ცოტა არ იყოს, შევშინდი. თავი გადავიქნიე, შუბლი მოვისრისე.
გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ეს აბეზარი ფრაზა
ტვინიდან ამომეგდო და ისევ სიზმარს დავბრუნებოდი.
ის საოცარი განწყობილება, წყნარი და ნეტარი სიხარული, რო-
მელიც ღამით ცხოვრების საიდუმლომ შემოიტანა ჩემს არსებაში,
უკვე ჩემი აღარ იყო, მაგრამ სადღაც ახლომახლო მეგულებოდა.
რამდენჯერმე გონების თვალით დავინახე კიდეც. დავინახე და
ისევ დავკარგე. ხოლო რაკი ახლო იყო, ჯერ კიდევ მქონდა იმედი,
28
რომ დავიჭერდი და მერე ვეღარ გამექცეოდა. ოღონდ მალე უნდა
დამეჭირა, თორემ ვატყობდი, თანდათან მშორდებოდა და უფე-
რულდებოდა.
შევეცადე სიზმარი დეტალურად აღმედგინა. რამდენჯერმე გა-
ვადევნე თვალი თავიდან ბოლომდე. მაგრამ ფიქრის ძაფი მიწ-
ყდებოდა. ფიქრის ძაფს შავკეპიანი უცნობის ლაპლაპა მანქანა
მიწყვეტდა. როცა მეგონა, სიზმრის ფესვებს მივადექი და საცაა და-
კარგულ განწყობილებას დავიჭერ-მეთქი, ერთბაშად, ეპიზოდსა
და ეპიზოდს შორის უფსკრულივით ჩამოდგებოდა შავი „ვოლგა“
და იძულებული ვხდებოდი ყველაფერი თავიდან დამეწყო.
ამასობაში ჩემი სიზმრის უცნაური განწყობილება საბოლოოდ
გაიფანტა. დარჩა მხოლოდ გარსი, მშრალი ამბავი, უაზრო სიუჟე-
ტი. და დეიდა მარიამი, რომელმაც რაღაც უჩვეულოდ სწრაფი
მოძრაობით წამოავლო ბოთლს ხელი...
ისევ შემომიტია ფიქრებმა.
დეიდა მარიამის უჩვეულოდ სწრაფი მოძრაობა...
ამ ქალის დინჯი და მშვიდი მანერების ფონზე ეს ერთგვარი დი-
სონანსი იყო, როგორც წითელი ლაქა გახამებულ საყელოზე. ეჭვი
არაა, ეს მოძრაობა რაღაცის პასუხი იყო. დეიდა მარიამი რაღაცამ
შეაკრთო და სწორედ იმით გასცა თავი, რითაც ამ შეკრთომის და-
მალვა სურდა.
რამ შეაკრთო?
ალბათ, ჩემმა საქციელმა, ან ჩემმა ნათქვამმა. სხვა რა შეაკ-
რთობდა!
მაგრამ მე ასეთი რა ჩავიდინე, ან რა ვთქვი ასეთი?
შევეცადე გამეხსენებინა.
ვერ გავიხსენე.
სამაგიეროდ სულში უსიამოდ ჩამეწვეთა ბუნდოვანი ეჭვი, რომ
ჩემს ირგვლივ რაღაც ხდებოდა...
29
...ნასადილევს, სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდი, აღმართში
ქალიშვილი შევნიშნე. ხელში სტუდენტური ჩანთა ეჭირა და ჩემს
წინ მიდიოდა. თხელი გოგო იყო, საშუალო ტანის. ღია წითელი
ფერის გრძელსახელოებიანი ხალათი და ვიწრო ქვედაკაბა ეცვა.
ოქროსფერი თმა უკან ყოჩივარდების თაიგულივით ჰქონდა შეკ-
რული. წელში საოცრად გამართული მიაბიჯებდა და სიარულის
დროს შოლტივით ტანს ოდნავ მიარხევდა. სახე არ დამინახავს,
მაგრამ მაინც გამოვიცანი, როგორი სახე უნდა ჰქონოდა. სრული-
ად დარწმუნებული ვიყავი, რომ გამოვიცანი. ეს რწმენა ემყარებო-
და რომელიღაც დეტალს მის გარეგნობაში, თუმცა ჯერ კიდევ არ
მქონდა გააზრებული, რა იყო ეს დეტალი. გზაჯვარედინთან ქა-
ლიშვილმა მარცხნივ გაუხვია. ჩემი გზა მარჯვნივ მიდიოდა. სანამ
მეც შევუხვევდი, ერთხელაც მივხედე და უცებ მივხვდი:
მხრები! მხრები იყო მთავარი მის გარეგნობაში, საოცრად სწო-
რი, საოცრად თხელი, ოთხკუთხა მხრები, ეგვიპტურ ფრესკებზე
რომ მინახავს, ისეთი. ამ აღმოჩენით აღფრთოვანებული ერთხანს
ვიდექი ასე და ვუყურებდი ქალიშვილს. ბოლოს ჩემს ქუჩას გავუ-
ყევი და გავიფიქრე: „ნეტა იმ შავ მანქანას მართლა არ ჰქონდა
ნომერი, თუ ჰქონდა და მე ვერ შევნიშნე?“
სწრაფი ნაბიჯით ავედი ჩემს ოთახში, კარი მჭიდროდ მივხურე,
მაგიდას მივუჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. დიდხანს ვიჯექი ასე.
ეჭვიც კი აღარ მეპარებოდა, რომ ჩემს ირგვლივ რაღაც იდუმალი
ამბები ხდებოდა. ტვინი გუგუნებდა, როგორც ვულკანი, და გავარ-
ვარებულ ლავასავით აფრქვევდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ ფრაზებს, უაზ-
როსა და აზრიანს, არაფრის მთქმელსა და რაღაცის მიმნიშნე-
ბელს. ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი და გულდინჯად გამეანა-
ლიზებინა ყველაფერი, მაგრამ ყოველი ცდა გავარვარებულ ლა-
ვაში იფერფლებოდა.
უცებ ელექტროდენივით დამკრა რაღაცამ.
30
ეს იყო დაგვიანებული გახსენების ელვა.
ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ ასეთი რამ. ვთქვათ, ზუსტად
ხუთ საათზე იყავით მისასვლელი ისეთ ადგილას, სადაც თქვენი
ბედი უნდა გადაწყვეტილიყო, და თქვენ ეს ამბავი ექვსის ნახევარ-
ზე გაგახსენდათ. ეს გახსენება დაგკრავთ, როგორც ელვა, თით-
ქოს ტვინში მინიატურული ატომური აფეთქება მოხდაო. გრძნობთ,
როგორ მიმოიფანტება ყოველ მხარეს ნაპერწკლები. გავარვარე-
ბული ნაკვერჩხალი შიშხინით გაივლის მთელ სხეულში და თქვენ
შეძრწუნებული ზეზე წამოვარდებით.
მე შეძრწუნებული წამოვვარდი ზეზე.
გამახსენდა, რომ იმ დღეს დედოფალ ნეფერტიტის სურათზე
მტვერი არ გადამიწმენდია.
თითქოს საგანგაშო არაფერია. ბოლოს და ბოლოს, მტვერი
გამჭვირვალე ქაღალდს ედებოდა და არა თვითონ სურათს. მაგ-
რამ, ჩემდა სამარცხვინოდ, ცოტა ცრუმორწმუნე კაცი ვარ და ეჭვიც
კი არ მეპარებოდა, რომ, თუ ყოველ დილით სურათზე მტვერს არ
გადავწმენდდი, რაღაც საშინელი უბედურება დამატყდებოდა
თავს.
სასწრაფოდ ავიღე ჩვარი და სურათი ფაქიზად გავწმინდე. მაგ-
რამ გუნება უკვე მოშხამული მქონდა. ასე მეგონა, ვიღაცის ნას-
როლ ბადეში გავიხლართე და უკან გამოსვლა ვეღარ მომეხერხე-
ბინა.
და უეცრად კვლავ ვიხილე თოკგამობმული ცხვარი, რომელ-
საც ვიღაცა მიათრევდა. ოღონდ ამასწინანდელი ხილვისაგან გან-
სხვავებით, ამ ვიღაცას წვრილი, ხვრელებში ღრმად ჩამსხდარი
თვალები ჰქონდა და თავზე შავი კეპი ეხურა.
ერთბაშად ხმამაღლა გავიფიქრე: „არა, უნდა წავიდე აქედან“.
ეს აზრი, ეტყობა, დილიდანვე მწიფდებოდა გონებაში. ახლა
იგი ჩამოყალიბებულ და ცნობიერ ფრაზად იქცა.
31
მაგრამ ამ აზრის საქმედ გადაქცევა არც ისე იოლი იყო. გუშინ-
დელი გადმობარგებული რომ დღეს ხელახლა ავბარგებულიყავი,
მტკიცე და საფუძვლიანი მიზეზი უნდა
მქონოდა. იმას ხომ ვერ ვეტყოდი დიასახლისს, ჩემი აზრით აქ
რაღაც ბნელი ამბები ხდება და ამიტომ მივდივარ-მეთქი. ცუდი და
უცხვირპირო ქალი რომ ყოფილიყო, არც ავიტკიებდი თავს მიზე-
ზების ძებნით. მაგრამ დეიდა მარიამი ისე შემხვდა, როგორც დიდი
ხნის მონატრებულ შვილს, ამიტომ მიზეზიც ისეთი უნდა მომეძებნა,
წყალი რომ არ გაუვიდოდა.
ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერაფერი მოვიგონე. მაშინ გადავ-
წყვიტე, იდუმალების ნიღაბს ავიფარებ-მეთქი. ვითომ ისეთი მიზე-
ზი მაქვს, გამხელა რომ არ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, ყველა-
ზე დამაჯერებელი საბუთი ხომ ის საბუთია, რომელსაც მალავ.
ამ გადაწყვეტილებით მივადექი დიასახლისის ოთახს და დავა-
კაკუნე.
- შემოდი, შვილო, შემოდი! - გამომძახა დეიდა მარიამმა.
შევედი. ეს ის ოთახი იყო, აივანზე რომ გადიოდა, და მე კვლავ
მომაგონდა შავკეპიანი უცნობი და მისი მანქანა.
- რა შეწუხებული სახე გაქვს, ხომ არაფერი გჭირდება? - მკით-
ხა დეიდა მარიამმა.
მე ერთხელ კიდევ ვინანე, რომ ეს ქალი ასე დედაშვილურად
მეპყრობოდა, მერე გამბედაობა მოვიკრიბე და სათქმელი ვუთხა-
რი: - დეიდა მარიამ, უნდა გადავიდე თქვენი სახლიდან.
დიასახლისი სწრაფად წამოდგა სკამიდან და მე გუშინდელი
ეპიზოდი გამახსენდა, ღვინის ბოთლს რომ წამოავლო ხელი.
- რა მოხდა, დედა? - ამ სიტყვებით თვალი თვალში გამიყარა
და, სანამ რამეს ვიტყოდი, თვითონ განაგრძო, - ვიცი, გეძვირება
ოთახი. იმხელა ხელფასი სად გექნება, ოცდახუთი მანეთი იხადო
თვეში. ხომ ასეა?
32
დეიდა მარიამი გაჩუმდა და ხელები მკერდზე დაიკრიფა, ახ-
ლაღა შევნიშნე, რომ ფრჩხილები გრძელი და წვეტიანი ჰქონია.
- ხომ ასეა? - გაიმეორა მერე.
მე წვეტიან ფრჩხილებს თვალი მოვარიდე და უცებ ავწონ-დავ-
წონე ყველაფერი. ეს მართლა კარგი იდეა ჩანდა. ამაზე უკეთესი
მიზეზი რა უნდა ყოფილიყო. სად შეუძლია ერთი პატარა ბიუროს
საცოდავ ვირთხას თვეში ოცდახუთი მანეთის გადახდა?
- ასეა, დეიდა მარიამ. დღეს წერილი მომიტანეს სამსახურში.
ძველ მისამართზე მისულიყო. სახლში ხომ ახალი მისამართი ჯერ
არ იციან. მამაჩემი მწერს, ამ ბოლო დროს ცოტა ხელმოკლედა
ვართ და ვეღარ დაგეხმარებიო.
დეიდა მარიამმა წყნარად გაიცინა.
- თხუთმეტ მანეთს გადაგახდევინებ თვეში.
მე სახტად დავრჩი. ეს სრულიად მოულოდნელი პასუხი იყო.
„იდუმალებით მოცული“ მიზეზი კი ახლა უკვე აღარ გამოდგებოდა.
პირდაღებული მივჩერებოდი დიასახლისს და ხმას ვერ ვიღებდი.
დეიდა მარიამმა ჩემი დუმილიდან, როგორც ჩანს, ის აზრი გა-
მოიტანა, რომ თხუთმეტ მანეთზეც ვერ დავყაბულდებოდი, და იმ-
წუთასვე დაუკლო.
- ათი მანეთი იყოს, - ღიმილით მითხრა და ბეჭზე მომითათუნა
ხელი. - რა დაგიმალო და, ჩემთვის ფული არცაა მთავარი. პენსია
იმდენი მაქვს, ერთ ბებერ ქალს თავისუფლად ეყოფა. მე ხმის გამ-
ცემი მინდა. ხმის გამცემიც არ მინდა. ის მინდა, რომ ჩემს გარდა
კიდევ იყოს სახლში ვიღაც სულიერი. როცა ვიცი, მარტო არა ვარ,
გული დამშვიდებული მაქვს.
ქვა ხომ არ ვიყავი! შემეცოდა მოხუცი, მარტოხელა ქალი. ვინ
იცის, რა შიშით შეძვრებოდა ყოველ ღამე ლოგინში, როცა ირ-
გვლივ სიბნელე ჩამოწვებოდა და ფანტაზია ათას საშიშსა და შემ-
ზარავ სურათს ხატავდა მის დამფრთხალ, გამოფიტულ გონებაში.
33
ვინ იცის, რამდენჯერ გაღვიძებია შემკრთალსა და გულგახეთ-
ქილს და მერე გათენებამდე თვალზე რული აღარ მიჰკარებია.
არა. ახლა ჩემი წასვლა სულმდაბლობა იქნებოდა. მართალია,
ჩემთვის არავის დაუვალებია, ამ ქალზე იზრუნეო, მაგრამ სინდისი
მბორკავდა. მით უმეტეს, რომ ის ვითომცდა „იდუმალი ამბები“,
რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა და რის გამოც ამ სახლიდან წასვლას
ვაპირებდი, სინამდვილეში ხომ ჩემი მოჩმახული იყო! დიდი ამბა-
ვი, თუ სიმპათიური ახალგაზრდა კაცი, რაოდენ შავიც არ უნდა
იყოს მისი კეპი, თავის მანქანასთან იდგა და დეიდა მარიამის აი-
ვანს უყურებდა. დიდი ამბავი, თუ ჩემს სიცხისაგან გათანგულსა და
ოფლისაგან ამღვრეულ თვალებს მოეჩვენა, ვითომ ის მანქანა იქ
არ იდგა და უეცრად გაჩნდა. დიდი ამბავი, თუ შავკეპიანი უცნობი
საოცრად მოხდენილი მოძრაობით ჩაჯდა მანქანაში. დიდი ამბავი,
თუ მერე მთელი ჩემი არსება ამან დაიპყრო და ამიტომ დედოფალ
ნეფერტიტის სურათზე მტვრის გადაწმენდა დამავიწყდა. ყველა-
ფერი ეს ახლა სისულელედ მეჩვენებოდა. და მრცხვენოდა, რომ
ავადმყოფურ ფანტაზიას ასე იოლად ავყევი და, ღმერთმა იცის,
რა არ ვიფიქრე.
გარდა ამისა, აქ უკვე საქმეში გარეული იყო ისეთი მყარი ცნება,
როგორიცაა თხუთმეტი მანეთი. თვეში თხუთმეტი მანეთი არ არის
ისეთი უმნიშვნელო რამე, რომ გულგრილად აუარო გვერდი და
შენი გზით წახვიდე. თხუთმეტი მანეთი არის თხუთმეტი მანეთი. მე
კი რა ხანია ვოცნებობდი ეგვიპტეში წასვლაზე. ეგვიპტე ჩემთვის
აღთქმული ქვეყანა იყო. ქვეყანა, რომელმაც ნატიფი და ლმობიე-
რი ღიმილით აჩუქა მომავალ საუკუნეებს უჩვეულო სილამაზე,
როგორც გამაფრთხილებელი შედარება, როგორც ირონიული
ქარაგმა იმის შესახებ, რომ არ შეიძლება ტექნიკურ პროგრესს ყვე-
ლაფერი ანაცვალო.
ეგვიპტე - ქვეყნიერების პირამიდა.
34
მე ისე მენატრებოდა ეს ქვეყანა, როგორც დიდი ხნის წინ მიტო-
ვებული სამშობლო მოენატრება კაცს. და ეს თხუთმეტი მანეთი,
რომელიც ყოველ თვე შემეძლო გადამენახა, ამ მხრივ ახალ პერ-
სპექტივებს მიშლიდა.
ყველაფერი ერთ წამში ავწონ-დავწონე, დიასახლისს მადლო-
ბა გადავუხადე და უკან გამოვბრუნდი.
დეიდა მარიამი ღიმილით მიყურებდა, სანამ არ გამოვედი და
კარი არ გამოვიხურე.
ჩემს ოთახში რომ შევედი, უეცრად ერთი აზრი დამებადა. ეს
აზრი ისე უცნაურად და უალაგოდ გამიჩნდა, რომ მეგონა რაღაც
გარეშე ძალამ შთამაგონა, ვიღაცამ უკითხავად შემომაჩეჩა-მეთქი.
მე გავიფიქრე: „აქამდე რატომღაც მეგონა, რომ მანქანა რჩეულთა
ხვედრია, რჩეულები კი რჩეულები არიან ან თავიანთი სიმდიდ-
რით, ან მამათა სიმდიდრით. ან ბედის ღიმილით. მაგრამ თუ კაცი
ამ საკითხს საგანგებოდ დაუფიქრდები, აღმოჩნდება, რომ სინამ-
დვილეში ასე არ არის საქმე. მანქანის შეძენა მდიდარი მემკვიდ-
რეობის გარეშეც შეიძლება. საჭიროა მხოლოდ დრო და ნებისო-
ფა“.
ამ ფიქრმა თავში ისე გამიარა, უცხო კაცი რომ გაივლის ეზოში.
ღმერთმა იცის, საიდან მოდის და საით აპირებს წასვლას.
თუ მზიანი დარი დგას და ეზო მშრალია, კიდევ არაფერი, მაგ-
რამ თუ ნაწვიმარია...
ჩემი ეზო სწორედ ნაწვიმარზე გადაჭრა უცხო კაცმა და თავისი
სქელლანჩიანი, უხეში ფეხსაცმელების ღრმა კვალი დატოვა.
უცხო კაცი თავისი გზით წავიდა და იმ დღეს მის კვალს აღარ
შევუწუხებივარ. მგონი გადამავიწყდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში,
საღამომ წყნარად და უშფოთველად ჩაიარა, თუ იმას არ ჩავ-
თვლით, რომ წიგნის კითხვას გული ვერ დავუდე.

35
მეორე დილით დედოფალ ნეფერტიტის სურათი ჩვრით გა-
დავწმინდე და სამსახურში წავედი.
სამსახურის შემდეგ, ჩვეულებისამებრ, დიეტურ სასადილოში
შევედი და ვისადილე. ოღონდ მეორე თავი კერძი არ მომითხო-
ვია, მარტო ბორშჩი დავხვრიპე. სიმართლე რომ გითხრათ, არც
ბორშჩი მინდოდა, მაგრამ თავს ძალა დავატანე, ვიცოდი საღამოს
მომშივდებოდა და სახლიდან გამოსვლა დამეზარებოდა.
მერე შინ დავბრუნდი.
მთავარი ქუჩიდან რომ გავუხვიე და აღმართს შევუდექი, ის ქა-
ლიშვილი გამახსენდა, გუშინ რომ შოლტივით ტანს მიარხევდა
ჩემს წინ და ოქროსფერი თმა და ეგვიპტური მხრები ჰქონდა. მი-
ვიხედ-მოვიხედე. ქუჩა დაკვირვებით მოვათვალიერე. ქალიშვი-
ლი, რა თქმა უნდა, არსად ჩანდა. არ ვიცი რისი იმედით, მაგრამ
რატომღაც მეგონა, ისევ შევხვდები-მეთქი და, რომ ვერსად დავი-
ნახე, იმედგაცრუებული დავრჩი. გზაჯვარედინთან კიდევ მოვტრი-
ალდი და დაღმართს თვალი მოვავლე. მერე მარცხნივ გავიხედე,
საითაც გუშინ წავიდა, და ჩემდა გასაოცრად და სასიხარულოდ
მართლა დავინახე. მშვიდი ნაბიჯით მოდიოდა და შოლტივით
ტანს ოდნავ მოარხევდა. გზაჯვარედინს რომ მოადგა, ქალიშვილ-
მა თავი აიღო და შემომხედა. ალბათ, ჩემი დაჟინებული მზერა თუ
იგრძნო. მეც არ დავაყოვნე და ურცხვად გავუღიმე. მაშინ ქალიშ-
ვილს სახეზე სიწითლემ გადაკრა, სწრაფად ამარიდა თვალი და
დაღმართს დაუყვა. მე კი ვიდექი და ქარაფშუტა ყმაწვილივით
უტიფრად და მოურიდებლად ვუყურებდი მანამ, სანამ თავდაღ-
მართი არ ჩაათავა და თვალს არ მიეფარა. მერე მშვენიერ ხასი-
ათზე დავდექი და ღიღინ-ღიღინით გავუდექი გზას შინისაკენ.
მაგრამ ჩემს ოთახში ისევ წავაწყდი სქელლანჩიანი უხეში ფეხ-
საცმელების კვალს და ოქროსთმიანი ქალიშვილი წამსვე გადამა-

36
ვიწყდა. გონებაში ისევ ამომიტივტივდა გუშინდელი ფიქრი მანქა-
ნისა და ბედის ღიმილის შესახებ. ოღონდ ამჯერად ეს ფიქრი გა-
რედან არ შემოუტანიათ. ჩემივე სხეულის ღრმა ფენებიდან ამოძ-
ვრა და ტვინში მტკიცედ მოიკიდა ფეხი.
და ჩემთვის ნათელი შეიქნა, რომ უცხო კაცის კვალი შავკეპიანი
უცნობის კვალი იყო, ხოლო ფიქრი მანქანის შესახებ - მისი ლაპ-
ლაპა „ვოლგის“ ანარეკლი. შავკეპიანი უცნობი მოხდენილი მოძ-
რაობით ჩაჯდა მანქანაში. ეს მოხდენილი მოძრაობა, რომელიც
უსხეულო სურათად შემოვიდა ჩემს არსებაში, ეტყობა, იქ რაღაც
ნერვს წამოედო, გააღიზიანა და წონასწორობიდან გამოიყვანა.
მე უკვე ვიცოდი, რომ კუკუდამალობანას თამაშს აზრი აღარ
ჰქონდა. გადაწყვეტილება მიღებული იყო. ჩემი ქვეცნობიერი არ-
სება, უბრალოდ, ერთბაშად არ მიმხელდა ამას. ნელ-ნელა მაპა-
რებდა, მაჩვევდა.
და მე ვფიქრობდი: „მანქანით შეგიძლია ისეთ გზაზე იარო, რო-
მელზედაც ფეხით ვერ ივლი. მანქანიანი კაცი ხარისხობრივად
განსხვავდება უმანქანო კაცისაგან. მანქანიანი კაცი სხვა ჯიშის კა-
ცია. როცა მანქანა გაქვს, ფეხითაც კი შეგიძლია ამაყად თავაწე-
ულმა
იარო. სხვის მანქანაში ვერ ჩაჯდები ისე მოხდენილად, რო-
გორც შენსაში. მანქანა გაძლევს საკუთარი თავის რწმენას და გა-
თავისუფლებს ყოველგვარი კომპლექსისაგან“.
რაკი არხი იპოვეს, ფიქრები უფრო ლაღად წამოვიდნენ და
უფრო დალაგებულად გამწკრივდნენ ჩემს წინ.
„რომელმა იდიოტმა მოიგონა, თითქოს მანქანა მხოლოდ რჩე-
ულთა ხვედრი იყოს? ალბათ ისეთმა მორცხვმა და უსახურმა იდი-
ოტმა, რომელიც ყველას შიშით უყურებდა, ყველა თავისზე ძლი-
ერი ეგონა და საკუთარი უილაჯობის გრძნობა მთელი სიცოცხლე

37
მაჯლაჯუნასავით აწვა. არა, ბატონო იდიოტო! მანქანის შეძენა შე-
უძლია ყველას, ვისაც საკმაო ნებისყოფა და მოთმინება აქვს“.
აქ ფიქრი შევწყვიტე და საკუთარი ნებისყოფისა და მოთმინე-
ბის კრიტიკულ ანალიზს შევუდექი. კარგა ხანს ვჩხრიკე და ვუკირ-
კიტე, გულმოდგინედ ვათვალიერე ყოველი მხრიდან და, ბზარი
რომ ვერსად ვუპოვე, კმაყოფილი დავრჩი.
მერე მაგიდას მივუჯექი, კალმისტარი და სუფთა ფურცელი ავი-
ღე და ანგარიში დავიწყე.
ვანგარიშობდი დიდხანს. ვანგარიშობდი რაღაც უცნაური გატა-
ცებითა და აზარტით.
ამოსავალი პუნქტი იყო ასი მანეთი, ჩემი ხელფასი.
მეც დავიდე წინ ეს ასი მანეთი, როგორც ყასაბი დაიდებს ყელ-
გამოღადრულ ცხვარს, და გულმოდგინედ შევუდექი მის დამუშა-
ვებას. მარჯვე და გამოცდილმა ყასაბმა კარგად იცის, რა ნაჭრები
შეიძლება ააცალოს ცხვარს ისე, რომ თვითონაც ისარგებლოს და
არც მუშტარი დაკარგოს. ეს კია, როცა მუშტარი საკუთარი თავია,
თვალის ახვევა ჭირს და ყოველ ტყუილს მტკიცე საბუთებით უნდა
გამაგრება.
მეც ვამაგრებდი.
ახლა ყველაფერი ეს ცოტა უცნაური ჩანს, ცოტა სასაცილო და
ცოტა შემაძრწუნებელი. მაშინ კი ცხოვრების ერთადერთი მყარი
გზა იყო.
და ყასაბი ღიღინით აცლიდა ცხვარს ზედმეტ ნაჭრებს და ფიქ-
რობდა, რომ ლუდი ჯანმრთელობისათვის ფრიად მავნებელი სას-
მელია, რომ მუცლის აღორება არ ვარგა და რომ დახუთულ ავ-
ტობუსში ჯდომას კაცმა სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული უნდა არ-
ჩიოს.
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

38
როცა მეგონა, უკვე ყველაფერი დავიანგარიშე და ახლა შეჯა-
მების დროა-მეთქი, უცებ პაპიროსი გამახსენდა.
ამან საგონებელში ჩამაგდო. რა თქმა უნდა, თამბაქო გაცილე-
ბით უფრო მავნებელია, ვიდრე ლუდი, ვიდრე ბევრი ჭამა და ვიდ-
რე დახუთულ ავტობუსში ჯდომა. მეორე მხრივ, თამბაქო არც კატ-
ლეტია და არც ერთი ზედმეტი ნატეხი შაქარი, რომ უბრალოდ და
მშვიდად თქვა უარი და შემდეგ საკითხზე გადახვიდე.
მაგრამ მცირე ყოყმანის შემდეგ ეს პრობლემაც გადავჭერი. ვი-
ფიქრე, თუ საკმაო ნებისყოფა არა მაქვს, ისა სჯობს, ახლავე ავი-
ღო ხელი ამ საქმეზე და ბედს შევურიგდე,
ხოლო თუ საკმაო ნებისყოფა მაქვს, დაე ამის დამამტკიცებელი
საბუთი პაპიროსის მიტოვება იყოს-მეთქი.
მერე დანაზოგი კაპიკები შევაჯამე.
გამოირკვა, რომ ერთი სერიოზული, დაკვირვებული ანგარი-
შით, რასაც სულ რაღაც ორი-სამი საათი სჭირდება, თურმე შეიძ-
ლება კაცმა თვეში დაზოგოს ორმოცი მანეთი.
საქმისათვის რომ ხალისი მიმეცა, რეკორდი დავაწესე: თუ რო-
მელიმე თვეში ცოტა მეტს დავზოგავდი, ეს თვე სარეკორდოდ გა-
მოცხადდებოდა და მერე მომდევნო თვეებს საშუალება ექნებო-
დათ ებრძოლათ ამ რეკორდის მოსახსნელად.
ფრიად კმაყოფილი დავრჩი ჩემი ანგარიშით.
თვეში ორმოცი მანეთი, წელიწადში ოთხას ოთხმოცი მანეთია.
ათ წელიწადში - ოთხიათას რვაასი მანეთი. თუ იმასაც ვიგულის-
ხმებთ, რომ შვებულებას სოფელში გავატარებ მამაჩემთან და ამ-
გვარად მთელი ხელფასი დამეზოგება...
არა, ეს არ იყო გლახაკისა და ქილა ერბოს ზღაპარი.
ჩემს გადაწყვეტილებას რეალური ანგარიში ედო საფუძვლად.
მეც გულდაგულ შევუდექი საქმეს.

39
პირველივე თვე სარეკორდო გამოდგა: ორმოცდაოთხი მანე-
თი და სამოცი კაპიკი დავზოგე და თავსაც ჩინებულად ვგრძნობდი.
უშაქრო ჩაი გემრიელი იყო, ფეხით სიარული მაკაჟებდა, ნაკლები
ჭამა სულიერ ძალებს მოქმედების ასპარეზს უფართოებდა.
მომდევნო სამ თვეს, მართალია, რეკორდი არ მოხსნილა, მაგ-
რამ გეგმა კი პირნათლად სრულდებოდა.
კრიზისი მეოთხე თვეს დამეწყო.
როგორც გამოირკვა, ჩემი ანგარიში მთლად უნაკლო არ ყო-
ფილა. ჯერ ერთი, ეგრეთწოდებული „გაუთვალისწინებელი ხარ-
ჯები“ გაჩნდა: ერთ თანამშრომელს მამა მოუკვდა და ფული შევუგ-
როვეთ, მეორე თანამშრომელი გათხოვდა და იმასაც ფული შე-
ვუგროვეთ.
გარდა ამისა, უკვე აღარც უშაქრო ჩაი მრგებდა, აღარც ნაკლე-
ბი ჭამა და აღარც ფეხით სიარული. თვალდათვალ ვსუსტდებოდი
და ფერს ვკარგავდი.
პაპიროსს შედარებით იოლად გადავეჩვიე. შეიძლება ეს ცოტა
უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ პაპიროსი ჩვევაა,
სმა-ჭამა კი მოთხოვნილება. უპაპიროსობა მხოლოდ პირველ
თვეს მიჭირდა. პირველ თვეს კი ყველა გასაჭირს ენთუზიაზმი ედე-
ბოდა მალამოდ. ხოლო როცა ენთუზიაზმი დაიღალა და მის
ზურგს ამოფარებული საგნები თავიანთი ნამდვილი სახით გამოჩ-
ნდნენ, პაპიროსს უკვე გადაჩვეული ვიყავი. გადაჩვევა ხომ, ისევე
როგორც მიჩვევა, მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკის საქმეა. მას
შემდეგ ათასში ერთხელ თუ გამკრავდა გულში მოწევის სურვილი,
ათასში ერთხელ თუ მომაგონდებოდა, რაოდენი ნეტარებაა, სიგა-
რეტს რომ მოქაჩავ და ბოლს ღრმად შეისუნთქავ. მომაგონდებო-
და და იქვე მავიწყდებოდა.
შიმშილი არ მავიწყდებოდა.

40
შიმშილი მაწვალებდა და მეც მივხვდი, რომ გაჯიუტებას აზრი
არ ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, რა თავში ვიხლიდი მანქანას, თუ-
კი სული ამომძვრებოდა.
ავდექი და ძველი ნაანგარიშევი ხელახლა გადავიანგარიშე.
საბოლოოდ დასაზოგი თანხა ოცდაათ მანეთამდე ჩამოვიდა. მარ-
თალია, ამით მანქანის შეძენის ვადა რამდენიმე წლით გადაიწევ-
და, მაგრამ სამაგიეროდ იმ ნანატრ დღეს ჯანმრთელი და საღ-სა-
ლამათი შევხვდებოდი.
ამგვარად, გაიარა პირველმა ენთუზიაზმმა, მომდევნო კრიზის-
მაც და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა.
კვირაობით დეიდა მარიამთან ვსადილობდი. გასაოცარი ქალი
გამოდგა. პირდაპირ თან მყვებოდა. ჯერ ხომ თხუთმეტი მანეთი
დამიკლო ბინის ქირიდან. მერე ეს საკვირაო სადილები შემოიღო.
ახლა არ იკითხავთ, რა ტაქტიანად მპატიჟებდა ხოლმე? საქმეს
ისე წარმოადგენდა, თითქოს ჩემის მხრივ დიდი წყალობა იყო, სა-
დილად თუ ვეწვეოდი. მარტო რომ ვსადილობო, მეუბნებოდა,
ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს რაღაც დანაშაულს ჩავდიოდე, და
ვცდილობ, რაც შეიძლება მალე მოვათავოო. საჭმელი ადამიანს
მაშინ შეგერგება, როცა გვერდით ვინმე გიზის და ერთად შეექცე-
ვითო.
მე მგონია, მართალიცაა.
თავიდან ხვეწნა-მუდარა და „შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე“
მჭირდებოდა, მერე და მერე ნაკლებ თავპატიჟს ვიდებდი. ბოლოს
სულ მთლად მოვშინაურდი, იმიტომ რომ ვხედავდი, გულით უხა-
როდა ჩემი მოშინაურება.
ასე მიდიოდა დრო და მეც მტკიცედ და განუხრელად მივაბი-
ჯებდი ჩემი მიზნისაკენ. არც აქეთ ვიხედებოდი, არც იქით. თითქოს
მე და ჩემს მიზანს შორის გვირაბი იყო გაჭრილი, მე ამ გვირაბს

41
მივუყვებოდი და სრულებით ვერ ვამჩნევდი, რა ხდებოდა სამყა-
როში, რომელიც გვირაბს გარეთ დარჩა.
გვირაბს გარეთ დამრჩა ზოგი ძველი ჩვევაც.
იმ ხანებში არც ერთხელ არ წარმომითქვამს უცნაური მონო-
ლოგი, არც ერთხელ არ მიხილავს ოსტატი, რომელიც ნილოსის
პირას დედოფლის სახეს ძერწავდა. წიგნებიც იშვიათად მაგონდე-
ბოდა. საღამოობით, მარტო რომ დავრჩებოდი შინ, უფრო ხში-
რად საბურავებზე ვფიქრობდი, მანქანის ფერსა და ნომრებზე, სა-
ჭესა და სიჩქარეების კოლოფზე. და ზოგჯერ მოგროვილ ფულს
ვითვლიდი.
ერთხელ დეიდა მარიამი ძველი ეგვიპტის ხელოვნებით დაინ-
ტერესდა.
კვირა დღე იყო. ორივენი ჩემს ოთახში ვიყავით. მე არაფერს
ვაკეთებდი, ის კი სველი ტილოთი იატაკს წმენდდა.
ნახევარი იატაკი რომ მოწმინდა, უცებ შეჩერდა, ჯერ მე შემომ-
ხედა, მერე - დედოფალ ნეფერტიტის პორტრეტს, და მოულოდ-
ნელად მითხრა: - სად იშოვე?
- ერთი ებრაელისგან ვიყიდე ამ რამდენიმე წლის წინ. მოგ-
წონთ?
- რა უჭირს... - და იატაკის წმენდა განაგრძო.
ცოტა ხნის შემდეგ ისევ გაიმართა, ამჯერად ჯერ პორტრეტს შე-
ხედა, მერე - მე. ისე დაჟინებით მიყურებდა, თითქოს რაღაცას
ამოწმებსო. ბოლოს მკითხა: - ხომ არ გაყიდი?
შავ სიცარიელეში ხითხითი გაისმა. ავი, დამცინავი, ნიშნისმომ-
გები. და ახლაც მიკვირს, გონს რომ მოვეგე, რამ გამაცინა.
დეიდა მარიამმა კოპები შეიკრა.
- რა გაცინებს?! მართლა გეკითხები!
- თქვენ გინდათ, დეიდა მარიამ?
- მე რა ჭირად მინდა!
42
- აბა ვის?
- არის ერთი მუშტარი.
მე სერიოზული სახე მივიღე.
- ყველაფრის გაყიდვა არ შეიძლება.
დეიდა მარიამმა თვალი თვალში გამიყარა, ტუჩის კუთხეები
ზიზღით ჩამოუშვა და დიდხანს მიყურა ასე, როგორც მასწავლებე-
ლი უყურებს წყალწაღებულ მოწაფეს. ბოლოს დამცინავად ჩა-
იქირქილა.
- მოიგონებენ რაღაცას! ქრისტე გაყიდეს და ქაღალდის ნაგლე-
ჯი რა მითქვამს!
- ქრისტე იუდამ გაყიდა. - მშვიდი ღიმილით ვუთხარი მე.
- კაი ფასი შეეძლიათ, არც დანარჩენები დაიხევდნენ უკან.
მე წამით ვიგრძენი, რომ ღიმილი რაღაც სულელური გამომეტ-
ყველებით შემეცვალა.
- სხვაგან ეძიოს თქვენმა მუშტარმა საქონელი.
- სხვაგანაც ეძებს. - სწრაფად მიპასუხა დეიდა მარიამმა. მერე
წეღანდელივით თვალი თვალში გამიყარა. - რამდენი წლისა
ხარ?
- ოცდაცხრის.
- ოცდაცხრის... - ისეთი დაფიქრებით გაიმეორა, თითქოს გუნე-
ბაში ანგარიშობს, სინამდვილეში რამდენია ეს ოცდაცხრა წელიო.
მერე მითხრა: - ოცდაცხრა წლის კაცს ცხოვრება მოწყობილი უნდა
ჰქონდეს. შენ რა გაქვს მოწყობილი? სახლი არა გაქვს და კარი.
ფული არა გაქვს და ქონება. ერთი კოსტუმი გაცვია. საგარეოც
ეგაა და საშინაოც, სათეატროც და სადღესასწაულოც, ცოლი რომ
შეირთო, სად გინდა წაიყვანო? თუ ჭკუა გაქვს, შენს სასიკეთოს გე-
უბნები. კაი მუშტარია და კაი ფასს მოგცემს.
- მაინც რამდენს?

43
- იცინე, შენ, იცინე და ის კაცი ცოტა ახირებული კაცია. ნაგავი-
ვით ფანტავს ფულს... ოცდაცხრა წელი... - აქ დეიდა მარიამმა და-
ავლო თავის ტილოს ხელი, მიმიტოვა სანახევროდ მორეცხილი
იატაკი და წავიდა.
მე ღიმილით გავაყოლე თვალი. მერე დედოფალ ნეფერტიტის
პორტრეტს შევხედე.
მომეჩვენა, თითქოს დედოფალი ნეფერტიტიც ოდნავ შესამ-
ჩნევად იღიმებოდა.
მაშინ ფულის მოგროვება ახალი დაწყებული მქონდა. კრიზისი
რომ გადავიტანე და იძულებული შევიქენი ორმოცი მანეთი ოც-
დაათი მანეთით შემეცვალა, ეს საუბარი მომაგონდა.
და არ გამღიმებია.
მოგონებას რაღაც გაუცნობიერებელი, მაგრამ აშკარად უსია-
მოვნო ფიქრი აჰყვა. ვცდილობდი ეს ფიქრი მანამ მომეშორებინა
თავიდან, სანამ ცნობიერ აზრად იქცეოდა.
ფიქრი არ მშორდებოდა. მთვრალივით დაბანცალებდა გონე-
ბაში და ხან რას წამოედებოდა, ხან რას.
ვატყობდი, ეს ამბავი კარგს არაფერს მოასწავებდა.
ერთხელ იმ დროს წავასწარი თავს, როცა სამზარეულოში უაზ-
როდ ვტრიალებდი დეიდა მარიამის ირგვლივ, თითქოს რაღაცას
ველოდი.
და მივხვდი.
ველოდი, როდის ჩამომიგდებდა სიტყვას იმ ამბავზე.
ფიქრმა, ბოლოს და ბოლოს, ბილიკს მიაგნო და აზრად იქცა.
ოცდაათი მანეთობით მანქანის ყიდვა შორეული მომავლის
საქმეა.
რამდენად ახირებული შეიძლება იყოს კოლექციონერი და
რამდენი შეიძლება დასტყუო ძალიან ახირებულ კოლექციონერს?

44
- მაინც რამდენს მომცემს, დეიდა მარიამ, ის თქვენი მუშტარი,
როგორ ფიქრობთ?
ვითომ პიჯაკის კალთაზე ლაქა ვიპოვე და მთელი გულისყური
იქითკენ მქონდა მიპყრობილი.
- გაყიდი? - დეიდა მარიამმა ცერად ამომხედა.
- არა. გაყიდვით არ გავყიდი. ისე მაინტერესებს. - მე „ლაქას“
ჩავკირკიტებდი.
მაინც ვიგრძენი, რომ დეიდა მარიამმა გაიღიმა.
- რა ვიცი. შენ თვითონ ჰკითხე. იქნება ხუთასი მოგცეს. იქნება
ათასი. იქნება ორი ათასი. იქნება სულაც აღარ უნდა. რა ვიცი...
მოვიყვანო?
- არა.
შევტრიალდი. ჩემს ოთახში შევედი. დედოფალ ნეფერტიტის
სურათს თვალი ავარიდე. გარეგნულად თითქოს არაფერი მემჩნე-
ოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ შიგნით, სხეულში კანკალებდა რა-
ღაც.
როგორც იქნა, დავიმორჩილე თავი. ჩავიცვი, სახლიდან გავე-
დი და გვიან ღამემდე არ დავბრუნებულვარ.
მომდევნო დღეებში დეიდა მარიამთან შეხვედრას ვერიდებო-
დი. ახლა უკვე მეშინოდა, ისევ არ ჩამომიგდოს სიტყვა იმ ამბავზე-
მეთქი.
მაგრამ ჩემი შიში უსაფუძვლო გამოდგა.
დეიდა მარიამს სავაჭრო მოლაპარაკება აღარ განუახლებია.
მერე და მერე შიშმა გამიარა და ისევ ლოდინი დავიწყე.
ისევ წავასწარი თავს იმაზე, თუ როგორ ვტრიალებდი სამზა-
რეულოში დეიდა მარიამის ირგვლივ უსაქმოდ და უაზროდ.
მაგრამ ლოდინიც შიშივით უსაფუძვლო იყო.
დეიდა მარიამი ჯიუტად დუმდა.
ფულის დასტა კი ძალიან ნელა იზრდებოდა.
45
ხანდახან, ფულს რომ გადავითვლიდი, თვალწინ წარმომიდ-
გებოდა მეორე, უფრო სქელი დასტა, რომელიც უკვე მოგროვე-
ბულს ერთბაშად ემატებოდა, და სადარბაზოს წინ ჩნდებოდა შავი,
ლაპლაპა „ვოლგა“, რომელიც ჩემი იყო. მე წელში გამართული
ამაყად ვიჯექი მანქანაში, ცალი ხელით საჭეს ვმართავდი, მეორე
დაუდევრად მქონდა ჩამოყრდნობილი ღია სარკმლის ჩარჩოზე.
და მივქროდი ლაღად. და გამვლელები შურითა და აღტაცებით
მიყურებდნენ...
დედოფალ ნეფერტიტის პორტრეტს შეძლებისდაგვარად
თვალს ვარიდებდი...
ოქროსთმიანი ქალიშვილი იმ ზაფხულს მეტად აღარ შემხვედ-
რია.
როგორც მოგახსენეთ, სულ ორჯერ ვნახე. პირველად, ჩემს წინ
რომ მიაბიჯებდა აღმართში, და მეორედ, გზაჯვარედინზე რომ სუ-
ლელურად გავუღიმე და მერე თვალი აღარ მომიშორებია, სანამ
მთავარ ქუჩაზე არ ჩავიდა.
ამის შემდეგ აღარ მინახავს და, სიმართლე გითხრათ, აღარც
მომგონებია.
ზაფხულში შვებულება ავიღე და სოფელში წავედი.

46
მაკა

და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს...


იოანე 1, 5

ოქროსთმიანი ქალიშვილი მესამედ შემოდგომაზე ვნახე.


და მაშინვე მივხვდი, რომ თურმე დავიწყებული კი არ მყავდა,
უბრალოდ მთელი ამ ხნის განმავლობაში მეხსიერების რომელი-
ღაც ბნელ კუთხეში იდგა, როგორც მსახიობი კულისებში, და თა-
ვის ჯერ ელოდა, რომ სცენაზე გამოსულიყო.
ოთხშაბათი დღე იყო. დილის თერთმეტი საათი.
ოთშაბათობით სამსახურში გვიან მივდიოდი და ახლა აღარ
მახსოვს, სად ვიყავი იმ დილით და საიდან ვბრუნდებოდი.
მთავარი ქუჩიდან გადავუხვიე და აღმართს შევუდექი. მივაბი-
ჯებდი ჩემთვის ჩაფიქრებული და არაფრის მოლოდინი არ მქონ-
და. უცებ გზაჯვარედინთან ოქროსთმიანი ქალიშვილი გამოჩნდა.
თავისი ქუჩიდან გადმოუხვია და ქვემოთ წამოვიდა.
გული ამიფანცქალდა, ძარღვები ისე ამითრთოლდა, თითქოს
ვიღაც უხილავმა მევიოლინემ ზედ თავისი ხემი გაუსვ-გამოუსვა.
მკერდქვეშ ძლიერი გაკვირვება დაიბადა იმის გამო, რომ რამდე-
ნიმე თვის განმავლობაში მე ეს მხრები და ეს თმა სრულებით არ
მომგონებია.
ქალიშვილი ჩემკენ მოდიოდა.

47
სახე ჰქონდა მშვიდი და კრიალა, როგორც მოწმენდილი ცა.
მხრები - თხელი და საოცრად სწორი. მოდიოდა წელში გამართუ-
ლი. მოაბიჯებდა რბილად და იმედიანად.
წითელი ხალათის მაგივრად ახლა სქელი, მაღალყელიანი
ჯემპრი ეცვა. ჯემპრის წყალობით სხეულის ხაზები უფრო მკაფიოდ
ჩანდა და ამით ფიგურა დიდად იგებდა. მაგრამ მე მაინც ის წითე-
ლი ხალათი მერჩივნა, უფრო მეტიც. ჯემპრი საერთოდ არ მომე-
წონა და ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ამასთან დაკავშირე-
ბით რაღაც უნდა მეთქვა ქალიშვილისთვის. მერე რა, რომ არ ვიც-
ნობდი! ერთხელ ხომ გავუღიმე. მართალია, უაზროდ და ბრიყვუ-
ლად გავუღიმე, მაგრამ ღიმილი მაინც ღიმილია, ადამიანებს შო-
რის რაღაც დამოკიდებულებას ამყარებს.
თუმცა ამ განზრახვიდან არაფერი გამოვიდა. ვერც კი მოვასწა-
რი იმის გააზრება, თუ რატომ არ მომეწონა ეს ჯემპრი და, კერძოდ,
რა შენიშვნა უნდა გამომეთქვა ამის გამო.
ოქროსთმიანი ქალიშვილი ამასობაში მომიახლოვდა.
ერთმანეთს რომ გავუსწორდით, თავი აიღო და შემომხედა.
და მეც უცებ მივხვდი, რომ ჩემს დანახვაზე რაღაც აზრმა გაუ-
ელვა. გამოხედვაზე შევატყვე. თვალებში რაღაც უცხო შუქი გაუკ-
რთა. რა შუქი იყო, ვერ გავიგე, რადგან ყველაფერი ელვის სის-
წრაფით მოხდა. ერთი შემომხედა და იმავე წამს გვერდით ჩამი-
არა.
შევჩერდი და თვალი გავაყოლე.
და ერთბაშად მივხვდი, რატომ არ მომეწონა მისი ჯემპრი.
იმიტომ რომ ყელს უფარავდა.
მშვენიერ, თლილ ყელს. ოდნავ წახნაგოვანს, ოდნავ არარეა-
ლისტურს; და ძალიან ლამაზს.

48
უეცრად მომინდა უკან დავდევნებოდი, დავწეოდი, დაუფარა-
ვად მეთქვა ჩემი კრიტიკული შენიშვნა და კატეგორიულად მომეთ-
ხოვა, მეორედ აღარ ვნახო, ეგ ჯემპრი გეცვას-მეთქი.
ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი საქციელი სულელური
კი იქნებოდა, მაგრამ ძალიან ბუნებრივი და ადამიანურიც იქნებო-
და.
მე კი იმის ნაცვლად, რომ ეს ბუნებრივი ნაბიჯი გადამედგა, მო-
ულოდნელად შემოწოლილი სირცხვილის გრძნობას დავემორჩი-
ლე. „დამდგარხარ აქ, შუა ქუჩაში, და შენი უტიფარი მზერის შიშით
ხალხს მშვიდად ვეღარ გაუვლია!“
მივტრიალდი და შინისაკენ წავედი.
გზაჯვარედინს რომ მივაღწიე, ერთხელ კიდევ მივიხედე.
ქალიშვილი აღარ ჩანდა.
გულზე ნაღველი შემომაწვა და დაღლილობა ვიგრძენი.
მივდიოდი შინისაკენ. მივაბიჯებდი დუნედ და უსიცოცხლოდ.
მაგრამ, ცოტა გზა რომ გავიარე, ოქროსთმიანი ქალიშვილის
სახე დამეწია და მარტოობის ნაღველი გამიფანტა.
თვალწინ დამიდგა წეღანდელი შეხვედრის ყოველი დეტალი.
ყველაფერს ნათლად და მკაფიოდ ვხედავდი და ვცდილობდი გა-
მომეცნო, რა გაიფიქრა ჩემს დანახვაზე.
კარგს რას გაიფიქრებდა.
ალბათ, მიცნო.
„ეს ის არ არის, ერთხელ რომ პირი ყურებამდე გაეხა და მერე
დიდხანს იდგა ასე, სასაცილო და ქვეყნის მასხარა?“.
კარგს რას გაიფიქრებდა!
მაგრამ, თუ კარგს არაფერს გაიფიქრებდა, რაში მჭირდებოდა!
რას მომდევდა, რომ მომდევდა!

49
ის კი მაინც მომდევდა და წამით არ მშორდებოდა. შევჩერდე-
ბოდი, შეჩერდებოდა. წავიდოდი, წამოვიდოდა. მერე წინ გამიძ-
ღვა და ერთთავად ჩემი მხედველობის არეში იყო. ხან მთლიანი
ფიგურა მიაბიჯებდა ჩემს წინ და შოლტივით ტანს ოდნავ მიარხევ-
და, ხან მარტო მხრები ჩანდა, ხან მარტო ყოჩივარდას თაიგულად
შეკრული თმა.
სადარბაზოში შევედი და შემომყვა. ჩემს ოთახში შევედი და
იქაც შემომყვა. საშველი აღარ იყო. აღელვებულმა დავიწყე ბოლ-
თის ცემა. ისიც ჩემთან ერთად ბოლთას სცემდა. ფანჯარა გავაღე
და თითის წვერებზე შემდგარმა ეზოში გადავიხედე. მაინც ვერ მო-
ვიშორე. სათითაოდ გადმოვიღე ყველაზე უფრო საყვარელი წიგ-
ნები და კითხვა
დავიწყე. არაფერი გამოვიდა. შუა ოთახში დავიდგი სკამი, დავ-
ჯექი და დედოფალ ნეფერტიტის სურათს მივაჩერდი. ყველაფერი
ამაო იყო.
მაშინ ბოლო კოზირი მოვიშველიე: ჩემოდნიდან ფული ამოვა-
ლაგე და თვლას შევუდექი.
თავიდან არც ამან გაჭრა. ოქროსთმიანი ქალიშვილი ხავერ-
დის ფარდასავით ეფარებოდა ზემოდან ათმანეთიანებსა და ოც-
დახუთმანეთიანებს და ანგარიშს მირევდა. ერთხელ დავიწყე თა-
ვიდან, ორჯერ, ხუთჯერ... ბოლოს და ბოლოს, ფულმა მაინც თა-
ვისი ქნა. ათმანეთიანები და ოცდახუთმანეთიანები, მკვრივი, გაუმ-
ჭვირვალე ასიგნაციები, ნელ-ნელა გამოცურდნენ წინ, თვითონ გა-
დაეფარნენ ზემოდან ხავერდის ფარდას და საქმეც აეწყო. ოქ-
როსთმიანი ქალიშვილის სახე უკან-უკან წავიდა და დამარცხებუ-
ლი შეერია სივრცეს.
ამ დროს ვიღაცამ დააკაკუნა.
ფული სასწრაფოდ მოვხვეტე, ჩემოდანში ჩავყარე და მობ-
რძანდით-მეთქი, გავძახე.
50
დეიდა მარიამი უცნობს შემოუძღვა.
პატარა კაცი იყო, გამხდარი. ოცდაათი-ოცდათორმეტი წლისა
იქნებოდა. დიდი ცხვირი ჰქონდა და წინ წამოვარდნილი ნიკაპი.
უცნაური ფორმის ლაბადა ეცვა. გრძელი და შავი. და შავი სათვა-
ლე ეკეთა.
მკვეთრი და ცოტა ნერვიული მოძრაობები ჰქონდა.
სწრაფი, მოკლე ნაბიჯებით შემოვიდა. მერე მოწყვეტით შედგა,
თავი ოდნავ წინ წამოსწია და მომაჩერდა. მიყურა, მიყურა და
მკვეთრად შეტრიალდა დეიდა მარიამისაკენ. სათვალე სწრაფად
წაიძრო და ისევ გაიკეთა. ახლა დეიდა მარიამს უყურა. უცნაური
მიმოხრა და უცნაური ჟესტიკულაციები ჰქონდა. ერთბაშად ამოძ-
რავდებოდა და ასევე ერთბაშად გაშეშდებოდა, თითქოს ვიღაც
უხილავი რთავდა და თიშავდა. დაჟინებით დააცქერდა დეიდა მა-
რიამს და თავი გაიქნია. არ ვიცი სინანული გამოხატა ამით, მუქარა
თუ სხვა რამე. ეს კია, რომ დეიდა მარიამი აიბუზა, მოიკუნტა, თავი
მხრებში ჩარგო და უხმოდ, ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან.
უცნობი ახლა ისევ მე მომიბრუნდა. ფიცხად წამოვიდა ჩემკენ
და ისე გამომიწოდა ხელი, თითქოს ჯოხი გადმომიგდოო.
- პატიოსანი ვაჭარი და კოლექციონერი.
ლაპარაკიც ჟესტიკულაციასავით ჰქონდა: სწრაფი, მკვეთრი,
ნაწყვეტ-ნაწყვეტი. მე სათვალეს ვუყურებდი, მაგრამ თვალებს ვერ
ვხედავდი.
- ასე მოგმართოთ? - ღიმილით ვკითხე, რაკი სახელის მაგივ-
რად ტიტული მითხრა.
- მიმართვის ფორმა დროის ფუჭი ფლანგვაა. როგორც გინ-
დათ, ისე მომმართეთ. მე ვაჭარი და კოლექციონერი ვარ.
- პატიოსანი.
სათვალე სწრაფად წაიძრო და გაიკეთა.
- პატიოსანი.
51
- რას ყიდულობთ? ან რას აგროვებთ?
- ყველაფერს. განსაკუთრებით სიტყვებს.
- სიტყვებს? - გაკვირვებით შევხედე. - რა სიტყვებს?
- წამოცდენილს, წამოსროლილს, დაუფიქრებელს.
რაღაც ბუნდოვანმა მოგონებამ ელვის უსწრაფესად ჩაიქრო-
ლა.
- დეიდა მარიამმა გითხრათ, რომ მე წამოცდენილი, წამოსრო-
ლილი და დაუფიქრებელი სიტყვები მაქვს?
სწრაფად შეატრიალა თავი კარისკენ და ასევე სწრაფად შემო-
ატრიალა ჩემკენ.
- სული არ არსებობს. - მითხრა მოულოდნელად.
- რა იცით?
- არ მტკიცდება.
- მერე რა?
- რაც არ მტკიცდება, არც არსებობს. ხვალ თუ დამტკიცდა,
ხვალ იარსებებს. - სათვალე წაიძრო და გაიკეთა. - მაგრამ სულის
დამტკიცება შეუძლებელია. თუ გინდა სული დაამტკიცო, საკუთა-
რი სხეული ფანჯრიდან უნდა გადააგდო და მოკლა. შეგიძლიათ?
- რწმენა?
- რწმენა ონანიზმია. - მკვეთრად შეტრიალდა, დედოფალ ნე-
ფერტიტის სურათს შეხედა, ისევ შემოტრიალდა. ხელი ჯოხივით
აისროლა და საჩვენებელი თითი პორტრეტს მიუშვირა. - თორმე-
ტი მაქვს, ეს მეცამეტე იქნება.
მეც შევხედე სურათს.
დედოფალი ნეფერტიტი მაღალი იყო, ზვიადი და სევდიანი.
და მოულოდნელად ოქროსთმიანი ქალიშვილი გაჩნდა.
ოქროსთმიანმა ქალიშვილმა შემომხედა და მივხვდი, რომ
ჩემს დანახვაზე თავში რაღაც აზრმა გაუელვა. იმავ წამს გვერდით
ჩამიარა და წავიდა. თხელი, საოცრად სწორი მხრები ჰქონდა და
52
ყოჩივარდას თაიგულივით შეკრული თმა. მიდიოდა წელში გამარ-
თული, მიაბიჯებდა რბილად, მშვიდად, იმედიანად.
და ჩემი მოკუმული ტუჩები თავისთავად გაიხსნა და ვიღაცამ
ხმამაღლა გამოაცხადა: - აუდიენცია დამთავრებულია.
უცნობმა თავი უკან გადაიგდო და ისე შემომხედა, მერე წინ წა-
მოსწია და ისე შემომხედა. ბოლოს ფიცხად შეტრიალდა და მოკ-
ლე, სწრაფი ნაბიჯით წავიდა კარისაკენ. კარი რომ გამოაღო, ისევ
მობრუნდა, უცებ გაშეშდა. მიყურა, მიყურა. სათვალე წაიძრო და
გაიკეთა.
- ყველა გზა რომში მიდის, - მომაძახა მერე სხაპასხუპით და გა-
ვიდა.
მე დედოფალ ნეფერტიტის პორტრეტს შევხედე, გავუღიმე და
უცნობი როგორღაც ერთბაშად ამოვარდა მეხსიერებიდან.
იქნებ ცუდი არაფერი უფიქრია-მეთქი, გავივლე გუნებაში.
ცუდი რატომ უნდა ეფიქრა? მერე რა, თუ გავუღიმე! ღიმილი
ხომ იგივე ქათინაურია. და განა ქვეყანაზე მოიძებნება ისეთი ქა-
ლი, ქათინაური რომ არ ესიამოვნოს?
„აა! თქვენ ის არა ხართ, ერთხელ რომ გამიღიმეთ? სიტყვიე-
რადაც ხომ არაფერს დაამატებდით მაშინდელ ღიმილს?“
ცუდი რატომ უნდა ეფიქრა?
მე სარკეში ჩავიხედე, თმა გავისწორე, ჩემს თავს გავუღიმე და,
საერთოდ მთელი საღამო საკმაოდ სულელურად ვიქცეოდი.
ამ ღამეს, რომ დავწექი და მაგიდის ლამფის შუქზე წიგნის კით-
ხვა დავიწყე, ჩემდა გასაოცრად ძველმა ჩვეულებამ გამიხსენა. ერ-
თხანს ვიკითხე, მერე თვალები დავხუჭე და თითქმის ბურანში ვი-
ყავი წასული, როდესაც სამყაროდან საგნები გაიკრიფნენ და სივ-
რცე დაიცალა. მერე ეს სივრცე უცხო დეტალებით აივსო. გადაი-
ჭიმა ნილოსი, ქვეყნიერების ცისფერი ძარღვი, ამოიმართნენ პი-
რამიდები, გაჩნდნენ ქანდაკებები და ოცნებასავით მოხატული
53
კედლები. ოსტატი ისე შეეხო დედოფლის დაუმთავრებელ ქანდა-
კებას, თითქოს ნამდვილ დედოფალს შეხებოდეს...
და ყოველივე ამას ფონად ეღვრებოდა უჩვეულო მუსიკა.
საოცარი ის იყო, რომ მუსიკა კი არ ისმოდა, არამედ ანათებდა.
ანათებდა და ცხოველმყოფელობას მატებდა ყველაფერს: ნი-
ლოსსაც, პირამიდებსაც, გიგანტურ ქანდაკებებსაც, ოსტატსაც,
ცხელ მიწასაც და მცხუნვარე მზესაც.
მე მიკვირდა ეს უჩვეულო, მანათობელი მუსიკა და ძილბურან-
ში ჩაფლული ვცდილობდი გამომეცნო, საიდან შემოვიდა იგი ჩემს
ძველ ჩვევაში.
და მივხვდი.
მაშინ მივხვდი, როცა გამახსენდა, რომ საგნები მთლიანად არ
გაკრეფილან სამყაროდან და სივრცე მთლიანად არ დაცლილა.
სივრცეში დარჩა ოქროსთმიანი ქალიშვილი, რომელიც უცხო
ჰარმონიად შემოვიდა ჩემს ხილვაში და ჯადოსნური მუსიკა შემოი-
ტანა, როგორც ზღაპრული ფონი.
და მე ჩამეძინა.
დილით სამსახურში მიმავალი, გზაჯვარედინთან შევჩერდი და
ქუჩა მოვათვალიერე. ოქროსთმიანი ქალიშვილი არსად ჩანდა.
დავდექი და ლოდინი დავუწყე. იმდენ ხანს ვიდექი, რომ სამსახურ-
ში დავიგვიანე, ოქროსთმიანი ქალიშვილი კი ვერ ვნახე.
ნასადილევს, შინ რომ ვბრუნდებოდი, მთავარი ქუჩისა და ჩემი
აღმართის გადაკვეთასთან შევჩერდი და დილანდელივით დავ-
ზვერე არემარე. ოქროსთმიანი
ქალიშვილი ვერსად აღმოვაჩინე. გზა რომ უნდა განმეგრძო,
თავში უცებ ერთი აზრი მომივიდა. კუთხეში ფართლეულის მაღა-
ზია იყო. შესასვლელი მთავარი ქუჩიდან ჰქონდა. სამაგიეროდ აღ-
მართის მხარეს უზარმაზარი ფანჯარა გადიოდა, რომელიც თით-
ქმის მთლიანად ცვლიდა კედელს. ამაზე უკეთეს სათვალთვალო
54
პუნქტს ეშმაკიც ვერ მოიგონებდა. დაუყოვნებლივ შევედი მაღაზი-
აში, ყასიდად დავიწყე საშარვლეებისა და საკოსტუმეების სინჯვა,
თან ცალი თვალი ფანჯრისკენ მეჭირა. ათი წუთი გავიდა. ოცი წუ-
თი, ნახევარი საათი. ქალიშვილი არა და არ ჩანდა, სამაგიეროდ
ყურპარტყუნა, ქაჩალი გამყიდველი კარგახანია უკვე ეჭვით მიმ-
ზერდა და ისეთ შეურაცხმყოფელ ვარაუდებს აფრქვევდა თვალე-
ბიდან ჩემი მისამართით, რომ მეტი დაყოვნება აღარ შეიძლებო-
და.
მაღაზიიდან გამოვედი და გულდამძიმებული შევუდექი აღ-
მართს.
მაგრამ იმედი არ გადამიწურავს და მომდევნო დღეებშიც გან-
ვაგრძობდი თვალთვალს.
ყოველ საღამოს, იმის მაგივრად, რომ მთავარი ქუჩიდან გადა-
მეხვია და აღმართს შევდგომოდი, ფართლეულის მაღაზიაში შევ-
დიოდი, მოგონილი გულმოდგინებით ვაკვირდებოდი საშარვლე-
ებსა და საკოსტუმეებს და, მგონი, პროფესიონალი ჯაშუშის ჩვევე-
ბიც შევიძინე. ყურპარტყუნა გამყიდველი დარწმუნდა, რომ არაფ-
რის მოპარვას არ ვაპირებდი, და თანდათან შეურიგდა ჩემს არსე-
ბობას. მართალია, ის კი ვეღარ გაეგო, თუ არაფრის მოპარვას არ
ვაპირებდი, მაშ რაღა ჯანდაბად ვყურყუტებდი აქ საათობით და
რას ვაცეცებდი თვალებს ქურდივით, მაგრამ ადამიანი ხომ ყო-
ველგვარ უცნაურობას ეგუება. ყურპარტყუნა გამყიდველიც, ბო-
ლოს და ბოლოს, შეეგუა იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაზე არსებობს ვი-
ღაც იდიოტი, რომელსაც არაფერი ისე არ სიამოვნებს, როგორც
ფართლეულის მაღაზიაში ყოფნა.
დღე დღეს მისდევდა, კვირა - კვირას. ოქროსთმიანი ქალიშვი-
ლი კი არსად ჩანდა. მხოლოდ სიზმარში ვნახე ერთი-ორჯერ, ეს
იყო და ეს.
თუმცა, რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი.
55
ხან სამსახურიდან გამოვიპარებოდი და ადრიანად მოვაშურებ-
დი სათვალთვალო პუნქტს. ხან განზრახ შევყოვნდებოდი და შე-
დარებით გვიან დავდგებოდი სადარაჯოზე, ხანაც, განსაკუთრე-
ბით დილ-დილაობით, გზაჯვარედინთან დავყიალობდი უსაქმოდ
და თან საკუთარ თავს ვარწმუნებდი, სუფთა ჰაერზე ვსეირნობ-
მეთქი.
საერთოდ, მე ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ეს მონაკვეთი მხატ-
ვრული და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე
საინტერესო და დაძაბული ეტაპი იყო. ერთი მხრივ, ყოველ ღონეს
ვხმარობდი, რომ ოქროსთმიან ქალიშვილს შევხვედროდი, მე-
ორე მხრივ, აშკარად მეშინოდა ამ შეხვედრის. დავდიოდი ფარ-
თლეულის მაღაზიაში, ვეძებდი, ვუთვალთვალებდი, ვზვერავდი,
„სუფთა ჰაერზე ვსეირნობდი“ და ირგვლივ გამოუცნობი ეჭვები
მერტყა.
ბოლოს და ბოლოს, ამაგი დამიფასდა და ჩემმა ხანგრძლივმა,
დაძაბულმა შრომამ ნაყოფი გამოიღო: ერთ მშვენიერ დღეს ოქ-
როსთმიანი ქალიშვილი ისევ ვნახე.
თქვენ იტყვით, რომ ეს შემთხვევით მოხდა და ფართლეულის
მაღაზიაში ყურყუტთან არაფერი ჰქონდა საერთო, მაგრამ ღმერ-
თი ხომ ჩვენი მოთმინებისათვის გამიზნულ
ჯილდოს ზოგჯერ ფარულად შემოგვაპარებს, რათა თავის
გულჩვილობა დაგვიმალოს და ჩვენს თვალში ზედმეტად მგრძნო-
ბიარე არ გამოჩნდეს.
ასეა თუ ისე, ოქროსთმიანი ქალიშვილი, როგორც იქნა, ვნახე.
სამშაბათი იყო.
იმ დღეს ადრე წამოვედი სამსახურიდან.
სანამ ფართლეულის მაღაზიაში შევიდოდი, ჩვეულებისამებრ,
არემარე მოვათვალიერე.
და ზედ გზაჯვარედინთან დავინახე.
56
თითქმის სირბილით ავუყევი აღმართს. რა თქმა უნდა, ეს უგუ-
ნურობა იყო. მე გაცილებით მეტი მანძილი უნდა გამევლო გზაჯვა-
რედინამდე, ვიდრე მას - სახლამდე. და მართლაც, გზაჯავრედინს
რომ მივაღწიე და მარცხნივ გავიხედე, ქალიშვილი აღარ ჩანდა.
იმ დღეს ერთხელ კიდევ ჩავიკეტე ჩემს ოთახში და ერთხელ
კიდევ გადავთვალე მანქანის ფული, რათა შემოსეული ფიქრები
გამეფანტა და სული გამენიავებინა.
დედოფალი ნეფერტიტი ნატიფი, მშვიდი და ოდნავ სევდიანი
სახით უყურება ჩემს საქმიანობას.
თვლას რომ მოვრჩი და ფული ჩემოდანში შევინახე, უცებ ერთ
მშვენიერ იდეას მივაგენი. არ ვიცი, როგორ გაჩნდა ეს იდეა. მე
მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ ტვინიდან, როგორც ფაბრიკი-
დან, გამოდიოდა მზამზარეული ფრაზები.
და მე ვკითხულობდი: „ოთხ საათზე ვნახე. მერე? ვინ დამიმტკი-
ცებს, რომ ეს ამბავი შემთხვევითია? რატომ არ შეიძლება ყოველ-
დღე ოთხ საათზე ბრუნდებოდეს? არა, ოთხ საათზე სხვა დროსაც
დავდარაჯებივარ და არ მინახავს. მაგრამ დავდარაჯებივარ კი
ოთხ საათზე როდისმე სწორედ სამშაბათ დღეს? იქნებ მხოლოდ
სამშაბათობით ბრუნდება ოთხ საათზე? რა არის აქ შეუძლებე-
ლი?.. ოთხშაბათსაც რომ ვნახე ერთხელ? მაშინ დილის თერთმე-
ტი საათი იყო. იქნებ ოთხშაბათობით დილის თერთმეტ საათზე მი-
დის თავის სასწავლებელში, თუ სამსახურში, თუ სადღაც, სადაც
არ უნდა დადიოდეს, ხოლო სამშაბათობით ოთხ საათზე ბრუნდე-
ბა შინ. რა თქმა უნდა, არც ისაა გამორიცხული, რომ იმ ოთხშაბათ-
საც შემთხვევით წავიდა თერთმეტ საათზე და დღესაც შემთხვევით
დაბრუნდა ოთხ საათზე, მაგრამ შემოწმებას რა უდგას წინ? აუცი-
ლებლად უნდა შევამოწმო. ხვალ სწორედ ოთხშაბათია... ღმერ-
თო, რა სისულელეა ეს ყველაფერი!..“

57
შესაძლებელია, ეს ყველაფერი მართლა გვარიანი სისულელე
იყო, მაგრამ მეორე დღეს ჩემი ვარაუდი მაინც შევამოწმე. თერ-
თმეტს ხუთი წუთი აკლდა, გზაჯვარედინთან რომ დავერჭე. გა-
დაღმა მხარეს დავდექი, ქალიშვილის შესახვევისა და აღმართის
კუთხეში.
ზუსტად თერთმეტ საათზე გამოჩნდა.
მე უკან დავიხიე და კუთხეს ამოვეფარე, რომ არ დავენახე. აქ
იმდენ ხანს ვიდექი, რამდენი ხანიც ჩემი ვარაუდით დასჭირდებო-
და ქალიშვილს იმისათვის, რომ გადასახვევამდე მოეღწია. მერე
ნელი ნაბიჯით დავუყევი ქუჩას.
ცოტა ხნის შემდეგ ზურგს უკან ქალიშვილის ნაბიჯები ვიგრძენი.
ფეხის ხმა არ გამიგონია, იმიტომ რომ საოცრად რბილი და უხმაუ-
რო სიარული იცოდა. მაგრამ ვგრძნობდი, რომ ახლო იყო. ერ-
თხანს ასე მივდიოდით და მე იმაზე ვფიქრობდი მიცნო თუ არა და
მიყურებს თუ არა-მეთქი. მერე შევჩერდი. შეჩერებას რომ საეჭვო
სუნი არ ასვლოდა, ჯიბეების ჩხრეკა დავიწყე, ვითომ რაღაცას ვე-
ძებდი.
ოქროსთმიანი ქალიშვილი წამომეწია და გვერდით ჩამიარა.
ჩემკენ არ გამოუხედავს.
მიცნო თუ ვერა?
ალბათ, მიცნო.
მაგრამ ყურადღება არ მომაქცია.
რას ნიშნავს ეს?
იქნებ ყურადღება არ მომაქცია ისე, როგორც არ ვაქცევთ ყუ-
რადღებას უპატრონო ძაღლს, რომელიც ყოველდღე გზაჯვარე-
დინთან დაწანწალებს და არავითარ გრძნობას არ იწვევს, არც
შიშს, არც სიბრალულს, არც ზიზღს.
მაგრამ იქნებ განზრახ არ მომაქცია ყურადღება?

58
სიტყვა „განზრახ“ ხომ სიტყვა „საერთოსაც“ გულისხმობს. და
რაღაც კუთხით სიტყვა „უცხოს“ უპირისპირდება!
მივყვებოდი უკან და თვალს არ ვაცილებდი. თავდაღმართში
მისი სიარული ისე მოხდენილი არ იყო, როგორც აღმართში. ეს
მაშინვე შევნიშნე.
ავტობუსის გაჩერებამდე მივაცილე და უკან გამოვბრუნდი.
ოთხშაბათი განაღდებული მქონდა. ახლა სამშაბათი უნდა შე-
მემოწმებინა.
ყველაფერი კარგად აგიხდეთ.
სამშაბათს ოქროსთმიანი ქალიშვილი ოთხ საათზე დაბრუნდა.
მე ყოველი შემთხვევისათვის ცოტა ადრე მოვედი. ოღონდ
ფართლეულის მაღაზიაში აღარ შევსულვარ. გაჩერების მახლობ-
ლად დავუდარაჯდი.
ქალიშვილი ავტობუსიდან ჩამოვიდა და აღმართში შეუხვია.
მეც დაუყოვნებლივ მივატოვე პოსტი და უკან გავყევი.
აღმართში ისევ ისე რბილად და მოხდენილად მიაბიჯებდა. იმ
დღეს ერთიანი კაბა ეცვა. წელზე ქამარი ერტყა, მაგრამ ქამარი
მჭიდროდ არ ჰქონდა შემოკრული და ამის გამო ისეთი შთაბეჭდი-
ლება იქმნებოდა, თითქოს სიარულის დროს კაბა არ მოძრაობდა.
კაბა თავისუფლად იდგა და მხოლოდ სხეული მოძრაობდა კაბის
შიგნით. სხეული მიირწეოდა, კაბა კი ამ სხეულს არც კი ეხებოდა
და თავისი უძრაობით ამაოდ და გულუბრყვილოდ ცდილობდა
სხეულის მოძრაობა დაეფარა.
ქალიშვილი გზაჯვარედინამდე მივაცილე. მერე დავდექი და
მანამ ვუყურე, სანამ თავის ეზოში არ შევიდა.
ამგვარად, კვირაში ორი დღე ჩემი დღეები იყო.
ახლა დღის წესრიგში მონაპოვარის შემდგომი განვითარება
იდგა.

59
საქმის ეს მხარე, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მაწუხებდა,
რადგან უცნობ ქალიშვილებთან ყოველთვის იოლად ვახერხებდი
გამოლაპარაკებას. ყველაფერი ძალდაუტანებლად, ლაღად და
ბუნებრივად გამომდიოდა. უბრალოდ, გავაჩერებდი ქუჩაში და
რაღაცას ვკითხავდი. თუ შეკითხვა ცოტა უცნაური ან ცოტა სასაცი-
ლო იქნებოდა, კიდევ უკეთესი. თუმცა სათქმელს წინასწარ არა-
სოდეს ვამზადებდი. საჭირო ფრაზა თავისთავად იბადებოდა. ქა-
ლიშვილი ან მიპასუხებდა, ან გაიღიმებდა, ან შეეცდებოდა ღიმი-
ლი დაემალა და მორჩა, უკვე ნაცნობები ვიყავით.
მით უფრო საოცარი იყო, რომ ყველაზე მეტი ჯაფა აქ დამადგა.
სად გაქრა ჩემი ძალდაუტანებლობა, ბუნებრიობა და სილაღე!
ვინ ჩიოდა უცნაურსა და სასაცილო შეკითხვას, ერთი დამხრჩვა-
ლი, უსუსური ფრაზა მაინც ამომეღერღა.
თქვენც არ მომიკვდეთ!
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სულში ბზარი გამიჩნდა და ამ
ბაზრიდან, როგორც გახვრეტილი ბუშტიდან, უხმოდ და უჩუმრად
მიიპარებოდა ჩემი ხასიათის რაღაც არსებითი ნაწილი.
იმედს მაინც არ ვკარგავდი. მორიგ შეხვედრას მუდამ დიდი ქა-
დილით ველოდი და დარწმუნებული ვიყავი, წინა შეხვედრის სა-
მარცხვინო დუმილს ახლა გამოვასწორებდი. მაგრამ თვალს მოვ-
კრავდი თუ არა ოქროსთმიან ქალიშვილს, მთელი ჩემი ქადილი
და რწმენა ისე ლღვებოდა, როგორც მზის გულზე გამოდებული
ყინული. ანგინაც მაშინ შემეყრებოდა, ხველებაც მაშინ ამიტყდე-
ბოდა, ყელში რაღაც მიჭერდა, რაღაც მგუდავდა და მახრჩობდა.
და უგზო-უკვლოდ იკარგებოდა ყველა საჭირო სიტყვა, რომელიც
სხვა დროს თავისთავად მომადგებოდა ხოლმე ენაზე. ჩემს ძალ-
დაუტანებელ, ბუნებრივსა და ლაღ ფრაზებს თითქოს ლოდები ეწ-
ყო ზემოდან, მთელი ჩემი ლექსიკა სულის შორეულ ჯურღმულში

60
იყო ჩაკირული და იქიდან რაიმეს ამოგლეჯა სრულიად უიმედო
საქმე ჩანდა.
არადა, ეს მდუმარე დევნა უკვე აუტანელი იყო. ხან უკან მივ-
ყვებოდი, ხან წინ გადავუსწრებდი, ხან აღმართის თავში ვუდარა-
ჯებდი, ხან - აღმართის ბოლოში. და ვიტკეპნებოდი და ვიტკეპნე-
ბოდი ერთ ადგილას. ისეთი მდგომარეობა შეიქნა, ნაწვიმარზე
რომ წყალი დაგუბდება. ან სადინარი უნდა იშოვოს წყალმა, ან
არადა, დალპება და ჭაობად იქცევა.
საკუთარი თავის ლანძღვა საქმეს ვერ შველოდა, სხვა კი ვერა-
ფერი მომეხერხებინა. იმ ზომამდეც კი მივედი, რომ ერთი-ორი
შეხვედრა გამოვტოვე. მეშინოდა. ბოლოს და ბოლოს ქალიშვილი
ეჭვს აიღებდა. როგორ შეიძლება კვირაში ორჯერ დაბარებული-
ვით ხვდებოდე ადამიანს და თან ირწმუნებოდე, შემთხვევით
გვხდებიო. ხოლო თუ ქალიშვილი ეჭვს აიღებდა, ალბათ, შესა-
ფერს ნაბიჯსაც გადადგამდა, რათა ამ წესად ქცეული „შემთხვევი-
თობისაგან“ თავი დაეღწია.
ჩემს უცნაურ გარდაქმნას ბუნდოვნად ვუკავშირებდი მანქანას,
ცხოვრების მიზანს, შუქურასავით რომ კიაფობდა გვირაბის თავში,
და უფრო უკეთ და უკეთ მესმოდა ჩემი ამხანაგის, რომელმაც
მსგავს გარემოებათა გამო ღიმილი დაკარგა.
ერთ დღეს ოქროსთმიანი ქალიშვილის ეზო მოვინახულე. დი-
დი იმედი არ მქონდა, მაგრამ ვიფიქრე, მოვსინჯავ, ვინ იცის, იქნებ
ამან მაინც შეიტანოს რაიმე ცვლილება ჩემს დამძიმებულ სულში-
მეთქი. და ოთხშაბათ დღეს, როდესაც ქალიშვილი ავტობუსის გა-
ჩერებამდე მივაცილე, უკან მობრუნებულმა მის ეზოს ავუარ-ჩავუ-
არე.
ქალაქის ამ განაპირა უბანში მაშინ მრავლად იყო ეზოიანი კერ-
ძო სახლები. სწორედ ასეთი გამოდგა ჩემი უცნობი ოქროსთმიანი

61
ქალიშვილის სახლიც. ერთსართულიანი, პატარა, უსახური. სამა-
გიეროდ, ეზო იყო კარგი: კოინდარი და ყვავილნარი. შუა ეზოში,
ორი იასამნის ძირში, მრგვალი მაგიდა და გრძელი სკამი იდგა და
მე წარმოვიდგინე, როგორ იჯდა ხოლმე აქ, წიგნს კითხულობდა
ან ყვავილებს უყურებდა და სულაც არ ეკითხებოდა, არსებობდა
თუ არა ამქვეყნად კაცი, რომელმაც მისი ოქროს თმის, თხელი და
სწორი მხრებისა და შოლტივით ტანის გამო მთელი ქალაქის ფარ-
თლეულის მაღაზიები სათვალთვალო კოშკებად აქცია, ხოლო ქუ-
ჩები და მოსახვევები - სარბენ ბილიკებად და საჯირითო ასპარე-
ზად.
მაგრამ ეზოს ნახვამ ვერაფერი შემმატა და ვერავითარი გზა
ვერ მაჩვენა. აუტანელი დუმილი არ ირღვეოდა, შეკრული კრიჭა
არ იხსნებოდა, ნაწვიმარზე დაგუბებული წყალი კიდეებზე ობს იკი-
დებდა.
მე უკვე იმაზე ვფიქრობდი, იქნებ ჯობდეს საერთოდ მივატოვო
ეს დაწყევლილი აღმართი და სხვა გზით ვიარო-მეთქი. თუკი პაპი-
როსს გადავეჩვიე, რატომ ამ გოგოს ვერ გადავეჩვევი-მეთქი.
„ბოლოს და ბოლოს, - ვფიქრობდი მე. - რა არის სწორი, თხე-
ლი მხრები ისეთი, რომ ენაგადმოგდებული დავრბივარ აღმა-
დაღმა დასიცხული ძაღლივით. ეგვიპტურ ფრესკებს ჰგავს. აუჰ, რა
მომხდარა! მერე და ვინა თქვა, რომ ეგვიპტური ფრესკები ადამია-
ნური სილამაზის საზომია? ბოლოს და ბოლოს ათასობით ქალიშ-
ვილსა აქვს თხელი და სწორი მხრები, ათასობით ქალიშვილი იკ-
რავს ოქროსფერ თმას ყოჩივარდას თაიგულივით, ათასობით ქა-
ლიშვილი მიარხევს შოლტივით ტანს კიდევ უფრო მოხდენილად,
ათასობით ქალიშვილს აქვს ოდნავ წახნაგოვანი, ოდნავ არარეა-
ლისტური ყელი, კრიალა, ნათელი სახე და მოღიმარე თვალები.
გარდა ამისა, მე ხომ საკუთარი ფანტაზიით ვავსებ ყველა მის
ნაკლს და საკუთარ ფანტაზიას დავდევ კუდში. სინამდვილეში კი,
62
ვინ იცის, კისერზე ჩამოეკიდოს პირველსავე ბილწსა და ბან-
ჯგვლიან პირუტყვს, რომელიც კი მისი გულისათვის ცოტას გაირ-
ჯება და ერთ-ორ გაცვეთილ ქათინაურს მოუყრის თავს? მე ხომ
რეალურად არ ვუყურებ საგნებსა და მოვლენებს! მე ხომ ფანტა-
ზიორი და მეოცნებე ვარ! და სინამდვილესთან შეჯახება მყისვე და-
ამსხვრევს ჩემს საცოდავ ხუხულას. საკმარისია, ერთი უხეში სიტ-
ყვა გავიგონო, ერთი ტლანქი ჟესტი შევამჩნიო, რომ ლოკოკინა-
სავით შევძვრები ჩემს ნიჟარაში, ფაცხაფუცხით მოვუსვამ უკან და
ისტორიას შევაფარებ თავს, რადგან ისტორია მკვდარია და ამი-
ტომ სავსებით დაზღვეულია სიტლანქისა და უხეშობისაგან. უმჯო-
ბესი არ იქნება, სხვა ქუჩით ვიარო, მოვშორდე აქაურობას? მაშინ
ეს ისტორიაც, ოქროსთმიანი ქალიშვილის ისტორია, ნამდვილ ის-
ტორიასავით შორეული, უძრავი და ილუზიური გახდება და დაზ-
ღვეული იქნება სიტლანქისა და უხეშობისაგან“.
მაგრამ ასეთი ფიქრები დამშვიდების ნაცვლად კიდევ უფრო
მაღიზიანებდა და მაფორიაქებდა.
თავდაპირველად ვცილობდი ისევ ფულისა და მიზნისთვის შე-
მეფარებინა თავი, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ ეს ფუჭი იმედი
იყო.
ფულმა დაკარგა მომხიბლაობა.
ჯერ დათვლას მივანებე თავი.
მერე ზიზღი გამიჩნდა. და ეს ზიზღი, რაც დრო გადიოდა, მით
უფრო იზრდებოდა და მწვავდებოდა.
ბოლოს ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ჩემოდანში რა-
ღაც ბილწი და გულისამრევი მედო, და, რამდენჯერაც იქით გავი-
ხედავდი, ყოველთვის ისე გამაზრიალებდა ტანში, როგორც მა-
რილწაყრილი ლოკოკინის დანახვაზე.
ეტყობა, თანდათან ივსებოდა მოთმინების ფიალა.
და აი, ნავსიც გატყდა.
63
ერთ დილით, სამსახურში წასვლის წინ, ბევრი ვიფიქრე ჩემს
ორჭოფულ და სულელურ მდგომარეობაზე, ბევრი ვიფიქრე იმა-
ზე, თუ რა ურცხვად დავდევდი უკან ოქროსთმიან ქალიშვილს.
და ნავსი გატყდა.
ერთბაშად ყველაფერი უაზრობად მომეჩვენა: ჩემი მიზანიც,
ოქროსთმიანი ქალიშვილიც, საყვარელი წიგნებიც, ეგვიპტეც და
საქართველოც. უჩვეულო სიშმაგით, უანგარიშოდ და უაზროდ და-
ვაცხრი ჩემს ნაგროვებ ფულს და ნახევარი იმ დღესვე გავფლანგე.
კოსტუმი ვიყიდე, ხალათები ვიყიდე, ფეხსაცმელები ვიყიდე,
ყველაფერი ვიყიდე, რაც მჭირდებოდა და არ მჭირდებოდა, მერე
ხელი დავხვიე თანამშრომლებს და რესტორანში წავიყვანე, რამაც
ფრიად დიდი ეფექტი და კიდევ უფრო დიდი გაოცება გამოიწვია.
მეორე დღეს ოქროსთმიან ქალიშვილს გამოველაპარაკე.
მართალია, სამშაბათი იყო, მაგრამ შეხვედრას არ ვაპირებდი.
ამიტომ სამსახურიდან მხოლოდ მაშინ წამოვედი, როცა სამუშაო
საათები დამთავრდა.
ავტობუსიდან გადმოვედი და ნელი ნაბიჯით შევუყევი აღ-
მართს.
მშვენიერ გუნებაზე ვიყავი. გუშინდელს აქეთ სულ მშვენიერ გუ-
ნებაზე ვიყავი, თითქოს რაღაც მძიმე ტვირთი მომეშორებინოს, და
არხეინად მივაბიჯებდი.
შუა აღმართს რომ მივაღწიე, კინაღამ დავეჯახე ოქროსთმიან
ქალიშვილს.
წამით შევკრთი. მერე მხიარულად გავუღიმე და დაუფიქრებ-
ლად ვუთხარი: - თქვენ ხალხს ატყუებთ. ეს მეოცე საუკუნის მხრები
არ არის.

64
ქალიშვილი შედგა და შავი თვალები გაკვირვებით შემომანა-
თა, მაგრამ მე მაინც შევნიშნე, ან შესაძლოა, მომეჩვენა, რომ მო-
კუმულ ტუჩებზე სწრაფად გადაურბინა თითქმის შეუმჩნეველმა ღი-
მილმა.
- რა ბრძანეთ?
რა ხანია ველოდი ამ ხმის გაგონებას! როგორ მაინტერესებდა,
რანაირი ხმა შეეფერებოდა ამ მხრებს, ამ თმას, ამ ყელს. ვინ იცის,
რამდენი ცდა ჩავატარე და რამდენი კომბინაცია მოვსინჯე. იდგა
ხოლმე ქალიშვილი ჩემს წარმოდგენაში, როგორც სცენაზე, და
მორჩილად ლაპარაკობდა იმ ხმით, რომელსაც მე შევთავაზებდი.
მე კი სულ ახალსა და ახალ ვარიანტს ვთავაზობდი. რაც კი ჩემს
ცხოვრებაში ქალის ხმა გამეგონა, თითქმის ყველა შევამოწმე, რა-
თა დამედგინა, რომელი უფრო მოუხდებოდა მის გარეგნობას.
სინამდვილეში კი, აი თურმე როგორი ხმა ჰქონია: რბილი,
მკერდისმიერი, ოდნავ მოღუღუნე და ოდნავ ბავშვური.
- არაფერი არ მიბრძანებია. ერთი პატარა პარადოქსი გითხა-
რით. კერძოდ, ის, რომ მხრების ფორმა დამოკიდებულია არა ჯიშ-
ზე, არამედ ეპოქაზე.
შავ თვალებში შეგუბებული გაკვირვება კიდევ უფრო გაიზარ-
და. და ეს თვალები მცირე ხანს მშვიდად და ნათლად მიყურებ-
დნენ, თითქოს საკუთარ გაკვირვებას ამოწმებენო. მერე, როცა პა-
უზას ვადა გაუვიდა, მოკუმულ ტუჩებზე კიდევ ერთხელ გადაირბი-
ნა თითქმის შეუმჩნეველმა ღიმილმა და ოქროსთმიანი ქალიშვი-
ლი წავიდა.
მე არც მიცდია მისი შეჩერება. რა მეჩქარებოდა! მეორე დღეს
ხომ ოთხშაბათი იყო და ჩვენ ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს!
კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით. მართალია, ისეთი რამ
ვუთხარი, რომ, შესაძლებელია, გიჟადაც კი მიმიღო, მაგრამ ეს არ

65
იყო მთავარი. მთავარი ის იყო, რომ ეს ფრაზა წინასწარ არ მომი-
ფიქრებია, თავისთავად, ძალდაუტანებლად დაიბადა. მაშასადა-
მე, ძველი სილაღე და სიმსუბუქე კვლავ დამიბრუნდა, გადაილახა
დაბრკოლება, რომელიც გადაულახავი მეგონა.
სიხარულისაგან ტყავში ვერ ვეტეოდი, ერთ ადგილას ვერ ვის-
ვენებდი, მთელი საღამო ვხმაურობდი და ხმამაღლა ვღიღინებდი.
უფრო სწორად, ვღიღინებდი მანამ, სანამ დეიდა მარიამმა არ
ამიხსნა, რომ ჩემს მიერ გამოცემული ბგერები ვერავითარ შემ-
თხვევაში ვერ ჩაითვლებოდა სიმღერად.
საერთოდ, როგორც შევამჩნიე, დიდად არ ეჭაშნიკა ჩემი აცუნ-
დრუკება. არ ვიცი, საზოგადოდ ვერ იტანდა მხიარულებას, თუ
მხატვრულმა დონემ ვერ დააკმაყოფილა. ყოველ შემთხვევაში,
ღიღინს რომ კრიტიკული ანალიზი გაუკეთა და მაინც ვერ დამა-
შოშმინა, საკმაოდ ცივად მთხოვა, თავი მტკივა და თუ შეიძლება,
ცოტა წყნარად იყავიო.
მაგრამ იმ საღამოს დეიდა მარიამი კი არა მამა ღმერთიც ვერ
გამიფუჭებდა გუნებას, თუნდაც თავისი ცეცხლოვანი ეტლით სა-
განგებოდ ჩემს გასაკიცხად ჩამოგრიალებულიყო.
მეორე დღეს ოქროსთმიან ქალიშვილს ისევ შევხვდი, მაგრამ
ხმა არ გამიცია. არც მომდევნო სამშაბათს გამიცია ხმა და არც
მომდევნო ოთხშაბათს. ეტყობა, სიამოვნებას ვაჭიანურებდი, თუმ-
ცა მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი.
რამდენჯერმე ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მე ამ
დროს კვლავ ვტკბებოდი იმ ოდნავ შესამჩნევი ღიმილით, პირვე-
ლი გამოლაპარაკების დროს რომ ორჯერ გადაურბინა ტუჩებზე.
ბოლოს ხელახალი გამოლაპარაკების ჟამმაც დაჰკრა.
ეს ისევ სამშაბათი დღე იყო.
ქალიშვილი დაფიქრებული მიდიოდა აღმართში. მე ჩუმად წა-
მოვეწიე და გვერდით ამოვუდექი.
66
ერთხანს ასე ვიარეთ. იმ ადგილს რომ მივაღწიეთ, სადაც პირ-
ველად გავიგონე მისი ხმა, ყოველგვარი მისალმებისა და შესავ-
ლის გარეშე ვუთხარი: - ერთი საკითხი მაწუხებს და უნდა გაგიზი-
აროთ.
ქალიშვილი მოულოდნელობისაგან შეკრთა. მე დამშვიდება
ვაცალე და განვაგრძე: - თქვენც შეგეხებათ.
- რა შემეხება?
მის თვალებში გაკვირვება აღარ იყო. ეტყობა, შეეგუა ჩემს
უტიფრობას.
- საკითხი, რომელიც მაწუხებს.
- მე შემეხება?
- ნაწილობრივ... საქმე ისაა, რომ სამშაბათობით მე დღის ოთხ
საათზე ვბრუნდები შინ, ოთხშაბათობით კი დილის თერთმეტ სა-
ათზე გავდივარ სახლიდან. როგორც დავაკვირდი, თქვენც მოძ-
რაობის ანალოგიური გრაფიკი გქონიათ. ხოლო, რაკი ეს აღმარ-
თი ორივეს გვეკუთვნის, შეხვედრა გარდაუვალია. სწორედ აქ იჩე-
ნს თავს ჩემი გადაუჭრელი საკითხი. კერძოდ, ის, რომ არ ვიცი,
მოგესალმოთ თუ არა. ერთი მხრივ, თითქოს ნაცნობები ვართ,
რადგან ერთხელ ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. სხვათა შორის,
მაშინ ქათინაური მინდოდა მეთქვა თქვენი სწორი და თხელი
მხრების გამო, მაგრამ, ჩემი თანდაყოლილი სიბრძნის წყალობით,
ქათინაურის მაგივრად აფორიზმი გითხარით. ამ შეცდომას რო-
გორმე სხვა დროს გამოვასწორებ... დიახ, იმას ვამბობდი, რომ,
ერთი მხრივ, თითქოს ნაცნობები ვართ, რაკი ამ რამდენიმე კვი-
რის წინ ხანმოკლე საუბარი გვქონდა, მეორე მხრივ, ამ ნაცნობო-
ბას ოფიციალური სანქცია არა აქვს და ამიტომ კაცმა არ იცის, შე-
იძლება თუ არა კანონიერად ჩაითვალოს. აი, ასეთი რთული და
საჭოჭმანო პრობლემის წინაშე ვდგავარ ყოველ სამშაბათს ნაშუ-
ადღევს და ოთხშაბათ დილით. აღარ ვიცი, როგორც მოვიქცე. ეს
67
რამდენიმე დღეა სულ საზოგადოებრივი ქცევისა და ეთიკის კო-
დექსებში ვიქექები, მაგრამ ისეთი ვერაფერი ვიპოვე, ამ შემთხვე-
ვას რომ მიესადაგოს. იქნებ თქვენ მირჩიოთ, რა ვქნა.
ოქროსთმიანი ქალიშვილი წყნარად და მშვიდად მისმენდა.
არც ერთხელ არ შეუწყვეტინებია. ლაპარაკი რომ დავამთავრე,
ცერად გამომხედა და მითხრა: - ისე
დამიკარით თავი, რომ შეიძლებოდეს ეს მისალმებადაც გა-
იგოს კაცმა და უნებურ მოძრაობადაც.
- ვთქვათ, ავადმყოფურ თავის კანტურად. ეს ჩინებული იდეაა
და ხვალვე გამოვიყენებ. მაგრამ თქვენ როგორ მოიქცევით?
ქალიშვილმა შემხედა და სახეზე თავისებურმა ღიმილმა გადა-
ურბინა. ოღონდ ამჯერად ეს ღიმილი უფრო მკაფიო იყო და, მგო-
ნი, ცოტა ეშმაკობაც ერია.
- მე ხომ გირჩიეთ. ახლა თქვენი ჯერია.
- სამწუხაროდ, ბავშვობაში რომ რაქიტი მქონდა, იმის შემდეგ
სასარგებლო რჩევას ვეღარ ვიძლევი.
ქალიშვილმა ისევ ცერად გამოიხედა.
- მართლა?
- თუ ეს ცერად გამოხედვა ორგანული თვისებაა, გაცილებით
უფრო ეშმაკი იქნებით, ვიდრე ჩანხართ. ხოლო თუ უბრალო ჩვე-
ვაა, გაცილებით უფრო მიამიტი იქნებით ვიდრე ჩანხართ.
- ბავშვობაში რომ რაქიტი გქონდათ, მას შემდეგ გახდით ასე
დაკვირვებული?
ეს რომ მითხრა, თან გამიღიმა.
- რაქიტი ასუსტებს ერთ ნერვს და აძლიერებს მეორეს. ამას
ვერც ერთ სამედიცინო ენციკლოპედიაში ვერ წაიკითხავთ. ალ-
ბათ, იმიტომ, რომ მართალი არაა.
ამასობაში გზაჯვარედინს მივადექით და ოქროსთმიანმა ქა-
ლიშვილმა მითხრა: - როგორც დავაკვირდი, სამშაბათს, დღის
68
ოთხ საათზე, აქედან მიდიხართ მარჯვნივ და ოთხშაბათს, დილის
თერთმეტ საათზე, მოდიხართ მარჯვნიდან.
- დიახ. სამწუხაროდ. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ავიღებ ჩემს
ქუჩას, გავიდებ მხარზე, წამოვიღებ და თქვენი ქუჩის გვერდით და-
ვაგებ.
ამაზე ქალიშვილმა ხმამაღლა გაიცინა.
- მაშ, მე მანამდე სახლში შევირბენ და ვისადილებ.
ამ სიტყვებით შეუხვია და წავიდა.
მიდიოდა რბილი, მშვიდი ნაბიჯით, ოდნავ მიარხევდა შოლტი-
ვით ტანს და ოქროსფერი თმა ყოჩივარდას თაიგულივით ჰქონდა
შეკრული.
ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს რაღაც წამართვა და თან წა-
იღო.
დიდხანს ვიდექი ერთ ადგილას და უაზროდ გავცქეროდი სივ-
რცეს.
გულზე სევდა შემომაწვა.
მეორე დილით დეიდა მარიამმა შემაფერხა და დამაგვიანა.
სხვა დროს ასეთი რამ არ გაუკეთებია. საერთოდ, წყნარი, სიტყვა-
ძუნწი ქალი იყო და საუბარში ინიციატივას
არასოდეს იჩენდა. მე თუ გამოველაპარაკებოდი, ისიც გამომე-
ლაპარაკებოდა, ისე კი თავისთვის იყო და მხოლოდ იმას ამბობ-
და, რაც აუცილებლად უნდა ეთქვა. იმ დღეს, არ ვიცი რა დაეტაკა,
ჩამიდგა კარებში და გააბა და გააბა. ჯერ მშობლების ამბავი გა-
მომკითხა, მერე ჩემი სოფლის კლიმატური პირობებით დაინტე-
რესდა, ბოლოს გვარის ეტიმოლოგიაზეც კი ჩამომიგდო სიტყვა.
რა მექნა? გუნებაში ვლანძღავდი, ხმამაღლა კი თავაზიანად ვპა-
სუხობდი. ერთი-ორჯერ საათზე დავიხედე, იქნებ მიხვდეს, რომ
მეჩქარება-მეთქი. ვერაფერსაც ვერ მიხვდა. იქაქანა და იქაქანა.
ბოლოს, როდესაც აშკარად დავგვიანდი, უცებ შეწუხდა, უი, ჩემი
69
სიკვდილი, ვინ იცის, იქნებ გეჩქარება და მე აქ მუსაიფი გაგიბიო.
ესა თქვა და ღიმილით ჩამომეცალა გასასვლელიდან. მე გუნებაში
კიდევ ერთხელ შევიგინე, ტყვიასავით გავვარდი სახლიდან და
კისრისტეხით გავქანდი გზაჯვარედინისაკენ, თუმცა ცხადი იყო,
რომ სირბილი ამაოდ ჩამივლიდა.
ასეც მოხდა. თავდაღმართში რომ დავეშვი, მთავარ ქუჩაზე
თვალი მოვკარი ოქროსთმიან ქალიშვილს. ქალიშვილმა ქუჩა გა-
დაჭრა და გაჩერებას მიაშურა. იმავ წუთს ავტობუსი ჩამოდგა და
ქალიშვილს ჩამოეფარა.
„ოღონდაც არ ავიდეს! ოღონდაც ეს ერთი ავტობუსი გაუშვას“,
- ვნატრობდი და ფეხმარდი ცხენივით მივქროდი თავდაღმართში.
მაგრამ ღმერთმა ჩემი ვედრება არ შეისმინა. ავტობუსი რომ წა-
ვიდა, ოქროსთმიანი ქალიშვილი გაჩერებაზე აღარ იდგა.
რა გზა მქონდა! მომავალ სამშაბათს უნდა დავლოდებოდი.
მთელი კვირა დაბოღმილი დავდიოდი. დეიდა მარიამს მძულ-
ვარებით ვუყურებდი და სულ აღრენილი ველაპარაკებოდი. ის
ჩემს ღრენას აინუნშიაც არ აგდებდა და ყოველთვის დათაფლუ-
ლი ღიმილით მხვდებოდა.
ბოლოს სამშაბათიც დადგა.
ოქროსთმიან ქალიშვილს გაჩერებასთან დაველოდე. ოდნავ
მოშორებით, ისე რომ უცებ არ შევემჩნიე.
მალე ისიც გამოჩნდა. ავტობუსიდან ჩამოვიდა და აღმართში
შეუხვია. მე სწრაფად წამოვეწიე და მივესალმე: - გამარჯობათ.
ქალიშვილმა მოიხედა და ძველი ნაცნობივით შემომცინა.
- გამარჯობათ. გასულ ოთხშაბათს, მგონი, გრაფიკიდან ამო-
ვარდით.
- დიახ. მცირე გაუგებრობა მოხდა. პატარა ავარია. დამნაშავე
სასტიკად დაისაჯა. აი, ამ ჯემპრს კი თქვენს ადგილას არ ჩავიცვამ-
დი.
70
ქალიშვილმა თავის ჯემპრს დახედა.
- ცუდია?
- არა. ჯემპრი არ არის ცუდი. ცუდი ის არის, რომ ყელს გიფა-
რავთ.
ქალიშვილმა კითხვის თვალით შემომხედა.
მე ავუხსენი
- თქვენ უჩვეულო ყელი გაქვთ. ოდნავ წახნაგოვანი და ოდნავ
არარეალისტური.
- მერე ეს კარგია თუ ცუდი?
- წახნაგოვანი ყელი, ისე როგორც სწორი მხრები, ეპოქის სა-
ერთო სტილიდან ამოვარდნილია.
- უცნაური ქათინაურები გყვარებიათ. ეპოქის სტილიდან ამო-
ვარდნა კარგია თუ ცუდი?
- ეპოქის სტილიდან ამოვარდნა აზროვნებას აფხიზლებს. ასე-
თი ყელი და ასეთი მხრები, თქვენ რომ გაქვთ, ჩვენს წელთაღრიც-
ხვამდე იყო გავრცელებული. არსებობს ჰიპოთეზა, ვითომ ქარ-
თველები ეგვიპტელების შთამომავლები არიან. თქვენ ამ ჰიპოთე-
ზის მომხრეებისათვის კარგი დოკუმენტი იქნებოდით. თქვენი
მხრებით, თქვენი ყელითა და თქვენი თვალებით.
ქალიშვილმა გაიცინა.
- თქვენ თვითონ რომელ ჰიპოთეზას ემხრობით?
- მე მხოლოდ რწმენას ვემხრობი. ჰიპოთეზა შეიძლება არც გა-
მართლდეს. სად სწავლობთ?
- კონსერვატორიაში.
მე შევდექი და ხმაში შიში შემეპარა: - ვოკალურზე?
ქალიშვილმა ისევ გაიცინა.
- არა. საფორტეპიანოზე. რა იყო?
- აა! საფორტეპიანოზე... - მე დავმშვიდდი და ორივე ხელით
პატარა პანტომიმური ეტიუდი გავაკეთე, რათა მეჩვენებინა, რომ
71
ფორტეპიანო ჩემთვის მთლად უცნობი ინსტრუმენტი არ არის. მე-
რე ვუთხარი: - სამწუხაროდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე ფორტე-
პიანოს არ იცნობდნენ.
ქალიშვილმა ცერად გამომხედა.
- თქვენ მუდამ ძველი წელთაღრიცხვით აზროვნებთ?
- არა. ეგ შეუძლებელია. მე ხომ თითქმის ყოველდღე დიეტურ
სასადილოში ვსადილობ. რაც შეეხება თქვენს სახეს, ასეთი სახის
შექმნა ღმერთისაგან უაღრესად დიდ სიფრთხილესა და სიფაქი-
ზეს მოითხოვს. ოდნავი არასიზუსტე კომპოზიციაში ან სიმეტრიაში
და სიმახინჯე გარანტირებულია. სამაგიეროდ, თუ სიზუსტე სრული
და უნაკლოა, სახეც სრულქმნილი და უნაკლო გამოდის.
- თქვენ ისტორიკოსი ხართ?
- არა, ჩინოვნიკი. ძველი წელთაღრიცხვით აზროვნება უეჭვე-
ლად ისტორიკოსობას არ ნიშნავს. ისტორია შეიძლება იყოს მეც-
ნიერულიც და მხატვრულიც. მე მხატვრული ისტორიის მომხრე
ვარ.
ქალიშვილს გაეღიმა.
- ეს ალბათ ოდნავ წახნაგოვანი და ოდნავ არარეალისტური
აზროვნებაა.
- უფრო არარეალისტური, ვიდრე წახნაგოვანი. რომელ კურ-
სზე ხართ?
- მეორეზე.
ამასობაში გზაჯვარედინს მივაღწიეთ და მე სინანულით ვთქვი:
- ჩვენი აღმართი ძალიან მოკლეა.
ქალიშვილმა წყნარად გაიცინა. მერე შავი თვალები შემომანა-
თა და მითხრა.
- ნახვამდის.
- ნახვამდის.

72
მე კარგა ხანს ვიდექი დაფიქრებული და ვუყურებდი როგორ
მიაბიჯებდა, - რბილად, მშვიდად, იმედიანად. მერე ერთბაშად
მოვწყდი ადგილს და თავქუდმოგლეჯილი გამოვენთე უკან.
ფეხის ხმაზე ქალიშვილმა მოიხედა და გაკვირვებული შეჩერ-
და.
- მაპატიეთ, - ვუთხარი მე, როცა დავეწიე და სული მოვითქვი. -
ცოტა ცრუმორწმუნე ვარ და ყოველგვარი ავისმომასწავებელი
ნიშნების მჯერა. შავი კატისაც მჯერა, მარცხენა ფეხზე ადგომისაც,
ცამეტი რიცხვისაც. ყველაფრის მჯერა. მაგრამ ეს კიდევ არაფერი.
მთავარი ის არის, რომ მე თვითონ ჩავიფიქრებ ხოლმე ავისმომას-
წავებელ ნიშნებს და მერე მე თვითონ ვუფრთხი ჩემსავე გამონა-
გონს. დღე ისე არ გავა, თითო რაღაცა არ ჩავიფიქრო. როგორ-
ღაც თავისთავად მომდის თავში. აი, ახლაც, სრულიად მოულოდ-
ნელად შემიჩნდა აზრი, რომ, თუ ამ საღამოს თქვენი სახელი არ
გავიგე, რაღაც უბედურება დატრიალდება.
ქალიშვილის თვალებში გაკვირვება ღიმილმა შეცვალა.
- მაკა.
- მაკა, - გავიმეორე მე. - მაკა. ახლა ყველაფერი რიგზეა. უბე-
დურება აღარ დატრიალდება. ნახვამდის.
- მე კი მეგონა, თქვენც გქონდათ რამე სახელი.
მე გაეცინა და ჩემი სახელი ვუთხარი. მერე ხალახლა დავემ-
შვიდობე: - ნახვამდის, მაკა.
- ნახვამდის.
ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც გზაჯვარედინს გამოვცდი და შე-
დარებით დავმშვიდდი, ჩემს საქციელს სხვა თვალით შევხედე და
შემრცხვა. რას იტყოდა მაკა, ოქროსთმიანი ქალიშვილი, დაოთ-
ხილი რომ მივდევდი უკან. რას იტყოდნენ გამვლელები! მართა-
ლია, იმ დროს ქუჩაში არავინ შემიმჩნევია, მაგრამ ისე როგორ იქ-
ნებოდა, ერთი-ორი კაცი მაინც არ შესწრებოდა ამ ამბავს!
73
გარდა ამისა, ქალიშვილმა არ დამიჯერა. ეგონა, ეს ავისმომას-
წავებელი ნიშანი ტყუილად მოვისაბაბე, მისი სახელი რომ გამეგო.
ამიტომაც გაეცინა ასე ეშმაკურად.
სინამდვილეში არაფერი არ მომისაბაბებია. მართლა ცრუ-
მორწმუნე ვიყავი და მართლა ვიგონებდი ნაირ-ნაირ ნიშნებს, რო-
მელთაც უბედურების მოტანა შეეძლოთ. ზოგჯერ ისეთი ძალით
გამიტაცებდა ეს სულელური თამაში, რომ კვირეების განმავლო-
ბაში სხვა რამეზე ვეღარ ვფიქრობდი. როდესაც დილით, სახლი-
დან გამოსული, ფრთხილად მიმოიხედავ და გულისფანცქალით
მოელი, მამაკაცს დაინახავ პირველად თუ ქალს, აქ განსაკუთრე-
ბული არაფერია. ეს ალბათ ყველას გამოუცდია. მაგრამ, თუ გზად
მიმავალს უცებ აგეკვიატება აზრი, რომ ტროტუარის ბზარებს ფეხი
არ უნდა დაადგა, თუ არ გინდა ფათერაკს გადაეყარო, ეს უკვე
მთლად ჩვეულებრივი ამბავი აღარაა. მე კი რამდენჯერ მქონია
ასეთი შემთხვევა! ხშირად ამის გამო კენგურუსავით მიხდებოდა
ხტუნვა. სხვა მაგალითსაც მოგახსენებთ. ერთხელ ქუჩა უნდა გა-
დამეჭრა ისეთ ადგილას, სადაც გადასვლა არ შეიძლება. მილიცი-
ელმა დამისტვინა და უკან დამაბრუნა. მე უცებ გავიფიქრე, თუ
სხვაგან გადავედი, მანქანა დამეჯახება-მეთქი, და ხელახლა ვცა-
დე გადასვლა. მილიციელმა ისევ დამაბრუნა. მესამე ცდაზე, სანამ
უკან დამაბრუნებდა, სამი მანეთით დამაჯარიმა. მეოთხე ცდაზე გა-
ცოფდა და განყოფილებაში წაყვანა დამიპირა. საბედნიეროდ, მი-
სი ყურადღება ვიღაც სოფლელმა ქალმა მიიპყრო, რომელმაც კი-
ვილი ატეხა, ფული მომპარესო, და მეხუთე ცდაზე წარმატებით გა-
დავლახე დაბრკოლება. ანდა რამდენჯერ მომსვლია ასეთი რამ:
ძილის წინ დავხურავ წიგნს, რომელსაც ვკითხულობდი, და ვწვე-
ბი. უცებ ვგრძნობ, რომ წიგნი იქ კი არ უნდა დამედო, არამედ სხვა-
გან, ამა და ამ ადგილას. თუ წიგნს ამა და ამ ადგილას არ დავდებ,
რაღაც ხიფათს გადავეყრები... ადგომა მეზარება, უკვე ჩავთბი და
74
სადაცაა დამეძინება, მაგრამ სიზარმაცეს შიში ძლევს. მე ვდგები,
ვუცვლი წიგნს ადგილს, მერე საწოლთან მობრუნებულს ეჭვი მე-
პარება, მთლად ისე კი დევს წიგნი, როგორც უნდა იდოს? ხელახ-
ლა მივდივარ მაგიდასთან, ვასწორებ წიგნს და მხოლოდ ამის შემ-
დეგ ვიძინებ მშვიდად.
ასე რომ ჩემი ოქროსთმიანი ქალიშვილი მართალი არ იყო,
როდესაც ეშმაკურად გაიღიმა.
სხვათა შორის, აქ უნდა შევნიშნო, რომ, თუმცა ქალიშვილის
სახელი გავიგე, ჩემს ფიქრებში დიდხანს მაინც „ოქროსთმიან ქა-
ლიშვილს“ ვეძახდი. იმიტომ კი არა, თითქოს ეს უფრო მომწონდა.
უბრალოდ, შევეჩვიე და სახელით მოხსენიება როგორღაც ნაძა-
ლადევი გამოდიოდა. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ, როცა ენა გა-
ვიტეხე, „ოქროსთმიანი ქალიშვილი“ ფიქრებშიც შეცვალა ნამ-
დვილმა სახელმა.
დიახ. იმ დღეს მშვენიერი გუნებაზე დავბრუნდი შინ. დეიდა მა-
რიამსაც კი დიდსულოვნად ვაპატიე ამასწინანდელი შეცოდება და
ღრენა შევწყვიტე. ჩემდა გასაოცრად, დეიდა მარიამმა თვითონ
დამიწყო ღრენა. საკვირველი ამბავი იყო. სანამ მე ვიღრინებოდი,
ის იშაქრებოდა. მე რომ დავიშაქრე, ის აღრინდა. მთელი საღამო
წარბი არ გაუხსნია და გულმოსული დუდღუნებდა რაღაცას, თით-
ქოს ჩემს ღორებს მისი ბოსტანი აეოხრებინოს. სასაცილო გულის
მოსვლა კი იცოდა: ცივი წყალი მომინდა და სამზარეულოში გავე-
დი. იგი ონკანთან იდგა და ჭურჭელს რეცხავდა. თავი ისე დაიჭი-
რა, ვითომ არც შეუმჩნევია, რომ ჭიქით ხელში ვიდექი და ველო-
დი. მანამ არ მიმიშვა ონკანთან, სანამ მთელი ჭურჭელი არ და-
რეცხა.
მაგრამ მისი ბუტიაობისათვის ყურადღება არ მიმიქცევია. გულ-
ში სიხარული მედგა და ირგვლივ ყველაფერი ლამაზი მეჩვენებო-
და.
75
დილით ოქროსთმიან ქალიშვილს ზედ გზაჯვარედინზე შევ-
ხვდი. შორიდანვე შევნიშნე და, მე რომ აქედან მივადექი გზაჯვა-
რედინს, ის იქიდან მოადგა.
- მაკა. - ვთქვი მე.
- გამარჯობათ, - გამიღიმა მაკამ.
- ჩვენი ქუჩა ისევ ისე უსაშველოდ მოკლეა.
- ჰო, წუხელ სულ არ გაზრდილა.
გუშინდელს აქეთ როგორღაც უცებ დავახლოვდით. ორთავეს
ძალიან თავისუფლად გვეჭირა თავი.
- რომ გავწელოთ?
- გაწყდება.
- მაშინ სხვა რამე მოვიფიქროთ. იქნებ ამ დღეებში შთაგონება
მეწვიოს. თუ მეწვია უეჭველად მოვიგონებ რაღაცას. „პრინციპუ-
ლად ახალი ხერხი მოკლე ქუჩების დასაგრძელებლად“. დღეს ასე
გვიან რატომ გეწყებათ ლექციები?
- რა ვიცი. ასე შეადგინეს ცხრილი. თქვენც ხომ „ასე გვიან“ გეწ-
ყებათ სამსახური?
- არა. მე კიდევ უფრო გვიან მეწყება.
- კიდევ უფრო გვიან?
- ორ საათზე.
- მაშ, ახლა სად მიდიხართ?
- არსად. სუფთა ჰაერზე გამოვედი სასეირნოდ.
- ააა!.. ჰო, ჩვენს გზაჯვარედინთან იდეალური ჰაერია.
- განსაკუთრებით ოთხშაბათობით. ჯემპრი, მე რომ არ მომეწო-
ნა, იმიტომ გამოიცვალეთ?
მაკამ ცერად გამომხედა და გაიღიმა.
- რა თქმა უნდა. სხვა რა მიზეზი უნდა მქონოდა!
- დღეს რომელ საათზე გიმთავრდებათ ლექციები?
- შვიდის ნახევარზე.
76
- ყვავილნარს თქვენ თვითონ უვლით?
- რომელ ყვავილნარს?
- თქვენს ყვავილნარს, ეზოში.
მაკამ თავი აიღო და შემომხედა.
- თქვენ საიდან იცით, რომ ეზოში ყვავილნარი მაქვს?
- არსაიდან. უცებ გავიფიქრე, არ შეიძლება ყვავილნარი არ
ჰქონდეს-მეთქი.
მაკამ წყნარად გაიცინა.
- ალბათ შთაგონება გეწვიათ, ყვავილნარს მამეჩემი უვლის,
ხანდახან მეც ვეხმარები.
- დედათქვენი არ უვლის?
- დედაჩემი ადრე უვლიდა. სანამ ცოცხალი იყო.
მე რაღაც წავიზმუკუნე ისე, რომ არც კი ვიცი, რისი თქმა მინ-
დოდა. ჩემდა უნებურად უხერხულ თემას წამოვედე და ახლა
აღარ ვიცოდი, როგორ აღმედგინა გაწყვეტილი საუბარი. საბედ-
ნიეროდ, მაკამ თვითონ დაარღვია დუმილი: - ჩვენი დაღმართი
თავდება.
უხერხულობა წამსვე გაიფანტა.
- მართლაც. ძალიან მოკლე ქუჩაა, მუხლის გამართვას ვერ მო-
ასწრებ კაცი. გიყვართ ფეხით სიარული?
- კი, განსაკუთრებით საღამო ხანს. აგერ, ჩემი ავტობუსიც მო-
დის.
მაკა წავიდა.
ერთი კი გავიფიქრე, ნეტა გავყოლოდი-მეთქი, მაგრამ კარგად
რომ დავუკვირდი, მივხვდი, გაყოლა არ ღირდა. ავტობუსში ადა-
მიანური ლაპარაკი შეუძლებელია. ირგვლივ ათასი დაცქვეტილი
ყურია და ძალაუნებურად დაძაბული ხარ.

77
იმ დღეს სამსახურიდან შინ არ წავსულვარ. შვიდის ნახევარზე,
რუსთაველის პროსპექტზე გავედი და ისეთ ადგილას დავეცი კა-
რავი, სადაც, ჩემი ვარაუდით, ლექციებიდან მომავალ მაკას უეჭ-
ველად უნდა გამოევლო.
მალე მართლაც გამოჩნდა. გვერდით ვიღაც სქელღაბაბა, ზონ-
ზროხა გოგო მოყვებოდა. პროსპექტზე რომ შემოუხვიეს, უჩუმრად
ავედევნე უკან. გამვლელებს ვეფარებოდი და დისტანციას ვიცავ-
დი. ცოტა ხნის შემდეგ ზონზროხა გოგო მაკას გამოეთხოვა და გა-
დაღმა მხარეს გადავიდა, რითაც მყისვე მოიგო ჩემი გული.
ახლა მაკა მარტო მიდიოდა. მიდიოდა მისთვის ჩვეული და ჩემ-
თვის კარგად ნაცნობი რბილი, იმედიანი ნაბიჯით. მე ისევ უჩუმრად
მივყვებოდი უკან და მისი ცქერით ვტკბებოდი.
მალე შევნიშნე, რომ ამ საქმეში მარტო არ ვიყავი. მრავალმა
დარბაისელმა და არადარბაისელმა მოქალაქემ სახელდახელოდ
შეცვალა მოძრაობის ტემპი და იმ სიჩქარეზე გადაერთო, რომლი-
თაც მაკა მიდიოდა. მე ამ ჩემს კოლეგებსა და მიმბაძველებს აღ-
შფოთებით მოვავლე თვალი. და ერთბაშად ისეთი გრძნობა გა-
მიჩნდა,
თითქოს ვიღაც ავისმქნელებს თავიანთ ბნელსა და ბინძურ საქ-
მეში ჩავეთრიე. სასწრაფოდ ავუჩქარე ნაბიჯს, მაკას წამოვეწიე და
ვუთხარი.
- რა მოულოდნელი შეხვედრაა!
მაკა შეკრთა და მოწყვეტით შეჩერდა. მერე გაკვირვება, ღიმი-
ლი და საყვედური ერთად გამოეხატა სახეზე.
- როგორ შემაშინეთ!
- ის ზონხროხა გოგო რომ დროზე არ მოგშორებოდათ, ჩემს
რისხვას ვერ გადაურჩებოდა.
- ვინ ზონზროხა გოგო?
- აი, იქ რომ გამოგემშვიდობათ. კუთხეში. სქელღაბაბა.
78
აქ მაკას ხმაში წყრომა გამოკრთა. მაგრამ ეს წყრომაც ისეთივე
რბილი და მშვიდი იყო, როგორც მისი სიარული.
- ის გოგო ჩემი მეგობარია და „ზონზროხა“ და „სქელღაბაბა“ კი
არა, ნინელი ჰქვია.
- ნინელი?
მე ჩემი ძველი დიასახლისი გამახსენდა და გავიფიქრე: „ნეტა
თუ დააყენა ჩემს ოთახში ვარდენმა „ვინმე წყნარი, წესიერი სტუ-
დენტი გოგო“? ყვავილები, ალბათ, არ მიაქვს ცოლის საფლავზე,
ტყუილად შემპირდა“.
როგორც ჩანს დიდხანს ვდუმდი.
- რა მოგივიდათ? - მკითხა მაკამ. - არ შეიძლება ადამიანი
„ზონზროხა“ იყოს და თან ნინელი ერქვას?
- როგორ არ შეიძლება, - გამეღიმა მე და ამ დროს ისევ ვარდენ
მექვაბიშვილზე ვფიქრობდი. - ჩემი ყოფილი დიასახლისი გამახ-
სენდა. იმასაც ნინელი ერქვა.
- მოგენატრათ?
- მოკვდა.
მაკა შეკრთა და სერიოზული თვალები შემომანათა.
მე განვაგრძე: - მოკვდა. და მისმა ქმარმა სახლიდან დამითხო-
ვა, ქალი მირჩევნია დავაყენო მდგმურადო.
- ცუდი კაცია? - ნეიტრალური კილოთი მკითხა მაკამ.
- რა ვიცი. შეიძლება არცაა ცუდ, ადამიანის გამტყუნება ძნე-
ლია, მით უმეტეს, თუ შენ თვითონაც ადამიანი ხარ.
- თქვენ დროდადრო სერიოზულიც ყოფილხართ.
- მე ყოველთვის სერიოზული ვარ. ზედმეტად სერიოზულიც.
- როგორღაც არ შემიმჩნევია.
- ვმალავ. ჭარბი სერიოზულობა სხვის თვალში ხშირად კომი-
კური ჩანს. არასერიოზულობა კი უფრო ეფექტური და მომგები-
ანია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ურთიერთობა გიხდება ლამაზ
79
გოგოსთან და არა საქმიან ჩინოვნიკებთან. მართლა, დღეს შთა-
გონება მეწვია. მოკლე ქუჩის გადიდების ყველაზე საიმედო საშუა-
ლება ისაა, რომ ბოლოში მეორე ქუჩა მიაბა.
- რა მარტივი ყოფილა!
- ყველა გენიალური აღმოჩენა მარტივია. - მე ფიქრებმა გამი-
ტაცეს და ერთხანს ხმა არ ამომიღია. მივდიდოდი ჩუმად და ყურს
ვუგდებდი ჩვენი ნაბიჯების ხმას. არ ვიცი, ვარდენ მექვაბიშვილის
გახსენებამ იმოქმედა ასე, თუ სხვა რამე მიზეზი იყო, მართლა ძა-
ლიან დავსერიოზულდი. ყოველ შემთხვევაში, სიტყვები აღარ მო-
დიოდნენ ძველებურად თავისუფლად და ძალდაუტანებლად.
- რაზე ფიქრობთ? - მკითხა მაკამ.
- არაფერზე. შესაძლებელია ადამიანის დანიშნულება ის არის,
რომ დამოუკიდებელ მოვლენებს შორის კავშირი იპოვოს.
- რა და რა მოვლენას შორის იპოვეთ კავშირი?
მე მაკას შევხედე და, თუმცა გულმოდგინედ ვცდილობდი უბ-
რალოდ და ბუნებრივად მეთქვა, მაინც მოგუდული ხმით გამომი-
ვიდა: - თქვენსა და ეგვიპტეს შორის. - მერე, რაკი ეს ვთქვი, თით-
ქოს ღრუბლები გადამეყარა, უფრო ლაღად და თავისუფლად
განვაგრძე. - ხვალიდან „შენობით“ დაგელაპარაკებით. ძალიანაც
რომ გამიბრაზდეთ, ხვალიდან მაინც „შენობით“ დაგელაპარაკე-
ბით.
მაკამ გაიცინა.
- ხვალ რომ განსხვავებული გრაფიკი გვაქვს?
- გრაფიკი გადახალისდება. გრაფიკი გადამუშავდება. მოიძებ-
ნება გრაფიკის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. იცით, პირვე-
ლად რითი მიიქციეთ ჩემი ყურადღება? მხრებით. მოგისმენიათ
ვინმესგან ქათინაური თქვენი მხრების გამო?

80
- არა. თქვენგან უნდა მომესმინა ერთხელ, მაგრამ თანდაყო-
ლილმა სიბრძნემ გადაგძლიათ და ქათინაურის მაგიერ აფორიზმი
მითხარით.
- საოცარი მეხსიერება გქონიათ. ჩემზე უფრო პატივმოყვარე
კაცმა შეიძლება აქედან საშინლად პატივმოყვარული დასკვნები
გააკეთოს. მე უამრავი ნაკლი მაქვს. მათ შორის ერთ-ერთი ყვე-
ლაზე მწვავე და შემაწუხებელი ის არის, რომ საკუთარ თავს ვერა-
სოდეს ბოლომდე ვერ ვენდობი. ახლაც ასე მემართება. თავგამო-
დებით გიმტკიცებთ, მხრების გამო მიიქციეთ-მეთქი ჩემი ყურადღე-
ბა, თან გულში ვფიქრობ, ეს მხრები რომ სხვისი ყოფილიყო, მი-
ვაქცევდი კია ამ „სხვას“ ყურადღებას? ალბათ, არა. მაშ, რა მოხ-
და? ჩემი აზრით, საქმე ისაა, რომ სხვისთვის ეს მხრები შემთხვე-
ვითი დეტალი იქნებოდა და ამიტომ შეუმჩნეველი დარჩებოდა,
თქვენთვის კი იგი არსებითია, რაღაც შინაგანის გამომხატველი,
რაღაც შორეულის დამადასტურებელი. თქვენ ძველი ეგვიპტელი
ხართ, მაკა, უბრალოდ, დროის კანონს ზურგი შეაქციეთ,
ეპოქას მოწყდით და მეოცე საუკუნეში დაეშვით. ეტყობა, მეც
ეგვიპტის სიყვარულმა მომიყვანა თქვენთან აუცილებლობის
გზით. ამიტომ დამითხოვა ვარდენ მექვაბიშვილმა, როცა ჟამმა
დაჰკრა. ამიტომ არ გამიშვა დეიდა მარიამმა, როცა წასვლა დავა-
პირე. რა თქმა უნდა, ამაშიც შეიძლება ეჭვის შეტანა. და მე ამ წუ-
თას ასეც ვიქცევი. სხვას რომ ასეთი მხრები ჰქონოდა, ალბათ, არ
მივაქცევდი ყურადღებას. მაგრამ თქვენ რომ არ გქონოდათ ასეთი
მხრები? ახლა ჩვენს უკან მოაბიჯებს ოფლიანი მოქალაქეების
მთელი ბრბო. მათ წარმოდგენა არა აქვთ ეგვიპტეზე. ისინი ვერ
ამჩნევენ თქვენს მხრებს, მაგრამ მაინც თვალებით გჭამენ, იმიტომ
რომ ლამაზი გოგო ხართ.
მაკა შეკრთა და წამით მისმა ნაბიჯებმა სირბილე და იმედიანო-
ბა დაკარგა.
81
- ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მათ გადაუდებელი საქმეები ჰქონ-
დათ და გადადეს. სადღაც ეჩქარებოდათ და ნაბიჯი შეანელეს.
მათთვის მხრებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს... მაგრამ მე
რას ვიზამდი, თქვენ რომ ასეთი მხრები არ გქონოდათ? თუმცა ეს
სისულელეა. მაშინ არც ასეთი სახე გექნებოდათ. მაშინ თქვენი
ჰარმონია დარღვეული იქნებოდა. მაშინ თქვენ არ იარსებებდით.
- მე უცებ შევწყვიტე ლაპარაკი და მცირე პაუზის შემდეგ სიცილით
დავძინე, - რას იტყვით, გამომივიდა რაიმე ქათინაური?
- არა მგონია, - სწრაფად გამომეპასუხა მაკა, თუმცა აშკარად
ჩანდა, ფიქრებში იყო გართული. - ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის
ყველაფერი ეს ძალიან ბუნდოვანია, - აქ იგი საბოლოოდ გამოერ-
კვა ფიქრებიდან და გაიცინა, - მე მარტივ აზროვნებასა ვარ მიჩვე-
ული. ჩემთვის ყველაზე ნათელი და გასაგები მუსიკაა.
- მუსიკა?! - მე შევეცადე კომიკური შეძრწუნებით მეთქვა ეს სიტ-
ყვა, - თანაც კლასიკური მუსიკა, არა?
- ჰო.
- ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება კლასიკური მუ-
სიკის გაგება.
- თქვენ არ გესმით?
- რა თქმა უნდა, არა.
მაკამ მხრები აიჩეჩა.
მხრები ოდნავ აიწია მაღლა და კაბაც აიყოლა. მერე ჩამოიწია
და კაბაც დაეშვა.
- ალბათ, ხშირად არ მოგისმენიათ. მოსმენას უნდა მიეჩვიოთ.
მუსიკის გაგებას რა უნდა.
- აუცილებლად ვცდი უახლოეს წლებში.
- უახლოეს დღეებში სცადეთ. ოღონდ უნდა შეარჩიოთ. რაც
ხელში მოგხვდებათ, იმით თუ დაიწყეთ, შეიძლება დაფრთხეთ.
- მირჩიეთ, რითი დავიწყო.
82
- რა თქმა უნდა. ყველაფერი მე უნდა გირჩიოთ. თქვენი რჩევა
თუ დამჭირდა, მაშინვე რაქიტს მოიმიზეზებთ. - მე გამეცინა, მაკამ
განაგრძო, - თუ მართლა გაინტერესებთ,
მოცარტს მოგასმენინებთ, რამდენიმე სხვადასხვა ჩანაწერს, ნა-
ხავთ როგორ მოგეწონებათ.
- თქვენი შესრულებით მომასმენინეთ.
მაკას გაეღიმა.
- იქნებ რიხტერის შესრულებით ჯობდეს?
- არა მგონია.
- მაშინ წასულია თქვენი საქმე.
ამ დროს ჩვენ პროსპექტის რომელიღაც შენაკადი ქუჩა უნდა
გადაგვეჭრა. ბოლო ფრაზაზე მაკამ თავისებურად გამომხედა: ცე-
რად, ქვეშქვეშად, ეშმაკურად. ამიტომ ზემოდან მომავალი საბარ-
გო მანქანა არ შეუმჩნევია და დამშვიდებით განაგრძო გზა. მე
სწრაფად წავატანე მაჯაში ხელი და უკან გამოვწიე. იმავ წუთს სა-
ბარგო მანქანამ წინ ჩაგვიქროლა, პროსპექტზე შეუხვია და დანარ-
ჩენ მანქანებს შეერია. მე ღიმილით მივუბრუნდი მაკას: - დაიხსო-
მეთ, რომ სიკვდილს გადაგარჩინეთ.
ეს სიტყვები როგორღაც მექანიკურად გაჩნდნენ, უაზ- როდ,
თავისთავად გამოცვივდნენ გარეთ, როგორც უყურადღებოდ მი-
ტოვებული ბავშვები. მე მათთან არაფერი მესაქმებოდა. მე მათ-
თვის არ მეცალა, რადგან ხელში ოქროსთმიანი ქალიშვილის მაჯა
მეჭირა.
- გმადლობთ. ვეცდები დაგიბრუნოთ ვალი, როგორც კი საამი-
სო შემთხვევა მომეცემა.
მაკას პასუხიც მექანიკურად აღვიქვი, ისე რომ აზრი ვერ მივი-
ტანე. თითქოს ეს ფრაზა გარედან კი შემეხო, მაგრამ ტვინში ვერ
შეაღწია. ვერც შეაღწევდა, რადგან მთელი ჩემი შინაგანი არსება
სხვა რაღაცით იყო სავსე. ოქროსთმიანი ქალიშვილის მაჯა ხელში
83
უკვე აღარ მეჭირა, მაგრამ ამას აღარც ჰქონდა არსებითი მნიშვნე-
ლობა. ჩემს სხეულში უძლიერესი ელექტროდენი შემოიჭრა და
ყველაფერი ააფორიაქა. მერე ვიგრძენი, როგორ დაიბადა სიხა-
რული, რომელიც სინათლეს ჰგავდა. მძლავრი, დაუოკებელი,
ყოვლისმომცველი ტალღა. ეს სინათლისფერი სიხარული დაიძ-
რა, წამოვიდა, გაიზარდა და ყოველი კუთხე-კუნჭული ამოავსო.
მე მივაბიჯებდი პროსპექტზე და ისეთი გრძნობა მქონდა, თით-
ქოს გოლიათი მიაბიჯებდა. და მიკვირდა, რომ ჩემს ფეხქვეშ ქვა-
ფენილი ტკივილისაგან არ კვნესოდა.
ფეხით გავიარეთ მთელი გზა.
რაზე ვსაუბრობდით, არ მახსოვს, იმიტომ რომ ეს მე არ ვიყავი.
ეს ვიღაც უცხო იყო, ჩემი მექანიკური ორეული, რომელიც სცენაზე
იდგა და ჩემს როლს ასრულებდა.
მაკას ლაპარაკი არ მახსოვს, იმიტომ რომ მაკაც სცენაზე იდგა
და მე კი არ მელაპარაკებოდა, არამედ ვიღაც სხვას, ჩემს მექანი-
კურ ორეულს, რომელიც ჩემს როლს ასრულებდა.
გზაჯვარედინთან ერთმანეთს გამოვეთხოვეთ. მაგრამ მე შინ
არ წავსულვარ. თვალებით გავაცილე მაკა სახლამდე, მერე მოვ-
ბრუნდი, უკანვე დავუყევი დაღმართს და მთავარ ქუჩაზე გავედი.
იმ ღამეს, საერთოდ, არ დავბრუნებულვარ შინ. იმის გაფიქრე-
ბაც კი წარმოუდგენელი იყო, რომ ეს ყოვლისმომცველი სიხარუ-
ლი ჩემს სამარისმაგვარ ოთახში შემეტანა და დეიდა მარიამის სა-
კირკიტო გამეხადა.
მივდიოდი ალალბედზე. მივაბიჯებდი უცნობ ქუჩებში და ასე მე-
გონა, უცნობი სახლები ღია ფანჯრებიდან ღიმილს მაყრიდნენ.
ქვეყნიერება სავსე და ძლიერი იყო. ირგვლივ ყველაფერს ნათე-
ლი და მყარი აზრი ჰქონდა.
სამყარო იცინოდა.

84
მე მივდიოდი უცხო და მახლობელ ქუჩებში და ქალაქის ხალი-
სიან ხმაურს ვუსმენდი. ხმაური ჩემი სხეულის რომელიღაც ფენაში
იფილტრებოდა და სულში შემოდიოდა დაწმენდილი და კრიალა
მუსიკა, საოცარი მუსიკა; ტკბილი, მძლავრი და ჟრუანტელისმომ-
გვრელი. შესაძლებელია ეს მოცარტი იყო. და მე ვხედავდი ჩამოქ-
ნილ თითებს, რომლებიც როიალის კლავიშებზე დაქროდნენ.
მე დავდიოდი სინათლით სავსე ულამაზეს ქუჩებში და მიკვირ-
და, რომ ამქვეყნად არსებობდა ვიღაც, ვინც მოიგონა გამოთქმა
„ამაოებათა ამაოება“.
და იქმნა მწუხრი. და იქმნა შუაღამე. და ქალაქი მიწყნარდა. ქა-
ლაქმა დაიძინა. ქალაქმა დაიძინა მშვიდი, უდრტვინველი, იმედია-
ნი ძილით. ხვალ ისევ გათენდება!
მე დავდიოდი მძინარე ქუჩებში და ჩემს თვალს რული არ ეკი-
დებოდა. მე ვიყავი ერთადერთი ფხიზელი თვალი და ქალაქში
მხოლოდ ჩემი ფეხის ხმა ისმოდა.
მე დავდიოდი, როგორც მეუფე და გოლიათი. მშვიდი სიამაყით
დავაბიჯებდი ქუჩიდან ქუჩაში და მეჩვენებოდა, რომ ეს ჩემი იმე-
დით ეძინა ქალაქს ასე ტკბილად და უშფოთველად.
მე ვდარაჯობდი ქალაქის ძილს. მე დავაბიჯებდი ჩამუქებულ
სივრცეში. დავდიოდი მიწაზე და ვირწეოდი ჰაერში, სახურავებს
ზემოთ, როგორც ჰარმონია, როგორც მძინარე ქალაქის ტკბილი
სიზმარი.
ხოლო სადღაც, ყვავილნარში ჩაფლულ პატარა, ერთსართუ-
ლიან სახლში, რბილ, ფუმფულა ლოგინში იწვა ოქროსთმიანი ქა-
ლიშვილი. შიშველი მკლავები ზემოდან ეწყო საბანზე.
ქალიშვილს ეძინა და ძილში იღიმებოდა.
ბოლოს ხანგრძლივი ხეტიალით დაღლილი, ერთ პატარა ბაღ-
ში შევედი და მერხზე ჩამოვჯექი. თავი მერხის ზურგს მივაყრდნე,
თვალები ვარსკვლავებით მოჩუქურთმებულ ცას მივაპყარი.
85
სამყარო უსასრულოაო, ერთხმად ამტკიცებენ მეცნიერები და,
ეტყობა, მართლა ასეა, თუმცა ცოტა ძნელი წარმოსადგენი კია.
მაგრამ უსასრულო შეიძლება იყოს სივრცე, დრო და რიცხვი. უსას-
რულო მრავალფეროვნება კი შეუძლებელია. ეს ღმერთის ფანტა-
ზიასაც აღემატება. სამყაროს რომელიღაც წერტილში ალბათ მე-
ორდება ყველა ის შემთხვევა, ყველა ის მოძრაობა, ყველა ის სიტ-
ყვა და ყველა ის განცდა, რომელთაც დედამიწაზე ვხვდებით. დე-
დამიწა მეორდება. მზის სისტემა მეორდება. და მე ვგრძნობდი,
რომ სადღაც, სამყაროს რომელიღაც სისტემაში, რომელიც მზის
სისტემის
ასლია, ზის პატარა ბაღში ვიღაც კაცი, შეჰყურებს მოოქრულ
ცას და ფიქრობს იმაზე, რომ სადღაც, სამყაროს რომელიღაც წერ-
ტილში ასევე ზის ვიღაც კაცი პატარა ბაღში და მასავით შეჰყურებს
მოოქრულ ცას.
გამთენიისას, როდესაც ქალაქი შეიშმუშნა და თვალი გაახილა,
მე ჩამეძინა. ჩამეძინა ღრმა და მშვიდი ძილით და სიზმარში ისევ
მეჭირა ოქროსთმიანი ქალიშვილის მაჯა ხელში. სიზმარში ხელახ-
ლა გადამხდა თავს ყველაფერი ის, რაც ცხადში გადამხდა. მე და
მაკა მივდიოდით. ზემოდან საბარგო მანქანა გამოჩნდა. მე მაკას
ხელი წავავლე მაჯაში და უკან გამოვწიე. და სიზმარში ხელახლა
განვიცადე ყველაფერი ის, რაც ცხადში განვიცადე.
როდესაც გამომეღვიძა, ქალაქში უკვე მზე ენთო. ქუჩებიდან
ადამიანების ჟრიამული და მანქანების ხმაური შემოდიოდა. ჩემს
ზემოთ, ხის კენწეროში, რომელიღაც გულუბრყვილო ჩიტი ჭიკჭი-
კებდა. რა ჩიტი იყო, არ ვიცი, ფოთლებში იყო მიმალული და ვერ
დავინახე. მხოლოდ ჭიკჭიკი ისმოდა. ჭიკჭიკებდა და ჭიკჭიკებდა
გაუთავებლად. ჩიტები, ბატონებო, ჯერ კიდევ წარმართები არიან
და მზეს სცემენ თაყვანს.

86
საათს დავხედე. ხუთის ნახევარს უჩვენებდა. გამიკვირდა და
ყურზე მივიდე. გაჩერებულიყო.
ნეტა რა დროა-მეთქი, გავიფიქრე და ზეზე წამოვვარდი.
„დღეს რომელ საათზე ეწყება მაკას ლექციები? თითქოს უნდა
მეკითხა... შეიძლება ვკითხე კიდეც და აღარ მახსოვს... ნეტა რო-
მელი საათია?“
სწრაფი ნაბიჯით გამოვედი ბაღიდან და ქუჩაში პირველსავე
შემხვედრს ვკითხე, რომელი საათია-მეთქი.
შემხვედრი ახალგაზრდა ქალი იყო და სანამ მიპასუხებდა,
კარგად დამაცქერდა. მგონი იმაზე ფიქრობდა, გაველანძღე თუ
ეპასუხა. ბოლოს მითხრა, რვის ნახევარიაო და თან, ყოველ შემ-
თხვევისათვის, შემომიბღვირა.
ვერ წარმოიდგენთ, რა გულკეთილი და სიმპათიური ქალი
იყო.
რვის ნახევარი.
„ცხრა საათამდე ლექციები არსად არ იწყება. მაშ, ყველაფერი
რიგზე ყოფილა“.
ჩემი საათი გავასწორე და წავედი.
რვა საათი იყო, ჩვენს გზაჯვარედინს რომ მივაღწიე.
არავითარი გადაწყვეტილება არ მიმიღია, არავითარი გან-
ზრახვა არ მქონია, არაფერზე არ ვფიქრობდი. მექანიკურად გა-
დავედი მარცხენა მხარეს, სადაც მაკას მოსახვევი იწყებოდა, და
პირდაპირ ტროტუარზე ჩამოვჯექი. ზურგით ქვემოთ, მთავარი ქუ-
ჩისაკენ, და პირით ზემოთ.
გზაჯვარედინიდან აღმართი გაცილებით უფრო ციცაბო იყო და
ზედ კლდის ძირში თავდებოდა. მე შევცქეროდი ამ ციცაბო აღ-
მართს და ვფიქრობდი, ნეტა ზამთარში, ქუჩა რომ მოიყინება, რო-
გორ დადიან-მეთქი. განსაკუთრებით, ალბათ, ქალებსა და

87
ბავშვებს გაუჭირდებათ. თუმცა არა, ბავშვებს არ გაუჭირდებათ.
მე უცებ წარმოვიდგინე მოყინული ქუჩა და ბავშვები, რომლებიც
არხეინად და უშიშრად, მხიარული ყიჟინით ჩამოცურდებიან თავ-
დაღმარში. ბავშვები ისე არ უფრთხილდებიან თავს, როგორც
მოზრდილები, იმიტომ რომ სიკვდილის შიში არ იციან. ისინი ჯან-
საღი და ოპტიმისტური უჯრედებისაგან შედგებიან. არა, ბავშვებს
არ გაუჭირდებათ. დიდები სხვა საქმეა. დიდებს მეტი ჭკუა აქვთ.
ჭკუა კი პესიმიზმის ამოუწურავი საბადოა. დიდები შეგნებულად თუ
შეუგნებლად სულ სიკვდილზე ფიქრობენ. მუდამდღე შიშში არიან
და ეჩვენებათ, რომ სხეულში რომელიღაც მოურჩენელი სენი შე-
უძვრათ. თავი ეცოდებათ, ფრთხილობენ და ყველაფერს ითვა-
ლისწინებენ. ითვალისწინებენ, რომ მოყინულ ქუჩაზე ოდნავი ფე-
ხის დაცურება შეიძლება საბედისწერო გამოდგეს. დაცემა, თუნ-
დაც უმტკივნეულო, სხეულის რომელიმე უჯრედს დააზიანებს, და-
ზიანებული უჯრედი გადაგვარდება და კიბო განვითარდება. დი-
დები თავიანთი ცოდნის ტყვეები არიან და მოყინულ თავდაღმარ-
თში ძალიან ფრთხილად დადიან. ფეხს რომ ასწევენ, დაკვირვე-
ბით მოათვალიერებენ ნიადაგს, ყველაფერს გულდასმით აწონ-
დაწონიან და მხოლოდ ამის შემდეგ გაბედავენ ხელახლა დად-
გმას.
მე ჩემმა წარმოდგენამ გამიტაცა. ვხედავდი, რა ლაღად და
უშიშრად დაქროდნენ მოყინულ ქუჩაში პატარა ბავშვები. მერე ბავ-
შვები იზრდებოდნენ და, რაც უფრო იზრდებოდნენ, მით უფრო
ნაკლები დაუდევრობითა და ნაკლები სიჩქარით დაცურავდნენ.
ბოლოს ბავშვები დავაჟკაცდნენ, მოქალაქეებად იქცნენ, დაწყები-
თი სამედიცინო ცოდნა შეიძინეს და მოყინულ ქუჩაში ისე დადი-
ოდნენ, როგორც შენელებულ კინოკადრში.
ეს ხილვები და წარმოდგენები სრულიადაც არ მიშლიდნენ
ხელს უმთავრეს საქმეში. მთელი ჩემი შინაგანი არსება დაძაბული
88
იყო, როგორც ჩასაფრებული ნადირი, რომელიც გატრუნული და
სუნთქვაშეკრული ელოდება მსხვერპლს. არც ერთხელ არ მიმი-
ხედავს მარცხნივ, სადაც მაკას სახლი იდგა. ვიცოდი, რომ მაკას
გამოჩენას ისედაც ვიგრძნობდი. დროდადრო ჩემს ცნობიერებაში
შემოდიოდა გამვლელთა სილუეტები, ან ტროტუარიდან არეკლი-
ლი ფეხის ხმა. ირგვლივ ადამიანები დადიოდნენ. ადამიანები სამ-
სახურში მიიჩქაროდნენ.
და აი, მოყინული ქუჩა, სავსე მხიარული, ხმაურიანი, ლოყებ-
დატკრუცული ბავშვებით, ერთბაშად გაქრა. გულმა ბაგაბუგს უმა-
ტა, მკერდქვეშ მწვავე და სასიამოვნო ღიტინი ვიგრძენი. მერე რბი-
ლი, ნაცნობი ნაბიჯების ხმა მომესმა. ხმა თანდათან ახლოვდებო-
და. მომეჩვენა, თითქოს უფრო სწრაფად ახლოვდებოდა, ვიდრე
მოსალოდნელი იყო. იქნებ ჩემს დანახვაზე მაკამ ფეხს აუჩქარა?
გაუკვირდა, რომ ტროტუარზე ვიჯექი და სადღაც, ზემოთ ვიყურე-
ბოდი.
ჩემს თვალწინ ავისმომასწავებელი და კარგისმომასწავებელი
ნიშნების ქარავანმა ჩაიქროლა.
„თუ წითელი ხალათი აცვია, კარგი ნიშანია, - აზრმიუტანებლად
ჩავუთქვი მე, - თუ მაღალყელიანი ჯემპრი აცვია, ცუდი ნიშანია“.
ამასობაში ფეხის ხმა სულ ახლო მოვიდა და შეწყდა.
მაკა ჩემს ზურგსუკან იდგა.
მე ველოდი.
- ასე ხომ მთელ სუფთა ჰაერს მარტო თქვენ შეისუნთქავთ და
სხვას აღარაფერს დაუტოვებთ.
მე უკან არ მიმიხედავს, კლდეს მივჩერებოდი აღმართის ბო-
ლოში.
- მაკა, - ვუთხარი მცირე პაუზის შემდეგ, ისე რომ კლდისათვის
თვალი არ მომიშორებია. - მე თქვენ მიყვარხართ და ეს იქნება ბო-
ლო ფრაზა, რომელსაც „თქვენობით“ გეუბნებით.
89
ეს სიტყვები ძალიან მშვიდად ვთქვი. მე თვითონ ვიგრძენი, რა
მსუბუქად ამოვიდნენ, რა უმტკივნეულოდ გაკვეთეს ჰაერი და რა
ნელ-ნელა, რა თანაბარი შრიალით გაქრნენ.
მაგრამ მე ისიც ვიგრძენი, რომ ეს სიმშვიდე საშიში სიმშვიდე
იყო.
მერე დუმილი ჩამოვარდა. უსაშველო, გაუთავებელი დუმილი.
მე გულში ვითვლიდი: ერთი, ორი, სამი... ათს რომ მივაღწიე,
უცებ შევშინდი, ხომ არ წავიდა-მეთქი. იქნებ მისი რბილი ნაბიჯების
ხმა ჩემმა მღელვარებამ ჩაახშო და ისე წავიდა, ვერაფერი გავიგე.
- მაკა!
- ბატონო.
„არ წასულა“, - გავიფიქრე და დავმშვიდდი, და როცა დავ-
მშვიდდი, მაშინღა ვიგრძენი, რომ ყველა ნერვი დაწყვეტამდე
მქონია დაჭიმული.
მაკას ხმა შეცვლილი მეჩვენა.
ნელა წამოვდექი და შემოვტრიალდი.
ჩემმა მარჩიელობამ კრახი განიცადა. მაკას არც წითელი ხა-
ლათი ეცვა და არც მაღალყელიანი ჯემპრი. ერთიანი ღია ცისფე-
რი კაბა ეცვა, წელზე ლაღად, თავისუფლად შემოკრული ქამარი
ეკეთა.
წინასწარმეტყველება ჩაიფუშა. ჩემი მომავალი დარჩა გაურ-
კვეველი და ბუნდოვანი.
მაკა იდგა, ჩანთა ორივე ხელით ჩაებღუჯა. თავი ოდნავ ჩაექინ-
დრა და მიწას დასცქეროდა. ტუჩები ისე ჰქონდა მოკუმული, რო-
გორც სატირლად გამზადებულ ბავშვს.
შემეშინდა, რამე არ თქვას-მეთქი. შემეშინდა, რადგან არ ვი-
ცოდი, რას იტყოდა. და რომ ლაპარაკის საშუალება არ მიმეცა, მე
თვითონ ავლაპარაკდი. სწრაფად, მხურვალედ, უპაუზოდ: - არა-
ფერი მითხრა, მაკა. არ მითხრა, რომ ეს სისულელეა, არ მითხრა,
90
რომ სხვა გიყვარს. არ მითხრა, რომ ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა. წუ-
ხელ მე სამყაროს ძილს ვდარაჯობდი და, დარაჯობის ვადა რომ
გამივიდა, პირდაპირ აქეთ გამოვეშურე. მას შემდეგ ტროტუარზე
ვზივარ. რამდენ ხანს ვიჯექი, არ ვიცი. ალბათ, ოცდაცამეტი ან ოც-
დათოთხმეტი საუკუნე. უცხოეთიდან ტურისტები ჩამოდიოდნენ და
მეგზურებს ისინი პირველ რიგში ჩვენს გზაჯვარედინთან მოჰყავ-
დათ. სიამაყით უთითებდნენ
ჩემზე, როგორც რაღაც უცნაურ ღირსშესანიშნაობაზე, და
აღელვებული ხმით ეუბნებოდნენ: შეხედეთ ამ კაცს, ბატონო უც-
ხოელებო. იგი სიყვარულით გათანგული გდია ქუჩაში. კარგად და-
აკვირდით, ბატონო უცხოელებო. იმიტომ, რომ თქვენს უცხოურ
ქვეყნებში ასეთ რამეს ვერ ნახავთ. ეს აღმოსავლური კოლორი-
ტია. მე კი ვიჯექი და გელოდი. შენ საუკუნეების სიღრმიდან მოდი-
ოდი. პარალელური ხაზები არ არსებობს. რაოდენ პარალელუ-
რიც არ უნდა იყვნენ ისინი, უსასრულობის რომელიღაც წერტილში
მაინც შეხვდებიან ერთმანეთს. მე წუხელ მთელი ღამე უცნობსა და
შორეულ სივრცეში დავხეტიალობდი და შენს ძილს ვდარაჯობდი.
შენ მშვიდად და უშფოთველად გეძინა. მკლავები ზემოდან გეწყო
საბანზე და ძილში იღიმებოდი. გუშინ ტყუილი გითხარი. მეგონა,
სიმართლეს გეუბნებოდი, მაგრამ ტყუილი მითქვამს. ეგვიპტის სიყ-
ვარულს არ მოვუყვანივარ შენთან. შენმა სიყვარულმა მიმიყვანა
ეგვიპტესთან. შენ იმთავითვე არსებობდი ჩემში. როდესაც შენ და-
იბადე, შენ დაიბადე ჩემს სულში. და ამის შემდეგ ჩემი სიცოცხლე
შენი ძებნა იყო. მე ვგრძნობდი, რომ შენ ჩემში იყავი და მე გეძებდი
შენ. და მე ვიპოვე ეგვიპტე და ეგვიპტე შეიყვარა ჩემმა სულმა,
რადგან მე გეძებდი შენ. რადგან ეგვიპტე მაგონებდა რაღაცას,
რაც ჩემში იყო და რასაც გამუდმებით ვეძებდი. ეგვიპტე ჰგავდა
ჩემს ვენახს, რომელსაც ვერ მივაგენი, და მე ვცილობდი თავის

91
მოტყუებას და მე ვეუბნებოდი ჩემს თავს: ეგვიპტე არის შენი ვენა-
ხი. შენ წამოხვედი ოცდაცამეტი საუკუნის წინ. შენ მოარღვევდი
დროს და მოდიოდი ჩემკენ. მე კი ვიჯექი ტროტუარზე გზაჯვარე-
დინთან და მოთმინებით გელოდი. არაფერი მითხრა, მაკა. გეხვე-
წები. არც ერთი სიტყვა. წადი ლექციებზე. დღეს გაჩერებამდე არ
მიგაცილებ. აქ დავრჩები და აქედან გიყურებ. არაფერი მითხრა,
მაკა. ახლა არაფერი მითხრა. სხვა დროს, რაც გინდა, ის მითხარი.
ახლა არა. წადი ლექციებზე. მე აქ დავრჩები. წადი.
მაკა წავიდა.
სანამ წავიდოდა, თავი ასწია და შემომხედა. მშვიდი, ნათელი,
ძალიან სერიოზული თვალებით.
მერე წავიდა.
მისი რბილი ნაბიჯების საოცარ სიმშვიდეში ამჯერად რაღაც უც-
ხო ნოტი შეიჭრა. ოდნავი, ძლივს შესამჩნევი დისონანსი.
მე ვიდექი და ვუყურებდი.
თავდაღმართი რომ ჩაათავა, მთავარი ქუჩა სირბილით გადაჭ-
რა, რადგან გაჩერებაზე უკვე იდგა ავტობუსი.
მე კარგახანს გავცქეროდი გზას.
იქ ახლა მაკას კვალიღა იყო.
ბოლოს მოვტრიალდი და შინისაკენ წავედი.
დეიდა მარიამი გაფოფრილი დამხვდა.
ეგღა გვაკლიაო, მითხრა, ღამით გარე-გარე იწანწალო და შინ
არ დაბრუნდეო. წესიერ ხალხს სახლში სძინავსო. მეზობლებმა
რომ მკითხონ, სად იყო წუხელ შენი მდგმური, რა პასუხი გავცეო,
მე შენ შვილივით მიყვარხარ და შენ კი ასე მანერვიულებო.
მერე კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა, შვილივით მიყვარხარო.
მე დაბნეული და გაკვირვებული ვუსმენდი. ვერაფრით ვერ მივ-
მხვდარიყავი, რა აწიწმატებდა, რაში ეკითხებოდა, სად გავათევდი
ღამეს და სად არა. მით უმეტეს მეზობლებს რაში ეკითხებოდათ?
92
ანდა საიდან უნდა გაეგოთ? ნუთუ სხვა არაფერი საქმე ჰქონდათ
და სულ მე მიდარაჯებდნენ, აბა, ერთი თუ დაბრუნდება ამაღამ
სახლშიო?
თან მაოცებდა დეიდა მარიამის სიბრაზე და თან სასაცილო
მეჩვენებდა ეს არამკითხე პატრონობა.
ის კი იფოფრებოდა და იფოფრებოდა. თითქოს ვიღაცამ ჩარ-
თო და გამოთიშვა დაავიწყდაო.
ბოლოს აზრად მომივიდა, ბინის ქირა რომ დამიკლო, ალბათ
იმას ნანობს და პირდაპირ ვერ მეუბნება-მეთქი.
არც ვაციე, არც ვაცხელე, ავდექი და ვკითხე.
ამაზე მთლად გადაირია და სულ უმადური და უსინდისო მეძა-
ხა. ბოლოს დაღლილ-დაქანცული სკამზე დაეშვა და თვალებიდან
ორი წვეთი ცრემლი გადმოღვარა.
აქ კი შემეცოდა. მივედი, მხარზე ხელი მოვხვიე და, თუმცა არა-
ვითარ დანაშაულს არ ვგრძნობდი, მაინც შევეცადე დამნაშავე და
მონანიე კილოთი მეთქვა, ნუღარ ვიჩხუბებთ, დეიდა მარიამ, შევ-
რიგდეთ-მეთქი. დეიდა მარიამმა ცივად მოიშორა ჩემი ხელი და
წამოდგა. მე ჩხუბი დამთავრებული მეგონა, სკამზე დაჯდომა და
ორი წვეთი ცრემლი ფინალად ჩავთვალე. თურმე ჯერ სადა ხარ!
ის, რაც მე ფინალი მეგონა, სინამდვილეში პატარა შესვენება ყო-
ფილა ახალი აბობოქრების წინ.
მაშინ ვეღარ მოვითმინე და ცივად და ოფიციალურად გამო-
ვუცხადე: თუკი ყოველ წვრილმანზე ასე ინერვიულებთ, ჩემი აქ
ცხოვრება შეუძლებელია. დღესვე მოვძებნი სხვა ოთახს და გადა-
ვალ-მეთქი.
ეს არც მუქარა იყო და არც შემონახული კოზირი. მე მხოლოდ
ისა ვთქვი, რაც გულში მქონდა.

93
ჩემდა გასაოცრად ამ განცხადებამ უცნაური ნაყოფი გამოიღო.
დეიდა მარიამმა ჩხუბი ერთბაშად წუწუნით შეცვალა. მერე მოფე-
რება დამიწყო, თავს მაცოდებდა და ყოველნაირად ცდილობდა,
სხვაგან გადასვლა გადაეთქმევინებინა.
რამდენადაც გაუგებარი იყო წეღანდელი ჩხუბი და გაწიწმატე-
ბა, იმდენადვე გაუგებარი იყო ახლა ეს ფარისევლობა.
მე ზიზღი ვიგრძენი. ეს ზიზღი რომ დამემალა, საქმე მოვიმიზეზე
და ჩემს ოთახში შევედი.
იმ საღამოს მაკა არ მინახავს. ცხრილის კითხვა ისევ დამავიწ-
ყდა და სულ ტყუილად ვიდექი მთელი ორი საათი ავტობუსის გა-
ჩერებასთან.
ვერც მეორე დილით ვნახე. ეს პარასკევი დილა იყო.
პარასკევ საღამოს, როგორც იქნა, ვნახე.
მე გაჩერებასთან ველოდი და ვღელავდი. არ ვიცოდი, როგორ
შევხვდებოდით ერთმანეთს ამ მონოლოგის შემდეგ, წინადღით
რომ წარმოვთქვი. ის მონოლოგი დაუძლეველ სიმძიმედ მაწვა და
თითქოს ყელში მიჭერდა. გუშინ უცნაური და გაუგებარი სიტყვების
კორიანტელი დავაყენე. დღეს ისეთი სიტყვები აღარ მქონდა, სხვა
კი, არ ვიცოდი, რა მეთქვა.
ყოველგვარი ეჭვი მაკამ გამიფანტა.
დამინახა თუ არა, შორიდანვე შემომცინა და ჩემკენ წამოვიდა.
ღრუბლები ერთბაშად გადაიყარა, სიმძიმე უკვალოდ გაქრა და
ჩვენ ისე შევხვდით ერთმანეთს, თითქოს წინა დღეს არაფერი მომ-
ხდარიყოს.
- გამარჯობა, - მომესალმა მაკა და საოცრად უბრალოდ და
ძალდაუტანებლად ამოაგდო „თ“ სიტყვის ბოლოში.
- გუშინ სად იყავი?
- მელოდი?
- ორი საათი და რვა წუთი.
94
- გუშინ ნინელისთან წავედი ლექციებიდან.
- ისევ ნინელი!
მაკამ ღიმილით შემომხედა და თავი დამიქნია.
- ისევ ნინელი.
- მაგ შენს ნინელის მე ხმალში გამოვიწვევ.
მაკამ გაიცინა.
- არ გამოიწვევ. ნინელიმ ხომ არ იცოდა, თუ მელოდი.
- არ იცოდა! არ იცოდა! - ავბუზღუნდი მე და უცებ დეიდა მარია-
მი მომაგონდა. მერე, ლაპარაკი რომ განვაგრძე, თან იმას ვცდი-
ლობდი, ეს დაუპატიჟებელი მოგონება თავიდან მომეშორებინა. -
ზამთარი რომ ყოფილიყო? ორმოცგრადუსიანი ყინვა რომ ყოფი-
ლიყო? ხომ გადავიქცეოდი ყინულის ლოლუად!
- ზამთარი არ იყო. ორმოცგრადუსიანი ყინვა არ იყო. თბილის-
ში, საერთოდ, არ იცის ისეთი ყინვა, რომ, ჩინოვნიკები, რომლებიც
ძველი წელთაღრიცხვით აზროვნებენ, ყინულის ლოლუებად აქ-
ციოს.
და მაკამ ხელი მკლავში გამომდო.
ეს როგორღაც უცბად გააკეთა. ძალიან სწრაფი და, ცოტა არ
იყოს, მოუქნელი მოძრაობით. არ ვიცი, რისი ბრალი იყო. შესაძ-
ლებელია იმისი, რომ თვითონაც არ მოელოდა ამას და შეუცნობ-
ლად ემორჩილებოდა რაღაც შინაგან იმპულსს.
შესაძლებელია იმისი, რომ თავიდანვე ემზადებოდა ამისათვის.
წინასწარ მომზადებული საქციელი კი, მოგეხსენებათ, არასოდეს
ბუნებრივი არაა.
მაშინ, რა თქმა უნდა, ამაზე არ მიფიქრია. მაშინ გაბრუებული
ვიყავი.

95
არ ვიცი, რამდენ ხანს ვდუმდი. არც ის ვიცი, როცა ბოლოს და
ბოლოს ხმა ამოვიღე, რატომ წამოვროშე ისეთი რამ, რასაც არა-
ვითარი კავშირი არ ჰქონდა არც ჩვენს საუბართან და არც ჩემს
განცდებთან.
- მე კი დეიდა მარიამს შვილივით ვუყვარვარ.
- ვინ არის დეიდა მარიამი?
- ჩემი დიასახლისი.
მაკა შეჩერდა და შემომხედა.
- მართლა, ამას წინათაც მინდოდა მეკითხა და დამავიწყდა. აქ
ვისთან ცხოვრობ?
- აკი გითხარი: დეიდა მარიამთან.
- დეიდა მარიამი... მე აქ გავიზარდე და...
მე სწრაფად შევაწყვეტინე: - წარმომიდგენია, როგორ დატან-
ტალებდა ქუჩაში პატარა, ფეხშიშველა ეგვიპტელი.
- მოიცა. ამ უბანში თითქმის ყველას ვიცნობ, მაგრამ დეიდა მა-
რიამი არ ვიცი... ეგ რომელი სახლია?
- კუთხის სახლი, მოსახვევთან. დეიდა მარიამი მეორე სარ-
თულზე ცხოვრობს.
მაკამ გაკვირვებული ღიმილით აიჩეჩა მხრები.
- არ ვიცი.
მერე, გზა რომ განვაგრძეთ, ისევ მკითხა: - მოხუცია?
- ვინ? დეიდა მარიამი? როგორ გითხრა... ასე რვაასი წლის იქ-
ნება. თუმცა, ღმერთმა იცის, შეიძლება შვიდასზე მეტის არ იყოს.
- როგორი ქალია?
- განსაცვიფრებელი.
- მართლა, მართლა. გარეგნულად როგორია?
- გარეგნულად? ახლავე გეტყვი. ცოტა დავფიქრდე. არა, ეგ-
ვიპტელი აშკარად არაა. პატარა, გამხდარი ქალია. ცხვირი აქვს

96
გრძელი და წვეტიანი, თვალები - წვრილი და ისე ღრმად ჩამსხდა-
რი, გარედან რომ შეხედავ, ხვრელების მეტს ვერაფერს დაინახავ.
მერე: ორად ორი კბილი აქვს შემორჩენილი. წინა ორი კბილი,
ქვედა მხარეს, გრძელი, წვეტიანი კბილები... კიდევ რა...
- კუდიანი ხომ არაა?
მაკას რბილ, მკერდისმიერ ხმას ეს სიტყვები როგორღაც არ
შეეფერებოდა. მე შევკრთი და უნებურად შევჩერდი. მერე გამეცი-
ნა.
- არ ვიცი. კუდი არ შემიმჩნევია.
- რას შეამჩნევდი. ალბათ, ერთი თოთხმეტი კაბა მაინც აცვია.
- კი, დაახლოებით თოთხმეტი კაბა აცვია.
- კუდიანი იქნება. - დაჯერებული კილოთი თქვა მაკამ და ამ
დაჯერებულ კილოში ხუმრობა ისეთი მცირე დოზით ერია, რომ
კაცს მართლა დაგაეჭვებდა.
- ვკითხავ, თუ გაინტერესებს.
- არა მგონია, სასიამოვნო დაურჩეს ასეთი შეკითხვა.
- ისე, ფრჩხილებიც გრძელი და წვეტიანი აქვს.
- აბა რა ექნება!
- მაგრამ კუდიანის კვალობაზე მეტისმეტად გულკეთილია.
- ეგ არაფერს ნიშნავს. კუდიანები ყოველთვის იმას ცდილობ-
დნენ, გულკეთილად მოაჩვენონ ხალხს თავი.
- გამოჩენილი კუდიანოლოგი ყოფილხარ. დღეის შემდეგ გან-
საკუთრებულ მეთვალყურეობას დავუწესებ. სხვათა შორის, ცოც-
ხიცა აქვს. ოღონდ ეს კია, რომ ძირითადად სახლის დასაგველად
ხმარობს. ყოველ შემთხვევაში, ზედ გადამჯდარი არასოდეს მინა-
ხავს.
- ცოცხზე მაშინ ჯდება, როცა შენ გძინავს.
- არ გინდა გაგაცნო?
მაკას მართლა გაეხარდა.
97
- როგორ არ მინდა! ცოცხალი კუდიანი ჩემს დღეში არ მინა-
ხავს.
- მკვდარი?
- არც მკვდარი.
- აუცილებლად გაგაცნობ. ოღონდ ახლა არა. ახლა განრისხე-
ბულია და მეეჭვება, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს შენზე.
- რამ განარისხა?
- იმაზე შემომწყრა, გუშინწინ ღამე რომ სახლში არ მივედი.
მაკა შეჩერდა.
- მართლა არ ყოფილხარ სახლში?
- მართლა.
ჩვენ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, მე - ღიმილით, მაკა
- სერიოზულად.
- ცოტა დამაბნიე, - მითხრა მაკამ, ისე რომ თვალი არ მოუშო-
რებია. - მე მეგონა, მაშინ ისე მითხარი... რაღაც უცნაური ხარ.
- კუდიანი არა ვარ.
- ჰო. კუდიანი არ უნდა იყო.
გზაჯვარედინთან, ერთმანეთს რომ გამოვეთხოვეთ, უცებ
ცხრილი გამახსენდა.
- ცხრილი! ლექციების ცხრილი.
მაკა მოტრიალდა, ჩანთა ცალი ხელით გულზე მიიხუტა და მე-
ორე ხელით გახსნა. მე განვაგრძე: - კიდევ კარგი, გამახსენდა.
თორემ ავტობუსის გაჩერებასთან ერთი მილიციელი საეჭვო თვა-
ლით მიყურებს. ნამდვილად ჯაშუში ვგონივარ.
- აჰა!
...რამდენიმე თვე გავიდა ამას აქეთ, მე რომ მაკას ბოლო ფრა-
ზა ვუთხარი თქვენობით.
მერე იმ თემას აღარ შევხებივართ.

98
ჩემს მაშინდელ მონოლოგს ტაბუ დაედო. ირგვლივ ვუვლი-
დით, როგორც ორბიტაზე მყოფი პლანეტები, მაგრამ შეხებით არ
ვეხებოდით.
ეტყობა, შეუცნობელი შიში გვქონდა: სიტყვას მუსიკა ხმაურად
არ ექცია და ფერი - ლაქად.
სიტყვა სახიფათო იარაღია; შეუძლია ავი ოინი გვიყოს.
სიტყვა აზრის თარგმანია, თარგმანი კი ტლანქად ნათქვამი
ორიგინალია.
მე რომ ახლა იმის აღწერა დავიწყო, რას განვიცდიდი, როცა
მაკა ჩემს გვერდით იყო, ან როცა მაკა ჩემს გვერდით არ იყო, შე-
იძლება ტომები დავწერო და მერე ეს ტომები ცეცხლს მივცე, რო-
გორც ფუჭი და არაფრისმთქმელი ნახელავი.
მე ვერ ვიტყვი, რა იყო მაკა ჩემთვის, რადგან ადამიანის ერთა-
დერთი საზომი საკუთარი თავია. ჩემი „საკუთარი თავი“ კი, აბა, რა
საზომი შეიძლება იყოს, როცა საქმე მაკას ეხება.
ზამთარი ყოველთვის მეჯავრებოდა. ჩემი საყვარელი დრო
იყო გაგანია ზაფხული, როცა მზე ძალიან დიდია და ძალიან ცხე-
ლი.
მზე იყო ჩემი გუნება-განწყობილების მთავარი წყაროც და მთა-
ვარი საზომიც.
დილით რომ გავიღვიძებდი და ოთახში ფარდასა და ფარდას
შუა შემოპარულ, ლარივით გაჭიმულ მზის სხივს დავინახავდი,
რომელშიც მტვრის ნაწილაკები ფუთფუთებდნენ, სულში მარად
აუხსნელი სიხარული ჩამეღვრებოდა და ეს სიხარული ყველა
დარდს ერთბაშად აქარვებდა, ყველა სიცივეს ათბობდა, ყველა
მუქ ფერს შლიდა, ყველა სიმძიმეს ამსუბუქებდა; მე ჩიტივით ლაღი
და თავისუფალი,
გადმოვხტებოდი საწოლიდან და არ არსებობდა არაფერი, რა-
საც ჩემი შინაგანი ჰარმონიის დარღვევა შეეძლო.
99
ხოლო თუ ღამის ძილიდან გამოფხიზლებულს დილით მოღ-
რუბლული ცა და მოჟამული ამინდი დამხვდებოდა, მეც მთელი
დღე მოღრუბლული და მოჟამული ვიყავი.
და აი, ეს უცნაური დამოკიდებულება ჩემსა და ამინდს შორის
დაირღვა.
მზემ წყაროსა და საზომის მოვალეობა მაკას გადასცა.
ახლა, გავიღვიძებდი თუ არა, როგორც დეპეშის ლენტი, გონე-
ბაში გაივლიდა ფიქრი: „დღეს მაკას ვნახავ“ და მოღრუბლულსა
და მოჟამულ ამინდს ისე ვხვდებოდი, როგორც გაგანია ზაფხულის
დილას, როცა მზე ძალიან დიდია და ძალიან ცხელი.
მაკა...
ნუთუ მართლა იყო ჩემი ცხოვრების გზაზე ასეთი მონაკვეთი,
თუ ყოველივე ეს სიზმრად ვნახე?
...ერთ დღეს მაკა ჩემს ბუნაგში წავიყვანე.
წამო, ჩემთან ავიდეთ, დედოფალ ნეფერტიტსაც გაჩვენებ და
დეიდა მარიამსაც გაგაცნობ-მეთქი, ვუთხარი.
წავიდეთო, გაეხარდა მაკას. მერე თავი გადაიქნია და სერიო-
ზული კილოთი დაუმატა, არც კი ვიცი დეიდა მარიამი უფრო მაინ-
ტერესებს თუ დედოფალი ნეფერტიტიო.
როგორც ყოველთვის, ხელიხელჩაკიდებული მივაბიჯებდით.
სახლს რომ მივუახლოვდით, უეცრად უსიამოვნო გრძნობამ შე-
მატოკა; თითქოს ორკესტრს ყალბი ნოტი გაეპარა და სულგანა-
ბულ დარბაზში მანქანის ღრჭიალივით გაისმა დისონანსი. სულში
რაღაც დაირღვა და ამ რღვევის ბიძგი წამსვე გადაეცა ხელსაც,
ნაბიჯების რიტმსაც, ხმის კილოსაც.
იმავ წამს მივხვდი, რომ ეს უხერხულობის გრძნობა იყო. აქ, ჩე-
მი ბუნაგის სიახლოვეს, სადაც ნაცნობი თვალები ტრიალებდნენ,
უცებ მეჩოთირა მაკასთან ერთად ხელიხელჩაკიდებული სიარუ-
ლი.
100
ერთხელ, როდესაც დეიდა მარიამმა მისაყვედურა, რას იტყვი-
ან მეზობლები, ღამეს შინ რომ არ ათევო, მე მთელი არსებით აღ-
ვშფოთდი, მეზობლებს ვინ კითხავს, სად გავათევ ღამეს და სად
არა-მეთქი.
რა უსაგნო ყოფილა თეორიული გულისწყრომა!
რა უმწეო და სასაცილო ჩანდა ახლა ჩემი მაშინდელი აღშფო-
თება!
ვინ კითხავდა მეზობლებს ხელიხელჩაკიდებული ვივლიდი თუ
ხელიხელგადახვეული!
თურმე, დიაღაც რომ კითხავდა. საქმე საქმეზე რომ მიდგა,
ვკითხე და დიდი მოწიწებითაც ვკითხე. პატივცემულო მეზობლე-
ბო, შეიძლება მაკას ხელი ჩავკიდო და ისე ჩამოვიარო თქვენს სახ-
ლთან?
არაო, მეზობლებმა მითხრეს, არ შეიძლებაო. შენი გრძნობების
გამომზეურება ჩვენს ფაქიზ თვალს შეურაცხყოფას აყენებსო.
მაშინ მე ფრთხილად შევუშვი ხელი მაკას და, ეჭვი რომ არ გას-
ჩენოდა, ეს ხელი დიდხანს და ერთობ სულელურად ვაფათურე
მერე პიჯაკის გულჯიბეში.
მაკას არაფერი შეუმჩნევია და არც ეჭვი აუღია.
სადარბაზოში ჩემი ნაცნობი ცოცხიანი ქალები დაგვხვდნენ და,
კიბეს რომ შევუყევით, ცნობისმოყვარე მზერა გამოგვაყოლეს.
მე ვიგრძენი, როგორ ამერია ნაბიჯი და როგორ გადამკრა სა-
ხეზე ფერმა.
მაკას ცოცხიანი ქალები, მგონი, სულ არ შეუნიშნავს.
მიდიოდა თავისი რბილი, იმედიანი ნაბიჯით და რაღაცას მიამ-
ბობდა. რას ყვებოდა, არ გამიგონია, რადგან ყურადღება ცოცხი-
ანმა ქალებმა გამიფანტეს.
დეიდა მარიამი ის იყო, თავის ოთახში შედიოდა. კარი რომ გა-
ვაღე, მოიხედა...
101
მოიხედა და გაშეშდა. გაშეშდა რაღაც უცნაურ, არაბუნებრივ
პოზაში. სახე მთლად მოტრიალებული ჰქონდა, ტანი - სანახევ-
როდ, ფეხები კი ისევ ისე თავისი ოთახისკენ მიშვერილი. და იდგა
ისე, მოგრეხილი, როგორც ბებერი ვაზი. იდგა გაშეშებული. სახეზე
ძარღვიც არ უტოკავდა. მგონი, არც სუნთქავდა. თვალებში გაუგე-
ბარი შიში ეწერა, თითქოს მის წინ მშვენიერი ქალიშვილი კი არა,
საზარელი ურჩხული იდგა, რომელიც საცა იყო, პირს გააღებდა
და თვალებში ცეცხლს შეაფრქვევდა.
მართალი გითხრათ, შევშფოთდი. ერთხელ ხომ დამცოფა, ეგ-
ღა მაკლია, ღამე შინ არ გაათიოო. რა გარანტია მქონდა, რომ ახ-
ლაც არ აკივლდებოდა, ეგღა მაკლია, სახლში ქალები მომიყვა-
ნოო.
- იცნობდეთ, დეიდა მარიამ, ეს მაკაა.
ცხადია, ამით საქმეს არ ეშველებოდა, მაგრამ, ვიფიქრე, რა-
ღაც სადინარი მაინც გაუჩნდება უხერხულობას-მეთქი.
მაკამ ღიმილით გაუწოდა ხელი.
როცა მამაკაცი ხელს გართმევს, იდაყვი მოხრილი და განზე გა-
წეული აქვს. ქალი კი ბოლომდე გაშლილ მკლავს დამრეცად გა-
მოგიწვდის ისე, რომ მკლავის ზედა ნაწილი სხეულს ეკვრის, და
ასეთ დროს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს მხრების სილამაზე.
არა. დეიდა მარიამს მაკას მხრებისთვის არავითარი ყურადღე-
ბა არ მიუქცევია. დეიდა მარიამმა წამით გამოწვდილ ხელს დახე-
და, მერე მზერა მაკას სახეზე გადაიტანა და მარჯვენა ხელი ოდნავ
უკან გასწია. აშკარად ყოყმანობდა და მე ისევ შევშფოთდი. ჰაერ-
ში კვლავ დატრიალდა ისტერიკის სუნი. მაგრამ ბოლო მომენტში,
შიში დაძლია
თუ რა იყო, მაკას გამოწვდილ ხელს თავისი ხელი შეაგება, ოდ-
ნავ შეეხო და სწრაფადვე გაუშვა. მერე ორივე ხელი საიმედოდ
დამალა ზურგს უკან.
102
თვალებში ძველებური გაუგებარი შიში ედგა.
- თქვენზე ბევრი კარგი მსმენია.
მაკა, არ ვიცი, ვერ ამჩნევდა დეიდა მარიამის საქციელს, არ ვი-
ცი, არ იმჩნევდა.
მაკას სიტყვებმა დეიდა მარიამი თითქოს ცოტა მოალბო. შიში
თვალების ღრმა სოროებში შეძვრა და ახლა გაუბედავად იჭყიტე-
ბოდა შორეული სიბნელიდან.
- ამისგან?
- დიახ. წეღანაც იმას მეუბნებოდა, შვილივით ვუყვარვარო.
დეიდა მარიამმა ეჭვით გამომხედა. ახლა დაბნეული უფრო
ჩანდა, ვიდრე შეშინებული. მერე ჯიქურ შეაჩერდა მაკას და უთ-
ხრა: - მართალი უთქვამს.
- თქვენი გაცნობა აინტერესებდა და იმიტომ მოვიყვანე.
დეიდა მარიამის თვალებიდან უცებ ამოშრა შიში.
- კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა, - გოროზი თავაზიანობით უთ-
ხრა მაკას. - ახლა კი მაპატიეთ, მეჩქარება, ერთი ნაცნობი მყავს
სანახავი.
ესა თქვა, მაკას თავი დაუკრა რაღაც ძალიან დახვეწილი, ამაყი
და შეუფერებელი მოძრაობით და გავიდა.
მაკა მშვიდად იღიმებოდა, თითქოს დეიდა მარიამისაგან სწო-
რედ ასეთ საქციელს მოელოდა.
მაკას ღიმილმა მეც დამამშვიდა.
- კუდიანი ხომ გაჩვენე, წამო, ახლა დედოფალი ნეფერტიტი
ვნახოთ.
- მართლა არ ჰქონია კუდი.
- აქეთ წამოდი. კუდს რას შეამჩნევდი, თოთხმეტი კაბა აცვია.
ჩემი ოთახის კარი გავაღე და მაკა ხელით შევიპატიჟე.
- კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ბუნაგში.
მაკა შევიდა და მიიხედ-მოიხედა.
103
- შენი ოთახი ციხეს ჰგავს.
- მე უფრო სამარეს მაგონებს.
- ციხეს ჰგავს. სამარეს სარკმელი არა აქვს. - მაკა სარკმელს
მიადგა, ფეხის წვერებზე შედგა, აყელყელავდა. - არაფერი გამო-
დის.
- სკამი მიიდგი. ისე, წვალებად არ ღირს. ნაგვის ვედროების
მეტი მაინც არაფერი ჩანს.
მაკამ სკამი მიიდგა და ზედ ავიდა.
- მთები ჩანს! - აღმოჩენასავით შესძახა.
- მთები ძალიან შორსაა და ბუნდოვნად ჩანს.
- მერე რა!
- ჩამოდი, დედოფალი ნეფერტიტი ნახე.
მაკა ბრახუნით ჩამოხტა და მკითხა: - ქვემოთ ცხოვრობს ვინმე?
მე გამეცინა.
ეგ გადმოხტომამდე უნდა გეკითხა. ქვემოთ ცოცხიანი ქალები
ცხოვრობენ.
- ეს რა ცოცხიანების სამყაროში მოვხვდი.
ამ სიტყვებით ხელები გულზე დაიკრიფა და დედოფალ ნე-
ფერტიტის პორტრეტს მიაჩერდა. მერე ოდნავ უკან დაიხია, ისე
რომ არც ხელები ჩამოუღია და არც თვალი მოუშორებია.
მე ველოდი, რას იტყოდა. ის კი არაფერს ამბობდა. იდგა და
უყურებდა. ტუჩებზე ძლივშესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა.
მე მის მხარმარცხნივ ვიდექი, ოდნავ უკან, და მასთან ერთად
ვუყურებდი. ბოლოს, რაკი ხმა არ ამოიღო, ვკითხე: - არ გიკვირს?
- რა?
- როგორ თუ რა? გინახავს სადმე ასეთი სილამაზე?
- კი.
- კი? - ასეთ პასუხს არაფრით არ მოველოდი.

104
- ერთ ნაცნობთან მინახავს. ზუსტად ასეთი რეპროდუქცია ჰქონ-
და, ლამაზი, ამაყი და სევდიანი. ერთ მშვენიერ დღეს ადგა და ვი-
ღაცას მიჰყიდა.
- რა ქნა?! - მე ერთბაშად მივტრიალდი მაკასკენ და უცნაურ
პოზაში გავშეშდი. და უცებ დეიდა მარიამი გამახსენდა. ისიც ასე
იდგა წეღან სულელურად გახევებული.
- გაყიდა, - მშვიდად მიპასუხა მაკამ, - ვიღაცას მიჰყიდა. - და
მცირე პაუზის მერე დაუმატა. - იქნებ ესაა?
მინდოდა მეპასუხა, მაგრამ სიტყვები სადღაც, სხეულის სიღ-
რმეში გაუჩინარდნენ და ვერ ამოვათრიე. მაშინ უხმოდ ავიჩეჩე
მხრები.
- სანამ გაყიდდა, მთელი ორი წელიწადი ეკიდა კედელზე. ამი-
ტომ, როცა ჩამოხსნა, ის ადგილი სუფთა და თეთრი დარჩა. მთელ
ოთახს ფერი შეცვლილი ჰქონდა ჭუჭყისაგან, მარტო ერთი ადგი-
ლი იყო სუფთა. პატარა ოთხკუთხედი. ვინც არ იცოდა, რაში იყო
საქმე, ყველას უკვირდა და ყველა კითხულობდა, რა არის ასეთი
ეს ადგილი, ჭუჭყი რომ არ ეკარებაო. - მაკა ჩემს მაგიდას მიუჯდა
და პირველსავე წიგნს, რომელიც ხელში
მოჰყვა, ფურცვლა დაუწყო. - ბოლოს ხელოსნები მოიყვანა და
ოთახი შეათეთრა. - წიგნი დახურა და სათაურს დახედა. - „ეგვიპ-
ტის ისტორია“. - მერე სათითაოდ აიღო დანარჩენი წიგნები. - „ეგ-
ვიპტე და შუამდინარეთი“, „ძველი ეგვიპტის ხელოვნება“, „როგორ
იგებოდა პირამიდები“, „ნილოსისა და პირამიდების ქვეყანა“, „არ-
ქეოლოგიური გათხრები ეგვიპტეში“ - ბოლოს ისეთი კილოთი და-
უმატა, თითქოს ახლაც წიგნის სათაურს კითხულობსო, - „ძველი
ეგვიპტე ცოცხიანი ქალების სამყაროში“.
მე მოულოდნელად ვთქვი: - ის ადგილი მაინც თეთრი დარჩე-
ბოდა.
მაკამ შემომხედა.
105
- რომელი ადგილი? აა! რანაირად? ოთახი მთლიანად შე-
ათეთრეს.
- საღებავის ქვეშ, ალბათ, ყველაფერი ისე დარჩა, როგორც
იყო.
მაკა მაგიდის უჯრას ჩაეჭიდა.
- დაკეტილია?
- არა. გვერდზე მიაწექი, მარჯვნივ, და ისე გამოსწიე.
მაკამ უჯრა გამოსწია.
- რა გაინტერესებს? ჩემი საიდუმლო მაგ უჯრაში არაა.
მაკამ უჯრაში ჩაიხედა და მკითხა: - აბა სადაა?
მე გამეღიმა და გაყიდული სურათის უსიამოვნო ხილვა გაიფან-
ტა.
- არსად.
მაკამ უჯრა დახურა, ხელები მაგიდაზე დააწყო და შემომხედა.
ერთხანს ასე დაჟინებით მიყურა.
- რატომ შენს მეგობრებს არ გამაცნობ?
მე შევკრთი და გაკვირვებით მივუგე: - რომელ მეგობრებს?
- არა გყავს მეგობრები?
- შენ მყავხარ.
- სხვა?
- სხვა არ მჭირდება.
- კი გჭირდება.
და უცებ ძალიან დასერიოზულდა, თითქოს დანაღვლიანდა კი-
დეც.
უხერხული დუმილი ჩამოვარდა. მე ისევ დამიდგა თვალწინ პა-
ტარა სუფთა ადგილი ჭუჭყიან კედელზე. მერე ვეცადე ის კაცი წარ-
მომედგინა, იმ ოთახის პატრონი, მაგრამ ვერ წარმოვიდგინე. მე
ხომ ისიც არ ვიცოდი, კაცი იყო თუ ქალი.
ბოლოს მაკა წამოდგა.
106
- წამო, წავიდეთ.
- სად?
- რა ვიცი. სადმე.
- რა გეჩქარება...
- წავიდეთ.
გული მეტკინა, მაკას რომ უცებ გუნება გაუფუჭდა.
სანამ ოთახიდან გავიდოდით, მაკამ კიდევ ერთხელ შეხედა
დედოფალ ნეფერტიტის პორტრეტს და გაიღიმა.
საკვირველი სანახაობა იყო: მოღრუბლულ სახეზე მზის ათინა-
თივით თამაშობდა ღიმილი.
მაკამ იგრძნო ჩემი დაჟინებული მზერა.
- რას მომჩერებიხარ? - თავი არ მოუბრუნებია ჩემკენ, ისე მით-
ხრა.
- მაინტერესებს, შენს ჩამომავლობას რომ ბოლომდე გავადევ-
ნოთ თვალი, მართლა ეგვიპტელი გამოდგები თუ არა.
- ქართველი გამოვდგები, - მაკა ჩემკენ მოტრიალდა და რაღაც
ჯიუტი და ამავე დროს სასაცილო გულდაჯერებით მითხრა, - ჩამო-
მავლობითაც, გვარითაც, სისხლითაც და ხასიათითაც.
- კაცი უღონოა, თორემ ყველა შენი წინაპრის მკვდრეთით აღ-
დგენა რომ შეიძლებოდეს, ჩავამწკრივებდით ქრონოლოგიური
თანმიმდევრობით: ერთ მხარეს მამის ხაზს: მამა, პაპა, პაპის მამა,
პაპის პაპა... მეორე მხარეს - დედის ხაზს: დედა, ბებია, ბებიის დე-
და, ბებიის ბებია... და ასე ბოლომდე. მაშინ ყველაფერი ნათელი
შეიქნებოდა.
- კი. ადამსა და ევას მივადგებოდით.
- მაშასადამე, რომელიღაც მონაკვეთი ჩვენი არსებობის გზაზე
ერთად გამოვიარეთ. მაგრამ ეს უხსოვარ დროში მოხდა. მაშინ,
ეროვნებები არ არსებობდა, - უცებ თვალწინ წარმომიდგა ჩვენი

107
ყველა წინაპარი და გამეცინა: - რა ნაირ-ნაირ ტანსაცმელში იქნე-
ბიან გამოწყობილი! - იმავ წამს რაღაც მომაგონდა და სიცილი გაქ-
რა. - სწორედ ეს არის, მაკა, პარალელური ხაზები, რომლებიც არ
არსებობენ, რადგან სადმე და როდესმე მაინც გადაიკვეთებიან. მე
და შენი ხაზები დიდხანს მოძრაობდნენ პარალელურად, სანამ ბო-
ლოს ჩვენს გზაჯვარედინთან ერთმანეთს არ შეხვდნენ. იქნება ჩვე-
ნი წინაპრების არსებობას ერთადერთი შეუცნობელი მიზანი ჰქონ-
და: დაშორებული ხაზები ისევ შეეერთებინა. ზოგჯერ მგონია, ვი-
თომ მე ჩემი მამა-პაპის
ხაზის ბოლო წერტილი ვარ და მთელი წარსული მხოლოდ მზა-
დება იყო ამ წერტილის დასასმელად.
მაკა ძალიან სერიოზულად მიყურებდა. როცა სერიოზული
იყო, ყოველთვის ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს იბუტებაო. მერე
უცებ გაიცინა.
- მაშინ რამე უნდა მოიმოქმედო. რამე უნდა ჩაიდინო.
- ერთი კაცი რას ჩაიდენს ისეთს, რომ წინაპართა ამხელა ჯაჭ-
ვის არსებობა გაამართლოს!
აქ პაუზა გავაკეთე. ვიდექი დაფიქრებული და თვალგაშტერე-
ბით მივჩერებოდი სივრცეს. და ის იყო, ხელახლა უნდა დამეწყო
ლაპარაკი, რომ უეცრად მაკა ფეხის წვერებზე აიწია და ლოყაზე
მაკოცა.
იმ წამს ერთადერთი გრძნობა გამიჩნდა: რომ მაკას საქციელი
იყო საოცრად ბუნებრივი, რომელიღაც ჩემთვის უცნობი ლოგიკი-
დან გამომავალი ერთადერთი დასკვნა.
- წავიდეთ, - წყნარად მითხრა მერე.
გავედით ჩემი ოთახიდან, გავცდით სამზარეულოს. გასას-
ვლელ კარს რომ მივადექით, მაკა დეიდა მარიამის ოთახისაკენ
მიტრიალდა და განსაცვიფრებელი სიზუსტით გაიმეორა ის დახვე-
წილი, ცოტა არისტოკრატული და ცოტა სასაცილო მოძრაობა,
108
რომლითაც ამ რამდენიმე წუთის წინ დეიდა მარიამი გამოგვეთ-
ხოვა.
კაცმა არაფერი არ უნდა შეიძინო, მაშინ არც არაფერს დაკარ-
გავ...
კიბე მხიარული ბრაგაბრუგით ჩავიარეთ. ამჯერად არავითარ
უხერხულობას არ ვგრძნობდი იმის გამო, რომ ჩვენს ხმაურს შეიძ-
ლება მეზობლები შეეწუხებინა, ან სადმე კიბის ბოლოში რომელი-
მე ცოცხიანი ქალის ცნობისმოყვარე თვალები შემოგვფეთებოდა.
სადარბაზო გავიარეთ და ქუჩაში გავედით.
შავი „ვოლგა“ მოსახვევში შეძვრა და თვალს მიეფარა.
მე ვიგრძენი, რომ არაბუნებრივი მოძრაობა გავაკეთე; მკვეთ-
რად გავიწიე წინ, თითქოს გაქცევას ვაპირებდი, მერე ასევე მკვეთ-
რად შევდექი.
- რა იყო? - მკითხა მაკამ.
- არაფერი... - დაბნეულად მივუგე მე და შევეცადე უხერხულო-
ბა ღიმილით დამემალა. - ნაცნობს მოვკარი თვალი იმ მანქანაში...
- რომელ მანქანაში?
- იქ რომ შეუხვია. შავ მანქანაში.
მაკამ მხრები აიჩეჩა.
- ახლა იქ მანქანამ შეუხვია? - მერე თავის უყურადღებობაზე
გაეცინა, - არც კი დამინახავს. - და იმავ წამს კილო შეცვალა -
აგერ, შენი კუდიანი დიასახლისი!
მოსახვევთან მართლაც გამოჩნდა დეიდა მარიამი. ისეთი და-
ქიჩმაჩებული მოდიოდა, გეგონებოდათ, ეშინია, სამახარობლის
მიღება არავინ დამასწროსო. ჩვენ რომ დაგვინახა, ნაბიჯი შეანე-
ლა და გაგვიღიმა. წვეტიანი კბილები უშლიდა ხელს, თორემ ეს
მიმიკა რაღაცით მართლა ჰგავდა ღიმილს.
- უკვე მიდიხართ? - გულდაწყვეტით შემოგვაგება და წინ გა-
დაგვიდგა, - მე კიდევ როგორ მოვიჩქაროდი, იქნება მივუსწრო-
109
მეთქი. - დეიდა მარიამი მხოლოდ მაკას მიმართავდა, - ჩემთან შე-
მოსული რომ დაგინახე, ასე მეგონა, რაღაც ამოძრავდა, სახლს
რაღაც სიცოცხლის ნიშანი დაეტყო. ჩემი ახალგაზრდობა გამახ-
სენდა, - აქ დეიდა მარიამმა ხელი წამოიღო და, თითქოს რაღაც
სახიფათო ექსპერიმენტს ატარებსო, გაუბედავად შეეხო მაკას
მკლავს. წამით შეეხო და მაშინვე გაუშვა. ისეთი სახე ჰქონდა, გე-
გონებოდათ, რაღაცას მიაყურადაო, მერე განაგრძო: - მეც ვიყავი
ერთ დროს ახალგაზრდა. მართალია, დიდი ხნის წინ იყო ეს ამბა-
ვი, მაგრამ გახსენება ყველაფრის შეიძლება. - მერე მე მომიტრი-
ალდა და თითი დამიქნია, - კაი გემოვნება კი გქონია, შე ქრისტეს
ფეხის მჭამელო! და ისევ მაკას მიმართა: - აღარ გაგაჩერებთ. რა-
კი არ მოიცადეთ, წავალ და ვიქნები, როგორც აქამდე ვიყავი, მარ-
ტოხელა და გამოყრუებული. ისე, თუ კიდევ გამოივლი, იცოდე,
მარტო ამას კი არ გაახარებ, - თითი გამოიშვირა ჩემკენ, - მეც გა-
მახარებ. აბა კარგად იყავი, - ამ სიტყვებით ისე სწრაფად გაგვეცა-
ლა, ვერც მე მოვასწარი რამის თქმა და ვერც მაკამ.
ჩვენ გზა განვაგრძეთ. მე დროდადრო მაკას გავხედავდი და
სულ იმის მოლოდინში ვიყავი, ან ახლა გაიხსენებს დეიდა მარია-
მის მოულოდნელ გარდაქმნას, ან ახლა-მეთქი. ეჭვიც არ მეპარე-
ბოდა, რომ, თუ ამ საქციელს რაღაცნაირად არ შეაფასებდა, აღ-
ნიშნავდა მაინც. მხრებს მაინც აიჩეჩავდა! ხომ უკვირს ადამიანს
ყველაფერი, რაც ალოგიკურია. ჩემს თავზე ადრეც არაერთხელ
გამომიცდია დეიდა მარიამის გუნება-უგუნებობის უცნაური ცვალე-
ბადობა. ამაზე ბევრიც მიფიქრია, მაგრამ, რაკი ვერავითარი ახსნა
ვერ ვუპოვე, ხელი ჩავიქნიე, ალბათ მე თვითონ ვაძლევ ჩემდაუ-
ნებურად საბაბს-მეთქი. ეს ახსნა იმთავითვე საეჭვო ჩანდა, ახლა
ცხადი შეიქნა, რომ მცდარი ყოფილა: მაკას რაღა საბაბი უნდა მი-
ეცა! დავუშვათ, ის პირველი შიში მის თვალებში რომ ამოვიკითხე,

110
ის ცივი ოფიციალობა და ბოლოს უკარება არისტოკრატის გორო-
ზი ჟესტი უბრალო ზრდილობიანი თარგმანი იყო იმ ფრაზისა,
რომლის წარმოთქმისაგან ბოლო მომენტში მაინც შეიკავა თავი
(„ეგღა მაკლია, შინ ქალები მომიყვანო!“). ასეთი განწყობილება
და ასეთი დამოკიდებულება მისი ყაიდის ადამიანისაგან ბუნებრი-
ვიცაა და სავსებით გასაგებიც. მაგრამ ეს მოულოდნელი მეტამორ-
ფოზა რაღა იყო, ეს დათაფლული ღიმილი და ტკბილი სისინი? რა
მოხდა ასეთი, რომ კეხი ერთბაშად შეატრიალა?
მაგრამ ჩემი მოლოდინი ამაო გამოდგა. გაგვშორდა თუ არა
დეიდა მარიამი, მაკას იქვე დაავიწყდა მისი არსებობა და მთელმა
დღემ ისე გაიარა, ერთი სიტყვითაც არ უხსენებია.
არც გაკვირვებია, არც დაინტერესებულა.
ამ ამბავმა თავიდან ცოტა დამაეჭვა, მერე კი მაკას სიმსუბუქე
და უშფოთველი ღიმილი მეც გადმომედო და დეიდა მარიამი მეხ-
სიერებიდან ამოვარდა.
დრო გაქრა. ხოლო დღე უძრავად იწვა ირგვლივ, როგორც
სივრცე, და ჩვენ ხელიხელჩაკიდებული დავდიოდით მასში. და იგი
ხარობდა ჩვენით, რადგან ჩვენ ვიყავით მისი ცივი მარტოობის და-
მარღვეველი დისონანსი.
ახლა, როცა გონების თვალწინ გამოფენასავითაა ჩამწკრივე-
ბული მაკას გვერდით გატარებული დღეები, ნათლად ჩანს, რომ
ეს დღე ერთ-ერთი საუკეთესოთაგანი იყო, რადგან იმ დღეს ჩვენ-
ჩვენი ბავშვობის ეპიზოდები ვუამბეთ ერთმანეთს.
მე ამას ხაზს ვუსვამ, ბატონებო, და ვამბობ: თუ ოდესმე ფსიქო-
ლოგებმა და ფიზიოლოგებმა, ან სხვა რომელიმე ჯერ კიდევ
არარსებული დარგის სპეციალისტებმა მტკიცე მეცნიერულ საძირ-
კველზე დააყრდნეს სიყვარული - ეს უცნაური და გაუგებარი ფე-
ნომენი - და ფორმულების ყოვლისშემძლე კლანჭებში მოაქციეს,

111
ღრმადა ვარ დარწმუნებული, ორ ფაქტს მიანიჭებენ განსაკუთრე-
ბულ მნიშვნელობას: ერთი იქნება პირველი შეხვედრის ფსიქო-
ლოგიური ანალიზი, მეორე კი ის მომენტი, როცა ეგრეთწოდებუ-
ლი შეყვარებულები ერთმანეთს თავთავიანთი ბავშვობის ეპიზო-
დებს უამბობენ. ბავშვობის ეპიზოდები ის ხაზია, რომელიც ორ
წერტილს საბოლოოდ აერთებს. როცა ბავშვობის ამბებს ყვებით,
ამით, ასე ვთქვათ, მთავრდება გაცნობის ცერემონიალი.
ხან მე ვყვებოდი, ხან მაკა. არეულად ვყვებოდით, დაულაგებ-
ლად, ისე, როგორც გაგვახსენდებოდა. ეპიზოდები ხან სასაცილო
იყო, ხან სევდიანი, ხან მძიმე, ხან ამაღლებული.
მაკა ძალიან დააინტერესა ჩემმა სოფელმა და დაწვრილებით
გამომკითხა ყველაფერი.
- მთებია?
- მთებია. სამ მხარეს მთებია. იარუსებივით ჩაწყობილი. მთები,
მერე უფრო მაღალი მთები, მერე კიდევ უფრო მაღალი მთები.
- მეოთხე მხარეს?
- მეოთხე მხარეს დაბლობია. გამოსავალი ხომ გინდა მთები-
დან! მეოთხე მხარეს გზა არის და გადასახედი. ნახევარი საქარ-
თველო ჩანს.
- ტყე?
- ტყეც.
- რცხილა არის?
- რცხილაა უმთავრესად. რცხილა, თელა და ცაცხვი. კიდევ
ძაღლყურძენა, კატავენახა და წყავი.
- მოიცა, მოიცა! - მაკას გაეცინა. - მაგდენი აღარ ვიცი.
- რა არ იცი? ძაღლყურძენა ველური ვაზია. კატავენახაც რაღაც
ამდაგვარი. წყავი კი... წყავი განსაკუთრებული მოვლენაა.
- ეგეც ველური ვაზია?

112
- წყავი? არა. ისე, მცენარეა... ხე. დიდი არ იზრდება, მაგრამ
საოცარი იზრდება. გრძელი ტოტები აქვს, ხშირფოთლიანი, მაგა-
რი და თოკივით მოქნილი. თუ ორი წყავი ერთმანეთის მახლობ-
ლად დგას, ტოტები ისე აქვთ ერთმანეთში გადახლართული, ვერ
გაარჩევ, რომელი რომლისაა.
- ნაყოფი?
- მრგვალი მარცვლები აქვს, ყურძნის მარცვლებზე ცოტა პატა-
რა. რომ დამწიფდება, სულ შავია. იმის ჭამას არაფერი სჯობს.
- მდინარე როგორია?
- ხომ გითხარი! ცივი და ჩქარი. შიგ ვეებერთელა ლოდებია.
ლოდების ძირში კალმახია.
- დაგიჭერია?
- კი. ხელით.
ერთხანს ჩუმად მივდიოდით. მერე მაკამ როგორღაც ბავშვი-
ვით, სასაცილოდ თქვა: - მეც მინდა წყავი! - და დაუმატა, - რამდენ
ხანს ცხოვრობდი სოფელში?
- მეექვსე კლასამდე. მეექვსე კლასში რომ ვიყავი, ქალაქში გა-
დამიყვანეს. მას მერე ზაფხულობითღა ჩავდიოდი. - აქ რაღაც გა-
მახსენდა და მცირე პაუზის შემდეგ დავუმატე: - ქალაქში რომ გა-
დავედი, სწორედ იმ წელიწადს დავწერე პირველი სამიჯნურო წე-
რილი.
მაკა შეჩერდა და ჩემკენ მოტრიალდა. მერე უცებ დოინჯი შე-
მოიყარა, თვალები მოჭუტა და გამომცდელად დამაცქერდა.
- ჰმ... და ასე უტიფრად ამხელ.
- დასამალი რა არის! მართალია, ზედმეტად კი გადავტვირთე
პროვინციული პათეტიკით და მომხატვრულო ჩუქურთმებით, მაგ-
რამ სხვაფრივ რიგიანი წერილი იყო. გარდა ამისა, არ დაგავიწ-
ყდეს, რომ პათეტიკა არც ისე ხელწამოსაკრავი საშუალებაა, რო-
ცა ახალგაზრდა ქალთან გაქვს საქმე.
113
- ჰოო?.. საინტერესოა. ადრესატი, ალბათ, აღფრთოვანებული
დარჩა.
- კი, აღფრთოვანებული დარჩა. მართალია, ცდა არ დაუკლია,
რომ საპასუხო წერილი თავშეკავებული ტონით დაეწერა, მაგრამ
გამოუცდელ გოგოს სად შეუძლია საკუთარი თავის დამალვა.
სტრიქონსა და სტრიქონს შორის ჩუმად, როგორც კარის ჭუჭრუტა-
ნიდან, იჭყიტებოდა სიხარული. ეს წერილის ერთი წაკითხვისთა-
ნავე გამოვიცანი და მივხვდი, რომ ამ ასპარეზზე პირველი დიდი
გამარჯვება მოვიპოვე.
- და, რა თქმა უნდა, იოლად შეაყვარე თავი.
- შევაყვარე?
- ჰო. რა იყო? ვერ შეაყვარე?
- მე?
- არა, უშანგიმ.
- უშანგიმ. შენ რა იცი?
- რა რა ვიცი?
- უშანგი.
- რა უშანგი?
- უშანგიმ შეაყვარა თავი. მაგრამ შენ საიდან მიხვდი?
- რას მაბიაბრუებ! მე ასევე შემეძლო „დიმიტრი“ მეთქვა.
- მაგრამ შენ უშანგი თქვი. ეს იყო ქვეცნობიერი ცოდნის უნებუ-
რი გამოჟონვა.
- ნამდვილად ასე იყო. მაგრამ უშანგი მაინც რა შუაშია?
- აბა ვინ არის შუაში?
- შენ წერილი მისწერე და იმას უშანგი შეუყვარდა?
- ჰო.
- ღმერთო, ნუ გადამრევ ასე ახალგაზრდას! კი მაგრამ, როგორ
მოხდა, რომ შენ სამიჯნურო წერილი მისწერე და იმას უშანგი შე-
უყვარდა?
114
- სულ უბრალოდ. ის წერილი ხომ უშანგის თხოვნით დავწერე!
მაკამ მიყურა, მიყურა და სიცილი წასკდა.
- შენ ჩემი სამიჯნურო წერილი გეგონა? რა სისულელეა. მე
წმინდა შემოქმედი ვიყავი. უშანგის წერა არ ეხერხებოდა. კიდევ
უფრო ნაკლებად ეხერხებოდა ლაპარაკი. მე კი ამ საქმეში ჰონო-
რარად ტყავის ბურთი მივიღე. იმ დროის კვალობაზე კარგი ჰონო-
რარი იყო. მაგრამ დავიმსახურე კიდეც.
- გაიჩარხა საქმე?
- კი. დიდი მიწერ-მოწერა გაიმართა.
- მერეც შენ წერდი წერილებს?
- რა თქმა უნდა. უშანგი რომ ჯარში გაიწვიეს, მაშინ კი გართულ-
და ცოტა საქმე. მაგრამ, როგორც იტყვიან, გამოუვალი მდგომა-
რეობა არ არსებობს.
- რა გამოსავალი იპოვეთ?
- მარტივი. დავწერდი წერილს, გავუგზავნიდი უშანგის. უშანგი
გადაწერდა და იმ გოგოს უგზავნიდა. პასუხს რომ მიიღებდა, მე
მიგზავნიდა. მე ახალ წერილს დავწერდი და უშანგის ვუგზავნიდი.
უშანგი გადაწერდა და იმ გოგოს უგზავნიდა. ნამდვილი კარუსელი
გამოგვივიდა. არადა, ის გოგო ჩემი კარის მეზობელი იყო.
- მერე? რით დამთავრდა ყველაფერი?
- ქორწილით. სკოლა რომ დავამთავრე და თბილისში წამოვე-
დი, უკვე სამი ბიჭი ჰყავდათ.
ჩვენ გავჩუმდით და ერთხანს ასე ვიარეთ, უხმოდ. მერე მაკამ
ისევ სოფლის ამბების გამოკითხვა დამიწყო. თავის ამბებსაც მიყ-
ვებოდა.
სიარულით რომ დავიღალეთ, პატარა ბაღში შევედით და მერ-
ხზე ჩამოვსხედით. შადრევანთან ბავშვები თამაშობდნენ. ერთი პა-
ტარა ბიჭი, ასე, წლინახევრის ან ორი წლის იქნებოდა, მოსვენებას

115
არ აძლევდა დანარჩენებს. დანარჩენები შედარებით მოზრდილე-
ბი იყვნენ. საქმე დანაწილებული ჰქონდათ და გულმოდგინედ მუ-
შაობდნენ. ორი მათგანი პაწაწკინტელა ვედროებით სილას ეზი-
დებოდა, სამი კი ამ სილას ტკეპნიდა და რაღაც ფორმებს აძლევ-
და. ჩემი აზრით, ნამცხვრებს აკეთებდნენ. მაგრამ მათ მიზანს, ეტ-
ყობა, განხორციელება არ ეწერა, სანამ ყველაზე პატარა არ და-
შოშმინდებოდა. ის კი არ ისვენებდა. ეშმაკური სახით იდგა და უყუ-
რებდა, როდის მიიღებდა სილა ასე თუ ისე საინტერესო ფორმას,
მერე უცებ მივარდებოდა, პატარა ფეხებს დაუშენდა და ყველაფე-
რი თავიდან გასაკეთებელი ხდებოდა. საკვირველი ის იყო, რომ
პატარა ბიჭის საქციელი ბავშვებს არ სწყინდათ, თუმცა თვითონაც
სამი-ოთხი წლისანი იყვნენ. სწყინდათ კი არადა, ისე გულიანად
ახითხითდებოდნენ, პატარა რომ მათს ნაამაგარს მიწასთან გაას-
წორებდა, გეგონებოდათ, დიდად გახარებული არიანო. მერე ხე-
ლახლა იწყებდნენ დანგრეულის აშენებას.
ამ სანახობით რომ ვიყავით გართული, უცებ მაკამ მითხრა: -
ისეთი გრძნობა არ გქონდა, თითქოს ბუტაფორულ ხეს რგავდი?
ამას რომ მეუბნებოდა, თან ღიმილით უყურებდა ბავშვების საქ-
მიანობას. და მე უცებ ვერ მივხვდი, რა მითხრა.
- როდის?
- როცა სხვის მაგივრად სამიჯნურო ბარათებს წერდი.
გაკვირვებით შევხედე. წამით მომეჩვენა, თითქოს მის სიტყვებ-
ში ჩემთვის გაუგებარ სიმართლეს მოვკარი თვალი.
- მაგაზე არასოდეს მიფიქრია. მე შემოქმედი ვიყავი და ჩემი შე-
მოქმედების მეტი არაფერი მაინტერესება.
გვიანი საღამო იყო, ერთმანეთს რომ დავშორდით. მაკა გზაჯ-
ვარედინთან გამომეთხოვა. ცოტა გზა რომ გაიარა, ერთხელ კი-
დევ მოტრიალდა, ხელი დამიქნია და წავიდა. მიდიოდა რბილი,

116
მშვიდი, იმედიანი ნაბიჯით. მე ვიდექი და ვუყურებდი. სანამ პირ-
ველ ელნათურიან ბოძს მიაღწევდა, ჩრდილი უკან მიყვებოდა.
როცა ბოძს გასცდა, ჩრდილმა გადაასწრო და წინ გაუძღვა. მომ-
დევნო ბოძს რომ მიუახლოვდა, ისევ ისე ერთბაშად ჩამორჩა და
უკან აედევნა. ბოლოს სახლს მიადგა, ჭიშკარი შეაღო და ეზოში
გაუჩინარდა.
მე კიდევ ერთხანს ვიდექი მარტოდმარტო ღამის სიჩუმეში
მკრთალად განათებულ გზაჯვარედინზე და ღიმილით გავცქერო-
დი ქუჩას. მერე მოვტრიალდი და ღიღინ-ღიღინით წავედი შინისა-
კენ.
დეიდა მარიამი სამზარეულოში დამხვდა. მაგიდას მიჯდომოდა
და კარტს შლიდა. ერთი რიგი უკვე მოთავებული ჰქონდა და მე-
ორეს იწყებდა. მე უხმაუროდ გავიარე სამზარეულო და ის იყო,
ოთახის კარი უნდა შემეღო სრულიად დარწმუნებულს, რომ ჩემი
შემოსვლა არ გაუგია, უცებ თავაუწევლად მომაძახა: - სად მიიძურ-
წები, ბიჭო? მოდი აქ!
მოვტრიალდი და მაგიდას მივუახლოვდი.
- ძილი ხომ არ გაგიფრთხათ, დეიდა მარიამ?
- ახალგაზრდობა მომაგონდა, - მიპასუხა ისევ ისე თავაუწევ-
ლად და მეორე რიგიც მოათავა. მერე ცერი და საჩვენებელი თითი
პირში გამოივლო და დაუმატა. - გიმკითხავებ, თუ გინდა.
- რად მინდა!
- მომავალს შეიტყობ.
- შეტყობილ მომავალს რა ფასი აქვს!
- იქნება უსიამოვნება გელის... დროზე იღონებდი რამეს.
- მადლობელი ვარ, დეიდა მარიამ. რაც მოსახდენია, მირჩევ-
ნია, მოხდეს.
დეიდა მარიამმა კიდევ ერთხელ გამოივლო პირში ცერი და
საჩვენებელი თითი.
117
- მოხდება კიდეც, - მითხრა მერე. სრულიად მექანიკურად მით-
ხრა, აზრმიუტანებლად, რადგან ამ დროს მთელი გულისყური ყვა-
ვის ვალეტისკენ ჰქონდა მიპყრობილი. როგორც ჩანს, არ მოელო-
და ამ კარტის ამოსვლას. ის კი აღარ ვიცი, სასიამოვნოდ დაურჩა
ეს მოულოდნელი სიურპრიზი თუ საწყენად. რაღაც გაუგებრად წა-
იბურტყუნა და თავი გადაიქნია. მერე, რაც ხელში დარჩა, ის კარტი
გვერდზე გადააწყო და გაშლილი კარტის აკრეფას შეუდგა. მარ-
ჯვედ კრეფდა. ოსტატურად. აკრეფა რომ მოათავა, მაშინღა ასწია
თავი და შემომხედა.
- რანაირად მოატყუე ამისთანა გოგო? - აქ მცირე პაუზა გააკე-
თა, კარგად შემათვალიერა და დაუმატა. - არა. გლახა არც შენ
გეთქმის, მაგრამ ის... ის ნამეტანია... არ გინდა, აბა, გამკითხავო,
ხომ? კაი, წადი დაიძინე.
- ღამე მშვიდობისა, დეიდა მარიამ.
- ღამე მშვიდობისა.
ჩემი ოთახის კარი რომ შევაღე, უცებ თავი მოაბრუნა და მომა-
ძახა: - კაი გოგოა მაგ გოგო, მაგრამ კაი მოფრთხილებაც უნდა.
ეს ფრაზა რაღაც უცხო, ბუნდოვანი კილოთი თქვა. რჩევას არ
ჰგავდა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, ღვარძლი და ნიშნისმოგება შე-
ვამჩნიე-მეთქი. არადა რაღაცის ცივი, შემაშფოთებელი რწმენა აშ-
კარად ახლდა. ჩემი აზრით, ასეთი კილო უნდა ჰქონდეს ზღაპრის
პერსონაჟს, რომელიც მზისკენ მიმავალ ჭაბუკს ეუბნება: ამვლელი
ბევრი მინახავს და ჩამომვლელი არავინაო.
ასე იყო თუ ისე, ფრაზა ითქვა და დეიდა მარიამი ისევ კარტს
მიუბრუნდა. მეც კარი მივხურე, ლოგინზე გაუხდელად გავიშოტე
და თვალები დავხუჭე.
მეხსიერებაში ისევ ამოცურდა დღევანდელი დღე და ნელი
მარშით გაიარა გონებაში. ხოლო ტვინი, ჩვენი სიცოცხლის ფხიზე-

118
ლი მმართველი და დარაჯი, იდგა და გულმოდგინედ აკვირდებო-
და ამ დღეს. აკვირდებოდა და ამოწმებდა, როგორც გენერალი
ამოწმებს ჯარს აღლუმის წინ. გენერალი კმაყოფილი დარჩა,
რადგან დარწმუნდა, რომ მე და მაკას ურთიერთობაში წაიშალა
ყველა უცნობი წერტილი. პარალელური ხაზები საბოლოოდ შე-
ერთდნენ და ხვალ ენის ბორძიკის გარეშე შემეძლო მაკას თან-
დასწრებით ისეთი რამ მეთქვა ხმამაღლა, რასაც, ჩვეულებრივ, სა-
კუთარი თავის გარდა არავის ვუმხელთ.
როდის ჩამეძინა, არ მახსოვს. ბოლო, რაც დამამახსოვრდა,
იყო დედოფალ ნეფერტიტის სურათი, რომელსაც სარკმლიდან
შემოჭრილი მთვარის შუქი სცემდა.
სიზმრად მაკა ვნახე.
კაცმა რომ თქვას, სხვა რა უნდა მენახა! მაკა იყო ყოველივეს
დასაბამი და ამოსავალი წერტილი. ქვეყნიერების გული, ღმერთის
არსებობის დასტური. სხვა ყველაფერი, სულიერიც და უსულოც,
არსებობდა მხოლოდ იმიტომ, რომ მაკას არსებობა ეუწყებინა ჩემ-
თვის.
არა. სიტყვა უილაჯოა. იქნება უშანგი იყო მართალი... რადგან
არავის ძალუძს იმის თქმა, რასაც განიცდის.
მე რომ ახლა მტკიცება დავიწყო, არავის არასოდეს ისე არავინ
ჰყვარებია, როგორც მე მაკა მიყვარდა-მეთქი, კაცობრიობის სა-
მიჯნურო ისტორიაში მსოფლიო რეკორდი მე დავამყარე-მეთქი,
გამოუცდელები იქნებ მენდოთ და დამიჯეროთ, მაგრამ გამოცდი-
ლები გულში ჩაიცინებთ და გაიფიქრებთ: „ეჰ, შვილოსა, შენ რომ
ჩემი სიყვარულის ამბავი იცოდე, მაგას აღარ წამოროშავდი“. მარ-
თალიც იქნებით. კაცის გულში ჩახედვა კაცს არ ძალუძს, სხვა სა-
ზომი კი არ არსებობს. ამიტომ ყველას თავისი სიყვარული და თა-
ვისი განცდა ჰგონია უპირველესი და უძლიერესი. ჰამლეტსაც ასე

119
ეგონა, დანიის პრინცს; უშანგისაც ასე ეგონა. ჰამლეტმა თქვა, ორ-
მოცი ათას ძმას, ერთად აღებულსო! მაგრამ ეს, უბრალოდ, მოხ-
დენილი ფრაზა იყო. დაჯერებით ვინ დაუჯერებდა! მოხდენილი
ფრაზა თუ მომაგონდა რამე, მეც ვიტყვი, თუ არადა, უბრალოდ
მოვყვები, რაც იყო და როგორც იყო.
იმას გეუბნებოდით, მაკა მესიზმრა-მეთქი.
ხელიხელჩაკიდებული მივდიოდით. ფერდობზე შეფენილი სი-
მინდის ყანა ჩავიარეთ. სადღაც მახლობლად ბილიკი იყო, მაგრამ
ჩვენ ყანა-ყანა გადავედით და მდინარეს მივადექით. ეს ჩემი სოფ-
ლის მდინარე იყო. ჩქარი, ცივი. მაკას რომ ფეხი არ დასველებო-
და, მდინარეში მოზრდილ ქვები ჩავაწყე. ამ ქვის ბილიკით გავე-
დით გაღმა, სადაც ტყე იწყებოდა. აღმართს შევუდექით. ზუსტად
არ მახსოვდა, რა ადგილას იყო წყავის ხეები. ალღოს მივყვებო-
დი. მერე და მერე ყველაფერი გამახსენდა, გარემო ვიცანი და უფ-
რო დაჯერებული მივდიოდი. მაკას ხელი ხელში მეჭირა. უკვე ახ-
ლო ვიყავით მიზანთან. პატარ ხევს გადავივლიდით და წყავის ხე-
ებსაც მივადგებოდით. უცებ მაკა შეჩერდა.
„აი, ეს არის“, - მითხრა და თავისუფალი ხელი მაღალი რცხი-
ლისაკენ გაიშვირა.
რცხილა განმარტოებით იდგა.
„ფოთლები არ უშრიალებს“, - ვთქვი მე და დაკვირვებით შევ-
ხედე რცხილას.
„ჰო, არ უშრიალებს“.
ახლო მივედით, კარგად დავათვალიერეთ. რცხილა ორმოში
იდგა და ფესვების მაგივრად ბოლოში ერთმანეთზე ჯვარედინად
გადაჭდობილი ფიცრები ჰქონდა. აი, ისეთი, ზედ რომ საახალ-
წლო ნაძვის ხეებს ვდგამთ ხოლმე.

120
მე დიდხანს ჩავცქეროდი ორმოს, ვითომ ამ უცნაურ მოვლენას
ვაკვირდებოდი, სინამდვილეში კი განზრახ ვაჭიანურებდი დროს,
რომ სათქმელი მომეფიქრებინა.
„ხვალ უნდა მეთქვა“, - ძლივს გასაგონად წავიბუტბუტე ბოლოს.
„ხვალ?“ - მაკა ყურადღებით დამაცქერდა და უცებ დანაღვლი-
ანდა. - „გვიან არ იქნება?“
არ ვიცი, ამ სიტყვების ბრალი იყო თუ იმის ბრალი, რომ მაკას
სახეზე ნაღველი შევნიშნე, უცებ გული შემეკუმშა.
იმავ წამს მთელი შინაგანი ენერგია მოვიკრიბე, რათა ძილის-
თვის თავი დამეღწია. ეს ძნელი საქმე იყო და კარგადაც გავწვალ-
დი. ძილი ისე მითრევდა, როგორც ჭაობი, მე კი, რაც ძალი და
ღონე მქონდა, ზევით მივიწევდი. ბოლოს, როგორც იქნა, ამოვძვე-
რი, თვალი გავახილე და, რა იქნება ხვალ გვიან-მეთქი, გაკვირვე-
ბულმა გავიფიქრე.
ჯერ კიდევ ბურანში ვიყავი. და იმ ერთ წამში, სანამ ბურანი
გრძელდებოდა, კვლავ გაირბინა გონებაში დღევანდელმა დღემ.
ორი ეპიზოდი ისე მეცა თვალში, თითქოს მსხვილი შრიფტით ყო-
ფილიყო აწყობილი. ერთი, როცა მაკამ ჩემს არარსებულ მეგობ-
რებზე ჩამომიგდო სიტყვა, და მეორე, ისეთი გრძნობა არ გქონდა,
თითქოს ბუტაფორულ ხეს რგავდიო, რომ მკითხა და მის ნათქვამ-
ში ჩემთვის გაუგებარ სიმართლეს მოვკარი თვალი. და ერთბაშად
გამახსენდა, რომ მთელი დღის განმავლობაში ლოდივით მაწვა
რაღაც შეუცნობელი დარდი. ახლა მივხვდი, რა იყო ის დარდი:
ვითომ უცნობ წერტილებს ვშლიდი ჩვენს ურთიერთობაში, სინამ-
დვილეში კი, რაც მთავარი იყო, იმას ვმალავდი. ჩემი უცნაური
გარდაქმნის ამბავს ვმალავდი, მანქანის ყიდვა რომ გადავწყვიტე
და გროშების მოგროვება დავიწყე. პირველ რიგში სწორედ ეს უნ-
და მეთქვა. ეს იყო ყველაზე საეჭვო წერტილი. ვაპირებდი კიდეც
ამის თქმას. მთელი დღის განმავლობაში ვაპირებდი, მაგრამ ვერ
121
გავბედე. ახლა ისიც ვიცოდი, რატომ ვერ გავბედე. არა. იმიტომ
არა, თითქოს მეშინოდა, მაკას თვალში ჩემი ღირსება არ შელახუ-
ლიყო. ჩემი ღირსება არ მაფიქრებდა. მაკას ღირსება მაფიქრებ-
და. შეუცნობლად ვგრძნობდი, რომ ამ ამბის აღიარება რაღაც
ჩირქს მოსცხებდა, როგორღაც გააუბრალოებდა, გააუხეშებდა,
ისეთ შეურაცხყოფას მიაყენებდა, როგორიც უნდა იგრძნოს მუსი-
კოსმა, როდესაც შთაგონებით უკრავს რაღაც ღვთაებრივ მუსიკას,
ყველა ნერვი მუსიკადა აქვს ქცეული, და ამ დროს რომელიმე
ტლუ მსმენელი ხმაურით მოიხოცავს ცხვირს...
ამასობაში საბოლოოდ გამოვფიზლდი, ხვალ გვიან იქნება-
მეთქი, ანგარიშმიუცემლად გავიფიქრე, ფიცხლად წამოვჯექი და
საწოლიდან გადმოვხტი.
არა. მიუხედავად იმ სისულელეებისა, რაც აქამდე ჩაუდენია და
რასაც ამის შემდეგ ჩაიდენს, ადამიანი მაინც გონიერი არსებაა.
ფაცხაფუცხით არ ჩამიცვამს ტანთ ღამის სამ საათზე, გიჟივით
არ გავვარდნილვარ ქუჩაში, კისრისტეხით არ დავშვებულვარ
დაბლა, ორი ნახტომით არ გადამიჭრია გზაჯვარედინი, ელვის
სისწრაფით არ შევვარდნილვარ მაკას ეზოში, აქლოშინებული არ
დავძგერებივარ სახლის კარს, არ ამიტეხია ბრახაბრუხი, გულგა-
ხეთქილები არ წამომიყრია ლოგინიდან მაკა და მამამისი და დაღ-
ლილსა და გულამოვარდნილს ნაწყვეტ-ნაწყვეტ არ მითქვამს,
ხვალ გვიან იქნება-მეთქი.
არა. ამ აზრმა მხოლოდ წამით გამიელვა თავში.
დაღლით კი ისე ვიყავი დაღლილი, თითქოს ყველაფერი ეს
მართლა ჩამედინოს. გული საშინელი ძალით მიცემდა და სულს
ძლივს ვითქვამდი.
მაგიდის ლამფა ავანთე.
დედოფალი ნეფერტიტი მშვიდად გადმომცქეროდა ზემოდან.

122
„შენ რა გიჭირს, - გავიფიქრე ჩემთვის და თვალი გავუსწორე. -
ოცდათოთხმეტი საუკუნის წინ რომ მოვმკვდარიყავი, მეც კი ვიქნე-
ბოდი ახლა შენსავით მშვიდი“.
სარკმელს მივადექი, ფეხის წვერებზე ავიწიე, სუფთა ჰაერი შე-
ვისუნთქე.
ცოტა ხნის შემდეგ დაღლილობამ თითქოს გამიარა, მაგრამ
სუნთქვა ჯერ კიდევ მიჭირდა. ერთი პირობა დავაპირე, გარეთ გა-
ვალ, სუფთა ჰაერზე გავივლი-მეთქი, მაგრამ ეს აზრი მაშინვე უკუ-
ვაგდე: დეიდა მარიამს რომ გაეგო ჩემი გასვლა, ვინ იცის, რა კუდი
გამოებმებოდა ამ ამბავს და რა უსიამოვნება დატრიალდებოდა.
უცებ გულში ეჭვმა გამკრა: იქნებ წეღან რომ თავში სისულელემ
გამიელვა, მხოლოდ იმიტომ არ ჩავიდინე, დეიდა მარიამს არ
გაღვიძებოდა?
ისევ ავფორიაქდი, ისევ მომეძალა დაღლილობა. რა დაბრკო-
ლებაა ასეთი ეს დეიდა მარიამი, რატომ ვგრძნობ თავს მის ტყვედ?
მადლობა ღმერთს, მალე აზრი მოვიკრიბე და ლოგიკურად გა-
ვაანალიზე ყველაფერი (რამხელა წინდახედულება გამოიჩინა
ღმერთმა, ადამიანებს რომ ლოგიკა უბოძა!). ლოგიკურმა ანალიზ-
მა შემდეგ დასკვნამდე მიმიყვანა: მართალია, ვერიდებოდი დე-
იდა მარიამის გაღვიძებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დეიდა
მარიამი მთავარია. დეიდა მარიამი, უბრალოდ, პირველი დაბ-
რკოლებაა, პირველი რგოლია და ამიტომ პირველად ის მაგონ-
დება. ამ რგოლს რომ გავცდენოდი და მაკას სახლს მივდგომოდი,
იქ ხომ უარესად მომერიდებოდა! რა ძალა, რა სიგიჟე მაიძულებ-
და, ღამის სამ საათზე ხალხი ზეზე წამომეყარა! სწორედ ამან შე-
მაჩერა წეღან და არა დეიდა მარიამმა.

123
ლოგიკამ შვება მომგვარა. ცოტა შემცივდა კიდეც. ამიტომ ისევ
ლოგინს მივაშურე. ოღონდ მაგიდის ლამფა არ ჩამიქრია. ვიცო-
დი, მალე არ დამეძინებოდა. წიგნს გადავწვდი და კითხვა დავიწ-
ყე...
რომ გავიღვიძე, დილის ცხრა საათი იყო.
მაგიდის ლამფა ისევ ენთო. წიგნი კი საწოლის გვერდით ეგდო
გადაშლილი და პირქვედამხობილი.
საღამოს მე და მაკა რომელიღაც ფართო, სწორ ქუჩას მივუყ-
ვებოდით. მივაბიჯებდით ხელიხელჩაკიდებული და არც ერთს არ
გვაინტერესებდა, სად მივდიოდით. მაკა რაღაც განსაკუთრებულ
ხასიათზე იყო: სულ კრიტიკის ქარცეცხლში გამატარა. ჯერ ამიხირ-
და, მუდამ შეჭმუხნილი რატომ ხარო. მე გამეღიმა და თავი დავი-
ცავი, ეს თანდაყოლილი სიბრძნის ბრალია-მეთქი. მერე იმაზე
ამიტყდა, მალე გაქაჩლდებიო. თან საფეთქელთან თმა გადამიწია
და კარგად დამაკვირდა, რომ ენახა, რა სტადიამდე იყო მისული
ეს გარდაუვალი კატასტროფა.
- უუ! სამ წელიწადში სულ ერთიანად გაქაჩლდები!
- შენ თუ არ გინდა, მითხარი და არ გავქაჩლდები.
- ჰმ! ისე მპირდები, გეგონება, სულ ჩემს ჭკუაზე ივლი.
- რატომაც არ ვივლი!
- სიარული არ იცი და, როგორ ივლი?
გაკვირვებისაგან შევჩერდი. და უცებ მისი სიარული გამახსენ-
და: რბილი, იმედიანი ნაბიჯები.
- რას ქვია, სიარული არ ვიცი!
- არ იცი. ისე დადიხარ, თითქოს სულ იმის შიშში იყო, ფეხი არა-
ფერს წამოკრა.
- ნუ მოიგონებ რაღაცას!
- არაფერს არ ვიგონებ.
- გამიშვი ხელი. ახლავე გაჩვენებ, როგორ დავდივარ.
124
- აჰა!
მე წინ წავედი. ვცდილობდი, რაც შეიძლება მყარად მევლო.
მონდომებამ, რასაკვირველია, საწინააღმდეგო ნაყოფი გამო-
იღო. თუ სიარულის დროს მართლა მაკლდა სიმტკიცე, ახლა ამას
ხელოვნურობაც ზედ დაერთო. ამიტომ ექსპერიმენტს სწრაფად
მივანებე თავი.
მაკა იცინოდა.
- ასე საგანგებოდ მსახიობის მეტი წესიერად ვერავინ გაივლის.
- მე მსახიობი ვარ?
- არა.
- აბა, მაშ, მიყურე.
მაკა წავიდა. მიაბიჯებდა რბილად, მშვიდად, მოხდენილად.
რამდენიმე ნაბიჯი გაიარა, მერე შეჩერდა, მოტრიალდა და დამე-
ლოდა. როდესაც წამოვეწიე, ხელი ისევ ხელში ჩამკიდა.
- ახლა რას იტყვი?
მე უსიტყვო კაპიტულაციაზე მოვუწერე ხელი: - რა მეთქმის, სა-
ოცარი კია... არასოდეს შემიმჩნევია...
- მე შევამჩნიე. სხვა დროს, როცა შენს სიბრძნეს ახსენებ, ჩემიც
ზედ მიაყოლე. შენი სიარულის მიხედვით, ისეთ რამეებს გამოვიც-
ნობ ხოლმე, სიარულთან რომ არაფერი კავშირი არა აქვს.
- მაგალითად რას?
- მაგალითად ნაცნობის მოახლოებას.
- რაას?
- როცა ნაბიჯს აურევ და სიარულის ტემპს შეცვლი, ეს იმის ნი-
შანია, რომ სადღაც ნაცნობს მოკარი თვალი. მერე, ნაცნობი რომ
გიახლოვდება, წინ გავარდები, თითქმის მთელი ნაბიჯით გამის-
წრებ. ბოლოს, როდესაც ნაცნობი ჩაივლის, ისევ ძველ რიტმს და-
უბრუნდები.
- მართლა ასე იდიოტურად ვიქცევი?
125
- იდიოტურად-მეთქი არ მითქვამს, მაგრამ ასე კი იქცევი.
- ნუთუ ამდენად განსხვავებული სიარული გვაქვს?..
- კი.
- სიარულში ადამიანის ხასიათი მჟღავნდება. მაშ, ხასიათიც
მკვეთრად განსხვავებული გვქონია.
- მერე ეს ცუდია თუ კარგი?
- ეპოქის სტილიდან ამოვარდნა ცუდია თუ კარგი? ოდნავ წახ-
ნაგოვანი და ოდნავ არარეალისტური ყელი ცუდია თუ კარგი?
ალბათ შეუცნობლად მოგდის, ცუდსა და კარგს შორის რომ მუდამ
ჩინური კედელი გინდა აღმართო.
- მერე ეს ცუდია თუ კარგი?
მე გამეცინა.
- სინამდვილეში ცუდი და კარგი თითქმის განუყოფელია. ცუდი
შეიცავს კარგს და კარგი შეიცავს ცუდს. ქვეყნად ყველაფერი ცუდ-
კარგია.
- ასეთ რამეებზე არასოდეს დავფიქრებულვარ. სადა მაქვს მაგ-
დენი ჭკუა! ისე, ვინმეს რომ ეკითხა, ვეტყოდი, ცუდი ცუდია და კარ-
გი კარგია-მეთქი.
- აბა რა არის!
- შენ ხომ ამბობ, ცუდი კარგია და...
- შეიცავს-მეთქი. ცუდი ცუდია, მაგრამ კარგი შეიცავს ცუდს.
- აა! თუ ასეა, გაცალცალკევებაც უნდა შეიძლებოდეს და მაშინ
კარგი კარგი იქნება.
- გაცალცალკევება მხოლოდ თეორიულად შეიძლება. წარმო-
სახვაში. სიმბოლურად ასეთი გაცალცალკევების მაგალითია ან-
გელოზი და ეშმაკი. მაგრამ აქ სხვა პრობლემები ჩნდება...
- ძალიან საინტერესო იქნებოდა შენი მუსიკალური დახასიათე-
ბა.
- რა?
126
- კი, კი. საინტერესო იქნებოდა.
მაკა შეჩერდა. მეც შევჩერდი.
- მძიმე მუსიკა. შეუვალი. მკაცრი და ოდნავ ამაღლებული. ცო-
ტა მუქი, ცოტა ბუნდოვანი, ცოტა ერთფეროვანი. ნელი. მელოდი-
ის მოლოდინი ჩანს, მაგრამ თვითონ მელოდია არა ჩანს. და როცა
ყური შეეგუება და ახალს აღარაფერს ელის, უცებ გაისმის დისო-
ნანსი: სიმსუბუქე, ტემპი, სინათლე. დისონანსი ცდილობს, იქცეს
მდგომარეობის ბატონ-პატრონად, მაგრამ თანდათან ინთქმება
სიმძიმის დუნე ნიაღვარში და იკარგება, სანამ ხელახლა არ დაუდ-
გება მარჯვე შემთხვევა და ხელახლა არ დააღწევს თავს ტყვე-
ობას...
- როცა დაწერ, აუცილებლად მომასმენინე. შეიძლება მარტო
საინტერესო კი არა, სწორიც იყოს... - და აქ ერთბაშად, გაბერილ
ბუშტს რომ ქინძისთავს უჩხვლეტ, ისე ამოვუშვი, - რატომაა ის ხე
ბუტაფორული?
მაკამ გაკვირვებით შემომხედა.
- რომელი ხე?
- მე რომ დავრგე... როცა უშანგის მაგივრად სამიჯნურო ბარა-
თებს ვწერდი.
მაკა ყურადღებით დამაცქერდა. თვალებიც კი მოჭუტა. ბო-
ლოს, როგორც იქნა, გაიხსენა.
- აა!.. რა ვიცი, ასე მომეჩვენა.
- მოგეჩვენა და, რატომ მოგეჩვენა, არ იცი?
მაკამ ისეთი სახე მიიღო, მოსწავლეს რომ ძალიან ძნელ კით-
ხვას მისცემენ განვლილი მასალიდან, და ცალი მხარი ნელა, გა-
უბედავად აიჩეჩა.
- არ შეიძლება, არ ვიცოდე? - და ეშმაკურად შემომხედა.
მე მძიმედ გავიქნიე თავი. არა-მეთქი.
მაკამ ამოიოხრა.
127
- კარგი. რაკი ქვეყანაზე აუხსნელი არაფერი შეიძლება დარ-
ჩეს... - აქ დაფიქრდა და უფრო სერიოზული კილოთი განაგრძო.
- გინახავს ორი ისეთი კაცი, ერთმანეთის სრული ასლები რომ იყ-
ვნენ?
- სად უნდა მენახა!
- რატომ?
- როგორ თუ რატომ! ასეთი ადამიანები არ არსებობენ.
- ორი ისეთი გრძნობა თუ არსებობს, ერთმანეთის სრული ას-
ლები რომ იყოს?
- არც გრძნობა.
ბუნდოვნად მენიშნა რაღაც.
- უშანგის იმ სიტყვებით არ უყვარდა ის გოგო, რა სიტყვებიც შენ
მისწერე. ამიტომ იმ გოგოსაც უშანგი კი არ შეუყვარდა, ის ბიჭი შე-
უყვარდა, რომელსაც შენი წერილებით დახატული გრძნობა ექნე-
ბოდა. შენ უშანგი შეაპარე. სხვის ტანსაცმელში გადაცმული. მაგ-
რამ სხვისი ტანსაცმელი სანამ უნდა სცმოდა! ცოლი სულ სხვანაირ
სიყვარულს მოელოდა, უშანგის სულ სხვანაირად უყვარდა.
- რა ხანია ცოლ-ქმარი არიან და, რამდენადაც ვიცი, მშვიდო-
ბიანად ცხოვრობენ. ეს როგორღა ავხსნათ?
- ოოჰ! როგორც გინდა, ისე ახსენი. მე მეტს ვეღარაფერს ავ-
ხსნი. რა მოხდება, სულ ცოტა რაიმე მაინც დავტოვოთ აუხსნელი.
მე გამეცინა.
- კარგი, დავტოვოთ.
და გავიფიქრე: „რატომაც არა! დარჩეს ზოგი რამ აუხსნელი.
უთქმელიც დარჩეს ზოგი რამ, რაც შედარებით უბრალოა და უმ-
ნიშვნელო. მაგრამ არსებითი კი უნდა ითქვას. ფულის ამბავი უნდა
ითქვას. თორემ მეც ბუტაფორული ხე ვიქნები. ნიღაბს ვაჩვენებ და
სახეს დავმალავ. მაკამ უნდა იცოდეს, რომ ის კაცი, რომელიც ფე-

128
რად-ფერადი სიტყვებით სიყვარულს ეფიცება და შიგადაშიგ მა-
ღალ მატერიებზე ლაპარაკობს, ცოტა ხნის წინ გაბოროტებული
სახით აგროვებდა ფულს, გამდიდრება ეწადა, მანქანის ყიდვას
აპირებდა, რათა მერე უმანქანო ხალხისთვის ზემოდან დაეწყო
ცქერა. მაკამ უნდა იცოდეს, რომ ამ კაცს ერთხელ დედოფალ ნე-
ფერტიტის სურათიდან მტვრის გადმოწმენდა დაავიწყდა, მეორედ
კი, თავის ჭკუაზე რომ იყო და საღად აზროვნებდა, დიდხანს იფიქ-
რა იმაზე, იქნებ მართლა გამეყიდა ეს სურათი, თუ, რასაკვირვე-
ლია, შესაფერის ფასს შემომაძლევენო. ამაზე დიდხანს იფიქრა,
იმაზე კი წამითაც არ დაფიქრებულა, რომ „შესაფერისი ფასი“ სრუ-
ლიად შეუფერებელი და უადგილო გამოთქმა იყო, მაკამ უნდა გა-
იგოს ყოველივე ეს და ამის შემდეგ თქვას თავისი სიტყვა. მერე რა,
რომ იმ ფულს ახლა ისეთივე გააფთრებით ვფანტავ, როგორი გა-
აფთრებითაც ადრე ვაგროვებდი. რომელმა სულელმა თქვა, მო-
ნანიება კაცს დანაშაულისაგან ათავისუფლებსო! დანაშაულის ერ-
თადერთი პასუხი არის სასჯელი და მხოლოდ სასჯელი. ამინ!.. და-
ნაშაული? ხომ არ ვაზვიადებ! ბოლოს და ბოლოს ასეთიც რა მოხ-
და?.. მოხდა! არაფერსაც არ ვაზვიადებ! სურათი რომ მართლა
გამეყიდა, ეს უკვე
ბევრს აღარაფერს შეცვლიდა, მთავარი ცოდვა მაშინ ჩავიდი-
ნე, როცა ამის შესაძლებლობა დავუშვი... აზროვნება არ არის უპი-
რატესობა. კარგად ასხმული ლოგიკური ჯაჭვით მე შემიძლია რა-
ღაც სიღრმეს მივაღწიო, მაგრამ ამ სიბრძნესა და, როგორც ზოგ-
ჯერ უნებური კომიზმით უწოდებენ, „ინტელექტუალურ შემართე-
ბას“ ერთი მოსმით აბათილებს მაკას ინტუიცია და ქვეცნობიერი სი-
ნათლე. ალბათ, ამიტომაც დადის ასე რბილად და იმედიანად...
დადის? სრული სიმართლეა! როცა შიშითა და სიფრთხილით და-
აბიჯებ, სწორედ მაშინ წამოედები რამეს. ამით ყველაფერი ითქვა!
ბავშვები ყინულზე? შიში როდისღა ჩნდება? დიდები ფრთხილად
129
დადიან, რადგან ხელში ლოგიკის ჯაჭვი უჭირავთ. ჯაჭვის პირვე-
ლი რგოლი ფეხის დასხლტომა და წაქცევაა, ბოლო რგოლი - აქე-
დან ლოგიკურად გამომდინარე კიბო. შიში. დაცემის შიში! საკუთა-
რი თავის არნდობა. არნდობა ეჭვია, ეჭვი უკვე დაცემაა. გარდაუ-
ვალი დაცემა. ახლა ვეტყვი მაკას ყველაფერს. სხაპასხუპით და
მოკლედ კი არა, არიქა, მალე მოვათავო-მეთქი. არც ნაძალადევი
ღიმილით და ვითომ ხუმრობით. არა. სერიოზულად. ისე, რო-
გორც იყო. ნელა მოვუყვები ყველაფერს, დალაგებულად, თავი-
დან ბოლომდე. ვეცდები, მაშინდელი განცდებიც გავიხსენო. ახ-
ლავე დავიწყებ. ოღონდ როგორ დავიწყო? იცი-მეთქი, მაკა, ვეტ-
ყვი, ამ ცოტა ხნის წინ დიდი ამბით ვაგროვებდი ფულს, მანქანა
უნდა მეყიდა... არა. ასე არ ვარგა. სერიოზულობა აკლია. მაკა,
ვეტყვი, ერთი ცოდვა მაქვს ჩადენილი და უნდა გაგიმხილო... არც
ასე. ცოდვა რა... კი, ცოდვაა, როგორ არა, მაგრამ ხმამაღლა რომ
იტყვი, ცოტა გაზვიადებული ჩანს... აბა, როგორ დავიწყო?.. მაკა,
ხმა ცოტა ყრუ მექნება, მაგრამ ამას ვერსად გავექცევი. მაკა, ერთი
რაღაც უნდა გითხრა და კარგად დამიგდე ყური. ასეთი დასაწყისი
ცოტა შეაშინებს... მერე რა. შეაშინოს. უკეთესიცაა, მზად იქნება.
ჰო. კარგად დამიგდე ყური. მე მგონია, ჩვენს ურთიერთობაში ისე-
თი დრო დადგა, როცა ერთმანეთისაგან არაფერი არ უნდა
გვქონდეს დამალული. რასაც ახლა გეტყვი, ამის თქმა ძალიან მი-
ჭირს, მაგრამ მაინც უნდა გითხრა. მერე შენ განსაჯე... და მოვუყ-
ვები. წვრილად. დალაგებით. მაკა ყურადღებით მომისმენს. არც
ერთხელ არ შემაწყვეტინებს. როცა დავამთავრებ, სიჩუმე ჩამო-
ვარდება. მაკას სერიოზული და დაფიქრებული სახე ექნება. ბო-
ლოს წყნარად იტყვის: კარგია, რომ მითხარი. და მის მშვიდ,
რბილ ხმაში ოდნავი დისონანსი გამოკრთება. მერე?.. მერე, რა
ვიცი... ესე იგი, როგორ ვიწყებ? მაკა, ერთი რაღაც უნდა გითხრა
და კარგად დამიგდე ყური. ძნელი კია, გაზეპირებული ფრაზით
130
დაწყება. წეღან, დაჯერებულად და მყარად გავლა რომ დავაპირე,
ნაბიჯი უარესად ამერია. არა. მაინც უნდა დავიწყო... რას იტყვის
მაკა? უნდა დავიწყო. უნდა ვთქვა. როგორმე...“
- რა დაგემართა? - მაკამ მძლავრად შეანჯღრია ჩემი ხელი და
ფიქრებიდან გამოვერკვიე.
- რა იყო?
მაკამ სინანულით გადაიქნია თავი.
- ისე, საინტერესო კი იყო, რომ მეცლია, სანამ ივლიდი ასე
ყრუ-მუნჯივით?
მე დაბნეულად გავიღიმე.
- ფიქრებში გავერთე და...
მაკამ ლამაზი შუბლი შეიჭმუხნა (ამ დროს ცოტა სასაცილო სახე
ჰქონდა) და თავდაჯერებული მორალისტის კილოთი წამიკითხა: -
ფიქრებში გართული კავალერი
კარგი კავალერი არ არის. გადაიყარე ეგ ფიქრები, კარგად გა-
მოფხიზლდი და შეხედე, სად მოვსულვართ!
სასაფლაოს მაღალი ჭიშკრის წინ ვიდექით.
მე გაკვირვებით მიმოვიხედე. მაგრამ ეს უფრო მექანიკური რე-
აქცია იყო, რადგან არავითარი საფუძველი არ მქონდა, გარემოს
რეალურობაში ეჭვი შემეტანა.
- მართლა სად მოვსულვართ! - წამოვიძახე და ამ სიტყვებს ჩემ-
დაუნებურად რაღაც უცხო სიცილი აჰყვა, როგორც ფეხსაცმელს
აჰყვება ხოლმე სველი ბალახი. სიცილი გაჩნდა და გაქრა, ისე
რომ ამ ორ მოვლენას შორის არც დრო ყოფილა და არც მანძი-
ლი. ხოლო მე უკვე ხუმრობის კილოთი განვაგრძე. - პირდაპირ
საიქიოს კარიბჭეს მივდგომივართ!
- კარგი, რა! - შემაჩერა მაკამ. - არა თქვა!
- რა არა ვთქვა, მაკა? მე მინდა, უბრალოდ, ხოტბა შევასხა
ქვეცნობიერ ძალას, რომელიც შეუცდომლად მართავს ადამიანს
131
და ერთადერთი სწორი გზით მიჰყავს. ჩვენთვის ჯერ ადრეა,
ახალგაზრდები ვართ, ისე კი, კაცი რომ თავისი ფეხით მოდიოდეს
აქ, დიდად დაავალებდა ჭირისუფლებს. შენ არ გიყვარს სასაფ-
ლაო?
- გაჩუმდი რა! სულ ტანში მბურძგლავს!
- ცრუმორწმუნე ხარ, მაკა. სასაფლაოზე ხშირ-ხშირად უნდა ია-
რო და სიკვდილის შიშს დაკარგავ.
- მართლა ამბობ?
- აბა რა! შეჩვევაა ყველაფერი. წამო, შევიდეთ.
მაკამ უკან დაიხია.
- მეშინია.
მე გამეცინა.
- რისი გეშინია?
მაკამ შემომხედა. ერთხანს მიყურა, მერე მხრები აიჩეჩა და გაკ-
ვირვებით თქვა: - არ ვიცი...
- ხომ ხედავ, არ იცი. უმიზეზო და უსაფუძვლო შიში ჭინკასავით
გვიზის სულში...
- ჭინკა?.. - მაკა შეკრთა.
- ჭინკა კი არა შიში. სინამდვილეში სასაფლაოზე უფრო მშვი-
დობიანი ადგილი მეორე არ მოიძებნება დედამიწაზე. მიცვალებუ-
ლები წყნარი ხალხია...
- ნუ ახსენებ...
- ყოველ შემთხვევაში, ცოცხლებთან შედარებაც კი არ შეიძლე-
ბა. წამო, წამო, შევიდეთ.
- შენზეც მოქმედებს. სხვა დროს ასე არ ლაპარაკობ.
- თუ არ ვლაპარაკობ, ვფიქრობ, სხვა დროს ამ თემაზე არც
გვქონია ლაპარაკი.
ხელი ხელში მოვკიდე და ჭიშკრისკენ წავიყვანე. მაკა ნებას
დამყვა, მაგრამ ზედ ზღურბლთან მაინც შეჩერდა.
132
- მერე შეიძლება?
- რა?
- შესვლა.
- ჯერ არ დაკეტავენ.
- მაგას არ გეკითხები... უხერხული ხომ არაა-მეთქი. აი, ჩვენ
ცოცხლები ვართ... თავი მოგვაქვს ჩვენი სიცოცხლით და...
გამეცინა.
- ნუ გეშინია, არ შეეხარბებათ. მიცველუბულებმა კარგად იციან
სიცოცხლის ფასი. დიდი-დიდი, თავიანთი წარსული მოაგონდეთ,
მოგონება კი სასიამოვნოა. მოგონება მით უფრო სასიამოვნოა,
რაც უფრო უსიამოვნო იყო წარსული.
- მართალი თქვი წეღან?
- წეღან რა ვთქვი?
- სხვა დროსაც ასე ფიქრობ?
- ხანდახან.
ჩვენ ჭიშკარს გავცდით და მიცვალებულთა სამფლობელოში
შევედით.
ბილიკი საფლავის ქვებს შორის მიდიოდა. გულის კოვზთან რა-
ღაც უცნაურად მიღიტინებდა.
- ესეც სასაფლაო, - ვუთხარი მაკას, - გინდა, მე შენი მეგზური
ვიქნები. ვითომ შენ უცხოელი ტურისტი ხარ, - მაკა გატრუნული
მომყვებოდა და მე განვაგრძე. - მაშ, ასე. ჩემო ძვირფასო ქალბა-
ტონო უცხოელო, თქვენ ახლა იმყოფებით ჩვენი ჭაღარა დედაქა-
ლაქის ერთ-ერთ საუკეთესო სასაფლაოზე. მართალია, ბინდის გა-
მო ხილვადობა გაუარესებულია, მაგრამ, ენდეთ ჩემს სიტყვას, ირ-
გვლივ ენით აუწერელი სილამაზეა. ბინდი ხელს არ უშლის ამ სი-
ლამაზეს, მხოლოდ იდუმალებას ანიჭებს. იდუმალება კი ჰარმო-
ნიულად ერწყმის თვით სასაფლაოს არსს და რელიგიურობის გა-
ნელებულ გრძნობას აღვივებს. აქ, მიწის ამ პატარა მონაკვეთზე,
133
რომელიც გარე სამყაროსაგან ღობითა და სიკვდილითაა გამიჯ-
ნული, შავი და თეთრი მარმარილოს უკიდურესი კონტრასტი სიმ-
ბოლურად უსვამს ხაზს სიცოცხლისა და სიკვდილის შეურიგებლო-
ბას. მარმარილოს ნატიფი ელვარება, ყვავილების ზღვა და ფერა-
დი კენჭებით მოფენილი ბილიკები განუმეორებელ მომხიბვლე-
ლობას ანიჭებს აქაურობას. ყოველგვარი ანგარებისაგან თავისუ-
ფალი პატივისცემა მხოლოდ მიცვალებულთა წილხვედრია. ამი-
ტომაც მოვისწრაფით აქეთკენ უწყვეტ ნაკადად. ამიტომაცაა ეს
ერთი გოჯა მიწა გაცილებით უფრო მჭიდროდ დასახლებული,
ვიდრე მსოფლიოს ყველაზე დიდი ინდუსტრიული ცენტრები. ვის
არ ნახავთ აქ! აქ არის ისიც, ვინც ჯერ კიდევ
დედის მუცელში მოკვდა, და ისიც, ვინც შვილიშვილების სიკ-
ვდილს მოესწრო. ისინი აქ წვანან მშვიდად და უდრტვინველად
ულამაზეს ყვავილთა სურნელში ჩაფლულნი, უშფოთველნი და
ყოველგვარი ზრახვისაგან დაცლილნი. ეს სასაფლაო კარგად
ასახავს ქართველი კაცის ეროვნული ხასიათის ერთ თავისებურე-
ბას: წამხედურობასა და მეჯობნიობას. დღის სულზე მობრძანდით,
ქალბატონო უცხოელო, და ნახავთ რა სიმდიდრეა აქ. ჭირისუფა-
ლი ყიდის უკანასკნელ პერანგს და იწვევს უკეთესთა შორის უკე-
თეს მოქანდაკეს, რათა მისი მიცვალებულის ქანდაკება მეზობელი
მიცვალებულის ქანდაკებაზე უკეთესი იყოს. ჭირისუფალი ყიდის
უკანასკნელ პერანგს და ყიდულობს მაღალხარისხოვან მარმარი-
ლოს, რათა მისი მიცვალებულის სახლი მეზობელი მიცვალებუ-
ლის სახლზე უკეთესი იყოს. ჭირისუფალი ყიდის უკანასკნელ პე-
რანგს და ყიდულობს უკეთესთა შორის უკეთეს პოეტს, რათა მისი
მიცვალებულის ეპიტაფია მეზობელი მიცვალებულის ეპიტაფიაზე
უფრო პათეტიკური და გულისამაჩუყებელი იყოს. მაგრამ საქმე
ისაა, რომ არც მეზობელი მიცვალებულის ჭირისუფალი რჩება

134
ვალში და ისიც ყიდის უკანასკნელ პერანგს... და შენდება სასაფ-
ლაო, ულამაზესი და უმტკიცესი ნაგებობა დედამიწაზე. ეს სასაფ-
ლაო ყველა გამოცდას გაუძლებს და მრავალი წლის მერე, შო-
რეული პლანეტიდან ჩამოსული გონიერი არსებანი უამრავ უგუ-
ნურ ჰიპოთეზას შექმნიან იმის თაობაზე, თუ რა დანიშნულების უნ-
და ყოფილიყო ეს უცნაური ციხე-ქალაქი.
მე მძიმედ ვსუნთქავდი.
მაკამ მშვიდად თქვა: - ბუნდოვანი ლაიტმოტივი. ოღონდ ბუნ-
დოვანი არა, როგორც გაუგებარი, არამედ როგორც შემადგენე-
ლი ნაწილი...
- რისი? - გამიკვირდა, რადგან ვერაფერი ვერაფერთან ვერ
დავაკავშირე.
- შენი მუსიკალური დახასიათების. შენ სასაფლაოზე არ უნდა
იარო. წავიდეთ აქედან.
- სასაფლაოზე დედამიწის მიზიდულობის ძალა ერთიორად იზ-
რდება.
- ალბათ, ბოროტებაც - თითქოს თავისთვის ჩაიბუზღუნა მაკამ.
მე შევკრთი.
- ჩემს მუსიკალურ დახასიათებაში?
- დიახ! - გაგულისებით მითხრა, მაგრამ თვალი კი ამარიდა.
- ნუთუ ბოროტებაც?.. - ვიგრძენი, როგორ დაკარგა ჩემმა ხმამ
დამაჯერებლობაცა და სიმსუბუქეც.
მაკამ უეცრად ხელი მაჯაში წამავლო და სეხეზე შევატყე, რომ
რაც ძალა და ღონე ჰქონდა, მიჭერდა.
- მეშინია! გაიგე, მეშინია! - და ჩემი ხელი შეანჯღრია.
მე მაკას სახეს ვუყურებდი და აღტაცებული ვფიქრობდი, რამ-
ხელა ბედნიერება იქნება, კაცს რომ შეგეძლოს ყოველთვის ბუნებ-
რივი იყო-მეთქი.
- ტყუილია, მაკა. შენ არ გეშინია.
135
- მეშინია! - ჯიუტად გაიმეორა მაკამ და ფეხიც კი დააბაკუნა.
- გეჩვენება. მე რომ მეშინია, ეს გასაგებიცაა და ბუნებრივიც,
მაგრამ...
- შენ გეშინია?! - მაკამ ორივე ხელი წამავლო მკლავში და
სწრაფად მიიხედ-მოიხედა.
- არა, - გამეცინა მე. - სასაფლაოსი და მიცვალებულების არ
მეშინია. მუსიკალური დახასიათების მეშინია.
- ოოჰ!
- შენ კი, ასეთ ბუნებრივსა და ასეთ კარგს, რისი უნდა გეშინო-
დეს! სასაფლაოს შიში მოჩვენებითი შიშია. შეეჩვევი და აღარ შე-
გეშინდება. აი, მაგალითად, ახლა რომ გამბედაობა მოიკრიბო და
საფლავის ქვაზე ჩამოჯდე...
- აა! - იწივლა მაკამ. - გაჩუმდი! - და რაკი საფლავის ქვასთან
მართლა ძალიან ახლო იდგა, სწრაფად დაიხია უკან, მაგრამ ბი-
ლიკი ვიწრო იყო და ახლა მეორე საფლავის ქვასთან აღმოჩნდა.
იმასაც მოშორდა, ბილიკის შუაში შეჩერდა და მხარით მკლავზე
მომეყრდნო.
მე ვიცინოდი.
- ნეტა გამაგებინა, რა გიხარია?!
- მაკა, - ვუთხარი და მხარზე ხელი მოვხვიე. მაკა კიდევ უფრო
მომეკრო. - რაც წეღან ვთქვი, ყველაფერი ჭორი იყო. აუმღვრევე-
ლი ყოფაც, სასაფლაოს სილამაზეც, ყველაფერი... აუმღვრეველი
ყოფა დაჭაობებული წყალია, დახავსებული კიბე, დაობებული პუ-
რი, უძრავი მოლეკულები, მინუს 273 გრადუსი. უმაღლესი სილა-
მაზე კი სიცოცხლეა: ხმაური, დუღილი, ქაოსი... ხოლო სიცოცხლე
განუყოფლად ბატონობს ქვეყნიერებაზე, რადგან მაკა ასე ყურის-
წამღებად ჭყივის და გაფართოებული თვალებით შემომცქერის.
ნახე, ნიავმა რომ დაუბერა, ყვავილები როგორ ამოძრავდნენ, - მე

136
დავიხარე და მოქანავე ვარდს ხელი გადავუსვი. - ყვავილები სა-
საფლაოზე - ეს არის სიცოცხლის სიჯიუტე. სიცოცხლე სასაფლაო-
საც თავისად ისაკუთრებს, სიკვდილს არაფერს უთმობს. შენ ნუ გე-
შინია, მაკა.
- აი, დისონანსიც. საკვირველია, როგორ იცვლი ასე უცებ გუნე-
ბას?
- თავისით მეცვლება. ახლა რას იტყვი? მაინც წავიდეთ?
- წავიდეთ, აბა რა!
- კარგი, წავიდეთ. ოღონდ იცი, რა? აქვე ახლო ჩემი ყოფილი
დიასახლისია დასაფლავებული...
- ნინელი?
- ნინელი. იმის საფლავზე მივიდეთ ერთი წუთით და მაშინვე
გავბრუნდეთ. კარგი?
- წამო.
მაკას ხელი ხელში ჩავკიდე და გზას გავუდექით. რომელიღაც
გრანდიოზულ საფლავს შემოვუარეთ. მარცხნივ გავუხვიეთ. ფერ-
დობს ჩავუყევით. ნინელის საფლავი ფერდობის ძირში იყო. ქვე-
მოთ ჩავიხედე და უცებ მოწყვეტით შევჩერდი.
- რა იყო? - მკითხა მაკამ.
- ნინელის სტუმრები ჰყავს... ნუთუ ეს ვარდენია?..
- ვინ?
- ქმარი. მაგრამ მეორე ვინღაა?
მე ძალიან დამაინტერესა ნინელის სტუმრებმა და ნაბიჯს მო-
ვუჩქარე. მაკა თითქმის სირბილით მომყვებოდა. საკმაოდ რომ მი-
ვუახლოვდით. დავრწმუნდი, რომ ერთი მათგანი მართლა ვარდენ
მექვაბიშვილი იყო.
- ქმარია? - მკითხა მაკამ.
- ქმარია. მაგრამ ის ვინღა ახლავს?

137
ვარდენი და უცნობი ქალი ჩვენსკენ ზურგშექცევით იდგნენ. თა-
ვი ოდნავ ჩაექინდრათ, როგორც ჭირისუფლებს შეჰფერით, და
ნინელის საფლავს დასცქეროდნენ. მერე, სულ ახლო რომ მივე-
დით, ყვავილებიც გავარჩიე. წითელი ვარდები იყო. უწესრიგოთ
ეყარა საფლავის ბორცვზე.
მე და მაკა შევჩერდით. მე ვარდენის ზურგსუკან ვიდექი, მაკა -
იმ ქალის ზურგსუკან. ერთხანს ველოდი, იქნებ თავისით მოიხე-
დონ-მეთქი; რაკი არ მოიხედეს, ხმადაბლა შევეხმიანე: - ვარდენ!
პირველად რატომღაც ქალი შემობრუნდა. შიშნარევი გაკვირ-
ვებით შემოგვხედა და თვალები დახარა. სრულიად ახალგაზრდა
ქალი იყო, ტანსრული, პირმრგვალი, ლოყებდატკრუცული. ისეთი
იერი ჰქონდა, ნახევარი ან დიდი-დიდი ერთი წლის ჩამოსული უნ-
და ყოფილიყო მთის რომელიმე მიყრუებული სოფლიდან. დარ-
წმუნებული ვარ, წვივებიც ლოყებივით ექნებოდა დატკრუცული
ბუხრის წინ ჯდომისაგან.
ყველაფერი ეს თვალისდახამხამებაში შევნიშნე, რადგან ვარ-
დენიც იმავ წამს მოტრიალდა.
- ოჰ! - სიხარულით აღმოხდა ჩემს დანახვაზე და მომეჩვენა,
თითქოს ამ სიხარულში ბეწვივით შეჰყვა რაღაც სირცხვილიანი კი-
ლო.
- გამარჯობა, ვარდენ! - ხელი გავუწოდე მე. - როგორა ხარ?
- რა ვქნა... - ჩამომართვა ვარდენმა გაწვდილი ხელი. - ვარ
ასე, გვარიანად... - აქ მცირე პაუზა გააკეთა. - მოვედით აგერ და...
- თავის მოძრაობით ყვავილებზე მანიშნა, - მოვუტანეთ...
- კარგია, - მექანიკურად მოვუწონე საქციელი და უცებ უხერხუ-
ლობა ვიგრძენი იმის გამო, რომ მე თვითონ ხელცარიელი მივედი.
- ჰო. მე და მაკა შემთხვევით მოვხვდით აქ და ვიფიქრე, ბარემ ნი-
ნელის საფლავზეც შევივლი-მეთქი.
- ეეჰ!.. - ამოიოხრა ვარდენმა.
138
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მე უცნობ ქალს გავხედე. ვერაფრით
ვერ გამერკვია, რა როლს ასრულებდა აქ.
ვარდენმა, ეტყობა, ჩემი მზერა შენიშნა. უცებ აწრიალდა, უც-
ნაური და უხერხული მოძრაობები გააკეთა, ხელები შარვალზე გა-
ისვა, თითქოს ოფლს იწმენდსო. ბოლოს ნაძალადევი სიმხნევით
მითხრა: - გაიცანი. ეს ჩემი ოჯახობაა.
მოულოდნელ და გაუგებარ სიტუაციებს მთლად უჩვევი ვარ-
მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ რამდენიმე წამი მაინც დამჭირდა, სა-
ნამ გაოგნება გამივლიდა და თავს მოვერეოდი. მერე კი ხელი გა-
ვუწოდე ქალს და ვუთხარი: - ღმერთმა გაბედნიეროთ.
ქალმა თვალები ასწია, ერთი მორცხვად და მწუხარედ შემომ-
ხედა და მაშინვე ისევ დახარა. აღაჟღაჟებული ლოყები კიდევ უფ-
რო აუღაჟღაჟდა. ფეხსაცმლის ჭვინტით მიწას დაუწყო ჩიჩქნა.
ქვედა ტუჩები კბილებშუა მოიქცია. ეტყობოდა, რამდენადაც კი
ჭკუა გაუწვდებოდა, შეგნებული ჰქონდა თავისი მდგომარეობის
ორჭოფულობა აქ, მისი ქმრის ცოლის საფლავზე.
შემეშინდა, ბღავილი არ მორთოს-მეთქი, და გამოსავლის ძებ-
ნაში მაკა მოვიშველიე: - გაიცანი, მაკა. ეს ვარდენ მექვაბიშვილია,
ჩემი ძველი ბინის პატრონი. ეს კიდევ მისი ოჯახობა, - ეტყობა, ვი-
თარებას ჯერ კიდევ ვერ შევურიგდი, ამიტომ ჩემდაუნებურად
„ოჯახობა“ ხაზგასმით და ირონიით ნათქვამი გამომივიდა.
მაგრამ რაკი საქმეში მაკა ჩავრიე, შიში აღარაფრისა მქონდა.
მაკამ ჭირისუფლებს ხელი ჩამოართვა და მისმა ღიმილმა ერთბა-
შად გაანათა ყველაფერი. ვარდენ მექვაბიშვილის ახალმა ცოლმა
შვება იგრძნო, ქვედა ტუჩი კბილების ტყვეობიდან გაათავისუფლა
და მიამიტური, გულისამაჩუყებელი და საოცრად ადამიანური რამ
ჩაიდინა: მაკასკენ მიიწია, სულ ახლოს მივიდა და გვერდით ამო-
უდგა: ვარდენ მექვაბიშვილმა თავით მაკაზე მანიშნა: - შენი ოჯა-
ხობაა?
139
მე ღიმილი შევიკავე და მივუგე: - არა. ეს ის ქალია, გახსოვს,
კედელზე რომ სურათი მეკიდა?
- მართლა? - ვარდენს გაუკვირდა. ჯერ მე შემომხედა დაეჭვე-
ბით, მერე - მაკას, ბოლოს ყოყმანით თქვა: - კი გავს, ხომ იცი! - ეს
რომ თქვა, ისევ მაკას შეხედა, თითქოს კიდევ ერთხელ უნდა თა-
ვისი სიტყვების შემოწმებაო, და მითხრა: - წავალთ აწი ჩვენ.
გამოგვეთხოვნენ და წავიდნენ.
მე თვალი გავაყოლე და რატომღაც ახლაღა მივხვდი, რომ ქა-
ლი ფეხმძიმედ იყო. რა ვიცი, იქნებ ადრევე შევამჩნიე და, უბრა-
ლოდ, აზრი ვერ მივატანე.
უცებ ვარდენი მოტრიალდა. მოტრიალდა და შეჩერდა. მერე
რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩვენკენ. ისევ შეჩერდა. ბოლოს მა-
ინც გაბედა და წამოვიდა. უცნაური გამოხედვა ჰქონდა, გულის მე-
საიდუმლემ რომ რაღაც ცუდი ამბავი უნდა გაუწყოს, ისეთი.
მკლავში მომკიდა ხელი და ჩურჩულით მკითხა: - ის სურათი ხომ
არ გაგიყიდია?
წამით ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ამ კაცის ვალი მე-
მართა. იმ მძაფრმა დღეებმა ელვის სისწრაფით გაიარა გონებაში
და, როცა პასუხი გავეცი, ისეთი დაჯერებული კილო არ მქონდა,
როგორითაც ჩვეულებრივ ველაპარაკებოდი.
- რას ჰქვია, გამიყიდია!
- ნუ გაყიდი!
ვარდენი წავიდა. ცოცხალი ცოლი მოშორებით ელოდებოდა.
სანამ თვალს მიეფარებოდნენ, ვუყურებდი. წინ ვარდენი მიდი-
ოდა, ცოლი საპატიო დისტანციის დაცვით მიჰყვებოდა უკან.
ნინელის საფლავთან მე და მაკა დავრჩით.
დუმილი გაგვიგრძელდა.
ბოლოს ეს დუმილი მე დავარღვიე: - საოცარია არა?
- არც ისე.
140
- რაა?
- არც ისე-მეთქი.
გაკვირვებით შევხედე მაკას.
- რატომ?
- რა ვიცი, - მხრები აიჩეჩა მაკამ. - გააჩნია როგორ შეხედავ.
- როგორც არ უნდა შეხედო. სად გაგონილა, ორი სხვადასხვა
პოლუსი ერთმანეთის გვერდით მოთავსდეს! - მე იქვე ძველი საფ-
ლავის ქვაზე ჩამოვჯექი და იმ მხარეს გავხედე, საითაც ვარდენი
და მისი „ოჯახობა“ წავიდნენ. - ვის უნახავს ვაზი ერთდროულად
დასეტყვილიც იყოს და დახუნძლულიც? სახლი დანგრეული და
აშენებული. ვენახი აოხრებული და აყვავებული. ცოლი მოიყვანო
ცოლის საფლავზე. საკუთარი ქმრის ცოლს ყვავილები მოუტანო.
საკვირველი ცინიზმი და ასევე საკვირველი მიამიტობა. თითქოს
ბოროტებასა და სიკეთეს ერთ წერტილში მოეყაროთ თავი...
- იქნებ სწორედ ეს არის ჰარმონია?
ერთბაშად ვერც კი მივხვდი, რა უფრო გამიკვირდა: ეს სიტყვე-
ბი თუ მაკას ხმის საეჭვო სიახლოვე. შევკრთი და მოვიხედე. ვხე-
დავ, მაკა არხეინად ზის ჩემს გვერდით საფლავის ქვაზე.
წამოვდექი და დოინჯი შემოვიყარე.
- აბა ის რა იყო, წეღარ რომ კივილი მორთე?
- ის წეღან იყო... შენ თვითონ არ მითხარი, ხელად შეეჩვევიო!
მაკა, მაკა! რა საოცარი ხილვა იყავი ჩემს ცხოვრებაში!
მე ისევ ჩამოვჯექი საფლავის ქვაზე.
ვისხედით და ვდუმდით.
ამჯერად დუმილი მაკამ დაარღვია: - რაზე მობრუნდა?
- ვინ? ვარდენი? ერთი კონფიდენციალური შეკითხვა ჰქონდა.
- შენი „ოჯახობა“ ვარ თუ არა, ის აინტერესებდა?
- არა, ეგ საკითხი ადრევე გაარკვია. ამჯერად უფრო ღრმა და
შორეული პრობლემა მოიკითხა.
141
- ღრმა და შორეული?
- დედოფალ ნეფერტიტის პორტრეტი ხომ არ გაგიყიდიაო.
მაკა მკვეთრი მოძრაობით შემოტრიალდა და წამით დეიდა მა-
რიამი გამახსენდა, მაგრამ დეიდა მარიამის ხილვა მყისვე გაქრა,
რადგან მაკამ მოულოდნელობის გამო ვერ მოზომა და მუხლი
მუხლზე გამკრა.
- ვითომ რატომ უნდა გაგეყიდაო?
- შემევაჭრა ერთხელ. ნამეტან ძვირს თუ რა დააფასებ, ვიყი-
დიო.
- რად უნდოდა?
- რა ვიცი. კაცს რას გაუგებ! რადიომიმღები რომ რადიომიმღე-
ბია, იმასაც კი იმდენი დეტალი აქვს, თავგზა აგებნევა. ადამიანის
ნერვებს ჯერ ისე რა დაითვლის და ახლა წარმოიდგინე, რამდენი
კომბინაცია შეიძლება შეიქმნას ამ ნერვების ურთიერთობით. და
ყოველი კომბინაცია განსხვავებული ეპითეტია. ყველაზე მარტივი
კაციც კი უსასრულოდ რთული მოვლენაა. ხანდახან გგონია, ადა-
მიანს შენი ხუთი თითივით იცნობ და უცებ ისეთ ოინს დაგიტრი-
ალებს, თმა ყალყზე დაგიდგება...
- ასეთი რა საბაბი მიეცი, რომ ვაჭრობა დაგიწყო?
- მონოლოგი წარმოვთქვი. ვინ არისო, მკითხა, კედელზე რომ
დაინახა, და მე მონოლოგი წარმოვთქვი; გრძელი, პათეტიკური
და აუხსნელი. მემართება ზოგჯერ ასეთი რამ.
- ვიცი. ერთი წეღან დაგემართა, აქ რომ შემოვედით, - მაკამ
თავისებურად, ცერად გამომხედა. - ერთიც ამას წინათ, ჩვენს გზა-
ჯარედინზე... მაგ დროს შენც აუხსნელი და უცნაური ხარ.
- იქნებ სული და სხეული მართლა დამოუკიდებლად არსებო-
ბენ ერთ გარსში, - მე მაკას ღიმილით გავუსწორე თვალი. - შენ
საოცარი მოვლენა ხარ, მაკა.
მაკამ ხელი ხელში მომკიდა.
142
- გაჩუმდი. - მითხრა და ხელი ისევ გამიშვა. - ცოდვაა ნინელი.
შევკრთი და გავჩუმდი. ხოლო მაკამ თქვა: - შეამჩნიე? ის ქალი
ფეხმძიმედ იყო. - მაკას ხმაში რაღაცნაირი სევდა და იდუმალება
გაისმა.
- შევამჩნიე.
- ზოგჯერ სიკეთეც სიავეა. ცოდვაა ნინელი.
ისევ გავჩუმდი, მერე ისევ მაკამ თქვა: - როგორი ქალი იყო?
- ჯანიანი. მხნე. შესახედავად, ამას ჯვარი სწერია და, რაღაცით
ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მე მგონია, სოფლური იერით. საოც-
რად ცნობისმოყვარე და ხმაურიანი იყო. წყნარად რომ ლაპარა-
კობდა, მთელ უბანს ესმოდა. თავსაც ხმაურით იმართლებდა: ფუ-
ჩუნი ქურდების საქმეა, დასამალავს და საჩუმათოს არც არაფერს
ვაკეთებ და არც არაფერს ვამბობო. საავადმყოფოში რომ იწვა,
ერთხელ სანახავად მივედი. ვარდენი სასთუმალთან უჯდა, ჩუმი
და გაბუსუნებული. ნუგეშისცემა არ ეხერხებოდა საბრალოს, გარ-
თობა და შექცევა არ ეხერხებოდა. იჯდა ყურებჩამოყრილი და სა-
ცოდავად აცეცებდა თვალებს. მაშინ იყო, რომ უთხრა: „აწი რა
გეშველება, ვარდენა, შე საწყალო, ვის გაკეთებულ ლობიოში
ამოუსმევ ხუთივე თითს?“ მეტი აღარც უთქვამს რამე. ნახევარ სა-
ათში სულიც დალია. არადა, ასეთი ქალის სიკვდილი ცოტა წარ-
მოუდგენელი ჩანდა.
მაკა წამოდგა.
- წავიდეთ.
- წავიდეთ.
მაკას ხელი ხელში მოვკიდე და წავედით. აქეთ ბილიკი აღარ
იყო და რთული მანევრებით მივიწევდით წინ საფლავებს შორის.
- რა იყო მისი სიცოცხლე? - დაფიქრებით იკითხა მაკამ.
- სიცოცხლე იყო.

143
- სიცოცხლე კი იყო, მაგრამ აზრი? ან რატომ გაჩნდა, ან რატომ
გაქრა?
- როგორღაც არ შემიმჩნევია, რომ ადრეც ყოფილიყავი ასეთი
პრობლემებით გატაცებული.
- შენ ხომ დიდი ხანი არაა, რაც მიცნობ. რატომ უნდა კვდებოდ-
ნენ ასე ახალგაზრდები? და ასე უაზროდ?
- ზოგ რამეს ჩვენ ვტოვებთ აუხსნელს, ზოგი რამ თავისით რჩება
აუხსნელი... ალბათ იმიტომ, რომ ღმერთის ყოვლისშემძლეობა
ჭორია.
- ერთხელ და სამუდამოდ შეიგნე: როცა ჩემთან ლაპარაკობ,
ილაპარაკე მარტივად და გასაგებად.
- მარტივად ვლაპარაკობ. ღმერთის პრობლემა საჭოჭმანო
პრობლემაა, მაგრამ თუ მაინცდამაინც საბუთებზე მიდგება საქმე,
მისი არსებობის მთავარი დამადასტურებელი ნიშანი ისაა, რომ იგი
ყოვლისშემძლე არაა. სხვანაირად მე ვერ ამიხსნია, რატომ უნდა
კვდებოდეს ცნობისმოყვარე ადამიანი თავისი ცნობისმოყვარეო-
ბის გაფურჩქვნის ჟამს.
- ცინიზმიც... ვინ მოთვლის, რამდენ კომბინაციას შექმნის შენი
ისედაც უამრავი ნერვი! ყველას რა ამოხსნის!
- არსი უნდა ამოიხსნას. დეტალები არაა გადამწყვეტი.
უცებ თავში გამიელვა აზრმა, რომ არსი საგულდაგულოდაა გა-
დამალული. იმავ წამს ეს აზრი გაქრა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილე-
ბა შემექმნა, თითქოს ეს გაქრობა ძალიან ჰგავდა გაგდებას...
მაკას, ჩვეულებისამებრ, გზაჯვარედინთან გამოვეთხოვე, თვა-
ლით გავაცილე ჭიშკრამდე, მერე მოვბრუნდი და ჩემს გზას გავუ-
ყევი.
აქედან ჩემს სახლამდე სულ ორასი მეტრი იყო. და ამ ორასი
მეტრის მანძილზე ორასჯერ შევიცვალე აზრი. აზრი კი ისევ იმ სა-

144
განს დასტრიალებდა, მტკივნეულსა და აქამდე მოუგვარებელ აღ-
სარებას. გადაწყვეტილება თითქოს მტკიცე და ურყევი იყო. ყო-
ველ შემთხვევაში, დილით ასე ჩანდა, მაგრამ მერე სიმტკიცე მო-
დუნდა, ურყევობა დაიფშვნა და მაკას ვერ ვუთხარი მთავარი სათ-
ქმელი. ახლა მივაბიჯებდი მთვარისა და ელნათურების შუქით
მკრთალად განათებულ ქუჩაში, გვერდით ერთგული ძაღლივით
მომდევდა საკუთარი ჩრდილი, ხოლო ტვინში უთავბოლოდ და-
თარეშობდნენ ფიქრები. ასეთ დროს მტყუანისა და მართალის
გარჩევა ძნელია. ერთ წუთს რომ წუხანდელი „ხვალ გვიან იქნება“
მახსენდებოდა და ჩემს გულს ვასკდებოდი, რატომ ყველაფერი
არ გავუმხილე-მეთქი, მეორე წუთს თავს ვიმშვიდებდი: იქნებ სწო-
რად მოვიქეცი? იქნებ ჯობდეს, არაფერი ვუთხრა? მერე რაღაც სა-
შუალო გზას ვეძებდი. თქმით კი უნდა ვუთხრა-მეთქი, ვფიქრობდი,
მაგრამ დღეს შესაფერისი მომენტი არ შემესწრო და რა მექნა?
მთავარია, ვუთხრა და, დღეს იქნება თუ ხვალ, ამით ქვეყანა არ
დაიქცევა.
სადარბაზოში რომ შევედი, თავში ისევ ისეთი დომხალი მქონ-
და. ხან ერთი აზრი მეგონა სწორი, ხან მეორე, ხან მესამე.
კიბე ავიარე, კარს მივადექი, ჯიბეში ხელი ჩავიყავი გასაღების-
თვის...
მოულოდნელად გულში რაღაც უცხო გრძნობამ გამკრა. სულ
ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად გამომედო და ისევ გაქრა. კაცს
რომ საკუთარი ხელით გაშენებული ბოსტანი გაქვს, სადაც ათას-
ჯერ შესულხარ, სადაც ყველაფერი ძირისძირობამდე ნაცნობია,
მაგრამ ათასმეერთეჯერ რომ შეხვედი, მოულოდნელად რაღაც
უცნობი სუნი გეცა. განსაკუთრებული და საკვირველი აქ არაფე-
რია, სუნი ალბათ მეზობელი ბოსტნიდან წამოვიდა და შენს ბოს-
ტანზე გადაიარა. იმად აღარ ღირს, ყურადღება მიაქციო.

145
მაშინ არც მე მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ ის წამიერი გან-
ცდა, ეტყობა, არ გამქრალა და მოგვიანებით ისევ ამოტივტივდა
მეხსიერებაში...
კარი გავაღე და ზღურბლზე შევდექი...

146
პლასტილინი

რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ.


იოანე 8, 34

სიურპრიზი ოცდაცხრა-ოცდაათი წლისა იქნებოდა. ტანადი


იყო, ჩამოსხმული, ხორცსავსე. პირველად მსუქანიც კი მომეჩვენა,
მაგრამ მერე და მერე დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი. რაც მე სიმ-
სუქნე მეგონა, სინამდვილეში სიმკვრივე ყოფილა. წინ წამოვარ-
დნილი ყვრიმალები ჰქონდა, ლოყებზე - პატარა ფოსოები. შავი
თვალები, ნუშის ფორმის. გრძელი წამწამები და ქუთუთოებზე
მომწვანო-მოცისფრო საღებავი. წარბები აზიდული, ცხვირი სწო-
რი, ნესტოები ცოტა დაბერილი. ტუჩები წითელი და სავსე. ნიკაპი
მრგვალი, შუაში გაყოფილი და სულ ოდნავ წინ წამოწეული. სახის
კანი მუქი და სუფთა. თმა ჩალისფერი, მხრებზე დაფენილი. ტანთ
ეცვა მჭიდროდ შემოკრული ლურჯი შარვალი, მუხლისთავებთან
ვიწრო, ქვემოთ, კოჭებთან, განიერი, ღია ყვითელი ხალათი გრძე-
ლი სახელოებითა და დიდი, წვეტიანი საყელოთი. ხალათზე - შა-
ვი, მსხვილად ნაქსოვი ჟაკეტი, უმკლავებო, მოგრძო, წინ თავისი-
ვე ძაფით შეკრული. გარდიგარდმო ფართო ყვითელი ზოლები
გადასდევდა.
გაშტერებული ვუყურებდი. წამით ისიც კი ვიფიქრე, ბინა ხომ არ
შემეშალა-მეთქი.

147
არც ის ჩქარობდა. იდგა ქანდაკებასავით, ძალიან გამართული,
ხელები ჯვარედინად დაეკრიფა მკერდზე და უცერემონიოდ მაკ-
ვირდებოდა.
ბოლოს, როდესაც გაოცების პირველმა ტალღამ გადაიარა და
აზროვნების უნარი დამიბრუნდა, დუმილი დავარღვიე.
- თუ თქვენ დეიდა მარიამი ხართ და ბუნებაში ასეთი მეტამორ-
ფოზა შესაძლებელია...
დამხვდურს გაეღიმა და ლოყებზე უფრო მკაფიოდ დააჩნდა
ფოსოები.
- დეიდა მარიამმა საკმაოდ ზუსტად ამიწერა თქვენი გარეგნო-
ბა, - მითხრა ქალმა, ისე რომ არც თვალი მოუშორებია და არც
პოზა შეუცვლია, - მაგრამ ხასიათზე რომ მიდგა საქმე, მაშინ კი შე-
ფერხდა და რაღაც გაუგებარი და დაუჯერებელი მიკიბ-მოკიბა.
რომანტიკოსიაო, რაც მართალია, მართალია, არ უთქვამს.
ტვინში, როგორც ანტირომანტიკული ჩვენება, სასიგნალო ნა-
თურასავით აინთო და ჩაქრა შავკეპიანი უცნობისა და მანქანისათ-
ვის ნაგროვები ფულის მოგონება. და სახტად დარჩენილმა გულ-
წრფელი გაკვირვებით ვკითხე: - რომანტიკოსი?..
- ჩაი თუ გაქვთ?
ეს ისეთი უეცარი გადასვლა იყო, რომ კიდევ უფრო დავიბენი
და მექანიკურად გავიმეორე: - ჩაი?
- აქამდე რომ არ დავიძინე და თქვენს მოსვლას დაველოდე,
ამის მიზეზი ჩაი უფროა, ვიდრე ცნობისმოყვარეობა. წყალი რახა-
ნია ქურაზე დგას და დუღს. მაგრამ ჩაი ვერ ვიპოვე.
- ჩაი როგორ არა გვაქვს! - რაღაცნაირი სულელური სიხარუ-
ლით წამოვიძახე და დავფაცურდი. - განჯინაშია!
- მოიცათ, - მშვიდად შემაჩერა ქალმა, - სანამ ჩაის ძებნას შე-
ვუდგებოდეთ, ბარემ ზოგიერთი აუცილებელი ფორმალობა მოვი-
თავოთ, - მე ისე ვიდექი, როგორც უმიზეზოდ დამორცხვებული
148
ლენჩი, და, მგონი, პირიც დაღებული მქონდა. ქალი კი ღიმილით
მიყურებდა და ეს ღიმილი რაღაც არსებითით განსხვავდებოდა წე-
ღანდელი ღიმილისაგან. - მე ირინე მქვია. თუ როდესმე საჭიროდ
მიიჩნიოთ, შეგიძლიათ ირა დამიძახოთ. - ამ სიტყვებით ხელი გა-
მომიწოდა.
ერთმანეთისაგან საკმაოდ შორს ვიდექით და მე ცოტა დაგვია-
ნებით მოვიფიქრე, მივსულიყავი და ხელი ჩამომერთმია.
ამგვარად ჩვენს ურთიერთობაში უკვე იკვეთებოდა როლები.
ინიციატივას ნელ-ნელა ეუფლებოდა ეს ქალი.
- დავალებული მაქვს გაცნობოთ შემდეგი: - მითხრა ქალმა, -
დეიდა მარიამს სიყრმის მეგობარი გარდაეცვალა და მოულოდნე-
ლად მოუხდა ქალაქიდან გამგზავრება...
დეიდა მარიამის სიყრმის მეგობარი!
- მოულოდნელად?.. ისიც მოულოდნელად გარდაიცვალა?
სიყრმის მეგობარი.
- დეპეშაში მართლა ასე ეწერა, მოულოდნელად გარდაიცვა-
ლაო.
- უდროოდო არ ეწერა?
- არა. უდროოოდო არ ეწერა. ეტყობა იუმორის გრძნობა არ
ეყოთ. წასვლის წინ დეიდა მარიამმა გამომიძახა და მთხოვა, ერ-
თი-ორი დღით აქ დავრჩე, სანამ ის თავის სიყრმის მეგობარს და-
იტირებს. და ამ ორ დღეს, გინდათ თუ არა, ჩემი მდგმური უნდა
იყოთ.
- თქვენ, ალბათ, დეიდა მარიამის დისშვილი ან...
- არა. შორეული ნათესავი. მაგრამ ერთადერთი ნათესავი. ერ-
თადერთი მემკვიდრე და ამ ციხე-კოშკისა და, საერთოდ, მთელი
მისი უძრავ-მოძრავი ქონების მომავალი ბატონ-პატრონი. ასე

149
რომ, თუ დროზე მიბაძა თავისი სიყრმის მეგობრის გონივრულ მა-
გალითს, შესაძლებელია უფრო ხანგრძლივად გახდეთ ჩემი
მდგმური. რას იტყვით ასეთ პერსპექტივაზე?
ეტყობა, აქ ქათინაურს მოელოდა, ამიტომ ქათინაური არ ვუთ-
ხარი.
- რა მეთქმის. ნათქვამია, ვინც დეიდა მარიამს გაუძლებს, ის
ყველაფერს გაუძლებსო.
ქალს გაეცინა და სიცილისაგან თვალები მოეჭუტა.
- ძალიან კარგი. მაშ, შევუდგეთ ჩაის ძებნას, სანამ თავზე დაგ-
ვათენდებოდეს.
მაინც დამასწრო! სწორედ ახლა ვაპირებდი მეთქვა, ჩაის მო-
გიძებნით-მეთქი და მერე ისე შევსულიყავი სამზარეულოში, მის პა-
სუხს არ დავლოდებოდი. მე ამ ნაბიჯს განვიხილავდი, როგორც
დამოუკიდებლობის მოპოვებას. მაგრამ დამასწრო. ხელით შემი-
პატიჟა სამზარეულოში და თვითონვე გამიძღვა წინ.
რაღა დამრჩენოდა! უკან გავყევი. მივყვებოდი და ვუყურებდი.
მაღალი თეძოები ჰქონდა და კოხტა, მრგვალი გავა.
სამზარეულოში შესვლისთანავე ჩაის დავუწყე ძებნა. წესიერად
არც მე ვიცოდი, სად უნდა ყოფილიყო, მაგრამ მახსოვდა, რომ დე-
იდა მარიამი განჯინის რომელიღაც მარცხენა უჯრიდან ამოიღებ-
და ხოლმე.
როგორც იქნა, ვიპოვე.
- მაინც ვინ არის ეს სიყრმის მეგობარი, ან სად მოხდა ეგ ამბა-
ვი?
ქალმა ჩაი გამომართვა.
- ამბავი ქუთაისში მოხდა. რესპუბლიკის მეორე ინდუსტრიულ
ცენტრს დაატყდა თავს ეს საშინელი უბედურება. რაც შეეხება სიყ-
რმის მეგობარს, მისი ვინაობის შესახებ ოფიციალური ვერსიები
არაფერს იტყობინებიან. - პატარა ფაიფურის ჩაიდანს მდუღარე
150
გამოავლო და შიგ ჩაი ჩაყარა. - თუმცა კარგად ინფორმირებულ
წრეებში ვარაუდობენ, რომ - პატარა ჩაიდანში წყალი ჩაასხა და
დიდ ჩაიდანზე შემოდგა, - ეს იყო მათუსალას უფროსი და.
მე გამეცინა. მერე ვკითხე: - ჩაი დიდხანს ეძიეთ?
- არა. დიდხანს ძებნა არ შემიძლია. მოთმინება არ მყოფნის.
ერთ-ორ ადგილას შევიხედე და მივანებე თავი. მთელი იმედები
თქვენზე დავამყარე.
- ვფიქრობ, არ გაგიცრუეთ იმედი.
- ცოტა დაიგვიანეთ.
მე მხრები ავიჩეჩე.
- მიზეზი მქონდა.
- მესმის. ახალგაზრდა კაცს დაგვიანების მიზეზს რა გამოულე-
ვს. - ორ-ორი ცალი ფინჯანი და ლამბაქი გამოიღო, მაგიდაზე და-
აწყო. მერე უცებ შეჩერდა და შემომხედა. - იქნებ თქვენ არ გინდათ
ჩაი?
- რომც არ მინდოდეს, თავაზიანობას სად გავექცევი!
გაიღიმა.
- დეიდა მარიამს მართლა ვერ გამოუცვნია თქვენი ხასიათი.
შაქარი გამოიღო განჯინიდან და ჩაი დაასხა.
- დეიდა მარიამს ალბათ იმის შეეშინდა, მდგმურმა არ გამძარ-
ცვოსო.
- რახან პოსტი უპატრონოდ არ მიატოვა? შეიძლება მართლა
ასეა. მაგრამ თქვენი ბრალია. უნდა მოგენადირებინათ დეიდა მა-
რიამის გული, ნდობა და სიყვარული უნდა მოგეპოვებინათ. მაშინ
იქნებ მემკვიდრეობაც კი წაგერთმიათ ჩემთვის, - აქ მცირე პაუზა
გააკეთა. დაფიქრებული სახით შემომხედა და თვალები მოჭუტა. -
თქვენ მართალი ხართ. დეიდა მარიამს ეშინოდა. თუ გაძარცვის
არა, სხვა რამის. ეტყობა, ძალიან ეშინოდა, თორემ ასეთ სახიფა-
თო ნაბიჯს არ გადადგამდა.
151
- ასეთი რა ჩაიდინა?
- მეტს რაღას ჩაიდენდა! ახალგაზრდა ქალისა და ახალგაზ-
რდა ვაჟის მარტო დატოვება ორი დღით, - ჩაი მოწრუპა და ფინ-
ჯანი ისევ ლამბაქზე დადგა, - არც ისე უწყინარი თამაშია.
მამაკაცები ცოტა პირუტყვები ვართ. არშიყობა რატომღაც ჩვე-
ნი პრივილეგია გვგონია და ქალების ინიციატივა ყველაზე მეტად
ამ სფეროში გვაღიზიანებს.
ამიტომ, პასუხს რომ ვეუბნებოდი, თან იმას ვცილობდი, თავი
არ გამეცა და არ მეგრძნობინებინა, რომ ჩემი მამაკაცური თავმოყ-
ვარეობა შელახული იყო.
- დეიდა მარიამმა იცის, რომ მე წყნარი და მორიდებული კაცი
ვარ.
- ეგ მართალია. მაგრამ სადღაც წამიკითხავს, იქნებ არსადაც
არ წამიკითხავს და მე თვითონ მივსულვარ საკუთარი დაკვირვე-
ბით ასეთ დასკვნამდე: რაც უფრო მორიდებულია ადამიანი, მით
უფრო... - აქ ცოტა შეყოვნდა შესაფერისი სიტყვის ძებნაში. ეტყო-
ბოდა „უტიფარი“ და „თავხედი“ არ უნდოდა ეხმარა. - მით უფრო
ანტიმორიდებული ხდება, როცა მორცხვობას დაძლევს.
- მე კარგი აღზრდა მაქვს მიღებული, - ვიცრუე მე. - და არც
თავდაჭერა მაკლია.
- აქ ორივე მხარეა გასათვალისწინებელი. თქვენ კი ზედმეტი
თავგამოდებით იცავთ თავს და ამით, იმის ნაცვლად, რომ ქათი-
ნაური მითხრათ, როგორც კარგად აღზრდილ კაცს შეჰფერის, მე-
უბნებით... - აქ ისევ შეყოვნდა და მე ღიმილით შევაშველე: - ანტი-
ქათინაურს.
- ანტიქათინაურს, - გაეღიმა იმასაც.
- ქათინაურებს დავაგროვებ და ბოლოს ერთად მოგართმევთ.
- ლექსებს არ წერთ?

152
მოულოდენლობისაგან შევკრთი და ისე მკვეთრად შევტრი-
ალდი მისკენ მთელი სხეულით, მაგიდა შევაზანზარე და კინაღამ
ფინჯნები ავაპირქვავე.
- რამ გაფიქრებინათ?
- ჩაი გაგიცივდებათ.
ამ შემთხვევაში ცხელმა ჩაიმ ცივი წყლის მაგივრობა გასწია.
ფინჯანი უხმოდ მივიტანე პირთან და წრუპვა დავიწყე.
ხოლო იმან ჩაის სმა მოათავა, ლამბაქი ცერა თითით გვერდზე
მისწია. ოდნავ უკან დაიხია, ფეხი ფეხზე შემოიდო, სკამის საზურ-
გეს გადააწვა და ხელები ჯვარედინად დაიკრიფა მკერდზე.
მერე თქვა: - ჩანთა მქონდა სადღაც...
რაკი წეღან კარგი აღზრდა დავიკვეხე, უნდა გამემართლებინა
კიდეც ნათქვამი. სწრაფად მივიხედ-მოვიხედე, ხელად აღმოვაჩი-
ნე ჩანთა (სკამზე იდო სამზარეულოს კართან), წამოვხტი და მი-
ვურბენინე. შემდეგ ჩემს ადგილას დავბრუნდი და ჩაისთან ჭიდი-
ლი განვაგრძე.
- გმადლობთ, - მითხრა მან.
ჩანთა გახსნა და სიგარეტის კოლოფი და ასანთი ამოიღო.
მე ხელად შევაფასე ვითარება და სიგარეტის კოლოფის გვერ-
დით თვალის დახამხამებაში გაჩნდა საფერფლე.
- გმადლობთ, - კიდევ მითხრა მან და დაუმატა, - თქვენ არ ეწე-
ვით?
- ვეწეოდი და თავი დავანებე.
- რამდენჯერ?
ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა.
- რამდენჯერ?
- რამდენჯერ დაანებეთ თავი?
- ერთხელ.

153
- მტკიცე ნებისყოფა გქონიათ, - ასანთი გაკრა და ანთებული
ასანთით ხელში შეჩერდა. - მე რომ მოვწიო, ხომ არ იმოქმედებს?
- არა, - გავიღიმე მე. - მე მტკიცე ნებისყოფა მაქვს.
- მაგის დამტკიცება კიდევ მოგიწევთ, - სიგარეტს მოუკიდა, ნა-
ფაზი დაარტყა და ბოლი ბოლქვებად გამოუშვა. - თუ ატყობთ,
რომ კაცობრიობამ ისევ მატრიარქატისკენ იბრუნა პირი. დამა კა-
ვალერისგან ითხოვს მოწევის ნებას. საერთოდ, რა აზრისა ხართ
იმის თაობაზე, რომ ამ ბოლო ხანებში უფრო და უფრო მეტი ქალი
ეწევა? ქართველი კაცები ნამდვილი აზიელები ხართ. ალბათ,
თქვენც უმრავლესობის აზრს იზიარებთ და ფიქრობთ, რომ პაპი-
როსი „ქალის საქმე არ არის“.
- არა. მაგ საკითხში ევროპის დონეზე ვაზროვნებ. ქალს ისეთი-
ვე უფლება აქვს მოიშხამოს ფილტვები და გაიჩინოს ყელის კიბო,
როგორც მამაკაცს. - მას გაეცინა, მე განვაგრძე, - მატრიარქატი
დადგება თუ არა, არ ვიცი: ამბობენ, ისტორია არ მეორდებაო. მაგ-
რამ ქალი რომ თანდათან ყველა სფეროში აღწევს დამოუკიდებ-
ლობას, ეს ფაქტია. დღესდღეობით მამაკაცების პრივილეგია -
უცებ გამახსენდა, როგორ შევცბი და როგორ გადამკრა წეღან
ფერმა, ახალგაზრდა ქალისა და ახალგაზრდა კაცის ორი დღით
მარტო დარჩენა რომ ახსენა, - კრივი და ჭიდაობაა.
- ცოლის ღალატი?
სრული სიმართლე იყო.
- ცოლის ღალატიც.
- ეგ არის მთავარი პრივილეგია, თორემ ჭიდაობა ადვილია. აი,
როცა მაგ მთავარ პრივილეგიასაც მოვუსპობთ ჩვენს ქმრებს, მა-
შინ დაკრავს ქართველი ქალების სრული ემანსიპაციის ჟამი.
მე ჩავიცინე.
- ვერაფერი პერსპექტივაა.
- დროს თავისი მოაქვს. „ოტელო“ კომედიად იქცევა.
154
სიგარეტი საფერფლეზე ჩააქრო, წამოდგა და ჭურჭლის ალა-
გებას შეუდგა.
მე კიდევ ერთხელ წამოვხტი.
- მე გავრეცხავ.
მან ღიმილით შემომხედა.
- როგორ გეკადრებათ. არც მაგდენად ემანსიპირებული ვარ.
და ჭურჭლის დარეცხვა დაიწყო.
მე დავჯექი და ვუყურებდი.
გარეგნობაც ნატიფი და ელეგანტური ჰქონდა, მიხრა-მოხრაც.
შარვალიც საოცრად უხდებოდა.
ჭურჭელი კარგად, გულმოდგინედ დარეცხა, კარგად, გულ-
მოდგინედ გაამშრალა და თავის ადგილას შეინახა. ჩაი და შაქა-
რიც თავთავიანთ ადგილას შეაწყო. ფერფლი ნაგვის ურნაში ჩა-
ყარა, მუშამბა ჩვრით გადაწმინდა და ხელები დაიბანა.
ჩვენ, მამაკაცებს, მგონი, მართლა გვეშინია მატრიარქატის. ყო-
ველ შემთხვევაში, ამ ქალის ჩაცმულობამ, დახვეწილმა და თავ-
დაჯერებულმა მანერებმა, ზვიადმა არისტოკრატულობამ და ერ-
თგვარმა ქედმაღლობამ (მერე და მერე მივხვდი, რომ ეს „ქედმაღ-
ლობა“ ჩემი ფანტაზია უფრო იყო, ვიდრე მისი თვისება) თავიდან
რაღაც უცნაური, შიშისმაგვარი გრძნობა გამიჩინა. ახლა კი, აქაუ-
რობა რომ ასე ლამაზად მიალაგა, ეს შიშისმაგვარი გრძნობა
თბილმა, სიმპათიისმაგვარმა გრძნობამ შეცვალა. იმას რა სჯობს,
ქალი რომ ქალის საქმეს აკეთებს! მაგრამ ქალი რომ მიუხედავად
ყველაფრისა, მაინც აკეთებს ქალის საქმეს, ეს უკვე მხოლოდ ძა-
ლიან კარგი კი არაა, თითქოს რაღაც რწმენასაც გმატებს.
- აქ უკვე შეიძლება საღამო დამთავრებულად გამოვაცხადოთ,
- თქვა მან, - ეს იქნება ჩვენი სალონი, სადაც ერთმანეთს შევხვდე-
ბით, სადაც გაიმართება ყოველგვარი აზრთა გაცვლა-გამოცვლა,
თათბირები, სხდომები და სხვა ოფიციალური ურთიერთობანი,
155
იქით ჩემი აპარტამენტია, - ხელი სამზარეულოს კარისკენ გაიშვი-
რა, - აქეთ თქვენ რეზიდენცია, მეორე ხელი ჩემი „რეზიდენციისა-
კენ“ გაიშვირა. წამით ასე შეჩერდა, მერე ხელები ჩამოუშვა და
მითხრა - თუმცა მე რომ თქვენს ადგილას ვიყო და თქვენ ჩემს ად-
გილას, ალბათ გეტყოდით: „ხომ არ ინებებთ, ირინე, ჩემი რეზი-
დენციის დათვალიერებას?“
მე ღიმილით ვუთხარი: - ხომ არ ინებებთ, ირინე, ჩემი რეზი-
დენციის დათვალიერებას?
ირინემ საათს დახედა: - პირველის ნახევარია უკვე. ხვალ
იყოს.
- როგორც გნებავთ.
- მართლა გვიანია. მე ამ დროს შუა ძილში ვარ ხოლმე. მშვი-
დობის ღამეს გისურვებთ.
- ღამე მშვიდობისა.
კართან მოტრიალდა.
- თქვენ სად სადილობთ?
- როდის?
- საერთოდ.
- სასადილოში. ძირითადად დიეტურში.
- ხვალ ჩემი სტუმარი ხართ. სადილი სალონში გაიმართება.
ხომ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო?
- არაფერი... დიდი მადლობა.
- უნდა დაგიმტკიცოთ, რომ არც ისე ცუდი დიასახლისი ვარ,
როგორც გგონიათ. ღამე მშვიდობისა.
ირინე გავიდა და მე ჩემს ოთახში შევედი.
ტანთ გავიხადე და დავწექი.
არ მეძინებოდა.

156
ერთხანს ვიტრიალე. მერე, რაკი ვერ იქნა და ვერ დავიძინე,
მაგიდის ლამფა ავანთე, როგორც ასეთ დროს ვიცოდი ხოლმე,
და წიგნი ავიღე.
ვერც კითხვას დავუდე გული. ერთი და იგივე აბზაცი რამდენ-
ჯერმე წავიკითხე. თავში კი არაფერი შემივიდა. მაშინ წიგნი ისევ
დავხურე და სკამზე დავდე, გულაღმა დავწექი, ხელები თავქვეშ
ამოვიწყე და გულში თვლა დავიწყე.
ორასამდე დავთვალე.
ძილი არ მოვიდა. სამაგიეროდ ფიქრები მოვიდნენ.
სამზარეულოს იქით სასტუმრო ოთახია. სასტუმრო ოთახს იქით
- საწოლი ოთახი. იქ ჩემს ახალ დიასახლისს სძინავს.
სძინავს?
დიასახლისის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი.
კარგი სახელი კია ირინე.
იყო რაღაც გამომწვევი ამ ქალის საქციელში.
„ახალგაზრდა ქალისა და ახალგაზრდა ვაჟის ორი დღით მარ-
ტო...“
ჩემი მამაკაცური თავმოყვარეობა.
ჩვენი, მამაკაცების, სულელური თავმოყვარეობა.
არა. იმ ფრაზის გარეშეც იყო რაღაც გამომწვევი ამ ქალის საქ-
ციელში.
საქციელში... გარეგნობაში...
იდგა ქანდაკებასავით, ხელები მკერდზე დაეკრიფა და თვალ-
მოუშორებლივ მიყურებდა.
ჭურჭელი კარგად გარეცხა. მაგიდაც კარგად გადმოასუფთავა.
თითქოს შეუფერებელი იყო.
რომ ეკითხათ, დარწმუნებით ვიტყოდი, ამ ქალს, ალბათ, თა-
ვის დღეში ქურა არ აუნთია-მეთქი.
რაღაც ჰქონდა ისეთი გარეგნობის გარდა.
157
ქანდაკებასავით...
შეიძლება არც იმდენად ლამაზია, რამდენადაც ეშხიანი...
მზერა ცოტა მოურიდებელი. იქნება მზერა იყო გამომწვევი?
ნუშის ფორმა კარგი ფორმაა. გამომეტყველება ელვასავით.
სილამაზე ღმერთმა იცის, რა არის...
პირის ჭრილი მოზრდილი აქვს. ტუჩები - სავსე.
არა. კუთხეებიდანვე არ იწყება სისავსე. პირიქით. კუთხეებთან
ჭრილი ოდნავ ჩანს, ძლივს შესამჩნევი ბზარი. მერე იწყება სისქე,
ერთბაშად, ცხვირიც ზემოდან შედარებით თხელია და მარტო ნეს-
ტოებია დაბერილი.
ქანდაკებასავით იდგა. იდგა და მიყურებდა.
მერე წინ გამიძღვა და მაღალი თეძოები ჰქონდა. მრგვალი,
კოხტა გავა.
ალბათ ფეხებიც სწორი და ჩამოქნილი აქვს.
შარვალი უფარავდა.
და უცებ თვალებდახუჭულმა დავინახე, რომ ის ქალი, ირინე,
იქ, დეიდა მარიამის საწოლ ოთახში ტანთ იხდიდა.
ჟაკეტი გაიხადა და სკამის საზურგეზე გადადო. მერე შარვალი
გაიხადა. ფეხები სწორი და ჩამოქნილი ჰქონდა. მერე ხალათი გა-
იხადა. მკვრივი სხეული. მერე ყველაფერი გაიხადა. სარკესთან
მივიდა. დიდი სარკე იყო, მაღალი. მივიდა. და ღიმილით უყურა
თავის სილამაზეს. გაიზმორა. ხელები მაღლა შეჰყარა და ძუძუე-
ბიც აიყოლა. მაღალი თეძოები ჰქონდა. თმა მხრებზე ეფინა და
მხრების ფონს წარმოადგენდა.
რაღაცამ მიბიძგა და სანამ ბიძგის მიზეზი აზრად ჩამოყალიბდე-
ბოდა, წამოვიწიე, საწოლში წამოვჯექი და დედოფალ ნეფერტი-
ტის პორტრეტს გავხედე.
პორტრეტი ბინდში იყო გახვეული.
მაშინ მაგიდის ლამფა მივატრიალე და მივანათე.
158
დედოფალ ნეფერტიტის სევდა სიმაღლის ამპარტავანი სევდა
იყო. ლამაზი, მკაფიო და უსასრულო.
და უცებ ტკივილით დამკრა აზრმა, რომ მთელი საღამოს გან-
მავლობაში მაკა არ მომგონებია.
აზრის ტკივილი სწრაფადვე ჩაქრა და ერთბაშად სრული სიმ-
შვიდე დამეუფლა. სიმშვიდემ ტალღასავით დამიარა მთელ სხე-
ულში, მუხტები განმუხტა, დაძაბულობა დააცხრო, სიმკვრივე გა-
ალღო და ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს წონა დავკარგე, გა-
ვიფანტე და ჰაერივით შემოვეკარი დედამიწას.
ისევ დავწექი. ისევ დავხუჭე თვალები.
მაკას ახლა ტკბილად სძინავს.
ყვავილნარში ჩაფლულ პატარა სახლში სძინავს ოქროსთმიან
ქალიშვილს. მკლავები ზემოდან უწყვია საბანზე. სძინავს და ძილ-
ში იღიმება.
იმიტომ რომ შეუძლებელია მაკას სასაფლაო დაესიზმროს.
ნათურა კვლავ ჩემკენ მოვატრიალე და ხელახლა ავიღე წიგნი.
დიდხანს ვკითხულობდი.
როდის-როდის მომერია რული.
წიგნი დავხურე, ლამფა ჩავაქრე და დავიძინე.
ღრმა და უსიზმრო ძილით მეძინა.
დილით, პირის დასაბანად რომ უნდა გავსულიყავი, ზედ კარ-
თან მოვტრიალდი. გამახსენდა, რომ სახლში უცხო ქალი იყო. ხა-
ლათი ჩამოვიცვი, სარკეში ჩავიხედე, აბურძგნილი თმა ცოტა გა-
ვისწორე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვაღე კარი.
ირინე სამზარეულოში დამხვდა. მართლა სწორი და ლამაზი
ფეხები ჰქონია. რაკი შარვალი არ ეცვა, პირველად ეს შევნიშნე.
შარვლის მაგივრად ახლა ქვედა კაბა ეცვა, ვიწრო და მოკლე, ზე-

159
მოთ - კაბაში ჩატანებული გრძელსახელოებიანი ხალათი, ვარ-
დისფერი და ყვითელი ფოთლებით მოხატული. ზედა ღილი გახ-
სნილი ჰქონდა.
ქურაზე ჩაიდნით წყალი დუღდა. ირინე ტაბურეტზე იჯდა და ყა-
ვას ფქვავდა. მე მივესალმე.
- დილა მშვიდობისა.
ირინემ ხელი ასწია და ისე მიპასუხა სალამზე. მერე მითხრა: -
გვარიანი ძილისგუდა ბრძანებულხართ, ჩემო მდგმურო. - ყავას
დალევთ თუ ჩაის?
- ჩაი მირჩევნია, თუ არ შეწუხდებით.
- რა შეწუხებაა. ორივე მზადა მაქვს.
მე გავედი და პირს რომ ვიბანდი, ერთხელ კიდევ გამახსენდა,
რომ ხალათის ზედა ღილი გახსნილი ჰქონდა.
მერე იყო სურათი სამზარეულოში.
თითქმის უძრავი სურათი.
ირინე ყავას სვამდა, მე - ჩაის.
ირინე მაგიდიდან ოდნავ მოშორებით იჯდა, სკამის ზურგს მი-
წოლილი. ფეხი ფეხზე ჰქონდა შემოდებული, მარცხენა ხელში
ლამბაქი ეჭირა, მარჯვენაში - ფინჯანი. ფინჯანი მოცილდებოდა
ლამბაქს, ავიდოდა მაღლა, ტუჩებს შეეხებოდა, აქ მცირე ხნით შე-
ყოვნდებოდა და ისევ ლამბაქზე ეშვებოდა. მერე ყველაფერი თა-
ვიდან იწყებოდა, თვალები ოდნავ მოჭუტული ჰქონდა და სახეზე
ნეტარება ეწერა. ეტყობა, ყავა მისი საყვარელი სასმელი იყო.
ფინჯანი ადიოდა მაღლა და ეშვებოდა ძირს.
მე ჩაის ვწრუპავდი და მთელი შინაგანი ენერგია იქითკენ მქონ-
და მიმართული, რომ ირინეს შიშველი ბარძაყებისათვის თვალი
ამერიდებინა.
ირინე კი ფეხიფეხშემოდებული იჯდა.

160
ბარძაყები თეთრი იყო და სახის მუქ ფერს როგორღაც არ შე-
ეხამებოდა.
ფინჯანი ადიოდა და ჩამოდიოდა. ნელა, აუჩქარებლად.
თვალი გამირბოდა და უხერხულობის შემაწუხებელი გრძნობა
უცნაურად იყო ჩახლართული ხილვის სიტკბოში. უხერხულობის
გარდა შიშიც მქონდა, ვაითუ ჩემი უტიფარი მზერა შენიშნოს-მეთ-
ქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ კი არ შეკრთებოდა და შიშველ
ბარძაყებს კი არ დაიფარავდა, როგორც, ალბათ სხვა იზამდა მის
ადგილას, არამედ გაიცინებდა და მასხრად ამიგდებდა.
შუბლზე ოფლმა დამასხა.
მინდოდა საუბარი გამება, რომ ამით იძულებული შევქნილიყა-
ვი სახეში მეცქირა, მაგრამ სათქმელი ვერაფერი მომეფიქრებინა.
ბოლოს ფინჯანი უკანასკნელად შეეხო ტუჩებს და უკანასკნე-
ლად დაეშვა ლამბაქზე.
- მე მგონია, უფრო ჯიუტი ხართ, ვიდრე მორცხვი.
დასკვნა სრულიად მოულოდნელი და გაუგებარი იყო, მაგრამ,
ხმა რომ ამოიღო, მაინც ძალიან გამიხარდა. შიშველ ბარძაყებს
სწრაფად მოვწყვიტე თვალი და სახეში შევხედე.
იმავ წამს ფეხი ჩამოიღო და წამოდგა.
- როგორ ფიქრობთ, - მითხრა მერე და ხელები ჯვარედინად
დაიკრიფა მკერდზე, - რამდენი ხანი სჭირდება ადამიანის გაცნო-
ბას?
- ეგ დროით არ იზომება, - ახლა მუხლისთავებიღა უჩანდა მოკ-
ლე კაბის ქვეშ, - მარილით იზომება.
- მარილმა მოწყურება იცის, - კოლოფიდან ერთი ცალი სიგა-
რეტი ამოიღო, - ჩვენ მარილი არ გვიჭამია.
- ჩაის შაქარი უნდა. ყავასაც.
- ამიტომ ერთმანეთს სრულებით არ ვიცნობთ? - სიგარეტი აან-
თო, მოქაჩა და ბოლი ბოლქვებად გამოუშვა.
161
- ცოტათი ვიცნობთ. რამდენადაც შაქარი იძლევა ამის საშუა-
ლებას.
ირინემ გაიღიმა.
- მორჩით? - ჩაის ლამბაქზე მიმითითა.
- კი, გმადლობთ.
- ცოტათი... - ხმადაბლა თქვა და ჭურჭლის ალაგება დაიწყო. -
ჩემი აზრით თქვენ კარგი ადამიანი ხართ. ეს ცოტაა თუ ბევრი?
- თუკი არ ცდებით, ბევრია.
- თქვენ რამდენად გამიცანით? - აქ მცირე პაუზა გააკეთა და
დაუმატა, - უმარილოდ.
- როგორც იტყვიან, ზოგიერთი წინასწარი დასკვნა გავაკეთე.
ირინემ სწრაფად მოიჩოჩა სკამი მაგიდასთან, დაჯდა, ორივე
იდაყვით მაგიდას დაეყრდნო, ნიკაპი და ლოყები ხელისგულებშუა
მოიქცია და ღიმილით და მოლოდინით მომაჩერდა. სახეზე რა-
ღაც ბავშვური, რაღაც მიამიტური გამომეტყველება გაუჩნდა და
უცებ ის განცდა მომაგონდა, წუხელ რომ დამეუფლა, როცა ჭურ-
ჭელი კარგად დარეცხა და სამზარეულო კარგად მიალაგა.
- გისმენთ, - ხმაშიც ბავშვური მოუთმენლობა დაეტყო.
მე გამეღიმა.
- მაინცდამაინც დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ ჩემს დაკვირვე-
ბულობაზე. თუმცა, რაც შევამჩნიე, იმას დაუფარავად გეტყვით.
პირველი: დამოუკიდებელი ადამიანი ხართ, გაქვთ ძლიერი მაგ-
ნიტური ველი და საკუთარი თავის რწმენა. მეორე: ძალიან გიხდე-
ბათ შარვალი. მესამე: ჭკვიანი ხართ. მეოთხე: ათასჯერ უფრო
ჭკვიანი რომ იყოთ, პირველ რიგში მაინც ქალი ხართ. მეხუთე: თა-
ნაც ისეთი ქალი, რომ შეუძლებელია კაცმა გვერდით ჩაგიაროთ
და თვალი არ გაგაყოლოთ. - აქ ცოტა ხანს გავჩუმდი, მერე ღიმი-
ლით შევხედე და დავუმატე, - მე მგონია საკმარისია, თუ მხედვე-
ლობაში მივიღებთ, რომ მარილი ჯერ გემოთიც არ გაგვისინჯავს.
162
- გმადლობთ, - ძალიან სერიოზული კილოთი და თითქმის
ჩურჩულით მითხრა და ისე შემომხედა, წამით ეჭვი შემეპარა ჩემს
პირველ პუნქტში, სადაც საკუთარი თავის რწმენაზე მქონდა ლაპა-
რაკი. მის თვალებში ისეთი გამომეტყველება გაჩნდა, პატარა
ბავშვს რომ ტყეში გზა დაებნევა.
სწრაფად წამოდგა და სუფრის ალაგება განაგრძო.
ჭურჭელი აკრიფა.
რეცხვას შეუდგა.
- მოგეხმარებით რამეში.
- არაფერში არ მომეხმარებით, - არ მოუხედავს, ისე მიპასუხა.
- ემანსიპაცია უსარგებლო ლაზღანდარობაა. თქვენ თქვენი მამა-
კაცური ვალი გაწევთ.
ჩემი მამაკაცური ვალი.
ფრაზა ორაზროვნად ჟღერდა და ჩემი თავმოყვარეობა წუხან-
დელივით შეიშმუშნა უსიამოვნოდ.
ვიწრო ქევდა კაბა მჭიდროდ ჰქონდა შემოკრული და სხეულის
ფორმა და ხაზები მკაფიოდ ემჩნეოდა.
მერე მზერა თმაზე შევაჩერე, თმა მხრებზე სცემდა და უცებ წე-
ღანდელი გამომეტყველება მომაგონდა, პატარა ბავშვს რომ ტყე-
ში გზა აებნევა.
მამაკაცური ვალი...
იქნებ ჩემმა სიმდაბლემ მიანიჭა ფრაზას ორაზროვნება? მე ხომ
მთელი დილა ბარძაყებს მივჩერებოდი.
სამყაროს დასაბამიდან მამაკაცი ქმნის ყოველივეს. ავსაც და
კარგსაც, შხამსაც და მალამოსაც, სიკვდილსაც და სიცოცხლესაც.
ქალი კი ბიძგია. ხან ბიძგია, ხან შთაგონება, ხან საყრდენი.
მამაკაცს კი ვალი აწევს.
რა ვალი?
ვისი ვალი?
163
კაცუნა მარტო საკუთარი თავისთვის არსებობს.
კაცი?
ოდითგან რომ ყველა მამაკაცს გაეკეთებინა ის, რისი გაკეთე-
ბაც შეეძლო, დედამიწა აქამდე ან სამოთხედ იქცეოდა, ან ნამ-
სხვრევებად.
კაცი...
ვისი ვალია, რა შენი საქმეა! შენ გააკეთე და პატრონი გამოუჩ-
ნდება.
ის რაღას იზამს, ის პატრონი? ისიც გააკეთებს?
ვისთვის?
რატომ?
„ვისთვის?“ და „რატომ“? მზაკვრული კითხვებია, ეშმაკის მიერ
შემოპარული. არც დავით აღმაშენებელი ფიქრობდა ჩემზე და
არც ცოტნე დადიანი. ისინი უბრალოდ აკეთებდნენ. მერე მოვედი
მე და დავეპატრონე.
ყველაფერს, ყველა თამასუქს. განაღდებულსაც და გასანაღ-
დებელსაც.
სწორედ ეს არის თავიდათავი. ვინც განაღდებულს იღებს, მან
გასანაღდებელიც უნდა აიღოს. და მთელი სიცოცხლე „ვისთვის?“
და „რატომ?“ არ იძახოს.
უცებ გონებაში ამოცურდა ფრაზა: „მაშ რაღაც უნდა მოიმოქმე-
დო!“
ვინ მითხრა ეს ფრაზა? როდის მითხრა?
რა უნდა მოვიმოქმედო?
- ბოლოს და ბოლოს, მიაქცევს თუ არა კავალერი დამას ყუ-
რადღებას?
ირინე იდგა, ხელები ჯვარედინად დაეკრიფა მკერდზე და ღი-
მილით მიყურებდა.
სამზარეულო დაკრიალებული იყო.
164
შევცბი.
- მაპატიეთ. ფიქრებში გავერთე...
- ასე შუბლშეჭმუხნული რაზე ფიქრობდით?
- რა ვიცი... ისე. თითქმის არაფერზე.
- სამსახურში როდის მიდიხართ?
- ათზე.
- მაშ, ერთად წავიდეთ, - ირინემ საათს დახედა. - უკვე დროც
ყოფილა, გავალ, მოვემზადები.
- მეც ახლავე ჩავიცვამ.
- ფიქრებში არ გაერთოთ, თორემ დავიგვიანებთ, - გამიღიმა
ირინემ.
ტანთ ჩავიცვი და ისევ სამზარეულოში გამოვედი. ვითომ ირი-
ნეს უნდა დავლოდებოდი, მაგრამ ლოდინი კი არა დაჯდომაც ვერ
მოვასწარი. იმავ წუთს შემოაღო კარი.
- მზადა ხართ?
- კი.
- მაშ, წავიდეთ.
გუშინდელი შარვალი ეცვა, გუშინდელი ჟაკეტი და ჟაკეტს ქვეშ
დღევანდელი ხალათი. მარცხენა მხარზე გრძელთასმებიანი ყვი-
თელი ჩანთა ეკიდა. ასეთმა ქალმა შეიძლება პიკის საათებში ავა-
რია მოახდინოს.
ქუჩაში რომ გავედით, ხელი მკლავში გამომდო.
- არც კი მჯერა, რომ ერთმანეთი პირველად წუხელ ვნახეთ, -
ამ სიტყვებით ჩემი მკლავი უფრო ახლო მიიზიდა. მკლავი მკერდს
მოედო, მე ოდნავ გამაჟრჟოლა და
შუბლზე, თმის ძირებთან ოფლმა გამოჟონა, - თუმცა დრო ხომ
ისეთივე რელატიური ცნებაა, როგორც ყველაფერი სხვა, - მკლა-
ვი მოცილდა მკერდს და ისევ მიედო, - საზოგადოებაში ათვლის

165
ერთი სისტემით იზომება, ლოდინისას ათვლის სხვა სისტემით,
ორნი რომ მარტო რჩებით, კიდევ სხვა სისტემით.
მე ტერმინებმა გამაკვირვა და პროფესია ვკითხე. ზუსტად არ
მახსოვს კითხვა, რადგან, როცა ვეკითხებოდი, თან უნებურად იმ
შუალედებს ვანგარიშობდი, რომლის განმავლობაშიც ჩემი მკლა-
ვი მის მკერდს ეხებოდა და შორდებოდა. ის კი მახსოვს, რომ რა-
ღაც ყრუ, მოგუდული ხმა მქონდა.
წესიერად ვერც პასუხი მოვისმინე. მთარგმნელად მუშაობდა
თურმე სადღაც, რომელიღაც ინსტიტუტში.
- ქვეყნის ლიტერატურა მოსდით უცხოეთიდან, - მითხრა და
მკლავი ამჯერად უფრო დიდხანს იყო მიბჯენილი მკერდზე. - ნეტა
განახათ, რა მოუთმენლად ელოდებიან თარგმანს და, როცა მი-
იღებენ, რა ხარბად დააცხრებიან.
- რომელი ენიდან თარგმნით? - თავისუფალი ხელი ფრთხი-
ლად ავწიე და შუბლზე ოფლი მოვიწმინდე.
- ინგლისურიდან... ეჰ, მოსაწყენი სამუშაოა. ხალხიც მოსაწყე-
ნია. - მკლავი მკერდს მოედო და ოდნავ გაეხახუნა. - უმრავლესო-
ბა ხანშიშესულია და საშინლად საქმიანი. ერთი ორი ახალგაზ-
რდაცაა, - მკლავი ისევ გაეხახუნა მკერდს, - მაგრამ რად გინდა?
სათვალეები უკეთიათ და თავში ფორმულების კორიანტელი უდ-
გათ.
მერე რაღაცას მიყვებოდა უცხოელი მეცნიერების შესახებ,
რომლებიც თურმე დროდადრო ჩამოდიან.
მაგრამ აღარ ვუსმენდი.
გზაჯვარედინზე გავედით.
მე მარჯვნივ გავხედე ქუჩას.
მაკა ახლა ლექციაზე ზის.
იქნებ არც უსმენს ლექციას და თავის ფიქრებშია ჩაფლული.

166
გზაჯვარედინს გავცდით და მთავარი ქუჩისაკენ ჩავუყევით
გზას.
ქვემოდან მომავალი მამაკაცები დაუფარავი და უტიფარი სი-
ხარულით უყურებდნენ ირინეს და მერე, რომ გავცდებოდით, კის-
რები ეღრიცებოდათ.
ქალები ტუჩებს იბზუებდნენ.
ამასობაში მთავარ ქუჩაზე ჩავედით.
- თქვენ საით? - მკითხა ირინემ.
- აქეთ. - მარჯვნივ გავიშვირე ხელი.
- მაშ, მე წავედი... იცოდეთ, არ დაიგვიანოთ, დღეს სადილად
მარილი გვექნება. - ამ სიტყვებით გამიღიმა, ორივე თვალი მომი-
ჭუტა ძველი მეგობარივით და ხელის აწევით გამომეთხოვა.
მეც პასუხად ხელი ავწიე.
მერე მთელი ენერგიის მოკრეფა დამჭირდა იმისათვის, რომ
თვალი არ გამეყოლებინა.
ნაშუადღევს ისევ იმ ადგილას ვიდექი და მაკას ველოდი.
პირველი ავტობუსი გაჩერდა და ორი გოგონა და ერთი ვაჟი
ჩამოვიდა. გოგონები ხმამაღლა იცინოდნენ და დაოსებულები ერ-
თმანეთს ეკიდებოდნენ. ვაჟი შეცბუნებული ჩანდა და ქურდულად
იყურებოდა აქეთ-იქით. გამვლელები ღიმილით ადევნებდნენ
თვალს.
მაკა მეორე ავტობუსს მოყვა.
ჯერ ვიღაც ბავშვიანი ქალი ჩამოვიდა. ქალი შეუხედავი იყო,
ბავშვი - ბუთხუზა და ლამაზი. ხელიხელჩაკიდებულები ჩამოვიდ-
ნენ და ასევე ხელიხელჩაკიდებულები გაუყვნენ ქუჩას.
მერე მოხუცი კაცი გამოჩნდა. ძლივს მოფრატუნებდა. ხელში
ჯოხი ეჭირა. კიბეს რომ მოადგა, მის მხარზემოთ მაკას გაბრწყინე-
ბული სახეც გამოჩნდა. მაკამ დამინახა, შემომცინა და ხელი და-
მიქნია.
167
ჩემს ირგვლივ ერთბაშად ყველაფერი გაქრა მაკას ღიმილის
გარდა. მე ამ ღიმილში ისე ჩავიძირე, როგორც ოკეანეში და წამით
ვიგრძენი, რომ ღმერთი სადღაც ძალიან ახლო იყო. მაგრამ უცებ
მაკას სახეზე ღიმილი წაიშალა. მაკამ თვალები მოჭუტა და გაკ-
ვირვებითა და ცოტა შეშფოთებით დამაკვირდა.
ამასობაში მოხუცი, როგორც იქნა, ჩამოფრატუნდა და ჯოხის
ბაკუნით მოშორდა ავტობუსის კიბეს.
მაკა მკვირცხლად ჩამოხტა და სირბილით მოიჭრა ჩემთან.
- რა დაგემართა?
მისი სერიოზული სახე, გაფართოებული თვალები და შეშფო-
თებული ხმა ცოტა სასაცილო ჩანდა.
მე გამეღიმა.
- არაფერი. რა იყო?
- ავად ხომ არა ხარ?
- რა მიგავს ავადმყოფს?
- მოიტა ხელი, - ჩანთა იღლიაში ამოიჩარა და ჩემი ხელი ხე-
ლებში მოიქცია. - სიცხე არა გაქვს... გაფითრებული რატომ ხარ?
- გაფითრებული ვარ?
- აბა რა ხარ! - ჩანთა გულზე მიიხუტა, გახსნა, ერთხანს აფათუ-
რა შიგ ხელი და ბოლოს პატარა, მრგვალი სარკე ამოიღო. აქ მცი-
რე ხანს შეყოყმანდა, მერე თავისებურად ცერად შემომხედა და,
თუმცა ღმერთი-რჯული არავითარი საბაბი არ მიმიცია, მითხრა -
რა გიკვირს, სარკე ყველა გოგოს უდევს ჩანთაში... აჰა, ჩაიხედე,
თუ გაფითრებული არა ხარ!
სარკე გამოვართვი, ჩავიხედე და უკანვე დავუბრუნე.
- არაფერი გაფითრებული არა ვარ. ტყუილად შემიყარე ქვეყა-
ნა.

168
- გაფითრებული ხარ. და არავინ არ შემიყრია. - სარკე ისევ ჩან-
თაში ჩადო და გულმოდგინედ დამაკვირდა. მერე ხელი ჩამკიდა
და გზას გავუდექით.
- არ გახდე რა, ავად!
- რას ამბობ, მაკა! ჩემს დღეში არ ვყოფილვარ ავად!
მაკა კრიტიკულად დამაცქერდა.
- ბავშვობაში რომ რაქიტი გქონდა?!
მე გამეცინა.
- იმან რა ხანია გამიარა.
- მე ვიფიქრე, გუშინ ხომ არ გაცივდა-მეთქი, სასაფლაოზე. ახ-
ლა ცოტა მოგივიდა ფერი.
- დაანებე თავი ჩემს ფერს. თვალი არ ეცეს. შენ ეს მითხარი,
ცოტნე დადიანი რომ ნოინის კარზე მიდიოდა... გახსოვს ეს ამბავი?
- კი.
- ვითომ ასეთი მაგარი კაცი იყო? შეიტყო თუ არა ამხანაგების
დატყვევება, ერთი არ შეყოყმანებულა, დაკრა ფეხი და პირდაპირ
ნოინთან გამოცხადდა.
- რა იცი, არ შეყოყმანებულა? ვინ იჯდა მის გულში? იქნებ ბარე
ორჯერ გზიდანაც მოატრიალა ცხენი, სად მივდივარ, რომ მივდი-
ვარო! რაში გაგახსენდა ეგ ამბავი?
- ისე... ხოლო ადგილზე რომ მივიდა და უკან დასახევი გზა
აღარ ჰქონდა, ვინ იცის, გულმა რა ბაგაბუგი დაუწყო. იქნებ სასო-
წარკვეთილმა იფიქრა კიდეც: ეს რა ჩავიდინე! აქ რა მინდოდა, რა
მეგმირებოდა და მევაჟკაცებოდა! ვყოფილიყავი ჩემთვის, კარგი
მესვა და კარგი მეჭამა, მენადიმა, მენადირა და დრო მეტარებინა.
ღრმად მოხუცებული მშვიდად მოვკვდებოდი და კაცი ვერ გაიგებ-
და, თუ ერთ დროს საგმირო საქმის ჩადენა შემეძლო და არ ჩავი-
დინეო.
- ასე დაწვრილებით გაიფიქრებდა?
169
- რატომაც არა!
- რა ვიცი... - მაკამ ეჭვით აიჩეჩა მხრები და თვალებით შემრი-
გებლურად გამიღიმა: - მომავალ შაბათს ნინელისთან ხარ დაპა-
ტიჟებული.
- მე?
- ორივე.
- რა ხდება ნინელისთან მომავალ შაბათს?
- დაბადების დღე აქვს.
- აა! დაბადების დღე... მე კიდევ ხმალში ვუპირებდი გამოწვე-
ვას.
- რაღას ერჩი?
- აღარაფერს. გინდაც ვერჩოდე, მომავალ შაბათამდე თუ მო-
ვასწრებ, თორემ მერე უკვე შეუძლებელი იქნება. როცა ოჯახში
ხარ ნამყოფი, პური გაგიტეხია... - უნდა მეთქვა, მარილი გიჭამია-
მეთქი, მაგრამ მარილის ხსენებაზე სიტყვა პირში შემაშრა და ისე
გავჩუმდი, სირბილის დროს რაღაც საკვირველს რომ შეხედავ და
ერთბაშად შედგები.
- ხომ წამოხვალ? - მკითხა მაკამ და შემომხედა. - ისევ დაკარგე
ფერი.
- კარგი ერთი.
უკვე გზაჯვარედინს მივადექით.
- კარგი ერთი კი არა, ასეა! მიხვალ თუ არა შინ, სიცხე გაიზომე.
თერმომეტრი ხომ ექნება შენს კუდიან დიასახლისს?.. გინდა წა-
მოგყვები?
აქ კი მგონი მართლა დავკარგე ფერი.
- აუცილებლად გავიზომავ სიცხეს. ცივ ტილოს დავიდებ,
ოფლს მოვიდენ, ქვეყნის წამლებს დავლევ, კარგად გამოვიძინებ,
გამოვშუშდები...

170
მაკას წარბები მაღლა აეზიდა და სკეპტიკურად მიყურებდა. მე
რომ წავიბორძიკე და გავჩუმდი, კიდევ ერთხანს იდგა ასე. მერე
უცებ სახე ღიმილით გაუბრწყინდა. ყველაფერი უღიმოდა, თვალე-
ბი ტუჩები, ლოყები...
- აბა შენ იცი! - მითხრა, ხელი დამიქნია და წავიდა.
...მეთქვა, წამოდი-მეთქი. მეთქვა, ჩემი კუდიანი დიასახლისი
შინ არ არის, სიყრმის მეგობრის დასატირებლად გაემგზავრა და
თავის მაგივრად ერთი ახალგაზრდა ქალი დამიტოვა-მეთქი. ას-
ხლეტილი ქალია, კალმით ნახატი, შეხედავ და თვალს ვერ მოწ-
ყვეტ-მეთქი.
რა კარგია, შენ რომ მყავხარ-მეთქი.
რაკი შენ წამოხვალ, ყველაფერი თავის კალაპოტში მოექცევა-
მეთქი...
რამდენჯერ მქონია შემთხვევა, როდესაც საკმარისი იყო ერთი
ნაბიჯი გადამედგა და მთელი ჩემი ცხოვრება სხვა გზით წავიდო-
და!
ერთადერთი ნაბიჯი. ან ერთადერთი სიტყვა. პატარა, უბრალო
სიტყვა, სულ ორი მარცვალი.
„წამო“.
და ახლა, ალბათ, აქ არ ვიქნებოდი. მაშინ სხვანაირად ვიარსე-
ბებდი, სხვა „მე“ ვიქნებოდი. და სამყაროც სხვა სამყარო იქნებო-
და.
„წამო“.
„წამო, წამო, წამო... წამო...“
როგორ ირღვევა სიტყვა, როგორ იშლება და იფანტება, კირ-
კიტს რომ დაუწყებ. ატომების უთავბოლო გროვად იქცევა და აღა-
რც კი გესმის, რას ნიშნავს, ან ნიშნავს თუ არა, საერთოდ რამეს.
ერთი პაწაწკინტელა სიტყვა.
ერთი უბრალო ნაბიჯი.
171
რამდენ სიტყვას ამბობ კაცი სიცოცხლეში, ან რამდენ ნაბიჯს
დგამ?
მერე ამაზე ბევრჯერ მიფიქრია გაკვირვებითა და შეძრწუნებით.
ნუთუ მართლა ამხელა არჩევანი მქონდა და ყველაფერი ჩემზე
იყო დამოკიდებული? ნუთუ მართლა სხივებივითაა ჩვენს წინ გაშ-
ლილი ნაირნაირი გზები და, საითაც მოგვეპრიანება, იქით წა-
ვალთ?
ვინც აქეთ წავიდეს...
მაგრამ უთვალავი გზიდან ნამდვილი მარტო ერთია.
და სწორედ იმ ერთს აწერია, ვინც აქეთ წავიდეს, ვეღარ დაბ-
რუნდესო.
მეტისმეტად მძიმე გამოცდა ხომ არ არის ისეთი უსუსური არსე-
ბისათვის, როგორიც ადამიანია? ვისაც არჩევანის წინაშე აყენებ,
არჩევის ძალაც უნდა მისცე.
იქნებ არჩევანი ტყუილია? იქნებ ჯაჭვი დაბადებისთანავე იკ-
ვრება და ყოველ რგოლს აუცილებლობის გზით მივყავართ მომ-
დევნო რგოლამდე? დანარჩენი გზები კი მხოლოდ იმიტომ არსე-
ბობს, რომ ეჭვებმა დაგვღრღნას და უფრო მწარედ განვიცადოთ
ჩვენი არსებობა?
იქნებ მე მხოლოდ მეჩვენება, თითქოს შემეძლო მეთქვა, წამო-
მეთქი. იქნებ ჩემი ნერვები, ჩემი ძარღვები, ჩემი ატომები ისეა გან-
ლაგებული, რომ ამ ვითარებაში ვერ ქმნიან შესაბამის კომბინაცი-
ას, ვერ აღძრავენ ასეთ იმპულსს, რომელიც სიტყვა „წამოდ“ გა-
მოვლინდებოდა? იქნებ ტყუილად ვიმტვრევ თავს, იქნებ ისეთ
რგოლს ვეპოტინები, რომელიც სხვის ჯაჭვს ეკუთვნის?
ნაბიჯის სიმტკიცე გაკლიაო, მაკამ მითხრა ერთხელ.
მაკა სხივია...
ფიქრები ერთბაშად უკან-უკან წავიდნენ და სადღაც ცნობიერე-
ბის მიღმა მიიმალნენ.
172
მე ისევ გზაჯვარედინზე ვიდექი.
მაკა აღარ ჩანდა.
ფიქრები ახლა სხვა ხვრელებიდან გამოძვრნენ.
მერე რა, რომ აღარ ჩანს. შემიძლია მივიდე, დავუძახო, წამო-
მეთქი ვუთხრა და წამოვიყვანო.
ირინე ცოტა შეცბება. მე მის შეცბუნებას კმაყოფილებით ჩავი-
წერ აქტივში და მხნე ღიმილით ვეტყვი, ერთი დაუპატიჟებელი
სტუმარი გაწვიეთ, თუ არ შემომწყრებით-მეთქი. რას ბრძანებთო,
ირინე იტყვის, საბოდიშო რა არისო! მაკას ღიმილით შეიპატიჟებს
ვრცელ სამზარეულოში. ეს ჩვენი სალონიაო, აუხსნის, შეხვედრის
ადგილი, სადაც ყოველგვარი მეზობლური კონფლიქტები ირჩე-
ვაო.
გულში რას გაიფიქრებს, რა ჩემი საქმეა! ბევრიც რომ ეცადოს,
ჩემს მზერას ვერ დაიჭერს.
მაკა, მისი სილამაზით გულწრფელად აღფრთოვანებული, თა-
ვისი გაბრწყინებული სიცილით შესცინებს და რამე ქათინაურს ეტ-
ყვის.
ვალში არც ირინე დარჩება.
მერე ირინე სუფრის გაწყობას შეუდგება და მის გამომწვევ გა-
რეგნობაში, დახვეწილ მიმოხრასა და ზვიად მანერებში, რომლე-
ბიც გნუსხავდა და გძაბავდა, უცხო, შენთვის გაუგებარი ჰარმონიის
წყალობით, რბილად, ლაღად და ბუნებრივად გაჩნდება სტუმარ-
თმოყვარე, გულკეთილი და მახლობელი დიასახლისი. ირგვლივ
სიმყუდროვის სუნი დატრიალდება და ისეთი სასიამოვნო გრძნობა
დაგეუფლება, ზამთარში რომ ბუხარს ააგიზგიზებ და ფანჯრიდან
უყურებ, როგორ ათოვს ქვეყნიერებას.
ირინე ლამაზად გაშლის სუფრას, სამივენი შემოვუსხდებით და
ვისაუბრებთ რამე განყენებულ თემაზე.

173
ცოტა ხნის შემდეგ მარილის სადღეგრძელოს დავლევ. ირინე-
სათვის გასაგები იქნება. მაკას ავუხსნი და ისიც გაიცინებს. მისი სი-
ცილი სხივებად მოეფინება სუფრას და ჩვენს „სალონს“ ისე გაანა-
თებს, როგორც პატარა მზე.
ეს კია, რომ სურათი, ცოტა არ იყოს, მოკლებული იქნება ბუნებ-
რიობას, ურთიერთობის ძაფები დაჭიმული იქნება, თავაზიანობა -
ხაზგასმული, ღიმილი საეჭვოდ დაემსგავსება ნიღაბს, ნათქვამ
სიტყვას ბოლოში მრავალწერტილი დაესმება და უთქმელი სიტყვა
ენის წვერზე იქნება ჩამოკიდებული.
მაგრამ ამას ვინ ჩივის, თავდაჭერილობა, აღზრდა და კულტუ-
რა არც ერთს არ მოგვცემს იმის უფლებას (მაკა ყველაზე ბუნებ-
რივი იქნება), საზღვარს გადავაბიჯოთ. ცოტაოდენ დაძაბულობასა
და არაბუნებრიობას კი იოლად გაუძლებს კაცი.
სამაგიეროდ, ყველა და ყველაფერი თავ-თავის ადგილას
დადგება.
როლები საბოლოოდ დადგინდება და ფუნქციები საბოლოოდ
გაირკვევა.
ირინე იქნება დიასახლისი და მხოლოდ დიასახლისი.
მაკა იქნება სხივი, დილაადრიან რომ ფანჯრიდან შემოიჭრება,
გაღვიძებისთანავე რომ შეამჩნევ და უმიზეზოდ გაგეცინება.
ხოლო მე ვიქნები...
საკვირველია, კაცი რომ თავის თავზე დარწმუნებით ამბობს
მეო. თითქოს ამაზე ცხადი და ნათელი ქვეყნად არაფერი იყოს.
ჩემს თავზე ვამბობ „მე“, დანარჩენებზე ვამბობ „სხვები“, თით-
ქოს მათ შორის რაღაც გაუვალი უფსკრული იყოს, სინამდვილეში
„მეც“ ისეთივე სხვაა, როგორც „სხვა“.
ამის ახსნა ძნელია, მაგრამ ეს ისეთივე მწვავე გრძნობაა, რო-
გორც ტკივილი, როგორც სირცხვილი, როგორც მარტოობა.

174
მე მამაჩემი ვარ, პაპაჩემი ვარ, პაპის მამა და პაპის პაპა ვარ. მე
ადამი ვარ და ღმერთმა შემქმნა, ოღონდ ამ ღვთაებრივი საქციე-
ლის მიზანი არ გამიმხილა. ალბათ, ვერ გავიგებდი და ამიტომ. გა-
უგებრობა რომ დამტანჯავდა და ეჭვები შემჭამდნენ, ამაზე არ
უფიქრია.
მე ისევ გზაჯვარედინზე ვიდექი.
ახლაც შემეძლო, მივსულიყავი, დამეძახა, წამეყვანა.
და არ მივედი. არ დავუძახე. არ წავიყვანე.
გონიერებამ, ამ მოუშორებელმა ჭირმა, რომელიც უკითხავად
ერევა ყველაფერში და გასაქანს არ გვაძლევს, ყურში ჩამჩურჩუ-
ლა (კილო, მგონი, ცოტა დამცინავი ჰქონდა), ახლა რომ მიხვიდე,
დაუძახო, წაიყვანო, შენს საქციელს საეჭვო სუნი აუვაო. რატომ-
მეთქი. იმიტომ რომ, თავის დროზე არ უთხარიო. როცა ვითარებამ
თავისთავად და ბუნებრივად მოითხოვა თქმა, მაშინ გაჩუმება ამ-
ჯობინე და, ახლა რომ უთხრა, უკვე იმ გაჩუმების ახსნაც დაგჭირ-
დება. ხოლო ის გაჩუმება რომ აუხსნა, ისიც უნდა უთხრა, რის თქმა-
საც არ აპირებ. უნდა უთხრა: ავად არა ვარ, მაკა, სიცხე არა მაქვს.
ეს დანამდვილებით ვიცი. მაგრამ იმ ქალის მეშინია. იმ ქალთან
მარტო დარჩენის მეშინია. მე ხომ შენსავით მთლიანი და მყარი
არა ვარ. მაკა ქვედა ტუჩს კბილებში მოიქცევს, თავს ოდნავ ჩაქინ-
დრავს, თვალებში სხივების მაგივრად ნაღველი ჩაუდგება და შენ
გული შეგეკუმშება.
მე გული შემეკუმშა. მერე კიდევ ერთხელ გავხედე მაკას ქუჩას,
მივტრიალდი და ფეხათრევით გავუდექი გზას შინისაკენ...
მაგიდის შუაგულში ვარდები იდგა. ბროლის მაღალ ვაზაში ჩაწ-
ყობილი წითელი ვარდები.
სამზარეულოს ბზინვა გაუდიოდა. მაგიდაზე მუშამბის ნაცვლად
თეთრი, ქათქათა სუფრა იყო გადაფარებული და ზედ ძვირფასი
ჭურჭელი ეწყო. არც თეფშები მენახა აქამდე დეიდა მარიამთან
175
ასეთი, არც დანა-ჩანგალი, არც ჭიქები. ალბათ, რომელიმე სხვა
ოთახში ჰქონდა გადამალული. სუფრაზე დოქით ღვინო იდგა და
პატარა ბოთლით კონიაკი. ჭიქებიც შესაბამისად ორგვარი იყო,
დიდები და პატარები. თეფშები სამგვარი, ერთმანეთზე დაწყობი-
ლი. სამკუთხად დაკეცილი ახალთახალი ხელსახოცები. პური იყო
მაგიდაზე, ლამაზად დაჭრილი სალათა, მწვანილი და ყველი. გაზ-
ქურის სამი კამფორი ენთო. სამივე ბოლომდე ჩაწეული. ორზე
თავდახურული ტაფა იდგა, მესამეზე - ქვაბი.
მე სუფრაზე დავიხარე და ვარდები დავყნოსე.
- გიყვართ ვარდები?
ირინე კარის ზღურბლზე იდგა და ღიმილით მიყურებდა.
ნაზი ყვითელი ფერის ქვედა კაბა ეცვა, წელთან ვიწრო, ქვე-
მოთ, მუხლისთავებთან ცოტა განიერი. წინ ჯიბის ჭრილები ჰქონდა
და ზედ ღილები ეკერა. ზემოდან თოვლივით თეთრი მოკლესახე-
ლოებიანი ჯემპრი, ღრმად ამოჭრილი გულისპირით და გარდი-
გარდმო გადაყოლებული კაბისფერი ზოლებით. თმა მხრებზე
ეფინა. იდგა თავისებურად გამართული, მხრები გადაეშალა და
მკერდი ისეთი ჰქონდა, როგორც მოდერნისტების სურათებზე მი-
ნახავს: მკვეთრი, კონტრასტული ხაზები. ძუძუების ბორცვები ყო-
ველგვარი გადასვლის გარეშე, ერთბაშად იწყებოდა. იდგა ასე,
მოქნილი და სრულყოფილი, როგორც მხატვრის შედევრი, და
ღიმილით მიყურებდა. მერე, პაუზამ რომ თავისთავი ამოწურა და
ყავლი გაუვიდა, მითხრა: - წითელი ვარდები ჩემი სისუსტეა. თუ
როდისმე მოგინდეთ, რომ ძალიან გამახაროთ, წითელი ვარდები
მომიტანეთ.
- რომ მცოდნოდა, დღესვე მოგიტანდით.
და გავიფიქრე: „როგორ მოუტანდი, ნეტა ვიცოდე! მაკას არ
დახვდებოდი გაჩერებასთან? თუ დახვდებოდი და ეტყოდი, იცი მა-
კა, ეს ვარდები ირინესათვის მიმაქვსო?“
176
- რამე უსიამოვნება ხომ არ შეგემთხვათ სამსახურში?
მე გაკვირვებით შევხედე.
- არა. რატომ მეკითხებოდით?
- ისე... რაღაც უხასიათოდ მეჩვენეთ.
- არა, - რაც შემეძლო მხნედ ვუთხარი, - სულაც არა ვარ უხასი-
ათოდ.
- ძალიან კარგი. მაშ, შევუდგეთ საქმეს. სადილი ცხლად მიდ-
გას გაზზე.
მე ხელები დავიბანე და სუფრას მივუჯექი.
ერთ ტაფაზე თხლად დაჭრილი შემწვარი ბადრიჯანი აღმოჩ-
ნდა, მეორეზე - თხლად დაჭრილი შემწვარი ხორცი. და როცა
ირინემ ერთიცა და მეორეც სუფრაზე მოიტანა, ისეთი სუნი დატრი-
ალდა, კაცს ამქვეყნად ყველაფერს დაგავიწყებდა.
მე თვალები დავხუჭე და ვთქვი: - ადამიანის დანიშნულებაც,
ალბათ, რელატიური ცნებაა.
- არ ვიცი, რაში გაგახსენდათ?
- ამ ბადრიჯანსა და ამ ხორცს ისეთი სუნი ასდის, რომ ჩემთვის
ახლა დღესავით ნათელია: ადამიანის ერთადერთი დანიშნულება
არის ჭამა.
ირინემ გულიანად გაიცინა. სიცილი რომ მოათავა, მითხრა: -
სუპი დაგისხათ?
ამ გამაბრუებელი სურნელის გამოისობით უცნაური სიმსუბუქე
და სილაღე დამეუფლა. მართალია, სადღაც სულის სიღრმეში რა-
ღაც მიღიტინებდა და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ეს სილა-
ღე და სიმსუბუქე ცოტა წრეგადასული და შეუფერებელი იყო, მაგ-
რამ ამას ჩემი შეჩერება უკვე აღარ შეეძლო.
- დამისხით. დიასახლისის ხელოვნება ბოლომდე უნდა შემოწ-
მდეს. თან იმის იმედიცა მაქვს, იქნებ სუპმა მაინც შეარყიოს ჩემი
გურმანული ფილოსოფია.
177
სუპმა ჩემი გურმანული ფილოსოფია უფრო განამტკიცა.
- ასე სად დაოსტატდით, ირინე? - გულწრფელი გაკვირვებით
ვკითხე, სუპი რომ გავსინჯე.
- ბებიაჩემის ბრძნულ რჩევას მივდიე.
- რაო ბებიათქვენმა?
- ბებიაჩემმა „სამი სილამაზის თეორია“ შექმნა. ქალს სამი სი-
ლამაზე ამშვენებსო, მითხრა. პირველია დიასახლისობა, მეორე -
ხასიათი, მესამე - გარეგნობა.
- ხასიათი ჯერ კიდევ არ ვიცი როგორ გაქვთ, პირველი და მე-
სამე პუნქტი კი ჭეშმარიტად უნაკლოდ აგითვისებიათ.
- გმადლობთ, - გაიღიმა ირინემ და თავი ოდნავ დამიკრა.
- მადლობისთვის არ მითქვამს.
- იმისთვისაც გმადლობთ, რომ მადლობისთვის არ გიქვამთ.
სუპი მოვათავეთ. ირინემ მათლაფები მომცრო მაგიდაზე გადა-
აწყო, ონკანის გვერდით.
ახლა ბადრიჯანს შევუტიეთ.
ირინემ დოქი აიღო.
- ალბათ, ღვინოს ამჯობინებთ?
- განსაკუთრებული მოტრფიალე არც ერთის არა ვარ. ისე კი,
რომელსაც თქვენ დალევთ, მეც იმას დავლევ.
- ო, ეს უკვე მსხვერპლია! - დოქი დადგა და ბოთლი აიღო. - მე
ცოტა კონიაკი მირჩევნია. - პატარა ჭიქები აავსო. - მაშ, გაგვიმარ-
ჯოს!
- გაგვიმარჯოს.
ირინემ ჭიქა მომიჭახუნა და კონიაკი ბოლომდე დალია.
მეც დავლიე.
- სულ დამავიწყდა! - წამოიძახა უცებ და სწრაფად წამოდგა.
- რა დაგავიწყდათ?

178
ირინემ განჯინის კარი გამოაღო და ჩაცუცქდა. მე სუფრას მო-
ვავლე თვალი. თითქოს არაფერი აკლდა.
ირინე მაშინვე მოტრიალდა. ორივე ხელში მოზრდილი ფა-
იფურის ქოთანი ეჭირა. მოიტანა ეს ქოთანი და მაგიდაზე, ვარდე-
ბის წინ დადგა.
- რა არის? - გაკვირვებით ვკითხე და სკამიდან წამოვიწიე, რომ
ქოთანში ჩამეხედა.
- მარილი! - საზეიმო ხმით გამოაცხადა ირინემ, მერე ქოთანს
კრიტიკული თვალით დააცქერდა და დაუმატა. - ერთი ფუთი არ
იქნება, მაგრამ არც ბევრი დააკლდება.
- უნდა შევჭამოთ?
- აჰ, არა! - თავი გაიქნია ირინემ. - დაგვხოცავს. ისე იყოს, სიმ-
ბოლოდ. და სადღეგრძელო დავლიოთ.
ჭიქები ისევ აავსო.
- მარილს გაუმარჯოს.
თავში რაღაცამ გამიელვა. თითქოს რაღაც უნდა გამხსენებოდა
და არ გამახსენდა
ჭიქა ავიღე და მივუჭახუნე.
- გაუმარჯოს.
ამჯერად ირინემ ცოტა მოსვა.
მე ჭიქა დავცალე და ვკითხე: - დაამთავრეთ ქეიფი?
ირინემ ხელები გაასავსავა.
- დავთვრები!
ცოტა უკვე მოკიდებოდა.
- დეიდა მარიამი მართლა ორი დღით წავიდა?
- მოგენატრა?
- არა. იყოს იქ და იტიროს თავისი მეგობარი.
- აბა რამ გაგახსენა?

179
- ვიფიქრე, უფრო დიდი ხნით ხომ არ წავიდა-მეთქი. თქვენი
გარდერობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ორი დღით კი არა, თით-
ქოს სამუდამოდ გადმოხვედით.
- სამუდამოდ აქ არასოდეს არ გადმოვალ. არ მიყვარს ეს სახ-
ლი. როცა მემკვიდრეობას მივიღებ, ამ ბინას გავყიდი.
- მერე მდგმურს რა პასუხს აძლევთ?
- მდგმურს ჩემთან წავიყვან. უკეთეს ოთახს მივუჩენ.
- გააჩნია, რა ფასად მიუჩენთ. მდგმურს თავისი დებიტი და კრე-
დიტი სულ თითებზე აქვს დაბალანსებული.
- საბრალო მდგმური! დეიდა მარიამი რამდენს გახდევინებთ?
- თითქმის არაფერს. დეიდა მარიამი გულჩვილი ქალია.
- თითქმის არაფერს? მე მაგ ფრაზას იმ საეჭვო „თითქმისსაც“
ჩამოვაცილებ. თუმცა გულჩვილობით დეიდა მარიამთან, ცხადია,
ვერ მივალ.
- რატომ?
- რა რატომ?
- რატომ ჩამოაცილებთ?
- იმიტომ რომ არ მიყვარს, როცა ფული ურთიერთობაში ერე-
ვა. ფული თავისთვის უნდა იყოს.
- პირდაპირ საოცნებო დიასახლისი ხართ. მოდი, საოცნებო
დიასახლისის სადღეგრძელოს დავლევ.
ჭიქა ავივსე და ავიღე.
- მაშ, გაუმარჯოს საოცნებო დიასახლისს!
- თავის მდგმურთან ერთად.
სადილი მოვათავეთ.
ირინემ სკამი უკან გასწია, ზუსტად ამდილანდელ პოზაში დაჯ-
და და სიგარეტი გააბოლა.
- თქვენი შთაბეჭდილება სადილის შესახებ?

180
მე ვცდილობდი სახეში მეცქირა და ამიტომ უკიდურესად დაძა-
ბული ვიყავი.
- რა მითხარით?
- თქვენი შთაბეჭდილება სადილის შესახებ.
- აა! - და შევეცადე ისეთივე კომიკურ-ოფიციალური კილოთი
მეპასუხა, როგორც თვითონ მკითხა. - სადილმა ჩემზე წარუშლე-
ლი შთაბეჭდილება მოახდინა.
- მამაკაცები პირველ სილამაზეს ღირსეულად ვერ აფასებთ.
ყველას მესამეზე გიჭირავთ თვალი. ბებიაჩემმა მშვენივრად იცო-
და თავისი საქმე. მესამე სილამაზე მალე კარგავს იმ ეფექტს, რაც
თავიდან ჰქონდა. ოჯახური კონფლიქტი ძირითადად პირველი
ორი სილამაზის გამო ხდება.
თვალები ქვემოთ გამირბოდნენ.
მე ზემოთ ვეწეოდი.
- საკვირველია, როგორ დაანებე პაპიროსს თავი.
ვატყობდი, რომ თანდათან ვაგებდი ბრძოლას საკუთარი თვა-
ლების წინააღმდეგ.
- მე ბევრს არ ვეწევი, მაგრამ, ჭამის შემდეგ რომ არ მოვწიო,
ალბათ გავგიჟდები.
საცა იყო თვალები სრულ დამოუკიდებლობას მოიპოვებდნენ.
რაღაც საქმე უნდა გამეჩინა სასწრაფოდ.
- იმის გულისთვის, რომ რამდენიმე წლით მეტი ვიცოცხლო,
ასეთ სიამოვნებაზე უარს ვერ ვიტყვი.
- მართალია. აბა მომეცით ერთი ცალი.
- აჰ, რას ამბობ! მე აგიტაციას კი არ გიწევ!
- ერთ ცალს მოვწევ და ისევ დავანებებ თავს.
- არა. არ მოგაწევინებ. მერე მე უნდა დამბრალდეს.
- ჰმ! საოცნებო დიასახლისს ერთი ღერი სიგარეტი ვერ გაუმე-
ტებია ასეთი კარგი მდგმურისათვის.
181
- აჰა! ათი ღერი აიღე! - სიგარეტით კოლოფი ჩანთიდან ამოი-
ღო და მაგიდაზე დააგდო.
- ასე არა სჯობს!
სიგარეტი ავანთე.
პირველი ნაფაზი რომ დავარტყი, მძლავრმა გამაბრუებელმა
ტალღამ თავით ფეხებამდე დამიარა და ისე მომადუნა, სხეულს
ვეღარ ვგრძნობდი. თვალებიც კი დავხუჭე.
- როგორია?
ირინე ღიმილით მიყურებდა.
ისეთი საამო იყო მოთენთილობა, ხმა ვერ ამოვიღე. მარტო გა-
ვიღიმე პასუხად და ისევ თვალები დავხუჭე.
მერე პირველმა ტალღამ გადაიარა. თუმცა ცოტა მაინც ვიყავი
გაბრუებული.
თვალები დავიმორჩილე.
ირინემ სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო.
- ახლა სიამოვნებით დავათვალიერებდი შენს რეზიდენციას.
„შენს“ რომ მითხრა, გამიკვირდა. ვერაფრით ვერ გავიხსენე,
აქამდეც შენობით ვლაპარაკობდით, თუ პირველად ახლა მომ-
მართა ასე.
ქოთნით მარილს შევავლე თვალი და წამოვდექი.
- მობრძანდი, - ხელით მივიპატიჟე და მეც ჩავაქრე სიგარეტი.
კარი გავაღე და წინ გავუშვი.
- მე მდგმური მეგონე, შენ თურმე პატიმარი ყოფილხარ, - თავი
გადაიქნია ირინემ და ოთახი მოათვალიერა. - გაქცევა რომ მოინ-
დომო, - თითი სარკმლისკენ გაიშვირა, - გამოვა რამე?
- არა, ძალიან მაღალია.
- ოჰ, ეს დესპოტი დეიდა მარიამი! - სარკმლიდან გახედვა სცა-
და, მაგრამ არაფერი გამოვიდა. - ჩAანს აქედან რამე?
- მთები ჩანს.
182
- ძალიან ცუდი. მთები პატიმარს დაკარგულ თავისუფლებას
აგონებს და გულს უკლავს.
სარკმელს მოშორდა, მაგიდისკენ გადადგა ნაბიჯი, მერე ერ-
თბაშად მოტრიალდა და დედოფალ ნეფერტიტის სურათს მიად-
გა.
- ნეფერტიტი. ყველგან ნეფერტიტი. ნამდვილი ნეფერტიტომა-
ნიაა. ისე, ეს კარგი რეპროდუქციაა. ფერები შენარჩუნებულია. რა-
კურსიც სწორადაა დაჭერილი... მაგრამ მე მაინც კია მირჩევნია,
უფრო მიწიერი ქალია. ვინ იცის, იქნებ უფრო ლამაზიც.
- სხვათაშორის რაღაცით გავხარ კიას.
- მე?
- ჰო.
უნდა მეთქვა, ჰო, შენ-მეთქი, მაგრამ ბოლო წამს რატომღაც
წავიბორძიკე და მარტო „ჰო“ ვთქვი.
- ალბათ მიწიერებით, - მიპასუხა ირინემ. ამ დროს ჩემკენ ზურ-
გშექცევით იდგა და სურათს უყურებდა. ეს რომ მითხრა, სწრაფად
მოტრიალდა, თითი მაღლა ასწია და ღიმილით დაუმატა - მაგრამ
არა ბიწიერებით!
გამეცინა.
დედოფალი ნეფერტიტი მაღალი და სევდიანი იყო.
- წარსული ბუნდოვანია და ამიტომ რომანტიკული გვგონია, -
ირინე ჩემს საწოლზე ჩამოჯდა. ბარძაყებზე კაბა გადაეწია. - ხომ
არ გამიწყრები, საწოლზე რომ ჩამოვჯექი?
ბარძაყები ელვარე და ჟრუანტელისმომგვრელი იყო.
- მიბოძებია მოქმედების სრული თავისუფლება!
- მართლა? - ირინემ ეშმაკური ღიმილით გამომხედა. - მერე
არ გეშინია, რომ ბოროტად ვისარგებლო მაგ სრული თავისუფ-
ლებით? - მე მუცელში სიმხურვალე ვიგრძენი. ირინემ გაიცინა და

183
ხელი ჩაიქნია. - მგონი, დავთვერი. დაჯექი, რა ფეხზე დგახარ! აი,
აქ დაჯექი. - ხელი დაკრა საწოლს თავის გვერდით.
მე მითითებულ ადგილას დავჯექი.
- რაკი ღრუბლებზე არ ვცხოვრობთ, ამიტომ, ქალი რაც უფრო
მიწიერია, ისა სჯობს. შენ არ დათვერი?
- ცოტათი. - ხმა ყრუ მქონდა, მოგუდული.
- შენს სურათს როდისმე სადმე რაღაცის ნიმუშად ჩამოკიდებენ.
შესაფერის წარწერასაც გაუკეთებენ. მე აწმყოში ვცხოვრობ და
ამიტომ მხოლოდ აწმყო არსებობს.
არც კი გამიგია როგორ ავწიე ხელი და როგორ მოვხვიე მხარ-
ზე.
ვინ დამიმტკიცებს, რომ ამ უბრალო ჟესტმა სამყაროს სიღრმე-
ში რაღაც დამანგრეველი გამოძახილი არ ჰპოვა და წონასწორო-
ბათა ცენტრების გადაადგილება არ გამოიწვია.
ირინემ თავი გვერდზე გადახარა და ჩემს ხელს ლოყით მიეკ-
რო.
ხელი ცოტათი მიკანკალებდა.
- ის დრო, რომელსაც წარსულსა და მომავალზე ფიქრში ვკარ-
გავთ, წყალში გადაყრილი დროა. მეძინება. წადი, სიგარეტი მო-
მიტანე.
ერთი ცალი ჩემთვისაც წამოვიღე.
ისევ გვერდით მივუჯექი, ანთებული სიგარეტი მარცხენა ხელში
დავიჭირე, მარჯვენა წეღანდელივით მხარზე მოვხვიე.
ვიჯექით და ვაბოლებდით.
მისი ბარძაყი ჩემსას ეხებოდა და მე მექანიკურად ვაბოლებდი,
ისე რომ გემოს ვერც ვატანდი.
- აწი ვეღარ გადაეჩვევი, - მითხრა ირინემ, - ვინც ერთხელ სცა-
და თავის მოკვლა და ვერ მოიკლა, ის მეორედ აღარ ცდის.
მხარში ხელი მოვუჭირე და ჩემკენ მოვიზიდე.
184
თავი თავზე მივადე.
- მალე ეს ორი დღეც წარსულად იქცევა და თვალს მიეფარე-
ბა... შემთხვევით ვიღაცას გადაეყრები და მერე მთელი სიცოცხლე
საკუთარ თავს უმტკიცებ, ეს შეხვედრა გარდაუვალი იყოო. სინამ-
დვილეში გარდაუვალი არაფერი არაა. მეძინება. - ირინე წამოდ-
გა და ჩემი ხელი, რომელიც მხარზე ედო, ნელ-ნელა ჩამოცურდა
ქვევით, ზურგს ჩამოუყვა და საწოლზე დაეშვა. - წამო, თუ გინდა,
ახლა ჩემს აპარტამენტს დაგათვალიერებინებ.
- წავიდეთ. - მეც წამოვდექი.
ირინემ შემომხედა, თავით ფეხამდე შემათვალიერა და გაიღი-
მა.
- დიდი ვერაფერი მსმელი ვარ, - მითხრა მერე და ხელი
მკლავში გამომდო.
სანამ გავიდოდით, დედოფალ ნეფერტიტის სურათთან შემაჩე-
რა.
ერთხანს მდუმარედ უყურა. ბოლოს უთხრა: - არამიწიერება
პოზაა. სიმაღლის განცდა პოზაა. კოსმიური სევდა პოზაა. ნეტა მაჩ-
ვენა, როგორ შეინარჩუნებდი ლოგინში მაგ ამპარტავნულ სინატი-
ფეს და ჰაეროვნებას. - ეს რომ თქვა, მკლავით მომწია და მითხრა.
- წამო, რაინდო.
სამზარეულოში რომ გავედით, ისევ შეჩერდა და მაგიდას მო-
ავლო თვალი.
- მოდი, ბარემ ჭურჭელს ავალაგებ.
ჭურჭელმა ერთბაშად გაუცნობიერებელი ზიზღი გამოიწვია და
ავი თვალით გადავხედე.
- მაშინ მეც მოგეხმარები, რომ დროზე ავალაგოთ.
- სად გვეჩქარება...
მომეჩვენა თითქოს ირინეს ხმაში დამცინავი კილო შემოიპარა.
პასუხი არ გამიცია, საქმეს კი მაინც შევუდექი.
185
რაც დასარეცხი იყო, ირინემ აკრიფა. რაც განჯინაში იყო შესა-
ნახი, მე ავკრიფე. მერე მე სუფრა გადავბერტყე, ირინემ სამზარეუ-
ლო დაგავა, მერე მე სუფრა შევინახე და მაგიდას მუშამბა გადავა-
ფარე, ირინე ონკანთან დაიხარა და ჭურჭლის რეცხვა დაიწყო.
მე თეფშებს ვუყურებდი და დროდადრო ვთვლიდი, კიდევ რამ-
დენი დარჩა გასარეცხი. ასე მეგონა, ძალიან ნელა რეცხავს-მეთქი.
თან იმაზე მომდიოდა გული, რომ ორი კაცი ერთ ჭამაზე ამდენ
თეფშს ხმარობს.
ბოლოს დარეცხვა მოათავა და გამშრალებას შეუდგა.
მე სიგარეტი გავაბოლე.
ირინემ შემომხედა და გაიცინა.
- ერთბაშად გინდა აინაზღაურო, რაც გააცდინე?
- ავინაზღაურებ კიდეც.
- თუ ასეთი ტემპით განაგრძე, მეტსაც იზამ.
როგორც იქნა, ჭურჭელი დაამშრალა, განჯინაში შეაწყო და ხე-
ლები გადაიბანა.
- მორჩი?
- კი.
- მადლობა ღმერთს.
- რა იყო, ცეცხლი გვიკიდია?
ირინეს ხმაში ისევ მომესმა დამცინავი კილო.
- აპარტამენტი მაინტერესებს.
- წავიდეთ.
სამზარეულოდან გავედით.
- ეს სასტუმრო ოთახია, - მეუბნებოდა ირინე. - ეს რაღაც გაურ-
კვეველი დანიშნულების ოთახია.
მე მექანიკურად მივდევდი გვერდით.
ბოლოს იმ ოთახში შევედით, აივანზე რომ გადიოდა.

186
- ესეც საძინელი ოთახი. სადაც ახლა შენი დროებითი დიასახ-
ლისი დაიძინებს.
- ასე გეძინება?
- კონიაკმა მომთენთა. გთხოვთ დაბრძანდეთ.
თვითონ საწოლზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე შემოიდო.
- შენ ხომ ჩემს საწოლზე დაჯექი. მე სამაგიეროდ შენს საწოლზე
დავჯდები.
ირინემ გაიღიმა.
- მოდი.
გვერდით მივუჯექი.
- როგორ მოგეწონა ჩემი აპარტამენტი?
- ძალიან მომეწონა. - ხმა ისევ დავკარგე. - საოცნებო დიასახ-
ლისი. - ამოვღერღე და ხელი წელზე მოვხვიე.
ირინემ გაიცინა და ჩემი ხელი უფრო მაგრად მიიკრა.
მე გადავიხარე და კისერში ვაკოცე. მერე მეორე ხელი თმაში
შევუყავი.
- რა კარგია... - წყნარად თქვა ირინემ და თავი მკერდზე მომა-
დო. მე თმაში ვაკოცე, ორივე ხელი კისერზე შემოვხვიე და კიდევ
რამდენჯერმე ვაკოცე.
- რა ტკბილი მოფერება გცოდნია... - მითხრა და თვითონაც
მომხვია ხელი.
საფეთქელზე ვაკოცე და ტუჩებით მის ტუჩებს დავუწყე ძებნა.
- ნუ! - მითხრა ირინემ. მერე ერთბაშად გამეცალა. - კარგი, მო-
მეშვი, მეძინება.
ვერ გავიგე, მართლა მიშორებდა თავიდან, თუ ჭირვეულობის
პროცესი მოსწონდა.
ავდექი და ოთახში გავიარ-გამოვიარე.
მერე ისევ მივუახლოვდი. სულ ახლო მივედი, ისე რომ მუხლე-
ბი თითქმის მუხლებზე მივაბჯინე.
187
ირინემ თავი ასწია და ღიმილით ამომხედა.
ერთხანს ასე ვიყავით. ის იჯდა და ღიმილით მიყურებდა. მე
რეტდასხმული ვიდექი და ლენჩივით დავცქეროდი.
ბოლოს მითხრა: - შეტრიალდი, უნდა გავიხადო.
- არ შევტრიალდები, ისე გაიხადე. - სადღაც სხეულის ღრმა
ფენებში რაღაც ბუნდოვანი გრძნობა გამიჩნდა, რომელიც საკუთა-
რი თავის სიძულვილს ჰგავდა.
- შეტრიალდი.
- არ შევტრიალდები. - სკამი ავიღე, ახლო მივიტანე საწოლ-
თან, ზედ დავჯექი და ფეხი ფეხზე შემოვიდე. - აი, ასე ვიჯდები და
გიყურებ.
- იქნება გგონია, ვერ გავიხდი?
- გაიხადე.
- გავიხდი.
- გაიხადე. - წეღან რომ გრძნობა გაჩნდა, იმან სხეულის ზედა
ფენებში გადმოინაცვლა.
ირინე ოდნავ წინ გადმოიხარა და სწრაფად წაიძრო ჯემპ-რი.
- აჰა, რაინდო!
- კაბა? - თან თვალებით გულისპირს დავაკვდი.
- ჰმ... კიდევ არ შეტრიალდები?
- არ შევტრიალდები. - ვუთხარი მე და ბრიყვული ღიმილით მი-
ვაშტერდი.
საკუთარი თავის სიძულვილი ზევით და ზევით მოიწევდა.
- რა გაეწყობა!.. - ირინემ კაბა გაიხადა, ქოშები წაიძრო, ოდნავ
წამოიწია, რომ ქვეშ საბანი გამოეთავისუფლებინა, და ლოგინში
ჩაწვა.
მე კი კიდევ დიდხანს ვხედავდი მკვრივ, აფეთქებულ სხეულს,
რომელსაც პერანგი შემოტმასნოდა. ნახევრად შიშველ მკერდს,

188
თეთრსა და მაღალს. ბარძაყებს, ძალიან მოკლე პერანგის ქვეშ
რომ თითქმის მთლიანად ჩანდა.
ირინეს კი ახლა მკერდიღა უჩანდა საბანს ზემოთ.
გაიზმორა და თვალები დახუჭა.
- გძინავს უკვე? - ვკითხე და წამოვდექი.
- ჯერ არა, მაგრამ საცაა ჩამეძინება.
მე ახლო მივედი და საწოლზე ჩამოვჯექი.
ირინემ ოდნავ გაახილა თვალები და გამიღიმა.
- გინდა ნანას გიმღერებ და ისე დაიძინე. - ვიცოდი, რომ იდიო-
ტი ვიყავი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემეძლო.
- იცი სიმღერა?
- არა. - ხელი ლოყაზე დავადე და მერე კისერქვეშ შევუცურე.
ირინემ თავი ჩემი ხელისკენ გადახარა და მკლავზე მაკოცა.
მოხერხებული პოზის ძებნაში ძირს ჩამოვცურდი, საწოლის წინ
ცალ მუხლზე დავიჩოქე, ტუჩებით ყელს მივწვდი და კოცნა დავუწ-
ყე.
სადღაც, ოთახის რომელიღაც კუნჭულში ეკიდა ბუნდოვანი აზ-
რი, რომ ჩემი პოზა სულელური და სასაცილო იყო.
- გეყოფა. წადი ახლა! - დაიჩურჩულა ირინემ.
- ირა... - ამოვილუღლუღე მე, - ირა...
ირინემ ორივე ხელი მომხვია, მაგრად მიმიკრა და გამიშვა. მე-
რე არა მიბნედილი ჩურჩულით, არამედ მშვიდად, მკაფიოდ და
მტკიცედ მითხრა: - გეყოფა, მეძინება.
ჩემი ხელები მოიშორა და მკერდზე საბანი დაიფარა.
მე დავრჩი ასე ცალ მუხლზე დაჩოქილი, ხელები საწოლის კი-
დისთვის მქონდა ჩაჭიდებული და არ ვიცოდი, მართლა მიშორებ-
და თავიდან, თუ ჭირვეულობის პროცესი სიამოვნებდა.
საკუთარი თავის სიძულვილმა ყველა ფენა გამოარღვია და
ყელს მოებჯინა.
189
- წადი, - გამიღიმა ირინემ. - შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ. წადი.
- წავალ! - ვეცადე გაბუტული სახე მიმეღო და გაბუტული კი-
ლოთი მეთქვა.
- ნახვამდის.
მე წამოვდექი.
- მაგდებ ხომ?
- დაჯექი მანდ! - თვალით სკამზე მიმითითა.
მე დავჯექი და ისევ წეღანდელი ვითომ გაბუტული კილოთი
ვუთხარი: - აჰა, დავჯექი.
- იჯექი, და, რომ დავიძინებ, მერე წადი.
ვიჯექი და ბოღმა მახრჩობდა. საკუთარი თავის სიძულვილი
თანდათან მთელ ჩემს არსებას ეუფლებოდა და ნელ-ნელა დევ-
ნიდა ყველა სხვა გრძნობას.
ირინე თვალებდახუჭული იწვა.
რამდენჯერმე დავაპირე, მივალ და კიდევ ერთხელ ვცდი ბედს.
ბოლოს და ბოლოს, გამიჯავრდება და გამაგდებს, სხვა რა იქნება-
მეთქი. მაგრამ ვერ გავბედე.
ამასობაში მართლა დაიძინა.
მშვიდად, თანაბრად სუნთქავდა.
ძილში შეიშმუშნა და საბანი გადაიწია. მკერდი ისევ გამოუჩნდა.
მკერდი თანაბრად ადიოდა და ჩამოდიოდა.
მე წამოვდექი, ფრთხილად მივედი, ერთხანს შევჩერდი, მერე
დავიხარე და ტუჩები ოდნავ მივადე ტუჩებზე. ირინემ ერთი დაიკ-
რუტუნა და გვერდზე გადაბრუნდა.
მე ვიდექი და დავცქეროდი.
ვიდექი, დავცქეროდი და ვყოყმანობდი.
ბოლოს შემოვტრიალდი და გამოვედი.
კარი ფრთხილად გამოვიხურე.

190
ნაბიჯი არეული მქონდა, ფიქრები - აბურდული, ძარღვები - აშ-
ლილი.
თავში კორიანტელი მედგა. ნაწყვეტ-ნაწყვეტი აზრები, ცალკეუ-
ლი სიტყვები, სიტყვის ნამსხვრევები ქაოტურად დაქროდნენ წარ-
მოუდგენელი სისწრაფით. დაკარგული ბავშვებივით აწყდებოდ-
ნენ აქეთ-იქით და ერთმანეთში ირეოდნენ.
ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა.
ყველაფერი ამოვარდნილი იყო კალაპოტიდან: ძარღვები, უჯ-
რედები, აზრები.
მერე, სამზარეულოში რომ შევედი და სკამზე ჩამოვჯექი, მთე-
ლი ეს ქაოსი უთავბოლოდ დახვავდა ერთ ადგილას, როგორც
სახლის ნანგრევები მიწისძვრის შემდეგ.
სწრაფად წამოვდექი. ბოლთის ცემა დავიწყე.
წამით ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილას.
სხეულში რაღაც ძალა ბობოქრობდა, გაურკვევლად მიბიძგებ-
და და მოსვენებას არ მაძლევდა.
ძარღვები ზრიალებდნენ, როგორც კედლიდან ჩამოვარდნი-
ლი გიტარის სიმები.
მერე ადუღებულ ტვინში უეცრად ამოტივტივდა ერთი სიტყვა:
„ემანსიპაცია“.
სიტყვა უადგილო, უაზრო, უმისამართო. ცოტა ხნის შემდეგ გაქ-
რა და ისევ ამოტივტივდა.
„ემანსიპაცია“.
გაშმაგებული დავდიოდი წინ და უკან და შეჩერება არ შემეძ-
ლო.
„ემანსიპაცია“.
როგორც შუშის უბრალო ნატეხი სახლის ნანგრევებში; სხვა ნა-
ტეხებისაგან არაფრით გამოირჩევა, მაგრამ ისე დევს, რომ დაცე-
მულ სხივს ირეკლავს და ამიტომ წამდაუწუმ თვალში გეჩხირება.
191
თითქმის სირბილით მიმოვდიოდი და ველოდი, როდის დაწ-
ყნარდებოდა ძარღვები.
რამდენჯერმე მივაღწიე ჩემი ოთახის კარს და გაღება დავაპი-
რე. მაგრამ ყოველთვის უკან ვბრუნდებოდი. მიზეზი არ ვიცოდი.
მიზეზის ძებნას არც ჰქონდა აზრი, სულ ერთია, ვერ ვიპოვიდი. იმას
კი ვგრძნობდი, რომ დამსხვრეული აზრების ქაოტურ სრბოლაში
რაღაც შიში იყო. გაუგებარი შიში მაკავებდა და ჩემს ოთახში შეს-
ვლას ვერ ვბედავდი.
ბოლოს მაგიდაზე სიგარეტის კოლოფი შევნიშნე. ალბათ, აქამ-
დეც ვუყურებდი, უბრალოდ ახლა მივხვდი, რომ ეს სიგარეტის კო-
ლოფი იყო.
ვეცი და აკანკალებული ხელით ერთი ცალი ამოვაძრე.
ავანთე, გავაბოლე.
სიგარეტმა ძარღვები გააბრუა და მოადუნა.
ერთი რომ მოვწიე, მეორე ავანთე.
ახლა დაჯდომაც შემეძლო და დავჯექი.
აზროვნების უნარი ნელ-ნელა დამიბრუნდა და, მესამე ცალი
სიგარეტი რომ ავანთე, ფიქრიც დავიწყე.
ჩემი საქციელი ფრიად სულელური და საეჭვო მეჩვენა.
იმიტომ რომ სრულიად გაუგებარი იყო ირინეს საქციელი.
საქმე ისევ და ისევ „მამაკაცურ თავმოყვარეობას“ ეხებოდა.
იქნებ სულაც არ უნდოდა ჩემი თავიდან მოშორება? ან იქნებ
მართლა ართობდა ან ატკბობდა საკუთარი ჭირვეულობა? და ვერ
მოზომა. რადგან არ ეგონა, თუ მამაკაცი ასეთ დროს ესოდენ მორ-
ჩილი და დამჯერი გამოდგებოდა?
არადა, ხელად დაიძინა.
გამახსენდა, როგორ ვიდექი საწოლის წინ დაჩოქილი, როგორ
ვლუღლუღებდი „ირა, ირა“-მეთქი და როგორ მეზიზღებოდა საკუ-
თარი თავი.
192
როცა საჭიროდ დაინახავ, შეგიძლია ირა დამიძახოო.
მეხსიერებას უჩუმრად შემოუნახავს ეს ნათქვამი, გალიაში ჩა-
უმწყვდევია. ჟამმა რომ დაკრა, კარი გაუღო და გამოუშვა.
ირა...
ჰმ! საწოლის წინ დაჩოქილი. დანისლული თვალები, აკანკა-
ლებული ხელები, მავედრებელი იდიოტის სახე.
რა ბრიყვი ვიყავი, რა საცოდავი!
თუ უფრო სასაცილო ვიყავი, ვიდრე საცოდავი?
ირინეს რომ ცივი წყალი რა გადაესხა და პირშიჩალაგამოვლე-
ბული არ გამოვესტუმრებინე? მაშინაც ვიქნებოდი საცოდავი და
სასაცილო? თუ მაშინ „გამარჯვებული“ ვიქნებოდი?
ადამიანი შემადგენელ ნაწილებად უნდა დაშალო და გულდას-
მით შეისწავლო.
მამალი აიფხორება და როგორღაც გვერდულად წავა დედ-
ლისაკენ, თითქოს ცეკვავსო. დედალი, ვითომ შორს დაიჭერს მამ-
ლის არშიყობას, ყასიდად გაიქცევა. იქნებ სულაც არ გარბის ყასი-
დად. იქნებ ეს დადგენილი თამაშია, ერთგვარი „მოსამზადებელი
სამუშაო“, რომელმაც ვნება უნდა გააღვივოს? დედალი გარბის,
მამალი გაფხორილი მისდევს და ბოლოს კუთხეში მიიმწყვდევს.
დედალი რომ დაინახავს, გასაქცევი აღარსაითაა, თვითონვე ჩა-
ცუცქდება და მოემზადება.
ირინეს რომ კუდამოძუებული არ გამოვესტუმრებინე, ახლა გა-
მარჯვებული მამალი ვიქნებოდი, ფრთებს შევიბერტყავდი და სა-
კენკის საძებნელად გავეშურებოდი.
მერე, ერთ მშვენიერ დღეს, სადმე, რომელიმე ქუჩის კუთხეში,
ნაცნობ კაცებთან მასლაათით რომ ვიქნებოდი გართული, უცებ ჩა-
მოივლიდა ირინე, ჩამოივლიდა ამაყი, წელში გამართული, ჩამო-
ივლიდა ჩამოსხმული, მკვრივი და ჟრუანტელის მომგვრელი. მა-

193
ღალი თეძოებით, კოხტა, მრგვალი გავით. ჩამოივლიდა, რო-
გორც მხატვრის შედევრი. კაცებს ერთბაშად გადაავიწყდებოდათ
რაზე იყო ლაპარაკი, ხარბად გააყოლებდნენ თვალს და თავს გა-
დაიქნევდნენ: ბიჭო, რა ქალია! მე კი, გამარჯვებული მამალი, მრა-
ვალმნიშვნელოვანი ღიმილით მოვავლებდი თვალს მათს აღტა-
ცებულ სახეებს და ოდნავ იდუმალი ხმით ვიტყოდი: ეგ რა არის,
თქვენ გახდილი უნდა ნახოთ!
წამოვდექი და ისევ ბოლთის ცემა დავიწყე.
სამზარეულოში სიგარეტის ბოლი იდგა.
სიმშვიდე ჯერ კიდევ შორს იყო.
მართალია, ქაოსი ცოტა მოწესრიგდა, მაგრამ ტვინის ქიმზე
მუხტების თანაფარდობა ისევ დარღვეული იყო და აზრები მანქა-
ნებივით ეჯახებოდნენ ერთმანეთს.
როცა საჭიროდ დაინახავთ, შეგიძლიათ ირა დამიძახოთ.
სამზარეულოს კარი გამოვაღე. მინდოდა ირინეს ოთახს მივ-
დგომოდი და ჭუჭრუტანიდან შემეხედა, ან ისე მიმეყურადებინა,
რათა გამეგო, ისევ ეძინა თუ არა. მაგრამ ვერ გავბედე. ერთიც ვნა-
ხოთ და არ სძინებოდა! რას იტყოდა კარის ჭუჭრუტანას მიკრული
რომ შევენიშნე?!
სამზარეულოს კარი ისევ მივხურე.
მერე ერთი ორჯერ კიდევ გამოვაღე და კიდევ მივხურე.
ახალგაზრდა ქალისა და ახალგაზრდა ვაჟის ორი დღით მარ-
ტო დარჩენა არც ისე უწყინარი თამაშია.
არადა, სამზარეულოში პატიმარივით ვგრძნობდი თავს.
რაღაც უნდა მეღონა.
ბოლოს ვიფიქრე, ქუჩაში გავალ, ცოტას გავივლი-მეთქი და
უცებ ის ღამე გამახსენდა, დეიდა მარიამის გაღვიძებისა რომ შემე-
შინდა.

194
სამზარეულოდან ფრთხილად გავედი. გასასვლელ კარს რომ
მივადექი, შევჩერდი. ისევ ყოყმანი დავიწყე. რატომღაც უხერხუ-
ლი მეჩვენა, ირინეს რომ ჩემს დაბრუნებამდე გაღვიძებოდა და შინ
არ დავხვედროდი. უკანვე მოვტრიალდი. ისევ სამზარეულოში
დავბრუნდი.
გაქცევა რომ მოინდომო, გამოვა რამე?
ერთხანს უაზროდ დავდიოდი მაგიდის გარშემო. მერე დავჯექი
და არ ვიცოდი რა მექნა.
ისევ სიგარეტი ავიღე. ავანთე, გავაბოლე.
ავდექი; ბოლთის ცემა დავიწყე.
დავჯექი; კედელს მივაშტერდი.
ავდექი; გავიარ-გამოვიარე. განჯინას მივადექი. კონიაკის ბოთ-
ლი და ჭიქა გამოვიღე. არ დამისხამს, უკანვე შევინახე.
დავჯექი; ვაბოლებდი. სიგარეტის კოლოფს დავავლე ხელი.
ეჭვით შევხედე, შევარხიე და ჩავიხედე. ოთხი ღერი კიდევ დარჩე-
ნილიყო.
ვაითუ მეტი არა აქვს, სულ რომ გავუთავო, რას იტყვის-მეთქი,
ვიფიქრე.
ბოლი ნისლივით იდგა სამზარეულოში.
სარკმლის გამოღება დავაპირე, ჰაერი რომ ცოტა გამეწმინდა,
მაგრამ დამეზარა და თავი მივანებე.
მერე სულ ვიჯექი. იდაყვი მაგიდაზე მქონდა დაყრდნობილი,
ნიკაპი - ხელისგულზე. მეორე ხელში სიგარეტი მეჭირა და არ ვი-
ცი, ვფიქრობდი თუ არა.
დიდხანს ვიჯექი ასე თუ ცოტა ხანს, ბოლოს ირინეს ხმამ გამო-
მაფხიზლა.
- შენ აქა ხარ?
თავი ავიღე. ირინე მოჩვენებასავით ჩანდა სქელ ბოლში.
- არა. აქ არა ვარ.
195
- მე შენი სხეული მაქვს მხედველობაში. - სარკმელი გამოაღო.
- ეს რა გიქნია; თავის მოკვლა გადაწყვიტე, თუ რა არის?
ბოლო ცოტა გაიფანტა და ირინე უფრო მკაფიოდ გამოჩნდა.
მე ვიჯექი და ვუყურებდი. ვგრძნოდი, რომ რაღაცნაირად ყვე-
ლაფერი სულ ერთი იყო ახლა ჩემთვის.
- არ მეგონა, აქ თუ დამხვდებოდი, - როგორც ჩანს, ჩემმა და-
ჟინებულმა მზერამ რაღაც აფიქრებინა. - ამიტომ, როგორც ავდე-
ქი, ისე გამოვედი.
საშინაო ხალათი ეცვა. სახე ნამძინარევი ჰქონდა, თმა - ცოტა-
თი აბურძგნილი.
- ასეც კარგი ხარ. - ისეთი კილოთი ვუთხარი, როგორითაც უნ-
და უთხრას კაცმა, რომლისთვისაც ყველაფერი სულერთია.
- შესაძლებელია, მაგრამ „ისე“ ხომ უკეთესი ვარ! სიგარეტი
სულ არ დამიტოვე?
- კი. ოთხი ღერი კიდევაა.
ირინემ კოლოფი აიღო. ჩაიხედა. მერე მე შემომხედა.
- აბა, სად არის?
მართლა არ იყო. მაგრამ არც გამკვირვებია, არც შევშფოთე-
ბულვარ.
- არ ყოფილა. წავალ, ვიყიდი.
- მოიცა. ჩანთაში მექნება.
გავიდა და ჩანთა შემოიტანა. ჩანთიდან გაუხსნელი კოლოფი
ამოიღო. გახსნა. ერთი ღერი ამოაძრო და კოლოფი ჩემს წინ და-
აგდო.
- აჰა, არ შეგიშლი ხელს, რახან მაინცდამაინც ეს გზა აირჩიე
თავის მოსაკლავად.
- შენთან როდის წამიყვან?
- სად?

196
- სახლში. სულ რომ შენი მდგმური ვიყო. - სიგარეტს ვეწეოდი
და ვუყურებდი, როგორ გადიოდა ბოლი სარკმლიდან.
- მაგას დამსახურება უნდა.
- რა დამსახურება? მინიმუმი უნდა ჩავაბარო?
ირინემ შემომხედა და გაიღიმა.
- მინიმუმი უკვე ჩააბარე. ახლა მაქსიმუმი გაქვს ჩასაბარებელი.
ავილეწე. თურმე ყველაფერი სულერთი არ ყოფილა. ჩემი წე-
ღანდელი საქციელი სირცხვილის გრძნობად ჩაგუბებულიყო სხე-
ულში, თანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრალი მთლიანად მე
მიმიძღოდა, ირინე არაფერ შუაში არ ყოფილა.
იმავ წუთს, თითქოს ამ აზრის დადასტურება სწადიაო, მითხრა:
- როგორ დავთვერი! არ შეიძლება ჩემთვის კონიაკი: მერე რას ვა-
კეთებ, აღარ ვიცი.
- რომელი საათია?!
- ცხრა ხდება. მიდიხარ სადმე?
- არა. სად უნდა წავიდე...
- ჩაი დავლიოთ?
- დავლიოთ.
ქურა აანთო და ზედ ჩაიდნით წყალი შემოდგა.
- კიდევ კარგი, შენ ჭკვიანი ბიჭი გამოდექი.
ვერ მივხვდი, როგორი კილოთი მითხრა.
- გიყვარს ჭკვიანი ბიჭები?
- როცა კონიაკს დავლევ?
- როცა კონიაკს არ დალევ.
ზურგიდან მომადგა, მკლავები სახეზე მომხვია, ნიკაპი თავზე
დამადო, ბეჭებზე ძუძუები მეხებოდა, მაგრამ ტანში ჟრუანტელს არ
დაუვლია.
- გულმოსული ხარ ჩემზე?
მე არ გავნძრეულვარ.
197
- არა, რამ გაფიქრებინა?
ხელი გამიშვა და სუფრის გაშლას შეუდგა.
მერე ჩაის ვსვამდით და უმნიშვნელო თემებზე ვლაპარაკობ-
დით. უფრო სწორედ, ის ლაპარაკობდა, მე კი, შიგა და შიგ, მხო-
ლოდ აუცილებლობის გამო თუ ჩავურთავდი ერთ-ორ სიტყვას.
თორმეტის ნახევარი იქნებოდა, როცა სამზარეულო კარგად
დააწკრიალა და დასაძინებლად წავიდა.
მე ჩემს ოთახში შევედი, შუქი არ ამინთია, ისე გავიხადე და დავ-
წექი. საბანი თავზე გადავიხურე.
ვიცოდი, დიდხანს არ დამეძინებოდა, და მართლაც არ დამე-
ძინა დიდხანს, მაგრამ თავი მაინც არ ამომიყვია. სულ ასე ვიყავი,
საბანწახურული.
დილით, პირის დასაბანად რომ გავედი, სამზარეულოში დეიდა
მარიამი დამხვდა.
„უკვე გავიდა ორი დღე?“ - გავიფიქრე და ამ ფიქრს, თითქოს
მისი შემადგენელი ნაწილი და ბუნებრივი გაგრძელება ყოფილი-
ყოს, უპაუზოდ და უდისტანციოდ აჰყვა მეორე ფიქრი: „ნუთუ ჯერ
მხოლოდ ორი დღე გავიდა?“
არავინ იცის, რა არის დრო. ვინც ამ გაუგებარ მოვლენაზე ისე
ლაპარაკობს როგორც თავის კარის მეზობელზე, ის არც თავის კა-
რის მეზობელს იცნობს. დრო გონებისათვის მიუწვდომელია. არც
ამოცნობა შეიძლება მისი და არც გაზომვა.
დროსთან ერთადერთი ურთიერთობა მისი შეგრძნებაა.
და მე მოულოდნელობისაგან ერთ ადგილას გახევებულმა, უც-
ნაურად და არაბუნებრივად შევიგრძენი იგი. მისი ორივე პოლუსი,
უსასრულობაც და მყისიერებაც, ერთდროულად შემოვიდა ჩემს
არსებაში და ერთ, განუყოფელ ცნებად ჩამოყალიბდა.

198
მერე ერთ გარსში მოქცეულმა ურთიერთგამომრიცხველმა
ფიქრებმა ასევე ერთ გარსში მოქცეული ურთიერთგამომრიცხვე-
ლი ეჭვები აღძრა: „იქნებ დეიდა მარიამი არსადაც არ გამგზავრე-
ბულა, უბრალოდ ერთი წუთით მეზობელთან გადაირბინა“ და „იქ-
ნებ ეს უხსოვარ დროში მოხდა, დეიდა მარიამი რომ სიყრმის მე-
გობრის დასატირებლად წავიდა“.
- რას მომჩერებიხარ, გამარჯობა-თქო, მითხარი.
- გამარჯობათ. - ისე მექანიკურად დავემორჩილე, როგორც
მანქანა, რმოელსაც გამოცდილი ოსტატი შესაბამის ღილაკზე დაა-
ჭერს თითს.
- გაგიმარჯოს.
- უკვე ჩამოხვედით?!
- როგორც ხედავ. - დეიდა მარიამმა ნეტარებით გაუღიმა თავის
ფიქრებს. - რა ქელეხი იყო! სიმღერის მეტი არაფერი აკლდა. რა
თევზი, რა ფლავი, რა ლობიო! ო-ჰ-ო-ჰო-ჰო! ქელეხის ლობიოს
ხომ საერთოდ ლობიო ვერ შეედრება, მაგრამ ეს მაინც სხვა იყო.
ახლაც პირში მაქვს მისი გემო.
- ირინე სადაა?
- წავიდა.
- სად წავიდა?
- სახლში. სად უნდა წასულიყო! ჩაი გინდა?
განცვიფრებით შევხედე დეიდა მარიამს. წამით სრულიად არა-
ბუნებრივი მეჩვენა ის, რომ ირინე სახლში წავიდა. ასე უბრალოდ.
ადგა და წავიდა. მაგრამ მეორე წამს მივხვდი, რომ არაფერი არა-
ბუნებრივი აქ არ იყო.
- კი, დავლევ. ახლავე დავიბან პირს.
ის, რასაც ვლაპარაკობდი, გონების გარეთ იყო. გონება თავის-
თვის ფართხალებდა, რაღაცას ებრძოდა, რაღაცაში გარკვევას
ლამობდა.
199
მერე, პირს რომ ვიბანდი, ბუნდოვანი ეჭვი გამიჩნდა, ბუნდოვა-
ნი და უმისამართო. ვატყობდი, ეჭვი იყო. სხვას ვერაფერს ვატყობ-
დი.
ონკანი დავკეტე და სიჩუმეს მივუგდე ყური. ისე, ტყუილად, უმი-
ზეზოდ. ყოველ შემთხვევაში, მე არ მესმოდა ჩემი საქციელი.
პირი რომ დავიბანე, მაგიდას მივუჯექი სამზარეულოში და დე-
იდა მარიამს მივაჩერდი. სანამ ის სუფრას შლიდა, მე ასე უცნაური
დაჟინებით ვუყურებდი და თვალს არ ვაშორებდი.
ბოლოს სუფრის გაშლა მოათავა და ჩაის სმას შევუდექით.
მე ისევ ვუყურებდი. მერე გავიფიქრე, ირინეს რომ ტელეფონის
ნომერი დაეტოვებინა, ან რამე დაებარებინა თავისით მეტყოდა-
მეთქი.
ერთი პირობა დავაპირე მისამართი მეკითხა, მაგრამ გადავი-
ფიქრე. არ მინდოდა, ეჭვი აეღო.
- რას შვრები!
რას ვშვრებოდი და ძეხვის ნაჭერი მეჭირა ხელში და ზედ კა-
რაქს ვუსვამდი.
როგორც იქნა, საუზმე ბოლომდე ჩავათავე, მადლობა გადავუ-
ხადე დეიდა მარიამს და ჩემს ოთახში შევედი.
უნდა ჩამეცვა და სამსახურში წავსულიყავი.
„ასე სჯობს, - გავივლე გუნებაში. - უკეთესია, მისამართი რომ
არ ვიცი. რაკი არ ვნახავ, ეს ორი კოშმარული საღამოც უფრო იო-
ლად გაქრება და ამოვარდება მეხსიერებიდან. მაშინ მაკასაც
შევხვ...“.
ისევ წავასწარი საკუთარ თავს. მე არაფერი ვიცოდი და თურმე
რა ხანია გადაწყვეტილი მქონდა, არც დღეს და არც ხვალ მაკას
არ შევხვედროდი. გონებას თურმე უჩემოდ გაუანალიზებია ყვე-
ლაფერი, კარგად აუწონ-დაუწონია და იმ დასკვნამდე მისულა,

200
რომ საჭირო იყო ორი დღე შემეცადა, რათა გუშინდელი მტკივ-
ნეული და, როგორც ახლა მეჩვენებოდა, თითქმის ფანტასტიკური
თავგადასავლის შთაბეჭდილება ცოტა განელებულიყო და მაკას
ჩემს სახეზე, ჩემს საქციელში, ჩემს ლაპარაკში საეჭვო არაფერი
შეემჩნია.
გუნება მომეშხამა და სულში კი არა, სადღაც სხეულში უცნაური
ზიზღი დამებადა; კაცს რომ მადიანად გასადილებენ და მერე ღი-
მილით გეტყვიან, ასე გემრიელად რომ შეექცეოდი, კატის ჩახოხ-
ბილი იყოო.
ოთახიდან გამოსულს დეიდა მარიამი ისევ სამზარეულოში
დამხვდა. მის დანახვაზე მექანიკურად გამიელვა ფიქრმა: „არც მი-
სამართი დატოვა, არც ტელეფონის ნომერი დატოვა, არც არაფე-
რი დაიბარა?“
ქუჩაში, სანამ გაჩერებას მივაღწევდი და ავტობუსში ავიდოდი,
მთელი გზა ირინეზე, მაკაზე და გუშინდელ თავგადასავალზე
ვფიქრობდი და ყოველნაირად ვცდილობდი თავის მოტყუებას.
ბიოლოგიური კანონი ისეთივე ყოვლისმომცველია, როგორც
ფიზიკური. და როგორც მიზიდულობას ვერ დაძლევ, ისე ვერ
დაძლვ ვნებათაღელვას.
ორი დღე მარტო დარჩე ასეთ ქალთან... მკვრივი სხეული, ჩა-
მოსხმული. ვნებიანი თვალები. გამომწვევი და გამაბრუებელი...
კი, პირველად მე მოვხვიე მხარზე ხელი. მერე რა? ბარძაყი მედე-
ბოდა, სუნთქვა მესმოდა. ჩქარი, ცხელი სუნთქვა. მართლა მატრი-
არქატი ხომ არ არის! გამომწვევი საქციელი, გამომწვევი ლაპარა-
კი. კაცი ცვედანი უნდა იყო, რომ... ბოლოს ხომ მე დავიხიე უკან,
დიახაც, მე დავიხიე! მისი „მეძინება“ და „წადი“ უბრალო ჭირვეუ-
ლობა იყო. დედალი რომ ყასიდად გაურბის

201
მამალს. მაგრამ მე თავი ისე დავიჭირე, ვითომ ვერ მივხვდი,
თუ ეს უბრალო ჭირვეულობა იყო, როგორც კი მიზეზი ვიშოვე,
უკან დავიხიე.
ამასობაში გაჩერებას მივაღწიე და ავტობუსში ავედი. ერთბა-
შად ვიგრძენი, რომ ძალიან სწრაფად მივლია: ტანზე ოფლი მქონ-
და და მძიმედ ვსუნთქავდი.
თავის მოტყუება, ცხადია, წყლის ნაყვაა. სიმართლე შეგიძლია
გვემო, ხაროში ჩააგდო და ზემოდან მიწა გადააფარო. ან არადა,
ლაქი წაუსვა, ვერცხლის წყალში ამოავლო, ლამაზ, ქათქათა ტყუ-
ილში გაახვიო. მაგრამ მოკვლით ვერ მოკლავ. სუნთქვას ვერ შე-
უკრავ. სიმართლის სუნთქვა მაინც გესმის. ცდილობ, ყური არ ათ-
ხოვო და მაინც გესმის. როგორც საათის წიკწიკი სამარისებურ სი-
ჩუმეში.
ეს ყველაფერი ვიცოდი, როცა თავს ვიტყუებდი, ვიცოდი,
წყალს ვნაყავდი. და მაინც განვაგრძობდი წყლის ნაყვას. ასეთია
კაცის ბუნება.
მაკას დაბრუნების ჟამს უკვე ჩვენს ასახვევთან ვიყავი, მაგრამ
ავტობუსის გაჩერებასთან არ დავლოდებივარ, ინსტინქტს ავყევი
და ფართლეულის მაღაზიაში შევედი.
ყურპარტყუნა გამყიდველი კიდევ უფრო გაქაჩლებული და ცო-
ტა გამხდარიც მეჩვენა. დახლთან იდგა და სოფლური შესახედაო-
ბის ქალსა და კაცს, რომლებიც, ეტყობა, ცოლი და ქმარი უნდა
ყოფილიყო, თავგამოდებით უქებდა მოყვითალო ფერის ბუკლეს
პიჯაკს. მე რომ შევედი, ცალი თვალით გამომხედა და ამის შემდეგ
ცდილობდა მხედველობის არედან არ დავეკარგე. ქმარი, გრუ-
ზათმიანი, სახეგარუჯული მამაკაცი, ისეთი ნაძალადევი გულმოდ-
გინებით ათვალიერებდა პიჯაკს და ისე სულელურად ეხებოდა
დროდადრო ცალი თითით, რომ, ეტყობა, ტანსაცმლის ბევრი

202
არაფერი გაეგებოდა. ყურპარტყუნა გამყიდველი კი ენად იყო გაკ-
რეფილი და ცალი თვალი ჩემკენ ეჭირა. ბოლოს ცოლმა უთხრა
ქმარს, გაისინჯეო. ამ უკანასკნელმაც, თითქოს განკარგულებას
ელოდაო, სწრაფად გაიხადა თავისი ბამბის ქურთუკი და ის პიჯაკი
ჩაიცვა.
ავტობუსი გაჩერდა.
პიჯაკი ბეჭებში აშკარად ვიწრო ჰქონდა.
მაკა გამოჩნდა.
ყურპარტყუნა გამყიდველმა უთხრა, პირდაპირ შენს ტანზეა შე-
კერილიო.
მაკა ჩამოვიდა.
მე, ყოველი შემთხვევისათვის, კაცს ამოვეფარე და ისე დავუწ-
ყე თვალთვალი.
ცოლი ირგვლივ უვლიდა ქმარს, როგორც საახალწლო ნაძვის
ხეს, და პიჯაკს გულმოდგინედ აკვირდებოდა.
მაკა შეჩერდა და მიმოიხედა. გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა.
კაცი თითს უსვამდა პიჯაკს და ამაოდ ცდილობდა, რამე მონა-
წილეობა მიეღო შეფასებაში.
ყურპარტყუნა შეუსვენებლივ ლაპარაკობდა და ცალი თვალი
ჩემკენ ეჭირა.
მაკას ჯემპრი ეცვა და ყელი თითქმის მთლად დაფარული
ჰქონდა.
ქალმა თქვა, არა უშავს რა, ავიღოთო.
მაკამ კიდევ ერთხელ მიმოიხედა, მერე შეტრიალდა და აღ-
მართს აუყვა.
მე მაღაზიიდან გამოვედი და ჩუმად ავედევნე უკან.
მოშორებით მივყვებოდი და გამვლელებს ვეფარებოდი.
მაკამ გზაჯვარედინს მიაღწია, შეჩერდა და მოიხედა.

203
ჩემს წინ ერთი ძალიან სქელი ქალი მიდიოდა, ხელში კარტო-
ფილით სავსე ბადე ეჭირა და ხვნეშოდა.
მე სწრაფად ამოვეფარე იმ ქალს.
მაკამ ახლა ჩემს გზას გახედა. მერე კიდევ ერთხელ მოიხედა
და თავისი სახლისკენ შეუხვია.
სევდა შემომაწვა და სხეულში ისეთი სიცარიელე ვიგრძენი,
თითქოს გულ-ღვიძლი ამომართვესო.
გზაჯვარედინთან რომ მივედი, კუთხეში შევჩერდი და ცოტა შე-
ვიცადე.
მერე გზაჯვარედინზე გავედი.
მაკა აღარ ჩანდა.
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რაღაც მოვიპარე და ახლა
იღლიაში ამოჩრილი ჩუმად მიმქონდა სახლში.
მეცნიერებას არ სჯერა, თითქოს ღმერთს თიხისგან გამოეძერ-
წოს ადამიანი და მერე სული შთაებეროს.
იქნებ ეს ერთი იმ შემთხვევათაგანია, როცა მეცნიერება არ
ცდება.
იმიტომ, რომ შეუძლებელია ყველანი თიხისაგან ვიყოთ გამო-
ძერწილი. თიხა საამისოდ მეტისმეტად ბუნებრივი მასალაა.
კაცი, რომელიც ფართლეულის მაღაზიაში მალავს თავის სირ-
ცხვილს და მერე უჩუმრად აედევნება უკან მაკას, უფრო პლასტი-
ლინისაგან უნდა იყოს გამოძერწილი.
ხოლო თვითონ მაკა...
მეორე დღესაც მაღაზიაში ჩავუსაფრდი და მერე გამვლელებს
ამოფარებული გავყევი უკან.
აღმართის ერთი მესამედი გავიარე.
მაკამ უკვე შუა აღმართს მიატანა.
უეცრად თავში ელვასავით იფეთქა აზრმა და მე მივხვდი...
ეს არც ეჭვი იყო, არც ვარაუდი.
204
ეს მიხვედრა იყო. ცხადი, ნათელი, გარდაუვალი. თითქოს ერ-
თხელ უკვე მენახოს და ახლა უბრალოდ ვიდეოჩანაწერს ვუყუ-
რებდი.
მე მივხვდი, რომ გზაჯვარედინს რომ მიაღწევდა, მაკა არ შე-
ჩერდებოდა. არ მიიხედ-მოიხედავდა, ერთს არ შეყოყმანდებოდა,
აი, ასეთი, რბილი, იმედიანი, თანაბარი ნაბიჯით, როგორც ახლა
მიდიოდა, გაუხვევდა მარჯვნივ და პირდაპირ ჩემი ბუნაგისაკენ
გასწევდა.
უბრალოდ, ბუნებრივად.
მხოლოდ მაკას შეეძლო ასე მოქცეულიყო.
სხეულში რაღაც მძლავრმა ტალღამ დამიარა. ნაბიჯს ავუჩქა-
რე. წამოვეწიე.
- მაკა!
მაკა ფიცხლად შემოტრიალდა.
როგორ გაეხარდა ჩემი დანახვა!
ნაბიჯი სწრაფად გადმოდგა. ორივე ხელი მკლავში ჩამავლო.
ისეთი მოძრაობა ჰქონდა, თითქოს უნდა მომხვეოდა და ბოლო
წამს შეიკავა თავი. გაბრწყინებული თვალები შემომანათა. აშკა-
რად დავინახე, როგორ თრთოდა და როგორ ცეკვავდა ბაგეებზე
ღიმილი. რაღაც იყო ამ ღიმილში საოცრად ბავშვური, საოცრად
ნათელი და ხელუხლებელი.
აპრილის დილა მინახავს ასეთი მთაში. ღრმა ძილიდან ერთბა-
შად რომ გამოიღვიძებ და ლურჯ ცას დაინახავ. მოწმენდილს, კამ-
კამასა და ღრმას. მზე ჯერ არ ამოწვერილა, მაგრამ აღმოსავლე-
თით, ჰორიზონტთან უკვე ფეთქავენ და იცინიან პირველი სხივები.
და სადღაც სამყაროს სიღრმიდან მომავალი ჰარმონია უხილავი
ძალით აავსებს შენს სხეულს. შენ მთელი არსებით გრძნობ, რომ

205
ჰარმონიის განუყოფელი ნაწილი ხარ და უეცრად უმიზეზო ღიმი-
ლით, ნათელი და შეუბღალავი, პირველყოფილი ღიმილით გა-
უღიმებ ზეცას.
- სად დაიკარგე? - მაკამ ხელები მკლავში მომიჭირა. - ახლა
სწორედ შენთან მოვდიოდი. ვიფიქრე, მართლა ავად თუ გახდა-
მეთქი. - აქ ცოტა ხანს შეჩერდა და რაღაცნაირი ბავშვურ-მიამიტუ-
რი კილოთი დაუმატა. - ავად იყავი?
- არა.
- აბა სად დაიკარგე?
„ფართლეულის მაღაზიაში ვიყავი, მაკა, და იქიდან გითვალ-
თვალებდი. არც დღეს დაგენახვებოდი, ჩემს ბუნაგში წასვლა რომ
არ დაგეპირებინა“.
- გუშინ საქმეს შევრჩი სამსახურში. გაუთვალისწინებელი სამუ-
შაო დამიგროვდა.
ჩვენ, ვინც პლასტელინისგანა ვართ გამოძერწილი, ყოველ ნა-
ბიჯზე ფეხით ვთელავთ ჩვენსავე სილამაზეს.
იყო დრო, როცა ჩემი სიმდაბლე უნდა გამემხილა მაკასთვის,
რომ ურთიერთობა ნათელი და უბორძიკო ყოფილიყო. მე კი გამ-
ხელის მაგივრად ძველს ახალიც ზედ დავამატე და ახლა ნიღაბს
ვჩორკნიდი.
რამდენჯერ მინატრია, ნეტა ადამიანები ერთმანეთის სულს ხე-
დავდნენ და შეუძლებელი იყოს რამეს დამალვა-მეთქი.
მართლა კარგი იქნებოდა.
ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეოდა ყველაფერი.
ან საბოლოოდ დაიღუპებოდა ადამიანი, ან საბოლოოდ გა-
დარჩებოდა.
სანამ შეიძლება ბნელში ფათური? სანამ შეიძლება დანის პირ-
ზე სიარული?

206
მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავდი. ძალიან ღრმად ჩავეფალი
და ახლა აღარ ვიცოდი, როდემდე მომიხდებოდა ჭაობში ტოპვა.
- გუშინ მთელი საღამო შენზე ვფიქრობდი, - გაბუტული კილო-
თი წაიბუტბუტა მაკამ.
ცოტა სასაცილო იყო. მე მიბრაზდებოდა იმაზე, რომ თავი ვერ
შეიკავა და ისეთი რამ თქვა, რისი თქმაც რცხვენოდა.
მაგრამ მე არ გამცინებია. ჩემი სიცრუე თოკივით მქონდა ყელ-
ში წაჭერილი და სიცილის გუნებაზე სულ არ ვიყავი.
მაკა ქვაფენილს დასცქეროდა.
- სემინარი მოუმზადებელი დამრჩა და დღეს ორიანი მივიღე, -
ეს რომ თქვა, ნელ-ნელა ასწია თავი და სახეში შემომხედა. - მორ-
ბოდი?
- ჩქარა მოვდიოდი.
- გუშინ ცოტა ხანს დაგელოდე გაჩერებასთან. დღეს გული მო-
მივიდა და აღარ დაგელოდე, - აქ გაბუტულ მზერაში საოცრად ნა-
თელი შემრიგებლური სხივი გამოჩნდა, თითქოს იმის შეეშინდა, ეს
„გული მომივიდა“ ძალიან სერიოზულად არ მიმეღო.
სიტყვა მხოლოდ ზოგად წარმოდგენას იძლევა საგნის შესახებ.
არსი კი მისთვის მიუწვდომელია. ეგრეთ წოდებული „ზუსტი“ ეპი-
თეტებისა და შედარებების მთები რომ დავაყენოთ, ამით იმ კაცს
დავემგვანებით, რომელიც ფეხით მიდიოდა უსასრულობის საძებ-
ნელად და დროის მოგების მიზნით ცხენზე შეჯდა. არა. შეუძლებე-
ლია სიტყვებით გადმოიცეს ის უცხო განცდა, რომელიც მაკას შე-
მოხედვამ გამოიწვია და რომელმაც ყველა ძარღვი ააზრიალა. კი-
დევ უფრო შეუძლებელია ის ტკივილი გადმოიცეს სიტყვებით, რო-
მელიც ზოგჯერ ტყვიასავით გამივლის სხეულში მაკას გახსენებაზე.
ხანდახან ასე მგონია, სიტყვა სულაც არ არის ადამიანის საქმე. არც

207
სიტყვა, არც აზროვნება, არც მეცნიერება, არც ხელოვნება. თით-
ქოს ყოველივე ეს ჩვენი ბუნებიდან არ გამომდინარეობს, თითქოს
ოდესღაც სადღაც ვიღაცას დავაკვირდით
და ახლა უაზროდ და მექანიკურად ვბაძავთ, როგორც თუთი-
ყუშები და მაიმუნები. როგორც ველურები, რომლებმაც, ელექ-
ტროშუქი რომ ნახეს, თიხისგან ნათურები გამოძერწეს, თავიანთ
ქოხებში ჭერზე მიამაგრეს, მერე დასხდნენ და გულუბრყვილოდ
დაუწყეს ლოდინი, აბა როდის აინთებაო. ხოლო ის „ვიღაცა“, ვი-
საც ვბაძავთ, ღიმილით გვიყურებს და იმაზე კი არ ეღიმება, რომ
ჩვენი გარჯა უაზროა, არამედ იმ სერიოზულობაზე, გულმოდგი-
ნეობაზე და თავდაჯერებულობაზე, რომლითაც ამ უაზრო საქმია-
ნობას ვეჭიდებით. მაგრამ მე მამშვიდებს ადამიანის უმწეობა; სა-
კუთარი თავის, საკუთარი სისუსტის და, თუ გნებავთ, საკუთარი
სიმდაბლის გამართლებას ვპოულობ მასში. რამდენჯერ შევხეტე-
ბულვარ უსაქმოდ ტელევიზორების სახელოსნოში. აქ ტელევიზო-
რებს უკანა კედელი მოხსნილი აქვთ. ვდგევარ ხოლმე, ვუყურებ
ამ ურიცხვ ნათურებს, ნაირ-ნაირ დეტალებს, რომლებიც, ათასი
მავთულითაა ერთმანეთზე მიკოწიწებული. ვუყურებ, მაგონდება
ადამიანის შინაგანი აგებულება და ვფიქრობ იმაზე, თუ რა მიამი-
ტურად, რა პრიმიტიულად და ამავე დროს რა ბავშვური თავდაჯე-
რებით ცდილობს ადამიანი საკუთარი თავის გამეორებას. და ასეთ
წუთებში არაფრით არ მგონია თავი სხვაზე უარესი.
მაპატიეთ. ფიქრებმა გამიტაცა და რამდენ რამეს მივედ-მოვე-
დე! სინამდვილეში კი სულ სხვა მიზანი მქონდა. ჩემი ჭკუით ვითომ
ის თბილი და მფეთქავი ძარღვი მინდოდა მეგრძნობინებინა
თქვენთვის, მაკას გულმოსულ კილოს რომ შემოჰყვა და, გულმო-
სული არა ვარო, მითხრა. ის ნათელი და მოღიმარე სხივი მინდო-
და მეჩვენებინა თქვენთვის, მაკას გაბუტულ გამოხედვას რომ შე-
მოჰყვა და, გაბუტული არა ვარო, მითხრა.
208
როგორ ვყვარებივარ! როგორ ვყვარებივარ!
ერთმანეთს რომ დავშორდით გზაჯვარედინთან და ჩემს გზას
გავუყევი, სამყაროს ხმაური უცნაურად განივთდა ამ ორ სიტყვაში
და როგორც უსასრულო მატარებელი ამ ორ სიტყვად შემოდიოდა
ჩემს არსებაში.
„როგორვყვარებივარროგორვყვარებივარროგორვყვარები-
ვარ“.
მერე უეცრად ეს ორი სიტყვა მოწყვეტით შეჩერდა, გვერდზე
მიდგა და გზა დაუთმო სხვა სიტყვებს, რომლებიც უცხო სამყარო-
დან მოქროდნენ. და ტვინში მძლავრი, შემარყეველი ბიძგივით შე-
მოიჭრა: „საწყალი გოგო“!
და სანამ ტვინი ამ სიტყვების აზრს ჩასწვდებოდა, მთელმა ჩემმა
არსებამ გაუცნობიერებელი შეძრწუნებით იგრძნო მკრეხელობა,
საშინელი სიტყვები ეკალივით გამოიძრო ტვინიდან და შორს მო-
ისროლა. თავდაცვის ინსტინქტი ზღუდედ აღიმართა ჩემს ირ-
გვლივ. საშინელი სიტყვები გარს მივლიდნენ და ხვრელს ეძებ-
დნენ, მე კი იმას ვცდილობდი სხვა ფიქრს ჩავჭიდებოდი და ამით
დამეხსნა თავი მათი აბეზარი შემოტევისაგან. როგორც იქნა, ისევ
მივაგენი შეშინებულსა და სადღაც კუთხეში მიყუჟულ სიტყვებს -
„როგორ ვყვარებივარ“, ხელი ჩავავლე და აღარ გავუშვი. მაშინ ის
საშინელი სიტყვები საბოლოოდ ჩამომცილდნენ, თუმცა ყრუ ტკი-
ვილი კი დამიტოვეს, როგორც ამოძრობილი ეკალი გვიტოვებს
ყრუ ტკივილს ფეხის გულში.
„როგორვყვარებივარროგორვყვარებივარროგორვყვარები-
ვარ“.
როდესაც ეს თითქმის გაუცნობიერებელი, მაგრამ საოცრად
მომქანცველი ბრძოლა მოვათავე, ერთბაშად სავსებით საღი, სავ-
სებით გონებისმიერი და ლოგიკური კითხვა დამებადა.
„რამ შეაყვარა მაკას ჩემი თავი?“
209
მიუხედავად მთელი თავისი ბუნებრიობისა, ეს კითხვა იმდენად
მოულოდნელი აღმოჩნდა, თითქოს კედელს დავეჯახე, მოწყვე-
ტით შევჩერდი და გაუგებარი გაკვირვებით მიმოვიხედე.
რამ შეაყვარა მაკას ჩემი თავი, რამ?
მაკა მზის ასული იყო. სამყაროს შემაკავშირებელი ძაფი. ჰარ-
მონიის საყრდენი.
მაკა. თხელი და სწორი მხრები. ყელი თლილი და ოდნავ არა-
რეალისტური. ბრიალა თვალები, საოცარი გამოხედვა.
და ღიმილი, ღიმილი, ღიმილი, ღიმილი. სიკეთესავით თბილი.
სილამაზესავით მოუხელთებელი.
მე ერთი უფერული კაცი ვარ. უხეში, უნიათო, ღატაკი.
გარეგნულად ისეთს არაფერს წარმოვადგენ, რომ ჩემს დანახ-
ვაზე ქალები ოხრავდნენ და გული მისდიოდეთ. მართალია, არის
კომიკური შემთხვევები, როცა ჩემი თავი სიმპათიური მგონია, მაგ-
რამ ამის გამო ნუ დამძრახავთ. რა ვუყოთ! ჩემზე უარესებსაც მოს-
დით ასეთი რამ. ყოველთვის ვერ შეინარჩუნებ ზომიერების
გრძნობას. სამაგიეროდ უმრავლეს შემთხვევაში მიუკერძოებელი
მსაჯულის თვალით ვუყურებ ჩემს თავს. ხშირად მეზიზღება კიდეც.
ვაკვირდები სარკეში და მეზიზღება. ვიცი, გამომეტყველება წყალ-
წყალა მაქვს. სახის წყობა - უხეში, დაუხვეწავი. განსაკუთრებით
ტუჩები და ყურის ბიბილოები მაღიზიანებს. თითქოსდა, მაინცდა-
მაინც გამაღიზიანებელი აქ არაფერი უნდა იყოს, მაგრამ საქმე ის
გახლავთ, რომ ჩვენს საგვარეულოში ყველას ასეთი ტუჩები და ბი-
ბილოები გვაქვს. ხოლო რაკი ჩემს საგვარეულოს ძალიან კარგად
ვიცნობ, იმის საფუძველიცა მაქვს, რომ ამ მსგავსებამ გამაღიზია-
ნებელი და გულისმომკვლელი ფიქრები ამიშალოს. ცოდვა გამ-
ხელილი სჯობს, ტუჩებსა და ყურის ბიბილოებზე არაერთხელ დავ-
ფიქრებულვარ და ვერასოდეს ვერ გავექეცი იმ აზრს, რომ ეს გა-
რეგნული მსგავსება გარდაუვალი ერთიანობის საბუთია. და რომ
210
მე უმტკიცესი ჯაჭვითა ვარ გადაბმული ჩემს საგვარეულოსთან და
მისი არსებობის ფარგლებს ვერასგზით ვერ გავცდები. როგორც
შადრევანი ვერ მოწყდება წყალს. რაოდენ დიდ სიმაღლეზეც არ
უნდა ავარდეს, ბოლოს მაინც ხელცარიელი უნდა დაეშვას ქვე-
მოთ, რადგან იგი წყლის განუყოფელი ნაწილია და დამოუკიდე-
ბელი არსებობა არ შეუძლია.
ერთი სიტყვით, ჩემი გარეგნობა მაკას ვერ მოხიბლავდა. ხო-
ლო თუ ადამიანი გარეგანის და შინაგანის ერთიანობაა და სხვა
არაფერი ურევია, მაშინ ვერც ეს ერთიანობა მოხიბლავდა.
„მაშ, რამ შეაყვარა მაკას ჩემი თავი?“
და უცებ გავიფიქრე: „ირინეს“?
რა ირინეს? ირინეს არც ვუყვარვარ. უბრალოდ, უფრო მეტი
კონიაკი დალია, ვიდრე მოერეოდა, და ჩემს მეტი ახლომახლო
არავინ ჰყავდა.
სანამ „უფრო მეტ კონიაკს დალევდა, ვიდრე მოერეოდა“, მანამ
როგორღა იქცეოდა? არ იძლეოდა საბაბს? არ იყო გამომწვევი?
იყო! მაშ, ასე უკვალოდ რაღად გაქრა? რატომ არაფერი და-
იბარა?
არა. ირინეს საკითხი გაურკვეველი იყო.
მაგრამ სიყვარულზე მაინც არ შეიძლებოდა ლაპარაკი. ეს სიყ-
ვარულს არ ჰგავდა.
ჰმ!..
სიყვარულს არა ჰგავდა-მეთქი, ისე თამამად და რიხით ვაცხა-
დებ, თითქოს საკუთარი ხუთი თითივით ვიცი, სიყვარული რა
არის.
სინამდვილეში, ალბათ, იმის თქმა მინდოდა, რომ ირინე არ
ჰგავდა მაკას. ირინეს შემოხედვა არ ჰგავდა მაკას შემოხედვას.
ირინეს ღიმილი არ ჰგავდა მაკას ღიმილს. ირინეს მიზიდულობა

211
არ ჰგავდა მაკას მიზიდულობას. ხოლო რომელი იყო მათგან სიყ-
ვარული, ან იყო თუ არა რომელიმე მათგანი სიყვარული, ამის
დადგენა შეუძლებელია.
უცებ ირგვლივ ბურუსი ჩამოწვა. ცა მოქუფრა, შავი ღრუბლები
გადაიკრა და ქალაქი ბურუსში ჩაიძირა. ჯერ კიდევ დღის სული
იყო, ექვს საათზე მეტი არ იქნებოდა, მაგრამ ისე ჩამობნელდა,
რომ ქუჩის პირას სახლები ჩრდილებივით მოჩანდნენ, მანქანები
ანთებული ფარებით მიმოდიოდნენ და გაბმულად, ყურთასმენის
წამღებად კიოდნენ.
მე ვიდექი ტროტუარზე და სადღაც სხვა სივრცეში, სადაც ბურუ-
სი არ იყო, დავინახე ირინე და მაკა. ერთად იდგნენ, გვერდიგ-
ვერდ. მე ვიცოდი, რომ ერთი მაკა იყო, მეორე - ირინე, თან მიკ-
ვირდა, საიდან ვიცი-მეთქი, რადგან არც მაკა ჰგავდა მაკას და არც
ირინე ჰგავდა ირინეს. მე ვუყურებდი და ვატყობდი, რომ ახლა
ორივენი გაიფანტებოდნენ და იმ უცნობ სივრცეს შეერეოდნენ,
რომელშიც იდგნენ, და სანამ იმ უცნობ სივრცეს შეერეოდნენ, რო-
მელშიც იდგნენ, მანამ რაღაც უცხო სხეულად განივთდებოდნენ,
და სანამ რაღაც უცხო სხეულად განივთდებოდნენ, მანამ დავინა-
ხე, რომ უცხო სხეულად განივთდნენ, და მაკა იყო აყვავებული გა-
ზაფხული და ირინე იყო დახუნძლული შემოდგომა...
და სანამ ხილვა გაქრებოდა, მანამ სახეზე სისველე ვიგრძენი
და ხილვა ამის გამო გაქრა...
ხელი წინ გავიწოდე, ბურუსში.
ხელზეც ვიგრძენი სისველე.
მანქანამ რომ ჩამოიარა, ანთებული ფარის შუქს გავაყოლე
თვალი.
ცრიდა.
ბურუსი იდგა და ცრიდა.
წვრილად, წვრილად, როგორც მთაში იცის ხოლმე.
212
რატომღაც მტევნებით დამძიმებული ვაზი გამახსენდა და სულ-
ში საიდანღაც უცხო სიხარული შემოიჭრა.
თავი უკან გადავიგდე და პაწაწკინტელა წვეთებს სახე შევუშვი-
რე.
ჩემს ბავშვობაში მრავლად მახსოვს ასეთი დღე და ასეთი ამინ-
დი. როცა სოფელი ნისლში იყო გახვეული და ჟინჟლავდა.
წეღანდელმა უცხო სიხარულმა ისევ დამიარა სხეულში და მივ-
ხვდი, რომ ეს არსებობის სიხარული იყო. პირველყოფილი და გა-
უცნობიერებელი.
ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე შეგნებული, თუ რა მკვიდ-
რი კავშირითა ვართ დაკავშირებული ამინდთან, რა გარდაუვალი
დამოკიდებულებითა ვართ დამოკიდებული ბუნებაზე.
უცხო სიხარულმა ენერგიით ამავსო. ფეხქვეშ სიმყარე ვიგრძე-
ნი. ძალა მომემატა. ჩემდაუნებურად წელში გავიმართე.
ირგვლივ ბურუსი იწვა და წვიმა წვრილად ცრიდა. მე აუჩქარებ-
ლად მივდიოდი და არაფერზე არ ვფიქრობდი. ეს იყო მხოლოდ,
რომ საკუთარი ნაბიჯების სიმტკიცე გაკვირვების მსუბუქ ბიძგებად
შემოდიოდა სხეულში.
იმ საღამოს მე და მაკა გვიანობამდე დავხეტიალობდით ქალა-
ქის ქუჩებში. მაკამ მითხრა, წვიმაში სიარული მიყვარსო. წვიმა კი
ისე წვრილად ცრიდა, თითო წვეთი რომ ათას ნაწილად დაშალო.
ხელიხელჩაკიდებული დავდიოდით და მაკას მხარი დროდად-
რო მკლავზე მეხებოდა.
რა ვილაპარაკეთ, სრულებით არ მახსოვს, არც ერთი სიტყვა.
მარტო ის მახსოვს, მხარი რომ მეხებოდა მკლავზე და კიდევ ის,
ცერად რომ გამომხედავდა ხანდახან.
იმ ღამეს ირინე მესიზმრა. დეიდა მარიამის საწოლზე იყო ჩა-
მომჯდარი. მე მის პირდაპირ ვიჯექი სკამზე, ფეხი ფეხზე მქონდა
შემოდებული და მოლოდინის თვალით ვუყურებდი. ირინე ოდნავ
213
წაიხარა, ჯემპრი სწრაფად გადაიძრო და შემომხედა. „აჰა! - მით-
ხრა - გავიხადე“. მე ნერწყვი გადავყლაპე. ირინემ ბეჭები გამართა.
მაღალი მკერდი უფრო გამოებურცა და ძუძუს თავები პერანგს მო-
აწვნენ. მე თვალები გამიფართოვდა და კიდევ გადავყლაპე ნერ-
წყვი. ამ დროს ზურგსუკან ვიღაცამ მხარზე დამადო ხელი. შევ-
კრთი. შიშისა და სირცხვილის გრძნობამ მთელ სხეულში დამიარა
და გულმუცელი ამიწვა. ნუთუ დეიდა მარიამი წაგვადგა თავს, შეძ-
რწუნებულმა გავიფიქრე, მოვიკუნტე და გავიტრუნე. მერე, რო-
გორც იქნა, გავბედე და ნელ-ნელა მივაბრუნე თავი. იქ არავინ იდ-
გა. ამან კიდევ უფრო გამაკვირვა და კიდევ უფრო შემაშფოთა.
სწრაფად წამოვდექი, მიმოვიხედე. არავინ ჩანდა. ისე დავიბენი,
რომ მაგიდის ქვეშ დავუწყე ძებნა. ბოლოს, საწოლქვეშაც რომ უნ-
და შემეხედა, უცებ გამახსენდა, რომ აღარც ირინე იყო ოთახში.
პანიკურმა შიშმა მომიცვა. კარი გავაღე და ოთახიდან გამოვვარ-
დი... ირინე სამზარეულოში დამხვდა. მე რომ შევედი, სწორედ იმ
დროს ფაიფურის ქოთანი გაზქურიდან ორივე ხელით აიღო და მა-
გიდაზე დადგა. „ნახე, რა დამემართა!“ - მითხრა და ხელი ქოთნი-
საკენ გაიშვირა. წელს ზემოთ პერანგისამარა იყო. „რა მოხდა?“
ვკითხე მე. „სუპის მაგივრად მარილი
შემომიდგამს გაზზე. შეხედე რა მოსვლია!“ მე ქოთანში ჩავიხე-
დე. მარილი მუქ ყავისფერ მასად გადაქცეულიყო. „დამწვარ შა-
ქარს უფრო ჰგავს, ვიდრე დამწვარ მარილს“. „ასე იცის, რომ და-
იწვება“. „წამო, ნანას გიმღერებ“. - ვუთხარი მე და საკუთარი თავი
შემეზიზღა იმის გამო, რომ ასეთი ჩავარდნილი და მოგუდული ხმა
მქონდა. „იცი სიმღერა?“ „რატომაც არ ვიცი, იიავ, ნანაა, ვაარდო,
ნანააა“. ხმა ჩახრინწული მქონდა, სმენა - უყალბესი. სიმღერ-სიმ-
ღერით მივუახლოვდი, თავი დავუკარი და საცეკვაოდ გამოვიწვიე.
ისიც გამომყვა და ასე „იავნანას“ ყალბი აკომპანემენტით დავიწ-
ყეთ ვალსის ცეკვა.
214
ღამის ოთხი საათი იყო, რომ გამეღვიძა. მერე აღარც დამძინე-
ბია. შამფურივთ ვტრიალებდი ლოგინში, სანამ გათენდა და ად-
გომის დრო მოვიდა.
დეიდა მარიამი იმ დილითაც გამიმასპინძლდა საუზმით. ლორი
დამიჭრა, ერბო-კვერცხი შემიწვა, ჩაი ამიდუღა.
- ასე რატომ მივლით, დეიდა მარიამ?
- შეგეჩვიე, მიხარია, მარტო რომ არა ვარ.
- ირინემაც დამპატიჟა საუზმეზე. სადილზეც. რა დიასახლისი
ყოფილა! ისეთი კერძები გააკეთა, თითები ჩავიკვნიტე.
- ირინეს რა უჭირს, ახალგაზრდაა, - უადგილოდ მიპასუხა დე-
იდა მარიამმა.
- მით უმეტეს. უფრო ნაკლები გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
- ახალგაზრდებს გამოცდილება რაში სჭირდებათ! გამოცდი-
ლება მოხუცს უნდა, იმიტომ რომ ახალგაზრდა აღარ არის.
- მარტო ახალგაზრდობა რას კმარა! ახალგაზრდობას სილა-
მაზე უნდა უმაგრებდეს ზურგს... თუმცა, კაცმა რომ თქვას, ირინეს
არც სილამაზე აკლია.
ვგრძნობდი, რომ ირინეზე ლაპარაკი სირცხვილნარევ სიამოვ-
ნებას მგვრიდა. სასწრაფოდ რამე გადამჭრელი ზომები უნდა მი-
მეღო, თორემ შეიძლებოდა ისე ღრმად შემეტოპა, უკან ვეღარ გა-
მოვსულიყავი.
მაშინ გუშინდელი ცრიაგი დღე გავიხსენე. ნისლი, ჟინჟღვლა,
სიგრილე. ამ გახსენებამ უცხო სიხარულის მიძინებული ჩრდილი
გააღვიძა და ზეზე წამოვდექი.
- მორჩი? - შემომხედა დეიდა მარიამმა.
- კი. ძალიან გემრიელი იყო. დიდი მადლობა.
- რისი მადლობა, შვილო!
ხელახლა რომ გამოვედი სამზარეულოში, ამჯერად უკვე ჩაც-
მული და წასასვლელად გამზადებული, დეიდა მარიამმა მკითხა
215
(ჭურჭელს რეცხავდა, ჩემკენ არც მოუხედავს): - მანქანით იყო
ირინე?
- რა მანქანით?
- თავისი მანქანით.
- ირინეს მანქანა აქვს?
- უმანქანოდ ყოფილა.
დეიდა მარიამი ჭურჭლის რეცხვას განაგრძობდა და ეტყობო-
და, სრულებით არ აინტერესებდა ის, რასაც ლაპარაკობდა.
მე მის კეფას მივაჩერდი და წამით შევყოყმანდი.
- არაფერი დაუბარებია წასვლის წინ?
იმავ წამს გამახსენდა, რომ ეს გუშინ ვკითხე.
- რა უნდა დაებარებია? - დეიდა მარიამი ნელა მოტრიალდა
და შემომხედა.
- რა ვიცი, ისე.
- არა, - უკანვე შეტრიალდა და ჭურჭლის რეცხვა განაგრძო.
მე ერთხანს კიდევ ვუყურე, მაგრამ მისამართი მაინც არ ვკით-
ხე. ვიცოდი, რამდენიმე დღეს თუ გავძლებდი, გადავრჩებოდი.
საღამოს მე და მაკა კინოში ვიყავით. ფილმი რომ დამთავრდა
და გარეთ გამოვედით, ჯიბიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოვაცოცე,
ზურგსუკან დავმალე და მაკას ქურდულად გავხედე.
- ერთი აღსარება უნდა გითხრა.
მაკამ შემომხედა, მიყურა, მიყურა და თვალებში ეშმაკური ნა-
პერწკლები აუკიაფდა.
- რაღაც ძალიან დაგიგროვდა აღსარებები. - მკლავში ხელი
გამომდო და წავედით. მცირე პაუზის შემდეგ თავისებურად გამომ-
ხედა. - გისმენ.
მე ზურგსუკან დამალული სიგარეტი გამოვაჩინე, დავანახვე და
დამნაშავე მოწაფის სახე მივიღე.
- ისევ დავიწყე.
216
- რა დაიწყე? - მაკას თვალებში ჩემთვის გაუგებარი გაკვირვება
გამოკრთა.
- მოწევა. ნებისყოფა არ მეყო.
მაკა შეჩერდა და მთელი ტანით მოტრიალდა ჩემკენ. თვალებ-
ში ისევ წეღანდელი გაკვირვება იდგა.
- რაღაც ამბავია შენს თავს.
ცოტა დავიბენი.
- რა ამბავი უნდა იყოს! მეგონა, გადავეჩვევი-მეთქი და ვერ გა-
დავეჩვიე. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი. მარკ ტვენმა
თქვა...
- გუშინ საღამოს არ იყო, თავი რომ მოიკალი სიგარეტის წევით
და მთელი ქალაქი ნამწვებით აავსე? ახლა თავიდან მეუბნები აღ-
სარებას?
ჯერ სახტად დავრჩი. მერე გამომცდელად შევხედე, ხომ არა-
ფერს ეშმაკობს-მეთქი.
არა. არ ეშმაკობდა.
მე კი პატარა სიტყვაც მოვამზადე თავის გასამართლებლად.
ეტყობა, სულელური სახე მქონდა. მაკას თვალებში ეშმაკური
ღიმილი ჩაუდგა. მერე ეს ღიმილი ტუჩებსა და მთელ სახეს გადა-
ედო.
- რას მიყურებ? ასანთი არა გაქვს?
- ასანთი კი მაქვს... მაგრამ... - მაკა ღიმილით მიყურებდა. მე
სიგარეტი ავანთე, გავაბოლე და უცებ გამეცინა. - გუშინდელი დღე
სულ არ მახსოვს, არც ის მახსოვს, სად ვიარეთ. არც ის მახსოვს,
რა ვილაპარაკეთ. არც ის მახსოვს, თუ ვეწეოდი. - აქ ისევ გამეცი-
ნა. - პატარა თავის გასამართლებელი სიტყვაც კი მოვამზადე, სა-
ნამ კინოში ვისხედით.
მაკასაც გაეცინა.

217
- მარკ ტვენმა თქვა, პაპიროსის თავის დანებებას რა უნდა,
ათასჯერ მაინც დამინებებია თავიო.
- იცი?
- ვიცი? გუშინ არ მითხარი?! ეტყობა, ისევ ის სიტყვა მოამზადე.
ამასობაში ავტობუსში ავედით. ავტობუსი სავსე იყო ხალხით.
ამიტომ წყნარად ვიდექით, არ ვლაპარაკობდით. მარტო ვიღიმე-
ბოდით, როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდებოდა.
ჩვენს გაჩერებაზე რომ ჩავედით და აღმართს შევუყევით, მკით-
ხა: - მართლა არაფერი გახსოვს?
- არაფერი, სრულიად არაფერი.
- არც რობოტების თეორია?
- რა რობოტების თეორია?
- საკვირველია...
- არც ისე. მედიცინის ისტორიამ იცის შემთხვევები, როცა დრო-
ის მთელი მონაკვეთი ამოვარდება გონებიდან და მეხსიერებაში
ვაკუუმი იქმნება.
- საკვირველია... - მაკა ჩაფიქრებული იყო და ჩემი შენიშვნი-
სათვის ყურადღება არ მიუქცევია. - მთელი საღამო სიგარეტს
ეწეოდი და რაღაც არაბუნებრივი გააფთრებით ამტკიცებდი, ადა-
მიანი ღმერთმა შექმნაო.
- მაგას ბიბლია ამტკიცებს.
- ჰო, ბიბლია ამტკიცებს. შენ კვერს უკრავდი. კვერს კი არ უკ-
რავდი, ყვიროდი, - ეს რომ თქვა, თავისებური ღიმილით გამომხე-
და, შიგ რომ ეშმაკობაც ერია და ლმობიერებაც.
მე უცებ, არ ვიცი რა ასოციაციის მეშვეობით, მკაფიოდ და
მტკივნეულად გამახსენდა, ამასწინათ რომ ირინეს ყრუ და ჩავარ-
დნილი ხმით ვუთხარი, ნანას გიმღერებ-მეთქი.
ამ გახსენებაზე ოფლმა დამასხა.

218
- რომ არ გახსოვს, კარგია, მაგრამ, ხომ შეიძლება სხვა დროს
ხელახლა თქვა, როგორც თავის გასამართლებელი სიტყვის
თქმას აპირებდი.
ჩვენ უკვე გზაჯვარედინზე ვიყავით.
- ასე როგორ დაგამახსოვრდა? - ვეცადე მხნე კილოთი მეკით-
ხა.
- ხშირ-ხშირად მიმეორებდი, - მაკამ გაიღიმა და, რაკი განშო-
რების დრო იყო, დაუმატა - ხვალ შაბათია.
- ვიცი.
- ექვს საათზე ვართ დაპატიჟებული.
- ექვსის ნახევარზე აქ შევხვდეთ ერთმანეთს.
- კარგი. აბა წავედი. - უცებ მთელი ტანით შემოტრიალდა ჩემ-
კენ, ხელი მკლავში მომკიდა, თვალებში შემომხედა, მერე სადღაც
ჩემს მხარს ზემოთ მიაჩერდა სივრცეს. - რაც გუშინ თქვი, ტყუილი
იყო, - ნელა ლაპარაკობდა, მშვიდად, თითქოს სიტყვებს ეძებდა
და თან ცოტა ეეჭვებოდა კიდეც, - ტყუილი იყო... თუ ვინიცობისაა
მართლა დაამტკიცო, თუ ვინიცობისა საამისო ყველა საბუთი მო-
იძიო, აიღე ეგ საბუთები და ცეცხლში ჩაყარე... რად გინდა ასეთი
მეცნიერება... იმედი არ სჯობს მეცნიერებას?..
შაბათი დღე თქეშით დაიწყო. დილით წყლის ჩხრიალმა გა-
მაღვიძა. მეგონა დეიდა მარიამს ონკანი აქვს-მეთქი ღია სამზარეუ-
ლოში. გავიხედე ფანჯარაში, კოკისპირულად წვიმდა. სანამ სამ-
სახურში წავიდოდი, დიდხანს ვიდექი სადარბაზოს კართან, იქნებ
ცოტა გადაიკაროს-მეთქი. გადაიკარა კი არა, უფრო და უფრო
უმატებდა. კიდევ კარგი, ვიღაც ქრისტიანმა მადლი მოისხა და მან-
ქანა გამიჩერა.

219
ნაშუადღევს გადაიღო. მაგრამ ცა ისევ მოქუფრული იყო. ერთი
პირობა კი გამოიჭყიტა მზემ ცალი თვალით ღრუბელსა და ღრუ-
ბელს შორის, მაგრამ მაშინვე ისევ მიიმალა. ეტყობა, არ მოეწონა
ქვეყნიერების სახე.
წამოვედი სამსახურიდან, ბაზარში გამოვიარე და მიხაკები ვი-
ყიდე. დიდ-დიდი მიხაკები, წითელი, ცეცხლივით ბრდღვიალა. შე-
გიხვიო თუ ისე წაიღებო, გამყიდველმა მკითხა. შუახნის კაცი იყო,
შავგვრემანი, ულვაშა. თავზე კახური ქუდი ეხურა და შენობით მე-
ლაპარაკებოდა. შემიხვიეთ-მეთქი, ვუთხარი. შემიხვია გაზეთში და
მშვიდობაში მოიხმარეო, ლოცვა გამომაყოლა.
ექვსის ნახევარზე ჩვენს გზაჯვარედინზე ვიდექი. საცა იყო ცა
ისევ მოიხსნიდა პირს და ღვართქაფი წამოვიდოდა.
მე მაკას სახლისკენ ვიცქირებოდი. მაკა კი ქვემოდან ამოვიდა
და მხარზე დამადო ხელი.
- მოვედი.
მე შევკრთი და შემოვტრიალდი.
- მე მეგონა, სახლიდან მოხვიდოდი.
- ეს რა არის?
- მიხაკები. - თავი გადავუხსენი და დავანახვე. - აი!
- ვაი, რა კარგი მიხაკებია! როგორ გაეხარდება ნინელის!
- უყვარს მიხაკები?
- მიხაკები ვის არ უყვარს!.. იცი, მე ამაღამ ნინელისთან უნდა
დავრჩე.
- რატომ?
- უნდა მივეხმარო. ახლაც იქიდან მოვდივარ. მთელი დღე იქ
ვიყავი.
- ლექციები?
- გავიპარე. მომზადებაში ვეხმარებოდი. ღამე ალაგებაში და
დარეცხვაში უნდა მივეხმარო. ახლა შენი გულისთვის წამოვედი.
220
- იცი?
- რა?
- მიხმარება. მომზადებაში, ალაგებაში და დარეცხვაში.
- ვითომ რატომ არ ვიცი! - გასინჯე და ნახე თუ არ ვიცი. ბად-
რიჯნის საცივია ჩემი გაკეთებული და მხალეული. წამო. ვიჩქა-
როთ, თორემ სადაცაა წვიმა დაუშვებს. ვაი, რა კარგი მიხაკები გი-
ყიდია!
ნინელის ოჯახი შეძლებულად ცხოვრობდა.
სუფრა ვრცელ, ნათელ ოთახში გაეშალათ. მაღალ ჭერზე დი-
დი ჭაღი ეკიდა და ჩახჩახებდა. ჭაღების ბევრი არაფერი გამეგება,
მაგრამ შესახედაობა დიდებული ჰქონდა და, მე მგონია, საკმაოდ
ძვირიც ეღირებოდა. ეს გაჩახჩახებული ჭაღი, ღია ცისფრად შეღე-
ბილი კედლებიდან ასხლეტილი შუქით, ქათქათა სუფრა, საუც-
ხოო სერვიზი, მაღალ ბროლის ვაზებში ჩაწყობილი წითელი ვარ-
დები და მიხაკები ზეიმისა და მყუდროების ერთიან განწყობილე-
ბას ქმნიდა: ასეთი განწყობილება, ალბათ, საკუთარ ოჯახში ეუფ-
ლება კაცს ახალი წლის ღამეს.
ამ ოთახის გარდა იყო კიდევ სამი, შედარებით პატარა ოთახი,
მორთული ძვირფასი, მდიდრული ავეჯით. მაგრამ ავეჯი ისეთი გე-
მოვნებით იყო შერჩეული და განაწილებული, ისე ჰარმონიულად
იყო შეხამებული ოთახების ფერებთან და განათებასთან, რომ
თვალში გეცემოდათ არა სიმდიდრე და ფასი, არამედ მშვიდი სი-
ლამაზე და გემოვნების ფაქიზი უბრალოება.
და, რაც მთავარია, მთელს ბინაში, ყველა ოთახში, ყველა ნივ-
თში იგრძნობოდა საოცარი სიკეთე, რომელიც ერთი ხელის მოს-
მით აქარწყლებდა სტუმრისათვის
ესოდენ დამახასიათებელ უცხოობასა და შებოჭილობას. თით-
ქოს აქ ყველაფერი გიღიმოდა და საპასუხო ღიმილს მოითხოვდა.

221
მომნუსხველი ღიმილი და განმაიარაღებელი გულკეთილობა
თავიდანვე ვიგრძენი, როცა მაკამ ზარი დარეკა და კარი ნინელის
დედამ გაგვიღო. ეს იყო შუა ხანს მიტანებული, ჭაღარაშერთული
ნინელი, ზონზროხა და ღაბაბა. სახეზე მშვიდი, დაჯერებული სიკე-
თე ეწერა, თვალები უცინოდა. იმავ წუთს შიგნიდან ნინელის ხმა
მოისმა: „ვინ არის, დედა?“ და როცა დედამისმა გასძახა, მაკააო,
სრულიად წარმოუდგენელი სისწრაფით გამოვარდა. ეტყობა, სამ-
ზარეულოში იყო და ხორცს ან მწვანილს ჭრიდა, იმიტომ რომ და-
ნის დატოვება დავიწყებოდა და ასე დანით ხელში მორბოდა. და-
ნის დანახვაზე მე შეშინებული სახე მივიღე და ორივე ხელი ავწიე.
ნინელის დედასა და მაკას სიცილი წასკდათ, თვითონ ნინელი კი
წამით დაიბნა, მერე, როცა შეამჩნია, დანა ეჭირა ხელში, თვითო-
ნაც გაეცინა და სავსებით ბუნებრივად, ყოველგვარი დაძაბულო-
ბის გარეშე შენობით დავუწყეთ ერთმანეთს ლაპარაკი.
ნინელიმ ბინა დამათვალიერებინა. ყველა ოთახი მომატარა,
ყველაფერი მაჩვენა; თავისი და გამაცნო, მასზე ოთხი თუ ხუთი
წლით უფროსი ნინელი.
ერთი სიტყვით, აქაურობა ნამდვილი ნინელების სამფლობე-
ლო იყო. მარტო ასაკით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან,
სხვა მხრივ ყველანი ნინელები იყვნენ: ზონზროხები, ღაბაბიანები
და უცნაურობამდე კეთილები. განსაკუთრებით - დედა ნინელი. ამ
ქალს ისეთი სახე ჰქონდა, მის დანახვაზე ლამის ფიზიკურ სითბოს
ვგრძნობდი. მე უკვე დიდი ხანია თბილისში ვცხოვრობდი, მთელი
ამ დროის განმავლობაში კარდაკარ დავეხეტებოდი და საკუთარი
სახლის გრძნობა დაკარგული მქონდა. და ამ უსაზღვრო და თით-
ქმის გაუგებარი სიკეთის წყალობით, აქ, უცხო ბინაში, უცხო ხალ-
ხში და უცხო გარემოში საკუთარი სახლის დაკარგულმა გრძნობამ
ხელახლა მიპოვა და ყრუ სევდასთან ერთად გადავიწყებული სით-
ბო და სიხარული განმაცდევინა.
222
სანამ ბინას მათვალიერებინებდა, ნინელის ენა არ გაუჩერებია.
მეც სიამოვნებით ვუსმენდი და შიგადაშიგ ერთ-ორ სიტყვას ვურ-
თავდი. ისიც იცინოდა, მეც ვიცინოდი. და არავითარი მნიშვნელო-
ბა არ ჰქონდა იმას, თუ რას მიყვებოდა, ან მე რას ვამბობდი.
სტუმრები უმთავრესად ნინელის თანაკურსელები იყვნენ, მო-
უსვენარი და ხმაურიანი სტუდენტები. ისინი მაკას გამოჩენას მხი-
არული ყიჟინითა და ზრიალით შეხვდნენ და მერე მუშტრის თვა-
ლით დამიწყეს თვალთვალი. მე მათ ძველი ნაცნობებივით გამო-
ველაპარაკე, უბრალოდ და შინაურულად, რაღაც გავიხუმრე,
თვითონაც ხუმრობით მიპასუხეს და მალე მართლა გამიშინაურ-
დნენ. განსაკუთრებით ერთი შავი, გაწრიპული გოგო, რომელმაც
კლასიკურ მუსიკაზე გამიბა საუბარი და მერე მეგზურისა და მესაი-
დუმლის მოვალეობა იკისრა; თავის ამხანაგებს მიხასიათებდა და
სასიამოვნო იუმორსაც ამჟღავნებდა. კურსის ამხანაგებში ერთი
მაღალი, მსუქანი ბიჭი ერია, სახელად დათო ერქვა, მაგრამ ყვე-
ლანი ბასგიტარას ეძახდნენ; ეს ბიჭი თურმე ნინელის „ეთამაშებო-
და“ და „თვალს უპაჭუნებდა“. ეთამაშება და თვალს უპაჭუნებსო, იმ
გაწრიპულმა გოგომ მითხრა, სინამდვილეში კი მთელი თამაში და
თვალის პაჭუნი იმაში გამოიხატებოდა, რომ ბასგიტარას ძალიან
მორცხვად ეჭირა თავი. ამას ისიც ემატებოდა, რომ ყველა მასზე
ოხუნჯობდა. ხომ ასეა საერთოდ: როცა ამხანაგები შეიკრიბებიან,
ერთ ვინმეს ამოიჩემებენ და მერე ყველა ხუმრობა და გასართობი
მის
გარშემო იყრის თავს. ამჯერად ბასგიტარა ჰყავდათ მიზანში
ამოღებული. ისიც ყოველგვარ ოხუნჯობაზე გულკეთილად იღიმე-
ბოდა, ხოლო როცა ოხუნჯობა ორაზროვანი იყო და რომელიღაც
უჩინარი ძაფით ნინელის უკავშირდებოდა, წითლდებოდა კიდეც.

223
მე მის დანახვაზე მაშინვე ის გავიფიქრე, თუ ამ „თამაშმა“ და „თვა-
ლის პაჭუნმა“ თავისი ლოგიკური გაგრძელება ჰპოვა, ამ ოჯახის
სამ უსაზღვრო სიკეთეს მეოთხეც შეემატება-მეთქი.
სტუდენტების გარდა, რამდენიმე მეზობელი და ნათესავიც იყო.
ერთი მათგანი, ნინელის ბიძაშვილი, ჩაფსკვნილი, სქელკისერა,
ასე ოცდაშვიდი-ოცდარვა წლის კაცი, სახელად ვახტანგი, რომე-
ლიც, ეტყობა, მხოლოდ საზეიმო დღეებში იკეთებდა ჰალსტუხს,
მერე, სუფრას რომ შემოვუსხედით, თამადად დაგვიდგა.
მაგრამ ჩემი განსაკუთრებული ყურადღება ორმა კაცმა მიიპ-
ყრო. სიმართლე რომ ითქვას, საამისო საბაბს არც ერთი იძლეო-
და და არც მეორე, ამიტომ წარმოდგენა არა მაქვს, რატომ დავინ-
ტერესდი ასე. დაახლოებით ჩემი ხნისანი იქნებოდნენ. და ეტყო-
ბოდა, არც ერთმანეთს იცნობდნენ და არც დანარჩენ სტუმრებს.
ერთი მათგანი ჩემი სიმაღლისა იყო, გამხდარი, ქერა, სათვა-
ლიანი. თმა შუაში ჰქონდა გაყოფილი და ლამაზად დავარცხნი-
ლი. რუხი ფერის კოსტიუმი და თეთრი ხალათი ეცვა, წითელზო-
ლებიანი ფართო ჰალსტუხი ეკეთა. სახე დახვეწილი და სერიოზუ-
ლი ჰქონდა... ფანჯარასთან იდგა და ქუჩას გასცქეროდა. მე რომ
შემოვედი, მოიხედა, წამით დამაკვირდა, თითქოს რაღაცამ დაა-
ინტერესა, მერე ისევ ქუჩას მიაპყრო თვალი.
მეორე - ოთახის ბოლოში სავარძელში იჯდა და ამიტომ გვიან
მივხვდი, რომ ჩემზე ცოტა მაღალი იყო. მასიური, მოგრძო სახე
ჰქონდა, თმა - მოკლე და წინ ჩამოშლილი. ეტყობოდა, მისი მოვ-
ლით მაინცდამაინც არ იწუხებდა თავს. საერთოდ, მთელ გარეგ-
ნობაში, ჩაცმულობაში და საქციელშიც კი, რაღაც დაუდევრობა და
უყურადღებობა იგრძნობოდა. იჯდა სავარძელში ფეხიფეხშემო-
დებული და ჟურნალს კითხულობდა. გვერდით საფერფლე ედო.
სიგარეტს აბოლებდა და ყოველ ნაფაზზე ბოლს რგოლებად უშ-
ვებდა. ირგვლივ კაციშვილს არ აქცევდა ყურადღებას.
224
როგორც გითხარით, არ ვიცი, რატომ და რითი მიიქცია ამ ორ-
მა კაცმა ჩემი ყურადღება, მაგრამ ფაქტია, რომ მიიქცია და ჩემს
გაწრიპულ მესაიდუმლეს ვკითხე, ვინ არიან-მეთქი. მან გაჩხინკუ-
ლი მხრები აიჩეჩა, მერე მითხრა, გავიგებო და გამეცალა. ცოტა
ხნის შემდეგ ისევ მოვიდა, გვერდზე გამიხმო, დაიხარეო, მითხრა
და ყურში ჩამჩურჩულა, ვერ გავიგეო. მე გამეცინა და ჩემი ცნობის-
მოყვარეობის დაკმაყოფილება მეტად აღარ მიცდია.
მაკამ და ნინელიმ, რა დაინახეს, აქ მარტოობას არ ვიგრძნობ-
დი და არ მოვიწყენდი, დამტოვეს და სამზარეულოში გავიდნენ,
სადაც ჯერ კიდევ ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი.
მოწყენით მართლა არ მომიწყენია. ჩემს მეგზურსა და მის ამ-
ხანაგებს ვესაუბრებოდი, ორიოდე ზოგადი ხასიათის ფრაზა ნათე-
სავებთან და მეზობლებთანაც ვთქვი; ერთი სიტყვით, ყველაფერი
კარგად მიდიოდა. მერე მაკასა და ნინელის სამზარეულოში მივა-
კითხე, ნახელავი შევუმოწმე. ქათამს შინაურულად წავაცალე
ფრთა, ტყემალში ამოვავლე და შევჭამე, რითაც ნინელი და დე-
დამისი დიდად ვასიამოვნე, იქ ცოტა ხანს დავყავი და ისევ სტუმ-
რებთან დავბრუნდი.
მაკას ამხანაგებმა უკვე მოათავეს ჩემი „შემოწმება“ და ეტყობა,
უკმაყოფილო არ დარჩენილან. ყოველ შემთხვევაში, გაწრიპულ-
მა მესაიდუმლემ მაშინვე მაუწყა, ჩვენებს ძალიან მოეწონეთო.
სტუმრები კიდევ მოდიოდნენ.
ბოლოს სუფრაც გაიშალა და ნინელის დამ, მობრძანდითო,
მიგვიპატიჟა.
ის ორი კაცი, თავიდან რომ დამაინტერესა, როგორც ჩანს, ამა-
სობაში მეხსიერებიდან ამომვარდნოდა, რადგან ახლაღა შევნიშ-
ნე, რომ უკვე მოესწროთ ერთმანეთის გაცნობა (თუკი აქამდე მარ-
თლა არ იცნობდნენ ერთმანეთს); შემოსასვლელ კართან პატარა
მაგიდას უსხდნენ და საუბრობდნენ. სათვალიანი წყნარად იჯდა
225
და სერიოზული გამოხედვა ჰქონდა, მეორე კი ენერგიული ჟესტე-
ბით რაღაცას უმტკიცებდა.
ყველანი სუფრას შემოვუსხედით. მხარმარჯვნივ მაკა მეჯდა,
მაკას გვერდით ის გაწრიპული გოგო იჯდა. მხარმარცხნივ ორი
თავისუფალი სკამი იდგა, შემდეგ კი, სუფრის ბოლოში, მე რომ
დამაინტერესა, ისინი დასხდნენ. ვახტანგი, ნინელის ბიძაშვილი,
რომელსაც ჰალსტუხი ტანჯავდა და ამიტომ დროდადრო ისე წა-
იგრძელებდა კისერს და მიტრიალ-მოატრიალებდა, თითქოს
ყელში ლუკმა გაეჩხირაო, სუფრის თავში დაჯდა და გამოაცხადა,
ამ ოჯახში თანამდებობით მეკუთვნის თამადობა და ამიტომ ზედ-
მეტ პრანჭვა-გრეხვას და ტყუილ თავის გამოდებას არ მოვყვებიო.
აქეთ-იქით თავისნაირი ჯირკივით ბიჭები მოისვა, ალბათ, მეზობ-
ლების და ნათესავების გუნდიდან. მერე ხელი სუფრის ბოლოსა-
კენ გაიშვირა და იმ ორი საინტერესო პიროვნებიდან ერთ-ერთს,
შავგვრემანს, უსათვალოს, გასძახა, თუ შეიძლება თქვენი სახელი
მითხრათო. იმანაც უთხრა. აბელი, თქვენი ყურმოჭრილი ყმაო.
„ყურმოჭრილმა ყმამ“ თამადა წამით დააბნია, მაგრამ დაბნეულო-
ბამ მაშინვე გაუარა. უნდა მცეთ პატივი და მოადგილეობა გამიწი-
ოთო, იქვე ნინელის დას მიუბრუნდა და რაღაც ანიშნა. სათვალი-
ანმა სათვალეები შეანათა ახლადარჩეულ თამადის მოადგილეს
და ღიმილით მიულოცა „დაწინაურება“. ნინელის დამ თამადას
ორი ყანწი მიუტანა. თამადამ ერთი მოადგილეს გამოუგზავნა და
ნინელის სადღეგრძელო დალია. თბილი, კარგი სიტყვები უთხრა,
ოღონდ კილო ჰქონდა ცოტა მაღალფარდოვანი.
რამდენიმე სადღეგრძელო რომ დაილია, თამადამ ჰალსტუხი
მოიხსნა, მომკლა კაცი ამ სახრჩობელამო, თქვა და ჯიბეში ჩაიჭ-
მუჭნა. მოადგილემ ხელისგული ჭიქას დააფარა და ჰკითხა, ყვე-
ლამ მოიხსნას, ბატონო თამადა, ჰალსტუხი, თუ ზოგს ვაპატიოთო.

226
თამადამ გაიცინა, ტირანები ხომ არა ვართ, ვისაც როგორ ესია-
მოვნებაო. მერე სუფრას მიუბრუნდა, კაცო, ნახევარი კონსერვა-
ტორია აქ არის და ასე ჩუმად რატომ ვქეიფობთ, მეზობლები მას-
ხრად აგვიგდებენო. აგერ როიალი და აგერ თქვენ, ვუთხრათ იუ-
ბილარს ერთი ტკბილი სიმღერაო. თითქოს ამას ელოდა, სტუდენ-
ტებიდან ვიღაცამ წამოიძახა, მაკაო და იმავ წამს ყველანი აზრი-
ალდნენ: „მაკა! მაკა! მაკა!“ მაკა წამოდგა და როიალს მიუჯდა. მე
გაწრიპულ გოგოს ვკითხე, რატომ მაინცდამაინც მაკა-მეთქი. ახლა
სიურპრიზი იქნებაო, მიპასუხა, მუსიკა მაკამ დაწერაო.
ამხანაგებს ნინელისთვის მოემზადებინათ სიურპრიზი. საგანგე-
ბო სიმღერა. ტექსტი თვითონ ამ გაწრიპულ გოგოს შეეთხზა.
კარგად იმღერეს. გემოვნებით და კომიკური სერიოზულობით.
სიმღერას საზოგადოება მქუხარე ტაშით შეხვდა. მერე ისევ
სადღეგრძელოები გაგრძელდა.
ცოტა ხანიც რომ გავიდა, ვიღაცამ თქვა, დავიღალეთ ჯდომით,
შევისვენოთ ცოტა, მუხლები გავმართოთო. როგორც გესიამოვნე-
ბათო, თამადამ, და სუფრა აიშალა.
მაკა ისევ როიალს მიუჯდა.
ვისაც ცეკვა უნდოდა, ცეკვა დაიწყო. სტუდენტები უკლებლივ
ყველანი ცეკვავდნენ.
აბელმა და სათვალიანმა საფერფლე წაიღეს და შემოსას-
ვლელ კართან ისევ იმ პატარა მაგიდას მიუსხდნენ.
მე გაწრიპულმა გოგომ ძალით მაცეკვა ერთი ცეკვა, ბოლოს
დაინახა, რომ ამ საქმეში მაინცდამაინც არ ვბრწყინავდი, და თავი
მიმანება.
აბელი და სათვალიანი საუბრობდნენ და თან ცეკვას ადევნებ-
დნენ თვალს.
მე სიგარეტი ავანთე და მათ მაგიდას მივუახლოვდი.

227
- დაჯექით, - მითხრა აბელმა, თავისი სკამიდან მთელი ტანით
გადაიწია. მეორე სკამს მიწვდა და ახლო მომიჩოჩა. მერე თავის
თანამოსაუბრეს მიუბრუნდა. - წმ-კმ მე არ მაინტერესებს. ვიცი,
რომ, რაც უფრო ვუახლოვდებით სხივის სიჩქარეს, მით უფრო
რთული და ხანგრძლივი ხდება ყოველი წმ და ჩვენს სანაქებო აზ-
როვნებასაც უფრო ხშირად და ხშირად უსხლტება ფეხი. მე პრინ-
ციპი მაინტერესებს, ხერხემლის აზრი, მათემატიკის გარეშე. რაკი
არსებობს მექანიკური ათვლის სისტემა, უნდა არსებობდეს ბი-
ოლოგიური ათვლის სისტემაც.
სათვალიანმა სათვალე შემომანათა.
- დაბრძანდით. - მერე აბელს შეანათა სათვალე, - ლოგიკა არ
არის სანდო.
- შევცვალოთ რამეთი?
სათვალიანმა გაიღიმა.
- შეცვლით ვერ შევცვლით, მაგრამ ვერც თვალდახუჭული და-
ეყრდნობი. ლოგიკურად მამა ყოველთვის უფროსია შვილზე.
დროის პარადოქსმა ამ დასკვნას ნიადაგი გამოაცალა ფეხქვეშ.
ჩვენ კი, ეს რომ შევიტყვეთ, სახტად დავრჩით.
- ეს სირთულეა და არა კრახი. მოტივს უნდა გადახედვა.
სათვალიანმა ჩაიცინა.
- მეორე მხრივ, ასევე ლოგიკურია, რომ მამა შვილზე ადრე
კვდებოდეს. მაგრამ ამ პუნქტში შეჩვეული ვართ ალოგიკურობას
და არ გვიკვირს. სინამდვილეში ინსტინქტები და ჩვევებია ჩვენი
ამოსავალი წერტილი და არა ლოგიკა. მამა რომ ათადან-ბაბადან
მუდამ მართლა შვილზე ადრე კვდებოდეს, ერთი აინშტაინი იმის
დასამტკიცებლად დაგვჭირდებოდა, რომ ეს გარდაუვალი კანონი
არ არის.
- ეგრე იყოს. მაგრამ მექანიკური ათვლის სისტემა ბიოლოგია-
საც ხომ განსაზღვრავს?
228
- საკმარისია, მაშ, თქვენ, კოტე ენუქიძე, ნიჭიერი ახალგაზრდა
მეცნიერი, სიმპათიური ინტელიგენტი, ჩამოყალიბებული და სე-
რიოზული მოქალაქე... სინამდვილეში არ არსებობთ. უბრალოდ,
ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ხართ.
- არა მგონია.
- ნუ გგონიათ.
- თქვენ რატომღა გგონიათ?
- ერთ რომელიღაც სისტემაში მე შეშლილი ვარ და ამჟამად
კლინიკაში ვიმყოფები სამკურნალოდ. არ არსებობს არავითარი
დაბადების დღე, არავითარი სუფრა და ყანწები, არავითარი თა-
მადა, რომელმაც დღეს პირველად გაიკეთა ჰალსტუხი და მერე
ისევ მოიხსნა. ეს ყველაფერი ჩემს წარმოსახვაში ხდება. სინამდვი-
ლეში კი აქ სადღაც ექიმია, რომელიც იმპულსებს იწერს და წინას-
წარ დიაგნოზში რიგი ცვლილებები შეაქვს. გვერდით საკანში ნა-
პოლეონია. იგი ტრადიციის გაკვალულ გზას მიჰყვება და ამიტო-
მაა ნაპოლეონი. მე ნაპოლეონობა არ ვინდომე. სხვა ნიადაგზე შე-
ვიშალე. მე მსახიობი ვარ. რეჟისორმა მენაბდემ იწამა ჩემი ნიჭი,
პროვინციის ჯურღმულიდან დედაქალაქის ნატიფ სინათლეში ჩა-
მომიყვანა და ჰამლეტის როლი დამაკისრა. ამ დღეებში პრემიერა
იქნება. მე ჰამლეტი უნდა ვითამაშო. მე ჰამლეტი ვარ. ჩემი ექიმი
კი მხრებს იჩეჩავს და ამბობს, ეს უპრეცედენტო შემთხვევააო.
- იმ ფაქტს რაღა ვუყოთ, რომ ამ დღეებში მართლა იქნება პრე-
მიერა და მართლა ითამაშებთ ჰამლეტს?
- რას ნიშნავს „მართლა“?
- აფიშა ვნახე.
- მერე რა! თქვენ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ხართ და მე გაიძუ-
ლეთ გენახათ აფიშა, რომელიც არ არსებობს.
- მე ხომ ვიცი, რომ თქვენი ფანტაზიის ნაყოფი არა ვარ.

229
- თქვენ რა იცით, რა ჩემი საქმეა! ან სად დავიხსომო ყველაფე-
რი, რაც იცის და რაც არ იცის ჩემი ფანტაზიის ნაყოფმა.
სათვალიანმა თავის ფიქრებს გაუცინა.
- ათვლის სისტემა რაოდენობრივად და თვისობრივად უსასრუ-
ლოა. მოდით ისეთი სისტემა ავირჩიოთ, სადაც მე და თქვენ ერ-
თმანეთის ფანტაზიის ნაყოფი ვიქნებით.
აბელსაც გაეცინა.
- ჰო! ჰო! აი, ეს კარგია! თითქმის შეუძლებელია.
- მოვლენების „შეუძლებლად“ და „შესაძლებლად“ დაყოფა ძა-
ლადობაა. - ვთქვი მე და სიგარეტი თითის დაკაკუნებით დავფერ-
ფლე.
აბელი ყურადღებით დამაცქერდა.
- თქვენ ერთი ყანწი გამოტოვეთ.
- ორი.
- ორი?
- ორი.
- ეტყობა, ვბერდები. შეიძლება ვეღარც კი ვითამაშო ჰამლეტი.
- ითვლით ხოლმე?
- არ ვითვლი. ვამჩნევ.
- რად გინდათ?
- რა ვიცი. ალბათ, ლოთი ვარ. როცა გაუვალ პროვინციაში
ვცხოვრობდი... თუ ამით ლოთის რეპუტაციას ჩრდილი არ მიად-
გება, გამოგიტყდებით, რომ ის ხანა ყოველთვის ტკბილად მაგონ-
დება... ერთი სიტყვით, როცა პროვინციაში ვცხოვრობდი, პირვე-
ლი დებოშიორის სახელი მქონდა გავარდნილი.
- გაქვთ რაღაც შემორჩენილი ძველი დიდებიდან.
- ძალიან ცოტა. და ისიც თანდათან ქრება. ეტყობა, დავიღალე.
შეცდომა მოუვიდა რეჟისორ მენაბდეს, როცა ჰამლეტის სათამა-
შოდ დედაქალაქში წამომიყვანა.
230
- რეჟისორს მენაბდეს არ წამოუყვანიხართ.
- როგორ არა! რეჟისორმა მენაბდემ წამომიყვანა.
კოტე ენუქიძემ, თითქოს რაღაც იგრძნო, მოლოდინის თვა-
ლით შემომხედა.
- ავტორმა წამოგიყვანათ.
- შექსპირმა?
- არა, თქვენმა ავტორმა. მე ათვლის სხვა სისტემა მირჩევნია.
- კარგია, ეს სისტემები რომ ასეა დახვავებული, რომელსაც
გინდა იმას აიღებ. მე ვამტკიცებ, რომ დაბნევა ყველაფრის შეიძ-
ლება და დალაგება - არაფრის, რადგან დალაგება დაბნევის
ერთ-ერთი ნაირსახეობაა.
- თქვენ გეჩვენებათ, ვითომ დაბნევა შეგიძლიათ და დალაგება
არა. თქვენ, საერთოდ, გეჩვენებათ, ვითომ არჩევანი გაქვთ. ასე
ეჩვენება კინოფილმის გმირსაც, რომელიც გზისგასაყართან დგას
და ფიქრობს, აქეთ წავიდე, თუ იქით წავიდეო. ჩვენ, მაყურებლებ-
მა, კარგად ვიცით, რომ ტყუილად იმტვრევს თავს. სინამდვილეში
ყველაფერი დიდიხანია გადაღებული და ფიქსირებულია.
- ჩვენ ფიქსირებული ვართ? - მკითხა კოტე ენუქიძემ.
- ჩვენ პერსონაჟები ვართ. ჩვენ პერსონაჟები ვართ რომელი-
ღაც ნაწარმოებიდან. ყველაფერი ავტორზეა დამოკიდებული.
ჩვენი ხასიათიც, ჩვენი გარეგნობაც; ყოველი ნაბიჯი, ყოველი სიტ-
ყვა... ავტორია ჩვენი უფალი. ჩვენ ვიბადებით ამა და ამ გვერდზე,
გვეძლევა ასეთი და ასეთი გარეგნობა და ეს და ეს სახელი (ზოგი
უსახელოდ რჩება). და აზრი არა აქვს იმაზე ფიქრს, თუ რას მოვი-
მოქმედებთ, რადგან ვერაფერს
მოვიმოქმედებთ, გარდა იმისა, რასაც ავტორი მოგვამოქმედე-
ბინებს. მაშინაც კი, როცა ამ გარდაუვალ უმწეობას შევიცნობთ და
ამბოხებას დავაპირებთ, ეს ამბოხებაც ავტორის ნებასურვილით
მოხდება. შესაძლებელია, სადღაც შუა ნაწარმოებში რომელიმე
231
ჩვენგანი არ მოეწონოს და უბრალოდ ხაზი გადაგვისვას. ან სქო-
ლიოში ჩაგვიტანოს. ზოგი სქოლიოში ვართ, ზოგი - სათაურში.
ვინც სათაურშია, ის მსხვილი შრიფტითაა გამოყოფილი. ყველა-
ფერი ავტორის ნებაა, ყველა სადავე მას უპყრია ხელთ. ერთა-
დერთი იმედი კორექტურული შეცდომაა.
- რამხელა ენერგიას გვართმევს ფუჭი ფანტაზია! - თქვა კოტე
ენუქიძემ და გაიღიმა.
- მაშასადამე, „ფუჭი ფანტაზიაც“ საქმეს აკეთებს, - უპასუხა
აბელმა.
- არა, უბრალოდ, ლოგიკა ფორმალური მეცნიერებაა და რე-
ალურ სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს. თავი რომ კე-
დელს ურტყათ, ქვეყნის ენერგიას დახარჯავთ, მაგრამ არა მგონია
ამით ან კედელს შეემატოს რამე, ან თავს. ფუჭი ფანტაზია წყალში
გადაყრილი ენერგიაა.
- თქვენ ტირანი ხართ.
- რა იქნება ყველა რომ ფუჭ ფანტაზიას აყვეს და მეტი არაფერი
აკეთოს? ხომ დაიღუპება კაცობრიობა?
- ყველა რატომ უნდა აყვეს? - ვიკითხე მე.
- აბა ჩვენ რა უპირატესობა გვაქვს?
- ასე ყოველგვარი ცალმხრივობა დამღუპველია. ყველანი
რომ პრეზიდენტები ვიყოთ და მეტი არაფერი ვაკეთოთ, ან ყვე-
ლანი რომ ბეითლები ვიყოთ და მეტი არაფერი ვაკეთოთ, მაშინ
არ დაიღუპება კაცობრიობა?
აბელმა თავი დამიქნია და კვერი დამიკრა.
ამ დროს ზარის ხმა გაისმა, ვიღაც უსაშველოდ დაგვიანებული
სტუმარი მოვიდა.
- ყველა ვერ ვიქნებით პრეზიდენტი, - სათვალე გაისწორა კოტე
ენუქიძემ. - სკამები არ გვეყოფა. ბეითლები კი საქმეს აკეთებენ.

232
- ფანტაზიორები და მეოცნებეები უფრო მეტს აკეთებენ, - ჩა-
ერია აბელი. - ფანტაზია იდეებს ბადებს. მთავარი კი სწორედ
იდეაა. მე არ გამიკვირდება, რომ ამ კაცმა, - თითი ჩემკენ გამოიშ-
ვირა. - რომელმაც წეღან ორი ყანწი გამოტოვა, ერთ მშვენიერ
დღეს კარტივით გაგვიშალოს წინ საბუთები და დაგვიმტკიცოს,
ადამიანი რობოტიაო.
- მაგის დამტკიცება შეუძლებელია! - სიცხარე შეეპარა ხმაში
კოტე ენუქიძეს.
- რატომ?
შემოსასვლელში ნინელი ვიღაცას მიეგება.
- იმიტომ რომ ქვა, თუ ის მართლა ქვაა, ვერ დაამტკიცებს ქვა
ვარო. მზე, თუ ის მართლა მზეა, ვერ დაამტკიცებს მზე ვარო. ადა-
მიანი, თუ ის რობოტია, ვერ დაამტკიცებს რობოტი ვარო. სუბიექ-
ტმა რომ საკუთარი თავი დაამტკიცოს, ობიექტად
უნდა აქციოს, გამოეყოს და გარედან შეისწავლოს. მაგრამ რო-
ბოტი თუ საკუთარ თავს გამოეყო და გარედან დააკვირდა, ის უკვე
რობოტი აღარაა. ერთი სიტყვით, თუ ადამიანი რობოტია, ვერ და-
ამტკიცებს რობოტი ვარო, ხოლო თუ დაამტკიცა, ეს იმის საბუთი
იქნება, რომ რობოტი არაა... აა... - კოტე ენუქიძემ უცნაურად გააგ-
რძელა ეს „ა“ და რაღაცას მიაჩერდა.
მივიხედე.
კარის ზღურბლზე ირინე იდგა.
ტვინში რაღაცა, რაც ღერძს ჩამოჰგავდა, უცნაური სისწრაფით
დაბზრიალდა. წამით ყველაფერი გაქრა მხედველობის არედან.
დარჩა მხოლოდ ელვისებური და გაუგებარი ცვალებადობის შეგ-
რძნება. სადღაც მისალმების ყრუ და შორეული ხმები გაისმა. მე-
რე, აქვე, ჩემს გვერდით, აბელის გაუცხოებულმა ჩურჩულმა შრი-
ალით გადაკვეთა ჰაერი: „გეყოფათ. უკვე მეჩვიდმეტე „ა“ -ზე
ხართ“. ბოლოს ტვინის ღერძმა ბზრიალი შეანელა და შეჩერდა,
233
საგნები თავთავიანთ ადგილზე განლაგდნენ და ცნობიერებაში
თანმიმდევრულად გაიარა გაკვირვებამ, შიშმა და ფარულმა სიხა-
რულმა, რომელსაც სინათლის ეშინოდა და ამიტომ შავ ქაღალ-
დში იყო გახვეული.
როდის გაჩნდა, ან რატომ გაჩნდა მაკა ჩემს გვერდით, არ გა-
მიგია.
ნინელის ირინე ჩვენკენ მოჰყავდა.
ირინე იღიმებოდა და მის ღიმილში უცხო ნაპერწკლები შევნიშ-
ნე.
„თქვენ გახდილი უნდა ნახოთ“...
გაცნობის ცერემონიალი მაკათი დაიწყო.
როდესაც ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, თითქოს სამყაროს
სუნთქვა შეეკრაო, ერთბაშად ყველაფერმა შეწყვიტა მოძრაობა.
ერთბაშად ყველაფერი ფოტოსურათად იქცა. წინა პლანზე მაკა
და ირინე იდგნენ, ერთმანეთის ხელი ხელში ეჭირათ და იღიმე-
ბოდნენ. სურათი უხმო კივილით შემოვიდა ჩემს არსებაში და გუ-
ლი შემეკუმშა, რადგან მაკა უმწეო და გამხდარი მეჩვენა.
მაკას შემდეგ მე გამომიწოდა ხელი.
ღიმილი ირგვლივ უცხო ნაპერწკლებს აფრქვევდა.
„აა! (ჩვიდმეტი „ა“) ირინე! როგორ ხარ? რა თქმა უნდა, ნინე-
ლი, ჩვენ რახანია ვიცნობთ ერთმანეთს!“
ეს გავიფიქრე. მერე ხელი ჩამოვართვი, ბორძიკით, ოდნავ გა-
საგონად ვთქვი ჩემი სახელი, თვალი ავარიდე და ფერმა გადამ-
კრა. თვითონ მკაფიოდ და მშვიდად მითხრა თავისი სახელი და
აბელს მიუბრუნდა.
ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. არც თავი მქონდა
ფიქრის და არც დრო.
ახლაც არ ვიცი, რატომ მეგონა, რომ გამცემდა.
ფაქტია, რომ მეგონა.
234
კატასტროფა ჭინკასავით დახტოდა ჩემს ირგვლივ და ღვარ-
ძლიანი მხიარულებით იცინოდა. და მე მეგონა, ირინეც გაიცინებ-
და და მეტყოდა: „ნუთუ მართლა ვერ მიცანი? ნუთუ მართლა აღარ
გახსოვს ორი საღამო რომ მარტო ვიყავით და, ნანას გიმღერებო,
მეუბნებოდი?“
ალბათ, საჭიროდ არ დაინახა, თორემ მეტყოდა კიდეც.
ჰქონდა ხასიათში რაღაც დაუნდობელი და ავი კვიმატობა.
კატასტროფას გადავურჩი, მაგრამ გაცნობის ცერემონიალი
შედგა.
გაცნობის ცერემონიალი მაკას თანდასწრებით შედგა და უკვე
ყველა გზა მოჭრილი მქონდა. ტყუილის ქსელში საბოლოოდ გა-
ვიხლართე და ახლა, სანამ ძალა მეყოფოდა, როლი უნდა მეთა-
მაშა!
როლი!
აბელს ჰამლეტის როლი ჰქონდა სათამაშო.
ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო, ალბათ, ამ როლსაც იოლად
გაართმევდა თავს.
აბელს შევხედე და ცხადად დავინახე, რომ მას არასოდეს მო-
უწევდა ასეთი როლის თამაში. იმიტომ, რომ ტყუილს გველად გა-
დაქცევას არ აცლიდა. მანამ მოიშორებდა, სანამ ჯერ კიდევ უბრა-
ლო ბეწვი იქნებოდა პიჯაკზე მიკრული. ორი თითით აიღებდა,
ფფუო, შეუბერავდა და გზას განაგრძობდა.
ამ მხრივ კოტე ენუქიძე უფრო ახლო უნდა ყოფილიყო ჩემთან.
ნეტა მე მქონდეს ჰამლეტი სათამაშო და ნეტა მე ვიყო ასეთი
მშვიდი და არხეინი-მეთქი, შურით გავიფიქრე და გამახსენდა, რომ
ერთ დროს არანაკლებ მშვიდი და არხეინი ვიყავი, სანამ ხეზე გა-
მობმული უგუნური ცხოველივით დავიწყებდი ტრიალს და თოკს
საკუთარი ნებით შემოვიკრავდი ტანზე...
თამადამ სუფრასთან მიგვიწვია.
235
ახლა ჩემს ხელმარცხნივ ორი სკამი უკვე აღარ იყო, თავისუ-
ფალი, რადგან ერთ მათგანზე, რომელიც ჩემკენ იდგა, ირინე დამ-
ჯდარიყო.
მე ირინესა და მაკას შუა ჩავჯექი.
- ო! მე კიდევ შიში მქონდა უკავალროდ დავრჩი-მეთქი! - თქვა
ირინემ.
ეს ერთგვარი მაგალითის ჩვენება იყო.
მეც არ დავაყოვნე.
- რა მოგართვათ? ბადრიჯნის საცივი გნებავთ? - ვუთხარი და
მივაწოდე კიდეც.
- გმადლობთ. - ცოტა გადაიღო.
მაგიდის ქვეშ მუხლი მუხლზე წამომედო და ტანში ჟრუანტელმა
დამიარა.
გაწრიპული გოგო მაკას ყურში ეუბნებოდა რაღაცას. ჩურჩული
რომ მოათავა, ორივეს სიცილი აუტყდა. თავი თავს მიადეს და
დიდხანს იცინოდნენ.
- ცოტა ღვინო დამისხით.
დავუსხი.
- გმადლობთ.
თამადა სადღეგრძელოს ამბობდა.
მაკა მომიბრუნდა და მკითხა: - „ჰიმნი“ როგორ მოგეწონა? რა-
ტომ არაფერი მითხარი?
- ძალიან მომეწონა. არც კი მოველოდი. რაც თვალებში ეშმა-
კობა გეტყობა, ყველაფერი გამომჟღავნდა. ახლა ჩემი მუსიკალუ-
რი დახასიათების კიდევ უფრო მეშინია.
მაკამ ფართოდ გახელილი თვალები მომაპყრო და მცირე პა-
უზის შემდეგ, თითქოს თავისთვის ამბობსო, ისე თქვა: - შენი მუსი-
კალური დახასიათების მეც მეშინია.
- თუ შეიძლება, ტყემალი მომაწოდეთ.
236
- ინებეთ. მაპატიეთ, ყურადღება ვერ მოგაქციეთ.
ქეიფი გრძელდებოდა. თამადა უკვე საკუთარ თავს ძარცვავ-
და. ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი სხარტი გამოთქმა სამ-ოთ-
ხჯერ გაიმეორა.
მერე მაკა ისევ როიალთან მიიწვიეს.
გაწრიპული გოგოც გაჰყვა.
მაკა უკრავდა. ორივენი მღეროდნენ. ერთი სტროფი რომ იმ-
ღერეს, დანარჩენი სტუდენტებიც აყვნენ.
მე სუფრა დავზვერე.
ყველანი თავთავიანთი საქმით იყვნენ გართულნი.
თამადას თვალები მიელულა, სკამის საზურგეზე გადაწოლი-
ლიყო და სიმღერას უსმენდა.
აბელი და კოტე ენუქიძე რაღაცაზე დაობდნენ.
მე მარჯვენა იდაყვი სუფრაზე შემოვდე, ნიკაპი ხელს ჩამოვაყ-
რდნე და მაკას მივაჩერდი. ვუყურე, ვუყურე და ირინეს ვკითხე: -
სად დაიკარგე?
ირინესაც არ მოუხედავს, ისე მითხრა: - როგორა ხარ?
- მეგონა, ტელეფონის ნომერს მაინც დატოვებდი.
- არ დაგავიწყდი?
- დილით, დეიდა მარიამი რომ დავინახე, გულზე შემომეყარა.
- ორჯერ გნახე სიზმარში.
- რატომ მისამართი არ დატოვე?
- მოგენატრე?
- ღვინო დაგისხა?
- არ მინდა.
- კონიაკი?
- ბევრი?
ირინეს ხმაში ღიმილი მოისმა.
- მეც გნახე სიზმარში.
237
- არ იყო საჭირო მისამართის დატოვება.
- აქ როგორ მოხვდი?
- საკუთარ თავს ჯერ არვინ გადახტომია.
- ის ორი ღამე სამყაროს მოწყდა და დროის სათვალავში არ
შესულა.
- დეიდა მარიამი როგორაა?
- გმადლობთ. ჯერ არ უნდა აპირებდეს სიკვდილს.
სიმღერა დამთავრდა. მაკა და გაწრიპული გოგო დაბრუნდნენ
და თავთავიანთ ადგილებზე დასხდნენ. ქეიფი გაგრძელდა და მეც
განვაგრძე ჩემი როლი, ჩემი გზა დახლართულ ბილიკზე.
ცოტა ხნის შემდეგ კოტე ენუქიძე წავიდა. მანამდე კიდევ რამ-
დენიმე კაცი წავიდა ნათესავებისა და მეზობლების წრიდან, მაგ-
რამ კოტე ენუქიძის წასვლამ თითქოს გული ჩამწყვიტა. შეიძლება
იმის ბრალია, რომ უკვე ნასვამი ვიყავი.
ხალხი ნელ-ნელა ტოვებდა სუფრას.
სადღეგრძელოები ამოიწურა.
მაშინ აბელი წამოდგა და თამადის სადღეგრძელო თქვა.
თამადა იდგა, მთვრალი იყო და კმაყოფილი, ნასიამოვნები
ღიმილით უსმენდა.
- ამ საღამოს ჭეშმარიტად ღირსეული კაცის მოადგილეობა
მხვდა წილად. თქვენმა ახლობლებმა, ალბათ, იციან, თქვენი სიძ-
ლიერის ამბავი, მე კი დღეს ვნახე და აღტაცებული ვარ. თქვენ ჭეშ-
მარიტი ვაჟკაცი ხართ, მაშინაც, როცა ჰალსტუხი გიკეთიათ და მა-
შინაც, როცა ჰალსტუხი არ გიკეთიათ. ბოლოს და ბოლოს, ვინც
რა უნდა თქვას, ჰალსტუხი მაინც არ წარმოადგენს ადამიანური
ღირსების საზომს. თქვენი ღირსებისა და ვაჟკაცობის საბუთი არის
თქვენი სიმკვრივე და შეუვალობა. თქვენ შეუვალი ხართ ყოველი-
ვე იმისათვის, რაც ზედმეტია, რაც მეორეხარისხოვანია, რაც მერე
ეჭვების, ყოყმანის, ტვინის ჭყლეტისა და უძილობის მიზეზი ხდება.
238
თქვენ გჯერათ საკუთარი თავის და ამაშია თქვენი ძალა. ცოლ-
შვილი გყავთ?
- სამი ბიჭი! - თითი მაღლა ასწია თამადამ და ამაყი ღიმილით
გაიღიმა.
- ღმერთმა გაგიზარდოთ. თქვენ საკუთარ თავში პოულობთ
ყველა კითხვის პასუხს და, ალბათ, არასოდეს არ გჭირდებათ თა-
ვის ტკივილის წამალი.
- თუ მოწამლული ღვინო არ დავლიე. - ჩაურთო თამადამ.
- თქვენ იცით, რომ დღეს საჭმელ-სასმელი გაქვთ, კარგი, მსუ-
ყე, გემრიელი. და კმაყოფილი ხართ. კმაყოფილი ხართ თქვენი
თავით. კმაყოფილი ხართ ცხოვრებით, კმაყოფილი ხართ იმით,
რომ არსებობთ. თქვენ მიწაზე დგახართ და ცაში არ იყურებით,
რადგან იქ საინტერესო არაფერი გეგულებათ.
კიდევ ბევრი ილაპარაკა. ბოლოს იმდენი ქნა, გული აუჩუყა.
თამადამ პოსტი დატოვა, ოდნავ არეული ნაბიჯით მივიდა მასთან
და მხურვალედ გადაკოცნა.
მერე აბელიც წავიდა და კვლავ გამიჩნდა ისეთი გრძნობა, კო-
ტე ენუქიძის წასვლისას რომ გამიჩნდა.
ცხადია, ეს სისულელე იყო, მაგრამ რატომღაც მეგონა, თით-
ქოს რაღაც საყრდენი გამომეცალა და ახლა იძულებული შევიქნე-
ბოდი, მარტო გამეცა პასუხი რომელიღაც უმძიმეს კითხვაზე.
მაგრამ მეც უკვე გვარიანად ნასვამი ვიყავი და აზრებს ერთ ად-
გილას ვეღარ ვუყრიდი თავს.
ნაშუაღამევს სუფრა აიშალა.
უცნაურ მოუსვენრობას ვგრძნობდი. თითქოს რაღაცის მოლო-
დინი მქონდა.
სტუმრები ხმაურით ემშვიდობებოდნენ მასპინძლებს, მადლო-
ბას უხდიდნენ და მიდიოდნენ.

239
მაკა დავიმარტოხელე და ვკითხე: - რა ქენი, ხომ არ გადაიფიქ-
რე? დარჩები თუ წამოხვალ?
ამას რომ ვეკითხებოდი, მოუსვენრობამ უმაღლეს წერტილს
მიაღწია და წამით გაირინდა. ტვინი ელვასავით გაკვეთა ფიქრმა:
„რატომ ვეკითხები? რატომ ვეკითხები? რატომ ვეკითხები?“ ამ
ელვის შუქმა სულში რაღაც სიცარიელე გაანათა, მაგრამ, სანამ
აზრს მოვიკრებდი, ჩაქრა კიდეც.
- დავრჩები, - მითხრა მაკამ და თვალებში შემხედა. - შენ ხომ
არ გეწყინება?
„ნუ დარჩები, მაკა. წამოდი,“ - თითქოს ლოცულობდა ვიღაც
ჩემს არსებაში.
- კარგი, დარჩი. აბა, მაშ ხვალამდე.
მაკამ გამიღიმა.
მიმოვიხედე. თვალით ირინეს ვეძებდი.
ირინე არსად ჩანდა.
„წასულა“. - გავიფიქრე და რაღაც გაუგებარი, არეული გრძნო-
ბა დამეუფლა. მერე ერთბაშად შვება ვიგრძენი და ძალა. და ის
საღამო გამახსენდა, ბურუსი რომ იყო და ცრიდა.
მასპინძლებს გამოვეთხოვე.
ნინელიმ მითხრა: - იცოდე, დღეიდან მე და შენ ისეთივე მეგობ-
რები ვართ, როგორც მე და მაკა.
ნინელის დედამ მითხრა: - ამიერიდან ხშირ-ხშირად უნდა მოხ-
ვიდეთ. ჩვენ ახლობელ ხალხს არ ვპატიჟებთ. ისე უნდა მოხვი-
დეთ, უბრალოდ და უცებ.
მადლობა გადავუხადე და გასასვლელისკენ გავემართე.
კართან რომ მივედი, თითქოს დენმა დამკრა.
სწრაფად მოვტრიალდი.
მაკა მიყურებდა.

240
იდგა გამართული, მკლავებდაშვებული. ერთიანი კაბა ლაღად
ადგა ტანზე. საოცრად ბავშვური იყო და საოცრად ქალური.
მე რომ მოვტრიალდი, გამიღიმა. სახე გაუნათდა და მწყობრი
კბილები გამოუჩნდა.
ერთ წამს ვუყურე, მერე ჩემდაუნებურად თვალები დავხუჭე,
თითქოს მეხსიერებაში მინდოდა შემენახა.
ახლა რომ ვინმეს ეთქვა, მაკას უკანასკნელად ხედავო, შეიძ-
ლება დამეჯერებინა, ისე დამიარა განშორების ტკივილმა სხეულ-
ში.
თვალები ისევ გავახილე, კარი გამოვაღე და გავედი.
კიბეზე გრილმა ჰაერმა შემომიბერა და თითქოს გონებიდან ბუ-
რუსი გადამაცალა. ცოტა ხანს შევჩერდი. სახეზე ხელი მოვისვი,
რამდენჯერმე ღრმად ამოვისუნთქე.
უეცრად აბელი და კოტე ენუქიძე გამახსენდნენ. ეტყობა, ჩემმა
ფანტაზიამ ამ ორ უცნობ კაცს რაღაც მნიშვნელოვანი ფუნქცია და-
აკისრა. თორემ რა იყო, რომ მათი წასვლა ისე განვიცადე, ძვირ-
ფასსა და ძალიან მახლობელ ადამიანს რომ მატარებელზე გააცი-
ლებ და უცნაური სევდა შემოგაწვება.
ისევ დავუყევი კიბეს. თავში ფიქრების ქარავანი უთავბოლოდ
მოძრაობდა.
ჯერ იყო და, ის გამახსენდა, აბელმა რომ უთხრა თამადას, ცაში
არ იყურები, რადგან იქ საინტერესო არაფერი გეგულებაო. ამის
გახსენებაზე გავიფიქრე: „იქნება ესაა ერთადერთი სწორი გზა? ცა-
ში, ბევრიც რომ გეგულებოდეს, მაინც ვერაფერს იპოვი“. მერე აბე-
ლი გაწრიპულმა გოგომ შეცვალა, დიდი ამბით რომ გამიხმო გან-
ზე, დაიხარეო, მითხრა და, როგორც საშინელი საიდუმლო, ისე
ჩამჩურჩულა ყურში, ვერ გავიგე ვინ არიანო. ამას მოყვა ფიქრი:

241
„როგორ უყვართ მაკა ამხანაგებს!“ აქ ნინელის დედის სახე გამახ-
სენდა, უცნაური, თითქმის გაუგებარი სიკეთით სავსე. ისე უნდა
მოხვიდეთო, მითხრა, უბრალოდ და უცებ.
ამასობაში კიბე ჩავათავე და ქუჩაში გავედი.
ზედ სადარბაზოს წინ შავი „ვოლგა“ იდგა.
სადღაც ქუჩის სიღრმიდან შავკეპიანი უცნობის ხილვა წამოვი-
და.
მაგრამ ხილვა წამსვე გაქრა, რადგან მანქანის კარი გაიღო.
- დაჯექი!
მწარე და უდღეური შვება ყოფილა ის, წეღან რომ ვიგრძენი,
როცა ირინე ოთახში ვერ ვიპოვე და, წასულა-მეთქი, ვიფიქრე.
- მაშ, არ წასულხარ?
- შენ გელოდი.
მე ვიდექი.
- დაჯექი. სახლში წაგიყვან.
დავჯექი, კარი მივხურე და ვუთხარი: - სახლი რომ არა მაქვს?
ირინემ ცერად გამომხედა.
- გინდა გქონდეს?
- არა.
- გექნება.
გასაღები გადაატრიალა და მანქანა დაძრა.
მე უკან გადავწექი, კეფა სკამის ზურგს ჩამოვადე და ირინეს მი-
ვაჩერდი. შავი შარვალი ეცვა და სქელი, მაღალყელიანი თეთრი
ჯემპრი. თმა მხრებზე ეფინა.
ხმას არც ერთი არ ვიღებდით.
ირინე წინ იყურებოდა და მარჯვედ მიჰყავდა მანქანა. მე ირი-
ნეს ვუყურებდი და არაფერზე არ ვფიქრობდი.
მანქანაში თბილოდა და ღვინო უფრო მეკიდებოდა.
მივჩერებოდი ირინეს. თვალს არ ვაშორებდი.
242
დიდხანს ვისხედით უხმოდ.
ვუყურებდი ირინეს პროფილს და არაფერზე არ ვფიქრობდი.
უცებ ვიღაც უცხომ ჩემი პირით თქვა: - შენ დედამიწის ღერძი
ხარ, ირინე.
ირინემ მკვეთრად დაამუხრუჭა. მანქანა კივილით გაჩერდა.
ჩემს აღმართთან ვიყავით. ზედ იმ მაღაზიის წინ, რომელშიც ქა-
ჩალი და ყურპარტყუნა გამყიდველი მუშაობდა. მაღაზია ახლა და-
კეტილი იყო და ორი ბოქლომი ედო. ერთი
დიდი, მეორე - მომცრო. მინის კედლებზე ფარდები ჩამოეფა-
რებინათ და მე, რატომღაც, მიცვალებული გამახსენდა.
ირინეს ხელები საჭეზე დაეწყო და დაჟინებით მიყურებდა. და
გარდა დაჟინებისა, კიდევ იყო რაღაც მის მზერაში.
- გაიმეორე.
- დედამიწის ღერძი ხარ.
- შენ თუ იცი, რომ ეგ სიტყვები არ გეპატიება?
- ვიცი. მაგრამ ახლა ეგ არ არის მთავარი. მთავარია, მანდ არ
შეუხვიო!
ირინემ გაიღიმა.
- აბა, რა ვქნათ?
- რაც გინდა. მთავარია, მანდ არ შეუხვიო.
- მაშ, საით წავიდეთ?
- საითაც გინდა.
- სიტყვებს უპატრონოდ ნუ დაყრი. არ გეშინია, რომ მაგ ნათ-
ქვამით ბოროტად ვისარგებლო?
- ამ აღმართის მეშინია...
- კარგად მოიფიქრე, რასაც ამბობ?
- შენ დედამიწის ღერძი ხარ, ირინე. წარმოსახვითი და მაინც
რეალური. - ირინემ მანქანა დაძრა და ასახვევს გავცდით. - არ მო-
მიფიქრებია. ფიქრი ყელში გამოსმული დანაა.
243
- ხვალაც ეგრე იტყვი?
- „ხვალ“ არ არსებობს. „ხვალ“ მეოცნებეების მოგონილი ილუ-
ზიაა. „ხვალ“ ყოველთვის ერთი დღის სავალზეა „დღეისაგან“. და
რამდენიც არ უნდა ვიაროთ, მუდამ ერთი დღის სავალზე იქნება.
ჯერ არ დაბადებულა კაცი „ხვალ“ რომ საკუთარი თვალით ენა-
ხოს. - მანქანა უკაცრიელ გზატკეცილზე მიქროდა. - სინამდვილე-
ში არსებობს მხოლოდ დღევანდელი დღე. ცხოვრება დღევანდე-
ლი დღეების ჯამია. არ არსებობს არც „ხვალ“, არც „გუშინ“. მხო-
ლოდ ის არსებობს, რასაც ვგრძნობ. გუშინდელი დღეც დღევან-
დელი დღეა; ოღონდ სადღაც, სხვა სივრცეში დევს და ვერ ვხე-
დავთ. დრო მკვდარი ცნებაა. ეს უნდა მეთქვა კოტე ენუქიძისა და
აბელისათვის. კაცობრიობის ისტორია აწმყოში გაჭიმული ერთია-
ნი ჯაჭვია, რომლის ყველა წერტილი მყისიერად არსებობს, დრო-
ის გარეშე, მხოლოდ ახლა, მხოლოდ სივრცეში. ჩვენ ამ წუთს
ვართ ყველგან, საცა „ვიყავით“ და საცა „ვიქნებით“.
არ ვიცი, ღვინომ დამაძინა, თუ საკუთარი ხმის მონოტონურო-
ბამ. ის კი მახსოვს, რომ, თითქოს ორმოში ჩავვარდიო, უეცრად
ჩავეფლე ღრმა ძილში. ერთბაშად, მეყსეულად. და ასევე ერთბა-
შად, ყოველგვარი გარდამავალი წუთის გარეშე, გავიღვიძე. ვი-
თომ მე
ქანდაკება ვიყავი, ხოლო ძილი - ის თერთი სუდარა, ქანდაკე-
ბას რომ საჯარო გახსნისას ჩამოაცლიან.

244
პატრიარქი

ხოლო მათ განიხარეს და აღუთქვეს მას ვეცხლი მიცემად.


ლუკა 22,5

რიჟრაჟი იყო.
მანქანა ვიწრო ხეობაში მიდიოდა. ხელმარჯვნივ, ზემოდან,
მთის მდინარე მოქშუოდა და კისრისტეხით მირბოდა ქვემოთ.
მდინარე პატარა იყო და, როგორც ყველა და ყველაფერი, რაც
პატარაა, ყურისწამღებად ხმაურობდა, სამყაროსთვის რომ თავისი
არსებობა ეცნობებინა.
საამო სიგრილე იგრძნობოდა.
ჰაერი თხელი და გამჭვირვალე იყო. სადღაც, ალბათ, მზე ამო-
დიოდა.
მაგრამ სად?
ხეობას ორივე მხრიდან მაღალი მთები გადმოჰყურებდა. წინ
ხეობა კიდევ უფრო ვიწროვდებოდა და მთებში იკარგებოდა. თა-
ნაც არავითარი წარმოდგენა არ მქონდა იმაზე, თუ საით უნდა ყო-
ფილიყო აღმოსავლეთი.
ირინე მშვიდად მართავდა საჭეს და უძილობისა არაფერი ეტ-
ყობოდა. მგონია, არც გაუგია, მე რომ გავიღვიძე.
უეცრად თითქოს რაღაცამ შემაშფოთა, მაგრამ მაშინვე გამი-
არა. ირინეს შევხედე და ვთქვი: - ადამიანი შიშველი უნდა დადი-
ოდეს.
ირინემ გაიღიმა.

245
- მომეცი სიგარეტი.
სიგარეტი მივაწოდე და ავუნთე. მეც ავინთე.
ნაფაზი რომ დავარტყი, არ მესიამოვნა. ყელი გამომშრალი
მქონდა და ბოლმა თითქოს წაიბორძიკა ამ სიმშრალეზე.
მაინც განვაგრძე მოწევა.
ირინემ გააბოლა და მითხრა: - სიშიშვლე ვერ გამოდგება გულ-
წრფელობის სიმბოლოდ.
„ყალბ სირცხვილს მაინც არ გაესმება ხაზი“, - გავიფიქრე. ხმა-
მაღლა თქმა დამეზარა.
კარის მინა ჩამოვწიე.
- ხომ არ შეგცივდება?
- არა.
მდინარე ლოდებზე იმსხვრეოდა და მერე ისევ ერთდებოდა.
შეერთების ადგილას ქაფი რჩებოდა.
სუფთა ჰაერი ფილტვებში მიღიტინებდა და ისე მაბრუებდა, დი-
დი ხნის ნაავადმყოფარი კაცი რომ პირველად გამოხვალ გარეთ.
ჩუმად ვისხედით.
ღია ფანჯრიდან ვაკვირდებოდი, როგორ გარბოდა ქვემოთ
მთის კალთებზე შეფენილი ტყე.
მთაც გარბოდა.
- ერთი ტელეგრაფის ბოძი არ შეგვხვედრია.
- ტელეგრაფი ჯერ არ გამოუგონებიათ.
ირინეს შევხედე.
იღიმებოდა და გზას გაჰყურებდა.
მე ისევ ტყის მწვანე მასას მივაჩერდი, რომელიც მდინარის
მხარდამხარ მირბოდა.
„ემანსიპაცია“, - გავიფიქრე და შევშფოთდი, რადგან ვერ მოვი-
გონე, რას ნიშნავდა ეს სიტყვა.

246
„ლათინური იქნება და, ეჭვი არაა, რაღაცას უნდა ნიშნავდეს.
მაინც რას? ვიცოდი და აღარ მახსოვს. ემანსიპაცია... ემანსიპა-
ცია...“
- როგორ მოგწონს აქაურობა?
- სადაურობა?
- რაზე ფიქრობდი?
- ემანსიპაციაზე. ხომ არ იცი, რას ნიშნავს ეს სიტყვა?
- სუფთა ჰაერი არც ისე უცხო სტიქიაა ადამიანისთვის. ხელად
შეეჩვევი.
„ღმერთები სკაფანდრებში ემალებოდნენ სუფთა ჰაერს... ნეტა
როგორი უნდა იყოს სასიცოცხლო პროცესი, როცა ჟანგბადი მო-
მაკვდინებელი შხამია?..“
მთა ტყიანად გარბოდა.
გზა ოღროჩოღრო იყო.
რაც უფრო ზევით მივიწევდით, მდინარე მით უფრო პატარავ-
დებოდა და რაც უფრო პატარავდებოდა, მით უფრო ყურთასმენის
წამღებად ხმაურობდა.
მთების ვიწრო ყელთან შენაკადს მივადექით. შენაკადი პატარა
ნაკადული იყო და მხიარული ჩუხჩუხით ინთქმებოდა უფროსი ძმის
სტომაქში.
მარცხნივ შევუხვიეთ და ნაკადულს ავუყევით.
აქეთ გზა აღარ იყო. იყო მხოლოდ ძალიან ვიწრო ხეობა, რო-
მელშიც ჩვენი მანქანა და ნაკადული ძლივს ეტეოდნენ. ტყით შე-
მოსილი მთები ლამის მხრებზე გვებჯინებოდა. ნაკადულის ორივე
მხარეს ჩამწკრივებულ ცაცხვისა და რცხილის ხეებს კენწეროები
თავებივით მიედოთ ერთმანეთზე და ჩაბნელებულ ხეივანს ქმნიდ-
ნენ. შიგადაშიგ თელა და მუხაც ერია. ცა მხოლოდ აქა-იქ იჭყიტე-
ბოდა ფოთლებსა და ფოთლებს შუა და ნაკადულს სიზმარეულ
იდუმალებას ანიჭებდა.
247
- ჭინკები არ ცხოვრობენ ამ ტყეებში?
ირინემ გაიცინა.
- მე მეგონა, იტყოდი, რა ზღაპრული სილამაზეაო.
- მეც ასე მეგონა.
- გინდა სიგარეტი?
- მოიტა.
ნაკადულის პირას, ტყესა და ტყეს შუა, პატარა მდელო გამოჩ-
ნდა. ჩვენ ამ მდელოზე შევუხვიეთ და ნაკადულს დავშორდით.
მდელო მალე დამთავრდა და ტყეში შევედით. მანქანა ძლივს მი-
იკვლევდა გზას. მარცხნივ მოვტრიალდით და ცოტა ხანს ნაკადუ-
ლის დინების მიმართულებით ვიარეთ. მერე ისევ მარჯვნივ შევუხ-
ვიეთ, ტყის სიღრმისკენ. მცირე აღმართი ავიარეთ. კიდევ რამდენ-
ჯერმე მივუხვ-მოვუხვიეთ და, ცაცხვები და რცხილები რომ მსხმოი-
არე მსხალმა და შავქლიავმა შეცვალა, მივხვდი, გზა დასასრულს
უახლოვდებოდა. მართლაც, ცოტა ხნის შემდეგ ხეხილის ბაღში
მრგვალი ფორმის პატარა კოხტა სახლი გამოჩნდა.
სახლი მთის ბუნებრივ ტერასაზე იდგა. ირგვლივ მოზრდილი
ვაკე იყო. ვაკის იქით მთა, თითქოს დანაკარგს ინაზღაურებსო,
მკვეთრად მაღლდებოდა.
არც ღობე იყო, არც ჭიშკარი.
ირინემ ზედ სახლის კართან გააჩერა მანქანა.
- მოვედით.
ბალახი მაღალი იყო, რბილი, ფაფუკი. სანამ შევეჩვეოდი, ახ-
ლად ფეხადგმულივით დავდიოდი.
ღრმად ჩავისუნთქე და გავიფიქრე: „ნუთუ კიდევ დარჩა ქვეყა-
ნაზე ასეთი ჰაერი?“
მერე ირინეს ვკითხე: - მზე საიდან ამოდის?

248
- მზე არ ამოდის. უბრალოდ, დედამიწა ბრუნავს თავისი ღერ-
ძის ირგვლივ დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ადამიანს კი
ჰგონია, თითქოს მზე ამოდის.
გამეცინა და მეტი აღარაფერი მიკითხავს.
ირინემ ხელი ჰკრა კარს. კარი გაიღო.
- მობრძანდი, ეს დედამიწის ცენტრია. მთავარი ღერძი აქ გამო-
დის.
- წარმოსახვითი ღერძი, - შევუსწორე მე.
- ყველა ღერძი წარმოსახვითია, - გაიღიმა ირინემ და მის ხმაში
და მის ღიმილში ნიშნისმოგების მაგვარი რაღაც მომეჩვენა.
შევედი და დავილოცე: - აქა მშვიდობა!
ეს ქვედა სართული იყო, დაახლოებით ისეთი, დასავლეთ სა-
ქართველოში რომ პალატი იციან. ხელმარცხნივ ბუხარი იყო,
ხელმარჯვნივ, კედელთან, ხის ტახტი - შიშველი, ძველებური. შუ-
აში მაგიდა და ოთხი სკამი იდგა. მაგიდა წარმოადგენდა ვეება ხის
კუნძს, კარგად გამოთლილსა და მოსწორებულს; ირგვლივ შე-
მოწყობილი სკამები - ასევე კარგად გამოთლილსა და მოსწორე-
ბულ, შედარებით მომცრო კუნძებს. პალატის შორეულ მარჯვენა
კუთხეში განჯინა იდგა.
- დაჯექი, დაისვენე. მე საუზმეს გავაკეთებ, წავიხემსოთ. - გან-
ჯინის კარი გამოაღო და საუზმის სამზადისს შეუდგა. - მე ყავას დავ-
ლევ. შენ ჩაი გინდა, ხომ?
- ყავა მინდა!
ჩემდა გასაოცრად, საკუთარ ხმაში რაღაც მბრძანებლური კი-
ლო მომესმა. შევკრთი და თვალი ირინესაკენ გავაპარე. ირინე
თავის საქმეს განაგრძობდა, ჩემი მბრძანებლური კილოსათვის ყუ-
რადღება არ მიუქცევია.
საუზმე რომ მოვათავეთ, მითხრა: - წამო, ახლა სახლი დაგათ-
ვალიერებინო.
249
- არ დაიღალე?
- დასვენება გინდა?
- მე არა. მე მანქანაშივე გამოვიძინე. შენზე ვამბობ.
- მე ქალი ვარ. ქალი თავის მძიმე ხვედრს უნდა შეეგუოს და
დაღლილობა და ავადმყოფობა არასოდეს შეიმჩნიოს.
გამეცინა.
- შუასაუკუნეებია?
ირინემ შემომხედა. ერთხანს მიყურა, მერე, დაღვრილი მელა-
ნი რომ მაგიდას მოედება, ისე ნელ-ნელა მოედო სახეზე ღიმილი.
- წამო!
პირველ სართულზე სახლის ცალ მხარეს პალატი იყო, მეორე
მხარეს მარანი. მარანი საწნახლით, საწურით და ყოველგვარი
მოწყობილობით. მარანსა და პალატს შორის მთელ სივრცეს ავ-
სებდა ნახევრად ღია სადგომი. უკანა მხარეს კედელი იყო ამოშე-
ნებული, წინ კი არც კედელი იყო, არც კარი. აქ სამი სვეტი იდგა,
როგორც ჩანს, მეორე სართულის გასამაგრებლად, და მიწაზე
ორი ცალი გაურკვეველი დანიშნულების ვარცლი ეგდო.
მეორე სართულის წინა და უკანა მხარეს მთელ სიგრძეზე
მრგვალი აივანი ერტყა. აივნის შიგნით სამი ოთახი იყო. შუა ოთა-
ხს ოთხკუთხა ფორმა ჰქონდა, განაპირა ოთახებს კი, სახლის სიმ-
რგვალის გამო, თითო კედელი გამობურცული ჰქონდა და შიგ
ასევე გამობურცული ფანჯრები იყო დატანებული.
ავიხირე, სახურავზე უნდა ავიდე, მიდამოს თვალი მომავლო-
მეთქი. ავიდეთო, მაშინვე დამეთანხმა ირინე და დაუმატა, ჩემი მე-
უფისა და მბრძანებლის სიტყვა ჩემთვის კანონიაო. სიტყვები რომ
არ ყოფილიყო ასეთი, კილოზე ვერაფრით ვერ შეატყობდით, თუ
იხუმრა.

250
შუა ოთახსა და მარჯვენა განაპირა ოთახს შორის პატარა ბნე-
ლი დერეფანი იყო. დერეფანში კიბე იდგა, რომლითაც ჯერ სხვენ-
ში ავედით, მერე - სახურავზე. სახურავი დამრეცი იყო და წიბოები
ისე ლაღად და შეუმჩნევლად გადადიოდა ერთმანეთში, რომ გამ-
ყოფი ხაზი არც კი ეტყობოდა. ამის გამო გუმბათს უფრო ჰგავდა,
ვიდრე ჩვეულებრივ სახურავს.
წვერში ავედი. ირინეც ამოვიდა.
- ალბათ აქ გამოდის ღერძი, - ვთქვი და გუმბათის წვერს ფეხი
დავადგი.
ირინემ არაფერი მიპასუხა. ორივე ხელი მკლავში მომკიდა და
სახეში შემხედა. მე დავიხარე და ცხვირზე ვაკოცე. ირინემ გაიცინა
და თავი მხარზე დამადო. მე წელზე ხელი მოვხვიე და თმაში ვა-
კოცე. ირინე უფრო მომეკრა.
როგორც მოგახსენეთ, სახლს მრგვალი ფორმა ჰქონდა. ახ-
ლა, როცა არემარე ყველაზე მაღალი წერტილიდან მოვათვალი-
ერე, დავინახე რომ ეს სახლი იყო ორი კონცენტრირებული წრის
ცენტრი. პირველ წრედ შიშველი მდელო ერტყა, დაახლოებით
ხუთი-ექვსი საჟენის რადიუსის. შემდეგ მოდიოდა დიდი წრე - ხე-
ხილის ბაღი. ორივე წრე იდეალურად ზუსტი ჩანდა. და სახლიც
ზუსტად ცენტრში იდგა. ხეხილის ბაღს იქით, ოთხსავე მხარეს, ტყე
იწყებოდა. სამ მხარეს მაღლა მიუყვებოდა მთებს, ხოლო მეოთხე
მხარეს, სადაც, ჩემი ვარაუდით, ნაცნობი ნაკადული უნდა ყოფი-
ლიყო, ქვემოთ მისდევდა ფერდობს.
ირინემ კიდევ შემომხედა. თვალები უბრწყინავდა და ძალიან
ლამაზი იყო.
- აღარ ჩავიდეთ ძირს?
უცებ მომეჩვენა, თითქოს აქ მარტო მიდამოს მოსათვალიერებ-
ლად არ ამოვსულვარ. რაღაც მიზანი მქონდა, რაღაც მაინტერე-

251
სებდა. საჭირო და მნიშვნელოვანი. მოიცა-მეთქი, ვუთხარი, წელ-
ზე შემოხვეული ხელი შევუშვი და შევეცადე ის საჭირო და მნიშვნე-
ლოვანი მიზანი გამეხსენებინა: მაგრამ რამდენიც არ დავატანე
თავს ძალა, არაფერი გამოვიდა. მომელანდა რაღაც-მეთქი, აგ-
დებულად გავიფიქრე, ხელი ჩავიქნიე და ჩემს თავზე გამეცინა.
- ჩავიდეთ, ჩავიდეთ.
ჩამოვედით. ბალახზე ჯერ კიდევ ისე დავაბიჯებდი, როგორც
ბრმა დააბიჯებს ნახნავში.
- ხეხილის ბაღში გავიაროთ? - მკითხა ირინემ.
- გავიაროთ.
პირველი წრე გადავჭერით და ხეხილის ბაღში შევედით.
აქეთობას მარტო მსხალი და შავქლიავი შევამჩნიე. ახლა კი
დავრწმუნდი, რომ აქ ჩვენებური ხილის სრული ნაირსახეობა იყო
წარმოდგენილი: ატამი, კაკალი, ვაშლი, თხილი, ლეღვი, უნაბი,
წაბლი, ბალი... რა ვიცი, ყველაფერი.
ერთი-ორ ადგილას ისეთსავე მაგიდასა და სკამებს წავაწყდით,
პალატში რომ ედგა.
ბევრი ვიარეთ, თუ ცოტა ვიარეთ, ბოლოს დავიღალეთ და ვე-
ება სამტოტა კაკლის ძირში ბალახზე დავსხედით დასასვენებლად.
- ვისია ეს ეზო-გარემო და კარ-მიდამო?
- შენი. - მიპასუხა ირინემ, გულაღმა დაწვა ბალახში და მკლა-
ვები გადაშალა.
- ჩემი?
- ვისაც არ უნდა, ექნება. შენა ხარ აქაურობის პატრონი და
მბრძანებელი. მოდი ჩემთან.
მისკენ გადავიხარე. მარცხენა ხელი კისერქვეშ შევუცურე, მარ-
ჯვენა თმაში შევუყავი.
- შენ დედამიწის ღერძი ხარ, ირინე.

252
ირინემ ოდნავ წამოიწია, ხელები კისერზე მომხვია, ყელში მა-
კოცა.
- შენა ხარ ჩემი დედამიწაც და სამყაროც, - მითხრა.
ხმა ორთავეს მოგუდული გვქონდა.
მე საკინძის გახსნა დავუწყე.
წამით, დანისლულ გონებაში გაიელვა სიტყვებმა: „გინდა, ნანა
გიმღერო?“ მაგრამ ეს სიტყვები უცნაურად იყო დამახინჯებული და
ძლივს ვიცანი.
თუ ადამიანისა და ცხოველის ნათესაობა უეჭველად უნდა დამ-
ტკიცდეს, საუკეთესო საბუთი ვნებით გათანგული კაცია. კაცი, რო-
მელსაც გონება ამღვრეული აქვს, თვალები ამღვრეული აქვს, აზ-
რები და ფიქრები ამღვრეული აქვს. ყველაზე მეტად ვნების სიმ-
ხურვალე გვაახლოვებს ცხოველთან, ყველაზე მეტად უსასრულო-
ბის სევდა გვაშორებს. და დაბადებიდან სიკვდილამდე ასე ვირწე-
ვით ქანქარასავით ორ პოლუსს შორის, ვუახლოვდებით და ვშორ-
დებით, ვუახლოვდებით და ვშორდებით.
ირინეს ტანთ გავხადე. მეც გავიხადე. თან სულ რაღაცას ვლუღ-
ლუღებდი, გაუგებარსა და დაუნაწევრებელს.
ირინე მკერდით მეკვროდა და კრუტუნებდა.
კაკლის ხე ვეება იყო და სამტოტა.
სადღაც, ფეხებთან, ჩვენი ტანსაცმელი ეყარა. ერთმანეთში
არეული...
მერე მე ვიწექი გულაღმა, ირინეს თავი ჩემს მკერდზე ედო და
ჩურჩულებდა: - მე შენ ბრძოლით მოგიპოვე და ჩემს მეუფედ გა-
გამწესე. ახლა ყველაფერი შენია და შენს ხელთაა. მე ისე მეყვა-
რები, ვინმემ რომ გაიგოს, არც კი დაიჯერებს და იტყვის, ასეთი
სიყვარული შეუძლებელიაო. ყოველი შენი სურვილი ჩემთვის
გარდაუვალი კანონი იქნება. მე მანამ მივხვდები რა გსურს, სანამ

253
გაიფიქრებდე. შენ იქნები ღონიერი და მარჯვე მონადირე. და რო-
ცა დაღლილ-დაქანცული ნანადირევს აიკიდებ და შინისაკენ წა-
მოხვალ, ძალას შეგმატებს იმის ფიქრი, რომ სახლში ლამაზი ცო-
ლი გელის, რომელიც დაღლილობას თავისი სიყვარულით გაგი-
ქარვებს. შენ იქნები ნამდვილი პატრიარქი, გრძელი წვერი გექნე-
ბა და დარბაისლური მიხვრა-მოხვრა. ათი შვილი გვეყოლება და
ათჯერ ათი შვილიშვილი. შვილიშვილები შენს გამოჩენაზე ჟივილ-
ხივილს შეწყვეტენ და შიშითა და კრძალვით დაგიწყებენ ცქერას.
შენ მკაცრი სახე გექნება და არასოდეს არ აგრძნობინებ შვილებსა
და შვილიშვილებს სიყვარულს, რომ არ განაზდნენ და გულჩვი-
ლობის სენი არ შეეყაროთ. შენ გექნება გრძელი თეთრი წვერი,
ხოლო შენს შვილებს ექნებათ მოკლე, შავი წვერი და ფართო
მხრები; მიწის ძალა გამოყვებათ და მგლის მუხლი. მე ვიქნები შენი
დედოფალი და მხევალი, შენ კი - ტყის ნადირთა მეფე და ძლიერი
მონადირე. მკაცრად მომეპყრობი, მბრძანებლურად, უხეშად. და
მხოლოდ ძალიან იშვიათად, რათა არ შევეჩვიო, წამით გაიელ-
ვებს სინაზე შენს თვალებში და წამით გადაირბენს თბილი ღიმილი
შენს ბაგეებზე. ეს მე ერთგულების ძალას შემმატებს და ჩემს სიყ-
ვარულს ფრთებს გამოასხამს. და შენ იცოცხლებ დიდხანს, ძალი-
ან დიდხანს, როგორც ცოცხლობდნენ ძველი პატრიარქები, და შე-
ნი მრავალრიცხოვანი შთამომავლობა იქნება ღონიერი, ჯანმრთე-
ლი და ლამაზი მიწის ღონით, მიწის ჯანმრთელობით, მიწის სილა-
მაზით და მიწა იქნება შენი და შენი ნაშიერის სამყოფელი, სიუხვის,
სიძლიერისა და მხნეობის წყარო და სარბიელი...
მე ჩამეძინა.
თვალი რომ გავახილე, ირინე თავთით მეჯდა. ხელები შიშველ
მკერდზე დაეკრიფა და მიყურებდა.
- მეძინა?
- ცოტა.
254
- ეს რა ძილქუში დამაწვა დღეს! - წამოვიწიე. გვერდით დიდ-
დიდი, დაბრაწული ატმები მეწყო. - ეს საიდან?
- მე დაგიკრიფე.
მე ატმებს დავაკვირდი და ვკითხე: - წყავი თუ არის ამ ჩემს სამ-
ფლობელოში?
ირინემ შემხედა და გაკვირვებისაგან თვალები მოჭუტა.
- რაა?
- წყავი.
- წყავი რა არის?
- მაშ, არ ყოფილა.
მეხსიერებაში დეიდა მარიამმა გაიარა და წავიდა. მაგრამ ისე
იყო შეცვლილი, ვერ ვიცანი.
- ბანაობა არ გინდა? - მკითხა ირინემ.
- კი მინდა. ნაკადულზე ჩავიდეთ?
- რა ნაკადულზე? აა! არა. წამო.
ერთმანეთს ხელები ჩავჭიდეთ და წამოვდექით.
ბაღს გავუყევით და სახლს მეორე მხრიდან შემოვუარეთ. მო-
შორებით ხეებსა და ხეებს შუა მოლივლივე ტბა გამოჩნდა.
- აი, ოკეანე! - წამოიძახა ირინემ და გაიქცა.
მე დავედევნე და წყალში ერთდროულად გადავეშვით.
თავები რომ ამოვყავით, ირინემ მკითხა: - როგორ მოგწონს?
- გრილია და საამო.
მე ცურვით გავედი ტბის მეორე მხარეს. ირინეც გამომყვა: გაღ-
მა ნაპირზე ხეხილის ბაღი გრძელდებოდა. სადაც ჩვენ გავედით,
იმ ადგილას სულ ლეღვის ხეები იყო.
წყლის პირას ჩამოვსხედით. ირინემ თავი გადაიქნია და შხეფე-
ბი შემომასხა.
მერე ერთხანს ჩუმად ვისხედით და წყლის ლივლივს ვუცქერო-
დით.
255
- რა არის წყავი? - მკითხა ირინემ.
მე უცებ ვერ მივხვდი, რა წყავზე იყო ლაპარაკი. მერე მივხვდი.
- ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა. წყავი მცენარეა, რო-
მელსაც ეშმაკივით შავი და ეშმაკივით გემრიელი ნაყოფი აქვს.
თევზი არის ამ ტბაში?
- რამდენიც გინდა!
- მაშ, დამიჭერია. ანკესი რომ არა მაქვს?
- ლარი და ნემსკავი მე მაქვს.
- ბამბუკი?
- ბამბუკი არა მაქვს. თხილი შეიძლება გამოვიყენოთ. გაღმა
მხარეს სწორი თხილი იზრდება, მაღალი. მოქნილობით ბამბუკს
არაფრით ჩამოუვარდება. გაჩვენო?
- მაჩვენე!
მეორე ნაპირზე დაღლილები გამოვედით.
ირინე წყლის პირას ჩამოჯდა. მე წამოვწექი და თავი კალთაში
ჩავუდე. სანამ ვისვენებდით, ჩემს თმას აწვალებდა. ხან აქეთ გა-
დავარცხნა თითებით, ხან იქით, ხან შუაში გაყო. დაწვნაც კი სცადა.
- წავიდეთ თხილებში? - მკითხა ბოლოს, როცა თმას ყველა შე-
საძლო ოპერაცია ჩაუტარა.
- წავიდეთ.
თხილები მართლა აშოლტილი და მაღალი იყო. სულ ერთმა-
ნეთზე უკეთესი. ერთ-ერთი ავარჩიე, რომელიც ყველაზე სწორი
ჩანდა.
- აი, ეს კარგია.
- ეგ იყოს.
თხილს ხელი მოვკიდე და უცებ ირინეს შევხედე.
- დანა?
ირინემაც შემომხედა და ორივეს გაგვეცინა.
- წავალ, სახლიდან მოვიტან.
256
- ეგ როდის იქნება!
- მაშინ სხვა დროს მოვჭრათ, რა გეჩქარება!
- მეჩქარება. ახლა უნდა მოვჭრა.
- მოჭერი. - ირინემ ხელები მკერდზე დაიკრიფა და ხაზგასმული
გულმოდგინებით მოემზადა საყურებლად.
- მოვჭრი კიდეც!
- მოჭერი.
ჯერ იქვე მივიხედ-მოვიხედე, მერე შორიახლო დავიწყე ძებნა
და ბოლოს ერთი წვერწამახული ქვა ვიპოვე. ავიღე და იმით და-
ვუწყე ხეს ჩორკნა.
- მალე კი გადავედით ქვის ნაჯახზე, - ირინე ისევ ისე გულხელ-
დაკრეფილი იდგა.
მე გამეცინა და უფრო მუყაითად განვაგრძე საქმე.
- უნდა შეულოცო. ისე არაფერი გამოვა.
- შეულოცე მერე!
- მე?
- შელოცვა და ჯადოქრობა ხომ ქალების საქმეა.
ირინე ახლო მოვიდა, თმა წინ გადმოიყარა და სახეზე ჩამოი-
ფარა. ხელებს სასაცილოდ ასავსავებდა და გაურკვევლად ბუტბუ-
ტებდა რაღაცას.
მე ჯიუტად განვაგრძობდი ჩემს საქმეს. ახლა მეორე მხრიდან
შევუტიე. ნაჭდევი თანდათან გაღრმავდა. ბოლოს ხელით რამდენ-
ჯერმე გადავწიე, გადმოვწიე და მოვტეხე.
- ჩემმა ჯადოქრობამ გიშველა. - გამომიცხადა ირინემ.
- რა თქმა უნდა! - დავეთანხმე მეც. - შენი ჯადოქრობის გარეშე
რას გავაწყობდი.
თხილს წვრილ-წვრილი ტოტები გავაცალე და მხარზე გავიდე.
- ახლა კი დავბრუნდეთ. დანარჩენს სახლში გავაკეთებ.

257
შინ რომ მივედით, ეზო მოვათვალიერე და ისეთი გრძნობა გა-
მიჩნდა, თითქოს თვალში რაღაც მაკლდა. თითქოს რაღაც უნდა
ყოფილიყო და ის რაღაც, რაც უნდა ყოფილიყო, არ იყო.
„გონება მიბნელდება, თუ რა უბედურება მჭირს!“ - გავიფიქრე
ჩემთვის.
თქმით არაფერი მითქვამს. თხილი იმ ნახევრად ღია სადგომში
შევიტანე და ირინეს ნაჯახი ვთხოვე. დასაკეცი დანა მეც მქონდა
პიჯაკის ჯიბეში, მაგრამ ჩემი პიჯაკი სადღაც ბაღში იყო, კაკლის ძი-
რას. ირინემ ნაჯახთან ერთად ლარი და ნემსკავიც მომცა და მით-
ხრა, წავალ, ტანისამოსს მოვიტანო.
მე საქმეს შევუდექი. თხილს ტოტები დავაცალე, ვიწრო ბოლო-
ში ნაჭდევი გავუკეთე, ზედ ლარი გამოვაბი; ტივტივა ხისგან გამოვ-
თალე, ტყვიის მაგივრად ქვა გამოვიყენე, ბოლოში ნემსკავი დავა-
მაგრე. დიდხანს კი ვეწვალე, მაგრამ სამაგიეროდ საკმაოდ მო-
ხერხებული ანკესი გავმართე.
ირინემ ტანსაცმელი მოიტანა და სადილი მოამზადა.
ნასადილევს ბაღში ჭიაყელები ამოვჩიჩქნე და სათევზაოდ წა-
ვედი.
- ვაშხმად ცოცხალი თევზი გვექნება, - დავუბარე ირინეს.
ირინემ ღიმილით დამიქნია თავი.
- მე მანამ აქაურობას მივხედავ.
წასვლის წინ ერთხელ კიდევ მოვათვალიერე ეზო და წეღან-
დელი გრძნობა, თვალში რომ რაღაც მაკლდა, ისევ ამედევნა.
თევზი მართლა ბლომად იყო ტბაში და ბლომადაც დავიჭირე.
თავიდან ვერ ვიჭერდი.
დავყვებოდი ტბის ნაპირს აღმა-დაღმა და ბედს ვცდიდი ყველ-
გან, სადაც ადგილი, ასე თუ ისე, შესაფერისი მეჩვენებოდა. მთელი
საათი ვიარე და ერთი თითისტოლა ჭიჭყინას მეტი ვერაფერი და-
ვიჭირე.
258
ბოლოს პატარა ყურეს მივადექი. ირგვლივ ბექობი ერტყა. ბე-
ქობის თავში თხილისა და ვაშლის ხეები იდგა. წყალი აქ, ეტყობო-
და, საკმაოდ ღრმა უნდა ყოფილიყო. საცა წესია, ამ მორევში
ბლომად უნდა იყოს-მეთქი თევზი, გავიფიქრე. ჯერ ხის ძირას წა-
მოვწექი, დავისვენე და სიგარეტი გავაბოლე. მერე ბექობის თავზე
შემოვჯექი და ნემსკავი ღრმად ჩავუშვი წყალში. თვალის დახამხა-
მება ვერ მოვასწარი, რომ ტივტივა შეირხა, ცეკვა დაიწყო წლის
ზედაპირზე და ჩაიძირა. სწრაფად ამოვკარი. თევზი ჰაერში აფარ-
თხალდა. მტკაველის ოდენა მურწა იყო. ბალახებში რომ ჩავაგდე,
კიდევ დიდხანს
ფართხალებდა. ნემსკავზე ჭიაყელა გავასწორე და ხელახლა
ჩავუშვი. ამჯერად ცოტა ლოდინი დამჭირდა. ტივტივა ერთხანს
უმოძრაოდ იდო წყლის ზედაპირზე. მერე წეღანდელივით აცეკ-
ვდა და ჩაიძირა. მეორე მურწა უფრო მოზრდილი გამოდგა.
გამარჯვების აღსანიშნავად კიდევ ერთი სიგარეტი მოვწიე.
მერე თევზაობა განვაგრძე.
სპორტულმა ჟინმა ამიტაცა და მთელი ჩემი არსება დაიპყრო.
ჩავუშვებდი ნემსკავს წყალში და სულგანაბული დავცქეროდი
ტივტივას. ტივტივა ჯერ უმოძრაოდ იდო, თითქოს მიწაში ჩარჭო-
ბილი პალოაო, მერე ირგვლივ პატარა წრეები გაუჩნდებოდა,
წრეების ცენტრში ტივტივა ერთბაშად შეირხეოდა და ცეკვას დაიწ-
ყებდა. იცეკვებდა, იცეკვებდა და ჩაიძირებოდა.
როგორ წამომადგა თავს ირინე, არ გამიგია. როცა შევამჩნიე,
ჩემს გვერდით იჯდა, ჩითის მოკლე კაბა ეცვა, გულამოჭრილი და
უსახელო. იჯდა თავისთვის და რაღაცას ქსოვდა.
- შენ აქ როდის გაჩნდი?
- რახანია აქა ვარ. მაგრამ ჩემმა მეუფემ არ ინება ჩემი არსებო-
ბა შეემჩნია.

259
- შენი მეუფე ახალ ხელობას დაეუფლა. ამბობენ, მეთევზეები
კეთილი ხალხიაო. რასა ქსოვ?
- ჯემპრს გიქსოვ.
- მე?
- შენ, აბა ვის!
- ყოჩაღ, ჩემო დედოფალო! - აი, შენ ჯილდო! - გადავიხარე და
ვაკოცე.
მერე თევზაობა განვაგრძე.
- გაყოფა.
- ცოტაც დამაცადე.
- რად გინდა ამდენი თევზი?
მე დაჭერილ თევზს გადავხედე და გამეცინა. მართლა ძალიან
ბევრი იყო.
- რა ვიცი. კატა მაინც გვყავდეს.
- წამო, წავიდეთ.
- მოიცა, იქნება ოქროს თევზი დავიჭირო.
ირინემ ქსოვა შეწყვიტა და შემომხედა.
- ოქროს თევზი დაჭერილია. ხომ ხედავ, ღამდება.
არ მეთმობოდა თევზაობა, მაგრამ მართლა ღამდებოდა.
წამოვდექი. ლარი ნემსკავით მივამაგრე ჯოხზე. მერე თხილის
ბუჩქს პატარა კაუჭიანი ტოტი შევაჭერი, თევზები ზედ ავასხი და ში-
ნისაკენ წავედით.
შემწვარი თევზით გემრიელად ვივახშმეთ.
ნავახშმევს ირინემ ქსოვა განაგრძო.
- რა კარგი ქსოვა გცოდნია!
ირინემ ნაქსოვი ორივე ხელით გაშალა და დაკვირვებით შეათ-
ვალიერა, თითქოს ჩემს ნათქვამს ამოწმებსო. მერე თქვა: - დღე-
ისთვის კმარა. წავალ, ლოგინს გავშლი

260
საქსოვი გვერდზე გადადო და ლოგინის გასაშლელად წავიდა.
ცოტა ხნის შემდეგ დამიძახა და მეც ავედი.
გავიხადეთ და დავწექით.
ირინეს მალე ჩაეძინა.
მე კი ერთხანს კიდევ ვიტრიალე ლოგინში. თითქოს რაღაცას
ვფიქრობდი, მაგრამ ბურანი წამომეპარა და ფიქრის ძაფები და-
მიწყვიტა.
ის იყო უნდა ჩამძინებოდა, რომ მომაგონდა, რა მაკლდა წეღან
თვალში.
მანქანა!
მანქანა აღარ იდგა სახლის წინ.
გამოფხიზლება დავაპირე, მაგრამ ვეღარ გამოვფხიზლდი. ამ
მოგონებასთაენ ერთად ჩავიძირე ძილის მორევში.

261
***

- ასე რატომ მიყურებ?


თვალის უპეებთან ნაოჭები გასჩენოდა.
- როგორ გიყურებ?
- ამრეზით. გაჯავრებული ხომ არა ხარ ჩემზე?
- არა.
და თვალი ავარიდე.
გარეთ უხვად ბარდნიდა. ეზოში საბანივით იდო თოვლი. ბაღში
ხეები ისე იდგნენ, როგორც თეთრი ზვინები. ბაღს გადაღმა მთები
და ტყეები თოვლით იყო დაფარული. თეთრი ფერის მეტი არსაით
არაფერი ჩანდა.
- რამხელა თოვლი მოსულა!
- აქ ასე იცის.
- ვერ ვითევზავებ დღეს.
- ხვალ ითევზავე. ნუ მიყურებ ასე. მეშინია.
ირინეს ნაღვლიანი ხმა ჰქონდა და შემეცოდა. ხელი მოვკიდე,
ჩემკენ მოვიზიდე და თმაში ვაკოცე. ირინემ მორჩილი და ერთგუ-
ლი თვალებით შემომხედა.
- დღეს რა ვქნა?
- დღეს სანადიროდ წადი.
- წავალ.
- აი, ჯემპრები, რომელიც გინდა, ის ჩაიცვი. სქელი ჯემპრებია,
თბილი...
- შენ წამოხვალ თუ დარჩები?
- როგორც მეტყვი. გინდა წამოვალ, გინდა დავრჩები.
- წამოდი. არა. დარჩი. ეს რა ზმუილი ისმის?
- ძროხები ზმუიან. ჭამა უნდათ. წავალ, მოვწველი და ვაჭმევ.
ცეცხლსაც დავანთებ.
262
მე სწრაფად გადავიცვი პირველივე ჯემპრი, რომელიც ხელთ
მომყვა, და აივანზე გავედი. ირინე ჯერ პალატში შევიდა და თოვ-
ლში ღრმა კვალი დატოვა. იქ ცოტა ხანს შეყოვნდა, ეტყობა, ცეც-
ხლი დაანთო, მერე ქოთნით ხელში გამოვიდა და სადგომისაკენ
გასწია, სადაც ძროხები ება.
მე ქვემოთ ჩავედი. მუხლამდე თოვლი იდო.
ირინე ჩაცუცქულიყო და ორივე ხელით მარჯვედ წველიდა
ძროხას. ძროხა მშვიდად იდგა, კისერი წაეგრძელებინა და იცოხ-
ნებოდა.
- ნიჩაბი არა გვაქვს?
- აგერ, იქა დევს, - ხელით მაჩვენა. წამით წველა შეწყვიტა და
გამომხედა. - რად გინდა?
- გზავს გავკვალავ. ხომ ხედავ, რამხელა თოვლია!
ნიჩაბი ავიღე და მუშაობას შევუდექი. ორი ბილიკი გავიყვანე
პალატიდან: ერთი მეორე სართულის კიბემდე, მეორე - სადგო-
მამდე.
ირინემ ორივე ძროხა მოწველა, ჩალა დაუყარა და პალატის-
კენ რომ წავიდა რძით სავსე ქოთნით ხელში, კმაყოფილმა შემომ-
ცინა.
- რა კარგად გაგიკვალავს.
პალატში უკვე თბილოდა.
კატებმა თითო ნაბიჯით დაიხიეს უკან და გამომცდელად შემათ-
ვალიერეს.
კუთხეში თევზის ძვლები ეყარა.
მერე ერთმა კატამ მიაუო, მითხრა და ყურადღებით დამაცქერ-
და. ეტყობა, იმის დადგენა უნდოდა, ხელის გადასმა უფრო იყო
მოსალოდნელი ჩემგან, თუ წიხლის ამოკვრა. რაკი მტრობა ვერ
შეამჩნია ფრთხილად წამოვიდა. შუა გზაზე შეჩერდა და კიდევ ერ-
თხელ შემომკნავლა, ამჯერად უფრო იმედიანი ხმით.
263
- მოდი, ფისო! - ვუთხარი მე და ხელი გავუწოდე.
ამ სიტყვებმა საბოლოდ გაუფანტა ეჭვები და თამამად მომიახ-
ლოვდა. მე თავზე ხელი გადავუსვი. მან თავი ხელზე მომაჭირა და
დაიკრუტუნა. მერე ფეხზე გამეხახუნა და დაიწყო ჩემს ირგვლივ
სიარული. ხან ერთ ფეხზე გამომედებოდა, ხან - მეორეზე; ხან ლა-
ჯებში გამიძვრებოდა. ერთი სიტყვით, ყოველნაირად ცდილობდა
თავის კეთილგანწყობილებაში დავერწმუნებინე.
დანარჩენი ორი თავთავიანთ ადგილებზე ისხდნენ და შურით
გვიყურებდნენ.
- მადლობას გიხდის თევზისათვის. - განმიმარტა ირინემ.
კატებს ხის ჯამით დაუდგა რძე, მე - თიხის ჯამით. თვითონაც
თიხის ჯამით დაიდგა.
ნასაუზმევს წასასვლელად მოვემზადე.
ირინემ თოფი, ვაზნებით სავსე პატრონტაში და თხილამურები
გამომიტანა.
თოფი გავსინჯე. პატრონტაში წელზე შემოვიკარი. თხილამუ-
რები ავიღე.
- მოიცა, გავპოხო! - მითხრა ირინემ.
ბუხრის თაროდან ქონი ჩამოიღო და თხილამურებს ძირებზე
წაუსვა.
ეზოში გამოვედი. თხილამურები ამოვიკარი და გზას გავუდექი.
ეზო რომ გადავჭერი და ბაღს მივაღწიე, უკან მივიხედე. ირინე
კარის ზღურბლზე იდგა და მიყურებდა.
ღიმილით დავუქნიე ხელი და წავედი.
ჯერ სულ პირდაპირ ვიარე. ბაღს რომ გავცდი და ტყეს მივატა-
ნე, შევჩერდი. ახლა დიდი წრის კიდეზე ვიდექი.
იქნება ეს ტყე და მთებიც წრედ ერტყმის-მეთქი ამ ბაღს, გავივ-
ლე გუნებაში, წრის ფორმა, უბრალოდ, არ ჩანს, იმიტომ რომ ძა-
ლიან განიერია და ჰორიზონტს სცდება.
264
გზა რომ უნდა განმეგრძო, ახირებული სურვილი დამებადა,
ტყის პირს გავყოლოდი და ხეხილის ბაღისთვის ირგვლივ მომევ-
ლო. ახირება უაზრო და ბავშვური იყო, მაგრამ რაკი არც სხვა რო-
მელიმე მიმართულებას ჰქონდა რაიმე მკაფიო აზრი, ავყევი ამ
ჩემს სურვილს და დავადექი წრეხაზს, ზუსტად ტყისა და ბაღის გამ-
ყოფ ზოლს. ჩემი ვარაუდით, სადილობამდე უნდა დამემთავრები-
ნა გარშემოვლა და იმავე გზით დავბრუნებულიყავი შინ.
ირგვლივ ისე იყო ჩამოთეთრებული ყველაფერი, ხეებს ვერც
კი ვცნობდი.
ტყეში დროდადრო რაღაც გაიშლიგინებდა. ეტყობა, ნადირი
მართლა ბლომად იყო აქ.
კარგა გზა რომ გავიარე, კურდღელი შევნიშნე. ხის ძირას და-
ყუნტულიყო და მომჩერებოდა.
კურდღელზე უფრო მახინჯი ცხოველი ჩემს დღეში არ მინახავს.
ადამიანი კი მინახავს. ზოგიერთი ბავშვია, დაბადებიდანვე ჩა-
მოყალიბებული, დასრულებული ნაკვთები დაყვება. შეხედავ და
მიხვდები, ასი წელი რომ იცოცხლოს, ასეთი იქნება, ოდნავაც არ
შეიცვლება. კურდღლის დანახვაზე ყოველთვის ასეთი ბავშვი მა-
გონდება.
საკმაოდ ახლო მივედი, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყა.
ალბათ, არ იცნობს-მეთქი ადამიანს, ვიფიქრე.
თოფი გადმოვიღე და დავუმიზნე. ის კი, ვითომ აქ არაფერიაო,
იჯდა და მიყურებდა.
თოფი ისე დავუმიზნე, შესაშინებლად, მოკვლა არც მიფიქრია.
ქათამი არ დამიკლავს ჩემს დღეში. საერთოდ, არავითარ ნადი-
რობას არ ვაპირებდი. თოფი მხოლოდ იმიტომ წამოვიღე თან, ვა-
ითუ თავის დაცვა დამჭირდეს-მეთქი. რაკი ვერ შევაშინე, თოფი
ისევ მხარზე გადავიკიდე. მეც ვუყურებდი, ისიც მიყურებდა. წადი,

265
სულ ერთია, შენს ცოდვას არ დავიდებ-მეთქი, ვეუბნებოდი ჩემს
გულში.
ბოლოს, როგორც იქნა, მობეზრდა ჩემი ყურება, ზურგი შემაქ-
ცია და სკუპ-სკუპით გაიქცა. მაგრამ შორს არ წასულა. ახლა სხვა
ხის ძირში დაყუნცდა. იმავ წამს მის თავზე ხის ტოტი შეირხა და,
სანამ მოვისაზრებდი რა მოხდა, ფოცხვერი თავის ნადავლიანად
ტყის სიღრმეში გაუჩინარდა.
თოვლი ჯერ კიდევ ცვიოდა ტოტიდან.
მკვლელობის ადგილას მივედი. იქ ფოცხვრის კვალი და კურ-
დღლის სისხლი იყო დარჩენილი. კურდღელი სრულებით არ შემ-
ცოდებია. წერას ჰყავდა ატანილი, თორემ რას მიკეთებდა აქ, ცნო-
ბისმოყვარე დედაკაცივით რომ წამოსკუპებულიყო ამ სიცივეში!
მე ხომ არ გამისვრია ხელი და ჯანდაბას მაგის თავი-მეთქი, გა-
ვიფიქრე და ჩემი გზით წავედი.
კაცმა რომ თქვას, მე რომც მომეკლა, მაინც ვერაფერში გამო-
ვიყენებდი: მეზიზღება კურდღლის ხორცი; ფოცხვერს კი დღეს
გემრიელი სადილი ექნება.
ერთხანს ტყეში ჩამიჩუმი არ ისმოდა. მეც წყნარად მივსრია-
ლებდი და კურდღლის ფათერაკი სულ გადამავიწყდა.
მოულოდნელად წინიდან, კარგა მოშორებით, ხმაური შემო-
მესმა. დათოვლილი ბუჩქის უკან, ეტყობა, რაღაც ხდებოდა. ხმა-
ური ერთი და იმავე ადგილიდან ისმოდა და მხოლოდ მაშინ შეწ-
ყდა, როცა სულ ახლო მივედი. იმავ წამს თვალი მოვკარი მგელს,
რომელსაც პირში კურდღელი ეჭირა და ძუნძულით შორდებოდა
იქაურობას. ბუჩქის უკან კი, თოვლში, გასისხლიანებული ფოცხვე-
რი ეგდო. თხილამურის საბრჯენი ამოვდე და გადავატრიალე.
მკვდარი იყო. „საწყალი! რა გემრიელი სადილის მოლოდინი

266
ჰქონდა და როგორ გაუცრუვდა იმედი. არაფერია, ჩემო მეგობა-
რო, ნუ ინაღვლებ; სამაგიეროდ დღეის ამას იქით აღარასოდეს შე-
გაწუხებს შიმშილი!“ ამ
დროს ზემოდან ყვავების ყრანტალი მოისმა. ავიხედე. სამი ყვა-
ვი დაგვტრიალებდა თავს და მოუთმენლად ელოდა ჩემს წას-
ვლას. გამეცინა და გავიფიქრე: „ჭამა გინდოდა და თვითონ კი იქე-
ცი საჭმელად. რას იზამ! ბედისწერას ვერავინ გაექცევა!“ სწრაფად
გავეცალე იქაურობას და ასპარეზი ყვავებს დავუთმე.
ცოტა გზა რომ გავიარე, უკან მივიხედე. ყვავები ცოტა დაბლა
დაშვებულიყვნენ, მაგრამ სადილად დასხდომას ვერ ბედავდნენ.
ჯერჯერობით სიხარბეს შიში ძლევდა და ფრთხილად ზვერავდნენ
იქაურობას.
„რა იცით, რა მოგელით! იქნებ მეზობელი ბუჩქის ძირას მელაა
ჩასაფრებული და თავის რიგს ელის!“
ამ დროს თოვლში კვალი შევამჩნიე, მგლის კვალს ჰგავდა. ნა-
ბიჯს ავუჩქარე. კვალი ტყისა და ხეხილის ბაღის გამყოფ ზოლს
მისდევდა. პარალელურად და ოდნავ ქვემოთ. მალე მართლაც
მოვკარი თვალი მგელს. იდგა, წინა თათებთან კურდღელი ედო,
თავი მაღლა აეწია და ჰაერს ყნოსავდა. ცოტაზე კიდევ მივუახ-
ლოვდი, მერე ბუჩქს ამოვეფარე, თოფი გადმოვიღე, კარგად და-
ვუმიზნე და, ცას რომ შეყმუვლა, სწორედ იმ დროს გავისროლე.
მგელი მოწყვეტით დაეცა ძირს. მივედი და დავათვალიერე. ტყვია
შიგ თავში მოხვედროდა. კურდღელი, ამდენი დავიდარაბის მიზე-
ზი, გაფშეკილი ეგდო თოვლში. იმავ წამს ზემოდან ყვავების ყრან-
ტალი მოისმა. გამეცინა და ხმამაღლა ვთქვი: „არა, არ არის საშ-
ველი! გინდა გაისროლე, გინდა არა!“ ერთი პირობა გადავწყვიტე,
მგელსა და კურდღელს თოვლში ჩავფლავ-მეთქი, მაგრამ მერე
გადავიფიქრე: „რა აზრი აქვს, სულ ერთია, ამოჩიჩქნიან!“ ხელი ჩა-
ვიქნიე და გზა განვაგრძე.
267
სადილობის ჟამს, როგორც ვვარაუდობდი, შინ დავბრუნდი.
მაგრამ, შინ დაბრუნების გარდა, იმასაც ვვარაუდობდი, რომ ბაღის
ირგვლივ სრულ წრეს შემოვივლიდი და, საიდანაც დავიწყე მოგ-
ზაურობა, ისევ იქ მივიდოდი. ეს ვარაუდი აშკარად გამიცუდდა.
გვარიანად რომ დავიღალე, გვარიანად რომ მომშივდა და გვა-
რიანი დრო რომ გავიდა, არავითარი წარმოდგენა არა მქონდა
იმის შესახებ, თუ რა ადგილას ვიმყოფებოდი ჩემი მოგზაურობის
წრეზე. ერთი კი ცხადი იყო: წრე ჯერ არ შემეკრა. გადავწყვიტე, ეს
საქმე სხვა დროისთვის გადამედო და ახლა, რაკი გვიანი იყო, შინ
დავბრუნებულიყავი. ბაღი წრეხაზის პერპენდიკულარულად გა-
დავჭერი და მალე სახლს მივადექი იმ ადგილას, სადაც მარნის კა-
რი იყო; ხოლო რაკი აქეთობისას გზა პალატის კართან დავიწყე,
გამოვიდა, რომ დაახლოებით წრის მესამედი გამევლო. მაშასა-
დამე დილიდან სადილობამდე მთელ წრეს ვერასგზით ვერ შევ-
კრავდი. თუ ბაღის შემოვლა მართლა აუცილებელი იყო, რაშიც
უცებ ეჭვი შემეპარა, სერიოზული და კარგად მომზადებული ლაშ-
ქრობა უნდა მომეწყო.
ბაღს რომ გამოვცდი და ეზოში შემოვედი, ძაღლი შემომეგება.
კუდის ქიცინითა და თამაშ-თამაშით გამოიქცა ჩემკენ, მკერდზე
ამეტორღიალა და მხიარულ წკმუტუნს მოჰყვა. მე ხელი მოვუთა-
თუნე და წამით გამიკვირდა, რატომ მურაც თან არ წავიყვანე-მეთ-
ქი. მერე ის გამიკვირდა, ჩემს გულში რომ ამ სახელით მოვიხსე-
ნიე, რადგან ირინემ, რომელიც პალატის ზღურბლზე გამოჩნდა,
გიშერა დაუძახა და, საერთოდაც, ცხადია, გიშერა ერქვა.
- დაიღალე? - მკითხა ირინემ.
მე პასუხი არ გამიცია; ვიფიქრე, სულაც არაა საჭირო, ქალის
ყოველ ქარაფშუტულ კითხვას უპასუხო-მეთქი. უხმოდ მოვიხსენი
თოფი და პატრონტაში და მივაწოდე. მერე თხილამურები მოვიძ-
რე და პალატში შევედი. გიშერა კართან დაწვა.
268
ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და ირგვლივ სითბოს საამო სუნი
იდგა.
პატარა კუნძზე ჩამოვჯექი ბუხრის პირას და შემცივნული ხელე-
ბი ცეცხლს მივუშვირე.
გამბედავი კატა, დილით რომ თავისი სიმამაცის წყალობით ჩე-
მი მეგობრობა მოიპოვა, თამამად მომიახლოვდა და წვივზე გამე-
ხახუნა.
ირინე შემოვიდა.
- ფეხები დაგსველებია, - მითხრა და გვერდით ჩამიცუცქდა.
მე უხმოდ მივუშვირე ფეხები.
ირინემ ფეხსაცმელები და წინდები გამხადა.
- სულ მთლად სველია! - თქვა და თავი გადაიქნია. - ხომ არ
დაიბან?
მე უხმოდ მივუთითე შეშის ნაპობებზე.
ირინემ ერთი ნაპობი აიღო და წინ დამიდო. მე ქუსლები ზედ
შემოვაწყე და ფეხები ცეცხლს მივუფიცხე.
ირინემ სუფთა წინდები და საშინაო ფოსტლები გამოიტანა და
გვერდით დამიწყო.
მე დამცხა და ჯემპრი გავიხადე.
ირინემ ჯემპრი ჩამომართვა. მერე სუფრის გაშლას შეუდგა.
მე ფეხები გავითბე და წინდას დავწვდი.
- ჩაგაცმევ! - ირინე წამსვე ჩემთან გაჩნდა.
მე თავი გავიქნიე უარის ნიშნად და ოდნავ გავუღიმე.
სანამ მე ვიცმევდი, ასე მორცხვად იდგა. ხანდახან ჩუმად გა-
მომხედავდა და მაშინვე მომარიდებდა თვალს. ჩაცმა რომ მოვა-
თავე, ვარცლი და დოქით წყალი მოარბენინა და ხელები დამაბა-
ნინა.
მე სუფრას მივუჯექი.

269
- ღმერთი შეგვეწიოს - ვთქვი, პირჯვარი გადავიწერე და პური
გავტეხე.
ირინეც დაჯდა. ჭამა რომ დავიწყე, ღვინო დამისხა.
ერთხანს უხმოდ ვჭამდით. მერე თავაუღებლივ ვკითხე: - გიშე-
რას აჭამე?
გიშერამ თავისი სახელის გაგონებაზე პალატში შემოიხედა და
კუდი გააქიცინა.
- კი. ვაჭამე.
- ბევრი არ აჭამო. გაზარმაცდება.
- ძვლები დავუყარე.
მე კმაყოფილებით დავუქნიე თავი და ჭამა განვაგრძე.
ირინეც ჭამდა და თან ცალი თვალი ჩემკენ ეჭირა.
ღვინო გადავკარი და ვუთხარი: - დალიე შენც ერთი ჭიქა.
ირინე ადგა, განჯინიდან ჭიქა გამოიღო. ნახევრამდე დაისხა,
დალია და მორიდებით გამომხედა.
ნასადილევს ისევ ბუხარს მივუჯექი და ჩიბუხი დავტენე.
ვიჯექი უხმოდ, ვაბოლებდი და ცხელ ღადარში ვაპურჭყებდი.
ირინემ სუფრა აალაგა, კატები დააპურა, იქაურობა დაასუფთა-
ვა, მერე საქსოვი აიღო და ისიც ბუხრის პირას ჩამოჯდა.
ვისხედით ასე.
ირინე ქსოვდა, მე ჩიბუხს ვაბოლებდი. გარეთ ბინდი იწვა.
- ხვალ წახვალ სათევზაოდ?
მე უხმოდ გავიქნიე თავი. ისე რომ ცეცხლისთვის თვალი არ მო-
მიშორებია.
- საგზალი გამიმზადე. გამთენიის ხანს სხვაგანა ვარ წასასვლე-
ლი.
ირინემ შემომხედა. ეგონა, რომ ვერ ვამჩნევდი თუ მიყურებდა.
ამიტომ უფრო მეტხანს გაბედა ცქერა, ვიდრე სხვა დროს გაუბე-
დია.
270
- კარგი, - მითხრა.
ამის მერე სულ წრიალებდა. ქსოვას გულს ვერ უდებდა. რამ-
დენჯერმე თვალი ჩაუვარდა. დროდადრო ქურდულად გამომხე-
დავდა. უნდოდა გაეგო, სად მივდიოდი ხვალ, მაგრამ კითხვას
ვერ ბედავდა.
და მხოლოდ ნავახშმევს, ფეხებს რომ მბანდა, როგორც იქნა,
სძლია თავს და სწრაფად, სულმოუთქმელად მკითხა: - შორს მი-
დიხარ?
თან, საკუთარი გაბედულებით გამოწვეული შიში რომ დაეფა-
რა, ხელები უფრო გულმოდგინედ აამუშავა და წყალი ააჭყაპუნა.
- გვიან დავბრუნდები.
- კარგი.
დილით ირინემ დამასწრო ადგომა.
თვალი რომ გავახილე, ხელი მოვაფათურე, მაგრამ ლოგინში
არ დამხვდა.
ალიონი ძალას იკრებდა და ნელ-ნელა ფანტავდა სიბნელეს.
სწრაფად წამოვდექი, ტანთ ჩავიცვი და აივანზე გამოვედი.
ბინდბუნდში ბაღი ისე მოჩანდა, როგორც ჭრელი ხალიჩა. ნა-
ირ-ნაირი ფერები ერთმანეთში ირეოდა. ეზო მწვანე ბალახს და-
ეფარა.
ირინე პალატში ფუსფუსებდა. საგზალი ბოღჩაში გამოეკრა.
რძე აედუღებინა.
- გიშერას წაიყვან? - მკითხა, პალატში რომ შევედი.
- არა.
- რძე დალიე.
- ჰო.
ცხელი რძე მესიამოვნა და მეორე ჭიქაც დავლიე.
- წავედი.

271
ჯოხი ავიღე, ბოხჩას კვანძქვეშ გავუყარე, მხარზე გავიდე და
გზას გავუდექი.
თოფი არ წამიღია. ჯაყვა მედო მარტო ჯიბეში.
ირინე ეზოში გამომყვა და მერე ისევ უკან შებრუნდა. გიშერამ
ბაღის კიდემდე მიმაცილა. იმის იქითაც უნდოდა წამოსვლა, მაგ-
რამ მე არ ვქენი.
ინათლა.
და რაც უფრო ნათდებოდა არემარე, მით უფრო საოცარ ფე-
რებს გამოსცემდა ხეხილის ბაღი. თითქოს თავზე ულამაზესი ყვა-
ვილების გვირგვინი მეხურა. ფერები უცნაური ლივლივით გადა-
დიოდა ერთმანეთში. ტყემლის ქათქათა, თოვლზე უფრო თეთრი
და ხალისიანი ყვავილები, იისფრად და არც მთლად იისფრად გა-
დაპენტილი ატამი: ალუბალი, ნუში, ალუჩა, ქლიავი... ყველას თა-
ვისი საკუთარი ფერი ჰქონდა და ყველა თავის განსაკუთრებულ
იერს ანიჭებდა ყვავილწნულის გვირგვინს. ფერთა ამ საოცარ
ზღვას ქვემოდან ნამით დაცვარული ბალახის, ხოლო ზემოდან
ლურჯი ცის ანარეკლი ერთვოდა და სულ მთლად ზღაპრულ იერს
ანიჭებდა. თითქოს სამყაროს ნივთიერი სახე დაეკარგა, წმინდა
ფერებად ქცეულიყო და ეს ერთიანი სამყარო-ფერები ჩემს ირ-
გვლივ ლივლივებდა და ღელავდა. ზღაპრულ ელვარებას უერ-
თდებოდა ასევე ზღაპრული მუსიკა, რომელსაც ფუტკრები უკრავ-
დნენ, ფუტკრები ბზუილით დაფრინავდნენ ერთი ყვავილიდან მე-
ორეზე. აფრინდებოდა ფუტკარი, ბზუილით გადაკვეთდა მოლივ-
ლივე ფერებს და მეორე ყვავილზე დაჯდებოდა. აქ მცირე ხანს გა-
ყუჩებული იჯდა. მერე ისევ აფრინდებოდა და ახლა სხვა ყვავი-
ლისკენ გასწევდა ბზუილით. როცა ფუტკრების ერთი წყება ყვა-
ვილზე იჯდა, მეორე წყება ჰაერში იყო. ამიტომ მუსიკა არასოდეს
წყდებოდა.

272
მე მივაბიჯებდი და ფერებისა და მუსიკის ეს უცნაური ტალღა
უცხო განწყობილებად შემოდიოდა ჩემს სხეულში. თითქოს ვიღაც
უხილავი გულის კოვზზე მიღიტინებდა. ერთი გაფიქრება გავიფიქ-
რე, იქნებ გულაღმა გავწვე ცვრიან ბალახში და ვუყურო როგორ
ერევა ცის ფერი ყვავილების ფერს-მეთქი. მაგრამ ასე არ მოვქცე-
ულვარ, რადგან ამის გაფიქრებისთანავე ისიც გავიფიქრე, მოწი-
ფულ კაცს ამგვარი საქციელი არ შეეფერება-მეთქი. სამაგიეროდ
ფეხზე გავიხადე და, სანამ ტყის პირს არ მივაღწიე, ასე
ფეხშიშველამ ვიარე. თუმცა კარგად არც ის ვიცი, მომწონდა
თუ არა, ნამი რომ ფეხს მისველებდა.
ბაღი გადავიარე და ტყეში შევედი.
ახლა ყოველ ხეს თავისი ფერი ჰქონდა, თავისი ფოთოლი, თა-
ვისი ყლორტი. კმაყოფილები იყვნენ და მხიარული ღიმილით მე-
გებებოდნენ. მეც ყოველ მათგანს ვცნობდი და გულში ვიმეორებ-
დი მათს სახელებს. მუხა, ცაცხვი, რცხილა, წიფელი, თელა, ნე-
კერჩხალი, წაბლი, თხმელა... ყველანი აქ იყვნენ. იდგნენ ზვიადად
წელში გამართულები და ხარბად ისუნთქავდნენ გაზაფხულის და-
მათრობელ სურნელს.
წამით შევჩერდი ტყისპირას, მიმოვიხედე, ფეხთ ჩავიცვი და
დავადექი გზას დიდ წრეხაზზე.
მალე ჰაერი გათბა. ბალახი გაშრა.
და მიწას მისი ნამდვილი მფლობელები და ბატონ-პატრონები
მოედვნენ: ჭიანჭველები, ნაირ-ნაირი ხოჭოები და ათასი სხვა პა-
ტარა არსება, რომელთა სახელები არ ვიცი, დაფუსფუსებდნენ,
თამაშობდნენ, ცეკვავდნენ და ხარობდნენ.
ჭიამაია ავიყვანე და ხელისგულზე დავისვი. არც გაუგია, თუ
სხვა სამყაროში მოხვდა. როგორც იქ დაცოცავდა, სამყურა ბალა-
ხის ფოთოლზე, ისე განაგრძო აქაც ცოცვა. რას ეძებდა, არ ვიცი.

273
ერთი-ორჯერ ფრთები გაშალა და გაფრენა დააპირა, მაგრამ გა-
დაიფიქრა. გადაწყვიტა კარგად მოეთვალიერებინა და შეესწავ-
ლა აქაურობა. ბოლოს, როცა ხელისგული სულ შემოიარა და შუა
თითის ბოლოში გავიდა, ეტყობა, იფიქრა, უკვე სამყაროს კიდეში
ვარო, და გაფრინდა.
მე კი გზა განვაგრძე.
მარჯვნივ მწვანე ტყე იყო, მარცხნივ - ფერებით სავსე ბაღი.
სანამ არ მომშივდა, არ გავჩერებულვარ. როცა მომშივდა, ნე-
კერჩხლის ძირას ჩამოვჯექი, ბოხჩა გავხსენი და ვისადილე. რაც
მორჩა, ისევ ბოხჩაში გავახვიე. ნამცეცები ჭიანჭველებს დავუყარე
და იმათაც ძალიან გაეხარდათ, იფიქრეს, ნამდვილად იმ აღ-
თქმულ ქვეყანას მივადექით, სადაც უფალმა ღმერთმა თავისი
მოწყალე კალთა დაიბერტყაო. ნამცეცებს შეესივნენ, თან ოთხსავ
მხარეს მალემსრბოლები დაგზავნეს, რათა თანამოძმეებისთვის
ეცნობებინათ, აქეთ წამოდით, ბოლოს და ბოლოს ვიპოვეთ ის,
რასაც ჩვენი მამა-პაპა და მთელი ჩვენი წინაპრები ამაოდ ეძებდნე-
ნო.
მე საჭიროდ არ ჩავთვალე, ჭიანჭველებისთვის ამეხსნა, რომ
მთლად ისე არ იყო საქმე, როგორც ისინი ფიქრობდნენ. ჯოხი ისევ
გავუყარე ბოხჩას, მხარზე გავიდე და წავედი.
რბილ ბალახში სიარული თითქოს რაღაც მივიწყებულ სიამოვ-
ნებას მაგონებდა და დაღლას არ ვგრძნობდი. მივდიოდი და მივ-
დიოდი. წარმოდგენა არ მქონდა, რა მანძილი გამოვიარე და რა
მანძილი დამრჩა გასავლელი. მაგრამ ეს არც მადარდებდა. ბო-
ლოს და ბოლოს იმ ადგილს მივაღწევდი, საიდანაც წამოვედი, და
ყველაფერი ცხადი შეიქნებოდა.
ბევრი ვიარე, თუ ცოტა, ხელახლა მომშივდა. ალბათ, სამხრო-
ბის დროა-მეთქი ვიფიქრე. დავჯექი, ბოხჩა გავხსენი და დარჩე-

274
ნილ საჭმელს ბოლო მოვუღე. მერე ცარიელი ბოხჩა ჯიბეში ჩავიჭ-
მუჭნე, ჯოხი გარდიგარდმო გავიდე ბეჭებზე, ხელები ჩამოვასვენე
და გზა განვაგრძე.
მერე დაღამდა და სიბნელეში მივაბიჯებდი.
იმის შიში არ მქონდა, რომ გზა დამებნეოდა. მართალია, სიბ-
ნელემ ფერები თითქმის წაშალა, მაგრამ ტყე და ბაღი მაინც მკა-
ფიოდ გაირჩეოდა ერთმანეთისაგან.
ბოლოს იმ ადგილს მივადექი, საიდანაც მოგზაურობა დავიწყე.
დავჯექი. დავისვენე. ჩიბუხი გავაბოლე.
არ გამიგია, როდის ამოვიდა ვარსკვლავები.
ვიჯექი, ვაბოლებდი და არაფერზე არ ვფიქრობდი.
არაფერზე არ ვფიქრობდი მანამ, სანამ მოულოდნელმა ფრა-
ზამ არ გამიელვა თავში: „ამ მთაზე უნდა ავიდე“.
ზურგსუკან რომ ციცაბო მთა იდგა, იმას ვგულისხმობდი.
ჩიბუხი ჩამქრალიყო და გაციებულიყო.
რა მინდა-მეთქი ამ მთაზე, გაკვირვებით გავიფიქრე და გამახ-
სენდა, რომ ერთხელ, დიდი ხნის წინ, სახლის სახურავზე ავედი.
სანამ ავდიოდი, ვიცოდი, რისთვის ავდიოდი, რომ ავედი, დამა-
ვიწყდა.
და უცებ რაღაც მტკივნეულმა მოგონებამ გამკრა გულში.
ელვის უსწრაფესად დაკვესა, რომელიღაც ნერვი შეარხია და
გაქრა ისე, რომ თვალის მიტანება ვერ მოვასწარი.
სამაგიეროდ, სანამ ნერვი ირხეოდა და ზრიალებდა, მე უცნა-
ურმა და გაუგებარმა შეძრწუნებამ მომიცვა.
მერე ნერვი ნელ-ნელა მიყუჩდა და ბოლოს, როგორც იქნა, გა-
ჩერდა.
წამოვდექი.
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რაღაც უნდა მომგონებოდა
და თან ისიც ვიცოდი, რომ არ მომაგონდებოდა.
275
„უნდა ავიდე ამ მთაზე“. - კიდევ ერთხელ გავიფიქრე და სახ-
ლის გზას დავადექი.
წეღანდელ შეძრწუნებას უკვალოდ არ ჩაუვლია. გაბრუებული
და გამოთიშული ვიყავი.
გუნებაც გამიფუჭდა.
ბაღი რომ გადავიარე და ეზოში შევედი, გიშერა წამოვარდა და
ყეფით გამოექანა ჩემკენ. ის იყო, თავში გამიელვა, მგონი ვერ მიც-
ნო-მეთქი, და ინსტინქტურად ჯოხი მოვიმარჯვე, რომ ყეფა შეწყვი-
ტა და მხიარულ წკმუტუნს მოჰყვა.
პალატის ზღურბლზე ირინეს სილუეტი გამოჩნდა.
„ამ ეზოში, სახლის წინ, ოდესღაც თითქოს რაღაც იყო ისეთი,
რაც უცნაურ და ფანტასტიკურ მოგონებებს იწვევდა“, - გავიფიქრე
და გამიკვირდა, რომ გიშერა ჩვეულებისამებრ არ ამეტორღიალა;
რაღაც უცნაურად და საეჭვოდ წრიალებდა ჩემს ირგვლივ.
- რა იყო, გიშერა?! - ცოტა არ იყოს, გული მომივიდა და შევუ-
ტიე.
მაშინ კი ამეტორღიალა, კუდი ააქიცინა და ლოკვა დამიწყო.
- ცოტა შემეშინდა, რომ დაიგვიანე. - წყნარად თქვა ირინემ.
ირინეს უხმოდ შევხედე და უცებ ისეთი რამ გავიფიქრე, რასაც
მის ნათქვამთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა და რაც, საცა წე-
სია, ადრევე უნდა მეფიქრა: „რისთვის გავიარე ამხელა გზა? რა
საჭირო იყო? საიდანაც წავედი, ისევ იქ მოვედი. მერე რა?“ და
ისევ უკავშიროდ და უმიზეზოდ ახლა სხვა ფიქრმა გამიელვა: „თუ-
კი, საერთოდ, არის სადმე წყავი, ტყეში იქნება და არა ბაღში“.
მეორე დღეს ირინესთან და გიშერასთან ერთად სათევზაოდ
წავედი.
დილით, სანამ ჩავიცვამდი და ეზოში გამოვიდოდი, მოსვენებას
არ მაძლევდა ერთი უცნაური აზრი: სულ მეგონა, თითქოს რაღაც

276
განზრახვა მქონდა და ვერ ვიხსენებდი. ამ აკვიატებულ აზრს მა-
შინღა დავაღწიე თავი, როცა ეზოში გამოვედი, ნაყოფით დახუნ-
ძლული ხეხილის ბაღი დავინახე და რბილ ბალახში გავიარ-გამო-
ვიარე.
ხოლო ირინემ რომ ახალი, გულისპირთან ღრმად ამოჭრილი
ხალათი, რომელიც მის ტანზე აქამდე არასოდეს მენახა, ბეჭებთან
სწრაფი მოძრაობით აიწია, რათა მოშიშვლებული მკერდი დაეფა-
რა, და ამ დროს სახეზე სიწითლემ გადაუარა, საბოლოოდ გამოვ-
ფხიზლდი და არა მარტო გამოვფხიზლდი, არამედ უცებ ისეთ გუ-
ნებაზე დავდექი, მოწიფული კაცი რომ ენერგიის მოზღვავებას იგ-
რძნობს და ბავშვივით მოუნდება ცელქობა და თამაში...
მერე ანკესი ავიღე და ტბაზე წავედით.
გიშერა თავისთვის ერთობოდა. ხან გავარდებოდა, თვალს მი-
ეფარებოდა და ცოტა ხნის შემდეგ ხტუნვა-ხტუნვით შემოგვეგებე-
ბოდა, ხან დიდ მანძილზე ჩამოგვრჩებოდა, რომ საშუალება ჰქო-
ნოდა სირბილით დაგვდევნებოდა.
ირინე გზაშიც დროდადრო გაისწორებდა ხოლმე თავის ახალ
ხალათს.
რამდენჯერმე მორიდებით გამოაპარა თვალი ჩემკენ. აშკარად
შეფიქრიანებული იყო, ვაითუ გავწყრომოდი ესოდენ თამამი ჩაც-
მულობის გამო.
მაგრამ მე ჩინებულ გუნებაზე ვიყავი და გაწყრომის ნაცვლად
მხარზე ხელი მოვხვიე.
- ძალიან გიხდება ეგ ხალათი.
ირინე გახალისდა და ხალათის წარამარა სწორება შეწყვიტა...
რიგრიგობით ვთევზაობდით, რადგან ერთი ანკესი გვქონდა.
რომ მოშუადღევდა, თევზაობას თავი მივანებე, ტანთ გავიხადე
და ქვედა საცვლის ამარა გადავეშვი წყალში.

277
- თბილი წყალია? - მკითხა ირინემ, თან ცდილობდა ჩემკენ არ
ეცქირა.
- თბილია. ჩამოდი.
ირინე ნაპირს მოადგა. ჯერ კოჭებამდე შემოვიდა წყალში. მე-
რე კაბა ოდნავ აიწია, თვალი ჩემკენ გამოაპარა და მუხლამდე შე-
მოვიდა.
- გაიხადე და ჩამოდი!
- უი, რას ამბობ! - გაწითლდა ირინე.
- აბა, ვნახოთ, თუ არ გაიხდი! - დავემუქრე მე და ცურვით წავე-
დი მისკენ.
ირინემ შეჰკივლა და ნაპირზე ავარდა.
მეც ავედი. გამოვეკიდე და დავიჭირე.
ჯერ ხალათი გავხადე, მერე ქვედა კაბა.
ჭარხალივით იყო გაწითლებული, მაგრამ წინააღმდეგობა არ
გაუწევია.
ხელი ხელში ჩავკიდე და სირბილით შევიყვანე წყალში.
მორცხვობამ მალე გაუარა და გათამამდა.
ჭყუმპალობით რომ გული ვიჯერეთ, ნაპირზე გამოვედით და
ბალახში დავსხედით.
გიშერა ბუზებს დასდევდა და წამდაუწუმ პირს აწკლაპუნებდა.
დაჭერით არც ერთი არ დაუჭერია. თუმცა დაჭერას, ალბათ, არც
ცდილობდა, თამაში უნდოდა. ისეთი თბილი და საამო დღე იდგა,
ყველა სულიერი თამაშის ხასიათზე უნდა ყოფილიყო.
მე ირინეს წელზე ხელი მოვხვიე და ბალახში დავაწვინე.
- სირცხვილია... - მიბნედილი ხმით მითხრა ირინემ, თვალები
მილულა, ხელები მომხვია და მკერდზე მაგრად მიმიკრა...
მერე მე გულაღმა ვიწექი ბალახში, ის თავთით მეჯდა.
უცებ შევნიშნე, რომ თვალის უპეებთან ნაოჭები გასჩენოდა, და
მომეჩვენა, თითქოს ეს სხვა დროსაც შემინიშნავს.
278
ეტყობა, სახე შემეცვალა; იმიტომ რომ ირინემ შეშფოთებით
მკითხა: - რა დაგემართა?
- არაფერი. - ცოტა უხეშად ვუთხარი და თვალი ავარიდე.
ირინე მიხვდა, რომ რაღაც მოხდა, და მოიწყინა. მერე უხმოდ
წამოდგა და ტანთ ჩაიცვა.
უკან მთელი გზა უბრად გავიარეთ.
მე იმაზე ვფიქრობდი, თუ რა ცუდი შესახედავია დანაოჭებული
ქუთუთოები. ირინესკენ არც ერთხელ არ გამიხედავს, ნაოჭებს კი
მაინც ცხადად ვხედავდი. ერთი პირობა დათვლაც დავიწყე, მაგ-
რამ მალევე მივანებე თავი, რადგან ვიფიქრე, რაოდენობას მნიშ-
ვნელობა არა აქვს, მთავარი სიღრმეა-მეთქი. ყველაზე ღრმა ნა-
ოჭები თვალის კუთხეებში ჰქონდა. ორივე მხარეს, თითქოს ჭრი-
ლის გაგრძელებააო, ისე გაწოლილიყო ორი მოზრდილი ნაპრა-
ლი. ამ ორ მთავარ ნაპრალს ზემოდან და ქვემოდან შვილებივით
მისწოლოდნენ მომცრო ნაპრალები, ჩვილი ნაპრალები და ძლივს
შესამჩნევი ბზარები.
შეუხედავი ქალები ისე დაბერდებიან, ვერ შეამჩნევ. ლამაზებს
კი ბედი არ სწყალობთ: ერთი პაწაწკინტელა ნაოჭი ხელად გეცემა
თვალში.
ირინე თავჩაღუნული მოაბიჯებდა.
ცოტა კი მეცოდებოდა, მაგრამ გული არ მიმდიოდა, რომ მოვ-
ფერებოდი.
მარტო გიშერა იყო კარგ ხასიათზე. გარბოდა, გამორბოდა,
დახტოდა. პეპლებსა და ბუზებს დაჭერობანას ეთამაშებოდა და
სრულებით ვერ ამჩნევდა, რომ ჩვენი დაძაბული დუმილის ფონზე
მისი წრეგადასული მხიარულება ერთობ გამაღიზიანებელი ჩანდა,
რისთვისაც, საცა იყო, ერთ კარგ წიხლს ვუთავაზებდი.

279
იმ საღამოს კატა, რომელმაც თავის დროზე ჩემთან დამეგობ-
რება განიზრახა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ამ საქმიდან არა-
ფერი გამოვიდოდა. ისე კი, უნდა ითქვას, შესაშური შეუპოვრობა
და მოთმინება გამოიჩინა. მეხუთედ რომ ვკარი წიხლი, მაშინღა
შეურიგდა ბედს და დამანება თავი.
ირინე ფეხაკრეფით დადიოდა და აშკარად ცდილობდა, ყვე-
ლა ჩემი სურვილი წინასწარ გამოეცნო.
ბოლო ხანებში ფიქრი დამჩემდა.
დაძაბულად ვფიქრობდი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენე-
ბოდა. დაძაბულად ვფიქრობდი და თავს ვიმტვრევდი, რომ რაღაც
მომეგონებინა, რაც დავიწყებული მქონდა. რა იყო ეს „რაღაც“, არ
ვიცოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი მოუგონებლო-
ბა არასგზით არ შეიძლებოდა.
განსაკუთრებით ეზოში, პალატის წინ ამეკვიატებოდა ფიქრი.
აქ უეჭველად შევჩერდებოდი, გავიტრუნებოდი, სუნთქვასაც კი შე-
ვიკრავდი და საკუთარ თავს ვუგდებდი ყურს. რატომღაც მეგონა,
რომ ის, რაც უნდა მომეგონებინა, სადღაც აქ იყო. უფრო სწორად,
აქ მეგულებოდა უცნაური და ფანტასტიკური ჩვენება, რომელიც
უხილავი და გაუგებარი არხით იმ „რაღაცას“ უკავშირდებოდა. ხან-
დახან ეჭვი შემეპარებოდა და ვფიქრობდი, ეს, ალბათ, ჩემი აკვია-
ტებული აზრია, თითქოს აქ, ამ ადგილას, ოდესღაც რაღაც იყო და
ახლა აღარ არის-მეთქი. მაგრამ ინსტინქტი ანგარიშს არ უწევდა
ამ ეჭვებს და ყოველთვის, როცა პალატიდან გამოვდიოდი, ან პა-
ლატში უნდა შევსულიყავი, შევჩერდებოდი, გავიტრუნებოდი, სუნ-
თქვას შევიკრავდი და ყურს მივუგდებდი საკუთარ თავს.
სხვაგანაც ვფიქრობდი, რა თქმა უნდა.
ყველგან ვფიქრობდი.
ყველგან და ყოველთვის.

280
კატები ჩემს გამოჩენაზე კუთხეში მიიყუჟებოდნენ და ცდილობ-
დნენ, არ განძრეულიყვნენ.
გიშერა გარეგნულად მშვიდი ჩანდა, მაგრამ, როცა ახლომახ-
ლო ვეგულებოდი, ცალი თვალი ყოველი შემთხვევისათვის მუდამ
ჩემკენ ეჭირა.
ირინე ფეხაკრეფით დადიოდა და ცდილობდა, ყველა ჩემი
სურვილი წინასწარ გამოეცნო.
ვნება რომ მომეძალებოდა და მუცელში სიმხურვალეს ვიგ-
რძნობდი, ირინეს თვალებთან ნაოჭები ცოტა ხნით ქრებოდა.
ხანდახან მომეჩვენებოდა, თითქოს ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი.
აქვე იყო, ჩემს გვერდით; ხელი რომ გამეწვდინა, დავიჭერდი. მაგ-
რამ ხელის გაწოდებას ვერ ვბედავდი, მეშინოდა, არ დაფრთხეს
და არ გაიქცეს-მეთქი. გავინაბებოდი. სამყაროც გაინაბებოდა. და
იმ წამს, როცა დავიწყების ფარდა უნდა ახდილიყო და მეხილა რა-
ღაც, უაღრესად საოცარი, ერთბაშად ვიგრძნობდი, რომ გასხლტა,
დაიკარგა და მის ადგილას ახლა სიცარიელე იდგა.
მაინც ჯიუტად ვფიქრობდი.
ერთხელ, ნასადილევს, ჩვეულებისამებრ, სათევზაოდ წავედი.
მაგრამ არ მითევზავია. ანკესი ბალახებში მივაგდე, ტბის პირას
დავჯექი, თვალები დავხუჭე და თავი ფიქრებს მივეცი.
რამდენ ხანს ვიჯექი ასე, არ ვიცი.
უცებ გუგუნი მომესმა.
თავიდან ეს გუგუნი გარე-გარე უვლიდა ჩემს ცნობიერებას, რო-
გორც ბუნდოვანი და უაზრო ხმა. ხოლო როდესაც, ბოლოს და ბო-
ლოს, ცნობიერებაში შემოაღწია, შიშითა და განცვიფრებით შევ-
ნიშნე, რომ ხმა ზემოდან მოდიოდა. თითქოს ცაზე რაღაცამ გრი-
ალით გადაიარა. ინსტინქტურად მოვიკუნტე, ხელები თავზე დავი-
ფარე და გავიფიქრე, ქუხილს არ ჰგავდა-მეთქი. ამასობაში გუგუნი

281
მიწყდა კიდეც. მაშინ თვალის გახელა გავბედე და ნელ-ნელა ავი-
ხედე. შორს, ჰორიზონტს ზემოთ, ცაზე ვიწრო და გრძელი თეთრი
ზოლი ჩანდა. მე ჩემდაუნებურად ეს ზოლი გუგუნს დავუკავშირე,
თუმცა არავითარი წარმოდგენა არ მქონდა, რა კავშირი შეიძლე-
ბოდა ყოფილიყო ამ ორ უცნაურ მოვლენას შორის. მერე, შიში
რომ როგორმე დამეძლია, ვიფიქრე, ალბათ, ღრუბელია-მეთქი.
არც ასეთი ვიწრო ღრუბელი მენახა ჩემს დღეში, არც ასეთი გრძე-
ლი და არც ასეთი თეთრი, მაგრამ სხვა რა მეფიქრა! თუ ღმერთმა
რაიმე მიზნით ჩემთან ურთიერთობის დამყარება სცადა, საეჭვო
იყო, რომ ასეთი გაუგებარი საშუალება აერჩია. ყოველი შემთხვე-
ვისთვის, თვალები ისევ დავხუჭე და ყური მივუგდე, აბა გუგუნი თუ
გამეორდება-მეთქი. ერთხანს ასე გატრუნული ვიყავი, მაგრამ არა-
ფერი მომხდარა. მაშინ თვალი გავახილე და ისევ ზოლს გავხედე.
ზოლი თანდათან ქვემოთ ეშვებოდა და ბოლოს მთის უკან მიიმა-
ლა.
იმავ წამს, თითქოს ხმამაღლა მეთქვას, ისე მკაფიოდ და ცხა-
დად გავიფიქრე: „იმ მთაზე უნდა ავიდე“.
თოფნაკრავივით წამოვვარდი ზეზე.
აი, თურმე რისთვის ვიმტვრევდი თავს ამდენი ხანი!
იმ მთაზე უნდა ავიდე!
აღარც კი მახსოვდა, როდის იყო, იმ მთაზე ასვლა რომ გადავ-
წყვიტე.
მერე დავეჭვდი.
მართლა ეს უნდა მომეგონებინა?
ახლა ამაზე ვიმტვრიე თავი. ბოლოს დავასკვენი, ალბათ, მარ-
თლა ეს უნდა მომეგონებინა-მეთქი. ასეა ყოველთვის: რამე რომ
დაგავიწყდება, სანამ გაიხსენებდე, გგონია, თითქოს საოცრად
მნიშვნელოვანი რაღაცაა და იმაზეა დამოკიდებული მთელი შენი

282
სიცოცხლე. ხოლო როცა გაიხსენებ, აღმოჩნდება, რომ სულ უბრა-
ლო რამე ყოფილა.
ანკესი ავიღე და შინისაკენ წავედი. მთელი გზა იმის შიშში ვი-
ყავი, ისევ არ დამავიწყდეს-მეთქი. მაგრამ არ დამვიწყებია. პირი-
ქით. სხვა რაღაცეებიც გამახსენდა. მაგალითად, სახლის სახურა-
ვი, სადაც ერთხელ ავედი; წყავი, რომელიც ტყეში უნდა ყოფილი-
ყო და არა ბაღში.
გიშერა პალატის წინ იწვა. მე რომ დამინახა, თავი ოდნავ ასწია,
რაღაც ღრჯოდ შემომიღრინა და ბასრი კბილები გადმოყარა. მე
გული მომივიდა და ანკესის ჯოხი მოვუქნიე. მაშინ ზანტად წამოდ-
გა, სახლის მეორე მხარეს გადაინაცვლა და მარნის წინ დაწვა. მე
ავი მზერა გავაყოლე და პალატში შევედი.
დაწოლის წინ ირინემ ფეხსაბანი წყალი გამიცხელა, ვარცლში
ჩამისხა, თვითონ ვარცლის წინ ჩაცუცქდა და ხელები დაიკაპიწა.
- მე თვითონ დავიბან. - ვუთხარი მე.
ირინემ გაკვირვებით შემომხედა, მაგრამ თქმით არაფერი უთ-
ქვამს. მორჩილად წამოდგა და გვერდზე გადგა.
რიჟრაჟი იყო, რომ გამეღვიძა.
ფიქრმა გამომაღვიძა.
„იმ მთაზე უნდა ავიდე“, - გავიფიქრე და ძილი ერთბაშად შეც-
ვალა სიფხიზლემ.
ირინეს მშვიდად ეძინა.
ფრთხილად წამოვდექი.
ციოდა.
ტანთ ჩავიცვი და ირინეს დავხედე. ოთახში ბინდი იდგა და ამი-
ტომ თვალის უპეებთან ნაოჭები ვერ გავარჩიე. ბალიშზე თმა ეფი-
ნა და თავი თმაზე ედო. სწორი სახე ჰქონდა, მკვრივი და სავსე.
მთელი სხეული ასე მკვრივი და სავსე ჰქონდა.
გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა. მწვავე ტკივილი ვიგრძენი.
283
წასასვლელად მზად ვიყავი. ირინეს ვუყურებდი და მეცოდებო-
და.
შეიძლება ადრე მიყვარდა. მაგრამ ახლა მეცოდებოდა და, რა-
კი მეცოდებოდა, მაშასადამე არ მიყვარდა. შეუძლებელია, კაცი
გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს. იმიტომ რომ, სიყვარული, ალ-
ბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირა-
ტესობის შეგნება. ხოლო თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ,
აქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია.
ერთი პირობა დავაპირე, ვაკოცებ გამომშვიდობების ნიშნად
და ისე წავალ-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე; ვაითუ გაღვიძებოდა.
კარი რომ გამოვაღე, ერთხელ კიდევ მივტრიალდი და შევხე-
დე.
მშვიდად ეძინა. არც ცუდ სიზმარს ხედავდა, არც ავი წინათ-
გრძნობა ჰქონდა.
გავედი და კარი ფრთხილად გავიხურე.
გარეთ სუსხი იყო და ქარი ქროდა. გავედი თუ არა, ცივი ჰაერი
დამეტაკა, სახელოებში შემიძვრა, მთელ ტანში დამიარა და ნამძი-
ნარევი სხეული ერთბაშად გამოაფხიზლა. გამოფხიზლებული სხე-
ული გაკვირვებით შედგა კიბის ზედა საფეხურზე. გული რომ ამი-
ჩუყდა წეღან და სიბრალულით ამევსო, ეს სასაცილო იყო და არა
საკვირველი. საკვირველი კი ის იყო, რომ კოცნა დავუპირე „გა-
მომშვიდობების ნიშნად“. მაშინ ამ „გამომშვიდობებისთვის“ ყუ-
რადღება არ მიმიქცევია; ისე გავივლე გულში, უბრალოდ. და მხო-
ლოდ ახლა, როდესაც სუსხიანმა ქარმა ძვალსა და რბილში დამი-
არა, მივხვდი ამ სიტყვის ნამდვილ მნიშვნელობას და ჩემი გან-
ზრახვის ნამდვილ ფასს. მე უნდა ავსულიყავი მთაზე და უკან აღარ
დავბრუნებულიყავი.

284
ამ მოულოდნელმა აღმოჩენამ თითქოს ძალა შემმატა, სწრა-
ფად ჩავიარე კიბე და ეზოში გავედი. აქ ერთხელ კიდევ შევათვა-
ლიერე სახლი, მერე შევტრიალდი და ჩქარი ნაბიჯით გავუდექი
გზას. სანამ ეზოს გადავჭრიდი, ასე ვიარე. ბაღში რომ შევედი, კი-
დევ უფრო ავუჩქარე ნაბიჯს და სირბილზე გადავედი. ბეჭები მოვ-
ხარე, როგორღაც შეუმჩნევლად და უნებურად მოვიკუნტე. და გავ-
რბოდი ასე, როგორც ნამდვილი ქურდი, რომელიც დღის სინათ-
ლეს უფრთხის. გავრბოდი და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი.
ვგრძნობდი, რომ ეს ქურდული სირბილი შეურაცხმყოფელი იყო,
მაგრამ სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო. ქარი ავი სისინით მომ-
დევდა უკან და ხალათის უბეებს მიბერავდა. მივრბოდი და, შე-
ურაცხყოფილი თავმოყვარეობა რომ დამეშოშმინებინა, ვტყუ-
ოდი: იმიტომ კი არ გავრბივარ ასე თავქუდმოგლეჯილი, რომ მე-
შინია ან ჩემი საქციელის მრცხვენია, არამედ იმიტომ, რომ ძალიან
თხლად მაცვია და, თუ არ ვირბინე, ამ სიცივეში სულ მთლად გა-
ვითოშები-მეთქი.
ამასობაში ბაღს გავცდი და ტყეს მივადექი. დაღლილობისაგან
ვქლოშინობდი.
ცოტა ხანს შევჩერდი სულის მოსათქმელად. და რაკი შევჩერ-
დი, ისევ ფიქრი დავიწყე.
ამ დილით, გამთენიის ხანს, ირინე მივატოვე. არა. „მივატოვე“
რბილი გამოთქმაა. გავიპარე, გავქუსლე, მოვკურცხლე, კისრის-
ტეხით გავიქეცი. სხვა საკითხია, რატომ გავიქეცი. ისიც სხვა საკით-
ხია, შემეძლო თუ არა, არ გავქცეულიყავი და უბრალოდ წავსული-
ყავი. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს „სხვა საკითხები“ ბუნდოვა-
ნი და საეჭვო ჩანდა, გაქცევა ვამჯობინე. კეთილი და პატიოსანი.
გაქცევაა, გაქცევა იყოს. ოღონდ ერთი რამ მაინც გაუგებარია: რა-
ტომ ვგულისხმობ გაქცევაში მაინცდამაინც ამ ციცაბო მთაზე

285
აფორთხებას, საიდანაც ასეთ ყინვაში შეიძლება დავგორდე და კი-
სერი მოვიტეხო. უფრო ადვილი არაა დაბლა დავეშვა, ნაკადულს
გავყვე და, ასე თუ ისე, ნაცნობი გზით ვიარო? რატომ აქამდე არ
მომაგონდა ეს იოლი გზა? ალბათ, იმიტომ, რომ აქამდე მთაზე ას-
ვლა მქონდა აკვიატებული და ის კი არ ვიცოდი, რისთვის ავდი-
ოდი. მიზანი არ მქონდა შეცნობილი. ახლა მიზანი ვიცი და არჩე-
ვანიც ჩემია.
ფიქრები სწრაფად და ნაწყვეტ-ნაწყვეტ დაქროდნენ თავში. და
მე ჯერ ბუნდოვნად, მერე კი უფრო და უფრო აშკარად ვიგრძენი,
რომ ისევ ვქლოშინობდი. ქლოშინი თანდათან გაძლიერდა, მთე-
ლი ჩემი ყურადღება მიიქცია და ბოლოს ფიქრებს გამოვეთიშე.
ხოლო როცა ფიქრებს გამოვეთიშე, ჩემდა გასაოცრად შევნიშნე,
რომ სანამ საკუთარ თავს ვეკამათებოდი და არჩევანს ვაკეთებდი,
თურმე უკვე შევდგომოდი ციცაბო მთას და კარგა მანძილიც გამევ-
ლო.
შუბლი ოფლით მქონდა დაცვარული. ბეჭებიც დამსველებოდა.
სული მოვითქვი და გზა განვაგრძე. ვატყობდი, ფიქრსა და გზის
რჩევას ახლა არავითარი აზრი არ ჰქონდა.
ზოგან შედარებით ადვილი სავალი იყო. ზოგან კი იძულებული
ვიყავი ბუჩქებსა და ხის ფესვებს მოვჭიდებოდი და ისე მევლო.
ხშირ-ხშირად ვისვენებდი.
ირგვლივ უზარმაზარი ხეები იდგა და ამიტომ ვერც გამოვლილ
მანძილს ვზომავდი და ვერც გასავლელს. იმის იმედადღა ვიყავი,
რომ ასე იქნებოდა თუ ისე, ბოლოს და ბოლოს, მწვერვალს მი-
ვაღწევდი.
დამცხა. სულ ერთიანად ოფლში ვცურავდი. საკინძე გავიხსენი.
სახელოები დავიკარწახე და გზა განვაგრძე. თან გულგრილად გა-
ვიფიქრე, ნეტა ფილტვების ანთება თუ შემეყრება-მეთქი.
ერთგან მომცრო ხეების ტევრს მივადექი.
286
გასვლა ძნელი იყო. ვიფიქრე, ირგვლივ შემოვუვლი-მეთქი, და
მოვათვალიერე, რათა დამედგინა, რამდენად გამიგრძელებდა
გზას ირგვლივ შემოვლა. არც მარჯვნივ და არც მარცხნივ ამ მო-
ულოდნელ დაბრკოლებას ბოლო არ უჩანდა. ჯანდაბას, როგორ-
მე გავარღვევ-მეთქი, ვიფიქრე და თან ბრაზით ავხედე, გავიგო მა-
ინც რა ტყეა ამისთანა, ასე კედელივით რომ აღმართულა-მეთქი.
ტყე მართლა კედელივით იყო აღმართული. დაბალი ხეები ერ-
თმანეთში გადახლართულიყვნენ, ვერც კი გაარჩევდი, რომელი
ტოტი რომელს ეკუთვნოდა.
წამით გაშტერებული ვუყურებდი. და უცებ ვიცანი.
წყავი იყო!
ნაყოფის დიდი ნაწილი ქარსა და წვიმას ჩამოეყარა, ან საკუ-
თარი სიმწიფის გამო ჩამოცვენილიყო და მიწაში ჩამპალიყო. ნა-
წილი ჯერ კიდევ შერჩენოდა. მაგრამ ძველებური ბზინვა დაეკარ-
გა. დამჭკნარი და ცოცხლად დაქიშმიშებული საცოდავად ეკიდა
ფოთლებგაძარცვულ ტოტებზე.
მიწიდანვე მივწვდი რამდენიმე მარცვალს, მოვწყვიტე და შევ-
ჭამე. მაშინღა ვიგრძენი, რომ კუჭი შიმშილისაგან მეწვოდა და ჩემს
თავზე გული მომივიდა, როგორ ვერ მოვიფიქრე, სახლიდან ცოტა
საგზალი წამომეღო-მეთქი.
ჩახლართული ტოტები გადავწიე, ტევრში შევედი და ერთ-ერთ
ხეზე ავძვერი, რომელსაც შედარებით მეტი ნაყოფი ესხა.
ვკრეფდი და ვჭამდი, ვკრეფდი და ვჭამდი. დავძვრებოდი ხი-
დან ხეზე და გაურჩევლად ვიტენიდი პირში შავ მარცვლებს. თუ
რამე ზედმეტი შემყვებოდა, ვთქვათ, გამხმარი ფოთოლი, ან ქერ-
ქი, ენით გავაცალკევებდი, პირის ერთ კუთხეში მოვაგროვებდი
და, ნაყოფს რომ გადავყლაპავდი, მერე გადმოვყრიდი.

287
ბოლოს დავიქანცე და ძირს ჩამოვედი. დანაყრებით ვერ დავ-
ნაყრდი, მაგრამ ვატყობდი, რომ საცა იყო დაღლილობისაგან
გადმოვვარდებოდი, ამიტომ ჩამოსვლა ვამჯობინე.
ერთი პირობა გადავწყვიტე, გზა გამეგრძელებინა და ლასლა-
სით შევუყევი აღმართს; ორიოდე ნაბიჯის შემდეგ მივხვდი, რომ
ვერც სიარულს შევძლებდი, რადგან ენერგიის ნატამალი აღარ
მქონდა შემორჩენილი. მაშინ მოხერხებულ ადგილს დავუწყე ძებ-
ნა. ვიფიქრე, ცოტას დავისვენებ-მეთქი.
ადგილის მოძებნა არ გამჭირვებია. დაკვირვებით მოვათვა-
ლიერე იქაურობა და ერთი ბუნებრივი კარავი შევნიშნე. სამი მხრი-
დან ტოტებგადახლართული წყავებით იყო შემოზღუდული, ზემო-
დანაც ისე მჭიდროდ ეფარა ტოტები, სინათლე თითქმის ვერ ატან-
და. მხოლოდ ერთი, ზედა, მწვერვალისაკენ მიმართული მხარე
იყო და ღია.
კარავში შევედი. დავჯექი თუ არა, სიცივემ ამიტანა და ავძაგ-
ძაგდი. სანამ ფეხზე ვიდექი, დაღლილობა მტანჯავდა და სიცივეს
ვერ ვგრძნობდი. ახლა, რაკი მუხლებს ცოტა შვება მიეცათ, სიცი-
ვემ დრო იხელთა და მთელი ძალით შემომიტია. სულ ერთიანად
სველი ვიყავი. ოფლში ამოვლებული ხალათი და შარვალი ყინუ-
ლივით შემომეკრა ტანზე. ვკანკალებდი და კბილს კბილზე ვაცე-
მინებდი.
ტანთ გავიხადე, საცვლები მაგრად გავწურე და ისე ჩავიცვი. ხა-
ლათიც გავწურე და ისე ჩავიცვი.
მაინც მციოდა.
„თუ დამეძინა, შეიძლება ვეღარ გავიღვიძო“, - გავიფიქრე
გულგრილად, - „ცოტას დავისვენებ, მერე ვიმოძრავებ და გავთბე-
ბი. საგზალი უნდა წამომეღო. შაშხი, ან რამე...“

288
შაშხის გახსენებაზე პირში ნერწყვი მომადგა და თვალი გავახი-
ლე. თვალი რომ გავახილე, მივხვდი, რომ აქამდე თვალდახუჭუ-
ლი ვიჯექი, და გავიფიქრე: თვალი არ
უნდა დავხუჭო, თორემ ისე ჩამეძინება, ვერ გავიგებ. რამეზე უნ-
და ვიფიქრო“. და ისევ შაშხი გამახსენდა. მერე სხვა ფიქრებმა გა-
მიტაცეს.
რას წამოვჩერჩეტდი, რომ წამოვჩერჩეტდი! რა მინდა ამ მთის
წვერზე?
კარვის ქვედა მხარეს მივადექი და შევეცადე, ტოტებს შორის
გამეჭვრიტა. გავიჭვრიტე კიდეც, მაგრამ ქვემოთ ტყე მოჩანდა,
დიდრონი ხეები. მეტი არაფერი.
მოჩანს თუ არა, სულ ერთია, იქ მაინც არის სახლი. მრგვალი,
მყუდრო სახლი. პალატში ბუხარი გუზგუზებს და ირგვლივ სითბოს
საამო სუნი ტრიალებს. მაგიდაზე ჯამით რძე დგას. რას წამოვჩერ-
ჩეტდი!.. საწოლის თავზე თბილი ჯემპრებია გადაკიდებული. რა
კარგია, გაოფლილი რომ მიხვალ შინ და ტანსაცმელს გამოიც-
ვლი!.. რას წამოვჩერჩეტდი!.. ზიხარ შენთვის ბუხრის პირას, ჩი-
ბუხს აბოლებ, ღადარში აპურჭყებ და უყურებ, როგორ იტაცებს
ცეცხლი თუთუნის კვამლს... არაფერზე არ ფიქრობ. კატა გარს
გივლის, გეხახუნება, კუდი აპრეხილი აქვს, ლაჯებს შორის გაძვრე-
ბა და გამოძვრება... რას წამოვჩერჩეტდი! მკვრივი სხეული... სავ-
სე ტუჩები. მორჩილი და ლამაზი. ძალიან ლამაზი... რას წამოვ-
ჩერჩეტდი! რა გინდა ამ უდაბურ ტყეში! რა გინდა ამ გაყინულ მთა-
ზე! რა გინდა, რა!.. ულამაზესი ქალი, ულამაზესი ბაღი, ულამაზესი
სიმშვიდე... შაშხი... რძე... თბილი... უჰ! მთავარია, თვალი არ მოვ-
ხუჭო. ფუტკრები როგორ ბზუოდნენ! საკვირველი მუსიკა, რომე-
ლიც მთელ სხეულში დაგივლის... შენ იცოცხლებ დიდხანს, დიდ-
ხანს, როგორც ცოცხლობდნენ ძველი პატრიარქები, და შენი შთა-

289
მომავლობა იქნება ძლიერი, ლამაზი და ჯანმრთელი... რას წამოვ-
ჩერჩეტდი!.. დიდხანს, დიდხანს... მაინც რამდენ ხანს?.. მათუსა-
ლა... ვინ არის მათუსალა? ალბათ ვიღაცაა, ისე არ გამახსენდე-
ბოდა... მათუსალა... რას წამოვჩერჩეტდი! მაინც რამდენ ხანს?
რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს ერთმა კაცმა, რომ ეყოს? შთა-
მომავლობა... შთამომავლობა სხვაა, შენ სხვა ხარ. არსებობენ ერ-
თუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებიც უკვდავნი არიან... საიდან
ვიცი მე ეს? ვიცი კია? თუ ახლა ვიგონებ და რაღაცას მივედ-მოვე-
დები? როდესაც ამება ზრდას დაასრულებს, გაიყოფა ორ დამოუ-
კიდებელ ამებად და ცალ-ცალკე განაგრძობს არსებობას. მერე
ორივე დაასრულებს ზრდას და ოთხი ამება გაჩნდება. უკვდავები
არიან! მაშ რატომ არ წალეკეს ამებებმა მთელი ქვეყანა? რას წა-
მოვჩერჩეტდი!.. მათუსალა ის კაცი იყო, რომელმაც ძალიან დიდ-
ხანს იცოცხლა. მართლა?.. ძალიან დიდხანს... მერე რა ქნა? მერე
მოკვდა. ჰე! ხომ მაინც მოკვდა? ახია მათუსალაზე! აბა რა ეგონა!
უკვდავი მარტო ამებაა. როგორც ძველი პატრიარქები... იქნები და
იქნები! ზაფხულში ითევზავებ, ზამთარში ინადირებ, საღამოს ბუ-
ხარს მიუჯდები და ჩიბუხს გააბოლებ, ღამე ყველაზე ლამაზ ქალ-
თან დაწვები. მერე? ისევ ითევზავებ, ისევ ინადირებ, ისევ გააბო-
ლებ ჩიბუხს და ისევ... და კიდევ და კიდევ „ისევ“. სახლი წრე, ეზო
წრე, ბაღი წრე. წრეს შემოივლი და ისევ ამ ადგილას მოხვდები...
ნეტა რა ეზარებოდათ პატრიარქებს, ამდენ ხანს რომ ცოცხლობ-
დნენ!.. რაღაც აკლია წრეხაზს... მათუსალას, ალბათ, ეგონა, ცას
გამოვეკვრებიო. ვერ მიართვეს!.. რა აკლია წრეხაზს? კურდღელი
ხომ არა? ან ფოცხვერი? ან მგელი?.. სულელი ჭიანჭველები!
დარწმუნებული იყვნენ, რომ აღთქმულ ქვეყანას მიაღწიეს, ის ნამ-
ცეცები რომ გამოელევათ, მაშინღა მიხვდებიან, რა მწარედ მოტ-
ყუვდნენ!.. პატრიარქობა ძნელია... უნდა იყო და ელოდო, როდის
მოკვდები... ამება კარგია. გაიყოფა შუაში და ორ ამებად იქცევა,
290
ცოტა უცნაური კია... ის ძველი, საწყისი ამება რომელია ამ ორი-
დან? ორივე? არც ერთი? იქნება გაყოფაა სიკვდილი? იქნება საწ-
ყისი ამება იმით მოკვდა, რომ ორ ამებად იქცა? საინტერესოა, რას
იგრძნობ კაცი, ორად რომ გაიყო... მაგრამ არსებობს კია ამება, ან
მათუსალა, ან
პატრიარქები, რომლებიც დიდხანს, დიდხანს ცოცხლობ-
დნენ?.. თუ ეს ფანტაზიაა, რომელსაც სცივა და შია?.. იქნება შიმ-
შილი და სიცივე აკლია წრეხაზს?.. თბილა... ახლა თბილა... და
კარგია... სიმშვიდეა და სითბო... კარგი სიმშვიდე... კარგი სითბო...
უკვე ბურანში ვიყავი, მაგრამ ჯერ მაინც მედგრად ვებრძოდი
საკუთარ თავს. ვცდილობდი, მთელი შემორჩენილი ენერგია მო-
მეკრიბა და ქუთუთოების სიმძიმისთვის საყრდენად შემეყენებინა.
ბრძოლა ძნელი იყო და მტკივნეული. ვატყობდი, ქუთუთოები თან-
დათან მძიმდებოდა, ენერგია კი ილეოდა და ილეოდა. როდესაც
შევატყე, ქუთუთოების სიმძიმეს უკვე ვეღარ გავუძლებდი და ერთი
წამის შემდეგ ჩამეძინებდა, ტკივილი ჯერ შვებამ შეცვალა, მერე
სრულმა ნეტარებამ. თავში საამო და ტკბილი ფიქრები შემოცურ-
დნენ. „რა საჭიროა ბრძოლა... ბუნებამ უკეთ იცის თავისი საქმე...
კარგია ძილი... ტკბილი. მშვიდი. ძილში გაქრება ყველაფერი, ისე
რომ ვერც გავიგებ... თბილი სიკვდილი ფეხაკრეფით მოვა, ძილი
რომ არ დამიფრთხოს, და ფრთხილად გამახვევს არარსებობის
საბანში... სიმშვიდის საბანში... გაქრება სიმძიმე, გაქრება სხეულის
მტკივნეული შეგრძნება. ახლაც გამქრალია... ახლაც ნებივრად
ვირწევი სივრცეში და ირგვლივ საამო სიმშვიდეა... სისულელეა
ბრძოლა... რატომ უნდა დავარღვიო ეს უშფოთველი ძილი, ასე
თბილად რომ შემომეფინა მთელ სხეულზე? თუ გამოვიღვიძე, შემ-
ცივდება კიდეც, ავძაგძაგდები, დაღლილი მუხლები ამტკივდება.
იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ ამ საშინელ აღმართს ხელახ-

291
ლა უნდა შევუყვე... სისულელეა... კიდეც რომ განვაგრძო გზა, ავა-
თავებ კი როდისმე ამ მთას? ავალ მწვერვალზე? ვერა. მაინც გზა-
ში დავეცემი სადმე ძალაგამოცლილი და ქანცგაწყვეტილი... და
წამებით ამომხდება სული... აუტანელი ტკივილით... საშინელი
ტანჯვით... ასე არა სჯობს?.. აქ, კარავში... მყუდროდ. თბილად.
მშვიდად. ღმერთო, რა ნეტარებაა... რა ნეტარებაა... რა ნეტარე-
ბაა...
ის იყო ფიქრები უჩუმრად და უხმაუროდ გაიკრიფნენ თავიდან
და საბოლოოდ ჩავიძირე სრული სიმშვიდის განცხრომაში, რომ
ერთბაშად რაღაც ფიცხი ხმა ჩამესმა, თითქოს გვერდით ხმელი
ტოტი გატყდაო.
შევკრთი და თვალი გავახილე.
პირველი, რასაც ყურადღება მივაქციე, ჩემი საკუთარი პოზა
იყო.
ფეხებგაშხლართული ვიჯექი ცივ ბალახზე კარვის ქვედა ბო-
ლოში. ზურგით წყავის ხეების კედელს ვეყრდნობოდი, თავი გვერ-
დზე მქონდა გადაგდებული.
მხოლოდ ამის შემდეგ მოვიფიქრე, რომ რაღაც ხმაურმა გამო-
მაღვიძა. ხმაური, ეჭვი არაა, გარედან მოისმა და მეც კარვის შემო-
სასვლელს მივაპყარი თვალი.
იმავ წუთს შემოსასვლელი რაღაცამ დაფარა და კარავში წა-
მით სიბნელე ჩამოწვა. იქნება უკვე მოვკვდი-მეთქი, გავივლე გულ-
ში. მაგრამ ჩემი ვარაუდი მცდარი გამოდგა. კაცი რომ შემოვიდა,
უკნიდან სინათლეც შემოჰყვა. კაცი დაიხარა, რადგან შემოსას-
ვლელი დაბალი იყო, და ასე მოხრილმა შემოაბიჯა. მერე გვერ-
დზე მიდგა, რათა სინათლისთვის გზა მიეცა, კარავი მოათვალიე-
რა და, გამარჯობაო, მითხრა.
„ეს კაცი მე ვარ და ამიტომ უნდა მოვკლა“. - გავიფიქრე გულ-
გრილად და ვუთხარი: „გაგიმარჯოს.“
292
წვერმოშვებული იყო, თმაგაბურძგნული. და რაღაც გამაღიზია-
ნებლად კეთილი გამოხედვა ჰქონდა.
„ცივა“. - ვთქვი მე და კაცმაც თქვა: „ცივა“.
„სიკეთეს მკვეთრი საზღვარი აქვს, - გავიფიქრე მე, - რომელიც
სისულელის მიჯნაა. წარმოუდგენელია, ადამიანს ასეთი გამომეტ-
ყველება ჰქონდეს და საღად აზროვნებდეს“.
„ღამდება“. - ვთქვი მე და კაცმაც თქვა: „ღამდება“.
ჩემი შარვალი ეცვა და ჩემი ხალათი.
„მე ზევით მივდივარ“.
„მე ქვევით მივდივარ“.
გაბოროტებული ვუმზერდი და არც კი ვცდილობდი, ზიზღი და-
მემალა.
ის ბრიყვულად მომჩერებოდა სიკეთით სავსე თვალებით და
მთელ სახეზე კმაყოფილი ღიმილი ეფინა.
„ძნელია ამ აღმართის ავლა“.
„ჩამოვლა არაა ძნელი“.
კაცი ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა, შემოსასვლელის გვერდით.
მე სიავისა და სიძულვილის მთელი მარაგი ამოვწურე და ახლა
სრულიად გულგრილად ვუყურებდი, ისე რომ მის მიმართ არავი-
თარი გრძნობა აღარ მქონდა, - არც ავი, არც კარგი. ის კი სახეგა-
ბადრული მომჩერებოდა, თითქოს ჩემზე უკეთესი თავის სიცოც-
ხლეში არაფერი ენახა.
„საინტერესოა, შუაში გაყოფილი ამებები როგორ უყურებენ
ერთმანეთს, რას გრძნობენ?.. ჰმ! თითო ქეციანი უჯრედით რა უნ-
და იგრძნონ! ჩვენ მილიარდობით უჯრედი გვაქვს და, რაც საჭი-
როა, ყველაფერს მაინც ვერა ვგრძნობთ... ალბათ, არაფერსაც
არ გრძნობენ. წარმოდგენაც არა აქვთ ერთმანეთის არსებობაზე...
მკვლელობის სურვილი საიდან გაუჩნდებათ!..“
დაღამდა. სიბნელე ჩამოწვა.
293
კაცმა ჯიბიდან სანთელი ამოიღო, აანთო, წყავის გამოშვერი-
ლი ტოტი მოძებნა, ზედ რამდენიმე წვეთი დააღვენთა და სანთე-
ლი დაამაგრა.
„დილაადრიან განვაგრძობ გზას“. - თქვა მერე, გულაღმა დაწვა
მიწაზე და დაიძინა.
კარგად იწვა. თავი ოდნავ უკან ჰქონდა გადაგდებული და მთე-
ლი ყელი მკაფიოდ უჩანდა.
„რა უნდა ამ სულელს ქვემოთ? თუ ისა ჰგონია, რახან ჩასვლა
ადვილია, უეჭველად უნდა ჩავიდეს?.. მე რომ არ შემხვედროდი,
მაშინ მართლა ადვილი იქნებოდა ჩასვლა... რას ვერჩი, კაცმა
რომ თქვას?.. ნუთუ გაყოფილი ამებები მართლა ვერ გრძნობენ
ერთმანეთს? სანთელი წინდახედულად აანთო. სიბნელეში გა-
მიჭირდებოდა მუშაობა...“.
ღვარძლიანად ჩამეცინა; მერე ჯიბიდან ჯაყვა ამოვიღე, გავშა-
ლე და ახლო მივედი.
სანთლის შუქი სწორედ ყელზე სცემდა.
ამან გამახარა, რადგან სანთლის მოტანა და სადმე უფრო ახ-
ლოს დამაგრება მეზარებოდა.
კაცს მშვიდად ეძინა.
ცალ მუხლზე ჩავიჩოქე. ყელი დაკვირვებით მოვათვალიერე.
მერე დავფიქრდი.
წარმოდგენა არ მქონდა, რა ადგილას უნდა ჩამერტყა დანა. მე
ხომ არასოდეს არავინ მომიკლავს. ისიც არ ვიცოდი, ჩამერტყა თუ
გარდიგარდმო გადამესვა.
დანა მარცხენა ხელში დავიჭირე და მარჯვენათი ჩემს საკუთარ
ყელს დავუწყე სინჯვა შესაფერისი ადგილის მოსაძებნად. ზემო-
დან დავიწყე. ნიკაპქვეშ თითქოს კარგი ადგილი შევიგულე. ორივე

294
მხარეს, აქედან და იქიდან. რბილი იყო და, თითები რომ დავაჭი-
რე, რაღაც ისეთი ვიგრძენი, კაცს რომ სასუნთქი გზები გადაგეკე-
ტება.
ახლა ქვემოთ ჩამოვაყოლე ხელი; ვიფიქრე, იქნებ უკეთესი ად-
გილი ვიპოვო, თუ არადა, ეს სად გამექცევა-მეთქი. კარგად მოვ-
სინჯე მთელი ყელი და სულ ბოლოში, ლავიწის ძვლებს შუა, მშვე-
ნიერი რბილი ადგილი აღმოვაჩინე.
„ეს უკეთესი ჩანს“, - გავიფიქრე და მეტი დამაჯერებლობისთვის
ცერა თითი ჩავაჭირე. მეტკინა, სული შემიგუბდა და ლამის გული
ამერია.
თითქოს საქმე გაჩარხული იყო, მაგრამ ვამჯობინე, ერთხელ
კიდევ დავფიქრებულიყავი და გულდინჯად ამეწონ-დამეწონა ყვე-
ლაფერი. მეშინოდა, რამე გაუთვალისწინებელი შეცდომა არ მომ-
სვლოდა და ამდენი შრომა ბოლო წამს წყალში არ გადამყროდა.
შევეცადე ჩემს ადგილას გამოცდილი და დახელოვნებული
მკვლელი წარმომედგინა და, როგორც კი წარმოვიდგინე, მაშინვე
მივხვდი, რომ ყველა დახელოვნებული მკვლელი თავის დროზე
ახალბედა და გამოუცდელი უნდა ყოფილიყო. ყველა როდისმე
იწყებს და, როცა იწყებს, ჩემსავით უკანკალებს ხელი. მერე თან-
დათან იწაფება და ხელსაც სიმტკიცე ემატება.
ამან დამამშვიდა და ცოტა გამამხიარულა კიდეც, რამდენადაც
კი შეიძლება რამემ გაამხიარულოს კაცი, რომელსაც ყინვაში სვე-
ლი ტანსაცმელი აცვია.
მართლა ყველაფერი რიგზე ყოფილა-მეთქი, კმაყოფილებით
გავიფიქრე და ის ადგილი, რომელიც ჩემს საკუთარ ყელზე შევი-
გულე და მოვიწონე, ახლა იმ კაცის ყელზე მოვსინჯე.
რბილი იყო და ღრუ. თითქოს საგანგებოდ ამისთვის დაეტოვე-
ბინა ღმერთს. დანა ორივე ხელით ჩავბღუჯე, ყელთან მივუტანე და
ოდნავ ირიბად დავუმიზნე.
295
კაცს მშვიდად ეძინა.
ცალი თვალით მონიშნულ ადგილს ვუყურებდი ყელზე, მეორე
თვალით სახეს ვაკვირდებოდი. მაინტერესებდა, შეეცვლებოდა
თუ არა. სამწუხაროდ, ამ მხრივ ჩემი ცნობისმოყვარეობა დაუკმა-
ყოფილებელი დარჩა, რადგან გამოუცდელობამ მაინც თავისი ქნა
და ყველა წვრილმანი ვერ გავითვალისწინე. ჩავკარი თუ არა და-
ნა, იმავ წამს პირიდან სისხლმა იფეთქა. სახის ცვლილება ვიღას
გაახსენდა! მაშინვე გვერდზე გადავხტი, რომ არ დავსვრილიყავი.
მარჯვედ კი გადავხტი, მაგრამ სისხლის ერთი წვრილი ჭავლი მა-
ინც მომწვდა და ტუჩის მარცხენა კუთხეში შემომესხა. სანამ მოწ-
მენდას მოვახერხებდი, პირის ჭრილში შეაღწია, ნერწყვს შეერია
და, რაღაც საძაგელი მოტკბო-მომლაშო გემო რომ ვიგრძენი, გუ-
ლი ამერია.
სული რომ მოვითქვი, მერეღა მოვიცალე კაცისთვის. მაგრამ
მისი სახე ისე მოეთხვარა სისხლსა და ნარწყევს, იქ რაიმე ცვლი-
ლების შემჩნევა სრულიად შეუძლებელი იყო.
დავიხარე. დანა ამოვაძვრე ყელიდან და მიწით გავწმინდე.
კაცი რაღაც უცნაურ ხმაზე ხროტინებდა. გარედან რომ მიეგდო
ვინმეს ყური, დაბეჯითებით, ალბათ, ვერ იტყოდა, ხროტინი ესმო-
და თუ სიცილი. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ხროტინი იყო,
რადგან ძნელი წარმოსადგენია, კაცს ამ მდგომარეობაში სასაცი-
ლო ეპოვა რამე.
ბოლოს ხროტინს უკლო და, როცა სულ გაჩუმდა, თითქოს სამ-
ყაროში აღარავინ დარჩენილიყოს, ერთბაშად შემაძრწუნებელი
დუმილი ჩამოვარდა.
მე ცოტა კიდევ შევიცადე, მერე სანთელი ჩავაქრე და კარვიდან
გავედი.

296
ის იყო მწვერვალს მივაღწიე, რომ მზეც ამოვიდა. და მაშინვე
გამახსენდა, რისთვის ავედი ერთხელ მრგვალი სახლის სახურავ-
ზე: მზე მინდოდა დამენახა. მერე დამავიწყდა. გინდაც არ დამვიწ-
ყებოდა, რას გავაწყობდი! რაც იქ ვიყავი, მზე თვალით არ მინა-
ხავს, ალბათ, მთები უშლიდა. ირგვლივ ხომ სულ მთები იყო. ჰა-
ერი კი თბებოდა, მაგრამ მზე არ ჩანდა.
ახლა, როცა მწვერვალზე ვიდექი და მზეს ვუყურებდი, ეს ამბა-
ვი ცოტა უცნაურად მეჩვენებოდა.
მუხლები მეკეცებოდა და ძაღლივით მშიოდა.
ბალახში ჩავჯექი.
იმავ წამს ისევ წამოვდექი, მთის კიდეს მივადექი და ქვევით გა-
დავიხედე, იმ მხარეს, საიდანაც ამოვედი. ჩემი ჭკუით, ვითომ სახ-
ლი და ბაღი მინდოდა დამენახა, მაგრამ ვერაფერი დავინახე. არც
იყო გასაკვირი. თუკი მზე ვერ ხედავდა იმ სიმაღლიდან, მე აქედან
რას დავინახავდი!
ისევ ბალახში ჩავჯექი. სახე მზეს მივუშვირე და ვცდილობდი,
საჭმელზე არ მეფიქრა. მზის სხივები ნელ-ნელა მილღობდა გაყი-
ნულ სხეულს, თანდათან მოვითენთე, თვალები თავისთავად მიმე-
ლულა და ბოლოს ჩამეძინა.
როდესაც გამოვიღვიძე, უკვე მშრალი და თბილი ვიყავი. აღა-
რც ფეხები მტკიოდა.
მზე ზენიტზე იდგა.
ავდექი და გზას გავუდექი.
ჩემი ვარაუდი მარტივი იყო: ფერდობი ხევში ჩამიყვანდა. მერე
ხევს დავუყვებოდი და სადმე გავიდოდი, ან გზასთან, ან მდინარეს-
თან. რა თქმა უნდა, გზაზე გასვლა ჯობდა, მაგრამ უკიდურეს შემ-
თხვევაში, მდინარეს მაინც წავაწყდებოდი. მდინარე კი, ბოლოს
და ბოლოს, იგივე გზაა. არ შეიძლება მდინარის პირას იარო და
სადმე სოფელს არ მიადგე.
297
ეს კია, რომ გზა საკმაოდ გამიგრძელდა. ჯერ იყო და, ფერდო-
ბი არ იქნა, არ ჩათავდა; მერე, ხევს რომ ჩავუყევი, ვიარე, ვიარე
და მეორე, უფრო მოზრდილ ხევს მივადექი. გული მაინც არ გამ-
ტეხია. შეიძლება რამდენიმე ხევი იყოს ერთმანეთზე გადაბმული,
მაგრამ ბოლოს მაინც სადმე გახვალ.
კარგა ხნის დაღამებული იყო, გზა რომ გამოჩნდა. გული სიხა-
რულით ამიფანცქალდა, ნაბიჯს მოვუჩქარე და თითქმის სირბი-
ლით მივადექი გზას.
გზის პირას შევჩერდი, ხარბად მოვათვალიერე იქაურობა; რამ-
დენჯერმე ღრმად ამოვისუნთქე. საშინლად ვიყავი აფორიაქებუ-
ლი და ვცდილობდი, ცოტა დავმშვიდებულიყავი.
როდესაც, ასე თუ ისე, საღი აზროვნების უნარი დამიბრუნდა,
შემდგომი მოქმედების გეგმა შევადგინე. ჯერ ვიფიქრე, გავყვები
გზას და, ადრე იქნება თუ გვიან, რამე მანქანა წამომეწევა-მეთქი.
მაგრამ ძალიან დაღლილი ვიყავი და გადავიფიქრე. ბოლოს და
ბოლოს, ის მანქანა, რომელიც უნდა წამომწეოდა, აქაც ხომ ჩამო-
ივლიდა!
ჩამოვჯექი გზის პირას და დავიწყე ლოდინი.
ნათელი ღამე იყო. ჩემს პირდაპირ ცაზე ვეებერთელა მთვარე
ეკიდა და მისი შუქი ფანტასტიკურ ჩრდილებს ქმნიდა მიწაზე.
ვიჯექი და ველოდი.
ირგვლივ სიჩუმე იყო.
დიდხანს ვიჯექი.
ბოლოს მანქანის ხმა შემომესმა. გულმა ბაგაბუგი დამიწყო.
სწრაფად წამოვხტი, გზაზე გავედი და ხელი ავუწიე.
მანქანამ ჩაიარა და წავიდა.
არაფერია, სხვა ჩამოივლის-მეთქი, ვინუგეშე თავი, დავჯექი და
ლოდინი განვაგრძე.
არც მეორე მანქანა გაჩერდა.
298
მესამე გაჩერდა.
არც ის აპირებდა, მგონი, გაჩერებას. სვლა არ შეუნელებია, ისე
ჩამიქროლა. მერე, არ ვიცი, რა იფიქრა მძღოლმა, მოშორებით
გააჩერა მანქანა და უკან-უკან წამოიყვანა.
ვეებერთელა ჯეელი იყო. ძლივს ეტეოდა მანქანაში. გრძელი
ბაკენბარდები და დიდი თმა ჰქონდა. ლურჯი კოსტიუმი ეცვა, თეთ-
რი, ქათქათა ხალათი; ჭრელი, განიერი ჰალსტუხი ეკეთა. ჰალ-
სტუხის დანახვაზე რაღაც გაურკვეველი, ბუნდოვანი, მაგრამ კარ-
გი გრძნობა გამიჩნდა.
- საით მიბრძანდებით - თავაზიანად ვკითხე.
მძღოლი მდუმარედ მიყურებდა. სახე მშვიდი ჰქონდა და არა-
ფერს ისეთს არ გამოხატავდა, რის მიხედვითაც ამ ხანგრძლივი
დუმილის მიზეზს გამოვიცნობდი.
ბოლოს ბუხუნა ხმით მითხრა: - დაჯექით.
მე უკან დავჯექი, კარი მოვხურე და ჩემს თავზე გამეცინა.
- ისე გეკითხებით, საით მიბრძანდებით-მეთქი, ვითომ სულ ერ-
თი არ იყოს!.. მთავარია, რამე დასახლებულ ადგილს მივაღწიო...
მძღოლმა მანქანის სარკიდან გამომხედა.
- თბილისში მივდივარ.
- აგაშენათ ღმერთმა! ერთი გზა გვქონია. - და უცებ შევწუხდი.
ვწრიალებდი. წარმოდგენა არ მქონდა, სად ვიყავი და რამოდენა
გზა მქონდა გასავლელი თბილისამდე. კითხვაც ვერ გავბედე,
რადგან მეგონა, მისი მშვიდი გამომეტყველების უკან ეჭვი იმალე-
ბოდა, და შემეშინდა, უარესად არ დაეჭვდეს-მეთქი. ამიტომ ესღა
დავამატე, - მაგრამ ჯობს წინასწარ გითხრათ: კაპიკი ფული არა
მაქვს.
მძღოლმა კიდევ გამომხედა სარკიდან. ამჯერად უფრო დიდ-
ხანს მიყურა და უცებ ისეთი ხმით გაიცინა, თითქოს ტრაქტორი

299
არახრახდაო. სიცილი რომ მოათავა, მარჯვენა ხელის საჩვენებე-
ლი თითი მაღლა აწია და რაღაცნაირი საზეიმო-პათეტიკური კი-
ლოთი გამოაცხადა: - მსახიობ ასლან გორდაძეს თავისი ფეხმარ-
დი რაშით მგზავრები გადაჰყავს და გადმოჰყავს, გადაჰყავს და
გადმოჰყავს, - მერე თითქოს ნათქვამს ბეჭედი დაუსვაო, დაუმატა,
- ხალტურა!
და ისევ ხმამაღლა გაიცინა.
მე შემრცხვა და ჩემი თავი შემეზიზღა. მაგრამ სირცხვილისა და
ზიზღის გრძნობას ზემოდან რაღაც ბუნდოვანი მოგონება გადაე-
ფარა.
- მსახიობი ხართ? - ვკითხე ბოლოს.
- გახლავართ! - ამაყად მიპასუხა, მერე სარკეში ცერემონიუ-
ლად დამიკრა თავი. - უნიჭო მსახიობი ასლან გორდაძე. - აქ ისევ
გაიცინა. - ბიჭებს ჰგონიათ, არ ვიცი, უნიჭო თუ ვარ, და ჩუმ-ჩუმად
დამცინიან. სინამდვილეში ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ისე მიჭი-
რავს თავი, ვითომ არ ვიცი. ისინი მე მატყუებენ, მე იმათ ვატყუებ.
ასე ვკლავთ დროს.
ტვინი ბჟუტავდა, როგორც მიმქრალი ცეცხლი.
- აბელს თუ იცნობთ?
მძღოლმა ისევ გამომხედა სარკიდან და ამჯერად მის გამომეტ-
ყველებაში რაღაც შეიცვალა. დიდხანს მიყურა უხმოდ, ბოლოს
თვალი ამარიდა და, როცა ვიფიქრე, აღარ მიპასუხებს-მეთქი,
წყნარი, თითქმის ნაღვლიანი, ან შესაძლებელია უფრო დაფიქრე-
ბული, ვიდრე ნაღვლიანი, კილოთი მითხრა: - ყველა დებოშისა
და აყალ-მაყალის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი.
აქ თითქოს კიდევ რაღაც უნდა ეთქვა. პირიც კი გააღო, მაგრამ
უცებ გადაიფიქრა და გაჩუმდა.
მერე მე უნდა მეთქვა.

300
მე გავიფიქრე, ჰამლეტი თუ ითამაშა-მეთქი და ის იყო, უნდა
მეკითხა კიდეც, რომ უეცრად ტვინში მიმქრალი ცეცხლი ერთბა-
შად აგიზგიზდა, თავში თითქოს გავარვარებული შანთი ჩამარჭეს,
წარმოუდგენელმა ტკივილმა მთელ სხეულში დამიარა, ვიგრძენი,
როგორ შევკრთი, როგორ შევხტი სკამზე და დავვარდი მოწყვე-
ტით, ირგვლივ ნაპერწკლები ცვიოდა, როგორც მეტეორების წვი-
მა და გარეთ ღამეში საშინელი კივილი გაისმა: მაკა! მაკა! მაკა!
სხეულში რაღაც გაუგებარი კატასტროფა ხდებოდა. ყველაფე-
რი ერთმანეთში აირია, ყველაფერი ერთად ლამობდა გარეთ გა-
მოვარდნას. და იწვოდა ყველაფერი.
თავში ხანძარი ენთო.
ყურებში საშინელი წივილი მედგა და ბუნდოვნად მიკვირდა,
ასეთ წივილში მაკას სახელი როგორ მესმის-მეთქი.
მერე ერთბაშად ყველაფერი დაცხრა და სამარისებური დუმი-
ლი ჩამოვარდა.
მე გაშეშებული ვიჯექი ამ დუმილში და სუნთქვას ვერ ვბედავდი.
მძღოლი, ეტყობა, რაღაცას მელაპარაკებოდა. ყოველ შემ-
თხვევაში, ტუჩებს ამოძრავებდა და დროდადრო ხელსაც იშველი-
ებდა. მაგრამ მე არ მესმოდა. არც ერთი სიტყვა. არც ერთი ჩქამი.
თავის ტკივილს ვგრძნობდი მარტო, მეტს არაფერს. თავი სა-
შინლად მტკიოდა; თითქოს ვიღაც უხილავი წარმოუდგენელი ძა-
ლით ჩასჭიდებოდა ქალას; ჩასჭიდებოდა და ცდილობდა, დაეტ-
რიალებინა და ამოეხრახნა. ტკივილი იმდენად აუტანელი იყო,
რომ კვნესასაც ვერ ვახერხებდი. ვიჯექი ლენჩივით და ხუთივე
გრძნობა წართმეული მქონდა.
მანქანა კი მიქროდა.
დიდი დრო გავიდა თუ ცოტა, არ ვიცი. მარტო ის ვიცი, რომ,
როდესაც ქალაქში შევედით, ჯერ კიდევ არ გათენებულიყო.

301
ელექტროშუქით გაჩირაღდნებული ქუჩები ნელ-ნელა, ფეხაკ-
რებით შემოდიოდნენ ცნობიერებაში. მერე, ეტყობა, რაღაცას წა-
მოედნენ იქ, ქურდი რომ ბნელაში ტაბურეტს წამოედება, ისე, და
უცებ გამოვფხიზლდი.
თითქოს ვიღაცამ გამოთიშული სამყარო ერთბაშად ჩართოო,
მოულოდნელად ახმაურდა ყველაფერი: მანქანაც, გზაც, ღამეც,
სხვა მანქანებიც. ხოლო ჩემს წინ
მძღოლმა რაღაცის მოყოლა დაამთავრა: - ასე უცნაურად დას-
რულდა ეს ამბავი... - მერე ნაღვლიან-ჩაფიქრებული კილო ისევ
მხიარული, შინაურული კილოთი შეცვალა. - საით წავიდეთ?
მაკა!
- სულ ერთია. რაკი ქალაქში შემოვედით, აწი აღარაფერი მი-
ჭირს. ფეხითაც მივალ სახლამდე.
- ასე? - ძალიან გაუკვირდა მძღოლს.
მე მისი გაკვირვება გამიკვირდა. რა „ასე“-მეთქი, ვიფიქრე. ოდ-
ნავ გვერდზე გავიწიე და მანქანის სარკეში ჩემს თავს დავუწყე ძებ-
ნა. მალე მივაგენი კიდეც, მაგრამ თავიდან ვერ ვიცანი. ვერც მერე
ვიცნობდი, მაგრამ რაკი მანქანაში ჩვენს მეტი არავინ იჯდა, სხვა
რა გზა მქონდა, უნდა დამეჯერებინა, რომ ეს წვერმოშვებული,
თმაგაბურძგნილი კაცი მე ვიყავი. ერთხანს ვუყურე ჩემს თავს და
ახლაც არ ვიცი, გაკვირვებას უფრო ვგრძნობდი, თუ სასოწარკვე-
თას. მერე ისიც შევამჩნიე, რომ ხალათი სულ ერთიანად დაჭმუჭ-
ნული მქონდა და ორ ადგილას გახეულიც. მაშინ კი მივხვდი, რამ
გააკვირვა ასე ეს კაცი, ან პირველი შეხვედრისას რატომ მიყურებ-
და იმდენხანს.
მისამართი ვუთხარი და გზა განვაგრძეთ.
ჩვენ აღმართით არ ავსულვართ. სხვა გზით წავიდა და ზემო-
დან მიადგა დეიდა მარიამის სახლს.
- აქ არის?
302
- აქ არის... - მანქანის კარი გამოვაღე. - არც კი ვიცი, მადლობა
როგორ გადაგიხადოთ.
- კარგი ერთი! - გაიცინა მძღოლმა. - მერე დაფიქრებული სახე
მიიღო. - ნეტა აბელიც მაპოვნინა... - აქ ისევ შეიცვალა კილოცა
და სახის გამომეტყველებაც. - აბა, მშვიდობით იყავით! - და ხელი
გამომიწოდა.
მე ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი: - მშვიდობით და დიდი მად-
ლობა.
მანქანიდან გადმოვედი.
მძღოლმა ხელი დამიქნია და მანქანა დაძრა.

303
ძებნა

ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად...

სადარბაზოში შევედი, ფრთხილად ავიარე კიბე, ჯიბეები მო-


ვიჩხრიკე, გასაღები ამოვიღე, კარს მოვარგე, უხმაუროდ გადავატ-
რიალე, გავაღე, შევედი, კარი ისევ ჩავკეტე, ფეხაკრეფით გავედი
სამზარეულოში, ჩემს ოთახში შევედი, ოთახის კარიც დავხურე, შუ-
ქი ავანთე.
პირველი, რაც დავინახე, დედოფალ ნეფერტიტის პორტრეტი
იყო.
პორტრეტის წინ დავდექი.
დიდხანს ვუყურე.
მერე ლაპარაკი დავიწყე.
ვიდექი, ვუყურებდი და ვლაპარაკობდი.
რა ვილაპარაკე, არ მახსოვს. ის კი მახსოვს, რომ თავზე დამა-
თენდა.
ჩვარი მოვძებნე და სურათი ფრთხილად გავწმინდე. მერე სა-
პარსი ავიღე და წვერის გაპარსვა დავაპირე. როდესაც დავრწმუნ-
დი, ამოდენა წვერს ელექტროსაპარსი ვერ მოერეოდა, ჯერ მაკ-
რატლით შევიკრიჭე.
გაპარსვას რომ მოვრჩი, ტანზე გამოვიცვალე.
ამასობაში კარგად გათენდა.
სამზარეულოდან წყლის ჩხრიალი მოისმა. დეიდა მარიამი უკ-
ვე იქ იყო. მაშასადამე, უნდა გავსულიყავი, უნდა შევხვედროდი.

304
დროის ანგარიში არეული მქონდა. არ ვიცოდი, როდის წავედი
და როდის დავბრუნდი.
რაც არის, არის-მეთქი, ვიფიქრე, კარი გამოვაღე და სამზარეუ-
ლოში გავედი.
- გამარჯობათ, დეიდა მარიამ.
დეიდა მარიამი მოტრიალდა.
- თითქოს ფხიზელი ძილი ვიცი და რატომ ვერ გავიგე შენი მოს-
ვლა?
ეს იყო და ეს. მეტი ამ თემაზე არაფერი უთქვამს.
ცოტა ხანს მაინც შევიცადე. ვიცოდი, რაღაც მქონდა გასარკვე-
ვი და მერჩივნა, აქვე გამერკვია.
მაგრამ დეიდა მარიამმა გულგრილად შემომაქცია ზურგი და
ონკანს მიუბრუნდა. წასვლა რომ დავაპირე, მაშინღა მოიხედა, ჩა-
ის ხომ არ დალევო, მკითხა.
უარი ვუთხარი და გავედი.
ნათელი დილა იყო. ქალაქს ვეება მზე გადმოჰყურებდა, და
ბრჭყვიალა სხივებით მხიარულად ეთამაშებოდა სახლებს. სახლე-
ბი იჭერდნენ მზის ხსივებს და მერე ხალისიან ფერებად ჰაერში
ირეკლავდნენ. სივრცე ნათელი და გამჭვირვალე იყო.
მე სირბილით დავეშვი ქვემოთ. მივრბოდი და მეჩვენებოდა,
თითქოს მე კი არ მივრბოდი, არამედ ქუჩა მორბოდა, როგორც
დიდი ხნის უნახავი შვილი, ხელებგაშლილი, სახეგაბრწყინებული,
პირმოღიმარე. მორბოდა, ჭყიოდა და უხაროდა.
გზაჯვარედინზე წამით შევდექი.
ქვემოთ გავიხედე, სადაც მე და მაკას უთვალავი ნაკვალევი
იყო დარჩენილი.
მერე გზაჯვარედინი გადავჭერი და მაკას ქუჩას გავუყევი.
და შევჩერდი.
უაზროდ.
305
ყველაფერი შეჩერდა.
მერე მექანიკურად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი.
და ისევ შევჩერდი.
თავიდან არაფერი მიფიქრია, რადგან აზრი არ მოძრაობდა.
თავიდან მარტო ის ვიგრძენი ბუნდოვნად, რომ ჰაერში ხალი-
სიანი ფერები წაიშალა. მზემ, თითქოს რაღაცის შეეშინდაო, სწრა-
ფად აკრიფა ბრჭყვიალა სხივები და ღრუბელს მოეფარა. სივრცეს
სინათლე მოაკლდა.
ბოლოს აზრის ბორბალი, რომელიც წეღან მოწყვეტით შეჩერ-
და, ხელახლა დატრიალდა და თავში ფიქრები ამოძრავდა.
ჯერ მეგონა, ქუჩა თუ შემეშალა-მეთქი.
მერე მივხვდი, რომ ახლა იმას გავიფიქრებდი, სიზმარში ხომ
არა ვარ-მეთქი. ამიტომ აღარ გავიფიქრე.
ცხადში ვიყავი და არც ქუჩა შემშლია.
უბრალოდ, მაკას სახლი აღარ იდგა იქ, სადაც უნდა მდგარი-
ყო.
არც მაკას ეზო იყო.
არც ბაღი.
ბაღი აეჩეხათ. მიწა გადაეთხარათ. ძველი სახლი დაენგრიათ
და ახლის აშენება დაეწყოთ.
წინ ხარაჩო იდგა. ერთი სართული უკვე აეყვანათ.
ეზოში აგური ეყარა, სილა, ცემენტი და ათასი წვრილმანი ხა-
რახურა. სიღრმეში ვიღაც ახმახი კაცი იდგა, კეპი შუბლზე ჩამოეფ-
ხატა და განკარგულებებს იძლეოდა. ეტყობა, ბრიგადირი იყო, ან
ინჟინერი, ან სხვა ისეთი ვინმე, ვისაც ამქვეყნად განკარგულებების
გაცემა ევალება. ქუჩის მხარეს, ხარაჩოზე, ორი კალატოზი იდგა
და მუშაობდა.

306
ორივე ახალგაზრდა იყო, ორივე წელსზევით შიშველი. სხე-
ული მზეზე გარუჯოდათ, სასიამოვნო, ბავშვურად კეთილი სახეები
და სწორი, ოთხკუთხა მხრები ჰქონდათ.
თვალის დახუჭვა არც კი დამჭირვებია, ისე გაქრა სახლი და მის
ადგილას პირამიდა გაჩნდა. უცნობი, ჯერაც აღმოუჩენელი. პირა-
მიდაზე წელს ზევით შიშველი მონები იდგნენ. ბრინჯაოსფერი, ლა-
მაზად ჩამოსხმული ტანით და სწორი, ოთხკუთხა მხრებით.
მერე პირამიდა გაქრა და ისევ სახლი გამოჩნდა.
მერე მე ქუჩის გადაღმა მხარეს ტროტუარზე ვიჯექი და ვუყუ-
რებდი, როგორ მუშაობდნენ კალატოზები და როგორი სწორი,
ოთხკუთხა მხრები ჰქონდათ.
მერე კალატოზები ხარჩოზე აღარ იყვნენ. ქვემოთ, ხარაჩოს
ძირში გადაბრუნებულ ვედროებზე ისხდნენ და ძეხვსა და პურს
ჭამდნენ.
აზრის ბორბალი ისევ დატრიალდა.
მე წამოვდექი და კალატოზებთან მივედი.
- გამარჯობათ!
- გამარჯობათ, - კალატოზებმა შემომხედეს და წამით შეწყვე-
ტეს ლუკმის ღეჭვა.
- პირამიდას აშენებთ? - ვიკითხე მე.
კალატოზებმა მშენებლობას ახედეს შესამოწმებლად. მერე
ერთმა მათგანმა, რომელსაც ეშმაკურად მოჭუტული თვალები
ჰქონდა, მითხრა: - არა. პარალელეპიპედს ვაშენებთ.
თვალწინ ბავშვობის ხანამ ჩამიქროლა. რაც სკოლა დავამთავ-
რე მას შემდეგ სიტყვა „პირამიდა“ ჩემს წარმოდგენაში არასოდეს
დაკავშირებია გეომეტრიას.
გამეღიმა.
- დიდი ხანია აშენებთ?

307
- დაახლოებით იმდენი ხანი, რამდენი ხანიც პირველი სართუ-
ლის ამოყვანას დასჭირდა.
არადა, აშკარად გულკეთილი ბიჭი იყო. სახეზე ეტყობოდა.
- აქ რომ სახლი იდგა, ის როდისღა დაანგრიეთ?
- ის ჩვენ არ დაგვინგრევია. მშენებლები ორ ჯგუფად არიან და-
ყოფილი. ერთი ჯგუფი ანგრევს, მეორე აშენებს. ვინც ანგრევს,
იმათაც მშენებლები ჰქვიათ. ჩვენ ვაშენებთ.
- მაშ, არც ის გეცოდინებათ, ის ხალხი რა იქნა, აქ რომ ცხოვ-
რობდა?
- რატომაც არა. ყოველ შემთხვევაში დედამიწის იქით ვერსად
წავიდოდნენ.
მუცლის არეში სიმხურვალე ვიგრძენი და მივხვდი, მაჯისცემა
გამიხშირდა. ბიჭს ეშმაკურად მოციმციმე თვალებში შევხედე.
- ემპირიული აზროვნება უნაყოფო აზროვნებაა. ინდუქციური
დასკვნები ადგილზე ტკეპნაა და ჩარჩოში უმწეო ფართხალი. აზ-
რი თავისუფლად უნდა გადაისროლო, როგორც თესლი ხნულში,
და როცა შესაძლებელ ვარიანტებს თითებზე ითვლი, არასოდეს
გამორიცხო სასწაული. ჩვენ მხოლოდ უმეცარი თავდაჯერებულო-
ბის გამო ვცდილობთ ყველა მოვლენა პროკრუსტეს ლოგიკურ სა-
რეცელზე მოვათავსოთ, ყველაფერს ლოგიკა შევუყენოთ ქვეშ,
როგორც საყრდენი. სინამდვილეში ამ საყრდენში დინამიტია, რო-
მელიც ერთხელაც იქნება აფეთქდება და ჩვენი ლოგიკური ხუხუ-
ლიდან ალოგიკური ნამსხვრევებიღა დაგვრჩება. დარწმუნებით
ნურასოდეს იტყვით, დედამიწის იქით ვერსად წავიდოდნენო. კაც-
მა არ იცის, რას ნიშნავს
„დედამიწის იქით“, სად თავდება დედამიწა, ან რამდენი დედა-
მიწა არსებობს სამყაროში... აქ ერთი ოქროსთმიანი გოგო ცხოვ-
რობდა, რომელსაც თხელი, სწორი მხრები ჰქონდა, და ადვილი
შესაძლებელია, დროის სიღრმეში წავიდა. იმიტომ, რომ ყველამ
308
იცის, რა არის სივრცე, მაგრამ არავინ იცის, რა არის დრო. ან მოძ-
რაობა. დრო და მოძრაობა ლოგიკის ნაჭუჭში ვერ ეტევა. ლოგიკა
ვერასოდეს გაიგებს რა არის დრო და მოძრაობა, როგორც რო-
ბოტი, რომელიც მშრალსა და ურთიერთგამომრიცხავ კატეგორი-
ებზეა დაგეშილი, ვერასოდეს გაიგებს, რა არის მწარე სიცილი და
თეთრად გათენებული ღამე. ხელაღებით ნურაფერს იტყვით. იცო-
დეთ, რომ სამყაროში უამრავი სასწაულია. სამყარო მხოლოდ
სასწაულებისაგან შედგება.
კალატოზებს ძეხვი და პური მაგრად ჩაებღუჯათ ხელში და თვა-
ლებგაფართოებული მომჩერებოდნენ.
მე შუბლზე ოფლი მოვიწმინდე და გავჩუმდი.
მაშინ ისევ იმან მითხრა, თვალები ეშმაკურად რომ ჰქონდა მო-
ჭუტული: - საბავშვო ბაღს ვაშენებთ. ადრე ვინ ცხოვრობდა აქ და
სად გადასახლდნენ, არ ვიცით.
ახლა სერიოზული კილოთი ლაპარაკობდა. ხმასაც რატომღაც
დაუწია, თითქმის ჩურჩულებდა.
ამ დროს კეპჩამოფხატული ახმახი წამოგვადგა თავს.
ღმერთმა იცის, იქნებ დიდი ხანია აქ იყო და აქამდე არ შეგვიმ-
ჩნევია. იდგა, ხელები მკერდზე დაეკრიფა, ცალი წარბი მაღლა
აეზიდა და მისი პოზა, მისი გამომეტყველება, მთელი მისი არსება
გამანადგურებელ ირონიას გამოხატავდა.
როცა დარწმუნდა, რომ შევნიშნეთ თქვა: - ნუ შეწუხდებით!
ბრძანდებოდეთ. იმუსაიფეთ, იქეიფეთ, დრო ატარეთ. მე აგერ
არა ვარ?! მე ავალ ხარაჩოზე და მე ვიმუშავებ.
ეს ბოლო ფრაზა ხარაჩოზე ასვლის შესახებ ისეთი კილოთი
თქვა, მართლა რომ ასულიყო და ემუშავა, ეტყობა, ამას კაცობ-
რიობისათვის ფრიად სავალალო შედეგი მოჰყვებოდა.
კალატოზები წამოცვივდნენ, დარჩენილი ძეხვი და პური ერ-
თიანად ჩაიტენეს პირში და ხარაჩოს მიაშურეს. ახმახმა თვალი
309
ამარიდა, მკაცრად გახედა სივრცეს ჩემს მხარს ზემოთ და თქვა: -
ძალიან ვთხოვ ყველას, მუშებს ნუ მომიცდენს.
- ვინ ყველას? - გულუბრყვილოდ ვკითხე მე.
- გამგებმა გაიგოს! - დიდაქტიკური კილოთი თქვა ახმახმა და
მკვეთრი მოძრაობით შემაქცია ზურგი, რათა ეგრძნობინებინა,
რომ მისი გაფხორილი ღირსებისათვის ჩემთან შემდგომი ურთი-
ერთობა შეურაცხმყოფელი იყო.
მე ცოტაზე გავაყოლე თვალი მის საქმიან ზურგს, მერე შევ-
ბრუნდი და ნელი ნაბიჯით გავუყევი ქუჩას.
მცირე მანძილი რომ გავიარე, სწრაფად მოვტრიალდი და მო-
ვიხედე.
არა, არ მოხდა სასწაული. არ გაქრა სიზმარი და მის ადგილას
არ გაჩნდა პატარა სახლი პატარა ეზოთი.
ხარაჩოზე კალატოზები იდგნენ და ჩემკენ იყურებოდნენ.
გზა განვაგრძე.
ნელი ნაბიჯით მივდიოდი და ირგვლივ ფიქრები ფუტკრებივით
ზუზუნებდნენ.
ეტყობა, ბევრი ბავშვი იბადება, რაკი ამდენ ბაგასა და ბაღს აშე-
ნებენ. ბევრი ბავშვი... მერე რას შვრებიან, რომ იბადებიან? სად
მიდიან? არსად. იზრდებიან ნელ-ნელა. კბილებს იცვლიან. განათ-
ლებას იღებენ. განათლება თხელ ფენად ედებათ სხეულზე და გა-
მომეტყველებაში და ჩაცმა-დახურვაში იჩენს თავს. მერე დედაკა-
ცებად და მამაკაცებად იქცევიან და სამსახურში დადიან. ყოველ-
დღე. ყოველდღე. ყოველდღე. გაივლიან ამქვეყნად და წავლენ.
წასვლის წინ ზოგჯერ მოგვაგონდება, რომ დედამიწას ჩვენი კვა-
ლი არ ატყვია, და გული შეგვეკუმშება, მაგრამ იქვე ვინუგეშებთ
თავს: შთამომავლობა ხომ დავტოვეთ! რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ,
ისინი გააკეთებენ. იმას არ ვფიქრობთ, რომ შთამომავლობა ჩვენ

310
თვითონ ვართ და, რაც წინაპრებმა ვერ გააკეთეს, ჩვენ უნდა გავა-
კეთოთ. და მე თუ რამე არ მოვიმოქმედე, მთელს ჩემს გენეალო-
გიურ ხაზს ჯვარი დაესმება, აზრი დაეკარგება ყველა ჩემი წინაპ-
რის ტანჯულ არსებობას. მაგრამ რას მოვიმოქმედებ მე? რას ჩავი-
დენ ისეთს, რომ ჩემმა წინაპრებმა შვებით ამოისუნთქონ და თქვან,
ამაოდ არ ჩაუვლია ჩვენს იმედს, ამაოდ არ ვეწამეთ საუკუნეებისა
და ათეული საუკუნეების მანძილზეო...
იქ, სადაც მაკას სახლი იდგა, საბავშვო ბაღს აშენებენ. ცნობის-
მოყვარე ბავშვები ათას უცნაურ კითხვას დაუსვამენ თავიანთ მრა-
ვალტანჯულ აღმზრდელებს. აღმზრდელები გაჩენის დღეს დაიწ-
ყევლიან იმის გამო, რომ ბავშვები ასეთი ცნობისმოყვარენი არიან.
ბავშვებს წარმოდგენა არ ექნებათ, აღმზრდელებს თუ გულს უწ-
ვრილებენ გაუთავებელი შეკითხვებით, და ახალ-ახალ შეკით-
ხვებს მოიგონებენ. მაგრამ არც ერთი მათგანი არასოდეს არ ჰკით-
ხავს თავის აღმზრდელს: ქეთო მასწავლებელო, ადრე რა იყო ამ
ჩვენი ბაღის ადგილას? სახლი იყო? ვინმე ცხოვრობდა? რა იქნა?
სად წავიდა?.. სად წავიდა? სად წავიდა? სად წავიდა? მაკა რა იქ-
ნა, ქეთო მასწავლებელო? სად წავიდა, ქეთო მასწავლებელო,
ოქროსთმიანი გოგო, რომელსაც თხელი და სწორი მხრები ჰქონ-
და? სად წავიდა, სად?
ზღურბლს რომ გადავაბიჯე, მაშინღა შევდექი, გაკვირვებით მი-
მოვიხედე ცარიელ ვესტიბიულში და, ეს სად მოვედი-მეთქი, გავი-
ფიქრე.
ნაბიჯი უკან გადავდგი. კარზე გაკრულ აბრას ავხედე.
„კონსერვატორია“.
აი, თურმე სად მოვსულვარ!
ეძიებდე და ჰპოვებდეო...
ნეტა რა გამოვა, კაცმა რომ ქრისტეს მოძღვრება ირონიულ
პლანში განიხილო? ღირს ამაზე დაფიქრება, დროს თუ იპოვი.
311
მაგრამ დრო სადღა გინდა იპოვო? დრო ხომ აირია და დაიკარ-
გა? იქნებ დროსაც ეძიებდე და ჰპოვებდე?..
ფაკულტეტის მდივანი შუახანს მიტანებული ქალი იყო. გამხდა-
რი, ლოყებჩაცვივნული, უსახური. ყვითელი, მოკლედ შეჭრილი
თმა ჰქონდა, ალისფრად შეღებილი ტუჩები და ასევე ალისფრად
შეღებილი გრძელი ფრჩხილები. სახეზე ფერ-უმარილი უბზინავ-
და, მაგრამ თანამედროვე კოსმეტიკის დიდი მიღწევა, რომლითაც
ეს ქალი ბუნების განაჩენს ებრძოდა, საქმეს ვერ შველოდა და უფ-
რო მეტად უსვამდა ხაზს მის შეუხედაობას და სიგონჯეს. ქალი
მდივნისათვის მიჩენილ გალიაში იჯდა, რომელიც ვიწრო სარ-
კმლით უკავშირდებოდა ვესტიბიულსა და, საერთოდ, გარესამყა-
როს.
როდესაც მე სარკმელს მივადექი, ქალი სკამზე იჯდა, საზურგეს
გადასწოლოდა, ორივე ხელში გადაშლილი წიგნი ეჭირა, მაგრამ
არ კითხულობდა. თავი უკან გადაეგდო, თვალები ნაზად მიელუ-
ლა და ისეთი შთაგონებული სახე ჰქონდა, კაცი სიცილს ვერ გაბე-
დავდი.
ცოტა შევიცადე, მაგრამ როცა დავრწმუნდი, ექსტაზიდან თავი-
სი ნებით კიდევ დიდხანს არ გამოვიდოდა, შევეხმიანე: - მაპატიეთ,
ქალბატონო..
ქალბატონმა თვალი გაახილა, მაგრამ პოზა არ შეუცვლია. ასე
თავგადაგდებულმა გამომხედა. მერე, როგორც იქნა, სკამზე გას-
წორდა, ერთხანს დაბნეულად მიყურა, თვალები მინაბა, რაღაც
უცნაურად გამიღიმა, ისე რომ პირი არ გაუღია, მარტო ტუჩის კუთ-
ხეები გაეწია განზე, და გამოთქმით მითხრა: - თქვენ არ აღმერ-
თებთ სიტყვაკაზმულ მწერლობას?
მე უხმოდ ავიჩეჩე მხრები და გავიფიქრე, მერე რა, რომ ბუნების
განაჩენს ვერ შეცვლის, ისიც ხომ რაღაცას ნიშნავს, ადამიანი რომ
ასე შეუპოვრად იბრძვის-მეთქი.
312
- ო! - თქვა ქალმა, - ზოგი მათგანი, ზოგი მათგანი! ჩემი თვალ-
საზრისით შექსპირი, - საჩვენებელი თითი გაშლილ წიგნს დაუკა-
კუნა, - არის არა ადამიანი, არამედ ნათლის გვირგვინი, რომელიც
კაცობრიობას თავზე ადგას.
მე უყოყმანოდ დავეთანხმე, მაგრამ ამ ფორმალურმა დასტურ-
მა, ეტყობა, ვერ დააკმაყოფილა. იჯდა წელში გამართული, ყელ-
მოღერებული, გამარჯვებული სარდალივით მიყურებდა და უშ-
ნოდ აფახულებდა თვალებს. ალბათ, ამ ფრაზას დიდი ხანია
ელოლიავებოდა, როგორც სათბურის ყვავილს, და მთელ იმე-
დებს მასზე ამყარებდა.
იქნებ მართალიც იყო. უბრალოდ, ჩემზე არ უნდა გამოეცადა
თავისი ბრწყინვალე აღმოჩენა. მე შექსპირისთვის არა მცხელო-
და.
ყურადღება არ მივაქციე მის შთაგონებას და პირდაპირ ვუთხა-
რი მისვლის მიზეზი.
ჩემდა გასაკვირად, ამან ძალიან დააინტერესა.
- ვის კლასშია?
მე მხრები ავიჩეჩე.
- არ ვიცი.
- ვნახოთ, ვნახოთ, - უჯრა გამოაღო, სიები ამოალაგა, თვალიე-
რებას შეუდგა, მერე უცებ თავი მიანება, შემომხედა და ალერსიან-
შემპარავი კილოთი მკითხა: - თქვენი რა არის?
ეს კითხვა მე თვითონ არასოდეს მომსვლია აზრად.
- ნათესავია. - ვუპასუხე მცირე პაუზის შემდეგ. მერე ქალის სუ-
ლელურად ეშმაკურმა ღიმილმა უცებ გამაღიზიანა. - ნათესავია,
ნათესავი. ორივე ადამიდან და ევადან მოვდივართ.
აქ ქალმა კეკლუცად ჩაიკისკისა და ტუჩის კუთხეები უფრო მე-
ტად გაეწია განზე. თუმცა პირი არც ამჯერად გაუღია.

313
- ძალიან კარგი. ახლავე ვიპოვით. ეძიებდე და ჰპოვებდეო.
ასე. აქ არ არის. ადამი და ევა, არა? ადამი ეძებს თავის ევას. ტა-
რიელი ეძებს თავის ნესტანს. ჰამლეტი ეძებს თავის ოფელიას.
არც აქ არის. რომეო ეძებს თავის ჯულიეტას. რამინი ეძებს თავის
ვისს. არც აქ არის. დონ ხოზე ეძებს თავის კარმენს, დონ კიხოტ
ლამანჩელი ეძებს თავის დულსინეას. არ არის. - ქალმა თავი ასწია
და გულწრფელი შეშფოთებით შემომხედა. - არ არის.
მე ქალს ვუყურებდი და ვფიქრობდი, არც ისე შეუხედავი ყოფი-
ლა, როგორც თავიდან მომეჩვენა-მეთქი. უფრო მეტიც, ეჭვიც კი
აღარ მეპარებოდა, საღებავში რომ არ ყოფილიყო ასე უგემურად
ამოთხვრილი, თავისი ასაკის კვალობაზე საკმაოდ სიმპათიური
მანდილოსანი იქნებოდა.
- ალბათ გამოგვრჩა, - იმედიანი კილოთი მითხრა ქალმა. - ერ-
თხელ კიდევ ვნახოთ.
- ნუ შეწუხდებით, - მივუგე მე. - არ გამოგრჩებოდათ. - აქ კინა-
ღამ ვკითხე, ახლა რომელი წელია-მეთქი, მაგრამ დროზე შევიკა-
ვე თავი. - მაპატიეთ, რომ გაგაცდინეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.
ქალმა მწუხარე მზერა გამომაყოლა.
მე მისი თანაგრძნობა მაღიზიანებდა. რამდენიმე ნაბიჯი რომ
გადავდგი, მივიხედე, აბა თუ ისევ მიყურებს-მეთქი. აღარ მიყურებ-
და. სიები ელაგა წინ და ხელახლა ათვალიერებდა, თან საჩვენე-
ბელ თითს აყოლებდა.
რაღად უნდოდა, არ ვიცი.
გამოვედი და ქვემოთ დავუყევი ქუჩას.
სამისამართო ბიუროსაც ვიწრო სარკმელი ჰქონდა.
სარკმელს გადაღმა შავთვალწარბა, ეშხიანი გოგო იჯდა. სარ-
კმელთან ახალგაზრდა ბიჭი იდგა. შემოკვართული შარვალი ეცვა

314
და ფართო მხრები ჰქონდა. ხელში სახაზავი ეჭირა. სახაზავს სარ-
კმლის რაფაზე აკაკუნებდა და, ეტყობოდა, გოგოს ელაზღანდა-
რებოდა, რადგან გოგო მხიარულად იცინოდა.
ჩემი შესვლა არც ერთს არ გაუგია.
- არავითარი საქმე! - ხუმრობანარევი კატეგორიულობით უთ-
ხრა ბიჭმა. - კვირა დილით ჩაიცვამ შარვალს, ჩაიცვამ იმ ხალათს,
მე რომ მიყვარს, და ექსკურსიაზე წამოხვალ.
- რომ არ წამოვიდე? - ცოტა გამომწვევად ჰკითხა გოგომ და
მცირე პაუზის მერე დაუმატა. - არც შენ წახვალ?
- უშენოდ რა მინდა! მწვანე ხეები არ მაინტერესებს მე! - გოგომ
გაიცინა. ბიჭმა განაგრძო. - აბა, ერთი არ წამოსულხარ! ნახე, სულ
თუ არ ჩავშალო ის ექსკურსია!
გოგომ ისევ გაიცინა. ამჯერად უფრო ხმამაღლა.
- მაინც როგორ ჩაშლი?
- მე ვიცი როგორც ჩავშლი! - ბიჭს, მგონი მართლა მოუვიდა
გული. სახაზავი უფრო სწრაფად დააკაკუნა სარკმლის რაფაზე.
არადა დღესავით ნათელი იყო, რომ გოგო წავიდოდა ექსკურ-
სიაზე. მეტიც. მწვანე ხეები არც იმას აინტერესებდა და, ბიჭი რომ
არ წასულიყო, ექსკურსია მისთვისაც მკვდარი დღე და უსიცოც-
ხლო ბუნებაში მოსაწყენი წანწალი იქნებოდა. ყველაფერი ეს გო-
გოს გამოხედვაზე ეტყობოდა, სიცილზე და ხმის კილოზე. მაგრამ
ბიჭი ბოთე იყო და ვერ ამჩნევდა. თუმცა სხვისას ვატყობთ ადვი-
ლად, თორემ, როცა ჩვენ გვეხება საქმე, ყველანი ბოთეები ვართ.
- ვნახოთ. იქნება წამოვიდე, იქნება - არა, - თქვა გოგომ.
ბიჭი გაიბერა და ერთხანს ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა.
მე ამ პაუზით ვისარგებლე და სარკმელს მივადექი.
- შეიძლება? - ვკითხე გოგოს.
- ბრძანეთ. - მითხრა გოგომ და ბიჭს შესცინა.

315
ბიჭმა ბრაზით შემომხედა და ცოტა გვერდზე გაიწია. სახაზავი
სარკმლის რაფას დააყრდნო და ზედ ნიკაპით ჩამოწვა.
მე ვუთხარი გოგოს რა საქმეც მქონდა.
გოგო წამოდგა და უკან, თაროებთან მივიდა. მშვენიერი ტანი
ჰქონდა. ცალი თვალი ბიჭისკენ გავაპარე. ბიჭი ხარბად უყურებდა
და მერე, როცა გოგო ჟურნალით ხელში უკანვე მობრუნდა და თა-
ვის ადგილას დაჯდა, უთხრა: - რას იზამ?
- დამაცა ერთი წუთი. - გოგომ ჟურნალი გადაფურცლა და ძებ-
ნა დაიწყო.
- განყოფილების გამგემ, ალბათ, უკვე სამჯერ მომიკითხა.
გოგომ ცალი მხარი აიჩეჩა.
- წადი მერე! - ეს ისეთი კილოთი უთხრა, ეჭვიც არ ეპარებოდა,
რომ ბიჭი ფეხს არ მოიცვლიდა, გინდაც, რაც ქვეყანაზე განყოფი-
ლების გამგეებია, ყველას ერთად მოეკითხა.
- თქვი, რას იზამ, და წავალ.
- კარგი ახლა, ხომ ხედავ, ადამიანი მყავს გასასტუმრებელი.
გოგო ჟურნალს ჩაჰკირკიტებდა, მერე უცებ ცალი თვალით
სწრაფად გახედა ბიჭს, კისერი მხრებში ჩარგო და სიცილი წასკდა.
მე არ მიმიხედავს. ისედაც მივხვდი, რომ ბიჭმა ან ენა გამომი-
ყო, ან მუშტი მომიღერა, ან სხვა რამე ჩაიდინა ისეთი, რითაც შურს
იძიებდა ჩემზე და გულს მოიფხანდა იმის გამო, რომ იქ განყოფი-
ლების გამგე ელოდა, მე კი აქ ძვირფასი წუთები დავაკარგვინე.
მინდოდა მეთქვა, შენ ლენჩო, მე რა შუაში ვარ, ხომ ხედავ, არ უნ-
და შენი გაშვება-მეთქი, მაგრამ არ მითქვამს.
გოგომ ჟურნალის თვალიერება მოათავა, სერიოზული თვა-
ლები მომაპყრო და ისეთი ხმით მითხრა, წეღანდელი ფაკულტე-
ტის მდივანი გამახსენდა: - არ არის. ძველი მისამართიდან ამოწე-
რილია და ჩაწერილი არსად არ არის.

316
მე ერთხანს ვუყურე გოგოს. გოგოც მიყურებდა. როდესაც ქვე-
და ტუჩი კბილებშუა მოიქცია, გმადლობთ-მეთქი, სწრაფად ვუთ-
ხარი და მივტრიალდი. ბიჭი ახლა მოშორებით იდგა, სახაზავი
ორივე ხელში ჩაებღუჯა და ნერვულად წრიალებდა ერთ ადგი-
ლას.
გვერდით რომ ჩავუარე, ხმადაბლა ვუთხარი: - ექსკურსიაზე კი
არა, თუ გინდა, ცხრა მთას იქით წამოგყვება.
ბიჭმა მოულოდნელობისაგან პირი დააღო და გაფართოებუ-
ლი თვალებით შემომხედა.
სამისამართო ბიუროდან გამოვედი, ქუჩა გადავკვეთე და ბაღ-
ში შევედი.
მერზე დავჯექი ხის ძირას.
სახსრები მტკიოდა.
იდაყვით მერხის ზურგს დავეყრდნე. ნიკაპი ხელისგულზე ჩამო-
ვასვენე.
თვალები არ დამიხუჭავს.
ღრუბლები გაჩქარებით მოძრაობდნენ, როგორც უგუნური ენ-
თუზიასტები, და პირს უკრავდნენ ცას. მანამ არ მოისვენეს, სანამ
ყველა ლურჯი ხვრელი არ ამოქოლეს. მერე შეჩერდნენ და ქუშად
დახედეს ქვეყანას.
ხოლო ქვეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ.
თვალები დავხუჭე და გავიფიქრე: „ერთადერთი ბუნებრივი ფე-
რი შავი ფერია, რადგან ის იყო დასაბამიდან. როცა სამყარო არ
არსებობდა, სივრცეში განუყოფლად ბატონობდა მარადიული ღა-
მე და შავი ფერი. დანარჩენი ფერები მისგან შეიქმნა. დანარჩენი
ფერები მისი დამახინჯებული ნაირსახეობანი არიან“.

317
სიბნელეში უხილავი ნამცეცი დაქროდა და ამ უხილავი, თით-
ქმის არარსებული ნამცეციდან შეიქმნა სამყარო. სადმე წამიკით-
ხავს? თუ მე თვითონ მოვიგონე? ბევრი ცოდნა დაგროვდა ქვეყა-
ნაზე. ტვინი ვერ იტევს ყველაფერს. ან სადმე წავიკითხე, ან მე
თვითონ მოვიგონე. ერთი პაწაწკინტელა ნამცეცი. მთელი სამ-
ყარო. მეც იმ ნამცეცში ვიყავი, ეს მერხიც, ეს ხეც, ის მოხუციც, პირ-
დაპირ რომ ზის და თვალები ებლიტება, საფორტეპიანო ფაკულ-
ტეტის მდივანიც თავისი მრავალფეროვანი კოსმეტიკით, კალატო-
ზებიც... სწორი მხრები ჰქონდათ, ოთხკუთხა... ის ბიჭი და გოგოც,
კვირას რომ ექსკურსიაზე წავლენ და, როდესაც დანიშნულების
ადგილს მიაღწევენ, პროფკავშირის დანარჩენ წევრებს ტყეში გა-
ეპარებიან.
ყველანი ერთ ელემენტარულ ნაწილაკში ვართ მოქცეული ჩვე-
ნი მძაფრი და მრავალწახნაგოვანი ვნებებით.
მეც, მაკაც, ირინეც...
მაკა!
მოხუცმა ზანტად მომაპყრო თავისი ჩაბლიტული თვალები და,
გვერდით რომ ჩავუქროლე, თავი ოდნავ მოატრიალა.
ქუჩაში რომ გამოვვარდი და აუჩქარებლად მოსიარულე ხალხი
დავინახე, მოწყვეტით შევდექი. წამიც და მათ ნაკადს შევერიე და
მათი მოძრაობის რიტმს ავყევი.
გონიერება მძლავრი მუხრუჭია... და რაც მთავარია, ავტომატუ-
რად ჩაირთვება ხოლმე, დაუკითხავად.
სამაგიეროდ ახლა ის მაინც ვიცოდი, სად მივდიოდი, და მიკ-
ვირდა, ან აქამდე როგორ არ მომაგონდა-მეთქი.
ადამიანების ჭრელი სიმრავლე ფეხაწყობილი მიაბიჯებდა, გა-
დასასვლელს რომ მიუახლოვდებოდა, წითელ შუქზე შეჩერდებო-
და, ყვითელ შუქზე აწრიალდებოდა, მწვანეზე ხელახლა იწყებდა

318
მოძრაობას, სანამ ახალ გადასასვლელს არ მიადგებოდა. მიაბი-
ჯებდა საქმიანად, მტკიცედ, სოლიდურად, ღრმად დარწმუნებული
თავისი არსებობის აუცილებლობაში.
თვალი გამიშტერდა და მომეჩვენა, თითქოს ადამიანები კი არ
დადიოდნენ, არამედ ტროტუარი მოძრაობდა. ტროტუარი ორად
იყო სიგრძივ გაყოფილი. ერთი ნახევარი იქით მიდიოდა, მეორე
ნახევარი აქეთ მოდიოდა. ერთმანეთს დიდი სიფრთხილით უქცევ-
დნენ გვერდს. ტროტუარებს მიჰქონდათ და მოჰქონდათ ადამიან-
თა უმოძრაო ჭრელა-ჭრულები, როგორც საკუთარი სამოსი.
ბოლოს ქუჩის უძრავ ზედაპირზე რაღაც წერტილი შეირხა და
მხედველობასა და აზრს შორის გაწყვეტილი კავშირი აღდგა.
წერტილი შორიდან წამოვიდა და, როცა მოახლოვდა, სურა-
თად იქცა.
წინ ბავშვის ეტლი მოგორავდა. შიგ ბავშვი იწვა. ეტლს ბოლო-
ში აქეთ-იქიდან როგორც საპატიო ყარაული, ისე ამოდგომოდა
ქალი და კაცი. გამართულები, თავაწეულები. ცალ-ცალი ხელი
ეტლის სახელურისთვის ჩაეჭიდათ, მოაგროებდნენ, მოდიოდნენ,
მაღლა გასცქეროდნენ სივრცეს და ირგვლივ რაღაც ამაყსა და
თავმომწონე სერიოზულობას აფრქვევდნენ.
კაცი ვარდენ მექვაბიშვილი იყო. ქალი - მისი ლოყებდატკრუ-
ცული მეუღლე, ეტლში კი უზრუნველად ეძინა პატარა ვარდენ მექ-
ვაბიშვილს.
რაწამს სურათი ვიცანი, გონებაში სხვა სურათმა გაიელვა: დარ-
ცხვენილი ვარდენ მექვაბიშვილი, რომელმაც საკუთარ გაუბედაო-
ბას გადაალაჯა და ოთახის დაცლა მომთხოვა, ჭუჭყიანი ცხვირსა-
ხოცით ნერვულად იწმენდდა გაოფლილ ხელისგულებს.
„მე რომ შენს ადგილას ვიყო, ყვავილებს მიანც მივიტანდი ცო-
ლის საფლავზე“.
მე რომ შენს ადგილას ვიყო...
319
მართლა მიიტანა...
იმან კი მიიტანა...
ჯერ ტკივილი ვიგრძენი, მერე ზიზღი. ოღონდ არ ვიცოდი, ეს
ზიზღი მე მეკუთვნოდა თუ ვარდენ მექვაბიშვილს.
სწრაფად გამოვეყე ხალხის ნაკადს, მოვიხარე და მაღაზიის
ღია კარში შევძვერი.
თან ფიქრი ამედევნა: „როგორც ქურდი!“
ფიქრს რაღაც ბუნდოვანი აჰყვა. თითქოს რამე მივიწყებული
უნდა გამხსენებოდა, მაგრამ არ გამახსენდა.
არავინ მკითხავდა, რატომ შემოხვედი მაღაზიაშიო. ეტყობა,
საკუთარი თავისთვის უნდა წარმედგინა გასამართლებელი საბუ-
თი. გამყიდველ გოგონას ფული მივაწოდე და სიგარეტი მოვით-
ხოვე.
ცალი თვალი ღია კარისკენ მეჭირა.
გოგონამ სიგარეტი მომცა.
სურათმა, რომელზედაც გამოსახული იყო ბავშვის ეტლი საპა-
ტიო ყარაულით, ღია კართან ჩაიარა და წავიდა.
მაღაზიიდან გამოვედი და ისევ ხალხის ნაკადს შევერიე.
თვალებში შემორჩენილი მქონდა თეთრი საბავშვო ეტლის
ანარეკლი. და ქუჩას მოდებული ხალხის ერთიან, გაუცალცალკე-
ვებელ მასაში მე თვითონ შემქონდა დისონანსი, როგორც მაგრად
დახუჭულ თვალებს შეაქვს სიბნელეში ნაირნაირი ფერადი ფორ-
მები. თეთრი ეტლი ხან აქ იელვებდა ქუჩის უცხო ზედაპირზე, ხან
იქ.
თავზე მციოდა. თმის ძირებში ვგრძნობდი სიცივეს. არ ვიცი, შე-
იძლება ეს სიცივე კი არა, ტკივილი იყო.
სადარბაზოსთან მცირე ხნით შევჩერდი. აზრმიუცემლად მივი-
ხედ-მოვიხედე. მერე კიბეს შევუდექი. ზემოთ ავედი. კართანაც

320
შევჩერდი. უკან მოვიხედე. გაუგებარი შიში უხმაუროდ დაძვრებო-
და სხეულში. ვღელავდი. ღილაკს თითი დავაჭირე. ზარის ხმას
ფეხის ხმა აჰყვა. მერე გასაღებმა გაიჩხაკუნა და კარი გაიღო.
წითელი ხელები დავინახე. დაკარწახებული. და ვეებერთელა
ფეხსაცმელები. მამაკაცის. წინსაფარი საპნის ქაფით იყო დაწინ-
წკლული.
- გამარჯობა, ნინელი!
- გამარჯობათ...
ხმაში დარცხვენილი გაკვირვება გაისმა. კარის ზღურბლზე იდ-
გა და, მობრძანდიო, არ მეუბნებოდა.
- ვერ მიცანი?
დარცხვენილ გაკვირვებას დარცხვენილი ღიმილი დაემატა.
- ვერა.
უკან მივიხედე.
ისევ მოვტრიალდი.
წითელი ხელები წინსაფარზე შეიმშრალა.
მე იატაკს დავაცქერდი. თავი რომ ავიღე და შევხედე, კიდევ
შეიმშრალა ხელები.
- მობრძანდით.
ყოყმანით თქვა, გაუბედავად.
შევედი.
სკამი გამომიწია.
- დაბრძანდით.
დავჯექი.
იდგა და წინსაფარს აწვალებდა.
- ეტყობა, სადარბაზოსთან მიდარაჯებდა. პირველად იქ ვიგ-
რძენი, როგორ დაძვრებოდა სხეულში.
- რა?
- შიში.
321
თვალი ამარიდა და ფანჯარას გახედა.
- დათო ახლავე მოვა.
- დათო?
- დიახ.
- ბასგიტარა?
გაიღიმა.
- იცნობთ?
- არა.
ბავშვმა წამოიტირა.
- მაპატიეთ... ერთი წუთით..
მეორე ოთახში გავიდა.
ისმოდა, როგორ დაგორავდა წინ და უკან ბავშვის ეტლი.
მერე ხმაური შეწყდა.
გამოვიდა.
- დაიძინა.
სახეზე ახლა რაღაც სხვა, უცხო ნათელი ეფინა.
- ხომ არ ჩაისველა?
გაიღიმა.
- არა.
- ერთი გყავს?
- ერთი.
- ღმერთმა გაგიზარდოს. ბიჭია თუ გოგო?
- გოგო.
ისევ გაიღიმა.
- შეიძლება შევხედო?
გაუხარდა.
- მობრძანდით.
მეორე ოთახში შემიძღვა.

322
თეთრ ეტლში იწვა, თეთრ, ქათქათა ჩვრებში გახვეული. მსუქა-
ნი იყო, ფუნჩულა. თვალები დახუჭული ჰქონდა, ტუჩები გამობურ-
ცული. მშვიდად ეძინა. მერე უცებ ტუჩები ენერგიულად აამუშავა.
ალბათ, ძუძუს თუ წოვდა სიზმარში.
- რა ჰქვია?
- მაკა.
- წავალ მე.
- დათო ახლავე მოვა.
- მშვიდობით.
კარამდე გამომყვა. ზღურბლზე შეჩერდა.
მე ვუთხარი: - ამ დილით რომ გავიღვიძე და მზეს შევხედე, ერ-
თი ცალი სხივი დამაკლდა სათვალავში. შეუჭრია ვიღაცას. მას მე-
რე დავდივარ და ვეძებ. ჯერ ვერ მივაგენი ქურდს. ვისაც ვკითხე,
ყველამ უარი მითხრა. ახლა ჩემს თავზე მაქვს ეჭვი. კარგად უნდა
შევამოწმო.
კიბეს დავუყევი. მომესმა როგორ დაიხურა კარი.
სადარბაზოდან გავედი. ისევ შემცივდა თავზე. წეღანდელზე უა-
რესად შემცივდა.
ერთხანს ვითმენდი. როცა აუტანელი გახდა, მაღაზიებს დავუწ-
ყე თვალიერება. ბოლოს ერთგან წარწერას წავაწყდი: „თავსამკა-
ული“.
შევედი „თავსამკაულში“.
გამყიდველი შუახნის კაცი იყო, სრულიად ჭაღარა და ძალიან
სიმპათიური.
- ქუდი მინდა, თუ შეიძლება.
- კი, ბატონო. რომელი გნებავთ?
- სულ ერთია.
- როგორ გეკადრებათ! - ღიმილით მისაყვედურა. - სულ ერთი
რომ იყოს, მე აქ არ ვიქნებოდი. ქუდი ადამიანს თავზე ადევს და
323
ამიტომ არასოდეს არ არის სულ ერთი. - მე დაბნეულად ვათვა-
ლიერებდი ქუდებს და წარმოდგენა არ მქონდა, რითი სჯობდა ერ-
თი მეორეს. გამყიდველს კი, ეტყობა, ენა ეფხანებოდა, და სულ-
მოუთქმელად განაგრძობდა, - ქუდიანი კაცი და უქუდო კაცი ორი
სრულიად სხვადასხვა კაცია. თუ თქვენ ვერ აგირჩევიათ, ნება მო-
მეცით, მე თვითონ შემოგთავაზოთ. აი, ეს ნახეთ! სოლიდურიცაა
და მოდურიც. თუმცა მოითმინეთ! თქვენი გარეგნობის კაცს შავი
ფერი უფრო მოუხდება. აი, ეს გაისინჯეთ. - თავისი ხელით დამა-
ხურა. - ოჰ! ძალიან კარგია! ძალიან კარგია! აგერ სარკე, კუთხეში.
ნახეთ, შეამოწმეთ.
მე არ შემიმოწმებია. არც კი გამიხედავს სარკისკენ. ფული გა-
დავუხადე და გამოვედი.
გამყიდველი, მე მგონია, ამის გამო ცოტა ნაწყენი დარჩა. მშვი-
დობაში მოიხმარეთო, რომ მომაძახა, ისეთი კილო ჰქონდა, კაცს
რომ ამაგს არ დაუფასებენ.
თავიდან ქუდი ცოტა მეხამუშებოდა. მე ხომ მთელი სიცოცხლე
უქუდოდ დავდიოდი.
მაგრამ მალე შევეჩვიე. თავზე დამთბა და რაღაც ზედმეტისა და
შემაწუხებლის გრძნობაც თანდათან გაქრა.
ისევ მივდიოდი. ოღონდ ახლა უკვე აღარ ვიცოდი, სად მივ-
დიოდი და რატომ მივდიოდი.
უბრალოდ ვმოძრაობდი, რაკი ადამიანს მისჯილი აქვს მოძრა-
ობა.
არაფერს ვფიქრობდი. არაფერს ვგრძნობდი.
ირგვლივ ხალხი ირეოდა.
ხალხი ჯგროდ მიმოდიოდა.
და როცა რომელიმე ჭრელ ნაკადს გეზი ჩემკენ ეჭირა, არც მე
ვუქცევდი გზას და არც ის მიქცევდა. უბრალოდ, გაივლიდა ჩემში,

324
როგორც სიცარიელეში, და მშვიდად და არხეინად განაგრძობდა
გზას, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
ხოლო მე დავდიოდი ალალბედზე, უგზოუკვლოდ.
საღამო რომ დადგა, ქუჩისპირა პატარა სკვერში შევედი და
მერხზე ჩამოვჯექი.
ქუჩაში ელექტროლამფები ენთო და ადამიანები ფერმიხდი-
ლები ჩანდნენ. სულში სიცარიელეს ვგრძნობდი, როგორც მწვავე
ტკივილს. ძარღვები მომიდუნდა, ალბათ პულსიც გაჩუმდა. მერე
ტკივილი ნელ-ნელა გაილია და გაქრა. და ისეთი გრძნობა დამ-
რჩა, თითქოს დავიშალე და სივრცეში გავიფანტე.
ტროტუარზე ადამიანები დააბიჯებდნენ.
ქალები, კაცები, დიდები, პატარები.
მიდიოდნენ და მიდიოდნენ.
და საკვირველი ის იყო, რომ ზედმიწევნით ზუსტად იცოდნენ,
სად მიდიოდნენ... მიხვალ გაჩერებაზე, ამა და ამ მარშრუტის ავ-
ტობუსში ჩაჯდები, ამდენ და ამდენ გაჩერებას გაივლი და ჩამოხ-
ვალ. ამა და იმ შესახვევში შეუხვევ, ამა და ამ სადარბაზოში შეხ-
ვალ, აივლი კიბეს, ზარის ღილაკს თითს დააჭერ და, სანამ გაგი-
ღებენ, ტილოზე ფეხებს დაიწმენდ. მერე გაგიღებენ, გაგიღიმებენ,
შენც გაუღიმებ. შეგიპატიჟებენ, შეხვალ. დასხდებით, ისაუბრებთ,
იცინებთ. ნაცნობები ხართ.
მერედა რა არის ნაცნობი? რითი არჩევს კაცი ნაცნობს უცნობი-
საგან? მხედველობით. მხედველობაა ერთადერთი საშუალება.
მაგრამ ვინ იტყვის დაბეჯითებით, რომ მხედველობა უტყუარი ია-
რაღია?
ნუთუ თვალზე მართლა ამდენი რამეა დამოკიდებული? მაშ,
ბრმა რომ ვყოფილიყავი, მაკასა და ირინეს ერთმანეთისგან ვერ
გავარჩევდი? გავარჩიე კია? იქნება სწორედ თვალმა მომატყუა და
ირინე მაკა მეგონა? ჰმ!.. სულელური აზრი. სულელური ფრაზა.
325
სრულიად ნეიტრალური კილოთი რომ თქვა, მაინც აჰყვება რაღაც
მკრეხელური. თვალმა მომატყუა!.. აკი ნინელიმ ვერ მიცნო!
დღეს ვარდენ მექვაბიშვილს მაღაზიაში დავემალე.
იმიტომ რომ, გამარჯობა-გაგიმარჯოს და მიკითხვ-მოკითხვის
მერე უეჭველად მაკას მიხსენებდა. მომაპყრობდა ჩლუნგ თვა-
ლებს და, სად არისო, მკითხავდა. მე ავწრიალდებოდი, ენა და-
მებმოდა, შუბლზე ოფლს დამასხამდა. ახლა ის შემატყობდა, რომ
თავისი უტაქტო შეკითხვით უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო,
და თვითონაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებოდა. ისიც აწ-
რიალდებოდა, იმასაც ენა დაებმოდა და ოფლს დაასხამდა... და
დავიმალე. ენა რომ არ დამბმოდა. ბავშვივით რომ არ გავწითლე-
ბულიყავი. ერთხელ ვურჩიე, ცოლის საფლავზე ყვავილები
მიიტანე-მეთქი და მართლა მიიტანა. მე ყოველთვის დარწმუ-
ნებული ვიყავი, რომ ამ კაცზე მაღლა ვიდექი, მაგრამ არასოდეს
დავფიქრებულვარ იმაზე, თუ რას ნიშნავს „მაღლა დგომა“. განა მე
მეყოფა გამბედაობა სიკვდილი და სიცოცხლე შევარიგო? ცოლ-
თან ერთად ცოლის საფლავზე მივიდე და ყვავილები მივიტანო?
სასაცილო ის იყო, რომ ვარდენ მექვაბიშვილი უხმოდ და მორჩი-
ლად აღიარებდა ჩემს „სიმაღლეს“ და თვითონ „დაბლა იდგა“. იქ-
ნებ არცაა სასაცილო, იქნებ სწორედ ამით შეძლო, რომ სამარე და
საქორწინო სარეცელი მშვიდობიანად მიედგა ერთმანეთის გვერ-
დით?
მე დავემალე იმიტომ, რომ რაღაც შეტრიალდა და „სიმაღლემ“
და „სიდაბლემ“ ადგილები შეცვალეს.
თითქოს ბუნებაში უფრო სამართლიანი, უფრო მიუკერძოებე-
ლი საზომი გაჩნდა, ვიდრე განათლებაა, ვიდრე ჩაცმა-დახურვა,
ვიდრე იერარქია და ნიჭიერებაა. რაღაც ნამდვილი და პირველ-
ყოფილი საზომი.

326
სხვის უპირატესობას რომ აღიარებ, ეს ალბათ, უკვე ნიშნავს
შენს უპირატესობას, ეს ალბათ უკვე სანახევროდ მოგებული
ბრძოლაა.
ბრძოლა...
ვინ იცის, ადამიანთა ურთიერთობა მართლა უპირატესობისათ-
ვის ბრძოლაა...
და იქნებ სწორედ ეს ბრძოლა არის წყევლა და ვარდენ მექვა-
ბიშვილმა თავი დაიხსნა?
ამიტომ დაამყარა სასაფლაოზე სიკვდილ-სიცოცხლის ჰარმო-
ნია...
დააბიჯებენ ადამიანები ტროტუარზე და სახეზე არაფერი ეტყო-
ბათ.
სახეზე არც მე მეტყობა რამე.
სინამდვილეში ყველანი ბოღმითა ვართ სავსე.
ამიტომ ვერ დავფრინავთ.
ერთ მშვენიერ დღეს რომ ყველა დარდმა, რაც ოთხი მილიარ-
დი კაცის გულშია ჩაბუდებული, უეცრად ამოხეთქოს, ქვეყნიერება
წაილეკება.
დადიან და დადიან.
სახეზე არაფერი ეტყობათ. ღრმად არიან დარწმუნებული, რომ
მიზანი აქვთ.
სახეზე მეც არაფერი მეტყობა. უცხო თვალისათვის მე ისეთი
კაცი ვარ, რომელიც მცირე ხნით ჩამოჯდა მერხზე, რათა ცოტა და-
ისვენოს და ისევ გზას გაუდგეს.
გარეგნულად არავის ეტყობა რამე, თორემ ზოგი რახანია
მკვდარია. იმიტომ რომ ბიოლოგები ტყუიან. როდესაც ბიოლოგე-
ბი სიცოცხლისა და სიკვდილის მეცნიერულად ახსნას ცდილობენ,
ადამიანს ჭიაყელისაგან არ განასხვავებენ. სინამდვილეში ტვინის

327
მუშაობა არაფერ შუაშია. კაცის სიცოცხლე სიყვარულია და სი-
ძულვილი. და როცა სიყვარულიც გაქრება და სიძულვილიც, რა
გაცხოველებითაც არ უნდა მუშაობდეს ტვინი, კაცი უკვე მკვდარია.
ვზივარ მწვანე მერხზე მწვანე ხის ძირას და უაზროდ მივჩერე-
ბივარ გამვლელთა გაფითრებულ სახეებს. და ყველაფერი სულ
ერთია. გაფითრებული სახეებიც, მწვანე მერხიც, გარინდებული
ქალაქიც და მკვდრისფერი ღამეც.
ერთმა გამვლელმა ტროტუარიდან გადმოუხვია და სკვერში
შემოვიდა.
საშუალოზე მაღალი კაცი იყო, ქერა თმა შუაზე ჰქონდა გაყო-
ფილი და გულმოდგინედ დავარცხნილი. დიდი სათვალე ეკეთა
და სუფთად და ლამაზად ეცვა. დაფიქრებული და სერიოზული გა-
მოხედვა ჰქონდა. მარჯვენა ხელი პატარა გოგოსათვის ჩაეჭიდა
და მოჰყავდა.
გოგო მისი სრული ანტიპოდი იყო. თმაგაბურძგნილი, მოთხუპ-
ნული, პირდაუბანელი. ცხრა-ათი წლისა იქნებოდა. ნაოჭებიანი
ფართხუნა კაბა კოჭებამდე ჩასთრევდა. აშკარად ეტყობოდა,
სხვისი გამონაცვალი უნდა ყოფილიყო. სახელოებიდან მარტო
თითის წვერები მოუჩანდა. ფეხზე რაღაც საშინაო წუღების მაგვა-
რი ეცვა, თხელლანჩიანი, უქუსლო. წუღებიც დიდები ჰქონდა და
სიარულის დროს სასაცილოდ მოაფრატუნებდა. ბრიალა თვა-
ლებს ველურივით აცეცებდა.
ჩემს გვერდით დასხდნენ.
ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ. მერე გოგომ გულგრილად თქვა: -
ყველანი პატარა გოგოებს ირჩევენ...
- მე ყველა არა ვარ. - ასევე გულგრილად მიუგო კაცმა.
- აბა შენ ვინა ხარ?
- მე მე ვარ.

328
- დიდი ამბავი!.. - მერე უცებ დაინტერესდა. - რაღა მე ამირჩიე!
ნინიკო წაგეყვანა, ან ინგა. პატარებიც არიან და ლამაზებიც.
- შენ ყველაზე ლამაზი ხარ.
გოგო მკვეთრად მოტრიალდა კაცისკენ და ეჭვით შეხედა. კარ-
გა ხანს თვალი არ მოუშორებია. მერე რაღაც უცნაური სიჯიუტით
თქვა: - ტყუილია.
- მართალია. - კაცი მშვიდად და უბრალოდ ლაპარაკობდა.
თითქოს გოგოს დარწმუნებას სრულებით არ ცდილობდა.
- თინა მასწავლებელი სულ იმას მეუბნებოდა, შე მახინჯოო.
- ღმერთმა შეუნდოს თინა მასწავლებელს. შენ ყველაზე ლამა-
ზი გოგო ხარ ქვეყანაზე.
გოგომ თვალი მოაშორა კაცს და თავი ოდნავ ჩაღუნა.
- სულ ერთია, პირს მაინც არ დავიბან.
- ნუ დაიბან.
- არც მამას დაგიძახებ.
- ნუ დამიძახებ.
ერთხანს ჩუმად ისხდნენ. მერე: - სათამაშოებს დავამტვრევ.
- დაამტვრიე.
- წიგნებს დავხევ და ფურცლებისაგან მტრედებს გავაკეთებ.
- გააკეთე.
- მთელ სახლს ავურევ და ყველაფერს ყირაზე დავაყენებ.
- დააყენე.
გაჩუმდნენ. მალე გოგომ წყნარი, ფიქრიანი ხმით ჰკითხა: -
გაქვს სახლი?
- მაქვს.
და ისევ ჯიუტად: - ყირაზე დავაყენებ.
- დააყენე.
- ცუდი გოგო ვიქნები. უზნეო და უზრდელი.
- უზნეო და უზრდელი შეიძლება იყო, მაგრამ ცუდი ვერ იქნები.
329
გოგომ ისევ შეხედა და ხმაში გაკვირვება დაეტყო: - რატომ?
- იმიტომ რომ კარგი ხარ.
გაჩუმდნენ. გოგო ცოტა დაბნეული ჩანდა. ეტყობა, ვერაფრით
ვერ დაუკავშირა „უზნეო და უზრდელი“ „კარგს“. ბოლოს ფიქრი
მობეზრდა.
- მე ბიძიას დაგიძახებ.
- დამიძახე. მე ქეთინოს დაგიძახებ.
გოგოს გაუკვირდა.
- რატომ?
- იმიტომ რომ ქეთინოს დაგარქმევ.
- ქეთინო რომ არ მქვია?
- მე დაგარქმევ.
- რატომ?
- იმიტომ რომ ქეთინო ყველაზე ლამაზი სახელია. შენ კი ყვე-
ლაზე ლამაზი გოგო ხარ.
- არაფერიც!
- შენ გაზაფხულის დედოფალი იქნები. იმიტომ რომ ქეთინოს
გავხარ.
- რომელ ქეთინოს?
- იყო ერთი ლამაზი ქეთინო.
- მოკვდა?
- არა.
- აბა რატომ თქვი იყოო?
- ისე.
გოგონა კლავ დაიბნა. ვერ მიხვდა, თუ არ მომკვდარა, მაშ რა-
ტომ „იყო“.
- არ ვიქნები ქეთინო!

330
- იქნები. - კაცი მშვიდად ლაპარაკობდა. - ქეთინო იქნები, გა-
ზაფხულის დედოფალი იქნები და დილდილაობით მზეს ამოიყ-
ვან.
გოგო გამოცოცხლდა.
- მზეს როგორ ამოვიყვან?
- უბრალოდ. ღამე ტკბილად იძინებ, დილით კარგ ხასიათზე გა-
იღვიძებ, სწრაფად გადაიგდებ საბანს, ლოგინიდან წამოფრინდე-
ბი და ხალისიანად გაიცინებ. რაკი ლამაზი გოგო ლოგინიდან
სწრაფად წამოფრინდება და ხალისიანად გაიცინებს, მზეც ამოვა.
ამჯერად უფრო დიდხანს დუმდნენ. გოგო ფიქრობდა და თვა-
ლებს აღარ აცეცებდა.
- თუ არ გავიცინე? - იკითხა ბოლოს. ხმაში ახლა სიჯიუტის მა-
გივრად ცოტა შიში ჩანდა.
- თუ არ გაიცინე, არც მზე ამოვა.
გოგომ თავი ჩაღუნა, მოიკუნტა, გაყუჩდა. ცოტა ხნის მერე ქურ-
დულად ახედა კაცს. კაცი მისკენ არ იყურებოდა. მაშინ ნელ-ნელა
მოატრიალა სახე და თითქოს პირველად ხედავსო, ისე დაუწყო
თვალიერება. ბოლოს წყნარად ჰკითხა: - მართლა ქეთინო მერ-
ქმევა?
- ჰო.
გაჩუმდნენ.
მე სიჩუმეს მივუგდე ყური და უეცრად, თითქოს გარედან შემო-
მაპარესო, ტვინში გაჩნდა ფიქრი: „ეს კაცი კოტე ენუქიძეა“.
თავი მივაბრუნე და დავაკვირდი.
მან იგრძნო ჩემი მზერა და თვითონაც შემომხედა ერთი წამით.
მერე ისევ ამარიდა თვალი.
მკერდში, სადაც ცოტა ხნის წინ შავი სიცარიელე იდგა, ახლა
რაღაც გუგუნებდა და მძლავრად ფეთქავდა.

331
არ ვიცი, რატომ წამოვვარდი მერხიდან და რატომ გავეცალე
ჩქარი ნაბიჯით იქაურობას. არც კაცს და არც გოგოს ჩემი ფიცხი
და მოულოდნელი საქციელისათვის
ყურადღება არ მიუქცევიათ. გოგო ბავშვური ცნობისმოყვარეო-
ბით უყურებდა კაცს. ხოლო კაცი იჯდა მშვიდად და დაფიქრებული
სახით გასცქეროდა სივრცეს.
ყურებში რაღაც წიოდა და თავში ფრაზებისა და სურათების
ნაფლეთები დაფარფატებდნენ.
უკვე შორს ვიყავი, როცა მომაგონდა, რომ ნინელის დანახვაზე
რაღაც გამიკვირდა, მაგრამ მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია. ახ-
ლაღა მივხვდი: ნინელი ვერ ვიცანი. უბრალოდ, რაკი ეს მისი სახ-
ლი იყო, ამიტომ დავასკვენი, ნინელია-მეთქი.
მაღაზიაშიც ტყუილად შევვარდი შეშინებული. სულაც არ იყო
ვარდენ მექვაბიშვილი ის, ვინც მე ვარდენ მექვაბიშვილი მეგონა.
ვიღაც სხვა იყო, უცხო, უცნობი.
ფიქრების უკან რაღაც საშინელი გრძნობა იმალებოდა, რომე-
ლიც ჯერ არ შემოსულიყო ცნობიერებაში. მაგრამ მისი ავი სუნ-
თქვა უკვე მესმოდა და მეშინოდა.
აღმართს მივაღწიე.
ავიარე.
გზაჯვარედინზე შევჩერდი.
და ის საშინელი გრძნობა, ფიქრებს რომ იყო ამოფარებული,
ცნობიერებაში შემოვიდა.
მაკა!
რომც შემხვედროდა, ერთმანეთს ვერ ვიცნობდით. იქნებ შემ-
ხვდა კიდეც სადმე...
მუხლებმა მიმტყუნეს.
მთელ სხეულში საოცარი სისუსტე ვიგრძენი.
მარჯვნივ გავუხვიე, ჩემი ბუნაგისაკენ წავედი.
332
მივლასლასებდი, როგორც ასი წლის მოხუცი, და მიკვირდა,
რომ ჯერ კიდევ შემეძლო სიარული.
სადარბაზოში შევისვენე. კიბის მოაჯირს ჩავეჭიდე.
მერე რამდენჯერმე კიბეზეც შევისვენე.
კარი დეიდა მარიამმა გამიღო, უტყვი სახით შემათვალიერა
თავით ფეხამდე და მითხრა, სადა ხარ აქამდე, რა ხანია გელოდე-
ბიანო.
დეიდა მარიამს შევხედე. რაღაც მოულოდნელი რომ იყო მის
ნათქვამში, მხოლოდ იმას მივხვდი, მეტს ვერაფერს.
სამზარეულო გავიარე და ჩემი ოთახის კარი შევაღე.
ის შუა ოთახში იჯდა სკამზე.
ჩემს დანახვაზე წამოდგა, პიჯაკის კალთები ორივე ხელით ჩა-
მოიწია და ჩამოისწორა, წელში გაიმართა და თავაზიანად დამიკ-
რა თავი.
მე ვუყურებდი. ფიქრები ჯერ კიდევ დაფანტული მქონდა. ცალი
ხელით ღია კარს ვიყავი ჩაჭიდებული.
- ბოდიშს ვიხდი, რომ დაუკითხავად შემოვიჭერი, - მკაფიოდ
ლაპარაკობდა, ნელა. - ჩვენმა ხელობამ ისეთი გატაცება იცის,
ზოგჯერ დადგენილ ნორმებს დაგარღვევინებს კაცს. - ამ სიტყვე-
ბით მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა, მაგრამ, რაკი არ ჩამო-
ვართვი, უხერხულობის დასაფარავად ჰალსტუხი გაისწორა.
მე უხმოდ ჩავუარე გვერდით, ჩემი შავი კეპი მოვიხადე და სა-
წოლზე დავაგდე მისი შავი კეპის გვერდით.
მან ხელები ზურგსუკან დაიწყო და ნელა მოტრიალდა ჩემკენ.
- კომპოზიციის შეკვრა მაქვს დავალებული, - ოდნავშესამჩნე-
ვად გაიღიმა - ალბათ, გახსოვთ ჩემი პირველი დარბაზობა.
- მახსოვს, - ვუთხარი მე, სკამზე ჩამოვჯექი და ფეხი ფეხზე შე-
მოვიდე. - მაშინ რევერანსებს არ აკეთებდით და, საერთოდ, ნაკ-
ლებ დინჯი ჩანდით.
333
- სიდინჯე წლების მონაპოვარია, - ისევ ოდნავშესამჩნევად გა-
იღიმა. - მას აქეთ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბევრი რამ ვნახე, ბევრი
რამ გამოვცადე. დიდი გზა გავიარე. - ბოლთის ცემა შეწყვიტა. ჩემს
წინ შეჩერდა. - თქვენც დიდი გზა გაიარეთ. დიდხანს იმტვრიეთ
თავი. დიდხანს იჭყლიტეთ ტვინი. დასკვნა კი ვერ გააკეთეთ, - ჩემს
პირდაპირ დაჯდა და თვალი თვალში გამიყარა. - იმიტომ რომ
ღმერთმა ვერ გაგიმართლათ იმედები. ღმერთი სადღაც უკან
დარჩა, როგორც უიღბლო მორბენალი, რომელმაც შუა დისტან-
ციაზე ფეხი იღრძო. სული ძველებურად საეჭვო ფენომენია. ერთა-
დერთი რეალური ქვეყანა ეს ქვეყანაა. ერთადერთი სიცოცხლე
დაბადებისა და სიკვდილის შემაერთებელი ხაზია. თქვენ ბევრი
იხეტიალეთ ამქვეყნად ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, მაგრამ
იმაზე უკეთესი ვერაფერი შეიძინეთ, რასაც მე გთავაზობდით.
- სამაგიეროდ დავკარგე.
- დაკარგვაც სიამოვნებაა, რაღა თქმა უნდა, მაგრამ შეძენა
სჯობს. შეძენას სიამაყე ახლავს.
- სიამაყე ფუჭი ილუზია გამოდგა.
- სიამაყეს სარგებლობა მოაქვს. რასაც სარგებლობა მოაქვს,
ის ფუჭი ილუზია არ შეიძლება იყოს. ფუჭი ილუზია იდეალიზმია. -
მე მომაშორა თვალი და დედოფალ ნეფერტიტის პორტრეტს ახე-
და. - ადამიანი, რომელიც ცილების, ცხიმებისა და შიგნეულობისა-
გან შედგება, ღვთაებრივი ვერ იქნება. ქალი, რომლის ქმარს საყ-
ვარელი ჰყავს, სპეტაკი ვერ იქნება. დედოფალი, რომელსაც ქვე-
შევრდომები ჰყავს, ამაღლებული ვერ იქნება. იდეალიზმი რე-
ალურ სამყაროში თვითმკვლელობის ტოლია. ცხოვრება მისია,
ვინც ოცნებას მოკლავს. თქვენ მწყერი ხართ, რომელმაც თითქოს-
და ფრენა იცის, მაგრამ მაინც მიწასაა მილურსმული, იმიტომ რომ
საკუთარი სხეული ფანჯრიდან ვერ გადააგდეთ, რათა ამით სუ-
ლის არსებობა შეგემოწმებინათ. კამეჩი კი იმითაა ბედნიერი, რომ
334
გაფრენის პრეტენზია არა აქვს. ყვავილი და პური შეურიგებელი
ცნებებია. თქვენ კი არც ერთი გეთმობათ და არც მეორე, ამიტომ
მათ შორის მერყეობთ, როგორც რკინის ნაჭერი ორ მაგნიტს შუა.
თქვენ გშურთ სხვისი
მანქანა და ამავე დროს ისიც გინდათ, რომ შურსაც და მანქანა-
საც ზემოდან დაჰყურებდეთ. ხომ არ ვცდები?
- სიმკაცრე კარგია, მაგრამ ძალიან ამარტივებთ.
- საფუძველი ყველაფერს მარტივი აქვს. ვეებერთელა მუხა სი-
ნამდვილეში პაწაწკინტელა თესლია. ადამიანის მოცულობის უდი-
დესი ნაწილი სიცარიელეზე მოდის. გამარტივებაა ამოხსნის ერ-
თადერთი გზა. რამდენჯერ წარმოგიდგენიათ თავი ახალთახალი
მანქანის საჭესთან. ლაღად და მხიარულად დაქრით აღმა-დაღმა.
დედამიწის ყველა გზას ბორბლებქვეშ თელავთ, ხან მთისკენ გი-
ჭირავთ გეზი, ხან ტყისკენ, ხან ზღვისკენ. ქალებიცა გყავთ, მეგობ-
რებიცა გყავთ, მოშურნეებიცა გყავთ, უმატებთ გაზს და ტელეგრა-
ფის ბოძები უკან გარბიან. ვისაც გინდათ, დაიმგზავრებთ, ვისაც
გინდათ, არ დაიმგზავრებთ. როცა გინდათ, გაჩერდებით, როცა
გინდათ, წახვალთ. არასოდეს მოიწყენთ, არასოდეს დანაღვლი-
ანდე-ბით. წუთისოფელი მხიარულად და სიცილ-სიცილით გაირ-
ბენს. სიცოცხლის არსი ჯერჯერობით ვერავინ ამოიცნო. რა მაღალ
მატერიებსაც არ უნდა წავეპოტინოთ, კაცმა არ იცის, უზენაესი მსა-
ჯული მოგვიწონებს ასეთ საქციელს თუ დაგვიწუნებს. და რაკი არა-
ფერი ვიცით, არა სჯობს ბარემ ის გავაკეთოთ, რასაც გული გვეუბ-
ნება და რაც სიამოვნებას გვანიჭებს? მით უმეტეს, რომ დედამიწა
ისე მცირეა, სამყაროს გრანდიოზულ ფონზე სრულებით არა
ჩანს... ასეთი ფიქრი, ასეთი ოცნება არაერთხელ დაუფლებია რკი-
ნის ნაჭერს, რომელიც ორ მაგნიტს შუა მერყეობს, ხოლო ახალი
აღთქმა ძირითადად იმით გაემიჯნა ძველს, რომ ქრისტემ ნაფიქრს
ნამოქმედარის ძალა მიანიჭა. მომყიდეთ თქვენი ილუზია.
335
მე უსიცოცხლო სხეულივით ვიდე სკამზე. რომელიღაც ნერვს
კი მიღიზიანებდა ამ კაცის სიტყვები, მაგრამ გაღიზიანება დანარ-
ჩენ ნერვებს არ გადაედებოდა და იქვე კვდებოდა.
- რად გინდათ?
- კოლექციას ვაგროვებ.
- კოლექცია რაღად გინდათ?
- არაფრად. ბოლოს ცეცხლს წავუკიდებ და დავწვავ.
- წაიღეთ.
- რამდენად?
- მუქთად წაიღეთ. მაინც აღარ მჭირდება.
- მე პატიოსანი ვაჭარი ვარ. მუქთად არაფერი მიმაქვს, - აქ წა-
მით დაფიქრდა. - კარგი, მაშინ მაქსიმუმს გადავიხდი. - მაგიდის
ქვეშიდან პორტფელი გამოიღო, რომელიც აქამდე არ შემიმჩნე-
ვია, გახსნა, დასტა-დასტად ამოალაგა ფული და წინ დამიწყო. - ეს
არის.
- იყოს.
- ერთი მანქანის ფულია.
- ასე ძვირი ღირს ილუზია?
- მე ამდენი მიღირს. მაშ, შეიძლება შევუდგე საქმეს?
- შეუდექით.
დედოფალ ნეფერტიტის სურათს მიადგა და ერთხანს უყურა.
მერე რატომღაც ხელები დაიკაპიწა. სურათი ფრთხილად ჩამოხ-
სნა, პორტფელიდან გაზეთი ამოიღო და შიგ გაახვია.
მე ვიჯექი და ვუყურებდი.
სურათი იღლიაში ამოიჩარა, პორტფელი აიღო, ოთახი დაკ-
ვირვებით მოათვალიერა. ბოლოს საწოლთან მივიდა.
- რომელია ჩემი ქუდი?
- არ ვიცი. ორივე წაიღეთ. მე არ მჭირდება.
- ორივე არც მე მჭირდება.
336
ერთ-ერთი აიღო.
- მშვიდობით! - ხელი აღარ გამოუწოდებია.
- მშვიდობით.
გავიდა და კარი გაიხურა.
ერთხანს უაზროდ ვიჯექი. მერე თანდათან ვიგრძენი, რომ რა-
ღაც მაღიზიანებდა. რაღაც იყო ოთახში ისეთი, რასაც შეუჩვეველი
ვიყავი და მაწუხებდა.
ბოლოს მივხვდი.
ის ადგილი, სადაც დედოფალ ნეფერტიტის პორტრეტი ეკიდა,
თეთრი იყო და მკვეთრად გამოირჩეოდა ჭუჭყიანი კედლის ფონ-
ზე.
ზურგი შევაქციე, მაგრამ მაინც მაწუხებდა, როგორც ლამფას
შეაქცევ ზურგს, მაგრამ სინათლეს მაინც ვერ დააღწევ თავს.
მაშინ თვალები დავხუჭე და მგონი ჩამეძინა...
არ ვიცი, რა დრო გავიდა.
დღეები, კვირეები, თვეები... იქნებ წლებიც. თუმცა ამას ალბათ
აღარც ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან დრო თვითონაც მიხვდა,
რომ აზრი დაკარგა.
თვალი რომ გავახილე, პირველად ჩემს წინ დასტა-დასტად
დალაგებული ფული დავინახე.
ერთხანს უაზროდ მივჩერებოდი, მერე საფერფლე და ასანთი
მოვიჩოჩე. დასტიდან ერთი ცალი ასიგნაცია ავიღე, ორი თითით
დავიჭირე და ქვემოდან ცეცხლი მოვუკიდე. ნელ-ნელა იწვოდა.
მალე ალმა თითებამდე მიაღწია. მაშინ ფულის ნარჩენი
ფრთხილად ჩავდე საფერფლეში. როდესაც სულ ჩაიწვა, სა-
ფერფლე შევანჯღრიე და დასტიდან მეორე ასიგნაცია ავიღე.
დეიდა მარიამი შემოვიდა. ნელა მიიხურა კარი ზურგს უკან,
თვითონ კართან შედგა და ხელები მკერდზე დაიკრიფა.

337
იდგა ასე და ჩემს საქმიანობას უყურებდა. არც ხმა ამოუღია,
არც განძრეულა.
საფერფლე რომ აივსო, თვალით ახალ ჭურჭელს დავუწყე ძებ-
ნა. ბედად, ჩემი შავი კეპი შევნიშნე. გამეხარდა. ავიღე, მაგიდაზე
დავდე და საფერფლე შიგ მოვაპირქვავე.
მერე ისევ განვაგრძე საქმე.
დეიდა მარიამი იდგა გულზეხელებდაკრეფილი და უხმოდ
ადევნებდა თვალს ჩემს საქმიანობას.
დიდხანს მოვუნდი, რადგან ფული ძალიან ბევრი იყო.
ბოლოს, როგორც იქნა, მოვრჩი, თითებიდან ფერფლი ჩამო-
ვიბერტყე და წამოვდექი.
პიჯაკი ჩავიცვი, ოთახში მიმოვიხედე და კარისკენ წავედი.
დეიდა მარიამმა გვერდზე გადადგა ნაბიჯი და გზა დამითმო.
სამზარეულო გავიარე, შემოსასვლელი გავიარე, გარეთ გავე-
დი, ნელი ნაბიჯით ჩავუყევი კიბეს.
გვიანი იყო, ყველას ეძინა. ირგვლივ სამარისებური დუმილი
იდგა.
სადარბაზოს გავცდი.
ქუჩაში კაცის ჭაჭანება არ იყო.
ღამის სიგრილე საამოდ მომედო სახეზე.
მსუბუქად მივაბიჯებდი.
გზაჯვარედინზე ცოტა ხანს შევჩერდი.
მერე გზა განვაგრძე.
ნახევრად აშენებული საბავშვო ბაღი სიბნელეში ძველი ციხის
ნანგრევებს ჰგავდა.
ეზოში შევედი, შენობას ირგვლივ შემოვუარე, ბოლოს ქვაზე ჩა-
მოვჯექი.
სიჩუმე იყო.
საშიში და საამო.
338
სიბნელე ყვავივით იჯდა ძველი ციხე-სიმაგრის ნანგრევებზე.
ოღონდ თვითონ ნანგრევები არ იყო.
რაღაც კი დაანგრიეს, რაღაც კი დაშალეს და დააქუცმაცეს,
მაგრამ კვალი აღარსად დარჩენილა.
მერე სიბნელე ოდნავ შეინჩრა. მისი სქელი და მკვრივი ფენები
პაწაწკინტელა სხივმა გამოარღვია და ყვავილივით აღმოცენდა.
სხივის ყვავილი ზღაპრული იყო და ჯადოსნური სისწრაფით იზ-
რდებოდა.
და განათდა სიბნელე.
მზე იყო ოქროსფერი და მცხუნვარე.
ცა იყო ლურჯი, ღრმა და კამკამა.
ნილოსი იწვა, როგორც ვეებერთელა ნიანგი, და ზანტად სუნ-
თქავდა.
ხოლო ქვეყანა ჩვილ ყრმასავით მისწოლოდა გვერდით და
კრუტუნით წოვდა ძუძუს.
სინათლე იყო დიდი და თვალისმომჭრელი.
ფერები - მკვეთრი და აუმღვრეველი. შეუვალი და მიუკარებე-
ლი.
ცასა და ნილოსს ერთნაირი ფერი ჰქონდათ. თითქოს ცას ერ-
თი ზოლი ააჭრეს და მიწაზე ნილოსად დააგეს.
სინათლე იყო დიდი და ჩახჩახა. მასთან შედარებით სხვა სი-
ნათლე სიბნელედ მოგეჩვენებოდათ.
ოსტატს გული ბაგაბუგით უცემს.
არ იცის დაწყევლოს თუ დალოცოს ის წუთი, როცა პირველად
მოჰკრა თვალი დედოფალს.
პოეტმა და ფარაონმა ახალი სატახტო ქალაქი ააგო და ღმერ-
თები გამოცვალა.
ენერგიული და ავადმყოფი.
ალბათ ავადმყოფური ენერგია.
339
სატახტო ქალაქზე და ღმერთებზე როგორ უნდა იფიქრო ასეთი
დედოფლის გვერდით.
ფარაონს უყვარს დედოფალი და ლექსებს უძღვნის. მაგრამ
არ იცის ამ სიყვარულის ფასი, რადგან დედოფალი მას ეკუთვნის.
ოსტატს მხოლოდ ქვა ეკუთვნის და ქვის დედოფალი.
ისიც მალულად, ნაპარავად.
ხვალ ფარაონის კაცები მოვლენ.
გრძნობს, რომ მოვლენ.
ქვას რომ ეხება, გული ისე უცემს, თითქოს ქვის დედოფალი
ნამდვილი დედოფალი იყოს.
რატომაც არა!
ქვის დედოფალი შეიძლება ნამდვილზე უფრო ნამდვილი
იყოს.
დედოფალო!
ხვალ ფარაონის კაცები მოვლენ.
ფარაონის გული ხარბია. არც ქვას შეგარჩენს.
რა ნაზია, დედოფალო, შენი სული.
რა სპეტაკია, დედოფალო, შენი შუბლი.
რა ნატიფია, დედოფალო, შენი სახე.
რა სევდიანია, დედოფალო, შენი თვალები.
ქვის სული, ქვის შუბლი, ქვის სახე, ქვის თვალები.
არც ქვას შეგარჩენს ფარაონი.
ოღონდ ოსტატმა არ იცის, როგორს თლის და როგორს აქან-
დაკებს.
ურყევად მხოლოდ თავისი სიყვარული სწამს.
თუმცა სხვა რა უნდა გწამდეს ამქვეყნად.
სიყვარული ააფეთქებს ნიჭს, შთაგონებას გააღვიძებს, მარჯვე-
ნას სიფაქიზესა და სიმტკიცეს შემატებს. სიყვარული თვითონ გა-
მოთლის და გამოაქანდაკებს დედოფალს.
340
ხვალ ფარაონის კაცები მოვლენ.
ფარაონის კაცები ილუზიებზე ნადირობენ.
უნდა მოასწროს ოსტატმა. ოსტატი გადამალავს თავის სიყვა-
რულს. მიწაში ჩაფლავს, როგორც ნაქურდალ საუნჯეს. იქ ვერავინ
მიაგნებს...
...ეტლით შემოგრიალდნენ ფარაონის კაცები.
ცუდ დროს მოვიდნენ ფარაონის კაცები.
ოსტატი დედოფლის ქანდაკებას მიწას აყრიდაო!
მკრეხელობაო!
ავის მომასწავებელი ნიშანიო!
ოსტატს თვალების დახუჭვის ეშინია, რადგან სინათლე დიდია
და ჩახჩახა.
თორემ სიკვდილი რა ბედენაა! ქვის დედოფალი ხომ დარჩა
ქვეყანას?
პირზე ღიმილით მოკვდა ოსტატი.
მზე ოქროსფერია. სინათლე დიდია და ჩახჩახა.
ნილოსი წევს და ზანტად სუნთქავს.
პალმები არ ირხევიან.
ქვის დედოფალი, ნატიფი და სევდიანი, ვარსკვლავების სი-
მაღლიდან დაჰყურებს ქვეყანას.
ცა ულურჯესი, ღრმა, კამკამა.
დრო მყარი და უძრავი, მარადისობის კედლებში მოქცეული.
გზა უსასრულო.
უსასრულობაში მიმავალი უძრაობა.
თხელი და სწორი მხრები, საოცარი, თითქმის არარსებული.
თმა - ყოჩივარდის თაიგულად შეკრული.
ნილოსი წევს, როგორც მთვლემარე ნიანგი.
მე ფართლეულის მაღაზიიდან გითვალთვალებდი, დედოფა-
ლო, როდესაც რბილი, იმედიანი ნაბიჯით მიდიოდი აღმართში.
341
სიტყვიერადაც ხომ არაფერს დაამატებთ მაშინდელ ღიმილს?
სიტყვა ვერ ახსნის ღიმილს, დედოფალო.
ოსტატი პირზე ღიმილით მოკვდა, რადგან იცოდა, რომ ქვის
დედოფალი ნამდვილზე უფრო ნამდვილი იყო.
რა შეუვალი რწმენა ახლდა შენს სიარულს!
ასე ხომ მთელ სუფთა ჰაერს მარტო თქვენ შეისუნთქავთ და
სხვას აღარაფერს დაუტოვებთ.
მე თქვენ მიყვარხართ, დედოფალო, და ეს იქნება ბოლო ფრა-
ზა, რომელსაც თქვენობით გეუბნებით.
ფეხსაცმლის ჭვინტი ამაოდ უპირებდა ასფალტს აჩიჩქნას.
ჩანთა ორივე ხელით ჩაბღუჯული და მკერდზე მიკრული.
სახე სერიოზული და ცოტა გაბუტული.
მხრები თხელი და სწორი.
მხრები. მხრები. მხრები.
ნუ მოიხედავ, დედოფალო. წაქცეული კაცი შესაბრალისია.
სიბრალული კი ზიზღზე უარესი ზიზღია.
დრო ხარბი და გაუმაძღარია. დაუნდობლად ნთქავს ყველა-
ფერს. პირამიდები კი რა უშიშრად შესქცქერიან თვალებში.
წელსზევით შიშველ მონებს ბრინჯაოსფერი დასდებიათ.
შენი მუსიკალური დახასიათება...
მე ვერ ვიხსენებ, დედოფალო, შენს სახეს. ვიცი, შენი სახე ლა-
მაზია და სხივმფენი. მაგრამ სიტყვები რის მაქნისია! მე ვერ ვიხსე-
ნებ, დედოფალო, შენს სახეს.
მე სადღაც შევყოვნდი და გზა ამერია.
ჩემი ოთახი ახლა ცარიელია.
მე კი მეგონა, თქვენც გქონდათ რამე სახელი...
უცხო ხმაურმა გამომარკვია.
ყური მივუგდე.

342
ჟრიამული ისმოდა, თითქოს ქალაქში ყველა ბავშვმა ერ-
თდროულად გაიღვიძა.
გაკვირვებული წამოვდექი, ქუჩაში გავედი. გზაჯვარედინს მივა-
შურე.
ზემოთ, აღმართზე, მხიარული ჟივილ-ხივილით დაქროდნენ
ბავშვები. უშიშრად დაქროდნენ ყინულზე და მღეროდნენ.
ტროტუარზე დავჯექი.
გაფაციცებული ვუყურებდი.
არც ერთი არ დაცემულა.
მღეროდნენ.
მაშ მე რაღა დამემართა-მეთქი, გავიფიქრე და რაღაცა გამიკ-
ვირდა.
დიდხანს ვიჯექი, დიდხანს ვუყურებდი.
არც ერთი არ დაცემულა.
იქნებ, რომ გაიზრდებიან, არც მერე დაეცნენ-მეთქი, გავიფიქ-
რე და ისევ გამიკვირდა რაღაცა.
სიმღერა თანდათან გაიზარდა და მთელ ქალაქს მოედო.
ქალაქი ისე გუგუნებდა, ღმერთებსაც კი გაეღვიძათ.
ხოლო ძარღვმაგარი ბიჭები, წელსზევით შიშვლები და ბრინჯა-
ოსფერები, საბავშვო ბაღებს აშენებდნენ.
ბევრს.
და უცებ მიჩუმდა ყოველივე.
გაქრნენ ბავშვები. შეწყდა სიმღერა.
საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა. თითქოს სამყარო გაიტრუნა. სამ-
ყარომ სუნთქვა შეიკრა.
და ამ დროს მუსიკასავით გაისმა.
თავიდან მართლა მუსიკა მეგონა.
რბილი, მშვიდი, მსუბუქი.
ნაბიჯის ხმააო, ვიღაცამ თქვა ჩემს სხეულში.
343
ნაბიჯის ხმა იყო.
რბილი, მშვიდი, იმედიანი.
მოახლოვდა.
მოახლოვდა.
მოახლოვდა.
შეწყდა.
- მაკა! - იკივლა ვიღაცამ სულში, მაგრამ დუმილი არ დაურღვე-
ვია ამ კივილს.
ზურგშექცევით ვიჯექი, თვალებდახუჭული.
მაინც ვიგრძენი, როგორ აიწია ხელი, როგორ წამოვიდა ჩემ-
კენ. მხარზე რომ შემეხო, დენმა დამკრა.
მხარი ცახცახებდა.
თვალდახუჭული ვიჯექი.
გული შეპყრობილი ნადირივით აწყდებოდა გალიის კედლებს.
პულსს თვლა არ ჰქონდა.
თვალდახუჭული ვიჯექი.
ბოლოს სამყაროს უცხო სიჩუმეში შინაურულად, როგორც უახ-
ლოესი ნათესავი, შემოვიდა ხმა.
- ისევ აქ ზიხარ.
არც შეკითხვა, არც გაკვირვება, არც საყვედური.
არაფერი.
რბილმა, მშვიდმა, მოღუღუნე ხმამ ისე წყნარად და უშფოთვე-
ლად გადაიარა, თითქოს არავის ეკუთვნოდა.
თვალი გავახილე. მიხედვით არ მიმიხედავს.
- გახსოვს, ერთხელ რომ მაკოცე?
- ოოჰ! - ხელი შეკრთა ჩემს მხარზე.
ვიგრძენი, რომ სიწითლემ გადაჰკრა, და მძლავრად, მთელი
არსებით გავიფიქრე: „ღმერთო! ღმერთო! არ გააქრო ეს წამი! არ
მომისპო ეს წამი!“
344
მერე უცებ შიშმა შემიპყრო.
- გებრალები?
- არა.
რა სიმშვიდეა, დედოფალო, შენს ხმაში!
მივხვდი, „არა“ რომ მითხრა, თან თავი გაიქნია.
- მადლობელი ვარ. შებრალება საშინელი შეურაცხყოფაა.
- ვიცოდი, რომ აქ დაბრუნდებოდი.
შევკრთი.
- მე არ ვიცოდი. როცა ვბრუნდებოდი, მაშინაც არ ვიცოდი.
- მე ვიცოდი.
ლოყა შემეხო თმაზე.
ისევ დავხუჭე თვალები.
ისევ გავახილე.
მივტრიალდი და წამოვდექი.
იღიმებოდა.
არა. ცრემლი არ უკიაფებდა თვალებში. მხოლოდ იღიმებოდა
და ღიმილით ანათებდა ღამეს.
აკანკალებული ხელები თავზე შემოვაჭდე და მისი სახე მკერ-
დზე მივიკარი.
- რამდენი ტანჯვა გავიარე, სანამ გიპოვიდი. ჩემი სხეული ჭრი-
ლობებითაა დასერილი. ზოგ ჭრილობას შეცდომა ჰქვია, ზოგს შე-
ცოდება, ზოგს სიბეცე, ზოგს სულმოკლეობა, ზოგს სასოწარკვეთა,
ზოგს სილაჩრე, ზოგს უმადურობა, ზოგს დაცემა, ზოგს მონობა,
ზოგს ღალატი... რამდენჯერ დავბერდი, რამდენჯერ დავმარცხდი,
რამდენჯერ დამავიწყდი და რამდენჯერ გამახსენდი. სად არ ვიხე-
ტიალე, რა არ ვნახე, რა არ გამოვცადე. ხელფეხშეკრულიც ვიყა-
ვი, შეჩვენებულიც ვიყავი, სხვისი შემყურეც ვიყავი, იმედგადაწყვე-
ტილიც ვიყავი. დილეგის გემოც გავიგე, ჭაობის სუნიც გამოვცადე.

345
ვის არ გავუბრიყვებივარ, ვის არ მოვუტყუებივარ, ვის არ დავუმო-
ნებივარ. მაინც ყველას ვუღალატე. მაგრამ ღალატი მაცთური ყო-
ფილა. საკუთარ თავსაც ვუღალატე და მოღალატე შევიქენი. ამის
გამო მუდამ მეზიზღებოდა ჩემი თავი. ვგრძნობდი, როგორ ვიხ-
რწნებოდი, და მუდამ მეზიზღებოდა ჩემი თავი. მაგრამ მოღალატე
მხოლოდ სხეული იყო. სული კი ყოველთვის შენკენ მოისწრაფო-
და. სხეულის სიმძიმეს ვერ ერეოდა და ამიტომ ვერ მოაღწია შე-
ნამდე. სად არ ვიყავი! ცეცხლიც გამოვიარე, წყალიც გამოვიარე,
ლაფიც გამოვიარე. ციცაბო აღმართიც ბევრი
შემხვდა, დაკიდებული თავდაღმართიც, ცეცხლმოდებული
უდაბნოც და გაუვალი ტყეც. ყველაფერი შემხვდა, ყველაფერი
ვნახე. უკვდავი ღმერთებიც ვნახე, ხან მოღიმარე, ხან პირგამეხე-
ბული. ის კაციც ვნახე, ვინც საკუთარი თავი უფრო იწამა, ვიდრე
ყოვლისშემძლე ღმერთები. ის კაციც ვნახე, ვინც უკვდავების სა-
ძებნელად მთელი ქვეყანა შემოიარა და სიცოცხლე შეუმჩნევლად
შემოაცვდა ხელში. გონიერების უგუნურობაც ვნახე და უგუნურო-
ბის გონიერებაც. ვნახე, როგორ იშლებოდა მთელი ნაწილებად
და რაოდენი თავგანწირულობით ისწრაფოდა ნაწილი მთელისა-
კენ. რამდენჯერ ამებნა გზა. რამდენჯერ მიმოვიხედე შეშინებულმა
და, სადა ვარ-მეთქი, ჩემს თავს ვკითხე. ყოველთვის „სხვაგან“
მერჩივნა ყოფნა და ყოველთვის გავრბოდი. ბოლოს მაინც აქ დავ-
ბრუნდი; დაღლილი და იმედგადაწურული. და უცებ ჩემს არსებაში
ამღერებული ბავშვები შემოვიდნენ და მანუგეშეს. და მივხვდი,
რომ მუდამ მეომარი და მიჯნური ვიყავი. და უხსოვარი დროიდან
ხმლით ვიკაფავდი გზას შენკენ. მაგრამ სულში მოღალატე მეჯდა
და შხამს მაწვეთებდა. გზას მიბნევდა, მაცთუნებდა, ხმალს მიჩ-
ლუნგებდა. ხან ვაჭრად მაქცია, ხან მათხოვრად, ხან გულხარბად
და შურიანად. და დროდადრო მავიწყდებოდა, რომ ჩემი სიცოც-

346
ხლე შენი ძებნა იყო. ამიტომ გიპოვე გვიან. ბოლოს მოვკალი მო-
ღალატე, მაგრამ ის კი აღარ ვიცი, მე თვითონ გადავრჩი თუ არა
ცოცხალი. ყველაფერი გამოვცადე და ბევრ რამეს მივხვდი. დაგ-
ვიანებული მიხვედრა მძიმეა და მტკივნეული, მაგრამ ცუდი მაგა-
ლითიც ხომ ისეთივე კარგი მაგალითია, როგორც კარგი მაგალი-
თი. შესაძლებელია, კაცის ცხოვრება ცხოვრება კი არაა, მიჯნაა.
ამიტომაც ახლავს ამდენი ტკივილი. მაგრამ ეს მიჯნა მაინც ჩვენი
ცხოვრება ყოფილა. თურმე ყოველი კაცი წინაპართა ბოლო წერ-
ტილია და ეს წერტილი ისე უნდა დაისვას, რომ კარგად დააჩ-
ნდეს... რა გვიან გიპოვე! რა ცარიელი შევხვდი მზის ამოსვლას.
მოღალატეც მოვკალი, ვაჭარიც, მათხოვარიც, ხარბიც და მონაც.
ახლა მხოლოდ მეომარი ვარ და მიჯნური. მაგრამ დავიგვიანე,
რადგან შენ წახვედი, გაქრი, ოცნებად იქეცი... როგორ მიყვარდი
და როგორ დაგკარგე! მე მაშინ დაგკარგე, როცა მონუსხულივით
ვიმეორებდი, ხვალ გვიან იქნება-მეთქი, და ადგილიდან კი არ ვიძ-
როდი. შენ გაზაფხული იყავი, გაზაფხულის დღესასწაული, ვარ-
დებით მოფენილი მდელო, სიზმარი, როცა დაფრინავ და იზრდე-
ბი. მე მივატოვე გაზაფხულის დღესასწაული და რთველში წავედი,
გაშლილ სუფრას მივუჯექი, დავთვერი და, როცა გამოვფხიზლდი,
ვიგრძენი, რომ სიცარიელე გველივით დაძვრებოდა სხეულში და
გაზაფხული მზესავით ჩავიდა. მაკა! მაკა! მაკა! სად ხარ, მაკა!
ბაგეები შეირხა და ჩემს მკერდთან და გულში წყნარად ჩამჩურ-
ჩულა: - ყველგან.
უცებ მომეჩვენა, თითქოს მხრები აუთრთოლდა, და შიშმა შემ-
ძრა.
- მაკა!
თავი გადავუწიე, თვალებში ჩავხედე.
- ნუ გეშინია, არ ვიტირებ, - წყნარად მითხრა. იღიმებოდა და
ღამეს ანათებდა.
347
- არ იტირო. - მეც გავიღიმე, მაგრამ ჩემი ღიმილი მისი ღიმი-
ლის სინათლეში უკვალოდ იკარგებოდა.
- სადღაც ავცდით ერთმანეთს დახლართულ ლაბირინთში და
სხვადასხვა სივრცეში მოვხვდით. ეტყობა, ადამიანური ხუთი
გრძნობა საკმარისი არაა იმისათვის, რომ ერთმანეთის სივრცეს
მივაგნოთ.
ხელები ხელებში ჩამკიდა. თვალი თვალში გამიყარა. უკან-
უკან წავიდა. სანამ მკლავების სიგრძე გვეყო, ხელები არ გაუშვია.
ნელ-ნელა მიიწევდა უკან. ბოლოს გამიშვა. მე ვიდექი ხელებგაწ-
ვდილი და თვალებში ვუყურებდი. ისიც თვალებში მიყურებდა და
უკან-უკან მიდიოდა. მერე მსუბუქად ასცდა მიწას, ჰაერში ავიდა.
თეთრი კაბა ეცვა. მიდიოდა შორს და მაღლა. მე ვიდექი ხელებ-
გაწვდილი. ის მშორდებოდა და უკვე აღარ იყო მაკა. თეთრი, სი-
ნათლე იყო, რომელიც მაღლა იწევდა, თანდათან იზრდებოდა და
ცას გათენებასავით ეფინებოდა. ცის კიდეს რომ მიაღწია, მზის
შუქს შეერია...
მე ვიდექი ხელებგაწვდილი და მზეს მონუსხული შევცქერო-
დი...

348

You might also like