You are on page 1of 86

Ch.6 Memory Processes, pp.

229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

თავი 6

მეხსიერების პროცესები

სარჩევი:

ინფორმაციის კოდირება და გადატანა

კოდირების ფორმები

ხანმოკლე საცავი

ხანგრძლივი საცავი

ინფორმაციის გადატანა ხანმოკლე საცავიდან ხანგრძლივ საცავში

გამეორება

ინფორმაციის ორგანიზება

აღდგენა

ინფორმაციის აღდგენა ხანმოკლე მეხსიერებაში

პარალელური თუ თანმიმდევრული გადამუშავება?

დასრულებული გადამუშავება

ამომწურავი - თანმიმდევრული, დასრულებული გადამუშავების მოდელი -


დახასიათება

ინფორმაციის აღდგენა ხანგრძლივი მეხსიერებაში

ინფორმაციის აღდგენა და ინტელექტი

დავიწყების პროცესი და მოგონებების დამახინჯება

ინტერფერენციის თეორია
დასუსტების (decay) თეორია

1
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

მეხსიერების კონსტრუქციული ბუნება


ავტობიოგრაფიული მეხსიერება
მოგონებების დამახინჯება
თვითმხილველის ჩვენების პარადიგმა
განდევნილი მოგონებები

კონტექსტის გავლენა მეხსიერებაზე


ძირითადი თემები
შეჯამება
ფიქრი ფიქრის შესახებ: ანალიტიკური, კრეატული და პრაქტიკული საკითხები

ძირითადი ცნებები

მედია რესურსები

მოცემულ თავში ვუპასუხებთ შემდეგ კითხვებს:

1. რა დაადგინეს კოგნიტური ფსიქოლოგიის სპეციალისტებმა ინფორმაციის


კოდირებისა და მეხსიერებაში შენახვის შესახებ?
2. რა ახდენს გავლენას მეხსიერებიდან ინფორმაციის ამოტანის უნარზე?
3. როგორ ახდენს გავლენას დამახსოვრებულ ინფორმაციაზე ის, თუ რას
ვსწავლობთ და რა ვიცით ?

დავიჯეროთ თუ არა?
მიზეზი თუ რატომ გვამახსოვრდება გამაღიზიანებელი სიმღერა
ძალიან უსიამოვნოა როდესაც რაიმე სიმღერა ან სიმღერის ნაწყვეტი მუდამ
გიტრიალებს თავში. ყველას გვქონია გამოცდილებაში სარეკლამო სიმღერების
განუწყვეტელი ამოტივტივება გონებაში, მაშინაც, როდესაც ვცდილობთ დავივიწყოთ
ეს სიმღერა. მაგრამ თანმიმდევრულ გახსენებას- ინფორმაციის ან ეპიზოდების
თანმიმდევრულ ამოტანას (როგორც სიმღერის ნოტების შემთხვევაში)

2
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენ მეხსიერებაში. ჩვენ


მუდამ გვიწევს თანმიმდევრობების დამახსოვრება, ხელმოწერისას მოძრაობების
თანმიმდევრობით, ან ყავის მოდუღებით დაწყებული, დამთავრებული იმ გზის
ტრაექტორიით, რომლითაც ყოველდღე ვბრუნდებით სახლში. ამ თანმიმდევრობების
დამახსოვრების უნარი საშუალებას გვაძლევს თავი გავართვათ მრავალ
საყოფაცხოვრებო ამოცანას. მაშინ, როდესაც ფიქრობთ სიმღერის ან საუბრის
ნაწყვეტის შესახებ, თქვენი თავის ტვინი იმეორებს ამ თანმიმდევრობას, რის
შედეგადაც აძლიერებს ამ მუსიკალურ ფრაზასთან ასოცირებულ სხვა კავშირებს. ეს
პროცესი, თავის მხრივ, ზრდის იმის ალბათობას, რომ გაგახსენდებათ ეს ნაწყვეტი,
რაც იწვევს კიდევ უფრო ძლიერ განმტკიცებას. განმეორებითი გახსენებისა და
განმტკიცების ამ უსასრულო ციკლის გაწყვეტა შესაძლებელია სხვა თანმიმდევრობის
შემოტანის გზით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მყარი თანმიმდევრობა
მოგონებების გამყარების და გაძლიერების აუცილებელი და ბუნებრივი პროცესია.
სხვა სიმღერაზე გადართვა გამოაძევებს პირველს: მოძებნეთ სხვა გადამდები
სიმღერა და იმედი იქონიეთ, რომ ის ნაკლებ მომაბეზრებელი იქნება ვიდრე
პირველი. ამ თავში ჩვენ უფრო მეტს გავიგებთ ინფორმაციის შენახვის, აღდგენისა და
დავიწყების კანონზომიერებების შესახებ.
მკვლევრები ჯონ ბრანსფორდი და მარსია ჯონსონი (J. Bransford, M.Johnson,
1972, p. 722) თავიანთ ცდის პირებს სთხოვდნენ შეესრულებინათ შემდეგი
თანმიმდევრობა. შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ქვემოთ მოყვანილი თანმიმდევრული
საფეხურები?

„ეს პროცედურა საკმაოდ მარტივია. პირველ რიგში, ელემენტებს ჯგუფებში


აერთიანებთ. რა თქმა უნდა, ერთი ჯგუფი შეიძლება იყოს სრულიად საკმარისი იმის
მიხედვით, თუ რამდენია გასაკეთებელი. თუკი თქვენ გჭირდებათ სადმე წასვლა და

3
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

რესურსების მოძიება, ეს უკვე შემდეგი საფეხურია. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი


გაწყობთ. მნიშვნელოვანია არ გადააჭარბოთ. ამიტომ სჯობს ერთ ჯერზე გაკეთდეს
ნაკლები, ვიდრე ზედმეტი. ერთი შეხედვით, ეს შესაძლოა, არ მოგეჩვენოთ
მნიშვნელოვნად, მაგრამ შესაძლოა იოლად გაჩნდეს სირთულეები. ასევე, შეცდომა
შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ. თავდაპირველად ეს თანმიმდევრობა
შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ. მაგრამ შემდგომ ის უბრალოდ ცხოვრების ერთ-
ერთი მხარე გახდება. ძნელია დაინახო უახლოეს მომავალში ამ ამოცანის
აუცილებლობა, თუმცა ვინ იცის? მას შემდეგ, რაც თანმიმდევრობა შესრულებულია,
კვლავ ვახდენთ მასალის ჯგუფებში გადანაწილებას. ამის შემდეგ შესაძლებელია
მათთვის შესაბამისი ადგილის მიჩენა. ბოლოს მათ კვლავ გამოიყენებთ და ციკლი
განმეორდება თავიდან. ეს არის ცხოვრების ნაწილი.“
რამდენად ადვილია ან რთული თქვენთვის ამ დეტალების დამახსოვრება?
ბანსფორდის და ჯონსონის ცდის პირებს (და ალბათ თქვენც) ძალიან გაუჭირდათ ამ
ნაწყვეტის გაგება და მასში შემავალი საფეხურების დამახსოვრება. რა ქმნის ასეთ
სირთულეს? რა ფსიქიკური პროცესებია ჩართული ამ დავალების შესრულებაში?

როგორც უკვე აღინიშნა წინა თავში, კოგნიტური ფსიქოლოგიის


წარმომადგენლები ძირითადად თანხმდებიან, რომ მეხსიერების პროცესები მოცავენ
სამ ოპერაციას: კოდირებას, შენახვას და აღდგენას. თითოეული წარმოადგენს
მეხსიერების პროცესის ცალკეულ საფეხურს:

• კოდირება ასახავს ფიზიკური, სენსორული შესავლის რეპრეზენტაციის გარკვეულ


ფორმად გარდაქმნას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი მეხსიერებაში განთავსება.
• შენახვა ასახავს იმას, თუ როგორ ახდენთ კოდირებული ინფორმაციის შეჩერებას
მეხსიერებაში.

4
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

• აღდგენა ასახავს იმას, თუ რა გზით ხდება მეხსიერებაში შენახული ინფორმაციის


წვდომა.

ამ პროცესების განხილვისას ყურადღებას გავამახვილებთ ვერბალური და ხატოვანი


მასალის გახსენებაზე. თუმცა, სხვა სენსორული მოგონებებიც გვაქვს, მაგალითად,
სუნი (Herz & Engen, 1996; Olsson et al., 2009).
კოდირება, შენახვა და აღდგენა ხშირად განიხილება, როგორც თანმიმდევრული
საფეხურები. თავდაპირველად თქვენ იღებთ ინფორმაციას, შემდეგ ინახავთ, ხოლო
მოგვიანებით ამოგაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესების ურთიერთქმედებენ,
ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. მაგალითად, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ
ბანსფორდისა და ჯონსონის პროცედურის კოდირებაა ძნელი და აქედან
გამომდინარე, რთულია მისი შენახვა და გახსენება.
თუმცა ვერბალურმა „იარლიყმა“ შეიძლება გააადვილოს კოდირების
პროცესები და შესაბამისად, გააუმჯობესოს შენახვაც და აღდგენაც. ადამიანების
უმეტესობა უკეთესად იმახსოვრებს ზემოთმოყვანილ ნაწყვეტს, თუ ეძლევათ
სათაური ,,სამოსის რეცხვა“. ახლა წაიკითხეთ პროცედურა თავიდან. შეგიძლიათ
გაიხსენოთ ნაწყვეტში აღწერილი საფეხურები? ვერბალური იარლიყი ,,სამოსის
რეცხვა“ გვეხმარება კოდირებაში და აქედან გამომდინარე, ნაწყვეტის
დავიმახსოვრებაში, რომელიც სხვა შემთხვევაში სრულიად გაუგებარი ჩანს.

ინფორმაციის კოდირება და გადატანა


ინფორმაციის მეხსიერებაში შენახვამდე, უნდა მოხდეს მისი კოდირება. იმ
შემთხვევაშიც, თუ ინფორმაცია შეჩერებულია ხანმოკლე მეხსიერებაში, ეს არ
გულისხმობს მის გადატანას ხანგრძლივ მეხსიერებაში. იმისთვის, რომ მოვლენები
და ფაქტები ხანგრძლივი დროით დავიმახსოვროთ, გვჭირდება მათი კოდირება და

5
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

შესაბამისად, გადატანა ხანმოკლე საცავიდან ხანგრძლივ საცავში. სწორედ ამ


პროცესებს შევისწავლით შემდგომ ქვეთავში.

კოდირების სახეები
მოგონებების კოდირებას მათი შენახვის მიზნით ვახდენთ. მაგრამ ერთნაირია
თუ განსხვებული ხანმოკლე და ხანგრძლივ საცავში ინფორმაციის შესანახად
გამოყენებული კოდები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, განვიხილოთ რამდენიმე
კვლევა.

ხანმოკლე საცავი
როდესაც ახდენთ ინფორმაციის კოდირებას დროებითი შენახვისა და
გამოყენებისათვის, რა სახის კოდს იყენებთ? სწორედ ამის დადგენა დაისახეს მიზნად
კონრადმა და მისმა კოლეგებმა (Conrad, 1964) ექსპერიმენტის გზით. ცდის პირებს
ვიზუალურად მიეწოდებოდათ ექვსი ასოს რამდენიმე სერია, ასოებს შორის 0.75 წამის
შუალედით. სხვადასხვა სერია შედგებოდა შემდეგი ასოებისგან: B, C,F, M, N, P, S, T,
V, და X. სერიებში არ გამოუყენებიათ ხმოვნები, რადგან ასოების ასეთი
კომბინაციებით შეიძლებოდა სიტყვა ან მარცვლები გამოსულიყო და უფრო
ადვილად დამახსოვრებოდათ. უშუალოდ ასოების მიწოდების შემდეგ, ცდის პირებს
სთხოვდნენ ჩამოეწერათ ასოების ექვსივე სერია. რა ტიპის შეცდომებს უშვებდნენ
ცდის პირები? მიუხედავად იმისა, რომ ასოები ვიზუალურად იყო წარმოდგენილი,
დაშვებული შეცდომები ეფუძნებოდა აკუსტიკურ აღრევას. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, ასოების გახსენების ნაცვლად, როგორც ეს იყო მოსალოდნელი, ცდის
პირებმა ჩაანაცვლეს ისინი შესაბამისი ბგერებით. ამრიგად, ამ ჩანაცვლებამ გამოიწვია
მსგავსი ჟღერადობის ბგერების F და S, B და V, P აღრევა. ცდის პირების სხვა ჯგუფს
მოასმენინეს ცალკეული ბგერები ხმაურიანი გარემოში. მათ მოსმენისთანავე

6
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

უშუალოდ უნდა აღედგინათ ბგერა. ამ ცდაში გამოვლენილი შეცდომები ასოების


ცდაში დაშვებული შეცდომების მსგავსი იყო (Conrad, 1964). ამრიგად, როგორც ჩანს
ვიზუალურად წარდგენილი ასოების კოდირება წარმოებს მათი ჟღერადობის და არა
ვიზუალური მახასიათებლის მიხედვით. კონრადის ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ
ხანმოკლე მეხსიერებისთვის უფრო მნიშვნელოვანია აკუსტიკური კოდი, ვიდრე
ვიზუალური. თუმცა მიღებული შედეგები არ გამორიცხავენ სხვა ტიპის კოდების
არსებობას. ერთ-ერთი ასეთი კოდია სიტყვის მნიშვნელობა. ბედლი (1966)
ამტკიცებდა, რომ ხანმოკლე მეხსიერება პირველ რიგში აკუსტიკურ კოდებს უფრო
იყენებს , ვიდრე სემანტიკურს. მან შეადარა აკუსტიკურად მსგავსი სიტყვების map,
cab, mad, man, და cap გახსენების შედეგები აკუსტიკურად განსხვავებული
სიტყვების cow, pit, day, rig, და bun გახსენების შედეგებს და აღმოაჩინა, რომ
აკუსტიკურად მსგავსი სიტყვების გახსენება გაცილებით უარესი იყო მათი
ვიზუალური მიწოდების შემთხვევაში. ბედლი ასევე ადარებდა მსგავსი სემანტიკური
მნიშვნელობის მქონე სიტყვების გახსენებას, როგორიცაა „დიდი“, „გრძელი“,
„ფართო“, „განიერი“ და „ვრცელი“, სემანტიკურად განსხვავებული სიტყვების
გახსენებას, როგორებიცაა „ძველი“, „უხამსი“, „გვიანი“, „ცხელი“ და „ძლიერი“. ამ ორი
ჩამონათვალის გახსენების მაჩვენებლებს შორის მცირე სხვაობა აღმოჩნდა.
სემანტიკურად მსგავსი სიტყვების გახსენება რომ მნიშვნელოვნად უარესი
ყოფილიყო, რისი მაჩვენებელი იქნებოდა ეს აღმოჩენა? ეს მიანიშნებდა იმაზე, რომ
ცდის პირებს ერევათ ერთმანეთში მსგავსი სემანტიკური მნიშვნელობის სიტყვები
და, შესაბამისად, დამახსოვრებისას სიტყვები სემანტიკურად მუშავდება. მაგრამ
სემანტიკურად მსგავსი სიტყვების გახსენება მხოლოდ ოდნავ განსხვავდებოდა
სემანტიკურად განსხვავებული სიტყვების გახსენებისაგან, რაც მიანიშნებს იმაზე,
რომ სემანტიკას დიდი მნიშვნელობა არ აქვს კოდირებისათვის. შემდგომ შრომებში,
რომლებშიც შეისწავლიდნენ ხანმოკლე მეხსიერებაში ინფორმაციის კოდირების

7
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ხერხებს, გამოვლინდა, რომ ხანმოკლე მეხსიერებაში გარკვეული სახის სემანტიკური


კოდირება ნამდვილად ხორციელდება (Shulman, 1970; Wickens, Dalezman, &
Eggemeier, 1976). ამრიგად, როგორც ჩანს ხანმოკლე მეხსიერებაში კოდირება
ძირითადად აკუსტიკურია, მაგრამ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მეორად სემანტიკურ
კოდირებასაც. გარდა ამისა, ზოგჯერ დროებით ვიზუალურადაც ვახდენთ
ინფორმაციის კოდირებას (Posner, 1969; Posner et al., 1969; Posner &Keele, 1967).
თუმცა ვიზუალური კოდირება, როგორც აღმოჩნდა, კიდევ უფრო ხანმოკლეა
(დაახლოებით 1.5 წამი). ჩვენ უფრო მიდრეკილნი ვართ დავივიწყოთ ვიზუალური
ინფორმაცია, აკუსტიკურ ინფორმაციასთან შედარებით. ამრიგად, საწყისი კოდირება
თავისი ბუნებით აკუსტიკურია, თუმცა სხვადასხვა პირობებში გამოიყენება
კოდირების სხვა სახეებიც. მაგალითად, როდესაც იხსენებთ დიდი ხნის წინ
დამახსოვრებულ ტელეფონის ნომერს, უფრო მოსალოდნელია, რომ გაიხსენებთ თუ
როგორ ჟღერდა ეს ნომერი, ვიდრე მის ვიზუალურ გამოსახულებას.
ხანგრძლივი საცავი
როგორც უკვე აღინიშნა, დროებით შენახული ინფორმაციის საწყისი კოდირება
აკუსტიკური ფორმით ხდება და ასევე ინახება. ამდენად, როდესაც ხანმოკლე
საცავიდან სიტყვების ამოტანის პროცესში შეცდომებს ვუშვებთ, ეს შეცდომები,
როგორც წესი, ასახავენ ხმოვან აღრევას. როგორ ხდება ინფორმაციის კოდირება
ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს მისი გადატანა საცავში და ამ ინფორმაციის
შემდგომი აღდგენა? ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახული ინფორმაციის დიდი
ნაწილი, ძირითადად, კოდირებულია სემანტიკურად. სხვა სიტყვებით, ის
კოდირებულია სიტყვათა მნიშვნელობების მეშვეობით. განვიხილოთ გარკვეული
მტკიცებულება. ექსპერიმენტულ კვლევაში ცდის პირები დაისწავლიდნენ 41
სიტყვისგან შემდგარ სიას (Grossman & Eagle,1970). დასწავლიდან 5 წუთის შემდეგ
ცდის პირებს მიეწოდებოდათ ცნობის ტესტი. ცნობის ტესტი მოიცავდა

8
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

დისტრაქტორებს (ხელისშემშლელ სტიმულებს) - ელემენტებს, რომლებიც შეიძლება


არჩეულ იქნას როგორც სამიზნე სიტყვის ერთ-ერთი ვარიანტი, მაგრამ
სინამდვილეში არასწორი პასუხია. ცხრა დისტრაქტორი (სიტყვები რომლებიც არ იყო
სამიზნე 41 სიტყვის ჩამონათვალში), სემანტიკურად უკავშირდებოდა
ჩამონათვალში მოცემულ სიტყვებს, კიდევ ცხრა დისტრაქტორი არ იყო
სემანტიკურად დაკავშირებული ჩამონათვალში მოცემულ სიტყვებთან. მკვლევრებს
აინტერესებდათ ,,ცრუ განგაშის რეაქციები“, როდესაც ცდის პირები ცნობდნენ
სიტყვებს, რომლებიც არ ყოფილა ჩამონათვალში. ცდის პირები არასწორად
ცნობდნენ საშუალოდ 1.83 სინონიმს, ხოლო საშუალოდ 1.05 საწყის სიტყვებთან
დაუკავშირებელი სიტყვებს. ეს შედეგი გვიჩვენებს, რომ უფრო მოსალოდნელია
სემანტიკური აღრევა. სემანტიკური კოდირების დემონსტრირების კიდევ ერთი
საშუალებაა სემანტიკურად დაკავშირებული სიტყვების ჯგუფების გამოყენება. ცდის
პირები დაისწავლიდნენ 60 სიტყვისგან შემდგარ სიას, რომელიც მოიცავდა 15
ცხოველს, 15 პროფესიას, 15 ბოსტნეულს და 15 საკუთარ სახელს (Bousfield,1953).
სიტყვები წარმოდგენილი იყო შემთხვევითი თანმიმდევრობით. სხვადასხვა
კატეგორიის სიტყვები ერთმანეთში არეული იყო. მას შემდეგ, რაც ცდისპირები
მოისმენდნენ სიტყვებს, მათ სთხოვდნენ თავისუფალი წესით, ანუ ნებისმიერი
თანმიმდევრობით, გაეხსენებინათ ეს სიტყვები. შემდეგ მკვლევრებმა გააანალიზეს
აღდგენილი სიტყვების თანმიმდერობა. კერძოდ, იხსენებდნენ თუ არა ცდისპირები
ერთი და იგივე კატეგორიის სიტყვებს ერთმანეთის მიყოლებით? მართლაც, ერთი
კატეგორიის სიტყვების თანმიმდევრული გახსენება თავს იჩენდა გაცილებით უფრო
ხშირად, ვიდრე ეს შეიძლებოდა უბრალო შემთხვევითობა ყოფილიყო. ცდის პირები
იმახსოვრებდნენ სიტყვებს, მათი კატეგორიებში დაჯგუფების გზით. მე-5 თავში
განხილული გადამუშავების დონეები, ასევე გავლენას ახდენს ხანგრძლივ
მეხსიერებაში ინფორმაციის კოდირებაზე. სიტყვების ჩამონათვალის დასწავლისას,

9
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ცდის პირებს უფრო დიდი მოცულობის ინფორმაცია გადაჰქონდათ ხანგრძლივ


მეხსიერებაში, როცა იყენებდნენ სემანტიკური კოდირების სტრატეგიას,
არასემანტიკური სტრატეგიის გამოყენებასთან შედარებით. საინტერესოა, რომ ეს
უპირატესობა არ აღინიშნება აუტიზმის მქონე პირებში. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე,
რომ აუტიზმის მქონე პირებში ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს კოდირებული
სემანტიკურდ, ან სულ მცირე, არა იმავე ხარისხით, როგორც დაავადების არმქონე
პირებში (Toichi & Kamio, 2002). სემანტიკური გადამუშავების პროცესში აუტიზმის
მქონე პირების თავის ტვინში ბროკას ზონა ნაკლებად არის აქტივირებული, ვიდრე
იგივე უბანი ჯანმრთელ პირებში. ეს ფაქტი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ
თავის ტვინის ეს არე შესაძლოა კავშირში იყოს აუტიზმის მქონე პირებში ხშირად
გამოვლენილ სემანტიკურ დეფიციტთან (Harris et al., 2006). ინფორმაციის კოდირება
ხანგრძლივ მეხსიერებაში არ არის მხოლოდ სემანტიკური. არსებობს ვიზუალური
კოდირების ემპირიული მონაცემები. ერთ-ერთ კვლევაში ცდის პირებს
მიეწოდებოდათ ობიექტების 16 გამოსახულება, მათ შორის 4 მიეკუთვნებოდა
ტანსაცმელს, 4 მანქანებს, 4 ცხოველებს და კიდევ 4 ავეჯს (Frost, 1972). ამ გზით,
მკვლევრები მანიპულირებდნენ როგორც სემანტიკური, ისე ვიზუალური
კატეგორიებით. ნახატების სივრცითი ორიენტაცია განსხვავდებოდა. 4 იყო
მიტრიალებული მარცხნივ, 4 -მარჯვნივ, 4 - ჰორიზონტალური ორიენტაციის იყო,
ხოლო 4 კი - ვერტიკალური. ნახატების მიწოდება ხდებოდა შემთხვევითი
თანმიმდევრობით. ცდის პირებს მოეთხოვებოდათ მათი გახსენება თავისუფალი
წესით. ცდის პირების პასუხების თანმიმდევრობამ გამოავლინა როგორც
ვიზუალური, ისე სემანტიკური კატეგორიების გავლენა დახსომებაზე. ამ
შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ ცდის პირები ახდენდნენ როგორც ვიზუალურ,
ისე სემანტიკურ კოდირებას. რეალურად ადამიანს შეუძლია ათასობით
გამოსახულების შენახვა (Brady et al., 2008).

10
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (fMRI) გამოყენებით


ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ კოდირებაში მონაწილე თავის
ტვინის არეები, შესაძლოა, თუმცა არა აუცილებლად, მონაწილეობდნენ აღდგენის
პროცესშიც. სახეების დახსომების შემთხვევაში პრეფრონტალური ქერქის წინა
მედიალური ნაწილი და მარჯვენა თითისტარისებრი ხვეული ჩართულია როგორც
კოდირებაში, ისე აღდგენაში. მაშინ, როცა მარცხენა თითისტარისებრი ხვეული
ძირითადად მონაწილეობს სახეების კოდირებში. ადგილების კოდირებისა და
აღდგენისას, აქტივირებულია მარცხენა პარაჰიპოკამპული არე. მარცხენა
პარაჰიპოკამპული არე უფრო ასოცირდება ადგილების კოდირებასთან, ვიდრე
აღდგენასთან. ასევე, მედიალური საფეთქლისა და მედიალური პრეფრონტალური
უბნები ზოგადად დაკავშირებულია მეხსიერების პროცესებთან, მიუხედავად იმისა
თუ რა სახის სტიმულებია გამოყენებული (Prince et al., 2009). ხანგრძლივ
მეხსიერებაში სემანტიკური და ვიზუალური ინფორმაციის გარდა შეიძლება
კოდირებული იყოს აკუსტიკური ინფორმაციაც (Nelson & Rothbart, 1972). ამრიგად,
ხანგრძლივი დროით ინფორმაციის შენახვის შემთხვევაში მნიშვნელოვანი
მოქნილობა გაგვაჩნია. ის, ვისაც ინფორმაციის კოდირების ერთი სწორი ხერხის პოვნა
უნდა, ეძებს პასუხს არასწორად დასმულ კითხვაზე. არ არსებობს ერთი სწორი გზა.
უფრო სწორი იქნებოდა დავსვათ კითხვა ,,რა გზებით ვახდენთ ინფორმაციის
კოდირებას ხანგრძლივ მეხსიერებაში?“. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, კიდევ
უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა ,,რა დროს რა სახის კოდებს ვიყენებთ?“ სხვა
სიტყვებით, რა გარემოებებში ვიყენებთ კოდირების ერთ სახეს და რა გარემოებებში
გამოიყენება სხვა სახე? ეს კითხვები თანამედროვე და მომავლის კვლევების
ობიექტია.

11
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ინფორმაციის გადატანა ხანმოკლე მეხსიერებიდან ხანგრძლივ


მეხსიერებაში

ხანმოკლე მეხსიერებიდან ხანგრძლივში ინფორმაციის გადატანის დროს ჩვენ


ვხვდებით ორი სახის პრობლემას: ინტერფერენციას და გაქრობას decay. როდესაც
კონკურენტული ინფორმაცია გადაფარავს მეხსიერებაში შენახულ ინფორმაციას,
საუბრობენ ინტერფერენციაზე. წარმოიდგინეთ, რომ უყურეთ ორ კრიმინალურ
ფილმს ერთი და იგივე მსახიობის მონაწილობით. შესაძლოა სცადოთ ერთ-ერთი
ფილმის სიუჟეტის დამახსოვრება და აგერიოთ მეორეში. ეს არის ინტერფერენცია.
მაშინ, როდესაც გვავიწყდება ფაქტები დროის გავლენით, საუბარია ინფორმაციის
გაქრობაზე. ამ ორ ცნებას მოგვიანებით უფრო დეტალურად განვიხილავთ ამავე
თავში. ინტერფერენციის და გაქრობის ეფექტის გავლენით როგორ გადაგვაქვს
ინფორმაცია ხანმოკლე მეხსიერებიდან ხანგრძლივში? ინფორმაციის გადატანა
დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის მეხიერებას შეიცავს ინფორმაცია -
დეკლარაციულს თუ არადეკლარაციულს.

არადეკლარაციული მეხსიერების ზოგიერთი ფორმა ძალიან არამყარია და


სწრაფად ქრება. ამის მაგალითებია პრაიმინგი და ჰაბიტუაცია. დავუბრუნდეთ
ფილმების მაგალითს და დავუშვათ, რომ ფილმის მთავარი გმირია ტომ კრუზი.
ფილმის ნახვის შემდეგ, თქვენ ყური მოჰკარით საუბარს სადაც მოიხსენიეს სიტყვა
,,კრუზი“. ავტომატურად გონებაში ამოტივტივდება ტომ კრუზი. იგივე სიტყვა რომ
გაიგოთ რამდენიმე დღის შემდეგ ტომ კრუზის სახელი არ იქნება იოლად
მისაწვდომი და შესაძლოა ამ სიტყვის გაგონებისას იფიქროთ კრუიზზე, რომელშიც
უკვე იყავით ან გსურთ, რომ მომავალში განახორციელოთ კარიბის ზღვაში.
არადეკლარაციული მეხსიერების სხვა ფორმები უფრო მყარია, რაც განპირობებულია

12
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

განმეორებითი პრაქტიკული გამოცდილებით (პროცედურების) ან პასუხების


განმეორებითი პირობითი კავშირებით. ხანგრძლივ დეკლარაციულ მეხსიერებაში
შეღწევა შესაძლებელია სხვადასხვა სახის პროცესების გამოყენებით. ერთ-ერთი
მეთოდია ინფორმაციაზე ნებისმიერი ყურადღების მიმართვა და მისი გააზრება.
კიდევ ერთი მეთოდია კავშირების ან ასოციაციების დამყარება ახალ ინფორმაციასა
და უკვე დასწავლილ ინფორმაციას შორის. ჩვენ ვაყალიბებთ კავშირებს შენახული
ინფორმაციის უკვე არსებულ სქემებში ახალი მონაცემების ინტეგრირებით.
ახალი ინფორმაციის უკვე შენახულ ინფორმაციასთან ინტეგრაციის პროცესს
ეწოდება კონსოლიდაცია. ადამიანებში დეკლარაციული ინფორმაციის
კონსოლიდაციის პროცესი შეიძლება გაგრძელდეს საწყისი გამოცდილების მიღების
მომენტიდან მრავალი წლის მანძილზე (Squire, 1986).როდესაც სწავლობთ რაიმეს ან
ვინმეს შესახებ, ხშირად ახდენთ მიღებული ინფორმაციის ინტეგრირებას არსებულ
ცოდნასთან ახალი ცოდნის მიღებიდან დიდი ხნის შემდეგაც. მაგალითად, შესაძლოა
შეხვდით ვინმეს მრავალი წლის წინ და დაიწყეთ იმ დროისათვის შესაბამისი ცოდნის
ორგანიზება. მაგრამ თქვენ კვლავ იღებთ ინფორმაციას ამ ახალი მეგობრის შესახებ-
ზოგჯერ საკმაოდ მოულოდნელ ინფორმაციას - და აგრძელებთ ამ ახალი
ინფორმაციის ინტეგრირებას თქვენი ცოდნის ბაზაში.
სტრესი, ჩვეულებრივ არღვევს მეხსიერების ფუნქციონირებას. თუმცა სტრესი,
ჰორმონების გამოყოფის ხარჯზე, შესაძლოა დაგვეხმაროს მეხსიერების
კონსოლიდაციაში (Park et al.,2008; Roozendaal, 2002, 2003). კონსოლიდაციის
დარღვევა ნაყოფიერად შეისწავლებოდა ამნეზიის მქონე პაციენტებში. კერძოდ, ამ
კვლევებში შეისწავლიდნენ ადამიანებს, ვისაც აღენიშნებოდა
ელექტროკუნვულსიური თერაპიის შედეგად განვითარებული ამნეზიის ხანმოკლე
ფორმები (ECT; Squire,1986). ასეთ შემთხვევებში ტრავმის წყარო აშკარაა.
ხელისშემშლელი ცვლადები შეიძლება დაყვანილ იქნას მინიმუმამდე. პაციენტის

13
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ანამნეზი შეიძლება შეკრებილ იქნას ტრავმამდე, ხოლო ტრავმის შემდეგ


შესაძლებელია შემდგომი ტესტირება და მეთვალყურეობა. რიგი კვლევების
შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ კონსოლიდაციის პროცესში ჩვენი მეხსიერება
მოწყვლადია დამახინჯებისა და დარღვევის მიმართ.
ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა სახის
მეტაკოგნიტური/მეტამეხსიერების სტრატეგია იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ან
გავზარდოთ ჩვენი მოგონებების მთლიანობა კონსოლიდაციის პროცესში (Metcalfe,
2000; Waters & Schneider, 2010). მეტამეხსიერების სტრატეგიები გულისხმობს
საკუთარი მეხსიერების პროცესებზე დაკვირვებას და განსჯას მათი გაუმჯობესების
მიზნით. ასეთი სტრატეგიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება
ახალი ინფორმაციის გადატანა ხანგრძლივ მეხსიერებაში მისი გამეორების გზით.
მეტამეხსიერების სტრატეგიები მეტაკოგნიციის მხოლოდ ერთ-ერთი კონპონენტია.
მეტაკოგნიცია საკუთარი აზროვნების/ფიქრის პროცესების გააზრებისა და
გაკონტროლების უნარი და აზროვნების პროცესების გაუმჯობესების ხერხებია.

გამეორება
ერთ-ერთი ტექნიკა, რომელსაც ადამიანები ინფორმაციის აქტიურ
მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით იყენებენ, გამეორებაა, ანუ ელემენტის
ბევრჯერ ჩამოთვლა. ასეთი გამეორების შედეგს უწოდებენ პრაქტიკის ეფექტს.
გამეორება შეიძლება იყოს თვალსაჩინო, ამ დროს გამეორება, როგორც წესი,
ხმამაღლა ხორციელდება და აშაკარაა ნებისმიერი დამკვირვებლისათვის. ან
შესაძლოა იყოს ფარული, ასეთ შემთხვევაში გამეორება ჩუმია და მალული.

დეტალური და შემანარჩუნებელი გამეორება. იმისათვის რომ ინფორმაცია ხანმოკლე


მეხსიერებიდან ხანგრძლივში გადავიდეს, ადამიანმა დეტალურად უნდა გამიეოროს.

14
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ამ შემთხვევაში, ადამიანი გარკვეული სახით ამუშავებს ელემენტებს მათი


დამახსოვრების მიზნით. ასეთი ტიპის გამეორებით დასახსომებელი ელემენტები
უფრო ადვილად ინტეგრირდება უკვე არსებულ ცოდნასთან ან უფრო აზრიანად
უკავშირდება სხვა ელემენტებს და შესაბამისად, დახსომების პროცესი უფრო
გაადვილებულია.
ახლა კი შევუპირისპიროთ ამას შემანარჩუნებელი გამეორება.
შემანარჩუნებელი გამეორების დროს ადამიანი უბრალოდ იმეორებს ელემენტებს.
ასეთი ტიპის გამეორება დროებით აკავებს ინფორმაციას ხანმოკლე მეხსიერებაში,
მისი ხანგრძლივ საცავში გადატანის გარეშე. რაიმე სახის გადამუშავების გარეშე
შეუძლებელია ინფორმაციის ორგანიზება და გადატანა (Tulving, 1962). ამ დასკვნას
დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ემზადებით
გამოცდისთვის. თუ გსურთ, რომ გადაიტანოთ ფაქტები ხანგრძლივ მეხსიერებაში,
თქვენ გჭირდებათ ამ ინფორმაციის გადამუშავება და რამენაირად დაკავშირება უკვე
არსებულ ცოდნასთან. მაგალითად, გაიცანით პიროვნება, თქვენ შესაძლოა
მოახდინოთ არა მხოლოდ მისი სახელის კოდირება, არამედ ამ პიროვნებასთან
დაკავშირებული სხვა ინფორმაციისაც, მაგალითად რომ ერთი კლუბის წევრები
ხართ, ან ერთად გადიხართ რაიმე სასწავლო კურსს. ასევე ეფექტურია
მნემოტექნიკების გამოყენება, რომლებიც განხილული იქნება შემდეგ ქვეთავში.
ამდენად, უბრალოდ სიტყვების გამეორება არ არის საკმარისი ინფორმაციის
ეფექტური განმტკიცებისათვის.

ინტერვალის ეფექტი
როგორ უნდა მოახდინოთ თქვენი დროის ეფექტური ორგანიზება ახალი
ინფორმაციის გამეორებისთვის? ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჰერმან ებინგჰაუსმა
(1885, cited inSchacter, 1989a; see also Chapter 1) შენიშნა, რომ დასწავლის

15
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

პროცესის გადანაწილება დროის დიდ მონაკვეთზე გავლენას ახდენს ინფორმაციის


კონსოლიდაციაზე ხანგრძლივ მეხსიერებაში.
გაცილებით გვიან მეცნიერებმა განამტკიცეს ებინგჰაუსის დაკვირვებები
ემპირიული მასალით, ადამიანების მიერ უცხო ენის ლექსიკის, ფაქტების,
სახელებისა და ვიზუალური ობიექტების დამახსოვრების შესწავლის შედეგად
(Cepeda, 2009).
მკვლევრები შეისწავლიდნენ, თუ როგორ იხსენებენ ადამიანები ესპანურ
სიტყვებს, რომლებიც ნასწავლი ჰქონდათ 8 წლის წინ (Bahrick & Phelps, 1987).
ადამიანების მეხსიერება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იღებენ ისინი
ინფორმაციას. მათი მოგონებები უფრო მყარია, როდესაც განაწილებული დასწავლის
მეთოდს იყენებენ - როდესაც დასწავლის რამდენიმე სესია გადანაწილებულია
დროში. ამავე დროს ინფორმაციის მოგონება არ არის ისეთივე ეფექტური, როდესაც
დასწავლის სესიები თავმოყრილია დროის მოკლე მონაკვეთში. რაც მეტადაა
გადანაწილებული დასწავლის ცდები დროში, მით მეტს და მეტი ხნით იმახსოვრებენ
ცდისპირები. იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ხანგრძლივი მოგონების
ეფექტურობა, იდეალური იქნებოდა დასწავლის სესიების გადანაწილება რამდენიმე
თვეზე და არა დღეებზე ან რამდენიმე კვირაზე. ამას უწოდებენ ინტერვალის ეფექტს.
ამ მიმართულებით განხორციელებული კვლევების შედგები გამოიყენება სხვადასხვა
კომპანიების მიერ, მათ შორის, სამომხმარებლო პროდუქტებისა და სარეკლამო
კომპანიების. ამ კომპანიების მიზანია ჩაბეჭდოს თავიანთი პროდუქტები თქვენ
ხანგრძლივ მეხსიერებაში, ისე რომ გარკვეული პროდუქტის საჭიროების პირობებში
გაგახსენდეთ სწორედ მათი პროდუქცია. რეკლამაში ინტერვალებს ცვლიან თქვენ
მეხსიერებაზე მაქსიმალურად დიდი გავლენის მოხდენის მიზნით (Appleton-Knapp,
2005). ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია არ განათავსებს თავისი პროდუქტის რეკლამას
ერთი ჟურნალის სხვადასხვა გვერდზე, არამედ განათავსებს რეკლამას ამ ჟურნალის
ერთ გვერდზე ყოველთვიურად. ინტერვალის ეფექტი კავშირშია პროცესთან,

16
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

რომლის შედეგადაც ხდება მოგონებების კონსოლიდაცია ხანგრძლივ მეხსიერებაში


(Glenberg, 1977, 1979; Leicht & Overton, 1987). ამიტომაც ინტერვალის ეფექტის
გამოვლინებას შეიძლება განაპირობებდეს ის ფაქტი, რომ დასწავლის თითოეულ
სესიაზე კოდირების კონტექსტი შეიძლება განსხვავებული იყოს. ცდის პირებმა
შეიძლება გამოიყენონ ალტერნატიული სტრატეგიები ან კოდირების
მიმანიშნებლები. ამდენად ისინი ამდიდრებენ და ამუშავებენ თავიანთ სქემებს
ინფორმაციის მისაღებად. ინტერვალის ეფექტის პრინციპი მნიშვნელოვანია სწავლის
პროცესისთვის. ინფორმაცია შეიძლება უფრო დიდი ხნით დაიმახსოვროთ, თუ
გაანაწილებთ დასწავლის პროცესს და შეცვლით კოდირების კონტექტს. ნუ ეცდებით,
რომ აითვისოთ ერთიანად დროის მოკლე მონაკვეთში. წარმოიდგინეთ მომზადება
გამოცდისათვის განაწილებული რამდენიმე მოკლე სესიაზე 2 კვირის მანძილზე.
მასალის დიდი ნაწილი დაგამახსოვრდებათ. ნუ ეცდებით დაისწავლოთ მთელი
მასალა ერთ ღამეში, რადგან დაიმახსოვრებთ ძალიან ცოტას, ხოლო ამ
ინფორმაციასთან დაკავშირებული მოგონებები შედარებით სწარაფად გაქრება.
რატომ უნდა ჰქონდეს დროში განაწილებულ დასწავლას განსხვავებული შედეგი?
ერთი-ერთი შესაძლებელი ახსნა არის ის, რომ ინფორმაციის დასწავლა ხდება
სხვადასხვაგვარ კონტექსტში. ასეთი მავალფეროვანი კონტექსტები გვეხმარება
გავაძლიეროთ ის და განვამტკიცოთ. კიდევ ერთი შესაძლო პასუხი გამომდინარეობს
მეხსიერებაზე ძილის გავლენის კვლევებიდან.

17
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

საფეხური 1 საფეხური 2 საფეხური 3 საფეხური 4 საფეხური 5

4-5% 12-15% 20-25%


45-55% 4-6%იწყება
მსუბუქი ძალიან ღრმა თვალების
სუნთქვისა და ღრმა ძილი.
ძილი. გულისცემის ძილი. სწარაფი
ტვინიდან მოძრაობა.
კუნთების პატერნები სუნთქვა
აღირიცხება ტვინის
აქტივობა ნელდება, რიტმულია
სხეულის
ნელი აქტივობა
დუნდება, კუნთების
დელტა ჩქარდება და
შემთხვევით ტემპერატურა
ტალღები მოძრაობა ვხედავთ
ოდნავ ეცემა
ი შეზღუდული. სიზმრებს
მოძრაობები ტვინიდან სუნთქვა
სწრაფია და
აღირიცხება
ზედაპირული
დელტა
ტალღები

ძილის საფეხურები
სიფხიზლე
1 4 5
2 3
ციკლი ციკლი ციკლი
ციკლი ციკლი

საფეხური 1

საფეხური 2

საფეხური 3

საფეხური 4

ღრმა ძილიSWS სიზმრის სტადია REM

სურათი 6.1 ძილის ხუთ საფეხური, რომლებიც ერთმანეთისაგნ განსხვავდება ეეგ (EEG) პატერნით. სიზმარი
მეხუთე საფეხურზეა, ეს არის ე.წ REM ძილი. REM ძილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგონებების
კონსოლიდაციისთვის.

ძილი და მეხსიერების კონსოლიდაცია

18
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

მეხსიერებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სწრაფი ძილის


(REM), ძილის მეხუთე საფეხური (იხ. სურათი 6.1), რომელიც ხასიათდება
სიზმრებით და თავის ტვინის გაძლიერებული აქტივობით (Karni et al., 1994).
კერძოდ, დასწავლის მომდევნო ღამის REM ძილის დარღვევები აქვეითებს
ვიზუალური გარჩევის დავალების შესრულების შედეგებს, რაც ნორმალური ძილის
პირობებში უპრობლემოდ ხორციელდება. უფრო მეტიც ეს დაქვეითება არ ვლინდება
ძილის მესამე და მეოთხე საფეხურებზე ძილი პატერნის დარღვევისას (Karni et al.,
1994). კიდევ ერთ კვლევაში გამოვლინდა დასწავლის გაუმჯობესება, როდესაც
დასწავლას მოსდევს REM ძილის საფეხურის ხანგრძლივობის გაზრდა (Ellenbogen,
Payne, & Stickgold, 2006; Smith, 1996). ძილის დადებითი გავლენა მეხსიერების
კონსოლიდაციის პროცესზე გამოვლენილ იქნა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში
(Hornung et al., 2007). ადამიანებს, ვისაც აწუხებს ინსომნია, ანუ უძილობა,
აღენიშნებათ მოგონებების კონსოლიდაციის პრობლემები. (Backhaus et al., 2006).
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ჰიპოკამპუსში მეხსიერების პროცესების
უზრუნველყოფაზე გავლენას ახდენს ნერვულ ქსელში ახალი უჯრედების გაჩენა და
ინტეგრაცია. ძილის გახანგრძლივებული დეპრივაცია, როგორც ჩანს უარყოფით
გავლენას ახდენს ასეთი უჯრედების განვითარებაზე (Meerlo et al., 2009).

ეს აღმოჩნები ყურადღებას ამახვილებს მოგონებების კონსოლიდაციისთვის


ბილოგიური ფაქტორების მნიშვნელობაზე. ამრიგად კარგი ღამის ძილი, რომელიც
მოიცავს REM-საფეხურის საკმარის პერიოდს, აადვილებს მეხსიერების
კონსოლიდაციას.

ნეირომეცნიერება და მეხსიერების კონსოლიდაცია

19
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

რა ხდება ისეთი განსაკუთრებული თავის ტვინში, რამაც შეიძლება ახსნას REM


ძილის მნიშვნელობა მეხსიერების კონსოლიდაციისთვის? ცხოველების მეხსიერების
ნეიროფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები შესაძლოა იძლეოდეს ამ კითხვაზე
სავარაუდო პასუხს. გაიხსენეთ, რომ ჰიპოკამპუსი მეხსიერებისათვის მნიშვნელოვანი
სტრუქტურაა. ვირთხების ჰიპოკამპუსის უჯრედების აქტივობის ჩაწერისას
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ეს უჯრედები აქტივირდება საწყისი დასწავლისას და
რეაქტივირდება ძილის პროცესში. თითქოს ხდება დასწავლილი ეპიზოდის ხელახლა
გამეორება მისი ხანგრძლივ საცავში კონსოლიდაციის მიზნით (Scaggs
&McNaughton, 1996; Wilson & McNaughton, 1994). იგივე შედეგები იქნა მიღებული
ადამიანებშიც. ვირტუალურ კოშკში გადაადგილების მარშრუტის დასწავლის
შემდეგ ცდის პირები იძინებდნენ. სივრცითი ინფორმაციის დასწავლის შემდეგ
ძილში ჰიპოკამპუსის აქტივობა უფრო მაღალი იყო. ხოლო იმ ადამიანებში, ვისაც ეს
აქტივობა ყველაზე მაღალი ჰქონდა, შემდეგ უკეთესად იხსენებდნენ მარშრუტსაც
(Peigneux et al., 2004). ამ მომატებული აქტივობის დროს ჰიპოკამპუსში ასევე
შეინიშნება ნეიროტრანსმიტერ აცეტილქოლინის ძალიან დაბალი დონე. მაშინ,
როდესაც ცდის პირებს ძილში აცეტილქოლინი მიეწოდებოდათ, მათი მეხსიერების
კონსოლიდაცია ირღვეოდა. თუმცა ეს დარღვევები შეეხებოდა მხოლოდ
დეკლარაციულ მეხსიერებას. პროცედურული მეხსიერების კონსოლიდაცია არ
განიცდიდა აცეტილქოლინის ზემოქმედებას (Gais & Born, 2004). ჰიპოკამპუსი
მოქმედებს, როგორც სწრაფი დასწავლის სისტემა (McClelland, McNaughton, &O’
Reilly, 1995). ის დროებით ინახავს ახალ შთაბეჭდილებებს მანამდე, სანამ არ
მოხდება მათი ასიმილაცია თავის ტვინის ნეოკორტექსის უფრო გარდამავალ,
რეპრეზანტაციულ სისტემაში. ასეთი დამატებითი სისტემა საჭიროა იმისათვის, რომ
მეხსიერებაში უფრო ზუსტად იყოს რეპრეზენტირებული გარემოს სტრუქტურა. მაკ
ლელანდი და მისი კოლეგები იყენებდნენ დასწავლის კონექციონისტურ მოდელებს

20
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

იმისათვის, რომ ეჩვენებინათ ახალი გამოცდილების მეტისმეტად სწრაფი


ინტეგრაციის შედეგად გამოწვეული დარღვევები ხანრძლივი მეხსიერების
სისტემებში. ამრიგად, განაწილებულ გავარჯიშებას უპირატესობა აქვს, რადგან
დასწავლის შედარებით სწრაფი სისტემა გაგვაჩნია ჰიპოკამპუსში, რომელიც
აქტივირდება ძილის დროს. განმეორებითი მიწოდება შემდეგ დღეებში და
განმეორებითი რეაქტივაცია შემდგომი ძილის პერიოდებში გვეხმარება დასწავლაში.
ეს სწრაფად დასწვლილი მოგონებები უფრო ინტეგრირებული ხდება მუდმივ,
ხანგრძლივი მეხსიერების სისტემაში.
რეკონსოლიდაცია კონსოლიდაციასთან დაკავშირებული პროცესია.
კონსოლიდაციის პროცესი მოგონებებს უფრო მდგრადს ხდის ინტერფერენციისა და
გაქრობის მიმართ. თუმცა მას შემდეგ, რაც მოხდება მოგონების ცნობიერებაში
ამოტანა, ის შეიძლება არ იყოს ისეთი მყარი. ასეთ მდგომარეობაში მოგონება,
რომელიც კონსოლიდირებული იყო, შესაძლოა ისევ გახდეს ინტერფერენციის ან
გაქრობის მსხვერპლი. ასეთი დანაკარგის პრევენციის მიზნით გვაქვს
რეკონსოლიდაციის პროცესი. რეკონსოლიდაციას იგივე შედეგი აქვს, რაც
კონსოლიდაციას, მაგრამ ის ხორციელდება მანამდე კოდირებულ ინფორმაციაზე. არ
არის აუცილებელი ყველა მოგონების შემთხვევაში მოხდეს მათი რეკონსოლიდაცია,
ძირითადად ეს ხდება ახლად კონსოლიდირებული შთაბეჭდილებების შემთხვევაში.
(Walker et al., 2003).

კოგნიტური ფსიქოლოგიის პრაქტიკული გამოყენება


მეხსიერების სტრატეგიები
შეგიძლიათ გამოიყენოთ მეხსიერების სტრატეგიები გამოცდისათვის მომზადების
პროცესში:

21
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

1. ისწავლეთ მთელი სემესტრის მანძილზე და ნუ დააგროვებთ დასასწავლ მასალას


გამოცდის წინა ღამისთვის. ასეთი გადანაწილება იძლევა ინფორმაციის
კონსოლიდაციის საშუალებას მეხსიერების უფრო მყარ სისტემებში.
2. დააკავშირეთ ახალი ინფორმაცია იმასთან, რაც უკვე იცით, ახალი ინფორმაცის
გააზრებული გადამუშავების გზით. მოახდინეთ ინფორმაციის სტრუქტურირება ისე,
რომ ახალი ინფორმაცია დაუკავშიროთ სხვა გავლილ საგნებს ან თქვენი ცხოვრების
სხვა სფეროს.
3.გამოიყენეთ სხვადასხვა მნემონიკური ტექნიკა, რომელიც აღწერილია ცხრილი 6.2-
ში
როგორ შეიძლება დავიხმაროთ 6.2 ცხრილში აღწერილი მნემონიკური საშუალებები
შტატების დედაქალაქების დამახსოვრების მიზნით?

ინფორმაციის სტრუქტურირება /ორგანიზება

შენახული მოგონებები სტრუქტურირებულია და ორგანიზებული. მოგონებების


ორგანიზების გამოკვლევის ერთ-ერთი გზა თავისუფალი აღდგენის ცდაში
სუბიექტური ორგანიზების გაზომვაა. ეს ნიშნავს იმას, რომ მკვლევრები აფასებენ
მოგონებების ორგანიზების ადამიანების მიერ გამოყენებულ სხვადასხვა ხერხებს.
ამისათვის ცდის პირებს ეძლევათ ერთმანეთთან დაუკავშირებელი სიტყვების
ჩამონათვალი და სთხოვენ გაიხსენონ მიწოდებული სიტყვები ნებისმიერი
თანმიმდევრობით. ცდის პირებს დასწვლისათვის სიტყვები რამდენიმეჯერ
მიეწოდება; შესაბამისად, ისინი სწავლობენ თუ როგორ გაიხსენონ ერთმანეთთან
დაუკავშირებელი სიტყვები ნებისმიერი თანმიმდევრობით. გახსოვდეთ, თუკი
სამიზნე სიტყვები შეიძლება კატეგორიებში გაერთიანდეს (მაგ., ხილი, ან ავეჯი)

22
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ცდის პირები სპონტანურად დააჯგუფებენ ამოტანილ სიტყვებს ამ კატეგორიების


მიხედვით. ეს მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ სიტყვების თანმიმდევრობა არეულია
(Bousfield, 1953). ამის მსგავსად, ცდის პირებს სიტყვების ამოტანის გარკვეულ
პატერნი აღენიშნებათ იმ შემთხვევაშიც, როდესაც სიტყვებს შორის არ არის არანაირი
აშკარა კავშირი (Tulving, 1962). სხვა სიტყვებით, ცდის პირები ახდენენ სიტყვების
ორგანიზებას და ამოტანისას აჯგუფებენ მათ სუბიექტური ელემენტების მიხედვით,
რომლებსაც თვითონ ქმნიან. მიუხედავად ამისა, მოზრდილთა უმრავლესობა
მიდრეკილია ელემენტების კატეგორიებში გაერთიანებისადმი, კატეგორიული
დაჯგუფება ასევე შესაძლოა განზრახ იყოს გამოყენებული, როგორც გახსენების
გამაადვილებელი საშუალება. მნემონიკური საშუალებები სპეციფიკური ტექნიკებია,
რომლებიც გვეხმარება სიტყვების ჩამონათვალის დამახსოვრებაში (Best, 2003).
ასეთი საშუალებები, თავისი არსით, მნიშვნელობას მატებენ სხვა შემთხვევაში
ელემენტების უაზრო ან შემთხვევით ჩამონათალს. მუსიკაც კი შეიძლება
გამოყენებულ იქნას როგორც მნემონიკური საშუალება მაშინ, როდესაც ცნობილი ან
მარტივი მელოდია გამოიყენება და დაკავშირებულია დასასწავლ მასალასთან.
მუსიკა შიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გახსენების მიმანიშნებელი.
მაგალითად, თუკი თქვენ გსურთ უცხო ენაზე სხეული ნაწილების აღმნიშვნელი
სიტყვების დასწავლა, წაიმღერეთ თქვენთვის ეს სიტყვები იმ მელოდიაზე, რომელიც
კარგად იცით (იხილეთ მაგალითად Moore et al., 2008).
როგორც ნაჩვენებია ცხრილში 6.1, მთელი რიგი მეთოდები - კატეგორიული
დაჯგუფება, აკრონიმები, აკროსტიქი, სიტყვა-მიმანიშნებლები,ინტერაქციური
წარმოსახვა და ლოკუსის მეთოდი- შეიძლება დაიხმაროთ სიტყვების ჩამონათვალის
ან უცხო სიტყვების დასწავლის პროცესში. თუმცა, 6.1 ცხრილში აღწერილი
ტექნიკები არაა ერთადერთი, უბრალოდ ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებული
ტექნიკები.

23
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

PRACTICAL APPLICATIONS OF COGNITIVE PSYCHOLOGY


მეხსიერებაში ინფორმაციის ორგანიზებისა და სტრუქტურირების სააშუალებები

ტექნიკა მექანიზმი მაგალითი


კატეგორიული კლასტერირება დახსომებული შინაარსის თუ აპირებთ სუპერმარეკტში
ორგანიზება კატეგორიებად ბევრი პროდუქტის ყიდვას და
გინდათ დაიხსომოთ ამ
პროდუქტების გრძელი სია:
კვერცხი, რძე, ბროკოლი,
სტაფილო, ბრინჯი, სალათის
ფოთოლი, ხაჭო, ქათამი,
ღვიძლი. ცხადია ცდილობთ
კატეგორიებად დაიმახსოვროთ.
ვთქვათ: ბოსტენული:
სტაფილო, ბროკოლი, სალათის
ფოთოლი; რძის პროდუქტი:
რძე, ხაჭო და ა.შ.
ინტერაქტიური ხატები დასახსომებელ სიტყვებთან ვთქვათ უნდა შეიძინოთ ვაშლი,
ხატების დაკავშირება წინდები და მაკრატელი.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ
რომ ჭრით მაკრატლით წინდებს
და ვაშლი შეფუთეთ წინდებში.
სიტყვების „დამაგრების“ სიაში ყოველი დასახსომებელი ამის გავრცელებული ფორმაა
სისტემა სიტყვის დაკავშირება მის წინა რითმა. მაგალითად
სიტყვასთან გარკვეული დასახსომებელი გაქვთ ქალი,
ასოციაციით. ბანი, გული, ბოთლი.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ
ქალი ბანზე, ბოთლი გულით, ან
ქალი ბანზე ბოთლით ხელში და
ა.შ.
ადგილმდებარეობის მეთოდი კონკრეტული ადგილის წარმოიდგინეთ თქვენთვის
ვიზუალიზაცია და თქვენთვის ნაცნობი ადგილი, დააკავშირეთ
ნაცნობი ძირითადი ამ ადგილის ერთ კონკრეტულ
მიმანიშნებლების გამოყოფა და ნაწილთან სიტყვა, მეორე
დასახსომებელ სიტყვებთან ნაწილთან- მეორე სიტყვა და.ა.შ.
დაკავშირება. ვთქვათ თქვენი სახლიდან
სკოლამდე გზაზე გხვდებათ
სამი თქვენთვის ნაცნობი
მიმანიშნებელი: უცნაური
ფორმის სახლი, ხე და კაფეს
ნიშანი. შეგიძლიათ
წარმოიდგინოთ სახლის
საკვმაურზე წამოცმული წინდა,
მაკრატლით მოჭრილი ხე და

24
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ვაშლი კაფეზე.
აკრონიმი სიტყვის ან დახსომებისთვის შეიძლება
სიტყვათშეთანხმების საწყისი სიტყვების პირველი ასოები
ასოებიდან წარმოქმნილი გააერთიანოთ აკრონიმად.
სპეციალური აბრევიატურა. უფრო ეფექტურია თუ ეს ასოები
სიტყვას ქმნიან ან სიტყვასთან
მიახლოებული არიან.
აკროსტიქი კიდურწერილობა. მუსიკაზე მოსწავლეები ხაზს
ლექსი, რომლის სტრიქონთა ზემოთ მაღალი ნოტების
თავკიდური ასოები შეადგენენ სახელების დასახსომებლად
რაიმე სიტყვას ან ფრაზას. E,G,B,D,F იყენებენ წინადადებას:
„Every gogd boy does fine”.
საკვანძო სიტყვების სისტემა ინტერაქტიული ხატების ვთქვათ სწავლობს ფრანგულ
მეშვეობით უცხო სიტყვის ენაზე სიტყვა კარაქს „beurre”,
ჟღერადობა და მნიშვნელობის რომელიც გამოითქმის როგორც
დაკავშირება ნაცნობი სიტყვის “bear”. შეგიძლიათ საკვანძო
ჟღერადობასა და სიტყვა “bear” დააკავშიროთ
მნიშვნელობასთან. კარაქთან ხატის ან წინადადების
საშუალებით. მაგ.,
წარმოდიგინოთ დათვი,
რომელიც კარაქის ნაჭერს
მიირთმევს. შემდგომში დათვი
თქვენ მეხსიერებაში
ფრანგულად კარაქის აღდგენის
მიმანიშნებელი იქნება.

25
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

,,ყველა ის საკითხი, რომლზეც მეკითხებით, ბატონო მოსამართლე, უნდა მქონოდა


ჩემს ხანგრძლივ მეხსიერებაში, მაგრამ შეცდომით მე ისინი შევინახე ხანმოკლე
მეხსიერებაში.“

• კატეგორიულ დაჯგუფებაში, ელემენტების ჩამონათვალი გააერთიანეთ რამდენიმე


კატეგორიაში.
• ინტერაქციულ წარმოსახვაში, ვიზუალურად წარმოიდგინეთ (რაც შიძლება
რეალისტურად) სამიზნე სიტყვებით აღნიშნული ობიექტები ერთმანეთთან აქტიურ
ურთიერთქმედებაში.
• მიმინაშნებელი სიტყვების სისტემაში, დააკავშირეთ თითოეული სიტყვა წინა
დამახსოვრებულ სიტყვასთან და შექმენით ამ ორ სიტყვის ინტერაქციული
გამოსახულება.

26
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

• ადგილმდებარეობის მეთოდის შემთხვევაში, წარმოიდგინეთ, რომ სეირნობთ


სხვადასხვა ცნობილი ღირსშესანიშნაობებით დატვირთულ ადგილას და
დააკავშირეთ დასამახსოვრებელი ელემენტები ამ ღირსშესანიშნაობებთან.
• აბრევიატურების, აკრონიმის გამოყენებისას შეიმუშავეთ ისეთი გამონათქვამი ან
სიტყვა, რომლის ყოველი ასო შეესაბამება გარკვეულ სიტყვას ან ცნებას.
• ახალი სიტყვების დამახსოვრების მიზნით აკროსტიქის გამოყენებისას, ვიყენებთ
წინადადებას და არა სიტყვას.
• საკვანძო სიტყვების სისტემის გამოყენებისას შექმენით ინტერაქციული
გამოსახულება, რომელშიც დაკავშირებული იქნება უცხო სიტყვის ჟღერადობა და
მნიშვნელობა ნაცნობი სიტყვის ჟღერადობასა და მნიშვნელობასთან.

რა არის 6.1 ცხრილში მოცემული მნემონიკური სტრატეგიების შედარებითი


ეფექტურობა? ჰენრი როდიგერმა (Roediger, 1980) ჩაატარა კვლევა, რომელშიც მისი
ცდის პირები მასალის დასამახსოვრებლად იყენებდნენ სხვადასხვა სტრატეგიებს.

6.2 ცხრილში ნაჩვენებია რამდენად ეფექტურია თითოეული სტრატეგია.


ჰენრი როდიგერის (Roediger, 1980) მოგონებების აღდგენის კვლევა მოიცავდა
ელემენტების სერიის საწყის გახსენებას და ასევე მეხსიერების რამდენიმე
სტრატეგიის გამოყენებაში ხანმოკლე ვარჯიშის შემდგომ გახსენებას.

27
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning
მნემონიკური საშუალებები: შედარებითი ეფექტურობა

თავისუფალი აღდგენის კრიტერიუმი თანმიმდევრული აღდგენის კრიტერიუმი

ვარჯიშის შემდეგ გახსენებული ელემენტების საშულო მაჩვენებელი

გავარჯიშებამ
გავარჯიშებამ
დე უშუალოდ
დე
გახსენებული
უშუალოდ გახსენება გახსენება
ცდისპირები ელემენტების
პირობა გახსენებული 24 საათის 24
ს უშუალო რაოდენობა უშუალო
ელემენტების შემდეგ საათის
რაოდენობა რაოდენობა გახსენებ გახსენება
შემდეგ

დაზეპირება
(ვერბალური)
ცალკეული
ელემენტების
გამოსახულებები
ინტერაქციული
წარმოსახვა

ადგილმდებ. მეთოდი
მიმანიშნებლის სისტ.

საშუალო შესრულება
სხვადასხვა პირობებში

წყარო : H. L. Roediger (1980), “ოთხი მნემონიკური საშუალების ეფექტურობა


თანმიმდევრული გახსენების დროს“ Journal of Experimental Psychology: HLM, 6(5):
558–567.Copyright © 1980, by the American Psychological
Association.ადაპტირებული ნებართვით.

როგორც თავისუფალი, ისე თანმიმდევრული აღდგენის პირობებში, გახსენება უფრო


ეფექტური აღმოჩნდა ინტერაქციულ წარმოსახვაში, ადგილმდებარეობის მეთოდში
და მიმანიშნებლების სისტემაში ვარჯიშის შემდეგ, ვიდრე უბრალოდ დაზეპირება
(ვერბალური) ან ცალკეული ელემენტის ვიზუალური წარმოსახვა. თუმცა ვარჯიშის
სასარგებლო შედეგები უფრო ვლინდებოდა თანმიმდევრული გახსენების პირობაში.
თავისუფალი აღდგენის პირობაში ცალკეული ელემენტის ვიზუალიზაცია უფრო
ეფექტური აღმოჩნდა ვიდრე დაზეპირება, ხოლო თანმიმდევრული აღდგენისას
უფრო ეფექტური აღმოჩნდა დაზეპირების მიდგომა, ვიდრე ვიზუალიზაცია.

28
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

კოდირებაში მეთოდების შედარებითი ეფექტურობა დამოკიდებულია დავალების


ტიპზე (თავისუფალი აღდგენა თუ თანმიმდევრული) (Roediger,1980). ამრიგად,
როდესაც ირჩევთ ინფორმაციის კოდირების მეთოდს უნდა გაითვალისწინოთ
ინფორმაციის გახსენების მიზანი. თქვენ უნდა აირჩიოთ არა მხოლოდ ისეთი
სტრატეგია, რომელიც საშუალებას მოგცემთ ეფექტურად მოახდინოთ ინფორმაციის
კოდირება (ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანა), არამედ ასევე ის სტრატეგიები,
რომლებიც იძლევა შესაბამის მინიშნებებს საჭიროების შემთხვევაში შენახული
ინფორმაციის აღდგენის გაადვილების მიზნით. მაგალითად, ცნობილი კოგნიტური
ფსიქოლოგების ალფავიტური ჩამონათვალის გახსენებისას გამოყენებული
სტრატეგია ალბათ არაეფექტური იქნება კოგნიტურ ფსიქლოგიაში გამოცდისთვის
მომზადების შემთხვევაში. ამ დროს უფრო ეფექტური იქნებოდა აზრობრივი
დაკავშირების სტრატეგიის გამოყენება - ზოგიერთი მეცნიერის და მათი ძირითადი
იდეების დაკავშირება.
მნემონიკური საშუალებების და სხვა ტექნიკების გამოყენება დამახსოვრების
გაადვილების მიზნით მოიცავს მეტამეხსიერებას (ჩვენ მიერ საკუთარი მეხსიერების
და მისი გაუმჯობესების ხერხების რეფლექსია და გააზრება) რადგან მოზრდილთა
უმრავლესობა იყენებს კატეგორიულ დაგჯუფებას, მნემონიკური საშუალებების
სიაში მისი შეტანა არის უბრალოდ ამ ჩვეული ტექნიკის გამოყენების შეხსენება.
სინამდვილეში, თითოეული ჩვენთაგანი იყენებს სხვადასხვა სახის შეხსენებებს-
მეხსიერების გარე დამხმარე საშუალებებს- იმისთვის რომ გაზარდოს მნიშვნელოვანი
ინფორმაციის დამახსოვრების ეფექტურობა. მაგალითად, დღეისათვის ჩვენ
ნამდვილად ვიცით მეხსიერების სხვადასხვა დამხმარე საშულების გამოყენების
უპირატესობები. მათ შორის, ლექციის პროცესში უბის წიგნაკში ჩანიშვნა,
საყიდლების სიის შედგენა, მაღვიძარას დაყენება და სხვა ადამიანებისთვის

29
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

შეხსენების თხოვნა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია გარემოს ისე მოწყობა, რომ
მაიძულებელი ფუნქციების გამოყენებით დაგვეხმაროს მნიშვნელოვანი ინფორმაციის
დამახსოვრებაში (Norman, 1988). ეს არის ფიზიკური ბარიერები, რომლებიც არ
გვაძლევენ საშუალებას ვიმოქმედოთ ისე, რომ არ გავითვალისწინოთ ძირითადი
ინფორმაციის დამახსოვრება. მაგალითად, იმისათვის რომ არ დაგავიწყდეთ თქვენი
კომპიუტერის წაღება აუდიტორიაში , უნდა დადოთ ის კარებთან.
ე.წ მაიძულებელი ფუნქციები ასევე არის პროფესიულ გარემოშიც, როგორიცაა
კლინიკები. ზოგჯერ უცილებელია მიმღებ განყოფილებაში მყოფი პაციენტების
იძულებითი შეჩერება რიგში, თუმცა ასეთი შეზღუდვა მნიშვნელოვნად ზრდის მათი
დაღუპვის რისკს.
კომპიუტერული სისტემა შეიძლება აიძულებდეს თერაპევტს გადახედოს თავის
გადაწყვეტილებას პაციენტების რიგთან დაკავშირებით, ითხოვს რა ინფორმაციის
განახლებას, ასეთი სისტემა ბლოკავს კომპიუტერულ წვდომას, თუ არ მოხდება
რიგის დროული განახლება (Griffey et al., 2009). ამის შედეგად, ექიმი იძულებულია
გაუმკლავდეს პრობლემას.
ხშირად ვცდილობთ გავიუმჯობესოთ რეტროსპექტული მეხსიერება - ჩვენი
მეხსიერება წარსულის შესახებ. დროდადრო ასევე ვცდილობთ გავაუმჯობესოთ
ჩვენი პროსპექტული მეხსიერება- ის, რაც უნდა გვახსოვდეს მომავალში.
მაგალითად, შესაძლოა უნდა გვახსოვდეს ვინმეს დავურეკოთ, რომ მაღაზიაში
ნიახური იყიდოს, ან ხვალამდე დავასრულოთ სამუშაო. ჩვენ ვიყენებთ მთელ რიგ
სტრატეგიებს პროსპექტული მეხსიერების გაუმჯობესების მიზნით, ამის მაგალითია
საყიდლების სიები, სხვა ადამიანისთვის თხოვნა შეგვახსენოს დავალების
შესრულება, ან თითზე ძაფის შებმა. კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ თუკი
რაიმეს ყოველდღიურად, ან გარკვეულ დღეებში აკეთებთ, ეს არ აუმჯობესებს
პროსპექტულ მეხსიერებას. თუმცა, თუ ეს გამტკიცდება მატერიალურად, ასეთ

30
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

შემთხვევაში ამ ამოცანის შესრულების პროსპექტული მეხსიერება უმჯობესდება


(Meacham, 1982; Meacham & Singer, 1977).
როგორც პროსპექტული, ისე რეტროსპექტული მეხსიერება ასაკთან ერთად
ქვეითდება. წლების შემდეგ უფრო გვენახება პროსპექტული მეხსიერება, ვიდრე
რეტროსპექტული. ეს შენარჩუნება გარე მინიშნებების და სხვა სტრატეგიების
გამოყენების შედეგია , რაც აუმჯობესებს პროსპექტულ მეხსიერებას.
ლაბორატორიულ პირობებში ხანში შესული ცდის პირები პროსპექტული
მეხსიერების დაქვეითებას ამჟღავნებენ, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში, არა
ლაბორატორიულ პირობებში, მათი პროსპექტული მეხსიერება უკეთესია
ახალგაზრდებისაზე. ეს სხვაობა შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ ასაკთან
ერთად ადამიანები მეტად იყენებენ დამახსოვრების გამაადვილებელ სტრატეგიებს
(Henry et al., 2004).

ცნებების შემოწმება
1. რითი განსხვავდება კოდირება ხანმოკლე და ხანგრძლივი საცავისთვის?
2. რა არის გამეორება?
3. დაასახელეთ სამი მნემონიკური საშუალება.

ინფორმაციის აღდგენა

მას შემდეგ რაც მოვახდენთ ინფორმაციის კოდირებას და შენახვას, როგორ ხდება


მისი ამოტანა? თუკი გვაქვს ინფორმაციის ამოტანის სიძნელეები, არის კი შენახული
ეს ინფორმაცია?

ინფორმაციის აღდგენა ხანმოკლე მეხსიერებიდან

31
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

მეხსიერების სკანირების ერთ-ერთ კვლევაში, საულ სტერნბერგი წარუდგენდა ცდის


პირებს ციფრების მოკლე სიას ერთიდან ექვსამდე (Sternberg, 1966). მოსალოდნელი
იყო რომ ცდის პირები შეინახავდნენ ამ სიას ხანმოკლე მეხსიერებაში.მოკლე პაუზის
შემდეგ ეკრანზე გამონათდა სამიზნე ციფრი. ცდის პირებს უნდა ეთქვათ იყო თუ
არა სამიზნე ციფრი მათ მიერ დამახსოვრებულ ჩამონათვალში. ამდენად, თუ
ჩამონათვალში იყო 4,1,9,3 ციფრები, ხოლო ეკრანზე გამონათებული სამიზნე ციფრი
- 9, სწორი პასუხი იქნებოდა ,,დიახ“. იმ შემთხვევაში, თუ სამიზნე ციფრი იქნებოდა
7, სწორი პასუხი იქნებოდა ,,არა“. მიწოდებულ ციფრებს უწოდეს პოზიტიური
პირობა. ხოლო ის ციფრები, რომლებიც არ ყოფილა წარდგენილი მანამდე -
ნეგატიური პირობა. შესაძლო შედეგების პრედიქტორები წარმოდგენილია სურათ
6.2.-ზე
როგორ ხდება ელემენტების აღდგენა ერთდროულად (პარალელური გადამუშავება)
თუ თანმიმდევრობით (თანმიმდევრული გადამუშავება). თუკი აღდგენა ხდება
თანმიმდევრულად, იბადება კითხვა: ხდება თუ არა ყველა ელემენტის აღდგენა,
მიუხედად ამოცანისა (ამომწურავი აღდგენა), თუ აღდგენა წყდება მაშინვე, როგორც
კი სრულდება დასახული ამოცანა (თვითშემზღუდავი აღდგენა)
შემდგომ ქვეთავში ჩვენ შევისწავლით პარალელურ და თანმიმდევრულ
გადამუშავებას, ხოლო შემდეგ კი ამომწურავ და თვითშემზღუდავ აღდგენას.

კოგნიტური ფსიქოლოგიის გამოკვლევა


შეამოწმეთ თქვენი ხანმოკლე მეხსიერება.
შეამოწმეთ ხანმოკლე მეხსიერებიდან ინფორმაციის აღდგენის თქვენი უნარი.
გამოსცადეთ ამ თავში აღწერილი ს. სტერნბერგის ცდის ანალოგიური მეხსიერების
სკანირების ტესტი. გამოიყენეთ 10 ბარათი და თითოეულ ბარათზე დაწერეთ 1
ციფრი (1-დან 10მდე). სთხოვეთ თქვენს მეგობარს სწრაფად გაჩვენოთ მოცემული

32
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ბარათებიდან 5 (მაგ 6, 3, 8, 2, 7). შემდეგ თქვენმა მეგობარმა უნდა გაჩვენოთ ერთ-


ერთი ბარათი და გკითხოთ ,, იყო ეს თუ არა ნაჩვენებ ციფრებში“. ეს პროცედურა
თქვენმა მეგობარმა უნდა განახორციელოს 5-ჯერ. რამდენჯერ გაეცით სწორი
პასუხი? ახლა კი შეცვალეთ როლები და შეამოწმეთ თქვენი მეგობრის ხანმოკლე
მეხსიერება.
როგორ იღებენ ადამიანები ამის მსგავს გადაწყვეტილებებს?

მოდით დავფიქრდეთ მოგონებების აღდგენის ამ განსხვავებულ პირობებზე


და ვნახოტ რა შედეგები იქნა მიღებული.

პარალელური თუ თანმიმდევრული გადამუშავება?


პარალელური გადამუშავება გულისხმობს მრავალი ოპერაციის სიმულტანურ,
ერთდროულ შესრულებას. ხანმოკლე მეხსიერების შემთხვევაში, ხანმოკლე
მეხსიერებაში შენახული ელემენტები უნდა აღდგენილ იქნას ყველა ერთად და
ერთდროულად. სურათი 6.2(a)ზე მოყვანილი პროგნოზი გვიჩვენებს თუ რა
მოხდებოდა თუკი სტერნბერგის მეხსიერების სკანირების დავალებაში პარალელური
გადამუშავება იქნებოდა: პასუხების დროები უნდა ყოფილიყო ზუსტად ერთი და
იგივე, მიუხედავად იმისა თუ რა სიგრძისაა პოზიტიურ პირობაში მიწოდებული სია.

33
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

პასუხის დრო

პასუხის დრო
სიაში სიმბოლოების რაოდენობა სიაში სიმბოლოების რაოდენობა
(ა)პარალელური გადამუშავება (ბ) თანმიმდევრული გადამუშავება
პასუხის დრო

პასუხის დრო

სიაში სიმბოლოების რაოდენობა სიაში სიმბოლოების რაოდენობა (დ)თვითშემზღუდავი


(გ)ამომწურავი თანმიმდევრული გადამუშავება თანმიმდევრული გადამუშავება

სურათი 6.2 სურათზე მოცემულია საულ სტერნბერგის ექსპერიმენტში ხანმოკლე


მეხსიერებიდან ინფორმაციის აღდგენის 4 შესაძლო პროგნოზირება.
პანელ (ა)-ზე გამოსახულია პარალელური გადამუშავება. პანელ (ბ)-ზე მოცემულია
თანმიმდევრული გადამუშავება. პანელ (გ)-ზე ნაჩვენებია ამომწურავი
თანმიმდევრული გადამუშავება ხოლო პანელ (დ)-ზე - თვითაღმკვეთი
თანმიმდევრული გადამუშავება.
წყარო: ეფუძნება ს. სტერნბერგის (1966) ,, ს. სტერნბერგის ხამოკლე მეხსიერების
სკანირების დავალების მაღალი სისწრაფე“,Science, Vol. 153, pp. 652–654

ამის მიზეზი ის არის რომ მოხდებოდა ყველა ელემენტის ერთად და ერთდროულად


შედარება. თანმიმდევრული გადამუშავება გულისხმობს ოპერაციების
თანმიმდევრულ ერთი მეორის შემდეგ შესრულებას. სხვა სიტყვებით, ციფრის

34
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

გახსენების დავალებაში ციფრების აღდგენა მოხდებოდა თანმიმდერობით,


ზედიზედ და არა ყველა ერთდროულად (როგორც პარალელური გადამუშავების
მოდელში) თანმიმდევრული მოდელის თანახმად, 4 ციფრის აღდგენას მეტი დრო
უნდა სჭირდებოდეს, ვიდრე 2 ციფრისას. [როგრც ნაჩვენებია სურათ 6.2(ბ)].

ამომწურავი თუ თვითაღმკვეთი გადამუშავება?

თუკი დავუშვებთ, რომ ინფორმაციის გადამუშავება წარმოებს თანმიმდევრულად,


მაშინ გვექნებოდა სტიმულის წვდომის ორი გზა: ამომწურავი თუ თვითაღმკვეთი
გადამუშავება. ამომწურავი თანმიმდევრული გადამუშავება გულისხმობს, რომ ცდის
პირი ყოველთვის ადარებს სამიზნე ციფრს პოზიტიურ პირობაში მოცემულ
თითოეულ ციფრთან. მაშინაც, თუკი თანხვედრა ნაპოვნია დასწაყისშივე.
ამომწურავი გადამუშავების შემთხვევაში. წინასწარი მონაცემები მოცემულია 6.2(გ)-
ზე. მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველა პოზიტიური პასუხი უნდა მოითხოვდეს
დროის ერთსა და იმავე ოდენობას, მიუხედავად იმისა რიგით რომელია ესა თუ ის
ციფრი. სხვა სიტყვებით, ამომწურავი ძიების პროცესში, თქვენ უნდა ხარჯავდეთ
დროის იგივე ოდენობას ნებისმიერი ციფრის მოსაძებნად. არის თუ არა მოცემული
ციფრი ჩამონათვალში, მნიშვნელობა არ აქვს.
თვითაღმკვეთი თანმიმდევრული გადამუშავება გულისხმობს, რომ ცდისპირი უნდა
ადარებდეს სამიზნე ციფრს მხოლოდ იმ ციფრებს, რომლებიც აუცილებელია პასუხის
გასაცემად. განვიხილოთ სურათი 6.2(დ). სურატიდან ჩანს, რომ პასუხი დრო უნდა
იიზრდებოდეს ფუნქციურად იმის მიხედვით, თუ სად არის მოთავსებული ციფრი
პოზიტიური პირობის ჩამონათვალში. ჩამონათვალის ბოლოსკენ განთავსებული
ციფრების პასუხის დრო უფრო გაზრდილიიქნება.

35
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

თანმიმდევრული ამომწურავი გადამუშავების მოდელი - მცირე შესწორებებით.


მონაცემთა ფაქტიური კონფიგურაცია იყო სრულიად ნათელი და გამოიყურებოდა
როგორც სურათი 6.2(ბ)და and (გ) პატერნები. პასუხების დრო იზრდებოდა
ჩამონათვალი სიგრძესთან ერთად, მაგრამ, ამავე დროს, პასუხის დროს არ იყო
დამოკიდებული ციფრის მდებარეობაზე ჩამონათვალში. მოგვიანებით, კვლავ
მიღებულ იქნა მონაცემების იგივე პატერნი (Sternberg, 1969). უფრო მეტიც პასუხის
საშუალო დრო პოზიტიური და ნეგატიური პირობისათვის პრაქტიკულად იგივე
აღმოჩნდა. ამ მონაცემებმა გაამყარა თანმიმდევრული ამომწურავი გადამუშავების
მოდელი. თითოეული ელემენტის შედარება საჭიროებს დაახლოებით 38 მილიწამს
(0.038 წამი) apiece (Sternberg, 1966, 1969). მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მკვლევარს
პარალელური და თანმიმდევრული გადამუშავების საკითხი გადაწყვეტილად
მიაჩნდა, მიღებული მონაცემები შესაძლებელია ახსნილ იქნას პარალელური
გადამუშავების მოდელის ჭრილში. (Corcoran, 1971). წარმოიდგინეთ დოღი,
რომელიც მოიცავს პარალელურ პროცესს. დოღი არ სრულდება მანამ, სანამ ბოლო
ცხენი არ გადაკვეთს ფინიშის ზოლს. ეხლა კი წარმოიდგინეთ, რომ შეჯიბრში კიდევ
ვამატებთ მონაწილე ცხენებს. შეჯიბრის ხანგრძლივობა, სტარტიდან და ბოლო
მონაწილის მიერ ფინიშის ზოლის გადაკვეთანმდე, შესაბამისად გაიზრდება.
მაგალითად, თუ ცხენების შერჩევა შემთხვევითია, ყველაზე ნელი ცხენი 8-ცხენიან
დოღში, იქნება უფრო ნელი ვიდრე ყველაზე ნელი ცხენი 4-ცხენიან დოღში. ამდენად,
რაც მეტია ცხენების რაოდენობა, მით უფრო ფართოა მათი შესაძლო სისწრაფეების
დიაპაზონი. ამდენად, მთელმა დოღმა შესაძლოა მეტი დრო დაიკავოს, რადგან დოღი
არ სრულდება, სანამ ყველაზე ნელი ცხენი არ მიაღწევს ფინიშს.
ამის მსგავსად, პარალელური გადამუშავების მოდელის თავლსაზრისით, რაც მეტი
ელემენტია ჩართული ინფორმაციის აღდგენა დავალებაში მით უფრო ფართოა
ამოტანის პასუხების სისწრაფის დიაპაზონი.ამოტანი პროცესი არ სრულდება სანამ

36
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

არ მოხდება ყველაზე ბოლო ელემენტის აღდგენა. მათემატიკური თავლსაზრისით


პარალელური და თანმიმდევრული პროცესების ერთმნიშვნელოვანი გამიჯვნა
შეუძლებელია(Townsend,1971). ყოველთვის არსებობს პარალელური გადამუშავების
რაღაც მოდელი, რომელიც ახდენს რომელიმე თანმიმდევრული გადამუშავების
მოდელის წინასწარმეტყველების იმიტაციას და პირიქით. ეს ორი მოდელი არ
შეიძლება იყოს ერთნაირად დამაჯერებელი, თუმცა ორივე არსებობს დღემდე. უფრო
მეტიც, აღმოჩნდა, რომ ინდივიდის მიერ გამოყენებული პროცესის შერჩევა
კონკრეტულ ემთხვევაში ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის
სტიმულის გადამუშავება მიმდინარეობს.(e.g., Naus, 1974; Naus, Glucksberg, &
Ornstein, 1972).
კოგნიტური ფსიქოლოგიის ზოგიერთი სპეციალისტი, ვარაუდობს, რომ ჩვენ უნდა
ვეცადოთ არა მხოლოდ გავიგოთ თუ როგორ ხორციელდება მეხსიერების პროცესები,
არამედ ასევე დავადგინოთ რატომ ხორციელდება ისინი. (e.g., Bruce, 1991).
ამიტომაც, რა ფუნქციებს ასრულებს მეხსიერება ცალკეული პირების შემთხვევაში და
ზოგადად ადამიანის, როგორც ცალკე სახეობის შემთხვევაში? იმისათვის რომ
გავოგოთ მეხსიერების დანიშნულება უნდა შევისწავლოთ შედარებით რთული
ინფორმაციის დამახსოვრება. ასევე საჭიროა გავიაზროთ წარმოდგენი ინფორმაციასა
და არსებულ ცოდნას შორის არსებული მიმართება, როგორს ინფორმაციულ
კონტექსტში, ისე წარსული გამოცდილების კონტექსტში.

ინფორმაციის ამოტანა ხანგრძლივი მეხსიერებიდან


ძნელია გამიჯნო შენახვის ფენომენი აღდგენისაგან. ერთ-ერთ კვლევაში კვლევის
მონაწილეებს უმოწმებდნენ მეხსიერებას კატეგორიებად დაყოფილ სიტყვებზე.
(Tulving & Pearlstone,1966). ცდის მონაწილეებს უნდა მოესმინათ ერთი კატეგორიის
სიტყვები ერთ ჩამონათვალში. მათ ასევე უსახელებდნენ კატეგორიის სახელსაც.
მაგალითად, ცდის მონაწილეებისთვის შესაძლოა წაეკითხათ ტანისამოსის

37
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

კატეგორიაში შემავალი სიტყვები ,, პერანგი, წინდები, შარვალი, ქამარი“. შემდგომ


ცდის მონაწილეებს სთხოვდნენ გაეხსენებინათ მიწოდებული სიტყვები. გახსენების
ტესტი სრულდებოდა ორნაირად. გახსენების ერთ პირობაში ცდის პირებს უნდა
გაეხსენებინათ რაც შეიძლება მეტი სიტყვა ჩამონათვალიდან ნებისმიერი
თანმიმდევრობით. ხოლო მინიშნებით გახსენების პირობაში ცდისპირებს
ამოწმებდნენ კატეგორიების მიხედვით. მათ ეძლეოდათ კატეგორიის სახელი
როგორც მინიშნება. ხოლო შემდგომ მათ კვლავ სთხოვდნენ გაეხსენებინათ რაც
შეიძლება მეტი სიტყვე მოცემული კატეგორიიდან. მნიშვნელოვანი შედეგი იყო ის,
რომ მინიშნებით გახსენება გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე თავისუფალი
აღდგენა. მკვლევრებს რომ შეემოწმებინათ მხოლოდ თავისუფალი აღდგენა,
შესაძლოა ეფიქრათ რომ ცდის პირებმა ურალოდ ვერ შეინახეს ამდენი სიტყვა. მაგრამ
მინიშნებით გახსენების პირობასთან შედარებამ გამოავლინა, რომ გახსენების
პრობლემები ცდისპირებს ექნმებოდათ აღდგენის საფეხურზე და არა შენახვის
საფეხურზე. კატეგორიზაცია უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდებს აღდგენაზე. ერთ-
ერთ კვლევაში მკვლევრებმა დაასწავლეს ცდისპირებს კატეგორიზირებული
სიტყვები (Bower et al., 1969). სიტყვები იყო მიწოდებული არეულად, ან
იერარქიული ხის სახით, საიდანაც ჩანდა რომ სიტყვები ორგანიზებული იყო.
მაგალითად კატეგორია,, მინერალები“ იყო იერარქიის თავში, შემდგომი კატეგორია
იქნებოდა „მეტალები და ქვები“ და ა.შ. ცდის პირები იერარქიის გამოყენებით
იხსენებდნენ სიტყვების 65%-ს. ამისაგან განსხვავებით, გახსენება იყო მხოლოდ 19 %
იმ შემთხვევაში, როდესაც სიტყვები მიეწოდებოდათ არეულად. ქადერმა და მისმა
კოლეგებმა ჩაატარეს საინტერესო კვლევა Khader and colleagues (2005). თავიანთ
კვლევაში მათ აჩვენეს, რომ მასალა, რომელიც აღქმის დროს თავის ტვინის ქერქის
გარკვეულ უბნებს ააქტივებს, ასევე ააქტივებს იგივე უბნებს ხანგრძლივი გახსენების
შემთხვევაშიც. ცდის პირებს დასაწავლათ ეძლეოდათ აბსტრაქტული სიტყვები,

38
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

როლებიც დაკავშირებული იყო ერთ-ორ სახესთან ან სივრცით მიმართებასთან. (იხ.


სურათი 6.3). რამდენიმე დღის შემდეგ, მინიშნებით გახსენების დავალებაში ცდის
პირებს მიეწოდებოდათ ორი სიტყვა და უნდა ეთქვათ იყო თუ არა მოცემული 2
სიტყვა დაკავშირებული სახესთან ან სივრცით მიმართებასთან. აღნიშნული
დავალების შესრულებისას ცდის პირებს იკვლევდნენ fMRI-ით. სივრცითი
მიმართებების გახსენება ააქტივებდა პრეცენტრალურ და თხემის უბნებს. ხოლო
სახეები ააქტივებდა მარცხენა პრეფრონტალური საფეთქლის წილისა left prefrontal
temporal cortex და სარტყლის ხვეულის უკანა უბნებს . გასახსენებელი ასოციაციების
რიცხვის ზრდასთან ერთად იზრდებოდა სისხლში ჟანგბადის რაოდენობა.
კიდევ ერთ პრობლემა რომელსაც ვაწყდებით მეხსიერების შესწავლის დროს არის
ინფორმაციის აღდგენის სირთულის მიზეზების დადგენა.
კოგნიტურ ფსიქოლოგებს ხშირად ექმნებათ პრობლემები განასხვავონ ინფორმაციის
ელემენტების არსებობა და მისაწვდომობა. არსებობა ნიშნავს ხანგრძლივ
მეხსიერებაში შენახული ინფორმაციის ფლობას. ხოლო მისაწვდომობა ნიშნავს, ამ
არსებულ ინფორმაცისთან წვდომის შესაძლებლობას. გახსენება დამოკიდებულია
დამახსოვრებული ინფორმაციის მისაწვდომობაზე. საუკეთესო შემთხვევაში
მკლევრებს სურთ შეძლონ მეხსიერებაში ინფორმაციის არსებობის შეფასება.
სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ისინი უნდა დასჯერდნენ ინფორმაციის
მისაწვდომობის შეფასებით.
ექსპერიმენტული სტიმულები

39
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სივრცითი ინფორმაცია

საგნობრივი ინფორმაცია

სურათი6.3 ქადერისა და მისის კოლეგების ექსპერიმენტში(2005), ცდის პირებს მიეწოდებოდათ


აბსტრაქტული სიტყვები, მაგ ,,ცნება“, რომლებიც დაწყვილებული იყო ერთ ან ორ სივრცით მდებარეობასთან,
ან სახესთან .
წყარო: გამოქვეყნებულია Neuroimage, 27(4), Khader, P., Burke, M., Bien, S., Ranganath, C., & Roesler, F.
(2005). სპეციფიკური შინაარსთან დაკავშირებული აქტივაცია ხანგრძლივი მეხსიერებიდან ასოციაციური აღდგენის პროცესში.,
805–816.

ინტელექტი და აღდგენა
არის თუ არა კავშირი ასაკთან დაკავშირებულ ინფორმაციის გადამუშავების
შენელებას, ინფორმაციის საწყის კოდირებას, გახსენებას და ასევე ხანგრძლივ
შენახვას შორის? (Nettelbeck et al.,1996; see also Bors & Forrin, 1995)? აღმოჩნდა რომ
კავშირი შემოწმების დროსა და ინტელექტის მაჩვენებელს შორის შესაძლოა არ იყოს
დაკავშირებული ინტელექტთან. კერძოდ, სხვაობაა საწყის გახსენებასა და
ფაქტობრივ ხანგრძლივ დასწავლას შორის (Nettelbeck et al., 1996). საწყისი გახსენება
გაშუალებულია გადამუშავების სისწრაფით. უფროსი ასაკის, შენელებული ცდის
პირებს დეფიციტი აღენიშნებოდათ. ახალი ინფორმაციის ხანგრძლივი შენახვა
უფროსი ასაკის ცდის პირებში არ არის დარღვეული და გაშუალებულია სხვა
კოგნიტური პროცესებით და არა გადამუშავების სისწრაფით. ეს პროცესები მოიცავს

40
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

გამეორების სტრატეგიებს. ამრიგად, ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფე


შესაძლოა გავლენას ახდენდეს საწყისი გახსენების და შემოწმების ოპერაციების
განხორციელების დროზე, მაგრამ სისწრაფე არ არის კავშირში ხანგრძლივ
დასწავლასთან. შესაძლოა ინფორმაცის სწრაფი გადამუშავება ეხმარება ცდის პირებს
ინტელექტის ტესტის დავალებების შესრულებაში და არა დასწავლასა და
ინტელექტის განვითარებაში. ცხადია, ეს სფერო საჭიროებს უფრო ღრმა შესწავლას,
რათა განისაღვროს თუ რა მიმართებაშია ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფე
ინტელექტთან.
.
ცნებების შემოწმება
1. როგორ ხდება მონაცემების ამოტანა ხანმოკლე მეხსიერებიდან?
2. რატომ არის აუცილებელინ განვასხვავოთ ინფორმაციის მისაწვდომობა და
არსებობა?
3. ახდენს თუ არა ინტელექტი გავლენას ინფორმაციის ამოტანაზე?

დავიწყების პროცესი და მეხსიერების დარღვევები

რატომ გვავიწყდება ასე იოლად და სწრაფად ტელეფონის ნომრები, რომლებიც


ახლახანს მოვიძიეთ ან იმ ადამიანების სახელები რომლებიც სულ ახლო წარსულში
გავიცანით? არსებობს რადენიმე თეორია, რომელიც ხსნის თუ რატომ გვავიწყდება
მუშა მეხსიერებასი შენახული ინფორმაცია.
ორი ყველაზე ცნობილი თეორია არის ინტერფერენციისა და კვალის დასუსტების
თეორია. ინტერფერენციას აქვს ადგილი მაშინ, როდესაც კონკურენტული

41
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ინფორმაცია იწვევს დავიწყებას. დასუსტებას აქვს ადგილი მაშინ როდესაც


ვივიწყებთ უბრალოდ დროის გავლენით.

ინტერფერენციის თეორია
ინტერფერენციის თეორია ეფუძნება შემდეგ შეხედულებას: დავიწყება გამოწვეულია
იმით, რომ გარკვეული სიტყვების გახსენება ინტერფერენციას ახდენს სხვა
გასახსენებელ სიტყვებზე. ინტერფერენციის დამამტკიცებელი მონაცემები მრავალ
წელს ითვლის (Brown, 1958; Peterson & Peterson, 1959). ერთ-ერთ კვლევაში ცდის
პირებს სთხოვდნენ ტრიგრამების გახსენებას (სამი ასოსაგან შემდგარი მწკრივები)
ბოლო ასოს წარდგენიდან 3, 6, 9, 12, 15, ან 18 წამის ინტერვალში( Peterson &
Peterson, 1959).მკვლევრები იყენებდნენ მხოლოდ თანხმოვნებს, იმისათვის რომ
ტრიგრამების წარმოთქმა არ ყოფილიყო იოლი- მაგალითად “K B F.” სურათ 6.4-ზე
ნაჩვენებია დროის სხვადასხვა ინტერვალის შემდეგ სწორი გახსენების პროცენტები.
რატომ ქვეითდება გახსენება ასე სწრაფად? იმიტომ, რომ ყოველი ტრიგრამის
ორალური პრეზენტაციის შემდგომ ცდის პირებს სთხოვდნენ უკუთვლას 3 ნიშნა
რიცხვიდან 3 ერთეულით. უკუთვლის დავალება გამიზნული იყო იმისთვის, რომ
მოეხდინათ შუალედში ტრიგრამის გამეორების აღკვეთა. ეს არის დროის შუალედი
ტრიგრამის ბოლო ასოს პრეზენტაციასა და ექსპერიმენტული ცდის გახსენების ფაზის
დაწყებას შორის. ცხადია, ტრიგრამები პრაქტიკულად საერთოდ დავიწყებულია 18
წამის შემდეგ თუკი ცდისპირს არ აქვს საშუალება გაიმეოროს მიწოდებული
ტრიგრამი. უფრო მეტიც, ასეთი დავიწყება მაშინაც ვლინდება, როცა სტიმულის
სახით მიწოდებლია სიტყვები და არა ასოები (Murdock, 1961). ამდენად უკუთვლა
ინტერფერენციას ახდენდა ხანმოკლე მეხსიერებიდან ინფორმაციის გახსენებსზე. იმ
დროისათვის ფაქტი, რომ უკუთვლა ინტერფერირებდა ასოების გახსენებასთან
მოულოდნელი იყო, ვინაიდან მანამდე გაბატონებული შეხედულების თანახმად

42
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ვერბალური ინფორმაცია ინტერფერენციას ახდენდა მხოლოდ ვერბალური ტიპის


მოგონებებთან (სიტყვები). ამის მსგავსად, მიაჩნდათ რომ რაოდენობრივი
(ციფრული) ინფორმაცია უნდა ახდენდეს ინტერფერენციას რაოდენობრივ
მოგომნებებზე. ფსიქოლოგურ თეორიებსა და კვლევებში ფიგურირებს სულ მცირე
ორი სახის ინტერფერენცია: რექტროაქტიური და პროაქტიური. რეტროაქტიური
ინტერეფერენცია (ანუ რეტროაქტიური შეკავება) ვლინდება მაშინ, როდესაც ახალი
ინფორმაცია ხელს უშლის ძველი მოგონებების გახსენებას. ამ ტიპის ინტერფერენცია
გამოწვეულია რაიმეს დასწავლით, თუმცა ამის გახსენება ჯერ არ მოგვეთხოვება.
ინტერეფერენცია ბრაუნ-პეტერსონის დავალებაში არის რეტროაქტიური, რადგან
უკუთვლა მოსდევს ტრიგრამების მიწოდებას და ის ინტერფერენციას ახდენს ჩვენს
მიერ მანამდე დასწავლილი ინფორმაციის გახსენებაზე.
სწორი პასუხების პროცენტი

შეჩერების ინტერვალი(წამები)

სურათი 6.4 სამი ასოს (ტრიგრამის)გახსენების პროცენტულობა სწრაფად იკლებს თუკი


ცდისპირს არ აქვს საშუალება გაიმეოროს ტრიგრამები.
წყარო: G. Keppel and B. J. Underwood (1962), “ცალკეული ელემენტების ხანმოკლე შენახვის
პროაქტიური შეკავება“
” ვერბალური დასწავლისა და ვერბალური ქცევის ჟურნალი, , 1, pp. 153–161. ხელახლა
გამოცემულია Elsevier-ის ნებრთვით.

43
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

პროაქტიური ინტერფერენცია (ანუ პროაქტიური შეკავება) ვლინდება მაშინ,


როდესაც წარსულში დასწავლილი მასალა აბრკოლებს ახალია მასალის დასწავლას.
ასეთ შემთხვევაში, მაინტერეფერირებელი მასალა დასასწავლი მასალის წინ
მიეწოდება და არა შემდეგ. თუკი თქვენ ფლობთ ერთზე მეტ უცხო ენას, შესაძლოა
ამის გავლენა გამოცდილი გაქვთ. ამ წიგნის ავტორი სკოლაში სწავლობდა ფრანგულ
ენას, ხოლო კოლეჯში მოუწია ესპანური ენის შესწავლა. სამწუხაროდ ფრანგული
სიტყვები ჩნდებოდა მის ესპანურ ესეებში და ავტორს უხდებოდა ნაწერებიდან ამ
სიტყვების ამოშლა (პროაქტიური ინტერფერენცია). მოგვიანებით ის სწავლობდა
იტალიურს და რადგან ესპანურ ენასთან შეხება აღარ ჰქონდა რამდენიმე წლის
მანძილზე, ესპანურად საუბრის დრო, როდესაც არ ჰქონდა ფიქრის საშუალება, დიდი
იყო ალბათობა, რომ იტალიური სიტყვები შეერია ესპანურ წინადადებაში
(რეტროაქტიური ინტერფერენცია).
პროაქტიური, ისევე როგორც რეტროაქტიური ინტერეფერენცია გარკვეულ როლს
თამაშობს ხანმოკლე მეხსიერებაში (Keppel & Underwood, 1962; Makovski & Jiang,
2008). ამრიგად, რეტროგრადული ინტერფერენცია მნიშვნელოვანია(Reitman, 1971;
Shiffrin, 1973; Waugh & Norman,1965), მაგრამ არ არის ერთადერთი ფაქტორი
რომელიც აქვეითებს მეხსიერებას.
პროაქტიური ინტერფერენციის სიძლიერე მატულობს ინფორმაციის მიწოდებასა (და
კოდირებასა) და აღდგენას შორის არსებული დროის ინტერვალის გაზრასთან ერთად
(Underwood, 1957). ასევე მოსალოდნელია, რომ პროაქტიური ინტერეფერენცია
ძლიერდება მაშინ, როდესაც პოტენციურად მაინტერფერირებელი მასალის
დასწავლის ოდენობა მატულობს (Greenberg & Underwood, 1950). პროაქტიურ
ინტერფერენციასუფრო ძლიერი გამოვლინება უფროსი ასაკის მოზრდილებში აქვს
ვიდრე ახალგაზრდებთან (Ebert & Anderson, 2009).

44
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

პროაქტიური ინტერფერეენცია, როგორც ჩანს, უნდა იყოს დაკავშირებულია შუბლის


არეების ქერქის აქტივაციასთან. კერძოდ, ამ დორს აქტივირებული ამარცხენა
ჰემისფეროს ბროდმანის 45-ე ველი (Postle,Brush, & Nick, 2004). ალკოჰოლიზმით
დაავადებულ პაციენტებთან პროაქტიური ინტერფერენცია ვლინდება ნაკლები
ხარისხით ვიდრე იმ ადამიანებთან, ვინც არაა დაავადებული ალკოჰოლიზმით. ეს
მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ამ პაციენტებს უჭირთ ძველი ინფორმაციის ახალ
ინფორმაციასთან ინტეგრირება. ამდენად ალკოჰოლიზმით დაავადებულ ადამიანებს
უძნელდებათ ერთ ჩამონათვალში მიწოდებულია ელემენტების ერთმანეთთან
დაკავშირება (De Rosa& Sullivan, 2003). ერთად აღებული ყველა ეს მონაცემი
მიუთითებს, რომ ბროდმანის 45-ე ველი მონაწილეობს ელემენტების მნიშვნელობის
მქონე ჯგუფებად გაერთინებაში. როდესაც მეტი ინფორმაციაა შეგროვებული, ამ
ინფორმაციის ელემენტების შეკავშირებას მიაქვს რესურსების დიდი ნაწილი,
შესაბამისად, ახალი ელემენტების გადამუშავებისათვის ნაკლები შესაძლებლობა
რჩება.
ყველა ტიპის ინფორმაცია ერთნაირად არ ექვემდებარება პროაქტიურ
ინტერეფერენციას. მაგალითად, თუ თქვენ დაისწავლით ციფრების მწკრივებს,
დასწავლა თანდათან დაგიქვეითდებათ ციფრების მწკრივის გაზრდასთან ერთად.
მაგრამ თუ გადახვალთ სიტყვების მწკრივების დასწავლაზე შედეგები
გაუმჯობესდება. დავალების შესრულების გაუმჯობესება ამ შემთხვევაში იქნება
პროაქტიური ინტერფერენციისგან გათავისუფლების შედეგი (Bunting, 2006).
პროაქტიური ინტერფერენციის გავლენა მეტად მჟღავნდება გადავადებული
გახსენების პირობებში. თუმცა, პროაქტიური და რექტოაქტიური ინტერფერენცია
განიხილება როგორც ურთიერთშემავსებელი/კომპლემენტარული ფენომენები.
ჯერ კიდევ პირველი ფსიქოლოგები აღნიშნავდნენ როგორც ცალკეული ელემენტების
მწკრივების, სიტყვების და უაზრო მარცვლების ჩამონათვალის, ისე დაკავშირებული

45
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ტექსტების აღდგენის შესწავლის საჭიროებას. ერთ-ერთ კვლევაში ცდის პირები


დაისწავლიდნენ და შემდეგ იხსენებდანენ ტექტს (Bartlett, 1932).
ბრიტანელი ცდის პირები დაისწავლიდნენ ჩრდილოამერიკული ინდიელების
ლეგენდას სახელწოდებით ,,სულების ომი,“ რაც მათთვის უცხო და ძნელად გასაგები
ტექსტი იყო. წაიკითხეთ კოგნიტური ფსიქლოგიის კვლევის სექციაში მოყვანილი
ბარტლეტის ლეგენდა და ნახეთ რამდენის დამახსოვრებას მოახერხებთ.

კოგნიტური ფსოქოლოგიის კვლევა


შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ბარტლეტის ლეგენდა?
წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ლეგენდა და შემდეგ გადააბრუნეთ ფურცელი ისე,
რომ ვერ დაინახოთ ტექსტი. ახლა კი სცადეთ გაიხსენოთ ლეგენდა რაც შეიძლება
სრულად, ჩაიწერეთ გახსენებული ფურცელზე.
(ა)ინდიელების მითი ორიგინალში
(ბ) ინგლისელი სტუდენტის ტიპური გახსენების ნიმუში

(ა)სულების ომი
ერთი ღამით ორი ახალგაზრდა მამაკაცი ეგულაკიდან ჩამოვიდა მდინარესთან
სელაპებზე სანადიროდ. ნადირობის დროს დაეშვა ნისლი და დაისადგურა
სიმშვიდემ. შემდეგ მათ მოესმათ საბრძოლო შეძახილები და გაიფიქრეს: ,, შესაძლოა
ეს წინასაბრძოლო მზადებაა“. ისინი გაიქცნენ და მორის უკან დაიმალნენ.
მოცურდნენ კანოები, მათ გაიგონეს ნიჩბების ხმა და დაინახეს რომ ერთ-ერთი კანოე
მათკენ მოემართებოდა. კანოეში იყო 5 კაცი და მათ უთხრეს: ,, რას ფიქრობთ, ჩვენ
გვინდა თან წაგიყვანოთ. ჩვენ ვაპირებთ ავუყვეთ მდინარეს და შევებრძოლოთ
ხალხს. ერთმა ახალგაზრდა კაცმა თქვა: ,, მე არ მაქვს ისრები“. ,,ისრები კანოეშია“
უპასუხეს მათ. ,,მე არ წამოვალ. შესაძლოა მე მომკლან. ჩემმა ნათესაობამ არ იცის სად
ვარ წასული. მაგრამ შენ - მიუბრუნდა იგი მეორეს- შეგიძლია წაყვე მათ. ‘’ მეორე
ახალგაზრდა კაცი წაყვა, ხოლო პირველი დაბრუნდა სახლში.
მეომრები აუყვნენ მდინარეს და მიაღწიეს კალამას მეორე მხარეს მდებარე ქალაქს.
ხალხი ჩავიდა წყალთან და დაიწყო ბრძოლა და ბევრი დაიღუპა. ხოლო
ახალგაზრდა კაცმა გაიგონა როგორ თქვა ერთმა მეომარმა: სწრაფად, წავიდეთ
სახლში, ის ინდიელი განგმირულია“ . ახლა მან გაიფიქრა ,, ოჰ, ეს სულებია“. მას არ
სტკიოდა, მაგრამ ისინი ამბობდნენ რომ ის დაჭრილია. კანოები წავიდნენ უკან

46
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ეგულაკში და ახალგაზრდა კაცი დაბრუნდა სახლში და დაანთო ცეცხლი. და მან


მოუყვა ყველას, და თქვა:,, აი მე წავყევი სულებს და ჩვენ წავედით საბრძოლველად.
ბევრი ჩვენიანი დაიღუპა და ბევრი მათგანი ვინც გვებრძოდა, მოკვდა. მათ თქვეს,
რომ განმგმირეს, ხოლო მე არ მიგრძვნია თავი შეუძლოდაც კი“.
მან მოყვა ყველაფერი და გაჩუმდა. როდესაც ამოვიდა მზე ის დაეცა. რაღაც შავი
ამოვიდა მისი პირიდან, მისი სახე დამახინჯდა. ხალხი წამოცვივდა და აყვირდა. ის
იყო მკვდარი.

(ბ) სულების ომი


ორი კაცი ეგულაკიდან წავიდა სათევზაოდ. თევზაობის დროს მოესმათ შორიდან
ხმაური. ,, ეს ყვირილს ჰგავს“ თქვა ერთ-ერთმა და მაშინვე მანდ გაჩნდა ვიღაც
კანოეთი და დაპატიჟა ისინი რომ წაყოლოდნენ და მონაწილობა მიეღოთ
თავგადასავალში. ერთმა ახალგაზრდამ უარი თქვა წასვლაზე, სანათესაო კავშირების
მიზეზით., ხოლო მეორეს შესთავაზა წაყოლოდა. ,, მაგრამ ისრები არ არის“ თქვა მან.
,,ისრები ნავშია“ უპასუხეს. შემდეგ მან დაიკავა თავისი ადგილი, ხოლო მეორე
დაბრუნდა სახლში. მეომრები აუყვნენ მდინარე კალომას და გადმოსხდნენ მდინარის
ნაპირებზე. ნაპირზე მათ შეეჩეხათ მტერი და გაიმართა სასტიკი ბრძოლა. ამ დროს
ვიღაც დაიჭრა და გაისმა შეძახილი რომ მტრები იყვნენ სულები. მეომრები დაუყვნენ
მდინარეს, ახალგაზრდა კაცი დაბრუნდა სახლში და არ უგრძვნია არაფერი ცუდი.
როდესაც დილით იგი ცდილობდა მოეყოლა თავისი თავგადასავლის შესახებ, მისი
პირიდან ამოვიდა რაღაც შავი, უცბად მან დაიყვირა და დაეცა. მისი მეგობრები
შეგროვდნენ მის გარშემო. ის იყო მკვდარი.

წყარო: “ სულების ომი“, ” მოგონებებიდან: ექსპერიმენტული და სოციალური


ფსიქოლოგიის კვლევა“ Copyright© 1932 by Cambridge University Press.
გამოცემულია Cambridge University Press ნებართვით
დავიწყების პროცესი და მეხსიერების დარღვევები

იმისათვის, რომ ტექსტი უფრო გასაგები ყოფილიყო, ცდის პირებმა დაამახინჯეს


თავიანთი მოგონება. სხვა სიტყვებით, ცდის პირების მიერ მანამდე მიღებული ცოდნა
უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენდა მათ გახსენებაზე. ცხადია, ადამიანებს
შემოაქვთ მეხსიერებაში უკვე არსებული სქემები, რომლებიც თავის მხრივ გავლენას
ახდენენ დასასწავლი მასალის გახსენების პროცესზე.სქემები არის მენტალური
ჩარჩოები, რომლებშიც ცოდნა შინაარსობრივად არის რეპრეზენტირებული. ეს

47
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

უკანასკნელი კვლევა, ბრაუნ-პეტერსონის პარადიგმის გამოყენებით ადასტურებს


მოსაზრებას, რომ მანამდე არსებულ ცოდნას აქვს უზარმზარი გავლენა მეხსიერებაზე,
ზოგჯერ მისი გავლენით ადგილი აქვს ინტერფერენციას ან დამახინჯებას.

კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევა

მწკრივში მდებარეობის მრუდი (კიდურა წევრების ეფექტი)


სთხოვეთ თქვენს 2-3 მეგობარს ან ოჯახის წევრს დაგეხმაროთ ამ ექსპერიმენტის
ჩატარებაში. უთხარით რომ თქვენ აპირებთ წაუკითხოთ სიტყვების ჩამონათვალი და
როგორც კი დაასრულებთ, მათ უნდა გაიხსენონ და ჩამოწერონ რაც შეიძლება მეტი
სიტყვა ნებისმიერი თანმიმდევრობით. (დაწმუნდით, რომ ყველას აქვს ფანქარი და
ფურცელი). წაუკითხეთ შემდეგი სიტყვები 1 წამის შუალედით: წიგნი, ბარდა,
ფანჯარა, ყუთი ჰარმონია, რბოლა, ქუდი, ხმა, ღუზა, ღრუ, დაწყება,ხე, იატაკი,
ადგილი, პომიდორი, ცნება, წესი, ლომი, იმედი. მიეცით საკმარისი დრო ყველა
დამახსოვრებული სიტყვის ჩამოსაწერად და შემდეგ დაითვალეთ რამდენი სიტყვა
გაიხსენეს ქვემოთ მოყვანილი ჯგუფებიდან:
(1) წიგნი, ბარდა, ფანჯარა, რბოლა;
(2) ყუთი, ჰარმონია, ქუდი, ხმა;
(3) ხე, დაწყება, ღუზა, ღრუ;
(4) იატაკი, ადგილი, პომიდორი, ცნება;
(5) ხელი, ლომი, წესი, იმედი.

როგორც წესი, თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები უფრო დაიმახსოვრებენ


სიტყვებს ჯგუფებიდან 1 და მე-5 და ნაკლებად მე-2, მე-3 და მე-4 ჯგუფებში შემავალ
სიტყვებს. ამ ექსპერიმენტში ვლინდება მწკრივში ადგილმდებარეობის მრუდი.
შეინახთ ამ ექსპერიმენტის შედეგები საჩვენებლად მე- 7 თავში.

დავიწყების მიზეზების გამოვლენის კიდევ ერთი მეთოდია მწკრივში


ადგილმდებარეობის მრუდი. ეს მრუდი წარმოადგენს წარდგენილი სიტყვის
გახსენების ალბათობას, მისი მწკრივში მდებარეობის გათვალისწინებით. დავუშვათ,
თქვენ მოგაწოდეს სიტყვების ჩამონათვალი და შემდეგ გთხოვეს მათი გახსენება.
სიახლის ეფექტი გამოიწვევს ჩამონათვალის ბოლოში წარმოდგენილი სიტყვების

48
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

უკეთეს გახსენებას, ხოლო დაწყების ეფექტი - დასაწყისში მიწოდებული სიტყვების.


როგორც ნაჩვენებია სურათი 6.5-ზე ორივე ეფექტს, როგორც ჩანს, აქვს ზეგავლენა
გახსენებაზე. მწკრივში ადგილმდებარეობის მრუდი მნიშვნელოვანია
ინტერფერენციის თვალსაზრისითც. მწკრივის ბოლოს არსებული სიტყვები
პროაქტიური ინტერფერენციის სამიზნე ხდება, ხოლო დასაწყისში მიწოდებული
სიტყვები, რეტროაქტიური და არა პროაქტიური ინტერფერენციის სამიზნეა. რაც
შეეხება მწკრივის შუაში მოქცეულ სიტყვებს, ისინი განიცდიან ორივე სახის
ინტერფერენციის გავლენას. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ამ სიტყვებს უფრო
უარესად გაიხსნებენ. მართლაც ამ სიტყვების გახსენება ყველაზე მწირია.
სიახლისა და დასაწყისის ეფექტი ვლინდება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
შეგინიშნავთ ოდესმე, რომ როდესაც ვინმეს პირველად ხვდებით, ხოლო შემდგომ
უფრო კარგად გაიცნობთ, შესაძლოა ძალიან ძნელი იყოს გათავისუფლდე პირველი
შთაბეჭდილებებისგან.
ეს სირთულე შეიძლება დასაწყისის ეფექტის გავლენა იყოს, რაც იწვევს პირველი
შთაბეჭდილების უკეთ დამახსოვრებას. როდესაც სამსახურს ეძებთ და გადიხართ
გასაუბრებას, შესაძლოა მეტად გაგიმართლოთ, თუკი იქნებით ერთ-ერთი პირველი
ან უკანასკნელი კანდიდატი იმ იმედით, რომ თქვენ უკეთ დაამხსოვრებით
დამსაქმებელს, ვიდრე სიის შუაში მოხვედრილი კანდიდატები.

კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევა

დასაწყისის და სიახლის ეფექტი


ჩამოთვალეთ ქვემოთ მოცემული სიტყვები და შემდეგ სცადეთ მაშინვე გაიხსენოთ
ისინი, ნებისმიერი თანმიმდევრობით, არაღ ჩაიხედოთ სიაში.

49
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

მაგიდა, ღრუბელი, წიგნი, ხე, პერანგი, კატა, სინათლე, სკამი, ცარცი, ყვავილი, საათი,
ღამურა, ნოხი, საპონი, ბალიში.
თუკი თქვენ ჰგავხართ ადამიანების უმრავლესოაბას, ნახავთ, რომ უკეთესად
იხსენებთ ელემენტებს, რომლებიც სიის ბოლოსაა. თქვენი შედარებით უკეთ
გაიხსენებთ სიის დასაწყისში მდებარე ელემენტებს, ვიდრე იმ ელემენტების,
რომლებიც შუაშია მოქცეული. ტიპურ მწკრივში მდებარეობის მრუდი ნაჩვენებია
სურათ 6.5-ზე.
სწორი პასუხების პროპორცია

დასაწყისი

სიახლე

მდებარეობა მწკრივში

სურათი 6.5 როდესაც გვთხოვენ გავიხსენოთ სიტყვების მწკრივი ჩვენ უკეთესად


ვიხსენებთ მწკრივის ბოლო სიტყვებს, შედარებით კარგად გვახსოვს დასაწყისი
სიტყვები (დასაწყისის ეფექტი) და შედარებით ცუდად ვიხსენებთ მწკრივის შუაში
მდებარე სიტყვებს.

50
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

კვალის შესუსტების თეორია


ინტერეფერენციის თეორის გარდა არის კიდევ ერთი ინფორმაციის დავიწყების
ამხსნელი თეორია, კვალის შესუსტების თეორია. კვალის შესუსტების თეორია
ამტკიცებს, რომ ინფორმაციის დავიწყების მიზეზია მეხსიერების კვალის თანდათან
გაქრობა და არა გადაფარვა. ამრიგად, შესუსტების თეორიის თვალსაზრისით თუკი
მანამდე არ მოხდება ინფორმაციის რაიმე გზით შენარჩუნება, ის თანდათან
სუსტდება და იშლება.
ეს მოსაზრება ეწინააღმდეგება ინტერეფერენციის თეორიას, რომლის მიხედვითაც
ერთი ან მეტი ინფორმაციის ერთეული ბლოკავს სხვა ერთეულების გახსენებას.
აღმოჩნდა, რომ კვალის შესუსტების თეორია საკმაოდ რთული შესამოწმებელია,
ვინაიდან ჩველებრივ პირობებში გამეორების გამორიცხვა ძალიან ძნელია.
გამეორების გზით ცდის პირები მეხსიერებაში ინარჩუნებენ ინფორმაციას.
ჩვეულევრივ ცდის პირებმა იციან, რომ თქვენ აფასებთ მათ მეხსიერებას. შეიძლება
მათ სცადონ ინფორმაციის გამეორება ან შესაძლოა უნებლიედაც კი გაიმეორონ
სამიზნე მასალა დავალების კარგად შესრულების მიზნით. თუმცა, თუკი თქვენ
ეცდებით აღკვეთოთ გამეორება, გაჩნდება ინტერფერენციის ალბათობა. ის დავალება,
რომელსაც გამოიყენებთ გამეორების თავიდან აცილების მიზნით რეტროაქტიურად
გავლნას მოახდენს პირველად მოგონებაზე.
მაგალითად, სცადეთ არ იფიქროთ თეთრ სპილოებზე შემდეგი ორი გვერდის
კითხვის დროს . როგორც კი მოგცემენ ინსტრუქციას არ იფიქროთ, მაშინვე იწყებთ
სპილოებზე ფიქრს და ფაქტიურად აღმოაჩენთ, რომ საკმაოდ რთულია არ იფიქროთ
მათზე. ეს სირთულე თავს იჩენს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეცდებით შეასრულოთ
ინსტრუქცია.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, შესუსტების თეორიის შემოწმება შესაძლებელია.
კვლევითი პარადიგმა ცნობილი ,,უკანასკნელი ცდის დავალების“ სახელით

51
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

შემუშავებულ იქნა იმისათვის, რომ არ შეუწყოს ხელი მიწოდებული ელემენტების


გამეორებას. (Berman et al., 2009; Monsell, 1978).ის ეფუძნება ს. სტერნბერგის ცნობის
დავალებას (1966) , რომელიც წარმოდგენილი იყო ამავე თავში. ქვემოთ მოყვანილია
უკანასკნელი ცდის დავალება:
• ცდის პირებს უჩვენებენ 4 სამიზნე სიტყვას.
• შემდეგომ მათ უჩვენებენ საცდელ სიტყვას.
• ცდის პირებმა უნდა გადაწყვიტონ არის თუ არა საცდელი სიტყვა მანამდე
მიწოდებული 4 სიტყვიდან რომელიმეს იდენტური.
თუკი საცდელი სიტყვა არ არის სამიზნე სიტყვის იგივეობრივი, მაგრამ არის
უკანასკნელი სამიზნე სიტყვების ნაკრებიდან ერთ-ერთი სიტყვის იდენტური (,,
უკანასკნელი ნეგატიური“), ცდის პირებს მეტი დრო სჭირდებათ გადაწყვეტილების
მისაღებად სამიზნე და საცდელი სიტყვების იდენტურობის შესახებ, ვიდრე როცა
საცდელი სიტყვა სრულიად ახალია. პასუხის დაყოვნება, ჩვეულებრივ, 50-100
მილიწამი, საცდელი სიტყვის ნაცნობობის მაღალი ხარისხის შედეგია. ამტომაც,
„უკანასკნელი ცდის“ დავალება გამოავლენს სუფთა ინტერფერენციის ეფექტს.
ცდებს შორის ინტერვალი (დროის მონაკვეთი სამიზნე ნაკრების წარდგენასა და
შემდგომ ცდას შორის) ასევე წარმოადგენს მკვლევრების ინტერესის საგანს. ეს
ინტერვალი შესაძლებელია ადვილად შეიცვალოს. სტიმულების თითოეული
ნაკრების მიწოდების შემდეგ ცდის პირს არ აქვს სამიზნე სიტყვების გამეორების
მოტივაცია. ამდენად, რაც უფრო დიდია ინტერვალი, მით მეტი სამიზნე სიტყვის
კვლაი სუსტდება მეხისრებაში. ამრიგად, თუკი არსებობს მოგონებების შესუსტება,
როგორც დროის ზეგავლენის შედეგი, შესაბამისად „უკანასკნელ ნეგატიურ ცდებს“,
რასაც უფრო დიდი შუალედი მოსდევს, ისეთივე ინტერფერენციის ეფექტი აქვთ,
როგორც „უკანასკნელ ნეგატიურ ცდებს,“ რომლებსაც დროის მოკლე შუალედი
მოსდევს.

52
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

მაშასადამე, იმ შემთხვევაშიც თუ ორივე ინტერფერენცია და შესუსტება ხელს


უწყობს დავიწყებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერფერენციის გავლენა უფრო
ძლიერია (Berman et al., 2009).
ქვემოთ ჩამოთვლილია მკვლევრების მიერ მიღებული შედეგები:
• კვალის შესუსტებას აქვს შედარებით მცირე გავლენა დავიწყებაზე ხანმოკლე
მეხსიერების შემთხვევაში.
• ძირითადად დავიწყების გამომწვევი არის ინტერეფერენცია.
• მაშასადამე, იმ შემთხვევაშიც თუ ორივე - ინტერფერენცია და შესუსტება
ხელს უწყობს დავიწყებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერფერენციის გავლენა
უფრო ძლიერია (Berman et al., 2009).
რომ შევაჯამოთ, როგორც შესუსტების, ისე ინტერფერენციის შემთხვევაში არსებობს
გარკვეული ემპირიული მონაცემები ხანმოკლე მეხსიერებასთან მიმართებაში.
არსებობს კვალის შესუსტების თეორიის დამადასტურებელი მონაცემები, თუმცა
ინტერფერენციასთან დაკავშირებული ემპირიული საფუძველი გაცილებით უფრო
მყარია. დღეისათვის შეგვიძლია დავუშვათ, რომ ხანმოკლე მეხსიერებიდან
ინფორმაციის დავიწყების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ინტერფერენციაა. ამავე
დროს გაურკვეველია როგორია ეს ინტერფერენცია - პროაქტიური, რეტროაქტიური
თუ ორივე. გარდა ამისა, ინტერეფერენციას აქვს გავლენა ხანგრძლივ მეხსიერებაში
შენახულ ინფორმაციაზეც, რაც იწვევს მოგონებების დამახინჯებას.

ცნებების შემოწმება
1. დაასახელეთ და განსაზღვრეთ ინტერფერენციის ორი სახე.
2. რა არის სიახლის ეფექტი?
3.რა სხვაობაა კვალის შესუსტებასა და ინტერფერენციას შორის?

53
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

მეხსიერების კონსტრუქციული ბუნება


ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გაკვეთილი მეხსიერების შესახებ არის ის, რომ
მეხსიერებიდან აღდგენა არ არის უბრალოდ რეკონსტრუქცია, რაც მოიცავს
უბრალოდ საწყისი გამოცდილების აღდგენას სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით
(იხილეთ კოლოდნერის, რეკონსტრუქციული მეხსიერების ხელოვნური
ინტელექტის მოდელი Kolodner, 1983). რეალურ სიტუაციებში მეხსიერება
კონსტრუქციულიცაა, როდესაც წინა გამოცდილება გავლენას ახდენს იმაზე თუ
როგორ ვიხსენეთ მოვლენებს და თუ რას ვიხსენებთ მეხსიერებიდან. (Davis & Loftus,
2007; Grant &Ceci, 2000; Sutton, 2003). დავუბრუნდებთ ისევ ბრანდსფორდისა და
ჯონსონის კვლევას (1972), რომელიც მოცემულია ამ თავის დასაწყისში. ამ კვლევაში
ცდის პირებს შეეძლოთ კარგად დაემახსოვრებინათ ნაწყვეტი სამოსის რეცხვის
შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ რაც გაიაზრეს, რომ ტექსტი იყო სამოსის რეცხვაზე.
მეხსიერების კონსტრუქციული ბუნების კიდევ ერთი მაგალითია კვლევა, რომელშიც
ცდის პირები კითხულებენ ორზროვან ნაწყვეტს, რომლის ინტერპრეტირება
ორგვარად იყო შესაძლებლი (Bransford & Johnson, 1973). ეს ნაწყვეტი შესაძლოა
ყოფილიყო მე-40 სართულიდან მშვიდობის მარშის ყურების ეპიზოდი, ან შესაძლოა
ყოფილიყო უკაცრიელ პლანეტაზე მოგზაურობის შესახებ ეპიზოდი. ცდის პირები
ტოვებდნენ მნიშვნელოვან დეტალებს, იმის მიხედვით, თუ რას მიიჩნევდნენ
ნაწყვეტის შინაარსად.
განვიხილოთ, მაგალითად, წინადადება სადაც წერია, რომ ატმოსფერო არ
მოითხოვდა სპეციალური სამოსის ჩაცმას. ცდის პირებს უფრო ამახსოვრდებოდათ ეს
წინადადება, თუკი ფიქრობდნენ, რომ ნაწყვეტი იყო კოსმოსში მოგზაურობის შესახებ
და ნაკლებად, თუკი ეგონათ რომ ნაწყვეტი იყო მშვიდობის მარშისთვის თვალის
დევნებაზე.

54
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი სხვა სფეროდან (Bower, Karlin, &Dueck, 1975).
მკვლევრები უჩვენებდნენ ცდის პირებს 28 უაზრო სურათს, რომელთა
ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირად შეიძლება (see also Chapter 10). ცდის პირების
ნახევარს მინიშნების სახით ეძლეოდა ინტერპეტაცია, რაც უადვილებდა მათ
სურათის შინაარსისთვის მნიშვნელობის მინიჭებას, მეორე ნახევარს კი ასეთი
მინიშნება არ მიეწოდებოდა.
პირველი ჯგუფის ცდის პირებმა სწორად აღადგინეს სურათების 20%-ით მეტი,
ვიდრე იმ ცდის პირებმა, ვისაც არ აწოდებდნენ ინტერპეტაციას.

ავტობოიგრაფიული მეხსიერება
ავტობიოგრაფიურლი მეხსიერება წარმოადგენს ადამიანის ისტორიულ მეხსიერებას.
ავტობიოგარფიული მეხსიერება კონსტრუქციული ხასიათისაა, რადგან არავის არ
ახსოვს ზუსტად თუ რა მოხდა. ჩვენ უფრო ვიხსენებთ მომხდარი მოვლენების
კონსტრუქციულ ან რეკონსტრუქციულ ვარიანტს. ადამიანების ავტობიორგაფიული
მოგონებები ძირითადად საკმაოდ კარგია. მიუხედავად იმისა, რომ ხდება მათი
დამახინჯება (რასაც მოგვიანებით განვიხილავთ). ადამიანებს ერთნაირად კარგად არ
ახსოვთ თავიანთი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდები. შუახნის მოზრდილებს
ხშირად ახსოვთ თავიანთი სიყმაწვილის და ახალგაზრდობის პერიოდები უკეთ
ვიდრე, უფრო ახლო წარსულის მოვლენები (Read & Connolly, 2007; Rubin, 1982,
1996). ავტობიოგრაფიული მეხსიერების შესწავლის ერთ-ერთი გზა არის დღიურების
შესწავლა. ასეთ კვლევებში, ინდივიდები, ხშირად მკვლევრები, აწარმოებენ
დეტალურ ავტო ბიოგრაფიას. (e.g., Linton,1982; Wagenaar, 1986). მაგალითად,
ერთმა მკვლევარმა აწარმოა დღიური 6 წლის მანძილზე (Linton, 1982). ის
ყოველდღიურად იწერდა სულ მცირე ორ მოვლენას, შენიშვნებისთვის განკუთვნილ
ბარათებზე. შემდეგ თვეში ერთხელ ის შემთხვევით ირჩევდა ორ ბარათს და

55
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ცდილობდა გაეხსენებინა ის მოვლენები, რომლებიც იყო ჩანიშნული ბარათებზე,


რომელზეც თარიღებიც იყო მითითებული. შემდეგ ის აფასებდა თითოეულ
მოგონებას მისი სიცხოვლისა და ემოციური შინაარსის მიხედვით. სრულიად
გასაკვირად, ამ მკვლევრის მოგონებების დავიწყების სისწრაფე აღმოჩნდა წრფივი. ის
არ იყო მრუდი, როგორც სხვა შემთხვევებში. სხვა სიტყვებით, მეხსიერების
ჩეულებრივი მრუდი ასახავს ძირითად დავიწყებას მოკლე დროის შემდეგ, ხოლო
დროის უფრო დიდი მონაკვეთების შემდეგ დავიწყების სისწრაფე იკლებს.
ლინტონის დავიწყების მრუდი, არ იყო ასეთივე. მისი დავიწყების სისწრაფე 6 წლის
პერიოდში ერთი და იგივე იყო. მან ასევე აღმოაჩინა, რომ მცირე კავშირია
მოგონებების სიცხოვლისა და ემოციური შინაარსის შეფასებებსა და მათი
დახსომების ხარისხის სიძლიერეს შორის. ამდენად, მკვლევრისთვის მოულოდნელი
აღმოჩნდა იმის გაცნობიერება თუ რას იმახსოვრება და რას ვერ იმახსოვრება.
ავტობიორაფიული მეხსიერების სხვა კვლევაში, მკვლევარი ცდილობდა
გაეხსენებინა ინფორმაცია მეტროპოლიტენის ოპერაში 25 წლის მანძილზე ნანახი
წარმოდეგენის შესახებ (Sehulster, 1989). სულ კვლევისათვის გამოყენებულ იქნა 284
წარმოდგენა. მიღებული შედეგები შეესაბამებოდა ტრადიციულ მოლოდინებს. უფრო
ახლო და ყველაზე შორეულ წარსულსში ნანახი წარმოდგენები მას უკეთ ახსოვდა
(მწკრივში მდებარეობის ეფექტი/კიდის ეფექტი). მნიშვნელოვან წარმოდგენებს ასევე
გაცილებით უკეთესად იხსენებდა, ვიდრე ნაკლებად მნიშვნელოვანს. უკანასკნელი
კვლევები გვიჩვენებს ავტობიოგრაფიული მოგონებების გახსენებაში თვითშეფასების
მნიშვნელობასაც. პოზიტიური თვითშეფასების მქონე ადამიანები უფრო
იმახსოვრებენ დადებით მოვლენებს, მაშინ როცა ნეგატიური თვითშეფასების მქონე
ადამიანების იმახსოვრებენ უფრო ნეგატიური შინაარსის მოვლენებს (Christensen,
Wood, & Barrett, 2003). მსგავსადვე, დეპრესიის მქონე ადამიანები უფრო
მიდრეკილნი არიან ნეგატიური მოგონებებისადმი, ვიდრე ისინი, ვისაც არ აქვს

56
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

დეპრესია (Wisco & Nolen-Hoeksema, 2009). როდესაც ადამიანები არასწორად


იხსენებენ რაიმეს, როგორც წესი, ისინი ცდებიან მოგონების ნაკლებად
მნიშვნელოვანი და მარგინალური ასპექტების მხრივ. ხოლო მოვლენის ძირითადი
მახასიათებლები სწორად ახსოვთ. ეს სულაც არ არის მოულოდნელი. ჩვენ რომ
ვიმახსოვრებდეთ წვრილმანი დეტალების დიდ რაოდენობას, ეს დეტალები
გარკვეულწილად ინტერფერენციას მოახდენდა სხვა მნიშვნელოვან მოგონებებზე.
ამდენად, უკეთესია კონცენტრაცია მოვახდინოთ იმაზე, რაც ნამდვილად
მნიშვნელოვანია (Bjork et al., 2005; Goldsmith et al., 2005).
ცოცხალი მოგონებებიდან ყველაზე ხშირად შეისწავლიან „უეცარი განათების“
flashbulb memory მოგონებას— ესაა ისეთი ტიპის მოგონებები, რომლებიც იმდენად
ძლიერია რომ ადამიანს ახსოვს მკვეთრად, რეალისტურად და ცოცხლად, თითქოს
ეს ფირზეა ჩაწერილი (Brown & Kulik, 1977). ხანდაზმულ ადამიანებს, ვისაც ახსოვთ
კენედის მკვლელობა, შესაძლოა ჰქონდეთ ამ მოვლენის „უეცარი განათების“
მოგონება. არიან ადამიანები ვისაც აქვს „უეცარი განათების“ მოგონებები მსოფლიო
სავაჭრო ცენტრის განადგურების შესახებ, ან მათი პირადი ცხოვრების სხვა
დასამახსოვრებელი მოვლენების თაობაზე. გამოცდილების ემოციური ინტენსივობა
ზრდის ამ კონკრეტული მოვლენის მთელი სიცხოველით და რეალისტურად
გახსენების ალბათობას (სხვა მოვლენებთან შედარებით)(Bohannon, 1988). ითვლება,
რომ მოგონება შეიძლება გახდეს flashbulb შემდეგი 3 გარემოების ზემოქმედებით: ამ
მოგონების კვალი მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ეს არის მოულოდნელი და აქვს
ძლიერი ემოციური ზეგავლენა ადამიანზე. (Conway, 1995).
ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ flashbulb მოგონებები უფრო ცოცხლად
გვახსენდება, მათი ემოციური ინტენსივობის გამო. მაშინ, როცა სხვები მიიჩნევენ,
რომ მოგონების სიცხოვლე და სიმკვეთრე შესაძლოა იყოს გამეორების შედეგი. ანუ
ჩვენ იმდენად ხშირად ვყვებით, ან სულ მცირე, იმდენად ხშირად ვფიქრობთ ჩვენს

57
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

პირად გამოცდილებაზე ამ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომ შესაძლოა ჩვენი


მონაყოლი იწვევს გახსენებულის პერცეპტული ინტენსივობის გაძლიერებას
(Bohannon, 1988). სხვა შედეგები მიუთითებს, რომ flashbulb მოგონებები
პერცეპტულად მდიდარია (Neisser & Harsch, 1993). ამ თვალსაზრისით, ეს
მოგონებები შეიძლება გახსენებულ იქნას ძლიერი რწმენით, რომ ისინი ზუსტია
(Weaver, 1993), თუმცა რეალურად, სულაც არ იყოს უფრო ზუსტი სხვა მოგონებების
მსგავსად (Neisser & Harsch, 1993; Weaver, 1993). დავუშვათ, რომ flashbulb
მოგონებები მართლაც ხშირად არის საუბრის თემა ან ფიქრის საგანი. შესაძლოა, ამ
გამოცდლების ყოველი გადმოცემის დროს ჩვენ ვახდენთ ჩვენი მოგონებების
რეოგრანიზებას და კონსტრუქციას ისე, რომ სინამდვილეში მოგონების სიზუსტე
იკლებს, ხოლო სიცხოვლე კი პირიქით მატულობს.
კვლევაში, სადაც შეისწავლიდნენ 11 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებულ
მოგონებებს, როდესაც მოხდა თავდასხმა სავაჭრო ცენტრის კოშკებზე ნიუ-იორკში,
აღმოჩნდა რომ დავიწყების სისწრაფე უფრო მაღალია პირველი წლის მანძილზე
ხოლო შემდგომ წლებში იკლებს. ეს სხვაობა, მიუთითებს იმაზე, რომ მოგვიანებით
შინაარსიუფრო მყარი ხდება. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, flashbulb მოგონებებით
გამოწვეული ჩვენი ემოციურ რეაქციები არც ისე კარგად გვახსოვს, როგორც
არაემოციური მახასიათებლები, მაგალითად აფეთქების დროს სად იმყოფებოდა
კონკრეტული პიროვნება (Hirst et al.,2009).
Flashbulb მეხსიერების ზოგიერთი საინეტერესო ასპექტი შეიძლება მოიცავდეს
ემოციებს. რაც უფრო ემოციურად ჩართულია პიროვნება მოვლენებში, მით
უკეთესად ახსოვს ეს მოვლენა.ამავე დროს, დროთა განმავლობაში ამ მოვლენასთან
დაკავშირებული მოგონება უარესდება (Smith, Bibi, &Sheard, 2004). ერთ კვლევაში
70%-ზე მეტი ცდისპირი, ვისაც ეკითხებოდნენ 11 სექტემბრის მოვლენებთან

58
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

დაკავშირებით, ყვებოდნენ როგორ დაინახეს პირველი თვითმფრინავი, რომელიც


ეტაკებოდა პირველ კოშკს. თუმცა ეს კადრები გასაჯაროვდა მხოლოდ მეორე დღეს
(Pezdek, 2003, 2006). ეს დამახინჯება გვიჩვენებს, რომ flashbulb მოგონებები ასევე
კონსტრუქციულია. ასევე ეს მონაცემები მიუთითებს, რომ flashbulb მოგონებებიც
არაა თავისუფალი დამახინჯებებისგან, როგორც ეს ადრე ეგონათ.
არის თუ არა „უეცარი განათების“ მოგონების მექანიზმი სხვა ტიპის მოგონებისაგნ
განსხვავებული? როგორც აღმოჩნდა არა. ისევე როგორც სხვა მოგონებების
შემთხვევაში, აქაც მოქმედებს იგივე ფაქტორები რაც გავლენას ახდენს კოდირებაზე
და ამოტანაზე, მაგალითად გადამუშავება და გამეორებათა რაოდენობა( Neisser,
2003; Read & Connolly, 2007).
თავის ტვინის რა ნაწილებია ჩართული ავტობიოგრაფიულ მეხსიერებაში? როგორც
ჩანს, ავტობიოგრაფიული მოგონებების გახსენებისათვის განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს საფეთქლის მედიალურ უბნებს. ამ უბნების დაზიანების მქონე
ინდივიდებს აღენიშნებათ ახლო წარსულის მოვლენების გახსენების სირთულეები
(რაც არ შეეხება მათ შორეულ წარსულს Kirwan et al., 2008)

59
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ისეთი მოვლენები, როგორიცაა 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმა ხშირად გამახსოვრდება flashbulb
მოგონების სახით, რომლის განცდა ისეთივე ცოცხალია, როგორც ფილმი.

მეხსიერების დამახინჯება/ცრუ მოგონება


ადამიანებს აქვთ მიდრეკილება დაამახინჯონ თავიანთი მოგონებები (Aminoff et al.,
2008; Roediger &McDermott, 2000; Schacter & Curran, 2000; Schnider, 2008).

60
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

მაგალითად, უბრალოდ რომ თქვათ რაღაც მოხდაო, დიდი ალბათობით თქვენ ამას
მართლაც დაიჯერებთ. ეს ჭშმარიტია, მიუხედავად იმისა, მართლა მოხდა თუ არა.
(Ackil & Zaragoza, 1998). ეს დამახინჯებები ვლინდება შვიდი სახით, რასაც შეხტერი
Schacter (2001) მოიხსენიებს, როგორც ,, მეხსიერების შვიდ ცოდვას“. ქვემოთ
მოყვანილია მეხსიერების 7 ცოდვა:
1. წარმავლობა. მოგონებები სწრაფად ქრება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა
იციან, რომ ო.ჯ სიმპსონი დაადანაშაულეს მისი ცოლის მკვლელობაში, მათ არ
ახსოვთ, როგორ მიაკვლიეს მის დანაშაულს. ერთ დროს მათ შეეძლოთ ამის თქმა,
მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ეს აღარ შეუძლიათ.
2. გონებაგაფანტულობა. ზოგჯერ ადამიანები იხეხენ კბილებს, მიუხედადვად იმისა,
რომ უკვე გაწმენდილი აქვთ, ან შედიან ოთახში რაიმეს მოსაძებნად და აღარ ახსოვთ
რას ეძებენ.
3. ბლოკირება.ზოგჯერ ადამიანმა იცის, რომ რაღაც უნდა ახსოვდეს, მაგრამ ვერ
იხსენებს. როგორც ენის წვერზე მომდგარი სიტყვის დროს, როდესაც ვერ ამოგაქვს
საჭირო სიტყვა (ასევე იხილეთ ენის წვერზე მომდგარი სიტყვის ფენომენი მე- 4
თავში). მაგალითად , ადამიანმა შეიძლება დაინახოს პიროვნება, რომელსაც იცნობს,
მაგრამ ვერ იხსენებს ამ პიროვნების სახელს; ან შესაძლოა სცადოს რაიმე სიტყვის
სინონიმის გახსენება, იცის რა რომ ამ სიტყვას ნამდვილად აქვს სინონიმი, მაგრამ ვერ
იხსენებს მას.
4. მცდარი ატრიბუცია. ხშირად ადამიანებს აღარ ახსოვთ სად გაიგონეს ან სად
ამოიკითხეს კონკრეტული ინფორმაცია. ზოგჯერ მათ ჰგონიათ, რომ უნახავთ რაღაც,
რაც არ უნახავთ ან გაუგონიათ ის, რაც არ გაუგიათ სინამდვილეში. მაგალითად,
თვითმხილველის ჩვენება ზოგჯერ დაბინდულია იმით, თუ რა გვგონია რომ უნდა
დაგვენახა და არ ასახავს იმას, რაც ნამდვილად ვნახეთ.

61
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

5. შთაგონებადობა. ადამიანები ექცევიან შთაგონების ქვეშ. ასე რომ, თუ მათ


შთააგონეს კონკრეტული მოვლენის ხილვა, შესაძლოა მათ ახსოვდეთ თითქოს
მართლაც ნახეს ეს მოვლენა. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში, როდესაც ცდის
მონაწილეებს ჰკითხეს ჰქონდათ თუ არა ნანახი სატელევიზიო ფილმი, რომელშიც
თვითმფრინავი ეჯახება საცხოვრებელ კორპუსს, ბევრი ადამიანი აღნიშნავდა, რომ
ჰქონდათ. თუმცა ასეთი ფილმი არ არსებობდა.
6. მიკერძოება. ადამიანები ხშირად არიან მიკერძოებულნი თავიანთ მოგონებაში.
მაგალითად, ის ადამიანები, ვინც ამჟამად ცხოვრებაში განიცდის მუდმივ ტკივილს,
მიდრეკილნი არიან გაიხსენონ, რომ წარსულსშიც განიცდიდნენ ტკივილს, როდესაც
ეს სინამდვილეში არ ჰქონდათ. ადამიანები ვისაც არ აქვს მსგავსი გამოცდილება
აწმყოში, ნაკლებად მიდრეკილნი არიან გაიხსენონ წარსულში გადატანილი
ტკივილი, ასევე მიუხედავად მათი რეალური წარსული გამოცდილებისა.
7. მუდმივობა. ზოგჯერ ადამიანებს ახსოვთ მოვლენები, როგორც მნიშვნელოვანი,
რომლებსაც ფართო კონტექსტში არ აქვთ ასეთი ღირებულება. მაგალითად. ვინმეს
ბევრი წარმატების ფონზე, შეიძლება ჰქონდეს ერთი წარუმატებლობა და უკეთესად
ახსოვდეს სწორედ ეს ერთი წარუმატებლობა და არა ყველა ის წარმატება, რაც ჰქონია.
როგორ ხდება მეხსიერების დამახინჯების შესწავლა? შემდეგ ჩვენ განვიხილავთ ორ
კვლევითი მიმართულებას თვითმხილველთა ჩვენებასა და განდევნილ მოგონებებზე.

დავიჯეროთ თუ არა?

ჩარჩენილი წარსულში?

გაწუხებდათ ოდესმე წარსულის მოგონებები? ავტობიოგრაფიული მეხსიერების


უნიკალური შემთხვევა, როცა ახალგაზრდა ქალს სახელად A. J., 14 წლის ასაკიდან
შეეძლო გაეხსენებინა ნებისმიერი დღე და რიცხვი და რას აკეთებდა იმ დღეს. სხვა

62
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ადამიანებთან საუბრები, საგნები, რომლებიც ნახა, პრაქტიკულად ყველაფერი იწვევს


მასში წარსულის რაიმე მოგონების ამოტივტივებას. მას არ შეეძლო მოეშორებინა ეს
მოგონებები და იძულებული იყო ეფიქრა ამაზე ისევ და ისევ, მაშინაც როცა
ცდილობდა ეცხოვრა აწმყოში. თუმცა , A. J. არც კი იცის თუ როგორ აღადგენს ამ
მოგონებებს. მან უბრალოდ ,,იცის“ რა მოხდა მისი ცხოვრების თითოეულ დღეს.
მკვლევრებმა შეისწავლეს მისი ექსტრაორდინალური უნარი და აღმოაჩინეს, რომ
მისი ზებუნებრივი მეხსიერება შემოიფარგლება ავტობიოგრაფიული მოვლენებით -
ის არასოდეს ყოფილა განსაკუთრებული სტუდენტი და არ იყო საუკეთესო
მეხსიერების დავალებების შესრულებაში, მაგალითად სიტყვების ჩამონათვალის
გახსენებაში. ივარაუდეს, რომ შესაძლოა მას ჰქონდა ნერვული სისტემის
განვითარების, კერძოდ, ფრონტოსტრიატული იშვიათი დარღვევა, რომელიც
დაკავშირებულია ისეთი დარღვევების განვითარებასთან როგორიცაა აუტიზმი,
შიზოფრენია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. მაგრამ ის
რაც განასხვავებს A. J. ყველა დანარჩენი ადამიანისგან არის ის რომ , როგორც ჩანს,
დარჩენილი დროის მანძილზე ის გააგრძელებს ყველაფრის დამახსოვრებას მის
ცხოვრებაში (Parker et al., 2006).

თვითმხილველთა ჩვენების პარადიგმა.


აშშ-ს პროკურორთა გამოკითხვის თანახმად, თვითმხილველთა ჩვენების
საფუძველზე ყოველწლიურად ხდება 77 000-ზე მეტი ეჭვმიტანილის დაკავება.
(Dolan, 1995). შეერთებულ შტატებში პირველი 180 შემთხვევიდან, როდესაც
დაკავებული პირები რებილიტირებულ იქნენ მტკიცებულების, მაგალითად, დნმ-ის
ანალიზის საფუძველზე, შემთხევევების ¾ იყო თვითმხილველთა შეცდომის შედეგი
(Wells et al., 2006). შეერთებულ შტატებში თვითმხილველთა ჩვენებები შესაძლოა
იყოს უსამართლო განაჩენების ყველაზე გავრცელებული წყარო (Modafferi et al.,
2009). ჩვეულებრივ, ჩვენების რა ოდენობაა მცდარი? პასუხები ამ კითხვაზე ძალიან

63
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ცვალებადია (რამდენიმე პროცენტიდან 90%-მდე, Wells, 1993, p. 554) თუმცა


ყველაზე კონსერვატიული შეფასებით ეს პროპორცია მიუთითებს შემაძრწუნებელ
შესაძლებლობებზე. განვიხილოთ ტიმოთის ამბავი. 1986 წელს ის დაადანაშაულეს
დედის და მისი ორი ქალიშვილის მკვლელობაში (Dolan, 1995). მას მიუსაჯეს
სიკვდილით დასჯა. 2 წელი და 4 თვე ტიმოთი ცხოვრობდა სიკვდილმისჯილთა
საკანში. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური მტიცებულებები არ მიუთითებდა
ტიმოთის ბრალეულობაზე, თვითმხილველმა დაინახა ის დანაშაულის ადგილთან
ახლოს, დანაშაულის ჩადენის პერიოდში. შესაბამისად, აღმოჩნდა რომ მამაკაცი,
რომელიც გარეგნულად ჰგავდა ტიმოთის იყო ხშირად ხვდებოდა მკვლელობის
მსხვერპლთა მეზობლად. ტიმოთი ხელმეორე სასამართლო მოსმენაზე გაამართლეს.
რა ახდენს გავლენას თვითმხილველთა ჩვენების სიზუსტეზე? მხოლოდ
თვითმხილველთა ჩვენების გამოყენებისას ან როგორც პირველადი და ძირითადი
წყაროს გამოყენებისას არის ცდომილების და უსამართლო დადანაშაულების
სერიოზული პოტენციური პრობლემა(Loftus & Ketcham,1991; Loftus, Miller, & Burns,
1987; Wells & Loftus, 1984). უფრო მეტიც, თვითმხილველთა ჩვენება ხშირად
განსაზღვრავს ეჭვმიტანილი პიროვნების მიმართ მსაჯულების მიერ გამოტანილ
განაჩენს. ეფექტი განსაკუთრებით აშკარაა, როდესაც თვითმხილველი ძალიან
დარწმუნებულია თავის ჩვენებაში. ეს ასეა მაშინაც, როდესაც თვითმხილველს
შეუძლია მხოლოდ რამდენიმე პერცეპტული დეტალის მოყვანა ან იძლევა
ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხებს. ადამიანებს ზოგჯერ ჰგონიათ, რომ მათ
მართლაც ახსოვთ ისეთი რამ, რაც წარმოიდგინეს, ან უბრალოდ გაიფიქრეს (Garry
&Loftus, 1994). შეფასების შედეგების თანახმად, 10 000-ზე მეტი ადამიანია
უსამართლოდ მხილებული შემცდარი თვითმხილველის ჩვენების
საფუძველზე.(Cutler & Penrod,1995; Loftus & Ketcham, 1991). ზოგადად
თვითმხილველთა ჩვენების მიცემისას, ადამიანები საოცრად იოლად შედიან

64
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

შეცდომაში. ჩვეულებრივ ისინი მიდრეკილნი არიან წარმოიდგინონ რომ უნახავთ


ისეთი რამ, რაც სინამდვილეში არ უნახავთ. (Loftus, 1998).
მეხსიერების კონსტრუქციული ბუნების ყველაზე მყარი მტკიცებულება მიღებულია
თვითმხილველთა ჩვენების კვლევებიდან. now-classic კვლევაში ცდის პირებს
უჩვენებდნენ 30 სლაიდის სერიას, რომლებზეც წითელი მანქანა დატსუნი,
მიუყვებოდა ქუჩას, ჩერდებოდა გაჩერების ნიშანზე, უხვევდა მარჯვნივ და უცბად
ეჯახებოდა ქვეითს, რომელიც გადადიოდა გზაზე (Loftus, Miller, & Burns, 1978).
შემდეგ ცდის პირებს უსვამდნენ 20 კითხვას, რომელთაგან ერთი შეესაბამებოდა
როგორც სწორ ინფორმაციას (გაჩერების ნიშანი) ისე არასწორს (სვლის ნიშანი,
გაჩერების ნაცვლად) სხვა სიტყვებით, ამ კითხვაში მოცემული ინფორმაცია
შეუსაბამობაში მოდიოდა იმასთან, რაც მათ ნახეს. მოგვიანებით, სხვა ამ ცდასთან
დაუკავშირებელი აქტივობის შემდეგ, ყველა ცდის პირს აჩვენეს ორი სლაიდი და
ჰკითხეს, რომელი ჰქონდათ ნანახი. ერთზე იყო გაჩერების ნიშანი, მეორეზე, სვლის
ნიშანი. ამ დავალების შესრულების სიზუსტე იყო 34%-ით მეტი იმ ჯგუფისათვის
ვისაც დაუსვეს სლაიდებზე გადმოცემული ეპიზოდის შესაბამისი კითხვა (გაჩერების
ნიშანი), იმ ცდის პირებთან შედარებით, ვისაც დაუსვეს არაკონსისტენტური კითხვა
(სვლის ნიშანი). ლოფტუსის თვითმხილველთა ჩვენების და სხვა ექსპერიმენტები
მიუთითებდა ადამიანების ძლიერ მიდრეკილებაზე დაამახინჯონ თავიანთი როგორც
თვითმხილველის ანგარიშები (მაგ. Loftus,1975, 1977) ეს დამახინჯება შესაძლოა,
ნაწილობრივ, მომდინარეობს კონსტრუქციული მეხსიერებისაგან განსხვავებული
ფენომენიდან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ იოლად ვახდენთ მოგონების
კონსტრუქციას, რომელიც სრულიად განსხვავდება იმისაგან, რაც სინამდვილეში
მოხდა.

65
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

These are two slides that were shown to participants in the experiment of Loftus and colleagues (1978).
Although the slides depicting the initial incident had featured a stop sign, participants who had been questioned
about a yield sign often remembered having seen that yield sign in the original scene.
Source: From Loftus, E. F., Miller, D. G., & Burns, H. J. (1978). Semantic integration of verbal information
into a visual memory. Journal of Experimental Psychology: Human Learning and Memory, 4, 19–31.

მაგალითად, თქვენ შესაძლოა გქონდეთ ოთახის მეგობართან უთანხმოება,


მიუხედავად იმისა, რომ ერთად იყავით სადღაც ერთდროულად, მაგრამ ის რაც
გახსოვთ იმ დღის შესახებ რადიკალურად განსხვავდება. ორივე შესაძლოა გრძნობთ,
რომ მართალი ხართ და ზუსტად გახსოვთ რა მოხდა.
კითხვები არ უნდა იყოს მიმთითებელი, რათა არ მოახდინოს გავლენა
თვითმხილველის ჩვენების სიზუსტეზე. დამნაშავის ამოცნობამ ასევე შეიძლება
გამოიწვიოს მცდარი დსკვნები (Wells, 1993). თვითმხილველმა შესაძლოა
ივარაუდოს, რომ დამნაშავე წარმოდგენილია მის წინ ადამიანების მწკრივში.
ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ დადგმული დანაშაულის შემთხვევაში როცა
,,დამნაშავე“ არ არის წარმოდგენილ ადამიანებს შორის, თვითმხილველი
მიდრეკილია დაასახელოს ვინმე სხვა, ვინც სინამდვილეში არ იყო ,,დამნაშავე“. ამ
გვარად, მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ ამოიცნონ დამნაშავე სხვა ადამიანებში.
მწკრივში წარდგენილი ადამიანების ვინაობამ ასევე შეიძლება მოახდინოს გავლენა
მსჯელობაზე (Wells, Luus, & Windschitl, 1994). სხვა სიტყვებით, კონკრეტული
პიროვნების როგორც დამნაშავის ამოცნობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ
არიან შერჩეული მწკრივში მდგომი სხვა ადამიანები. ამდენად, ,,დისტრაქტორის“
არჩევა მნიშვნელოვანია. პოლიციამ შეიძლება უნებლიედ უბიძგოს თვითმხილველს
მოახდინოს ცრუ იდენტიფიკაცია. დანაშაულის აღიარება ასევე დიდ გავლენას

66
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ახდენს თვითმხილველის ჩვენებაზე. ჰეიზელის და კასინის კვლევაში (2009) ცდის


პირები ხდებოდნენ დადგმული ყაჩაღობის მოწმეები. შემდეგ მოწმეს ამოსაცნობად
წარუდგენდნენ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ მწკრივს ყაჩაღის ამოსაცნობად
(რომელიც ამ ადამიანებს შორის არ იმყოფებოდა). მოგვიანებით, ცდის მონაწილეებს
აცნობეს, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა წარდგენილი მწკრივიდან აღიარა დანაშაული.
61%-მა მათგან, ვინც მანამდე მიუთითა დამნაშავეზე, შეცვალა ჩვენება, ხოლო იმ
ცდის პირების 50%, ვინც მანამდე არ მიუთითა დამნაშავე, მისი იდენტიფიცირება
მოახდიენს. ეს მონაცენები გვიჩვენებს, რომ აღიარებას აქვს უზარმაზარი გავლენა
დამნაშავის იდენტიფიკაციაზე.

მსგავსადვე თვითმხილველის ჩვენებაზე გავლენა აქვს უკუკავშირს. იმ შემთხვევაში,


თუ მათ ეუბნებიან, რომ მათ მოახდინეს დამნაშავის იდენტიფიკაცია, მოწმეები თავს
დაჯერებულად გრძნობენ თავის არჩვენთან დაკავშირებით. ხოლო იმ შემთხვევაში,
თუ მათ ეუბნებიან, რომ მათ მიუთითეს უდანაშაულო ადამიანზე, მათ მაშინვე უკან
მიაქვთ ჩვენება. ამ ფენომენს უწოდებენ იდენტიფიკაციის შემდგომი უკუკაშვირის
ეფექტს (Wells, 2008; Wright & Skagerberg, 2007).
თვითმხილველის მიერ დამნაშავის იდენტიფიკაცია შედარებით სუსტია იმ
შემთხვევაში, როცა ამოსაცნობი ადამიანები განსხვავდებიან მოწმისგან რასობრრივი
ნიშნით (e.g., Bothwell, Brigham, & Malpass,1989; Brigham & Malpass, 1985; Pezdek,
Blandon-Gitlin, & Moore, 2003; Shapiro& Penrod, 1986). კვლევების შედეგები
ამტკიცებს, რომ ეს სისუსტე არ მომდინარეობს სხვა რასის წარმომადგენელთა
სახეების ცნობის სიძნელეებიდან, არამედ უფრო დაკავშირებულია განსხვავებული
რასის ადამიანების სახეების კოდირების პრობლემებთან (Walker & Tanaka, 2003).
მოწმის მიერ იდენტიფიკაციასა და გახსენებაზე ასევე გავლლენას ახდენს სტრესის
დონე. რაც უფრო მაღალია მოწმის სტრესის დონე, მით იკლებს იდენტიფიკაციის და
გახსენების სიზუსტე (Deffenbacher et al., 2004; Payne et al., 2002). ეს აღმოჩენები

67
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

მნიშვნელოვანია, ვინაიდან დანაშაულის ჩადენა ყოველთვის ხდება მაღალი სტრესის


მატარებელ სიტუაციებში. თუმცა ყველა არ ეკიდება მოწმეების ჩვენებებს ასეთი
სკეპტიციზმით (e.g.,see Zaragoza, McCloskey, & Jamis, 1987). ჯერ კიდევ უცნობია,
არის ეს რეალური მოვლენის შესახებ ინფორმაციის ჩანაცვლების ეფექტი, თუ
შემდგომი შემაცდენელი ინფორმაციის გავლენის შედეგი. ზოგიერთი მკვლევარი
მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგებმა გაცილებით მეტი უნდა გაიგონ იმ გარემოებების
შესახებ, რაც გავლენას ახდენს ჩვენების სიზუსტეზე და ეს უნდა მოხდეს
მსაჯულებისათვის ჩვენების წარდგენამდე (McKenna,Treadway, & McCloskey, 1992).
დღეისათვის, ვერდიქტი თვითმხილველის ჩვენების შესახებ ჯერ კიდევ არ არის
ამოქმედებული. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეჭვგარეშეა, რომ ყველა ჩართული მხარე
უნდა აცნობიერებდეს ასეთი ჩვენების შეზღუდვებს.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ მართალია ადვოკატები მეტ-ნაკლებად
ინფორმირებულნი არიან მოწმეების ჩვენების შეზღუდვების შესახებ, პროკურორების
ინფორმირებულობის დონე ბევრად ნაკლებია. მართლაც, პროკურორები
მიდრეკილნი არია მოწმეებისგან მიღებული ინფორმაციის სანდოობის
გადაფასებისკენ და არასათანადოდ აფასებენ მოწმეების როლს უსამართლო
განაჩენების გამოტანაში (Wise et al., 2009). ყოველივე ეს მიუთითებს როგორც
საზოგადოების, ისე, სასამართლო მხარეების განათლების აუცილებლობაზე.

ბავშვების, როგორც თვითმხილველთა ჩვენება

რაც არ უნდა ითქვას მოზრდილთა ჩვენებაზე, ბავშვების ჩვენება უდაოდ საეჭვოა.


(Ceci & Bruck, 1993, 1995). ბავშვების გახსენება უფრო ძლიერ მახინჯდება. ეს
დამახინჯებები განსაკუთრებით ვლინდება მაშინ, როდესაც ბავშვებს უსვამენ
მიმთითებელ, შთამაგონებელ კითხვებს, მაგალითად, სასამართლო პროცესზე.

68
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

განვიხილოთ არსებული ფაქტები(Ceci & Bruck, 1995). პირველი, რაც უფრო პატარაა
ბავშვი, მით ნაკლებად სანდოა ჩვენება. კერძოდ, სკოლმდელი ასაკის ბავშვები უფრო
მიდრეკილნი და მგრძნობიარენი არიან მიმთითებელი, შთამაგონებელი კითხვების
მიმართ, ვიდრე სკოლის ასაკის ბავშვები.
მეორე, როდესაც კითხვის დასმის მანერა მაიძულებელია, ჩანს, თითქოს კითხვის
დამსმელს სურს მიიღოს კონკრეტული პასუხი, ბავშვები ამას ძალიან კარგად
გრძნობენ და ცდილობენ გასცენ ისეთი პასუხი, რისი გაგონებაც სურს კითხვის
დამსმელს. სასამართლოზე არსებული ზეწოლის გათვალისწინებით, ასეთი
კითხვების ალბათობა ძალიან დიდია.
მაგალითად, როდესაც დახურული ტიპის კითხვების შემთხვევაში, რომლებიც
მოითხოვოს მხოლო კი-არა პასუხებს, მაშინაც როცა ბავშვებმა არ იციან პასუხი, მათი
უმრავლესობა მაინც პასუხობს. ამავე დროს, როცა კითხვა გულისხმობს ,,არ ვიცი“
პასუხის ვარიანტს, ბავშვების უმეტესობა, როცა არ იციან პასუხი, აღიარებენ რომ ,,არ
იციან“ და არ იწყებენ მარჩიელობას. (Waterman,Blades, & Spencer, 2001).
მესამე, ბავშვებს სჯერათ, რომ მათ ნახეს ის, რაზეც სხვები ამბობენ, რომ მათ ეს
ნახეს. სხვა სიტყვებით, მათ მოსმენილი აქვთ მონათხრობი იმაზე რაც მოხდა, და
შემდეგ მართლაც სჯერათ რომ ნახეს ეს. თუ ბავშვს აქვს ინტელექტუალური
დარღვევა, მისი მეხსიერება, უფრო მიდრეკილია დამახინჯებისადმი.
განსაკუთრებით თუ მოვლენსა და გახსენებას შორის დროის დიდი შულედია (Henry
& Gudjonsson, 2003).
დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ მოწმის სტატუსის მქონე
ბავშვები იოლად ექცევიან ფორმიანი პოლიციელების შთაბეჭდილების ქვეშ.
დამნაშავის ამოცნობის პროცესში ბავშვები გაცილებით მეტ შეცდომას უშვებენ, თუ ამ
პროცესს ესწრებიან ფორმიანი ოფიალური პირები (Lowenstein et al., 2010). ამდენად,
უფროსების მოწმობებზე უფრო დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ბავშვების
ჩვენებას.

69
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

თუ არის შესაძლებელის მოწმის ჩვენების სიზუსტის გაუმჯობესება? შესაძლებელია


გარკვეულ წილად გავაუმჯობესოთ მოწმეების ჩვენების სიზუსტე (მაგ. გამოვიყენოთ
სხვადასხვა მეთოდი, რომ ავიცილოთ თავიდან მიკერძოება, შევამციროთ ზეწოლა,
ავარჩევინოთ დამნაშავე შეზღუდული ოდენობის ვარიანტებში, დავრწმუნდეთ, რომ
მოცემული ვარიანტებიდან თითოეული ემთხვეოდეს მის მიერ მოწოდებულ
აღწერას. აღწერილია Wells, 1993 მიხედვით).უფრო მეტიც მიმთითებელი კითხვები
იწვევენ მიკერძოებას გახსენების პროცესში. (Melnyk & Bruck, 2004). ეს პრობლემა
განსაკუთრებით იჩენს თავს, როდესაც დაკითხვა ხდება უშუალოდ ჩადენილი
დანაშაულის შემდეგ. დანაშაულის შემდეგ მოწმეებს შეძლებისდაგვარად სწრაფად
ჰკითხავენ. ამ სიტუაციაში უნდა დავრწმუნდეთ, რომ დაკითხვისას შეკითხვები არ
არის შთამაგონებელი/მიმთითებელი ხასიათის, განსაკუთრებით თუ მოწმე ბავშვია.
ასეთი დეტალების გათვალისწინება დაგვეხმარება ავიცილოთ თავიდან
დამახინჯებული გახსენება.
გერი უელსს (Wells, 2006) მოყვანილი აქვს რამდენიმე მოსაზრება დამნაშავის
იდენტიფიკაციის გამუჯობესებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სავარაუდო
დამნაშავეები მოწმეს სათითაოდ უნდა წარუდგინონ და არა ასარჩევად არა ყველა
ერთად ისე, რომ მას არ დაეუფლო გრძნობა თითქოს მან უნდა გადაწყვიტოს ამ
ადამიანების ჯგუფიდან ვის ადანაშაულებს. უნდა დავწრმუნდეთ, რომ შესარჩევი
პირები მეტ-ნაკლებად ჰგვანან ერთმანეთს, რომ არ მოხდეს ვინმეს შერჩევა ერთი
რაიმე ნიშნით და ამ გზით შევამციროთ არასწორი იდენტიფიკაციის ალბათობა. ასევე
უნდა გავაფრთხილოთ მოწმეები, რომ დამნაშავე შესაძლოა სულაც არ იყოს
წარმოდგენილი ჯგუფში.
გარდა ამისა, ზოგიერთი ფსიქოლოგის (e.g., Loftus, 1993a, 1993b) და ადვოკატის
აზრით მსაჯულები უნდა გავაფრთხილოთ, რომ მოწმის თავდაჯერებულობა არ არის
ზუსტი ინფორმაციის გარანტია. ამავე დროს, ზოგიერთ ფსიქოლოგს (e.g.,

70
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

Egeth,1993; Yuille, 1993) და ბევრი პროკურორს სჯერა ბევრი სიმულაციური კვლევის


შედეგების საფუძველზე, რომ მოწმეების უზუსტო ჩვენებები არ არის საკმარისად
მყარი მტკიცებულება იმისათვის, რომ საერთოდ უარი ვთქვათ მოწმეების
ჩვენებებზე. ამის საფუძველზე ხშირად ხდება ნამდვილი დამნაშავეების დაკავება და,
ამდენად, სხვა დანაშაულების ჩადენი პრევენცია.

რეპრესირებული/განდევნილი მგონებები
შესაძლოა თქვენ ბავშვობაში გქონიათ რაიმე მატრავმირებელი გამოცდილება, და ეს
გამოცდილება იმდენად ტრავმულია, რომ მისი გახსენება აღარ შეგიძლიათ?
ზოგიერთი ფსიქოთერაპევტი იყენებდა ჰიპნოზს და სხვა მსგავს ტექნიკებს
იმისათვის რომ გამოევლინათ ის, რაც თვლება, რომ განდევნილია ცნობიერებიდან.
განდევნილია ისეთი მოგონებები, რომლებიც დისტრესს იწვევენ.
ასეთი მოგონებები, იმ ფსიქოლოგების მოსაზრებით, ვისაც სჯერა, რომ ისინი
არსებობს, მიუწვდომელია, თუმცა მათი ამოტანა მაინც შესაძლებელია (Briere &
Conte, 1993). მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ დაივიწყონ მათ
ცხოვრებაში მომხდარი საშინელი მოვლენები (Ceci & Loftus, 1994; Pennebaker &
Memon, 1996; Roediger & McDermott) მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ
ფსიქოთერაპევტების კლიენტებს არ ახსოვთ ბავშვობაში გადატანილი ძალადობა,
ძალიან სუსტია (Loftus, 1996).
არსებობს თუ არა განდევნილი, რეპრესირებული მოგონებები? ბევრ ფსიქოლოგს ეჭვი
შეაქვს მათ არსებობაში ((Ceci & Loftus, 1994; Pennebaker & Memon, 1996; Roediger &
McDermott,1995, 2000; Rofe, 2008). სხვებს, სულ მცირე, ძალიან სკეპტიკური
დამოკიდებულება აქვთ. (Bowers &Farvolden,1996; Brenneis, 2000). ამ სკეპტიციზმს
აქვს ბევრი მიზეზი. ეს მიზეზები განხილულია შემდეგ ქვეთავში.

71
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

პირველი, ზოგიერთმა თერაპევტმა შეიძლება შემთხვევით შთააგონოს თავის


კლიენტს ზოგიერთი მოსაზრება. ამ გზით მათ შესაძლოა უბიძგონ თავიანთ
კლიენტებს გაიხსენონ ისეთი მოვლენები, რომლებსაც არ ჰქონიათ ადგილი მათ
ცხოვრებაში. მართლაც ცრუ მოგონებების შექმნა საკმაოდ ადვილია, მათ შორის,
მათთვისაც, ვისაც არ აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. ასეთი მოგონებები
შეიძლება ჩავნერგოთ არაემოციური სტიმულების გამოყენებით(იხ., Roediger &
McDermott, 1995).
მეორე, ჩანერგილი მოგონებების გამოვლენა და იმის დამტკიცება, რომ ეს ცრუ
მოგონებებია, ძალიან რთულია. წარსული ინცინდენტები, როგორც წესი, უკვე
დასრულებულია, მაგალითად, როგორიცაა ბავშვობაში გადატანილი სექსუალური
ძალადობა (Schooler, 1994). აწმყოში ასეთი მოგონებების არსებობას არაფერი
ადასტურებს. მაგრამ ფსიქოლოგებმა მაინც ვერ მიაღწიეს ჯერ კიდევ იმ საერთო
მოსაზრებას, რომ ასეთი მოგონებების არსებობა სრულიად გამოირიცხოს. როდიგერ-
მაკდერმოტის (Roediger, MacDermott,1995) პარადიგმაში, რომელიც ადაპტირებულია
დიზის (Deeze,1959) ნაშრომიდან, ნაჩვენებია მეხსიერების დამახინჯების ეფექტი
ლაბორატორიულ პირობებში. ცდის პირებს აძლევენ 15 სიტყვიან ჩამონათვალს.
სიტყვები ძლიერ კავშირშია ერთ გადამწyvet სიტყვასთან, რომელიც არსად არ არის
ნახსენები. მაგალითად ეს შეიძლება იყოს სიტყვები, რომლებიც ასოცირდება სიტყვა
ძილთან, მაგრამ თვითონ სიტყვა ძილი არსად ფიგურირებს. არარსებული სიტყვის
„ძილის“ ამოცნობის სისწრაფე შეადარეს წარმოდგენილი სიტყვების ცნობის
სისწრაფეს, რაც ერთნაირი იყო. მიღებული შედეგები, გაიმეორეს მრავალჯერ
(McDermott, 1996; Schacter, Verfaellie,& Pradere, 1996; Sugrue & Hayne, 2006).
მაშინაც კი, როცა ჩამონათვალი უფრო მოკლე იყო, არარსებული სიტყვის ცრუ
ცნობის ალბათობა მაღალი იყო. 3 სიტყვიან ჩამონათლაშიც კი მიიღეს ეს ეფექტი,
თუმცა ნაკლები ხარისხით. (Coane et al.,2007). ჩამონათვალის ჩართვა
მოთხრობებში, იძლევა იგივე ეფექტს პატარა ბავშვებში. ეს სტრატეგია აძლიერებს

72
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

გაზიარებულ კონტექსტს და ზრდის ცდის პირის მიერ არარსებული სიტყვის ცნობის


ალბათობას (Dewhurst, Pursglove, & Lewis, 2007).
რატომ უჭირთ ადამიანებს განასხვავონ რა გაუგონიათ და რა არა? ამის ახსნის ერთ-
ერთი შესაძლებლობაა წყაროს მონიტორინგის შეცდომა, რომელსაც ადგილი აქვს
მაშინ, როდესაც ინდივიდი მიაწერს ერთი წყაროდან მიღებულ ინფორმაციას სხვა
წყაროს. ადამიანებს ხშირად აქვთ წყაროს მონიტორინგის შეცდომები, ან მოგონების
საწყისების მოძიების სიძნელეები. შესაძლოა ადამიანს სჯეროდეს, რომ მან წაიკითვა
სტატია პრესტიჟულ გაზეთში, როგორიცაა ნიუ-იორკ თაიმსი, მაშინ როცა
სინამდვილეში ეს ინფორმაცია ტაბლოიდებში ნახა, როდესაც სუპერმარკეტში თავის
რიგს ელოდებოდა.

,, ჯერ მოვიძიოთ განდევნილი მოგონებები უკანონო სარჩელების შესახებ“.

73
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

მაშინ როდესაც ადამინებს ესმით სიტყვების ჩამონათავლი, რომელიც არ შეიცავს


მოცემულ სიტყვებთან ასოცირებულ სიტყვას, მათ სჯერათ რომ ეს გახსენებული
სიტყვა არის იმ ჩამონათვალიდან და არა მათი გონების ნაყოფი.
(Foley et al., 2006; Johnson, 1996, 2002).
ამ ცრუ ცნობის კიდევ ერთი შესაძლო ახსნა არის აქტივაციის გავრცელება.
აქტივაციის გავრცების დროს, ელემენტების დასწავლის პროცესში ჩვენ ვფიქრობთ ამ
ელემენტებთან დაკავშირებულ სხვა ელემენტებზე. წარმოიდგინეთ მეტაფორული
აბლაბუდა და მის ცენტრში მოთავსებული სიტყვა, ხოლო ამ სიტყვას უკავშირდება
სხვა მასთან ასოცირებული სიტყვები. ცხადია ასეთი აბლაბუდები ყველა
კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულია და ინდივიდუალური, თუმცა საერთოც
ბევრი ექნებათ.
მაგალითად როდესაც თქვენ კიხულობთ სიტყვა,,თვლემას“ სიტყვა ძილი, საწოლი,
კატა შეიძლება მაშინვე აქტივირდეს თქვენს გონებაში. ამ გზით აქტივაცია
ვრცელდება ამ განტოტებებში საწყისი სიტყვიდან ,,თვლემა“ . თუ თქვენ ხედავთ 15
სიტყვას, რომელთაგან ყველა ააქტივებს სიტყვა ძილს, ცხადია წყაროს მონიტორინგის
შეცდომის გამო თქვენ იფიქრებთ, რომ ეს სიტყვაც გაჩვენეს. ზოგიერთი ახალი
პარადიგმა ადასტურებს ამ პარადიგმაში მოყვანილი შეცდომების აქტივაციის
გავრცელების პარადიგმით ახსნას. (Dodd & MacLeod, 2004; Hancock et al., 2003;
Roediger, Balota, & WWatson, 2001). თუმცა ეს პარადიგმა არ არის საყოველთაოდ
აღიარებული. (Meade et al., 2007).

კონტექსტის გავლენა მეხსიერებაზე


ფაქტორების მთელი რიგი, როგორიცაა ემოციები, გუნება, ცნობიერების
მდგომარეობა, სქემები და შენაგანი კონტექსტის სხვა მახასიათებლები უდაოდ

74
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

გავლენას ახდენენ ჩვენს მოგონებებზე. როგორც მეხსიერების კონსტრუქციულობის


კვლევებიდან ჩანს, კოგნიტური კონტექსტი გავლენას ახდენს ჩვენი მეხსიერების
პროცესებზე, შენახვაზე, და ინფორმაციის აღდგენაზე. ექსპერტიზის კვლევებიდან
ცხადი ხდება თუ როგორ შეუძლია არსებულ სქემებს (ჩარჩო, რომელშიც
რეპრეზენტირებულია ცოდნა, იხ. თავი 8) უზრუნველყოს კოგნიტური კონტექსტი
ახალი ინფორმაციის კოდირების, შენახვისა და აღდგენისათვის. კერძოდ,
ექსპერტებს, ჩვეულებრივ, აქვთ უფრო დამუშავებული სქემები, ვიდრე ახალბედებს
(e.g., Chase & Simon, 1973;Frensch& Sternberg, 1989). ეს სქემები უზრუნველყოფს
კოგნიტურ კონტექსტს რომელშიც ექსპერტს შეუძლია ოპერირება. სქემების
გამოყენება იძლევა ინტეგრაციისა და ორგანიზების მეტ შესაძლებლობას. ისინი
ავსებენ სიცარიელეებს, მაშინ როცა ინფორმაცია მოწოდებულია ნაწილობრივ, ან
დამახინჯებული სახით და ასევე ახდენენ ვერბალური ინფორმაციის კონკრეტული
აპექტების ვიზულიზაციას. ისინი ასევე იყენებენ შესაბამის მეტაკოგნიტურ
სტრატეგიებს ახალი ინფორმაციის ორგანიზებისა და გამეორებისთვის. ცხადია,
ექსპერტიზა აძლიერებს ჩვენს რწმენას ამოტანილ მოგონებებში. ცნობიერების
მდგომარეობა და გუნება-განწყობა ასევე შეიძლება უზრუნველყოფდეს კოგნიტურ
კონტექსტს კოდირებისთვის, რაც შემდგომ მოახდენს გავლენას სემანტიკური
მოგონებების აღდგენაზე. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვახდენთ სემანტიკური
ინფორმაციის კოდირებას გარკვეული გუნება-განწყობის ან ცნობიერების
მდგომარეობის ფონზე, შესაძლოა უფრო იოლად აღვადგინოთ ეს ინფორმაცია იგივე
გუნების ან ცნობიერების მდგომარეობის ფონზე. (Baddeley, 1989; Bower,1983).
საინტერესოა, რომ ავსტრალიურ კვლევაში ამინდით გამოწვეული ცუდი გუნება-
განწყობა აუმჯობესებდა ადამიანების მეხსიერებას ყოველდღიური სცენების
დამახსოვრებაზე (მაგალითად სცენა მაღაზიაში; Forgas et al., 2009).

75
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

როგორ ახდენს ცნობიერების მდგომარეობა გავლენას მეხსიერებაზე? ის ინფორმაცია,


რაც კოდირებულია მაშინ, როცა ვართ ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერების
ზემოქმედების ქვეშ, უფრო იოლად გაგვახსენდება იგივე ზეგავლენების შემთხვევაში.
(Eich, 1980, 1995). თუმცა, საერთო ჯამში, რაიმეს გახსენებისას ალკოჰოლის და სხვა
ნივთიერებების დამთრგუნავი ზემოქმედება მეხსიერებაზე უფრო დიდია, ვიდრე
პირიქით, შემსუბუქების ეფექტი.ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ
დეპრესიული გუნება-განწყობის მქონე პირი უკეთ იხსენებს სევდიან კონტექსტში
მომხდარ მოვლენებს, რომლებიც შემდეგ ხელს უწობს დეპრესიული მდგომარეობის
გახანგრძლივებას (Baddeley, 1989; see also Wisco & Nolen-Hoeksema, 2009). თუ
ფსიქოლოგი ან სხვა სპეციალისტი ჩაერევა ამ მანკიერი წრის გაწყვეტის მიზნით, ამ
პიროვნებამ შესაძლოა თავი უფრო ბედნიერად იგრძნოს. ამის შედეგად სხვა
ბედნიერი მოგონებები უფრო იოლად ამოტივტივდება და ამრიგად, შესაძლოა
დეპრესია შესუსტდეს. შესაძლოა ხალხური ბრძნული რჩვევა ,, იქონიე ბედნიერი
აზრები“ არ არის მოკლებული საფუძველს. სინამდვილეში, ლაბორატორიულ
პირობებში, ცდის პირები უფრო იოლად იხსენებენ სასიამოვნო ასოციაციების მქონე
ელემენტებს, ვიდრე ნეიტრალურ ან უსიამოვნო ასოციაციებს (Matlin& Underhill,
1979; Monnier & Syssau, 2008). საიტერესოა, რომ დეპრესიის მქონე პირებს აქვთ
მოგონებების ფორმირებისა და გახსენების დეფიციტი. (Bearden et al., 2006).
გარეგანი კონტექსტი ასევე ახდენს გავლენას ინფორმაციის გახსენების უნარზე.
აღმოჩნდა, რომ ჩვენ უკეთ ვიხსენებთ ინფორმაციას როცა ვართ იგივე ფიზიკურ
კონტექსტში, სადაც მოხდა დასწავლა (Godden & Baddeley, 1975). ერთ
ექსპერიმენტში 16 მყვინთავს სთხოვეს დაესწავლათ 40 ერთმანეთთან
დაუკავშირებელი სიტყვა. დასწავლა ხდებოდა ნაპირზე ან წყლის ქვეშ 20 ფუტის
სიღრმეზე. მოგვინებით მათ სთხოვეს ამ სიტყვების გახსენება იგივე გარემოში, სადაც

76
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

მოხდა დასწავლა, ან განსხვავებულ გამოში. გახსენება უკეთესი იყო იგივე გარემოში,


სადაც მოხდა დასწავლა.
ჩვილების მეხსიერებაც კი განიცდის კონტექსტის ზეგავლენას. განვიხილოთ
კლასიკური განპირობებულობის ექსპერიმენტი რომელშიც ჩვილს შეეძლო მობილურ
საწოლზე ფეხის მირტყმით მისი გადააგდილება. 3 თვის ჩვილებს (Butler & Rovee-
Collier, 1989) და 6 თვის ჩვილებს (Borovsky & Rovee-Collier, 1990) ეძლეოდათ
საშუალება ებიძგათ მობილური საწოლისთვის სხვადასხვა კონტექსტში (მაგ.
საწოლის გარშემო ჩაწყობილი რბილი ბალიშები), სადაც მათ პირველად დაისწავლეს
ეს მოქმედება და განსხვავებულ კონტექსტში. ჩვილები ნაკლებად ავლენდნენ
დასწავლილ მოქმედებას განსხვავებულ კონტექსტში. ამ შედეგებიდან
გამომდინარეობს, რომ ასეთ დასწავლაზეც კონტექსტს აქვს ძლიერი ზეგავლენა.
3 თვის (Rovee-Collier & DuFault, 1991) და 6 თვის ჩვილებს (Amabile & Rovee-Collier, 1991)
სხვა კვლევაში ოპერანტულად ასწავლიდნენ მობილური საწოლის გადაადგილებას
განსხვავებულ კონტექსტებში. უშუალოდ დასწავლის შემდეგ მათ ათავსებდნენ
სრულიად განსხვავებულ კონტექსტში, მაგრამ ისინი მაინც ამჟღავნებდნენ
დასწავლილ მოქმედებას - ისევე ეფექტურად უბიძგებდნენ მობილურ საწოლს
მათთვის ახალ სიტუაციაში. შესაბამისად, თუ ინფორმაციის კოდირება
განსხვავებულ კონტექსტებში მოხდა, მისი აღდგენაც ადვილად ხდება განსხვავებულ
კონტექსტში. ეს ეფექტი კარგადაა გამოხატული, როდესაც მცირე ინტერვალია
განმაპირობებლ კონტექსტსა და ახალ კონტექსტს შორის. მაგრამ როდესაც ჩვილები
ახალ კონტექსტში დიდი ხნის შემდეგ ხვდებოდნენ, მათ მიერ სხვა კონტექსტში
დასწავლილი მოქმედების სიხშირე არ იზრდებოდა. თუმცა მათ ისევ აღენიშნებოდათ
კონტექსტზე დამოკიდენული მეხსიერების ეფექტი მათთვის ნაცნობ სიტუაციაში
(Amabile & Rovee-Collier, 1991) .

77
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ზემოთმოყვანილი კონტექსტის ყველა ეფექტი შესაძლოა იყოს კოდირებისა და


აღდგენის კონეტექსტებს შორის ინტერაქცია. მეხსიერებიდან ინფორმაციის
აღდგენასთან დაკავშირებული ექსპერიმენტების შედეგები მიუთითებს, თუ როგორ
ხდება ელემენტების კოდირება, რაც შემდეგ გავლენას ახდენს აღდგენის
ეფექტურობაზე. ეს კავშირი ცნობილია კოდირების სპეციფიკურობის სახელით- რას
გაიხსენებ დამოკიდებულია იმაზე, რის კოდირებას მოახდენ. (Tulving &Thomson,
1973). განვიხილოთ კოდირების სპეციფიკურობის შთამბეჭდავი მაგალითი. ჩვენ
ვიცით, რომ ცნობის მეხსიერება ყოველთვის უკეთესია ვიდრე გახსენება. მაგალითად,
სიტყვის ცნობა რომელიც დაისწავლეთ უფრო ადვილია, ვიდრე მისი გახსენება.
გარდა ამისა ცნობის შემთხვევაში, თქვენ უბრალოდ უნდა თქვათ გინახავთ ეს
სიტყვა თუ არა. გახსენების შემთხვევაში კი, უნდა მოახდინოთ სიტყვის აღდგენა და
შემდეგ მენტალურად დაადასტუროთ იყო ის დასსწავლილ სიაში თუ არა.
ერთ-ერთ ექსპერიმენტში უოტკინსი და ტულვინგი (1975) ცდის პირებს
დასასწავლად აძლევდენენ სიტყვების ჩამონათვალს, რომელიც შედგებოდა 24
ასოციაციისაგნ , მაგ., როგორიცაა მიწა-სიცივე, ქერქი- ნამცხვარი.
• ცდის პირებს ევალებოდათ დაესწავლათ შესაბამისი სტიმულის (მაგ., მიწა)
ასოციაცია (მაგ., სიცივე).
• მას შემდეგ, რაც ცდის პირებმა დაისწავლეს წყვილები, მათ მისცეს ირელევანტური
დავალება
• შემდეგ, მისცეს ცნობის დავალება, რომლიც მოიცავდა დისტრაქტორებს.
• ცდის პირებს უბრალოდ უნდა შემოეხაზათ სიტყვა, რომელიც მანამდე ნანახი
ჰქონდათ.
ცდის პირები ცნობდენენ ჩამონათვალში მიწოდებული სიტყვების საშუალოდ 60%-ს.
შემდეგ მათ მისცეს სასტიმულე სიტყვები და სთხოვეს მათი შესაბამისი

78
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ასოციაციების გახსენება. მიმნიშნებლით გახსენებული სიტყვები ოდენობა იყო 73%.


ამდენად, გახსენება იყო უკეთესი ვიდრე ცნობა.
რატომ მოხდა ასე? კოდირების სპეციფიკურობის ჰიპოთეზის თანახმად, სტიმული
იყო უკეთესი მიმანიშნებელი სამიზნე სიტყვის ამოსატანად, ვიდრე თვით სამიზნე
სიტყვა. ამის მიზეზია ის, რომ სიტყვების დასწავლა მოხდა ასოციური წყვილების
სახით.
როგორც უკვე აღინიშნა მე-5 თავში, კავშირი კოდირებასა და აღდგენას შორის ასევე
შეიძლება ახსნილ იქნას თვით-რეფერენციის, საკუთარ თავთან მისადაგების
ეფექტით (Greenwald & Banaji, 1989). კერძოდ, ამ ეფექტის ძირითადი მიზეზი არ
მომდინარეობს თვით-რეფერენციის მიმანიშნებლების უნიკალური თვისებებიდან. ეს
ეფექტი დამოკიდებულია კოდირებისა და აღდგენი ძირითად კანონზომიერებაზე:
როდესაც ადამიანი საკუთარ მიმანიშნებელს ქმნის შემდგომი აღდგენისთვის, ის
უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვის მიერ შეთავაზებული მიმანიშნებლები.
სხვა მკვლევრებმაც დაადასტურეს ინდივიდისთვის სუბიექტური მნიშვნელობის
მიმანიშნებლების როლი დახსომების გაუმჯოებესებაში. ინდივიდები მათთვის
მნიშვნელოვანი მიმანიშნებლების გამოყენებით თითქმის უშეცდომოდ იხსენებდნენ
500-600 სიტყვის სიას (Mantyla, 1986). ამ ექსპერიმენტში ცდის პირებს თხოვდნენ სიის
ყოველი სიტყვისთვის დაეწყვილებინათ ისეთი სიტყვა, რომელიც სამიზნე სიტყვას
საუკეთესოდ აღწერდა ან რაღაც პრინციპით დაუკავშირდებოდა. შემდეგ მათ
აძლევდნენ თავიანთი მიმანიშნებელი სიტყვების სიას, რომელთა მიხედვით უნდა
აღედგინათ სამიზნე სიტყვები. მიმანიშნებელი სიტყვა ეფექტური იყო, როდესაც იე
ესადაგებოდა სამიზნე სიტყვას და ამავე დროს რაღაც ნიშნით
გამოადიფერენცირებდა. მაგალითად, სიტყვა „პალტო“-ზე „ქურთუკი“ შეიძლება
უკეთესი მიმანიშნებელი იყოს, ვიდრე „შალი“, რადგან ეს უკანასკნელი უფრო ფართო
ასოციაციებს იწვევს - მაგ., „ქსოვილი“, „მატყლი“, „ბატკანი“ და ა.შ.

79
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

რომ შევაჯამოთ, აღდგენა და კოდირება მნიშვნელოვნად ურთიერთქმედებენ.


დავუშვათ, თქვენ მეცადინეობთ გამოცდისათვის და გნებავთ რომ კარგად გაიხსენოთ
დასწავლილი გამოცდაზე. მოახდინეთ ინფორმაციის ორგანიზება ისე, რომ ის
შეესაბამებოდეს მაქსიმალურად გახსენების მეთოდებს. მსგავსადვე, თქვენ
გაიხსენებთ ინფორმაციას უკეთ, თუ გადამუშავების დონე კოდირების დროს
დაემთხვევა აღდგენის გადამუშავების დონეს (Moscovitch & Craik, 1976).

ცნებების შემოწმება
1. რა არის ავტობიოგრაფიული მეხსიერება?
2. როგორ ვლინდება მეხსიერების დამახინჯებები?
3. როგორ თვლით, უნდა იყოს დაშვებული თვითმხილველთა ჩვენებები
სასამართლოზე?
4. რას წარმოადგენს განდევნილი მოგონებები?
5. რა ზეგავლენას ახდენს კონტექსტი ინფორმაციის კოდირებასა და ამოტანაზე?

საკვანძო თემები
ამ თავში მოყვანილია თავი 1-ში ნახსენები 7 ძირითადი თემის ილუსტრაცია.
რაციონალიზმი და ემპირიზმი. რამდენად უნდა დაეყრდნოს სასამართლო
ფსიქოლოგიური კვლევებით მოპოვებულ მონაცემებს და არმდენად უნდა
იხელმძღვანელოს ამ მონაცემებით? რამდენად უნდა გათვალისწინებულ იქნას
მოწმის სანდოობა (მაგალითად იყო თუ არანამდვილად დანაშაულის ჩადენის
ადგილას, ან არიან ეს მოწმეები სანდო) და რამდენად უნდა გათვალისწინებულ
იქნას ეს ფსიქოლოგიურ ემპირიულ კვლევებში (მაგ. დანაშაულის სცენის ნახვა არ

80
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

გვაძლევს ასეთი მოწმის ჩვენების სანდოობის გარანტიას, ხოლო ადამიანების


მსჯელობა სანდოობის თაობაზე არ არის ყოველთვის სწორი?)
სასამართლო სისტემები ხშირად ხელმძღვანელობენ რაციონალური მოსაზრებებით -
თუ რა უნდა იყოს. ხოლო ფსიქოლოგიური კვლევა ავლენს - რა არის.
ზოგადი და სპეციფიკური - ამ თავში განხილული მნემოტექნიკები უკეთ მუშაობს
გარკვეულ კონტექსტში. მაგალითად, თქვენ უკეთ გამოიყენებთ მნემონიკას თუ
კონკრეტული სფერო თქვენთვის ნაცნობია, როგორც ეს იყო დიდ დისტანციებზე
მორბენალის შემთხვევაში (იხ. თავი 5).
ზოგადად ,რაც მეტი ცოდნა გაქვთ გარკვეულ სფეროში, მით უფრ იოლია ამ
სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციით მანიპულირება.
კაუზალური და ეკოლოგიური ვალიდობა. ზოგიერთი მკვლევარი როგორიცაა
Mahzarin Banaji და Robert Crowder ამტკიცებენ, რომ ლაბორატორიული კვლევები
ზრდიან არა მხოლოდ კონტროლს არამედ ეკოლოგიურ ვალიდობასაც.
Ulric Neisser არ ეთანხმება მათ, მისი მოსაზრებით, თუ ვინმეს სურს შეისწავლოს
ყოოველდღიური, ყოფითი მეხსიერება, მან უნდა შეისწავლოს ის ყოფით პირობებში .
საბოლოო ჯამში კვლევის ეს ორი სახე ერთად გვეხმარება რომ უკეთ გავიაზროთ
მეხსიერების ფენომენი. როგორც წესი, არ არსებობს ერთადერთი სწორი გზა ჩაატარო
კვევა. ჩვენ მეტს ვსწავლობთ, როდესაც ვიყენებთ სხვადსახვა სახის მეთოდებს,
რომლების გამოყენებით ვიღებთ მსგავს შედეგებს.

შეჯამება
1.რა აღმოაჩინეს კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებმა ახალი ინფორმაციის
მეხსიერებაში კოდირებისა და შენახვის თაობაზე? ინფორმაციის კოდირება
ხანმოკლე მეხსიერებაში ძირითადად წარმოებს აკუსტიკური ფორმით (თუმცა ეს არ
არის კოდირების ერთადერთი ფორმა). ხანმოკლე მეხსიერებაში ინფორმაცია
მოწყვლადია აკუსტიკური შერევის მიმართ- რაც ძირითად სიტყვის ბგერითი

81
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

მსგავსების შედეგია. თუმცა ხანმოკლე მეხსიერებაში ხდება ვიზუალური და


სემანტიკური კოდირებაც. ხანგრძლივ მეხსიერებაში კოდირება წარმოებს პირდაპირ
სემანტიკური სახით. ამრიგად, აღრევა ხდება მნიშვნელობის და არა ჟღერადობის
გავლენით. გარდა ამისა, ზოგიერთი მონაცემი მიუთითებს, ხანგრძლივ მეხსიერებაში
ინფორმაციის ვიზუალურ და აკუსტიკურ კოდირებაზეც. ინფორმაციის გადატანა
ხანმოკლე მეხსიერებიდან ხანგრძლივში შეიძლება გაადვილდეს რამდენიმე
ფაქტორით:
1. გამეორება. განსაკუთრებით, მაშინ როცა ინფორმაციის გადამუშავება ხდება
გააზრებულად;
2. ორგანიზება, როგორიცაა ინფორმაციის კატეგორიზაცია
3. მნემოტექნიკების გამოყენება;
4. გარეგანი დამხმარე საშუალებების გამოყენება, როგორიცაა სიები, ან ჩანიშვნა
ბლოკნოტში;
5. ცოდნის შეძენა დასწავლის სესიების განაწილების და არა ერთბაშად დასწავლის
მეთოდით ; თუმცა დროში განაწილება, როგორც ჩანს არ ადხენს გავლენას
ხანგრძლივ მეხსიერებაში ინფორმაციის გადატანაზე. განაწილების ეფექტი
მომდნარეობს ჰიპოკამპული მექანიზმიდან, რომელიც იწვევს სწრაფად კოდირებული
ინფორმაციის ცოდნის არსებულ სისტემაში შემდგომ ინტეგრაციას, რაც სავარაუდოდ
ხდება ძილში.

2. რა ახდენს გავლენას მეხსიერებიდან ინფორმაციის აღდგენის უნარზე?


ხანრგძლივი მეხსიერებიდან ინფორმაციის აღდგენის შესწავლა საკმაოდ რთულია,
რადგან ძნელია აღდგენის გამიჯვნა მეხსიერების სხვა პროცესებისგან. ასევე ძნელია
გავმიჯნოთ ინფორმაციის მისაწვდომობა და არსებობა. ხანმოკლე მეხსიერებიდან
ინფორმაციის აღდგენა წარმოებს ამომწურავი თანმიმდევრული პროცესის სახით. ეს
გულისხმობს რომ ადამიანი თანმიმდევრულად ეძებს და ამოწმებს ინფორმაციას

82
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ჩამონათვალის მიხედვით. თუმცა არის პარალელური და თვითაღმკვეთი


პროცესების დამადასტურებელი ემპირიული მონაცემები.
3. როგორ ახდენს გავლენას ის, რაც ვიცით ან რასაც ვსწავლობთ იმაზე, თუ რა
გვახსოვს? ხანმოკლე მეხსიერებიდან ინფორმაციის დავიწყების ორი ძირითადი
თეორია არის კვალის შესუსტების და ინტერფერენციის თეორიები. ინტერფერენციის
თეორია განასხვავებს პროაქტიურ და რეტროაქტიურ ინტერფერენციას. შესუსტების
ეფექტის შეფასება, ისე რომ გამორიცხული იყოს ორივე სახის ინტერფერენცია და
გამეორება, კიდევ უფრო რთულია. თუმცა არსებობს გარკვეული მონაცემები
სხვადასხვა სახის შესუსტების ეფექტზე.
ინტერფერენცია გავლენას ახდენს ასევე ხანგრძლივ მეხსიერებაზეც, სულ მცირე
კონსოლიდაციის პერიოდში; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს წლები. მეხსიერება
როგორც ჩანს, არა მხოლოდ რეკონსტრუქციულია - იმის რეპროდუქცია რაც მანამდე
იქნა დასწავალილი, არამედ კონსტრქუციულიც- დამოკიდებული გუნებაზე,
მიღებულ ინფორმაციაზე და უკვე არსებული ცოდნის სქემებზე. როგორც აღმოჩნდა
სქემებს მნიშვნელოვანი აქვთ გავლენა მოგონების კონსტრუირებაზე, ისინი გავლენას
ახდენენ მეხსიერების პროცესებზე. თუმცა არის სხვა შინაგანი კონტექსტის
ფაქტორებიც, როგორიცაა დამახსოვრებული მოვლენის ემოციური ინტენსივობა და
ცნობიერების მდგომარეობები. გარემოს კონტექსტის მიმანიშნებლები ასევე
მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მოგონების მოგვიანებით აღდგენის თვალსაზრისით.
კოდირების სპეციფიკურობა გულისხმობს იმას, რომ გახსენების ეფექტი
დამოკიდებულია იმაზე, თუ რის კოდირებას ვახდენთ. თუ როგორაა კოდირებული
ინფორმაცია დასწავლის დროს, გავლენას ახდენს იმაზე, როგორ მოხდება მისი
გახსენება მოგვიანებით. გახსენების გაძლიერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური
გზაა შეიმუშავო მიმანიშნებლები შემდგომი აღდგენისთვის.

83
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ფიქრი ფიქრის შესახებ: ანალიტიკური, კრეატიული და


პრაქტიკული საკითხები
1. რა ფორმით ვახდენთ ინფორმაციის კოდირებას მეხსიერების ხანმოკლე
საცავისთვის და რა ფორმით ხანგრძლივისთვის?
2. რა მონაცემები ადასტურებს კოდირების სპეციფიკურობას? მოიყვანეთ სულ მცირე
3 წყარო .
3.რა ძირითადი სხვაობაა დავიწყების ზემოთნახსენებ ორ მექანიზმს შორის?
4. შეადარეთ და შეუპირისპირეთ ერთმნეთს flashbulb მეხსიერებასთან
დაკავშირეებული მოსაზრებები.
5.დავუშვათ თქვენ ხართ ადვოკატი, რომელიც იცავს მოწმის ჩვენების საფუძველზე
დაკავებულ კლიენტს. როგორ მოახდენდით მსაჯულებისთვის თვითმხილველის
ჩვენების სისუსტის დემონსტრირებას?
6. გამოიუყენეთ თავის დასაწყისში მოყვანილი ბრენსფორდის და ჯონსონის
ილუსტრაცია და შეთხზეთ რაიმე ყოფითი პროცედურის აღწერა დასათაურების
გარეშე (მაგ. შოკოლადის ნაცხვრის გამოცხობაან საბურავის გამოცვლა)
სცადეთ და წააკითხეთ ვინმეს ეს აღწერა და სთხოვეთ გაიხსენოს პროცედურა.
7. ჩამოწერეთ 10 ერთმანეთთან დაუკავშირებელი ობიექტის სია. აირჩიეთ ამ თავში
ჩამოთვლილი ერთ-ერთი მნემოტექნიკა და აღწერეთ როგორ გამოიყენეთ ეს ტექნიკა
სიის დამახსოვების პროცესში. იყავით კონკრეტული.
8. ჩამოთვალეთ 3 რამ, რაც ისწავლეთ მეხსიერების შესახებ და რაც დაგეხმარებათ
ახალია ინფორმაციის ეფექტურ დამახსოვრებაში ხანგრძლივი დროით.

ძირითადი ცნებები
მისაწვდომობა გვ. 246
ავტობიოგრაფიული მეხსიერება გვ. 253

84
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

არსებობა გვ. 246


კონსოლიდაცია გვ.. 234
კონსტრუქცოული გვ. 253
დაშლა გვ. 234
დაშლია თეორია გვ. 251
განაწილების პრაქტიკა გვ. 235
კოდირება გვ. 230
კოდირების სპეციფიკურობა გვ. 265
flashbulb memory, გვ 255
ინტერფერენცია გვ . 233
ინტერეფერენციის თეორია გვ. 247
massed practice, p. 235
მეტაკოგნიცია გვ. 234
მეტამეხსიერება გვ. 234
მნემონიკური საშუალებები გვ. 238
დასაწყისის ეფექტი გვ. 250
პროაქტიური ინტერფერენცია გვ. 248
სიახლის ეფექტი გვ. 250
რეკონსტრქუციული გვ. 252
გაეორება გვ. 234
ამოტანა (მოგონების), გვ. 230
რეტროაქტიური ინტერეფერენცია გვ. 247
სქემა გვ 249
მწკრივში ადგილმდებარეობის მრუდი გვ. 250
სივრცის ეფექტი გვ. 235
შენახვა (მოგონების), გვ 230

85
Ch.6 Memory Processes, pp.229-268

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

მედია რესურსები Media Resources

ეწვიეთ ჩვენი კომპანიონების წებ გევრდს—www.cengagebrain.com— აქ იპოვით


ქვიზებს, სტატიებს, თავის ძირითად პუქტებს და სხვ. .
შეისწავლე CogLab გადადი ლინკზეhttp://coglab.wadsworth.com. რომ ისწავლო მეტი,
განიხილე შემდეგი ექპერიმენტები:

ბრაუნ -პეტერსონი
ცრუ მოგონება
მწკრივში ადგიმლდებარეობა
შტერნბერგის კვლევა
ფონ რეშტორფის ეფექტი
კოდირების სპეციფიკურობა
დაივიწყეს სრულიად ყველაფერი
მახსოვს/ვიცი

86

You might also like