You are on page 1of 116

1

ამელი ნოტომი

გრაფ ნევილის დანაშაული

თარგმნა გიორგი ძნელაძემ

სულაც არაა აუცილებელი, უღირსობა ვუწოდოთ ყოველივე


იმას, რაც შემზარავია.

ამელი ნოტომი

2
გრაფი ნევილისათვის რომ გეწინასწარმეტყველებინათ, ერთ
მშვენიერ დღეს ნათელმხილველს მიადგებითო, არ დაგიჯერებ-
დათ.ამ გულჩვილ და მგრძნობიარე კაცს გულიც კი შეუღონდებოდა,
თუკი დაუზუსტებდით, თქვენი ქალიშვილი სახლიდან გაიქცევა, მის
ძებნას შეუდგებით, მაგრამ ვერ იპოვით და ბოლოს, იმ გრძნეულს
შესთხოვთ შველასო.
მდივანმა კარი გაუღო (ალბათ, მართლაც მდივნად ემსახურებო-
და იმ ჯადოქარს), მოსაცდელ დარბაზამდე მიაცილა და ამცნო:
– მადამ პორტანდუერი სულ მალე მიგიღებთ.
ისეთი ოთახი იყო, იფიქრებდით, დანტისტის კაბინეტში ამოვყავი
თავიო. საშინლად გახევებული გრაფი ნევილი, სარგადაყლაპული-
ვით რომ იდგა ერთ ადგილას, როგორც იქნა, ჩამოჯდა და განცვიფ-
რებული მზერა მიაპყრო ტიბეტური მოტივებით აჭრელებულ ტილო-
ებს, ოთახის კედლებს რომ ამშვენებდა. როცა ნათელმხილველის
კაბინეტში აღმოჩნდა, მყისვე ჰკითხა, სად არის ჩემი ქალიშვილიო.
– თქვენს პაწაწინა გოგონას მეზობელ ოთახში სძინავს, –მიუგო
დარბაისელმა ქალმა.
ნევილმა ხმის ამოღებაც კი ვერ გაბედა. ენაგადაყლაპულივით
გაისუსა. ისღა გაიფიქრა, ვაითუ, გამოსასყიდი მომთხოვოსო. მაინც
რამდენს გამოსძალავდა? გადაჭრით ვერავინ იტყოდა, მაინც
რამდენი წლის იყო ეს ენერგიული, ფაშფაშა, გვარიანად ჩაკურატე-
ბული, თუმცა საოცრად მკვირცხლი და სიცოცხლით სავსე გრძნე-
ული ქალი.
– გუშინ, ნაშუაღამევს, ტყეში ვსეირნობდი, თქვენი სასახლის შო-
რიახლოს. მთვარე ისეთ კაშკაშა შუქს აფრქვევდა არემარეს, იფიქ-
რებდით, ღამე კი არა, შუადღეაო. სწორედ იქ გადავეყარე თქვენს
ქალიშვილს. მიწაზე იწვა მოკუნტული. საბრალო, კბილს კბილზე
აცემინებდა. ვკითხე, რა შეგემთხვა-მეთქი, მაგრამ პასუხის გაცემა
არ ისურვა. როგორც იქნა, დავარწმუნე, რომ აუცილებლად უნდა წა-
მომყოლოდა. თუ გარეთ დარჩებოდა, გაყინვას ვერ გადაურჩებოდა.

3
ისე ციოდა, იმ ტყეში უთუოდ მოკვდებოდა. როგორც კი შინ დავ-
ბრუნდით, თქვენთან დარეკვა დავაპირე; მინდოდა, დამემშვიდები-
ნეთ და მეთქვა, თქვენს ქალიშვილს საფრთხე არ ემუქრება-მეთქი,
მაგრამ გოგონამ მომაძახა, ამაოდ ნუ გაირჯებით, მამაჩემმა ვერც კი
შეამჩნია ჩემი გაუჩინარებაო, – უამბო ნათელმხილველმა.
– ნამდვილად ასეა. სიმართლე უთქვამს, – კვერი დაუკრა
ნევილმა.
– მეც დავუჯერე და არ შეგეხმიანეთ. დილას დაველოდე. გამთე-
ნიისას დავწვდი ყურმილს. როგორ ვერ შეამჩნიეთ საკუთარი
ქალიშვილის უკვალოდ გაქრობა, მუსიე? ნუთუ ეს შესაძლებელია?
– ჩვენთან ერთად მიუჯდა სუფრას და ივახშმა, მერე კიბეს აუყვა
და თავის ოთახში შევიდა. ყოველ საღამოს ასე იქცევა. ალბათ, სწო-
რედ მაშინ გავიდა სახლიდან, როცა მე და ჩემს მეუღლეს უკვე გვე-
ძინა.
– როგორ ეჭირა თავი ვახშმობისას? – ჩაეძია ქალი.
– როგორც ყოველთვის, სიტყვა არ დასცდენია. ასეთი ჩვევა
აქვს. ბევრი არ უჭამია, ძალისძალად და უგულოდ იღეჭებოდა.
მომეჩვენა კიდეც, რომ ცუდად გამოიყურებოდა.
ნათელმხილველმა ამოიოხრა:
– ნუთუ, არ დარდობთ, ასეთ მდგომარეობაში რომაა თქვენი ქა-
ლიშვილი? სულ ოდნავადაც კი არ შფოთავთ?
– ჩვიდმეტი წლისაა, – მოუჭრა ნევილმა.
– განა, თქვენთვის საკმარისია ეს ახსნა? – არ დაუთმო ქალმა.
გრაფმა წარბები შეჭმუხნა. რა უფლებით დაჰკითხა ამ ქალმა გა-
მომძიებელივით? რატომ გაუწყალა გული?!
– ეჭვი მაქვს, თავზარი დაგცათ და აღგაშფოთათ კიდეც ჩემმა შე-
კითხვებმა, მაგრამ სწორედ მე ვიპოვე თქვენი ქალიშვილი ტყეში,
შუაღამისას, მარტოდმარტო... ალბათ, გესმით, რატომ ვარ ასეთი
გაკვირვებული. ვკითხე, სატრფოს ხომ არ ელი, სასიყვარულო პა-
ემანი ხომ არ გაქვს-მეთქი. ისე განცვიფრებულმა და გაოგნებულმა
შემომხედა..
– მართალია. სულაც არაა ასეთი ყაიდის გოგონა.

4
– და მაინც, როგორი ყაიდისაა?
– არ ვიცი. გულჩათხრობილი, სიტყვაძუნწი და პირქუში მო-
ზარდია, თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი.
– იქნებ, ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება? არასდროს გი-
ფიქრიათ ამაზე?
– საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი გოგონაა, ავადმყოფი კი არა.
გულჩათხრობილობა სნეულება არ გეგონოთ.
– მიუხედავად ამისა, სახლიდან გაიქცა.
– პირველად მოხდა ასეთი რამ.
– მუსიე, ძალზე უცნაურად მეჩვენება თქვენი ასეთი სიმშვიდე.
თითქმის სულ არ ღელავთ. რა უჩვეულოა...
ნევილს ბრაზი მოერია, რადგან უცნობი ქალი ასე ჰკიცხავდა და
ამუნათებდა. ბოლოს, თავს მოერია და რისხვა დაიცხრო. თავ-ზარი
დაეცა, ამ დილით რომ დაურეკა ნათელმხილველმა და ეს ახალი ამ-
ბავი ამცნო; თუმცა გრაფი არ იყო ის კაცი, ემოცია რომ ვერ დაეფარა
და გრძნობას აჰყოლოდა. ყოველთვის ეხერხებოდა თავის ხელში
აყვანა.
– კარგი, ვაღიარებ – სხვის საქმეში ვყოფ ცხვირს. ეს ამბავი მე
არ მეხება, – განაგრძო გრძნეულმა, – მაგრამ ნეტავ გენახათ, რო-
გორ ცახცახებდა ტყეში მარტოდმარტო დარჩენილი თქვენი ქალიშ-
ვილი... საბანი და მანტოც კი არ გამოუყოლებია ხელს, სახლიდან
რომ გამოიპარა. ამ პატარა გოგონამ გული მომიკლა. მეცოდება.
ისეთ ცუდ დღეშია, ადგილს ვერ პოულობს, მოსვენება არა აქვს. მინ-
და ვიცოდე, გადარდებთ თუ არა, რას გრძნობს, რა აწუხებს, რას გა-
ნიცდის... როგორც ვატყობ, ჯეროვან ყურადღებას არ აქცევთ მის
განცდებს.
გრაფი შეცბა და აირია. გულზე მოხვდა ქალის უკანასკნელი სიტ-
ყვა, სილის გაწვნას ჰგავდა. ჰო, თითქოს, ალიყური უთავაზა ნა-
თელმხილველმა. პირველად კი არ გაუგონია ეს სიტყვა! აგერ უკვე
რამდენიმე წელი იყო, ხალხი აღარ სჯერდებოდა ასეთ სიტყვებს:
„გრძნობები“, „შეგრძნებები“, „შთაბეჭდილებები“... არადა, ყველა

5
ეს ტერმინი ხომ ჩინებულად გამოხატავდა უმთავრეს აზრს?! არა! მა-
ინცდამაინც განცდები უნდა ეხსენებინათ! მაინცდამაინც მძაფრი
ემოცია უნდა განეცადათ! რატომ იქცეოდნენ ასე? რად არ კმაყო-
ფილდებოდნენ უბრალო ფრაზებით? ნევილმა ნამდვილად არ იცო-
და ამის მიზეზი. გულს ურევდა ასეთი სასაცილო, უაზრო, ამპარტავ-
ნული, გადაპრანჭული და მედიდური ლექსიკა. როგორც კი მის ყურ-
თასმენას მისწვდებოდა ამგვარი სისულელე, თითქოს, საშინელი
ალერგია ეწყებოდა.
ნათელმხილველმა შეამჩნია, რომ კაცი გაღიზიანდა და გაიფიქ-
რა, საწადელს მივაღწიე, გულზე მოხვდა ჩემი ნათქვამიო. ალბათ,
გრაფი მალე დასერიოზულდებოდა, დადინჯდებოდა და გაიაზრებ-
და, რომ, როგორც მამას, უამრავი მოვალეობა ეკისრა ქალიშვილის
წინაშე და მარტოსულ გოგონას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევდა.
ნევილი წამოდგა; ისეთი იერი ჰქონდა, ეტყობოდა ფიქრობდა, ამ
ქალმა თავი გამომიჭედა ლაყბობით, მორჩა, მეყოფა ამდენი სისუ-
ლელის მოსმენაო. გრძნეული მიუახლოვდა, უეცრად ენთუზიაზმი-
თა და აღმაფრენით აღივსო და ნაჩქარევი მოძრაობით ჩააფრინდა
მის ხელს; თითქოს, უნდოდა, ეგრძნობინებინა, თქვენ მხარეს ვარ,
მტერი არ გეგონოთო, თუმცა, როგორც კი ნევილის ხელისგულს შე-
ეხო, სახის გამომეტყველება შეეცვალა და თქვა:
– მალე თქვენს სასახლეში დიდებული ზეიმი გაჩაღდება.
– დიახ, სწორედ ამას ვაპირებ, – დაუდასტურა კაცმა.
– წვეულება რომ დაიწყება, ერთ სტუმარს მოკლავთ, – განაგ-
რძო ქალმა.
– უკაცრავად?! რა თქვით?! – შეჰყვირა გრაფმა და მიტკალივით
გაფითრდა.
ნათელმხილველმა ხელი გაუშვა და გაუღიმა:
– დამშვიდდით. ყოველივე ბრწყინვალედ ჩაივლის. გამომყე-
ვით, თქვენი ქალიშვილი გავაღვიძოთ.
რომ არა უკანასკნელ წამს წარმოთქმული შემზარავი წინასწარ-
მეტყველება, ნევილი გულს გადაუშლიდა გაქცეულ ქალიშვილს,

6
ტკბილ სიტყვებად დაიღვრებოდა, გასაქანს მისცემდა აქამდე ჩახ-
შობილ, უკვე აზვირთებულ, ღვარად მომსკდარ გრძნობებს და გულ-
წრფელად დაელაპარაკებოდა, მაგრამ გულთმისნის სიტყვებმა ეს
ჯადოსნური წუთები ჩააშხამა. როცა ოთახში შეაბიჯა, ისე გახევდა,
თავის დღეში რომ არ დამართნია.
საველე საწოლზე გაშხლართულ გოგონას არ ეძინა.
– სალამი, მამა, – მიაგება მშვიდად და აუღელვებლად.
– დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო! როგორ ხარ? – ჰკითხა
მამამ, არც კი დაელოდა მის პასუხს და ნათელმხილველისაკენ იბ-
რუნა პირი; იმედი ჰქონდა, ახლა მაინც დაგვტოვებს მარტოო. ცხად-
ზე უცხადესი იყო, ქალს მთელი გულით უნდოდა, საკუთარი თვა-
ლით ეხილა მამისა და დაკარგული ქალიშვილის შეხვედრა: კისერი
წაეგრძელებინა და ბურთივით მრგვალი თვალები გადმოეკარკლა.
კაცი იფიქრებდა, ნევილის გონება სულ სხვაგან დაფრინავს,
ვერც კი ამჩნევს ამ ოჯახურ სცენასო. გრაფმა თავს ძალა დაატანა,
თამაში და თვალთმაქცობა გადაწყვიტა. უნდოდა, თავი მოეკატუნე-
ბინა, თითქოს ძალიან აღელდა; სიტყვით თუ არა, მიმიკისა და ჟეს-
ტების წყალობით მაინც გამოეხატა მძლავრი ემოცია. ეს შემაძრწუ-
ნებელი წინასწარმეტყველება და ეს აბეზარი წინასწარმეტყველი ქა-
ლი რომ არა, ნამდვილად ასეთი გრძნობა დაეუფლებოდა დაკარ-
გული ქალიშვილის პოვნისას. მიეჭრა თავის გაქცეულ ბავშვს,
მკლავები მოჰხვია და გულში ჩაიკრა. გოგონას, როგორც ყოველ-
თვის, ძალზე გულგრილი იერი ჰქონდა.
– წამოდი, წავიდეთ, – შესთავაზა ნევილმა.
მადამ პორტანდუერს მაინცდამაინც მაშინ წამოუარა ხუშტურმა
და მამა-შვილს უთხრა, საუზმეს მოგართმევთო, მაგრამ გოგონამ
თავი გამოიდო და მამას მხარი აუბა:
– დიდი მადლობა, მადამ, მაგრამ დედა ჯავრობს ჩემზე. მალე უნ-
და დავბრუნდეთ, თორემ შეეშინდება.
– როზალბა დამიძახე და „შენობით“ მომმართე, კარგი? -მიუგო
ქალმა.

7
– შევთანხმდით, – დაჰყაბულდა გრაფის ქალიშვილი, მაგრამ
სახეზე ეტყობოდა, ფიქრობდა, იმედი მაქვს, აღარასოდეს გადავეყ-
რები ამ ქალს, არც როზალბას დავუძახებ და არც „შენობით“ მივ-
მართავ, ალბათ, არასოდეს დამატყდება თავს ეს ორი უბედურებაო.
– თუკი ვინმესთან საუბარი მოგინდება, იცოდე – აქა ვარ, – დას-
ძინა ქალმა და მის წინ მდგომ ქალიშვილს თავისი სავიზიტო ბარათი
გაუწოდა.
წინასწარმეტყველმა კიდევ ერთხელ გააქროლა ნევილი თავისი
კაბინეტისაკენ; თითქოს, წუთის წინ ნანახმა სცენამ დაარწმუნა,რომ
უფლება ჰქონდა, თამამად გამოეთქვა საკუთარი აზრი და დაემუნა-
თებინა კიდეც გრაფი უღირსი საქციელის გამო. ჰო, უცილობლად
უნდა ემცნო კაცისთვის, რას ფიქრობდა მასზე.
– უფრო გულთბილად უნდა მოეპყროთ თქვენს შვილს, – შეუტია
ქალმა.
ნევილს მოთმინების ფიალა აევსო. ისეთ დღეში ჩავარდა და აღ-
შფოთდა, სადაც იყო, განრისხებით შესძახებდა, მინდოდა, მოვფე-
რებოდი, დამეყვავებინა და სითბო მეჩუქებინა მისთვის, მაგრამ ვერ
შევძელი, რადგან თავზე დამადექით და ფეხი არ მოიცვალეთ ოთა-
ხიდან, სულ თქვენი ბრალია, სითბოთი და სიყვარულით რომ ვერ
ავავსე ჩემი ქალიშვილიო; მაგრამ ქალმა ისეთი შეკითხვა მიახალა,
სულ აურია თავგზა და ხმა ჩააკმენდინა:
– რატომ დაარქვით ასეთი სახელი?
– ვერ მიგიხვდით, რას გულისხმობთ. როგორ თუ რატომ და-
ვარქვი ასეთი სახელი?!
– არა, რა! არ მესმის, როგორ უნდა დაარქვა „სერიოზი“ საკუ-
თარ ქალიშვილს!
– რატომაც არა? – ჰკითხა გრაფმა და გაიფიქრა: „თქვენ ხომ
როზალბა გქვიათ?! ჰოდა, ჩემს ქალიშვილს – სერიოზი“.
– ვერავინ იქნება სერიოზული ამ ასაკში. ჩვიდმეტიოდე წლის
გოგონაა.
– შეცდომა დაუშვით. ფრანგული ენის გრამატიკის წესების თა-
ნახმად, მესამე პირის განუსაზღვრელი ნაცვალსახელი (არავინ“,

8
„ვერავინ”) არ მოითხოვს სქესის დაკონკრეტებას. მამრობითი სქე-
სის ზედსართავს შეეხამება; თქვენ კი მდედრობითი გამოკვეთეთ, -
შეუსწორა გრაფმა.
წინასწარმეტყველმა თავი გადააქნია:
– ვგონებ, სერიოზული პრობლემა გაქვთ, მუსიე.
– კმარა, მადამ. სიკვდილს გადაარჩინეთ ჩემი საყვარელი ქა-
ლიშვილი და დიდად მადლობელი ვარ თქვენი. ამას გულწრფელად
გეუბნებით. თუ წინააღმდეგი არა ხართ, ახლავე დავასრულოთ სა-
უბარი. ასე შორს ნუ შევტოპავთ.
ნევილი და მისი ქალიშვილი ავტომობილში ჩასხდნენ და შინი-
საკენ მიმავალ გზას გაუდგნენ. მანქანა ნელა მიგორავდა სასახლი-
საკენ. საჭესთან მოკალათებული კაცი თავს ძალას ატანდა და ცდი-
ლობდა, ისე მოქცეულიყო, როგორც შეჰფერის იმ მამას, სახლიდან
გაქცეული ქალიშვილი რომ იპოვა.
– რამის თქმა ხომ არ გინდა, ჩემო საყვარელო? – ჰკითხა მან.
– არა, მამა. განსაკუთრებული და ნიშანდობლივი არაფერი
მაქვს სათქმელი, – მშრალად მიუგო გოგონამ.
– რატომ გაქუსლე სახლიდან? რატომ გაიქეცი?
– არ გავქცეულვარ. მხოლოდ იმას ვნატრობდი, მარტოდმარტო
გამეთია ღამე უღრან ტყეში. ნათელმხილველი გადამეყარა და ჩემს
ღამეულ გასეირნებას გაქცევა უწოდა. ის კუდიანი რომ არ წამომ-
დგომოდა თავზე, გარიჟრაჟზე დავბრუნდებოდი ჩემს საძინებელ
ოთახში და კაციშვილი ვერაფერს გაიგებდა.
– რატომ არ უთხარი იმ ქალს, სახლიდან არ გავქცეულვარ, უბ-
რალოდ, ტყეში ყოფნა მომინდაო?
– როგორ არ ვუთხარი! არ დამიჯერა. ქვა ააგდო და თავი შეუშ-
ვირა. ვერაფერი შევასმინე. დაიჟინა, გამოპარული ხარო. მისი აზ-
რით, ყველა მოზარდი გარბის მშობლიური კერიდან.
– რატომ მოისურვე ღამის გათევა უღრან ტყეში?
– მინდოდა, გამეგო, როგორი შეგრძნება იყო..
– პირველად მოხდა ასეთი რამ? აქამდე არასდროს გიცდია?
– არასდროს.

9
– შეიძლებოდა, გაყინულიყავი. მართლაც ძალიან ციოდა. ვა-
ითუ, მომკვდარიყავი?!
– ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სექტემბრის ღამეს ასე შემ-
ცივდებოდა ტყეში... საშინელი ცახცახი ამივარდა.
გრაფმა გაიფიქრა, სულაც არ ჩაუდენია საძრახისი საქციელი,
ნამდვილად არ იმსახურებს გაკიცხვასო.
– იცი? შენი ტოლი რომ ვიყავი, მეც გავათიე ღამე ტყეში. შენი არ
იყოს, მეც მომივიდა ასეთი აზრი.
– ო, მართლა?!
– თუ გინდა, ნურაფერს ვეტყვით დედაშენს. ტყუილად აფორიაქ-
დება.
– შევთანხმდით.
ნევილი ამაყობდა, ქალიშვილს ჭეშმარიტად გულწრფელი ბაასი
რომ გაუბა. უეცრად მოაგონდა ნათელმხილველის ბაგეთაგან აღ-
მომხდარი წინასწარმეტყველება და მოდუნდა. ოქტომბრის პირ-
ველ კვირადღეს, შატო პლუვიეში, საყოველთაოდ ცნობილი და სა-
ხელგანთქმული, ყოველწლიური გარდენ-ფართი1გაიმართებოდა.
ეს იყო ნამდვილი მოვლენა, ყველაზე არისტოკრატული და ბრწყინ-
ვალე წვეულება ბელგიის არდენებში2 მიმალულ, მეტად მიუვალ,
შორეულ და მივარდნილ ამ რეგიონში. ნაღები საზოგადოება იყრი-
და თავს. გრაფი ნევილი ამ ზეიმის ჩაშლას გულშიც კი ვერ გაივლებ-
და. ეს გიჟური აზრი ახლავე უნდა მოეშორებინა. კაცი შეაძრწუნა
იმის გააზრებამ, რომ იმ დიდებულ და ულამაზეს ადგილას ერთ-ერთ
სტუმარს მოკლავდა. ეს ყოვლად დაუშვებელი და წარმოუდგენელი
იყო! არასდროს მომხდარა მსგავსი რამ. ვინ გაბედა იმის თქმა, რომ
გრაფი მაინცდამაინც უკანასკნელ გარდენ-ფართიზე ჩაიდენს ესო-
დენ შემზარავ სიმდაბლესო?! ეს ხომ პლუვიეს სასახლის ბოლო ზე-
იმი იქნებოდა, სულ ბოლო?!

1
ღია ცის ქვეშ, ბაღში გამართული წვეულება
2
მაღლობი ბელგიაში, ესაზღვრება საფრანგეთს და ლუქსემბურგს

10
მართლაც უნდა დამშვიდობებოდა საყვარელ კარ-მიდამოს. ოჯა-
ხი დაქცეული და გაპარტახებული იყო. ორი ნოემბრის შემდეგ სამუ-
დამოდ აუკრძალავდნენ სასახლეში ფეხის დადგმას. გრაფი ნევილი
სწორედ ამიტომ ანიჭებდა ესოდენ დიდ მნიშვნელობას ამ უკანას-
კნელ გარდენ-ფართის. უნდოდა, ზარ-ზეიმით აღენიშნა ოთხი ოქ-
ტომბერი, უკანასკნელად განედიდებინა ოჯახის ღირსება და სახე-
ლი და სტუმრების გული გაეხარებინა, მაგრამ თუკი სიცოცხლეს მო-
უსწრაფებდა ერთ-ერთ მათგანს, ნამდვილად ვერ მიაღწევდა საწა-
დელს და ვერც თავს ისახელებდა.
ანაზდად, საბურავი გასკდა. არც მამამ და არც ქალიშვილმა არ
იცოდნენ მისი გამოცვლა.
– სასახლეს ორიოდე კილომეტრი გვაშორებს; გზას ფეხით გა-
ვუდგეთ. შინ რომ დავბრუნდებით, შენს უფროს ძმას გამოვგზავნი
და მიხედავს მანქანას.
სრულებით ბუნებრივი და ნორმალურია, თუ ადამიანი არ ლაპა-
რაკობს, როცა ავტომობილს მიაქროლებს. მეტიც: მის დუმილს კარ-
გი თვალით უყურებენ. ასე იქცევა ყველა ყურადღებიანი, წინდახე-
დული და გამჭრიახი მძღოლი. აი, იმაზე კი უთუოდ შეიძლება დავა,
როგორია კაცი, საკუთარი ქალიშვილის გვერდით რომ მიაბიჯებს
და ხმას არ იღებს. გრაფმა თავს ძალა დაატანა; გამალებით ცდი-
ლობდა თითო-ოროლა ისეთი სიტყვის პოვნას, ესოდენ საჩოთირო
ვითარებას რომ შეეფერებოდა.
– მიამბე, როგორ გაატარე ღამე ტყეში, საყვარელო, – ამოღერ-
ღა ბოლოს.
– თავიდან ბრწყინვალე ჩანდა ყოველივე. საოცარ სამყაროში
აღმოვჩნდი. ჭოტები და ბუები გაჰკიოდნენ, ჰაერში საამო სურნელი
ტრიალებდა. ხავსზე წამოვწექი, ბალიშივით ამოვიდე თავქვეშ
მკვდარი, დამჭკნარი ფოთლები; მესმოდა, როგორ დაკუნტრუშებ-
დნენ შვლები. თვალის დახამხამებაში დამრია ხელი სიცივემ.
ძვალ-რბილში გაატანა სუსხმა. შემზარავი გახდა ტყე, თითქოს,
მტრული იერი მიიღო ყოველივემ.

11
– შეგეძლო, საბნის წასაღებად მაინც დაბრუნებულიყავი შინ, -
უთხრა გრაფმა.
– დავიფიცე, არასდიდებით ფეხს არ მოვიცვლი-მეთქი.
კაცს გაეღიმა. გაიფიქრა, მოზარდებს სჩვევიათ ასეთი სიჯიუტე
და თავნებობაო. ყმაწვილურ ახირებად ეჩვენა ეს ფიცი, თუ სანაძ-
ლეო.
– გავიდა რამდენიმე წუთი და მადამ პორტანდუერი წამადგა
თავს. თავისი მოსასხამი გამომიწოდა. ძალიან თავაზიანი და კეთი-
ლია, მაგრამ ცოტა არ იყოს... არ ვიცი, როგორ ვთქვა... რა სიტყვა
შეეფერება...
– ვგონებ, მესმის შენი. ვხვდები, რისი თქმაც გინდა.
– გამალებით დაეძებდა იშვიათ, გამორჩეულ სოკოებს. ამბობ-
და, ეს ჯადოსნური სოკოები მხოლოდ ნაშუაღამევს უნდა დაკრიფო-
ო.
– ეშმაკმა დალახვროს!
– უეჭველია, ასეთ რაღაცებს ნათელმხილველები იყენებენ. ეშ-
მაკობენ, ათას ბალახბულახს და მცენარეს უზავებენ ერთმანეთს.
ნევილს იმ ქალის მბრძანებლური ხმა მოაგონდა. გაახსენდა,
მსაჯულივით მკვახედ რომ მიახალა, სულაც არ გადარდებთ, რას
გრძნობს თქვენი ქალიშვილი, რა აწუხებს და „რას განიცდისო“. ჩა-
აგონა ეს აზრი და ოსტატურად შეაპარა, მეტი ყურადღებისა და
მზრუნველობის გამოჩენა გმართებთო. ნევილის გულში იმედის ნა-
პერწკალი გაკრთა და გაიფიქრა, იქნებ, სერიოზს არც კი გადაუტა-
ნია ასეთი საშინელი განსაცდელი, იქნებ, არა აქვს ასეთი მძიმე
ტრავმა და სულაც არ აწუხებს სულის იარებიო. გადაწყვიტა, ბედი
ეცადა და ნიადაგი მოესინჯა:
– ორიოდე სიტყვა მითხარი შენს განცდებზე, ჩემო თვალის სი-
ნათლევ, – მიუბრუნდა მამა.
– ჩემს რაზე? – კითხვა შეუბრუნა სერიოზმა.
– განცდებზე, – გაუმეორა კაცმა.
გრაფს ამ სიტყვის წარმოთქმისაც კი რცხვენოდა.

12
– მაპატიე, მამა. ეს სულელური შეკითხვა სასაცილოდ არ მყოფ-
ნის.
გრაფს სიმშვიდე დაეუფლა და ხმა აღარ ამოუღია.
შორიდანვე მოჰკრეს თვალი შუაგულ ტყეში ჩაფლულ, მათი სა-
სახლის ერთ აწოწნილ კოშკს. გრაფი გრძნობამ აიტანა; მიხვდა, მი-
სი ქალიშვილიც დიდებულ განცდას შეეპყრო. ერთმანეთის თანაზი-
არნი გახდნენ: ორივეს მთელი გულით უყვარდა ხეების სამყაროში
გამომწყვდეული ეს სილამაზე, ეს ჯადოსნური ადგილი! როგორ
იტანჯებოდნენ, როცა ფიქრობდნენ, სულ მალე ეს განძი ხელიდან
გამოგვეცლებაო. რატომ უნდა დაეკარგათ ასეთი სიმდიდრე?!
ამიერიდან ვეღარ დაიფარავდნენ ამ მყუდრო ნავსაყუდელს გა-
დამთიელთა შემოსევისაგან. რა აუტანლად მტკივნეული იყო ამის
გასიგრძეგანება! ვერა და ვერ ეგუებოდნენ ამ აზრს. ბელგიაში არ
არსებობდა არავითარი კანონი ისტორიული ძეგლებისა და თვალ-
საჩინო მონუმენტების დასაცავად. ალბათ, მომავალი მეპატრონე-
ები უმოწყალოდ დაანგრევდნენ, გააჩანაგებდნენ და მიწასთან გაას-
წორებდნენ 1799 წელს აგებულ ამ დიდებულ შენობას. გაჩეხავ-
დნენ იმ ძველთაძველ ტყესაც, გარს რომ ერტყა სასახლეს. აბა, ვინ
შეუშლიდა ხელს?! ამ საოცნებო მამულის დაკარგვას კიდევ გადა-
იტანდნენ, მაგრამ ორივეს აუტანელ ტანჯვა-წამებას განაცდევინებ-
და იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც გაანადგურებდა და დააქცევდა იქაუ-
რობას. შეიძლებოდა, არც გაეპარტახებინათ, მაგრამ მამა-შვილს
ეს ეჭვიც კი გულს უკლავდა.
– რა ნაღვლიანია ეს ყოველივე, არა?!
– ჰო.
გაჩუმდნენ. კრინტი აღარ დაუძრავთ. მათი აზრით, ერთი სიტ-
ყვის დამატებაც კი საშინელი უღირსობა იქნებოდა. კარგად იცოდ-
ნენ – ოცდამეერთე საუკუნეში მხოლოდ უმსგავსო, ამაზრზენი და
უგვანი ადამიანი თუ გამოეტირებოდა ოჯახისაგან ნაანდერძევ საგ-
ვარეულო სასახლეს. ეს დიდი უხამსობაც კი იქნებოდა, მეტად უკად-
რისი და სათაკილო საქციელი. ახლა ხომ 2014 წელი იყო?!

13
ვინღა გლოვობდა ასე გულდათუთქვით დაკარგულ არისტოკრა-
ტულ ადგილ-მამულს? ნევილი ხშირად აღნიშნავდა და ოჯახის წევ-
რებსაც შეახსენებდა ხოლმე, ისიც შესანიშნავი და დიდებულია, ასე
დიდხანს რომ შევინარჩუნე შატო პლუვიეო.
მიუხედავად ყველაფრისა, სასახლის ძირას შეყუჟული ერთი ცი-
და ხუხულა მაინც არ გამოეცლებოდათ ხელიდანს; შეინარჩუნებ-
დნენ იმ ომონიერს, სადაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ შეიფარეს მო-
იჯარეები. უპოვარ-უქონელი უსახლკაროებივით არ გამოეფინე-
ბოდნენ შარაგზაზე; მაგრამ თუკი ახალი მეპატრონეები დაანგრევ-
დნენ სასახლეს და ტყესაც გაჩეხავდნენ, ნევილები ცხადად, თვალ-
ნათლივ დაინახავდნენ ყოველივეს. თითქოსდა ლოჟაში მოკალა-
თებულნი, ყურადღებით დააკვირდებოდნენ საზარელ წარმოდგე-
ნას და ამ გაუგონარი უბედურების მომსწრენი გახდებოდნენ.
– სად დაიკარგეთ? – გასძახა გრაფინიამ, როცა სახლისაკენ მო-
მავალ ქმარსა და ქალიშვილს ჰკიდა თვალი.
ანაზდად, ნევილმა გასაქანი მისცა წარმოსახვას, იმპროვიზაცი-
აზე გადავიდა და სახელდახელოდ გამოაცხო ტყუილი:
– წირვაზე წავედით.
– წირვაზე? რა ბზიკმა გიკბინათ?
– განცდებმა შემაწუხა, – ოსტატურად შეაგება სერიოზმა.
– რა თქვი?
– იხუმრა. შენი გაცინება მოუნდა, – უპასუხა გრაფმა და ვაჟიშ-
ვილს მიმართა, – ორესტე, საბურავი გამისკდა. გასავათებული ვარ.
მანქანა სოფლის შუაგულში, გზის პირას დავტოვე. შეგიძლია, მიხე-
დო? გთხოვ, მოიყვანე.
ყმაწვილი მყისვე გაეშურა მამის თხოვნის შესასრულებლად.
გაოგნებულ ნევილს ვერც კი დაეჯერებინა, რომ ნამდვილად მი-
სი ვაჟიშვილი იყო ეს აყლაყუდა, ჯან-ღონითა და სიცოცხლით სავსე,
ათლეტური აღნაგობის, მხარბეჭიანი, თვალტანადი და ახოვანი ოც-
დაორი წლის ბიჭი, გატაცებით რომ უყვარდა მექანიკა. გრაფი გან-
ცვიფრებით შესცქეროდა ხოლმე ორესტეს, რომელიც საოცრად კარ
გად გრძნობდა თავს თანამედროვე სამყაროში; ფეხი აეწყო ახალი

14
ცხოვრებისათვის. დროის დინებას ლაღად მიჰყვებოდა. სახტად
დარჩენილი ანრი ნევილი ხშირად ფიქრობდა, ნუთუ, მართლა ჩემი
შვილიაო. ასეთივე შეცბუნებული სიამაყე იპყრობდა (ჰო, ერთგვარი
შეცბუნებული და თავგზაარეული სიამაყე), როცა თვალს შეავლებ-
და ხოლმე თავის ელექტრას – ოციოდე წლის ქალიშვილს, მშვენი-
ერს, ეშხიანსა და მომხიბვლელს, რომლისთვისაც განგებას უხვად
მიემადლებინა ნიჭი. მის ამ თავმოწონებას დაბნეულობა ერთვოდა.
სერიოზი იყო მისი ერთადერთი ნაშიერი, რომელშიც საკუთარ თავს
ხედავდა. საკუთარ ორეულადაც კი ეჩვენებოდა. ეს გოგონაც მასა-
ვით ტლანქი, მოუქნელი, სიტყვაძუნნწი, უენო, გულჩათხრობილი,
საკუთარ ნაჭუჭში გამომწყვდეული და უკარება გახლდათ. მუდამ ცუ-
დად გრძნობდა თავს, შფოთავდა, ადგილს ვერ პოულობდა
ხშირად ეკითხებოდნენ ნევილს, რატომ დაარქვით ორესტე და
ელექტრა თქვენს ორ უფროს შვილსო. გრაფიც წარბშეუხრელად,
უტიფრად პასუხობდა, ასე ხდება იდეალურ ოჯახებშიო. ერთხელაც
კი არ გაუქენჯნია სინდისს იმის გამო, ასე პირდაპირ და მოურიდებ-
ლად რომ მიახლიდა ხოლმე ხალხს, საუკეთესო ცოლ-შვილი მყავ-
სო. გაკვირვებული თანამოსაუბრე ცნობისმოყვარედ ჩაეძიებოდა
ხოლმე – წესით და რიგით, თქვენი პანაწინა ნაბოლარასთვის იფი-
გენია უნდა დაგერქმიათო.
– პატრიციდსა და მატრიციდს შევიწყნარებ, მაგრამ ინფანტი-
ციდს ვერ შევეგუები. მშობლების მკვლელს კიდევ აიტანს კაცი; ბავ-
შვის სისხლში ხელებგასვრილს კი – ვერა.
ხშირად იპყრობდა რისხვა, ამდენ გულისგამაწვრილებელ შე-
კითხვას რომ უსვამდნენ ამის თაობაზე, საყვედურებით ავსებდნენ,
ჰკილავდნენ და უთავბოლო შეგონებებით უღონებდნენ გულს. მას-
ში ამბოხების ნაპერწკალი გაღვივებულიყო. ათასგვარ უჩვეულო,
სრულებით შეუფერებელ, ბრიყვულ და სასაცილო სახელებს არ-
ქმევდნენ ბავშვებს ამ უცნაურ ეპოქაში; გრაფი კი შესაშურ ზომიერე-
ბას, სიდინჯესა და კეთილგონიერებას იჩენდა, თავისი ბავშვების-
თვის კლასიკურ სახელებს ირჩევდა.
მესამე შვილის სახელის გამო ყველანი არნახული გავეშებით

15
დააცხრნენ თავს და შეუტიეს:
– განა, სერიოზულობაა ის გამორჩეული თვისება, რომლის ასე
თვალსაჩინოდ წარმოჩენა და გამომზეურებაც ღირს? ასე გგონიათ?
– რა თქმა უნდა! სხვათა შორის, ეს სახელი სულაც არაა ჩემი
ფანტაზიის ნაყოფი. ნამდვილად არაფერი გამომიგონია. „ერნესტი“
სერიოზულს ნიშნავს.
– მაშ, რატომ დაარქვით სერიოზი და არა – ერნესტინი?
– ეგ უშნო სახელია. „ერნესტინი“... არც „სერიო“ არაა სილამა-
ზის მწვერვალი, აი, სერიოზი კი დიდებული და შთამბეჭდავია.
– ხომ არ გეჩვენებათ, რომ სწორედ იმ ხალხის წისქვილზე ას-
ხამთ წყალს, ვინც თავგამოდებით ამტკიცებს, არისტოკრატები ისე-
თი რთული სახელებით გამოირჩევიან, ეშმაკი ვერ დაიმახსოვრებ-
სო? ნუთუ, არასოდეს დაგრჩენიათ ასეთი შთაბეჭდილება?
– აბა, ყური დამიგდეთ: მე ანრი მქვია; ჩემს მეუღლეს – ალექ-
სანდრა. ხომ საყოველთაოდ ცნობილი და გავრცელებული სახელე-
ბია? ყოველ მეორეს ჰქვია.
ძალზე იშვიათად თუ ნახავთ კაცს, ანრი ნევილივით თავდავიწყე-
ბით რომ ეტრფოდეს ცოლს. მზე და მთვარე ამოსდიოდა მასზე. ორ-
მოცის იყო, როცა შეხვდა თავისზე ოცი წლით უმცროს ალექსან-
დრას. თვალი შეავლო თუ არა, გულში ჩაუვარდა გასაოცარი და
ზღაპრული მშვენიერებით შემოსილი ქალიშვილი.
იმ შორეულ დროში, ნევილი სათავეში ედგა გოლფის ყველაზე
პრესტიჟულ და სახელგანთქმულ წრეს, „რავენშტაინს“, რომელსაც
მთელ ბელგიაში ბადალი არ ჰყავდა. გრაფი მუდამ ათასგვარი არის-
ტოკრატული წვეულების, შეკრებისა და ღონისძიების სულისჩამ-
დგმელი იყო. დღედაღამ საქმოსნობდა და ფუსფუსებდა. მათთან მა-
ღალი საზოგადოება იყრიდა თავს. მდიდარი არ ეთქმოდა,თუმცა,
ბრწყინვალე რეპუტაციით სარგებლობდა, დიდებითა და პატივით
ტკბებოდა. სახელის მოხვეჭა ხელმოკლეობის საზღაურად ესახებო-
და. მისი სენტიმენტალური, გრძნობიერი ცხოვრება მარტოოდენ ფი-
ასკოთა უსასრულო წყება იყო. ბევრჯერ მოეცარა ხელი.ზედიზედ
მრავალჯერ იწვნია მარცხი. ერთ წარუმატებლობას მეორე მოსდევ-

16
და. უბედობათა უწყვეტ ჯაჭვს ბოლო არ უჩანდა. გრძნობდა, განწი-
რული იყო: მარტოობაში გაილეოდა მისი ცხოვრება და ბერბიჭად
ჩავიდოდა სამარეში. ჰო, სიკვდილამდე მარტოხელა იქნებოდა.
– ყოველთვის მეტისმეტად ლამაზ ქალებს ირჩევ, შენთვის შე-
უფერებლად მშვენივრებს, – ეუბნებოდნენ მეგობრები.
რა ექნა?! სრულიად უმწეო იყო მშვენიერების ყოვლისმომცვე-
ლი ძალის წინაშე. მომხიბვლელი და ეშხიანი ქალი თვალის დახამ-
ხამებაში დაიპყრობდა მის გულს, საბოლოოდ დაიმორჩილებდა და
საუკუნოდ მოაჯადოებდა. ამაოდ ლამობდა, თავდავიწყებით შეჰ-
ყვარებოდა ვინმე გოგონა, ვისაც მასავით უბრალო გარეგნობა და
აღნაგობა ჰქონდა, ასე ვთქვათ, არაფრით გამორჩეული... ვერა-
ფერს გახდა. ვიღაც ვიგინდარა არასოდეს შეუყვარდებოდა.
ქალური სიტურფე ბანგივით აბრუებდა. ეს იყო მისი ძლიერმოქ-
მედი ნარკოტიკი: მეტისმეტად კოხტა და ლამაზი ქალის გვერდით
რომ აღმოჩნდებოდა, ნევილი ლევიტაციის სიამეს ეზიარებოდა,
სხვა განზომილებაში გადადიოდა. მისი სხეული, თითქოს, მიწას
მოსწყდებოდა და სივრცეში დაფარფატებდა. თვალმოუშორებლივ
შესქცეროდა, გულდასმით აკვირდებოდა; წამითაც კი არ შეწყვეტდა
ტკბობას, მაგრამ ამ ნარკოტიკს არასოდეს შესჩვევია.
ალექსანდრა ბევრად უფრო დამატყვევებელი, გულში ჩამწვდო-
მი და გასაოცარი სილამაზით ბრწყინავდა, ვიდრე ყველა ის ახალ-
გაზრდა ქალი, რომლის სიტურფის წინაშეც ნევილს ოდესღაც ქედი
მოუდრეკია. არ შეეძლო, არ დანებებოდა საცდურს და ფარ-ხმალი
არ დაეყარა. ფიქრობდა, თავს არ გამიყადრებს, ზედაც არ შემომხე-
დავს და ხელი მომეცარებათო, მაგრამ, საბედნიეროდ, შეცდა: ქა-
ლიშვილმა მეორე პაემანზევე შეჰყვირა:
– ძალიან მომწონხართ! მოდით, „შენობით“ მივმართოთ ერ-
თმანეთს!
ალექსანდრა მრავალი ღირსებითა და საამაყო თვისებით იყო
შემკული. გარდა ამისა, ენთუზიაზმის უშრეტი წყარო ჩქეფდა მას-
ში,სასიცოცხლო ძალითა და შემართებით იყო სავსე. ანრი ლამის
ჭკუაზე შეაცდინა სიყვარულმა. გაგიჟებით ეტრფოდა გულისსწორს;

17
მის მშობლებს კი თვალში არ მოსდიოდათ ეს ქალიშვილი, წვრილი
აზნაურობის შთამომავალი. ოჯახი არა და არ გახდა ვაჟის შმაგი სიყ-
ვარულისა და მწველი ვნების თანაზიარი.
მამამისი, ოკასენ ნევილი, დიდი გულისგამაწვრილებელი ვინმე
იყო. მუდამ მძვინვარებდა და ბობოქრობდა. მისი გამაყრუებელი
ხმა მეხის გავარდნასავით აზანზარებდა ყოველივეს. რისხვის ნიაღ-
ვარს დაატეხდა ხოლმე თავს ოჯახის წევრებს. ეს გულღრძო კაცი წინ
აღუდგა შვილს და ალექსანდრას ცოლად მოყვანა დაუშალა:
– გიკრძალავ იმ გოგოს შერთვას! ახლა ვერც კი ხვდები, რომ შენ
სასიკეთოდ ვირჯები. მხოლოდ სილამაზის გამო შეგიყვარდა. როცა
დაბერდება და დაუშნოვდება, მასზე გული აგიცრუვდება, ჩემთან
მოხვალ და მეტყვი, მამა, მადლობას გწირავ, დაქორწინების უფლე-
ბა რომ არ მომეციო.
ანრი გაჯიუტდა და გაკერპდა. მამას არაფრისდიდებით არ და-
ემორჩილა. მაშინ 1990 წელი იყო და გაიფიქრა, სულაც არ მჭირ-
დება მშობლის ნებართვა, ისედაც შევირთავ ალექსანდრასო.
გრაფს უყვარდა მამა და პატივსაც სცემდა, მაგრამ აღშფოთდა,
როცა კაცმა მხოლოდ იმიტომ დაიწუნა სარძლო, რომ იგი წვრილი
აზნაურის შთამომავალი გახლდათ! ნუთუ ამ უაზრო მიზეზით უნდა
ეკრა მისთვის ხელი?! ანრი ამბოხების ცეცხლში გაეხვია.
საქორწინო ლხინი რავენშტაინის დიდებულ და თვალწარმტაც
ბაღებში გაჩაღდა. მიდამოს არნახული სიმდიდრისა და ფუფუნების
ელფერი დაჰკრავდა . უკვე ოთხი წელი იყო, ანრი და ალექსანდრა
აღმერთებდნენ ერთმანეთს. ურყევი, მტკიცე სიყვარულით შეკავში-
რებულიყვნენ. მიუხედავად ამისა, გაბოროტებული ოკასენი დიდ
უბედურებას უწინასწარმეტყველებდა წყვილს. გაიძახოდა, ასეთი
კავშირი დიდხანს არ გასტანსო. მათი ქორწილიდან ცოტა ხნის შემ-
დეგ უფალს მიებარა.
ანრი ნევილი გულში ზეიმობდა, რადგან არად ჩააგდო მამის სიტ-
ყვა და მისი ნება ფეხქვეშ გათელა. თავს ულოცავდა, აკრძალვა რომ
დაარღვია და მაინც შეირთო ალექსანდრა. ასეთი სწორი ნაბიჯი
ცხოვრებაში არ გადაუდგამს, ასეთი ბრწყინვალე აზრი არასოდეს

18
მოსვლია. ოკასენ ნევილი მწარედ შეცდა: ანრის მარტოოდენ სა-
ოცარი მშვენიერების გამო როდი შეუყვარდა ცოლი ასე გულმხურ-
ვალედ. მართალია, გულღრძო მამა ეუბნებოდა, დაჩაჩანაკდება,
დაუშნოვდება და გული აგიცრუვდებაო, მაგრამ რაც უფრო გადიო-
და დრო, ქალი მით უფრო დამატყვევებელი სილამაზით იმოსებო-
და. ორმოცდარვას მიტანებული ალექსანდრა ახლა უფრო თვალის-
მომჭრელი ეშხით ბრწყინავდა, ვიდრე მაშინ, ოციოდე წლის ქალიშ-
ვილი რომ იყო. მისი შარმი ყველას ნუსხავდა. დღემუდამ კარგ გუნე-
ბაზე გახლდათ. მისი მარადიული სილაღე, მხიარულება და ჩინებუ-
ლი განწყობა ელვის უსწრაფესად გადაედებოდა ხოლმე იმათ, ვი-
საც ხშირად ხვდებოდა და სტუმრობდა. ქმარსაც ასე ახალისებდა.
ის რომ არა, გრაფი საბოლოოდ დაინთქმებოდა მელანქოლიის
იმ უძირო ჭაობში, მის სულში რომ იმალებოდა. ძალიან კარგად
იცოდა, ეს გულისმომკვლელი კაეშანი რომ „უწყალობა“ განგებამ.
არც კი უცდია ამის უარყოფა.
ანრის ახლა უფრო მეტად უყვარდა მეუღლე, ვიდრე ოჯახური თა-
ნაცხოვრების პირველ დღეს. ორესტესა და ელექტრას სწორედ დე-
დისაგან დაჰყვათ სილამაზე და ეშხი. „გამიმართლა, ასეთი ცოლი
რომ შევირთე. იღბლიანი გამოდგა ჩვენი ქორწინება. ნეტავ, ყო-
ველთვის ასე მწყალობდეს ბედი და ასეთი ბრწყინვალე გამარჯვე-
ბით ვაგვირგვინებდე ყველა წამოწყებულ საქმეს, ჩემზე ბედნიერი
კაცი არ იქნებოდა ქვეყნად!“ – ფიქრობდა ხოლმე გრაფი.
კაცმა რომ თქვას, მაინცდამაინც შორს არ იყო ამ ბედნიერები-
საგან. ვაგლახ, ვერ დააგროვა დიდძალი ქონება და ავლადიდება!
წარმოუდგენლად, ასე ვთქვათ, ტრაგიკულად პატიოსანი და გულ-
მართალი კაცი იყო. ჰო, ტრაგიკულად! უდიდესი დაწესებულების,
„რავენშტაინის“, დირექტორის სავარძელმაც კი ვერ შეცვალა. სიმ-
დიდრის ზღვა იდგა იმ შენობის კედლებში, მაგრამ მილიონები არ
მოუხვეტავს. მის ნაცვლად, არცთუ ისე ალალ-მართალი, პირნათე-
ლი და ნამუსიანი ადამიანი რომ ჩასდგომოდა სათავეში იმ ორგა-
ნიზაციას, ოქროს სასახლეებს აიშენებდა და ფუფუნებაში გალევდა
ცხოვრებას.

19
აგერ უკვე სამი წელი იყო, რაც თავი მიანება „რავენშტაინის“
მართვა-გამგეობას და თანამდებობიდან გადადგა. ხელმომჭირნე-
ობას იჩენდა, ბატონკაცური ყოფით აღარ ტკბებოდა. იძულებული
შეიქნა, ცხოვრების მოკრძალებულ ყაიდას დასჯერებოდა და თავი
შეეზღუდა, მაგრამ სულ ამაოდ. გარდაუვალ ბედისწერას მაინც ვერ
გაექცა: სასახლის გაყიდვის დროც დადგა. ბრძოლას აზრი არ ჰქონ-
და.
„ნეტავ, ის მაინც ვიცოდეთ, ვინ ჩაიგდებს ხელში ჩვენს სამკვიდ-
რებელს!“ – ხშირად იმეორებდა გულმოკლული გრაფი.
საყოველთაო კრიზისის პერიოდი იყო და ნობილიერში3 ჩამოთ-
ვლილი თითქმის ყველა არისტოკრატი, დიდგვაროვანი და კეთილ-
შობილი ჩამომავლობის ხალხი ყიდდა სასახლეს. კეტენიების ოჯახ-
მა მერლმონი გაიმეტა; ნოტომებიც მალე შეელეოდნენ პონ-დუას.
ნევილს იმედი ჰქონდა, თავისი საფიცარი შატო პლუვიეც გაიზია-
რებდა მერლმონის ერთობ შესაშურ ბედს: ის სასახლე ხომ დიდგვა-
როვანმა ბელგიურმა ოჯახმა შეიძინა?! მოწიწებას აღუძრავდა ამ
ღირსეულ ხვედრზე ფიქრი. ნევილის პლუვიეც თავადს უნდა ეყიდა.
საკადრისი პატრონი უნდა ჰყოლოდა ამ მამულს, მისთვის შესაფე-
რისი. ვიგინდარას ვერ ჩაუგდებდა ხელში.
ამ მიწა-წყალზე დასახლებულ ოჯახთა უმეტესობა უკვე დანათე-
სავებული იყო. ამიტომაც, როცა კეტენიებმა სხვას გადასცეს თავი-
ანთი სასახლე, სულაც არ უფიქრიათ, საბოლოოდ დავკარგეთ წინა-
პართაგან ნაანდერძევი ადგილ-მამული და ჩვენი თავადური საბ-
რძანებელიო. ასეთი საშინელი შთაბეჭდილება არავის დარჩენია.
მიუხედავად ამისა, ისიც კი არ იქნებოდა საკმარისი, თავადი რომ
დაჰპატრონებოდა ნევილების სასახლეს. გრაფს სურდა, პლუვიე მე-
ტად პატივსაცემი და ღირსეული კაცისთვის მიეყიდა. არ ჰქონდა
იმის უტყუარი გარანტია, რომ ეს დიდი წყალობა ნამდვილად ეღირ-
სებოდა. რამე უნდა ეღონა. პლუვიეს სხვა ღირსება არა გააჩნდა რა,
გარდა თავისი სილამაზისა და დამატყვევებელი ეშხისა.

3
ამა თუ იმ ქვეყნის, პროვინციის ან რეგიონის დიდგვაროვან ოჯახთა ნუსხა

20
რაც შეეხება დანარჩენს, დაკვირვებული ადამიანი თვალის ერთი
შევლებითაც კი შეამჩნევდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მაშინვე და-
უსვამდა „დიაგნოზს“ კარმიდამოს: სასახლის სახურავი ალაგ-ალაგ
ჩაზნექილი, ზოგან კი ჩანგრეული იყო; ცუდი სუნი ასდიოდა ამ უზარ-
მაზარ, ცამდე აწოწილ სასახლეს – სიმყიფის, გაცამტვერების, უხერ-
ხულობისა და სივიწროვის სუნი. სადღაც გამქრალიყო ძველებური
კომფორტი და კეთილმოწყობილობა. როცა შეჰყურებდა გასაყი-
დად გამზადებულ თავის სამყოფელს, ეჩვენებოდა, რომ იმ მომხიბ-
ვლელი ქალიშვილის გათხოვებას ლამობდა, რომელსაც არაფერი
ებადა ქვეყნად, საკუთარი სილამაზის გარდა. განა, მშვენიერება და
ლაზათი კმაროდა?! „შეიძლება ამის მოგვარება. მოველაპარაკები
მყიდველს და შეთანხმებას მივაღწევთ“, – ფიქრობდა ნევილი თავის
გასამხნევებლად და წარმოიდგენდა, როგორ ევაჭრებოდა კლი-
ენტს.
ვაგლახ! ხვდებოდა, მარტოოდენ მის კეთილ ნებაზე არ იქნებო-
და დამოკიდებული ყოველივე ეს. თუკი რუსული მაფიის მეთაური
გამოდგებოდა ის ერთადერთი მყიდველი, რომელიც გამოეცხადე-
ბოდა ამ ძვირფას მამულში, ნევილი სრულიად უძლური იქნებოდა
მის წინაშე. ცუდ დღეში ჩავარდებოდა, თავპატიჟს ვერ გაიდებდა და
ჭირვეულობას ვერ მოჰყვებოდა. სიმშვიდე ეუფლებოდა და შვებით
ამოისუნთქებდა ხოლმე, როცა ფიქრობდა, ბელგიის არდენების მი-
უვალ სიღრმეში ჩაკარგული, იდუმალებით მოცული და ყველასათ-
ვის უცნობი ეს შატო, ალბათ, არ აღუძრავს ცნობიმოყვარეობას მოს-
კოველ კრიმინალებს, კონტრაბანდისტებსა და საეჭვო რეპუტაციის
ხალხსო. ეს საფრთხე ნამდვილად არ ემუქრებოდა. რატომ უნდა
მონდომებოდათ ქვეყნიერების დასალიერში მივარდნილ და მიყ-
რუებულ ადგილას გადმოსახლება?
ყველაზე მეტად იმის ეშინოდა, რომ სწრაფი კვების რომელიმე
ქსელი შეიძენდა მის პლუვიეს; ახალი მეპატრონენი კი უმოწყალოდ
გააცამტვერებდნენ დიდებული სასახლის ძველთაძველ კედლებს,
ტყესაც გაკაფავდნენ, ძირფესვიანად ამოგლეჯდნენ ბებერ ხეებს,მი-
წასთან გაასწორებდნენ ყოველივეს, მერე კი რესტორანს წამოჭიმა-

21
ვდნენ, მანქანების სადგომს გააშენებდნენ, სათამაშო მოედანსაც
გახსნიდნენ დისნეის პატივსაცემად და ამგვარად განადიდებდნენ
მის სახელს. გრაფს დღედაღამ თავში უტრიალებდა ეს აკვიატებული
აზრი. ვერა და ვერ მოიშორა საზარელი ძრწოლა. სისხლი ეყინებო-
და ხოლმე.
ნევილს ისე ზარავდა ამაზე ფიქრი, შუაღამისას ეღვიძებოდა;
გრძნობდა, მთელი სხეული ცივი ოფლით ჰქონდა დაცვარული. ამ
წამლეკავ ნიაღვარს თავს ვერ არიდებდა. აფორიაქებული და თავ-
გზაარეული, ერთბაშად ეფლობოდა სასოწარკვეთისა და უიმედო-
ბის ისეთ ღრმა მორევში, აღარ იცოდა, რა ეღონა. მხოლოდ მაშინ
დააღწევდა ხოლმე თავს ამ ჯოჯოხეთს, ოთხი ოქტომბრის გარდენ-
ფართის რომ წარმოიდგენდა: ჰო, უკანასკნელად გააჩაღებდა ზეიმს
შატო პლუვიეში. დაუვიწყარი, დიდებული, მეფური ლხინი ელოდათ.
ამ განუმეორებელ წვეულებას უთუოდ ექნებოდა გედის სიმღერის
გულისმომკვლელი სიდიადე, ნაღვლიანი ბრწყინვალება და უბად-
ლო მშვენიერება, ისეთი, კაეშანს რომ მოგგვრის და გულს ჩაგ-
წყვეტს.
აუცილებლად გამოიდარებდა. ყოველთვის ასე იყო: ოქტომბრის
პირველ კვირადღეს ცა გადაიკამარებდა და ამ რეგიონში მზე გამოა-
ნათებდა ხოლმე. აწოწილ წიფლებს, თითქოს, მოკაშკაშე შარავან-
დედით გაეცისკროვნებინათ სასახლის კედლები; ეს სხივმფინარი
ხეები კეკლუცად და ამაყად ააშრიალებდნენ სიწითლეშეპარულ
ფოთლებს; ჰო, თავს მოიწონებდნენ ამ ახალშობილი, ჟღალი მშვე-
ნიერებით, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ახალშემობრძანებუ-
ლი, ქარვისფერი შემოდგომის წითური სიკოხტავე მალე დააჭკნობ-
და ამ შეუბღალავ სინორჩეს, მაგრამ არც ამას დასჯერდებოდა და
ბევრად მეტსაც წარხოცავდა. შემოდგომის ნათელი კიდევ უფრო ნა-
ტიფი, ნაზი და დამატყვევებელი ელფერით დაამშვენებდა ანდების
კლდის მამლის4 ბუმბულისფრად აჭრელებულ სასახლის ფასადს,
ისედაც ჯადოსნური, არაამქვეყნიური ფერებით შემკულს.ადამიანის

4
სხვაგვარად- პერუს მამალი, პერუს სიმბოლო, მისი ნისკარტიც კი ულამაზესი
ბუმბულით არის შემოსილი

22
ენას არ შეეძლო ამ ზღაპრული ნაირფეროვნების გამოთქმა. ალ-
ბათ, სავარაუდო მყიდველები შეუბრალებლად მოაშთობდნენ ამ სი-
ლამაზეს, ერთბაშად ჩაკლავდნენ ამ ცოცხალ, ხალას ტონებს. ნაჩ-
ქარევად, გადაჭრით გამოუტანდნენ განაჩენს და შესძახებდნენ: „უნ-
და გადავღებოთ!“ ნევილს ამის წარმოდგენაც კი კაცისკვლის სურ-
ვილს აღუძრავდა.
ანაზდად გაახსენდა ნათელმხილველის სიტყვები: „ამ წვეულება-
ზე ერთ-ერთ სტუმარს მოკლავთ“. თან რა დაბეჯითებით უთხრა იმ
გრძნეულმა!
„ეს წინასწარმეტყველება რაღაცას მაგონებს“, – გაიფიქრა ან-რ
იმ და უცებ წამოუტივტივდა გონებაში ოსკარ უაილდის ერთი ფან-
ტასტიკური ნოველა, სწორედ ამგვარ ამბავს რომ მოუთხრობდა
მკითხველს. პლუვიეს სასახლის ბიბლიოთეკა ისეთი არეულ-და-
რეული იყო, რაღაც არნახული სასწაული უნდა მომხდარიყო, იმ ზე-
დახორაში სასურველი წიგნი რომ ეპოვა ადამიანს. ყველაფერი
თავდაყირა იდგა.
გრაფმა ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა, აჯობებს, ჩვენი სოფლის
წიგნის მაღაზიას მივაკითხოო. „ფოლიოს“ კატალოგში დალანდა
ოსკარ უაილდის ერთი ნაწარმოების სათაური: „ლორდ ართურ სე-
ვილის დანაშაული“. წიგნით მოვაჭრეს ერთადერთი ეგზემპლარი-
ღა დარჩენოდა. ანრი შინ დაბრუნდა თუ არა, თავის ოთახში გან-
მარტოვდა; სულმოუთქმელად, ხარბად შთანთქა წიგნი. ახალგაზ-
რდობაშიც წაიკითხა, მაგრამ მაშინ ამ ნოველამ გიჟური მხიარულე-
ბა მოჰგვარა; გულიანად იცინა კიდეც. ამ ტრაგედიის მთელი სიმძი-
მე ახლაღა გაისიგრძეგანა და შეიგნო.
ლორდ ართურ სევილს თავდავიწყებით შეჰყვარებოდა მშვენი-
ერი სიბილი. გრძნობით გახელებულ კაცს, ის ის იყო, ცოლად უნდა
შეერთო სატრფო, რომ ერთ საღამოს, მოულოდნელად, ლონდო-
ნურ წვეულებაზე ამოჰყო თავი. სახელგანთქმულმა ქირომანტმა
შესთავაზა, მომეცით ხელი, ხაზებს დავხედავ, ყოველივეს ამოვი-
კითხავ და მომავალს გიწინასწარმეტყველებთო. ისიც დასთან-
ხმდა. გრძნეულმა განუცხადა, მალე დანაშაულს ჩაიდენთო. ლორ-

23
დი ართური სასოწარკვეთამ შეიპყრო. მის წინაშე უმწეო მსხვერ-
პლივით უძლური აღმოჩნდა. ალიონამდე დაეხეტებოდა აქეთ-იქით,
დაუსრულებლად სცემდა ბოლთას. ღამე თეთრად გაათენა. ბოლოს,
როგორც იქნა, ქორწილის გადადება განიზრახა. ჯერ ის ბინძური
საქმე უნდა მოეკვარახჭინებინა, თავიდან მოეშორებინა ეს ტვირთი
და მერე დაეკავშირებინა ბედი ქალისთვის, რომელიც მთელი გუ-
ლით უყვარდა.
ამ წიგნში არ გიამბობთ ამ ინგლისელი დიდგვაროვნის ცხოვრე-
ბის პერიპეტიებსა და ფათერაკებს. არისტოკრატი კაცი ურთიერ-
თსაპირისპირო მისწრაფებებს შორის იხლიჩებოდა; თითქოს, მარ-
წუხებში მოექცა. სულ სხვადასხვა რამეს მოითხოვდა მისგან ტრადი-
ცია, ჩვეული მოვალეობა, ეტიკეტი და სიყვარული... არაფერს ვიტ-
ყვი ამაზე, რათა წიგნის კითხვის სიამე არ ჩავაშხამო ცნობისმოყვა-
რეობით ანთებულ ადამიანებს. იმედი მაქვს, მისი თავგადასავალი
მრავალს და მრავალს დააინტერესებს.
„ახლა როგორღდა გავბედავ იმის თქმას, ოდესღაც საბრალო
ლორდ ართურ სევილს დავცინე-მეთქი!“- გაიფიქრა აფორიაქებულ-
მა გრაფმა ნევილმა წიგნის დახურვისას, – „გარდა ამისა, იმ ლორ-
დთან შედარებით, ათასგზის უფრო ცუდ მდგომარეობაში ვარ. მან,
უბრალოდ, შეიტყო, რომ ვიღაცის მოკვლა მოუწევდა. შესაძლოა,
ნებისმიერს მოუხდეს ასეთი დანაშაულის ჩადენა. იქნებ, უნებლიე-
თაც კი დაატყდეს თავს ეს უბედურება, სრულიად შემთხვევით, ან
კაცმა იცის, კიდევ რა მიზეზით... ვინ მოსთვლის? ამგვარი საქციე-
ლის გამართლება, უთუოდ შესაძლებელია. უნებურ მკვლელს კიდ-
ევ დაიცავ კაცი; აი, მე კი ჩემსავე წვეულებაზე უნდა გამოვასალმო
სიცოცხლეს სტუმარი! ყოვლად დაუშვებელია!“
ორმოცდაორი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ანრი „რა-
ვენშტაინს“. ამის წყალობით, სტუმარ-მასპინძლობის ხელოვნებას
ოსტატურად დაეუფლა. გოლფის წრეს რომ მეთაურობდა, წვეულე-
ბათა სულისჩამდგმელი გახლდათ. მოხერხებულად ჩამოურიგებდა
ხოლმე სტუმრებს კოქტეილით სავსე ჭიქებს. მისი ძირითადი ფუნ-
ქცია ორგანიზატორობა იყო. ის ხალხიც კი ხშირად სტუმრობდა რა-

24
ვენშტაინს“, ვისაც გოლფი ჩირად არ უღირდა. „რავენშტაინში“ პაემ-
ნის დათქმა ეჩვენებოდათ თანამედროვეობის აპოგეად, ბრწყინვა-
ლების მწვერვალად, მეტად დახვეწილი გემოვნებისა და ელეგან-
ტურობის ნიშნად. კლუბის სახელგანთქმულ რესტორანს შესაშური
რეპუტაცია ჰქონდა. კარგის მეტი არაფერი უთქვამთ მასზე. ბარშიც
ჩინებული ატმოსფერო სუფევდა. თითქოს, ყველა კუთხე-კუნჭული
აფრქვევდა გარდასულ დროთა დამატკბობელ სურნელებას; ოდინ-
დელი, მომაჯადოებელი მშვენიერებითა და ჟამგარდასული ეშხით
ელვარებდა ყოველივე. კლუბის მთავარ მშვენებად და მარგალი-
ტად წარმტაცი ბაღები ეჩვენებოდათ. ამ დიდებულ სანახაობას
თვალს ვერ სწყვეტდნენ. ნევილი მალე დახელოვნდა, გაწაფულ ოს-
ტატად იქცა: ვერავინ მოაწყობდა მასავით საოცარ გარდენ-ფართის.
ბადალი არა ჰყავდა ამ საქმეში, სულსა და გულს რომ აქსოვდა.
კარიერული მზის ჩასვენებამდე ცოტა ხნით ადრე, შეუდგა წვე-
ულებათა გულდასმით დათვლას და დაადგინა, რომ ყოველ თვეში,
სულ ცოტა, ათას ადამიანს მაინც უმასპინძლებოდა. ამიტომაც, ბუ-
ნებრივია, სტუმარი მითიურ საბურველში გაეხვია და თვალუწვდე-
ნელი მწვერვალები დაიპყრო ანრის წარმოსახვაში. ჰო, საოცარ
მითთა მთელი წყება იშვა მის გონებაში. გრაფს ღრმად სწამდა, რომ
სტუმარი იყო რჩეული კაცთა შორის, ადამიანთა მოდგმისაგან გა-
მოცალკევებული, წმინდა და ზეამაღლებული.
სწორედ სტუმარი გახლდათ ის, ვისაც მუდამდღე იმედით მო-
ელოდნენ და სახლის კარს გულთბილად უღებდნენ. მისი შემობ-
რძანებისთვის დიდი ამბით ემზადებოდნენ. მეტისმეტ ყურადღებას
აქცევდნენ თითოეულ წვრილმანს. ვალდებულნი იყვნენ, ყველა ნა-
ბიჯი გაეთვალათ, მარჩიელობა დაეწყოთ და ეწინასწარმეტყვე-
ლათ, რა ესიამოვნებოდა, რა ეწყინებოდა, როგორ უნდა მოეწონე-
ბინათ მისთვის თავი... უცილობლად უნდა აერიდებინათ ყოველივე
ის, რაც თუნდაც მცირე უსიამოვნებისა და უკმაყოფილების წყაროდ
იქცეოდა. ამ სანუკვარი მიზნისთვის რომ მიეღწიათ, ძალიან კარ-
გად უნდა გაეცნოთ სტუმარი, გულდასმით შეესწავლათ მისი ზნე-ხა-
სიათი, ცნობები მოეპოვებინათ მის შესახებ, მაგრამ ძალიანაც არ

25
უნდა შეეტოპათ და დაუკრეფავში არ გადასულიყვნენ. შიშობდნენ,
ვაითუ, ამ ქექვა-ტრიალისას უადგილო და უხამსმა ცნობისმოყვა-
რეობამ იჩინოს თავიო. ამიტომაც, კვლევა-ძიება საჭირო დროს უნ-
და შეეწყვიტათ.
ისიც ართულებდა საქმეს, რომ დაკვირვებით უნდა შეერჩიათ
კერძები და გაეთვალისწინებინათ სტუმართა გამორჩეული, ცოტა
არ იყოს, ახირებული გემოვნება. ზოგს რა მოსწონდა, ზოგს რა... ვინ
იცის? ყოველივე ამის ჰარმონიულად შეხამება ისედაც ხომ დიდი
თავსატეხი იყო მასპინძლისათვის?! სულ ფაცაფუცში უნდა ყოფი-
ლიყო და ჯარასავით ეტრიალა, მაგრამ უმთავრეს საზრუნავად კომ-
პანიონთა სწორად შერჩევა რჩებოდა. ყველა სტუმარი კარგად უნდა
შეწყობოდა ერთურთს, მათი ბაასი შეხმატკბილებულ სიმღერას
დამსგავსებოდა, მათ შორის სრული თანხმობა უნდა დამყარებული-
ყო. მასპინძლის ვალი იყო გაერკვია, ვის როგორი ურთიერთობა
ჰქონდა, ვინ ვის ემეგობრებოდა, ვინ ვის ეწყობოდა, ვინ ვის ვერ
იტანდა... ენტომოლოგის დამღლელ შრომას მოითხოვდა ამ კავ
შირთა, უთანხმოებათა და შეხამებათა შესწავლა. შეიძლებოდა,
ზოგჯერ ასეც მომხდარიყო: გეფიქრათ, რომ თქვენს ერთ სტუმარს
ძალიან გაუხარდებოდა მავანის ნახვა; თუმცა, წვეულებაზე აღმო-
აჩენდით, რომ საშინლად სძულდათ ერთმანეთი. რატომ? იქნებ,
ანაზდად იფეთქა ამ მძაფრმა გრძნობამ? ნუთუ ასე თვალის დახამ-
ხამებაში გამოაშკარავდა? ან იქნებ, მაინცდამაინც იმ საღამოს არ
ახდია ფარდა ამ საიდუმლოს და ყოველთვის ეზიზღებოდათ ერთი-
მეორე? ამ შემთხვევაში, უნდა გეფიქრათ, სიღრმისეულად ვერ შე-
ვისწავლე მათი ურთიერთობა და რომელიღაც ეპიზოდი გამომეპა-
რაო. ეს, თავისთავად ცხადია, დიდი შეცდომაა.
ყოველივე ეს, როგორღაც, მესიად წარმოაჩენდა სტუმარს. თაყ-
ვანი უნდა გეცათ ამ ცით მოვლენილი არსებებისათვის და საკადრი-
სი პატივი მიგეგოთ. მართალია, იესოც მოითხოვდა განდიდებას,
მაგრამ მალევე გამომჟღავნდა ერთი საიდუმლო: სტუმრის კულტი
სრულებით სხვაგვარი, ბევრად უფრო რთული და თავსამტვრევი გა-
მოდგა, ვიდრე ქრისტიანული ღვთისმსახურების აღსრულება.

26
ქრისტესთვის სულ სხვაგვარი კულტი იყო განკუთვნილი. ამ უკ-
ნასკნელის მცნებანი, ასე თუ ისე, ნათელი და გასაგები იყო; აი,
სტუმრის მცნებებს კი ვერა და ვერ ჩასწვდებოდა თვით ყველაზე ყუ-
რადღებიანი, სკრუპულოზური, კეთილსინდისიერი, დაკვირვებუ-
ლი და პედანტური სიზუსტით გამორჩეული მასპინძელიც კი. მაინც
გამოეპარებოდა ერთი წვრილმანი. თუკი შეცდომას დაუშვებდა, რა-
ღაც გამორჩებოდა და ჯეროვნად ვერ შეასრულებდა დაკისრებულ
მოვალეობას, სტუმარი სულაც არ იქცეოდა გულმოწყალე, მეტად
ლმობიერ და შემწყნარებელ მსაჯულად. პირიქით: უმოწყალოდ გა-
ნაქიქებდა მასპინძელს. აი, ამის ნათელი მაგალითიც: თუკი უცოდ-
ველი ბავშვივით, ალალად და უმზაკვროდ ჰკითხავდით: „ძვირფა-
სო მეგობარო, ხომ არ წაგიკითხავთ პატრიკ მოდიანოს ბოლო რო-
მანი”? სტუმარს შეეძლო, პირდაპირ მოეხალა: „ოჰ! ერთი ამას და-
მიხედეთ! ათასჯერ მაინც მითქვამს თქვენთვის, რომ არასოდეს
ვკითხულობ რომანებს!“ განაჩენიც მზად იყო: თქვენ, ანუ მასპინ-
ძელს, ბრალი გედებოდათ უწინდელი საუბრის დავიწყებაში!
თუ ძალზე ხშირად ჩაიდენდით ამგვარ უმსგავსობას და აღმაშ-
ფოთებელ სიტლანქეს გამოამჟღავნებდით, მკაცრი სასჯელიც არ
დაახანებდა: სტუმარს მყისვე შეეტყობოდა უკმაყოფილება. ამ გარ-
დაუვალ უბედურებას თავს ვერ აარიდებდით. გულნაკლული გაგ-
რძნობინებდათ, რომ მაინცდამაინც არ მოეწონა მიღება-დახვედრა,
დიდად არც წვეულება მოუვიდა თვალში და არც თავად მასპინძელს
სცემდა საკადრის პატივს; ჰო, არც თქვენ ეხატებოდით გულზე. ალ-
ბათ, სათანადოდ არ მოემზადეთ მის დასახვედრად, კარგად არ და-
გეგმეთ ყოველი წვრილმანი, თავი არ გადადეთ, მესიის შემობრძა-
ნებას არ შეეგებეთ... უთუოდ მიგანიშნებდათ, ტაქტი გაკლიათო. შე-
იძლებოდა, მეტად ძვირად დაგჯდომოდათ ეს ნაკლი, უფრო სწო-
რად, საბედისწეროც კი გამომდგარიყო. თუკი ფატალურ დასას-
რულს გადაურჩებოდით, თუკი განაწყენებული სტუმარი დასთან-
ხმდებოდა თქვენს ხელმეორე მიპატიჟებას, შვებით უნდა ამოგესუნ-
თქათ და გეფიქრათ, რა ბედნიერი ვყოფილვარო. კიდევ რამდენჯე-
რმე დაუშვებდით მსგავს შეცდომას და უმალ მიიღებდით საშინელი

27
სიტყვებით აჭრელებულ მუყაოს ბარათს: „ბარონი ფ. დე ს. გული-
თად მადლობას გიძღვნით, თავაზიანობა რომ გამოიჩინეთ და მი-
იპატიჟეთ, მაგრამ სამწუხაროდ, უწინ სხვას დაჰპირდა, აუცილებ-
ლად გეწვევითო. მიცემულ სიტყვას ვერ გასტეხს. ამიტომაც, არ შე-
უძლია, მიიღოს...“ და ჩვეულებრივი ბლაბლაბლა.
თქვენ კი მიხვდებოდით, რომ იმ ვიღაცამ თქვენ შემდეგ (და არა
- თქვენამდე ბევრად ადრე) მიიწვია ბარონი თავისთან; ეს კუდაბზი-
კა არისტოკრატი კი სწორედ იმ საღამოს დასთანხმდა მიპატიჟებას,
როცა თქვენ უნდა გხლებოდათ. განზრახული გქონდათ მისი გამას-
პინძლება, მან კი სხვასთან გაქუსლა.
ანრის ბრაზი ერეოდა ხოლმე: როგორ შეეძლოთ ადამიანებს
„გამორჩეულ და საპატიო სტუმრებზე“ ლაპარაკი?! თავზარდაცემუ-
ლი გრაფი ფიქრობდა, ნეტავ, როგორ უბრუნდებათ ენაო. „საპატიო
სტუმარი“ – ეს შემზარავი პლეონაზმი5ხომ თავისთავად გულის-
ხმობდა იმას, რომ ერთ სტუმარს უფრო დაბალი წოდება მიანიჭეს,
მეორეს კი უფრო მაღალი ტიტული უწყალობეს?! არადა, ყოველი
მათგანი თანაბარი სტატუსით სარგებლობდა და ერთნაირად ტკბე-
ბოდა სტუმარმასპინძლობის სიამეებით. ცხადია, ანრიმ შესანიშნა-
ვად იცოდა – ისე ზარ-ზეიმით არ შეეგებებოდა ბავშვობის მეგობ-
რებს, როგორც მეფეს (ხელმწიფეს სულ სხვა პატივით უნდა დახვედ-
როდა), თუმცა, მიუხედავად ამისა, მეგობრებსაც ისეთი მოწიწებით,
ისე თავმდაბლად უღებდა სახლის კარს და ისე გულუხვად უმასპინ-
ძლდებოდა, ანტიკური სამყაროს სატრაპებს6 რომ ეკადრებოდათ.
საბედნიეროდ, ამხელა ძალისხმევა ამაო არ გამოდგა; წყალში
არ ჩაეყარა შრომა. ნევილმა მიაღწია საწადელს: მალევე დაოსტატ-
და. დაეუფლა სტუმრების გაბედნიერების ურთულეს ხელოვნებას.
ვინ გაწაფა ასე? ვინ აზიარა ამ საიდუმლოს? მისი უბადლო ოსტატი

5
ნიშნავს სიჭარბეს, სიუხვეს, ენათმეცნიერებაში პლეონაზმი ეწოდება
სტილისტურ ხერხს, რომლის მეშვეობითაც ადამიანი მომეტებულად იყენებს
ერთი აზრის და მნიშვნელობის სინონიმებს, რომელთა საჭიროებაც არ არის
6 სატრაპი იყო ოლქის მმართველი სპარსეთში , ეს არის სინონიმი უხეში,

დესპოტი, მბრძანებლობამოწყურებული, თავნება კაცისა

28
და მასწავლებელი გახლდათ მეფე ბოდუენი. ჰო, ანრიმ ოთხმოცი-
ანი წლების დამდეგს მიიღო ხელმწიფე „რავენშტაინში“. დიდებუ-
ლი საღამო გამოდგა. მძაფრი ცნობისმოყვარეობით ანთებული
გრაფი ნევილი თვალმოუშორებლად აკვირდებოდა ქვეყნის მმარ-
თველის ქცევას ამ ღირსსახსოვარი, დაუვიწყარი ზეიმისას. ეს უკა-
ნასკნელი ყველას ისე მიმართავდა და ეპყრობოდა, იფიქრებდით,
ალბათ, მთელი ცხოვრება ამ ხალხთან შეხვედრას ელოდაო. გაფა-
ციცებით უსმენდა თითოეულ ადამიანს, თითქოს, სულმოუთქმელად
და ხარბად შთანთქავდა მათ სიტყვებს; კაცის გონებას გაუჭირდება
ესოდენ მგზნებარე ცნობისმოყვარეობის, უსაზღვრო ყურადღებისა
და მხურვალე გულმოდგინების წარმოდგენა.
ნევილი სულით ხორცამდე შესძრა და გული აუჩვილა ასეთმა თა-
ვაზიანობამ, კეთილშობილებამ, არისტოკრატულმა მოწიწებამ,
თითქოსდა, დიადმა კრძალვამ, თავადურმა რიდმა; ჰო, მარტოოდენ
დიდგვაროვნისათვის შესაფერმა მოწიწებამ. თავს შეჰფიცა, მის
გარდა არასოდეს არავის დავისახავ მისაბაძ წინამძღოლად, ამ
უბადლო კაცის გარდა, ვერავინ აღმავსებს შთაგონებითო. ეს იმი-
ტომ კი არ გაიფიქრა, რომ მისთვის თავის გატოლება განიზრახა! სუ-
ლაც არა. მეფეს ვერასოდეს გაუთანასწორდებოდა. უბრალოდ, წყა-
ლობა ეღირსა, გონება გაუნათდა და საკუთარი თვალით იხილა
გრაალი დახვეწილობისა, გერგილიანობისა და სიმარჯვისა. მიხ-
ვდა, როგორ უნდა დაეჭირა თავი ხალხში, როგორ გამოეჩინა შნო.
ამიტომაც, იმ ნათელმხილველის, როზალბა პორტანდუერის, წი-
ნასწარმეტყველება თავისი რწმენისა და ოსტატობის უმოწყალო გა-
ცამტვერების ტოლფასად ეჩვენა. ის ხომ ასე რუდუნებით ეუფლე-
ბოდა ამ ხელოვნებას?! იმ გრძნეულმა ალქაჯმა კი ასე განჭვრიტა მი-
სი მომავალი და განაჩენი გამოუტანა. ეს იმას ჰგავდა, შეფმზარე-
ულისათვის რომ გეუწყებინათ, მომავალ უმნიშვნელოვანეს სახალ-
ხო წარმოდგენაზე ხელი მოგეცარებათ, კერძს გააფუჭებთ და ყვე-
ლაფერს წაახდენთ, არადა, ჩინებულად რომ მოამზადოთ, წარმატე-
ბის მწვერვალებს დაიპყრობთ, ერთიორად ამაღლდებით ყველას
თვალში, დიდ ტიტულს გიბოძებენ და ლეგენდად იქცევით, მაგრამ

29
რას იზამთ, არაფერი გამოგივათო. ეს კიდევ არაფერი...
მთლად უარესი ის იქნებოდა, რომ გეთქვათ, სასიკვდილო შხა-
მით გაჟღენთილ კერძს მიართმევთ და სულსაც გააფრთხობინებთ
საყოველთაოდ ცნობილ ერთ ვარსკვლავს, მუდამ რესტორნების
განქიქებით რომაა დაკავებული და გასტრონომიულ-კულინარიულ
კრიტიკას არ იშურებსო. რომელიმე მეგობარს რომ ეამბნა ანრის-
თვის, ასეთი საშინელება მიწინასწარმეტყველა ნათელმხილველ-
მაო, გრაფს სიცილი წასკდებოდა, რწმენის უკანასკნელ ნარჩენებს
მოიკრეფდა და დაბეჯითებით ეტყოდა, არ დაუჯერო იმ კუდიანის მო-
ნაჩმახს, დედაბრებს უყვართ ასეთი ამბების მოყოლა, თაობიდან
თაობას გადაეცემა ეს ლეგენდები და თქმულებებიო. საუბედუროდ,
გრაფი თითქმის არ გამოირჩეოდა სხვებისაგან: ნევილი (ისევე, რო-
გორც ყველა), მარტო იმ წინასწარმეტყველებას ირწმუნებდა ხოლ-
მე, უშუალოდ მას რომ ეხებოდა. თვით ყველაზე სკეპტიკოს, თავნე-
ბა და ჯიუტ კარტეზიანელსაც7 კი სჯერა თავისი ჰოროსკოპის.
– ეს რა გავიგე?! ეს რა გავიგე?! – შესძახა ალექსანდრამ და
ქმრის კაბინეტში შექოთქოთდა, – სერიოზი სახლიდან გაიქცა?
– ერთი წუთის წინ გავიხედე ფანჯარაში და თვალი მოვკარი
ჩვენს ქალიშვილს. არსად წასულა, – დაამშვიდა გრაფმა.
– არ მითქვამს, ახლა გაქუსლა-მეთქი. წუხელ გაპარულა...
გთხოვ, სიმართლე მითხარი, ანრი. თავს ნუ იკატუნებ. ახლახან და-
მირეკა ნათელმხილველმა და ყველაფერი მაცნობა.
– რა საძაგელი და ბოროტი ქალია! მოსიარულე ჭირი! – შესძა-
ხა კაცმა.
– რატომ? რაკი სიკვდილისაგან იხსნა ჩვენი ქალიშვილი?
– სიკვდილს გადაარჩინა?! სულაც არა. სერიოზმა გადაწყვიტა,
გაერისკა, ღია ცის ქვეშ გაეთია ღამე, ვარსკვლავების ცქერით დამ-
ტკბარიყო და შუაგულ ტყეში დაეძინა, ხის ხავსზე. ყოველივე ამის
განცდა უნდოდა. აინტერესებდა, რა შეგრძნება დაეუფლებოდა

7
კარტეზიანული ფილოსოფია ეფუძნება ლოგიკას, რაციონალიზმს, გონების
უპირატესობას, პრიმატს გრძნობასა და ცრურწმენაზე

30
– ახლა არ მითხრა, რომ მოგწონს მისი გიჟური ახირება და შე-
აგულიანე კიდეც!
– არ წამიქეზებია, თუმცა, არც გამიკიცხავს. მისი ტოლი რომ ვი-
ყავი, მეც ასე ვიქცეოდი ხოლმე.
– ეს ძალიან სახიფათოა.
– სულაც არა. ქალაქში გასეირნება ბევრად უფრო საშიშია. რო-
გორც იქნა, სერიოზი მოზარდს დაემსგავსა, ყმაწვილქალური აზრი
მოუვიდა, თავისი ასაკის შესაფერისად მოიქცა, მაგრამ ძალიან ვნა-
ნობ, რომ არ დასცალდა ოცნების ახდენა: იმ აბეზარმა მადამ პორ-
ტანდუერმა მთელი სიამოვნება ჩააშხამა.
– აბა, რა გინდა? გერჩივნა, უღრან ტყეში გაეტარებინა მთელი
ღამე ჩვენს პაწაწინა გოგონას? – ჩაეძია ცოლი.
-- ჰო. ამგვარი თავგადასავალი გამოაწრთობს და გამობრძმედს.
გარდა ამისა, რა პოეტური და რომანტიკულია ტყეში ღამის გათევა!
იმ ჭორიკანა დედაბერმა კი დილაუთენია დამირეკა და ჩვენი შვი-
ლის გაქცევა მაუწყა! „გაქცევა“... რა ბრიყვული სიტყვები მითხრა!
რა იდიოტური ლექსიკა ჰქონდა! ჩერჩეტი!
– ოდნავადაც კი არ შეშფოთებულხარ?
– რა თქმა უნდა, ავფორიაქდი. ეს ხომ ცხადია? „გაქცევა“ რომ
ჩაგწვდება ყურში კაცს, მაშინვე რაღაც საშინელებას წარმოიდგენ.
სერიოზმა ყველაფერი მიამბო. მისეული ვერსია უფრო სარწმუნოა.
გთხოვ, ნუ დაუგდებ ყურს იმ ნათელმხილველს. ჩვენი ქალიშვილის-
ხელა იყვნენ იზოლდაც და მისი სატრფო ტრისტანიც, ღამღამობით
რომ ხვდებოდნენ ერთმანეთს უორან ტყეში.
– ოჰ, ნეტავ, ჰყავდეს ტრისტანი! საქმეც ესაა! – შესძახა ალექ-
სანდრამ.
– ეყოლება. ამის დროც მოვა, – დაამშვიდა ქმარმა.
ქალმა ოხვრა-კვნესით დატოვა კაბინეტი. მესამე შვილმა საშინე-
ლი იმედგაცრუება აგემა გრაფსაც და გრაფინიასაც. ალექსანდრა
და ანრი ამ გაწბილებისა და სიმწრის თანაზიარნი შეიქნენ.
მიუხედავად ყველაფრისა, ოდესღაც, სერიოზი მათი ოჯახის
სიამაყე იყო, მასზე სასიქადულო არავინ ეგულებოდათ. არასოდეს

31
უნახავთ ასეთი მკვირცხლი, დაუდეგარი, სიცოცხლით სავსე, ჭკვი-
ანი, მხიარული ერთი ციდა გოგონა. უფროს და-ძმასავით ვერ დაიკ-
ვეხნიდა სილამაზით, მაგრამ მაინც შესანიშნავი და საოცარი ვინმე
იყო. წარმოუდგენლად კარგი შეფასებებითა და ბრწყინვალე ნიშნე-
ბით დამშვენებული ბრუნდებოდა სკოლიდან. ზღაპარს ჰგავდა ეს
ყოველივე, სინამდვილეს კი არა. ხშირად გამოდიოდა ხმაურიანი
განცხადებებით. მის სიტყვებს დიდი ალიაქოთი და სჯა-ბაასი მოჰ-
ყვებოდა ხოლმე. სკანდალი სკანდალს მოსდევდა. თეატრალურ
პიესებს წერდა და მის წარმოდგენებში მთელი კლასი თამაშობდა;
ყველა ამხანაგს უწყალობებდა ხოლმე როლს. ყველას ეჩვენებოდა,
რომ საზღვარი არ ჰქონდა მის ძალას, ენერგიას, მისწრაფებებსა და
ცნობისმოყვარეობას. სიცოცხლის წყურვილი მოსვენებას არ აძ-
ლევდა. გახელებით ეწაფებოდა ამქვეყნიურ სიამეებს. იცოდა წუთი-
სოფლის გემო და სიტკბო.
ყველა სიკეთესთან ერთად, ძალზე თბილი, ნაზი და ალერსიანი
იყო, თავს ევლებოდა თავისიანებს, მუდამ ესიყვარულებოდა მშობ-
ლებსა და უფროს დას, საყვარლად აწვალებდა და ეკინკლავებოდა
ძმას, ორესტეს, თუმცა, მისი ეშმაკობა და უბოროტო ოინბაზობაც
ხიბლავდა ადამიანს. მოკლედ რომ ვთქვათ, არსად ეგულებოდათ
ასეთი საყვარელი ბავშვი. როგორღაც, ყველა მიეჯაჭვა. ბრწყინვა-
ლე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. თავს გამოიჩენდა და
ქვეყნად მისი სახელი იქუხებდა.
გამოხდა ხანი. თორმეტნახევარი წლის რომ გახდა, თითქოს,
ჩაქრა, დაჭკნა. დღითიდღე იცვლებოდა და სანთელივით იღვენთე-
ბოდა. სადღაც გაქრა მისი უწინდელი ბრწყინვალება. ვერავინ მიხ-
ვდა ამის მიზეზს; კაციშვილი ვერ ჩასწვდა ამ ამოუხსნელ საიდუმ-
ლოს. სერიოზის ხმა აღარავის სმენია. თვალის დახამხამებაში გა-
დაიქცა უსიტყვო, გულჩათხრობილ, პირქუშ, სევდიან, მუდამ დაღ-
ვრემილ, მოღუშულ, უნდობ, ეჭვიან, გაუბედავ, მფრთხალ, ეულ,
უკარება და მარტოსულ გოგონად. განქარდა მისი სასიცოცხლო ძა-
ლა, უშრეტი სულისკვეთება, შემართება და მგზნებარება. ოდესღაც
ჩინებულ შეფასებებს იღებდა სკოლაში, მაგრამ წარმატების ამ მწვე-

32
რვალიდანაც დაეშვა და დაბალ ნიშნებს დასჯერდა, თითქოსდა, ვი-
ღაც უბადრუკი, უნიჭო მოსწავლე ყოფილიყოს! თუმცა, ამაზე უფრო
დიდი საშინელება ის იყო, რომ ერთი შეხედვით, ქვეყნად არაფერი
აინტერესებდა. არასდიდებით, წუთითაც კი არ მოიცვლიდა ფეხს
თავისი ოთახიდან, დღეს და ღამეს ასწორებდა კლასიკური ლიტე-
რატურის კითხვაში, თუმცა, მეტად უმეტყველო იერით ფურცლავდა
ამ დიდებულ წიგნებს. მზერა უაზრო, ცარიელი გაუხდა.
ალექსანდრამ ჰკითხა ქალიშვილს, რამე ხომ არ შეგემთხვაო.
გულგაწყალებულმა და თავგაბეზრებულმა სერიოზმა უღიმღა-
მოდ მიუგო, არაო. დედამისი ისე ჩააცივდა, ბოლოს, იძულებული
გახდა, ეღიარებინა, რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო მეცლება ძალ-
ღონეო. გრაფინია აღარ ჩაუღრმავდა მის სიტყვებს და ყოველივე
წვრილად ჩაუკაკლა თავის მეუღლეს.
– რას ფიქრობ ამაზე? – ჰკითხა ნევილმა.
– მოზარდობის ხანა წაახდენს ხოლმე ბავშვს. ჩემი და, ბეატრი-
სი, ვიდრე თორმეტი წელი შეუსრულდებოდა, ცელქი, ცოცხალი,
ცუღლუტი, მოუსვენარი, დაუდგრომელი, მხიარული, ძალიან სასა-
ცილო, ხუმარა, ბრწყინვალე გოგონა იყო, ყველას ახალისებდა...
როგორც კი მოიწიფა, იმ დაღვრემილ და ნაღვლიან ქალად იქცა,
შენ რომ იცნობ. ჩვენს სერიოზსაც ასეთი ბედი ხვდა წილად.
ანრის თავზარი დაეცა, ცოლი ასე გულარხეინად, დაუდევრად და
აუღელვებლად რომ უამბობდა დის საოცარ გარდასახვას. არადა,
უნდა შეეშფოთებინა ბეატრისის ასეთ უეცარ მეტამორფოზას. გრაფი
შესძრა იმის გაფიქრებამ, რომ მისი საყვარელი ქალიშვილი სახეს
იცვლიდა და დეპრესიით გატანჯულ, დათრგუნვილ არსებად გარ-
დაისახებოდა. ძრწოლამ შეიპყრო, როცა წარმოიდგინა, რომ მისი
საფიცარი სერიოზი დეიდა ბეატრისივით მოტეხილი და პირკუშტი
ქალი დადგებოდა. განსაჯა და დაასკვნა – უმჯობესი იქნებოდა,
აღარ განეგრძო საუბარი და იმ იმედითღა ესულდგმულა, რომ ერთ
მშვენიერ დღეს სერიოზი თავს დააღწევდა ამ საშინელ წყევლას.
ჰო, ნამდვილად წყევლა-კრულვასა და შეჩვენებას ჰგავდა ყოვე-
ლივე ეს.

33
სწორედ ამიტომ ავსებდა აღფრთოვანებით თავისი ქალიშვილის
ეგრეთ წოდებული გაქცევა. ეს სხვებმა მონათლეს გაქცევად, თო-
რემ სერიოზმა გმირობა ჩაიდინა. ნამდვილად მოსწონდა მისი საქ-
ციელი. ხუთი წელი ისე გაფრინდა, თითქოს, ცოცხალ-მკვდარი იყო
ეს გოგონა; აი, ახლა კი პირველად დაეტყო სიცოცხლის ნიშანწყა-
ლი. ანრის უნდოდა დაეჯერებინა, რომ მისმა შვილმა თავი დააღწია
საღათას ძილს, გამოფხიზლდა და გონს მოეგო. ეს ღამეული გასე-
ირნება დიდ გამოღვიძებად ეჩვენა.
ნევილი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საშინლად აღიზიანებდა
ის აბეზარი ნათელმხილველი. იმ კუდიანის გახსენებისას გრაფს
თმა ყალყზე დაუდგა. ჯერ იყო და, თავზე დაადგა სერიოზს, ხელი შე-
უშალა, არ დააცალა თავგადასავლით ტკბობა და ყველაფერი ჩააშ-
ხამა; მერე თავად ანრის უწინასწარმეტყველა, ერთ სტუმარს მოკ-
ლავთ შუა გარდენ-ფართიზეო; ახლა კი დარეკა და ალექსანდრას
შეატყობინა, თქვენი ქალიშვილი სახლიდან გაიქცაო. რატომ ჩაჰყო
ცხვირი მათ საქმეში? რა მისი გასარჩევი იყო გრაფის ოჯახური
ცხოვრება? ამ არამკითხესთვის არაფერი უთხოვიათ!
გაწიწმატებულმა გრაფმა ხელი დაავლო კალამს, მერე დასწვდა
ბრისტოლის მუყაოს8 და როზალბა პორტანდიუერს წერილი მისწე-
რა:
„მადამ,
როგორც შევიტყვე, ჩემი ცოლისთვის დაგირეკავთ. დიდად მად-
ლობელი დაგრჩებით, თუ ხელახლა არ დაიწყებთ...
გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ, რომ თუკი კვლავ ნაშუაღამევს
გადაეყრებით ჩემს ქალიშვილს შუაგულ ტყეში, იცოდეთ, მე დავ-
რთე ნება, იქ გაეთენებინა ღამე. როგორც უნდა, ისე მოიქცევა.
გთხოვთ, ნუ დაურღვევთ მყუდროებას, დაანებეთ თავი და თქვე
ნი გზით წადით.
აქვე დავძენ, რომ აღარ მსურს თქვენი წინასწარმეტყველების მოს-

8
თეთრი, გამძლე მუყაო, მიღებული რამდენიმე თეთრი ქაღალდის შეწებებით

34
მენა. სიხარულით არ დავუგდებ ყურს თქვენს მკითხაობას. კარგი
თვალით არ ვუყურებ მომავლის ამგვარ განჭვრეტას. იცოდეთ, ბრა-
ზითა და საშინელი განცდებით ვარ სავსე. თქვენ გიყვართ ასეთი
სიტყვები.
პატივისცემითა და გაღიზიანებით,
ანრი ნევილი“.
გრაფმა ქალის მისამართი წააწერა კონვერტს, საფოსტო ყუთში
ჩააგდო წერილი და ისეთი სიამე და კმაყოფილება დაეუფლა, მხო-
ლოდ ჯეროვნად შესრულებული მოვალეობა რომ მოჰგვრის ადამი-
ანს.
„განა, რა საჭირო იყო ჯოჯოხეთის გამოგონება?! უძილობაც ხომ
არსებობს?“ – თავის თავს ჰკითხა გრაფმა.
ღამის თორმეტზე დაწვა და ჩასთვლიმა, მაგრამ ერთ საათში გა-
ეღვიძა. ყინულივით ცივი ოფლის წვეთებით დასცვაროდა მთელი
სხეული. კარგა ხანს იწვალა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა: ძილი სა-
ბოლოოდ გაუკრთა. შიშმა და ძრწოლამ ულმობლად ჩაასო ბასრი
კლანჭები; მის ტანჯვა-წამებას ბოლო არ უჩანდა. მწარედ გვემული,
ღამის ოთხზე ადგა, პირდაპირ პიჟამაზე მოიცვა მანტო და გარეთ გა-
ვიდა.
„იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ მალე ეს საშინელი ღამეც მო-
მენატრება! მალე შემომიტევს სინანული და მონატრება... ეს რა
დღეში ჩავვარდი! აი, ოქტომბერიც დადგა. ესაა უკანასკნელი თვე,
შატო პლუვიეში რომ გავლევ. ტალღებივით მიედინება დღეები.
თვალის დახამხამებაში გაფრინდება დრო. ახლა იმასღა ვნატრობ,
ასე მიჯაჭვული არ ვიყო ამ წყეულ, უშნოდ აწოწილ ნაგებობაზე! ნე-
ტავ, მთელი გულით არ მიყვარდეს!“
ბოლთის ცემას მოჰყვა, მერე წინ გაემართა, პარკის ბოლოს მი-
ადგა და ცვრით დანამულ ძელსკამზე ჩამოჯდა. ჯერ კიდევ უკუნი ღა-
მე იდგა, კუპრივით შავი. ამ წყვდიადში გოროზად აღმართულიყო
სასახლე მის წინაშე; თითქოს, ჯიქურ უმზერდა, თვალს არ არიდებ-
და. ანრი ხუთი თითივით იცნობდა თავის სამკვიდრებელს. ისე გულ-
დასმით შეესწავლა მისი ყოველი კუთხე-კუნჭული, თითქოს, ამ ბნე-

35
ლში უფრო გარკვევით და ნათლად ხედავდა, ვიდრე მზის ამოს-
ვლის შემდეგ.
„ჰო, ჩემო ყველაზე ძველო სიყვარულო, შენი მიტოვება მომი-
წევს. უპატიოსნო, მზაკვარი და ურცხვი კაცი რომ ვყოფილიყავი,
ათასჯერ მაინც გავჩარხავდი შავბნელ საქმეს, ფულს ნიჩბებით მოვ-
ხვეტავდი, ჯიბეებს ავივსებდი, ოქრო-ვერცხლში ჩავჯდებოდი და
არც შენი გაყიდვა მომიხდებოდა. ჰო, ათასჯერ მაინც მომეცემოდა
ასეთი ბრწყინვალე შესაძლებლობა და არ გავხდებოდი იძულებუ-
ლი, ასე შეგლეოდი. ვიცი, ყველა ქირქილებს, დიდი სასაცილო კა-
ცია ეს ნევილიო, მაგრამ ხელმრუდობა დასაძრახი საქციელია (ჩემს
თვალში). ჩემი ღირსება და პატივი ვერა და ვერ შეიწყნარებს ქურ-
დობას.
წყვდიადში განაბული, უღრანი ტყიდან უცნაური ლანდები მოიკ-
ლაკნებოდნენ და სასახლეს გარს ეხვეოდნენ. ბავშვობა მოაგონდა:
პატარა რომ იყო, ამ ღამეულ სილუეტებს ჯარისკაცებს ადარებდა.
მებრძოლთა მთელი არმიაც კი არ იქნებოდა საკმარისი; გადამთი-
ელთ ვერ განდევნიდნენ. დამპყრობელნი მაინც დააცხრებოდნენ
თავს სასახლეს, ააოხრებდნენ და ერთთავად გააპარტახებდნენ ამ
წმიდათაწმიდა ადგილებს.
„ნეტავ, იცოდეს მაინც ხალხმა, რას ნიშნავს სასახლეში ცხოვ-
რება, რა იმალება ამ მეფური ყოფის მიღმა! ჩემო სასახლევ, ჩემო
სატრფოვ, შენ გამო ვშიმშილობდი. ჰო, ვიდრე თვრამეტი წელი შე-
მისრულდებოდა, შიმშილით კუჭი მიხმებოდა. ყოველ ზამთარს სუ-
ლი მძვრებოდა სიცივით. ღმერთია მოწმე, ამ რეგიონში ნახევარ
წელს გასტანს ხოლმე სუსხიანი ზამთარი! მართალია, რომ ამბობენ,
სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო. შემძულდი, როცა
წუთისოფელს გამოეთხოვა ჩემი და, ლუიზი... უწამლოდ, უპატრო
ნოდ დარჩენილი. არავინ იყო მისი მომვლელი და მიმხედავი. ჰო,
1958 წლის ზამთარში მიიცვალა. მე თორმეტი წლის ვიყავი, ის კი -
თოთხმეტის. იმ ვერაგი სნეულების სახელის წარმოთქმის უფლებაც
კი არ გვქონდა, თუმცა, ცუდმა კვებამ, უფრო სწორად, გამუდმებულ-
მა უჭმელობამ, გაუსაძლისმა შიმშილმა და აუტანელმა სივიცემ კი-

36
დევ უფრო გაამწვავა დაავადება. ჰო, ცეცხლზე ნავთი დაასხა... ვიდ-
რე არ მოვიწიფე, ერთხელაც კი არ მიჭამია წითელი ხორცი. განა,
აუცილებლად უნდა დავაზუსტო, იმიტომ როდი მომიკვდა გული,
რომ საქონლის ხორცი არ გადამსვლია ყელში-მეთქი?! არა, სულ
სხვა რამემ გამიმწარა სიცოცხლე... მამაჩემს, ოკასენს, გაგიჟებით
უყვარდა ლუიზი, მზე და მთვარე ამოსდიოდა მასზე, მაგრამ, მიუხე-
დავად ამისა, უბრალოდ, არ ძალუძდა ცხოვრების ყაიდის შეცვლა;
არ შეეძლო, გაეყიდა ეს სასახლე და უფრო მოკრძალებულ ყოფას
დასჯერებოდა. ყოველივე შესწირა თავის რეპუტაციას, სახელსა და
პატივს. „რას იტყვის ხალხი?!“ – ამის გარდა არაფერი ადარდებდა...
თვეში ერთხელ გულუხვად უმასპინძლდებოდა ბელგიელ არის-
ტოკრატებს. ჩვენს სასახლეში მაღალი საზოგადოება ირეოდა. ფუ-
ფუნებისა და უსაზღვრო სიმდიდრის ათინათი დასთამაშებდა ყოვე-
ლივეს. მამა ხელგაშლილობას იჩენდა, მეფურ ნადიმს მართავდა
ხოლმე. მოსწონდა ასეთი ბრწყინვალება და სიდიადე. მაინც უნდა
მოეკლა ეს ჟინი, თუნდაც მერე მთელი წელი ხმელ პურზე გადაგვევ-
ლო, სიღატაკის მორევში ჩავმხრჩვალიყავით, ყველანი გავმწყდა-
რიყავით შიმშილით და დიდი უბედურება დაგვტყდომოდა თავს“.
გრაფი ჟრჟოლამ აიტანა; მოაგონდა ლუიზის გაყინულ-გათოში-
ლი ცხედარი. მთელი ოჯახი გარს ეხვია მის კუბოს. ტანჯული დედა-
მისი კვნესოდა და მოთქვამდა; უმცროსი დები თვალებს აცეცებ-
დნენ, რადგან ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა მათ თავს; ცრემლმორე-
ული მამა კი ანრის უმეორებდა: „ახლა შენ ხარ ჩემი უფროსი შვი
ლი“.
„მე არა ვგავარ ოკასენს. სტუმარ-მასპინძლობის ხელოვნებას
დავეუფლე. სულ იმის ფიქრში ვარ, როგორ შევეგებო სტუმარს, რით
ვასიამოვნო... მოსვენებას წუთითაც არ მაძლევს ეს სადარდებელი,
გონებიდან არ ამომდის, ვერა და ვერ მოვიშორე ეს აკვიატება, მაგ-
რამ, ჩემო სასახლევ, არასოდეს შემოგწირავ ჩემი ოჯახის კეთილ
დღეობასა და სიცოცხლეს. ცოლ-შვილს ყველაფერს ვანაცვალებ.
ლუიზის სიკვდილის შემდეგ შენ შეძულებას ვლამობდი. ჰო, მინ-
დოდა, ჭირის დღესავით შემზიზრებოდი და გული ამრეოდა შენზე,

37
ჩემო ყველაზე ძველო სიყვარულო, ჩემი დის სისხლში ხელგასვრი-
ლო მკვლელო! შევეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. შენს ცივ
წიაღში ბინადრობას ცხოვრება არ ჰქვია; ასე მხოლოდ შენ გიცავთ,
ჰო, გიფარავთ სხვებისგან. ისე ვართ გადაფოფრილები შენზე, თით-
ქოს ალყაშემორტყმულები ვიცავთ ციტადელს. თორმეტი წლის ვი-
ყავი, ამას რომ მივხვდი. ხედავ, რა გავიაზრე? ლუიზი შეეწირა ბრძო-
ლას, ჰო, ბრძოლას. მაშინ გაჩაღდა ეს ომი, როცა ნევილებმა თვალი
დაადგეს პლუვიეს მშვენიერ მიწას. ისე დაიჟინეს, არასდიდებით არ
მოეშვნენ; მაინცდამაინც აქაურობა აიჩემეს. იმ დღის შემდეგ, ეს გა-
აფთრებული შერკინება წუთითაც არ განელებულა. მედგრად გავუ-
ძელი ალყას და დავიცავი ეს მეფური საბრძანებელი. დაბადებიდან
დღემდე ვუვლიდი ამ ნავსაყუდელს, თავს ვევლებოდი. სამოცდარვა
წლისამ წავაგე ის ომი, ჩემი გაჩენის დღემდე ბევრად ადრე რომ გა-
ჩაღდა“.
მიუხედავად ყველაფრისა, ნევილს ძალიან ენატრებოდა ამ სა-
ოცარ ადგილას გატარებული ბავშვობა. უყვარდა აქაურობა. აგონ-
დებოდა, როგორ თამაშობდნენ ის და ლუიზი შატოს მიწისქვეშა, სა-
იდუმლო გვირაბებში; როგორ აღმოაჩინეს უკიდეგანო ტყე, რომ-
ლის ყველა კუთხე-კუნჭულიც ფეხით მოიარეს. ყველაფერს აკვირ-
დებოდნენ და სწავლობდნენ, კიდით კიდემდე!
ოკასენი ვექილი გახლდათ. თავი ისახელა არლონის ნაფიც მსა-
ჯულთა სასამართლოზე, რადგან თავგამოდებით დაიცვა ერთი
მკვლელი ქალი, რომელმაც სასიკვდილო საწამლავი ჩაუსხა საჭ-
მელში ვიღაცას და სულიც გააფრთხობინა... შუა სასამართლო პრო-
ცესისას წამოდგა და ისეთი სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულის და-
საცავად, მყისვე გაითქვა სახელი. დღემდე ახსოვდათ ეს საყოველ-
თაოდ ცნობილი გამოსვლა. ოკასენმა გონებას მოუხმო და მეტად
უჩვეულო, გაუგონარი არგუმენტი მოიშველია, ისეთი, ლოგიკის ყო-
ველგვარ საზღვარსა და ნორმას რომ სცილდებოდა:
„პატივცემულო ნაფიცო მსაჯულებო, ღრმად მწამს, რომ ეს ქა-
ლი სრულიად უდანაშაულოა. ახლავე მტკიცედ დაგისაბუთებთ ჩემს
მოსაზრებას: თუკი შეიწყალებთ და აღიარებთ, რომ ბრალი არ მიუ-

38
ძღვის, თქვენ წინაშე, საჯაროდ დავდებ ფიცს – მზარეულად ავიყ-
ვან, ჯამაგირსაც დავუწესებ და გულმშვიდად მივანდობ ჩემი ოთხი
შვილის გამოკვება-დაპურებას“.
თავზარდაცემულმა და შეძრულმა ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსუ-
ლოვნად განაცხადეს, ბრალდებული სრულებით უდანაშაულოაო.
მთელმა ჟიურიმ ერთხმად განაჩინა - ამ ქალს ბრალი არ მიუძღოდა
მკვლელობაში. ბატონმა ოკასენმა არ გატეხა მსაჯულთათვის მიცე-
მული სიტყვა და კარმენ ეველომ მოიპოვა პლუვიეს სასახლის მზა-
რეულის შესაშური ტიტული. ძალზე პრესტიჟული და სახარბიელო
თანამდებობა კი გახლდათ, თუმცა, ვერავინ იტყოდა, ქალს წუთით
არ ჰქონდა მოცლა და დღედაღამ ფუსფუსებდა სამზარეულოშიო -
არაფერი ჰქონდა მოსამზადებელი. მეტაფორებისა და გადაპრან-
ჭვის გარეშე რომ ვთქვათ, ნევილები ხმელ პურსა და წყალზე გადა-
დიოდნენ. მართლა ძალიან ცუდად იკვებებოდნენ.
კარმენი თვეში ერთხელ ამზადებდა უგემრიელეს და მდიდრულ
პტიფურებს9,ფუფუნებისა და დიდებული ცხოვრების ელფერი რომ
დაჰკრავდა. გულუხვად უმასპინძლდებოდნენ ბრწყინვალე გარდენ-
ფართიზე მოწვეულ სტუმრებს. ყველა ტკბებოდა ჯადოსნური ზეიმი-
თა და მასპინძლის უსაზღვრო ხელგაშლილობით. მზარეულს გული
ეფლითებოდა, როცა ხედავდა ოთხ საბრალო, მშიერ ბავშვს. თვალ-
მოუშორებლად შეჰყურებდნენ კანაპეებს, მაგრამ მათთვის ხელის
ხლებაც კი ეკრძალებოდათ. ნერწყვმომდგარ და თვალგაშტერე-
ბულ პატარებს, სადაც იყო, გული წაუვიდოდათ.
წვეულებაზე მოხმობილ სტუმრებს აოცებდათ მასპინძელთა
აშოლტილი და კენარი ტანი; ხიბლავდათ მათი მოხდენილი, თხელი
და მოქნილი სხეული. ოკასენი წარბშეუხრელად იტყოდა ხოლმე:
– ასეთი სიგამხდრე და სინატიფე მოგვდგამს ნევილებს. ეს გე-
ნეტიკის კანონია. თუ კარგ ოჯახში დაიბადები, არც გადაგვარდები.
რაც დედ-მამა, ის შვილი, სისხლი და ხორცი!
ისე უტიფრად და ურცხვად ცრუობდა, ერთხელაც არ შეუწუხებია

9
ფრანგული ნამცხვარი

39
სინდისის ქენჯნას. ხმამაღლა აცხადებდა ამას, თუმცა, იმას კი არად
დაგიდევდათ, ყველა ოთახის კედელზე რომ იყო ჩამოკიდებული თა-
ვისი ჩაკურატებული და ფაშფაშა წინაპრების პორტრეტები. სულ არ
ადარდებდა, იოლად რომ გამოიჭერდნენ ტყუილში. მის მამა-პაპას
ხომ ყელში ებჯინებოდა ქონი!
მიუხედავად ყველაფრისა, ანრის დღემდე შემოენახა ამ ბრწყინ-
ვალე, არისტოკრატულ საღამოთა ტკბილი მოგონება. ნეტარებამო-
რეული და მონუსხული იხსენებდა მათ სასახლეში გაჩაღებულ თა-
ვადურ ზეიმებს. სიამისაგან მიბნედილი, ნამდვილ ექსტაზს გრძნობ-
და. თითქოს, მიწას სწყდებოდა და სხვა სამყაროსაკენ მიქროდა. რა-
ტომ? იმიტომ, რომ ახსენდებოდა: როგორც კი სტუმრები წავიდოდ-
ნენ, ბავშვებს ნებას რთავდნენ, გავეშებით დასძგერებოდნენ ნარჩე-
ნებს. ნასუფრალზე ქეიფი დიდძალი ალაფის მოპოვებას ჰგავდა. აღ-
ტყინებული პატარები დამშეული მხეცებივით ძიძგნიდნენ დიდგვა-
როვანთა ნამუსრევს და ნადავლს ინაწილებდნენ.
ისე შეუსრულდა თვრამეტი წელი, თვეში მხოლოდ ერთხელ ჭამ-
და მოხარშულ და შემწვარ კვერცხს, თევზსა და ლორს, ისიც -კანა-
პეზე წამოსკუპებულს. ოდენ წვეულების დასასრულს ეღირსებოდა
ხოლმე ასეთი წყალობა. ძალიანაც რომ მოენდომებინა, სხვა დროს
პირში ვერ ჩაიდებდა ამ საოცრებას. ეჩვენებოდა, რომ მარტო ეგვიპ-
ტის ფარაონები იკვებებოდნენ ასე. დამღამობით ესიზმრებოდა კი-
დეც ეს გასტრონომიული სამოთხე.
ლუიზი ხშირად ეუბნებოდა: „ორაგული და ლორი შენ შეჭამე, მე
კი კვერცხი დამიტოვე. ასე მირჩევნია!“
ანრის ახლაც კი ჩაესმოდა დის გულსაკლავი სიტყვები. ბევრმა
წყალმა ჩაიარა მისი სიკვდილის შემდეგ, თუმცა, ყოველთვის ხე-
ლუხლებელს ტოვებდა კანაპეებზე შემოწყობილ კვერცხებს. არაფ-
რისდიდებით არ დააკარებდა პირს. ვერ მოიშალა ეს ჩვევა. ეს ულუ-
ფა ხომ მისი საყვარელი უფროსი დაიკოსთვის იყო განკუთვნილი?
გრაფი გრძნობდა, რომ ლუიზის ქვრივი იყო. უდროოდ გამქრალ სი-
ცოცხლეს ვერასოდეს გამოიგლოვებდა.
თვრამეტი წლისა რომ გახდა, ანრი ნამიურში გაემგზავრა, იქაურ

40
უნივერსიტეტში ჩაირიცხა და სამართლის შესწავლას მიჰყო ხელი.
სასწავლებლის სასადილოში შესულმა აღმოაჩინა – შეეძლო, უამ-
რავი გემრიელი კერძით ამოეყორა მუცელი. უწინ, ისიც კი არ იცო-
და, ასეთი საჭმელი თუ არსებობდა. ცხადზე უცხადესია, არ მოიკლო
ეს სიამოვნება და აკრძალვებით თავი არ დაიტანჯა. ხარბად ეტანე-
ბოდა ყველაფერს და სულმოუთქმელად ჭამდა. თანაკურსელები
ზიზღმორეულები უცქერდნენ და ეკითხებოდნენ:
– როგორ შეგიძლია, ასე უკანმოუხედავად შეთქვლიფო ეს ნა-
გავი? ძაღლიც კი არ მიეკარება ამ აშმორებულ სკორეს.
ანრი არად აგდებდა სტუდენტების ქირქილს. მუდამდღე აწამებ-
და შიმშილი. ჰოდა, თუკი როგორმე შესძლებდა მის მოკვლას, ჯან-
დაბას, აიტანდა დაცინვას! ნამდვილად უღირდა გამასხარავების
დათმენა, ოღონდაც მუცელი ამოევსო. სწორედ მაშინ ჩაგოდრდა
გვარიანად და ქონი დაედო. ვერა და ვერ გახდა. საყვარლად ჩაკუ-
რატებულ ბიჭად იქცა. მისი მოხდენილი სიმსუქნეც კი მოეწონებო-
და კაცს.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ვინ მოსთვლის, რამდენჯერ
მისწვდენია მის ყურთასმენას მავანთა და მავანთა სიტყვები: „თქვენ
არასდროს მოგშივებიათ. რა იცით, რა შავ დღეში ჩააგდებს გაჭირ-
ვება ადამიანს?! კუთხეში რომ მიგიმწყვდევს სიღარიბე..."
ნევილი არასოდეს აძლევდა პასუხს იმ უცნობთ. მამამისი, ოკა-
სენი, სიკვდილამდე არ აპატიებდა ვაჟს სიმართლის აღიარებას.
როცა ლუიზის სიკვდილზე ჩამოუგდებდნენ სიტყვას, ოჯახი ოსტა-
ტურ ახსნა-განმარტებას მოიშველიებდა ხოლმე და მოჰყვებოდა
უთავბოლო რატრატს მწვავე მენინგიტზე; ამბობდნენ, მეხივით
სწრაფად და ულმობლად განგმირა ჩვენი ქალიშვილი ამ ვერაგმა
სენმაო. ეს ავადმყოფობა ერთგვარ უპირატესობადაც კი ესახებო-
დათ – თუკი მენინგიტს ახსენებდნენ, კაციშვილი არ გაივლებდა
გულში, სიღატაკემ და შიმშილმა იმსხვერპლა საბრალო გოგონაო;
ის უხსენებელი, ამაზრზენი სნება კი (რომელმაც მართლა დაუშ-
რიტა სიცოცხლის წყარო მის დაიკოს) პირიქით, იმას აფიქრებინებ-
და ყველას, უთუოდ, უჭმელობით ამოხდა სულიო.

41
გრაფმა მთელი არსებით განიცადა გარდასული ტანჯვა-ვაება ამ
უკანასკნელ, უძილო ღამეს. თითქოს, წარსული გაუცოცხლდა და ეს
გზა ხელმეორედ გაიარა. სულმა წასძლია, საცდურს მინებდა და
კვლავ შეეცადა, მთელი გულით შეეძულებინა... შეეძულებინა? მა-
ინც ვინ? ან რა?
„ვინ შევიძულო? მამაჩემი, თუ ეს სასახლე? ვინ იყო ჭეშმარიტი
ბატონ-პატრონი? ოკასენი ფლობდა სასახლეს, თუ პირიქით, სასახ-
ლე იყო მისი მბრძანებელი? ვინ მოკლა ჩემი და? მამაჩემი პირმშო
იყო თავისი ოჯახის, გარემოცვისა და საზოგადოებისა; თავისი მშობ-
ლების ნაშიერი, მათი მოდგმა... არ შეეძლო, თავი დაეღწია ამგვარი
ცხოვრების მარწუხებიდან, თავად გამოეგონებინა სხვაგვარი ყოფა,
რადგან ასეთ ყაიდაზე აღზარდეს, ასეთ თარგზე გამოჭრეს. ბავშვო-
ბიდანვე ამზადებდნენ ამ უღიმღამო ყოველდღიურობისათვის. ჩემს
სიყმაწვილეში წყევლა-კრულვას ვუთვლიდი მამას, მაგრამ მეც მის
კვალს გავყევი. ვერ გავბედე სხვა გზაზე შედგომა, თუმცაღა, უფრო
ბრწყინვალე და პრესტიჟული კარიერა მქონდა; ჩემიანებს არასო-
დეს უგემნიათ გაჭირვების სიმწარე, სიღატაკე და უბედურება. არც
კი იციან, რას ნიშნავს ხელმოკლეობა. მიუხედავად ამისა, რაღაცით
მაინც ვგავარ ოკასენს: მისი არ იყოს, ყოველთვის ისე მეჭირა თავი,
თითქოს, ადამიანის ცხოვრების ერთადერთი მიზანი ყოფილიყოს
თავისი ამხანაგებისა და ტოლ-სწორების მიღება; მარტო იმათი გუ-
ლუხვად გამასპინძლებდა, ვისაც ჩემი მსგავსი სოციალური სტატუსი
ჰქონდა“, – გაიფიქრა ანრი ნევილმა.
მამამისი იყო ერთი ჯმუხი, პირქუში, კუშტი, უკმეხი, შავბნელი,
მუდამ დაღვრემილი, გულჩათხრობილი, სიტყვაძვირი, მრისხანე,
ღვარძლიანი და ფხუკიანი კაცი, მაგრამ როგორც კი წვეულების
დღე მოახლოვდებოდა, თითქოს, ფერი ეცვლებოდა ხოლმე და თვა-
ლის დახამხამებაში იქცეოდა ენაწყლიან, სიტყვაუხვ, მჭევრმეტ-
ყველ,მეტად სასიამოვნო, სანდომიან, ელეგანტურ, მომხიბვლელ,
დახვეწილ, თავაზიან, გულუხვ, სტუმართმოყვარე, ხელგაშლილ და
ზრდილ კაცად; დაუსრულებლად, მაგრამ მოხდენილად, შნოიანად

42
ენამზეობდა, ყველას უღიმოდა და ახალისებდა; მორცხვი, მშიშარა,
თავმდაბალი, მფრთხალი, თავის ნაჭუყში გამოკეტილი და მოკრძა-
ლებული დედამისი კი წამის უსწრაფესად გარდაისახებოდა ხოლმე
დახვეწილად ჩაცმულ-დახურულ, მაღალი წრის გრაციოზულ ქა-
ლად; ჩინებულად გრძნობდა თავს თავადებს შორის. სილაღით სავ-
სე და ხალასი ჩანდა. ამ და კიდევ მრავალ სხვა მიზეზთა გამო, პატა-
რა ანრის მთელი გულით უყვარდა გარდენ-ფართი. ლუიზიც გიჟდე-
ბოდა ამ წვეულებებზე, „სიგიჟის დღეებს“ ეძახდა...
როგორც კი ზეიმის დღე მოაწევდა, გოგონა დილაუთენია უჩუმ-
რად შეუძვრებოდა საწოლში თავის უმცროს ძმას და ჩასჩურჩულებ-
და:
– გაიღვიძე, ანრი! სიგიჟის დღე მოვიდა... მე ლამაზ კაბას ჩავიც-
ვამ, შენ კი შენს მშვენიერ კოსტიუმში გამოეწყობი. დედა თმას დამ-
ვარცხნის. სახლი აივსება მოელვარე შანდლებით, ყვავილებითა და
მუსიკის ჰანგებით. მე პრინცესა ვიქნები, შენ – პრინცი. როცა სტუმ-
რები წავლენ, უგემრიელესი კერძებით ჩავიტკბარუნებთ პირს! ქვეყ-
ნად არ არსებობს ამაზე კარგი საჭმელი!
ანრის მამისგან მოსდგამდა სტუმარმასპინძლობის სიყვარული.
ეს განძი ოკასენმა უმემკვიდრა. გრაფი ოსტატურად ფლობდა სტუმ-
რების მიღება-დახვედრის ხელოვნებას, ანუ უბრალო არისტოკრა-
ტულ თავყრილობას თვალის დახამხამებაში გადააქცევდა ხოლმე
არნახულ ზღაპრად თითქოს, სტუმრებს მიუძღოდა ფერიებითა და
სხვა მითური არსებებით სავსე ჯადოსნური სამყაროსაკენ. ბოლო
არ უჩანდა ამ არამიწიერად ლამაზ და წარმტაც სანახაობას. ყველა-
ნი საოცარ სახეცვლილებას განიცდიდნენ და დახვეწილ, დიდებულ
პერსონაჟებად გარდაისახებოდნენ (სულ რამდენიმე საათში). რა-
ღაც უაზრო და სულელურ მიზეზთა გამო, თავს უფლებას არ აძლევ-
დნენ, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ყოფილიყვნენ ასეთი ბრწყინვა-
ლე, უბადლო გმირები. უღიმღამო ყოფას შეჩვეულთ, მაინცდამაინც
ნევილის წვეულებაზე მოსდიოდათ ეს ანაზდეული ფერიცვალება.
ოდესღაც, ძალზე ხშირად ეპატიჟებოდნენ ნევილს შორეულ ად-
გილებში. ამიტომაც, მალევე გაუნათდა გონება: მიხვდა, მეტისმეტ-

43
ად ცოტა ადამიანს ჰქონდა მიმადლებული სტუმრების რიგიანად გა-
მასპინძლების ნიჭი. თუკი სათვალავში არ ჩავაგდებთ თითო-ორო-
ლა გამონაკლისს, თავადთა დიდებული ოჯახების უმეტესობა საერ-
თოდ არ იცნობდა მიღების დაუწერელ წესებს; ჩინებული მასპინ-
ძლობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდნენ. მათი სტუმრები გამომ-
წყვდეულნი იყვნენ ჩახუთულ სალონებში; სული შეჰგუბებოდათ ტო-
ნა ფერუმარილით სახემოთხუპნული, ხმაურიანი, ქოთქოთა, მოსაწ-
ყენი, ბებრუცუნა, ჭირვეული ბურჟუა ქალების გარმოცვაში. ნამდვი-
ლი ბრძოლა უნდა გაეჩაღებინათ, რათა რის ვაი-ვაგლახით მაინც
ჩაეგდოთ ხელში მეტად საეჭვო ხარისხის, მღვრიე, თითქმის უვარ-
გისი ღვინით სავსე ქიქა, ან პურის პაწაწინა ნაჭერი და მუყაოს ის
თეფში, მასპინძლებმა არასდიდებით რომ არ დახუნძლეს გემრიე-
ლი და დიდებული კერძებით. საჭმელი სულაც არ ბრწყინავდა არის-
ტოკრატული ცხოვრების მაცდუნებელი ათინათით. სტუმრები ანაზ-
დად შეეჩეხებოდნენ ხოლმე იმ ხალხს, რომლისაც რცხვენოდათ;
ჰო, რცხვენოდათ, მათ რომ დაუნათესავდნენ. ისიც ეთაკილებო-
დათ, ერთი ტიტული რომ ჰქონდათ.
კარგა ხანი იყო, შატო პლუვიეს გარდენ-ფართი ბელგიურ არდე-
ნებში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლებოდა. გრაფის
სამკვიდროში მაღალი საზოგადოება იყრიდა თავს. შემთხვევით,
ალალბედზე კი არ აურჩევიათ მისი ადგილმამული? აი, რატომ
ამოსდიოდათ მზე და მთვარე ნევილის წვეულებაზე: კვირადღეს იკ-
რიბებოდნენ, ნაშუადღევს; როგორც კი მოეფინებოდნენ სასახლის
წინ გადაშლილ ვრცელ მოლს, უმალ ირწმუნებდნენ, ჩვენ პირმშონი
ვართ იმ ქიმერული, მიუწვდომელი, ზღაპრული სამყაროსი, რომე-
ლიც უსათუოდ იმსახურებს, არისტოკრატთა საბრძანებელი ეწოდო-
სო; უთუოდ ღრმა აზრი იმალებოდა ამ კეთილხმოვან და მშვენიერ
ლექსში: „ო, დრონო წელიწადისანო, ო, სასახლეებო!10 სჯეროდათ
- ცხოვრება სხვა არაფერი იყო, თუ არა საოცრად მოხდენილი და
ელეგანტური ცეკვა; ჰო, ცეკვა იდუმალებით მოცულ, მშვენიერ ბან-

10
საუბარია ფრანგი პოეტის, არტურ რემბოს პოემაზე

44
ოვნებთან, რომელთა თხელი და პაწაწინა ფეხებიც ძალზე ფაქიზად
ეხებოდა ბაღის მწვანედ მობიბინე ბალახს. ისე ნარნარით დაიარე-
ბოდნენ და დაფარფატებდნენ, თითქოს, მიწას ფეხს არ აკარებდნენ.
ანრი ნამდვილად არ იყო მამის ორეული! ოკასენი და გრაფი სუ-
ლაც არ ჰგავდნენ ერთმანეთს წყლის ორი წვეთივით, მაგრამ ანრიმ
ის კი შესანიშნავად იცოდა, ბადალი რომ არა ჰყავდა მასპინძლობა-
ში (ოკასენის არ იყოს). დიდებულების სხივით ბრწყინავდა წვეულე-
ბებზე: გრძნობდა, აღარ იყო ის მეტისმეტად მგრძნობიარე კაცი,
კრინტის დაძვრას რომ ვერ ბედავდა საკუთარი ქალიშვილის წინა-
შე; კვლავ იქცეოდა გრაფ ნევილად, ყველასათვის პატივსაცემ არის-
ტოკრატად, რომელიც ბრწყინვალე ორატორული ნიჭით იყო და-
ჯილდოებული, მოხდენილად და ოსტატურად მჭევრმეტყველებდა,
დელიკატური, ელეგანტური მანერებითა და დახვეწილი იუმორით
გამოირჩეოდა; შეეძლო, გაემხიარულებინა ყველაზე ღრძო, გაუცი-
ნარი, ჯმუხი და ურჩი სტუმრებიც კი. ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა
ყველა თანამეინახეს უკეთ ეგრძნო თავი და დაძაბულობა გამქრა-
ლიყო.
ჩინებულად უმასპინძლდებოდა სტუმრებს, რადგან გულით უყ-
ვარდა გამასპინძლება.
მიუხედავად ამისა, შესანიშნავად იცოდა, რაოდენ შემზარავიც
იყო ჩავარდნილი წვეულება. კარგა ხნის წინ იხილა ეს საშინელება.
როცა მხიარულება სუფევდა მის ადგილ-მამულში და ყველა ჩინე-
ბულ გუნებაზე იყო, უცებ გამოტყვრებოდა ვიღაც უჟმური სტუმარი,
რომელიც დანარჩენებს ფეხს ვერ აუწყობდა. აი, მაშინ ატყდებოდა
ხოლმე დიდი აურზაური და ალიაქოთი. იმ ერთი შფოთისთავის ფხუ-
კიანობა ვერა და ვერ ეხამებოდა საყოველთაო სილაღეს. გრაფი
ყოველთვის დიდი ამბით ემზადებოდა ამ ბრწყინვალე საღამოები-
სათვის, გულდასმით აწონ-დაწონიდა ხოლმე ყოველივეს, წინასწარ
გათვლიდა ყველა ნაბიჯს. როცა, ბოლოს და ბოლოს, დამყარდებო-
და ესოდენ ნალოლიავები და ნაფოფინები ჰარმონია, რომელსაც
ასე მოუთმენლად ელოდა, უსაზღვრო ბედნიერებით ტკბებოდა;
სწორედ ასეთ ენით აუწერელ სიამეს განიცდის ის ქორეოგრაფი, თა-

45
ვის ბალეტს რომ უცქერს, ესწრება დიდებულ წარმოდგენას და
დროდადრო ჩაიკარგება მოცეკვავეთა შორის. განცვიფრებული და
მონუსხულია, რადგან დიდ წარმატებას მიაღწია: როგორც იქნა, მო-
ახერხა და არამიწიერი მშვენიერება ჩააქსოვა სწორედ იქ, სადაც
ადამიანის მდაბიო მოდგმა მხოლოდ და მხოლოდ დასაბამისჟამინ-
დელ ძალადობასა და სისასტიკეს ხედავდა.
ნუთუ, უნდა ჩაეშალა თავისი გარდენ-ფართი, რადგან იმ ნათელ-
მხილველმა უწინასწარმეტყველა, სტუმარს სულს გააფრთხობინებ-
თო? ცხადია, არა! ეს ხომ შეუძლებელი იყო?! ამ საშინელების წარ-
მოდგენაც კი არ ძალუძდა, რამეთუ ეს გრაფის უკანასკნელი წვე-
ულება იქნებოდა! თუკი არა გაქვს „ad hoc“11 ადგილ-მამული, სტუმ-
რებს ვერ გაუმასპინძლდები. პლუვიეს სასახლეზე უკეთესი არაფე-
რი ეგულებოდა ქვეყნად. ეს შატოც ისეთივე იდეალური იყო, როგო-
რიც „რავენშტაინი“.
სულ მალე ჩამოართმევდნენ ნევილს თეატრივით დიდებულ სამ-
კვიდროს და ვეღარ დატკბებოდა ბრწყინვალე წარმოდგენა-წვე-
ულებებით. თქმა არ უნდოდა, ვერავის მიიღებდა ომონიერში, იმ შე-
საბრალის, ღარიბულ ხუხულაში, ერთი ციცქნა ბაღი რომ ერტყა
გარს. არა, ვერცერთ არისტოკრატს ვერ შეუშვებდა იქ და თავს ვერ
შეირცხვენდა. ამას წყალი არ გაუვიდოდა!
2014 წლის 4 ოქტომბრის გარდენ-ფართი იქნებოდა მისი ბოლო
შედევრი, გედის სიმღერა. გრაფი ჰგავდა იმ ცნობილ რეჟისორს, დი-
დი ამბით რომ წარსდგება პუბლიკის წინაშე და მედიდურად განაც-
ხადებს, ამ ახალი ფილმის გამოსვლის შემდეგ, გადასაღებ მოედანს
აღარ გავეკარებიო. დიდი აურზაური, მითქმა-მოთქმა და ხმაური
მოჰყვება ხოლმე მათ სიტყვებს. ნევილსაც სურდა, ყველასთვის და-
ემახსოვრებინა თავი და წარუშლელი შთაბეჭდილება დაეტოვებინა
სტუმრებზე; ყველას ეგრძნო, რომ ეს წვეულება დიდად მნიშვნელო-
ვანი იყო მისთვის.
„ვაგლახ! თუკი რომელიმე სტუმარს მოკლავ შუა წვეულებაზე,გას-

11
ნიშნავს რაღაცისთვის განკუთვნილს, შესაფერისს, საკადრისს(ლათ)

46
აკვირია, მაგრამ მართლაც მიაღწევ საწადელს. მთელი ქვეყანა
შენზე ილაპარაკებს. ეს იქნება შენი უკანასკნელი გარდენ-ფართი,
რადგან მერე ციხეში გიკრავენ თავს", – უთხრა ნევილმა საკუთარ
თავს, თუმცა თითქმის არ აწუხებდა დატუსაღებაზე ფიქრი. იმაზე
ფიქრი კი განუზომლად ტანჯავდა, უკადრის და უღირს საქციელს
რომ ჩაიდენდა.
უეცრად ისეთმა აზრმა გაუელვა, მაშინვე იფიქრა, ჩინებული
იდეა მომივიდაო: დაუყოვნებლივ უნდა გადაეწყვიტა, ვინ მოეკლა!
ჰო, საკმარისი იყო, ახლავე ამოერჩია მსხვერპლი. რა თქმა უნდა!
ასობით ადამიანს ვუმასპინძლდებით, მაგრამ განა, განურჩევლად
ყველას ვცემთ პატივს?! ბევრი მათგანი გვძულს კიდეც! ზოგჯერ,
იმის წარმოდგენაც კი ნეტარებას განგვაცდევინებს, რომ სული გას-
ძვრებათ! ჰო, გვატკბობს მათ სამარადისო გაქრობაზე ფიქრი.
ეს აზრი მხსნელად მოევლინა და ისეთი სიხარულით აღავსო,
მყისვე წამოდგა და რამდენიმე პა მოხაზა; წაიცეკვა. „უნდა გავიხსე-
ნო ძველი მტრობა, ამოვთხარო საიმედოდ დამარხული იარაღი და
ბრძოლა გავაჩაღო“, – გაიფიქრა მან.
ამასობაში მზეც ამოიწვერა. ახლა ისეთი ნატიფი, მშვენიერი,
შთამბეჭდავი, გოროზი და დიადი ეჩვენა შატო პლუვიე, როგორც
არასდროს.
„ჩემო ძველთაძველო სიყვარულო, მალე მოეღება ბოლო შენს
მეუფებას. სანამ ჩასვენებულა შენი სიდიადის მზე, უკანასკნელი წვე-
ულებით დავატკბობ სტუმრებს. გპირდები, ეს ზეიმი ისტორიას დარ-
ჩება“. – სიყვარულით შესჩურჩულა გრაფმა თავის სასახლეს.
ნევილი ოთახში შევიდა, საუზმე მოამზადა, რუდუნებით მოათავ-
სა ლანგარზე, კიბეს აუყვა და ჯერ კიდევ მძინარე მეუღლეს მიართვა.
– ამქვეყნად საუკეთესო ქმარი ხარ! – ღიმილით უთხრა ქალმა.
– მინდა, კიდევ უფრო კარგი გავხდე, ჩემო ძვირფასო, – მიუგო
ნევილმა, – როგორც იცი, ოთხ ოქტომბერს უამრავ სტუმარს ვე-
ლით. მითხარი, ხომ არ ნატრობ რომელიმე მათგანის სიკვდილს?
ხომ არ გინდა, საკუთარი თვალით იხილო, რა მოულოდნელად გას-
ძვრება სული?

47
– ჩემო სიყვარულო, რისი თქმა გინდა? უკვე დაპატიჟებული
სტუმრის უკან გაბრუნება ხომ არ განიზრახე? ნუთუ, ეს აზრი გიტ-
რიალებს თავში?
– სულაც არა!
ალექსანდრა საწოლში წამოჯდა და ფინჯანი ყავა დაისხა.
– გასულ თვეს ვუტერების წვეულებაზე წავედით, საღამო ხანს..
შარლ-ედუარდ ფონ იპერსტალს ეყო თავხედობა და ურცხვად მით-
ხრა, ჯერ კიდევ ლამაზი ხართო. ვერა და ვერ მოვინელე ეს „ჯერ კი-
დევ“; ყელზე დამადგა იმ უტიფარი კაცს სიტყვები. გულში წყენა ჩა-
ვიხვიე.
– რა გაუთლელი ხეპრეა! – შესძახა გრაფმა.
– შარლ-ედუარდიც მოიწვიე? – ჩაეძია ცოლი.
– სხვა რა გზა მქონდა?
– ხომ დამისვი შეკითხვა? ჰოდა, პასუხიც მიიღე, – მიუგო გრა-
ფინიამ.
ანრი ნევილი თავის საწერ მაგიდას მიუჯდა და ყურადღებით და-
აკვირდა იმ სტუმართა სიას, ოთხ ოქტომბერს რომ უნდა სწვეოდ-
ნენ. თითოეულის სახელსა და გვარს ჩაჰკირკიტებდა. ბევრი მათგა-
ნი სძულდა მთელი გულით. ეს ერთგვარი წრფელი სიძულვილი იყო,
ჰო, ალალი ზიზღი. ცოლმა უკვე ჩააგონა, მინიშნება მისცა. რაინდუ-
ლი სულის გრაფმა ვერა და ვერ დაივიწყა მისი სიტყვები. მიუხედა-
ვად ამისა, შარლ-ედუარდ ფონ იპერსტალი უფრო მოსდიოდა
თვალში, ვიდრე ვიღაც ჟერარ დე მალმედი-სტროანჟი, ან თუნდაც,
მავანი ფონ სტინკისტები და ფონ ბიუშერები. მათთან შედარებით,
შარლ-ედუარდი მართლაც კარგი ვინმე ჩანდა. ამას წყალი არ გა-
უვიდოდა.
ფანქრით გახაზა ყველას სახელ-გვარი, ვინც ჭირის დღესავით
სძულდა და დასანახად ვერ იტანდა. საქმეს რომ მორჩა, შედეგს გა-
დაავლო თვალი და დაითვალა ოცდახუთიოდე შესაზიზღარი, ამაზ-
რზენი და სულმდაბალი ადამიანი. ჩამონათვალი მეტისმეტად ეცო-
ტავა.
„მე ვარ ერთი იმათთაგანი, ვისაც უყვარს და არა იმათთაგანი, ვის-

48
აც მძულვარებით აქვს სავსე გული“, – გაიფიქრა გრაფმა და ძალიან
ეამა, ასეთ ცუდ დღეში ჩავარდნილმა რომ მოიშველია სოფოკლეს
საარაკო პერსონაჟის, ანტიგონეს სიტყვები. სხვას ვის მოაგონდე-
ბოდა ეს ციტატა ასეთ მდგომარეობაში?!
ამ ოცდახუთი კაციდან ყველაზე უფრო საძულველი უნდა ამო-
ერჩია. საბოლოოდ, ეს ტიტული კლეოფას დე ტიუინენმა მოიპოვა.
კლეოფასი სიცოცხლეს უნდა გამოესალმებინა!!! ო, რა კათარ-
ზისი იქნებოდა ეს მკვლელობა! როგორ ამოისუნთქებდა შვებით! სა-
ბოლოოდ გათავისუფლდებოდა ჩახშობილი რისხვისაგან, გაჭირ-
ვებით დაოკებული აგრესიისა და ბოღმისაგან, ლოდივით რომ აწვა
გულზე! კლეოფას დე ტიუინენს კარგა ხანს ეჭირა რავენშტაინის ხა-
ზინადარის სავარძელი, ამიტომაც, ყველა არისტოკრატულ წვეულე-
ბაზე იყო დაყუდებული. ნევილი თავს ვერ აარიდებდა მის მოპატი-
ჟებას. გაუმხელელმა მტრობამ, იდუმალმა ქიშპობამ და ჯიბრმა გა-
დაჰკიდა ეს კაცი ანრის; გაუცხადებელი შუღლით გამძვინვარებული
კლეოფასი ნატრობდა ანრის ადგილის დაკავებას, მაგრამ ვერასო-
დეს მიაღწია საწადელს, რადგან თავისი მეტოქის ტოლი იყო.
კლეოფასი გულისგამაწვრილებლად ლაპარაკობდა, ცხვირში
დუდღუნებდა. ამიტომაც, ყველა მის სიტყვას, თუნდაც, ყველაზე უმ-
ნიშვნელოსა და უბრალოს, დამცინავი ელფერი დაჰკრავდა, თუმცა-
და, სულაც არ იზიდავდა ოსტატურად შენიღბული ირონია, ორაზრო-
ვანი ფრაზები და გესლიანი ქირქილი. გემოს ვერ ჩაატანდა ასეთ
სარკაზმს. თუ ვინმე მოინდომებდა იმის ჩადენას, რაც სხვებმა ვერ
გაბედეს, ანუ თუკი გადაწყვეტდა ამ ჩიტის მახეში გაბმას და „გამოჭ-
ერას“, კლეოფასი მყისვე მოჰყვებოდა ფიცსა და მტკიცს – იმიტომ
მაქვს ასეთი ხმა, რომ ადენოიდები მაწუხებსო. ამგვარად, კაციშვი-
ლი ვერ დასცინებდა, რაც კიდევ უფრო საძაგელსა და საზიზღარს
ხდიდა.
კლეოფასი რომ მოეკლა, გრაფის ცხოვრებას აზრი მიეცემოდა.
მართალია, ანრის არასოდეს უკადრებია უღირსი და საძრახისი
საქციელი, თუმცა, თავის დღეში არ ჩაუდენია ისეთი ბრწყინვალე,
სასახელო გმირობა, სხვებისაგან რომ გამოარჩევდა და ყველას ყუ-

49
რადღებას მიიპყრობდა. თუკი შატო პლუვიეში გაჩაღებულ უკანას-
კნელ ზეიმზე სიცოცხლეს გამოასალმებდა კლეოფას დე ტიუინენს,
ოსტატურად დააგვირგვინებდა გამარჯვებას, ჰო, გამარჯვებას. ნა-
ტიფი გემოვნება და გამორჩეული სიდიადე საბოლოოდ დაამარ-
ცხებდა მომხვეყჭელობის ჟინს, სულმდაბლობას, სიხარბეს, შურსა
და ღვარძლს. ამ ამბავს დიდი აურზაური და ალიაქოთი მოჰყვებო-
და.
ყველა იტყოდა: „გრაფმა ნევილმა, დიახ, ანრი ნევილმა – სწო-
რედ ამ კაცმა, გაისტუმრა საიქიოში ყველასთვის საძულველი კლე-
ოფას დე ტიუინენი. ბრწყინვალე, მეფური ზეიმი რომ დაიწყო, დრო
იხელთა და წუთისოფელს გამოათხოვა“. განა, როგორადაც, დიდე-
ბული და მეტად საამური არ იქნებოდა, ასეთ ხმაურსა და მითქმა-
მოთქმას რომ გამოიწვევდა ეს მკვლელობა? ნევილი უნდა გარჯი-
ლიყო და ყველაფერი ეღონა იმისათვის, რომ მთელ ქვეყანას შეეტ-
ყო მისი დანაშაული. ასე არ სჯობდა?! აბა, სულმდაბლად ხომ არ გა-
აქრობდა მტერს, ჩუმად და საიდუმლოდ, ხალხის თვალისგან მოფა-
რებულ ადგილას?! ასე რომ მოქცეულიყო, იტყოდნენ, მოსალოდნე-
ლი შედეგების ეშინოდა, ან სირცხვილი სწვავდაო; არც ამ მკვლე-
ლობას აღარ ექნებოდა სიდიადისა და გმირობის თვალისმომჭრე-
ლი ბრწყინვალება.
აქამდე სულ იმას დარდობდა, როგორი იქნებოდა მისი ყოველ-
დღიური ყოფა, როცა ომონიერში გადავიდოდა საცხოვრებლად.
კლეოფასის მოკვლა განიზრახა თუ არა, იგრძნო, როგორ დაიხ-
სნა თავი ამ სამარცხვინო და დამამცირებელი მომავლის კლანჭები-
დან. ლილიპუტიც კი ვერ დაეტეოდა იმ ციცქნა ხუხულაში. როგორც
იქნა, შვებით ამოისუნთქა. სასამართლო პროცესი ელოდა, ნამდვი-
ლი სამსჯავრო. ციხეში გამოამწყვდევდნენ. ალექსანდრა ხშირად
მოინახულებდა, მისი გული არნახული გრძნობით აენთებოდა. ისე
შეიყვარებდა ქმარს, როგორც არასდროს! ნევილს სხვა გზა აღარ
დარჩა; თავს უნდა გამოსტყდომოდა: თავად ჭკუას ჰკარგავდა ცოლ-
ზე, თავდავიწყებით ეტრფოდა და სიცოცხლეს ერჩივნა. ცხადია,
ქალსაც უყვარდა, მაგრამ ნევილს სურდა, ალექსანდრას გული შეღ-

50
ონებოდა მოზღვავებული სიყვარულისაგან, მწველი გრძნობით
გონდაკარგულს... ნევილი მხოლოდ კლეოფასის მკვლელობის წყა-
ლობით თუ ააგიზგიზებდა ასეთ ცეცხლს მეუღლის გულში. ბოლოს
მოუღებდა იმ კაცს და საწადელს მიაღწევდა. უკვე ცხოვლად ეხატე-
ბოდა თვალწინ აცახცახებული ალექსანდრა, სასამართლოს მოსაც-
დელ ოთახში მობუზული. ცხადად ხედავდა ამ ამაღელვებელ სცე-
ნას.
მაგრამ... როგორ უნდა მოეკლა კლეოფასი? როგორ შეემზადე-
ბინა ყველაფერი და დაეჭირა თადარიგი? ანრის მოაგონდა მამისე-
ული სანადირო თოფი, თავადვე რომ დამალა სასახლის კუთხეში ა-
წოწილი სათვალთვალო კოშკის სხვენში. სამალავში შეირბინა:
მართლაც იქ იყო დატენილი, გრძელლულიანი, ოცდაორკალიბრი-
ანი ვაზნებით დახუნძლული ინგლისური კარაბინი. ოკასენმა ასწავ-
ლა მისი გამოყენება. „დიდებული ჩამომავლობის კაცმა უნდა იცო-
დეს ნადირობა!“ – ხშირად უმეორებდა მამა. წყნარ და ბუნჩულა ან-
რის კი ცხოვრებაში არ შეუმართავს ხელი ცხოველებისა და ფრინ-
ველების დასახოცად.
„ზეიმი რომ გაჩაღდება, აქ ამოვალ, სამერცხულში გავყოფ თო-
ფის ლულას, პირდაპირ დავუმიზნებ კლეოფასის თავს და ტყვიას და-
ვახლი“, – გადაწყვიტა მან. ეს მართლაც არ იქნებოდა სახიფათო.
გრაფი არ წააწყდებოდა მოულოდნელ დაბრკოლებას, რამეთუ
კლეოფასს ხშირად აწუხებდა კუჭის წვა. განსაკუთრებით მაშინ შე-
მოუტევდა გულძმარვა, ერთმანეთის მიყოლებით რომ გადაყლურ-
წავდა შამპანურით სავსე რამდენიმე ფუჟერს. ჯგუფ-ჯგუფად თავ-
შეყრილ ხალხს მოშორდებოდა და გარეთ გავიდოდა ხოლმე დასაც-
ლელად, სული რომ მოეთქვა. ანრიც იხელთებდა დროს და ძველ ხა-
ზინადარს ესროდა.
მართლაც, უზადოდ ბრწყინვალე ეჩვენა ეს გეგმა უძილობით გა-
ნაწამებ, საშინლად დაქანცულ მის საბრალო ტვინს, რომელსაც
თანდათან იპყრობდა საოცარი აღტყინება; უფრო და უფრო მძაფრი
ხდებოდა აღმაფრენისა და თრობის ეს ბანგი, ერთიანად ატყვევებ-
და, მის გონებას ჩასაფრებული ნადირივით უთვალთვალებდა სიბე-

51
რე. მალე დაკარგავდა რეალობის შეგრძნებას და გამოგონილ, არა-
მიწიერ სამყაროში შეაბიჯებდა. ეს საფრთხე ნამდვილად ემუქრე-
ბოდა.
სხვენიდან ჩამოვიდა. თვალუწვდენელ სიშორეში იკარგებოდა
ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ოთახების უსასრულო
წყება – ანფილადა12.ერთ-ერთ სასტუმრო ოთახში ალექსანდრას
შეეჩეხა. ვნებისგან ალმურმოდებულმა, ღონივრად მოჰხვია მკლა-
ვები; არნახული გამძვინვარებითა და მგზნებარებით ჩაიკრა გულში
ცოლი. ისეთი ცეცხლი შემოეგზნო მის გულს, ახლა ვერაფერი დაა-
ოკებდა.
ოცდაორი წლის ორესტე ნევილი მამისეულ ტიტულს ანრის გარ-
დაცვალების შემდეგ მიიღებდა. იგი ბელგიელი არისტოკრატებისა
და დიდგვაროვნების სასურველი სასიძო გახლდათ. ყველა ნატ-
რობდა ამ იდეალური ბიჭის ხელში ჩაგდებას. პირმშვენიერ, მაღალ
და ტანთხელ ახალგაზრდას ინჟინრის დიპლომი ჰქონდა. საოცარი
ზრდილობითა და უბადლო დახვეწილობით გამოირჩეოდა; მოსწრე-
ბული სიტყვა-პასუხი მოსდევდა; მის თავაზიანობას ჰარმონიულად
შეზავებოდა მომნუსხველი ირონია. ჩვევად ჰქონდა სხვების დაცინ-
ვა, მაგრამ რა საამო იყო მისი სარკაზმი! არავის აღიზიანებდა ორეს-
ტეს ასეთი მიდრეკილება.
ოციოდე წლის ელექტრა ნევილი გახლდათ ნობილიერში აღ-
ნუსხულ თავადთა შორის ყველაზე თვალსაჩინო და სასახელო წარ-
მომადგენელი, ყველასთვის სანატრელი სარძლო. ამ საოცრად
მომხიბვლელ, ტანკენარ, აშოლტილ, გრაციოზულ, ნარნარ, მუდამ
მოღიმარ და მხიარულ ქალიშვილს უკვე მოეპოვებინა ფილოლო-
გის დიპლომი. შვენოდა ძალზე ბასრი, ყოვლის შემმუსვრელი ირო-
ნია და იუმორი. ჭეშმარიტი კულინარიული გენია ბორგავდა მასში,
მოსვენებას არ აძლევდა და აიძულებდა, თეთრად გაეთენებინა ღა-
მეები, სასახლის სამზარეულოებში ეფუსფუსა, რუდუნებით ეშენები-

12
ოთახების ისეთი განლაგება, როცა ყველა შუაკარი ერთმანეთის პირდაპირ
არის

52
ნა მერენგის13 ბერძნული ტაძრები, კარამელისა და „სიუკრ ფი-
ლეს“14 ცისტერციანელთა სააბატო.15 თითქოს, ესოდენ უხვად მი-
მადლებული წყალობაც კი არ იყო საკმარისი; ბუნებას კიდევ ერთი
საოცარი ნიჭი ებოძებინა ელექტრასა და ორესტესათვის: არავის შე-
ეძლო ვალსის ცეკვა მათსავით მომაჯადოებლად. მთელ ბელგიაში
ბადალი არ ჰყავდათ.
ამ უჩვეულო ტალანტს კიდევ უფრო თვალისმომძრელი ბრწყინ-
ვალებითა და სიკაშკაშით შეემოსა ისედაც დიდებული და-ძმა. არის-
ტოკრატები ყველა მეჯლისზე ეპატიჟებოდნენ; ქორეოგრაფები ცეკ-
ვის გაკვეთილებზე იწვევდნენ; ყველასთვის ბისაბაძი იყო ეს წყვი-
ლი, სანიმუშო. „არც ერთ კაცს არ შეუძლია, ორესტესავით ღონივ-
რად, მტკიცედ, ასე თავდაჯერებით და ამავე დროს, ელეგანტურად,
მოხდენილად გაუძღვეს ქალს ცეკვისას. მეტად მომხიბვლელია მი-
სი სიძლიერე და შეუპოვრობა, იოტისოდენა სიუხეშესაც კი არ იჩე-
ნს. ვერც ერთი ქალი ვერ მიჰყვება კავალერს ისეთი პიკანტური გრა-
ციოზულობითა და გულში ჩამწვდომი სინარნარით, როგორც ელექ-
ტრა! – აი, ასე მიმართავდნენ მასწავლებლები დამწყებ მოცეკვავე-
ებს. და-ძმას, ამ შეუდარებელ წყვილს, სიგიჟემდე უყვარდა მოხდე-
ნილ სამოსში გამოწყობა და ნაირნაირი სამკაულებით მორთვა-მო-
კაზმვა. აი, ასე დიდებულად ჩაცმულ-დახურულნი დაიარებოდნენ
ანტვერპენის სასახლეებში, ბრაბანტის ციხე-დარბაზებსა და დიდე-
ბულ მამულებში. დილამდე ატკბობდნენ ხალხს თავიანთი ბრწყინ-
ვალე ვალსით. მთელი ღამე ასე დაფარფატებდნენ. ვინ იცის, რამ-
დენჯერ დასთენებიათ თავზე ცეკვისას!
ახლა ნევილები შატო პლუვიეს გაყიდვას აპირებდნენ, მაგრამ
ამანაც კი ვერაფერი დააკლო ორესტეს ღირსებასა და შარმს. სასახ-
ლის ფასი კი დაეცა, მაგრამ მისი – არა! დიდ პატივს სცემდნენ და
მოწიწებით ეპყრობოდნენ. „როცა ეს ბიჭი ცოლს შეირთავს, მაღალ
საზოგადოებაში გამოსული ქალიშვილები ძაძას ჩაიცვამენ და მოთ-

13
ფრანგული დესერტი, ტკბილი ბეზე, ჰგავს ზეფირს
14
ე.წ. „კარამელის ძაფები“
15
რელიგიური ორდენი, დაარსდა შუა საუკუნეეში

53
ქმა-გოდებას მოჰყვებიან. იმ დღეს დაიწყება მათი გლოვა“, -ამბობ-
და ხალხი. როგორც ჩანდა, მხოლოდ თავად ორესტე ვერ ამჩნევდა,
ასეთი ცეცხლი რომ აეგიზგიზებინა გოგონების გულში. ძალზე მო-
რიდებული იყო. ვერა და ვერ მოიშორა ეს სიმორცხვე და თავმდაბ-
ლობა, რომელიც კიდევ უფრო დამატყვევებელ ხიბლს აძლევდა. იშ-
ვიათად თუ შეხვდებოდით ასეთი უჩვეულო შარმის ადამიანს.
რაც შეეხება ელექტრას, ისეთი მომნუსხველი, არამიწიერი
ბრწყინვალებით შემოსილიყო, თითქოს, მიუწვდომელ, ძალზე შო-
რეულ, მოუხელთებელ ქმნილებად ქცეულიყო. მისი ძმის არ იყოს,
მარტო ელექტრა ვერ ხვდებოდა, ყველა რომ ეტრფოდა; არც კი ეს-
მოდა, ასე რატომ ანცვიფრებდა ხალხს მისი უსაზღვრო, ზეციური სი-
ლამაზე, ესოდენ გულუხვად რომ ჰქონდა მიმადლებული. თითქოს,
ბოლო არ უჩანდა წელამდე ჩამოშლილ, წაბლის თაფლისფერ მის
თმას; ბალერინის სილუეტი ჰქონდა და რენესანსის ეპოქის მადონას
სახე. ფერიას უფრო ჰგავდა, ვიდრე მაღალი წრის გასათხოვარ ქა-
ლიშვილს.
ყოველივე ამის მიუხედავად, ორესტეც მარტოხელა იყო და
ელექტრაც. ეს ხომ ბუნებრივიცაა?! ძმა ჯერ კიდევ ოცდაორი წლის
გახლდათ; და კი- მეოცე გაზაფხულს ითვლიდა. გრაფის სასახლეში
გაჩაღებული ზეიმებისას, თითქმის ვერავინ ბედავდა მათთან მიახ-
ლოებას. ყველასაგან გარიყულნი, მარტოდმარტო იდგნენ. ბიჭებიც
და გოგონებიც სერიოზს დასდევდნენ კუდში. ეს უკანასკნელი ისე-
თი უსიცოცხლო, უგერგილო და მოსაწყენი ვინმე იყო, არავინ არაფ-
რად აგდებდა. მესაიდუმლედაც კი არ გამოადგებოდა კაცს. ამიტო-
მაც, მხოლოდ ამას ეუბნებოდნენ გულისმომკვლელი ხმით: „ო, შენი
და!"; „ო, შენი ძმა!“
სერიოზიც უხალისოდ მიუგებდა ხოლმე: „ელექტრა გელოდე-
ბათ"; ან კიდევ: „ორესტე გელოდებათ“, თუმცა, არავინ უგდებდა
ყურს. სწორედ ის გახლდათ თავისი ძმის ყველაზე გულანთებული
თაყვანისმცემელი. კიდევ უფრო მეტად აღმერთებდა დას, ელექ-
ტრას. ყოველთვის სიამოვნებით ესწრებოდა მისი მორთვა-მოკაზ-
მვის დიდებულ ცერემონიას. ქვეყნად არაფერი ახარებდა ასე ძალი-

54
ან; არ ეგულებოდა ამაზე წარმტაცი სანახაობა. ელექტრა წყალობას
მოიღებდა ხოლმე და უმცროს დას ნებას დართავდა, თვალმოუშო-
რებლად ეცქირა მისთვის, ვიდრე მორჩებოდა სარკის წინ კოპწია-
ობას, ფერუმარულის წასმას, გალამაზებას, ნაირნაირი სამკაულე-
ბის ასხმასა და საგანგებოდ გამოწყობას. რაწამს ბრწყინვალედ და-
აგვირგვინებდა ხელოვნების უბადლო ნიმუშს და საქმეს მოითავებ-
და, სერიოზისაკენ იბრუნებდა პირს. ეს უკანასკნელი ეკითხებოდა:
– არ გინდა, ცოლად გამომყვე?
– შენ ერთადერთი ხარ, ვინც ხელი მთხოვა.
– ბრმა ხომ არა ხარ, ელექტრა?! ყველა ბიჭი გიჟდება შენზე, მაგ-
რამ მოახლოებას ვერ გიბედავენ!
– რატომ?
– იმიტომ, რომ შენ იდეალური გოგონა ხარ, ისინი კი უბადრუკი
ბიჭები.. ყურადღებით ვაკვირდებოდი მაგათ. ლაღად ეარშიყებიან
ხოლმე ისეთ გოგონებს, ვერაფრით რომ ვერ უწოდებ მშვენიერს.ნე-
ტავ განახა, რა უდრტვინველად ეკურკურებიან... მერე ჩემთან მო-
დიან და ხმაათრთოლებულნი მეჩურჩულებიან, დიდებული და გყავ-
სო. გული გამიწყალეს შენს არამიწიერ სილამაზეზე ლაყბობით!
ჩემთან ლაქლაქს რომ მორჩებიან, ზურგს შემაქცევენ და ღონივრად
ჩააფრინდებიან ვიღაც მარი-ასტრიდს, ან ვინმე ან-სოლანუჟს, რო-
მელმაც გვერდით ჩაგვიარა...
– ვის მირჩევ? ვისთან დავიჭირო საქმე?
– მე გამომყევი ცოლად, – ეუბნებოდა სერიოზი.
რაც შეეხება ორესტეს, სულ არა ჰგავდა თავის დას. ელექტრა ძა-
ლიან პასიურობდა, ის კი პირიქით: ყოველთვის იჩენდა ინიციატი-
ვას, თავად დგამდა პირველ ნაბიჯს. როგორც კი მიუახლოვდებოდა
ვიღაც არისტოკრატის ქალიშვილს, ეს უკანასკნელი წამის უსწრაფე-
სად გამოთაყვანდებოდა ხოლმე და სისულელეების როშვას გააბამ-
და. იქნებ, მართლაც ასეთი ჩერჩეტი იყო? ან იქნებ, ახალგაზრდა
ორესტეს მაცდურმა ბრწყინვალებამ და მაგიურმა ხიბლმა ისე და-
ახვია თავბრუ, ისე მოაჯადოვა, უაზრო ბლუკუნი დააწყებინა? როცა
ეს ბიჭი ვალსს ეცეკვებოდა ელექტრას, ხმადაბლა ეუბნებოდა:

55
– შენ არა მხოლოდ ყველაზე ლამაზი, არამედ ყველაზე ჭკვიანი
და გონებანათელი გოგონა ხარ. არ გინდა, ცოლად გამომყვე?
– ჩემი უმცროსი დისა და უფროსი ძმის გარდა, არავის უნდა ჩემი
შერთვა.
– მოდი, სამივენი დავქორწინდეთ.
– არა მგონია, სერიოზს სურდეს შენს უღელში თავის გაყოფა, ჩე-
მო საბრალო ორესტე!
– არც მე! არა მგონია, მისი შერთვის სურვილით ვიწვოდე.
– იცოდე, არ გამაგონო ჩემი უმცროსი დის აუგი! რა ბოროტებაა.
– რა დასანანია! ნეტავ, მახინჯი იყოს სერიოზი. სხვა თუ არაფე-
რი, უკეთესი ზნე-ხასიათი მაინც ექნებოდა.
– გეყოს! ჩინებული ხასიათი აქვს. ისეთი კარგი, ბევრს შეშურ-
დება. რომ შეიძლებოდეს, სხვებსაც გულუხვად უწილადებდა.
– უეჭველია
– კიდევ კარგი, იმას მაინც აღიარებ, რომ ჩვენი დაიკო სულაც
არაა მახინჯი და გონჯი.
– სამაგიეროდ, ლამაზიც არ ეთქმის, – მოუჭრა ძმამ.
– ჯერ მხოლოდ ჩვიდმეტი წლისაა.
– შენ თექვსმეტიც კი არ შეგსრულებოდა, როცა მეტისმეტად ლა-
მაზი იყავი. შენი მომაკვდინებელი მშვენიერების ცქერა სულს და-
ალევინებდა კაცს.
– მოვა დრო და სერიოზი გაგვაოგნებს... აუცილებლად დადგე-
ბა ეს დღე.
– იმის თქმა გინდა, რომ დადგება დღე, როცა აღარ ექნება ეს
უაზრო და უმეტყველო სახე?
– ჩემ გვერდით რომაა, სულაც არა აქვს უაზრო გამომეტყველე-
ბა.
– ჰოდა, სიცოცხლის ბოლომდე ხომ არ იქნება შენ გვერდით?
– შენ რა იცი?!
– კმარა! ნუ მელაპარაკები საზოგადოებისაგან გარიყული ვი-
ღაც საცოდავი მდაბიოსავით, რომელსაც ძაღლად არავინ აგდებს.

56
ელექტრა ფიქრობდა, რომ არასოდეს მოჰბეზრდებოდა სერი-
ოზთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. იშვიათად ეარშიყებოდა ბი-
ჭებს, თუმცა რამდენჯერმე სცადა ფლირტის გაბმა ვიღაც ჟეან-სებას-
ტიანთან და მავან პელეასთან, თუმცა, ეს წამიერი გაელვება მალევე
უკვალოდ გაქრა. ეგონა, მოწყენილობისგან სული ამოხდებოდა. სა-
მაგიეროდ, უმცროსი დაიკო ძალიან ახალისებდა. სხვების არ იყოს,
ელექტრამაც შეამჩნია – სერიოზი ძალიან შეიცვალა, როცა თორ-
მეტნახევარი წლის იყო; თითქოს, სულ სხვა ადამიანად იქცა და ფე-
რი იცვალა, მაგრამ ნევილების უფროს ქალიშვილს კვლავ ძველე-
ბურად გასაოცარი, ყველასაგან გამორჩეული, ზეამაღლებული,
უბადლო და სწორუპოვარი ეჩვენებოდა ეს ნაბოლარა გოგონა.
ამ რადიკალურმა მეტამორფოზამ სერიოზის უწინდელ ბრწყინ-
ვალებას ვერა დააკლო.

ნევილმა დილაადრიან განიზრახა კლეოფასის მოკვლა. ამ ჩა-


ნაფიქრმა ენთუზიაზმითა და აღმაფრენით აღავსო, თავბრუც კი და-
ახვია. სიხარულისაგან ფრთაშესხმული, მთვრალივით დაბარბა-
ცებდა, თუმცა, ნაშუადღევს ეჭვმა გაკენწლა. სულაც არ უმალავდა
თავს, უმოწყალოდ ჩაძაღლებას რომ იმსახურებდა კლეოფასი. ეს
არავისთვის ყოფილა საიდუმლო, თუმცა, მიუხედავად ამისა, გრაფს
მაინცდამაინც გარდენ-ფართიზე უნდა გაეგორებინა ის კაცი! რო-
გორ იფიქრა, რომ ალექსანდრას მოეწონებოდა მისი საქციელი და
მეტიც, გააღმერთებდა ამ სულმდაბლობის გამო? რატომ ეგონა,
სიყვარულით აენთებოდა ქალის გული? როგორ მოუვიდა თავში ეს
გიჟური აზრი?
ყველაფერი უნდა გაერკვია, გათავისუფლებულიყო ამ მტანჯვე-
ლი ეჭვებისაგან, გული დაემშვიდებინა და მოეფიქრებინა, რა ეღო-
ნა. ამიტომაც, გრაფმა ნევილმა დაურეკა ევრარ შვერინგენს, რო-
მელმაც ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა ბელგიელ
არისტოკრატებზე. ხუთი თითივით იცნობდა ამ ქვეყნის დიდგვარო-
ვანთა ისტორიას (ოღონდ, 1830 წლის შემდეგ დაბადებული თავა-

57
დებისა).
– ჩემო ძვირფასო ევრარ, მინდა, შენი ბრწყინვალე ცოდნის ნა-
თელი მოჰფინო ერთ ბნელით მოცულ საკითხს... მაინტერესებს,
ოდესღაც მაინც თუ მომხდარა მკვლელობა წვეულებაზე ჩვენს მხა-
რეში?
– ო, რამდენიც გინდა! იმდენჯერ მომხდარა, სათითაოდ ვერ ჩა-
მოგითვლი ყველა ამბავს და ვერც მოგითხრობ, ჩემო ძვირფასო ან-
რი.
– ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც უნდა დავაზუსტო: თუ ყოფი-
ლა ისეთი შემთხვევა, მასპინძელს რომ მოეკლა სტუმარი?
– რა თქმა უნდა. პრინცმა რეტორ-კაროსმა, ეპიფანიის16 დღე-
სასწაულზე გააჩაღა ზეიმი, კოქტეილით გაუმასპინძლდა დიდებუ-
ლებს და სიცოცხლეს გამოასალმა მუალანვეზის ჰერცოგი; ბარონე-
სა ბერნაკმა, თავის სახლში გამართულ საქველმოქმედო მეჯლისზე,
სული გააფრთხობინა ვიკონტესა ლამბერტიეს. რომელი ერთი გით-
ხრა? ბევრი ასეთი ამბავი მომხდარა. ბელგიელი არისტოკრატია
უთუოდ დაიკვეხნის მკვლელობათა სიუხვით. ისიც აღსანიშნავია,
რომ უფრო ხშირად მასპინძელი კლავს სტუმარს, ვიდრე – პირიქით.
არ მეგულება ადამიანი, რომელსაც არ გაუჭირდება მასპინძლის
მკვლელი სტუმრის დაცვა-გამართლება. სამაგიეროდ, ყველა გაუ-
გებს კაცს, რომელმაც საიქიოში გაისტუმრა სტუმარი.
– გინდა თქვა, რომ ეს საქმეები ჩაფარცხეს და მიჩქმალეს? ნუთუ,
დიდი აურზაური არ მოჰყოლია?
– აბა, რას ამბობ?! ეს როგორ იფიქრე? ცხადია, სამართალმა
იზეიმა და გამძვინვარებულმა მოსამართლემ უმკაცრესად დასაჯა
დამნაშავენი.
– ეს არ მიკითხავს. საზოგადოებრივი აზრი ვიგულისხმე. რო-
გორ მოეპყრო ჩვენი ხალხი სტუმართა სისხლში ხელგასვრილ
მკვლელებს?
– ჩვენი ხალხი შესანიშნავად მიხვდა ყველაფერს... ძველებურად

16
იგივე-თეოფანია, ნიშნავს მაცხოვრის განცხადების მოვლენას, აღინიშნება 6 იანვარს

58
ეპატიჟებოდნენ წვეულებებზე პატიმრებსაც და მათი ოჯახის წევ-
რებსაც.
– როგორ ეპატიჟებოდნენ იმ ტუსაღებს, რომელთაც ციხეში უკ-
რეს თავი, ან სულაც, ეშაფოტზე გაგზავნეს?
– იმ პატიმრებს გამუდმებით უგზავნიდნენ მათი სახელებითა და
გვარებით დამშვენებულ მოსაწვევ ბარათებს.
სახტად დარჩენილი ანრი ენაგადაყლაპულივით გაისუსა; რამ-
დენიმე წამის შემდეგღა დასძინა:
– მინდა, კიდევ ერთხელ მოჰფინო შენი ბრწყინვალე ცოდნის ნა-
თელი ბნელით მოცულ ერთ საკითხს... ახლახან ჩამომითვალე რამ-
დენიმე მკვლელობა... მაინტერესებს, რომელიმე მკვლელს წინას-
წარ თუ ჰქონდა განზრახული სტუმრის საიქიოში გასტუმრება?
– არა, ცხადია.
– რატომაა ცხადი?
– ჩვენი საზოგადოება არ შეიწყნარებდა ადამიანს, რომელმაც
კარგა ხნით ადრე დაგეგმა სხვისი მკვლელობა. ეს ყოვლად მიუღე-
ბელი და დაუშვებელია. თუკი უეცრად შეგიპყობს რისხვა, წამიერი
გაცოფება დაგიბინდავს გონებას და სიცოცხლეს გამოასალმებ სტუ-
მარს, ყველას დაარწმუნებ, რომ გამორჩეული კაცი ხარ, მოხერხე-
ბულობა და არნახული სითამამე გამოიჩინე, ძალზე შნოიანად, ლა-
ზათიანად გააკეთე საქმე, მაღალი კლასი და ოსტატობა აჩვენე
ხალხს... მაგრამ თუკი მდაბლად განიზრახავ მის მოკვლას, წინდა-
წინ გათვლი ყველა ნაბიჯს და საგულდაგულოდ აწონი თითოეულ
დეტალს, ყველას დაარწმუნებ, რომ გამასპინძლების ხელოვნებისა
არა გაგეგება რა. არ არსებობს ამაზე დიდი სიმდაბლე, პირუტყვული
სიუხეშე და სიველურე.
– ხომ ვერ გაიხსენებდი ერთ ასეთ შემთხვევას?
– ჩვენს მხარეში მომხდარს? რას ბოდავ, ძვირფასო ანრი?! მო-
ეშვი სისულელეების როშვას.
– ახლა ხომ უამრავი მკვლელობის შესახებ მიამბე? იქნებ, რო-
მელიმე მკვლელს მაინც ჰქონდა წინასწარი განზრახვა? რას გა-
იგებ?... რა იცი, რა იმალება ამ დანაშაულის მიღმა?

59
– შეუძლებელია წინასწარი განზრახვის ასე დამალვა და მიჩ-
ქმალვა. წინასწარი განზრახვითა და აკვიატებით შეპყრობილი კაცი
ისე არ კლავს მსხვერპლს, როგორც ის, უეცრად რომ მოერევა ბრა-
ზი. არაფერია წინასწარი განზრახვის დამტკიცებაზე უფრო იოლი.
– ანუ რა მოხდება, თუკი ერთ-ერთი ჩვენგანი წინასწარ განზრახ-
ვით მოკლავს სტუმარს?
– შენც კარგად იცი ამ კითხვის პასუხი. იმ ადამიანს სამუდამოდ
დავივიწყებთ. ისე დავიჭერთ თავს, თითქოს, არც არასდროს ვიც-
ნობდით. არც მას, არც მის ოჯახს, არც მეგობრებს და არც ახლობ-
ლებს არ დავპატიჟებთ ჩვენს წვეულებებზე.
ნევილს თავზარი დასცა ესოდენ ულმობელი სასჯელის წარმოდ-
გენამ. რა ენით აუწერელი სისასტიკე იყო ეს საყოველთაო შერის-
ხვა!
– რატომ მისვამ ასეთ შეკითხვებს, ძვირფასო ანრი? – ჩაეძია ევ-
რარი.
– როგორც იცი, ამ კვირას დიდი წვეულება გაჩაღდება ჩემს სა-
სახლეში. გულმოდგინედ ვემზადები გარდენ-ფართისათვის. ჰოდა,
შენი მოკვლა მინდა, ჩემო ძვირფასო ევრარ.
– ჰო, მეცნო შენი ხელწერა! ვიცი, ეს ნამდვილად გინდა! აბა, კვი-
რამდე გემშვიდობები, ძვირფასო მეგობარო. ძალიან მიხარია, მა-
ლე რომ გნახავ.
ნევილმა ყურმილი დაკიდა, თავი ხელებში ჩარგო და ხაზი გადა-
უსვა კლეოფას დე ტიუინენის მკვლელობის გეგმას; ამ განზრახვაზე
ხელი აიღო.
„რამდენი ვიწვალე, მაგრამ შრომა წყალში ჩამეყარა! თავიდან
უნდა შევუდგე საქმეს. ეს რა დღეში ჩავვარდი! რა კოშმარია!“ - ამოი-
ოხრა სასოწარკვეთილმა გრაფმა.
ანრი რვა წლის იქნებოდა, როცა შემზარავი კითხვა დაუსვა მამა-
მისს. როგორ გგონიათ, რა უთხრა? „მშობლები ხომ არ გადაიცვამენ
ხოლმე სანტა კლაუსის ფორმას შობა ღამეს? ასე ატყუებენ შვი-
ლებს?“ – არა! „როგორ იბადებიან ბავშვები?“ – არა! არც ეს უკით-

60
ხავს. კიდევ უფრო საშინელი და შემაშფოთებელი სიტყვები აღმოხ-
და: „მამა, რას ნიშნავს არისტოკრატი?"
ოკასენმა თავი მისკენ მიაბრუნა და გამჭოლი, სუსხიანი მზერა
სტყორცნა:
– შენ როგორ ფიქრობ, ჩემო ბიჭო, რას უნდა ნიშნავდეს?
– არ ვიცი.
– კარგად დაფიქრდი და აწონ-დაწნონე.
ბავშვმა ხმის ამოღება გაბედა, საფრთხეში ჩაიგდო თავი და
ალალბედზე ჰკითხა:
– სასახლეში ცხოვრებას?
– ო, არა! ეშმაკმა დალახვროს! – შესძახა ზიზღმორეულმა ოკა-
სენმა.
დამცირებულმა ბიჭუნამ გაიფიქრა, ხომ ძალიან გვიჭირს და შავ
დღეში ვართ, მაშ, რატომ ვძვრებით ტყავიდან, რათა ამ დიდებულ
სასახლეში ვიცხოვროთ; რად გვიჯდება სისხლის ფასად პლუვიეს
შენარჩუნება, რისთვის გავიღეთ ასეთი მსხვერპლი, რატომ ვიდ-
გამთ წელებზე ფეხსო.
– ტვინი გაანძრიე! კიდევ ერთხელ დაფიქრდი! – უბრძანა მამამ.
– კარგი ოჯახის შვილობას ნიშნავს?
– არა. არც ეს კმარა.
დაბნეულმა და აფორიაქებულმა ანრიმ თავი ჩაქინდრა.
ბოლოს, როგორც იქნა, მამამისმა ავის მომასწავებელი ხმით გა-
ნაცხადა:
– ჩემო ვაჟო, არისტოკრატობა არ ნიშნავს სხვებზე ბევრად მეტი
უფლების ქონას... ეს ნიშნავს იმას, რომ სხვებზე ბევრად მეტი მოვა-
ლეობა გვაკისრია.
ოკასენის სიტყვებში საშინელი მუქარა გამოსჭვიოდა. შეძრწუ-
ნებული ბავშვი ნაჩქარევად გაეცალა მამას, ლოგინზე წამოწვა, სა-
ცოდავად მოიკუნტა და ზედიზედ რამდენჯერმე გაიმეორა: „არის-
ტოკრატობა არ ნიშნავს სხვებზე ბევრად მეტი უფლების ქონას. ეს
ნიშნავს იმას, რომ სხვებზე ბევრად მეტი მოვალეობა გვაკისრია".

61
ეს ფრაზა ჰგავდა იმ მანტრას, რომლის მნიშვნელობის შეცნობაც
არ ძალუძდა; ხელიდან დაუსხლტა ეს ღვთიური სიტყვა, მაგრამ ისე
მგზნებარედ და გავეშებით იმეორებდა ფსალმუნივით, ისე აქსოვდა
გულსა და სულს, გამოისყიდა ეს შეცოდება; ჰო, ის შეცოდება, რომ
ვერ ჩასწვდა მის სიღრმეს.
ასე გაილია ოთხი წელი... მერე ლუიზი გარდაიცვალა. ანრიმ
სწორედ იმ დროს შეცვალა (გაუაზრებლად) თავის გონებაში ჩაბეჭ-
დილი მამისეული ფრაზა, მკაცრ მითითებას, ცხოვრებისეულ კრე-
დოს რომ ჰგავდა. ოკასენმა მბრძანებლური ტონით წარმოთქვა: „ა-
რისტოკრატობა არ ნიშნავს სხვებზე ბევრად მეტი უფლების ქონას.
ეს ნიშნავს იმას, რომ სხვებზე ბევრად მეტი მოვალეობა გვაკისრია“-
გრაფმა ნევილმა კი ამგვარად გადაასწორა: „არისტოკრატობა
ნიშნავს იმას, რომ სხვებზე ბევრად ნაკლები უფლება და ბევრად მე-
ტი მოვალეობა გვაქვს“.
ანრის ქვეყნად არავინ უყვარდა ლუიზზე მეტად. სოფლის სკო-
ლაში ხშირად ხვდებოდა ბავშვებს, რომლებიც სულაც არ იყვნენ თა-
ვადისშვილები, მაგრამ კარგად იკვებებოდნენ; სასახლეებში არ
ცხოვრობდნენ, თუმცა, მათ სახლებში თბილოდა და თუკი ავად გახ-
დებოდნენ, მშობლებს ექიმთან მიჰყავდათ კიდეც. ამიტომაც, მათი
უფროსი დები არ იხოცებოდნენ უწამლობითა და მოუვლელობით.
ანრი ქვეშეცნეულად გრძნობდა – საყვარელი ადამიანის დაკარგვა
არისტოკრატის გარდაუვალი ხვედრი იყო. ჰო, სწორედ ამას ნიშნავ-
და არისტოკრატობა.
მიუხედავად ამისა, ორაზროვნებით გაჟღენთილი ჩანდა ოკასე-
ნის მზამზარეული ფორმულა: „არისტოკრატობა არ ნიშნავს სხვებზე
ბევრად მეტი უფლების ქონას... ეს ნიშნავს იმას, რომ სხვებზე ბევ-
რად მეტი მოვალეობა გვაკისრია“. გულმოყირჭებულ ანრის მოჰ-
ბეზრებოდა ეს ბუნდოვანება. ვერ გაეგო, სად მთავრდებოდა უფლე-
ბა და სად იწყებოდა მოვალეობა. ლუიზი იმიტომ მოკვდა, რომ ისე
არ გამოკვებეს, როგორც საჭირო იყო. უფრო სწორად, არ ჰქონდა
კარგი საჭმლის ჭამის უფლება, არც გათბობის, არც ექიმთან წას-
ვლის. არ აღირსეს ოთახის ნორმალური ტემპერატურა; მისი უმც-

62
როსი ძმა, ანრი, არისტოკრატი იყო და ამიტომ დაკარგა საყვარელი
უფროსი და. ჰო, ეს მისი, როგორც თავადის, მოვალეობა გახლდათ
- საფიცარ დასთან გამოთხოვება.
გრაფს მძიმე ტვირთად აწვა უამრავი მტანჯველი მოვალეობა,
მაგრამ დის დაკარგვის ვალდებულებამ არაადამიანური წამება გა-
ნაცდევინა. ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა. მისგან განსხვავებით,
სხვები უმალ გულშივე ჩაიკლავდნენ ამ ტკივილს, რათა ხალხს არ
ეთქვა მათზე, რა საზიზღები და ამაზრზენები არიანო! რატომ საზიზ-
ღარი?! იმიტომ, რომ ადამიანს მუდამ უნდა მოეკატუნებინა თავი,
თითქოსდა, საოცარი სიმშვიდით იყო სავსე. როგორც არ უნდა და-
ტანჯულიყო, რა შავ დღეშიც არ უნდა ჩავარდნილიყო, მაინც უნდა
ესაზრდოებინა გარშემომყოთნი ამ ცრუ ილუზიით; ჰო, ყველას უნდა
დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ უშფოთველი სიმშვიდით, სილა-
ღით, სიხალასით, ურყევი ღირსებით, ზნეობითა და სიამაყით იყვნენ
განმსჭვალულნი. მუდამდღე თვალისჩინივით უნდა მოფრთხილე-
ბოდნენ ყოველივე ზემოჩამოთვლილს. თავი და ბოლო არ უჩანდა
ამ სულელურ, მეტად უაზრო გამონაგონს, რომელიც საშინლად
დახლართულ-დაწნეხილ, გაუგებარ და რთულ მექანიზმს ჰგავდა,
ერთმანეთზე დახვავებული, აბურდული და უწესრიგოდ აკოკოლა-
ვებული საგნებით. ამ გროვას, სინამდვილეში, ეწოდებოდა „სხვის
დასანახად ღირსეულად თავის დაჭერა“. ყოველთვის უნდა ეფიქ-
რათ იმაზე, რას იტყოდა ხალხი. ვაითუ, თავი შეერცხვინათ და ისე
ვერ მოქცეულიყვნენ, როგორც საჭირო იყო! ხომ შეიძლებოდა, სულ
იოლად დატრიალებულიყო ეს უბედურება?! აი, ამის ნათელი მაგა-
ლითიც: ბოროტი ენები ამბობდნენ, კარტონ-ტრეზებმა გადაწყვი-
ტეს, მთელი ოჯახით მოენახულებინათ ლაკენის სამეფო სათბურე-
ბიო. სადილობის დრომ რომ მოაწია, ფოლგაში შეფუთული კარა-
ქიანი და ჯემიანი პურები ამოიღეს ჯიბიდან და ურცხვად შეჭამეს ყვე-
ლას თვალწინ, არც კი მოეფარნენ თვალსო (ასე იმიტომ გაუჭირ-
დათ, რომ მთელი ქონება გაანიავეს და ოჯახი დააქციეს). არისტოკ-
რატებმა მყისვე უმკაცრესი სასჯელი დაატეხეს თავს იმ უტიფრებს:
საბოლოოდ შეაქციეს ზურგი. ყველა ისე იჭერდა თავს, თითქოს, არც

63
კი იცნობდა ამ სამარცხვინო ოჯახს.
ანრი სულ იმის შიშში იყო, ვაითუ, შევრცხვე, ჯეროვნად ვერ შე-
ვასრულო დაკისრებული მოვალეობები და სხვის დასანახად ღირ-
სეულად ვერ დავიჭირო თავიო. მოჯადოებული ჩანდა. ვერა და ვერ
მოიშორა ეს ავადმყოფური აკვიატება, ეს ძრწოლა, რომელმაც სი-
ცოცხლე გაუმწარა. მუდამ იმაზე დარდობდა, რას იტყოდა ხალხი.
არასოდეს მისცემდა თავს იმის უფლებას, ვინმესთვის ზურგი შეექ-
ცია (მით უმეტეს, კარაქიანი და ჯემიანი პურების გამო. რა სულელუ-
რი და სასაცილო ამბავი იყო!) და ისე მოქცეულიყო, თითქოს, საერ-
თოდ არ იცნობდა ყველასგან შერისხულს, მაგრამ ის კი გააზრებუ-
ლი ჰქონდა, რომ შეიძლებოდა, კიდევ უფრო სულელური მიზეზის
გამო გაერიყათ სხვებს, უფრო სწორად – მთელ საზოგადოებას.
ანრის ამ გამუდმებულ შიშსა და შფოთვას ერთვოდა ერთგვარი
„თაობის კომპლექსი“: დრო – ეს უდიდესი ზღვარი, ორ ნაწილად,
ორ კატეგორიად ჰყოფს მთელ კაცობრიობას. სრულებით შესაძლე-
ბელია, ამ ორმა ბანაკმა ვერასოდეს გამონახოს საერთო ენა. ეს მიჯ-
ნა სწორედ იმიტომაა ესოდენ უზარმაზარი და ვეებერთელა, რომ
ოფიციალურად არავის დაუწესებია. მოდით, გასაქანი მივცეთ წარ-
მოსახვას, მიკერძოება და სუბიექტურობა გამოვიჩინოთ და ვივარა-
უდოთ, რომ მაგალითად, მაინცდამაინც 1975 წელს აღიმართა ეს
გადაულახავი ზღუდე თაობათა შორის, თუმცა, ისიც უნდა გავიაზ-
როთ, რომ ეს თარიღი დიდწილად მერყეობს ქვეყნების, საზოგადო-
ებათა და მენტალიტეტთა გათვალისწინებით (მართლაც რა საოც-
რად ცვალებადია ყოველივე!. სწორედ ეს მიჯნა, ეს უხილავი ბარი-
ერი აშორებს ერთმანეთს ამ ორ სამყაროს: ერთში, ანუ ძველში,
ცხოვრობენ ბავშვები, სხვების საცდუნებლად რომ გაჩნდნენ; მე-
ორე, ანუ ახალი სამყაროს ბინადარნი კი არიან ის ბავშვები, რომ-
ლებიც მხოლოდ იმისთვის მოევლინნენ ქვეყნიერებას, რომ მუდამ-
დღე აცდუნონ სხვებმა.
ძველი თაობის, ასე ვთქვათ, ძველი სამყაროს, ძველი ყაიდის
ბავშვები იძულებულნი იყვნენ, დასჯერებოდნენ ყურადდღებისა და
მშობლიური სითბოს მეტად მოკრძალებულ, უფრო სწორად, საშინ-

64
ლად მწირ და ღარიბულ ულუფას, ძლივს რომ ჰყოფნიდათ. არასდი-
დებით არ აღირსებდნენ უფრო მეტ სინაზესა და სიყვარულს. პატა-
რებს ძალ-ღონე უნდა მოეკრიბათ და გარჯილიყვნენ, რათა მშობ-
ლები ეცდუნებინათ და ყურადღებისა და სითბოს უფრო მოზრდილი
ულუფა დაეცინცლათ მათთვის; თანამედროვე სამყაროში კი
ყველაფერი შეიცვალა: მშობლები ბავშვის დაბადებისთანავე ცდი-
ლობდნენ მის ცდუნებას; თავს არ ზოგავდნენ მიზნის მისაღწევად,
რადგან დედ-მამა ვერ დასჯერდებოდა ამ პაწაწინა არსების სიყვა-
რულისა და სინაზის მოკრძალებულ, უფრო სწორად, ძალზე მწირ და
ღარიბულ ულუფას. ახლა მშობლები უნდა გარჯილიყვნენ, რათა თა-
ვიანთი ნაშიერნი ეცდუნებინათ და სითბოს უფრო მოზრდილი ულუ-
ფა დაეტყუებინათ მათთვის. ეს ერთგვარი მენტალური რევოლუცია
იყო: ძველი თაობის ბავშვები მიზნის მისაღწევ საშუალებად ესახე-
ბოდათ მშობლებს, მაგრამ ჟამთასვლასთან ერთად, შვილები გადა-
იქცნენ საბოლოო მიზნად, უზენაეს მისწრაფებად.
ანრი 1946 წელს დაიბადა. იგი სულით ხორცამდე ძველი სამყა-
როს ბინადარი იყო, რამეთუ არისტოკრატია გადაულახავ დაბრკო-
ლებად ეღობებოდა წინ ამგვარ მენტალურ რევოლუციას: თავად-აზ-
ნაურთა დიდებული ჩამომავლობის დაუწერელი წესები მკაცრად
კრძალავდა მსოფლმხედველობის ასეთ ძირფესვიან ცვლილებას.
არისტოკრატია ცეცხლივით უფრთხოდა რადიკალურ გარდატეხებს
და ახალ თაობას რუდუნებით გადასცემდა ძველ ადათებს. ტრადი-
ციული, საყოველთაოდ მიღებული განმარტება რომ მოვიშველიოთ,
არისტოკრატი ბავშვი ყოველივეს უნდა უმადლოდეს თავის დიად ჩა-
მომავლობასა და კლასს, უფრო სწორად – მშობლებს.
მაგალითად, თუკი ოკასენი სანადიროდ წავიდოდა და კაკაბს
მოკლავდა, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ბავშვები ვახშმად მი-
ირთმევდნენ გარეული ფრინველის ხორცს. კარმენი მოამზადებდა
ნანადირევს, მერე ლანგრით შემოიტანდა ოთახში, მაგიდას მიუახ-
ლოვდებოდა, ჯერ გრაფინიას მიართმევდა, შემდეგ – გრაფს. ისი-
ნიც თეფშზე გადაიღებდნენ კერძს და ისე მიირთმევდნენ, წამით არ
გაახსენდებოდათ შვილები. ერთ ლუკმასაც კი არ დაუტოვებდნენ

65
მათ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ცუდი მშობლები იყვნენ! სულაც არა!
უბრალოდ, ძველი თაობის ხალხს სისხლში გამჯდარი ჩვეულება უკ-
რძალავდა შთამომავლობაზე ფიქრსა და ზრუნვას. ასეთი იყო ძვე-
ლებური მენტალიტეტი და აღზრდის ყაიდა.
ანრის მეუღლე, ალექსანდრა, 1967 წელს დაიბადა ბელგიელი
აზნაურების ოჯახში. ა ფორტიორი17 ძველი თაობის ქალი გახლდათ;
გრაფსა და გრაფინიას სამი შვილი ჰყავდათ: პირველი ქვეყნიერე-
ბას მოევლინა 1992 წელს, მეორე – 1994 წელს, მესამე – 1997-ში.
ამ ბავშვების სტატუსი კიდევ უფრო გაურკვეველი და ბუნდოვანი
იყო. აშკარად იკვეთებოდა ორაზროვნება, რადგან თუკი მათი დაბა-
დების თარიღს გავითვალისწინებთ, ახალი თაობის პირმშონი იყ-
ვნენ, თუმცა, ძველი თაობის მშობლებმა აღზარდეს, ტრადიციულ ყა-
იდაზე; იმ მშობლებმა, რომლებიც ისე დააბრმავა საკუთარმა წარ-
მომავლობამ, გარემოცვამ და ოჯახმა, ვერც კი შეამჩნიეს ეს უდიდე-
სი მენტალური რევოლუცია: ძველი თაობის ბავშვები მიზნის მისაღ-
წევ საშუალებად ესახებოდათ მშობლებს, მაგრამ ჟამთასვლასთან
ერთად, შვილები გადაიქცნენ საბოლოო მიზნად, უზენაეს მისწრა-
ფებად. ორესტე და ელექტრა უკვე შეჰგუებოდნენ კიდეც ამ ბუნდო-
ვანებას, აი, სერიოზი კი მახეში გაბმული ჩიტივით ფართხალებდა
და ადგილს ვერ პოულობდა.
ნევილი არაქათგამოცლილი ჩანდა ორი ოქტომბრის დილას. წი-
ნა ღამეს წუთითაც ვერ მოხუჭა თვალი. ზედიზედ ორი ღამე თეთრად
გაათენა. ასეთმა რეჟიმმა საშინლად დაქანცა და დააძაბუნა ეს სა-
მოცდარვა წლის კაცი. ნეტავ, იმის იმედი მაინც ჰქონოდა, რომ შემ-
დეგ ღამეს მაინც დაიძინებდა მშვიდად! მაგრამ არა... ვერა და ვერ
იპოვა გამოსავალი. თავს იმტვრევდა ამ პრობლემაზე ფიქრით. ამი-
ტომაც, კიდევ კარგა ხანს არ მოეღებოდა ბოლო მის უძილობას.
„ისე დაღლილი და მოთენთილი ვიქნები ოთხ ოქტომბერს, არც
სტუმრების მიღების თავი არ მექნება და არც ვინმეს მოკვლის“, -
ფიქრობდა შეძრწუნებული და ღონემიხდილი გრაფი.

17
„მით უმეტეს“, „მეტადრე“, „განსაკუთრებით“(ლათ)

66
დაღლილობისაგან სახეშეშუპებული, აფორიაქებული ნევილი
თავის კაბინეტში იჯდა. დაუსრულებლად შფოთავდა. შიშისა და სევ-
დის მორევში ჩაძირულიყო. უეცრად კაკუნი შემოესმა. კარს ვიღაც
მოსდგომოდა.
– მობრძანდით! – გასძახა გრაფმა.
ძალიან გაუკვირდა, სერიოზს რომ მოჰკრა თვალი. რა
მოულოდნელად გამოეცხადა!
– მამა, შენთან საუბარი მინდა... შეიძლება?
– რა თქმა უნდა. დაჯექი, ჩემო ძვირფასო.
ქალიშვილმა პირველად სთხოვა მამას, კაბინეტში მიმიღეო. თა-
ვის დღეში არ მონდომებია მასთან განცალკევებით საუბარი. ანრის
გაეღიმა.
– ნათელმხილველმა გიწინასწარმეტყველა, ერთ სტუმარს მოკ-
ლავთო... ყველაფერი გავიგონე.
გაოგნებულმა ნევილმა კრინტი ვერ დაძრა.
– მომიჯნავე ოთახში ვიყავი მაგ დროს. თავს ვიმძინარებდი...
ამიტომაც, ვიცი, რა გაწუხებს ახლა, რატომ ხარ ასე აფორიაქებული,
-განაგრძო გოგონამ.
– სულაც არა ვარ აფორიაქებული, – იცრუა გრაფმა.
– ძილი გაგიკრთა, მოსვენება დაკარგე, მამა. ეს ხომ ნათელია?
- არ დაუთმო სერიოზმა.
– ყოველთვის მაწუხებდა უძილობა, – თავის დაძვრენა სცადა ან-
რიმ.
– ნუ ტყუი. ეს ჩვეულებრივი ინსომნია არაა. შორსაა ასეთი ბა-
ნალურობისაგან. სულ სხვა რამაა... შენი და ევრარის სატელეფონო
საუბარიც მოვისმინე. ვერაფერს გამომაპარებ.
– ერთი ამას დამიხედეთ! აი, ზრდილობაც ასეთი უნდა! რა დახ-
ვეწილი მანერები გაქვს, სერიოზ! – აღმოხდა კაცს.
– ვიცი... მაგრამ ფორსმაჟორული მდგომარეობაა... სხვა გზა არ
მქონდა. დახმარება გჭირდება, მამა.
– სულაც არ მჯერა იმ იდიოტის წინასწარმეტყველებისა. ის ჩერ-
ჩეტი ქალი ჩემს ნდობას ვერ დაიმსახურებს.

67
– ისევ ტყუი. წამდაუწუმ ეკითხები საკუთარ თავს, ნეტავ, ვის გა-
მოვასალმებ სიცოცხლესო. წამითაც არ ჩერდები. ისეთ დღეში ჩა-
ვარდი, ჩემი ბაბუის დანატოვარი სანადირო თოფის მოსაძებნადაც
კი გაეშურე.
– ჯაშუშივით მითვალთვალებ?
– კიდევ ერთხელ გაგიმეორებ: ფორსმაჟორული მდგომარე-
ობაა. დახმარება გჭირდება.
– კარგი. რა დახმარებას მთავაზობ?
– არსებობს ერთი ადამიანი, რომლის მოკვლაც შეგიძლია გარ-
დენ-ფართიზე. ჰო... თუმცა, არც კი გაგხსენებია...
– გისმენ. ვინაა?
– მე.
სერიოზმა ისე უდარდელად და არხეინად, ისეთი მსუბუქი ტო-
ნით წარმოთქვა ეს სიტყვა, გრაფს სიცილი წასკდა.
– მართლაც რომ ბრწყინვალე იდეა მოგივიდა, ჩემო ძვირფასო!
ძალიან დამეხმარე. დიდი მადლობა.
– სავსებით სერიოზულად გეუბნები.
– თავი მომაბეზრე შენი იაფფასიანი იუმორით! კმარა! ნუღარ გა-
აგრძელებ. წადი. თავზე საყრელადა მაქვს საქმე. შენს მოსასმენად
არ მცალია.
– მამა, აუცილებლად უნდა მომკლა.
– რას ამბობ? რა ბზიკმა გიკბინა?
– მას შემდეგ, რაც იმ ნათელმხილველის წინასწარმეტყველება
მისწვდა ჩემს ყურთასმენას, გამუდმებით მის სიტყვებზე ვფიქრობ.
შენს ადგილას წარმოვიდგინე თავი... თქმა არ უნდა, ჯოჯოხეთურად
იტანჯები. ჰოდა, გამოსავალი ვიპოვე.
– მეგონა, გაიზარდე, დაჭკვიანდი და დასერიოზულდი. თურმე,
მწარედ შევმცდარვარ.
– შენც ირწმუნე იმ ქალის სიტყვები. ჰო, მამა, აღიარე, გჯერა რო-
ზალბას წინასწარმეტყველების. ჭკუა-გონება და განათლება არა-
ფერ შუაშია. საერთოდ არაა ეს განსჯის საკითხი.
– ასეთი აზრი როგორ მოგივიდა, სერიოზ? როგორ წარმოიდგი-

68
ნე, რომ მოგკლავდი?! წამის უსწრაფესად უნდა დაგევიწყებინა ეს
სიგიჟე!
– ვერ დავივიწყებ, რადგან სიკვდილი მინდა. მჭირდება.
თავზარდაცემულმა ანრიმ თვალები დაჭყიტა. მის მზერაში საში-
ნელი ძრწოლა იკითხებოდა.
– რას როშავ?! – შესძახა კაცმა.
– ცუდად ვარ, მამა.
– ავად ხომ არ გახდი? – ჩაეძია ნევილი.
– არა. რამდენიმე წელია, მთლად რიგზე ვერა მაქვს ყველაფე-
რი თავში. ცუდად ვარ.
– ეს ჩვენც შევამჩნიეთ. ამას მოზარდობის ხანა ჰქვია. ნუ გეში-
ნია, მალე გაგივლის. მარადიული ტანჯვა არ გელის.
– არა, ცდები. კი, მართალია, მოზარდი ვარ, მაგრამ ისიც გაიხ-
სენე, რომ მომწიფებამდე კარგა ხნით ადრე დამეწყო ეს კრიზისი.
– ეგ ამ რთული პერიოდის დასაწყისი იყო, სულ პირველი ნიშა-
ნი.. მომწიფებამდე ბევრად ადრე იწყება ტანჯვა-წამება. ეს ხომ ბუ-
ნებრივია?
ქალიშვილმა ამოიგმინა:
– ნუთუ, მართლა ასეთი ბეცები ხართ?! რამ დაგაბრმავათ ყვე-
ლა?!
– ვის გულისხმობ?
– მთელ ოჯახს. მართალი გითხრა, გულის სიღრმეში მიხარია კი-
დეც. ხელს მაძლევს ეს საყოველთაო სიბეცე.
– ვერ ვხვდები, რას ამბობ. ერთი სიტყვაც კი ვერ გავიგე.
– აი, ზუსტად ამას ვამბობდი მეც. არაფერი გესმით.
– იმას ვხვდები, რომ ცუდად ხარ. როგორც იქნა, ვაღიარე: ალ-
ბათ, მართალია ნათელმხილველი – ფსიქოლოგიური დახმარება
გჭირდება.
– სწორია. ჰოდა, მომკალი.
– სპეციალისტს უნდა გაესაუბრო. არლონში არიან ფსიქოლო-
გები.
– არ გეთანხმები.

69
– შენთვის აზრი არც მიკითხავს.
– გარწმუნებ, დავდუმდები ფსიქოლოგის წინაშე. ვისთანაც არ
უნდა წამიყვანო, კრინტს არ დავძრავ.
– რატომ?
– ლაპარაკი აძაბუნებს ადამიანს და მიძინებულ ტკივილს უღვი-
ძებს.
– შენ რა იცი?! ხომ არასდროს გიცდია სპეციალისტთან გასაუბ-
რება?!
– სამაგიეროდ, საკუთარ თავთან მოვინდომე დიალოგის გაბმა.
– ეს სულ სხვა რამაა.
– ცხადია. საკუთარ „მესთან“ საუბარი მართლაც ნაკლებად
მტკივნეულია, თუმცა – გაუსაძლისი. უფრო მეტად ვეღარ დავიტან-
ჯები. გამორიცხულია.
– რა ხდება შენს თავს? შეძრწუნებული ვარ.
– მოიღე წყალობა და მომკალი, მამა. სიკეთეს იზამ.
– ჩემო ძვირფასო, შეიგნე, რომ არასდროს მოგკლავ. კარგად
ჩაიბეჭდე ეს აზრი თავში.
– უნდა მოვკვდე. აუცილებლად უნდა მოვკვდე.
– ესოდენ აუცილებელი რომ იყოს, ხომ მოიკლავდი თავს?
– გინდა, ჩემი ხელით მოვისწრაფო სიცოცხლე?
– არა! ეს არ მიგულისხმია. რაკი სუიციდზე არ გიფიქრია, ესე
იგი, სიცოცხლე გწყურია-მეთქი, ამის თქმა მინდოდა.
– შენ უნდა მომკლა. ეს უფრო სამართლიანი იქნება.
– რას როშავ?!
– შენი წყალობით მოვევლინე ქვეყნიერებას. ფასდაუდებელი
წვლილი მიგიძღვის ამ საქმეში. სამართლიანი იქნება, შენვე რომ
მომკლა, მიხსნა ამ ტანჯვისაგან და სამყაროსაც მოაშორო ეს მძიმე
ტვირთი – ჩემი სიცოცხლე.
– შენეულ ლოგიკას რომ მივყვეთ, გამოდის, დედაშენს უნდა მი-
მართო ამ თხოვნით. ეს უფრო სამართლიანი იქნება.
– არა. დედამ ტანჯვით მშვა, ტკივილით მომავლინა ქვეყნიერე-
ბას. სამართლიანობა მოითხოვს, შენც დაიტანჯო და სიცოცხლე მო-

70
მისწრაფო.
– ბოდავ! საბრალო ბავშვო! არ მეგონა, ასეთი მწვავე კრიზისი
თუ გტანჯავდა. რა ვიცოდი, ასეთი რთული ხანა რომ იყო მოზარ-
დობა.
– იმიტომ არ იცოდი, რომ არ ვსაუბრობ ამ საკითხზე. არა ვარ
ლაყბობის დიდი მოყვარული.
– მირჩევნია, მუნჯი იყო. აი, ხმა ამოიღე და უკვე ბოდავ. რა შემ-
ზარავი სიტყვები აღმოგხდა!
– უკვე ოთხ წელზე მეტია, ასეთი შემზარავი აზრები მიტრიალებს
თავში. იცი, რა დომხალია ჩემს გონებაში? წუთით არ მაძლევს მოს-
ვენებას, თუმცა, ეს არაა ყველაზე დიდი ტრაგედია. ყველაზე დიდი
უბედურება ისაა, რომ ვეღარაფერს ვგრძნობ. თორმეტწლინახევ-
რის რომ ვიყავი, თითქოს გავხევდი. ვეღარაფერს ვგრძნობ, გესმის?
რომ გეუბნები, ვეღარაფერს-მეთქი, ესე იგი, მართლა ვეღარაფერს
ვგრძნობ. არაფერი არაფერს ნიშნავს ჩემთვის. ჩინებულად მაქვს
განვითარებული ხუთივე გრძნობა: მესმის, ვხედავ, გემოსაც
ვგრძნობ, სურნელსაც და შეხებასაც, მაგრამ ვერა და ვერ განვიცდი
მთელი არსებით იმ ემოციას, განუყრელად რომაა დაკავშირებული
ამ ხუთ გრძნობასთან. ვერც კი წარმოიდგენ, რა ჯოჯოხეთში ვცხოვ-
რობ. მართალია ჟორჟ ბერნანოსი-სიცივეა ჭეშმარიტი ჯოჯოხეთი.18
მე მუდმივი ბინადარი ვარ იმ სამყაროსი, სადაც დღედაღამ აბსოლუ-
ტური ნულია ჩვეულებრივი ტემპერატურა.
– ტყეში გათენებულ ღამეს გულისხმობ?
– ჰო. იმ იმედით წავედი ტყეში, რომ ბოლოს და ბოლოს, ვიგ-
რძნობდი, როგორ ჩაასობდა ნამდვილი სიცივე ბასრ კლანჭებს ჩემს
სხეულს და კანკალი ამიტანდა. ვიგრძენი, მაგრამ ვერ შემიპყრო
ცხოველმა ძრწოლამ... არადა, იმ ცივ ღამეს შემზარავ შიშს უნდა გა-
ეღვიძა ჩემში, ველურსა და პირუტყვულს...
– მიუხედავად ამისა, ჩინებულად აღმიწერე ყოველივე: ტყის ღამ-

18
ციტატა ამოღებულია ჟორჟ ბერნანოსის რომანიდან-„ბატონი უინი“

71
ეული სურნელი, შვლების კუნტრუში; როგორ უეცრად იმძლავრა სი-
ცივემ, ერთიანად დაგრია ხელი, წამის უსწრაფესად დაგეუფლა და
კანკალმა აგიტანა.
– ალბათ, ადამიანები შესანიშნავად ლაპარაკობენ იმაზე, რაც
არ განუცდიათ. თავს ვუმეორებდი: „რა მშვენიერია!“; მართლაც
ვხედავდი, ყოველივე ძალზე მშვენიერი იყო, მაგრამ თითქოს მე ვერ
მწვდებოდა, კანზეც კი ვერ მელამუნებოდა. როცა სიცივემ ღონივ-
რად ჩამასო კლანჭები და ტანჯვა ვიგრძენი, თავს შევუძახე: „გაინ-
ძერი, ადექი, წადი, იცეკვე, იფართხალე, რაკი ასე აუტანელია ეს სი-
ცივე", მაგრამ საუბედუროდ, ცხედარივით გახევებულიყო ჩემი მო-
დუნებული სხეული; სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ნეტავ,
მოვმკვდარიყავი მაინც იმ ღამეს!
- მაშინ სექტემბრის მიწურული იყო. სულაც არ იდგა გაუსაძლისი
სიცივე. ცხადია, იმ ღამეს სულს ვერ დალევდი.
– ჰოდა, ამიტომაც, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე,
შენ უნდა იკისრო ამ მძიმე მისიის შესრულება.
– ჩემო პაწაწუნა გოგონა, ამის იმედი ნუ გექნება. ექიმთან წა-
გიყვან. უეჭველად დაგეხმარება და ყველა პრობლემას მოგიგვა-
რებს. რაღაც უნდა ვიღონოთ.
– უკვე ვეახლე ექიმს, მამა. მასაც ის ვუთხარი, რასაც ახლა შენ
გეუბნები. გამიღიმა და მომახსენა: „სულ რაღაც ჩვიდმეტი წლისა
ხართ, მადმუაზელ. სიყვარული გჭირდებათ. არც მიჯნურობა დაახა-
ნებს. მალე აენთება თქვენი გული გრძნობით. დამშვიდდით. როცა
ტრფობის ალში გაეხვევით, მთელი არსებით შეიგრძნობთ ყოველი-
ვეს. მძაფრ განცდათა ნიაღვარი დაგატყდებათ თავს".
– ვინ იყო ის ყეყეჩი?
– ექიმი. დიდად არ განსხვავდება სხვებისაგან. სიბრიყვის
მწვერვალი მაშინ დავიპყარი, როცა დავუჯერე და ყურად ვიღე მისი
რჩევა-დარიგება. ვიფიქრე, იქნებ, მართლაც ესაა გამოსავალი,
ვცდი ვინმეს შეყვარებას-მეთქი. კარგად ავწონ-დავწონე ყველაფე-
რი, ყველა ის ადამიანი გავიხსენე, ვისზე თავდავიწყებით გამიჯნუ-
რებაც შეიძლებოდა (მათ შორის, შენც მომაგონდი), მაგრამ არაფე-

72
რი გამომივიდა. ვერ ვუშველე თავს.
– მით უკეთესი.
– ჩემი აზრით, წარმოუდგენელი და შეუძლებელიც კია ვინმეს
შეყვარება, როცა მწვავე ტკივილიც კი ვერ აგიტოკებს ნერვს. ყვე-
ლაფერი ამაოა.
– ტყეში გათენებულ ღამესა და სიცივეს გულისხმობ? ყინვამაც
რომ ვერ გაგრძნობინა ტკივილი?
– არა მხოლოდ ამას. „კლასიკური“ ტანჯვის განცდაც მოვიწადი-
ნე: წინამხარში ჩავირჭე დანის წამახული პირი. მეტკინა, მაგრამ მე-
ტი ვერაფერი ვიგრძენი. სხვა ემოცია არ აღმძვრია.ერთხელ საშინ-
ლად ამტკივდა კბილი, მაგრამ არ გაგიმხილეთ; ვიფიქრე, დროს ვი-
ხელთებ, იქნებ, ამ შემზარავმა და აუტანელმა ტანჯვამ მაინც გამო-
მაფხიზლოს-მეთქი, მაგრამ ამაოდ. იმედი მქონდა, ბოლოს და ბო-
ლოს, მომწვდებოდა, შემძრავდა... ხომ ხვდები, რისი თქმაც მინდა?
გესმის, რა იმედით მოველოდი ამ ტკივილსა და თავზარდაცემას?!
ხვდები, რას ვგულისხმობ ამ სიტყვაში? სამწუხაროდ, არაფერი მიგ-
რძნია.
– ბავშვობაში სულ სხვანაირი იყავი...
– გახსოვს? მძაფრად ვგრძნობდი ყოველივეს. არავის შეეძლო
ჩემსავით ასე მთელი არსებით განცდა.. დილის სურნელი ისეთ დღე-
ში მაგდებდა, ყოველდღე ალიონზე ვდგებოდი. ირიჟრაჟებდა თუ
არა, მყისვე წამოვხტებოდი საწოლიდან. არ შემეძლო, ისე დავ-
მტკბარიყავი მუსიკის მოსმენით, თან რომ არ მეცეკვა. როცა შოკო-
ლადს შევექცეოდი, სიამოვნებისაგან ვცმუკავდი, ვთრთოდი და ფე-
ხებს ვაბაკუნებდი.
– აბა, რა მოგივიდა? რამ შეგცვალა ასე?
– ამას არა აქვს მნიშვნელობა. ნუ მიაქცევ ყურადღებას გარემო-
ებათა მთელ ჯაჭვს.
სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს, ნევილმა გაბედა დუმილის დარ-
ღვევა:
– აღარაფერს მეტყვი?
– არა. არ მინდა ლაპარაკი.

73
– მინდა, მეტი ვიცოდე...
– ასე გგონია, მაგრამ ცდები.
– ხმა ამოიღე.
– სრული უფლება მაქვს, ხმა ჩავიკმინდო.
– რამე მაინც მითხარი. ცუდი მამა ვარ?
– კარგი მამა ხარ. არ იდარდო. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა
უნებლიეთ ღრმად ჩამიბეჭდე თავში შენი აზრები და მაზიარე იმ დიდ
ხელოვნებას, რომელმაც ზიანი მომიტანა. ამას წინათ დავამთავრე
მარსელ პრუსტის კითხვა. ეს მწერალი მომხიბვლელად საუბრობს
ერთ საინტერესო მოვლენაზე, რომელსაც „არისტოკრატულ დონჟუ-
ანიზმს“ უწოდებს. ჩინებული ფრაზაა, ოსტატურად ნათქვამი.
– არაფერი მცხია დონ-ჟუანისა. საერთოდ არ ვგავარ ამ პერსო-
ნაჟს.
– ასე პირდაპირ ნუ გაიგებ. სულაც არ ნიშნავს იმას, რაც შენ გგო-
ნია. ყველასთან ასეთი ხარ, განურჩევლად ყველას ასე ეპყრობი:
იზიდავ, ხიბლავ და აცდუნებ. ეს მშვენიერიცაა, რადგან არაფრის
მოპოვებას არ ესწრაფვი. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აცდუნებ,
რომ გსიამოვნებს; გსიამოვნებს, სხვას რომ ჰგონია – მის გამო ირ-
ჯები ასე, თავს ძალას ატან და მის მოსახიბლად ტყავიდან ძვრები.
ატყუებ, თითქოს ნამდვილად გიღირს ამდენი ძალისხმევა და ტან-
ჯვა. ცრუ ილუზიით ასულდგმულებ – თითქოს, უთუოდ იმსახურებს
ამ უდიდეს პატივსა და წყალობას. ჰოდა, ის სულელიც ტკბება ამ სა-
ამო შთაბეჭდილებით... შენი ცდუნება საოცარი გულუხვობა და
სულგრძელობაა. ყოველთვის ვხედავდი, რა რუდუნებით აკეთებდი
ამ საქმეს, როგორ იღწვოდი მიზნის მისაღწევად. ძალაუნებურად ვე-
ზიარე ამ უდიდეს ხელოვნებას. ბევრი რამ ავითვისე შენგან და მოგ-
ბაძე კიდეც. ეს ხომ გარდაუვალია? ესაა მთავარი პრობლემა: კა-
ცობრიობა სულაც არაა კეთილშობილი. შეგნებულად გამოვიყენეეს
ზედსართავი, თუმცა, სოციალური სტატუსი არ მიგულისხმია.19

19
ავტორი სიტყვებით თამაშობს, ფრანგულად ერთი სიტყვითა აღინიშნება,
როგორც არისტოკრატი და თავადი, ასევე-კეთილშობილი

74
დღესდღეობით, ასეთია ჩვენი რეალური სამყარო (ეს სამყარო
სულაც არაა შენი, მამა, შენ სულ სხვა სამყაროს ბინადარი ხარ): თუ-
კი თორმეტი წლის ღლაპი ასე აცდუნებს ყველას (რაც მთავარია,
გაუაზრებლად), თუ ძალზე დახვეწილი, კურტუაზიული მანერებით
გამორჩეული და თავაზიანი მამისაგან მოსდგამს ეს თვისება (ჰო,
თუკი ასეთმა მამამ აზიარა ამ ხელოვნებას), ყველა ავი თვალით
უყურებს, საშინლად ცუდად ესმით ყოველი მისი სიტყვა. ცხადია,
კარგს არაფერს მოიტანს ყოველივე ეს, დიდ უბედურებას თუ არა.
– გისმენ.
– ამ წუთს რომელიმე ამერიკული ფილმიდან ამოდღებული ფრა-
ზა შეეფერება. აი, ისეთი, გმირი ქალი რომ ამბობს: “You dont want
to know”. ჰოდა, სრულიად მართალია!
– ძალიან მაღიზიანებ სამფრანკნახევრიანი წიგნებიდან და მდა-
რე ფილმებიდან ამოგლეჯილი შენი იაფფასიანი ციტატებით.
– მართალი ხარ. მეც მაღიზიანებს ჩემი თავი. რომ იცოდე, რო-
გორ მომბეზრდა! ყელში ამომივიდა!
– ძალიან კარგი! ჰოდა, შეიცვალე. შენი ასაკის გოგონას შეუძ-
ლია შეცვლა. ჯერ კიდევ არაა გვიან.
– გეფიცები, არაერთხელ ვცადე. წლების მანძილზე თავაუღებ-
ლად ვკითხულობდი და ვკითხულობდი საუკეთესო წიგნებს. ათას-
ჯერ გადავღეჭე კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურა. რომა-
ნების უკიდეგანო ოკეანის ფსკერზე დანთქმული, გამალებით დავე-
ძებდი სასწაულებრივ გამოსავალს, ჰო, სასწაულებრივს. რომ მეპო-
ვა, მთელი ძალით ჩავებღაუჭებოდი და აღარ გავუშვებდი. ამ დღეს
იმედით მოველოდი. მართალია, ბევრ საოცრებას გადავაწყდი, მაგ-
რამ მაინც ვერაფერმა ამაღელვა. გახევებული ვიყავი. ყინულის
უზარმაზარი გალავანი აღმართულა ჩემს საკუთარ თავსა და ჩემს
შინაგან სამყაროს შორის. ჰო, ჩემსა და ჩემს შორის... უცნაურია,
მაგრამ ასეა. როგორ მინდა, ერთხელ და სამუდამოდ ზრიალით ჩა-
მოიქცეს ეს გადაულახავი ზღუდე!
– წიგნების კითხვა ვერ შეგცვლის. უნდა იცხოვრო.
– როგორი ცხოვრება გამომიძერწე, მამა? გინდა, მეც ელექრასა

75
და ორესტეს გზას გავყვე? მათსავით ვიარო ზეიმებსა და წვეულე-
ბებზე? ხომ იცი, ვერასოდეს ვიქნები მათსავით ბრწყინვალე, მომ-
ხიბვლელი, გრაციოზული და დიდებული?! ყოველ შემთხვევაში, სუ-
ლაც არ მიზიდავს ეს რალები!20არც გათხოვებას ვნატრობ. მით უმე-
ტეს, არასოდეს გავყვები ცოლად ვიღაც ფუქსავატ და ჩერჩეტ პი-
ჟონს! ასეთი კოხტაპრუნწა ფრანტები და დენდები იყრიან თავს იქ!
სხვათა შორის, არც ერთ მათგანს არ მოუნდება ჩემზე დაქორწინე-
ბა. ხანდახან მართლაც მშვენიერი და სამართლიანია სამყარო.
- ჭკვიანი გოგონა ხარ, უნივერსიტეტში ჩაირიცხები და სწავლას
დაეწაფები.
– რატომ? რა მიზნით?
– რათა ჩინებული ხელობა შეიძინო და გული და სული ჩააქსო-
ვო საქმეში.
– თუკი ადამიანს არასოდეს ასჩუყებია გული, საქმეში გულსა და
სულს ვერ ჩააქსოვს. ვერაფერი შეასხამს ფრთებს ასეთ უგრძნობ
არსებას.
– აბა, რა გინდა? რაზე ოცნებობ? რომელი ნატვრის ახდენას მი-
ელტვი?
– საერთოდ არ ვოცნებობ. არაფერი მინდა. მხოლოდ ის მსურს,
მალე მოეღოს ბოლო ამ ყოველივეს. აი, ესაა ჩემი ყველაზე მგზნე-
ბარე სურვილი და ნატვრა, რომლის ახდენის სურვილითაც ვიწვი.
– და ვინ გითხრა, რომ სიკვდილი ესოდენ მშვენიერი რამაა?
– არავის უთქვამს. არ ვიცი. სულ რომ არაფერი, ეს უღიმღამო
ცხოვრება მაინც დასრულდება და რაღაც სხვას ვეზიარები, უცხოს,
აქამდე უხილავს.
– ალბათ... ალბათ არც არაფერი შეიცვლება. ალბათ, სიკვდი-
ლიც ზუსტად ისეთია, როგორიც – სიცოცხლე.
– ილაპარაკე, რამდენიც გინდა, მამა. შენ ვერ განდევნი ამ აკვი-
ატებულ აზრს ჩემი გონებიდან. სრულიად უძლური ხარ ჩემი ახირე-
ბის წინაშე. ბოლოს და ბოლოს, მაღირსებ ამ წყალობას, თუ არა?

20
ასე უწოდებენ ფრანგები თავადურ წვეულებებს, სადაც დასაქორწინებელი
არისტოკრატები ხვდებიან ერთმანეთს

76
– რას გულისხმობ? სიკვდილს? არასოდეს! შენი მამა ვარ და მიყ-
ვარხარ.
– აგამემნონი იფიგენიას მამა იყო. ძალიან უყვარდა თავისი ქა-
ლიშვილი, მაგრამ მაინც მოკლა.
– როგორც იცი, შენთვის იფიგენია არ დამირქმევია. ჰოდა, ახ-
ლა თავად გამოიტანე ლოგიკური დასკვნა.
– მგონი, როცა ადამიანი უფროს ვაჟიშვილს ორესტეს დაარ-
ქმევს, ქალიშვილს კი – ელექტრას, სული წასძლევს და იფიგენიას
სახელს დაანათლავს ნაბოლარას. ცდუნება იმდენად დიდია, რომც
არ დაარქვას, ბედისწერა მაინც თავისას იზამს... უნებლიეთ მი-
ნებდება ამ მძლავრ იმპულსს.
– ნუ ბოდავ! ილაქლაქე, რამდენიც გაგიხარდება. მე საერთოდ
ვერ ვგრძნობ ასეთ იმპულსს.
– ბედისწერა აღსრულდება. შეიძლება, ვერ იგრძნო მისი უძლე-
ველი ძალა, მაგრამ მაინც...
– ბედისწერა არ არსებობს, – მოუჭრა გრაფმა.
– მაშ, რატომ იწამე მადამ პორტანდუერის წინასწარმეტყველე-
ბა? ისე მთელი არსებით ირწმუნე, უდრტვინველად დაემორჩილე კი-
დეც. ისეთ დღეში ჩაგაგდო, სტუმრების სია გადაქექე და იდეალური
მსხვერპლის ძებნასაც კი შეუდექი! ცეცხლს ეთამაშები, მამა. უფ-
სკრულის პირას დგახარ. ფრთხილად იყავი, თორემ დიდი უბედურე-
ბა დაგატყდება თავს. ევრარმა ნათლად და გასაგებად გითხრა, წი-
ნასწარ განზრახვით ვერ მოკლავ მოპატიჟებულ სტუმარს, რაც არ
უნდა საძულველი და ამაზრზენი ადამიანი იყოსო... აბა, რა უნდა
იღონო?
– არ ვიცი. მოვიფიქრებ რამეს. ეს არაა შენი საქმე.
– არა! სწორედაც რომ ჩემი საქმეა. შენი არ იყოს, არც მე მეძი-
ნება. ორი ღამე გავათენე თეთრად. ვფიქრობდი, გულდასმით გან-
ვიხილავდი ყველა შესაძლო სცენარს... დამიჯერე, მე უნდა მომკლა.
სხვა გზა არა გაქვს. ხონჩით მოგართვი საუკეთესო გამოსავალი. მე-
ტი რა გინდა?
– არაფრისდიდებით არ დაგთანხმდები.

77
– შენს ლოგიკურ ჯაჭვს მივყვები, მამა. ასე ვთქვათ, პრეცედენ-
ტების ლოგიკას. სხვათა შორის, გასაოცარი და უცნაური ლოგიკაა,
მაგრამ რაც მთავარია – შენეული. ცხადია, ვერ დაურეკავ ევრარს
და ვერ ჰკითხავ, ხომ არ გაიხსენებ ვინმე მამას, საკუთარი შვილი
რომ მოეკლასო; ვერ ეტყვი, ინფანტიციდის პრეცედენტი თუ არსე-
ბობს ჩვენს მხარეშიო... მაგრამ მე გიპასუხებ... არსებობს! აგამემ-
ნონმა სიცოცხლე მოუსწრაფა იფიგენიას. ჩინებული ოჯახი ჰქონ-
დათ, როგორც შენ გაიძახი წამდაუწუმ.
– და ეს პრეცედენტი იმის სურვილს აღუძრავს კაცს, აგამემნონს
მიჰბაძოს და საკუთარი შვილის სისხლში გაისვაროს ხელი?
მკვლელ მამას უბედურების მეტი რა დაატყდება თავს?!
– მართალი ხარ, უბედურება დაატყდება, მაგრამ რაც მთავარია,
არასდიდებით არ უწოდებენ უღირსს. თუკი გარდენ-ფართიზე გამო-
მასალმებ სიცოცხლეს, ყველა ურჩხულად ჩაგთვლის; ხალხს მონ-
სტრად მოეჩვენები, მაგრამ კაციშვილი ვერ იტყვის, სულმდაბლური
საქციელი იკადრაო (ამ სიტყვის ეტიმოლოგიურ მნიშვნელობას
ვგულისხმობ). ინფანტიციდი, მართალია, ამაზრზენი, სათაკილო და
შემზარავი რამაა, მაგრამ არავინ იტყვის შვილის მკვლელზე, გაუთ-
ლელი ხეპრე, უწესო და თავხედიაო. სიცოცხლეს გამომასალმებ,
თუმცა, გარწმუნებ, უტიფრობას არ ჩაიდენ. საზოგადოება არ შეგაქ-
ცევს ზურგს, ისე არ დაიჭერს თავს, თითქოს, არც შენ გიცნობს და
არც შენს ცოლ-შვილს.
– საქმე გაჩარხე, არა?! რა მნიშვნელობა აქვს ამას?! სულერთია,
რა მოხდება!
– როგორ თუ რა მნიშვნელობა აქვს?! სულაც არაა სულერთი.
სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის. კარგი მამა უნდა
იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ – ორესტესა და ელექტრასთვი-
საც; დედასთვის კი – იდეალური ქმარი. თუკი სტუმარს მოკლავ, სა-
ზოგადოება გაგრიყავს შენც და შენს ცოლ-შვილსაც. ყველანი ისე
ჩაგივლიან გვერდით, თითქოს, არც კი გიცნობენ... თუ მე მომკლავ,
ძველებურად დაპატიჟებენ არისტოკრატულ წვეულებებზე დედასაც,

78
ელექტრასაც და ორესტესაც.
– მინდა, შენთვისაც კარგი მამა ვიყო... შეგიძლია ამის წარმოდ-
გენა?
– ჰოდა, მეც ჩინებულ შესაძლებლობას გაძლევ! ეშმაკმა და-
ლახვროს! როდისღა მოგცემ ასეთ ბრწყინვალე შანსს?!
– კარგი მამა არასოდეს დაემორჩილება უგუნურ ბრძანებას თა-
ვისი ცინგლიანი ქალიშვილისა, ანტიგონე რომ ჰგონია თავი.
– ანტიგონე?! სულაც არა! ოდნავადაც კი არ ვგავარ ამ პერსო-
ნაჟს! ბერძენ ანტიგონეს უყვარდა სიცოცხლე; მე კი მძულს.
– მოკლედ გიპასუხებ: არ დაგემორჩილები. გამორიცხულია.
– ჯერ კიდევ ვერ შეიგნე: სხვა გზა არა გაქვს, მამა. ესაა ბედისწე-
რა, არჩევანი რომ წაგართვა.
– ასეც რომ იყოს, ასეთ საშინელებას ვერ ჩავიდენ. არ შემიძლია
-- შენი აზრით, აგამემნონს ეგონა, შეძლებდა შვილის მოკვლას?
როგორ ფიქრობ, რას განიცდიდა? არა გგონია, რომ შინაგანი ხმა
კარნახობდა, ხელი აიღე ამ განზრახვაზეო? მთელი მისი არსება
გმობდა მისსავე საქციელს. აგამემნონი ბევრად უფრო ცუდ დღეში
იყო, ვიდრე შენ, რადგან იფიგენიას არ უნდოდა სიკვდილი, მე კი
არაფრად მიღირს სიცოცხლე.
– მანიპულატორი ხარ, შემზარავი ურჩხული.
– ჰოდა, თუ ასეა, მაშ, კიდევ ერთი მიზეზი გქონია ჩემს მოსაკ-
ლავად.
– ოჰ! შენ ხომ ყველაფერზე გაქვს პასუხი! როგორ უნდა გამოგა-
სალმო სიცოცხლეს? როგორ გირჩევნია? როგორი სცენარი ჩაიფიქ-
რე?
-- შენი თავდაპირველი განზრახვა უნდა აღასრულო: მკვლელო-
ბა სანადირო თოფით უნდა ჩაიდინო.
– გრძელლულიანი ინგლისური კარაბინი, ოცდაორკალიბრიანი
ვაზნით დახუნძლული, პირდაპირ თავში უნდა დავუმიზნო ჩემს ქა-
ლიშვილს, ჩახმახს თითი გამოვკრა და შუბლი გავუხვრიტო? შე-
უძლებელია!
– უნდა შეძლო. ასეა საჭირო. თუ გირჩევნია, სათვალთვალო კო-

79
შკში ამიყვანე, ხელი მკარი და გადმომაგდე. თვალუწვდენელი სი-
მაღლიდან გადმოვეშვები და მიწას დავენარცხები.
– არავითარ შემთხვევაში! რა საძაგლობაა! ნუ შევბღალავთ ასე
სასახლეს, ნუ მოვთხვრით სისხლით. დიდებული შატო პლუვიე არ
უნდა წალეკოს ამ ამაზრზენი სიბილწის ღვარცოფმა.
– სამწუხაროდ, საწამლავი არა გვაქვს: ბორჯიების ოჯახის სცე-
ნარს ვერ გაიმეორებ. არ გაგივა ეს თამაში.
– კოშკის წვერზე რომ შევდგე, კარგად დაგიმიზნებ? – ჩაეძია მა-
მა.
– არა. ნუ გარისკავ. საფრთხე უთუოდ დიდია. შეიძლება, ვიღაც
სხვა გააგორო. არა მგონია, ჩინებული მსროლელი იყო, მამა. საღა-
მოს პირზე გაეშურე კარაბინის მოსაძებნად. მე ბაღში დაგელოდები
სტუმრებთან ერთად. დაბრუნდი, თვალის დახამხამებაში გააპე
ბრბო, მომიახლოვდი, შუბლზე მომაბჯინე თოფი და ტყვია დამახა-
ლე. ერთი წამიც კი არ დაკარგო, მარჯვედ იმოქმედე.
– წარმოუდგენელია! ამის გაფიქრებაც კი მზარავს!
– მოგიწევს ასე მოქცევა, მამა. რამდენჯერაც სინდისის ქენჯნა
შემოგიტევს, სინანული იფეთქებს შენში და გონება აგიჯანყდება, ეს
ფრაზა გაუმეორე საკუთარ თავს: „ეს აუცილებლად უნდა გავაკე-
თო“. გამოგადგება ეს მზამზარეული ფორმულა. უთუოდ უნდა აღას-
რულო შენი მოვალეობა. უკან დასახევი გზა მოჭრილია.
– ანუ რა გამოდის?! საერთოდ არ გიყვარვარ?!
– როგორ არა! მიყვარხარ.
– რომ გიყვარდე, ასეთი სისაძაგლის ჩადენას არ დამავალებდი.
ასეთ ამაზრზენ საქციელს ვერ ვიკადრებ.
– რომ მიყვარხარ, სწორედ ამიტომ გიბრძანე ჩემი მოკვლა. ტყუ-
ილუბრალოდ არ შემიგულიანებიხარ. შენთვის ეს ერთადერთი გა-
მოსავალია.
– და შენთვის? შენთვის რაღაა?
– ო, ჩემთვის?! ჩემი ბედნიერებისთვის ისიც კმარა, რომ ბოლოს
და ბოლოს, რაღაც მაინც ამიჩუყებს გულს და შემძრავს. ამის გაფიქ-

80
რებაც კი სიხარულით აღმავსებს. რომ იცოდე, რა საშინლად მტკივ-
ნეული და გაუსაძლისია, არაფერი რომ არ მოქმედებს ჩემზე! გახე-
ვებული ვარ, ვერაფერს გრძნობ.
– ჩემო ციცქნა გოგონავ, დღეს ორი ოქტომბერია. სავარაუდოდ,
მე შენ უნდა მოგკ.. უფრო სწორად, შენს განზრახვას ხორცი უნდა შე-
ვასხათ ოთხ ოქტომბერს... როგორ ვიცხოვროთ ზეგამდე? როგორ
მივაღწიოთ ამ დღემდე?
– ნუ იმტვრევ თავს ამაზე ფიქრით. ახლა მხოლოდ სამზადისით
უნდა დაკავდე. გულმოდგინედ მოემზადე გარდენ-ფართისათვის.
შენ ხომ ყოველ წელს ასე თავით ფეხამდე ხარ ჩაფლული საქმეში და
აღარაფერი გახსოვს წვეულების გარდა?
– როგორ მეუბნები ამას? როგორ არ ვიფიქრო მკვლელობაზე?
– შენი არ იყოს, აგამემნონმაც შეიტყო (თან, მკვლელობამდე
კარგა ხნით ადრე), რომ ადრე თუ გვიან, საყვარელი ქალიშვილის
მსხვერპლად შეწირვა მოუწევდა. ჩემი აზრით, ეს კაცი შენგან დი-
დად არ განსხვავდება.
– მან ის მაინც იცოდა, რომ მსხვერპლად უნდა შეეწირა იფიგე-
ნია.
– თუკი ეს დაგამშვიდებს, იფიქრე, რომ მეც მსხვერპლად უნდა
შემწირო. კარგად რომ დავუფიქრდეთ, ასეცაა: მართლაც მსხვერ-
პლად უნდა შესწირო შენი ქალიშვილი.
– რატომ? რას უნდა შეგწირო?
– სამყაროს კეთილდღეობას; იმ მოვალეობას, დაბადებისთანა-
ვე რომ დაგაკისრეს; მოსვენებას რომ არ გაძლევს და შეპყრობილი
ხარ მისით; ოჯახის ღირსებას უნდა შემწირო; ღირსებას, რომელიც
მოითხოვს, საკადრისი პატივი მიაგო სტუმრებს; შენი წინაპრების
ნათელ ხსოვნას, თავდაუზოგავად რომ იბრძოდნენ ამ სასახლის შე-
სანარჩუნებლად; სისხლის ფასად შემოგინახეს შატო პლუვიე, ყვე-
ლაზე დიდი საზღაური გაიღეს მისთვის.
– რა ბარბაროსობაა! რა სისასტიკეა!
– ო, შენ ხომ ყოველთვის ქება-დიდებით მოიხსენიებდი იმ ადა-
მიანებს, რომლებიც თავს არ არიდებდნენ მოვალეობებს, ლაჩრუ-

81
ლად არ იხევდნენ უკან და ბოლომდე ღირსეულად ატარებდნენ მძი-
მე ტვირთს?! შეგიძლია, ღრმად გწამდეს, რომ სიმამაცით აღვსილი
აგამემნონი გამბედავად უმეორებდა საკუთარ თავს, ბოლომდე უნ-
და მივიყვანო დაწყებული საქმეო. საშინლად სტანჯავდა იმის რწმე-
ნა, რომ უცილობლად უნდა აღესრულებინა ეს მოვალეობა. ყველა-
თერი ნათელი იყო მისთვის და სწორედ ეს თვალისმომჭრელი სიც-
ხადე განაცდევინებდა ასეთ ჯოჯოხეთურ წამებას.
ანრიმ სახეზე ხელები აიფარა. სერიოზმა განაგრძო:
– თუ გინდა, დაგიტოვებ წერილს, სადაც გასაგებად განვმარტავ
ყველაფერს. ხელსაც მოვაწერ. ყველა მიხვდება, რომ ჩემივე თან-
ხმობით მომკალი. ეს ჩემი დასტური იქნება...
– ხომ არ გაგიჟდი?! სად გაქრა შენი კეთილგონიერება?!
– პირიქით: კეთილგონივრულად ვიქცევი. არ მინდა, ჩემი მოკ-
ვლის გამო დაგსაჯონ და საზოგადოებამაც შეგრისხოს.
– მე კი მინდა, დამსაჯონ. ცხოვრებაში პირველად ვამბობ: მხარს
ვუჭერ სიკვდილით დასჯის აღდგენას, ოღონდ, მარტო მე მომისწრა-
ფონ სიცოცხლე, მერე კი ისევ გააუქმონ ეს მკაცრი სასჯელი.
– მამა, მერე იფიქრე, რომ ოცნება ამიხდინე და ლანგრით მო-
მართვი ის, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა – სიკვდილი. შენზე კარგი
მამა ქვეყნად არ მეგულება, რამეთუ თანახმა ხარ, მიხსნა არარას
შემზარავი მარწუხებისაგან, სულს რომ მიხუთავს. არ დაგავიწყდეს:
თუ მართლა ჩაიდენ იმას, რასაც გთხოვ, საბოლოოდ დამიმტკიცებ,
რომ უსაზღვროდ გიყვარვარ. ჰო, სიყვარულის ამაზე უფრო ნათელი
დასტური არ არსებობს!
– გაჩუმდი! თუ კიდევ გააგრძელებ ლაყბობას, შემძულდები... და
თუ შემძულდები, გამბედაობა არ მეყოფა შენს მოსაკალავად, - მი-
უგო გაანჩხლებულმა გრაფმა.
ქალიშვილს გაეღიმა. დაამშვიდა მამის უკანასკნელმა სიტყვებ-
მა: დარწმუნდა – ანრი ნევილი ბოლომდე მიიყვანდა საქმეს.
ალექსანდრა მეტად მხიარული ბუნების ქალი იყო. ადამიანის
გონებას გაუჭირდება მასზე ლაღი ადამიანის წარმოდგენა. ყოველ-
თვის შეეძლო ცუდ მოვლენათა კარგი მხარის დანახვაც კი. ეჯავრებ-

82
ოდა დამთრგუნველი საუბარი, მეტადრე, ისეთი უსაგნო და უსარ-
გებლო ლაყბობა, არაფრად რომ არ ღირდა, თუმცაღა, გულს კი გა-
უბზარავდა კაცს. ხალხი ძალზე ხშირად იქცევდა თავს ასეთი ლაქ-
ლაქით.
– თავი მომაბეზრეს ამ სულელებმა. ვენეციიდან დაბრუნდებიან
და მეტყვიან, იძირება ის ლამაზი ქალაქიო! თან ისეთი სერიოზული
იერით მაცნობებენ ამ ამბავს, დიდი ვინმე ჰგონიათ თავი. გეგონება,
არ ვიცოდე, ვენეცია რომ იძირება! ისე შფოთავენ, თითქოს, შეგვეძ-
ლოს რამის შეცვლა და წყლით დაფარული ქალაქის ხსნა! ო,ეს ყვე-
ლაფერი აუტანელია!
როგორც კი ვინმე გუდას პირს მოხსნიდა და ეტყოდა, რამდენიმე
მილიარდი წლის შემდეგ მზე ჩაქრებაო, ან შესჩივლებდა, ახალგაზ-
რდები წუთითაც არ შორდებიან კომპიუტერსო, ან დაიწუწუნებდა,
დამშეული პოლარული დათვები დამფრთხალნი უყურებენ, როგორ
თანდათან დნება და ილევა ყინულის ფენაოთ, ალექსანდრა მყისვე
შეუკვეცავდა ფრთებს მის მჭევრმეტყველებას, მოკლედ მოუჭრიდა
და თვალისმომჭრელად ბრწყინვალე ღიმილით შესძახებდა:
– ვენეცია იძირება!
შეცბუნებული და დაბნეული ხალხი ერთმანეთს გადახედავდა და
გაიფიქრებდა, ეს რამ ათქმევინა, რა შუაშია ჩვენი მსჯელობის სა-
განთანო. ვერც ის გაეგოთ, რატომ აყენებდა ასეთ მხიარულ გუნე-
ბაზე გრაფინიას იმაზე ფიქრი, რომ ვენეცია სულ მალე დაინთქმე-
ბოდა ზღვის ტალღებში. გულმოკლული ორატორი (რომელმაც თა-
ვი მოაბეზრა ალექსანდრას) მწარედ ნანობდა, აზრის ძაფი რომ გა-
უწყდა. მოხერხებული გრაფინიაც დროს იხელთებდა და მაშინვე
სხვა საკითხზე ჩამოაგდებდა სიტყვას.
ამ ქალს ქვეყნად არაფერი ეჩვენებოდა ტრაგედიად. მისი აზ-
რით, ორი სახის საუბარი არსებობდა: პირველი – მოსაწყენი; მეორე
-დანარჩენი სხვა. გულს უწყალებდა იმაზე ლაყბობა, რომ გარდა-
უვალი უბედურება ელოდა სამყაროს. აბრუებდა და ძალ-ღონეს აც-
ლიდა ამ სულელური წინასწარმეტყველების მოსმენა, რამეთუ ადა-
მიანებს არაფრის შეცვლა არ ძალუძდათ, ვერ უშველიდნენ ქვეყა-

83
ნას; წინ ვერ აღუდგებოდნენ კატასტროფას, რომელიც მაინც წალე-
კავდა და გაანადგურებდა ყოველივეს. ბედისწერას ვერსად გაექცე-
ოდნენ.
სამივე შვილი ჩინებულად იცნობდა გრაფინიას. წამის უსწრაფე-
სად, მისი გამომეტყველებით მიხვდებოდნენ ხოლმე, რას გრძნობ-
და ალექსანდრა. ისე გაიწაფნენ, როგორც კი დაღლილობა დაღს
დაასვამდა მათი დედის მეტად მშვენიერ სახეს (ელვის უსწრაფესად
ამოიცნობდნენ დაქანცულობის პირველივე ნიშნებს), მყისვე შესძა-
ხებდნენ: „ვენეცია იძირება! ვერავინ გაბედავდა ამ უდავო ჭეშმარი-
ტების უარყოფას. ამგვარად, ერთი ოსტატური ფრაზით, თავადვე და-
უსვამდნენ წერტილს მოსაბეზრებელ მჭევრმეტყველებას, ასე რომ
აცოფებდა და გულს უღონებდა ქალს; უფლებას არ აძლევდნენ ორა-
ტორს, ბრწყინვალედ დაეგვირგვინებინა შემაწუხებელი ენამზეობა.
ამის გაგონებისას, შეშფოთებული სტუმარი შიშჩამდგარ თვა-
ლებს მიაპყრობდა ალექსანდრას; ეს უკანასკნელი კი ეტყოდა:
– არ ვიცი, რა ბზიკმა უკბინათ. სიყმაწვილე იდუმალებით მოცუ-
ლი ხანაა. რას გაიგებ, რა უტრიალებთ თავში მოზარდებს?! როგორ
არიან თქვენი შვილები, ძვირფასო მუსიე ...?
როცა ოჯახის შემოსავალმა იკლო, ანრიმ გული გადაუშალა მე-
უღლეს. ამ ახალ ამბავს ალექსანდრა მშვიდად შეხვდა. ისე დას-
თანხმდა საგვარეულო ბიუჯეტის კოლოსალურ შეკვეცას, ერთხე-
ლაც კი არ დაუჩივლია. მის გულს იოტისოდენა წყენაც არ მიჰკარე-
ბია.
ბრიუსელში წამოჭიმული ბინა გაყიდეს და გრაფინიას „ასტონ
მარტინიც“ მიაყოლეს. ქალმა, თითქოს, ვერც კი შეამჩნია ეს უდიდე-
სი ცვლილებები.
2014 წლის დამდეგს, ნევილმა ცოლს აუწყა, მართალია, თავს არ
ვზოგავთ, მაგრამ წყალში ჩაგვეყარა ამდენი ცდა და ძალისხმევა,
მაინც მოგვიწევს სასახლის გაყიდვაო. მართლაც გამოუვალ, სავა-
ლალო მდგომარეობაში იყვნენ. არაფერი ეშველებოდათ. დანაღ-
ვლიანებულმა გრაფმა პირი აიქაფა და მოჰყვა უთავბოლო, მაგრამ
სევდიან ლაპარაკს. მის ელეგიურ მჭევრმეტყველებას ბოლო არ უჩ-

84
ანდა. იმის აღიარებაც კი გაბედა, დარდისა და კაეშნის უკიდეგანო
ოკეანეში ვიხრჩობიო. ცოლმა შეაწყვეტინა:
– ვენეცია იძირება!
– მაგრამ... ნუთუ, გული არ გიკვდება, შატო პლუვიეს რომ ვკარ-
გავთ? შენც ხომ იტანჯები?
– ვინ გითხრა, რომ არ მზარავს ვენეციის ჩაძირვაზე ფიქრი?
„წლის დამდეგს, დიდი ამბით განვუცხადე ოჯახის წევრებს, საში-
ნელი წელი იქნება 2014-მეთქი. რა ვიცოდი, სრული სიმართლე
რომ მითქვამს!“ – გაიფიქრა ანრიმ, როცა სერიოზი მისი კაბინეტი-
დან გავიდა. ყოველთვის, როცა გრაფი სერიოზულ პრობლემას შე-
ეჩეხებოდა, რჩევა-დარიგებას მეუღლეს სთხოვდა. ასეთი ჩვევა
ჰქონდა. ახლა დიდ დაბრკოლებას წააწყდა, მაგრამ ალექსანდრას-
თან კრინტს ვერ დაძრავდა. გულისნადების გამხელა არ შეეძლო.
ქალიშვილმა ისე ცხადად დაუხატა თავისი მკვლელობა, სრულ-
ად უძლური აღმოჩნდა ამ გარდაუვალი უბედურების წინაშე. ამიტო-
მაც, გრაფმა თავს შეუძახა:
– ვენეცია იძირება!
მართალია, წარმოთქვა ეს სიტყვები, მაგრამ გრაფინიას ბაგე-
თაგან აღმომხდარ ამ ფრაზას სულ სხვა პეწი ჰქონდა; სასაცილოც
იყო, თავხედურიც და უტიფარიც. მოსწონდა მისი ურცხვი და უკმეხი
კომიკურობა.
როგორ უნდა დაეშალა საკუთარი თავისთვის შვილის მკვლე-
ლობაზე ფიქრი? ანრის ერთი მოგონება ამოუტივტივდა გონების ზე-
დაპირზე: როცა ლუიზი გარდაიცვალა, ბიჭუნა მთელი თვე ტიროდა,
წუთით არ გაჩერებულა. ოკასენმა უბრაძანა, კმარა, მორჩი ქვითინ-
სო.
– არა, არ შემიძლია, – მიუგო ბავშვმა და კვლავ წასკდა ცრემ-
ლი.
– გიკრძალავ მასზე ფიქრს! გასაგებია? – შემზარავი ხმით დაუღ-
რიალა კაცმა.
მამისეული ავტორიტეტი, სიმკაცრე და მბრძანებლური ტონი
თითქოს, შეეხიდა ტკივილით განაწამებ, დასუსტებულ და ძალღონე

85
გამოცლილ ანრის, თორემ, სადაც იყო, გული წაუვიდოდა; თით-
ქოს, იხსნა დაცემისაგან, თითქოს, განკურნა კიდეც სასოწარკვეთი-
საგან, მაგრამ სინამდვილეში, მაინც ვერ უშველა; მხოლოდ ცოტა
ხნით გაუყუჩა ტკივილი, თუმცაღა, ვერ უწამლა. სამოცდარვა წლის
ანრი წარსულში ქექვას მოჰყვა და თავისი მეხსიერების თვალუწ-
ვდენელი სიღრმეებიდან გამოიხმო მამამისის ხმა, რათა საკუთარი
თავისათვის აეკრძალა იმ მკვლელობაზე ფიქრი, რომლის ჩასადე-
ნადაც ემზადებოდა: მყისვე გაჭრა ამ ოსტატურმა ხერხმა.
ისეთი ყოვლისმომცველი და ყოვლისწამლეკავი ძალა ჰქონდა
ამ ახალ ტაბუს, თვალის დახამხამებაში, ერთბაშად გააცამტვერა
ძველთაძველი აკრძალვა: ნევილი წაიღო ლუიზის სიკვდილზე ფიქ-
რმა. ისე თავდავიწყებით გადაეშვა ამ სასოწარკვეთის უძირო მო-
რევში, თითქოს, უეცრად გათავისუფლდა. თითქმის სამოცი წლის
წინ ჩამოართვა მამამ ამის უფლება; ჰო, აუკრძალა დის მოგონება.
რა ხანი იყო, ანრის თავი არ მიეცა ტკივილისათვის; არ დანებებო-
და ამ ღვარად მომსკდარ ნაკადს. ახლა კი მოთქმით ატირდა. გული
იჯერა გოდებით. „არც კი ვიცოდი, ამდენი ცრემლი თუ მქონდა
თვალში. თურმე, ცრემლის ზღვა იმალებოდა ჩემში“, – გაიფიქრა
კაცმა.
ქვითინით მზერადაბინდული რომ გოდებდა და ცახცახებდა, მა-
ინც გრძნობდა, ისიც ისეთ დღეში იყო, როგორშიც – მამამისი. მა-
ინც ვერ აარიდა თავი ამ შედარებას. ცხადია, ოკასენს არ მოუკ-
ლავს ლუიზი, თუმცა, იმასაც ვერავინ უარყოფდა, რომ არ უცდია მი-
სი გადარჩენა. სულ არა ჰგავდა იმ თავდადებულ მამას, შვილის გუ-
ლისთვის ყველაფერს რომ იღონებს. ერთადერთხელ მოვიდა ექიმი
მათ სასახლეში, ლუიზის სასთუმალთან ჩამოჯდა და მკაცრი, მბრძა-
ნებლური ხმით განაცხადა, რაც შეიძლება, მალე უნდა გაგზავნოთ
მოზარდი დასასვენებლად, ჰაერის შეცვლა სჭირდება, ასეთ გარე-
მოში ვერ გაძლებსო.
– ეს პაწაწინა გოგონა ვერ განიკურნება სითბოსა და მზის სხივე-
ბის გარეშე, – დასძინა მან.
არაფრად ჩააგდეს მკურნალის სიტყვა; მშობლებმა მისი გაფრთ-

86
ხილება ყურად არ იღეს. ხელმოკლე ოკასენს ნამდვილად არ ჰქონ-
და იმის შესაძლებლობა, სამხრეთში გაეგზავნა ქალიშვილი. ერ-
თხელაც არ უთქვამთ, მოდით, გავყიდოთ სასახლე, აღებული ფუ-
ლით კი მკურნალობის ხარჯები ავანაზღაუროთ და ავადმყოფს მივ-
ხედოთო. შატოს წუთითაც ვერ შეელეოდნენ. ანრიმ საკუთარ თავს
ჰკითხა, ნუთუ, არც კი მოსვლია ეს აზრი თავში მამაჩემსო. „რა თქმა
უნდა, არა! ეს წარმოუდგენელი რამ იყო ოკასენისთვის, ამაზე ფიქ-
რიც კი შეზარავდა“, – დაასკვნა გრაფმა ნევილმა.
ანრი გრძნობდა, თავადაც ზუსტად ასეთ ჩიხში ამოეყო თავი. ერ-
თადერთი რამ განასხვავებდა მამამისისაგან: ოკასენმა ვერ შეძლო
იმის გაცნობიერება, რომ დილემის წინაშე იდგა. ეს არასოდეს და-
სულა მის უბადრუკ შეგნებამდე. „ბედნიერი კაცი ხარ, ოკასენ, რად-
გან არც კი იცოდით, თქვენვე რომ იქეცით საყვარელი ქალიშვილის
მკვლელად! თქვენმა ოჯახმა და გარემოცვამ კი თვალი დახუჭა ამა-
ზე! არც კი შეიმჩნია თქვენი სულმდაბლობა და ამაზრზენი დანაშა-
ული! ლუიზის სიკვდილის შემდეგ, ძველებურად გეპატიჟებოდნენ
წვეულებებზე. არადა, საზოგადოებას ზურგი უნდა შეექცია თქვენ-
თვის; ყველას ისე დაეჭირა თავი, თითქოს არ გიცნობდა! საზიზღარი
ადამიანი იყავით, მაგრამ, საუბედუროდ, თქვენი სახელისა და გვა-
რის გაგონება დღესაც კი მოწიწებით აღავსებს ხალხს!“ –შესძახა გა-
ავებულმა გრაფმა.
ანრიმ თავის თავს აუკრძალა ამაზე ფიქრი. აღარ უნდოდა, ამ სა-
კითხს ჩაღრმავებოდა და ოკასენისათვის შეედარებინა თავი. არ
სურდა იმის გააზრება, შემზარავი ხვედრი რომ ერგო და დიდი უბე-
დურება ელოდა. სიმწრით შეაკოწინწა წარსულის მოგონებები და
ცხოვლად დაეხატა თვალწინ სასიკვდილო სარეცელზე გაშოტილი
ლუიზის სახე. უეცრად, თავზარდამცემმა სიმართლემ მოსჭრა თვა-
ლი: ჩვიდმეტიოდე წლის სერიოზი საოცრად ჰგავდა კუბოში მწოლ
ლუიზს. აქამდე როგორ ვერ შეამჩნია ეს ცხადზე უცხადესი რამ, ასე
უეცრივ რომ შეაძრწუნა?! როგორ გამოეპარა ეს თვალსაჩინო
მსგავსება?!
ცოცხალი ლუიზი ბევრად უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე სერიოზი.

87
ულმობელმა სიკვდილმა ერთბაშად გაახევა მისი სახის ლამაზი
ნაკვთები, თითქოს, ყინვასავით შეუბრალებლად დააზრო და და-
აგონჯა; შეუვალი გამომეტყველება აღბეჭდოდა, საშინლად კუშტი;
სადღაც გამქრალიყო მისი უწინდელი სინაზე, ეშხი და ნატიფი სი-
ნარნარე. „სწორედ ასეთი იერი აქვს ახლა სერიოზს. თორმეტიოდე
წლის იყო, ეს უეცარი ფერიცვალება რომ მოხდა", – გაიფიქრა
გრაფმა.
კაცი ლამობდა სერიოზის ბავშვობის გახსენებას. როგორც იქნა,
მოაგონდა, რომ მისი ქალიშვილი ერთი ციცქნა, ულამაზო, თუმცა,
სიცოცხლით სავსე გოგონა იყო. სილაღის უშრეტი წყარო ჩქეფდა
მასში. ლუიზიც მას ჰგავდა, მაგრამ სერიოზისაგან განსხვავებით,
ცამეტიოდე წლის იქნებოდა, როცა დამშვენდა და, ბოლოს და ბო-
ლოს, ეწვია ყმაწვილქალური სიტურფე. სერიოზი ზუსტად მისი ტო-
ლი იყო, როცა უკვალოდ გაქრა მისი სილამაზე და ბრწყინვალება,
თითქოს, სანთელივით ჩაქრა და ჩაიღვენთა. გრაფი საბოლოოდ
დარწმუნდა, რომ ამ ორ გოგონას შორის უთუოდ არსებობდა იდუმა-
ლი კავშირი. ეს შეუცნობელი მსგავსება ცნობისმოყვარეობას აღუძ-
რავდა.
„ვინ ვარ მე?... მე ვარ ის კაცი, სულ მალე მეორედ რომ დაკარ-
გავს გულით საყვარელ გოგონას. ჯერ ლუიზი გამომეცალა ხელი-
დან. სადაცაა, სერიოზიც მის ბედს გაიზიარებს... პირველ ჯერზე
დრამის მომსწრე გავხდი; ახლა კი დამნაშავე უნდა შევიქნე, ცივსის-
ხლიან მკვლელად ვიქცე“, – გაიფიქრა კაცმა.
სწორედ იმ წამს გაისმა ჭოტის კივილი. დედა ყოველთვის ეუბ-
ნებოდა: „როცა ჭოტის ან ბუს კივილი შემოგესმება, ჩათვალე – მარ-
თალი ხარ. ჰო, უთუოდ უტყუარია შენი ფიქრი“. „როგორც იქნა, ნა-
თელი მოვფინე ყოველივეს და ერთი ნაბიჯით დავწინაურდი, -გა-
იფიქრა მან, – ჯერ კიდევ არ ჩამიდენია დანაშაული. ან იქნებ, უკვე
ვარ დამნაშავე? როდის გავხდი?! ნუთუ, მართალია სერიოზი? იქ-
ნებ, მართლაც დავცინე ბედს, როცა ორესტე და ელექტრა დავარქვი
ჩემს უფროს ვაჟიშვილსა და ქალიშვილს? ნუთუ, ამ თამამი ჟესტით
გამოვიწვიე ბედისწერა ორთაბრძოლაში და თავს დამატყდა კიდეც

88
ეს მკაცრი სასჯელი?“
გრაფი სერიოზის ნაამბობის გახსენებას ცდილობდა. რა უთხრა?
რა დამემართა, თორმეტი წლის რომ ვიყავიო? „ვერ გავიგე მისი აბ-
დაუბდა. გარდა ამისა, მას სურს, რომ მოვკლა. აღიარა კიდეც ეს
განზრახვა. როგორ დამატარებს თავის ჭკუაზე ეს ციცქნა გოგო!“ –
დაასკვნა ბოლოს ანრიმ.
კიდევ ერთი დღე გავიდა.
ანრიმ თვალის მოხუჭვა ვერ შეძლო. არადა, უკვე ღამის სამი სა-
ათი იყო.
„სულ ტყუილად ავუკრძალე საკუთარ თავს ამაზე ფიქრი. ამაოდ
გავისარჯე. ჩემში დამალული უხილავი არსება მაინც განუწყვეტ-
ლივ ამ დანაშაულზე ფიქრობს. უკვე მესამე ღამე გავათენე თეთ-
რად, თან ზედიზედ... ნუთუ, გავუძლებ ამ საშინელებას?“ – თავის
თავს ჰკითხა ნევილმა.
დიდ და შეუცნობელ საიდუმლოდ ეჩვენებოდა ინსომნია. მაინც
რა სტანჯავდა ასე, რომ დილამდე მიჯაჭვული იყო ამ კომფორტულ
საწოლს და ვერც კი იძინებდა? რა არ ასვენებდა? მის წამებას ბოლო
არ უჩანდა. რატომ იქცეოდა ლოგინში მწოლიარე კაცი ნავსაყუდ-
ლად იმ შემზარავი ფიქრებისა, გააფთრებით რომ უტევდნენ?!
ასე გარინდებულიყო ფიქრთა ალყაში და ელოდა ხსნას... რა-
ტომ? ალბათ, ერთადერთი ახსნა-განმარტება არსებობს: ინსომნია
ნიშნავს შენს მოსისხლე მტერთან ერთად ციხეში გამომწყვდევას.
თითქოს, ორივეს გიკრავენ თავს საპყრობილეში; შენ კი გრძნობ,
უსასრულო ტყვეობა გელის. იძულებული ხარ, უყურო დაუძინებელ
მტერს, რომელიც შენი არსების განუყოფელი ნაწილია, ოღონდ, შე-
რისხული და განდევნილი, საუკუნო წყევლა-კრულვით მიჩქმალუ-
ლი და ჩახშობილი. ყველას არა ჰყავს ასეთი ორეული; განურჩევ-
ლად ყველას როდი აქვს წამოკიდებული ეს მძიმე ტვირთი?! ამიტო-
მაც, ყველამ არ იცის, რა ხილია უძილობა.
ინსომნია უდიდესი სასჯელი და რისხვაა. ეს საუკუნო წყევლა მე-
ტისმეტად შემზარავია, რამეთუ ღამის წყვდიადში შთანთქმულ
დაატყდება თავს: ამ საცოდავ არსებებს მხსნელად ვერ მოევლინება

89
საკუთარი მზერა, სიბნელე რომ გაფანტოს. ვერსად გაიქცევიან. მის
კლანჭებს თავს ვერ დააღწევენ. ექიმები ურჩევენ უძილობით განა-
წამებთ – თუკი უძილობა შემოგიტევთ, ადექით და რამე საქმით და-
კავდითო. რა იციან მკურნალებმა, რომ ინსომნიაკებს აღარაფრის
თავი აღარ აქვთ? ეს მათი პირველი უძილო ღამე კი არაა?! უკვე მრა-
ვალჯერ გამოიარეს ეს ჯოჯოხეთი. ამიტომაც, დაღლილ-დაქანცუ-
ლებს, ისიც კი არ შეუძლიათ, ასე გაერთონ, საქმე გამონახონ და
სხვა რამეს მიაპყრონ ყურადღება. ამგვარი „დივერსია“ ვერ უშვე-
ლით.
არაქათგამოცლილ ანრის იმის ძალაც კი აღარ შერჩენოდა, მედ-
გრად შებრძოლებოდა თავის ყველაზე გულშემზარავ აზრებს... მაგ-
რამ დილის ოთხის ნახევარზე მისი განაწამები გონება, თითქოს, რა-
ღაც აზრს წამოედო, წაბარბაცდა და მერე მთელი ძალით ჩაებღაუჭა
კიდეც; მიხვდა, რაოდენ ბრწყინვალე იდეამ გაუელვა თავში; აქამდე
როგორ ვერ შეამჩნია ეს უმნიშვნელოვანესი რამ?
გაახსენდა, რომ როცა ნათელმხილველი წინასწარმეტყველებას
მოჰყვა, ნათლად და გასაგებად განუცხადა: „ერთ სტუმარს მოკ-
ლავთ წვეულებაზე“. ჰოდა, სერიოზი ხომ არ იყო სტუმარი?! ოჯახის
უმცროსი ქალიშვილი გახლდათ. ამიტომაც, ის ვერ გახდებოდა
გრაფი ნევილის მსხვერპლი.
ანრი აღაფრთოვანა ამ უეცარმა აღმოჩენამ; თვალი მოსჭრა ამ
სიცხადემ. გაუხარდა, გონება რომ გაუნათდა. შვებით ამოისუნთქა
კიდეც. ამ ფიქრმა იხსნა ტყვეობისაგან, ტკივილი დაუამა, მოაშორა
ის ლოდი, მძიმედ რომ დასწოლოდა გულზე; როგორც იქნა, თავი
დააღწია მტანჯველ ეჭვებს, სული მოითქვა და, ბოლოს და ბოლოს,
ჩაეძინა.
ვერავინ ტკბება ძილით ისე, როგორც ინსომნიაკი. უძილობით
გატანჯულნი, გახელებით ეწაფებიან ბედნიერების ამ წყაროს. სულ
რომ არაფერი, ის მაინც იციან, რომ სძინავთ.
ანრის დილის ათ საათზე გაეღვიძა. საწოლიდან არ წამომდგა-
რა. იწვა და საოცარი, აუმღვრეველი სიმშვიდე ეუფლებოდა. უღ-
რმავდებოდა ამ მეტად საამო შეგრძნებას; დასვენებული და მოდუ-

90
ნებული, მთელი არსებით გრძნობდა, როგორ ჩუხჩუხით მიუყვებო-
და მის სისხლძარღვებს ამ ნეტარი სიმშვიდის აზვირთებული ტალ-
ღები და მის სისხლში იღვრებოდა. „სერიოზს არაფერს ვეტყვი , -გა-
დაწყვიტა ნევილმა, – ეს საძაგელი გოგო ისევ გადამიბრუნებს
ტვინს თავისი ენამჭევრობით. მართალია, სერიოზული არგუმენტე-
ბი არ გააჩნია, მაგრამ ნაირნაირი ქარაგმებითა და მოსწრებული
სიტყვა-პასუხით ოსტატურად შენიღბავს ამ სისუსტეს. ჰო, ნამდვი-
ლად არ გაუჭირდება. აბა, ვის მოვკლავ ხვალ? რა მნიშვნელობა
აქვს? ვინმეს... ამიტომაც, ვერავინ დამაბრალებს, წინასწარი გან-
ზრახვით მოუსწრაფა სტუმარს სიცოცხლეო“. ამ ფიქრმა ძალიან გა-
ახალისა და ადგა. ჩინებულ გუნებაზე დამდგარიყო.
ალექსანდრამ მასთან ერთად ისაუზმა. უთუოდ საუკეთესო კომ-
პანიონი ჰყავდა გვერდით. შესანიშნავი, თვალწარმტაცი ამინდი იდ-
გა.
– ვიალატმა21 კარგად თქვა, ამინდის პროგნოზი ერთადერთ კა-
ნონზომიერებას ემორჩილება – წინა დღის პროგნოზსო. მართა-
ლია! შეგიძლია, გულდამშვიდებით იფიქრო, ხვალაც ზუსტად ისეთი
ამინდი იქნება, როგორიც დღესააო. შემთხვევათა ოთხმოცდაათი
პროცენტი სწორედ ამას ადასტურებს. ამიტომაც, ხვალ მშვენიერი
ამინდი იქნება და ყველანი დავტკბებით წვეულებით.
– ძვირფასო, უკვე შეუკვეთე შამპანური? – ჰკითხა გრაფინიამ.
– მუშები დღესვე მოიტანენ, შუადღისას. ყველაფერს მე მივხე-
დავ.
ცოლ-ქმარი ათას წვრილმანზე მსჯელობდა, მაგრამ არც ერთს
არ შეუმჩნევია ღრიჭოდ დატოვებული კარის მიღმა ატუზული სერი-
ოზი, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა მათ. ანრი იმ უცოდველ
და უმანკო ბავშვს ჰგავდა, პირველად რომ მიდის ეკლესიაში საზია-
რებლად. არაფერზე დარდობდა. არც კი უცდია მოდღუშული სახის
მიღება; არაფრად უღირდა ნაძალადევი ტრაგიკული გამომეტყვე-
ლება, რადგან ჭეშმარიტი სიხარულის სხივს გაეცისკროვნებინა მი-

21
ალექსანდრ ვიალატი-ფრანგი მთარგმნელი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი

91
სი თვალები და პირისახე. ამას წყალი არ გაუვიდოდა. ეს დეტალი
მის ქალიშვილს არ გამოჰპარვია.
დღის სამი საათი იქნებოდა, როცა ნევილი სამზარეულოში ფუს-
ფუსებდა, დიდი ამბით იღებდა შამპანურის ფუჟერებს მუყაოს ყუთი-
დან და დაკვირვებით ამოწმებდა, ნამდვილად სუფთა ჭურჭელი მო-
ართვეს, თუ ჭუჭყიანი შეაჩეჩეს. გულდასმით აკეთებდა საქმეს. თი-
თოეულ ჭიქას დაჟინებით უცქერდა. როგორც კი დალანდავდა თი-
თის ოდნავ შესამჩნევ ანაბეჭდს, მყისვე ჩაუშვებდა ცხელი წყლით
სავსე ჭურჭელში და უსაპნოდ რეცხავდა. სერიოზი მიუახლოვდა და
ჰკითხა:
– შეიძლება დაგეხმარო, მამა?
– რა თქმა უნდა, საყვარელო. როგორც კი მორჩები ფუჟერების
რეცხვასა და გაპრიალებას, ლანგარზე დააწყვე.
უხმოდ აკეთებდნენ საქმეს. სიჩუმე გამეფებულიყო.
ანრი სულ ვეღარ გრძნობდა, საფრთხე რომ ემუქრებოდა.
– დღეს ბევრად უკეთ გამოიყურები, მამა. მგონი, კარგად ხარ.
– მართალი ხარ. როგორც იქნა, ძილი მეღირსა.
– ოჰ! მე კი თვალი არ მომიხუჭავს.
გრაფმა შეამჩნია, რომ სერიოზი ფერმკრთალი იყო. თვალში ეცა
მისი მიტკალივით გაფითრებული სახე.
„იქნებ, სიკვდილის ეშინია? ნუთუ, მართლა ეშინია?! –გაუელვა
გრაფს, თუმცა, საქმეს არ მოსცდენია: ტილო გადაუსვა ჭიქას, რომე-
ლიც ხელში ეჭირა. კვლავ ისე გამჭოლი მზერით აკვირდებოდა ფუ-
ჟერებს, თითქოს, წინა დღეს არაფერი მომხდარიყო. ყველა წვრილ-
მანს გულდასმით ჩაჰკირკიტებდა.
– შენ წარმოიდგინე, მხიარულიც კი მეჩვენები, – განაგრძო ქა-
ლიშვილმა.
– ძალიან მიყვარს წვეულების სამზადისი. წარსულს მახსენებს.
ამ დროს ვგრძნობ, აწმყოს ჰარმონიულად ერწყმის ძველ წვეულე-
ბათა ტკბილი მოგონება და შამპანურის საამური გემოც კი. ეს ჰგავს
თრობას, ოღონდ, სასმლის გარეშე. წინდაწინვე ბრუვდები და ნეტა-
რებ ამ შეგრძნებით; თითქოს, მომავალს განჭვრეტ და ხვდები, როგ-

92
ორ მოგეკიდება სასმელი.
– ბევრს ნუ დალევ, თორემ ამაცილებ... გახსოვდეს: თავში უნდა
დამიმიზნო და პირდაპირ დამახალო ტყვია.
„რა საზიზღარი და აუტანელი გოგოა! ღირსია, ავუსრულო ის, რა-
საც ასე დაჟინებით მთხოვს! ნამდვილად იმსახურებს ამას! –გაიფიქ-
რა კაცმა.
შეამჩნია, რომ სერიოზმა მიაფუჩეჩა საქმე: ნაჩქარევად დარეცხა
ჭურჭელი. ამიტომაც, გრაფმა შენიშვნის მიცემა შეჰბედა უყურადღე-
ბო ქალიშვილს.
– როგორ შეგიძლია ამის თქმა?! რატომ გადარდებს ასე ჭიქების
დარეცხვა-დაპრიალება, როცა შესანიშნავად იცი, რა მოხდება
ხვალ?! ნუთუ, ასე მნიშვნელოვანია შენთვის ჭურჭლის სისუფთავე
და მბზინვარება? – ჰკითხა სერიოზმა.
– ბუდა გვასწავლის: „როცა ჭურჭელს რეცხავ, ჭურჭელი დარეც-
ხე. სხვა ნურაფერზე იფიქრებ“. მის შეგონებას ყური უნდა დავუგ-
დოთ.
– მართლა თქვა ბუდამ ეს?
– არა, მთლად ასეც არა, მაგრამ ძალიან ჰგავს მის ერთ ფრაზას.
ყოველ შემთხვევაში, ჭკვიანური ნათქვამია. უთუოდ ღირს დაფიქ-
რება. არის მასში სიმართლის მარცვალი.
– იცი?... მეშინია სიკვდილის.
– გინდა თქვა, რომ ხელი აიღე განზრახვაზე? – ჩაეძია ნევილი.
– არა! თუკი უკანასკნელ წუთს საწყალობლად შეგევედრები, და-
მინდე-მეთქი, ჩემი სიტყვები არაფრად ჩააგდო. გთხოვ, ნუ შემიბრა-
ლებ.
– კარგი. თანახმა ვარ.
ნევილს თვალში არ მოუვიდა სერიოზის ნახელავი. ამიტომაც,
გავეშებით დაავლო ხელი ერთ ფუჟერს, რომელიც ქალიშვილმა
ლანგარზე დადგა. ბრაზმორეულმა გრაფმა ხელმეორედ გარეცხა
მაღალყელიანი ჭიქა. სერიოზმა ამოიოხრა:
– სულ არ გიყვარვარ.
– რატომ? ხელახლა რომ გავრეცხე და გავაპრიალე შენგან მიფ-

93
უჩეჩებული ფუჟერი?
– ყველა სიკეთესთან ერთად, დამცინი კიდეც. მიდი, უფრო მე-
ტად ამიგდე აბუჩად. გულის სიღრმეში, საერთოდ არ გადარდებს,
ხვალ სული რომ უნდა გამაფრთხობინო. არც კი გაშფოთებს ჩემს
მკვლელობაზე ფიქრი.
– მე სიტყვასიტყვით უნდა შევასრულო შენი მითითებები. ეს სრუ-
ლიად საკმარისია ჩემთვის. ასეთია შენი ბრძანება. კარგად უნდა ჩა-
ვიბეჭდო გონებაში ეს მზამზარეული ფრაზა, ეს კოდური სიტყვა:
„აუცილებლად უნდა ჩავიდინო ეს“. ხომ მითხარი, რამდენჯერაც
სინდისის ქენჯნა შეგაწუხებს, საკუთარ თავს გაუმეორე, აუცილებ-
ლად უნდა ჩავიდინო ესო? კარგად გაიხსენე: გუშინ აღვშფოთდი, გა-
გიწყერი; თავს არ ვზოგავდი, შენს „დამუხრუჭებას" ვცდილობდი;
მინდოდა, ეს გიჟური აზრი ამელაგმა. არაფრისდიდებით არ დაგ-
თანხმდი.
– და ახლა დამთანმხდი?
– უფრო სწორად, ბედს შევეგუე.
– რა ამაზრზენია ეს ყველაფერი! გული მერევა.
– აბა, რა გნებავს?! რას ნატრობ?
– მინდა ვიგრძნო, რომ ჯოჯოხეთურად იტანჯები.
– შენ ხომ ვერაფერს გრძნობ? ასე არ მითხარი? შენც კარგად
იცი, რომ ასეა.
– გუშინ მთელი არსებით ვგრძნობდი შენს ტკივილს. ორმაგი სი-
ამოვნება განვიცადე: ბოლოს და ბოლოს, რაღაც ვიგრძენი და ისიც
ვიგრძენი, რომ გზარავდა ჩემს მოკვლაზე ფიქრი, უმოწყალოდ გიფ-
ლეთდა გულს.
– რა კეთილი გული გაქვს, ჩემო პაწაწინავ!
– მაგრამ დღეს ბოლო მოეღო ჩემს ნეტარებას, რადგან აღარ
იტანჯები.
– მძულს ამპარტავნული თვითტკბობა. ამაზრზენი გრძნობაა.
ამაზე სულმდაბლური განცდა არ არსებობს. დამიჯერე. შეისმინე ჩე-
მი შეგონება და მომბაძე! ეგებ, რამე ისწავლო!
– ო, რა თქმა უნდა! გგონია, კიდევ აქვს აზრი ჩემთვის ჭკუის სწა-

94
ვლებას? გგონია, ეს რამე სარგებელს მომიტანს? მორალს ნუ მი-
კითხავ.
– ცხადია, აქვს აზრი. ოცდაოთხი საათის სიცოცხლე გაქვს დარ-
ჩენილი, მაგრამ შენი ფსიქიკის ისეთი შავბნელი მხარე დავინახე,
შენგან კიდევ უფრო დიდ საშინელებას მოველი. რატომ აქამდე ვერ
ავხადე ფარდა ამ საიდუმლოს? როგორ ვერ შევამჩნიე შენს არსება-
ში ჩაბუდებული შემზარავი მხეცი? შიში არ მასვენებს. უარესის მო-
ლოდინში ვარ.
– გულის სიღრმეში, ძალიანაც გინდა ჩემი ჩაძაღლება. ხელს
გაძლევს ეს მკვლელობა. თავიდან მომიშორებ და შვებით ამოისუნ-
თქავ! მძიმე ტვირთად დაგაწექი! არც ლამაზი ვარ, არც თავაზიანი,
არც საყვარელი; არც არავის ვუყვარვარ.
ანრიმ ამოიოხრა და თვალი თვალში გაუყარა თავის ქალიშ-
ვილს.
– მოზარდებისათვის ჩვეული კრიზისი... აი, რა საოცარი ძღვენი
მომართვი! როგორ გამიხარე გული! კრიზისი... ეს ხომ ჩვეულებრი-
ვი ამბავია?!
– ცდები! საკუთარ მამას ვაიძულებ, სიცოცხლე მომისწრაფოს
ეს სულაც არაა ჩვეულებრივი ამბავი. პირიქით: ძალიან შორსაა
ყოველდღიური ბანალურობისაგან.
– ო, მართლა?! და სწორედ ეს გინდა, ჩემო გოგონა? გინდა, ყვე-
ლა დაარწმუნო, რომ ყველასაგან გამორჩეული ხარ? ორიგინალო-
ბას ესწრაფვი?
– და შენ რას ესწრაფვი? გინდა, საშინლად დამამცირო კიდეც,
სანამ მომკლავ?
სერიოზს ცრემლი წასკდა. ნევილი მოლბა და აქვითინებული გო-
გონა გულში ჩაიკრა. რა ხანი იყო, არ ენახა ატირებული სერიოზი.
შვილმა უფლება მისცა მამას, ნაზად ჩაჰხუტებოდა; მერე კი თავი და-
იხსნა მისი მკლავებიდან და ისე გაეცალა, თითქოს უეცრად გაახსენ-
და, რა როლიც ერგო ამ ტრაგედიაში. მისთანა პერსონაჟს ასეთი სა-
მარცხვინო პოზა არ შეშვენოდა.
გრაფმა შეხედა სერიოზს. ქალიშვილს ისეთი არეული, შეძრწუნე-

95
ბული სახე ჰქონდა, ისე თავზარდაცემული ჩანდა, ანრიმ თავი ვეღარ
მოთოკა და სერიოზისაგან დაგებულ მახეში გაება:
– არ მოგკლავ, ჩემო შვილო, არა! სწორედ ამიტომ ვარ ასე ბედ-
ნიერი.
– როგორ თუ არ მომკლავ?! – ჰკითხა ხმაათრთოლებულმა გო-
გონამ.
– გპირდები, სიცოცხლეს არ მოგისწრაფებ. ნუღარ იტირებ, ჩე-
მო თვალის სინათლევ.
– რა თქვი?! მე ხომ საპირისპიროს ველი შენგან?! მოცემულ სიტ-
ყვას ვერ გატეხავ! არა გაქვს ამის უფლება. ხომ აღმითქვი, მოგკლა-
ვო?
ანრი ფუჟერებს მიუბრუნდა და სერიოზს უთხრა:
– მუდამ უკმაყოფილო ხარ. შენი გული ვერა და ვერ მოვიგე.
– რა ბრიყვი ხარ! ვერ მიხვდი, რომ გაგაცუცურაკე და კომედია
გავითამაშე? შენი გამოტეხა მინდოდა. სულ არ მეშინია სიკვდილის!
უბრალოდ, იმიტომ მოგატყუე, რომ ვიგრძენი, აღარ გსურდა ჩემი
მოკვლა. თვალში მეცა შენი სილაჩრე. ამიტომაც, მინდოდა, საბო-
ლოოდ დავრწმუნებულიყავი...
– სიკვდილის ღირსი ხარ, საზიზღარო ბავშვო! აუტანელო! სა-
სიკვდილო შხამო! მიუხედავად ამისა, შენ მოსაკლავად თითსაც არ
გავანძრევ.
– მზად ხარ, ყველაფერი იღონო ჩემ გასაცოფებლად. არაფერზე
დაიხევ უკან, ოღონდაც გამაწბილო, წინ გადამეღობო და ხახამშრა-
ლი დამტოვო.
– მორჩი იდიოტივით ლაპარაკს?
– გუშინ ხომ დამთანხმდი? რა მოხდა?
– ნათელმხილველმა მიწინასწარმეტყველა, სტუმარს მოკლავ-
თო; შენ კი არა ხარ სტუმარი.
განცვიფრებულმა სერიოზმა პირი დააღო. რამდენიმე წამის შემ-
დეგ ჰკითხა:
– რა?! რას ამბობ?!
– სტუმარი კი არა, ოჯახის უმცროსი ქალიშვილი ხარ.

96
სერიოზს სიცილი წასკდა:
– მამა, შენ რომ არ მოვლენოდი ქვეყნიერებას, კაცობრიობა გა-
მოგიგონებდა! ჰო, სამყარო ვერ გადაიტანდა უშენობას და აუცი-
ლებლად გამოგიგონებდა. ნუთუ, შესაძლებელია, ასე სულით ხორ-
ცამდე ფორმალისტი იყოს ადამიანი და პედანტურად ჩაჰკირკიტებ-
დეს ყოველ წვრილმანს?!
– ვერაფერს ვხედავ სასაცილოს. რამ გაგახალისა?
– რაკი ტრადიციული ტერმინოლოგია ასე მნიშვნელოვანია შენ-
თვის, დამპატიჟე წვეულებაზე.
– შეუძლებელია. ჩემი ქალიშვილი ხარ და ჩემთან ცხოვრობ.
გარდა ამისა, მოზარდო, შენი ვალია, დამემორჩილო.
– მერე რა?! ზემოთჩამოთვლილი მახასიათებლები სულაც არ
გიკრძალავს ჩემს მოპატიჟებას. შენც შესანიშნავად იცი, სრულიად
შესაძლებელია შვილისა და სტუმრის სტატუსების ჰარმონიულად
შეხამება. ერთი მეორეს არ გამორიცხავს.
– დღეს შაბათია. სადაცაა, მოსაღამოვდება. ხვალ, კვირადღეს
გაჩაღდება ზეიმი. დროულად არ მოგივა მოსაწვევი ბარათი.
– დამცინი? ვინ მოსთვლის, რამდენჯერ შევსწრებივარ, სიტყვით
რომ მოგიპატიჟია ადამიანი და სულ არ გაგიგზავნია ბარათი მის-
თვის!
– ჰოდა, ეს არაა ნამდვილი მოპატიჟება. სტუმრის მოწვევას თა-
ვისი წესი და რიგი აქვს.
– ეს არავის ადარდებს. მიმიფურთხებია ამ წესებისათვის. დამ-
პატიჟე.
– ისე უხეშად და უტიფრად მიბრძანე, სულ გამიქრა შენი მოწვე-
ვის სურვილი.
– არ ვიმსახურებ შენს გულთბილ მიღებას, არა ვარ ღირსი... მაგ-
რამ ერთადერთი სიტყვა მითხარი, ერთადერთი... და ეს იქნება ჩემი
მოპატიჟება.
– თავხედო! ურცხვო!
– მეზიზღები, რადგან შენ ხარ განსახიერება იმ ძველთაძველი
არისტოკრატიისა, რომელიც აღარ არსებობს. გესმის? წარსულს ჩა-

97
ბარდა, გადაშენდა... თუმცა, იმავე მიზეზით მიყვარხარ. სწორედ
იმიტომ მიყვარხარ, ასე რომ მოგეცარა ხელი. შენ გამო ვფიქრობ-
დი, რომ ყველა ზრდასრული კაცი შენ გგავდა. ეს შეცდომა ძვირად
დამიჯდა.
– ვეღარ გიტან, გამოცანებით რომ მელაპარაკები. ყელში ამო-
მივიდა შენი იდუმალებით მოცული ენიგმები და რებუსები!
– დამპატიჟე წვეულებაზე, მამა.
– რომ დაგპატიჟო, სასიკვდილოდ გაგწირავ.
– მეც სწორედ ეს მინდა.
– ჰოდა, როგორ უნდა მოგანიჭო ასეთი „წყალობა“?
– მამა, მე არა ვარ გათამამებული და განებივრებული ბავშვი.
ჩემს დღეში არაფერი მითხოვია შენთვის. ცხოვრებაში პირველად
შეგეხვეწე, ერთადერთი სურვილი ამისრულე-მეთქი.
– მართალი ხარ. პირველად მომმართე თხოვნით, მაგრამ ისეთი
საშინელება მითხარი, თავზარი დამეცა. რა სისასტიკე და დაუნდობ-
ლობაა!
– სხვა გზა აღარ დაგრჩა. გაიხსენე ნათელმხილველის წინას-
წარმეტყველება. არჩევანი არა გაქვს.
– წუხელ მივიღე გადაწყვეტილება: რომელიმე სტუმარი უნდა
მოვკლა. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება. ბრმად, ალალბედზე
ვესვრი.
– გიჟი ხარ! ევრარიც გეტყოდა ამას.
– სიტყვა არ დამცდენია ევრართან. მისთვის რომ გამემხილა, რა
საზიზღრობის ჩადენაც მთხოვე, უეჭყველად მეტყოდა, ჩვენს მხარე-
ში ასეთი რამ არასდროს მომხდარაო. მსგავსი პრეცედენტი არ არ-
სებობს. ამას წყალი არ გაუვა.
– და ატრიდები?22
– ისინი ბელგიელები არ იყვნენ.
– რა სასაცილო ხარ, მამა! ისიც სასაცილოა, ასე გამალებით
რომ დაეძებ პრეცედენტებს... და რად გინდა? რაში გჭირდება?

22
ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ატრევსის შვილები და შთამომავლობა,მათი ოჯახი
საუკუნოდ დაწყევლეს ღმერთებმა და წყევლამაც უწია

98
– ეს ერთ-ერთი მთავარი არისტოკრატული პრინციპია. წინა-
პართა საქმენი შთაგონებით აღგვავსებს. ძველ დიდგვაროვნებს
ვბაძავთ.
– ბრავო! ასეთი იდეოლოგია შორს ვერ წაგვიყვანს.
– ჩემი აზრით, გვარიანად შორს წამიყვანს, იქამდე, სადამდეც
გამიხარდება. მეტი არ მინდა.
– შენს მონაჩმახს ჩალის ფასი აქვს. მოიკოჭლებ, მამა. თუ უხსო-
ვარ დროს დავუბრუნდებით, მივხვდებით – ერთ მშვენიერ დღეს, ვი-
ღაც თავადი იძულებული გახდებოდა, გამბედაობა გამოეჩინა და
ისეთი რამ ჩაედინა, მანამდე რომ არავის უკადრებია. ცხოვრებაში
ყოველთვის ხდება რაღაც პირველად.
– არავითარი სურვილი არა მაქვს, მე ვიყო პირველი არისტოკ-
რატი, რომელიც სიცოცხლეს გამოასალმებს საკუთარ შვილს, თან,
წვეულებაზე... გესმის ჩემი?
სერიოზს აქამდე მშვიდად ეჭირა თავი, არ გაწიწმატებულა. უეც-
რად, ისეთმა შემაძრწუნებელმა რისხვამ შეიპყრო, ნევილს თავზარი
დაეცა.
– ბოლოს და ბოლოს, შეიგნებ თუ არა, რომ შენს კეთილ ნებაზე
არაა დამოკიდებული ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი? ბედის-
წერას სულ არ ადარდებს, რა გინდა. ბედი დაგცინის, მამა, დაგცი-
ნის. აბა, რა გეგონა?! განა, ცხოვრებას რამედ უღირს შენი თანხმო-
ბა, ან უარი? რა სულელური წარმოდგენები გაქვს!
– დამშვიდდი, ჩემო ძვირფასო. შენ ვერ მასწავლი, რა რთული
და დაუნდობელია ცხოვრება. ნუ მომფენ შენი ცოდნის ბრწყინვალე
ნათელს. არ მჭირდება შენი სიბრძნე. ისედაც შესანიშნავად ვიცი, რა
მუხანათი და ულმობელია წუთისოფელი
– რატომ გგონია ასე?! რაკი უფროსი და დაკარგე? ეს არაფერია,
გესმის?! არაფერი! შენი ბრალი არაა ეს ტრაგედია. უბედურება და-
გატყდა თავს, დრამა დატრიალდა, მაგრამ შენ სულაც არ გეკისრება
პასუხისმგებლობა! მიუხედავად ყველაფრისა, თუ არ შეუერთდები
დამნაშავეთა ურიცხვ ამალას, ამ საშინელებას თავს ვერ დააღწევ,

99
დააღწევ. ამ ხვედრს მაინც ვერ გადაურჩები.
– ხმა ჩაიწყვიტე! – შეუბღვირა გრაფმა.
– არა, არ გავჩუმდები! ძალიან იოლია ეს ყველაფერი! შენც დამ-
ნაშავედ მოკვდები. გესმის? ჰო, ცოდვით დამძიმებული ჩახვალ მი-
წაში, ისევე, როგორც ყველა. ესაა კაცობრიობის ხვედრი.
– შენც ასე მოკვდები?
– კი, მეც, მაგრამ სულ სხვანაირად...
– ბოდავ. უთუოდ უნდა ეწვიო პროფესიონალ ფსიქიატრს. შენს
დახმარებას მხოლოდ სპეციალისტი თუ შეძლებს.
- დრო აღარ დაგვრჩა. ხვალ გარდენ-ფართია. დამპატიჟე წვე-
ულებაზე.
რამდენიმე წუთის წინ, უეცრად იფეთქა ნევილის ქალიშვილის
ბრაზმა. ის რისხვა, რომელმაც ანაზდად ლავასავით ამოხეთქა, ახ-
ლა უკვე დამცხრალიყო, მინავლულიყო და ყინულივით ცივი გამ-
ხდარიყო. გრაფი ერთიორად შეაძრწუნა ამ სიმშვიდემ, აუღელვე-
ბელმა სიცივემ. ანრის ისე სტანჯავდა შვილის გამძვინვარება, თით-
ქოს, სერიოზი ფიზიკურად (და არა – ფსიქოლოგიურად) ძალადობ-
და მასზე. ზუსტად ამ მიზეზით დაყარა ფარ-ხმალი, დანებდა
მტრადქცეულ ქალიშვილს და მოგუდული, ყრუ ხმით ამოიკნავლა:
– წვეულებაზე გეპატიჟები, სერიოზ.
გოგონა თვალის დახამხამებაში მოლბა, ხმა დაუამდა, წამის უს-
წრაფესად შეეცვალა გამომეტყველება და ჰკითხა:
– ხვდები, რომ მოცემულ სიტყვას ვეღარ გატეხავ? ხომ გასიგ-
რძეგანებული გაქვს ის მძიმე მოვალეობა, რომელიც აუცილებლად
უნდა აღასრულო?
– კი.
– მადლობა. გული ამიჩუყდა.
მოზარდს სახე გაუბრწყინდა. მართლაც ბედნიერებასა და სიხა-
რულს ასხივებდა. ალბათ, მიხვდა, რომ თითქმის გალამაზდა და
დამშვენდა, რადგან როგორც კი მამამ მზერა მიაპყრო, კოპწიაობას
მოჰყვა, გაიპრანჭა. მისი ასაკის გოგონებსა და ბიჭებს ხომ სჩვევი-
ათ ასეთი თეატრალური ჟესტები და პათეტიკურობა? ყოველ სიტყვა-

100
სა და მოძრაობას თეატრალურ წარმოდგენად აქცევენ. ნევილი წა-
მის უსწრაფესად მიხვდა – ის, ვინც სიკვდილს ესწრაფოდა, ვინც გუ-
ლით ნატრობდა, ვინმეს სიცოცხლე მოესწრაფა მისთვის, ისეთ ჟინს
შეეპყრო, ძალიან რომ ჰგავდა სექსუალურ ლტოლვას. ჰო, უთუოდ
დიდი კავშირი იყო მკვლელობის სურვილსა და ხორციელ წადილს
– ამ მოუთოკავ იმპულსს შორის. კაცმა მყისვე იკრა ცხოველური ჟი-
ნის სუნი. რაკი გრაფს ჭირის დღესავით სძულდა ყოველივე რთული,
მეტისმეტად ჩახლართული, აწეწილ-დაწეწილი და აბურდული, პი-
რისახე დაეღმიჭა; ისეთმა გრიმასამ გადაურბინა, მყისვე უკვალოდ
გაქრა ქალიშვილის სილამაზე.
– შენი აზრით, უშნო ვარ, ხომ?! ჰოდა, შენ გგავარ. იცი ეს?
– აღარ მორჩები თავხედურ ლაპარაკს? რა უადგილო, მკვახე და
უტიფარი სიტყვებია!
– მართალი ხარ. მოდი, გადავაბიჯოთ ცრურწმენას, გასაქანი
მივცეთ წარმოსახვას და შევცვალოთ ეს ცნობილი ანდაზა: „მესამე
ზედმეტია“. აი, ასე გადავაკეთოთ: „არ არსებობს ორი მესამის გარე-
შე". არ მინდა, კიდევ ერთხელ დაგარწმუნო, რომ აუცილებლად უნ-
და მომკლა. დავიღალე. მოდი, ზუსტი გეგმა დავსახოთ. როდის შე-
მოიჭრები თოფმომარჯვებული და გადახვალ საქმეზე?
– სტუმრები ორ საათზე მოვლენ. ოთხზე ბაღში სოლო კონცერ-
ტი დაიწყება.
– შესანიშნავია. კონცერტი რომ გახურდება, უნდა გაშპე და სათ-
ვალთვალო კოშკში ახვიდე. შენს უცაბედ გაუჩინარებას კაციშვილი
ვერ შეამჩნევს, რადგან ყველა მუსიკის მოსმენით იქნება გართული.
სწორედ ამიტომ, ჰანგებით დამტკბარი ხალხი ვერც კი დაინახავს,
როგორ დაბრუნდები სანადირო თოფით ხელდამძიმებული. მე ფეხ-
ზე ვიდგები, პირველ რიგში ატუზული, კუთხეში... დრო იხელთე და
მესროლე.
– წადი.
– იცოდე, არ გადაიფიქრო! არა გაქვს აზრის შეცვლის უფლება!
გესმის?
– ვიცი. წადი.

101
ღონემიხდილი და სასოწარკვეთილი ანრი მორჩა ფუჟერების
რეცხვას, საქმე მოიმთავრა და მძივივით აასხა ერთმანეთზე ბუნ დო-
ვანი, არეული, შავბნელი ფიქრები, საავდროდ აქოჩრილ ტალღებს
რომ ჰგავდნენ. მალევე მიხვდა, ვისთვის უნდა მიემართა; იპოვა შე-
საფერისი ადრესატი: „უფალო, ისიც კი არ ვიცი, რწმენის ნატამალი
თუ შემრჩა, მაგრამ მაინც უნდა მივმართო ვინმეს. გთხოვ, გევედრე-
ბი... რას?... არ ვიცი, რა გთხოვო. გევედრები, ამ სიტყვის, უფრო
სწორად, ზმნის სრული და პირდაპირი გაგებით... რითი დავიმსახუ-
რე ასეთი საზარელი ხვედრი? რა ამაზრზენია! ხმის ამოღებასაც კი
ვერ გავბედავ... ჰო, არ მეყოფა გამბედაობა რამის სათქმელად...
მადლობელი ვიქნები, თუკი ამ ღამეს რამე მომივა და მოულოდნე-
ლად ამომხდება სული. ჩავთვლი, რომ არნახული სასწაული მოხდა.
მნიშვნელობა არა აქვს, რა შემიწირავს. უფალო, არაფერს გთხოვ.
არასოდეს ვიცოდი, მწამდა შენი, თუ არა. ჩემს დღეში არ მიფიქრია
შენზე. ახლა იმიტომ არ შეგთხოვ შველას, რომ განსაცდელში ვარ,
სასოწარკვეთილი, უმწეო და დაუძლურებული. ამ მიზეზით რომ მეხ-
მო შენთვის და წყალობას შეგვედრებოდი, სირცხვილით დავიწვე-
ბოდი; შემზარავდა ჩემი სულმდაბლობა. დაე,მოხდეს, რაც მოსახ-
დენია! სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა“.
სერიოზმა გული გაუწყალა თავისი იფიგენიათი და აგამემნო-
ნით. ამ ბერძნული მითით ყურები გამოუჭედა. ანრიმ ოდესღაც კა-
ტეხიზმოს შესწავლას მიჰყო ხელი და აითვისა კიდეც საფუძვლები.
დღემდე შემორჩენოდა ცოდნის თითო-ოროლა, საცოდავი მარცვა-
ლი. აბრაამი და ისააკი გაახსენდა. ღვარცოფივით ანაზდად მოვარ
დნილმა იმედის ტალღამ შთანთქა, მაგრამ სიხარულის ამ წამიერ
გამონათებას მალევე მოჰყვა კიდევ უფრო მწვავე და აუტანელი ტკი-
ვილი, რომელმაც უმალ ჩააქრო იმედის მოკიაფე ნაპერწკალი. „რა
მნიშვნელობა აქვს?... ჩემი და სერიოზის ამბავი სულ არა ჰგავს
ისააკისა და აბრაამის ისტორიას. ისააკს არ სურდა სიკვდილი და
თავის ძღვნად მიტანა სამსხვერპლოზე. მსხვერპლშეწირვათა კო-

102
მანდიტური საზოგადოების23 მეპაიე კი არ ყოფილა?! თუკი მამა სი-
ცოცხლეს მოუსწრაფებდა, ვაჟი ვერ იხეირებდა, ვერაფერს გამორ-
ჩებოდა. ისააკი არ ყოფილა აბრაამის თანაზიარი; აი, სერიოზმა კი
თავადვე მთხოვა, მომკალიო... წასულია ჩემი საქმე. ხსნა არ ჩანს...
როგორ მითხრა სერიოზმა? აბა, გავიხსენო... 'შენც დამნაშავედ
მოკვდები. ცოდვით დამძიმებული ჩახვალ მიწაში, ისევე, როგორც
ყველა! ესაა კაცობრიობის ხვედრი-.” ჰო, ზუსტად ასე მითხრა. ვერა-
ფერი გამიგია... ეს ბავშვი სიყვარულის ნაყოფია. დედამ სიყვარუ-
ლით შვა. ყველანი თბილად ვეპყრობოდით, ვზრუნავდით მასზე, ვა-
ნებივრებდით და ცივ ნიავს არ ვაკარებდით. მუდამ სიყვარულით გუ-
ლანთებული ხალხი ეხვია გარს. არაფერი უნახავს სითბოსა და ყუ-
რადღების გარდა... როდის გავაღვივე მასში ესოდენ შემზარავი
ძალმომრეობისა და სისასტიკის თესლი? როგორ ჩავსახე ასეთი ბო-
როტება?! –გაიფიქრა ანრი ნევილმა.
იმ ღამეს ანრი ნევილს იობ მრავალვნებულის ამბავი გაახსენ-
და. კარგად რომ გაიაზრა ამ ბიბლიური პერსონაჟის განსაცდელი,
გაიფიქრა: „ჩემი არ იყოს, არც იმ საბრალო კაცმა იცოდა, რა იყო
ბედნიერება. დაკარგა ქონება, ამქვეყნიური სიმდიდრე, ცოლ-შვი-
ლი... ეს ხომ არაფერია?! ღმერთს რომ ებრძანებინა მისთვის, საკუ-
თარი ხელით გამოასალმე სიცოცხლეს შენი თანამეცხედრეც და ნა-
შიერებიცო, აი, მაშინ კი თანავუგრძნობდი. არა, არა! სასაცილოა!
უაზრო ხუმრობას ჰგავს ეს ყოველივე. მეუღლესა და ბავშვებს რომ
ებრძანებინათ იობისათვის, უმოწყალოდ დაგვხოცეო, უთუოდ შე-
მებრალებოდა და თანავუგრძნობდი. რას ვბოდავ?! მე ათასგზის უფ-
რო უბედური და საცოდავი ვარ. ახლა მე უფრო შავ დღეში ვარ, ვიდ-
რე იობი. ჩემი ნაბოლარა შვილის მოკვლას ვაპირებ, ჩემი უკანას-
კნელი ნაშიერის. დანაშაულს ჩავიდენ, მაგრამ ჩემი ცოლი, უფროსი
ვაჟი და ქალიშვილი გადარჩებიან. კიდევ დიდხანს იცოცხლებენ...
შემიძულებენ და ვერასოდეს გამიგებენ. არც გავამტყუნებ. პირი-
ქით: ვიტყვი, სწორადაც მოიქცნენ-მეთქი. გავამართლებ, რადგან

23
ესაა საფირმო სახელწოდება ფიზიკურ და იურიუდულ პირთა ერთობისა

103
არ მინდა, თავმომწონეობის ცოდვაც ავიკიდო და თვითტკბობას მი-
ვეცე. ისედაც დამამძიმა ამ ამაზრზენმა სიბილწემ და სულმდაბლო-
ბამ. უფრო მეტად აღარ დავეცემი, თავს აღარ მოვიყრი. კიდევ ერთ
სისაძაგლეს აღარ ჩავიდენ. მოსვენებას არ მაძლევს სირცხვილი.
რა საზიზღრობაა! კიდევ ერთ ზნედაცემულობას არ დავუმატებ ჩემს
სამარცხვინო სიმდაბლეთა ისედაც უსასრულო ჩამონათვალს, ლო-
დივით რომ მაწევს გულზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, თავს უფლე-
ბას მივცემ, ღმერთს შევჩივლო; შევჩივლო, ასეთი საზარელი ხვედ-
რი რომ მარგუნა და გაუსაძლისი ტანჯვა მომივლინა. ყოველივე ეს
სრულიად დაუშვებელი და წარმოუდგენელია! იობს მართალი მრა-
ვალვნებული უწოდეს. მგონი, იმიტომ ჩამოვუვარდები ბევრად იმ
კაცს, რომ ჩემს გულში ჭეშმარიტი რწმენის ნაპერწკალი არასოდეს
გაღვივებულა. იმის წარმოდგენაც კი არ ძალმიძდა, რომ შეიძლებო-
და, ოდესმე რწმენით აღვსილიყავი. ამ აზრს ჩემს გონებაში არც კი
გაუელვია. ასეთი რამ ვერ დავუშვი... მერე რა?! თუკი ამის გამო
მსჯის უფალი, მეტად უღირს და საძრახის საქციელს სჩადის. მაღალ
ღმერთს ასეთი სულმდაბლობა არ ეკადრება. მე არა მაქვს მაცხოვ-
რის განკითხვის უფლება. ხომ ასეა?! ვინ ვარ, რომ განვსაჯო? თუმ-
ცა, რა მაქვს დასაკარგი? განა, შეიძლება, ამაზე დიდი უბედურება
დამატეხოს თავს? ამაზე უარესი რაღა უნდა დამმართოს? ეს საფ-
რთხე ნამდვილად არ მემუქრება. ღმერთო, ხმამაღლა გეუბნები: შენ
არა ხარ არისტოკრატი! ამიტომაც, არ გიცნობ!“
გრაფი გააწამა უძილობამ. სამსაათიანი ტანჯვის შემდეგ გაახ-
სენდა სტენდალის ცნობილი ფრაზა: „ღმერთს მხოლოდ იმით შეუძ-
ლია იმართლოს თავი, რომ არ არსებობს. ესაა მისი ერთადერთი
საბუთი“. მწარედ გაეცინა.
„ვმკრეხელობ, არა? მინდა, კიდევ უფრო საშინელი მკრეხელი
და მწვალებელი ვიყო. ასე მგონია, ისეთ რამეს ჩავიდენ ახლა,
ცხოვრებაში რომ არ მიქნია. ისე დავიქანცე, აღარაფრის ძალა აღარ
შემწევს“, – გაიფიქრა ნევილმა. დილის ოთხ საათზე ღმერთმა შეიწ-
ყალა ეს საბრალო კაცი და ცოდვა შეუნდო. მას ხომ იმის ნიჭიც კი არ
ჰქონდა, მთელი გულით შესძულებოდა ვინმე? ჰო, ამის უნარი არ

104
ჰქონდა მიმადლებული. როგორც იქნა, ჩაეძინა.
როცა ნევილს გაეღვიძა, განცვიფრებისაგან თვალები დააჭყი-
ტა. სახტად დარჩენილმა კაცმა გაიფიქრა, როგორ მოვახერხე დაძი-
ნება, მე ხომ ამის უფლებაც კი არ მქონდაო. ეჭვმა გაჰკენწლა, ალ-
ბათ, ღვთის ხელი ურევია ამ ამბავში, მხოლოდ რაღაც ზეციური ძა-
ლა თუ მომგვრიდა შვებასო. წარმოიდგინა ზებუნებრივის ჩარევა,
მაგრამ როგორც კი მოაგონდა, რა ამაზრზენი დანაშაული უნდა ჩა-
ედინა რამდენიმე საათის შემდეგ, ეს შეგრძნება თვალის დახამხამე-
ბაში გაქარწყლდა.
საბედნიეროდ (თუკი შეიძლება, ეს სიტყვა ვახსენოთ, როცა მის
დღეში ჩავარდნილ კაცზე ვსაუბრობთ), საქმე თავზე საყრელად
ჰქონდა. საზრუნავი ნამდვილად არ აკლდა. რაკი მოსამსახურეები
სჭირდებოდათ, რამდენიმე დღით ადრე დაიქირავეს სოფლელი
ყმაწვილკაცები და ქალიშვილები. ბევრ ახალგაზრდას მოუყარეს
თავი. ანრი ყველას შეეგება, მიესალმა და აუხსნა, როგორ უნდა შეს-
დგომოდნენ საქმეს.
ახალგაზრდა სოპრანო, პასკალინ პონტუა, იმაზე ადრე მოგოგ-
მანდა, ვიდრე ეგონათ; მოულოდნელად დაადგა თავზე ნევილებს.
გრაფი ძალიან დაკავებული იყო და მის მისაღებად არ ეცალა;
ამიტომაც, სერიოზს გასძახა:
– მადმუაზელ პონტუა ტყეში სასეირნოდ წაიყვანე. ცხრამეტიოდე
წლისაა. საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდებათ. ერთმანეთის-
თვის უთუოდ ბევრი რამ გექნებათ სათქმელი.
სერიოზი გონებაჩლუნგივით უაზროდ შეაშტერდა მამას, მერე კი
დაემორჩილა, მაგრამ – ზიზღმორევით. ეს უსიცოცხლო გოგონა ფე-
ხათრევით გაემართა პასკალინისაკენ. გრაფმაც შეამჩნია, რა უგუ-
ლოდ და ულაზათოდ მიიზლაზნებოდა.
ფლორისტს შეკვეთები აერია და მე-ლე-ტიჟის დამკრძალავი ბი-
უროსათვის განკუთვნილი ყვავილებით ხელდამშვენებული მიადგა
შატო პლუვიეს. ანრი იძულებული გახდა, საქმე მიეტოვებინა და
ალექსანდრას დახმარებოდა ამ პრობლემის მოგვარებაში. რაოდენ
უჩვეულო და საჩოთირო დაბრკოლებას წააწყდნენ! როგორ აკადრ-

105
ეს ნევილებს ასეთი რამ?!
ეჭვის ია არ ასვენებდა ელექტრას; შფოთავდა, მგონი, მერენგი
ისეთი კარგი არ გამომივიდა, როგორსაც ველოდიო. მამამისმა
თავს ძალა დაატანა და ერთმანეთის მიყოლებით შეჭამა ოთხი ცა-
ლი, რათა ქალიშვილი დაერწმუნებინა, ნამდვილად ჩინებული
ტკბილეული მოამზადეო. ოთხი მერენგის გადაყლაპვა ნამდვილი
ტანჯვა-წამება იყო ასეთ დღეში ჩავარდნილი გრაფისათვის, მაგრამ
აბა, სხვა რა გზა ჰქონდა? ელექტრას გულს ხომ არ გაუტეხდა?
ორესტე მანქანაში ჩასვეს და ბატონ სნუასთან გაგზავნეს აკუმუ-
ლატორის დასატენად. ამ ფაციფუცში, ორომტრიალსა და გამალე-
ბულ მუშაობაში, გრაფი დროდადრო წარმოიდგენდა, ნაშუადღევს
რისი ჩადენა მოუწევდა. როცა ნათლად დაეხატებოდა თვალწინ ეს
სცენა, ტანში ჟრუანტელი დაურბენდა, თითქოს დენმა დაარტყაო,
თუმცა, გრძნობდა, დაღრიალების უფლებაც კი არ ჰქონდა.
ზღაპრული, თვალწარმტაცი ამინდი იდგა.
როცა ტყეში სეირნობით გულნაჯერები მომღერალი მოღუშულ
სერიოზთან ერთად დაბრუნდა სასახლეში, ანრიმ თავის უმცროს ქა-
ლიშვილს უთხრა:
– წადი, ჩაიცვი, საყვარელო. სტუმრები წუთი-წუთზე მოვლენ.
– კმარა! ესღა მაკლდა! ტანსაცმლის გამოცვლას არ ვაპირებ
ქალიშვილი შავ სამოსში გამოწყობილიყო. ძაძით მოსილ
მგლოვიარეს ჰგავდა. მამამისს აღარაფერი უთქვამს. ერთი სიტყვაც
კი არ დასცდენია. ამის გაფიქრებაღა შეძლო: „ეს რა დღეში ვართ!"
როცა ნევილი ხალხში გაერეოდა, ეჩვენებოდა – ბრწყინვალე
მსახიობად გარდასახული, სცენაზე შემდგარიყო. დაუვიწყარ სანა-
ხაობად აქცევდა ყოველივეს, გულსა და სულს აქსოვდა საქმეში,
მთელი არსებით ეძლეოდა ამ ნეტარებას, ატკბობდა პუბლიკას.
სრულიად უძლური იყო თავის არსებაში მუდამდღე მთვლემარე
ამ„თეატრალური მხეცის“ წინაშე, რომელიც გარდენ-ფართის დაწ-
ყებისთანავე გამოფხიზლდა. როგორც კი სტუმრები თვალს შეავ-
ლებდნენ ანრის, მყისვე გამოუკეთდებოდათ ხოლმე გუნება. ნევილი
მომხიბვლელად უღიმოდა ყველას და გაიძახოდა (საოცრად დახვე-

106
წილი, გამორჩეული მანერები ჰქონდა):
– აი, უკვე აქა ხართ! რა კარგია, თავაზიანობა რომ გამოიჩინეთ,
პატივი დამდეთ და მოხვედით!
ნევილს არასოდეს წარმოუთქვამს ესოდენ გულწრფელად ეს
მზამზარეული ფრაზა. ყველას თბილად ხვდებოდა და ეუბნებოდა,
კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო. პირი აიქაფა. უთავბოლოდ
იმეორებდა საყოველთაოდ მიღებულ ამ ფორმულებს. საკუთარი
არსების იდუმალი და უხილავი ნაწილი ჩასჩურჩულებდა ანრის, ამ
ხალხმა საოცარი სიმამაცე გამოიჩინა, ამ მიყრუებულ ადგილას მი-
კარგულ გიჟების თავშესაფარში მოსვლა რომ გაბედაო. არისტოკ-
რატებმა ხომ თავი შეიწუხეს და ამხელა გზა გამოიარეს, ვიდრე შა-
ტოს მოადგებოდნენ?!
გრაფი ხან ვის ჰკოცნიდა და ხან – ვის; ზოგს ეხუტებოდა; ბანოვ-
ნებს ხელზე ეამბორებოდა; ხან გულიანი სიცილი წასკდებოდა (ყვე-
ლას გულს უთბობდა მისი თითქოსდა თბილი, წრფელი ხარხარი);
აღფრთოვანებით შესცქეროდა ქალების კაბებს; გულით უხაროდა
ვიღაცის გამოჯანმრთელება; წარმატებას ულოცავდა ნაცნობს, რო-
მელმაც, როგორც იქნა, დასახულ მიზანს მიაღწია; წუხდა, რომ ვი-
ღაცამ მაჯა იღრძო; სიხარულითა და აღტაცებით თვალებანთებული
გაიძახოდა, რა სწრაფად გაზრდილან ბავშვებიო. ნევილი გახლდათ
უბადლო მასპინძელი, სწორუპოვარი, მზისსადარი. რაც თავი ახ-
სოვდა, ასეთი იყო. არასოდეს შეიცვლებოდა. ასე გაილეოდა მისი
ცხოვრება.
ალექსანდრამ თავი ვეღარ შეიკავა და უთხრა:
– ბრწყინვალე ხარ!
– მეც ასეთივე ქათინაურით შეგამკობ. რატომღაც, არ მეცნობა
ეს ახალი სამოსი, ასე ძალიან რომ გიხდება.
– ჩემო ქმარო, გუშინ ხომ არ შევუღლებულვართ?! რა ხანია, ერ-
თად ვართ! რა გჭირს? უკვე ოცი წელია, ეს ტანსაცმელი მაცვია! და-
გავიწყდა?
– რა უცნაურია. სანთლითაა საძებარი ისეთი ცოლი, ესოდენ დახ-
ვეწილ და გამორჩეული გარდერობი ამდენ ხანს რომ შემოინახა.

107
თვალისმომჭრელად ბრწყინავდა დიდებული შატო პლუვიე. კაშ-
კაში და ბრკიალი გაჰქონდა შემოდგომის ნათელში გახვეულ სასახ-
ლეს, ისედაც ნატიფი და დამატყვევებელი ფერებით შემკულს. ეს მო-
ციმციმე ათინათი ყველას ნუსხავდა.
– თქვენი სასახლე ნამდვილი საოცრებაა! თვალის ერთი შევ-
ლებითაც კი რაოდენ მომაჯადოებელი ჩანს! – ეუბნებოდნენ ნე-
ვილს.
გრაფმა კარგად იცოდა, რომ სტუმრები ცდებოდნენ, მაგრამ მა-
ინც სიამოვნებდა მათი სიტყვები. „ჩემო ძველთაძველო სიყვარუ-
ლო, არასოდეს ყოფილხარ ესოდენ მშვენიერი. ამ საღამოსვე დამა-
პატიმრებენ და ციხეში მიკრავენ თავს. საპყრობილე იქნება ჩემი
სამყოფელი. ვეღარასოდეს გნახავ. ძალიან მომენატრები“, – გულ-
ში, უხმოდ ეალერსებოდა კაცი თავის სასახლეს, რომელსაც სულ
მალე გამოეთხოვებოდა.
გრაფს ახლა თვით კლეოფას დე ტიუინენიც კი მოუვიდა თვალში;
სიმპათიური ეჩვენა ყველასთვის საძულველი ძველი ხაზინადარი.
ევრარს, ცოტა არ იყოს, შეაგვიანდა. როცა მოვიდა, გრაფს უთ-
ხრა:
– მაპატიე, ჩემო ძვირფასო ანრი. ვიცი, რომ ჩემო მოკვლა გა-
ნიზრახე; ამიტომაც, თავი დავიზღვიე და ანდერძი დავწერე.
ორესტესა და ელექტრას მედიდური მშვენიერება თვალს სჭრიდა
თავმოყრილ ხალხს. ყველა მოჯადოებულივით შეჰყურებდა და-
ძმას.
– სერიოზისთვის ხომ არ მოგიკრავს თვალი? შავ ტანსაცმელშია
გამოწყობილი, – უთხრა ალექსანდრამ ქმარს.
– შევამჩნიე.
– ძალიან უხდება, არა? ხომ მეთანხმები?
– ალბათ.
გრაფინიამ აიღო შამპანურით სავსე ორი ფუჟერი, ერთი გრაფს
გაუწოდა და საზეიმო ტონით შესძახა: – ამ წვეულების წარმატე-
ბისა შევსვათ.
შესვეს. ქალმა შეჰყვირა:

108
– კი, მაგრამ ეს ხომ „ლორან-პერიეს“ „გრან სიეკლია“? ჩინებუ-
ლი ასამბლაჟია!
– რა მიხვედრილი ხარ, ჩემო სიყვარულო! ვერაფერს გამოგაპა-
რებს კაცი. ჩინებული ალღო გაქვს, – მიუგო ქმარმა.
– ეს ნამდვილი სიგიჟეა, ძვირფასო! რამ გაყიდინა ასე ძვირად
ღირებული შამპანური? აქამდე ღარიბი მეგონა თავი.
– სწორედაც რომ ღარიბები ვართ...
– მესმის, რაც იგულისხმე.
სტუმრები ბაღში გაიფანტნენ, მაგრამ ისე მწყობრად და ლამა-
ზად, ვერავინ იტყოდა, უნებლიეთ მოძრაობენ ასე ეშხიანადო. ყვე-
ლას გაუჭირდებოდა, უბრალო შემთხვევისა და ბრმა ალალბედობი-
სათვის მიეწერა ეს დამატყვევებელი ჰარმონია. ნევილი უცქერდა ამ
სიამტკბილობას, უსიტყვო თანხმობას და გრძნობდა – ბრწყინვალე
წვეულება გააჩაღა. წარმატების პირველი უტყუარი ნიშანი კი ის
იყო, რომ სტუმრები ესწრაფოდნენ საკუთარ თავზე ამაღლებას, თა-
ვიანთი „მე-ს“ – ამ უდიდესი მიჯნის გადალახვასა და არამიწიერ სი-
ნატიფესთან ზიარებას. ერთ მუშტად იყვნენ შეკრულნი. მათი თავ-
ყრილობა, თითქოს, თვალისმომჭრელად ასხივებდა საოცარ სილა-
მაზეს. თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ ამ მოკაშკაშე მშვენი-
ერებას, თავს ძალას ატანდნენ და ცდილობდნენ, ყოფილიყვნენ
ისეთნი, როგორიც უნდოდათ, რომ ყოფილიყვნენ (არც ერთ მათ-
განს არ შეეძლო, ამაზე კიდევ უფრო კარგი გამხდარიყო): ნატიფი
მოძრაობით მიიწევდნენ ერთმანეთისაკენ, თითქოს, ლაღად მიცუ-
რავდნენ; მათი სიტყვები პროზაული პოემებივით მსუბუქი, ნარნა-
რი, ეშხიანი და ლაზათიანი იყო. არავინ ბაქიბუქობდა, არ ცდილობ-
და ხალხის ყურადღების მიპყრობასა და თავის გამოჩენას. თვით
ყველაზე მორცხვმა, გაუბედავმა, მშიშარა და თავმდაბალმა ადამი-
ანებმაც კი დააღწიეს თავი საკუთარ ნაჭუჭს და ნამდვილი ცხოვრება
იხილეს. დიდი წყალობა ეღირსათ: იგრძნეს, რომ ისინიც არსებობ-
დნენ ამქვეყნად.
„რა ლამაზი სანახაობაა! თვალსაც ახარებს, ყურსაც საამოდ ელა-

109
მუნება, სულსაც და გონებასაც კი! იმის გაფიქრებაც მზარავს, რომ
საკუთარი ხელით გავაცამტვერებ ამ ზღაპრულ, უბადლო სამყაროს.
მარტო ჩემს ქალიშვილს კი არ მოვკლავ, არამედ ამ სამყაროსაც
მოვუღებ ბოლოს. მე ვარ ყავლგასული და მეტად დრომოჭმული
კურტუაზიის უკანასკნელი წარმომადგენელი. შემიძლია, ერთ მუშ-
ტად შევკრა თავადები, ერთად ყოფნის სიამეს ვაზიარო. მხოლოდ მე
ვფლობ ამ ნატიფი ხელოვნების უდიდეს საიდუმლოს. მე რომ დამა-
პატიმრებენ, უსახური და უღიმღამო არისტოკრატული წვეულებები-
ღა დარჩება. კვლავ მოიყრის თავს მაღალი საზოგადოება, მაგრამ
უკვალოდ გაქრება ძველებური თავადური ბრწყინვალება“, – ფიქ-
რობდა მასპინძელი.
უსაზღვრო სიამაყითა და სიყვარულით შეჰყურებდა თავის ნახე-
ლავს, თავის უკანასკნელ შედევრს. უეცრად თვალი მოჰკრა სერი-
ოზს, რომელიც მარჯვედ გასხლტა სტუმრებს შორის. მოღუშული
ჩანდა; სახეზე შეუვალი, კუშტი გამომეტყველება აღჰბეჭდოდა.
გრაფმა უჩუმრად, გულში შეუღრინა ქალიშვილს: „აქ ყველა ბედნი-
ერია. ყველა ტკბება მეფური ზეიმით. უბრალოდ, იყავი ჩვენ გვერ-
დით და გახალისდი. ესეც ხომ საკმარისია შენი ბედნიერებისათვის?
მაგრამ არა... არც ეს გყოფნის. ტანჯვას ესწრაფვი. გინდა, შენმა ტან-
ჯვამ წარხოცოს და მოაშთოს ყოველივე“.
სტუმრები ბაღის სიღრმეში შეიპატიჟეს. სადაც იყო, სოლო კონ-
ცერტი დაიწყებოდა.
მომღერალმა გამოაცხადა, შუბერტის რომანსებსა და ლიდებს
შევასრულებ, ეს კომპოზიციები გააერთიანეს და „გედის სიმღერა“
უწოდესო.
– მართალია, ტენორისათვის დაიწერა, მაგრამ ჩემ გარდა არა-
ერთმა სოპრანომ გადააკეთა სათავისოდ, ასე ვთქვათ, თავის თარ-
გზე გამოჭრა. მე არ ვიქნები პირველი, ვინც ამას გაბედავს.
ანრი უჩუმრად, ფეხაკრეფით გაეცალა სტუმრებს. სათვალთვა-
ლო კოშკში ავიდა, სულ ზევით, ზევით, წვერზე. სხვენში შენახულ ია-
რაღს დასწვდა და ფანჯრიდან გადახედა სასახლეს. თავშეყრილი
ხალხი სულგანაბული უსმენდა მომღერალს.

110
„ეს ხომ “'გედის სიმღერაა?” გონივრული და სწორი არჩევანია“
– გაიფიქრა მან. ძალიან შორს იყო მათგან და მის ყურთასმენას ვერ
სწვდებოდა ლიდის ჰანგები; სახეებსაც კი ვერ არჩევდა, მაგრამ
გრძნობდა – მსმენელები უკვე ზიარებოდნენ ლევიტაციის სიამეს.
„ამ პატარა პონტუას ნიჭი ნამდვილად არ აკლია... მე კი მოვი-
მარჯვებ გრძელლულიან, ინგლისურ კარაბინს, ოცდაორკალიბრია-
ნი ვაზნებით დამძიმებულს; გავისვრი, უეცრად შევწყვეტ მუსიკის
ჰანგებს და ყველას ჩავაშხამებ სიხარულს!“ – გაუელვა ანრის. თავს
უბრძანა, აღარ გაბედო ამაზე ფიქრიო; მერე კიბეს ჩაუყვა და ეზოში
ჩავიდა.
გზას გაუდგა და ისე შეიჭრა ბაღის სიღრმეში, არც კი უცდია სა-
ნადირო თოფის დამალვა. ვერავინ შეამჩნია, რა ეჭირა ხელში. რო-
ცა შეჯგუფებულ მაყურებლებს მიუახლოვდა, პასკალინ პონტუამ შუ-
ბერტის „სერენადა“ დასჭექა. მოხიბლული ხალხი მოჯადოებული-
ვით შეჰყურებდა მომღერალს.
„როგორც კი ნაწყვეტი დასრულდება, საქმეზე გადავალ", – გა-
დაწყვიტა მან და თავის ქალიშვილს მიუახლოვდა. ამ უკანასკნელ-
მა ხელში ქაღალდის ნაგლეჯი ჩაუცურა. გრაფმა ამოიკითხა: „არ
მომკლა. გადავიფიქრე“.
გრაფმა თავი ვეღარ შეიკავა. საზარელი რისხვის უკიდეგანო ნი-
აღვარმა წალეკა. წინ ვერ აღუდგა ამ ღვარცოფს. „თუ ჰგონია, ახლა
დავინდობ, მწარედ ცდება! ისეთ დღეში ჩამაგდო!... სხვათა შორის,
თავადვე გამაფრთხილა, არად ჩააგდო ჩემი სიტყვები, თუკი უკანას-
კნელ წუთს უკან დავიხევ და შეწყალებას გთხოვო. უკან დასახევი
გზა მოჭრილია, სერიოზ. ეს აუცილებლად უნდა ჩავიდინო!
ეს აუცილებლად უნდა ჩავიდინო!“ – თავს შეუძახა ნევილმა.
მის ირგვლივ თავმოყრილი მსმენელები თრთოდნენ. გულს უჩ-
ქროლებდათ „სერენადას“ ნაღვლიანი ჰანგები. ჟრუანტელი უვლი-
დათ ტანში, ამ სტანსებს რომ უგდებდნენ ყურს. ყველასაგან გამორ-
ჩეული, უბადლო ანრი (მისთანა ადამიანი ქვეყნად არ არსებობდა!)
ხარბად შთანთქავდა ამ გულისმომკვლელ სინაზესა და სიტკბოებას,

111
რათა წამიერად გარდაესახა იგი ძალმომრეობად, არნახულ სისას-
ტიკედ. გრაფმა მზერა მიაპყრო სერიოზის სახეს: გოგონა ტიროდა.
„ვეღარ გიშველის ცრემლთა ღვრა. უკვე გვიანღაა, ჩემო ციცქნა
გოგონავ. როგორც კი მუსიკის ჰანგები მიწყდება, საქმეზე გადა-
ვალ“. – გულში უთხრა მამამ.
ანრი ისე იყო გაცოფებული, როგორც ის ინგლისელი გენერა-
ლი, რომელმაც ცნობილი ფილმის, „ხიდი მდინარე კვაიზე“, უკანას-
კნელ ეპიზოდში აღმოაჩინა, რომ თავისი ბანაკის ამბოხებულთ გან-
ზრახული ჰქონდათ იმ ხიდის აფეთქება, რომელიც ძალისძალად აა-
შენებინეს იაპონელმა ჯარისკაცებმა. მართალია, ინგლისელებმა
ოფლი დაღვარეს, მძიმე ჯაფა დაადგათ, მაგრამ მაინც სურდათ რის
ვაი-ვაგლახით გადებული ხიდის გაცამტვერება. სწორედ ამიტომ
განრისხდა ის ბრიტანელი გენერალი: მერე რა, რომ მტრისთვის აა-
შენეს?! მთავარი ის იყო, რომ გაისარჯნენ. ანრიც მას ჰგავდა: უცი-
ლობლად უნდა ჩაედინა ეს ამაზრზენი სისასტიკე. უკან დახევას არ
აპირებდა. კარგა ხანს იტანჯა, ჯოჯოხეთი გამოიარა, ტკივილი აიტა-
ნა, საკუთარ თავს ებრძოლა და არაერთი ღამე გაათენა თეთრად.
როგორც იქნა, არნახული წამების დათმენის ფასად შვილის მკვლე-
ლობა გადაწყვიტა. ამიტომაც, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ბო-
ლომდე უნდა მიეყვანა საქმე და მხეცურად გამოესალმებინა სი-
ცოცხლეს სერიოზი. არასდიდებით არ აიღებდა ხელს ამ ყოვლად
შემზარავ, ულმობელ და პირუტყვულ დანაშაულზე.
ნაწყვეტი რომ დასრულდა, სერიოზმა მკლავში ხელი ჩაავლო და
ხალხისაგან მოშორებულ ადგილას გაიყვანა:
– აღარ მინდა სიკვდილი.
– არ მადარდებს, რა გინდა და რა – არა. ხომ მთხოვე, შემომ-
ფიცე, რომ ყურს არ ათხოვებ ჩემს ხვეწნა-მუდარასო? ჰოდა, მეც შე-
მოგფიცე. აუცილებლად უნდა ჩავიდინო ეს.
– მუსიკა... მუსიკამ გადამაფიქრებინა ყოველივე... შემძრა ამ მე-
ლოდიამ, გული ამიჩვილა.
– პატარა ჩერჩეტო, ცხოვრებაში არ მოგისმენია მუსიკა? არას-
დროს დამტკბარხარ მშვენიერი ჰანგებით? რა იდიოტი ხარ!

112
– ასეთი რამ ჩემს დღეში არ მომისმენია. ეს შუბერტია, მამა. რა
ხანია, იმას ვნატრობდი, ძლიერი ემოცია დამუფლებოდა და მთელი
არსებით განმეცადა რამე! ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდი-
ოდა. შემომხედე... ახლა განცდებითა ვარ სავსე. ამ მოზღვავებულმა
ემოციამ წამლეკა.
– მართლა? განცდებითა ხარ სავსე? ზუსტად ეს მითხრა ნათელ-
მხილველმა, პირველად რომ ვესაუბრე. ჰოდა, კიდევ ერთი მიზეზი
მაქვს იმისათვის, რომ სული გაგაცხებინო!
ატირებულ ქალიშვილს ღვარად სდიოდა ცრემლი, მაგრამ მა-
ინც გაეცინა.
– მამა, უწინ, თითქოს, მოჯადოებული ვიყავი, გრძნეულებით
შეკრული; რაღაც იდუმალი წყევლა მაწვა მხრებზე, მაგრამ ახლა ეს
ჯადო უკვალოდ გაქრა, მინასავით დაიმსხვრა. ასე მგონია, სოპრა-
ნოს ხმამ ერთბაშად მოაშთო ის მარწუხი, გულზე რომ შემომჭდო-
ბოდა და სულს მიხუთავდა. ჩემმა გულმა უეცრად დააღწია თავი
ტყვეობას.
– არ მანაღვლებს შენი განცდები. პატივი უნდა ვცე ჩვენი ხელ-
შეკრულების ყველა მუხლს და ჯეროვნად შევასრულო დაკისრებუ-
ლი მოვალეობა.
გრაფმა თოფი მოიმარჯვა, შვილს დაუმიზნა და ლამის ზედ თავზე
მიაბჯინა.
– არა! ნუ მომკლავ! ტყუილუბრალოდ ნუ გაიმწარებ ცხოვრებას!
ამაოდ ნუ მომკლავ! სიცოცხლე მინდა!
– საზიზღარი, სასტიკი და გულქვა ცინგლიანი გოგო ხარ! აუტა-
ნელი წუპაკი, წამდაუწუმ რომ იცვლის აზრს! დღეში შვიდი პარასკე-
ვი გაქვს! რატომ უნდა შეგიბრალო?!
– იმიტომ, რომ ბედნიერი ვარ. ახლა ვარ ბედნიერი. გესმის?
– არ მადარდებს! დამნაშავედ მოვკვდები. სხვების არ იყოს, მეც
ამ ცოდვით დამძიმებული ჩავალ მიწაში. ასეთია კაცობრიობის
ხვედრი. ნათელმხილველის წინასწარმეტყველება უნდა აღვასრუ-
ლო.
– მამა, გეყოს! ეს წინასწარმეტყველება ნამდვილი ბოდვაა!

113
– გუშინ სხვანაირად ჭიკჭიკებდი! ამბობდი, აუცილებლად უნდა
შეასრულო შენი მოვალეობაო.
– შენს დარწმუნებას ვლამობდი... ბოლოს და ბოლოს, როგორ
უნდა ენდო იმ ბებრუცუნას, რომელმაც ასეთი რამ გითხრა და დას-
ძინა, მკვლელობის შემდეგ ჩინებულად იცხოვრებთ, ნურაფერზე
იდარდებთ, ყველაფერი კარგად იქნებაო?
– აი, ეს კი არ მჯერა. იმიტომ მითხრა ასეთი რამ, რომ უნდოდა,
თავაზიანობა გამოეჩინა. დამინდო, ასე ვთქვათ.
– თავაზიანობა?! რა სიგიჟეა! მაგ ნათელმხილველმა უტიფრად
დაარღვია თვით მკითხაობის უმთავრესი წესიც კი: უნებართვოდ
გიმკითხავა. ყველა მარჩიელმა იცის – არაფერი უნდა უწინასწარ-
მეტყველოს იმ ადამიანს, ვისაც არაფერი უთხოვია მისთვის!
– მაინც უნდა მოგკლა! წვეულება ჩამაშხამე!
– ხუმრობ?! არასდროს გქონია ასეთი ბრწყინვალე გარდენ-ფარ-
თი. არნახულ წარმატებას მიაღწიე. ხალხი მონუსხულია.
– მე სულაც არა ვარ მონუსხული და აღფრთოვანებული. მესამე
დღეა, აუტანლად ვიტანჯები. ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე შენს
გამო.
– ეს აუცილებელიც კი იყო ჩემს გადასარჩენად. ეს წამება უეჭ-
ველად უნდა განგეცადა.
– დამპალო, ამაზრზენო ეგოისტო! პატარა საძაგელო გოგო!
– მართალი ხარ, მაგრამ იმის გამო ვერ მომკლავ, ასეთი რომ
ვარ.
– თუკი კარგ რომანში თოფია ნახსენები, უცილობლად უნდა გა-
ვარდეს კიდეც. ისეთ ნაწარმოებებს ვგულისხმობ, მოწიწებას რომ
აღუძრავს მკითხველს.
სერიოზმა მამას ხელიდან გამოჰგლიჯა კარაბინი და ტბაში მოის-
როლა.
– აი, ასე მარტივად მოვაგვარეთ პრობლემა. წავალ, მუსიკას მო-
ვუსმენ, – თქვა გოგონამ.
გაოგნებული და დამუნჯებული ანრი კარგა ხანს იდგა ტბის ნაპი-

114
რას და თვალმოუშორებლად მიშტერებოდა ერთ წერტილს;
სწორედ იქ შთანთქა წყალმა გრძელლულიანი ინგლისური კარაბი-
ნი, ოცდაორკალიბრიანი ვაზნებით დამძიმებული. ცდილობდა, იმას
მაინც მიმხვდარიყო, რა საზარელ კოშმარს დააღწია თავი, მაგრამ
არაფერი გამოუვიდა. კარგა ხანს იყო დანთქმული ამ შავბნელი მო-
რევის ფსკერზე, ახლა კი, როგორც იქნა, ამოყვინთა.
ბოლოს და ბოლოს, აღმართს აუყვა და ბაღს მიადგა. დასრულ-
და სოლო კონცერტი, ბრწყინვალედ დაგვირგვინდა. მაყურებელმა
მქუხარე ტაშით დააჯილდოვა პასკალინ პონტუა. ბოლო არ უჩანდა
ოვაციებს. სერიოზი ერთიანად ცახცახებდა და გულამოსკვნით ტი-
როდა. მომეტებული ქვითინისაგან სლოკინიც კი აუვარდა.
„რა სასაცილოა ეს ლაწირაკი! გროტესკული სანახაობაა! მგო-
ნი, ახალგაზრდობის ბრალია ეს ყოველივე. გაიზრდება და გაუვ-
ლის,ალბათ", – გაიფიქრა სულ მთლად გამოთაყვანებულმა კაცმა.
გრაფმა ნევილმა შეამჩნია, რომ ერთი მოახლე საცოდავად ფარ-
თხალებდა, ცოდვილობდა და ბარბაცებდა. ანრი მასთან მივიდა და
შამპანურით სავსე ფუჟერებით დახუნძლული ლანგარი გამოართვა.
წინ გაემართა; უნდოდა, მაგიდაზე ჩამოედო, მაგრამ ფეხი წამოსდო
რაღაცას და წაბორძიკდა; ლანგარი გაფრინდა, გაკვეთა ჰაერის
ტალღები, მადამ ფონ ზოტერნიანის კეფაზე დაეშვა, გამეტებით და-
ენარცხა და კისრის მალებიც ჩაულეწა. ქალმა მყისვე დალია სული.
ყველა სტუმარმა დაადასტურა, ნამდვილად უბედური შემთხვევა
იყოო. ვერავინ იტანდა მადამ ფონ ზოტერნიანს – ამ ძუნწ, ხარბ და
გულღრძო ქვრივ დედაბერს.
მისი ანდერძი გახსნეს და წაიკითხეს. ასე შეიტყვეს, რომ მთელი
თავისი ავლადიდება (როგორც აღმოჩნდა, მართლაც გვარიანი ქო-
ნება დაეგროვებინა!), უწყალობა ანრი ნევილს, რომელიც თურმე
მუდამ ჰყვარებია; მისთვის აღუთქვამს საუკუნო ერთგულება. რა-
ოდენ სასაცილო და უბადრუკი იყო ვნებით გულდამწვარი ამ ქალის
გრძნობა! საბედნიეროდ, კაციშვილმა ვერ შეამჩნია მისი ტანჯვა,
როცა ცოცხალი იყო. მადლობა ღმერთს, წუთით არავის გაუვლია
გულში ეს ეჭვი.

115
ნამდვილი სასწაული მოხდა. ცით მოვლენილი ამ ჯადოსნური მი-
ლიონების წყალობით გადაურჩა გაყიდვას შატო პლუვიე. ნევი-
ლებს კრინტი აღარ დაუძრავთ ამაზე. სადაცაა, სასახლის ჩან-
გრეული სახურავის შეკეთებას შეუდგებიან.

116

You might also like