You are on page 1of 71

ზიგმუნდ ფროიდი

მოგონებები ლეონარდოს ბავშვობაზე

გერმანულიდან თარგმნა მაია მენაბდემ

I
სულთა მკურნალი მეცნიერება (ფსიქიატრია), რომელიც, როცა კა-
ცობრიობის უდიდესი წარმომადგენლის წინაშე აღმოჩნდება, როგორც
წესი, უძლური ადამიანური რესურსებით შემოიფარგლება, აღარ ხელ-
მძღვანელობს იგივე მოტივებით, რომლებსაც ხშირად ჩვეულებრივ
მოკვდავთა მიმართ იყენებს.
ის არ მიილტვის, რომ დააბნელოს გასხივოსნებული და ამაღლებუ-
ლი მტვრით დაფაროს იგი. არ ანიჭებს კმაყოფილებას ის, რომ შეამცი-
როს მანძილი სრულყოფილებასა და თავისი კვლევის ჩვეულებრივ ობი-
ექტთა არასრულფასოვნებას შორის.
თუმცა მას არ ძალუძს, ყველაფერში იპოვოს ღირებული, რისი შემეც-
ნებაც ამ სანიმუშო ადამიანებისაგან შეგვიძლია, და მიიჩნევს, რომ არა-
ვინაა იმდენად დიადი, სათაკილო რომ იყოს მისთვის იმ კანონების
მორჩილება, რომლებიც ერთნაირი სიმკაცრით მართავს ნორმალურსა
თუ პათოლოგიურ ქცევას.
ლეონარდო და ვინჩით, როგორც რენესანსის ერთ-ერთი უდიდესი
ადამიანით, ჯერ კიდევ მისი თანამედროვეები იყვნენ მოხიბლულნი და
ისევე მიაჩნდათ ამოუცნობ პიროვნებად, როგორც ახლა - ჩვენ.
მრავალმხრივმა გენიამ (რომლის წახნაგებს ადამიანი გუმანით თუ
იგრძნობს, თორემ მის არსს ბოლომდე ვერავინ ჩაწვდება), როგორც
მხატვარმა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თავის ეპოქაზე.

1
მიუხედავად იმისა, რომ მან ფერწერაში შედევრები შექმნა (მაშინ,
როცა მისი მეცნიერული აღმოჩენები გამოუქვეყნებელი და გამოუყენე-
ბელი დარჩა), მასში მკვლევარს არასოდეს მიუშვია ხელოვანი თავის ნე-
ბაზე, ხშირად ხელსაც უშლიდა და საბოლოოდ იქნებ დათრგუნა კიდეც.
ვაზარის მიხედვით, ლეონარდო სიცოცხლის ბოლო წუთებში საკუ-
თარ თავს საყვედურობდა, რომ ის ღმერთსა და ადამიანებს შეურაც-
ხყოფდა იმითი, რომ საკუთარ შემოქმედებაში თავისი ვალი არ აღასრუ-
ლა. და ვაზარის ამ მონათხრობს კიდეც რომ არ გააჩნდეს არც გარეგანი
და, მით უმეტეს, არც შინაგანი ალბათობა, ის მაინც ლეგენდაა, რომე-
ლიც საიდუმლოებით მოცულ დიდოსტატზე მის სიცოცხლეშივე შეიქმნა
და უდავოდ ღირებულია, როგორც ცნობა იმ ადამიანთა და იმ დროთა
შეფასების შესახებ.
რა იყო ის, რამაც ხელი შეუშალა მის თანამედროვეებს, გაეგოთ ლე-
ონარდოსთვის?
რა თქმა უნდა, არა მისი მრავალმხრივი ნიჭი და ცოდნა, რამაც ხელი
შეუწყო მილანის ჰერცოგის, il Moro-დ წოდებულ ლუდოვიკო ფორცას სა-
სახლის კარზე აღმოჩენილიყო და, როგორც ბარბითზე დამკვრელს, თა-
ვისივე შექმნილი ახალი საკრავები შეეტანა. ან კიდევ, იქნებ ამ სასახლე-
ში თავისი ღირსშესანიშნავი წერილის წყალობით მოხვდა, სადაც ჰერ-
ცოგს თავს წარუდგენდა, როგორც არქიტექტორსა და სამხედრო ინჟი-
ნერს, რომელსაც თავისი წარმატებებითა და მიღწევებით გაეთქვა სახე-
ლი.
ასეთი მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნებები რენესანსის ეპოქაში არ-
ცთუ ისე უჩვეულო იყო. რასაკვირველია, ლეონარდო თავადაა ამის
ბრწყინვალე მაგალითი.
ასევე, ის არ მიეკუთვნებოდა გენიალურ ადამიანთა იმ ტიპს, ბუნება
რომ გარეგნობით ძუნწად აჯილდოებს, ცხოვრების გარეგნულ მხარეებს
მნიშვნელობას რომ არ ანიჭებენ და ტკივილიანი გუნება-განწყობის და-
უფლებისას ადამიანებთან ურთიერთობას გაურბიან.

2
პირიქით, ის იყო მაღალი, პროპორციული აღნაგობის; პირისახის
სრულყოფილი სილამაზისა და არაჩვეულებრივი ფიზიკური ძალის წყა-
ლობით, მასთან ურთიერთობა მიმზიდველი იყო; იყო სიტყვის დიდოს-
ტატი, მხიარული და თავაზიანი ყველას მიმართ.
ეტრფოდა მშვენიერებას ყველაფერში, რაც თუ რამ იყო მის გარშე-
მო, სიამოვნებით ატარებდა დიდებულ სამოსს და მეტისმეტად აფასებ-
და ცხოვრების წესის სიფაქიზესა და დახვეწილობას.
ერთ ადგილას, სადაც განცხრომისადმი თავის მიდრეკილებას ამ-
ჟღავნებს, თავის ტრაქტატში „ფერწერის შესახებ“ მხატვრობას ხელოვ-
ნების მონათესავე დარგებს ადარებს და აღწერს სკულპტორის შრომის
სიმძიმეს: „რადგანაც სახე მოთხუპნული და მარმარილოს მტვრით და-
ფიფქული აქვს, ძალიან ჰგავს მეპურეს და მარმარილოს პაწაწინა ნამ-
სხვრევებით კიდევ და კიდევ იფარება, ისე ჩანს, თითქოს პირდაპირ
ზურგზე ათოვდეს, ხოლო მისი საცხოვრებელი სავსეა ქვის ნამტვრევე-
ბითა და მტვრით. სრულიად საწინააღმდეგოს ვხვდებით მხატვრის შემ-
თხვევაში - რადგანაც ზის ის დიდ სიმყუდროვეში თავისი ნამუშევრების
წინ, კარგად ჩაცმული, და ძალიან მსუბუქი ფუნჯით მომხიბვლელი ფე-
რები გამოჰყავს. ისეა ჩაცმული, როგორც მას სიამოვნებს, მისი სამყოფე-
ლი სავსეა ლაღი ფერწერით და ბრწყინავს სისუფთავით. ხშირად ის დი-
დი სიამოვნებით უსმენს მუსიკას ან ხმამაღლა წაკითხულ მშვენიერ ნა-
წარმოებებს, ისე რომ არც ჩაქუჩის და არც რამ სხვა ხმაური არ ურღვევს
მყუდროებას.“
რასაკვირველია, სრულიად შესაძლებელია, რომ თვალშისაცემად
მხიარული და ტკბობის მოყვარული ლეონარდოს წარმოდგენა მხო-
ლოდ დიდოსტატის ცხოვრების პირველ, ხანგრძლივ პერიოდში მარ-
თლდებოდა. იმის შემდეგ, რაც ლუდოვიკო მოროს ხელისუფლების და-
ცემამ აიძულა, დაეტოვებინა მოღვაწეობის არეალი და გარანტირებული
ადგილი - მილანი, რათა თავისი ცვალებადი, გარეგნული წარმატებე-
ბით ნაკლებად მდიდარი ცხოვრება უკანასკნელ თავშესაფარში, საფ-
რანგეთში გაეტარებინა, შესაძლოა, მისი განწყობის ბრწყინვალება გა-

3
ფერმკრთალდა და მისი პიროვნების ზოგიერთი საოცარი თვისებაც ამი-
ტომ გამომჟღავნდა. ასევე, იმას, რომ წლების მატებასთან ერთად მისი
ინტერესები ხელოვნებიდან მეცნიერებისაკენ უფრო და უფრო იხრებო-
და, დიდი წვლილი უნდა შეეტანა მის პიროვნებასა და თანამედროვეთა
შორის უფსკრულის გაჩენაში. ყველა ცდა, რომლითაც ის, მათი აზრით,
თავის დროს ფლანგავდა (ნაცვლად იმისა, რომ დაკვეთით, ბეჯითად
ეხატა და გამდიდრებულიყო, როგორც მისი მაშინდელი სკოლელი პე-
რუჯინო), ახირებულ თამაშებად მიჩნდათ, ან კიდევ ეჭვობდნენ, „შავ ხე-
ლოვნებას“ ემსახურებაო. აქედან ჩვენ უკეთესად გვესმის მისი, ჩვენ ხომ
მისივე ჩანაწერებიდან
ვიცით, როგორ ხელოვნებას ქმნიდა. იმ დროში, როცა ეკლესიის ავ-
ტორიტეტს ანტიკური სამყაროს ავტორიტეტი ცვლიდა და მიუკერძოე-
ბელი კვლევა არც კი იცოდნენ, ის იყო წინამორბედი, ღირსეული მეტოქე
ბეკონისა და კოპერნიკისა, იძულებით განმარტოებული. როცა ცხენები-
სა და ადამიანების გვამებს კვეთდა, საფრენ აპარატებს აგებდა, იკვლევ-
და მცენარეთა კვებასა და მათ შხამსაწინააღმდეგო მოქმედებას, რა
თქმა უნდა, ის უბრუნდებოდა არისტოტელეს კომენტატორებს და იმ
შეჩვენებულ ალქიმიკოსებსაც უახლოვდებოდა, რომელთა ლაბორატო-
რიებში, იმ არახელსაყრელ დროში, სულ ცოტა, თავშესაფარი მაინც
იპოვა თავისი ექსპერიმენტებისთვის.
მისი ფერწერისთვის ამან ის შედეგი მოიტანა, რომ აღარ ეხალისე-
ბოდა ფუნჯის ხელში აღება, უფრო და უფრო ცოტას და იშვიათად ხა-
ტავდა, დაწყებულს მიატოვებდა ხოლმე და თავისი ნაწარმოებების
ბედზე აღარ ზრუნავდა. ამის გამო ხშირად საყვედურობდნენ თანამედ-
როვეები, რომელთათვისაც მისი დამოკიდებულება ხელოვნებისადმი
ბოლომდე გამოცანად დარჩა.
ლეონარდოს ბევრმა თაყვანისმცემელმა სცადა მისი მანკიერი, იმ-
პულსური ხასიათის მიჩქმალვა. ისინი აცხადებდნენ, რომ ის, რისთვი-
საც მაშინ ლეონარდოს კიცხავდნენ, დიდი ხელოვანის განსაკუთრებუ-
ლობა უნდა ყოფილიყო. ენერგიულ, სამუშაოზე ბოლომდე კონცენტრი-

4
რებულ მიქელანჯელოსაც კი მიუტოვებია თავისი ნამუშევრები დაუსრუ-
ლებლად და ამაში ის უფრო ნაკლებად იყო დამნაშავე, ვიდრე ლეონარ-
დო მსგავსს შემთხვევაში. ასევე, ზოგიერთი სურათი სულაც არ იყო ისე
დაუმთავრებელი, როგორც თავად აცხადებდა. რაც დილეტანტებს უკვე
შედევრად მიაჩნდათ, ის ამ ნამუშევრების შემოქმედისთვის საკუთარი
იდეების ჯერ კიდევ არადამაკმაყოფილებელი ხორცშესხმა იყო. მას არ
ასვენებდა სრულყოფილების აჩრდილი, რომლის გადმოცემის საკით-
ხიც ყოველთვის სასოწარკვეთაში აგდებდა. მაგრამ ხელოვანი თავისი
ნაწარმოებების საბოლოო ბედზე ნაკლებად აგებს პასუხს.
რაც უნდა საფუძვლიანი იყოს ზოგიერთი გამართლება, ისინი მაინც
მალავენ ლეონარდოსთან დაკავშირებულ ჭეშმარიტ გარემოებებს.
მტანჯველი ბრძოლა ნამუშევრებთან, საბოლოოდ მათგან გაქცევა და
გულგრილობა მისი შემდგომი ბედის მიმართ ბევრ სხვა ხელოვანთანაც
შეგვხვედრია. მაგრამ ლეონარდომ ასეთი ქცევა უკიდურესად გამოამ-
ჟღავნა. სოლმის მოჰყავს მისი ერთ-ერთი მოსწავლის ნათქვამი: „Pareva
che ad ogni ora tremasse, quando si poneva a dipingere, e perт non diede mai
fine ad alcuna cosa cominciata, considerando la grandezza dell’arte, tal che egli
scorgeva errori in quelle cose, che ad altri parevano miracoli.“ 1
მისი ბოლო ტილოები: ლედა, მადონა სან ონოფრიო, ბახუსი და იო-
ანე ნათლისმცემელი დაუმთავრებელი დარჩა „come quasi intervenne di
tutte le cose sue…“ 2 ლომაცო, რომელმაც „საიდუმლო სერობის“ ასლი
დაამზადა, სონეტში ახსენებს ლეონარდოს განთქმულ უუნარობას, და-
ასრულოს ნამუშევარი:
Protogen che il pennel di sue pitture
Non levava, agguaglio il Vinci Divo

1
ბოლო დროს თითქოს ეშინოდა ხატვის და წამოწყებულს აღარ ამთავრებდა,
რაკი ესმოდა ხელოვნების სიდიადე და მასში შეცდომების დაშვების შესაძ-
ლებლობა; სხვებს კი ეს არაბუნებრივად და სასწაულად ეჩვენებოდათ.
2
როგორც ყველა მისი წამოწყებული საქმე.
5
Di cui opra non и finita pure. 3
ლეონარდოს ნელი მუშაობის სტილი საქვეყნოდ იყო ცნობილი. მი-
ლანში, სანტა მარია დელა გრაციას მონასტერში „საიდუმლო სერობას“
საგულდაგულო სამზადისის შემდეგ სამი წელი ხატავდა. მისი თანამედ-
როვე მწერალი მატეო ბანდელი, რომელიც მაშინ, როგორც ახალგაზ-
რდა ბერი, მონასტერში მსახურობდა, ჰყვება, რომ ლეონარდო ხშირად
დილით ადრე ადიოდა ხარაჩოებზე და დაღამებამდე ხელიდან არ უშ-
ვებდა ფუნჯს ისე, რომ სასმელ-საჭმელი არც კი ახსენდებოდა. მომდევ-
ნო დღეები კი გადიოდა ისე, რომ ხელსაც არ გაანძრევდა, ზოგჯერ სა-
ათობით იდგა ნახატების წინაშე და მხოლოდ მათი თვალიერებით კმა-
ყოფილდებოდა. სხვა დროს ის მილანის სასახლიდან, სადაც ცხენზე ამ-
ხედრებულ ფრანჩესკო სფორცას ხატავდა, პირდაპირ მონასტერში მო-
დიოდა, მხოლოდ რამდენიმე ხაზს თუ დაამატებდა ფიგურებს, შემდეგ
კი მყისიერად წყვეტდა ხატვას. მონა ლიზას, რომელიც ფლორენციელი
ფრანჩესკო დელ ჯიოკონდას მეუღლე იყო, ვაზარის ცნობებით, ოთხი
წელი ხატავდა და საბოლოოდ მაინც არ დაუსრულებია. სწორედ ამ გა-
რემოებამ შეუწყო ხელი იმას, რომ სურათი დამკვეთს არ დაუბრუნდა და
ის საფრანგეთში წასულმა ლეონარდომ თან წაიღო. ეს ტილო შეიძინა
მეფე ფრანც I-მა და დღეს ლუვრის საგანძურს წარმოადგენს.
თუ გავაერთიანებთ ამ ცნობებს, ლეონარდოს მუშაობის სტილისა
და, განსაკუთრებით, მრავალრიცხოვანი ესკიზებისა და ნაშრომების შე-
სახებ, რომლებიც მისი ნახატების მოტივებს ამრავალფეროვნებდა, მა-
შინ უნდა უკუვაგდოთ შეხედულება, თითქოს დაბნეულსა და ცვალებად
ხასიათს, ასე თუ ისე, მაინც ჰქონდა გავლენა ლეონარდოს დამოკიდებუ-
ლებაზე ხელოვნებასთან. პირიქით, თვალშისაცემია მისი განსაკუთრე-
ბული უნარი სიღრმისეული წვდომისა, ვარაუდების სიმრავლე, რომელ-
თა შორისაც გადაწყვეტილება ძნელად ყალიბდება, მოთხოვნები, რომ-
ლებიც ძნელად კმაყოფილდება და დაბრკოლება შესრულებაში, რომე-

3
ჩანს, რომ ფუნჯიც არ აღიმართება ნახატზე, ჩვენი ღვთაებრივი ლეონარდო-
სი. და აი, მისი ბევრი რამე დაუმთავრებელია.
6
ლიც, კაცმა რომ თქვას, არ შეიძლება აიხსნას მაშინაც კი, როდესაც მხატ-
ვრის ძალები მის იდეალებს არ შეესაბამება.
აუჩქარებლობა, ანუ ის, რაც ლეონარდოს მუშაობისას თვალშისაცე-
მი იყო ყველასთვის, ამ „დათრგუნვის“ სიმპტომი აღმოჩნდა, როგორც
აკრძალვა მხატვრობაზე თავის არიდებისა, რომელიც გვიან გამომჟღავ-
ნდა. სწორედ ამან განსაზღვრა „საიდუმლო სერობის“ ბედიც. ბედი, რო-
მელიც არ იყო დაუმსახურებელი. ლეონარდო ვერ ეგუებოდა ფრესკულ
მხატვრობას, რომელიც სწრაფ მუშაობას მოითხოვდა მანამ, სანამ საღე-
ბავის ქვედა ფენა ჯერ კიდევ ნოტიო იყო. ამიტომ ირჩევდა ზეთის საღე-
ბავებს, მათი გამოშრობა საშუალებას აძლევდა, თავისი ნახატები მაშინ
დაესრულებინა, როცა ამის განწყობა და თავისუფალი დრო ექნებოდა.
ეს საღებავები შორდებოდა იმ ძირითად ტონს, რომელზეც უსვამდა და
რომელიც საღებავსა და კედელს ერთმანეთისგან აშორებდა. ამას და-
ემატა კედლის დეფექტები და დარბაზის ბედი, რამაც, როგორც ჩანს, ამ
ნახატების გარდაუვალი განადგურება გამოიწვია.
მსგავსი ტექნიკური ცდის წარუმატებლობის შედეგი უნდა იყოს „ან-
გიარის ბრძოლის“ განადგურება, რომლის ხატვაც მან მოგვიანებით, მი-
ქელანჯელოსთან მეტოქეობისას, ფლორენციაში, del Consiglio-ს დარბა-
ზის კედელზე დაიწყო, ესეც დაუმთავრებელად, ბედის ანაბარა მიატო-
ვა. ისე ჩანს, თითქოს ექსპერიმენტატორის უცხო ინტერესებმა თავდა-
პირველად გააძლიერა ხელოვნებაში, რათა მერე გაენადგურებინა ხე-
ლოვნების ნიმუში.
ლეონარდო სხვა უცნაურ თვისებებსა და მოჩვენებით წინააღმდე-
გობრიობასაც ამჟღავნებდა. გარკვეული უმოქმედობა და გულგრილობა
უდავოდ ახასიათებდა. იმ დროში, როცა თითოეული ინდივიდი ცდი-
ლობდა, ყველაზე ვრცელი სამოქმედო არეალი მოეპოვებინა, რაც სხვე-
ბის მიმართ აგრესიის გაღვივების გარეშე შეუძლებელი იყო, მისი მშვი-
დობისმოყვარეობა, ყველანაირი დაპირისპირებისთვის თავის არიდება
თვალშისაცემი იყო. ყველას მიმართ ლმობიერი და თავაზიანი იყო. უა-
რი თქვა ხორცის ჭამაზე, რადგან ცხოველების დახოცვას უსამართლო-

7
ბად თვლიდა და განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა ჩიტებისათვის
თავისუფლების ჩუქება, ბაზარში ყიდულობდა და უშვებდა. კიცხავდა
ომსა და სისხლისღვრას და ადამიანს ცხოველთა სამყაროს მეფეს უწო-
დებდა, ყველაზე უფრო დაუნდობელ მხეცად თვლიდა. მაგრამ ეს,
გრძნობათა ერთგვარად ქალური სინაზე ხელს არ უშლიდა, მსჯავრდა-
დებული დამნაშავეები სიკვდილით დასჯისას უკანასკნელ გზაზე გაეცი-
ლებინა, რათა მათი შიშისაგან დამახინჯებული სახეები შეესწავლა და
თავის დღიურში ჩანახატები ეკეთებინა; ხელს არ უშლიდა იმაში, რომ
სასტიკი იარაღების ესკიზები შეექმნა და, როგორც უმაღლეს სამხედრო
ინჟინერს, ჩეზარე ბორჯიასთან ემსახურა. ხშირად გულგრილი რჩებო-
და სიკეთის ან ბოროტების მიმართ, ან განსაკუთრებული საზომით გა-
ზომვას ითხოვდა. თავისი ავტორიტეტული თანამდებობით, მონაწი-
ლეობას იღებდა სწორედ იმ ჩეზარეს ლაშქრობაში, რომელიც იყო ყვე-
ლაზე სასტიკი და რწმენაშერყეული მათ შორის, ვისაც კი ოდესმე რომა-
ნია დაუპყრია. ლეონარდოს შემოქმედების არც ერთი შტრიხი არ ამ-
ჟღავნებს იმდროინდელი მოვლენების კრიტიკას ან გულშემატკივრო-
ბას. აქ ვერ ავუვლით გვერდს მის შედარებას გოეთესთან, საფრანგეთში
ლაშქრობისას.
თუ ბიოგრაფს ნამდვილად უნდა თავისი გმირის სულიერ ცხოვრება-
ში შეაღწიოს, უფლება არა აქვს, როგორც ეს ბიოგრაფთა უმეტესობას
მოკრძალებისა და მეტისმეტი თავშეკავებულობისაგან ემართებათ, დუ-
მილით აუაროს გვერდი გმირის სექსუალური აქტივობის, სქესობრივ თა-
ვისებურებათა კვლევას. ლეონარდოზე ამ კუთხით ცოტა რამ არის ცნო-
ბილი, მაგრამ ეს ცოტაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმ დროს, როცა შეუზ-
ღუდავი ეროტიკა პირქუშ ასკეტიზმს ებრძოდა, ლეონარდო გულგრილი
სექსუალური თავშეკავების მაგალითს წარმოადგენდა, რაც ხელოვანისა
და ქალური მშვენიერების ამსახველისაგან სრულიად მოულოდნელი
იყო. სოლმის მოჰყავს მისი ერთი ფრაზა, რომელიც მის ფრიგიდულო-
ბას გამოხატავს: „განაყოფიერების აქტი და ყველაფერი, რაც მას უკავ-
შირდება, ისეთი ამაზრზენია, რომ ადამიანები მალევე ამოწყდებოდ-

8
ნენ, ეს ტრადიციული ჩვეულება რომ არ ყოფილიყო და მშვენიერი სა-
ხეები და ავხორცი ვნებები რომ არ არსებულიყო.“ მისი ნაშრომები არა
მარტო სერიოზულ მეცნიერულ საკითხებს ეხებოდა, არამედ ისეთ ტრი-
ვიალურ რამეებსაც, რომლებიც ჩვენი ასე დიადი სულიერებისთვის ნაკ-
ლებად ღირებული გვეჩვენება (ალეგორიული ისტორიები ბუნების შესა-
ხებ, იგავ-არაკები ცხოველებზე, ფარსები, წინასწარმეტყველებანი) და
იყო გარკვეული ხარისხით უბიწო - შეიძლება ითქვას, თავშეკავებული -
რაც დღევანდელ მხატვრულ ლიტერატურაშიც კი გასაოცარი იქნებოდა.
ამ ნაშრომებში ის თავს არიდებს ყველაფერს სექსუალურს, თითქოს
მხოლოდ ეროსი, ყველა ცოცხალი არსების მცველი, არის მკვლევრის
ცნობისმოყვარეობის უღირსი საგანი. ცნობილია, რომ ხშირად დიდ ხე-
ლოვანებს მოსწონთ, როცა თავიანთ ფანტაზიას ეროტიკული და თვით
საკმაოდ უხამსი წარმოდგენებით იცხრობენ. ლეონარდოსთან სრული-
ად საწინააღმდეგოს ვხვდებით, ქალის გენიტალიების მხოლოდ რამდე-
ნიმე ანატომიური ჩანახატი, ჩანასახის მდებარეობა საშვილოსნოში და
ა.შ.
საეჭვოა, რომ ლეონარდო ოდესმე სიყვარულით მოხვეოდა ქალს.
არც რომელიმე ქალთან მისი ინტიმური ურთიერთობის შესახებ არის
რამე ცნობილი, როგორც, მაგალითად, მიქელანჯელოსი - ვიქტორია კო-
ლონასთან. როცა როგორც შეგირდი, თავის ოსტატთან, ვეროკიოსთან
ცხოვრობდა, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მასაც ბრალი დასდეს აკ-
რძალულ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში, რაც მისი გამართლებით
დასრულდა. ჩანს, ეჭვი გამოიწვია იმან, რომ იგი მოდელებად ცუდი რე-
პუტაციის ბიჭებს იყენებდა. როგორც ოსტატი, გარშემორტყმული იყო
მშვენიერი ყმაწვილებითა და ახალგაზრდებით, რომელთაც შეგირდე-
ბად იყვანდა. უკანასკნელი ამ მოსწავლეთაგან, ფრანჩესკო მეტცი, ლე-
ონარდოს პარიზში გაჰყვა, სიკვდილამდე მასთან დარჩა და ლეონარ-
დომ თავის მემკვიდრედაც აღიარა. ბოლომდე რომც არ დავუჯეროთ მის
თანამედროვე ბიოგრაფებს, რომლებიც უარყოფენ მასა და მის შეგირ-
დებს შორის სექსუალური ურთიერთობების შესაძლებლობას, როგორც

9
დიდი ადამიანის უსაფუძვლო შეურაცხყოფას, შესაძლოა გაცილებით
სარწმუნოდ მივიჩნიოთ, რომ ლეონარდოს ძალზე ფაქიზი ურთიერთო-
ბა ჰქონდა იმ ახალგაზრდებთან, ვისთანაც მაშინდელი წესით ცხოვრე-
ბას იზიარებდა, მაგრამ ეს ურთიერთობა არ გადადის სექსუალურ კავ-
შირში. ასევე, არ გულისხმობს ძლიერ სექსუალურ აქტივობას.
მხოლოდ ერთი გზა არსებობს მისი ემოციური და სექსუალური ცხოვ-
რების თავისებურების გასაგებად, რომელიც თავისთავად ლეონარდოს,
როგორც მხატვრისა და მკვლევრის, ორმაგ ბუნებას უკავშირდება. ბიოგ-
რაფებისთვის ფსიქოლოგიური მიდგომა ხშირად ძალიან უცხოა და, ჩე-
მი აზრით, მხოლოდ ედმონდო სოლმი მიუახლოვდა გამოცანის ამოხ-
სნას. მაგრამ პოეტმა დიმიტრი სერგეევიჩ მერეჟკოვსკიმ, რომელმაც ლე-
ონარდო დიდი ისტორიული რომანის გმირად აირჩია, მისი სახე სწო-
რედ ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ასეთი გაგებით შექმნა და თავისი
შეხედულება, შეიძლება პირდაპირ არა, მაგრამ პოეტის პლასტიკით
ნათლად გამოხატა.
სოლმი ლეონარდოს შესახებ ამბობს: „მაგრამ დაუოკებელმა სურ-
ვილმა, შეეცნო ყველაფერი, რაც მის გარშემო იყო და ყველა სრულყო-
ფილების უღრმესი საიდუმლოც კი გულგრილი უპირატესობით ამოეც-
ნო, ლეონარდოს ნაშრომები იმისთვის გაწირა, რომ დაუმთავრებელი
დარჩენილიყო. თავის თხზულებაში „Conferenze Florentine“ ციტირებუ-
ლია ლეონარდოს შეხედულება, რომელიც მის მრწამსსა და მისი არსის
გასაღებს იძლევა: „Nessuna cosa si puo amare neodiare, se prima non si ha
cognition di quella“ ანუ არავისა აქვს უფლება შეიყვაროს ან შეიძულოს
რაიმე, თუ მის არსს ბოლომდე არ შეიცნობს. იმავეს იმეორებს ლეონარ-
დო თავის ტრაქტატში ფერწერის შესახებ, სადაც ჩანს, რომ არარელი-
გიურობის ბრალდებისაგან იცავს თავს:
„ასეთი შარიანი კრიტიკოსები უმჯობესია გაჩუმდნენ. ეს არის საშუა-
ლება, უამრავი საოცარი რამის შემოქმედი შეიცნო, და ეს არის გზა, ასე
დიდი გამომგონებელი შეიყვარო. რადგანაც ჭეშმარიტად, დიდი სიყვა-
რული საყვარელი საგნის დიადი შეცნობისაგან აღმოცენდება, და თუ

10
შენ მას ნაკლებად იცნობ, მაშინ მისი შეყვარება მხოლოდ ცოტათი, ან
სულაც არ შეგიძლია...“
ლეონარდოს ამ სიტყვების ფასეულობა ის არ არის, რომ მნიშვნე-
ლოვან ფსიქოლოგიურ ფაქტს გვიხსნის, რადგანაც, რასაც ის ამტკიცებს,
აშკარად მცდარია და ეს ლეონარდოს ზუსტად ისევე უნდა სცოდნოდა,
როგორც ჩვენ ვიცით. არ არის მართალი, რომ ადამიანები, თავიანთი
სიყვარულითა და სიძულვილით, ელოდებიან, სანამ არ შეისწავლიან და
არ ჩასწვდებიან იმ საგნის არსს, რომელსაც ეს ვნებები უკავშირდება. პი-
რიქით, მათ იმპულსურად უყვარდებათ, იმ გრძნობისმიერი მოტივებით,
რომლებსაც შეცნობასთან არაფერი აკავშირებს და რომელთა მოქმედე-
ბა შემეცნებითა და დაფიქრებით უკიდურესად სუსტდება. ე.ი. ლეონარ-
დოს მხოლოდ ის უნდა ეგულისხმა, რომ ის, რასაც ადამიანები სიყვა-
რულს ეძახიან, არ უნდა იყოს ჭეშმარიტი, უმწიკვლო სიყვარული. ისე უნ-
და უყვარდეთ, რომ ეს ვნებები შეაჩერონ, გონებას დაუმორჩილონ და
მხოლოდ მაშინ მიანიჭონ თავისუფლება, როცა გონების გამოცდას ჩა-
აბარებენ. და ჩვენ ეს ასე გვესმის: მას სურს გვითხრას, რომ მასთან სწო-
რედ ასე ხდებოდა; და სასურველი იქნებოდა, სიყვარულისა და სიძულ-
ვილისადმი ისეთივე დამოკიდებულება ჰქონოდა ყველას, როგორიც თა-
ვად მას ჰქონდა.
და ჩანს, რომ მასთან ყველაფერი ნამდვილად ასე იყო. შეეძლო, ვნე-
ბები მოეთოკა და კვლევის ჟინისთვის დაემორჩილებინა. კი არ უყვარდა
ან სძულდა, არამედ ეკითხებოდა საკუთარ თავს, საიდან მოდიოდა ის,
რომ უნდა ჰყვარებოდა ან სძულებოდა და რას ნიშნავდა ეს; ასე იგი ინ-
დიფერენტული უნდა ყოფილიყო სიკეთისა და ბოროტების, მშვენიერი-
სა და საშინელის მიმართ. კვლევისას სიყვარულმა და სიძულვილმა და-
კარგა თავისი მახასიათებლები და მისი ფიქრის საგნად გარდაიქმნა. სი-
ნამდვილეში, ლეონარდო სულაც არ იყო ვნებებისაგან დაცლილი ადა-
მიანი, მას არ აკლდა ღვთიური ნაპერწკალი, რომლის ირიბი ან უშუალო
მამოძრავებელი ძალა - il primo motore - ყველანაირი ადამიანური ქმე-
დებაა.

11
მან თავისი ვნება ცოდნის წყურვილად აქცია. დაემორჩილა კვლევის
ჟინს შეუპოვრობით, ურყევობით, სიღრმისეული წვდომის უნარით, ყო-
ველივე ეს კი მოდის სწორედ ვნებისაგან და სულიერი შრომით მიღწეუ-
ლი შემეცნებით, რომელიც დიდხანს შეკავებულ ვნებას თავისუფლად
მიუშვებს, როგორც შტორმს უწყლო მიწაზე, მას შემდეგ, რაც ის თავის
საქმეს გააკეთებს. შემეცნების მწვერვალზე, როცა უკვე შეეძლო ურთი-
ერთკავშირების დიდი ნაწილი შეესწავლა, პათოსმა შეიპყრო და ხოტბას
ასხამდა შემოქმედების იმ ნაწილის დიდებულებას, რომელსაც სწავ-
ლობდა, ან შემოქმედის დიდებულებას - რელიგიურ სამოსელში. სოლ-
მიმ სწორად გაიგო ლეონარდოს მეტამორფოზის პროცესი. მას მოჰყავს
ფრაზა, სადაც ლეონარდო ბუნების კანონთა გარდაუვალობას ზეიმობს
(„O mirabile necessitа…“) 4, ის ამბობს: „Tale transfigurazione della scienza
della natura in emozione, quasi direi, religiosa, ё une dei tratti caratteristici
de'manoscritti vinciani, e uno dei tratti caratteristici de'manoscritti vinciani, si
trova cento volte espressa…“ (ბუნების შემეცნების ტრანსფორმაციას ემო-
ციებში მე რელიგიას ვუწოდებდი. სწორედ ეს არის და ვინჩის ხელნაწერ-
თა დამახასიათებელი ნიშანი. ნიშანი, რომელიც ხაზგასმით მეორდება
მათში).
ლეონარდოს, თავისი გაუმაძღარი და დაუღალავი კვლევის ჟინის გა-
მო, იტალიელი ფაუსტი უწოდეს. მაგრამ მიუხედავად ყველა იმის საწი-
ნააღმდეგო მოსაზრებისა, რომ შესაძლებელია კვლევის ჟინი სიცოც-
ხლის სიყვარულად იქცეს, რომ სწორედ ეს ტრანსფორმაცია უნდა მივიჩ-
ნიოთ ფაუსტის ტრაგედიის
განმაპირობებლად, უნდა შევნიშნოთ, რომ ლეონარდოს განვითარე-
ბა სპინოზასეული აზროვნების სტილს უფრო უახლოვდება.
ფსიქიკური ენერგიის გადასვლა ქცევის სხვადასხვა ფორმაში ისეთი-
ვე შექცევადია დანაკარგების გარეშე, როგორც ფიზიკური ძალებისა. ლე-
ონარდოს მაგალითი გვასწავლის, თუ რამდენი განსხვავებული რამის
გათვალისწინებაა ამ პროცესებში საჭირო. გადადება - შეიყვარო მხო-

4
საოცარი გარდაუვალობის შესახებ.
12
ლოდ შეცნობის შემდეგ, ამ უკანასკნელის ჩანაცვლებით სრულდება.
ადამიანებს ისე ძალიან აღარ უყვართ ან სძულთ, თუკი ამას შეცნობით
მიაღწევენ. ამ გზით ისინი სიყვარულისა და სიძულვილისაგან შორს აღ-
მოჩნდებიან. ნაცვლად იმისა, რომ შეიყვარონ, იკვლევენ. ამიტომაც იყო
ლეონარდოს ცხოვრება, სხვა დიდ ადამიანებსა და ხელოვანებთან შე-
დარებით, სიყვარულით უფრო ღარიბი. ამაღლებული და არაქათგამომ-
ცლელი ბუნების ბობოქარი ვნებები, რომლებიც სხვებს ყველაზე საუკე-
თესოს განაცდევინებდა, ჩანს, ლეონარდოს არასოდეს შეხებია.
და სხვა შედეგებიც - კვლევა მოქმედებისა და შემოქმედების ნაც-
ვლად. ვინც სამყაროს ერთიანობის დიდებულებისა და მისი გარდაუვა-
ლობის შეცნობას იწყებს, ის ადვილად კარგავს თავის პატარა „მეს“. აღ-
ფრთოვანებაში ჩაძირულებს, ჭეშმარიტად მორჩილებს, ადვილად ავიწ-
ყდებათ, რომ თვითონაც იმ შემოქმედი ძალების ნაწილები არიან და
უფლება აქვთ, საკუთარი ძალებით სამყაროს მსვლელობის მცირე ნაწი-
ლი მაინც შეცვალონ. სამყაროსი, სადაც პატარა არანაკლებად საოცარი
და მნიშვნელოვანია, ვიდრე დიდი.
ლეონარდომ, როგორც სოლმი ფიქრობს, იქნებ ხელოვნების გამო
დაიწყო კვლევა. ის მუშაობდა სინათლის თვისებებსა და კანონებზე, ფე-
რებზე, ჩრდილებზე, პერსპექტივებზე, რათა ბუნების მიბაძვის ხელოვ-
ნება უზრუნველეყო და სხვებისთვისაც იგივე გზა ეჩვენებინა.
რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ მაშინ, ის მეტისმეტად აფასებდა ამ ცოდ-
ნის მნიშვნელობას ხელოვანი ადამიანისათვის. შემდეგ ეს, და მით უფ-
რო ხატვის მოთხოვნილებები, აიძულებდა, შეესწავლა ფერწერის ობი-
ექტები, ცხოველები და მცენარეები, ადამიანის სხეულის პროპორციები;
გარეგანის მეშვეობით გამოეკვლია მისი შინაგანი აგებულება და სასი-
ცოცხლო ფუნქციები, რომლებიც თვითონაც ირეკლავენ მოვლენებს და
ამიტომაც უნდა ასახოს ხელოვნებამ. და საბოლოოდ, დაუძლეველმა
ლტოლვამ იქამდე გაიტაცა, სანამ ხელოვნებასთან კავშირი არ დაირ-
ღვა. მაშინ მან მიაგნო მექანიკის ზოგად კანონებს, დალექვისა და გაქვა-

13
ვების პროცესები არნოს ხეობაში აღმოაჩინა, ბოლოს კი შეძლო, ეს ცოდ-
ნა თავის წიგნში დიდი ასოებით შეეტანა: „Il sole non si move“. 5
მისი კვლევები თითქმის ყველა საბუნებისმეტყველო დარგს მოიცავ-
და, თითოეულ მათგანში აღმომჩენი, ან, სულ მცირე, პროგნოზისტი და
გზის გამკვლევი მაინც ხდებოდა. რადგანაც მისი ცოდნის წყურვილი გა-
რესამყაროსკენ იყო მიმართული, ადამიანთა სულიერი ცხოვრების
კვლევას რაღაცნაირად დაშორდა კიდეც. „Academia Vinciana“-ში, რომ-
ლისთვისაც ოსტატურად ჩახლართულ ემბლემებს ხატავდა, ფსიქოლო-
გიისთვის მცირე ადგილიღა დარჩა.
შემდეგ ცდილობდა რა დაბრუნებას მეცნიერებიდან ხელოვნებაში,
რომელსაც უკვე დაშორებოდა, გრძნობდა, რომ ახლებური ინტერესები
და მისი მენტალური აქტივობის შეცვლილი ბუნება აბრკოლებდა. ნა-
ხატში, უპირველეს ყოვლისა, ერთი საკითხი აინტერესებდა, და ამ ერ-
თის უკან უთვალავი სხვა პრობლემა ჩნდებოდა ისევე, როგორც ამას ბუ-
ნების დაუსრულებელი და უსაზღვრო კვლევისას მიეჩვია. უკვე აღარ შე-
ეძლო, თავისი მოთხოვნები შეეზღუდა, ხელოვნების ნიმუში გამოეყო,
ის სამყაროს იმ ერთი დიდი მთლიანობისაგან გაეცალკევებინა, რომელ-
საც ნამდვილად ეკუთვნოდა; დამქანცველი მცდელობების შემდეგ, გად-
მოეცა ნახატში ყველაფერი, რაც მის ფიქრებში იკვანძებოდა, ამიტომ
დაუმთავრებელს ბედის ანაბარა მიაგდებდა, ან დაუსრულებლად აცხა-
დებდა.
ხელოვანმა ოდესღაც მკვლევარი დამხმარედ აიყვანა, თუმცა მოსამ-
სახურე გაძლიერდა და თავისი ბატონი დაიმონა.
თუ პიროვნების ხასიათში ვიპოვით განსაკუთრებით გამოხატულ ერ-
თადერთ იმპულსს, როგორიც ლეონარდოს ცოდნის წყურვილია, მაშინ
მისი ახსნისთვის ისეთ განსაკუთრებულ მონაცემებს ვიმოწმებთ, რომ-
ლის ორგანულ ბუნებაზეც დეტალები ჯერ კიდევ არავინ იცის. მაგრამ
ნევროზის შესახებ ჩვენი ფსიქოანალიტიკური კვლევის წყალობით, შემ-
დეგი ორი მოლოდინისკენ ვიხრებით, რომელთაც ყველა განსაკუთრე-

5
მზე არ მოძრაობს.
14
ბულ შემთხვევაში სიამოვნებით ვპოულობთ. ჩვენ გვჯერა, რომ მეტის-
მეტად ძლიერი ლტოლვა ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში იპყრობს პი-
როვნებას, და რომ მის გაბატონებას ბავშვური შთაბეჭდილებები გან-
საზღვრავენ. ამას გარდა, მივიჩნევთ, რომ ის თავდაპირველი სექსუალუ-
რი ლტოლვით ძლიერდება, ამის გამო, მოგვიანებით, მას სექსუალური
ცხოვრების ერთი ნაწილის ჩანაცვლება შეუძლია. ამგვარად, ასეთი ადა-
მიანი იწყებს, მაგალითად, კვლევას იმ მგზნებარე გატაცებით, რომლი-
თაც სხვა სიყვარულს მიეცემოდა. და მას შეუძლია კვლევა, ნაცვლად
იმისა, რომ უყვარდეს. არამხოლოდ კვლევის ასეთი სურვილის, არამედ
ნებისმიერი ლტოლვის განსაკუთრებული ინტენსივობის ბევრ სხვა შემ-
თხვევაშიც, ჩვენ მაინც გავბედავდით, სექსუალური გაძლიერება დაგვეს-
კვნა.
ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ
უმეტესობას შეუძლია თავისი სექსუალური ენერგიის ნაწილი პროფე-
სიული საქმიანობისკენ მიმართოს. სექსუალურ ლტოლვას განსაკუთრე-
ბული წვლილი შეაქვს ამაში, რადგანაც მას სუბლიმაციის უნარი აქვს. ეს
ნიშნავს, რომ მას შეუძლია უახლოესი მიზანი სხვა, შეძლებისდაგვარად
უფრო მაღალი და არასექსუალური მიზნებით ჩაანაცვლოს. ჩვენ ამ მოვ-
ლენას დასაბუთებულად მივიჩნევთ, თუ ბავშვობის ისტორია, იგივე პი-
როვნების სულიერი განვითარების ისტორია გვიჩვენებს, რომ ბავშვობა-
ში ზეძლიერი ლტოლვა სექსუალური ინტერესების სამსახურში იდგა.
შემდეგი დასაბუთება ის იქნება, თუ ზრდასრულ ასაკში სექსუალური აქ-
ტივობის თვალშისაცემი დაუძლურება შეიმჩნევა, თითქოს სექსუალური
ენერგიის ერთი ნაწილი ზეძლიერ ლტოლვას ჩაენაცვლებინოს.
მეტისმეტად ძლიერი ლტოლვის შემთხვევაში მოცემული განმარტე-
ბის გამოყენება განსაკუთრებით რთულია, რადგანაც სწორედ ბავშვებს
უხსნიან უხალისოდ ამ სერიოზული სქესობრივი ლტოლვისა და სექსუა-
ლური ინტერესების შესახებ.
თუმცა ეს სიძნელეები ადვილად დასაძლევია. პატარების ცნობის-
მოყვარეობაზე მეტყველებს მათი კითხვების დასმის დაუღალავი სურ-

15
ვილი, რომელიც ზრდასრულებისთვის გამოუცნობია მანამ, სანამ არ
მიხვდებიან, რომ ყველა ეს კითხვა მხოლოდ ფუჭსიტყვაობაა, და რომ
ისინი არ დასრულდება, რადგანაც ბავშვს მათი მეშვეობით ერთადერთი
კითხვის ჩანაცვლება სურს, რომელსაც ის ჯერ კიდევ არ სვამს. როცა ბავ-
შვი იზრდება და კეთილგონიერება ემატება, ცნობისმოყვარეობის ეს გა-
მოხატულება მალევე წყდება. მაგრამ სრული ახსნა ფსიქოანალიტიკურ
კვლევაშია, რომელიც გვასწავლის, რომ ბევრ, იქნებ უმეტესობასაც კი,
განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვს დაახლოებით სამი წლის ასაკიდან ეწყე-
ბა პერიოდი, რომელსაც ინფანტილური სექსუალური კვლევის პერიოდი
შეიძლება ვუწოდოთ. ცნობისმოყვარეობას ამ ასაკის ბავშვებში, რო-
გორც ჩვენ ვიცით, სპონტანურად კი არა, არამედ მნიშვნელოვანი გან-
ცდებით მიღებული შთაბეჭდილებები აღვიძებს, რომლებსაც, თავის
მხრივ, ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა იწვევს, როგორიცაა პატარა და-
ძმების დაბადება, ან შიში, რომელიც უცხო გამოცდილებას ეფუძნება -
ბავშვი თავისი ინტერესების საფრთხეს ხედავს. კვლევა მხოლოდ ერთ
კითხვას მიემართება, საიდან ჩნდებიან ბავშვები? ზუსტად ისე, თითქოს
ბავშვი საშუალებებსა და გზებს ეძებდეს, ასე არასასურველი შემთხვე-
ვის თავიდან ასაცილებლად. ჩვენდა გასაოცრად, შევიტყვეთ, რომ ბავ-
შვი მისთვის მიწოდებული ინფორმაციის დაჯერებაზე უარს ამბობს. მა-
გალითად, ენერგიულად უარყოფს მითოლოგიურად ასე ღრმააზროვან,
ყარყატის ამბავს. ის ამ არდაჯერებით თავის სულიერ დამოუკიდებლო-
ბას ათარიღებს, ხშირად აწყდება ზრდასრულ ადამიანებთან წინააღ-
მდეგობებს და, სიმართლე რომ ითქვას, აღარასოდეს პატიობს იმას,
რომ ამ შემთხვევაში სიმართლე დაუმალეს. იგი თავისი ხერხებით იკ-
ვლევს, ხვდება, რომ ბავშვი დედის საშოშია და თავისი სექსუალური იმ-
პულსების კარნახით ქმნის შეხედულებებს ბავშვის საჭმლიდან წარმო-
შობის, მისი ნაწლავიდან დაბადების, მამის ძნელად ჩასაწვდომი რო-
ლის შესახებ; და მაშინ უკვე ეჭვობს არსებულ სექსუალურ აქტებზე, რომ-
ლებიც მას რაღაც მტრულად და მოძალადეობრივად ეჩვენება. მაგრამ
როგორც საკუთარი სექსუალური კონსტიტუცია, ისე ბავშვის დაბადების

16
პრობლემაც არ არის ჯერ კიდევ მომწიფებული. ასე რომ, მისი კვლევა,
საიდან ჩნდებიან ბავშვები, ქვიშაში იკარგება და, დაუსრულებელი, ბე-
დის ანაბარად რჩება. ინტელექტუალური დამოუკიდებლობის პირველი
ცდისას მიღებული, ამ წარუმატებლობით გამოწვეული შთაბეჭდილება,
ჩანს, ხანგრძლივი და მეტისმეტად დამთრგუნველია.
როცა ინფანტილური სექსუალური კვლევის პერიოდი ენერგიული
სექსუალური დათრგუნვით დასრულდება, კვლევის სურვილის შემდგომ
ბედს, სექსუალურ ინტერესებთან მისი ადრეული კავშირის გამო, სამი
სხვადასხვაგვარი საშუალება განსაზღვრავს. კვლევა სექსუალურობის
ბედს იზიარებს, ამიერიდან ცნობისმოყვარეობა - დათრგუნული, გონე-
ბის თავისუფალი ქმედება კი - იქნებ მთელი ცხოვრების მანძილზეც -
შეზღუდული რჩება. განსაკუთრებით იმიტომაც, რომ აღზრდის შედე-
გად, ძალიან მალე ძლიერი რელიგიური დათრგუნვაც ემატება. ეს ნერ-
ვული დათრგუნვის ერთ-ერთი ტიპია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასე შე-
ძენილი აზროვნების დეფექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნერვული
დაავადების განვითარებას. მეორე ტიპში გონებრივი განვითარება საკ-
მაოდ ძლიერია საიმისოდ, რომ ხელისშემშლელ სექსუალურ დათრგუნ-
ვას წინააღმდეგობა გაუწიოს. ინფანტილური სექსუალური კვლევის და-
მარცხებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა გონება ძლიერია, ახსოვს
რა ძველი კავშირები,
დახმარებას სექსუალური შეზღუდვის გვერდის ავლით ეძებს. და
დათრგუნული სექსუალური კვლევა, როგორც აკვიატებული ფიქრი,
ქვეცნობიერიდან უკან ბრუნდება. მართალია, დასახიჩრებული და არა-
თავისუფალი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი იმისათვის, რომ გონება გახა-
დოს სექსუალური, ხოლო ინტელექტუალური ოპერაციები უშუალო სექ-
სუალური პროცესებისთვის დამახასიათებელი სიამოვნებითა და შიშით
შეაფერადოს. აქ კვლევა განსაკუთრებული სექსუალური ქმედებით, ფიქ-
რებში მოწესრიგება-ახსნის სურვილი კი სექსუალური დაკმაყოფილე-
ბით იცვლება, მაგრამ ბავშვური კვლევის დაუსრულებელი ხასიათი იმა-

17
შიც ვლინდება, რომ ეს თავის მტვრევა არასოდეს მთავრდება, და რომ
გამოსავლის პოვნა ისევ და ისევ შორს გადააქვს.
მესამე, ყველაზე იშვიათი და სრულყოფილი ტიპი, განსაკუთრებუ-
ლი მიდრეკილების გამო, გაურბის აზროვნების დათრგუნვას, ისევე რო-
გორც ნერვულ, აკვიატებულ აზროვნებას. თუმცა სექსუალური შეკავება
აქაც ხდება, მაგრამ მას არ შეუძლია სექსუალური სურვილის ნაწილი
არაცნობიერისკენ მიმართოს, არამედ ლიბიდო გაურბის შეკავების
ბედს, რომლითაც ის თავიდანვე ცნობისმოყვარეობად სუბლიმირდება
და კვლევის სურვილს აძლიერებს. კვლევას აქაც, გარკვეულწილად,
თრგუნავს და ცვლის სექსუალური აქტივობა, მაგრამ საფუძვლად დადე-
ბული ფსიქიკური პროცესების სრული სხვადასხვაობის გამო (სუბლიმა-
ცია, არაცნობიერიდან შემოჭრის ნაცვლად) ნევროზულ ხასიათს არ
ქმნის, უკავშირდება რა ინფანტილური სექსუალური კვლევის თავდა-
პირველ კომპლექსებს და ჟინს, შეუძლია თავისუფლად ჩადგეს გონების
სამსახურში. სექსუალური შეკავება, რომელიც სუბლიმირებული ლიბი-
დოს დახმარებით ასე გაძლიერდა, მას ჯერ კიდევ უწევს ანგარიშს იმი-
თი, რომ სექსუალურ თემებს თავს არიდებს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეტისმეტად ძლიერი კვლევის
სურვილის გამო აღარ განვითარდა ლეონარდოს სექსუალური ცხოვრე-
ბა, რომელიც ე.წ. იდეური ჰომოსექსუალიზმით შეიზღუდა, ვიხრებით
იმისკენ, რომ იგი ჩვენს მესამე ტიპს მიეკუთვნება. ის, რომ მან შემდეგ
მოახერხა, ცნობისმოყვარეობის ინფანტილური ქმედება სექსუალური
ინტერესების სამსახურში ჩაეყენებინა, მისი ლიბიდოს უმეტესი წილი
კვლევის სურვილად ექცია, ამით მისი არსებობის ბირთვი და საიდუმ-
ლო ჩამოყალიბდებოდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისის დამ-
ტკიცება არ არის ადვილი. ჩვენ აუცილებლად უნდა გადავხედოთ მის სუ-
ლიერ განვითარებას ადრეული ბავშვობის წლებში; და სიგიჟე იქნება,
ასეთი მასალების მოპოვების იმედი რომ გვქონდეს მაშინ, როცა მისი
ცხოვრების ამბები ასე მწირი და არასაიმედოა, მითუმეტეს როცა საქმე

18
ეხება ინფორმაციას მისი ურთიერთობების შესახებ, რაც ჩვენს თანა-
მედროვეებზეც კი ყურადღების გარეთ გვრჩება.
ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით მისი ბავშვობის შესახებ. ის 1452 წელს პა-
ტარა ქალაქ ვინჩიში დაიბადა, რომელიც ფლორენციასა და ემპოლს შო-
რის მდებარეობდა. იყო უკანონო შვილი, რაც იმ დროში მძიმე საზოგა-
დოებრივ მანკად აღიქმებოდა. მისი მამა იყო პიერო და ვინჩი, თავადაც
ნოტარიუსი და შთამომავალი ნოტარიუსთა და მემამულეთა, რომლე-
ბიც, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ვინჩებად იწოდებოდნენ. დე-
და - კატარინა, სავარაუდოდ, იყო გლეხის შვილი, რომელიც მოგვიანე-
ბით ვინჩის სხვა ბინადარს გაჰყვა ცოლად. ამის შემდეგ ლეონარდოს
ცხოვრებაში დედა აღარ ჩანს, მხოლოდ პოეტ
მერეჟკოვსკის სჯერა, რომ მისი კვალის დადგენა შესაძლებელია. ერ-
თადერთი ჭეშმარიტი ცნობა ლეონარდოს ბავშვობის შესახებ არის 1457
წლის ოფიციალური დოკუმენტი, ფლორენციის საგადასახადო რეგის-
ტრაცია, ვინჩის ოჯახის წევრებს შორის ლეონარდო გატარებულია, რო-
გორც სენიორ პიეროს უკანონო შვილი. სენიორ პიეროს დონა ალბიე-
რასთან ქორწინებიდან შვილი არ ჰყავდა და ამიტომაც პატარა ლეონარ-
დოს მიეცა შესაძლებლობა, რომ მამის სახლში აღზრდილიყო. უცნობია,
რა ასაკში დატოვა მან მამის სახლი, როცა, როგორც შეგირდი, ანდრეა
ვეროკიოს სახელოსნოში გადავიდა საცხოვრებლად. 1472 წელს მისი სა-
ხელი „Compagnia dei Pittore“-ის წევრთა ჩამონათვალში ჩნდება. სულ ეს
არის.

II
როგორც ჩემთვისაა ცნობილი, თავის მეცნიერულ ჩანაწერებში ლე-
ონარდომ მხოლოდ ერთადერთხელ მოიგონა თავისი ბავშვობა. ერთ
ადგილას, რომელიც ძერების გადაფრენას ეხება, მოულოდნელად
წყვეტს წერას, რათა გონებაში წამოტივტივებულ, ძალიან ადრეული
წლების მოგონებას მიჰყვეს.
19
„ჩანს, ჯერ კიდევ ადრიდანვე მეწერა, რომ ძერებით ასე საფუძვლია-
ნად დავინტერესებულიყავი, რადგანაც გონებაში ჩნდება ძალიან ად-
რეული მოგონება - როცა ჯერ კიდევ აკვანში ვიწექი, ძერა დამაჯდა, თა-
ვისი კუდით გამიღო პირი და რამდენჯერმე დამკრა იგი ტუჩებზე.“
ე.ი. ბავშვობის მოგონება, და დიდად უცნაური. უცნაური მისი შინაარ-
სისა და იმ ასაკის გამო, რომელსაც ის უკავშირდება. იქნებ არცაა შეუძ-
ლებელი, ადამიანმა თავისი ჩვილობის ასაკის მოგონება დაიმახსოვ-
როს, მაგრამ ასეთი ფაქტი არავითარ შემთხვევაში ბოლომდე სანდოდ
არ უნდა მივიჩნიოთ. რასაც ლეონარდოს მოგონება ამტკიცებს, რომ ძე-
რამ ბავშვს პირი თავისი კუდით გაუღო, ისე ზღაპრულად ჟღერს, რომ მე-
ორე მოსაზრება, რომელიც უცებ წყვეტს ორივე სირთულეს, ჩვენს მსჯე-
ლობას უფრო შეესაბამება - ეს, ძერასთან დაკავშირებული სცენა, ლე-
ონარდოს მოგონება კი არ უნდა იყოს, არამედ ფანტაზია, რომელიც
მოგვიანებით შექმნა და თავის ბავშვობას დაუკავშირა. ბავშვობის მოგო-
ნებები ხშირად მხოლოდ ასე იქმნება. ისინი სულაც არ ფიქსირდებიან
და მეორდებიან განცდილის გამო, როგორც გაცნობიერებული მოგონე-
ბები ზრდასრულ ასაკში, არამედ მხოლოდ მოგვიანებით, როცა ბავშვო-
ბა უკვე ჩავლილია, ამოტივტივდებიან, შეცვლილი, გაყალბებული, გვი-
ანდელი ტენდენციების სამსახურში ჩამდგარნი ისე, რომ ფანტაზიებს
ბოლომდე ვერ შორდებიან. შესაძლოა, ადამიანმა ამგვარი მოგონებე-
ბის ბუნება უფრო უკეთ ვერაფრით ახსნას, ვიდრე იმით, რომ დაფიქ-
რდეს, როგორ აღმოცენდა ძველ ხალხებში ისტორიოგრაფია. სანამ
ხალხი პატარა და სუსტი იყო, არ ფიქრობდა თავისი ისტორიის დაწერა-
ზე; ამუშავებდა თავისი ქვეყნის მიწას, იცავდა თავს მეზობლებისაგან,
ეძებდა ქვეყნის გამარჯვებასა და სიმდიდრეს. ეს იყო ჰეროიკული და
არაისტორიული დრო. შემდეგ სხვა დრო დაიწყო, გააზრების ხანა, ადა-
მიანები გრძნობდნენ, რომ მდიდრები და ძლიერები იყვნენ და გაუჩ-
ნდათ მოთხოვნილება, სცოდნოდათ, საიდან მოვიდნენ და როგორები
გახდნენ. ისტორიოგრაფია, რომელიც თანამედროვე თავგადასავლების
ნაჩქარევი ჩანიშვნით დაიწყო, წარსულსაც გადასწვდა, აგროვებდა ტრა-

20
დიციებსა და ლეგენდებს, ხსნიდა ძველი დროის ნაშთებს წეს-ჩვეულე-
ბებში და ასე ქმნიდა წინა დროის ისტორიას. უდავო იყო, რომ წინაის-
ტორია უფრო მეტად აწმყოს შეხედულებებსა და სურვილებს გამოხა-
ტავდა, ვიდრე წარსულისას, რადგანაც ბევრი რამ დაიკარგა ხალხის მეხ-
სიერებიდან, მისი ადგილი სხვამ დაიკავა, წარსულის ზოგიერთი კვალი
აწმყოს კონტექსტში გაუგებარი რჩებოდა. და ამასთანავე, ისტორიას
ობიექტური ცნობისმოყვარეობის მოტივებზე დაყრდნობით კი არ წერ-
დნენ, არამედ იმიტომ, რომ გავლენა მოეხდინათ თანამედროვეებზე,
მათში აღმაფრენის გამოწვევა, ამაღლება ან მათივე ანარეკლის ჩვენება
სურდათ. ახლა სავსებით შესაძლებელია, ზრდასრული ადამიანის გაც-
ნობიერებული მოგონება ამ ისტორიოგრაფიას შევადაროთ, და ბავშვო-
ბის მოგონებები, თავიანთი წარმოშობითა და საიმედოობით, ნამდვი-
ლად მოგვიანებით და ტენდენციურად შექმნილ უხსოვარი დროის ხალ-
ხის ისტორიას შეესაბამება.
თუ ლეონარდოს მონათხრობი ძერის შესახებ, რომელმაც აკვანში
მოინახულა, მხოლოდ გვიან შექმნილი ფანტაზიაა, უნდა ვიფიქროთ,
რომ არ ღირს მასზე დიდი ხნით გაჩერება. მის ასახსნელად შეიძლებო-
და ადამიანი საყოველთაოდ მიღებული ტენდენციით დაკმაყოფილებუ-
ლიყო, ფრინველთა გადაფრენის პრობლემით მისი დაინტერესება ბე-
დის წინასწარგანსაზღვრულობისთვის მიეწერა. ეს ისეთივე უსამარ-
თლობა იქნებოდა, როგორც ხალხის პრეისტორიაში თქმულებების,
ტრადიციებისა და ინტერპრეტაციების ხელაღებით უარყოფა, ვიმა-
იდან, დამახინჯებებისა და გაუგებრობების მიუხედავად, წარსულის რე-
ალობა სწორედ მათი მეშვეობით გადმოიცემა. ეს არის ის, რაც ხალხმა
თავისი უხსოვარი დროის თავგადასავლებიდან შექმნა, ოდესღაც ძლი-
ერი და ახლაც ქმედითი მოტივების ზეგავლენით; და თუ ამ დეფექტების
გასწორება მხოლოდ ყველა მოქმედი ძალის ცოდნით იყო შესაძლებე-
ლი, ამ ლეგენდარული მასალების უკან ისტორიული სიმართლის აღმო-
ჩენაც უნდა შეძლებულიყო. იგივე ვრცელდება ბავშვობის მოგონებებსა
და ერთეულთა ფანტაზიებზე. არ არის სულერთი ის, რასაც ადამიანი

21
თავის ბავშვობის მოგონებად თვლის. წესით, ჯერ კიდევ გაუცნობიერე-
ბელ მოგონებათა ნაშთების უკან მისი განვითარების უმნიშვნელოვანე-
სი მახასიათებლები იმალება. ვინაიდან ჩვენ, ფსიქოანალიზის სახით,
შესანიშნავ დამხმარე საშუალებას ვფლობთ, რათა დამალული მზის
შუქზე გამოვიტანოთ, ჩვენთვის ნებადართული იქნება ცდა, ლეონარ-
დოს ცხოვრების ისტორიის ცარიელი ადგილები ბავშვური ფანტაზიის
ანალიზის მეშვეობით ამოვავსოთ. ამასთან, თუ უტყუარობის დამაკმა-
ყოფილებელ ხარისხს ვერ მივაღწევთ, იმით უნდა დავიმშვიდოთ თავი,
რომ არც სხვა გამოკვლევებს, ამ დიდსა და ამოუცნობ ადამიანზე, რგე-
ბიათ უკეთესი ბედი.
მაგრამ ლეონარდოს ფანტაზიას ძერის შესახებ თუ ფსიქოანალიტი-
კოსის თვალით დავაკვირდებით, ასე უცნაურად დიდხანს აღარ მოგვეჩ-
ვენება. გვაგონდება, რომ ხშირად, მაგალითად, სიზმრებზე მუშაობისას
მსგავსი რამ ბევრჯერ შეგვხვედრია, ასე რომ დარწმუნებული ვართ, რომ
შეგვიძლია, ეს ფანტაზია მისი უცნაური ენიდან ყველასთვის გასაგებ
ენაზე ვთარგმნოთ. მაშინ თარგმანში ეროტიზმს ამოვიკითხავთ. კუდი
(„coda“) მამაკაცის სასქესო ორგანოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმ-
ბოლოა, იტალიურში არანაკლებ, ვიდრე სხვა ენებში. ფანტაზიის შემ-
ცველი სიტუაცია, რომ ძერა ბავშვს პირს უღებს და მასში კუდს ძლიერად
ატრიალებს, შეესაბამება წარმოდგენას fellatio-ზე, სექსუალურ აქტზე,
რომლის დროსაც ასო პერსონის პირში შედის. საკმაოდ უცნაურია ის,
რომ ეს წარმოდგენა სავსებით პასიურ ხასიათს ატარებს, ის ემსგავსება
აგრეთვე ქალებისა და პასიური ჰომოსექსუალების (რომლებიც სექსუა-
ლური აქტის დროს მდედრის როლს ასრულებენ) სიზმრებსა და ფანტა-
ზიებს.
ვიმედოვნებ, მკითხველი თავს შეიკავებს და მგზნებარე აღშფოთე-
ბით არ იტყვის უარს ფსიქოანალიზზე, რადგანაც მის პირველივე გამო-
ყენებას დიდი და მართალი ადამიანის მოგონების მიუტევებელ შერ-
ცხვენამდე მივყავართ. ის ხომ ცხადია, რომ ეს აღშფოთება ვერასოდეს
აგვიხსნის, რას ნიშნავს ლეონარდოს ბავშვური ფანტაზიები; მეორე

22
მხრივ, ლეონარდომ ეს ფანტაზია სრულიად არაორაზროვანი ხერხით
აღიარა, და ვუშვებთ მოლოდინს, გნებავთ, აკვიატებულ აზრს, რომ ასეთ
ფანტაზიას, როგორც ფსიქიკის ყოველ ქმნილებას - სიზმარს, ჩვენებას,
ბოდვას - გარკვეული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ამიტომაც ჩვენ სა-
მართლიანად ვაქცევთ ყურადღებას ანალიტიკურ მიდგომას, რომელსაც
ჯერ თავისი საბოლოო სიტყვა არ უთქვამს.
მიდრეკილება - მამაკაცის ასო საწოვად პირში ჩაედოთ - ბიურგერულ
საზოგადოებაში ამაზრზენ სექსუალურ გარყვნილებად ითვლებოდა.
თუმცა ეს ჩვენი დროის ქალებშიც (და ძველ დროშიც, როგორც ძველი
ქანდაკებები ამას ამტკიცებენ) ძალიან ხშირად გვხვდება და მსგავსი
რამ შეყვარებულებს შორის, მისი უხამსობის გამო, მიუღებელია. ექიმი
ხშირად ხვდება ამ მიდრეკილებაზე დამყარებულ ფანტაზიებს ქალებ-
თან, რომლებსაც ამ სექსუალური დაკმაყოფილების შესახებ არც კრაფ-
ებინგის სექსუალური ფსიქოპათოლოგია წაუკითხავთ და არც სხვა რა-
იმე მსგავსი ინფორმაცია. ჩანს, ქალებისთვის ადვილია ასეთი სასურვე-
ლი ფანტაზიის შექმნა. შემდგომი კვლევა გვიჩვენებს, რომ ამ, ადათები-
საგან ასე მკაცრად გაკიცხულ სიტუაციას უწყინარ დედუქციამდე მივყა-
ვართ. ის სხვა არაფერია, თუ არა სახეცვლილება სხვა სიტუაციისა, რო-
მელიც ოდესღაც სიამოვნებას გვანიჭებდა - როცა დედის ძუძუს ვწოვ-
დით. ცხოვრებით პირველტკბობის ეს ორგანული შთაბეჭდილება, ალ-
ბათ, დაურღვეველია; მოგვიანებით ბავშვს რომ გარკვეული ასოციაციე-
ბი უჩნდება ძროხის ცურის დანახვისას, რომელიც თავისი ფუნქციით -
ძუძუს, ხოლო მდებარეობით (მუცლის ქვემოთ) პენისს მოგვაგონებს, ეს
გვიან წარმოქმნილი იმ უხამსი სექსუალური ფანტაზიის წინა საფეხუ-
რია.
ჩვენთვის ახლა გასაგებია, ძერასთან დაკავშირებული მოჩვენებითი
განცდის მოგონებას რატომ გადაჰყავს ლეონარდო ჩვილობის ასაკში. ამ
ფანტაზიის უკან სხვა არაფერი იმალება, თუ არა დედის ძუძუს წოვის რე-
მინისცენცია. ეს მშვენიერი ადამიანური სცენა, ღვთისმშობლისა და
ყრმის სახით, როგორც ბევრ სხვა მხატვარს, მასაც არაერთხელ გამოუ-

23
სახავს. რა თქმა უნდა, უნდა დავიმახსოვროთ, რაც ჩვენთვის ჯერ კიდევ
გაუგებარია, რომ ორივე სქესისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი ეს რე-
მინისცენცია მამაკაც ლეონარდოში პასიურ სექსუალურ ფანტაზიად
გარდაიქმნა. ჩვენ ჯერჯერობით გვერდზე გადავდებთ კითხვას, რა კავ-
შირია ჰომოსექსუალიზმსა და დედის ძუძუს წოვას შორის და მხოლოდ
და მხოლოდ იმას გავიხსენებთ, რომ ტრადიცია ლეონარდოს ჰომოსექ-
სუალურად მგრძნობიარედ ახასიათებს. ამასთან, ჩვენთვის სულერთია,
ეს ბრალდება ყმაწვილი ლეონარდოს მიმართ სამართლიანი იყო თუ
არა; არა რეალური ქმედება, არამედ ემოციათა განწყობა განსაზღვრავს
ჩვენთვის, შეგვიძლია თუ არა ვინმეში ჰომოსექსუალიზმი ამოვიცნოთ.
უპირველესად, ლეონარდოს ბავშვობის ფანტაზიის გაუგებარი მახა-
სიათებელი იწვევს ჩვენს ინტერესს. ამ ფანტაზიას განვმარტავთ, რო-
გორც დედის ძუძუს წოვას და დედის შემცვლელად ძერა გვევლინება. სა-
იდან მოვიდა ეს ძერა და როგორ აღმოჩნდა ის ამ ადგილას?
თავში ერთი აზრი მოგვივიდა, მაგრამ იმდენად განკერძოებულია,
რომ უმჯობესი იქნებოდა, უარი გვეთქვა მასზე. ძველეგვიპტურ წმინდა
იეროგლიფებში დედა ძერის გამოსახულებითაა აღნიშნული. ეგვიპტე-
ლები ასევე თაყვანს სცემდნენ დედობრივ ღვთაებას, რომელსაც ძერის
თავი ჰქონდა, ან - ბევრი თავი, რომელთაგან ერთი მაინც იყო ძერისა. ამ
ღვთაების სახელი იყო მუთი. ნუთუ შემთხვევითია ამ სიტყვის ბგერათა
მსგავსება სიტყვასთან „Mutter“ (დედა)? ასე რომ, ძერა ნამდვილად
უკავშირდება დედას, მაგრამ ეს ჩვენ რაში დაგვეხმარება? შეიძლება ვი-
ვარაუდოთ, რომ ლეონარდომ ამის შესახებ უკვე იცოდა მაშინ, როცა იე-
როგლიფთა წაკითხვა პირველად მხოლოდ ფრანსუა შამპოლიონმა შეძ-
ლო?
საინტერესოა, რა გზებით მივიდნენ ძველი ეგვიპტელები იქამდე,
რომ ძერა დედობრიობის სიმბოლოდ აირჩიეს. ეგვიპტელების რელიგია
და კულტურა უკვე ბერძნებისა და რომაელების მეცნიერული ინტერესის
საგანი იყო და დიდხანს, სანამ ეგვიპტური ძეგლების წაკითხვას შევ-
ძლებდით, ჩვენს ხელთ იყო მხოლოდ ცალკეული ცნობა ანტიკური ხა-

24
ნის ნაწერებიდან. ნაწერები, რომელთა ნაწილი ისეთ ცნობილ ავტო-
რებს ეკუთვნოდა, როგორებიცაა სტრაბონი, პლუტარქე, ამიან მორცე-
ლინი, ხოლო ნაწილი უცნობ ავტორთა სახელებს ატარებდა და ისეთივე
საეჭვო იყო მათი წარმომავლობა და შედგენის თარიღი, როგორც ჰორა-
პოლო ნილუსის „Hieroglyphica“ და ღმერთ ჰერმეს ტრისმეგისტრის სახე-
ლით მოღწეული აღმოსავლელ ბრაჰმანთა სიბრძნის წიგნი. ჩვენ სწო-
რედ ამ წყაროებიდან გავიგეთ, რომ ძერა დედობრიობის სიმბოლოდ
იმიტომ ითვლებოდა, რადგან სჯეროდათ, რომ მხოლოდ მდედრობითი
სქესის ძერები არსებობდნენ და ფრინველთა ამ სახეობაში მამრობითი
სქესი არ არსებობდა. ძველ ბუნებისმეტყველებაში ამ გამონაკლისის სა-
წინააღმდეგო ფაქტიც არსებობდა; ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ ხოჭო
სკრაბეუსი, რომელსაც ისინი თაყვანს სცემდნენ, მხოლოდ მამრობითი
სქესის იყო.
როგორ უნდა განაყოფიერდნენ ძერები, თუ ყველა მათგანი მდედ-
რობითია? ამას კარგად ხსნის ერთ ადგილას ჰორაპოლო. გარკვეულ
დროს ეს ჩიტები წყვეტენ გადაფრენას, აღებენ თავიანთ საშოებს და ქა-
რისაგან ნაყოფიერდებიან.
ჩვენ ახლა მოულოდნელი გზით მივედით იქამდე, რომ შეგვიძლია
სავსებით შესაძლებლად ჩავთვალოთ ის, რაც ცოტა ხნის წინ უნდა უარ-
გვეყო, როგორც აბსურდი. ლეონარდოს ძალიან კარგად უნდა სცოდნო-
და ეს მეცნიერული ზღაპარი, რომელსაც უნდა უმადლოდეს ძერა, რომ
ეგვიპტელები დედის ცნებას მისი გამოსახულებით აღნიშნავდნენ. ის
იყო ადამიანი, რომელიც ბევრს კითხულობდა და რომლის ინტერესე-
ბიც ლიტერატურისა და შემეცნების ყველა სფეროს მოიცავდა. „Codex
Atlanticus“-ში მოცემულია იმ წიგნების ჩამონათვალი, რომლებიც მას
გარკვეული დროისთვის ხელთ ჰქონდა, ამასთან, უამრავი ჩანაწერი იმ
წიგნების შესახებ, რომლებიც მეგობრებისაგან ითხოვა. და, ამონაწერე-
ბის მიხედვით, რომლებიც რიხტერმა მისი ჩანაწერებიდან შეადგინა, არ
შეგვიძლია საკმარისად შევაფასოთ მის მიერ წაკითხული წიგნების ოდე-
ნობა. ამ რიცხვში შედის როგორც ძველი, ასევე თანამედროვე საბუნე-

25
ბისმეტყველო წიგნებიც. ყველა ეს წიგნი იმ დროისთვის უკვე დაბეჭდი-
ლი იყო; და სწორედ მილანი იყო იტალიის დედაქალაქი ახალ ბეჭდვით
ხელოვნებაში.
თუ კიდევ უფრო შორს წავალთ, წავაწყდებით ცნობას, რომელიც აძ-
ლიერებს იმის ალბათობას, რომ ლეონარდომ ძერის ზღაპრის შესახებ
იცოდა. სწავლული გამომცემელი და კომენტატორი ჰორაპოლო შენიშ-
ნავს: „Caeterum hanc fabulam de vulturibus cupide amplexi sunt Patres
Ecclesiastici, ut ita argumento ex rerum natura petito refutarent eos, qui
Virginis partum negabant; itaqueapud omnes fere hujus rei mentio occurrit“. 6
ასე რომ, იგავი ძერათა ერთსქესიანობასა და განაყოფიერებაზე სულაც
არ დარჩენილა არაფრისმთქმელ ანეკდოტად, როგორც ანალოგიური
ზღაპარი სკარაბეუსებზე (ხოჭოებზე).
ეკლესიის მამები მას იყენებდნენ, როგორც ბუნების არგუმენტს
წმინდა ისტორიისადმი სკეპტიკურად
განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ. თუ უძველესი ხანის საუკე-
თესო ცნობების მიხედვით, შესაძლებელია ძერის განაყოფიერება ქა-
რით, რატომ არ შეიძლება იგივე მოსვლოდა ქალს? ამის გამო „თითქმის
ყველა“ ეკლესიის მამას ჩვევად ჰქონდა ძერის იგავის მოყოლა და, სავა-
რაუდოდ, ის, ასეთი ძლიერი პატრონაჟით, ლეონარდოსთვისაც გახდა
ცნობილი.
ახლა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ვითარება, რომელშიც აღმოცენ-
და ლეონარდოს ფანტაზია ძერის შესახებ. როცა ერთხელაც ეკლესიის
მამისაგან გაიგო ამის შესახებ, ან საბუნებისმეტყველო წიგნში ამოიკით-
ხა, რომ ძერები მხოლოდ მდედრობითი სქესისანი არიან და მამრების
გარეშე მრავლდებიან, მას გონებაში წამოუტივტივდა მოგონება, რომე-
ლიც ფანტაზიად გადაიქცა, რომელიც ადასტურებდა - დიახაც, ის იყო
ძერის შვილი, რომელსაც ჰყავდა დედა და არ ჰყავდა მამა; და როგორც

6
თუმცა ეკლესიის მამებს იგავი ძერათა ქალწულებრივ განაყოფიერებაზე იმ
მნიშვნელოვან საკითხთა შორის მიაჩნდათ, რომელიც, კვლევის მიხედვით,
განსაკუთრებულ გარემოებებში მოიაზრება.
26
ძველი შთაბეჭდილებების გამოხატულება, ამას უკავშირდებოდა იმ
ტკბობის გამოძახილი, რომელსაც დედის ძუძუს წოვისას განიცდიდა.
ავტორთა მინიშნებებს ყოველი ხელოვანისთვის ძვირფას, ჩვილით
ხელში გამოსახულ წმინდა ქალწულზე წვლილი უნდა შეეტანა იმაში,
რომ მისთვის ეს ფანტაზია ძვირფასი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
იგი იქამდეც მივიდა, რომ საკუთარ თავს აიგივებდა ყრმა იესოსთან, ნუ-
გეშისმცემელსა და მხსნელთან.
როცა ბავშვობის ფანტაზიებს ვაქუცმაცებთ, იმას ვესწრაფვით, რომ
რეალური შინაარსის მოგონებები იმ, გვიანდელი მოტივებისაგან გამოვ-
ყოთ, რომლებიც მათ სახეს უცვლის და ამახინჯებს. ლეონარდოს შემ-
თხვევაში ჩვენ გვჯერა, რომ ფანტაზიის რეალური შინაარსი ვიცით; დე-
დის ჩანაცვლება ძერით იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვს აკლია მამა და
მის გვერდით მხოლოდ დედაა. ფაქტი, რომ ლეონარდო უკანონო შვი-
ლი იყო, შეესაბამება მის ფანტაზიას ძერაზე; მხოლოდ ამიტომ თუ შე-
ადარებდა ის საკუთარ თავს ძერას. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით შემდეგი
უტყუარი ფაქტი მისი ბავშვობიდან - ხუთი წლის ასაკიდან ის მამის სახ-
ლში გადავიდა. ჩვენთვის სრულიად უცნობია, როდის მოხდა ეს - მისი
დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, თუ მისი აღწერიდან რამდენიმე
დღით ადრე. ახლა ძერასთან დაკავშირებული ფანტაზია ახსნილია და
გვარწმუნებს, რომ ლეონარდომ თავისი ცხოვრების გადამწყვეტი პირვე-
ლი წლები თავის მამასა და დედინაცვალთან კი არ გაატარა, არამედ -
ღარიბ, მიტოვებულ მშობელ დედასთან. ასე რომ, მას ჰქონდა დრო, მა-
მის დანაკლისი ეგრძნო. ეს ფსიქოანალიტიკური ცდის მწირი და კიდევ
უფრო სარისკო შედეგი ჩანს, მხოლოდ შემდეგი ჩაღრმავებით მოემატე-
ბა მას მნიშვნელობა. სანდოობა კიდევ უფრო იზრდება ლეონარდოს
ბავშვობასთან რეალური გარემოებების მისადაგებით. ცნობების მიხედ-
ვით, მამამისი, სენიორ პიერო და ვინჩი, დიდგვაროვან დონა ალბიერა-
ზე იმავე წელსვე დაქორწინდა, როცა ლეონარდო დაიბადა. ბავშვი დო-
კუმენტურად დადასტურებულ ყოფნას მამის, უფრო სწორად, ბაბუის
სახლში, ამ ქორწინების უნაყოფობას უნდა უმადლოდეს. თუმცა ჩვე-

27
ულებრივი არ იყო, ახალგაზრდა ქალისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ
ჰქონდა ბავშვის გაჩენის იმედი, თავიდანვე უკანონო პირმშო მიებარები-
ნათ აღსაზრდელად. ალბათ პირველი წლები იმედგაცრუებაში გავიდა,
სანამ გადაწყვეტდნენ, კანონიერი შვილების მაგიერ, რომელთა გაჩენის
იმედი ამაოდ ჰქონდათ, საუცხოოდ განვითარებული უკანონო ბავშვი მი-
ეღოთ. ეს ფაქტი საუკეთესოდ შეესაბამება ძერის ფანტაზიის განმარტე-
ბას, როცა
ლეონარდოს ცხოვრების მინიმუმ სამმა წელმა, იქნებ ხუთმაც, ჩაი-
არა, სანამ თავისი მარტოხელა დედის ახალ მშობლებში გაცვლას შეძ-
ლებდა. მაგრამ მერე უკვე გვიანი იყო. ცხოვრების პირველ სამ ან ოთხ
წელიწადში ფიქსირდება შთაბეჭდილებები, ყალიბდება გარესამყაროს
წინააღმდეგ რეაგირების გზები, რომელთაც ვერანაირი გვიანდელი გან-
ცდები ვერ აკარგვინებენ მნიშვნელობას.
თუ მართალია, რომ ბავშვობის გაუგებარი მოგონებები და მათზე
აგებული ადამიანთა ფანტაზიები სულიერი განვითარებიდან ყოველ-
თვის ყველაზე მნიშვნელოვანს უსვამენ ხაზს, მაშინ ძერის ფანტაზიით
განმტკიცებულ ფაქტს, რომ ლეონარდომ ცხოვრების პირველი წლები
დედასთან მარტომ გაატარა, გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა მისი
შინაგანი ცხოვრების ფორმირებაში. ამ მდგომარეობის ზემოქმედები-
სას გარდაუვალი იყო, რომ ბავშვმა, რომელსაც ცხოვრებაში ბევრად მე-
ტი პრობლემა შეხვდა, ვიდრე სხვა ბავშვებს, განსაკუთრებული ჟინით
დაიწყო ამ ამოცანებზე თავის მტვრევა და ასე ადრე გახდა მკვლევარი,
რადგანაც დიდი კითხვები ტანჯავდა - საიდან ჩნდებიან ბავშვები და რა
აკავშირებს მამას მის წარმოშობასთან. კვლევასა და თავისი ბავშვობის
ისტორიას შორის არსებული კავშირის გაცნობიერებამ მასში გვიან ჰპო-
ვა გამოძახილი - მისთვის უკეთესი იქნებოდა, ფრინველთა გადაფრენის
საკითხი შეესწავლა, რადგანაც ის ჯერ კიდევ აკვანში მოინახულა ძერამ.
ინფანტილური სექსუალური კვლევიდან ცნობისმოყვარეობა ფრინველ-
თა გადაფრენაზე გადაეტანა, გვიანი, ადვილად შესასრულებელი დავა-
ლება იყო.

28
III
ლეონარდოს ბავშვობის ფანტაზიებში ძერის ელემენტი მოგონების
რეალურ შინაარსს წარმოადგენდა. კავშირმა, რომელშიც ლეონარდომ
თავისი ფანტაზია ჩადო, ნათელი მოჰფინა ამ შინაარსის მნიშვნელობას
მისი შემდგომი ცხოვრებისთვის. კიდევ უფრო შორს წასული კვლევისას
ჩვენ უცნაურ პრობლემას ვაწყდებით - ამ მოგონების შინაარსი რატომ
გადაკეთდა ჰომოსექსუალურ სიტუაციად? დედა, რომელიც ძუძუთი კვე-
ბავს ბავშვს, უფრო სწორად - რომლის ძუძუსაც ბავშვი წოვს, გადაიქცა
ძერად, რომელიც ჩვილს თავის კუდს პირში უდებს. ჩვენ ვამტკიცებთ,
რომ ძერის „coda“ სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა მამაკაცის გენიტალი-
ას, პენისს. მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეუძლია ფანტაზიას,
სწორედ დედობრიობის გამომხატველი ფრინველი აღჭურვოს მამაკა-
ცობის ნიშნით. ამ აბსურდის გათვალისწინებით, ვუშვებთ შესაძლებ-
ლობას, რომ მოცემულ ფანტაზიაში საღი აზრი ნაკლებია.
მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმედის დაკარგვის უფლება - რამდენი ვითომ
აბსურდული სიზმარი ვაიძულეთ, ამოგვეცნო მისი არსი. და რატომ უნდა
გაგვიძნელდეს ეს ბავშვურ ფანტაზიაში უფრო მეტად, ვიდრე სიზმარში!
გავიხსენოთ, რომ არ არის კარგი, როცა უცნაურობას გამოვაცალკე-
ვებთ და ვესწრაფვით, მეორის, უფრო უცნაურის გვერდით დავაყენოთ.
ძერისთავიანი ღვთაება მუთი, უპიროვნო ხასიათის გამოხატულება
(როგორც დექსლერი განმარტავს როშერის ლექსიკონში), ცოცხალი ინ-
დივიდუალიზმის გამომხატველ ღვთაებებს, ისიდასა და ჰაპტორს, არა-
ერთხელ შეერწყა. მაგრამ ამავე დროს დამოუკიდებელი არსებობა და
თაყვანისცემაც შეინარჩუნა. ეგვიპტური პანთეონის თავისებურება იყო
სწორედ ის, რომ ცალკეული ღვთაებები სინკრეტიზმში არ იკარგებიან.
ღვთაებათა გაერთიანებების გვერდით, ცალკეული ღვთაება თავის და-
მოუკიდებლობას ინარჩუნებს. ამ ძერისთავიან დედობრივ ღვთაებას ეგ-

29
ვიპტელები უმეტესად ფალოსით გამოსახავდნენ. მათ მკერდიან, ქა-
ლურ სხეულზე გამოსახული იყო მამაკაცის ასო ერექციისას.
ასე რომ ღვთაება მუთში ისევე იყო შერწყმული დედობრივი და მამა-
კაცური ხასიათი, როგორც ლეონარდოს ფანტაზიაში ძერის შესახებ. უნ-
და ავხსნათ თუ არა ეს დამთხვევა იმ ჰიპოთეზით, რომ ლეონარდომ დე-
დობრივი ძერის ანდროგენური ბუნების შესახებ წიგნებიდან იცოდა?
ამის შესაძლებლობა საეჭვოა, მეტიც, ჩანს, რომ მისთვის ხელმისაწვდო-
მი წყაროები ამ უცნაური თვისების შესახებ არაფერს შეიცავდნენ. უფრო
დამაჯერებელია, ეს ანალოგია საერთო, აქაც და იქაც მოქმედ და ჯერ კი-
დევ უცნობ მოტივებს მივაწეროთ.
მითოლოგიას შეუძლია გაგვაცნოს, რომ ანდროგენული გამოსახუ-
ლებანი, მამრობითი და მდედრობითი სქესის ხასიათთა გაერთიანება,
მხოლოდ მუთს კი არ ახასიათებდა, არამედ სხვა ღვთაებებსაც, როგო-
რებიც
არიან ისიდა და ჰაპტორი, მაგრამ იქნებ მხოლოდ იმდენად, რამდე-
ნადაც მათაც დედობრივი ბუნება ჰქონდათ და მუთს შეერწყნენ. ის უფ-
რო დამაჯერებლად გვასწავლის, რომ ეგვიპტელთა სხვა ღვთაებები,
როგორიცაა ნეითი საისიდან (მოგვიანებით მისგან წარმოიშვა ბერძნუ-
ლი ათინა), ანდროგენებად, ჰერმაფროდიტებად აღიქმებოდნენ, და
რომ იმავეს მიაწერდნენ ბევრ ბერძნულ ღმერთს, განსაკუთრებით, დი-
ონისეს წრიდან, და მოგვიანებით - სიყვარულის ქალღმერთ აფროდი-
ტესაც კი. მითოლოგია ცდილობს, აგვიხსნას, რომ მდედრის სხეულზე
მიმატებული ფალოსი ბუნების საწყისის შემოქმედებით ძალას უნდა
ნიშნავდეს, და რომ ყველა ეს ჰერმაფროდიტულ ღვთაებათა გამოსახუ-
ლება გამოხატავდა იდეას: მხოლოდ მდედრობითისა და მამრობითის
ერთიანობას შეუძლია ღვთაებათა სრულყოფილების ღირსეულად ასახ-
ვა. არც ერთი ეს მოსაზრება არ გვიხსნის ჩვენ ფსიქოლოგიურ ამოცანას,
თუ რატომ უნდა მიაწეროს ადამიანთა ფანტაზიამ ფიგურას, რომელმაც
დედის არსი უნდა განასახიეროს, დედობრიობის საპირისპირო მამაკა-
ცური ძალის ნიშანი. ახსნა ინფანტილურ სექსუალურ თეორიებშია. რა

30
თქმა უნდა, იყო დრო, როცა მამაკაცური გენიტალია დედის გამოსახუ-
ლებას დაუკავშირდა. როცა ბიჭი თავის ცნობისმოყვარეობას პირველად
მიმართავს სექსუალური ცხოვრებისაკენ, მისი ინტერესი საკუთარ გენი-
ტალიაზე კონცენტრირდება. მისთვის თავისი სხეულის ეს ნაწილი იმ-
დენად ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რომ არ შეუძლია ირწმუნოს, სხვა
ადამიანებს, რომელთაც ის ჰგავს, ეს აკლიათ. რამდენადაც მას არ შეუძ-
ლია მიხვდეს, რომ კიდევ მეორე, თანაბარმნიშვნელოვანი გენიტალიის
ტიპიც არსებობს, ებღაუჭება ვარაუდს, რომ ყველა ადამიანს, აგრეთვე
ქალებსაც, ისეთივე ასო აქვთ, როგორც სხვას. ეს მცდარი აზრი ისეა პა-
ტარა მკვლევრის თავში ფესვგადგმული, რომ არც პატარა გოგონას გე-
ნიტალიის პირველად შემჩნევისას იმსხვრევა. აღქმა, რა თქმა უნდა, მას
ეუბნება, რომ რაღაც სხვანაირია, მაგრამ მას არ შეუძლია, ამ აღქმის ში-
ნაარსი აღიაროს, რომ გოგონას ასო არ გააჩნია. ის, რომ შესაძლებელია,
ასო არ გქონდეს, მისთვის საშინელი, აუტანელი წარმოსადგენია. ის
ცდილობს, ამის ხელშემწყობი გადაწყვეტილება მიიღოს: ასო გოგონა-
საც უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჯერ კიდევ პატარაა და მოგვიანებით გაიზ-
რდება. თუ მისი მოლოდინი შემდგომი დაკვირვებებით არ მართლდება,
ის სხვა გამოსავალს პოულობს: ასო პატარა გოგონასაც ჰქონდა, მაგრამ
ის მოჭრეს და მის ადგილას ჭრილობა დარჩა. თეორიის ეს წინსვლა
მტანჯველი ხასიათის საკუთარ დაკვირვებებს იყენებს; მას ამასობაში
ესმის მუქარა, რომ ძვირფას ორგანოს წაართმევენ, თუ მისით მეტისმე-
ტად დაინტერესდება. კასტრაციის შიშის გავლენით ის ახლა თავისებუ-
რად ხსნის შეხედულებას მდედრობითი გენიტალიის შესახებ. ამიერი-
დან ის კანკალებს თავისი მამრობითობის გამო, მაგრამ, ამასთან ერ-
თად, სძულს ის უბედური ქმნილებები, რომელთა მიმართ, მისი აზრით,
სასტიკი დასჯა აღსრულდა.
სანამ ბავშვი კასტრაციის კომპლექსითაა დათრგუნული, აღმოაჩენს,
რომ იმ დროს, როცა ის მდედრს ჯერ კიდევ სრულფასოვნად თვლიდა,
ცქერის მძაფრი სურვილი გაუჩნდა, როგორც ეროტიკული ლტოლვის გა-
მოხატულება. მას სურდა, სხვების გენიტალიები დაენახა; თავიდან, სა-

31
ვარაუდოდ, საკუთართან შედარების მიზნით. ეროტიკული მიმზიდვე-
ლობა, რომელიც დედის პიროვნებიდან მოდის, მალე უმაღლეს წერ-
ტილს აღწევს დაუოკებელი ლტოლვით, რომ მისი სასქესო ორგანო პე-
ნისად იქცეს. მხოლოდ მოგვიანებით მოპოვებული აღმოჩენა, რომ
მდედრს პენისი არა აქვს, ამ ლტოლვას მკვეთრად ცვლის საწინააღმდე-
გოდ, ადგილს უთმობს ზიზღს, რომელიც პუბერტეტის პერიოდში ფსი-
ქიკურ იმპოტენციად,
ქალთმოძულეობად და, მოგვიანებით, ჰომოსექსუალიზმად შეიძ-
ლება იქცეს. მაგრამ ერთ დროს ძლიერ სასურველი ობიექტის ფიქსირე-
ბა, ქალის პენისი, წარუშლელ კვალს ტოვებს ბავშვის სულიერ ცხოვრე-
ბაზე, რომელმაც ინფანტილური სექსოლოგიური კვლევის ეს ნაწილი
განსაკუთრებულ სიღრმეებში გადაიტანა. ქალის ფეხებისა და ფეხსაც-
მელების გაფეტიშებული თაყვანისცემა მიუთითებს, რომ ფეხი შემ-
ცვლელი სიმბოლოა ოდესღაც თაყვანსაცემი და მას შემდეგ მონატრე-
ბული ქალის ორგანოსი. „ნაწნავების შემჭრელები“ კი, ისე რომ არც
იციან, ქალის გენიტალიის კასტრაციის შემსრულებელთა როლში
არიან.
არ არსებობს სწორი დამოკიდებულება ინფანტილური სექსუალური
ქმედებებისადმი და, რა თქმა უნდა, ადამიანები მანამ ჩათვლიან, რომ
რაც აქ ითქვა, ყველაფერი მცდარია, სანამ ისინი სასქესო ორგანოებისა
და მათი ფუნქციების მნიშვნელობის კულტურულ გაუფასურებაზე უარს
არ იტყვიან. ბავშვის სულიერი ცხოვრების გაგებისთვის საჭიროა პირ-
ველყოფილი ხანის ანალოგიებს მივუბრუნდეთ. ჩვენი გენიტალიები
თაობების გრძელ რიგში სირცხვილის საგანს წარმოადგენდა და შემდეგ
განვითარებული სექსუალური დათრგუნვა ზიზღსაც კი იწვევდა. დედა-
მიწის მკვიდრთა უმეტესობა უხალისოდ ემორჩილება გამრავლების კა-
ნონებს და ამით მათი ადამიანური ღირსება ხშირად შერცხვენილი და
დაკნინებულია. სხვანაირი დამოკიდებულება სქესობრივი ცხოვრები-
სადმი საზოგადოების მხოლოდ გაუნათლებელ, დაბალ ფენებშია დარ-
ჩენილი; მაღალ და დახვეწილ საზოგადოებაში იმალება, როგორც კულ-

32
ტურული არასრულფასოვნება და მოქმედებას მხოლოდ იმ პირთა მწა-
რე მოგონებებში ბედავს, ვისაც სუფთა სინდისი არა აქვთ. სხვანაირად
იყო ეს ადამიანთა მოდგმის პირველყოფილ ხანაში. კულტურის მკვლე-
ვართა უზარმაზარი კოლექციის წყალობით, შეგვიძლია ვირწმუნოთ,
რომ თავდაპირველად გენიტალიები ადამიანებისათვის სიამაყე და იმე-
დი იყო, თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას და მათი ფუნქციების
ღვთაებრიობა ადამიანთა ყველა ახლად აღმოცენებულ საქმიანობას გა-
დაეცემოდა. სუბლიმაციის მეშვეობით, ღვთაებათა უამრავი გამოსახუ-
ლება თავის არსს ინარჩუნებდა და ახლა, რადგანაც კავშირი ოფიცია-
ლურ რელიგიასა და სექსუალურ ქმედებას შორის ზოგად ცნობიერებაში
უკვე დაიკარგა, საიდუმლო კულტები ცდილობენ, ისინი განდობილთა
შორის მაინც გადაარჩინონ. საბოლოოდ, კულტურული განვითარების
პროცესში მოხდა ისე, რომ ბევრი ღვთაება და სიწმინდე სექსუალურო-
ბისაგან ისე დაცარიელდა, დაუძლურებული ნაშთი ზიზღსაც კი იწვევს.
მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ არც ერთი სულიერი ნაკვალე-
ვი ბოლომდე არ ნადგურდება, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ გენიტალია-
თა თაყვანისცემის ყველაზე პრიმიტიული ფორმები ახლაც კი გვხვდება,
და რომ თანამედროვე კაცობრიობის ენა, წეს-ჩვეულებები და ცრურწმე-
ნები განვითარების ამ პროცესის ყველა ფაზის ნაშთებს შეიცავენ.
ჩვენ, მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ანალოგიების წყალობით, ვაც-
ნობიერებთ, რომ ცალკეული ადამიანის სულიერი განვითარება კაცობ-
რიობის განვითარების პროცესის მოკლე განმეორებაა და ამიტომაც და-
უჯერებლად არ მიგვაჩნია, რაც ბავშვის სულის ფსიქოანალიტიკურმა
კვლევამ გენიტალიების ინფანტილური შეფასებით აჩვენა. სწორედ ბავ-
შვური ვარაუდი დედის პენისის შესახებ არის საერთო წყარო დედობ-
რიობის ღვთაებების - ეგვიპტური მუთისა და ძერის „Coda“-ს - ანდროგე-
ნული გამოსახულებებისა, რომლებიც ლეონარდოს ბავშვობის ფანტა-
ზიებში ვლინდება. ჩვენ ღვთაებათა ამ
გამოსახულებებს მხოლოდ გაუგებრობის გამო ვუწოდებთ ჰერმაფ-
როდიტულს, ამ სიტყვის სამედიცინო გაგებით. არც ერთი მათგანი არ

33
აერთიანებს ორივე სქესის ნამდვილ გენიტალიებს, როგორც ეს ზოგი-
ერთ სიმახინჯეთა ასახვისას ხდება, რომელიც ყველა ადამიანის თვალ-
ში ამაზრზენია. მათ მკერდიან სხეულს, რომელიც დედობრიობის სიმ-
ბოლოა, მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცის ასოს უმატებენ, როგორც ეს
ბავშვის პირველ წარმოდგენებშია, დედის სიყვარულის გამო. მითოლო-
გიამ ეს პატივსაცემი, პირველსაწყისი ფანტაზიით შექმნილი დედის სხე-
ული მორწმუნეთათვის შემოინახა. ლეონარდოს ფანტაზიაში ძერის კუ-
დის წინ წამოწევა მხოლოდ შემდეგნაირად შეგვიძლია ვთარგმნოთ: ჩე-
მი ფაქიზი ცნობისმოყვარეობა დედისკენ იყო მიმართული და მისი გე-
ნიტალიაც ჩემის მსგავსი მეგონა. კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშა-
ნი ლეონარდოს ადრეული წლების კვლევისა, რომელიც, ჩვენი აზრით,
მთელ მის შემდგომ ცხოვრებაში გადამწყვეტი გახდა.
სულ პატარა დაფიქრებაც გვაფრთხილებს, რომ ლეონარდოს ბავ-
შვობის ფანტაზიებში მხოლოდ ძერის კუდის ახსნით არ უნდა დავკმა-
ყოფილდეთ, ის უფრო მეტ რამეს უნდა შეიცავდეს ისეთს, რასაც ჩვენ
ჯერ ვერ ვხვდებით. მისი ყველაზე თვალშისაცემი მახასიათებელი ხომ
ის იყო, რომ დედის ძუძუს წოვა პასიურ აქტად აქცია და ამან სიტუაციას
აშკარა ჰომოსექსუალური ხასიათი შესძინა. გვაგონდება რა ისტორიული
ალბათობა, რომ ლეონარდოს ჰომოსექსუალურად მგრძნობიარედ მი-
იჩნევდნენ, გვიჩნდება კითხვა: ხომ არ მიანიშნებს ეს ფანტაზია მიზე-
ზობრივ კავშირზე ლეონარდოს დედისადმი ბავშვურ დამოკიდებულე-
ბასა და გვიან გამოვლინებულ, თუნდაც იდეურ ჰომოსექსუალიზმს შო-
რის. ჩვენ ვერ გავბედავდით, ლეონარდოს ასე დამახინჯებული რემი-
ნისცენცია გაგვეშიფრა, ჰომოსექსუალი პაციენტების ფსიქოანალიტიკუ-
რი კვლევებიდან რომ არ ვიცოდეთ - მსგავსი რამ არსებობს, დიახაც რომ
ეს კავშირი ინტიმური და გარდაუვალია.
ჰომოსექსუალ მამაკაცებს, რომლებმაც ჩვენს დროში სექსუალური
ცხოვრების შეზღუდვის წინააღმდეგ ენერგიული საპროტესტო მოძრაო-
ბა წამოიწყეს, უყვართ, როცა თავიანთი თეორეტიკოსის მეშვეობით წარ-
მოჩინდებიან, როგორც იმთავითვე განცალკევებული სქესობრივი სა-

34
ხესხვაობა, როგორც სექსუალური შუალედური საფეხური, როგორც „მე-
სამე სქესი“. ისინი არიან მამაკაცები, რომელთაც თანდაყოლილი აქვთ,
ორგანული მოთხოვნილებები მამაკაცთან დაიკმაყოფილონ და უარი
თქვან ქალზე. რამდენადაც შესაძლებელია ჰუმანური მოსაზრებებით
ხელი მოაწეროს ადამიანმა მათ მოთხოვნებს, იმდენად შესაძლებელია
ზომიერების დაცვით მათი თეორიების წინააღმდეგ წასვლა; თე-
ორიების, რომლებსაც ჰომოსექსუალიზმის ფსიქიკური წარმოშობის
გათვალისწინების გარეშე ამტკიცებენ. ფსიქოანალიზი სთავაზობს სა-
შუალებებს ამ „ცარიელი ადგილების“ ამოსავსებად და ჰომოსექსუალ-
თა მტკიცებების გამოსაცდელად. ამ დავალების შესრულება მხოლოდ
პიროვნებათა შეზღუდულ რაოდენობაშია შესაძლებელი, მაგრამ აქამ-
დე ჩატარებულმა გამოკვლევებმაც იგივე განსაცვიფრებელი შედეგი
მოგვცა. ყველა ჩვენ მიერ გამოკვლეულ ჰომოსექსუალ მამაკაცს ბავშვო-
ბიდან (თუმცა შემდეგ უკვე დაავიწყდათ) ჰქონდა ძალიან ინტენსიური
ეროტიკული კავშირი მდედრობით პერსონასთან, როგორც წესი, დედას-
თან, აღძრული და ხელშეწყობილი დედის ზედმეტი ალერსით, რომე-
ლიც შემდგომში ხელს უწყობს მამის უკანა პლანზე გადანაცვლებას ბავ-
შვის ცხოვრებაში. ზადგერი ხაზს უსვამს იმას, რომ მისი ჰომოსექსუალი
პაციენტების დედები ხშირად მამაკაცურები იყვნენ, ქალები ძლიერი
თვისებებით. ხანდახან მეც მინახავს მსგავსი რამ, მაგრამ განსაკუთრე-
ბით ძლიერი შთაბეჭდილებები მოახდინა შემთხვევებმა, როცა მამა თა-
ვიდანვე არ ჰყავთ, ან მამამ ადრევე მიატოვა ისე, რომ ბავშვი ქალური
გავლენის წინაშე ბედის ანაბარა დარჩა. თითქმის ისე გამოდის, რომ
ძლიერი მამის გვერდით შვილი საწინააღმდეგო სქესის სწორ არჩევანში
დაზღვეულია.
ამ პირველი სტადიის შემდეგ იწყება გარდაქმნა, რომლის მექანიზმი
ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ რომლის მამოძრავებელ ძალებსაც ჯერ კი-
დევ ვერ ჩავწვდით. დედის სიყვარულს არ შეუძლია მონაწილეობა მი-
იღოს მის შემდგომ შეგნებულ განვითარებაში, ის ამცირებს დათრგუნ-
ვას. ბავშვი ზღუდავს დედის სიყვარულს, რომლითაც ის მის ადგილს

35
იკავებს, დედასთან იდენტიფიცირდება და მის პიროვნებას იღებს მაგა-
ლითად. ამ მსგავსებით ის თავისი სიყვარულის ახალ ობიექტს ირჩევს.
ასე ხდება ჰომოსექსუალი. თუმცა ის ავტოეროტიზმში ვარდება, რადგა-
ნაც ბავშვები ხომ მხოლოდ თავიანთი ბავშვობის შემცვლელები და გან-
მაახლებლები არიან, რაც ზრდასრულს ისე უყვარს, როგორც დედას უყ-
ვარდა იგი ბავშვობაში. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ასე ბავშვი ნარცისიზმის
გზით პოულობს თავისი სიყვარულის ობიექტს, რადგანაც ბერძნული მი-
თი ნარცისს უწოდებს ყმაწვილს, რომელსაც არაფერი ისე არ მოსწონდა,
როგორც თავისი ანარეკლი, და რომელიც ამ სახელის მქონე მშვენიერ
ყვავილად გადაიქცა.
უფრო ღრმა ფსიქოლოგიური მოსაზრებები ამართლებენ მტკიცე-
ბას, რომ ამ გზით ჰომოსექსუალად ქცეულებს ქვეცნობიერში დედის მო-
გონება აქვთ ჩაბეჭდილი. დედის სიყვარულის დათრგუნვით, ისინი იმა-
ვეს თავიანთ არაცნობიერშიც აკონსერვებენ და მას შემდეგ დედის ერ-
თგულნი რჩებიან. აქედან, თუ იგი, როგორც შეყვარებული, ბიჭებისაკენ
მიიწევს, სინამდვილეში სხვა ქალებს გაურბის, რომლებმაც ის შესაძ-
ლოა გააორგულონ. ჩვენ ასევე შევძელით, პირდაპირი ცალკეული დაკ-
ვირვებით დაგვემტკიცებინა, რომ ის, ვისაც თითქოს მხოლოდ მამაკაცი
აღაგზნებს, სინამდვილეში ისევე ემორჩილება ქალურ მიმზიდველო-
ბას, როგორც ნორმალური მამაკაცი. მაგრამ ყოველთვის ისწრაფვის, ქა-
ლისაგან გამოწვეული აღგზნება მამაკაცზე გადაიტანოს და ამ მიზეზით
ისევ და ისევ იმეორებს მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც თავისი ჰომო-
სექსუალიზმი შეიძინა.
ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ ამ განმარტებათა მნიშვნელობა, ჰო-
მოსექსუალიზმის ფსიქიკური გენეზისის შესახებ, გავაზვიადოთ. აშკა-
რაა, რომ ეს განმარტებები ჰომოსექსუალთა შეხედულებების გამომხატ-
ველის ოფიციალურ თეორიებს მკვეთრად შეეწინააღმდეგა, მაგრამ ჩვენ
ვიცით, რომ ისინი საკმარისად ბევრის მომცველი არაა იმისთვის, რომ
პრობლემის საბოლოო ახსნა შეძლოს. ის, რასაც პრაქტიკულად ჰომო-
სექსუალიზმი ჰქვია, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი ფსიქოსექსუალური

36
შეკავების პროცესებიდან მომდინარეობდეს და ჩვენ მიერ ამოცნობილი
პროცესი იქნებ უამრავს შორის ერთ-ერთია და ჰომოსექსუალიზმის მხო-
ლოდ ერთ-ერთ ტიპს ახასიათებს. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ჰომოსექ-
სუალურ ტიპში იმ შემთხვევათა რაოდენობას, სადაც ყველა ჩვენ მიერ
საჭიროდ მიჩნეული პირობაა, გაცილებით სჭარბობს შემთხვევები, სა-
დაც იგივე ეფექტი ისე ფორმირდება, რომ არ შეიძლება უცნობი კონსტი-
ტუციური ფაქტორების თანამონაწილეობაც უარვყოთ, რომლებსაც
სხვები ჰომოსექსუალიზმის
წარმოშობას მიაწერენ. ჰომოსექსუალიზმის ამ, ჩვენ მიერ შესწავლი-
ლი ფორმის ფსიქოლოგიური გენეზისის გათვალისწინების არანაირი
მიზეზი არ გვექნებოდა, ამაზე სწორედ ის ძლიერი ვარაუდი რომ არ მეტ-
ყველებდეს, რომ სწორედ ლეონარდო, რომლის ძერის ფანტაზიისაგა-
ნაც გამოვდივართ, განეკუთვნებოდა ჰომოსექსუალთა ამ ტიპს.
ვინაიდან დიდი ხელოვანისა და მკვლევრის სექსუალური დამოკი-
დებულების შესახებ ცოტა დეტალია ცნობილი, შეგვიძლია ვენდოთ ალ-
ბათობას, რომ თანამედროვეთა მტკიცებულებებს ძალიან უხეშ შეცდო-
მაში არ შევყავართ. ამ გადმოცემების სინათლეზე გამოტანით ის წარ-
მოგვიდგება მამაკაცად, რომლის სექსუალური მოთხოვნილება და აქტი-
ვობა განსაკუთრებით დაქვეითებული იყო, რომ თითქოს ძლიერმა
ლტოლვამ ის ადამიანთა მდაბალ ცხოველურ მოთხოვნილებებზე აა-
მაღლა. უმჯობესია, გვერდზე გადავდოთ საკითხი, ოდესმე და რაიმე
გზით თუ უცდია თავისი სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფი-
ლება, ან შეეძლო თუ არა, მთლიანად ეთქვა უარი მასზე. მაგრამ ჩვენ
მართლები ვართ, მის გრძნობათა დინებასაც რომ ვიკვლევთ, რომელიც
მბრძანებლურად აძლევს ბიძგს სექსუალურ ქმედებას, რადგანაც ჩვენ
ვერ წარმოგვიდგენია ადამიანის სულიერი ცხოვრება, რომლის ჩამოყა-
ლიბებაშიც სექსუალურ ნდომას, ყველაზე ფართო გაგებით, ლიბიდოს,
თავისი წვლილი არ შეჰქონდეს. ასევე, შესაძლებელია, ამ გზით პიროვ-
ნება დაშორდეს თავდაპირველ მიზანს, ან შესრულებისგან შეიკავოს
თავი.

37
ჩვენ არ გვაქვს უფლება, ლეონარდოსგან სხვა რაიმეს ველოდეთ,
გარდა უცვლელი სექსუალური მიდრეკილების კვალისა. მაგრამ ეს მხო-
ლოდ ერთ მიმართულებას აჩვენებს და ნებას გვრთავს, რომ ის ჰომო-
სექსუალად მივიჩნიოთ. ადრევე იყო ხაზგასმული, რომ მხოლოდ საოც-
რად მშვენიერ ბავშვებს და ჭაბუკებს იღებდა მოსწავლეებად. იყო კეთი-
ლი და მოწყალე მათ მიმართ, ზრუნავდა მათზე და თვითონვე უვლიდა
დედასავით, როცა ავად ხდებოდნენ - ისე, როგორც დედა იზრუნებდა
მასზე. ვინაიდან ის მათ არა ნიჭის, არამედ გარეგნობის მიხედვით ირ-
ჩევდა, ამიტომაც არც ერთი მათგანი - ჩეზარე და სესტო, ბოლტრაფიო,
ანდრეა სოლაინო, ფრანჩესკო მელცი და სხვები - კარგი მხატვარი არ
გამხდარა. იქამდეც ვერ მიდიოდნენ, რომ ოსტატისაგან დამოუკიდებ-
ლობა მოეპოვებინათ. სიკვდილის შემდეგ ისე ქრებოდნენ, რომ ხელოვ-
ნების ისტორიაში არავითარ კვალს არ ტოვებდნენ. დანარჩენებს, რომ-
ლებიც თავიანთი შემოქმედებით სამართლიანად იმსახურებდნენ, მის
მოსწავლეებად წოდებულიყვნენ, როგორებიც არიან: ლუინი და ბაზი,
სოდომად წოდებული, ის, სავარაუდოდ, არ იცნობდა.
ვიცით, შეგვეწინააღმდეგებიან, რომ ლეონარდოს დამოკიდებულე-
ბას მოსწავლეების მიმართ არაფერი აქვს საერთო სექსუალურ მოტი-
ვებთან და დაუშვებელია დასკვნა მისი სექსუალური თავისებურების შე-
სახებ. პირიქით, ჩვენ გვსურს, მოკრძალებით შევნიშნოთ, რომ ჩვენი შე-
ხედულება ოსტატის ქცევის დამახასითებელ რამდენიმე უცნაურობას
ხსნის, რომელიც სხვაგვარად ამოუცნობი დარჩებოდა. ლეონარდო
დღიურებს წერდა. ის თავისი, მარჯვნივ გადახრილი კალიგრაფიით აკე-
თებდა ჩანაწერებს, რომლებიც მხოლოდ მისთვის იყო განკუთვნილი. ამ
დღიურში ის, ფრიად საინტერესო მანერით, საკუთარ თავს შენობით მი-
მართავდა: „ისწავლე ოსტატ ლუკასთან ფესვთა გამრავლება“, „აბა, მა-
ესტრო დ’აბაკომ გასწავლოს წრის კვადრატურა“, - ან მოგზაურობის მი-
ზეზი: „მივდივარ მილანში ჩემი ბაღების საქმის გამო,
მოვამზადე სამგზავრო ჩანთა. გაჩვენოს ბოლტრაფიომ ჩარხი და
ქვის დამუშავება. დატოვე წიგნი ოსტატ ანდრეა ილ ტოდესკოსთვის“, ან

38
სრულიად სხვანაირი განზრახვა: „შენ შენს ნაშრომში აჩვენე, რომ დედა-
მიწა არის ვარსკვლავი, როგორც მთვარე, ან დაახლოებით მსგავსი და
ასე ჩვენი სამყაროს კეთილშობილება დაამტკიცე.“
ამ დღიურში, რომელიც, სხვათა შორის - როგორც სხვა მკვლევართა
დღიურები - ხშირად დღის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს მხოლოდ რამ-
დენიმე სიტყვით ეხება, ან სრულიად დუმს, რამდენიმე ჩანაწერი მო-
იძებნება, რომელსაც, თავისი განსაკუთრებულობის გამო, ლეონარდოს
ყველა ბიოგრაფი იმოწმებს. ესაა შემაწუხებელი სიზუსტით გაკეთებუ-
ლი ჩანაწერები ოსტატის ხარჯის შესახებ, თითქოს ვალდებული იყო
მხატვარი ფილისტერი და ძუნწი სახლის პატრონის წინაშე, მაშინ, როცა
არაფერი წერია დიდ ხარჯებზე და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ
მხატვარი მეურნეობას უძღვებოდა. ერთ-ერთი ჩანაწერი ეხება ახალ
პალტოს, რომელიც თავისი შეგირდის, ანდრეა სალიანოსთვის შეიძინა:
„ვერცხლისფერი ფარჩა - 15 ლირა და 4 სოლიდი;
წითელი ხავერდი გასაწყობად - 9 ლ.
თასმები - 9ს.
ღილები - 12 ს.“
სხვა მეტისმეტად დაწვრილებითი შენიშვნა ერთად კრებს ყველა
სხვა ხარჯს, რომელიც გამოწვეულია ცუდი თვისებებისა და ქურდობისა-
კენ მიდრეკილი მოსწავლის საქციელით: „21 აპრილს 1490 წელს დავიწ-
ყე ეს წიგნი და ისევ ცხენი. ჯაკომო მოვიდა ჩემთან წმ. მაგდალინას
დღის ათას 490 წელს, 10 წლისა (მინაწერი არშიაზე: ქურდი, მატყუარა,
ჯიუტი, ღორმუცელა). მეორე დღეს შევაკერინე მისთვის ორი პერანგი,
ერთი წყვილი შარვალი და ქურთუკი, და როცა ამოვიღე ფული, რომ გა-
დამეხადა, მან ფული მომპარა საფულიდან, და შეუძლებელი იყო, მას
ეს ეღიარებინა, მიუხედავად იმისა, რომ ამაში სრულიად დარწმუნებუ-
ლი ვიყავი (წარწერა არშიაზე: 4 ლირა)“. ასე გრძელდება ცნობა პატარას
დანაშაულებებზე და სრულდება ხარჯთაღრიცხვით: „პირველ წელს,
პალტო - 2 ლირა; 6 პერანგი - 4 ლირა; 3 ქურთუკი - 6 ლირა; 4 წყვილი
წინდა -7 ლირა“ და ა.შ.

39
ლეონარდოს ბიოგრაფები, რომელთათვისაც არაფერი იყო ისე უც-
ხო, როგორც მათი გმირის სულიერი ცხოვრების გამოცანის მისივე პატა-
რა სისუსტეებითა და უცნაურობების მეშვეობით ამოხსნა, ცდილობ-
დნენ, ამ უცნაური ანგარიშებით ხაზი გაესვათ ლეონარდოს სიკეთესა და
გულმოწყალებაზე, რომელსაც ლეონარდო თავისი მოწაფეების მიმართ
იჩენდა. მათ ავიწყდებათ, რომ ლეონარდოს ქცევა კი არა, არამედ ფაქ-
ტი, რამ მან ეს ცნობები დაგვიტოვა, საჭიროებდა ახსნა. ვინაიდან შეუძ-
ლებელია, მას მიაწერონ სურვილი, ხელში მოეცა ჩვენთვის თავისი სი-
კეთის მტკიცებულება, უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა, უფრო ეფექტური
მოტივი ამ ჩანაწერებში დატოვა. არ არის ადვილი მისახვედრი - რომე-
ლი, და ჩვენ არ შეგვეძლებოდა რაიმე აზრის შემოთავაზება, სხვა, ლე-
ონარდოს ჩანაწერებში ნაპოვნ ანგარიშებს ნათელი რომ არ მოეფინა ამ
იშვიათად მოკლე ჩანაწერებისთვის, რომლებიც მოსწავლეთა ჩასაც-
მელს ეხებოდა:
კატარინას დამარხვის ხარჯები -27 ფლორინი
2 ფუნტი ცვილი - 18 --
კატაფალკა - 12 --
ტარებისა და ჯვრის აღმართვის - 4--
გვამის წამღები - 8 --
4 სასულიერო და 4 კრელიკალი - 20 --
ზარების რეკვა - 2 --
მესაფლავეების - 16 --
თანხმობა - მოხელეები - 1--
-------------------------
სულ - 108 ფლორინი
ადრინდელი ხარჯები
ექიმს -. 4 ფლორინი
შაქრისა და 12 ნათურის - 16
------------------------------
სულ - 124 ფლორინი

40
მხოლოდ პოეტ მერეჟკოვსკის შეუძლია გვითხრას, ვინ იყო კატარი-
ნა. იგი ორი სხვა ცნობის საფუძველზე ასკვნის, რომ ლეონარდოს დედა,
ღარიბი გლეხის ქალი, ვინჩიდან 1493 წელს მილანში ჩავიდა თავისი 41
წლის ვაჟიშვილის მოსანახულებლად; რომ იქ ავად გახდა, ლეონარდომ
საავადმყოფოში გადაიყვანა და როცა გარდაიცვალა, პატივით დაკრძა-
ლა.
ფსიქოლოგი-რომანისტის განმარტება ადვილად დასამტკიცებელი
არ არის, მაგრამ მას იმდენი შინაგანი სიმართლის ამოცნობა შეუძლია,
ისე კარგად ეთანხმება ყველაფერს, რაც ჩვენ ლეონარდოს გრძნობათა
მოძრაობაზე ვიცით, რომ მე არ შემიძლია, თავი შევიკავო და მისი სი-
მართლე არ ვაღიარო. მან შეძლო, თავისი გრძნობები კვლევის უღელში
შეება და თავისუფალი ექსპრესია კვლევითვე დაეთრგუნა; მაგრამ იყო
მომენტები, როცა დათრგუნულები გამომჟღავნებას ცდილობდნენ. სწო-
რედ ასეთი შემთხვევა იყო საყვარელი დედის სიკვდილი. დაკრძალვის
ხარჯების ნუსხით სახეზე გვაქვს დედის სიკვდილის გამო გლოვის ვერ-
შეცნობამდე დამახინჯებული გამოხატულება. გვიკვირს, როგორ შეიძ-
ლება ასეთ დამახინჯებას მიაღწიო, და ვერ გავიგებთ მას, თუ ნორმა-
ლურ სულიერ პროცესად მივიჩნევთ. მაგრამ მსგავს პროცესებს კარგად
ამოვიცნობთ ნევროზების პათოლოგიურ პირობებში და განსაკუთრე-
ბით, „აკვიატებულ მოქმედებათა ნევროზისას“. ჩვენ აქ ვხედავთ ინტენ-
სიურ, მაგრამ შეკავებით არაცნობიერში გადასულ გრძნობებს, რომლე-
ბიც უმნიშვნელო, უხამსი წარმოდგენებითაა ჩანაცვლებული. საწინააღ-
მდეგო ძალებს შეუძლიათ, იმდენად შეამცირონ ამ შეკავებული გრძნო-
ბების გამოხატვა, რომ მათი ინტენსიურობაც უმნიშვნელო გახდეს; მაგ-
რამ ამ მბრძანებლურ იძულებაში, რომლითაც ეს პატარა მოქმედებები
ხდება, აღმოჩნდება ნამდვილი, არაცნობიერში ფესვგადგმული იმპულ-
სების ძალა, რომელსაც ცნობიერება უარყოფს. „იძულების ნევროზის“
შემთხვევაში მოვლენის აი, ასეთი ასახვით თუ
აიხსნება ლეონარდოს დედის დაკრძალვის ხარჯების ანგარიში.
არაცნობიერში ის ისევ ისე, როგორც ბავშვობაში, დედასთან ერთგვა-

41
რად ეროტიკული მიდრეკილებით იყო დაკავშირებული. ბავშვური სიყ-
ვარულის მოგვიანებით წარმოქმნილი შეკავება ნებას არ აძლევდა, რომ
მისთვის დღიურში სხვა, უფრო ღირსეული ძეგლი დაედგა, მაგრამ რაც
ამ ნევროზული კონფლიქტიდან გამოვიდა, როგორც კომპრომისი, ის უნ-
და შესრულებულიყო. ასე აღმოჩნდა ანგარიში დღიურში და თაობების
ცნობიერებისთვის გაუგებარი დარჩა.
დიდი სიმამაცე არ უნდა იყოს, ამ დაკრძალვის ანგარიშთან დაკავში-
რებით მიღებული მოსაზრება მოსწავლეთა ხარჯთაღრიცხვაზე რომ გა-
დავიტანოთ. ამგვარად, ესეც ის შემთხვევა იქნებოდა, როცა ლეონარ-
დოს ლიბიდურ ლტოლვათა მწირი ნარჩენები, დამახინჯებული სახით,
იძულებით გამოიხატებოდნენ. დედა და მოსწავლეები, საკუთარი ბავ-
შვური მშვენიერების მსგავსნი, მისი სექსუალური ლტოლვის ობიექტები
იყვნენ - რამდენადაც მის არსებაზე გაბატონებული სექსუალური შეკავე-
ბა აძლევდა ნებას - და ეს იძულება, მათთვის გაღებული ხარჯი საჩოთი-
რო პედანტობით ჩაენიშნა, ამ ჩანასახოვანი კონფლიქტების უცნაური
გაცემა/გათქმა უნდა ყოფილიყო. აღმოჩნდა, რომ ლეონარდოს სიყვა-
რული ნამდვილად იმ ჰომოსექსუალურ ტიპს ეკუთვნის, რომელთა ფსი-
ქიკური განვითარების აღმოჩენაც შევძელით და მის ფანტაზიაში (ძერის
შესახებ) ჰომოსექსუალური სიტუაციის გამოვლენა ჩვენთვის გასაგები
გახდა, რადგანაც ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რასაც ადრევე ვამტკი-
ცებდით ამ ტიპზე. ის ითარგმნება: დედის მიმართ ეროტიკული დამოკი-
დებულების გამო მე ჰომოსექსუალი გავხდი.

IV
ჩვენ ისევ და ისევ გვიპყრობს ლეონარდოს ძერის ფანტაზია. სიტყვე-
ბით, რომლებიც მეტისმეტად ცხადად გამოხატავს სექსუალური აქტის
აღწერას („და თავისი კუდი ბევრჯერ დამარტყა ტუჩებზე“), ლეონარდო
ხაზს უსვამს ეროტიკული ურთიერთობის ინტენსიურობას დედასა და
შვილს შორის. თუ დედის (ძერის) ქცევას პირის ზონის ხაზგასმასთან და-
42
ვაკავშირებთ, ძნელი არ არის, ფანტაზიის მეორე, რეალური მოგონების
შინაარსი ამოვიცნოთ. რაც შეგვიძლია ასე ვთარგმნოთ: დედამ უამრავი
ვნებიანი კოცნა აღბეჭდა ჩემს პირისახეზე. ფანტაზია შედგება დედის
ძუძუს წოვისა და დედის კოცნის მოგონებისაგან.
კეთილმოწყალე ბუნებამ მისცა ხელოვანს მისი ყველაზე იდუმალი,
მისთვისვე დამალული სულიერი იმპულსების შემოქმედებით გადმოცე-
მის უნარი, რომელიც სხვებს, ხელოვანისთვის უცხო ადამიანებს, ისე
ძლიერად იპყრობს, რომ თვითონაც არ იციან, რამ მონუსხათ ასე. ნუთუ
შესაძლებელია, რომ ლეონარდოს შემოქმედებაში არ იდოს იმის დამა-
დასტურებელი, რაც მისმა მოგონებამ შემოინახა, როგორც ბავშვობის
ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება? მოსალოდნელია. თუ მხედველობა-
ში მივიღებთ, რა ღრმა გარდაქმნები განიცადა მხატვრის ცხოვრების
შთაბეჭდილებებმა, სანამ ხელოვნებაში თავისი წვლილის შეტანის უფ-
ლება ექნებოდა, ყველაზე ნაკლებად სწორედ ლეონარდოსთან უნდა
მოვითხოვოთ უტყუარობის მტკიცებულებები.
ვინც ლეონარდოს ნახატებს წარმოიდგენს, უცნაური, მაცდური და
იდუმალი ღიმილი გაახსენდება, რომლითაც მან თავისი ქალური ფიგუ-
რების ტუჩები მოაჯადოვა. უცვლელი ღიმილი, გრძლად გადაჭიმული
მრუდე ტუჩებზე; ეს მისთვის დამახასიათებლად იქცა და, ძირითადად,
„ლეონარდოსეულს“ უწოდებდნენ. ფლორენციელი მონა ლიზა დელ
ჯიოვანის უჩვეულოდ მშვენიერ სახეზე ეს ღიმილი დამთვალიერებელს
ძალიან იზიდავდა და აბნევდა. ეს ღიმილი ახსნას მოითხოვდა და ბევ-
რმა ახსნა კიდეც, მაგრამ იმათგან არც ერთი არ იყო დამაკმაყოფილებე-
ლი. „Voilà quatre siècles bientôt que Monna Lisa fait perdre la tête à tous ceux
qui parlent d’elle, après l’avoir longtemps regardée.“ 7
მუთერი: „რაც მაყურებელს განსაკუთრებით ნუსხავს, ამ ღიმილის
დემონური ჯადოა. ათასობით პოეტმა და მწერალმა დაწერა ამ ქალზე,
რომელიც ხან მაცდურად გვიღიმის, ხან გვეჩვენება, რომ ცივად და

7
აგერ უკვე ოთხი საუკუნეა, მონა ლიზა ლაპარაკით თავს აკარგვინებს ყველას,
ვინც დიდხანს უცქერს მას.
43
უსულგულოდ აშტერდება სიცარიელეს, და ვერავინ ამოიცნო მისი ღიმი-
ლი, ვერავინ ახსნა მისი აზრები. ყველაფერი, ხედიც კი იდუმალი და
სიზმარეულია, თითქოს კანკალებს დახშული მგრძნობელობის წინაშე.“
აზრმა, რომ მონა ლიზას ღიმილში ორი სხვადასხვა ელემენტია გა-
ერთიანებული, ბევრი კრიტიკოსი ააფორიაქა. ისინი მშვენიერი ფლო-
რენციელის პორტრეტში ხედავენ კონტრასტულობის სრულყოფილ
ასახვას, რომელიც ქალის სიყვარულზე ბატონობს - თავშეკავებულობა
და მაცდურობა, განწირული სილამაზე და უცერემონიოდ მომთხოვნი,
მამაკაცთა მშთანთქმელი მგრძნობელობა. მუნცი ასე ამბობს: „On
sait quelle énigme indéchiffrable et passionnante Monna Lisa Gioconda ne
cesse depuis bientôt quatre siècles de proposer aux admirateurs presses
devant elle. Jarnais artiste (j’emprunte la plume du délicat écrivain qui se cache
sous le pseudonyme de Pierre de Corlay) „a-t-il traduit ainsi l’essence même
de la fémininité: tendresse et coquetterie, pudeur et sourde volupté, tout le
mystère d’un coeur qui se réserve, d’un cerveau qui réfléchit, d’une
personnalité qui se garde et ne livre d’elle-même que son rayonnement…“ 8
იტალიელმა ანჯელო კონტიმ ნახატი ლუვრში, მზის სხივებით გაცოც-
ხლებული ნახა: „La donna sorrideva in una calma regale: i suoi istinti di
conquista, di ferocia, tutta l’eredità della specie, la volontá della seduzione e
dell’ agguato, la grazia del inganno, la bontà che cela un proposito crudele,
tutto ciò appariva alternativamente e

8
ჩვენ ვიცით, რა ამოუხსნელ და დამატყვევებელ ენიგმას სთავაზობს მონა
ლიზა ჯოკონდა აგერ უკვე ოთხი საუკუნეა მის წინ მდგარ თაყვანისმცემლებს.
არც ერთ ხელოვანს (დავესესხები კალამს ბრწყინვალე მწერლისას, პიერ დე
კორლეს ფსევდონიმის ქვეშ რომ იმალება) „არ გადმოუცია ასე თვით ქალურო-
ბის არსი: სინაზე და სიკეკლუცე, მოკრძალება და ფარული შინაგანი აღმაფრე-
ნა, მთელი მისტერია გულის, რომელიც ჩაკეტილია, გონების, რომელიც ყვა-
ვის, ინდივიდუალობის, რომელსაც უფრთხილდება და თავად არაფერს გვი-
ზიარებს, გარდა საკუთარი განუმეორებლობისა...“
44
scompariva dietro il velo ridente e si fondeva nel poema del suo
sorriso…Buona e malvagia, crudele e compassionevole, graziosa e felina, ella
rideva…“ 9
ლეონარდო ამ ტილოს 4 წელი ხატავდა, ალბათ 1503-დან 1507
წლამდე, ფლორენციაში მეორედ ყოფნის დროს, ამ დროს 50-ზე მეტის
იყო. ვაზარის ცნობის მიხედვით, ის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებას
იყენებდა, რათა სესიების დროს ქალბატონი გაერთო და ეს ღიმილი მის
ნაკვთებზე შეეჩერებინა. ყველა ის ნიუანსი, რაც მაშინ მისმა ფუნჯმა ტი-
ლოზე გადმოიტანა, სურათმა დღევანდლამდე მხოლოდ ოდნავ თუ შე-
მოინახა. მაშინ, როცა შეიქმნა, ის ითვლებოდა უმაღლეს გამოხატულე-
ბად, რისი შექმნაც ხელოვნებას საერთოდ შეეძლო. სინამდვილეში კი
თვითონ ლეონარდო არ იყო კმაყოფილი, მას დაუმთავრებლად თვლი-
და, დამკვეთს არ გადასცა და თან, საფრანგეთში წაიღო, სადაც მისმა
მფარველმა ფრანც I-მა ლუვრისთვის შეიძინა.
დავტოვოთ მონა ლიზას გარეგნობის გამოცანა ამოუხსნელი და ყუ-
რადღება ერთ უეჭველ ფაქტს მივაქციოთ - მისი ღიმილი არანაკლებ
აჯადოებდა თავად მხატვარს, ვიდრე ყველა მნახველს 400 წლის განმავ-
ლობაში. მას შემდეგ ეს ღიმილი მის ყველა ნახატსა და მოსწავლეთა ნა-
ხატებშიც მეორდება. ვინაიდან ლეონარდოს მონა ლიზა პორტრეტია,
არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მან საკუთარი სახიდან აიღო ასე ძნელად
გამოსახატავი ნაკვთი, რომელიც თავად მონა ლიზას არ გააჩნდა. ჩანს,
უნდა ვირწმუნოთ, რომ მან ეს ღიმილი მოდელში იპოვა და მისით ისე
მოჯადოვდა, რომ მას შემდეგ თავისუფალ, მხოლოდ მისი ფანტაზიის
ნაყოფ ქმნილებებშიც გამოსახავდა. ამ აკვიატებულ შეხედულებას გა-
მოთქვამს მაგალითად, ა. კონსტანტინოვა:

9
მშვიდად იღიმებოდა, ამ ღიმილით გამოხატავდა მხეცის ინსტინქტებს და
თავისი სქესის მემკვიდრეობით დაუნდობლობას, შეცდენის ჟინს, მანკიერების
სილამაზესა და დაუნდობელი ბუნების სიკეთეს. ყველაფერი ის, რაც მონაც-
ვლეობით ჩნდება და ქრება მის მომღიმარ სახეზე, ქმნის ამ ღიმილის პოემას...
კეთილად და ბოროტად, სასტიკად და მოწყალედ, გრაციოზულად და ამაზ-
რზენად, იღიმება ის...
45
„დიდი ხნის განმავლობაში, როცა ოსტატი მონა ლიზა დელ ჯიოკონ-
დას პორტრეტს ხატავდა, ისე მიეჩვია და ისე ცხოვრობდა ამ ქალის სა-
ხის ფიზიონომიური ნიუანსებით, რომ მერე ეს ნაკვთები - განსაკუთრე-
ბით, იდუმალი ღიმილი და უცნაური მზერა - ყველა სახეზე გადაჰქონდა,
რომელსაც ხატავდა. ჯოკონდას ეს მიმიკური თავისებურება შეიძლება
შევამჩნიოთ ნახატში „იოანე ნათლისმცემელი“; მაგრამ უპირველეს
ყოვლისა, მას ამოვიცნობთ მარიამის სახის ნაკვთებში ტილოზე „მადო-
ნა და ყრმა წმ. ანასთან ერთად“.
ეს შეიძლებოდა სხვანაირადაც მომხდარიყო. საფუძვლიანი დასაბუ-
თების საჭიროებამ ამ
მიმზიდველობისა, რომლითაც ჯოკონდას ღიმილმა მხატვრის გული
დაიპყრო, რათა აღარასოდეს გაეთავისუფლებინა, სხვები უფრო დააინ-
ტერესა, ვიდრე მისი თუნდაც ერთი ბიოგრაფი. ვ. პატერი, რომელიც მო-
ნა ლიზაში „კაცობრიობის ყველაზე სასიყვარულო გამოცდილების ხორ-
ცშესხმას“ ხედავს და ამ ძალიან ნატიფ, „ამოუხსნელ ღიმილს, რომელ-
ზეც მიჯაჭვულია ლეონარდო, როგორც ავბედითთან „, სხვა გზით მივყა-
ვართ, როცა ამბობს:
„ამას გარდა, ნახატი პორტრეტია. ჩვენ შეგვიძლია თვალი ვადევ-
ნოთ, როგორ ჩნდება ბავშვობიდან მისი ოცნებების ქსელში. ასე, რომ
შეგვიძლია ვირწმუნოთ - და საწინააღმდეგო არც ერთი ნათელი მტკიცე-
ბულება არ არსებობს - ის მისი საბოლოოდ ნაპოვნი და ხორცშესხმული
ქალის იდეალი უნდა ყოფილიყო.“
რაღაც ძალიან მსგავსს გულისხმობს ალბათ მ. ჰერცფელდი, როცა
ამბობს, ლეონარდომ მონა ლიზაში საკუთარი თავი იპოვა, ამიტომაც
შეძლო, ასე ბევრი რამ მიეცა ნახატისთვის, „რომლის ნაკვთებიც ამოუხ-
სნელი სიმპათიით ლეონარდოს სულში დიდი ხანია არსებობდნენ.“
ვცადოთ ამ შენიშვნების ახსნა. ე.ი. ეს ასე უნდა ყოფილიყო: ლე-
ონარდო დაატყვევა მონა ლიზას ღიმილმა, რადგანაც მან მასში გააღვი-
ძა რაღაც ისეთი, რაც მის სულში დიდი ხნის მანძილზე თვლემდა, შესაძ-
ლოა, ძველი მოგონება. ეს მოგონება იმდენად მნიშვნელოვანი კი იყო

46
მისთვის, რომ უკვე ნაპოვნი, ხელმეორედ აღარ დაეკარგა. არ შეეძლო,
იგი ისევ და ისევ არ გამოესახა. პატერის მტკიცება, რომ შესაძლებელია
მივყვეთ, როგორ იხლართებოდა ბავშვობიდან მონა ლიზას სახე მისი
ოცნებების ქსელში, სარწმუნო ჩანს და დეტალურად განხილვას იმსახუ-
რებს.
ვაზარი მოიხსენიებს „teste di femine che ridono“-ს (მომღიმარ ქალთა
თავები), როგორც მხატვრობაში მის პირველ ცდებს. ეს ნაწყვეტი, რომე-
ლიც სრულიად უეჭველია, ასე ჟღერს თარგმანში: „ახალგაზრდობაში
თიხისაგან ძერწავდა მომღიმარ ქალთა თავებს, რომლებიც თაბაშირში
გადამრავლდნენ, და რამდენიმე ბავშვის თავს, ისე მშვენიერს, თითქოს
დიდოსტატის ხელით იყო შექმნილი.“
ასე ვიგებთ, რომ მხატვრობაში მისი ვარჯიში ორგვარი ობიექტის გა-
მოსახვით დაიწყო, რომელიც ჩვენ იმ ორგვარ სექსუალური ლტოლვის
ობიექტს მოგვაგონებს, მის ძერის ფანტაზიაში რომ აღმოვაჩინეთ. თუ
ბავშვების მშვენიერი თავები საკუთარი ბავშვური პერსონის გამრავლე-
ბა იყო, მაშინ მომღიმარი ქალები არავინ იყვნენ სხვა, თუ არა კატარი-
ნას, დედამისის განმეორებები, და ჩვენ გვიჩნდება იმის ეჭვი, რომ შესაძ-
ლოა, დედამისს ჰქონდა იდუმალი ღიმილი, რომელიც ლეონარდომ და-
კარგა, და ისევ ამ ღიმილით იყო შეპყრობილი, როცა ფლორენციელ
ქალბატონში კვლავ იპოვა.
ლეონარდოს ტილო, ეგრეთწოდებული „წმინდა ანას სამეული“,
წმინდა ანა და მადონა ყრმით, შექმნის დროის მიხედვით ძალზე ახლოს
დგას მონა ლიზასთან. აქ ჩანს ლეონარდოსეული ღიმილი, უმშვენიერე-
სად გამოხატული ორივე ქალის სახეზე. შეუძლებელია დადგენა, „მონა
ლიზაზე“ რამდენად
ადრე ან გვიან დაიწყო ლეონარდომ ამ ნახატზე მუშაობა, რადგანაც
ორივეზე წლების განმავლობაში მუშაობდა. შესაძლებელია, დავუშვათ,
რომ ოსტატი ორივეს ერთდროულად ხატავდა. ჩვენს მოლოდინს ყვე-
ლაზე უკეთ გაამართლებდა, თუ ლეონარდო სწორედ მონა ლიზას ნაკ-
ვთებში ჩაღრმავებისას აღეგზნებოდა, წმინდა ანას კომპოზიცია თავისი

47
ფანტაზიით შეექმნა. რადგანაც, თუ ჯოკონდას ღიმილი დედის მოგონე-
ბამ გამოიწვია, მაშინ ჩვენთვის გასაგებია, რომ მხატვარს ის მოგვიანე-
ბით დედობრიობის განდიდებამდე მიჰყავს; და ღიმილი, რომელიც მან
არისტოკრატ ქალში იპოვა, დედას დაუბრუნა. ასე რომ, ჩვენ უფლება
გვაქვს, ჩვენი ყურადღება მონა ლიზადან ამ, მეორე, არანაკლებ მშვენი-
ერ ნახატზე გადავიტანოთ, რომელიც ახლა ლუვრში ინახება.
წმინდა ანა, ქალიშვილითა და შვილიშვილით, იტალიურ მხატვრო-
ბაში იშვიათად გვხვდება. ყოველ შემთხვევაში, ლეონარდოს ნახატი
სხვა, აქამდე ცნობილებისგან გამოირჩევა. მუთერი ამბობს:
„ზოგიერთი ოსტატი, როგორიცაა ჰანს ფრისი, უფროსი ჰოლბაინი
და ჯიროლამო დაი ლიბრი, ანას გამოსახავენ მარიამის გვერდით
მჯდომს და შუაში აყენებენ ყრმას. სხვები, მაგალითად, იაკობ კორნე-
ლისზი მის ბერლინურ ნახატში, ასახავდნენ წმინდა ანას „სამეულს“, ამ
სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს ნიშნავს, რომ ხატავდნენ ანას,
რომელსაც ხელში მარიამის პატარა ფიგურა უჭირავს, ხოლო მარიამს -
პატარა ქრისტე. ლეონარდოს ნახატში მარიამი ზის დედის კალთაში,
წინ გადახრილი, და ორივე ხელით უჭირავს ყრმა, რომელიც ბატკანს
ეთამაშება, შესაძლოა, ცოტა უხეშადაც კი. ბებიას ერთი ხელი, რომელიც
უჩანს, თეძოზე უდევს და ზემოდან დაჰყურებს ორივეს ნეტარი ღიმი-
ლით. დაჯგუფება ნამდვილად არ არის მაინცდამაინც ბუნებრივი. მაგ-
რამ ღიმილს, რომელიც ორივე ქალს ტუჩებზე დასთამაშებს და რომე-
ლიც უდავოდ იგივეა, რაც მონა ლიზასი, თავისი შემზარავი და იდუმალი
ხასიათი დაუკარგავს. ის გულწრფელობასა და მშვიდ ნეტარებას გამო-
ხატავს.
ნამდვილი ჩაღრმავებისას ამ ნახატის მნახველი მოულოდნელად
ხვდება: მხოლოდ ლეონარდოს შეეძლო ასეთი ტილოს შექმნა, ისევე,
როგორც მხოლოდ მას შეეძლო, ძერის ფანტაზია შეეთხზა. ამ ნახატში
ასახულია მისი ბავშვობის ისტორიის სინთეზი და მის დეტალებს შეუძ-
ლიათ, ლეონარდოს პირადი ცხოვრების ყველა შთაბეჭდილება ახსნან.
მამის სახლში ლეონარდომ მხოლოდ კარგი დედინაცვალი, დონა ალ-

48
ბიერა კი არ იპოვა, არამედ ბებიაც, მამის დედა, მონა ლუჩია, რომელიც,
უნდა ჩავთვალოთ, რომ მის მიმართ არანაკლებ ალერსიანი იყო, ვიდრე
საერთოდ ბებიები არიან. ამ ვითარებას უნდა მიეყვანა იგი იმ აზრამდე,
რომ დედისა და ბებიის ზრუნვით აღსავსე ბავშვობა უნდა გამოესახა. ნა-
ხატის მეორე მახასიათებელი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
წმ. ანა, მარიამის დედა და ჩვილის ბებია, რომელიც უკვე შუა ხნის ასაკს
გადაცილებული უნდა ყოფილიყო, აქ შეიძლება მხოლოდ ცოტა უფრო-
სი და სერიოზულია, ვიდრე წმ. მარიამი, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა
და უჭკნობი სილამაზის ქალია. ლეონარდომ სინამდვილეში ბავშვს ორი
დედა მისცა, ერთი წინ, რომელიც მკლავებს ბავშვისკენ იშვერს და მე-
ორე - უკანა პლანზე; და ორივეს სახეზე აღბეჭდილი აქვს დედობრივი
ბედნიერების ნეტარი ღიმილი. სურათის თავისებურება არ ამცირებს
კრიტიკოსთა გაოცებას. მაგალითად, მუთერი თვლის, რომ ლეონარდომ
ვერ გაბედა, სიბერე და ნაოჭები გამოესახა და ამიტომ ანაც დახატა ქა-
ლად, რომელიც
სილამაზეს ასხივებდა. შეიძლება თუ არა, ამ განმარტებით დავკმა-
ყოფილდეთ? სხვებმა შესაძლებლად ჩათვალეს დედისა და ქალიშვი-
ლის თანატოლობის სრულიად უარყოფა. მაგრამ მუთერის მცდელობა
სრულიად საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ წმ. ანას ახალგაზ-
რდობის შთაბეჭდილება ნამდვილად სურათიდან მოდის და არა დანერ-
გილი ტენდენციიდან.
ლეონარდოს ბავშვობა ზუსტად ისეთივე უცნაური იყო, როგორც ეს
ნახატი. მას ორი დედა ჰყავდა: პირველი, მისი ნამდვილი დედა, კატარი-
ნა, რომელსაც ის 3 ან 5 წლის ასაკში წაჰგლიჯეს, და მეორე - ახალგაზ-
რდა და მზრუნველი დედინაცვალი, მამამისის ცოლი, დონა ალბიერა.
მისი ბავშვობის ამ ფაქტის ზემოხსენებულთან დაკავშირება ქმნის ერ-
თიანობას, რომელმაც შეაქმნევინა კომპოზიცია „წმ. ანას სამეული“. დე-
დობრივი ფიგურა, ბავშვისაგან ცოტა მოშორებით, ბებიაა, რომელიც
თავისი გარეგნობითა და ბავშვთან თავისი სივრცითი დამოკიდებულე-
ბით, მის ნამდვილ ნამდვილ დედას, კატარინას შესაბამება. წმ. ანას ნე-

49
ტარი ღიმილით მხატვარმა ალბათ ის შური გადაფარა, რომელსაც უბე-
დური ქალი გრძნობდა, როცა დიდგვაროვანი მეტოქისთვის ჯერ ქმარი
და ახლა შვილიც უნდა დაეთმო.
ასე, ლეონარდოს სხვა ქმნილებების მოშველიებით, მივედით იმ
დასკვნამდე, რომ მონა ლიზა დელ ჯიოკონდოს ღიმილი მამაკაცში დე-
დის მოგონებას აღვიძებდა, მისი ბავშვობის ადრეული წლებიდან. ამიე-
რიდან იტალიელი მხატვრები მადონებსა და დიდგვაროვან ქალებს იმ
ღარიბი გლეხი გოგოს, კატარინას მორჩილი თავის დახრითა და უცნაუ-
რად ნეტარი ღიმილით გამოხატავდნენ, რომელმაც სამყაროს ხატვის,
კვლევისა და თმენისთვის განწირული მშვენიერი ვაჟი აჩუქა.
თუ ლეონარდოს გამოუვიდა, მონა ლიზას სახეში ორმაგი იდეა გა-
მოეხატა, რომელსაც ღიმილი შეიცავდა - როგორც უსაზღვრო სინაზის
დაპირება, ისე ავბედითი მუქარა (პატერის სიტყვებით) - მაშინ ამითი ის
თავისი ყველაზე ადრეული მოგონების ერთგული დარჩა. რადგანაც დე-
დის სინაზე მის ბედისწერად იქცა, ის განსაზღვრავდა მის შემდგომ
ხვედრსა და იმ განსაცდელს, წინ რომ ელოდა. ალერსის ძალა, რომელ-
ზეც მისი ძერის ფანტაზია მიუთითებს, მეტისმეტი უფრო იყო, ვიდრე
ბუნებრივი. საწყალი, მიტოვებული დედა იძულებული იყო, თავისი მო-
გონებები ტკბილ ალერსზე, როგორც ვნება, ახალ, დედობრივ სიყვა-
რულში გადაეტანა. ისე უნდა მოქცეულიყო, რომ საკუთარი თავისთვის
აენაზღაურებინა არა მხოლოდ ის, რომ ქმარი არ ჰყავდა, არამედ ისიც,
რომ შვილს არ ჰყავდა მამა, რომელიც დაუყვავებდა. ასე მიიღო მან, ყვე-
ლა დაუკმაყოფილებელი დედის მსგავსად, პატარა ვაჟიშვილი ქმრის
ადგილას და მისივე ძალიან ადრე მომწიფებული ეროტიკით მამაკაცო-
ბის ნაწილს ართმევდა. დედის სიყვარული ჩვილის მიმართ, რომელსაც
ის კვებავდა და უვლიდა, ბევრად უფრო ამაღლებულია, ვიდრე გვიანი
გრძნობა უკვე გაზრდილი შვილისადმი. ის, თავისი ბუნებით, არის სრუ-
ლიად მისაღები სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც არა მხოლოდ
ყველა სულიერ სურვილს, არამედ ყველა ხორციელ მოთხოვნილებასაც
კი აკმაყოფილებს. ის ადამიანისთვის მისაწვდომი ბედნიერების ერთ-

50
ერთ ფორმას გამოხატავს. სამაგიეროდ, ოდნავადაც არ იძლევა შესაძ-
ლებლობას, დიდი ხნის დათრგუნული, უხამსად მიჩნეული სურვილები
ყვედრების გარეშე დააკმაყოფილოს. ადრეულ, ბედნიერ ქორწინებაში
გრძნობს მამა, რომ შვილი, განსაკუთრებით, პატარა ბიჭი, მისი მეტოქე
გახდა და არაცნობიერში ღრმად ფესვგადგმული მტრობა პრივილეგი-
რებულის მიმართ აქედან იწყება.
როცა ლეონარდო თავისი ცხოვრების მწვერვალზე იმ ნეტარებით
სავსე ღიმილს ისევ შეხვდა, რომელიც ოდესღაც დედის ტუჩებზე მისი
ალერსის დროს თამაშობდა, მასზე დიდხანს ბატონობდა იძულება, რო-
მელიც უკრძალავდა, ოდესმე მაინც ესურვა მსგავსი სინაზე ქალების ტუ-
ჩებზე. მაგრამ ის მხატვარი იყო და სცადა, კიდევ ერთხელ შეექმნა ეს ღი-
მილი, ამჯერად თავისი ფუნჯით; და მან ის თავის ყველა ნახატს გადას-
ცა, თვითონ დახატა თუ თავის ხელმძღვანელობით მოსწავლეებს და-
ახატვინა - „ლედას“, „იოანეს“ და „ბახუსს“. ბოლო ორი ერთი და იგივე
ტიპის სახესხვაობაა. მუთერი ამბობს: „ბიბლიური კალიის მჭამელისა-
გან ლეონარდომ ბახუსი, აპოლონი შექმნა, რომელიც იდუმალი ღიმი-
ლით, ერთმანეთზე გადახლართული რბილი ბარძაყებით, გონებისწამ-
ღები თვალებით იყურება.“ ეს ნახატები მისტიკით სუნთქავენ, რომელ-
ში შეღწევასაც ვერავინ ბედავს; ყველაზე დიდი, შეიძლება ვინმემ სცა-
დოს, აღადგინოს მათი კავშირი ლეონარდოს ადრინდელ ქმნილებებ-
თან. სხეულები ისევ მამაკაცურ-ქალურია, მაგრამ არა ძერის ფანტაზიის
თვალსაზრისით, ისინი არიან მშვენიერი ჭაბუკები ქალური სინაზით, ქა-
ლური ფორმებით. ისინი ძირს არ ხრიან თვალებს, არამედ იდუმალე-
ბით სავსენი ტრიუმფალურად იყურებიან, თითქოს დიდი ბედნიერების
მიღწევაზე იციან რამე, რაზეც დუმილი ჰმართებთ; ცნობილი მაცდუნე-
ბელი ღიმილი გვაფიქრებინებს, რომ ეს სიყვარულის საიდუმლოა. შე-
საძლოა, ლეონარდოს ამ ფიგურებით თავისი სიყვარულის წარუმატებ-
ლობის დამალვა სურდა და მხატვრულად დასძლია, როცა დედით მო-
ხიბლული ბავშვის სურვილის ასრულება ამ მამაკაცური და ქალური არ-
სების სულიერი გაერთიანებით გამოხატა.

51
V
ლეონარდოს დღიურის ჩანაწერებს შორის არის ერთი, რომელიც
თავისი მნიშვნელოვანი შინაარსითა და პატარა ფორმალური შეცდო-
მით მკითხველის ყურადღებას იპყრობს:
წერს 1504 წლის ივლისში.
„Adi 9 di Luglio 1504 mercoledi a ore 7 mori Ser Piero da Vinci, notalio al
palazzo del Potestа, mio padre, a ore 7. Era d’etа d’anni 80, lasciт 10 figlioli
maschi e 2 femmine.“ 10 ე.ი. ჩანაწერი ლეონარდოს მამის გარდაცვალებას
ეხება. პატარა ფორმალური შეცდომა არის ის, რომ დრო „a ore 7“ ორჯერ
მეორდება, თითქოს ლეონარდოს წინადადების ბოლოს დაავიწყდა,
რომ მან ის დასაწყისში უკვე დაწერა. ეს ისეთი წვრილმანია, რომელზეც
სხვა, გარდა ფსიქოანალიტიკოსისა, არც დაფიქრდებოდა. შეიძლება
არც შეემჩნია, თუ არ მიუთითებდნენ, და იტყოდა: ეს შეიძლება დაბნეუ-
ლობის ან აფექტის დროს ყველას მოუვიდეს და მერე ამას არავითარი
მნიშვნელობა აღარა აქვს.
ფსიქოანალიტიკოსი სხვანაირად ფიქრობს; მისთვის ყველაფერი
მნიშვნელოვანია, როგორც დამალული სულიერი პროცესების გამოვ-
ლინება. ის დიდი ხანი სწავლობდა, რომ მსგავსი დავიწყება ან განმეო-
რება ძალიან მნიშვნელოვანია, და რომ ამას „დაბნეულობას“ უნდა
უმადლოდნენ, რადგანაც ის გასცემს ხოლმე, ჩვეულებრივ, ფარულ იმ-
პულსებს.
აღვნიშნავთ, რომ ეს ჩანაწერი ჰგავს კატარინას დაკრძალვისა და შე-
გირდებისთვის გაღებული ხარჯების ანგარიშს, როცა ლეონარდომ ვე-
ღარ შეძლო თავის აფექტების დათრგუნვა და დიდხანს დამალულმა აი-

10
1504 წლის 9 ივლისს, დაახლოებით დილის 7 საათზე გარდაიცვალა სერ პი-
ერო და ვინჩი, პოტესტას სასახლის ნოტარიუსი, მამაჩემი, 7 საათზე. ის 80
წლისა იყო; დატოვა მამრობითი სქესის 10 ბავშვი და 2 მდედრობითი.
52
ძულა, დამახინჯებული სახით მაინც გამოეხატა. ფორმაც კი მსგავსია,
იგივე პედანტური სიზუსტე, ციფრთა იგივე აქტუალურობა. 11
ჩვენ ასეთ გამეორებას პერსევერაციას ვუწოდებთ. ის არაჩვეულებ-
რივი დამხმარე საშუალებაა აფექტური აქცენტების საჩვენებლად. დავ-
ფიქრდეთ, მაგალითად, წმინდა პეტრეს მრისხანე სიტყვებზე დედამი-
წაზე დანტეს სამოთხეში მისი უღირსი შემცვლელის მიმართ:
Quegli ch’usurpa in terra il luogo mio,
Il luogo mio, il luogo mio, che vaca
Nella presenza del Figliuol di Dio,
Fatto ha del cimiterio mio cloaca.
ლეონარდოს აფექტთა შეკავების გარეშე დღიურში შეტანილი შენიშ-
ვნა ასე გაიჟღერებდა: „დღეს, 7 საათზე გარდაიცვალა მამაჩემი, სერ პი-
ერო და ვინჩი, ჩემი საწყალი მამა.“ მაგრამ პერსევერაციის გადატანა
სიკვდილის გულგრილ დადასტურებაზე, სიკვდილის წუთებში ჩანა-
წერს ყველანაირ პათოსს აცლის და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ამოვიც-
ნოთ, რომ აქ რაღაც დამალული და დათრგუნული იყო.
სერ პიერო და ვინჩი, ნოტარიუსი და ნოტარიუსთა შთამომავალი, სი-
ცოცხლით სავსე მამაკაცი იყო, რის წყალობითაც მოიპოვა მან ავტორი-
ტეტი და შეძლებული ცხოვრება. ის ოთხჯერ დაქორწინდა, პირველი
ორი ცოლი უშვილოდ გარდაიცვალა, მხოლოდ მესამისაგან გაუჩნდა
პირველი კანონიერი ვაჟი, 1476 წელს, როცა ლეონარდო უკვე 24 წლის
იყო და მამის სახლი დიდი ხნის გაცვლილი ჰქონდა თავისი ოსტატის,
ვერიკიოს სახელოსნოში. მეოთხე და ბოლო ცოლთან, რომელზეც 50
წლისამ იქორწინა, შეეძინა კიდევ 9 ვაჟი და 2 ქალიშვილი.
მამა ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ლეონარდოს ფსიქოსექსუა-
ლური განვითარებისთვის, ნეგატიური გაგებით - არამხოლოდ თავისი
არყოფნით ბავშვობის პირველ წლებში, არამედ თავისი უშუალო ყოფ-
ნით მისი ბავშვობის გვიანდელ წლებშიც. მას, ვისაც ბავშვივით უნდა დე-

11
შენიშვნა: ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ლეონარდომ ამ ჩანაწერში დაუშვა,
არის ის, რომ მან 77 წლის მამას 80 წელი მისცა. ეს გასათვალისწინებელია.
53
და, არ შეუძლია აიშოროს სურვილი, რომ მამის ადგილას იდგეს, თავის
ფანტაზიაში მასთან გააიგივოს თავი და მოგვიანებით მიზნად ექცეს
მასზე ძალაუფლების მოპოვება. როცა ლეონარდო 5 წლისაც არ იყო, ბა-
ბუას სახლში გადაიყვანეს, მის გრძნობებში დედის ადგილი ნამდვი-
ლად დაიჭირა ახალგაზრდა დედინაცვალმა დონა ალბიერამ და ის
ნორმალურად მიჩნეულ ურთიერთობაში მამის მეტოქედ იქცა. როგორც
ცნობილია, ჰომოსექსუალიზმისაკენ მიდრეკილება პუბერტეტის წლებ-
ში ყალიბდება. როცა ლეონარდო ამ ასაკში იყო, მამასთან იდენტიფიკა-
ციამ ყველანაირი მნიშვნელობა დაკარგა სექსუალურ ცხოვრებაში, მაგ-
რამ გაგრძელდა სხვა, არაეროტიკული ხასიათის სფეროებში. ჩვენ გვეს-
მის, რომ მას ფუფუნება და მშვენიერი ტანსაცმელი უყვარდა, მოსამსა-
ხურეები და ცხენები ჰყავდა, მიუხედავად იმისა, რომ, ვაზარის თქმით:
„თითქმის არაფერი ჰქონდა და ცოტას მუშაობდა“. ამ მიდრეკილებებს
მხოლოდ სილამაზის სიყვარულს ვერ დავაბრალებთ, ჩვენ მასში ვხე-
დავთ ახირებას, შექმნას მამის ასლი და აჯობოს მას. მამა საწყალი გლე-
ხის გოგოსთვის დიდგვაროვანი ბატონი გახდა, ამიტომაც დარჩა შვილს
ნესტარივით, დიდგვაროვანი ბატონის როლი ეთამაშა, ჟინი - „to out
Herod“ (გადააჭარბოს ჰეროდეს), რათა მამისთვის დაენახვებინა, რო-
გორ გამოიყურება ჭეშმარიტი დიდგვაროვანი.
როცა ხელოვანი ქმნის, რაღაც მამობრივს გრძნობს თავისი ნამუშევ-
რების მიმართ. ლეონარდოს შემოქმედებისთვის ის, რომ მამასთან აი-
გივებდა თავს, დამღუპველი აღმოჩნდა. ის ქმნიდა მათ და მერე აღარ
ზრუნავდა მათზე, ისევე, როგორც მამას არ უზრუნია პატარა ლეონარ-
დოზე. მამის დაგვიანებულ მზრუნველობას არაფრის შეცვლა აღარ შე-
ეძლო ამ მიდრეკილებაში, რადგანაც ის ბავშვობის პირველი წლების
შთაბეჭდილებებიდან გამომდინარეობდა; გაუცნობიერებლად დარჩე-
ნილი დათრგუნვების გამოსწორება შეუძლებელია გვიან მიღებული გა-
მოცდილებით.
რენესანსის ხანაში - ისევე, როგორც ბევრად გვიან - ყველა ხელოვანს
სჭირდებოდა მაღალი წრის ბატონი და მფარველი, პატრონი, რომელიც

54
შეკვეთებს აძლევდა, რომლის ხელშიც იყო მისი ბედი. ლეონარდომ თა-
ვისი მფარველი ამბიციური, ფუფუნების მოყვარული, დიპლომატიაში
გაქნილი, მაგრამ მერყევი და
არასაიმედო, ილ მოროდ წოდებული ლუდოვიკო სფორცას სახით
იპოვა. მისი სასახლის კარზე, მილანში გაატარა თავისი ცხოვრების
ბრწყინვალე პერიოდი, მის სამსახურში გააღვივა ყველაზე თავისუფ-
ლად თავისი შემოქმედების ძალა, რასაც „საიდუმლო სერობა“ და ამ-
ხედრებული ფრანჩესკო სფორცას პორტრეტი მოწმობს. მან მილანი
სწორედ მაშინ დატოვა, როცა ლუდოვიკო მოროს კატასტროფა დაატ-
ყდა თავს - როცა როგორც ტუსაღი, ფრანგულ საპყრობილეში გარდაიც-
ვალა. მისი მფარველის ბედის ამბავმა ლეონარდომდე რომ მიაღწია, ის
თავის უბის წიგნაკში წერდა: „ჰერცოგმა დაკარგა თავისი მამული, თავი-
სი ქონება, თავისუფლება და არც ერთი საქმე, რაც მან წამოიწყო, ბო-
ლომდე არ მისულა.“ აღსანიშნავია და ნამდვილად არ არის უმნიშვნე-
ლო, რომ ის აქ თავის პატრონეს იმავეს საყვედურობს, რაც შთამომავ-
ლობას უნდა ესაყვედურა მისთვის, თითქოს მას სურდა, მამების რიგი-
დან ერთ-ერთი მაინც პასუხისმგებელი გაეხადა იმაზე, რომ თვითონ თა-
ვის ქმნილებებს დაუსრულებელს ტოვებდა. სინამდვილეში, ის არ ყო-
ფილა უსამართლო ჰერცოგის მიმართ.
მაგრამ თუკი მამის მიბაძვამ ის, როგორც მხატვარი, დააზიანა, ასევე
მამის წინააღმდეგ აჯანყება იყო ინფანტილური პირობა მისი, როგორც
მკვლევრის, ისეთივე დიდებული წარმატებისა. მერეჟკოვსკის მშვენიე-
რი შედარების მიხედვით, ის ჰგავდა ადამიანს, რომელმაც ძალიან ად-
რე, სიბნელეში გაიღვიძა, მაშინ როცა სხვას ყველას ეძინა. ის ბედავდა,
თამამი წინადადება ეთქვა, რომელიც ყველა თავისუფალი კვლევის გა-
მართლებას შეიცავდა: „ვინც აზრთა ჭიდილისას ავტორიტეტს იმოწ-
მებს, ის თავისი მეხსიერებით მოქმედებს, ნაცვლად თავისი ჭკუისა.“ ასე
გახდა ის თანამედროვე ბუნების პირველი მკვლევარი და მისი გამბე-
დაობა აღმოჩენათა და მიხვედრათა სიუხვით დაჯილდოვდა; ბერძნე-
ბის შემდეგ, მხოლოდ საკუთარ დაკვირვებებსა და ვარაუდებზე დაყ-

55
რდნობით, პირველი ჩასწვდა ბუნების საიდუმლოს. მაგრამ თუ ის ავტო-
რიტეტს არაფრად აგდებდა, „ძველების“ მიბაძვის უარყოფას სწავლობ-
და და ბუნების შესწავლაზე ყოველთვის, როგორც ყველანაირი ჭეშმარი-
ტების წყაროზე, მიუთითებდა, ასევე იგი მხოლოდ იმეორებდა ყველაზე
მაღალ, ადამიანთათვის მიღწევად სუბლიმაციას, რომელიც ჯერ კიდევ
ბავშვს აეკვიატა, როცა სამყაროს გაოცებული თვალებით შეხედა. თუ
ამას მეცნიერული აბსტრაქციიდან ინდივიდუალურ გამოცდილებაზე
გადმოვთარგმნით, ძველები და ავტორიტეტები მხოლოდ მამას შეესა-
ბამება და ბუნება ისევ გახდა ნაზი, კეთილშობილი დედა, რომელიც მას
კვებავდა. თუ სხვა ადამიანებში - როგორც დღეს, ისევე ძველად - საყ-
რდენის პოვნის მოთხოვნილება რომელიმე ავტორიტეტში ისე ძლი-
ერია, რომ მათთვის სამყარო ტორტმანებს, როცა ამ ავტორიტეტს საფ-
რთხე ემუქრება, მხოლოდ ლეონარდოს შეეძლო ამ მხარდაჭერის გარე-
შე თავის გატანა. ამას ვერ შეძლებდა, სიცოცხლის პირველივე წლებში
მამაზე უარის თქმა რომ არ ესწავლა. მისი გვიანდელი მეცნიერული
კვლევების სიმამაცესა და დამოუკიდებლობას წინ უძღვის მამისაგან არ-
დათრგუნული ინფანტილური კვლევა და სექსუალურობის თავის არი-
დებით გრძელდება.
თუ ვინმე, როგორც ლეონარდო, ბავშვობაში მამისაგან დაშინებას
გაექცა და კვლევას ავტორიტეტის ბორკილები აჰყარა, მაშინ ჩვენი მო-
ლოდინის ყველაზე ძლიერი წინააღმდეგობა იქნებოდა, თუ ჩავთვლი-
დით, რომ ასეთი ადამიანი მორწმუნე დარჩა და ვერ შეძლო, დოგმატურ
რელიგიას ხელიდან დასხლტომოდა. ფსიქოანალიზმა ჩვენ გაგვაცნო
ინტიმური კავშირი მამობრივ კომპლექსსა და ღვთის
რწმენას შორის; გვიჩვენა, რომ პირადი ღმერთი სხვა არაფერია, თუ
არა განდიდებული მამა; და ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, როგორ კარგავენ
ახალგაზრდა პიროვნებები ღვთის რწმენას, როგორც კი მათ თვალში მა-
მის ავტორიტეტი იმსხვრევა. მშობლების კომპლექსში ჩვენ რელიგიური
მოთხოვნილებების ფესვებს ამოვიცნობთ; ყოვლისშემძლე, სამარ-
თლიანი ღმერთი და გულმოწყალე ბუნება ჩვენ მამისა და დედის დიდე-

56
ბულ სუბლიმაციად გვესახება, უფრო დიდებულად, ვიდრე ორივე მათ-
განზე ადრეული ბავშვობის წარმოდგენების განახლება და აღდგენაა.
რელიგიურობა ბიოლოგიურად პატარა ბავშვის უსუსურობასა და დახმა-
რების საჭიროებას ეყრდნობა, რომელიც, როცა მოგვიანებით თავის ნამ-
დვილ სიმარტოვესა და სისუსტეს შეიცნობს ცხოვრების დიდი ძალების
წინააღმდეგ, თავის მდგომარეობას ისეთივედ აღიქვამს, როგორც ბავ-
შვობაში და ცდილობს, უნუგეშობა ინფანტილური დამცავი ძალების
რეგრესირებული ძალების განახლებით დაფაროს.
ჩანს, რომ ლეონარდოს მაგალითი ამართლებდა ამ შეხედულებას
რელიგიური რწმენის შესახებ. ბრალდებები, რომლებიც მას ურწმუნოე-
ბაში, ან, როგორც იმ დროს უწოდებდნენ, ქრისტეს რწმენისაგან განდგო-
მაში ადანაშაულებდნენ, ჯერ კიდევ მისი სიცოცხლის წლებში მოქმე-
დებდა და მის პირველ, ვაზარის მიერ დაწერილ ბიოგრაფიაშიც ვლინ-
დება. თავისი Vitae-ს (ბიოგრაფია) 1566 წლის ხელმეორე გამოცემიდან
ვაზარიმ ეს შენიშვნები ამოიღო. ჩვენთვის სავსებით გასაგებია, რომ ლე-
ონარდო, იმის გათვალისწინებით, რომ ის საუკუნე რელიგიური საკით-
ხების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობით ხასიათდებოდა, ჩა-
ნაწერებში თავის პოზიციას ქრისტიანობასთან დაკავშირებით პირდა-
პირ არ გამოხატავდა. როგორც მკვლევარს, წმინდა წერილის შესაქმე
დიდად არ აღელვებდა. მაგალითად, მან ეჭვქვეშ დააყენა საყოველთაო
წარღვნის შესაძლებლობა და გეოლოგიაში მსგავს ცვლილებებს ისევე
სარწმუნოდ თვლიდა, როგორც თანამედროვე ადამიანები თვლიან.
მის „წინასწარმეტყველებებს“ შორის ისეთ რამეებს იპოვის ადამი-
ანი, რაც მგრძნობიარე მორწმუნე ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი
უნდა ყოფილიყო. მაგალითად, ხატების თაყვანისცემა: „ადამიანები
ლაპარაკობენ ადამიანებთან, რომლებსაც არაფერი ესმით, რომელთაც
თვალები ღია აქვთ და ვერ ხედავენ. ისინი ელაპარაკებიან მათ და პა-
სუხს ვერ იღებენ, ისინი იმისგან ითხოვენ მოწყალებას, ვისაც ყური აქვს
და არ ესმის; ისინი სანთელს უნთებენ მას, ვინც ბრმაა.“
ან დაჩივლება ვნების პარასკევზე:

57
„ევროპის ყველა ნაწილში დიდი ერები დასტირიან ერთადერთ კაცს,
რომელიც აღმოსავლეთში მოკვდა.“
ლეონარდოს შემოქმედებაზე ამბობდნენ, რომ წმინდანთა ფიგუ-
რებს ეკლესიური მიჯაჭვულობის ნარჩენებიც წაართვა და მათში ადა-
მიანურობა შეიტანა, რათა დიდი და მშვენიერი ადამიანური გრძნობები
აესახა მათში. მუთერი ადიდებს იმის გამო, რომ მან დოგმატიზმი დაძ-
ლია და ადამიანებს მგრძნობელობისა და სიცოცხლით ტკბობის უფლე-
ბა დაუბრუნა. ჩანაწერებში, რომლებშიც ჩანს, რომ ლეონარდო ბუნების
დიდ ამოცანას ჩაუღრმავდა, შემოქმედის მიმართ აღტაცებასაც გამოხა-
ტავს, როგორც
ყველა ამ საიდუმლოს უკანასკნელი საფუძველისადმი, მაგრამ არა-
ფერს განმარტავს იმასთან დაკავშირებით, რომ მას ამ ღვთაებრივ ძა-
ლასთან უშუალო ურთიერთობის განმტკიცება სურდა. გამონათქვამები,
რომლებშიც თავისი სიცოცხლის ბოლო წლების ღრმა სიბრძნე ჩადო,
ადამიანის იმედგაცრუებით სუნთქავს, რაც ბუნების კანონებს ემორჩი-
ლება და ღვთის სიკეთისა და გულმოწყალებისაგან არანაირ შეწყალე-
ბას არ ელის. ეჭვიც არაა, ლეონარდომ დაძლია დოგმატური, ისევე, რო-
გორც პირადი რელიგია და თავისი კვლევა-ძიებით მორწმუნე ქრისტია-
ნის მსოფლმხედველობას ძალიან დაშორდა.
ბავშვის სულიერი განვითარების შესახებ ჩვენ მიერ ზემოთ უკვე ნახ-
სენები შეხედულებების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლე-
ონარდოს ბავშვობისდროინდელი კვლევებიც სექსუალურ პრობლემებს
უკავშირდებოდა. მაგრამ ის თვითონვე ამჟღავნებს ამას გამჭვირვალე
შეფუთვაში, რომლითაც ის თავის კვლევის ჟინს ძერის ფანტაზიას უკავ-
შირებს და ხაზს უსვამს ფრინველთა გადაფრენის პრობლემას, რომელ-
მაც ბედის განსაკუთრებული განსაზღვრულობით მისი ყურადღება მი-
იპყრო. მისი ჩანაწერების ერთი ნამდვილად ბნელი, წინასწარმეტყვე-
ლებასავით გაჟღერებული მონაკვეთი, საუკეთესოდ აჩვენებს, რამდე-
ნად დიდი იყო ემოციური ინტერესი, რომლითაც ებღაუჭებოდა სურ-
ვილს, ფრენის ხელოვნებისთვის მიებაძა: „პირველ გაფრენას დიდი ჩი-

58
ტი დიდი გედის ქედიდან იწყებს, სამყარო - გაოცებით, ხოლო ყველა ნა-
წერი სახელით ივსება და მუდმივი დიდება ისადგურებს ბუდეში, სადაც
ის დაიბადა“. მას ალბათ იმედი ჰქონდა, რომ ერთხელ თვითონაც შეძ-
ლებდა გაფრენას და ვიცით, ადამიანებს სურვილის ამსრულებელი სიზ-
მრებიდან როგორი ნეტარება ელოდებათ ამ იმედის გამართლებისას.
რატომ ოცნებობს ამდენი ადამიანი ფრენაზე? ფსიქოანალიზს აქვს
პასუხი ამაზე. ფრენა, ან ჩიტად ყოფნა მხოლოდ სხვა სურვილის ნიღა-
ბია, რომლის შესაცნობად ბევრი ენობრივი და რეალური ხიდი არსე-
ბობს. როცა ცნობისმოყვარე ბავშვებს უყვებიან, რომ ისეთ დიდ ფრინ-
ველს, როგორიც ყარყატია, პატარა ბავშვები მოჰყავს; როცა ძველად ფა-
ლოსს ფრთოსანს გამოხატავდნენ; როცა სექსუალური აქტის ყველაზე
გავრცელებული აღნიშვნაა გერმანულში „voegeln“ (ჩიტად ქცევა) და მა-
მაკაცის ასოს იტალიურად l'uccello (ჩიტი) ჰქვია, მაშინ ეს ყველაფერი ხი-
დის პატარა ნაწილებია იმ დიდი ერთიანობიდან, რომელიც გვასწავ-
ლის, რომ სურვილი, შეგეძლოს ფრენა, სიზმრებში სხვა არაფერია, თუ
არა ჟინი, რომ სექსუალური ურთიერთობები შეგეძლოს. ეს ადრეული
ინფანტილური სურვილია, - როცა ზრდასრული თავის ბავშვობაზე ფიქ-
რობს, იმ ბედნიერ ხანად ეჩვენება, როცა ყოველი წამით ტკბები და მო-
მავლისაკენ სურვილების გარეშე მიდიხარ, - ამიტომაც შურთ ბავშვების.
მაგრამ თვითონ ბავშვები, ამაზე ინფორმაციის მიცემა რომ შეეძლოთ,
სხვა რამეს გვეტყოდნენ. ჩანს, რომ ბავშვობა სულაც არ არის ის სულიე-
რი იდეალი, როგორც შემდეგ ჩვენ ვამახინჯებთ, რომ ბავშვები ხშირად
გახელებულები არიან იმ სურვილისაგან, რომ გაიზარდონ და გააკეთონ
ის, რასაც უფროსები აკეთებენ. ეს სურვილი მართავს ყველა მათ თა-
მაშს. ბავშვები თავიანთი სექსოლოგიური კვლევის განმავლობაში
გრძნობენ, რომ დიდებს ამ დიდებულებით მოცულ და მნიშვნელოვან
სფეროში რაღაც დიდებულის გაკეთება შეუძლიათ, რისი ცოდნაც და კე-
თებაც მათთვის აკრძალულია; ასე აღიძვრება მათში ყველაზე ცეცხლო-
ვანი სურვილი, იგივე შეეძლოთ; და ეს სურვილი სიზმარში ფრენად გა-
დაიქცევა ან ამზადებენ სურვილის ამ შენიღბულ ფორმას ნაგვიანევი

59
მსგავსი სიზმრებისათვის. ასე რომ ავიაციას, რომელმაც ჩვენს დრო-
ში საბოლოოდ მაღწია მიზანს, თავისი ინფანტილური ეროტიკული ფეს-
ვები აქვს.
რადგანაც ლეონარდო გვიმხელს, რომ ის ბავშვობიდან გრძნობდა
ფრენისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, გვიმტკიცებს, რომ
ბავშვური კვლევა სექსუალურობისკენ იყო მიმართული, როგორც ჩვენ
თანამედროვე ბავშვებზე დაკვირვებით ვივარაუდეთ. ეს სურვილი მაინც
ასცდა დათრგუნვას, რომელმაც იგი მოგვიანებით სექსუალურობას გაუ-
უცხოვა და ბავშვობის წლებიდან სრულ ინტელექტუალურ სიმწიფემდე,
მისთვის ზემოთნახსენები მსუბუქი სახეცვლილებით მაინც საინტერესო
დარჩა; სრულიად შესაძლებელია, რომ სასურველი ხელოვნება, პრიმი-
ტიული სექსუალური მნიშვნელობით ისევე ნაკლებად გამოუვიდა, რო-
გორც მექანიკის ხელოვნება და ორივე მისთვის მიუწვდომელ სურვი-
ლად დარჩა.
დიდი ლეონარდო მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ბევრ
რამეში ბავშვური დარჩა; ამბობენ, რომ ყველა დიდი ადამიანი რაღაც
ინფანტილურს აუცილებლად ინახავს. ის დიდიც კი თამაშობდა და
ამით თავისი თანამედროვეებისთვის საშიში და შეუცნობელი ხდებოდა.
ჩვენ უკმაყოფილების განცდა გვეუფლება, როცა ის სასახლის დღესას-
წაულებისა და საზეიმო შეხვედრებისთვის ოსტატურ მექანიკურ სათამა-
შოებს ამზადებს, რადგანაც ვხედავთ, რომ ოსტატი თავის შემოქმედე-
ბით ძალას რაღაც წვრილმანებში ხარჯავს. თვითონ კი მაინცდამაინც
უკმაყოფილო არ ჩანს ამ ნივთების კეთებით, რადგან ვაზარი ყვება, რომ
ის ამას მაშინ აკეთებდა, როცა არავინ უკვეთავდა: „იქ (რომში) ის იღებ-
და ცვილის ცომს და როცა გადნებოდა, აკეთებდა მისგან ძალიან ნატიფ
ცხოველებს, ჰაერით სავსეს, ჩაჰბერავდა შიგ და ასე ფრენდნენ ისინი,
შიგნით ჰაერი ჰქონდათ, მერე მიწაზე ეცემოდნენ. ერთი იშვიათი ჯიშის
ხვლიკს, ერთმა მევენახემ ბელვედერზე რომ იპოვა, გაუკეთა ფრთა სხვა
ხვლიკის გამძვრალი ტყავისგან, რომელიც ვერცხლისწყლით გაავსო,
ისე, რომ მოძრაობდა და კანკალებდა სიარულისას; შემდეგ გაუკეთა

60
თვალები, წვერი და რქები, მოათვინიერა, ჩასვა ყუთში და თავის მეგობ-
რებს აშინებდა ხოლმე.“ ხშირად ასეთი სათამაშოები ძნელად ჩასაწ-
ვდომი აზრების გამოხატვას ემსახურებოდნენ: „ხშირად ისე ფაქიზად
გამოასუფთავებდა მამალი ცხვრის ნაწლავებს, რომ მუჭშიც კი მოიქცევ-
და ადამიანი. ამას შეიტანდა დიდ ოთახში, მოიტანდა მჭედლის ორ სა-
ბერველს, მიამაგრებდა მათზე ნაწლავებს და ბერავდა, სანამ მთელ
ოთახს არ ამოავსებდნენ ნაწლავები და ყველნი კუთხისკენ გაიქცეოდ-
ნენ. ასე აჩვენებდა, როგორ ხდებოდნენ ისინი გამჭვირვალე და ჰაერით
სავსე იმ დროს, როცა თავიდან სულ პატარა ადგილი ეჭირათ, მერე თან-
დათან უფრო და უფრო ფართოვდებოდნენ ოთახში და ის მათ გენიებს
ადარებდა.“ თამაშის მსგავსი სურვილი, უწყინრად დამალული და ოს-
ტატურად შენიღბული, მის იგავებსა და გამოცანებშიც ჩანს; ამ უკანას-
კნელთ, „წინასწარმეტყველების“ ფორმა ჰქონდა, თითქმის ყველა რა-
ღაც იდეებით იყო გაჯერებული და გარკვეულწილად იუმორი აკლდა.
თამაშებსა და ხუმრობებს, ლეონარდო თავისი ფანტაზიით რომ
ქმნიდა, მისი ბიოგრაფები, რომლებიც მათ არსს ვერ ხვდებოდნენ, დიდ
შეცდომაში შეჰყავდა. ლეონარდოს მილანურ მანუსკრიპტებში შემორ-
ჩენილია წერილების მონახაზები „დიოდარიო სირიელისადმი, მეფის
ნაცვალი ბაბილონის წმინდა სულთნისა“,
რომელშიც ლეონარდო საკუთარ თავს წარუდგენს, როგორც ინჟი-
ნერს, რომელიც აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი სამუშაოების შესასრუ-
ლებლად წარმოაგზავნეს. სიზარმაცის გამო მიღებული საყვედურებისა-
გან თავის დასაღწევად ქალაქებისა და მთების აღწერას წარადგენს, და
ბოლოს იმ სტიქიური უბედურების შესახებ ჰყვება, რომელიც მისი იქ
ყოფნის დროს მოხდა.
1881 წელს რიხტერი ამ ხელნაწერებით ცდილობდა, დაემტკიცებინა,
რომ ლეონარდომ ნამდვილად ეგვიპტის სულთნის სამსახურში შექმნა
ეს მოგზაურობის ჩანაწერი და აღმოსავლეთში მაჰმადიანობაც კი მი-
იღო. ის იქ 1483 წლამდე, ანუ მილანის ჰერცოგის კარზე გადასვლამდე
უნდა ყოფილიყო. მხოლოდ სხვა ავტორთა კრიტიკითაც ადვილი მისახ-

61
ვედრია, რომ ცნობები, აღმოსავლეთში მოჩვენებითი მოგზაურობის შე-
სახებ, ახალგაზრდა ხელოვანის ფანტაზიის ნაყოფია. მათ გართობის
მიზნით თხზავდა, რაც იქნებ გამოხატავდა სურვილს, ენახა მსოფლიო
და თავგადასავლები გადახდენოდა.
რა თქმა უნდა, ასევე მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო „Асаdemia
Vinciana“. ჰიპოთეზა მისი არსებობის შესახებ ეფუძნება ხუთ ან ექვს ძა-
ლიან ოსტატურად გადახლართულ ემბლემას აკადემიის წარწერით. ვა-
ზარი ახსენებს ამ ნახატებს, ემბლემას, მაგრამ არა აკადემიას. მუნცი,
რომელმაც იგივე ორნამენტი ლეონარდოს შესახებ თავისი დიდი ნაშ-
რომის ყდად გამოიყენა, იმ უმცირესობას მიეკუთვნება, რომელთაც ლე-
ონარდოს აკადემიის რეალურობის სჯერათ.
სავარაუდოდ, ლეონარდოს ეს მიდრეკილება თამაშისადმი მისი მო-
წიფულობის ასაკში გაქრა. მან კვლევითი საქმიანობაც დააგემოვნა, რაც
მისი ინდივიდუალობის საბოლოო და უმაღლეს განვითარებას ნიშნავ-
და. მაგრამ თამაშის სურვილის დიდხანს შენარჩუნება გვასწავლის, რა
ძნელად სწყდება ბავშვობას ის, ვინც ბავშვობაში უმაღლესი, მოგვიანე-
ბით ვეღარ მიღწეული, ეროტიკული ნეტარებით დატკბა.

VI
ამაო იქნებოდა თავის მოტყუება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ
მკითხველები დღეს ყველა პათოგრაფიას (ბიოგრაფია, რომელიც პათო-
ლოგიათა გათვალისწინებითაა დაწერილი) უგემოვნოდ თვლიან. უარ-
ყოფას ნიღბავენ საყვედურით, რომ პათოგრაფიული კვლევით ასეთი
დიდი ადამიანის მნიშვნელობისა და მიღწევების გაგება შეუძლებელია;
ამიტომ უსარგებლო ქედმაღლობა იქნებოდა მასში ისეთი რამეების
კვლევა, რომელთა პოვნაც ნებისმიერ ადამიანშიც კარგად შეიძლება. ეს
კრიტიკა იმდენად უსამართლოა, რომ შეიძლება გავიგოთ მხოლოდ რო-
გორც საბაბი და საფარველი. პათოგრაფიის მიზანი სულაც არ არის, დი-
დი ადამიანის მოღვაწეობას ჩასწვდეს. უფლება არ გვაქვს, ვინმეს ვუსაყ-
62
ვედუროთ იმის გამო, რომ მან არ შეასრულა ის, რასაც არასოდეს დაგ-
ვპირებია. სინამდვილეში წინააღმდეგობის ნამდვილი მოტივები სულ
სხვაა. ისინი აღმოაჩენენ ამ მიზეზებს, თუ გაითვალისწინებენ, რომ ბი-
ოგრაფები სრულიად განსაკუთრებული გარემოებით არიან თავიანთ
გმირებზე მიჯაჭვულნი. ისინი მათ ხშირად იმიტომ ირჩევენ კვლევის
ობიექტად, რომ პირადი ემოციური ცხოვრების გამო თავიდანვე გრძნობ-
დნენ მათდამი განსაკუთრებულ სიმპათიას. შემდეგ ისინი არჩეული გმი-
რის იდეალიზაციას ცდილობენ, რაც გულისხმობს, რომ დიდი ადამიანი
მათი ბავშვობის სამაგალითო ადამიანთა რიგს უერთდება, თითქოს
მასში მამის ბავშვურ წარმოდგენას ხელმეორედ აცოცხლებენ. ისინი ამ
სურვილით მისი ფიზიონომიის ინდივიდუალურ მახასიათებლებს შლი-
ან, ასწორებენ მისი შინაგანი და გარეგანი წინააღმდეგობებით სავსე,
ცხოვრებისეული ბრძოლის კვალს, ვერ იტანენ მასში ადამიანური სი-
სუსტისა ან არასრულყოფილების უმცირეს გამოხატულებასაც კი და,
ადამიანის ნაცვლად, ჭეშმარიტად ცივ, უცხო იდეალურ ფიგურას გვაწ-
ვდიან, რომელთანაც შეიძლება გაუცხოებული სიახლოვეც ვიგრძნოთ.
სამწუხაროდ, ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ რეალობას მსხვერ-
პლად სწირავენ ილუზიას და თავიანთი ინფანტილური ფანტაზიების
გამო უარს ამბობენ შესაძლებლობაზე, ადამიანური ბუნების მშვენიერ
საიდუმლოს ჩასწვდნენ.
თავად ლეონარდო, თავისი სიმართლისმოყვარეობითა და ცოდნის
წყურვილით, არ ეცდებოდა, თავისი პატარა უცნაურობებისა და გამოცა-
ნების მეშვეობით საკუთარი სულიერი და ინტელექტუალური განვითა-
რების ამოცნობისთვის თავი აერიდებინა. ჩვენ პატივს ვცემთ იმით, რომ
მისგან ვსწავლობთ. არ ხელვყოფთ მის სიდიადეს, თუ შევისწავლით
მსხვერპლს, რომლის განვითარების განსჯაც ბავშვობიდან უნდა დავიწ-
ყოთ და უნდა შევაგროვოთ მომენტები, რომლებმაც მის პიროვნებაზე
წარუმატებლობის ტრაგიკული ნიშანი აღბეჭდა.
ჩვენ კატეგორიულად ვუსვამთ ხაზს იმას, რომ ლეონარდო არასო-
დეს ჩაგვითვლია ნევრასთენიკად ან „ნერვებით დაავადებულად“, ასე

63
ჟღერს ეს მოუქნელი სიტყვა. ვინც იმაზე ჩივის, რომ ჩვენ საერთოდ გავ-
ბედეთ, პათოლოგიიდან გამომდინარე თვალსაზრისები მის მიმართ გა-
მოგვეყენებინა, ის ებღაუჭება მცდარ შეხედულებებს, რომლებიც უკვე
უარვყავით. ჩვენ აღარ მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელობა და ავადმყოფო-
ბა, ნორმალური და ნევროზული მკვეთრადაა ერთმანეთისგან გამიჯნუ-
ლი, და რომ
ნევროზული მახასიათებლები საერთო არასრულფასოვნების დამა-
დასტურებლად უნდა მოვიაზროთ. ჩვენ ახლა ვიცით, რომ ნევროზული
სიმპტომები იმ გარკვეული რეპრესირებული ქმედებების შემცვლელია,
რომლებიც ჩვენ ჩვენი ბავშვობიდან კულტურულ ადამიანამდე ჩამოყა-
ლიბების განმავლობაში განვახორციელეთ, რომ ყველა ჩვენგანში ხდე-
ბა ასეთი ჩანაცვლებები, და რომ მხოლოდ მათი რაოდენობა, ინტენსიუ-
რობა და განაწილება განსაზღვრავს ავადმყოფობის პრაქტიკულ ცნებას
და იძლევა საშუალებას, კონსტიტუციური არასრულფასოვნება დავას-
კვნათ. ლეონარდოს ინდივიდუალიზმზე მცირე მინიშნებით, უფლება
გვაქვს, ის იმ ნევროზულ ტიპთან დავაყენოთ ახლოს, რომელსაც ჩვენ
„აკვიატებულ მოქმედებათა ნევროზს“ ვუწოდებთ, მისი კვლევის ჟინი
„ფიქრის აკვიატების“ ნევროზს, ხოლო მისი დათრგუნვები ე.წ. „აბული-
ას“ (სურვილის არქონა) შევადაროთ.
ჩვენი გამოკვლევის მიზანი იყო იმ დათრგუნვათა ახსნა, რომლებიც
მის სექსუალურ ცხოვრებასა და ხელოვნებაში ვლინდებოდა. უფლება
გვაქვს, ამ მიზნით შევაჯამოთ ის, რისი აღმოჩენაც მისი ფსიქიკური გან-
ვითარების პროცესის შესახებ შევძელით. მისი მემკვიდრული დამოკი-
დებულებების განჭვრეტა ჩვენთვის შეუძლებელია, სამაგიეროდ, ვიცით,
რომ მასზე ბავშვობის შემთხვევითმა გარემოებებმა მეტისმეტად მავნე
ზეგავლენა მოახდინა. უკანონო დაბადებამ მას, დაახლოებით ხუთ
წლამდე, მამის გავლენები ააშორა და დაათმობინა ნაზი მაცდუნებლო-
ბა დედის, რომლის ერთადერთი ნუგეშიც იყო. მას შემდეგ, რაც დედამ
აკოცა ადრეული სექსუალური მომწიფების დროს, ის, სავარაუდოდ, ინ-
ფანტილურ-სექსუალურ ფაზაში იყო გადასული, რომლის ერთადერთი

64
გამოვლინებაც დასტურდება - მისი ინფანტილური სექსოლოგიური
კვლევის ინტენსიურობა. დაკვირვებისა და ცოდნის წყურვილი ყველაზე
მეტად მისმა ადრეულმა ბავშვობის შთაბეჭდილებებმა აღძრა; პირის
ეროგენულმა ზონამ შეიძინა განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომე-
ლიც აღარასოდეს დაუკარგავს. მისი გვიანდელი საწინააღმდეგო ქცე-
ვით, როგორიცაა, მაგალითად, ცხოველებისადმი გადაჭარბებული თა-
ნაგრძნობა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბავშვობის ამ პერიოდში ძლი-
ერი სადისტური თვისებები არ აკლდა.
დათრგუნვის ენერგიული ბიძგით მისი ბავშვური გადაჭარბება
სრულდება და ყალიბდება მიდრეკილება, რომელიც პუბერტეტის პერი-
ოდში იჩენს თავს. ტრანსფორმაციის ყველაზე თვალშისაცემი შედეგი
ყველა ავხორცული ქმედების აცილება იყო. ლეონარდოს შეეძლო, თავ-
შეკავებულად ეცხოვრა და უსქესო ადამიანის შთაბეჭდილება მოეხდი-
ნა. როცა ბავშვს პუბერტეტის აღგზნება მოუზღვავდება, ეს არ აავადმყო-
ფებს მას, მაგრამ აიძულებს ძვირფას და მავნე ჩანაცვლებებს. სქესობ-
რივი ურთიერთობის მოთხოვნილების დიდ ნაწილს, ადრეული სექსუა-
ლური ცნობისმოყვარეობის უპირატესობის წყალობით, შეუძლია ზო-
გად ცოდნის წყურვილში სუბლიმირდეს და დათრგუნვა ასე აიცილოს.
ლიბიდოს ძალიან მცირე ნაწილი მაინც სექსუალურ მიზნებს ემსახურე-
ბა და მოზარდი ლეონარდოს ატროფირებულ სექსუალურ ცხოვრებას
ასახავს. დედის სიყვარულის დათრგუნვის შედეგად ეს ნაწილი ჰომოსექ-
სუალური განწყობით იცვლება და ბიჭებისადმი იდეალისტურ სიყვა-
რულში ცხადდება.
დედაზე მიჯაჭვულობა არაცნობიერში გადადის და ამ ურთიერთო-
ბის ნეტარ მოგონებებს ინახავს, მაგრამ დროებით რჩება პასიურ მდგო-
მარეობაში. ამ ვითარებაში დათრგუნვა, მიჯაჭვულობა და სუბლიმაცია
ინაწილებენ წვლილს, რომელიც სექსუალურ ლტოლვას ლეონარდოს
სულიერ ცხოვრებაში შეაქვს.
ბუნდოვანი ბავშვობიდან ჩვენ წინ ამოტივტივდება ლეონარდო, რო-
გორც ხელოვანი, მხატვარი და მოქანდაკე, ამ სპეციფიკური უნარის წყა-

65
ლობით, რომელიც ბავშვობის პირველივე წლებში ცქერის სურვილის
ადრეული აღგზნებით უნდა გაძლიერებულიყო. სიამოვნებით მივუთი-
თებდით, თუ რა გზით წარმოიქმნება შემოქმედებითი აქტივობა თავდა-
პირველი ფსიქიკური იმპულსებისაგან, სწორედ აქ რომ არ გაეცრუებინა
იმედი ჩვენს მიდგომას. ამიტომაც დავკმაყოფილდებით უფრო საკამა-
თო ფაქტის ხაზგასმით, რომ მხატვრის შემოქმედება მისი სექსუალური
მოთხოვნილებებისგანაც შედგება. ლეონარდოს შემთხვევაში, ვაზარი
აღნიშნავს, რომ მომღიმარი ქალებისა და მშვენიერი ბავშვების თავები,
ე.ი. მისი სექსუალური ობიექტების გამოსახულებანი, ჯერ კიდევ ავტო-
რის პირველი მხატვრული მცდელობებისას გვხვდება თვალში. ჩანს,
ახალგაზრდობის გაფურჩქვნის ხანაში ლეონარდო თავისუფლად, დათ-
რგუნვების გარეშე მუშაობდა. როგორც გარეგნული ცხოვრების წესის მა-
გალითად მამას იღებდა, ისე გადაიტანა მამაკაცური შემოქმედებითი
ძალებისა და მხატვრული პროდუქტიულობის დრო მილანში, სადაც, ბე-
დის წყალობით, ლუდოვიკო ილ მოროს სახით მამის შემცვლელი იპოვა.
მაგრამ მალე გამართლდა მასზე ჩვენი დაკვირვება, რომ რეალური სექ-
სუალური ცხოვრების თითქმის სრული დათრგუნვაც არ იძლევა ხელსაყ-
რელ პირობებს სუბლიმირებულ სექსუალურ ლტოლვათა გამოსავლე-
ნად. სამაგალითო სექსუალური ცხოვრება თავისთავად ამცირებს აქ-
ტიურობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარს. ყოყმანისა
და გაჭიანურებისკენ მიდრეკილება აშკარად ხელისშემშლელია „საი-
დუმლო სერობაში“ და ტექნიკის ზეგავლენით განსაზღვრავს ამ დიდე-
ბული ნამუშევრის ბედს. მასში ნელა მიმდინარეობს პროცესი, რომელიც
ნევრასთენიკთა რეგრესიას შეიძლება შევადაროთ. პუბერტეტის გაღვი-
ვებისას ჩამოყალიბებულ მხატვარს ადრეული ინფანტილიზმით განპი-
რობებულმა მკვლევარმა აჯობა, მისი ეროტიკული ლტოლვის მეორე სა-
ხეცვლილებამ უკან დაიხია თავდაპირველი დათრგუნვით წარმოქმნი-
ლის წინაშე. ის გახდა მკვლევარი, თავდაპირველად ხელოვნების სამსა-
ხურში, მოგვიანებით კი მისგან დამოუკიდებლად და სულ სხვა გზით
განვითარდა. მამის შემცვლელის დაკარგვასა და ცხოვრებაში მუქი ფე-

66
რების მატებასთან ერთად, რეგრესულმა ჩანაცვლებამ უფრო და უფრო
დარია ხელი. ის გახდა „impacientissimo al penello“ (ფუნჯით შეპყრობი-
ლი), როგორც გრაფინია იზაბელა დ’ ესტეს კორესპონდენტი გვამცნობს.
გრაფინიას უსათუოდ სურდა მისი ხელით შექმნილი კიდევ ერთი სურა-
თი. მისმა ბავშვურმა წარსულმა მასზე ძალაუფლება მოიპოვა, მაგრამ
კვლევა, რომელმაც მხატვრული შემოქმედება ჩაანაცვლა, ჩანს, თავის
თავში ატარებს რამდენიმე თვისებას, რომელიც არაცნობიერ ლტოლვა-
თა მოქმედებას ახასიათებს: გაუმაძღრობა, ულმობელი სიჯიუტე, რე-
ალურ ურთიერთობებზე მორგების უნარის ნაკლებობა.
მისი ცხოვრების მწვერვალზე, როცა უკვე ორმოცდაათსა იყო (იმ
დროს, როცა ქალში სექსუალური ცხოვრება უკვე ატროფირებულია, მა-
მაკაცში კი ლიბიდო არც თუ ისე იშვიათად კიდევ ერთ შეტევას ბედავს),
მასში გარდაქმნა ხდება. მისი ფსიქიკის კიდევ უფრო ღრმა შრეები აქტი-
ურდებიან, მაგრამ ეს შემდგომი რეგრესია სასარგებლო ჩანს მისი ხე-
ლოვნებისთვის, რომელიც უკვე აღარ ვითარდებოდა. ის ხვდება ქალს,
რომელიც ბედნიერ და გრძნობით აღსავსე დედის ღიმილის მოგონებას
უღვიძებს და ამ მოგონების გავლენით ისევ უჩნდება სურვილი, რომე-
ლიც თავდაპირველი მხატვრული მცდელობებისას უჩნდებოდა, როცა
მომღიმარ ქალებს ხატავდა. ის ხატავს „მონა ლიზას“, „წმინდა ანას სა-
მეულს“ და
იდუმალი, გამოუცნობი ღიმილების ამსახველი ნახატების მთელ
წყებას. თავისი ძალიან ადრეული ეროტიკული იმპულსების დახმარე-
ბით, ის გამარჯვებას ზეიმობს, რომ თავის ხელოვნებაში შეკავება კიდევ
ერთხელ დაძლია. ეს უკანასკნელი მოახლოებული სიბერის ბინდში გვე-
კარგება. მისმა ინტელექტმა მისი დროის უდიდეს წარმატებას მიაღწია
და მისმა მსოფლმხედველობამ გაუსწრო დროს.
წინა თავებში დავასაბუთე ის, რაც ლეონარდოს განვითარების ასე-
თი გამოხატულების, მისი ცხოვრების ამგვარი დაყოფის და ხელოვნება-
სა და მეცნიერებას შორის მერყეობის ახსნის შესახებ შემეძლო მეთქვა.
ამ განმარტებების გამო შეიძლება ჩემს მეგობრებსა და ფსიქოანალი-

67
ზის მცოდნეებს გაუჩნდეთ აზრი, რომ მე ფსიქოანალიტიკური რომანი
დავწერე. მათ ასე ვუპასუხებ: ამ დასკვნების უტყუარობას ნამდვილად
არ ვაფასებ ზედმეტად. მეც, როგორც სხვები, ვემორჩილები იმ მიზიდუ-
ლობას, რომელიც ამ დიდი და იდუმალი ადამიანისაგან მოდის. მის არ-
სებაში ძლიერი გაუცნობიერებელი ვნებები იგრძნობა, რომლებიც შეიძ-
ლება მხოლოდ უცნაურად დათრგუნული სახით გამოვლინდეს.
მაგრამ რაც უნდა იყოს სიმართლე ლეონარდოს ცხოვრებაზე, ჩვენ
არ შეგვიძლია მანამდე ვთქვათ უარი ჩვენს ცდებზე - ფსიქოანალიტიკუ-
რად დავასაბუთოთ - სანამ სხვა პრობლემებს არ მოვაგვარებთ. ჩვენ,
ზოგადად, უნდა გავავლოთ ფსიქოანალიზის მოქმედების საზღვრები
ბიოგრაფიაში, რათა ყველა არშემდგარი განმარტების მცდელობა, რო-
გორც წარუმატებლობა, ისე არ აიხსნას. ფსიქოანალიტიკური კვლევის
განკარგულებაშია ცხოვრების ისტორიის თარიღები, როგორც მასალა -
ერთი მხრივ, მოვლენათა შემთხვევითობა და გარემოს ზეგავლენა, და
მეორე მხრივ, ინფორმაცია ცალკეული ინდივიდის რეაგირების შესახებ.
ფსიქიკური მექანიზმის ცოდნაზე დაყრდნობით, მისი რეაქციებიდან გა-
მომდინარე, ის ეძებს ინდივიდის არსის დინამიკურად დასაბუთებას; მი-
სი თავდაპირველი იმპულსების, ისევე, როგორც გვიანდელი გარდაქმნე-
ბისა და განვითარებების გამომჟღავნებას. თუ ეს გამოვა, მაშინ ინდივი-
დის ცხოვრებისეული დამოკიდებულებები საკუთარი ბუნებისა და ბე-
დის ურთიერთქმედების, შინაგანი ძალებისა და გარეგანი ძლიერების
საშუალებით აიხსნება. თუ ასეთი ცდა, როგორც ლეონარდოს შემთხვე-
ვაში, გარანტირებულ შედეგს არ იძლევა, ეს ფსიქოანალიზის მცდარი
და ნაკლოვანი მეთოდიკის ბრალი კი არაა, არამედ იმ მასალების არა-
საიმედოობისა და არასრულყოფილების, რომელიც პიროვნების შესა-
ხებაა მოღწეული. ამ წარუმატებლობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ბი-
ოგრაფიის ავტორია, რომელმაც აიძულა ფსიქოანალიზი, ასეთი არას-
რულფასოვანი მასალებიდან გამოეტანა დასკვნები.
მაგრამ თვით ყველაზე უხვი ისტორიული მასალებისა და ფსიქიკური
მექანიზმის ყველაზე გარანტირებული გამოყენების შემთხვევაშიც, ფსი-

68
ქოანალიტიკურ კვლევას ორ მნიშვნელოვან საკითხში არ შეუძლია აჩვე-
ნოს იმის აუცილებლობა, რომ ინდივიდს შეეძლო მხოლოდ ასეთი გამ-
ხდარიყო და არა სხვანაირი. ლეონარდოს შემთხვევაში, ჩვენ უნდა და-
ვიცვათ შეხედულება, რომ უკანონო დაბადებასა და დედის მეტისმეტად
ნაზ დამოკიდებულებას მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე გადამწყვეტი
გავლენა უნდა ჰქონოდა, და მის შემდგომ ბედსაც განსაზღვრავდა იმით,
რომ ბავშვობის ფაზაში სექსუალურმა დათრგუნვამ მას ლიბიდოს ცოდ-
ნის წყურვილში სუბლიმირება აიძულა და მისი მთელი შემდეგი ცხოვ-
რებისთვის სექსუალური უმოქმედობა დაადგინა. მაგრამ არ იყო აუცი-
ლებელი, რომ ეს დათრგუნვა
პირველი ეროტიკული ბავშვური დაკმაყოფილების შემდეგ მომხდა-
რიყო. სხვა ინდივიდის შემთხვევაში ის იქნებ არც მომხდარიყო, ან ნაკ-
ლები ხარისხით გამოვლენილიყო. ჩვენ აქ უნდა ვაღიაროთ თავისუფ-
ლების ხარისხი, რომელიც ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით აღარ
აიხსნება. ასევე, ვერ დავამტკიცებთ, რომ დათრგუნვა ერთადერთი შე-
საძლებელი გამოსავალია. სხვა პიროვნება ალბათ არ იქნებოდა ბედ-
ნიერი დათრგუნული ლიბიდოს ძირითადი ნაწილი ცოდნის წყურვილში
სუბლიმირებით რომ აეშორებინა. მსგავსი ზეგავლენებით, როგორც ლე-
ონარდო, მიიღებდა ხანგრძლივ ტრამვებს გონებრივი მუშაობისას ან გა-
უჩნდებოდა დაუძლეველი მიდრეკილება „აკვიატებულ მოქმედებათა
ნევროზისაკენ“. ლეონარდოს ეს ორი თავისებურება რჩება აუხსნელი
ფსიქოანალიზის მიერ: მისი განსაკუთრებული მიდრეკილება ლტოლვა-
თა დათრგუნვისადმი და მისი პრიმიტიულ იმპულსთა სუბლიმაციის
არაჩვეულებრივი უნარი.
იმპულსები და მათი გარდაქმნები არის უკანასკნელი, რაც ფსიქოა-
ნალიზმმა ამოიცნო. ამის შემდეგ ის ადგილს უთმობს ბიოლოგიურ
კვლევას. დათრგუნვისაკენ მიდრეკილება, ისევე როგორც სუბლიმაციის
უნარი, იძულებულები ვართ, ხასიათის ორგანულ საფუძვლებს მივაწე-
როთ, რომელზეც მხოლოდ სულიერი შენობა აღიმართება. ვინაიდან შე-
მოქმედებითი უნარი და შრომისუნარიანობა სუბლიმაციით შინაგანა-

69
დაა ერთმანეთზე დამოკიდებული, უნდა ვაღიაროთ, რომ შემოქმედები-
თი მიღწევების არსი ფსიქოანალიტიკურად ხელშეუხებელია. ჩვენი
დროის ბიოლოგიური კვლევა იქითკენ იხრება, რომ ადამიანის ორგანუ-
ლი ბუნების ძირითადი მახასიათებლები მამაკაცური და ქალური მონა-
ცემების შეზავების საშუალების მატერიალური მნიშვნელობით უნდა
აიხსნას. ლეონარდოს მშვენიერი გარეგნობა, როგორც მისი მემარცხენე-
ობა, აძლიერებს ამ თვალსაზრისს. ჩვენ ხომ გვსურს, რომ არ მივატო-
ვოთ წმინდა ფსიქოლოგიური კვლევის ნიადაგი. ჩვენს მიზნად რჩება პი-
როვნების რეაქციათა და გარეგნულ გამოცდილებათა კავშირის გამოვ-
ლენა იმპულსების მოქმედების გზით. თუ ფსიქოანალიზი ლეონარდოს
მხატვრობის ფაქტს ვერ აგვიხსნის, ის ჩვენთვის გასაგებს გახდის მისი
ნიჭის გამოხატულებებსა და შეზღუდვებს. გამოდის, რომ ადამიანი მხო-
ლოდ ლეონარდოს ბავშვობის განცდებით დახატავდა „მონა ლიზასა“
და „წმინდა ანას ასამეულს“, მის ნამუშევრებს ტრაგიკულ ბედს მოუმზა-
დებდა და როგორც მკვლევარი, ასე უმაგალითო აღზევებას მიაღწევდა,
თითქოს ყველა მისი წარმატება და მარცხი მის ბავშვობისდროინდელ
ძერის ფანტაზიაში იყო დამალული.
მაგრამ შეიძლება არ აღშფოთდე იმ კვლევების შედეგების გამო,
რომლებიც ადამიანის ბედზე გადამწყვეტ გავლენას სწორედ მშობელ-
თა თანავარსკვლავედის შემთხვევითობას მიაწერენ? მაგალითად, ლე-
ონარდოს ბედი მის არაკანონიერ დაბადებასა და მისი პირველი დედი-
ნაცვლის, დონა ალბიერას უნაყოფობაზე იყო დამოკიდებული? მე
ვთვლი, რომ საყვედური არ არის სამართლიანი. თუ თვლიან, რომ შემ-
თხვევა უღირსად ახდენს გავლენას ჩვენს ბედზე, ეს ხომ უბრალოდ ხე-
ლახლა მიბრუნებაა უწყინარ მსოფლმხედველობაში, რომლის დაძლე-
ვაც ლეონარდომ დაიწყო, როცა წერდა - მზე არ მოძრაობს. რა თქმა უნ-
და, ჩვენ გული იმაზე გვტკივა, რომ სამართლიანი ღმერთი და კეთილი
განგება უკეთესად არ გვიცავენ მსგავსი ზემოქმედებისაგან ჩვენი ცხოვ-
რების ყველაზე უმწეო პერიოდში. ამასთანავე, სიამოვნებით ვივიწყებთ,
რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შემთხვევითობაა, ჩვენი წარმოშო-

70
ბიდან, სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შეხვედრიდან დაწყებუ-
ლი, შემთხვევა, რომელსაც სწორედ
ამიტომ შეაქვს თავისი წვლილი ბუნების გარდაუვალობასა და კა-
ნონზომიერებაში, არ არის ჩვენს სურვილებსა და ილუზიებზე დამოკი-
დებული. ის, რომ ცხოვრების განმარტებას ორ ცნებას შორის ვანაწი-
ლებთ - ჩვენი ბუნების „აუცილებლობასა“ და ჩვენი ბავშვობის „შემ-
თხვევითობას“ შორის - ზოგიერთისთვის კიდევ საეჭვო იქნება, მაგრამ
მთლიანად ჩვენი ბავშვობის პირველი წლების მნიშვნელობა საეჭვო
აღარაა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაფასებთ ღირსეულად ბუნებას, რომელიც
ლეონარდოს ბნელი, ჰამლეტის მსგავსი სიტყვებით, „სავსეა უამრავი
მიზეზით, რომელიც არასოდეს იქცევა გამოცდილებად“. ყოველი ჩვენ-
განი, ადამიანური არსი, შეეფერება უთვალავ ექსპერიმენტს, რომლებიც
ბუნების სფეროში არსებულ გამოცდილებას ავიწროებს.

71

You might also like