You are on page 1of 74

R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

თავი 10. ენა კონტექსტში


ენა და აზროვნება
ენებს შორის განსხვავებები
სეპირ-უორფის ჰიპოთეზა
ენობრივი ფარდობითობა თუ ენობრივი უნივერსალიები?
ბილინგვიზმი და დიალექტები
ბილინგვიზმი - უპირატესობა თუ ნაკლი?
მეორე ენის ათვისებაზე მოქმედი ფაქტორები
ბილინგვიზმი: ერთი თუ ორი სისტემა?
ენათა შერევა და ცვლილება
ნეირომეცნიერება და ბილინგვიზმი
წაცდომები
მეტაფორული ენა
ენა სოციალურ კონტექსტში
მეტყველების აქტი
პირდაპირი მეტყველება
ირიბი მეტყველება
წარმატებული საუბრის მახასიათებლები
გენდერი და ენა
არსებობს ცხოველთა ენა?
ენის ნეიროფსიქოლოგია
ენაზე პასუხისმგებელი თავის ტვინის არეები
ტვინი და სიტყვათა ცნობა
ტვინი და სემანტიკური გადამუშავების პროცესი
ტვინი და სინტაქსი
ტვინი და ენის ათვისება
ტვინის მოქნილობა
ტვინი და სქესობრივი განსხვავებები ენის გადამუშავების პროცესში
ტვინი და ნიშანთა ენა
აფაზია
ვერნიკეს აფაზია
ბროკას აფაზია
გლობალური აფაზია
ანომიური აფაზია
აუტიზმი
საკვანძო თემები
შეჯამება
ფიქრები აზროვნების შესახებ: ანალიტიკური, კრეატიული და პრაქტიკული
შეკითხვები
საკვანძო ცნებები

1
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

მედიარესურსი

შეგიძლიათ გაეცნოთ ამ თავში განსახილველ ზოგიერთ საკითხს:


1. როგორ აისახება მეტყველება ჩვენს აზროვნებაზე?
2. როგორ ახდენს გავლენას სოციალური კონტექსტი ჩვენს მეტყველებაზე?
3. რას გვეუბნება მეტყველების შესახებ თავის ტვინის კვლევები?

დავიჯეროთ თუ არა
შესაძლებელია დათვლა სიტყვების გარეშე?

ყველა კულტურას არ აქვს ციფრების აღმნიშვნელი სიტყვები. შეიძლება კულტურებს


ჰქონდეთ თვლის სისტემა ან ციფრების აღმნიშვნელი სიტყვები, მაგრამ ეს სისტემა და
სიტყვები ძალიან განსხვავებულია. პიჰარას ტომს, ამაზონის ნაპირებზე რომ
ცხოვრობს ბრაზილიაში, სულ სამი სიტყვა აქვს ციფრების აღსანიშნად - ერთი ციფრი
1-ისთვის, ერთი ციფრი 2-ისთვის და ერთიც „მრავალის“ აღსანიშნად. ციფრების
აღმნიშვნელი სიტყვების სიმცირე უშლის ხელს ადამიანებს, „გაუმკლავდნენ“ უფრო
დიდ რიცხობრივ ერთეულებს? დიახ, Peter Gordon-მა პირაჰას ტომის წევრებზე
ჩატარებული ექსპერიმენტით ეს დაადასტურა. ის ცდის მონაწილეებს ავალებდა
ერთნაირი რაოდენობის ნივთების პოვნას. პიჰარას წევრები წარმატებით
უმკლავდებოდნენ ამოცანებს 3 ნივთით, მაგრამ რაოდენობის ზრდასთან ერთად
მათი შედეგები უარესდებოდა. ეს აღმოჩენა აჩვენებს, რომ დიდი რიცხვებით
მანიპულირების თანდაყოლილი უნარი ჩვენ არ გვაქვს. ხოლო დიდი რიცხვების
ცოდნის ნაკლებობა უარყოფითად აისახება ყოველდღიური რაოდენობრივი
ამოცანების გადაწყვეტაზე (Gordon, 2004). ამ თავში ვნახავთ, როგორ იყენებენ
ადამიანები მეტყველებას სოციალურ კონტექსტში და რა გავლენას ახდენს გარემო
ადამიანის მეტყველებასა და აზროვნებაზე.

2
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

„ჩემი ქირურგი ნამდვილი ყასაბი იყო.“

„მისი სახლი ვირთხის ბუდეა.“

„მისი ჭკუის დარიგება ხომ საძილე აბია.“

„ის ნამდვილი გომბეშოა და ნამდვილ ძაღლებს ხვდება.“

„ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მოსიარულე ნაღმებია.“

„ გუნდის შეხვედრებზე ჩემი უფროსი ნამდვილი ვეფხვია, მაგრამ ჩემთან ფისუნია


კატასავით იქცევა.“

„აფიშები პეიზაჟის ხორცმეტებია.“

„ჩემი ბიძაშვილი ნამდვილი ბოსტნეულია.“

„ჯონის ბოლო შეყვარებულმა ის ბოლომდე დაღეჭა და შემდეგ გადმოაფურთხა.“

აქ მოცემული ფრაზებიდან ლიტერატურული ენით არც ერთი არ არის დაწერილი.


მაგრამ ადამიანებს, რომლებიც სრულფასოვნად ფლობენ ენას, არ გაუჭირდებათ ამ
მეტაფორებისა და სხვა არალიტერატურული გამონათქვამების გაგება. როგორ
ვახერხებთ მათ გაგებას? ჩვენ შეგვიძლია მათი შინაარსის წვდომა, რადგან მოსმენილ
სიტყვებს უფრო ფართო ლინგვისტურ, კულტურულ, სოციალურ და კოგნიტურ
კონტექსტში განვიხილავთ.

ამ თავში, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გავამახვილებთ ენის კოგნიტურ


კონტექსტზე - ვნახავთ, როგორ ურთიერთქმედებს ენა და აზროვნება. შემდეგ
განვიხილავთ ენას სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით. ვიკვლევთ
ცხოველთა ენას. დაბოლოს, ჩვენ შევისწავლით ენას ნეიროფსიქოლოგიურ ჭრილში.

ენა და აზროვნება

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა ენის შესწავლისას ადამიანის მეტყველებისა


და აზროვნების ურთიერთქმედებაა (Harris, 2003). მრავალ ადამიანს სჯერა, რომ ენა
3
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

აყალიბებს აზროვნებას. სწორედ ამიტომ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის


პუბლიკაციათა სახელმძღვანელო (Publication Manual of the American Psychological
Association) განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მკვლევართა ნაწერის
პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. „პოლიტიკურად კორექტული“ ენა მის უკან
არსებული დამოკიდებულების თუ აზრის მიმნიშნებელია. სწორედ ამ მიზეზით
პოლიტიკოსები და მედია იყენებს ტერმინს „თავისუფლებასთან მებრძოლნი“
ნაცვლად „ტერორისტებისა“ ან „წერტილოვან დარტყმებს“ „დაბომბვის“ მაგივრად
(Stapel & Semin, 2007).

ენისა და აზროვნების ურთიერთქმედების შესახებ მრავალი განსხვავებული


შეკითხვა დაისმის. ჩვენ ამ თავში მხოლოდ ზოგიერთ მათგანს განვიხილავთ. ამ
თავის ძირითად ნაწილს წარმოადგენს ენებსა და დიალექტებს შორის განსხვავებების
კვლევები.

ენებს შორის განსხვავებები

რატომ არის მსოფლიოში ამდენი ენა? და როგორ ცვლის აზროვნება ენის


სტრუქტურას? როგორ აისახება ზოგადად ენის ან რომელიმე კონკრეტული ენის
გამოყენება ადამიანის აზროვნებაზე? როგორც იცით, ენების ლექსიკონი
განსხვავდება. ისინი სინტაქსური სტრუქტურითაც განსხვავდება. ეს განსხვავებები
ხშირად ასახავს ცვლილებებს ფიზიკურ და კულტურულ გარემოში, რომელშიც ენა
ვითარდება. მაგალითად, გაროს ხალხს ბურმადან, ლექსიკონში სხვადასხვა ჯიშის
ბრინჯის აღმნიშვნელი სიტყვები აქვს, რაც გასაგებია, რადგან ბრინჯს
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მათ კულტურაში. ნომადიელ არაბებს აქლემების
აღმნიშვნელი 20-ზე მეტი სიტყვა აქვთ. ეს ადამიანები უფრო სპეციფიკურად და
კომპლექსურად განიხილავენ აქლემისა და ბრინჯის ცნებებს, ვიდრე ეს მათი
კულტურული ჯგუფების გარეთ არის მიღებული. როგორ ფიქრობთ, ამ ენობრივი
განსხვავებების შედეგად გაროს კულტურის წარმომადგენლები ჩვენგან
განსხვავებულად ფიქრობენ ბრინჯზე? და ნომადიელი არაბები განსხვავებულად
ფიქრობენ აქლემებზე? ვნახოთ, როგორ ვმსჯელობთ კომპიუტერების შესახებ. ჩვენ
4
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

განვასხვავებთ კომპიუტერების სხვადასხვა ასპექტს, მაგალითად, სამაგიდოა თუ


პორტატული, პერსონალურია თუ MAC, ოპერატიულ სისტემად Linux-ს იყენებს თუ
Windows-ს. ადამიანს, რომლის კულტურისთვისაც კომპიუტერი უჩვეულო ნივთია,
ლექსიკონში არ ექნება კომპიუტერთან დაკავშირებული ამდენი სიტყვა. ჩვენ
თითოეული კომპიუტერისგან მისი მონაცემების შესაბამის მოქმედებას ველით და
მოცემული სიტყვებით ავსახავთ განსხვავებებს. შესაბამისად, ჩვენი მსჯელობა ამ
საგანზე განსხვავდება იმ ადამიანების მსჯელობისგან, რომელთა კულტურისთვის
კომპიუტერი ნაკლებადაა ცნობილი.

ენების სინტაქსური სტრუქტურაც განსხვავდება. ყველა ენა იძლევა აქტივობების,


მოქმედი პირისა და აქტივობის ობიექტის დაკავშირების საშუალებას (Gerrig & Banaji,
1994). ენებს შორის სინტაქსური განსხვავება გამოიხატება ქვემდებარის, შემასმენლისა
და დამატების თანმიმდევრობით ტიპურ თხრობით წინადადებაში. ასევე ვლინდება
განსხვავებები გრამატიკულ უღლებაში და წინადადების საკვანძო ელემენტების
მომცველ სხვა ნიშნებში. მაგალითად, იმის აღსანიშნავად, რომ მოქმედება წარსულში
მოხდა, ვცვლით ზმნის ფორმას, რაც სხვადასხვა ენაში განსხვავებულ წესების ცოდნას
გულისხმობს. მაგრამ ესპანურსა და გერმანულში ზმნის ფორმა, ასევე,
ითვალისწინებს რაოდენობასაც (მხოლობითი თუ მრავლობითი) და პირსაც
(პირველი, მეორე, მესამე). თურქულში ზმნა უნდა ასახავდეს მოსაუბრის სტატუსს -
ის თვითონ იყო მოქმედი თუ სხვის მოქმედებაზე დამკვირვებელი. ეს
თავისებურებები სინტაქსურ სტრუქტურაში ახდენს გავლენას ამ ენებზე მოსაუბრე
ადამიანების აზროვნებაზე? ამ საკითხს უფრო კონკრეტულად შემდეგ ორ ქვეთავში
განვიხილავთ, როცა ვიმსჯელებთ ენობრივი ფრადობითობისა და უნივერსალობის
ცნებებზე.

სეპირ-უორფის ჰიპოთეზა

ენობრივი ფარდობითობის პრინციპი ასახავს ენის გავლენას აზროვნებაზე. ენობრივი


ფარდობითობის კონცეფციის თანახმად, სხვადასხვა ენის მატარებელ ადამიანებს
განსხვავებული კოგნიტური სისტემები უყალიბდებათ, ეს კი, თავის მხრივ, სამყაროს
5
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

შესახებ მათი მსჯელობის სტილზე აისახება. ამრიგად, ფარდობითობის თეორიის


თანახმად, გაროს წარმომადგენელი ჩვენგან განსხვავებულად იმსჯელებს ბრინჯზე.
გაროს ხალხს უფრო მეტი კოგნიტური კატეგორია ექნება შემუშავებული
ბრინჯისთვის, ვიდრე ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ქვეყნების ხალხებს. ენა
აყალიბებს აზროვნების ფორმას. ერთ-ერთი მოსაზრებით, პატარა ბავშვი ახალ
სიტყვას სწავლობს სხვადასხვა სიტყვებს შორის განსხვავების გაგების, მათი
დიფერენეცირების შედეგად (Carey, 1994; Xu & Carey, 1995, 1996). ამიტომ
სავარაუდოდ, განსხვავებულ საგნებთან შეხებისას ბავშვები განსხვავებულად
ადიფერენცირებენ სიტყვებს. ამ ტიპის დიფერენციაცია იმ კულტურის ფუნქციაა,
რომელშიც ბავშვი იზრდება.

ენობრივი ფარდობითობის ჰიპოთეზას ზოგჯერ სეპირ-უორფის ჰიპოთეზის


სახელით მოიხსენიებენ ამ იდეის ავტორების პატივსაცემად, რომელთაც
განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მის ჩამოყალიბება/გავრცელებაში. E.Sapir
(1941/1964) ამბობდა, რომ „ჩვენ ვხედავთ, გვესმის და განვიცდით ასე, რადგან ჩვენი
საზოგადოების ენობრივი ჩვეულებები განგვაწყობს მოვლენათა კონკრეტულ
ჭრილში ინტერპრეტაციისკენ„ (გვ.69). Benjamin Lee Whorf (1956) ამ აზრს უფრო
მკაცრად აყალიბებდა:

 ჩვენ ვაანალიზებთ რეალობას მშობლიური ენის დინების მიმართულებით. ჩვენ ვერ


ვპოულობთ ფენომენალური სამყაროდან იზოლირებულ კატეგორიებსა და ტიპებს
მაშინაც კი, როცა ისინი პირდაპირ თვალში გვეცემა; ამის საპირისპიროდ, სამყარო
განცდათა კალეიდოსკოპია, რომელსაც ჩვენი გონება - დიდწილად ჩვენს გონებაში
ჩამოყალიბებული ენობრივი სისტემები აწესრიგებს (გვ. 213).

Sapir-Whorf-ის ჰიპოთეზა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ განხილული თეორიაა


სოციალურ და ქცევით მეცნიერებებში (Lonner, 1989). მაგრამ ზოგჯერ მისი
განვრცობის მასშტაბები მითიურ პროპორციებს აღწევს. მაგალითად, „ბევრმა
სოციალურმა მეცნიერმა აღტაცებით მიიღო აზრი, რომ ესკიმოსებს მრავალი სიტყვა
აქვთ სიტყვა თოვლის აღსანიშნავად. ამ პოპულარული მოსაზრების საპირისპიროდ,
ესკიმოსებს სულაც არ ჰქონდათ ბევრი სიტყვა „თოვლის“ აღსანიშნავად (Martin, 1986).
6
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

“ამას არ დაადასტურებს არავინ, ვისაც ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს ესკიმოსებზე“


(Pullum, 1991, p. 160). Laura Martin-მა, ყველაზე მეტი იშრომა ამ მითის დასამსხვრევად.
მაგრამ ის „იმედგაცრუებული“ აღმოჩნდა, როცა მიუთითა კოლეგებს მცდარ აზრზე.
უმრავლესობამ ამჯობინა პოზიცია, რომ მართალია თუ ტყუილი - „ეს მაინც
დიდებული მაგალითია“ (Adler, 1991, p. 63). როგორც ჩანს, ჩვენ უფრო ფრთხილად
უნდა ვიყოთ ენობრივი ფარდობითობის თეორიის ინტერპრეტაციისას.

განვიხილოთ ენობრივი ფარდობითობის უფრო რბილი ფორმა - ენა არ განსაზღვრავს


აზროვნებას, მაგრამ მასზე გავლენას ახდენს. ენისა და აზროვნების ინტერაქციის
მრავალი გზა არსებობს. ნათელია, რომ ენა გავლენას ახდენს აზროვნებაზე და
აისახება აღქმასა და მეხსიერებაზეც კი. გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ გვაქვს
არაენობრივი გამოსახულებებით მანიპულირების შეზღუდული შესაძლებლობები
(Hunt & Banaji, 1988). ასეთი შეზღუდვები ხელს უწყობს ენის გამოყენებას ფსიქიკური
რეპრეზენტაციისა და მანიპულაციის პროცესებში. უშინაარსო სურათებსაც
(„დრუდლებს“) კი განსხვავებულად აღადგენენ და ხატავენ მიწებებული იარლიყის
შესაბამისად.

სურათი 10.1 იარლიყის გავლენა აღქმაზე (ნაწილი 1)


7
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

როგორ აისახება თქვენ მიერ ამ სურათის აღქმაზე, ფსიქიკურ რეპრეზენტაციასა და დამახსოვრებაზე


იარლიყი, რომელიც თქვენ მიაწებეთ?

Source: From Psychology, Fifth Edition, by John Darley, et al. Copyright © 1998, Pearson Education. Reprinted
by permission of John Darley.

ამ ფენომენის მოქმედების პრინციპის გასაგებად შეხედეთ 10.1. სურათს და


წარმოიდგინეთ, რომ ეს „მარგალიტის ყელსაბამი“ კი არა, „მარგალიტებიანი ფარდაა“.
თქვენ მას უკვე სხვანაირად აღიქვამთ. იმავე ფიგურის ალტერნატიული
პერსპექტივიდან დანახვა გაგვიჭირდება იმიტომ, რომ მას უკვე მივაწებეთ ერთი
იარლიყი (Glucksberg,1988).

ფსიქოლოგებმა იკვლიეს სხვა ორაზროვანი სურათები (ნახეთ თავი 4 და 7) და იგივე


შედეგები მიიღეს. სურათში 10.2 სამი ორაზროვანი ფიგურაა წარმოდგენილი. ამ
სურათებში კონკრეტული იარლიყით მიწოდებიდან გარკვეული დროის შემდეგ
ცდის მონაწილეები ფიგურის აღდგენას ცდილობენ იარლიყის შესაბამისად.
მაგალითად, ორი წრისგან და ერთი ხაზისგან შემდგარ ფიგურას ცდის მონაწილეები
სხვადასხვანაირად აღადგენდნენ იმის მიხედვით, ფიგურას „მზის სათვალე“ ეწერა
თუ „ჰანტელები“. დამაკავშირებელ ხაზსაც, შესაბამისად, ირლიყის მიხედვით
აგრძელებდნენ ან ამოკლებდნენ.

ენა ასევე ახდენს გავლენას მეხსიერებაში ინფორმაციის კოდირებაზე, შენახვასა და


აღდგენაზე. გახსოვთ მაგალითი მეექვსე თავიდან წარწერით „ტანსაცმლის
რეცხვისას“? წარწერა გავლენას ახდენდა მონაწილეთა პასუხებზე ტექსტის
აღდგენისას (Bransford & Johnson, 1972, 1973). ვიცით, რომ თვითმხილველის
მეხსიერებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისთვის დასმული შეკითხვების
ფორმა (Loftus & Palmer, 1974; იხილეთ თავი 6). ცნობილ კვლევაში მონაწილეებს
აჩვენებდნენ უბედურ შემთხვევას (Loftus & Palmer, 1974). შემდეგ მათ სთხოვდნენ
მანქანების სიჩქარეების აღდგენას ავტოსაგზაო შემთხვევამდე. სიტყვა „დაზიანებას“
სხვადასხვა მონაწილეებთან ჩაანაცვლებდნენ სიტყვებით „განადგურება“, „შეხება“,
„შეჯახება“, „დარტყმა“. სიტყვის „განადგურება“ გამოყენებისას (სხვა სიტყვების
გამოყენების შემთხვევებთან შედარებით) თვითმხილველები ზრდიდნენ მანქანის
8
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

სიჩქარეს. თავად სიტყვა მიანიშნებდა, რომ მანქანები სწრაფად მოძრაობს. ასევე, როცა
ერთი კვირის შემდეგ მონაწილეებს ეკითხებოდნენ, დაინახეს თუ არა დამსხვრეული
სათვალე, უფრო ხშირად დადებითად ისინი პასუხობდნენ, ვისთანაც თავდაპირველ
შეკითხვაში სიტყვა „განადგურება“ ფიგურირებდა (Loftus & Palmer, 1974). სხვა
გარემოებები უცვლელი იყო, ასე რომ, ცვლილებები ავტოშემთხვევის აღწერაში,
როგორც ჩანს, სიტყვის არჩევანით იყო განპირობებული.

სურათი 10.2 იარლიყის გავლენა აღქმაზე (ნაწილი 2)

თავდაპირველი ფიგურის მეხსიერებით აღდგენისას ფიგურები იცვლება იარლიყის შესაბამისი


ფიგურის გათვალისწინებით.

Source: From Psychology, Fifth Edition, by John Darley, et al. Copyright © 1998, Pearson Education. Reprinted
by permission of John Darley.

თვითმხილველთა მონაცემები ზუსტი არ იყო მაშინაც კი, როცა ისინი თავად


აღწერდნენ ავტოსაგზაო შემთხვევას (Schooler & Engstler-Schooler, 1990). სიზუსტე
იკლებდა, თუ მათ სთხოვდნენ მომხდარის აღდგენას, ფერის დასახელებას ან სახის
აღწერას. როცა მოვლენის აღწერის შემდეგ მონაწილეებს ნანახის შესაბამისად
გარკვეული დებულებების დადასტურებას ან უარყოფას სთხოვდნენ, ისინი ჩვენებას
მანამდე აღდგენილი ამბის შესაბამისად ცვლიდნენ. რაც უფრო დიდ დროს
აძლევდნენ მოსაფიქრებლად, მით უფრო კლებულობდა მონაწილეთა პასუხების

9
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

სიზუსტე. დამატებითი დროის მიცემის შემთხვევაში თვითმხილველების პასუხები


მონაყოლის შესაბამისად იცვლებოდა.

რამდენად შეესაბამება დღევანდელობას სეპირ-უორფის (Sapir-Whorf) ჰიპოთეზა?


დიახ. თუ ენა გავლენას ახდენს აზროვნებაზე, მაშინ ჩვენ შეიძლება ვერ ვხედავდეთ
პრობლემის გადაწყვეტას მისი არაზუსტი ფორმულირების გამო. განვიხილოთ
გაუგებრობები სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანთა შორის. მაგალითად, ერთ-
ერთი ავტორი აღნიშნავს, რომ იაპონიაში იაპონელ სტუდენტთან საუბარში ეს
უკანასკნელი მას „არიელს“ (ინგლისურში „aryan”) უწოდებდა. ავტორმა აუხსნა, რომ
ამგვარ მიმართვას და თავად ცნებას ობიექტური საფუძველი არა აქვს. აღმოჩნდა,
რომ სტუდენტს უნდოდა ეთქვა „უცხო“ (ინგლისურში“Alien”) და გაუგებრობა
გამოიწვია იმან, რომ იაპონურში არ არის განსხვავება „ლ“ და „რ“ ბგერების
ჟღერადობას შორის. ამ სტუდენტს ვითარების გარკვევის შემდეგაც აღარ
სიამოვნებდა, როცა “alien”-ს უწოდებდნენ. სეპირ-უორფის ჰიპოთეზის თანახმად,
სხვადასხვა ენაში განსხვავებული დამოკიდებულებაა სიტყვების მიმართ და ასევე
განსხვავებულია ფონემები. ალბათ, უნდა გვიხაროდეს, რომ სეპირ-უორფის
ჰიპოთეზის ექსტრემალური ვერსია არ დასტურდება. ამ შეხედულების
დადასტურებით ჩვენ სიტყვების მონები აღმოვჩნდებოდით.

ენობრივი ფარდობითობა თუ ენობრივი უნივერსალიები?

ზოგიერთი კვლევის ფოკუსში ენობრივი უნივერსალიები - ყველა კულტურაში


არსებული ყველა ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები - და ენობრივი
ფარდობითობა მოექცა. გაიხსენეთ მეცხრე თავიდან, რომ ენათმეცნიერებმა
ფონოლოგიაში (ფონემების შემსწავლელი მეცნიერება), მორფოლოგიაში (მორფემების
შემსწავლელი მეცნიერება), სემანტიკასა და სინტაქსში ასობით ენობრივი
უნივერსალია აღმოაჩინეს. მაგალითად, Chomsky-მ დაამტკიცა, რომ ენების
სიღრმისეული სტრუქტურა უნივერსალურია.

10
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ფერები. ამ სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ფერების დასახელებებია.


ეს სიტყვები იძლევა უნივერსალიების კვლევის საშუალებას. რატომ? რადგან
სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები მეტ-ნაკლებად მსგავს ფერთა პალიტრას
იცნობენ.

სხვადასხვა ენაში ფერებს სხვადასხვა სახელი აქვთ. მაგრამ ენები ფერთა სპექტრს
შემთხვევითად არ გამოყოფენ. სხვადასხვა ენაში ფერთა დასახელებას
უნივერსალური პატერნი უდევს საფუძვლად. განვიხილოთ ფერთა დასახელებები
სხვადასხვა ენაში (Berlin & Kay, 1969; Kay, 1975). ენების შედარებისას მკაფიოდ
იკვეთება ორი ტიპის უნივერსალია: 1. ყველა ენაში ფერების აღმნიშვნელი 11
ბაზისური სიტყვაა. ესენია შავი, თეთრი, წითელი, ყვითელი, ლურჯი, ყავისფერი,
იასამნისფერი, ვარდისფერი, ნარინჯისფერი და რუხი. ენა შეიძლება 11 ფერს
იყენებდეს, როგორც, მაგალითად, ინგლისურშია, ან სულ ორი ფერის აღმნიშვნელი
სიტყვა ჰქონდეს, როგორც ეს ახალი გვინეის ერთ-ერთ ტომში - დანიში აქვთ (Rosch
Heider, 1972). 2. თუ ფერთა აღმნიშვნელი სიტყვების მხოლოდ ნაწილი გამოიყენება,
მაშინ ფერთა დასახელება ხუთდონიან იერარქიას ქმნის: პირველი დონეში
ერთიანდება შავი, თეთრი; მეორე დონეში - წითელი; მესამე დონეში - ყვითელი,
მწვანე, ლურჯი; მეოთხე დონეში - ყავისფერი; მეხუთე დონეში - იასამნისფერი,
ვარდისფერი, ნარინჯისფერი და რუხი. ამრიგად, თუ ენაში მხოლოდ ორი ფერია, ეს
იქნება შავი და თეთრი; თუ სამი ფერია - შავი, თეთრი და წითელი, მეოთხე ფერად
ემატება ყვითელი, მწვანე და ლურჯი. ამავე პრინციპით ემატება დანარჩენი ფერები.
ფერთა თანმიმდევრობა კატეგორიის ფარგლებში კულტურის მიხედვით შეიძლება
განსხვავდებოდეს (Jameson, 2005).

სხვა კვლევაში მონაწილეებს ფერად თეფშებს აჩვენებდნენ და ფერების


დასახელებას სთხოვდნენ. მათ თითოეული ფერის საუკეთესო ვარიანტი (მაგ.
წარმოდგენილი თეფშებიდან, რომელია უფრო „წითელი“?) უნდა აერჩიათ. ეს
პროცედურა სხვადასხვა ენაზე ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ ე.წ. „საუკეთესო“

11
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ვარიანტის ფერები ჯგუფდებოდა წითელთან, ყვითელთან, მწვანესთან და ლურჯთან


(Regier et al., 2005). აღმოჩნდა, რომ უნივერსალიები ფერთა აღქმაშიც იკვეთება.

მაგრამ სხვა მრავალმა კვლევამ საპირისპიროდ აჩვენა, რომ ფერთა კატეგორიები


ენის შესაბამისად ცვალებადობს. მაგალითად, ახალი გვინეიდან ბერინიმოზე
მოსაუბრეები მწვანესა და ლურჯს ერთი სიტყვით (ნოლ) აღნიშნავენ (Roberson et al.,
2000, 2005). სხვა ენები ფერებში განსხვავებებს არჩევენ იქ, სადაც ინგლისური ენა
განსხვავებას „ვერ ხედავს“. მაგალითად რუსულ ენაში განასხვავებენ ღია ლურჯს
(„გოლუბოი“) და მუქ ლურჯს („სინი“), (Winawer et al., 2007,) ასევე ქართულში გვაქვს
„ლურჯი“ და „ცისფერი“. ფერთა დასახელების კულტურათაშორისმა სხვაობებმა
მრავალი თეორია წარმოშვა. მაგალითად, ერთ-ერთი ვარაუდით, ულტრაიისფერი
სხივები აყვითლებს ადამიანის თვალის ბროლს, რაც ართულებს მწვანე და ლურჯი
ფერების განსხვავებას. სწორედ ამ მიზეზით შეიძლება აიხსნას ეკვატორთან ახლოს,
მცხუნვარე მზის პირობებში მცხოვრები ხალხების ენებში ფერების აღმნიშვნელი
სიტყვების სიმწირე (Lindsey & Brown, 2002). ასევე შესაძლებელია, ფერთა
დასახელებები აიხსნას კონკრეტული ფერების სიხშირით ენობრივი ჯგუფების
გარემოში (Yendrikhovskij, 2001). ეს თეორიები წინააღმდეგბორივია.

ფერთა კლასტერები შედარებით უნივერსალურია, მაგრამ ფერთა კატეგორიები და


დასახელებები ცვალებადობს კულტურის შესაბამისად და ეს შეიძლება ჩვენ აღქმასა
და აზროვნებაზე აისახებოდეს (Kay & Regier, 2006; Roberson & Hanley, 2007).

ამრიგად, თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფერთა აღქმა უნივერსალურია, ან


კულტურებსა და ენებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს? შემდეგ
ქვეთავში საინტერესო კვლევას განვიხილავთ, რომელიც ამ საკითხს შეისწავლიდა.

დავიჯეროთ თუ არა
განსხვავებულად აღვიქვამთ მარცხნივ და მარჯვნივ მდებარე ფერებს?
ენის ცენტრი დიდწილად მარცხენა ჰემისფეროში მდებარეობს. ამავე დროს
სინათლე ეცემა ჩვენგან მარჯვნივ მდებარე ობიექტებიდან ბადურის მარცხენა მხარეს

12
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

და თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროს მიეწოდება (გრაფიკული ილუსტრაციისთვის


იხილეთ ნახატი 2.8 თავში 2). შეუძლია ამ გარემოებას ფერების აღქმაზე გავლენის
მოხდენა? ცდის მონაწილეებს აჩვენებდნენ წრეს, რომელიც მწვანე კვადრატებისგან
შედგებოდა. აქედან ერთი კვადრატი სხვა ფერის იყო- ან ლურჯი, ან ნაცრისფერი.ეს
კვადრატები წრის ქვედა მარჯვენა ან მარცხენა კუთხეში მდებარეობდა. მონაწილეებს
რაც შეიძლება სწრაფად უნდა ეპოვათ განსხვავებული კვადრატი. დრო იზომებოდა.
თუ კვადრატი მარცხნივ მდებარეობდა (და შესაბამისად, სინათლე მარჯვენა
ჰემისფეროს გადაეცემოდა), კვადრატის ფერი პასუხისთვის საჭირო დროზე
გავლენას არ ახდენდა; თუ კვადრატი მარჯვნივ იყო, სხვა ფერებთან შედარებით,
ლურჯ კვადრატს უფრო სწრაფად პოულობდნენ. ეს განპირობებული იყო მარცხენა
ჰემისფეროში ენის ცენტრის კავშირით ფერების ამოცნობაზე პასუხისმგებელ
არეებთან. თუ მონაწილეების ენის ეს უბანი თავის ტვინში სხვა ამოცანით,
მაგალითად, მეხსიერების ტესტით იყო დაკავებული, ეს ეფექტი ქრებოდა, რაც
ააშკარავებს ენის გავლენას (Gilbert et al., 2006).

ზმნები და გრამატიკული გენდერი. სემანტიკურის მსგავსად, სინტაქსურ


განსხვავებებსაც შეუძლიათ ცვლილებების შეტანა აზროვნებაში. მაგალითად,
ესპანურში ზმნას “to be” („ყოფნა“) ორი ფორმა აქვს - ser და estar. ისინი სხვადასხვა
კონტექსტში გამოიყენება. ერთ-ერთი მკვლევარი შეისწავლიდა ამ ზმნების
გამოყენებას ბავშვებისა და ზრდასრულების მიერ (Sera, 1992). როცა „to be“ (ყოფნა)
იდენტიფიცირების (მაგ. ინგლისურ ენაში „ეს არის ხოსე.“) ან გარკვეულ
კატეგორიაზე მიკუთვნების (მაგ.“ხოსე არის დურგალი.“) მიზნით გამოიყენებოდა,
ბავშვებიც და ზრდასრულებიც იყენებდნენ ზმნას ser. მაგრამ ბავშვები და
ზრდასრულები ამ ზმნის სხვადასხვა ფორმებს იყენებდნენ გარკვეული
მახასიათებლის აღსანიშნად. Ser-ს იყენებდნენ მუდმივი მახასიათებლების (მაგ.
მარია არის მაღალი) აღსაწერად. Estar გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, თუ დროებით,
გარდამავალ მახასიათებლებზე (მაგ. მარიას არ სცალია) იყო საუბარი. ობიექტების
ადგილმდებარეობის განსაზღვრისას (მაგ. „მარია სახლშია“.) როგორც
13
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ზრდასრულები, ასევე ბავშვები იყენებდნენ estar-ს. მოვლენების განსაზღვრისთვის


(მაგ. შეხვედრის ან წვეულების ადგილის) ზრდასრულები იყენებდნენ ser-ს, ხოლო
ბავშვები - კვლავ estar-ს.

Sera (1992) ამ შედეგებს ორი მიზეზით ხსნის. პირველი, ser ძირითადად მუდმივი
და შედარებით სტაბილური მდგომარეობის აღსაწერად გამოიყენება, როგორიც არის
იდენტობა, კლასობრივი კუთვნილება. Estar უფრო მეტად გარდამავალ, დროებით
მდგომარეობებს აღნიშნავს, როგორიცაა საგნების ზოგიერთი მახასიათებელი ან
ადგილმდებარეობა. ბავშვები ისევე აღიქვამენ მოვლენათა ლოკაციას, როგორც
საგნების ადგილმდებარეობას. ისინი მას გარდამავლად, დროებითად მიიჩნევენ და
ამიტომ იყენებენ estar-ს. ამის საპირისპიროდ, ზრდასრულები ხედავენ განსხვავებას
მოვლენებსა და ობიექტებს შორის. ისინი მოვლენათა ადგილმდებარეობას
უცვლელად განიხილავენ, რაც საჭიროებს ser-ის გამოყენებას.

სხვა მკვლევრებმაც დაადასტურეს, რომ ბავშვებს უჭირთ მოვლენათა და საგნებს


შორის განსხვავებების დანახვა (მაგ., Keil, 1979). გარდა ამისა, ადრეულ ასაკში
ბავშვებს ბევრი მახასიათებლის პერმანენტობის განსაზღვრაც უჭირთ (Marcus &
Overton,1978). შესაბამისად, განსხვავებები ზმნის „ser“ გამოყენებაში ასახავს
ასაკობრივ განსხვავებებს კოგნიციაში. Sera-ს კვლევა მიუთითებს, რომ განსხვავებები
ენის გამოყენებაში მართლაც ასახავს განსხვავებებს კოგნიციაში. მისი კვლევა ღიად
ტოვებს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ შეკითხვას. ადამიანები, რომელთა
მშობლიური ენა ესპანურია, უკეთ განასხვავებენ მუდმივსა და დროებითს, ვიდრე
ინგლისურ ენაზე მოლაპარაკენი? პასუხი უცნობია.

ენობრივი ფარდობითობის კვლევებში სხვა ენებიც გამოიყენებოდა. ზოგიერთ


კვლევაში სხვადასხვა ენაში წინდებულების გამოყენებაზე იყო ყურადღება
გამახვილებული. ინგლისურ ენაში ადამიანები იყენებენ „ში“ და “ზე“-ს, რათა ასახონ
განსხვავება მსხლის თასში ჩადებასა და ჭიქის მაგიდაზე დადებას შორის. „ში“
მიუთითებს გარკვეულ ლოკალიზაციაზე, ხოლო „ზე“ - საყრდენზე. კორეულად
მოსაუბრეები წინდებულების მეშვეობით განასხვავებენ “ვიწროს” (kkita) და
14
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

“განიერს”(nehta). ერთ ექსპერიმენტში მონაწილეებს მრავალ სივრცით მოქმედებას


აჩვენებდნენ, მათ უნდა შეერჩიათ ერთი ზედმეტი, რომელიც სხვებისგან
განსხვავდებოდა. სივრცით მოქმედებებს სხვადასხვა ტექსტურის და მასალის
საგნებით ახორციელებდნენ, მაგ., ხის, ღრუბლის. მოქმედებისას საგანს მჭიდრო
თავსახურიან საგანში ან ფართო კონტეინერში დებდნენ. კორეელების 80% ზედმეტ,
განსხვავებულ მოქმედებას ირჩევდა საგნის ვიწრო/ფართო მდებარეობის მიხედვით.
ინგლისელების მხოლოდ 37% მიმართავდა ამ მეთოდს - ინგლისელები ზედმეტ,
განსხვავებულ მოქმედებას საგნის მასალისა ან ფორმის მიხედვით განსაზღვრავდნენ
(McDonough et al., 2003).

კიდევ ერთი ექსპერიმენტი გრამატიკული გენდერის ეფექტს იკვლევდა. კვლევა


ინგლისურ ენაზე ჩატარდა, თუმცა მონაწილეების მშობლიური ენა გერმანული ან
ესპანური იყო. მათ აწვდიდნენ 24 არსებით სახელს, ყოველი მათგანი სამი
ზედსართავი სახელით უნდა აღეწერათ. მიწოდებული არსებითი სახელებიდან 12
მდედრობითი სქესის იყო გერმანულ ენაში და მამრობითი სქესისა - ესპანურში,
დანარჩენი 12 კი პირიქით - მამრობითი სქესის გერმანულში და მდედრობითისა -
ესპანურში. არსებითი სახელის სქესის მიხედვით აკვირდებოდნენ განსხვავებას
საგნების აღსაწერად გამოყენებულ ზედსართავ სახელებს შორის. მაგალითად,
ესპანურში მდედრობითი სქესის სიტყვა „გასაღები“ (la llave) ესპანელების მიერ
აღიწერებოდა სიტყვებით - „ოქროსი, რთული, პატარა, საყვარელი“. გერმანულში ეს
სიტყვა მამრობითი სქესისაა (der Schluessel) და აღიწერებოდა სიტყვებით - „მძიმე,
მაგარი, დაკბილული, ლითონის.“ ეფექტი ნამდვილად შთამბეჭდავია, რადგან
კვლევა ჩატარდა ინგლისურ ენაზე ჩატარდა, რაც ცდის მონაწილეებისთვის არ იყო
მშობლიური (Boroditsky et al., 2003).

კიდევ განვიხილოთ ფაქტები:

 ბავშვები, რომლებიც სწავლობენ ჩინურ - მანდარინის ენას, უფრო ხშირად


ზმნებს იყენებენ, ვიდრე არსებით სახელებს. ამის საპირისპიროდ, ბავშვები,

15
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

რომლებიც ინგლისურ ან იტალიურ ენებს სწავლობენ, უფრო მეტ არსებით


სახელს იყენებენ, ვიდრე ზმნას (Tardif, 1996; Tardif, Shatz, & Naigles, 1997).
 კორეულ ენაზე მოსაუბრე ბავშვები უფრო ადრე იწყებენ ზმნების გამოყენებას,
ვიდრე ინგლისურად მოსაუბრენი. საპირისპიროდ, ინგლისურენოვან ბავშვებს
არსებითი სახელების უფრო მდიდარი მარაგი აქვთ, ვიდრე კორეულ ენაზე
მოსაუბრეებს (Gopnik & Choi, 1995; Gopnik, Choi, & Baumberger, 1996).

რა განაპირობებს ამ განსხვავებებს? დარწმუნებით არავინ იცის.

ცნებები. საინტერესო ექსპერიმენტი აფასებდა ენობრივი ფარდობითობის შესაძლო


ეფექტს იმ ადამიანებთან, რომლებიც ერთზე მეტ ენას ფლობდნენ (Hoffman, Lau, &
Johnson, 1986). ჩინურ ენაში ტერმინი „shì gÈ“ აღწერს ადამიანს, რომელიც არის
„მჭერმეტყველი, გამოცდილი, კომუნიკაბელური, ოჯახის ერთგული“. ინგლისურ
ენაში არ არის ტერმინი, რომელიც ამდენ განსხვავებულ მახასიათებელს
გააერთიანებდა. Hoffman-მა და მისმა კოლეგებმა შექმნეს ტექსტი ინგლისურად და
ჩინურად, სადაც სხვადასხვა მახასიათებლები იყო გამოყენებული. მათ შორის იყო shì
gÈ განსაზღვრება, ამ სიტყვის სპეციალურად გამოყენების გარეშე. შემდეგ
მკვლევრები იმ მონაწილეებს, რომლებიც სრულფასოვნად ფლობდნენ ჩინურ და
ინგლისურ ენებს, სთხოვდნენ ნაწყვეტის წაკითხვას ინგლისურად ან ჩინურად. ამის
შემდეგ ცდის მონაწილეები აფასებდნენ სხვადასხვა მსჯელობების ჭეშმარიტება-
მცდარობას ამ მახასიათებლების შესახებ. ზოგიერთი შეიცავდა სტეროეტიპულ
მახასათებელს shì gÈ პიროვნების შესახებ.

მიღებულმა შედეგებმა დაადასტურა ენობრივი ფარდობითობის იდეა. როცა


ნაწყვეტს ჩინურად კითხულობდნენ, მონაწილეები უფრო ხშირად აფასებდნენ
დებულებებს shì Gè სტერეოტიპის შესაბამისად, ვიდრე მაშინ, როცა იმავე ნაწყვეტს
ინგლისურად კითხულობდნენ. მსგავსად ამისა, მოქმედი გმირების აღწერისას
მონაწილეთა შთაბეჭდილებები უფრო ახლოს იყო shì gÈ სტერეოტიპთან, თუ ეს
ნაწყვეტი მათ მანამდე ჩინურად ჰქონდათ წაკითხული. ავტორები არ ამბობენ, რომ

16
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

shì gÈ სტერეოტიპს ინგლისურენოვანი მკითხველი ვერ გაიგებდა, მაგრამ ჩინურად


ნაწყვეტის წაკითხვა ქმნიდა მზაობას shì gÈ-ს სტერეოტიპის აქტუალიზაციისთვის.

ენობრივი ფარდობითობის შესწავლა დიალექტიკური მიმართების შესწავლის


კარგი საშუალებაა. Sapir-მდე და Whorf-მდე აზროვნებაზე ენის ეფექტის კვლევა
ფსიქოლოგებისთვის აქტუალური არ იყო. შემდეგ Sapir-მა და Whorf-მა ივარაუდეს,
რომ ენა აზროვნებას აკონტროლებს. მათი თეზისის საპირისპიროდ ფსიქოლოგთა
მეორე ნაწილმა ანტითეზა ჩამოაყალიბა. მათი აზრით, ენა აზროვნებას არ
აკონტროლებს. დღეს ფსიქოლოგთა უმრავლესობა მათ შორის სინთეზს ემხრობა: ენა
გავლენას ახდენს აზროვნებაზე, მაგრამ არა ისე ძლიერად, როგორც ამას Sapir და
Whorf ვარაუდობდნენ.

საკითხი ენობრივი ფარდობითობის შესახებ ჯერ კიდევ დღის წესრიგშია.


შესაძლებელია ენას მართლაც ჰქონდეს გარკვეული გავლენა აზროვნებაზე.
ფარდობითობის უფრო ძლიერი, დეტერმინისტული ფორმა ნაკლებად სავარაუდოა.
დღეს არსებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ენა არ განსაზღვრავს
განსხვავებებს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთა აზროვნებაში. უფრო
სარწმუნო ისაა, რომ ენა და აზროვნება მთელი სიცოცხლის განმავლობაში
ურთიერთქმედებს (Vygotsky, 1986).

KEITH RAYNER-ის ლაბორატორიაში


თვალების მოძრაობა და კითხვა
კითხვა ადამიანის ტვინის/ფსიქიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
მიღწევაა. როგორ ვიგებთ ნაწერს მომენტალურად? ეს არის ძირითა-
დი შეკითხვა, რომელსაც ჩემი კვლევა ეფუძნება. ჩვეულებრივ, ნაწერის მომენტალური
გადამუშავებისთვის თვალების მოძრაობებს ვიყენებთ. ჩემი ლაბორატორიისა და სხვათა
კვლევები ადასტურებს, რომ მკითხველის მიერ კონკრეტული სიტყვის ყურების
ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია კოგნიტურ პროცესებთან - სიტყვის გადამუშავების
სირთულესა თუ სიმარტივესთან. მაგალითად, მკითხველები უფრო დიდხანს
აკვირდებიან იშვიათად (მაგალითად, „vituperative“ - სალანძღავი) შემხვედრ სიტყვებს,
17
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ვიდრე ხშირად შემხვედრს (მაგალითად,“house” - სახლი).


ნაწერის მომენტალური გადამუშავების საფუძვლის - თვალების მოძრაობის
განხილვამდე, საჭიროა ყურადღების გამახვილება რამდენიმე კრიტიკულ საკითხზე.
კითხვისას თვალები საშუალოდ 200-250 მილისეკუნდით ჩერდება. რამდენად ვასწრებთ
ამ დროს სასარგებლო ინფორმაციის ათვისებას თითოეული ფიქსაციისას? ამ
შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ჯორჯ მაკკონკიმ (McKonkie) და მე შევიმუშავეთ
მზერის განმაპირობებელი მოძრავი ფანჯრის პარადიგმა, რომლის მეშვეობით
ვაკონტროლებდით მზერის თითოეული ფიქსაციისას მიღებული ინფორმაციის
რაოდენობას. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ინგლისურად კითხვისას აღქმის მოცულობა
ფიქსაციის წერტილიდან მარცხნივ 3-4 ასოსგან და მარჯვნივ 14-15 ასოსგან შედგება.
შემდეგ შრომაში შევიმუშავე მზერის განმაპირობებელი საზღვრების პარადიგმა იმის
განსაზღვრის მიზნით, თუ რა ტიპის ინფორმაციას იღებენ მკითხველები სიტყვიდან,
რომელიც ფიქსაციის წერტილიდან მარჯვნივ მიეწოდება. შედეგების მიხედვით,
მკითხველი ფიქსაციის წერტილიდან მარჯვნივ მიწოდებული ინფორმაციით იღებს
წინასწარ სარგებელს - ეს მისთვის დათვალიერების ტოლფასია. ამ ტიპის
ექსპერიმენტებში (რომლებიც დღეს ძალიან პოპულარულია), სამიზნე სიტყვის
ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ტიპის მანიპულირება ხდება
(მაგ., დასაწყისში შეიძლება მიაწოდონ სიტყვა „ძვალი“, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც
თვალი მოძრაობს და სიტყვას ათვალიერებს, ეს სიტყვა იცვლება სიტყვით „ძვირი“).
წინასწარი დათვალიერების ეფექტიანობა დამოკიდებულია თვალების დაშორებაზე
სამიზნე სიტყვისგან საკადური მოძრაობების დაწყებისას და იმაზე, თუ რა მიმართებაა
სამიზნე და მომდევნო სიტყვას შორის. მაგალითად, საწყისი სიტყვა შეიძლება იყოს
“თვალი“, რომელიც შემდეგ შეიძლება შეიცვალოს სიტყვით „რთველი“.
მზერით განპირობებული ტექნიკის ჩვენს მიერ შემუშავებული ბოლო ტიპი
გაუჩინარებული/გამქრალი ტექსტის (dissapearing text) პარადიგმაა - ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში ფიქსაციის ადრეულ ეტაპზე სამიზნე სიტყვა ქრება ან ინიღბება.
მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ის, რომ ადამიანს სამიზნე სიტყვის წაკითხვა შეუძლია მასზე
50-60 მილისეკუნდით კონცენტრირებისას (ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ამ დროში

18
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

შესაძლებელია სიტყვის ცნობა, მაგრამ ეს დრო საკმარისია სიტყვის გადამამუშავებელ


სისტემაში დასაფიქსირებლად). მეორე: ის, თუ რამდენი ხნით შეჩერდება თვალები ერთ
ადგილას, დიდწილად განისაზღვრება სიტყვის გამოყენების სიხშირით: იშვიათ
სიტყვაზე უფრო დიდხანს ვჩერდებით, ვიდრე ხშირად გამოყენებულ სიტყვებზე. ეს
იმის დამადასტურებელი ფაქტია, რომ კითხვისას თვალების მოძრაობა კოგნიტური
პროცესებით წარიმართება.
ამ კვლევების შედეგების გათვალისწინებით, მომენტალური გადამუშავების გასაგებად
შეიძლება თვალების მოძრაობების შესწავლა. ამ მიზნთ ლაბორატორიაში
შევისწავლიდით ისეთი წინადადებების კითხვას, რომლებიც შეიცავს დროებით
სინტაქსურ ორაზროვნებას და ვაკვირდებოდით, როგორ უმკლავდებიან ლექსიკურად
ორაზროვან (ორმაგი მნიშვნელობის მქონე სიტყვები, მაგალითად, სიტყვა bank - ბანკი
და ნაპირი ინგლისურ ენაში) და ფონოლოგიურად ორაზროვან სიტყვებს (ერთნაირად
იწერება, მაგრამ განსხვავებულად გამოითქმის). უფრო მაღალი დონის დისკურსის
გადამუშავების შესასწავლად ვიყენებდით თვალების მოძრაობების მონაცემებს, თუმცა
კავშირი ამ პროცესებსა და მკითხველის ტექსტის ნაწილებზე მზერის ფოკუსირების
დროს შორის გაცილებით სუსტია, ვიდრე ლექსიკური პროცესების შემთხვევაში.
თვალების მოძრაობებსა და კითხვას შორის კავშირის კვლევის შედეგად (Erik Reichle,
Sandy Pollatsek, Don Fisher და თავად მე) შევიმუშავეთ კითხვისას თვალების
მოძრაობების კონტროლის მოდელი (რომელსაც E-Z მკითხველის მოდელი უწოდეს). ეს
მოდელი წინასწარ განსაზღვრავს, თუ სად და რამდენი ხნით დაფიქსირდება
მკითხველის მზერა.
KEITH RAYNER

ბილინგვიზმი და დიალექტები

ვთქვათ, ადამიანს შეუძლია 2 ენაზე საუბარი. მაგრამ ამ ენებზე გასხვავებულად


ფიქრობს? ორენოვნები ერთ ენაზე მოლაპარაკეებისგან განსხვავებულად ფიქრობენ?

19
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

რა განსხვავებაა ადამიანის აზროვნებაში, როცა ის ერთ ან რამდენიმე ენას ფლობს?


ორენოვნება გონიერებაზე დადებითად აისახება თუ უარყოფითად?

ორენოვნება - უპირატესობაა თუ ნაკლი?

ორენოვნება ართულებს აზროვნების პროცესს თუ ხელს უწყობს მას? შედეგები


ურთიერთგამომრიცხავია. ლიტერატურაში ერთმნიშვნელოვანი პასუხის არასებობის
მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა პოპულაციაში, სხვადასხვა ენობრივ ჯგუფში,
სხვადასხვა ექსპერიმენტატორისა და განსხვავებული მეთოდოლოგიით ჩატარებული
კვლევები.

განვიხილოთ საშუალო კლასის წარმომადგენელი ადამიანი, რომელიც ერთნაირად


ფლობს ორ ენას. მოსალოდნელია ორენოვნების დადებითი ეფექტების აღმოჩენა.
ორენოვან ადამიანებს კარგად აქვთ განვითარებული აღმასრულებელი ფუნქციები,
რომელთა პირველადი „საცავი“ პრეფრონტალური ქერქია. ეს ფუნქციები
უზრუნველყოფს დისტრაქტორების გაცხრილვასა და დავალებიდან დავალებაზე
გადართვას. დემენციის დასაწყისი სტადიაც კი ორენოვან ადამიანებში 4 წლით
გადავადებულია (Andreou & Karapetsas, 2004; Bialystok & Craik, 2010; Bialystok et al.,
2007). მაგრამ შესაძლებელია ნეგატიური ეფექტებიც. ორენოვან ადამიანებს უფრო
მწირი ლექსიკონი აქვთ და მათი წვდომა ლექსიკურ ერთეულებზე შენელებულია
(Bialystok, 2001b; Bialystok & Craik, 2010). რა შეიძლება იყოს ამ განსხვავებების
მიზეზი?

მოდით, განვასხვავოთ დამატებითი (additive) და სუბტრაქციული (subtractive)


ორენოვნება (Cummins, 1976). დამატებით ბილინგვიზმში შეიძლება განვასხვავოთ
მეორე ენა (რომელსაც მოგვიანებით ითვისებენ) და პირველი ენა (შედარებით უკეთ
ჩამოყალიბებული). სუბტრაქციული ბილინგვიზმისას მეორე ენის ელემენტები
ნაწილობრივ ჩაანაცვლებს პირველი ენის ელემენტებს. დამატებითი ბილინგვიზმი
აუმჯობესებს აზროვნების უნარს (Cummins, 1976). ამის საპირისპიროდ,
სუბტრაქციული ფორმა უარყოფითად აისახება აზროვნებაზე. შეიძლება

20
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

გამოვლინდეს გარკვეული მოსაზღვრე ეფექტი. ორენოვნების პოზიტიური ეფექტის


მისაღწევად ადამიანი მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს ორივე ენას. დაწყებითი
კლასების მასწავლებლები ხშირად საუბრობენ ბილინგვიზმის უარყოფით მხარეებზე
(Sook Lee & Oxelson, 2006). ისინი ითხოვენ მშობლებისგან მხოლოდ ერთ ენაზე
საუბარს, თუმცა ზოგიერთი მასწავლებელი, პირიქით წაახალისებს სუბტრაქციულ
ბილინგვიზმს (Sook Lee & Oxelson, 2006). აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ბავშვები დაბალი
სოციო-ეკონომიკური სტატუსის ოჯახებიდან უფრო ხშირად არიან სუბტრაქციული
ბილინგვები მათ თანატოლებთან შედარებით საშუალო სოციო-ეკონომიკური
კლასიდან. დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის ოჯახის ბავშვებისთვის
ბილინგვიზმი უფრო დამამძიმებელი ფაქტორია, ვიდრე დამხმარე.

მკვლევრები ასევე განასხვავებენ სიმულტანურ ბილინგვიზმს, როდესაც ბავშვი


დაბადებიდან ორ ენას ითვისებს და სუქსცესიურ ბილინგვიზმს, როდესაც ინდივიდი
ჯერ ერთ და შემდეგ მეორე ენას ითვისებს (Bhatia & Ritchie, 1999). ენის მოქნილობა
იზრდება ნებისმიერი ტიპის დასწავლისას. მაგრამ დიდწილად განისაზღვრება
გარემოთი, რომელშიც ახალ ენას დავისწავლით (Pearson et al., 1997). ცნობილია, რომ
ბავშვები დააახლოებით ერთ ასაკში იწყებენ ტიტინს იმის მიუხედავად, მათ
ერთენოვან გარემოში ზრდიან თუ ორენოვანში (Oller et al., 1997). ამერიკის
შეერთებულ შტატებში მრავალი ადამიანი ფლობს ორ ენას, რადგან უმრავლესობა
ემიგრანტების ოჯახებშია დაბადებული. სხვა კულტურებში ენების ცოდნა
პატივსაცემია. მაგალითად, ინდოეთის გარკვეულ ნაწილში, სულ მცირე, ოთხი ენის
სწავლა იქ მაცხოვრებლებისთვის აუცილებელია (Khubchandani, 1997). ბელგიაში
ფლამანდიურად მოლაპარაკე ადამიანების უმრავლესობამ მეორე ენა - ფრანგული,
ინგლისური ან გერმანული იცის. ხშირად ისინი მეორე და მესამე ენებს
სრულფასოვნად ფლობენ.

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მეორე ენის ათვისებაზე

მეორე ენის ათვისების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ასაკი.


ზოგიერთი მკვლევრის აზრით, სრულად (ანუ მშობლიური ენის მსგავსად) მეორე
21
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ენის შესწავლა მოზარდობის ასაკის შემდეგ შეუძლებელია. სხვა მკვლევრები


უარყოფენ ამ შეხედულებას (Bahrick et al., 1994; Herschensohn, 2007). მათი აზრით,
ენის სრულფასოვნად ათვისება მოზარდობის შემდეგაც არის შესაძლებელი. თუმცა
ეს მოსაზრება ეწინააღმდეგება პირველ კვლევებს, რომელთა თანახმად, უაქცენტოდ
საუბარი მეორე ენაზე მხოლოდ ამ ენის ადრეულ ასაკში ათვისების შემთხვევაში არის
შესაძლებელი. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ინდივიდუალური განსხვავებების
გათვალისწინება - ზოგიერთი ადამიანი უცხო ენას გვიან ასაკშიც სრულფასოვნად
ითვისებს (Birdsong, 2009). რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მშობლიურ ენასთან
მიმსგავსებული ფონემების დასწავლა უფრო რთულია, ვიდრე განსხვავებული
ფონემებისა (Flege,1991). ყველა შემთხვევაში, მეორე ენის ასათვისებლად არ არსებობს
კრიტიკული პერიოდები (Birdsong, 1999, 2009). ზრდასრულებს შეიძლება
გაუჭირდეთ მეორე ენის დასწავლა, რადგან მათ მშობლიური ენა უკვე
დომინანტურად აქვთ ჩამოყალიბებული. ბავშვები, რომლებიც უცხოენოვან სკოლაში
შეჰყავთ, გადაერთვებიან ახალ ენაზე, როგორც დომინანტურზე, ამიტომ ისინი უკეთ
ეუფლებიან ამ ახალ ენას (Jia & Aaronson, 1999). მეორე ენის ათვისების კვლევები
აჩვენებს, რომ ასაკი და ახალი ენის შესწავლა უარყოფითად კორელირებს (Mechelli et
al., 2004). ეს აღმოჩენა კარგად დოკუმენტირებულია (Birdsong, 2006). ეს, რა თქმა
უნდა, არ ნიშნავს, რომ ზრდასრულ ასაკში ახალ ენას ვერ შევისწავლით, მაგრამ რაც
უფრო ადრე დავიწყებთ ენის შესწავლას, მით უფრო დიდია ამ ენის სრულფასოვნად
დაუფლების შესაძლებლობა.

რა ტიპის დასწავლა უწყობს ხელს მეორე ენის ათვისებას? ამ შეკითხვას არ აქვს


ერთმნიშვნელოვანი პასუხი (Bialystock & Hakuta, 1994). თითოეულ ინდივიდს
განსხვავებული კოგნიტური შესაძლებლობები და ცოდნა შეაქვს ენის დასწავლის
გამოცდილებაში. გარდა ამისა, მეორე ენის შესწავლისას არსებული გარემო
პირობები უნდა შეესაბამებოდეს მეორე ენის ათვისების შემდეგ მისი გამოყენების
გარემოებებს.

მაგალითად, განვიხილოთ ინდივიდები:

22
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

 ქეთლინს, პატარა ბავშვს, არ სჭირდება მდიდარი ლექსიკური მარაგი სხვა


ბავშვებთან ურთიერთობისთვის. თუ ის შეისწავლის ბაზისურ სიტყვებს, დახვეწავს
ფონოლოგიასა და აითვისებს რამდენიმე მარტივ სინტაქსურ წესს, შეიძლება
ჩავთვალოთ, რომ ის ამ ენას სრულფასოვნად ფლობს.
 ხოსეს სჭირდება ყოველდღიურ სიტუაციებთან - საყიდლები, რუტინული
ოჯახური საქმეები, ქალაქში გადაადგილება - გამკლავება. შეიძლება ვთქვათ, რომ მან
ისწავლა ენა, თუ უკვე ფლობს ბაზისურ ლექსიკასა და სინტაქსს, ასევე პრაგმატულ
ცოდნას კონტექსტის შესაბამისი კომუნიკაციისთვის.
 კიმ ეის სჭირდება საკუთარი სპეციალიზაციის შესაბამისად ტექნიკურ
სფეროში კომუნიკაცია. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის დაეუფლა ენას, თუ
დაისწავლის ტექნიკურ და ბაზისურ ლექსიკასა და სინტაქსის საფუძვლებს.
 სამეში სტუდენტია, რომელიც მეორე ენას აკადემიურ გარემოში სწავლობს.
მოსალოდნელია, რომ ის ძირეულად ფლობს სინტაქსს და აქვს ფართო ლექსიკური
მარაგი.

ჩამოთვლილთაგან თითოეულს ენის დასაუფლებლად განსხვავებული გარემო


სჭირდება. მათი ფონოლოგიური, ლექსიკური, სინტაქსური და პრაგმატული
უნარების გასაუმჯობესებლად საჭიროა სხვადასხვა ტიპის გამოცდილება.

როცა ერთი ენის მცოდნე ადამიანები სხვა ენებს სწავლობენ, ისინი


განსხვავებულად აფასებენ ამ ენების სირთულეს. მაგალითად, ადამიანისთვის,
რომლის მშობლიური ენა ინგლისურია, გაცილებით მარტივია მეორე ენად
ესპანურის ათვისება, ვიდრე რუსულისა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ
ინგლისურსა და ესპანურს მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ინგლისურსა და რუსულს:
რუსულ ენაში უფრო მეტი ბრუნვაა, ვიდრე ინგლისურსა და ესპანურში; ინგლისური
და ესპანური უფრო მეტადაა დამოკიდებული სიტყვების თანმიმდევრობაზე. ენის,
როგორც მშობლიურისა და ენის, როგორც უცხო ენის დასწავლას შორის სირთულის
თვალსაზრისით არსებითი განსხვავებაა. რუსი ბავშვები ისევე მარტივად
დაისწავლიან რუსულს, როგორც ინგლისურს ამერიკელი ბავშვები (Maratsos, 1998).

23
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ბილინგვიზმი: ერთი თუ ორი სისტემა?

ბილინგვიზმის კვლევის შედეგების გამოყენება შესაძლებელია ენის ათვისების


პროცესის გასამარტივებლად. კიდევ ერთი მიზეზი ბილინგვიზმის შესასწავლად
ადამიანური გონების წვდომაა. ზოგიერთი კოგნიტური ფსიქოლოგი ინტერესდება
ორი ენის ერთდროული რეპრეზენტაციით გონებაში. ერთი სისტემის ჰიპოთეზა
გვეუბნება, რომ ორი ენა ერთ სისტემად თავის ტვინის ერთ არეშია წარმოდგენილი
(იხილეთ Hernandez et al., 2001, ახალგაზრდა ორენოვნებში ამ ჰიპოთეზის
დამამტკიცებელი არგუმენტების მოსაძიებლად). ალტერნატიული პოზიციაა ორმაგი
სისტემის ჰიპოთეზა, რომელიც ამბობს, რომ ენები ნაწილობრივ განცალკევებულ
სისტემებად არის წარმოდგენილი გონებაში (De Houwer, 1995; Paradis, 1981).
მაგალითად, თავის ტვინში გერმანულენოვანი ინფორმაცია ინგლისურენოვანი
ინფორმაციისგან განსხვავებულ არეში ინახება? 10.3 სურათზე სქემატურად
წარმოდგენილია განსხვავებები ამ ორ შეხედულებაში.

ამ საკითხის გადასაწყვეტად ერთ-ერთი გზა არის თავის ტვინის დაზიანების მქონე


იმ ადამიანების კვლევა, რომლებიც ორ ენას ფლობდნენ. წარმოიდგინეთ ადამიანი
თავის ტვინის კონკრეტული არის დაზიანებით. ორმაგი სისტემის ჰიპოთეზის
თანახმად, ენები, რომელთაც თავის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანი ფლობდა,
ერთნაირი ხარისხით არ დაირღვევა. ერთი სისტემის ჰიპოთეზა კი მიიჩნევს, რომ
ორივე ენა ერთნაირი ხარისხით დაირღვევა. ასეთი დასკვნა ლოგიკურია, მაგრამ
კვლევის შედეგები არ არის დამაჯერებელი. ტრავმის შემდეგ ენის აღდგენისას
ზოგჯერ პირველი ენა უფრო მარტივად აღდგება, ზოგჯერ კი - მეორე ენა, ზოგ
შემთხვევაში კი ორივე ენა ერთდროულად აღდგება (Albert & Obler, 1978; Marrero et
al., 2002; Paradis, 1977). ორივე ენის აღდგენის დინამიკა დამოკიდებულია ასაკობრივ
ფაქტორზე - რამდენად ადრეულ ასაკში აითვისა ინდივიდმა ეს ენა - და ენის
ფლობის ტრავმამდელ დონეზე (Marrero, Golden, & EspePfeifer, 2002).

24
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

აფაზიის მქონე 32 წლის მამაკაცს, რომელიც ფრანგულ და გერმანულ ენებს


ფლობდა ინსულტამდე, ავარჯიშებდნენ მხოლოდ გერმანულ ენაში. შედეგად მისი
გერმანული გაუმჯობესდა, მაგრამ ეს არ აისახა მის ფრანგულზე (Meinzer et al., 2007).

ამ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ორაზროვანია, მაგრამ მიუთითებს


ორმაგი სტრუქტურის არსებობაზე. სხვა კვლევაში ალტერნატიული აზრი
დადასტურდა: ორმა მკვლევარმა შეისწავლა ეპილეფსიით დაავადებული ორენოვანი
პაციენტის ენის გამოყენების რელევანტური არე თავის ტვინის ქერქში (Ojemann &
Whitaker, 1978).

სურათი 10.3 ერთი სისტემისა და ორმაგი სისტემის ჰიპოთეზები


ერთი სისტემის (Single-System) ჰიპოთეზა მხარს უჭერს მოსაზრებას ორი ენის ერთ კოგნიტურ
სისტემად ჩამოყალიბების შესახებ, ხოლო ორმაგი სისტემის ჰიპოთეზის (Dual-System Hypotheses)
თანახმად, ბილინგვიზმის შემთხვევაში თითოეულ ენას თავისი კოგნიტური საცავი აქვს.

ამ კვლევაში თითოეული პაციენტის თავის ტვინის ქერქის სუსტ ელექტრულ


სტიმულაციას მიმართავდნენ. ელექტრულად სტიმულირებულ არეში აქტივობა
გარკვეული დროით შეკავდება. შედეგად ეს იწვევს იმ საგნების დასახელების
უნარის დაქვეითებას, რომელთა შესახებ მოგონებები სტიმულირებულ არეში
ინახება. პაციენტების ორივე ჯგუფში ერთნაირი შედეგები მიიღეს. რაც ხსნის

25
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

წინააღმდეგობრივ მოსაზრებებს ლიტერატურაში. თავის ტვინის ზოგიერთი არის


სტიმულირებისას საგნების დასახელება ორივე ენაზე ერთნაირად ზიანდებოდა.
მაგრამ იყო არეები, რომელთა სტიმულირება მხოლოდ ერთ-ერთი ენის დაზიანებას
იწვევდა. შედეგები აჩვენებდა, რომ ”სუსტი” ენა უფრო დიფუზურად იყო
წარმოდგენილი ქერქში, ვიდრე ”ძლიერი” ენა. სხვა სიტყვებით, შეკითხვა
”ბილინგვიზმისას ენები თავის ტვინის ქერქში ერთიან თუ ორ დამოუკიდებელ
სისტემად არის რეპრეზენტირებული? ”, არასწორად დასმული შეკითხვაა. კვლევის
შედეგები გვიჩვენებს, რომ ორი ენის ზოგიერთი ასპექტი განცალკევებულად,
ზოგიერთი ასპექტი კი ერთად არის წარმოდგენილი.
დაბოლოს, როგორც სჩანს, ორი ენა იზიარებს ფსიქიკური რეპრეზენტაციის
ზოგიერთ, მაგრამ არა ყველა ასპექტს. მეორე ენის სწავლა სასარგებლოა, მაგრამ ეს
განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა ის შეისწავლება პირველი ენის შესწავლის
გარემოში, პირველ ენასთან ერთად. მოსწავლეები სკოლაში, როგორც წესი, 2-3 წლის
მანძილზე მეორე ენის მხოლოდ რამდენიმე კურსს გადიან. ბილინგვიზმის
ეფექტისთვის ეს არ არის საკმარისი. თუმცა ასეთ სწავლებას აქვს თავისი სარგებელი
სინტაქსის ათვისებისთვის. ეს ეფექტი ვლინდება მაშინაც კი, როცა მეორე ენას
ზრდასრულ ასაკში ითვისებენ. გარდა ამისა, ვინც მეორე ენას დამოუკიდებლად
შეისწავლის, შეძლებისდაგვარად უნდა შეარჩიოს სპეციფიკური - საკუთარ
საჭიროებებზე, შესაძლებლობებზე, უპირატესობებსა და პირად მიზნებზე
მორგებული - ენის ათვისების ტექნიკები.

ენათა შერევა და ცვლილება


ბილინგვიზმი არ არის განსხვავებული ენობრივი ჯგუფების ურთიერთქმედების
შედეგი. აქ წარმოგიდგენთ იმის სცენარს, თუ რა ხდება, როცა განსხვავებული
ენობრივი ჯგუფები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ:
 განსხვავებული ენობრივი ჯგუფების ხანგრძლივად ურთიერთქმედებისას
ადამიანები, რომლებიც ამ ენობრივ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, მსგავს სიტყვებს
იყენებენ, იზიარებენ მეორე ენის ლექსიკონის გარკვეულ ნაწილს. ენების
26
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ამგვარი შერევის შედეგად ყალიბდება „ფიჯინი“ - სხვადასხვა ენის მჭიდრო


კონტაქტის შედეგად აღმოცენებული პოპულარული სალაპარაკო ენა,
რომელშიც გამოიყენება ერთი ენის გრამატიკა და მეორე ენის ლექსიკა. ეს ენა
მშობლიური არავისთვის არ არის (Wang, 2009).
 დროთა განმავლობაში ეს ნაზავი შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალ ლინგვისტურ
ფორმად. მას ექნება საკუთარი გრამატიკა და შედეგად იქნება „კრეოლი“ - ორი
ენის შერევის, ან ერთი ენის გამარტივების შედეგად აღმოცენებული ენა.
„კრეოლის“ ერთ-ერთი მაგალითი ჰაიტის კრეოლია, რომელიც წარმოადგენს
ფრანგულისა და დასავლეთ აფრიკული ენების ნაზავს.
 თანამედროვე კრეოლები ენის ევოლუციურად ადრეული ფორმების მსგავსია,
რომელთაც პროტოენებს უწოდებენ (Bickerton, 1990).
„ფიჯინის“, „კრეოლის“ და პროტოენების არსებობა ამყარებს ზემოთ განხილულ
უნივერსალობის პრინციპს. ენობრივი/ლინგვისტური უნარი იმდენად ბუნებრივი და
უნივერსალურია, რომ განაპირობებს ახალი ენების ჩამოყალიბების სწრაფ ტემპს.
„კრეოლი“ და „ფიჯინი“ ყალიბდება ორი განსხვავებული ენობრივი ჯგუფის
შეხვედრის შედეგად. დიალექტი1 ერთი ენობრივი ჯგუფის ფარგლებში ამ ენის
გარკვეული სახეცვლილი გამოვლინებაა. დიალექტი ენის რეგიონული ვარიაციაა,
როდესაც ენობრივი განსხვავებები ვლინდება ლექსიკაში, სინტაქსსა და გამოთქმაში.
დიალექტის შესწავლა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ისეთი განსხვავებული
ფენომენები, როგორიცაა სმენითი დისკრიმინაცია და სოციალური დისკრიმინაცია.
ჩვენ სიტყვებს ვარჩევთ ჩვენს მიერ გამოყენებული დიალექტის საფუძველზე. ერთ-
ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია სიტყვის შერჩევა უალკოჰოლო სასმელისთვის.
დიალექტის მიხედვით თქვენ იყენებთ სიტყვებს “soda,” “pop,” ან “Coke” (იხილეთ
სურათი 10.4).

1
დიალექტი (ბერძ. διαλέγομαι, dialegomai „ერთად ლაპარაკი“) — გარკვეული ლიტერატურული
ენის არასტანდარტიზებული ვარიანტი, მისი რეგიონალურ-კუთხური ან სალაპარაკო ფორმა,
რომელიც ამავე ენის სხვა დიალექტებისგან გარკვეული
რაოდენობის ლექსიკური, სინტაქსური თუ ფონეტიკური თავისებურებებით გასხვავდება. მას
იყენებს მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, თუმცა იგი ძირითადში გასაგებია
სტანდარტული ენის მატარებლებისთვის.
27
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

სურათი 10. 4 Pop თუ Soda.


ეს რუკა აჩვენებს უალკოჰოლო სასმელის აღმნიშვნელი სიტყვების გამოყენებას შეერთებულ შტატებში.
ადამიანების არჩევანი დამოკიდებულია დიალექტზე, რომელზეც ისინი საუბრობენ. წყარო:

http://popvssoda.com:2998/

დიალექტური განსხვავებები ხშირად უმნიშვნელო რეგიონული ვარიაციებია. ისინი


კომუნიკაციისას სირთულეებს იშვიათად იწვევს, თუმცა ზოგჯერ დამაბნეველიც
შეიძლება იყოს. შეერთებულ შტატებში, მაგალითად, სარეკლამო სააგენტოები
იყენებენ უფასო ნომრებს და ზარებს ამისამართებენ შუა აღმოსავლეთ ნაწილში.
ისინი ასე იმიტომ იქცევიან, რომ მეტყველების შუააღმოსავლური ფორმა მთელი
ქვეყნისთვის უნივერსალურია. სხვა, უფრო ჩრდილო თუ სამხრეთული ფორმები
დაშორებული რეგიონებისთვის შეიძლება რთულად გასაგები აღმოჩნდეს. ასეთი
ზარების ინდოეთში გადამისამართებამ დიალექტისა და აქცენტის სხვაობის გამო
შეიძლება სერიოზული სირთულეები შექმნას. რადიოწამყვანების უმრავლესობა
ცდილობს სტანდარტული ინგლისურის შესწავლას, რომელსაც ”ქსელურ
ინგლისურს” უწოდებენ. ეს აადვილებს მსმენელების მიერ მათი საუბრის გაგებას.

დიალექტებზე საუბარი ასევე განსხვავებულ სოციალურ სტატუსთან არის


დაკავშირებული. მაგალითად, სტანდარტულ ფორმას, არასტანდარტულთან
შედარებით, უფრო მაღალი სტატუსი აქვს. სამწუხაროდ, დიალექტების ასეთი
დაყოფა იწვევს სხვა სოციალურ შედეგს, მაგალითად, სტანდარტულ დიალექტზე

28
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

მოსაუბრეთა მიერ საკუთარი უპირატესობის აღიარება. საბოლოოდ, ეს აისახება


საზოგადოების დამოკიდებულებაზეც ამ დიალექტებზე მოსაუბრე ადამიანთა
მიმართ. ლინგვისტიზმი ანუ დიალექტზე დაფუძნებული სტერეოტიპი საკმაოდ
გავრცელებული შეიძლება იყოს და ბევრ პრობლემასაც იწვევდეს (Phillipson, 2010;
Zuidema,2005). ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ ადამიანების ინტელექტზე,
კომპეტენტურობასა და მორალურ სტანდარტებზე მათი დიალექტის მიხედვით.
საბოლოოდ, არასტანდარტულ დიალექტზე მოსაუბრე ინდივიდი ნაკლებად
განათლებულად და სანდოდ განიხილება, ვიდრე ინდივიდი, რომელიც დიალექტის
სტანდარტულ ფორმას იყენებს. ჩვეულებრივ, სტანდარტული დიალექტი ის
დიალექტია, რომელსაც პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი სოციალური
კლასი იყენებს. პრაქტიკულად კი ნებისმიერი აზრის ნებისმიერ დიალექტზე
გადმოცემაა შესაძლებელი.

ნეირომეცნიერება და ორენოვნება/ ბილინგვიზმი

მეორე ენის სწავლისას იმატებს რუხი ნივთიერების მოცულობა მარცხენა თხემის


წილის ქვედა ნაწილში (Mechelli et al., 2004). მოცულობის ზრდა დადებითად
კორელირებს ენის ათვისების ხარისხთან. მაშასადამე, რაც უფრო უკეთ ფლობს
ინდივიდი მეორე ენას, მით უფრო მოცულობითია თავის ტვინის ეს არე. დაბოლოს,
უარყოფითი კორელაციაა ათვისების ასაკსა და მარცხენა თხემის ქვედა ნაწილის
მოცულობას შორის (Mechelli et al., 2004) — რაც უფრო დიდია ათვისების ასაკი, მით
უფრო მცირეა ამ არის მოცულობა. ეს კვლევები აჩვენებს, რომ თავის ტვინის ამ არეზე
მეორე ენის ათვისება მით უფრო დადებითად აისახება, რაც უფრო ადრეულ ასაკში
იწყებს ადამიანი მის შესწავლას - ეს უკეთესია როგორც თავის ტვინის
განვითარებისთვის, ისე ენის სრულფასოვნად ასათვისებლად.

აფაზიის მქონე პაციენტების შეფასების შედეგების მიხედვით, პირველი და მეორე


ენები თავის ტვინის სხვადასხვა ანატომიურ რეგიონებში შეიძლება იყოს
განაწილებული. ეს მოსაზრება გაჩნდა ორენოვან პაციენტზე დაკვირვების შედეგად,
რომელსაც ინსულტის შემდგომ მშობლიურ ენაზე მეტყველება უჭირდა,
29
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

იმავდროულად, მეორე ენაზე მეტყველება უცვლელად იყო შენარჩუნებული (Garcia


et al., 2010). სხვა კვლევების შედეგებით, სხვადასხვა ენაზე პასუხისმგებელი არეები
ანატომიურად ნაწილობრივ გადამფარავია (Gandour et al., 2007; Yokohama et al.,
2006). ის, თუ რამდენად ემთხვევა ორივე ენაზე პასუხისმგებელი არეები ერთმანეთს,
დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზე, მაგალითად, მეორე ენის ათვისების ასაკზე.

ერთ-ერთ კვლევაში ცდის ბილინგვ მონაწილეებს სთხოვდნენ წინადადების


შექმნის დავალების შესრულებას. კვლევის შედეგების მიხედვით, წინადადების
ჩამოყალიბებისას მარცხენა ქვედა შუბლის ხვეულში აქტივაციის არეები
გადამფარავი იყო მათთან, ვინც მეორე ენა ადრეულ ასაკში აითვისა; ხოლო
აქტივაციის განცალკევებული ცენტრები გამოვლინდა მათთან, ვინც მეორე ენა
შედარებით გვიან აითვისა (Kim et al., 1997).

ენობრივი შეცოდმები
კოგნიტური ფსიქოლოგების ინტერესის განსაკუთრებული სფერო მეტყველებისას
დაშვებული შეცდომებია. ენის მეტყველების შეცდომების შესწავლა ენის
გადამუშავების ნორმალური პროცესის უკეთ გაგების შესაძლებლობას იძლევა. ენის
არასწორი გამოყენების შესწავლის ერთ-ერთი გზა მეტყველებისას დაშვებულ
უნებლიე შეცდომებზე დაკვირვებაა. მათ შეიძლება თავი იჩინონ ენის ნებისმიერ -
ფონემები/მორფემების ან უფრო დიდი ლინგვისტური ერთეულების დონეზე
(Crystal, 1987; McArthur, 1992). ასეთ შემთხვევებში ჩვენი ნათქვამი ჩვენი აზრებისა
და განზრახვების შეუსაბამოა (სხვა რამის თქმა გვსურს და სხვა რამ წამოგვცდა).
ფროიდიანელები მიიჩნევენ, რომ ენობრივი უნებლიე შეცდომები არაცნობიერი
გადამუშავების შედეგია და მათ ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვთ. შესაბამისად,
ასეთ შეცდომებს ხშირად იყენებენ რეპრესირებული ემოციების გასარკვევად.
მაგალითად, ბიზნეს კონკურენტი ამბობს - ”მიხარია, რომ დაგამარცხეთ” (ინგლისურ
ენაში “I’m glad to beat you”), ნაცვლად იმისა, რომ თქვა ”მიხარია, რომ შეგხვდით”
ენაში “I’m glad to meet you”).

30
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

კოგნიტური ფსიქოლოგები ამ ფენომენს ფსიქოანალიტიკოსებისგან


განსხვავებულად განიხილავენ. ისინი დაინტერესებული არიან ამ შემთხვევებით,
რადგან განსხვავება ადამიანის აზრებსა და ნათქვამს შორის ენის გამოყენების
პროცესის უკეთ გაგების საშუალებას იძლევა. საუბრისას სათქმელის წინასწარ
განსასაზღვრად ჩვენ ვიყენებთ ფსიქიკურ გეგმას. მაგრამ ეს გეგმა ირღვევა, თუ
მეტყველებაზე პასუხისმგებელი სისტემა კოგნიტურ სისტემებთან შეთანხმებულად
არ ფუნქციონირებს. ჩვეულებრივ, მსგავსი შეცდომები თავს იჩენს მაშინ, როცა ხდება
სხვა ფიქრებზე ან ახალ გამღიზიანებელზე კონცენტრირება, მაგალითად, საუბრისას
რადიოზე ან გარეშე დიალოგზე ყურადღების მიპყრობისას (Garrett, 1980; Saito &
Baddeley, 2004).
უნებლიე ენობრივი შეცდომები გვაჩვენებს, რომ „აზრის“ ენა განსხვავდება
სამეტყველო ენისგან, რომელსაც ჩვენი აზრების გადმოსაცემად ვიყენებთ (Fodor,
1975). ზოგჯერ ჩვენ გვაქვს სწორი იდეა, მაგრამ მისი ექსპრესია მცდარია. ზოგჯერ
ვერც კი ვამჩნევთ ამ წამოცდომებს, თუ სხვები არ მიგვითითებენ. „აზრის“ (გონების)
ენაში, როგორიც არ უნდა იყოს ის, სწორი იდეაა მოცემული, მაგრამ ამ იდეის
სიტყვებში გამოხატვა სრულიად შეუსაბამოა. წამოცდომები შეიძლება გამოვლინდეს
მაშინაც კი, როცა სათქმელი ტექსტი კარგად დაგეგმილი და ნავარჯიშევია (Kawachi,
2002). ჩვეულებრივ, საუბრისას სხვადასხვა ტიპის უნებლე შეცდომებს მოისმენთ
(Fromkin, 1973; Fromkin & Rodman, 1988):
 ანტიციპაცია/მოლოდინი - ამ დროს ხშირად ადამიანებს შეიძლება წამოცდეთ
სიტყვა, რომლის თქმაც მოგვიანებით უნდოდათ. მაგალითად,
”შთამაგონებელი ექსპრესიის” ნაცვლად შეიძლება თქვას ”ექსპრესირებული
ექსპრესია”.
 პერსევერაცია - ადამიანი წინადადების დასაწყისში გამოყენებულ სიტყვას
განმეორებით შეცდომით იყენებს. მაგალითად, შეიძლება თქვას ”ჩვენ
მივუსხედით მდიდარ მხეცს”, ნაცვლად ”მდიდარ სუფრას” (ინგლისურში
“We sat down to a bounteous beast” instead of a “bounteous feast.”)

31
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

 ჩანაცვლება - ენის ერთ ელემენტს მოსაუბრე ჩაანაცვლებს მეორეთი.


მაგალითად, შეიძლება ვინმეს გაფრთხილება გსურდეთ და ეუბნებით - ”როცა
გვიან იქნება”, ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ - ”ვიდრე გვიან იქნება”. ან „ჩემ
ბედს ძაღლი არ დაჰყეფს“ მაგივრად „ ჩემ ძაღლს ბედი არ დაჰყეფს“.
 რევერსია (ასევე უწოდებენ ტრანსპოზიციას/გადანაცვლებას) - ადამიანი
ადგილს უცვლის ენის ორ ელემენტს. მაგალითად, ამბობენ flutterby”
(ინგლისურ ენაში ასეთი სიტყვა არ არის) ნაცვლად სიტყვისა “butterfly”
(ინგლისურად ”პეპელა”). ასეთი რევერსია იმდენად ხშირია, რომ ზოგჯერ
სწორ ფორმადაც მიაჩნიათ ხოლმე. ასეთი გადანაცვლება ზოგჯერ შემთხვევით
სწორ სიტყვასაც შეიძლება გვაძლევდეს.
 სპუნერიზმი - გადანაცვლდება ორი სიტყვის პირველი ასოები, რაც შედეგად
ორ განსხვავებულ სიტყვას გვაძლევს. ტერმინი სპუნერიზმი Reverend William
Spooner -ის სახელთან არის დაკავშირებული. სპუნერი ცნობილი იყო თავისი
წამოცდომებით. მათ შორის ყველაზე ცნობილია წინადადება ”თქვენ
უსტვენდით ყველა მისტერიულ ლექციას” ნაცვლად წინადადებისა ”თქვენ
აცდენდით ისტორიის ყველა ლექციას”, ან ”კერპის მუხლში აქლემის გაძრომა
უფრო მარტივია ” (”Easier for a camel to go through the knee of an idol”)
ნაცვლად წინადადებისა ”ნემსის ყუნწში აქლემის გაძრომა უფრო მარტივია”
(”the eye of a needle” (Clark & Clark, 1977).
 მალაპროპიზმი - სამიზნე სიტყვას ჟღერადობით მსგავსი, მაგრამ სხვა
მნიშვნელობის მქონე სიტყვა ჩაანაცვლებს (მაგ., რა ძვირია-ს მაგივრად რა
ძვალია)
 წამოცდომები შეიძლება ხდებოდეს ბგერების ან ენობრივი ელემენტების
დამატებისას (მაგალითად,“mischievious” ნაცვლად “mischievous” (”ცელქი”) ან
“drownded” ნაცვლად “drowned” (”დამხრჩვალი”), ან პირიქით, ბგერის ან სხვა
ლინგვისტური ელემენტის გამოტოვების დროს (მაგალითად,“prossing”
ნაცვლად “processing” - გადამუშავება). ასეთი გამოტოვებები ხშირად იწვევს

32
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

სიტყვათა შერევას (მაგალითად, “blounds” ნაცვლად “blended sounds”


(შერეული ბგერები).
წამოცდომებმა ლინგვისტური გადამუშავების იერარქიის სხვადასხვა დონეზე
შეიძლება იჩინოს თავი (Dell, 1986), როგორც ფონემების აკუსტიკურ დონეზე
(“bounteous beast” ნაცვლად “bounteous feast.”), ისე მორფემების სემანტიკურ
დონეზე (“after it’s too late” ნაცვლად “before it’s too late.”); შეიძლება თავი იჩინოს
უფრო მაღალ დონეზეც (bought the bucket ნაცვლად “kicked the bucket” ან “bought the
farm”). შეცდომების პატერნი (მაგალითად, რევერსია, ჩანაცვლება) ლინგვისტური
გადამუშავების იერარქიის სხვადასხვა დონეზე (Dell, 1986) - ფონემურ, მორფემულ,
სემანტიკურ დონეზე. ლინგვისტური ანალიზის თითოეულ დონეზე დაშვებული
შეცდომები გვაწვდის დამატებით ინფორმაციას მეტყველების პროცესის შესახებ.
მაგალითისთვის განვიხილოთ ფონემური შეცდომები. მეტყველების ტონითა თუ
რითმით მახვილდასმული სიტყვა უფრო ხშირად ახდენს გავლენას წინადადების
სხვა სიტყვებზე (Crystal, 1987). მაშინაც კი, როცა ბგერები ჩანაცვლებულია,
მეტყველების რითმული და ტონური პატერნები შენარჩუნებულია.
მეტყველების მსგავსი ნაწილების ჩანაცვლება ხდება სიტყვების დონეზეც
(არსებითი სახელები გვერევა სხვა არსებით სახელებში, ზმნები - ზმნებში; Bock,
1990; Bock, Loebell, & Morey, 1992). სპუნერი არსებით სახელს ”მუხლი” (knee)
ჩაანაცვლებდა არსებითი სახელით ”კერპი” (idol). ის გრამატიკულ სტყრუქტურასაც
უნარჩუნებდა წინადადებას, არტიკლს a (“a needle”) ცვლიდა არტიკლით an (“an
idol”). სიტყვათა ჩანაცვლების შემთხვევაშიც კი სინტაქსური კატგორიები
შენარჩუნებული იყო. მეტყველების დროს შეცდომების დაშვებისას შესაძლებელია
სემანტიკური კატეგორიებიც შენარჩუნდეს. მაგალითად, კატეგორიის ერთი წევრის
გასახსენებლად კატეგორიის ზოგადი სახელწოდების დასახელება (”ვაშლი”-ს
ნაცვლად ამბობთ ”ხილი”). ამ ტიპის შეცდომების სხვა ვარიანტია კატეგორიის სხვა
წევრის დასახელება (”ვაშლი”-ს ნაცვლად ამბობთ ”ატამი”). ამისსავე მაგალითია
მთლიან კატეგორიაზე საუბრისას კატეგორიის წევრის დასახელება (”ხილი”-ს
ნაცვლად თუ იტყვით ”ატამი”) (Garrett, 1992).

33
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ადამიანებთან, რომლებიც სრულფასოვნად ფლობენ ჟესტურ ენას, ორალურ და


ჟესტურ სიტყვებში წამოცდომები ვლინდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც
მიუთითებს, რომ ორალური და ჟესტური სიტყვები ინდივიდის ლექსიკონში ერთად
არ ინახება (Vinson et al., 2010).
ენის კვლევის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც განსხვავებულ პოზიციას
გვთავაზობს, მეტაფორული ენის შესწავლაა.

მეტაფორული ენა
აქამდე ენის პირდაპირ (სიტყვა-სიტყვით) გამოყენებას განვიხილავდით. უფრო
საინტერესო სიტყვების გადატანითი მნიშვნელობებია, მაგალითად, პოეზიასა და
ენასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში. ასეთია აზრის გადმოსაცემად მეტაფორების
გამოყენება. მეტაფორულ გამონათქვამებში სიტყვები მსგავსების მიხედვით
ჯგუფდება და, ამავე დროს, ხაზგასმულია მათი განსხვავებები (მაგალითად, ”ეს
სახლი საღორე იყო”). მეტაფორებთან კავშირშია შედარებები. შედარებისას სიტყვები
„მსგავსად“ ან „ისე, როგორც“ გვაცნობს კავშირს ორ ერთეულს შორის (მაგალითად,
„ბავშვი თაგვივით გასუსული იყო“).
მეტაფორები 4 ელემენტისგან შედგება: ორი ერთეული, რომლებსაც ერთმანეთს
ვადარებთ, ტენორი და ტრანსპორტი. კიდევ ორი ელემენტი კი აკავშირებს ორ
ძირითად ერთეულს. ტენორი მეტაფორის მთავარი ერთეულია (მაგ. სახლი).
ტრანსპორტი კი არის ერთეული, რომელიც ახასიათებს ტენორს (მაგ. საღორე).
თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ შემდეგი მეტაფორა: „ბილბორდები ქალაქის
ხორცმეტებია“. ტენორი იქნება „ბილბორდი“. ტრანსპორტი - „ხორცმეტი“. მეტაფორას
საფუძვლად ტენორსა და ტრანსპორტს შორის მსგავსება უდევს (მაგ. ორივე
მოუწესრიგებელია). მეტაფორის არსი კი ამ ორს შორის განსხვავებებში იკვეთება
(მაგ., ადამიანები არ ცხოვრობენ საღორეში, მაგრამ ცხოვრობენ სახლში). საკვანძო
მსგავსება ბილბორდებსა და ხორცმეტებს შორის შეიძლება ის იყოს, რომ არც ერთი
მიმზიდველი არ არის. ამ ორს შორის მრავალი განსხვავებაა, მაგალითად,

34
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ბილბორდები გვხვდება სახლებსა, გზებსა თუ სხვა საზოგადოებრივ ადგილებზე.


ამის საპირისპიროდ, ხორცმეტები მხოლოდ ადამიანის სხეულზე შეიძლება იყოს.
მეტაფორების მექანიზმის ასახსნელად მრავალი თეორია არსებობს.
ტრადიციული მიდგომები ყურადღებას ამახვილებდა ტენორისა და ტრანსპორტის
მხოლოდ მსგავსებებზე ან განსხვავებებზე.
 ტრადიციული შედარებითი მიდგომა გამოკვეთს შედარების მნიშვნელობას. ის
ხაზს უსვამს ტენორისა და ტრანსპორტის შედარებით მსგავსებებს ან ანალოგიებს
(Malgady & Johnson, 1976; Miller, 1979; cf. also Sternberg & Nigro, 1983).
მაგალითად, მეტაფორაში „ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მოსიარულე
ნაღმებია“, შედარება გამოკვეთს ორი ელემენტის მსგავსებას, აფეთქების
პოტენციალს.
 ამის საპირისპიროდ, მეტაფორის „ანომალიური“ მიდგომა ხაზს უსვამს
განსხვავებებს ტენორსა და ტრანსპორტს შორის (Beardsley, 1962; Gerrig & Healy,
1983; Searle, 1979). აქ ხაზგასმულია ბავშვებსა და ნაღმებს შორის განსხვავებები.
 „დომენების ინტერაქციის“ მიდგომა აერთიანებს წინა ორი თეორიის პოზიციებს.
მეტაფორა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ შედარება ან ანომალია. მეტაფორას
აყალიბებს ტენორის და ტრანსპორტის სფეროთაშორისი (ცოდნის არე,
როგორიცაა ცხოველები, მანქანები, მცენარეები) ინტერაქცია (Black, 1962; Hesse,
1966). ინტერაქციის ფორმას თეორიები განსხვავებულად განიხილავენ. მეტაფორა
უფრო ეფექტურია, როცა ორი გარემოების თანხვედრაა. პირველი, ტენორი და
ტრანსპორტი ბევრ მსგავს ნიშანს იზიარებს (მაგ., ძალადობის მსხვერპლი
ბავშვებისა და ნაღმების პოტენციური ფეთქებადობა). მეორე, ტენორისა და
ტრანსპორტის სფეროები ძლიერ განსხვავებულია (როგორც ადამიანები და
ფეთქებადი ნივთიერებები) (Tourangeau & Sternberg, 1981, 1982).
 კიდევ ერთი თეორიის თანახმად, მეტაფორა კლასობრივი კუთვნილების ირიბი
ფორმაა (Glucksberg & Keysar, 1990). ამ ხედვის თანახმად, თითოეული
მეტაფორის ტენორი იმ კლასის წარმომადგენელია, რომელსაც ტრანსპორტი
აღწერს ამ მეტაფორაში. შედეგად ჩვენ ვიგებთ მეტაფორას არა როგორც შედარებას

35
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

არამედ როგორც დებულებას კატეგორიული კუთვნილების შესახებ, სადაც


ტრანსპორტი კატეგორიის პროტოტიპული წევრია. დავუშვათ, თუ ვამბობ, რომ
„ჩემი კოლეგის პარტნიორი აისბერგია“, ამით ვამბობ, რომ ამ ადამიანს ახასიათებს
მოცემული კატეგორიის ძირითადი ნიშნები: ცივია, არ გამოხატავს ემოციებს,
უკიდურესად რიგიდულია, ნეგატიურად მოქმედებს გარშემომყოფებზე.
მეტაფორა კარგად არის ჩამოყალიბებული, როცა მკითხველი აღმოაჩენს, რომ
ტრანსპორტის (მაგ. აისბერგი) ძირითადი მახასიათებლები სწორად აღწერს
ტენორს („ჩემი კოლეგის პარტნიორს“). მკითხველს ცოტათი უნდა უნდა
აკვირვებდეს კიდევაც, რომ ტრანსპორტის ეს მახასიათებლები აღწერს ტენორს.
მაგრამ განხილვის შემდეგ ის უნდა რწმუნდებოდეს, რომ ეს ნიშნები ნამდვილად
ახასიათებს ტენორს.

მეტაფორები ამდიდრებს ჩვენს ენას მაშინ, როცა პირდაპირი გამონათქვამები ამას


ვეღარ ახერხებს. ჩვენი გაგებით, მეტაფორა მხოლოდ შედარება კი არ არის, არამედ
- ინტერაქციაა ტენორისა და ტრანსპორტის სფეროებს შორის. მეტაფორამ
შეიძლება შეცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ორივე სფეროს მიმართ. ამ გზით
ვიღებთ ახალ ცოდნას, რომელსაც ვერ მივიღებდით ენის პირდაპირი
გამოყენებით.

კოგნიტურ ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი თვალსაჩინო მეტაფორაა ადამიანის


წარმოდგენა ინფორმაციის პროცესორად. ეს მეტაფორა ხაზს უსვამს ინფორმაციის
გადამუშავების ადამიანის შეზღუდულ უნარს. ეს შეზღუდულობა გვიბიძგებს
ინფორმაციის ყურადღებით შერჩევისკენ, ყურადღების საშუალებით მოქმედი
სტიმულების სელექციისკენ (Newell & Broeder, 2008).

მეტაფორებს შეუძლიათ მეტყველების გამდიდრება სოციალურ კონტექსტში.


ვთქვათ, ჩვენ ვეუბნებით მავანს - „შენ ნამდვილი პრინცი ხარ“. იმის ალბათობა, რომ
ჩვენ მას პირდაპირი გაგებით პრინცად არ მივიჩნევთ, დიდია. უფრო სავარაუდო
ისაა, რომ ამ ადამიანს პრინცის მახასიათებლები აქვს. როგორ ვიყენებთ ენას

36
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

სოციალური კონტექსტის შესაბამისად? ენის სოციალურ კონტექსტს შემდეგ ქვეთავში


განვიხილავთ.

 შეამოწმე საკუთარი თავი


1. რა არის ლინგვისტური ფარდობითობა?
2. რა გავლენა აქვს ენას ფერის აღქმაზე?
3. რა არის ადიტიური (დამატებითი) ან შერეული ბილინგვიზმი/ორენოვნება?
4. როგორია ასაკის გავლენა ენების ათვისებაზე?
5. რას გვეუბნება ერთი სისტემისა და ორმაგი სისტემის ჰიპოთეზები?
6. დაასახელეთ ადამიანებისთვის დამახასითებელი წაცდომის ტიპები.
7. რა არის მეტაფორის საკვანძო ელემენტები?

ენა სოციალურ კონტექსტში

ენის შესწავლა სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით ლინგვისტიკის


შედარებით ახალი სფეროა. კონტექსტის ერთი ასპექტი პრაგმატიკის კვლევაა, ანუ
იმისა, თუ როგორ იყენებენ ადამიანები ენას. ის მოიცავს სოციოლინგვისტიკას და
სოციალური კონტექსტის სხვა ასპექტებს.

სხვადასხვა გარემოში თქვენ განსაკუთრებული ფიქრის გარეშე ცვლით ენას


კონტექსტური მანიშნებლების შესაბამისად. ასევე გაუცნობიერებლად ვცვლით ენის
პატერნებს კონტექსტის შესაბამისად.

მაგალითად, საუბრის დაწყებისას ითვალისწინებთ პარტნიორის ინტერესებს და


ეძებთ საყრდენს საუბრის წამოსაწყებად (Clark & Brennan,1991). იმ ადამიანებისთვის,
რომლებსაც საერთო განათლება, ცოდნა, მოტივები ან მიზნები აქვთ, საუბრის
წამოწყებისთვის საჭირო საფუძვლის ძიება უფრო მარტივია. როცა მოსაუბრეებს
შორის ცოტა საერთოა, საუბრის წამოწყება უფრო რთულია.

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესწვლა


37
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ენა სხვადასხვა გარემოში


თვალსაჩინოებისთვის, თუ როგორ იცვლება ჩვენი ენა სხვადასხვა კონტექსტში,
წარმოვიდგინოთ, რომ სამსახურის შემდეგ უნდა შევხვდეთ მეგობარს.
გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო თქვენ უნდა დაურეკოთ მეგობარს და
სთხოვოთ შეხვედრის ადგილის ან დროის შეცვლა. ურეკავთ მეგობარს სამსახურში
და გპასუხობთ მისი თანამშრომელი, თან გთავაზობთ შეტყობინების გადაცემას
თქვენი მეგობრისთვის. რას ეტყოდით თქვენი მეგობრის თანამშრომელს იმაში
დასარწმუნებლად, რომ თქვენი მეგობარი ნამდვილად გაიგებს შეხვედრის ადგილისა
თუ დროის ცვლილებას? ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მეგობრის თანამშრომლის
4 წლის შვილმა გიპასუხათ. რას იტყვით ასეთ შემთხვევაში? დაბოლოს,
წარმოიდგინეთ, რომ ყურმილი მეგობარმა აიღო. როგორ იცვლებოდა თქვენს მიერ
გამოყენებული ენა გარემოებების ცვლილებასთან ერთად მაშინაც კი, როცა თქვენი
მიზანი უცვლელი იყო?

არავერბალური კომუნიკაციის ფორმების - ჟესტებისა და ვოკალურ ცვლილებებს


შეუძლია საუბრის გამარტივება. არავერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთი ასპექტი
პირადი სივრცეა - მოცემული კულტურის წევრებისთვის კომფორტული
ადამიანთაშორისი მანძილი საუბრისას ან სხვა ტიპის ინტერაქციისას. პროქსემიკა
არის მეცნიერება ინტერპერსონალური დაშორება/სიახლოვის შესახებ. შეისწავლის
მოსაუბრეთა შორის მანძილის მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებულ შტატებში
მისაღებად მიიჩნევა 75 სმ-დან 85 სმ-მდე მანძილი, მექსიკაში საუბრისას მანძილი 40
სმ-დან -65 სმ-მდე მერყეობს, პუერტორიკოში კი - 37-40 სმ (Baxter, 1970).
სკანდინავიელები დისტანციას კიდევ უფრო ზრდიან. შუა აღმოსავლეთში, სამხრეთ
ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში კი ეს მანძილი მნიშვნელოვნად ნაკლებია (Sommer,
1969; Watson, 1970).

მშობლიურ გარემოში ჩვენ მარტივად ვიჭერთ ჩვენი კულტურისთვის


დამახასიათებელ დისტანციას და მხოლოდ სხვა კულტურის წარმომადგენლებთან

38
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ურთიერთობისას ვამჩნევთ კულტურათაშორის განსხვავებებს პერსონალურ


სივრცეში. მაგალითად, როცა ავტორი ვენესუელას ესტუმრა, მან ნათლად დაინახა,
რომ მისი მოლოდინები სრულ შეუსაბამობაში იყო გარშემომყოფთა მოლოდინებთან.
ის ხშირად იჭერდა საკუთარ თავს კომიკურ ქცევაში: იხევდა უკან საუბრისას მაშინ,
როცა მოსაუბრე მისკენ უფრო ახლოს იწევდა. აღნიშნულ კულტურაში სიახლოვე
საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე მიუთითებს. პირველი, ასე უსვამენ
ხაზს ახლო ურთიერთობებს; მეორე, სოციალურ სიტუაციებში ჩართვისას
ადამიანები არღვევენ პერსონალურ სივრცეს ისევე, როგორც ეს ცეკვისას ხდება.
მესამე, მოცემულ ურთიერთობაში დომინანტია ის, ვინც პერსონალური სივრცის
„ბუშტს“ პირველი „გახეთქავს“.

განსხვავებებს პერსონალურ სივრცეში ჩვენს საკუთარ კულტურაშიც ვამჩნევთ.


მაგალითად, პერსონალური სივრცე გაცილებით ნაკლებია კოლეგების საუბრისას,
ვიდრე დამქირავებლისა და დაქვემდებარებულის შემთხვევაში. საუბრისას ქალები
ერთმანეთთან უფრო ახლოს დგანან, ვიდრე მამაკაცები (Dean, Willis, & Hewitt, 1975;
Hall, 1966).

პერსონალური სივრცე ვირტუალურ რეალობაშიც ახდენს გავლენას


ინტერაქციაზე? ვირტუალური სამყაროს შექმნისას ამ გარემოს მაქსიმალური
რეალისტურობისთვის, დეტალების შერჩევაში მრავალი ფაქტორია ჩართული.
როგორ იცვამს ხალხი, როგორ გამოიყურება ქუჩები, როგორია ფონური ხმაური -
ეხმარება თუ პირიქით, ხელს უშლის ადამიანებს ვირტუალურ სივრცეში დარჩენაში.
მაგალითად, ლათინურ ამერიკაში ვირტუალურ ადგილს თუ ესტუმრებით, გაქვთ
მოლოდინი, რომ აქ დაგხვდებათ ადამიანები, რომლებიც გამოიყურებიან, როგორც
ლათინო-ამერიკელები. რეალობის სიმულაციისთვის ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ
როგორ იქცევიან ადამიანები ვირტუალურ სივრცეში ინტერაქციისას - რამდენად
ახლოს დგანან ერთმანეთთან, რამდენად ხშირად ამყარებენ თვალებით კონტაქტს და
რამდენ ხანს აჩერებენ მზერას? კომპიუტერული მოდელები შემნილია სხვადასხვა
კულტურის წარმომადგენელთა ქცევის სიმულაციისთვის (Jan et al., 2007).

39
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

პერსონალური სივრცის დარღვევა ვირტუალურ გარემოშიც კი იწვევს


დისკომფორტს (Wilcox et al., 2006). ადამიანები, რომელთა პერსონალური სივრცე
დაირღვა, უკან იხევენ ვირტუალურ სივრცეშიც (Bailenson et al., 2003). ფიზიკური
სივრცე გათვალისწინებულია ვიდეოკონფერენციის დროსაც (Grayson & Coventry,
1998).

პროქსემიკის ეს აღმოჩენები მიუთითებს ინტერპერსონალური სივრცის


განსაკუთრებულ მნიშნვნელობაზე ნებისმიერი ურთიერთობისას. ჩანს, რომ
პროქსემიკა მნიშვნელოვანია მაშინაც კი, როცა სოციალურ ინტერაქციაში ჩართული
ადამიანები ფიზიკურად ერთ სივრცეში არ იმყოფებიან.

მეტყველების აქტები

კომუნიკაციისას ჩვენ ვიყენებთ როგორც პირდაპირ, ისე ირიბ მეტყველებას. შემდეგ


ორ ქვეთავში ჩვენ განვიხილავთ ორივე ტიპის მეტყველების აქტებს.

პირდაპირი მეტყველების აქტები

რის გაკეთება შეიძლება მეტყველების მეშვეობით? ამ კითხვაზე პასუხს გვაძლევს


მეტყველების აქტების შესწავლა (Searle, 1975a; ასევე იხილეთ Harnish, 2003). ცხრილი
10.1 გვაცნობს ხუთ ძირითად კატეგორიას მეტყველების აქტის მიზნის შესაბამისად
და გვაწვდის მის მაგალითებს.

Searle-ის ტაქსონომია მიმზიდველია იმით, რომ ნებისმიერი დებულების


კლასიფიკაციის შესაძლებლობას გვაძლევს. ეს ტაქსონომია გვიჩვენებს სხვადასხვა
ამოცანას, რომლებიც სრულდება მეტყველების მეშვეობით. ის, ასევე, ააშკარავებს
კავშირს ენის სტრუქტურასა და მის ფუნქციას შორის.

ცხრილი 10.1 Searle-ის მეტყველების აქტების ტაქსონომია

40
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

მეტყველების აქტების ხუთი კატეგორია ასახავს ამოცანებს, რომელთა შესრულებაც მეტყველების


მეშვეობით არის შესაძლებელი.
მეტყველების აქტი აღწერა მაგალითი
რეპრეზენტატული მეტყველების აქტი, რომლითაც მისტერ სმიტს ჰყავს ვაჟი ჯეკი და ქალიშვილი
ინდივიდი ამტკიცებს გარკვეული ჯილი. მისტერ სმიტი ამბობს: „მნიშვნელოვანია,
აზრის ჭეშმარიტებას. მოსაუბრეს რომ ჯეკს განუვითარდეს პასუხისმგებლობის
შეუძლია სხვადასხვა წყაროს გრძნობა. დაევალოს ჯეკს სავალი გზის ნიჩბით
გამოყენება არსებული რწმენის გაწმენდა, პასუხისმგებლობის გამომუშავების
დასასაბუთებლად. ეს დებულება ერთ-ერთი გზაა“. ამით მისტერ სმიტი ააშკარავებს
უბრალოდ რწმენაა. არგუმენტების იმის რწმენას, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვებს
მოტანა ხდება მოსაუბრის აზრის გამოუმუშავდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, და
ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი გზა საოჯახო
საქმეებში მათი ჩართვააა. საკუთარი რწმენის
ჭეშმარიტების დასასაბუთებლად მას სხვადასხვა
წყაროს გამოყენება შეუძლია. ეს დებულება
უბრალოდ რწმენაა. მან შეიძლება ასევე გამოთქვას
ისეთი აზრი, რომლის შემოწმება პირდაპირი
გზით იქნება შესაძლებელი, მაგ., „ამ
თერმომეტრის მიხედვით გარეთ ტემპერატურა 31
გრადუსია“.

დირექტიული მოსაუბრის მცდელობა გააკეთე- მისტერ სმიტს სურს, რომ ჯეკი ბილიკის
ბინოს მსმენელს რაიმე, გადათოვლაში დაეხმაროს. მას შეუძლია
გააცემინოს პასუხი შეკითხვაზე. სხვადასხვა გზით მიაღწიოს მიზანს. ზოგი
ზოგჯერ მითითება/დირექტივა გამონათქვამი შეიძლება უფრო ბრძანებითი
უბრალოდ იგულისხმება. იყოს, სხვები ნაკლებად. „გთხოვ, დამეხმარე
მაგალითად, ნებისმიერი გადათოვლაში“ ან „კარგი იქნებოდა, თუ
კითხვითი წინადადება გადათოვლაში დამეხმარებოდი“ ან
სავარაუდოდ დირექტიული „დამეხმარები გადათოვლაში?“ ყველა ეს
ფუნქციის მატარებელია. დებულება ჯეკისგან დახმარების მიღებისკენ
არის მიმართული. ზოგჯერ მითითება/დი-
რექტივა ირიბად არის ნაგულისხმევი
ნათქვამში. თუ მისტერ სმიტი იკითხავს,
„თოვლი შეწყდა?“ ამ შემთხვევაში ელის
საპასუხო რეაქციას, ეძებს რა ინფორმაციას.
ნებისმიერი კითხვითი წინადადება დირექ-
ტიული ფუნქციის მატარებელია.

კომისიური/ მოსაუბრის პირობა თუ ჯეკი უპასუხებს, „ახლა არ მცალია,


სავალდებულო პასუხისმგებლობის აღების მაგრამ მოგვიანებით დაგეხმარები“, ის იღებს
თაობაზე. კომისიური ვალდებულებას, ამ შემთხვევაში დებს
მეტყველების აქტებია პირობას დახმარების შესახებ. თუ ჯილი
დანაპირები, კონტრაქტი, იტყვის, „მე დაგეხმარები“ - ესეც კომისიური
გარანტია, ფიცი. მეტყველებითი აქტია, რადგან ჯილი
პირობას დებს, რომ ახლავე დაეხმარება
მამას. დანაპირები, კონტრაქტი, გარანტია,
ფიცი კომისიური მეტყველების აქტებია.

ექსპრესიული/გა- დებულება მოსაუბრის ფსიქო- თუ მოგვიანებით მისტერ სმიტი ჯეკს


მომხატველობითი ლოგიური მდგომარეობის შესა- ეტყვის, „ნაწყენი ვარ, რომ დანაპირები არ
ხებ. შეასრულე“, ეს იქნება ექსპრესიული
დებულება. თუ ჯეკი უპასუხებს, „ვწუხვარ,
41
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

რომ ვერ დაგეხმარე“, ისიც ექპსრესიული


მეტყველების აქტს განახორციელებს. თუ
ჯილი იტყვის, „მამა, მოხარული ვარ, რომ
შევძელი შენი დახმარება“, ამ დებულებით
ისიც საკუთარ მდგომარეობას გადმოსცემს.

დეკლარაციული მეტყველების აქტი, რომელიც წარმოიდგინეთ, რომ თქვენი უფროსი


(ასევე უწოდებენ მსმენელს ახალ ინფორმაციას გიბარებთ და გეუბნებათ, რომ 50 000
პერფორმატიულს) აწვდის მოვლენათა მიმდინა- დოლარის დაკარგვაზე ხართ
რეობის შესახებ. განაცხადები პასუხისმგებელი. შემდეგ კი ამბობს - „შენ
(დეკლარაციები) ასევე გათავისუფლებული ხარ“. მეტყველების
წარმოადგენს პერფორმატივებს აქტი მიუთითებს თქვენს ახალ
(Clark & Clark, 1977). მდგომარეობაზე - უმუშევარი ხართ. თუ
თქვენ უფროსს ეუბნებით - „ძალიან კარგი,
გუშინ მოგწერეთ წერილი, სადაც აღვნიშნე,
რომ ეს თანხა თქვენი არაკომპეტენტურობის
გამო დაიკარგა და მე სამსახურიდან
მივდივარ“. ეს განცხადების/დეკლარაციის
ნიმუშია.

ირიბი მეტყველების აქტები

ზოგჯერ მეტყველების აქტი ირიბია, ანუ ჩვენს აზრს გადატანითი მნიშვნელობების


გამოყენებით გადმოვცემთ. მითითებებს ხშირად ვიძლევით არაპირდაპირი გზით
(Gordon & Lakoff, 1971; Searle, 1975b), მაგალითად, „ჩვენს ბარგს ხომ არ
წამოიღებდით?“

ირიბი მეტყველებითი აქტები. გამოიყოფა ირიბი მითითების ოთხი ძირითადი


გზა:

 შეკითხვა ან აზრი შესაძლებლობების შესახებ


 სურვილის გამოთქმა;
 გამონათქვამი მომავალი მოქმედების შესახებ;
 მიზეზების მითითება.

42
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ირიბი მითითების ფორმების მაგალითები მოცემულია ცხრილში 10.2. განხილულ


შემთხვევებში მოსაუბრის მიზანია, მიმტანმა აჩვენოს, სად არის ტუალეტი.

ცხრილის 10.2 ირიბი მეტყველების აქტები


ირიბი მეტყველების აქტის ტიპები ინფორმაციის მისაღებად ირიბი მოთხოვნის მაგალითები
შესაძლებლობები თუ კითხულობთ, „შეგიძლიათ მითხრათ, სად არის
ტუალეტი?“ და მიმტანი გეუბნებათ, „დიახ, რა თქმა უნდა,
შემიძლია“, ესე იგი მან ვერ გაიგო სწორად თქვენი შეკითხვა.
თქვენი შეკითხვა მიმტანის შესაძლებლობის შესახებ
გითხრათ ტუალეტის მდებარეობა, სინამდვილეში ირიბი
მოთხოვნაა გითხრათ სად არის ტუალეტი.

სურვილი „მადლობელი ვიქნები, თუ მეტყვით, სად არის ტუალეტი“.


თქვენი მადლიერების ხაზგასმა მიმტანისთვის მითითებაა
იმის სათქმელად, თუ სად არის ტუალეტი.

მომავალი აქტივობა „მეტყვით, სად არის ტუალეტი?“ - მიმტანისთვის მისი


მომავალი მოქმედების ხაზგასმა ირიბი მოთხოვნის კიდევ
ერთი გზაა.

მიზეზები შესაძლებელია, პირდაპირ მიზეზი არ დაასახელოთ,


მიმტანმა რატომ უნდა გითხრათ, სად არის ტუალეტი,
მაგრამ მოთხოვნაში აისახოს, რომ მითითების სრული
უფლება გაქვთ. მაგალითად, თქვენი დამოკიდებულება
ირიბად გაჟღერდეს ნათქვამში - „მინდა ვიცოდე, სად არის
ტუალეტი.“

როდის არის შესაძლებელი ირიბი მეტყველების აზრის გაგება? როდესაც


იზოლირებულად მოცემული ირიბი გამონათქვამი (მაგალითად, „ფანჯრის გაღებას
აპირებთ?“) ხშირად პირდაპირი მნიშვნელობით გაიგება (მაგალითად, „თქვენ
გჭირდებათ ფანჯრის გაღება?“)

(Gibbs, 1979). როცა იგივე მეტყველების აქტი ამბის ნაწილადაა წარმოდგენილი, მისი
ირიბი მნიშვნელობა გასაგები ხდება კონტექსტის გათვალისწინებით.
თვალსაჩინოებისთვის წარმოიდგინეთ ავადმყოფი ინდივიდის შეკითხვა - „ფანჯრის
გაღებას აპირებთ?“ ამ სიტუაციაში შეკითხვა ინტერპრეტირებული იქნება, როგორც
ირიბი მოთხოვნა - „არ გააღოთ ფანჯარა“.

ირიბი მეტყველება ხშირად მიგვითითებს რესპონდენტის მიერ სპეციალურად


ირიბად, არაპირდაპირ გადმოცემულ წინააღმდეგობაზე.

(Gibbs, 1986). მაგალითად:


43
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

 „შემიძლია ...?“- მიმართულია ნებართვის მისაღებად.


 „წინააღმდეგი იქნებით...?“ - იგულისხმება, რომ რესპონდენტი შეიძლება არ
გვეთანხმებოდეს.
 „ხომ არ გექნებათ ...?“ - მიმართულია საჭირო ნივთის მისაწვდომობის
შესამოწმებლად.

ირიბად გადმოცემული მოთხოვნები უფრო ზრდილობიან ფორმად არის მიჩნეული


(Clark & Schunk, 1980). ასევე, ირიბი მოთხოვნები, რომლებიც რესპონდენტს მის
ვალდებულებებზე მიუთითებს („არ უნდა...?“), მეტყველების ყველაზე უხეშ
ფორმებად მიიჩნევა (Clark & Schunk, 1980). პასუხები, ასეთ კითხვებზე როგორც წესი,
მოთხოვნის/კითხვის ზრდილობიანობის ხარისხს შეესაბამება (Clark & Schunk, 1980).

Pinker-ის ირიბი მეტყველების თეორია. Steven Pinker-მა და მისმა კოლეგებმა


(2007) შემოგვთავაზეს ირიბი მეტყველების სამნაწილიანი თეორია. ამ თეორიის
ბაზისური დებულების თანახმად, კომუნიკაცია ყოველთვის თანამშრომლობისა და
კონფლიქტის ნაზავია. ირიბი მეტყველება მოსაუბრეს საშუალებას აძლევს,
ორაზროვანი მოთხოვნით გაიგოს, შეუძლია თუ არა მსმენელს მისი დახმარება ისე,
რომ აგრესიული ფორმით უარი არ მიიღოს.

სამნაწილიანი თეორიის მიხედვით, ირიბ მეტყველებას 3 მიზანი აქვს:

1. დამაჯერებელი უარყოფა. წარმოიდგინეთ, რომ პოლიციელი თქვენთვის


საჯარიმო ბილეთის მოცემას აპირებს. თქვენ ეუბნებით: „იქნებ სჯობს, ეს
საკითხი აქვე მოვაგვაროთ“ - შეიძლება უშვებდეთ, რომ ქრთამის მიცემით
საჯარიმო ბილეთის თავიდან არიდებას შეძლებთ. თუ პოლიციელი
დაგეთანხმებათ, მიზანს მიაღწევთ, მაგრამ თუ ის ქრთამის წინააღმდეგია, ვერ
დაგაპატიმრებთ, რამდენადაც მისთვის ქრთამი პირდაპირ არ
შეგითავაზებიათ. დამაჯერებელი უარის მისაღებად და ქრთამის მიცემის
შესაძლებლობის შესაფასებლად თქვენ გამიზნულად გამოიყენეთ ირიბი

44
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

მიმართვა. მსგავსი მიმართვები ხშირად გამოიყენება სექსუალური უვერტურის


დროს.
2. ურთიერთობის შეთანხმება. ამ ტიპის ირიბი მეტყველება გამოიყენება,
ორაზროვანი ურთიერთობისას. მაგალითად, სექსუალური შეთავაზების
ირიბი მინიშნების პირველი მიზეზი შეიძლება იყოს დამაჯერებელი უარყოფა,
იგივე ირიბი შეთავაზება შეიძლება იყოს გამოყენებული იმ მიზნით, რომ იმ
პირის შეურაცხყოფა იქნეს თავიდან აცილებული, ვისაც არ აინტერესებს ეს
შეთავაზება (ურთიერთობის შეთანხმება). ამ შემთხვევაში ირიბი მეტყველება
ორ ადამიანს ურთიერთობის შეთანხმებაში ეხმარება.
3. ენა, როგორც ციფრული მედიუმი ირიბი და პირდაპირი კომუნიკაციისას. ენა
შესაძლებელია პირდაპირი კომუნიკაციისგან განსხვავებულ მიზნებს
ემსახურებოდეს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, მეფეს ჰგონია, რომ აცვია
მოსასხამი, როცა სინამდვილეში ის შიშველია. ბიჭი ყვირის - „მეფე შიშველია“.
ბიჭი არ ამბობს არაფერს ისეთს, რაც სხვებმა არ იციან, ყველა ხედავს, რომ
მეფეს არ ეცვა ტანსაცმელი, მაგრამ ბიჭის ეს სიტყვები თითოეულს ეუბნება,
რომ მეფე ნამდვილად შიშველია და ის არ არის ერთადერთი, ვისაც ჰგონია,
რომ მეფეს არ აცვია.

ორივე - პირდაპირი და ირიბი კომუნიკაცია არის ნაწილი იმისა, რაც


განაპირობებს საუბრის წარმატებას. კიდევ რა უზრუნველყოფს წარმატებულ
საუბარს?

წარმატებული საუბრის მახასიათებლები

საუბრისას ჩვენდაუნებურად კოოპერაციული ურთიერთქმედება გვაქვს. როდესაც


საუბრისას არ იგრძნობა ეს კოოპერაცია- გაერთიანება, თითქოს ერთმანეთს კი არა,
წარსულს ვესაუბრებით. სხვა სიტყვებით, ჩვენი კომუნიკაცია არ შედგება. საუბარი
ეფუძნება თანამშრომლობის პრინციპს, რომლის თანახმად, ჩვენ ვეძებთ

45
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

კომუნიკაციის ისეთ გზებს, რომელიც მარტივად გასაგები იქნება მეორე მხარისთვის


(Grice, 1967; Mooney, 2004). Grice-ის თანახმად, წარმატებული საუბარი
ითვალისწინებს ოთხ პოსტულატს: რაოდენობას, ხარისხს, ურთიერთობას და
მანერას. ამ პოსტულატების და შესაბამისი პრინციპების მაგალითები მოცემულია
ცხრილში 10.3.

გრისის 4 პოსტულატს კიდევ ერთი შეიძლება დავამატოთ: ადამიანები


მორიგეობით საუბრობენ (Sacks, Schegloff, & Jefferson, 1974). უნდა გავითვალისწინოთ,
რომ სიტუაციური გარემო და მოსაუბრეთა სოციალური პოზიციები გავლენას ახდენს
საუბრისას ჯერის დაცვაზე (Keller, 1976). სოციოლინგვისტებმა განსაზღვრეს გზები,
რომლებითაც მოსაუბრენი ერთმანეთს ანიშნებენ, როდის და როგორ დაიცვან ჯერი
საუბრისას. ზოგჯერ წერტილის დასასმელად ადამიანები ხაზს უსვამენ სასაუბრო
პოსტულატებს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, მავანი ამბობს: „ჩემი მშობლები
ნამდვილი ზედამხედველები არიან“. ის სრულ ინფორმაციას არ გვაწვდის (ანუ
ზუსტად არ ვიცით, რას ნიშნავს, მისი მშობლები რომ ზედამხედველები არიან).
გამონათქვამი ამ შემთხვევაში განზრახ არის ორაზროვანი. მაგალითად, როცა
საუბარი ზედმეტად იძაბება, ერთ-ერთმა მოსაუბრემ განზრახ შეიძლება ყურადღება
სხვა თემაზე გადაიტანოს და ასე სცადოს საუბრის გაგრძელება შედარებით მშვიდ და
უსაფრთხო თემაზე. პოსტულატების გამიზნულად გამოყენებით ჩვენ
ექსპლიციტურად ვუგზავნით შეტყობინებას მოსაუბრეს. როგორც ჩანს,
პოსტულატები მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ მათი დარღვევა ძალზე
შესამჩნევია კომუნიკაციის პროცესში.

აუტიზმის მქონე ადამიანებს სირთულეები აქვთ ორივე - ენისა და ემოციურ -


სფეროში. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ისინი ხშირად სირთულეებს აწყდებიან
გრაისის პრინციპების გაგებასა და გამოყენებაში (Eales, 1993; Surian, 1996). ენის
დარღვევები აუტიზმის მქონე ადამიანებთან უფრო ვრცლად ამ თავში მოგვიანებით
იქნება განხილული.

გენდერი და ენა
46
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ქალები და მამაკაცები ჩვენ კულტურაში განსხვავებულად მეტყველებენ?


გენდერული განსხვავებები გამონათქვამის შინაარსში აღინიშნება. გოგონები უფრო
ხშირდ ითხოვენ დახმარებას, ვიდრე ბიჭები (Thompson, 1999). გვიანი მოზარდობის
და ადრეული ზრდასრულობის ეტაპზე მყოფი მამაკაცები ამჯობინებენ საუბარს
პოლიტიკურ შეხედულებებზე, პირადი სიამაყის ობიექტებზე, ასევე, იმის განხილვას,
თუ რა მოსწონთ სხვა ადამიანებში. ამის საპირისპიროდ, იმავე ასაკობრივი ჯგუფის
ქალები უფრო მეტად საუბრობენ საკუთარ გრძნობებზე, მშობლების, მეგობრების,
თანაკლასელების შესახებ, ასევე, განიხილავენ საკუთარ შიშებს (Rubin et al., 1980).
ზოგადად, ქალები საკუთარი განცდების შესახებ უფრო მეტად საუბრობენ, ვიდრე
მამაკაცები (Morton, 1978).

ცხრილი 10.3 საუბრის პოსტულატები

საუბრის მაქსიმალური წარმატებისთვის ადამიანები 4 პოსტულატს


ითვალისწინებენ.
პოსტულატი პრინციპი მაგალითი
რაოდენობა საუბრისას იყავით მაქსიმალურად როცა კითხვაზე, რა ტემპერატურაა გარეთ,
ინფორმაციული, მაგრამ ნუ გასცემთ პასუხობთ - 31.297868086298 გრადუსი,
საჭიროზე მეტ ინფორმაციას. თქვენ უგულებელყოფთ რაოდენობის
პოსტულატს, რადგან გასცემთ საჭიროზე
მეტ ინფორმაციას.

ხარისხი თქვენი დამოკიდებულება არის სიტუაციები, როცა ადამიანმა


საუბრისადმი დამაჯერებელი უნდა ზუსტად არ იცის, რა ხარისხით
იყოს; თქვენგან ელიან, რომ ისაუბრებთ მოეთხოვება გულწრფელობა. გარემოებათა
იმაზე, რაც რეალურად გჯერათ. უმრავლესობაში საუბარი ეფუძნება
ირონია, სარკაზმი და ხუმრობები დაშვებას, რომ ორივე მხარე გულწრფელია.
თითქოს გამონაკლისებს წარმოადგენს,
მაგრამ ასე არ არის. არსებობს
მოლოდინი, რომ მსმენელი გაიგებს
ირონიასა თუ სარკაზმს და ამ გზით
მიხვდება, რას ფიქრობს მოსაუბრე.
ხუმრობაც ასევე გარკვეულ მიზანს
ემსახურება. ის ხელს უწყობს საუბრის
გაგრძელებას, როცა ამ ხუმრობის
დანიშნულება ყველასთვის ნათელია.

ურთიერთობა თქვენი დამოკიდებულება ნებისმიერ დიდ შეხვედრაზე შეიძლება


საუბრისადმი უნდა შეუსაბამოთ შეგხვდეთ ადამიანი, რომელიც
საუბრის მიზნებს. უგულებელყოფს ამ პოსტულატს. ეს

47
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ადამიანი იწყებს საუბარს განყენებულ


თემებზე, რომლებსაც არავითარი კავშირი
არ აქვს შეხვედრის მიზანთან. „ეს მაგონებს
ჩემი მეგობრის მონათხრობ ამბავს, როცა
ერთხელ დაესწრო შეხვედრას, სადაც...“

მანერა თავი უნდა აარიდოთ აზრის ბუნდოვან ერთხელ ნობელის პრიზის მფლობელმა,
გამოხატვას, გაურკვეველ ფიზიკოსმა Richard Feynman-მა გაიხსენა,
გამონათქვამებსა და მსმენელის თუ როგორ წაიკითხა ცნობილი მკვლევრის
მიზანმიმართულ დაბნევას. სტატია და შინაარსი ვერ გაიგო. ერთი
წინადადება იყო რაღაც ასეთი:
„სოციალური ერთობის ინდივიდუალური
წევრი ხშირად იღებს ინფორმაციას
მხედველობითი, სიმბოლური არხებით.“
(გვ.281). Feynman-ის დასკვნით, ეს
მკვლევარი უგულებელყოფდა მანერის
პოსტულატს. ეს გამონათქვამი
სინამდვილეში გულისხმობდა აზრს იმის
შესახებ, რომ ადამიანები კითხვით იღებენ
ინფორმაციას.

საუბარი ქალსა და მამაკაცს შორის ზოგჯერ კროსკულტურულ კომუნიკაციად


განიხილება (Tannen, 1986, 1990, 1994). გოგონები და ბიჭები დაისწავლიან სასაუბრო
კომუნიკაციას სხვადასხვა კულტურულ გარემოში საკუთარი სქესის
წარმომადგენლებთან მეგობრობისას. ზრდასრულ ასაკშიც ვინარჩუნებთ
კომუნიკაციის სტილს, რომელიც ბავშვობაში ჩვენი სქესის მეგობრებთან
ურთიერთობისას ჩამოგვიყალიბდა.

Tannen-ის აზრით, განსხვავებები ქალების და მამაკაცების საუბარში


განპირობებულია მათ მიერ საუბრის მიზნის განსხვავებული აღქმით. კულტურული
განსხვავებები განაპირობებს კომუნიკაციის განსხვავებულ სტილს. ამას ბევრი
გაუგებრობის გამოწვევა შეუძლია. მამაკაცი სამყაროს იერარქიული სოციალური
წყობით ხედავს, ასეთ სამყაროში კომუნიკაციის მიზანი უფრო ძლიერი ხელის
მოძებნა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება და წარუმატებლობის თავიდან არიდებაა
(Tannen, 1990, 1994). მამაკაცები ცდილობენ მოიპოვონ უპირატესობა და მოიგონ

48
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

შეჯიბრი. ამის საპირისპიროდ, ქალები ცდილობენ კომუნიკაციის მონაწილეთა


შორის კავშირის დამყარებას მხარდაჭერისა და კონსენსუსის მისაღწევად.

საუბრის მიზნების მისაღწევად ქალები იყენებენ სტრატეგიებს, რომლებსაც


მინიმუმამდე დაჰყავს განსხვავებები, ხაზს უსვამს თანაბარუფლებიანობას და
უარყოფს უპირატესობის ხაზგასმას. ქალებისთვის მნიშვნელოვანია შეთანხმებული
კომუნიკაცია. ისინი გვერდს უვლიან აზრთა სხვადასხვაობას და ცდილობენ
კონსენსუსის მიღწევას კავშირის გასამყარებლად ისე, რომ საუბრის ბოლოს ორივე
მხარე დარწმუნდეს, რომ მისი იდეები განხილული იყო. ისინი ასე იქცევიან მაშინაც
კი, თუ არ არიან კმაყოფილი მიღწეული გადაწყვეტილებით.

მამაკაცებსაც მოსწონთ ურთიერთგაგება და ურთიერთობები. მაგრამ რადგან


ისინი იზრდებიან კულტურაში, რომელიც მამაკაცის სოციალური როლისა და
სტატუსის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, საუბრისას შესაბამისად სხვა
მიზნებს ანიჭებენ უპირატესობას. Tannen-მა ივარაუდა, რომ მამაკაცები საკუთარი
დამოუკიდებლობის განმამტკიცებელ ფაქტებს საუბრებში ეძებენ. ისინი უარს
ამბობენ სხვების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ გზით
აღიარებენ საკუთარ უძლურებას. მამაკაცები მოსაუბრისგან კონსულტირებას
(მიუთითებს დაქვემდებარებულ პოზიციაზე) მოსაუბრეზე ინფორმაციის გაცემას
(უფრო მაღალ სტატუსზე მიუთითებს) ამჯობინებენ. ახლო ურთიერთობებში
მამაკაცები პარტნიორს საკუთარი გეგმების შესახებ ხშირად არ ატყობინებენ. ამის
საპირისპიროდ, ქალი პარტნიორი ელის კონსულტაციებს საერთო გეგმებთან
დაკავშირებით. კროსგენდერულ ურთიერთობებში ჩართული ქალი და მამაკაცი,
კომუნიკაციის ურთიერთსაპირისპირო მიზნებით, ერთმანეთის განზრახვების მცდარ
ინტერპრეტაციას ახდენენ, რითაც, საბოლოოდ, კომუნიკაცია ზარალდება.

Tannen თვლის, რომ მამაკაცებსა და ქალებს სჭირდებათ ერთმანეთის


ტრადიციებისა და კროსკულტურული სტილების უკეთ გაცნობა, რაც მათ საუბრისას
ერთმანეთის განზრახვების სწორად შეფასების შესაძლებლობას მისცემს. ამ გზით
ისინი უფრო თავისუფლად შეძლებენ საკუთარი, საუბრისა და სხვა ინდივიდების
49
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

მიზნების მიღწევას. ასეთი გაცნობიერებულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ


მამაკაცსა და ქალს შორის საუბრისას. ეს მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების საუბრის
დროსაც (Tannen, 2001).

Tannen შეიძლება მართალიც იყოს. მაგრამ ტანენის სოციოლინგვისტურ


შემთხვევებზე დაფუძნებული მიდგომის გარდა, საჭიროა სხვა იმგვარი კვლევებიც,
რომლებიც შეძლებენ მისი საინტერესო აღმოჩენის განზოგადებასა და ვალიდობის
დადასტურებას.

გენდერული განსხვავებები წერით მეტყველებაშიც ვლინდებდა (Argamon et al.,


2003). მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში 70 სხვადასხვა კვლევის 14,000 ტექსტური
ფაილი გაანალიზდა. აღმოაჩინა, რომ ქალები იყენებდნენ უფრო მეტ ისეთ სიტყვას,
რომლებიც დაკავშირებული იყო ფსიქოლოგიურ და სოციალურ პროცესებთან, ხოლო
მამაკაცები უფრო მეტად იყენებდნენ საგანის თვისებებთან დაკავშირებულ სიტყვებს
და ისეთ თემებს, რომელიც პიროვნებას არ ეხებოდა (Newman et al., 2008).

ეს არ არის საბოლოო მონაცემები. ბლოგების შემსწავლელი ერთ-ერთი კვლევის


თანახმად, წერის სტილს განაპირობებს არა ავტორის გენდერი, არამედ ბლოგის ტიპი
(Herring & Paolillo, 2006).

მაშ ასე, ჩვენ განვიხილეთ ენის სოციალური და კოგნიტური კონტექსტი. ენა


ურთიერთქმედებს აზროვენბის პროცესებთან, მაგრამ სრულად არ განსაზღვრავს
ჩვენი აზროვნების ბუნებას. სოციალური ინტერაქცია გავლენას ახდენს ენის
გამოყენებაზე, დისკუსიასა თუ კითხვის პროცესზე. შემდეგ ქვეთავში განვიხილავთ
საინტერესო შედეგებს, რომლებიც ენის კონტექსტის ფიზიოლოგიური მექანიზმების
შესწავლით მივიღეთ. როგორ გადაამუშავებს ჩვენი თავის ტვინი ენას? ცხოველებსაც
აქვთ ენა?

კოგნიტური ფსიქოლოგიის პრაქტიკული ნიმუში

კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად

იფიქრეთ, თუ როგორ განსაზღვრავს სქესი თქვენი საუბრის სტილს. ჩამოაყალიბეთ


50
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

გზები, რომლითაც უფრო ეფექტურად ააგებთ ურთიერთობებს საპირისპირო სქესის


წარმომადგენლებთან. როგორ განსხვავდება თქვენი სამეტყველო აქტები და
სასაუბრო პოსტულატები? თუ თქვენ მამრობით სქესს მიეკუთვნებით, საუბრისას
დირექტივებსა და განცხადებებს ამჯობინებთ თუ ექსპრესიასა და ვალდებულებების
აღებას? თუ თქვენ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ხართ, დირექტივებსა და
განცხადებებზე უფრო მეტ უპირატესობას მდგომარეობის ექსპრესიასა და
ვალდებულებების გაზიარებას ანიჭებთ? თუ ასეა, მაშინ სტილთა შორის
განსხვავებებს შეუძლიათ კომუნიკაციის გართულება სხვადასხვა სქესის
წარმომადგენლებს შორის. მაგალითად, თუ გსურთ, რომ ადამიანმა შეასრულოს
თქვენი დავალება, სჯობს მისი ურთიერთობის სტილი გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში
თქვენ გამოიყენებთ დირექტივას მამაკაცთან („წახვალ მაღაზიაში?“) და ექსპრესიას
ქალთან („მიყვარს საყიდლებზე სიარული.“). ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ
თქვენი პასუხები უნდა ითვალისწინებდეს პარტნიორის მოლოდინებს და მხოლოდ
ამის გათვალისწინებით უნდა განსაზღვროთ, რა რაოდენობის ინფორმაციას გასცემთ,
რამდენად გულწრფელი ან პირდაპირი იქნებით. ეფექტური კომუნიკაციის
ხელოვნება მეორე ადამიანის მოსმენის, სხეულის ენაზე დაკვირვების, მიზნების
ზუსტად ინტერპრეტაციის უნარზეა დაფუძნებული. ამის მიღწევა გამოცდილების,
სენსიტიურობისა და ძალისხმევვის შედეგად არის შესაძლებელი.
ყოფილხართ სიტუაციაში, სადაც გიგრძვნიათ, რომ კომუნიკაცია შორს იყო
იდეალურისგან? ჩამოწერეთ კომუნიკაციის დეტალები და განსაზღვრეთ, რას
გააკეთებდით განსხვავებულად. როგორ შეგეძლოთ ამ სიტუაციის თავიდან არიდება
ან გამოსწორება მაინც?

 შეამოწმე საკუთარი თავი

1. ჩამოთვალეთ მეტყველების აქტების კატეგორიები.


2. დაასახელეთ ირიბი მეტყველების დადებითი მხარეები.
3. ჩამოთვალეთ წარმატებულილ საუბრტის პოსტულატები.

51
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

4. როგორ გავლენას ახდენს სქესი ენაზე?

ცხოველებსაც აქვთ ენა?

ზოგიერთი ფსიქოლოგი არაჰუმანოიდ ცხოველებს შეისწავლის. რატომ შეისწავლიან


ისინი ცხოველებს, როცა ადამიანის შესწავლა გაცილებით მისაწვდომია? აქ მრავალი
მიზეზია.

პირველი, ცხოველებს უფრო მარტივი კოგნიტური სისტემები აქვთ. შესაბამისად,


უფრო მარტივია მათი ქცევის მოდელირება. ეს მოდელები კი შესაძლებელია
გამოვიყენოთ ადამიანების კვლევისთვის, როგორც ეს დასწავლის პროცესების
კვლევისას გააკეთეს. მაგალითად, განპირობების მოდელი, რომელიც თეთრ
ვირთხებზე დაკვირვებით შეიქმნა, ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ადამიანებთან
დასწავლის პროცესების შესწავლისას (Rescorla & Wagner, 1972). ამ მოდელის
პირველად ჩამოყალიბების შემდეგ გამოჩნდა, რომ ცხოველების კოგნიცია
გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მანამდე ეგონათ. Robert Rescorla-მ და Allan
Wagner-მა აჩვენეს, რომ კლასიკური განპირობებულობა მხოლოდ ორი სტიმულის
თანხვედრაზე არ არის დამოკიდებული და სხვა შემთხვევითი სიტუაციური
ფაქტორების გავლენაც მნიშვნელოვანია. სხვა სიტყვებით, კლასიკური განპირობება
აღმოცენდება მხოლოდ მაშინ, როცა ცხოველი რწმუნდება, რომ ორი სტიმულის
თანხვედრა შემთხვევითობა არ არის მაშინ, როდესაც ცხოველს ორი სტიმულის
თანხვედრა, როგორც მუდმივი კავშირი აქვს დასწავლილი. შედარებით მარტივი
ცხოველების შესწავლა ადამიანის კოგნიციის შესწავლის საშუალებაა.

მეორე, ცხოველებზე შესაძლებელია ისეთი კვლევების ჩატარება, რომელთა


ჩატარებაც ადამიანებზე გაუმართლებელი იქნებოდა. მაგალითად, შესაძლებელია
ვირთხა მსხვერპლად შეწირონ დასწავლის შედეგად ტვინში განხორციელებული
ცვლილებების შესწავლას. შესაძლებელია ვირთხას გაუკეთონ ინექცია წამლის
ეფექტის საკვლევად. მსგავსი ექსპერიმენტები, რა თქმა უნდა, ვერ ჩატარდება

52
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ადამიანზე. ამ ტიპის ნებისმიერი კვლევაც ცხოველებზე ჩატარებამდე მკაცრ ეთიკურ


კომისიას გადის.

მესამე, ცხოველები ყველაზე მისაწვდომი სუბიექტები არიან კვლევისთვის. ისინი


ყოველთვის შეიძლება მისაწვდომი იყოს, როცა ეს ექსპერიმენტატორს ჭირდება. ამის
საპირისპიროდ, კოლეჯის სტუდენტებს ან სხვა ადამიანებს სხვა მრავალი
მოვალეობაც აქვთ ( ლექციები, საშინაო დავალება, პირადი შეხვედრები და
სამსახური), რაც ართულებს ექსპერიმენტის დაგეგმვას და მიმდინარეობას.
ექსპერიმენტში მონაწილეობაზე თანხმობის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, ისინი არც
გამოცხადდნენ.

მეოთხე, ადამიანის ქცევის მექანიზმების შესასწავლად ევოლუციის პროცესში


განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ცხოველების შესწავლაა საჭირო
(Rumbaugh & Beran, 2003). თუ მეცნიერებს სურთ ადამიანთა კოგნიტური
შესაძლებლობების შესწავლა შორეულ წარსულში, მათ სხვა გზა არა აქვთ გარდა
იმისა, რომ შეისწავლონ სხვა ტიპის ცხოველები.

ფილოსოფოსი რენე დეკარტე ამბობდა, რომ მეტყველება არის ის, რაც


თვისებრივად განასხვავებს ადამიანს სხვა ცხოველებისგან. მართალი იყო? მანამ,
სანამ ჩავუღრმავდებით ცხოველთა ენის შესწავლას, უნდა განვსაზღვროთ
განსხვავება კომუნიკაციასა და ენას შორის. ეჭვი არავის ეპარება, რომ ცხოველები
გარკვეული გზებით ამყარებენ კომუნიკაციას. საკითხავია, რამდენად შეიძლება
ეწოდოს ენა იმას, რასაც ისინი კომუნიკაციისთვის იყენებენ. ენა კომუნიკაციისთვის
განკუთვნილი სიტყვების ორგანიზებული კომბინაციაა, კომუნიკაცია კი უფრო
ფართო ცნებაა, რომელიც გულისხმობს აზრებისა და განცდების გაცვლას როგორ
ვერბალური, ისე არავერბალური ექსპრესიის მეშვეობით. მაგალითებია ჟესტები,
მზერა, პერსონალური სივრცის დაცვა და კონტექსტური მიმანიშნებლები.

პრიმატები, უფრო კი შიმპანზეები, ყველაზე საინტერესო აღმოჩენების


საშუალებას გვაძლევს. Jane Goodall, ველურ ბუნებაში შიმპანზეების ცნობილი

53
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

მკვლევარი, შეისწავლიდა შიმპანზეთა ქცევის სხვადასხვა ასპექტს. ერთ-ერთი


მათგანია ვოკალიზაცია. Goodall ამბობს, რომ ვოკალიზაციათა დიდი ნაწილი
კომუნიკაციას ემსახურება, მაგრამ ეს არ არის ენის აუცილებელი ინდიკატორი.
მაგალითად, შიმპანზეები იყენებენ სპეციფიკურ კივილს თავდასხმის შესახებ
შეტყობინებისთვის. სხვა ტიპის კივილი მეგობრების ერთად შეკრებას ემსახურება.
მიუხედავად ამისა, კომუნიკაციური ვიკალიზაციების რეპერტუარი შიმპანზეებთან
რაოდენობრივად ძალზე შეზღუდულია, არაპროდუქტულია (ახალ ვოკალიზაციებს
არ იძენენ), ცუდად სტრუქტურირებულია, ნაკლებად კომპლექსურია და შედარებით
მოუწესრიგებელი (არ ექვემდებარება სპეციალურად შემუშავებულ წესებს). მისი
შეძენა არ ხდება სპონტანურად. ამ მხრივ შიმპანზეების კომუნიკაცია არ
აკმაყოფილებს ენის კრიტერიუმებს.

შეუძლიათ შიმპანზეებს ადამიანური ენის შესწავლა? მრავალი მკვლევარი


ცდილობდა დაესწავლებინა შიმპანზესთვის ენა. შიმპანზეების ვოკალური გზა
განსხვავდება ადამიანის ვოკალური გზისგან, შესაბამისად, მათ უჭირთ ყველა
ბგერის გამოთქმა. მკვლევრებმა სცადეს მათთვის შეესწავლებინათ ჟესტური ენა.

Savage-Rumbaugh-მ და მისმა კოლეგებმა (Savage-Rumbaugh et al., 1986, 1993)


შიმპანზეებში ენის გამოყენების დამადასტურებელი ფაქტები აღმოაჩინეს. მათი
ჯუჯა შიმპანზეები სპონტანურად აერთიანებდნენ მკვლევრების მიერ შექმნილი
ხელოვნური ენის ვიზუალურ სიმბოლოებს (მაგ. წითელი სამკუთხედებს ან ლურჯი
ოთხკუთხედებს). ისინი მიმართულ მეტყველებასაც კი იგებდნენ ნაწილობრივ. ერთ-
ერთი ჯუჯა შიმპანზე (Greenfield & Savage-Rumbaugh, 1990) ენის სტრუქტურასაც კი
იცავდა. როგორც ჩანს, ექსპერიმენტების შედეგებში განსხვავებები, შესაძლოა,
შიმპანზეების ჯიშით ან პროცედურის სხვადასხვაობით იყოს განპირობებული.
შიმპანზეთა ენა შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ჩვენს მიერ თავის დასაწყისში
განხილული ენის კრიტერიუმებს. მაგალითად, შიმპანზეები სპონტანურად არ
ითვისებენ ენას. ისინი მას ხანგრძლივი ინსტრუქტაჟის შედეგად სწავლობენ.

54
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ენის კიდევ ერთი ძალიან ცნობილი გამოვლინება გორილა კოკოსთან


შეისწავლეს. კოკოს შეუძლია 1000-მდე ნიშნის გამოყენება და სურვილებისა და
აზრების გამოხატვით ადამიანებთან ეფექტიანი კომუნიკაცია. დაკვირვებები
ცხადყოფს, რომ კოკოს იუმორის გაგება და გამოხატვაც შეუძლია (Gamble, 2001).
გარდა ამისა, მას შეუძლია ენის ახალი გზების გამოყენება ნიშნების ახლებურად
გაერთიანებითა და ახალი ნიშნების ჩამოყალიბების გზით. ახალი ნიშნის შექმნის
ერთ-ერთი ცნობილი შემთხვევაა, როცა კოკომ „ზარის“ აღსანიშნავად ახალ ნიშნად
„თითისა“ და“სამაჯურის“ კომბინაცია გამოიყენა (Hill, 1978).

შიმპანზეების ნეიროანატომიური კვლევა ცხადყოფს, რომ ინსტრუმენტების


გამოყენებისას შიმპანზეების თავის ტვინში აქტიურდება ადამიანის თავის ტვინის
ბროკასა და ვერნიკეს არეების ანალოგიური ნაწილები. ორივე არე მეტყველების
გაგებასა და პროდუცირებაზე აგებს პასუხს და მიიჩნევა, რომ კაცობრიობის
განვითარების ადრეულ ეტაპზე სწორედ ინსტრუმენტების გამოყენებამ განაპირობა
ადამიანის სამეტყველო შესაძლებლობების განვითარება (Hopkins et al., 2007).

შიმპანზეების ლინგვისტური შესაძლებლობების შესახებ ნაკლებად პოზიტიური


ხედვა ჰქონდა Herbert Terrace-ს (1987), რომელმაც გაზარდა შიმპანზე, სახელად Nim
Chimpsky (მინიშნებით Noam Chomsky-ზე, გამოჩენილ ლინგვისტზე). რამდენიმე
წელიწადში ამერიკული ჟესტური ენის მოდიფიცირებული ვერსიიდან ნიმმა 19000
ნიშანი აითვისა. მისი მეტყველება დიდწილად ორსიტყვიანი წინადადებებისგან
შედგებოდა. Terrace-ის დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ნიმის წინადადებების
უმრავლესობა ნანახის გამეორება იყო. მისი დასკვნით, შთამბეჭდავი მიღწევების
მიუხედავად, ნიმის მეტყველებაში სინტაქსური ექსპრესიის რუდიმენტებიც კი არ
შეინიშნებოდა. შიმპანზეს შეეძლო ერთ ან ორსიტყვიანი წინადადებების თქმა, მაგრამ
მისი მეტყველება არ იყო სინტაქსურად ორგანიზებული. მაგალითად, ნიმს შეიძლება
ეთქვა - „მიეცით ნიმს ბანანი“, ან „ბანანს მიეცი ნიმი“, ან „ნიმი მიეცი ბანანი“
(ინგლისურ ენაში მცდარ გამონათქვამს სიტყვების ფორმის ცვლილების გარეშე მათი
თანმიმდევრობის ცვლილება განაპირობებს “Give Nim banana,” “Banana give Nim,”და

55
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

“Banana Nim give”), ნიმი არ ანიჭებდა უპირატესობას გრამატიკულად გამართულ


წინადადებას. იმავდროულად, Terrace შეისწავლიდა ფილმებს სხვა „მოლაპარაკე“
შიმპანზეების შესახებ. მისი დასკვნა შიმპანზეთა მეტყველების შესახებ უცვლელი
დარჩა. საბოლოოდ, მას ჩამოუყალიბდა შემდეგი პოზიცია: შიმპანზეებს შეუძლიათ
წინადადებების გაგება და წარმოება, მაგრამ მათი ენობრივი კომპეტენცია მცირე
ასაკის ბავშვის ენობრივ შესაძლებლობებსაც კი ვერ უტოლდება. მათ კომუნიკაციას
აკლია სტრუქტურა და სტრუქტურის მრავალგვაროვანება. შედეგად ჩვენ არ
შეგვიძლია ვთქვათ, რომ შიმპანზეები ენობრივი შესაძლებლობების მინიმალურ
ნაკრებს მაინც ფლობენ.

ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენლებსაც შეუძლიათ ენის ათვისება.


მაგალითისთვის გავიხსენოთ ალექსი, აფრიკული რუხი თუთიყუში, რომელიც 2007
წელს მოკვდა. ალექსს შეეძლო 200-ზე მეტი სიტყვის გამოთქმა და რთული ცნებების
ექსპრესია. კვლევები ადასტურებს, რომ ალექსს ახალი ცნებების ექსპრესიისთვის
სიტყვების ახალი კომბინაციების წარმოებაც შეეძლო (Pepperberg, 1999, 2007;
Pepperberg & Gordon, 2005).

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებს შეუძლიათ ენის გამოყენება, ნათელია, რომ


ადამიანის ლინგვისტური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ცდება მეცნიერთა მიერ
შესწავლილი სხვა სახეობების ენობრივ შესაძლებლობებს. Noam Chomsky-მ (1991)
დასვა ცხოველთა ენის შესახებ საკვანძო შეკითხვა: „ის, რომ ცხოველს ისეთი
ბიოლოგიური უპირატესობა გააჩნია, როგორიც ენაა, მაგრამ მას რატომღაც დღემდე
არ იყენებს, იმის მსგავსი ევოლუციური სასწაული იქნებოდა, ფრენის უნარის მქონე
ადამიანებით დასახლებული კუნძული რომ აღმოგვეჩინა“.

 შეამოწმე საკუთარი თავი

1. რატომ იკვლევენ ფსიქოლოგები ცხოველებს?


2. ცხოველებს მეტყველების იგივე პოტენციალი აქვთ, რაც

56
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ადამიანებს? ახსენით პასუხი.

ენის ნეიროფსიქოლოგია

ამ თავში ჩვენ მიმოვიხილავთ ენის წარმოებასა და გაგებაზე პასუხისმგებელ თავის


ტვინის არეებს. შემდეგ გავამახვილებთ ყურადღებას მეტყველებისას ენის
დარღვევებზე. გაიხსენეთ მეორე თავიდან, რომ ადრეული აღმოჩენები ენის
ცერებრულ საფუძვლებზე სწორედ დარღვევების კვლევისას განხორციელდა Marc
Dax-ის, Paul Broca-სა და Carl Wernicke-ს მიერ (ასევე იხილეთ Brown & Hagoort, 1999;
Garrett, 2003). ბროკასა და ვერნიკეს აფაზიები წარმოადგენს კარგად
დოკუმენტირებულ ლინგვისტური ფუნქციების დარღვევებს, რომელთა
გამოვლინება თავის ტვინის კონკრეტული არეების დაზიანებას უკავშირდება.

ენაზე პასუხისმგებელი თავის ტვინის სტრუქტურები

თავის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტების კვლევების შედეგად მივიღეთ


დიდი ინფორმაცია თავის ტვინის კონკრეტულ არეებსა (კვლევებში მონაწილე
პაციენტებთან გამოვლენილ დაზიანების არეებს) და სპეციფიკურ ლინგვისტურ
ფუნქციებს (კვლევებში მონაწილე პაციენტებთან გამოვლენილ დეფიციტს) შორის
კავშირის შესახებ. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლინგვისტური
ფუნქციების დიდი ნაწილი ბროკასა და ვერნიკეს არეებშია ლოკალიზებული. ახლა
უკვე ცნობილია, რომ ვერნიკეს არეს (თავის ტვინის შედარებით უკანა ნაწილი)
დაზიანება ლინგვისტური ფუნქციების უფრო სავალალო შედეგებს იწვევს, ვიდრე
ბროკას არის დაზიანება (თავის ტვინის შედარებით წინა არე) (Kolb & Whishaw, 1990).
გარდა ამისა, დაზიანებების კვლევები ცხადყოფს, რომ მეტყველებაში თავის ტვინის
გაცილებით უფრო დიდი არე იღებს მონაწილეობას, ვიდრე ეს ვერნიკეს მიერ იყო
აღნიშნული. დამატებით, თავის ტვინის სხვა არეებსაც აქვთ თავისი როლი
მეტყველებაში. მაგალითად, მარცხენა ჰემისფეროს ასოციაციურ ქერქს და მარცხენა
საფეთქლის წილის ქერქის ნაწილს.
57
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

თავის ტვინი და სიტყვათა ცნობა

კვლევის ერთ-ერთ სფეროს წარმოადგენს თავის ტვინის მეტაბოლური აქტივობისა


და სხვადასხვა არეში სისხლის მიმოქცევის შესწავლა ვერბალური დავალებების
შესრულებისას. fMRI-კვლევებმა ცხადყო, რომ საფეთქლის ზედა ღარის (STS)
მიმდებარე ნეირონები უფრო ძლიერად რეაგირებენ ვერბალურ, ვიდრე
არავერბალურ ბგერებზე. ასეთი პასუხი ორივე ჰემისფეროს STS-ში აღნიშნება, თუმცა
მარცხენა ჰემისფეროს პასუხი ბევრად უფრო ძლიერი და ინტენსიურია. საინტერესოა,
რომ მნიშვნელობა არა აქვს, რეალურ სიტყვებს ვაწვდით თუ ფსევდოსიტყვებს. ეს
ნიშნავს, რომ თავის ტვინის ამ ნაწილში სემანტიკური ინფორმაციის გადამუშავება
ნაკლებად სავარაუდოა (Binder, 2009; Binder et al., 1996, 2000; Desai et al., 2005).

თავის ტვინი და სემანტიკური გადამუშავება

მაშ, სად გადამუშავდება ინფორმაციის სემანტიკური მხარე? კვლევები შედარებით


უცვლელ სურათს გვთავაზობს. შედეგები მიღებულია ალცჰაიმერის დაავადების,
აფაზიის, აუტიზმისა და სხვა დარღვევების მქონე პირების კვლევებიდან.

გამოიყოფა მნიშვნელობის შენახვასა და აღდგენაში ჩართული 5 არე (Binder,


2009):

 ვენტრალური საფეთქლის წილი შუა და ქვედა საფეთქლის, წინა


ფუზიფორმული და წინა პარაჰიპოკამპური ხვეულების ჩათვლით;
 კუთხის ხვეული;
 ქვედა შუბლის ხვეული წინა, ორბიტალური (თვალბუდის) ნაწილი;
 დორზალური პრეფრონტალური ქერქი;
 უკანა სარტყლის ხვეული.

ეს არეები დიდწილად მარცხენა ჰემისფეროში აქტიურდება, თუმცა გარკვეული


აქტივობა მარჯვენა ჰემისფეროშიც შეინიშნება. მიიჩნევა, რომ მარჯვენა ჰემისფერო

58
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

არ ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას სიტყვების ცნობაში (Binder, 2009; ნახეთ ასევე


Binder et al., 2005, 2009; Ischebeck et al., 2004; Sabsewitz et al., 2005; Vandenbulcke, 2006).

დაბოლოს, ზოგიერთი ქერქქვეშა სტრუქტურა (მაგ. ბაზალური ბირთვები და


თალამუსის უკანა ნაწილი) ასევე მონაწილეობს ლინგვისტური ფუნქციების
შესრულებაში. ამ სტრუქტურების როლი დღემდე არ არის სათანადოდ შესწავლილი.
ქირურგები ზოგჯერ ატარებენ ქირურგიულ ოპერაციას თავის ტვინზე პაციენტის
დაძინების გარეშე, რათა შეძლონ მეტყველების ფუნქციების კონტროლი და მათი
შენარჩუნება თავის ტვინის ოპერაციის შემდეგ (Duffau et al., 2008).

თავის ტვინი და სინტაქსი

გამოწვეული პოტენცილების მეთოდიც (Evoked Response Potential) (თავი 2)


გამოიყენება თავის ტვინში ენის გადამუშავების პროცესის შესასწავლად. ნამდვილ
ERP-ს ეწოდება N400 (ნეგატიური პოტენციალები სტიმულის მიწოდებიდან 400
მილისეკუნდში ჩნდება) და ჩვეულებრივ თავს იჩენს, როცა ინდივიდებს არასწორი
წინადადება ესმით (Dambacher & Kliegl, 2007; Kutas & Hillyard, 1980). მაშასადამე, თუ
ადამიანებს აწვდიან სწორ და არასწორ წინადადებებს (მაგ. „ლეოპარდი კარგი
ხელსახოცია“), არასწორი წინადადება იწვევს N400 პოტენციალს. ამასთანავე, რაც
უფრო დაუჯერებელია წინადადება, მით უფრო მაღალია ERP, P600 (პოზიტიური
პოტენციალი სტიმულის მიწოდების შემდეგ 600 მილისეკუნდში ჩნდება, Kutas & Van
Patten, 1994). P600 უფრო ხშირად უკავშირდება სინტაქსური წესების
უგულებელყოფას, ხოლო N400 დიდწილად სემანტიკის შეუსაბამობით არის
გამოწვეული (Friederici et al., 2004).

თავის ტვინი და ენის ათვისება

კვლევათა ნაწილი ააშკარავებს ენის დასწავლასა და გამოყენებაზე პასუხისმგებელი


მექანიზმების სხვადასხვაობას (Stiles et al., 1998). ზოგადად მარცხენა ჰემისფერო
უფრო აქტიურია კარგად გავარჯიშებული რუტინის გადამუშავებისას. მარჯვენა
ჰემისფერო კი უფრო მარტივად უმკლავდება ახალ სტიმულებს. სავარაუდოდ,
59
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ამასთან კავშირშია ის ფაქტი, რომ ინდივიდები, რომლებმაც გვიან ასაკში აითვისეს


ენა, უფრო ძლიერ მარჯვენა ჰემისფეროს აქტივაციას ავლენენ ამ ენაზე საუბრისას
(Neville, 1995; Polkczynska-Fiszer, 2008). ალბათ, მიზეზი ის არის, რომ მათთვის ეს ენა
უფრო ახალია, ვიდრე იმათთვის, ვინც ადრეულ ასაკში აითვისა. ეს შედეგები
აჩვენებს, რომ შეუძლებელია თავის ტვინში მეტყველების ისეთი რუკის განსაზღვრა,
რომელიც ყველა ადამიანს მიესადაგება. უფრო დიდია ალბათობა, რომ თავის ტვინის
ენობრივი რუკა თითეულ ინდივიდთან გარკვეულწილად განსხვავებულია (Zurif,
1995).

თავის ტვინის პლასტიკურობა

ლინგვისტური ფუნქციების პოსტტრავმატული აღდგენის ცერებრული


საფუძვლების კვლევები ცხადყოფს, რომ ნევროლოგიურად ენის ფუქციონირებამ
თავის ტვინის სხვა არეებში „გადაინაცვლა“. მაგალითად, მარცხენა ჰემისფეროს ენის
არეების დაზიანების მქონე პირებში ენის აღდგენის შემთხვევაში შეიძლება
აღინიშნებოდეს სხვა არეების მომატებული აქტივობა ლინგვისტური
ფუნქციონირებისას. თითქოს მანამდე მდუმარე და დაჩრდილული არეები
დაზიანებული არეების მაგივრად ვაკანტურ ადგილებს იკავებს (Rosenberg et a., 2008;
Cappa, et al., 1997).

თავის ტვინი და სქესობრივი განსხვავებები ენის გადამუშავების პროცესში

fMRI ანუ ფუნქციური მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა, არის თავის ტვინის


ფუნქციონირების შესაფასებელი კიდევ ერთი მეთოდი. ამ მეთოდით მიღებული
შედეგები ადასტურებს მარცხენა ჰემისფეროს დომინანტობას ადამიანთა
უმრავლესობაში (Anderson et al., 2006; Gaillard et al., 2004). კაცები და ქალები
განსხვავებულად გადაამუშავებენ ენას, სულ მცირე ფონოლოგიურ დონეზე მაინც
(Shaywitz, 2005). fMRI-კვლევისას მონაწილე ქალებსა და მამაკაცებს ოთხი
დავალებიდან ერთ-ერთის შესრულებას თხოვდნენ, ეს დავალებები იყო:

1. ასოების წყვილის იდენტურობის განსაზღვრა;


60
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

2. ორი სიტყვის მნიშვნელობის იდენტურობის განსაზღვრა;


3. ორი სიტყვის გარითმვის შესაძლებლობის გასაზღვრა;
4. ორი ხაზის სიგრძის შედარება (საკონტროლო დავალება).

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ქალებსა და მამაკაცებს ერთნაირად


უაქტიურდებოდათ მარცხენა საფეთქლის წილი ასოების ცნობისა და სიტყვების
მნიშვნელობების განსაზღვრის დავალებებში. გარითმვის დავალებაში კი მამაკაცებსა
და ქალებთან თავის ტვინის სხვადასხვა არეები აქტიურდებოდა. მხოლოდ მარცხენა
ჰემისფეროს შუბლის ქვედა არე აქტივირდებოდა მამაკაცებთან, ხოლო ქალებთან კი
ეს არე ორივე ჰემისფეროში აქტიური იყო. ეს შედეგები მიუთითებს, რომ
მამაკაცებთან ფონოლოგიური გადამუშავება უფრო ლოკალიზებულია, ვიდრე
ქალებთან.

საინტერესო შედეგები მიიღეს ლინგვისტური ფუნქციების ლოკალიზაციის


სქესობრივი განსხვავებების კვლევისას (Kimura, 1987). მამაკაცებთან მარცხნამხრივი
დომინანტობა უფრო მკვეთრად ვლინდება, ვიდრე ქალებთან. ქალები ლინგვისტური
ფუნქციების უფრო ბილატერალურ, სიმეტრიულ პატერნებს ავლენენ. გარდა ამისა,
სქესის მიხედვით განსხვავებულია აფაზიის ანატომიური საფუძვლები. აფაზიის
მქონე ქალების უმრავლესობას დაზიანებული ჰქონდა თავის ტვინის წინა არეები,
ქალების ნაწილს აღენიშნებოდა საფეთქლის წილის დაზიანება. აფაზიის მქონე
მამაკაცებთან დაზიანების განსხვავებული პატერნი ვლინდებოდა. მათ უპირატესად
თავის ტვინის უკანა არეები ჰქონდათ დაზიანებული. დორის კიმურას აღმოჩენის
ერთ-ერთი ინტერპრეტაციით, თავის ტვინის უკანა ნაწილები ლინგვისტური
ფუნქციებისთვის განსხვავებულ როლს თამაშობს ქალებთან და მამაკაცებთან.

61
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

მეორე ინტერპრეტაციით ქალებთან მეტყველება ნაკლებად ლატერალიზებულია.


შესაბამისად, ქალებს უკეთ შეუძლიათ მარცხენა ჰემისფეროს დაზიანებების
კომპენსაცია მარჯვენა ჰემისფეროს მეშვეობით. დაშვება, რომ მეტყველებაში
ქერქქვეშა სტრუქტურების აქტივობაშიც აღინიშნება სქესთაშორისი განსხვავებები
კიდევ უფრო ამარტივებს დ. კიმურას აღმოაჩენის ინტერპრეტაციას (გაიხსენეთ
მანამდე განხილული სქესთაშორისი განსხვავებები). უახლესი მეტა-ანალიტიკური
კვლევის შედეგები საფეთქლის სიბრტყის Planum Temporale (ვერნიკეს არის
ცენტრალური ნაწილი ჰეშლის ხვეულის უკან) აქტივობაში სქესობრივ განსხვავებებს
არ ადასტურებს (Sommer et al., 2008).

მიუხედავად თავის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტების კვლევებიდან


მიღებული შედეგებისა, არის ორი ფაქტორი, რომლებიც ართულებს დასკვნების
განზოგადებას:

1. როგორც წესი, თავის ტვინის დაზიანებები არ არის იმდენად


ლოკალიზებული, რომ არ ახდენდეს გავლენას მეზობელ არეებზე.
მაგალითად, როდესაც ჰემორაგია ან სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს
თავის ტვინის დაზიანებას, შესაძლებელია ამან უარყოფითი გავლენა იქონიოს
თავის ტვინის სხვა არეების ფუნქციონირებაზეც. შესაბამისად, ბევრ პაციენტს

62
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ქერქული დაზიანებით ასევე დაზიანებული აქვს ქერქქვეშა სტრუქტურები.


რაც ხელს უშლის ქერქის ფუნქციონირების კვლევებს.
2. მკვლევრებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ პაციენტის ლინგვისტური ფუნქციების
კვლევა, როცა დაზიანებამ გარკვეული დარღვევა გამოიწვია. მათ არ აქვთ
პაციენტის დაზიანებამდელი მდგომარეობის შესწავლის შესაძლებლობა.

არაეთიკური იქნება თავის ტვინის დაზიანება მასზე დაკვირვების მიზნით,


მკვლევრებს აქვთ დაზიანებების შესწავლის საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ ეს ბუნებრივად მოხდა გარკვეული მავნე ფაქტორების გავლენით. შესაბამისად
შეისწავლიან იმ არეებს, რომლებიც ბუნებრივად დაზიანდა. სხვა არეების შესწავლის
საშუალება არ ეძლევათ.

ლინგვისტური ფუნქციების ცერებრულ ლოკალიზაციას თავის ტვინის


ელექტრული სტიმულაციითაც შეისწავლიან. ამ გზით იკვლევენ სქესობრივ
განსხვავებასაც (Ojemann, 1982; Spring et al., 2008). თავის ტვინის სტიმულაციის გზით
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა არის სტიმულაციას განსხვავებული
ეფექტი ჰქონდა ლინგვისტურ ფუნქციებზე. მაგალითად, ერთ ადამიანთან
კონკრეტული ერთი არის რამდენჯერმე სტიმულაციას შესაძლებელია გამოეწვია
სირთულეები საგნების დასახელებაში. მეორე არის განმეორებითი სტიმულაციისას
ინდივიდს შესაძლებელია არასწორად დაესახელებინა საგნები. უნდა ითქვას, რომ
ერთი და იმავე არის სტიმულაციას ორ ინდივიდთან შესაძლებელია განსხვავებული
შედეგი ჰქონოდა. ამრიგად ერთ კონკრეტულ ინდივიდთან ერთი და იგივე არე
აგებდა პასუხს ერთსა და იმავე ლინგვისტურ ფუნქციაზე. მაგრამ ვლინდებოდა
ინდივიდთაშორისი განსხვავებები ფუნქციათა ლოკალიზაციაში.

ელექტრული სტიმულაციის შედეგები დროებითია (ტრანზიტორულია).


სტიმულაციის შეწყვეტასთან ერთად ლინგვისტური ფუნქციები ნელ-ნელა
უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას. თავის ტვინის სტიმულაციის კვლევები
აჩვენებს, რომ ლინგვისტურ ფუნქციონირებაში გაცილებით მეტი არეა ჩართული,
ვიდრე მანამდე მიიჩნეოდა. ერთი კვლევა შეისწავლიდა ელექტრული სტიმულაციის
63
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

შედეგებს ორენოვან ინდივიდებში. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მშობლიური და


უცხო ენის გამოყენებაზე სხვადასხვა არეები აგებდა პასუხს. მაგრამ იკვეთებოდა
არეები, რომლებიც ორივე ენის წარმოებაზე აგებდა პასუხს (Lucas, McKhann, &
Ojemann, 2004).

ელექტრული სტიმულაციის ტექნიკის გამოყენებით შესაძლებელია სქესთაშორისი


განსხვავებების გასაზღვრა. ენისა და თავის ტვინის ინტერაქცია გარკვეულწილად
პარადოქსულია (Ojemann, 1982). მიუხედავად იმისა, რომ ქალებს უკეთ აქვთ
განვითარებული ვერბალური უნარები, ვიდრე მამაკაცებს, ამ უკანასკნელთა
სამეტყველო არე თავის ტვინში უფრო დიდია (უფრო დიფუზურად არის
განაწილებული. ლოგიკის საპირისპიროდ, როგორც ჩანს, თავის ტვინში
მეტყველებაზე პასუხისმგებელი არის სიდიდე უარყოფითად კორელირებს
ვერბალურ ფუნქციონირებასთან.

თავის ტვინი და ჟესტური ენა

Kimura-მ (1981) შეისწავლა ენის ჰემისფერული გადამუშავება ადამიანებთან,


რომლებიც მეტყველებაზე მეტად ჟესტურ ენას იყენებდნენ კომუნიკაციისთვის. მან
აღმოაჩინა, რომ დაზიანებები, რომლებიც არღვევდა ენობრივ უნარს, ასევე არღვევდა
ჟესტური ენის გამოყენების პროცესს. ჟესტური ენის დეფიციტის შესაბამისი
დაზიანებები ენის დეფიციტსაც იწვევდა. მემარჯვენეებთან (ადამიანები
დომინანტური მარჯვენა ხელით) და ცაციების ნაწილთან ენის დარღვევა მარცხენა
ჰემისფეროს დაზიანებას უკავშირდებოდა. მაგრამ ზოგიერთ ცაციასთან ჟესტური
ენის დეფიციტით დაზიანებული იყო მარჯვენა ჰემისფერო (ნახეთ ასევე Newman et
al., 2010; Pickell et al., 2005). ეს აღმოჩენები ცხადყოფს, რომ თავის ტვინის პროცესები
ჟესტური და სამეტყველო ენის გამოყენებისას იდენტურია ლინგვისტური ფუნქციის
თვალსაზრისით. ეს უარყოფს შეხედულებას, რომ ჟესტური ენა საჭიროებს სივრცით
გადამუშავებას ან კოგნიტური გადამუშავების სხვა არალინგვისტური ფორმების
მონაწილეობას.

64
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

აფაზია

აფაზია არის თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული ენის ფუნქციების დარღვევა.


(Caramazza & Shapiro, 2001; Garrett, 2003; Hillis & Caramazza, 2003). აფაზიის მრავალი
ტიპის გამოიყოფა (ფიგურა 10.5).

ვერნიკეს აფაზია

ვერნიკეს აფაზიას თავის ტვინში ვერნიკეს არის დაზიანება იწვევს (იხილეთ თავი
2). ის ხასიათდება სიტყვებისა და წინადადებების გაგების მნიშვნელოვნად
გამოხატული დარღვევით. ამ დროს ხშირია ისეთი წინადადებების ჩამოყალიბება,
რომელთა ბაზისური სტრუქტურა შენარჩუნებულია, მაგრამ შინაარსის გაგება
შეუძლებელია. ასეთი წინადადებების ორი მაგალითია „თავში მაგიდა მქონდა“, „ეჰ,
ჩემი ფირდებიდან ვერ დათიდულდი“ - ჩემი ფიქრებიდან ვერ გავთავისუფლდი.
(Hillis & Caramazza, 2003, p. 176). პირველ შემთხვევაში გვესმის სიტყვების შინაარსი,
მაგრამ ისინი კონტექსტთან შეუსაბამოდ არის გამოყენებული. მეორე შემთხვევაში
თვით სიტყვებიც ნეიოლოგიზმები ანუ გამოგონილი სიტყვებია. ამ ტიპის
პაციენტების დახმარება ხშირად არალინგვისტური კომუნიკაციის მხარდაჭერასა და
გაძლიერებაში მდგომარეობს (Altschuler et al., 2006).

სურათი 10.5 ჯანმრთელი და აფაზიის მქონე ინდივიდების თავის ტვინები.

65
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ბროკას აფაზია

ბროკას აფაზია თავის ტვინის ბროკას არის დაზიანებით არის გამოწვეული


(იხილეთ თავი 2). დამახასიათებელია აგრამატიზმებით მეტყველება, ამ დროს
ვერბალური შეტყობინების გაგების უნარი შენარჩუნებულია. ამრიგად, ორი
მნიშვნელოვანი ასპექტით განსხვავდება ვერნიკეს აფაზიისგან. პირველი, მეტყველება
დიდწილად აგრამატიკულია (ვერნიკეს აფაზიისგან განსხვავებით). ვერბალური
ინფორმაციის გაგება დიდწილად შენარჩუნებულია. ბროკას აფაზიის მქონე
პაციენტის მეტყველების მაგალითია: „თავი...კვირა...მკლავი, ლაპარაკი - ცუდად“
(Hillis & Caramazza, 2003, გვ. 176). წინადადების არსის გაგება შესაძლებელია, მაგრამ
სტრუქტურა დარღვეულია. ბროკას არე პასუხს აგებს მეტყველების წარმოებაზე,
მიუხედავად მეტყველების ფორმისა. ბროკას არე აქტიურდება ჟესტური ენის
წარმოსახვითი ან აქტიური გამოყენების დროსაც (Campbell, MacSweeney, & Waters,
2007; Horwitz et al., 2003).

გლობალური აფაზია

გლობალური აფაზია მეტყველების გაგებისა და წარმოების გამოხატული


დარღვევაა. ის გამოწვეული ბროკასა და ვერნიკეს არეების ერთდროული
დაზიანებით. ინსულტისშემდგომი აფაზია, როგორც წესი, ორივე არის დაზიანებით
არის განპირობებული. ერთ-ერთ კვლევაში აღმოაჩინეს, რომ ინსულტისშემდგომი
აფაზია შეთხვევათა 32%-ში მოიცავდა როგორც ბროკას, ასევე ვერნიკეს არეების
სიმპტომატიკას (Pedersen, Vinter, & Olsen, 2004).

ანომიური აფაზია

ანომიური აფაზიის ძირითადი სიმპტომი საგნების დასახელებისა და სიტყვების


აღდგენის სირთულეა. პაციენტი შესაძლებელია უყურებდეს საგანს და ვერ გაიხსენოს
მისი სახელი. ზოგჯერ მხოლოდ სპეციფიკური კატეგორიის სიტყვების აღდგენაა

66
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

შეუძლებელი, მაგალითად, საყოფაცხოვრებო ნივთების (Jonkers & Bastiaanse, 2007;


Warrington & Shallice, 1984).

აუტიზმი

აუტიზმი ნეიროგანვითარების დარღვევაა, რომელიც სოციალური ქცევის,


მეტყველებისა და კოგნიციის დარღვევებით ხასიათდება (Heinrichs et al., 2009; Pierce
& Courchesne, 2003). მას ბიოლოგიური ეტიოლოგია აქვს და დღეისთვის მკვლევრებმა
ამ დარღვევასთან დაკავშირებული ზოგიერთი გენიც განსაზღვრეს (Wall et al., 2009).
აუტიზმის მქონე ბავშვებთან მრავალრიცხოვანი ანომალიები ვლინდება თავის
ტვინის სხვადასხვა არეებში შუბლისა და თხემის წილების, ასევე ნათხემის, ტვინის
ღეროს, კორძიანი სხეულის, ბაზალური ბირთვების, ამიგდალას და ჰიპოკამპუსის
ჩათვლით. დაავადება პირველად მეოცე საუკუნის შუა წლებში აღმოაჩინეს (Kanner,
1943). ეს მდგომარეობა ხუთჯერ უფრო ხშირია ბიჭებთან, ვიდრე გოგონებთან.
აუტიზმის დიაგნოზის ინციდენტობა სულ უფრო იზრდება. 2000-დან 2004 წლამდე
პერიოდში დიაგნოზის გავრცელება 14%-ით გაიზარდა (Chen et al., 2007). ბოლო
წლებში ყოველი 10000 ბავშვიდან 60-ს აუტიზმის დიაგნოზს უსვამენ (Fombonne,
2003). ყოველი ერთი 165 ბავშვიდან აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონეა.
ასეთი ზრდა შესაძლებელია სადიაგნოსტიკო სტრატეგიების ცვლილებითა და
გარემოს დაბინძურებითაც იყოს განპირობებული (Jick & Kaye, 2003; Windham et al.,
2006).

აუტიზმის მქონე ბავშვის იდენტიფიცირება უკვე 14 თვის ასაკიდან არის


შესაძლებელი, როცა ბავშვს ჯერ კიდევ არ უვლინდება ინტერაქციის მოსალოდნელი
ნორმალური პატერნი. აუტიზმის მქონე ბავშვებს ახასიათებთ განმეორებადი ქცევები,
ინტერესებისა და მოქმედებების სტერეოტიპული პატერნები (Pierce & Courchesne,
2003). ისინი ხშირად იმეორებენ ერთსა და იმავე მოძრაობებს, მოქმედებებს.
ურთიერთობისას მათ არ აქვთ მზერითი კონტაქტი. აუტიზმის მქონე ბავშვების
ნახევარს უჭირს ფუნქციური მეტყველების ჩამოყალიბება. მათ მეტყველებას

67
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ახასიათებს ექოლალიები, ერთი და იგივე შინაარსის, მოსმენილის გამეორება.


ზოგჯერ ისინი იმეორებენ სიტყვებს გადავადებულად, პირველწყაროს მიერ მათი
წარმოთქმიდან რამდენიმე საათში (Pierce & Courchesne, 2003). აუტიზმის მქონე
ადამიანებს ენის სემანტიკური კოდირებისასაც ექმნებათ სირთულეები (Binder, 2009).

აუტიზმის ამხსნელი მრავალი თეორიაა ჩამოყალიბებული. ერთ-ერთი უახლესი


კვლევა ამტკიცებს, რომ აუტიზმი შეიძლება თავის ტვინის სქესობრივი
განსხვავებებით აიხსნას. ამ თეორიის მიხედვით (Baron-Cohen, 2003), მამაკაცის თავის
ტვინი უფრო ძლიერია სისტემატიზაციასა და სისტემების აგებაში ქალების თავის
ტვინთამ შედარებით. ეს სისტემები შეიძლება იყოს კონკრეტული, როგორიც
მანქანების აწყობაა, ან აბსტრაქტული, როგორიც პოლიტიკა, მწერლობა ან მუსიკაა.
ამის საპირისპიროდ ქალის თავის ტვინის ძლიერი მხარე ემპათიისა და
კომუნიკაციის გაძლიერებული შესაძლებლობებია. ბარონ-კოენის თანახმად,
აუტიზმი „ექსტრემალურად მამაკაცური“ ტვინის შედეგია. ეს ტვინი სრულიად
მოკლებულია ემპათიასა და კომუნიკაციის უნარს, მაგრამ ძალიან ძლიერია
სისტემების აგებაში. შედეგად აუტიზმის მქონე ინდივიდებს ზოგჯერ შეუძლიათ
ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც სისტემატიზაციას მოითხოვს, როგორიც
არის მომავალში თარიღების შესაბამისი კვირის დღეების განსაზღვრა. ეს თეორია
გასაგებს ხდის, თუ რატომ არის აუტიზმი უფრო ხშირი ბიჭებთან, ვიდრე
გოგონებთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორია არ არის დადასტურებული, ის
ძალიან საინტერესოა და მეტ კვლევას საჭიროებს.

აუტიზმის ამხსნელი მეორე თეორია აღმასრულებელ დისფუნქციაზე მიუთითებს


(Chan et al., 2009; Ozonoff et al., 1994). მაგალითად, მოქმედების დაწყებისას ან
მოქმედებათა კონტროლისას მიზანთან შესაბამისობის განსასაზღვრად ჩვენ
ვიყენებთ აღმასრულებელ ფუნქციებს (executive function). ეს თეორია ხსნის
აუტიზმისთვის დამახასიათებელ განმეორებით ქცევებს, ასევე სირთულეებს
დაგეგმვაში, ფსიქიკურ მოქნილობასა და თვითკონტროლში (Hill, 2004).

68
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

აღმასრულებელი დისფუნქციის თეორია აუტიზმს ფრონტალური არეების


ფუნქციონირების დაქვეითებას უკავშირებს.

ამ თავის დიდი ნაწილი დაეთმო ენისა და აზრის ურთიერთქმედების გზებს.


შემდეგი თავი პრობლემის გადაჭრის უნარსა და კრეატიულობას
(შემოქმედებითობას) დაეთმობა. მაგრამ შემდეგ თავშიც გავაგრძელებთ საუბარს
მეტყველებისა და აზროვნების პროცესების ურთიერთკავშირზე.

 შეამოწმე საკუთარი თავი

1. თავის ტვინის რომელი არეები მონაწილეობს სემანტიკურ


გადამუშავებაში?
2. რა კავშირშია „პლასტიურობა“ თავის ტვინთან?
3. რა ართულებს თავის ტვინის დაზიანებების კვლევებიდან მიღებული
შედეგებიდან დასკვნების გამოტანას?
4. რა განასხვავებაა ვერნიკესა და ბროკას აფაზიებს შორის?

საკვანძო საკითხები

ამ თავში ჩავუღრმავდით პირველ თავში განხილულ ზოგიერთ თემას.

კაუზალური დასკვნის ვალიდობა ეკოლოგიური ვალიდობის საპირისპიროდ.


ზოგიერთი მკვლევარი ლაბორატორიულ გარემოში შეისწავლის ენის გაგებისა და
ლაპარაკის პროცესს. მაგალითად, ფონოლოგიის ლაბორატორიული კვლევები,
სადაც სტიმულის მაქსიმალურად გაკონტროლებაა შესაძლებელი. მაგრამ ხშირად
ასეთი კვლევები ისეთ ქვეყნებში ტარდება, სადაც სუფთა ექსპერიმენტული
კონტროლი მხოლოდ ოცნებაა. მაგალითად, ენის კვლევები აფრიკის სოფლებში
სრულად ვერ გაკონტროლდება, თუმცა გარკვეული ფაქტორების კონტროლი

69
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

შესაძლებელია. მეთოდოლოგიათა შეთავსება კოგნიტურ ფსიქოლოგებს


ფსიქოლოგიური ფენომენების უკეთ შესწავლის საშუალებას აძლევს.

ბიოლოგიური თუ ქცევითი მეთოდები. ცენტრალური ნერვული სისტემის


დაზიანების კვლევები მეთოდოლოგიების კომბინირების კარგი მაგალითებია. ერთი
მხრივ, ისინი საჭიროებენ თავის ტვინისა და დაზიანებული არეების ბუნების ღრმა
ცოდნას. მეორე მხრივ, ამ დაზიანებებს იმისთვის იკვლევენ, რომ უკეთ გაიგონ თავის
ტვინის დაზიანებული არეების კავშირი სხვადასხვა ფსიქიკურ ფუნქციებთან.

სტრუქტურა თუ პროცესი. ნებისმიერი ლინგვისტური ფენომენის შეფასებისას


საჭიროა საკვლევი ენის სტრუქტურის გაანალიზება. მხოლოდ ასე არის
შესაძლებელი ენის გაგებისა და ლაპარაკისთვის საჭირო პროცესების კვლევა. ენისა
და აზრის გაგება შეუძლებელია სტრუქტურისა და პროცესის გაგების გარეშე.

წარმოიდგინეთ, რომ ლაშქრობაში ხართ, ღამით სხედხართ კოცონის გარშემო და


უყურებთ ვარსკვლავებიან ცას. ამ დროს ვიღაც მეტაფორულად გეკითხებათ, „გინდა
ნახო, როგორ ხატავს მზე პეიზაჟს დილის ცაზე?“ რას ნიშნავს ეს შეკითხვა?
ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ეს არის დილით ადრე ადგომისა და მზის
ამოსვლაზე დაკვირვების შეთავაზება. ნაწილმა შეიძლება იფიქროს, რომ უკვე
ძალიან გვიანია და ჯობს დაიძინოთ, რათა შეძლოთ მზის ამოსვლამდე ადგომა. ახლა
წარმოიდგინეთ, რომ იმავე შეკითხვას ლაშქრობის ნაცვლად, სადმე ღამის ბარში
გისვამენ. რას იფიქრებთ, რას გულისხმობს ეს შეკითხვა ამ კონტექსტში?

შეჯამება

1. რა გავლენას ახდენს ენა აზროვნებაზე? ლინგვისტური ფადობითობის თანახმად,


განსხვავებული ენის გამოყენებით განპირობებული კოგნიტური ცვლილებები
იწვევს განსხვავებებს სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანთა მიერ სამყაროს
აღქმაში. ამასთანავე, ლინგვისტური უნივერსალიები მიუთითებს კოგნიტურ
მსგავსებებზე სხვადასხვა ენობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს შორის. ენისა
და აზრის ურთიერთქმედების ახსნა ერთი ინტერპრეტაციით შეუძლებელია.
70
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

ორენოვანი ადამიანების შესწავლის შედეგად კარგად ჩანს, რომ მეტყველებისა


და კოგნიციის ინტერაქციას გარკვეულწილად გარემო პირობებიც განსაზღვრავს.
მაგალითად, ადიტიურ ორენოვნებს კარგად განვითარებული პირველი ენა
ჰქონდათ. მათ შემთხვევაში მეორე ენა ეფუძნებოდა უკვე არსებულ პირველ ენასა
და კოგნიტურ ფუნქციებს. ამის საპირისპიროდ სუბტრაქციული ბილინგვიზმისას
მეორე ენა გარკვეულწილად ჩაანაცვლებს პირველ ენას. ასეთმა ჩანაცვლებამ
შეიძლება სირთულეები გამოიწვიოს ვერბალურ ფუნქციების განვითრებაში.
ლინგვისტებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ ორი ენის ერთ მთლიან ან ორ
დამოუკიდებელ სისტემად შენახვის შესახებ. რამდენიმე ენის ზოგიერთი ასპექტი
შესაძებელია ერთის სისტემის ფარგლებში იყოს შენახული, სხვა ასპექტები კი
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, განცალკევებით ინახებოდეს. „კრეოლი“ და
„ფიჯინი“ ყალიბდება, როცა ორი ან მეტი განსხვავებული ლინგვისტური ჯგუფი
ურთიერთქმედებს. დიალექტები ერთი ენის ვარიაციებია, რომლებიც
შესაძებელია განსხვავდებოდნენ ისეთი ნიშნებით, როგორებიცაა ლექსიკა,
გრამატიკა ან გამოთქმა.
წამოცდომები არის უნებლიე შეცდომები ფონემების, მორფემების ან ენის უფრო
დიდი ერთეულების წარმოთქმისას. წამოცდომები შეიძლება განპირობებული
იყოს მოლოდინებით, პერსევერაციებით, რევერსიებით (სპუნერიზმის
ჩათვლით), ჩანაცვლებებით, ჩამატებებით და გამოტოვებებით.
მეტაფორის ალეტრანტიული ინტერპრეტაციაა შედარების, ანომალიის,
სფეროთა-ურთიერთქმედების და კლასობრივი მიკუთვნების.
2. როგორ გავლენას ახდენს სოციალური კონტექსტი ენის გამოყენებაზე?
ფსიქოლოგები, სოციოლინგვისტების და სხვები, ვინც ენის პრაგმატულ ასპექტს
შეისწავლის, დაინტერესებული არიან ენის გამოყენების თავისებურებებით
სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში. მათი კვლევები მიმართულია ვერბალური
და არავერბალური კომუნიკაციის სხვადასხვა ასპექტების შესწავლაზე.
მეტყველების აქტი შეიძლება იყოს რეპრეზენტატული, დირექტიული,
კომისიური, ექსპრესიული ან დეკლარაციული. ირიბი გამონათქვამები, აზრის

71
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

პირდაპირი გამოთქმის გარეშე შეიძლება ხას უსვამდეს შესაძლებლობებს,


სურვილებს, მომავალ აქტივობებს ან მიზეზებს. სასაუბრო პოსტულატები
გვაძლევს ენის საშუალებით თანამშრომლობის შესაძლებლობას. ისინი
რამდენიმე პრინციპს ითვალისწინებს, მათ შორის არის რაოდენობის, ხარისხის,
ურთიერთობისა და მანერის. სოციოლინგვისტებმა აღმოაჩინეს, რომ საუბრისას
რიგითობის დაცვის მიზნით ადამიანები გარკვეულ სტრატეგიებს იყენებენ.
სოციოლინგვისტური კვლევების თანახმად, განსხვავებები ქალებისა და
მამაკაცების სასაუბრო სტილებში დიდწილად საუბრის მიზნებში გენდერული
განსხვავებებით არის განპირობებული. ერთ-ერთი შეხედულებით, მამაკაცები
სამყაროდ როგორც იერარქიულ სოციალურ წყობას ხედავენ, რომელშიც
კომუნიკაცია სოციალური სტატუსის ამაღლებას ემსახურება. ამის საპირისპიროდ,
ქალები კომუნიკაციას ურთიერთობების გასამყარებლად იყენებენ. ისინი ხაზს
უსვამენ სამრთლიანობის პრინციპებს, უზრუნველყოფენ მხარდაჭერას და
ცდილობენ კონსესუსის მიღწევას.
დისკუსიისას ან წაკითხულის გაგებისას ჩვენ ვიყენებთ კონტექსტს
გაურკვეველი და ორაზროვანი ფრაზების გასაგებად. დისკუსიისას კონტექსტი
შეიძლება დაგვეხმაროს ახალი სიტყვებისა და ფრაზების ინტერპრეტაციასა და
ლექსიკონის გამდიდრებაში. ტექსტის გასაგებად ინფორმაციის პროპოზიციული
რეპრეზენტაციები შესაძლებელია ფსიქიკურ მოდელებად იყოს ორგანიზებული.
ინდივიდის შეხედულებები გასაზღვრავს, თუ რას დაიმახსოვრებს.
3. რა შეგვიძლია გავიგოთ ენის შესახებ თავის ტვინის შესწავლით, რას გვიჩვენებს ამ
ტიპის კვლევები? ნეიროფსიქოლოგებმა, კოგნიტურმა ფსიქოლოგებმა და სხვა
მკვლევრებამ ლინგვისტური ფუნქციების მხოლოდ მცირე ნაწილის ცერებრული
საფუძვლების განსაზღვრა შეძლეს. ისინი აკვირდებიან თავის ტვინს სხვადასხვა
დაზიანებისას, ელექტრული სტიმულაციის და მეტაბოლური ცვლილებებისას.
ადამიანთა უმრავლესობისთვის ენისა და მეტყველების ჰემისფერო მარცხენა
ჰემისფეროა. ის განსაზღვრავს ენის სინტაქსური და სემანტიკური ასპექტების
უმეტესობას. ადამიანთა უმრავლესობასთან მარჯვენა ჰემისფეროს ლინგვისტური

72
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

შესაძლებლობები შეზღუდულია. ეს ასპექტებია სემანტიკური ინფორმაციის


სმენითი გადამუშავება, ასევე ენის ზოგიერთი არავერბალური მახასიათებლების,
გადატანითი მნიშვნელობების გაგება და ექსპრესია. ეს აპექტები მოიცავს
ვოკალურ ცვლილებებს, ჟესტებს, სარკაზმს, ირონიასა და ხუმრობას.

ფიქრები აზროვნების შესახებ: ანალიტიკური, კრეატიული და


პრაქტიკული შეკითხვები

1. რატომ დაინტერესდნენ მკვლევრები სხვადასხვა კულტურებში ფერების


აღმნიშვნელი სიტყვებით?
2. აღწერეთ Searle-ის მიერ ჩამოყალიბებული მეტყველების აქტის ხუთი ძირითადი
ტიპი.
3. როგორია კოგნიტური ფსიქოლოგების მიერ ენობრივ უნივერსალიების
ინტერპრეტაცია ლინგვისტური ფარდობითობის ჰიპოთეზის განხილვისას?
4. რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ენის შესწავლისას ჯანმრთელი ადამიანების
მიერ მეტყველებისას დაშვებული შეცდომებისა და თავის ტვინის დაზიანებების
მქონე პაციენტების ენობრივი სირთულეების კვლევას? მოძებნეთ მსგავსებები და
განსხვავებები.
5. დაწერეთ „ფიჯინზე“ და „კრეოლზე“ საუბრების მაგალითები, გაამახვილეთ
ყურადღება მათ შორის არსებულ განსხვავებებზე.
6. კომუნიკაციის მიზნებში გენდერული განსხვავებების გათვალისწინებით
მოფიქრეთ დიალოგი, სადაც ქალი და მამაკაცი განსხვავებული რწმენების გამო ვერ
უგებენ ერთმანეთს.
7. წარმოიდგინეთ, რომ ინგლისურის, როგორც უცხო ენის მასწავლებელი ხართ.
სტუდენტების შესახებ რა ინფორმაცია დაგჭირდებოდათ, რათა სწორად
გაგემახვილებინათ ყურადღება ფონოლოგიის, ლექსიკის, სინტაქსის ან პრაგმატიკის
შესწავლაზე?
8. მოიყვანეთ Grice-ის წარმატებული საუბრის ოთხი პოსტულატიდან ერთ-
ერთის უგულებელყოფის სასაცილო მაგალითი.
73
R. Sternberg Cognitive psychology. 6th edition. 2012. Wodsworth Cengage Learning.

საკვანძო ცნებები

აფაზია, გვ. 436 ირიბი მოთხოვნა, გვ. პრაგმატიკა, გვ. 421


423
ორენოვნება, გვ. 412 შედარება, გვ.420
ლინგვისტური
თანამშრომლობის ერთი სისტემის
ფარდობითობა, გვ. 404
პრინციპი, გვ. 412 ჰიპოთეზა, გვ.414
ლინგვისტური
დიალექტი, გვ. 416 წაცდომები, გვ.418
უნივერსალია, გვ.407
ორმაგი სისტემის მეტყველების აქტი,
მეტაფორა, გვ.420
ჰიპოთეზა, გვ. 414 გვ.423

74

You might also like