You are on page 1of 1

გვარი

გვარი არის ზმნის კატეგორია,რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორია ურთიერთობა


მოქმედ (სუბიექტურ) პირსა და ზმნით გამოხატულ მოქმედებას შორის, ანუ აქვს თუ არა
სუბიექტს სამოქმედო პირდაპირი ობიექტის სახით, თვითონ განიცდის სუბიექტი ვნებას, თუ
არც სამოქმედო აქვს და არც თვითონ განიცდის ვნებას.

ამის მიხედვით არსებობს გვარის სამი ტიპი:მოქმედებითი, ვნებითი და საშუალი.

მოქმედებითი გვარისაა ზმნა, რომლის სუბიექტს აქვს სამოქმედო პირდაპირი ობიექტის


სახით. ასეთი ზმნა ყოველთვის გარდამავალია, ორ ან სამპირიანი. მაგალითად:
აშენებს(ის[კაცი] მას[სახლს]), უშენებს (ის[კაცი] მას [შვილს]მას[სახლს]); აგორებს (ის[ბიჭი]
მას[ქვას]), უგორებს (ის[ბიჭი] მას[მეგობარს] მას[ქვას]). ჩამოთვლილი ზმნების სუბიექტურ
პირებს(კაცი,ბიჭი) აქვთ სამოქმედო პირდაპირი ობიექტის(სახლს,ქვას) სახით,შესაბამისად
ისინი მოქმედებითი გვარის ზმნებია.

ვნებითი გვარისაა ზმნა, რომლის სუბიექტსაც არ გააჩნია სამოქმედო პირდაპირი ობიექტის


სახით,ის(სუბიექტი) თვითონ განიცდის ვნებას.სათი ზმნა ყოველთვის გარდაუვალია,ერთ ან
ორპირიანი. მაგალითად: შენდება ის[სახლი]; გორდება(ის[ქვა]).

საშუალი გვარისაა ზმნა, რომლის სუბიექტს არ გააჩნია სამოქმედო პირდაპირი ობიექტის


სახით და არც თვითონ განიცდის ვნებას. ასეთი ზმნაც ყოველთვის გარდაუვალია.
მაგალითად:გორავს(ის[ქვა]).

მოქმედებითი გვარის ზმნის გარჩევა ორი დანარჩენისგან ადვილია, რადგან მხოლოდ ის არის

გ ა რ დ ა მ ა ვ ა ლ ი. ვნებითი და საშუალი ზმნების გასარჩევად საიმედო ხერხია შემდეგი:


უნდა ჩავსვათ ზმნა აწმყო დროის მხოლობითი რიცხვის მესამე პირში და დავაკვირდეთ
დაბოლოებას: თუ დაბოლოება იქნება -ა ხმოვანი,ზმნა ვნებითი გვარისაა, ხოლო თუ -ს
თანხმოვანი, ზმნა საშუალი გვარისაა. გორდებ-ა, ტრიალდებ-ა მოქმედებითი გვარის
ზმნებია, ხოლო გორავ-ს, ტრიალებ-ს - საშუალი.

დავიმახსოვროთ! ზოგი ზმნის ვნებითი გვარის ნიშანი არის -დ თანხმვანი. ასეთ ზმნებში,თუ

ფუძის დაბოლოება არის ასევე -დ თანხმოვანი, ორი -დ მოიყრის თავს: მშვიდ-დ-ება,დიდ-დ-


ება,ბინდ-დ-ება...

You might also like