You are on page 1of 2

ისტორიული წყაროს ცნება მარტივად ასახსნელი არ არის.

მაგრამ არსებობს ზოგადი


კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც წყაროს, რომელსც ისტორიკოსი თავისი კვლევის
ინტერესებიდან გმომდინარე დაუსვამს კითხვას ისტორიული წყარო ეწოდება. საკვლევი
ინტერესიდან გამომდინარე გამოდის, რომ ისტორიულ წყაროდ შეიძლება იქცეს
ნებისმიერი რამ. ისტორიული წყაროს მიმართ არსებობს განსხვავებული მიდგომები.
წყაროს განსაზღვრებისას ორი ძირითადი მიდგომა არსებობს. პირველის მიხედვით, ეს
არის ისტორიული შემეცნების საშუალება, ხოლო ვიწრო განმარტებით წყაროს
მრავალმხრივი ბუნების გამო საჭირო ხდება მისი კლასიფიკაცია. XX საუკუნის 60-იან
წლებში გაჩნდა ტენდენცია, რომ ისტორიული წყაროს ქვეშ გაეერთიანებინათ წარსულის
ნებისმიერი ძეგლი.
რადგანაც ისტორიულ წყაროს აქვს წარსულის ასახვის უნარი, ის ისტორიული
შემეცნების საშუალებად გვევლინება. წყაროს მიმართ განსხვავდება ისტორიკოსისა და
წყაროთმცოდნის დამოკიდებულება. პირველი წყაროს იყენებს კონკრეტული, მისთვის
საჭირო ინფორმაციის მისაღებად, წყაროთმცოდნეს კი ის აინტერესებს როგორც მისი
შინაარსი, ასევე მისი გარეგანი მახასიათებლები, ყველაფერი, რაც მის შექმნასთან და
სოციალურ ფუნქციასთან არის დაკავშირებული.
მკვლევრები ერთმნეთისგან განასხვავებენ ისტორიულ ძეგლსა და ისტორიულ
წყაროს და მიიჩნევენ, რომ ისტორიული ძეგლის წყაროდ გადაქცევისთვის საჭიროა მისი
სანდოობისა გარკვევა და შესასწავლ ფაქტთან მისი დაკავშირება. მკვლევართა ნაწილი
ასევე ერთმანეთისგან განასხვავებდა ისტორიულ წყაროსა და ისტორიულ გამოკვლევას. ამ
შემთხვევაში ისტორიული წყაროს განმარტება უფრო შემოსაზღვრულია, რომილის
მიხედვითაც ის წყაროს ავტორის მიერ აღქმულ ისტორიულ პროცესს ასახავს. წყაროს
ავტორი კი თავისთავად ყოველთვის არ გადმოსცემს იმას რასაც რეალურად ხედავს,
არამედ ხშირად მის მიერ სუბიექტურად აღქმულ რეალობას. არ შეიძლება, რომ
ისტორიული გამოკვლევა გამოვრიცხოთ ისტორიულ წყაროთა სიიდან, რადგან ისეთი
წყაროები, რომლებიც რეალობას დაუმახინჯებლად გადმოსცემენ, არ არსებობს.
სუბოექტივიზმის კვალი ყველა წყაროს ატყვია. ეს გაცილებით დიდი დოზით გვხვდება
ისტორიულ გამოკვლევაში, მაგრამ ეს არ აკნინებს მის ღირებულებას, რადგან ის შეიძლებ
იყოს პირვანდელი წყაროების, რომლებიც შესაძლოა სრული სახით არ იყოს ჩვენამდე
მოღწეული, ერთობლიობა. ასეთი ისტორიული გამოკვლევა, შეიძლება ითქვას, რომ სხვა
ისტორიული წყაროების საცავია. თუ ამ ორ ცნებას ერთმანეთისგან გავმიჯნავთ, მაშინ
ისტორიული წყაროდ ჩაითვლება მხოლოდ ის, რომელიც ამბების თვითმხილველი და
თანამედროვე ავტორის მიერ არის შექმნილი, მაგრამ ასეთი წყაროები არც არსებობს ერთი
მიზეზის გამო- ამბების თანამედროვე ავტორებიც ეყრდნობიან ზეპირ გადმოცემებს. ასე
რომ შემოსაზღვრონ ისტორიული წყაროს განმარტება, მაშინ ბევრი ღირებული მასალა
დარჩება ამ საღვრის მიღმა.
აქვე საინტერესოა ,,პირველწყაროსა’’ და ,,მეორად წყაროს’’ შორის განსხვავების
დადგენაც. პირველადი წყარო შესასწავლი ეპოქის თანადროულია, მეორადი კი ამ
პირველწყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას იყენებს. მას ისტორიულ გამოკვლევასაც
ადარებენ. პირველწყაროსთან შედარებით გაცილებით მკაცრი მოთხოვნები აქვს
წაყენებული ავთენტიკურ წყაროს. ამ შემთხვევაში ავტორსა და წყაროს შორის არ უნდა
არსებობდეს შუამავალი რგოლი ამბის მთხრობელის ან სხვა რაიმეს სახით. ესეიგი ავტორი
თავად უნდა იყოს ამბების შემსწრე. მაგრამ ასეთი წყაროები თითქმის არ არსებობს.
წყაროდან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის ამოღებაა შესაძლებელი: განზრახული,
უნებლიე და დეზინფორმაცია. მათ შორის არის ,,წყაროსგარეშე ცოდნა’’. წყაროში არსებობს
ისეთი ინფორმაციაც, რომელიც ავტორის მიერ გამიზნულად არ არის გადმოცემული.
მაგალითად ავტორის სტილის დადგენით შესაძლებელია წყაროში ჩამატებების გამოყოფა.
ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ წყაროსგარეშე ცოდნას უფრო დიდი ხვედრითი წილი აქვს,
ვიდრე განზრახულ ინფორმაციას. ისტორიული სინამდვილის აღდგენის პროცესში ასევე
ძალიან მნიშვნელოვანია მკვლევარი ისტორიკოსის წარმოსახვა, რომელსაც შეუძლია
აღადგინოს წყაროშI დამალული, უნებლიე ინფორმაცია. წყაროსგარეშე ცოდნან ითვლება
ის გარემო პირობებიც, რომელშიც ვითარდება ესა თუ ის ისტორიული მოვლენა.
ბუნებრივი გარემო დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ,
პოლიტიკურ და კულტურულ ყოფაზე. ზოგიერთი მეცნიერი მას ისტორიულ წყაროთა
რიგში განიხილავს. ამავე მნიშვნელობისაა ანთროპოლოგიური მონაცემებიც. ყოველივე
ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს, რომ ისტორიული წყარო საკმაოდ რთული
ბუნებისაა და არ არსებობს მისი ზუსტი განმარტება.

You might also like