You are on page 1of 3

გიორგი ხახუტაიშვილი

მარკ ბლოკი
მარკ ბლოკის ნაშრომი, „ისტორიის აპოლოგია“, ეხმიანება ამ კონკრეტულ მეცნიერებას
და მის არასწორ გააზრებას, თუ როგორ დაკარგა ისტორიამ ფასი ახალ დროში და რამ
გამოიწვია ეს ჩაგვრა. მწერალი იმდროინდელ ისტორიას, როგორც მეცნიერებას,
ტრადიციულს (პოზიტივისტურს) უწოდებს, განიხილავს მას კრიტიკულად და
აყალიბებს უარყოფით მხარეებს, რომლებმაც გამოიწვიეს ამ მეცნიერების დათრგუნვა.
ტექსტში ასევე განხილული და გაანალიზებულია თუ როგორ უნდა დაიკავოს
ისტორიამ საპატიო ადგილი სხვა მეცნიერებების გვერდით, ამ ყველაფერზე კი
ანალების სკოლა იზრუნებს, რომელშიც ისტორია, როგორც მეცნიერება,
ძირფესვიანად შეიცვლება.

ტექსტში მნიშვნელოვანია პოზიტივისტური ისტორიის კრიტიკა, რაც გამოწვეულია


იმით, რომ მის ფარგლებში ისტორია ძალიან ზედაპირულად განიხილებოდა,
მხოლოდ მნიშვნელოვან ასპექტებს ექცეოდა ყურადღება, როგორებიცაა პოლიტიკა,
დიპლომატია, ომები და ყურადღება არ ექცეოდა წყაროების ზუსტ ანალიზსს, ხალხის
ცხოვრებაზე კონცენტრირებას, მხოლოდ მეფეები და სამეფო მოხელეებს ენიჭებოდათ
განხილვის პრივილეგია, რაშიც ისტორიის ნახევარი, ფაქტობრივად, იკარგებოდა.
ბლოკის აზრით, ეს წარსულის ქექვა მხოლოდ მშრალ ფაქტებს იძლეოდა, საიდანაც
ღირებული აზრის გამოტანა, რასაკვირველია, შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ
ისტორიამ დაკარგა თავისი ფასეულობა. პოზიტივისტური ისტორიკოსების მიერ
გააზრებული ისტორია „ქვემოდან დანახული“ სწორედ იმიტომ გამოდიოდა მშრალი
და არაფრისმომცემი, რომ ყურადღებას არ აქცევდნენ ისტორიის არმქონედ მიჩნეულ
საკითხებს, როგორებიცაა ქალურობა, სიყვარული, ჩვეულებრივი ხალხის ყოფა-
ცხოვრება, სიბინძურე და სხვა ნებისმიერი სახის პრობლემატიკა, რომელიც
საინტერესოდ არ ითვლება, მათ უარყოფას კი შეუძლია ისტორიკოსი პოზიტივისტურ
ისტორიკოსად აქციოს.

უფრო ღრმად რომ განვიხილოთ, ერთ-ერთი დიდი განსხვავება, ტრადიციულ და ახალ


ისტორიას შორის იყო ის, რომ ტრადიციული ეყრდნობოდა წერილობით
დოკუმენტებს, ოფიციალურ წყაროებს, მაშინ როცა სხვა ტიპის წყაროები იჩაგრებოდა
და იკარგებოდა. ამისგან განსხვავებით კი, ანალების სკოლაში, რომლის მთავარი
დანიშნულება იყო ისტორიის შემოტრიალება, გაცოცხლება, ახალი სახის მიცემა,
წყაროებს, როგორებიცაა, ლინგისტური, არქეოლოგიური, წერილობით,
ეთნოგრაფიული - ყველა მათგანს უმნიშნველოვანესი ყურადღება ექცეოდა რათა
მრავალფეროვნება და სიახლეები უფრო მეტად აღმოჩენილიყო, ვინაიდან ისტორია,
ანალების სკოლისთვის, არ არის მხოლოდ ფაქტების შესწავლა. წყაროებთან
მიმართებით, კიდევ ერთი ძირეული განსხვავება ამ ორ ისტორიას შორის არის ის, რომ
ტრადიციული ისტორიკოსი წერილობით წყაროებს იმიტომ კითხულობდა, რომ
სანდოობა დაედგინა და ერთი-ორი მნიშვნელვოანი ფაქტი ამოეწერა, მაგრამ ანალების
სკოლაში ეს მიდგომა სრულიად შეიცვალა, წერილობითი წყარო გახდა ისეთი
ანალიზის საფუძველი, საიდანაც ისტორიკოსი არაპირდაპირი მნიშვნელობის
საკითხებსაც ეჭიდებოდა ისე ძლიერ, როგორც პირდაპირს, ახალ მიდგომაში
განიხილებოდა წყაროსთან ერთგარად დიალოგში შესვლა, რათა რაც შეიძლება მეტი
გაეგო ისტორიკოსს მისგან.

ბლოკის აზრით, ისტორიის ცნება ანალების სკოლაში ძირეულად განსხვავდება


ტრადიციული გაგებისგან, რადგან პოზიტივისტურ ისტორიაში ეს მეცნიერება
ეხებოდა კონკრეტულად ვიღაცის ან რაღაცის შესწავლას, დროის გარკვეულ
მონაკვეთში, მაგრამ ანალების სკოლაში ისტორია, როგორც ცნება, შეიცვალა და ახლა
იგი უფრო მრავლისმომცველია, მოიცავს ფსიქოლოგიას, გეოგრაფიას, ეკონომიკას,
ლიტერატურას და სხვა მეცნიერებებსაც, რათა საგანი უფრო მრავალფეროვანი და
მრავლისმთქმელი გახდეს. ბლოკი თვლის, რომ თავდაპირველად ისტორიის
შემოფარგლულ საზღვრებში გააზრება მომავალში დარგს პრობლემებს უქმნის,
რადგან იზღუდება თვალსაწიერი.

კიდევ ერთი შედარება, რომელიც ძირეულად განასხვავებს ორ ისტორიას, არის დრო,


პერიოდიზაცია, თუ პოზიტივისტურ ისტორიაში ისტორიკოსები განიხილავენ
კონკრეტულ დროს, მაგალითად, შუა საუკუნეებს, წარმოდგენა გვექმნება, თითქოს ის
დრო არის ბნელით მოცული, განუვითარებელი, რადგან მხოლოდ ფაქტებს ვიგებთ,
მაგრამ ანალების სკოლაში ეს ასე არ იქნება, შეიცვლება წარმოდგენა
პერიოდიზაციასთან მიმართებით, რადგან შუა საუკუნეები არ ყოფილა ერთფეროვანი
და უნაყოფო, როგორც მშრალ წყაროებშია მოცემული, არამედ ტექნიკის, მეცნიერების,
ფიზიკისა და სხვა უამრავი დარგის განვითარების ეპოქა, რომელზედაც ანალების
სკოლის ისტორიკოსები ისაუბრებენ და მეცნიერების თვალსაწიერიც, შესაბამისად,
გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ბლოკისთვის ისტორია, როგორც მეცნიერება, ადამიანების


შესწავლას ეხება, მაგრამ გარკვეულ, განსაზღვრულ დროში, ეს უკანასკნელი კი არის
ერთგვარი პლაზმა, სადაც ფენომენების დანახვა და შესწავლა შეგვიძლია, დრო
ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მისი დახმარებით კი ისტორიას
შეუძლია უფრო მდიდარი, განმსაზღვრელი და სტრუქტურული ანალიზი მოგვცეს,
ნებმისმიერ საკითხთან მიმართებით.

პოზიტივისტური ისტორიკოსი და ანალების სკოლის ისტორიკოსი არის ერთი


მონეტის ორი განსხსვავებული მხარე, პირველი, ბლოკის აზრით, „შავი მუშა“ გამოდის,
რადგან, როგორც უკვე ვახსენე, მშრალ ფაქტებს წერს და ამით ასრულებს თავის
მოვალეობას, როცა ანალების სკოლის ისტორიკოსის მოვალეობა უფრო კომპლექსური
და სრული კვლევის, ანალიზის ჩატარებაა, მან შესასწავლი საგანი უნდა გააცოცხლოს.
ამ ფუნდამენტური განსხვავებით ბლოკი გვარწმუნებს, თუ როგორი უნდა იყოს
ისტორიკოსი. რაც შეეხება ზოგადად ისტორიკოსს, იგი უნდა იყოს მიუკერძოებელი,
უემოციო, არ უნდა დაამახინჯოს ფაქტები, თავისი მოსაზრება არ უნდა შემოახვიოს
მკითხველს თავზე და, რაც ყველაზე მთავარია, გამოეყოს თავის დროს, აწმყოსა და
თავის დროინდელ ღირებულებებს, ისტორიული პიროვნება კი ისე უნდა შეაფასოს,
თითქოს თავადაც იმ პერიოდში ცხოვრობდეს, ასე უფრო რაციონალური და სწორი
იქნება შეფასება და ანალიზი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფასი დაეკარგება ანალიზსს,
რადგან თუ ჩვენი დროინდელი ღირებულებებით შევაფასებთ, შესაძლოა ის რაც
სწორია, არასწორად მოგვეჩვენოს, ეს კი ისტორიკოსისთვის დაუშვებელია. აქ
მაგალითს სახით გვხვდება ლუთერი და ბლოკი ამბობს, რომ ლუთერის გაგებას უნდა
შევეცადოთ, მისი დროიდან გამომდინარე და არა ჩვენი, თანამედროვე.

გამომდინარე ზემოთ თქმულიდან, მარკ ბლოკის „ისტორიის აპოლოგია“ არის


ერთგვარი კონტრასტი, შედარება-შეპირისპირება, რომელიც ისტორიის ორ სახეს
ეხება, მწერალს მოჰყავს მყარი არგუმენტები და მაგალითები, თუ რა და რატომ არის
ანალების სკოლა მნშვნელვოანი ისტორიისთვის, მისი დადებითი მხარეები,
რომლებიც თრგუნავს ტრადიციულ ისტორიას. ამ უკანასკნელის ნაკლოვანებები კი
ნათლად გვაჩვენებს, რატომ დაკარგა ისტორიამ თავისი კუთვნილი ადგილი სხვა
მეცნიერებათა გვერდით. ისტორიის ახლებურად გააზრება ძალიან მნიშნველოვანია,
რადგან ეს არის ანაზღაურება იმისა, რასაც ტრადიციული ისტორია გვაკარგვინებდა.
საბოლოოდ კი, ყველაზე დიდი უპირატესობა, რაც ანალების სკოლას და ისტორიის
ახლებურად განხილვას გააჩნია არის ის, რომ ისტორიას ბევრად უფრო მეტის გაკეთება
შეუძლია მსოფლიოსთვის, ვიდრე ამას ტრადიციული ისტორია აკეთებს.

გამოყენებული ლიტერატურა
1. ბლოკი, მარკ. „ისტორიის აპოლოგია“ წიგნში შესავალი თანამედროვე
აზროვნებაში 2, 156-209. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2018.

You might also like