You are on page 1of 28

როგორ დავწეროთ

ისტორია

შესავალი დისციპლინის
ისტორიასა და პრაქტიკაში
Making History

An introduction to the history


and practices of a discipline

Edited by Peter Lambert


and Phillipp Schofield

LONDON AND NEW YORK


First published 2004 by Routledge
როგორ დავწეროთ
ისტორია

შესავალი დისციპლინის
ისტორიასა და პრაქტიკაში

რედაქტორები: პიტერ ლამბერტი


და ფილიპ სკოფილდი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის


სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
როგორ დავწეროთ ისტორია/ შესავალი დისციპლინის ისტორიასა და
პრაქტიკაში - რედაქტორები: პიტერ ლამბერტი და ფილიპ სკოფილდი
(Making History/An introduction to the history and practices of a discipline - Edited
by Peter Lambert and Phillipp Schofield) ინგლისური გამოცემის ავტორიზებული
თარგმანი

საავტორო უფლება ინგლისურ გამოცემაზე: © Copyright 2004 by Routledge Taylor &


Francis Group (LONDON AND NEW YORK First published 2004 by Routledge)
ISBN 0-415- 24254-1 (hbk) ISBN 0-415-24255-X (pbk)

ყველა საავტორო უფლება დაცულია. გამომცემლის წერილობითი თანხმობის


გარეშე არ შეიძლება წიგნის რომელიმე ნაწილის ასლის გადაღება, გამრავლება
ან გავრცელება რაიმე ფორმით, ელექტრონულად ან მექანიკურად, ფოტოკოპი-
რებით ან ინფორმაციის შენახვის სხვა საშუალებით.

წიგნი ითარგმნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივე-


რსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მთარგმნელობითი გრა-
ნტის ფარგლებში.

მთარგმნელები:
მარიამ ჩხარტიშვილი,
სოფიო ქადაგიშვილი,
ზურაბ თარგამაძე
შესავალი წერილი, თარგმანის საერთო რედაქცია, კომენტარები
მარიამ ჩხარტიშვილისა

© ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის


გა-მომცემლობა, 2017

ISBN 978-9941-13-632-0

თბილისი 2017
თარგმანის რედაქტორის წინათქმა

ისტორიული ცოდნის დაგროვება უძველეს დროში, ადამიანთა საზოგა-


დოების გაჩენისთანავე იწყება. მაგრამ ისტორიის, როგორც სამეცნიერო
დისციპლინის, პროფესიონალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია ახალი
დროის მოვლენებია.
შეუძლებელია, იყო პროფესიონალი ისტორიკოსი ისე, რომ არ იც-
ნობდე ისტორიას, როგორც ცოდნის სფეროს, და არ იცოდე ამ მეცნიე-
რების მიერ განვლილი გზა. ამ რიგის მონაცემთა ფლობა პროფესიონა-
ლისათვის მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალება
როდია. ეს არის მეცნიერული საქმიანობის წარმართვისათვის აუცილე-
ბელი ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც მკვლევარს შეუძლია წარსუ-
ლის გამოცდილების გათვალისწინება და მისი შემდგომი ძიებებისათვის
გამოყენება. აქედან გამომდინარე, სრულიადაც არ არის გასაკვირი, რომ
ისტორიის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში (ხშირად უკვე – საშუა-
ლო სკოლებშიც) მოიცავს ისტორიული აზრის ისტორიის, ისტორიული
კვლევის მეთოდების, მეთოდოლოგიიის, ტექნიკის შესახებ ფაქტების
გაცნობას. უმაღლეს სასწავლებლებში ამგვარ საკითხებზე მსჯელობას
სპეციალური კურსები ეძღვნება. ძალიან ხშირად მათ ეწოდება „შესავა-
ლი ისტორიის მეცნიერებაში“; შესაძლებელია, ეს სახელწოდება ოდნავ
სახეცვლილადაც შეგვხდეს, მაგალითად, ასე: „ისტორიის მეცნიერების
შესავალი“. ამ ტიპის კურსები მიზნად ისახავს ისტორიის, როგორც სა-
მეცნიერო დისციპლინის, არსის განმარტებას. ფაქტობრივად, ჩვენ წინა-
შეა ისტორიოგრაფიული რეფლექსიის შემცველი დისკურსები, რომლე-
ბიც საშუალებას იძლევა, ისტორიულ მეცნიერებასა და ისტორიკოსის
პროფესიას „გარედან“ შევხედოთ. დამზერის ეს კუთხე კი აუცილებელია
ვითარების ღრმად შესამეცნებლად.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი-
ტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კარგა ხანია იკითხე-
ბა შესავალი ისტორიის მეცნიერებებში. 2006 წლიდან ამ კურსს პირადად
ვკითხულობ.
როცა აღნიშნული კურსის კითხვა დავიწყე, ძალიან დიდი პრობლე-
მის წინაშე აღმოვჩნდი შესაბამისი სახელმძღვანელოს უქონლობის გამო.
წიგნები, რომლებითაც მანამდე სარგებლობდნენ უნივერსიტეტში, ხელ-
6  მარიამ ჩხარტიშვილი

მისაწვდომი აღარ იყო; თანაც, ისინი არ შეესაბამებოდა ჩემს შეხედულე-


ბებს საგნის რაობაზე. მათი მიზანი მხოლოდ ისტორიული აზრის ისტო-
რიის რეპრეზენტაცია იყო. ჩემი აზრით კი, ისტორიული მეცნიერების
შესავალ კურსში ისტორიული კვლევის წარმართვისათვის აუცილებელი
უნარ-ჩვევების და მეთოდების პრაქტიკულად გამოყენების თაობაზეც
უნდა გვესაუბრა. ამ გარემოებებმა მიბიძგა, კონსპექტურად გადმომეცა
ის სალექციო კურსი, რომელსაც ვკითხულობდი. ეს წიგნი, სახელწოდე-
ბით – „ისტორიული მეცნიერების შესავალი“, დავწერე და გამოვეცი კი-
დეც 2009 წელს. ამ დროიდან მოყოლებული სწორედ ამ წიგნს იყენებენ
როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი-
ვერსიტეტის შესაბამის საგანზე დარეგისტრირებული, ისე, სავარაუდოდ
– საქართველოს სხვა უნივერსიტეტთა სტუდენტებიც. ამას მაფიქრე-
ბინებს მაღაზიებისა და სასწავლებელთა წარმომადგენლების მუდმივი
თხოვნა, მივაწოდო მათ ჩემი წიგნი; ჩემი ვებგვერდიდან სხვა ვებგვე-
რდებზე მისი ელვერსიის ხშირი „გადაქაჩვის“ ფაქტებიც, შეიძლება, იმა-
ვეზე მეტყველებდეს.
„ისტორიული მეცნიერების შესავლის“ გამოცემის შემდგომ დიდი
დრო გავიდა. წიგნი, კარგა ხანია, აღარ იყიდება. ამიტომ დავიწყე ფიქ-
რი მისი ხელახალი გამოცემის შესახებ. ოღონდ, ცხადია, მსურდა მისი
გადამუშავებული ვარიანტის შექმნა გამოქვეყნების შემდგომ გამოსუ-
ლი ლიტერატურის გათვალისწინებით; განახლება რომ აუცილებელია,
უდავოა. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს მოტივაციას ზრდიდა ეს გარემო-
ებაც: მოყოლებული 2006 წლიდან ანუ იმ დროიდან, რაც მე ამ კურსს
ვკითხულობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მასზე დარეგის-
ტრირებულ სტუდენტთა მომზადების დონე განუხრელად იზრდება. ამ
გარემოებამ მაფიქრებინა, რომ სტუდენტებისათვის უფრო ვრცელი და
რთული მასალის შეთავაზება შემეძლო. ამიტომ ვფიქრობდი ჩემი წიგნის
არა უბრალოდ შევსებულ, არამედ გართულებულ ვარიანტზე. სწორედ ამ
პროექტს ვამზადები, როცა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო
გადაწყვეტილება უცხოური სახელმძღვანელოების თარგმნის მხარდაჭე-
რის შესახებ. მაშინ გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნებოდა სახელმძღვა-
ნელოს თარგმნა. თუმც ნათარგმნი სახელმძღვანელო ისტორიის დარგში
სრულად ვერასოდეს ჩაანაცვლებს ადგილობრივს. საქმე ისაა, რომ სხვა-
დასხვა ქვეყანას ისტორიის სწავლების სხვადასხვა ტრადიცია აქვს. შე-
საბამისად, 2009 წელს გამოქვეყნებული წიგნის გადამუშავებული ვარი-
ანტის გამოცემა ჩემი სამომავლო გეგმებიდან არ ამომიღია. უბრალოდ,
ეს საქმე გადავდე წინამდებარე თარგმანის მიზეზით: ქართულენოვანი
ვერსიის მომზადება პირველი რიგის ამოცანად მივიჩნიე და შესაბამისი
განაცხადით მივმართე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
საბჭოს. საბჭომ ჩემი თხოვნა პიტერ ლამბერტისა და ფილიპ სკოფილდის
მიერ რედაქტირებულ წიგნის თარგმანის შესახებ დააკმაყოფილა. ამის
შემდგომ თსუ გამომცემლობამ დაიწყო შესაბამისი ლიცენზიის მოპოვე-
თარგმანის რედაქტორის წინათქმა  7

ბის პროცედურა. საქმე გაადვილა ამ წიგნის ერთ-ერთი რედაქტორისა


და ავტორის, ფილიპ სკოფილდის კეთილგანწყობამ. მიუხედავად იმისა,
რომ ავტორს პირადად არ ვიცნობდი, დავუკავშირდი, ავუხსენი ჩვენი სა-
ჭიროებანი და ხელშეწყობა ვთხოვე. ის მართლაც გაისარჯა, რისთვისაც
დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო მისდამი. ლიცენზიის მოპოვების
შემდგომ ჩემს ორ დოქტორანტთან ერთად შევუდექი წიგნის თარგმნას.
აუცილებლად ჩავთვალე დასავლურ წიაღში შექმნილი და დანერგი-
ლი კურსის საფუძველზე დაწერილი სახელმძღვანელოს თარგმნა, რათა
გაუცხოება, რომელიც საბჭოურ ისტორიოგრაფიულ სივრცეში მოქცევის
გამო დღემდე ახასიათებს ქართულ ისტორიოგრაფიას, ნაწილობრივ მა-
ინც აღმოფხვრილიყო. ქართველმა სტუდენტებმა დასავლეთში ისტორი-
ის სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბების ისტორია უნდა იცოდნენ
და ამ ფაქტების ფონზე უნდა განიხილონ ქართული მაგალითი, რადგან
სწორედ დასავლურ კულტურულ გარემოში განხორციელდა ისტორიის
პროფესიონალიზაცია.
დასავლურ გარემოში ამ პროფილის უამრავი წიგნია. ამის გათვა-
ლისწინებით, ცხადია, ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რატომ მაინ-
ცდამინც ეს წიგნი? აი, ამ კითხვას მინდა ვუპასუხო, უპირველეს ყოვლი-
სა. საქმე ის არის, რომ ეს წიგნი, როგორც რედაქტორ-შემდგენლებიც
აღნიშნავენ, ინოვაციურ მიდგომას გულისხმობს. კარგა ხანია, აღარა-
ვინ იყენებს ისტორიული პროცესების „ზემოდან ქვემოთ“ აღწერის მო-
დელს. აღარც დიდ ადამიანებზე ფოკუსირება ითვლება ექსკლუზიურად
მართებულად. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ისტორიოგრაფიაში ეს მი-
დგომა ინერციით დარჩა და მრავალ ნაშრომში ისტორიული დისციპლი-
ნის ისტორია აღიწერება, როგორც გამოჩენილ ისტორიკოსთა ბიოგრა-
ფიების რიგი. პიტერ ლამბერტისა და ფილიპ სკოფილდის რედაქციით
გამოსული წიგნი კი განსხვავებულია. ის პროცესებისა და კოლექტიურ
ძალისხმევათა აღწერის ამბიციური ცდაა. ბუნებრივია, ისიც ეხება ცალ-
კეულ ისტორიკოსებს და წარმოაჩენს მათ პიროვნულ ღვაწლს დარგის
განვითარებაში, მაგრამ ავტორები უფრო მეტად მაინც აზრის განვითა-
რების იმანანტურ პროცესსა და ჯგუფურ აქტივობას უტრიალებენ. ამი-
ტომ აქ წარმოდგენილ კვლევათა რეპრეზენტაციები თვისებრივად ახალი
და ზოგჯერ მოულოდნელიცაა. ამაში მკითხველი თავად დარწმუნდება,
როცა წიგნს საფუძვლიანად გაეცნობა. თუმც, შესაძლოა, ერთი შეხედვი-
თაც შეექმნას გარკვეული წარმოდგენა, თუნდაც – სარჩევით, რომელიც
ცხადყოფს ნაშრომის მეტად თავისებურ სტრუქტურას: ეს, ცხადია, საკი-
თხის ახლებური გააზრების გამოხატულებაა.
მართალია, წიგნი ისტორიის დარგის პროფესიონალიზაციისა და ინ-
სტიტუციონალიზაციის ისტორიას ევროპის ზოგი ქვეყნისა და ამერიკის
შეერთებული შტატების მაგალითზე წარმოგვიდგენს, მაგრამ ეს ქართვე-
ლი მკითხველისათვის უაღრესად აუცილებელი ფონია. მიუხედავად
იმისა, რომ ისტორიული ცოდნის გადაცემას ყველა ხალხი, მათ შორის,
ქართველობაც, ყველა დროში განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდე-
8  მარიამ ჩხარტიშვილი  

ბოდა, დარგის პროფესიონალიზაციის სპეციფიკური პროცესის ფესვე-


ბი სწორედ განხილულ ქვეყნებშია საძიებელი. ამასთან, წიგნისეული
მიდგომა და ინდიკატორები ქართული მაგალითის აღწერისათვისაც გა-
სათვალისწინებელია. ეს საშუალებას მოგვცემს, სრულიად ახლებურად,
ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით, გავიაზროთ საქართველოში
ისტორიული მეცნიერების განვითარება.
ნაწილობრივ, სწორედ ამ ახლებური გააზრების გამო, ეს წიგნი ძა-
ლიან რთული სათარგმნელია. საქმე ისაა, რომ სამეცნიერო ცხოვრების
აღწერილი რეალობანი არცთუ იშვიათად ქართული სინამდვილისათვის
უცხოა. შესაბამისად, ძნელდება ქართველი მკითხველისათვის თარგ-
მანის წარდგენა სათანადო კომენტარის გარეშე. თავს იჩენს ტერმინთა
გადმოღების პრობლემაც. ავტორთა წერის მანერაც რამდენადმე უჩვე-
ულოა ქართული სამეცნიერო დისკურსისათვის. მაგალითად, მეტაფო-
რების უხვი გამოყენება, ლიტერატურული გმირების დამოწმება. ყველა-
ფერი ეს ქვემოთ წარმოჩნდება, მაგრამ სიცხადისათვის ზოგ შემთხვევას
აქაც განვიხილავ. მაგალითად, ამ წიგნის ერთ-ერთი ავტორი ისტორიაზე
სხვა დარგების გავლენის ფარული გავრცელების ფაქტს აღწერს, რო-
გორც – ისტორიის ტერიტორიაზე კონტრაბანდის შემოტანას. ამასთან,
არც „ტერიტორია“ და არც „კონტრაბანდა“ ბრჭყალებში არაა ჩასმული.
ისტორიის წერასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, კვლავ ბრჭყალების
გამოუყენებლად, ერთ-ერთი ავტორი უწოდებს „ინტელექტუალურ სა-
პყრობილეს“, ამ წესებს დამორჩილებულ ისტორიკოსებს კი – „საპყრო-
ბილის ტუსაღებს“. სხვა ავტორი იყენებს გამოთქმას – „მჯღაბნელი ქა-
ლების წყეული ბრბო“. ამერიკელ მწერალს, ნათანიელ ჰოთორნს რომ
ეკუთვნის ეს ფრაზა, ნათქვამია, მაგრამ კონტექსტი მითითებული არ
არის. სავარაუდოდ, დასავლური უნივერსიტეტების ბაკლავრიატის სტუ-
დენტებისათვის ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენთან ის, ცხადია, არ ესმით, და
არა – მხოლოდ სტუდენტებს. ამ ფრაზის გაგება შესაბამისი კულტურის
და კონტექსტის ცოდნას მოითხოვს, კერძოდ, ეს არის ფრაზა მწერლის
ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელშიც იგი საზოგადოებრივი გემოვნების
დაქვეითებაზე საუბრობს: მკითხველი უნიჭო მწერალ ქალებს („მჯღა-
ბნელ ქალთა ბრბოს“) მოუნუსხავთ და ამ ვითარებაში წარმატების არა-
ვითარი შანსი აღარ რჩება.
ცხადია, ყოველივე ამის ცოდნა ქართველი მკითხველისთვის სავა-
ლდებულო არ არის, თუმც, კარგი იქნებოდა, სცოდნოდა. აქ, დაახლო-
ებით, ისეთივე სიტუაცია გვაქვს, ვინმემ რომ დაწეროს, „თათქარიძეო-
ბა ქართული მენტალობიდან არ ამოშლილაო“. ქართველი მკითხველი
ავტორისა და ნაწარმოების დასახელების გარეშეც მიხვდება, რა სული-
ერ მდგომარეობაზე მიანიშნებს „თათქარიძე“ და „თათქარიძეობა“. მა-
გრამ ამ მხატვრული სახის გაგებისათვის არა მხოლოდ ქართული ენის,
არამედ ქართული კულტურის ცოდნაა საჭირო.
ზემოთ დასახელებულთა მსგავსი შემთხვევები ამ წიგნში სხვაც ბევ-
რია. ცხადია, ეს ამშვენებს წიგნს და მისი სიმდიდრეა, რადგან მკითხველი
თარგმანის რედაქტორის წინათქმა  9

ფართო კონტექსტს ჭვრეტს, თუმც სწორედ ასეთ შემთხვევათა სიმრა-


ვლე ართულებს თარგმნას, რადგან მათი კომენტარის გარეშე დატოვება
შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი ინფორმაციის მოძიება
გადაულახავი სირთულე როდია ინტერნეტის მომხმარებელი მკითხვე-
ლისათვის. ოღონდაც ძიება, დროის გარდა, ინგლისური ენის სათანადო
ცოდნასაც მოითხოვს. ამ წიგნის მკითხველი კი სწორედ ისაა, ვისაც ჯერ-
ჯერობით ეს არ ძალუძს. ამიტომ კომენტარი ამგვარ ადგილებსაც და-
ვურთეთ. რახან კომენტარებზე ჩამოვარდა სიტყვა, ბარემ აქვე ვიტყვი
მათი შერჩევის თაობაზე: თარგმანის ყოველ მონაკვეთში მკითხველი
ნახავს ჩემს კომენტარებს. შინაარსის თვალსაზრისით ისინი სრულიად
განსხვავებულია: ზოგი დედანში ინგლისურისაგან განსხვავებულ ენაზე
წარმოდგენილი სიტყვის განმარტებას ეხება, ზოგჯერ ავტორთა მიერ გა-
მოყენებულ რთულ მეტაფორებს; შენიშვნებში ხშირად წარმოდგენილია
ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც ქართველ მკითხველს უცხო
კულტურულ გარემოში შექმნილი ტექსტის ადეკვატური გაგების საშუ-
ალებას მისცემს და ა.შ. ამ წიგნის უპირველეს მკითველად მოაზრება
სტუდენტობა, მაგრამ სრულიადაც არაა გამორიცხული, რომ პროფესი-
ონალთა წრეშიც ის ინტერესის საგანი გახდეს. ამიტომ, შესაძლოა, ზოგი
მკითხველისათვის კომენტარების ნაწილი ზედმეტი იყოს, თუმც ზოგმა
არათუ არსებულნი არ ჩათვალოს ზედმეტად, დამატებით ბევრი ადგი-
ლისათვისაც მოისაკლისოს განმარტება. ეს დამოკიდებულია, ცხადია,
თავად მკითხველზე, მის თვალსაწიერზე და მის მიზნებზე. მე შევეცადე,
როგორღაც შუალედური პოზიცია დამეკავებინა: საკმაოდ ბევრი ადგილი
სათანადო შენიშვნით არის აღჭურვილი, თუმც, ცხადია, ყველაფერი არ
განმიმარტავს; მაგალითად, წიგნში დასახელებული ყველა პიროვნების
ბიოგრაფიული მონაცემები წარმოდგენილი არა არის. ამგვარი შენიშვნა
კეთდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა ტექსტის გაგება ადეკვატურად სხვა-
გვარად შეუძლებელი ჩანდა.
წიგნი ლექსიკურად უაღრესად მდიდარია. ზოგჯერ გვხდება ისეთი
სიტყვები, რომლებიც შეიძლება მანაც კი იშვიათად გამოიყენოს, ვისთვი-
საც ინგლისური მშობლიურია. თუმც პრობლემას ქმნიდა არა ამ სიტყვე-
ბის თარგმნა, არამედ ყველასათვის კარგად ცნობილი საერთაშორისო სი-
ტყვების გადმოღება, იმ სიტყვებისა, რომელთაც ქართულშიც ვიყენებთ,
ოღონდ – განსხვავებული მნიშვნელობით: მაგალითად, სიტყვა „პოპულა-
რული“ – popular. ქართულად ამ სიტყვის მნიშვნელობა ყველამ კარგად
იცის: ის ნიშნავს საყოველთაოდ მიღებულს, ცნობილს, ე.ი. ხარისხიანსა
და კარგს. თუმც ამ წიგნში „პოპულარული“ ნიშნავს ისეთ ისტორიკოსს,
რომელიც ფართო მკითხველისთვის ამზადებს ისტორიულ მასალას. ასე-
თი ისტორიკოსი შეიძლება სამეცნიერო დაწესებულებაშიც მუშაობდეს,
თუმც, როგორც წესი, ის აკადემიური სივრცის მიღმა მოღვაწეობს. ზო-
გიერთი განმარტების მიხედვით, „პოპულარული“ ისტორიკოსი სამეც-
ნიერო არენას ანუ უშუალოდ კვლევას ერთგვარად ჩამოშორებულია და
10  მარიამ ჩხარტიშვილი  

კულტურის კომენტატორია. ეს სიტყვა სხვა კონტექსტითაც იხმარება,


რის გამოც, უმჯობესია, ქართულად გადმოვიტანოთ „მასობრივად“ ან
„სახალხოდ“, და არა – „პოპულარულად“, რადგან, ვიმეორებ, ქართულში
ამ უკანასკნელს უკვე დაუმკვიდრდა გარკვეული გაგება და მკითხველს
ამ სიტყვის უთარგმნელად გადმოტანა ნამდვილად დააბნევს.
კიდევ უფრო რთულია ქართულისთვის მოსარგებად სიტყვა „public“
– „საზოგადო“ ან „საზოგადოებრივი“. თუმც მისი ასე თარგმნა ქართუ-
ლად ყოველთვის როდი ამართლებს. ადრე ის გადმოიცემოდა სიტყვით
– „საჯარო“. მაგალითად, იყო საჯარო ბიბლიოთეკა, საჯარო სკოლა
ანუ ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი სასწავლებელი...
“Public historian” სამეცნიერო დაწესებულების გარეთ მომუშავე ადამია-
ნია, რომელსაც გარკვეული ისტორიის სფეროში გარკვეულ ოსტატობას
ფლობს. მაგალითად, ასეთია მუზეუმის თანამშრომელი. ამ შემთხვევაში
თარგმნას ის ართულებს, რომ ჩვენში ასე მკაფიო განსხვავება არ არის
მკვლევარ ისტორიკოსსა და იმ პიროვნებას შორის, რომელიც კვლევის
შედეგებს რაიმე ფორმით იყენებს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის.
დიდი სირთულე შექმნა ამ წიგნში ისე ხშირად ხმარებულმა სიტყვა-
მაც, როგორიც არის „აკადემია“; ფრაზებმა – „აკადემიური ისტორიკოსე-
ბი“, „აკადემიაში შექმნილი ისტორია“ და ა.შ. ჩვენში „აკადემია“ სრული-
ად გარკვეულ ინსტიტუციას ეწოდება. ამ წიგნის ავტორებისათვის კი ეს
არის სამეცნიერო დაწესებულებების ვირტუალური ერთობლიობა. წიგნ-
ში „აკადემიური“ არსებითად ნიშნავს პროფესიულს. ავტორები მკაფიოდ
მიჯნავენ ერთმანეთისგან იმ ისტორიკოსს, რომელიც მოღვაწეობს სა-
მეცნიერო დაწესებულებაში, და იმას, რომელიც საქმიანობს (თუნდაც ძა-
ლიან მაღალ დონეზე) ამგვარი დაწესებულების მიღმა. მიჩნეულია, რომ
მხოლოდ პირველნი იზიარებენ უმთავრეს პუნქტებს იმ ეთიკურ-პრო-
ფესიული კოდექსისა, რომელიც დარგის დამფუძნებელი ისტორიკოსთა
თაობის მიერ დადგინდა და გულისხმობს გარკვეულ დამოკიდებულებას
წყაროებისა და სპეციალური ლიტერატურის, აგრეთვე – დამკვეთთა
მიმართ. შესაბამისად, სიტყვა „აკადემიურს“ ჩვენ კონტექსტის გათვა-
ლისწინებით ვთარგმნით „სამეცნიეროდ“, „პროფესიულად“, ხანაც – „სა-
სწავლოდ“. „აკადემია“, როგორც სამეცნიერო დაწესებულების აღმნიშ-
ვნელი ზოგადი ტერმინი, უნივერსიტეტსაც შეიძლება გულისხმობდეს.
ამიტომ ორიგინალისეული „აკადემიის“ შესატყვისად ზოგჯერ უნივერსი-
ტეტიც შეიძლება გამოვიყენოთ.
სირთულეები, ერთი შეხედვით, ყველაზე ადვილად სათარგმნელ
ადგილებს რომ უკავშირდება, კარგად ჩანს ამ წიგნის სათაურითაც. მისი
პირველი ნაწილი არის Making History ანუ სიტყვასიტყვით – „ისტორიის
კეთება“. ცხადია, ზუსტი თარგმანი ამ შემთხვევაში არ გამოგვადგებოდა,
რადგან „ისტორიის კეთება“ ქართველმა მკითხველმა შეიძლება „ისტო-
რიის გამოგონებად“ ანუ არაობიქტური ისტორიის შექმნად გაიგოს. სწო-
რედ ამიტომ სათაურის პირველი ნაწილი ითარგმნა არა სიტყვა-სიტყვით,
არამედ ქართულ სინამდვილეში მისი გააზრების გათვალისწინებით.
თარგმანის რედაქტორის წინათქმა  1 1

ქართულ ისტორიოგრაფიაში ახალი ეპოქის აღსანიშნავად ორ შესი-


ტყვებას იყენებენ: „ახალი ისტორია“ და „უახლესი ისტორია“. ეს, არსები-
თად, ფარდია ტერმინებისა: “Modern History”, “Contemporary History”. მიუ-
ხედავად ამისა, ეს ტერმინები დამკვიდრებული ქართული ტერმინებით
კი არ გადმოგვაქვს, არამედ, როგორც – „მოდერნული ისტორია“ და „თა-
ნამედროვეობის ისტორია“. ჯერ ერთი, თვალსაჩინო უნდა იყოს მოდერ-
ნული ისტორიის კავშირი მოდერნიზაციის პროცესთან. ამასთან, “Modern
History”-ს გარდა, დასავლურ ისტორიოგრაფიულ დისკურსს აქვს ტერმინი
“New History”, რომელიც სრულიად განსხვავებული ისტორიული, უფრო
ზუსტად, ისტორიოგრაფიული, ვითარების აღსაწერად გამოიყენება. ამი-
ტომ სიტყვა „ახალი“ არ გამოვიყენეთ “Modern History“-ს გადმოსაცემად.
ამ წიგნში უამრავი საკუთარი სახელი გვხვდება პირთა თუ გეოგრა-
ფიულ ადგილთა აღსანიშნავად. ცხადია, ეს არც ამ წიგნის პრობლემაა,
არც მხოლოდ ქართული რეალობისა. არ არსებობს საყოველთაო კონსე-
ნსუსი: რა უფრო მიზანშეწონილია, საკუთარ სახელი ორიგინალის დაწე-
რილობის, გამოთქმის მიხედვით გადმოვიტანოთ თუ თარგმანის ენის კა-
ნონზომიერებათა გათვალისწინებით? ვთქვათ და, შევთანხმდით ყველა-
ფერ ამასთან დაკავშირებით და შევიმუშავეთ ჩვენი დამოკიდებულება:
რა მოვუხერხოთ ტრადიციას, რომელიც სხვა პრინციპს ან პრინციპებს
ემყარება? ან: რა შეიძლება ჩაითვალოს ტრადიციად? რამდენად „ტრადი-
ციულია“ ოცდაათი, ორმოცი წლის წინ გამოცემული საცნობარო ლიტე-
რატურა; ან საკუთარი სახელის ამა თუ იმ ფორმის ცალკეულ ავტორთა
მიერ რამდენჯერ გამეორება რამდენად არის საკმარისი იმისათვის, რომ
ტრადიციის ჩამოყალიბებაზე ვილაპარაკოთ? ასე რომ, აქ, მართლაც,
ბევრი პრობლემაა. თვალსაჩინოებისათვის მაგალითს აქაც მოვიყვან:
ამ წიგნის ერთ-ერთ შემდგენელ-რედაქტორს „პიტერი“ ჰქვია – ყოველ
შემთხვევაში, ჩვენ ასე გადმოვიტანეთ. თუმც ამ სახელის ქართული შე-
სატყვისი ტრადიციულად „პეტრეა“. მიუხედავად ამისა, მიუღებლად მო-
გვეჩვენა, გვარ „ლამბერტისათვის“ „პეტრე“ დაგვეწყვილებინა: ამიტომ
ორიგინალის ენის გამოთქმის მიხედვით „პიტერ“ დავწერეთ. თუმც ორ-
გინალის ენის გამოთქმის შენარჩუნების პრინციპი ბოლომდე რომ ვერ
დავიცავით, აშკარაა. იგივე შეიძლება ითქვას გვარ „სტრონგთან“ და-
კავშირებითაც. გამოთქმის მიხედვით, უნდა იყოს „სთრონგი“. ჩვენ მა-
ინც პირველი ფორმა დავინარჩუნეთ ქართულში უკვე დამკვიდრებულ
„არმსტრონგის“ გავლენით.
დედანში ავტორები საკუთარი აზრის აქცენტირებისათვის ხშირად
იყენებენ კურსივს, რაც, ცხადია, თარგმანშიც გადმოტანილია. მაგრამ
ისინი იმავე მიზნით დიდ ასოებსაც იყენებენ. ქართულში ამის საშუალე-
ბა, ცხადია, არ არის. ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაშიც კურსივს ვიყენებთ.
ავტორები ასახელებენ მრავალ გამოკვლევას შენიშვნებსა და ხში-
რად – თავად ტექსტშიც. ტექსტში დასახელებულ ნაშრომთა სათაურე-
ბს ვთარგმნით, შენიშვნებში მითითებულ სახელწოდებებს კი, ცხადია,
არა, რათა მოწადინებულმა მკითხველმა ორიგინალი იოლად მოიძიოს.
12  მარიამ ჩხარტიშვილი  

ძირითად ტექსტში მოცემულ ჟურნალთა სახელწოდებებს ამავე მიზე-


ზით უთარგმნელად ვტოვებთ, რადგან ყველა მათგანი შეიძლება შენიშ-
ვნებში მითითებული არ იყოს, თანაც ამ სათაურების გაგება, უმეტესად,
იოლია. ინგლისურ ტექსტში ჩართული უცხოენოვანი სიტყვები (ვთქვათ,
გერმანული, ფრანგული...) დატოვებულია უცვლელად, რათა ორიგინა-
ლისეული ნიუანსი არ დაიკარგოს, მაგრამ შენიშვნაში მისი მნიშვნელობა
განმარტებულია.
ორიგინალის ტექსტს ერთვის შენიშვნები, გაბმული ნუმერაციით
ყოველი თავის ბოლოს. აქ, ლიტერატურის გარდა, კომენტარებიცაა.
დედნისეული შენიშვნებისაგან განსასხვავებლად ჩემი შენიშვნები ვარ-
სკვლავით მოვნიშნე და უშუალოდ ტექსტის ქვემოთ, ფურცლის ბოლოს
წარმოვადგინე.
ცხადია, არც ერთი ამგვარი ნაშრომი არ არის დაზღვეული ხარვეზე-
ბისაგან. ყველა საქმიან შენიშვნას დიდი მადლიერებით მივიღებთ.

მარიამ ჩხარტიშვილი
თბილისი
ოქტომბერი, 2016 წელი

8

9

1

შინაარსი 1



1

თარგმანის რედაქტორის წინათქმა 5 1
ავტორები 15 მ
მადლიერების ნიშნად 18 1

შესავალი 19
პიტერ ლამბერტი, ფილიპ სკოფილდი19 1

პირველი ნაწილი 1
ისტორიის პროფესიონალიზაცია 27

1. ისტორიის ინსტიტუციონალიზაცია და ორგანიზება 31 ნ
რობერტ ჰარისონი, ალედ ჯონსი, პიტერ ლამბერტი31 ს
2. მეთოდოლოგია: „მეცნიერული“ ისტორია და 1
ობიექტურობის პრობლემა 55 პ
რობერტ ჰარისონი, ალედ ჯონსი, პიტერ ლამბერტი55 1
3. პოლიტიკური ისტორიის პირველობა 71 გ
რობერტ ჰარისონი, ალედ ჯონსი და პიტერ ლამბერტი71 1
პირველი ნაწილის დასკვნა 94 უ
მეორე ნაწილი 2
სთეითისტური* პარადიგმის გამოწვევები 99 ს

4. ბრიტანული ეკონომიკური ისტორიის წარმოშობა

(დაახლოებით 1880-1930 წლები) 105
ფილიპ სკოფილდი105
5. ანალების სკოლა და საისტორიო მწერლობა 123
მაიკლ რობერტსი123
6. სოციალური ისტორია გერმანიაში 143 *
პიტერ ლამბერტი143
7. ახალი „სოციალური ისტორია“ ამერიკაში 165
რობერტ ჰარისონი165

*  დედანშია statist paradigm. „სთეითიზმი“ პოლიტიკურ მეცნიერებებში ნიშნავს


იმის რწმენას, რომ სახელმწიფომ გააკონტროლოს ეკონომიკა და სოციალუ-
რი პოლიტიკა. ამ შემთხვევაში ტერმინი გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რომ
ისტორიკოსის რეპრეზენტაციის ცენტრში სახელმწიფოა.
14  შინაარსი  

მესამე ნაწილი
ინტერდისციპლინურობა 181
8. ისტორია და ფსიქოანალიზი 186
სიენ ნიკოლასი186
9. ისტორია და სოციოლოგია 204
რობერტ ჰარისონი204
10. ისტორია და ანთროპოლოგია 220
ჯონ დევიდსონი220
11. ისტორია და ლიტერატურა 236
ტიმ ვუდსი236

მეოთხე ნაწილი
სოციალური მოძრაობები და თეორია ისტორიაში 253

12. ისტორია და მარქსიზმი 260


ფილიპ სკოფილდი260
13. ქალთა ისტორია და გენდერის ისტორია 275
მაიკლ რობერტსი275
14. ისტორია, იდენტობა და ეთნიკურობა 292
ჯონ დევიდსონი292
15. ისტორიკოსები და ბრიტანეთის „ახალი“ ისტორია 311
პოლ ო’ლირი311
16. პოსტმოდერნიზმი და ლინგვისტური შემობრუნება 328
მაიკლ რობერტსი328

მეხუთე ნაწილი
სამეცნიერო დაწესებულებათა მიღმა 349

17. ისტორიკოსები და კინო 354


პიტერ მისკელი354
18. მასობრივი კულტურა და ისტორიკოსები 369
გარეთ უილიამსი369
19. ისტორია და „სამოყვარულო“ ისტორია 389
უილიამ დ. რუბინშტეინი 389
20. ისტორია და მემკვიდრეობა 405
სუზან დევისი405

დასკვნა
ისტორია და ძალაუფლება 420
პიტერ ლამბერტი და ფილიპ სკოფილდი420
თავი 1

ისტორიის ინსტიტუციონალიზაცია
და ორგანიზება

რობერტ ჰარისონი, ალედ ჯონსი, პიტერ ლამბერტი

ისტორია, როგორც დისციპლინა, დაეფუძნა თავის მყარ ინსტიტუცი-


ურ ბაზისსა და პროფესიულ სტრუქტურას. ისტორია უნდა გამიჯვნოდა
ძველ, მეზობელ დისციპლინებს: მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლებოდა
ისტორიკოსის შრომისა და ისტორიკოსთა მომავალი თაობის წვრთნი-
სათვის გაწეული ხარჯების გამართლება. კონტინენტურ ევროპაში, ბრი-
ტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაფერი ეს მეცხრამე-
ტე საუკუნეში განსხვავებულ საწყისებზე, სხვადასხვა სისრულითა და
წარმატებით განხორციელდა. ისტორიის, როგორც დისციპლინის, შეს-
წავლის მნიშვნელობა იმის ჩათვლით, როგორ არის ის ორგანიზებული,
ისტორიკოსებმა ახლახან გააცნობიერეს. თუმც, როგორც თეოდორ
შიდერი მიუთითებდა, ყველა პროფესიონალი ისტორიკოსი მუშაობ-
და ორგანიზებული სისტემის შიგნით. უნივერსიტეტთა ფაკულტეტები
და დეპარტამენტები, სემინარები, ინსტიტუტები და საზოგადოებები,
კონფერენციები და სიმპოზიუმები, ბიბლიოთეკები და არქივები, რაც
ისტორიკოსებისათვის დღეს თავისთავად საგულისხმებელია, ისტორი-
ული პროცესის შედეგია. პროფესიონალი ისტორიკოსისათვის მათი არ-
სებობა აუცილებელი იყო და არის, მაგრამ მათი განვითარების გზებიც
ხელს უწყობდა ისტორიის არსებული სტილისა და შინაარსის ფორმი-
რებას. შიდერი მიუთითებდა. რომ ისინი აწესებდნენ ერთგვაროვნების
იმ საზომს, რომლითაც სარგებლობდნენ პრაქტიკოსი ისტორიკოსები:
ამ „უმძლავრეს აპარატურას“ (ის ამსგავსებდა იმპოზანტურ შენობას)
ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც იწვევდა დეპრესიას, ზღუდავდა ყოველი
ცალკეული ისტორიკოსის უშუალობას.1 პროფესიონალ ისტორიკოსთა
დამფუძნებელი თაობის მიერ საკუთარი თავისათვის დაწესებულმა და
მემკვიდრეებისათვის გადაცემულმა ამგვარმა შეზღუდვებმა შექმნა საე-
რთო გამოცდილება, ერთიანობა, რომელიც ხელს უწყობდა თვითცნობი-
ერი ერთობის ჩამოყალიბებას.

გერმანია

ისტორიის შესწავლა ან წარსულის შესახებ წერა ერთია, ხოლო აღიარება


და პატივი – მეორე. ეს მოითხოვს განსაზღვრას და აღიარების ფორმალურ
ატრიბუტებს. ისტორიკოსები ერთმანეთსაც და სხვებსაც, უწინარესად,
32  პ ი ტ ე რ ლ ა მ ბ ე რ ტ ი , ფ ი ლ ი პ ს კ ო ფ ი ლ დ ი 

იმ ადამიანთა დისკრეტულ ორგანიზმად უნდა აღიქვამდნენ, რომლებიც


გამორჩეულად ირჯებიან. ეს კრიტერიუმი რომ დაკმაყოფილებულიყო,
ისტორიის პროფესორის ტიტული ან უნივერსიტეტის სტუდენტობა მე-
ცხრამეტე საუკუნეში საკმარისი – არა, თუმც აუცილებელი წინაპირობა
გახდა. მართალია, მეთვრამეტე საუკუნის გერმანიის უნივერსიტეტებ-
ში უკვე დასტურდება პრაქტიკოს ისტორიკოსთა მოღვაწეობა, მაგრამ,
საზოგადოდ, ესენი იყვნენ უსახელო პიროვნებები. ისტორიის პირველი
კათედრა მხოლოდ 1804 წელს დაფუძნდა. მეცხრამეტე საუკუნის პირვე-
ლი ათწლეულები, პირობითად, ის დროა, როცა შესაძლებელია ისტორი-
ის პროფესიონალიზაციაზე საუბარი. საუკუნის შუა ხანებისათვის ცხრა
უნივერსიტეტში ისტორიის ოცდარვა პროფესორი საქმიანობდა. სამოცი
წლის შემდეგ ისტორიას არანაკლებ 185 პროფესორი ასწავლიდა. მათი
რაოდენობა იზრდებოდა მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებამდე, რომე-
ლმაც 1931 წელს პიკს მიაღწია – არსებობდა ისტორიის 238 პროფესორი.
პროფესორთა რანგობრივი შემადგენლობა გულისხმობდა თანამდე-
ბობის პირთა ელიტას – კათედრების რეპუტაციამოხვეჭილ გამგეებს –
Ordinarien-ს. ესენი იყვნენ გამოჩენილი ოსტატები, რომელთაც გერმანე-
ლი ისტორიკოსები უწოდებდნენ „გილდიას“ (die Zunft), მკვლევართა წა-
რმოსახვით ერთობას, რომელმაც თანდათანობით განავითარა მიღების
წესები და რიტუალები. თავად სიტყვა „გილდია“ მაჩვენებელი იყო იმისა,
თუ როგორ ხედავდნენ წარსულს ისინი, ვინც ეს სიტყვა შექმნა. პროფე-
სიონალიზაციისა და სამეცნიერო სპეციალიზაციის უაღრესად მოდერ-
ნულ პროცესებს ეს სიტყვა კურიოზულად წინარემოდერნულ ელფერს
ანიჭებდა. გილდიათა შეგირდები იყვნენ ხარისხის მქონე სტუდენტები,
რომლებიც შეირჩეოდნენ და საბოლოოდ ფასდებოდნენ Ordinarien-ის
მიერ. გილდიაში დაშვებისათვის საზოგადოდ აუცილებელი იყო, სტუდე-
ნტებს წარედგინათ არა ერთი, არამედ – ორი სადოქტორო დისერტაცია.
მეორე მათგანი – Habilitation ნამდვილად მაღალხარისხოვანი ნაშრომი
იყო. მისი წარმატებით დაცვა სტუდენტს აძლევდა სამეცნიერო კარიერი-
სათვის საჭირო კვალიფიკაციას. იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ
Ordinarien იყო ტენუარი (ანუ სხვა სიტყვებით, სამსახურის შენარჩუნება
დაცული იყო) და გერმანიიის უდიდესი ისტორიკოსებიც კი Ordinarien-
ობას, ჩვეულებრივ, ოცდაათიდან ორმოცი წლის ასაკამდე აღწევდნენ,
შეგირდობის პერიოდი გრძელდებოდა. ეს ფინანსური შეჭირვების ხანაც
გახლდათ. თუმც რამდენიმე იღბლიანი, რომელნიც შეძლებდნენ უკვე
დაფუძნებულ კათედრათა მოპოვებას, მატერიალურად უზრუნველყო-
ფილი იყო.2 1900 წლისათვის Ordinarius-ში ყველაზე დაბალი ხელფასი
დაწყებითი სკოლის მასწავლებლის გაოთხმაგებულ ხელფასს უდრიდა.
და თუ ეს კომფორტია, მაშინ ის გარემოება, რომ Ordinarius-ის საშუალო
ხელფასი დაბალს – ორჯერ, ხოლო უმაღლესი, დაახლოებით, შვიდჯერ
აღემატებოდა, უკვე ერთგვარი ფუფუნებაა. პროფესორებს საკუთარი
შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდა შეეძლოთ არა მხოლოდ საკუთა-
რი წიგნების გაყიდვით, არამედ იმ საწევროებითაც, რომლებიც უნდა
ისტორიის ინსტიტუციონალიზაცია და ორგანიზება  3 3

გადაეხადათ სტუდენტებს მათი „კერძო“ ლექციების მოსმენისათვის.


ამგვარად, დიდ ისტორიკოსებს თავიანთი ადგილი ეპყრათ გერმანიის
მდიდართა ელიტაში. ელიტური სტატუსი მტკიცდებოდა ტიტულით –
„სახელმწიფო მრჩეველი“ (Geheimrat): ეს ტიტული ენიჭებოდა იმ ისტო-
რიკოსებს, რომელთა სამეცნიერო თანამდებობებსაც განაპირობებდა
მათი პოლიტიკური კეთილსაიმედოობა და ზოგჯერ – არისტოკრატიული
ტიტულებიც. ცოტა ისტორიკოსი თუ იამაყებდა ტახტთან სიახლოვით.
სხვები, ბერლინელი ისტორიკოს ფრედერიკ მაინიკეს მსგავსად, მდიდა-
რთა ცოლებთან ერთად წარმართავდნენ სალონებს.
რატომ განხორციელდა ისტორიის პროფესიონალიზაცია პირველად
გერმანიაში? რატომ გახდა ეს პროფესია ასე პრესტიჟული და ვინ იყვნენ
მისი წარმომადგენლები? ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რამ განაპირობა
ისტორიკოსის პარადიგმული პროფესიის ჩამოყალიბება?
გერმანიაში ისტორიამ საკუთარი იდენტობის დადგენის, ფაქტობ-
რივად, ორი განსხვავებული ფაზა განვლო. მათ ერთმანეთისაგან მიჯ-
ნავს საფრანგეთის რევოლუცია. გვიანი განმანათლებლობის პერიოდში
ლოკალიზებული და განმანათლებლობის ღირებულებებით აღბეჭდილი
პირველი ფაზა საერთოდ რომ არსებობდა, ახლახან გააცნობიერეს.3 გან-
წყობა, რომ მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი ისტორიკოსი, ლეოპოლდ
ფონ რანკე „ისტორიის მამად“ მიეჩნიათ, დიდი ხნის განმავლობაში აბრმა-
ვებდა ისტორიკოსებს, ისინი ვეღარ ამჩნევდნენ ამ დარგის ჩამოყალიბე-
ბაზე მოქმედ უფრო ადრეულ იმპულსებს. რანკემ ოსტატურად მოახერხა
საკუთარი თავის, როგორც ისტორიისადმი სრულიად ახალი მიდგომის
შემომღების, დამკვიდრება. მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში მისი
მოსაზრებები საზოგადო მნიშვნელობისად მიაჩნდათ. თუმც ჯერ კიდევ
მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული, 1734 წელს დაარსე-
ბულ გოტინგენის უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ისტორიულად მოაზრო-
ვნე მკვლევართა ერთი ჯგუფი (აღსანიშნავია იოჰან კრისტოფ გათერერი
და ოგიუსტ ლუდვიგ შლეცერი), რომელიც შოტლანდიური განმანათლებ-
ლობის დიდ გავლენას განიცდიდა. შოტლანდიელი მოაზროვნეებისაგან
მათ ისესხეს არა მხოლოდ ბუნების კანონებისა და პროგრესის რწმენა,
აბსოლუტიზმის სიძულვილი და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლო-
ბის ვალდებულება, არამედ გაცნობიერებული გადაწყვეტილებაც, რომ
ისტორიულად გამოეკვეთათ იდეებისა და იდეალების ეს ერთობლიობა.
ამის შედეგია შრომები, რომლებშიც განირჩევა ეკონომიკური, სოციალუ-
რი და კულტურული ისტორიის ელემენტები. მაგრამ თუ შოტლანდიურმა
განმანთლებლობამ ვერ შეძლო ისტორიული პრაქტიკის ორგანიზაციულ
და ინსტიტუციურ მხარეზე კვალის დაჩნევა, გოტინგენში არსებული ზო-
გიერთი სამუშაოს აღწერილობა შეიცავს სპეციფიკურ მითითებას ისტო-
რიის კვლევებზე. ამ ადრეულმა მონაპოვარმა ხელი შეუწყო იდეების გა-
ცვლას ინსტიტუციური ბაზისის შექმნისათვის. პირველივე ისტორიული
ჟურნალები, განსაკუთრებით, გათერერის „ისტორიული ბიბლიოთეკის
ალმანახი“ (Allgemeine Historische Bibliothek), იძლეოდა სივრცეს ისტორი-
34  პ ი ტ ე რ ლ ა მ ბ ე რ ტ ი , ფ ი ლ ი პ ს კ ო ფ ი ლ დ ი 

ული ლიტერატურის მიმოხილვისათვის. უფრო მეტიც, სწორედ ამ ვითა-


რებაში შეიქმნა საგანგებო ისტორიული მეთოდოლოგია. მისი მთავარი
მახასიათებლები, უწინარესად, იყო რაციონალიზმის საფუძველზე ჩატა-
რებული ისტორიული წყაროების კვლევა, შემდგომ კი – ისტორიულ წყა-
როთაგან მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება, რაც ეთანხმებოდა
ისტორიის, როგორც ერთიანი პროცესის, გაგებას. საერთო მიზანი მკი-
თხველი საზოგადოების განათლება გახლდათ. გოტინგენელ ისტორიკო-
სებს სწამდათ, რომ ისტორიას შეეძლო და კიდეც უნდა მოეცა ინფორ-
მაცია პოლიტიკისადმი თანამედროვე მიდგომების ჩამოსაყალიბებლად:
ისტორია იძლეოდა ცხოვრებისეულ მაგალითებს.
პროფესიონალიზაციის მეორე ფაზამ განმანათლებლობის პროექტის
დასრულება მარტივად ვერ მოახერხა. ყველაფერი ეს რადიკალურად გა-
ნსხვავებული ინტელექტუალური კლიმატის პირობებში მიმდინარეობ-
და, რის გამოც განსხვავებული იყო პასუხები იმ კითხვებზე, თუ როგორ
უნდა მივუდგეთ ისტორიის კვლევებს, შესაბამისად, როგორი უნდა იყოს
მათი მიზანი და შინაარსი. გერმანული ისტორიოგრაფიის წარმომადგე-
ნელი ყველა პროფესიონალი ისტორიკოსი თანხმდება იმაზე, რომ მეორე
ფაზის დასაწყისი განმანათლებლობაზე, საფრანგეთის რევოლუციით
განპირობებული ტერორის გაჩაღებასა და, ზოგადად, რევოლუციებისა
და ნაპოლეონის ომებზე რეაქციაა. თუმც ძალზე განსხვავდება მათი შე-
ხედულებები იმის შესახებ, ზუსტად როგორ დავაკავშიროთ ეს მოვლენე-
ბი. ბერლინის უნივერსიტეტის ისტორიაში მაქს ლენცის მიერ 1910-1918
წლებში შემოთავზებული ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და მყარი ინტე-
რპრეტაცია ყურადღებას ამახვილებდა ნაპოლეონის საფრანგეთის მიერ
1806-1807 წლებში პრუსიის დამარცხების შემდეგ განხორციელებულ
პრუსიულ რეფორმათა მნიშვნელობაზე. ამ თვალსაზრისით, პრუსიული
უნივერსიტეტების ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტისეულ რეფორმას დიდი
წვლილი შეჰქონდა პრუსიის სახელმწიფოს მოდერნიზაციაში და, იმავდ-
როულად, ეს იყო 1871 წელს გერმანიის საბოლოო გასაერთიანებლად გა-
დადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჰუმბოლდტის რეფორმებს
ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა: მან მოსპო უნივერსიტეტების ინსტიტუ-
ციური ავტონომია და, ამასთან, ის ზემოქმედებაც, რომელიც, შესაძლოა,
ადგილობრივ რელიგიურ და საერო ინტერესებს მოეხდინათ სამეცნიერო
სწავლებასა და კვლევაზე. იმავდროულად, მან დაადგინა, რომ თითოე-
ული უნივერსიტეტის შიგნით ყოფილიყო მეცნიერთა ავტონომია – რაც
„აკადემიური თავისუფლების“ პრინციპის გამოვლენა გახლდათ – და ასე
წარმართულიყო ექსპერიმენტებისა და ინოვაციების გენერირება. ამგვა-
რად, როგორც ლენცი ამტკიცებდა, შეიქმნა პირობები, რომელთა წყა-
ლობითაც გერმანულ ისტორიულ მეცნიერებას შეეძლო, გაესწრო სხვა
ერებისათვის. ამის ფარდად, მეცნიერული გმირობა მსჭვალავდა „გერმა-
ნულ სულს“ და, ამგვარად, უზრუნველყოფდა სხვებზე გერმანელი ერის
აღმატებულობის იდეის გავრცელებას. თუმც, როგორც დავინახავთ,
რეალური „აკადემიური თავისუფლება“ ჯერ არ დამდგარიყო, და გერ-
ისტორიის ინსტიტუციონალიზაცია და ორგანიზება  3 5

მანელი მეცნიერების პრეტენზიები თანდაყოლილი ინტელექტუალური


უპირატესობის შესახებ, ზოგადად, და, კერძოდ, ისტორიული კვლევე-
ბის სფეროში, უზომოდ გაზვიადებული გახლდათ. ერთი ალტერნატი-
ული მოსაზრება საერთოდაც აუქმებდა ამ პრეტენზიებს, როცა ახალ
ელფერს ანიჭებდა ლენცის მსჯელობის სხვა მოტივს: ინსტიტუციური
მოწყობის მნიშვნელობას. ეს მოსაზრება ყურადღებას ამახვილებს სა-
მეცნიერო საქმიანობისათვის კარიერული წინსვლის შესაძლებლობების
მაგნიტურ მიმზიდველობაზე, რისი წინაპირობაცაა უნივერსიტეტების
გაფართოება და ახალი სამეცნიერო დისციპლინების შექმნა. საბაზრო
ძალები სულ მცირე მეთოდებისა და იდეების ცვლილების სისწრაფეს
მაინც კარნახობდნენ უნივერსიტეტებს.4 თუმც, შეუძლებელია, ამგვარი
ამხსნელობითი ჩარჩოთი განიმარტოს, როგორ იშვა და განვითარდა ესა
თუ ის სამეცნიერო დისციპლინა, რადგან ის განიხილავს დისციპლინებს
ისე, თითქოს მათ ჰქონდეთ იმუნიტეტი სამეცნიერო დაწესებულებების
მიღმა არსებული იმპულსებისა და სოციალური ძალების მიმართ.
ისტორიისადმი ახალი მიდგომა იყო შემდგომში განვითარებული
სამი მოვლენის შეერთების შედეგიც: რომანტიზმის გაჩენის, გერმანუ-
ლი სახელმწიფოს არსებობის გამართლებისა და იმ სოციალური კლასის
აღზევებისა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა გა-
ნათლების დონის ამაღლებას. განმანათლებლობამ, რომელსაც სწამდა,
რომ გონებას შეეძლო საზოგადოების სრულყოფა, საფუძველი ჩაუყარა
წარსულისადმი განსჯით მიდგომას. ისტორიის კვლევა გულისხმობდა
წარსულის საზოგადოებებში არსებული გონების ტრიუმფის დამაბრკო-
ლებელი ფაქტების გამოვლენასა და გაკიცხვას. წარსულის უსარგებლო
ნარჩენების გამოვლენას იმიტომ ცდილობდნენ, რომ ისინი წარეხოცათ.
მაგრამ როდესაც საფრანგეთის რევოლუციის დროს თუ მის მოგვიანო
ეტაპებზე „გონების ტრიუმფს“ მხოლოდ ტერორი, ომი, გაუცხოება და
სოციალური დასაზღვრულობა მოჰყვა, წარსულმა შეძლო თავის უსაფრ-
თხო თავშესაფრის რომანტიკულ წარმოსახვად ან სულაც შთაგონების
წყაროდ წარმოჩენა. განმანათლებელ მოაზროვნეთა მიერ ფიქსირებულ
ტრადიციებსა და ზნე-ჩვეულებებს ახლა თანაგრძნობით (Verstehen) უნდა
მოჰკიდებოდნენ და განედიდებინათ ისინი. სადაც განამანთლებლობას
უნივერსალური, ტრანსისტორიული, „ბუნების“ კანონები შემოჰქონდა,
ისტორიკოსები იქ ეძიებდნენ ინდივიდუალობას, კერძოობითს და შემ-
თხვევითს. ახალი გეგმა პრაგმატული განზრახვის შესახებ 1825 წელს
წარმოჩნდა: ლეოპოლდ ფონ რანკეს განცხადებით, წარსული უნდა აღგ-
ვედგინა, გაგვეგო და, პირველ ყოვლისა, მას ისე მოვპყრობოდით, „რო-
გორც ის სინამდვილეში მოხდა“ (wie es eigentlich gewesen). წარსულის
სახელმწიფოები, მათი მესვეურები და ინსტიტუციები თავიანთივე ფა-
რგლებითა და კონტექსტით უნდა გაგვეგო. ეს იყო ისტორიული საქმია-
ნობისადმი ის მიდგომა, რომელიც ხშირად ისტორიზმად იწოდება. პარა-
დოქსია, რომ ისტორიზმის შექმნა იმის მიმანიშნებელიც აღმოჩნდა, რომ
რომანტიკოსთა მოწოდებები და განმანათლებლობაში შეტანილი მათი
36  პ ი ტ ე რ ლ ა მ ბ ე რ ტ ი , ფ ი ლ ი პ ს კ ო ფ ი ლ დ ი 

რეალური წვლილი (რომელიც შემორჩა, მიუხედავად იმისა, რომ განმა-


ნათლებელ მოაზროვნეთა დასაბუთება მეტწილად უარყვეს) მოკრძალე-
ბული გახლდათ. რანკე თავდაპირველად შთააგონა სერ უოლტერ სკო-
ტის რომანტიკულმა რომანმა „კუენტინ დუვორდი“, თუმც სკოტისთვის
არ მიუბაძავს და თვითონ რომანები არ უწერია. ამის ნაცვლად, რანკე
იმ პერიოდის ისტორიის შესწავლამ გაიტაცა, რომელზეც სკოტი წერდა,
კერძოდ კი, მემატიანე ფილიპ დე კომინესის ნაშრომით დაინტერესდა და
ძალზე სწრაფადაც დაასკვნა, რომ სკოტი უსამართლოდ ეპყრობოდა მას.
განმანათლებლური ტრადიციის გათვალისწინებით, მისი კრიტი-
კული დამოკიდებულება ისტორიული საბუთებისადმი შეუვალი რჩე-
ბოდა მაშინაც კი, როცა ისინი ტექნიკურად უფრო სრულყოფილი იყო
განმანათლებლობისდროინდელ ისტორიკოსთა ნაშრომებზე. კვლევამ
რანკე იმაში დაარწმუნა, რომ ისტორია რომანტიკულ გამონაგონზე
უპირატესია.
ნაპოლეონის საბოლოოდ დამარცხებას გერმანიის ძველი რუკის აღ-
დგენა არ მოჰყოლია. იქ, სადაც ადრე ასობით განსხვავებული პოლიტი-
კური ერთეული აღინიშნებოდა სიტყვით – „გერმანია“, ახლა ოცდაათზე
მეტი გერმანული სახელმწიფო იყო, რომელთაგან თითქმის ყველა საკუ-
თარი გაფართოებული საზღვრებისა თუ საერთოდ არსებობისათვისაც
დავალებული იყო ევროპის ბონაპარტისეული რეორგანიზაციისაგან.
1815 წლის შემდგომდროინდელი ევროპის რეაქციული კლიმატის პირო-
ბებში ნაპოლეონის დავალებულობისაგან თავდაღწევა ყველა გადარჩე-
ნილ პრინცს სურდა. ისინი ისტორიულ ლეგიტიმაციას ესწრაფოდნენ.
ისტორიისა და, ნაწილობრივ, ისტორიკოსთა მათეულ ინვესტირებას ასე-
თი დასაბუთება უნდა მოჰყოლოდა: ისინი მართლზომიერად ფლობდნენ
ტერიტორიებს, და ეს ეფუძნებოდა არა ნაპოლეონის რაციონალიზაციას,
არამედ – ტრადიციებს. თუმც დინასტიურ და სამეფო კარის პატრონაჟ-
ზე დამოკიდებულებასთან ერთად ისტორიკოსები თავიანთივე სოცია-
ლური კლასის მოლოდინსაც ითვალისწინებდნენ.
ისტორიკოსთა უმრავლესობა Bildungsbürgertum-საგან ანუ განათლე-
ბული და კულტურული საშუალო* კლასისაგან წარმოიშვა. ნაპოლეონის
შემდგომი ხანის გერმანული სახელმწიფოების მსგავსად, ეს კლასიც და-
ინტერესებულიყო თავისი ახლად წარმოშობილობის უარყოფით. მისი
წარმომადგენლები ისტორიას საკუთარ სოციალურ სტატუსზე პრეტენ-
ზიის წამოყენების საშუალებად მიიჩნევდნენ და საგვარტომო ნუსხას
იმიტომ ქმნიდნენ, თავი სუროგატული ისტორიული ფესვებით უზრუნ-

*  ე.წ. განათლებული სოციალური კლასი, რომელიც გერმანიაში წარმოიშვა მეთ-


ვრამეტე საუკუნის შუა ხანებში ბურჟუაზიასთან ერთად. მათი საგანმანათ-
ლებლო იდეები ეფუძნებოდა იდეალისტურ ღირებულებებსა და ანტიკურობას.
Bildungsbürgertum შეიძლება წარმოვიდგინოთ ინტელექტუალურად და ეკონომი-
კურად დაწინაურებულ ბურჟუაზიად. ეს გერმანული სიტყვა – Bildungsbürgertum
ნიშნავს განათლებულ ბურჟუაზიას.
ისტორიის ინსტიტუციონალიზაცია და ორგანიზება  3 7

ველეყოთ. მთელი საუკუნის განმავლობაში (და მის შემდეგაც) მხოლოდ


ერთი მუჭა ისტორიკოსები განეკუთვნებოდნენ საშუალო კლასზე უფრო
დაბალ ფენებს და მეწარმე ბურჟუაზიას. კლასობრივი წარმომავლობის
გამო (ისტორიის პროფესიაში ბურჟუაზიის წარმომადგენლები ჭარბობ-
დნენ) არისტოკრატ გეორგ ფონ ბილოუს შავი მუშის ვაჟ დიტრიხ შაფერ-
ზე არანაკლები ტვირთი აწვა. ორივე მათგანი ამას იმით ინაზღაურებდა,
რომ განსაკუთრებულ გულმოდგინებას ავლენდა ისტორიის პროფესია-
სთან დაკავშირებული სოციალური, ინტელექტუალური და პოლიტიკური
ნორმების მიღებისას.
შეიძლებოდა, მასწავლებლისაგან შთაგონებულ სტუდენტთა მჭი-
დროდ შეკრულ ჯგუფს საკუთარი „სკოლა“ შეექმნა. სოციალიზაციის ის
ფორმა, რომელიც მათ წარმოშვეს – გაუთავებელი სმა, რომელიც ჩვე-
ულებრივ თან სდევდა სემინარებს – წარმოაჩენდა დისციპლინაში დამ-
კვიდრებულ მამაკაცურ ღირებულებათა სისტემას. კვლევა მამაკაცურ
საქმიანობად მიიჩნეოდა, სასემინარო დისკუსიები ქალების გარეშე ტა-
რდებოდა. მართლაც, „კვლევების მოდერნიზაცია ეფუძნებოდა მკაცრ
გენდერულ დიფერენციას“.5 1945 წლამდე მხოლოდ ერთ ქალს (მეორე
დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ) მიენიჭა ისტორიის კათედრის
გამგისათვის საჭირო კვალიფიკაცია. ეს ქალბატონი – ჰერდვიგ ჰინცე
– რა თქმა უნდა, თანამდებობაზე არ დაუნიშნავთ. თუმც ვერ ვიტყვით,
რომ ეს მაინცდამაინც მისი სქესის გამო მოხდა. მან მომავალი კოლეგე-
ბის გრძნობები იმით შეურაცხყო, რომ ცოლად გაჰყვა მასზე საგრძნობ-
ლად უფროს და დიდად პატივცემულ ისტორიკოსს; ჰინცე მემარცხენე
და ებრაელი იყო.6 ვაიმარის რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ანუ მა-
შინ, როდესაც მას კვალიფიკაცია მიენიჭა, ამ სამ ნიშანთაგან ნებისმიერი
საკმარისი იქნებოდა პროფესიიდან მისი განდევნისათვის.
ისტორიკოსების დიდი უმრავლესობა პროტესტანტი გახლდათ. ლუ-
თერან პასტორთა შვილები საშუალო და მაღალი რანგის სახელმწიფო
მოხელეების, ელიტარული სკოლების – Gymnasium-ის მასწავლებლებისა
და იურისტების შვილებთან ერთად განსაკუთრებით დიდ ჯგუფს შეადგე-
ნდნენ. ეს ის სოციალური პროფილია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის
გერმანულ ნაციონალიზმს ირეკლავს. კერძოდ, პროფესიული ისტორიის
ჩამოყალიბებას, ზოგადად კი – bildungsbürgertum-ს გერმანულმა სახელ-
მწიფოებმა ჩაუყარეს საფუძველი, ვიდრე საბოლოოდ გარდაიქმნებოდნენ
ერ-სახელმწიფოდ. ლიბერალმა ისტორიკოსებმა უერთგულეს ჯერ კიდევ
წარმოსახვაში არსებულ გერმანელ ერს და არ დაისახეს მიზნად, ეწერათ
ადგილობრივი სამთავროებისა და მცირე დინასტიური ქიშპის შესახებ,
რაც გერმანიის ციცქნა სახელმწიფოებს აკავშირებდა ბეც, ჩამორჩენილ
და, რაც მთავარია, რეპრესიულ პოლიტიკასთან. ეს შედარებით ადვილი
იყო, რადგან პრუსიის უნივერსიტეტებში დანერგილი ჰუმბოლდტის მო-
დელი გადაიღო სამხრეთ გერმანიამ, რაც ისტორიკოსებისათვის, ფაქტო-
ბრივად, შრომის ეროვნული ბაზრის გაუმჯობესებას ნიშნავდა ბევრად
ადრე, ვიდრე გერმანია პოლიტიკურად გაერთიანდებოდა. მეცხრამეტე
38  პ ი ტ ე რ ლ ა მ ბ ე რ ტ ი , ფ ი ლ ი პ ს კ ო ფ ი ლ დ ი 

საუკუნის შუახანებში ისტორიკოსებმა, სხვა ნაციონალისტების მსგავ-


სად, სახელმწიფოებრივი საზღვრის შექმნის პარალელურად შეაკოწიწეს
ურთიერთკავშირი, რათა ერთმანეთის დახმარებით ეფექტურად შეწინა-
აღმდეგებოდნენ რეაქციულ მთავრობათა ინტელექტუალურად დამამუ-
ხრუჭებელ გავლენას. ისტორიკოსთა გილდიებმა წინასწარ განსაზღვრეს
ერის სახე და მათ მიერ შექმნილი ისტორია წაადგა ერის „მშენებლობის“
საქმეს. რანკეს მიხედვით (დაწერილია 1863 წელს), მკვლევართა ერთო-
ბამ ჩაატარა „ერთიანი დიდი საუბარი“, რათა აკადემიური თავისუფლე-
ბის გამოყენების ფაქტს გერმანელთა ერთობისათვის მიენიჭებინა იდე-
ოლოგიურ დაყოფაზე მაღლა მდგომი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
ერთიანობის მომენტი და ემოქმედა, როგორც ჯერ კიდევ არარსებული
პოლიტიკური ინსტიტუციების ჩამნაცვლებელს. წერილების ურთიერ-
თგაცვლა ისტორიკოსთა ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება იყო, რომ-
ლის წყალობითაც მიმდინარეობდა ეს „დიდი საუბარი“’. ადრესატები
სათუთად ინახავდნენ კოლეგების კორესპონდენციას: ისტორიკოსები
უკვეთდნენ წერილებს, რათა საბოლოოდ არქივებში მიეჩინათ მათთვის
ბინა. ისტორიის და პოლიტიკის შესახებ ერთმანეთისათვის7 წერილების
მიწერით ისინი შეგნებულად აგროვებდნენ პირველწყაროებს, რომლე-
ბსაც შემდგომ ახალგაზრდები და ისტორიკოსთა მომავალი თაობები
გამოიყენებდნენ. არაფერი ისე ნათლად არ წარმოაჩენს ისტორიკოსის
პროფესიულ გამბედაობას, როგორც საარქივო მემკვიდრეობაში წვლი-
ლის შეტანისას გამოვლენილი თავდადება. ეს გახლავთ გერმანულ ტრა-
დიციაში ისტორიის პროფესიონალიზაციის ერთ-ერთი ასპექტი, რომელ-
საც საჭიროებისამებრ მომდევნო თავშიც დავუბრუნდებით.

გაერთიანებული სამეფო

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ბრიტანეთში ისტორიის კვლე-


ვების პროფესიონალიზაციის პროცესი მიმდინარეობდა იმ კულტურულ
გარემოში, რომელშიც უკვე არსებობდა წარსულისადმი საზოგადოების
ცხოველი ინტერესი. ედუარდ გიბონის, სერ უოლტერ სკოტის, თომას ბა-
ბიქტონ მაკოლეის, თომას კარლაილის, ჯეიმს ენტონი ფროუდის და სხვე-
ბის მიერ ისტორიულ თემებზე შექმნილი რომანებისა და ისტორიული
კვლევების დიდი კომერციული წარმატება ცხადყოფს მასებზე ისტორი-
ის გავლენის განსაკუთრებულობას, და თუ წარსულის გადამუშავებასაც
გავითვალისწინებთ მასობრივი კულტურის ისეთ ფორმებში, როგორები-
ცაა, მაგალითად, მხატვრობა, სიმღერა და ბალადები, პოეზია, მხატვრუ-
ლი პროზა, პერიოდული გამოცემები, პლაკატები და შენობების დიზაინი,
შეიძლება წარმოვიდგინოთ, რაოდენ რთული იქნებოდა, მეცხრამეტე სა-
უკუნის ინგლისში ვინმე გაჰქცეოდა მის ცხოვრებაში ისტორიის არსებო-
ბას. თუმც საზოგადოებრივი ინტერესის კულტივირება დისკრიმინაციის
გარეშე როდი მიმდინარეობდა! არც საზოგადოების დიდი ინტერესის
აღმძრავი თემები შეირჩეოდა ნებისმიერად. ვიქტორიანული ინგლისის
თავი 2

მეთოდოლოგია:
„მეცნიერული“ ისტორია
და ობიექტურობის პრობლემა

რობერტ ჰარისონი, ალედ ჯონსი, პიტერ ლამბერტი

ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში პროფესიული საისტორიო


მწერლობა არ ნიშნავდა მარტოოდენ პროფესიონალების მიერ დაწერილ
ისტორიას; ეს იყო კონკრეტული მეთოდით აღწერილი ისტორია. მე-
ცხრამეტე საუკუნის მიწურულს მოღვაწე ისტორიკოსთა მხოლოდ მცი-
რე ნაწილს თუ არ მოეწონებოდა ჯონ ბაგნელ ბურის მტკიცება, რომლის
მიხედვითაც, ისტორია იყო „უბრალოდ, მეცნიერება, არც მეტი და არც
ნაკლები“. მაგრამ „მეცნიერებაში“ ტრადიციული ეროვნული ისტორიოგ-
რაფიები სულ სხვადასხვა რამეს გულისხმობდნენ.

გერმანია

მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გერმანიაში ჰუმანიტარიის


„მეცნიერება“* (Wissenschaft) უფრო დიდი რეპუტაციით სარგებლობ-
და, ვიდრე საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, თუმც რეალურად ბუ-
ნდოვანია, პირველი უკანასკნელისაგან რამდენად იყო დავალებული.
აკურატულობა, ცხადია, გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნეოდა ფაქტების
განსაზღვრისა და პირველადი წყაროების იდენტიფიცირებისა და ავთე-
ნტიკურობის დადგენისათვის. ისტორიკოსების განცხადებები იმასთან
დაკავშირებით, რომ შეუძლიათ ობიექტური ისტორიის წარმოდგენა, მა-
რტივად განსახორციელებელი ჩანდა. თუმც არც ერთ გერმანელ ისტო-
რიკოსს არ უთქვამს, რომ წყაროებს თავად შეეძლოთ ლაპარაკი. ცნო-
ბის აღმოჩენით და შემოწმებით ისტორიკოსი მხოლოდ მოსამზადებელ
ეტაპს ასრულებდა. მისი ნამდვილი სამუშაო ამის შემდეგ იწყებოდა.
ნაშრომის ძირითადი ტექსტი ეთმობოდა არგუმენტებსა და დასაბუთე-
ბებს, მრავალრიცხოვანი შენიშვნა კი, როგორც ამას მიუთითებს ენტონი
გრაფტონი, ცნობათა და მტკიცებულებათა სათანადო გაფორმება იყო.1
ისტორიკოსს განასხვავებდა სიძველეთა მოყვარულისაგან ინტერპრეტა-
ციის უნარი. ისტორიული სიმართლის მიკვლევა შესაძლებელი იყო მხო-
*  როგორც ზემოთ უკვე მივუთითე, ინგლისურ ენაში სიტყვა „science“ გამოიყე-
ნება მხოლოდ საბუნებისმეტყველო დარგების აღსანიშნავად. ამიტომაც ლო-
გიკურია, რომ ჰუმანიტარიასთან დაკავშირებით ნახმარი ეს სიტყვა ავტორებს
ბრჭყალებში ჩაუსვამთ.
56  პ ი ტ ე რ ლ ა მ ბ ე რ ტ ი , ფ ი ლ ი პ ს კ ო ფ ი ლ დ ი 

ლოდ ინტერპრეტაციის გზით. მაგრამ ინტერპრეტაცია, როგორც ამას


ისტორიკოსები აღიარებდნენ, მოიცავდა შეხედულებებს, რომლებიც ერ-
თმანეთისაგან განსხვავდებოდა; ისინი განსაკუთრებით იმაზე იყო და-
მოკიდებული, როდის წერდა ისტორიკოსი. ისტორიკოსის კონკრეტული
შეხედულება განაპირობებდა იმ აზრს, რომელსაც ის საბუთს ანიჭებდა.
თუმც აღნიშნულის გაცნობიერება ისტორიკოსებს არამცთუ უკიდუ-
რესი რელატივიზმით დაღუპვას აფიქრებინებდა, ხელს არ აღებინებდა
ობიექტურობის პრეტენზიაზეც კი. ისტორიკოსის შეხედულება იყო არა
ნებელობითი ან ინდივიდუალური არჩევანის საკითხი: ისტორიკოსთა პე-
რსპექტივები იმ ეპოქებს გამოხატავდა, რომლებშიც ისინი წერდნენ. გე-
რმანული ერი-სახელმწიფოს მშენებლობა წინ მიიწევდა, ამიტომ მთელი
ძალები თავს იყრიდა სახელმწიფოში. სახელმწიფოსა და ერის ერთგულე-
ბა ქმნიდა ისტორიკოსთა თვალსაზრისს. ისტორიკოსთა ყოველ თაობას
(და ჩვენ ამას დავასაბუთებთ მომდევნო თავში) შეეძლო ემტკიცებინა,
რომ მისი შეხედულება წინამორბედთა თვალსაზრისზე უპირატესია.
ამგვარად, უფრო ძლიერ და უფრო ერთიან გერმანიას უკეთესი, უფრო
ობიექტური ისტორიის შექმნა შეეძლო, რადგან ის წარსულის უფრო კა-
რგად დანახვის საშუალებას იძლეოდა. ისტორიკოსები შესაძლებლობას
უფლებასთან აიგივებდნენ, ხოლო ძალაუფლებასა და ობიექტურობას
ერთმანეთს უკავშირებდნენ. მათი შეხედულებით, პატრიოტული მიზნე-
ბი და იმპერიულ გერმანიაში არსებული სოციალური და პოლიტიკური
წესრიგის დაცვა ისტორიული ობიექტურობის მიღწევის მიზანს შეესაბა-
მებოდა. მათი აზრით, სწორედ ეს ქმნიდა აუცილებელ პირობებს წარსუ-
ლის რეალური გაგებისათვის.
ამგვარად, თუ პირველად წყაროებთან ურთიერთობის წმინდა ტექ-
ნიკური ასპექტები გარკვეულად ენათესავება საბუნებისმეტყველო მეც-
ნიერებების მეთოდებს, წყაროთა ინტერპრეტირების გზები ეფუძნება
ცოდნის იმ თეორიას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ემპათიასა და
ინტუიციაზე. რანკესათვის მსოფლიო ისტორიის არსი „სულიერ (geistige),
სიცოცხლის მომნიჭებელ შემოქმედებით ძალებშია“. მათი „განსაზღვრა
ან აბსტრაჰირება შეუძლებელია. მაგრამ შესაძლებელია მათზე დაკვირ-
ვება და გამოცალკევება; შესაძლებელია, მათ არსებობას ემპათიურა-
დაც მოვეკიდოთ“. 2 იმ დროიდან მოყოლებული, დებატები იმაზე, თუ
იყო (და, არსებითად, თუ არის) ისტორია მეცნიერება, პრობლემური გახ-
და ცნებათა აღრევის გამო. თავიდანვე გერმანული სიტყვა Wissenschaft
მისმა უცხოელმა მიმბაძველებმა არასწორად – „მეცნიერულ კვლევად“*
თარგმნეს. პროფესიული ისტორიის დაფუძნების ეპოქის კონტექსტში
სიტყვა „ძიება“,** შესაძლოა, უფრო უახლოვდებოდეს იმ მნიშვნელობას,
რომელიც აქვს სიტყვას Wissenschaft. თუმც ცუდი თარგმანი არ არის
პრობლემის არსებობის ერთადერთი მიზეზი. თვით გერმანულ ისტორი-

*  დედანშია – “science”.
**  დედანშია – ”scholarship”.
მეთოდოლოგია: „მეცნიერული“ ისტორია  5 7

ოგრაფიაში დარვინის იდეების შეღწევის ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ


ისტორიკოსების აზროვნებაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების
განმარტებითი პოტენციალი იზრდებოდა. ამ თვალსაზრისით, ისტო-
რიკოსებს არაფრად სჭირდებოდათ, დიდად დავალებულად ეგრძნოთ
თავი; შეეძლოთ, ობიექტურობისა და სიმართლის ძიებასთან დაკავში-
რებით ბუნებისმეტყველთაგან დამოუკიდებელ საკუთარ პრეტენზიებს
დაყრდნობოდნენ.
ჟურნალებისა და პერიოდული გამოცემების დაფუძნებამ და მათმა
ამოქმედებამ, ისტორიკოსთა თანამშრომლობამ დოკუმენტების ფართო-
მასშტაბიანი გამოცემების მომზადებისას უფრო თვალსაჩინო გახადა
ისტორიკოსთა მამოძრავებელი საერთო მიზნების განცდა და მათი სა-
ორგანიზაციო აპარატის მზარდი მრავალფეროვნება და კომპაქტურობა.
1857 წელს მიუნჰენში ჟურნალის Historische Zeitschrift გამოშვება განაპი-
რობა მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს შედარებით მოკლე დროში გა-
მომავალი ჟურნალების მრავალფეროვანმა გამოცდილებამ. მისი მიზანი
იყო, ყოფილიყო გილდიის* ორგანო და დღემდე რჩება გერმანიაში გამო-
მავალ ყველაზე პრესტიჟულ ჟურნალად. 1858 წელს ბავარიაში შეიქმნა
„საისტორიო კომისიაც“, რომელიც უზრუნველყოფდა ფორუმს კვლევი-
თი ამოცანების კოლექტიურად დასამუშავებლად და სათანადო რესურ-
სებსაც – ამ კვლევის ჩასატარებლად. Monumenta Germaniae Historica შუა
საუკუნეთა დროინდელი გერმანული ხელნაწერების პირთა მასობრივი
კოლექცია იყო, რომელიც დაფუძნდა 1819 წელს ფრაიჰერ ფონ შტაინის
ინიციატივით. მოლოდინი, რომ პირველადი წყაროების ნებისმიერ გა-
მოცემას, სქოლიოში ჩატანილი შენიშვნების მეშვეობით, შეეძლო, ხელი
შეეწყო დოკუმენტების კონტექსტუალიზებისათვის სპეციალურ ლიტე-
რატურაში, გამართლდა. მხოლოდ 1892 წელს გახდა შესაძლებელი გერ-
მანელ ისტორიკოსთა რეგულარული და საფუძველშივე „ეროვნული“ კო-
ნფერენციების (Historikertage) ჩატარება, რომლებიც, როგორც გერმანელ
ისტორიკოსთა კალენდარში წითელი ასოებით ჩაწერილი დღეები, თა-
ნდათანობით მკვიდრდებოდა. იზრდებოდა უნივერსიტეტების მხარდამ-
ჭერთა და პროფესიული გილდიისათვის მრავალმხრივობის მიმნიჭებელ
საზოგადოებათა და ინსტიტუტთა რაოდენობაც.
ისტორიკოსთა დამფუძნებელი თაობა იმ ცოდნით აღჭურვილიყო,
რომელიც მათ ერთ ან რამდენიმე, უკვე დამკვიდრებულ დისციპლინაში
მიეღოთ. თითოეული მათგანი ისტორიკოსებს ამარაგებდა პრაქტიკული
და ინტელექტუალური ინსტრუმენტარიის იმ ცალკეული ნაწილებით,
რომელნიც, ერთად შეკრებილნი, თითქმის ავსებდნენ ისტორიკოსის სა-
მუშაო იარაღების ყუთს. ფილოლოგთაგან ისტორიკოსებმა ისესხეს უნა-
რი, წაეკითხათ და აკურატულად დაეთარიღებინათ წყაროები, სამართა-
ლმცოდნეთაგან – შესაძლებლობა, ისე გამოეყენებინათ დოკუმენტები,

*  როგორც ზემოთ მივუთითე, სიტყვა „გილდია“ გერმანიაში გამოიყენებოდა პრო-


ფესიონალ ისტორიკოსთა ერთობის აღსანიშნავად.
58  პ ი ტ ე რ ლ ა მ ბ ე რ ტ ი , ფ ი ლ ი პ ს კ ო ფ ი ლ დ ი 

რომ გაეგოთ ინსტიტუციების არსი, ანტიკური ისტორიის მკვლევართა-


გან კი იმემკვიდრევეს წარსულის საზოგადოებებთან უკვე განვითარე-
ბული კავშირი.
ისტორიული მეთოდების წარმოდგენისას ადრე ყურადღება მახვილ-
დებოდა რიტორიკულ ხერხებსა და იმაზე, როგორ უნდა დაწერილიყო
ისტორია: ნაწერი ლიტერატურულად გამართული უნდა ყოფილიყო, პრო-
ფესიონალიზაციის პერიოდში ისტორიკოსთა ზრუნვის აქცენტმა იმაზე
გადაინაცვლა, როგორ უნდა გამოკვლეულიყო ისტორია. ეს ორი მხარე
თანაარსებობდა რანკესა და მისი უშუალო მემკვიდრეების შრომებში, მა-
გრამ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ბევრი ისტორიკოსის კვლევაში
ლიტერატურული ღირსების მნიშვნელობა შესუსტდა. გეორგ ფონ ბილო-
უმ, მაგალითად, სტილისტური სამკაულები, ვთქვათ, მეტაფორები, უგუ-
ლებელყო. ის მხოლოდ „საღი აზრის“ რიტორიკას ცნობდა. მას სურდა,
ყურადღება მისი არგუმენტებისათვის მიექციათ; ან ეგებ სუსტი ლოგი-
კის დაფარვა უნდოდა და ამიტომ წარუმძღვარებდა მათ ისეთ სიტყვებს,
როგორებიცაა: „უეჭველია“, „რა თქმა უნდა“ და „ბუნებრივია“. კვლევა
და არა – ესთეტიკურად სასიამოვნო პროზა – იქცა ისტორიკოსების მო-
წოდებად, რაც ცხადად მიესადაგა პროტესტანტული შრომითი ეთიკის
სულისკვეთებას. როცა 1829 წლის აგვისტოში რანკე იმყოფებოდა რო-
მში, კვლევით ექსპედიციაში, ის, „ბუნებრივია“, გასართობად არ სტუმ-
რობდა თეატრებსა და კაფეებს, რომლებიც აქ დილიდანვე ღია იყო. ის
დაწოლას ჩქარობდა, რათა დაბრუნებოდა დახვავებულ დოკუმენტებს.3
ყოველ შემთხვევაში, ისე ჩანს, რომ რანკე ერთი სახის სიამოვნებას მე-
ორე, მისთვის უფრო მიმზიდველი სიამოვნებებით ანაცვლებდა. ეს მკა-
ფიოდ ჩანს დილაადრიან გასაკეთებელ საქმეთა ჩამონათვალში: „გუშინ
ტკბილი, დიდებულად მშფოთვარე ცხოვრება გავატარე ჩემი სიყვარუ-
ლის საგანთან, მშვენიერ იტალიელთან, და ვიმედოვნებ, ჩვენ წარმოვ-
შობთ რომაულ-გერმანულ ვუნდერკინდს. შუადღისას სავსებით ძალაგა-
მოცლილი ავდექი“. მისი ვნების ობიექტი არქივის საცავი იყო.4 მკაცრმა
ლუთერანულმა პიეტიზმმა მოგვიანო ხანის გერმანელ ისტორიკოსებს
წაართვა ამგვარი ხალისის გადმოცემის უნარი. ეს, როგორც ჰანს სიმო-
რეკი მიუთითებს, სავსებით შეესატყვისებოდა ერთ მიზანს: ფონ ბილოუს
კვლევის თანამდევი მძიმე მოსაწყენი შრომა მისი პროზის საშუალებით
ისე ეჩვენებინა, მკითხველს ისტორიკოსის ყოველდღიური ცხოვრების
„მტვრის, ოფლისა და მძიმე შრომის“5 შეგრძნება შეძლებოდა. „მშობია-
რობა“ ძალას აცლიდა ისტორიკოსს, ამიტომ მკითხველის გარჯასაც მა-
რთებულად მიიჩნევდნენ. კვლევა, ფონ ბილოუს მიხედვით, ისტორიოგ-
რაფიულ ცვლილებებსაც უზრუნველყოფდა:
ყველგან ასე ვირჯებით: კვლევას კონკრეტული კონცეფციით ვი-
წყებთ, ვასწორებთ მას მიღებული შედეგების მიხედვით, შემდეგ
ვუბრუნდებით საკითხებს, ვაახლებთ მათ ახალი აღმოჩენებით, რათა
მეთოდოლოგია: „მეცნიერული“ ისტორია  5 9

კიდევ ერთხელ გავიაზროთ ჩვენი კონცეფციები ახალი კვლევის სა-


ფუძველზე. აი, ასე მიმდინარეობს ჩვენი შრომა.6
სემინარები „ვორქშოფები“ იყო, რომლებზეც ისტორიკოსთა შემ-
დგომი, შთაგონებული თაობა ეუფლებოდა ხელობის უნარ-ჩვევებს. ამას
ეფუძნებოდა კიდეც ფონ ბილოუს ისტორიოგრაფიული პროგრესის მო-
დელი. სემინარი სრულყოფდა ლექციას, რომელზეც სტუდენტი პასიუ-
რი იყო. სემინარი კი სტუდენტს აქცევდა აქტიურ თანამონაწილედ. მე-
ცხრამეტე საუკუნის ოციანი წლების შუა პერიოდში ჩატარდა პირველი
სემინარები. ძირითადად, სემინარები კერძო იყო და ისტორიკოსთა სა-
ხლებში ეწყობოდა. შემდეგ, 1833 წელს, რანკეს ხელმძღვანელობით ბერ-
ლინის უნივერსიტეტში მიმდინარე „სავარჯიშოების“ (Übungen) გზით სე-
მინარებმა გადაინაცვლა ინსტიტუციურ გარემოში. რანკეს ეს უაღრესად
გავლენიანი ინიციატივა მიზნად ისახავდა სტუდენტისა და პროფესორის
მჭიდრო ურთიერთკონტაქტის დამყარებას და პირველადი წყაროების
კოლექტიური განხილვისათვის ხელშეწყობას. თხუთმეტი წლის განმა-
ვლობაში ასეთი გაკვეთილები გერმანიის ყველა უმაღლესი სასწავლებ-
ლის ისტორიის სწავლების პროცესის აუცილებელი ელემენტი გახდა.
თუმც „მაღალი სტილის სემინარების“ (ჰერმან ჰაიმფელი) ჩამოყალიბე-
ბას ნახევარი საუკუნე დასჭირდა, როცა ცალკეული ნაწილები მომზად-
და და ერთიანად აეწყო. ამ პროცესში პირველად წყაროებსა და სპეცი-
ალურ ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანი
იყო. 1865 წელს ბონში სემინარისთვის განკუთვნილი პირველი ბიბლიო-
თეკის დაფუძნება დაკავშირებულია ჰაინრიხ ფონ სიბელის სახელთან.
თავდაპირველად წიგნები მხოლოდ ერთ თაროს ავსებდა. მოგვიანებით
საბიბლიოთეკო სივრცე დაუკავშირეს იმ ოთახს, რომელშიც სემინარები
ტარდებოდა. თავიდან სემინარებს გამოარჩევდა გამოკვეთილად არაფო-
რმალური ხასიათი. ამ პერიოდში კი იწყება სემინარებისათვის რეგულა-
ციების დაწესება.
ეს იყო სემინარის სავსებით სრულყოფილი მოდელი, რომელიც და-
ბადების პროცესში მყოფი პროფესიული ისტორიის ყურადღების ცე-
ნტრში მოექცა ყველგან. 1870-1871 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომში
დამარცხების შემდეგ გერმანული ჰუმანიტარიის რეალისტურობა იზი-
დავდა ფრანგ თაყვანისმცემლებს; გერმანული ისტორიოგრაფიის მიბა-
ძვა იყო მათი შეგნებული გადაწყვეტილება, წვლილი შეეტანათ საფრა-
ნგეთის მოდერნიზაციაში, რათა გერმანიასთან ნებისმიერი მომავალი
კონფრონტაციის შემთხვევაში მზად ყოფილიყვნენ. როდესაც 1881 წელს
კამილ ჟულიენი სტუმრობდა ბერლინში თეოდორ მომზენის სემინარს,
იგი არა მხოლოდ საკუთარ სამეცნიერო კარიერაზე ზრუნავდა, როგორც
ისტორიკოსი, არამედ ასრულებდა საფრანგეთის მთავრობის მიერ მასზე
დაკისრებულ სპეციალურ „მისიას“, როგორც ერთგვარი ინდუსტრიული
აგენტი. ჟულიენის ფრანგი მასწავლებელი, ფიუსტელ დე კულანჟი ამბობ-
და: „გერმანიის დასამარცხებლად აუცილებელია მისი მიბაძვა“.7 მაგრამ
60  პ ი ტ ე რ ლ ა მ ბ ე რ ტ ი , ფ ი ლ ი პ ს კ ო ფ ი ლ დ ი 

როგორც ამერიკული (და, გარკვეულად – ბრიტანულიც) გამოცდილება


ცხადყოფს, მტრობა ყოველთვის ერთადერთი ან მთავარი მოტივი რო-
დია, რომელიც ინტელექტუალური ტრანსფერის მიღმა მიმალულა. 1789
წლიდან მოყოლებული რევოლუციური აქტივობების ტალღათა ზემოქმე-
დების შედეგად მანამდე უაღრესად გაიდუმალებული არქივები გაიხსნა.
გაუმჯობესებულმა კომუნიკაციებმა კი შესაძლებელი გახადა მათი გა-
მოყენება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფაქტორთა შორის რკინიგზის
შემოსვლა ერთ-ერთი იყო კვლევითი მოგზაურობის გასაადვილებლად.
მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვის საჭიროებაც აღარ არსებობდა. ამ-
ბობენ, რომ ერთი გერმანელი ისტორიკოსი მიდიოდა თავისი ადგილობ-
რივი რკინიგზის სადგურზე ისე, რომ არ იცოდა, რომელ მატარებელში
ჩაჯდებოდა ან რომელი მიმართულებით წავიდოდა: მაშინაც კი, როცა
გადაწყვეტდა, რომელ მატარებელს დამგზავრებოდა, არავინ იცოდა,
ხაზის გაყოლებით მდებარე რომელ სადგურზე ჩავიდოდა არქივში მისა-
სვლელად. როგორც ამბობენ, მრავალი მილის მანძილზე არქივის თანამ-
შრომლები მუდმივ შიშში იყვნენ ამ ისტორიკოსის გაფრთხილების გარე-
შე ვიზიტების და დოკუმენტების დაუყონებლივ მიცემის მოთხოვნების
გამო.8 დოქტორანტები და მათი მასწავლებლები მკვლევართა იმ საზო-
გადოებას წარმოადგენდნენ, რომელიც არქივს ყოველმხრივ სწავლობდა,
საჩინოს ხდიდნენ მის შინაარსს და უკან დაბრუნებული, აზარტულად ამ-
ცნობდა კოლეგებს თავისი აღმოჩენების შესახებ. რანკე დაბეჯითებით
ითხოვდა გერმანელი ისტორიკოსის მზაობას, „გადაესერა გერმანია ყო-
ველი მიმართულებით, რათა მოენადირებინა ამ ქვეყნის ნაშთები: მათი
ნაწილი თუმც ნახევრად ჩაძირულია, მაინც ასე ახლოსაა ჩვენთან. ჩვენ
მივყვებით უცნობი ბალახის კვალს ლიბიის უდაბნოში: განა არ იმსახუ-
რებს იმგვარსავე მოწადინებას, შევიტყოთ, როგორ ცხოვრობდნენ ჩვე-
ნივე წინაპრები“?9

გაერთიანებული სამეფო

წინა თავში განხილულისამებრ, გაერთიანებული სამეფოს საუნივერსი-


ტეტო კურიკულუმში ჩართვის შედეგად ისტორია გახდა სოციალურად
უფრო ექსკლუზიური, განათლებული ადამიანების მომცველი; მან შეი-
ძინა უფრო ექსპლიციტური პროცედურები და საკუთარი მიზნების გა-
ნახლების განცდა. ეს ვითარება საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე
ჩამოყალიბდებოდა ის საშუალებანი, რომლებითაც ბრიტანეთის ისტო-
რიკოსთა უმეტესობა პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგებოდა.
ისტორიკოსების მიერ ყურადღების გამახვილება დოკუმენტების
დაკითხვის საჭიროებაზე წინაპირობად ხელმისაწვდომი არქივების არ-
სებობას გულისხმობდა. მეცხრამეტე საუკუნის დამდეგიდან მთავრო-
ბებსა და სამოქალაქო სამსახურებს საკუთარი ისტორიული საბუთების
მოსაწესრიგებლად უკვე დაეწყოთ სისტემური კოლექციებისა და დოკუ-

You might also like