You are on page 1of 402

სადაური სიტყვაა უფალი და რას ნიშნავს იგი?

ცხადია, ყველამ იცის, რომ წმინდა სამების ხატზე გამოსახული სამი ანგელოზი
სამბუნებოვანი ღმერთის გამოხატულებაა. ქრისტიანული მოძღვრებით, ღმერთი ერთია,
მაგრამ მას სამი ბუნება აქვს. სამბუნოვნებაში იგულისხმება მამა ღმერთი, ძე ღმერთი
და სულიწმინდა, რომლებიც მართალია ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ
ბუნებით ერთნი არ არიან. როგორც სასულიერო პირები ამბობენ, სამების აღქმა
ადამიანებს რომ გაადვილებოდათ, წმინდა მამებმა იგი მზეს შეადარეს. როდესაც მზეს
ვუყურებთ, ვხედავთ მის დისკოს, სხივსა და ნათელს , რომლებიც ცალ-ცალკე
სხვადასხვა რამაა, მაგრამ თუ თითოეული მათგანის არსს ღრმად ჩავწვდებით,
მივხვდებით, რომ სამივეს ერთი დანიშნულება აქვს. დისკოც, სხივიც და სინათლეც
მზეა. დისკო თუ არ იქნება, არც სხივი იქნება და არც _ სინათლე. თუ სხივი არ იქნება,
არ იქნება სინათლე და დისკო და ასე შემდეგ. ასევეა წმინდა სამებაც.

მამა აბრამმა (სოლომნიშვილი) წლების წინ, ძალიან საინტერესოდ აგვიხსნა სამების


არსი:

_ მამა ღმერთი უშობელია, ძე _ შობილი, სულიწმინდა კი მამა ღმერთისგანაა


გამომავალი. მამაც, ძეც და სულიწმინდაც _ სამივე ღმერთია. ძე ღმერთში ვგულისხმობთ
იესო ქრისტეს, სანამ იგი განკაცდებოდა. სწორედ ძე ღმერთი განკაცდა ქალწულისაგან
მარიამისა, ანუ ღმერთი იშვა. მისი ჩასახვა უბიწო ღვთისმშობელში ანუ ძე ღვთისას
განკაცება სულიწმინდის მადლით მოხდა და მან ადამიანური ბუნება ასე მიიღო.
ეკლესიური სწავლებით, იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი კაციც და ღმერთიც, რაც ღვთის
უდიდესი სასწაულია. სასწაულია ისიც, რომ ღვთისმშობელი შობამდე, შობის დროს და
შობის შემდგომ ქალწული იყო. მაცხოვრის განკაცების სასწაულის აღქმას ადამიანი
ლოგიკური მსჯელობით ვერ ჩასწვდება, ამიტომ ის რწმენით უნდა მივიღოთ.

_ როცა ღმერთს რაიმეს შევთხოვთ, გამოდის, რომ წმინდა სამებას შევსთხოვთ?


_ როცა ზოგადად მივმართავთ ღმერთს, მასში წმინდა სამება _ მამა ღმერთი, ძე ღმერთი
და სულიწმინდა ერთად მოიაზრება, მაგრამ, როცა ძე ღვთისას ვამბობთ, ამ შემთხვევაში
წმინდა სამების მეორე პირს, განკაცებულ ძე ღმერთს, იესო ქრისტეს ვგულისხმობთ.
მართლმადიდებლურ სამყაროში არსებობს ტერმინები, რომლებიც ღვთის არსებობას
მთლიანად გამოხატავს, ზოგი ტერმინი კი ღვთის კონკრეტული პიროვნების
აღმნიშვნელია. წმინდა სამების შესახებ მართლმადიდებლურ დოგმატიკას
სრულფასოვნად გადმოგვცემს იოანე დამასკელი „ გარდამოცემა“-ში ღმერთის
სამბუნოვნების საკითხი ჩვეულებრივი ადამიანიებისათვის ადვილი აღსაქმელი არაა,
ამიტომ მასზე წმინდა მამებიც თავშეკავებულად საუბრობენ.

ღმერთი ერთია, მაგრამ სახარებიდანაცაა ცნობილი, რომ ზოგჯერ მისი შემადგენელი


პირები ცალ-ცალკე მოქმედებენ. ღვთისმშობელში იესოს ჩასახვა სულიწმინდით მოხდა,
ამქვეყნიურ სასწაულებს კი ქრისტე აღასრულებდა. იესოც და სულიწმინდაც ღმერთია და
სამების წარმომადგენლები არიან, ამიტომ ეს ყველაფერი ღვთის ნებით მოხდა.

_ ვისზე ვამბობთ უფალს და რატომ?

_ უფალი ძველი ქართული სიტყვაა, იგი მიმართვის ფორმად გამოიყენებოდა,


დღევანდელი გაგებით კი ბატონს ნიშნავს. წინათ შეიძლება ვინმესთვის ეთქვათ, უფალო
გიორგი, უფალო იოანე. ამჟამად სიტყვა „უფალს“ სხვა დატვირთვა აქვს. მას ვამბობთ
მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთზე ვსაუბრობთ და ამით მის აღმატებულებას ვუსვამთ
ხაზს. მიმართვის ამ ფორმით შეიძლება, მამა ღმერთსაც მივმართოთ და იესო ქრისტესაც.

_ წმინდა სამების ხატზე სამბუნებოვანი ღმერთის ჭეშმარიტი სახეები რატომ არ არის


გამოსახული?

_ მართლმადიდებლობაში მამა ღმერთის ადამიანური სახით წარმოსახვა მიღებული არ


არის. ამიტომაც ხატმწერები წმინდა სამებას სამი ანგელოზით გამოხატავენ. სამების
ხატი ტაძარშიც და სახლში მოწყობილ რელიგიურ კუთხეშიც ჯვრის შემდეგ უნდა
დაიკიდოს, რადგან იერარქიულად იგი ყველაზე მაღლა დგას. მათ გვერდით მაცხოვრისა
და ღვთისმშობლის ხატები, შემდეგ წმინდანები და ა. შ.
ფეხი დამადგით, გულზე დამადგით... ისურვე
დავით?!

ჯორჯაძის ქუჩის მხრიდან ქაშვეთის ეკლესიის ეზოში ძველი ცენტრალური ჭიშკრით


შესულები ტაძრისკენ მიმავალ ბილიკზე მაღაზიას დაინახავთ. თუ ხატების,
ჯვრების, სანთლების, ნაკურთხი წყლის, ნათლობისთვის საჭირო ან სხვა რაიმე
საეკლესიო ატრიბუტიკის შეძენა გსურთ, ამ მაღაზიაში ყველაფერს მიაგნებთ.
უბრალოდ, გამოსვლისას უნდა იფრთხილოთ, ფეხი ამ ეკლესიის ამშენებლის
საფლავის ქვას რომ არ წამოკრათ. მაღაზიის კარში მოქცეული თეთრი მარმარილო
წარწერით „მადლიერი შთამომავლებისგან“ დავით სარაჯიშვილს ეძღვნება. ქვის
ქვეშ ქართველი მეცენატი და მისი მეუღლე ასვენია, უკან - მაღაზიის დახლები.
მაღაზიაში მომუშავე ქალბატონს თუ ჰკითხავთ, ეს როგორ მოხდა, გაგიბრაზდებათ.
ვერც იმას დაადგენთ, რატომაა ეკლესიის ეზოში საფლავის გარშემო მანქანები
გაჩერებული ისე, რომ თეთრი მარმარილოს ქვის შემჩნევა, სადაც სარაჯიშვილისა და
მისი მეუღლის სახელები წერია, შეუძლებელია.
დავით სარაჯიშვილი ამ ეზოში 1995 წელს დაკრძალეს, თუმცა ის ქაშვეთის ეკლესიას
სიცოცხლეშივე დაუკავშირდა.
საარქივო მასალების მიხედვით, პარლამენტის შენობის ადგილას, 1871-1897 წწ-ში მა
შინდელ ღუნიბის მოედანზე მეფის რუსეთმა სამხედრო სობორო ააშენა „ნიშნად რუ
სული ძლევამოსილი არმიის გამარჯვებისა კავკასიაზედ“. მრევლი იყო არა უბრალო
მოსახლეობა, არამედ ჯარი. 26 წელიწადი მიმდინარეობდა სობოროს მშენებლობა და
მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართველები მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო „რუსული თა თი
კავკასიის ცენტრში“. გადაწყდა, მის საპირწონედ და რუსული იმპერიული ძალე ბის
გასანეიტრალებლად დაენგრიათ იმჟამინდელი ქაშვეთის ეკლესია, რომელიც კონ
სტრუქციის მხრივ არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო და მის ნაცვლად აეშენე
ბინათ ახალი. სარაჯიშვილმა წამოაყენა ინიციატივა, რომ ახალი ეკლესია სამთავისის
პროტოტიპი ყოფილიყო და ამისთვის საჭირო ფინანსებიც გაიღო. სამხრეთის ფასად ის
შესასვლელის 2 მოჭედილ კარზე დღესაც დაგხვდებათ ინიციალები „დ“ და „ე“, რაც
დავით სარაჯიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინე ფორაქიშვილს აღნიშნავს. რუ
სული სობორო კი XX საუკუნის 30-იან წლებში ლავრენტი ბერიამ დაანგრია.
მე-19 საუკუნის მეცენატებისგან დავით სარაჯიშვილს ბევრი ნიშან-თვისება გა
მოარჩევდა და მათგან ეკლესიების მშენებლობაში ღვაწლი მხოლოდ მცირე დე
ტალია. თუმცა არ შეიძლება, არ აღინიშნოს ის სამსახური, რაც მან სვეტიცხოვლ
ის, იკორთის, სამთავროსა და მარტყოფის მონასტრების, თბილისის სამების, მა
მადავითის, კალაუბნის წმინდა გიორგის ეკლესიისა და კიდევ ბევრი სხვა ტაძ
რის რესტავრაციისა და შენარჩუნებისთვის გასწია.
თუმცა საქმიანობა, რომლითაც ის ყველას ახსოვს, კონიაკის წარმოებაა. დავით სარა
ჯიშვილმა რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე პირველმა დაიწყო ღვინისა და სპირ ტის
ფრანგული წესით დამზადება. მისი საწარმოებიდან პირველი 1888 წ. თბილისში
გაიხსნა და მას მოჰყვა ქარხნები ყიზლარში, ერევანში, კიშინიოვის სიახლოვეს, ბაქო ში.
ცნობილი სომხური კონიაკი დღესაც დავით სარაჯიშვილის მიერ დაარსებულ ქა
რხანაში მზადდება. ქარხნების მუშებისთვის ის ქირაობდა მასწავლებლებს და სპეცია
ლურად მათთვის გახსნილ ბიბლიოთეკებში წერა-კითხვას ასწავლიდა. ყველა მუშა
თავისსავე ფონდში ჰყავდა დაზღვეული და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯს
უფარავდა. მუშების ჯგუფურ ფოტოებს ქალაქში საფოსტო ბარათების სახით
არიგებდა. თუ მისი გამოზრდილი რომელიმე თანამშრომელი გადაწყვეტდა, ცალკე
წარმოების გახსნას, ფინანსურად უჭერდა მას მხარს. რომ აღარაფერი ვთქვათ სტიპენ
დიებზე, რითაც იმ დროისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანებს განათლების მი
ღებაში ეხმარებოდა. მათ შორის იყვნენ ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი
მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, ვანო სარაჯიშვილი, გიგო გაბაშვილი, აკაკი
შანიძე, გერონტი ქიქოძე, თედო სახოკია და სხვა მრავალი.
უცნაური არ არის, რომ 1911 წელს მისი გარდაცვალება ქალაქმა გამორჩეულად იგლო
ვა. მისი და ილია ჭავჭავაძის დაკრძალვა ერთმანეთს ჰგავდა, ალბათ, იმიტომაც, რომ
სცენარის ავტორი ორივე შემთხვევაში ვალერიან გუნია იყო. მის პატივსაცემად დამზა
დებული სამგლოვიარო 33 ვერცხლის გვირგვინიდან 28 ექვთიმე თაყაიშვილმა განძის
სახით გაიტანა და შემდეგ დააბრუნა საქართველოში. სარაჯიშვილის ქვის დამზადება
ილიას საფლავის ქვის ავტორს, იაკობ ნიკოლაძეს დაუკვეთეს, რაც შემდეგ, მეუღლის
თხოვნით, სამომავლოდ გადაიდო _ „მე ჩემს დათიკოს ვერ დავადგამ ამ სიმძიმის ქვას.
მე რომ მოვკვდები, ორივეს ერთი ქვა დაგვადეთ, რომ ეს სიმძიმე თანაბრად გად
ავინაწილოთო“.
თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 1911 წ. დავით სარაჯიშვილი დიდუბის
პანთეონში დაკრძალეს, 1939 წელს კი კომუნისტების მოთხოვნით შექმნილმა კომისი ამ
დიდუბის პანთეონში უცხო საფლავთა სია შეადგინა (მათი, ვისაც შეხება არ ჰქონ და
ლიტერატურასთან, მეცნიერებასთან, საზოგადო მოღვაწეობასთან). სიაში მოხვდ ნენ
დავით სარაჯიშვილი და ეკატერინე ფორაქიშვილიც. ჭირისუფალს, რომელთაც ნეშტის
ამოსათხრელი ფულიც კი არ ჰქონდათ, გადასვენებისთვის 10 დღის ვადა მის ცეს. მათ
საფლავი გახსნეს, დაკრძალვისას ჩატანებული ბრილიანტისთვლიანი ოქ როს ბეჭედი
ამოიღეს და გადასვენების ხარჯი ამით დაფარეს. იმ დროს ბერიასგან „მექარხნედ“
წოდებული დავით სარაჯიშვილი მეუღლესთან ერთად ვაკის სასაფლაო ზე, ხევში
დაკრძალეს. 1995 წელს ის კიდევ ერთხელ გადაასვენეს, ამჯერად - ქაშვეთ ის ეკლესიის
ეზოში. სწორედ აქედან იწყება საფლავისა და მაღაზიის საზიარო კედლ ის ისტორია.
„ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი, ურბანისტი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ
რუსთაველის ქუჩის მხარეს საფლავის თავთან არსებული სივრცე გადასვენების დროს
დაკავებული არ ყოფილა, ანუ იქ მაღაზია არ არსებობდა, „მარტივად შესამჩნე ვია, რომ
ის ნახევარწრე, თაღი და სვეტები საფლავის დეტალებია“.
ელისაშვილი ამ ე. წ. საფლავი-მაღაზიის ერთობას იმდენად დამამცირებლად მიიჩნ ევს,
რომ ამ ფონზე ქვაზე მინაწერი „მადლიერი შთამომავლებისგან“, ირონიულად
აღიქმება. ურბანისტის უკმაყოფილებას საფლავის წინ არსებული ერთგვარი საპარკინ
გე სივრცეც იწვევს, რომლით სარგებლობაც მხოლოდ სასულიერო პირებისთვისაა ნე
ბადართული და სადაც ავტომანქანები მუდმივად დგას.
1995 წ. დავითისა და მისი მეუღლის ვაკის სასაფლაოდან ქაშვეთის ეზოში გადასვენე
ბა კომპანია „სარაჯიშვილის“ მფლობელის გუჯა ბუბუტეიშვილის ინიციატივითა და
დაფინანსებით მოხდა. პროცესში საქართველოს საპატრიარქო და მაშინდელი პრეზი
დენტი, ედუარდ შევარდნაძეც იყვნენ ჩართულები.
კომპანია „სარაჯიშვილის“ მესვეურებსვე ეკუთვნით წერილი, რომელიც ქაშვეთის
ეზოში საფლავზე მაღაზიის მიშენებით შეწუხებულებმა 2004 წელს საპატრიარქოს
მისწერეს.
საპატრიარქოსგან პასუხად მიღებულ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ:
„ამონაწერი საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის
ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმიდან:
საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სა
მეცნიერო საბჭომ განიხილა საკითხი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკ
ლესიის ეზოში არსებული დავით სარაჯიშვილის საფლავთან შექმნილი ვითარე
ბის შესახებ.
გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული ეკლესიის ეზოში საეკლესიო მაღაზიის
წინ საფლავის არსებობა ამ სიახლოვით მიუღებელია. სასურველია ცხედრის გა
დასვენება დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. საკითხი საჭიროებს გან
მეორებით განხილვას“.
წერილი დათარიღებულია 2004 წლის 10 ნოემბრით. ხელს საპატრიარქოს ხუროთმოძ
ღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის მაშინდელი მდივანი ნინო გველე
სიანი აწერს.
ნინო გველესიანის ადგილს ახლა თამარ კვანტალიანი იკავებს. საპატრიარქოს ამჟამინ
დელი პოზიციით დაინტერესებულებს ის იმ კრიტერიუმებს განგვიმარტავს, რითაც
მსგავს შემთხვევებში ეკლესია ხელმძღვანელობს.
კვანტალიანის თქმით, ეკლესიის ეზოში ან მონასტრის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამ
შენებლო პროექტი საპატრიარქოს შესაბამის საბჭოსთან თანხმდება. ყველა ასპექტის
გათვალისწინებით დგინდება ასაშენებელი ობიექტის ადგილი, ზომა, გარეგნული
იერი.
„შესაძლოა, იქ ახლოს იყოს პატივსაცემი ადამიანის საფლავი, მაგრამ მაღაზიისთვის
სხვა შესაფერისი ადგილი ამ ტერიტორიაზე არ მოიძებნოს. ამ შემთხვევაში, როგორც
ჩანს, უკეთესი ვითარება არ იყო მაღაზიის ჩადგმისთვის და მაღაზია რომ სჭირდება
ტაძარს, ეს ფაქტია. ამას წინამძღვარი წყვეტს. ის ამბობს, რომ სჭირდება ეზოში მაღა
ზია და ვერავინ ეტყვის, იცით რა, მაღაზია არ გექნებათ. სხვა ფაქტორებს არ აქვს მნიშ
ვნელობა. მაღაზია ტაძრისთვის არის აუცილებლობა და საფლავი შეიძლება იყოს ერთ
ადგილას, შეიძლება იყოს სხვა ადგილას. ჩვენი სამსახური ვერ ეტყვის ტაძრის წი
ნამძღვარს, რომ მაღაზია არ გინდა, იმიტომ რომ იქ არის საფლავი, რადგან, რეალურ
ად, ტაძარს მაღაზია სჭირდება“, - განმარტავს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხე
ლოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელი.
„მე არც ერთი წერილი არ მაქვს ნანახი, მაგრამ ერთის შინაარსიც ვიცი, მეორისაც და
ისიც ვიცი, რომ მამაზეციერი ვერ აიღებს მაგ მაღაზიას“, - მკვლევარი გოგი სარაჯიშ
ვილი დავით სარაჯიშვილის შთამომავლად გვეცნობა. ქართველი მეცენატის ქაშვე
თის ეზოში გადასვენების ფაქტი მის უკმაყოფილებას მაღაზიის გამოჩენამდეც იწვევ
და. დავით სარაჯიშვილის მოგვარე საფლავისთვის ერთადერთ შესაფერის ადგილად
დიდუბის პანთეონს მიიჩნევს და განმარტავს კიდეც, რატომ.
„დავით სარაჯიშვილის ნატვრა იყო, დიდუბის პანთეონში დაეკრძალათ. ამისათვის
4200 რუბლი აქვს გადახდილი. მე ამის დამადასტურებელი დოკუმენტები დღესაც
მაქვს. მისი სურვილის აღსრულება იქნებოდა, 1995 წელს იქ რომ დაებრუნებინათ.
მაშინ მერიაში ნიკო ლეკიშვილი იყო, რომელსაც მე პირადად დავურეკე და ვთხოვე, არ
მოეწერა ხელი ქაშვეთის ეზოში გადმოსვენებაზე. პასუხად მივიღე, რომ „შენ უკვე
დაიგვიანე, რაშები შეკაზმულიაო“. ვაკის სასაფლაოზე, სადაც ის 1939 წ. გადაასვენეს,
დავითი უხეირო ადგილას იყო დაკრძალული, თითქმის ხევში. მე სულ მქონდა იმე დი,
რომ მას ძველ ადგილას დავაბრუნებდით და ის ადგილი დიდი ხნის განმავლობა ში
შევინახე. მაგრამ არც დამიჯერეს, არც მკითხეს. უკვე დაწყებული ჰქონდათ პროცე სი
კონიაკის ქარხანაში. მე დაკრძალვასაც არ დავსწრებივარ“, - გოგი სარაჯიშვილი ამ
ბობს, რომ მაღაზიის მშენებლობის პროცესს თავადაც შეესწრო, თუმცა საპატრიარქოს
თვის არ მიუმართავს, შესაბამისად, არც ის იცის, რა განვითარება მოჰყვა 2004 წლის
მიმოწერას.
ქალაქში არსებულ ხელოვნების ძეგლებსა და პანთეონებზე ზრუნვა კულტურის საქა
ლაქო სამსახურის ერთ-ერთი სამუშაო მიმართულებაა. თბილისის მერიის ამ სამსახუ
რში ამბობენ, რომ 2004 წლის შემდეგ დავით სარაჯიშვილის გადასვენებაზე განცხადე
ბა მათთან არ შესულა და მისი დიდუბის პანთეონში გადასვენების საკითხი არასდრ ოს
განუხილავთ.
საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება. თბილისში სულ სამი პანთეონია - მთაწმინდის,
დიდუბისა და სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა. კულტურის საქალაქო სამ
სახურის ინფორმაციით, დიდუბისა და მთაწმინდის პანთეონები საკრებულოს გადაწ
ყვეტილებით დახურულია, რადგან არც ერთ მათგანში ადგილები აღარ არის. ამ მიზე
ზით, მერია ახლო მომავალში მახათას მთაზე ახალი პანთეონის გახსნისათვისაც ემზა
დება. გამოდის, კომპანია „სარაჯიშვილის“ მესვეურებს საპატრიარქოს რეკომენდაცია
რომც გაეთვალისწინებინათ, დიდუბის პანთეონში დავით სარაჯიშვილის ნეშტის და
ბრუნება, სულ მცირე, გაუჭირდებოდათ.
რაც შეეხება 4200 რუბლად ნაყიდ ადგილს, რომლის დამადასტურებელ დოკუმენტს აც
გოგი სარაჯიშვილი ფლობს, მერიაში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც პანთეონი მუ
ნიციპალური გახდა, ნებისმიერ მსგავს საბუთს ძალა დაეკარგა.
ამას ადასტურებს დიდუბის პანთეონის დირექტორი ბადრი ქუთათელაძეც. როგორც
ის განმარტავს, პანთეონის ტერიტორიაზე მიწის შესყიდვის არავითარი დოკუმენტი არ
მოქმედებს და არც დავით სარაჯიშვილის საფლავის ადგილი ინახება. მისი განმარ
ტებით, პანთეონებში ადგილი შესაძლებელია შეენახოთ მხოლოდ იქ უკვე დაკრძალუ
ლი საზოგადო მოღვაწეების ოჯახის წევრებს, მიუხედავად იმისა, აქვთ მათ რაიმე და
მსახურება, თუ არა. ადგილის შენახვის სხვა მეთოდი არ არსებობს.
ურბანისტი ცირა ელისაშვილი კიდევ ერთ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას, რამაც,
მისი თქმით, ეს „დაუსრულებელი ისტორია“ 1995 წელს კიდევ უფრო გაართულა. მაშ
ინ გადასვენების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე ადამიანმა მიიღო და შეასრუ ლა
კიდეც. მოქალაქეებისთვის ამის შესახებ აზრი არავის უკითხავს. როგორც ელისაშ
ვილი ამბობს, თუკი სარაჯიშვილის გადასვენების საკითხს კვლავ განიხილავენ, „აღარ
უნდა დაივიწყონ, რომ საზოგადო მოღვაწესთან გვაქვს საქმე და ეს ისევ ისე და
ხურულად აღარ უნდა მოხდეს, როგორც 1995 წელს“.
ქაშვეთის ეზოდან სარაჯიშვილის გადასვენების კატეგორიული წინააღმდეგია კომპა
ნია „სარაჯიშვილის“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბუბუტეიშვილი. ის მიიჩ
ნევს, რომ 1995 წელს მათ საუკეთესო ადგილი შეარჩიეს - ქაშვეთის ეზო. ძირითადი
მოტივაცია ამ ტაძარზე სარაჯიშვილის ამაგის გარდა ის იყო, რომ ეკლესიის ეზოში
გამვლელებს გაეხსენებინათ და სანთელი დაენთოთ მისთვის. საფლავის უკან თაღი კი,
სადაც ახლა მაღაზიაა განთავსებული, სწორედ ამისთვის იყო გამიზნული.
„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ამ კაცის სახელს მოვუფრთხილდეთ. მის დაწყებ ულ
საქმეს კონიაკის წარმოების კუთხით ვაგრძელებთ და იმ ხრამიდან პატი ვისცემის
ნიშნად გადმოვასვენეთ. გული მწყდება, ხელს რომ ისევ ჩვენსკენ იშ ვერენ,
ბუბუტეიშვილმა რატომ არ დაკრძალა სარაჯიშვილი დიდუბის პანთეონ ში და
რატომ დაკრძალა ქაშვეთის ეზოშიო. რატომ უნდა გადაასვენონ დიდუბის
პანთეონში, ვიღაც ტუტუც მღვდელს ფულის კეთებაში ხელი რომ არ შეეშალ ოს?
ეკლესიას შესასვლელშიც ხომ აქვთ მაღაზია? საპატრიარქო მიიჩნევს, რომ
სარაჯიშვილის საფლავი იმ ეზოში არ უნდა იყოს?“
ამ კითხვებზე პასუხი ზურაბ ბუბუტეიშვილს არ აქვს, მაგრამ 2004 წ საპატრიარქოსგან
მიღებული წერილით იმედგაცრუებული მათთან საფლავი-მაღაზიაზე დავის გაგრძე
ლების აზრს ვეღარ ხედავს. მეტიც, მისი თქმით, როცა მეორე მხარეს საპატრიარქოა,
ვერაფერს გააწყობ: „ჩვენ ამ დაპირისპირებებით კიდევ უფრო დავაზიანებთ და საფლ
ავშიც არ დავაყენებთ ამ კაცს. თუ საპატრიარქო მაღაზიის გაუქმების გადაწყვეტილე
ბას მიიღებს, ჩვენ მზად ვართ, კვლავ გავიღოთ ხარჯი და კეთილმოვაწყოთ ეს
საფლავი“.
აშკარაა, რომ ვითარება ჩიხშია. საპატრიარქო რეკომენდაციას იძლევა, რომლის შესრულებაზ
ეც პასუხისმგებლობას არავინ იღებს, უპირატესობას საფლავსა და მაღაზიას შორის კი ამ უკა
ნასკნელს ანიჭებს. ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი ამ ისტორიაში ღირებულებების
პრობლემას ხედავს, რომელიც, მისი თქმით, გარკვეული არ აქვს არც საპატრიარქოს და არც
საზოგადოებას.
„რას ანიჭებს საპატრიარქო პრიორიტეტს, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, კომერცი
ული საქმიანობა თუ სხვა ტიპის ღირებულებები. მათი მხრიდან ჩანს სერიოზული
თვითნებობა და მოუწესრიგებელი მენეჯმენტის პრობლემაც. ალბათ, მერიას უნდა
შეეძლოს გარკვეული მექანიზმების ამოქმედება და საპატრიარქო ერთპიროვნულად არ
უნდა იღებდეს ასეთ გადაწყვეტილებებს“.
იმ პირობებში, როცა მეორე მხარეს საპატრიარქო დგას, საზოგადოების ბერკეტად, ხა
ბულიანის თქმით, მხოლოდ სამოქალაქო სივრცის მოთხოვნა რჩება.
ხელოვნებათმცოდნე განმარტავს, რომ ასეთ დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ
ჩვენ სეკულარული სახელმწიფო ვართ, სამოქალაქო საზოგადოება კი ახლა სწავ ლობს
თავის უფლებებს და იმას, რომ შეიძლება გადაწყვეტილებების მიღებაში მათაც
ჰქონდეთ როლი.
„ქალაქში განვითარებულ მოვლენებსა და ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც საზოგ
ადოებრივ სივრცეს ეხება, საზოგადოება, ძირითადად, ინფორმირებული არ არის და
ამბებს მოქალაქეები პოსტფაქტუმ იგებენ. თითქოს უგულებელყოფენ საზოგადოების
უფლებას, მონაწილეობდეს ამ პროცესებში. არადა, ასეთ შემთხვევაში, როცა ვითარება
ჩიხში შედის და კედლის სახით საპატრიარქოს აწყდება, ერთადერთი გავლენის მომხ
დენი, ფორმალურად მაინც, შეიძლება პატრიარქი იყოს. ამ ვითარებიდან გამოსავალი,
კონკრეტულად, შეიძლება პატრიარქის ჩარევა იყოს. პატრიარქს კი ისევ საზოგადოებ ამ
უნდა მიაწოდოს თავისი პოზიცია და თხოვნა“.
არავინ იცის, შეიცვლება თუ არა კიდევ ერთხელ დავით სარაჯიშვილის საფლავის
მდებარეობა, თუმცა ფაქტია, რომ დღეისათვის, არც გადასვენების და არც მაღაზიის
აღების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, მეცენატის საფლავზე კი იშვიათად თუ ან
თებენ სანთელს „მადლიერი შთამომავლები“ - საფლავის ქვა მაღაზიასა და ავტოსად
გომს შორისაა ჩაკარგული.
იცი ახლა რას ვნატრობ რას განვიცდი რა მინდა
ამ ფურცელზე გრძნობები დავანთხიო კალმიდან
შევერიო ჭაღარად წლებს უმიზნო წამებზე
შენი წმინდა თვალები ვიპაექრო ღამეზე

სისხლის წვეთად დავიქცე გადაჭრილი ვენიდან


სუნთქვა ქარს გავატანო ჩაძირული გემიდან
მოგიპარო სამყაროს გადამტვრეულ ღერძიდან
ვიცი გულის სიღრმეში ეს სიგიჟე შენც გინდა

მზის მცხუნვარე სხივებით შენს აივანს დავხედო


მოისვენე ნუ ბორგავ რა გჭირს გულო თავხედო
ოცნებები გავქურდოთ შევიშალოთ ორთავე
ცაში ღმერთი ჯვარს დაგვწერს ვარსკვლავებით მოგვრთავენ

გულში შემოგიერთებ თეთრ ღრუბლებში გაგახვევ


ამ გულს ამოვიგლეჯ და როგორ ფეთქავს განახებ
გალაქტიონს წავართმევ შექმნილ მითებს მერიდან
ლეგენდები ივლიან ჩვენზე ამიერიდან

დაგიტოვებ სამოთხეს ირგვლივ შავთეთრ ზეფირებს


სულში შემოგისუნთქავ კოცნად დაგიზეპირებ
მერე განერვიულებ ნერვებადაც დაგწყდები
მზერად შემოგიჩემებ ღიმილით რომ გაცვდები

წუთებს შეგისისხლხორცებ დაგთენდე და დაგღამდე


გიერთგულებ უმიზნოდ სხეულს გულის დაღლამდე
იცი როგორ მწყურიხარ როგორ მინდა დაგლიო
ვნებებს სილა გავაწნა შევაბერდეთ ალიონს

კმარა დარდზე წუწუნი მონატრებას გავექცეთ


უკვდავების ძებნაში გაგითბობდი სარეცელს
დაგიკოცნი სარეცელს გოგო შენი კვნესა მე
თორმეტ მოციქულთაგან ვიქნებოდი მესამე

რატომ? შენ რომ გესწავლა მზარა ამპარტავნული


შენი უცოდინრობით გავხდებოდი სწავლული
დავტკეპნიდიტ საფლავებს სადაც ზიზღი მარხია
რადგან ეს სიყვარული ყველას დასანახია

შევძრა ღამის სისველე დრამატიზმის ტრაგიკის


ასე შემომჩემდი და გიჟი რომ ვარ რა გიკვირს
ჩავკლა დროის შეგრძნება საათებს რომ გვითვლიან
მერე მარტო დაგტოვებ სიმარტოვეც მითია
თვალებით რომ მეძებო მზერით გაეჭვიანო
მზე რომ მათბობს გეწყინოს უჩემობა ინანო
შემოგაცმევ სიყვარულს შვლის ნუკრივით გატოშილს
გაბუტული ტუჩებით შემოგიდნობ ტანგოში

წრფელი ფანტაზიებით ხედავ სად ვარ სადამდე


ამ ოცნების თუ გჯერა ახდა მაშასადამე
იცი ახლა რას ვნატრობ რას განვიცდი რა მინდა
ეს ნაწერი ძვირფასო წაგიკითხო თავიდან

წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!


მორჩა! მომბეზრდა! დავიღალე ამდენ უნიჭო:
დამრიგებლებით, ზემდგომებით, მეთაურებით…
მდორე სიცოცხლეს მინდა მკერდი გადაუგლიჯო!
რა საერთო აქვს გაგიჟებას ღმერთის ნებასთან?!
ქაფმომდგარ ტალღებს მიველეწოთ მხურვალ ტანებით!
თუ სიკვდილია, დაე მოვკვდეთ უკვდავებასთან
მჭიდრო შეხებით – არა მხოლოდ ხელწატანებით!
ვის რა ხელი აქვს, ვინ რას დაწერს – უკეთ ვინ უფრო?!
ჯანდაბას დაფნა! უსაჩუქრონ ისევ გოეთეს!
ჩვენ ხომ სიცოცხლეც სხვანაირი გვწამს და მით უფრო
სიკვდილი გვხიბლავს სულ სხვაგავრი, ქართველ პოეტებს!
ხომ გვყავდა ქალი ვინც გვიყვარდა თავდავიწყებით?!
ხომ ვწერეთ ლექსი?! (არ გავქრებით ვიცი უკვალოდ!)
და თუ ბედია, იქ დავმთავრდეთ, სადაც ვიწყებით,
ასე ანაზდად, ასე ლაღად, ასე უბრალოდ.
წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!
გიო საჯაია
ვახტანგ გორგასალმა აიძულა „ერთმორწმუნე“ ოკუპანტი დაებრუნებინა
ოკუპირებული ტერიტორიები მისი მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების
გამოყენებით (2)
გაიოზ მამალაძე

დაახლ. 461 წ. 3 წლის ომის შემდეგ-ქართულმა არმიამ, სპარსული და კავკასიელი ხალხების სამხე
დრო ნაწილების დახმარებით, ჩრდ. კავკასიაში დაამარცხა ოვსები, ჰუნები და მათი დამხმარე სხვა
მომთაბარე ხალხები, ხოლო აფხაზეთში ბიზანტიური საოკუპაციო გარნიზონები - დაბრუნდა ქარ
თლში გამარჯვებული ხელმწიფე, 19 წლის ვახტანგ გორგასალი. მიეგებნენ საგდუხტ დედოფალი და
დები. ტრიუმფით შევიდა მცხეთაში. მრავალი დღის განმავლობაში ადიდა უფალი ვახტანგ მე ფემ
სვეტიცხოვლის ძველ ტაძარში, ლოცვითა და ღამისთევებით, და დიდი საბოძვარი გასცა მოქა
ლაქეებისათვის. განსაკუთრებით დააჯილდოვა ჩრდ. კავკასიისა და აფხაზეთის ბრძოლებში დამს
ახურებული მეომრები. ომში მოპოვებული ალაფიდან დიდი საჩუქრები გაუგზავნა თავის ბიძას,
რანის მთავარს ვარაზ-ბაკურს, რომელმაც სამხედრო ნაწილები მიაშველა - 1 000 მონა, 2 000 ცხენი.
თავის იმდროინდელ მოკავშირეს, სპარსეთის შაჰს გაუგზავნა 10 000 მონა, 20 000 ცხენი. ყველაფე რი
გაატანა ბინქარან მოგვს სპარსეთში და ითხოვა შაჰ ჰორმიზდ III -ისაგან მისი ასული ცოლად. შაჰმა
გამოაგზავნა თავისი ასული ბალენდუხტი იბერიის სამეფოს დედოფლად და მზითვად მისცა სომხი
თი და კავკასიის მეფეების სუზერენობა და წერილი მოსწერა ჩვენს საამაყო მეფეს, სადაც ახალი
ლაშქრობისკენ მოუწოდა. „ჰორმისდისგან, ყოველთა მეფეთ მეფისგან ვახტანგისადმი, 10 მეფის
მეფისადმი“. შაჰი სთხოვდა ერთობლივ გალაშქრებას ბიზანტიის კეისრის წინააღმდეგ.
ვახტანგ გორგასალს თავისი პრეტენზიები ჰქონდა ბიზანტიელებისადმი. ბიზანტის ოკუპირებუ ლი
ჰქონდა ქართული მიწები. მეფეს უნდოდა აფხაზეთის შემომტკიცება, იქედან ბიზანტიელების
განდევნა და სამხრ-დას. საქართველოს დაბრუნება, სადაც ბიზანტიელების გარნიზონები ჩამდგარ
იყვნენ. აბა ასეთ ხელსაყრელ ვითარებას როგორ გაუშვებდა ხელიდან დიდი პოლიტიკოსი. 200 000
მეომარი შეკრიბეს ვახტანგმა და სხვა კავკასიელმა მეფეებმა. დადგნენ მტკვრის პირას ვახტ ანგს
დედის ძმამ, ვარაზ ბაკურმა, სპარსთა მეფის ბრძანებით რანის, ადარბადაგანისა და მოვაკნის ჯარი
მოიყვანა, ასევე 200 000 მეომარი. მაშინ 22 წლის იყო ვახტანგ მეფე, ახოვანი, მაღალი, უმშვე ნიერესი
სახით და ძალიან ძლიერი. გაემართნენ ბიზანტიისაკენ. შევიდნენ სომხეთში. ქართველთა და
ალბანელთა არმიას შეუერთდნენ სომხეთის ერისთავები: არევ სივნელი, ჯუანშერ ასფურაგნე ლი,
ამაზასპ ტაროვანელი, თრდატ მეფის შთამომავალი თრდატი. მიადგნენ ქალაქს, რომელსაც ერ ქვა
კარახპოლა, მერე კარნუ-ქალაქი, ახლა არზრუმი ჰქვია. ვერ შეძლეს მისი აღება, რადგან ძალი ან
მაგარი და მაღალი 3 გალავნით იყო შემოზღუდული და კარგად დაცული. დატოვეს 2 ერისთა ვი 12
000 მეომრით მეალყედ და დაიძრნენ პონტოსაკენ. გზაზე ვახტანგმა აიღო და მოაოხრა 3 ქა ლაქი:
ანძორეთი, ეკლეცი და სტერი. და მიადგნენ პონტოს ნაპირზე დიდ ქალაქს (ტრაპიზონი ან სინოპი).
და უტევდნენ 3 თვე. საფრთხე დაემუქრა ბიზანტიას. სპარსები, როგორც კი ხელთ ჩაიგ დებდნენ
ეკლესიის მსახურებს, კლავდნენ. ვახტანგმა მოსთხოვა სპარსელებს არ მოეკლათ სასული ერო
პირები, არამედ ტყვედ აეყვანათ. გასცა ბრძანება და გააგზავნა ქადაგები, რათა ყველა სასულ იერო
პირი, ეკლესიის მსახურები გამოსულიყვნენ სამალავიდან. გაათავისუფლა ისინი და უფლე ბა მისცა,
სადაც მოისურვებდნენ წასულიყვნენ. გამოვიდნენ სამალავებიდან, ტყეებიდან და გამოქვ
ებულებიდ ან მღვდლები და დიკვნები, მორჩილები, ბერები და მონაზვნები. მათ შორის პონტოს
ქალაქიდანაც, რადგან უკვე 4 თვე ალყაში იყვნენ შევიწროებულნი. მათ შორის იყო 2 კაცი, პეტრე
მღვდელი, რომელიც ნაზიანზში, გრიგოლ ღვთისმეტყველის საფლავზე მღვდლობდა და სამოელ
ბერი. ისინი მივიდნენ ვახტანგ მეფესთან და მადლობა მოახსენეს ტყვეების გათავისუფლებისათ ვის.
დალოცეს ქართლის მეფე. გორგასალმა ბრძანა მასთან მიეყვანათ ყოფილი ტყვეები, მოხუცები და
სასულიერო მოღვაწენი. უძლურებს და მოხუცებს სახედრები დაურიგა, ახალგაზრდებს 3-3
დრაჰკანი და გაუშვა. პეტრე მღვდელი და სამოელ ბერი თავისთან დაიტოვა. კარგად იცოდა მეფემ
რასაც აკეთებდა. იქაური მოსახლეობა ქართული წარმომავლობის იყო. ალბათ პეტრე და სამოელ იც.
კარავში რომ შევიდნენ სერობად (სავახშმოდ), პეტრე მღვდელმა საყვედური უთხრა მეფეს: „რა ტომ
ებრძვი ბერძნებს, სპარსელების მხარეს რატომ ხარ. განა არ იცი, ბერძნები ღვთის ნათესავები არიან,
რადგან ჭეშმარიტება აღიარეს და უფალმა მათ უწოდა შვილი და მისცა ბეჭედი, რომლით აც
შემუსრავენ ჯოჯოხეთს, ეს ბეჭედი არის ჯვარი“. მამა პეტრემ შესთავაზა ქართლის მეფეს გადა
სულიყო ერთმორწმუნე ბერძნების მხრეზე. მაგრამ, ვახტანგის მიზანი სხვა იყო, ბიზანტიელებს
ოკუპირებული ჰქონდათ სამხრ. საქართველოს ტერიტორიები და აფხაზეთის ნაწილი. სწორედ ამ
ტერიტორიების გასათავისუფლებლად მიემხრო გორგასალი სპარსეთის შაჰს. ასე რომ ერთმორწმ
უნეობას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ოკუპანტი ოკუპანტია. გარდა ამისა, იყო სხვა პრობლემაც. მიმ
დინარეობდა ომი. უამრავი ტყვე ჰყავდათ აყვანილი. სპარსეთის მეფე თავისი დიდი არმიით უკვე
წამოსული იყო საომრად. კეისარმა ადრე მოაოხრა სპარსეთის ტერიტორიები. სპარსელები შურის
ძიებას ლამობდნენ. „ახლა კეისარი მოიწევს ჩემი არმიის გასანბადგურებლად, სპარსთა მეფე კი ჩე მი
არმიის დასახმარებლად. სომხური და ქართული ნაწილები გაცილებით მცირერიცხოვანია, ვი დრე
სპარსული. რომ გადავუდგე სპარსელებს, გამიწყრება დედის ძმა ჩემი, რანის მთავარი ვარაზ-ბაკური
და მოგვიწევს ერთმანეთს შორის ომი. ასე მოვიქცევი, როცა მაუწყებენ კეისრის მოსვლას, უკან
დავიხევთ, არ შევუტევთ..ჩემი განზრახვა ამცნეთ კეისარს, და დაველოდოთ მის პასუხს“.
განზრახვა კი ასეთი ჰქონდა გორგასალს - ერთმორწმუნე ბიზანტიას უნდა დაებრუნებინა ოკუპი
რებული მიწები. ქართლის მეფე ბიზანტიის იმპერატორს უნდა ეცნო თავის თანასწორად, ანუ სა
ხელწიფოებს შორის უნდა დამყარებულიყო თანასწორუფლებიანი ურთიერთობა, ბიზანტიის კეი
სარს და ბერძნულ საპატრიარქოებს უნდა ეცნოთ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. ხელშეკრულ
ების განმტკიცების მიზნით, იმპერატორს უნდა მიეცა ვახტანგ მეფისათვის თავისი ასული ცოლ ად
(მეფე უკვე დაქვრივებული იყო). „თუ ამას გააკეთებს კეისარი, წმინდა მამაო, არც ერთ ტყვეს არ
დავიტოვებ და ყველაფერს შევასრულებო“ - შეპირდა გორგასალი.
პეტრე მღვდელი წავიდა კეისარ ლეონ პირველთან ვახტანგ მეფის პირობების გადასაცემად. მეო რე
დღეს ვახტანგმა მოიწვია კარავში ბიძამისი და სხვა მეფე-სარდლები და უთხრა: „იცით, რომ ბი
ზანტიელების არმია ძალიან მრავალრიცხოვანია, ბრძოლაში ვერაგულ ხერხებს იყენებს, ზღვაში
მათი გემები მარჯვედ იბრძვიან. როცა სპარსებს ებრძოდნენ, თვით სპარსეთის ძალამაც ვერ გაუძ
ლო. ახლა ვშიშობ, რომ უკნიდან მოგვადგებიან გემებით, წინიდან არმია მოდის, გზებს შეგვიკრა ვენ
და დაგვამარცხებენ, მთებსა და ზღვას შორის გამომწყვდეულებს. ავდგეთ და დავიბანაკოთ
ზღვიდან უფრო სამხრეთით, რათა გვქონდეს გზა ლხინისა თუ ჭირისათვის“. აიყარნენ და 5 დღის
სავალზე სამხრეთით დაბანაკდნენ სპერის ახლოს. ტრაპიზონის (თუ სინოპის) მოქალაქეებმა დაუ
მადლეს ვახტანგ მეფეს, რადგან უკვე ძალიან უჭირდათ გაძლება. გადარჩა უამრავი ქრისტიანი და
ვახტანგ მეფეს ძღვნად გამოუგზავნეს 1 000 ლიტრა ოქრო და 5000 თავი სტავრა (ოქრომკედით ნაქ
სოვი ძვირფასი ქსოვილი). ამასობაში კეისარს შეხვდა მამა პეტრე და გადასცა ვახტანგ მეფის მოთ
ხოვნები. სპარსელების ქართველების, სომხებისა და რანების ბიზანტიაში შეჭრით დაშინებულ იმ
პერატორს ძალიან გაუხარდა ქართველი მეფის საზავო წინადადება, თანხმობა შემოუთვალა ჩვენს
ხელმწიფეს და შემოჰფიცა რომ ყველაფერს შეასრულებდა - თანასწორად სცნობდა ქართლის მეფ ეს,
დააბრუნებდა ოკუპირებულ ტერიტორიებს, აღიარებდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას და
დაუმოყვრდებოდა გორგასალს.
დასავლეთის მიმართულებით მიზანი მიღწეული იყო, ახლა სხვა ამოცანები იყო გადასაწყვეტი.
ერწუხის ბრძოლის შემდგომ მეფის გარემოცვას დავით აღმაშენებელი
დაჭრილი ეგონა (3)
გაიოზ მამალაძე

დავით აღმაშენებლის მეფობის დასაწყისში კახეთ–ჰერეთში მეფობდა კვირიკე IV. ის ყოფი ლა


კარგი ქრისტიანი. დავით
აღმაშენებელმა კარგად იცოდა, რომ ყოველი ქართული ქვეყნისა და ქართული დემო
გრაფიული რესურსის სრულად გაერთიანების გარეშე არც სახელმწიფო იქნებოდა ძლიერი და
არც ქართველ ხალხს ექნებოდა მომავალი. ამიტომ, რაც უნდა ყოფილიყო, უნდა გაეერთი
ანებინა მთელი საქართველო. დავით აღმაშენებელმა კვირიკე მეფეს წაართვა ზედაზნის ციხე
ეს 1103 წელს მომხდარა. ქორონიკონი იყო სამას ოცდასამიო, წერს დავითის ისტორიკოსი. იმ
ხანებში მომკვდარა რატი ლიპარიტის ძე ბაღუაში. ასე დასრულდა ბაღუაშთა ის შტო. მი სი
მამული დავით აღმაშენებელმა სამეფო დომენს შეუერთა, ნაწილი ეკლესიებს შეწირა. შემ დეგ
წელს გარდაიცვალა კვირიკე მეფე და რანთა და კახთა მბრძანებელი გახდა მისი ძმისწუ ლი,
აღსართან II. ამ დროისათვის დავით აღმაშენებელი აკონტროლებდა მთელ დას. საქართვ ელოს
და სამხრეთ საქართველოს დიდ ნაწილსაც. მისი ბატონობის ქვეშ იყო ქართლის ნაწი ლიც.
ტფილისი ჯერ კიდევ არ იყო საქართველოს სახელმწიფოს წიაღში დაბრუნებული. ქვე მო
ქართლში, რომელიც მოიცავს ლორე–ტაშირსაც, სადაც ცოტა ხნით ადრე ქართველ მოსახ
ლეობაზე სომეხი კვირიკიანების მეფეები იყვნენ გაბატონებულნი, თურქ–სელჩუკები მძლავ
რობდნენ.
კახეთ–ჰერეთის მეფე აღსართანი ცუნდრუკა ვინმე ყოფილა. არ ჰქონია მეფობის ნიჭი, ყოფი
ლა უსჯულო და „უმეცრად უსამართლო“. ეს ორი სიტყვა ზუსტად გადმოგვცემს ადამიანის
ბუნებას. ჯერ უმეცრობა როგორია, ანუ შეუგნებლობა, მერე უსამართლობა რამხელა დანაშა
ულია, და მერე კიდევ უმეცრობით გამოწვეული უსამართლობა, რომელიც პირდაპირ უპირი
სპირდება მეფისათვის სავალდებულო მონაცემებსა და ვალდებულებებს. აღსართან II თავი სი
კეთილი ბიძის ანტიპოდი ყოფილა.
ახალი ჩატარებული იყო რუის–ურბნისის საეკლესიო კრება, რამაც დიდი წვლილი შეიტანა
სახელმწიფოს აღორძინებაში. ცუნდრუკი აღსართანი გრძნობდა საფრთხეს, იცოდა, რომ მისი
ტახტი და მეფობა საქართველოს გაერთიანებას შეეწირებოდა და ამიტომ გადაწყვიტა ნების
მიერი ხერხით შეენარჩუნებინა ძალაუფლება.
თავის დროზე, 1084 წელს, აღსართან II-ის პაპა, აღსართან I ეახლა სელჩუკთა დიდ სულტანს
მელიქ შაჰს ისპაჰანში, მიიღო მაჰმადიანობა და ამგვარად შეინარჩუნა მეფობა კახეთ–ჰერეთ
ში. მანამდე, მელიქ შაჰს ეახლა დავით აღმაშენებლის მამაც, გიორგი II, თავი სულტნის ვასა
ლად ცნო და იკისრა ხარკი, თუმცა მეფე გიორგის მაჰმადიანობა არ მიუღია, რადგან არც მოუ
თხოვიათ. მელიქ შაჰ სულტანმა კი პატივი სცა და დააფასა თავისი ხალხისთვის თავდადებუ
ლი და რისკზე წასული, სულტანთან მისული ქართველთა მეფე.
დავით აღმაშენებელს საკმაოდ ძლიერი მომხრეები ჰყავდა კახეთსა და ჰერეთში, დიდებული
პიროვნებები, რომლებიც ოცნებობდნენ ქვეყნის გაერთიანებაზე. დავით მეფის მომხრე ჰერმა
დიდებულებმა, არიშიანმა და ბარამმა, და მათმა დედის ძმამ, ქავთარ ბარამის ძემ შეიპყრეს
ცუნდრუკი აღსართან მეფე და მიჰგვარეს დავით აღმაშენებელს. დავით IV_მ კახეთი და ჰერ
ეთი ერთიან საქართველოს სამეფოს შემოუერთა.
რა თქმა უნდა, ეს ძალიან არ მოეწონათ თურქ–სელჩუკებს და გადაწყვტეს დავით მეფის დას
ჯა. თურქთა სულტანმა გამოაგზავნა დიდძალი ჯარი განძის ათაბაგთან და დაავალა საქართ
ველოს მეფის წინააღმდეგ გალაშქრება. სულტნის ძალებს დაემატა ათაბაგის სამხედრო ნაწი
ლები, ასევე სეპარატიზმის მომხრე კახელი დიდებულები და დიდი არმია შეიკრიბა დავით
მეფისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ საომრად.
ბრძოლა გაიმართა ერწუხში, რომელიც მდებარეობდა კახეთ–ჰერეთში, თუმცა მისი ზუსტი
ლოკალიზება დღეისათვის ვერ ხერხდება. დავით აღმაშენებელს ძალიან მცირე ძალები ჰყო
ლია აღნიშნულ ომში – „მცირედი ლაშქარი და განწირული ერი“. ეტყობა მხოლოდ ის ნაწილ
ები, რომლითაც დაიკავა კახეთ–ჰერეთი, ეს იყო „მცირე ლაშქარი“. „განწირულ ერში“ კი, ჩემი
აზრით, ადგილობრივი უბრალო მოსახლეობა უნდა იგულისხმებოდეს, სამშობლოსათვის
თავგანწირული გლეხები და მეთემეები, თავის ლიდერებთან, არიშიანთან და სხვებთან ერ
თად. მაჰმადიანთა რაოდენობა გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო, რამდენჯერმე მეტი, ვიდ
რე დავით მეფის მეომრები. თუმცა, 100 000 (მაჰმადიანი) და 1 500 (ქართველი), გადაჭარბე
ბული უნდაიყოს. თურქ–სელჩუკთა მხარეს, როგორც ვთქვით, ზოგიერთი ჰერი და კახელი
დიდებული გამოვიდა, რომელთაც თავისი ქვეშევრდომები, უბრალო მოქალაქეებიც გამოუ
ყვანიათ დავით მეფის წინააღმდეგ. ალბათ, იძულებით და ვასალობის ძალით, თორემ უბრა
ლო ხალხი რატომ გამოვიდოდა მაჰმადიანებისა და უსამართლო აღსართან მეორის მომხრე
დიდებულთა მხარეს. თუმცა, აქვე გასახსენებელია, რომ კახეთ–ჰერეთის სამეფო უკვე კარგა
ხანია არსებობდა, და სამეფო–სამთავროებად დაქუცმაცებულობა, ადგილობრივ, ვიწრო პარ
ტიკულარიზმს მაინც ქმნის, ზოგ შემთხვევაში. თუმცა, უფრო სარწმუნოდ, ჩემი პირველი ვა
რაუდი მიმაჩნია – ქართველი ხალხის კახი და ჰერი წარმომადგენელლების ნაწილი, ალბათ,
იძულებით გამოიყვანეს ბრძოლაში აღსართანის მომხრეებმა, რომლებიც ერთიან საქართვე
ლოში დაკარგავდნენ თავის უფლებებს და გავლენას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ დავით
აღმაშენებელი ბრწყინვალე სტრატეგი იყო, ხშირად იყენებდა სხვადასხვა ტაქტიკას ბრძოლე
ბის დროს. ერწუხის ბრძოლაშიც ასე იყო, თუმცა დეტალები ბრძოლისა არ ვიცით. გარდა ამი
სა, მეფე პირადად მონაწილეობდა ბრძოლაში. თან, უკანა პლანზე კი არ იდგა და ჯარის ზურ
გიდან კი არ გასცემდა ბრძანებებს, ან მხოლოდ რამდენჯერმე კი არ მოიქნია ხმალი. არამედ
მეწინავეთა რიგებში იბრძოდა, „ვითა ლომი შეუზახებდა ჴმითა მაღლითა“ და გრიგალივით
დაქროდა აქეთ–იქით. „გოლიათებრ“ უტევდა და თავისი მადლიანი მარჯვენით სცემდა მახ
ვილს, ამხობდა და კლავდა მტრებს. იმ დღეს სამი ცხენი მოუკლეს მეფეს, და მეოთხე ცხენზე
ამხედრებულმა დაასრულა ბრძოლა. ეს ცნობა ამტკიცებს, რომ მეფე ხიფათს არ ერიდებოდა,
შუაგულ ბრძოლაში იყო და მასზე დიდი შეტევა ხორციელდებოდა. მისთვის ნასროლმა ისრე
ბმა თუ შუბებმა, ან მისთვის მოქნეულმა ხმლებმა იმსხვერპლა ქართველთა გმირი მეფის 3
ცხენი. რა თქმა უნდა, მეფის წინააღმდეგ განსაკუთრებულად მძაფრი შეტევა ექნებოდათ
მტრებს...
უნდა ითქვას, ხიფათი მართლაც დიდი იყო, მაგრამ უფალი იფარავდა მის რჩეულ მეფეს.
ქართველებმა სასწაულებრივად გაიმარჯვეს, ადვილად და სწრაფად, ღვთის წყალობითო,
როგორც გვიამბობს ამ ბრძოლის მონაწილე დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი. ბევრი ტყვე
ჩაუვარდათ ხელში ჩვენს წინაპრებს. თუმცა, როგორც ყველა ბრძოლა, ერწუხის ბრძოლაც არ
იქნებოდა მთლად ადვილი. ამ ბრძოლისათვის დიდი ხანი ემზადებოდა მეფე, წვრთნიდა
ჯარს და დიდი თურქობით შეწუხებულ სამეფოს გამარჯვებას აჩვევდა ნელ–ნელა. ბრძოლის
დასრულების შემდგომ დავით მეფე თავის კარავში შებრძანდა. მეფეს სარდლები და გარემო
ცვაც თან ახლდა. ამ ამბის თვითმხილველი დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გვიამბობს –
მოიხსნა, თურმე, მეფემ აბჯარი, შეიხსნა წელზე ქამარი და ბლომად მტკნარი სისხლი დაიღ
ვარა მიწაზე. თავიდან დაჭრილი ეგონათ მეფე, მერე მიხვდნენ, რომ შეუჩერებელი ბრძოლის
დროს, მისი ხმლიდან ხელს გამოჰყოლოდა სისხლი, და დაგროვილიყო ტყავის სამოსში, რო
მელსაც სარტყელი ჰქონდა შემორტყმული. ეს ცნობაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, დიდი მეო
მარი იყო დავით აღმაშენებელი, და ერწუხში მისმა მარჯვენამ საქართველოს არა ერთ მტერს
ადინა სისხლი, ისე როგორც სხვა ბრძოლებში.
მრავლისაგან მხოლოდ მცირეს ვამბობო, გვეუბნება დავითის ისტორიკოსი.
ქართველების მიერ გადახდილი ერწუხის ბრძოლა დიდად „ხმაგასმენილი“ ყოფილა, დიდი
გამოძახილი ჰქონია იმჟამინდელ მსოფლიოში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ მაჰ
მადიანი დამპყრობლები და ქრისტიანი ჯვაროსნები. საბოლოოდ დაიპყრო კახეთი და ჰერე
თი ჩვენმა საამაყო მეფემ. დაიკავა ყველა ციხე და სიმაგრე. მტრის მომხრე დიდაზნაურების
მაგიერ, თავისი ერთგული ადამიანები დააწინაურა. მზესავით მოჰფინა წყალობა ამ ქართუ ლი
ქვეყნების მცხოვრებლებს. ღვთის წყალობა მუდამ თან სდევდა დიდებულ დავით IV-ს და
ღმერთი აძლევდა მას საკვირველ ძლევას მტერზე, ყველგან და ყოველთვის, და უფალი
უძღოდაო წინ. არც დავით მეფე აკლებდა ხელს ღვთის მიერ მისთვის მინიჭებული ტალანტ
ების გამრავლებას, არამედ სრული გულით მსახურებდაო ღმერთს – გადმოგვცემს უცნობი
ავტორი, დავით მეფის თანამებრძოლი და მეგობარი.
"ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია" ანუ სამეფო
ლეგიტიმიზმის პრინციპები "ვეფხისტყაოსანში"
(წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)

გაიოზ მამალაძე

(8)

რუსთველისეული აფორიზმი, – "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია", – დიდი


ხნის მანძილზე "ვეფხისტყაოსნის" ავტორის მხოლოდ გენდერული, ფემინისტური თანასწო
რობის შეგნების გამომხატველ, მაშასადამე ქართული იდეოლოგიისა და ტრადიციის "პროგ
რესულობის", "დემოკრეტიულობის" დამამტკიცებელ საბუთად ცხადდებოდა.
რუსთველი, თავისთავად, იმ და ამ ეპოქებისათვის ფრიად დაწინაურებული პიროვნება, უდ
იდესი მოაზროვნე გახლავთ. იგი არავის არ ამცირებს თავის გენიალურ პოემაში. ყველა ადა
მიანი მისთვის ძვირფასია. ყველა ადამიანი მისთვის თანაბარია, ქალი იქნება თუ კაცი, მეფე
იქნება თუ მიწყივ მომუშაკე, და შესაძლოა ეს ფრაზა ასეც გავიგოთ, თავისთავად ცხადია,
ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ქალის პატივისცემა და დაფასება ძალიან კარგად იცო
დნენ, დიდი შემოქმედის ფრაზა ხშირ შემთხვევაში რამდენიმე შინაარს იტევს, მაგრამ, ამ კონ
კრეტულ სიტუაციაში სხვა რამეზეა ლაპარაკი.
რუსთველი, აღწერს რა არაბეთის სამეფოს მდგომარეობას, წერს: `სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ
ოდენ მარტოდ ასული~. პოემის მიხედვით, მეფეს არც ძმა ჰყავს, არც ძმისწული და არც
მოგვარე. მის დინასტიაში როსტევანი ბოლო მამაკაცია. როსტევანი ეთათბირება რა ვაზი რებს,
ამბობს: "ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ". ამ ფრაზაში "ძე" ნიშნავს მემკვიდრეს. როსტევ ანის
შვილი თინათინი სამეფოდაა აღზრდილი. ვაზირების პასუხი ასეთია, "თუცა ქალია, ხე
ლმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია; / არ გათნევთ, იცის მეფობა... ლეკვი ლომისა სწორია, ძუ
იყოს, თუნდა ხვადია". აქ ვაზირები ამბობენ, რომ თინათინი მეფის შვილია, ხელმწიფედ არის
დანაბადი. "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია", ნიშნავს – მეფის შვილი,
მამრობითი თუ მდედრობითი, არის თანაბარი. რუსთველს რომ სდომოდა ეთქვა, ყველა მდე
დრობითი და მამრობითი ადამიანი თანაბარიაო, იტყოდა სულ სხვაგვარად და სხვა კონტექ
სტში. როგორც იტყოდა ხოლმე აწ გარდაცვლილი კინორეჟისორი და მონარქისტი ლერი სი
ხარულიძე ჩემთან საუბარში, რუსთველი სულაც არ ამბობს ყველა ლეკვი (ტურების, კურდღ
ლების, ძაღლების და ა. შ.) სწორიაო, ყოველი ადამიანი სწორიაო (აქ ლაპარაკია ფეოდალურ
იერარქიაზე, რომელიც მაშინ არსებობდა).

რადგან ნახსენებია ლომი, უნდა ვიცოდეთ, რომ ლომი ნიშნავს მეფეს.

რუსთველმა კარგად იცის, რომ, ვთქვათ, ფატმანი ან თუნდაც ასმათი არ არიან სწორნი როს
ტევანისა, ან ნურადინ-ფრიდონისა, ან თუნდაც თინათინისა და ნესტან-დარეჯანისა (რა თქმა
უნდა, ფეოდალურ იერარქიაში და არა ღვთის წინაშე). თინათინი მხოლოდ იმიტომ ადის
ტახტზე, რადგან სხვა "ძე", ვაჟი დინასტიას, გვარს არ ჰყავს. მთავარი გმირი "ვეფხისტყა
ოსნისა" არის ტარიელი. გაუცხოების ხერხის მეშვეობით ("ესე ამბავი სპარსული"), როგორც
არაბეთი, ისე ინდოეთი არის საქართველო. "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტი სრულიად დაფუძნე
ბულია საქართველოს რეალობაზე. ამის მტკიცება შორს წაგვიყვანს. გავიხსენოთ, რომ ინდოე
თი არის შვიდი სამეფო. ქართული წყაროებით ჩვენ ვიცით, რომ საქართველო არის "შვიდ
სამეფოდ განწესებული". ინდოეთის ექვსი ნაწილის მეფეა ფარსადანი. ტარიელი ამბობს:
“ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი; / ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა,
თვით იყო მპყრობელი... მამაჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი”. ტარიელის მა მამ,
სარიდანმა გადაწყვიტა სამშობლოს გაერთიანება და თავისი სამეფო შეუერთა გაერთიანე ბულ
ინდოეთს. გახარებულმა ფარსადანმა სარიდანს: "ერთი
სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა. თვით
ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.
მეფედ რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმწვდარობა;
სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა".
ანუ ფარსადანმა სარიდანს `საკარგავად~, საგამგეოდ უბოძა, ჩვენი წყაროების ენით რომ
ვთქვათ, `მეფეთა ადგილი საჯდომად~, მხოლოდ `კეისრობის~, ანუ სრული სუვერენიტეტი სა
და სუზერენობის გარეშე. სარიდანი გახდა ამირბარი (სახლთუხუცესი), რომელსაც აქვს ამირ-
სპასალარის, მხედართმთავრის, სამხედრო მინისტრის სახელო, თანამდებობა. სარიდა ნი
ფარსადანმა `დაიჭირად სწორად თავსა~, რადგან მისი მოგვარე იყო. "ძე არა ესვა მეფესა",
ამიტომ, ფარსადანმა იშვილა ტარიელი: "შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა". ტარი
ელი, როგორც სამეფო გვარის წარმომადგენელი, სამეფოდ იზრდება. შემდეგ სიუჟეტის გან
ვითარება როგორიცაა, ყველამ იცის. ერთი უნდა ითქვას, რომ ტარიელისა და ფარსადანის
დამოკიდებულება ძალიან ჰგავს საქართველოს მეფის, გიორგი III-ისა და დემნა უფლისწულ ის
ურთიერთობას. თუ არ ტყუიან, სომხური წყაროებით ვიცით, რომ გიორგი მეფეს უნდა
აღეზარდა მეფედ დემნა დავითის ძე და დაეთმო მისთვის ტახტი. მაგრამ, მეფე არ აპირებდა
ანდერძის შესრულებას. რომც ტყუოდეს სომხური წყარო, მაინც, ცხადია, ტახტი დემნას ეკუ
თვნოდა, ვითარცა გიორგის უფროსი ძმის შვილს, მით უმეტეს, რომ გიორგის მხოლოდ ქალე
ბი ჰყავდა. მანამდე ქალის ტახტზე ასვლის პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა არასო
დეს. მიუხედავად იმისა, რომ ფარნავაზიანთა ნათესაობა თითქოს გადადიოდა ქალითაც. მაგ
რამ ბაგრატიონებში, როგორც იესეან, სოლომონიან, დავითიანებში, მემკვიდრეობა გადადიო
და მხოლოდ მამრობითი ხაზით.
"ვეფხისტყაოსნიდან" ვიცით, რომ ფარსადანმა დაივიწყა ტარიელის მემკვიდრეობა და გადა
წყვიტა თავისი ასულისათვის, ნესტან-დარეჯანისათვის ქმრად მოეყვანა ხვარაზმშას ვაჟი. სა
ინტერესოა მისი თათბირი ავთანდილთან: "აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნა
ხოთ, / რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, / სამეფოსა ვაპატრონოთ, სახ
ელმწიფო შევანახოთ"... ამ სტრიქონებიდან ჩანს ინდოეთის ტრადიცია, რომ მეფედ, სამეფოს
პატრონად მიჩნეულია მხოლოდ ვაჟი – „მივსცეთ ტახტი“ და სხვა.
ტარიელის თათბირზე დასწრება არ არის შემთხვევითი. იგი არის ამირბარი, ამირ-სპასალარი
და, რაც მთავარია, დინასტიის წარმომადგენელი. საჭიროა მისი თანხმობა, "მოწმობა დავრ
თე", ამბობს ტარიელი. მან ვერ გაბედა შეკამათებოდა მეფესა და დედოფალს, რომელთაც უკ ვე
გადაწყვეტილი ჰქონდათ საქმე. საინტერესოა წერილი ფარსადანისა ხვარაზმშას წინაშე: "გახდა
უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი; არს
ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი".
ამ სიტყვებით ჩანს, რომ ფარსადანს თავისი სამეფო უმკვიდროდ მიაჩნია, ვინაიდან ჰყავს მხო
ლოდ ქალი. და ამქალისთვის მხოლოდ მეფის ძე უნდა და არა ვინმე უგვარო ან თავისი ქვეშევ
რდომი. ძველ დროში სამეფო ოჯახისწევრებს ქვეშევრდომზე ქორწინება ეკრძალებოდათ. იმ
დროისათვის სარიდანი, ყოფილი მეფე ინდოეთის ერთი ნაწილისა, გარდაცვლილია და
ტარიელი უკვე ქვეშევრდომად ითვლება და არა მეფური ღირსების მატარებლად. ამას უნდა
მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. მეფისთვის მიცემული თანხმობისთვის ტარიელს
ნესტან-დარეჯანი საყვედურობს. ტარიელი პასუხობს:
"მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რადგან იგი ვერ მიმხვდარა
არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?
ტარიელ არს მემამულე, სხვასა მართებს არად არა,
ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?".
ამ სტროფის შინაარსი ასეთია: მე როგორ მეკადრა დაშლა მეფისთვის, თვითონ ვერ უნდა
ხვდებოდეს? განა მეფემ არ იცის, რომ ინდოეთი უპატრონო არ არის? მე, ტარიელი, ვარ ინდ
ოეთის მემამულე, ანუ ინდოეთი ჩემია, სხვას არაფრით არ ეკუთვნის ინდოეთი. ტყუილად
მოცდება ყველა, ვინც მოინდომებს სხვის გამეფებას.
ტარიელის სიტყვები არ არის მხოლოდ შეყვარებულისთვის ერთგულების მტკიცება. მას კარგა
დ აქვსშეგნებული, რომ სამეფო საგვარეულოს შვილია, ინდოეთის პატრონია, ტახტის მემკვიდ
რეა, მიუხედავად იმისა,რომ მეფის ძე არ არის და გვერდითი შტოს წარმომადგენელია.
შემდგომი სიუჟეტი ყველასათვის ცნობილია. ნესტან-დარეჯანი და ტარიელი გადაწყვეტენ,
მინიმალური მსხვერპლით ააცილონ ინდოეთში სხვა დინასტიის გაბატონება, რაც, მათი აზ
რით, ქვეყნის დაპყრობის ტოლფასია*:
"სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა, / ჩემია მკვიდრი მამული, არ მივცემ არცა დრამასა, / არ
დამეხსნები (მეფეო), გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა".
ფარსადანი რომ გაიგებს ხვარაზმშას ძის მოკვლის ამბავს, დიდად განიცდის და საყვედურს
შეუთვლის ტარიელს, თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არ მითხარი, ცოდვა რად დამადე კისერ
ზეო. ძალიან მნიშვნელოვანია ტარიელის პასუხი. იგი ამბობს, მე შენი ქალი არ მინდა, ინდო
ეთი ჩემიაო:
"იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! –
ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, _ ყველაი თქვენ მოგხდომია:
ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;
დღესამდი ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია!
ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია:
ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია,
ხვარაზმშა დავსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?
სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?!
შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!
ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე.
ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,
სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!".
ტარიელის პასუხი ასე უნდა გავიგოთ: ახლა ინდოეთი მთლიანად თქვენს ხელთაა, მაგრამ
ერთადერთი მემკვიდრე ვარ მე, ტარიელი. ტახტიჩემია, ვერავინ შემეცილება, არ იქნება სამარ
თალიანი,ლეგიტიმური რადგან ღმერთმა არ მოგცა ვაჟი. სხვა დაჯდესმეფედ ჩემს ქვეყანაში, სა
ნამ ხმალი მარტყია?! შენი ქალიარად მინდა, გაათხოვე, როგორც გინდა. ინდოეთი კი ჩემია,ვე
რავინ შემეცილება, ვინც გაბედავს, გავანადგურებო.
"ვეფხისტყაოსანი" ერთმნიშვნელოვნად გადმოგვცემს იმდროინდელი საქართველოს ტრადიც
იას. თუ მეფესმხოლოდ ასული ჰყავს, ხოლო დინასტიას ჰყავს მამრობითიწარმომადგენელი, თ
უნდაც გვერდითი შტოდან, მაშინტახტი ეკუთვნის ვაჟს, თუმცა სასურველია (ეს მხატვრულად
არის გადმოცემული), გვერდითი შტოს ვაჟი დაქორწინდესმეფის ასულზე. სხვა დინასტიის წა
რმომადგენლის მოყვანა მეფის ასულისქმრად და მისი გამეფება არალეგიტიმურია და სამეფოს
სხვა დინასტიის მიერ დაპყრობის ტოლფასია, ანუ დინასტია იცვლება, რაც წარმოუ დგენლად
ითვლებოდა საქართველოში და ეროვნულ–რელიგიური და კულტურული თვალ საზრისით
სახელმწიფოსთვის საშიშროებაც რეალურია.
რაც შეეხება არაბეთის ამბავს, როდესაც გარდა ქალისა არ არსებობს სხვა "ძე", მემკვიდრე დინა
სტიაში, არ არსებობსგვერდითი შტო სამეფო გვარისა, მხოლოდ მაშინ შეიძლება ტახტზე ავიდ
ეს ქალი. უფლის აღთქმა დავითიანთა (იესეან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონთა)
გვარისადმი ანუ ძველი დაახალი აღთქმის სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპი. ძველი აღთქმ ის
მიხედვით, სამეფო ტახტის მემკვიდრეობა გადადიოდა მხოლოდ მამრობითი ხაზით. მამ
რობითი ხაზით გრძელდებოდა გვარიც. ასეა ძველი აღთქმის რჩეულ ერში, ისრაელში: „იესე
შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიას ცოლისაგან; სოლომონ შვა რობოამ;
რობოამ შვა აბია~ და ა. შ. და ა. შ. (ძველ აღთქმაში უამრავი მაგალითია ამისა). ახალი აღთქმ
ის მიხედვითაც გვარი გადადის მამრობითი ხაზით.
ამგვარადვე იყო ახალი აღთქმის რჩეულ ერში, საქართველოში, სადაც ძველი აღთქმის და ახა
ლი აღთქმის რჩეული გვარი –დავითიანები (იესეან, დავითიან, სოლომონიან-ბაგრატიონები)
გამოაგზავნა უფალმა: "იაკობ შვა იოსებ ქმარი მარიამისი და ძმა კლეოპასი; კლეოპა შვა ნაომ;
ნაომ შვა სალა;... ასერ შვა ისაკ; ისაკ შვა დან; დან შვა სოლომონ; სოლომონ შვა გუარამ (პირვ
ელი დავითიანი ერისმთავარი საქართველოში) და ექვსნი ძმანი მისნი".
დავითიან-ბაგრატიონების შთამომავალთა ჩამონათვალში არსად, არც ძველი აღთქმა, არც სა
ხარება და არც `ქართლის ცხოვრება~ არ მოიხსენიებს ქალის ხაზით გვარის, მით უმეტეს და
ვითიანების, გაგრძელების, არც ერთ პრეცედენტს, არც ისრაელში და არც საქართველოში. არ
არის ქალის სამეფო ტახტზე ასვლის პრეცედენტიც. თამარ მეფისა და რუსუდან მეფის მაგალ
ითები საწინააღმდეგოს ვერ დაამტკიცებს. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ თამარის
მამამ, მეფე გიორგიმ დაასაჭურისა (მოკლა) საკუთარი ძმისწული, საქართველოს სამეფო სახ
ლის ერთადერთი მამრობითი მემკვიდრე, დიმიტრი დავითის ძე და ტახტზე აიყვანა თავისი
ასული. თამარის მეუღლე დავით სოსლანი იყო „ტომით~, გვარით ბაგრატიონი და დავითი ან-
ბაგრატიონთა დინასტიის გვარი გაგრძელდა. ვინმე შეიძლემა შეგვეკამათოს, რომ თამარ ის
პირველი ქმარი არ იყო ბაგრატიონი და თუ მისგან გაგრძელდებოდა ქართული დინასტია
მაშინ ქალით გადავიდოდაო გვარი, ბაგრატიონი, ისევე, როგორც ხდება რუსეთში. მაგრამ ეს
ასე არ არის. რუსეთის გარდა, არც ერთ ქვეყანაში სამეფო გვარი არ გადადის ქალის ხაზით.
ევროპაში თუ ტახტზე ადის ქალი, იქ დინასტიის გვარი იცვლება (იხ. ჩემი წერილი `სამეფო
გვართა ცვლილებანი ევროპულ დინასტიებში ანუ ქართული დინასტიის განსხვავება ევრო
პულისგან~). რუსეთი საერთოდ განსხვავებული მოვლენაა ამ მხრივ და მადლობა ღმერთს,
საქართველო რუსეთი არ არის. საქმე ისაა, რომ თამარისთვის პირველი ქორწინება იყო ნაძა
ლადევად თავსმოხვეული. ამ საქმის ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს ძველი და ახა ლი
აღთქმის ლეგიტიმიზმის პრინციპი (ისინი უფრო საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანე
ლობდნენ). ვფიქრობ, უფლის ნება იყო, რომ არადავითიანი, არააღთქმისეული, არაგამორჩე
ული, არაკურთხეული გვარი ვერ დამკვიდრდა საქართველოს ტახტზე. დიახ, შემთხვევით არ
მომხდარა, რომ გიორგი რუსი უშვილო იყო. სანამ გააგდებდნენ, მან ვერ შეძლო მემკვიდ რის
დატოვება. რომ ჰყოლოდა თამარ მეფესთან შვილი, მის შვილს არავინ გააგდებდა საქარ
თველოდან.
გიორგი რუსის პირველი შემოსევისა და ქართველი მოღალატეების მიერ მისი მეფედ გამოც
ხადების ამბავს რომ აღწერს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი, შეძ
რწუნებული ამბობს: "ჰოჲ, ღაღადი დიდი და განსაკვირვებელი კაცთა ცნობისა! ვინა ანუ ვი
სიღა მოსაყდრე საყდარსა დაჯდა დავითიანსა?". რუსუდანის მაგალითიც არაფრის მთქმე ლია,
ვინაიდან იგი დროებითი მეფე იყო.
„ჟამთააღმწერელი“ გადმოგვცემს ლაშა-გიორგის ანდერძს: "ვითარცა ცნა აღსასრული თვისი
მეფემან ლაშა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსა თვისისათა, შევედრა დაჲ თვი სი
რუსუდან ცრემლითა მომდინარემან და თქვა:
– უწყი უმანკოება და ერთგულება მეფეთა ნათესავისაგან თქვენ _ მკვიდრთა საქართველო
სათა. შეხედვებითა ღმრთისათა მიგითვალავ დასა ჩემსა რუსუდანს, რათა შემდგომად ჩემსა
მეფე ჰყოთ, ვითარ არს ჩვეულება ნათესავისა თქვენისა. ერთგულებით მონებდით და სიმხნი
თა თქვენითა დაიცევით ტახტი მეფობისა მტერთაგან უვნებელად. დაღათუ არა მამაკაცი არს
არამედ დედაკაცი, არა აკლია სიბრძნესა და სამეფოთა საქმისა ცნობასა. თქვენ, წარჩინებულ
თა ამის სამეფოსათა, იცით და გახსოვს წყალობა და ნიჭი და პატივი სანატრელისა და კეთი
ლად მოხსენებულისა, მეფეთა შორის ბრწყინვალისა, დედისა ჩემისა. ეგრეთვე, თუ ღმერთსა
უნდეს, დამანცა ჩემმან იცის პატივი თქვენი. აწ შეგვედრებ წინაშე ღმრთისა, რათა მეფე ჰყოთ
იგი შემდგომად ჩემსა. ხოლო დასა ჩემსა რუსუდანს ვამცნებ წინაშე ღმრთისა და სასმე ნელად
თქვენდა ყოველთა, რათა აღზარდოს შვილი ჩემი დავით, ხოლო რაჟამს ეძლოს მეფო ბა და
მხედრობა, რომელ დავით მეფე ყოს, და იგი დაადგინეთ მეფედ და მემკვიდრედ მეფო ბისა
ჩემისა. დაღათუ ყრმა არს აწ, არამედ ინებოს თუ ღმერთმან აღზრდა მისი, ვგონებ, რომ ელ
შემძლებელ იყოს პყრობად მეფობისა, რამეთუ კეთილითა ასაკითა არს და ჰაეროვან."
რუსუდანს უნდა აღეზარდა დავით ლაშას ძე და მისთვის დაეთმო ტახტი. რუსუდანმა კი
ძმისშვილის მოკვლა და თავისი ვაჟის გამეფება გადაწყვიტა. უფალმა არ დაუშვა ნამდვილი
ბაგრატიონების გადაშენება და სელჯუკიანთა ჩამომავლების გვარის დამკვიდრება საქართვე
ლოს ტახტზე (რუსუდანის ქმრის, მოღის ედდინის მამა იყო არზრუმის სულთანი, რუმის სე
ლჯუკიან სულთანთა შთამომავალი) და გადაარჩინა დავით გიორგის ძე (მომავალი დავით
ულუ), რომელიც ტყვედ იყო წლების მანძილზე, ხაროში ჩაგდებული.
საქართველოში ლაშას ძე მკვდარი ეგონათ და ამიტომ ყველა თანახმა იყო რუსუდანის ძე გა
მეფებულიყო. იგი მეფედ დასამტკიცებლად ურდოში გააგზავნეს, ყაენთან. რადგან მონღოლ
ებთან შეთანხმებით მეფე მონღოლთა ყაენს უნდა დაემტკიცებინა. როდესაც გაირკვა, რომ გი
ორგი-ლაშას ძე ცოცხალი იყო, მყის გაეშურნენ დიდებულები რუმის (იკონიის) სასულთნოში
მის გამოსახსნელად და საქართველოში დასაბრუნებლად. მერე მონღოლთა ურდოში წაიყვან
ეს საქართველოს მეფედ დასამტკიცებლად. ყაენის კარზე დავით რუსუდანის ძეს მხარს უჭე
რდნენ მისი თანააღზრდილები, გურკლელი მახუნჯაგის ძე, ქართლის ერისთავის გრიგოლ
სურამელის ძე ბეგა, ამირეჯიბი ბეშქენ. დავით ლაშას ძის მხარეს იყვნენ სარგის თმოგველი,
"კაცი ფილასოფოსი", "ენა-დაუშრომელი", ვარამ გაგელის ძე აღბუღა, შანშე ზაქარიას ძე მხარ
გრძელი.
„ჟამთააღმწერელი” წერს: "თმოგველი სარგის ძლიერად წინააღუდგებოდა თვით ნარინ და
ვითს და რომელნი მის წინაშე იყვნეს თანააღზრდილნი მისნი, რამეთუ ეტყოდა:
– არა ჯერ არს, რათამცა ნაშობმან დედაკაცისამან დაიპყრას მეფობა და არა ძემან თვითმპყ
რობელისა მეფისა მამაკაცისამან.
ხოლო იგინი მიუგებდეს, ვითარმედ:
– დაღათუ ნარინ დავით დედაკაცისა ნაშობი იყო, არამედ მეფევე იყო გვირგვინოსანი რუსუ
დან, ძმისა მისისა დატევებული, და მეფისავე ძე არის ნარინ დავით”.
მართალია, რუსუდანი დროებით იყო გამეფებული, დავით ლაშას ძის სრულწლოვანებამდე,
მაგრამ მეფის შვილი ზოგს მეფური ღირსებისად მიაჩნდათ (აქ თანააღზრდილთა მერკანტი
ლური ინტერესიც ჩანს). რუსუდანის ძის თანააღზრდილებმა მაინც შეძლეს და ნარინი „უმც
როს“ მეფედ დაამტკიცებინეს მონღოლებს.
ქართული ლეგიტიმიზმის პრინციპები კარგად ჩანს სარგის თმოგველის სიტყვებში. თუმცა,
რუსუდანის მეფობაც არგუმენტი იყო. ამასთან, მისი ძე ხომ პირველად მივიდა მონღოლებ
თან, როცა ლაშას ძე მკვდარი ეგონათ, ამიტომ მისი მთლად განაწყენებაც არ შეიძლებოდა,
რუსუდანისთვის ფიცი ჰქონდათ მიცემული მონღოლებს. მონღოლებმა მეფედ სცნეს ორივე
დავითი, „უპირატესი პატივი და ზედაჯდომა ლაშას ძეს ეპყრა ლაშას ძეობისათვის, დაღაცა
თუ უხუცესობისათვის.” ლაშას ძეს ულუ (უფროსი), რუსუდანის ძეს (ნარინი) უწოდეს.
ჟამთააღმწერელი წერს, სხვა ჟამთააღმწერელმა დაწერა, ნარინისთვის არ მიუციათ მეფობა, ის
გამოეპარა მონღოლებს და დასავლეთ საქართველოში გამეფდაო, თუმცა, ამ თვალსაზრ ისს
თავადვე არ შეიწყნარებს. უნდა აღინიშნოს, რომ დავით ნარინი შესანიშნავი ხელმწიფე და
ადამიანი იყო. სამწუხაროდ, დიდებული მეფე დავით ნარინის შთამომავლობის ხაზი 3
თაობის მერე შეწყდა. ესეც უფლის ნებაა, ალბათ. ამის მერე არც საქართველოს ერთიანი სამე
ფოს, არც ქართლის, არც კახეთის, არც ქართლ-კახეთის, არც იმერეთის სამეფო ტახტზე ქალი
არასოდეს არ ასულა. არც გვარი გადასულა ქალის (დედის, მით უმეტეს ბებიის) მხრიდან, მით
უმეტეს ბაგრატიონებში. მეტიც, მეფის ან ბატონიშვილის უკანონოდ შობილ ვაჟს შეეძ ლო
ტახტზე ასვლა, თუნდაც ჰყოლოდა კანონიერად შობილი ნახევარდა. მაგალითად, იმერე თის
მეფე ალექსანდრე IV-ს, რომელიც უკანონოდ შობილი იყო, ჰყავდა კანონიერად შობილი ორი
ნახევარდა, მაგრამ მაინც ის გაამეფეს.
ქართული ლეგიტიმიზმი უფლის აღთქმისეულია, ხოლო ევროპული _ არა. ევროპული კანო
ნები ადამიანების დადგენილია. ევროპელებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა გვარის მეფე
ეყოლებათ, ვინაიდან მათი დინასტიები არ არის დავითიანთა გვარისა და არც მათი ქვეყნე ბია
ახალი ისრაელი. არსებობს ძველი აღთქმა ჭეშმარიტების შემმეცნებელი, მონოთეისტი, უფლის
რჩეული ხალხისადმი, ისრაელისადმი. არსებობს ახალი აღთქმაც ჭეშმარიტების შემ
მეცნებლებისადმი, უფლის რჩეულებისადმი, ახალი ისრაელისადმი, ქრისტიანებისადმი
(ქრისტიანთა შორის ქართველობა, ალბათ, სხვებზე არანაკლებ იმსახურებს ახალი ისრაელის
წოდებას). ასევე, თუ დავაკვირდებით, არსებობს აღთქმა დავითიანთა გვარისადმი: "დავდევ
შეწევნაჲ ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა. ვპოვე დავით, მო ნაჲ ჩემი,
და საცხებელი წმიდაჲ ჩემი ვსცხე მას. რამეთუ ჴელი ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმ ან ჩემმან
განაძლიეროს იგი. არა ირგოს მტერმან მისგან, და შვილმან უშჯულოებისამან ვერ შესძინოს
ვნებად მისა. და მოვსრნე პირისაგან მისისა მტერნი მისნი და მოძულენი მისნი და ვამჴუნე. და
წყალობაჲ ჩემი და ჭეშმარიტებაჲ ჩემი მის თანა, და სახელითა ჩემითა ამაღლდ ეს რქაჲ მისი;
და დავდვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯვენე მისი. მან მხადოს მე:
მამაჲ ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი და შემწყნარებელი ცხორებისა ჩემისაჲ. და მე პირმშოდ
დავადგინო იგი უმაღლეს უფროჲს მეფეთა ქუეყანისათა. უკუნისამდე დაუმარხო მას
წყალობაჲ ჩემი, და აღთქუმაჲ ჩემი ერწმუნოს მას. და ეგოს უკუნითი უკუნისამდე თეს ლი
მისი და საყდარი მისი, ვითარცა დღენი ცისანი. და-თუ-უტეონ შვილთა მისთა შჯული ჩემი
და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან. სიმართლენი ჩემნი თუ შეაბილწნენ და მცნებანი ჩემნი
არა დაიმარხნენ. განვიხილნე კუერთხითა უშჯულოებანი მათნი და გუემითა უსამართ
ლოებანი მათნი; ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვეცრუო ჭეშმარიტება სა
ჩემსა. არცა შევაგინო აღთქუმაჲ ჩემი და რაჲ-იგი აღმოჴდა ბაგეთა ჩემთა, არა შეურაცხ-ვყო.
ერთ გზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუო მას. ნათესავი მისი უკუნი სამდე
ეგოს, და საყდარი მისი ვითარცა მზე წინაშე ჩემსა"... (ფს. 88, 19-36). თუ კარგად დავა
კვირდებით, ოთხმოცდამერვე ფსალმუნი გვამცნობს (სხვაგანაც შეიმჩნევა), რომ უფალმა აღ
თქმა დაუდო დავითს, რომ მისი თესლი და საყდარი (ტახტი) უკუნითი უკუნისამდე იქნება.
აქედან გამომდინარე, დავითის შთამომავლობა, მისი თესლი ანუ მისი ძეები (თესლი მამრო
ბითი ხაზის მემკვიდრეობას ნიშნავს) იმეფებენ სამყაროს დასასრულამდე. თუ ისინი დაივი
წყებენ უფლის სიტყვას, დაისჯებიან, მაგრამ უფალი არ დაივიწყებს თავის აღთქმას. სამართ
ლიანობისა და უფლის გზით სიარულის შემთხვევაში ღმერთი წყალობას მოუვლენს მათ. თუ
აღთქმისეული, რჩეული ხალხისათვის, ისრაელისათვის (ძველი თუ ახალი) უფლის სამა
რთლით ცხოვრებაა აუცილებელი, ასევე აღთქმისეული, რჩეული გვარისათვის (ძველი და
ახალი ისრაელის მეფეთათვის) უფლისავე სამართალი, ლეგიტიმიზმია გარდაუვალი. ვერავ ინ
შეცვლის უფლის აღთქმისეულ, უფლის დადგენილ ლეგიტიმიზმს. ეს ვერ შეძლეს თამარ
მეფის დიდებულებმა და გიორგი რუსმა.
ეს ვერც რუსუდან მეფემ შეძლო. როგორც ჩანს, თავად უფლის ნებაა ასეთი.

–––––

განმარტება

* – უცხო დინასტიის წარმომადგენლის ასვლა ტახტზე, მით უმეტეს თუ ეს პირი იყო უახლოეს
რეგიონში, მეზობლად არსებული დიდი ქვეყნის წარმომადგენელი, საკმაოდ სახიფათო
იქნებოდა სახელმწიფოსათვის, რადგან მას ახალ სამეფოში თან შემოჰყვებოდა თავისი ქვეყნის,
ანუ უცხო არისტოკრატიის წარმომადგენლები და თავისი სამშობლოს ინტერესების გატარებაც
შეიძლება მოენდომებინა. რუსთველის ეპოქაში
ხორეზმი (ცენტრით დღევანდელი უზბეკეთი, მისი ერთ–ერთი რეგიო ნი ხორეზმი) და
ინდოეთი ერთი დიდი რეგიონის ქვეყნები იყო. ხორეზმის მზარდი მადა კი ცნობილი
გახლდათ. თამარის მეფობის ბოლო წლებში და ლაშას მეფობის დასაწყისში ხორე ზმის
სახელმწიფოში შედიოდა, დღევანდელი პოლიტიკური გეოგრაფიით რომ ვიმსჯელოთ,
უზბეკეთის ერთ–ერთი რეგიონის – ხორეზმისა და უზბეკეთის გარდა სამხრეთი ყაზახეთი,
თურქმენეთი, ავღანეთის დიდი ნაწილი, ირანის უდიდესი ნაწილი (მათ შორის ირანის ანუ
სამხრეთ აზერბაიჯანი) და სხვა ტერიტორიები (ხორეზმ–შაჰ მუჰამედ II-ს უნდოდა ბაღდად ის
დაპყრობა და თავისი თავის მაჰმადიანთა სულიერ ლიდერად გამოცხადება, მაგრამ გზად
ბუნებრივმა კატაკლიზმამ შეუშალა ხელი). მუჰამედ II ხორეზმ–შაჰი თავს მაჰმადიენების უმ
თავრეს პოლიტიკურ ლიდერად მიიჩნევდა და სხვებისგანაც ითხოვდა ამის აღიარებას,
ამგვარად, ხორეზმი ფაქტიურად მეზობელი იყო ინდოეთის (ასევე საქართველოსი) და საფრ
თხე მომდინარეობდა მისგან. სხვათა შორის, თამარის მეფობის ბოლო წლებში ინდოეთში მა
ჰმადიანები შეიჭრნენ და დაიმორჩილეს მისი ნაწილები. დელიში გაბატონდა თურქული მო
დგმის მაჰმადიანური დინასტია. ასე რომ, ინდოეთს ჰქონდა ეს პრობლემა. როგორც ჩანს, ეს
ვითარება აქვს გამოყენებული რუსთველს (ამასაც გულისხმობს ტარიელი) – როდესაც კონ
კურენტი დიდი სახელმწიფოს სამეფო პრინცი ადის გეოგრაფიულად ახლოს მყოფი სახელმ
წიფოს ტახტზე, ეს უკანასკნელი სახელმწიფოსთვის საშიშია... მით უმეტეს, თუ რელიგიური
სხვაობაცაა.. ასე რომ, რუსთველს რეალისტური სურათი აქვს დახატული.
სხვათა შორის, თამარის პირველ ქმრად გიორგი რუსის არჩევის დროს დიდი როლი ითამაშა
იმან, რომ ბოგოლიუბსკი არ იყო არც მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელი, არც დიდი ძალა
უფლების მქონე მამა ჰყავდა. პირიქით, იყო სამეფო (სამთავრო) პრინცი, რაც აუცილებელი
გახლდათ სამეფო ოჯახში შესასვლელად, თან გამოძევებული იყო საკუთარი სამთავროდან
ბიძის მიერ და ყივჩაღებთან იყო თავშეფარებული, ანუ თავისი ქვეყნის ინტერესებს ქართულ
სახელმწიფოს თავს ვერ მოახვევდა. რუსთველის დიდებულ პოემაში შესაძლოა ეს ამბებიც ვი
გულისხმოთ, დიდი პოეტი მოწინააღმდეგეა სხვა დინასტიის გამეფებისა (ამ შემთხვევაში შე
იძლება ვიფიქროთ ბოგოლიუბსკისა), ამ ვითარებებისა და ლეგიტიმიზმის წესების ერთგუ
ლების გამო... ჩვენ ვიცით, როდესაც თამარი გასცილდა იურის, „უბედურმა რუსმა“ მოინდ ომა
ტახტის ხელში ჩაგდება, რითიც არეულობა გამოიწვია ქვეყანაში და სისხლისღვრა... რუსის
გაძევების მერე, ლეგიტიმისტებმა თამარს ქმრად მოუყვანეს ყმადნაფიც ოვსთა ერთ-ერთი
სამეფო ოჯახის წევრი, ბაგრატიონთა გვარის გვერდითი შტოს წარმომადგენელი - და ვით
სოსლანი, რომლის ამორჩევაში დიდი როლი ითამაშა მისმა ბაგრატიონობამ, ანუ დავით
სოსლანზე თამარის დაქორწინებით სხვა გვარი ვერ დამკვიდრდებოდა ტახტზე, არ შეიცვლე
ბოდა დინასტიის გვარი. დავით სოსლანი იყო „ტომით ბაგრატიონი“ (გვარად ბაგრატიონი),
ქართული წარმოშობის, საქართველოში აღზრდილი, საქართველოს ვასალი მცირე სამთავრ ოს
ოჯახიდან და ამგვარად, პატარა, ოსური სახელმწიფოს ინტერესებს ვერ და არ მოახვევდა თავს
საქართველოს სამეფოს.

ვარაუდი:

შესაძლოა, დემნა უფლისწულის უფლებების გამოძახილიც იყოს რუსთველის სწორუპოვ არ


პოემაში, – რადგან ტახტი დემნას ეკუთვნოდა და არა თამარს, მიუხედავად იმისა, რომ თამარ
მეფე ჩვენი უსაყვარლესი დედა და წმინდანია, – კერძოდ, ტარიელის პოზიციაში, რო დესაც
ქვეყნის პატრონად, ტახტის მემკვიდრედ თავისი თავი მიაჩნია, როგორც სამეფო საგვა
რეულოს წარმომადგენელს, რადგან მეფეს ჰყავს მხოლოდ ქალიშვილი. მეფეც, ფარსადანიც, არ
თვლის თავის ქალიშვილს ტახტის მემკვიდრედ, რადგან ქალია და სიძეს, ანუ მამაკაცს,
ტახტის ნამდვილ მფლობელს ეძებს გარეთ, უცხოეთში. ესეც იმდროინდელ საქართველოში
არსებული წესის გამოძახილია – უცხოეთში იმიტომ, რომ ერთიანი საქართველოს დროს მეფ
ეები არ უნდა დაქორწინებულიყვნენ ქვეშევრდომებზე და მათთვის უცხოელი სამეფო ან სამ
თავრო ოჯახის პრინცესები მოჰყავდათ რძლად. თამარისთვისაც ეს წესი გამოიყენეს და უც ხო
სამეფოს პრინცი მოჰგვარეს ქმრად. ამგვარად იქცევა ფარსადანიც. თუმცა, ფარსადანი არ ღვევს
ლეგიტიმიზმის კანონს, რადგან ტახტი ეკუთვნის მოგვარე მამაკაცს – ტარიელს, ისევე,
როგორც გიორგი მესამე აპირებდა დაერღვია ლეგიტიმიზმის კანონები და გაემეფებინა თავ ის
ასული და არა ძმისწული, დემნა. სხვათა შორის, დემნას აჯანყება, ერთგვარად, „გამოსავ ლად“
იქცა გიორგი III-ისათვის. ამ აჯანყებით მას გაუჩნდა საბაბი, მოტივი ნამდვილი მემკ ვიდრის
მოცილებისათვის – აჯანყება, დანაშაული მისი, მეფის წინააღმდეგ, სახელმწიფოს
წინააღმდეგ. და ეს საბაბი გიორგი მეფემ სწორედ ლეგიტიმური ქვეტექსტების მატარებელი
სასჯელით აღასრულა, დემნას თვალები დათხარა, რათა ვერ ემეფა, და დაკოდა, რათა შთა
მომავლობა ვერ მოეცა, რადგან დემნას შთამომავლობა თამარზე და თამარის შთამომავლო ბა
წინ იქნებოდა ტახტის მემკვიდრეობაში, ლეგიტიმიზმის წესების მიხედვით.
შალვა ალექსი-მესხიშვილის ერთი გამოსვლა საქართველოს
პარლამენტში (2)
შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი (* 26 აპრილი/8 მაისი, 1884, თელავი ― †
18 ივნ ისი, 1960, თბილისი), ქართველი ადვოკატი, პოლიტიური და საზოგადო
მოღვაწე, ლადო მესხიშვილის ვაჟი.

1902-1904 წწ-ში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში, საიდანაც გარიცხეს სტუდენ


ტთა რევოლუცი ურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის. 1909 წ. დაამთავრა ხარკოვის
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ადვოკატობა დაიწყო თბილისში 1910 წ.
ალექსი-მესხიშვილი საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერ თი
ლიდერი იყო. 1917-1918 წწ-ში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი
მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის
აქტს. 1918-1919 წწ-ში იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა საქართველოს დე
მოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობაში. 1919-1921 წწ-ში იყო საქართველოს დემოკ
რატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრი. 1921 წლის
შემდეგ საადვოკატო მოღვაწეობას ეწეოდა, იყო საქართველოს დამცველთა (ადვოკატ
თა) კოლეგიის წევრი. 1920-იანი წლების პირველ ნახევარში ორგზის იქნა დაპატიმრე
ბული საბჭოთა რეჟიმის მიერ.
შალვა ალექსი მესხიშვილის ერთი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე
დაპატიმრების წესთან დაკავშირებით:

იუსტიციის მინისტრი შალვა ალექსი მესხიშვილი (სოციალისტ-ფედერალისტი) –

პარლამენტის წევრნო! როგორც შეკითხვიდან სჩანს, თითქმის ყველა ის პირი (ბუდუ მდივა ნი
და სხვები) დატუსაღებულია ადმინისტრატიული წესით. ადმინისტრატიული წესით და
ტუსაღების შესახებ უნდა მოგახსენოთ შემდეგი: რევოლუციის პირველ დღეებში რუსეთის
მთავრობამ კერენსკის იუსტიციის მინისტრად ყოფნის დროს უკუაგდო ადმინისტატიული
წესით დატუსაღება. ხოლო რეალურმა პირობებმა, პოლიტიკურმა ბრძოლამ, ბრძოლამ ანარ
ქიის მთესველებთან და ნაძირალებთან აიძულა იგივე კერენსკი 1917 წლის აგვისტოს 2-ის
დეკრეტით კვლავ აღედგინა ეს წესი. ამ დეკრეტის ძალით შინაგან საქმეთა მინისტრს სამხედ
რო მინისტრთან შეთანხმებით, ნება აქვს ადმინისტრატიული წესით დაატუსაღოს ის პირები
რომლებიც ანარქიას სთესავენ ქვეყანაში და მთავრობის წინააღმდეგ მოუწოდებენ. არც საქარ
თველოს მთავრობაში, არც პარლამენტში არ მეგულება ისეთი პირი, რომელიც მომხრე იყოს
ადმინისტრატიული წესით დატუსაღებისა. მაგრამ თქვენ თუ გაითვალისწინებთ იმ მდგომა
რეობას, რომ სინიდის ახდილი ვაჟბატონები ძირს უთხრიან საქართველოს დამოუკიდებლო
ბას იმ დროს, როდესაც საქართველოს მთავრობას 6 თვის განმავლობაში ექვსი დღე არ ჰქო ნია
თავისუფალი, განა შეიძლება ვინმემ სთქვას, რომ მარტო სასამართლოს წესით მოხდეს
დატუსაღებაო, იმ სასამართლოსი, რომელთა ძველი მოხელეები საქართველოს დამხობის მი
ზნით სისტემატიურ საბოტაჟს ეწევიან? (ძლიერი ტაში).ეს არის ფორმალური მხარე, რომელ
იც ცხადჰყოფს თუ რამდენად უსაფუძვლოა თარხანოვისა და თუმანოვის შეკითხვა. მაგრამ მე,
როგორც სოლიდარულ კაბინეტის წევრს, არ მინდა ამ ფორმალური არგუმენტით მოვიცი ლო
თავიდან პასუხისმგებლობა და შინაგან საქმეთა მინისტრს გადავცე იგი, რომ მან გასცეს
პასუხი ადმინისტრატიული წესით დატუსაღების შესახებ. მე მინდა არსებითად გავცე პასუ ხი
ამ შეკითხვას.ვისთვისაც ეს ნგრევა და დამხობა დამოუკიდებელ საქართველოსი ხელსაყრ
ელია, ის მოითხოვს, რომ მხოლოდ სასამართლოს წესით იქნეს დატუსაღება.„როდის იქნება
მოსპობილი ადმინისტრატიული წესი დატუსაღებისაო?“ გვეკითხებიან თარხანოვი და მისი
კომპანია. მოსპობილი იქნება მაშინ, როდესაც საშუალებას მოგვცემენ ისეთ კალაპოტში ჩავა
ყენოთ საქართველოს ცხოვრება, რომ საკმარისი იყვეს მხოლოდ სასამართლოს წესით დატუ
საღება.ყველა გულწრფელად ხელს უნდა უწყობდეს საქართველოს აღმშენებლობის საქმეს და
არ უთხრიდეს მას ძირს და მაშინ საქართველოს მთავრობა შემოვიტანს კანონპროექტს, რომ
მოსპობილ იქნეს ადმინისტრატიული წესით დატუსაღება (ძლიერი ტაში ყველა სკამზე).
დავით ბატონიშვილი (გამგებელი) ლეგიტიმიზმის ერთი წესის
შესახებ

გიორგი XII-ის მემკვიდრეს, დავით უფლისწულს (ბატონიშვილს), – რო


მელიც დავით გამგებლის ან დავით XII–ის სახელითას ცნობილი – თა
ვის ნაშრომში „საქართველოს სამართლისა და კანონების მიმოხილვა“
(მეორე თავი, „მეფე და სამეფო სახლი“), ტახტის მემკვიდრეობის შესახებ
უწერია:

"საქართველოში სამეფო ხელისუფლება თვითმპყრობელური და მემკვი


დრეობითია... ძველი დროიდან დაწესებულია, რომ სამეფო ტახტი გადა
დის მამიდან უფროს ვაჟზე, თუ მეფეს ვაჟი არ ჰყავს ძმის ვაჟზე და ა. შ. ...
დაქვრივებულ დედოფალსა და პრინცესებს არ შეიძლება ტახტი გადაე
ცეს“ (დავით ბაგრატიონი, საქართველოს სამართლისა და კანონმთცოდ
ნეობის მიმოხილვა, აპოლონ როგავას რედაქციითა და გამოკვლევებით,
თბილისი 1959
ყველაზე ხანგრძლივი ომი ქართველთა (2)
ლოვარდ ტუხაშვილი

ერთმა ბრძენმა სამყაროს ,,ჭიპი“ უწოდა კავკასიას. კავკასიის სიმბოლო კი, ,,კავკასიის მზე“ -
საქართველო იყო. მსოფლიოს მთავარი მოვლენები ტალღურად აღწევდა ჩვენამდე. არც პრო
გრესი გვივლიდა გარს, არც რეგრესი გვაკლებდა ქარბორბალს. ხშირად უშუალო იყო შორეუ
ლი ამბების ექო, ზოგჯერ კი გაუკუღმართებული... რომში გადაწყვიტეს მოესპოთ პონტოს მე
ფე მითრიდატე - ლეგიონერთა ფეხქვეშ ჩაიზნიქა იორ-ალაზნის მხარე; თურანში ამოძრავდა
დიდი სელჩუკი - დაიტბორა სისხლით ქართული მიწა; ჩინგიზ-ყაენმა ყარაყორუმში შექმნა
იმპერია - გაფერმკრთალდა ვარძიის ფრესკები; გაშლეგდა სამარყანდში ხეიბარი თემურ-ლენ
გი - აკვნესდა ,,ყოველი საქართველო“. სინათლეც გვიგზავნიდა სხივებს, ოღონდ ნათელი სიბ
ნელესთან იყო შერეული. ან ,,როგორ გავძელით იმ ყიამეთში?“ ერთმანეთს შეება 2 მონღოლ
ური ურდო, ჩვენ რა შუაში ვიყავით? ორივემ ჩვენ გადაგვიარა!

XII ს-ში სალადინმა შექმნა მამლუქთა არმია ,,ბრძოლა ჯვაროსანთა“, ელდად მონგოლთა და
საუბედუროდ ქართველთა. ,,თეთრ მონას“ ნიშნავს მამლუქი არაბულად. ყიდულობდნენ სა
ლადინის მემკვიდრეები ტყვეებს თურქთაგან და კავკასიელთაგან, მხედრებად აქცევდნენ.
სჯაბნიდნენ სხვებს სიმკვირცხლით, სიმამაცითა და გონიერებით ჩერქეზები და ქართველე ბი.
სრულყოფილება გახდა მიზეზი ქართველთა ვაებისა. ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე
ყველაზე მეტად ქართველი ფასობდა. გაყიდული ქართველი თვითონვე ხდებოდა მბრძანებე
ლი: ბეი, ფაშა, ხანი. თავისიანი უნდოდა გვერდით, - მცველად ქართველი ჭაბუკი, ჰარემში
ქართველი ასული. არ იშურებდა არც ოქროს, არც ვერცხლს, არც ძალას. და დაძრწოდა ავაზა
კთა ხროვა კოლხეთსა და იბერიაში. იტაცებდნენ ბავშვებს, მოზარდებს. მოედო ,,სალადინუ
რი კიბო“ ქართველთა სხეულს. XVI ს-იდან მამლუქთა უმეტესობა ,,გურჯი“ იყო. ზედა ფენა
ში ხომ მთლიანად გაბატონდნენ ქართველები. მრისხანე გურჯები თავზარს სცემდნენ ტუნ
ისს, ლიბიას, სუდანს, ეთიოპიას, ეგვიპტეს, პალესტინას, ლიბანს, იორდანიას, სირიას. ხელ ში
ჩაიგდეს ერაყი. დაიკავეს ცენტრალური ინდოეთი, ე. წ. დეკანი, ფეხი მოიკიდეს დიდი მო
გოლის იმპერიაში - ქ. დელიში. ქართველი ფაშები განაგებდნენ ანატოლიას. ბევრი ზეობდა
ბალკანეთში. ირანში ხომ არაერთი თანამდებობა ეჭირათ ქართველ ხანებს. დიდხანს მართავ
დნენ ავღანეთს. ამიტომ იცოდა ქართული ენა წყეულმა შაჰ-აბას I-მა. აღმოსავლური გახელე
ბული ვნება ქართულ ტემპერამენტში ნელდებოდა. იგივე ტემპერამენტი აღვიძებდა არაბულ -
თურქულ-ირანულ სიდუნეს. თურქთა ფიზიკური ტიპის გარდაქმნაში გადამწყვეტი როლი
შეასრულა ქართველმა ქალმა. ჩვენი დამაქცევარი ბევრი ირანელი ხანი თუ თურქი ფაშა ქარ
თველი ქალის ნაშობი იყო. ბევრი იანიჩარი თუ ლაზია ასევე ,,წმინდა ქართული“, ოღონდ
სულით დამახინჯებულ-გადაგვარებული. ქართველებმა შექმნეს ,,ქულემენთა“ დინასტია
ერაყში, ,,ბურჯის“ დინასტია ეგვიპტე-სირიაში, 5 სამეფო ინდოეთში. ,,მამლუქობა“ ორლესუ
ლი იყო, ერთი პირით ხანჯლავდა არაბულ სამყაროს, მეორე პირით ბასრავდა საკუთარ სამ
შობლოს. 600 წელი ,,ტყვის სყიდვა“ ანადგურებდა საქართველოს. ებრძოდნენ საშინელ ,,ეგვ
იპტურ სენს“ ერის მოწინავე ადამიანები: მეფე, ეკლესია, ხალხი. არ იყო საშველი. ყველაფერს
თრგუნავდა ყვითელი ეშმაკის ცთუნება.
გადაიარა ევროპაში რენესანის ხანამ, დადგა პარმანენტული პროგრესის საუკუნეები. ლონდ
ონსა და პარიზში დემოკრატია ასამართლებდა დესპოტ მეფეებს. მილანში ლა-სკალა აფრქვევ
და ჯადოსნურ ჰანგებს, გერმანიაში მოცარტი თხზავდა უკვდავ ოპერებს, ინგლისში ჯეიმს
უატი ჩასცქეროდა ორთქლის ძრავის ნახაზებს, საფრანგეთში საჰაერო გაფრენებს აწყობდნენ,
ევროპის ხომალდები ყველა ოკეანეს სერავდნენ. მთელი ძალით მიილტვოდა ქართველი პრო
გრესისაკენ. თბილისში იბეჭდებოდა წიგნები აეროსტატის შესახებ, მსჯელობდნენ ვოლტერ ის
იდეებზე, ჯორჯ ვაშინგტონის ბრძოლებზე... ქართველი ხომ ევროპელი იყო ყოველთვის! და
მაინც არ ნელდებოდა ვაჭრობა ცოცხალი ადამიანებით. ყიდიდნენ ცალობით, წყვილად,
ბითუმად! ყოველწლიურად მხოლოდ გურია-სამეგრელოდან და აფხაზეთიდან გაჰყავდათ
10000-12000 ტყვე. ბევრს იტაცებდნენ აღმოსავლეთ საქართველოდანაც. მამლუქებშიც უკვე
კუთხურობა შეინიშნებოდა - ეგვიპტეში უმეტესობა მეგრელი იყო, ერაყში - ქართლელი ან
კახელი. გატაცებულთა ყველაზე მინიმალური ყოველწლიური ციფრი რომ ავიღოთ, გრანდი
ოზული რიცხვი გამოდის. XIII ს-იდან XIX ს-ის 40-იან წლებამდე გაიყიდა 10-12 მილიონი
ქართველი. ამიტომ წერდა უდაბნოში გამოკეტილი უბედური ბერი: ,,ვიწვით, ვიღვრებით
სისხლად, გვყიდიან... აი დღესა მოსწრებასა ჩემსა, სამშობლო-ჩემო!“ დარღვეული საქართ
ველო ვეღარ ახერხებდა ამოეძირკვა საშინელი სენი ,,ტყვეთა სყიდვისა“. ტყვე იყო მოშლილი
ეკონომიკის მამოძრავებელი ბერკეტი, საგარეო ვაჭრობაში ადამიანი გახდა იმპორტული საქ
ონლის ქართული ექვივალენტი. ებრძოდნენ ქართველები ასეთ ,,ვაჭრობას“, ძელზე ჰკიდებ
დნენ მოთარეშეებს, ცოცხლად წვავდნენ. მაინც ვერ აღკვეთეს, სანამ არ დაეცა მამლუქთა
მბრძანებლობა 1804 წელს, სანამ არ შეიკრა გადამღობი ,,კორდონები“ 1844 წელს. ებრძოდ ნენ
ტყვის სყიდვას იმერეთ-აფხაზეთის კათალიკოსები, სოლომონ I, ერეკლე II, მაგრამ ნამდ ვილი
დამცველები ხალხის წრიდან გამოდიოდნენ. გურიასა და სამეგელოში უბრალო მოსახ ლეობა
ჰქმნიდა საგანგებო რაზმებს, რომელთა ამოცანა იყო ამოეშანთათ ქვეყნის დამაქცევა რი
მოვლენა. 600 წელი მიდიოდა სასტიკი ბრძოლა პატრიოტებსა და რენეგატებს შორის, ეს იყო
ყველაზე ხანგრძლივი, ყველაზე რთული ომი ჩვენს ძნელბედ ისტორიაში.
როგორ ალამაზებენ თურქები საკუთარ ისტორიას და როგორ
ვამახინჯებთ ქართველები საკუთარს
(4)
„უილიამ შექსპირი „ოტელოში“ ამბობს, გაქურდულად არ შეიძლება ჩაითვალოს ად
ამიანი, რომელიც ვერ შეამჩნევს, რომ მას რაიმე მოპარეს. ამიტომაც არ შეიძლება,
ჩავითვალოთ გაქურდულებად, რადგან ჩვენივე სიბეცისა თუ გულარხეინობის გა მო
ვერ ვამჩნევთ, რომ მეზობლები ხან გარეჯის მონასტერს გვპარავენ, ხან ალავერ დის
ტაძარს, ხან ლაზისტანსა და ტაო-კლარჯეთს“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარ ში
გაზეთ „ილორის“ მთავარი რედაქტორი როლანდ ჯალაღანია.
კონკრეტულად, მისთვის მტკივნეულია, როცა ხედავს, რომ, თურქებისგან განსხვა
ვებით, ქართველები მართლაც საამაყო თავიანთ ისტორიას ამახინჯებენ. მისი
თქმით, ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე აიტვირთა საქართველოს 6 ყველაზე საზიზღა რი
მეფის შესახებ და, მათ შორის, ვაი-ქართველებმა რატომღაც სისასტიკით გამოა რჩიეს
დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე, ერეკლე II... როლანდ ჯალაღა ნიას
უკვირს, რომ ეს იმ ქართველების დაწერილია, რომლებსაც დავით აღმაშენებ ლის
მიერ თავისი ქვეყნის სიყვარული სისასტიკედ მოსჩვენებიათ. ის, რომ მეფე და ვითმა
მოღალატე თავადი- ლიპარიტ ბაღვაში საქართველოდან მხოლოდ გააგდო და,
თურქებისგან განსვავებით, შვილებიანად არ ამოწყვიტა, თურმე, ზოგიერთის
გაგებით, სისატიკე ყოფილა.
„შეადარეთ ახლა ეს თურქულ რეალობას. ეს სპეციალურადაა გაკეთებული, რომ
თურმე ჩვენი მეფეები უღირსნი იყვნენ და აგერ, კაცო, თურქეთის სულთანი მაგარი
ყოფილა. ამის მაგალითად კმარა თურქული მრავალსერიანი (300 სერიაზე მეტი)
მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „დიდებული საუკუნე“, რომელმაც მხოლოდ იმი
ტომ დამაინტერესა, რომ მასში შუა საუკუნეების თურქეთის სულთნის, მემატიანე თა
მიერ „სჯულმდებლად“ და „ბრწყინვალედ“ სახელდებულ სულეიმან II-ის (1520-1566
წწ.) ცხოვრებისა და გარდაცვალების შემდგომი პერიოდის ცხოვრებაა ასახული.
სულთან სულეიმან II-ის მმართველობა მართლაც „დიდებულ“ ჟამად შეი ძლება
შეფასდეს ოტომანთა უძლეველი იმპერიისთვის, რადგან მათ არ იკმარეს
ქრისტიანობის მეორე რომად მიჩნეული კონსტანტინეპოლის აღება - ევროპას შეუ
ტიეს და ერთმანეთის მიყოლებით აიღეს ალბანეთი, საბერძნეთი, სერბეთი, ბოსნია,
ბულგარეთი, რუმინეთი, ავსტრია. დროის ამბავი გახლდათ ოტომანთა მიერ რომის
საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ევროპულ სახელმწიფოთა დაპყრობა. მაგრამ, ქრი
სტიანული სამყაროს სასიკეთოდ საქმე სხვაგვარად წარიმართა და სულთან სულეი
მანის გარდაცვალების შემდეგ, ოტომანთა იმპერიამ მალევე დაკარგა დაპყრობილი
ტერიტორიები.
სულეიმან II ფილმში ნიჭიერ სახელმწიფო და სამხედრო-პოლიტიკურ მოღვაწედ,
შვილების მკაცრად აღმზრდელ სამართლიან, გულმოწყალე და დიდებულ მამად
არის გამოყვანილი, რომლისთვისაც უპირველეს ამოცანას ოტომანთა იმპერიის
ძლიერება წარმოადგენდა. ყველაფერში ვეთანხმები ფილმის შემქმნელებს, გარდა
სულეიმანის გულმოწყალეობისა და სამართლიანობის, რადგან ამ საკითხზე მსოფ
ლიოს ცნობილ ისტორიკოსებს სრულიად განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ. ამი
სთვის კმარა გერმანიის იმპერატორ ფერდინანდის ელჩის -ოჟიე გიზელენ ბუსბეკის
ასევე, ოსმალეთის წარსულზე მომუშავე შუასაუკუნეების გერმანელი ისტორიკოსებ
ის ჰამერ-პურკსტალის და ცინკეიზენის ჩანაწერები, რომლებიც აღწერენ სულეიმან
II-ის საშინელ ოჯახურ ტრაგედიას, რამაც სისხლში ამოთხვარა სულეიმანის საიმპე
რატორო მოსასხამი. 1553 წელს მან სიკვდილით დასაჯა უდაოდ ნიჭიერი უმრწმესი
შვილი მუსტაფა და მისი მცირეწლოვანი შვილი (4 წლისა), რაც ფილმში სულეიმან
ის ცოლს, წარმოშობით ბესარაბიელი მღვდლის შვილს როქსელანას (ჰიურემი) და
დიდვეზირად აღზევებულ მეჯინიბეთუხუცეს რუსტემ ფაშას ბრალდება. სინამდვი
ლეში, სულთან სულეიმანს მუდამ ეშინოდა ტახტის დაკარგვის, რისი შენარჩუნები
სთვისაც მას არად მიაჩნდა საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების სიცოცხლეც
კი. ეს არ გახლავთ ისტორიის შელამაზების თვალშისაცემი ფაქტი?“ - აცხადებს რო
ლანდ ჯალაღანია.
უფრო მეტიც, იგი იშველიებს სახელგანთქმული ისტორიკოსის- ჰელმოლტის „კაცო
ბრიობის ისტორიას“, სადაც მოთხრობილია, რომ სულეიმანის შვილმა, დაბადებით
კუზიანმა, მაგრამ ჭკვიანმა ჯიჰანგირმა მუსტაფას კუბოსთან მოიკლა თავი ულმო
ბელი მამის თვალწინ. ფილმში კი რატომღაც ჯიჰანგირი დარდისგან კვდება, რით აც
რეჟისორებს სულეიმანის სისასტიკე უკანა პლანზე გადააქვთ. ამავდროულად,
ისტორიკოსი ჰელმოლტი სერიოზულ ეჭვს გამოთქვამს, რომ ჰიურემი დასავლეთის
სამყაროს აგენტი იყო და ის შეგნებულად „მიუგდეს“ სულეიმანს, რათა მის შემდეგ
ოსმალეთის იმპერიის ტახტზე ჭკვიანი პრინცები - მუსტაფა ან მეჰმედი არ აღმოჩენ
ილიყვნენ. როლანდ ჯალაღანიას თქმით, ჰიურემი სილამაზითა და ცბიერებით იყო
გამორჩეული და სამეფო კარზე გაჩაღებული ინტრიგების წყალობით მან ლამის კაბ
აზე გამოიბა სულეიმანი. ამდენად, ჰელმოლტიც სერიოზულად ეჭვობს, რომ მეჰმე
დი მოწამლეს სწორედ მისი ბიოლოგიური დედის - ჰიურემის ბოროტი ნებით, რა თა
ტახტისკენ გზა გაკაფვოდა უნებისყოფო და ლოთ სელიმს, რომელიც ჰიურემმა ასევე
ძლიერ ქალზე - ვენეციელ სესილიაზე დააქორწინა და ისიც თავის ჭკუაზე ატარებდა
უკვე გასულთნებულ სელიმს. სწორედ ამან გამოიწვია, რომ ერთ დროს ბიზანტიის
დამამხობელი და კონსტანტინეპოლის ამღები ოსმალეთი ამ სუსტი მმა რთველის
ხელში დასუსტდა და მალე ლამის დაშლის პირად მივიდა.
„ამიტომ გამოთქვამენ სერიოზულ ეჭვს იმდროინდელი თუ შემდეგი პერიოდის მემ
ატიანეები, რომ ჰიურემი სპეციალურად იყო მიჩენილი სულთანისთვის, რათა ოსმა
ლეთის ტახტზე ყოვლისშემძლე სულთანი არ დამჯდარიყო. თუ ეს ასეა, მაშინ ქრის
ტიანულ სამყაროს მადლობის მეტი რა უნდა გვეთქმოდეს ჰიურემის მიმართ. ფილმ
ში კი ყველაფერი ყირაზეა დაყენებული - მეჰმედის მოწამვლა სულეიმანის პირველ
ცოლს, მუსტაფას დედას - მაჰიდევრანს ბრალდება, სულეიმანი კი საშინლად განიც
დის უმრწმესი შვილის მუსტაფას ტრაგიკულ აღსასრულს. მოკლედ, ფილმის მიხე
დვით, ყველა ამ მომხდარ ტრაგედიათა მიზეზი შემთხვევითი ინტრიგებია - რეალ
ური დამნაშავე, ტირანი და სისხლისმსმელი სულეიმან მეორე კი არაფერ შუაშია.
ესეც არ გახლავთ ისტორიის შელამაზების თვალშისაცემი ფაქტი? ფილმში, ასევე,
მხოლოდ გაკვრითაა ნათქვამი იმდროინდელ ოსმალეთში გავრცელებულ ბარბარო
სულ ტრადიციაზე, რომელიც სახელმწიფოს კანონად აქცია ჯერ კიდევ სულთანმა
მურად -მა. ოსმალეთის ტახტზე ასულ სულთანს უნდა დაეხოცა თავისი ძმები, რა თა
ტახტის მფლობელს კონკურენტი აღარ დარჩენოდა, რომელთა შორის გაჩაღებ ულ
ბრძოლასაც შეიძლება იმპერიის გახლეჩვა მოჰყოლოდა. განა სწორედ ამიტომ არ
დასაჯა სიკვდილით სულეიმანმა მუსტაფასთან ერთად მისი 4 წლის შვილიც,
რომელიც შეიძლებოდა ტახტზე ასულ სულთანს მტრად მოჰკიდებოდა? განა ამი ტომ
არ ამოხოცა სულეიმანის შემდეგ ტახტზე ასული სელიმ II-ის შვილმა მურად III-მ
თავისი 5 ძმა, ოსმან II-მ კი ძმა საკუთარი ხელით დაახრჩო? ასევე, ძმების სის ხლში
აქვს ხელები გასვრილი ოსმალეთის სულთან მურად IV-ს. ამ საქმეში კი „რე კორდი“
აშკარად ეკუთვნის სულთან მურად III-ის შვილს მუჰამედ III-ს, რომელმაც ტახტზე
ასვლისთანავე საკუთარ 19 ძმას ხარებივით დააჭრა ყელები და სრულიად აც არ
უგრძვნია სინდისის ქენჯნა“, -აცხადებს როლანდ ჯალაღანია და ქართულ პა
რალელებსაც იხსენებს. მაშინ, როცა ქართველებმა ძმის მკვლელობა არ ვაპატიეთ
უფლისწულ კონსტანტინეს და ფილმიც კი მივუძღვენით მის ავკაცობას, მაშინ, რო ცა
ზოგიერთი ამორალური არამზადა „მემატიანე“ თვით წმინდა თამარ მეფის ბუდ
უარშიც იქექება, თურქები დიდ სახელმწიფო მოღვაწეებად წარმოგვიდგენენ ჩვეუ
ლებრივ მკვლელებსა და მედროვეებს.
ყოველივე ამის უკან ჩვენი რესპონდენტი თურქიზაციის პროცესს ხედავს და მიიჩ
ნევს, რომ ქართული საზოგადოება ერთსულოვანი უნდა იყოს და, თუ ტელეარხი
თურქულ პროპაგანდას ეწევა, მას რეკლამა არ მიაწოდონ. მისი აზრით, ამ ფილმებ ის
პროპაგანდა სჭირდებათ იმისთვის, რომ ავადსახსენებელ ყარსის ხელშეკრულე ბას
ვადა გასდის, როცა ლენინმა და ათა-თურქმა საქართველო შუაზე გაყვეს. შეთან
ხმების მიხედვით, თურქეთმა აჭარის ნაწილი, მისი უდიდესი ქალაქი ბათუმით და
ქალაქი გიუმრი საბჭოთა კავშირს გადასცა, ნაცვლად ამისა, ძირძველი ქართული
ტერიტორიები ყარსი, ართვინი და არტაანი მიიღო.
„აზრი რომ გამოთქვა, ცოცხლად დაგმარხავენ, პრესის უფლებები ირღვევაო, „საერ
თაშორისო გამჭვირვალობა“ და ვიღაცები არ აურჩევია ქართველ ხალხს, ქართველ მა
ხალხმა აირჩია „ოცნება“. მაშინ უყურონ ამ დეგენერატობებს, რომ თურმე სულე
იმანი სჯობს დავით აღმაშენებელს, ერეკლე II-ს და გიორგი ბრწყინვალეს. ეს სერია
ლები რაღაცას ემსახურება. ისევე, როგორც კიდევ ერთ თურქულ სერიალში („გუ ლი
არ დაგწყდეს ჩემს გამო“) ლაზური „დიდოუ ნანა“ თურქულ სიმღერად წარმოა ჩინეს.
ამაზე ხმის ამომღები არავინაა. რუსები და თურქები, იცით, რატომ ვერ იტა ნენ
ერთმანეთს? რუსები მონღოლური ტომის მეთაურის- ბათუ ყაენის შთამომავლე ბი
არიან, ხოლო თურქები -პაკისტანიდან გადმოსული ხალხის, რომელთა წინაპრე ბიც
იყვნენ ჰულაგუიანები. ბერქა ყაენი სამხრეთით წამოვიდა, ბათუ ყაენი კი - რუ
სეთისკენ და ასე გადაეკიდა ეს 2 მონღოლური შტო ერთმანეთს. არადა, მონღოლოი
დია თურქიც და რუსიც. თურქი სადაც შევიდა, ყველგან გათურქება სცადა და რუ სი
სადაც შევიდა, ყველგან გარუსება მოინდომა. 73 წლის კაცი ვარ და უფლება მაქვს,
ასე ვილაპარაკო.
მესმის, თამარ მეფეც ქალი იყო, მაგრამ, შე კაი ადამიანო, იმის მეტი არაფერი გაუკე
თებია თამარს, რომ ლოგინში იწვა გიორგი რუსთან და დავით სოსლანთან? ეს არის
ჩვენი ისტორია?! XIII ს-ში შესანიშნავი ქალი-გურჯი ხათუნი გვყავდა, თამარ მეფ ის
შვილიშვილი, სელჯუკიანთა სასულთნოს დედოფალი, რომელსაც მთელი აღმო
სავლეთის პოეზია უმღეროდა და, მის ნაცვლად, რაღაც სისულელელეზე - „ჩემი ცო
ლის დაქალებზე“ ვიღებთ ფილმებს“.
შობის საიდუმლო ქართულ ენაში
გაიოზ მამალაძე

(3)

"ვიკადრებ თქმას, რომ დღეს იქნება თუ ხვალ ქართული ენის შეუსწავლებლად და მის აღმო
ჩენილ საშუალებათა გაუცნობელად კაცობრიობის ვერც ერთი კულტურული საკითხი ვერ
გადაიჭრება” - ამბობდა დიდი მეცნიერი ნიკო მარი.

საქართველო იოანე-ზოსიმეს "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ"-ს მიხედვით არის ქრი


სტეს უსაყვარლესი მეგობარი ლაზარე, რომელმაც თავისი სიკვდილით სწამა უფლისათვის
(დაამტკიცა ქრისტეს მაცხოვრობა), ხოლო ქართული ენა არის ღვთის ენა, რომლითაც ღმერ თი
ამხელს-განსჯის კაცობრიობას:

”დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებელად, რაჲთა
ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.
და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარც მარიამ და
მართაჲ. და
მეგობრობაჲ ამისთვის თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს,
და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთვის თქუა დავით წინაწარმეტყველმან, რამეთუ: წელი ათა
სი ვითარცა ერთი დღეჲ.
და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათეჲსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყვ ის
ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა. და
ესე არს ოთხი დღეი და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთვის მის თანავე დაფლული სიკუ
დილითა ნათლის-ღებისა მისისაჲთა.
და ესე ენაჲ, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული,
მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა.
და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეჲს
მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე.
და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ასი ესე წილი ანბანისაჲ.”

(აკ. შანიძის მიერ 1959 წ. გამოცემული “სინური მრავალთავი” (864 წ-სა, მინაწერი X ს-ისა).

ენა ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავიგოთ როგორც თავად ენა, ერი (ზ. გამსახურდია), ანბანი და
ზოგადად საქართველო. ქართულ ენას (ქართველ ერს) ლაზარეს უწოდებენ იმიტომ, რომ ამ
ენის მატარებელმა ხალხმა მართლაც სწამა (და ეწამა) ქრისტესთვის და მთლიანად შეეწი რა
უფალს. სრული თავდადებითა და თავგანწირვით, სრულად გულწრფელად, როგორც
უერთგულესი და საყვარელი მეგობარი, ქართული ეთნოსი ერთგულებით ემსახურება
ღმერთს.
იოანე-ზოსიმეს მკვლევარებს უამრავი საინტერესო მიგნება აქვთ საქართველოს, ქართული
ენის ლაზარესთან შედარების შესახებ. ამასთან, კვლევებს ჩემი მხრიდან შემიძლია დავამა ტო,
რომ, ლაზარე იყო ის, ვისთვისაც ქრისტემ იტირა მისი გარდაცვალების გამო "და ცრემლ ოოდა
იესუიცა", და ვისზეც იუდეველები ამბობენ: "აჰა, ვითარ სამე უყუარდა იგი (იესუს)!" (იოანე,
11. 35-36.). გარდა
ამისა, "ქებაჲს" მკვლევარებს არ მიუქცევიათ ყურადღება, რომ სახარებაში (ლუკა, 16, 19-31.)
მოხსენიებულია ლაზარე, რომელიც გარდაცვლილია და აბრაამის წიაღში განისვენ ებს. ამ
დროს ჯერ კიდევ არ მომხდარა აღდგომა და მართალნი სწორედ იქ განისვენებენ. ამას
იხილავს ახალგარდაცვლილი მდიდარი, რომელიც ცოდვილის ცხოვრებით ცხოვრობდა და
ჯოჯოხეთის ცეცხლში იტანჯება. იგი სთხოვს აბრაამს, რომ აღადგინოს ლაზარე, რათა მისმა
ცოდვილმა ძმებმა (ე. ი. ადამიანებმა) ირწმუნონ ღმერთი და აღარ სცოდონ, რათა არ იტანჯ ონ
სიკვდილის მერე. აბრაამი პასუხობს, ხომ ჰყავდათ მოსე და წინასწარმეტყველნი, მათი
ირწმუნონო. მდიდარი პასუხობს, "უკეთუ ვინმე მკვდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინა
ნონ". მაშასადამე, ყველა წინასწარმეტყველზე უფრო დამარწმუნებელია ლაზარეს მკვდრეთ ით
აღდგომის მაგალითი. ამას პასუხობს იოანესეული სახარება სწორედ (იოანე, 11, 1-45.), სა დაც
ლაზარე კვდება და მას მაცხოვარი მკვდრეთით აღადგენს. სწორედ ლაზარეს, ყველაზე
დამარწმუნებელს უფლის არსებობისა, მკვდრეთით აღმდგარს, აბრაამის წიაღში ნამყოფს, თა
ვდადებულს, რჩეულს, დაუკავშირეს ღირსმა ქართველმა მამებმა საქართველო.
მრავალი ქართველისათვის ზედმიწევნით სარწმუნოა ის სიტყვები, რომელიც დიდმა ქართვე
ლმა ღვთისმეტყველმა და იდეოლოგმა, იოანე-ზოსიმემ ჯერ კიდევ IX ს-ში დაწერა: “ყოველი
საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს”.
ქართული ენა ძალიან ძველია და მნიშვნელოვანი (იხილეთ ა. ლოსევი, ნიშანი, სიმბოლო, მი
თი, მოსკოვი 1956.). ლაზარეს იმიტომაც უწოდებენ ქართულ ენას (საქართველოს), რომ ქარ
თულ ენაში მართლაც უამრავი საიდუმლო ინახება. ეს არის გამოძახილი იმისა, რომ ლაზარ ემ
ყველაზე ადრე იხილა მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო (ზ. კიკნაძე).
მრავალი ამოუხსნელი მოვლენა, საიდუმლო ქართული ენის მეშვეობით აიხსნება. მაგ: მხოლ
ოდ ქართული ენით აიხსნება თუ რატომ უკორტნის პრომეთეს (ქართული მითოსის ამირანს)
არწივი ღვიძლს და არა გულს. ღვიძლი ხომ, ღვიძილის, სიფხიზლის სინონიმია ქართულში
(ზ. გამსახურდია);
მკვლევარების მიხედვით, მხოლოდ ბიბლიამ და ქართულმა ენამ შემოინახა ებრაელთა ეთნა
რქის (თუ ტომის) შუამდინარულ ქალაქ ურიდან გამოსვლის ცნობა. ჩვენ ხომ მათ ურიებს
(ჰურიებს) ვუწოდებთ;
ქართულ ენაში სიკვდილს ჰქვია გარდაცვალება (მდგომარეობის ცვლილება);

ქართულად უფალს ჰქვია ღმერთი. ამ სიტყვაში გამოირჩევა რიცხვითი ნიშანი ერთი


“სამეცნიერო ლიტერატურაში ღმერთ- “უფალი” ფუძეში ერთი (რიცხვითი ნიშანი) პირველად
გამოყო თ. ჟორდანიამ; მან ღმ- ღმერთის სემანტიკის შემცველ ფუძედ მიიჩნია.
ალექსი ჭინჭარაულის აზრით, ღმერთ- ფუძე მომდინარეობს უერთ-/ხუერთ- ფორმიდან-ერ
თის აღმატებითი ხარისხიდან (სტატია იბეჭდება “გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნა
ლში”): ხუერთი>ღუერთი>ღვერთი>ღმერთი" (ტარიელ ფუტკარაძე, ქართველები, გვ. 167,
თბილისი 2005, ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე). ე. ი. ქართულმა ენამ უფლის აღ
მნიშვნელ სიტყვაში – ღმერთი გამოხატა აბსოლუტის შინაარსი, მონოთეიზმის მცნება. ასეთი
მაგალითი ბევრია. კიდევ ერთ მნიშვნელოვან მაგალითს დავამატებ: მაცხოვრის კაცობრიუ ლი
სახელი ქართულად არის იესო (ძველქართულად იესუ). ასე უწოდეს მას შობის, განკაცებ ის
ჟამს დედამიწაზე. იესო ძველებრაულ-არამეულად გამოითქმის როგორც იეშუა – Yēšûă.
ქართულად დაახლოებით ასე დაიწერება: იეშუა, ეშუა, იშუა. მხოლოდ ქართული ენას შეუძ
ლია ახსნას ეს მოვლენა. დაიბადა ძველქართულად იქნება – იშვა. ლაბიალური ვ და უ ფონე
მების მსგავსება ცხადია, მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, როცა უ და ვ მოსდევს ხმოვანს – იშვა
და იშუა. აქ ვ თანხმოვანი უ ხმოვნის თანხმოვნითი ვარიანტია. მით უმეტეს, ძველებრაულ-
არამეულად სიტყვა იეშუა-ში უ ბრჯგუ (უმარცვლო) ჩანს (თუნდაც არ იყოს უმარცვლო). საე
რთოქართული ძირი იქნება შვ (უ ბრჯგუ, უმარცვლო უ).
მაშასადამე, ქართული ენით მაცხოვრის სახელი პირდაპირ მიუთითებს რომ იშვა იგი, უფა
ლი. ამასთან, იგი, უფალი შეეძინა ღვთისმშობელს, კაცობრიობას – ეშვა (ეშუა).
ძველებრაული ვარიანტი, რომლისგანაც არის ნაწარმოები იეშუა, დაახლოებით ასე გამოითქ
მის: იეჰოშუა (Yĕhōšuă). ეს გამოთქმა უკავშირდება ძველი აღთქმის ღმერთს, იაჰვე-ს, რომე
ლიც უნდა გამოითქმოდეს იეჰოუა, მერე ეჰოშუა (გელოვანი აკაკი, რელიგიურ ტერმინთა ლე
ქსიკონი, თბილისი 1990, გვ. 74) და ნიშნავს – იაჰვე მხსნელია.
იაჰვე მხსნელია, აბსოლუტია, რომელმაც კაცობრიობას მოუვლინა მესია – მხსნელი, მისივე ძე,
მისივე ერთარსი.
ქართული ენით კი სხვა საიდუმლო იხსნება (ჩემი ვარაუდით, რა თქმა უნდა): იეჰოუა+შუა >
იეჰოშუა = იაჰვემ შვა (ქართული შინაარსი – იაჰვეს შობილი). მრწამსის მიხედვით იესო ქრი
სტე არის "ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი,
ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა". შობილი ნაწარმოებია სიტყვიდან შვა (შობა).
ქართული ანბანიც შესაბამისია ქართული ენისა. ქართული ანბანში ყოველ ბგერას აქვს შესატ
ყვისია ასო და მაქსიმალურად მარტივად არის შესაძლებელი ყოველის სიტყვის ზუსტი გად
მოცემა და სწორი წაკითხვა.
ქართული ლიტერატურის შემორჩენილი ძეგლები მინიმუმ 1 500 წლისაა. ზოგი თვლის 1 700.
XI საუკუნის წყაროს “ქართლის ცხოვრების” მიხედვით, რომელიც უფრო ძველი წყაროს
საფუძველზე ჩანს შექმნილი, ქართული დამწერლობა 2 300 წლისაა. ზოგი მეცნიერი ამტკიც
ებს, რომ იგი უძველესი წარმოშობისაა (თეიმურაზ ბაგრატიონი (“უწინარეს ჟამთაცა შინა...”),
პავლე ინგოროყვა (VIII-VII სს-ბი ქრისტემდე), ივანე ჯავახიშვილი და სიმონ ჯანაშია (VII ს.
ქრისტემდე), რამაზ პატარიძე (V ს-ის დასასრული ქრისტემდე) და სხვები).
მეცნიერთა აზრით ქართულ ანბანში კოდირებულია, იმ დროისათვის ჯერ კიდევ თითქმის
უცნობი, ზუსტი კალენდარული, ასტრონომიული, ასევე, მათემატიკური, გეომეტრიული და
სხვა მონაცემები (რ. პატარიძე, ქართული ასომთავრული, თბილისი 1980 წ. და სხვები).
ქართველებს გვაქვს სამი ანბანი: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.
“დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებელად, რაჲთა
ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”. ამ სიტყვებით გამოხატულია ქართული კა
ცის პროფეტული რწმენა იმისა, რომ მისი ენა, ანუ მისი ხალხი, მისი ქვეყანა მეორედ მოსვ
ლამდე, კაცობრიული დროის დასასრულამდე იქნება შენახული, “...რაჲთა ყოველსა ენასა,
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”.
“ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ” ესქატოლოგიური მოლოდინით განმსჭვალული ნა
წარმოებია (ზ. კიკნაძე). ქრისტიანული ესქატოლოგიის მიხედვით, მომავლის კატაკლიზმებ ის
დროს მრავალი ერი დაიღუპება, ზოგი კი გადარჩება. ავტორი, იოანე-ზოსიმე ამჟღავნებს
პროფეტულ ოპტიმიზმს, რომ ქართველი ერი გადარჩება, იარსებებს მეორედ მოსვლამდე (ზ.
გამსახურდია). ქართველის კაცის ამ რწმენას განამტკიცებენ არა მარტო ქართველი წმიდა
მამები. არაერთ უც ხოელ წმიდა მამას გამოუთქვამს აზრი იმის შესახებ, რომ ივერია
განსაკუთრებული ქვეყანაა და მას განსაკუთრებულად მფარველობს უფალი. ამგვარად
ფიქრობდა რუსი წმინდა მამა სერაფიმე საროველიც.
ლაზეთი ()

„შე ლაზურო აფრავ -


ჩემო საპერანგე,
ლეგენდად თუ ზღაპრად
საით დამეკარგე.
სიზმარო თუ ზღაპარო,
გიცნობ ლაზისტანად,
მაგრამ ვიღამ ახაროს
ე მაგ ვაზისთანა?!*

შოთა ნიშნიანიძე (*"მზე შუბის ტარზე", უსათაურო, 1971 წ.)

ვახუშტის საისტორიო ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ვკითხულობთ: "ხოლო


ბაიბურდისა და ფორჩხის სამხრით, ჭანეთის მთას იქით, არს ჭანეთი, და ან უწოდებენ ლაზ
სავე. არს ესე შავის ზღვის კიდის წადევნებით, გონიიდამ ტრაპიზონის სამზღვრამდე"** (**ვა
ხუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 689).
ძველი კოლხეთის ბინადარი ორი მონათესავე ტომიდან ჭან-ლაზებს მთელი ჭოროხის ხეობა
ეჭირათ ტრაპიზონამდე, მანლარ-მეგრელებს (ეგრისელებს) კი რიონის ხეობა. კოლხეთში თავ
დაპირველად ჰეგემონია მანრალ-მეგრელებს ჰქონიათ, ძვ. წ. I ს-ში რომაელების შემოსევის
შემდეგ ლაზები წამოწეულან წინა პლანზე. რომალებს კოლხეთისათვის სახელწოდებაც
შეუცვლიათ და ლაზიკა ან ლაზიკი შეურქმევიათ.
აი როგორ ახასიათებს ლაზებს ანტიკური ეპოქის მოაზროვნე აგათია სქოლასტიკოსი: "იმ ტო
მებს შორის, სხვა სახელმწიფოს რომ ემორჩილებიან, არ მეგულება არც ერთი სახელგანთქმუ
ლი და დიდებული ტომი, რომელსაც შეეძლოს შეედაროს მას (ე. ი. ლაზებს) როგორც ბარაქა-
სიმდიდრით, ისე ქვეშევრდომთა მრავალრიცხოვნობით, როგორც ვრცელი მიწებითა და უხ ვი
მოსავლით, ისე ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით..."* (*ი. სულეიმანოვი, იშვიათი ნა
პოვნი, გაზ. "ლიტ. საქართველო", თბ., 9.02.73 წ.)
ლაზიკის სატახტო ქალაქი არქეოპოლისი (დღევანდელი ნაქალაქევი ცხაკაიას რაიონში) ყოფ
ილა, ხოლო ლაზთა ციხეებს შორის ისტორიულ წყაროებში უპირველესად ქალაქ პეტრას (პე
ტრას ციხე, დღევანდელი ციხისძირი) იხსენიებენ. დიდი ზიანი მიაყენა ლაზიკას სპარსეთსა
და ბიზანტიას შორის პოლიტიკური ურთიერთობის გამწვავებამ, რადგან იგი პოლიტიკური
ზეგავლენისათვის ბრძოლის სფეროში მოექცა. ამას დაერთო რელიგიური პირველობისათვ ის
ბრძოლაც: სპარსეთი ცდილობდა მაზდეანური სარწმუნოების გავრცელებას, ბიზანტია -
ქრისტიანულისას. 337 წელს იბერიაში ქრისტიანობა აღიარებულ იქნა ოფიციალურ რელიგი
ად, რაც ბიზანტიის არა მარტო რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ გამარჯვებასაც მოასწავებ და
იბერიასა და აგრეთვე ლაზიკაშიც.** (**მ. ვანილიში, ა. თანდილავა, "ლაზეთი", თბ., 1964 წ.,
გვ.8). VII-
VIII ს-ის მიჯნაზე ლაზეთმა დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება და აფხაზთა ერისთავებ ის
ხელში გადავიდა. ამასთან ერთად, ლაზიკამ ტერიტორიული მთლიანობაც დაკარგა, ორ
ნაწილად გაიყო: სამხრეთ-დასავლეთით მოექცნენ დასავლეთის ქართული მოდგმის ტომები -
ჭან-ლაზები, ჩრდილო-დასავლეთით - ჩრდილოეთის ქართული მოდგმის ტომები - მეგრე
ლები.* (მ. ვანილიში, ა. თანდილავა, დასახელებული ნაშრომი გვ. 29). არაბების მიერ შევიწ
როებულმა და დევნილმა ქართულ ენაზე მოლაპარაკე ტომებმა ქართლიდან თავშესაფარი
ლაზიკაში პოვეს. მათ დაუკავებიათ ლაზიკის ტერიტორიის შუა ნაწილი, ჭოროხისა და რიო
ნის ხეობა.
ლაზეთი შავი ზღვის სანაპიროს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული - ჭოროხ ის
ხეობიდან ტრაპიზონამდე, მაგრამ მისი მხოლოდ მცირე ნაწილი (ვიწე-ხოფა-გონიოს ფარგ
ლებში) სამცხის საერისთავოს შემადგენლობაში შერჩა საქართველოს, ხოლო ლაზეთის უდი
დესი ნაწილი, ტრაპიზონის ჩათვლით, ბიზანტიის მფლობელობაში მოექცა.** (**ქალაქის სა
ხელწოდებასთან დაკავშირებით საინტერესო განმარტება აქვს მოცემული ინგლისელ დენის
სესილ ჰილზს, რომელმაც ჩვენი საუკუნის 60-იან წლებში (1959 და 1962 წწ-ში) ორჯერ იმო
გზაურა ლაზეთში: "ძველი ქალაქი (ტრაპიზონი) აშენებულია პლატოს კონუსისებურად წაგრ
ძელებულ ენაზე, რომელიც ციცაბოდ ეშვება ზღვაში (აქედან მისი სახელწოდება ტრაპეზუს -
სასადილო მაგიდა)" იხ. სამეცნ. ბიბლ. კრებული "მიმომხილველი" თბ. სახ. უნივერ. 6-9, გვ.
123, 1972 წ.).
ბიზანტია გაშლილი ფრონტით უტევდა ჩვენს ქვეყანას და თვით გაერთიანებული საქართვე
ლოს მეფეებსაც კი არ შეეძლოთ ყველგან გაწვდომოდნენ მოძალებულ მტერს. საჭირო ოყო
მომენტის შერჩევა და ასეთი მომენტიც დაუდგა XIII საუკუნის დასაწყისშივე: როცა ჯვაროსნ
ებმა 1204 წელს კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყეს, თამარ მეფემ შეურაცხმყოფელი საქცი
ელი საბაბად გამოიყენა (ბერძენთა მეფემ ქართველ ბერებს თამარ მეფის ნაჩუქარი ოქრო ჩამ
ოართვა), გაათავისუფლა ლაზეთი, ცალკე სამეფო - ტრაპიზონის სამეფო შექმნა და მეფედ თა
ვისი ახლობელი ნათესავი, საქართველოში გაზრდილი ბერძენი უფლისწული, ალექსი კომნე
ნოსი დასვა. შემდგომი პერიოდისთვისაც დამახასიათებელია გაბატონებული მდგომარეობის
ათვის ბრძოლა, ერთი მხრივ, საქართველოს მომხრე ჭან-ლაზებსა და, მეორე მხრივ, - ბიზანტ
იელთა მომხრე ჯგუფებს შორის. უფრო ხშირად ლაზ-ქართველთა ჯგუფები იმარჯვებდნენ.
ასე გაგრძელდა 1453 წლამდე, ვიდრე საქართველოს დაუძინებელი მტრები - ოსმალები კონ
სტანტინოპოლს აიღებდნენ და ბიზანტიის საკეისროში თურქ-ოსმალთა ბატონობას დაამყარ
ებდნენ. 1461 წელს ტრაპიზონს დიდი ჯარით მიადგა ძლიერი სულთანი მუჰამედ II. ტრაპი
ზონის უკანასკნელმა მთავარმა დავითმა ვერ გაბედა ძლიერ მტერთან შებრძოლება და უომ
რად ჩააბარა ტრაპიზონი. სულთანმა დავითი და მისი რვა შვილი ჩამოახრჩობინა.* (*მ. ვანი
ლიში, ა. თანდილავა, დასახელებული ნაშრომი გვ.37).
1801 წ. ქართლ-კახეთი რუსეთს შეუერთდა. დაიწყო შავი ზღვის სანაპიროდან ოსმალების
განდევნა - 1809 წლის ბოლოს რუსეთის ჯარმა ფოთის ციხე აიღო, 1810 წელს კი იმერეთის
სამეფოც შემოიერთა. 1828 წლის აგვისტოში რუსთა ჯარმა გენერალ პასკევიჩის სარდლობით
ახალციხის მახლობლად, სოფ. კლდესთან დაამარცხა ოსმალები და სამცხე-საათაბაგოს ტერი
ტორიის (ახალციხის საფაშო) განთავისუფლების ჯერიც დადგა - 1829 წელს ადრიანოპოლის
ხელშეკრულებით ოსმალეთმა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრა რუსეთს დაუთმო.** (**იქ
ვე, გვ. 47). 1877 წელს ახალი ძალით იფეთქა სამხედრო კონფლიქტმა რუსეთსა და ოსმალ ეთს
შორის. სამშობლოს განთავისუფლებისათვის გაჩაღებულ ცხარე ბრძოლებში ქართველ თა
ლაშქარიც მონაწილეობდა. ომის დამთავრებას, 1878 წელს, ბერლინის ტრაქტატი მოჰყვა,
რომლის ძალითაც რუსეთს გადაეცა ყარსი, არტაანი და ბათუმი. ამგვარად, სამაჰმადიანო სა
ქართველოს დიდი ნაწილი, კერძოდ აჭარა, საქართველოს შემოუერთდა. ამ ტრაქტატით რუს
ებს ლაზეთის მხოლოდ მცირე ნაწილი ერგო – ჩხალის ხეობა, სულ 16 სოფელი. ლაზეთის ამ
ნაწილს ეჭირა ზღვის სანაპირო სოფ. სარფიდან კოფმიშამდე (ლიმანთან)*. (*მ. ვანილიში, ა.
თანდილავა, დასახელებული ნაშრომი გვ. 57).
1964 წელს, თბილისში დაისტამბა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი "ლაზეთი", რომე
ლიც ლაზეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მთლიანობაში გაშუქების პირველ ცდას და,
პროფ. ს. მაკალათიას აზრით, ქართულ საისტორიო მწერლობაში წინ გადადგმულ ნაბიჯს
წარმოადგენს. ნარკვევში მოცემულია საკმაოდ მდიდარი მასალა ლაზეთისა და თვით ლა
ზების შესახებ.
ნარკვევის ავტორებს - სარფელ ლაზებს მ. ვანილიშსა და ა. თანდილავას, XVIII ს-ის მიწურუ
ლის ლაზეთის და ლაზების დასახასიათებლად მოჰყავთ სამი ნაშრომი: ოსმან-ბეის Лазистан
(ოსმან-ბეიმ ლაზეთში 1864 წ. იმოგზაურა), ინგლისელი კონსულის ვ. ჯიფორდ პალგრევის
"Отчет о береге Лазистана" (1872 წ.) და "Три месяца в Турецкой Грузии" გ. ყაზბეგისა,**
(**გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი დაიბადა 1840 წელს. იგი იყო მწერლისა და საზოგადო
მოღვაწის დიმ. ყაზბეგის ძმა და ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილი. სამხედრო სამსახურში გა
ნვლო გზა პორუჩიკობიდან გენერალ-ლეიტენანტობამდე. მონაწილეობდა 1877-78 წლების
რუსეთ-თურქეთის ომში.
რუსეთ-იაპონიის ომის დამთავრების შემდეგ, 1905 წლის დასაწყისში გადაიყვანეს ვლადივო
სტოკის კომენდატად, მაგრამ მალე რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მეორეს რისხვა დაატყ
და თავს, რადგან უარი თქვა სასტიკად გასწორებოდა ამბოხებულ ჯარისკაცებს. მეფის მთავ
რობამ ლიბერალობა დასწამა და 1906 წელს მცირე პენსიით დაითხოვა სამხედრო სამსახური
დან. დაბრუნდა თუ არა საქართველოში, აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში. დი
დი ილიას დაღუპვის შემდეგ გ. ყაზბეგი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელე
ბელი საზოგადოების" უცვლელი ხელმძღვანელი.საყოველთაოდ ცნობილია გ. ყაზბეგის ნაყო
ფიერი კვლევითი მოღვაწეობა გეოგრაფიის სფეროში და მისი საინტერესო მოგზაურობანი,
რაც XIX ს-ის 70-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე გრძელდებოდა. 1873 წელს არჩეული იყო
რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ნამდვილ წევრად.

გ. ყაზბეგი, 81 წლის ასაკში, ევროპაში სამკურნალოდ მიმავალი გარდაიცვალა სტამბოლში


(დოც. ნ. ნაჭყებია, გაზ. "კომუნისტი", 23.01.71 წ.) რომელმაც ლაზეთში XIX ს-ის 70-იან წწ-ში
იმოგზაურა სამხედრო-სტრატეგიული დავალებით.
მოვიყვანთ ზოგიერთ მონაცემებს დასახელებული ნაშრომებიდან:

ოსმან-ბეი
ლაზეთმა თავისი სახელწოდება მიიღო ლაზებისაგან, რომლებიც ქართველთა წარმოშობისა ნი
არიან. ლაზეთი ეწოდება შავი ზღვის სანაპიროს ნაწილს, საზღვრებით: ჩრდილოეთით - შავი
ზღვა, ჩრდილო-დასავლეთით და აღმოსავლეთით - მდ. ჭოროხი, სამხრეთით და სამხ რეთ-
დასავლეთით - მდინარე სამანსუ; ტერიტორია ფართობით 7 000 კვ. კილომეტრი. მთავა რი
ქალაქია ტრაპიზონი (ვანილიში და თანდილავა მიუთითებენ, რომ ლაზურად მას ეწოდე ბა
"ტრამტრა", ძველად ქართველები კი "ხალდეს" უწოდებდნენ), რომელიც გეოგრაფიული
თვალსაზრისით ლაზეთის სატახტო ქალაქს წარმოადგენს.
ლაზებს აქვთ თავიანთი ენა (გან საკუთრებული დიალექტი), რომელიც ქართულის მონათესა
ვეა. თავისი ტიპიურობით ლაზი ქართველს ემსგავსება.
ლაზები შრომისმოყვარენი არიან და მისდევენ სოფლის მეურნეობას, უმთავრესად მოჰყავთ
სიმინდი, ხორბალი, ქერი, თხილი, თამბაქო, თაფლი. ლაზური სელი მაღალი ხარისხისაა და
იქაურები სელისაგან ქსოვენ ტილოს, რომელიც სახელმოხვეჭილია აღმოსავლეთში. როგორც
ვაჭრები და მეზღვაურები დიდ მეტოქეობას უწევენ ყველა სხვა ტომებს, კარგი გემთშენებლე
ბიც არიან (აკი ვახუშტიც შენიშნავდა: "კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაკობითა და შენები თა
ნავთათა, დიდთა და მცირეთა". - გ.მ.). ოსმალეთის ფლოტში მეზღვაურთა სამ მეოთხედს
ლაზები შეადგენენ.
ლაზები დახელოვნებული არიან აგრეთვე სპილენძისა და თითბრის ჭურჭლის კეთებაში.
ომიანობის დროს ლაზები მედროშეებად არიან, მსახურობენ აგრეთვე პოლიციაშიც (ბაში-
ბუზუკში).
ლაზების ტანთჩაცმულობა თითქმის არ განსხვავდება აჭარულ-გურული ჩაცმულობისაგან -
დაწყებული შარვლიდან, დამთავრებული ყაბალახით.

ვ. ჯიფორდ პალგრევი

ლაზისტანის (ტრაპიზონის) ვილაიეთის (პროვინციის) მოსახლეობის რაოდენობა ოფიციალ


ური ცნობებით 850 000 აღწევს, მათში 56. 000 ქრისტიანია. მუსლიმანური მოსახლეობის უმ
რავლესობას ლაზები შეადგენენ. ეს მშვენიერი რასაა. ისინი არიან კარგი მიწათმოქმედნი და
გამოცდილი მეზღვაურები. არქაბეში უმრავლესობას მეთევზეები შეადგენენ. ამ უბანში 51
სოფელია 19. 551 მცხოვრებით, მათ შორის 18. 115 მუსლიმანია და 1. 436 ბერძენი. აქაური
ე.წ. "ბერძნები" იგივე ლაზები არიან, რომლებსაც ბიზანტიის ბატონობის პერიოდში ქრის
ტიანობა მიუღიათ. არქაბი ამარაგებს თურქეთის ფლოტს საუკეთესო მეზღვაურებით.

გ. ყაზბეგი

ლაზეთს უჭირავს მეტად ვიწრო ზოლი შავი ზღვის სანაპიროზე ქემერის კონცხიდან მაკრიე
ლამდე.
ლაზების ენა მცირედ განსხვავდება მეგრულისაგან (ლაზეთზე ზემოხსენებული ნარკვევის
ლაზი ავტორებიც აღნიშნავენ, რომ ზუგდიდისა და გალის მეგრულ სიტყვებსა და ლაზურს
შორის დიდი მსგავსებაა და თითქმის მთლიანად გვესმოდაო მათი ენა) და დღეს არსებობს
ლაზურის სამი კილო: ხოფური (თითქმის ეტოლება მეგრულს), ათინური (ბერძნულისა და
თურქულის გავლენით დაშორებულია საერთო ძირიდან) და არქაბული (საშუალოა ხოფურ სა
და ათინურს შორის). ხოფელი
ლაზები წმინდა სისხლის ლაზები არიან, ლაპარაკობენ ლაზურად, მათი ტანსაცმე ლი
გურულსა და აჭარულს ემსგავსება, ყველანი გამაჰმადიანებული არიან. ხოფას
(განსაკუთრებით ორთა-ხოფას) მიდამო ულამაზესი კუთხეა. აქაური მოსახლეობაც
სილამაზითა და კოხტა ტანსაცმლით გამოირჩევა.
ზღვისპირა* (*ლაზები თავიანთ კუთხეს ორ მხარედ ყოფენ - მთისა და ზღვისპირის მხარედ.
მთავარი ქალაქები და დაბები - ხოფა, ვიწე, არქაბი (არჰავე) და ათინა - ზღვისპირად არის გა
ნლაგებული. ზემო ანუ მთის ლაზეთის მთავარი პუნქტებია ჩხალა, დუთხუ და ორჭა (ზ. თა
ნდილავა, "ლაზური ხალხური პოეზია", შესავალი, 1972 წ.) ლაზების სილამაზე ადამიანს
თვალში ეცემა. ისინი გონებრივი განათლებითა და გარეგნული სიფაქიზით გამოირჩევიან.
აქაური ქალები ლამაზნი, ტანადნი არიან და ჩვეულებრივ ცისფერი თვალები და თეთრი პი
რისახე აქვთ. ამასთანავე, ლაზი ქალები არაჩვეულებრივი ენერგიით, გულადობითა და მტკი
ცე ხასიათით გამოირჩევიან.
1873 წლის სტატისტიკური ცნობით. ლაზეთის მოსახლეობა შეადგენდა: კომლობრივად - 9
205 კომლს, სულადობრივად - 55 350 კაცს.
ლაზების მოწინავე პირებს ჯერ კიდევ ხსომებიათ თავიანთი ქვეყნის ისტორიული წარსული,
საქართველოსთან, სახელდობრ, მეგრელებთან თავიანთი ენობრივი და ტომობრივი ნათესაო
ბა. "ლაზეთის" ავტორებს მოჰყავთ წარჩინებული ლაზის ხასან აღა მურად-ოღლის (მურავიშ
ვილი) საუბარი გამოჩენილ ქართველ ისტორიკოსთან, რუსეთის აკადემიის წევრ-კორესპონ
დენტთან დიმიტრი ბაქრაძესთან, რომელსაც 1860 წლიდან იცნობდა თურმე:
ლაზური ენა წმინდად არის დაცული მხოლოდ სოფლებში. იგი მეტად ახლოა მეგრულთან.
ლაზებსა და მეგრელებს ერთმანეთის ენა კარგად ესმითო. ჩვენებური გადმოცემით, ჩვენ -
ლაზები და მეგრელები - ერთ ტომს შევადგენდითო, უთქვამს ხასან-აღას. ამბობენ, რომ ამ
ტომს ძველად ეკავა მთელი შავი ზღვის სანაპირო, დაწყებული ქემერიდან (ლაზურად "გამო
კვეთილი ქვა") ბიჭვინთამდე.
ხასან-აღას თქმით, ლაზეთის ბეგების საგვარეულონი ყოფილან: ზუმბაია და მანელიშვილი -
მაკრიელასა (XVII საუკუნემდე ამ სოფელს ნოღედი ერქვა. შემდეგ ოსმალებმა მაკრი-იალი
უწოდეს, ამჟამად კი ქემალ-ფაშად იწოდება. ლაზები დღესაც ნოღედის ეძახიან) და ლიმანში.
მურად-ოღლი ანუ მოურავიშვილი - ბუჯალიში, ორტა-ხოფაში, დიმიტრეთსა და სუნდურა ში;
აქვე, სუნდურაშივე ცხოვრობს შალ-ოღლი ანუ შალიკაშვილი; ჟორდანია - ქისეში, პერნო
ნითსა და არქაბეში; პოტური ანუ პოტურია - კაპისარში; ბალთაშვილი - ბელევსა და ათენას
შორის.
ლაზეთში საკმაოდ ბევრიაო ძველი ეკლესიები, მაგრამ უმეტესობა დანგრეულია.* ((*ჩვენთვ ის
უკვე ცნობილი ინგლისელი დ. ს. ჰილზი წერს. რომ "თურქ სიძველეთა მოყვარულებს არ
აინტერესებთ შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარე ქრისტიანული ძეგლები".
(სამეცნ. ბიბლ. კრებული "მიმომხილველი", თბ. სახ. უნივერსიტეტი, 1972 წ., გვ. 136)) სარფ ის
ტყეში შემორჩენილია თლილი ქვით ნაგები ერთი ტაძარი. მაკრიალში ზუმბაიას სახლთ ან,
დაბლობზე დაცულია გუმბათიანი ტაძარი მაღალი გალავნით.** (ამ ეკლესიის მთლიანად
დანგრევისათვის ხელი შეუშლია ამავე სოფლის თავადს ზუმბაიას, რომლის გვარის შთამომა
ვალნი ახლაც ცხოვრობენ ნოღეთში (მ. ვანილიში, ა. თანდილავა, "ლაზეთი", გვ. 105) პერონი
თში ჟორდანიას მამულში არისო გუმბათმორღვეული ეკლესია. მისი ყველას ეშინია და ვერა
ვინ ბედავს თურმე ახლოს მისვლას. სხვა ეკლესიებიც ყოფილა, ზოგიერთი მხატვრობითაც კი.
ლაზეთის ზოგიერთ ეკლესიაში ქვის საწნეხლები და მიწაში ჩაფლული დიდი ქვევრებიც
ყოფილა.
ბათუმის შემოერთების შემდეგ გაცხოველდა ურთიერთობა ლაზებსა და საქართველოს სხვა
კუთხეებს შორის. მით უმეტეს, რომ ლაზეთის ნაწილი ადმინისტრაციულად და პოლიტიკ ურ-
ეკონომიკურად რუსეთის ფარგლებში შედიოდა და ლაზებსაც ფართო გასაქანი ეძლეოდ ათ
საქართველოსა და რუსეთის სხვადასხვა მხარეში ვაჭრობისა და ხელოვნებისათვის, რაც ხელს
უწყობდა ლაზებისა და ქართველების დაახლოებას.*** (***მ. ვანილიში, ა. თანდილავა,
დასახელებული ნაშრომი, გვ. 58).
XIX ს-ის დასასრულისა და XX ს-ის დასაწყისის ლაზეთისა და ლაზების შესახებ ისტორიულ-
ეთნოგრაფიული ნარკვევის ავტორებს მოჰყავთ მონაცემები ცნობილი საზოგადო მოღვაწისა
და გამომცემლის ზაქარია ჭიჭინაძის "ლაზისტანიდან" (1927 წ.)
გ. ჭიჭინაძე

ლაზისტანი* (*ლაზეთის ტერიტორიას მდ. ჭოროხიდან ქ. ტრაპიზონის ჩათვლით 1925 წ-მდე


თურქეთის რუკაზე ლაზისტანად წერდნენ (მ. ვანილიში, ა. თანდილავა, დასახელებუ ლი
ნაშრომი, გვ. 76) ემორჩილება ტრაპიზონის ფაშას (გუბერნატორს). ტრაპიზონი საგუბერ ნიო
ქალაქია, სადაც ირჩევა ლაზთა ყველა საქმეები. ორივე სქესის ლაზთა რიცხვი არ აღემა ტება
150 000.** ((**თურქეთის მფლობელობაში მყოფი ლაზური მოსახლეობა, ამჟამად არ აღ
ემატება 240 000 სულს. მათ შორის ლაზურ ენაზე მეტყველებს არა უმეტეს 160 000 სულისა.
საბჭოთა საქართველოში გარდა სოფ. სარფისა (ერთადერთი სოფელი ჩვენში, რომელიც მხო
ლოდ ლაზებით არის დასახლებული), ლაზები მოსახლეობენ ბათუმში, გონიოს სასოფლო სა
ბჭოს სოფლებში - თხილნარში, მახოსა და სიმონეთში; აფხაზეთში (სოხუმში, გუდაუთაში,
ოჩამჩირეში, აგრეთვე გულრიფშის მიდამოებში) მცხოვრებ ლაზთა რიცხვი 2. 500 სულს აღე
მატება (მ. ვანილიში, ა. თანდილავა, დასახელებული ნაშრომი, გვ. 76-77). სხვა ცნობით, ლა
ზები აგრეთვე ცხოვრობენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, ქობულეთში. სოფლებში
ახალშენში, ურეხში და სხვა (ზ. თანდილავა, დასახელებული ნაშრომი, 1972 წ.)) ლაზური ენა
მტკიცედ არის დაცული ლაზისტანში. ყველა ლაზი სახლობაში ლაზურად ლაპარაკობს,
განსაკუთრებით ქალებმა იციან სუფთა ლაზური. სოფლები, სადაც ლაზები ძირითადად ცხო
ვრობენ: დაკვარა, ოხორდია, კორტანეთი, ბეღლევანი, პანჩურეთი, სუჯუნა, მამანათი, სკური
მაკრეთი, მაღრავეთი, მაჭათი, გაბრიელა, დუსქოი, სარფი, ლიმანი, მაქრიალნი (ნოღედი).
ჩხალის ხეობიდან (ანუ რუსეთის გამგებლობაში მყოფი ლაზისტანიდან, რომელიც ლივანის
ანუ მარადიდის საბოქაულოზეა მიწერილი) ოსმალოს ლაზისტანში მშვენიერი გზები გადის.
ლაზურ ანუ ქართულ სახელს თითქმის არც ერთი ლაზი არ ატარებს, გვარებიც გადაკეთებუ
ლი აქვთ. მაგალითად, ქურდიანი - ქურდოღლად, მარგიანი - მარგოღლად, მარიამიძე - მარი
ოღლად, პაპასკირი - პაპოღლად და ა.შ.* ((*ახალგაზრდა მკვლევარი რ. გაჩეჩილაძე მიუთით
ებს, რომ მუსლიმანური ტრადიციის მიხედვით თურქეთში კაცს იცნობდნენ სახელით, მეტსა
ხელით და შესაძლოა წოდებითაც ("კარა მუსტაფა" - შავი მუსტაფა", "ჯემალ ფაშა" და სხვა)
ბუნებრივია, ერთნაირი სახელები ბევრი იქნებოდა და ასეთი სიმრავლე არეულობას შექმნი
და. და აი, 1934 წლის 25 ივნისს მიუღიათ კანონი გვარების შესახებ, მაგრამ ახალი გვარები,
თურმე უნდა გაფორმდეს მხოლოდ თურქული სიტყვებისა და სიტყვათწარმოების ბაზაზე.
"ამიტომ ყველა მუსლიმანს და მათ შორის ქართველსაც, - წერს რ. გაჩეჩილაძე, - რომელთა
უმრავლესობას თავისი ნამდვილი გვარები (თევზაძე, ბოლქვაძე, ერისთავი, თავდგირიძე, ხი
მშიაშვილი და სხვა) ჯერაც ახსოვთ, მოუხდათ თურქული გვარების მიღება, ზოგმა თარგმნა
გვარი და მას "ოღლუ" (ძე) დაამატა, მაგრამ უფრო მომრავლდა ასეთი გვარები "ასლანი (ლო
მი), შაჰინი (შევარდენი), ქართალი (არწივი) და სხვა მსგავსნი, რომელიც ჩერქეზსაც შეიძლე ბა
ჰქონდეს, ლაზსაც და თურქსაც" (იხ. ქართული მოსახლეობა თანამედროვე თურქეთში,
"მიმომხილველი", თბ. სახ. უნივერსიტ.; 6-9, გვ. 537-38, 1972 წ.))
ლაზები იყვნენ კარგი ხელოსნები, დურგალ-კალატოზები, ხუროები, ოქრომჭედლები, მეჩუ
ქურთმენი. სამუშაოდ ლაზი ოსტატები უმთავრესად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მი
მოდიოდნენ: სამეგრელოში, იმერეთში, გურია-აჭარაში, მესხეთ-ჯავახეთში და სხვაგან. ცხა
დია, ეს გარემოება ხელს უწყობდა ლაზებისა და ქართველების ურთიერთდაახლოებას და
ლაზების გათვითცნობიერებას.
ლაზები ლამაზი ხალხია: ოსმალნი ძალიან მისდევენ მათ ნათესაობას. ლაზთა შვილებს ფუ
ლითაც ყიდულობენ.
ლაზები მისდევენ მებაღეობას, ლეღვის ჩირის კეთებას, ზეთისხილის დამზადებას, რაც მუდ
ამ ქებულია ყველგან.* (*დ.ს. ჰილზი შენიშნავს: "საჩაიეში წამიყვანეს და მოძველებული აქცე
ნტით მომიყვნენ თბილსსა და ვარშავაში გატარებულ ახალგაზრდობის წლებზე: იქ ისინი მი
სდევენ ლაზების ტრადიციულ ხელობას - პურის ცხობას და მეშაქარლამეობას ("მიმომხილვე
ლი", თბ. სახ. უნივერსიტ., 6-9 გვ. 127, 1972 წ.) ლაზური ზეთისხილი ართვინისას ბევრად
სჯობია. ფუტკრის მოვლა-მოშენებაშიც დიდად არიან დახელოვნებული.
ღვინის დაყენებაშიც ოსტატები ყოფილან (გაიხსენეთ საწნეხლები და მიწაში ჩაფლული ქვევ
რები შემორჩენილ ეკლესიებში - გ.მ.), მაგრამ გამუსლიმანების შემდეგ ლაზებს სასტიკად
აუკრძალეს ღვინის სმა. მთავრობის ბრძანებით, ლაზისტანის ტყეებში ვაზი გაკაფეს. ესეც არ
აკმარეს, მთავრობის განკარგულებით ლაზური ენა აკრძალეს არა მარტო სახელმწიფო-საზო
გადოებრივ დაწესებულებებში, არამედ ოჯახებშიც.** (** - მე მუდამ ჩემს მიწაზე ვიყავი, მაგ
რამ თურქები გვაიძულებდნენ მათ ენაზე გვესწავლა. პირველ გაკვეთილზე ლაზ მოსწავლე ებს
გვეკითხებოდნენ: - ვინა ხარ შენ? - მოსწავლეს უნდა ეპასუხნა: - თურქი ვარ და თურქის
შვილი, - ამბობს ა. თანდილავა. (გაზ. "კომუნისტი", 16.12.71 წ.).
დამახასიათებელია ლექსი, რომელიც I მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ლაზეთის
მკვიდრ ერთ-ერთ მთქმელს ჩაუწერინებია იოსებ ყიფშიძისათვის:

ა-ჟურ ნენა გიწუმერ, დოჭარი, ჯუმა ჩქიმი!


ბერე-ბარი ეჭკოდეს, მუჭო პათ, ჯუმა ჩქიმი?
ნანაქ ბერეს უჯოხოფს, ვარ ძიროფს, ჯუმა ჩქიმი!
აშო დარმა-დაღანი დოვიყვით, დუმა ჩქიმი!
ნე ოხორი, ნე კერა, სო ვიდათ, ჯუმა ჩქიმი!
ჩქინ აშო მგარინერი გოვულეთ, ჯუმა ჩქიმი!
ჩქინ იმდათი მი მაყვან, ვარ, მიჩქინ, ჯუმა ჩქიმი!***
((***ერთ-ორ სიტყვას გეტყვი და დასწერე, ჩემო ძმაო!
ბავშვები სულ ამოწყდნენ, როგორ ვქნათ, ჩემო ძმაო?
დედა შვილს უძახის და ვერ ხედავს, ჩემო ძმაო!
დაშლილი, დაფანტული - ასე ვართ, ჩემო ძმაო!
არც სახლი და არც კერა არა გვაქვს, ჩემო ძმაო!
ჩვენ ამგვარი მტირალი დავდივართ, ჩემო ძმაო!
მხარში ვინ მოგვიდგება, არ ვიცი, ჩემო ძმაო!

(ზ. თანდილავა, დასახელებული ნაშრომი, ბათუმი, 1972 წ., გვ. 143)).

მთელ ლაზისტანში ლაზთა რიცხვი, ოსმალეთისვე მთავრობის სტატისტიკური ცნობებით,


1810 წ. 600 000-ზე მეტი ყოფილა. აქედან 400 000 მეტი ლაზი მთელს ქვეყანაში დაუფანტ
ავთ.
1910 წლიდან, ლაზების გათვითცნობიერებულმა ერთმა ჯგუფმა დაიწყო ქადაგება, რომ ლა
ზები ქართველების ნათესავები არიან და მათი ანბანიც ქართული ანბანი არისო. კოლექტიუ
რი თხოვნაც გაუგზავნიათ მინისტრებთან, ნება მოგვეცეს ჩვენს სკოლებში ჩვენი ენა, გურჯუ
ლი (ქართული) წიგნი ვასწავლოთ ჩვენს შვილებსო. ნ.
მარი მიუთითებს, რომ ადგილობრივი ქართული გართობებიდან შემონახულია ჯგუფური
ცეკვა გაშაირებით. ლაზურად ამ ცეკვას "ობირუს" (სასიმღერო) უწოდებენ. "ლაზეთის" ავტო
რებს მოჰყავთ პროფ. ს. მაკალათიას მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლაზური ფერხული "ობი
რუ" - თითქმის იგივეა რაც მეგრული "ოხოხოია", ლაზურად "ვახახაია".
ლაზები რომ კარგი ოსტატები და დურგლები არიან, ზემოთაც ბევრჯერ ითქვა. ისინი წინათ
ხის სახლებს აგებდნენ, ახლა კი ქვისას აშენებენ.* ((* - თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე, გა
ნსაკუთრებით კი მის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, - წერს დოც. ნ. ნაჭყებია, - გავრცელე
ბულია ხის ოდა-სახლები. აქ ჭარბობს გაფანტული სოფლის ტიპი, ისევე, როგორც გურია-აჭა
რაში, სახლები გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი ერთიმეორისაგან მეტ-ნაკლები დაცილებით
("თურქეთი", გვ. 32-33).

შედარებისათვის მოვიყვანოთ თურქული სოფლის სურათიც:


- თურქული სოფელი - ეს არის გამოუმწვარი აგურით - ალიზით ნაგები სახლების გროვა. ნა
წილი ბანიანია; ზოგიერთს კრამიტით გადაუხურავს სახლი - ეს უკვე შეძლებულობის ნიშა
ნია. სახლები თიხისავე კედლებით გამოყოფილია მტვრიანი მიწის ქუჩისაგან (რ. გაჩეჩილაძე
ანატოლიის მიწაზე, გაზ. "კომუნისტი", 11.12.66 წ.)). ოთახებს ჩუქურთმიანი არშიებით ამკო
ბენ, ჩუქურთმების ორნამენტაცია ქართულს წააგავს.* ((*XIX ს-მდე ლაზეთში უმთავრესად
"ჯარგვალა" (მრგვალი ხეების) სახლებს აშენებდნენ. სახლის სახურავის აწევისას, ლაზები ახ
ლობლებს და მეზობლებს მოიწვევდნენ პურ-მარილზე, სახლის პატრონის დასალოცად.ახალ
სახლში კერაზე ცეცხლი პირველად დედ-მამიანმა ქალიშვილმა ან ახლო ნათესავმა უნდა და
ანთოს. ლაზური ჩუქურთმები მცენარეებს (მაგალითად, ვაზს) გამოსახავენ. ლაზი ოსტატებ ის
ნაგებ სახლებს ვხვდებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც: აჭარაში, გურიაში, სამე
გრელოში, ზოგან ლაზი ოსტატების წარწერაც კი აქვს სახლებს შერჩენილი. (მ. ვანილი ში, ა.
თანდილავა, დასახელებული ნაშრომი, გვ. 100-101)).
ლაზები მთლიანი ხისაგან აკეთებენ დაბალ და მრგვალ მაგიდას, რომელსაც "ტეფური" ეწოდ
ება. ლაზები წნავენ სხვადასხვა სახისა და დანიშნულების კალათებს.
სპეციალისტები მიუთითებენ, რომ თურქეთში მოსახლეობის აღწერის მასალები უჩვენებენ
რელიგიას და მშობლიურ ენას (აკად. პ. გუგუშვილი). მონაცემებს ეროვნული შემადგენლობ ის
შესახებ ცვლის სპეციალური ცხრილი, რომელშიც მოცემულია მოსახლეობის დაყოფა დე
დაენისა და მეორე სალაპარაკო ენის** ((**ზოგჯერ მოსახლეობის აღწერის ამ სისტემასაც ღა
ლატობენ. დოც. ო. გიგინეიშვილი მიუთითებს, რომ 1950 წლის აღწერის მასალებში მეორე
სალაპარაკო ენის მიხედვით თურქეთის მოსახლეობა მოცემული არ არის ("ჩვენებურები", გაზ.
"კომუნისტი", 8.03.67 წ.) მიხედვით (დოც. ნ. ნაჭყებია)).
მოსახლეობის 1960 წლის აღწერის, ან უფრო ზუსტად - დაყოფის (როგორც უწოდებს დოც. ნ.
ნაჭყებია) მიხედვით, 42 ათასი ლაზი აღირიცხება, რაც ისევე არასრული და არაზუსტია, როგ
ორც ქართველთა (ლაზთა ჩათვლით) რიცხვი - 104 ათასი. აკად. პ. გუგუშვილი წერს, რომ I
მსოფლიო ომისდროინდელ მონაცემების მიხედვით, თურქეთის სამფლობელოებში მცხოვრ ებ
ქართველთა საერთო რიცხვი 700 ათასს შეადგენდა. მასვე მოჰყავს ბ. დანციგის მიერ შესწა
ვლილი ცნობები იმის შესახებ, რომ 1945 წელს თურქეთში ცხოვრობდა არანაკლებ 200 000
ლაზისა* (*"შორეულ გზებზე", წიგნი მესამე, გვ. 120) (აღწერის მასალების, თურქული პრეს ის
მონაცემების და მოგზაურთა მასალების გულდასმით შესწავლის საფუძველზე, დოც. ო.
გიგინეიშვილი 1967 წლის დასაწყისში წერდა, რომ თურქეთში იმ ქართველთა რიცხვი, რომე
ლთა მშობლიურ ენად კვლავ ქართული რჩება, ნახევარ მილიონ კაცს აღემატებაო). ინგლისე
ლი რობენ ფედენის უახლესი მონაცემებით (ფედენმა ლაზეთში იმოგზაურა ჩვენი საუკუნის
60-იან წლებში, თვით ლაზისტანში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებსა და მთელ თურქეთში 60
000-ზე მეტი ლაზი ცხოვრობს.* (*გაზ. "ლიტერატურული საქართველო", 19.04.68 წ.)
ქართველთა (მათ შორის ლაზთა) განსახლების დახასიათება მოცემულია დოც. ნ. ნაჭყებიას
საინტერესო ნაშრომში "თურქეთი".
"სახნავ-სათესი მიწების სიმცირე ლაზებს აიძულებდა გარე სამუშაოზე წასულიყვნენ, - წერს
მკვლევარი, - წლების განმავლობაში ლაზების გარკვეული ნაწილი სამუშაოს საძებნელად მი
ეშურება თურქეთის მსხვილ ქალაქებში და ქვეყნის ეკონომიურად უფრო ძლიერ რაიონებში.
ამჟამად მეჩაიეობის განვითარებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ლაზების მიგრაცია"** (**ნ.
ნაჭყებია, "თურქეთი", თბ., 1970 წ., გვ. 36-37).

და ბოლოს, უკვე მოხსენებული ინგლისელი მოგზაურის რობენ ფედენის ცნობების შესახებ.


ლაზეთში მოგზაურობის შესახებ წერილი სათაურით "არგონავტების ნაკვალევზე" რ. ფედენ მა
1964 წ. გამოაქვეყნა ინგლისურ სამეცნიერო-პოპულარულ გეოგრაფიულ ჟურნალში (ლონ
დონი). წერილის ქართული თარგმანის ავტორია რ. გაჩეჩილაძე. თარგმანი შენიშვნით და დე
დნიდან ამოღებული რამდენიმე ფოტოსურათით 1968 წ. დაისტამბა თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიულ კრებულში "მიმომხილველი" (N 4-5).
წერილში დახასიათებული არიან აღმოსავლეთ თურქეთში მცხოვრები ლაზები. ისინი მემკვი
დრენი ყოფილან კოლხებისა, რომელთა სახელმწიფოც ბრინჯაოს ხანაში ჰყვაოდა; მათი ენა
ნამდვილად უნათესავდება ქართულს.
ლაზისტანის ჰავა, - აღნიშნულია წერილში, - ასევე განსაცვიფრებელია, როგორც მისი ხალხი,
რომელიც თურქებმა დაიმორჩილა და ისლამი მიაღებინა XV ს-ში. ლაზისტანში კარგად ხარ
ობს ჩაის ბუჩქი. ჩაი აქ მას შემდეგ მოაშენეს, რაც დაირღვა საუკუნოვანი სატრანზიტო ვაჭრო
ბა რუსეთთან.
ლაზების სახლები ტროპიკული ტყის ნაპირას ყოფილა განლაგებული. ესენია ხისაგან მტკიც
ედ ნაგები საზამთრო ბინები, რომლებიც ალპების შვეიცარულ სახლებს (შალე) მოგვაგონებს.
ფედენი გაკვირვებასა და აღფრთოვანებას გამოთქვამს ლაზეთის ტყის გამო, რომელშიც აფრა
გაშლილი გოლიათური ხომალდებივით იშლება წიფელა, წაბლი, რცხილა, ნაძვი. პონტური
შქერი და დაფნაც არ ჩამოუვარდება ამ ხეებს სიმაღლეში. გაოცებას იწვევს აგრეთვე ხეთა გან
შტოებაში 50-60 ფუტის სიმაღლეზე ჩამოკიდებული ველური ფუტკრის სკები.* (*ლაზისტა ნი
ძველთაგანვე თაფლის ქვეყანა ყოფილა... სანთლისაგან ლაზებს არაყიც უხდიათ, რაც
გურულებსაც გადაუღიათ ("ლაზეთი", 64, გვ. 16).
ტყესა და მწვერვალებს შორის საძოვრებია, სადაც ლაზები თავის ფარას აძოვებენ. მთიან სოფ
ლებში ისინი მხოლოდ ზაფხულის სამ თვეს ცხოვრობენ.
ლაზები ბუნებით არისტოკრატები არიან, არავითარ შემთხვევაში ტვირთს არ აიკიდებენ.
ისინი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან. თუ კი პატივისცემისათვის
სამაგიეროს შესთავაზებ, შეურაცხყოფილნი რჩებიან.
გარეგნობით ლაზები სანაპიროს მცხოვრებლებს ჩამოგვანან ოღონდ შედარებით თხელი, გამ
ძლე და წვრილძვლიანნი არიან, სახეც უფრო მოგრძო აქვთ. ქალების უმრავლესობა ძალზე
ლამაზია. ყურადღება არ მიუქცევიათ ათათურქის რეფორმისათვის ერთფეროვანი ტანსაცმლ
ის შესახებ და თავიანთ ჭრელ, ფერადოვან სამოსში სამოთხის ჩიტებს წააგვანან. ისინი ეტყო ბა
ნაყოფიერნიც არიან, "აიალებში" (საზაფხულო სადგომები) ათობით მკვირცხლი და ჯანმრ
თელი ბავშვი იზრდება. საერთოდ აქაურ მთიელ გლეხობას განსაკუთრებული ჯანმრთელი
იერი აქვს.

ლაზეთის შესახებ საუბარი გვსურს დავასრულოთ ნაწყვეტით პოეტ კარლო კალაძის ცნობი
ლი პოემიდან "ფიქრები":
სხვა საქართველო სად არის!
აჰა, გახედე მთაგორებს -
ხან რომ თან მოგვდევს გზადაგზა,
ხან რომ სიშორით გაღონებს,
ხედავ? ხეს ვაზი ეხვევა,
დგას ოდა-სახლი, ნალია, და
კერის პირად ბავშვების
ქართულიც ჩაუმქრალია.
...ო, ამ სასწაულს, ამ სოფელს
გუმანიც აღარ ელოდა...
სხვა საქართველო შორსაა,
შორსაა საქართველოდან!

გიორგი მახარაძის წიგნიდან „არდავიწყება მოყვრისა“ (თბ. 1976)

ტაძრელების ისტორია საქართველოში უძველესი დროიდან

ტაძრის რაინდები, ანუ სხვაგვარად, „ტაძრელები", „ტაძრეულები", „ტაძრეულნი", „ფუსტელე


ბი" („ფუსტები") მოიხსენებიან: წმიდა მეფე არჩილის დროიდან (VII-VIII სს); დავით IV-ის პერ
იოდში XI ს-ის ბოლოს და XII ს-ის დასაწყისში; XIII ს-ში სამცხის ოლქში (სამხრეთ საქართვე
ლო); XV ს-ში გიორგი VIII-ის მმართველობის დროს; XVI ს-ში ქართლის მეფის დავით X-ის
მეფობის პერიოდში; XVII ს-ში ამ რაინდებს მოიხსენიებს და მათი პორტრეტები დახატა იტა
ლიელმა მოგზაურმა დონ ქრისტოფორო დე კასტელიმ; ქართლის მეფის გიორგი XI-ის დროს
როდესაც ის იმყოფებოდა ირანში XVIII ს-ის ბოლოს; XIX ს-ის დასაწყისში.ვინ იყვნენ ეს „ტაძ
რელები", „ტაძრეულები", „ტაძრეულნი", „ფუსტელები" („ფუსტები")?
ამასთან დაკავშირებით ქართულ ისტორიოგრაფიაში სხვადასხვა აზრი არსებობს. საინტერე
სოა ერთი ფაქტი: ამ რაინდ-მებრძოლებს დიდი თავადიშვილის არჩილის დროიდან და XIX ს-
ის დასაწყისამდე ქონდათ ერთი მტკიცე ტრადიცია - მათ რიცხვში ითვლებოდა არა მხოლ ოდ
აზნაურები, არამედ თავისუფალი, არათავისუფალი გლეხები და მონებიც კი! „ისინი შესა
ძლოა ყოფილიყვნენ საზოგადოების ყველა ფენიდან: თავისუფალი, არათავისუფალი და მონ
ებიც კი" (რ. არსენიძე. მეფე ვახტანგ VI-ის კანონმდებლობის განხილვა, 1963, 205-6). მას შემ
დეგ, რაც ზოგიერთმა მათგანმა მიიღო აზნაურობა, მათ ადგილზე მოდიოდნენ სხვა - უბრა ლო
მოსამსახურეები ან გლეხები. ყველაზე მეტად საინტერესოა ის რომ, რაინდთა რიგებში
შესაძლოა შესულიყვნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებიიც! ქართველი მეცნიერისტორი
კოსები ს. კაკაბაძე და ს. ჯანაშია თვლიან, რომ მათი უმეტესობა იყო სხვადასხვა ხალხების
წარმომადგენლები, აგრეთვე არათავისუფალი (იძულებითი) და მონებიც კი. შ. ჯანაშია ამტ
კიცებს, რომ ეს ელიტარული მებრძოლები არსებობდნენ ჯერ კიდევ ძველ ქართლში და მე ფეს
ყავდა მონებისგან შემდგარი ლაშქარი, ხოლო დავით IV-მ აღადგინა „ტაძრეულების" ინს
ტიტუტი (კ. ჩხატარაშვილი. ნარკვევები საქართველოს შუა საუკუნეების სამხედრო საქმის შე
სახებ. 1979. გვ. 51). ასეა თუ ისეა - „ტაძრეულებს", „ტაძრელებს" თავის რიგებში ყავდათ სხვა
დასხვა ეროვნების და საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები. მსგავსი შეგვი
ძლია ვნახოთ ევროპის „ტაძრელების" („ტამპლიერების") ორდენის იერარქიაში, სადაც იერარ
ქიის კიბის ზედა ნაწილში იმყოფებოდნენ რაინდები, ხოლო ქვედაში გლეხები და მონები! ამ
ორდენში, ანუ საძმოში, შედიოდნენ აგრეთვე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. ის
თავის რიგებში იღებდა არა მარტო აზნაურებს, არამედ გლეხებსა და მონებს! საინტერესოა
ისიც, რომ ქართველი „ტაძრელები" ისტორიულ სცენაზე ჩნდებიან საქართველოსთვის ყველა
ზე რთულ პერიოდებში. მაგალითად, VII-VIII სს-ში, როდესაც ქართველებს მოუხდათ არაბი
თავდასხმებისაგან არა მარტო სამშობლოს, არამედ ქრისტიანული სარწმუნოების დაცვა; XI ს-
ის ბოლოს - XII ს-ის დასაწყისში, როდესაც დავით IV უძღვებოდა თურქ-სელჯუკებს წინაა
ღმდეგ ბრძოლას და შეუერთდა ჯვაროსნულ მოძრაობას; მათ შესახებ მოიხსენიება XIII ს-ში,
როცა საქართველოში თათარ-მონღოლების წინააღმდეგ იწყებდნენ ამბოხებას თამარ მეფის
შვილიშვილები უფლისწული დავითი (ნარინ - უმცროსი) და დავითი (ულუ - უფროსი). პირ
ველი იყო თამარ მეფის ქალიშვილის რუსუდანის ვაჟი, ხოლო მეორე მისი ძმის, მეფე ლაშა
გიორგის ვაჟი. 1259 წ დავითმა (ნარინი) დაამარცხა თათარ-მონღოლები, მაგრამ ამის შემდეგ
თავისი ლაშქრით წავიდა დასავლეთ საქართველოში. 1260 წ. ამბოხებას შეუერთდა მისი ბიძ
აშვილი დავითიც (ულუ), რომელსაც მხარს უჭერდა სამცხის მთავარი სარგის ჯაყელი. ამბოხ
ებულებმა ვერ შეძლეს სამხრეთ საქართველოში გამაგრება და იძულებილნი იყვნენ წასულიყ
ვნენ დასავლეთ ნაწილში. სწორედ ამ პერიოდში იქნა მტრის მიერ დანგრეული სამცხეში ხერ
თვისის ციხე-სიმაგრე, რომელიც ძალიან გვაგონებს ჯვაროსნების ციხე-სიმაგრის ნაგებობას.
XV ს-ში „ტაძრელების" რაინდები მოიხსენიებიან გაერთიანებული საქართველოს უკანასკნე
ლი მეფის გიორგი VIII-ის კარზე. გვინდა ავღნიშნოდ, რომ ამ პერიოდში ჩნდებიან თურქული
წარმოშობის ახალი დამპყრობლები - თურქი-ოსმალები. 1453 წელს ისინი შტურმით იღებენ
ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს - კონსტანტინოპოლს. ამ შემთხვევამდე ბიზანტიის უკანა
სკნელი იმპერატორი კონსტანტინე XI უნდა დაქორწინებულიყო ქართველი მეფის გიორგი
VIII-ის ქალიშვილზე, მაგრამ ამ ქორწინებას არ ეწერა განხორციელება კონსტანტინოპოლში
ოსმალების მიერ ალყაშემორტყმული იმპერატორის დაღუპვის გამო.
იმ პერიოდში საქართველოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ქონდა ევროპასთან, განსა
კუთრებით გენუასა და ვენეციასთან, რომელთაც ჰყავდათ მის ტერიტორიაზე თავიანთი სავა
ჭრო წარმომადგენლობები.
XV ს-ის 50-იან წლებში ევროპაში დაიწყო მსხვილი ანტიოსმალური კოალიციის შექმნა, რომე
ლშიც უნდა შესულიყო საქართველოც. რომის პაპმა პიი II-მ ერთობლივი საბრძოლო მოქმედ
ებების კოორდინაციისთვის გაგზავნა თბილისში თავისი ელჩი ლუდოვიკო ბოლონსკი. გიო
რგი VIII-მ და სხვა ქართველმა თავადებმა განუცხადეს მას თანხმობა ამ კოალიციაში მონაწი
ლეობაზე, და ამ მიზნით ლუდოვიკოსთან ერთად ევროპაში გაგზავნეს ქართული საელჩო.
დაცულია წერილი სამცხის მფლობელის (ათაბაგის), დიდი თავადის ყვარყვარესი ვენეციის
დოჟისადმი: „გაცნობებთ, თქვენი უდიდებულესობავ, რომ ჩვენ გთავაზობთ შემდეგს: მე, ყვა
რყვარე გამოვიყვან 20.000 კაცს, ძირითადად ცხენოსან კავალერიას, მეფე გიორგი გვპირდება
40.000 მებრძოლს, გურულების და აფხაზების ჩათვლით, მის ქვეშევრდომებს, რომლებმაც
გადაწყვიტეს გამოვიდნენ დაუნდობლების წინააღმდეგ; სამეგრელოს მმართველი ბედიანი და
ქუთაისის მეფე ბაგრატი გვპირდებიან გამოიყვანონ იმდენივე მებრძოლი, რამდენსაც მე ფე
გიორგი. ტრაპეზუნდის იმპერატორი (დავითი), მისი სიძე უზუნ-ჰასანი და ბერდიბეკ არ
მინიელი (სომხეთის ნაწილის მმართველი) დამოყვრდნენ და დაგვპირდნენ გაგვიხსნან გზა
ზღვისკენ და ხმელეთზე და მთელი ძალებით გამოვიდნენ ჩვენთან ერთად ოსმალების წინაა
ღმდეგ ლაშქრობაში". ასე რომ, ამ კოალიციას შეეძლო გამოეყვანა საშუალოდ 150.000 მებრძო
ლი! ევროპაში საქართველოს ელჩები შეხვდნენ უნგრეთის მეფეს, რომის წმინდა იმპერიის იმ
პერატორს, საფრანგეთის მეფეს და მის კორონაციას კი ესწრებოდნენ. იყვნენ აგრეთვე რომის
პაპთან და მილანის ჰერცოგთან. მაგრამ ყველა ამ შეხვედრებმა და მოლაპარაკებებმა ვერ მია
ღწიეს სასურველ მიზანს - იმ პერიოდში ვერ მოხერხდა ანტიოსმალური კოალიციის შექმნა.
სწორედ ამან დაღუპა პრაქტიკულად აღმოსავლეთის ქრისტიანები და მათი სახელმწიფოებ
რივი წარმონაქმნები. მსგავსი რამ არ მომხდარა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის პერიოდ
ში, როდესაც სწორედ მთელი ქრისტიანობის გაერთიანებამ განაპირობა არაბების და თურქ-
სელჯუკების შემოსევის მოგერიება. XV საუკუნეში საქართველოში ნაცვლად თურქ-ოსმალებ
ის მოგერიებისა, დაიწყო ბრძოლა ძალა-უფლებისთვის სამცხის დიდ თავად ყვარყვარეს, დას
ავლეთ საქართველოს მეფე ბაგრატ VI-სა და მეფე გიორგი VIII-ს შორის, რომელიც საბოლო ოდ
გამეფდა კახეთში. საქართველო ფაქტიურად დაიშალა გიორგი VIII-ის მეფობის დროს. ტა
ძრელები მოიხსენიებიან აგრეთვე XVI ს-შიც ქართლის მეფის დავით X-ის კარზე. ამ პერიოდ
ში საქართველო ხდება გააფთრებული ბრძოლის არენად ირანსა და თურქეთის შორის სამხრ
ეთ კავკასიაში. ეს ომები 200 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა! სწორედ ამ პერიოდში 1525 წ.
მეფე დავით X-მ გაანთავისუფლა თბილისი ირანელებისაგან, რის შემდეგაც უარი თქვა ტახტ
ზე და აღიკვეცა ბერად.
XVII ს--ში „ტაძრელების" („ფუსტელების") ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ ცნობილ
მა იტალიელმა მოგზაურმა ქრისტოფორო დე კასტელიმ მოასწრო რაინდების პორტრეტების
დახატვა, მით უმეტეს, რომ მათ შეძლეს საეკლესიო რელიკვიების მორიგი გადარჩენა მათი
საქართველოს მთიან რეგიონებში გადატანით. XVII ს-ის ბოლოს, XVIII ს-ის დასაწყისში „ტაძ
რელები" კვლავ თავს იჩენენ ქართლის მეფე გიორგი XI-ის კარზე, განსაკუთრებით იმ პერიო
დში, როდესაც ის საელჩოსთან ერთად გაემგზავრა ირანში, საიდანაც ირანის შაჰის მიერ საბ
ოლოოდ იქნა გაგზავნილი ავგანეთში მთავარსარდლის თანამდეობაზე ირანის ჯარისა, რომე
ლშიც ბევრი ქართველი მებრძოლი იყო. „ტაძრელები" ალბათ მუდამ მეფესთან იმყოფებოდნ ენ
და მონაწილეობდნენ ავგანეთის ლაშქრობებში. ამ ლაშქრობებში მეფე გიორგი მოკლული იქნა,
ამასთან იცავდნენ რა მეფეს, ქართველი რაინდები ყველანი დაიღუპნენ, თუმცა, შესაძ ლოა,
ვინმე კიდეც გადარჩა სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად. და, ბოლოს, XIX ს-ის დას
აწყისში რაინდები იგერიებენ რუსეთის იმპერათორის ჯარს დასავლეთ საქართველოში სხვა
აჯანყებულებთან ერტად „საეკლესიო ბუნტის" დროს და მათ კვლავ უხდებათ საეკლესიო
რელიკვიების სვანეთში ევაკუირება.ყველა ეს მოგონებები ტაძრელების შესახებ ქართულ
ისტორიაში არ არის შემთხვევითი.

თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი,

ფილოლოგი და სამხედრო ისტორიკოსი

მერაბ სურგულაძე
ლოვარდ ტუხაშვილი

ორსაუკუნოვანი პრობლემის - ,,ტაოს მემკვიდრეობის“ გადაჭრა.


ბასიანის ომი (13)
ქართული დიპლომატია იმპერიულ ხანაში (XII – XIII სს-თა მიჯნა)
,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მი


მართულებანი X-XV სს-ში, ე. წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენი
ლი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული
ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად
თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა
სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხს
ნისათვის“ ბრძოლის მანევრად. მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვ
ის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

თამარისეული სათნოება, - ახლებური მართვის პოლიტიკური მექანიზმი - ძირითადად ჩამო


ყალიბდა 1185-1190 წწ-ში. იგი გაფორმდა რთული შიდა ,,ბუნტარიზმის“, თითქმის სამოქა
ლაქო ომის პირობებში. ამ პერიოდში შფოთიანად დუღდა ქართველი საზოგადოების ყველა
ფენა; თამარის ხელმეორედ კურთხევა, კათალიკოს მიქაელ მირიანისძის პრობლემა, ყუთლუ -
არსლანის გამოსვლა, დარბაზის უფლებათა გაფართოება, თამარის პირველი მეუღლის იური
გიორგი ანდრიას ძე რიურიკოვიჩის ,,საქმე“. ,,იმიერის“ აჯანყება ,,ამიერის“ წინააღმდ
ეგ, ,,აფხაზთა სამეფოს“ პრივილეგიათა დამხობა და ,,ყოველი საქართველოს“ ცალკეულ პრო
ვინციათა უფლებრივი ნიველირება, თამარის მეორე ქორწინება დავით-სოსლან ბაგრატიონ
ზე... აი ძირითადი ნუსხა იმ საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტის ხარისხმა მნიშვნელოვნად
შეცვალა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სახე და მმართველი წრეების პოზიცია. თა
მარისეული სათნოება, თუმცა მორალურ-ზნეობრივ საბურველში გახვეული, მაინც პოლიტი
კური დოქტრინა იყო. იგი ემყარებოდა კომპრომისზე დამყარებულ სამოქალაქო თანხმობას. ამ
გარემოებამ, მეფე-ქალის პირადულ თვისებებთან შერწყმით, შექმნა სოციალური და პოლი
ტიკური ჰარმონიის შთაბეჭდილება. 1190 წლიდან დაიწყო ჩვიდმეტწლიანი შეუჩერებელი
საგარეო ომების ციკლი. ეს პროცესი ქართული ინიციატივით მიმდინარეობდა. ,,ქართლის
ცხოვრება“ განსხვავებულად წარმოგვიდგენს მოვლენებს. აქ გატარებულია აზრი, თითქოს მე
ფე თამარი აწარმოებდა მხოლოდ თავდაცვით ომებს. ფაქტობრივი მდგომარეობა განსხვავებ
ული იყო. ამ პერიოდში ქართული მხარის სწრაფვა საგარეო ომებისაკენ სრულიად კანონზო
მიერი მოვლენა გახდა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არასოდეს ქცეულა ომი ,,ეროვნულ ინდუსტ
რიად“, მაგრამ ხუთწლიანმა შიდა შფოთიანობამ უნებლიეთ მოითხოვა დამუხტული მილიტ
არული წრეების გარე დასაქმება. ომისკენ მიისწრაფოდნენ: მონასპა, როქის სპა, ლაშქარი,
ჩრდილო კავკასიელი მთიელები (მათი დაკავება შეიძლებოდა მხოლოდ ომიანობით), ვაჭარ-
ხელოსანთა გაერთიანებანი, ეკლესია. ბატონყმობის გამარჯვებამ გააქრო თავისუფალ მეთემე
თა ფენა. პირველ ეტაპზე, სანამ დაყმევების პროცესი დამთავრდებოდა, გაჩნდა ,,ზედმეტი
ადამიანის“ ფენომენი, მათ მხოლოდ ომი რჩებოდათ ერთადერთ ხელობად. კომერციაში ჩაუბ
მელი მსახურეული აზნაურობა ასევე ხალისით მისდევდა სამხედრო პროფესიას და... ქართ
ველებმა იწყეს მეზობელი მხარეების ინტენსიური რბევა. ეს იყო პოლიტიკური შეცდომა,
სწორედ ასე შეაფასა ეს აკად. ივ. ჯავახიშვილმა.
ახალი პოლიტიკური სიტუაციის შესაბამისად ვითარდებოდა ქართული დიპლომატიის განმ
საზღვრელი მიმართულებებიც. თამარისეული სათნოების ხაზი საგარეო ურთიერთობებში
ყველგან თანაბრად არ გატარებულა. ჯერ მოწესრიგდა ჩრდილოეთ კავკასიური პოლიტიკუ რი
ერთეულების სტატუსი. საქართველომ სახლები: ქაშაგთა, ოვსთა, ნახჩთა, ღუნძთა აქცია
მოკავშირეებად და სამხრეთული პოლიტიკის თანამონაწილეებად. ეს იყო პრინციპი: ,,ზურგ
ით მეგობარი კავკასიისაკენ. დარტყმებით სამხრეთზე, ჩრდილო კავკასიელებთან ერთად“.
სამხრეთული პოლიტიკა სამ ქვემიმართულებას მოიცავდა:
ა. გრძელდებოდა სომხეთის შემოერთების პროცესი, ხდებოდა არა სომხეთის დაპყრობა, არამ
ედ სომხური მიწების გამოხსნა თურქთაგან მხარგრძელთა მეშვეობით. ამ გზაზე XIII ს-ის და
მდეგისათვის საქართველო შეეჯახა ხლათის სასულთნოს, ანუ შაჰ-არმენების სამფლობელოს
დაიწყო მხარგრძელთა გააფთრებული შეტევები ხლათზე. შაჰ-არმენების ქვეყანა ხელს უშლი
და საქართველოს კილიკიიის სომხეთისაკენ ვაჭრობაში, ქართულ წყაროებში თითქმის არაფე
რი შემოგვრჩა კილიკიის სომხეთთან ურთიერთობის შესახებ. გვაქვს ირიბი მონაცემები,
რომ ,,ფრანკული“, ე. ი. დასავლური ორიენტაციის პარალელურად, კილიკიაში ღრმად
შეინიშნებ ოდნენ პროქართული დაჯგუფებანი. კილიკია განიხილებოდა პალესტინაში
ქართველთა გან ზრახული ლაშქრობის ერთ-ერთ მარშრუტად. მოგვიანებით, ერთიანი
საქართველოს დაცემ ის შემდეგ, კილიკიაში არ ჩამქრალა ეს განწყობილება. ეს კარგად
ჩანს ,,დიდი რესტავრაცი ის“ (გიორგი ბრწყინვალეს ეპოქა) და გაცილებით მოგვიანებით
ერეკლე II-ის ხანაშიც. თამარის ეპოქაში გამძაფრდა სომხური ეკლესიის ბრძოლა
ქალკედონიზმის ანუ ქართულ-ბე რძნული აღმსარებლობის წინააღმდეგ. სომეხი
კლერიკალები კავკასიიდან კილიკიაში გარბო დნენ. დაცარიელდა ეჩმიაძინი (ვაღარშაპატი),
გაივსო ახტამარა და სისა. ეს მანიშნებელია სწორედ იმისა, რომ შეუჩერებელი
გახდა ,,ქართველიზაცია“ და ,,ელინიზაცია“. სომეხი კლე რიკალების გაავება გამოიწვია
სომეხი არისტოკრატიის პროქართულმა ორიენტაციამ. 1205-1207 წწ-სათვის კავკასიაში
ქართულმა ქალკედონიზმმა წელში გატეხა გრიგორიანიზმი. მხა რგრძელთა სომხეთი უკვე
საქართველო იყო. ჯერი კილიკიაზე იდგა, მაგრამ კილიკიამდე ქა რთველებს უნდა
გადაელახათ შაჰ-არმენთა სომხეთი, ე.ი. ხლათი. ეს კი აღიზიანებდა იკონი ის უძლიერეს
სახელმწიფოს. შეჯახება იკონიასთან გარდაუვალი ხდებოდა. ბ. მეორე
ქვემიმართულება (სამხრეთ-აღმოსავლეთი) იყო შირვან-აზერბაიჯანი. ამ მხარეებში
ერთმანეთს დაუპირისპირდა აღმოსავლეთ თურქთა უზარმაზარი გაერთიანება, რომელიც
მოიცავდა ირან-ავღანეთს და ერაყს. ბაგრატიონთა სამეფო კარი არაჩვეულებრივად ფრთხილ
ად ეკიდებოდა განჯის პრობლემას. განჯა იყო აღმოსავლეთის ისლამური ქვეყნების თავისებ
ური გასაღები, ის ისლამის სიმბოლოც იყო (ნამდვილი განძი, სწორედ განძს ნიშნავს განჯა).
თავისი სავაჭრო-ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობით განჯა განსაკუ
თრებით ყურადღებას იპყრობდა. ქართული დიპლომატია ცდილობდა განჯა შეენარჩუნები ნა,
როგორც ერთგული ვასალი, მისი უშუალო შემოერთება ხელს არ აძლევდა; ჯერ ერთი, განჯა
დაკარგავდა ისლამურ ქვეყნებთან სავაჭრო შუამავლის ფუნქციას და მეორეც, მისი ხე ლყოფა
გამოიწვევდა ერთობლივ საპასუხო გამოლაშქრებას. საქართველო კმაყოფილდებოდა განჯის,
როგორც ერთგული ვასალის სტატუსით. ეს ქალაქი დიდხანს რჩებოდა ქართველთა ეთნიკურ-
კულტურული ექსპანსიის არეალს მიღმა. 1193 წ. ეს სტატუსი დაირღვა, განჯის გა მო ატყდა
დიდი პოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც დამთავრდა ცნობილი ომით, სადაც
საქართველომ სასტიკად გაანადგურა აღმოსავლეთის თურქთა დიდი სულთნის აბუბაქარის
არმია. შამქორის ომი კარგად არის შესწავლილი (ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, შ. მეს
ხია, რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე, ივ. შაიშმელაშვილი, ჯ. სტეფნაძე და ა.შ.), მასზე
ვრცლად არ შევჩერდებით, მხოლოდ რამდენიმე შენიშვნით დავკმაყოფილდებით:
1. აბუბა ქარის სამხედრო კამპანია დაჩქარებული იყო 1185-1190 წწ-ში საქართველოს შიდაა
რეულობით. საქართველოში შინააშლილობის ხმამ აგრესიულად განაწყო მაჰმადიანი მეზობ
ლები, მაგრამ აღმოსავლეთის თურქთა საომარი განწყობილება შეამზადეს თვითონ ქართველ
ებმა, ჯერ ერთი, შფოთიანობის მიუხედავად, მათ არ შეუწყვეტიათ ინტენსიური თარეში მაჰ
მადი ან მეზობლებზე. მეორეც, დამშვიდებული ქართული სამეფო ეძებდა გარეექსპანსიის
საბაბს.
2. შამქორის ომი დიპლომატიური თვალსაზრისით ბრწყინვალედ იყო შემზადებული: თანა
მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასია და ყივჩაღეთი, დიდი მუშაობა იქნა ჩატარებული აღმო
სავლეთის ქრისტიანებში, გათიშული აღმოჩნდა ისლამური ქვეყნები, შირვანი გამოვიდა საქა
რთველოს აქტიურ მოკავშირედ, ქართველთა მოკავშირე იყო განჯის მოსახლეობის ნაწილიც,
რომელიც სელჩუკიანთა სულტნის ჩამომავალს ამირ-მირმანს უჭერდა მხარს. ამირ-მირმანს
გვერდში ედგა შირვან-შაჰი აღსართანიც.
შამქორის ომის დროს საქართველო ფაქტობრივად გამოვიდა ,,დაჩაგრული“ მეზობელი ქვეყნ
ის შემწედ, ამიტომაც ამ ბრძოლას სხვა მაჰმადიანი ქვეყნების, პირველ რიგში, ხლათის ან იკ
ონიის რეაქცია არ მოჰყოლია. შამქორის ომის ბრწყინვალე მოგებით საქართველოს ბევრი არა
ფერი შეუძენია. მან აღადგინა ტახტზე ორი ერთგული ვასალი: შირვანში აღსართანი, განჯა ში
ამირ-მირმანი, მაგრამ აშკარად ჩანს, თბილისში ცოტა განსხვავებული თვალსაზრისი სუ
ფევდა. ,,ქართლის ცხოვრების“ მემატიანე სასტიკად აკრიტიკებს ზაქარია და ივანე მხარგრძე
ლებს. ,,აქა ვერ კეთილად განაგეს ზაქარია და ივანე, და ესოდენ იქმნა დაკლება ამას გამარჯ
ვებისა შინა. იყო ვინმე კაცი სპარსი, შარვანშეთ სიძე, სახელი მირმირან, ესე შემოხვეწით იყო
წინაშე თამარს“, ამან მირმირან გამოითხოვა განძა ცნობამდე თამარისა და შესანახავად“. რა
ვერ განაგეს კარგად ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა? სხვა წყაროებში ასე არ არის! გაუგება
რია ისიც, რატომ უნდა განეგოთ მათ დიდი პოლიტიკური საკითხები და თანაც 1193 წ. (,,ქა
რთლის ცხოვრება“, ტ. II, გვ. 129). ამ დროს ძმები მხარგრძელების პოლიტიკური კარიერა ჯერ
კიდევ არ იყო ესოდენ მაღალი. სამაგიეროდ აშკარაა სხვა რამ: სამხედრო კამპანიის დროს
მთავარსარდლობას ჰქონდა განსაკუთრებული უფლებები, არა მარტოოდენ ბრძოლის
მსვლელობისას, არამედ ომის შედეგების გადაწყვეტის დროსაც; და კიდევ ერთი; დავით-სოს
ლანს არ ჰქონდა უფლება შეეცვალა სარდლობის გადაწყვეტილება. მეფის ქმარი შამქორის ომ
ში ცალკე კორპუსს მეთაურობდა, მას მეფესაც უწოდებდნენ, სწორედ ის დასვეს განჯაში აბუ
ბაქარის ტახტზე ქართველებმა საზეიმო ნადიმის დროს. მაგრამ განჯა-შირვანის პრობლემა
მაინც მხარგრძელებმა გადაწყვიტეს. რა შეცდომა დაუშვეს მხარგრძელებმა? მათ ამირ-მირმ ანს
გადასცეს განძა, თანაც ისე, რომ გაცილებით მეტი უფლება დაუტოვეს, განჯიდან ქართუ ლი
ციხიონი გამოიყვანეს. ამით ისარგებლა აბუბაქარმაც და სულ მალე ამირ-მირმანი მოაკვ
ლევინა, ხოლო განჯაში თავისი ერთგული კაცი ჩააყენა. ქართველებმა განჯა ხელმეორედ და
იმორჩილეს, მაგრამ ეს ქალაქი მაინც დარჩა ანტიქართული ისლამური მოძრაობის ციტადელ
ად.
განსხვავებული ვითარება იყო შირვანის მიმართულებით. ქართველთა ეთნიკურმა საზღვარ მა
მიაღწია თანამედროვე ბაქოს ქედამდე. ქართულმა მოსახლეობამ მოიცვა მთელი ისტორი ული
მოვაკენი და შირვანის დიდი ნაწილი. საქართველოს ეთნიკური საზღვრიდან შესანიშნა ვად
მოჩანდა კასპიის ზღვა. აქ წარმოიქმნა ორი მონაპირე ,,ქვეყანა“ - მხარე: დასავლეთი შირ ვანი
ანუ ,,საპრიშიანო“ და ყაბალა.
გ. გააფთრებულ ბრძოლებში მიმდინარეობდა ქართველთა წინსვლა სამხრეთ-დასავლეთის
მიმართულებით. აქაც გამოირჩევა ორი სვლა-გეზი: ყარსი და ზღვისპირეთი. ყარსი, ანუ უფ
რო სწორად, კარი, დასავლეთ თურქთა ყველაზე უკეთ გამაგრებული ციტადელი იყო. ამ ქალ
აქს ისეთსავე ყურადღებას აქცევდნენ მაჰმადიანები, როგორც განჯას აღმოსავლეთით. კარი
იყო მცირე აზიის, ანუ ანატოლიის კარიბჭე. 23 წელი ებრძოდნენ კარის ასაღებად ქართველე
ბი. არცერთი ციხე-სიმაგრის ან მთელი პროვინციის აღება არ გაძნელებულა ასე. ამ მოვლენას
თავის საფუძველი ჰქონდა (ქალაქის მთლიანი ადგილმდებარეობა, მოსახლეობის სამხედრო
ორგანიზაცია, მაჰმადიანთა საერთო ყურადღება), კარს დამცველთა ულევი რეზერვები ჰყავ
და. საჭირო შემთხვევაში დამცველთა რიგებში დგებოდნენ; არზრუმელები, ერზინკელები,
ხლათელები, იკონიელები. მართალია, კარი გააფთრებით ებრძოდა საქართველოს, მაგრამ კა
რგი ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიასთან. არსებობდა სხვა სახის სირთულეც, ყველა მიმარ
თულებით საქართველოს შეტევა იწყებოდა ადგილობრივი დიდებულების ძალებით. ,,ყოვე
ლი საქართველოს“ საერთო ლაშქარი ომში ერეოდა მხოლოდ აუცილებელ ეტაპზე. მაგ. შირვა
ნში იჭრებოდნენ ჰერ-კახნი, სომხეთში - სომხითარნი და მესხნი, მოგვიანებით ბიზანტიას და
არტყეს ლიხსიქითელებმა. კარზე დარტყმებს ახორციელებდნენ ჯერ მესხნი, მერე კი საქმე ხე
ლში აიღო უშუალოდ სამეფო კარმა, უმთავრესად საუფლისწულო დაქვემდებარების რაზმებ
ით, რადგან მთელი სამეფო ლაშქარი დაკავებული იყო სხვა დავალებით. კარი იმთავითვე გა
მიზნული იყო საუფლისწულო მამულად, ამიტომაც მისი შემომტკიცება დაევალა მეფის ქმარს
დავით-სოსლან ბაგრატიონს. ეს უკანასკნელი არ გამოირჩეოდა მოქნილი დიპლომატი ით.
როგორც ჩანს, იყო ჭეშმარიტი ,,სალდაფონი“. კარელები ყველაზე გვიან დანებდნენ ქარ
თველებს. ისინი არ ენდობოდნენ დავით სოსლანს: ,,რამეთუ ეშინოდათ სიტყვათა მათთათვ
ის გინებისათა, რომელთა ციხით გამო იტყოდნენ პირველ“... (,,ქართლის ცხოვრება“, გვ. 143)
დავით სოსლანი უტევდა ზემოთა ლაშქრით (ჯავახეთის საუფლისწულო ჯარით). თამარი
უცდიდა ჯავახეთში. მეფე-ქმარი ჩქარობდა. უტევდა და ფიცხობდა. აშკარად ჩანს, კარელებ მა
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დავით-სოსლანს და სამაგიეროს მიზღვის ეშინოდათ.
ქალაქი დანებდა მხოლოდ მეფეთა-მეფე თამარს, მაგრამ ეს მოხდა საქართველო-იკონია-ბიზა
ნტიის ურთიერთობის გარკვევის შედეგად, კერძოდ, ცნობილი ბასიანის ომის დამთავრების
თანავე.
ბასიანის ომი საკმაოდ კარგადაა შესწავლილი ქართულ ისტორიოგრაფიაში (ივ. ჯავახიშვი ლი,
ნ. ბერძენიშვილი, ს. კაკაბაძე, რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე, ბ. სილაგაძე, ი. ცინცაძე და
ა.შ.).
ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავისი ეპოქისათვის ეს მსოფლიო რანგის, გრანდიოზული ბატალიაც,
ინსპირირებული იყო ქართული დიპლომატიის მიერ. შედარებით მოაწესრიგა რა პოლიტიკ
ური ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანში, ანუ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, საქართველ ომ
გადაწყვიტა ერთბაშად მოეგვარებინა რამდენიმე აუცილებელი პრობლემა სამხრეთ დასავ
ლეთის მიმართულებით: აეღო კარი და ვანანდის ქვეყანა, დაეკავებინა არზრუმი და ერზინკი
შავიზღვისპირეთის პონტოს სანაპიროები, ე. ი. დაახლოებით ის არეალი, რომელიც თავის
დროზე ბიზანტიისგან მიიღო დავით კურაპალატმა და რომელიც დაკარგეს ბაგრატ III-მ და
გიორგი I-მა ,,ტაოს მემკვიდრეობისათვის“ ბრძოლების დროს. ეს იყო ირრედენტიზმის ხელ
მეორე აღორძინება. საქართველო გამოდიოდა ისტორიული ქართული, ქართველურ-ლაზუ რი
და სომხური მიწების ბაგრატიონთა სკიპტრის ქვეშ შემოკრების ლოზუნგით. მომენტი შე
რჩეული იყო ძალზე მარჯვედ; აღმოსავლეთის თურქთა სასულთნო ჯერ ქართველებმა გაანა
დგურეს, მოგვიანებით კი ხვარაზმელებმა (ამ ეტაპზე ხვარაზმელები ქართველთა მოკავშირე
ებად გამოდიოდნენ, ხორეზმში ახლად გაყაენებულ გასულტნებული მუჰამედი იპყრობდა
ირანს, ამიტომაც სავარაუდოა ირანში გამაგრებული თურქ სელჩუკების მტრებს - ქართველ ებს
მოკავშირეებად რაცხდა. ბიზანტია სულს ღაფავდა, ერთნაირად ეშინოდა იკონიის, ანუ რუმის
სულთნისაც და საქართველოს მეფისაც. თვით იკონიაშიც ყველაფერი რიგზე ვერ იყო.
შამქორის ომის მსგავსად საქართველო ბასიანის ომისთის შესანიშნავად მოემზადა. მას ჰყავ და
მძლავრი მოკავშირეები დავით კურაპალატისეულ ქვეყნებში, ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ
ამ დროს თურქთაგან დაპყრობილ ტერიტორიებზე არსებობდა ქართული საეპისკოპოსო
კათედრა, ქ. ვალაშკერტში. ქართველთა მხარეზე იყო ადგილობრივი ქართული, ბერძნული და
სომხური მოსახლეობა. ამ მხარეებში ,,თურქიზაცია“ ჯერ დასრულებული არ იყო. ფაქტო
ბრივად ბასიანის ომი იყო განმათავისუფლებელი მოძრაობის დამაგვირგვინებელი აკორდი.
ქართველები რომ დიდხანს და გულმოდგინედ ემზადებოდნენ ომისთვის, ეს ჩანს თვით ომ ის
მსვლელობიდანაც, როდესაც საქართველოში მოვიდა რუქნადინის ელჩი და შეურაცხმყო
ფელი ტონით სამეფო დარბაზობის დროს...
რადგან აქ წარნოდგენილია ელჩების აუდიენციის მთელი პროცესი, შედარებით ვრცლად შე
ვეხებით ამ საკითხს. აშკარად არ ჩანს, რომ ელჩების მიღება სამეფო კარზე აუცილებლად უნ
და ყოფილიყო თუ არა საჯარო. უძველეს დროიდანვე ელჩობას აქვს, როგორც საჯარო, ასევე
კონფიდენციალური ანუ საიდუმლო მხარეები. საჯაროდ ფორმდება ოფიციალური ნაწილი,
კონფიდენციალურად ხდება რაიმე შეთანხმება. რუქნადინის ელჩობა ჩვეულებრივ რანგში არ
უნდა განვიხილოთ, ის მოსალაპარაკებლად არ ჩამოსულა. მისი გამოგზავნის დროს რუქ
ნადინი თავისი მრავალრიცხოვანი არმიით უკვე იდგა ბასიანში. მაშასადამე, ელჩმა ჩამოიტა ნა
ულტიმატუმი. შეიძლება დაისვას ორი კითხვა, რატომ გამოაგზავნა რუქნადინმა ესოდენ
შეურაცხმყოფელი წერილით და ზეპირი დავალებით უზრდელი დესპანი? რატომ მიიღო ასე
ვე საჯაროდ სამეფო დარბაზობაზე მეფეთა-მეფე თამარმა რუქნადინის თავხედი მოციქული?
შეიძლება დავუშვათ, რომ ქართველმა დიპლომატებმა გარკვეული ეშმაკობა იხმარეს, მათ და
არწმუნეს იკონიის სულთანი, რომ კატეგორიული ულტიმატუმი ფსიქოლოგიურ ზეგავლენ ას
მოახდენდა, ალბათ რუქნადინი სხვა რამესაც ფიქრობდა, იგი აწარმოებდა ,,ჰაზავატს“ - საღვ
თო ომს. ასეთი ომისთვის კი დამახასიათებელია ისლამური ფანატიზმის აშლა გაბედული
დემარშის გზით. იქნებ რუქნადინის ელჩი არც იყო დიპლომატი, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშ
ვნელობით, არამედ ასასინთა თავშეწირული რაინდის მსგავსი ფანატიკოსი. ვფიქრობთ, რონ
რუქნადინი ელოდებოდა საქართველოს ქვეშევრდომი მუსლიმანების მასობრივ აჯანყებასაც,
ყოველ შემთხვევაში, როგორც მხედართმთავარმა, მან დაუშვა დიდი შეცდომა, თვითონვე გა
მორიცხა მოულოდნელი შემოტევის ფაქტორი, როდესაც კარგა ხნით შეჩერდა ბასიანში. წარ
დგა მოციქული სამეფო დარბაზში და სთქვა: ,,უკეთუ მეფემან თქვენმან დაუტეოს სჯული,
იპყრნას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტანისა“
(,,ქართლის ცხოვრება“, გვ. 94). ეს იყო გაუგონარი შეურაცხყოფა, დაირღვა მეფესთან უცხო
ქვეყნის ელჩის წარდგომის საერთაშორისო ეტიკეტი. მაშინ დაირღვა ქართული ეტიკეტიც; წა
რდგა ახლა ზაქარია ამირსპასალარიც. ,,უხეთქნა ხელითა პირსა, და ვითარცა მკუდარი დაე ცა“
(იქვე). ელჩის თავხედობამ გააქარწყლა სამხედრო მინისტრის საპასუხო რეაქციაც. მაინც
წამოაყენეს ელჩი, განბანეს, შემოსეს, დაასაჩუქრეს და უკან გაუშვეს სულტანთან. უკან გაუშ
ვეს და... გააყოლეს ქართული ლაშქარიც საომრად. ყველაფერი ეს კარგად დადგმულ სცენარ სა
ჰგავს ქართველთა მხრიდან. ქართველი მემატიანის აზრით, სრული სამხედრო მობილიზა ცია
რამდენიმე დღეში მოხდა, ელვისებურად მოფრინდნენ ქართველები, ,,ვითარცა გროი შე
ვარდენთა“. რამდენადაც უნდა სანდო იყოს თამარის ორივე ისტორიკოსი, ყოვლად გამორიც
ხულია ერთ კვირაში მთელი არმიის თავმოყრა. სიგნალიზაციის მაშინდელი სისტემა (კოშკე
ბზე ცეცხლი ალით და კვამლით მანიპულიცია, მალემსრბოლთა ცხენების გამოცვლა) საშუა
ლებას იძლეოდა ამ დროში ინფორმაცია გავრცელებულიყო, მაგრამ მთელი არმიის მობილი
ზაციას და ბასიანში ჩასვლას ორი-სამი კვირა მაინც დასჭირდებოდა. აშკარად ჩანს საქართვე
ლოს სამეფო კარის მობილიზაცია და ჯარების დაძვრა ბასიანისაკენ უკვე წინასწარ ჰქონდა
ჩატარებული. სათნოების დოქტრინის ავტორმა მეფე თამარმა ყველაფერი გააკეთა, რათა ქვე
ყნის შიგნით და გარეთ მისი ომი სამართლიანობის საზღვრებიდან არ გამოსულიყო. მან საჯ
აროდ მიიღო დესპანი, საჯარო გახადა მისი თავხედობა, ამას მის ქვეშევრდომ მუსულმანთა
შორის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რათა თვითონ მუსულმანთა წინაშეც დაჩაგრულის
პოზიციებიდან გამოდიოდა. თამარი იყო სახელმწიფოს სიმბოლო, მაშასადამე, მისი შეურაცხ
ყოფა იყო სახელმწიფოს ყველა ქვეშევრდომის შეურაცხყოფა. თამარმა ხაზი გაუსვა სამართ
ლიანობას კიდევ ერთხელ იმით, რომ არ დასაჯა მოციქული, რადგან იგი ამბობდა არა საკუ
თარ, არამედ თავისი სულტნის უზრდელურ სიტყვებს, ასევე საჯარო დემონსტრაციით თამა
რმა ჯარი გააცილა, ჯერ თბილისიდან, მერე კი საბოლოდ ვარძიიდან. გაცილებაც დემონსტრ
აციულად საზეიმო იყო. აღმართეს სამეფო ჯვარი (სული ჭეშმარიტი), მთავარი სახელმწიფო
შტანდარტი. სამეფო ჯვარი თვით თამარმა დაიჭირა ხელით; მოდიოდა ლაშქარი, უჩოქებდა,
მერე ჰკოცნიდა ჯვარს, თამარს უამბორებდა ხელზე, სდებდა ფიცს. სტოვებდა ანდერძს, ამით
თამარი ხაზს უსვამდა, რომ ომობდა მთელი სახელმწიფო და არა ერთი გუნდი მოსახლ
ეობისა.
ბასიანის ომი ქართველებმა ბრწყინვალედ მოიგეს, რა იყო მისი შედეგები? იკონიამ ანუ რუმ მა
დასთმო: კარის ქვეყანა მთლიანად, არზრუმის ქვეყანა შინაგანი ავტონომიით, ერზინკის
ქვეყანა შინაგანი ავტონომიით, ბიზანტიის ანატოლიურ პროვინციებში საქართველოს თავი
სუფალი მოქმედების უფლება. ამიერიდან ქართველი პილიგრიმები და ვაჭრები თავისუფ
ლად გადიოდნენ პალესტინაში და კილაკოში იკონიის გზებითაც. ამასთანავე ხლათზე ქართ
ველთა ლაშქრობების დროს იკონია იცავდა სრულ ნეიტრალიტეტს. კიდევ ერთი გვიანდელი
ცნობით იკონიაში ქართულ ქრისტიანობას მიეცა აშკარა აღმსარებლობის უფლება.

გ. ,,მეფენი ტრაპიზონელნი“.

ტრაპიზონის იმპერიის დაარსება - ქართული დიპლომატიის ტრიუმფი.

ქართული დიპლომატიის ჭეშმარიტი ზეიმი იყო ე. წ. ,,ტრაპიზონის საქმე“ (გამოთქმა ,,ტრა


პიზონის საქმე“ ეკუთვნის პროფ. ზ. ავალიშვილს - იხ. ზ. ავალიშვილი. ,,ჯვაროსანთა დროი
დან“ ნარკვ. N 3, გვ. 52-96). ამ დროს გამოჩნდა არა მარტო საქართველოს საგარეო პოლიტი კის
მიზანსწრაფული მიმართულება, არამედ მისი შესაბამისობა საერთაშორისო სიტუაციას თან.
ჯერ კიდევ მეფე დავით აღმაშენებელმა დაადასტურა, რომ დიდი პოლიტიკა მაშინ აღწე ვდა
წარმატებას, თუ იგი მიმდინარეობდა გლობალურ მოვლენებთან სინქრონში. 1095 წელს
კლერმონში პაპმა ურბან VIII-მ გააკეთა პირველი მოწოდება ჯვაროსნული ომებისაკენ. მომდე
ვნო 1096 წელს აღმოსავლეთისაკენ დაიძრა პირველი ჯვაროსნული ლაშქარი და... დავით IV-
მაც შეუწყვიტა თურქ-სელჩუკთა სულთანს ხარაჯა. ეს ტენდენცია ქართულ დიპოლომატიას
გაჰყვა ბოლომდე. სამწუხაროდ, ქართული წყარო ,,ტრაპიზონის საქმის“ შესახებ მთლად ზუ
სტი არ არის. უფრო სწორად, წყაროში დაცულია არა მოვლენის მიზეზ-შედეგობრივი კავში
რის შინაარსი, არამედ ზნეობრივ-მორალური შეფასება. თამარის ორივე მემატიანე იყო მეფე-
ქალის ნამდვილი პანეგირისტი. ისინი მხარს უჭერდნენ თამარისეული სათნოების დოქტრინ
ას. ამიტომაც ყველა ძალისმიერ ქმედებას თამარის ხელიდან, წარმოადგენდნენ ღვთაებრივი
სამართლიანობის აუცილებლობით. 1203-1204 წწ-ში ქართველები შეიჭრნენ ბიზანტიაში და
ჩამოაჭრეს მას შავიზღვისპირეთის პროვინციები. ქართველმა მემატიანეებმა დამალეს ქართვ
ელი მეფის ნამდვილი განზრახვა და საქმე ისე წარმოადგინეს, თითქოს ქართული ექსპედი ცია
შეპირობებული იყო ქართველი ბერების მძარცველის იმპერატორ ალექსი ანგარის (ხარბ ის)
დასჯის მიზნით..
,,მოიწონეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათვის, ამისთა მონაზონნი შავისა
მთისა, ანტიოქიით და კვიპროსა ჭალაკით, აგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ.
შეიწყნარნა თამარ ჩვეულებისაებრ ვითარ ანგელოზი, და მრავალ დღე არა გაუშვნა, მერმა მი
სცნა ყოველთა დიადი, და აღავსნა ყოვლითა სახმარითა. უკანასკნელ მათგან უფრო შორიელ
თა მისცა დიდძალი ოქრო, თვით მათთვს და ყოველთა მონასტერთა განსაყოფელად. წარვიდ
ეს მონაზონნი იგი და მიიწივნეს რა კონსტანტინეპოლედ, ესმა მეფესა ბერძენთასა ალექსის,
ანგარსა, რომელმან ძმასა თავსსა ისაკს თუალნი დასწუნა და მეფობა წარუღო. ესე ყოველით
ურთ ბოროტი კაცი იყო, და შეუტყუებელი მეფობისა, გარნა უმეტეს ანგარებისათვის საძაგ ელ
იყო ყოველთა მიერ, იხილა სიდიდე იგი ოქროსა, რომელი მიეცა თამარს და წარუღო მათ
მონაზონთა. ცნა რა ესე თამარ მეფემან, ნაცვლად სხუა უფროსი წარგზავნა მათ წმინდათა მიმ
ართ და ამით უმეტეს არცხვნა ეშმაკი. ხოლო განრისხნა მეფესა ზედა ბერძენთასა, წარგზავნ
ნა მცირედნი ვინმე ლიხთიქითნი, და წარუღეს, ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინ
ოპი, კერასუნდი, კოტიორა, ამასტრია, ერაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პო
ნტოსანი და მისცა ნათესავსა თავვსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილსა, რომელი იყო
მაშინ თვით წინაშე თამარ მეფისა შემოხუეწილი. ხოლო ესმა ესე ფრანგთა, რამეთუ მოე ღო
ბერძენთა შეწევნა აღმოსავლეთით, გამოვიდეს ვენეტიკნი და წარუღეს სამეუფო ქალაქი,
მეფობისა თანა და შეიხუეწა უბადრუკი იგი ალექსი ბორღალეთს, თვსისა სიძისა თანა, იხი ლა
რა ბორღალელთა მეფემან, სიძემან მისმან, შეიყვანა ციხესა ერთსა, და დაუფინა წინაშე მისსა
ოქრო დიადი, და რქუა ესრეთ: ,,აჰა ალექსი, გულის-სათქმელი იგი შენი; ოქრო ესე მიი ღე,
თვნიერ სხვსა რომლისამე საზრდელისა, და წყლისა წილ, რამეთუ ამისთავს წარწყოდე სახლი
სამეუფო ქრისტიანეთა, და დახსენ თვითმპყრობელობა ბერძენთა“. და ესრეთ მოკუდა
საწყალობელი იგი სიყმილითა, დაკლებული შეწევნისაგან ღმერთისა. ესრეთ საზარელ იყო
თამარ მტერთა ზედა“ (,,ქართლის ცხოვრება“, ტ. II, გვ. 142).
ტრაპიზონის საკეისროს დაარსება ისტორიოგრაფიულად საკმაოდ კარგად შესწავლილი საკი
თხია (დ. ბაქრაძე, თ. ჟორდანია, ივ. ჯავახიშვილი, ალ. ხახანაშვილი, ალ. გამყრელიძე, გ. ვეშ
აპელი, აგრეთვე კუნიკი, ფილმერაიერი და რასაკვირველია ზ. ავალიშვილი). ისტორიოგრაფ
იული სისრულის მიუხედავად, ზ. ავალიშვილმა მაინც დასვა შემდეგი კითხვები: ტრაპიზონ
ზე შეტევის დროს ქართველებს ,,ჰქონდათ კი გარკვეული პოლიტიკური განზრახვა? ანუ მოქ
მედებდნენ სტიქიურად, შეუგნებლად? მათი ჩანაფიქრის მიზანი რისთვის უნდა ვეძიოთ? (ზ.
ავალიშვილი. დასახ. ნაშრომი, გვ. 52). პროფ. ზ. ავალიშვილმა ევროპული ისტორიოგრა ფიის
ფონზე შეისწავლა საკითხი და მაინც მის გამოკვლევას ბოლომდე გასდევს ევროპოცენ
ტრისტული სკეპტიციზმი. აშკარად ჩანს, ბოლომდე არ იყო დარწმუნებული ქართველთა პო
ლიტიკური ქმედების გეგმაზომიერ ხასიათში. ,,ტრაპიზონის საქმეში“ სრულიად ბუნებრივ ად
დაისმის რამდენიმე ლოგიკური კითხვა:
1. რა მიზეზებმა განაპირობა ქართველთა ლაშქრობა ბიზანტიის წინააღმდეგ?
2. ...რა ძალებით განხორციელდა შეტევა?
3. ქართველთა შეტევა წინ უსწრებდა, თან ემთხვეოდა თუ მოსდევდა ჯვაროსანთა IV
ლაშქრობას?
4. რა იყო სამხედრო ექსპედიციის საბოლოო მიზანი - ბიზანტიის აღდგენა თუ ახალი
სახელმწიფოს დაარსება?

ა. ხახანაშვილი ფიქრობდა, რომ შავიზღვისპირეთის ,,ბერძნული პროვინციების“ გამოცალ


კევებით მეფე თამარმა შური იძია იმპერატორ ალექსი III ანგარზე ქართველი ბერების გაძარ
ცვის გამო. თ. ჟორდანიას მიხედვით ქართველებმა გამოიყენეს ვენეტიკნი (ვენეციელები) და
გაანადგურეს მეტოქე ბიზანტია. ზემოთმოყვანილ ქართულ ქრონიკაში გატარებული აზრით
ქართველებმა დაასწრეს ვენეციელებს და პირველებმა დაარტყეს ბიზანტიელებს, რასაც ზ. ავ
ალიშვილი საეჭვოდ მიიჩნევდა. იგი მიუთითებდა ერთ უზუსტობაზე, რომელიც ჯერ კიდევ
მარი ბროსემ შენიშნა. ალექსი ანგარი (ხარბი) კეისარი (ე.ი. იმპერატორი) იყო 1195-1203 წწ-ში,
ე. ი. მის მიერ ქართველი ბერების ოქროს მითვისება უნდა მომხდარიყო 1204 წ-მდე, რაც არ
ემთხვევა ჯვაროსანთა IV ლაშქრობას.
ჯვაროსანთა IV ლაშქრობის ქადაგება დაიწყო საფრანგეთში. პირველ მქადაგებლად მოგვევ
ლინენ საერო პირები. მოგვიანებით რომის პაპის მოწოდებით ქადაგებაში ჩაება კათოლიკუ რი
ეკლესია. მერე ჩამოყალიბდა რაინდთა რაზმებიც. ჯვაროსან რაინდთა პირველი ელჩები
საგანგებო თხოვნით ჩავიდნენ ვენეციაში. მათი სურვილი იყო ვენეციის სენატი დახმარებო და
ჯვაროსნებს ფლოტით გადასულიყვნენ პალესტინაში. 1202 წლის თებერვალში წმინდა
მარკოზის ტაძარში მოეწყო დიდი კრება. აქ შეიკრიბა ვენეციის სენატი, უმაღლესი სამღვდე
ლოება; ვენეცის არისტოკრატია, განსაკუთრებით გემთფლობელნი და ჯვაროსნები. საერო
კრებაზე გადაწყდა, რომ გარკვეული პირობებით ვენეციის რესპუბლიკა ჯვაროსნებს გადაიყ
ვანდა პალესტინაში. ამავე დროს რესპუბლიკა აძლევდა გარანტიას ჯვაროსნებს, რომ საჭირო
დრომდე გამოკვებავდა მათ ჯარს და დაეხმარებოდა შეიარაღებაში. 1202 წლის ზაფხულიდ ან
ჯვაროსანთა მრავალრიცხოვანმა ლაშქარმა თავმოყრა დაიწყო ვენეციაში. ვენეციის რესპუ
ბლიკა რამდენიმე თვე ამარაგებდა ჯვაროსნებს სურსათ-სანოვაგით იმ ანგარიშით, რომ ჯვა
როსნები ვალს გაისტუმრებდნენ ვენეციისათვის სამხედრო სამსახურის გაღებით. პალესტინა
ზე გალაშქრების იდეა ფორმალური საბაბი იყო. ვენეციაში ფიქრობდნენ ჯვაროსანთა ძალა
გამოეყენებინათ ბალკანეთსა და ბიზანტიაში. სწორედ ამ პერიოდში ბიზატიაში მძაფრი პოლ
იტიკური კრიზისი იდგა, რაც გართულებული იყო ტახტის გარშემო ატეხილი ცხარე ბრძოლ
ებით. 1202 წელს ევროპაში გამოჩნდა კონსტანტინეპოლიდან გამოძევებული ბიზანტიელი
უფლისწული ალექსი ძე ისააკ კეისრისა. ეს ისააკი ალექსი III ანგარმა ტახტიდან ჩამოაგდო და
დააბრმავა. ისააკმა დახმარების მიღება ჯერ ევროპის მონარქებთან სცადა, მერე რომში პაპს
ჩააკითხა. იგი აღუთქვამდა კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელს, რომ ბერძნულ
ეკლესიას უნიის საფუძველზე დაუმორჩილებდა. რომის პაპი ყოყმანობდა. იგი მხარს უჭერ და
ბერძნული ეკლესიის დაქვემდებარებას და მეტოქე ბიზანტიის მისი გავლენის ქვეშ მოქცე ვას.
მაგრამ თანაც შიშობდა, პალესტინაში მაჰმადიანებთან გააფთრებული ბრძოლების დროს
ქრისტიანთა ერთობა არ დარღვეულიყო. ალექსი ისააკის ძემ პრაქტიკული მხარდაჭერის გარ
ანტია მიიღო ვენეციის სენატისაგან. ეს იყო ვენეციის რესპუბლიკის აღმავლობის პერიოდი.
მაშინ ვენეციელებს მძლავრი სავაჭრო ფაქტორები ჰქონდათ ყირიმში, აღმ. შავიზღვისპირეთ
ის აუზში, ეკავათ კვიპროსი, მნიშვნელოვანი ტერიტორიები ბალკანეთში. მომენტიც ხელსაყ
რელი იდგა. ბიზანტიის იმპერია დაძაბუნდა შინაბრძოლების გამო. ჯვაროსანთა მძლავრი
არმია ვენეციაზე იყო დავალებული. ასეთ დროს, როგორც ჯვაროსნებისათვის, ასევე ვენეცი
ისათვის ალექსი უფლისწული ნამდვილი აღმოჩენა იყო. ალექსი უფლისწულმა ვენეციელ ებს
სთხოვა ტახტის დაბრუნებაში დახმარებოდნენ. სამაგიეროდ სამი მთავარი პირობა და დო:
ჯვაროსანთა ვალის გადახდა, კეისრობის მიღების შემდეგ ჯარით დახმარება და ბერძნ ულ-
რომაულ ეკლესიათა გაერთიანებისათვის ხელის შეწყობა (ზ. ავალიშვილი). ვენეციაში მიიღეს
საბოლოო გადაწყვეტილება, ჯვაროსანთა ლაშქარმა პალესტინაში წასვლის ნაცვლად ჯერ
ბალკანეთში ქ. ცარა აიღო, 1203 წ. ივნისში კი კონსტანტინოპოლის მიდამოებში გამოჩნ და (ზ.
ავალიშვილი).
ჯვაროსანთა IV ლაშქრობის საბოლოო მიზნის - პალესტინის ნაცვლად ჯერ დალმაციის (ქ.
ცარა), მოგვიანებით კი კონსტანტინოპოლის არჩევამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მაშინ
დელ მსოფლიოში. ვრცელდებოდა რამდენიმე ვერსია: ვენეციის საიდუმლო კავშირი ეგვიპ
ტის სულთანთან, გერმანულ-ბერძნული ინტრიგა (ამ ვერსიის თანახმად, ფილიპე შვაბელი,
გერმანიის იმპერატორი 1198-1208 წლებში უფლისწულ ალექსის ეხმარებოდა, რადგანაც
ალექსი იყო მისი ცოლისძმა). გამოთქმულია მოსაზრებაც, რომ მარშრუტი შეიცვალა შემთხ
ვევით (ამ ვერსიების შესახებ იხ. ზ. ავალიშვილი, გვ. 82, შენიშვნა 5). ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც
მოხდა, გეგმაზომიერად იყო შემზადებული ვენეციის დიპლომატიის მიერ. ვენეციელებ მა
გაანადგურეს აღმოსავლეთში ძირითადი მეტოქე ბიზანტია, თუმცა საბოლოო შედეგად
დასავლეთ ევროპაც დაზარალდა. დალმაციაში ქ. ცარა ჯვაროსნებმა აიღეს 1202 წლის ნოემ
ბერში. აქვე გაატარეს ზამთარი, მერე ვენეციის ფლოტი გაჩერდა კ. კორფუზე. მათ მეთაურობ
დნენ ვენეციელი ენრიკო დანდოლო და იტალიელი მთავარი ბონიფას-დე-მონფერატი. 1203
წლის მაისში ჯვაროსნები კორფუდან დაიძრნენ და 24 ივნისს მიადგნენ ქ. კონსტანტინოპ
ოლს. 1203 წლის 1 აგვისტოს აია-სოფიას ტაძარში ჯვაროსნებმა ტახტზე აიყვანეს უფლისწუ
ლი ალექსი, ალექსი IV-ის სახელწოდებით. მალე კონსტანტინოპოლი აჯანყებამ მოიცვა. აჯან
ყებულებმა მოკლეს ალექსი IV 1204 წლის 1 თებერვალს. ტახტზე ავიდა ალექსი V დუკა. ჯვა
როსნებმა ახლა უკვე უშუალოდ ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს შეუტიეს. 1204 წლის 12
აპრილს მეორე იერიშით ჯვაროსნებმა დაიპყრეს ქ. კონსტანტინოპოლი. შეიქმნა ე. წ. ლათინ
თა იმპერია,რომელმაც იარსება 1261 წ-მდე. მისი პირველი მეფე იყო ბოდუენ ფლანდრიელი.
ბიზანტია-ჯვაროსანთა ანტაგონიზმში ჩარეული აღმოჩნდა საქართველოც. საინტერესოა, რო
მელი მოვლენა უსწრებს წინ. ლათინთა იმპერიის დაარსება თუ ქართველთა შეჭრა ბიზანტია
ში? ზ. ავალიშვილი ვარაუდობდა, რომ ალექსი ანგარის მიერ ქართველი ბერების გაძარცვა
უნდა მომხდარიყო გაცილებით ადრე, კერძოდ, 1202 წელს, ,,ლათინთა გამოსვლის შედეგი კი
არ იყო ქართველთა მიერ ლაზიის დაჭერა, არამედ პირიქით, ლაზიის დაჭერა იყო შედეგი
ლათინთა გამოსვლისა“ (ზ. ავალიშვილი). ეს დასკვნა სათანადო არგუმენტაციით შემაგრებუ
ლი არ არის. საქმე ისაა, რომ წყაროებში არის აბსოლუტური დუმილი ქართველ-ჯვაროსანთა
და საქართველო-ვენეციის ურთიერთშეთანხმების შესახებ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დავჯერდ
ეთ ლოგიკურ ჰიპოთეზას. შესაძლებელია, საქმე გვქონდეს ორგზის აქციასთან. ე. ი. ქართვე
ლებს ორჯერ უნდა ელაშქრათ ბიზანტიის შავიზღვისპირეთის პროვინციებში. პირველად თა
მარმა მართლა დასაჯა ალექსი III ანგარი ,,წარუღო მას ლაზია“, მეორეგზის კი ჯვაროსანთა
დარტყმების პარალელურად სცადა დაეკავებინა მთელი მცირე აზია და შეექმნა ახალი ტიპ ის
ბიზანტია, მცირე აზიური მასშტაბით.
საქართველო თავიდანვე ღრმად აღმოჩნდა ჩარეული კონსტანტინოპოლში ატეხილ საიმპერა
ტორო კარის ინტრიგებში. აქ ერთმანეთს დაუპირისპირდა რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუ
ფება. კონსტანტინოპოლის არისტოკრატიის უდიდესი ნაწილი იყო დასავლურ ორიენტაცია
ზე. არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო დასავლური პარტიაც ერთგვაროვანი არ იყო.
საქმე ისა, რომ მაშინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პაპი ინოვენტი III და გერმანიის იმპერა
ტორი ფილიპე შვაბელი. ორივე დიდ გავლენას ახდენდა ბიზანტიის პოლიტიკურ ცხოვრება
ზე. ალექსი III ანგარის მიერ ტახტიდან ჩამოგდებული ისააკი და მისი ძე ალექსი მოკავშირეს
ეძებდნენ ყველგან. ამიტომაც ხან პაპს მიმართავდნენ, ხან ფილიპე შვაბელს. ასეთი ძიება ხელს
უწყობდა დესტაბილიზაციას ბიზანტიაში. დასავლური პარტიის გარდა კონსტანტინო პოლში
მოქმედებდა ქართული პარტიაც. ქართულ ორიენტაციაზე იდგნენ მცირე აზიის შავი
ზღვისპირეთის პროვინციიდან გამოსული არისტოკრატები. მათ შორის პირველობდნენ კომ
ნენები (წარმოშობით ლაზები). კომნენებს მფარველობდა მეფე თამარი. ცნობილი ტრაპიზონ
ელი ისტორიკოსის მიქაელ პანარეტის ქრონიკაში ნათქვამია: ,,კირ-ალექსი დიდმა კომნენმა,
22 წლისამ, კონსტანტინოპოლიდამ გამოსულმა, თავისი მამის მხრივ ძალუას თამარის მეცა
დინეობით და დახმარებით, ივერიითგან გამოლაშქრებულმან დაიჭირა ტრაპიზონი, თვესა
აპრილსა 1204 წელს“, მიქაელ პანარეტის ქრონიკა საკმაოდ ფართოდ არის შესწავლილი. მთა
ვარ პრობლემას წარმოადგენს საკითხი, ვინ იგულისხმებოდა ,,ძალუა თამარში“. არსებობს ორი
ვარაუდი. პირველის მიხედვით, ,,ძალუა თამარი“ უნდა ყოფილიყო რომელიმე კოლხე ლი (ე.
ი. დასავლეთ საქართველოდან გამოსული) მთავრის მეუღლე, რომელმაც თავისი მეუ ღლის
სამფლობელოს ლაშქარი მიაშველა საკუთარ ნათესავებს. ეს ვარაუდი ლოგიკურად და
საშვებია, უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ ქართული სენიორული სახლები, ქართველი მეფ ის
დასტურით ახორციელებდნენ დამოუკიდებელ საგარეო ექსპანსიას. ამის საილუსტრაცი ოდ
გამოდგება მხარგრძელთა, გრიგოლისძეთა, ახალციხელთა, თორელთა, ორბელთა მაგალ
ითები. დასავლეთ საქართველოდან ასეთი მაგალითები არ გვაქვს შემონახული. მაგრამ ცნო
ბების უქონლობა არ გვაძლევს უფლებას უარვყოთ მოვლენაც. თანაც ,,ძალუა თამარი“ მოიხს
ენიება ტიტულის გარეშე. მაინც გვგონია, რომ სწორია მეორე ვარაუდი. ,,ძალუა თამარში“
იგულისხმება საქართველოს მეფეთა-მეფე თამარი. ისტორიულ წყაროთა სრული დუმილი
გვაძლევს მესამე ვარაუდის დაშვების შესაძლებლობასაც. არც ის არის გამორიცხული, რომ
შავიზღვისპირეთში შეჭრის პირველი ცდა განხორციელდა კომნენთან დაახლოებული რომე
ლიღაც დასავლეთ-ქართველი მთავრის შეიარაღებული რაზმებით. მეორეჯერ კი საქმეში ჩაე
რია ,,ყოველი საქართველოს“ სამხედრო ძალა.
ამჯერად ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს ტრაპიზონის საკეისროს (იმპერიის)
დაარსების ისტორიას. ჩვენთვის მთავარია ქართული დიპლომატიის ბიზანტიური მიმართუ
ლების გამოვლენა. თამარისეული სათნოების დოქტრინის მიუხედავად, XIII ს-ის დასაწყისში
ისევ აღორძინდა ირრედენტიზმი - გენეტიკურად მონათესავე ქართველური ტომების შემოკ
რება ერთიანი სკიპტრის ქვეშ. საერთოდ, ,,დიდი თურქობის“ შემდეგ ბიზანტია გახდა საქარ
თველოს ბუნებითი მოკავშირე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის თავიდანვე
დამყარდა თანასწორობაზე აგებული მეგობრული ურთიერთობა. ნელ-ნელა იკვეთებოდა ორი
ქვეყნის ინტერესთა სრული დამთხვევა, რომლის ქვაკუთხედს წარმოადგენდა თურქ-
სელჩუკთა აგრესიის მოგერიება. ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ ბიზანტიის იმპერიამ
შედარებით გამოცოცხლება დაიწყო. კონსტანტინოპოლში გაიღვიძა იმპერიულმა ამბიციებ მა.
მაგრამ ეს უკვე ანაქრონიზმი იყო. კავკასიის და ბალკანეთის ქრისტიანული სახელმწიფო ები
ნელ-ნელა თვითონ გადადიოდნენ შეტევაზე. შავიზღვისპირეთის ელინიზაციის მიუხედ ავად,
აშკარად გამოიკვეთებოდა ადგილობრივი მოსახლეობის თავისთავადობა. საქმე ისაა, რომ ამ
ვრცელ მხარეში წმინდა ბერძნული მოსახლეობა მხოლოდ ზღვისპირა ქალაქებში ცხო ვრობდა.
მოსახლეობის დიდი ნაწილი ელინური ეთნოსის არეალს მიღმა რჩებოდა. დემოგრა ფიული
სპექტრის მთავარ ფერს მაინც ქართულ-ლაზური (ჭანური) ხალხები ქმნიდნენ. ამ მხარეში
ყოველთვის არსებობდა სეპარატიზმი ბიზანტიის მიმართ. ეს პროცესი შეინიშნება ანტიკური
ეპოქიდან. გავიხსენოთ პონტოს, კაბადოკიის, პაფლაგონიის და ფრიგიის უძველე სი ისტორია.
XII ს-ში შავიზღვისპირეთში ორჯერ მოხდა ტრაპიზონის შემოგარენის მხარეებ ის
ბიზანტიისაგან გამოყოფის ცდა. ერთხელ ცალკე სახელმწიფოს იდეა წამოაყენა გრიგოლ
ტარონიტმა და მეორეჯერ თეოდორ გაბრამ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მხარეები ბიზანტიას
თან დაკავშირებულნი იყვნენ მხოლოდ სიმბოლურად. მძიმე პოლიტიკური სიტუაციის დროს
ბიზანტია თვითონ თმობდა მას. გავიხსენოთ დავით კურაპალატის პერიოდი, მოგვია ნებით
კი გრიგოლ ბაკურიანის ძის საჩუქარი საქართველოსადმი. თუ კარგად დავაკვირდებ ით,
დავით კურაპალატის სამფლობელოები (შემდეგში ,,ტაოს მემკვიდრეობას“) გრიგოლ ბა
კურიანის ძის ,,ნაჩუქარი მიწები“, გრიგოლ ტარონიტის და თეოდორ გაბრას სამმართველოე ბი
მეტნაკლებად ერთმანეთს ემთხვევა, მთელი ეს ვრცელი ,,ქვეყანა“ თუ ,,ქვეყანათა კრებუ ლი“
წარმოადგენდა მთლიან კონგლომერატს, რომელთაც ერთიან სახეს აძლევდა მხოლოდ
ბერძნული მართლმადიდებლობა და საერთოდ ბიზანტიური კულტურა. საქართველოს დაწ
ინაურებამ ბიზანტიის იმპერიის დაცემის პარალელურად, პოლიტიკურ ძალთა გადანაწილე ბა
გამოიწვია ამ მხარეში. თანდათან იზრდებოდა ქართული სახელმწიფოს გავლენა. ყველა ზე
მთავარი ენერგეტიკული ძალა, რომელიც კრავდა ამ ქვეყნების ერთობას, იყო საერთო ენა.
ადგილობრივი მოსახლეობა ლაპარაკობდა ქართულად, ლაზურ-ჭანურად, ნაწილობრივ ბერ
ძნულად, სომხურად და უკვე თურქულადაც. შემკრების როლში გამოდიოდა ბერძნული ენა.
ქრისტიანობაც ბერძნული ენის მეშვეობით ვრცელდებოდა. IX-XII სს-ში ქართულმა ენამ თან
დათან დაიწყო ბერძნულის გამოდევნა. ქართულმა ბერძნული ჯერ ბიჭვინთის სამწყსოდან
გამოდევნა, მერე მთელი ეგრისიდან. ქართული ეკლესია ქართული ენის მეშვეობიღ ტაოს სა
მხრეთით სომხურს ებრძოდა დიდი წარმატებით, ამის მაგალითია ვალაშკერტის კათედრა.
ზღვისპირა რაიონებში უტევდა ბერძნულს, უფრო მოკრძალებით, მაგრამ დაჟინებით. ეს
პროცესი აისახა კიდევაც ამ მხარის საერთო დასახლებაში. ამ მიწებს ჯერ ,,ხალდია“ ერქვა,
მოგვიანებით ,,ლაზია“ და ,,ივერიაც“. ბიზანტია აშკარად ხედავდა, რომ იგი აქტიურ წინააღ
მდეგობას საქართველოს ვეღარ გაუწევდა, ამიტომაც ცდილობდა ადგილობრივი არისტოკრა
ტიის გადაბირებას. კონსტანტინოპოლში ქართველი, ლაზი და სომეხი არისტოკრატები წამყვ
ან როლს ასრულებდნენ. ამიტომაც საქართველოს სამეფო კარიც დიდ სიფრთხილეს იჩენდა.
ქალდიას, ანუ ლაზიას და მთელ შავიზღვისპირეთს დასაპყრობად უყურებდა იკონიის სულ
თანიც. XII ს-ის დასასრულისთვის საქართველომ თითქმის გადაჭრა ჩრდილო და აღმოსავლ
ეთ სომხეთის პრობლემა. დღის წესრიგში დადგა ქალდიის შემოერთების საკითხი. მეფეთა-
მეფე თამარმა ისარგებლა კონსტანტინოპოლში ატეხილი შფოთით და დაახლოებით 1202
წელს ქართული ლაშქრით დაიკავა შავიზღვისპირეთის მცირეაზიული ნაწილის აღმოსავლუ
რი პროვინციები, ანუ ქალდეა-ლაზია. ამ მიზნისათვის საბაბად გამოიყენა ალექსი III ანგარის
მიერ ქართველი ბერების გაძარცვის შემთხვევაც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული ლაშქრის
მიერ ხალხის დაკავება იყო რუქნადინის საქართველოზე გამოლაშქრების ძირითადი მიზეზ
იც. ეს რომ ასეა, ჩანს რუქნადინის მიერ მეფე თამარის მისამართით გამოგზავნილი მუქარის
წერილიდანაც, სადაც უხეში ტონით გადმოცემულია საყვედური ქართველთა მიერ მუსლიმა
ნთა წინააღმდეგ მახვილის აღების გამო. რა თქმა უნდა, ამ უხეშ საყვედურში შეიძლება იგუ
ლისხმებოდეს ქართველთა შეტევებიც კარზე, ხლათზე, ნახჭევანზე და ა. შ. მაგრამ ასეთი
გრანდიოზული ლაშრობის შემზადება მაინც კონკრეტულ მიზანთან უნდა იყოს დაკავშირე
ბული. ეს კონკრეტული მიზანი კი უნდა ყოფილიყო ქართველთა აქტიურობა სწორედ შავი
ზღვისპირეთში. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ ბასიანის ომში ბიზანტიელებს აუცილებლ ად
ვიხილავდით ქართველთა მოკავშირეებად, რადგან ბიზანტიას მთავარი საფრთხე მაინც
იკონიისგან ელოდა. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია მტკიცება იმისა, რომ ბასი
ანის ომი მოხდა არა უგვიანეს 1202 წლისა. არ არის გამორიცხული პირველი შეჭრა ტრაპიზ
ონის მხარეში ფაქტობრივად იყო ბასიანის ომის გაგრძელება. წყაროები კი დუმან, მაგრამ
ცხადია, ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ქართველთა ლაშქრის გარკვეულმა ნაწილმა გზა
გააგრძელა სამხრეთისაკენ, აიღო და მეციხოვნე რაზმები ჩააყენა არზრუმში, ერზინკში და
სხვაგან. საოკუპაციო რეჟიმის გარეშე ამ 2 ისლამური ოლქის ერთგულება საქართველოსადმი
საეჭვო იქნებოდა.
ბასიანის ომის შემდეგ იკონია მცირე ხნით, დაახლოებით 1208 წლამდე გაეცალა ასპარეზს.
პირისპირ დარჩნენ საქართველო და კრიზისში მყოფი ბიზანტია. ამასობაში დაიწყო ჯვაროსა
ნთა IV ლაშქრობის მარშრუტის შეცვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს, ვენეციასა და
ჯვაროსნებს შორის იყო წინასწარი შეთანხმება. ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინოპოლი და
ქართველებმა დაიკავეს მთელი შავიზღვისპირეთი. ბიზანტიის იმპერიის ნანგრევებზე ლათი
ნთა იმპერიის პარალელურად ჩამოყალიბდა ნიკეას საკეისრო, ე. ი. ბიზანტიის იმპერიის რაღ
აც ნაწილი აღსდგა ახალ სახელმწიფოდ. მას სათავეში ჩაუდგა თეოდორ ლასკარი, რომელმაც
რეზიდენციად ქ. ნიკეა გამოაცხადა. საქართველოს სურვილი, უშუალოდ დამეზობლებოდა
ლათინთა იმპერიას, მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. პარალელურად წარმოიშვა ორი
ქრისტიანული ნახევრადქართული სახელმწიფო. ორივე საქართველოს ბუნებითი მოკავშირე
უნდა გამხდარიყო, მაგრამ ლათინთა იმპერიის ინტერესები მიმართული იყო მხოლოდ პალე
სტინისაკენ. საქართველოს კი სჭირდებოდა მოკავშირე იკონიის წინააღმდეგაც. საერთო აღმა
ვლობის მიუხედავად, საქართველოს არ ჰყავდა საკმარისი ეთნიკური რეზერვები, რომ ერთ
დროულად ჩაეყლაპა სომხეთიც, შირვან-აზერბაიჯანიც, გაჭრილიყო კილიკიის სომხეთისაკ ენ
და ბიზანტიის ადგილიც დაეკავებინა. ამიტომაც ქართულმა დიპლომატიამ რთული თამა ში
წამოიწყო. მან შეიმუშავა პროგრამა - ,,მინიმუმი“ და პროგრამა - ,,მაქსიმუმი“. პირველი
ითვალისწინებდა მცირე აზიის ბერძნული საკეისროს ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნებოდა
საქართველოს ,,მოკავშირე და მეგობარი ქვეყნის“ სტატუსი, მეორე კი მიზნად ისახავდა საქა
რთველოს კონტროლს ეთნიკურად მონათესავე ხალხების განსახლების არეალზე. ამიტომაც
საქართველომ ბიზანტიის მიმართულებით გაგზავნა საგანგებო სამხედრო კორპუსი (ლიხთ-
იქითურნი) და ტრაპიზონში მეფეებად გამოაცხადა ძმები ალექსი და დავით კომნენები. ორი
ვე მეფე ფაქტობრივად გაქართველებულები
იყვნენ. ,,ტრაპიზონთა მეფეებს თეორიულად და
ნაწილობრივ მაინც ბერძენთა კეისართა ადგილი უნდა დაეჭირათ. ეს იქნებოდა საბერძნეთი,
ან უკეთ რომ ვთქვათ, ბერძნეთი, შემცირებული და საქართველოსთვის თითქმის შინაური,
საკუთარი ბერძნეთი. ამავე დროს საქართველო მა რთლმადიდებელ ბერძენთა დამცველადაც
გამოდიოდა ამ ლათინთა თავდასხმების დროს“ (ზ. ავალიშვილი. ,,ტრაპიზონის საქმე“, გვ. 71).
სიტუაცია განვითარდა შემდეგნაირად, ალექ სი და დავით კომნენებმა მიიღეს ტრაპიზონის
კეისრის ტიტული. ერთდროულად ტიტულა ტურაში ჰქონდათ ,,ივერიის მეფის“ წოდებაც.
ალექსი ითვლებოდა უფროს, ხოლო დავითი უმცროს მეფედ. ალექსი დარჩა ტრაპიზონში,
ხოლო დავით კომნენმა სცადა ბოსფორის განთ ავისუფლება. აქ იგი შეეჯახა თეოდორე
ლასკარს. დავით კომნენმა ადგილობრივი მოსახლეო ბისაგან შეკრებილი ლაშქრით და
ქართველთა დახმარებით მრავალი ბრძოლა გადაიხადა, მა გრამ ვერ შეძლო მიზნის მიღწევა.
ვერც ნიკეას კეისარი დაამარცხა და ვერც ბიზანტიის იმპე რია აღადგინა. მან თავი ლათინთა
კეისრის ვასალად გამოაცხადა. ზ. ავალიშვილი წერდა: ,,კომნენთა დიდმა ბერძნულმა
პროგრამამ სულ მალე მცირე ტრაპიზონის გეგმას დაუთმო ადგილი“ (იქვე. გვ. 72). ჩვენ
ვფიქრობთ, რომ არ არსებობდა კომნენთა დიდი ბერძნული პრო გრამა. უფრო სავარაუდოა,
ტრაპიზონის მცირე გეგმა თავიდანვე დამოუკიდებლად განიხილ ებოდა, დიდი ანდრონიკე
კომნენის შვილიშვილებს, მანუელ კომნენის შვილებს ალექსის და დავითს თავიდანვე
შემოსაზღვრული ჰქონდათ საკუთარი სამფლობელოები; დავითს: პონტ ოს ჰერაკლეა და
პაფლაგონია, ალექსის: სინოპი და ტრაპიზონი. მცირე აზიაში თეოდორ ლა სკარი და
გაქართველებული ძმები ერთდროულად გამეფდნენ. დავით კომნენი მაშინვე შეეჯ ახა
თეოდორ ლასკარს. რაც შეეხება ალექსის, იგი დაეუფლა იმ ტერიტორიებს, რომლებიც
ყველაზე მეტად ატარებდა ქართულ-ქართველურ-ლაზურ შინაარსს. მოგვიანებით დავიწროვ
და ალექსის სამფლობელოც. მან დაკარგა სინოპი, მაგრამ ორივე მეფის ,,ადგილი“ საქართვე
ლოს სამეფო კარზე თანაბარი იყო. უფრო გვიან დავითის სამფლობელოები გადავიდა ნაწილ
ობრივ თეოდორ ლასკარის მემკვიდრეობის, ნაწილობრივ იკონიის ხელში, მაგრამ ტრადიცია
ორი ტრაპიზონის შესახებ მაინც შემორჩა. ეს აისახა ,,სახელმწიფოს კარის გარიგებაშიც“.
ბიზანტიური წყაროები გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობენ დავით კომნენის საქმიანობ ას,
სამაგიეროდ, თითქმის დუმან ტრაპიზონის შესახებ (მაგ. ნიკიტა აკომინატი, ანუ ხონია ტი).
მართალია, ბერძენი ქრონიკოსები ხაზგასმით მიუთითებენ, რომ დავით კომნენი იბრძო
და ,,ივერთა რაზმით“, მაგრამ ყურადღება გამახვილებული აქვთ ბიზანტიის აღდგენის ცდებ
ზე. სამაგიეროდ, მიჩქმალულია ალექსი კომნენის მოღვაწეობა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ
ბერძენი ისტორიკოსები ალექსის მმართველობას ბერძნულ-ბიზანტიური პოლიტიკური ხედ
ვის გარეშე სტოვებდნენ. მართლაც, მალე გამოირკვა, რომ ძმების პოლიტიკურ მიზნებში ურ
თიერთსაპირისპირო ორიენტაცია გამოიკვეთა; დავითი გახდა ლათინთა მოკავშირე, ალექსი -
საქართველოს კრეატურა (ე.ი. ხელდასმული, ანუ ქვეშევრდომი), თუმცა, ვიმეორებთ, 14 ს-ის
ქართული ტრადიცია ორივე მეფეს თანაბრად განიხილავს, როგორც ,,თავისიან მეფეებს“.
პროფ. ზ. ავალიშვილმა ღრმად შეისწავლა რა ტრაპიზონის საქმის ისტორიოგრაფია, ახალი
სამეფოს დაარსების რამდენიმე მიზეზი გამოყო:
1. ბიზანტიის პოლიტიკური კრიზისი, ჯვაროსანთა ინტერვენცია.
2. ტრაპიზონისა და ჭანეთის მხარის ძველი ავტონომია.
3. კომნენთა საგვარეულოს სამი თაობის ხანგრძილივად საქართველოში ცხოვრება (კომნენე
ბის ჩამომავალია ანდრონიკაშვილების საგვარეულო).
4. იკონიასთან ბრძოლისათვის ბიზანტიის აღდგენის ცდა.
განსვენებული მეცნიერი მიუთითებდა, რომ დიდი ბიზანტიის აღდგენის მოტრფიალე დავი
თის პარალელურად ალექსი კომნენი გამოხატავდა უფრო შეზღუდულ ადგილობრივ ჭანურ-
ქართულ-ბერძნულ ბუნებას. დავით კომნენი დაიღუპა 1214 წ. იკონიის სულთან აზედ-დინთ
ან ბრძოლაში. მისი ტერიტორიები გაინაწილეს იკონიამ და ნიკეას საკეისრომ. ალექსის სამეფ
ომ გასძლო 1461 წლამდე. დავით კომნენის მარცხი იყო ქართული დიპლომატიის კრახიც. სა
ერთოდ, 1208 წლიდან იკონიის მიმართ საქართველო თავდაცვაზე გადავიდა. სამეფო კარმა
ყურადღება მიაპყრო სხვა მიმართულებებს. ქართულმა წყაროებმა, შემოგვინახეს რა წარმატე
ბანი, დაფარეს ფაქტობრივი მხარე. ჩვენის აზრით, ეს დაკავშირებულია თამარის სიკვდილის
შემდეგ მეზობელი ისლამური ქვეყნების საერთო შემოტევასთან. საქართველოს მოუხდა ხელ
ახლა შემოემტკიცებინა განჯა, ბაილაქანი, სურმარი, ნახჩევანი, მაგრამ ეს შემომტკიცება ძველ
შინაარსს არ ატარებდა. ამ პერიოდში 1215 წლებში საქართველო განიცდიდა ღრმა საში ნაო
კრიზისს, რაც აისახა საგარეო პოლიტიკაში. შესუსტდა ყურადღება იკონია-ბიზანტიის
მიმართაც. ამ გარემოებამ დაღი დაასვა ტრაპიზონის პოლიტიკურ ,,ივერიზაციას“. ის ვეღარ
გაფართოვდა. სამაგიეროდ, განმტკიცდა სულიერი კავშირი საქართველოსთან. XIII-XV სს-ში
ტრაპიზონის საკეისრო განიხილებოდა თითქმის ქართულ ქვეყნად.
ლოვარდ ტუხაშვილი

ირრედენტიზმიდან თამარისეულ სათნოებამდე


ქართული დიპლომატია იმპერიულ ხანაში (XII – XIII სს-თა მიჯნა) ,,ნარკვევები
ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მი


მართულებანი X-XV სს-ში, ე. წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენი
ლი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული
ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად
თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა
სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხს
ნისათვის“ ბრძოლის მანევრად.
მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზო
გადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

არაბთა ბატონობის მეორე ეტაპზე განაპირა მხარეებში აღორძინდა ეროვნული სახელმწიფოე


ბრიობა. ცენტრიდან განდევნილმა ნაციონალურმა სულმა პროვინციულ ხეობებში დაიდო
ბინა. დაიწყო თავისებური ქართული რეკონკისტა (,,ბრძოლით უკან დაბრუნება“). ახლად ჩა
მოყალიბებულმა ქართულმა სამეფო-სამთავროებმა გამოამჟღავნეს დედაქალაქის დაბრუნებ ის
დაუოკებელი ჟინი, თბილისის დაუფლება ნიშნავდა ქვეყნის გაერთიანებას. ხანგრძლივ ბა
ტალიებში ერთნაირი ხალისით ჩაება ,,აფხაზთა სამთავრო“, ,,ქართველთა სამეფო“, ,,კახეთ-
ჰერეთის“ სამეფო, ლორე-ტაშირის ,,სომხურ-ქართული“ სამეფო, ანისის ,,სომხური“ სამეფო,
თბილისის ,,სპარსული“ (ე. ი. მაჰმადიანური) საამირო (მაჰმადიან თბილისელთა მისამართ ით
ქართულ წყაროებში არაბულთან შედარებით, ხშირად იხმარება სპარსული ,,სპარსი“, რაც
მაჰმადიანს აღნიშნავს). გარეგნულად გაერთიანებისათვის ბრძოლა 3 ეთნიკური თუ კონფესი
ონალური თემის მონაწილეობით მიმდინარეობდა. სინამდვილეში ეს იყო ეროვნულ-ქართუ
ლი ურთიერთსწრაფვა. ე. წ. ,,სომხური“ ერთეულები ან ასევე ე. წ. ,,სპარსული“ თბილისი, ძი
რითადად გამოხატავდა ქართული ეთნოსის სამგვარი შეფერილობის, მაგრამ პრინციპულად
ერთი მოსახლეობის პოლიტიკურ ზრახვებს. ასეთ მიმართულებას დიპლომატიაში ეწოდე
ბა ირრედენტიზმი. ქართული ირრედენტიზმის ჭეშმარიტი იდეოლოგია დაისახა ტაოს სამე
ფოს რელიგიურ-პოლიტიკურ წრეებში. პრაქტიკულად გამტარებლად კი მოგვევლინენ დავ ით
კურაპალატი და მეფეთა-მეფე ბაგრატ III. მაშინდელ რომანტიკულ საუკუნეში ბედმაც გა
უღიმა ჩვენს ქვეყანას. ბაგრატ III ერთდროულად აღმოჩნდა რამდენიმე ქართული პოლიტი
კური ერთეულის მემკვიდრე; ის იყო იმიერ-ტაოს უძეო მეფის დავით კურაპალატის შვილო
ბილი (ე. ი. ერთადერთი მემკვიდრე), ამიერ-ტაოს და ჯავახეთის მეფის ბაგრატ II-ის შვილიშ
ვილი (ე. ი. ერთადერთი მემკვიდრე), ტაო-კლარჯეთის დანარჩენი ნაწილების ,,მეფის“ გურგ
ენ I-ის ვაჟი (ე. ი. ერთადერთი მემკვიდრე), ქართლის მფლობელი, ,,აფხაზთა მეფის“ ერთადე
რთი შვილიშვილი დედის მხრიდან (ე. ი. აფხაზთა სამეფოს ტახტის ერთადერთი მემკვიდ რე).
ამრიგად, ბაგრატ III-მ თავისი სკიპტრის ქვეშ გააერთიანა 5 ქართული პოლიტიკური ერ
თეული. ამ დიდი მეფის ესოდენი წარმატება მხოლოდ ბედნიერ შემთხვევათა თანადამთხვე ვა
არ იყო. სულ მალე ბაგრატ III-მ საკმაოდ იოლად შემოიერთა კახეთ-ჰერეთის ძლიერი სამე
ფოც, თუმცა არავითარი დინასტიური მემკვიდრეობა აქ არ ჰქონია. X ს-ის II ნახევარი არის
ქართული ირრედენტიზმის აღმავლობის ხანა. ამ ეპოქის ასეთი მისწრაფებანი ჩვეულებრივი
ინტერპრეტაციით არ ხერხდება. არნახული სწრაფვა ქართველებისა გაერთიანებისაკენ, რაღ აც
საკრალურ საიდუმლოს წარმოადგენს დღემდე. ჩვენ შეგვიძლია გავშიფროთ ამ პროცესის
რამდენიმე განმსაზღვრელი საფუძველი: არაბთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის აუცილ
ებლობა, ბიზანტიის როლი, ჩრდილო-კავკასიელთა დახმარება, ,,ახალქალაქობის“ ხანა, ქრის
ტიანული რელიგია, ცნება ,,ქართველი“ - ,,საქართველოს“ გაჩენა და ა. შ. მაგრამ ამ საფუძველ
თა მიღმა აშკარად ჩანს ღვთაებრივ სიმაღლემდე ახალი გენეტიკური ნათესაობის შეგნებაც,
ვიმეორებთ, ეს იყო ირრედენტიზმის ტრიუმფი. გიორგი I-მა გააფთრებით, თუმცა ნაკლები
წარმატებით გააგრძელა ეს ხაზი, რამაც გამოიწვია მისი შეტაკება ბიზანტიასთან. ბაგრატ IV-მ
ქართველობისათვის ბრძოლის ეთნიკურ-კულტურული არეალი გააფართოვა. ასპარეზზე გა
მოიყვანა იმავე ქართული ეთნოსის კონფესიონალურად სხვაგვარად გაფორმებული (,,სომხუ
რი“, ,,სპარსული“) ფენები. ირრედენტიზმი ჯერ შეირყა, მოგვიანებით კი დაიცალა შინაარსო
ბრივად. დავით IV აღმაშენებელმა შექმნა საერთო - კავკასიური სახელმწიფო, რომელიც დაემ
ყარა შენივთებულ ძალას (ქართული ტიპის აბსოლუტიზმს) და ცნება ,,ქართველის“ თვისებრ
ივ მეტამორფოზას. ირრედენტიზმის ეპოქაში ,,ქართველი“ (,,ნათესავით ქართველი“) ნიშნავ
და ეთნიკურად ანუ გენეტიკურად ქართველს. დავით IV აღმაშენებლის ეპოქაში ,,ქართველი“
უკვე მიუთითებდა ერთიანი მოქალაქის - ქვეშევრდომის სტატუსზე, ანუ სხვაგვარად რომ
ვთქვათ, ,,ქართველი“ მოქალაქის“ სინონიმად გადაიქცა. მეფეთა-მეფე თამარის დროს კიდევ
უფრო ამაღლდა ,,ქართველის“ აზრობრივი დატვირთვა. ამიერიდან ,,ქართველი“ გულისხმო
ბდა ქართული კულტურის ნაზიარებ ნებისმიერ ქვეშევრდომს, ამიტომაც ქართველი ერი: ებ
რაელი ვაჭარიც, სომეხი ხელოსანიც, მაჰმადიანი ყადიც, ყივჩაღი მეომარიც და ა. შ. (თუ ისი ნი
იყვნენ ქართველი მეფის ქვეშევრდომნი და საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქენი).
პოლიტიკურ-კულტურულმა თვისებრივმა ნახტომმა გარკვეული კორექტირები შეიტანეს სახ
ელმწიფოებრივ აზროვნებაშიც. ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური დოქტრინა - თამარისეუ
ლი სათნოება, ანუ თანამშრომლობითი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი კონცეფცია. ახალ მა
მოძღვრებამ გადატრიალება გამოიწვია, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში ქვეყნის
შიგნით იგი აღნიშნავდა სოციალური ჰარმონიის ცდას. საგარეო პოლიტიკაში ახალ წესრიგს,
თანამშრომლობას თანასწორობის საფუძველზე. სამეფო კარის პოლიტიკა თამარის ეპოქაში
გამოიხატება ტოლერანტობით, ანუ რჯულთშემწყნარებლობით. ამ დროს, მიუხედავ ად იმისა,
რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკა განსხვავებული მიმართულებისაა, ფართო აზ რით,
ორივე სწორედ თამარისეულ სათნოებას დაემყარა. აუცილებელი თავდაცვითი ომების
პარალელურად, მეფე თამარმა სცადა შეექმნა პოლიტიკური პროტექტორატ-ვასალიტეტის ახ
ლებური სისტემა. ქვეყნის შიგნით სამეფო კარმა აიღო სენიორული სახლების ,,დიდი კოორ
დინატორის“ ფუნქცია, ე. ი. საქართველოში მოახდინეს ცენტრალური ხელისუფლების უკუ
დელეგირება, მოხდა სამეფო და სენიორალური ხელისუფლების გამიჯვნა უკანასკნელის პი
რველთან უფლებათა გათანაბრებით. ანალოგიური ხაზი გატარდა საგარეო პოლიტიკაშიც.
მეფე თამარის დიპლომატიის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ბუფერული სახელმწიფოების
შექმნა ,,ყოველი საქართველოს“ გარშემო. მივიღეთ ასეთი იმპერიული სქემა: ,,ყოველი საქარ
თველო“ (ერთიანი იმპერიის მეტროპოლია) - ყმადნაფიცი ქვეყნები (ძალით დაქვემდებარებუ
ლი სამეფო-სამთავროები) - გავლენის სფერო (იმპერიული სამომავლო მიმართულება). ამ სქე
მის ჩამოყალიბება დავით აღმაშენებლის ხანას მიეკუთვნება, მაგრამ მასში გადამწყვეტი შესწ
ორებანი შეიტანა მეფე თამარმა. ქართულ ისტორიოგრაფიაში ადრევე შენიშნეს განსხვავება
დავითისეულ და თამარისეულ პოლიტიკას შორის. გაკეთდა დასკვნა, რომ მეფე თამარმა, და
უპირისპირა რა დავითისეულ ძალას თამარისეული სათნოება, დაუშვა გადამწყვეტი შეცდო
მა; დაარბილა ქართული მენტალიტეტი, ქვეყანას დაუკარგა აგრესიულობა. ჩვენ გამოთქმუ ლი
გვქონდა ანალოგიური მოსაზრება, ჩვენი აზრით, ფეოდალიზმის დროს აგრესიულობა არის
თვითგადარჩენის მკაცრი, მაგრამ აუცილებელი პირობა. ამ დროს მოქმედებს სატანური
ფორმულა: ,,შენდებოდეს, შეეწიე, ინგრეოდეს, შეესიე!“ აგრესია გადარჩენის ყველაზე უტყუა
რი გზაა. მეფე თამარმა სცადა შეენელებინა ქართველთა აგრესიულობა, რომელიც უმაღლეს
დონეზე ავიდა გიორგი III-ის დროს, მას შეეშინდა, რომ ომი არ განვითარებულიყო ,,ეროვნ ულ
ინდუსტრიად“, ე. ი. ომი ნაცვლად ეკონომიკური წარმოებისა (ზ. ავალიშვილი მიუთითე ბდა,
რომ გიორგი III-ის დროს ფეოდალთა მოთხოვნა მუდმივი ომების წარმოების შესახებ ნი
შნავდა ,,ომის ეროვნულ ინდუსტრიად“ პრაქტიკულ დანერგვას საქართველოში). საქმე ისაა,
რომ ქართული ფეოდალიზმის ბუნება არ იძლეოდა ინტენსიური აგრესიის საშუალებას. საქა
რთველოში სცადეს ,,ყოველი საქართველოს“ ირგვლივ შეექმნათ მეგობარ სახელმწიფოთა ჯა
ჭვი; ეს არის იმპერიისათვის დამახასიათებელი საგარეო პოლიტიკური კურსის ერთ-ერთი
პირველი ნიშანი. ეს ბუფერული სახელმწიფოები თავდაცვის გარანტიაც იყო და შეტევის
პლაცდარმიც.
მეფეთა-მეფე თამარის ახალი პოლიტიკური კონცეფცია იოლად არ შემუშავებულა, გიორგი III-
ის დროს სამხედრო წრეებს ხელში ეჭირათ მთელი ქვეყანა. ფაქტობრივად სამხედრო დას ის
უფლებაში იყო საგარეო პოლიტიკაც (ივ. ჯავახიშვილი), ლაშქარი მეფეს პირდაპირ სთხო ვდა
მუდმივ შეტევებს, ლაშქრის მთავარი მისწრაფება ასე საბუთდებოდა: ,,არა არს ღონე და
რჩომისა ჩვენისა, თვინიერ ლაშქრობისა და რბევისა“. ივ. ჯავახიშვილმა გამოიკვლია, რომ
ცნება ,,ლაშქარნი“ ძველ ქართულში აღნიშნავდა, არა მხოლოდ არმიას (ან სახალხო ლაშქარს)
არამედ უმაღლეს ოფიცრობას. ე.ი. ომის ეროვნულ ,,ინდუსტრიად“ გარდაქმნის მომხრე იყო
უმაღლესი ოფიცრობა, ანუ უმაღლესი არისტოკრატია. ასეთი ლაშქრობანი მხოლოდ შემოსავ
ლის წყარო არ იყო. თითოეული ლაშქრობა, თუნდაც იგი ცალკეული ფეოდალის დაჟინება
ყოფილიყო, მოითხოვდა ფართო მასშტაბის სახელმწიფოებრივი ღონისძიების გატარებას. ასე
თი ომები მუდმივი საფრთხის ქვეშ აყენებდა თვით სამეფოსაც: ან უნდა გაგრძელებულიყო
დავითისეული სამხედრო რეჟიმი, ან გამონახულიყო განსხვავებული გზა. პირველი უკვე გა
მორიცხული იყო, დავითისეული რეჟიმი ახალ ვითარებაში შეუძლებელი გახდებოდა, აქედ ან
გამომდინარე სამეფო კარმა აირჩია განსხვავებული მეთოდი. ქართული სამხედრო ძალები
ძირითადად წარიმართა სომხეთის შემოერთებისაკენ (იხ. ამის შესახებ ცალკე ნარკვევი). სომ
ხეთის შემოერთების გარეშე ყოვლად შეუძლებელი იყო ფართო მასშტაბის პოლიტიკის გატა
რება კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში. ინტენსიური დარტყმები სამხრეთის მიმართ
ულებით უნდა შემაგრებულიყო უახლოესი მეზობლების მხარდაჭერით ან თანამონაწილეო
ბით. თამარის ახალი პოლიტიკური კონცეფცია ძალზე ლაკონიურად, მაგრამ ზუსტად ჩამო
ყალიბებული აქვს თამარის მეორე ისტორიკოსს ბასილი ეზომსმოძღვარს (,,ქართლის ცხოვ
რებაში“ შემავალ თხზულებებს ახასიათებთ ერთი თავისებურება. ჯერ გადმოცემულია მატია
ნისებური თხრობა, ბოლოს დართული აქვს ავტორისეული ანალიზი. განსაკუთრებით ეს ით
ქმის დავით აღმაშენებლის ისტორიკოსზე (ჩვენი აზრით არსენ ბერზე) და თამარის მეორე ის
ტორიკოსზე, რომელიც სხვათაშორის ეპაექრება და თანაც კატეგორიულად არსენ ბერს). ბასი
ლი ეზოსმოძღვარი, აღნიშნავს რა მეფე თამარის მიერ გატარებულ სიახლეებს საგარეო პოლი
ტიკაში, წერს: ,,...რაოდენნი დაგლახაკებულნი მეფენი განამდიდრნა, რაოდენცა მიმძლავრებ
ულთა უკუსცა სამეფო თვისი, რაოდენნი განდევნილნი სამეფოდვე თვისად აგნა და რაოდენ
ნი სიკვდილად დასჯილნი განათავისუფლნა“ (,,ქართლის ცხოვრება“, გვ. 147). მაშასადამე,
მეფეთა-მეფე თამარმა მეზობელი პოლიტიკური ერთეულები ,,განამდიდრნა“, ,,განათავისუფ
ლნა“, რაც მთავარია, უკუმისცა წართმეული ტახტები. ე. ი. XII ს-ის დასასრულსა და XIII ს-ის
დასაწყისში საქართველოში ხელი აიღეს ტერიტორიულ ექსპანსიაზე (გამონაკლისია სომხე თი)
ყველა შემოერთებულ ქვეყანას დაუბრუნეს თავისუფლება. ბასილი ეზოსმოძღვარი ჩამო
თვლის ასეთ ქვეყნებს. იგი წერს: ,,...და ამისი მოწამე არს სახლი შარვანშეთი და დარუბანდე
ლთანი, ღუნძთა, ოვსთა, ქაშაგთა, კარნექალაქელთა, ტრაპიზონელთა, რომელნიც თავისუფ
ლებათა ცხოვრებათა ამის მიერ იყვნენ და მტერთაგან უზრუნველობასა“ (იქ ვე, გვ.147) ჩვენ
შეგვიძლია აქ მოტანილ ცნობაზე დაყრდნობით აღვადგინოთ იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებიც
საქართველოს სამეფო კარმა ურთიერთობის ახალ რანგში აიყვანა;

1. სახლი შარვანშეთი. შემოერთებული იქნა დავით აღმაშენებლის დროს (დაპყრობილი იქნა


მთლიანად), გაუქმდა ადგილობრივი მმართველობა და ქვეყნის სათავეში ჩააყენეს ქართვე ლი
ხელისუფალი კონკრეტულად სვიმონ ბედიელ-ალავერდელი (აქ ,,ბედიელობა“ არ უნდა
ნიშნავდეს სამეგრელოს ბედიის საეპისკოპოსო კათედრას. ჩვენი აზრით, უნდა იყოს არა ,,ბე
დიელი“, არამედ ,,ბედელი“, ანუ ბედიეის აწ დაკარგული საეპისკოპოსო კათედრის მწყემსი.
ბედისი ანუ ვედისი ამჟამად მდებარეობს მეზობელ აზერბაიჯანში). დავით აღმაშენებლის სი
კვდილის შემდეგ შირვანში აღადგინეს ადგილობრივი მმართველობა, ოღონდ ვასალობის სა
ფუძველზე. თამარის ეპოქაში შირვანის სახლი სამად უნდა გაყოფილიყო: განჯის მმართველ
ობად, უშუალო შირვანად (სადაც იჯდა შირვანშაჰი) და ქრისტიანულ შარვანად, ანუ ,,საარი
შიანოდ“. ამ უკანასკნელში გამთავრდნენ ჯერ საქართველოში გადახვეწილი კომნენები, მოგ
ვიანებით კი გრიგოლისძენი. ჩამოყალიბდა ე.წ. ,,არიშიანის ადგილის“ სტატუსი, რაც შირვან
შაჰს ეტოლებოდა.
2. სახლი დარუბანდელთა. შემოერთებული იქნა დავით აღმაშენებლის დროს, მოგვიანებით
დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ვასალობის საფუძველზე. თამარმა, როგორც ჩანს, აქედან აქ
გამოიყვანა ქართული საოკუპაციო გარნიზონები (ე.ი. ,,განათავისუფლნა“).
3. სახლი ღუნძთა, ე.ი. ავარიის სამთავრო, შესაძლებელია ,,სახლი ღუნძთა“ გულისხმობდეს
სერირის სამეფოს დაღესტანში. ეს იყო ქრისტიანული ქვეყანა, კულტურულ-რელიგიურად
გაქართველებული. შემონახულია ქართულ-ღუნძური ორენოვანი წარწერები, მოიხსენიება
ღუნძთა კათოლიკოსი, რომლის სამწყსოც ცალკე ეპარქიად შედიოდა მცხეთის საპატრიარქო
ში.
4. სახლი ოვსთა. ამ დროს არსებობდა სამი ოსური სამეფო: თამარის მეუღლე სოსლანი უნდა
ყოფილიყო ალანიიდან, რომელიც მდებარეობდა უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთით. აქ მმა
რთველი დინასტია იყო ბაგრატიონთა განშტოება, ეფრემისძეთა გვარით. მეორე ოსური სამე
ფო უნდა ყოფილიყო თამარის დედის ბურდუხანის მამის ხუდან მეფის სამფლობელო. მესა მე
ოსური სამეფო კი უნდა მოიცავდეს ოვსთა იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, საიდანაც გამო
ვიდნენ თამარის ხელის მაძიებელი უფლისწულები (მათთან არავითარი კავშირი არ უნდა
ჰქონდეს დავით-სოსლანს). საერთოდ ოსური და სხვა ჩრდილოკავკასიური სამფლობელოე ბის
მდებარეობის განსაზღვრა, მათი მოუსვენარი ცხოვრებით გამოწვეული ხშირი ადგილმო
ნაცვლეობის გამო, საკმაო სირთულეს წარმოადგენს.
5. სახლი ქაშავთა. ქაშავი ქართულში უდრის ,,ჩერქეზს“ ანუ ადიღეელს. ,,ქართლის ცხოვრებ
ის“ ეს ცნობა არის ერთადერთი ქართულ წყაროებში, სადაც მითითებულია ადიღეური პოლ
იტიკური გაერთიანების ქართველთა პოლიტიკური ბატონობის არეალში შემოყვანა. ძალიან
ძნელია დავაზუსტოთ უფრო კონკრეტულად, რა ტერიტორიები იგულისხმება წარმოდგენ ილ
ცნებაში. არ არის გამორიცხული ვივარაუდოთ, რომ ,,სახლი ქაშაგთა“ ნიშნავს ყველა ადი
ღეურ ტომს. მითუმეტეს, რომ ბასილი ეზოსმოძღვარი ყველა სახლს ერთნაირი სტატუსით არ
წარმოადგენს. იგი დიფერენცირებულად ყოფს სახლებს, რომლებიც ,,განამდიდრნა“, ,,გან
ათავისუფლა“, უკან დააბრუნა და ა.შ. ალბათ ,,განამდიდრნაში“ იგულისხმებიან: ღუნძთა,
ქაშავთა და ოვსთა სახლები.
6. სახლი კარნუ-ქალაქელთა. საქართველოს შემადგენლობაში კარნუ-ქალაქი ანუ არზრუმის
სასულტნო შემოვიდა 1202 წელს ბასიანის ომის შემდეგ, მან დიდხანს შეინარჩუნა საქართვე
ლოს ქვეშევრდომობა.
7. სახლი ტრაპიზონელთა (ტრაპიზონის საკითხს ქვევით შევეხებით უფრო დეტალურად).

ბასილი ეზომოსძღვარის ცნობაში ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალი სრული არ უნდა იყოს,


აშკარად აკლია რამდენიმე პოლიტიკური ერთეული, რომელთა საქართველოსადმი დაქვემდ
ებარება ცხადია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისტორიკოსი შეეხო მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომელთა
მიმართ მეფე თამარმა რაღაც გარკვეული ცვლილება გაატარა. სამაგიეროდ, ამავე წყაროში,
ასევე ლაკონურად მოხაზულია თამარის ეპოქის ახალი პოლიტიკური კონცეფციის ძირითა დი
პრინციპები: მეფე თამარმა... ,,ურჩნი თვისნი დაამდაბლა და მოყვარენი აღამაღლა, არა
იღუწოდა უმეზობლობასა; არცა შერთავდა სახლსა სახლსა ზედა, არცა აგარაკსა აგარაკსა ზე
და უცხოსა, არამედ თვისი მამული ძველი კმა იყო, რათა არა უსამართლოთ ჰგონონ და მომხ
ვეჭელად“ (,,ქართლის ცხოვრება“, გვ. 147). უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ ბასილი ეზოსმო
ძღვარი ეკამათება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს არსენ ბერს. მოტანილი ციტატა არის
არსენ ბერის თხზულების რამდენიმე ციტატის უკუპერიფრაზირება. აქ არის პაექრობა თვით
დავით აღმაშენებელთანაც, იგივე ციტატა უარყოფს ,,გალობანი სინანულისანის“ სენტენცი
ებს. დავითის ისტორიკოსიც და თვითონ დავითიც მიუთითებენ, რომ მეფე დავითი სახლს
სახლსა ზედა შერთვიდა, აგარაკსა უცხო აგარაკსა ზედა, ბოროტად გადახედავდა საზღვრებს
არაფრად აგდებდა მეზობლობასა და ა. შ. რატომ ეპაექრება ასე სასტიკად თამარის ისტორიკ
ოსი დავით აღმაშენებელს და მის მეხოტბეს? საქმე ისაა, რომ ერთმანეთს ეჯახება 2 კონცეფ
ცია. მეფეთა-მეფე თამარმა ,,ყოველი საქართველო“ შემოსალტა მეგობარი ქვეყნებით; დაახლ.
14-15 პოლიტიკური ერთეული, რომელთა შორის საქართველო გამოიყურება, როგორც უმაღ
ლესი სიუზერენი. მას აღებული აქვს გამაზავებლის, ერთმანეთზე არა მიშვების, დამამშვიდე
ბლის, მთავარი მომრიგებელ-მოსამართლის, ე.ი. ბჭის, დამცველის, გამამდიდრებელის, განმ
ანათლებლის ფუნქციები. მაშასადამე ,,ყოველი საქართველოს“ პოლიტიკური გარანტიის ქვეშ
მყოფ ერთეულებს სიუზერენთან (საქართველოსთან) დელეგირებული აქვთ სახელმწიფ
ოებრივ უფლებათა მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის პროტექტორატ-ვასალიტეტის სრული ად
ახალი ფორმა ჩვენი ქვეყნის სინამდვილისათვის. თითოეული ვასალი ქვეყანა დაახლ. ისე თი
სტატუსით სარგებლობს, როგორც ანტიკური ხანის რომის იმპერიის ,,მოკავშირე და მეგო
ბარი“. სამწუხაროდ, მალე გამოირკვა, რომ ურთიერთობათა ეს ფორმა ნაადრევი აღმოჩნდა.
გამოირკვა ისიც, რომ ყმადნაფიცობა იყო საქართველოს ძლიერების არა წყარო, არამედ მხო
ლოდ მოწმობა (ნ. ბერძენიშვილი).
აკად. ივ. ჯავახიშვილი თამარისეულ ,,სათნოების პოლიტიკას“ (საგარეო ურთიერთობის ახალ
დოქტრინას) უწოდებდა ,,მეზობელთა შორის პოლიტიკური წონასწორობისა და
ხელშეუხებლობის პრინციპს (ივ. ჯავახიშვილი. ,,ქართველი ერის ისტორია“, გვ. 369).

ვის გაურბოდა შეშინებული ჯალალედინი და როგორ სამარცხვინოდ


მოკლეს ის, უპატრონო ძაღლივით მარტოდ დარჩენილი
გიორგი მახობეშვილი

ჯალალედინმა სულ ორიოდეჯერ შეძლო მონღოლებთან ბრძოლაში წარმატების მიღწევა,


ისიც, მხოლოდ მონღოლების არმიის მცირე ნაწილებთან. მაგალითად, ფარვანის ბრძოლაში
მოახერხა, 80 000-იანი ჯარით დაემარცხებინა მონღოლთა მხოლოდ ერთ-ერთი, 30 000-კაცი
ანი შენაერთი, ისიც, ვიწრო ხეობაში შეიტყუა, სადაც გარემოს კარგად იცნობდა, მონღოლები
კი არ იცნობდნენ.
სამაგიეროდ, გაბრაზებულმა ჩინგიზ ყაენმა მდ. ინდთან გაჟუჟა ჯალალედინის არმიის უდი
დესი ნაწილი, მხოლოდ 4 000 მეომრით მოასწრო მდინარეზე გადასვლა ხორეზმის ყოფილმა
შაჰმა... თავისი ჰარამხანა მდინარეს გაატანა, ოჯახის წევრები კი მონღოლებს შეატოვა გასაწყ
ვეტად.
1227 წელს გარდაიცვალა ჩინგიზ ყაენი. იმპერიას 1229 წლამდე განაგებდა მისი უმცროსი ვა
ჟი პირველი ცოლისგან – თული. მონღოლური კანონებით, მამის იურტის (კარვის) მემკვიდ
რედ უმცროსი შვილი ითვლებოდა.
ამ დროისთვის მონღოლთა ჯარების ახალი ნაკადი კვლავ განაგრძობდა დაპყრობებს და მიუ
ახლოვდა ქ. ნიშაბურს ჩრდილოეთ ირანში. რამდენიმე წლით ადრე, ჩინგიზ ყაენის შვილმა,
თულიმ, ნიშაბური და სხვა ქალაქები მიწასთან გაასწორა და დახოცა ჯალალედინის 12 000
მეომარი. მონღოლთა დროინდელი უცნობი ქართველი ჟამთააღმწერლის თქმით, პირველ ჯე
რზე 300 000 ნიშაბურელს მოჰკვეთეს თავი, მეორე ჯერზე 100 000 კაცი დახოცეს, ხოლო მე
სამედ – 32 000. ჟამთააღმწერელი ამბობს: იქნებ, არ დაიჯეროთ, მაგრამ, მონღოლი ჩინოვნიკ
ის, დიდი სიბმდივნის, ხოჯა შამშადინის ძმა, რომელიც შეესწრო ამ ამბებს, გადმოგვცემს ასეო.
უფლისწული თული ერაყისკენ დაიძრა.
ამ დროს ჯალალედინი თბილისში იყო, აიყარა დედაწულით და ადარბადაგანისკენ გაემარ თა,
თან წერილები აფრინა ხლათის სულთანთან, ბაღდადის ხალიფასთან და ერაყის მბრძანე
ბლებთან, დამეხმარეთ და ამით თქვენ თავს დაეხმარეთო.
სამშობლოდან გამოძევებული ხვარაზმ-შაჰი წერდა: „თუ პირადად არ გსურთ თათრების წინ
ააღმდეგ ბრძოლა, ჯარი მომაშველეთ, რადგან, ვიცი მათი ტაქტიკა. თუ არ დამიჯერებთ, თუ
მე არ შევებრძოლები, თქვენ ვერ შეძლებთ, წინააღმდეგობა გაუწიოთო“.
ჯალალედინს თავისი არაადეკვატური ქმედებებით ისე ჰქონდა სახელი გატეხილი, რომ არა
ვინ დაუჯერა, მეტიც, რეგიონის სახელმწიფოებმა მისი მოშორება გადაწყვიტეს.
უფლისწული თული ყაზვინამდე მივიდა და ისევ მონღოლეთში გაბრუნდა, რადგან, იმპერი
ის მართვის საქმეები იყო გადასაწყვეტი, რითაც ისარგებლა დევნილმა სულთანმა.
ამ დროს ქართველები, ხლათელები, იკონიელები და სხვები, შეწუხებულნი ჯალალედინის
სისატიკით არა მარტო ქრისტიანების, არამედ მუსლიმანების მიმართაც შეითქვნენ და ერთ ად
გალაშქრება დაგეგმეს ველური სულთნის წინააღმდეგ.
რუსუდან მეფემ გასცა ბრძანება და შეიყარა საქართველოს ჯარი ავაგ ამირსპასალარის, შანშე
მანდატურთუხუცესის, ვარამ მსახურთუხუცესის, ცოტნე დადიანის ხელმძღვანელობით. გახ
სნეს დარიალის კარი და გადმოიყვანეს დაქირავებული ოსები, დურძუკები და სხვა მთიელე
ბი. 40 000 კაცი შეიკრიბა ნაჭარმაგევში.
ჯალალედინს აცნობეს ამის შესახებ. მან გადაწყვიტა, დაესწრო მოწინააღმდეგეებისთვის და
ცალ-ცალკე გაენადგურებინა. ამიტომ, იჩქარა და ტფილისზე წამოვიდა.
ქართველები მარტონი აღმოჩნდნენ ჯალალის ჯარის წინაშე ბოლნისთან და იძულებული გა
ხდნენ, მოკავშირეთა გარეშე გაემართათ ბრძოლა მათზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვან
მტერთან. ეს მოხდა 1228 წ. ჯალალედინს უკან არ წაესვლებოდა, წინ ქართველები იდგნენ,
ადრე მის მიერ უკვე დამარცხებულნი. მალე ქართველების მოკავშირეთა ჯარები შეიძლებო და
მოსულიყვნენ. ამიტომ, უბრძანა თავის მეომრებს და დაიწყო ომი.
სულთნის ჯარმა გაიმარჯვა. ქართველებმა დიდი ზარალი განიცადეს. საკუთარი ქვეყნიდან
გამოდევნილმა ჯალალედინმა ისევ დაიკავა თბილისი და არბევდა ქართლს...
შემდეგ, 1230 წლის 10 აგვისტოს, იკონიის, დამასკოსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა მბრძან
ებლებმა სასტიკად დაამარცხეს ჯალალედინი.
1231 წლის დასაწყისში ჯალალედინს აუჯანყდნენ განძელი მოქალაქეები. იქაც ისე გაამწარა
უბრალო ადამიანები (მუსლიმანები), რომ ხელოსნებმა იკისრეს აჯანყების ხელმძღვანელობა.
მართალია, ქრისტიანებისა და ერთმორწმუნე მუსლიმანების დაუძინებელმა მტერმა აჯანყე ბა
სასტიკად ჩაახშო, მაგრამ დიდი ზარალიც განიცადა.
მანამდე, 1229 წელს, ჩინგიზ ყაენის ანდერძის მიხედვით, დიდ ყაენად აირჩიეს მისი მესამე
შვილი – უგედეი.
უგედეი ყაენის ბრძანებით, მონღოლთა ცენტრალური ურდოდან წინა აზიის დასაკავებლად
გამოემგზავრა ოთხი ნოინი: ჩორმაღანი – ჩინგიზ ყაენის ყოფილი აბჯრისმტვირთველი და
განთქმული სარდალი; ჩაღატა, იოსური და ბიჩო. თითოეულს ათ-ათი ათასი მეომარი ჰყავ და,
თავისი დედაწულით. ამ ჯარსვე დაევალა ჯალალედინის სრული განადგურება.
გზად ნოინებმა გამოიარეს ჯეონი (ამუ-დარია), ხორასანი, ჩრდილოეთ ირანი. მოვიდნენ ჩვენს
რეგიონში და დაიწყეს მისი დაკავება.
შევიდნენ ადარბადაგანში. ფსიქოპათი ჯალალედინის მიერ გამწარებული თავრიზის მოსახ
ლეობა (ასევე, ქალაქ არდაველის მოსახლეობაც) დიდი ძღვენით დახვდა თათრებს. მათ გად
მოიარეს მდინარე არაქსი და მოვიდნენ ჩვენს მეზობლად, განძაში. განძელები სამი დღე არ
დამორჩილდნენ ახალ დამპყრობლებს, მაგრამ მონღოლებმა მაინც დაიკავეს განძა, ააოხრეს და
მრავალი ადამიანი დახოცეს, რადგან ეზიზღებოდათ მაჰმადიანების რჯული იმდროინ დელ
მონღოლებს.
ჩორმაღანის 40 000 ჯარისკაცმა დაიფრინა ჯალალედინის გულგახეთქილი ხვარეზმელები და
მასთან მიმხრობილი სხვა ხალხთა მელიქების მთელი არმია თუ ბრბო. ჯალალედინი ძა ლიან
შეშინდა და დასავლეთისკენ გაიქცა. დაფრთხნენ მისი მეომრებიც. საქართველოს საზღ
ვართან, ბასიანში, მონღოლები უკვე ეწეოდნენ ხვარაზმელებს.
ნაშაჰარ-ნასულთარი ჯალალედინი ქურთისტანის მთებში გადავიდა.
შიშით შეძრწუნებული ხვარაზმელი მეომრები – თბილისის, განძის, ხლათისა და სხვა ქალა
ქების გადამბუგველები და ამაოხრებლები, უდანაშაულო მოსახლეობის მჟლეტავები – მგლის
დანახვაზე დამფრთხალი ცხვრის ფარასავით დაიფანტნენ და მარტო დატოვეს თავია ნთი
ფსიქოპათი სულთანი.
პატივმოყვარე სულთანი სულ მთლად მარტო დარჩა– არც ახლობელი, არც დაცვა, არც ერთი
ჯარისკაცი მის გვერდით არ გაჩერდა – მის გვერდით ყოფნა სიკვდილს ნიშნავდა. ხვარაზმე
ლთა უმეტესობა ახალ მბრძანებელს ეძებდა და ახალ ძარცვებზე ოცნებობდა. ვისღა აინტერე
სებდა უსუსური ნასულთნარის ბედი, როცა ხვარაზმელი და სხვა ქვეყნების ყაჩაღები საკუთა
რი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ – ზოგმა იარაღი გადაყარა და ვაჭრის ტანსაცმელი
გადაიცვა, ზოგი ტყეებს შეეფარა, ზოგი გულგახეთქილი აწყდებოდა უცნობ მთებს...
ოდესღაც დიდი ხვარაზმის შაჰის მემკვიდრე, ოდესღაც მრავალრიცხოვანი ბრბოს სულთანი,
ოდესღაც გუმბათმორღვეული სიონის ტაძრის თავზე აღმართულ ტახტზე მჯდარი პირსისხ
ლიანი სულთანი, რომელიც ათასობით ტფილისელის თავის მოკვეთას უყურებდა და სადის
ტური სიამოვნებით ტკბებოდა, თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, სიკვდილამდე შეშინებული
(ერთი არაბული გადმოცემით, ღატაკის დაგლეჯილ ტანსაცმელში გადაცმული).
ცხენიც დაეღალა, მუხლებში კანკალმაც უმატა ჯალალედინ მანქბურნის, ასევე დევნილი მუ
ჰამედ შაჰის მემკვიდრეს...
ბოლოს, დაღლილი მიწვა ერთ-ერთი სოფლის მახლობლად ხის ძირში, თავქვეშ ძვირფასი
თვლებით მოოჭვილი უნაგირი ამოიდო და ჩაეძინა.
იმ სოფელში მცხოვრებმა ღატაკმა ქურთმა დაინახა ხის ძირში მწოლიარე ადამიანი. მივიდა
ახლოს და თვალი მოსჭრა ძვირფასმა უნაგირმა, კაპარჭმა და ქამარმა... იმ არემარეში უკვე
იცოდნენ, რომ ხვარაზმელთა ყოფილ შაჰსა და მის გარემოცვას ეძებდნენ.
მივიდა ახლოს მწყემსი, სძლია სიხარბემ, ამოიღო ხანჯალი და ღორივით დაკლა ჯალალედი
ნი. ერთ-ერთი მუსლიმანური ვერსიით, ქურთმა ჯალალედინი მოკლა შურისძიების გამო, რა
დგან ხვარაზმელებს მისი ძმა მოეკლათ.
არის მცირედ განსხვავებული გადმოცემებიც, თუმცა, ყველგან ჩანს, როგორი სამარცხვინო
სიკვდილი ხვდა წილად მონღოლთაგან გაქცეულ ჯალალედინს, უპატრონო ძაღლივით
მარტოდ დარჩენილს.
ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი
ბაგრატიონების წარმომავლობის შესახებ

კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (დ. 905, კონსტანტინოპოლი — გ. 9 ნოემბერი, 959,


იქვე) — ბიზანტიის იმპერატორი 913-920 და 945-959 წლებში. მაკედონელთა
დინასტიის წარმომადგენელი. 920 წლამდე მისი რეგენტები მართავდნენ ქვეყანას,
920-945 წლებში თვითონ მართავდა მხოლოდ ნომინალურად.

დამოუკიდებელი მმართველობის დროიდან კონსტანტინე VII არსებითად დედაქა


ლაქის მსახურული არისტოკრატიის ინტერესებს გამოხატავდა. ეომებოდა არაბებს.
ბიზანტიის ჯარებმა მდინარე ევფრატამდე მიაღწიეს. მისი ინიციატივით და ზრუნ
ვით გამოდიოდა კომპილაციური ხასიათის ენციკლოპედიური კრებულები. ავტორია
რამდენიმე თხზულებისა, რომლებიც ბიზანტიის ისტორიის ძვირფასი წყაროა.

კონსტანტინე პორფიროგენეტი ბაგრატიონების შესახებ წერდა: "იბერიელები...


უწოდებენ თავის თავს დავით მეფისა და წინასწარმეტყველის ნათესავს, და აქედან,
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ნათესავსაც". მართალია, ის ამ ცნობას ცოტა სკეპტი
კურად უყურებდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ იმ დროს ბაგრატიონთა დავით წინას
წარმეტყველიდა წარმომავლობა მთელ მაშინდელ მსოფლიოში იყო გავრცელებული.
ლოვარდ ტუხაშვილი

სომხური პროვინციების ადმინისტრაციულ-პოლიტიკური


სტრუქტურის ,,ანალიზი" სომხურ ისტორიოგრაფიაში
საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკურ-დიპლომატიური მიდგომა სომხეთის
შემოერთების პრობლემისადმი
,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მი


მართულებანი X-XV საუკუნეებში, ე. წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარ
მოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში
შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლო
გიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეი
ცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-
გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.
მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზო
გადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

სომხეთის ,,ავტონომიისა“ თუ სრული ,,დამოუკიდებლობის“ საერთო აღიარების მიუხედავ


ად, თანამედროვე სომხურ ისტორიოგრაფიაში ცნება ,,სომხური სახელმწიფო“ შეზღუდულია
როგორც გეოგრაფიულად (სომხური სახელმწიფოს ,,ანალიზისას“ იფარგლებიან მხოლოდ იმ
ტერიტორიებით, რომლებიც ზაქარიასა და ივანე მხარგრძელების დაქვემდებარებაშია), ასევე
ქრონოლოგიურად (,,ანალიზი“ეხება პერიოდს დაახლოებით 1190 წლიდან მონგოლთა შემო
ტევამდე). მაშასადამე დაახლოებით 30-35 წლის განმავლობაში არსებობდა ,,სომხეთის სახე
ლმწიფო“, რომელიც ,,საპატიო კავშირით“ შეერთებული იყო საქართველოსთან (სომხურმა
ისტორიოგრაფიამ ამ ,,საპატიო კავშირის“ საინტერესო ფორმა გამონახა; ფორმალურად საერ
თო სიუზერენი ქართველი მეფეთამეფის გარეშე ყოვლისშემძლე ,,ფაქტიური გამგებლები“
ძმები ზაქარია და ივანე მხარგრძელები მეთაურობენ დუალისტურ, ქართულ-სომხურ სახელ
მწიფოს. სწორედ ამიტომ ,,При характеристике административно-политической структуры
захаридской Армении не следует забывать о ее теснейтелей связи административно-
политической структурой феодальной Грузии“ (Л. Бабаян, გვ. 31).
ახლა ვნახოთ როგორი გამოვიდა ,,ზაქარიანთა სომხეთის“ ადმინისტრაციულ-პოლიტიკური
სტრუქტურა ამ ,,მჭიდრო კავშირის“ გათვალისწინებით. აღმოჩნდა, რომ ,,Точно такая же (ე. ი
საქართველოს მსგავსი) административно-политической структура существовала и в авто
номном княжестве Захаридов – армянском средневековом феодальном государстве, пото
му что по сути оно было государством с установившейся феодальной иерархией, во гла ве
которой стояли вассалы грузинского государства – Захарий и Иване Захариды“ (იქვე).
მაშასადამე, არსებობს ცალკე ,,სახელმწიფო“, რომლის სათავეში დგას ორი ძმა. თუმცა ამ ორ
ძმას ორი დამოუკიდებელი სამთავრო აქვს, ორი ცენტრით (ანისი და დვინი), მაგრამ მაინც
ერთ სახელმწიფოს ჰქმნიან. აქ, რასაკვირველია, არავის არ აინტერესებს, როგორ წარიმართე
ბოდა საქმე, ამ ორ ძმათაგან თითოეულს რამდენიმე შვილი - ვაჟი რომ ჰყოლოდა (ალბათ ყვე
ლას სამფლობელოც ასევე ერთი სახელმწიფო იქნებოდა!)! ძმები ნიშნავდნენ გავარების მმარ
თველებს (ნაცვლებს, მეფის ნაცვლებს), სამხედრო სარდლებს ძველი და ახალი არისტოკრატ
იული სახლებიდან (ორბელიანები, ვატუჩიანები, დოპიანები, პროშიანები), რომლებიც ასევე
სიუზერენები არიან უფრო წვრილი ფეოდალების მიმართ (Л. Бабаян, გვ. 31). ,,ზახარიდების“
ბატონობის დროს ,,ვასალიტეტის“ ცნება გამოიხატებოდა ტერმინით ,,პატრ
ონი“, ,,პარონი“, ,,პარინ-ტერი“, რაც უდრის ,,ტახტის მფლობელს“, ,,მემკვიდრეობით მფლო
ბელს“ (იქვე). ამ ვასალებიდან ზოგიერთი საკმაოდ ძლიერი ყოფილა, მაგ. ორბელიანები, რომ
ლებიც წამოწეულან მონგოლთა დროს (იქვე). აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ე. წ. ვასალების
უმრავლესობა მხარგრძელებს იმიტომ ემორჩილებოდა, რომ მხარგრძელები სომხურ პროვინ
ციებში ქართველი მეფის ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. როდესაც ეს ხელისუფლება შეს
უსტდა, შესუსტდა ან საერთოდ გაქრა მხარგრძელთა ძალაუფლება და ავტორიტეტიც. ვასალ
ები მხარგრძელებს ემსახურებოდნენ ლაშქრით, უხდიდნენ გადასახადებსაც (იქვე). სამხედ რო
ნადავლიდან გამოყოფდნენ სიუზერენის სასარგებლო წილს (იქვე). ზოგიერთი მსხვილი
ფეოდალი იკავებდა ზაქარია და ივანე მხარგრძელების კარზე (ხომ არ სჯობდა ორ კარზე?)
მაღალ თანამდებობებს - გორწაკალი (მმართველი, მოურავი), კოლმანაკალი (მონაპირე ოლ ქის
მმართველი), სპარაპეტი (სარდალი), ხედჯუბი (საკარგავის მფლობელი), ამირა და ა. შ. (იქვე).
ამას გარდა გვხვდება ტანუტერი, ნახარარი, იშხანი, იშხანაც-იშხანი და ა. შ. (იქვე).
ძმებს ,,ზაქარიანებს“ ჰქონიათ კარიც (ზოგჯერ მას ჰქვია ტუნსახლი, ზოგჯერ დივანი საკრე
ბულო) და ადმინისტრაციულ-სახელმწიფოებრივი აპარატიც. როგორი იყო ეს აპარატი? ამ
აპარატის აღწერა სცადეს გ. ოვსეპიანმა, ლ. ბაბაიანმა, ჰ. სამველიანმა.
ძირითადი ფიგურა ამ აპარატში ყოფილა კარის გორწაკალი - მსახურთუხუცესი (გ. ოვსეპია ნი,
გვ. 14, ლ. ბაბაიანი, გვ. 32). მაგ. სტ. ორბელიანის ცნობით ,,ივანემ თავისი სამფლობელო ების
სათავეში დააყენა ვინმე ბუბაკი, რომელიც ნორავანკის წარწერაში იშხანაც იშხანად მოი
ხსენიება“ (სტ. ორბელიანი. ისტორია, გვ. 353, ლ. ბაბაიანი, გვ. 32).
1243 წლით დათარიღებულ ბაგნაირის ბიბლიის მინაწერი (,,ჰიშა-ტაკარან“ ,,სამახსოვრო ანდ
ერძ-მინაწერი“) მოხსენიებულია რამდენიმე თანამდებობა: ,,იშხანმა პატრონმა, ხავრას ამირ
სარგისის ვაჟმა, კეთილშობილი დედის ძმა სომხეთის, საქართველოსა და აფხაზეთის მეფე თა
დედისა, ზაქარიასა და ივანეს ერთგული სამსახურისთვის მიიღო ტიტული, რომელსაც
ქართულად მსახურთუხუცესი, ხოლო ჩვენებურად, თავი იშხანებისა, თავისი ბატონის სახლ
ის გამგეთა და წინამძღოლთა უფროსი“ (იქვე). ეს ფაქტი ლ. ბაბაიანს მოჰყავს იმის საილუსტ
რაციოდ, რომ ივანესა და ზაქარიას კარზე ქართველი მეფის კარის შესაბამისი სახელოები იყო.
მაგრამ ამ დოკუმენტიდან ფაქტიურად ორი ძირითადი დასკვნის გაკეთება შეიძლება: 1.
სომხეთში ფართოდ იყო გავრცელებული ქართული ტერმინოლოგია;
2. ივანესა და ზაქარიას კარზე უმაღლესი თანამდებობა იყო მსახურთუხუცესის სახელო - ქა
რთველი მეფის კარზე საშინაო მეურნეობის უფროსის სახელო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ
მხარგრძელთა კარი ჩვეულებრივი ფეოდალის კარი იყო და არა სახელმწიფოს სიუზერენისა..
საერთოდ არასახელმწიფოებრივი ინსტიტუტები ფეოდალიზმის მთელ სიგრძეზე საქართვე
ლოს სამეფო კარზე და ფეოდალის კარზე ძირითადად ერთმანეთს იმეორებდა (სახლთუხუ
ცესი, მოურავი და ა.შ.), მაგრამ ,,საქვეყნოდ გამრიგე“ მოხელენი საერთოდ არ ჩანან ცალკე ულ
საფეოდალოებში, რაც სრულიად ბუნებრივია. ასეთსავე სურათს ვხედავთ მხარგრძელ თა
სამფლობელოებშიც. ლ. ბაბაიანს კიდევ ერთი დოკუმენტი მოჰყავს, საიდანაც, მისი აზრ ით,
აშკარაა, რომ ივანე იწვევდა დივანსაც. ესაა ცნობილი სასამართლო, რომელიც ივანე მხარ
გრძელმა მოიწვია ორბელიანთა დავის გადასაწყვეტად: ,,...და მან, შეკრიბა თავისი დიდებუ
ლები, სახელდობრ, ბუბაკი და მარწუანა, დპელა ივანე და მემნაშაგელა (აქ უნდა იყოს მემნა
ჯაყელი), დიდი ჭყონდიდელი, მოსული სამეფოდან, Цирам-цхара Вардзийского Цирам-
цхара Пындзаанского и великого матавара Гарттейского князей Гагецы и мацабердеци и
многих других дидебулов, а также Тифлиского, кади, как и Анииского и Двинского кади,
სურამის შეიხი, ეპისკოპოსები ანისის, ბიჯნისის, ახპატის... და ა.შ. (სტ. ორბელი. გვ. 90, ლ.
ბაბაიანი. გვ. 33).
რა დასკვნა გააკეთა ლ. ბაბაიანმა ამ დოკუმენტიდან?
,,…Здесь важны два момента: во первых, что при диване или доме Иване имелся государ
ственный высший совет, рассматривающей и решающий спорные вопросы, и, во-вторых,
что первое место среди высокопоставленных людей занимал Бубак, как везир…“
ძნელია, ასეთ ახსნას მოუძებნო კვალიფიკაცია, ფაქტი მხოლოდ ერთია - ლ. ბაბაიანის მთე ლი
ეს მსჯელობა მცდარია. 1.
მოყვანილი დოკუმენტი, პირველ რიგში, გვიდასტურებს, რომ ივანეს დამოუკიდებლად
უფლება არა აქვს გადაჭრას დავა, ერთი მხრივ, ლიპარიტ და ელიმგემ ორბელიანებისა და,
მეორე მხრივ, ვასაკ ხახბეკიანს შორის (უფრო მეტიც, ჩანს, ორბელიანები აშკარად გამოვიდ ნენ
თვით ივანეს წინააღმდეგაც. დავა ატყდა იმის გამო, რომ ვასაკ ხახბეკიანმა წაართვა წმინ და
რელიკვიები ნორავანკის მონასტერს და აჩუქა სწორედ ივანეს); 2.
ჩამოთვლილ პირებში ჯერ დასახელებულია ის პირები, რომლებიც უშუალოდ ივანესთან
არიან დაკავშირებულები, ბუბაკი და სხვ.) (სწორედ ამიტომ ზის თავში ბუბაკის სახელი...).
როგორ შეიძლება ივანეს ქვეშევრდომებად ვაღიაროთ მემნა ჯაყელი, დიდი ჭყონდიდელი,
ვარძიის წინამძღოლი, გაგელი, მანკაბერდელი?;
3. ჩამოთვლილ პირებში უდიდესი ნაწილი ან ქართველია, ან გაქართველებული. ეს დოკუმე
ნტი, არა თუ ადასტურებს, არამედ აბსოლუტურად გამორიცხავს ივანეს ავტონომიას.
ასეთივე უსუსურია ტარსაიჭ ორბელიანის წარწერების მოტანა ნორავანკის ეკლესიიდან (,,Ле
топись на камнях“, გვ. 131). სადაც 1289 წლით დასახელებულია დიდი გორწაკალი და დი დი
მეომარი ათაბაგი ტარსაიჭ ორბელი. ამ პერიოდში ორბელებმა მთლიანად გამოდევნეს
მხარგრძელები საქართველოს სამეფო კარიდან და ათაბაგობაც წაართვეს. მაშ როგორღა შეგ
ვიძლია ვილაპარაკოთ ,,ზაქარიანთა სამეფო“ კარის მოხელეობაზე?
როგორც ვხედავთ, სომხურმა ისტორიოგრაფიამ ვერ მოგვცა ე. წ. ,,ავტონომიური სომხეთის“
მმართველობის სქემა, ადმინისტრაციულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურა. ეს სრულიად ბუ
ნებრივია, რადგან არ არსებობდა არავითარი დამოუკიდებელი სომხეთი, სრულიად ცხადია,
არ იქნებოდა არც შესაფერი აპარატი. სომეხი კოლეგების ცდებმა შესანიშნავად დაადასტურ ეს
თეზისი იმის შესახებ, რომ ე. წ. ,,სომხური პროვინციები“ გასამხედროებული ოლქების
სტატუსიდან ნელი ტემპით გადადიოდა სამოქალაქო მმართველობაზე, ეწყობოდა ფეოდალ
ურ ,,სახლებად“, რომელთა შინაგანი სტრუქტურა ქართული რეგიონალური მმართველობის
ტიპიურ სახეს ღებულობდა. ,,სახლებს“ კი ჰქონდათ არა პოლიტიკური, არამედ ფეოდალუ რი,
ე. ი. ,,სოციალური ავტონომია“.
ლოვარდ ტუხაშვილი

,,ყოველი საქართველოს“ პოლიტიკური სტრუქტურის ერთი


თავისებურების გარკვევისათვის
(ცნება ,,შვიდი სამეფოს“ შინაარსი)
საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკურ-დიპლომატიური მიდგომა სომხეთის
შემოერთების პრობლემისადმი
,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე

დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი მონეტა ვლაქერნის ღვთისმშობლის გამოსახულებით

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მი


მართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმო
დგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში
შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლო
გიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეი
ცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-
გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.
მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო
საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

X ს-იდან (ბაგრატ III) XIII ს-მდე (თანდათანობით იკვრებოდა ერთიანი სახელმწიფო ,,ყოვე ლი
საქართველო“, რომელიც სხვადასხვა დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულების თან
დათანობითი შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. კერძოდ, ,,ყოველი საქართველოს“ შემადგენ
ლობაში შევიდნენ ,,ქართველთა სამეფო“ აფხაზთა სამეფო, ე. ი. მთელი დასავლეთი საქარ
თველო, სომეხთა სამეფო“) ლორე-ტაშირის სამეფო, ანისის სამეფო (საშაჰანშაჰო), კახეთ-ჰე
რეთის ან რანთა და კახთა სამეფო, ქრისტიანული შირვანი, საარიშიანო და ა. შ. აკად. ივ. ჯა
ვახიშვილის აზრით, ყველა ,,სამეფო“ (ე.ი. ყოფილი სამეფო) გაერთიანების შემდეგაც ინარჩუ
ნებდა ,,დამოუკიდებელი პოლიტიკური სიცოცხლის ნიშნებს“ (იხ. ივ. ჯავახიშვილი. ,,ქართ
ული სამართლის ისტორია“, წიგნი I, 1919, გვ. 1-3; აგრეთვე მისივე ,,ქართველი მეფე და მი სი
უფლების ისტორია“. ამ საკითხს ეხება აგრეთვე ჩვენი სტატიაც ,,ყოველი საქართველოს“
პოლიტიკური სტრუქტურის საკითხისათვის“).
როგორ უნდა ავხსნათ ეს გარემოება? ხომ უცნაური პარადოქსი არაა ის, რომ არსებობს ძლიე
რი ,,ერთიანი საქართველო“ და ამავე დროს მასში შემავალი პოლიტიკური ერთეულები პოლ
იტიკურად ცოცხალი სახელმწიფოებრივი ორგანიზმებია? საქმე იმაშია, რომ ფეოდალური სა
ხელმწიფოსათვის პრინციპში დამახასიათებელია უნიტარიზაციასთან შერწყმული ადგილობ
რივი მმართველობის წინ წამოწევა. ასეთ მმართველობას ფეოდალური ფედერაცია ჰქვია. მაგ
რამ ეს ფედერაცია ეროვნულ ნაწილთა თვითმმართველობად კი არ უნდა გავიგოთ (ასეთი
ფედერაცია გვიანდელი მოვლენაა და ბურჟუაზიული საზოგადოებისათვისაა დამახასიათებე
ლი). ფეოდალური ფედერაცია გამომდინარეობს პოლიტიკური ვასალიტეტის ბუნებიდან და
მას რამდენიმე ძირითადი ფორმა აქვს: ა.
პირადი უნია (ცალკეული პოლიტიკური ერთეულების სათავეში დგას საერთო მონარქი); ბ.
რეალური უნია (სახელმწიფოებრივი შერწყმა დამთავრებულია, მაგრამ არსებობს პოლიტი
კური თვითმყოფადობის დიდი ტრადიციები;
გ. უნიტარული ფედერაცია (რეალური უნიის განვითარებული ფორმა, მაღალი ფორმა).
უნიტარული ფედერაციის დროს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ნიშნები სრული ად
გამქრალია, სამაგიეროდ წინაა წამოწეული სენიორალური სახლების პოლიტიკური უფლ
ებები.
ქართული სახელმწიფო ჩამოყალიბების პერიოდიდან თავისთავში შეიცავდა ფეოდალური
ფედერაციის სხვადასხვა ფორმის დამახასიათებელ ნიშნებს. თავდაპირველად ერთიანი სიუ
ზერენის (მეფეთა-მეფე) სტატუსი ცალკეულ ქვეყნებს აერთიანებდა პ ი რ ა დ ი უ ნ ი ი ს ს ა ფ
უ ძ ვ ე ლ ზ ე (ე. ი. ცალკეული ,,ქართული ქვეყნები“ განიხილებოდნენ დამოუკიდებლად
არსებულ სახელმწიფოებად, ოღონდ ესაა, მმართველი დინასტია ერთი ჰყავდათ). თანდათა
ნობით ხდებოდა პ ი რ ა დ ი უ ნ ი ი ს გ ა დ ა ს ვ ლ ა რ ე ა ლ უ რ უ ნ ი ა შ ი (წარმოიქმნა
საერთო დარბაზი, უწყებრივი დარგობრივი მმართველობა: უხუცესები, არმია, გვარდია ,,მო
ნასპა“, ეკლესია, კარი და ა. შ.). მთელი ეპოქა X ს-იდან XIII ს-ის დასაწყისამდე ასეთი შერწყ მის
კლასიკური
მაგალითია. ,, ყოველი
საქართველოს“ შემადგენლობაში შემავალი თითოეული სამეფო მეტნაკლები დოზ ით
ინარჩუნებდა პოლიტიკურ სუვერენიტეტს - ორიგინალურ სახეს - რაც ფეოდალური ფედ
ერაციის შთაბეჭდილებას ჰქმნიდა. ქართული წყაროების ,,შვიდი სამეფო“ ჩვენ უმთავრეს ხა
ზებში თითქმის რეალურად გვეჩვენება. ეს დასტურდება იმით, რომ ყოველთვის ,,სამეფონი“
მოიხსენიება მრავლობით რიცხვში. საერთო დედაქალაქის (თბილისის) გარდა არსებობს რა
მდენიმე რეზიდენცია. (დური, სტაგირი, ნაჭარმაგევი, ბიჭვინთა, ქუთაისი, ლორე, ანისი და ა.
შ.). ჩვენ მხედველობაში გვაქვს არა კლიმატური გეოგრაფიული პირობების მიხედვით გან
ლაგებული რეზიდენციები, არამედ ცალკეულ სამეფოთა მიხედვით ტრადიციულად შეპირო
ბებული. ამავე დროს ერთიანობის ადრინდელ ეტაპებზე აშკარად ჩანს სამეფო კარის ხშირი
ტერიტორიული მონაცვლეობით (,,გადავიდა აფხაზეთს და განაგის საქმენი მანდაურნი“). ბო
ლომდე შენარჩუნებული იყო ადგილობრივი ტახტები (,,გეგუთის ტახტი“ ქუთაისში, ,,ძუელ
თა მეფეთა ადგილი“ ტაო, ,,სომეხთა მეფის ადგილი ლორეში და ა. შ). ბოლომდე იყო შენარ
ჩუნებული აგრეთვე ადგილობრივი მეფეების წოდებანი. აღსანიშნავია, რომ შვიდივე სამეფ ოს
მეფეთა წოდებულება შევიდა ტიტულატურაში, მაგრამ ადგილზე მჯდომ ერისთავს, რო
მელიც იჯდა მაგ. ლორეში, შეიძლებოდა თავის თავისთვის ,,სომეხთა მეფე“ ეწოდებინა, ამი
ტომ ,,სომეხთა ნამდვილ მეფეს“, ე. ი. სრულიად საქართველოს მეფეს სცვლიდა ,,სომეხთა მე
ფის“ ადგილზე. ასე იყო მოგვიანებით სხვა ქვეყნებშიც (მაგ. რუსეთის იმპერატორს
ჰქონდა ,,პოლონეთის მეფის“ ტიტულიც. იმ მოხელეს, რომელიც რუს იმპერატორს სცვლიდა
ვარშავა ში, ხშირად უწოდებდნენ ,,პოლონეთის მეფეს“. სამეფოთა ტრადიციული არსებობა
დასტურ დება აგრეთვე მეფისნაცვლების ინსტიტუტის არსებობით): დადიანი - აფხაზთა
სამეფოში, ,,შაჰანშაჰი“ - ანისში, ,,სომეხთა მეფე“ - ლორეში, ,,შარვანშაჰი“ - ,,არიშიანი“ დას.
ქრისტიანუ ლი შარვანში და ა. შ.
,,ყოველი საქართველოს“ თითოეული სამეფო საერთო სახელმწიფოში არ სარგებლობდა ერთ
იანი უფლებით. თითოეული მათგანი უფლებრივად განსხვავებულ ადგილს იჭერდა საერ თო
იერარქიაში. უკიდურესად დიფერენცირებული ,,ქართველთა სამეფო“ პოლიტიკური აზ რით
თითქმის გამქრალი იყო. ცნება ,,ქართველთა სამეფო“ ბაგრატიონთა გვარის კოლეგიალ ური
მმართველობის დროიდან მხოლოდ სიმბოლურად წარმოადგენდა ერთიანს, ფაქტიურ ად ეს
იყო სამეფო საუფლისწულოების კრებული. სამაგიეროდ, დიდხანს შეინარჩუნა ერთია ნობა და
პრივილეგია ,,აფხაზთა სამეფომ“. დასავლეთ საქართველოს პრივილეგიები განაპი რობა მისმა
წამყვანმა როლმა გაერთიანებაში. მისი ჰეგემონია ფაქტიურად გაგრძელდა XII ს-ის 80-იან
წლებამდე, დაეცა ორბელთა აჯანყების დროს, რისი საპასუხო რეაქციაც (ე. ი. ჰეგე მონობის
დაცემის საპასუხო რეაქციაც) გამოიხატა გიორგი რუსის აჯანყების დროს ,,იმიერ ის“
ერთობლივ გამოსვლაში ,,ამერის“ წინააღმდეგ ერთობლივ გამოსვლაში). კახთა და რანთა
სამეფო დიდხანს იყო დამცრობილი, როგორც ძალით დაპყრობილი, დაუდგენელია ქრისტია
ნული შარვანის (საარიშიანო) როლი. შესაძლოა დავუშვათ, რომ ქრისტ. შარვანმა მიიღო ფარ
თო ავტონომია თამარის დროს. ამჯერად განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის ორი ყოფი
ლი სომხური სამეფოს: ლორე-ტაშირის სამეფოს, ე. წ. ,,სომეხთა სამეფოს“ და ,,ანისის სამეფ
ოს“ ,,საშანშაჰოს“ პოლიტიკური სტატუსი. ამ ორი სამეფოს მდგომარეობა სხვადასხვა დროს
განსხვავებულია: I ეტაპზე ლორე-ტაშირი მთლიანად გასამხედროებულ ოლქად გადაიქცა
(ორბელები); II ეტაპზე ეს ოლქები გადაეცა უმთავრესად მხარგრძელთა საგვარეულოს კოლე
გიალურ სენიორალურ მმართველობაში. აქ პოლიტიკური სუვერენიტეტის სრული დაცემის
ხარჯზე გაიზარდა მმართველი საგვარეულო წონა (ამ ფაქტმა გარეგნულად პოლიტიკური ავ
ტორიტეტის აღმავლობის შთაბეჭდილება შეუქმნა სომხურ პროვინციებს. ამ ოლქებში მეფის
ნაცვლობა (,,სომეხთა მეფე“, ,,შაჰანშაჰი“), დიდი მოხელეობა (ამირსპასალარობა, მანდატურ
თუხუცესობა, მსახურთუხუცესობა, ათაბაგობა), მონაპირეობა ერთმანეთში იყო შეზრდილი,
რასაც თვისებრივად აფერადებდა რელიგიური თემობრივი განსხვავებულობაც.
,,სამეფოთა ფორმალური სახის შენარჩუნების პირობებში არ იყო გამორიცხული ,,ძუელთა მე
ფეთა ადგილას“ მჯდომი მეფინასცვლის მეფედ მოხსენიება, მაგ. ლორეში მჯდომი
მოხელის ,,მეფობა“, სომხეთის დამოუკიდებლობას კი არ მოასწავებდა, პირიქით, ეს
ადგილობრივი, რეგიონალური ტიტული სიუზერენი - ქართველი მეფის აღმავლობას უსვამდა
ხაზს... ,,სამეფ ოების“ (,,საქართველოების“) ფორმულარული დამოუკიდებლობით უნდა
აიხსნას აგრეთვე ხშირად გრანდიოზული არისტოკრატიული გამოსვლების
არასეპარატისტული ხასიათი, და, რაც მთავარია, მეფის შემარიგებლობა, აქ ხდებოდა
ცალკეული სამეფოების არისტოკრატიის ურთიერთშეჯახება, მაგრამ ის ყოველთვის არ
ეხებოდა მეფეს, მეფე მათთვის საერთო იყო, კონფლიქტის არსი მდგომარეობდა იმაში, თუ
რომელი კუთხე ჩაიგდებდა ხელში ჰეგემონო ბას.
,,ყოველ საქართველოს“ სამეფოთა პოლიტიკური სუვერენიტეტი მერყევი იყო. შეინიშნებო და
მთლიანი შერწყმაც, ე. წ. ,,სახლების შერთვა“ (დავით აღმაშენებელის ეპოქა) და კომპრო
მისული უნიაც. განვითარების განმსაზღვრელ ტენდენციას მაინც სრული უნიტარიზაციისა
კენ სწრაფვა შეადგენდა, რაც სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური მოტივებით იყო შეპი
რობებული. აშკარად იკვეთებოდა სამეფო ხელისუფლების მკვეთრი გეზიც ,,თვითმპყობელ
ური“ ცენტრალიზაციისაკენ ადმინისტრაციული (უხუცესთა სავაზირო), რელიგიური (მარ
თლმადიდებლური პროპაგანდა და ტოლერანტიზმი) და სამხედრო პოლიტიკური (მეფისნა
ცვლების დამდაბლება, უშუალოდ მეფეს დამორჩილებული მონაპირე ერისთავების გაძლი
ერება, მთელი პროვინციების გასამხედროება და ა. შ.) მეთოდების გამოყენებით. მეფეთა-მე ფე
თამარის მმართველობის ბოლოს რეალური უნია საბოოლოდ გადაიქცა ფორმალურ მოვ
ლენად, მაგრამ ,,სამეფოთა“ გაქრობას არ აუმაღლებია ცენტრის როლი, თავისთავად უაღრე
სად რთული პროცესების ურთიერთდამთხვევა - ერთი მხრივ - ცალკეულ სამეფოთა საერთო
სახელმწიფოში უნიტარიზაცია და მეორე მხრივ - მოწოლილი ფეოდალური ურთიერთობის
აუცილებელი მოვლენა - სოციალურ-პოლიტიკური დიფერენციაცია - გამოიხატა ფეოდალუ რ-
სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მთლიანი შეცვლით, ფეოდალურ სენიორალური სუვ
ერენიტეტით - ცალკეული ,,ქვეყნების“ ნაცვლად წარმოიშვა არა მხოლოდ ტერიტორიალურ
პრინციპებზე აგებული სენიორალური სახლები (,,ავაგის სახლი“, ,,შანშეს სახლი“, ,,სუმბატ ის
სახლი“, ,,ჯაყელის სახლი“ და ა. შ.). აღსანიშნავია, რომ ეს მტკივნეული (თუმცა არა უარ
ყოფითი) პროცესი საქართველოში შედარებით ასატან პირობებში მიმდინარეობდა. გამონაკ
ლისი ჩვენთვის საინტერესო პროვინციები - სომხური პროვინციები იყო, სადაც გრანდიოზუ
ლი იდეოლოგიურ-კონფესიონალური ბრძოლა მიმდინარეობდა მონოფიზიტობასა და დიო
ფიზიტობას შორის ამ უკანასკნელის მზარდი უპირატესობით.
ეს ბუნებრივი მოვლენა შემდეგში ერთბაშად დაარღვია საგარეო ფაქტორმა, რასაც მოჰყვა სე
ნიორალური სახლების ლიკვიდაცია და ეკონომიკური ერთობის აბსოლუტურად სრული
გაქრობის ბაზაზე თემობრივ-ეთნიური დაყოფის უაღრესად რეგრესული პროცესი წარმოშვა.
ეს ბრძოლა საღვთო იყო (5)
ლელა ჩხარტიშვილი

ეს ბრძოლა საღვთო იყო და ღმერთმაც საღვთო დახმარება აღმოუჩინა ქართველებს - „არა


განიშოროს უფალმან ერი თვისი და სამკვიდრებელი თვისი არა უგულებელსყოს“ ღმერთი
ქვეყნიერებისა და ისტორიის მეუფეა. მისი განგებულების გზები ჩვენთვის, უბრალო მოკვდა
ვთათვის, ხშირად მიუწვდომელი რჩება. ზოგჯერ ამა თუ იმ ერს ღმერთი უგზავნის განსაცდ
ელებს (მტრის შემოსევებს, კატასტროფებს, ომებს, მიწისძვრებს, სტიქიურ უბედურებებს),
როგორც სასჯელს ცოდვებისათვის, ზოგჯერ კი – ცოდვათაგან გამოხსნისა და განწმენდისათ
ვის, ან გამოფხიზლებისათვის, რათა სული არ დავივიწყოთ და მისთვის ვიღვაწოთ; ზოგჯერ
კი უფალი ჩვენ მოთმინებასა და რწმენას გამოცდის, რათა ნათლად წარმოჩნდეს ერის დაფარ
ული სულიერი პოტენციალი. ,,რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომახურვენ ჩუენ,
ვითარცა გამოიხურვების ვეცხლი... განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩვენ
განსასვენებელად’’ (ფს. 65. 9-11).
საქართველოს ისტორიაში არაერთხელ ყოფილა ჟამი, როცა თითქოს ცოდვა-მადლი არ განირ
ჩეოდა, როცა ცეცხლის კალოდ ქცეული ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა.
სწორედ ასეთ დროს ირგვლივ გამეფებულ სულიერ წყვდიადსა და საშინელ ბოროტებაში მნა
თობებივით ბრწინავდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი რწმენის, იდეალების, სიმართლ
ის გულისათვის თავისუფლად მიდიოდნენ სიკვდილზე. საქართველოს ისტორია ამგვარ მოწ
ამეთა სისხლით არის დაწერილი. ისევე, როგორც ქრისტეს სისხლმა სიკვდილის მონობისგან
გამოისყიდა კაცობრიობა, ქართველ მოწამეთა სისხლის წვეთებიც ჩვენი ქვეყნის იმედის,
ხსნისა და მომავალი გაბრწყინების თესლებად იქცნენ. ავიღოთ თუნდაც XVII საუკუნე. ამ პე
რიოდში საქართველოს მძიმე განსაცდელი მოუვლინა ღმერთმა – იგი სპარსელთა სათარეშ ოდ
იქცა. მაგრამ... ,,სადაცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფროს გარდაემატოს მადლი ღვთი სა'', ამ
საუკუნეში შეუერთდნენ ზეციურ სასუფეველს წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფა ლი,
წმიდა მოწამე ლუარსაბ მეფე, წმიდა 6000 გარეჯელი ბერი, წმიდა მღვდელმოწამე ევ დემოზ
კათალიკოსი, წმიდა მღვდელმოწამე თევდორე კველთელი. ამ საუკუნეში აღესრულა ღვთისა
და ერის სადიდებლად ცხრა ძმა ხერხეულიძე და მათთან ერთად 9000 მხედარი მარ აბდის
ველზე და ამავე საუკუნეში მოუვლინა ყოვლადსახიერმა უფალმა ქვეყანას ხსნად და იმედად
კახეთის გმირები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები. ისეთი
შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთელმა ქართველობამ მიწიერი სამშობლო დაუტე ვა და
ზეციურ სამშობლოს მიაშურა და... ამ საუკუნეს ნიკოლოზ მროველი ეპისკოპოსი ასე
აფასებს: ,,შაჰ-აბასი მძვინვარებდა, სახიერი ქრისტე დასტკბებოდა, ტანჯვანი ძნიალობდეს,
მოსაგებელი ძვირ-ფასობდა’’. მართლაც, ქართველი ხალხისთვის ეს პერიოდი იყო უჭკნობი
გვირგვინის მოპოვების ჟამი, ჟამი ,,ცრემლით თესვისა’’, ,,სათნოებათა მჭელეულების შეკრე
ბისა’’.

შაჰ-აბას Iდა შაჰ-აბას II ყორნებივით დასტრიალებდნენ თავს ივერიას, ცეცხლის ალში ხვევდ
ნენ ეკლესია-მონასტრებსა და ციხესიმაგრეებს, ათიათასობით ქართველს მშობლიური მიწი
დან ყრიდნენ და სპარსეთში მიერეკებოდნენ. მდგომარეობას ვერც შაჰ-აბას I-ის სიკვდილმა
უშველა. თუმცა კი გაიქნია მეფე თეიმურაზმა ხმალი, მაგრამ შაჰ-აბას II-მ ქართლ-კახეთში
დიდი ჯარი გამოგზავნა, ქართლის მმართველად როსტომ-ხანი დაადგინა, კახეთი კი სელიმ-
ხანს უბოძა. ქართლის ფეოდალების ნაწილი როსტომ-ხანს ეახლა, ნაწილმა კი თეიმურაზს ყი
ზილბაშებთან ომი არ ურჩია და ისიც მცირე ამალით იმერეთს გადავიდა. შემდგომში შაჰმა
კახეთიც როსტომ-ხანს გადასცა სამართავად. კახეთის გაუტეხელობა და თეიმურაზ მეფის და
უცხრომელი საქმიანობა ირანის წინააღმდეგ, რაც მის მიერ რუსეთთან კავშირის გაძლიერება
ში გამოიხატებოდა, არ ასვენებდა სპარსელებს. განსაკუთრებით მთიულეთი შფოთავდა. თუშ-
ფშავ-ხევსურებმა არაერთი ელჩობა გაუგზავნეს რუსეთის მეფეებს და დახმარება სთხოვ ეს,
მაგრამ დაუძლურებული საქართველოსთვის ირანს მტრად ვინ გაიხდიდა?! შაჰ-აბას II-მ
მამამისის გეგმა გაიხსენა და კახეთში თურქმან მომთაბარეთა ჩასახლება გადაწყვიტა. 1656 წ.
მან როსტომ-ხანს კახეთი ჩამოართვა და სამართავად ისევ განჯის ხანს, სულიმს, გადასცა და
თურქმანთა ჩამოსახლებაც მას მიანდო. გადაწყდა – კახეთში თურქმანთა 25 000 ოჯახი უნ და
ჩამოესახლებინათ, კახეთის საუკეთესო მიწები მათთვის უნდა გაენაწილებინათ, ეს მომ
თაბარე-მეჯოგე მოსახლეობა მიწაზე უნდა დაემაგრებინათ, რათა ხვნა-თესვასა და შენებას შე
სდგომოდნენ. შაჰ-აბას II-ს სახსრები არ დაუზოგავს თურქმანთა გადასახლებისა და მათი და
ცვის ორგანიზაციისათვის. ადარბადაგანიდან გადმოყვანილმა თურქმანთა დიდმა ურდოებ მა
მთელი კახეთის ბარი დაიჭირეს (80 000 ოჯახი ჩამოსახლდა). შაჰმა ირანის სარდალ ალა
ვერდი-ხანს დაავალა კახეთში 3 ციხის აგება. ამ ციხეების გარნიზონებს თურქმანები ქართვე
ლთა თავდასხმებისგან უნდა დაეცვა. ციხეების ასაშენებლად კახეთში გაუგზავნიათ ხუროთ
მოძღვრები, კალატოზები, მშენებელი მუშები და საჭირო ფული. ირანელებმა ალავერდის მო
ნასტრის გალავანი ციხესიმაგრედ გადააკეთეს და შიგ ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენეს.
ალავერდის ტაძარში მწუხრი-ცისკრის ნაცვლად ნიზამი აღესრულებოდა. ქართველებს ბარ ში
აღარ დაედგომებოდათ და მთებში ილტვოდნენ. ,,ქართლის ცხოვრების'' მემატიანე მოგვი
თხრობს: ,,აღარა სადა იხსენებოდა სახელი ქრისტესი, თვინიერ მცირეთა ოდენ მთით კერძო
თუშთა, ფშავთა და ხევსურთა შორის’’. ყოველ დილით მუეძინის ყვირილი აღვიძებდა კახ
ეთს. ალავერდი-ხანის ხელმძღვანელობით აშენდა ასევე ბახტრიონის ციხე, რომლის სიგრძე ას
მეტრს აღემატებოდა. ბახტრიონის ციხე სტრატეგიული მნიშვნელობისა იყო. იგი კახეთის
მთიანეთიდან ბარში ჩამომავალ გზებს აკონტროლებდა და ალაზნის ზემო წელში დასახლე
ბულ თურქმანებს მთიელთა თავდასხმებისაგან იფარავდა. მომთაბარე ელები ძირითადად მე
საქონლეობას მისდევდნენ. მათ ვრცელი საძოვარი ველები სჭირდებოდათ. კახეთში მევენახე
ობას გადაშენების საფრთხე დაემუქრა. საშიშროების წინაშე აღმოჩნდა მთიანეთის მოსახლეო
ბაც, რომელიც ბარის პურ-ღვინითა და ზამთრის საძოვრებით ირჩენდა თავს. ამას ემატებო და
ყიზილბაშ მეციხოვნეთა სიმკაცრე და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ თავხედობა. თვით
სპარსელი ისტორიკოსიც ვერ მალავს – ,,ელებს მისწრაფება ჰქონდათ ქართველებზე
ებატონათო’’.
კახელები ხედავდნენ, თუ როგორ აშენებდნენ ციხეებს ყიზილბაშები, ჩეხდნენ ვენახებს, ბილ
წავდნენ ღვთის სახლებს... ქვეყანა ზღუდემოხდილ ვენახს დაემსგავსა და ,,მოჰყურძნიდნენ
მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი’’ (ფს. 69,12). ქართველთა საყოველთაო უკმაყოფილე ბა
დღითი დღე იზრდებოდა. თუშ–ფშავ–ხევსურებმა სალაშქროდ მზადება დაიწყეს. ქართ ულ
ხალხურ პოეზიაში დაცული ცნობების მიხედვით, ამ მოძრაობის ლიდერი სახალხო გმი რი –
ზეზვა გაფრინდაული იყო. თურქმანებისაგან შეურაცხყოფილი კახელები დუშეთს ზა ალ
ერისთავს ეახლნენ, დაუჩოქეს და შესჩივლეს: ,,გააოხრეს სრულიად კახეთი უსჯულოთა
აგარიანთა... და აწ ამისი მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც, ვინათგან შენდა რწმუნებულ არს
კახეთიო’’. ზაალ ერისთავმა აშკარა დახმარება ვერ გაბედა, მაგრამ ,,მცირედნი ოდენ კაცნი
რჩეული მხედრები მისცნა თანაშემწედ საიდუმლოდ’’.
აჯანყების უშუალო ხელმძღვანელი და ორგანიზატორი იყო კახეთის სუფრაჯი (სუფრის ზე
დამხედველი), მხნე რაინდი – ბიძინა ჩოლოყაშვილი. ,,არა განიშოროს უფალმან ერი თვისი
და სამკვიდრებელი თვისი არა უგულებელსყოს’’. უფალმა თავისი არსი გამოაჩინა ჩვენზედ და
,,აღამაღლა რჩეული ერისაგან ჩუენისა’’ (ფს. 88,20). ღმერთმა ბიძინა ჩოლოყაშვილს შთა აგონა
კეთილი განზრახვა. იგი მივიდა ქსნისა და არაგვის ერისთავებთან და დახმარება სთხოვა;
მოუწოდა, ერთად ებრძოლათ მომხდურთა წინააღმდეგ, ,,აწ უკვე აღვდგეთ მათ ზე და,
დაღაცათუ შეუძლებელ არს ჩვენ მიერ, არამედ ძალითა და შეწევნითა დამბადებელისა და
ღვთისა ჩვენისა და წინაძღომითა და განძლიერებითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და
თანა დგომითა ახოვანისა მხედრისა წმიდისა გიორგისათა, რამეთუ დიდებული ტაძარი მისი
(ალავერდი) დაიპყრეს და შეაგინეს და პატიოსანი ხატი მისი შემუსრეს’’. ბიძინა ხედავ და
ქართველთა შესაძლებლობებს, მაგრამ, ღვთის ნებას მინდობილს და სამშობლოს გამოხს ნის
აუცილებლობაში დარწმუნებულს, სჯეროდა გამარჯვებისა. ღვთის მიმართ სასოების და
მდებელს სწამდა, რომ უფლის წყალობა შეგვეწეოდა, რადგან სიმართლე ჩვენ მხარეზე იყო.
მართლმსაჯული, ძლიერი და სულგრძელი უფალი სამართალს განსჯიდა და არ უგულებელ
ყოფდა ქართველთა ჭირ-ვარამს. ,,მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყვარნა და სიწრფ
ოებანი იხილნა პირმან მისმან’’. ხოლო მტერს კი მიაგებდა ,,უსჯულოებისა და უკეთურებისა
მათისაებრ’’. ელიზბარ
და შალვა ქსნის ერისთავებმა ,,დიდითა გულმოდგინებითა მოირთეს ძალი, რაისა ცა
შემძლებელ იყვნეს სპითა თვისითა. მოვიდნენ თიანეთს, იხმეს თუშ-ფშავ-ხევსურნი, ერთ
ბნელსა და უმთვარო ღამეს გარდავლეს მთა და ჩავიდნენ ახმეტას’’. ზეზვა გაფრინდაულთან
ერთად აჯანყების აქტიური მონაწილეები იყვნენ: ხევსური ნადირა ხოშარაული, ფშავი გოგო
ლაური და სხვ. დიდმა განსაცდელმა ქართული საზოგადოების ყველა ფენა გააერთიანა. სამ
შობლოს დასაცავად აღდგა მთელი კახეთის მოსახლეობა. აჯანყებას მხარი ქართლშიც დაუ
ჭირეს. შურისძიების ჟამი დადგა. ქართველები საკუთარ ძალზე როდი ამყარებდნენ იმედს,
არამედ ღმერთზე. ,,რამეთუ სიქადულ ძალისა მათისაი’’ უფალი იყო და ,,ნება ღვთისა ამაღ
ლდეს რქა ჩვენი’’ (ფს. 88,17). და აი, უფალმა სამშობლოს დასახსნელად დაძრულ ქართველ თა
ლაშქარს უდიდეს შემწედ ბრძოლის ველზე ახოვანი მხედარი, დიდმოწამე გიორგი მოუვ
ლინა. ეს ბრძოლა საღვთო იყო და ღმერთმაც საღვთო დახმარება აღმოუჩინა ქართველებს. აღ
დგნენ ქართველები რჯულისა და მამულის დასაცავად, – და ,,აღსდეგინ ღმერთი და განიბნი
ნენ მტერნი მისნი’’... ქართველთა ლაშქარი ორად გაიყო: ერთი ბახტრიონის, მეორე კი ალავე
რდის ასაღებად გაემართა. მტერს თავისი ძალები ძირითადად აქ ჰყავდა გამაგრებული. ილო
ცეს ქართველებმა და საომრად მოემზადნენ. 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე აჯან
ყებულთა რაზმებმა თითქმის ერთდროულად ბახტრიონსა და ალავერდს შეუტიეს. ბრძოლა
ღამით, მტრისთვის მოულოდნელად მოხდა. ბახტრიონის ციხეში შეჭრილმა ქართველთა ლა
შქარმა ყიზილბაშ მეციხოვნეთა დიდი ნაწილი გაანადგურა, ნაწილმა გაქცევა მოახერხა და
ალავერდის ციხეს მიაშურა. ამასობაში კახელებს ალავერდის ციხე აეღოთ, იქიდან გამოქცეუ
ლი მტერი ბახტრიონისკენ მირბოდა თავშესაფარებლად. თვით უფალი დევნიდა მათ: ,,ეგრ ეთ
სდევნე იგინი ნიავქარითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნე იგინი’’ (ფს. 72,15).
ლტოლვილები ალვანის მინდორზე შეეფეთნენ ერთმანეთს. სწორედ იქ მოუსწრეს მათ ქარ
თველებმა და მტრებს მუსრი გაავლეს. იმ ადგილს, სადაც ეს მოხდა, ხალხი ახლაც ,,გაწყვე
ტილას’’ ეძახის. ქართველებმა პატიოსანი ჯვრის ძალით და წმინდა გიორგის წინამძღოლობ
ით აოტეს და განაბნიეს მტერი. ქართველთა ძლევამოსილი მხედრობა ჰმადლობდა ღმერთს
და ერის მფარველ წმიდა გიორგის, ,,რამეთუ ცხადად იხილვებოდა მთავარმოწამე გიორგი
ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლი წინამავლად მათდა’’.
თავისუფლად ამოისუნთქა კახეთმა. ამ დღის მერე ,,კახეთში თათარნი აღარსად იპოებოდნ
ენ’’. საკვირველი იყო ეს გამარჯვება. მან იმედი ჩაუსახა ქართველებს და ერთად ყოფნის
აუცილებლობაში კვლავ დაარწმუნა. ,,ღმერთი შურისძიებათა განცხადნა’’ (ფს. 92,8) და
,,შემუსრა უფალმან მკლავი ცოდვილისა და უკეთურისა’’ (ფს. 9). ამ გამარჯვებას უდიდესი
მნიშვნელობა ჰქონდა. სპარსთა ბატონობას საფუძველი შეერყა. კახეთის გმირულმა ბრძოლამ
შაჰ-აბასი აიძულა, ხელი აეღო თავის საზარელ გეგმაზე. მან თურქმანთა კვლავ გადმოსახლე
ბის განზრახვა დროებით უარყო.
ბახტრიონის აჯანყება ქართველი ხალხის ისტორიაში სარწმუნოებასა და მამულისათვის
ბრძოლის უბრწყინვალესი ფურცელია. ბახტრიონის აჯანყება ქართველი ხალხის გამარჯვე ბის
ზეიმია ყველა დროსა და ყველა ეპოქაში. ბახტრიონის აჯანყების დაგვირგვინება მიწიე რი
საქართველოდან ზეციური სასუფევლისთვის გაღებული უძვირფასესი ძღვენი იყო – წმი და
მოწამენი ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები. განრისხებული
შაჰ-აბასი საქართველოს ამას არ აპატიებდა. მან ქართლის მეფეს, ვახტანგს, სპარსთაგან შაჰ-
ნავაზად წოდებულს, უბრძანა, ქრისტეს ახოვანი მხედრები – ბიძინა ჩოლო ყაშვილი და ქსნის
ერისთავები, მასთან გამოეგზავნა. შაჰ-აბასმა ისინი იმ ურდოებს გადასცა, რომელთა
ნათესავებიც ბახტრიონის ბრძოლაში ამოწყვიტეს. აბასმა თურქმანთა სულთანს შე
უთვალა: ,,ეგენი კარგი მებრძოლები არიან. ეცადე, რჯული შეაცვლევინო. თუ დაგიჯერეს,
პატივით შეიწყნარე, თუ არა და მწარე სატანჯველით დასაჯეო’’. თავიდან ლიქნით შემოუთ
ვალა შაჰმა ქართველ დიდებულებს, დიდ ნიჭსა და პატივს მოგაგებთ სანაცვლოდო. მაგრამ
ქართველებმა სპარსეთის მბრძანებელს არდალანის სულთნის პირით შეუთვალეს: ,,ჩვენ ნიჭ
თა და პატივთა თქვენთათვის არა გული გვითქვამს. არცა ვეძიებთ საბოძვართა თქვენთა, რა
მეთუ ჩვენ ზეცათა მეფის მონანი ვართ და მხედრად ქრისტესა განწესებულნი... მზად ვართ
ყოვლისავე დათმენად, რათა მის თანა ვსუფევდეთ და მის თანა ვიხარებდეთ’’ (ეს სიტყვები
განმსჭვალულია წმინდა წერილის სულით). ბევრს ეცადა არდალანის სულთანი, მაგრამ ვერა
ნაირმა დაპირებამ ვერ მოხიბლა ქრისტეს ერთგული მსახურები, ,,განკვირდნენ თათარნი სი
მხნესა და ახოვნებასა მათსა და კადნიერებით სიტყვის გებასა’’. მაშინ შაჰის ბრძანებით გმირ
ები შეიპყრეს, მიწაზე ათრიეს და სასტიკად სცემეს. წმიდანები ერთმანეთს ამხნევებდნენ, ტა
ნჯვას ითმენდნენ, ღმერთს ევედრებოდნენ შეწევნასა და გაძლიერებას, რათა სიხარულით შე
ეწყნარებინათ მათზე მოწევნული სატანჯველი. შემდეგ წმიდანები გააშიშვლეს და გზაზე და
ყარეს მწერთა დასაგესლად, ხელფეხშეკრულნი, მშიერ-მწყურვალნი. შემდეგ ეშმაკებივით შე
უჩნდნენ, ემუქრებოდნენ და ათასგვარ სატანჯველს ჰპირდებოდნენ, მაგრამ მოწამენი ,,უახო
ვნეს იქმნებოდეს''. განრისხებულმა სელიმ-ხანმა გადაწყვიტა წმ. ბიძინას შესაშინებლად მის
თვალწინ თავი წარეკვეთათ წმინდა ელიზბარისა და შალვასთვის. ,,არა რაი არს უტკბილეს
ქრისტესთვის სიკვდილისა’’ – თქვა წმ. ბიძინამ.
ქსნის ერისთავებმა მახვილს ,,სიხარულით წაუპყრნეს ქედნი''. წმიდანები თათრებს აღემატებ
ოდნენ სიმაღლით, ამიტომ ჯალათემა ,,ხერხი იხმარეს’’ – ჰკრეს წვივებზე მახვილი, მუხლზე
დასცეს მოწამენი და მერეღა მოახერხეს მათთვის თავის მოკვეთა. თანამებრძოლთა სიკვდ ილს
ოდნავადაც არ შეუშინებია წმიდა ბიძინა. ყიზილბაშებმა გადაწყვიტეს შეურაცხყოფით
მოეტეხათ მისი სიმხნევე. ახოვან გმირს ჩადრი ჩამოაფარეს, ვირზე უკუღმა შესვეს და ქუჩა-
ქუჩა ატარეს. დასცინოდნენ მას, წმიდა ბიძინა კი ჰმადლობდა ღმერთს იმის გამო, რომ მსგავ
სად უფლისა, ისიც ვირზე მჯდომი შედიოდა ზეციურ იერუსალიმში. ამის შემდეგ ჯალათებ
მა გადაწყვიტეს, ცოცხლად აეჩეხათ წმიდანი. ,,აღიღეს მახვილი და დაიწყეს ჭრად და კვეთ
ად’’. სხეულის ყოველი ასოს მოკვეთის დროს წმიდა ბიძინა მრწამსს იმეორებდა დაუცხრომ
ლად. უხმობდა ქრისტეს და ტკივილს აღიმსუბუქებდა. უფალი ანუგეშებდა და განაძლიერებ
და მას. ბოლოს დარჩენილ ტანზე თავიღა დარჩა უვნებელი. ბაგეების მოძრაობით ჩანდა, რომ
გული ჯერ კიდევ ფეთქავდა და წმიდანი ლოცულობდა. მაშინ ერთმა ჯალათმა შუბი უგმირა
და წმიდანის გული გაჩერდა. ეს მოხდა 1661 წელს.
წმიდა მოწამეთა გვამები მთელი დღე ღია ცის ქვეშ ეყარა, რადგან ვერავინ ბედავდა მათთან
მიახლებას. ღამით მათ ბრწყინვალე ნათელი დაადგა. შუაღამისას ქრისტიანებმა ფარულად
დაკრძალეს წმიდანთა ნეშტები. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდა შალვას მეუღლემ, ქეთევანმა
და მისმა ძემ, დავითმა, სარწმუნო კაცები წარგზავნეს წმიდანთა ნეშტების ჩამოსასვენებლად.
საფლავი გათხარეს და ნახეს: სამივე წმიდა მოწამის ნაწილები ისე შეერთებულიყო, რომ ვერ
განარჩევდი, რომელი რომლისა იყო. წმიდანთა ნაწილები წამოაბრძანეს და პატივითა და დი
დებით იკორთის მთავარანგელოზთა მონასტერში, ერისთავთა საგვარეულო სამარხში დაკრ
ძალეს.
ზეზვა გაფრინდაული და მისი თანამებრძოლები, როგორც ხალხური საისტორიო პოეზია მო
წმობს, ერთხანს კიდევ განაგრძობდნენ ბრძოლას კახეთში დარჩენილი ყიზილბაშების წინააღ
მდეგ და დიდ ზიანსაც აყენებდნენ მტერს. ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ეწია ზეზვას. ისტორიოგ
რაფიამ სახალხო გმირი ისტორიაში არ შეიყვანა. ხალხმა ზეზვას მრავალი სიმღერა და ლექსი
უძღვნა, რითაც უკვდავყო მისი სახელი. ისტორიულ დრამაში, ისტორიულ პროცესთა მდინა
რებაში როგორც ხორბალი ღვარძლისაგან, ისე განირჩევა კეთილისმოქმედთა და ბოროტის
მოქმედთა ღვაწლი. ,,მეორედ მოსვლისას სიკეთის მოქმედნი გამობრწყინდებიან, როგორც
მზე, ანგელოზებითურთ, საუკუნო ცხოვრებისათვის უფალ იესო ქრისტესთან, მჭვრეტელნი
მისნი და ჭვრეტილნი მისგან, რომლის დაუსრულებელ სიხარულსაც მოინაყოფებენ’’ (წმ.
იოანე დამასკელი).
პროვიდენციალისტური მსოფლმხედველობის თანახმად, ღვთის მადლით, ერის ხსნა მომდი
ნარეობს რჩეული ადამიანების მეოხებით, ადამიანებისა, რომელნიც მონანიებისათვის გამზა
დებულ საწყაულებად იქცევიან. თავიანთი თავდადებით, განგებისადმი მორჩილებით, ღვთის
ჭეშმარიტებისათვის მოწამეობით ისინი უფლის კეთილგანწყობასა და მოწყალებას
მოიზიდავენ. ეს მოწყალება მთელ ერზე განცხადებულად ვლინდება, რათა განდიდდეს უფ
ლის სახელი: ,,ნუსადა თქვან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ
იყავნ წარმართთა შორის წინაშე თვალთა ჩვენთა შურისგება სისხლისა მის მონათა შენთასა,
რომელ დაითხია’’ (ფს. 78,11)
აღმზრდელი მეფისა და "პრემიერ-მინისტრი"

გიორგი ჭყონდიდელი (2)


12 (ახალი სტილით 25) სექტემბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა გიორგი ჭყონდი
დელის ხსენების დღეს (+1118 წელი).

გიორგი ჭყონდიდელი იყო "ყოველთა გზათა და საქმეთა და ღვაწლთა" მოზიარე ჩვენი დი დი


იმპერტორის - დავით აღმაშენებლისა.

მასზე ცნობები ცოტაა, თუმცა ამ ცნობებიდანაც იკვეთება უდიდესი დამსახურების სახელმ


წიფო და საეკლესიო მოღვაწე, დიდი პატრიოტი და სარდალი. იგი იყო რუის-ურბნისის საე
კლესიო კრების ერთ-ერთი ორგანიზატორი - “კრების თვალი“. ქართული ეკლესიის მთავარე
პისკოპოსი, სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი, „მთავრობის თა
ვმჯდომარე“, "პრემიერ-მინისტრი"... და არა ერთი სამხედრო ოპერაციის მეთაური, რომლებ იც
შესანიშნავად დაგეგმა და ჩაატარა, სხვა მამულიშვილებთან ერთად.

დავითის ისტორიკოსი წერს: „შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელსა და მწიგნობართუხუცესსა წი


ნაშე თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი, და სიმარჯვით მოიპარეს სამშვილდე”. ე. ი. ისე
თი სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს მისი ხელმძღვანელობით ქართველებმა, რომ თურქები გა
ოგნებულნი დარჩნენ. ამ დროს დავით აღმაშენებელი, თურქთა თვალის ასახვევად და დასაბ
ნევად დასავლეთ საქართველოში იყო გადასული, რაც თურქულმა მხარემ იცოდა... ასეთ ოპე
რაციებს ატარებდნენ ქართველნი.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ასევე წერს: „და წარიღო გიორგი ჭყონდიდელმან რუსთა
ვიცა, მეფისა მუხნარს ყოფასა.” აქაც ჩანს, რომ გიორგი ჭყონდიდელი შესანიშნავი სარდალი
გახლდათ.

საინტერესოა კიდევ ერთი ცნობა გიორგი ჭყონდიდელზე, როდესაც ის ახლდა მეფეს ჩრდი
ლო კავკასიაში, ოსეთში. აქ რამდენიმე სიტყვითაა დახასიათებული გიორგი ჭყონდიდელ-
მწიგნობართუხუცესი, თუმცა ამ რამდენიმე სიტყვაში უდიდესი დამსახურება და მამულიშ
ვილის ბიოგრაფია ჩანს:

„ხოლო მათ სიხარულით მიითუალეს, გარნა ითხოვეს გზა მშვიდობისა ოვსთაგან. ამისთჳს-ცა
ბრძანა მეფემან წარსლვა ოვსეთს, და სიტყუასა-ვე თანა წარემართა და თანა-წარიტანა გ ი ო რ
გ ი ჭ ყ ო ნ დ ი დ ე ლ ი დ ა მ წ ი გ ნ ო ბ ა რ თ - უ ხ უ ც ე ს ი თ ჳ ს ი, კ ა ც ი ს რ უ ლ ი ყ ო
ვ ლ ი თ ა ს ი კ ე თ ი თ ა ს უ ლ ი ს ა დ ა ჴ ო რ ც თ ა ს ა, ს ა ვ ს ე ს ი ბ რ ძ ნ ი თ ა დ ა გ ო
ნ ი ე რ ე ბ ი თ ა, გ ა ნ მ ზ რ ა ხ ი, ს ჳ ა ნ ი დ ა ფ რ თ ხ ი ლ ი, თ ა ნ ა - ა ღ ზ რ დ ი ლ ი ა ღ
მ ზ რ დ ე ლ ი პ ა ტ რ ო ნ ი ს ა დ ა თ ა ნ ა - გ ა ნ მ კ ა ფ ე ლ ი ყ ო ვ ე ლ თ ა გ ზ ა თ ა, ს ა ქ მ
ე თ ა დ ა ღ უ ა წ ლ თ ა მ ი ს თ ა. შევიდეს ოვსეთს და მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და
ყოველ ნი მთავარნი მათნი, და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა. და აღიხუნეს მძევალნი
ორთა გან-ვე, ოვსთა და ყივჩაყთა, და ესრეთ ადვილად შეაერთნა ორნი-ვე ნათესავნი. და ყო
შორის მათსა სიყუარული და მშჳდობა ვითარცა ძმათა. და აღიხუნა ციხენი დარიალასა და
ყოველ თა კართა ოვსეთისათა და კავკასიისა მთისათანი და შექმნა გზა მშჳდობისა
ყივჩაყთათჳს“.

ეს ნაწყვეტი კიდევ სხვა მხრით არის სასიამოვნო ქართველთათვის...

თუმცა ჩრდილო კავკასიში ყოფნისას დიდი უბედურება მოხდა:

„ხოლო მაშინ ოვსეთს ყოფასა მიიცვალა გიორგი ჭყონდიდელი; თავ-ადგა სიყრმითგანთა პა


ტრონისა მსახურებათათჳს; და პატივითა დიდითა წარმოგზავნა მონასტერსა ახალსა და მუნ
დაემარხა. რომელი იგლოვა ყოველმან სამეფომან და თჳთ მეფემან, ვითა მამა და უმეტეს-ცა
მამისა, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე, ვიდრემდის იშვა ვახტანგ, რომლისა ხარებითა და
იჴსნა გლოვა“.

მამასავით იგლოვა დიდმა იმპერატორმა გიორგი ჭყონდიდელი. ასეთი დიდი სიყვარული


ჰქონდა უდიდეს ქართველს ერთ-ერთი უდიდესი ქართველისადმი...

დამწუხრებულმა მეფე დავით აღმაშნებელმა წმიდა გიორგი ჭყონდიდელი დასავლეთ


საქართველოში გადაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში.

გიორგი ჭყონდიდელი ქართული მამულიშვილობის სიმბოლოა, ქართული ეკლესიისა და


ქართული სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლო. მის საეკლესიო და საერო „სახელოებში“,
თანამდებობებში კარგად ცანს, რომ ჩვენს სახელმწიფოში საერო და სასულიერო ხელისუფ
ლების სიმფონია იყო (ამ თემაზე უფრო დაწვრილებით სხვა დროს).

წმინდა გიორგი ჭყონდიდელი იყოს ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს შემწე, დროებით


დაკარული ტერიტორიების დაბრუნების, ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს
განმტკიცების საქმეში!

წმინდა გიორგი ჭყონდიდელმა დაგვილოცოს ოჯახები!


ლოვარდ ტუხაშვილი

საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკურ-დიპლომატიური მიდგომა


სომხეთის შემოერთების პრობლემისადმი
სომხური პროვინციების შემოერთების თავისებურებანი, მათი ,,გასამხედროების“
პროცესი ,,ნა
რკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მი


მართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმო
დგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში
შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლო
გიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეი
ცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-
გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად. მონოგრაფია
გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზო გადოების
ყურადღებასაც დაიმსახურებს.

XI-XIII სს-ის განმავლობაში ერთიანი ქართული მონარქია თანდათანობით თავისი სკიპტრის


ქვეშ იკრებდა სომხურ პროვინციებს. ე. წ. კლასიკურ პერიოდში (XII ს. დასასრული და XIII ს.
დასაწყისი) საქართველოში მთლიანად შემოვიდა ჩრდილო და ცენტრალური სომხეთი: ანი
სის, ვანანდის ანუ კარის, ლორე-ტაშირის ქართულ-სომხური სამეფოები, სივნიეთი, ვასპურა
კანის ნაწილი. ისტორიული ტრადიციით არქართული ტერიტორიების შემოსვლა ქართულ
სახელმწიფოში ხდებოდა ორი სახით: 1. უშუალო შემოერთება და 2. ყმადნაფიცობის რიგი.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ,,ორი წესი“ მხოლოდ ზოგადად გამოხატავს სინამდვილეს. ფაქტიურ
ად აშკარად გამოირჩევა დაქვემდებარების (პოლიტიკური ვასალიტეტის) 3 და უშუალო შემ
ოერთების (შერთვის) ანუ უნიტარიზაციის 2 ფორმა. პირველ შემთხვევაში ჩვენ ვარჩევთ კუ
ლტურულ-კონფესიონალურ შეტევის (,,ქართველიზაცია“) გზით მიღებულ ყმადნაფიცობას
(ჩრდ. კავკასია და იქნებ ყივჩაღეთიც), რომელიც უმთავრესად ნებაყოფლობითი, მშვიდობია
ნი და რაც მთავარია ურთიერთვალდებულებითი შინაარსის კავშირია. ე. ი. ორივე მხარეს აქვს
მტკიცედ გამოკვეთილი ვალდებულებანი: ჩრდ. კავკასიელებს ლაშქრით სამსახური, სა
ქართველოს კულტურულ-კონფესიონალური მწყემსის როლი და პარალელურად ეკონომიკუ
რი გარანტიის ფუნქცია (ქართული წყაროების მითითება, რომ ,,ქართველ მეფეს მორჩილებ ენ
მთიელნი“, მათი მოხარკეობის ნიშანი არაა, ამ პერიოდისთვის მთის ,,მოხარკეობა“ გულის
ხმობს ბარის მიერ მთიელთა ეკონომიკურ ხელისშეწყობასაც, ე. ი. ბარის დათმობას მთის საძ
ოვრებისათვის; უფრო მეტიც, სავარაუდოა, რომ ქართველი მეფე გარკვეულ ,,ხარკს“ - ნატურ
ალურ გამოსაღებს იხდიდა დამორჩილებული მთის სასარგებლოდ (მაგ. ,,სასვანო“). ყმადნა
ფიცი მოკავშირე არის არაქართული მოსახლეობის დაქვემდებარების II ფორმა. II
ფორმას წარმოადგენდა მაჰმადიანური პოლიტიკური ერთეულების (დარუბანდი, შირვანი,
განძა, ხლათი, არზრუმი და ა.შ.) პოლიტიკური სტატუსი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფორმა არ
ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ერთიანი პრინციპებით. თითოეულის ვასალობა
ინდივიდუალური სახისაა, მაგრამ ზოგიერთი ნიშანი მაინც საერთოა: ა.
დამორჩილება ქართველთა მეფისადმი არის პოლიტიკური დეფაქტოს აღიარება და მიიჩნე ვა
დროებით მოვლენად; ბ.
ყოველი მაჰმადიანური პოლიტიკური ერთეული ცნობს ხალიფას ან რომელიმე საერთო
უმაღლესი მაჰმადიანური ხელისუფლის (შაჰი, სულთანი) დე-იურე სიუზერენობას.
გ. ყმადნაფიცებს ახასიათებთ ღრმა სულიერი კავშირი მაჰმადიანურ სამყაროსთან. სწორედ
ამიტომაა, რომ ასეთი ,,ყმადნაფიცობა საქართველოს ძლიერების წყარო კი არაა, არამედ მოწ
მობა“. აკად. ნ. ბერძენიშვილის ეს გამოთქმა სწორედ მაჰმადიანურ პოლიტიკურ ერთეულებს
ეხება. III
ფორმა ესაა ე. წ. ,,გავლენის სფერო” (ტრაპიზონის საკეისრო, კილიკია). არცერთი
ზემოხსენებული ფორმა არ ყოფილა გამოყენებული სომხური პროვინციების მიმ ართ, ისინი
უშუალოდ იქნა შემოერთებული და ერთიანი ქართული სახელმწიფოს განუყო ფელი ნაწილი
გახდა. სომხური პროვინციები ,,ყოველი საქართველოს“ ,,შვიდი სამეფოს“ ერთ-ერთი
ძირითადი კომპონენტია. აღსანიშნავია ერთი გარემოება; მართალია სომხური თე მების
მოწყობის საკითხი სპეციალურად არავის შეუსწავლია, მაგრამ თავიდანვე ისტორიკო სები
მეტად უცნაურად განეწყვნენ. მათ საჭიროდ მიიჩნიეს განემარტათ, რატომ არ მოეწყო
სომხური თემები ყმადნაფიცობის საფუძველზე... ივ. ჯავახიშვილის აზრით, ,,სხვადასხვა სო
მხურ თემებში დამყარებული წესის განსხვავება იმით აიხსნება, რომ თითქმის მთელი საუკუ
ნით ადრე იქ სომხური ხელისუფლება მოსპობილი იყო და ამ ტერიტორიების მაჰმადიან
მფლობელებს ართმევდა. ადგილობრივი ხელისუფლება, ვისთანაც შეიძლებოდა ყმადნაფიც
ობის სისტემის დამყარება, არ არსებობდა“... ვფიქრობთ, ივ. ჯავახიშვილის ეს შეხედულება
სწორია მხოლოდ ნაწილობრივ, - მართალია სომხური სახელმწიფოებრიობა დაყვანილი იყო
ნულამდე, მაგრამ ლორე-ტაშირის კვირიკიანთა სახლი ამ პერიოდშიც (დავით აღმაშენებლის
პერიოდში და მერეც!) კვლავ არსებობდა და სურვილის შემთხვევაში საქართველოს სამეფო
კარს მათი პოლიტიკური ძალაუფლების აღდგენა არ გაუჭირდებოდა. აქ საქმე სხვაშია - საქა
რთველო ფორმალურად სტოვებდა ცალკეულ სამეფოებს - ოღონდ სამეფო ხელისუფლებას
ავტომატურად უერთებდა ,,აფხაზთა და ქართველთა მეფის“ ტიტულს. ,,სანამ უშუალოდ გა
დავიდოდეთ სომხური თემების ადმინისტრაციულ მოწყობაზე და მათ პოლიტიკურ სტატუს
ზე, საჭიროდ მიგვაჩნია თვით ამ ცნების: ,,სომხური პროვინციები“, ,,სომხური თემები“ განმა
რტება. ,,სომხური პროვინციების“ ძირითადი ბირთვი ტერიტორია, რომელზედაც გაშლილი
იყო ,,ლორე-ტაშირის“ სამეფო, ისტორიულად ქართულია - სწორედ ამიტომ ამ მხარის შემოე
რთება, რა ფორმითაც არ უნდა მომხდარიყო ეს, - სელჩუკი-თურქების გარეკვით თუ ადგილ
ობრივი სომხური ხელისუფლების ლიკვიდაციით განიხილებოდა როგორც მშობლიური თემ
ების დაბრუნება. ,,ჩრდილო სომხეთის, ანუ სომხურად ,,ჩრდილო მხარენის“ (ჰიუსისადმი
კომ-კომანქ“) ცნება, საკმაოდ ცვალებადია, ეპოქის მიხედვით იცვლიდა შინაარსს, მაგრამ ძირ
ითადად იგი აღნიშნავდა ახპატ-სანაინის, ე.ი. ძორაგეტის, ახლანდელი დებედას ოლქის (ზო
გჯერ მხოლოდ ახპატ-სანაინის მხარეს, უფრო ხშირად კი ძორაგეტის, კაენ-ძოროფორ-ჰაი
ერქს) შემდეგდროინდელ ყაზახ-შამშადილოს (რანითა და განძაკითურთ) (ამის შესახებ დაწვ
რილებით იხ. ლეონ მელიქსეთ-ბეგი ,,ჩრდილო სომხეთი“, გვ. 15-17). ესაა ის საინტერესო
მხარე, რომელსაც ქართულ ისტორიულ-გეოგრაფიული ტრადიცია ორი სახელით იხსენიებს
,,სომხითი“ და ,,სომხეთი“ (ლ. მელიქსეთ-ბეგი). ბერძნული და სომხური ,,გოგარენე - ,,გუგა
რქად“ (ივ. ჯავახიშვილით ,,გუგარეთი“), ამავე მხარეს ეწოდება ,,ტაშირი“ და ,,ვრაცდაშ
ტი“ (უხტანესი, ასოლიკი, ფსევდო შაჰუ ბაგრატუნი) ,,სიავორდელთა ან სავორდელთა“ მხა რე
(,,სეავორდაც“, ,,სევორდიქი“ (ასოლიკი, სამუელ ანელი, ვარდანი და ა. შ.). ,,სიავორდელე ბი“
ცნობილია აღმოსავლური წყაროებითაც (მაგ. ალ-მასულთან, ალ-ისთახრისთან, კონსტან ტინე
პორფიროგენეტთან. ლ. მელიქსეთ-ბეგის აზრით, ,,სიავორდელები“ გაუგებარია“, უთი
თებს ,,ჰიუსმშმანს და მარრს“ (Н. Марр. ,,Термин ,,Скиф“ - Яфетический сб. I. Пбг. გვ. 94-97).
,,სიავორდელები“ ამჟამად მიაჩნიათ უნგრელებად (იხ. პ. თოფურია ,,აღმოსავლეთ ამიერ
კავკასიის პოლიტიკური ერთეულები XI-XII საუკუნეებში“, გვ. 61. შენიშვნა 2. აგრ. მინორსკი,
გვ. 26, 75-76). მივიღეთ საინტერესო სურათი: საქართველო-სომხეთს შორის მდებარეობს ოლ
ქი, რომელსაც ქართველები უწოდებენ ,,სომხეთს - სომხითს“, მაგრამ სომხების
მიხედვით ,,ვრაცდაშტია“, ე. ი. ,,ქართველთა ველი“. ამ უცნაურმა პარადოქსმა წარმოშვა მ.
ბროსეს, ივ. ჯავახიშვილის, ა. შანიძის, ლ. მელიქსეთბეგის, ნ. მარის, არ. ჩიქობავას, ს.
კაკაბაძის და ა. შ. განსხვავებული შეხედულებანი... ყველაზე სწორად მიგვაჩნია აკად. ივ.
ჯავახიშვილის მოსა ზრება: ,,საისტორიო გეოგრაფიას სომეხთა დროის ამ კუთხეში
პოლიტიკური მბრძანებლობ ის სახსოვრად ტერმინი ,,სომხითი“ შერჩა. ეს სახელი ძველად
სრულებით უცნობი იყო და მხოლოდ X ს-იდან მოყოლებული გვხვდება. ,,სომხეთი“
ეწოდებოდა მხოლოდ ბოლნის-დმა ნისის ხეობებს და ლორეს ველსაც, და საყურადღებო ისაა,
რომ ვითარცა საგეოგრაფიო ტერმ ინი მარტო ქართულად და ქართულ მწერლობაში
იხმარებოდა: სომხები და სომხური საისტ ორიო მწერლობა ამ ქვეყანას ,,სომხეთს“ არ
ეძახდნენ. პირიქით, ისინი ლორე-ტაშირის ველს, ,,ქართველთა ველს“ უწოდებდნენ... ამ
ტერმინში უტყუარი და დამამტკიცებელი საბუთია შე ნახული, რომ თავიანთ პოლიტიკური
ბატონობისდა მიუხედავად, თვით ქვეყანას სომხებიც თავისთავად ქართველთა
კუთვნილებად სთვლიდნენ (ივ. ჯავახიშვილი. ,,საქართველოს სა ზღვრები“, გვ. 21). სხვა
ნაშრომში იგივე ავტორი წერდა: ,,სომხები კი ამ თემს, ძველად გუგა რეთს ,,ვრაცდაშტს“
უწოდებდნენ. ამგვარად ისტორიული სინამდვილე ცხადჰყოფს, რომ ,,სო მეხი“ და ,,სომხეთი“
ქართულად ჯერ ნამდვილს გაარიელებულს ,,არმენებს“ და მათ მიწა-წყალს ნიშნავდა, ხოლო
მერმე და შემდეგში იმ თემის აღსანიშნავადაც იყო გამოყენებული, რომელშიაც დროთა
განმავლობაში ქართველთა და სომეხთა შერეული მოსახლეობა გაჩნდა. (ივ.
ჯავახიშვილი. ,,ახლად აღმოჩენილი უძველესი ქართული ხელნაწერები, ტფ. უნივერ. მოამბე“,
II, 1922-1923, გვ. 351-359).
მოგვიანებით დ. მუსხელიშვილმა დაადგინა, რომ ,,სომხითი“ იხმარება ვრცელი მნიშვნელო
ბითაც. იგი აღნიშნავდა მთელ სომხეთს, ვიწრო მნიშვნელობით კი ქვემო ქართლს. ,,სომხით
ად (ქართლის სომხითად) ფეოდ. ხანის გვიან საუკუნეებში იწოდებოდა, ჩვეულებრივ, სრულ
იად გარკვეული ტერიტორია, რომელიც მოიცავდა ბოლნისის ხეობას, ტალავრის ხეობას (მდ
ტალავერ - ჩაი), მანხუტის ხეობას (მდ. სახზაგან - ჩაი), შულავერის ხეობას (მდ. შულავერ ჩაი
და დებედას ხეობას ლორე-ტაშირისა და ბამბაკის გამოკლებით“ (საქ. ისტ. გეოგრაფია, კრ. I,
გვ. 117). ჩვენ ვფიქრობთ, ,,სომხითს” ლორე-ბამბაკის ხეობას თუ გამოვაკლებთ, ეს იქნება არა
ისტორიული სომხეთი, არამედ სომხეთი მხარგრძელთა გვარის სამთავრო სახლად გადაქცევ
ის ეპოქიდან. რადგან მხარგრძელთა სამმართველო ტერიტორია სამხრეთისაკენ გადაიჭიმა და
ცალკეულ თემებად (?) გაფორმდა ,,სომხითის“ ცნებაც დავიწროვდა. ეს ჩანს ჟამთააღმწერ ლის
ერთი ცნობიდან, როდესაც ლაპარაკია მხარგრძელთა სახლების მორჩილებაზე მონღო ლი
ნოინებისადმი, იქ ,,სომხითი“ გამორიცხულია (ჟამთააღმწერელი, გვ. 190). რბევის დროს
მტერი მათ მამულებს არ ეხება... სომხითი განზე რჩება, აქედან გამოდის, რომ ან ,,სომხითი“
დაკარგეს მხარგრძელებმა (როგორც ფიქრობს მკვლევარი შ. დარჩაშვილი და რაც არ არის
სწორი, ანდა ,,სომხითი“ არ მოიცავს მათ სამფლობელოებს, (რაც ასევე არაა სწორი, ხოჟორნა
სომხითშია“). უბრალოდ თვით ცნება ,,სომხითი“ დავიწროვდა მოგვიანებით. ,,ჩრდილო მხა
რეთა“ ქართულ შინაარსს სხვა მომენტებიც ადასტურებენ...
უპირველეს ყოვლისა ასეთი წინასწარი დაშვების საბაბს გვაძლევს ანტიკური პერიოდის სომ
ხითის (ტიგრან II) სომხეთის სახელმწიფოებრივი სტრუქტურა. ადონცის აზრით სომხეთის
განაპირა მხარეები, კერძოდ ისინი, რომლებიც უმთავრესად არასომხური მოსახლეობით იყო
დასახლებული, იმართებოდა ნახევრად (დამოუკიდებელი ბდეშხების მიერ). ჩრდილოეთ
მხარეებს მართავდა სახელოვანი ხორხორუნების გვარი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საგვარეუ ლო
სახელი რაღაცნაირად ასახავს ამ მხარის განსხვავებულ ეთნიურ სახეს, მით უმეტეს, რომ
ხორხორუნთა ზეწოდება ,,მალხაზი“, ნამდვილად არაა სომხური. თვით სომხური საისტო რიო
ტრადიცია (ეთნარქთა სისტემა) რაღაცნაირად გამოყოფს ამ მხარის მოსახლეობის სახეს.
,,...ჰაიკი... დასახლდა ველზე, რომელსაც ჰარქი ეწოდება... მთელი თავისი ტომი დაუტოვა
თავის შვილს, არამიაკს. ამან თავის ორ ძმას, ხორსა და მანავაზს, აგრეთვე მანავაზის შვილს
ბაზს დაუტოვა მთელი თავისი ავლა-დიდება ჰარქში. ამათგან მანავაზს მემკვიდრეობით ერ გო
თვით ჰარქი, მის შვილს - ბაზს კი - მარილიანი ზღვის (ვანის ზღვა) ჩრდილო-დასავლეთი
სანაპირო. ამიტომ ეს მხარე და ზღვა იწოდება მისი სახელით... ხორი კი გამრავლდა, ჩრდილ
ოეთ მხარეებში დააფუძნა დაბები და ამბობენ, ამ დროიდან მოკიდებული დღემდე გრძელდ
ება ხორხორენების გვარის დიდი ერისმთავრობა (ბდეხშობა) და ახლაც მამაცნი, სახელოვან ნი
და გამოჩენილნი არიან“... მოვსეს ხორენაცი აგრძელებს ,,მაგრამ საოცარ ამბავს მოგვითხრ ობს
მემატიანე: ჩვენს ქვეყანაში ბევრ ადგილას გაფანტულად ცხოვრობდნენ მცირერიცხოვა ნი
ჯგუფები, სანამ აქ ჩვენი წინაპარი ჰაიკი მოვიდოდაო“. ,,არამიაკს ჰყოლია შვილი, მრავალ
შვილიანი და ღორმუცელა შარა, მთელი ავლა-დიდებით გაგზავნა ერთ მახლობელ ნოყიერ და
მოსავლიან ველზე, მთის ჩრდილოეთით, არაგაწის უკან, სადაც ბევრი მდინარე დის, ამბ ობენ,
მისი სახელის მიხედვით, ეწოდება ამ მხარეს შირაკი. ალბათ, ამიტომაა, რომ მართლდ ება
სოფლებში გავრცელებული გამოთქმა: ,,შუნ შარას მუცელი გაქვს, მაგრამ ჩვენ შირაკის
ბეღლები არ გვაქვსო“.
მთელი ეს ტერიტორია - (თანამედროვე ჩრდ. სომხეთი, ქვემო ქართლი, კახეთ-ჰერეთის სამხ
რეთი სავსეა ხორ-ფუძიანი ტოპონიმებით, მაგრამ შეიძლება დადგეს კითხვა, რამდენად შეი
ნარჩუნა ,,სომხითმა“ ეთნიკური სახე? ხომ ფაქტია, რომ II ს-იდან ძვ. წ.-ით ვიდრე IV ს-მდე ახ.
წ.-ით ზოგიერთი გამონაკლისის (ფარსმანის ეპოქა) სომხეთის პოლიტიკური იურისდიქ ციის
ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ქრისტიანობიდან ინტენსიურად განიცდიდა ანტიქალკედონი ზმის
კულტურულ-კონფესიონალურ გავლენას? ამ კითხვას თავიდანვე კატეგორიულად უნ და
ვუპასუხოთ, ისტორიულმა ,,ვრაც დაშტმა“ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე დაიცვა ერ
ოვნული სახე. ეს ჩანს შემდეგი მონაცემებიდან: 1. ტოპონიმიკა, 2. ეპიგრაფიკა, 3. ისტორიუ
ლი ტრადიცია, 4. ნარატიული წყაროების ჩვენება, 5. ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტი
კური ორიენტაცია... X
ს-ში ანისის სომხეთის მეფეებმა ,,ვრაცდაშტი“ მიისაკუთრეს. ეს მხარე მათ წაართვეს თბილ
ისის არაბ ხალიფას (და არა ქართველებს, როგორც ეს ჰგონია ა. ბაქრაძეს (იხ. ,,მნათობი“, თბ.
1970, გვ. 184). სწორედ ამიტომ უნდა გაჩენილიყო მათ ტიტულში ,,ქართველთა მეფის“ სახე
ლიც. ამას მოწმობენ გრემის ტაძრის 992 წლის, ალმანის ტაძრის 1001 წლის წარწერები, სად აც
აშოტ მოწყალის ასული სოფიო სომეხთა და ქართველთა დედოფლად არის დასახელებუ ლი.
1010 წლის ანისის საკათედრო ტაძრის წარწერაში მეფე გაგიკს ,,სომეხთა და ქართველ თა
შაჰინშაჰი“ ეწოდება (ე. ცაგარეიშვილი. იოანე დრასხანაკერტელი, ,,სომხეთის ისტორია“, 1965
წ., გვ. 125). ეს ტოპონიმიკასთან ერთად (,,სამშვილდე“ მოწმობს, რომ ქვემო ქართლის
მოსახლეობა ძირითადად ქართული იყო). გავიხსენოთ ჯერ კიდევ მ. ხორენელი ლაპარაკობ
და ქვემო ქართლის სამთავროს შესახებ და მის მმართველს ხან ,,გუგარელთა ბდეშხს“
ხან ,,იბერთა დიდ ბდეშხს“ უწოდებდა (გ. მელიქიშვილი. ,,საქართველოს კავკასიისა და
მახლობ ელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის“, 1969 წ., გვ. 13).
ანალოგიური ცნობა, ოღონდ უფრო გვიანი ხანისა, შემონახული აქვს იოანე დრასხანაკერტ
ელს... ,,გუგარქი მდებარეობს უდიის დასავლეთით, აქვს 9 გვარი, რომელსაც ფლობენ ქართ
ველები. ძოროფორი, წობოფორი, კოლბოფორი, ტაშირი, თრიალეთი, კანგარი, არტაანი, ჯა
ვახეთი, კლარჯეთი“ (ა. ცაგარეიშვილი. დასახ. ნაშრ., გვ. 140). კათალიკოსი ბევრს არ ლაპარა
კობს, მაგრამ ხაზს უსვამს გუგარეთის შერეულ ეთნოსზე. ,,გუგარქის ნარევი მოსახლეობა და
უტიის გვარის ავაზაკობის მიმდევარი ხალხი“... (იქვე).
საინტერესოა იოანე კათალიკოსის შემდეგი გადმოცემა ,,მეფისწული აშოტ მეფე გაემართა, წა
ვიდა და მიაღწია გუგართა მხარეს, დიდი სიმაგრის მახლობლად, რომელსაც სამშვილდე ე. ი.
სამი მშვილდი ეწოდება. მამამისს ის ხალხი, ციხესთან რომ ცხოვრობდა დასაკუთრებული
ჰყავდა. ხოლო ორი ძმა ვასაკი და აშოტი გნთუნთა ტომისაგან - ციხის მცველებად და ამ ოლ
ქის ზედამდგომელად ეყენა“ (იქვე).
ყოველივე ზემოაღნიშნული უფლებას გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა:
ა. ისტორიული გუგარქის (გუგარეთის) ტერიტორიაზე ყოველთვის წამყვანი იყო ქართული
ეთნოსი. სწორია ათგზის აკად. ნ. ბერძენიშვილი ქართის კულტურის აკვანი აქ დაირწა, ...ქვე
მო ქართლი არის არა მარტო ქრისტიანული და ფეოდალური საქართველოს მოწინავე მხარე,
არამედ ქვემო ქართლშია სათავე აღმოსავლეთ საქართველოს უძველესი კულტურისა (საქარ
თველოს ისტ. გეოგრაფიის კრებული, ტ. I, გვ. 21) - ქართის კულტურისა. ანალოგიურ აზრს
გამოთქვამდა ლ. მუსხელიშვილი: ,,უძველესი მოსახლეობა აქ ქართულია, ალბათ, სომხური
ელემენტის მცირე შერევით (ენიმკის მოამბე, III, 1938 წ., ლ. მუსხელიშვილი, ბოლნისი, გვ.
374).
მოკლედ შევეხოთ ამ რეგიონის ადრინდელ ისტორიას. ეს საკითხი შეისწავლეს ივ. ჯავახიშვ
ილმა, ლეომ, ლა ლაიანმა, ინჭიჭიანმა, ლ. მელიქსეთ ბეგმა, ცალკეული შენიშვნები აქვთ გა
მოთქმული ნ. მარრს, კ. კეკელიძეს, მარკვარტის, ს. კაკაბაძეს, ს. ერემიანს, ლ. მუსხელიშვ ილს,
დ. მუსხელიშვილს და ა. შ. მათი შეხედულებანი სქემატურად ასეთია:
I ს-ში აქ ცხოვრობდა ,,ქართველთა მოდგმის ხალხი, პოლიტიკურად ეკუთვნოდა იბერიას,
დროებით ჩამოაჭრა სომხეთმა, რომელმაც შექმნა სასაზღვრო ოლქი საპიტიახშოს უფლებით.
შემდეგში კვლავ დაუკავშირდა იბერიას. VII-VIII სს-ში მოექცა არაბთა ხელში. IX ს-ში ეს მხა რე
აღმოჩნდა ანისის სამეფოს შემადგენლობაში (887 წ. აშოტ I ბაგრატუნი გახდა ერისთავი და
ერისთავ ერისთავი სომეხთა და ქართველთა; იმ პერიოდში, როდესაც შირაკის ბაგრატიო ნები
თავს ,,სომეხთა და ქართველთა“ მეფეებად სთვლიან ,,გუგარეთში“ (ჩრდ. მხარეებში) ჩნდება
მათი ერთი შტო ადგილობრივი მთავრების უფლებით, ე. წ. კვირიკიანები (კირაკოს განძაკელი
- ბაგრატიონთა გვარის კვირიკეანი, სტეფანოს ორბელიანთ-ბაგრატიონნი, ვარდა ნით -
მხოლოდ ,,კვირიკეანი“. ლ.
მელიქსეთ-ბეგმა მიმოიხილა რა თავისი ეპოქის ,,ახალი სამეცნიერო და პოპულარული
ლიტერატურა, ცხადჰყო, რომ კვირიკეანთა დინასტია შირაკის (ანისის) ბაგრატუნიანთა ერთ -
ერთი შტოა და მის დამაარსებლად აშოტ ,,მოწყალის“ ძე გურგენი გამოდის (980-989). ლ. მე
ლიქსეთ-ბეგმა დაუშვა ასეთი შესაძლებლობაც, მაგრამ ამავე დროს განავითარა განსხვავებუ
ლი ჰიპოთეზა. ,,...კვირიკე ,,კორიკე“ კვირიკე არ შეიძლება რომ ,,გურგენის“ დამახინჯებულ
ფორმას წარმოადგენდეს იმიტომ, რომ იგი ძალიან გავრცელებული იყო ლორე-ტაშირის სამ
თავრო გვარეულობის წრის გარეშეც, სახელდობრ - კახეთის კვირიკიაანთ დინასტიებში, სად
აც ჩვენ იმავე სახელწოდებას ვხვდებით, რაც ლორე-ტაშირის დინასტიაში იყო გავრცელებუ
ლი X-XI სს-ში. მაგ. გაგიკ, კვირიკე, დავით, აღსართან... და ეს გარემოება პირდაპირ მიგვით
ითებს ყველა ზემოთ დასახელებულ დინასტიათა შორის არსებულს ნათესაობით გინა მოყვ
რობით კავშირზე... (ლ. მელიქსეთ-ბეგი. დასახ. ნაშრომი, გვ. 26-28). შემდეგ მკვლევარი გვთა
ვაზობს ჰიპოთეზას, რომ კვირიკე უნდა მოდიოდეს ქორიკოზისგან“. დღეს დადასტურებუ
ლია, რომ კვირიკიანთა დინასტიამ (ე.ი. ანისის ბაგრატიონთა უმც. შტომ) დაიკავა კახეთის
სამეფოც... კვირიკიანები დაკავშირებულნი იყვნენ როგორც ქართლისა და ჰერეთ-კახეთის ბა
გრატუნიანებთან, ასევე ქართლისა და სომხეთის სათავადო სახლებთან, მაგ. ორბელებთან
(იქვე, გვ. 27, შენიშვნა). 1). ანისის სამეფოს დაცემის შემდეგ ,,კვირიკიანები“ ითვისებენ მეფ ის
ტიტულს, ,,კუროპალატის“ წოდებას და ფულსაც სჭრიან (იქვე, გვ. 27. შენიშვნა 2 და 3). ისინი
აყალიბებენ დამოუკიდებელ საკათალიკოსოსაც...
ამრიგად, ლორე-ტაშირის დინასტიის დამაარსებელია აშოტ მოწყალის შვილი გურგენი, რომ
ელიც მისი ძმის სუმბატ II-ს (977-983 წწ) მეფობის დროს ,,გამეფდა“ ტაშირში. ამის შემდეგ
ანისში გაგიკ I (989-1020), ტაშირში - დავით გურგენის ძე (989-1048) მეფობდა ძმასთან ერთ
ად (სუმბატთან ერთად), მან სატახტო ქალაქად აქცია სამშვილდე, დაიწყო ლორეს აშენება.
დავითმა განიზრახა სრული დამოუკიდებლობა, მალე მარცხის შემდეგ აღიარა ანისის ვასალ
ობა. 1046 წელს ანისი დაეცა. ლორე-ტაშირი აღზევდა, მაგრამ სელჯუკთა და ქართველთა
დარტყმებით დაემკვიდრა მაწნაბერდში (ჰერეთში). როგორც ვხედავთ, ლორე-ტაშირის სამე
ფო საქართველოს ტერიტორიაზეა, იგი მოსახლეობითაც ქართულ-სომხურია. ამ
სიმბიოზში ,,ქართველი“ ძირითადად ეთნოსის მაჩვენებელია, ,,სომეხი“ კი რელიგიური
ტიბიკონისა. ე. ი. მთელი მოსახლეობა იყო ქართული, ოღონდ რელიგიურად
მონოფიზიტებს ,,სომხებს“ ეძახდნენ.
1065 წ. ბაგრატ IV-მ დაიპყრო სამშვილდე. ,,ლორე-ტაშირის“ სამეფო გადაიქცა ქართველთა
მოხარკედ (ივ. ჯავახიშვილი, საქ-ოს საზღვრები, გვ. 22). მოგვიანებით ლორეს სამეფო განაგ
რძობს არსებობას კვირიკეს ძეთა მეფეების აბასისა და დავითის მეთაურობით (1689-1145 წწ)
ჯერ ძოროგეტის ქვეყანაში, ხოლო შემდეგ მაწნაბერდში. ამ პერიოდში შეიქმნა უაღრესად საი
ნტერესო, თითქმის უნიკალური მოვლენა, თურქ-სელჩუკებმა ააოხრეს სომხეთი და საქართვ
ელო, მაგრამ ამ საგარეო ტრაგედიას არ შეუცვლია ქართველი ბაგრატიონების და ლორე-ტაშ
ირის მფლობელთა ურთიერთდამოკიდებულება. ისინი განაგრძობენ გააფთრებულ შინა
ბრძოლებს. ამიტომაც არაა ზუსტი ჯ. სტეფნაძე: ,,შემდეგში შეცვლილი საერთაშორისო ვითა
რების გამო საქართველოს სამეფო ხელისუფლებას კვირიკივანებისათვის უკვე აღარ ეცალა.
პირიქით, ჯერ კვირიკე II, ხოლო შემდეგ ბაგრატ IV-ის ძე გიორგი II-ც იგივე ხელისუფლების
თურქთ-სელჩუკთა ყმებად იქცნენ (უთითებს ვარდანს, გვ. 132, ჯ. სტეფნაძე, გვ. 35). ჯ. სტეფ
ნაძემ სათანადო ყურადღება არ მიაქცია კირაკოს განძაკელის ცნობას: ,,კვირიკე ბაგრატუნი,
პატრონი ქ. ლორესი, მთელს თავის სიცოცხლეში ქართველთა წინააღმდეგი იყო, იცავდა თავ
ის სამფლობელოს და მისი სიკვდილის შემდეგ შვილნი მისნი დავით და აბას ქართველთაგ ან
დევნილნი წინაპართა სახლიდან წარვიდოდნენ სპარსეთს, და მიიღეს სპარსთაგან სამკვი
დროდ ტავუში, მაწნაბერდი და სხვა ადგილები (კირაკოსი, 145, ლ. მელიქსეთ-ბეგი, გვ. 32).
ე.ი. საქართველო უტევდა არა მხოლოდ თურქ-სელჩუკებს, არამედ სომხურ სახელმწიფოებრ
იობასაც... როდის გააძევეს ქართველებმა კვირიკიანები? ტრადიციული ცნობით დაახლოებ
ით 1111-1121 წლებში (მხითარ აირივნელი) ეს სწორი არ უნდა იყოს... ვფიქრობთ, კვირიკია
ნები მაწნაბერდში გაიქცნენ ჯერ კიდევ დავითის მიერ ლორე-ტაშირის სამეფოზე შეტევის
დაწყებამდე... საქმე ისაა, რომ დებედასა და ლორეს ხეობის მოსახლეობამ აღფარსლანის მოთ
ხოვნით მაჰმადიანობა მიიღო. საქართველოდან სულთანი გაემართა ყარსისა და ანისის რაიო
ნების დასაპყრობად, რომელიც რუმის მიწა-წყალზე მდებარეობდა... მათ საზღვარზე 2 რაიო ნი
იყო. ამ ქვეყნების მოსახლეობამ მას მორჩილება გამოუცხადა და ისლამი მიიღო. სულთა ნი
ამის გამო ძალიან კმაყოფილი დარჩა. მან ბრძანა, რომ ყოველი მათგანი დაბანილიყო და
რელიგიური რიტუალი შეესრულებინა. ეკლესიები დაანგრია, მათ ადგილზე მეჩეთები ააგო
(ნ. შენგელია. ,,სელჯუკები და საქართველო“, გვ. 230. ვ. მინორსკის მოსაზრებას ემხრობა).
ამის შემდეგ სელჩუკები მტკიცედ მკვიდრობენ ლორე-ტაშირში. დავითის ისტორიკოსის მიხ
ედვით 1110 წლამდე, სამშვილდეს აღებამდე ქ. ტფილისი, რუსთავი, სომხითი და ყოველი
სამშვილდე და აგარანი თურქთა ჰქონდეს (დავითის ისტორიკოსი, გვ. 331). 1681 წ. გარკვეუ
ლი კომპრომისი დამყარდა და, მალიქ-შაჰმა ,,შეიწყნარა გიორგი II, კვირიკე II სომეხთა მეფე და
კათალიკოსი ბარსეი. ზუსტად არ ჩანს, რა ტერიტორიები დაუბრუნა კვირიკე II-ს სულთა ნმა -
ერთი რამ ცხადია, თუნდაც მთელი სამეფო კვლავ მისთვის დაეთმო, მაინც ეს იქნებოდა არა
ქრისტიანული, არამედ გამაჰმადიანებული ქვეყანა. მაშასადამე, როდესაც დავით აღმაშე
ნებელმა ლორე-ტაშირი დაიპყრო, ეს იყო ამ მხარის გათავისუფლება თურქ-სელჩუკებისაგან.
დავით აღმაშენებლის დროს ლორე-ტაშირის სამეფო თითქმის მთლიანად იქნა შემოერთებუ
ლი (1110 წ. სამშვილდე, 1118 წ. ლორე და ა. შ.). ვარდანის ცნობით დავითმა შემოიერთა გა გი,
ტერუნაკანი, ტავუში, კაენი, კაიწონი, ლორე და ტაშირი, მაჰკანაბერდი, ,,კვირიკესა და აბასის
სომეხთა ყოველი სამფლობელო“ (,,ვარდანი“, გვ. 119, ივ. ჯავახიშვილი. გვ. 526, ლ.
მელიქსეთ-ბეგი, გვ. 32). არაა მართალი ჯ. სტეფნაძე, თითქოს ტავუში და მაწნაბერდი არ შე
მოდიოდა საქართველოში, ამ პატარა ოლქის მეფეებად მოხსენიება არ გამორიცხავს მათ მიერ
ქართული მეფის უზენაესობის აღიარებას...
მაშასადამე, I ,,სომხური პროვინცია“ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში უნდა გაჩენილ
იყო XII ს-ის დასაწყისში. რასაკვირველია, ცნება ,,სომხური პროვინცია“ ამ მხარის მიმართ პი
რობითია, უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ ეს წმინდა ქართული ტერიტორიებია შერეული
მოსახლეობით, ხოლო ლორე-ტაშირი ფაქტიურად არა ,,სომხურს“, არამედ ქართულ-სომხურ
პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. მაგრამ ამ ეპოქისათვის მაინც ძლიერი იყო ტრადი ცია
აქ სომხური პოლიტიკური ორგანიზმის არსებობისა და ბუნებრივია მეფე დავითსაც ამ
ფაქტისათვის ანგარიში უნდა გაეწია... სწორედ ამიტომ საინტერესოა, თუ როგორ მოაწყო და
ვით აღმაშენებელმა ,,ლორე-ტაშირის“ ყოფილი სამეფო. დავით IV-მ მიიღო სომეხთა მეფის
ტიტული, რაც მაჩვენებელია ,,ლორე ტაშირის სამეფოს ყოფილი სამეფოს პოლიტიკური თავ
ისებურებების აღიარებისა, უფრო მეტიც, ვისაც კარგად აქვს შესწავლილი ქართველი მეფეებ
ის ტიტულატურა, დაგვეთანხმება, რომ ასეთი ტიტულატურის მიღებით, ქართველმა მეფემ
აღიარა ამ ტერიტორიების მმართველობის განსაკუთრებული ფორმის უფლებაც.. ამ საკითხს
ჩვენ ქვევით დავუბრუნდებით დეტალურად. აქ აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ქართველი მეფ ის
ტიტულატურაში გარკვეული ტერიტორიის ამსახველი ტიტულის შესვლა მხოლოდ იმ
შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ამ მხარეს შენარჩუნებული ჰქონდა სუვერენიტეტის ნაწილი
(სულერთია რა ფორმით).
ქართული წყაროებიდან არაა ცნობილი რა პრინციპებზე მოაწყო დავით აღმაშენებელმა ლო
რე-ტაშირის ყოფილი სამეფოს ტერიტორიის მმართველობა.
სომხური წყაროების (სტაფანოს ორბელიანის) მიხედვით ლორე-ტაშირის უდიდესი ნაწილი
გადაეცათ ორბელებს.ივანე ორბელმა 1123 წელს აიღო ,,ტავუში, გაგი, ტურუნაკანი, ლორე და
ანისი“. შეადარე რა საოცრად ჰგავს ორბელთა კარიერა მხარგრძელთა კარიერას! თამარის
ეპოქის ქართველთა მთელი შეტევა მიმართული სამხრეთისაკენ, მიჩნეულია მხარგრძელთა
დამსახურებად, ეს თითქმის აიხსნება იმით, რომ მეფეთა-მეფე თამარი ქალი იყო, მაგრამ
თვით სახელოვანი დავით აღმაშენებლის დროსაც მთელი წარმატებანი სამხრეთისაკენ მიეწე
რებოდა ივანე ორბელს (თუმცა რასაკვირველია სომხური წყაროების ჩვენებით). ივანე ორბ
ელს დიდი დამსახურების გამო მეფე დავით აღმაშენებლისაგან მიუღია შესაბამისი ჯილდ ოც:
დიდად შეყვარებული და პატივცემული იქნა მეფისაგან და დამატებით მამულსა თვისსა მიეცა
მას მეფისაგან სანახებითა და აგარაკი ნადარბაზევი, და სამშვილდე რომელ იყო მამუ ლი
მათი, კვლავ მიეცა მათ სანახებით“ (ლ. მელიქსეთბეგი. დასახ. ნაშრომი, გვ. 34).
აქედან გამომდინარეობს დასკვნა, როგორც ჩანს ივანე ორბელისათვის ჩაუბარებიათ ლორე-
ტაშირის თითქმის მთელი ტერიტორია, მისი ორივე ცენტრითურთ. აქ ზუსტად არ ჩანს რა
სახის წყალობაა ეს, მაგრამ სხვა მონაცემები გვარწმუნებს, რომ მთელი ეს მხარე ივანე ორბელ
მა მიიღო, როგორც მმართველმა მოხელემ და ამირსპასალარმა. ეს ოლქი რომ მეფის დომენ ად
დარჩა, ჩანს იქიდანაც, რომ მისი ეკონომიკური და კულტურული აღდგენა ისევ ქართველ
მეფეს უკისრია. ეს დასტურდება სომხური წყაროებით (მათე ურჰაელი, ვარდან დიდი), აგრე
თვე ეპიგრაფიკა (ახპატის მთავარი ეკლესიის ერთ-ერთი შესავლის კარზე ამოჭრილია 1123-
1126 წლების წარწერა: ,,დღეთა შინა თვითმპყრობელ მეფის დავითისა, ძისა გიორგისა, ძისა
ბაგრატისა... რომელმან მხარენი და ნათესავნი დაიპყრო... იქმნა მზრუნველი ახპატისა და სა
ნაინისა... ტკბილი და კეთილმოყვარე ღვთისმსახურებით მსვლელობითა... ახპატი სიბნელი
საგან მოოხრებისა განათავისუფლა“ (იქვე, გვ. 34). დავითის ისტორიკოსთან სომხეთის გათა
ვისუფლება მთლიანად მეფეს მიეწერება, დავითს ჯერ სასტიკად დაუმარცხებია შირვანი და
დარუბანდი (,,...მარტსა გარდმოვიდა ქართლად, აღიღო ქალაქი დმანისი? და აპრილსა დაეს
ხნეს შაბურანს, დარუბანდელსა, და მოსწყვიდნენ ქურდნი ლეკნი და ყივჩაღნი... და მყის აღი
სრბოლა ვითარცა არწივმან, და მისსა აღიხუნა ციხენი სომხითისანი: გაგნი, ტერონაკალი, ქა
ვაზინი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი“ (,,ქართლის ცხოვრება“, ტ. I, გვ. 344).
აღმაშენებლობითი მუშაობის ხარისხზე ლორე-ტაშირში ნათელ წარმოდგენას იძლევა ამ მხა
რის ეპიგრაფიკა. აქ აქტიური მშენებლების როლში გამოდიან ქართველი მეფეები (დავითი,
დიმიტრი) და ორბელები მაგ. ე. წ. პნევანქის“ (,,ბერძენთა მინისტრის“), ,,ძელი ჭეშმარიტის“
გუმბათის ყელის ქართული ასომთავრული წარწერა. აქ მოიხსენიება (სუმბატ ძე ივანე ამირს
პასალარისა“, ეს სუმბატი ლორე-ტაშირის მმართველია შემდეგშიც (ე. ი. 1128 წლის შემდეგ
აც). იგი იხსენიება სპასალარადაც, ლ. მელიქსეთ-ბეგის მიხედვით ერთ ამჟამად უკვე არარსე
ბულ წარწერაში, რომელიც 1173 წლით თარიღდება (გვ. 35). ,,ძელი ჭეშმარიტის“ წარწერაში
სუმბატ ორბელი იხსენიება ,,ძედ ივანე ამირსპასალარასა“. ,,სახელითა ღმრთისაითა, მეოხებ
ითა წმინდისა ღვთისმშობელისაითა, შეწევნითა წმინდათა ღირს ვიქმენ მე სოვბატ ძე ივანე...
და ამირსპასალარისაი, მეორედ განახლებად და შემკობად დიდებულისა საყდრისა...). ლ.
მელიქსეთბეგი ვარაუდობდა, რომ რადგან ივანე ამირსპასალარი გარდაიცვალა 1128 წელს, ეს
წარწერა 1128 წლამდე უნდა იყოს ამოჭრილი. ამასთან ერთად, რაკი სანაინის ამ წარწერა შიც
ივანე და სუმბატი ამირსპასალარებად არიან მოხსენებულნი, აუცილებლად ის დანასკვი
მიიღება, რომ ამირსპასალარობა დავით აღმაშენებლის დროს უკვე არსებულა (ივ. ჯავახიშვი
ლი, ,,ქართული სამართლის ისტორია“, ქუთაისი, 1919, გვ. 143-144,145; ლ. მელიქსეთბეგი,
დასახ. ნაშრომი, გვ. 35). წარწერა, სადაც სუმბატი და ივანე ერთად არიან მოხსენიებულნი,
შემდეგში ვეღარ მოინახა (ლ. მელიქსეთბეგი, დასახ. ნაშრომი, გვ. 351). ლ. მელიქსეთბეგი გა
მოსთქვამდა მოსაზრებას, რომ ამ წარწერის ჯალადიანცისეული დახასიათება (1183 წ) მცდა
რია, აქ ათწლიანი შეცდომა უნდა იყოს დაშვებული (რადგან ორბელნი 1177 წელს განდევნეს
საქართველოდან, 1183 წელს მათი მოხსენიება თითქმის გამორიცხულია), ამიტომ აქ უნდა
გვქონდეს 1173 წელი. მაშასადამე, შეგვიძლია უტყუარად დავასკვნათ, რომ 1123 წლიდან
ვიდრე 1177 წლამდე (ე. ი. თითქმის 54 წლის განმავლობაში) ლორე-ტაშირის ყოფილი სამეფ
ოს ტერიტორია საქართველოს ხელში იყო და ძირითადად განიგებოდა ორბელთა სახლის მე
შვეობით. დავით აღმაშენებელი არ დაკმაყოფილებულა მხოლოდ ,,ჩრდ. მხარეთა შემოერთე
ბით. 1123 წელს აგვისტოს ჩამოვიდა ანელ თავადთა დელეგაცია და შემწეობა ითხოვა. ანი სის
აღება საქართველოს სამეფოს პოლიტიკურ-სტრატეგიულ და სავაჭრო-ეკონომიკურ ინ
ტერესებსაც ემსახურებოდა, სწორედ ამიტომ 1123 თუ 1124 წელს ქართველებმა ანისი ხელი
დან გამოგლიჯეს მაჰმადიანებს... ეს ქალაქი უფლებრივად ასევე ორბელებს ჩააბარა, მაგრამ ამ
კუთხის დაცვა მესხ აზნაურებს დაევალათ.
მაშასადამე, ,,სომხური პრივინციების“ I რიგი, რომლებიც ქართულ მონარქიაში მოხვდნენ, იყ
ვნენ ,,ლორე-ტაშირისა და ანისის ოლქები. როგორ მოეწყო ამ პროვინციების მმართველობა?
შემორჩათ თუ არა მათ ეროვნული განსაკუთრებულობის ნიშანი? რა სტატუსი ჰქონდათ საე
რთო იმპერიაში? ვფიქრობთ, ლორე-ტაშირის მთელი ოლქი დავით აღმაშენებლის დროიდან
გასამხედროებულ პროვინციად გადაიქცა და ახლად წარმოშობილ ამირსპასალარის უწყებას
დაექვემდებარა. ამ დასკვნის დასამტკიცებლად საჭიროდ მიგვაჩნია შევეხოთ ამირსპასალარ ის
სახელოს და მისი პოლიტიკური სტატუსის განვითარებას.
ამირსპასალარის სახელო დეტალურად შეისწავლა ივ. ჯავახიშვილმა (ივ. ჯავახიშვილი. ,,ქა
რთული სამართლის ისტორია“, წიგნი I, გვ. 143-159). განსვენებული მეცნიერის მოსაზრება ნი
(,,ხელმწიფის კარის გარიგების“ ჩვენებათა პარალელურად) გახდა ამ სახელოს შემდეგ
დროინდელი ინტერპრეტაციის ძირითადი წყარო (ფაქტიურად 1919 წლის შემდეგ მკვლევა
რებს აღარც შეუსწავლიათ ეს საკითხი). ამიტომაც ქართველი ისტორიკოსებისათვის ,,ამირს
პასალარი“ არის ,,მხედართმთავარი“, ,,სამხედრო მინისტრი“. რომ ,,ლაშქრობაი და ლაშქრობ
ის ვეზირობა ამისრსპასალარის ხელთ არის“ (ი. დოლიძე, ,,ქართული სამართლის ძეგლები“, II,
გვ. 86-87). ,,ამირსპასალარი საპატიო ვეზირი არის და თავადი ლაშქართა და უმისოდ ქვე ყანა
არ გაიცემის ,,არცა ვინ სამამულოდ შეიწყალების“.
ჩვენ ვფიქრობთ, ამირსპასალარის სახელოს ასეთი სახით წარმოდგენა არ უნდა გამოხატავდ ეს
ამ ინსტიტუტის სტატუსს მისი განვითარების ყველა მომენტში. ივანე ჯავახიშვილმა მოგ ვცა
თითოეული ქართული სახელმწიფოებრივი ადმინისტრაციული თუ სოციალური ინსტი
ტუტის დასრულებული სახე. მას მიზნად ჰქონდა წარმოედგინა ეს ინსტიტუტი (მათ შორის
ამირსპასალარი) ჩამოყალიბების შემდეგ და თითქმის არსად არ უცდია ეჩვენებინა ისინი დი
ნამიკაში (ე.ი. წარმოშობის, სრულყოფისა და დაქვეითება-გადაგვარების ეტაპების ჩვენებასთ
ან ერთად). ამ მოვლენამ ბევრი უარყოფითი შედეგი გამოიღო. ალბათ ამიტომ არავის ყურად
ღება არ მიუქცევია ერთი უცნაური მოვლენისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ,,ამირსპასალარ
ის გარეშე სამამულედ არავინ შეიწყალების“, ჩვენ თითქმის არც ერთი საბუთი არა გვაქვს შეწ
ყალების შესახებ, რომელსაც ამირსპასალარი ადასტურებს, სამაგიეროდ, ე. წ. ,,სომხურ პროვ
ინციებში“ თითქმის ყველა მამული (ხშირად საეკლესიოც) გაიცემოდა მხოლოდ ამირსპასალა
რის (ჯერ ორბელთა, შემდეგ მხარგრძელთა) მეშვეობით. რით უნდა აიხსნას ეს? გამოვთქვ ამთ
მოსაზრებას, რომ ამირსპასალარი დასაწყისში არ იყო საქართველოს მხედართმთავარი, ასეთი
ფუნქცია მან შემდეგში შეიძინა. ამირსპასალარი მხედართმთავარი უნდა ყოფილიყო მხოლოდ
იმ საჯარისო სამხედრო შენაერთებისა, რომლებიც უმთავრესად განლაგებულნი
(დასახლებულნი) იყვნენ ყოფილი ლორე-ტაშირის (ე. ი. სომხური პროვინციების) ტერიტორ
იებზე. უფრო ზუსტად რომ გავარკვიოთ დასმული საკითხი, შევეხოთ დავით აღმაშენებლის
სამხედრო რეფორმას.
სამხედრი რეფორმა, რომელიც გატარდა საქართველოში XII ს-ის I მეოთხედში, 2 ძირითადი
მომენტისაგან შედგებოდა.
ა. ლაშქრის შინასტრუქტურის გარდაქმნა უმთავრესად ბიზანტიური (რომაული) და სელჩუ
კიანთა იმპერიის სტანდარტების მიხედვით). ამის შესახებ იხ. თათარყან დადეშქელიანი
(,,მოკლე განხილვა საქართველოს მხედრობის“, 1089-1122 წ.წ. ,,ივერია“, 1883 წ., N 10, გვ. 67-
99), ნ. ურბნელი (,,დავით აღმაშენებელი და მისი დრო“, ,,მოამბე“, 1894 წ., N 4, გვ. 9), ი.
გედევანიშვილი (,,სამხედრო ხელოვნება საქართველოში“, გაზ. ,,სახალხო ფურცელი“, 1915 წ.
N 394-401), ივ. ჯავახიშვილი (,,ქართველი ერის ისტორია“, ტ. II), რ. მეტრეველი (რ. მეტრე
ველი. ,,ნარკვევები ფეოდ. საქ-ოს ისტ-დან, 1973 წ., გვ. 88-114), ქ. ჩხატარაიშვილი და ივ. შა
იშმელაშვილი (ქ. ჩხატარაიშვილი და ივ. შაიშმელაშვილი. ,,დიდგორის ბრძოლა“).
ბ. ყივჩაღთა გადმოსახლება.
რასაკვირველი, ეს ორივე მომენტი თითქმის ერთდროულად მიმდინარეობდა. მაგრამ ახალ
სამხედრო ყაიდაზე გადასვლა, და რაც მთავარია, ახლებური სამხედრო წყობა უფრო ადვილ
ად ახლად ჩამოსახლებულ ყივჩაღებში უნდა გატარებულიყო. რატომ?
ფეოდალურ ქვეყანაში რეგულარული არმიის ჩამოყალიბება დაკავშირებულია დიდ ფინანს
ურ სიძნელეებთან. სახელმწიფო ბიუჯეტის არარსებობა, ნატურალური მეურნეობის ხასია თი
გამორიცხავდა მერკანტილიზმს. ძალზე ძნელი იყო მუდმივი სამხედრო შენაერთებისათ ვის
თავისუფალი თანხების გამონახვა. ეს, მით უმეტეს, გაძნელებული იყო საქართველოში 3
ძირითადი მიზეზის გამო.
1. სამხედრო რეფორმებს წინ უსწრებდა სასტიკი, გამაოხრებელი თარეში თურქ-სელჩუკთა
უზარმაზარი ურდოებისა;
2. ფეოდალური მეურნეობის ნატურალური ხასიათი;
3. რეგულარულ სამხედრო შენაერთებად გამიზნული მასის მრავალრიცხოვნება (მხოლოდ
ყივჩაღთა გადმოსახლებული ურდო მინიმუმ 225 000 კაცს შეიცავდა). მაშასადამე, საქართვე
ლოს სამეფო კარს ახალი გზა უნდა გამოენახა. ეს ,,ახალი გზა გამოიხატა იმაში, რომ ჩამოსახ
ლებული ყივჩაღები სხვადასხვა რაოდენობით მიამაგრეს (ჯერ მიამაგრეს, შემდეგ უკვე დაა
სახლეს) სხვადასხვა ოლქებს ისე, რომ სამხედრო შენაერთების ათწილადიანი სისტემა (ათეუ
ლი, ასეული, ათასეული და ა.შ), ანდა ახალი ,,ტაქტიკური ერთეულები“ საქართველოს სამე
ურნეო რაიონების ნატურალურ კმაყოფილებაზე გადაიყვანეს, თანაც ისე, რომ მათი ნაწილი
მაინც (ოჯახები) ნელ-ნელა დაეფუძნებინათ მიწაზე. ეს მეტად რთული პრობლემა იყო. ჯერ
ერთი, საქართველოში ჩამოსახლებული ურდო თავის ბელადთან ათრაქა შარაღანისძესთან
ერთად მოვიდა. ბუნებრივია, შარაღანისძეთა ოჯახმა თანაურდოელებზე შეინარჩუნა გარკვე
ული ხელისუფლებაც. ამავე დროს დასაქმება არც ისე იოლი იყო. მაგრამ, როგორც ჩანს, ყივ
ჩაღთა გამოყენება იმთავითვე განზრახული იყო სამეურნეო თვალსაზრისითაც (იხ. რ. მეტრე
ველი), ამიტომაც საქართველოში მათი ჩამოსვლისთანავე დაიწყეს მათი ორგანიზებული და
ფუძნება. უპირველეს ყოვლისა, ისინი დააწყვეს ,,გუარად-გუარად“ (ეს ნიშნავს, რომ ყივჩაღე
ბში ჯერ კიდევ ღრმად იყო ფეხმოკიდებული გვაროვნული წყობილება, საქართველოში ისა
რგებლეს ამით და ისინი გათიშეს). ,,გუარად-გუარად“ არავითარ შემთხვევაში არ
ნიშნავს ,,გუნდ-გუნდად“ (რაც სამხედრო ტერმინია), თუმცა გარკვეული აზრით კი
ემთხვევიან ერთ მანეთს! მაშასადამე, დავით აღმაშენებელი დადგა ალტერნატივის წინაშე: ან
უნდა გამოეკვე ბა სახელმწიფოს ხარჯზე ეს უზარმაზარი ურდო (რაც გამორიცხულია), ან
დაესახლებინა მე ტნაკლებად კომპაქტურად ისე, რომ ,,ტაქტიკური ერთეულები“ (ათეულები,
ასეულები, გუნ დები 300-1500, 3000-6000 კაციანი ჯგუფები) ერთად მოხვედრილიყვნენ. ე. ი.
საჯარისო უწ ყებრივი განლაგება უნდა დამთხვეოდა ადმინისტრაციულ დასახლებას.
მაშასადამე, ყივჩაღ თა დასახლება უნდა მომხდარიყო ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც
უპასუხებდა რამდენი მე უმთავრეს მოთხოვნას.
ა. შედარებით თავისუფალი მიწა (სადაც ნაკლებად იქნებოდა განვითარებული ფეოდალური
საკუთრება, ე. ი. ან მეფის დომენი, ან სახელმწიფო მიწა. გამოდგებოდა ისეთი ახლადშემოერ
თებული ოლქიც, სადაც ადგილობრივი მესაკუთრეობა თუ მთლიანად არ იყო გამქრალი,
ყოველ შემთხვევაში, მკვეთრად შესუსტებულიყო).
ბ. ტერიტორია, საიდანაც ადვილად შეიძლებოდა ცენტრის დაცვაც (მეფის ხელისუფლების
განმტკიცება დიდგვარიანთა მოსალოდნელი უკურეაქციის დროს) და ძირითად მოწინააღმ
დეგეებზე მიწვდომაც (ე.ი. შეტევა სამხრეთისაკენ);
გ. მესაქონლეობისათვის მოსახერხებელი, საძოვრებითა და სათითებებით მდიდარი რეგიო ნი
(ყივჩაღები მესაქონლენი იყვნენ).
ასეთ ტერიტორიას იმ პერიოდისათვის წარმოადგენდა ლორე-ტაშირის სამეფოს ყოფილი მი
წები. ჯერ ერთი, ეს ტერიტორია სანახევროდ იყო გაცლილი მოსახლეობისაგან, შესუსტებუ
ლი იყო ფეოდალთა ფენაც, ახლოს იყო თბილისთანაც, მესაზღვრეობდა მაჰმადიანურ-თურქ
ულ პოლიტიკურ ერთეულებს. ამ მხარეში ადვილი იყო მომარაგება ცხენებით (გავიხსენოთ
მეფე დავითმა ყივჩაღები ,,განასრულა ცხენებითა და საჭურვლით“), იარაღით - ქვემო ქართ
ლი მდიდარი იყო რკინით, სპილენძით და ვერცხლით (ეს ოლქი ამარაგებდა მთელ საქართვ
ელოს ჯავშანით, მკვეთელი და სატყორცნი იარაღით).
ქართულ ისტორიოგრაფიაში ყივჩაღთა ჩასახლების ადგილი საკამათოა დღემდის. აკად. ივ.
ჯავახიშვილი ფრთხილი ვარაუდით უშვებდა მათ კომპაქტურ თავმოყრას შიდა ქართლში. იგი
გამოდიოდა იმ ცნობიდან, რომ დავითმა ყივჩაღთა ,,საზამთრო სადგურად“ მიუჩინა ქარ
თლში და იმითაც, რომ ქართლი ყველაზე მეტად გაკაცრიელებული იყო. რასაკვირველია, თა
ვდაპირველად, ადვილი შესაძლებელია, ყივჩაღები ქართლში იდგნენ (ზამთარში შიდა ქართ
ლში, ზაფხულში - თრიალეთში), მაგრამ ეს საწყისი ეტაპია, როდესაც მათი ფორმირება ხდე ბა,
ამ დროს ისინი ჯერ კიდევ მომთაბარეობენ... აბ. კიკვიძე ყურადღებას მიაქცევდა გამოთქ
მას ,,ყივჩაღნი დააყენნა ადგილთა მათ მარჯუეთა“, და მიუთითა, რომ ეს მარჯვე ადგილი იყო
სელჩუკთაგან დაცლილი მხარეები (ივ. შაიშმელაშვილი და რ. მეტრეველი ამ საკითხს
ფრთხილად უდგებიან). ქვ. ჩხატარაიშვილმა გაიმეორა პროფ. ს. ერემიანის მოსაზრება ჰარი
ჭის რაიონში (დღ. ქ. ლენინაკანთან ახლოს) ყივჩაღთა ბინადრობის შესახებ. ჰარიჭის ეპიგრა
ფიკა გვაძლევს საშუალებას (იქ მოიხსენიება ვინმე ღფჩახვანძი, იქვეა სოფელი ღფჩახი“ (ე. ი.
ყივჩაღი) (იხ. С. Эремян, ,,Арагадинская надпись“, 1184 г. 83. Исследования по истории
культуры народов Востока. Сборник в честь акад. И. А. Орбели, 1960. აგრეთვე ქვ. ჩხატარა
იშვილი. ,,უცხოელები ქართველთა ლაშქარში“, კრ. ,,საქართველო რუსთაველის ხანაში“, 1966
წ., გვ. 167-170).
ჰარიჭის წარწერებშია მოხსენებული აგრეთვე გვარი ხუპასარიანები, ს. ერემიანის აზრით,
ყუბასარის საგვარეულო. თვით ყუბასარს სომხური წყაროები ელბეკს (ე. ი. მომთაბარეების
მეთაურს) უწოდებდნენ (იქვე).
,,...ყივჩაღთა ჩრდ. სომხეთში დასახლება გარკვეულ პოლ. მოსაზრებითაც იყო გამოწვეული.
ჩრდილოეთ სომხეთი უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მხარეები იყო... (ქვ.
ჩხატარაიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 171). რა თქმა უნდა, ჩვენ შორს ვდგავართ იმ აზრისა გან,
თითქოს ყივჩაღთა მთელი მასა მხოლოდ ჩრდ. სომხეთში ჩასახლდა. ეს გაუმართლებე ლი
იქნებოდა. როგორც ჩანს, ისინი დაანაწილეს იმ მხარეებში, რომლებიც მოგვიანებით გა
მოიკვეთნენ როგორც მონაპირე საერისთავოები, მათი ნაწილი დავითის სიკვდილის შემდეგ
საერთოდ წავიდა საქართველოდან, მაგრამ ყველაზე დიდი კვალი მათ ჩრდ. სომხეთში დატ
ოვეს. ეს დიდი კვალი ეთნიურ-ეთნოგრაფიული ან ენობრივი კი არაა, არამედ უფრო პოლიტ
იკური. როგორც ჩანს, ამ მხარეში მოხდა ახალი ტიპის არმიის საბოლოო ფორმირება. ჩვენ
გადაჭარბებით გვეჩვენება, ქვ. ჩხატარაიშვილის განცხადება ,,...ეჭვმიუტანლად შეიძლება ით
ქვას, რომ სომეხ ისტორიკოსთა მიერ სომხეთის ლაშქრად წოდებული ის სამხედრო შენაერთ
ები, რომლებიც მხარგრძელთა საპატრონო ლაშქარს შეადგენდნენ, ძირითადად ყივჩაღური
ლაშქარი იყო (იქვე, გვ. 172). აქ ავტორს დაავიწყდა, რომ ყივჩაღთა ჩამოსახლებიდან გასული
იყო მხარგრძელებამდე თითქმის 60 წელზე, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა მეტი, რომ
მხარგრძელთა (და ორბელთა) შენაერთები ყივჩაღური ტიპის იყო. ჩვენ ვუშვებთ, რომ ჩრდ.
სომხეთის განთავისუფლების შემდეგ. ამ მხარეს სომეხი ემიგრანტების ფართო ტალღაც მოა
წყდა, ეს ახალი მოსახლეობა საკმაოდ მრავალრიცხოვანი უნდა ყოფილიყო (გავიხსენოთ უფ
რო გვიანდელი ამბავი, მე-15 საუკუნიდან, როდესაც ბუშქენ ორბელიანმა კინაღამ დამოუკი
დებელი სახელმწიფო შექმნა გამოქცეული სომხებისაგან ლორეს გარშემო). ეს რომ ასე არ ყო
ფილიყო, ჩრდ. სომხეთი ერთ თაობაში ეთნიურად მთლიანად გაქართველდებოდა, ხოლო
ყივჩაღები არ გასომხდებოდნენ. მაგრამ ეს ახალი მოსახლეობაც, როგორც ჩანს, ეწყობოდა
ახალი წესით, ე.ი. სამხედრო ყაიდაზე (ყოველ შემთხვევაში, ჩრდ. სომხეთში თითქმის არ ჩა
ნან სომეხი ფეოდალები, მოსახლეობაც შედარებით თავისუფლად გამოიყურება. საკითხავია,
რატომ დაუშვა ქართულმა ეკლესიამ ყივჩაღთა გასომხება? ამას ხელი შეუშალა ამ პერიოდის
(XII ს-ის I მეოთხედის ქართული ეკლესიის ნაკლებმა ექსპანსიურობამ ქვემო ქართლში (მას
ბევრი აქვს საზრუნავი ჩრდ. კავკასიაში, ქართლში, თბილისში, ტაოში, კახეთ-ჰერეთში და ა.
შ.), აგრეთვე - ჩრდ. მხარეთა“ სამონასტრო ცხოვრების მკვეთრმა აღმავლობამ, რაც გამოწვეუ
ლი იყო სამხრეთი პროვინციებიდან ,,სომეხი სწავლული პირების“ მასიურმა შემოსვლამ, რამ
აც, თავის მხრივ, გაააქტიურა სომხური ეკლესიის აქტიურობა. მაგრამ დავუბრუნდეთ ყივჩაღ
თა განსახლების რაიონების (ე.ი. უმთავრესად ჩრდ. სომხეთის) მართვა-გამგეობის წესს. აქ
თავიდანვე ქართული საერისთავოების სისტემა არ გამოდგებოდა. უნდა გამონახულიყო ისე
თი ფორმა, რომელიც ბინადარი მოსახლეობის მართვასა და მობილური სამხედრო კორპუსე
ბის სარდლობას შეიერთებდა. მართლაც, ,,ქართლის ცხოვრებას“ ერთი საინტერესო დეტალი
შემოუნახავს: მეფემ ,,უჩინა მათ ზედამდგომნი“, ,,დაუდგინა სპასალარნი და მმართებელნი“ ე.
ი. მათ ჰყავდათ სპასალარნი“ (სამხედრო სარდლები) და ,,მმართებელნი“ (სამოქალაქო ად
მინისტრაცია). ჩვენი აზრით, ეს ორი სრულიად დამოუკიდებელი იყო ცალკეული კორპუსის
შიგნით (სპასალარნი და მმართებელნი), მაგრამ მთელი არმიის მასშტაბით აუცილებელი იყო
ისეთი სახელო, რომელიც შეაერთებდა როგორც მოქმედ საბრძოლო კორპუსებს, ასევე მათ
ბაზისს (ამ კორპუსების განსახლების ტერიტორიების მმართველობას). ასეთი უნდა ყო
ფილიყო ამირ-სპასალარი. ამ შენაერთში ამირ ნიშნავს იმ ტერიტორიების მმართველობას, სა
დაც განლაგებულია ლაშქარი, სპასალარი კი სამხედრო ხელმძღვანელს.აღსანიშნავია, რომ
ასეთი სპასალარი, რომელიც რაღაცნაირად აერთიანებს სხვადასხვა ოლქის შეიარაღებულ ძა
ლებს, გვაქვს სხვაც. ესაა სამცხის სპასალარი, იგი ერისთავთა რანგშია თითქოს, მაგრამ მას ზე
მაღლა დგას, ეს შესანიშნავად გამოჩნდა გვიან, როდესაც ჯაყელთა, თითქოს რიგითმა სახ ლმა
სწორედ სპასალარობით (და ათაბაგობით) შესძლო მთელი რეგიონის პოლიტიკური ჰეგ
ემონობა. რატომ არ გახდა თავის დროზე სამცხის სპასალარი, მხარის ადმინისტრაციული
ხელისუფალიც? იმიტომ, რომ სამხრ. საქართველოს სოციალური განვითარების დონე და
მმართველობის ფორმა (,,ქართველთა სამეფოს“ ტრადიციები, სპასალარობისა და მეფეთა ად
გილას“ მჯდომელის გამიჯვნა) ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავდა. დასაშვებია, რომ ამირ-
სპასალარი დასაწყისში უდრიდა ,,სომხითის სპასალარს“, ოღონდ ტრადიციული უფლებებ
ით. ფართო ფუნქციები მთელი სამეფოს მასშტაბით (თუმცა ფორმალური) ამირსპასალარმა
შემდეგში შეიძინა. დასაწყისში მისი უმთავრესი ფუნქცია ყივჩაღური მასის სამხედრო დასახ
ლებებად ორგანიზაცია ექნებოდა. სწორედ აქედან უნდა მოდიოდეს ცნობილი ფორმულა ,,მის
გარეშე მიწა არ გაიცემა, სამამულოდ არავინ შეიწყალება“. სამეფო კარმა თავისი ახლად
შეძენილი დომენი (ლორე-ტაშირი, ანისის მხარე) ამირსპასალარის უწყების ძირითად ფონდ
ად აქცია. მართლაც ამ მხარეებში არცერთი ,,შეწყალება“ არ მომხდარა ჯერ ორბელების, ხო
ლო მოგვიანებით მხარგრძელთა გარეშე (შემდეგში ამირსპასალარმა ეს უფლება შეიძინა ქვე
ყნის მასშტაბით, შეიძლება გიორგი III-ის დროიდან, მაგრამ ფაქტიურად არასოდეს მიახლოე
ბია იურიდიულად მინიჭებულ სტატუსს სომხური პროვინციების გარდა).
წყაროთა სიმცირის გამო ძნელია არა მარტო იმის დადგენა, თუ როგორ განალაგეს ყივჩაღები
საქართველოში, არამედ ისიც ჭირს, რა შენაერთებად დაჰყვეს (გასარკვევია, რას ნიშნავს
ეს ,,გუარად-გუარად“). გვრჩება მხოლოდ ვარაუდი, თუ როგორ დაჰყვეს 40 000 ოჯახი. ივ.
ჯავა ხიშვილი ვარაუდობდა ათწლიანი სისტემის შეცვლას ჯგუფებად, სადაც თვითოეული
იზრ დება არითმეტიკული პროგრესიით და ამავე დროს უნაშთოდ იყოფა 15-ზე (15-60-300-
1500-3000-6000). თუ ეს ასეა, ასევე უნდა მომხდარიყო მათი განსახლებაც. ანგარიშგასაწევია
ერთი გარემოებაც: სამხედრო რეფორმის გატარების დროს დავით აღმნაშენებელმა
ბიზანტიური (რომაული) და აღმოსავლური პრინციპები აიღო, რადგან ტერმინები
აღმოსავლურია, ვფიქრ ობთ, ამ უკანასკნელს უფრო მეტი მნიშვნელობა მიეცა. არაბულ
სამხედრო ტერმინოლოგიაში სიტყვა ,,ამირ“ 10 000-კაციანი შენაერთის სახელწოდება იყო. მას
ხელქვეითებად ჰყავდა ,,ყაი დები“, რომელსაც სტ. მტბევარი ,,კაეტებს“ უწოდებს (ივ.
ჯავახიშვილი. დასახ. ნაშრომი, გვ. 144). ასევეა წმ. გობრონის წამებაშიც (,,საქ. სამოთხე“, გვ.
395). რასაკვირველია, ყოველთვის ზუსტად არ იყო დაცული ეს ,,1000-კაციანი“ და 10 000-
კაციანი ერთეულები, ხშირად მათ სი მბოლური მნიშვნელობა ჰქონდათ. არ არის
გამორიცხული, რომ ,,გუარად-გუარად“ დაყოფის დროს, ძირითად ერთეულად
გამოეყო ,,ბევრეულის“ 10 000-კაციანი გუნდი, რომლის სათავე ში ,,ამირ“, ანუ ,,ამირ-
სპასალარი“ მოექცა. მეტიც, შესაძლებელია, მთელი ეს მასა 4 ძირითად ერთეულად დაიყო.
გავიხსენოთ ის ტერიტორიები, რომლებიც, სავარაუდოა, რომ ყივჩაღებ ით იყო
დასახლებული, ცოტა მოგვიანებით 4 სანაპიროდ გარდაიქმნა: 1. გაგი (ძველზე ძვე ლი); 2.
ტაშირ-ძორაგეტი (ყველაზე დიდი); 3. ჰერეთი; 4. კამბეჩიანი. საინტერესოა ისიც, რომ ამ ოთხ
სანაპიროს ფაქტობრივად ორწყვილადი ფუნქცია შერჩა, გაგი და ლორე ერთმანე თთან არიან
დაკავშირებული, კამბეჩიანი და ჰერეთი ერთად. I ორში ჯერ ორბელები, შემდეგ ში კი
მხარგრძელები გაბატონდნენ, II ორში - მახატლისძენი და გრიგოლისძენი, რომლებიც
ერთმანეთს ენაცვლებიან (შესაძლებელია ერთი ჩამომავლობის გამო). ყურადღებას მივაქც ევთ
ერთ ფაქტსაც. ცნობილია, რომ რომელიმე ტრადიცია უფრო გვიან სხვადასხვა ფორმით
შორეული იმიტაციით თავს იჩენს ხოლმე. რატომაა, რომ ქართული არმია 4 ნაწილიანი ერ
თიანია? (1. მემარჯვენე; 2. მემარცხენე; 3. წინამძღოლი; 4. მეფის ალამი, ე. ი. რეზერვი). ვფი
ქრობთ, იგი ფართო მასშტაბით იმეორებს ნახევრადრეგულარული არმიის (ყივჩაღური კორ
პუსების) წყობას. (თუმცა შეიძლება პირიქითაც იყო. ყივჩაღური კორპუსების ფორმირება მო
ხდა უკვე დამკვიდრებული ქართული ტრადიციის ანალოგიით). შემდეგში ასევე ოთხ შტოდ
მოეწყო მხარგრძელთა გვარიც! იქნებ აქ საქმე გვაქვს კანონზომიერებასთან? იქნებ თვით მხა
რგრძელი, გამრეკელი სამხედრო ტერმინებია, მეთაურთა გარკვეული ნაწილის
(,,კაეტების“, ,,ყაიდების“), შესატყვისი?
მაშასადამე, შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული დასკვნა. XII საუკუნის I მეოთხედიდან XII ს-
ის 90-იანი წლების დასაწყისამდე ლორე-ტაშირის სომხური პროვინციები გასამხედროებუ ლი
ოლქებია, შერეული სამხედრო სამოქალაქო ადმინისტრაციით, მისი პოლიტიკური ცენტ რი ქ.
ლორე, ამის-სპასალარის საჯდომი რეზიდენციაა. ესაა პროცესი, რომელიც გულისხმ ობს ამ
ტერიტორიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის (სამხედრო მოსახლეობის დასახ ლების
დასრულება მომთაბარე ელემენტის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლა. ფეოდალური წყობის
განმტკიცება და ა. შ.) პარალელური განვითარება.

ამ პერიოდის საქართველოს სამხედრო სახელმწიფოს უწოდებს აკად. გ. მელიქიშვილიც.

მარკო პოლო საქართველოს შესახებ


საქართველოს საზღვრის მახლობლად არის ნაკადული, რომლიდანაც მოედინება ზეთი
ისეთი სიუხვით, რომ შეიძლება ასი გემი დაიტვირთოს ერთ ჯერზე.

ეს ზეთი საჭმელად არ არის გამოსადეგი,მაგრამ გამოიყენება როგორც საწვავი და ასევე სამ


კურნალო მალამო, მას შეუძლია ადამიანისა და აქლემის განკურნება მუნისგან. ხალხი მოდ ის
ამ ზეთის მისაღებად და მთელს სამეზობლოში მას იყენებენ საწვავად. საქართველოში არ ის
მეფე რომელიც ყოველთვის ატარებს სახელს „დავით-მალიქი“, ანუ„მეფე-დავითი“. იგი
ექვემდებარება თათრებს.

ძველ დროს ამ ქვეყანაში ყველა მეფე მარჯვენა მხარზე არწივის ნიშნით იბადებოდა. ქართვე
ლები არიან მშვენიერი რასა, მამაცი მებრძოლების შთამომავლები, კარგი მშვილდოსნები და
კარგი მეომრები ბრძოლის ველზე. ქართველები არიან ქრისტიანები და ბერძნული ეკლესიის
წესებს იცავენ. ისინი ატარებენ მოკლედ შეჭრილ თმას და სასულიერო ტანისამოსს.

ეს არის ქვეყანა, რომლის გამოც „ალექსანდრე“ ვეღარ წავიდა ჩრდილოეთით, რადგან გზა ვი
წრო და სახიფათო იყო. ერთი მხრით მას აკრავს ზღვა, მეორე მხარეს კი მთები და ცხენით გა
უვალი ტყეებია. ზღვასა და მთებს შორის ამ ვიწრო გასასავლელში მხოლოდ რამდენიმე მეო
მარსაც კი შეუძლია მტრის დამარცხება. ეს იყო იმის მიზეზი რომ ალექსანდრემ ვერ გაიარა.
ასევე მინდა გითხრათ რომ მან აქ ააშენა ციხესიმაგრე, რათა ადგილობრივებს არ შესძლებოდ
ათ მისთვის შეეტიათ.ამ ადგილს ეძახიან რკინის ჭიშკარს და სწორედ აქ ჩაკეტა ალექსანდრ
ემ თათრები ორ მთას შორის.

ქვეყანაში უამრავი სოფელი და ქალაქია. აქ უხვად მზადდება აბრეშუმის ქსოვილები და ისე


თი ნაქსოვი აქვთ რომლის მაგვარიც არსად მინახავს... აქ ყველაფერი დიდი რაოდენობითაა
იმისთვის რომ ვაჭრობა და მრეწველობა აყვავდეს. მთელი ქვეყანა სავსეა მაღალი მთებით და
ვიწრო ბილიკებით, რაც მას ადვილად დასაცავს ხდის, ამიტომ მე შემიძლია დაგარწმუნოთ,
თათრები ვერასროს მიაღწევენ იმას რომ ქვეყანა სრულად დაიპყრონ.

აქ მდებარეობს წმინდა „ლეონარდის“ მონასტერი,რომელიც ცნობილია სასწაულებრივი შემთ


ხვევით. ისიც უნდა იცოდეთ, რომ აქ არის დიდი ტბა, რომელიც წარმოიქმნა მონასტრის გვე
რდით მდგარი მთიდან გამონაჟონი წყლით. ამ წყალში ვერანაირი სახეობის თევზს ვერ ნახ
ავთ, ვერც დიდს და ვერც პატარას, ვერცერთ წელიწადის დროს, გარდა უფლის მიძინების პი
რველი დღისა და ამის შემდეგ თევზები ყოველდღე გამოდიან „წმინდა შაბათამდე“, რომელ იც
არის უფლის აღდგომის წინა დღე. მთელი ამ დროის განმავლობაში თევზები დიდი რაო
დენობითაა წყალში,მაგრამ სხვა ნებისმიერ დროს თქვენ მათ აქ ვერ იპოვით.

საქართველო მოქცეულია ორ ზღვას შორის. ჩრდილოეთით მას აკრავს „შავი ზღვა“, აღმოსავ
ლეთით კი ზღვა ,რომელსაც „ბაქოს ზღვას“ და ხანდახან „ღელის“ ან „ღელანის ტბის“ სახელწ
ოდებითაც მოიხსენიებენ და არის 2 800 მილი გარშემოწერილობის, თუმცა სიმართლე რომ
გითხრათ, ეს ტბა უფრო არის ვიდრე ზღვა, რადგან გარშემორტყმულია ტყით და ხმელეთით
და არანაირი კავშირი არ აქვს მთავარ ზღვასთან, რომელიც აქედან დაახლოებით 12 დღის სა
ვალზე მდებარეობს. იგი შეიცავს ბევრ დასახლებულ კუნძულს,ზედ აშენებული მშვენიერი
ქალაქებით. მოსახლეობა დევნილია ძლევამოსილი თათრების მიერ, რომლებიც არიან დამპყ
რობლები „პერსიის სამეფოსი“, სადაც ქალაქებსა და რაიონებში ქონდათ თემური მმართველ
ობის სისტემა. ისინი ცდილობდნენ თავშესაფრის პოვნას ამ კუნძულებზე, მთებს შორის, იმ
იმედით რომ უსაფრთხოება მოეპოვებინათ.

საქართველოში არის მშვენიერი, საკმაოდ დიდი ზომის ქალაქი „ტიფლისი“რომელიც გარშე


მორტყმულია მას დაქვემდებარებული ქალაქებით და რაიონებით. მოსახლეობა ძირითადად
ქრისტიანია, ქართველების გარდა ცხოვრობენ ასევე სომხებიც. აქ ასევე არიან მცირე რაოდენ
ობით ებრაელები და სარაცინები. აბრეშუმი იქსოვება სწორედ ამ ქალაქში. მოსახლეობა ცხო
ვრობს საკუთარი მრეწველობით და ემორჩილებიან თათრების ხანს.

მინდა გითხრათ რომ ჩვენ ხაზს ვუსვამთ თითოეული პროვინციის მხოლოდ რამოდენიმე
მთავარ ქალაქს, არსებობს კიდევ უამრავი ქალაქი, რომელთა ჩამოთვლაც, ვფიქრობ, მოსაწყე
ნი იქნება, მითუმეტეს თუ ისინი არაფრით გამოირჩევიან.... მაგრამ ზოგიერთი ქალაქის შესა
ხებ, რომელიც ჩვენ გამოვტოვეთ და რომელიც მდებარეობს ზემოთ აღნიშნულ ადგილებში....
ლოვარდ ტუხაშვილი

სახელმწიფოს როლის შესუსტება საგარეო-ეკონომიკური


ურთიერთობების რეგულაციაში
,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები XI-XIII საუკუნეებში

წიგნი I (6)

ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მი


მართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმო
დგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში
შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლო
გიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეი
ცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-
გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.
მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზო
გადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

სახელმწიფო საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებზე (ექსპორტ-იმპორტის აქტივ-პასივის ბა


ლანსირებაზე) ზეგავლენას ახდენდა ნაწილობრივ სამხედრო ძალით, უმთავრესად კი გეგმა
ზომიერი ეკონომიკური პოლიტიკით. ამ უკანასკნელს ახორციელებდა მეჭურჭლეთუხუცეს ის
სახელო. ჩვენ ამჯერად არ შევუდგებით ამ ხელის ფუნქციის გადმოცემას. ეს საკითხი მთე ლი
სიგრძე-სიგანითაა შესწავლილი ჩვენს ისტორიოგრაფიაში (ივ. ჯავახიშვილი, ს. კაკაბაძე, გრ.
ნათაძე, ნ. ბერძენიშვილი, ვ. ჩანტლაძე, ბ. ლომინაძე, მ. ბერძენიშვილი, ი. ანთელავა და ა.შ.).
აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი, როგორც ჩანს, სტი ქიურ
ხასაიათს კი არ ატარებდა, არამედ ისაზღვრებოდა ეკონომიკური სტრატეგია და პერსპ
ექტიული მიმართულებები. ამის დამადასტურებელი ფაქტიც გვაქვს ,,ქართლის ცხოვრებიდ
ან“, სადაც მითითებულია მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვლის ჩასვლა არზრუმში. შეიძლება ვივ
არაუდოთ, რომ ასეთი ვიზიტების დროს სწორედ ეკონომიკურ ურთიერთობათა საკითხები
წყდებოდა... ეს სრულიად ლოგიკური მოვლენაა, თუნდაც იმიტომ, რომ მეჭურჭლეთუხუცეს
ის სახელო ასრულებდა საგარეო უწყების ერთ-ერთი ბლოკის მართვის ფუნქციასაც. ეს ჩვენ
უკვე დავასაბუთეთ წინა ნარკვევში. აქ დავაზუსტებთ, რომ ეს დიდი მოხელე განაგებდა სწო
რედ საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს. უკვე აღნიშნული გვქონდა, ფაქტი, როდესაც მე
ჭურჭლეთუხუცესის ნაცვალი (ე. ი. მოადგილე) საგანგებოდ ჩავიდა არზრუმში. სხვათა შორ ის
ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის გარდა, თითქმის არცერთი შემთხვევა არ გვაქვს, რომ
რომელიმე ვეზირი ან მისი ნაცვალი უცხოეთში გამგზავრებულიყოს საგანგებო დავალებით.
არსებობს სხვა ჰიპოთეზაც, რომ შოთა რუსთაველი - მეჭურჭლეთუხუცესი ხანგრძლივი ვად
ით გაემგზავრა აღმოსავლეთის ქვეყნებში და იერუსალიმში (ამ საკითხს შევეხებით ცალკე!).

,,მეჭურჭლეთუხუცესის სახელოში იყო ძველი ქალაქები, ქალაქის ამირანი, ,,მეჭურჭლენი


ქალაქისანი“, ვაჭარნი, სავაჭრო გადასახადები და ბაჟი“ (მ. ბერძენიშვილი. გვ. 123). ამ
სახელომ აღმავლობას მიაღწია ყუთლუ-არსლანის დროს (საერთოდ მისი წინწამოწევა უნდა
მომხდარიყო დავით აღმაშენებლის დროს). მაგრამ იმავე ყუთლუ-არსლანის გამოსვლის დროს
ეს სახელო ფაქტიურად დაეცა. არის უზარმაზარი განსხვავება ამ სახელოს უფლებრივ
შინაარსში ყუთლუმდე და ყუთლუს შემდეგ. სანამ უფრო დეტალურად ჩამოვაყალიბებდეთ
ჩვენს თვალსაზრისს, დასაწყისშივე გვინდა ხაზი გავუსვათ ერთ გარემოებას. ჩვენი ღრმა
რწმენით მე-12 საუკუნის 80-იანი წლების ,,ბორგნეულობის“ ზუსტი ინტერპრეტაცია, ამჟამად
ქართულ ისტორიოგრაფიას არ შეუძლია. სანამ არ აღმოჩნდება ამ მშფოთვარე ათწლეულის
რთული მოვლენების შესახებ რაიმე დამატებითი საბუთი (ვიმეორებთ, თვით მოვლენის
საინპრეტაციო დამატებითი ცნობა, თორემ აფრიდონის, ყუთლუ-არსლანის, ყუბასარის და
სხვათა სოციალური წარმომადგენლობის ცოდნა, ძალიან მცირედ შეცვლის მოვლენის არსს),
ყოველგვარი დასკვნა ვერ გაცდება ჰიპოთეზათა რკალს! ჩვენ ვადგენთ ერთ-ერთ მორიგ
ჰიპოთეზას (ჰიპოთეზას არა იმის გამო, რომ საეჭვოდ მივიჩნევთ წარმოდგენილ დასკვნას,
ჰიპოთეზას იმიტომ, რომ მისი შემაგრება რაიმე სარწმუნო წყაროს მოტანით, ამჟამად
აღემატება ჩვენს შესაძლებლობას);

მე-12 საუკუნის რომელიღაც მომენტში, უფრო დასაშვებია 1177 წლის დემნას განდგომის, ე. ი.
ამირსპასალარ ივანე ორბელის ღალატის დროს, ფაქტიურად ყველაზე დიდი უფლებები
შეიძინა მეჭურჭლეთუხუცესის სახელომ. ამას გვაფიქრებინებს არა რომელიმე კონკრეტული
დოკუმენტი, არამედ ასეთი დასკვნის საშუალებას იძლევა ისტორიულ მოვლენათა თანამიმ
დევრობაზე დაკვირვება. ჯერ ერთი, 80-იანი წლებისათვის ჩანს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამი
რსპასალარის ხელი გაყოფილია. არაა გამორიცხული, რომ არსებობდნენ რეგიონალური ამირ
სპასალარებიც (თითქოს ერთ რეგიონში, სომხურ პროვინციებში კიდევაც ჩანს ასეთი პირი),
ამას რომ თავი დავანებოთ, ამირსპასალარის სახელოს უდავოდ ჩამოცილებულია ,,როქის
სპაც“-ც. (,,მონასპა“ ალბათ არც ადრე დაემორჩილებოდა!) მეორეც, თუ დავაკვირდებით თვით
საფინანსო უწყების უმაღლეს მოხელეთა პრეროგატივების ევოლუციას, დავინახავთ, რომ
თითქმის ყველგან, როგორც აღმოსავლეთში, ასევე ევროპის ქვეყნებშიც ფინანსთა მინი სტრი
(ჩვენს შემთხვევაში მეჭურჭლეთუხუცესი) ფაქტიურად ხდება პირველი პირი მეფის შემდეგ.
სწორედ ამიტომ უნდა იყოს, რომ ყუთლუ-არსლანის გამოსვლის დროს მას მხარს
უჭერდნენ ,,ლაშქარნი“, - საერთოდ მისი დროშის ქვეშ იდგა საკმაოდ ძლიერი დასი. აკად. ივ.
ჯავახიშვილმა დაასაბუთა, რომ ,,ლაშქარნი“ ნიშნავდა არმიის უმაღლეს ოფიცრობას. მაგ რამ
რატომ უნდა დამორჩილებოდა უმაღლესი ოფიცრობა საფინანსო დარგის უზენაეს პირს -
მეჭურჭლეთუხუცესს? არა იმიტომ, რომ ყუთლუ-არლსანი წარმოშობით დიდგვაროვანი იყო
(როგორც ამის დამტკიცებას ცდილობს დღეს ქართული ისტორიოგრაფია), არამედ იმიტომ,
რომ ეს ,,ლაშქარნი“ სწორედ მოსაკარგავეებს, ე.ი. სახელმწიფო ჯამაგირზე დასმული სამხედ
რო მოხელეები უნდა ყოფილიყვნენ, სამხედრო არისტოკრატია, რომელიც სარგოს იღებდა სა
ხელმწიფო ხაზინიდან. რა თქმა უნდა, სწორედ ამ მიზეზით ეს არისტოკრატია დამაფინანსებ
ელი ორგანოს - ფინანსური უწყების ხელმძღვანელს დაემორჩილებოდა (მით უმეტეს, რომ
ყუთლუს გამოსვლა სწორედ სამხედრო წრეებს უნდა მოწონებოდათ, კარავი სხვა არაფერია,
თუ არა სახელმწიფოს გასამხედროების მოთხოვნა, მთელი ქვეყნის სამხედრო ორდენად გად
აქცევა). სამხედრო წრეებს დიდი გავლენა რომ ჰქონდათ სახელმწიფოზე და ხშირად თავი ანთ
სურვილს კარნახობდნენ კიდევაც მეფეს, ამას გვარწმუნებს იმავე გიორგი III-ის დროს მო
მხდარი საინტერესო ფაქტი - გიორგი III-ის დროს ლაშქარმა მოითხოვა პერმანენტული თარე
ში მეზობლების წინააღმდეგ... მათ მეფეს მოახსენეს: ,,არა არს ღონე დარჩომისა ჩვენისა. თვი
ნიერ ლაშქრობისა და რბევისა“, რადგან ამ ლაშქრობა-რბევის გარეშე, ,,უღონო იქმნეს ლაშქარ
ნი და დიდებულნი“... ივ. ჯავახიშვილმა ეს ფაქტი, ქართველ ფეოდალთა გაუგონარ წინდაუ
ხედაობად გამოაცხადა:

,,ადამიანი სწორედ თავის თავის მტერი უნდა იყოს, რომ ყველა თავისი მეზობლები გადაიკი
დოს და თავისადმი სიძულვილი ჩაუნერგოს! განა ასე არ იქცეოდნენ ქართველი დიდებულ ნი
და ლაშქარი? ქართველები ისეთ თავდავიწყებამდე მივიდნენ, რომ ომიანობა სასიამოვნო
ხელობად და გასართობად გაიხადეს“ (ივ. ჯავახიშვილი, გვ. 71). განს. მეცნიერი ასეთივე კვა
ლიფიკაციას აძლევდა ლაშქრობებს ხორასანში, ხლათზე, არდეძალზე... ასეთი დასკვნა ერთ
გვარად მოულოდნელია, რადგან თვით. აკად. ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევით საქართველ ოს
სიმდიდრის მთავარი წყარო შინაურ-მრეწველობისა და აღებ-მიცემობის შედეგი კი არ იყო,
არამედ ომების, სამხედრო დავლის, აგრეთე ხარაჯას (ე. ი. ხარკის) წყალობით იზრდე ბოდა.

,,ხოლო ეს ქვეყნის ნამდვილი, ჭეშმარიტი და მტკიცე ბუნებრივი სიმდიდრე არ არის“ (გვ. 81.

ჩვენი აზრით, დავით აღმაშენებლის ეპოქიდან დაიწყო ქართული ,,სახელმწიფოს გადამხედ


როება“ ,,ქართული რეკინკისტი“. ამის გარეშე არ წარმოიდგინებოდა... გასამხედროებული
სახელმწიფოს მუდმივ ჯარს თვითგამოკვებისპრინციპი ედო საფუძვლად (არმიას თვით უნ და
შეექმნა საკუთარი თავის გამოკვებისათვის აუცილებელი დოვლათი). მაგრამ მთელი ქვეყნის
გასამხედროება არ შეიძლებოდა მუდმივი ყოფილიყო. სოციალური განვითარება აიძულებდა
ზედნაშენს ბაზისს გასწორებოდა (დავით აღმაშენებელმა სცადა შეეჩერებინა გლეხის მიწაზე
დამაგრების პროცესი, ,,შეწყალების ინსტიტუტით“ გააფართოვა პირობითი
მიწათმფლობელობა, მაგრამ მოსაკარგავე აზნაურები უკვე მეორე თაობაში გადაიქცნენ ტიპი
ურ მემამულეებად. სახელგანთქმულ ქართველ მეფეს თავისი რეფორმატული ბუნების, ორგა
ნიზატორული ნიჭისა და ზღვა ენერგიის მიუხედავად, არ შეეძლო შეეფერხებინა ბატონყმო
ბის განვითარება. პირიქით, ობიექტურად, საქართველოს გაერთიანებით, მისი განთავისუფ
ლებით, დიდ სავაჭრო მაგისტრალებზე გასვლით, მან ხელი შეუწყო ობიექტურად სოციალ ურ
პროგრესს... მომდევნო ხანაში გასამხედროებული სახელმწიფო ნელ-ნელა ვითარდებოდა
სავაჭრო კაპიტალის მქონე ფეოდალურ ქვეყნად ბიუროკრატიული სამოქალაქო მმართველო
ბით. ეს პროცესი ბუნებრივია მეტად მტკივნეული იყო, სწორედ ამიტომ გიორგი III-ს უჯანყ
დებიან დიდებულებიც (ივანე ორბელის აჯანყება), ეკლესიაც (მოითხოვს შეუვალობას), ლაშ
ქარიც (მოითხოვს სარგოს ან სარგოს მოპოვების საშუალებას). გიორგი III-მ სამივე მოთხოვნა
დააკმაყოფილა:
1. ივანე ორბელის საგვარეულოს დასჯის ფონზე დიდი პრივილეგიებით აღჭურვა არისტოკ
რატია (მოსალოდნელია სწორედ ამ პერიოდში ჩაეცა მახვილი პირობით მიწა თმფლობელო
ბას, რამაც მსხვილი სენიორების შეუვალობა მოამზადა თამარის ეპოქაში);
2. ,,გაახსენდა“ ეკლესიის ადრინდელი ,,თავისუფლებანი“ და მიანიჭა შეუვალობა;
3. ,,ლაშქარს“ დაერთო რბევის ნება, მაგრამ რაგან ეს გამოსავალი არა საიმედო იყო, მათი მომ
არაგების ფუნქცია ხელში აიღო სახელმწიფომ. ჩვენი აზრით, სწორედ ამ პერიოდში არმიის
გარკვეული ნაწილი: ,,როქის სპა“, ,,მონასპა“, პროფესიული უმაღლესი ოფიცრობა დაჯდა სა
კარგავზე -უმთავრესად ფულად საკარგავზე. ასეთი ჰიპოთეზა თავისთავად გვაძლევს საშუა
ლებას დავუშვათ, რომ მე-12 საუკუნეში ჩამოყალიბდა სახელმწიფო ბიუჯეტი დასრულებუ
ლი სახით.
სახელმწიფო ბიუჯეტის პრობლემა ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად ისევ აკად. ივ.
ჯავახიშვილმა დააყენა. მან დასვა კითხვები: ,,...როგორ ან რაზე იხარჯებოდა სახელმწიფო
ქონება? არსებობდა ხოლმე თუ არა სახელმწიფოს მთელი შემოსავლის ხარჯთაღრიცხვა?“
თუმცა ,,ამის შესახებ პირდაპირი ცნობები საისტორიო და იურიდიულ საბუთებში არ მოი
პოვება“ (ივ. ჯავახიშვილი. გვ. 58), მაგრამ მაინც შეძლო დაემტკიცებინა, რომ ,,საქართველო ში
სახელმწიფო შემოსავლის ხარჯთაღრიცხვას მუდმივად ადგენდნენ ხოლმე“ (ივ. ჯავახიშ
ვილი. გვ. 56). განსვენებულმა მეცნიერმა შემოვლითი გზით (,,გლახაკთა ნაათალის“ ანალი
ზის გზით), ვფიქრობთ, დამაჯერებლად ახსნა სახელმწიფო ბიუჯეტის არსებობა, საგარეო და
საშინაო შემოსავალ-გასავალის ჯამის გამოყვანის წესი, გასავლის სავარაუდო დაანგარიშე ბა
და დაასკვნა, რომ ,,ქართველი მეჭურჭლეთუხუცესები ან ფინანსთა მინისტრები საქმეში
ღრმად ჩახედულები ყოფილან და არაბების გამოჩენილ ფინანსისტ-მინისტრებს არ ჩამოუვა
რდებოდნენ“ (გვ. 61).

ივ. ჯავახიშვილის მიხედვით სახელმწიფო შემოსავალი იხარჯებოდა შემდეგნაირად:

1. მთელი შემოსავლის ერთი მეათედი - (,,ნაათალი“) იხმარებოდა საქველმოქმედო საქმეზე...


(,,ზნეობრივი მოძღვრების ისტორია საქართველოში“, ,,ივერია“, 1906 წ).

ჩვენი აზრით, ,,გლახაკთა ნაათალი“ არის ფაქტიურად ვეტერანთა (სამხედრო ინვალიდთა)


თავისებური პენსია, სოც. უზრუნველყოფის ორიგინალური ფორმა იყო... ჩვეულებრივ ,,მათ
ხოვრებზე“ შემოსავლის 10%-ის გაცემა შეუძლებელია... ომის ვეტერანები, სამხედრო ინვალი
დები და მათი ოჯახები - ეს უნდა ყოფილიყო ,,ნაათალის“ ობიექტი! ,,გლახაკებში“ არც ღა
რიბები იგულისხმება, ფეოდალურ სახელმწიფოს ასეთი ფუნქცია არ შეეძლო ჰქონოდა;
2. გარკვეული ნაწილი ხმარდებოდა მეფეს და მის სახლობას. ,,ამ პერიოდში კარგად იცოდნ ენ
მეფის საკუთარი და სახელმწიფო ქონების განსხვავება“ (გვ. 57). ივ. ჯავახიშვილმა ვერ და
ადგინა ამ თანხის წილობრივი ოდენობა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა ყოფილიყო ერთი მეხუ
თედი (სამხედრო ალაფის ,,ფანჯი-აქის“ ანალოგიით);

3. გარკვეული წილი იხარჯებოდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაზე“. აქ ივ. ჯავახიშვილმა


გააკეთა საინტერესო დასკვნა ,,სარგო“, მისი აზრით, ,,ხაზინაში კი არ შედიოდა, არამედ აკრე
ფისთანავე დანიშნულებისამებრ და კუთვნილებისამებრ აბარებდნენ“ (გვ. 58). თუ ეს ასე იყო
მაშინ ეს თანხა ადრევე იყო გამოთიშული საერთო ანგარიშიდან (სხვანაირად საიდან გაიგებ
ოდა ,,ნაათალი“? (ე.ი. სახ-ო გადასახადების დიდი ნაწილი იმთავითვე ამოღებული იყო სახე
ლმწიფო ბიუჯეტიდან;

4. მუდმივი ჯარის შენახვა...

ივ. ჯავახიშვილმა სახელმწიფო გადასახადები, ბაჟი, სავაჭრო გადასახადები, ხარაჯა და ალა


ფი მიიჩნია შემოსავლის ძირითად წყაროდ... ვფიქრობთ, აქ წარმოდგენილია საერთოდ სწო
რი, მაგრამ ზოგადი სურათი. ფეოდალური ქვეყნის ფინანსები არ შეიძლებოდა ყოფილიყო ასე
დეტალურად მოწესრიგებული ყველა პერიოდში. მაგრამ თუ ასეთი მწყობრი სახელმწი ფო
ბიუჯეტი არსებობდა, მას დასრულებული სახე უნდა მისცემოდა XII ს-ის 70-იანი წწ-ის
ბოლოს. მაგრამ ძირითად წყაროდ ამ მომენტშიც კი უნდა მივიჩნიოთ შემოსავალი საგარეო
ვაჭრობიდან; სავაჭრო გადასახადები და ბაჟი. სწორედ აქ იქმნებოდა ე. წ. ,,ზედმეტი“, თავის
უფალი კაპიტალი“. რასაკვირველია უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ხარაჯას და ალაფს, მაგ
რამ ვერავითარ შემთხვევაში ეს ორი მოვლენა ვერ გაუტოლდებოდა ინტენსიური, პერმანენ
ტული შემოსავლის ნაკადს! ზევით ჩვენ აღნიშნული გვქონდა, რომ საქართველოსთვის საგა
რეო ვაჭრობა პასიურ ბალანსზე უნდა ყოფილიყო დამყარებული, მაშ როგორ შეიძლება დავ
უშვათ უწყვეტი შემოსავალი პასიური ბალანსიდან? - ჯერ ერთი, ბალანსის პასიურობა გადა
ნაწილებული იყო მთელ მოსახლეობაზე, უშუალოდ სახელმწიფო ხაზინა არ ზარალდებოდა
იმიტომ, რომ თუნდაც თვით სახელმწიფოს გაეღო ვალუტა, იგი იფარებოდა ხარკით და ალა
ფით (საერთოდ ასეთი ,,ოქროს გადენა“ სახელმწიფოს მიერ ალბათ მხოლოდ ათონის, შავი
მთის, კვიპროსის, პალესტინის სიწმინდეების დახმარების დროს ხდებოდა, მხოლოდ ეს იყო
ის თანხა, რომლის დაბანდებას მატერიალური კომპენსაციის სახე არ ექნებოდა). მეორეც, შე
მოტანილი საქონელი, თუნდაც ჭარბი, არ იწვევდა ვალუტის დაცემას... რადგან მდიდარი აგ
რარული ტრადიციები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და ნედლეული (ტყავი, ბეწვი, ბამ
ბა, ,,ზეთი“, კუპრი, ხე-ტყე და ა.შ.) გლეხთა ექსპლოატაციის გაძლიერებისა და შრომის ინტე
ნსიფიკაციის მეშვეობით, იძლეოდა ,,ოქროს გადენის“ შემცირების საშუალებას. საერთოდ მე-
XII ს-ში საოცარი სიმცირე გვაქვს ოქროს და ვერცხლის მიმართ, მაგრამ ეს პასიური საქონელ
ბრუნვის ბრალი როდია. საქართველოს ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია მაშინდელმა
მსოფლიო ,,სავალუტო კრიზისმა“, ე. წ. ,,ვერცხლის კრიზისმა“. რადგან მსოფლიო ბაზრებზე
გაიშვიათდა ოქროს და ვერცხლის ფული, საქართველოშიც მოახდინეს თავისებური ,,დევალ
ვაცია“, მოიჭრა ვერცხლის ღირებულების სპილენძის მონეტა, რათა ძვირფასი ლითონები მა
სიურად არ გასულიყო სახელმწიფოდან. აი, სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოს ისტორი
ის ,,ოქროს ხანას“ ნუმიზმატიკაში ,,სპილენძის ხანა“ შეესაბამება. მაშასადამე საგარეო ვაჭრო
ბიდან მიღებული შემოსავალი იყო ის ,,თავისუფალი კაპიტალი“, რომლის გამოყენებაც შეიძ
ლებოდა არისტოკრატიისა და ეკლესიის თანამონაწილეობის გარეშე... სამწუხაროდ, ამ ,,თავ
ისუფალი კაპიტალის“ არსებობა დიდხანს არ გაგრძელებულა... ყუთლუ-არსლანის გამოსვლ
ის შემდეგ საქართველოს მთავრობამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.. მეფე თამარის კარ
მა მოსპო არა მხოლოდ ოპოზიციური მოძრაობა და გაუსწორდა მის ლიდერს, - არამედ მისი
მატერიალურ-იდეური, ეკონომიკური საფუძველიც ზედ მიაყოლა... რასაკვირველია, ყუთ ლუ-
არსლანის დასის მარცხის შემდეგ, მეჭურჭლეთუხუცესის სახელო არ გაუუქმებიათ, მაგ რამ
მისი ფუნქცია მკვეთრად შეიზღუდა... თუ აქამდე, მთელი ჩვენი მსჯელობა სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ ჰიპოთეზები იყო, ეს უკანასკნელი დასკვნა (ყუთლუ-არსლანის შემდეგ
მეჭურჭლეთუხუცესის სახელოს შეზღუდვის თაობაზე) მიგვაჩნია უტყუარად და დასაბუთე
ბულად, მეჭურჭლეთუხუცესის სახელოს შეზღუდვა აშკარად ჩანს შემდეგი მომენტებიდან:

1. მას ჩამოეჭრა ორი რეზიდენცია (საჯდომი ქალაქები) რუსთავი და ჟინვანი. რუსთავი გადა
სცეს ზაქარია მხარგრძელს, ჟინვანი - ჭიაბერს (ვფიქრობთ ეს ორივე ქალაქი დაუბრუნდა ამ
სახელოს, შესაძლოა სწორედ შოთა რუსთაველის დროს, რადგან თუ ტრადიციით შოთა მეჭუ
რჭლეთუხუცესია, მაშინ იმავე ტრადიციით უნდა აიხსნას მისი ხელრთვა ,,ჟინვანის სიგელ
ზე“ და მისი რუსთველობაც...). საქართველოს ვეზირთაგან ორს: ამირსპასალარს და მეჭურჭ
ლეთუხუცესს სპეციალური რეზიდენციები ჰქონდათ. ამირსპასალარს თმოგვი, ლორე და ან
ისი, მეჭურჭლეთუხუცესს რუსთავი (სამხრეთის სავაჭრო მაგისტრალების შესაყარი) და ჟინ
ვანი (ჩრდილოეთის დიდი სავაჭრო გზის კარიბჭე). აი, სწორედ ამ ორი რეზიდენციის ჩამორ
თმევა მიუთითებს ამ სახელოს შეზღუდვაზე... (გავიხსენოთ, მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალს
ემორჩილებოდა ქ. თბილისი, ქ. თბილისის შემოგარენი და შვიდი მთიულეთიც“)...

2. მეჭურჭლეთუხუცესის სახელოზე ძირითადი დარტყმა მაინც ის იყო, რომ დაიკარგა კონტ


როლი ქალაქებზე, საქალაქო ცხოვრებაზე... ამიერიდან დამკვიდრდა სწორედ მეტისმეტად
გაუმართლებელი წესი - ქალაქების გაცემა ცალკეულ მფლობელებზე... გაიცემოდა მთელი
ქალაქები, ქალაქის შემოსავალი, შემოსავლის ,,ნახევარი“, ,,ნაოთხალი“ და ა. შ. არისტოკრა
ტიამ მეფის ხაზინის უკანასკნელი, ,,თავისუფალი კაპიტალიც“ გადაინაწილა. სამეფო ხელი
სუფლებამ დაკარგა კონტროლი ქალაქებზე, დაკარგა კონტროლი საგარეო ეკონომიკურ ურ
თიერთობებზე... (საშინაო ვაჭრობაზე კონტროლი მას ადრევე ჰქონდა დაკარგული...).

ეს იყო ,,ყოველი საქართველოს“ პოლიტიკური კრიზისის ყველაზე თვალსაჩინო წინაპირობა.


"შეუმჩნეველი" პოლიტიკური ავანტიურა "ვეფხისტყაოსანში" (12)
ლევან გიგინეიშვილი

მკითხველს ვთავაზობთ ლევან გიგინეიშვილის საინტერესო ნაშრომს ("შეუმჩნეველი" პოლი


ტიკური ავანტიურა "ვეფხისტყაოსანში", 2006 წ. რომელსაც ახლახანს წავაწყდი ინტერნეტ ში).
ის ეხება "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტს, კერძოდ ინდოეთის სამეფოში განვითარებულ მოვ
ლენებს, რომლებიც მართლაც პოლიტიკური ხასიათისაა. ნაშრომი საინტერესოა და ჩვენი აზ
რით სწორად გადმოსცემს მოვლენათა განვითარების მიზეზებს.

წინამდებარე წერილი ერთგვარად ეხმიანება ჩვენს დაკვირვებას "ვეფხისტყაოსანში" გადმოცე


მულ სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპების შესახებ ("ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნ და
ხვადია" ანუ ქართული ლეგიტიმიზმის პრინციპები "ვეფხისტყაოსანში", რომელიც დაახ
ლოებით ამავე დროს ან ცოტა ადრე გამოვაქვეყნე გაზეთ "ჯორჯიან თაიმსში" და შევიდა ჩვენს
წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის" (2007). ელექტრონული ვერ სია
http://www.georoyal.ge/?MTID=1&TID=86&id=477),

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კვლევის საგანი სხვადასხვაა, და ზოგიერთ დეტალში შეიძლე
ბა არ დავეთანხმო მკვლევარს, როგორც ჩანს, ბ-ნი ლევან გიგინეიშვილი და თქვენი მონა მორ
ჩილი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს მივედით მსგავს დასკვნებამდე "ვეფხისტყაოსან ში"
წარმოდგენილი ინდოეთის სამეფოს (სიმბოლურად საქართველოს) ლეგიტიმიზმის პრინ
ციპთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ტახტზე შეიძლება ავიდეს მხოლოდ მამრობი
თი სქესის წარმომადგენელი, თუ დინასტიას ჰყავს მოგვარე პრინცი, გვერდითი შტოს წარმო
მადგენელი.

მკითხველს ვთავაზობთ ლევან გიგინეიშვილის აღნიშნულ ნაშრომს.

გაიოზ მამალაძე

“ვეფხისტყაოსნის” ლეიტმოტივი სიყვარულია, როგორც მიჯნურობის, ისე მეგობრობის ფორ


მით. პოემაში ეს თემა ისეთი დომინანტურია, რომ მკითხველმა შესაძლოა ნაკლები ყურადღე
ბა მიაქციოს სხვა, “გვერდით” საკითხებს. ამ ნაშრომში ვისაუბრებ სწორედ ერთ ასეთ გვერდ
ით თემაზე. საქმე ეხება დიდ პოლიტიკურ ინტრიგას ინდოეთის მეფის ფარსადანის კარზე,
რომელ ინტრიგაშიც პოემის მთავარ პროტაგონისტებს, ნესტანს და ტარიელს ცენტრალური
ადგილი უჭირავთ.
მე ვაჩვენებ ცხადი მაგალითებით, რომლებიც ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიან, თუ რეალურ
ად რა მოხდა ინდოეთის პოლიტიკურ სივრცეში და რა დარჩა რუსთველოლოგების შემჩნევ ის
მიღმა. ამ შეუმჩნევლობის მთავარი მიზეზი თვით რუსთაველია, რომელიც უკიდურესად
დაძაბულ, ვნებებითა და ინტრიგებით აღსავსე მოვლენებს ერთგვარად არბილებს ირიბთქმე
ბით, ამა-თუ-იმ საქციელის არანამდვილი მოტივის წინა პლანზე გადმოწევით, ან ნამდვილი
მოტივის რიტორიკული მიჩუმათებით. რუსთაველი შეგნებულად გვიდებს ჩვენ, მკითხველ
ებს ამგვარ რებუსებს, რათა მეტი ყურადღებით წავიკითხოთ პოემა და აღმოჩენის სიხარული
განვიცადოთ.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პირდაპირ მივყვეთ ამ დრამატული მოვლენების განვითარებას
***
ტარიელი იწყებს თავისი თავგადასავლის მოყოლას შემდეგი ამბით: ინდოეთი დაყოფილი
ყოფილა 7 სამეფოდ. აქედან 6 ეკუთვნოდა ფარსადანს, მეშვიდე კი ტარიელის მამას სარიდ ანს.
სარიდანი ხანში შევიდა და მიიღო ერთობ დამაფიქრებელი გადაწყვეტილება შეეერთე ბინა
თავისი სამეფო ფარსადანის სამეფოსთვის, რითაც თვითონ მეფობის სტატუსიდან ჩამო
ქვეითდებოდა მთავარსარდლის სტატუსამდე. ოფიციალური მიზეზი ამ გადაწყვეტილებისა,
რომელსაც სარიდანი აპიარებს არის მოწყენილობა:

[სარიდანს] “ხალვა მოსძულდა შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.


თქვა: ‘წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,
ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები’
ბრძანა: ‘წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები”.

დამეთანხმებით, ერთობ უცნაური მიზეზია: სარიდანი ამბობს, რომ მიაღწია ყველაფერს რი სი


მიღწევაც შეეძლო: მტრებს სძლია, მათი ტერიტორიები მიითვისა, ყველას მისი ეშინია,
“მორჭმით” ზის, ანუ აქვს მდგრადი სამეფო სტატუსი და ამას არაფერი ემუქრება; და უცებ ამ
ყველაფერს თმობს იმ მოტივით, რომ თურმე მოიწყინა და მძაფრი სევდები შემოაწვა გულზე.
ნუთუ ეს მიზეზია იმისთვის, რომ მოპოვებული სტატუსიდან დაბლა ჩამოხვიდე და საკუთა
რი სისხლით და ოფლით მონაპოვარი სხვა მეფეს გადასცე, რომელსაც თითი-თითზე არ დაუ
კარებია შენს გაკეთებულზე? არა, ოფიციალური ვერსიით ინდოეთის ბრბო აპამპულავონ, ჩვენ
კი საქმეზე ვილაპარაკოთ. საქმე კი რაშია? რა თქმა უნდა, როდესაც რაღაც დიდს მიაღწ ევ,
სევდის მიზეზი ისაა, რომ ფიქრობ როგორ მიაღწიო კიდევ უფრო დიდს (და არა პირიქ ით).
მაშ როგორ მოიპოვებდა სარიდანი უფრო დიდ სტატუსს თავისი დინასტიისთვის, როდ ესაც
სამეფოს ჩააბარებდა ფარსადანს და თვითონ კი ამირბარად, ანუ ადმირალად ჩამოქვეით
დებოდა? პასუხი ძალზე მარტივია და ამისთვის საჭიროა რამდენიმე სტროფით დაბლა წავი
კითხოთ, რომ

“ძე არ ესვა მეფესა (ე.ი. ფარსადანს) და დედოფალსა მზისა დარსა,


ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა,
ვაი, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა,
მეფემან თქვა: “შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა”.
რას ვიგებთ აქედან? იმას, რომ ფარსადანის სამეფოსთვის უზარმაზარი პრობლემა იყო თუ ვის
დარჩებოდა მემკვიდრეობა, რადგან მეფეს შვილი არ ჰყავდა. ასეთ დროს მას ეყმო სარი დანი
და გადასცა თავისი სამეფო. ფარსადანი ვერ მიხვდა, რომ სარიდანის სამეფო ანკესზე
წამოცმული მსუქანი ჭიაყელა იყო და სიხარულით გადასანსლა იგი. რა მიიღო? რა და ის, რომ
სარიდანს, მას შემდეგ რაც იგი გახდა ამირბარი, გაუჩნდა ვაჟი (“ვაი, კრულია დღემცა იგი, მე
მივეცი ამირბარსა”). ცხადია, სარიდანს რომ ვაჟი მანამდე ჰყოლოდა, სანამ ფარსადანს
ეყმებოდა, ფარსადანი კეთილგონიერებას გამოიჩენდა და უარს ეტყოდა, რადგან მაშინ ტარი
ელი ავტომატურად იქცეოდა ყველაზე რეალურ კანდიდატად ტახტისათვის და ფარსადანის
დინასტიას ჩაანაცვლებდა სარიდანის დინასტია. რატომ იქცეოდა ტარიელი ყველაზე მძლავრ
კანდიდატად? ორი მიზეზით: 1. ის იყო სამეფო გვარის (“თვით ჩემივე გვარი არსა”), ამდენად
ლეგიტიმური კანდიდატი ტახტზე; 2. ის იყო მთავარსარდლის, ანუ სახელმწიფოს მეორე
პირის შვილი, მაშინ, როცა პირველ პირს, მეფეს, შვილი არ ჰყავდა. ჩანს, სარიდანის მეუღლე
უკვე დაორსულებული იყო, როდესაც სარიდანმა შესთავაზა ფარსადანს თავისი სა მეფოს
შეერთება. ეს არ იცოდა და ვერ გაითვალისწინა ფარსადანმა. შანსი იმისა, რომ ბიჭი
გაჩნდებოდა იყო 50/50. ანუ, სარიდანის მხრიდან ერთგვარი რისკი იყო, მაგრამ იგი მიჰყვა
ძველი არაბული ანდაზის “ვინაც რისკავს, შარბათს ის სვამს” (‫)عشفك خكيظزم‬-ის სიბრძნეს და აკი
გაუმართლა კიდეც: გაჩნდა ტარიელი, სარიდანის დინასტიის იმედი, მთელი ინდოეთის
ერთადერთი მემკვიდრე! ფარსადანს ისღა დარჩენია მიხვდეს, რომ გააცურეს, ბოღმა ჩაყლა პოს
და თქვას “შვილად (ანუ ტახტის მემკვიდრედ) გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა”.
ის, რომ მეფე ფარსადანი ტარიელის კანდიდატურით, რბილად რომ ვთქვათ, კმაყოფილი არ
იყო, ჩანს იქიდან, რომ როგორც კი თვითონაც ეყოლა შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო
გოგო და არა ბიჭი, მაშინათვე დასახა გეგმა, რომ გაემეფებინა ნესტანი – ეს კი აშკარა დარღვე
ვა იყო ინდოეთის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა, რომლის მიხედვით მემკვიდრე, მეფე
მხოლოდ კაცი უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს გადაწყვეტილება მეფემ არ მიიღო სხვებისთვის
დასანახად: ფორმალურად ტარიელი კვლავ სასახლეში იზრდებოდა, რათა სარიდანს ეჭვი არ
შეჰპარვოდა რამეში და ახალი პოლიტიკური ინტრიგების ქსელი არ დაერთო. ტარიელი რომ
დაეთხოვათ სასახლიდან ნესტანის გაჩენისთანავე, სარიდანი მიხვდებოდა ფარსადანის განზ
რახვას და ადვილად აამხედრებდა ტრადიციების მოყვარულ ინდოეთის საზოგადოებას და
ჯარს ფარსადანის ფემინისტური ინოვაციის წინააღმდეგ.
სარიდანი გარდაიცვალა და ვერ მოესწრო თავისი გეგმების აღსრულებას. აი ახლა კი ფარსა
დანს უკვე შეეძლო გაემჟღავნებინა თავისი ნამდვილი ჩანაფიქრი. ტარიელი მთელი წელი
გლოვობდა მამის გარდაცვალებას. ამის შემდეგ მეფემ მიუგზავნა 15 წლის ობოლს დიდგვარ
ოვნები რომელთა პირით სთხოვა გლოვის დასრულება და როგორც ჯილდო გადასცა მამის
ოფისი – ამირბარობა. თითქოს უდიდესი პატივი იყო 15 წლის ბიჭისთვის, მაგრამ სინამდვი
ლეში ეს იყო ხაფანგი: მისთვის გვირგვინისაკენ გზის გადაკეტვა და სარიდანის დინასტიუ რი
ოცნების დასამარება. შესაძლოა ტარიელი ხვდებოდა ამას და გარკვეული ზეწოლის გარე შე არ
მოხდა მისი გაამირბარება: “ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად, არ
მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყვანის ვეც ამირბარად”; აქ ის შეიძლება გულწრფელად ამბ ობს,
რომ მისი ურჩობა თავმდაბლობით იყო გამოწვეული, მაგრამ ეს თავმდაბლობა არაფერ ში
ადგებოდა ფარსადანის გეგმას, ამიტომ “არ მოეშვენ” და გარკვეული იძულებით დანიშნეს
მთავარსარდლის პოსტზე. ახლა ცოტა შევისვენოთ, გადავხედოთ ინტრიგის პირველ ნაწილს
და მოვემზადოთ მისი განვითარებისთვის.

***
მაშ ასე, ტარიელი ამირბარია და ჩანს სარიდანის დინასტიურ ოცნებას სრულიად ინდოეთზე
გამეფდეს ასრულება აღარ უწერია. და აი ამ დროს ხდება ის, რომ ტარიელი მოულოდნელად
დაინახავს ნესტანს და მისდამი სიყვარულით ისე განიმსჭვალება, რომ დასნეულდება კიდეც
სიყვარული სიყვარულად, მაგრამ აქ არის სამეფო მემკვიდრის სიყვარული, რაც ნიშნავს, რომ
თუ ეს სიყვარული გასცდა პლატონური “შორით ბნედის” საზღვრებს და საყვარელი ქალის
ცოლად მოყვანის კონკრეტულ გეგმად იქცა, სასიძო ნებსით თუ უნებლიედ შეიჭრება სამეფო
ამბიციების ველში.
ტარიელი არ იჩენს ინიციატივას და ყველაფერს აკეთებს, რომ დამალოს სიყვარული, რაც შე
საძლოა აჩვენებს მის თავმდაბლობას, მაგრამ ასევე შიშს, რომ ვაითუ სამეფო პირისადმი სიყვ
არულის გამო ამბიციურობა დააბრალონ და სასახლეში გამოჩენა აუკრძალონ:

“ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებენ,


აზრად შეიქმან (ე.ი. რომ მე ნესტანი მიყვარს”), საქმესა ათასჯერ შეაწონებენ,
თუ შეიგნებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

ანუ აქ ტარიელი მეტი რომ არ შეიძლება ისე პირდაპირ ამბობს საქმის არსს: ის არის მძლავ რი
პოლიტიკური ფიგურა, ამირბარი, რომელსაც მთელი ჯარი აბარია; თუ ის გაბედავს ნეს
ტანის სიყვარულის საქმედ ქცევას, ეს ნიშნავს გამოაცხადოს პრეტენზია ინდოეთის ტახტზე;
თუ ამ პრეტენზიას გაიგებს ფარსადანი, ტარიელს ყოველნაირად შეუშლიან ხელს რამე კავში
რი ჰქონდეს ნესტანთან; მეტიც, ის შეიძლება გააგდონ სამეფოდან, ან უბრალოდ უბედური
შემთხვევის მსხვერპლად გახადონ (რა, არ ხდება ხოლმე, ნადირობისას რომელიმე გამოუცდ
ელი მსროლელი ისარს უხეიროდ ისვრის და ქურციკის ნაცვლად კაცს გაუხვრეტს ფილტვს?
ერთი სიტყვით, ტარიელი თავმდაბლობისა თუ შიშის – ან ორივესი ერთად – გამო ინიციატი
ვას არ იჩენს.

ინიციატივას იჩენს ნესტანი.

და საგულისხმო ისაა, რომ ნესტანი ეგრევე აცნობიერებს ყველაფერს: კერძოდ იმას, რომ მისი
და ტარიელის სიყვარული, თუ მას კონკრეტული მომავალი უწერია, დაკავშირებულია პოლ
იტიკურ გადატრიალებასთან, კერძოდ სარიდანის დინასტიის დომინაციასთან თუ არა, მის
გათანაბრებასთან მაინც ფარსადანის დინასტიასთან. ამიტომ პირველივე წერილში, სადაც
სიყვარულს უმჟღავნებს ტარიელს, ნესტანი მაშინათვე გადადის პოლიტიკაზე:
“ბედითი ბნედა, სიკვდილი, რა, მიჯურობა გგონია?
სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია,
ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია,
აწ მათი ჯავრი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!”

ანუ ნესტანი მოუწოდებს მას პოლიტიკური მოქმედებისკენ, ურომლისოდაც მათი სიყვარუ ლი


იქნება ამაო (“ბედითი”) ტანჯვა და უპერსპექტიობა (“სიკვდილი”). ნესტანი პირდაპირ არ
ამბობს, რომ ტარიელს მოუწევს დაპირისპირება ფარსადანთან, მაგრამ ეს იგულისხმება განვ
ითარებული მოვლენებიდან.
ტარიელი მიდის ხატაეთში საომრად და წინასწარ ფარსადანის სახელით ემუქრება ხატაელ
ებს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ თვით ფარსადანთან არ ათანხმებს ამ სადამსჯელო კამპა
ნიას. აჯანყებული ვასალური ქვეყნის ხელახალი დამორჩილების რისკიანი სპეცოპერაცია
ტარიელის ტრიუმფით დასრულდა. გადამწყვეტი ბრძოლის შემგომ ეიფორიას ტარიელი ასე
აღწერს:

“ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს;


ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს;
რომელთაცა გავეზარდნე დიდებულნი ამიტირდეს...”

ეს ჩანს ის დიდებულები არიან, რომლებიც ტარიელს სამეფოდ ზრდიდნენ და სარიდანის


დინასტიური გეგმების მომხრეები იყვნენ. ტარიელი შემდეგ ამბობს:
“მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე”.
ანუ ამბობს ამაყად, რომ მოქმედებდა ისე, როგორც უნდოდა მას თვითონ, სუვერენულად და
არა ვინმეს კარნახით; ამბობს რომ “მოირჭო”, ანუ გახდა “მორჭმული”. ამ სიტყვის ძირი დაკავ
შირებულია “რჭობასთან”, რაც ნიშნავს, რომ ტარიელმა სტატუსი შეიცვალა: “დაერჭო” უფრო
მაღლა ვიდრე აქამდე იყო, ამირბარულ ამბიციაზე უფრო მაღლა კი მხოლოდ სამეფო ამბი
ციაა; ამბობს რომ “მოივლინა”, ანუ მოვლენად იქცა, დიდება და ძლევა შეიმოსა. აი ასეთი ტა
რიელი უნდა დაბრუნდეს ინდოეთის დედაქალაქში, სადაც ხალხამდე უკვე მიაღწია ტრიუმ
ფის ამბავმა და ცხადია ყველანი მზად არიან ექსტატური აღტაცებით შეეგებონ ახალგაზრდა
გმირს.

რას განიცდის ამ დროს ფარსადანი? რა თქმა უნდა “უდიდეს სიხარულს ინდოეთის ძლევამო
სილი არმიის მიერ ურჩი ხატაელი მეფის, რამაზის დამარცხების გამო!” ოღონდ ეს ინდოეთ ის
ოფიციალური პრესისთვის, სინამდვილეში კი განიცდის უზარმაზარ შფოთს, შიშს ტარიე ლის
ასეთი არნახული პოპულარობის გამო, და ასევე ენით უთქმელ ბრაზს, რომ ეს ყველაფე რი
ტარიელმა მასთან შეუთანხმებლად გააკეთა. ვფიქრობ, მას უფრო გაუხარდებოდა ხატაე თის
კამპანია მარცხით, ან თუნდაც ტარიელის დაღუპვით დამთავრებულიყო. მეფისთვის
თავსატეხია კიდევ ერთი საკითხი, რისთვის გააკეთა, რა მოტივით ეს ყველაფერი ტარიელმა:
იქნებ მხოლოდ იმიტომ, რომ გულუბრყვილო პატრიოტიზმის გამო ზედმეტი ერთგულება,
მხურვალება და თავგანწირვა გამოიჩინა თავისი მეფისა და ქვეყნისადმი და მეტი არაფერი;
თუ უფრო შავბნელი განზრახვა უფუთფუთებს ამის მიღმა: ტარიელს ეს დიდება სჭირდება
სხვა რამისთვის: შეარყიოს ძალაუფლების არსებული ბალანსი. ფარსადანს ჯერ ეს ვერ გამო
უცვნია, მაგრამ ხვდება, რომ ტარიელის ასე პირდაპირ ქალაქში შეშვება სახიფათოა. ამიტომ აც
უჩვენებს ტარიელს საარაკო დაფასებას: ქალაქის გარეთ გაეგებება და იქ გააშლევინებს
კარვებს, რითაც ტარიელის ტრიუმფალურ შესვლას მინიმუმ ერთი დღით გადასწევს. ტარიე
ლი დიდ პატივშია, მეფეს მიუძღვნის დაპატიმრებულ რამაზ მეფეს, რომელსაც ფარსადანი
ლმობიერად მიიღებს და დახურული კარის მიღმა ტეტ-ა-ტეტ შეხვედრას მოუწყობს. ამ შე
ხვედრის მერე გამოჰყავს გარეთ და ტარიელს ეკითხება, რას იტყვი, შეუნდობ ხატაელს ორ
გულობას თუ არაო (“შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდე შენამტერსა?”). ეს შეკითხვა იყო მახე,
ერთგვარი ლაკმუსი, რომელსაც უნდა გამოევლინა ტარიელის ფარული აზრები: კეთილგონი
ვრულად ტარიელს უნდა ეპასუხა, მე რას მეკითხები, მეფე შენ ხარ და რასაც იტყვი ისე იქნე
ბაო. ტარიელი კი წამოეგო ანკესს და უპასუხა:

“მე ვჰკადრე: ‘ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,


უყავით თქვენცა წყალობა მას ღონეგაცუდებულსა”.

ანუ ტარიელმა შეიფერა უფლება გადაეწყვიტა რამაზ მეფის ბედი და არ დაუკვირდა, რომ
ამით სამეფო პრივილეგიას იფერებდა. ეს საკმარისი იყო: ფარსადანმა უკვე იცის, რომ ტარიე
ლის ხატაური კამპანია ზედმეტად ერთგული ყმის გულუბრყვილო პატრიოტიზმი არ არის,
არამედ უფრო მეტის წაპოტინების ინსტრუმენტი – ტარიელს სახიფათო ამბიცია აქვს. ამის
შემდეგ ფარსადანი ცდილობს რამე იღონოს, რომ ტარიელის პოპულარობა გაანეიტრალოს და
ხალხის ეიფორია შეამციროს. მეორე დღეს სისხამ დილით ტარიელს უგზავნის მაცნეს და
გადასცემს შემდეგს: “რამდენი ხანია ერთად არ გვინადირია, მომენატრა ეგ ამბავი; ვიცი, რომ
დაღლილი ხარ, ნაბრძოლი, მაგრამ ისე ვარ მოწყურებული, რომ უნდა გამიწიო ანგარიში და
წამომყვეო”. არადა ამას ეუბნება ხელში დაჭრილ ტარიელს, რომელსაც ჭრილობა ერთი დღით
ადრე თვით მან, ფარსადანმა შეუხვია. ცხადია, ეს ნადირობა მხოლოდ დროის მოგებ ის
მიზნით იყო ნაკარნახევი. ამასობაში მეფემ გაგზავნა მაცნე დედოფალთან და საიდუმლ ოდ
შემდეგი რამ შეუთვალა:

“იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია:


‘ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტლად სასურველია,
მან განანათოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია;
რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია!

აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა სცან ესე მცნებული:


რადგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელდებული,
ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა ხე, ედემს ხებული,
გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული!”
ანუ ფარსადანი უმხელს დედოფალს: ჩვენთვის სახიფათოა ტარიელის ზღვარგადასული პოპ
ულარობა ხალხში, რამე უნდა ვიღონოთ ამის წინააღმდეგ; ჰოდა რაც ფარულად გადავწყვიტ
ეთ აქამდე, ანუ ნესტანის გამეფება, ახლა გამოვაცხადოთ ხალხის წინაშე “ზოზღნის” ანუ მიკ
იბ-მოკიბვის გარეშე; ასე რომ, მე და ტარიელი როცა შემოვალთ ქალაქში, ამ დროს შენ და ნეს
ტანი სამეფო ტახტზე ასულები დაგვხვდითო. ნესტანი აქამდე არავის ჰყავდა ნანახი: იდუმ ალ
გარემოში იზრდებოდა და ეს იდუმალება, რა თქმა უნდა, მის ქარიზმას აათმაგებდა და
ხალხში პოპულარობას მატებდა. ცხადია, ნესტანის გამოყვანით სწორედ ტარიელის ტრიუმფ
ალური შემოსვლის დროს ფარსადანს სურდა ორი კურდღელი დაეჭირა: 1 კურდღელი – გაე
ნეიტრალებინა რამდენადმე ტარიელის პოპულარობა და ხალხის ყურადღება მზეთუნახავ
ნესტანზე გადაეტანა; 2 კურდღელი – ეჩვენებინა ყველასთვის, რომ სამეფო ტახტზე ერთადე
რთი კანდიდატი ნესტანია, და გინდაც ამირბარმა მთელი მსოფლიო დაუმორჩილოს ინდო
ეთს, ის მაინც მხოლოდ ამირბარად დარჩება. როგორც კი ის დრო გავიდა, რაც ნესტანის ხალ
ხში გამოჩენის მომზადებისთვის იყო აუცილებელი, ნადირობის ფარსი მაშინვე შეწყვიტეს:

“მოვინადრიდეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა,


იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა.
ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა,
აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა”.

მაგრამ ფარსადანის გეგმამ ფიასკო განიცადა: მიუხედავად ნესტანის პირველი გამოჩენისა,


ტარიელის პოპულარობა ვერაფერმა დაჩრდილა და მას დედაქალაქის ზღვარგადასულად
აღტყინებულმა მოსახლეობამ არნახული შეხვედრა მოუწყო:

“ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი.


ომგარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი;
ფერმიხდილგვარად ვშვენოდი ვარდი ცრემლითა ნაბანი,
ვინცა მიჭვრეტდეს ბნდებოდეს, მართალ არს, არ კატაბანი”.

ის, რომ ტარიელმა დაჩრდილა ნესტანი, ამას თვით ნესტანიც აღიარებს: “შენნი მჭვრეტნი ჩემ
თა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო”; ამ ნათქვამში ამბივალენტობაა: ერთის მხრივ სიხარული,
რომ მისი მიჯნური ასეთი ძლევამოსილი და პოპულარულია, მეორეს მხრივ ქალური სინანუ
ლი, რომ მიუხედავად მისი პირველი გამოჩენისა, ხალხმა მას სათანადო ყურადღება არ მიაქ
ცია. და კიდევ: ნესტანი ამ ფრაზით ხაზს უსვამს, რომ ინდოეთის ხალხში არის გარკვეული
განხეთქილება: არიან “ტარიელის მჭვრეტნი”, ანუ ტარიელის გულშემატკივრები და “ნესტან ის
მჭვრეტნი” ანუ ნესტანის გულშემატკივრები და მათ შორის კამათია – ვინ ვის სჯობს, ანუ ვინ
უფრო სათანადო კანდიდატია ტახტისათვის.
სალხინო სუფრაზე ფარსადანი კიდევ ერთ გამოცდას უწყობს ტარიელს. მას სვამს ნესტანის
პირისპირ. ერთის მხრივ პატივია, მეორეს მხრივ კი დისტანციის ჩვენება: მაგიდა, რომელიც
თქვენ გყოფთ არის ძალაუფლების ზღვარი, თქვენ არასდროს არ იქნებით ერთ ხაზზე. ამავე
დროს ფარსადანს სურს შეიტყოს: არის თუ არა რამე ნესტანსა და ტარიელს შორის? მას შესაძ
ლოა ეს ეჭვი გასჩენოდა ტარიელის უეცარი დასნეულების გამო ნესტანის მონახულების შემ
დეგ (თუმცა, არ არის მთლად ცხადი პოემის მიხედვით ნახა თუ არა მეფემ, რომ ტარიელმა
თვალი მოჰკრა მაშინ ნესტანს). თუ ის ნახავს, რომ ტარიელი და ნესტანი ერთმანეთს სხვანაი
რად უყურებენ, მაშინ ტარიელი ფარსადანისთვის გამოვლინდება უსაშიშეს პოლიტიკურ მე
ტოქედ, რომელსაც შეუძლია სიყვარულის ფაქტორი გამოიყენოს სატახტო ამბიციების ბერკე
ტად. ტარიელი ცდილობდა არ ეცქირა სხვანაირად ნესტანისათვის ქეიფის დროს, მაგრამ შემ
დეგ, როცა მეფის ძალდატანებით ყველა, მათ შორის ტარიელიც, გვარიანად შეზარხოშდა, ტა
რიელმა დაივიწყა რიდი და უკვე ნესტანის მეტს ვერც ვერავის ამჩნევდა:

“მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა,


რა შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა;
კაცთა კრძალვასა ვაწვევდი (ამაოდ! /ლ.გ./) გულსა შმაგსა და რეტასა.
რა უამეა პირისპირ საყვარელისა ჭვრეტასა!”

ეს ორმხრივი შეხედ-შემოხედვები ფარსადანის დაგეშილ მზერას არ გამოპარვია და მან უკვე


დასტურ იცის: ნესტანს და ტარიელს ერთმანეთი უყვართ, ეს კი ნიშნავს, რომ ნესტანის გამე
ფებითაც სარიდანიანთა დინასტიას არ ესპობა გზა ტახტისაკენ. ნესტანი კი თავისი სიყვარუ
ლით გამოდის მეხუთე კოლონა ფარსადანის დინასტიის დომინაციის ქომაგებისათვის და
დიდ საფრთხეს უქმნის ძალაუფლების ბალანსს ინდოეთში.
დაყოვნების დრო აღარ არის, ფარსადანმა სასწრაფოდ უნდა მოიმოქმედოს რამე. გამოსავალს
ის ხედავს ნესტანის საჩქაროდ გათხოვებაში მეზობელი დიდი სახელმწიფოს ხორეზმის უფ
ლისწულ ხვარაზმშაზე. ეს ქორწილი, რა თქმა უნდა, შეზღუდავს ნესტანის ერთპიროვნულ
ძალაუფლებას, ვინაიდან მას მოუწევს ტახტის გაყოფა უცხოელ მონარქთან, მაგრამ ფარსადა
ნი ვერაგ სარიდანიანებს მაინც ხომ არ გაახარებს! ახლა ხომ მაინც საბოლოოდ მისრისავს ამ
საძულველი დინასტიის როიალისტურ მოლოდინებს!
ნესტანის გათხოვება გადაწყვეტილია, წერილი ხვარაზმის მეფესთან მიწერილი და თანხმო ბაც
მიღებული. ხვარაზმის მეფისთვის ფარსადანის წინადადება მოულოდნელი სიხარული იყო,
თანაც მისი ძე თვით ხორეზმში ყველას მოძულებული ჰყავდა, მამამისსაც კი, როგორც ჩანს
გარყვნილი ყოფა-ქცევის გამო: “თვით მაგეთისა შვილისა ჩვენ ხელსა რასა ვხდიდითა” – ანუ
ასეთი ყოვლად გამოუსადეგარი შვილი რა ჯანდაბად გვინდა აქ რომ გვყავდეს, ინდოე
თამდემც გზა ჰქონიაო. (შეიძლება ეს ალუზიაა გიორგი რუსზე, რომელიც თამარს პოლიტი
კური მიზნებით უქმრეს და რომელიც უკიდურესად უზნეო ადამიანი იყო – ქართველი მემა
ტიანე მას სოდომურ გარყვნილებას და კიდევ რას არ მიაწერს). ახლა, რაკი თანხმობა უკვე მი
ღებულია, ფარსადანი ტარიელს უკანასკნელ გამოცდას უწყობს: იბარებს მას და ეკითხება,
თავში მომივიდა აზრი ნესტანის გათხოვებაზე და ერთი კარგი ბიჭიც მყავს შეგულებული –
მეზობელი ქვეყნის, ხორეზმის უფლისწული, შენ რას იტყვი, რას მირჩევო. აქაც მახეა: ფარსა
დანმა უკვე იცის ტარიელის გულში ამბიციური გეგმები ბობოქრობს, მაგრამ გაბედავს თუ არა
ეს გეგმები გამოააშკარავოს? თუ ტარიელი მის გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგება და ღია
კონფროტნაციაზე გადავა, ფარსადანს ყველა კოზირი აქვს ტარიელს დაწამოს სახელმწი ფო
გადატრიალების მცდელობა და ან დააპატიმროს, ან გადაასახლოს, ან უბრალოდ გაასაღ ოს.
ტარიელი აქ კი უკვე სიფრთხილეს იჩენს და გარეგნულად მეფეს უწონებს გადაწყვეტილ ებას,
შინაგანად კი თავი ცოცხლად აღარ უნდა.
ტარიელს ესპობა როგორც სიყვარულის, ისე მეფობის ხელში ჩაგდების იმედები. მართლაც, რა
გამოსავალი უნდა ჰქონოდა მას? ერთადერთი, აჯანყება და ფარსადანთან სამხედრო და
პირისპირება. მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ეს არ მოსწონებოდა ნესტანს, რომ მისი მიჯ
ნური ასე უტიფრად სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა მამამისს, თან მასთან შეუ
თანხმებლად. რა იცის ტარიელმა: ეგებ ნესტანი მამისადმი მორჩილებას მიჯნურობაზე მაღ ლა
აყენებს და ურჩევნია მამის ნებას დაჰყვეს, ვიდრე რომანტიკულ-პოლიტიკურ ინტრიგას
გადააყოლოს ინდოეთის მშვიდობა და უსაფრთხოება. როგორც შემდგომი განხილვიდან ცხა
დად ჩანს, ტარიელი მართლაც შეურიგდა ბედს და მისი ემოციური ნატურის პატრონი ალბ ათ
ცხოვრებას თვითმკვლელობით ან გალოთებით დაასრულებდა.
მაგრამ აქ კვლავ საქმეში შემოდის ნესტანი.
იგი დაიბარებს ტარიელს და რისხვის სეტყვას დაატეხს თავზე: ეს შენ ურჩიე მეფეს ჩემი ხვა
რაზმშაზე გათხოვება, შენ დართე ნება, ამით ჩვენი სიყვარულის ფიცი გატეხე, შე საზიზღა რო
და ნაძირალა შენა, შე არარაობავ, არაკაცო; მაგრამ იცოდე, გამათხოვებენ თუ არა, მაშინვე ან
ინდოეთიდან გაგაგდებ, ან თუ თვითონ არ გაეთრევი, ძაღლივით მოვაკვლევინებ შენს თა ვსო.
ნესტანის ამგვარ გააფთრებაზე იმედის ჩამქრალი სანთელი ტარიელში კვლავ აენთო: “თქვა:
‘რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტისმეტად, კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე
ჭვრეტად”. ანუ ტარიელი ხედავს, რომ ნესტანისთვის მამის მორჩილება არ არის დაბ რკოლება,
რომ მისი შეყვარებული გასაოცარ დამოუკიდებლობას იჩენს მონარქი მამისაგან, იქამდე, რომ
ავანტიურისტულ გეგმასაც კი ადგენს. ის, რომ ტარიელი თვითონ არაფრის გამ კეთებელი არ
იყო ნესტანის გაბედული, ავანტიურისტული ინიციატივის გარეშე ჩანს თვით ტარიელის
სიტყვებიდან: ის თავის გასამართლებლად ეუბნება ნესტანს, რომ მას მისთვის ფი ცი არ
გაუტეხავს, რომ როდესაც გაიგო ნესტანის ხვარაზმშაზე გათხოვების ამბავი ფარსადან ისაგან,
მხოლოდ ტაქტიკური მოსაზრების გამო დათანხმდა, თორემ ისე მაშინათვე დაიწყო მათი
სიყვარულის გადასარჩენად სახელმწიფო გადატრიალების და ტახტის ხელში ჩაგდებ ის
გეგმის შედგენა:

“დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა,


თავსა უთხარ: ‘მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა.
მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რადგან იგი ვერ მიმხვდარა!
არ იცის თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?
ტარიელ არს მემამულე, სხვასა მართებს არად არა;
ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?”

ტარიელი ამ ყველაფერს ამბობს გადაშლილი ყურანით ხელში, და ის, რომ ეს ყველაფერი


ტყუილია და არანაირი მსგავსი რისკიანი პოლიტიკური ქმედების შნო ტარიელს არ ჰქონდა
(მანამდე მაინც სანამ ნესტანის განწყობას გაიგებდა) ჩანს ტარიელის ფრაზაში: “სულთა ვყიდ
დი გულისათვის, კოშკი ამად გამებზარა” – ანუ ყურანზე ტყუილზე ვიფიცებდი (“სულსა ვყი
დდი”) ჩემი სიყვარულის შესანარჩუნებლად (“გულისათვის”), და ამიტომაც დამერღვა ჰარმო
ნია ჩემს არსებაშიო (“კოშკი გამებზარა”).
ახლა ნესტანის ავანტიურისტულ გეგმას შევხედოთ; მართლაც გენიალური რამე მოიფიქრა:
უთხრა ტარიელს, მოკალი ხვარაზმშა; ეს შექმნის "კაზუს ბელლი"-ს ხორეზმის სახელმწიფოს
თან და ხორეზმის მეფე დიდი ჯარით წამოვა ინდოეთის წინააღმდეგ; ასეთ დროს ფარსადა ნი
ვერ გაბედავს მთავარსარდალს დაუპირისპირდეს სამოქალაქო ომით და პირიქით, შეგეხ
ვეწება, მოდი, ინდოეთი გადავარჩინოთ ხვარაზმელებისგან ერთიანი ძალებითო; შენ ჩემს სი
ყვარულზე კრინტი არ დასძრა, მხოლოდ პატრიოტული მოტივები დაასახელე ხვარაზმშის ძის
მოკვლის მიზეზად და ის, რომ შენ თვლი თავს ტახტის მემკვიდრედ; ინდოეთისთვის ასეთ
სამკვდრო-სასიცოცხლო სიტუაციაში მეფე ტახტზე უარს ვერ გეტყვის, ხოლო გამეფე ბის მერე
ჩემს ცოლად მოყვანას წინ ვერავინ ვეღარ აღუდგებაო. ასე რომ, შორსმჭვრეტელი ნესტანი
ინაღდებს როგორც ტარიელის ქმრობას, ისე ინდოეთს იხსნის გარდაუვალი სამოქა ლაქო
ომისაგან ტარიელისა და ფარსადანის მომხრეებს შორის. ტარიელი ამ გეგმის მხოლოდ
იარაღია, მან უნდა მოკლას ხვარაზმშა და ეს არის და ეს. ავანტიურის საბოლოო მიზანს და
მომავალი ინდოეთის ძალაუფლების ბალანსს ნესტანი ხედავს პარიტეტში ფარსადანიანთა და
სარიდანიანთა დინასტიებს შორის: “მე და შენ დავჯდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლთა სიძე-
რძლობასა” – ანუ ორი მონარქის, ცოლ-ქმრის ერთიანი მმართველობა ეფექტურად დაას
რულებს ხანგრძლივ დინასტიურ შუღლს ინდოეთის ორ სამეფო გვარს შორის.
ხვარაზმშა ჩამოდის, და ფარსადანი ყველაფერს შვრება იმისათვის, რომ ტარიელი უკიდურე
სად დაიახლოვოს, უკიდურესად პატივში ჰყავდეს, ოჯახის წევრად აგრძნობინოს თავი, მაგრ
ამ ამავე დროს ისიც ცხადად და მკაფიოდ დაანახოს, რომ ნესტანისადმი რომანტიკული
გრძნობები უნდა ამოიძირკვოს გულიდან. მაგალითად, ფარსადანი ეუბნება ტარიელს: შენ ნუ
გაეგებები მომავალ ხვარაზმშას, იქ მსახურები მივიდნენ, მე და შენ კი აქ შევხვდეთო – ანუ
ტარიელს ლამის თავის თანასწორად სახავს და ყველაზე აღმატებულ მსახურთა (მეფის
ქვემოთ კი ყველა მსახურია) ფენიდანაც გამოჰყოფს; ამით ცდილობს სასიამოვნოდ მოუღიტ
ინოს ტარიელის შელახულ თავ- და პატივმოყვარეობას და თავი დაიზღვიოს ახალგაზრდა
ამბიციური კაცის სახიფათო სიურპრიზებისგან. ფარსადანი შინაურულად ეუბნება ტარიელს

“ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია,


გადავუხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია” –

ანუ კვლავ ამბივალენტობა: ერთის მხრივ ტარიელს ანიჭებს ლამის სამეფო სტატუსს, რადგან
ნესტანს მის “დად” ასახელებს, მეორეს მხრივ კი სიტყვით “და” სპობს ტარიელის რომანტიკ
ულ-პოლიტიკურ ამბიციას, და სიტყვების თამაშითაც ქარაგმულად ეუბნება ამას: “ვითა და სა,
სრულია”, ანუ სრულყოფილი ქორწილი გადავუხადოთ შენს დას, ნესტანსო; მაგრამ ამავე
დროს შეაგონებს, რომ ეს ქორწილი “დასასრულია”, დასასრული ტარიელის თავხედური ფან
ტაზიებისთვის ნესტანისა და ინდოეთის დაუფლებაზე.
ტარიელი საქორწინო მომზადების დავალებებს პირნათლად ასრულებს და იღლება კიდეც ამ
სამსახურში. ისეთი განცდა რჩება, რომ მიუხედავად ნესტანთან დადებული პირობისა და სა
ერთო გეგმისა, ტარიელი კვლავ ორჭოფობს, ნების დეფიციტს განიცდის და ფეხს ითრევს ხვა
რაზმშას მოკვლისაგან. ამიტომ არის, რომ დასაძინებლადაც მიდის – ალბათ აქ ფსიქოლოგიუ
რი მომენტია: ძილი, როგორც საშინელი დილემისგან ესკაპიზმის საშუალება. ტარიელს ძილს
არ დააცლის კვლავ ნესტანი, რომელიც მართლა ნესტარივით უჩხვლეტს თავისი მორი გი
საყვედურით: ისევ მომატყუე, არა? ისევ გამწირე მეც და ჩვენი სიყვარულიცო? აი ეს ბო ლო
წვეთი იყო ტარიელის თავმოყვარეობისთვის და მანაც არ დაახანა, შეუვარდა მცირე რაზ მით
ხვარაზმშას, და როცა ის რაღაც ორგიასტულ სიტუაციაში წამოგორებული იყო თავისი
სქესობრივი აღვირახსნილობის პარტნიორებთან (არა ერთთან, არამედ რამდენიმესთან ერთ
ად – “წინა მწოლთა დაიძახეს, გლოვა მიხვდა საარაკე”), ფეხებით დაიჭირა, თავი ბოძზე მიუ
ხალა და ზედ ტვინი მიასხმევინა.
ეს კატასტროფა იყო მეფე ფარსადანისათვის. იგი იმდენად დაიბნა, რომ ტარიელს ასეთი რამ
შეუთვალა: “თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგნებინე”, რითაც გაყიდა თავის თავი და
აჩვენა, რომ მან იცოდა ტარიელის სიყვარულის ამბავი. ტარიელი კი პასუხობს იმას, რაც ნეს
ტანმა დააბარა:

“მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა.


იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია,
ერთიღა მე ვარ მემკვიდრე – ყველაი თქვენ მოგხდომია,
ამოსწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია,
დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია.
ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ მართალია:
ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია,
ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?
სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხმალია?!
შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე,
ინდოეთი ჩემი არის, არვის მიხვდეს ჩემგან კიდე.
ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,
სხვას მაშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე.”

აქ ყველაფერია ნათქვამი, სხვათა შორის ისიც, რომ უსამართლობაა ინდოეთის წესების მიხე
დვით ქალის გამეფება; რომ ამიტომაც მთელს ინდოეთში ერთადერთი ლეგიტიმური მემკვი
დრე არის ტარიელი; ჩანს, ასე ფიქრობს არა მარტო ტარიელი, არამედ ინდოეთის მოსახლეო
ბის დიდი უმრავლესობა, ამიტომ ტარიელს მეტი მომხრე ჰყავს ინდოეთში ვიდრე ფარსად ანს.
თან ფარსადანის რეიტინგი კატასტროფულად დაწეულია მისი ამ უკანასკნელი ნაბიჯის გამო:
ინდოეთს აძლევს ხვარაზმშას, გადამთიელს, მაშინ როდესაც არის რეალური კანდიდა ტი
ტარიელი, თანაც როგორი კანდიდატი: ძლევამოსილი მხედარი, საქმის გამკეთებელი,
ხატაეთის ომის ტრიუმფატორი. ტარიელმა იცის, რომ მისი რეიტინგი ინდოეთის მოსახლეო
ბაში უკვე ფარსადანისაზე მაღალია და ამიტომ ღია მუქარაზეც გადადის “ვინცა ჩემსა დამეცი
ლოს (ანუ შენ, ფარსადან) მისით (ე.ი. ინდოეთით) მასცა ამოვფხვრიდე”, და ამ მუქარის აღსრ
ულებისთვის გარეშე ძალის დახმარება სულაც არ სჭირდება (“სხვას მაშველსა გარეგანსა, მო
მკალ, ვისცა ვინატრიდე”), რადგან ინდოეთის ხალხის უმრავლესობა დაუჭერს მხარს და მათ
ნდობაზე დააფუძნებს ტარიელი მომავალი პოლიტიკური გადატრიალების ლეგიტიმურობას
ფარსადანი მართლაც ორივე ყურით დაჭერილია, ნესტანის წინდახდული გეგმა თითქოს 100
პროცენტით სრულდება, მაგრამ აქ ხდება უკიდურესად დრამატული, დაუგეგმავი, ყოვლის
წამლეკავი მოვლენები, რასაც მოჰყვება ნესტანის იდუმალი გადაკარგვა და პოემის მთელი
შემდგომი პერიპეტიები, რაც უკვე სცილდება ჩვენი ახლანდელი პოლიტიკური ინტრიგის
თემას.

დასკვნის სახით კვლავ ვიტყვით, რომ მთელი ეს ინტრიგა მეტ-ნაკლები სიცხადითაა რუსთა
ველის მიერ წარმოჩენილი და ხშირად, პოლიტიკური მოთამაშეების ნამდვილი განზრახვები
ტარიელის მონათხრობში ევფემისტური გამოთქმებითაა შენიღბული, ასე რომ, მკითხველმა
თავად უნდა დაძაბოს გონება და სტრიქონებს შორის ამოიცნოს ისინი. თუ ამას არ გააკეთებს
დიდი პოლიტიკური ვნებათღელვის მთელი სივრცე მისთვის დაუნახველი აღმოჩნდება.
დაბოლოს, ვფიქრობ, რუსთაველს ამ შენიღბვის სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონოდა: ის სინამ
დვილეში საუბრობდა საქართველოს სამეფოში მომხდარ რეალურ პოლიტიკურ მოვლენებზე
ანუ ეს არის გარკვეულწილად პოლიტიკური პუბლიცისტიკა, საკმაოდ სახიფათო თემაზე.
ამიტომაც ავტორმა ზღაპრულ-ეგზოტიკურ გარემოში გადაიტანა მოქმედება და, ამავე დროს,
შეგნებულად მოარიდა თავი საკუთარი ემოციების, პირადი პოზიციის პირდაპირ გამოხატ ვას,
თუმცა კი არც ისე ძაან შენიღბა, რომ თავის თანამედროვეებს ადვილად არ ამოეცნოთ მისი
მინიშნებები.
ჯუანშერი (8)

„ვახტანგ გორგასლის ლაშქრობა ოვსეთში“


გაიოზ მამალაძე

რუსი იმპერიალისტები და მათი მარიონეტი ოსი სეპარატისტ-ტერორისტები აცხადებენ, რომ


ცხივნელის რეგიონი, რომელსაც ისინი სამხრეთ ოსეთს უწოდებენ, ჩვენიაო. რა თქმა უნდა,
ვერასდროს ვერ დაამტკიცებენ საქართველოს მტრები, ცხინვალის რეგიონის, ჩრდი ლო
ქართლის, შიდა ქართლის ჩრდილო ნაწილის, ისტორიული ქართული ტერიტორიის,
ოსურობას.

იქნებ ოცნება აქვთ, რომ სადმე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რაიმე დამამტკიცებელ
საბუთს წააწყდნენ, მაგრამ ამგვარი გათხრების წარმოებას არ ვურჩევს სეპარატისტ-ტერორის
ტებს, მარიონეტებს, რუსების მონებს, ვინაიდან, იმ ტერიტორიაზე მხოლოდდამხოლოდ ქარ
თული ისტორილი ძეგლები თუ აღმოჩნდება, ქართული წარწერები და სხვა.

ვერც ერთ ოსურ ძეგლს, ვერც ერთ საბუთს, ვერც ერთ წარწერას ვარასოდეს ვერ აღმოაჩენენ
ჩრდილო ქართლში და დვალეთში საქართველოს მტრები… როცა იმ ტერიტორიებზე ქართ
ველთა კულტურული ცხოვრება ჩქეფდა, არც რუსებს და არც ოსებს დამწერლობა არ ჰქონ
დათ…

არაკორექტულმა კამათმა, ცრუ არგუმენტებმა შესაბამისი პასუხები იცის…

წავიკითხოთ ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ და დავრწმუნდებით, რომ კოკოე ვი


და პუტინი მატყუარა ადამიანები არიან…

კოკოევებო, პუტინებო, მედვედევებო, დუგინებო … უძველესი ქართული კულტურის ძეგ


ლებით, მათ შორის ჯუანშერის ნაწარმოებით, მტკიცდება, რომ ეს ტერიტორია ჩვენია, ხო ლო
ჩვენი დიდი მეფეების, ჩვენი წმინდანების, ჩვენი უბრალო წარმოშობის ადამიანების, მე
ომრების მაგალითები კი გვარწმუნობს, რომ იმ მიწებს აუცილებლად დავიბრუნებთ…

ჯუანშერის თხზულება არის შესანიშნავი ლიტერატურული ძეგლი და ისტორიული წყარო,


სადაც, ლამაზი ქართულით მოთხრობილია ისეთი ამბები, რაც ქართველთა უფლებებსა და
ვაჟკაცობას, ქართველთა მტრების კი ქურდ-ბაცაცობას, და აუცილებელ მარცხსა ამტკიცებს…
გავზარდოთ შვილები, ჩვენი ახალგაზრდები ჯუანშერის ნაწარმოებით, ვახტანგ გორგასლისა
და მისი მეომრების მაგალითით, და კავკასიის მთები კვლავ დაიწყებს დრეკას, როცა ისინი
ქართველი ჯარისკაცის ფეხსაცმელებით დააბიჯებენ ჩვენს წმინდა მიწაზე, ცხინვალში, ჯავა
ში, ავლევში, აჩაბეთში და უფლის ნებით კვლავ ჩაკეტავენ, გიორგი მეთორმეტის მიერ სისუ
ლელით გახსნილ დარიალის კარს…

დღეს, გავიხსენოთ როგორ დაარბია დიდმა ვახტანგ გორგასალმა თავისი დის მომტაცებელი
ოსები, რომლებიც მაშინაც აწუხებდნენ საქართველოს…

ოსები ბედნიერად ცხოვრობდნენ ყოველთვის ჩვენს სამშობლოში, როდესაც ლოიალურად


იყვნენ განწყობილნი ჩვენდამი… ასე იქნება მომავალშიც…

მაგრამ, იმ ოსებს, ვინც ბაყათარს და თარხანს, კოკოევს და მათნაირებს მიემსგავსებიან საქცი


ელით, დღეს იქნება თუ ხვალ, უსათუოდ დასჯის ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ვახტანგ გო
რგასალივით იტყვის: „არა დავითმინო კიცხევა ოვსთა“, როცა რუსეთი თხასავით გაყიდის
თავის ოს „მეგობრებს“, ან როცა რუსეთი დაიშლება… რუსეთიც დაისჯება და სასტიკად, აგერ
ნახავთ…

ეჰეიიი, საქართველოს მტრებო! ჩვენ, ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწაზე უარს არ
ვამბობთ!..

ქართლის ცხოვრება

ჯუანშერი

ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა

ლაშქრობის გაპირვა ოვსეთზე

და დაამტკიცეს ლაშქრობა ოვსეთისა, და განიყარნეს ყოველნი სახლად თჳსად კაზმად. ხო ლო


ვახტანგ მეფემან წარავლინა მოციქული წინაშე დედის ძმისა მისისა ვარაზ-ბაკურისა, რა ნისა
ერის-თვისა: აუწყა ლაშქრობა ოვსეთისა და ითხოვა მისგან შეწევნა. ხოლო მან სიხარუ ლით
აღუთქუა, რამეთუ ქუეყანა მისი-ცა ტყუე-ქმნილ იყო ოვსთაგან.

ხოლო ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა ქართლისათა; და შემოკრბეს ყოველნი და დაიბანა


კეს მუხნარს და ხერკს, ამიერ და იმიერ არაგუსა: და იყო ასი ათასი მჴედარი და სამოცი ათა სი
ქუეითი, და გამოგზავნნა ვარაზ-ბაკურ სპანი თჳსნი თორმეტი ათასი მჴედარი.

და ვახტანგ მეფე განვიდა ქალაქით მცხეთით, და განასრულნა სპანი თჳსნი და განასხნა: მოე
წონნეს სიმრავლითა, ცხენ-კეთილობითა და მოკაზმულობითა, და იხილნა ყოველნი იგი მხი
არულად და აზარვით, რამეთუ სავსენი იყვნეს , შურითა ოვსთათა. აღივსო სიხარულითა და
მადლობდა ღმერთსა. შემოვიდა ქალაქად, და აღასრულა შჳდეული ერთი ლოცვითა, და მარ
ხვითა, და ღამის-თევითა; და განუყო ხუასტაგი დიდ-ძალი გლახაკთა.

და დაუტევნა განმგებელად სამეფოსა თჳსისა დედა მისი საგდუხტ და დაჲ მისი ხუარანძე, და
დაწერა ანდერძი ესრეთ:

„უკეთუ არღარა შემოვიქცე ცოცხალი, დაჲ ჩემი ხუარანძე შეირთოს მირიან, რომელი ეყვოდა
ვახტანგს მამის ძმის-წულად, ნათესავისაგან რევისა, მირიანის ძისა, რომელი სიძე იყო თრდატ
სომეხთა მეფისა, მან შეირთოს დაჲ ჩემი, და მან იპყრას მეფობა“.

და ესე დაწერილი დედასა მისსა მისცა, და სხუასა არა-ვის აუწყა. და იგი მირიან, მამის ძმის-
წული მისი, დაუტევა მცხეთას.

წარვიდა ვახტანგ და დადგა თიანეთს. და მუნ მიერთნეს ყოველნი მეფენი კავკასიანნი 50


ათასი მჴედარი. და წარემართა სახელსა ზედა ღმრთისასა, განვლო კარი დარიალანისა.

შესლვასა მისსა ოვსეთად იყო ვახტანგ წლისა თექუსმეტისა.

მაშინ მეფეთა ოვსეთისათა შეკრიბნეს სპანი მათნი და მოირთეს ძალი ხაზარეთით, და მოეგე
ბნეს მდინარესა ზედა, რომელი განვლის დარიალანსა და ჩავლის ველსა ოვსეთისასა. და მას-
ცა მდინარესა არაგჳ ჰქჳან, რამეთუ ერთის მთისაგან გამოვალს თავი ორთა-ვე: ქართლისა არა
გჳსა და ოვსეთისა არაგჳსა.

და დაიბანაკეს ორთა-ვე სპათა ამიერ და იმიერ, რამეთუ მდინარისა მის პირსა ორგნითვე ქარ
აფნი იყვნეს კლდისანი, ჭალაკნი და ველოვანნი პირთა მდინარისათა. და განეკრძალნეს ერთ
მან-ერთისაგან, და დაიცვნეს გზანი ქარაფთანი, და დადგეს ეგრეთ შჳდ დღე.

ამა შჳდსა დღესა ბრძოლა იყო ბუმბერაზთა მდინარესა მას ზედა. მაშინ ოვსთა რომელ ჰყვეს
ნიჯადნი ხაზართანი, მათ თანა ერთო კაცი ერთი გოლიათი, სახელით თარჴან. გამოვიდა ესე
თარჴან ხაზარი, და ჴმა ყო ჴმითა მაღლითა, და თქუა:

“გეტყჳ თქუენ, ყოველთა სპათა ვახტანგისთა, ვინ-ცა არს თქუენ შორის უძლიერესი, გამოვიდ
ეს ბრძოლად ჩემდა“.

ხოლო ვახტანგ მეფესა რომელ ყვეს სპანი სპარსთა ნიჯადნი, მათ თანა ერთო კაცი ერთი, რომ
ელსა ერქუა ფარსმან-ფარუხ: ამისდა ვერ-ვის დაედგნეს ბრძოლასა შინა, რამეთუ მრავალი
ლომი ჴელითა შეეპყრა. ესე განვიდა ბრძოლად თარჴანისად.
და აღიზახნეს ორთა-ვე, და მიეტევნეს ურთიერთას. და პირველსა-ვე შეკრებასა უხეთქნა
ჴრმალი ფარსმან-ფარუხსა ჩაბალახსა ზედა, და განუპო თავი ვიდრე ბეჭთამდე.

მაშინ დაჭმუნდა ვახტანგ და სპანი მისნი, რამეთუ არა-ვინ დარჩა მათ შორის მსგავსი ფარსმ ან-
ფარუხისი. შეძრწუნდეს ყოველნი იგი სპანი, და აღივსნეს მწუხარებითა.

და დაღამდა დღე იგი, და ვახტანგ შევიდა კარვად თჳსად. და დადგა ლოცვად, და ცრემლი თა
ევედრებოდა ღმერთსა, და ვიდრე განთენებადმდე არა დაჯდა ქუე ლოცვისაგან: ითხოვ და
ღმრთისაგან შეწევნასა. და მინდობითა ღმრთისათა ეგულებოდა თჳთ-ბრძოლა თარჴანი სი,
რამეთუ უშიშ იყო ვითარცა უჴორცო, და იმედი ჰქონდა ღმრთისაგან და ძალისა თჳსისაგ ან.

ვითარ განთენა, კუალად შთამოვიდა თარჴან კიდესა მდინარისასა, აყუედრებდა კუალად, და


ითხოვდა მუქარასა, და არა-ვინ იპოვა სპათა შორის ვახტანგისთა მბრძოლი მისი.

მაშინ ვახტანგ რქუა სპათა თჳსთა:

- „არა მინდობილ ვარ მე ძალისა ჩემისად და სიმჴნისა ჩემისად, არამედ მინდობითა ღმრთი სა
დაუსაბამოსათა, სამებისა ერთარსებისა ყოვლისა დამბადებელისათა განვალ თჳთ-ბრძოლ ად
თარჴანისა“.

მაშინ განკჳრდეს წარჩინებულნი იგი, აყენებდეს ვახტანგს და მრავალ-ღონედ ზრახვიდეს,


რათა-მცა დააყენეს ბრძოლისაგან რამეთუ ყრმა იყო ვახტანგ, და არა იცოდეს გამოცდილება
მისი.

არა ერჩდა ვახტანგ, არამედ დაამტკიცა ბრძოლა მისი; გარდაჴდა ცხენისაგან და დავარდა
ქუეყანასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა, აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და თქუა:

- „ჰე, უფალო, დამბადებელო ყოვლისაო და შემმატებელო კეთილთაო, აღმამაღლებელო მოს


ავთა შენთაო! შენ იყავ მწე ჩემდა, მოავლინე ანგელოზი შენი ძალად ჩემდა, და დაეც უსჯუ ლო
ისი, და არცხჳნე მგმობართა შენთა, რამეთუ არა ძალისა ჩემისად მინდობილ ვარ, არამ ედ
მოწყალებისა შენისად“. მოიქცა ვახტანგ და აღჯდა ტაიჭსა თჳსსა, და რქუა სპათა თჳსთა: –
„ევედრებოდით ღმერთსა და ნუ შეძრწუნდებით“.

წარვიდა ვახტანგ, და დადგეს სპანი მისნი ზურგით მისსა; შეძრწუნდებოდა და სავსენი მწუხ
არებითა თჳს-თჳსსა სჯულსა ზედა ევედრებოდეს ღმერთსა.

ა~. აქა ვახტანგისი და თარჴანის ომი და მოკლვა თარჴანისი ვახტანგისგან

მაშინ ვახტანგ ჩავლო გუერდი და შთადგა მდინარისა პირსა; აქუნდეს ჴელთა ოროლნი. მოხე
დნა თარჴან და რქუა:
„მე გოლიათთა და გმირთა გამოცდილთა მბრძოლი ვარ, არა ყმა-წურილთა, გარნა შენ ზედა-ცა
დავიმდაბლო თავი ჩემი“.

აღიზახნეს და მიეტევნეს ურთიერთას, და პირველსა-ვე შეკრებასა სცნა ვახტანგ ოროლნი სა


რტყელსა ზედა; და ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და განვლო ზურგით და მოკლა

ხოლო ქართველთა ნუგეშინის-ცემულთა და სავსეთა სიხარულითა აღიზახნეს ჴმითა საშინე


ლითა, და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. ხოლო ვახტანგ მას-ვე ადგილსა გარდაჴდა
ცხენისაგან, და დავარდა მიწასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა და თქუა:

- „კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელმან მოავლინე. ანგელოზი შენი და დაეც მტერი ჩემი;
შენ ხარ აღმამაღლებელი მოსავთა შენთა; შენ ხარ, რომელმან აღადგინი ქუეყანისაგან გლახა კი
და სკორეთაგან აღამაღლი დავრდომილი“.

მოჰკუეთა თავი თარჴანს, აღჯდა და წარვიდა ლაშქართა თჳსთა თანა. და ყოველთა მათ სპათა
ჴმითა აღწევნულითა შეასხეს ქება ვახტანგს და მადლობდეს ღმერთსა.

ბ~. აქა ვახტანგისი და ბაყათარ ოვსის ომი და მოკლვა ბაყათარისა ვახტანგისგან

და მეორესა დღესა სხუა გამოვიდა ბუმბერაზი ოვსთაგან, რომელსა ერქუა ბაყათარ. იგი იყო
გოლიათი; და რაჲთგან დაეწყო მჴედრობად, ვერ-ვის დაედგნეს მისთჳს ბრძოლასა შინა. და
მოესრა ყოველი მბრძოლი მისი: რამეთუ იყო სიგრძე მშჳლდისა მისისა თორმეტი მტკაველი
და ისარი მისი ექუსი მტკაველი. მოდგა ესე ბაყათარ პირსა მდინარისასა და ჴმა ყო ჴმითა
მაღლითა და თქუა:

- „ვახტანგ მეფეო, ნუ განლაღნები შენ მოკლვისათჳს თარჴანისა: არა ერთო იგი გოლიათთა და
ამისთჳს მოიკლა იგი ყმა-წურილისა მიერ. აწ უკეთუ შენ-ვე გამოხვიდე მბრძოლად ჩემ და,
მოგხუდენ ჩემგან ბრძოლანი ფიცხელნი, რომელთაგან ვერ-ღა-რა განერე. თუ არა ვინ-ცა სპათა
შენთაგანი გამოვიდეს, მისთჳს-ცა მზა ვარ“.

მაშინ პასუხ უგო ვახტანგ ბაყათარს და რქუა:

- „არა ძალითა ჩემითა ვსძლე თარჴანს, არამედ ძალითა დამბადებელისა ჩემისათა. და არა
მეშინის მე შენგან, ვითარცა ძაღლისა ერთისაგან, რამეთუ ძალი ქრისტესი ჩემ თანა, და ჯუარი
მისი პატიოსანი საჭურველ ჩემდა“.

და განაწესნა ვახტანგ სპანი და დაადგინნა განმზადებულად; და აღჯდა ტაიჭსა შეჭურვილსა


ჯავშნითა, და აღიღო ფარი მისი ვიგრის ტყავისა, რომელსა ვერ ჰკუეთდა მახჳლი, და ჩავლო
გუერდი და მიდგა მახლობელად მდინარისა. ჴმა უყო ბაყათარს და რქუა:
- „არა გამოვალ მე მდინარესა, რამეთუ მეფე ვარ; არა მივეახლები მე სპასა ოვსეთისასა, რამე
თუ წარწყმედითა ჩემითა წარწყმდების სპა ჩემი ყოველი. ხოლო შენ მონა ხარ, და წარწყმედი
თა შენითა არა ევნების სპათა ოვსეთისათა, ვითარცა ძაღლისა ერთისათა. გამოვედ მდინარე სა
ჩემ-კერძო“.

მაშინ ბაყათარ ოვსმან აღასრულა სიტყუა მისი და რქუა:

- „მე მომკლველმან შენმან გამოვლო მდინარე, არამედ პირისაგან მდინარისა უკუ-დეგ სამ
უტევან“.

მაშინ ვახტანგ უკუდგა. გამოვლო მდინარე ბაყათარ, და უწყო სროლად ისრითა. მაშინ ვახ
ტანგ სიფიცხლითა თუალთათა, და სიმახჳლითა გონებისათა, და სიკისკასითა ტაიჭისა მისი
სათა ირიდებდა ისარსა: რამეთუ შორს-ვე იხილის ისარი მომავალი, და უხლდებოდა და სიმ
არჯჳთ მიეახლებოდა. ამიერ და იმიერ სპათაგან იყო ცემა ბუკებისა და დაბდაბთა. და იზახ
დეს ჴმითა აღწევნულითა სპანი ორნი-ვე, ქართველნი და ოვსნი, რომლითა იძრვოდეს მთანი
და ბორცუნი. და ვერა ჰკრა ისარი, ორისა ისრისაგან მეტი, ბაყათარ ფარსა ვახტანგისსა, და ვერ
ჰკუეთა ყოვლად. და კუალად ჰკრა სხუა ისარი ცხენსა ვახტანგისსა, და გააგდო შიგა. და
ვიდრე დაეცემოდა ცხენი ვახტანგისი, მიუჴდა ზედა და უხეთქნა ჴრმალი მჴარსა ბაყათარი
სსა, და ჩაჰკუეთა ვიდრე გულამდე.

მაშინ-ღა დაეცა ცხენი ვახტანგისი, სწრაფით მიჰყო ჴელი და შეიპყრა ცხენი ბაყათარისი. და
პირველ დავარდა ქუეყანასა ზედა, და თაყუანის-ცა ღმერთსა, და შეწირა მადლობა უმეტეს
პირველისა. აღჯდა ცხენსა ბაყათარისსა, და მოდგა მახლობელად სპათა თჳსთა, და რქუა
ჴმითა მაღლითა:

- „მჴნე იყვენით და განძლიერდით, რამეთუ ღმერთი ჩუენ-კერძო არს!“

ხოლო სპანი იგი წარემართნეს განმზადებულნი, ცხენ-თორნოსანნი და ჯაჭუ-ჩაბალახოსანნი,


წინა კერძო და მათ უკანა ქუეითნი, და ქუეითთა უკანა სიმრავლე მჴედართა, და ესრეთ მიმა
რთეს ოვსთა. ხოლო ოვსნი წარმოდგეს ქარაფსა ზედა და დაასხეს ისარი, ვითარცა წჳმა მძლა
ფრი.

მაშინ ვახტანგ მეფე მოქცეულ იყო სპასა მისსა ზურგით რჩეულითა მჴედრითა, უზახებდა და
განაძლიერებდა და ნუგეშინის-ცემდა სპათა მისთა. მაშინ წინა ცხენ-თორნოსანთა აღვლეს გზა
ქარაფისა, აღჴდეს ვაკესა, და აღუდგეს უკანა ქუეითნი და შემდგომად სიმრავლე მჴედართა.

და იქმნა ბრძოლა ძლიერი მათ შორის. ხოლო ვახტანგ უკეთუ მარჯუენით-კერძო იბრძოდის,
მარცხენით-კერძო ძრწოდიან; და უკეთუ მარცხენით-კერძო იბრძოდის, მარჯუენით-კერძო
ძრწოდიან. და ეგოდენსა სიმრავლესა სპათასა იცნობებოდა ჴმა ვახტანგისი, ვითარცა ჴმა ლო
მისა; და თანა ჰყვებოდეს მას ორნი მჴედარნი: არტავაზ ძუძუს-მტე, ძე საურმაგ სპასპეტისა, და
ბივრიტიან სეფე-წული. და იგინი-ცა იბრძოდეს მჴნედ.

მაშინ იძლივნეს ოვსნი და ივლტოდა ბანაკი მათი. მოისრნეს და ტყუე იქმნნეს, ხოლო უმრავ
ლესი მეოტი ოვსთა მათგანი ცოცხალი შეიპყრეს უკ-მოჴსნისათჳს ტყუეთასა, რომელნი წარტ
ყუენულ იყვნეს პირველ ოვსთაგან ქართველნი. ვითარ უკ-მოიქცეს დევნისაგან, და დაიბანა
კეს ბანაკსა-ვე თჳსსა: სამ დღე განისუენეს და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. და მერმე
განიბნივნეს ტყუენვად ოვსეთისა, შემუსრნეს ქალაქნი მათნი, და აღიღეს ტყუე და ნატყუენა ვი
ურიცხჳ.

ხოლო დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაყნი, და შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელთა ჩუენ დარ
იანისად უწოდთ. და არაშენა მას ზედა გოდოლნი მაღალნი, და დაადგინა მცველად მახლო
ბელნი იგი მთეულნი. არა ჴელეწიფების გამოსვლად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივ
ჩაყთა თჳნიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა.

და განვიდეს პაჭანიკეთს, რამეთუ მაშინ მუნ იყო პაჭანიკეთი მოსაზღვრედ ოვსეთისა, მდინა
რესა მას ოვსეთისასა წიაღ, და ჯიქეთი მუნ-ვე იყო. შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭ
ანიკნი და ჯიქნი თურქთაგან; და წარვიდეს პაჭანიკნი დასავლით-კერძო, ხოლო ჯიქნი დაემ
კჳდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა. და მოტყუენა ვახტანგ პაჭანიკეთი და ჯიქეთი, და შეიქცა, და
მოადგა ოვსეთსა-ვე. და მეფენი ოვსთანი შელტოლვილ იყვნეს სიმაგრეთა კავკასისათა. აღდგეს
მათ შორის მოციქულნი, და დაიზავნეს. და ითხოვეს ვახტანგისგან ოვსთა, ნაცულად დისა
მისისა, ოცდაათი ათასი ტყუე ოვსეთისა, ყოველი უკეთესი, რომელი სახელ-დებით თქუეს
ოვსთა. და მისცა ვახტანგ ოცდაათი ათასი ტყუე დისა მისისათჳს, და ესე მოიყვანა.

ხოლო ტყუენი ქართველნი რომელ ჰყვეს ოვსთა ექუსსა მას წელსა, იგი ყოველნი უკ-მოიჴსნ ნა
თჳთო თჳთოსათჳს, და აღიღო მძევალი ოვსთაგან და მძევლისათჳს მისცა სხუა ტყუე ოც
დაათი ათასი, და რომელი უკ-მოიჴსნა ტყუე ქართლისა, რიცხჳთ სამას ორმოცდაათი ათასი,
და რომელ დარჩა ტყუე ოვსი ამათ განტეობილთაგან კიდე თუალვით ექუსას ორმოცდაათი
ათასი თჳნიერ პაჭანიკთა და ჯიქთასა. და ესე ყოველი აღესრულა ოთხ თუე.

მაშინ მეფემან განუტევნა ნიჯადნი იგი სპარსთანი და მეფენი კავკასიანთანი ნიჭითა დიდი თა,
წარმოგზავნნა დაჲ მისი მირანდუხტ და ტყუე იგი მოველი გზასა დარიალისასა, და თჳთ
სპითა დიდითა ქართლისათა წარმოვიდა გზასა აფხაზეთისასა. სულ-გრძელად და უშიშად
იწყო ბრძოლად ციხეთა აფხაზეთისათა. რამეთუ მეფე ბერძენთა ლეონ დიდი უცალო იყო
ბრძოლისაგან სპარსთასა, და ვერ-შემძლებელ იყო სპათა გამოგზავნად აფხაზეთს; და სამ წელ
წარტყუენნა ყოველნი ციხენი აფხაზეთისანი ვიდრე ციხე-გოჯამდე.

და მოვიდა სახლსა მისსა, ქალაქსა სამეუფოსა მცხეთას. გაეგება წინა დედა მისი, და დანი მი
სნი, და სიმრავლე ქალაქისა მამათა და დედათა მიუფენდეს საჴელთა და სამოსელთა მათთა
ფერჴთა ქუეშე მისთა. და აყრიდეს თავსა დრამასა და დრაკანსა, და აღწევნულითა ჴმითა შეა
სხმიდეს ქებასა; რამეთუ არა რომელსა მეფესა ექმნა ეგე-ვითარი ძლიერი წყობა.

მაშინ ვახტანგ მეფემან შეწირა მადლობა ღმრთისა მიმართ მრავლითა ლოცვითა და ღამისთე
ვითა, და გლახაკთა მიცემითა. და გასცა ნიჭი ერსა თჳსსა, და წარჩინებულ ქმნნა მჴედარნი,
მსახურნი მჴნედ და გამოცდილნი წყობასა მას შინა ოვსთასა. და წარსცა ძღუენი ნატყუენავი სა
მისგან დედის ძმისა მისისა თანა ვარაზ-ბაკურისა: მონა ათასი, ცხენი საჴედარი ათასი, ჴდალი
ცხენი ათასი. და კუალად წარსცა წინაშე სპარსთა მეფისა მონა ათი ათასი, ცხენი საჴე დარი
ათი ათასი, ცხენი ჴდალი ათი ათასი. ესე ყოველი მიუძღუანა სპარსთა მეფესა ჴელითა
ბინქარან ეპისკოპოსისათა, და ითხოვა სპარსთა მეფისაგან ასული ცოლად; ხოლო სპარსთა
მეფემან მოსცა ასული მისი ცოლად, რომელსა ერქუა ბალენდუხტ. და მოსცა სომხითი და
ყოველნი მეფენი კავკასიანნი ზითვად და მისწერა მის თანა წიგნი, რომელსა პატრუცაგსა
წერილ იყო ესრეთ:

„ურმისდისგან, ყოველთა მეფეთა მეფისა, ვახტანგის მიმართ, ვარან-ხუასრო-თანგისა, ათთა


მეფეთა მეფისა ახოვანისა“. და მოუწერა მან ბრძოლა კეისრისა, რამეთუ კეისარი განსრულ იყო
ბრძოლად სპარსთა.

მაშინ ვახტანგ აუწყა ყოველთა სპათა მისთა და ყოველთა მეფეთა კავკასისათა. შემოკრბეს და
დადგეს მტკუარსა იმიერ და ამიერ, ვითარ ორასი ათასი და მოერთო ვარაზ-ბაკურ, დედის ძმა
მისი, ერის-თავი რანისა, ბრძანებითა სპარსთა მეფისათა, სპითა ადარბადაგანისათა, რანი სა
და მოვაკანისათა, ვითარ ორას ათასითა მჴედრითა.

მას ჟამსა იყო ვახტანგ წლისა ოცდაორისა; და იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუ
ენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურვილი ქუეითი ირემსა მიეწიის, უპყრის რქა
და დაიჭირის, და ცხენი ჭურვილი აღიღის მჴართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმა
ზისასა. და მარტო იყო იგი ძე მამისა მისისა, და ერთი დაჲ მისი ხუარანძე-ცა იყო ძლიერი და
შუენიერი. და ნათესავისაგან მირიან მეფისა მორწმუნისა ვახტანგ და დანი მისნი დარჩო მილ
იყვნეს: იგინი იყვნეს ნათესავნი ბაქარ მირიანის ძისა.

ხოლო მირიან და გრიგოლ იყვნეს ნათესავისაგან რევისა, მირიანის-ვე ძისა, და აქუნდა მათ
კუხეთი, და ცხოვნდებოდეს რუსთავს ციხე-ქალაქსა. რამეთუ შემცირებულ იყვნეს ურთიე
რთსა კლვითა.

მირიან მეფისითგან ვიდრე ვახტანგ მეფისამდე გარდაცვალებულ იყო ნათესავი რვა და მეფე
ნი ათნი, და წელიწადი ას ორმოცდაჩჳდმეტი, ხოლო ეპისკოპოსნი წესსა ზედა ჭეშმარიტსა
გარდაცვალებულნი რვანი, ხოლო სხუანი შემშლელნი წესისანი.
ლოვარდ ტუხაშვილი

შამილი: ერეკლე II-ის შვილიშვილი? (6)


ლეგენდა შამილის შესახებ

გვიანი შუასაუკუნეების მთელ სიგრძეზე დაღესტნელი აბრაგების თარეში განსაზღვრავდა სა


ქართველოს ძნელბედობას. ,,ლეკიანობამ“ მკვეთრად დაამუხრუჭა ქართველთა პოლიტიკუ რი
პროგრესი, ახალი სიტყვაც გაჩნდა ქართულ ენაში - ,,წალეკვა“. ,,წალეკვა“ მოდის ,,ლეკის გან“.
ისევე როგორც ლეკები მოედებოდნენ ხოლმე ქვეყანას და იტაცებდნენ რაც ხელთ მოხ
ვდებოდათ, ასევე დიდი ნიაღვარი ან ზვავი სპობდა ყველაფერს თავის გზაზე. ,,ლეკი“ ზოგა
დი სახელი გახდა. ,,ლეკი“ ეწოდებოდა ყველა დაღესტნელს (დიდოს, ნამდვილ ლეკს, ლაკს,
ავარელს, კუმუხს და ა.შ.), ,,ლეკი“ ერქვა საერთოდ მოთარეშეს. ,,ლეკიანობა“ აღნიშნავდა და
ღესტნელთა თავდასხმებსაც და, საერთოდ, ქურდობასაც. ლეკის სახელით ბავშვებსაც აშინებ
დნენ. ქიზიყში ეს ცნება უფრო დაცინვითი ფონით აღინიშნებოდა. ლეკით დაშინება აქ სასა
ცილოდ აღიქმებოდა, ეს შესანიშნავად დაინახეს უცხოელმა მოგზაურებმაც. 1770 წ. ქიზიყში
იმოგზაურა რუსეთის აკადემიის წევრმა, გერმანელმა გიულდენშტედმა. მან აღნიშნა, რომ ქი
ზიყში არავითარი შიში არ იგრძნობოდა უახლოესი მეზობლების - დაღესტნელების მიმართ.
უფრო ადრე იტალიელმა მისიონერმა მონსენიორ ლეონემ მიუთითა, რომ ქიზიყელები უფ რო
მეტს ართმევდნენ დაღესტნელებს, ვიდრე პირიქით. ეს განწყობილება შემორჩა უკანასკ ნელ
ხანებამდე, თანდათან ცნება ,,ლეკი“ გახდა ნაბდის მთელავის ან ,,მკალავის“ აღმნიშვნე ლი.
ქიზიყი სავსე იყო ასეთი მოხეტიალე ,,მკალავებით“, ისინი ქირაობდნენ სოფლებში ბი ნებს და
ჰკალავდნენ სპილენძის ქვაბებს. სპილენძი და სპილენძის ჭურჭელი კეთილშობილ ლითონად
ითვლებოდა.

სპილენძი შეადგენდა ყველა პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს. მკალავი ლეკები გა


მოირჩეოდნენ გულღია ხასიათით, მშვიდობიანი ბუნებით. ისინი თვეობით რჩებოდნენ ქარ
თულ სოფლებში, შესანიშნავად ფლობდნენ ქართულ ენას, ადვილად შედიოდნენ კონტაქტ ში.
მკალავები სახალხო დიპლომატიის ჭეშმარიტი დესპანები იყვნენ, მათი მეშვეობით იქმნე
ბოდა ეკონომიკური და კულტურული, უღალატო ხიდი მთიან დაღესტანსა და კახეთს შორ ის.
მკალავებთან განსაკუთრებით დაახლოებული იყვნენ ახალგაზრდები. ჯერ კიდევ 50-იან
წლებამდე ჩვეულებრივი სურათი იყო ქართველი ბავშვებით გარსშემორტყმული ლეკი მკალ
ავი. ამ მკალავებისაგან ვრცელდებოდა დაღესტნური ლეგენდები და ხალხური გადმოცემები
განსაკუთრებით პოპულარული იყო ლეგენდები შამილის შესახებ. ჩემს მეხსიერებას კარგად
შემორჩა სახელგანთქმული მკალავის ,,ლეკი მუჰამედას“ ნაამბობი. ერთხელ სკოლის ეზოში
მოსწავლეები გატაცებით ვყვებოდით ალ. ჭავჭავაძის ვაჟის დავით ჭავჭავაძის ტრაგედიის შე
სახებ. წინა დღეს სკოლამ გამსვლელი ლიტერატურული გაკვეთილი ჩაატარა სოფ. წინანდა
ლში. ყველაზე მეტი შტაბეჭდილება მოახდინა 1854 წლის შამილის ლაშქრის მიერ წინანდლ
ის აწიოკებამ. ბავშვები ხმამაღლა გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს ამ ამბების ირგვლ ივ.
საუბრით გატაცებულებმა ვერცკი შევნიშნეთ, როგორ შემოგვიერთდა მკალავი ლეკი მუ
ჰამედა თავისი სპილენძის ქვაბებით გატენილი საცალო ტომრით - ეჰ ბავშვებო, - თქვა მუჰა
მედამ - ეგ ყველაფერი სხვანაირად იყო. შამილმა იმიტომ კი არ ააწიოკა დავით ჭავჭავაძის
ოჯახი, რომ რუსი მეფისათვის ტყვეები თავისი ვაჟიშვილის ჯემალ-ედინის გამოხსნისათვის
შეეთავაზებინა, არც იმისათვის, რომ ფული მიეღო, არამედ თავისი მამის ანდერძი შეასრუ ლა.
ყველანი გაოცებული მივაჩერდით ლეკ მუჰამედას: საოცარი კაცი იყო მკალავი - დიდრო ნი
ცისფერი თვალები ჰქონდა, სუფთად გაპარსული სახე და თავი, გრძელი ულვაშები, ყოვე
ლთვის დიდი ბოხოხი ეხურა, მშვენივრად გამოყვანილი ტყავის ქურთუკი ეცვა. ეს ქურთუ კი
არაფრით ტოლს არ დაუდებდა შემდეგში ჩვენში მოდაში შემოსულ კანადურ ,,დუბლიონ
კებს“, ფართო ღიმილი ჰქონდა, კეთილი სახე. ჩამოჯდა ლეკი მუჰამედა და მოგვითხრო ზღა
პრული ამბავი დიდი ,,მთის არწივის“ - შამილის შესახებ. აი, ეს ლეგენდაც:

,,შამილი დაღესტანში არ დაბადებულა, დღეს ამბობენ გიმრში დაიბადაო, ხუნძახის მიუვალ


აულში, მაგრამ ეს გამოგონილია და სიმართლეს არ შეეფერება. შამილი დიდი ქართველი მე
ფის ერეკლე II-ის შვილიშვილია. მეფე ერეკლეს რაინდი ვაჟის ისკანდერის და ირანის შაჰის
საყვარელი თავრიზელი ხანის ასულის ძე. ისკანდერი ჭეშმარიტი ქართველი იყო, ძალზე არ
უყვარდა ურუსები. ეუბნებოდა მამას - დაგღუპავენ ურუსები, ჯერ შენ ჩაგყლაპავენ, მერე კი
კავკასიასაც მიაყოლებენო. არ უჯერებდა მამა. ჯადოთი ჰყავდა შეკრული ურუსების მიერ მო
სყიდულ ერთ თავადს გარსევან ჭავჭავაძეს, წინანდლის მეპატრონეს. თავადი გარსევანი
ურუსების დედოფლის ეკატერინეს სანდო კაცი იყო, პირობა ჰქონდათ დადებული ეკატერი
ნეს და გარსევანს საქართველოს დაპყრობისა. გარსევანს რუს დედოფალთან ქართველი რაინ
დები ჩაჰყავდა საავხორცოდ. ეკატერინე გარსევანს ოქროთი უტენიდა პირს. გარსევანი მეფე
ერეკლეს ტყუილებით ავსებდა, ჰოდა დაღუპეს გათახსირებულმა რუსმა დედოფალმა და ქა
რთველმა თავადმა საქართველო. ამხელდა ისკანდერი გარსევანს. გარსევანმა ისკანდერს
მკვლელები მიუსია. დაიგირავა ისკანდერმა მცველები, თავის ქართველებს აღარ ენდობოდა. 5
ჯიგიტი დაღესტანში შეარჩია, აქედან ყველაზე მამაცი გიმრელი მურადი იყო. მერე კრწანი სში
დამარცხდა მოხუცი ერეკლე ურუსებისა და სომხების ღალატით. გადაიცვა უბრალოდ
ისკანდერმა, გიმრელი მურადი იახლა და აღა-მაჰმად-ხანთან ჩავიდა. რას აწიოკებ საქართვე
ლოს, - უთხრა ისკანდერმა ირანის შაჰს, - გურჯისტანი სუსტდება, ურუსები კი ძლიერდები
ან; - დაბერებულა მამაშენი, ისკანდერ, - უთხრა აღა-მაჰმად-ხანმა, - დაბერებულა და ჭკუა გა
მოსცლია, რას ენდობა მაგ ურუსებს, ეგენი ისევე დაეხმარებიან გურჯისტანს, როგორც შენი
პაპის პაპას თეიმურაზ ხანს დაეხმარნენ. უწყალობა ისკანდერს აღა-მაჰმად-ხანმა გურჯისტა
ნის მეფობა, ცოლად თავისი ნათესავი თავრიზის ხანის ასული მისცა. აი, მასთან შეეძინა ის
კანდერს შვილი, რომელსაც დიდი პაპის პაპის თეიმურაზის სახელი უწოდეს, მერე მოკლა
ერთ-ერთმა ქართველმა აღა-მაჰმად-ხანი, აიშალა ირანი. ისკანდერი გურჯისტანში დაბრუნ
და. თავისი ცოლი და შვილი თავრიზში დატოვა, მცველად გიმრელი მურადი მიუჩინა. მეფე
ერეკლეც გარდაიცვალა. ახალმა მეფემ გიორგიმ ძლიერ შეიძულა ისკანდერი. მეფე გიორგი საც
ისევ გარსევან თავადმა აუბა თვალები. ეკატერინეც მალე მოკვდა, მისი შვილიც, მეფე გი
ორგიც გარდაიცვალა, გარსევან თავადმა სურვილი შეისრულა და დაღუპა სამშობლო. ისკან
დერმა მახვილი აიღო და ებრძოდა ურუსებს. მისი თხოვნით თავრიზიდან გიმრელმა მურად
მა ისკანდერის ცოლ-შვილი დაღესტანში წაიყვანა. იქ სახელი შეიცვალეს მურადმაც, ისკანდე
რის ცოლმაც. პატარა თეიმურაზს შამილი უწოდეს და სწავლულ ხალხს ჩააბარეს გასაზრდე
ლად. ცოტა ხნის მერე ურუსებთან დამარცხებული ისკანდერი დაღესტანში ჩავიდა, დიდხ ანს
იცხოვრა თავის ცოლ-შვილში, მიხვდა მაჰმადის რჯულში რომაა ჭეშმარიტება და
შამილს ,,ყურანის“ შესწავლა უბრძანა. წავიდა ისკანდერი კვლავ ირანში, დიდხანს ებრძოდა
ურუს ებს. ორი რამ დაუბარა ანდერძად შამილს ისკანდერმა: კავკასიიდან ურუსთა განდევნა
და თავად გარსევანის ჯილაგის ამოწყვეტა. აი, რატომ დაარტყა შამილმა წინანდალს“. -
დაასრუ ლა მკალავმა ,,ლეკმა მუჰამედამ“ თხრობა.

ამ ლეგენდისათვის მაშინ განსაკუთრებული ყურადღება არავის მიუქცევია. საერთოდ, ოფი


ციალურად შამილის კულტი იდევნებოდა. თანდათანობით სახალხო მეხსიერებაშიც მივიწყე
ბის ბურუსში ჩაიძირა კავკასიის ,,მთის არწივი“. გაქრა მშვენიერი ფოლკლორული თეატრონ
იც: ე.წ. ცეკვა ,,შამილი“. მე მინახავს ეს ცეკვა, პირველად იგი ლეკმა მკალავებმა შემოიტანეს.
საინტერესო ის არის, რომ მაშინ ქართულ ცეკვას რატომღაც ,,ლეკური“ ერქვა. ეს სახელწოდე
ბა პირველ რიგში თვით ლეკებს აოცებდათ, ჰოდა, ერთ-ერთ ქორწილში მკალავმა მუჰამედამ
იცეკვა ნამდვილი ლეკური; თავზე დოლბანდი შემოიდო, ხელები გულზე დაიკრიფა და რა
ღაც უცნაური ბრუნვები დაიწყო. ლეკ მუჰამედას რამდენიმე ახალგაზრდა აჰყვა, ეს იყო ცეკ
ვა ,,შამილი“. სწორედ ეს ცეკვა შეუსრულებია შამილს რუსებზე დიდი გამარჯვების აღსანიშ
ნავად. მას სხვადასხვა ვარიაციებით დიდხანს ასრულებდნენ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაშიც
უფრო ხშირად, რატომღაც, ქიზიყში.

ლეგენდა შამილის ქართული წარმოშობის შესახებ XIX საუკუნეში საკმაოდ გავრცელებული


ყოფილა, როგორც ხალხში, ასევე ოფიციალურ წრეებშიც. როგორც ჩანს, ამას ხელს უწყობდა
თვითონ შამილი, ეს კარგად ჩანს თუშური ზეპირსიტყვიერებიდანაც და ზოგიერთი ოფიცია
ლური დოკუმენტიდანაც. თუშური გადმოცემების ერთი ნაწილი შეისწავლა პროფ. ვ. ელანი
ძემ. ,,ხალხური გადმოცემების, საარქივო საბუთებისა და ზოგიერთი ლიტერატურულ-ისტო
რიული ხასიათის ცნობის მიხედვით კარგად ჩანს, თუ როგორ ზრუნავდა შამილი, რომ ქართ
ველი მთიელები თავის მხარეზე გადაეყვანა. ,,შამილს, რასაკვირველია, სურდა გამოეგლიჯა
ეს მამაცი, გაუტეხარი და თავდადებული თავისი სამშობლოს ხალხი რუსების ხელიდან. ამი
სათვის შამილი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ განეხორციელებინა თავისი მიზანი. ჯერ ტკბილ
სიტყვებითა და უხვი პირობებით მიმართა შამილმა და შემდეგ, როდესაც თუშებმა უარჰყვეს,
ხმალი და ცეცხლი შეიტანა ამ მხარეში. როგორც იმ დროის მომსწრენი ამბობენ, შამილს
თურმე ეთქვა, რომ ოღონდ თუშები შემიერთდნენ და სუყველას ნაიბობას მივცემო. დიდი
პოლიტიკოსი იყო შამილი. ერთი თუში, გამოჩენილი თავის სიტყვით და გავლენიანი
თუშებში, ტყვედ იქნა წაყვანილი ლეკებისაგან. ლეკებმა ეს თუში მიჰგვარეს შამილს. შამილ მა
თავისთან დაიჭირა თუში. ერთ დილას, სეირნობის დროს თურმე მოიხმო თუში და მიმარ თა
შემდეგი სიტყვებით: ,,თუშებო, რა გინდათ ჩემგან, ან თქვენ და ან ქართველებს. რათ მეწ
ინააღმდეგებით. მე ხომ თქვენი მტერი არა ვარ. ვებრძვი ჩვენს საერთო მტერს - რუსებს და
თქვენ კი არ მასვენებთ. მე მსურს გავრეკო კავკასიიდან საზიზღარი გიაურები და აღვადგინო
ჩემი მამა-პაპის სამეფო სახლი. არავისთვის არ მითქვამს და არც არავინ არ იცის მე ვინა ვარ და
გარემოება მაიძულებს, რომ შენ გაგიმჟღავნო ჩემი ვინაობა. მე ვარ თქვენივე მეფე ერეკლ ეს
შვილის ალექსანდრეს შვილი. ბატონიშვილი ალექსანდრე, როდესაც სპარსეთში იმყოფებ ოდა,
სცხოვრობდა ერთ ხანის ასულთან, ხანის ასული ბატონიშვილისაგან ორსულად შეიქმ ნა. რომ
მამის რისხვა აეცილებინა თავიდან, იგი ვიღაცას გამოჰყვა დაღესტანში და აქ მშობა მე -
შამილი. დიაღ, მე მეფე ერეკლეს ჩამომავლობიდან ვარ და მსურს აღვადგინო სახელოვა ნი
პაპის ტახტი და საქართველოს თავისუფლება“. როგორც ივ. ბუქურაული შენიშნავს: ,,ყვე ლა
შამილის მეცადინეობამ ამაოდ ჩაიარა. თუშებმა თავისი არ დაიშალეს და არ ზოგავდნენ
არაფერს, რომ დაეცვათ რჯული და მიწა-წყალი“. (იხ. ივ. ბუქურაული, ტბათანიდან წოვათა
მდინ, ,,მოამბე“ N 8, ვ. ელანიძე, ,,თუშეთის ისტორიის საკითხები“, გვ. 262).
ამ თუშურ გადმოცემას ამაგრებს მეორე გადმოცემაც: როდესაც შამილი დარწმუნდა, რომ მას
რუსების ტყვეობა არ ასცდებოდა, უთხოვია რუსეთის მთავარსარდლობისათვის გუნიბში (ე. ი.
მის რეზიდენციაში) შეეშვათ ქართული რაზმი, რათა მას ჩაბარებოდა. რუსებმა გუნიბში
გაგზავნეს თუშთა მცირე რაზმი ვინმე იაკობ ლეკაიძის მეთაურობით. იაკობ ლეკაიძემ გუნიბ
იდან გამოიყვანა დატყვევებული შამილი. გენერალ ბარატინსკის ბრძანებით რუსული არმია
დამარცხებულ შამილს შეხვდა ოვაციებით და სამხედრო ,,ტუშით“. შამილი ამ შეხვედრამ და
აბნია, შეჩერდა და ისე უეცრად შეტორტმანდა, კინაღამ ფრიალო კლდიდან გადაიჩეხა, მას
ხელი შეაშველა იაკობ ლეკაიძემ. როდესაც შამილი წარუდგა ბარატინსკის, ამ უკანასკნელს
დაღესტან-ჩეჩნეთის იმამმა გიორგის ჯვარი სთხოვა, მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. შამილმა
აიღო გიორგის ჯვარი და თვითონ ჩამოკიდა იაკობ ლეკაიძეს, ,,მე, როგორც მაჰმადიანს, პირ
ველად ქრისტიანის ხელი იაკობ ლეკაიძისგან შემეხო და ეს ჩემს სახსოვრად გქონდესო“. (იხ. ვ.
ელანიძე, გვ. 283).
ქართველებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს შამილის მოძრაობის ჩახშობაში, ეს იყო რუსუ
ლი დიპლომატიის ტრიუმფი: რუსებმა კავკასიელები დაიპყრეს სხვა კავკასიელების ხელით.

სრულიად ბუნებრივად ისმება ორი კითხვა: 1. რატომ გაჩნდა ასეთი დაჟინებითი ვერსია შა
მილის ქართული წარმოშობის შესახებ; 2. რატომ მაინც და მაინც ასახელებენ შამილის მამად
ალექსანდრე ერეკლეს ძე ბაგრატიონს?

პირველ კითხვაზე პასუხის გაცემა შედარებით იოლია. საქართველო ითვლებოდა კავკასიუ რი


სახელმწიფოებრიობის სიმბოლოდ. კავკასიელები საქართველოს ,,კავკასიის მზეს“ უწოდ
ებდნენ, ე.ი. აღიარებდნენ, რომ საქართველო იყო კავკასიური კულტურის და პოლიტიკური
სიმწიფის ნამდვილი სუბსტანცია. ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაზე სრული სახელმწიფოებ
რიობა განვითარდა დაღესტანში. დაღესტანში გამოირჩეოდა ავარია. ავარიის მმართველ ხანე
ბის ზეწოდება იყო ,,ნუცალი“. ეს ტიტული რამდენიმენაირად აიხსნება. მათ შორის არსებ ობს
მოსაზრება, რომ ,,ნუცალი“ არის დამახინჯებული ფორმა ქართული ,,ნაცვალისა“. ე. ი.
ავარიაში ანუ ხუნძახში მჯდომი მმართველი ოდესღაც განიხილებოდა, როგორც ქართველი
მეფის ,,ნაცვალი“. ამას ადასტურებს ავარიელი ხანების არჩევის ტრადიციული წესი. ავარია ში
თავისებურ ,,კონსტიტუციურ“ ნორმად ითვლებოდა შემდეგი ტრადიცია: თუ ავარიის ხა ნების
მმართველი დინასტია ამოწყდებოდა, ახალ ხანად ანუ ახალ ნუცალად უნდა ამოერჩი ათ ერთ-
ერთი ქართველი თავადი. როდესაც მიურიდებმა მთლიანად ამოწყვიტეს ავარიელი ხანების
ოჯახი, შამილმა საერთოდ გააუქმა სახანო. საინტერესოა შამილის დაპირებაც, რომ თუ
რომელიმე ქართველი მის მხარეზე გადავიდოდა, ულაპარაკოდ მიიღებდა ნაიბის (ე. ი.
მმართველის) წოდებას. შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე ჩრდილოეთ კავკასიის მმართვე
ლები ცდილობდნენ ბაგრატიონთა სახლთან მოეძებნათ რაიმე ნათესაური კავშირი. ასე იყო
ოსეთში, ინგუშეთში, ჩეჩნეთში, ყაბარდოსა და დაღესტანში. დღესაც ძალზე ბევრი საგვარე
ულო თავს აცხადებს ქართული წარმოშობისად. ასეთი ,,ქართული“ სახლები ბევრია ბალყა
რეთსა და ყარაჩაიშიც. ძალზე დიდია ჩრდილოეთ კავკასიაში უკანასკნელი დიდი მეფის
ერეკლე II-ის ავტორიტეტიც. ქართლ-კახეთის დაუძინებელი მტერი ნურსალ-ბეგი და მისი
ვაჟი ომარ-ხანი ერეკლე II მამას უწოდებდნენ და თავს საქართველოს ქვეშევრომებად აცხა
დებდნენ. სხვათა შორის, აქ შეუსაბამობა სრულიადაც არ არის. საქმე ისაა, რომ საქართველო
ზე დაღესტნელთა მუდმივი თავდასხმები გამოწვეული იყო საქართველოს ეკონომიკური და
სუსტებით, ე. ი. არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისით, არამედ სწორედ ეკონომიკური კრი
ზისით. ძველად დაღესტნელები თავის ეკონომიკურ მოთხოვნილებებს საქართველოს მეშვე
ობით იკმაყოფილებდნენ. საქართველოში ისინი ჰყიდიდნენ საკუთარ ნაწარმს: სპილენძისა და
ვერცხლის ნაკეთობებს, უნაგირებს, ცხენის აღკაზმულობას, ნაბადს, შალს, ცივ იარაღს, მაგრამ
ყველაზე მეტად ჰყიდიდნენ სამუშაო ძალას. დაღესტნელები მთელ საქართველოში
მუშაობდნენ მჭედლებად, მკალავებად, უბრალო მუშებად. XVII ს-დან ეს აღარ ხერხდებოდა,
მთის ჭარბი მოსახლეობაც თარეშზე გადავიდა. მაშასადამე, ეს თარეში არ იყო არც ეთნიკურ,
არც რელიგიურ ნიადაგზე, ამიტომაც დაღესტანში XIX საუკუნეშიც კი არ შეინიშნება ანტიქა
რთული განწყობილება, პირიქით, ქართველობა, ან ქართული წარმოშობა საამაყოდაც ითვლ
ებოდა.
უფრო რთულია პასუხი მე-2 კითხვაზე, რატომ ესოდენი სიჯიუტით ისტორიული გადმოცემ
ანი ხაზს უსვამენ შამილის ჩამომავლობას სწორედ ალექსანდრე ბატონიშვილისაგან. ვფიქრ
ობთ ამ მოვლენასაც აქვს რამდენიმე ობიექტური საფუძველი. 1) ალექსანდრე ერეკლეს ძე ბაგ
რატიონი და გიმრელი შამილი ძალზე ჰგავდნენ ერთმანეთს გარეგნობით - ორივე იყო მკვრი
ვი აღნაგობის, ცისფერთვალება, შავგვრემან-მოწითალო, ორივე ატარებდა ხშირ წვერს, გამოი
რჩეოდნენ მტკიცე ხასიათით, სიმამაცით, სჩვეოდათ უეცარი აფეთქება და დიდი მიმტევებლ
ობა, შემონახულ სურათებზე, რომლებიც შესრულებულია მაშინდელი მხატვრების მიერ,
მსგავსება მართლაც უჩვეულოა. 2) არსებობს ზოგიერთი ბიოგრაფიული დეტალი, რომელიც
გარკვეული ეჭვის საბაბს იძლევა. ალექსანდრე ბატონიშვილი დაიბადა 1770 წ იგი გაზარდეს
კათოლიკე პატრებმა, თავიდან გატაცებული იყო ქართლ-კახეთის ევროპულად გარდაქმნით;
ჯერ კიდევ ბავშვი დაუკავშირდა საქართველოში მოღვაწე გაგერმანელებულ უნგრელს იაკობ
რეინეგს. ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა გერმანული მოდელის ქართული
პოლკი, სადაც ახალგაზრდა ალექსანდრე ჩარიცხული იქნა ოფიცრად, ჭაბუკი დადიოდა ამ
არარსებული პოლკის ფორმით. 17-18 წლის ალექსანდრე აქტიურად ჩაება პოლიტიკურ მოღ
ვაწეობაში, სასტიკად დაუპირისპირდა რუსულ ორიენტაციას, ებრძოდა თავისი ძმის გიორგი
XII-ის და მისი ერთგული მინისტრის გარსევან ჭავჭავაძის ხაზს. კრწანისის ომის შემდეგ ხელ
მძღვანელობდა თბილისის აღდგენას, მართლაც ფარულად ჩავიდა ირანში რამდენიმეგზის,
ხოლო ერეკლე II-ის სიკვდილის შემდეგ მალე საერთოდ გაიქცა საქართველოდან. შამილის
დაბადების შესახებ არსებობს რამდენიმე გამოთვლილი თარიღი, იგი დაიბადა 1797-98 წწ-ში,
მაშასადამე თეორიულად ლეგენდაში მოყვანილი ფაქტი, რომ დაიბადა ირანში ალექსან დრე
ბატონიშვილის ერთ-ერთი გაქცევის დროს, შესაძლებელია. ალექსანდრე ბატონიშვილი 1814-
1818 წწ-ში მართლაც ცხოვრობდა დაღესტანში, ცდილობდა შეექმნა ჩრდილოეთ კავკა სიელ
მთიელთა კავშირი რუსეთის წინააღმდეგ. იგი არის კავკასიის ერთობის მომხრე, მან პირველმა
იქადაგა ძლიერი ანტირუსული საერთო-კავკასიური კოალიციის იდეა. თავიდან დიდ
წარმატებასაც მიაღწია. სამწუხაროდ, დაღესტანსა და ჩეჩნეთში საერთო კავკასიური ერ
თიანობის იდეამ სხვა მიმართულება მიიღო , წარმოიშვა ისლამური ფუნდამენტალისტური
მოძრაობა - მიურიდიზმი. ალექსანდრე ბატონიშვილი იძულებული გახდა 1818 წლიდან და
ეტოვებინა დაღესტანი. მიურიდიზმმა სრულიად შეცვალა კავკასიელ მთიელთა ორიენტაცია
დაღესტანში და ჩეჩნეთში ჩამოყალიბდა თეოკრატიული წყობილება, განადგურდა ძველი
არისტოკრატია, წაიშალა გარეგნულად ეროვნული და ეთნიკური საზღვრები, დაირღვა ადრი
ნდელი სტრუქტურები, შეიცვალა ადათობრივი სამართალი, წარმოიქმნა შარიათული სამარ
თალი, ე. ი. დაღესტანსა და ჩეჩნეთში ძველი წესების, ანუ ადათების ნაცვლად დამკვიდრდა
მუსულმანური საღვთო წიგნის ,,ყურანის“ პრინციპები. ასეთ შემთხვევაში ალექსანდრე ბატო
ნიშვილის პოლიტიკური პროგრამა აღარ გამოდგებოდა. ისლამურმა ფუნდამენტალიზმმა ერ
თბაშად ჩატეხა ხიდი ქართველობასა და ჩრდილო კავკასიელ მთიელთა შორის. დაღესტნის
პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ ღაზი-მუჰამედი და ჰამზათ-ბეგი. აი, მათ წრეში აღიზა
რდა გიმრელი შამილი, იგი 1834 წელს გახდა დაღესტან-ჩეჩნეთის იმამი. ე. ი. სასულიერო,
საერო და სამხედრო მეთაური. 1841 წელს შამილმა გაატარა რეფორმები, მან შეაერთა დაღეს
ტანი და ჩეჩნეთი. დაყო იგი ცალკეულ მხარეებად, რომელთა სათავეში ჩააყენა ნაიბები. დაი
წყო ,,ჰაზავათი“(ე.ი. საღვთო ომი), რომელიც გაგრძელდა 25 წელიწადი. შამილი თვითონ გა
ხდა ამ ფუნდამენტალიზმის ტყვე. მართალია ამჟღავნებდა დიდ სიმპათიებს საქართველოს
მიმართ, მაგრამ ყოველთვის დაფარულად. მას ეშინოდა, რომ ისლამისტები გადაუდგებოდნ
ენ. შამილის ოცნება იყო კავკასიის გაერთიანება, რომლის დედაქალაქად თბილისი ჰქონდა
განზრახული. თურქეთის სულთნისაგან მიიღო კიდევაც დაღესტან-ჩეჩნეთისა და საქართვე
ლოს უმაღლესი სარდლის, ანუ გენერალ-სიმუსის წოდება. მოგვიანებით კი საქართველოს და
კავკასიის მეფის ტიტულიც. მაგრამ მისი სახელმწიფოს იდეოლოგიური საფუძველი გამო
რიცხავდა საქართველოს და დაღესტნის შეერთებას. შამილმა შექმნა რელიგიური, ისლამის
ტური სახელმწიფო - იმამატი. სახელმწიფო ენად არაბული გამოაცხადა, ამით მთლიანად გა
ემიჯნა ქრისტიანულ საქართველოს. ამ გარემოებას შესანიშნავად გრძნობდა შამილი, ამიტო
მაც თვითონვე დაჟინებით ავრცელებდა ვერსიას, თავისი მეფური ჩამომავლობის შესახებ, კო
ნკრეტულად, თავს აცხადებდა ერეკლე II-ის ვაჟის ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟიშვილად.
ისტორიულ მეცნიერებას ყოველთვის არ შეუძლია გახსნას ყველა ლეგენდის ლაბირინთები.
შამილი არის კავკასიის მუსულმანური შინაარსის ანტირუსული მოძრაობის ჭეშმარიტი ლი
დერი. წარმოშობით ავარიელი, მთიელი გლეხის ვაჟი, ჩრდილოეთ კავკასიელი მთიელების
გამათავასუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტი ბელადია. ალბათ თვითონაც არ უწყოდა ნამდ
ვილი ჩამომავლობა. ლეგენდები მის შესახებ შესაძლოა ტაქტიკური ხერხია ან ლამაზი სურ
ვილი. ისე კი ნამდვილი ანუ ერთადერთი ჭეშმარიტება ალბათ მხოლოდ მაღალმა ღმერთმა
იცის.
ქართველები ერაყის სათავეში (4)
1747 წლიდან 1831 წლამდე ერაყი ფაქტიურად ავტონომიურად იმართებოდა ოსმალური
თურქეთისაგან ქართველი მამლუკების (ერაყში მათ კიდევ ქულემენებსაც უწოდებდნენ)
მეთაურობით. მათ დაუდეს სათავე ქვეყანაში წესრიგის განმტკიცებასა და ეკონომიკურ
აყვავებას.

ჰასან ფაშა (მე–18 საუკ. ) – ერაყის გამგებელი

აჰმედ III-ის მმართველობის დროს, რომლის პერიოდიც გამოირჩეოდა შედარებითი სტაბი


ლურობით და რეფორმებით, ერაყში იწყება ქართველ მამლუკთა აღზევება და ბაღდადში
უზენაეს ხელისუფლებას ეუფლება ჰასან ფაშა (1704–1723 წწ). იგი ქმნის მამლუკთა პირველ
გაერთიანებულ კოალიციას. ის და მისი თანამებრძოლნი აურვებენ დაუმორჩილებელ ტო
მებს, კრეფენ მათგან გადასახადებს და ირანელი სეფევიდების საომარი საფრთხისაგან იცავ ენ
ქვეყანას. ჰასან ფაშამ თავის ხელში მოიქცია გამგებლობა მთელ ერაყზე, ქურთისტანის ჩა
თვლით – XVIII ს-ის განმავლობაში ქვეყანას ხელმძღვანელობდნენ მისი თვისტომი ფაშები.
სამხრეთ ერაყის მიერთებასთან ერთად ჰასანის საბრძანებელში მოხვდა ტერიტორია, რომე
ლიც ტოლს არ უდებდა ეგვიპტეს ფართობით და მოიცავდა სივრცეს სპარსეთის ყურედან
სირიისა და სპარსეთის საზღვრებამდე.

ჰასანი თავის საგანმგებლოში თავს უყრის მამლუკებს და ნიშნავს მათ უმთავრეს ადმინისტ
რაციულსა და სამხედრო თანამდებობებზე.

ბაღდადის ფაშა იყო თითქმის ყველაზე დიდი გავლენის მფლობელი თურქეთის იმპერიის
ყველა სხვა პროვინციათა ვალს შორის – მთელი შემოსავალი მას შემოსდიოდა თავისი უზარ
მაზარი სამფლობელოდან, რამდენიმე ქვეყნის გზაშესაყარზე სავაჭრო ურთიერთობათა შედე
გად.

ჰასან ფაშამ ბაღდადში ხელმწიფის კარი შექმნა თურქეთის სატახტოს მაგალითისამებრ – მი


სი ხელისუფლება და სამხედრო ძლიერება ემყარებოდა ორმოცათასიან არმიას, რომელთაც
ემატებოდა რამდენიმე ათასი მოსამსახურე, პაჟი, პირადი მცველები და სხვა პირები, რომლე
ბიც პირადად მის სამსახურში იდგნენ. ბაღდადის ფაშას სასახლის კარს, თავისი ფუფუნები
თა და ბრწყინვალებით, ბადალი არ ჰყავდა იმპერიაში და მას მხოლოდ თვით სულთნის სასა
ხლის კარი თუ მიედრებოდა – თვით ჰარემიც კი ტოლს არ უდებდა კონსტანტინოპოლის ჰა
რემს და, რაც მთავარია, აქ სპეციალურად განისწავლებოდნენ ქართველი პაჟები იმ დროისა
თვის უმაღლეს თურქულ სკოლებში, ბაღდადის სამეფისნაცვლოში უმაღლესი სამოხელეო
თანამდებობების დასაკავებლად.

ჰასან ფაშას პერიოდში, მისი პირველიერარქის მიზანდასახულობით, ბაღდადელთა სასახლ


ის კარის ბრწყინვალებას და დიდებულებას უნდა გაეხსენებინა მათთვის აბასიდელი ხალი
ფების დროის ძველი დიდებულება.

ჰასან ფაშამ XVIII საუკუნის დასაწყისში დააფუძნა ქართველ მამლუკთა პირველი დინასტია,
რომელიც მმართველობდა 1780 წლამდე.

ჰასანის შვილი, აჰმედი, აგრძელებდა მამლუკების დანიშვნას ადმინისტრაციულსა და სამხე


დრო თანამდებობებზე. აჰმედ ფაშას გარდაცვალების დროისთვის (1747წ) ჰასან ფაშას მიერ
შექმნილ ელიტურ კორპუსში – „ქართულ გვარდიაში“ – 2000 ჩაუქი მხედარი ირიცხებოდა.

როგორადაც არ ცდილობდა სულთანი, ფრთები შეეკვეცა მამლუკთა ძლიერებისათვის – არა


ფერი გამოუვიდა და აჰმედის შემდეგ, მისმა შვილმა, სულეიმან აბუ ლაილმა ("ღამის მამამ"
(1749 - 1762), კიდევ უფრო განავრცო თავისი საბრძანებლის ავტონომიური უფლებები და
დასაბამი დაუდო მამლუკთა ახალი ქართული დინასტიების 84–წლიან მმართველობას
ერაყში.

ქართველი მხედართმთავრებისაგან შედგენილი მამლუქთა ელიტა დიდხანს ინარჩუნებდა


ერაყის ავტონომიას ოტომანური ომპერიისაგან – ამყარებდა წესრიგს სახელმწიფოში და უზრ
უნველყოფდა რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ვიდრე არ დაამხეს მათი მმართველობა
1831 წელს.

დაუდ-ფაშა გურჯი ( 1774, ქვემო ქართლი ― გ. 1851, მედინა), ერაყის უკანასკნელი მამლუ ქი
გამგებელი 1817-1831 წლებში.

დაუდ ფაშას მშობლები, გიორგი და მარიამი, ორბელიანების ყმები იყვნენ, რომლებიც თავდ
აპირველად ქვემო ქართლში ბინადრობდნენ, ხოლო შემდეგ თბილისში გადმოსახლდნენ. ყმა
გლეხების ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლის შესაფერისად, გვარიც შეეცვალათ –
მანველაშვილები ბოჩოლაშვილებად დაეწერნენ.

გიორგისა და მარიამის პატარა ვაჟი, დავითი, ბავშვობაში გაიტაცეს ტყვეებით მოვაჭრეებმა და


ოსმალეთში გაყიდეს. ბიჭუნა მოხვდა მასავით ქართველ, ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუი
უქთან, რომელმაც ის მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა.

სკოლაში მან ჩინებული ნიჭი და უნარი გამოამჟღავნა – სამხედრო ვარჯიშობებისა და წესებ ის


დაუფლებასთან ერთად, დიდი მონდომებით სწავლობდა ზოგადსაგანმანათლებლო საგნ ებს:
ისე შესანიშნავად შეითვისა მუსლიმანური კანონმდებლობა, ყურანი, და აღმოსავლური ენები,
რომ სულ მალე მოიხვეჭა არაბული, თურქული, სპარსული ენებისა და ღვთისმეტყვე ლების
საუკეთესო მცოდნის სახელი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაუდს სულეიმ ან ფაშა
ბუიუქმა ჯერ თავისუფლება მიანიჭა და ბეჭდის მცველად დანიშნა, ხოლო შემდეგ
(დაახლოებით 1801 წელს) 27 წლისას საფაშო ხაზინა ჩააბარა და ცოლადაც თავისი ასული
შერთო.

ფაშასთან ნათესაური კავშირი და, ამასთან, მაღალი თანამდებობა დაუდს უფლებას ანიჭებ და
ყოფილიყო ტახტის ერთ–ერთი პრეტენდენტი და 1892 წელს, როცა ავადმყოფობით შე
პყრობილ სულეიმან ბუიუქს საფაშოს მართვის უნარი საბოლოოდ წაერთვა, დაუდმა სცადა
ხელისუფლების სათავეში მოქცევა, მაგრამ სულეიმანმა სიცოცხლეშივე შეკრიბა დივანი და
საფაშოს გამგებლად უფროსი სიძე, ტომით აგრეთვე ქართველი, ქაჰია ჰაფიზ–‘ალი დანიშნა.
ახალ ფაშასთან უთანხმოებაში მყოფმა დაუდმა1803 წელს მიატოვა საერო სამსახური და სას
ულიერო სფეროში გადაინაცვლა – აბდ ალ–კადარის მეჩეთში ჩასახლდა და მასწავლებლობ და
მეჩეთთან არსებულ სასწავლებელში, რითაც მისი სახელი კიდევ უფრო განითქვა.

1807 წელს, ჰაფიზ–‘ალი ფაშას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დაუდი დაუბრუნდა საერო
სამსახურს და საფაშო ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობები ეჭირა. კიდევ ერთი ქარ
თველი ფაშის – სულეიმან ქუჩუქის დროს(1807–10 წწ.) იყო დავთარდარი (ფინანსთა მინისტ
რის ფარდი თანამდებობა), ხოლო სულეიმან ბუიუქის ვაჟის, სა’იდის მმართველობის ჟამს
(1813–1816 წწ) ჯერ ქაჰიად იყო (ფაშას მოადგილე და მთავარსარდალი), შემდეგ – დავთარდ
არად. თუმცა ფაშა და ქაჰია საბოლოოდ ვერ მორიგდნენ ერთმანეთში და მათ შორის დიდი
მტრობა ჩამოვარდა.

სა’იდი ერთადერთი ქართველი იყო, რომელსაც ტახტი მემკვიდრეობით ერგო და არა თავის
მიერ გაკვალული გზის შედეგად. მაგრამ მას მამის არც ჭკუა გააჩნდა და არც ნებისყოფა. მთელ
დროს გართობასა და ქალებს ანდომებდა და ნაკლებად ზრუნავდა საფაშოს ბედზე. თუმცა
თავიდან სიძის, დაუდის ენერგიული მოქმედებების მეოხებით, მან 1813–14 წლებში სძლია
მეამბოხე ტომებს (ზუბაიდებს, შამარებს, უგაილებს), საფაშოში მშვიდობა დაამყარა და ამით
უნარიანი გამგებლის სახელი მოიხვეჭა.

სა’იდის ხელისუფლების დამხობის მოწადინე მამლუქთა ნაწილმა შუღლი ჩააგდო მასა და ქა


ჰიას შორის, რათა ამ უკანასკნელის მხარდაჭერის უქონლად ფაშა ვეღარ გაძღოლოდა მმართ
ველობას. დაუდი დაითხოვეს თუ არა, ქვეყანაში დაიწყო შინააშლილობა. საქმე იქამდე მივი
და, რომ ჯარის ნაწილებში უკმაყოფილების აღმოსაფხვრელად და მებრძოლთათვის გასამრ
ჯელოს მისაცემად სა’იდ ფაშამ დაიწყო ვაჭრებისგან სესხის აღება, ხოლო მის დასაფარავად კი
განიზრახა ბაღდადში მოეჭრა სპილენძის ფული, რომელზეც მისმა ფარულმა მოქიშპემ მი სი
სახელი დააწერა, რამაც თურქეთის სულთნის რისხვა გამოიწვია, რადგან ეს ბაღდადის და
მოუკიდებლობისკენ სწრაფვის ნიშნად მიიჩნიეს. ამას მოჰყვა სხვადასხვა თანამდებობის პირ
თა საჩივრებიც და ბოლოს ყველაფერი ომით დამთავრდა – საფაშოს მპყრობელობის დასანა
რჩუნებლად და მოსაპოვებლად შეიბნენ სა’იდისა და დაუდის ლაშქრები. 1817 წლის 22 თე
ბერვალს გამარჯვებული დაუდი დამკვიდრდა ბაღდადში და შეუდგა საფაშოს მართვას.

დაუდ ფაშას ტახტზე ასვლის დღიდან დაიწყო უბედნიერესი ხანა ერაყის ისტორიაში. ქვეყა
ნას უნიჭიერესი მმართველი მოევლინა. დაუდ ფაშამ თავდაპირველად საგარეო საქმეები მო
აგვარა: ჯერ ირანს წაართვა ერაყის მიტაცებული ტერიტორიები, მერე გაურჩებული ქურთი
სტანი მოარჯულა და შემოიერთა. მოკლე ხანში ინგლისელებს ამოუკვეთა ფეხი ერაყიდან და
ბოლოს, ოსმალეთის მძლავრ იმპერიას აგემა არაერთი მარცხი… დაუდ ფაშა ერაყის განმათა
ვისუფლებლად და აღმაშენებლად შერაცხეს!.. გახდა თუ არა ერაყის მმართველი, განუდგა
ოსმალეთის სულთანს და ატარებდა დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სამხე
დრო–პოლიტიკური მანევრებით ყველას ერთნაირად აყენებდა თავისი ძალაუფლების ქვეს –
მას ერთნაირად ემორჩილებოდნენ არაბი შეიხებიცა და ქურთი ბეგებიც, თურქეთსაც არ
ეპუებოდა და მთელი ერაყიც „სმენაზე“ ჰყავდა დაყენებული. დაუდი ოცნებობდა ოსმალე
თისაგან დამოუკიდებელი „ბაბილონის სამეფოს“ შექმნაზე.

შიდა საქმეებშიც უდიდესი გამჭრიახობა გამოიჩინა დაუდმა. სწრაფად და უმტკივნეულოდ


გაატარა რეფორმები, შემოიღო სავაჭრო მონოპოლია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე,
ააღორძინა საფეიქრო მრეწველობა, განავითარა სამელიორაციო სისტემა: დაუდ ფაშას სახელ
ობის არხი „დაუდიე“ ჰავრიას წყალს აერთებდა ხარკთან და ქმნიდა ერთიან სარწყავ სისტემ ას.
ერაყში ააშენა პირველი ქაღალდის ფაბრიკა, დააარსა პირველი სტამბა, რომლის ასაწყობ ად
თბილისიდან მიიწვია განთქმული პოლიგრაფები. ბაღდადში ააგო ყველა იმდროინდელი
კომფორტით აღჭურვილი უდიდესი სავაჭრო ცენტრი, მათ შორის ათეულობით აბანოთი კე
თილმოწყობილი, გაიყვანა გზები, ამართა ხიდები, სასახლეები, მეჩეთებთან გახსნა ბიბლიო
თეკები და სკოლები.

დაუდმა არმია გარდაქმნა ევროპულ ყაიდაზე. გააძლიერა „ქართული გვარდია“ – ეს შეიარა


ღებული რაზმი, დღიდან მისი ჩასახვისა (1703– 1705) ყოველთვის იყო ბაღდადის ფაშათა
საიმედო საყრდენი ძალა. დაუდის რჩეულ რაზმში ქართველების რაოდენობა სხვადასხვა
უცხოელი ავტორების ცნობებით მერყეობს 800–დან 3000 კაცამდე. ფრეზერის მიხედვით: „ეს
ქართველები ჩინებულად ჩაცმულ–შეიარაღებულნი, ძლიერ ვაჟკაცური გამომეტყველები სანი
იყვნენ და საუკეთესოდ მორთულ–შეკაზმულ, მშვენიერ ბედაურებზე ისხდნენ“. „ისინი
მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მხედრები იყვნენ“ – წერდა ფრანგი კონსული ფონტანიე.

დაუდი ცდილობდა რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომი თავის სასარგებლოდ გამოე


ყენებინა და ერაყის დამოუკიდებლობა განემტკიცებინა. 1828 წელს, როცა რუსეთი ანატოლი
ის შიდა რაიონებზე იერიშის მისატანად ემზადებოდა, დაუდმა უარი თქვა თავისი სამხედ რო
ნაწილების გაგზავნაზე და ამ ომში მონაწილეობაზე. ხოლო 1830 წელს, როცა სტამბოლი დან
შეახსენეს, რომ ბაღდადს თურქეთისათვის, ძველი ვალის ჩათვლით, რამდენიმე წლის
გადასახადი უნდა გადაეხადა, აღარ დააყოვნა და თავისი ადრინდელი ოცნება სინამდვილ ედ
აქცია – მან ერაყი ოსმალეთისაგან თავისუფალ „ბედნიერ ბაბილოვანის“ სამეფოდ გამოაც
ხადა, ხოლო თავისი თავი ამ სამეფოს დამოუკიდებელ „ხელმწიფედ“.

თურქეთმა დაუდ ფაშა მეამბოხედ გამოაცხადა და იმავე წელს დაძრა მისკენ ალეპოელი ფაშ
ის, ალი რიზას ლაშქარი. დაუდი მზად იყო ამ ბრძოლისათვის – მას ჰყავდა კარგად გაწვრთნ
ილი მრავალათასიანი ფეხოსნები და კავალერია, აგრეთვე საბრძოლოდ განწყობილი ქვეყნის
მცხოვრებნი; მაგრამ ომის ბედი გადაწყვიტა ავმა ბედისწერამ – კატასტროფულმა წყალდიდ
ობამ, მოუსავლიანობამ და ეპიდემიამ ხელი მოუთავა ერაყის ძლიერებას; შავმა ჭირმა თითქ
მის მთელი არმია გაუნადგურა დაუდს – აღარც საერო პირი და აღარც მეომარი აღარ დარჩა
მტრისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გასაწევად. 1830–31 წლების მრავალრიცხოვანი სა
მხედრო მოქმედებების შედეგად თურქებმა სძლიეს დამოუკიდებლობის მოსურნეებს; და უდ-
ფაშა გურჯი დამარცხდა და 1831 წლის სექტემბერში თურქებს დანებდა. იგი დაატყვე ვა
ისევ ქართული მოდგმის კაცმა – ლაზმა ალი რიზამ, რომელიც თურქულ ჯარს მხედართმ
თავრობდა. მაგრამ დაუდი არ დაუსჯიათ – იგი ბურსას გაგზავნეს საპატიო გადასახლებაში და
პენსიაც დაუნიშნეს. მას შემდეგ, რაც ეგვიპტელებმა მოიპოვეს გამარჯვება ოსმალთა ლა შქრის
წინააღმდეგ ბრძოლაში, 1832 წელს სულთნის ბრძანებით დაუდმა მონაწილეობა მი იღო
ანატოლიაში შეჭრილ მუჰამედ ალის ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1834 წელს დაუ დი
ბოსნიის გამგებლად დაინიშნა. ორი წლის შემდეგ კი სტამბოლში გადაიყვანეს, სადაც ეკა ვა
სხვადასხვა თანამდებობა. 1839-1841 წწ-ში ანკარის ვილაიეთს განაგებდა. 1841 წელს სახე
ლმწიფო სამსახურიდან გადადგა. 1846 წელს მედინაში დასახლდა და, პირადი თხოვნით, მა
ჰმადის საფლავის ზედამხედველად დაინიშნა. ზედამხედველობასთან ერთად იგი დიდ ად
ზრუნავდა ქალაქის კეთილმოწყობაზე. საკუთარი ხელით გააშენა მშვენიერი ბაღი, რომე ლსაც
შემდეგ „დაუდიე“ ეწოდა. 1851 წელს გარდაიცვალა და სიკვდილის წინ დატოვა ანდე რძი –
მისთვის ძვირფასი ძეგლი არ აეგოთ. დასაფლავებულია ხალიფა ოსმანის საფლავის ახლოს.

დაუდის სახელი ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში. ფრანგი ოშე-დუა წერდა: – დაუდ ფაშა,
გამორჩეული ხიბლით, ევროპელ ხელმწიფეებს უფრო ჰგავს, ვიდრე აღმოსავლეთის მბრძანე
ბელსო… არაბი მეცნიერი ალ-აზ-ზავი აღნიშნავდა: – დაუდ ფაშა იყო დიდი სახელმწიფო მო
ღვაწე, ფრიად განსწავლული, დიდი ფილოსოფოსი, კანონმდებელი, განმანათლებელი, რომე
ლმაც ბრწყინვალე რეფორმების წყალობით ერაყი აღმავლობის გზაზე დააყენაო… ისტორიკო
სი იზ-ად დინიუსეფი კი ამბობდა: – ის იყო უდიდესი ადამიანთაგანი, რომელიც თანამედრ
ოვეთაგან გამოირჩეოდა განსაკუთრებული იდეალებით. მშვიდობის დროს იყო მჭევრმეტყვე
ლი და მხიარული, ხოლო ბრძოლაში უმამაცესი. სიკეთესა და თავმდაბლობაში მას ბადალი არ
ჰყავდაო… დაუდ ფაშას მოღვაწეობას ღირსებით აფასებს უნივერსიტეტის პროფესორი,
ინგლისელი მეცნიერი ლონგრიგი: – მისი ფილოსოფია უფრო პროგრესული იყო, ვიდრე
რომის იმპერატორის, მარკუს ავრელიუსისაო…

დავითს არ დავიწყნია ბავშვობაში დარჩენილი თავისი კერაც: გამოუჩენია მზრუნველობა თა


ვისი ოჯახის მიმართ. ამ მზრუნველობის შედეგია მისი ძალისხმევით მოპოვებული „გიორ გი
ბოჩოლაშვილის ოჯახის ყმობიდან განთავისუფლების სიგელი“, აგრეთვე „ბედნიერი ბა
ბილოვანის ხელმწიფის დაუდ ფაშას წერილი დედისადმი“, რომელიც ქართული წერა–კითხ
ვის ვერშემძლე ფაშას დაუწერინებია ახალციხელი იუსუფ–აღასთვის:

„ბედნიერი ბაბილოვანის ხელმწიფე თქვენი ძე დაუთ ფაშა, მრავალს მოკითხვას და ნახვის ნა


ტვრას მოგიძღვნით დედავ მარიამ! მერმეთ თქვენი მოწერილი წიგნები, თუ არზრუმზედ გა
მოგზავნილი ანუ ზუბალაანთ კაცის ხელით გამოგზავნილი წიგნები მომაბარენ სრულად. რაც,
რომ მოგეწერათ ვისმინეთ და ახლა თქვენი აზნაურობისათვის ბატონი მთავარმართებ
ლისათვის წიგნი მომიწერია, უსუფა გამომიგზავნია, წიგნები გამომიტანებია, წიგნების მირთ
მევაზე თქვენც მიჰყევით. რაც, რომ გნებავდეს ყოველისფერი მოახსენეთ. და ახლა ანდრია
ზუბალაშვილისთვისაც მომიწერია, რომ ამ საქმეზე მოგეხმაროთ. მერმეთ, თუ შეიძლებოდეს
ჩემს უნახაობას ნუ დაიშურვებთ, მოდი, შენი ნახვა მსურს, სხვაფერ ფიქრი ნუ გაქვს, რერთ
ხანსაც გენებებოდეს იყავი, როცა ინებებთ მაშინვე კიდევ დიდის პატივით გაგიშვებთ. მერმ ეთ
ჩემს ძმას შიოს მრავალს მოკითხვას მოუძღვნი და შიოს ყმაწვილებს მრავალს მოკითხვას
მოუძღვნი. ჩემს დებს მრავალს მოკითხვას მოუძღვნი. მერმეთ ვითხოვთ თქვენი მოწყალე გუ
ლისაგან, რომ ლოცვით ნუ დამივიწყებთ. კაცი ქვეყანაზე მოვა და ვენახს გააშენებს, რომ ნაყ
ოფი მიიღოს, თქვენ ვენახი გაგიშენებიათ და ნაყოფი არ მიგიღიათ, ვითხოვთ თქვენი მოწყა
ლე დედობისაგან, თუ შეგეძლოს, წამოსვლას ნუ დაიზარებთ, ჩემთვის ილოცეთ მოწყალეო
დედაო! თქვენი ძე ბაღდადის ხელმწიფე დაუდ ფაშა. დაიწერა წელსა 1821, მარიამობის ორს“.

საგულისხმოა ალექსანდრე გრიბოედოვის შენიშვნა ამ ფაქტთან დაკავშირებით: „დაუდ–ფაშ ამ


სამი წლის წინათ, თავისი რწმუნებული მოავლინა საქართველოში, რათა ნება მისცემოდა
დედამისს წასულიყო მასთან ბაღდადში. მაგრამ მან...სასტიკი უარი თქვა მუსლიმანურ ქვეყა
ნაში მოგზაურობაზე და მართლმადიდებლურ სამშობლოში ყოფნა ამჯობინა იმ ფუფუნებით
ცხოვრებას, რაც ბაღდადში მოელოდა“.

სამეფო ქალაქი და სამეფო ტაძარი - ბანა (4)


გაიოზ მამალაძე
1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს ბანას გრანდიოზული ტაძარი რომელიც იმ
დროისათვის დანგეული არ იყო ოსმანურ იმპერიაში, თითქმის განადგურდა. ოსმანთა არ მიამ
რუსული ჯარის წინსვლის შესაჩერებლად, ბანაში ციხესიმაგრე მოაწყო. ბანას დიდი თა ღები
ამოაშენეს. იქვე მოწყობილი იყო იარაღის საწყობიც.

რუსულმა ჯარმა ზარბაზნის ჭურვები დაუშინა ქართველთა სათაყვანებელ ტაძარს. რუსებს იმ


დროისათვის დიდი ხნის გაუქმებული ჰქონდათ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. კარ გა
ხნის დაწყებული იყო ძარცვა ქართული ეკლესიებისა და ქართულ სიწმინდეს, ერთ-ერთ
ქართულ ტაძარს რაღას დაგიდევდნენ რუსები?! რამდენიმე ხნის ბრძოლის მერე, ოსმან-თურ
ქებმა დატოვეს ბანას მიდამოები. ეს უაღრესად სტრატეგიული და ისტორიული ქართული
მიწა, რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა. მაგრამ, რუსეთს არ ადარდებდა ქართული
სიწმინდე... მერეც, გადმოცემის თანახმად რუსები ბანას ისევ უშენდნენ ჭურვებს, ვარჯიშობ
დნენ, როგორც ნაპოლეონის ველური ჯარები სფინქს ესროდნენ, სროლაში დახელოვნების
მიზნით.

სუმბატ დავითის ძის მიხედვით ბანას ტაძარი ეპისკოპოს კვირიკე ბანელის ხელით, ადარნა სე
II ბრაძანებით აუშენებიათ. სხვა ვარაუდით ის VII საუკუნის ნაგებობაა. „ადარნასე ალბათ
ტაძრის ხელმეორედ მაშენებელი იყო“- ვარაუდობს გიორგი ჩუბინაშვილი. ეს ვარაუდი უფ რო
სწორი უნდა იყოს. 888 წელს ადარნასე II ბაგრატიონმა თავი გამოაცხადა ქართველთა მეფ ედ.
„ეს იყო არა მარტო ერთმეფობაზე პრეტენზია, არამედ ბაგრატიონთა სახლის სუვერენობ ისა
და საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ (ალექსანდრე ბენდიანიშვილი, ქარ
თული ეროვნული სა ხელმწიფოს განვითარების ეტაპები, გვ. 55-56). ამ დროისათვის ბაგრა
ტიონები ძალიან მომძლავრებულნი იყვნენ სამხრეთ საქართველოში, ბანა (ბანაკი) საკმაოდ
დიდი ქალაქი იყო. ის ოლთის-ტაოს და მთელს გარშემო ტერიტორიების სტრატეგიული ცენ
ტრი გახლდათ. ქართული მოსახლეობა (ძირძველი), რომელიც არაბების შემოსევების შედე
გად შემცირებულიყო, ისევ მომრავლდა (გაჩნდა სომხური ახალშენებიც აქა-იქ). ბანას ტაძრ ის
გარშემო იდგა მღვდელმთავრის და სხვადასხვა დიდებულების, რაც მთავარია მეფის სასა
ხლეები, სხვადასხვა სიმაგრე-საფორტიფიკაციო ნაგებობები. უბრალო ადამიანების სახლები
(ბანას ტაძრის სამხრეთ –აღმოსავლეთით კლდეებში შემორჩენილი ყოფილა ქვაბულები, ჩაშე
ნებული კედლებით. ერთ–ერთში პატარა დარბაზული ეკლესიაა, თურმე. მე არ მინახავს, სამ
წუხაროდ). აქვე იყო ბაზრები, სასტუმროები. გარშემო დიდი მინდვრებია, წელიწადის ყოვ ელ
დროში სხვადასხვაგვარად აფერადებული. მინდვრებს მთები აკრავს, მთებიც ფერად-ფე
რადია. მთებს მთაგრეხილები, ქედები შემორტყმია გარს. შორს დაინახავ არსიანის, მესხეთის
ქედებს, მცირე კავკასიონს. აქედან მთელი სამხრეთის პერსპექტივა იშლებოდა ბაგრატიონებ
ისათვის _ ძველი ქართული მიწები ბასიანისა, სპერისა, უფრო დასავლეთით ლაზეთ-ქალდე
ასი. თუმცა, ტაოც ქალდეას მიწაა, მისი ნაწილია. აქ ჩაისახა, პირველი ქართული სახელმწიფ
ოებრიობა დიაოხისა. მანამდე ამ მიწაზე ლითონის წარმოების წინაპრები სახლობდნენ. აქე
დან ისწავლა კაცობრიობამ რკინის დამუშავება, აქედან დაიწყო რკინის ცივილიზაცია (არ
იგულისხმება კაცობრიობის არსებობის დაყოფა ოქროს თუ რკინის პერიოდებად).

ბაგრატიონებმა ააშენეს (თუ აღადგინეს და განამშვენეს) მონუმენტური, მართლმადიდებლუ


რი ტაძარი ბანა. რომელიც დიდი სატახტო ქალაქის მშვენებად იქცა. ის სამ სართულიანი შენ
ობა იყო, შიგნიდან ერთიანი. მისი სიმაღლე 32 მ. უნდა ყოფილიყო (თანამედროვე 10-11 სარ
თულიანი კორპუსის სიმაღლე). მრგვალი, ოვალური, ტეტრაქონქი (ასეთი ტაძრები VII ს-ის
მერე აღარ შენდებოდაო, ამბობდა გიორგი ჩუბინიშვილი), ცილინდრული გუმბათის ყელით.
.გარშემოწირულობა 40 მ-ზე მეტი... როგორც ჩანს, ბანას ტაძარი უდიდეს შთაბეჭდილებას
ტოვებდა, როგორც გარედან, შორიდან და ახლოდან, ისე შიგნიდან, სამივე სართულიდან,
როგორც მონუმენტურობით, ისე გაფორმებით. შთაბეჭდილებას ამძაფრებდა ქალაქის ციხე-
კოშკები და სასახლეები. ყველა სტუმარი, რომელიც სავაჭროდ თუ დიპლომატიური მიზნით
ჩამოვიდოდა ბანაში, უდიდესი შთაბეჭდილებით წავიდოდა უკან და გაავრცელებდა ამბავს
ქართველთა და ბაგრატიონთა დიდებულებისა და სიძლიერის შესახებ. ბაგრატიონები და ქა
რთველები ყველას ეუბნებოდნენ, როგორც პოლიტიკური და მილიტარისტული ქმედებებით
ისე არქიტექტურითაც, რომ მათი სამეფო არც ერთ სახელმწიფოს არ ჩამოუვარდებოდა. ამ მი
დამოებში და მთელს საქართველოში, მთელ მაშინდელ მსოფლიოში გავრცელებული იყო ბა
გრატიონების ქრისტესთან ნათესაობის თეორია. ასეთი იზოთეისტური თეორია არც ერთ
ქრისტიანულ დინასტიას არ ჰქონია მთელი ისტორიის მანძილზე. ბაგრატიონთა გავლენა
ვრცელდებოდა, ბანას (ბანაკის, იქნებ დაბანაკების - სტრატეგიული სახელწოდება) მნიშვნე
ლობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო არტანუჯიც. ბაგრატი
ონთა გავლენის ზრდას ამტკიცებს 1030 წლის სამეფო ქორწილის ჩატარება ბანაში. ბაგრატ IV -
მ, ერთიანი საქართველოს მეფემ ცოლად მოიყვანა ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ III-ის
ოჯახის წევრი ელენე. მანამდე ბაგრატ მეფეს დიდი ბრძოლები ჰქონდა ბიზანტიის კეისარ კო
ნსტანტინე VIII-თან ბასიანისთვის, ტაოსთვის. ბიზანტია ცდილობდა გაეუქმებინა სომხური და
ქართული სამეფოები და შეერთებინათ მათი ტერიტორიები (სომხური სამეფოები გააუქმ ეს,
1918 წლამდე სომხებს სახელმწიფოებრიობა აღარ ჰქონდ ათ, ბაგრატიონებისა და ქართვე ლი
ხალხის სახელმწიფოებრიობამ გაუძლო ბიზანტიის შემო ტევას, განსხვავებით სომხებისა გან).

ბიზანტიამ უკან დაიხია. ბაგრატის დედამ, მარიამმა ზავი ჩამოაგდო ბიზანტიასა და საქართ
ველოს შორის და ბერძენი პრინცესა მოუყვანა ბაგრატ მეფეს ცოლად.

ქორწილი გადაიხადეს ბანაში. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:


1. ბაგრატ მეფე და ქართველები ყველას უმტკიცებდნენ, რომ ქალაქი ბანა (ბანაკი) და მისი
შემოგარენი ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ტერიტორიაა.

2. აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ტაო საქართველომ შეინარჩუნა და ბიზანტიას (და სხვებს)
ამას ხაზგასმით უმტკიცებდა.

3. მართალია ბანა აღარ იყო სახელმწიფოს დედაქალაქი (მაშინ ქუთათისი გახლდათ გაერთი
ანებული სამეფოს დედაქალაქი), მეფის ქორწილები კი როგორც წესი დედაქალაქებში ეწყობა
ხოლმე, მეტი პომპეზურობისათვის, მაგრამ ბანას არქიტექტურას ბერძენი დიდებულებისათ
ვის უნდა ეჩვენებინა, რომ არქიტექტურული, სტრატეგიული თუ სხვა თვალსაზრისით, ჩვე ნი
მეფის ერთ-ერთი რეზიდენცია (და არა დედაქალაქი), არ ჩამოუვარდებოდა კონსტანტინო
პოლს.

XIX ს-ის I ნახევარში ბანა უნახავს გერმანელ მოგზაურს კარლ კოხს, რომელიც წერდა: „ეს
უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი მსგავსი რამ მინახავს ოდესმე
მთელს აღმოსავლეთში, თუ რა თქმა უნდა, კონსტანტინოპოლს არ ჩავთვლითო“. მით უმე ტეს,
მაშინ უკვე აშენებული იყო ბაგრატის დიდებული ტაძარი ქუთათისში ბაგრატ IV-ის პა პის,
ბაგრატ III-ის მიერ. ბაგრატ მესამემ 1003 წელს დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა მისი კურთ ხევა.

ბანაში გამართული ბაგრატ IV-სა და ბიზანტიელი პრინცესა ელენეს ქორწინება იმდენად დი


დმნიშვნელოვანი იყო, რომ მისი მხატვრული აღწერა მალე მოხდა ოშკის დიდებული ტაძრ ის
კედელზე, ფრესკაზე. ფრესკაზე კარგად ჩანს ტაძრის გამოსახულება.

ბანას მნიშვნელობაზე მეტყველებს ალექსანდრე I დიდის ვაჟის ვახტანგ IV საქციელი. როცა მას
გარდაეცვალა მეუღლე სითი-ხათუნ ფანასკერტელი, დაკრძალა ბანაში. როგორც ჩანს, მე ფეს
ბანას ტაძარი თავის საძუალედ მიაჩნდა. 1446 წელს გარდაიცვალა თავად მეფეც და ის
დაკრძალეს საყვარელი მეუღლის გვერდით.

ბანა ტაოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო. ბანაში


დამზადებული წიგნებიდან ჩვენამდე მოაღწია საბაწმინდის ტიბიკონმა, გადაწერილმა მეფის
ასულ ქეთევანისათვის 1511 წელს.

როგორც ჩანს, XIX -ის პირველ ნახევარში, როდესაც ის მოინახულა კარლ კოხმა, ბანას საკათე
დრო ტაძარი დანგრეული არ იყო.

დღეს დიდებული ტაძრის მხოლოდდამხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ოსმალთა იმ


პერიაში გადარჩენილი ტაძარი რუსების ხელით დაინგრა. ბანას კვლევა დაუწყია ექვთიმე თა
ყაიშვილს არქიტექტორ კლდიაშვილთან ერთად. უამრავმა მეცნიერმა აღწერა ბანა, დაწერა
მასზე ან შეეცადა მის სამეცნიერო რეკონსტრუქციას.

სადაც 1030 წელს, ქართველთა დიდებას ხედავდნენ ბერძენი დიდებულები, სადაც ქართვე ლი
მეფისა და მღვდელმთავრების საფლავებია, მხოლოდ ბანას პირველი სართულიღაა შემო
რჩენილი. გარშემო ქართველების ნამოსახლარი და საფლავები ახლა პურის ყანებია და სათი
ბები. სულ სხვა ხალხის ისმის ჟრიამული ახლა ბანაში. ტაძრის შორიახლოს დასახლებაა, ფა
ნაკი. სახლები, როგორც ჩანს ტაძრიდან და სხვა ისტორიული ნაგებობებიდან წამოღებულ
ქვებზე დგას. უფრო და უფრი ინგრევა ტაძარი, რაც დრო გადის.

ქართულმა სახელმწიფომ (და ეკლესიამ) ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ბანა დაკონსერვდეს
მაინც, გაიწმინდოს (მერე იქნებ აღდგეს). საჭიროა იქ ჩატარდეს არქეოლოგიური კვლევა.

ეს ხელს აძლევს თურქეთის სახელწიფოსაც და თურქ ხალხსაც - ტურიზმი მშვენიერ


შემოსავალს იძლევა. გარდა ამისა, ვისაც უმოგზაურია და მოულოცნია ტაო-კლარჯეთში,
ყველა შეამჩნევდა, რამდენად კეთილგანწყობილნი არიან თურქეთის მოქალაქენი
საქართველოს მოქალაქეებისადმი.

ლოვარდ ტუხაშვილი

საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი XI-XIII საუკუნეებში


ეკონომიკურ ურთიერთობათა ხასიათი, იმპორტ-ექსპორტის
დინამიკა (4)
,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე


წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მი
მართულებანი X-XV საუკუნეებში, ე. წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარ
მოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში
შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლო
გიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეი
ცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-
გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.
მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზო
გადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

ჯერ კიდევ აკად. ივ. ჯავახიშვილმა ყურადღება მიაქცია ერთ გარემოებას - X ს-იდან მკვეთრ
ად გაიზარდასაექსპორტო ვაჭრობა, ე.ი. საქართველო სატრანზიტო ვაჭრობის ეპოქის პასიუ რი
შუამავლიდან აქტიურ მხარედ გადაიქცა. ,,საქართველოს აღებ-მიცემობაც, როგორც შიგნ
ით, ისე საგარეოც, უაღრესად განვითარებული ჰქონდა. ქართველ სოვდაგრებს მაშინ ისეთ
შორეულ ქვეყნებთან ჰქონდათ კავშირი, როგორიც იყო ეგვიპტე სამხრეთით და რუსეთი
ჩრდილოეთით, საექსპორტო ვაჭრობა ფართოდ იყო განვითარებული. ეგვიპტიდან, კერძოდ
ალექსანდრიიდან შემოჰქონდათ საუკეთესო ხარისხის მატყლი. თვით საქართველოდან ყაზვ
ინის ცნობით გაჰქონდათ ბამბა, მალემსრბოლი ცხენები, საუკეთესო ხარისხის მატყლი, აბრე
შუმი, ტანისამოსი, ქსოვილები, ხალიჩები, ქურქები, სინდიყი (ვერცხლისწყალი) და სხვ. იტა
ლიელი მოგზაურების სიტყვით, საქართველოს საექსპორტო ვაჭრობის ერთ-ერთ საგანს საუც
ხოო ოქროქსოვილებიც შეადგენდა“. ივ. ჯავახიშვილის ამ ციტატას შეიძლება დავუმატოთ,
რომ ქართული ვაჭრობა (ლაპარაკია უშუალო სავაჭრო კავშირებზე) მიდიოდა გაცილებით სა
მხრეთით, კერძოდ, აფრიკის რქის რაიონში (ეთიოპია, ერიტრეა, სომალი), ზანზიბარში, აღმ
ოსავლეთ აფრიკის სანაპიროებზე (კენია, ტანგანიკა და ა.შ. ამ ქვეყნებში ჩანს ქართველთა და
განსაკუთრებით სომეხთა კვალი (იხ. Африка, Встречи цивилизации, под. редакции В. Дзод
зро. М. 1970). (ამ კავშირზე მეტყველებდეს შეიძლება ზუსტად ,,ნიანგი“ და ,,საფარი“, რაც ქა
რთულად ზუსტად ისე ჟღერს, როგორც სუახილის ენაზე (სუახილი აღმოს. აფრიკის ტომებ ის
ძირითადი ენაა).

განსაკუთრებული ადგილი საგარეო ვაჭრობაში ეკავა ქ. თბილისს. ამ მდიდარი ქალაქის საერ


თაშორისო ვაჭრობის შესახებ საინტერესო ცნობები დაცული აქვს XIII ს-ის ანონიმი ავტორის
სპარსულ გეოგრაფიულ თხზულებას ,,აჯაიბ ად-დუნიას“ (,,ქვეყნიერების საკვირველებანი“).
ეს ისტორიულ-გეოგრაფიული თხზულება სამეცნიერო ბრუნვაში შემოიტანეს რ. კიკნაძემ
და ვ. გაბაშვილმა. თბილისიდან გადიოდა: უნაგირები, სხვადასხვა სახის სამხედრო საჭურვე
ლი, ბეწვეული, მინისა და ბროლის ნივთები. იაკუთის მიხედვით ქ. დმანისიდან დიდი რაო
დენობით გაჰქონდათ აბრეშუმი (რ. კიკნაძე. მით. ნაშრომი., გვ. 160), ალ-იდრისის ცნობით
კი საღებავი მცენარეები. საერთოდ, შეიძლება აღინიშნოს, რომ ,,ქართლის ცხოვრება“ ძირით
ადად სწორად გადმოგვცემს საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა გეოგრაფი
ულ არეალსაც და მთავარ სიძნელეებსაც: ,,სძღუნობდეს და სძმობდეს მას ჩვენი ბერძენთანი,
იერუსალიმს ალამანთანი და პრომიანი, და ჰინდონიანი, და ხონელნი, და აგრეთვე, სულტან
ნი ხორასნისა, ბაბილოვნისა, შამისა, ეგვიპტის და ეკონიისანი ჰმონებდეს, და ამათნი სკვით
ნი, ხაზარნი, ალანნი, ხუარასანი და ხუარაზმშა, და ბერეთელნი, აბაშნი, არაბნი, მიდნი, ლა
მიტელნი და შუამდინარელნი და ყოველნი ენანი და ნათესავნი მაშრიყით-მაღრიბამდე“. რა
საკვირველია, აქ ლაპარაკია პოლიტიკურ კავშირებზე, მაგრამ რადგან იმ პერიოდში ეს ურთი
ერთობა და რაც მთავარია, ,,სძღვნა“ საქარავნო-სავაჭრო მიმოსვლის გარეშე არ წარმოიდგინე
ბოდა, აქ აუცილებლად იგულისხმება სწორედ საგარეო ეკონომიკური კავშირები.

ამრიგად, თუ შევაჯამებთ წერილობითი წყაროების მითითებას, არქეოლოგიური მონაპოვრე


ბისა და ნუმიზმატიკური ფაქტების ანალიზს, შეგვიძლია ზუსტად წარმოვიდგინოთ იმ ქვეყნ
ების გეოგრაფიული არეალი, რომელთან ჩვენი ქვეყანა ჩაბმული იყო ინტენსიურ საექსპორ
ტო-საიმპორტო ვაჭრობაში. ესენია: რუსეთი (აქედან სკანდინავია და ბალტიისპირა ქვეყნები)
პოლონეთი, გერმანია, ბიზანტია, არაბული აღმოსავლეთი, სირია, ჯვაროსნული სახელმწიფ
ოები პალესტინაში, ეგვიპტე (აფრიკის აღმ. სანაპიროები), მცირე აზია, კილიკიის სომხეთი,
აზერბაიჯანი, შირვანი, განჯა, დარუბანდი, ჩრდ. კავკასიის მთიანეთი და ბარი (ხაზარეთი,
ყივჩაღეთი),ხორასანი, ხვარაზმი და შუა აზია, ჩრდ. აფრიკა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულები,
პირენეის ნახევარკუნძული (კორდოვას სახალიფო და ქრისტიანული სამთავროები), საფრან
გეთი, ინგლისი. დმანისის გათხრებმა დაადასტურა მჭიდრო კავშირი ჩინეთთან, აქ აღმოჩნ და
ჩინური კერამიკის საწყობები (ც. კახიანი. ,,დმანისის არაბული წარწერები“. აგრეთვე Э.
Кверфельдт, ,,Китайсская керамика“ XII-XIII в.в. на Кавказе“, ,,Памятники эпохи Руставе ли“
л. 1936, стр. 107). დადასტურებულია მჭიდრო კავშირი იტალიის ქალაქებთან (ვენეცია,
გენუა, ფლორენცია, პიზა).
ქართველმა ისტორიკოსებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ჩვენს წერილობით წყაროებ
ში ხშირად მოიხსენიება ,,ქარვა“, რომელიც ტრადიციულად მზადდება აღმოსავლეთ ბალტი
ისპირეთში, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ რეგიონში უხვად აღმოჩნდა ქართული
მონეტები, შეიძლება ვილაპარაკოთ გაცხოველებულ სავაჭრო ურთიერთობაზე ბალტიისპირ
ეთთან (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ფინეთი, შვეცია, ნორვეგია, დანია, პოლონეთი, ჰანზა).

ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ XI-XII სს-ის ერთიანი საქართველოს საგარეო-ეკონომიკ


ური ურთიერთობანი პრაქტიკულად სწვდებოდა მთელ იმდროინდელ კულტურულ სამყარ
ოს. შეიძლება დაახლოებით გამოითვალოს ექსპორტ-იმპორტის უმთავრესი ობიექტები - საქ
ონელი. ვინაიდან მკვლევარები უფრო ხშირად იმეორებენ ივ. ჯავახიშვილის მიერ შეგროვ ილ
ცნობებს ექსპორტ-იმპორტის შესახებ, მოვიტანთ ვრცელ ამონაწერს მისი შრომიდან:

,,...შემოჰქონდათ: (ბაღდადიდან და სპარს. ქალაქებიდან)


აფი ბაღდადური (ნიკორწმ. დაწ. XI ს. სიგელი, ქრ. II, 45);
ჯუბაჩა (მე-13 ს. ქრ. II, 102, 134);
მატყლი (XII ს. ქართლ. ცხ. 453);
ლარი (XIII ს. ქართლ. ცხ. 134);
ძვირფასი ქსოვილები, რომელთაც ,,ტურფას“ ეძახდნენ (XII-XIII ს. შავთელი, ნ. მარრის
გამოცემა).
ოქროქსოვილები, რომლებსაც ზარქაშს ეძახდნენ (XIII ს. ქრ. II, 134);
სურნელება და ნელსაცხებელი, ე. წ. ,,ბალასანი“ (ე. ი. ბალზამი, XII ს., შავთელი, 52,2,3);
მუშკი (XII ს. შავთელი, 58, I, 3);
ქაფური (XII ს. ჩახრუხაძე, I,2,3);
თათრული აღვირები სადაფით შემკული (XIII ს. ქრ. II, 102);
პატარა ყუთები ზარდახჩად წოდებული (შავთელი, 43);
ოქრო ზოდებით , რომელსაც ,,ზარქანი“ ერქვა, (XII ს. შავთელი, 18);
ფოლადი (XII ს. შავთელი, 18);
შაქარი (XII ს. შავთელი, 58);
ძვირფასი თვალ-მარგალიტი (ქრ.II, 134);
ბადახშანური ლალი (XII ს. შავთელი 39);
იაგუნდი (XII ს. შავთელი, 60);
ლალი (XII ს. შავთელი, 12);
ფირუზი (XII ს. შავთელი, 44);
სადაფი (XII ს. შავთელი, 58);
ბროლი (XII ს. ჩახრუხაძე, V-XII-თ. I);

საბერძნეთიდან, ანუ ბიზანტიიდან:


ქსოვილები - კუბასტი ბერძნული (XI ს. ქრ. II, 45);
სტავრაჲ ბერძნული (XI ს. ქრ. II, 44);
ოქროქსოვილი ,,საკრამანგი“ (XI- XII ს. ქრ. II, 34, ქართ. ცხ. 426);
ყოველგვარი ოქროქსოვილები (XII-XIII ს. ქართ. ცხ. 471);
ყოველგვარი საღვდელმსახურო და საეკლესიო ნივთები, ხატები ბერძნული (XI-XIII ს. ს. ქრ. II,
32);
სურათები (,,ხატნი და კამარანი“, ქრ. I, 21, X ს.);
კვერცხის გული - მაკანი (XI ს. ქრ. II, 33);
ბერძნ. ტაშტი (XI, ქრ. 32);
სომხეთიდან (კილიკიიდან) - ძვირფასი ფარჩეული, ე.წ. ,,ტაბასტაჲ სომხური“ (XI ს. ქრ. II, 45)“.

რასაკვირველია, ეს სია სრული არ შეიძლება იყოს. ივ. ჯავახიშვილმა ისინი წერილობითი


წყაროებიდან ამოკრიფა. შემდეგში არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს ისეთი საქონ
ლის შემოტანაც, როგორიც იყო: მინა, ბროლი, სარკე, იარაღი, კერამიკა, ავეჯი და ა. შ.

ჩვენთვის უმთავრესად საინტერესოა საკითხი, რა თვისობრივი სიახლე შეიძინა ქართულმა


ვაჭრობამ აღმავლობის ხანაში? როგორი იყო თვით საქართველოს სახელმწიფოს როლი? შე
ეძლო თუ არა ქართულ სახელმწიფოს მოეხდინა ამ ურთიერთობათა რეგლამენტაცია? არსებ
ობდა თუ არა ექსპორტ-იმპორტის ეკონომიკური ბალანსირების ცდა? - შეინიშნებოდა თუ არა
აქტივ-პასივის თანაფარდობის მექანიზმი. რა გავლენას ახდენდა საგარეო ეკონომიკურ
ურთიერთობათა ხარისხი საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ განვით
არებაზე და ბოლოს, შეეძლო თუ არა ჩვენს ქვეყანას თავის მხრივ რაიმე გავლენა მოეხდინა
საერთაშორისო ეკონომიკურ ცხოვრებაზე... სანამ ამ კითხვებს პასუხს გავცემდეთ, საჭიროდ
მიგვაჩნია, ცოტა უკან დავიხიოთ და მოკლედ მიმოვიხილოთ ქართული ვაჭრობის საერთა
შორისო განვითარების ძირითადი ეტაპები უძველესი ეპოქიდან კლასიკურ პერიოდამდე.

გელათის მძარცველები (2)


გაიოზ მამალაძე

საქართველოდან არა ერთ დამპყრობელს გაუტანია ძვირფასეულობა. ოქრო-ვერცხლი, მარგა


ლიტები, ალმასი, ზურმუხტი, ფირუზისა თუ ლალის თვლები, საფირონი, იშვიათი წიგნები.
საქართველოს ძარცვავდნენ სხვადასხვა სარწმუნოების დამპყრობლები. ისინი ასეც უწოდებ
დნენ თავს, არც მალავდნენ. თუმცა, ჩვენი სარწმუნოების აღმსარებელ რუს დამპყრობლებს
რომ ჰკითხოს კაცმა, მათი საქართველოში შემოსვლა ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოების გადა
სარჩენად მოხდა.
სინამდვილეში კი ასე არ იყო. ჩვენ გვაძარცვავდნენ არა მარტო რუსის ოფიცრები თუ ჩინოვ
ნიკები, არამედ რუსი მღვდელმთავრებიც. ეგზარქოს ევსევის საქართველოში "მოღვაწეობის"
დროს, გელათის მონასტრის ხახულის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიდან, რომელ
იც ევანგელისტ ლუკას (ლუკა მახარებელი. გ. მ.) მიერ იყო დახატული, მოხსნილი იქნა, “ოთ
ხი დიდი და შვიდი მცირე ლალი, რომლებიც ოდესღაც თამარ მეფის გვირგვინს ამშვენებდნ
ენ”. ყოველ ლალს თავისი სახელი ჰქონდა: "ობოლა”, “კედელა”, “მედეგა”...

ლალი არის ერთ-ერთი უძვირფასესი ქვა კაცობრიობისათვის. ის კეთილშობილ ქვად ითვლე


ბა. ადამიანები აღფრთოვანებულნი იყვნენ ლალის თვლებით უძველესი დროიდან. ლალის
თვალს ცხოვრების ქვას უწოდებენ. სახელწოდება მიიღო ლათინური რუბბენ-ისგან, რაც წით
ელს ნიშნავს. 30 კარატზე დიდი ლალი ითვლება უნიკალურად და ძალიან ძვირფასად. ისედ
აც, ლალის თვალი ძალიან ძვირფასია მისი სიმყარისა და სილამაზის გამო. ძველი ინდიელე
ბი, ლალის ქვას, ძვირფასი ქვების ბელადს ეძახდნენ. ძველი სამყაროდან მოყოლებული, ყვე
ლაზე მატად ფასობდა ზურმუხტი, ალმასი და ლალი. ეს მინერალი კორუნდია. მისი მსგავ სია
შემადგენლობით საფირონი. განსხვავება მხოლოდ მეტალის შემცველობაა. საფირონი
სხვადასხვა ფერისაა. ლალი კი მხოლოდ წითელი, ოდნავ განსხვავებული შეფერილობებით.

ზოგიერთი ლალის ზედაპირზე, თურმე, შეიძლება დაინახო ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რასაც


ასტერიზმი ჰქვია. ასეთი ლალი ყველაზე ძვირფასად ითვლება (ექვსქიმიანი ვარსკვლავი ბაგ
რატიონებისთვის მათი ლეგენდარული წინაპრის, დავით წინასწარმეტყველის სიმბოლო იყო).
მხოლოდ ალმასია ლალის თვალზე მყარი. ამიტომ, მისი დამუშავება ძალიან ძნელია. დიდ
ოსტატობას მოითხოვს. დიდი ლალის თვალი ხშირად თავის ზომა ალმასზე ძვირად ფასობს.

საინტერესოა თქმულება თამარ მეფის ლალებზე, რომელთაგან “ობოლა” ყველაზე დიდი ყო


ფილა, “კედელა” ანუ ზღუდე “ობოლას” გამყოფი იყო სხვა მცირე ლალებისაგან, “მედეგა” სი
დიდით “ობოლას” უახლოვდებოდა. "ამაღელვებელია ამ ძვირფასი ქვების შეწირვის ლეგენ
და. თამარ მეფე გელათის მონასტერში სადღესასწაულო წირვაზე წასასვლელად ემზადებო და
და ლალებს იმაგრებდა მეფის თავსამკაულზე. მას მოახსენეს, რომ გარეთ მათხოვარი ქალი
დგას და მოწყალებას ითხოვსო. მეფემ თურმე ბრძანა, დამელოდოსო. როცა დიდი ხელმწიფე
გამოვიდა და ქალის დასაჩუქრება მოინდომა, მათხოვარი წასულიყო. შეცბუნებუ ლმა თამარ
მეფემ საკუთარ თავს უსაყვედურა, რომ იმ უპოვარი ქალის სახით თვით უფალ იესოს უთხრა
უარი, მოიხსნა თავსამკაული, რომლის მიზეზითაც შეაგვიანა მათხოვართან გამოსვლა, და
ღვთისმშობლის გვირგვინზე დაჰკიდა.”

ეს ლალის თვლები მოეწონა ევსევის და გაძარცვა ლუკა მახარებლის მიერ შექმნილი ხატი,
რომელიც თამარ მეფის ბრძანებით, იმ ლამაზი და დიდებული ლალის თვლებით დაამშვე ნეს.
დღეს ეს ლალის თვლები შეიძლება რომელიმე მილიონერის კოლექციაში ინახება. თუმ ცა, მის
მფლობელს არაფერი ეცოდინება იმის შესახებ, რომ ეს ლალის თვლები იესო ქრისტეს მოწაფის
მიერ დახატული და ქართველი დედოფლის მიერ გამშვენებული ხატიდანაა აგლე ჯილი რუსი
მთავარეპისკოპოსის ევსევი რუსანოვის მიერ.

ევსევი რუსანოვი საქართველოს ეგზარქოსად იყო 1858-1877 წლებში. მასზე ამბობენ, სიკვდ
ილის მერე 200 000 მანეთი დატოვაო. ეს იმ დროისათვის დიდი ფული იყო. როგორც ჩანს, არ
იცოდა რომ იმ ქვეყნად ვერ წაიღებდა ნაძარცვს. ასეთი ძვირფასი რელიქვიები, რუს საეკ
ლესიო ჩინოვნიკებს, ბევრი აქვთ გატანილი ჩვენი სამშობლოდან.
ლოვარდ ტუხაშვილი

საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი XI-XIII საუკუნეებში


პრობლემის არსი (3)

,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მი


მართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმო
დგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში
შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლო
გიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეი
ცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-
გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.
მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზო
გადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

აქტიური ქართული დიპლომატიიის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავდა რამდ


ენიმე მომენტი: ეკონომიკა, იდეოლოგია (რელიგია და კულტურა), გეოგრაფიული გარემო,
ეროვნული მენტალიტეტი, ისტორიული ტრადიცია და ა.შ. აქედან ეპოქის შესაბამისად უფ რო
აშკარად გამოიკვეთებოდა ხოლმე რომელიმე ერთი ძირითადი მოვლენა. მაგ. ბაგრატ IV-ის
გამეფებამდე ახალგაზრდა ფეოდალური სამეფო-სამთავროების ურთიერთსწრაფვას აპირ
ობებდა ეროვნული ერთიანობის შეგნება. ერთიანდებიან წმინდა ქართული პოლიტიკური
ერთეულები. ბაგრატ IV-ის შემდეგ გაჩნდა ინტერესი ,,სომხური“ და ,,ბიზანტიური“ ოლქები
სადმი. დავით IV-ის საგარეო პოლიტიკა საერთო-კავკასიურია, თამარის მმართველობაში წი ნა
აზიის გლობალურმა პრობლემებმა წამოიწია. გვიან შუა საუკუნეში მეორეჯერ აღორძინდა
ქრისტიანული მესიანიაზმი. XI-XIV სს-ში პოლიტიკური ინტერესების თანაფარდი გახდა ეკ
ონომიკური ფაქტორები ე. წ. ,,კლასიკურ პერიოდში“ გამოიკვეთა საგარეო-პოლიტიკური და
საგარეო-ეკონომიკური სტრატეგიის დიალექტიკური კავშირი. ამჯერად სწორედ ეს საკითხი
გვაინტერესებს. შემთხვევით არ შეგვირჩევია ,,კლასიკური პერიოდი“ XI-XII სს-ები - აღმავლო
ბისა და სრულყოფის ხანა. ასეთ ქრონოლოგიურ ჩარჩოს აქვს ნათლად გამოკვეთილი ლოგიკ
ური ახსნა. ეს ის უნიკალური პერიოდია, როდესაც,,ყოველი საქართველო“ ახორციელებდა
სრულიად დამოუკიდებელ საგარეო-პოლიტიკურ კურსს. გასაგებ მიზეზთა გამო (გეოგრაფი
ული თავისებურება, ხალხის სიმცირე, ტერიტორიის სივიწროვე, ძლიერი სახელმწიფოების
მეზობლობა). ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის სიგრძეზე უხდებოდა ე. წ. პასიური საგარეო
პოლიტიკის წარმოება. უფრო მეტიც, მას არ შეეძლო ნეიტრალიტეტი. მისი პოლიტიკური (და
თუ გნებავთ ეკონომიკური) სტრატეგიაც განისაზღვრებოდა ძლიერი მეზობლების გავ ლენით.
საქართველო მტკივნეულად განიცდიდა აღმოსავლეთისა (ირანი) და დასავლეთის (რომი,
ბიზანტია) ეკონომიკურ კრიზისებსაც კი. მხოლოდ ,,ყოველი საქართველოს“ შემოკ რებისა და
სრული სუვერენიტეტის ჩამოყალიბების შემდეგ გახდა შესაძლებელი ორიენტა ციების ასევე
სუვერენული საფუძვლების შემუშავება. სწორედ ამიტომაც XI-XII სს-ში (XIII ს. I მეოთხედის
ჩათვლით) შეიძლება მხოლოდ მივადევნოთ თვალი ეკონომიკური ინტერესების დამთხვევას
(და ძალზე ხშირად გალენასაც) პოლიტიკურ სტრატეგიაზე. სხვა შემთხვევაში სა ქმე გვაქვს ან
ადრინდელი ურთიერთობის გაუკუღმართებულ იმიტაციასთან, ან ინერციულ
ტრადიციასთან.

დასაწყისშივე ხაზი უნდა გავუსვათ თემატურ სპეციფიკასაც; ჩვენი შესწავლის ობიექტია არა
საერთოდ ეკონომიკა, არა საერთოდ ეკონომიკის გავლენა საგარეო პოლიტიკაზე, არამედ მხო
ლოდ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი. ამ მკვეთრ შემოფარგვლას ვაკეთებთ რამდენი
მე მიზეზის გამო: - ჯერ ერთი მთლიანი ეკონომიკის შესწავლა გაცილებით მეტ დროს მოით
ხოვდა და ბუნებრივია, ჩვენ სპეციალურად გავყავით, ერთმანეთისაგან გამოვაცალკევეთ საგ
არეო ეკონომიკური ურთიერთობანი და საშინაო პოლიტიკა. მეორეც, ჩვენი აზრით, საგარეო
ორიენტაციაზე საშინაო ეკონომიკურმა ბაზისმა გვიან დაიწყო გავლენის მოხდენა. ჩვენი დაკ
ვირვებით, კლასიკური ნატურალიზმის ქვეყანას, რომელმაც ძალზე სწრაფად ამოწურა ეთნი
ურ-ეკონომიკური პოტენციალი, არ შეეძლო (და არც სჭირდებოდა) ეძებნა გასაღების ბაზარი,
მისი შინაგანი ეკონომიკა ასეთ აუცილებლობას გამორიცხავდა. მაგრამ მას შეეძლო ებრძოლა
და იბრძოდა კიდევაც დიდი სავაჭრო მაგისტრალების კონტროლისათვის.

საჭიროდ მიგვაჩნია ყურადღება გავამახვილოთ თვით ცნებაზე ,,საგარეო-ეკონომიკური ურთ


იერთობანი“. აქ პირველ რიგში, რასაკვირველია, იგულისხმება საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი,
იმპორტი, მაგრამ აქ ჩვენ შემოგვაქვს რამდენადმე განსხვავებული მოვლენებიც; ჩრდილოეთ
კავკასიისა და საქართველოს ურთიერთობის ისეთი ორიგინალური ფორმა, როდესაც ქართუ
ლი საქონლის სანაცვალგებოდ გამოდის ცოცხალი ძალა (უმთავრესად დაქირავებული მეომ
რების, ნაწილობრივ კი მუშა-ხელის სახით). ეკონომიკური ურთიერთობის თავისებური ფორ
მაა აგრეთვე ნადავლისათვის ბრძოლის პერმანენტულობა. ვეხებით საშინაო ეკონომიკის ზო
გიერთ ასპექტსაც. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უკანასკნელი გარკვეულ გა
ვლენას ახდენს საგარეო ორიენტაციის განსაზღვრის ზოგიერთ საფუძველზე...

საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი არ განეკუთვნება ქართული ისტორი


ოგრაფიის ,,თეთრ ფურცელს“ - მთლიანად შეუსწავლელი საკითხების წყებას. ამ პრობლემას
ბევრი ქართველი მკვლევარი შეეხო. მიუხედავად ამისა, სრულიად სამართლიანი იქნება იმ ის
აღნიშვნაც, რომ აქ წარმოდგენილი პრობლემა ჯერ-ჯერობით მაინც საკმაოდ დამუშავებუ ლი
არაა. და ეს არა იმიტომ მხოლოდ, რომ არ არსებობს მონოგრაფიული გამოკვლევა (რაც
თავისთავად საკმაოდ დიდ ნაკლად უნდა ჩაითვალოს), არამედ უფრო იმიტომ, რომ საგარეო
ეკონომიკური ურთიერთობანი გამიჯნული არაა საერთოდ ეკონომიკისა და ფინანსების სფე
როდან. არა აქვს მას მიჩნეული დამოუკიდებელი ადგილი პოლიტიკური ცხოვრების საერ თო
ფონზე. იგი ძირითადად შეისწავლებოდა საერთოდ ეკონომიკის, ფინანსების, ქალაქებსა და
საქალაქო ცხოვრების, საგარეო პოლიტიკისა და სოციალური პროცესის განვითარების
ჩვენებისას. ამავე დროს ეკონომიკური მაჩვენებლები ხშირად განიხილება არადიფერენცირე
ბულად ქრონოლოგიური თვალსაზრისით. მკვეთრად არაა გამოყოფილი ცალკეული ეპოქე ბი
(ქრონოლოგიური პრინციპი შეიძლება იმიტომაც ირღვევა, რომ საუკუნეების მანძილზე
საქართველოს ეკონომიკა პრინციპში ამჟღავნებდა გარკვეულ კონსერვატიზმს - მაგრამ ეს უმ
თავრესად შეეხება შემოტანილი და გატანილი საქონლის ხასიათს, რაც ბევრ თვისობრივ ნიუ
ანსს ფარავს)...

ქართული ისტორიოგრაფიის ამ ხარვეზს აქვს მთელი რიგი მიზეზები: საქმეს ართულებს ეკო
ნომიკური ურთირთობების პრობლემატური სირთულე, ვაჭრობის, კრედიტის, საბანკო საქმ
ის, აქტიური და პასიური ბალანსის თავისებურებანი... სწორედ ამიტომ სწერდნენ ცნობილი
მკვლევარები ლანგლუა და სენიობისი: ,,მართლაც და განა წარსულის შესწავლისას ისტორი
კოსი არ ხვდება ფილოსოფიის, სამართლის, ფინანსებისა და სხვ. საკითხებს? და თუ ფინან
სიური მეცნიერება, მაგალითად, ყველასათვის, ვინც თანამედროვე ფინანსიურ საკითხებს
სწავლობს აუცილებლობად ითვლება, მაშინ ის რად უნდა იყოს ნაკლებად აუცილებელი იმი
სთვის, ვინც თავისთავს ნებას აძლევს წარსულის ფინანსიურ ამოცანებზე იმსჯელოს (Ланг
луа и Сеньобос. Введение в изучение истории. Пер. с французского, А. Серебряковой. СПБ.
1899, стр. 36). სწორედ ამიტომ მკვლევარ-ისტორიკოსი ხშირად დამოკიდებულია არქე
ოლოგების, ნუმიზმატების, ფინანსისტ-ეკონომისტების, წყაროთმცოდნეების მონაკვლევზე...
საქმეს ართულებს კიდევ ერთი, ჩემის აზრით, სამწუხარო გარემოება. საერთოდ ქართულ ის
ტორიოგრაფიაში ჯერ კიდევ გარკვეული არაა სათანადოდ ისტორიკოსის მეთოდოლოგიური
პოზიცია ისეთი მრავალკომპონენტიანი ფენომენებისადმი, როგორიცაა ეკონომიკა, ეროვნ ულ-
ეთნიკური შეგნება (თვითშეგნება), მატერიალური და სულიერი კულტურა. ძალიან ჭირს ამ
პრობლემებისადმი წმინდა ისტორიული მოდუსის მიყენება. ამიტომაც უმთავრესად
განვითარდა ორგვარი ხაზი: ა) ლოკალურ-სპეციფიკური, როდესაც იწერება საერთო დიდი
ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი კომპონენტის (მაგ. ფულის ტრიალის, საბაჟო სისტემის,
სამონეტო საქმის და ა. შ.) სპეციფიკური მხარის ანალიზი და ბ) ტრადიციულ-ისტორიული,
როდესაც ხდება საერთო მოვლენათა შესახებ არსებული ზემოხსენებული სპეციალური გამო
კვლევების კონსპექტური შეერთება. ჩვენი აზრით, ორივე მეთოდი უკუსაგდები თუ არა, და
სახვეწი მაინცაა უდავოდ... განსაკუთრებით მიუღებელია მეორე... თუ პირველი ცალკეული
დარგობრივი დისციპლინების ლოგიკური განვითარებაა, მეორე მეთოდი ,,ეკლექტურ-კონს
პექტური“ მიმოხილვაა, ისტორიული პროცესის ფართო მასშტაბით აღქმის უუნარობის მაჩვ
ენებელია აუცილებლად და მიუთითებს კვლევის ხერხების გაღარიბებაზე... ჭეშმარიტი ანა
ლიზის ნაცვლად აღწერილობითი მეთოდის დაშვებაზე...(ასეთი კატეგორიული დასკვნისას
ჩვენ მხედველობაში გვაქვს მხოლოდ ე.წ. მრავალკომპონენტიანი ფენომენები: კულტურა, არა
როგორც მოვლენა, არამედ როგორც რთულ მოვლენათა ზრდა-განვითარების პროცესი,
ეკონომიკა,როგორც სოციალურ-პოლიტიკური დინამიკის საფუძველიც და შედეგიც).

საერთოდ ასეთი ბრალდება მხოლოდ ქართული ისტორიოგრაფიის მისამართით როდი შეიძ


ლება გამოითქვას. ანალოგიური ნაკლი შეინიშნებოდა საერთოდ ყოფილ მედიევისტიკაში. ამ
მხრივ სასიამოვნო გამონაკლისია პროფ. ბ. პორშნევი. მისი შრომები (,,Полит-экономия сред
невековья“ და ,,Народные массы и феодализм“) იმის შესანიშნავი ნიმუშია, როგორ შეიძლე
ბა დაიწეროს გამოკვლევა პოლიტეკონომიაში წმინდა ისტორიზმის პოზიციებიდან. რთული
ეკონომიკური პრობლემების დამუშავებისას პროფ. ბ. პორშნევი მაინც ისტორიკოსი და რაც
მთავარია, მედიევისტ-ისტორიკოსი რჩება.

სტალინისა და ორჯონიკიძის ღალატის კიდევ ერთი შედეგი –


აზერბაიჯანისთვის გადაცემული ტერიტორიები (2)
პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, 1919 წელს, ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკების
დარად, აზერბაიჯანის მთავრობამაც წარადგინა თავისი მოთხოვნები და საგანგებო მოხსე
ნება, რომელშიც აღნიშნული იყო, თუ რა საზღვრებში ესახებოდათ მუსავატებს მომავალი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის არსებობა.

მოხსენების მიხედვით, „აზერბაიჯანის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო საინგილო (ზაქათა


ლა), ბორჩალოს მაზრა, ახალციხის მაზრა, ბათუმის ოლქი. მაშასადამე, უძველესი ქართული
ტერიტორიების გარდა, აზერბაიჯანი მოითხოვდა, აგრეთვე, მესხეთს ბათუმითურთ" (ვ. ნოზ
აძე, საქართფველოს აღდგომისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ., 1989, გვ. 13).

ადვილი მისახვედრია აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების გათვლა.

ისინი იმ ქართულ პროვინციებს ადებდნენ ხელს, სადაც მოსახლეობას მუსლიმანი ქართვე


ლები წარმოადგენდნენ. ამდენად, მათი მოთხოვნა, უპირველესად, რელიგიურ პრინციპებს
ემყარებოდა. ამასთანავე, ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში აზერბაიჯანს ეძლეოდა
ზღვაზე გასასვლელი, რაც ამ რესპუბლიკას ესოდენ ესაჭიროებოდა.

1920 წლის აპრილში აზერბაიჯანში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. 28 აპრილს, აზერბაიჯანის


კომუნისტური პარტიის ცკ-ს „თხოვნით", რუსეთის მთავრობამ ბაქოში ჯარი შეიყვანა და თა
ვისი დიქტატურა დაამყარა. ამავე დროს, აზერბაიჯანის რევკომმა აზერბაიჯანის საბჭოთა
სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.

1920 წლის 7 მაისს, მოსკოვში ხელი მოეწერა რუსეთსა და საქართველოს შორის საზავო ხელ
შეკრულებას, რომელიც ჩვენთვის საინტერესოა იმ კუთხით, რომ რუსეთმა ოფიციალურად
აღიარა ზაქათალას ოლქი საქართველოს შემადგენლობაში.

ხელშეკრულების მე-4 მუხლში ვკითხულობთ: „რუსეთი ვალდებულობს, უეჭველად იცნოს


საქართველოს შემადგენლობაში: ზაქათალისა და სოხუმის ოლქები."

ვინაიდან იმ ხანად ბაქოში რუსეთის პროტექტორატის „ქვეშ" მყოფი საბჭოთა მთავრობა იყო
მოკალათებული, ამ უკანასკნელებმა, ბუნებრივია, ცნეს ზაქათალის ოლქი საქართველოს შემ
ადგენლობაში. 1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ „საქართველოს კონსტიტუციაში" უკვე
ცალსახად იყო მითითებული, რომ ზაქათალის ოლქი წარმოადგენდა საქართველოს განუყო
ფელ ნაწილს და მას ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობის უფლება ენიჭებ
ოდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აზერბაიჯანს, სომხეთის მსგავსად, არ გამოუჩენია დიდი


ენთუზიაზმი სადავო ტერიტორიების შემოსაერთებლად ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლი
კებს შორის სადავო საზღვრების მოსაწესრიგებლად.

1921 წლის 2 მაისს რკპ(ბ) ცკ კავბიურომ შექმნა საგანგებო, შემათანხმებელი კომისია, რომლ ის
26 ივნისის სხდომის ოქმში ვკითხულობთ: „კომისია გადადის მორიგი საკითხის - საქართ
ველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გავლების საკითხის განხილვაზე." „ზაქათალის
ოლქისა და ყარაიაზის უბნის საკითხებზე შემდეგი მოდუსი შეიმუშავეს: პოლიტიკური მოსა
ზრებით, აზერბაიჯანის სსრ პრეტენზიას არ აცხადებს, რომ აღნიშნული რაიონები მას შეუე
რთონ, მაგრამ მოითხოვს, საქართველომ იურიდიულად ცნოს და დაუმტკიცოს თათარ გლე
ხებს, რომ მათ უდავოდ უფლება აქვთ, ფაქტობრივად, ისარგებლონ იმ მიწებით (საძოვრები
თა და სხვა სავარგულებით), რომლებსაც მეფისა და მენშევიკების რეჟიმის დროს ფლობდნ ენ."
(აღნიშნული დოკუმენტი მოიძია ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ლ. თოიძემ და
პირველად მან შემოიტანა ქართულ ისტორიოგრაფიაში. იხ. ლ. თოიძე, საქართველოს პოლ
იტიკური ისტორია (1921-1923 წწ.) თბ., 1999).
თითქოს ამ ჩანაწერიდან ისე ჩანს, რომ აზერბაიჯანის სსრ-ს ტერიტორიული პრეტენზიები არ
ჰქონდა საქართველოსთან, მაგრამ მალე ვითარება კარდინალუად იცვლება.

ისევ და ისევ „ზემოდან დაწოლით" 1921 წლის 5 ივლისს გაირკვა, რომ ზაქათალა და ყარაია
ზის უბანი აზერბაიჯანის შემადგენლობაში რჩებოდა.

სხვათა შორის, ამ დროს სტალინი საქართველოშია და ესწრება საქართველო-სომხეთ-აზერბა


იჯანის საზღვრების გამიჯვნის სხდომებს.

სტალინი და ორჯონიკიძე პირადად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში. ამას ადასტურებს შესაბ


ამისი კომისიების ოქმები.

ამდენად, საინგილოს გასხვისების საკითხი მარტოოდენ ორჯონიკიძის ნება-სურვილით არ


მომხდარა და ამ საქმეში იოსებ სტალინიც მონაწილეობდა - ყოველ შემთხვევაში, ეს უკანასკ
ნელი ყველაფრის საქმის კურსში იყო. საბოლოოდ, ეს თავსმოხვეული შეთანხმება 1921 წლის
15 ნოემბერს დაამტკიცა ბუდუ მდივანისა და მუხტარ გაჯიევის ხელმოწერამ.

მთლიანობაში, 1921 წელს აზერბაიჯანს გადაეცა 4768 კვ. კმ. ფართობი, აქედან ზაქათალის
ოლქი მოიცავდა 3.564 კვ. კმ-ს, გარეჯის ველი და ქვ. ყარაიას სექტორი - 658 კვ. კმ-ს, ელ
დარის ველი - 546 კვ. კმ-ს.

წმინდა არჩილ მეფე (+744) (14)


ა. ქრისტესთვის წამებულნი, გამოიცდებოდნენ რა ცეცხლით, მახვილითა და მრავალგვარი
სატანჯველით, თავიანთი მოწამეობრივი სიკვდილით ღმერთს ადიდებდნენ, რისთვისაც ყო
ვლადსახიერისგანაც განიდიდდებოდნენ. „მე მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე და შეურაცხმყო
ფელნი ჩემნი შეურაცხვყვნე“, - ამბობს უფალი წინასწარმეტყველის პირით. ჩვენც, შეძლებისა
მებრ, უნდა განვადიდოთ ისინი, რადგან უფლის მსგავსად წმინდანნიც ყოვლადკეთილნი და
ტკბილნი არიან, უშურველად მოგვფენენ საღმრთო მადლს. მათი მხნეობის მიბაძვა კი დაგვე
ხმარება უხილავ მტერთან ბრძოლაში და მარადიულ სიკეთესთან ზიარების სურვილით აღგ
ვანთებს.
VIII ს-ში წმინდა მოწამეთაგან გამობრწყინდა მეფეთა შორის დიდად სახელოვანი, თვითმპყრ
ობელთა შორის წარჩინებული და მოწამეთა შორის უბრწყინვალესი, სამგზის სანატრელი არ
ჩილი, რომელიც გამოირჩეოდა სიმხნევით და სიქველით, მშვენიერებითა და ახოვნებით. მან
საუკუნო დიდებისა და მარადიული მეფობისათვის არად ჩააგდო სამეფო ტახტი და გვირგვი
ნი, ახლობელნი და ნათესავნი, ცოლი და შვილნი, და ქრისტეს სიყვარულისთვის ამქვეყნიუ
რი სიკეთე, როგორც მტვერი, ისე მოიშორა, ერთადერთი უფალი შეიყვარა და როგორც ბრძე
ნმა ვაჭარმა, „გაყიდა“ რა ყოველივე ამსოფლიური, „იყიდა“ მარადიული და მისთვის დადო
სული თვისი.

დრომ ვერაფერი დააკლო წმინდა მოწამე არჩილის ღვაწლის ბრწყინვალებას. და დღესაც ნე


ტარის საფლავი დუმილით გვიამბობს მისი გმირობის ამბავს.

წმინდა მეფე არჩილი დიდი ვახტანგ მეფის ძის დაჩის შთამომავალი და VII ს-ის I ნახევარში
ქართლის მთავრად წოდებული სტეფანოზ II-ის (სტეფანოზ ადარნასეს ძე ფარნავაზიან-ხოს
როიანი) ძე იყო.

მართალია, ყველა წმინდანი განდიდებული და ქებულია ანგელოზთა და კაცთა მიერ, მაგრამ


წმინდა არჩილი განსაკუთრებულად ბრწყინავს მოწამეთა დასში, რადგან იგი იყო პირველი
მირონცხებული მეფე, რომელიც ქრისტესთვის ეწამა. არაბთა შემოსევებისას იმდენი ახალი
მოწამე გაჩნდა, რომ ქართული ეკლესია არაბთა ძლიერების დროს გაჩენილ მოწამეთა ერთ
რომელიმე დღეს საერთო ხსენებას აღარ აღნიშნავდა. მაგრამ სხვაა სისხლი მეფისა და სხვა -
მხედრისა; სხვაა - მთავრისა და სხვა - მონისა. იგი თავისი ნებით გახდა წმინდა მსხვერპლი და
„საკუერთხი უბიწო“. თავისი სისხლით ჩვენი ეკლესია გაამშვენა, სძლია უხილავ და ხილულ
მტრებს და მშვიდობა მოუტანა ქართველ ერს.

ღმრთის დაშვებით, იმ დროს ქრისტეანთა გამოსაცდელად სარკინოზთა შორის გამოჩნდა ცრუ


მოციქული, „ბილწი სჯულისმდებელი“ - არაბი მუჰამედი. როგორც პავლე მოციქული წერს:
„ვინაითგან არა შეიწყნარესო სიყვარული ცხოვრებისა, ჭეშმარიტი იგი სიბრძნე, მოუ ვლინის
სული საცდურებისა, რაითა რწმენესო მისი და მით დაისაჯნენო“. სწორედ ეშმაკის მანქანებით
მოედო მისი დამღუპველი გესლი იმ ერებს, რომელთაც წმინდა მოციქულის ქადაგებანი არ
შეისმინეს.

აარაბები თავს ბიბლიური აბრაამის შთამომავლებად თვლიდნენ და ამიტომაც ისმაილიტე ბად


იწოდებოდნენ. მათ აგრეთვე აგარიანებსაც უწოდებდნენ, რადგან ისმაილს, აბრაამის უკანონო
შვილს აგარისაგან, დარჩა 12 ძე და ყველა ისინი სახლობდნენ „ხავილადან მოყო ლებული
შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ“ (დაბ. თ. 25-18)

არაბი (მომთაბარეს, მოხეტიალეს ნიშნავს) ტომების ცხოვრებაში გარკვეული ადგილი ეჭირა


რელიგიურ, წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს. მათთან გავრცელებული იყო ანიმიზმიც (რომ
ყველა საგანი სულიერია), ფეტიშიზმიცა (უსულო საგნების თაყვანისცემა) და მნათობე ბის
თაყვანისცემაც. ისინი დიდ პატივს მიაგებდნენ ქალღმერთების დედას, ლათს. მოხეტია ლე
ბედუინებში გავრცელებული იყო ცის კულტიც. ვარსკვლავებს კი „ღმერთების ქალიშვი ლებს“
უწოდებდნენ. არაბები, ისევე როგორც ყველა სემიტი, დიდ პატივს მიაგებდნენ უმაღ ლეს
ღმერთს, რომელსაც არ ჰქონდა სახელი ან არ შეიძლებოდა მისი სახელის ხსენება. ღმერ თების
სიმრავლეში არაბები ძირითადად უპირატესობას ანიჭებდნენ თავიანთი გვარების ღვთაებებს
და მათ გამოსახულებებს კერპების სახით სალოცავად ქალაქ მექაში, ქა-ბას ტაძარ ში
დგამდნენ. მარტო ამ ერთ სალოცავში კერპებისა და ჯინების 300-მდე გამოსახულება მდგარა.
ისინი გამორჩევით ეთაყვანებოდნენ ქვებს. ამ ქვებს ყველას კუბის ფორმა ჰქონდათ, რის გამოც
ეწოდებოდათ ქა-ბა (კუბს ნიშნავს). ჯერ კიდევ მუჰამედამდე ყველა არაბისთვის ქა-ბა იყო
წმინდა ადგილი, რომელიც აერთიანებდა ყველა ტომს. დღესასწაულზე აუცილებე ლი იყო
ტაძრის ირგვლივ შემოვლა და მსხვერპლის შეწირვა. სიცოცხლეში ერთხელ მაინც ქა-ბაში
თაყვანისცემა და ხელით შეხება „შავი ქვისა“ პილიგრიმისთვის სავალდებულოდ ით
ვლებოდა. არაბ ტომთა გაერთიანების პროცესში თანდათან გამოიკვეთა რამდენიმე წარჩინე
ბული გვარი, რომელთა შორის გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ მუჰამედის
წინაპრები - ყურშეიტები. სწორედ მექაში მცხოვრები ამ გვარის ღვთაება ყოფილა ალაჰი, ხო
რცშესხმული „შავ ქვაში“. „ღმერთის ეს მუსულმანობამდელი და ძალზე ძველი სახელი თავი სი
ფუძით (ილიაჰ) უკავშირდება ღვთის ძველ ებრაულ სახელს ელ-ს, ელოი-ს, (ელოჰიმი - სა
პატიო მრავლობითში). ასე, რომ მუჰამედს იმ ღმერთისათვის, რომლის წინასწარმეტყველად
აც თავი მიაჩნდა სახელის გამოგონებაც კი არ დასჭირვებია. მოგვიანებით, მუჰამედის ბრძანე
ბით დაამსხვრიეს ყველა კერპი, ალაჰის გარდა; ამ შემთხვევაში ის გულისხმობდა „შავ ქვას“.
ასე დაწინაურდა ყურშეიტების გვარის ღვთაება ალაჰი და იქცა არაბების ერთადერთ ღმერ
თად.

მუჰამედმა იმის მაგივრად, რომ მოსეს რჯულს დაყრდნობოდა, რომლის აღსასრულებლადაც


მოვიდა იესო ქრისტე, თავისი საკუთარი რჯული მოიგონა და პირდაპირ გაილაშქრა ახალი
აღთქმის ძირითადი არსის წინააღმდეგ (615წ). აი, როგორ აფასებს წმინდა იოანე დამასკელი
მუჰამედს: „არაბებს ცრუ წინასწარმეტყველი გამოუჩნდათ, რომელსაც სახელად მუჰამედი
ერქვა. ეს კაცი შემთხვევით გაეცნო ძველი და ახალი აღთქმების შინაარსს და ასე, შემთხვევ ით,
თითქოს არიოზის მწვალებლობის მიმდევარ მონაზონსაც გასაუბრებია და ამ ცრუ სწავ
ლებასთან მისადაგებით, აგრეთვე ძველი და ახალი აღთქმების თვითნებური გამოყენებით,
შეუდგენია კიდეც თავისი საკუთარი მწვალებლობა. მუჰამედმა ყალბი ღმრთისმოშიშებისა და
მოჩვენებითი კეთილმოსურნეობის წყალობით ადამიანთა კეთილგანწყობა მოიპოვა და ცრუდ
დაიწყო იმის მტკიცება, თითქოს მას ზეგარდამო ღვთისაგან მიენიჭა წერილი. დაწერა რა
თავის წიგნში რაღაც ამბები და აზრები, რომლებიც ჩვენთვის სასაცილო თუა, მან თავის
ხალხს გადასცა იგი, როგორც დიდი სიწმინდე, ღირსი თაყვანისცემისა და ყველგან და ყვე
ლაფერში სახელმძღვანელოდ გამოყენებისა“.

ცნობილია, რომ მუჰამედიცა და მისი შემდგომი ხალიფებიც - აბუ-ბექრი, ომარი, ოსმანი, ალი
და მათი დაახლოებული პირები არა მარტო მრავალბრძოლაგამოვლილები იყვნენ, არა მედ
დახელოვნებული მხედართმთავრებიც, რადგან ყველა არაბის დაუმორჩილებელი სული
ბედუინი იქნებოდა ის, თუ ბინადარ ცხოვრებას მიჩვეული, მუდმივად აღივსებოდა ბრძოლა
ში გამარჯვების ჟინით. არაბების შესახებ ტბეთის ეპისკოპოსი სტეფანე წერდა: „კაცნი მხეცი სა
ბუნებისანი, მტაცებელნი, რომელთა სახლ და ცხოვრებაი აქლემის ზურგი“. საღვთო ომი -
ჯიჰადი ანუ ისლამის გავრცელება იარაღის ძალით მართლმორწმუნე მუსლიმებისთვის წმინ
და ვალად ითვლებოდა. მუჰამედი ამართლებდა „ურწმუნოთა“ მიმართ ბრძოლის ყველა საშ
უალებას და „მართლმორწმუნეთ“ საომრად აქეზებდა. ყურანში იყო მოწოდება „ურჯულო თა“,
როგორც დამორჩილებისა და დამცირების (ყურ. VIII-62,66,70. IX-29), ასევე მათი ამოხო ცვის
მოთხოვნით „ოდეს ურჯულოებს შეხვდეთ, ჰოდა! ამოხოცეთ ისე, რომ დიდი ჟლეტვა-ხოცვა
ჩაიდინოთ, ხოლო დატყვევებულებს გზები ძლიერ შეუკარით“. საღმრთო ომი პირვე ლად
შეეხებოდა მეზობელ ქვეყნებს, ხოლო შემდეგ გაიზარდა არაბთა დაპყრობის რადიუსი და
შეეხო ისეთ ძირძველ ქრისტიანულ ქვეყნებსაც, რომლებიც არ იყვნენ არაბთა მეზობლე ბი.
„განეფინა ქადაგება მაჰმად უშჯულოისა და მრავალი ერი შეუდგა მას“, რადგან ცეცხლი თა და
მახვილით მოსულ მტერს და მის სარწმუნოებას ვერ გაუწიეს სათანადო წინააღმდეგო ბა.
დაპყრობილთაგან ვინც დაგმობდა თავის რჯულს და ისლამს მიიღებდა, შეიძლებოდა მუ
სლიმის თანაბარი უფლებით მიეღოთ უმმაში (მუსლიმური თემი), ხოლო ის, ვინც არც ალ აჰს
აღიარებდა, ან ერთხელ მოქცეული, მას უარყოფდა, სიკვდილით დაისჯებოდა. მუჰამე დი
მთელი სისასტიკით ახშობდა ყოველგვარ საშიშ გამოსვლას და ამავე დროს გულმოწყალ ის
როლს თამაშობდა. VII ს-ის II ნახევარში არაბებმა განსაცვიფრებელი სისწრაფით შექმნეს
უდიდესი სახელმწიფო, რომლის გეოგრაფიულ საზღვრებში შედიოდა ირანი, ბიზანტიის აღ
მოსავლური პროვინციები, ამიერკავკასიის დიდი ნაწილი, სირია, პალესტინა, ეგვიპტე, აფრი
კის სანაპირო მოროკოს საზღვრამდე; ხოლო, VIII ს-ის I მესამედში არაბებმა დაიპყრეს პირინ ეს
ნახევარკუნძული და ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთის დიდი ნაწილი. მათ ხელთ იგდეს
მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზები, არსებითად შეცვალეს მრავალი ქვეყნის კულტურა
და განავითარეს ახალი რელიგიური მოძღვრება. არაბებმა ისტორიული განვითარების გეზი
შეუცვალეს ისეთ ძლიერ ქვეყანასაც კი, როგორიც იყო სასანიანთა ირანი, სადაც მაზდეანობა
შეცვალა მუჰამედის სარწმუნოებამ, ხოლო ფალაური დამწერლობა - არაბულმა. გადმოცემით
მუჰამედი გარდაიცვალა 632 წელს, თავის დაბადების დღეს, 63 წლის ასაკში, მაგრამ მისი შე
ქმნილი მონოთეისტური რალიგია - ისლამი - საკმაოდ მყარი საუძველი გამოდგა ჯერ თვით
ცრუ მოციქულისა და შემდეგ მისი ოთხი მემკვიდრის ხელში, ერთიანი არაბული თეოკრატი
ულ-პოლიტიკური სახელმწიფოს - სახალიფოს შესაქმნელად, რომელიც თავისი სამხედრო
პოლიტიკით და სისასტიკით კარგა ხანს აფორიაქებდა მთელ მსოფლიოს. ამ პოლიტიკის ქვა
კუთხედი იყო ალაჰის იდეა, რომლის სახელითაც არაბების მიერ პოლიტიკური ბატონობის
მისაღწევად ჩადენილი მრავალი უსამართლობა ალაჰისადმი ერთგულებად ცხადდებოდა.

VII ს-ის შუა წლებში ახალი ძალის, არაბების გამოჩენას კავკასიაში პოლიტიკურად დაშლი ლი
და მკვიდრ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას მოკლებული ქართული სამეფო-სამთავრო ები
მოუმზადებელნი შეხვდნენ. არაბთა გაბატონებასა და მკვიდრად ფეხის მოკიდებას ქართ ულ
მიწაზე ხელი შეუწყო VI საუკუნეში ქართული სახელმწიფოს გაუქმებამ და ეროვნული
ინსტიტუტების, კერძოდ კი ქართული ქალკედონური ეკლესიის დასუსტებამ. ამან იმდენად
უარყოფითი გავლენა იქონია ქართულ საზოგადოებაზე, რომ მისი შედეგების აღმოფხვრას
საუკუნეები დასჭირდა.

VI ს-ის დასაწყისისათვის საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა ორი სახელმწიფოებრივი


გაერთიანება:

1. იბერიის (ქართლის) სამეფო, რომელიც აერთიანებდა მთელ აღმოსავლეთსა და სამხრეთ სა


ქართველოს ისტორიულ ტერიტორიებს (შემდეგდროინდელს ქართლს, მესხეთსა და კახეთ-
ჰერეთს).

2. ლაზიკის (ეგრისის) სამეფო, რომლის ფარგლებშიც გაერთიანებული იყო დასავლეთ საქარ


თველოს ქვეყნები.
VI ს-ის განმავლობაში ორი მეზობელი დიდი იმპერია - ირანისა და აღმოსავლეთ რომისა (ბი
ზანტიისა) - იბრძოდა ქართულ სამეფოებზე პოლიტიკურ გავლენის მოპოვებისათვის.

პირველად, VI ს-ის I ნახევარში, ირანმა დაიპყრო და შეიერთა იბერიის (ქართლის) სამეფო,


რომელსაც ხანგრძლივი სახელმწიფოებრივი ტრადიციები და მრავალსაუკუნოვანი ისტორი
ული წარსული ჰქონდა, ანუ წმინდა არჩილის დიდი პაპის ბაკურის დროს ( გენიალოგიური
ხაზი - ვახტანგი - დაჩი - ბაკური - ფარსმანი - მისი ძმისწული ფარსმანი - ბაკური), მემატიან ის
თქმით, „დაესრულა მეფობაი ქართლისაი“. მეფობის გაუქმება 532 წელს ირანსა და ბიზან ტიას
შორის დადებულმა საზავო ხელშეკრულებამაც დააკანონა.

იმ პერიოდში სპარსელებისთვის მისაღები სარწმუნოება მონოფიზიტობა იყო. ისინი სომხურ


ეკლესიას მფარველობდნენ, ხოლო ქართულ ქალკედონურ ეკლესიას კი სასტიკად დევნიდნ ენ.
აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, სპარსთა მეფე დასავლეთ საქართველო ში
შეჭრილა, ბიზანტიელების ციხე-ქალაქი პეტრა (დღევანდელი ციხისძირი) აუღია და და
სავლეთ საქართველოს სრული დაპყრობის შემდეგ, ქართული მოსახლეობის გადასახლება და
მათ ადგილზე სხვა ტომის ჩამოსახლება გადაუწყვეტია. ქართველები აჯანყდნენ და 549 წელს
ბიზანტიელების დახმარებით სპარსელები ლაზიკიდან განდევნეს. 550 წელს სპარსელ ები
ლაზიკაში კვლავ შევიდნენ და მუხურისის ხეობაში გამართულ ბრძოლაში სასტიკად და
მარცხდნენ. სპარსეთსა და ბიზანტიას შორის ლაზიკისთვის ომი დასრულდა 563 წლის ზა
ვით. ლაზიკა კვლავ ბიზანტიელაებს დარჩათ, ხოლო იბერია კი სპარსელებს. ლაზიკაშიც
თანდათან გააუქმეს სახელმწიფოებრიობა და მოსპეს მეფობა.

VI ს-ის 70-იან წლებში ქართველმა ერისმთავრებმა ისარგებლეს სპარსეთში დაწყებული საომ


არი ვითარებით, მოციქული წარგზავნეს მავრიკ კეისართან და მეფეთა საგვარეულოდან ერი
სმთავრის დადგინება მოითხოვეს. კეისარმაც აღასრულა მათი მოთხოვნა და „მოსცა მეფედ
ძისწული (შთამომავალი) მირდატისი, ვახტანგის ძისა, ბერძნის ცოლისგან, რომელსა ერქუა
გუარამ, რომელი მთავრობდა კლარჯეთს და ჯავახეთს. ამას გუარამს მოსცა კეისარმან კურა
პალატობა და წარმოგზავნა მცხეთას“. ეროვნული ხელისუფლება აღდგა, მაგრამ იმ დროს
არსებული საერთაშორისო ვითარების გამო იბერიის ძველი სამეფოს აღდგენა ვეღარ მოხერხ
და. ხელისუფლების მეთაური ატარებდა არა „მეფის“, არამედ „ერისმთავრის“ ანუ „დიდი
ერისთავის“ ტიტულს.

ბაკურ მეფის შვილები „ნათესავნი დაჩისნი, რომლისადა მიეცა მეფობა ვახტანგ მეფესა, იგი ნი
დარჩეს კახეთს... დასხდეს უჯარმას და იყვნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა“.
გუარამმა კეისრის მიერ გამოგზავნილი განძით დაიქირავა „ოვსნი, დურძუკნი და დიდონი“ და
მონაწილეობა მიიღო ბერძენთა მიერ სპარსელების წინაარმდეგ წარმოებულ ომში. ხოლო მათი
დამოყვრების შემდგომ (მავრიკ კეისარმა თავისი ქალიშვილი ცოლად მისცა სპარსთა მე ფეს
ხუასროს) გუარამი იყო მორჩილებასა ბერძენთასა. იგი იყო მორწმუნე და მაშენებელი ეკ
ლესიათა. მან წამოიწყო „ეკლესიაი ჯუარისა პატიოსანისა; აქამომდე ჯუარი ველსა ზედა იყო
და ქმნა ეკლესიაი წელთამდის ოდენ“. მანვე განაახლა სიონის ეკლესიის საფუძველი. მოკვდა
გვარამი და ერისმთავრად მისი ძე სტეფანოზი დაჯდა. მემატიანის გადმოცემოთ იგი იყო „უშ
იში ღმრთისა“. სტეფანოზ I-ის მეფობის დროს მავრიკ კეისარი და მისი შვილები „ფოკას მხედ
არმა“ ამოწყვიტა და იმპერიას დაეპატრონა. როდესაც სპარსთა მეფე ხუასრომ სიმამრისა და
ცოლისძმების სიკვდილი შეიტყო, განრისხებული ჯერ საბერძნეთში შეიჭრა და მოაოხრა, ხო
ლო შემდეგ „წარმოსტყუენა იერუსალიმი“. ღმრთის დაშვებით, მან დაატყვევა და მოსრა ური
ცხვი ერი „დედათა და მამათა, მღუდელთა და დიაკონთა და ქალწულთა“, რითაც აღსრულ და
მაცხოვრის სიტყვა „არა დაშთეს ქვაი ქვასა ზედა, ვიდრემდის ყოველივე არა დაირღუეს“.
წმინდა ქალაქი მანამდეც მრავალჯერ იყო ბაბილოვნელთა და რომაელთა მიერ გაძარცული,
მაგრამ ამ ჯერზე სპარსელებმა თან წაიღეს „ძელი ცხორებისა“ და ტყვედ წაიყვანეს დიდი მა
მათმთავარი ზაქარია. „ძელი ცხორებისა“, რომელზეც ჩვენი ცოდვებისთვის უფალი ჩვენი იესო
ქრისტე ევნო, სპარსთა შორისაც მრავალ სასწაულს აღასრულებდა, რის გამოც სპარსელ ები
ამბობდნენ: „ღმერთი ქრისტეანეთა მოსრულ არს“-ო.

როდესაც სტეფანოზ I-მა ხუასროს გამარჯვების ამბავი შეიტყო, განუდგა ბერძნებს და სპარსე
ლების მხარე დაიჭირა. „დაჯდა იგი ტფილისს და ჰმორჩილებდა იგი სპარსთა“. მცხეთის
ჯვარს კი მისი ძმა დემეტრე აშენებდა. ქართლი კვლავ ირანის ვასალად ითვლებოდა, ხოლო
ბიზანტიის იმპერიაში დიდი ცვლილებები განხორციელდა. „საბერძნეთს გამოჩნდა კაცი ერ
თი, თვისი მავრიკ კეისრისა, სახელით ერაკლე, ამან მოკლა ფოკას კეისარი და დაიპყრა საბე
რძნეთი“ მოგვითხრობს მემატიანე. ერაკლე კეისარმა პოლიტიკური მოსაზრებით ყივჩაღთა
მეფეს თავისი ასული მიათხოვა, მათი დახმარებით დასავლეთიდან ურიცხვი ლაშქარი შეკრ
იბა და წამოემართა „სპარსეთად ძებნად ძელისა ცხორებისასა და მოვიდა პირველად ქართლს“.
მაგრამ სტეფანოზ მთავარი სპარსელებს არ გადაუდგა და „განამაგრნა ციხე-ქალა ქნი და დადგა
ტფილისსა. მოვიდა ერაკლე მეფე და ტფილისს მოადგა“. სტეფანოზი მამაცი მეომარი იყო. იგი
ყოველ დღე ქალაქის კარიდან გამოდიოდა და ბერძნებს ებრძოდა. ერთ-ერთ ბრძოლაში
მოიკლა კიდეც, რის შემდეგაც ჰერაკლემ თბილისი დაიპყრო.

ჰერაკლე კეისარმა მოუხმო ბაკურის შვილს - ადარნასეს, რომელიც კახეთს ერისმთავრობდა და


მისცა მას თბილისი და მთავრობა ქართლისა. „მაშინ წარიღეს ბერძენთა საზღუარი ქართ ლისა:
სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღვისპირი“, ხოლო სტეფანოზის შვილები დარჩნენ „კლდეთა
შინა კლარჯეთისათა“ და სხვა ერისმთავრების მსგავსად მორჩილებდნენ ადარნასე მთავარს.
ერაკლე კეისარმა კი სპარსეთს გაილაშქრა, მოკლა ხუასრო, ბაღდადი აიღო, და ძე ლი
ცხორებისაც თან წამოაბრძანა. ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილები ზოგი იერუსალიმში
დააბრძანა და ზოგიც კონსტანტინეპოლში გაგზავნა, ზაქარია მამათმთავარი კი კვლავ თავის
ივე საყდარზე დაადგინა (623წ). მეშვიდე წელს კი, როდესაც კვლავ ქართლში გამოიარა, მცხე
თის ჯვარი და თბილისის სიონი უკვე დასრულებული ჰქონდა ადარნასე მთავარს. „მაშინ
ერაკლე მეფემან ტფილისს, მცხეთას და უჯარმას ქადაგნი განავლინა, რაითა ყოველნი ქრისტ
ეანენი ეკლესიას შევიდნენ და ყოველნი მოგუნი და ცეცხლის-მსახურნი, რომელნიცა არა მოი
ნათლნენ, მოსრენ, ხოლო მათ ნათლისღებაი არა ინებეს, არამედ ზაკვით აღირივნეს ქრისტეა
ნეთა თანა, და მიაწიეს ყოველთა მათ ზედა მახვილი, და გაწმიდა სჯული ქრისტეს ღმრთისა
ჩუენისა. მაშინ ერაკლე კეისრმან წარიხუნა მანგლისით და ერუშეთით ფერხთა ჩუენთა ფიცა
რნი და სამსჭუალნი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, რომელ მოცემულ იყუნენ კონსტანტ
ინესაგან მირიანისდა“. შეწუხდა ადარნასე მთავარი და ევედრებოდა კეისარს, რათა „არა წარ
იხუნეს ნიჭნი იგი ღმრთისამიერნი“, მაგრამ კეისარმა მისი თხოვნა არ შეისმინა.

ერეკლე კეისრის აღმოსავლეთში ლაშქრობის დროიდან იბერია კვლავ ბიზანტიის გავლენის


სფეროში მოექცა, მაგრამ ბიზანტიელებმა დიდხანს ვერ შესძლეს ესარგებლათ მიღწეული წა
რმატებებით, რადგანაც მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდა ახალი ძალა, რომელმაც სრულიად
შეცვალა არსებული ვითარება.
სპარსეთიდან დაბრუნებულ გამარჯვებულ კეისარს ეგვიპტეში დიდი ძღვენით წინ მიეგება
ისლამის ფუძემდებელი მუჰამედი და საცხოვრებელი და სასაძოვრე ადგილები გამოსთხოვა.
მანაც არაბეთის მახლობლად „ქუეყანისა სინისასა“ მისცა მიწები.

გაძლიერდა მუჰამედი და ბატონობდა სპარსელებზე და არაბებზე. მან არა მარტო ისლამს ჩა


უყარა საფუძველი, არამედ რელიგიის დროშით ერთ მუშტად შეკრა არაბეთის ნახევარკუნძუ
ლის ტერიტორიაზე მცხოვრები დაუმორჩილებელი ხალხი. მის ხელში აღმოჩნდა როგორც
სასულიერო, ისე საერო ხელისუფლება. როგორც მაქსიმე აღმსარებელი ამბობდა: „დამდაბლ
დეს მეფენი ბერძენთანი და განძლიერდეს სპარსნი და არაბნი მიშუებითა ღმრთისაითა“.

ადარნასეს სიკვდილის შემდგომ ქართლის მთავრად დადგინდა მისი ძე სტეფანოზ II, მამა
მეფისა არჩილისა, რომელიც „იყო უმეტეს ყოველთა ქართლისა მეფეთა და მთავართა მორწ
მუნე და განმწმედელი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა, მან მოადგნა ზღუდენი ეკლესიასა
ჯუარისა პატიოსნისასა და აღაშენა დარბაზნი“. და განუწესა იქ შეკრება ყოველ პარასკევს ეპი
სკოპოსებს და მღვდლებს კათალიკოსთან ერთად, რათა ყოველი პარასკევი ისე განადიდონ,
როგორც დიდი პარასკევი. ხოლო ხუთშაბათს დააწესა საკათალიკოსო შეხვედრები სიონში,
რათა ადიდონ წმინდა სიონი, როგორც დიდ ხუთშაბათს, „საიდუმლოსა თანა ხორცითა და
სისხლითა ქრისტესითა“. ხოლო მცხეთას კი სამშაბათს დააწესა შეკრება და ხსენება წმიდისა
პირველმოწამისა სტეფანესი და ყოველთა მოწამეთა, „დიდისა მისგან ძლიერებასა სპარსთასა
რომელ წამებულ იყვნეს, და აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა,“ რომელმა მთიულნი მოაქცია,
ხოლო მისი პატიოსანი გვამი დადებულ-არს მცხეთას, ეპისკოპოსთა სამარხავში. და „დღესა
სწაულთსა მისსა უფროს ყოველთა დღესასწაულთასა შეკრბიან და ადიდებდიან ღმერთსა“.

როდესაც ერაკლე კეისარს აცნობეს, თუ როგორ იკიდებდა ფეხს არაბობა შუამდინარეთში, ჯა


რი ფილისტიმში განალაგა და საბრძოლველად მოემზადა. მაგრამ იქ იყო „მონაზონი ვინმე,
წმინდა ღმრთისა“ და მან უთხრა მეფეს: „ივლტოდეთ, რამეთუ უფალმა მისცა აღმოსავლეთი
და სამხრეთი სარკინოზთა, რომელ არს თარგმანი მისი სარას ძაღლთა“. რაც ვარსკვლავთმრი
ცხველებმაც დაუდასტურეს. მაშინ ერაკლემ ააშენა სვეტი და დაწერა მას ზედა: „მშვიდობა
შუამდინარეო და ფილისტიმო, ვიდრემდის წარხდეს შვიდნი შვიდეულნი“. ხოლო „შვიდეუ
ლისათვის ესრეთ ჰპოვეს განსაზღვრებული ფილოსოფოსთა ჰერმის ტრისმეჯისტონის წიგნ თა
შინა სარკინოზთათვის, რომელ არს ორასორმოცდაათი წელი“.

წარჩინებულები და მდიდარი ბერძნები შეშინდნენ და თავიანთთი განძი მიწაში დაჰფლეს,


ხოლო ერაკლემ რანიდან კვლავ ქართლში გამოიარა და ერისმთავარი მოსალოდნელი საშიშ
როების შესახებ გააფრთხილა. იქ მცხოვრები ბერძნებს კი უთხრა: „უკეთუ უწყით, რამეთუ
დაესრულა მეფობაი თქუენი; დაუტევეთ ჩრდილო და შემოვედით ჩუენ თანა. და მათ დაუ
ტევეს ქუეყანაი ესე და დაფლეს განძი მათნი; რომელნიმე წარჰყვეს და რომელნიმე დადგეს და
შეიტანეს ყოვლისა საგანძურისა გუჯარნი“, რათა როდესაც უკან დაბრუნდებოდნენ, სცო
დნოდაი თუ ვისი საგანძური სად იყო და ვის რა ეკუთვნოდა.

სტეფანოზ II- მ თავის ორი ძეს - მირსა და არჩილს განუყო ყოველი საქონელი და საგანძური
ოქროსა და ვერცხლისა და პატიოსანთა თვალთა; ნახევარი წაიღო ეგრისში, წაიყვანა უფრო სი
შვილი მირი, და იქ დაჰფლეს საიდუმლოდ, ხოლო მეორე ნახევარი მისცა არჩილს, უმცრ ოს
ვაჟს, რომელმაც დაჰფლა განძი „ხევსა კახეთისასა“. ხოლო ოქროსა და ვერცხლის სახმარი
ნივთები დაჰფლეს „ხევსა უჯარმოსასა“, და ქართლისა და ჯავახეთის საგანძურნი დაჰფლეს
„გორს“, რომელიც ერაკლე კეისარმა იმ საგანძურის სამალავადაც განაჩინა, რომელიც ვერ მიჰ
ქონდა. ამ გორას ეწოდებოდა „ტონთიო“, და ითარგმნება როგორც „მთა ოქროსა“. და დასვა
ზედ საიდუმლო ნიშანი, ისე, რომ ვერავინ შესძლებდა მის პოვნას. ეკლესიათა საგანძურნი კი
დაჰფლეს აჩრდილსა დიდისა სიონისასა მცხეთას.

VII ს-ის II ნახევრიდან არაბებმა მკვიდრად მოიკიდეს ფეხი კავკასიაში. არაბთა ხალიფატი უშ
უალო მეზობელი გახდა ლაზეთის სამთავროსი. არაბები პირველად 643-645 წწ. შემოიჭრნენ
საქართველოში ჰაბიბ იბ მასლამის სარდლობით. ქართლს არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია
არაბთა უზარმაზარი სამხედრო ძალისთვის. ჰაბიბმა თბილისი აიღო, საამირო დაარსა და სა
ქართველოს დედაქალაქი არაბეთის ხალიფის ნაცვლის ძალაუფლებას დაუქვემდებარა. ქარ
თველებმა დაზავება შესთავაზეს. არაბებიც დასთანხმდნენ და დაიდო ხელშეკრულება, რომე
ლსაც „დაცვის სიგელი“ ეწოდა. ქართველების ვალდებული იყვნენ ერთ კომლზე ერთი დინა
რი ეხადათ, ხოლო ვინც ისლამს მიიღებდა გადასახადისგან თავისუფლდებოდა. ჩუენამდის
მოაღწია ამ ხელშეკრულების ტექსტმაც. აღმოსავლეთ საქართველოში არაბები ბატონობდენ
657 წლამდე, როდესაც არაბთა შორის დაიწყო შინაური ომი და არეულობა, რაც 661 წლამდე
გაგრძელდა, ხოლო 678 წელს მათ ბიზანტიასთან დაუდიათ ხელშეკრულება, რომლის ძალი
თაც „იბერია მათ თანასწორად ექნებოდათ“.

VII ს-ის II ნახევარში დასავლეთ საქართველოში გაიშალა ფართო მოძრაობა არაბ დამპყრობე
ლთა წინააღმდეგ. ამ მოძრაობას სათავეში ედგა ლაზეთის მთავარი ლეონ I. იგი გაეცალა ლა
ზეთს და გადავიდა ლაზეთის ქვეყნების ჩრდილოეთ სანაპიროზე - აფხაზეთში და იქ გამაგრ
და. მას პოლიტიკური კავშირი დაუმყარებია ბიზანტიასთან, უცვნია მისი სიუზერენიტეტი და
მათი თანადგომით არაბთაგან გაუთავისუფლებია აფხაზეთის მხარეები. ამავე დროს ბი
ზანტიასაც გარკვეული ვალდებულებანი აუღია და, კერძოდ ლეონ I-ის დინასტია უცვნია მემ
კვიდრეობით მფლობელებად არაბებისაგან გათავისუფლებული აფხაზეთის მხარეებისა, კეი
სრის ერისთავის - არქონტის ტიტულით. ლეონ I-ს ასევე კავშირი შეუკრავს იბერიის ანტიარა
ბული ფრონტის მეთაურებთან - ქართლის ერისმთავრის, სტეფანოზის შვილებთან - მირთან
და არჩილთან. მათი მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა-რესტავრაცია იყო იმ
სახით, როგორიც მას გაუქმების დროს ჰქონდა. ქართველთა მიზანი იყო აღდგენილიყო „ქარ
თლის სამეფო“, ანუ გორგასლისდროინდელი დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს გაერთ
იანებული სახელმწიფო. ეკლესიის მამები ამხნევებდნენ ქართველ ერს - ისინი წინასწარმეტყ
უელებდნენ, რომ აღდგებოდა ერთიანი ქართული სახელმწიფო და ქართული ენა კვლავ თავ
ის ადგილს დაიჭერდა. ამიტომაც არაბებს გადაუწყვეტიათ ერთხელ და სამუდამოდ მოესპ ოთ
წინააღმდეგობის ეს კერა დასავლეთ საქართველოში. ამ მიზანს ისახავდა ის დიდი ლაშქ რობა,
რომელიც მოაწყო ხალიფას მოადგილემ კავკასიაში, ომაიანთა დინასტიის წევრმა მურ ვან II
იბნ მუჰამედმა (ამირა მურვანმა), რომელსაც უმაგალითო სისასტიკისა და შეუსმენლობ ის
გამო ქართველმა ხალხმა „მურვან-ყრუ“ შეარქვა. მურვან-ყრუმ „აღძრა ყოველი თესლ-ტო მი
წარმართთა და ვითარცა ღრუბელი ბნელი, ვითარცა მკალი და მუმლი მოეფინა და დაფა რა
პირი ქუეყანისა“. მან ააოხრა საბერძნეთი და მიწასთან გაასწორა მთელი კავკასია, ხოლო
შემდგომ კი 120 ათასიანი ლაშქრით ქართლში შემოიჭრა, „დაიპყრა კარი დარიელისა და და
რუბანდისა, შემუსრა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართ
ლისათა“ (668 წ.). მტრის რჩეული ლაშქარი ქართლიდან მესხეთს გადავიდა, ოძრხე (დღევან
დელი აბასთუმანი) დააქცია, ცეცხლითა და მახვილით სამცხე-ჯავახეთს და ტაო-კლარჯეთს
გადაუარა და არგვეთისკენ (იმერეთისკენ) დაიძრა. ქართველთა უმრავლესობა მთასა და ტყე-
ღრეში გაიხიზნა. ზეკარზე გადმოსულ არაბთა რჩეულ, წინამავალ რაზმს არგვეთელთა ლაშ
ქარი ფერსათის მთაზე, ხანისწყლის ჩამოსასვლელთან შეეგება და ქრისტეს სახელით ბრძოლ
აში ჩაება. ქართველთა ლაშქარს წინამბრძოლობდნენ არგვეთის მთავრები - დავით და კონს
ტანტინე მხეიძეები. უმაგალითო იყო ქართველთა სიმამაცე. სიკვდილს გადარჩენილი არაბი
მეწინავენი კი სირბილით უკან მიაწყდნენ. როდესაც მურვან-ყრუმ შეიტყო, რომ მისი რჩეუ ლი
ლაშქარი განადგურებული იყო, ძლიერ განრისხდა და შურისძიებით ანთებული, ურიცხ ვი
ლაშქრით არგვეთისკენ გამოემართა. დავითი და კონსტანტინე თარეშული ბრძოლის გზას
დაადგნენ. მამაცურად უმკლავდებოდნენ ქართველები დამარცხებით გაბოროტებულ მტერს,
მაგრამ ბრძოლა უთანასწორო იყო და ქართველები დამარცხდნენ. მუსლიმებმა ხელთ ჩაიგდ ეს
მრავალი ქრისტიანი. მოსახლეობის ნაწილი მოსრეს, ხოლო გადარჩენილებმა ტყეს შეაფარ ეს
თავი. არგვეთის დიდებული მთავრები მცირე ლაშქრით ვიწრო ხევში მოიმწყვდიეს და რა
მდენიმე თანამებრძოლთან ერთად ტყვედ აიყვანეს.. არგვეთელი მთავრების სიმტკიცითა და
ვაჟკაცობით გაშმაგებულმა მურვან-ყრუმ მათი წამებით სიკვდილი ბრძანა. ისინი მდ რიონის
პირას გაიყვანეს, გააშიშვლეს, თავდაღმა დაკიდეს და არგნებით უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ
კი ხელ-ფეხი შეუკრეს, კისერზე უზარმაზარი, მძიმე ლოდები ჩამოჰკიდეს და რიონში გადაყა
რეს.

მურვან-ყრუს შემოსევამდე იმ ადგილზე იყო ხალხმრავალი ციხე-ქალაქი, რომელიც უსჯუ ლო


მტერს ისე აეოხრებინა და დაეწვა, რომ მხოლოდ ერთი დარღვეული ხარების ეკლესიაღა იდგა.
ამ ეკლესიის ქვეშ იყო ცარიელი აკლდამა, რომელშიც დამარხეს წმიდა მოწამეთა ნეშტე ბი.

არგვეთელი მთავრების წამების შემდგომ მურვან-ყრუ ქუთაისიდან ეგრისში გადავიდა და


დაბანაკდა ჭყონდიდის სანახებში, ცხენისწყლიდან აფხაზეთამდე. არაბებმა აიღეს და დაან
გრიეს ციხე-ქალაქი გოჯი (ნოქალაქევი) და გააუდაბურეს სამეგრელო (შიდა ეგრისი) და აფ
ხაზეთი, იქვე ეწია ღვთის რისხვა მურვან-ყრუს ლაშქარს. აბაშები დაბანაკებული იყვნენ მდი
ნარესთან, რომელსაც შემდგომში აბაშა ეწოდა, ხოლო მათი ცხენ-ეტლი კი მდინარესთან, რო
მელსაც ეწოდა ცხენისწყალი. ღვთის განგებით მათ საშინელი წვიმა, სეტყვა და ჭექა ქუხილი
დაატყდათ თავს, მიწამ პირი გააღო და წყალი აღმოაცენა, ხოლო ხმელეთი ზღვად გადაიქცა,
წალეკა აბაშთა ლაშქარი და მდინარეში ჩაიტანა. ასევე მეორე მდინარემაც წალეკა მათი ცხენ-
ეტლი, რის შემდეგაც ამ მდინარეებს აბაშა და ცხენისწყალი ეწოდათ. როდესაც მურვან-ყრუმ
იხილა მათზე მიწევნული განსცდელი, ძალიან დამწუხრდა, ვიწრო და მიუვალ ქვეყანაში და
ბანაკების გამო, გადალახა კელასურის ქვის კედელი, შეიჭრა აფხაზეთში და დაბანაკდა „პიტ
იოტას“ - ზღვის პირა ქალაქში, რომელსაც შემდგომში ცხუმი (სოხუმი) ეწოდა. მან დაანგრია
ქალაქი და ანაკოფიისკენ გაეშურა. ანაკოფიის ციხეში, სადაც დაბრძანებული იყო ყოვლადწმ
ინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, გამაგრებულები იყვნენ აფხაზეთის მთავარი ლე
ონ I და ქართლის ერისმთავარი - მირი და მისი ძმა არჩილი, რომელთაც მთელი გულით შეთ
ხოვეს სასწაულმოქმედ ხატს შემწეობა. ძნელი იყო მურვან-ყრუს ურიცხვ ლაშქართან გამკლა
ვება. ყოვლად მოწყალე დედოფალმაც უსწრაფესად შეისმინა მათი ვედრება. წმინდა არჩილს
უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა „წარვედით და ეწყუენით აგარეანთა, რამეთუ მო
მივლინებიან მათ ზედა გუემაი სასტიკად მომსრველი, კაცითგან მიპირუტყუთამდე, ხოლო
თქუენ მხნე იყვენით და განძლიერდით სასოებითა ღმრთისაითა“. გათენებამდე ღმერთმა
მართლაც მოუვლინა სარკინოზებს სამხრეთის მხურვალე ქარი, ამას თან დაერთო საშინელი
დაავადება - მუცელა, რის გამოც 35 ათასი სარკინოზი ამოწყდა, ხოლო 3 ათასი მახვილით
მოისრა. გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელიც გაუმართეს არაბებს იბერიისა და აფხაზეთის შეე
რთებულმა ძალებმა, გამარჯვება მცირერიცხოვ ქართველებს დარჩათ. ქრისტიანთაგან იმ
დღეს მხოლოდ სამოცი კაცი დაიღუპა. გახარებულმა ბიზანტიის კეისარმა სამეფო გვირგვინი
სკიპტრა და წერილი გამოუგზავნა ძმებს - თქვენი იყოს მეფობა ქართლში, და თუ ამჟამად
ჩვენთან ერთად იდევნებით ჯვარის მსახურებისათვის, შემდგომში, როგორც უფალმა აღგვი
თქვა, მასთან ერთად ვიდიდებით. შემუსრეთ აგარიანნი და ყოველნი მათნი ამამაღლებელნი
დამდაბლდებიან და ჩვენთან ერთად მადიდებელნი ამაღლდებიან - წერდა კეისარი.

ბრძოლაში დაჭრილ მირს წყლულები ძლიერ დაუმძიმდა. სიკვდილის წინ იხმო არჩილი, სა
მეფო გადააბარა და თავისი შვიდი ასულის მფარველობა შესთხოვა. გარდაცვალების შემდეგ
მირი მისი სურვილისამებრ მცხეთის ზემო ეკლესიის შესავალ კარებთან დაკრძალეს. იქვე გა
დაასვენეს შფოთიანობის გამო დროებით ქუთაისში დაფლული მამაც - სტეფანოზ II ერისმთა
ვარი. ნეტარმა არჩილმა, როგორც გონიერმა და შორსმჭვრეტელმა პოლიტიკოსმა, შეასრულა
ძმის ანდერძი და ექვსი ასული ქართველ ერისთავებს მიათხოვა შესაფერისი მზითვით, მეშვ
იდე - გურანდუხტი კი აფხაზთა ერისთავს ლეონს I-ს, რითიც საფუძველი ჩაუყარა საქართვე
ლოს ერთიანობასა და სიმტკიცეს. ამ ლაშქრობის შემდეგ საბოლოოდ განმტკიცდა „აფხაზეთ
ის“ სამფლობელოს პოლიტიკური მდგომარეობა და თუმცა დასავლეთ საქართველოს ძირით
ად ნაწილს კვლავ არაბები ფლობდნენ, ლაზეთის ქვეყნის ეს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი
საბოლოოდ გათავისუფლდა არაბთა ბატონობისაგან.

არჩილი გამეფდა და იბერიის დამოუკიდებლობა აღადგინა, ხანმოკლე დროის მანძილზე მან


მიიღო „ქართველთა მეფის“ ტიტული, რომელსაც აღარ ატარებდნენ საქართველოს მთავრები
VI ს-დან - VIII ს-მდე. ამავე დროს მომხდარა დასავლეთ საქართველოს განთავისუფლებაც
არაბთა მფლობელობისგან.

წმინდა გვირგვინოსანი თავდაპირველად ეგრისში დაემკვიდრა. გაამაგრა ციხენი და ქალაქნი


თორმეტი წლის შემდეგ კი გადავიდა არაბთა მიერ გავერანებულ ქართლში და დაიწყო აღმშე
ნებლობითი მოღვაწეობა. იმ ხანებში მასთან მივიდა დავით წინასწარმეტყველის ნათესავი -
ადარნასე ბაგრატიონი და შულავერი და არტაანი გამოსთხოვა.

არჩილ II გააერთიანა საქართველოს ძირითადი პროვინციები: კახეთ-ჰერეთი, ქართლი (გარ და


თბილისის მხარისა, სადაც არაბები ისხდნენ), მესხეთი, აგრეთვე ნაწილი ლაზიკისა (დასა
ვლეთ საქართველოსი). ქართველთა მეფის სამფლობელო სწვდებოდა ცენტრალური კავკასიი
დან (ნუხის მხრიდან) - ვიდრე შავ ზღვამდე (ჭოროხის ხეობაში), ხოლო მისი სამყოფელი კახ
ეთი შეიქმნა. ამის გარდა ქართველთა სამეფოს გავლენა ვრცელდებოდა ჩრდილო კავკასიის
მთიელთა ზოგიერთ პროვინციაზე (დაღესტნის სანაპირო თემებზე). წმინდა მეფემ ფართო
მაშტაბის სახელმწიფოებრივი მშენებლობა წამოიწყო. აღადგინა და ააშენა ციხეები: ხადრი,
კასრი (სოფ კაკში - დღევანდელ საინგილოში), ლაკუასტი, ნუხპატი; ღმრთისადმი უსაზღვ რო
სიყვარულით აღვსილმა საძმორსა, კასრში და ნოდოკრაში ააგო წმინდა ტაძრები. არჩილმა
ცოლად შეირთო გუარამ კურაპალატის ასული. მათ შეეძინათ ორი ძე - ჯუანშერი და ივანე და
ოთხი ასული - გურანდუხტი, მარიამი, მირანდუხტი და შუშანა.

ყოვლადტკბილი და სახიერი უფლის შეწევნითა და ნეტარი მეფის ღვაწლით, ორმოცდაათი


წლის განმავლობაში მშვიდობა სუფევდა საქართველოში. არაბი ხალიფები ერისთავებისგან
მხოლოდ ხარკს ჯერდებოდნენ. მაგრამ ქართველების მოშენება და სარწმუნოებრივი განმტ
კიცება მოსვენებას უკარგავდა მაჰმადიანებს. მათ განიზრახეს საქართველოს ან სრული განა
დგურება და ქართველი ერის სრული გამაჰმადიანება. ამ მიზნით ქართლში შემოიჭრა მუჰა
მედის ნათესავი, უსჯულო ასიმ-ჭიჭნაუმი. მანაც ააოხრა და შემუსრა ქართლის სიმაგრეები,
დაარბია ეკლესიები და კახეთისკენ აიღო გეზი. შიშმა მოიცვა მთელი კახეთი, და რადგანაც
წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ გააჩნდათ, დაუყოვნებლივ მიუვალ მთებში გაიხიზნენ.
მურვან-ყრუსაგან იავარქმნილი ქვეყანა ჯერ მყარად ვერ დამდგარიყო ფეხზე.

უფლის სიყვარულით ცეცხლებრ ანთებულმა მეფე არჩილმა განიზრახა ხლებოდა ასიმს და


დიდი მეუფის მსგავსად, თავისი სული მსხვერპლად შეეწირა ქრისტიანებისათვის. ეთხოვა
ქვეყნის მშვიდობა, ეკლესიების დაცვა და სჯულის შენარჩუნება. წინააღმდეგობის შემთხვე
ვაში, მზად იყო მოწამეობრივი გვირგვინი დაედგა და წმინდა სისხლით გაემშვენებინა ქრის
ტეს ეკლესია. „უმჯობეს არს სიკუდილი ჩემი, ვიდრეღა კუალად განრყვნად ეკლესიათა ქრი
სტესთა და ოხრებად ქუეყანისა ამის“, - ბრძანა ნეტარმა და ეახლა ასიმს, რომელმაც ძალიან
გაიხარა, წინ მიეგება და შესაფერისი პატივით მიიღო. ის დღე ერთად დაჰყვეს. ასიმი მოიხიბ
ლა მეფის წესიერებითა და ზნეკეთილობით, შეაქო მისი პირმშვენიერება და მხცოვანება, უხვ
ად დაასაჩუქრა და დაასვენა. მხცოვანი მეფის შესახედაობას კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებ ას
მატებდა შინაგანი სულიერი სათნოება. ამ სიკეთის წინაშე თვით უღმრთონიც იდრეკენ ქედს
(დანიელ წინასწარმეტყველი ხომ ქალდაველთა შორის გაბრწყინდა). უღმრთო ასიმიც
პატივისცემით ეპყრობოდა წმინდა არჩილს, მისი სიკეთისა და დიდებულების გამო. უგუნ
ურს ეგონა, რომ ასეთი პატივითა და საბოძარის აღთქმით აცდუნებდა ქრისტეს ახოვან მხე
დარს, რომელიც თავისი ნებით იყო მისული, რათა წმინდა მსხვერპლად შეწირულიყო.

უსჯულომ რამდენიმე დღის შემდეგ მზაკვრული ალერსით შეაპარა ქრისტეს სჯულის დატ
ოვება და სარკინოზად მიქცევა. სანაცვლოდ აღუთქვა დიდი პატივი, ამსოფლიური სიკეთე და
სამშობლო ქვეყანაში ხელმწიფობა. ამის მოსმენაც კი გაუჭირდა წმინდა გვირგვინოსანს და
მტკიცედ უპასუხა: ნუ ირჯები უხვსიტყვაობით ჩემს საცდუნებლად, მძლავრო, როგორ
ვუღალატებ მაცხოვნებელ ქრისტე ღმერთს, რომელიც არის ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან
ჭეშმარიტისა, ძე დაუსაბამო მამისა და თანასწორი ყოვლად წმიდის სულისა, რომელიც ჩვე
ნთვის, კაცთათვის, გარდამოხდა ზეცით და ხორცი შეისხა ყოვლად უბიწო ქალწული მარია
მისაგან და ხორციელი სიკვდილი დაითმინა, დაეფლა და აღდგა ღვთაებრივი ძალით, ამაღ
ლდა ზეცად და მასთან ერთად ამაღლდა ჩვენი ბუნება, კვლავ მოვა ღვთივმშვენიერი დიდებ
ით, განსასჯელად ცოცხალთა და მკვდართა. შენ რომ დაგიჯერო, მალე თქვენსავით სიკვდი
ლით მოვკვდები და საუკუნო სატანჯველს მოვიპოვებ. და თუ მომკლავ მისი სახელისათვის,
მეც მისებრ აღვდგები, მასთან ერთად ვიდიდები და მასთან ერთად დავიმკვიდრებ საუკუნო
სასუფეველს. ამ მოკლე სიტყვით წმინდანმა ჩამოაყალიბა ჩვენი ცხოვრების საიდუმლო და
უფლის განკაცების განგებულება, რითაც დაადუმა ბილწი მთავარი და შეარცხვინა ბნელე თის
მთავარი-ეშმაკი; ხოლო ანგელოზებმა გაიხარეს, ესმათ რა ასეთი აღსარება და განადი დეს
მოწამის განმაძლიერებელი მაცხოვარი.

წმინდა მეფის შეურყეველი სიმტკიცე, უსჯულოს ძლიერ გაუკვირდა, სიმშვიდე რისხვით შე


ცვალა და ბრძანა მისი დილეგში ჩაგდება. რადგანაც ეგონა, წმინდანის შეურყეველი გონება
სატანჯველის შიშით მოიდრიკებოდა. წმინდა არჩილი კი თითქოს სასძლოს შესახვედრად
მიჰყავდათ, პირმხიარული მიემართებოდა საპყრობილისკენ. თან მადლობდა უფალს, რომ
ღირსი გახადა მეფეთა და მთავართა წინაშე ჭეშმარიტების აღიარებისა და ამ აღიარებისთვის
შეპყრობისა. გზად მიმავალი ფსალმუნს გალობდა: „აღგამაღლო შენ უფალო, რამეთუ შემივე
დრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა“. ბნელ დილეგში დამწყვდეულმა დაიწყო გუ
ლმხურვალე ლოცვა და უფალს ევედრებოდა, რათა ღირსი გამხდარიყო მოწამეთა შორის და
მკვიდრებისა, რომელთაც ქრისტესთვის თავის გაწირვით უკვდავება მოიპოვეს. ნეტარს ხელ
ებსა და ფეხებზე ორმაგი ჯაჭვი ედო და ნატრობდა მართალთა სიკვდილით აღსრულებას,
რადგან „ძალი მაღლისა ზეგარდამო“ იფარავდა და შეეწეოდა მკლავი უფლისა.

ბოროტ ჭიჭნაუმს კი უფრო მეტად უღვივდებოდა მისი სარკინოზად მიქცევის სურვილი. თან
არ ემეტებოდა სასიკვდილოდ, რადგან მოხიბლული იყო წმინდა მეფის პირმშვენიერებ ით,
ახოვანებითა და მხცოვანებით. ხორცთმოყვარე, უგუნურ პირუტყვთა მსგავსად, მხოლ ოდ
ხორციელ სილამაზეს ხედავდა და ვერ ამჩნევდა სანატრელის სულიერ მშვენიერებას, იმ
სიკეთეს, რომელზეც წინასწარმეტყველი ამბობდა: „უფალო, ეც სიკეთესა ჩემსა ძალი“. სწორ
ედ ამ სიკეთისთვის იღვწოდა ქრისტეს ახოვანი მხედარი, რათა უბიწოდ შეენახა უკვდავი სი
ძისთვის, რომ შემდეგ სასუფეველში მზესავით გამობრწყინებულიყო, ხოლო წარმავალი ცხო
ვრება, დიდება და ამქვეყნიური მეფობა მოეშორებინა, როგორც მტვერი და არაფრად ჩაეგდო

ამ დროს ასიმის წინაშე წარსდგა ერთი გარდაბნელი მთავარი, რომლის ბიძის მკვლელები არ
ჩილის პაპას, ადარნასე მეფეს, შეუწყალებია, რის გამოც შურისძიებით ალესილმა უკეთურმა
მოახსენა ჭიჭნაუმს: დიდო მთავარო, არ იცი, ვინ არის ეს არჩილი? იგი სტეფანოზ მეფის ძეა,
დიდი ვახტანგ მეფისა და მირიანის შთამომავალი; იგი თან ახლდა მამას, როდესაც სამეფოს
განძს მალავდა და ისიც ეცოდინება, სად არის დაფლული მეფე ჰერაკლეს განძი. ესმა რა ყო
ველივე ასიმს, მსწრაფლ გამოიხმო არჩილი საპყრობილიდან და პირფერობით მიმართა: თავ
დაპირველად შენი სიკეთისთვის გცემდი პატივს, რადგან ძალიან მშვენიერი აგებულების ხარ,
მაგრამ ახლა შევიტყვე, რომ დიდ ფარნავაზიანთა შთამომავალი ყოფილხარ და უფრო მეტად
განგადიდებ, თუ შეისმენ ჩემსას. ქართლის სამეფოსა და მამა-პაპათა საგანძურს შენ გიბოძებ,
ოღონდ მაჩვენე ჰერაკლე მეფის მიერ საქართველოში დაფლული განძი, მოიქეცი ჩემს
სჯულზე, სპასალარად დაგნიშნავ და ქართლის მეფედაც დაგამტკიცებ. დიდხანს ეპირ
ფერებოდა ჭიჭუმი წმინდანს და დიდ პატივსაც აღუთქვამდა, ოღონდ უარეყო ქრისტე. მაგრ ამ
წმინდა არჩილმა უპასუხა: ეს იცოდე, მძლავრო, რომ არ უარვყოფ ქრისტეს სახელს, არც
მარადიულ დიდებას გავყიდი წარმავალ დიდებაზე, არც ამ საწუთროზე გავცვლი საუკუნო
ცხოვრებას და ჟამიერ მეფობაზე - უჟამოდ ქრისტესთან ერთად სუფევას. საგანძურის შესახებ
კი არაფერი ვიცი, რადგანაც ყრმა ვიყავი, როცა ჰერაკლემ ჩვენი ქვეყანა განვლო, მამამ და ძმამ
ჩემმა მურვან-ყრუს შემოსევის დროს ის განძი იმ ციხეში გადამალეს, რომელიც ახლა ბე
რძენთა ხელშია. მაშინ ასიმმა ჰკითხა: შენ იქ იყავი, როცა სარკინოზნი აფხაზეთში დაეცნენ?
მეფემ უპასუხა - „მე ვიყავ მაშინ, რაჟამს დასცნა იგინი ღმერთმან“. განრისხებულმა ასიმმა
კვლავ ჰკითხა - „რომელმა ღმერთმან დასცნა სარკინოზნი?“. მეფე არჩილმა მტკიცედ უპასუ ხა:
ცხოველმა ღმერთმა, რომელიცაა ცათა და ქვეყნის შემომქმედი, რომელიც მოვიდა ზეციდ ან
ქვეყნად კაცთა ხსნისათვის და თვისი სიკვდილით მოკლა ჩვენი მკვლელი, ჩვენ კი უკვდა ვება
მოგვანიჭა, სწორედ მან, ძლიერმა და ყოვლის შემძლემ, დასცა და შემუსრა ისინი.

საშინელი გულისწყრომით აღივსო უსჯულო, დაივიწყა თავდაპირველი სიმშვიდე, პირფერო


ბა და განრისხებულმა, ბოროტებით სახეარეულმა მიმართა წმინდანს: რადგანაც არ გსურს სი
ცოცხლე და მოკვდავის მიმართ გაქვს სასოება, ღირსი ხარ მოკვდე ბოროტად. წმინდა არჩი ლი
კი სიხარულით აღივსო და ხმამაღლა მიმართა: სჯობს ჩემი სიკვდილი ჩვენთვის მომკვდ არი
მეუფისთვის, რათა მასთან ერთად ვსუფევდე“. მაშინ უსჯულომ მისთვის თავის მოკვე თა
ბრძანა. აღარ მოერიდა არც მის სიკეთესა და აღარც მისი დიდებულებისა შერცხვა. გარეთ
გაიყვანეს ქრისტეს ტარიგი, თავისი ნებით მისული შესაწირავი უფლისა, სურნელოვან სულ
ად რომ შეწირულიყო ზეციურ საკურთხეველზე. წმინდა არჩილი ისე პირმხიარული გამოვი
და, თითქოს სასძლოსთან შესახვედრად მიდიოდა და არა სიკვდილთან, ხოლო სახე ანგელო
ზივით უბრწყინავდა. ნეტარმა მცირე დრო მოითხოვა სალოცავად. მოიდრიკა მუხლი, ხელე ბი
ზეცას აღაპყრო და მადლობა შესწირა უფალს, ასეთი პატივის ღირსი რომ გახადა; შეავედ რა
ეკლესიათა დაცვა და ქრისტიანთა გაძლიერება ქართლში. ილოცა მეუღლისა და შვილები
სათვის, მტკიცედ რომ დაეცვათ თავიანთი სჯული. „უფალო ღმერთო, რომელნი ახსენებდნ ენ
ღუაწლთა ჩემთა და სახელთა ჩემ ცოდვილისა მონისა შენისათა გევედრებიან, აღუსრულე
ყოველი კეთილი თხოვაი მათი და აღავსენ იგინი უხუებითა კეთილთა ნიჭთა შენთაითა“, -
დასძინა ბოლოს, - უფალო ღმერთო, ვინც ახსენებს ჩემს ღვაწლსა და შენი უღირსი მონის სა
ხელით შემოგვედრებს, აუსრულე ყოველი კეთილი თხოვნა მათი და უხვად აავსე ისინი შენი
სიკეთით. როცა დაასრულა ლოცვა, წამოდგა ფეხზე, მოიხარა ქედი და შეჰვედრა სული
უფალს. მტარვალებმა მახვილი მოუქნიეს და ღმრთივგანბრძნობილი თავი მოჰკვეთეს. ეს მო
ხდა 718 წლის 20 მარტს.

მისი სული აღვიდა ზეცაში, სადაც ბრწყინავს თვალშეუდგამი ნათელი და უხორცოთა მხედ
რობა დაუცხრომელად ღაღადებს სამგზის წმიდა გალობას, სადაც გამოუთქმელი სიხარულია
და დაუსრულებელი შვება, სადაც სუფევს წმინდა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა გუნ
დი, სადაც ბრწყინავენ წმინდა მოწამენი; შეუერთდა მათ და მიუწვდომელი სიტკბოებით აღი
ვსო, რადგან ხედავს ქრისტეს უსაზღვრო მშვენიერებას და მას შემდეგ ჩვენი შემწე და მეოხი
გახდა უფლის წინაშე.

ღამით მოვიდნენ „გოდერძიანნი ტბელნი და მათთანა სხუანიცა აზნაურნი“, ფარულად წამოა


ბრძანეს ქართლში წმინდანის გვამი და დიდი პატივით დაკრძალეს სოფელ ნოტკორას (ნოდ
ოკრას) მის მიერვე აგებულ ტაძარში.

VIII ს-ის 40-იან წლებში არაბთა ხალიფატში იწყება დიდი შინაგანი არეულობა. 744 წელს
ამირა მურვანი (მურვან-ყრუ) კავკასიიდან სირიაში მიდის და ბრძოლების შემდეგ იჭერს
ხალიფის ტახტს, მაგრამ არეულობა ამით არ დასრულებულა და მურვანი, უკანასკნელი
ხალიფა ომაიანთა დინასტიისა, 750 წ. იანვარში, მდინარე ზაბზე აბასიანებთან ბრძოლაში
დამარცხდა და ეგვიპტეში გაიქცა, სადაც იმავე წლის აგვისტოში მოკლეს.

VIII ს-ის II-ე ნახევარში ხალიფატში განმტკიცდა აბასიდების ახალი დინასტია და კავკასიაშიც
არაბობამ მოიცა ძალა. 60-იანი წლებიდან კი საქართველოში კვლავ არაბები გაბატონდნენ, ახ
ლა უკვე ხანგრძლივი დროით, ვიდრე დავით აღმაშენებელმა არ ალაგმა მათი თარეში.

წმინდა არჩილის უმცროსი ძე - იოანე დედასთან და ორ დასთან ერთად ეგრისში გადავიდა,


ხოლო ჯუანშერი ორ დასთან ერთად ქართლ-კახეთში დარჩა. ხაზართა მეფეს ესმა წმინდა
არჩილის უმცროსი ქალიშვილის სილამაზე და ცოლად მოითხოვა, თან არაბებთან ბრძოლა ში
შეწევნას შეჰპირდა, მაგრამ კეთილმსახურმა ძმებმა დის წარმართისათვის მითხოვება არ
ინებეს. მაშინ განრისხებულმა მეფემ თავისი მხედარმთავარი წარმოავლინა ურიცხვი ლაშქ
რით. მათ გამოიარეს ლეკეთის გზა, და მოადგნენ იმ ციხეს, სადაც ჯუანშერი იყო გამაგრებუ
ლი. მცირე ხანში სძლიეს, გამოიყვანეს ციხეში მყოფნი და თბილისი საფუძვლითურთ შემუ
სრეს. შემდგომ დარუბანდის გზით გაბრუნდნენ უკან და თან შუშანა და ჯუანშერიც წაიყვა
ნეს. „არამედ შუშან აღირჩია სიკუდილი, ვიდრეღა შეიგინოს წარმართისაგან; აქუნდა სამსა ლა
(საწამლავი) ბეჭედსა; მოსწოვა და მოკუდა“. მხედარმთავარმა თან წაიღო შუშანას გვამი და
ჯუანშერიც თან წაიყვანა, მაგრამ ხაზართა მეფე განურისხდა სარდალს და გაუფრთხილე
ბლობისათვის სიკვდილით დასაჯა. ჯუანშერი კი შვიდი წელი იმყოფებოდა ხაზართა მეფის
კარზე, რის შემდეგაც დაჯილდოებული ქართლს გამოუშვეს.

საქართველოში არაბთა ლაშქრობათა შედეგად კიდევ უფრო დასუსტდა ფარნავაზიანთა ერთ


დროს სახელოვანი დინასტია, მაგრამ ძველი სამეფო დინასტიის გაქრობის კვალდაკვალ ყურ
ადღების ცენტრში მოექცა კლარჯეთის მპყრობელ ბაგრატიონთა სახლი, რომელსაც ჩუენი მე
მატიანეები და გრიგოლ ხანძთელიც დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებს უწოდებდნ
ენ. ამავე დროს ჯუანშერმა ცოლად შეირთო ადარნასე ბაგრატიონის ქალიშვილი ლატავრა
(წმინდა მეფის - აშოტ კურაპალატის და). რითაც ბაგრატიონთა სამეფო სახლმა, ძველი სამე ფო
დინასტიისგან მიიღო სამეფო უფლება.

ქართულმა ეკლესიამ წმინდა არჩილის მოსახსენებელ დღედ 21 ივნისი (ახ. 4 ივლისი) დაად
გინა. იმ დღეს მასთან ერთად მოიხსენება წმინდა მოწამე მეფე ლუარსაბი. ჩვენი წინაპრები
ლუარსაბის ხსენებას 20 მარტს (ძვ. სტ.) აღასრულებდნენ, მაგრამ XVIII ს-ში საქართველოს კა
თალიკოს პატრიარქმა ანტონ I მისი მოხსენიება წმინდა არჩილის მოხსენიების დღეს დაადგი
ნა და სადღესასწაულო წეს-განგებაც ერთი განუჩინა. წმინდა მეფენი არჩილი და ლუარსაბი არ
იყვნენ ერთმანეთის თანამედროვენი. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ლუარსაბს ათასი წელი
აშორებს წმინდა არჩილისაგან და მათი წამების ადგილიც სხვადასხვაა, მათ ერთი წმინდა
განზრახვა ამოქმედებდათ - თავისი ეკლესიისა და მამულის გადარჩენა. მეფეთა
თავგანწირული მოქმედების შედეგად მრავალი ქრისტიანი გადარჩა, ხოლო მათმა თავდა
დებამ განსაცდელისაგან დაიფარა ჩვენი ეკლესია. ეს რომ ასე არ მომხდარიყო, სრულიად
აღიხოცებოდა ქართლ-კახეთში ქრისტეანობა.

„ხსოვნა, დაფასება და პატივისცემა ამგვარი სულიერი გმირებისა ამხნევებს, აღვიძებს, ალმო


ბიერებს, აკეთილებს და ზნეობრივი სიმამაცით ჰმოსავს შთამომავლობას, ჩვენ კი... თუმც
ხშირად ვარქმევთ ჩვენს შვილებს სახელად არჩილსა და ლუარსაბს, არ ვიცით ამ სახელების
წმინდანების ცხოვრება და ღვაწლი, არ გვახსოვს მათი ხსენების დღე და არაფრით არ გამოვ
თქვამთ მათდამი პატივისცემას. წმინდა ლუარსაბის წმინდა ძვლები დღესაც სპარსეთში არიან
და წმინდა არჩილის საფლავი კი ერწოელ ფშაველსა და ხევსურს თუ უნახავს, თორემ სხვას
არავის.

დროა თვალები გავახილოთ, დროა შევიგნოთ ჩუენი მოვალეობა!

ივერიის ეკლესიის ბრწყინვალენო სვეტნო, გვირგვინოსანნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ!


ვხედავთ და ვგრძნობთ ჩვენს დანაშაულსა და პირშაობას თქვენს წინაშე, გვესმის ჩვენი
გარეწრობა და დაუდევრობა თქვენი ხსოვნისადმი, გარნა ნუ მოგვიძულებთ სრულიად თქვენს
ესოდენ უძრებ, უმადურ და უღირს სულიერ შვილებს, შეგვავედრეთ მამობრივი
გულსმოდგინებიოთ თქვენს სასოს - ყოვლად-წმინდა ღმრთისმშობელს, რომ გაგვიღვივოს
გულში თქვენებრ მძლავრი ალი ქრისტეს სარწმუნოების სიყვარულისა! ამინ“. კათალიკოს
პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე).

ლოვარდ ტუხაშვილი

ქართული დიპლომატიის ძირითადი პრობლემები XI-XII


საუკუნეებში. და მათი გადაჭრის მეთოდები (8)
,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე


წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მი
მართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმო
დგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში
შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლო
გიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეი
ცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-
გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.
მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზო
გადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ კლასობრივი საზოგადოების ძირითადი პროდუქტი - სახე


ლმწიფო, ექსპლოატატორი კლასების პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენს. აქედან გამო
მდინარე, ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ყველა ინსტიტუტი მიმართულია ერთი მიზნისაკ ენ
- უზრუნველყოს საზოგადოების გაბატონებული ნაწილის ბატონობა მწარმოებელი მასებ ის
ფართო ფენებზე, რაც სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქციაა. ეს თვალსაჩინოდ ვლინდება
სოციალური თვალსაზრისით გარეგნულად ისეთ თითქოსდა ნეიტრალურ ქმედებაში (სოც.
აზრით), როგორიცაა საგარეო პოლიტიკა. მაგრამ ეს უკანასკნელი, პირველ რიგში, გამომდი
ნარეობს სახელმწიფოს II ფუნქციიდან, კოლექტიური თავდაცვის ფუნქციიდან, რომელიც
ხშირად ზეკლასობრივ ხასიათს იძენს. ამის მიხედვით მიზანსწრაფული დიპლომატიური
ქმედებაც პარალელურად ასრულებს სახალხო- საყოველთაო პროგრესულ როლსაც და ერთ
დროულად კლასობრივი ჩარჩოებით შეზღუდულ რეაქციასაც ავლენს.

ჩვენს სინამდვილეში, X-XI სს-დან, აშკარად გამოიკვეთა ორი დიპლომატიური მიმართულე ბა:
I - ბაგრატიონთა სახლის მიერ ფეოდალური საქართველოს გეგმაზომიერი ათვისება და II -
გაერთიანებული - სახელმწიფოებრივი ორგანიზმის ჩამოყალიბება. სრულიად ბუნებრივია,
ორივე პროცესს ახასიათებდა ეპოქის შესაფერისი ქმედებანი: სისასტიკე, დაუნდობლობა, და
ჟინება და ა.შ. მკვეთრად იყო გამოხატული შუა საუკუნეების ფეოდალიზმის წამყვანი არგუ
მენტი - ძლიერის უფლება.

ბაგრატიონთა სახლი, ისწრაფვოდა რა სწრაფად დაუფლებოდა საქართველოს (სომხეთთან


ერთად), ობიექტურად ხელს უწყობდა პროგრესულ საქმეს, ქართული მიწების შემოკრებას
ერთი სკიპტრის ქვეშ, ეროვნული სახელმწიფოებრიობის აშენებას. ამ რთულ, სისხლისმღვ
რელ ბრძოლაში (როგორც გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით) ქართული სახელმწიფოს პირველი
მაშენებელნი არ ერიდებოდნენ არავითარ საშუალებას. აქაც ფართოდ დაინერგა საერთაშო
რისო ურთიერთობაში საკმაოდ კარგად ცნობილი ისეთი მეთოდები, როგორიც იყო მოსყიდ ვა,
ღალატი, ,,შპიონაჟი“, ფიცის გატეხვა და ა.შ. სამფლობელოების გაფართოების ერთ-ერთი
მიღებული გზა გახდა მიტაცების პოლიტიკა, რომლის მსახურად იქცა მოტყუების დიპლომა
ტია. ამ ეპოქაში (ბაგრატიონთა სახლის განმტკიცების ხანა) ჯერ კიდევ არ იყო გამიჯნული
მეფისა და სახელმწიფოს ინტერესები. ევროპაში მოარულ წესად დამკვიდრებულ ფორმულას
,,Qui nescit, dissimulare, nescit regnare“ (,,მოტყუება მოტყუების სანაცვლოდ”) საკმაოდ ნოყიე
რი ნიადაგი აღმოაჩნდა. ამ ფორმულას შესანიშნავად მიესადაგა ადგილობრივი
პრინციპი: ,,შენდებოდეს - შეეწიე, ინგრეოდეს - შეესიე“. რასაკვირველია, ზოგჯერ
დიპლომატიურ ურთ იერთობებში იჩენდა თავს კეთილსინდისიერებისკენ სწრაფვა (ევროპაში
ასეთი სწრაფვა შეინ იშნება რენესანსის ეპოქიდან - მე-15 საუკუნიდან). რაც უფრო უჭირდა
ფეოდალურ საქართვე ლოს, უფრო კეთილშობილური ხდებოდა მისი დიპლომატიური
მანერები, რაც უფრო ძლიე რდებოდა, უფრო ,,თავხედდებოდა“. მაგრამ მოქმედების
გარეგნული ფორმა როდი სცვლიდა შინაარსს, ყველაზე ,,კეთილშობილური“ ფეოდალიზმის
დროს დიპლომატიური ტაქტიკა ფა ქტობრივ წარმოადგენდა ყველაზე დახვეწილ მანევრს,
რომლის მიღმა იმალებოდა მოტყუებ ის, გასაიდუმლოების მეთოდები.

ფეოდალური ურთიერთობის დროს პიროვნული მოღვაწეობაც და რომელიმე ისტორიული


მოვლენის შეფასების ხარისხიც გაიზომებოდა შედეგით (ეს მოვლენა უფრო გამძაფრდა კაპი
ტალიზმის I ეტაპზე). ყველაზე ,,სამართლიანი“ ის მეთოდი იყო, რომელიც აღწევდა წარმატე
ბას, გამარჯვების შემთხვევაში არავითარი როლი არ ენიჭებოდა მისი მიღწევის საშუალებებს
ფორმულა ,,მიზანი ამართლებს საშუალებას“, არასწორად მიეწერებათ მაკიაველს და რიშელ
იეს. ეს იყო ცხოვრებით შემოწმებული და დადასტურებული საყოველთაო ,,ჭეშმარიტება“.
ჩვენში ასეთი პრინციპის ერთგულნი იყვნენ ისეთი პროგრესისტი მეფეები, როგორებიც არი ან
ბაგრატ III და დავით აღმაშენებელი. ესაა ოღონდ, ამ უკანასკნელს დიდხანს სტანჯავდა
მონანიების გრძნობა (,,გალობანი სინანულისანის“ გოდება ,,საწოლსა თვისსა მძლავრების“
გამო). ამ მონანიებაში მოჩანდა გაორება მეფე-პოლიტიკოსსა და მეფე-რაინდს შორის. ამ გა
ორებაში პოლიტიკოსმა სძლია რაინდს, რაც ვერ მოახერხეს მისმა რომანტიკულმა შთამომავ
ლებმა (თამარში მეფეს აჯობა ,,დედობრივმა სათნო საწყისმა“ და ,,კეთილმა გენიამ“, ლაშა-
გიორგიში მეფე დაჩრდილა ადამიანურმა მისწრაფებამ თავისუფლებასა და მშვენიერებისა
კენ).

ქართულ დიპლომატიაში შეინიშნება ისეთი იდეებიც (,,პოლიტიკაში ყოველთვის უნდა ილა


პარაკო სიმართლე“, ,,არ უნდა მოიტყუო“ და ა.შ.). რომლებიც მოგვიანებით ფილოსოფიური
ტრაქტატის სახით ჩამოაყალიბა უილიამ ტამპლიმ (1622-1700 წწ.), მაგრამ ასეთი კეთილშობ
ილური იდეების გვერდით საქართველოში უკვე შესანიშნავად იცოდნენ, რომ ურთიერთობ ის
ძირითადი პრინციპია შემდეგი: ,,ერთი სახელმწიფოს მოგება, ნიშნავს მეორე სახელმწიფო
სათვის წაგებას“ (ამ პრინციპის შესახებ იხ. Маркс К. и Энгельс Ф. С. 2-ое изд. т. 17, стр. 278).
იცოდნენ ისიც, რომ ეს პრინციპი იმთავითვე გამორიცხავდა კომპრომისს.

შევეხოთ უფრო დაწვრილებით ქართული დიპლომატიის აქტიურ პრობლემებს და მათი გან


ხორციელების მეთოდებს განვითარების სხვადასხვა ეტაპების მიხედვით.

საქართველის I გამაერთიანებელი მეფის ბაგრატ III-ის მმართველობის დროიდან (X ს. ბოლო -


XI ს-ის დასაწყისი), გამოიკვეთა ქართული დიპლომატიის ერთი ძირითადი პრობლემა - საქ
ართველოს გაერთიანება. ამ დიდი პრობლემის გადაჭრის გზაზე ბაგრატ III დაუპირისპირდა
სომეხ ბაგრატიონთა, კახეთის, თბილისის საამიროსა და ბიზანტიის ჰეგემონისტურ პრეტენ
ზიებს. აქედან XI ს-ის I მესამედში უმთავრეს საკითხად იქცა ,,ტაოს მემკვიდრეობის“ გადაჭ რა.
რატომ არ გააგრძელა გიორგი I-მა მამისეული პოლიტიკა, რატომ დათმო შედარებით უმ
ტკივნეულოდ კახეთი, ქვემო ქართლი და წამოიწყო ბიზანტიასთან ხანგრძლივი
ბრძოლები ,,დავით კურაპალატის სამფლობელოებისათვის“? .. იმიტომ, რომ ,,ზემო (შიდა
ქართლი, ტაო-კლარჯეთი) და ქვემო ქვეყნების (,,აფხაზეთი“) გაერთიანების გარეშე
შეუძლებელი იყო საქართველოს გაერთიანებაც. ტაო-კლარჯეთი, ქართული ფეოდალური
კულტურის აკვანი, ,,ქართველობის“ უმთავრესი მკვებავი წყარო, აუცილებელი იყო ეროვნულ-
სომხური და ერო ვნულ-ბერძნული სახელმწიფოებრიობისადმი ეროვნულ-ქართული
სახელმწიფოებრიობის დაპირისპირების დროს. ,,ტაოს მემკვიდრეობისათვის“ ბრძოლაში
გამოიკვეთა ქართული დი პლომატიის პირველი ტაქტიკურ-პოლიტიკური ხერხები და
მეთოდები; მოწინააღმდეგე ძალ ების გათიშვა, წონასწორობა მეზობლებთან, მოკავშირის
ამორჩევის კრიტერიუმი. სწორედ ამ პერიოდში იქნა გადალახული ურთიერთობის ისეთი
შეზღუდული კრიტერიუმები, როგორი ცაა კონფესიონალურ-ტექნიკური მომენტები...
(გიორგი I მართლმადიდებლურ ბიზანტიასთ ან ბრძოლაში ხშირად ,,ეძმობა“ მონოფიზიტურ
და მაჰმადიანურ ერთეულებს. პოლიტიკური მომენტები უკვე ამაღლებულია რელიგიურ-
კონფესიურ ინტერესებზე). გიორგი I-ის დროს დამუშავდა ე. წ. ძალის დემონსტრაციის
მეთოდიც. ბასილ II ,,ბულგართმჟლეტის“ მორიგი შემოტევის დროს გიორგი I-მა გააგზავნა
ბასიანს ზვიად სპასალარი, თვითონ უკუმიჰყვა უზარმაზარი ლაშქრით: ,,უკეთუ ინებოს ზავი
ბასილი მეფემან, იქმნეს ესრეთ და უკეთუ ინებოს ომი, განვემზედინებ მისთვის ცა“...
მოლაპარაკება ომისათვის მზადყოფნის აშკარა ჩვენებით, არის მოხერხებული
დიპლომატიური სვლა.

X-XI სს-ში საქართველოში შემუშავდა ტოლერანტიზმის თავისებური ფორმა. ქართული


რჯულშემწყნარებლობა ჯერ კიდევ ელის ისტორიკოსის ხელს, მისი არსი საკმაოდ გამორკვე
ული არაა. მკვლევართა ერთი ნაწილი (ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, შ. მესხია, ნ. ლო
რთქიფანიძე, გ. მელიქიშვილი და ა.შ.). აღნიშნავენ მხოლოდ ასეთი რელიგიური პოლიტიკის
არსებობის ფაქტს. არის მისი ახსნის ცდები ადგილობრივი სპეციფიკით (ივ. ჯავახიშვილი),
სოციალ-ეკონომიკური სტრუქტურით (შ. მესხია), სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაქვემდება
რებით (ბ. ლომინაძე). არც ტოლერანტიზმი, არც მისი გამოვლენის მიზეზები და მით უმეტ ეს,
არც ამ ფაქტის უარყოფის მტკიცება (ჯ. სტეფნაძე) არაა დასრულებული. ჩვენ ეს მოვლენა ასე
წარმოგვიდგება:ტოლერანტობა ტაქტიკური ნაბიჯია შიდა და საგარეო ფაქტორებით შემა
გრებული. ზოგადი ტოლერანტიზმის პრინციპია: ,,კომპრომისი ძირითადად იუდაიზმთან და
მაჰმადიანობასთან უმთავრესად ეკონომიკური და მორალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორე ბით
შემაგრებული. პარალელურად საქართველოს აღებული ჰქონდა აქცენტი ქრისტიანიზმ ზე:
ზოგადად ქრისტიანობა მაჰმადიანობასთან მიმართებაში, დიოფიზიტიზმი მონოფიზიტ
ობასთან დაპირისპირებაში, ქართული დიოფიზიტიზმი ბერძნულ დიოფიზიტიზმთან ბრძო
ლაში.ასეთ ტაქტიკურ დიპლომატიას საბოლოო შედეგად უნდა მოჰყოლოდა
პერსპექტივაში ,,გაქართველება“. ამ დიდ პროცესში ქართულ მართმადიდებლობას საბოლოო
მომენტის (პროცესის) დასრულების ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული, ყურადღება
გადატანილი იყო ,,კულტურაზე“, (ნ. ბერძენიშვილის თვალსაზრისი), კულტურულ ერთობას
უნდა დაეძლია კონფესიონალური და ეთნიკურენობრივი ზღუდეები. სწორედ ამ მიზანს
ემსახურებოდა მთელი ფეოდალური იდეოლოგია, ასე აქტიურად რომ ქადაგებდა საერთო
კავკასიურ ერთი ანობას (ლეონტი მროველის კონცეფცია).

XI საუკუნის 70-იან წლებში დასრულდა ბიზანტია-საქართველოს ბრძოლა ,,დავით კურაპა


ლატის მემკვიდრეობისათვის“. ამ საკითხს შევეხეთ ზევით და აქ აღარ გავიმეორებთ. აღვნიშ
ნავთ მხოლოდ: ბიზანტიის დათმობა გრიგოლ ბაკურიანის ,,ძღვენი“ იყო, კონსტანტინეპოლ-
ქუთაისის დიპლომატიური გარიგება, თურქთა მძლავრობის წინააღმდეგ მიმართული. ამ პე
რიოდში მოხდა საინტერესო მოვლენა. მთელი XI ს. საქართველო ცდილობდა დაუფლებოდა
თბილისის საამიროს, აღედგინა ბაგრატ III-ის ,,სამფლობელო“ (ლორტაშირი, ბარდავი - რანი,
კახეთი, ჰერეთი). მიზანი სრულიად ნათელი იყო და მისი განხორციელების მეთოდებიც ჩამ
ოკვეთილი (მოწინააღმდეგეთა ურთიერთდაპირისპირება, ამ დაპირისპირებიდან გამომდინა
რე წონასწორობა, მომენტის შერჩევა, დროებითი კომპრომისები და ა. შ.). თურქთა შემოსევებ
მა ყველა ეს პრობლემა ერთ ხაზში მოაქცია, - ყველაფერი გადაენასკვა ძირითად პრობლემას -
თურქთა განდევნას. მანიზკერტის ბრძოლის შემდეგ ბიზანტია გავიდა ასპარეზიდან და საქა
რთველოს იდეური მოკავშირე გახდა (სხვათა შორის, ამ იდეურ კავშირსაც დიდი მნიშვნელო
ბა ჰქონდა: ქართველ მეამბოხეთა სამჭედლო ბიზანტია, XI ს-ის 80-იანი წლებიდან არასასურ
ველი ელემენტების ექსორიის ყველაზე საიმედო ადგილი გახდა!) ახალ სიტუაციას ქართუ ლი
დიპლომატია მოუმზადებელი შეხვდა. დასაწყისში დაიბნა კიდეც (ბაგრატ IV, გიორგი II).

XI ს. 60-80-იანი წლების პასიური დიპლომატიის, იძულებითი თავდაცვის, მოგერიების, სტი


ქიური წინააღმდეგობის გაწევის და ა.შ.) პერიოდია. პარადოქსალურია, რომ 2 ერთმანეთის
დაუძინებელი მტერი - ბიზანტია და სელჩუკები თანაბრად აოხრებდნენ საქართველოს. არ
მოიძებნა ამ ორი ვეშაპის ურთდაპირისპირებაზე აგებული წონასწორობის მოდუსი. დადგა
დრო, როდესაც საქართველოს აღარ შეეძლო ნეიტრალიტეტიც კი! (ე. ი. დიპლომატია უდრ ის
ნოლს!). იწყება იძულებითი საგარეო პოლიტიკა (მოგერიებითი, სტიქიურად თავდაცვი თი).
პასიურობა განპირობებულია თურქ-სელჩუკთა შეტევების ინტენსიურობით, მათი ბრძოლის
მომთაბარული წესით... ქართული დიპლომატია დაბნეულობიდან გამოიყვანა ბი ზანტიამ,
რომელმაც მიატოვა აღმოსავლეთი და ,,ვაკუუმის შევსება“ შესთავაზა საქართველ ოს. ახალ
სიტუაციაში ამ უკანასკნელს უნდა ეკისრა კავკასიის ძალთა გაერთიანება მთელი კავკასიის
მასშტაბით. მაგრამ ,,რამეთუ არა სადაო იყო ღონე ხსნისა და შეწევნისა, არცა და მხსნელი ამათ
თურქთა, რომელი მოეცა პირი ქვეყნისა, რამეთუ ძალი ბერძენთაცა შემცირებ ული იყო, და
რომელი ქვეყანანი მათ აღმოსავლეთის ჰქონდეს ზღვას გარეთ, ყოველი თურქ თა დაეპყრა...
(დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა“ გვ. 321). რა
შეიძლებოდა ასეთ პირობებში აღმოჩენილიყო ყველაზე ეფექტური? საჭირო გახდა საპატიო
კომპრომისი, დროებითი უკანდახევა. ანალოგიური სიტუაციებისათვის საქართვე ლოში
შემუშავებული იყო მეტად სარისკო, გაბედული ნაბიჯი - მეფის შეწირვა - ქართული
დიპლომატიის ,,ვაბანკი“,შეძლებისდაგვარად: - ყველაფერი ან არაფერი. ამას ეწოდებოდა
,,თუისა სულისა და სისხლის დადება“. გიორგი II-მ თავისი მამის ბაგრატ IV-ის მაგალითს
მიბაძა და ,,დასდვა სული თავისი და სისხლნი ქრისტიანეთა ხსნისათვის“ გვ. 321). რასაკვირ
ველია, ,,მეფის შეწირვა“ არ ხდებოდა სამზადისის გარეშე. საქართველოს ისტორიაში
ასეთი ,,თვითშეწირვის“ ხშირი მაგალითი გვაქვს (ბაგრატ IV ბიზანტიაში და ისპაჰანში,
გიორგი II ისპაჰანში, დავით ულუ და დავით ნარინი ყარა-ყორუმში და ა. შ. დაახლოებით 12-
13 შემთ ხვევაა). ასეთ ნაბიჯს ყოველთვის წინ უსწრებდა წინასწარი დაზვერვა, გათვლა,
აღმოსავლ ურ ჩვეულებათა გათვალისწინება (მაგ. მონგოლთა გულუბრყვილობა და
პირველყოფილი რაინდობა, ბერძენთა ვერცხლის მოყვარეობა და სხვ.). ცოტნე დადიანის
გმირობა თავგანწირ ვაში არ მდგომარეობს, არამედ გმირულია მის მიერ მონგოლ ნოინთა
ფსიქოლოგიის ანალიზ იდან გამომდინარე წინასწარი გამოცნობა წარმატებული
შედეგისა! ,,სულისა და სისხლის დამდებს“ თან მიჰქონდა შეთანხმების მისაღები პირობები.
ასეთი გათვლა მხოლოდ სამ შე მთხვევაში არ ამართლებდა: 1. პირადი ანტიპათია (იშვიათად!)
2. საერთაშორისო სიტუაცია. 3. ,,სულის დამდების“ რეალური ძალის უქონლობა საკუთარ
ქვეყანაში.

მაგრამ თუ წინასწარ არ იყო შემზადებული შეთანხმების ცოტად თუ ბევრად მისაღები პირო


ბები, მაშინ ,,თვითშეწირვას“ ეკარგებოდა პოლიტიკური აზრი და მორალურ-ფსიქოლოგიურ
სფეროში გადადიოდა. მეფის ,,თვით შეწირვის“ მეთოდი ქართული დიპლომატიის ერთ-ერ თი
გავრცელებული კოზირი იყო იძულებითი პასიურობისა და უმწეობის პირობებში (ამ მე თოდს
განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა XIII ს-იდან).

დავით აღმაშენებლის ეპოქაში სახელმწიფოს წინაშე დადგა სამი გრანდიოზული ამოცანა: 1.


გათავისუფლება. 2.
გაერთიანება.
3. საერთო-კავკასიური პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა...

ამ ამოცანათა გადაჭრა მოითხოვდა ინტენსიურ ბრძოლას საშინაო რეაქციასთან, თურქთა ურ


დოების განთესვას, თბილისის შემოერთებას, კახეთ-ჰერეთის სეპარატიზმის ლიკვიდაციას,
ლორე-ტაშირის ქართულ სახელმწიფოებრივ ორგანიზმში დაბრუნებას, ანისის დაპყრობას,
ამიერკავკასიაზე გამავალ სავაჭრო-მაგისტრალების დაკავებას, ჩრდ. კავკასიის ტრაქტებზე
(დარიალი, დარუბანდი) კონტროლის დაწესებას, ჩრდ. კავკასიის მთიელთა მიმხრობას...

დავით აღმაშენებელმა (და მისმა თანამდგომმა სასულიერო ფილოსოფიურმა ორდენმა გიორ


გი მონაზონის - მწიგნობართუხუცესის მეთაურობით) ძირითადად გადაჭრა უმწვავეს პრობ
ლემათა ფართო კომპლექსი... დიდი წარმატების საფუძველი გახდა მაშინდელი საქართველ ოს
მმართველი წრეების ორგანიზაციული უნარი, მეფის სამხედრო გენია, სწორი მიზანსწრა ფვა
და რაც ამჯერად საინტერესოა ჩვენთვის, მოქნილი დიპლომატია.

ამ ეტაპზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიპლომატიური მიმართულების წინასწარი განსაზღვრ


ის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი - საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინება - აქტიური
საგარეო პოლიტიკის გატარების დამთხვევა დიდ პოლიტიკურ აქტებთან მსოფლიო მასშტაბ
ით. ეს მეთოდი ქართულ დიპლომატიაში დამკვიდრდა ,,აფხაზთა სამეფოს“ წარმოქმნის მო
მენტში, შემდეგში გვხვდებოდა არაინტენსიური სახით, დაიხვეწა და დასრულდა XI-XII ს-თა
მიჯნიდან და მთლიანად იქნა დავიწყებული რუსუდანის მეფობაში. ასეთი მეთოდის
დანერგვა პრაქტიკულად დაკავშირებულია რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან:

1. სახელმწიფოს მობილურობასთან სამხედრო თვალსაზრისით, (მხოლოდ ორგანიზებულ


პოლიტიკურ ერთეულს შეუძლია სწრაფი და დროული რეაგირება ხელსაყრელ საერთაშო
რისო სიტუაციებზე).

2. დიდი საერთაშორისი აქტების სწორ შეფასებას, მისი პერსპექტივის განსაზღვრას, მოკავში


რის სწორ შერჩევას (დავით კურაპალატის არასწორმა არჩევანმა შექმნა მისი ცნობილი ,,ანდე
რძი“, რასაც ბიზანტია-საქართველოს ხანგრძლივი ანტაგონიზმი მოჰყვა).

3. უმაღლეს დონეზე აყვანილ დაზვერვას.

დავით აღმაშენებელმა შექმნა სახელმწიფო, რომელიც პასუხობდა ყველა ამ წინაპირობას.


ჯვაროსანთა ლაშქრობების დაწყების, სელჩუკთა იმპერიის შედარებითი დაცემის, ბიზანტი ის
იმპერიის საერთო სისუსტის დროს, საქართველოს შეტევა უაღრესად გათვლილი, დროუ ლი
და აქედან გამომდინარე პერსპექტიული იყო. მეფე დავითი შესანიშნავი დიპლომატი აღ
მოჩნდა. არასტაბილურ თურქებთან ინტენსიური ბრძოლების პირობებში იგი ეძებდა მოკავ
შირეს (დინასტიური ქორწინებით, ინტერესთა დამთხვევით), მიმართავდა მოწინააღმდეგე თა
ურთიერთაპირისპირების ტაქტიკას, ძალის დემონსტრაციას, დემაგოგიამდე აყვანილ
რჯულთშემწყნარებლობას (თბილისელი ,,სპარსნი“, მონოფიზიტი სომხები, წარმართი ყივ
ჩაღები).

ამ პერიოდში აშკარად გამოიკვეთა აქცენტი ჯვაროსნებზე, საერთო კავკასიურ ერთობაზე,


სწორედ ამიტომ მიიღო მისმა მოღვაწეობამ საერთაშორისო რეზონანსი. დიდგორი - მაჰმა
დიანური აღმოსავლეთის რეაქციის გამოვლენაც იყო და ამ გამოვლენის კრახიც!

დავითის დიპლომატია ომისათვის მზადების დიპლომატიას წარმოადგენდა. ამ პრაქტიკამ


საქართველოში განავითარა მოვლენა, რამაც მოგვიანებით (გიორგი III-ის დროს) რიგი სიძნე
ლეები შექმნა. ეს მოვლენა იყო - ხალხისა და რწმენის სახელით წარმოებული მუდმივი ომი.
მუდმივი საომარი მოქმედება დავით აღმაშენებელსა და მის მემკვიდრეებს ეხმარებოდა ქარ
თული ერთობის (ჯერ ,,წმინდა ქართული“, შემდეგ კი საერთო-კავკასიური მასშტაბით ,,ქარ
თული“) შექმნაში. საერთოდ, ფეოდალიზმის ეპოქისათვის ომები აუცილებელი იყო... ბაგრა
ტიონთა გვარი მუდმივმა ომებმა მოაქცია დიდი სახელმწიფოს სათავეში. ეს გვარი გახდა ერ
თიანობის შემოკრების მიმზიდველი ცენტრი... გამარჯვებულის დაფნის გვირგვინი ხშირად
გარდაიქმნება ხოლმე სამეფო სკიპტრად. უკვე არსებულ სკიპტრის ოქროსაც საკმაოდ კარგად
უხდება გამარჯვებული დაფნის გვირგვინი. დავით აღმაშენებლის სახელმწიფო ინტენსიურ მა
ომებმა გამოაწრთო, შეკრა ერთ მძლავრ მუშტად. მთელი ოლქების გასამხედროებამ თვით
სახელმწიფოსაც სამხედრო შინაარსი მიანიჭა. მაგრამ საწარმოო პროცესად გადაქცეულმა ომე
ბმა (,,ომებმა ომებისათვის“), რომლის მოთხოვნა XII ს-ის 60-იან წw-ში შიდაპოლიტიკური
ბრძოლების გამოვლენად იქცა, დააკნინა ქართული დიპლომატიის გავლენა სახელმწიფოში.
რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ იმ თვალსაზრისზე, თითქოს დავით აღმაშენებლის შემდ
ეგ დაკნინდა დიპლომატია. არა, პირიქით ვხედავთ როგორ ამაღლდა და დაიხვეწა საგარეო
ურთიერთობის ფორმები (ელჩების გაგზავნა-მიღება, დარბაზობა, აღლუმი და ა. შ.). მაგრამ
უდავოდ დაიკარგა ძირითადი - დიპლომატიური შემზადების გავლენა უმნიშვნელოვანეს
პოლიტიკურ აქტებზე. მივიღეთ უცნაური პარადოქსი: საქართველოში მუდმივი ომები და
დიპლომატია ერთმანეთს გაეთიშა. ახლა დიპლომატიას უმთავრესად საურთიერთობო მნიშ
ნელობა აქვს, რომლის მიზანია მომხდარი აქტის საზეიმო გაფორმება. ომები იწყება მოულო
დნელად (მონაპირეები, არდებილის სულტნის მიერ ანისის აოხრება, მონგოლთა ,,უეცარი“
შემოჭრა, ხვარაზმელთა იოლი გამარჯვება). წარმატებულ ომებსაც კი თითქოს მოულოდნე ლი
შედეგი ახლავს. შედეგი ცალმხრივია - თავდაცვა გარანტირებული, მაგრამ პერსპექტივა
იკარგება. ბრწყინვალედ მოგებული ბატალიები არ იძლევა გამარჯვების შესაფერ რეზულტ
ატს. მაგ. შამქორის, ბასიანის, ირანის დალაშქვრას და ა. შ. არ მოჰყოლია ტერიტორიული გა
ფართოება ან პოლიტიკური განმტკიცება. გამონაკლისს წარმოადგენს ტრაპიზონის საკეისრ ოს
შექმნა, რომელმაც საკმაოდ დიდხანს უშიშარჰყო ოდესღაც ესოდენ მოუსვენარი სამხრეთ
დასავლეთი საზღვრები.

რა არის ასეთი პარადოქსის მიზეზი? XII-XIII საუკუნეებში ქართული სახელმწიფოს ძირითა


დი ამოცანებია:

1. ახალი მიწების ეთნოათვისება, ქართული ნატურალიზაცია, ე. ი. არაქართველი მოსახლეო


ბის ქართველიზაცია მათი ქართული კულტურის არეალში შემოყვანის გზით. ეს ხანგრძლი ვი
და გრძელი პროცესი ვერ დასრულდა (მიზეზები: ხდებოდა არა ეთნოექსპანსია, არამედ
კულტურულ-ეკონომიკური ექსპანსია, რაც დიდ პერიოდს მოითხოვდა, ადგილობრივ მოსახ
ლეობას მყარი საკუთარი ისტორიულ-კულტურული ტრადიციები ჰქონდა).

მაშასადამე, საერთო-კავკასიური ერთობა ვითარდებოდა ნელი ტემპით.

2. დავით აღმაშენებლის სამხედრო სახელმწიფო სოციალური განვითარების ბუნებრივმა


პროცესმა გარდაქმნა, მდაბიო-მოლაშქრეთა დიდი ნაწილი, დააყმევა და მშვიდობიან გლე
ხებად აქცია. ომის ახალ ეტაპზე (ჩვენი აზრით, გარდამავალ ეტაპზე) სამხედრო ორგანიზა ცია
და თავდაცვის საშუალებანი ხელს უშლიდა მეფის ხელისუფლების გაძლიერებას. გაერ
თიანების ადრეფეოდალური შინაარსის გამაერთიანებელმა ძალებმა თითქმის ამოწურეს სა
კუთარი შესაძლებლობანი. გაერთიანებას ახლა სხვაგვარი ძალები სჭირდებოდა, რომლებიც
ჯერ სუსტი იყო, სამაგიეროდ განკერძოებისაკენ სწრაფვა მუდმივ-მოქმედ და სოციალ-ეკო
ნომიკურად მყარ საფუძველს ემყარებოდა.

აი, სწორედ ამ პერიოდში ცენტრმა დაჰკარგა პერიფერიებზე კონტროლის საშუალება. როგ


ორც ჩანს, მეფე თამარი უკვე გრძნობდა საშიშროებას და ცდილობდა მშვიდობის დამყარებას
თამარის საგარეო პოოლიტიკა იყო მზადება მშვიდობისათვის. კლასიკური პერიოდის ,,ყოვ
ელ საქართველოს“ ,,კეთილი გენია“ ცდილობდა გეგმაზომიერი მიმართულება მიეცა საგა რეო
ურთიერთობისათვის, მაგრამ ,,ურჩ“ ქვეშევრდომთა აქტიური მოქმედება ფაქტობრივ გა
მოსული იყო ცენტრალური მმართველობის კონტროლიდან. ამაოდ ცდილობენ თამარის ისტ
ორიკოსები სულ მცირე პოლიტიკური აქტიც კი მეფეთა-მეფის ხელიდან გამოსულ ინიციატი
ვად ან ,,უზენაესი ნების“ გამოვლინებად დახატონ. ქართველი მონაპირეების ურთიერთობას
მეზობლებთან, რომლებთანაც მმართველთა პირადი კონტაქტის გარდა, არაფერი აკავშირებ
დათ, იარაღის ძალით აგვარებდნენ ცენტრის გარეშე!

ყოველივე ზემოაღნიშნული ჯერ კიდევ არ შეიძლება ჩაითვალოს დაცემის ნიშნად. საქმე ისაა,
რომ ფეოდალური საზოგადოებისათვის აუცილებლად დამახასიათებელი დაშლის ხანა
საქართველოში, მისი ძლიერების ზენიტს დაემთხვა. უმრავლესი ქვეყნებისათვის ეს უაღრეს
ად მტკივნეული პროცესი, აქ შედარებით იოლად მიმდინარეობდა რამდენიმე სპეციფიკური
მიზეზის გამო. განვითარების ბუნებრივი ხაზის ნორმალური განვითარების პირობებში სულ
მოკლე ვადაში დასრულდებოდა საერთო-კავკასიური მასშტაბის ქართულ-ეროვნული სახელ
მწიფოს ჩამოყალიბება. უკვე მოხაზული იყო საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიმართულე
ბებიც: 1. მთელი სომხური ტერიტორიების შემოერთება (ხლათი, კილიკია), 2. ლაშქრობა პა
ლესტინაში, 3. ლაშქრობა ბაღდადზე, 4. ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულების უშუა ლო
შერწყმა. საქართველოს ერთიანობის აღდგენა-განმტკიცება ახალ ძალებზე დაყრდნობით უკვე
ლაშა-გიორგის მეფობის II ეტაპზე დაიწყო. სამწუხაროდ, ამ პროცესს მოუსწრო ჯერ ხვა
რაზმელების, შემდეგ კი მონღოლთა გამანადგურებელმა შემოსევებმა. კავკასიის თავზე ჩამო
წვა უძნელესი ,,დიდი ღამე”. ამიერიდან ქართული დიპლომატიის უმთავრეს ამოცანად გადა
იქცა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის რეალური პერსპექტივების შემუშავება: 1. მოკავ
შირის ძიება. 2. ევროპისაკენ გაჭრის საკითხი. 3. ეროვნულ ძალთა დაცვის პრობლემა. 4. ირან-
თურქეთის ურთიერთდაპირისპირებიდან გამომდინარე წონასწორობის შენარჩუნება და ა. შ.
ლოვარდ ტუხაშვილი

ქართული დიპლომატიის საერთაშორისო ენა და მოქმედების


არეალი (3)
,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე


წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მი
მართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმო
დგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში
შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლო
გიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეი
ცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-
გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.
მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზო
გადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

როგორი იყო ქართული დიპლომატიის საერთაშორისო ენა? არსებული წყაროები ძირითად


ად სდუმან ამ საკითხის შესახებ. ირანის კერძო არქივში აღმოჩენილი ე.წ. ,,თამარის პირობის
წიგნი“ ეგვიპტის მამლუქთა მბრძანებლისადმი, სპარსულ ენაზეა დაწერილი (იხ. მ.
თოდუა ,,სპარსულ-ქართული ეტიუდები“, ტ. II). თამარის ორ ისტორიკოსს (ბასილი
ეზოსმოძღვარსა და ,,ისტორიანი და აზმანის“ ავტორს) მოყვანილი აქვთ რუკნადინის
თავხედური ბარათი (ულტიმატუმი) და მეფეთ-მეფე თამარის პასუხი. რადგან ორივეგან
ტექსტი თითქმის იდენ ტურია, შეიძლება დავუშვათ, რომ ისინი სანდო წყაროდან არიან
ამოღებული. მაგრამ მემატი ანეს არ აღუნიშნავს, რა ენაზე იყო შესრულებული დედანი. XIII ს-
ის 20-იანი წწ-ის საქართვე ლოს სამეფო კარის მიმოწერა რომის პაპთან რუსუდანის და ივანე
ათაბაგის ეპოსტოლეები) შენახულია ლათინურ ენაზე. ესაა და ეს, მეტი თითქმის არაფერი
შემონახულა ქართული დი პლომატიის საერთაშორისო ენის შესახებ. მაგრამ ზოგიერთი
არაპირდაპირი ცნობა, XI-XII სს-ის საერთაშორისო ვითარების შესწავლა, გვიანდელი
ტრადიციის გათვალისწინება, საშუალე ბას გვაძლევს შედარებითი სიზუსტით დავადგინოთ
ქართული დიპლომატიის საურთიერთ ობო ენა. საქართველოს სამეფო კარს ქრისტიანულ
ქვეყნებთან გამოყენებული ჰქონდა ბერძ ნული და ლათინური ენები. ბერძნულ ენაზე
ახორციელებდნენ დიპლომატიურ მოლაპარაკე ბას ბიზანტიასთან, ტრაპიზონთან, რუსეთთან
(ამ უკანასკნელთან ურთიერთობაში ბერძნუ ლი ენის გამოყენება გაგრძელდა თითქმის XVIII ს-
მდე). ამავე ენაზე ხორციელდებოდა კავში რი ანტიოქიასთან, პალესტინასთან, ლიბანთან,
სირიასთან (იგულისხმება ამ ქვეყნების საეკ ლესიო ორგანიზაციები) და საერთოდ
აღმოსავლეთის საეკლესიო ცენტრებთან. საქართველო ში, უფრო სწორად, ქართულ ეკლესია-
მონასტრებში, ბევრი იყო სირიულის მცოდნე, მაგრამ სირიულის გამოყენება პოლიტიკურ
ურთიერთობებში თითქმის გამორიცხულია. ჯვაროსან თა ომების დროიდან საერთაშორისო
მნიშვნელობა შეიძინა ლათინურმა ენამაც (მხედველო ბაში გვაქვს აღმოსავლეთი, დასავლეთში
ლათინური ენა, რომის იმპერიის დროიდან საერთა შორისო ენად იყო აღიარებული). ეს
ტრადიცია განამტკიცა და გააძლიერა კათოლიციზმმა, რომელიც ევროპაში რეფორმაციამდე
მხოლოდ ლათინურის მეშვეობით ფუნქციონირებდა. ლათინური ენა გამოყენებული იყო
ჯვაროსანთა სახელმწიფოებთან (იერუსალიმის სამეფო, ედესის საგრაფო, ანტიოქიის
საგრაფო), კათოლიკურ ორდენებთან (განს. ტამპლიერებთან), რომის პაპთან და ევროპის
სახელმწიფოებთან კავშირისათვის. ლათინური ენა საქართველო ში არ გატოლებია თავისი
მნიშვნელობით ბერძნულს არც კულტურულ სფეროში (თითქმის არა გვაქვს თარგმანები
ლათინურიდან) და არც პოლიტიკური აზრით. XIII-XIV სს-იდან დიპ ლომატიურ ასპარეზზე
(იგულისხმება საქართველო-დასავლეთ ევროპის დიპლომატიური ას პარეზი) ლათინურს
ცვლის (ან პარალელურად იხმარება) იტალიური. იტალიური XVI ს-იდან ხმელთაშუა ზღვის
აუზის ქვეყნების თითქმის ძირითად საურთიერთობო ენად იქცა (დასაწყისში იგი
მეკობრეების და ვაჭარ-კომერსანტების ენად ითვლებოდა). მისი როლი იმ დენად გაძლიერდა,
რომ თითქმის ორი საუკუნის მანძილზე იტალიური რუსეთ-თურქეთის საურთიერთობო ენა
გახდა. იტალიურმა ჩვენში შემოაღწია ჯერ ვენეციისა და გენუის სავაჭ რო კაპიტალის
ექსპანსიასთან ერთად, შემდეგ კი განმტკიცდა იტალიური წარმოშობის კა თოლიკე
მისიონერების გააქტიურებასთან დაკავშირებით.

აღმოსავლეთთან (არაბული, სპარსული, ხორეზმული და თურქული სამყარო) ძირითადად


გამოყენებული იყო სპარსული ენა. X-XI საუკუნეებში დასაშვებია, რომ კვლავ დიდი როლი
ჰქონდა არაბულს, რომელმაც, გარკვეული აზრით, პოზიციები შეინარჩუნა XII-XIII სს-შიც (ამის
საილუსტრაციოდ გამოდგება ქართული ნუმიზმატიკა). მაგრამ წამყვანი ენა მაინც სპარ სული
უნდა ყოფილიყო. (სპარსული ენა სახელმწიფო ენა ირანის ტერიტორიების თურქულ
პოლიტიკურ ერთეულებში, ხორეზმში, სპარსული ენა იყო კულტურის და ხელოვნების, ე. ი.
უმაღლესი არისტოკრატიის ენა). ამ პერიოდში მაჰმადიანურ აღმოსავლეთ ში სპარსული იგი
ვე როლს ასრულებდა, რასაც მოგვიანებით ფრანგული ევროპაში. სპარსული საერო-მწიგნობ
რული ენა იყო. იგი წარმატებით სცვლიდა არაბულს (ყურანის ენას) და თურქულს (სახალხო
ენას - მდაბიო ხალხის ენას). რასაკვირველია, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თურქულს. სხვა
რომ არაფერი, თურქულენოვანი იყვნენ საქართველოს ბევრი მეზობელი, ისეთი აქტიუ რი
მოკავშირეც კი, როგორებიც იყვნენ ყივჩაღები. როგორც ჩანს, თურქული ,,უშუალო კონ
ტაქტის“, ,,ზეპირი“ ენა იყო და დიპლომატიურ ოფიციალურ მოლაპარაკებებში არ შეეძლო
მეტოქეობა გაეწია სპარსული ენისათვის. ეს რომ ასეა, ჩანს შემდეგიდან; არაბთა ბატონობის II
ეტაპიდან ქართული ტრადიციით მთელ მაჰმადიანურ აღმოსავლეთს ,,სპარსეთი“, ხოლო
მაჰმადიანს ,,სპარსი“ ეწოდება. ამ ტერმინებში აშკარად იგულისხმება სპარსული კულტურის
არეალი, რაც, პირველ რიგში, სპარსული ენის ფართო გავრცელებას აღნიშნავს (აღსანიშნავია,
რომ XIII ს-ში მონგოლთა ბატონობის დროსაც კი სპარსულმა დაიკავა წამყვანი ადგილი (იგ
ულისხმება საილხანო!).
გვიან საუკუნეებში (XVI-XVII) ქართულ დიპლომატიაში ჩნდება ,,შემცვლელი ენებიც“ (თუ ეს
გამოთქმა სწორია!). როდესაც საქართველოს რომელიმე სამეფო კარს სურს დაფაროს რაი მე
მნიშვნელოვანი პოლიტიკური განზრახვა (დახმარების თხოვნა, კავშირის შეთავაზება და ა. შ.),
იყენებს ,,შემცვლელ ენას“. ასეთი ,,შემცვლელი ენა“ XVI ს-ის ქართლის სამეფოსთვის გახდა
სომხური ენა. ეს უკანასკნელი, სომხური ელემენტის საერთაშორისო კომერციაში ფარ თო
მონაწილეობის გამო, პოლიტიკურად არ იწვევდა ეჭვს. ამიტომ დიპ. კურიერებს სრული ად
უშიშრად შეეძლოთ სომხურენოვანი კორესპოდენციის წაღება. ჩვენ არ ვიცით XI-XIII სს-ში
გამოიყენებოდა თუ არა ასე ორიგინალურად ,,დაშიფრული“ ენა, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ
ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ებრაული, კლასიკური ივრითი, რომელიც X ს-მდე მა ინც
უცხო არ უნდა ყოფილიყო ჩრდ. კავკასიასა და ვოლგისპირეთში.

რაც შეეხება ჩრდ. კავკასიის მთიელებს, მათთან ურთიერთობაში გამოყენებული იყო მხოლ
ოდ ერთი ენა - ქართული.

როგორ გვესახება ქართული დიპლომატიის მოქმედების არეალი?

ცნობილია, რომ XI-XIII სს-ის საქართველოს თითქმის მთელ ცივილიზებულ მსოფლიოსთან


ჰქონდა ურთიერთობა. ეს კარგად ჩანს ნუმიზმატიკური მასალით, უცხოენოვანი წერილობი
თი წყაროებით. იგი აღნიშნული აქვს ,,ისტორიანი და აზმანის“ ავტორსაც.
,,...სძღუნობდეს და სძმობდეს მას (ე. ი. საქართველოს მეფეს) მეფენი ბერძენთანი, იერუსალ
იმს ალამანთანი და პრომათანი, და ჰინდოთანი, და ხონელნი და ეგრეთვე სულტანნი ხორას
ნისა, ბაბილოვნისა, შამისა, ეგვიპტისა და იკონიისა ჰმონებდეს, და ამათნი სკვითნი, ხაზარ ნი,
ალანნი, ხუარასანი და ხურაზმშა, და ბერეთელნი, აბაშნი, არაბნი, მიდნი, ელამოტელნი და
შუამდინარელნი და ყოველნი ენანი და ნათესავნი მაშრიყით მაღრიბამდე“... აქ ქართვე ლი
ისტორიკოსი გულისხმობს ეკონომიკურ ურთიერთობებს და პოლიტიკურ კავშირებსაც.

ქართულ ისტორიოგრაფიაში თითქმის დადგენილია საქართველოს პოლიტიკური, კულტურ


ული და ეკონომიკური ურთიერთობების გეოგრაფიული არეალი: - რუსეთი (აქედან სკანდი
ნავია და ბალტიისპირა ქვეყნები), პოლონეთი, გერმანია, ბიზანტია, არაბული აღმოსავლეთი
სირია, ეგვიპტე, ეთიოპია აფრიკის აღ. სანაპიროებით, მცირე აზია, კილიკიის სომხეთი, კვიპ
როსი, ამიერ და ჩრდ. კავკასია, ყივჩაღეთი და ვოლგისპირეთი, ირანი, ხორეზმი და შუა აზია,
ჩრდ. აფრიკა, პირენეის ნახევარკუნძული (კორდვას სახალიფო და ქრისტიანული სამთ
ავროები), საფრანგეთი, ინგლისი, იტალია (ამ სამ სახელმწიფოს გერმანიასთან ერთად საქარ
თველო დაუკავშირდა ჯვაროსანთა ომებისა და ჯვაროსნული სახელმწიფოების მეშვეობით),
ერაყი, პალესტინა და ლიბანი, ჩინეთი, ავღანეთი, ინდოეთი (დელის სასულთნო).

რასაკვირველია, მთელი ის ვრცელი ზემოთ განხილული სამყარო (პრაქტიკულად მთელი ცი


ვილიზებული სამყარო), არ შეიძლება ჩაითვალის ქართული დიპლომატიის ინტერესებისა და,
რაც მთავარია, აქტიური ფუნქციონირების სფეროდ!

ქართული დიპლომატიიის ინტერესები მიმართული იყო კავკასიის (როგორც ჩრდილოს, ასევე


სამხრეთის), ბიზანტიის (ტრაპიზონითურთ), მახლობელი აღმოსავლეთის პოლიტი კური
ერთეულების (იკონია, ერაყი - ბაღდადითურთ, სირია, ხორეზმი), პალესტინისა და ეგვიპტის
მიმართ. სწორედ ეს რეგიონი წარმოადგენდა საქართველოს აქტიური საგარეო პოლიტიკის
ძირითად არეალს. მართალია, მას ჰქონდა საერთო ინტერესები ვენეციასთან, გენუასთან და
გერმანიასთან (ანტიბიზანტიური), რუსეთთან (მოეწყო ცდა რუსეთის ეკლე სიაზე ქართული
ეკლესიის გავლენის გავრცელებისა), მაგრამ ეს შემთხვევითი დროებითი მოვლენა იყო და მას
არ ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა საგარეო პოლიტიკის განმსაზღვ რელი მიმართულების
მთავარ შინაარსზე...

ლოვარდ ტუხაშვილი

ქართული სახელმწიფოს საგარეო დიპლომატიის განმსაზღვრელი


ინსტიტუტების გარკვევისათვის (10)
,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

ქართული დიპლომატიის რეალური რაობის (მიზანსწრაფვის, მიმართულების, განხორციელ


ების ფორმებისა და მეთოდების შინაარსის) გარკვევისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სა
გარეო პოლიტიკის წარმოების ბიუროკრატიული აპარატის დადგენას. კონკრეტულად, საჭი
როა ზუსტი პასუხი მოეძებნოს ორ უმთავრეს კითხვას: 1) რა ორგანოები განახორციელებენ
საგარეო ურთიერთობებს და 2) რა ფორმით ხორციელდება აღნიშნული ურთიერთობანი.

ერთიანობის ხანის საწყის ეტაპზე საქართველოს საგარეო ურთიერთობას განსაზღვრავდა მე


ფე. როგორც ჩანს, ეს ტრადიცია მომდინარეობდა I დაშლის ეპოქიდან, როდესაც ცალკეულ
ქვეყნებში მთლიანად არ იყო ჩამოყალიბებული მმართველობის აპარატი. როდესაც ვლაპარა
კობთ მეფის პრეროგატივაზე საგარეო ურთიერთობაში, რასაკვირველია ჩვენ მხედველობაში
გვაქვს არა საერთო ზედამხედველობა, რასაც მეფე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ახორცი
ელებდა საგარეო საქმეების მიმართ. ასეთ კონტროლს იგი ხომ მმართველობის ყველა დარგ ის
მიმართ ახორციელებდა. ჩვენ მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ საგარეო საქმეები ჯერ
კიდევ არაა გამოყოფილი ცალკე უწყებად და უშუალოდ ქართველი მეფის იურისდიქ ციას
წარმოადგენს თეორიუ ლადაც და პრაქტიკულადაც (ეს შეინიშნება ბაგრატ III-ის, გიორ გი I-ის,
ბაგრატ IV-ის მეფობა ში).

დავით აღმაშენებლის მმართველობიდან (უფრო სწორად გიორგი II-ის მმართველობის ბო ლო


ეტაპიდან) ქართული დიპლომატიის მესვეურად გვევლინება მწიგნობართუხუცესის აღ
ზევებული სახელო. ამაზე მიგვანიშნებს 1089 წლის პოლიტიკური აქტი და ყივჩაღთა ჩამოსა
ხლების პრობლემა. ორივე ღონისძიება გატარდა გიორგი მწიგნობართუხუცესის ინიციატივ
ით და უშუალო ხელმძღვანელობით. ქართულ ისტორიოგრაფიაში მწიგნობართუხუცესის სა
ხელოს წინ წამოწევა და მისი შეერთება ჭყონდიდელთან მიეწერება დავით აღმაშენებელს. ივ
ჯავახიშვილის ფრთხილ დასკვნას მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელის სახელოს შექმნის შე
სახებ, მოჰყვა ნ. ბერძენიშვილის კატეგორიული თვალსაზრისის შემუშავება, რომლის შემდ ეგ
დამკვიდრდა როგორც უდავო, რამდენიმე ძირითადი დასკვნა: 1). მწიგნობართუხუცესის
სახელო წინ წამოსწია და კანცლერად აქცია დავით აღმაშენებელმა. ეს იყო მის მიერ გატარებ
ული ცენტრალური მმართველობის რეფორმის I მომენტი. II მომენტად გვევლინება მწიგნობა
რთუხუცესის სახელოს შეერთება ჭყონდიდლობასთან. ამ მოვლენას თავის მხრივ ხსნის ორი
მიზეზით: 1) ჭყონდიდლობა არ არის სამემკვიდრეო და არ შეიძლებოდა გამხდარიყო რომე
ლიმე გვარის მემკვიდრეობითი პრიორიტეტი. 2). ჭყონდიდელი, როგორც მსხვილი საეკლე
სიო მოხელე, აქტიურად ჩაერეოდა საეკლესიო საქმეებში, რაც განაპირობებდა სამეფო ხელი
სუფლების კონტროლის გაძლიერებას სასულიერო წოდებაზე. ეს თვალსაზრისი ზემოხსენებ
ულ ,,ავტორიტეტებზე სწორების“ მიხედვით, თითქმის უკრიტიკოდ გავრცელდა ისტორიოგ
რაფიაში, გაბატონდა და სტერეოტიპული ცოდნის საყრდენი გახდა, რაც შემდგომი მკვლევა
რებისათვის გახდა დოგმა, აქსიომა. სწორედ ამიტომ არავის დაუსვამს კითხვები: 1. რაში სჭი
რდებოდა ქართველ მეფეს ეკლესიაზე კონტროლისათვის მთავრობის სათავეში (ე. ი. კანცლე
რის პოსტზე) მოწვევა ეპისკოპოსისა, როდესაც ქართული ეკლესია ავტოკეფალიის მოპოვებ ის
დროიდანვე მეფის ხელისუფლებაზე იყო დაქვემდებარებული? 2. რატომ არ შეიძლება და
ვუშვათ, რომ ჭყონდიდელი ეპისკოპოსის პირველ ვაზირად ქცევა, პირიქით, გამოიწვევდა ეკ
ლესიის გავლენას საერო ხელისუფლებაზე?

მთავარი მაინც ისაა, რომ მწიგნობართუხუცესის სახელო აღზევდა გიორგი II-ის მეფობის
დროს. ,,მატიანე ქართლისაის” მიხედვით გიორგი II შესანიშნავი სარდალი და საერთოდ, ენე
რგიული პიროვნება ჩანს მმართველობის პირველ ეტაპზე (,,მოწყალე და გამკითხველი გლახ
აკთა, კაცი საშიში და უუხვესი მეფეთა აფხაზეთისა და პურად უკეთესი ყოველთა კაცთა,
ცხენოსან-მშვილდოსანი რჩეული“. ქართ. ცხ. I გვ. 315). საერთო წარუმატებლობის ფონზე მე
ტად თვალსაჩინოდ გამოიყურება გიორგი II-ის წარმატება ბიზანტიასთან მიმართებაში: ,,მო
მადლა ღმერთმან მძლავრებისაგან ბერძენთასა წახმელი ციხენი წაიხენა ბერძენთა ანაკოფია,
თავადი ციხე აფხაზეთისა და მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არ
ტანისა, და შემდგომად ამისა ესეცა მომადლა ღმერთმან, აღიღო ქალაქი კარისა, ციხექვეყანა
და სიმაგრე ვანანდისა და კარნიფორსანი და აოტნა თურქნი მის ქვეყანისანი“ (გვ. 317).

,,მატიანე ქართლისა“ არ ახსენებს, რომ ტაოს, კარისა და კარნუ ქალაქის ბოძება“, ანაკოფიის
დათმობა იყო გრიგოლ ბაკურიანის ძის ,,წყალობა“. დავითის ანონიმი ისტორიკოსი კი ამას
ხაზგასმით აღნიშნავს, თუმცა უთითებს, რომ ,,ხოლო განძლიერებასა თურქთასა დაუტევნეს
ბერძენთა ქვეყანანი მათნი, ციხენი და ქალაქნი, რომელ აღმოსავლეთს ჰქონდეს და წარვიდ ეს“
(გვ. 319).

რა მოხდა ამ დროს? დამთავრდა ბრძოლა ტაოს მემკვიდრეობისათვის. თურ ქთა წინააღმდეგ


ბრძოლა აიძულებს ბიზანტიას საქართველო დაუპირისპიროს მტერს... უთმობს მას სადავო
ტერიტორიებს, უთმობს გრ. ბაკურიანის ძის ,,საჩუქრის“ სახით. როგორც ჩანს, გრ. ბაკურია ნი
მოქმედებდა ბიზანტიის უარის სახელით. მართალია მან ის დათმო, რაც ფაქტიურად უხ მარი
იყო ბიზანტიისათვის, მაგრამ საქართველოს მისცა რა იურიდიული სანქცია სადავო ტე
რიტორიების დაკავებისა, კიდევ უფრო გააძლიერა მისი დაპირისპირება სელჯუკებთან. ესაა ე.
წ. ,,ვაკუუმის შევსება“. ანალოგიური სიტუაცია იყო XVIII ს-ში, როდესაც არაბებთან ბრძო
ლის დროს ბერძნებმა დაცალეს დას. საქართველო და ,,აფხაზთა სამეფოს“ წარმოქმნას შეუწ
ყეს ხელი. ჩვენ არ მიგვაჩნია მთლად დამაჯერებლად აკად. გ. მელიქიშვილის მოსაზრება, რომ
ტაო-კლარჯეთი ,,ბიზანტიის კრეატურა“ იყო, ხოლო ,,აფხაზთა სამეფო“ იმთავითვე
ბიზანტიასთან ბრძოლაში წარმოიშვა (გ. მელიქიშვილი ,,ფეოდალური საქართველოს პოლი
ტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალური ურთიერთობის განვითარების ზოგი
ერთი საკითხი“ თბ., 1973 წ.). მართლაც, ,,აფხაზთა სამეფო“ წარმოქმნისთანავე დაუპირისპი
რდა ბიზანტიას, მაგრამ თვით მისი წარმოქმნა, დასაწყისში მაინც, გვევლინება ბიზანტიის
დიპლომატიის მიერ ინსპირირებულ აქტად. ,,აფხაზთა სამეფო“ ბიზანტია-ხაზარეთის კომ
პრომისია მიმართული არაბთა წინააღმდეგ. მოგვიანებით კვლავ გამეორდა ანალოგიური სი
ტუაცია, რასაც ტრაპიზონის სამეფოს შექმნა მოჰყვა. მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარს: XI ს-ის
70-იან წლებში ბიზანტიურმა დიპლომატიამ სცადა ქართული სახელმწიფოს გაძლიერება,
გრიგოლ ბაკურიანის ძის ხელით ,,უძღვნა“ ვრცელი ტერიტორიები (შემდეგში კინაღამ ,,დან
აელთა საჩუქრად“ რომ გადაიქცა)... მაგრამ რა წრეებს აწყობდათ ასეთი გარიგება? ვფიქრობთ
ზუსტად იმ პროგრესულ-პატრიოტულ დასს, რომელმაც ცოტათი მოგვიანებით ტახტზე აიყვ
ანა 16 წლის ჭაბუკი - დავით აღმაშენებელი. ქართულ ისტორიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ
1089 წელს ფაქტიურად მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. (ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშ
ვილი, შ. მესხია, რ. მეტრეველი და ა. შ.). მაგრამ ჯერჯერობით აუხსნელი დარჩა 1089 წლის
აქტის პოლიტიკური შინაარსი. გაურკვეველია გადატრიალების შემოქმედი პატრიოტულ-
პროგრესული დასის შემადგენლობა, სოციალური კუთვნილება. ფაქტი ერთია; - ამ დასში
წამყვან როლს ასრულებდა სასულიერო პირთა მძლავრი ჯგუფი. ფეოდალთა მონაწილეობა ამ
აქტში ნაკლებადაა მოსალოდნელი გიორგი II-ის ლმობიერი ,,პროარისტოკრატიული“ პო
ლიტიკის გამო (საერთოდ დიდ ყურადღებას იქცევს გიორგი II-ის გაუგონარი ,,სიუხვე“ ჩვეუ
ლებრივ ასეთ დამთმობ პოლიტიკაში ისტორიკოსები ხედავენ გიორგი II-ის უნების ყოფობას,
უნიათობას, სისუსტეს და ა.შ. ვფიქრობთ აქ საქმე გვაქვს ორ პროცესთან: I - სოციალური შინ
აარსისაა. საქართველოში XI ს-ის 70-იან წლებში ხდებოდა ,,ახალი არისტოკრატიის“ ჩამოყა
ლიბება. სამოხელეო მოვალეობის კვალზე გადაცემული მიწების ფეოდალიზაციის დასრულ
ება - მოხელე მფლობელთა მემკვიდრე მფლობელურად გადაქცევა. ასეთი პოლიტიკა ასუსტ
ებდა ცენტრალიზაციას, მაგრამ სოციალურად პროგრესი იყო. II პროცესი ტაქტიკურ-პოლი
ტიკურია. ესაა მეფის საშინაო დიპლომატია, კომპრომისი უფრო დიდი საფრთხის წინაშე,
ეროვნულ ძალთა სრული მობილიზებისათვის გამიზნული).

გიორგი II-ის სიუხვე, რაც საბოლოო შედეგად მიწაზე ფეოდალიზაციის დასრულებას (ან გამ
ტკიცებას) ისახავდა მიზნად, ქვეყნის თავდაცვის ერთ-ერთი მეთოდი იყო. ვფიქრობთ,
ეს ,,წყალობანი უხვი“ უმთავრესად ეხებოდა წარმოშობით ,,აფხაზ“ (,,სვან“) მოხელეებს,
რომლე ბიც მკვიდრდებოდნენ აღმოსავლეთ საქართველოში. ასეთი პოლიტიკა, დასავლური
არისტო კრატიის მიმაგრება აღმოსავლურ მიწაზე, ფეოდალურ წრეებს ლოიალურს ხდიდა
მეფისად მი. თურქთა შემოსევის მოგერიება მოითხოვდა მეფის გარშემო შემოკრებას. (რადგან
ქართვე ლებს, ძალზე ხშირად, არ შეეძლოთ დიდი იმპერიების დამარცხება, - ომის ძირითადი
მეთო დები იყო ფეოდალურ ციხე-სიმაგრეებში, მონასტრებში ჩაკეტვა, პარტიზანული ომი. ეს
აძ ლიერებდა ადამიანთა მიმაგრებას საკუთარი მიწის ნაკვეთზე. ქვეყნის დაცვა და მიწის ნაკ
ვეთის დაცვა ქართველთათვის (პირველ რიგში აზნაურთათვის) ერთი და იგივე იყო.). ამი
ტომაც ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი მსხვილი ფეოდალის გამოკლებით (თრიალეთელი ბაღ
ვაშების, რომელთაც მოახერხეს საერთო ენის გამონახვა თურქებთან, დიდი თურქობის ეპოქა
ში, მთელი მსახურეული აზნაურობა (მოსაკარგავენი) აქტიურ მეფის მხარეზე იდგა. მაგრამ ამ
კრიტიკულ სიტუაციაში წამყვანი როლი ეროვნულ ძალთა შემოკრების საქმეში მაინც ეკლ
ესიამ შეასრულა. თუმცა ეკლესიის ეს როლი უშუალოდ საეკლესიო ორგანიზაციის აქტივიზა
ციით კი არ გამოიხატა, არამედ ცენტრში - სამეფო კარზე სასულიერო პირების აქტივიზაცი
ით. ჩვენი აზრით, მთელ ამ დასს (საერო სასულიერო დასს სასულიეროს უპირატესობით) მე
თაურობდა გიორგი მონაზონი - მწიგნობართუხუცესი... სწორედ ისაა 1089 წლის აქტის ჭეშმ
არიტი შემოქმედი, იდეოლოგი და პრაქტიკული ორგანიზატორი. ბრწყინვალე დავით აღმაშე
ნებელმა თავისი სიდიადით დაფარა თავისი ,,სულის მოძღვარი“, ,,სულიერი მამა“; XI-XII სს-
ის საქართველოს ,,კარდინალი რიშელიე“. აქედან გამომდინარე არ უნდა იყოს სწორი, თითქ
ოს დავით აღმაშენებელმა გაატარა ცენტრალური მმართველობის რეფორმა და შექმნა უნიკა
ლური სახელო: მწიგნობართუხუცესი და ჭყონდიდელი (ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცე სი).
როგორც ვნახეთ, მწიგნობართუხუცესის სახელომ მკვეთრად წამოიწია წინ და პირველი
ვეზირი გახდა ჯერ კიდევ გიორგი II-ის დროს. აღზევდა იმდენად, რომ შეძლო მოეხდინა სახ
ელმწიფო გადატრიალება (უსისხლოდ!) და ტახტზე აეყვანა 16 წლის ჭაბუკი. ასე, რომ დავი
თმა კი არ შექმნა მწიგნობართუხუცესი, არამედ მეფე დავითი თვითაა გიორგი მწიგნობართ
უხუცესის შემოქმედების ნაყოფი. რაც შეეხება ჭყონდიდლობას - ამაში არაფერია კანონზომი
ერი (როგორც ამას ამტკიცებდა აკად. ნ. ბერძენიშვილი). ვფიქრობთ თავიდან ეს შემთხვევი თი
მომენტით უნდა აიხსნას (შეიძლება ჭყონდიდი იყო თავისუფალი ვაკანსია, ან თვით გიო რგის
აკავშირებდა რაიმე იმ კათედრასთან, არ არის გამორიცხული, რომ გიორგის ჭყონდიდე ლობა
ნიშნავდა მწიგნობართუხუცესის სახელოს ეკლესიის მიერ დაფინანსებას, - ჭყონდიდ ლობა
თავისებური საკარგავის ფუნქციადაც ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ). ხოლო ის ფაქტი,
რომ შემდგომი ხანის მწიგნობართუხუცესები, როგორც წესი, ხდებიან ჭყონდიდ ლები,
აიხსნება ქართული სამოხელეო წყობის ერთი საინტერესო თავისებურებით - ტრადი ციით
(ტრადიციის საილუსტრაციოდ გამოდგება შემთხვევითი მოვლენის ტრადიციულ მოვ ლენად
გადაქცევის მაგალითები, ცალკეულ ტერმინთა ევოლუცია: დადი - დადიანი - ,,დადი ანობა“,
არიში - არიშიანი - ,,არიშიანობა“, ლიპარიტი - ,,ლიპარიტიანობა“ და ა. შ.
მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ: 1) მწიგნობართუხუცესის სახელო კანცლერად იქცა გიო
რგი II-ის დროს. ამ სახელოს სტატუსი დასრულდა დავით აღმაშენებლის ღონისძიებათა წყა
ლობით. 2) მწიგნობართუხუცესის სახელოს ჭყონდიდელობასთან დაკავშირებაში არავითა რი
კანონზომიერება არაა. ყოველ შემთხვევაში საერო და საეკლესიო ცხოვრების ურთიერთ
კონტროლისათვის ეს ფაქტი არ გამოდგებოდა. მეფის სურვილი, გიორგი მწიგნობართუხუ
ცესის დაჯილდოების, ან ავტორიტეტის აწევის მიზნით, გადაიქცა შემდეგდროინდელ ტრა
დიციად, რომელმაც მოგვიანებით სხვა შინაარსი შეიძინა...

ესოდენ ვრცელი მსჯელობა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელოს შესახებ მოვიტან ეთ


ორი მიზნით: 1. ჩვენი აზრით, საგარეო საქმეების განგების პრეროგატივა მეფის შემდეგ იყო I
ვეზირის (მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის) ხელში. 2. რაც მთავარია, ასეთი ტრადი ცია
მოდის გიორგი მონაზონიდან, კანცლერის რეალური ძალის მქონე პირველ მწიგნობარ
თუხუცესიდან. ყოველ შემთხვევაში, ცხადია ერთი: XI ს-ის 70-80-იან წლებში ქართული სახ
ელმწიფოს საგარეო პოლიტიკას უდავოდ განაგებს გიორგი მონაზონი. ეს პიროვნება თვით
სახელმწიფოს გარდამქმნელად გვევლინება. იგი მეთაურობს სახელმწიფოს სათავეში მყოფ
მძლავრ დასს, რომელიც უმთავრესად სასულიერო პირებისაგან შედგება. ისეთი შთაბეჭდი
ლება რჩება, თითქოს გიორგი მონაზონის მეთაურობით მოქმედებდა თავისებური სასულიე
რო-ფილოსოფიური ორდენი, რომელიც ჰქმნიდა საერო-რელიგიურ სახელმწიფოს (საერო-რე
ლიგიური მმართველობით) ძველი წინაანტიკური და ფეოდალური ნახევრად თეოკრატიუ ლი
სახელმწიფოეობის ანალოგიურად. წინაანტიკური: მეფე+აბსოლუტი+ ქურუმები +მხედ
რები+ხალხი, კათოლიკური: მეფე+აბსოლუტი+კარდინალები+მხედრები+ხალხი... მოგვიანები
თ ეს საერო-რელიგიური ფორმულა შეი ცვალა განმანათლებლური ფორმულით: მეფე+ აბ
სოლუტი+ფილოსოფოსები+ხალხი, რაც გამ ოიხატა ,,მეფეთა და ფილოსოფოსთა“ კავშირის
ლოზუნგებში. წყაროების უკიდურესი სიმწი რის პირობებში, რასაკვირველია, არა გვაქვს საშ
უალება უფრო ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს. შე გვიძლია მხოლოდ ვუჩვენოთ, რომ ამ პერიოდ
ის საქართველოში (დავით აღმაშენებლის მეფ ობის მთელ სიგრძეზე) აქტიურად მოქმედებს
ფილოსოფოსთა მთელი დასი: იოანე პეტრიწი, იოანე ჭიმჭიმელი, არსენ ბერი, არსენ იყალთ
ოელი, ვინმე ევსტრათო, არსენ ვაჩეს ძე, დავით ის ისტორიკოსი - უაღრესად ,,პარტიული“,
რომელიც საერთოდ არ ახსენებს თავის თხზულე ბაში ,,ერისთავებს“ და ა. შ. მთელი ეს პლე
ადა, მათი მოღვაწეობა, მათი და მეფე დავითის აქ ტიური კავშირი ტამპლიერების (ტაძრეულ
ების) ორდენთან გვარწმუნებს, რომ XI-XII სს-ის მიჯნაზე იყო ცდა სასულიერო ფილოსოფი
ური ორდენის ჩამოყალიბებისა, რომლის მიზანი იყო საქართველოს ერთიანი სახელმწიფო
აბსოლუტი მეფით სათავეში.

ზევით უკვე დავადასტურეთ, რომ ქართულ დიპლომატიას განსაზღვრავდნენ მეფე და მწიგ


ნობართუხუცესი. საინტერესოა, როგორ ახორციელებდა სამეფო კარი და მთავრობა (სავაზი
რო) ურთიერთობას უცხოეთთან? იყო თუ არა სპეციალიზებული ცენტრალიზებული აპარა
ტი, უწყება, რომელიც თავის ხელში უყრიდა თავს საგარეო პოლიტიკის შემზადების მთელ
პროცედურას?

ქართული სახელმწიფოს ცენტრალური მმართველობის შესწავლა გვაჩვენებს, რომ ,,ყოველი


საქართველოს“ ,,უხუცესთა“ სისტემებში არ ჩანს საგარეო საქმეთა უწყება. საგარეო საქმეები
გადანაწილებულია ჯერ სამი ძირითადი უწყების: 1. ამირსპასალარის, 2. მეჭურჭლუთუხუც
ესის და 3. მანდატურთუხუცესის ხელში. ათაბაგობის გაჩენიდან (XIII ს-ის დასაწყისი - 1207-
1212 წწ) კი, საგარეო საქმეთა მინისტრის ფუნქცია მთლიანად უკავია ამ უკანასკნელს.

აღსანიშნავია, რომ სამ უწყებას (სამხედრო, ფინანსიური, შინაგანი საქმეების) საგარეო ფუნქ
ცია განაწილებული აქვს საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით:

1. ამირსპასალარი - სამხედრო უწყება, მშვიდობიან დროს არეგულირებს დაზვერვას. ამ ეტაპ


ზე დაზვერვა ჯერ კიდევ არაა გამოყოფილი დიპლომატიისაგან. მზვერავებად გვევლინებიან
უცხოელი ელჩები, მოციქულები. ამის მაგალითად გამოდგება 1163 წლის (დაახ.) ამბავი. გი
ორგი III ლორე-დმანისის სანახებში იყო დაბანაკებული და ანისზე მოტევებული თურქთა სუ
ლთნის წინააღმდეგ ემზადებოდა. აქ მასთან ,,...მოსული იყო მოციქული სულტნისა, კაცი მო
გვი და ტრელი, მეცნიერი საქმისა, ამხილველი და გამომხილველი ლაშქართ დგომისა“ (,,ისტ
და აზმ. შარავანდედთანი“, ,,ქართ. ცხ.“ ტ. II, 1969 წ. გვ. 13). სწორედ ეს ,,მოციქული“, ,,კაცი
მოგვი და ტრელი“, ,,მეცნიერი საქმისა“, აღმოჩნდა ჩინებული მზვერავი. მან შესანიშნავად შე
ისწავლა გიორგი III-ის სამხ. ბანაკი, კარგად გაერკვა სიტუაციაში და სულტნის წინაშე ,,მეტყ
ველმან ესრეთ თქვა“: - ,,აჰა, ჟამი კუალადგებისა ჩვენისა, უკუეთუ აწ არა მიხ დეთ, სხვა ჟამი
ვეღარა ჰპოვოთ“ (გვ. 131). რასაკვირველია, ასეთი ,,ამხილველი“ და გამომხილველი“ ბევრი
იქნებოდა საქართველოშიც. მათ დაკვირვებებს აკონტროლებდა სამხედრო უწყება. განსაკუთ
რებით მუდმივი დაკვირვების ობიექტი იყო სამხრეთი, კერძოდ თურქთა პოლიტიკური ერთ
ეულების სამყარო. თურქული ელემენტის შინაგანი სპეციფიკა გამორიცხავდა მათთან სტაბი
ლურ მშვიდობას. ნომადური ცხოვრების წესი, მომთაბარეობა, მუდმივი ბრძოლა საძოვრები სა
და საკვებისათვის (ნადავლისათვის), თვით მუდმივი ბრძოლის წარმოებითი ხასიათი აიძ
ულებდა მეზობლებს ეფიქრათ მათთან ურთიერთობის უფრო საიმედო ფორმაზე, ვიდრე ეს
იყო საერთაშორისო ხელშეკრულებანი. სწორედ თურქთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩამოყალიბ
და მ ო ნ ა პ ი რ ე თ ა ინსტიტუტი. მონაპირეთა ძირითად ფუნქციას შეადგენდა მუდმივი და
ზვერვა და აქტიური თავდაცვა, ე.ი. შეტევა.მონაპირეთა მოქმედება სპეციფიკური სამხედრო
დიპლომატია იყო, სპეციფიკურ სიტუაციაში წარმოშობილი. მათ მოქმედებას არეგულირებ და
სამეფო კარი ამირსპასალარის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ამირსპასალარს ეკითხებო და
ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთიდან დაქირავებული ჯარების გადმოყვანაც (მეჭურჭლეთ
უხუცესთან ერთად)...

დიპლომატია ურთიერთობის ხელოვნებაა მშვიდობიანი გზით... ომი პოლიტიკის გაგრძელე


ბაა სხვა მეთოდებით... რასაკვირველია, შეუძლებელია ამ ორი მოვლენის ერთ უწყებაში შეერ
თება. სწორედ ამიტომაც, საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ საგარეო ურთიერთობის მო
გვარების ფუნქცია მეომარ მხარესთან მთლიანად გადადიოდა ამირსპასალარის ხელში. ეს კა
რგად ჩანს შამქორის ომის პერიოდში, როდესაც ამირ-მირმანთან, შირვანის შაჰთან და აბუ-
ბაქართან ურთიერთობის საქმე მთლიანად ხელში ჰქონდათ ზაქარია და ივანე მხარგრძელ ებს
(ზაქარიას, როგორც ამირსპასალარს, ივანეს, როგორც მსახურთუხუცესს და ძმის თანაშემ წეს).

ზემოხსენებულ მოსაზრებას ადასტურებს არდებილის დასჯა, ლაშქრობა ირანში და ივანე


მხარგრძელის მოქმედება განსაკუთრებით ხლათის საწინააღმდეგო საომარი ოპერაციების
დროს. ხლათზე ივანე მხარგრძელის შეტევის, მისი ტყვედ ჩავარდნის, საკუთარი თავის გამო
სყიდვის და ხლათთან დაზავებისას, გამომჟღავნდა რამდენიმე საინტერესო მომენტი:
1. ხლათთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ივანე მხარგრძელი (საინტერესოა, როგორც ამირსპა
სალარი თუ როგორც ათაბაგი?). 2. ივანე მხარგრძელის ძალა ემყარება მის მდგომარეობას სა
ხელმწიფოში (იგი ჩქარობს, ეშინია მის ნაცვლად სხვა არ აირჩიონ), ოფიციალური სახელოს
გარდა, ივანე მხარგრძელს მყარი პოზიცია არა აქვს... 3. ივანე მხარგრძელს უფლება ჰქონდა
განესაზღვრა დაზავების პირობები; ფულადი გამოსაღები, ტყვეების გათავისუფლება, დამოყ
ვრება და ა. შ.

მაშასადამე, შეგვიძლია შევაჯამოთ: ამირსპასალარის უწყება განაგებდა საგარეო ურთიერთო


ბის შემდეგ მხარეს:

ა) აკონტროლებდა დაზვერვას;

ბ) რეგულაციას უწევდა გარედან დაქირავებული ჯარების შემოყვანას (მეჭურჭლეთუხუცეს


თან ერთად);

გ) უწევდა ორგანიზაციას მონაპირეთა სამხედრო დიპლომატიას;

დ) ომის შემთხვევაში მეომარ მხარეებთან ურთიერთობის მოგვარებას ახდენდა ამირსპასა


ლარი. ეს იყო სამხედრო დიპლომატია, რასაც განაპირობებდა ფაქტიურად უწყვეტი ომი,
ნომადურ თურქულ სახელმწიფოებთან.

მეჭურჭლეთუხუცესი - საქართველოს საფინანსო უწყება, ახდენდა ქვეყნის საგარეო-ეკონომი


კური ურთიერთობის რეგულაციას:

1) მეჭურჭლეთუხუცესი აწესრიგებდა საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს;

2) განსაზღვრავდა ბაჟების ოდენობას, სასაქონლო გაცვლა-გამოცვლის წესებს;

3) უზრუნველყოფდა სავაჭრო-ეკონომიკური მაგისტრალების სრულყოფასა და უშიშროებას;

4) უცხოელი ვაჭრების ქონების და პიროვნების უშიშროებას;

5) უცხოელი ვაჭრებისა და მათ მიერ შემოტანილი საქონლის დაბინავება-შენახვას...

ამ წმინდა ეკონომიკური ხასიათის ფუნქციის გარდა, მეჭურჭლეთუხუცესის სახელო აკონტრ


ოლებდა უცხოეთთან ურთიერთობის ბევრ არასპეციფიკურ საქმესაც: 1) აგროვებდა ინფორმა
ციას (როგორც ,,სტუმარი“, იმპორტიორი, და ,,საკუთარი“, ექსპორტიორი ვაჭრებისაგან). 2)
ასრულებდა საერთაშორისო დიპლომატიურ მისიას. (მაგ. საფინანსო-სავაჭრო უწყებამ მოიწ
ვია საქართველოში გიორგი რუსი, მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვლის არზრუმში გამგზავრებას
მოჰყვა 1187-1188 წლების ,,ბორგნეულობა“, ,,იმიერის“ აჯანყება ,,ამიერის“ წინააღმდეგ).

3) ვაჭრები ასრულებდნენ დიპლომატიური აგენტების მოვალეობასაც.

4) მეჭურჭლეთუხუცესი ცენტრალიზებული წესით აფინანსებდა უცხოეთში მყოფ ქართულ


მონასტრებს: ბიზანტიაში, სირიაში, პალესტინაში, სინაზე, ეგვიპტეში, ბულგარეთში და ა.შ.
ამიტომაც ზოგჯერ მას უხდებოდა საინსპექციო მოგზაურობა ამ მხარეებში და, ბუნებრივია,
ასრულებდა დიპლომატიურ დავალებებსაც.

მანდატურთუხუცესი - ქართულ საისტორიო ლიტერატურაში მიღებულია ფრთხილი მოსაზ


რება, რომ ეს ,,უხუცესი“ ასრულებდა საგარეო საქმეთა გამგის (მინისტრის) მოვალეობასაც.
განსაკუთრებით ამ აზრს ხშირად გამოთქვამენ სამართლის ისტორიის სპეციალისტები (გ. ნა
დარეიშვილი, ივ. სურგულაძე), სამწუხაროდ, ამ მოსაზრების ავტორებს არ დაუსაბუთებიათ
საკუთარი შეხედულება. როგორც ჩანს, ასეთი მტკიცება გაჩნდა ამ სახელოს დაქვემდებარებუ
ლი უწყების ზოგიერთი ხელის გამო. მანდატურთუხუცესის ხელქვეით მოხელეთა შორის ჩა
ნან ,,მესტუმრე“, და ,,მერიგე“, რომლებიც ,,ამირეჯიბის“ ხელმძღვანელობით განაგებდნენ უც
ხო სტუმრობის მიღება-დაბინავების საქმესაც. მაშასადამე, შეიძლება დავუშვათ, რომ მანდატ
ურთუხუცესი თვალყურს ადევნებდა უცხო ელჩების ჩამოსვლას, უზრუნველყოფდა მათ დაბ
ინავებას, კვებას (,,მესტუმრე“), აწყობდა აუდიენციას (,,მერიგე“), იცავდა მათ უშიშროებას და
საჭირო შემთხვევაში ახდენდა მათ იზოლაციას (,,მანდატურებით“). არ არის გამორიცხული,
რომ მანდატურთუხუცესი თვითონ ან მისი რომელიმე მოხელე ჩამოსულებთან აწარმოებდა
წინასწარ მოლაპარაკებას, აცნობდა მათ სასახლის ეტიკეტს, მაგრამ ყველა ეს ვარაუდი ვერ
სცილდება ჰიპოთეზების სფეროს. ხელმწიფის კარის გარიგება მეტი დასკვნის გაკეთების საშ
უალებას არ იძლევა. არ ხერხდება დაკვირვება არც მანდატურთუხუცესებზე. ჩვენ ვიცით ბევ
რი მანდატურთუხუცესი (ზაქარია მხარგრძელი, შალვა ახალციხელი, ჭიაბერი, ყუბასარი, ივ
ანე მხარგრძელი და ა.შ.), მაგრამ მათი მოვალეობის სრული განსაზღვრა ძნელდება იმის გა
მო, რომ თითქმის ყველა მათგანი იერთებდა სხვა რომელიმე სახელოს. განსაკუთრებით ხში
რი იყო მანდატურთუხუცესისა და ამირსპასალარის შეერთება. ასეთ პირობებში თითქმის შე
უძლებელია გავმიჯნოთ ასეთი მოღვაწის ქმედებაში ფუნქციები ,,სახელოების“ მიხედვით.

მაშასადამე მანდატურთუხუცესი განაგებდა:

1. ელჩების მიღებას, დაბინავებას, კვებას, მომსახურებას, თვალყურს ადევნებდა: ეტიკეტის


დაცვას, აუდიენციის მოწყობას, შესაძლებელია საპატიო აღლუმის, მუშაირისპოეტთა შეჯიბ
რებების, სპორტული თამაშობების (ჩოგბურთი, ცხენოსნობა, ისინდი, ყაბახი) ჩატარებას, ე.ი.
მთელ საპატივსაცემო - საზეიმო ცერემონიალს.

2. ელჩების დაცვას, მათ გაცილებას და ა.შ. არ არის გამორიცხული, რომ მანდატურთუხუცე სი


და მისი მოხელეები (,,ამირაჯიბი“, ,,მესტუმრე“, ,,მერიგე“, ,,მანდატურები“) ახდენდნენ
წინასწარ მოლაპარაკებას და გარკვეული დოზით დაზვერვა-კონტრდაზვერვის საქმეებსაც
ემსახურებოდნენ...

როგორც ვხედავთ, ეს მოხელე განაგებდა არა მთლიანად საგარეო საქმეთა უწყებას, არამედ
ნაწილობრივ (ჩვენს შემთხვევაში) ასრულებდა ერთ, მკვეთრად გამოკვეთილ საქმეს...

ათაბაგი - ზევით უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ შესაძლოა ათაბაგის ხელში მოიყარა თავი
საგარეო საქმეებმა. ასეთი ჰიპოთეზის წამოყენებისას ჩვენ მხედველობაში ვიღებდით ივანე
ათაბაგის მოღვაწეობას და შემდეგდროინდელი (მე-13 საუკუნის 60-იანი წლების) მაგალითს
სადუნ მანკაბერდელის ცხოვრებიდან. ათაბაგი სადუნი ხომ უმთავრესად ქართული სამეფო
კარის მონგოლებთან დამაკავშირებელი ხიდი იყო (ე.ი. განაგებდა საგარეო საქმეებს). საერთ
ოდ ათაბაგის სახელო ქართულ ისტორიოგრაფიაში ჯერ მთლიანად არ არის გარკვეული, თუ
მცა ამ პრობლემას ბევრი შეეხო (ნ. ჩუბინიშვილი, ნ. ხიზანიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. კაკა
ბაძე, დ. გვრიტიშვილი, ივ. სურგულაძე და ა.შ.). ივ. ჯავახიშვილის აზრით, ,,ათაბაგობა საქა
რთველოში შემთხვევით იყო შემოღებული და განსაკუთრებით ივანე მხარგრძელის პირადი
პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად იყო დაწესებული“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართული
სამართლის ისტორია, წ. II. I. გვ. 179).

ამ მოსაზრების ავტორმა პირველმა შენიშნა, რომ მართალია ათაბაგი სავაზიროს წევრია და


გარეგნულად მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს ეტოქება, მაინც განიხილება ,,საქვეყნოდ
გამრიგე მოხელეების რიგში“, ,,წესისა და განგება მეფეთა კურთხევის“ მიხედვით, ათაბაგი
დგას არა ცენტრალური მმართველობის (სავაზირო) მოხელეებთან, არამედ მთავართა შორ ის.
ამიტომაც აკად. ივ. ჯავახიშვილი დაასკვნიდა: ,,ათაბაგობას რაღაც კავშირი უნდა ჰქონ დეს
საქვეყნოდ გამრიგე მოხელეებთან“. ამის შემდეგ ათაბაგობის ინსტიტუტის შესწავლას ბევრი
აღარაფერი მომატებია.

1965 წელს გამოქვეყნდა პროფ. ივ. სურგულაძის ნარკვევი ,,ათაბაგობის ინსტიტუტი ფეოდა
ლურ საქართველოში“, სადაც გამოთქმულია მცდარი მოსაზრება, რომ ათაბაგს ცენტრალურ
მმართველობაში თითქმის არა აქვს ფუნქცია და ცალკე აღებული, ერთი მსხვილი რეგიონის
მმართველია. მაგრამ პროფ. ივ. სურგულაძეს არ შეეძლო ათაბაგის რეალური შინაარსის უფ
რო ნათელი გარკვევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ,,ისტორიანისა და აზმანის“ ავტორ
ის თხრობა უტყუარ (თითქმის სტენოგრაფიულ) ანგარიშად მიაჩნია, რაშიც იგი თავიდან ბო
ლომდე ეყრდნობა აკად. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებებს. გასაგები რომ გახდეს ივ. ჯავახიშვ
ილისა და ივ. სურგულაძის საყრდენი არგუმენტაცია, მოვიტანთ ,,ისტორიანისა და აზმანის“
ავტორის (თუ რედაქტორის) ციტატას: ,,მაშინ მეფემან მოუწოდა ძმასა ზაქარიასსა ივანე მსახ
ურთუხუცესსა და ინება პატივსა ძმისა მისისა აღყვანება და უბოძა ამირსპასალარობისა პატი
ვი (ლაპარაკია ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალების შემდგომ ეტაპზე, ე. ი. 1212 წლის შემ
დგომ ეტაპზე). გავიხსენოთ: ,,აზმანის“ ეს ადგილი ივ. ჯავახიშვილისათვის იყო არა მხოლ ოდ
ათაბაგობის დასაწყისის, არამედ თამარის გარდაცვალების ზუსტი თარიღის ძირითადი
ორიენტირიც (,,ხოლო ივანე საქმეთა შინა განკურვებული იყო და ესრე რქუა მეფესა: ,,პატი ვი
ესე, რომლითა პატივგიცემიეს ჩემდა, დიდად დიდი არს და მე უღირს ვარ; ესრეთ შემე წიე,
რათა ძმისა ჩემისა სახელსა ჩემ ზედა არა ახსენებდნენ, რათა არა მრცხენუეს ნაცვლად მისა
დგომად, არამედ ათაბაგობით პატივმეც: საქართველოს არა არს წესად და ხელად თქვენ
მეფეთა წინაშე ათაბაგობა. და ამით განადიდე წყალობა ჩემი შენი ჩემს ზედა რომე ახალსა და
უაღრესსა პატივსა ღირს მყო და ათაბაგობა მიბოძა, რომელ სულტანთა წესი არის ათაბაგი...
ყოცა მეფემან და უბოძა ათაბაგობა, რომელი არა ყოფილიყო საქართველოს მეფეთა წინაშე,
არცა ვის ბოძებოდა“... (,,ქართლის ცხოვრება“, ტ. II, გვ. 110). ამ ტექსტში აშკარა წინააღმდე
გობაა, რაც ადრევე შენიშნეს მკვლევარებმა. ამ ტექსტიდან გამოდის შემდეგი: 1. თამარმა ივა
ნეს ათაბაგობა უბოძა ზაქარიას სიკვდილის შემდეგ (მიზეზი: ივანეს ,,სცხვენია“ მისი
სახელი ,,ახსენონ ძმის სახელსა ზედან“). 2. ათაბაგობა აქამდის არავის ჰქონია, ივანე პირველი
ათაბა გია. 3. ათაბაგობა დაწესდა 1212 წელს, როდესაც აღსაზრდელი აღარავინ იყო... ე. ი.
თითქოს ყველაფერი ლოგიკურია, ორი აშკარა წინააღმდეგობა რომ არ არსებობდეს: ა) იგივე
ავტორი პირველ ათაბაგად ახსენებს ივანე ახალციხელს, რასაც შემდეგ თითქოს გამორიცხავს...
ბ) ათა ბაგობას მაშინ იღებს დიდებული, როდესაც აღსაზრდელი უკვე აღზრდილია. ივ.
სურგულა ძემ პირველი წინააღმდეგობა ადვილად მოხსნა. მან მხარი დაუჭირა კ. კეკელიძის
აღდგენას, სადაც ივანე ახალციხელის ათაბაგობა ,,ეჯიბობითაა“ შეცვლილი. ამ აღდგენას
მხარს უჭერ და ივ. ჯავახიშვილიც. ივანე ახალციხელის ათაბაგობას საეჭვოდ მიიჩნევდა ექვ.
თაყაიშვილ იც (ამ საკითხზე ვრცელი მსჯელობა იხ. ივ. სურგულაძესთან, გვ. 32-36). მაგრამ
მთელი ეს კრიტიკული განხილვა თავიდანვე განწირულია იმიტომ, რომ მკვლევართა დიდ
ნაწილს უტ ყუარი ჰგონია ,,აზმანის“ ავტორის ზემოთმოყვანილი ციტატა. სინამდვილეში კი
ივანეს ათა ბაგობის შესახებ მთელი მონათხრობი აბსოლუტურად ყალბია, როგორც შემდეგში
ჩამატებუ ლი სპეციალური მიზნით.

ჯერ ერთი: - თამარს არ შეეძლო ივანე მხარგრძელისათვის ათაბაგობა ზაქარიას სიკვდილის


შემდეგ მიენიჭებინა, რადგან თამარი, ქართული ტრადიციის საწინააღმდეგოდ, ზაქარიაზე
ადრე გარდაიცვალა. ეს რომ ასეა, ჩანს:

ა) სომხური ლაპიდარული წარწერებიდან (იხ. შ. დარჩაშვილი, ,,ჰალიბატის 1210 წლის წარ


წერა ,,მნათობი“, 1975 წ. N 2, გვ. 152. ივ. ჯავახიშვილი ამ წარწერას ნდობით არ ეკიდებოდა.
ბაგავანის წარწერა, კირაკოს განძაკელის ცნობა, ბაგავანის უთარიღო წარწერა და ა.შ.).
ამჯერად ჩვენთვის საინტერესო არაა, როდის გარდაიცვალა თამარი (1207, 1210 წ., 1213 წ. და
ა. შ.), მთავარია შემდეგი: თამარი გაცილებით ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ზაქარია, ე.
ი. ,,აზმანის“ ავტორი (ან ინტელპოლატორ-გადამწერი თუ რედაქტორ-ფალსიფიკატორი) უდავ
ოდ ტყუის, განგებ ფარავს რაღაცას. ეს რომ ასეა, ჩანს აგრეთვე ლაშა-გიორგის დროინდელი
მემატიანის თხზულებიდანაც, რომელიც სამწუხაროდ შეუმჩნეველი დარჩა. ეს მემატიანე მო
იხსენიებს თამარის სიკვდილს, მის გლოვას მთელი საქართველოს მიერ, შემდეგ მიუთითებს
რომ ღმერთმა არ გაწირა ქვეყანა, მოუვლინა მას შესანიშნავი მმართველი და ყოველივე ამის
შემდეგ აღნიშნავს: ,,...და იყო სამეფო მისი (ე.ი. ლაშა-გიორგისი) დიდსა დაწყნარებასა შინა,
და იყვნეს გამგედ და განმზრახად ყოველთა საქმეთა მისთა მისსავე მშობლისობითგან (ალ ბათ
მშობლისაგან!), მხარგრძელი ზაქარია მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი და ივა ნე
ათაბაგი“ (,,ქართლის ცხოვრება“, ტ. I, გვ. 370). მაშასადამე, აშკარაა ივანე მხარგრძელი
ათაბაგი გახდა ძმის სიცოცხლეშივე (საერთოდ, ეს რომ ასეა, იქიდანაც ჩანს, რომ
არავითარი ,,სირცხვილი“ არ ეტყობა ივანეს ძმის სახელოს მისაკუთრების გამო. მერე ვნახავთ,
რომ მან ამირსპასალარის სახელო, რომელიც თითქოს მეფის ხელიდან ,,სირცხვილით“ არ
მიიღო, უსირცხვილო თავხედობით მიისაკუთრა მცირეწლოვანი ძმისწულის შანშეს
უფლებათა საზ იანოდ (შ. დარჩაშვილი, გვ. 20-81).

ამრიგად, გამოვარკვიეთ, რომ ივანე მხარგრძელი ათაბაგი გახდა ზაქარიას სიცოცხლეშივე,


დაახლოებით 1205-1206 წლებში. (ე.ი. დავით სოსლანის გარდაცვალების ან მის მომდევნო
წელს, ამის შესახებ იხ. ჩვენი ნაშრომი ,,ათაბაგის სახელოს გარკვევისათვის“, ხელნაწერი, წა
კითხული მოხსენებად 1976 წელს ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთ
ნოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო სესიაზე). მაშასადამე, 1205/6 – 1212 წწ-ში ივანე მსახუ
რთუხუცესი და ათაბაგია, თუ გამოირკვევა რა ფუნქცია მიემატა მას ამ წლებში, მაშინ დაახლ
ოებით შესაძლებელია გაირკვეს პრინციპში ათაბაგის ძირითადი ფუნქციაც. 1212 წლის შემდ
ეგ, ე. ი. ივანეზე ძმის (ზაქარიას) ხელის - ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის გადას
ვლის შემდეგ ამის გარკვევა შეუძლებელია, რადგან არ ხერხდება ერთ პიროვნებაში შეერთე
ბული რამდენიმე ხელის შემთხვევაში, თითოეულის ფუნქციონალური გამიჯვნა.
ჩვენი აზრით, საწყის ეტაპზე ათაბაგი განაგებდა: 1. სომხურ თემებს (ივანეს მაგალითზე). ეს
ტიტული აღნიშნავდა არა მთელი საქართველოს, არამედ ერთი რეგიონის, კერძოდ მხარგრ
ძელთა 4 შტოს სამფლობელოთა საერთო მმართველობას. 2. ურთიერთობას მეზობლებთან,
განსაკუთრებით სამხრეთელ მეზობლებთან (ხლათთან მისი მოლაპარაკების ანალიზიდან
გამომდინარე დასკვნა).

ამასთანავე სავაზიროში ათაბაგი იცავდა მთავართა ინტერესებს, იყო მემკვიდრეობითი


მფლობელობის (მსხვილი სენიორების, თავადების, მთავრების) წარმომადგენელი. ქვეყნის
ფეოდალიზაციის პროცესის გაღრმავებასთან დაკავშირებით თანდათან გაიზარდა ათაბაგის
ფუნქციაც, მან შეავიწროვა მწიგნობართუხუცესი და იქცა მეფის შემდგომ პირველ მოხელედ,
ხშირად რეგენტად. რაც მთავარია, ამჯერად ჩვენთვის, ათაბაგის ხელში მოიყარა თავი საგა
რეო ურთიერთობის ყველა მხარემ... ეს ყველაზე უკეთ ჩანს ივანე ათაბაგის ეპისტოლეში
რომის პაპის ჰონორიუსისადმი (ჰონორიუს III).

მაშასადამე: საგარეო საქმეები ფეოდალურ საქართველოში დიდხანს წარმოადგენდა უშუალ


ოდ მეფის პრეროგატივას... (X-XI ს.ს.) გიორგი II-ის დროიდან ამ საქმეში მეფის თანაშემწე გა
ხდა მწიგნობართუხუცესი, რომლის საერთო ხელმძღვანელობის ქვეშ XII ს-იდან საგარეო
საქმეები გადანაწილდა ამირსპასალარის (სამხ. დიპლომატია), მეჭურჭლეთუხუცესის (სა
გარეო ეკონომიკური ურთიერთობანი) და მანდატურთუხუცესის (ელჩების მიღება-მომსა
ხურება) ხელში. XIII საუკუნიდან საგარეო საქმეებში გაიზარდა ათაბაგის როლი. დაცემის
ხანაში ბიუროკრატიული აპარატის დაშლის შემდეგ დიპლომატია კვლავ მეფის უშუალო
პრეროგატივა გახდა.

აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე (12)


ბეჟან ხორავა
მოქვის ტაძარი, შარვაშიძეთა საძვალე

1859 წ. რუსეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასია - ჩეჩნეთ-დაღესტანი დაიპყრო. ამით კავკა


სიის ომის (1817-1864) ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და 200 ათასიანი კავკასიის
არმიის ძირითადი ნაწილები რუსეთის სარდლობამ დასავლეთ კავკასიაში გადმოისროლა.
ალექსანდრე II (1855-1881) სარდლობისგან მოითხოვდა, რომ ომი, რომელიც ნახევარი საუკ
უნის მანძილზე გაიწელა და უზარმაზარ სახსრებს ნთქავდა, მალე დაემთავრებინათ.
დასავლეთ კავკასიაში საომარი მოქმედებების მსვლელობაში აფხაზეთის სამთავროს როლს
ცარიზმი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამიტომ იყო, რომ აფხაზეთმა სხვა ქართულ პოლი
ტიკურ ერთეულებზე დიდხანს შეინარჩუნა ავტონომიური მმართველობა იმპერიის შემად
გენლობაში. რუსეთის მთავრობა ფიქრობდა, რომ აფხაზეთის სამთავროს გაუქმებას და უშუ
ალო რუსული მმართველობის შემოღებას შეეძლო გაერთულებინა საომარი მოქმედებების წა
რმოება დასავლეთ კავკასიაში, რადგან აფხაზეთი ამ რეგიონში რუსეთის სამხედრო-სტრატე
გიულ პლაცდარმს წარმოადგენდა; ამასთან, აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე (1823-
1864) და აფხაზი ფეოდალები საომარ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდნენ. ამიტომ
ცარიზმმა აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და რუსული მმართველობის შემოღება დასავლ ეთ
კავკასიაში ომის დამთავრებისთვის გადადო. რუსეთის მთავრობა მიხეილ შარვაშიძის რო
ლსაც რეალურად აფასებდა. 1862 წლის 28 აპრილს კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის
არმიის მთავარსარდალი ალექსანდრე ბარიატინსკი (1856-1862) სამხედრო მინისტრს, გენერ
ალ-ადიუტანტ დ. მილიუტინს წერდა: მიხეილ შარვაშიძის "გავლენა აფხაზეთში და მეზობ ელ
ტომებზე, როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია... ამიტომ ამ კაცის
კეთილად განწყობა ჩვენს მიმართ ძალზედ საჭიროდ მიმაჩნია"-ო (А.Л.Зиссерман, 1888: 388).

რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთში ჯერ კიდევ საკმაოდ შეზღუდული იყო და მხოლოდ ჯა


რის მიერ დაკავებულ პუნქტებზე ვრცელდებოდა. სამთავროს საშინაო მმართველობა მთავრ ის
ხელში იყო. კავკასიის რუსული ადმინისტრაციისთვის ნათელი იყო, რომ აფხაზეთში რუ
სეთის ხელისუფლების განმტკიცება დასავლეთ კავკასიაში რუსეთის მფლობელობის დამყარ
ების კვალად მოხდებოდა (А.Л.Зиссерман,1888: 347-348). ეს მიხეილ შარვაშიძემაც კარგად
იცოდა. რუსეთის ხელისუფლება ფიქრობდა და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ აფხაზეთის მთა
ვარი, რომელიც დიდი პატივისცემითა და გავლენით სარგებლობდა დასავლეთ კავკასიის
მთიელ ტომებს - ჯიქებს, უბიხებს, შაფსუღებს, აბაძეხებს და სხვ. შორის, დამოუკიდებლობი
სთვის მათ ბრძოლას ფარულად მხარს უჭერდა. მიხეილ შარვაშიძეს გაცნობიერებული ჰქო
ნდა, რომ დასავლეთ კავკასიის დამორჩილების შემდეგ რუსეთი მის ხელისუფლებასაც ბო
ლოს მოუღებდა (ბ. ხორავა,2004:116-117). ა. ბარიატინსკისაც არაერთხელ უთქვამს მისთვის,
რომ აფხაზეთში რუსული მმართველობა იქნებოდა შემოღებული და ურჩევდა ახალი რეალო
ბისთვის მომზადებულიყო; ამასთან, ის სიცოცხლის ბოლომდე ისარგებლებდა თავისი უფლ
ებებით და იმპერატორის წყალობით, თუკი რუსეთის სარდლობას სარგებლობას მოუტანდა
(А.Л.Зиссерман,1888: 348).
1858 წლიდან მიხეილ შარვაშიძე ხშირად ავადმყოფობდა. 1861 წლის შემოდგომაზე მან სამკ
ურნალოდ საზღვარგარეთ გაშვება ითხოვა. ოქტომბერში 6 თვით საზღვარგარეთ წასვლის ნე
ბა დართეს, მაგრამ გამგზავრება ჩაიშალა მეუღლის - ალექსანდრა (ცუცუ) დადიანის გარდაც
ვალების გამო. მეუღლის გარდაცვალებამ მთავრის ჯანმრთელობა კიდევ უფრო გატეხა. 1862
წლიდან მისმა ავადმყოფობამ სერიოზული სახე მიიღო, თუმცა, შეძლებისდაგვარად კვლავ
მართავდა სამთავროს. ამ დროს კავკასია მნიშვნელოვანი ცვლილებების ზღურბლზე იდგა.

1862 წლის სექტემბერში კავკასიის არმიის მთავარსარდლად და კავკასიის მეფისნაცვლად


ალექსანდრე II-ის ძმა, დიდი მთავარი მიხეილ რომანოვი დაინიშნა. თბილისში ჩამოსვლი
სთანავე ახალმა მთავარსარდალმა განკარგულება გასცა აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და
ბოლო წლებში მიხეილ შარვაშიძის მმართველობის შესახებ ცნობები შეეკრიბათ.

მალე შედგა საქმე, რომელშიც მიხეილ შარვაშიძის მმართველობის უკანასკნელი პერიოდი


უარყოფითად იყო შეფასებული(სცსსა,ფ.416,აღწ.3,ს.177,ფურც.23). კავკასიის რუსული ად
მინისტრაცია სერიოზულად ფიქრობდა აფხაზეთის სამთავროს გაუქმებაზე და ამ აქტისათ ვის
სამართლებრივი საფუძვლის მომზადებას ცდილობდა.

1863 წლის მთელი ზაფხული მიხეილ შარვაშიძემ პიატიგორსკში გაატარა, ხოლო სამთავროს
მართვა ძმას – ალექსანდრეს ჩააბარა. ამ პერიოდში სამთავროში უწესრიგობები - მკვლელობა
ყაჩაღობა, ძარცვა გახშირდა, რაც კინაღამ აშკარა ფეოდალურ შინაომში გადაიზარდა (სცსსა,
ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.20). 23 აგვისტოს კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსი, გენე
რალ-ლეიტენანტი ა.კარცოვი მიხეილ შარვაშიძეს, რომელიც მაშინ უკვე რაჭაში იმყოფებოდა,
წერდა: ზაფხულში, თქვენს არყოფნაში, აფხაზეთში უწესრიგობები მოხდა და სამწუხაროა,
რომ ავადმყოფობის გამო აფხაზეთში ჩასვლა არ შეგიძლიათო. ხელისუფლება ფიქრობდა, რომ
მთავრის ჩასვლა რამდენადმე განმუხტავდა დაძაბულ ვითარებას და უწესრიგობას ბო ლოს
მოუღებდა. მთავარმა აფხაზეთში დაბრუნება გადაწყვიტა. 8 სექტემბერს იგი ქუთაისი დან
გავიდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო იმდენად ნელა მგზავრობდა, რომ ლიხნში მხოლოდ 16
ოქტომბერს ჩავიდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.178, ფურც.4).
მიხეილ შარვაშიძემ გადაწყვიტა სამთავროს მართვა უმტკივნეულოდ გადაეცა უფროსი შვი
ლის, გიორგისთვის, რომელიც მეფისნაცვალთან ადიუტანტად მსახურობდა. 27 ოქტომბერს
მან წერილი გაუგზავნა ა. კარცოვს და მისი ავადმყოფობის გამო სამხედრო სამსახურიდან გი
ორგის გათავისუფლება და აფხაზეთში დაბრუნება სთხოვა, რათა სამთავროს მართვა მისთვ ის
ჩაებარებინა. მიხეილ რომანოვის დავალებით ა. კარცოვმა მთავარს უპასუხა, რომ გიორგი
სთვის აფხაზეთის მართვის გადაცემის საკითხი იმპერატორის გადასაწყვეტი იყო, რადგან ახ
ალ მთავარს ის ამტკიცებდა. ამასთანავე, ის აღნიშნავდა, რომ გიორგი მრავალი დადებითი
თვისების მიუხედავად, ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო, იმჟამად მთავრის მოვა
ლეობის შესრულებას ალბათ ვერ შეძლებდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.178, ფურც.4).

რა თქმა უნდა, გიორგი შარვაშიძის ახალგაზრდობა და გამოუცდელობა არაფერ შუაში იყო.


უბრალოდ, ცარიზმი შესაფერ დროს ელოდა სამთავროს გასაუქმებლად, თორემ თავის დრო
ზე ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო მიხეილ შარვაშიძე, როცა მთავრად დაამტკიცეს, მაგრ
ამ რუსეთის ხელისუფლებას მაშინ პრეტენზია არ ჰქონია. მთავრობას სურდა, მიხეილ შარვა
შიძის გარდაცვალების შემთხვევაში სამთავრო უმტკივნეულოდ გაეუქმებინა და უშუალო
რუსული მმართველობა შემოეღო.
1864 წლის დასაწყისისათვის კავკასიის ომი დასასრულს მიუახლოვდა. რუსეთს ჩრდილო-
დასავლეთ კავკასია დაპყრობილი ჰქონდა, რჩებოდა მხოლოდ კავკასიონის ქედის სამხრეთ
კალთებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაკავება. თებერვალში რუსეთის ჯარის ნაწი
ლებმა ყუბანის ოლქის მხრიდან დაიწყეს კავკასიონის ქედის გადმოლახვა; ისინი შეტევას
აწარმოებდნენ შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც, სადაც შაფსუღები, უბიხები და ჯიქები ცხოვ
რობდნენ. აფხაზეთის ავტონომიური სამთავროს შენარჩუნება ცარიზმს უკვე არაფერში სჭირ
დებოდა. როცა უკვე ნათელი გახდა, რომ კავკასიის ომი დასასრულს უახლოვდებოდა, მარტ
ში, მიხეილ რომანოვმა აფხაზეთის სამთავროს გაუქმების საკითხი აღძრა. მისი წინადადებ ით,
აფხაზეთის მთავარი უნდა დაეთანხმებინათ უარი ეთქვა ტახტზე; აფხაზეთისაგან შეექმ ნათ
სამხედრო ოლქი; შავი ზღვის სანაპიროზე მდ. ენგურის შესართავამდე შექმნილიყო კაზა კთა
დასახლებები, რომლებიც აფხაზეთის კაზაკთა ჯარს შექმნიდნენ (სცსსა,ფ.416, აღწ. 3, ს. 177,
ფურც.16-17). გეგმა ითვალისწინებდა სამურზაყანოს, ტერიტორია მდინარეებს - ენგურ სა და
ღალიძგას შორის, რომელიც მთავრობამ 1840 წელს ჩამოართვა სამეგრელოს მთავარს და აქ
უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო, აფხაზეთთან შეერთებას. ამდენად, ცარიზ მი შავი
ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ,,მცოცავ" ანექსიას ახორციელებდა.

როდესაც იმპერატორი გაეცნო მეფისნაცვლის მოსაზრებებს აფხაზეთის შემდგომი მოწყობის


თაობაზე, დათანხმდა ამ მხარეში უშუალო რუსული მმართველობის შემოღებას დაუყოვნებ
ლივ. მიხეილ რომანოვს დაევალა მიხეილ შარვაშიძისთვის გამოეცხადებინა იმპერატორის ნე
ბა მთავრის მოვალეობისაგან გათავისუფლებისა და აფხაზეთში რუსული მმართველობის შე
მოღების თაობაზე; მიხეილ შარვაშიძეს უნარჩუნდებოდა გენერალ-ადიუტანტის წოდება და
ნება ეძლეოდა საცხოვრებლად აერჩია პეტერბურგი ან მოსკოვი; მთავარსა და მისი ოჯახის
წევრებს დაენიშნებოდათ შესაფერისი პენსია (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.24-25).
1864 წლის მაისში კავკასიის მრავალწლიანი ომი დამთავრდა და ცარიზმმა ამ მხარეში თავი
მყარად იგრძნო. ამ დროიდან აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და იქ უშუალო რუსული მმა
რთველობის შემოღება სახელმწიფოებრივ აუცილებლობად გამოცხადდა. ა. კარცოვმა მიხე ილ
შარვაშიძე 3 ივნისს ქუთაისში მიიწვია, რათა მისი უდიდებულესობის ნება გაეცნო. მთავ რისა
და მისი ოჯახის გამომგზავრება რომ არ შეფერხებულიყო, 28 მაისიდან მათ სოხუმსა და
ფოთში ხომალდები დაელოდებოდათ, ხოლო ორპირში - ეკიპაჟი (სცსსა,ფ.416, აღწ. 3, ს. 177,
ფურც.36). კავკასიის ადმინისტრაციას სურდა მიხეილ შარვაშიძისთვის ქუთაისში უმტ
კივნეულოდ გამოეცხადებინა იმპერატორის ბრძანება და ოჯახით რუსეთში გაესახლებინა,
მაგრამ აფხაზეთის მთავარმა 31 მაისს ა. კარცოვს აუწყა, რომ ავადმყოფობის გამო ქუთაისში
ჩასვლას ვერ შეძლებდა(სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.37-38).
რადგან მიხეილ შარვაშიძე ქუთაისში არ ჩავიდა, მეფისნაცვალმა აფხაზეთში თავისი ადიუტა
ნტი, პოლკოვნიკი ვ. ლევაშოვი გაგზავნა, რომელსაც მთავრისთვის უნდა აეხსნა, თუ რა არას
ასურველ შედეგს გამოიღებდა იმპერატორის ბრძანების შეუსრულებლობა და ის აფხაზეთის
დატოვებაზე დაეთანხმებინა. ვ. ლევაშოვი შეხვდა აფხაზეთის მთავარს და გააცნო იმპერატო
რის გადაწყვეტილება, მაგრამ მიხეილ შარვაშიძემ ავადმყოფობის მომიზეზებით სამთავროს
დატოვებაზე უარი თქვა. მისი სურვილი იყო აფხაზეთი ემართა სიკვდილამდე, მაგრამ, თუ
იმპერატორი წინააღმდეგი იქნებოდა, ის დაემორჩილებოდა, თუმცა საზღაურად 1 მლნ. მან
ეთს ვერცხლით და მის მფლობელობაში არსებული მთელი მამულისა და ქონების შენარჩუნე
ბას ითხოვდა. ამასთან, თვითონაც აფხაზეთში უნდა დარჩენილიყო როგორც კერძო პირი. ვ.
ლევაშოვი შეძრა მოხუცი, ავადმყოფი მთავრის მდგომარეობამ და განცდებმა. მას ისეთი
გრძნობა გაუჩნდა, რომ ხელისუფლება აფხაზეთის მთავრის მიმართ მთლად კეთილშობილუ
რად არ იქცეოდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.39).
მეფისნაცვალი თანახმა იყო მიხეილ შარვაშიძისთვის პირადი მამულები დაეტოვებინათ და
მათი მართვა ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ეწარმოებინა ან გაეყიდა ისინი, მაგრამ
აფხაზეთში მისი დატოვების კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. თუ ვერ მოხერხდებოდა აფ
ხაზეთიდან მიხეილ შარვაშიძის მშვიდობიანად გაყვანა, იგი ძალის გამოყენებასაც არ გამორი
ცხავდა. კავკასიის რუსული ადმინისტრაცია ჩქარობდა აფხაზეთში რუსული მმართველობის
შემოღებას. 24 ივნისს მეფისნაცვალმა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს, გენერალ-ლეიტენ
ანტ დ.სვიატოპოლკ-მირსკის უბრძანა აფხაზეთის მართვა უშუალოდ თავის ხელში აეღო. იმა
ვე დღეს მეფისნაცვალმა მიხეილ შარვაშიძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც გამოუცხადა იმ
პერატორის ნება მთავრის მოვალეობისაგან მისი გათავისუფლების შესახებ(სცსსა,ფ.416, აღწ.
3, ს.177, ფურც.48).

მეფისნაცვლის ბრძანების შესრულების მიზნით დ. სვიატოპოლკ-მირსკი 29 ივნისს სოხუმში


ჩავიდა. მიხეილ შარვაშიძე ტყვარჩელში იმყოფებოდა მინერალურ წყლებზე. ქუთაისის გენე
რალ-გუბერნატორმა წერილი გაუგზავნა მთავარს და აცნობა, რომ მეფისნაცვალმა მას უბრძა ნა
დაუყოვნებლივ აეღო თავის თავზე აფხაზეთის მართვა, აქედან გამომდინარე, სთხოვდა
ეცნობებინა, როგორი წესი და რიგი მიაჩნდა უფრო მისაღებად აფხაზეთის მმართველობის
მისთვის გადასაცემად და აფხაზეთიდან გამგზავრებას როდის აპირებდა (სცსსა,ფ.416, აღწ. 3,
ს.177, ფურც.48). საპასუხო წერილში მთავარი წერდა, რომ არ იყო ხელმწიფის ნების და
აფხაზეთიდან გასვლის წინააღმდეგი, მაგრამ სურდა ტყვარჩელის მინერალურ წყლებზე
სამკურნალოდ ზაფხულის გატარება შეძლებისდაგვარად ჯანმრთელობის განსამტკიცებლ ად.
6 ივლისს მიხეილ შარვაშიძემ განკარგულება გასცა აბჟუის, ბზიფისა და აფხაზეთის ოლ ქების
მმართველებს იმპერატორის ბრძანება მათდამი რწმუნებულ ოლქებში გამოეცხადები ნათ;
შეეკრიბათ ოლქების საპატიო მცხოვრებნი და მათთან ერთად 12 ივლისს სოხუმში მხა რის
მართვის შესახებ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის შემდგომი განკარგულების მისაღე ბად
გამოცხადებულიყვნენ (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.65).
12 ივლისს დ. სვიატოპოლკ-მირსკიმ აფხაზეთში რუსეთის ჯარების სარდალს, გენერალ-მა
იორ პ. შატილოვს უბრძანა აფხაზეთის დროებით მართვას დაუყოვნებლივ შედგომოდა. იმა ვე
დღეს მიხეილ შარვაშიძის განკარგულების შესაბამისად, აფხაზეთის სამთავროს სამივე ოლქის
საპატიო პირები და მამასახლისები სოხუმში შეიკრიბნენ. ქუთაისის გენერალ-გუბერ ნატორმა
აფხაზებს გამოუცხადა იმპერატორის ბრძანება ქვეყანაში რუსული მმართველობის შემოღების
შესახებ და მოუწოდა, ამიერიდან მხოლოდ იმპერატორის სახელით დანიშნულ მოხელეებს
დამორჩილებოდნენ (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.70-71).
ამრიგად, 1864 წლის 12 ივლისს ცარიზმმა აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და უშუალო რუსუ
ლი მმართველობა შემოიღო. შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება, რომელიც ქუთაისის
გენერალ-გუბერნატორს დაექვემდებარა. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსად აფხა
ზეთის ჯარების სარდალი, გენერალ-მაიორი პ. შატილოვი დაინიშნა. სამთავროს გაუქმებითა
და რუსული მმართვლობის შემოღებით აფხაზეთში კოლონიური პოლიტიკური რეჟიმი დამ
კვიდრდა.
რუსული მმართველობის დამყარება აფხაზეთში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე განხო
რციელდა. შექმნილ პირობებში, მიხეილ შარვაშიძის აფხაზეთიდან დაუყოვნებლივ გასვლის
მოთხოვნამ ნაწილობრივ მნიშვნელობა დაკარგა. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის აზრით,
ყოფილი მთავრის აფხაზეთში ყოფნა, რა თქმა უნდა, გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა ადგ
ილობრივ ხელისუფლებასა და ახალ მმართველობას, მაგრამ, მეორე მხრივ, მიხეილ შარვაშიძ
ის ავადმყოფობის, გაფანტული მეურნეობის, ქონების უზარმაზარი რაოდენობისა და ოჯახუ
რი პირობების გამო (მისი შვილები აღსაზრდელად გაბარებული იყვნენ აფხაზეთში სხვადა
სხვა პირებთან), გასამგზავრებლად მოკლე დროში მომზადება მისთვის ძნელი იყო.
მიხეილ შარვაშიძე მიხეილ რომანოვს აფხაზეთში დატოვებას სთხოვდა. იგი ხელისუფლებას
შეახსენებდა, რომ 40 წელი იმყოფებოდა მეფის სამსახურში და ტახტს თავის დროზე მნიშვნე
ლოვანი სარგებლობა მოუტანა. ახლა კი, ამ სიბერეში, - წერდა იგი გულისწყრომით, - უკურნ
ებელი სენით ავადმყოფი გენერალი არ უნდა დაამციროთ და მისცეთ საშუალება იცხოვროს
თავის მამულში და კი არ იწანწალოს, რაც საზოგადოებრივი აზრისთვის, მისი წოდებისა და
ღირსების თვალსაზრისით მიუღებელი იქნებოდა. მთავრის მტკიცებით, იგი იმიტომ ცდილ
ობდა აფხაზეთში დარჩენას, რომ აქედან წასვლის შემთხვევაში, უკურნებელი სენი საბოლო
ოდ მოუშლიდა ჯანმრთელობას, მითუმეტეს რუსეთის მკაცრი კლიმატის პირობებში. იგი ხე
ლისუფლებას არწმუნებდა, რომ მისი ყოფნა აფხაზეთში ხელისშემშლელი კი არ იქნებოდა
მთავრობისთვის მისი გადაწყვეტილებების გატარებაში, უფრო, პირიქით, სასარგებლოც იქნე
ბოდა. ამასთან, იგი გამოთქვამდა სურვილს, რომ მის მიერ აღდგენილ მოქვის ტაძარში, მეუღ
ლის გვერდით დაეკრძალათ. თუ აფხაზეთში დატოვების შესახებ მისი თხოვნის შესრულება
შეუძლებელი იქნებოდა, იგი ითხოვდა საზღვარგარეთ წასვლის ნება მიეცათ და როგორც კი
ავადმყოფობა საშუალებას მისცემდა, წავიდოდა იერუსალიმში, სადაც მაცხოვრის საფლავთ ან
დაელოდებოდა სიკვდილს (სცსსა,ფ.545, აღწ.1,ს.75, ფურც.2-5).

მეფისნაცვლმა განკარგულება გასცა მიხეილ შარვაშიძეზე მკაცრი მეთვალყურეობა


დაეწესებინათ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე აფხაზეთიდან
დაუყოვნებლივ გაესახლებინათ. 14 აგვისტოს მიხეილ რომანოვმა რუსეთის სამხედრო
მინისტრს, გენერალ-ლეიტენანტ დ. მილიუტინს წერილი გაუგზავნა. მეფისნაცვალი წერდა,
რომ, სამწუხაროდ, მიხეილ შარვაშიძე ჯერ კიდევ აფხაზეთში იმყოფებოდა, კერძოდ,
ტყვარჩელის მინერალურ წყლებზე, რადგან უკანასკნელ ხანს მისმა ავადმყოფობამ
სერიოზული სახე მიიღო, თუმცა მისი იქ ყოფნა რუსეთის ხელისუფლებას უხერხულობას უკ
ვე არ უქმნიდა. მიხეილ რომანოვი ითხოვდა იგი კიდევ რამდენიმე ხნით, ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, აფხაზეთში დაეტოვებინათ. რუსეთის ხელისუფლება ჩქა
რობდა აფხაზეთიდან მიხეილ შარვაშიძის გასახლებას. სამხედრო მინისტრმა კავკასიის არმი
ის მთავარსარდალს 3 სექტემბერს აუწყა, რომ იმპერატორს სურდა მიხეილ შარვაშიძე აფხაზე
თიდან დაუყოვნებლივ გაესახლებინათ, ყოველ შემთხვევაში, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა
(სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 75, ფურც.42).
მიხეილ რომანოვმა დ. სვიატოპოლკ-მირსკის აცნობა, რომ მიხეილ შარვაშიძის აფხაზეთში
ყოფნის უკანასკნელ ვადად 1 ოქტომბერი განისაზღვრა. იგი აღნიშნავდა, რომ იმპერატორი
ძალიან იყო დაინტერესებული ამ საკითხით, ამიტომ მას სურდა გაეგო, როდის შეძლებდა ის
აფხაზეთიდან გასვლას. მეფისნაცვალი იმედს გამოთქვამდა, რომ მიხეილ შარვაშიძე ბოლოს
და ბოლოს შეასრულებდა მთავრობის მოთხოვნას, დანიშნულ ვადამდე გავიდოდა აფხაზეთ
იდან და ძალის გამოყენება საჭირო არ გახდებოდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.182, ფურც.11-12).

მეფისნაცვლის წერილის მიღებისთანავე დ. სვიატოპოლკ-მირსკი 13 სექტემბერს სოხუმში გა


ემგზავრა, რათა პირადად ენახა მიხეილ შარვაშიძე, გაეგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეო
ბის ამბავი და აფხაზეთიდან დაუყოვნებლივ გასვლაზე დაეყოლიებინა. ქუთაისის გენერალ-
გუბერნატორმა მიხეილ შარვაშიძე ტყვარჩელში ნახა მწოლიარე ავადმყოფი. როგორც მას მოე
ჩვენა, ჯანმრთელობის მხრივ ის მართლაც მძიმე მდგომარეობაში იყო. მისმა მცდელობამ, და
ეყოლიებინა აფხაზეთიდან დაუყოვნებლივ გასვლაზე, მიხეილ შარვაშიძეზე არ იმოქმედა. მან
დ. სვიატოპოლკ-მირსკის განუცხადა, რომ დაუმსახურებელ შეურაცხყოფად მიაჩნდა მის თვის
გამოცხადებული უნდობლობა, უსამართლო დაჟინება და დაჩქარება, რითაც მას აფხაზ
ეთიდან დევნიდნენ და არც კი ეუბნებოდნენ სად იცხოვრებდა. ამ უსამართლობას ის მიაწერ
და არა იმპერატორს, არამედ კავკასიის რუსულ ადმინისტრაციას, თუმცა მისი საუბრიდან კა
რგად ჩანდა, რომ მშვენივრად იცოდა ვისგან მოდიოდა ყოველივე. ის ამტკიცებდა, რომ მისი
ყოფნა აფხაზეთში საზიანო კი არ იქნებოდა ხელისუფლებისათვის, არამედ, პირიქით - სასარ
გებლო. რუსეთის ხელისუფლებისათვის აფხაზეთის გადაცემას ის თავის დამსახურებად წარ
მოაჩენდა და ელოდებოდა არა რისხვას იმპერატორისაგან, არამედ მის მოწყალებას (სცსსა, ფ.
416,აღწ.3,ს.182,ფურც.5). დ.სვიატოპოლკ-მირსკი მას არწმუნებდა, რომ ყველა უსიამოვნება,
რომელსაც ყოფილი მთავარი განიცდიდა, აფხაზეთიდან გასვლის შესახებ იმპერატორის
ბრძანების შეუსრულებლობის გამო ხდებოდა; არ არსებობდა მაგალითი, რომ მმართველობი
დან გადაყენებული მთავარი თავის ყოფილ სამფლობელოში დაეტოვებინათ.
მიხეილ შარვაშიძე კვლავ ითხოვდა საცხოვრებლად აფხაზეთში დატოვებას, ხოლო თუ ეს შე
უძლებელი იქნებოდა, მაშინ ზამთარში ქუთაისში, ზაფხულში კი რაჭაში ცხოვრების ნებას,
მიწის გამოყოფას ქუთაისის მაზრაში და მცირე მიწის ნაკვეთს რაჭაში აგარაკის ასაგებად. ას
ეთ პირობებში ის მზად იყო 1 იანვრის შემდეგ გამგზავრებულიყო ქუთაისში. თუ ეს თხოვნა
არ იქნებოდა გათვალისწინებული, იგი იმპერატორს მიანდობდა თავისი შვილების ბედს და
ითხოვდა იერუსალიმში წასვლის ნებას, სადაც მაცხოვრის საფლავთან სიკვდილს დაელოდე
ბოდა, "წინააღმდეგ შემთხვევაში, - აღნიშნავდა იგი დ. სვიატოპოლკ-მირსკისთან საუბარში, -
წამათრიეთ აქედან ძალით და დაე მთელმა ქვეყანამ დაინახოს თქვენი უსამართლობა და სი
სასტიკე" (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.182, ფურც.5-6).

20 სექტემბერს დ. სვიატოპოლკ-მირსკიმ მეფისნაცვალს მიხეილ შარვაშიძესთან შეხვედრის


შესახებ წერილით აუწყა. იგი გულახდილად წერდა, რომ აფხაზეთში რუსული მმართველო
ბის შემოღებისას ხელისუფლება მიხეილ შარვაშიძისგან აშკარა თუ ფარულ წინააღმდეგობას
მოელოდა, ამიტომ საჭიროდ იყო მიჩნეული მისი აფხაზეთიდან გასახლება რუსული მმართ
ველობის შემოღებამდე ან მას შემდეგ მაშინათვე, მაგრამ ხელისუფლების შიში არ გამართლ
და; მიხეილ შარვაშიძემ აფხაზეთის მართვა რუსულ ადმინისტრაციას პირველსავე მოთხოვნ
აზე გადასცა. ახლა კი იგი მხოლოდ პირადი ცხოვრების მოწყობაზე ზრუნავდა. ქუთაისის გე
ნერალ-გუბერნატორის აზრით, მიხეილ შარვაშიძეს სრული საფუძველი ჰქონდა შეურაცხყო
ფილად ეგრძნო თავი ხელისუფლების მხრიდან უნდობლობის გამო. მისი აფხაზეთში ყოფნა
სერიოზულ უხერხულობას არ ქმნიდა; ის არ ეწინააღმდეგებოდა მთავრობის ღონისძიებებს,
განმარტოებით ცხოვრობდა და არავითარ საქმეებში არ ერეოდა; მისი აფხაზეთში ყოფნა საში
ში იქნებოდა მხოლოდ ომის ან სხვა გართულების შემთხვევაში, ამიტომ მიხეილ შარვაშიძის
და მისი შვილების აფხაზეთში დროებით, 1 იანვრამდე დატოვებას შესაძლებლად თვლიდა.
რამდენად ჩქარა გავიდოდა ის აფხაზეთიდან, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ძალის გამოყენება
ავადმყოფი, მოხუცი, მისი წოდების ადამიანის მიმართ გაუმართლებლად მიაჩნდა. ამასთან,
ყოფილი მთავარი მართლაც ძალიან ავად იყო და მგზავრობა მის ჯანმრთელობაზე ცუდად
იმოქმედებდა. ამიტომ შესაძლებლად მიაჩნდა მის საბოლოო საცხოვრებლად იმერეთის გან
საზღვრა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.182, ფურც.7-8). ა. კარცოვისადმი წერილში იგი წერდა, რომ
მთელი ძალისხმევა გამოიყენა, რათა მიხეილ შარვაშიძე დაეთანხმებინა აფხაზეთის დატოვე
ბაზე, თუმცა იმასაც აღიარებდა, რომ ის ნამდვილად ძლიერ ავად იყო. ამასთან, მისი აზრით,
ძალზე სამწუხარო ფაქტი იქნებოდა ძალის გამოყენება იმ კაცის მიმართ, რომელიც გენერალ-
ადიუტანტის წოდებას ატარებდა; მიხეილ შარვაშიძე არ უნდა დარჩენილიყო აფხაზეთში და
არც დარჩებოდა, მაგრამ აჩქარების საჭიროებას ვერ ხედავდა. ყოფილი მთავრის სიჯიუტე გა
მოწვეული იყო იმით, რომ არ იცოდა რა მოელოდა რუსეთში. მას სავსებით ბუნებრივად მია
ჩნდა აფხაზეთის ყოფილი მთავრის სურვილი, ეცხოვრა იმ ქვეყანაში, სადაც კლიმატი და ად
ათ-წესები მისი ცხოვრების წესის შესაფერისი იყო, ხოლო ავადმყოფობის პირობებში რუსეთ
ში გადასახლება სიკვდილის განაჩენის ტოლფასი იყო მისთვის (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.184,
ფურც.2).
მოგვიანებით, ოქტომბრის დასაწყისში დ. სვიატოპოლკ-მირსკიმ თავისი მოსაზრებები აფხაზ
ეთის საკითხზე წერილობით ჩამოაყალიბა. იგი კვლავაც თავის აზრზე რჩებოდა მიხეილ შარ
ვაშიძის აფხაზეთიდან გასახლებასთან დაკავშირებით და თვლიდა, რომ ყოფილი მთავრის
წინააღმდეგ ძალის გამოყენება სკანდალს გამოიწვევდა. ამასთან, ყოფილი მთავრის წინააღმ
დეგ ძალის გამოყენების შემთხვევაში შეიძლებოდა აფხაზებს მისთვის მხარი დაეჭირათ. ას ეთ
შემთხვევაში ხელისულებას ენერგიულად უნდა ემოქმედა, ესარგებლა მათ მიერ იარაღის
აღებით, აფხაზეთიდან გაესახლებინა მთელი მაჰმადიანი მოსახლეობა და შავი ზღვის აღმოს
ავლეთ სანაპიროს გაწმენდა რუსეთისადმი მტრულად განწყობილი მოსახლეობისაგან ამით
დაესრულებინა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.182, ფურც.17).

11 ოქტომბერს მიხეილ რომანოვი სოხუმში ჩავიდა. მისი აზრით, რადგან მიხეილ შარვაშიძე
ხელისუფლებას პრობლემას არ უქმნიდა, ამასთან მისი ავადმყოფობისა და ასაკის გათვალის
წინებით, აფხაზეთის ყოფილ მთავარს მოწყალედ უნდა მოქცეოდნენ. არსებულ ვითარებაში
შეიძლება უფრო სწორი ყოფილიყო ნება დაერთოთ ყოფილი მთავრისთვის, 1 იანვრამდე და
რჩენილიყო აფხაზეთში ან გაზაფხულამდეც კი; მის საცხოვრებლად განესაზღვრათ კავკასია,
კერძოდ, ქუთაისისა და რაჭის მაზრები. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა მისი იძულება,
დაეტოვებინა აფხაზეთი და უკვე არ გაეთვალისწინებინათ სხვა მიზეზები, რადგან ყველა მი
სი თხოვნა შესრულდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.102). მეფისნაცვალი მზად იყო მიხე
ილ შარვაშიძისათვის გამოეცხადებინა ეს გადაწყვეტილება და იმპერატორის წინაშე შესაბამი
სი შუამდგომლობა აღეძრა, მაგრამ მოულოდნელად ვითარება რადიკალურად შეიცვალა. აფ
ხაზეთის ყოფილ მთავარს როგორც ჩანს ნერვებმა უმტყუნა და განწირული ნაბიჯი გადადგა.
მოსახლეობის ნაწილთან ერთად მან თურქეთში გადასახლება გადაწყვიტა და ასეთი თხოვნ
ით პორტას მიმართა. 29 ოქტომბერს მეფისნაცვლის დიპლომატიურმა კანცელარიამ მიიღო
კონსტანტინოპოლში რუსეთის ელჩის, გენერალ-ადიუტანტ ნ. იგნატიევის უწყება, რომ
ბრწყინვალე პორტამ მიიღო აბაზების მთავრის ჰამიდ-ბეის თხოვნა, მიეცათ მისთვის თურქე
თში ჩასვლის ნება და ამ მიზნით სოხუმში გემი გამოეგზავნათ. თურქეთის საგარეო საქმეთა
მინისტრმა ალი-ფაშამ ნ. იგნატიევს განუცხადა, რომ განზრახული ჰქონდა ამ მთიელთა გად
მოსაყვანად სოხუმში სამხედრო გემები გაეგზავნა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.104).
თურქები, ჩვეულებრივ, XVI ს-იდან აფხაზებს აბაზების სახელით მოიხსენიებდნენ. XIX ს-ში,
ხშირად, რუსულ დოკუმენტებშიც აფხაზები აბაზების სახელით მოიხსენიებოდა. ნ. იგნატიე
ვმა კავკასიის ადმინისტრაციისაგან შეიტყო, რომ ჰამიდ-ბეის სახელით თურქეთში მიხეილ
შარვაშიძეს იცნობდნენ. მაშინ რუსეთის ელჩმა ალი-ფაშას მოსთხოვა ასეთ მცდელობაზე უარი
ეთქვა. მან განმარტა, რომ მიხეილ შარვაშიძე იყო იმპერატორის გენერალ-ადიუტანტი და მისი
თურქეთში გადასახლება უხერხულობას შექმნიდა, საკითხის ასე დასმის გამო კი ის რუსეთის
კანონებით დასჯას ექვემდებარებოდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.106-107).

მიხეილ შარვაშიძის თურქეთთან ურთიერთობის შესახებ ცნობის მიღებისთანავე, 31 ოქტომ


ბერს, დ. სვიატოპოლკ-მირსკიმ სოხუმში პოდპოლკოვნიკი გრაფი პ. ქუთაისოვი გააგზავნა
აფხაზეთის ჯარების სარდალთან, რომ მას დაუყოვნებლივ დაეპატიმრებინა მიხეილ შარვაში
ძე და სოხუმში ჩაეყვანა. იმავდროულად, 1 ნოემბერს, მან წერილი გაუგზავნა მეფიცნაცვალს
რომელიც ყირიმში ისვენებდა და აფხაზეთის ყოფილი მთავრის პორტასთან ურთიერთობის
თაობაზე აცნობა. ამ ცნობის მიღებისთანავე მიხეილ რომანოვი სასწრაფოდ ჩამოვიდა თბილი
სში. მისი აზრით, მიხეილ შარვაშიძის არათუ ქუთაისში, არამედ, საერთოდ, კავკასიაში დატ
ოვებაზე უკვე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.111-112).
დ. სვიატოპოლკ-მირსკის ბრძანება პ. შატილოვმა 1-დან 2 ნოემბრის ღამით მიიღო და მისი
შესრულებისათვის მზადებას დაუყოვნებლივ შეუდგა. 2 ნოემბერს განზრახული იყო ლეიბ-
გრენადერთა პოლკის ორი ბატალიონის გემით ფოთში გადაყვანა. პ. შატილოვმა გადაწყვიტა
დავალების შესასრულებლად ეს ორი ბატალიონი და ოჩამჩირის კაზაკთა ასეული გამოეყენე
ბინა. ზღვაზე ცუდი ამინდის გამო, გემში ჯარის ჩასხდომა 3 ნოემბრის ნაშუადღევამდე გაჭი
ანურდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.182, ფურც.83).

მიხეილ შარვაშიძე იმხანად ოჩამჩირეში იმყოფებოდა. მასთან ერთად ოჩამჩირის სასახლეში


იმყოფებოდნენ: აფხაზეთის ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე (1862-1869), მისი მოძღვა
რი, დეკანოზი ბასილ მიქაბერიძე, მთავარდიაკვნები - ივანე თვალთვაძე და იოსებ ტიტვინა ძე,
მედავითნეები - გრიგოლ კასრაძე და ალექსი დგებუაძე, ასევე მისი მოსამსახურეები: ბაზ იერი
- ოტია კახიანი, მემიმინოვე - მანჩა შარაშენიძე, მემეძებრე - ბესო მიქელაძე და სხვები.
ნოემბრის მშვენიერი, თბილი ამინდები იდგა. მთავარს ნადირობა მოესურვა და ტყვარჩელის
აბანოების მახლობლად, სოფელ კვასკესკენ გაემართა ამალით (თ.სახოკია,1985: 392).
3 ნოემბრის მთვარიანი ღამე იყო. დაახლოებით 23 საათი იქნებოდა, როცა ოჩამჩირის ნავსად
გურში სამი გემი შევიდა, საიდანაც სასწრაფოდ გადმოსხდა ჯარი. მას ოჩამჩირეში მდგარი კა
ზაკთა ასეულიც შეუერთდა. ჯარმა ალყა შემოარტყა ყოფილი მთავრის სასახლეს და ყოველი
ღონე იხმარა, რომ იქიდან არავინ გასულიყო. ყოფილი მთავრის უფროსი მსახური და მოლა რე
ქუთია კოზმავა მიხვდა, რომ ეს ჯარი სასიკეთოდ არ იქნებოდა მოსული, თვალსა და ხელს
შორის გასხლტა და თავის ბატონთან გაიქცა ამბის შესატყობინებლად (თ.სახოკია, 1985: 392).
4 ნოემბერს, განთიადისას, დაახლოებით 5 საათზე პ. შატილოვმა შეძლო კაზაკთა ასეულის და
ქვეითთა ორი ასეულის სოფ. კვასკეში გაგზავნა პ. ქუთაისოვის მეთაურობით. კოლონას
აბჟუის ოლქის უფროსი, მაიორი ი. კიშელსკი ახლდა. პ. შატილოვი ფიქრობდა, რომ მიხეილ
შარვაშიძე ადვილად არ დანებდებოდა და შეიძლებოდა აფხაზები აჯანყებულიყვნენ, ამიტ ომ
გაგზავნა ამდენი ძალა, მაგრამ მაინც ვერ დამშვიდდა და 6 საათისთვის თვითონაც დაიძ რა
სოფელ კვასკესკენ ორი ბატალიონით, ხოლო ოჩამჩირეში ორი ასეული დატოვა, რომელ იც
დაბას შემოერტყა და არავის უშვებდა (თ.სახოკია, 1985: 392).
ქუთია კოზმავამ დაასწრო რუსთა რაზმს და მოასწრო ყოფილი მთავრის გაფრთხილება. მიხე
ილ შარვაშიძემ რამდენიმე ერთგული კაცი იახლა და სოფელ გუფუსკენ გაემართა მარშანიებ
თან, უმცროსი შვილის - არზაყანის (მიხეილის) აღმზრდელებთან და დახმარება სთხოვა, მაგ
რამ მარშანიებმა სანუგეშო ვერაფერი უთხრეს, რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებს ომ
ში გაუწვრთნელი აფხაზები წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ და ტყუილად სისხლი დაიღვრე
ბაო. მიხეილ შარვაშიძე ბედს შეურიგდა და გუფუდან ჯარის შესახვედრად გაემართა (თ. სა
ხოკია, 1985: 393).

პ. ქუთაისოვის კოლონამ კვასკეში მიხეილ შარვაშიძეს ვერ მიუსწრო. ღამის 23 საათზე პ. შა


ტილოვიც ჩავიდა კვასკეში, სადაც მას აცნობეს, რომ ყოფილი მთავარი სოფელ გუფუს გავლ
ით დალის მიმართულებით გაიქცა და რომ მისი მომხრეები ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს
რუსის ჯარი აფხაზეთს აიკლებდა. ამ ხმების გამო მოსახლეობა ტოვებდა სოფლებს და ტყეს
აფარებდა თავს. პ. შატილოვმა გარკვეული ზომები მიიღო ხალხის დასამშვიდებლად და გუ
ფუსკენ გაემართა. ამ დროს ი. კიშელსკისთან მოვიდა მიხეილ შარვაშიძის გამოგზავნილი კა ცი
და მასთან შესახვედრად სოფელ თხინაში მიიწვია. პ. შატილოვმა ყოფილ მთავართან შესა
ხვედრად დაუყოვნებლივ გააგზავნა ი. კიშელსკი და პ. ქუთაისოვი, რომელთაც დაავალა იგი
ქუთაისში წასვლაზე დაეყოლიებინათ (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.84).
დაახლოებით 2.30 სთ. პ.შატილოვმა პ.ქუთაისოვისგან ცნობა მიიღო, რომ ისინი მიხეილ შარ
ვაშიძესთან ერთად სოფელ კვასკესაკენ მიემართებოდნენ. ამ ცნობის მიღებისთანავე პ.შატილ
ოვიც იქით გაემართა. როდესაც იგი კვასკეში ჩავიდა, მიხეილ შარვაშიძე იქ დახვდა. იგი თავ
ის გაქცევას ხსნიდა იმ პანიკური შიშით, რომელიც ჯარის მოულოდნელმა გამოჩენამ გამოიწ
ვია. ყოფილი მთავარი დარწმუნებული იყო, რომ ქუთაისში უნდა გაეგზავნათ და აღნიშნა,
რომ სრულიად ემორჩილებოდა ბრძანებას, ამასთან ოჩამჩირეში ქონების გარკვეული ნაწილი
სთვის თავის მოსაყრელად და მოსამზადებლად დრო ითხოვა. მიხეილ შარვაშიძემ სოხუმის
სამხედრო განყოფილების უფროსს შესთავაზა კაზაკთა ასეული და ქვეითთა ჯარი ოჩამჩირე
ში გაეგზავნა და პირობა მისცა, რომ შეასრულებდა ბრძანებას მხარის დატოვების შესახებ. იგი
უსიტყვოდ ემორჩილებოდა ყველა განკარგულებას, ამიტომ პ.შატილოვს მის მიმართ მკა ცრი
ზომები არ მიუღია (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.84,85).

ყოფილი მთავრის ოჩამჩირეში ჩაყვანის შემდეგ ხმა გავრცელდა, რომ ის ქუთაისში უნდა გამ
გზავრებულიყო. ოჩამჩირეში თავი მოიყარეს სოხუმისა და ბზიფის ოლქების თავად-აზნაურ
ებმა. მათ გამოუცხადეს, რომ ნებას რთავდნენ გაეცილებინათ მთავარი. 4 ნოემბერს დ. სვია
ტოპოლკ-მირსკიმ მიიღო მეფისნაცვლის ბრძანება ყოფილი მთავრის ნოვოროსიისკში გაგზა
ვნის შესახებ. იქიდან ის სტავროპოლში უნდა გადაეყვანათ, სადაც შემდგომ განკარგულებას
დაელოდებოდა. მას შეეძლო თან წაეყვანა მცირეწლოვანი შვილი და სამი მოსამსახურე. მის
გამცილებლად საგანგებო დავალებათა მოხელე, შტაბს-კაპიტანი თავადი მიხეილ ამირეჯიბი
დაინიშნა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.82,105).
ოჩამჩირეში მიხეილ შარვაშიძემ შეამჩნია, რომ მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამა
ში ის კიდევ უფრო დარწმუნდა, როდესაც თურქეთთან ურთიერთობის გამო ახსნა-განმარტე
ბა მოსთხოვეს. ის თავს იმართლებდა, რომ თურქეთიდან მოითხოვა გემი იერუსალიმში წასა
სვლელად და ვერაფრით იფიქრებდა, რომ მთავრობისთვის ეს მიუღებელი იქნებოდა, მითუმ
ეტეს, რომ იერუსალიმში გამგზავრების ნებართვა მეფისნაცვალს ადრევე სთხოვა (სცსსა, ფ.
416, აღწ.3,ს.177, ფურც.86).

მიხეილ შარვაშიძის გამგზავრების დღედ 7 ნოემბერი დაინიშნა. ოჩამჩირის ნავსადგურში იდ


გა კორვეტი "სოკოლი", რომელსაც ყოფილი მთავარი უნდა წაეყვანა. სანაპიროზე უამრავ
ხალხს მოეყარა თავი. პ. შატილოვიც ნაპირზე უცდიდა მიხეილ შარვაშიძის მოსვლას. როცა
მიხეილ შარვაშიძე ნავმისადგომზე მოვიდა, პ. შატილოვმა ის გემზე ააცილა. მთავარმა ნაღვ
ლიანად გადმოხედა ნაპირს, თითქოს გრძნობდა, რომ უკანასკნელად ხედავდა მშობლიურ
მხარეს, გული აუჩუყდა, თვალებზე ცრემლი მოადგა და მზერა მოარიდა. მიხეილ შარვაში ძეს
მხოლოდ რამდენიმე მსახური ახლდა. ნებართვის მიუხედავად მას მცირეწლოვანი შვი ლი
მიხეილი (არზაყანი) არ წაუყვანია. გემი დაიძრა და ფოთის მიმართულებით გაემართა, მაგრამ
მალე კურსი შეცვალა და ნოვოროსიისკისკენ აიღო გეზი. ოჩამჩირის ნავსადგურში
თავმოყრილმა ხალხმაც დაინახა გემის კურსის შეცვლა და მიხვდა, რომ უკანასკნელად ხე
დავდნენ მთავარს, მაგრამ დაბაში დატოვებული ჯარის შიშით პროტესტის გრძნობა გულში
ჩაიკლა (თ.სახოკია, 1985: 393-394).
იმავე დღეს პ. შატილოვმა დ. სვიატოპოლკ-მირსკის დეპეშით აცნობა, რომ 7 ნოემბერს, ნაშუ
ადღევს, 17 საათსა და 30 წუთზე მიხეილ შარვაშიძე კორვეტ "სოკოლით" ოჩამჩირიდან ნოვო
როსიისკში გაამგზავრა. იმავე დგეს, პ. შატილოვის დეპეშის მიღებისთანავე, დ. სვიატოპოლკ -
მირსკიმ ასევე დეპეშით აუწყა მეფისნაცვალს მიხეილ შარვაშიძის ნოვოროსიისკში გადაგზა
ვნის შესახებ. იგი აქვე აღნიშნავდა, რომ ამას წინააღმდეგობა არ მოჰყოლია და აფხაზეთში სი
მშვიდე იყო (სცსსა,ფ.545,აღწ.1,ს.75, ფურც.39).

მიხეილ შარვაშიძე ნოვოროსიისკში ჩაიყვანეს და იქაური გარნიზონის უფროსს ჩააბარეს, მაგ


რამ მალევე, მ. ამირეჯიბის თანხლებით, სტავროპოლში გადააგზავნეს უკვე ყოველგვარი პატ
ივის გარეშე. 23 ნოემბერს მიხეილ შარვაშიძე სტავროპოლში ჩაიყვანეს და სასტუმრო "ევროპ
აში" დააბინავეს. მასთან იმყოფებოდა მ. ამირეჯიბიც. მიხეილ შარვაშიძეს პოლიციის გაძლიე
რებული მეთვალყურეობა დაენიშნა, ამასთან შიკრიკად ორი კაზაკი მიუჩინეს. სასტუმროში
ღამით ორ გუშაგს აყენებდნენ თითქოსდა წესრიგის დასაცავად, რომელთაც დღისით ხსნიდ
ნენ. ფარული მეთვალყურეობის დაწესების შესახებ მთავრისთვისაც ცნობილი იყო. ხელის
უფლება ფრთხილობდა: ამირეჯიბი ავად იყო, მას თვალები სტკიოდა, მიხეილ შარვაშიძეს კი
შვიდი მოსამსახურე ახლდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.108,125). ამითაც იყო გამოწ
ვეული ეს სიფრთხილე, თუმცა ალბათ უსაფუძვლოდ. მთავარი სერიოზულად იყო ავად და
არავის იღებდა. 1865 წლის 15 იანვარს მიხეილ რომანოვმა დ. მილიუტინს შესთავაზა, რომ,
რადგან მიხეილ შარვაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტი იყო და ჩრდილოეთის
კლიმატს ვერ გადაიტანდა, მის საცხოვრებლად განსაზღვრულიყო ხარკოვი, ვორონეჟი ან სა
მხრეთ რუსეთის რომელიმე სხვა ქალაქი. ამასთან, იგი შეეხო მიხეილ შარვაშიძის თურქეთთ
ან კავშირის საკითხს, რაც შეუფერებლად მიაჩნდა მისი წოდებისთვის, და წინადადება წამოა
ყენა ჩამოერთმიათ მისთვის იმპერატორის გენერალ-ადიუტანტის წოდება; აგრეთვე, აღძრა
შუამდგომლობა მისთვის ჯამაგირის დანიშვნის თაობაზე. მეფისნაცვლის აზრით, ყოფილი
მთავარი არ უნდა შეეზღუდათ ოჯახის წევრებისა და თანმხლებ პირთა შერჩევაში, რომელთ
აც ის თან წაიყვანდა; მითუმეტეს, როდესაც მას შესაბამისი ანაზღაურება დაენიშნებოდა, თან
მხლებ პირებზე ხარჯები უკვე არა ხაზინის, არამედ მისი პირადი საქმე იქნებოდა (სცსსა, ფ.
416, აღწ.3,ს.177, ფურც.112-113). სულ მალე, 2 თებერვალს დ. მილიუტინმა მიხეილ რომან
ოვს აცნობა, რომ იმპერატორის ბრძანებით მიხეილ შარვაშიძის საცხოვრებლად ქ. ვორონეჟი
განისაზღვრა. ვორონეჟის გუბერნატორს უნდა დაკისრებოდა თვალყურის დევნება მის გაუს
ვლელობასა და შემდგომ ქცევაზე; მიხეილ შარვაშიძეს და მისი ოჯახის წევრებს შესაბამისი
ჯამაგირი ენიშნებოდათ (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.115).
სტავროპოლის ცივმა კლიმატმა მიხეილ შარვაშიძის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმე
და. იგი უფრო ცუდად გახდა და დამოუკიდებლად ოთახში გადაადგილებაც არ შეეძლო. 7
მარტს მან წერილი გაუგზავნა კავკასიის მეფისნაცვალს და თავისი უკიდურესად მძიმე მდგო
მარეობა აუწყა. ის იმპერატორთან შუამდგომლობას ითხოვდა, რათა ნება დაერთოთ სამკურნ
ალოდ გერმანიაში ან საფრანგეთში წასულიყო, ხოლო დაბრუნებულისთვის საცხოვრებლად
განესაზღვრათ კავკასიის მხარე, თუ შესაძლებელი იქნებოდა, ვლადიკავკაზი ან პიატიგორს კი,
სადაც კლიმატი უფრო ასატანი იქნებოდა როგორც მისთვის, ისე მისი შვილებისთვის, რო
მლებთანაც სურდა დარჩენილი დღეები გაეტარებინა. ყოფილი მთავარი მეფისნაცვალს
სთხოვდა გაეთვალისწინებინა 60 წლის მოხუცის თხოვნა, მისი 42 წლის არცთუ უსარგებლო
სამსახური და დიდი ხნის ავადმყოფობა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.118-119). მაგრამ მე
ფისნაცვალი ნაწყენი იყო თურქეთთან მისი ურთიერთობის გამო, და როგორც ა. კარცოვმა
ყოფილ მთავარს აუწყა, დიდი მთავარი საზღვარგარეთ მისი გაშვების წინააღმდეგი იყო, მით
უმეტეს, რომ უკვე იმპერატორის ბრძანებით მის საცხოვრებლად ვორონეჟი განისაზღვრა. ამ ის
შემდეგ მას შუამდგომლობის თხოვნით ვორონეჟის გუბერნატორისთვის უნდა მიემართა
(სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.121).

მიხეილ შარვაშიძე ჯერ კიდევ არ ჰკარგავდა აფხაზეთში დაბრუნების იმედს, მაგრამ ამაოდ.
1865 წლის 25 მაისს სტავროპოლიდან გავიდა კოლონა, რომელსაც აფხაზეთის ყოფილი მთა
ვარი ვორონეჟში უნდა ჩაეყვანა(სცსსა,ფ.416,აღწ.3,ს.177,ფურც.124). ნოვოროსიისკიდან როს
ტოვამდე გზად მიხეილ შარვაშიძე ცუდად გახდა. 23 ივლისს მან როსტოვიდან დეპეშით აუწ
ყა დ. მილიუტინს თავისი მძიმე მდგომარეობა და იმპერატორთან შუამდგომლობა სთხოვა.
ყოფილი მთავარი ითხოვდა სამხრეთ რუსეთის რომელიმე ქალაქში - როსტოვში, ტაგანროგ ში,
ოდესაში ან ნოვოჩერკასკში დაეტოვებინათ, რადგან ცენტრალური რუსეთის მკაცრი კლი მატი
მასზე და მის სამ არასრულწლოვან შვილზე ცუდად იმოქმედებდა (სცსსა, ფ. 545, აღწ. 1,ს.75,
ფურც.67-69). მიხეილ შარვაშიძე დარწმუნებული იყო, რომ მთავრობისთვის არანაი რი
მნიშვნელობა არ ჰქონდა სად იცხოვრებდა ის, ვორონეჟში თუ სამხრეთ რუსეთის რომელ იმე
ამ ქალაქში, ამიტომ ჩათვალა, რომ მის თხოვნას დააკმაყოფილებდნენ და როსტოვში ჩამ
ოაყვანინა ბავშვები - არზაყანი (მიხეილი) და ნინო, ელოდა უმცროს ასულსაც - ბარბარეს
(სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.182, ფურც.21). 25 ივლისს დ. მილიუტინმა მიხეილ შარვაშიძეს აცნობა
რომ მისი თხოვნა გააცნო ალექსანდრე II-ს, მაგრამ ამ უკანასკნელმა განკარგულების უსიტყვ
ოდ შესრულება ბრძანა(სცსსა,ფ.545,აღწ.1,ს.75, ფურც.70). ამდენად, ყოფილ მთავარს უკანასკ
ნელი იმედიც გადაეწურა.
1865 წლის 29 ივლისს როსტოვიდან გავიდა კოლონა, რომელმაც მიხეილ შარვაშიძე 17 აგვის
ტოს ვორონეჟში ჩაიყვანა(სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.128). მიიწურა ზაფხული, გაილია
სექტემბერ-ოქტომბრის შედარებით თბილი დღეები და ნოემბრიდან უკვე საკმაოდ აცივდა.
შესაბამისად, მიხეილ შარვაშიძის მდგომარეობაც დამძიმდა. ბავშვები ვერ იტანდნენ რუსეთ ის
მკაცრ კლიმატს და 30 გრადუსიან ყინვაში მუდმივად ავადმყოფობდნენ, რის გამოც მოხუ ცი,
ავადმყოფი მთავრის ტანჯვა კიდევ უფრო იზრდებოდა. 23 დეკემბერს მიხეილ შარვაშიძ ემ
წერილი გაუგზავნა მეფისნაცვალს, აუწყა მისი და შვილების მძიმე მდგომარეობა, და სთხოვა
უფროსი შვილის გიორგის შვებულებით დათხოვნა სამსახურიდან ერთი წლით, რა თა
მამასთან ჩასულიყო; მოხუცს სასიამოვნოდ დარჩებოდა, რომ გიორგი სიკვდილის წინ მის
გვერდით იყო(სცსსა,ფ.545,აღწ.1,ს.75, ფურც.71-72).

1866 წლის დასაწყისში, ძმამ, კონსტანტინემ, მიხეილს ვორონეჟში ჩაუყვანა უმცროსი ასული
ბარბარე, რაც ავადმყოფს დიდად ესიამოვნა. მარტში ა. კარცოვმა აფხაზეთის ყოფილ მთავ არს
აუწყა, რომ მისი საზღვარგარეთ გაშვება მეფისნაცვლის უფლებებს აღემატებოდა და ასე თი
თხოვნით მას შინაგან საქმეთა ან სამხედრო მინისტრისთვის უნდა მიემართა; რაც შეეხე ბა
გიორგის შვებულებით გათავისუფლებას, მასზე დაკისრებული განსაკუთრებით მნიშვნე
ლოვანი დავალების შესრულებამდე მეფისნაცვალმა ეს შეუძლებლად ჩათვალა (სცსსა, ფ.
545,აღწ.1ს.75, ფურც.75-76).
შეიძლება ეს იყო ის უკანასკნელი წვეთი, რომელმაც აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის სიმწ
რის ფიალა შეავსო. სამშობლოში დაბრუნებაზე მეოცნებე მიხეილ შარვაშიძე 16 აპრილს ვორ
ონეჟში გარდაიცვალა. ივლისში მისი ნეშტი აფხაზეთში ჩამოასვენეს და ანდერძისამებრ მოქ
ვის ტაძარში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს (Кавказ,1866). უკანასკნელი სურვილი მაინც
შეუსრულდა აფხაზეთის უკანასკნელ მთავარს - მისი ნეშტი მშობლიურმა მიწამ მიიბარა. საფ
ლავზე გაკეთებული ქართული ასომთავრული წარწერა გვაუწყებს: ,,აქა განისვენებს მთავა რი
აბხაზეთისა მიხაილ გიორგის ძე შარვაშიძე, მიცვალებული 1866 წელსა".

თავხედი ელჩის გალახვა თამარ მეფის კარზე (3)


გია მამალაძე
დიდი საქართველო ავიწროებდა თურქულ სამფლობელოებს და ზედიზედ ათავისუფლებდა
ძველქართულ და სომხურ ქვეყნებს და სხვა ტერიტორიებს მაჰმადიანთაგან.

ერთი ასეთი იყო ქალაქი კარი (ყარსი), რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ქართველთა და
მაჰმადიანთა ბრძოლის ასპარეზად ქცეულიყო. კარი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალ
აქი იყო, სოლივით შემოჭრილი დიდი საქართველოს ტერიტორიებში. კარი და მისი მიმდგო
მი ქვეყანა უძველეს დროში ქართული ტომებით იყო დასახლებული, შემდეგ იქ, საუკუნეებ ის
განმავლობაში, სომხები მომრავლდნენ და დაიკავეს. აქ არსებობდა ანისის სომხური სამე
ფოდან გამოყოფილი ყარსის, ასევე, სომხური სამეფო. მცირე აზიაში სელჩუკთა შემოჭრის მე
რე ბიზანტიამ მიიერთა. შემდეგ მაჰმადიანებმა დაიკავეს. თამარის ხანისთვის ქალაქ კარში და
მის გარშემო მოსახლეობის დიდი ნაწილი სომხური იყო, ასევე ცხოვრობდნენ თურქები,
ქურთები, ქართველები...

ყარსი განთქმული გახლდათ თავისი ხელოსნებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სავაჭრო


თვალსაზრისითაც.

თამარ მეფის ჯარმა დაიკავა ყარსი. ქალაქი და მისი მიმდგომი ტერიტორია ერთიანი საქართ
ველოს შემადგენლობაში შევიდა. ქალაქი მეფე თამარმა სამართავად ივანე ახალციხელს გადა
სცა და უბოძა კარის ათაბაგობა, ამირთა-ამირობა და მონაპირეობა დაავალა. მონაპირეობა მო
საზღვრე ტერიტორიების რბევას ითვალისწინებდა და ქართველთა სამფლობელოების გავრც
ელებას. ყარსის შემოერთებით ჩრდილო სომხეთის ტერიტორიები უკვე მთლიანად მოექცა
საქართველოს სახელმწიფოში.

ივანე ახალციხელმაც კარგად გაართვა თავი დავალებას და მთელი პროვინცია გაწმინდა თუ


რქული შენაერთებისგან. წინ არზრუმი და ერზინკა იყო. საქართველო ამ ტერიტორიების შე
მოერთებას გეგმავდა. შიშის ზარი დაუდგათ არზრუმელ და ერზინკელ მმართველებს, რომ
ლებიც აღიარებდნენ რუმის სულთნის სუზერენობას.

რეგიონში გადამწყვეტი მომენტი დადგა – საქართველოსა და იკონიის (რუმის) სასულთნოს


დაჯახება გარდაუვალი გახდა.

თურქ–სელჩუკები ვერ ურიგდებოდნენ საქართველოს გაძლიერებას. ამ დროს ყველაზე დიდ


თურქულ სახელმწიფოს – რუმის სასულთნოს მართავდა სულთანი რუქნადინი – რუქ-ალ-დინ
სულეიმან შაჰი (სულეიმან მეორე). ქართული წყაროები მას უწოდებენ ნუქრადინს და
ნუქარდინს, ჩარასლანის ძეს. ამ სულთანმა თავისი ძმა, ყიასედ-დინქეი ხუსრევი, ტახტიდან
ჩამოაგდო და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. ამის მერე დაიმორჩილა თავისი მეორე ძმა, მალა
თიის გამგებელი მუიზ-ედ-დინ-კაისურ შაჰი. დაიმორჩილა თავისი სიძეც, ფაჰრუნ-დინ-ბეჰ
რამი და მთელი იკონიის იმპერიის ერთპ იროვნულ მმართველად იქცა. მისი ხელისუფლება
ცნო მაჰმადიანთა სულიერმა ლიდერმა, ბაღდადის ხალიფა ნასირ ადდინმა.
საქართველოსა და რუმის სასულთნოს მანამდე დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდათ.
ვითარება შეიცვალა და რუქნადინმა გადაწყვიტა საქართველოს განადგურება.
სულთანმა არ დაიშურა ოქრო-ვერცხლი დიდი კოალიციის შეკრებისთვის. მთელ მესოპოტა
მიაში (შუამდინარეთში), კილიკიაში, გალატიაში, ანკარაში, კაბადოკიაში, ბითვინიაში, სირი
აში, ერზინკაში, არზრუმსა და მცირე აზიის თურქულ ტომებში შეიკრიბა დიდი ლაშქარი სა
ქართველოზე გამოსალაშქრებლად.
მარტო უჯის ტომებიდან 100 000 მეომარი გამოიყვანაო, გვიამბობს ბასილი ეზოსმოძღვარი.
თავისი ნების საწინააღმდეგოდ არზრუმელები და ერზინკელები ჩაურთია დიდ სულთანს ამ
ლაშქრობაში. კარნუ-ქალაქის (არზრუმის) მმართველი სალდუხის ძე გადააყენა იკონიის სუ
ლთანმა, რადგან წინააღმდეგი იყო საქართველოზე გალაშქრებისა და მის ნაცვლად, თავის
ძმას ჩააბარა არზრუმი.
იდგა 1203 წელი.
როგორც გვამცნობს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი, რუქნადინს
საქართველოსთან საომრად შეუკრებია 400 000 მაჰმადიანი. ბასილი ეზოსმოძღვარი კი 800
000-ს ასახელებს. ალბათ, ეს ორივე ცნობა გადაჭარბებულია. თუმცა, სამხედრო რესურსი მა
ჰმადიანებს გაცილებით მეტი ჰქონდათ და ქართველთა ჯარზე გაცილებით მრავალრიცხოვა
ნი იყო მათი არმია.
თურქ-სელჩუკთა ჯარი შეიკრიბა ერზინკის სასულთნოში. გაამზადეს საბრძოლო მანქანები.
იხილა რა ასეთი მრავალრიცხოვნება და მომზადებულობა თავისი არმიისა, „აღზვავდა გულ
ით“, დაივიწყა ქართველთა მეფისთვის მიცემული მშვიდობის აღთქმა და თავხედური წერი
ლი გამოუგზავნა ქართველთა მეფეს, რითაც დაარღვია იმ დროს არსებული დიპლომატიური
წესები.
ქართველთა დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია რუმის სასულთნოში მიმდინარე საომარი სამზა
დისის შესახებ. მანამდეც იყო ვარაუდები, რომ რუქნადინის არმია საქართველოს დასალაშქ
რავად წამოვიდოდა. თურქ-სელჩუკები ვერ ურიგდებოდნენ საქართველოს გაძლიერებას და
ტერიტორიების დაკარგვას.
მაინც დიდი პატივით მიიღეს სელჩუკიანთა ელჩი ტფილისის სასახლეში.
სულთნის ამპარტავანი ელჩი გაჯგიმული წარდგა აფხაზთა, ქართველთა, სომეხთა და რანთა
მეფის, შირვანშასა და შაჰანშას, სრულიად კავკასიის მპყრობელის წინაშე და დაიწყო თავხე
დური წერილის კითხვა.
„მე, სულთანი რუქნადინი, ყოველი ცისქვეშეთის მფლობელი, ანგელოზებივით ღმერთის თა
ნამდგომი, მოვლინებული დიდი მუჰამედისგან, გაცნობებ მეფე თამარს:
„ყოველი დიაცი რეგვენია
შენ გიბრძანებია ქართველებისთვის ხმლის აღება და მაჰმადის მიმდევართა ხოცვა და მათი
თავისუფლების წართმევა, მათთვის ხარკის დადება.
ახლა მე მოვდივარ, რათა დაგსაჯო შენ და შენი ერი, რათა ქართველობამ აღარასდროს გაბე
დოს ხმლის ხელში აღება, რომელიც ღმერთმა მხოლოდ ჩვენ გვიბოძა.
ცოცხალს დავტოვებ მხოლოდ მას, ვინც იჩქარებს, მოვა ჩემს კარავთან, თაყვანს მცემს, აღიარ
ებს ისლამს, უარყოფს ქრისტეს და დაამსხვრევს ჯვარს.
ეს იქნება სამაგიერო იმისთვის, რაც დაუშავე შენ ჩვენს მონათესავეებს“.
როცა ამ უკადრებელი წერილის კითხვა დაასრულა რუქნადინის დესპანმა თამარ მეფისა და
ქართველი დიდებულების წინაშე, დაამატა სულთნის მიერ პირადად დაბარებული სიტყვე ბი:
„თუ თქვენი მეფე დაუტევებს ქრისტეს სარწმუნოებას და მიიღებს ისლამს, სულთანი მას ცო
ლად მოიყვანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარჭად დაისვამს“...
საერთოდ, ელჩი ხელუხლებელია, მისი დაპატიმრება, შეურაცხყოფა, ცემა, მოკვლა, არ შეიძ
ლება. მხოლოდ ძალიან ველურები ექცეოდნენ ელჩებს ცუდად. მაგრამ, ასეთი თავხედობა,
უზრდელობა და ამპარტავნობა არ ენახათ და არც გაეგონათ საქართველოს სამეფო კარზე.
ვერც მოითმინეს. წამოდგა ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი და სთხლიშა ხელი თავხედ
თურქს.
უზრდელი სულთნის უზრდელი დესპანი უგონოდ დაეცა და როგორც მკვდარი „იდვა“. ას ეთ
საქციელს თამარის წინაშე ვერ გაბედავდა ზაქარია მხარგრძელი, მაგრამ იმდენად უტიფრ ად
და უზრდელად მოიქცა სულთნის წარმოგზავნილი, რომ ცერემონიების წესები დაარღვია
მხარგრძელის მუშტისგან გულწასული ელჩი რომ მოასულიერეს და წამოაყენეს, მხარგრძელ მა
მკაცრად უთხრა: „ელჩი რომ არ იყო, ენას ამოგაცლიდით, მერე კი თავს წაგაგდებინებდით
ასეთი კადნიერებისათვის.“
ღვთისნიერმა თამარმა შეიწყალა უზრდელი ელჩი. პირიქით, აჩვენა მას ქართველთა ხასია თი
და უხვად დაასაჩუქრა, თუმცა საპასუხო წერილის მოცდა უბრძანა.
სასწრაფოდ მოხდა ქართული სამხედრო ნაწილების მობილიზაცია, მცირე ვადებში. ჯარი შე
იკრიბა ჯავახეთში. ყარსიდან და სხვა ქალაქებიდან არზრუმისა და ერზინკის მიმართულებ
ით მიმავალი ქარავნები შეაჩერეს, რათა არ გაეჟონა ინფორმაციას ქართული ჯარის მობილი
ზაციის შესახებ.
დაიძრა ქართული არმია რუქნადინის ჯარის შესახვედრად.
სულ მალე ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმეს ქართველებმა თურქებზე. სირცხვილნაჭამი სუ
ლთანი ბრძოლის ველიდან გაიქცა. არზრუმმა და ერზინკამ საქართველოს ყმადნაფიცობა
იკისრეს.

საქართველოს სამეფო და აფხაზებისა და ოსების საკითხი(2)


გაიოზ მამალაძე
განხილვა 4
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის გაუმ
ჯობესების საკითხში მნიშვნელოვანი იქნება ქართველი მეფის ფიგურა (თუმცა, აფხაზებთან
და ოსებთან პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი გარე ძალების მიერ). ისტორიულად ცნობ
ილია, რომ ბაგრატიონები აფხაზთა მეფეებიც იყვნენ (ზოგიერთი დღევანდელ და ისტორი ულ
აფხაზებს ასხვავებს, ამ შემთხვევაში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. დღეისათ ვის,
აფხაზებად მთელი მსოფლიოსთვის მოიაზრება ის ხალხი, რომლებიც თავს აფსუას უწო დებს
(ქვეყანას კი აფსნის). მთელი მსოფლიოსათვის აფხაზი ერი ქართველთაგან განცალკევე
ბულად არის მიჩნეული, ასეთია რეალობა დღეს). ბაგრატიონების დინასტია იყო აფხაზეთის
მეფეთა დინასტია საუკუნეების მანძილზე, სწორედ აფხაზეთიდან დაიწყეს ბაგრატიონებმა
საქართველოს გაერთიანება.

ასეა თუ ისე, აფხაზეთისა და ასევე ჩრდილო ქართლის მიწა-წყალი არის ბაგრატიონთა დინა
სტიის ლეგიტიმური ტერიტორია. ამას აღიარებს ყველა დინასტია. ეს საკითხი მნიშვნელოვა
ნია ვენის კონგრესის მერე (1815 წ). სწორედ მთელი პროგრესული მსოფლიოსათვის საკმა ოდ
დამაჯერებელი და მნიშვნელოვანი იქნება ისეთი სახელისუფლო მოწყობა, სადაც ქვეყნ ის
მეთაური, მეფე, იქნება ორივე ერის, როგორც აფხაზების, ისე ქართველების ისტორიული
დინასტიის შთამომავალი, ორივე ერის შვილი, ორივე ერის ინტერესების დამცველი, ერთგვა
რად, არბიტრიც კი მათ შორის (ეს აისახება კონსტიტუციაში, თავი _ საქართველოს მეფე). სა
ქართველოს მეფისათვის აუცილებელი იქნება ქართული და აფხაზური ენების კარგად ცოდ
ნა. აფხაზეთში, შესაძლოა დაარსდეს მეფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეზიდენცია. მე ფე,
ტახტზე ასვლის წინ, აფხაზი ერის ინტერესების დაცვის გარანტიას მისცემს ჩვენს მოძმე
ხალხს, აფხაზეთში (კონსტიტუცია, პრეამბულა და თავი _ საქართველოს მეფე). ასევე, საქარ
თველოს მეფე იქნება სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების სათვიტომოთა ინტერესე
ბის დამცველი ქვეყანაში, როგორც იყო ისტორიულად (კონსტიტუცია, თავი _ საქართველოს
მეფე). შესაძლოა, აფხაზეთი გამოცხადდეს სამთავროდ საქართველოს შემადგენლობაში, რო
მელსაც ეყოლება თავისი მთავარი _ საქართველოს ტახტის მემკვიდრე, მეფის უფროსი ვაჟი
(დაახლოებით დიდი ბრიტანეთის მაგალითის მიხედვით, სადაც ბრიტანეთის ტახტის მემკ
ვიდრე არის უელსის პრინცი). შესაძლოა ტახტის მემკვიდრე იზრდებოდეს აფხაზეთში. ეს
შეიძლება დარეგულირდეს კონსტიტუციით.

ცნობილია, რომ ბაგრატიონები არიან მემკვიდრე თამარ მეფის დედის, მზეთუნახავი ბურდუ
ხანისა, რომელიც იყო ასული ოსთა მეფის, ხუდანისა. თამარის ქმარი დავით სოსლანი გახლ
დათ ბაგრატოვანთა ოსეთის (რა თქმა უნდა, ჩრდილო კავკასიის, რადგან სამხრეთ კავკასია ში
ოსეთი არ არსებობდა) შტოს წარმომადგენელი, რომლის ძარღვებში გარდა ბაგრატოვანთა
სისხლისა, ოსი მეფეების სისხლიც ჩქეფდა. ამგვარად, ბაგრატიონები ჩვენი ქვეყნის ოსი ერო
ვნების მოქალაქეებისთვისაც ახლობლები არიან. ბაგრატიონები არიან ასევე სომეხი მეფეებ ის
შთამომავლებიც (აგრეთვე ქალთა მხრიდან). ასევე ბაგრატიონებს ნათესაობა ჰქონდათ ალ
ბანელი (შირვანელი) ხალხის (რომელთა მემკვიდრეები დღეს აზერბაიჯანელები არიან), დინ
ასტიასთან, შარვან-შაჰებთან. ბაგრატიონებს ნათესაობა ჰქონდათ კავკასიის სხვა ხალხებთან
აც, რომელთა სათვისტომოები არის წარმოდგენილი საქართველოში.

საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა სათვისტომოების წარმომადგენლები საკმაოდ ტრა


დიციული და რელიგიური პიროვნებები არიან, მათთვის, როგორც აღვნიშნე, მეფის ინსტიტ
უტი ტრადიციულად და რელიგიურად სავსებით მისაღებია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს
ისიც, რომ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური სათვისტომოების წარმომადგენ
ლები, ყოველთვის ლოიალურად იყვნენ განწყობილნი ბაგრატიონების ხელისუფლების მიმ
ართ, რაც მათ მახსოვრობაში კარგადაა შემონახული.

კონსტიტუცია დაარეგულირებს საქართველოს მეფის აღზრდის საკითხს. საქართველოს სახე


ლმწიფოს მეთაური _ მეფე, თავისი ქმედებებით უნდა აკმაყოფილებდეს ტრადიციული მორ
ალის, ცივილიზაციურობისა და კულტურის ნორმებს. მეფობა იქნება მსახურება, მოვალეობა
და არა ფუფუნების წყარო. ამას დაარეგულირებს კონსტიტუცია.

ლოვარდ ტუხაშვილი

საკითხის დასმისათვის (7)


,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“
ა. შესავალი

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე

დიპლომატია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ხელოვნებაა. სპეციალურ ლიტერატუ


რაში მიღებულია განმარტება: ,,დიპლომატია არის მეცნიერება ურთიერთობათა შესახებ“. ამ
იურიდიულ-პოლიტიკურ ცნებას ორი მნიშვნელობა აქვს; ფართო მნიშვნელობით - დიპლო
მატია წარმოადგენს სახელმწიფოს საგარეო ფუნქციის მშვიდობიანი გზით განხორციელების
საშუალებების, მეთოდებისა და სამართლებრივი ფორმების კრებადობას; ე.ი.ვრცელ კომპლ
ექსს, რომელშიც მოცემულია სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობებში მთელი მოღვა
წეობა, მიმართული მოცემული სახელმწიფოს გაბატონებული კლასების ინტერესებით განსა
ზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებისათვის. ვიწრო მნიშვნელობით - დიპლომა
ტია აღნიშნავს არა ურთიერთობის ხელოვნებას, არამედ ურთიერთობაში წარმომადგენლობ ის
ხელოვნებას. აქედან გამომდინარე, ამ ცნებით გამოვხატავთ სახელმწიფოთა წარმომადგენ
ლობას, დიპლომატიური კორპუსისა და დიპლომატიური აგენტების რაობასაც.

როდესაც წინამდებარე ნაშრომში მიზნად დავისახეთ ქართული დიპლომატიის შესწავლა XI-


XII ს ს-ში, ჩვენ იმთავითვე დავაკონკრეტეთ შესწავლის საგანიც. რასაკვირველია, ჩვენი სურ
ვილია წარმოვაჩინოთ ურთიერთობის შინაარსიც (დიპლომატია ფართო გაგებით) და წარმო
მადგენლობის ფორმებიც ამ ურთიერთობაში (დიპლომატია ვიწრო გაგებით), მაგრამ ძირითა
დად განზრახვა გვაქვს, გამოვავლინოთ ქართული სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობების
მიზანსწრაფული ქმედება. არა ურთიერთობა ზოგადად, არა ყველა საგარეო-პოლიტიკური
აქტი, არამედ წინასწარგანზრახული, გეგმაზომიერი, ე. წ. აქტიური დიპლომატიური ,,ნასაქმ
ნი“. ამის ხაზგასმა იმიტომ გვჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალზე
ბევრი მომენტი გაპირობებული იყო გარესამყაროს (ჩრ. კავკასია, ნომადური აღმოსავლეთი),
ყოველგვარ კანონზომიერებას მოკლებული მოვლენებით. ასეთი იძულებითი, გარედან თავ
სმოხვეული, უფრო ხშირად ტრაგიკული ვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკას ხდი
და პასიურს - მთელი სახელმწიფოებრივი ენერგია იხარჯებოდა ,,სტატუს-კვოს“ აღდგენაში,
უცხო ელემენტის განდევნაში ისე, რომ ამ გარეგანი ფაქტორების რეგულირება (თვით ,,გარე
განი ფაქტორების“ არამყარი, არასტაბილური შინაარსის გამო) გეგმაზომიერად არ ხერხდებო
და. ამ საკითხს უფრო დაწვრილებით განვმარტავთ ქვევით, მაგრამ უფრო ნათელი რომ გახდ
ეს ჩვენი თვალსაზრისი, მოკლედ შევეხებით დიპლომატიის განვითარების ადრინდელ ეტაპ
ებს.

ცნება ,,დიპლომატია“ მოდის ბერძნული სიტყვიდან ,,დიპლომი“ - სახელმწიფო ხელშეკრულ


ების აქტი, ქარტია“ (ამავე სიტყვიდან განვითარდა ,,დიპლომატიკა“ ,,სიგელთმცოდნეობა“,
რომელიც XVIII ს-იდან დამკვიდრდა). ძველ საბერძნეთში სხვა სახელმწიფოებთან ურთიერ
თობებს (ხელშეკრულებებს, ელჩთა მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, ელჩთა ვინაობას და ა.
შ.) საჯარო განხილვისათვის აცნობდნენ მოსახლეობას. ამ მიზნით ქალაქის ცენტრალურ მოე
დანზე დადგმული იყო სპეციალური დაფები, სადაც გამოკრული იყო ამ ურთიერთობის ამს
ახველი დოკუმენტები ან უბრალო ცნობები. ასეთ დაფებს ეწოდებოდა ,,დიპლომები“. სწორ
ედ ეს ,,დიპლომები“ და მათი შესწავლა გახდა ცნება ,,დიპლომატიის“ საფუძველი XVIII ს-
იდან. მაგრამ, რასაკვირველია, თვით დიპლომატია (ე. ი. ამ ცნებით გამოხატული ქმედება შე
საბამისი შინაარსით), არც XVIII სა-ში წარმოშობილა და არც ანტიკური ეპოქის შენაქმნადია.
დიპლომატია დაიბადა უძველეს ეპოქაში, ღრმა წარსულში, როდესაც ვითარდებოდა პრიმი
ტიული ურთიერთობანი პირველყოფილ ტომთა შორის, განვითარდა სახელმწიფოს წარმოქმ
ნის პარალელურად და შედარებით სრულყოფას მიაღწია მსოფლიო იმპერიების გაჩენასთან
დაკავშირებით. დიპლომატიის, როგორც საურთიერთობო მოქმედების ხელოვნების, სრული
ჩამოყალიბება მოხდა XV-XVI სს-ში იტალიაში, კერძოდ ვენეციაში. ვენეციის დიპლომატიუ რი
სკოლა თავის მხრივ გახდა ევროპული და თანამედროვე დიპლომატიის ,,ალმა-მატერი“.

ვენეციის დიპლომატიურმა სკოლამ არა მარტო სათავე დაუდო ურთიერთობის ხელოვნებას,


შექმნა ამ ურთიერთობის ორგანიზაციული აპარატიც (საგარეო საქმეთა სპეციალური ცენტრა
ლური უწყება, სახელმწიფო დაზვერვა, დიპლომატიური კორპუსი, დიპლომატიური აგენტუ
რა, წარმომადგენლობა), არამედ მეცნიერულად დაამუშავა ამ ურთიერთობის განხორციელე
ბის მეთოდიკა. არასწორი იქნებოდა დაშვება, რომ ვენეციის დიპლომატიური სკოლის მიღწე
ვები წარმოადგენდა თვით ამ სავაჭრო ქალაქი - რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობის პრაქ
ტიკული ანალიზიდან გამომდინარე განზოგადებას. სინამდვილეში ვენეციელმა დიპლომატ
ებმა დაამუშავეს და განავითარეს ძვ. აღმოსავლეთის ე. წ. ანტიკური სახელმწიფოების (რომი
და საბერძნეთი), ბიზანტიისა და მუსულმანური პოლიტიკური ერთეულების ურთიერთობა
თა მრავალსაუკუნოვანი მეთოდები და ფორმები.ვენეციის სენატი დიპლომატიის შემქმნელი
კი არაა, არამედ რედაქტორი, უკვე არსებულის ერთ სისტემაში მომყვანი და განმაზოგადებე
ლი. აღსანიშნავია, რომ ძველი დიპლომატიის ყველა დამახასიათებელი ნიშანი (მიზანსწრაფ
ვა, შესრულება, შესრულების საშუალება, ეტიკეტიც კი!) ნაცნობია ქართული დიპლომატიისა
თვის. ასეთი დასკვნის საშუალებას გვაძლევს პარალელები მსოფლიოს და საქართველოს ის
ტორიიდან. რასაკვირველია ქართულ დიპლომატიას არ მიუღწევია ვენეციის დიპლომატიუ
რი სკოლის სიმაღლემდე, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ამ სიმაღლის პერიოდი
(XV-XVI სს), ე. ი. ევროპული რენესანსის II ეტაპის ხანა, დაემთხვა ქართული
სახელმწიფოს ,,დიდ ღამეს“, დაცემის ეპოქას და რაც მთავარია, ცივილიზებული სამყაროსაგან
იძულებით იზოლაციას. რაც შეეხება ურთიერთობათა ,,სრულყოფის“ კარიბჭეს, ე.ი. წინა
ეტაპს, XI-XIII სს- ს, როგორც ქვევით დავინახავთ, ქართული დიპლომატია საკმაოდ მტკიცედ
იდგა ამ დო ნეზე...

ბ. საკითხის ისტორიოგრაფიისათვის

პროფ. ზ. ავალიშვილი ქართული დიპლომატიის შესახებ

ქართული დიპლომატიის ისტორია ჯერ-ჯერობით არასაკმაო სიღრმითაა შესწავლილი. სწო


რედ ამიტომ ვაკეთებთ a priori დასკვნას, რომ ე.წ. კლასიკური პერიოდის საქართველოს საგა
რეო პოლიტიკა, როგორც დამოუკიდებელი ისტორიოგრაფიული ცნება (ერთიანად გამართუ
ლი, მთლიანი, გაბმული პოლიტიკური ასპექტითა და სათანადო მეთოდოლოგიური საფუძვ
ლებით) არსებობს მხოლოდ ცალმხრივად. საქართველოს ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთ ან
შესწავლილია უმთავრესად სხვა პოლიტიკური მოვლენების საერთო ფონზე, თვით ამ ურ
თიერთობათა განმსაზღვრელი კარდინალური ხაზის ხასიათისა და შინაარსის გამოკვეთილ
ად ჩვენების გარეშე. აღსანიშნავია, რომ ქართული ისტორიოგრაფიის ეს ნაკლი უფრო ნათლ
ად ჩანს გვიანი შუა საუკუნეების მიმართ. მაგრამ ეს ხარვეზი აიხსნება ერთგვარად ობიექტუ
რი მიზეზით. საქმე ისაა, რომ საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულების სახელმ
წიფოებრივი ცხოვრება (როგორც საგარეო, ასევე საშინაო განვითარების თვალსაზრისით), ძი
რითადად იკვებებოდა შესაბამისი საერთაშორისო სიტუაციების მიმართულებებით და ზოგ
ჯერ სტიქიურ, ნაძალადევ, იძულებით-ინსტიქტურ და, რაც მთავარია, მეტად მერყევ ხასი ათს
ატარებდა. ამის მიუხედავად XVI-XVIII სს-ში მაინც შეიძლებოდა გამიჯნულიყო საგა რეო
პოლიტიკის ე. წ. პასიური და აქტიური მიმართულებანი (ამის შესახებ ჩვენ დაწვრილე ბით
გვაქვს საუბარი ნარკვევში ,,ქართული დიპლომატია XVI-XVIII სს-ში“). რაც შეეხება XI-XIII სს-
ს, ქართული ისტორიოგრაფიის ზემოაღნიშნული ნაკლი მიუტევებელია. აქვე უნდა
აღვნიშნოთ, რომ ქართული ისტორიოგრაფიის ყველაზე დიდი ნაკლი, თვით ამ ნაკლის შეუ
ნიშნაობაა. საქმე იმაშია, რომ ერთიანობის ხანის (ე. ი. XI-XII სს) საქართველოს პოლიტიკური
ცხოვრება ყველაზე შესწავლილ პერიოდად ითვლება. განსაკუთრებით ბევრი ნაშრომია მიძღ
ვნილი სწორედ საგარეო პოლიტიკისადმი. ამ მხრივ აღსანიშნავია ივ. ჯავახიშვილის, მ. ჯანა
შვილის, ს. კაკაბაძის, ნ. ბერძენიშვილის, ივ. სურგულაძის, შ. მესხიას, მ. დუმბაძის, მ. ლორ
თქიფანიძის, ვ. გაბაშვილის, დ. მუსხელიშვილის, რ. მეტრეველის, შ. ბადრიძის, ჯ. სტეფნა ძის
და ა.შ. შრომები). მაგრამ ამ მკვლევართა ნაშრომებში ერთიანად (საერთო ფონზე) არის
განხილული ისეთი მოვლენები, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, საგარეო ორიენტაცია, სა
გარეო დაზვერვა და ა. შ. რაც მთავარია, არაა ერთმანეთისაგან გამიჯნული ე. წ. პასიური სა
გარეო პოლიტიკა და აქტიური დიპლომატია. ნათლად არაა გამოკვეთილი დამოუკიდებელი
საგარეო პოლიტიკური ხაზი და მისგან გასამიჯნი იძულებითი პოლიტიკური აქტები. ქართ
ული ისტორიოგრაფიის ასეთი ნაკლი აიხსნება რამდენიმე მიზეზით: 1. წყაროების შედარები
თი სიმცირით 2. ქართულ საისტორიო მეცნიერებაში დიპლომატიის კვლევის ტრადიციის
არარსებობით (ზ. ავალიშვილი, ეს ბედნიერი გამონაკლისი, თითქმის დავიწყებულია!),
3. ,,ეპიგონური“ მეთოდოლოგიით და 4. ემპირიზმის ჭარბი დოზით. ამ მხრივ გამონაკლისს წა
რმოადგენდნენ პროფ. ვ. გაბაშვილის, აკად. გ. მელიქიშვილის და აკად. დ. მუსხელიშვილის
ნაშრომები. პირველმა შესანიშნავად მიუთითა XII ს-ის ქართული დიპლომატიის ერთ-ერთ
ძირითად მიმართულებაზე - ბრძოლაზე მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო მაგისტრალე
ბისათვის... გ. მელიქიშვილმა კი პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში მახვილგონივრუ
ლად განაცალკევა ტაო-კლარჯეთის დიპლომატია, დაინახა რა მასში ბიზანტიის მიერ ინსპი
რირებული პოლიტიკური ორიენტაცია საწყის ეტაპზე და ,,აფხაზთა სამეფოს“ ეროვნულ-ქა
რთული“ გამაერთიანებელი როლი. მესამემ შემოიტანა ისტორიული გეოგრაფიის როლი. აკად.
მ. ლორთქიფანიძემ ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება (ე. ი. გაერთიანება) საერ
თაშორისო ურთიერთობათა ფონზე განიხილა. სხვა მკვლევართა ნაშრომები ძირითადად აკად.
ივ. ჯავახიშვილის და აკად. ნ. ბერძენიშვილის დებულებათა ფაქტობრივ შემაგრება-
განმტკიცებას ემსახურებიან. ამ ,,ემპირიკოს“ - ისტორიკოსთა ნაშრომებს, მათი მოცულობისა
და მრავალრიცხოვნების მიუხედავად, ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ბუნების შეს
წავლისათვის, ფაქტიურად დამოუკიდებელი მნიშვნელობა არა აქვთ! ეს ,,ეპიგონურ-სტერე
ოტიპული“ ტრადიცია, რაც წარმოადგენს ინსტიქტურ ,,სწორებას ავტორიტეტზე“, ავითარ ებს
ჩვენს ცოდნას საძიებელი ეპოქის შესახებ ფაქტობრივ-ემპირიული ფორმით, მაგრამ ამუ
ხრუჭებს მოვლენათა კრიტიკული შეფასების ზოგჯერ აუცილებელ საჭიროებას. ტრადიციუ
ლი წყაროების საფუძველზე დამყარებული ავტორიტეტული დასკვნა (როდესაც ეს ტრადი
ციული წყაროები ტრადიციულად მცირე და ზოგჯერ არასანდოცაა) უმრავლეს შემთხვევაში
ჰიპოთეზურია! ასეთ შემთხვევაში ისტორიოგრაფიული ,,სწორება ავტორიტეტზე“, რაც რომე
ლიმე დიდი მეცნიერის მიერ მოსაზრებული დებულების ,,სტერეოტიპულ“ ჭეშმარიტებად
მიღებაში გამოიხატება, ადვილად შეიძლება გახდეს არასწორი ინტერპრეტაციის მიზეზიც და
საკითხის ახსნის მოჩვენებითი სრულყოფილების იმიტაციის წყაროც. ეს პროცესი თავის
მხრივ უკიდურესად ,,აღარიბებს“ რომელიმე პოლიტიკური აქტის ან მოღვაწის ქმედების შე
ფასების კრიტერიუმებს. ამ უკანასკნელის სიღარიბე კი არასტაბულურს ხდის თავის მხრივ
თვით მოვლენის (ან მოღვაწის) შეფასებასაც. ალბათ ამით აიხსნება, რომ ქართულ ისტორიოგ
რაფიაში ძალზე ხშირია ე. წ. ,,რეაბილიტაციები“. მაგ. ნ. შენგელიამ ბაგრატ IV-ისა და გიორ გი
II-ის რეაბილიტაცია მოგვცა, ი. სიხარულიძემ რუსუდანის პანეგირიკა, ლაშა-გიორგის მო
ღვაწეობის ჟამთააღმწერელისეულ შეფასებას კი, რაც პიროვნებისა და მეფის მორალურ-პოლ
იტიკური დაპირისპირების საინტერესო ფილოსოფიურ ფორმულას წარმოადგენს, წინ აღუდ
გა მკვლევართა მთელი დასი (რ. კიკნაძე, დ. გვრიტიშვილი), ასევეა ეგარსლან ბაკურციხელ ის
მიმართაც და ა. შ). ეს მაგალითები იმას კი არ გვიჩვენებენ, რომ ,,სწორება ავტორიტეტებ ზე“
არაა მართალი, არამედ ისტორიკოსის პასიურობას, როდესაც ცივი გონება და მშრალი ლოგიკა
ადგილს უთმობს ემოციურ ინსტინქტს, თანამედროვე განწყობილების წარსულში გა დატანილ
პრინციპებს. (ამ მხრივ სანიმუშოა ლევან სანიკიძის და მისი მხარგრძელთა გვარი სადმი
დამოკიდებულების მაგალითი).

ქართული დიპლომატიის ისტორიას ჰყავდა ერთი ნამდვილი ჭეშმარიტად მაღალი რანგის


მკვლევარი, პროფესორი ზ. ავალიშვილი. სამწუხაროდ მისი ბრწყინვალე ნაშრომი ,,Присое
динение Грузии к Россией“, с. Петерб. 1966) უმთავრესად მიძღვნილია გვიანი შუა საუკუ
ნეების პოლიტიკური ამბებისადმი. მაგრამ ამ დიდი მეცნიერის შეხედულებანი პრინციპში
საინტერესო და ანგარიშგასაწევია კლასიკური ეპოქის მიმართაც. პროფ. ზაზა ავალიშვილმა
პირველმა შენიშნა ქართული სახელმწიფოს (და სახელმწიფოების) მერყევი საგარეო-პოლიტი
კური სტატუსი. რაც მთავარია, არა მარტო შენიშნა, არამედ სცადა კიდევაც აეხსნა ეს საყურა
დღებო მოვლენა: ,,Мы видим, что всякий раз, когда является здесь (იგულისხმება მახლობე
ლი აღმოსავლეთისა და წინა აზიის გეოგრაფიული რეგიონი - ლ. ტუხაშვილი) какой-нибудь
крупный собиратель земел, когда слагается или усиливается какое-нибудь мощное – хотя
бы недолговечное, – политическое тело, монархия из числа ,,мирових“ – Грузия – оказыва
ется или стесненной или порабощенной. Напротив, когда передняя Азия представляет ка
ртину разложения и политического упадка, Грузия возрождается, расцветает, крепнет, по ка
стихийный поворот истории снова не пресечет нормального развития“ (გვ. 3).

პროფ. ზ. ავალიშვილმა საქართველოს ისტორიული ბედის განმსაზღვრელად ორი ძირითა დი


ფაქტორი მიიჩნია: 1) კონსტანტინეპოლის დაცემა (ევროპისგან, ე. ი. ცივილიზებული სამ
ყაროსაგან იზოლაცია) და 2) თურქეთისა და ირანის გაძლიერება. როგორც აღვნიშნეთ, თა ვის
ნაშრომში მკვლევარი უმთავრესად ეხებოდა გვიანი შუა საუკუნეების ეპოქას, როდესაც აღარ
შეიძლებოდა ერთიანი-საგარეო პოლიტიკური კურსის გატარება იმიტომ, რომ 1) საქა რთველო
აღარ არის ერთიანი და 2) აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო მოქცეულია სხვადასხვა
პოლიტიკურ სფეროს შორის (გვ. 14-15). მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი პროფ. ზ.
ავალიშვილის აზრით ისაა, რომ საქართველოს აღარც ნეიტრალური პასიურობა შეეძლო. იგი
იძულებული იყო ყოველთვის ჩარეულიყო ირან-თურქეთის კონფლიქტში, თუნდაც იმი ტომ,
რომ ომი წარმოებდა მის ტერიტორიაზე. იმავე დროს, ჩარევაც დაკავშირებული იყო დიდ
რისკთან, ძნელი იყო რომელიმე დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ აშკარად გამოსვლაც,
პოლიტიკური სიტუაციების მერყეობის გამო. ზემოაღნიშნული ქართულ დიპლომატიას
აიძულებდა დაუყოვნებლივ ე.წ. ,,აზიურ ეშმაკობას“ დაყრდნობოდა (,,Приходилось хит рить,
пользоваться обстоятельством“). სისრულისათვის პროფ. ზ. ავალიშვილს გაუთვალი
სწინებელი არც ის გარემოება რჩება, რომ თავისი სისუსტის მიუხედავად, თვით საქართველ
ოც ირან-თურქეთის მმართველი წრეებისათვის წარმოადგენდა საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძა
ლას: ,,В боевом отношении, грузини были и в плохие времени, силой, с которою счита лись.
Ее надо было сломить, или купить“ (გვ.16). ამავე დროს: ,,бранная жизнь легко приви вала
грузинском владетелям инстикти кондотыров, с которыми не трудно было вступить в
сделку“ (გვ. 16).

ამრიგად, პროფ. ზ. ავალიშვილმა პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში, ჩამოაყალიბა


მწყობრი თვალსაზრისი ქართული დიპლომატიის საერთო ხასიათის შესახებ. განმარტა მისი
მკვებავი წყაროები (წინა აზიის პოლიტიკური სიტუაცია, რუსეთ-ირან-თურქეთის ურთიერთ
დაპირისპირება) და მეთოდი (,,აზიური ეშმაკობა“). რასაკვირველია, ჩვენ შორს ვდგავართ იმ
აზრისაგან, თითქოს ზემოაღნიშნული ავტორის შეხედულებანი მთლიანად იყოს უშენიშვნ ოდ
მისაღები, პირიქით, ჩვენ დავინახავთ, რომ ძირითად ხაზებში ზ. ავალიშვილის კონცეფ ციის
გაზიარება არ შეიძლება (მით უმეტეს, XI-XIII საუკუნეების მიმართ). განსაკუთრებით მი
უღებელია თეზისი დამოუკიდებელი ქართული დიპლომატიის არარსებობის და საერთოდ
არსებობის შეუძლებლობის შესახებ, მაგრამ ეს ნაშრომი თითქმის ერთადერთია, სადაც არის
მოცემული ცდა მთლიანად და კომპლექსურად იქნას გააზრებული საქართველოს სამეფო-სა
მთავროების საგარეო პოლიტიკა. ამავე დროს ეს გააზრება საკმაოდ მაღალნიჭიერად და, რაც
მთავარია, პროფესიულად მეტად მაღალ დონეზეა შესრულებული. მოგვიანებით ასპარეზზე
გამოვიდნენ იურისტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფ. ლ. ალექსიძის ნაშრომები.

მაგრამ დავუბრუნდეთ კონკრეტულ საგანს. რამდენად გამოდგება ზ. ავალიშვილის თვალსა


ზრისი ერთიანობის ხანის საქართველოს მიმართ? ზევით უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ
მკვლევარი ძირითადად ეხებოდა გვიანი შუა საუკუნეების პოლიტიკურ სტატუსს და კერძ ოდ
ორიენტაციის ფინალს - 1861 წლის აქტს. სანამ ამ საკითხს ვუპასუხებდეთ, საჭიროდ მი
გვაჩნია გავარკვიოთ, გამოჰყოფს თუ არა ავალიშვილი ერთიანობის ხანას, როგორც გამონაკ
ლისს საერთო ფონიდან? აი, რას წერს იგი ე.წ. კლ. პერიოდის შესახებ: ,,Том, сравнительно
небольшой, промежуток, когда Грузия является державой (конечно средне векого склада), с
силой и значением... лучшая пора эпохи грузино-абхазских монархов, по времени совна
дает с периодом разложения сельджукского государства в Персий“ (გვ. 4).

ზ. ავალიშვილის კონცეფციით ქართული სახელმწიფოს აღზევება-დაცემა ექვემდებარებოდა


გარე ფაქტორებს... ე.ი. იგი მთლიანად გამორიცხავდა შიდა ფაქტორებს, შიდაგანვითარებას.
მკვლევარი პრინციპში სწორად ხსნიდა ერთ-ერთ ძირითად მიზეზს, მაგრამ ამ მიზეზის ერ
თადერთ და არა ერთ-ერთ საფუძვლად აღიარება, სტოვებდა გარეშე ძალის იდეალიზაციის
შთაბეჭდილებას. ზ. ავალიშვილის ასეთი პოზიცია სრულიადაც არაა მოულოდნელი. იგი გა
მოხატავდა ინტელიგენციის იმ ნაწილის თვალსაზრისს, რომელთაც შეიძლება კოსმოპოლი
ტურ-სკეპტიკური ,,კორპორაცია“, კოსმპოლიტური სკეპტიკოსების წრე ვუწოდოთ. იქნებ ამი
თაც აიხსნება ესოდენ ნიჭიერი კაცის ნეიტრალიტეტი, ,,სპორტული“ გულგრილობა 1917-1921
წწ-ში ეროვნული პრობლემის მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ ზ. ავალიშვილის ასეთი
კონცეფცია განაიარაღებდა ეროვნულ ძალებს... 1917-1921 წლებში ზ. ავალიშვილი აქტიურ ად
საქმიანობდა, ოღონდ როგორც მიუკერძოებელი ექსპერტი. ეს ორი მიზეზით აიხსნება; ჯერ
ერთი, ოფიციალური ხელისუფლება ბოლომდე არ ენდობოდა არისტოკრატიულ ინტელ
იგენციას. მეორე მხრივ, ეს უკანასკნელიც სკეპტიკურად იყო განწყობილი.

ძალზე საინტერესოა ზ. ავალიშვილის შეხედულებანი ერთიანობის ეპოქის საქართველოს პო


ლიტიკური სტრუქტურების შესახებ. მისი აზრით, როდესაც რაღაც ფორმით წარმოიქმნა ერ
თიანი მთელი, ცალკეული მიწებისაგან (ე.ი. როდესაც ჩამოყალიბდა გაერთიანებული სახელ
მწიფო), ეს არ ნიშნავდა, რომ ერთიანი სახელმწიფო ახორციელებდა ამ ტერიტორიაზე ერთი ან
ხელისუფლებას. ასეთ ხელისუფლებას ყოველთვის არ ძალუძდა რეალიზებულიყო პრაქტ
იკულად. თეორიულად განხორციელებული უფლება, პრაქტიკული ძალაუფლების გამოკლე
ბით უდრის ნულს. თუ თეორიული დაემთხვევა პრაქტიკულს, ანუ, უფრო სწორად, თუ ეს
უკანასკნელი ამაღლდება თეორიულად გამოხატულ უფლებამდე, ეს ის ნაბიჯი იქნება, როდ
ესაც საერთო სახელწიფოებრიობა გახდება შემდგომი პოლიტიკური განვითარების საფუძვე
ლი. სამწუხაროდ, ტიპიურ ფეოდალურ მონარქიას არ შეუძლია ასეთი ნაბიჯის გადადგმა. თუ
ეს ასეა, მაშინ არც შეიძლება დაისვას საერთოდ საკითხი ცენტრალიზებული ხელისუფლ ების
მიზანსწრაფულ, გეგმაზომიერი ქმედების, ე.ი. აქტიური დიპლომატიის განხორციელებ ის
შესახებ. მაგრამ გამონაკლისები არსებობს.

ფეოდალური მონარქია, სანამ ის ფეოდალურია სოციალ-ეკონომიკური შინაარსით, რჩება ცა


ლკეული მიწების კრებულად, თავისი გამაერთიანებელი მისწრაფებებით ადვილად უსწორდ
ება სტიქიურ ცენტრგამზიდავ ძალებს. ამ ძალებიდან მთავარია საზოგადოების ცალკე უჯრე
დების შესაძლებლობა თავს მოუაროს საკუთარი ძალებით. ხელისუფლება, ჯარი, ფინანსები,
ყველა ეს იზიდავს მიწისკენ, ცალკეულ დიდ თუ პატარა ცენტრებისკენ, სადაც თავმოყრი ლია
კვების საშუალებანი სუსტი გაცვლა-გამოცვლის ბაზაზე (З. А. გვ. 10).

ასეთ შემთხვევაში თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მმართველს, პიროვნების სი


ძლიერეს... აქ დიქტატორს საზოგადოებრივ-ეკონომიკური ბაზისი კი არ წარმოშობს, არამ
ედ მმართველის პირადი თვისებები პლუს საერთაშორისო სიტუაცია. ძლიერ პიროვნებას შე
უძლია ცენტრალიზაციის დაჩქარება-განმტკიცება. ზ. ავალიშვილის მიხედვით ასეთი პიროვ
ნება აღმოჩნდა დავით აღმაშენებელი, რომლის პოლიტიკასაც ფაქტიურად აღარ ეწერა გაგრძ
ელება: ,,Но величайший монарх Грузии, настоящий строител государства, Давид II не на
шел преемника, который пошел бы дальше него, знаменитая Тамара, была, может быть
добрым гением, но отчасти и жертвой своих могущественных вассалов. Век ее был вре
менем могущества и культурного расцвета, но власти короны понесла ущерб в ее руках“
(გვ. 11).

ესოდენ დიდი ყურადღება პროფ. ზ. ავალიშვილისათვის შემთხვევით არ დაგვითმია. უკვე


მივუთითეთ, რომ იგი საერთოდ უარყოფდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარე
ბის შესაძლებლობას საქართველოს ისტორიის ხანგრძლივი მონაკვეთის მანძილზე. ეს მტკი
ცება უარსაყოფია, მაგრამ ამ მიუღებელი კონცეფციის პარალელურად ნაშრომში განვითარებ
ულია ბევრი საგულისხმო დაკვირვება, რომელთა გათვალისწინება დიპლომატიის შესწავლ ის
ფაქტიურ გასაღებს წარმოადგენს...

დასასრულ, შეგვიძლია ვუპასუხოთ კითხვას: არსებობდა თუ არა დამოუკიდებელი ქართუ ლი


დიპლომატია? შეიძლება თუ არა ე. წ. აქტიური დიპლომატიის (ე. ი. მიზანსწრაფული,
გეგმაზომიერი ქმედების) გამიჯვნა ურთიერთობის საერთო სფეროდან? XI-XIII სს-ში დამო
უკიდებელი დიპლომატიური ხაზი უდავოდ შეინიშნება. X-XI სს-ში ნათლად იკვეთება ეს ცა
ლკეული სამეფოების (ტაო-კლარჯეთი, ,,აფხაზთა სამეფო“, კახეთი) პოლიტიკურ ურთიერთ
ობებში. მოგვიანებით კი გაერთიანებული საქართველოს სამეფო კარის ოფიციალურ ხაზში.

გაერთიანებულმა საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო ყველა ქართული პოლიტიკური ერ


თეულის დიპლომატიური მიმართულება (ორიენტაცია, მეთოდები და ა. შ.), მაგრამ ძირითა
დად აგრძელებდა ,,აფხაზთა სამეფოს“ (დას. საქართველოს) მესვეურთა პოლიტიკურ გეზს...
ასეთი ტრადიცია გაგრძელდა მე-12 საუკუნის II ნახევრამდე. ამ პერიოდიდან საბოლოოდ ჩა
მოყალიბდა ახალი პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც უმეტესად დაემყარა აღმოსავლეთ
ამიერკავკასიის არისტოკრატიული წრეების მისწრაფებებს... (ამ საკითხების შესახებ უფრო
დაწვრილებით საუბარი გვექნება ქვევით!).
რა შეცდომა დაუშვეს უინსტონ ჩერჩილის
აზრით მოკავშირეებმა პირველი მსოფლიო
ომის შემდეგ ვერსალში
ნიკოლოზ ცინცაძე

მოკავშირეებს რომ ვერსალში ტახტზე დაბრუნების ნება


მიეცათ ჰოენცოლერნებისთვის, ვიტელსბახებისთვის და
ჰაბსბურგებისთვის, მაშინ არ იარსებებდა ჰიტლერი.

უინსტონ ჩერჩილი, 1946 წლის 26 აპრილი.

სოხუმის კათოლიკე ეპისკოპოს პეტრე გერალდის მიერ სოხუმიდან


ინგლისში გაგზავნილი წერილი. 1330 წელი (3)
ქრისტეს მამათა შორის პატივცემულო,უფალო კენტერბერის(კენტის) არქიეპისკოპოსო, ღვთის
მადლით მთელი ინგლისის სამეფოში უპირველესო, ამ სამეფოს დანარჩენო არქიეპის
კოპოსებო და ეპისკოპოსებო! (მოგმართავთ) ამავე სამეფოს თანამოძმე პეტრე, ღვთის ნებით
სებასტოპოლისის ეპისკოპოსი ქვემო საქართველოში; თვითონ ჩემს სამფლობელოში, მშვიდ
ობიანობის დროს სიუხვესა და კეთილდღეობასთან ერთად, (აქაური) ქრისტიანი ძმები სარკი
ნოსთაგან ისე არიან შევიწროვებულნი და დატანჯულნი,რომ (ლამის არის) ქრისტიანული სა
რწმუნოება მიატოვონ.საერთოდ, ბნელეთის შვილები, წარმოშობით ცბიერნი(გამოცდილნი)
არიან(ვიდრე) ჩვენი დასავლეთის ქრისტიანეთა სინათლის შვილნი: (ეს უკანასკნელნი) წყნა
რად ატარებენთავიანთ დღეებს; ისინი ბეჯითნი არიან თავისი თავისთვის; მაგრამ არა იესო
ქრისტესთვის, (ამის გამო), აღმოსავლეთში ყოველდღე მცირდება ქრისტიანთა მბრძანებლო ბა,
რადგანქრისტიანები იჩაგრებიან,(მათ) სთელავენ ბოროტგანმზრახველი სარკინოზები
(სხვადასხვა) მოქმედებით: ღალატით თუ დაპირებით, წამებით თუ საჩუქრებით, ომით - ხმე
ლეთზე დაზღვაზე; ახლა ქრისტიანებს იმონებენ ფულით ბაზრობაზე,სადაც მიათრევენ კისე
რზე თოკითდა ცხენის კუდზე გამობმულებს; მათ ჰყიდიან,რადგან არავინაა მათი ქომაგი.

ამგვარად, აქ არის პატივმოყვარე ქალაქი,სადაც დაუმსახურებლად დანიშნული ვარ უმაღლე


სი მღვდელთმთავრის ნება-სურვილით. როგორც ხმა დადის, ერთ დროს აქ ასი ქრისტიანი
მიჰყიდეს სარკინოზებს. მათ ეს ქრისტიანები სარკინოზთა ქვეყანაში წაიყვანეს და იქ სარკი
ნოზებად აქციეს. მე, ჩემი მხრივ, ვეწინააღმდეგები ადამიანებით დანაშაულებრივ ვაჭრობას,
მაგრამ, მიუხედავად ამისა, რომ აქ მბრძანებლები ქრისტიანები არიან, არც ამ საკითხსა და არც
სხვაში არ მიგონებენ, რადგან ბერძნული სქიზმის მიმდევრები არიან... ამიტომ(თქვენ მო
გმართავთ): თუ თქვენს სამეფოში გაბედული მორკინალები მოიძებნებიან და სურვილი აქვთ
იომონ ღვთისა და სარწმუნოების სიყვარულისათვის, დატყვევებული ქრისტიანების გასათა
ვისუფლებლად და ამასტანავე სურვილი გამოიჩინონ შეიძინონ კარგი მამული, პირველობა,
სამეფო და სასახლეები - სასურველი იქნება (თუ) თქვენ მათ გააცნობთ ამ (წერილს), სამოქმე
დოდ ის გამოგზავნეთ, ვინც ამ საქმის მცოდნეა. საქმე იმაშია, რომ ამ წერილის მომტანი იახია
დე კრემონა,თავის დროზე, ასე, ოცდაათი წლის წინათ, იყო (აქ), მას ვავედრებ თქვენს
მამობრივ მოწყალებას. პირადად მან სარწმუნოების ერთგულებისა და ტყვე ქრისტიანი ხალ
ხის განთავისუფლებისთვის საქართველოდან ინგლისში ამ წერილის საკუთარი ხარჯით წა
მოღება ისურვა. მხოლოდ იმდენად ღარიბია, რომ მე მგონი მთელი მისი ქონება საკმარისი არ
იქნება ნახევარი გზისთვის. თუმცა ერთ დროს იგი ძალიან მდიდარი, გემისა და ქონების
პატრონი იყო, ამჟამად კი ღარიბია. ჩემის მხრით არაფრის მიცემა არ შემეძლო, რადგან არც
ეკლესია და არც სახლი არ გამაჩნია თავის შესაფარებლად და არც ერთი დინარი არ მაქვს გა
საცემი, მაგრამ (ამის მიუხედავად), მუდმივად, დღე და ღამე ვუცდი მახვილს სარწმუნოები
სათვის (საბრძოლველად) და ეკლესიის გაერთიანებისთვის. კვირაობით, რომელიმე ღარიბი
ქართველისგან შეწირულობას ვიღებ. ასე ვატარებ ამ ცხოვრებას. მეორე მხრივ, ამ ქვეყნის
მბრძანებელი, რომელიც მთელი საქართველოს ჯარის მხედართმთავარიც არის, მზად არის
მთელი თავისი ლაშქრით, დასავლეთის ქრისტიანებთან ერთად გასალაშქრრებლად. იგი ასე
იქცევა რომაული ეკლესიისადმი მორჩილებასა, კათოლიკობის მიღებაზე და სარწმუნოების
ერთიანობაზე თანახმაა. აქაურ კათოლიკეებს სასაფლაოც მისცა. მიუხედავად ქართველთა ორი
სამეფოს (ზოგიერთი) ჩვეულებისა, (აქ) გარდაცვლილ კათოლიკეს არ ასხვავებენ სქიზ
მატიკოსისაგან, მაგრამ თვით კათოლიკენი ვერ შეეგუვნენ სქიზმატიკოსებს და (მიცვალებუ
ლებს მათი), სასაფლაოს გარეთ მარხავენ. ამის გამო, ზემოთ ნათქვამი სასაფლაოს მიცემით,
ძალიან განაწყენებული დარჩა სქიზმატიკოსი ეპისკოპოსი და სამღვდელოება, რადგან ამ სა
საფლაოს გამო, ჰკარგავენ ლათინთა დასაფლავების (უფლებას). ამის გამო, იმდენად გაიზარ
და შფოთი, რომ კათოლიკე ლათინთა მიერ სასაფლაოს შუაგულში აღმართული ჯვარი ამოგ
ლიჯეს და აგრეთვე ლათინთა მიერ აღმართული 15 საფლავის ქვა დაამტვრიეს. ლათინელებ
მა ხელახლა აღმართეს ისინი, აქაურმა სქიზმატიკოსებმა, მღვდლებმა და ხალხმა, სარკინოზ
თა და იუდეველთა ხელის შეწყობით, მესამედ აღმართული (ჯვრები, ქვები) სქიზმატიკოს
ეპისკოპოსთა-ეპისკოპოსთან წაიღეს. ყოველივე ამის გამო (მოგმართავთ) თქვენ (დასავლეთ ის
ქრისტიანებო), რომლებიც სტკბებით უზრუნველი კეთილდღეობით, შეიბრალეთ აღმოსა
ვლეთის ქრისტიანები, რომლებიც იჩაგრებიან და თავიანთ გაჭირვებაზე ტირიან. თქვენთვის
ადვილია,რომ ქვეყნიერებიდან სრულიად ამოაგდოთ მაჰმადიანთა და სარკინოზთა მათრახი
ეს შესაძლებელია, უკეთუ კათოლიკენი კარგს იზამენ და მიბაძავდნენ დიდ მეფეს.

დაწერილია ქალაქ სებასტოპოლში, ქვემო საქართველოს სამეფოში, ინგლისის მეფის წმ. ედუ
არდის სახელწოდების დღესასწაულზე, უფლის წელთაღრიცხვის 1330 წელს. ''

––––––––––

პეტრე გერალდის წერილის მნიშვნელობა საქართველოს ისტორიისათვის უაღესად დიდია.


გარდა იმისა,რომ იშვიათია ასეთი ვრცელი, ზუსტად დათარიღებული უცხოური წყარო, იგი
ეხება მეტად ღარიბ მე-14 საუკუნის 30-იან წლებს და თანაც დასავლეთ საქართველოს ვითა
რებას.
პირველ რიგში ცხადი ხდება,რომ თბილისის გარდა კათოლიკური კათედრა სოხუმშიც არსებ
ობდა. თბილისში კი,როგორც დოკუმენტებიდან ვიცით იგი გადმოტანილ იქნა სმირნიდან
1329 წლისათვის.
საყურადღებოდა სხვა მომენტებიც. წერილიდან კარგად სჩანს,რომ ადგილობრივი მოსახლე
ობის უმრავლესობას ქრთველები შეადგენენ და კათოლიკე ეპისკოპოსიც სწორედ მათგან მი
ღებული საჩუქრებით და შემოწირულობებით საზრდოობს. ქართველების გარდა, ქ. სოხუმში
აგრეთვე არის მაჰმადიანური და ებრაული მოსახლეობა,რომელიც დიდ როლს თამაშობდა
იმდროინდელი ქართული სახელმწიფოს სავაჭრო უერთიერთობებში.

ქართველების,მუსლიმების და ებრაელების გაერთიანება კათოლიკე მოახალშენეების საწინა


ღმდეგოდ შესაძლოა იმ მდგომარეობით ყოფილიყო განპირობებული,რომ გენუელები და ზო
გადად ლათინები სავაჭრო საქმის დიდოსტატები იყვნენ და მათი სოხუმში მყარად დაფუძნე
ბის შემთხვევაში ადგილობრივი ვაჭრების მდგომარეობა გართულდებოდა. რაც შეეხება საქა
რთველოს ‘’ორ სამეფოს’’,როგორც ეს ეწოდებოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს
შუა საუკუნეებში,როგორც ქართული ისე უცხოური წყაროების მიხედვით,წერილის გაგზავნ
ის დროს იგი უკვე გაერთიანებულია. ქართული საბუთების მიხედვითაც,სწორედ ამ დროს
მოახდინა მეფე გიორგი ბრწყინვალემ საკუთარი სუვერენიტეტის გავრცელება იმერეთის სა
მეფოში. წერილში მოხსენიებული მთელი საქართველოს მხედართმთავარი უთუოდ მამია I
დადიანის (1323-1345), რომელსაც როგორც სჩანს მეფემ ამირსპასალარობაც ჩააბარა. პეტრე
გერალდი ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყების მომხრედ გამოდის და აგრეთვე მსურ
ველია აღმოსავლეთ და დასავლეთის ეკლესიების გაერთიანებისა.
დოკუმენტში მოხსენიებული ‘’ეპისკოპოსთა ეპისკოპისი’’ უეჭველი დასავლეთ საქართველ ოს
კათალიკოსია,რომელიც სწორედაც რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვ
რობდა.. ‘’ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით’’ მისი რეზიდენცია ბედიაში იყო,ხოლო
შემდგომ ბიჭვინთაში გადაინაცვლა,ამიტომაც კათილოკეთა ქვების მასთან მიტანას დიდი
დრო არ დასჭირდებოდა.
წერილის შინაარსიდან გამომდინარე ნათელი ხდება,რომ ტყვეთა სყიდვას საქართველოს სა
მეფოში იმ დროს მასური ხასიათი არ ჰქონია,გერალდიმ მხოლოდ ჭორის დონეზე იცის,რომ
ადრე 100 ქრისტიანი გაუყიდიათ უცხოეთში. სხვა იტალიური და ევროპული წყაროებიდან აც
კარდაგ სჩანს,რომ საქართველოს სამეფოდან გაყვანილი ტყვეების რაოდენობა ევროპის
ტყვეთა ბაზრებზე იმ დროს უმნიშვნელო იყო,რასაც ერთიანი და ძლიერი ქართული მონარ ქია
უპირისპირდებოდა.

ბიძინა ჩოლოყაშვილი (11)

”ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“-ს განმარტებისათვის


ქართული ჰიმნოგრაფიული თხზულება ”ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ ჩვენამდე 4
ხელნაწერის სახითაა მოღწეული; ქართული ენის შესხმა თავდაპირველად დასტურდება X ს-
ის ქართველი სასულიერო მოღვაწის იოანე-ზოსიმეს მიერ საბაწმიდის ლავრაში 949-965 წწ-ში
გადაწერილ ლიტურგიკულ კრებულში (sin 34), მოგვიანებით მანვე სინას მთაზე მოღვაწე
ობისას ეს ტექსტი ჩართო 979 წელს შედგენილ ოთხთავში (sin 38), 2 წლის შემდგომ, თხზუ
ლება იოანე-ზოსიმეს საბაწმიდის ლავრაში 864 წელს დამზადებული სინური მრავალთავის
(sin 32) შემოსვისას ჩაუწერია კრებულის თავისუფალ ფურცელზე, ხოლო საბოლოოდ იგივე
სასულიერო მწერლობის ძეგლი 981-982 წწ-ში გადაწერილ ”წმიდათა ცხოვრებაშია“ (sin 6)
მოთავსებული.

ქართული ენის სადიდებელი ჰიმნი ლიტურგიკულ კრებულში ასეთნაირადაა დასათაურებუ


ლი: ”ქებაჲ ქართულისა ენისაჲ“, ოთხთავსა და მრავალთავში — ”ქებაჲ და დიდებაჲ ქართულ
ისა ენისაჲ“, ხოლო ”წმიდათა ცხოვრებაში“ — ”ქართულისა ენისათჳს“.

ქართული ენის შესასხმელად შეთხზული ეს საგალობელი მეცნიერთათვის ცნობილი გახდა


მარი ბროსეს მიერ ფრანგულ ენაზე შესრულებული თარგმანის მეშვეობით [Brosset,1858, გვ.
279-280]. ცოდნით შენიღბული თხზულების შესწავლას კი ალექსანდრე ცაგარელისეული კო
მენტარებით 1888 წელს მიეცა დასაბამი [Цагарели 1888, გვ.203-204] და დღემდე ნაწარმოებ
ის შინაარსის, ავტორისა და თარიღის შესახებ გამოთქმულია ერთმანეთისაგან განსხვავებუ ლი
მრავალი მოსაზრება [ილია II,1986; ბაქრაძე, 1971; 1982; 1983; გამსახურდია,1987; გელო
ვანი,1979; გვინჩიძე,1994; ინგოროყვა,1924; 1939; 1954; 1965; 1978; კანდელაკი, ცერცვაძე,
1987; კეკელიძე,1923; კიკნაძე,1982; 1985; 1990; ლომინაძე, 2004; ნარსიძე,1984; 1985; 1986;
პაპუაშვილი,1979; 1983; პატარიძე,1981; 1983; 1985; 1986; 1987; სარჯველაძე,1984; სულავა,
2000; ფიროსმანიშვილი,1983; ფუტკარაძე,2000; ქურდაძე,1967; ჩახავა,1984; ჩხენკელი,
1982;1983; წერეთელი,2004; ჭელიძე,1983; ჯანელიძე, 1989].*

გთავაზობთ იოანე-ზოსიმეს მიერ ლიტურგიკულ კრებულ sin 34-ში მოთავსებული ქართუ ლი


ენის სადიდებელი თხზულების ტექსტს:

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებელად, რაჲთა
ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქუიან,

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან; ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და
მართაჲ.

და მეგობრობაჲ ამისთუის თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ
არს,

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთუის თქუა დავით წინაჲსწარმეტყუელმან, რამეთუ წელი


ათასი ვითარცა ერთი დღეჲ.

და სახარებასა შინა ქართულსა, თავსა ხოლო მათჱსსა წერილი ზის, რომელ ასოჲ არს, და
იტყუის ყოვლად ოთხათასსა მარაგსა.
და ესე არს ოთხი დღჱ და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მის თანავე დაფლული
სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაჲთა.

და ესე ენაჲ, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული,


მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა.

და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეს
მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ ასი ესე წელი ანბანისაჲ.

აქვე დავძენ, რომ ”წმიდათა ცხოვრებაში“ (sin 6) მოთავსებული ქართული ენის სადიდებლის
დამამთავრებელი მუხლი თხზულების ადრეულ ტექსტებთან შედარებით განსხვავებული
რედაქციითაა წარმოდგენილი: ”…და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხ
რას ესე წილი ანბანისაჲ…“.

ვინაიდან ქართული ენის შესასხმელად შეთხზული საგალობლის ჩვენამდე შემონახული ხე


ლნაწერებიდან ერთ-ერთ ტექსტში დამამთავრებელი მუხლი განსხვავებული რედაქციითაა
წარმოდგენილი, ამდენად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ჰიმნის შინაარსის ამოცნობა უკანას
კნელად დაწერილი სასულიერო მწერლობის ძეგლის შესწავლით დავიწყოთ.

* * *

”დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებელად, რაჲთა
ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა…“ დამოწმებული მუხლის შესწავლისას გასა
თვალისწინებელია, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებე
ლია, ვინაიდან უკანასკნელი ჟამი მამის გარდა არავინ იცის — « ხოლო დღისა მისთჳს და
ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან ჩემმან მხოლომან » [მათე, XXIV,
36].

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მხსნელის მეორედ მოსვლას ვერავინ ვერავის აუწყებს, ვინაი
დან უფალი უეცრად მოვა — « ამისთჳს თქუენცა იყვენით გამზადებულ, რამეთუ რომელსა
ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს » [მათე, XXIV, 44].

განკითხვის დღის მოახლოების შესაცნობად საყურადღებოა, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოს
ვლას უშუალოდ წინ უსწრებს აპოკალიფსური მხეცის გამოჩენა, რაც მეორედ მოსვლის ჟამის
მაუწყებელი იქნება.

მაშ ასე, ”ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“-ს პირველი მუხლით — ”დამარხულ არს ენაჲ
ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან
ამხილოს ამით ენითა…“ — თხზულების ავტორი აცხადებს: დამარხულია ანუ დაცულია
ქართული ენა მეორედ მოსვლის დღემდე, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის დასა
მოწმებლადო. და, ვინაიდან, მეორედ მოსვლის ჟამის განსაზღვრის ერთადერი საშუალება
აპოკალიფსური მხეცის მხილებაა, ასეთნაირად, დაფარულად გვაუწყებს, რომ აპოკალიფსუ რი
მხეცის ამქვეყნად მოსვლა მხილებული იქნება ქართული ენით ”…რაჲთა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა…“ და, ამნაირად, ქართული ენის შესხმის წამკითხველს ამც
ნობს: კაცობრიობას ქართული ენით განეცხადებაო მეორედ მოსვლის ჟამი, რაც ქართული ენის
ანუ ქართველი ერის მისიად მიაჩნია ჰიმნოგრაფს.

”…და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქუიან,…“
ციტირებულ მუხლში ის აზრია გადმოცემული, რომ ქართული ენის საგალობლის დაწერის
პერიოდისათვის ქართული ენა მძინარეა, რადგანაც ქართულ ენას ჯერ არ აღუსრულებია თა
ვისი მოვალეობა, რაკი ქართველ ერს აპოკალიფსური მხეცის მხილებით ჯერ არ დაუდასტუ
რებია მეორედ მოსვლის ჟამი.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ დამოწმებულ მუხლში თხზულების ავტორი ქართ ულ


ენას სიმბოლურად ლაზარეს უწოდებს. ლაზარე, რომელსაც ორი და ჰყავდა — მარიამი და
მართა, ქრისტეს მეგობარი იყო. ლაზარემ რწმენისათვის ღმრთის დიდება იხილა. იგი გა
რდაცვალებიდან მეოთხე დღეს მკვდრეთით აღადგინა უფალმა. ლაზარეს გაცოცხლებით
ქრისტემ გვამცნო: მონანიებული და უფალს დამეგობრებული მეოთხე დღეს აღდგებაო, ასე
რომ, ლაზარეს აღდგინება მოასწავებს მეორედ მოსვლასაც, როდესაც საყოველთაო განახლებ
ისას მართალნი აღდგებიან.

აღსანიშნავია, რომ სახელი ”ლაზარე“ — ”ღმერთი შეეწია“-ს ნიშნავს და, ამდენად, თხზულებ ის
ავტორის თვალთახედვით, ქართულ ენას მეტაფორულად ”ღმერთი შეეწია“ ეწოდება.

”…და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან; ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარი ამ
და მართაჲ.…“ ციტირებული მუხლიდან ირკვევა, რომ ლაზარეს მსგავსად ქართულ ენას აც
ორი და ჰყავს, წმიდა ნინო და ელენე დედოფალი, რომლებიც ქართული ენის ისეთივე 2 დანი
არიან, როგორი ორი დაც ჰყავდა ლაზარეს მარიამისა და მართას სახით, რაც ჰიმნოგრა ფის
მიერ ქართული ენის მეტაფორულ შედარებას ლაზარესთან უფრო სარწმუნოს ხდის.

”…და მეგობრობაჲ ამისთუის თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარ
ხულ არს,…“.

ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ ქრისტეს მეგობარი სხვა არავინ არის, თუ არა ღმრთის მორჩ
ილი. მოგეხსენებათ, ღმრთის მორჩილი იმავდროულად ღმრთის რჩეულია, რომელიც ღმრთის
ჩანაფიქრის განსახორციელებლადაა მოწოდებული. ნათქვამიდან გამომდინარე, ვფი ქრობთ,
ციტირებულ მუხლში ის აზრია გამოთქმული, რომ ქართული ენის ქრისტესთან მეგ ობრობის
”ყოველი საიდუმლოჲ“ ანუ ქართული ენის ყოველნაირი საიდუმლო, — თუ რატო მაა
ქართული ენა ქრისტეს მეგობარი და მეგობრობის გამო ღმრთის რაგვარი ჩანაფიქრის აღს
ასრულებლადაა მოწოდებული ქართული ენა, — ქართულ ენაშივეა დამარხული.

ქართული ენის სადიდებლის შინაარსის ამოცნობისას ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ


თხზულებაში ქართული ენა და ქართული დამწერლობა განუყოფელია. ქართული ენის
საგალობელი იმავდროულად ქართული დამწერლობის თაობაზეც რომ მოგვითხრობს, ეს ჰი
მნის დამამთავრებელ მუხლშიც წერია: ”…და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარ
მოგითხრას ესე წილი ანბანისაჲ“. იმედია, დამეთანხმებით, ამ კონტექსტში სიტყვა ”წილი“
ხვედრის მნიშვნელობითაა ნახმარი და ამრიგად, ციტირებულ მუხლში ის აზრია გამოთქმუ
ლი, რომ თხზულებაში გაცხადებული უწყება ქართული დამწერლობის ხვედრსაც გვაუწყ ებს,
რაც იმის დასტურია, რომ ქართული ენის სადიდებელ ჰიმნში ქართული ენისა და ქართ ული
დამწერლობის ხვედრი განუყოფადია.

ამასთანავე, მხედველობიდან ნუ გამოგვრჩება ისიც, რომ თხზულების ავტორი ქართული ენ ის


საგალობლის დასაწყისშივე გვამცნობს: ”დამარხულ არს ენაჲ ქართული…“ ვინაიდან, ერ თი
მხრივ, ენის დამარხვა, ენის შენახვას, დაცვას ნიშნავს, ხოლო ენის შენახვა-დაცვა დამწერ
ლობით ხორციელდება, ამდენად, ქართული ენის ქების ავტორი ქართული ენის სადიდებე ლი
ჰიმნის დასაწყისშივე საზეიმოდ გვაუწყებს, რომ ქართული ენა ქართული დამწერლობ ით
დაცულია და ამიტომ, თხზულებაში ქართული ენა და დამწერლობა განუყოფელია, რა კიღა
ქართული ენა ქართული ანბანითაა დაცული. ხოლო, მეორე მხრივ, რამდენადაც ქართ ული
ენის შესასხმელად შეთხზული საგალობლის ავტორის უწყებით ქრისტესმიერი ნათლი
სღებით მკვდარი ქართული ენა, ნათლისღებამდელი ცოდვებისგან განწმენდილი, საღმრთო
მადლით გარდაქმნილი, სამუდამოდ ნათლისღების სიკვდილითაა დაფლული ”…და ესე არს
ოთხი დღჱ და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მის თანავე დაფლული სიკუდილითა
ნათლისღებისა მისისაჲთა.…“, ესე იგი, იმის გათვალისწინებით, რაკი ვინც მონათლულია,
ცოდვისაგან თავისუფალია, დამოწმებული მუხლი შემდეგნაირად უნდა განიმარტოს: ნათ
ლისღების მადლით ოთხი დღის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნილი ქართული ენა საღმრთო
შობითაა განახლებული, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ქართუ
ლმა ენამაც იაროს სიცოცხლის განახლებით, რადგან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავ
სებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას.

ყოველივე ზემოთქმულის მიხედვით, ისე გამოდის, რომ ნათლისღების მადლით ქრისტესთ ან


თანა-დაფლული ქართული ენა ცოდვას მოუკვდა, და ასეთნაირად, ქრისტეს შეუერთდა. აი,
სწორედ ამის გამო, რწმენისათვის ქართული ენა ღმრთისმიერ ცხოვრობს და მეორედ მო
სვლის ჟამის საუწყებლად ქართული დამწერლობითაა დაცული.

ნათქვამთან დაკავშირებით პავლეს მიერ რომაელთა მიმართ წარმოთქმულს შეგახსენებთ:


”ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილსა
მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ?

და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა, ვითარცა-იგი აღდ


გა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა
ვიდოდით.

რამეთუ უკუეთუ თანანერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდ
გომასა მას მისსა ვიყვნეთ.

ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს ეცუა, რაჲთა განქარდეს ჴორცი
იგი ცოდვისაჲ, რაითა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა.

რამეთუ, რომელი-იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან.

უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხოვნდეთ.


ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა
არღარა უფლებდეს.

რამეთუ, რომელი-იგი მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთგზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს,
ცხოველ არს ღმრთისა.

ეგრეცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს და ცხოველად ღმრთისა


ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა“ [რომაელთა მიმართ, VI, 3-11].

მაშ ასე, რამდენადაც ნათლისღებით ცოდვა კვდება, ხოლო თხზულების მიხედვით 4 დღის
განმავლობაში ცოდვის ტყვეობაში მყოფმა ქართულმა ენამ ქრისტესმიერი ნათლისღებით მის
თანა სიკვდილი გამოსახა, მაშასადამე, ქართული ენა ნათლისღებით წარსულის ცოდვე
ბისაგან განთავისუფლდა.

უთუოდ აღსანიშნავია ისიც, რომ ვინც ქრისტესმიერ ინათლება, ის კვდება ძველი სამყაროსა
თვის და იბადება იმ ახალი სამყაროსათვის, რომელიც მეორედ მოსვლას მოჰყვება.

”…და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთუის თქუა დავით წინაჲსწარმეტყუელმან, რამეთუ წე ლი


ათასი ვითარცა ერთი დღეჲ.…“ ციტირებულ მუხლში ჰიმნოგრაფი დავითის წინასწარმე
ტყველების შეხსენებით — ”ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთა ნო,
რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომე ლი
წარჴდა, ვითარცა ერთი ღამესა შინა“ [ფსალმუნი, LXXXIX, 3-4], — მიგვითითებს დროის
ორმაგი ხანგრძლივობის ბუნებაზე — კოსმოსური და ისტორიული დროის გარდამავალ ხასი
ათზე. ბარემ აქვე დავძენ: კოსმოსური დრო ციკლური ანუ რიტმული ბუნებისაა და მოვლენი
დან მოვლენამდე იანგარიშება. ასე რომ, ქართული ენის სადიდებელ ჰიმნში ათასი წელი ჰიპ
ერბოლური სახით განასახიერებს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომელიც ღმრთის ჩანაფ იქრს
წარმოაჩენს. ამრიგად, თხზულებაში მოხმობილი ”…წელი ათასი ვითარცა ერთი დღეჲ.“
გვამცნობს — ათასი წელი ვითარცა ერთი დღე ანუ ერთი დღე ვითარცა ათასი წელი (”…ერთ
იმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი
წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე…“ [პეტრეს II წერილი, III, 8]). ასეთნაირად, ქართუ
ლი ენის საგალობელში მოხსენიებული ათასი წელი სიმბოლური გამოთქმაა და მოიცავს მოვ
ლენიდან მოვლენამდე ათვლილ დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომელიც კაცობრიობის თვა
ლთახედვით ღმერთისათვის ერთი დღეა. ისე რომ, თუკი მოკვდავთათვის ერთ დღესა და ათ
ას წელს შორის უზომოდ დიდი განსხვავებაა, ღმრთისათვის ათას წელსა და ერთ დღეს შორ ის
არანაირი განსხვავება არ არსებობს.

”…და სახარებასა შინა ქართულსა, თავსა ხოლო მათჱსსა წერილი ზის, რომელ ასოჲ არს, და
იტყუის ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა.…“. გავიხსენოთ: სახარების (მათეს სახარების) ქართუ
ლი ვერსია ასო ”წ“–თი იწყება — ”წიგნი შობისა იესო ქრისტესი…“ და რამდენადაც წმიდა წე
რილის ქართული თარგმანის საწყისი ”წ“ გრაფემის რიცხვითი მნიშვნელობა ოთხი ათასია,
ხოლო თხზულებაში ჰიპერბოლური მნიშვნელობით მოცემული ერთი დღის ნიშანი პირობი
თად ათასი წელია (”…წელი ათასი ვითარცა ერთი დღეჲ.…“), ამდენად, ცხადია, ქართული
ენის სადიდებელ ჰიმნში რწმენისათვის ოთხ დღეში მკვდრეთით აღმდგარი ლაზარეს მსგავ
სად, ქართული ენის ოთხ დღეში ცოდვის ტყვეობიდან განთავისუფლება და განახლება ქარ
თული ანბანის ”წ“ ასო-ნიშნის რიცხვითი მნიშვნელობით — ოთხი ათასითაა ნაუწყები.

ამის გარდა, ვინაიდან, ოთხთავის ქართული რედაქციის თავდაპირველივე ასო-ნიშნის ”წ“-ს


რიცხვითი მნიშვნელობა ოთხი ათასია და ქართული ენის ოთხი დღის განმავლობაში ცოდვ ის
ტყვეობიდან გამოხსნის ჰიპერბოლურად გადმოცემული ციკლური ანუ რიტმული ბუნებ ის,
მოვლენიდან მოვლენამდე ნაანგარიშებ ოთხ დღეს ქართული ენის სადიდებელი ჰიმნის
ავტორის თვალსაზრისით ქართული ასო-ნიშანი ”წ“ მოწმობს, ამიტომ, ვფიქრობთ, თხზულე
ბის მეხუთე მუხლში — ”…და სახარებასა შინა ქართულსა, თავსა ხოლო მათჱსსა წერილი ზის,
რომელ ასოჲ არს, და იტყუის ყოვლად ოთხათასსა მარაგსა…“ — სიტყვა ”წერილი“ ხა ტის
მნიშვნელობით უნდა იყოს ნახმარი, მითუმეტეს, რომ ძველ ქართულში სიტყვა ”წერი ლი“
ხატის მნიშვნელობითაც იხმარებოდა [ აბულაძე, 1973, გვ. 542 ].

ამგვარად, დამოწმებულ მუხლში: ”…და სახარებასა შინა ქართულსა, თავსა ხოლო მათჱსსა
წერილი ზის, რომელ ასოჲ არს, და იტყუის ყოვლად ოთხათასსა მარაგსა…“ ის აზრია გადმო
ცემული, რომ ქართული ანბანის ”წ“ ასო-ნიშნის რიცხვითი მნიშვნელობა — ოთხი ათასი —
სიმბოლურად რწმენისათვის ოთხ დღეში მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან გაიგივებული
ქართული ენის ოთხ დღეში მკვდრეთით აღდგომის ნიშანია ანუ ხატია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან ქართული ენის შესასხმელად შეთხზ ულ


საგალობელში ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობაში მყოფი ქართული ენის
მკვდრეთით აღდგომის ხატს ქართული დამწერლობის ასო-ნიშანი ”წ“ განასახიერებს, ნათე
ლია, რომ ქრისტესმიერი ნათლისღებითი დაფვლით ქართული ენის ოთხდღიანი ცოდვის
ტყვეობიდან განთავისუფლება და მკვდრეთით აღდგომა ქართული ანბანის შემწეობით გა
ნხორციელებულა, რაც იმას ცხადყოფს, რომ ქართული ენის დამარხვა ანუ დაცვა ქართული
დამწერლობის მეშვეობითაა განპირობებული.

ასე რომ, რადგან, ქართული ენის ოთხ დღეში მკვდრეთით აღდგომა ქრისტესმიერი ნათლის
ღების მადლით გარდაქმნილმა დამწერლობამ განაპირობა, ამდენად, ქართული ენის ცოდვის
ტყვეობაში ყოფნა ასევე ნათლისღებამდელი დამწერლობით უნდა იყოს გამოწვეული.

რაკიღა, ქართული ენის სადიდებელ ჰიმნში ”…წელი ათასი ვითარცა ერთი დღეჲ.…“, ათასი
წელი ჰიპერბოლური მნიშვნელობითაა წარმოჩენილი, თხზულების ავტორი, რომელიც ქართ
ულ ენას სიმბოლურად ლაზარესთან აიგივებს, სახარების ქართული რედაქციის საწყისი ”წ“
ასოთი, რომლის რიცხვითი მნიშვნელობა ოთხი-ათასია, მიგვანიშნებს ქართული დამწერლო
ბის არა ჩვეულებრივ, არამედ უჩვეულო, კოსმოსურ, მოვლენიდან მოვლენამდე განვლილ ოთხ
დღეზე, რითაც ჰიმნოგრაფი გვაუწყებს, რომ რწმენისათვის ოთხ დღეში მკვდრეთით აღ
მდგარი ლაზარეს მსგავსად ქართული ენაც რწმენისათვის ცოდვის ტყვეობიდან ოთხ დღეში
განთავისუფლდა, რაც ქართულ ენაში ღმრთის შეწევნით განხორციელებული სასწაულის ნი
შანია, და ვინაიდან, ადამიანთათვის დროის ორმაგი ხანგრძლივობის ბუნება ტრანსცენდენტ
ური მოვლენაა, ამდენად, თხზულებაში ქართული ენის ოთხ დღეში მკვდრეთის აღდგომა
”მარაგითაა“ თქმული, ანუ ისე, რომ ”ადვილ საცნაურ არ იყოს, არამედ ვითარცა ღრუბელი რამ
ემოსოს ანუ ორ-სამ რიგად გაისინჯოს“ [ ორბელიანი,1991, გვ. 437 ].
მაშ ასე, ქართული ენის შესხმის ავტორი, რომელმაც ქართული ენა მისტიკურად ლაზარესთ ან
გააიგივა და ამის გამო ქართულ ენას ”ღმერთი შეეწია“ უწოდა, ქართული ანბანის ”წ“ ასო-
ნიშნის რიცხვითი მნიშვნელობით — ოთხი ათასით, რომელიც ქართული ენის ოთხ დღეში
მკვდრეთით აღდგომის ნიშანია, მიგვანიშნებს, რომ ქართული ენის ცოდვის ტყვეობიდან გა
მოხსნის ოთხ დღიანი პერიოდის თითოეული დღე დროის გარკვეულ მონაკვეთს მოიცავს,
რომელიც, კოსმოსური დროის ციკლური ანუ რიტმული ბუნებიდან გამომდინარე, მოვლენი
დან მოვლენამდე იანგარიშება და რადგან, ყოველივე განხორციელებული დროში ღმრთის
განგებით აღესრულება, ასეთნაირად, ღმრთის ჩანაფიქრს წარმოაჩენს.

”…და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეს
მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.…“ თხზულების შინაარსიდან გამომდინარე აშკარაა, რომ
ქართული ენის სადიდებელ ჰიმნში მეორედ მოსვლის ჟამის საუწყებლად ქართული ენის
მზაობის მომასწავებელია ქრისტესმიერი ნათლისღებით ქართული ენის ცოდვის ტყვეობიდ ან
გამოხსნის საკვირველი ამბავი, რამაც განაპირობა ქართული ენის ოთხ დღეში მკვდრეთ ით
აღდგომა. ასეთნაირად, ციტირებული მუხლი გვამცნობს, რომ ქრ. შ-დან 94 წ. განხორციე
ლებული ქართული ენის მკვდრეთით აღდგომის საკვირველი მოვლენა მიმანიშნებელია მეო
რედ მოსვლის ჟამის ქართული ენით უწყების გარდუვალობისა, რამაც იმავდროულად ქართ
ული ენის სხვა ენებზე აღმატებულებაც განსაზღვრა.

ერთია კიდევ: დამოწმებული მუხლის მიხედვით უდავოა, რომ ქართული ენის სადიდებელ
ჰიმნში წელთაღრიცხვა ქრისტეს მოსვლიდან იანგარიშება. აქვე უსათუოდ უნდა ჩავურთო
შენიშვნა: რამდენადაც ქრისტეს მოსვლა ანუ ქრისტეს შობა ძვ. წ.-ის 5 წლით თარიღდება*
[Vermes, 2007, გვ. 22; ამასთანავე იხილეთ: Dunn, 2003, გვ. 324-325; Mainville, 2000, გვ. 43-46;
], ხოლო თხზულებაში წერია: ”…და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წე ლი
უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.…“ მაშასადამე, ქარ თული
ენის ნათლისღება ქრისტეს მოსვლიდან ოთხმოცდათოთხმეტ წელს ანუ ახ. წ.-ით 90 წელს
განხორციელებულა.

რაღა თქმა უნდა, თხზულებაში ნაუწყები: ”…და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმე
ტი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე…“ იმას უნდა
გვამცნობდეს, რომ ქართული ანბანის შემწეობით ქართული ენის ოთხ დღეში მკვდრეთით
აღდგომა ქრისტეს შობიდან 94 წელს ანუ ახალი წელთაღრიცხით 90 წელს ღმრთის შეწევნით
განხორციელებული საკვირველი მოვლენის თარიღია.

ვფიქრობთ, ყოველივე ზემოთქმული უფლებას გვაძლევს, დავასკვნათ: სიმბოლურად ლაზარ


ესთან გაიგივებული ქართული ენის ”წ“ ასო-ნიშნით, რომლის რიცხვითი მნიშვნელობა ოთხი
ათასია, ქართული ენის ოთხ დღეში ცოდვის ტყვეობიდან განთავისუფლებაზე მინიშნება ცხა
დყოფს, რომ ქართული ენის სადიდებელ ჰიმნში ათასი წელი ჰიპერბოლური სახით წარმოა
ჩენს დროის

გარკვეულ მონაკვეთს და ამდენად, მოვლენიდან მოვლენამდე ნაანგარიშები 94 წელი, რომე


ლიც ქრისტეს შობიდან ქართული ენის მკვდრეთით აღდგომამდე გასული დროის მონაკვ
ეთს გვაუწყებს, ქართული ენის ერთ დღეს უნდა შეესაბამებოდეს.
სანამ მსჯელობას გავაგრძელებდე, ერთი რამ აუცილებლად უნდა განვმარტო: თხზულების
ავტორი ნაწარმოებში ქართული ენის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნის ოთხ დღეს ჰიპერბოლ
ური მნიშვნელობით იმიტომ გვამცნობს, რომ ქართული ენა ქრისტესმიერი ნათლისღებითი
დაფვლით, საღმრთოდ ცხოვრობს და, ასეთნაირად, მარადიულობაში იმყოფება. ძნელი მისა
ხვედრი არ უნდა იყოს, ვინაიდან ყოველივე მოცემული ისტორიულ დროში წარმავალია,
ქრისტესმიერი ნათლისღებით ქრისტეში დაფლულ ქართულ ენაზე მსჯელობა ისტორიული
დროის მიხედვით შეუძლებელია და ამიტომ მარადიულობაში მყოფ ქართულ ენაზე მსჯელ
ობა ჭეშმარიტად მორწმუნე ბერისათვის მხოლოდ კოსმოსური დროის გათვალისწინებითაა
შესაძლებელი, რომელიც ციკლური ანუ რიტმული ბუნებისაა და მოვლენიდან მოვლენამდე
იანგარიშება.

რამდენადაც ქართული ენა ნათლისღებამდე ანუ ახ. წ.-ით 90 წლამდე 4 დღის განმავლობაში
ცოდვის ტყვეობაში იმყოფებოდა და რაკი ქართველთა შორის გავრცელებული დამწერლობ ით
ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობაში მყოფი ქართული ენის მოვლენიდან მოვ
ლენამდე ათვლილი ერთი დღის ნიშანი 94 წელია, გამოდის, რომ ქართული ენის 4 დღის
განმავლობაში დამწერლობით ცოდვის ტყვეობაში ყოფნის პერიოდი შესაბამისად ოთხჯერ 94
წელს უნდა შეეფარდებოდეს.

ასე რომ, ქართული ენის ნათლისღებამდე ქართველთა შორის გავრცელებული დამწერლობ ის


შემოღების თარიღად ძველი წელთაღრიცხვის 286 წელი უნდა მივიჩნიოთ.

ქართული მწიგნობრობის ისტორიის შესასწავლად საყურადღებოა ”მეფეთა ცხოვრებაში“ ჩა


წერილი ცნობა: ”ამან ( ფარნავაზ მეფემ ) განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხუა
ენა ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“. იქვე არშიაზე
მიწერილია: ”აქა მწიგნობრობა დაიწყეს ქართული ადამს აქეთ ძღიბ წელს“ [ცხოვრ. ქართ.
მეფ.,1955, გვ.26].

რამაზ პატარიძემ გამოარკვია, რომ ”მეფეთა ცხოვრების“ ქრონოგრაფის ცნობით ქართული


მწიგნობრობა ალექსანდრე დიდის გამოჩენის 50 წლის შემდგომ დაწყებულა [პატარიძე, 1980,
გვ.61-73].

”მეფეთა ცხოვრებაში“ წერია: ”ესე ალექსანდრე გამოჩნდა ქვეყანასა საბერძნეთისასა ქვეყანასა,


რომელსა ჰქჳან მაკედონი …“ იქვე არშიაზე მიწერილია: ”ადამს აქათ სამი ათას ექვსას სამოც და
ორ წელს უკან“ [ცხოვრ. ქართ. მეფ., 1955, გვ.17]. ცხადია, წინადადებაში ”ესე ალექსანდ რე
გამოჩნდა ქვეყანასა საბერძნეთისასა ქვეყანასა, რომელსა ჰქჳან მაკედონი…“ ალექსანდრეს
მაკედონიაში, საბერძნეთში გამოჩენა უდავოდ ალექსანდრე დიდის ზეობის თარიღს ძველი
წელთაღრიცხვით 336 წელს უნდა მიგვანიშნებდეს. რადგან, ქართველებს მწიგნობრობა
ალექსანდრე დიდის ზეობის 50 წლის შემდგომ შეუქმნიათ, ამდენად, ”მეფეთა ცხოვრების“
ცნობითაც ქართული მწიგნობრობის შექმნის თარიღი ასევე ძვ. წ.-ის 286 წელია.

საყურადღებოა, რომ ლეონტი მროველის ”მეფეთა ცხოვრების“ გვიანი ხანის მინაწერში და


ჰიმნოგრაფიულ თხზულებაში ”ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲში“ ქართული მწიგ
ნობრობის შემოღების თარიღად ძველი წელთაღრიცხვით 286 წელია მოცემული, რაც ჩვენს
დაკვირვებას დამაჯერებლობას ჰმატებს.
ვინაიდან, ქრისტეს მოსვლიდან 94 წლამდე ქართველთა შორის გავრცელებული დამწერლო
ბით ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობაში მყოფი ქართული ენის მკვდრეთით აღდ
გომა, რწმენისათვის ქრისტესთან შეერთების წყალობით ქართული დამწერლობის შექმნამ გა
ნაპირობა, ამიტომ, ვფიქრობთ, ქართული ენის ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობა ში
ყოფნა, ქართველთა შორის ახალი წელთაღრიცხვით 90 წლამდე გავრცელებული დამწერ
ლობით უნდა იყოს განპირობებული. ასეთნაირად, საფიქრებელია, რომ ქართველთა შორის
გავრცელებული დამწერლობა, რომლის გამოც ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობამ
ში იმყოფებოდა ქართული ენა, იმდაგვარი დამწერლობა ყოფილიყო, როდესაც ქართველები
აზრის გადმოსაცემად ქართული ენის ფიქსირებას სხვა ენის დამწერლობით ახორციელებდნ
ენ, რის გამოც ჰიმნოგრაფი ნათლისღების სასწაულით ქართული ენის მკვდრეთით აღდგომა
მდე ქართულ ენას ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობაში მყოფ ენად მიიჩნევს, რად
გან, აღნიშნულ პერიოდში ქართველთა შორის გავრცელებული მწიგნობრობის წერით სისტე
მას არ შესწევდა უნარი ქართული სიტყვა ქართული დამწერლობით გადმოეცა.

ვფიქრობთ, რადგან, ქართული ენის სადიდებელი თხზულების მიხედვით ქართული ენის


მკვდრეთით აღდგომამდე ქართველთა შორის გავრცელებული წერითი სისტემის გამო ქარ
თული ენა ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობაში იმიტომ იმყოფებოდა, რაკიღა,
ქართული ენის ფიქსირება სხვა ენის დამწერლობით ხორციელდებოდა, ამიტომ, სავარაუ დოა,
ქართული მწიგნობრობის პერიოდი დამწერლობის ჰეტეროგრაფიულ სისტემას მიესა
დაგებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი წელთაღრიცხვით 90 წელს ქართული ანბანის შე
ქმნამდე ქართველები წერდნენ უცხო ენაზე ( მაგალითად – არამეოგრამე-ბით ), ხოლო კით
ხულობდნენ ქართულად.

ასეთნაირად, სავარაუდოა, რომ ფარნავაზ მეფეს ძვ. წ.-ით 286 წ. ქართულენოვან სამყაროში
ჰეტეროგრაფიული დამწერლობა შემოუღია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ქართული ანბანური დამწერლობის


შექმნის თარიღია ახ. წ.-ით 90 წელი.

აღსანიშნავია, რომ იოანე-ზოსიმე, რომელიც მეორედ მოსვლას მოელის, ქართული ენის მისი
ის გაცხადებისას ქართული ენის სადიდებელი ჰიმნის მკითხველი საზოგადოებისათვის ცნო
ბილ, რეალურად არსებულ ფაქტს უნდა დაყრდნობოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში
მისი ნათქვამი ლიტონ სიტყვად დარჩებოდა.

ასე და ამრიგად, ქართული ენის ხვედრი თხზულების ავტორისათვის ტრანსცენდენტური


მოვლენაა და ღმრთის შეწევნით ოთხ დღეში მკვდრეთით აღდგომის სასწაულს მიანიშნებს,
რის საფუძველზეც ქართული ენა ლაზარესთანაა გაიგივებული.

გამოდის, რომ ქართული ენის მკვდრეთით აღდგომა ქრისტეს მოსვლიდან 94 წელს არის სას
წაული, ხოლო ქართული ენის ნათლისღებით ოთხ დღეში მკვდრეთით აღდგომა არის
ღმრთის შეწევნით ქართულ ენაში განხორციელებული სასწაულის ნიშანი.

ასე რომ, რწმენისათვის ქრისტესთან შეერთებით ქართული ანბანური დამწერლობის შექმნას


ქრისტეს მოსვლიდან 94 წელს ანუ ახ. წ.-ით 90 წელს ქართული ენის ჰიპერბოლურ ოთხ დღე
ში მკვდრეთით აღდგომა განუპირობებია, რაც ქართული ენის შესასხმელად შეთხზული საგა
ლობლის ავტორს ღმრთის შეწევნით განხორციელებულ სასწაულად მიაჩნია და ამიტომაც ქა
რთულ ენას ”ღმერთი შეეწია“ უწოდა.

”…და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეს
მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.…“ ნათელია, ციტირებული მუხლით ქართული ენის სხვა
ენებზე აღმატებულობაა ნაუწყები, რამეთუ თხზულების ავტორის თვალთახედვით ახ. წ.-ით
90 წლიდან ქართული დამწერლობით დაცული, საღმრთო მადლით შემოსილი ქართუ ლი ენა,
რომელიც პირველია ენათა შორის, რომელსაც რწმენისათვის ღმრთის შეწევნით დამ წერლობა
ებოძა, ქართული ენის სადიდებელი ჰიმნის დაწერის დროისთვისაც მადლმოსილი ენაა, რასაც
ამ ენაზე მეტყველი ხალხის რწმენაშეუმცდარობა განაპირობებს.

”…და ესე ენაჲ, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებუ


ლი, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა.…“ ვინაიდან ენის შემკობა გრაფემების
შექმნით ენის ანბანით გამშვენიერებას ნიშნავს, ამდენად, ციტირებულ მუხლში ის აზრია გა
ტარებული, რომ რწმენისათვის უფლის სახელით კურთხეული, ქართული ანბანით შემკუ ლი
ანუ გამშვენიერებული ქართული ენა, იესო ქრისტეს ადამიანური განსახიერების მსგავ სად
მდაბალი და დაწუნებული, მოელის უფლის მეორედ მოსვლის დღეს.

”…და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხრას ესე წილი ანბანისაჲ.“ რაკი
ღა, ნაწარმოების მიხედვით ქართულ ენას წილად ხვდა ცოდვის ტყვეობიდან განთავისუფლე
ბით ქრისტესმიერ ენად გარდაქმნა, ეს ტრანსცენდენტური მოვლენა, ნაწარმოების ავტორის
თვალსაზრისით, ყოველგვარი განმარტებების გარეშე განაპირობებს ქართული დამწერლო
ბით დაცული ქართული ენის არსებობას უკუნითი-უკუნისამდე.

ქართული ენის სადიდებელი ჰიმნის დამამთავრებელი მუხლის ჩვენს მიერ შემოთავაზებუ ლი


განმარტების თანახმად ვთვლით, რომ ასეთივე შინაარსის შემცველივე უნდა იყოს ად რეულ
ხელნაწერებში ჩაწერილი ქართული ენის ქების განსხვავებული რედაქციით წარმოდ გენილი
დამამთავრებელი მუხლიც: ”…და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმო გითხარ
ასი ესე წელი ანბანისაჲ“. რამდენადაც ასი წელი მოიცავს საუკუნის დროის მონაკვ ეთს,
ამდენად, ვფიქრობთ, გამონათქვამი: ”…ასი ესე წელი ანბანისაჲ“ ჰიმნის ავტორისათვის,
რომლისთვისაც დრო ორმაგი ბუნებისაა, ხატოვანი გამოთქმაა და ქართული ენის ისეთი საკ
რალური ასი წლის განმავლობაში არსებობაზე მიგვითითებს, რომლის თითოეული დღე ქარ
თული ენის ერთი დღის ტოლფარდია, ანუ 94 წლითაა განსაზღვრული.

ასე რომ, თხზულების შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან, ქართული ენა ქრისტესმიერი


ენაა და ამდენად ღმრთისმიერ ცხოვრობს, ჰიმნოგრაფი თხზულების განსხვავებული რედაქ
ციებით წარმოდგენილი დამამთავრებელი მუხლებით ერთსა და იმავეს გვიცხადებს: ქართუ
ლი ენის სადიდებელ ჰიმნში გაცხადებული უწყება დადასტურებულად მოგითხრობთ ქართ
ული ანბანით დაცული ქართული ენის არსებობას იმდაგვარი საკრალური ასი წლის განმავ
ლობაში, რომლის თვითოეული დღე 94 წელს მოიცავსო, ანუ უკუნითი-უკუნისამდე.

დაბოლოს, ”…და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან; ესე არიან ორნი დანი, ვი
თარცა მარიამ და მართაჲ.…“ გამონათქვამში ”…ახალმან ნინო…“ ვფიქრობთ ეპითეტით, ”ახა
ლი“ ნათქვამია, რომ ღმრთისმოშიშმა ქალწულმა, რომელმაც ”ახალი ჟამი“ (ე. ი. — უკანასკნე
ლი ჟამი ) იხილა [ჩოლოყაშვილი, 2008, გვ. 93 -111], ”ახალი ჟამი“-ს კატეგორიებით აზროვნე
ბს და ერთდროულად წარსულსა, აწმყოსა და მომავალში იმყოფება, ცხადია დროის მიღმა არ
სებობს, მარადისობაშია და ამდენად, გამუდმებით ახალია. ამასთან ერთად დავძენ, რამდენა
დაც თხზულება ქართული ენის საგალობელია, უეჭველია, ჰიმნის ავტორი წმ. ნინოს მიერ —
ქართული დამწერლობით დაცული ქართული ენის მოქცევაზე უნდა მიგვითითებდეს. ხო
ლო, ვინაიდან, თხზულების მიხედვით ქართული დამწერლობა ახ. წ.-ით 90 წელსაა შექმნი
ლი, ამდენად, წარმონათქვამში — ”ახალმან ნინო მოაქცია…“ შემდეგი უნდა იგულისხმებოდ
ეს: მცირერიცხოვან ქრისტიანთა წიაღში რწმენის წყალობით შექმნილი ქართული დამწერლ
ობა, წმიდა ნინოს მიერ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცეული მირიან მეფის მეოხებით სა
მეფო კარს ოფიციალურ დამწერლობად დაუკანონებია, რაც ჰიმნოგრაფს წმიდა ნინოს დამსა
ხურებად მიაჩნია.

მადლობა ღმერთს, უფლის სადიდებლად, ქართული ენა დღესდღეობითაც მარადიულობა შია


და ასეთნაირად, გამუდმებით ახალია, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ თანამედროვე
ქართული ენა თვისობრივად არ განსხვავდება 260-303 წლების ახლო ხანებში დაწერილი კო
ლაელ ყრმათა წამების ამსახველი ქართული მარტიროლოგიური თხზულების [ჩოლოყაშვი
ლი, 2003, გვ. 50] სამწერლობო ენისაგან.

———————————————————————————

*ალბათ დამეთანხმებით, მეცნიერების მიერ ხელახლა გამოვლენილი ქრისტეს შობის ეს მივი


წყებული თარიღი, პალესტინაში მოღვაწე, განსწავლულ ბერს, რომელიც უდავოდ იცნობდა
ებრაული და რომაული ქრონოლოგიების მიხედვით შედგენილ იესო ქრისტეს ეპოქის ამსახ
ველ ნაშრომებს, და იცოდა, რომ ჰეროდე მეფე, რომელმაც მხსნელის განადგურების მიზნით
ორ წლამდე ყრმები დაახოცინა — ძვ. წ.-ით 4 წელს გარდაიცვალა, არ გაუჭირდებოდა ღმრთის
ჩანაფიქრის ამოცნობის სურვილით გამსჭვალულს დაზუსტებით განესაზღვრა დრო თა
განმავლობაში დავიწყებული ქრისტეს შობის თარიღი.

შიო მღვიმელისგან სასწაულებრივად გარდაქმნილი გვირგვინოსანი


ყველიერის ხუთშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმიდა შიო მღვიმელის ხსენ
ების დღეს. ქვემოთ წარმოგიდგენთ მატიანეებში დაცულ ცნობას შიო მღვიმელისაგან ქმნილ
ხილულ სასწაულზე:
ქართლის მთავარმა სტეფანოზმა, შიომღვიმის მონასტერში ინება სტუმრობა. მონასტერს პატ
რიარქთან ერთად ეწვია და, პატივმოყვარეობით აღვსილმა, საკუთარ შეურაცხყოფად მიიღო
მასპინძელთაგან ეკლესიის საჭეთმპყრობლის მიმართ მიგებული უპირატესი პატივი. განაწყე
ნებულმა ხელისუფალმა ორი მამული წაართვა მონასტერს.
მომდევნო ორი ღამის განმავლობაში სტეფანოზს ძილი დაუფრთხო ოქროს კვერთხითა და ხე
ლში ჯვრით გამოცხადებულმა შიო მღვიმელმა, რომელიც მკაცრად დაემუქრა – თუ მონასტ
ერს მამულებს არ დაუბრუნებდა, მკაცრად აზღვევინებდა. განმეორებადმა სიზმარმა შეაშფო
თა სტეფანოზი, მაგრამ ორივე მამულის დაბრუნება მაინც არ ეთმობოდა. ამიტომ მესამე ღამ ეს
მამა შიომ ეკლესიის მტერს გადაუწყვიტა სასჯელის ზომა და, მიუხედავად იმისა, რომ
შეშინებულმა ერისმთავარმა საჩქაროდ უბრძანა მსახურს, წართმეული მამულები დაებრუნე
ბინა ტაძრისათვის, მსახურს ფეხები შეეკრა და ადგილიდან ვერ დაიძრა. სტეფანოზს კი კიდ ევ
ერთხელ გამოეცხადა მამა შიო, ოღონდ ამჯერად არა ძილში, არამედ ცხადში და შერისხა:
„როგორადაც გულით ხარ ბრმა, თვალითაც ისე დაბრმავდები შენ, შენი ცოლიცა და შვილე
ბიც! გონებასაც აგირევთ, ვიდრე უფლის ნებით არ გამოსწორდები!“ მყისვე აუსრულა დანაპი
რები და ყველა მხილველისათვის შესაბრალის ჰყო: სტეფანოზსა და მის ცოლ–შვილს სიცო ფე
შეეყარათ – ერთმანეთზე შმაგად იწევდნენ საკბენად და გაიძახოდნენ, რომ ღვთის მონის, შიოს
მიერ იგვემებოდნენ.
ქართლის დიდებულებმა გულისხმაჰყვეს და სტეფანოზი და მისი ცოლ–შვილი ხელფეხშეკრ
ულნი წაიყვანეს ნეტარი შიოს მონასტერში. მონასტრის მამებმა თანაგრძნობით მიიღეს სტუ
მრები – სტეფანოზის მთელი ოჯახი წმიდა შიოს საფლავზე მიიყვანეს, ლოცვა აღასრულეს,
შემდეგ იღუმენმა საფლავის მტვერი აიღო, ბარძიმში ჩაყარა და სტეფანოზსა და მის ცოლ–
შვილს შეასვა. შეშლილნი მყისვე მოვიდნენ ცნობას, მაგრამ სიბრმავე მათი არ განიკურნა. მა
მები ნეტარ შიოს შეევედრნენ, ელოცა თვალისჩინდაკარგულთათვის. სტეფანოზმა მწიგნო
ბარს დააწერინა წერილი, სადაც შენდობას სთხოვდა მამა შიოს და ორ საუკეთესო სოფელს
სწირავდა მონასტერს სამეფო სოფლებიდან. იღუმენმა წყალში ამოავლო ნეტარი შიოს კვერთ
ხი და მერე იმ წყლით თვალები მობანა სტეფანოზსა და მის ცოლ–შვილს. მათაც მაშინვე
აეხილათ თვალები.
სტეფანოზმა გასცა ბრძანება, რათა ქვეყანასა ქართლისასა ყველა ეკლესია გაენთავისუფლები
ნათ ხარკისა და ყოველგვარი იძულებისაგან. თავად იგი დიდი მწყალობელი შეიქნა ეკლესიე
ბისა და სამღვდელოებისა, ოჯახთან ერთად ყოველწლიურად ადიოდა შიომღვიმის მონასტე
რში და ეკლესია–მონასტრების მშენებლობაში გაწეულ სხვა ღვაწლთან ერთად სწორედ მისი
მმართველობის პერიოდში აიგო ჯვრის მონასტრის უდიდესი ნაწილი!

თუბალი
გაიოზ მამალაძე
„ჩვენ ქართველები, ჩვენ ხალხის თაურმდგენსს სახელსაც კი ვეძახით: კარდუ, ბერძნიზირე
ბული ქართლოსი" (გრიგოლ რობაქიძე).
„ქართლის ცხოვრების" თანახმად ქართველთა ეთნარქია ქართლოსი. მის უფროს ძეს ჰქვია
მცხეთოსი. მცხეთოსის უფროს ძეს უფლოსი.
მეცნიერთა აზრით, ქართუ (ქართა) და კარდუ ერთი და იგივე სიტყვის ფორმებია (ჩემი აზ
რით, უნდა დავამატოთ ქავთუც, ქავთა).
ქართუ (ზოგჯერ შეიძლება ქავთუც) ნიშნავს შემოღობილ, გამაგრებულ ადგილსაც. და არა
მხოლოდ ძველქართულში ან მეგრულში, არამედ ამ სიტყვის მაგვარი არის ინდოევროპულ
ენებშიც. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველადი ენიდან შეიძლება ასე მოდის და ეს შევი
ნარჩუნეთ ჩვენც. ადამიანთა პირველად ენასთან ქართულის ყველაზე მეტად ნათესაობას არა
ერთი მეცნიერი ამტკიცებს. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით, ე.ი. ცივილიზაციას. ეს სახელი იქცა
ქვეყნის, ცივილიზაციის სახელწოდებად. ქართუ, იგივე კარდუ რეალურად უკავშირდება ქა
რთველების წინაპრებს - ქარდუხებს, ქალდებს.
საინტერესოა, რომ ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე მცხოვრებ ხალხს ეგვიპტელები უწოდებ
დნენ ქავთუებს (თვითდასახელება). ეს ხალხი უდიდესი კულტურისა და ცივილიზაციის შე
მქმნელი გახლდათ. შემდგომ მათი საცხოვრისი ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, ვულკანუ
რი ამოფრქვევები, მიწისძვრა, დაინთქა წყლის ზედაპირზე. ეს გამოკვლევები უკვე ცნობი ლია
ევროპაში. ზოგიერთი ევროპელი მათ პლატონისეულ ატლანდიდას უკავშირებს.
ქართველთა მონათესავე ურარტუელების, იგივე ალაროდიელების უზენაესი ღმერთია ხალდ,
იგივე ქალდი. ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ქალდი და ქართი (ქართუ), კარდი (კა რდუ),
ერთი და იგივე სიტყვის სხვადასხვაგვარი გამოთქმაა, ამ სიტყვებს ერთი ძირი აქვს. ურარტუს
ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და ქართული დიაოხის ტერიტორიის დიდ ნაწილს ქალდეა
(ხალდეა), ხალდების ტომის ქვეყანა ეწოდებოდა. ისტორია იცნობს უფრო ადრინდ ელ
ქალდეასაც - მესოპოტამიაში, შუამდინარეთში.
ბიბლიის მკვლევარ ბევრ მეცნიერს მიაჩნია, რომ ადამიანების მოდგმა მესოპოტამიაში წარმო
იშვა და იქიდან გავრცელდა მთელს დედამიწაზე, გადმოცემით ტიგროსსა და ევფრატს შორ ის
იყო სამოთხე. ე.ი. პირდაპირ, მატერიალური მეცნიერების თვალსაზრისით თუ ავხსნით, იქ
იყო პირველი ცივილიზაცია. ასეც მტკიცდება.
პირველი სამოთხის, პირველი ცივილიზაციის, პირველი ქვეყნის, პირველი ხალხის, ღმერთ ის
პირველი სახელდების აღმნიშვნელი სახელი “ქალდი-ქართი”, შემდეგში ქართულ ენაში გა
მოიკვეთა, როგორც ჩვენი ეთნარქისა და ქვეყნის აღმნიშვნელი სიტყვა ქართუ-ქართლი. ასე
შემოინახა ქართულმა ენამ უძველესი ცოდნა (იქნება მართლაც არსებობდა პირველ ქართვე ლი
ქალდი-კარდუ-ქართუ).
ურარტული ხალდი (ქალდი) - ღმერთი და „ქართლის ცხოვრების" ქართლოსი, ერთი და იგი
ვე სახელია. ქართლოსიც გაღმერთებული თაყვანისცემის ობიექტია: „მტკიცე და უფროსი სა
ფიცარი მათი (ქართველების) იყო საფლავი ქართლოსისა" („ქართლის ცხოვრება“).
ქართლოსი, „ქართლის ცხოვრების" მიხედვით იყო ძე თარგამოსისი, კავკასიელი ხალხების
წინაპრისა. ქართლოსის ძმები იყვნენ კავკასიელ ხალხთა ეთნარქები.
მისი მამა იყო თარაში, თარაშის მამა იყო გომერი, გომერის მამა კი იაფეტი, ძე ნოესი. ჩვენი
ეთნოსის, ჩვენი ეთნარქის სახელწოდება უკავშირდება ბიბლიურ თარგმოსს (თარგალ), გომერს
და იაფეტს.
ბიბლიის მიხედვით იაფეტს ჰყავს შვიდი ძე: გომერი (ქართლოსის ბიბლიური მამის თარგა
მოსის პაპა, „ქართლის ცხოვრების" მიხედვით), მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და
თირასი.
თუბალი და მეშექი ასირიულ წყაროებშიც მოიხსენიება. ყველგან ეს ორი ეთნარქი, და მათგ ან
წარმოქმნილი ხალხები ერთად იხსენიება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათი საცხოვრისი იყო
საკმაოდ დიდი. ოდესღაც ისინი გამოსულან შუამდინარეთიდან (ჩემი აზრით, ალბათ
მესოპოტამიის ჩრდილოეთიდან). შემდეგ მოსოხები ცხოვრობდნენ დღევანდელ კაბადოკია ში,
თუბალები მის სამხრეთით, კილიკიაში, ხმელთაშუაზღვის სანაპიროების ჩათვლით. მათ თან
მეზობლად იყო გომერის ქვეყანა, საიდანაც თარგამოსი გამოვიდა.
როგორც ძველი, ასევე ახალი დროის ისტორიკოსები თუბალს (თობალს, ტუბალს) და მო სოხს
(მეჩეხს, მოსოქს) ქართველთა წინაპრებად მიიჩნევენ. პირველი საუკუნის ისტორიკოსი იოსებ
ფლავიოსი წერს: „დაამკვიდრებს უკვე თოვილთოსცა (თუბალებს) თოვილთასა, რომ ელ აწ
ივირად (ივერიად) იწოდებიან. ხოლო მესქინნი, მოსხოის მიერ აღშენებულნი კაპპადუ კად
იწოდებიან“. მისივე თქმით, თარგამოსი გომერის ძეა, რომელთაც ფრიგებს (ბრიგებს) უწ
ოდებენ, ხოლო ფრიგია ასურული ტექსტების მიხედვით მუშქების (მესხების) ქვეყანაა. ე. ი.
ქალდები (ქართ), მესხები და თუბალები ერთი მოდგმის ხალხია.
როგორც მიიჩნევენ, დაახლოებით VII საუკუნეში ქრისტემდე, მცირე აზიაში დაეცა მესხთა სა
მეფო და მათ დაიხიეს ჩრდილოეთისაკენ. შემდეგ გაჰყვნენ მტკვრის დინებას და მოვიდნენ
ქართლში, ქართუს ქვეყანაში. ჩემი აზრით, მათ თან ახლდათ თუბალებიც. ვფიქრობ, ეს ერ თი
ხალხია. მესხთა ერთი ნაწილი დარჩა კაბადოკიაში და შემდგომ გაელინდა ან სხვა ეთნოს
შეერწყა. გაელინებული მესხებიდან, შესაძლოა, წარმოიშვნენ წმიდა გიორგი, წმიდა ნინო,
წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი, წმიდა ბასილი დიდი და წმიდა იოანე ოქროპირი. ასევე წმიდა
ათცამეტი ასურელი მამა.
მესხთა მოსვლა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე დასტურდება გეოგრაფიული სა
ხელწოდებით მესხეთი, სამცხე, მცხეთა. ზოგიერთი ჩრდილო-კავკასიელი ხალხი დღესაც მე
სხებს უწოდებს ქართველებს. თუბალის სახელი, მეცნიერების აზრით იქცა იბერად. თუბალ ის
ფუძე „თბლ" და იბერის ფუძე „ბრ" ძალზე ჰგავს ერთმანეთს. ასევე ჰგავს ფრიგიელთა, ბრი
გების სახელის ფუძეც „ფრგ"- „ბრგ" ამ სახელებს. ვფიქრობთ, ეს სახელები მართლაც საერთო
ფუძიდან უნდა იყოს ნაწარმოები. ასურული ცნობით, თუბალებს (ტუბალებს, ტაბალებს, თო
ბალებს, ტიბარებს) 24 სამეფო ჰქონიათ.
ბიბლიაში იაფეტის ძე თუბალის (თობელის) გარდა, ცნობილია წარღვნამდელი ძმები იუბა
ლი, იაბელი და თუბალ-კაენი. ს. ჯანაშიას თქმით, „კაინ"- „კენი" არის ეპითეტი, რომელიც სე
მიტური ძირით „მჭედელს" ნიშნავს. ქართველთა წინაპრები ხომ პირველი მეტალურგები იყვ
ნენ. ნ. მარი და ი. ჯავახიშვილი პლინიუსის მიერ მოხსენიებულ „კაენებს" შემდგომ ჭანებთან -
ოკაენიტებთან აკავშირებენ. ი. ჯავახიშვილის თქმით, თუბალი სხვადასხვა ქართველურ
ენებში სხვადასხვაგვარად გამოითქმოდა (მაგ. ტუბალ-ტობალ-მეგრულ-ჭანურია, ტიბარ-სვა
ნური, ტობალ-ქართლური).
„ქართლის ცხოვრებამ" იცის მოსხების-მესხების სახელი. ქართლოსის უფროს ძეს ჰქვია მცხე
თოსი. მან დაარსა ქალაქი მცხეთა. მცხეთა მესხთა სახელიდან არის ნაწარმოები. როგორც ჩანს,
ლეონტი მროველის დროს ცნობილი იყო ძველი მესხების მიერ მცხეთის დაარსების (ან იქ
დასახლების) შესახებ. ასე დაუკავშირდა იაფეტის ძე მოსოხი ქართლოსის ძე მცხეთოსს.
ბუნდოვანი ხსოვნაა ეს თუ მითის სხვაგვარი ინტერპრეტაცია, არ ვიცით.
მცხეთოსი, ისევე როგორც ქართლოსი, ბერძნიზირებული სახელია. უნდა ვივარაუდოთ, რომ
ბიბლიური მოსოხების, მესხების სახელი იქნებოდა მცხეთოსი-მცხე-მსხე, მესხი (მესხო-ფლა
ვიოსის ქართული თარგმანის მიხედვით, რომელიც მეთორმეტე საუკუნეშია შესრულებული)
ზუსტად თქმა ძნელია, თუ როგორი იქნებოდა ფუძე (იქნებ მეს?).
„ქართლის ცხოვრების" მიხედვით მცხეთოსის-მესხოის უფროსი ძეა უფლოსი. მან ააშენა უფ
ლისციხე. ეს სახელიც ელინიზირებული ჩანს.
ჩემი აზრით, მისი სახელი ქართული ფორმით უნდა იყოს უფალი.
უფალი უნდა იყოს თუბალის უფრო შემდგომი ფორმა (ან ფუძე), თუბალი-უფალი.
ძველქართულში უფალი ნიშნავდა უფროსს, უმთავრესს, ბატონს, მპყრობელს. ამ სიტყვიდან
არის ნაწარმოები მეუფე, მეფე, მამფალი, უფლება და სხვა. „ქართლის ცხოვრებაში" უფლოსი -
უფროსი ჰქვია მცხეთოსის ძეს, რომელიც უფროსია. შემდგომში უფალი დამკვიდრდა ღმერ
თის, ყველაფრისა და ყოველის მპყრობელის აღმნიშვნელ სიტყვად.
თუ დავაკვირდებით, ტუბალის, თუბალის ქცევა იუბალად, უბალად, უფალად ლოგიკური
ჩანს ქართული ენისათვის. აქვე გვსურს გავიხსენოთ ისევ „ქართლის ცხოვრება", რომლის მი
ხედვით ეთნარქების სახელები ტომთა სახელებიდანაა ნაწარმოები. (თუ სატომო სახელებია
მათგან ნაწარმოები). მაგალითად, ლეკ-ლეკების, ეგროს-მეგრელების, კახოს-კახელების,
ჰეროს-ჰერების და ა.შ.
საინტერესოა, რომ სამი ქართველი ეთნარქის სახელი ამ ვარაუდით შემონახული აქვს გეოგ
რაფიულ - საქალაქო სახელებს, ქართლის მთა - ახლანდელი არმაზის მთა, სადაც გამაგრებუ
ლი დასახლება (ქალაქი) იყო, მცხეთა - ქალაქ მცხეთას და უფლისციხეს. სამივე ეს გამაგრე
ბული ციხე-ქალაქი მტკვრის სანაპიროებთანაა, რომელსაც გამოუყვნენ თუბალ-მოსოხები.
საინტერესოა, რომ უფლისციხე ძალიან ჰგავს კაბადოკიაში არსებულ ქალაქ-კლდეებს, კლდე
ში გამოჭრილ სამოსახლოებს. ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ ასეთი ქალაქ-კლდეების
დამუშავება, სიმაგრეების შექმნა და მის გარშემო ქალაქის გაშენება.
თუ ჩემი ვარაუდი სწორია, შეიძლება ითქვას, რომ თუბალების მოდგმის სახელი, ეთნარქის
სახელი - უფალი, ქართულ ენაში იქცა უფროსის აღმნიშვნელად. ის გაიგივდა ბატონის მცნე
ბასთან, უფროსთან. გაღმრთობის და დროთა ვითარების, ენის განვითარების შედეგად უფა
ლი ღმერთის აღმნიშვნელ სიტყვადაც მოგვევლინა.

ბაგრატიონთა დინასტია და ქართული პოლიტიკური თეოლოგია


მასალები ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიისათვის
მარიამ კარბელაშვილი

„საულს მეფობა ართო, მეფობა


მიჰმადლა შეფიცებულად“
ჩახრუხაძე, ქება მეფისა თამარისი, I, 63.

„ყოველნი ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ხელმწიფებაი,


გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არი ან“
(რომაელთა მიმართ, 13,1)-ღაღადებს პავლე მოციქული. მისი ეპისტოლეს ეს მუხლი არის ის
„ქვა საკიდურ“, რომელსაც ემყარება მონარქია.
მაღლა, ცაში - ღმერთი, დაბლა, მიწაზე - მისგან რჩეული, მისგან ცხებული მეფე - ასეთია ბიბ
ლიური იდეალი მეფისა.
ბიბლიიდან იმზირებოდნენ ღვთის რჩეულთა და ცხებულთა დიადი სახეები: მოსესი, საულ
ის, დავითის, სოლომონის... ამ სახეთა ბრწყინვალებაში, როგორც სარკეში, საკუთარი თავის
დანახვა და საკუთარ პიროვნებაში მათი შარავანდედისა და სხივოსნობის არეკლვა ნებისმი ერ
დინასტიას სურდა, მაგრამ ბაგრატოვანთა იესიან-დავითიან-სოლომონიანი ქართული სამეფო
საგვარეულო ყველა მათ შორის სრულიად განსხვავებულ პრეროგატივას ფლობდა.
მთელ ევროპულ ქრისტიანულ სივრცეში - რა თქმა უნდა, საქართველოს ჩათვლით - მეფის
ლეგიტიმურობის ანუ კანონიერების დამადასტურებელი ორად-ორი ფორმულა არსებობს:
„მეფე მადლითა ღვთისათა“ და „მეფე ნებითა ღვთისათა“. პირველი ტიტულატურული ფორ
მულა საერთოა ყველა ევროპული ქვეყნის ქრისტიანული მონარქიისთვის, მეორე მხოლოდ
საქართველოში არსებობს და ბაგრატოვანთა დინასტიის პრივილეგიაა. [44, 347-348]. ამ ორ
ფორმულას შორის მეფის ხელისუფლების ლეგიტიმურობის თვალსაზრისით პრინციპული
განსხვავებაა და ეს წერილი ამ განსხვავების გამოძიებას ეძღვნება.

***
დღეს მთელი მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში დაბეჯითებით აღნიშნავენ, რომ ისტორიულ
გამოკვლევათა მიმართ ინტერესის დაღძრა და, შესაბამისად, პრობლემატიკის გაფართოება-
განახლება ჩვენი საუკუნის ბოლო ათწლეულში უჩვეულოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
ყველა, ვინც ადრე სოციალური საკითხების შესწავლას ანიჭებდა უპირატესობას, დღეს თავ ის
„დიდ შეცოდებად“ თვლის სახელმწიფო სტრუქტურებისა და ხელისუფლების, როგორც
საგანგებო კვლევის სფეროს, იგნორირებას. წარსულის გააზრება, განსაკუთრებით პოლიტი კის
ჩაღრმავებული შესწავლის გზით, სულ უფრო აქტუალური ხდება; ინტენსიურად ქვეყნ დება
კონკრეტული და ზოგადი ხასიათის გამოკვლევები, რომლებიც წარსულის პოლიტიკ ურ
ფენომენთა შესწავლას ეძღვნება [26, 5-7].
ამ თვალსაზრისით დღის წესრიგში დგება ისეთი საკითხები, როგორიცაა წარსულში ხელი
სუფლების ლეგიტიმაციის გზები, მის შესახებ არსებული წარმოდგენები და შეხედულებები,
თეორიები ხელისუფლების საკრალურობის ან რაიმე სხვა ტრანსცენდენტური თვისებების შე
სახებ, ხელისუფლების სიმბოლური გაფორმების დამახასიათებელი ნიშნები და სხვა [26,15]
მონარქია, როგორც ყველაზე ხანგრძლივი ინსტიტუტი, ამ მხრივ საყოველთაო ინტერესს იწვ
ევს. ქართულ მონარქიას აქ განსაკუთრებული პრიორიტეტი აქვს, როგორც ერთერთ უძველ ეს
ფენომენს მთელს მსოფლიოში. ნებისმიერი ხელისუფლების უმთავრეს იარაღს იდეოლო გია
წარმოადგენს, რომელიც ადამიანური ყოფიერების ყველა სფეროში იჭრება. როლან ბარტ ის
მახვილგონივრული შენიშვნით, ხელისუფლებას შეუძლია თქვას: „ჩემი სახელი-ლეგიო ნია“,
რადგან პოლიტიკა ყველგანაა ჩაბუდებული. ამიტომაც წარსულის ანალიზისათვის - როგორც
თანამედროვე მეცნიერება მოწმობს - სრულიად არასაკმარისი აღმოჩნდა საკუთრივ
ისტორიული ხასიათის თხზულებები. როგორც ჩანს, სიმძიმის ცენტრი ამ საკითხთა კვლევა ში
აშკარად გადაინაცვლებს სიტყვაკაზმულ მწერლობაზეც, რადგან მხატვრული თხზულება ნი
ხშირად ისეთ ფაქტებს ჰფენენ შუქს, რომელთაც მეისტორიენი არაიშვიათად შეგნებულად თუ
შეუგნებლად უვლიან გვერდს. დიდი ხნის წინ კ. კეკელიძე ერთი ფაქტის შესახებ შენიშ ნავდა:
„მართალია, მემატიანეები ამის შესახებ ცხადად არას ამბობენ, მაგრამ განა მარტო ამას არ
ამბობენ ისინი?“ [4, 317]. როგორც თავად კ. კეკელიძის გამოკვლევები მოწმობენ, იგი დიდ
ინტერესს იჩენდა ქართული პოლიტიკური აზროვნების მიმართ და მხატვრულ თხზუ ლებებს
ამ თვალსაზრისითაც სწავლობდა: „ქართველი ერის კულტურულ-ეკონომიკურ გან
ვითარებასთან ერთად ე.წ. კლასიკურ ხანაში ჩვენ ვხედავთ მისი პოლიტიკურ-ეროვნული
თვითშეგნების არაჩვეულებრივ ზრდას. იმდროინდელი ლიტერატურული ძეგლები რო გორც
საისტორიო, ისე მხატვრული, რელიეფურად წარმოგვიდგენენ იმ სიმაღლეს, რომელზე დაც
ასულა ამ დროს ქართველთა პოლიტიკური აზროვნება. ყველაზე მეტად ამ მხრივ დამახ
ასიათებელია ამ ეპოქის ოდები, განსაკუთრებით კი „თამარიანი“ ჩახრუხაძისა“ [4, 312]. ეს
სტატია ქართული პოლიტიკური აზროვნების ერთი ასპექტის შესწავლას ეძღვნება, რომელ იც
შუასაუკუნეთა პოლიტიკურ თეოლოგიას განეკუთვნება და თავისი ასახვა სიტყვაკაზმულ
მწერლობაშიც ჰპოვა.

***
სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტთა კვლევის თანამედროვე ეტაპზე აღიარებული მეცნიერუ
ლი დებულებაა, რომ აბსოლუტისტური სახელმწიფოს მთავარ დამახასიათებელ ნიშანს მის
სტრუქტურაში სამართლებრივი სახელმწიფოს ჩანასახობრივი არსებობა წარმოადგენს. ამ
თვალსაზრისით საყურადღებოა ცნობილი გერმანელი მეცნიერის მაქს ვებერის დებულება,
რომ ხელისუფლებას თავისი კანონიერების, ლეგიტიმურობის, ე.ი. სახელმწიფოს მართვის
სამართლებრივი საფუძვლის მოპოვება, არსებითად, სამი გზით შეუძლია:
1. ტრადიციის მეშვეობით, ანუ იმის მეშვეობით, რომ იგი „მარად“ კანონიერი იყო: მონარქი
ულ წყობილებაში ხელისუფლების სამართლებრივი საფუძველი ძირითადად ამ ტიპს განეკუ
თვნება;
2. როგორც რაციონალურ-სამართლებრივ ხელისუფლებას, რომელიც არსებობს იქ, სადაც მმა
რთველობის საჭესთან მდგომ პიროვნებებს ემორჩილებიან იმ კანონთა სისტემის მართლზომ
იერების საყოველთაო აღიარების გამო, რომლის პირობებშიც მოვიდნენ ხელისუფლების სათ
ავეში და ასრულებენ თავის მოვალეობას;
3. როგორც ხარიზმულ ხელისუფლებას, რომელიც ეფუძნება რწმენას ხელმძღვანელის მიმ
ართ, რომელსაც განსაკუთრებულ პიროვნულ ღირსებებს მიაწერენ და სადაც რიგ შემთხვევე
ბში გაღმერთების ელემენტიც კი შეიძლება იყოს [24;206]. აქ საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ
მსოფლიოში არსებული 12 თუ 13 დემოკრატიული სახელმწიფოდან 10 - პარლამენტუ რი
მონარქიაა [24;207].
თანამედროვე მეცნიერულ დასკვნათა ამ კონტექსტში ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ
მრავალსაუკუნოვანი ქართული მონარქია - ბაგრატიონთა დინასტია სხვა ევროპულ სა მეფო
დინასტიათაგან ერთი განსაკუთრებული ნიშანთვისებით გამოირჩევა: იგი, როგორც სამეფო
ხელისუფლება, ერთდროულად ფლობს ლეგიტიმურობის როგორც პირველ, ისე მე სამე
საფუძველს: ტრადიციასა და ხარიზმას მაშინ, როდესაც ევროპულ მონარქიათა ლეგიტი
მურობის საფუძველი მხოლოდ ტრადიციაა.
რა თქმა უნდა, ევროპელ მონარქებსაც და მთელ დინასტიებსაც ჰქონდათ პრეტენზია ხარიზ
მაზე (მაგალითად, კაპენტინგებისა და პლანტაგენეტების საგვარეულო ხარიზმა გარკვეული
სენის კურნებისა), მაგრამ მეფის გაღმერთება ანდა სამების მეოთხე ჰიპოსტასად დასახვა მხო
ლოდ ბაგრატიონთა დინასტიასთან არის დაკავშირებული [3, 21-24]. ეს ისეთი საკვანძო საკი
თხია, რომელზე შეჩერებაც ღირს. რას ეფუძნება ასეთი ორმაგი ლეგიტიმურობა? რა განსხვა
ვებაა ქართულ და ევროპულ მონარქიათა შორის? რა თავისებურება ახასიათებს ქართულ პო
ლიტიკურ თეოლოგიას? - ასეთია ეს საკვანძო საკითხები, რომელთა გასარკვევად ყველ ქართ
ულ სიტყვაკაზმულ მწერლობას არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საკუთრივ ისტორიუ
ლი ხასიათის თხზულებებს.

***
მსოფლიო ქრისტიანულ სამყაროში ბაგრატიონთა დინასტიას ყველაზე ძველი და ვრცელი ის
ტორია აქვს, როგორც მრავალი საუკუნის მანძილზე ერთადერთ, უცვლელ დინასტიას საქარ
თველოს სამეფო ტახტზე. პლატონ იოსელიანი წერს: „საქართველოში ოთხი დინასტია მეფო
ბდა: ფარნავაზიანების, არშაკუნიანების, ხოსროიანების და ბაგრატიონების. ეს უკანასკნელი
მეფობდა თერთმეტ საუკუნეს. გადმოცემის თანახმად იგი მეფე-წინასწარმეტყველის დავით ის
მოდგმაა: ქართველი მეფეები მუდამ იწოდებოდნენ იესეს, დავითის, სოლომონის ჩამომავ
ლებად და სხვ. მათ გერბზე გამოსახული იყო შურდული, რომლითაც მოკლულ იქნა გოლია
თი; დავითის ქნარი; სასწორი - სოლომონის ბრძნული მმართველობის სიმბოლო; ლომი, რო
მელსაც უჭირავს სოლომონის ტახტი; უფლის კვართი, საქართველოში ჩამოტანილი. გერბის
გარშემო ფსალმუნიდან აღებული წარწერაა: „ფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა: ნაყოფი
საგან მუცლისა შენისა დავსვა საყდართა შენთა“ - ფსალმ. 131, 11. ამის შესახებ წერს მოსე ხორ.
Lib. 1, 8 და 92 და კონსტანტინე პორფიროგენეტი De administr, cap 45“ [28;8]. ის მკითხ ველი
საზოგადოება, რომელიც იმ დროს პოლიტიკურ მეცნიერებათა საფუძვლებს მხოლოდ მოსეს,
დავითის და სოლომონის ბიბლიური წიგნების მიხედვით ეუფლებოდა [31, 217-218],
ადვილად დაამყარებდა ლოგიკურ კავშირს ბაგრატიონთა უნიკალურ ხანგრძლივ მეფობასა და
მათსავე დავითიანობას შორის.
ბაგრატიონთა დინასტიის ლეგიტიმურობის საკითხი პოლიტიკური თეოლოგიის სფეროს გა
ნეკუთვნება. საქართველოს ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი ფენომენი - საქართველოს მეფე
და მისი ხელისუფლების ისტორია ჩვენი საუკუნის დასაწყისშივე იქცა ივ. ჯავახიშვილის საგ
ანგებო ყურადღების საგნად: 1905 წელს ცალკე წიგნად გამოიცა მისი „საქართველოს მეფე და
მისი უფლების ისტორია“ [22], ხოლო მისი შევსებული და ახალი პრობლემებით გაფართოებ
ული რედაქცია - 1929 წელს გამოქვეყნებულ ფუნდამენტურ გამოკვლევაში „ქართული სამარ
თლის ისტორია“ [23; 108-245]. მკვლევარმა ამ ნაშრომებში ბაგრატიონთა დინასტიის ღვთის
ნებითობის საკითხს განსაკუთრებული ადგილი დაუთმო.
ბაგრატიონთა ტიტულატურის მყარი ფორმულაა „მეფე ნებითა ღმრთისათა“, რაც ჩვენამდე
მოღწეულ ისტორიულ საბუთებში ამ ათი საუკუნის წინათ არის დადასტურებული: „მე, ბაგ
რატს, ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა მეფეს და კურაპალატს, ხელითა ჩემითა დამიმტკიცე ბია“
- წერია საბუთში, რომელიც 1031-1033 წწ-თაა დათარიღებული [17; 3]. ეს ფორმულა შემ დეგ
საბოლოოდ დამკვიდრდა [17, 46, 50, 67, 71, 77], როგორც საქართველოს სამეფო ტახტ ზე
ბაგრატიონთა დინასტიის ლეგიტიმურობის საფუძველი. „მეფე ნებითა ღმრთისათა“ - და
ვითიანი ქართული სამეფო საგვარეულოს კანონიერების ის ზღვარია, რომელიც ჰყოფს ბაგრა
ტიონთა დინასტიის მეფობას წინა პერიოდის მეფობისაგან, როდესაც „მეფის უფლება საგვარ
ეულო წესწყობილებაზე იყო დამყარებული და I - III საუკ. დროინდელი საქართველოს მეფის
უფლებასთან პირდაპირი დამოკიდებულება არა ჰქონდა» [22; 1]. სპარსთა და შემდგომ არაბ
თა უღელქვეშ მგმინავი საქართველო „ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ სახელმწიფო სხე
ულს“, „განცალკევებულ სამეფოებს“ [22; 6] წარმოადგენდა, მაგრამ მამულიშვილთ ქვეყნისა და
ერის გაერთიანებაზე არასოდეს აუღიათ ხელი. ორი საუკუნის შემდეგ, VIII ს-ში ეს დროც
დადგა: „უფრო სწორი იქნებოდა რომ ვთქვათ, - წერს ივ. ჯავახიშვილი - რომ რომელიმე უფ
რო ძლიერი და მოხერხებული მეფე თავის საბრძანებელს სხვათა სამფლობელოებსაც შემოუე
რთებდა ხოლმე. ამ ხანას და თვით ამ მოღვაწეობას გაერთიანების პოლიტიკა უნდა დაერქვას
ყველა ჩვენი მეფეები ამ გაერთიანების განხორციელებას ცდილობდნენ. ცდით კი რამდენჯე
რმე უცდიათ სხვებსაც, მაგრამ ბედი, პირადი გამჭრიახობა და გარემოება ისე არავისა სწყალ
ობდა, როგორც ტაო-კლარჯეთის მფლობელთ, აშოტ კურაპალატის ჩამომავლობას“ [22, 7].
ამ ისტორიული მიმოხილვის შემდეგ ივ. ჯავახიშვილი - პირველი ქართველი ისტორიკოსთა
შორის - აყენებს იმ პრობლემას, რასაც თვით მან ბაგრატიონთა დინასტიის ღმრთისნებითობა
უწოდა და რომლის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე საქართველოში პოლიტიკური აზროვნე
ბის განვითარების მრავალი საკვანძო საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ
ტერმინს „ღმრთისნებითობა“ ამ გამოკვლევაში მხოლოდ ერთხელ ახსენებს - III თავის
დასაწყის ფრაზაში: „ეს თვითმპყრობელობა და ღვთისნებითობა მეფეებისა და მთავრობის
მომხრე დასის იდეალი და მისწრაფება იყო, ვიდრე სახელმწიფო ცხოვრების უტყუარი მოვ
ლენა“ [22; 23], მაგრამ მანამდე, მეორე თავის სათაურში პარალელურად ხმარობს ტერმინს
„ღვთისმიერობა“: „საქართველოს მეფეების სახელმწიფოს იდეალი: თვითმპყრობელობა, მეფ
ობის ღვთისმიერობა და ხელმწიფის გაღმერთება“ [22; შინაარსი], სადაც ღვთისმიერობა-
ღვთისნებითობის თეორიის წარმოშობის მიზეზებს ასე განმარტავს: „ცხადია, რაც უფრო მეტ
ად გაიზრდებოდა და გაფართოვდებოდა ქართველი მეფეების საბრძანებელი, მით უფრო მე
ტად საჭირო იქნებოდა მათთვის მეფობის უფლებისთვის მტკიცე და შეურძეველი ნიადაგი
მოეპოვებინათ“ [22;18]. მეფობის უფლებისთვის ე.ი. კანონიერებისთვის მტკიცე და შეურყევე
ლი ნიადაგის მოპოვებას ივ. ჯავახიშვილი უშუალოდ ზნეობრივ-სარწმუნოებრივ საკითხს
უკავშირებს: „ქართველი მეფეები... თავიანთი ძლიერებისა და უფლების დასამყარებლად
აზნაურებს ებრძოდნენ ხოლმე... ამ გამწვავებულ ბრძოლის მოსაგებად მარტო მხარ-მკლავის
ძალა არა კმაროდა. ქართველ მეფეებს კარგად ესმოდათ, რომ ამისთვის აუცილებლად საჭი რო
იყო ზნეობრივი ძალაც. რაში მდგომარეობდა მერე ეს ზნეობრივი ძალა? ბრძოლის გასაა
დვილებლად საჭირო იყო, რომ მეფობის უფლების არსებობის აუცილებლობა და სარწმუნოე
ბრივი მნიშვნელობა დაესაბუთებინათ. ეს კი არც თუ ძალიან ძნელი საქმე იყო; ახალ აღთქმა
ში ამის შესახებ საუცხოვო წინადადება მოიპოვება, პავლე მოციქულის ეპისტოლეში სახელდ
ობრ“ [22;19]. შემდეგ ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს მრავლისმეტყველი ეპიზოდი გრიგოლ ხანძ
თელის ცხოვრებიდან, რომელიც სამეფო ხელისუფლების ზნეობრივი ძალის მნიშვნელობის
განმარტებას უკავშირდება: „აი, რა სიტყვებით დალოცა კლარჯეთის მონასტრის დიდმა არქი
მანდრიტმა გრიგოლ ხანძთელმა აშოტ კურაპალატის შვილები: „გაკურთხენ ყოველმან პირმ ან
ქრისტესმან და ყოველთა წმიდათამან: რამეთუ ჭეშმარიტად სამართალ არს სიტყვა ესე: „სადა
არს პატივი მთავრობისა, მუნ არს მსგავსება ღმერთეებისაი“, რამეთუ თქუენ ხელმწიფე ნი
უფალ გყვნა ღმერთმან ქვეყანისა განგებასა“ [22;19]. მკვლევარის მიერ ბაგრატიონთა სამე ფო
ხელისუფლების განსამტკიცებლად სასულიერო პირის, გრიგოლ ხანძთელის დალოცვის
მნიშვნელობის აქცენტირება მისი კონკრეტული მნიშვნელობით პოლიტიკური თეოლოგიის
სფეროს განეკუთვნება. კიდევ უფრო გახაზავს ამ დალოცვის მნიშვნელობას ივ. ჯავახიშვილ ის
შემდეგი დასკვნა: „მაშასადამე, გრიგოლის აზრით, საცა მთავრობას პატივსა სცემდნენ, იქ
სუფევდა ღვთის მსგავსება; თვით ზეციერმა მამამ გახადა ხელმწიფენი ქვეყნის გამგეებად;
ამის გამო მეფეები უნდა ყოფილიყვნენ ხელმწიფენი „ნებითა ღვთისათა“; სწორედ ასეთ წინა
დადებას ხმარობდნენ ხოლმე [სხვა ქრისტიანე მეფეებივით] ქართველი მეფეებიც“ [22;20; შდრ.
23; 119].
საგულისხმოა, რომ 1905 წელს გამოქვეყნებულ და ამ ფურცლებზე არაერთხელ ციტირებულ
ნაშრომში ივ. ჯავახიშვილს არ უხსენებია გრიგოლ ხანძთელის ცნობილი სიტყვები, თქმული
აშოტ ბაგრატიონის მიმართ მისი საგვარეულოს ბიბლიური წარმომავლობის შესახებ, რაც თა
ვისთავად საფუძვლად დაედო ბაგრატიონთა დინასტიის ღვთისნებითობის კონცეფციას, ჩანს,
ეს ისტორიული მნიშვნელობის მიმართვა შემდეგ გახდა დიდი ისტორიკოსის საგანგე ბო
დაფიქრების საგანი და მისი ანალიზი ჩართო კიდეც თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდ ეგ
გამოქვეყნებული ფუძემდებლური გამოკვლევის „ქართული სამართლის ისტორიის“ შესაბ ამის
თავში, რომლის სათაური 1905 წლის გამოცემასთან შედარებით უფრო დააზუსტა: „საქა
რთველოს მეფე და მისი ხელისუფლების ისტორია“. მეფის ხელისუფლების ისტორიასთან
დაკავშირებით ამ გადამუშავებულ რედაქციაში წინა პლანზე ბაგრატიონთა დინასტიის ბიბ
ლიური დავითისგან წარმომავლობა წამოსწია - რაც ადრე არ აღუნიშნავთ - და მისი არსები თი
მნიშვნელობაც განმარტა: „მაგრამ საქართველოს მეფეებს თავიანთი ხელისუფლება ზემო
მოყვანილ მოსაზრებათა გარდა განსაკუთრებული პატივისცემის ღირსად იმიტომაც მიაჩნდ
ათ, რომ თავიანთ თავს ებრაელთა მეფის დავითის შთამომავლებად სთვლიდნენ. უკვე აშოტ
კურაპალატის დროს (826) ეს აზრი გავრცელებული ყოფილა. გ. მერჩულის სიტყვით გრიგ ოლ
ხანძთელი აშოტს თურმე ეუბნება: დავით წინასწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებუ ლისა
შვილად წოდებულო ხელმწიფეო, მეფობაი და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან
ღმერთმან-ო... ამისდა მიხედვით საქართველოს სამეფო საგვარეულოს, ვითარცა ღვთისაგან
პირველცხებულ და დაყენებულ ხელმწიფის ჩამომავალს, სხვა გვარებთან შედარე ბით
მაშინდელი შეხედულებით განსაკუთრებული უპირატესობა ეკუთვნოდა. ამ გარემოებ ას
კონსტანტინე პორფიროგენეტიც მოგვითხრობს და აღნიშნული აქვს კიდეც, რომ ქართველ
მეფეებს ამ შთამომავლობით თურმე ძალიან მოჰქონდათ თავი“ [23; 120-121]. გრიგოლ ხანძთ
ელის დალოცვას, სახელდობრ კი აშოტის ბიბლიური დავითის ჩამომავლად მოხსენიებას ივ.
ჯავახიშვილმა ისეთი მნიშვნელობა შესძინა, რამაც დიდად განსაზღვრა ამ საკითხის მიმართ
განსაკუთრებული ინტერესი. ამასვე უკავშირდება ხელისუფლების თეორიის ისეთი საკვან ძო
საკითხი, როგორიცაა თავად ღმერთის მიერ სახელმწიფოს „რწმუნება“ სამეფო ტახტის
მპყრობელისთვის: „მაგრამ საქართველოს მეფეებმა არც ეს იკმარეს და თავიანთ ხელისუფლე
ბას ღვთაებრივი ძალის მფარველობა და ხელმძღვანელობა მოუპოვეს. ამ მხრივ საყურადღე
ბოა დავით აღმაშენებლის ანდერძის შემდეგი სიტყვები: „თვით იგი, ოდეს მარწმუნა მის მი ერ
განგებულსა მეფობასა“... ამ საყურადღებო აღსარებითგან ცხადად ჩანს, თუ რამდენად და
რწმუნებული ყოფილა დავით აღმაშენებელი, რომ მეფის ხელისუფლება თვით ღმერთმა პი
რადად „არწმუნა“ მას“[23; 119].
აქ ბაგრატიონთა დინასტიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი თავისებურება უნდა აღინიშნ
ოს, რაც ივ .ჯავახიშვილმა პრობლემის სახით ხაზგასმით წამოჭრა იმ პარაგრაფში, რომლის
სათაურია „მეფის კურთხევის წესი, ვითარცა მეფის ხელისუფლების სივრცის გამომხატვე ლი“.
იგი ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელთა მეფედ კურთხევის წესში საგანგებოდ
გამოჰყოფს კორონაციის ისეთ უმთავრეს და აუცილებელ ელემენტს, როგორიცაა კურთხევის
ას მეფის ცხება და წერს: „ეს მეფის კურთხევის მე-III ს. წესი, როგორც მისი ზემომოყვანილი
ვრცელი შინაარსითგან ჩანს, შერეულს საეკლესიო-საერო წესების სინთეზს წარმოადგენს და
ყოველმხრივ საყურადღებოა. აღსანიშნავია, რომ ამ კურთხევის წესში მეფის ცხებაზე არაფე
რია ნათქვამი იმ დროს, როდესაც „ცხება“ საეკლესიო კურთხევის იმდენად მნიშვნელოვან ნა
წილს წარმოადგენდა, რომ ყოველი მეფე, რომელიც ნაკურთხი იყო, „ცხებულად“ იწოდებო და“
[23;201]. ჭეშმარიტად, უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომელიც ახსნას მოითხოვს, და, წინა სწარ
ვიტყვი - ეს ახსნა ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობაში დიდიხანია მოგვეპოვება. დი დი
მეცნიერის მიერ დასმულ პრობლემაზე სრულიად ამომწურავ პასუხს არა ისტორიულ
თხზულებებში, არამედ პოეტურ ტექსტში, პოეტის მიერ შეთხზულ უცნაურ სიტყვაში ვპოუ
ლობთ. ეს პოეტი - ჩახრუხაძეა, ხოლო მის მიერ შეთხზული უცნაური სიტყვა, რომელიც გვი
მხელს იმ საიდუმლოს, თუ რატომ არ ხდება ბაგრატიონთა კორონაციისას ცხება-ექსპრესემა
„გამრიცხვებული“.
ივ. ჯავახიშვილის ზემოხსენებულ ნაშრომებში ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში დას
მული პრობლემები: პავლე მოციქულის ეპისტოლეს მნიშვნელობა; გრიგოლ ხანძთელის მი ერ
აშოტ ბაგრატიონის ბიბლიური დავითის ჩამომავლად მოხსენიება; ბაგრატიონთა დინას ტიის
ღვთისნებთობა - ეს შესანიშნავი ტერმინი, რომელიც დამკვიდრდა ქართულ ისტორიოგ
რაფიაში; ბაგრატიონთა საგვარეულოს მეფეთათვის სამეფოს „რწმუნება“ თვით ღმერთის მი ერ;
ბაგრატიონთა ცხების საკითხი და კიდევ ბევრი სხვა - სამეფო ხელისუფლების კვლევის იმ
სფეროს განეკუთვნება, რომელიც დღეს მსოფლიო მასშტაბით მკვლევართა საგანგებო ყურ
ადღების ცენტრში დგას და შუასაუკუნეთა პოლიტიკური თეოლოგიის სახელწოდებით არის
ცნობილი. ამ თვალსაზრისით ივანე ჯავახიშვილის სპეციალური ნაშრომი საქართველოს მეფ
ისა და მისი ხელისუფლების ისტორიის შესახებ შუასაუკუნეთა ქართული პოლიტიკური თე
ოლოგიის შემდგომი კვლევის საფუძველთა საფუძველია.
ივ. ჯავახიშვილის ამ ნაშრომებში აღძრულმა საკითხებმა ქართულ ისტორიოგრაფიაში ცხოვე
ლი გამოძახილი ჰპოვეს. ნ. ბერძენიშვილი განსაკუთრებული ინტერესით დასტრიალებდა ამ
პრობლემებს, განსაკუთრებით ბაგრატიონთა ღვთისნებითობას და ქართული პოლიტიკური
თეოლოგიის თვალსაზრისით ფრიად მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება
(„მონაცვალეობა ღვთისა“, „ვითარ იგი მობერვიდა სული“, ღვთისნებითობის თეორიის წარმო
მავლობა): „თამარ დაჯდა ნებითა ღვთისათა“ და მისი მოვალეობაა „მონაცვალეობა ღვთისა
სამეფოსა და ერისათუის“, მას ღვთის მიერ აქვს ეს საქმე „რწმუნებული“ და ამ საქმეში ღმერ თი
მისი „მეუნებლეა“ და ის, მეფე, განაგებდა „ვითარ იგი მობერვიდა სული“. ერთი სიტყვით მეფე
ქვეყანაში ღვთის მონაცვალეა, მას მეფობა ღმრთისაგან აქვს რწმუნებული... მეფე სული-
წმიდის „მობერვით“ მოქმედებს. აქედან ცხადია, მისი მოქმედება უცდომელია... მეფის უფლ
ება-მოვლეობის ცხადი თეორიაა ამ წრეებში შემუშავებული ან ნასესხები, მაგრამ იმ წრეების
მიერ მხარდაჭერილი, რომელთათვის მეფის უფლების ასეთ გაგება ხელსაყრელი იყო კლასო
ბრივ ბრძოლაში. ეს თეორია ძველიდანვე მომავალი (ბიზანტიიდან ნასესხები) აშკარად გამო
თქმული იყო დავით აღმაშენებლის დროს და მის მიერ...“ [1; 212]; მკვლევარი სხვაგანაც ავი
თარებს აზრს, თითქოს ღვთისნებითობის თეორია ბიზანტიის საეკლესიო წრეებშია შექმნი ლი
და საქართველოში შემოტანილი [1; 143].
ბაგრატიონთა დინასტიის წარმომავლობის საკითხმაც საგანგებო ყურადღება მიიპყრო: ამ სა
კითხს ეძღვნება მ. ლორთქიფანიძის გამოკვლევა „ლეგენდა ბაგრატიონთა წარმოშობის შესა
ხებ“ [10; 145-148; ასევე 13; 417-419], რომელშიც გაანალიზებულია ის წყაროები (მოსე ხორე
ნელი, სებეოსი, პორფიროგენეტი), რომლებიც ბაგრატიონთა საგვარეულოს ბიბლიურ დავით
თან აკავშირებენ. სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმურობის დასაბუთების შესახებ შემდეგი
აზრია გამოთქმული: „შუა საუკუნეებში სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმურობის თეორიუ
ლი დასაბუთება სამეფო დინასტიათა ღვთიური წარმოშობის გზით ამა თუ იმ ქვეყნის პოლი
ტიკური სიძლიერის ხანას უკავშირდება. განვითარების გარკვეულ საფეხურზე საქართველო
შიც იქმნება ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ღვთიური წარმოშობის თეორია... ქართულ ის
ტორიოგრაფიაში ბაგრატიონთა ჩამომავლობის დავით წინასწარმეტყველთან და ამ გზით
ქრისტე ღმერთთან დაკავშირება ქართულ ტრადიციადაა ცნობილი“ [9;145; შდრ 12;259,417].
აქ ერთი შენიშვნა უნდა გაკეთდეს: როგორც ისტორია მოწმობს, არც ერთ ევროპულ სახელმწ
იფოში არ დასტურდება სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმურობის დასაბუთება რომელიმე
დინასტიის ღვთიური წარმოშობის გზით, და ეს ბუნებრივიც არის; წარმართული პოლითეი
ზმის პირობებში ღმერთთა სიმრავლის გამო ასეთი „ღვთიური წარმოშობის“ მოპოვება - ვენდ
ლანდი მას „პოლიტიკურ რელიგიას“ უწოდებს - სულაც არ იყო ძნელი: ცნობილია, რომ სელ
ევკიდები თავის წინაპრად აპოლონს თვლიდნენ, პტოლემაიდები - ჰერაკლესა და დიონისეს
[39;63-70], მაგრამ ქრისტიანული მონოთეიზმის პირობებში სხვადასხვა საგვარეულოთა მი ერ
ღვთაებრივი წარმომავლობის მოპოვება არამც თუ ძნელი, არამედ შეუძლებელი და წარმო
უდგენელიც კი იყო. ქრისტიანულ რელიგიაში მხოლოდ ერთი საგვარეულო არსებობს, რომე
ლთან ნათესაობაც დინასტიის ღვთიური წარმოშობის გარანტიას იძლევა, მაგრამ რომელიმე
ევროპული დინასტიის ღვთიური წარმომავლობა იესიან-დავითიან-სოლომონიან დინასტიას
თან ნათესაობის გზით ისტორიისთვის უცნობია. (უნდა შევნიშნოთ, რომ ბიბლიური იესე,
დავით წინასწარმეტყველის მამა, არასოდეს არ ყოფილა მეფე [შდრ.13; 417]).
ამრიგად, საქართველოს ტახტის მპყრობელ ბაგრატიონთა ეს უწარჩინებულესი წარმომავლო
ბა ბიბლიური დავითისგან მთელი ევროპული სივრცის მასშტაბით მართლაც უნიკალური
ფენომენია და მართლაც მხოლოდ ქართული ტრადიციაა, რადგან მისი ანალოგი ევროპაში არ
არსებობს.
საერთოდ, სპეციალური ლიტერატურის შესწავლა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ შემუ
შავდა ერთგვარი სტერეოტიპი, თითქოს ქართული და ევროპული მონარქიები თავისი ხასია
თით იგივეობრივია, არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა,
როდესაც ბაგრატიონთა დინასტია ევროპულ დინასტიათა პარალელურად იხსენიება. ამ დროს
იბადება კითხვა: როგორ მოხდა, რომ ათი საუკუნის მანძილზე საქართველოში უცვლე ლად
მხოლოდ ერთადერთი ბაგრატიონთა დინასტია მეფობდა, მაშინ, როდესაც ამავე დრო ის
მანძილზე ევროპის სახელმწიფოებში რამდენიმე დინასტია შეიცვალა? და რატომ არ ხდე ბა
გვირგვინის კურთხევისას ქართველ მეფეთა მირონცხება, რასაც საგანგებო ყურადღება მი
აქცია ივანე ჯავახიშვილმა? აქ მთავარი ისაა, რომ სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმურობის
საფუძვლები საქართველოსა და ევროპაში მსგავსია, მაგრამ არა იგივეობრივი. მსგავსია იმიტ
ომ, რომ ლეგიტიმურობის საფუძველს ორივე შემთხვევაში ბიბლია წარმოადგენს, მაგრამ გან
სხვავდება იმიტომ, რომ ლეგიტიმაციის საფუძვლად ბიბლიისავე ორი სხვადასხვა მოდელი,
ორი სხვადასხვა პარადიგმაა აღებული. მთავარი და განმსაზღვრელი ამ შემთხვევაში ბაგრატ
იონთა იესიან-დავითიან-სოლომონიანი ჩამომავლობაა, რომელსაც ბაგრატიონთა საგვარეუ
ლო ფლობს, როგორც ხარიზმას.

***
რადგან უკვე ითქვა, რომ ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას სრულიად განსაკუთრებული და
განსხვავებული ადგილი უჭირავს ყველა ევროპულ დინასტიათა შორის, და როგორც ტიტუ
ლატურა მოწმობს, ბაგრატიონი არის „მეფე ნებითა ღვთისათა“ - და არა “მეფე მადლითა
ღვთისათა“, როგორც ყველა ევროპელი მონარქი - რაც მის ლეგიტიმურობას უმაღლეს სტატ
უსს სძენს, მაშინ ისიც უნდა გავარკვიოთ, რის საფუძველზე ებოძა ბაგრატიონთა საგვარეუ
ლოს ეს სტატუსი. ამგვარი ლეგიტიმაცია შუასაუკუნეთა ქართული პოლიტიკური თეოლო
გიის საკვანძო საკითხია, რადგან მას დაეფუძნა სპეციფიკური ქართული მონარქია.
შუასაუკუნეთა ქართული და ევროპული პოლიტიკური თეოლოგიის არსებით ნიშანთა გასა
რკვევად ბიბლიას უნდა მივმართოთ.
ჯერ კიდევ ბევრად ადრე, ისრაელში მეფობის შემოღებამდე განუცხადა უფალმა მოსეს თავი
სი ნება მეფის არჩევის წესის შესახებ: „არა იდგინო შენ სხუაი, არამედ რომელნიცა გამოირჩი
ოს უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანვე შენთა, იგი დაიდგინო მთავრად შენ ზედა, რომელ
არა ძმათა შენთაგანი იყოს“ (მეორე სჯული,17,15). მეფის არჩევაში წინასწარმეტყველს საგან
გებო მოვალეობა ეკისრება: უფლის სიტყვები - როგორც ყველა სხვა შემთხვევაშიც-მან უნდა
გადასცეს ხალხს: „წინასწარმეტყუელნი აღუდგინო მათ ყმათაგანვე თვისთა, ვითარცა-იგი შენ
და მივსცნე მე სიტყუანი ესე ჩემნი პირსა მისსა და ეტყოდის მათ ყოველთავე მცნებათა ჩემთა“
(მეორე სჯული, 18,18).
სწორედ წინასწარმეტყველი სამუელი იყო, ვინც უფლის სიტყვის თანახმად სცხო მირონი ის
რაელის ორ პირველ მეფეს - საულსა და დავითს.
ბიბლიით თანახმად პირველი ცხებული მეფე საულია (ჩვ.წ-მდე I საუკუნის ბოლო). საულის
მეფედ გამორჩევა და ცხება დაკავშირებულია ებრაელი ხალხის ისტორიული ცხოვრების იმ
გარდამტეხ ეტაპთან, როდესაც თეოკრატიული მმართველობის ზნეობრივი დაცემის გამო ხა
ლხმა „მღვდელს უფლისას“, წინასწარმეტყველ სამუელს, თავის გარშემო მცხოვრებ სხვა ხალ
ხთა მსგავსად მეფობის შემოღება მოსთხოვა. „ყოველი ნათესავი ისრაელისა“ მოვიდა სამუელ
თან „და რქუეს მას: შენ ესერა დაბერებულ ხარ და ძენი შენი არა ვლენან გზასა შენთა. აწ მოგ
უეც ჩუენ მეფე, რომელი წინაგვიძღოდეს ჩუენ“ (I მეფეთა, 8,5). ამით მთავრდება მსაჯულთა
თეოკრატიული მმართველობა და საულის სახით ისრაელში იწყება მეფობა. უფალმა უბრძა ნა
სამუელს ესმინა ხმა ერისა და გამოუცხადა, ვინ უნდა აერჩია მეფედ: „ხვალე ამას ჟამსა მო
ვავლინო შენდა კაცი ქუეყანისა მისგან ბენიამენისა და სცხე მას მეფედ ერსა მას ჩემსა ზედა
ისრაელისა“ (I მეფეთა, 9,16). ეს მომავალი მეფე იყო ძე კისისა, „კაცისა ძლიერისა“, ბენიამი ნის
ტომიდან, რომელიც მშვენიერი გარეგნობითაც გამოირჩეოდა სხვათაგან: „და ესვა მას ძე,
სახელი მისი საულ, და იყო იგი ჰასაკითა დიდ და ქმნულკეთილი, და არავინ იყო უმაღლეს
მისა ასაკითა ისრაელს შორის, რამეთუ მხრითგან უმაღლეს იყო ყოველსა კაცსა“ (I მეფეთა,
9,2).

დაკარგული კარაულების საძებრად გამოსული საული მათი პოვნისთვის რჩევის საკითხავ ად


მივიდა სამუელთან, „კაცთან მას ღმრთისასა“, და სამუელმა უფლის ბრძანებით სხვათაგ ან
იდუმალად სცხო მას ზეთი ნიშნად მეფედ არჩევისა: ძმოიღო სამოველ რქა იგი საცხებელი და
დაასხა თავსა ზედა და ამბორს უყო და რქუა: გცხო შენ მეფედ უფალმან ერსა მას თვისსა ზედა
ისრაელისა. და შენ უძღოდი ერსა მას უფლისასა, და იხსნნე იგინი ხელთაგან მტერთა მათთა.
და ესე სასწაულ იყოს შენდა, რამეთუ გცხო შენ უფალმან შენმან და დაგადგინა შენ სა
მკვიდრებელსა თვისსა ზედა“ (I მეფეთა, 10,1). ასე გახდა კარაულების საძებრად გამოსული
საული ისრაელის პირველი მეფე. ცხების უმალ ხდება სასწაული, რაც გამოიხატება საულის
„ახალ კაცად“ გარდაქმნაში: მას მოეფინება ღვთის სული, იწყებს წინასწარმეტყველებას (ამის
შემდეგ იქცა გამოთქმად: „აწ საულცა წინასწარმეტყუელთა თანავე?“), ღვთის სული გარდაცვ
ლის და განაახლებს მის გულს: „და მოვიდეს შენ ზედა სული ღმრთისა, და შენცა წინაწარმე
ტყუელებდე მათ თანა და გარდაიცვალო შენ ახალ კაცად“ (I მეფეთა, 10,6) - ეუბნება მას წინა
სწარმეტყველი; „და ვითარცა გარემოიქცა და ზურგი შეაქცია, ვითარცა წარ-ოდენ-ვიდა სამოვ
ელისგან, გარდაცვალა გული მისი ღმერთმან და განახლდა და მოიწია ყოველი ესე სასწაუ ლი
მას ზედა მას დღეთა შინა“ (I მეფეთა, 10,9). საულს, სამუელის გაფრთხილების თანახმად
არავისთვის არაფერი უთქვამს მისი მეფედ ცხების შესახებ.
ასე გამოირჩია უფალმა საული მეფედ, მაგრამ ამის შემდეგ აუცილებელი იყო რომ იგი მეფ ედ
ხალხის მიერაც ყოფილიყო არჩეული. სამუელმა „შეკრიბა ყოველი იგი ნათესავი ისრაელ ისა“
და სამჯერ წილი ჰყარა: პირველად წილი აღმოუხდა ბენიამინის მუხლს, მეორედ - ბენია მინის
მუხლიდან მატტარიას ტომს, მესამედ მატტარიას ტომიდან - საულს, კისის ძეს (I მეფე თა, 10,
20-22). ასე აირჩია მთელმა ხალხმა საული მეფედ უფლის სიტყვის თანახმად: „მაშინ ჰრქუა
სამოველ ყოველსა ამას ერსა: იხილეთღა, რამეთუ გამოირჩია უფალმან! არა ვინ არს თქუენ
შორის მსგავსი ამისა რაითურთით! და იხილა ყოველმან ერმან და თქუეს: უკუნისამდ ინ
ცხონდინ მეფე!“ (I მეფეთა, 10,24). იყვნენ ისეთნიც, რომელთაც საული არ სცნეს მეფედ,
„ხოლო საული დუმნა და არა იტყოდა“ (I მეფეთა, 10,27), ანუ არაფერს ერჩოდა მათ. ეს მოკრ
ძალებული ჭაბუკი შემდგომ შესანიშნავ სარდლად იქცა, დიდხანს და წარმატებით ებრძოდა
ისრაელის მრავალრიცხოვან მტრებს, რითაც საფუძველი ჩაუყარა იუდეის და ისრაელის გაე
რთიანებული ძლიერი სახელმწიფოს შექმნას (I მეფეთა, 11-12), მაგრამ შემდეგ უფლის მიმ
ართ საულმა თვითნებობა და ურჩობა გამოიჩინა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან არ დაიცვა ის
მცნებანი, სამუელის მიერ უწყებული, რომელნიც უფალმა წინასწარმეტყველს ამცნო და
რომელთა მეოხებითაც უფალს უნდა განემტკიცებინა ისრელში მისი მეფობა „უკუნისამდე
ჟამთა“ (I მეფეთა,13,13). ამ ურჩობის გამო უფალმა საულს მეფობა წაართვა; სამუელმა საულს
გამოუცხადა: „მაშინ ჰრქუა სამოველ საულს: ცუდად იყო მსხუერპლი ეგე შენი, რამეთუ არა
დაიცვენ მცნებანი ჩემნი, რომელნი მამცნო უფალმან, რათამცა განამტკიცა მეფობაი შენი ისრ
აელსა ზედა უკუნისამდე ჟამთა. ხოლო აწ მეფობა ეგე არა დაადგრეს შენ თანა, არამედ მოიძ
იოს უფალმან კაცი სათნო გულისა თვისისა და დაადგინოს იგი მთავრად ერსა თვისსა ზედა,
რამეთუ არა დაიმარხე მცნება იგი, რომელ გამცნო შენ უფალმან“ (I მეფეთა, 13, 13-14).
ასე წაერთვა საულს მეფობა, ან, როგორც ჩახრუხაძე ამბობს, უფალმა „საულს მეფობა ართო“.
საულის მეფობის ამ მოდელს - რომელშიც მთავარი მომენტი მეფის არჩევაში ხალხის მონაწი
ლეობაა - მეფის ხელისუფლების ლეგიტიმაციის თვალსაზრისით „საულის პარადიგმა“ შეიძ
ლება ვუწოდოთ.
ბიბლიაში მეფის ხელისუფლების ლეგიტიმაციის მეორე მოდელიც არსებობს: იგი დავითს -
ისრაელის უდიდეს მეფეს და წინასწარმეტყველს (X ს. ჩვ. წ-მდე) - კავშირდება. როდესაც
უფალმა შეინანა, რომ საული დაადგინა მეფედ, სამუელს ამცნო, რომ სხვა გამოირჩია მის
ნაცვლად: „და ჰრქუა უფალმან სამველს: ვიდრემდე ეგლოვდე შენ საულს? რამეთუ განმიგ
დებიეს მე იგი, რათა არღარა მეფობდეს იგი ისრაელს ზედა, არამედ აღავსე რქა ეგე შენი ზე
თითა და წარგავლინო შენ ბეთლემად იესესა, რამეთუ გამოვარჩიე ჩემდად ძეთაგანი იესეს თა
მეფედ“ (I მეფეთა, 16,1). სამუელმა ბეთლემში დავითს, იესეს - იუდას თესლის ჩამომავა ლის -
უმცროს ძეს სცხო ზეთი უფლის ჩვენებით: „და მოიღო სამოველ რქა იგი საცხებლისა მის და
სცხო მას წინაშე ძმათა მისთა, და მოვიდა სული უფლისა დავითს ზედა მიერ დღით გან
მყოვარ ჟამ და წავიდა სამველ არმათემადვე“ (I მეფეთა,16,13). დავითი „იყო მწითურ, პი რითა
მხიარულ, გრემან, ქმნულკეთილ ხილვითა“ (I მეფეთა, 16,12). როგორც კი სული ღვთი სა
განეშორა საულს, „შეუხდა მას სული უკეთური ბრძანებითა უფლისათა და აჭირვებდა მას“ (I
მეფეთა, 16,14). რადგან დავითი ქნარზე კარგად უკრავდა და გალობდა, მოუყვანეს სა ულს,
რათა შეჭირვებათაგან „განუსვენოს სულსა“, რისთვისაც „შეიყვარა იგი საულ ფრიად“ (I
მეფეთა, 16,20). ფილისტიმელებთან ომისას ჭაბუკმა დავითმა, უსაჭურვლომ, შურდულით
მოკლა გოლიათი, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემდა: „4: და შთაყო ხელი თვისი დავით
ვაშკარანსა მას და აღმოიტაცა ქვა ერთი, და შთადვა იგი შურდულთა მას მისთა და განსტყო
რცა და მიამთხვია შუბლსა უცხოთესლსა მას, და შევიდა ჩაფხუტით, შუბლი ჩასტეხა და ტვი
ნად ჩაუგდო და პირდაქვე ზედა ქუეყანასა დასცა. და განძლიერდა დავით უფროს უცხოთეს
ლთა მათ ზედა მას დღესა შინა, რამეთუ შურდულითა და ქვითა მოკლა უცხოთესლი იგი, და
მახვილი საჭურველი და ჰოროლი არა აქუნდა მას“ (I მეფეთა, 17,49-50). ფილისტიმელნი
დამარცხდნენ, ხალხი კი აქებდა დავითს და ამბობდა: „საულ მოსწყვიდნა ათასები, ხოლო და
ვით დასცა ბევრები“ (I მეფეთა, 18,7). ამის შემდეგ საულმა შეიძულა დავითი, მთელი სიცოც
ხლე სდევნიდა მას და არაერთხელ სცადა მისი მოკვლა, მაგრამ ამაოდ. მას შემდეგ დავითმა
ბევრი სასახელო გამარჯვება მოიპოვა და საულის სიკვდილის შემდეგ - რომელიც ფილისტი
მელებთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ საკუთარ მახვილზე წამოეგო და თავი მოიკლა -
დავითი გახდა ისრაელის მეფე; მეფეთა II წიგნი მოგვითხრობს: „5,1: და მოვიდეს და მოკრბ ეს
ყოველნივე ნათესავნი ისრელისანი დავითისა ქებრონად და ჰრქუეს მას: აჰა, ესერა, ჩვენ
ყვალნი ძვალთა შენთაგანნი და ხორცნი ხორცთა შენთაგანნი! 5,2: რამეთუ პირველცა, ვიდრე
საულ მეფე იყო ჩუენ ზედა, შენვე იყავ წინამძღუარ და მბრძანებელ ისრაელისა, რამეთუ შენ
გრქვა უფალმან, ვითარმედ: შენ დამწყსო ერი ჩემი ისრაელი! 5,3: და მოვიდეს და მოკრბეს
ყოველნი მოხუცებულნი ისრაელისანი ქებრონად მეფისა თანა. დადვა აღთქმა მათ თანა და
ვით ქებრონს წინაშე უფლისა, და სცხეს დავითს მეფედ ყოველსა ზედა ისრაელსა. 5,4: რამე
თუ ოცდაათ წლისა იყო დავით, რაჟამს სცხეს მას მეფედ, და ორმეოც წელ მეფობდა იგი“.
ბიბლიაში აღრაცხულია დავითის მრავალრიცხოვანი გამარჯვებები, მისი სახელი ისრაელის
სახელმწიფოს სიძლიერესთანაა დაკავშირებული: მან აქცია იერუსალიმი ისრაელის რელი
გიურ და პოლიტიკურ ცენტრად.
დავითი ღვთივკურთხეული მეფის იდეალის განსახიერებაა, რადგან იგი ყოველთვის უფლ ის
მორჩილი იყო; ამიტომ უფალმა მას და მთელ მის მოდგმას საუკუნო მეფობა აღუთქვა, რაც
ბიბლიაში უფლის ფიცით არის განმტკიცებული.
უფლის აღთქმამ დავითის მიმართ (II მეფეთა, 7, 4-17, ბ ნეშტთა, 17, 4-15) განსაკუთრებული
მნიშვნელობა შეიძინა ქართულ პოლიტიკურ თეოლოგიაში, ამიტომ მისი ციტირება საჭირო
ჩანს: II მეფეთა, 7, 4: „და იყო მას ღამესა ბრძანებაი უფლისა ნათან წინასწარმეტყუელისა მიმ
ართ და ჰრქუა:
7, 5: მივედ და არქუ მონასა ჩემსა დავითსა, ვითარმედ: არა მიშენო შენ სახლი, რათა დავიმკ
ვიდრო მას შინა.
7, 8: და აწ შენ ესრე ჰრქვა მონასა ჩემსა დავითს: ესრე იტყვის უფალი ყოვლისა მპყრობელი:
გამოგიყვანე შენ ფარეხთაგან სამწყსოთასა და გყავ შენ წინამძღუარ ერისა ჩემისა ისრაელისა.
7, 9: და ვიყავ შენ თანა ყოველთა გზათა შენთა, ვიდრეცა ხვიდოდე და მოვსრენ ყოველნი
მტერნი შენნი წინაშე შენსა და მიგეც შენ სახელი დიდი მგზავსად სახელთა მათ დიდთა, რო
მელნი უწინარეს შენსა იყუნეს ქუეყანასა ზედა.
7, 10: და აწ მივსცე ადგილი ერსა ჩემსა ისრაელსა, დავნერგნე იგინი და დავამკვიდრნე იგინი
თავისთავ და არღარა ზრუნვიდენ, არცა შესძინოს ძემან უსჯულოებისამან ვნებად მათა, ვით
არცა-იგი წინათვე.
7, 11: და დღეთა, რომელთა დავამტკიცენ მსაჯულნი ერსა ჩემსა ზედა ისრაელსა, აწ მე განგი
სუენო შენ ყოველთაგან მტერთა შენთა და გაუწყოს შენ უფალმან, ვითარ-იგი ჯერ-იყოს მის ად
შენებად ტაზარი.
7, 12: და იყო, რაჟამს აღგესრულნენ დღენი შენნი, დაიყინო მამათა შენთა თანა, და აღვადგი
ნო ნათესავისა შენისაგანი, რომელი იყოს მუცლისაგან შენისა და განუმზადო მას დამტკიცე
ბად მეფობა შენი.
7, 13: და მან აღმიშენოს ტაზარი სახელისა ჩემისათვის და აღვმართო საყდარი მისი მიუკუ
ნისამდე.
7, 14: და ვიყო მე მისა მამა და იგი იყოს ჩემდა ძე. უკეთუ შემცოდოს მე, ვგუემო იგი კუერთ
ხითა კაცთათა და განვსწავლო იგი ძეთა მიერ კაცთასა;
7, 15: ხოლო წყალობაი ჩემი არავე დავაყენო მისგან, ვითარცა დავაყენე მათგან, რომელნი
მიდრკეს პირისაგან ჩემისა.
7, 16: და დავამტკიცო მეფობაი იგი მისი და სახელი მისი უკუნისამდე წინაშე ჩემსა და
საყდარი მისი აღმართებული იყოს წინაშე ჩემსა უკუნისამდე.
7, 17: და მგზავსად სიტყუათა ამათ და ჩუენებათა ეტყყოდა ნათან დავითს“ [11].
უფლის აღთქმის თანახმად ესაა ერთადერთი საგვარეულო, რომელსაც საუკუნო მეფობა აქვს
აღთქმული. დავითის ცხებულობა მთელ მის საგვარეულოზე ვრცელდება. ესაა ღვთაებრივი
წინასწარმოსწავება მაცხოვრისა იესო ქრისტესი ანუ ცხებულისა, მესიისა, რომელიც ხორციე
ლად დავითის თესლისგან იშვა (მათე, 1, 1-21).
ბიბლიური მეფობის ამ მოდელს - სადაც საუკუნო მეფობა უფლის ნებით მხოლოდ მეფე-წინა
სწარმეტყველის საგვარეულოს აქვს მიმადლებული - მეფის ხელისუფლების ლეგიტიმაციის
თვალსაზრისით „დავითის პარადიგმა“ შეიძლება ვუწოდოთ.

***
„მეფის ხელისუფლება არის ღირსება და არა მემკვიდრეობითი საკუთრება“. ფრაზა, თქმული
საფრანგეთის გენერალურ შტატებზე 1484 წელს
შუასაუკუნეთა ევროპაში ყოველი დინასტია, რომელიც ხელისუფლებისკენ მიისწრაფოდა, სა
კუთარი პრესტიჟისთვის რაიმე სახის საკრალური ლეგიტიმაციის მოპოვებას ლამობდა. ამ მი
ზნით 3 სხვადასხვა ტრადიცია იქნა გამოყენებული: 1. ელინისტური მმართველებისა და რომ
ის იმპერატორების საკრალური და ღვთაებრივი ატრიბუტები, რომელნიც ბიზანტიამ გადაი
ღო და თავისებურად გადაამუშავა; 2. ხარიზმა, რაც გერმანელი და სხვა წარმართი მეფეების
ტრადიციულ ატრიბუტს წარმოადგენდა (Konigsheil); 3. ქრისტიანულ წმინდანთა კულტი [45,
80-86].
ყოველი სახელმწიფო თავისებურებებით ერთმანეთისგან განსხვავდებოდა: ტახტის დაუფლე
ბის მიზნით ინგლისში მიმართავდნენ ე.წ. „სამეფო წმინდანობას“ (Royal Sainthood) რაც იმა ში
მდგომარეობდს, რომ საგვარეულო საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას წინამავალ დი
ნასტიათა წმინდანი მეფეების კულტის მეშვეობით ცდილობდა. ეს სამეფო ხელისუფლების
საკრალური ლეგიტიმაციის ერთ-ერთი გზა იყო. იმავე მიზნების განსახორციელებლად თიუ
დორებმა სულ სხვა გზას მიმართეს: შეიქმნა კონცეფცია, რომ ჰენრიხ VII თიუდორის სახით
ინგლისს ღმერთისგან მოევლინა მხსნელი, რომელმაც ქვეყანა იხსნა რიჩარდ III-ის სისხლია
ნი ტირანიისაგან და ამავე დროს განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლებაში ძველი ბრი
ტანული, ე. ი. ეროვნული დინასტიის მოსვლა, რომელმაც შეცვალა ანგლო-საქსების ხელისუ
ფლება, რამდენადაც ეს დინასტია თავის თავის პირდაპირ წინაპრად „მრგვალი მაგიდის“
უპირველეს რაინდს, ლეგენდარულ მეფე არტურს თვლიდა [25,99-100]. ამგვარ „წინაპრებს“
საგვარეულოები დიდი მონდომებით ეძებდნენ: რუსეთში რიურიკების დაკვეთით პახომ ლო
გოთეტმა - დაქირავებული „კარის მწერლის“ ტიპიურმა წარმომადგენელმა - მათი პოზიციე ბის
კიდევ უფრო მეტად განმტკიცებისთვის სრულიად ფანტასტიკური გენეალოგია შეთხზა,
რომლითაც რიურიკები რომის სახელგანთქმული იმპერატორის ავგუსტ კეისრის ჩამომავლე
ბად გამოაცხადა [3; 355]; ამის შესახებ ვ. ო.კლიუჩევსკი შენიშნავს: „მოსკოვის პოლიტიკოს ებს
ეცოტავათ ბიზანტიასთან ქორწინებითი კავშირი (იგულისხმება ივანე III-ის დაქორწინე ბა
სოფიო-ზოია პალეოლგზე): მოისურვეს სისხლითაც დანათესავებოდნენ თვით ძირსა და ფესვს
ანუ უმაღლესი ხელისუფლების მსოფლიო ეტალონს - თავად რომს“ (31;116 - 117). იმა ვე
მიზნის განსახორციელებლად კონტინენტზე კაროლინგებმა და ოტონიანებმა სხვა გზა
აირჩიეს: მათ იმპერიული საკრალური ტრადიციები ააღორძინეს და ახალი ქრისტიანული
ელემენტები - მირონცხება და კორონაცია, ანუ გვირგვინის კურთხევა დაუმატეს. სამეფო ხე
ლისუფლების საკრალურობა ახალი აღთქმის იმ მოძღვრებას ემყარებოდა, რომლის თანახ მად
„რომელნი - იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან“ (რომაელთა, 13,1),
და ამიტომ მეფის ხელისუფლება, თავისი ხასიათით ღვთისმიერი, რაღაც განსაკუთრე ბული
ნიშნით იყო აღბეჭდილი, რადგან მათაც, მსგავსად ძველი აღთქმისეული მეფეებისა, უკვე
ადრეული შუასაუკუნეებიდან მირონსა სცხებდნენ. ცხება, როგორც კორონაციის აუცი
ლებელი და უმნიშვნელოვანესი ელემენტი, საფრანგეთში პირველად პიპინ მოკლეს ტახტზე
ასვლის დროიდან (751 წ.) გვხვდება. მეფის მირონცხება საიდუმლოებად აღიქმებოდა, თუმც
ეკლესიის მიერ - თუკი სიტყვას „საიდუმლო“ თავისი მკაცრი მნიშვნელობით გავიგებთ - იგი
საეკლესიო საიდუმლოდ არ ითვლება [34;21]. შემდეგ, როდესაც კაროლინგ კარლ მელოტს
(843 - 877) მისი სურვილისამებრ სასის ეპისკოპოსმა ტახტზე ასვლისას მირონი სცხო და მე
ფემ მისი ხელით გვირგვინი და სკიპტრა მიიღო, კორონაციის ცერემონიალი საბოლოოდ შეი
ვსო და ერთხელ და სამუდამოდ ზუსტად დადგინდა. ცერემონიალის ყველა ელემენტთაგან
ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეფის მირონცხება, როგორც ბიბლიური ტრადიცია [38;21].
საკრალურ ემბლემათა ამ გაფართოებას შედეგად მოჰყვა ახალი იდეოლოგია, რომლის თანახ
მად მეფე არის Vicarius Dei (resp. „მონაცვალე ღმრთისა“), რომელიც მირონცხების ძალით მი
ღებული ღვთის მადლით Gemina persona ანუ ორგვამოვანი, ორბუნებოვანი ხდება: იგი ბუნ
ებით კაცია, მადლით - ღვთაებრივი (resp. „მადლით ღმერთქმნული“) [43; 87 - 89]. ახლა კი
ღვთაებრივი ბუნების მქონე პერსონას აღარაფერი უკლდა სასწაულის მოხდენამდე და ეს ნა
ბიჯი კაპეტინგებმა გადადგეს: რობერტ პირველის (922 - 923) საფრანგეთის ტახტზე ასვლამ
ახალი საკრალური სიახლე შემოიტანა: მეფის სასწაულებრივი ხელის შეხებით საყმაწვილო
სენისგან განკურნების ღვთაებრივი უნარი, და ეს სიახლე მალე ინგლისელმა პლანტაგენეტე
ბმაც გადაიღეს [38;22].
მონარქიის საკრალურ კონცეფციასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული საფრანგეთის მეფეე
ბის - რეიმსში, ხოლო ინგლისის მეფეების - კენტერბერიში კურთხევის ტრადიცია. რეიმსის
არქიეპისკოპოსი იმ წმინდა რემიგიუსის მემკვიდრედ ითვლებოდა, რომელმაც ღვთაებრივი
განგებით მტრედის მიერ მიტანილი მირონით ნათელსცა (496) ხლოდვიგს, საფრანგეთის პი
რველ ქრისტიან მეფეს; ჭურჭელი ამ წმინდა მირონით მუდამ რეიმსის ტაძარში ინახებოდა.
მეფის ხელისუფლების ლეგიტიმაციის თვალსაზრისით ქვეშევრდომთა შეგნებაში რეიმსში
მეფედ კურთხევა მეფეს ანიჭებდა „ღვთის მადლით“ კანონიერი მეფის სტატუსს. ამის ნათელ
საყოფად დავიმოწმებ ერთ ძველ ტექსტს: „უდავოა, რომ საფრანგეთის მეფე სულიწმინდის
განსაკუთრებული მადლით სარგებლობს საგანგებო მირონცხების წყალობით, რადგან მისი
მირონცხება ისე სასწაულებრივად ხდება, როგორც არცერთი მეფისა - წმინდა ჭურჭლის მირ
ონით, რომელიც ციურმა ანგელოზმა მოუვლინა. ეს კი მოწმობს, რომ საფრანგეთის მეფეები
მირონცხებას იღებენ არა მხოლოდ ადამიანური დადგენილებით, არამედ მამის, ძის და სულ
იწმინდის ბრძანებით“ [34;22] - ასე წერს საფრანგეთში XIII ს-ში შეთხზული “მებაღის სიზმრ ის”
ავტორი.
უკვე იმის გამო, რომ სამეფო ხელისუფლება ლეგიტიმაციის თვალსაზრისით - უმთავრესად
მირონცხების მეშვეობით - ერთგვარად სასულიეროს ჰგავდა, სავსებით ლოგიკური ჩანდა, რომ
იგი მემკვიდრეობითი კი არ ყოფილიყო, არამედ არჩევითი (ანუ, ქართული ტერმინოლ
ოგიით, „გამორჩევით“). 887 წელს კაროლინგ კარლ სქელის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ
საფრანგეთში უმთავრესად მეფის არჩევის გზით ავიდნენ ტახტზე სხვადასხვა დროს კაპეტი
ნგები ედი (887 - 898), რობერტი (922 - 923), რაული (923 - 936) და ჰუგო (987 - 996) [38; 24].
გამოკვლევათა თანახმად საფრანგეთში სამეფო ხელისუფლების შვილისთვის გადაცემა მხო
ლოდ 1223 წლიდან დასტურდება. არქიეპისკოპოს ადელბერონს მიეწერება სიტყვები: „სამე
ფოს შეძენა არ შეიძლება მემკვიდრეობის უფლებით და ამიტომაც ტახტზე მხოლოდ მისი აყ
ვანა შეიძლება, ვინც არა მხოლოდ ხორციელი კეთილშობილებით, არამედ სულიერი სიბრძ
ნითაც გამოირჩევა; მისი, ვისაც განამტკიცებს სარწმუნოება და ასულდგმულებს დიდსულოვ
ნება“ [38;25]. მაშასადამე, ამ მოძღვრების თანახმად უნდა იმეფოს საუკეთესომ.
ტახტზე ავლისთვის აუცილებელი იყო ეკლესიის და ხალხის ერთსულოვანი თანხმობა; სინა
მდვილეში, რა თქმა უნდა, მეფის არჩევა სასულიერო და საერო მაგნატების ურთიერთშეთან
ხმებით ხდებოდა და ხალხი მხოლოდ სტატისტის როლს ასრულებდა, მაგრამ ხალხის მონაწ
ილეობასა და თანხმობას მეფის არჩევაში ის შინაარსი ჰქონდა, რომ მეფე ხელისუფლებას იღ
ებს არა მხოლოდ ღმერთისგან, არამედ ხალხისგანაც. ეს მეფის არჩევის ბიბლიური პრინციპ ის
პოლიტიკურ თეოლოგიაში გადმოტანასა და განხორციელებას ნიშნავდა: საული ღმერთმა
გამოარჩია მეფედ და სამუელმა, როგორც წინასწარმეტყველმა, უფლის სურვილი „ჰრქუა...
ყოველსა მას ერსა“ [1 მეფეთა, 9, 15; 10,21; 10,24], რის შედეგადაც საული არჩეულ იქნა
მეფედ.
მეფის არჩევითობის პრინციპის თვალსაზრისით მრავლისმეტყველია ვილჰელმ დამპყრობე
ლის ერთ-ერთი შვილიშვილის, სტეფანე ბლუაელის „ქარტიის“ დასაწყისი, სადაც ერთი სიტ
ყვაც კი არ არის ტახტის მემკვიდრეობით დაკავების შესახებ და მთელი აქცენტი მეფედ არჩე
ვაზეა გადატანილი: „მე, სტეფანე ბლუაელი, ღვთის მადლის წყალობითა და სამღვდელოები სა
და ხალხის თანხმობით ინგლისის მეფედ არჩეული, მეფედ მირონცხებული კენტერბერის
აბატის... მიერ“ და ა.შ. [38; 89].
ხალხისა და სამღვდელოების მიერ მეფედ არჩევა და მირონცხება - აი ის ორი პრინციპი, რას
აც დასავლური პოლიტიკური თეოლოგია თვლის მეფის ხელისუფლების ლეგიტიმაციის საფ
უძვლად. ლეგიტიმაციის ფორმულა „მეფე მადლითა ღვთისათა“, რომელიც ტიტულატურის
უმთავრესი ელემენტია, XII ს-ის 70-იან წლებამდე დოკუმენტებში იშვიათად ჩანს, მაგრამ იგი
წესად იქცა 1173 წლიდან, სტეფან ბლუაელის დისშვილის ჰენრიხ II პლანტაგენეტის
დროიდან, რომელმაც ტახტი სტეფანთან შეთანხმებით მემკვიდრეობით დაიკავა. მაგრამ ეს
სულაც არ ნიშნავდა იმას, თითქოს ეკლესიამ და დიდებულებმა მეფის არჩევის ბიბლიური
პრინციპი დაივიწყეს. ამავე საუკუნის მიწურულს, როდესაც ჰენრიხ მეორის ვაჟი, ინგლისის
მეფე რიჩარდ ლომგული ჯვაროსნული ომის დროს მიღებული ჭრილობისგან მოულოდნელ
ად გარდაიცვალა, და წამოიჭრა კითხვა, ვინ უნდა აეყვანათ ტახტზე, კენტერბერის არქიეპის
კოპოსმა გუბერტ ვალტერმა გამოიყენა ეს ხელსაძრელი შემთხვევა, რათა საჯაროდ დაესაბუ
თებინა მეფის არჩევის ბიბლიური მოძღვრების აუცილებლობა. 1199 წელს, იოანე უმიწაწყლ
ოს მეფედ კურთხევასთან დაკავშირებით საჯაროდ, საზეიმო ვითარებაში არქიეპისკოპოსმა
წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც კარგად ჩანს დასავლური პოლიტიკური თეოლოგიის ძირითა
დი პრინციპი - მეფის არჩევითობა: „ისმინეთ ყველამ, დაე უწყოდეთ, რომ არავის აქვს უფლე
ბა იყოს სხვისი მემკვიდრე, ვითარცა მეფე, თუ უწინარეს ამისა მთელი სამეფოს მიერ ერთსუ
ლოვნად არ იქნა არჩეული მეფედ სულიწმიდის გარდმოფენით მისი ზნეობრივი აღმატებულ
ების გამო, რაც მას წინასწარ გამოარჩევს, მსგავსად საულისა, პირველცხებულისა მეფობად
მეფეთა შორის, რომელიც უფალმა დაუდგინა თავის ერს, თუმც საული არც მეფისწული იყო
და არც სამეფო გვარისა; ასევე, მის შემდგომ მეფედ იყო დავითი, ძე იესესი; პირველი - თავი
სი ძალღონისა და მეფის ხარისხისთვის შესაფერისობის, ხოლო მეორე თავის სიწმინდისა და
სიმდაბლის გამო... ამასთანავე, თუკი გარდაცვლილი მეფის გვარიდან ვინმე აღემატება სხვათ,
უნდა დავთანხმდეთ უპირატესად მის არჩევას და შეძლებისამებრ სწრაფად“ [38;102-103].
აქ მოტანილი მასალიდან სრულიად ცხადად ჩანს, რომ შუასაუკუნეთა ევროპის პოლიტიკუ რი
თეოლოგია საულის მეფედ არჩევის ბიბლიურ პრინციპს ემყარება. არჩეული მეფე კორო
ნაციისას მირონცხების წყალობით იღებს ღვთის მადლს, ამიტომ მისი ლეგიტიმაციის ფორმ
ულაა „მეფე მადლითა ღვთისათა“. ეს ფორმულა ყველა ევროპული სამეფოსთვის საერთოა:
ევროპული სამეფო ხელისუფლება არჩევითი მონარქიაა, რამაც განაპირობა დინასტიათა
ცვლა.
დასავლური პოლიტიკური თეოლოგიის ამ პრინციპს - სხვა პრინციპი იქ არც ყოფილა არასო
დეს - სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმაციის მიხედვით „საულის პარადიგმა“ შეიძლება ვუ
წოდოთ.
***
„დავით წინასწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწი
ფეო... არა მოაკლდეს მთავრობაი შვილთა შენთა და ნათესავთა შენთა ქუეყანათა ამათ უკუ
ნისამდე ჟამთა“.

გიორგი მერჩულე, „ცხოვრებაი გრიგოლ ხანძთელისაი“.

ბაგრატიონთა დინასტიის აქტიურ პოლიტიკურ სარბიელზე გამოსვლა ძველ ქართულ დინას


ტიათა განადგურების, ხანგრძლივი უმეფობისა და გარეშე მტრის უღელქვეშ სახელმწიფოს
დაშლის ორსაუკუნოვანი ტრაგიკული პაუზის შემდგომ ქართული სახელმწიფოებრიობის
აღორძინების დასაწყისია.
ამ საკითხს უკავშირდება ამ ახლად დადგენილი დინასტიის ლეგიტიმაციის დასაბუთება, რაც
ბიზანტიურ წყაროში, კონსტანტინე პორფიროგენეტის პოლიტიკური ხასიათის ნაშრომ ში
საგანგებოდ აისახა: „საცოდნელია, რომ თავისი თავის განმადიდებელი იბერები, ე. ი. კუ
როპალატის იბერები ამბობენ, რომ ისინი ურიას ცოლის შთამომავალნი არიან, რომელიც და
ვითმა, წინასწარმეტყველმა და მეფემ, შეაცდინა. ისინი ამბობენ, რომ თვითონ შთამომავლობ
ენ მისი შვილებისგან, დავითთან რომ შეეძინა და რომ ისინი დავითის, წინასწარმეტყველის
და მეფის, ნათესავნი არიან, და აქედან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაც, რადგან ესენიც და
ვითის თესლისგან არიან წარმოშობილნი... ისინი ამბობენ, რომ მათი გვარი იერუსალიმიდან
არის“ [1a, 255-257]. აქ საგანგებო ყურადღებას იპყრობს „იბერების“ პორფიროგენეტისეული
დახასიათება „თავისი თავის განმადიდებელი იბერები“, რაც ბაგრატიონებს გულისხმობს.
სწორედ ეს ფრაზა ამჟღავნებს პოლიტიკაში (resp პოლიტ. თეოლოგიაში) გამობრძმედილი
ბიზანტიელი იმპერატორის დამოკიდებლებს ბაგრატიონთა დავითიანობის მიმართ თუმც ეს
მხოლოდ შეფარვითაა თქმული. აქ ქვეტექსტურად ერთმანეთს უპირისპირდება შუა საუკუნე
თა პოლიტიკური თეოლოგიის ორი თეორიული დებულება სამეფო ხელისუფლების ლეგიტ
იმურობისა, რომელიც გამოხატულია ფორმულებით „მეფე მადლითა ღვთისათა“ და „მეფე ნე
ბითა ღვთისათა“. მთავარი აქ ისაა, რომ „მეფე ნებითა ღვთისათა“ ლეგიტიმურობის უფრო მა
ღალი საფეხურია, ვიდრე „მეფე მადლითა ღვთისათა“-დასავლეთის მონარქთა ლეგიტიმურო
ბის საერთო ფორმულა. საერთოდ ეს სპეციფიკური ქართული ტიტული „მეფე ნებითა ღვთი
სათა“ სამეფო ტახტის ფლობის უმაღლესი დონის ლეგიტიმაციაა, მასზე მაღალი არ არსებობს
იგი, როგორც შემდგომში ქართველ მეფეთა ტიტულატურის უმთავრესი შემადგენელი ფორმ
ულა, უკვე გიორგი მერჩულეს თხზულებაშია დაფიქსირებული [20.117]. ამ ფო ნზე „თავისი
თავის განმადიდებელი იბერები“ შეუძლებელია ნიშნავდეს სხვა რამეს, თუ არ „მკვეხარა“, ან
და „თავმომწონე“ (resp. სინონიმური ლექსემები) ქართველებს და ეს სიტყვები სულაც არაა
შემთხვევითი: მასში იგრძნობა ლამის „ნახევარი მსოფლიოს მპყრობელი“ ბიზანტიელი იმპე
რატორის დამოკიდებულება ქართველ მეფეთა სტატუსის მიმართ ამავე სტატუს ის პოლიტი
კური შედეგის გათვალისწინებით. შეუძლებელია, რომ პოლიტიკაში გამობრძმედილი და გა
მჭრიახი ბიზანტიელის მიერ სათანადოდ არ ყოფილიყო გააზრებული იმ ფაქტის მნიშვნელო
ბა, რომ საქართველოს ტახტზე იჯდა მეფე-წინასწარმეტყველის ჩამომავალი, რომელსაც თვით
უფალმა ფიცით აღუთქვა მისი შთამომავლობის მარადიული, უკუნითი უკუნისამდე მეფობა,
სცხო ზეთი და ამრიგად საქართველოში ბაგრატიონთა გამეფება თვით უფლის ნებ ის
გამოხატულება იყო.
აქ მთავარია უნიკალური ფორმულა „მეფე ნებითა ღმრთისაითა“, სამეფო ხელისუფლების
ლეგიტიმაციის ეს ახალი, დასავლური პოლიტიკური თეოლოგიისთვის სრულიად უცნობი
თეორია, რომელსაც საფუძვლად ღრმად გააზრებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეა
ედო; სწორედ ამიტომ წერდა კორნელი კეკელიძე, რომ ქართველ ბაგრატიონთა ბიბლიური
დავითისგან წარმომავლობის „...კონცეფცია შექმნილია იმიტომ, რომ ის საჭირო იყო“ [4ბ316].
ის, თუ რატომ იყო საჭირო ასეთი კონცეფცია, კ. კეკელიძემ სხვა ნაშრომებში დააკონკრეტა და
ეროვნული მთლიანობის საკითხთან ერთად ახლადაღმოცენებული ეროვნული ხელისუფ
ლების პრობლემასა და მისი იდეური სულისჩამდგმელის გრიგოლ ხანძთელის სახელს დაუ
კავშირა. მკვლევარმა ზუსტად განსაზღვრა ის პოლიიკური ატმოსფერო, რომელიც ამ ისტორ
იულ ფაქტს უძღოდა წინ: ეს ის დრო იყო, როდესაც „დასავლეთ საქართველო ბერძნების ხელ
შია. აქ, აფხაზეთში, ზის მეფე, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის უზენაეს პროტექტორატს
განიცდიდა“ [9,153]; ამ ფონზე მერჩულეს თხზულებაში „...წარმოდგენილია ის მომენტი პოლ
იტიკური ყოფისა, როდესაც საქართველოში იდეა ეროვნული მთლიანობისა გაღვივებულია
და შესდგომიან კიდევაც საქართველოს გაერთიანებისთვის ზრუნვასა და საქმეს, რომელიც
დაწყებულა ტაო-კლარჯეთიდან...საქართველოში უკვე ფეხი მოუდგამს კულტურულ-ეროვნ
ული ერთობის იდეას, უმთავრესად ეროვნული ეკლესიის წიაღში“ [9,153]. კ. კეკელიძემ ბაგ
რატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის კონცეფცია უშუალოდ ამ ფაქტს დაუკავ
შირა; ეკლესია „მტკიცე დარაჯად უდგას ამ ახლად ფეხადგმულ სახელმწიფოს განმტკიცება-
გამაგრებას... აღნიშნული მიზნით ამ სახელმწიფოს უზენაეს წარმომადგენელს, მეფეს, ბიბლი
ური წარმოშობილობის შარავანდედითაც კი მოსავს“ [9,154].
ბაგრატიონთა დინასტიის ამ განსაკუთრებული პრეროგატივის საკითხს პავლე ინგოროყვაც
ანალოგიურად წყვეტს, რამდენადაც თვლის, რომ გიორგი მერჩულეს თხზულებაში ფიქსირე
ბულ ხარიზმულ ლეგიტიმაციას კავშირი აქვს იმ იდეოლოგიასთან, რომელიც გამომუშავდა
ქართველთა სამეფოს აღდგენის დროს: „რასაკვირველია, არაა დიდი გონებამახვილობა იმის
გამოსაცნობად, რომ ეს თქმულება არსებული სახით ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც აღდგენ
ილ იქნა ქართველთა სამეფო და ბაგრატიონთა გვარეულობამ მეფის ხარისხი მიიღო. თქმულ
ება ...ცხადია, იმ მიზნით არის გადამუშავებული, რომ გაამართლოს ქართველთა სამეფოს პო
ლიტიკური დამოუკიდებლობა, რამდენადაც ქართველთა სამეფოს მეთაურნი აღიარებულნი
არიან როგორც პირდაპირი შტო დავით წინასწარმეტყველისა, რომელიც, ბიბლიური თქმულ
ებით, მეფედ დადგენილი და ცხებული იყო თვით ღვთაების მიერ და რომელიც იყო ხორცი
ელი წინაპარი თვით იესო ქრისტესი“ [2,83].
ბაგრატიონთა დინასტიის იესიან-დავითიან-სოლომონიან საგვარეულოსთან დაკავშირებისა
და უფლის მიერ ცხებული ბიბლიური მეფის დავითის ჩამომავლის, აშოტ ბაგრატიონის მეფ
ედ დალოცვის განსაკუთრებულ, უნიკალურ ფენომენს გიორგი მერჩულეს თხზულებაში
ვხვდებით. ფაქტიურად, ეს ბაგრატიონთა დინასტიის მეფედ კურთხევაა. გრიგოლ ხანძთელ ის
მიერ ჩამოყალიბებული ფორმულა ბაგრატიონთა დინასტიის ღმრთისნებითობისა და მა
რადიულობისა დაედო საფუძვლად ბაგრატიონთა მრავალსაუკუნოვან მეფობას საქართველო
ში. ამ აზრით შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ბაგრატიონთა საქართველოს მეფეებად
ლეგიტიმაცია გრიგოლ ხანძთელის ავტორიტეტს ემყარება - სხვა საბუთი არ არსებობს. არსე
ბითი აქ ისაა, რომ ტრადიცია, როგორც ლეგიტიმურობის სამთაგან ერთი წყარო, ხარიზმაზეა
დამყარებული.
ზემოთ გრიგოლ ხანძთელისეული დალოცვის ბიბლიური საძირკველი ვახსენეთ, რომლის სა
ფუძველზეც გამომუშავდა „...საკრალური ფორმულა ქართველ მეფეთა შთამომავლობის შესა
ხებ დავით წინასწარმეტყველისაგან“ [2,84]. ამ ღრმად ისტორიული დალოცვის შესახებ ყველ
აზე დეტალურად პავლე ინგოროყვა მსჯელობს. მისი დაკვირვება, რომ გრიგოლ ხანძთელი სა
და აშოტ კუროპალატის შეხვედრა „ბიბლიურ ხაზებშია გაშლილი“ [2,84], მრავალმხრივ სა
ყურადღებოა, რადგან მსგავსი ბიბლიური - ჭეშმარიტად ბიბლიური - ანტურაჟი სამეფო ხელ
ისუფლების ლეგიტიმაციისა ქრისტიანული ევროპისთვის, სრულიად უცნობია.
პავლე ინგოროყვა, მსჯელობს რა ამ ისტორიული მოვლენის შესახებ, რაც გრიგოლ ხანძთელ
ისა და აშოტ კუროპალატის შეხვედრას ეხება, საგანგებოდ უსვამს ხაზს აშოტის გრიგოლისე
ული დალოცვის ქვეტექსტს: „გიორგი მერჩულეს ამ შეხვედრის აღწერის დროს აშოტ I წარმო
დგენილი ჰყავს, როგორც „მეფე ნებითა ღმრთისაითა“, დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდ
ებელი ხელმწიფე, რომლის უფლება მომდინარეობს მხოლოდ ღმრთაებისაგან; ავტორის წარ
მოდგენით ქართველთა მეფე, როგორც შთამომავალი დავით მეფე - წინასწარმეტყველისა, არ
ის სწორი აღთქმული ქვეყნის მეფეებისა - „მეფეთა ისრაელისათა“, რომელნიც ბიბლიის თანა
ხმად თვით უფლის მიერ იყვნენ მეფედ ცხებულნი“ [2,84].
ჩვენს წინაშეა ის ბიბლიური მოდელი, რომელიც „ნებითა ღმრთისაითა“ ქართველთა მეფის
კანონიერების ანუ ლეგიტიმურობის პრობლემას ეხება: პავლე ინგოროყვასეული ყოველი
დებულება ასახავს ბაგრატიონთა ლეგიტიმურობის არსს.
რაც შეეხება გრიგოლ ხანძთელს, მის შესახებაც ასევე ბიბლიის თვალთახედვით მსჯელობს
მკვლევარი: „ხოლო გრიგოლ ხანძთელი ავტორს წარმოდგენილი ჰყავს, როგორც სულიერი
მოძღვარი ერისა, მოსილი ისეთივე ავტორიტეტით, როგორც ბიბლიური წინასწარმეტყველ
ნი“, და შემდეგ: „ამ შეხვედრის დროს აშოტ I ... მიმართავს გრიგოლ ხანძთელს, როგორც ახალ
წინასწარმეტყველს“ [2,85].
სწორედ ესაა მთავარი! გრიგოლ ხანძთელი რომ არ იყოს მოსილი ბიბლიური, ოღონდ ახალი
წინასწარმეტყველის ავტორიტეტით, ბაგრატიონთა სამეფო ლეგიტიმაცია არ შედგებოდა:
ისევე, როგორც წინასწარმეტყველმა სამუელმა მეფედ დალოცა და სცხო ზეთი ბიბლიურ
დავითს, ისევე როგორც ხანძთელმა დალოცა აშოტ ბაგრატიონი.
საქართველოს ტახტზე ბაგრატიონთა ხარიზმული დინასტიის დამკვიდრების ეს ბიბლიური
პარადიგმა ჭეშმარიტად უნიკალურია, რადგან საქართველოში მეფობა ერთადერთ დინასტი ას
- ბაგრატიონებს დაუმკვიდრა ერთხელ და სამუდამოდ.
თუკი დასავლეთში ნებისმიერი ქვეყნის დინასტია ეკლესიას უნდა უმადლოდეს თავის ლეგი
ტიმაციას, საქართველოში ეს როლი ბაგრატიონთა მთელი საგვარეულოს მიმართ გრიგოლ
ხანძთელმა შეასრულა.
ქვემოთ მომყავს ამ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ლოცვა-კურთხევის მერჩულესეული
ტექსტი ბიბლიური პარალელებით და რამდენიმე კომენტარით:
„და მათ ჟამთა მფლობელი იყო ამათ ქუეყანათა ღმრთის-მსახური ხელმწიფე დიდი ბაგრატი
ონი აშოტ კურაპალატი, კეთილად მორწმუნე, [20, 107].
რომლისა გამო დაემტკიცა ქართველთა ზედა მთავრობაი მისი და შვილთა მისთაი ვიდრე
უკუნისამდე ჟამთა [20, 107]
...და ჰრქუა (გაბრიელ დაფანჩულმა - მ.კ.) ნეტარსა გრიგოლს: „წმიდაო ღმრთისაო, აკურთხენ
ესენი წმიდათა ხელთა შენთა დასხმითა, ვითა ისრაელი იოსების ძენი აკურთხნა, ეგრეთვე შენ
ყოველნი შვილნი ჩუენნი აკურთხენ ჩუენ, მშობელთა მათთა თანა!“ [20, 107].
ამის შემდგომად ღმრთის-მსახურსა მეფესა აშოტ კურაპალატსა აუწყა გაბრიელ ერისმთავარ
მან სანატრელისა მამისა გრიგოლის ღირსებაი და უცხოებაი და მოწაფეთა მისთა სათნოებაი
და მოწაფეთაგანვე ცნობაი დიდებულისაი წმიდისა მის მშობელთაი. [20, 109]
ესე ყოველი ვითარცა გულისხმა-ყო კეთილად-მსა-ხურმან კურაპალატმან აშოტ, მსწრაფლ ხო
ლო დაწერა ებისტოლე ხელითა თვისითა და კაცი ერთი კეთილი წინაშე მდგომელთაგანი და
ერთი გაბრიელის მსახურთაგანი მსწრაფლ წარმოავლინნა მამისა გრიგოლის წინაშე [20, 109]
და ვითარცა წარიკითხა წიგნი კურაპალატისაი პატივით მოწერილი წოდებისაი ნეტარმან მა
მამან და კაცთა მათგანცა ცნა ყოველი, მუნქუესვე წარვიდა ხელმწიფისა მის წინაშე, და მი-რაი-
იწია პალატად, მოეგებნეს ძენი კურაპალატისანი [20, 109].
და ვითარ მივიდა კარსა ტაძრისა მათისასა, მაშინ კურაპალატი ზე აღდგა და წინა მოეგება
ნეტარსა მამასა გრიგოლს, და დიდითა სიმდაბლითა მოიკითხეს ერთმანერთი და დასხდეს
[20, 109].
ხოლო კურაპალატმან ჰრქუა: „ღმრთისა-მიერი კურთხევაი პირითა შენითა იყავნ ჩუენ ყოვე
ლთა ზედა, წმიდაო“ [20, 109].
და მან თქუა: „გაკურთხენინ ყოველმან პირმან ქრისტესმან და ყოველთა წმიდათამან, რამე თუ
ჭეშმარიტად სამართალ არს სიტყუაი ესე: „სადა არს პატივი მთავრობისაი, მუნ არს მსგა ვსებაი
ღმრთეებისაი“, რამეთუ თქუენ, ხელმწიფენი, უფალ გყვნა ღმერთმან ქუეყანისა განგე ბასა,
ვითარცა გულისხმა ვჰყოფთ კეთილის-ყოფასა ღმრთისასა ჩუენდა მომართ მეფობითა შენითა
[20, 109-110].
და ვითარცა იგი აბრაჰამისთვის უფალი იტყვის, ვითარმედ „აბრაჰამსა სწადოდა ხილვაი ნა
თლისა ჩემისაი, იხილა და განიხარა“, მსგავსად აბრაჰამისა მეცა, გლახაკსა, მწადოდა ხილვაი
და თაყვანის-ცემაი თქუენი და აწ სიხარულითა სავსე ვარ [20, 110].
და ძღუნად შევსწირავ ლოცვასა: ქრისტემან უმეტესად დიდებით დაიცევინ მეფობაი შენი
დიდებასა შინა და სიხარულსა და საუკუნოი დიდებაი ზეცისა მთავრობათა თანა დაგიმკვიდ
რენ კეთილთა თანა შვილთა
მაშინ კურაპალატმან ჰრქუა მამასა გრიგოლს: „მეფეთა ისრაელისათა ჟამად-ჟამად წინაისწარ
მეტყუელი აღუდგინის ღმერთმან სიქადულად მათა და ზღუდედ შჯულისა, და შესაწევნე
ლად მორწმუნეთა და სამხილებლად ურწმუნოთა [20,110].
ეგრეთვე ჟამთა ჩუენთა შენ გამოგაჩინა ღმერთმან ქრისტეანეთა სიქადულად, და რაითა მარა
დის იღუწიდე ჩუენთვის წმიდითა ლოცვითა შენითა წინაშე ქრისტესა და წმიდათა მისთა“
[20,110].
ხოლო მან ჰრქუა: „დავით წინასწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდ
ებულო ხელმწიფეო [20, 110].
მეფობაი და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან, [20, 110]
რომლისთვისცა ამას მოგახსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაი შვილთა შენთა და ნათესავთა
მათთა ქუეყანასა ამათ უკუნისამდე ჟამთა; [10, 110]
არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებ ულ
იყვნენ უკუნისამდე“ [20, 110]. აშოტ კულაპალატის პირველი დახასიათება: იგი ღვთის
მსახურია: ეს ნიშნავს, რომ მასზე განისვენებს მეფის ძლიერების ერთერთი სული: „განისვენ ოს
მას ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან, სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან გან
ზრახვისა (და) ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა და ღმრთისმსახურებისა“ - ესაია, 11, 2.
ხაზგასმულია, რომ ბაგრატიონთა მეფობა აქართველოში დადგინდა აშოტის მეოხებით („გა
მო“); ჯერ კიდევ არ არის ნათქვამი, რომ აშოტი ბიბლიური დავითის შთამომავალია - ეს
მხოლოდ იგულისხმება სიტყვებით „დაემტკიცა ... მთავრობაი... ვიდრე უკუნისამდე ჟამთა“
(შდრ. II მეფეთა, 7; 12, 16; ფსალმ. 131, 1).
გრიგოლ ხანძთელის მყარი ეპითეტია „წმიდა“, ჯერ კიდევ არ არის მოხსენიებული წინასწარ
მეტყველად, მაგრამ უკვე შედარებულია ბიბლიურ ისრაელთან, რითაც მზადდება მისი ახალ
წინასწარმეტყველად დასახვა.
გრიგოლ ხანძთელი და აშოტ კუროპალატი ერთმანეთს არ იცნობენ: საყურადღებო დეტალი
მწერლური ოსტატობის თვალსაზრისით, რაც უფრო მეტად აძლიერებს წმინდანისა და მეფ ის
პირველივე შეხვედრისას ისტორიული დალოცვის მნიშვნელობას.
შეხვედრის ექსპოზიცია, ღრმად გააზრებული ავტორის მიერ - თანდათანობით მზადდება შე
ხვედრა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერის მომავლისთვის. დრო დანაწევრებუ
ლია: ყოველი დეტალი გამოკვეთილია - კვლავ მეორდება აშოტ კუროპალატის ბერძნული
ტიტულით მოხსენიება და მისი ეპითეტი „კეთილად-მსახური“, რაც მეფის ღირსების ერთ-ერ
თი ატრიბუტია. გრიგოლის მიმართ მოწიწება გამოიხატება იმით, რომ აშოტი ეპისტოლეს თა
ვისი ხელით წერს, და აგრეთვე იმით, რომ გრიგოლ ხანძთელის ამბის შეტყობისთანავე აახლ
ებს მოწვევის თხოვნას.
გრიგოლის პატივისცემა აშოტ კურაპალატის მიმართ, რომელიც აქ უკვე ხელმწიფედ იხსენიე
ბა: ოპოზიცია „კურაპალატი - ხელმწიფე“ მნიშვნელოვანია შემდეგი ეპიზოდისათვის. ხაზგას
მულია, რომ გრიგოლი მიუახლოვდა პალატს, ე.ი სასახლეს, ასევე ეტიკეტიც: სასახლის წინ
მას აშოტის ძენი ეგებებიან.
საგულისხმოა, რომ ჯერ ნახსენებია პალატი - სასახლე, შემდეგ კი - ტაძარი. ტაძარს ორმაგი
მნიშვნელობა აქვს: იგი ნიშნავს როგორც სასახლეს, ასევე სამლოცველო სახლს, „სამღდელოს“
სად ხვდებიან ერთმანეთს წმინდა გრიგოლი და აშოტი - სასახლეში თუ სასახლის სამლოცვე
ლოში, „სამღდელოში“? თვით ეს სიტყვა შემთხვევით არ არის ნახსენები - მას განსაკუთრებუ
ლი სულიერი ასპექტი ახლავს. აქვე ხაზგასმულია განსაკუთრებული პატივისცემა ხელმწიფი
სგან - სასულიერო პირისა, სასულიერო პირისგან - ხელმწიფისა, რაც ურთიერთის „სიმდაბლ
ით მოკითხვაში“ იგულისხმება.

აშოტი კვლავ „კურაპალატად“ იხსენიება; იგი გრიგოლს „წმიდას“ უწოდებს და კურთხევას


სთხოვს „ჩუენ ყოველთა ზედა“: კუროპალატის ოჯახი რომ იქვე იმყოფება, ცხადია, მაგრამ
სხვებიც იმყოფებიან თუ არა, გაურკვეველია. დეტალები არ ჩანს.
კურთხევასთან ერთად გრიგოლი სახარებით ასაბუთებს მონარქიის - „მთავრობის“ აუცილებ
ლობას, რადგან მთავრობის პატივი განაპირობებს სახელმწიფოში „მსგავსებას ღმრთეებისას“:
ესაა პარაფრაზი პავლეს ეპისტოლესი, რომელიც აღნიშნული აქვს ციტატის გარეშე ივანე ჯა
ვახიშვილს: „ყოველი ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ხელ
მწიფებაი, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესე
ბულ არიან“ (რომაელთა მიმართ, 13,1). ესაა ბიბლიური პარადიგმა, რომელიც ამზადებს აშო
ტის მეფობის ბიბლიური წარმომავლობის აქცენტირებას და ამის მეოხებით აშოტისა და მთე
ლი მისი საგვარეულოს ლეგიტიმაციას საქართველოს სამეფო ტახტზე.
მეტად მნიშვნელოვანი ბიბლიური კონტექსტის შემცველი შედარება: აბრაამს სწადდა უფლ ის
ხილვა - „გლახაკსა“ გრიგოლს სწადდა აშოტის ხილვა და თაყვანისცემა. პიეტეტის უმაღლ ესი
ხარისხი: უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელიც წინ უძღვის კურთხევის ეპიზოდს.
კურთხევის ექსპოზიცია: აშოტის მეფობა - აქ გრიგოლი მეორედ უწოდებს აშოტს მეფეს - გრი
გოლის ლოცვით „ქრისტემან უმეტესად დიდებით“ უნდა დაიცვას, უნდა „დაემკვიდროს „სა
უკუნოი დიდებაი ზეცისაი“ არა მხოლოდ აშოტს, არამედ მის შვილებსაც: გრიგოლი ახსენებს
მაცხოვარს და შემდეგ სტრიქონებში გაირკვევა, რომ დავითიანი ბაგრატიონი იესო ქრისტეს
ნათესავია. „საუკუნოი დიდებაი ზეცისაი მთავრობათა თანა“ უკვე გულისხმობს უფლის მი ერ
დავითისათვის მიცემულ ფიცს, რადგან „საუკუნოი დიდებაი“ მხოლოდ და მხოლოდ დავითის
ჩამომავალი სამეფო დინასტიის პრეროგატივაა; დიდი სემანტიკური დატვირთვა აქვს სიტყვას
„უმეტესად“ - ე. ი სხვა მეფეებზე მეტად.
ქვეტექსტში უკვე იგულისხმება ბაგრატიონთა შედარება ისრაელის მეფეებთან, ხოლო გრიგო
ლისა - წინასწარმეტყველთან: ტექსტს საფუძვლად ბიბლიური პარადიგმა უძევს - წინასწარმ
ეტყველი ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის გამცხადებელია (მეორე სჯული, 18,15): „რამეთუ წინას
წარმეტყუელი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაი, ვითა
რცა-ესე ძე მისი. 18,17; და მომიგო უფალმან და მრქუა მე: მართლიად მოგიგეს სიტყუაი ეგე,
რომელსა იტყოდეს აწ. 18,18: წინასწარმეტყუელნი აღუდგინო მათ ძმათაგანვე თვისთა, ვითა
რცა - ეგე შენ და მივსცნე მე სიტყუანი ესე ჩემნი პირსა მისსა და ეტყოდის მათ ყოველთავე
მცნებათა ჩემთა“.
ქვეტექსტში კვლავ იგულისხმება ბაგრატიონთა შედარება ისრაელის მეფეებთან, სახელდ ობრ
- დავითთან, ხოლო გრიგოლისა - წინასწარმეტყველთან, სახელდობრ, სამუელთან, რომ ელმაც
უფლის ნების თანახმად სცხო დავითს მეფობად. ბიბლიური პარადიგმა - I მეფეთა, 3,1: და
ყრმა იგი სამოველ იყო მსახურებად უფლისა წინაშე ელი მღდლისა და სიტყუაი იგი უფლისა
საძიებელ იყო მათ დღეთა შინა, რამეთუ არა იყო ჩუენებაი, არცა განცხადებაი წინას
წარმეტყუელებათა... 3,19: და განძლიერდა სამოველ და უფალი იყო მის თანა და არა დავარ
დებოდა ქუეყანასა ზედა ყოველთაგან სიტყუათა მისთა არცა ერთი სიტყუაი; 3,20: და სცნა ესე
ყოველმან ისრაელმან დანითგან ვიდრე ბერსაბედმდე, ვითარმედ სარწმუნო არს სამოვ ელ
წინასწარმეტყუელად უფლისა“. პარალელი, რომელიც აშოტ კუროპალატის სიტყვებში მეტად
გამჭირვალედ გამოსჭვივის, ნათელია: გრიგოლი არის ის წინასწარმეტყველი, რომელ იც
ღვთის ნებას ასრულებს. როგორც სამუელმა ღვთის ნებით აკურთხა დავითი მეფედ და სცხო
მირონი, ისევე გრიგოლმა, როგორც ახალმა წინასწარმეტყველმა, იგივე უნდა განასრუ ლოს
დავითიანი აშოტ ბაგრატიონის მიმართ.

ესაა უმნიშვნელოვანესი ფორმულა: ბაგრატიონთა მეფობის დადგინება მათი განსაკუთრებუ


ლი ხარიზმის - იესიან - დავითიან - სოლომონიანი წარმომავლობის საფუძველზე. გრიგოლ
ხანძთელის დალოცვა იმეორებს ესაიას წინასწარმეტყველებას - ესაია, 11,1: „და გამოვიდეს
კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოხდეს“ აშოტი «უფლისა მიერ ცხე
ბულისა“ დავითის „შვილია“ (resp „ყუავილი“); აქ სიტყვებს „უფლისა მიერ ცხებულისა“ გან
საკუთრებული დატვირთვა აქვს, რომლის შინაარსსაც ჩახრუხაძისეული „გამრიცხვებული“
განგვიმარტავს (შდრ. ივანე ჯავახიშვილის მიერ ქართველ მეფეთა ცხების შესახებ გამოთქმუ
ლი დაკვირვება (203, 201). ესაა ბაგრატიონთა დავითიანობის პირველი სიტყვიერი ხსენება.
თუ საიდან იცის გრიგოლმა, რომ აშოტ ბაგრატიონი ბიბლიური დავითის ჩამომავალია, მერ
ჩულეს თხზულებაში არ ჩანს - ეს უმნიშვნელოვანესი დებულება ბაგრატიონთა მიერ საქართ
ველოს ტახტის დასამკვიდრებლად მოცემულია, როგორც უკვე ცნობილი ამბავი, მტკიცებუ
ლება, ჭეშმარიტება, უეჭველი ფაქტი, რწმენა, განმტკიცებული ახალი წინასწარმეტყველის
გრიგოლ ხანძთელის ავტორიტეტით.
ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა ცნობა მატერიალური კულტურის ძეგლის - ოპიზის
სავანის (C.818 წელი) ბარელიეფის შესახებ: „ოპიზის ცნობილი ბარელიეფი, სადაც წარმოდ
გენილნი არიან; ცენტრში - ქრისტე, მარცხნივ - აშოტი, მარჯვნივ - დავით წინასწარმეტყველი
აშოტი ამ ბარელიეფზე სიმბოლიზირებულია, როგორც „მეფე ნებითა ღმრთისაითა“. აშოტი
წარმოდგენილია აქ, როგორც შთამომავალი დავით წინასწარმეტყველისა, რომლის შთამომავ
ლადაც ითვლება ქრისტე და ამის გამო აშოტის უფლებაც თვით ღვთაებისაგან წარმომდინარ
ედ იგულისხმება“ (2, 58). ამ ბარელიეფის თარიღის მიხედვით გრიგოლის მიერ აშოტის და
ლოცვა მეფედ 818 წლამდეა მომხდარი (დაახლოებით 810-818 წწ).
გრიგოლის წინასწარმეტყველებით მეფობა აშოტს დაუმკვიდრა თვით იესო ქრისტემ, იესო
ცხებულმა, მესიამ, და აქვე მთავარია ზნეობრივი აქცენტი: მეფობასთან ერთად მაცხოვარმა
აშოტს თავისი სათნოებანიც დაუმკვიდრა. ამ სათნოებათაგან, როგორც ბაგრატიონთა გვარის
განსაკუთრებულ ღირსებას, ვახუშტი გამოჰყოფს „ქუეყანისათვის თავდადებულობას“ [15,27]
შდრ. იოანე, 15, 13: „უფროისი ამისა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადოს
მეგობართა თვისთათვის“.
დალოცვის ბიბლიური პარადიგმა: II მეფეთა, 7, 12: „და იყო, რაჟამს აღგესრულნენ დღენი
შენნი, დაიძინო მამათა შენთა თანა, და აღვადგინო ნათესავისა შენისაგან, რომელი იყოს
მუცლისაგან შენისა და განუმზადო მას დამტკიცებად მეფობა შენი. 7,14; და ვიყო მე მისა მამა,
და იგი იყოს ჩემდა ძე, უკუეთუ შემცოდოს მე, ვგუემო იგი კუერთხითა კაცთათა და
განვსწავლო იგი ძეთა მიერ კაცთასა; 7, 15: ხოლო წყალობაი ჩემი არავე დავაყენე მათგან,
რომელნი მიდრკეს პირისაგან ჩემისა“.
ბაგრატიონთა მეფობის მარადიულობა: II მეფეთა, 7,16: „და დავამტკიცო მეფობაი იგი მისი და
სახელი მისი უკუნისამდე წინაშე ჩემსა და საყდარი მისი აღმართებულ იყოს წინაშე ჩემსა
უკუნისამდე“ (resp I. მეფეთა, 11,38; ფსალმ. 88, 37).
ასეთია ქართული პოლიტიკური თეოლოგიის საფუძვლები, შემუშავებული გრიგოლ ხანძთე
ლის მიერ, დაფიქსირებული გიორგი მერჩულეს თხზულებაში.
ქართულმა პოლიტიკურმა აზროვნებამ გრიგოლ ხანძთელის სახით გადაწყვიტა, რომ გამოყე
ნებულ უნდა იქნას, როგორც კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, ბიბლიური დოქტრინა: „მეფის
არჩევანი არის საქმე ღვთის განგებისა“ [4,318], და რომ „საქართველოში სამეფოდ მოწოდებუ
ლნი არიან მხოლოდ ქართველთა ბაგრატიონები“ [20, 317], ანუ, ბიბლიური პარადოგმით, მე
ფე-მეფსალმუნის გალობისებრ: „და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა შჯული ჩემი და წამებანი ჩე
მნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ, და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა“
(ფსალმუნნი, 131, 12).
ზემოთ მოყვანილი ანალიზი გიორგი მერჩულეს თხზულების სათანადო ეპიზოდისა ბიბლი ის
ფონზე ნათლად გვიჩვენებს იმ თეოლოგიურ-იდეოლოგიური დასაბუთების მკაცრ ლოგი
კურობას, რომელიც VIII-IX სს-თა მიჯნაზე საფუძვლად დაედო ქართულ პოლიტიკურ თეო
ლოგიას და საკუთარი განსაკუთრებული გეზით წარმართა იგი.
გრიგოლ ხანძთელი ქართული პოლიტიკური თეოლოგიის შემქმნელი - თეორეტიკოსი და
პრაქტიკოსია, რომელმაც საწყისი მძლავრი ბიძგი მისცა ბაგრატიონთა დინასტიის იესიან -
დავითიან - სოლომონიანობის იდეას, ხოლო სამეფო ძალაუფლების განმტკიცების კვალდაკ
ვალ - მეფის ღვთისსწორობას, სამების მეოთხე ჰიპოსტასად აღიარებას და საბოლოო ჯამში -
ბაგრატიონთა მესიანიზმს [3]. ყოველივე ეს მთელი სისრულით შემდეგ საუკუნეებში გამოვ
ლინდა, მაგრამ საწყისი ინერცია უკვე იყო ჩადებული გრიგოლ ხანძთელის მიერ აშოტ კურო
პალატის, ანუ აშოტ დიდის დალოცვაში. ფაქტიურად, თავისი შინაარსით, ეს მხოლოდ დალ
ოცვა კი არა, ახალ წინასწარმეტყველად აღიარებული სასულიერო პირის მიერ საქართველოს
სამეფო ტახტზე ბაგრატიონთა დინასტიის კურთხევაა. ესაა ბაგრატიონთა მრავალსაუკუნოვა
ნი მეფობის ლეგიტიმურობის საფუძველთა საფუძველი: ქართული სახელმწიფოებრიობის
არქიტექტორი გრიგოლ ხანძთელია. იმ ბიბლიური პარადიგმის მიხედვით, რომელიც საფ
უძვლად დაედო საქართველოს სამეფო ტახტზე ბაგრატიონთა დინასტიის ლეგიტიმაციას,
„დავითის პარადიგმა“ შეიძლება ვუწოდოთ .

***
ახლა შეგვიძლია დავუბრუნდეთ იმ საკითხს, რომელმაც ივ. ჯავახიშვილის საგანგებო ყურა
დღება მიიპყრო, ანუ იმას, რომ VIII საუკუნის წერილობით ძეგლში, რომელშიც ქართველი მე
ფის დაგვირგვინების, მეფედ კურთხევის ცერემონიალის სრული აღწერაა წარმოდგენილი
[23;197], არაფერია ნათქვამი მეფის ცხებაზე, თუმცა იგი კურთხევის იმდენად მნიშვნელოვა ნი
ნაწილია, რომ ყოველი ნაკურთხი მეფე ცხებულად იწოდებოდა [23;201]. ქართველ მეფე ებს
„ღვთით ცხებული“, „მირონცხებული“, „ზენათ ცხებული“ ეპითეტით მოიხსენიებენ ისტ
ორიულ ქრონიკებში და ხოტბებში, ხოლო ჩახრუხაძესთან ამ ეპითეტთან ერთად გვხვდება
უჩვეულო სიტყვა-გამრიცხვებული, და უნდა ითქვას, რომ სწორედ იგი შეიცავს იმის განმარ
ტებას, თუ რატომ არ ხდებოდა ცხებული ქართველი მეფეების რეალური მირონცხების აქტი
„ზენათ ცხებული, გამრიცხვებული
მჯობი ყოვლისა მხნეთა მამისად“
ჩახრუხაძე, VIII, 8.
შეუძლებელია გაოცება არ გამოიწვიოს ამ უცნაურმა სიტყვამ, რომელიც სხვაგან არსად გვხვ
დება და მხოლოდ ჩახრუხაძის პოეტური ენის კუთვნილებაა. ეს სამი სიტყვა ისეა გაწყობი ლი,
რომ ჩახრუხაულის წესისამებრ, ხუთმარცვლედის ორი ბოლო მარცვალი (-ბული) ერთმა ნეთს
ერითმება, და ამ ფონზე პოეტის გამოგონილი „გამრიცხვებული“ უფრო პოეტურ კაპრ იზს
ჰგავს, რათა მისთვის ასერიგად სასურველ ალიტერაციას მიაღწიოს „ცხ“ კომპლექსის გა
მეორებით. მაგრამ არა; „გამრიცხვებული“ პოეტური სამკაული არ არის: რა საოცარიც არ უნ და
იყოს, სწორედ ეს სიტყვა შეიცავს იმის ზუსტ განმარტებას, თუ რატომ არ სრულდება ბა
გრატიონთა მირონცხების რეალური აქტი მათ მეფედ კურთხევისას. ხოტბისთვის დართულ
ლექსიკონში „გამრიცხვებული“ განმარტებულია, როგორც გამრავლებული [18;245], და ერთ
გვარად მათემატიკური ტერმინის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ ტაეპში ამ განმარტებას ჩავს
ვამთ, გამოვა „ზენათ ცხებული, გამრავლებული“, და სწორედ ესაა ის პასუხი, რასაც ვეძებდ
მით: „ზენათ ცხებული“ - ბიბლიური დავითია, ხოლო რადგან თვით ის უფლის ნებით არის
ცხებული, ეს ცხება მის შთამომავლობაზეც ვრცელდება, ეს ცხებაც „გამრიცხვებულია“ და
ამიტომ ყველა მისი შთამომავალი ღვთისგან მირონცხებულად ითვლება [36,168], ცხების
შესახებ საინტერესო ფრაზა გვხვდება დავით აღმაშენებლის ძესთან, დემეტრესთან დაკავში
რებით: „ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა კეთილსა დავითიანსა, ხესა ღმრთივ-დანერგულსა და
ცხებულიანსა“ [14,366], რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ბაგრატიონნი ცხებულიანთა საგვარე
ულოს ეკუთვნიან, ცხებულიანნი არიან.
***
იცოდნენ თუ არა ჩვენმა წინაპრებმა ბაგრატიონთა დინასტიის ამ სრულიად განსაკუთრებუ
ლი, უნიკალური სტატუსის - დავითიანობის - მნიშვნელობა, რომელიც მათ ყველა სხვა ქრის
ტიანული ქვეყნების სამეფო დინასტიათაგან განასხვავებდა და გამოარჩევდა? დაბეჯითებით
უნდა ითქვას, რომ იცოდნენ: ამის დამტკიცება ძნელი არ არის, რადგან წერილობითი დოკუმ
ენტი არსებობს. ესაა ქართული მწერლობის ერთერთი უშესანიშნავესი ძეგლი - დავით აღმა
შენებლის შესხმა, შექმნილი XII ს-ის დამდეგს, რომელშიც ფანტასტიური ერუდიციაა ჩაწნეხი
ლი. მისი ავტორია არსენ ბერი, დავითის სულიერი მოძღვარი, რომელსაც დიადი მეფე თავ ის
„სასოს და განმანათლებელს“ უწოდებს. კ. კეკელიძის თქმით, არსენი თვალსაჩინო მწერა ლია,
რომლის შესხმაში „დავითი ერთგვარი ენამზეობითა და ეპითეტებითაა შემკობილი და
დახასიათებული“ [9;309-311]. ჩვენთვის სწორედ ეს ეპითეტებია საინტერესო, რადგან სწორ
ედ მათ იტვირთეს მათში ნაგულისხმევი შინაარსის მთელი სიმძიმე. ნატიფ ლიტერატურულ
სტილს დაუფლებულ ნიჭიერ ადამიანთა დარად არსენის წინადადება ტევადია: ფრაზა მცი
რეა - შინაარსი დიდი. სწორედ ასეთია ჩვენთვის საინტერესო ლაკონიური ფრაზაც: „ბუნებ ით
ღმერთი მადლით ღმერთქმნულთა შორის“ [20;380].
ამ მომხიბლავ ეპითეტებს შინაარსის მხრივ რაიმე საგანგებო ყურადღება არასოდეს არ მიუპყ
რია: ეს ფრაზა ჩვეულებრივ მოხდენილ ტროპად აღქმებოდა, სინამდვილეში კი მასში ღრმა
შინაარსია განსახიერებული, რაც იმდროინდელი პოლიტიკური აზროვნების მაღალ დონესა
და მასშტაბურობაზე მეტყველებს.
როგორც ტროპული მეტყველების ნიმუში, არსენ ბერის ეს გამოთქმა რაიმე საგანგებო ანალ
იზს თითქოს არც კი საჭიროებს: იგულისხმება, რომ ამქვეყნად არსებობენ „მადლით ღმერთქ
მნული“ პიროვნებანი, რომელთა შორის დავით აღმაშენებელი გამოირჩევა, როგორც „ბუნებ ით
ღმერთი“ - ასეთია ამ ფრაზის ტრადიციული გაგება.
მაგრამ საკმარისია დავსვათ კითხვა: „XII ს-ის დამდეგის უაღრესად რელიგიურ ატმოსფერო ში
მონაზონ არსენს სახელდობრ ვინ შეიძლება ჩაეთვალა „მადლით ღმერთქმნულად?“, რომ
ცხადი გახდეს - ამ ხატოვან გამოთქმაში აბსტრაქტული აზრი კი არა, რაღაც სხვა შინაარსი
იფარება.
ამ ტროპებიდან აშკარად ჩანს, რომ აღმაშენებელი მეფის სულიერმა მოძღვარმა კარგად უწყო
და, რა განსხვავებაა ლეგიტიმაციის ორ განსხვავებულ ფორმულას შორის: „მეფე ნებითა
ღვთისათა“ და „მეფე მადლითა ღვთისათა“. აქ მთავარი ისაა, რომ შუასაუკუნეთა პოლიტიკუ
რი თეოლოგიის მოძღვრების თანახმად „მადლითა ღმერთქმნულად“ სრულიად კონკრეტუ ლი
პიროვნება - ქრისტიანული სახელმწიფოს მეფე ითვლება, სწორედ ისაა „მეფე მადლითა
ღვთისათა“. ამ ფორმულაში აისახა მეფედ კურთხევის ცერემონიალის უმთავრესი ელემენტი:
მეფედ გამორჩეული პიროვნება მირონცხების წყალობით ღვთის მადლს ეზიარება, და ამის
მეშვეობით „მადლით ღმერთქმნული“ ხდება. იმიტომ მიენიჭა განსაკუთრებული მნიშვნელო
ბა ევროპაში მეფის კორონაციისას ზეთის ცხებას, რომ ამ საკრალური ქმედების შედეგად მე
ფედ არჩეული პიროვნება იცვლება, იგი Gemina persona - ორგვამოვანი, ორბუნებოვანი ხდე
ბა და მის ადამიანურ ბუნებას ღვთაებრივი ბუნებაც ეძლევა ღვთის მადლით: იგი ბუნებით
ადამიანია და მადლით - ღვთაებრივი [43;87], ანუ, არსენ ბერის მიერ მიგნებული ტერმინო
ლოგიით „მადლით ღმერთქმნული“.
სწორედ ესაა ნაგულისხმევი დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვრის ამ უშესანიშნავეს
ფრაზაში: იგი სრულყოფილია ფორმითაც და შინაარსითაც: „ბუნებით ღმერთი მადლით ღმე
რთქმნულთა შორის“. პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ არსენის ეს ხუთსიტყვიანი წინად
ადება ელიპსისია, პირველ წინადადებას აკლია ქვემდებარე (მეფე), მეორეს-დამატება (მეფე
თა). მისი სრული სახე ასეთია: (ქართველთა დავითიანი დავით მეფე არის) ბუნებით ღმერ თი
მადლით ღმერთქმნულთა (ქრისტიან მეფეთა) შორის“.
არსენ ბერის ეს მრავლისმეტყველი ფრაზა მოწმობს, რომ საქართველოში კარგად უწყოდნენ
ბაგრატიონთა დინასტიის განსაკუთრებული სტატუსის მნიშვნელობა: იცოდნენ, რომ ყველა
სხვა ქრისტიანული სახელმწიფოს მეფე აღსაყდრებისას მირონცხების წყალობით ღვთის „მად
ლითაა ღმერთქმნული“, და მათ შორის მხოლოდ ქართველთა მეფეა „ბუნებით ღმერთი“, როგ
ორც შთამომავალი იესო ქრისტეს წინაპრის - ბიბლიური დავითისა, რომელიც „ხორციელად
მამად ღვთისად იწოდების“.

***
„...არცაღა თუ გამორჩევით“...
ვახუშტი ბატონიშვილი
აქ უკვე კიდევ ერთი კითხვა დგება ჩვენს წინაშე: ქართულ ისტორიოგრაფიაში გვხდება თუ
არა იმ არსებითი ფაქტის კონსტატაცია, რომ სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმაციის ქართუ
ლი პოლიტიკური თეორია განსაკუთრებული ხასიათისაა და განსხვავდება ევროპულისგან?
ამ კითხვას კონკრეტული და დასაბუთებული დადებითი პასუხი უნდა გავცეთ: ქართული
პოლიტიკური თეოლოგიის ამ არსებითი ნიშნის პირველი მეცნიერულად ზუსტი დახასიათე
ბა, მისი საგანგებო ხაზგასმა - სულ სამი სიტყვით გამოთქმული - ახალი დროის პირველ ისტ
ორიოგრაფს, თანამედროვე ისტორიული მეცნიერების ფუძემდებელს ვახუშტი ბაგრატიონს
ეკუთვნის; მან ქართული მონარქია მისი არსებითი ნიშნის მიხედვით დაახასიათა: ქართული
მონარქია არ არის არჩევითი მონარქია!
ეს კვალიფიკაცია ქართული მონარქიისა ქართულ ისტორიოგრაფიაში ერთადერთია: იგი არა
ვის გაუმეორებია და არც არავის განუმარტავს.
თუ რა ფართო თვალსაწიერითაა შექმნილი ვახუშტის ისტორიული ნაშრომი „აღწერა სამეფო
სა საქართველოსა“, თვით ავტორის სიტყვებიდან ჩანს: „გარნა შრომა ჩუენი არა მცირე იყო,
რომელსა ზედა ვიშრომეთ კნინცა წელნი სამნი (1742-1745) მარადის წერითა, გამოძიებითა,
მათიანეებთა და ცხორებათა ძიებითა, რამეთუ არა დავუტევეთ ხრონოგრაფნი ბერძნის..., ეგ
რეთვე განყრილობისა შემდგომად რომაელთა კეისართაგან...მეფეთა ევროპელთა“ [16;11-12]
ვახუშტის „გამოძიება“ „მეფეთა ევროპელთა“ შესახებ ფრიად საგულისხმოა. ჩანს, მან საგანგე
ბო ყურადღება მიაქცია ევროპის სახელმწიფოთა მონარქების ლეგიტიმაციის წესს.
თავის „აღწერაში“ ვახუშტიმ ერთი თავი დაუთმო საქართველოს სამეფო დინასტიათა ჩამოთ
ვლას და მათი მეფობის მის მიერვე დადგენილი თარიღებიც აღნიშნა, ამასთან მათი დახასია
თებაც მოგვცა: „ხოლო გუარნი მეფეთანი იყვნენ: პირველი ქართლოსიანნი და ნებროთიანნი,
და არშაკუნიანნი, და მეფობდნენ ესენი ფ ივ (566) წელთა, და მეფენი ისხდნენ კ ე. შემდგომ ად
ამათთა იყო გუარი ხოსროვანთა, და მეფობდნენ ესენი უ ნდ(454) წელთა, და მეფენი ისხ დნენ
ი ზ და მთავარნი გ. შემდგომად ამათთა ბაგრატიონნი, რომელნი გამეფდნენ ქრისტესსა ფ ოე
(575) წელთა და არიან აწამდე. არამედ სიტყუა იყო ივერიასა შინა მეფეთა ამათთვის, რა მეთუ
იცნობის ქართლოსიან-ნებროთიან-არშაკუნიანნი გმირობითა, ხოლო ხოსროვანნი გო
ლიათობითა, ახოვნებითა, შემმართებლობითა, ხოლო ბაგრატიონი მხნეობითა, სიბრძნე-ქუ
ელობითა და ქუეყნისათვის თავდადებულობითა“ [16; 27].
ამრიგად, ვახუშტი საქართველოში ბაგრატიონთა გამეფების თარიღად თვლის 575 წელს - აქ
ბაგრატიონთა საგვარეულოდან პირველი მეფე გუარამი იგულისხმება-და საგანგებოდ შენიშ
ნავს, რომ ბაგრატიონნი „არიან „აწამდე“. რეალური ფაქტის ეს თითქოსდა ნეიტრალური კონ
სტატაცია სინამდვილეში იმის ხაზგასმაა, რომ ბაგრატიონთა დინასტია, სხვა ევროპულ დინა
სტიათაგან განსხვავებით, საქართველოს სამეფო ტახტზე მრავალი საუკუნის მანძილზე ერთ
ადერთი, უცვლელი სამეფო საგვარეულოა. ვახუშტი ნაშრომის შესავალშივე აღნიშნავს ბაგრა
ტიონთა დავითიანობას; „ხოლო დავით წინასწარმეტყუელის ნათესავის გუარამის მოსლვა,
ცხორება და გამეფება მათი აღვსწერეთ თვისსა ადგილას“ [16; 9], მაგრამ დინასტიის ამგვარ
უნიკალურ მარადიულობას მის ბიბლიურ ჩამომავლობას არ უკავშირებს.
ვახუშტის „აღწერაში“ ერთ-ერთი პირველ თავთაგანი - „მეფეთათვის“ უკვე იმის განმარტებაა,
თუ რატომ არის VI ს-დან „აწამდე“ საქართველოს სამეფო ტახტზე მხოლოდ ერთი დინასტია
(იგულისხმება: მაშინ, როდესაც ევროპის სახელმწიფოებში ამავე დროის მანძილზე 4, 5 ან მე
ტი დინასტია შეიცვალა). ესაა მეცნიერული სიზუსტით და ლაკონიზმით უნიკალური ფორმ
ულირება სამეფო ხელისუფლების რაობისა, რომლის ქვეტექსტი გაცილებით უფრო რთული
და ღრმაა, ვიდრე ფაქტის კონსტატაცია, რის გამოც სათანადო ანალიზს მოითხოვს. აქ ყოვე ლი
დებულება ისეთი არსისაა, რომ მათი გამოკვეთით წარმოდგენა მეტ ნათელს მოჰფენს ვა
ხუშტის ისტორიულ განმარტებას:
„ხოლო ჩუეულება ჰქონდათ ერთისა მეფისა მორჩილება და სარწმუნოდ მის მიმართ ყოფა, და
ჩამომავალთა და გუართა მეფეთათა შემდგომად მისა გამეფებად, რამეთუ შემდგომად მამისა
ძე და არა სხუა გვარი, არცაღა თუ გამორჩევით,
არავისა მონებდნენ თვინიერ მათთა ანუ წულთაგან ანუ ასულთაგან, უკეთუ არა დაეტევის
წული“ [16; 17].
თუმც, როგორც უკვე ითქვა, ამ თავის სათაურია „მეფეთათვის“, ვახუშტისეული განსაზღვრე
ბა უშუალოდ ბაგრატიონებს ეხება. თვალსაჩინოა ის რაციონალური თანამიმდევრობა და ცა
ლკეულ დებულებათა სიცხადე, ის მკაფიო ლოგიკურობა, ის მკაცრად მეცნიერული აღწერა და
ლაპიდარული სტილი, რომლითაც ამომწურავადაა დახასიათებული ქართული პოლიტი
კური თეოლოგიის მოძღვრება სამეფო ხელისუფლების შესახებ. აქ ორი დებულება უპირისპი
რდება ერთმანეთს: ერთის მხრივ - „ჩამომავალთა და გუართა მეფეთათა შემდგომად მისა გამ
ეფებად...შემდგომად მამისა ძე“ (ან ასული, თუკი ძე-მემკვიდრე არ იყო). და მეორე მხრივ - „და
არა სხუა გვარი, არცაღა თუ გამორჩევით“, რაც პირველი დებულების საპირისპიროდ არჩ ევით
მონარქიას, ე. ი. დინასტიათა ცვლას გულისხმობს.
ვახუშტი თავის ნაშრომში რამდენჯერმე ახსენებს, რომ ბაგრატიონთა საგვარეულო „.ღვთით-
ცხებით გვირგვინოსანი, იესიან-დავითიან-სოლომონიანია“ [16;37], მაგრამ დინასტიის უცვლ
ელობას იმას კი არ უკავშირებს, რასაც ფორმულა „ნებითა ღვთისათა მეფე“ გულისხმობს, არა
მედ იმას, რომ ქართველებს „ჩუვეულება ჰქონდათ ერთისა მეფისა მორჩილება და სარწმუნ ოდ
მის მიმართ ყოფა“.
როგორც არ უნდა იყოს, სიტყვები „არცა სხუა გვარი, არცაღა თუ გამორჩევით“ შეეძლო დაეწე
რა მხოლოდ მას, ვისაც „მეფეთა ევროპელთა“ (თუნდაც რუსთ ხელმწიფეთა!) ლეგიტიმაციის
წესი („საულის პარადიგმა“) ღრმად ჰქონდა გააზრებული, „მეფეთა ქართველთა“ ლეგიტიმაცი
ის წესთან („დავითის პარადიგმა“) შედარებული და არსებითი განსხვავება - დანახული.

***
ახლა ამ გამოკვლევისთვის ეპიგრაფად წამძღვარებულ ჩახრუხაძისეულ ორტაეპედს დავუბ
რუნდეთ.
ჩვეულებრივი შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს ეს ორტაეპედი მეხოტბის ერუდიციის დემო
ნსტრირებას ემსახურება, რათა მან სათაყვანებელი მეფის მიმართ თავისი ერთგულება გამო
ხატოს. მაგრამ ეს მხოლოდ შთაბეჭდილებაა - არსებითი ამ ორტაეპედში სხვაა.
მართლაც, ნუთუ ჩახრუხაძეს ამ ტაეპებით მხოლოდ თავისი ბიბლიოლოგიური ღრმა ცოდნ ის
ჩვენება სურდა? თუ კი ამ სახოტბო თხზულების შექმნის საერთო ისტორიულ კონტექსტს
გავითვალისწინებთ და ყოველივე ზემოთქმულსაც არ უგულებელვყოფთ, მაშინ უნდა ითქვ
ას, რომ ამ უმჭიდროეს სალექსო ფორმაში საულისა და დავითის ერთად მოხსენიებას სულ
სხვა, გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის დატვირთვა აქვს: იგი საქართველოს სამეფო
წრეების, ან, როგორც ივ. ჯავახიშვილი უწოდებს, „მთავრობის მომხრეთა დასის“ დოქტრინას
გამოხატავს და II ს-ის II ნახევარში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი უმნიშვ
ნელოვანესი რეალიათაგანია.
დავაკვირდეთ ამ ტაეპის ტონსა და განწყობას: მათში განსაკუთრებული მახვილი მოდის ორ
საპირისპირო მნიშვნელობის ზმნაზე „ართო“ (წაართვა) და „მიჰმადლა“ (მიანიჭა, აჩუქა), რომ
ლებიც მიემართება ორ ბიბლიურ მეფეს - საულსა და დავითს, რომელთა დაპირისპირება ბიბ
ლიის მკითხველი საზოგადოებისთვის თავისთავად ცნობილი იყო. ამ დაპირისპირებას აძლ
იერებს „ართოსა“ და „მიჰმადლას“ არა მხოლოდ სემანტიკური მნიშვნელობა, არამედ ემოციუ
რი განწყობაც, რადგან პირველს აშკარად უარყოფით-ემოციური, ხოლო მეორეს-აშკარად და
დებით-ემოციური, შეიძლება ისიც კი ითქვას, ნიშნის მოგების მნიშვნელობა ახლავს: ერთს
წაართვა და მეორეს მისცა, თანაც როგორ, უბრალოდ კი არა, „მიჰმადლა“, და თანაც „შეფიცე
ბულად“!
აქ, ფაქტიურად, საულისა და დავითის სახელთა მიღმა „საულის პარადიგმა“ და „დავითის პა
რადიგმაა“ შეპირისპირებული, როგორც პირობითი და საუკუნისთვის კარგად ცნობილი კო
დი. საულის სახელს მიღმა იფარება მეფის ლეგიტიმურობის ის მოდელი, რასაც „მეფე მადლ
ითა ღვთისათა“ გულისხმობს, ხოლო დავითის სახელს მიღმა - ის მოდელი, რომელსაც „მეფე
ნებითა ღვთისათა“ უნიკალური პარადიგმა გულისმობს. იქნებ სწორედ ამიტომაა ამ ხოტბაში
ასე ძლიერ აქცენტირებული ის „ცხება“, რომელიც „გამრიცხვებულია“?
ბიბლიური ანალოგია ოსტატურად არის გამოყენებული, რათა მეფის მეხოტბემ საკუთარი
პოლიტიკური კრედო - როგორც დღეს ამბობენ-დააფიქსიროს ჩვენთვის უცნობად დარჩენი ლი
და მისთვის ცნობილი ოპონენტისა და ოპოზიციის წინაშე და წინააღმდეგ: „საულს მეფო ბა
ართო, მეფობა დავითს მიჰმადლა შეფიცებულად!“
ანუ: „უფალმა საულს, რომელიც არჩეული მეფე იყო, ურჩობისთვის მეფობა წაართვა, ხოლო
დავითს, რომელიც მუდამ მისი მორჩილი იყო, უფალმა შთამომავლობის უკუნისამდე მეფო ბა
აღუთქვა“, რაც XII ს-ის მონარქიის კონტექსტში იმას ნიშნავს, რომ არჩევით მონარქიას
“რწმუნებული” მონარქია სჯობს, მეფობა მხოლოდ და მხოლოდ ერთი საგვარეულოს - დავი
თიანი ბაგრატიონების კუთვნილება და პრეროგატივაა.
ეს არა მხოლოდ მეხოტბის ინდივიდუალური პოზიციაა, არამედ იმდროინდელი საჭირბორ
ოტო კითხვაც, რომელიც დრომ მწვავედ დასვა. ჩახრუხაძის ხოტბის ამ ორ სტრიქონში სამე ფო
ხელისუფლების ლეგიტიმაციის შუასაუკუნეთა პოლიტიკური თეოლოგიის 2 უმთავრესი
პრინციპია კონდენსირებული. მთელი ხოტბა და კერძოდ ეს ორტაეპედი სამეფო კარისთვის
აშკარა მხარდაჭერას ნიშნავს, მაგრამ საულისა და დავითის დაპირისპირება ამგვარ კონტექს
ტში მხოლოდ იმას შეეძლო გამოეწვია, რომ მეხოტბის პოლიტიკური ოპონენტი „საულის
პარადიგმის“ ანუ არჩევითი მონარქიის იდეას აყენებდა.
ამ დეტალის მიხედვით ისიც შეიძლება დავასკვნათ, რომ იმდროინდელი განათლებული სა
ზოგადოება შესანიშნავად ერკვეოდა სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხებში
და ევროპული ტიპის მონარქიის მსგავსად საქართველოშიც მეფის არჩევითობის ანუ სამეფო
ხელისუფლების ლეგიტიმაციის ევროპული წესის („საულის მოდელი“) შემოღებას მოითხოვ
და (ამიტომ ხომ არ არის ასე მწვავედ დასმული თამარის დაქორწინების საკითხი ისტორიებ
შიც და ხოტბაშიც?).
საერთოდ, თავისი ზოგადი შინაარსით საკითხის ამგვარი დაყენება XII ს-ის ქართული პოლი
ტიკური აზროვნების დიდ გაქანებასა და ფართო თვალსაწიერს მოწმობს.

* * *1
„არაბ აშია! არ აბაშია
მეფე მორწმუნე, ხმელთა ნათელი“...
აბდულმესიანი, 81, 1.
მაგრამ პრობლემა ამით არ მთავრდება. აქ კიდევ ერთ საკითხს უნდა შევეხოთ, რომელსაც გა
რეგნულად თითქოს არაფერი აქვს საერთო ქართულ პოლიტიკურ თეოლოგიასთან, სინამდ
ვილეში კი თავისი არსით XII საუკუნის ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტის ფი
ქსაციას შეიცავს. საკითხი ამ ნაკვეთისთვის წამძღვარებული ეპიგრაფის განმარტებას ეხება,
რამდენადაც ეს ფაქტი, რომელზეც ისტორია დუმს, სიტყვაკაზმულმა მწერლობამ შემოგვინა
ხა.
პარონომაზიული სტილის ფორმალიზაცია შავთელის ხოტბაში ერთგვარი მიზანდასახული,
პრინციპული და უცნაური ავტომატიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს სიტყვათა უსასრულო
თამაშის გამო, რომელიც ლამის თვითმიზნური ვერსიფიკაციული ვარჯიშის ზღვარზე დგას
და რომელსაც არაიშვიათად ამა თუ იმ სიტყვათა ორთოგრაფიაც ეწირება: „ხმობს ღმერც ხალ
ისად ა მერცხალისად“ (7, 1), „ესა მართალი ე სამართალი“ (21, 1), „დრო შამოიგდო, დროშა
მოიგდო“ (75,1), „არაბ აშია! არ აბაშია“ (81, 1) და მრავალი სხვა.
მაგრამ შინაარსის საზიანოდ ვერსიფიკაციის ტექნიკური მხარის ამგვარი გაფეტიშება მხოლ
ოდდამხოლოდ პირველი შთაბეჭდილებაა: ქართული ჰუმანიტარული მეცნიერება - და არა
მხოლოდ ფილოლოგია - კლასიკური ხანის პოეზიას ყოველთვის უფრო ფართო მნიშვნელო
ბას ანიჭებდა, ვიდრე მხოლოდ ქართული პოეტური კულტურის ბრწყინვალე გამოვლინებას:
პოეზია და ცხოვრება ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული, თუმც გარეგნულად ეს იქნ ებ
არც ჩანდეს და ამიტომაც ხოტბებში თამარის ეპოქის ისეთი ცოცხალი რეალიებია გაბნეუ ლი,
რომლებიც ეპოქას უფრო რეალურად ასახავენ, ვიდრე ისტორიული თხზულებანი. ჭეშმა რიტი
იდუმალჭვრეტის ნიჭით აქვს ნათქვამი შალვა ნუცუბიძეს: „არაა გამორიცხული, რომ
ზოგიერთ შემთხვევაში XII ს. ქართული პოეზია უკუჰფენდეს ჩვენთვის უცნობად დარჩენილ
ნააზრევს“ [12;159], და მართლაც, ეს შეგნებულად გამძაფრებული და ერთგვარად ღვლარჭნი
ლი პოეტური ენა, სავსე იდუმალი ალეგორიული მინიშნებებითა და მდიდარი ალუზიებით -
რომელიც მხოლოდ ელიტარულ მკითხველს გულისხმობს - ყოველ ნაბიჯზე გვთავაზობს
ძნელად ამოსახსნელ რებუსებს, რომელთა ახსნა-განმარტებასა და ჭეშმარიტი შინაარსის გახს
ნაზე კვლავაც ბევრზე-ბევრი გონება დაშვრება და ბევრზე-ბევრი მელანიც დაშრება.
აქ ერთი პარალელის გავლება იქნება საინტერესო: დასავლეთ ევროპაში სახოტბო პოეზიის ანუ
ოდის ჟანრის დამუშავება XVI ს-ის ფრანგული პოეზიის გვირგვინის - პლეადის პოეტებ ის
რონსარის, დიუ ბელესა და მათ თანამოსაგრეთა განსაკუთრებული დამსახურებაა: ოდის
ჟანრის შექმნა ამ ბრწყინვალე სკოლის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად ითვლება. დამახასიათე
ბელია, რომ ახალ დროში ოდის აღორძინებას პლეადას პოეტებმა ანტიკურობის ბაძვის პრი
ნციპი დაუდვეს საფუძვლად: „იგალობე ოდები, რომლებიც ჯერჯერობით უცნობია ფრანგუ
ლი მუზისთვის; ქნარი შეუწყე ბერძნულ და რომაულ ლარას; დაე, ნუ იქნება ნურცერთი
სტრიქონი, რომელშიც არ გამოჩნდება კვალი იშვიათი ანტიკური ერუდიციისა“ - მოითხოვ და
დიუ ბელე „ბრიგადის“ მანიფესტში [27;194-195]. იგივე სიტყვები, ოღონდ მთელი 4 ს-ით
ადრე, შეეძლოთ ეთქვათ ქართველ მეხოტბეებს შავთელსა და ჩახრუხაძეს, ოღონდ ანტიკური
ერუდიციისთვის უნდა დაემატებინათ უიშვიათესი და ღრმა ბიბლიოლოგიური ერუდიციაც,
წინააღმდეგ ერთი მეტად ცნობილი მეცნიერის მოსაზრებისა, თითქოს ხოტბებში უხვად გაბ
ნეული ანტიკური სახელები მხოლოდ უმარტივესი „მოწაფურ-სკოლური ცოდნის“ შედეგი
იყოს [35; 225-227].
ეს ბრწყინვალე ერუდიტები, თავისი დროის უგანათლებულესი და პოლიტიკურ საკითხებში
ღრმად განსწავლული პიროვნებანი - შავთელი და ჩახრუხაძე ამავე დროს ბაგრატიონთა დინ
ასტიის თვითმპყრობელობის შესანიშნავი თეორეტიკოსებიც იყვნენ; არცერთ ისტორიულ ძე
გლში არ გვხვდება ისეთი მწყობრი თეორიული დასაბუთება ბაგრატიონთა დინასტიის მეფუ
რი უფლებამოსილებისა, როგორც ხოტბებშია; მეხოტბეები ბაგრატიონთა ტახტის ხელშეუხე
ბლობის თავგამოდებული დამცველნი არიან.
შალვა ნუცუბიძის ზემომოყვანილი დაკვირვება მეტად დამაფიქრებელია და მის ჭეშმარიტებ
აში დაეჭვება შეუძლებელია. მართლაც, თამარის ეპოქის „ჩვენთვის უცნობად დარჩენილი ნა
აზრევის“ ერთ-ერთი საოცარი მაგალითი სწორედ ზემოთ მოყვანილი ეპიგრაფია: „არაბ აშია,
არ აბაშია“, სადაც სულ ხუთი ბგერის „გათამაშებით“ (ამასთან სამად-სამ „რ - ბ - შ“ თანხმოვან
თან „ა“ ხმოვანი ოთხჯერ მეორდება!) მიღწეულია ისეთი პოეტური ეფექტი, რომ მინიმალურ
მოცულობაში მაქსიმალური შინარსია ჩაწნეხილი: აქ მთავარი აზრობრივი მახვილი არა ორი
ეთნონიმის „არაბისა“ და „აბაშის“ დაპირისპირებაზე, არამედ სწორედ სიტყვა „აბაშ“-ზე მოდ ის.
თუ რატომ, სწორედ ეს გვაქვს გასარკვევი: მეფე-ქალის მეხოტბე ვიღაცას ეკამათება და
ჩვენთვის უცნობად დარჩენილ მოპაექრეთ გაცხარებით უმტკიცებს, რომ ქართველთა მორწ
მუნე მეფე, რომელმაც „არაბ აშია“, არავითარ შემთხვევაში არ არის „აბაში“!
უმთავრესი, რაც ყურადღებას იპყრობს, ქართველი მეფის „აბაშთან“ ფრიად მოულოდნელი და
ერთგვარად გაუგებარი შედარებაა. პირველივე კითხვა, რაც ლოგიკურად დაიბადება, გაო
ცებასთან არის შერწყმული: რა შუაშია ქართველი მეფის ვიღაც „აბაშთან“ შედარება? ნუთუ
პარონომაზიათა დიდოსტატს „აბაშის“ ხსენება მხოლოდ იმისთვის დასჭირდა, რომ რამენაი
რად პოეტურად გამოეთქვა აზრი: ქართველთა მეფემ არაბები დათრგუნაო?
არ ეტყობა, რომ „აბაში“ შავთელს მხოლოდ მისთვის ასერიგად ჩვეული პოეტური მეტყველე
ბის ეფექტისთვის - პარონომაზიისთვის, ანუ, ტრადიციული ქართული ტერმინოლოგიით -
ზმის სრულყოფისთვის ეხმაროს. იგი დიდად დახელოვნებულია ზმებში და სულაც არ ჰგავს
ხელმოცარულ პოეტს, რომელიც ზმისთვის გამოსადეგ სიტყვებს ეძებს.
ეთნონიმი „აბაში“ აბდულმესიანში ორჯერ გვხვდება [60, 2; 81, 1] და გამოცემისთვის დართ
ულ „პირთა, გეოგრაფიული და ეთნიკური სახელების“ ინდექსში ახსნილია, როგორც „აბისი
ნიელი, ეთიოპი“ [19; 257]. თავად ამ ტაეპს კომენტატორი შემდეგნაირად განმარტავს: „არაბ
აშია! ის აბაში (-ურწმუნო) კი არა, მორწმუნე მეფეა, ხმელთა სინათლე“ [19; 239]. როგორც
ვხედავთ, კომენტატორის მიერ „აბაში“ ტროპულად გაგებულია, როგორც „ურწმუნო“, ანუ
არაქრისტიანი. ამგვარ ინტერპრეტაციას აკონკრეტებს ამავე სტროფის ბოლო ტაეპის განმარ
ტებაც: „მისი (ე.ი ქართველთა მეფის - მ. კ.) საკიცხელია ის, ვინც ქრისტიანობის მგმობელი და
თავისი თავის ცუდად განმსწავლელია“ [19, 239].
შავთელის ხოტბის ამ „თარგმანსა და კომენტარში“ მისი დინჯი და დაკვირვებული გამომცე
მლისთვის უჩვეულო და გაუგებარი შეცდომაა დაშვებული: აბაშები, ანუ იგივე აბისინიე
ლები - ეთიოპიელები „ურწმუნონი“ კი არა, ნათლისღების დროის მიხედვით მსოფლიოში
ერთ-ერთი პირველი ქრისტიანები არიან, რომელთაც ოფიციალურად ბევრ ევროპელ ხალხ ზე
- თუნდაც ფრანგებზე-ადრე მიიღეს ქრისტიანობა, ერთი ეთიოპიელის მონათვლა ფილიპ ეს
მიერ ბიბლიაშიცაა მოხსენიებული (საქმენი წმიდა მოციქულთაი, 8, 26-39).
აბდულმესიანის კომენტარის ამგვარი პრინციპული უზუსტობა მით უფრო საკვირველია, რომ
აბაშთა-ეთიოპელთა შესახებ ბევრი საყურადღებო რამაა თქმული ქართველ ფილოლოგ თა და
საერთოდ, ქართველოლოგთა - „ბიბლიაში“, კორნელი კეკელიძის ნაშრომებში. გამოკვ ლევაში,
რომელიც ძველ ქართულ მწერლობაში ხალხთა კლასიფიკაციის საკითხს ეხება, ეთი ოპთა
წარმომავლობის საკითხიცაა განხილული და ნათქვამია, რომ ისინი ბიბლიური ქამის
შთამომავალნი არიან: „იყვნეს სხუანი ძენი ქუშისანი რაგა და ევილა და საბათა და რაბამა და
ბესიმ, რომლისაგან იქმნნეს საბეანელნი, რომელ არიან ეთიოპელნი“ [4; 171], და იქვე დაზუს
ტებულია ეთიოპიის გეოგრაფიული მდებარეობაც: „ხოლო ქამისანი [წილხუდომილნი სოფე
ლნი არიან] ეგვიპტე, ეთიოპიაი, მხედველი ჰინდუეთით კერძო, სხუაი ეთიოპიაი სადაით გა
მოვალს მდინარე ეთიოპელთაი“ [4; 180]; მკვლევარი შენიშნავს, რომ „...იპოლიტეს ქრონიკა ში
ეთიოპი, როგორც შვილი, არ ჩანს, აქ პირმშოა ქუშ, რომლისგან არს ეთიოპი“ [4; 175]; საინ
ტერესოა, რომ აბაშნი ანუ ეთიოპნი ყველ ქართულ მწერლობაში ზანგებთან ერთად იხსენიებ
იან: „რაოდენნი ნათესავნი არიან ქუეძანასა ზედა...აბაშნი, ზანგნი“ [4; 179]. საგულისხმოა, რომ
კ.კეკელიძე ეთნონიმ „აბაშთა“ წარმომავლობასაც შეეხო და განმარტა იგი [8; 186].
რაც შეეხება აბაშთა, ანუ ეთიოპელთა სარწმუნოებას, ამის შესახებაც ამომწურავი ცნობები
გვხვდება კ. კეკელიძის ნაშრომში „მარტვილობა ათანასე კულიზმელისა“: „ათანასეს მზრუნ
ველობა ქრისტიანობის გავრცელებისა და გაძლიერებისათვის - წერს მკვლევარი - არ ამოიწუ
რებოდა მხოლოდ ეგვიპტის საზღვრებით, ის ვრცელდებოდა მთელი რომის იმპერიისა და
ეგვიპტის მოსაზღვრე ეთიოპიაზედაც. თავის წარკვეთის წინ ათანასე წარმოთქვამს ლოცვას,
რომელშიც სთხოვს ღმერთს: „აღმოაცენე მორჩი და კუერთხი ძლიერებისაი მეფეთა ქრისტი
ანეთაი ქუეყანასა ჰრომთასა და ეთიოპიაისასა“ (I). ეს სიტყვები გვაფიქრებინებს, რომ ათანა სე
უკვე გრძნობს ქრისტიანობის გაბატონების მოახლოებას, ის გრძნობს როგორც მილანის
ედიქტის (312 წ.) გარიჟრაჟს, ისე ეთიოპიის ოფიციალურ გაქრისტიანებას (356 წ.)» [I; 60-61].
სხვათა შორის, მკვლევარი სწორედ კოპტურ-ეთიოპური ტრადიციის მიხედვით განსაზღვრ ავს
ათანასეს მარტვილობის ზუსტ დროს: „...ათანასეს გარდაცვალების დღედ მიღებულ უნ და
იქნას 18 ივლისი, მით უმეტეს, რომ ეს რიცხვია მიღებული ეგვიპტური სათვალავითაც
(კოპტურ-ეთიოპურით“) [6; 61].
ძველი ქართული წელიწადის პრობლემათა კვლევის დროსაც ახსენებს კ. კეკელიძე ეთიოპე
ლებს: „ალექსანდრიული უძრავი წელიწადი, რომელიც კოპტებსა და ეთიოპებს შორის იყო
მიღებული, შეიქმნა 30 წელს ჩვენ წელთაღრიცხვამდე იულიუს კეისრის მიერ ქ. ალექსანდრ
იის აღების შემდეგ და მის აღსანიშნავად“ [4;110] და ხაზს უსვამს იმ თავისებურებას, რომ
„...უძღები შვილის კვირიაკის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს სირო-ქალდეველთ (ნეს
ტორიანებს), კოპტებს, ეთიოპებს და სომხებს აქვთ ე.წ. „ნინეველთა მარხვა“, რომელსაც სომ
ხურად „არა ჯავორ“ ეწოდება“ [4;126].
რაც შეეხება ძველ ქრისტიან ხალხთა სამონასტრო კერებს პალესტინაში, მკვლევარი ამის შესა
ხებაც ამომწურავ ცნობებს გვაწვდის: „მეექვსე საუკუნეში პალესტინის მონასტრებში ჩვენ ვხე
დავთ შემდეგს ქრისტიან ეროვნებათა წარმომადგენლებს: ლათინებს, ბერძნებს, სირიელებს,
სომხებს, კოპტებს და ეთიოპებს“ (4;88).
საყურადღებო ისაა, რომ კ. კეკელიძის ნაშრომებში გვხვდება საინტერესო ცნობები თავად ეთ
იოპთა შესახებაც. ნაშრომში, რომელსაც XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე თარგმნილ ერთ უცნობ
კანონიკურ კრებულს ეხება, გვხვდება ეთიოპის ხსენება საგულისხმო კონტექსტში; „ვინ არ მე
ტყებდეს მე უბადრუკსა, ვინ არ მტიროდეს მე უძღებსა, ვინ არა მგმობდეს მე აღუვსებელსა
ურწმუნოთა თანა ამიერვე დაწესებულსა და გონიერთა ეთიოპთა თანა აღრაცხილსა?“ [7;105]
ამ ტრაგიკულ თვითგვემაში „გონიერთა ეთიოპთა“ მოხსენიება რაღაც ისეთ აზრს შეიცავს, რაც
ეპითეტის გათვალისწინებით საერთო შინაარსთან ერთგვარ კონტრასტს ქმნის - იგი თითქოს
რაღაც უარყოფითის შემცველია. სხვათა შორის, XI საუკუნეში შექმნილ და ქართუ ლად
თარგმნილ ერთ აგიოგრაფიულ თხზულებაში ეთიოპელის სრულიად უარყოფით დახა
სათებასაც ვხვდებით: „კუალად სხუად ოდესმე მწოლიარეობდა რაი ღირსი ესე, გამოუჩნდა
ეთიოპი ვინმე ყოვლად-მყრალი, ყოვლით კერძოი სხეულისაით წუთხის მადინებელი და
მძიმისა სულმყრალობისა განმტევებელი, რომლისა მაჭენებელი სანატრელი იგი შორად განჰ
ხდიდა. ხოლო მან მიუგო მას: „მე გულთა შინა ყოველთასა ვჩან ტკბილად და შუენიერად და
მხოლოდ სულსა შენსა ვერ უძლე შესავლისა პოვნაი, არამედ ყოვლადვე ესრეთ მდევნი მე მო
ძულებულსა“, და ესე რაი თქუა, უჩინო იქმნა“ [5;263-264]; ამავე ტექსტში ეთიოპი მოიხსენიე
ბა, როგორც „შავი“ [5;259].
ეს დახასიათებანი ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ აბაშთა ანუ ეთიოპთა მიმართ რაღაც უარყოფ
ითი დამოკიდებულება იყო გავრცელებული იმდროინდელ საზოგადოებაში. ამასთან დაკავ
შირებით აღსანიშნავია, რომ ისეთ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სახელმწიფოშიც, როგ
ორიც რუსეთია, სიტყვა „ეთიოპელი“ უარყოფითი სემანტიკის მატარებელია; მომყავს შესაბა
მისი ციტატი თარგმანის გარეშე: Ефиоп - также в качестве ругателсьства - “дурак” др. русск.
ефиопьский “варварский” (Иван IV) [39; 29]
კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი: XV ს. მიწურულის ერთი ევროპული წყაროს ცნობის თანა
ხმად იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ეკლესიაში მხოლოდ რვა ქრისტიან ხალხს ჰქონია თა
ვის სამლოცველო და ამ ხალხთა შორის ერთ-ერთი ეთიოპნი ანუ აბაშნი არიან. არის ცნობა
იმის შესახებაც, „თუ როგორ იყო განაწილებული რამ ხალხებს შორის სამლოცველოები და ვის
რამდენი კანდელი ჰქონდა საფლავის ეკლესიაში“: ყველაზე მეტი კანდელი - 13 ჰქონდათ
ქართველებს, 11 კანდელი - რომაელ კათოლიკეებს, 9 - ბერძნებს, ხუთ-ხუთი - იაკობიტელ ებს,
სირიელებს და მარონიტებს, ხოლო ეთიოპელებსა და სომხებს - ოთხ-ოთხი“ [21; 6-7].
ამრიგად, აბაშნი ანუ ეთიოპნი, რომელთაც ქრისტიანობა IV ს-ის ნახევარში /356 წ/ მიიღეს,
ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანი ხალხია მსოფლიოში და საუკუნის შუა წლებში მათი „ურ
წმუნო“ ანუ არაქრისტიან ხალხად გამოცხადება მხოლოდ შემთხვევით გაუგებრობას უნდა
მიეწეროს.
მაგრამ ეთიოპთა მიმართ ამგვარი გაუგებრობა, რაც შავთელის ხოტბის კომენტარშია, მხოლ
ოდ საქართველოში არ მომხდარა: საოცარი ის არის, რომ ინფორმაციულობის მაღალი დონ ით
გამორჩეულ ჩვენს საუკუნეში ანალოგიური შეცდომაა დაშვებული ევროპაშიც დანტეს
„ღვთაებრივი კომედიის“ აღიარებული და ავტორიტეტული თანამედროვე კომენტატორის,
სლოვაკი მეცნიერის ვილიამ ტურჩანის მიერაც. „ღვთაებრივი კომედიის“ მესამე ნაწილში,
„სამოთხის“ I თავის 109-114 ტერცინებს, სადაც ეთიოპელნიც იხსენიებიან, ვილიამ ტურჩანი
ასეთ კომენტარს ურთავს: „ეთიოპელებით და სპარსელებით პოეტი აღნიშნავს ყველა იმ ერს,
რომელთაც მის დროს [ე.ი. XIII საუკუნეში! - მ. კ.] არ შეეძლოთ სცოდნოდათ ქრისტიანულია
მოძღვრება“ [42;347].
„აბაშებს“ საოცრად არ სწყალობთ ბედი: ამ უძველეს ქრისტიანებს რატომღაც არაქრისტიანებ
ად თვლიან!
რაც შეეხება აბდულმესიანის კომენტარს, ფორმალური ლოგიკის თვალსაზრისით თუ ვიმსჯ
ელებთ, მისი წარმოშობა ძნელი ასახსნელი არ არის: სინტაგმა „არ აბაშია მეფე მორწმუნე“ შე
იცავს ისეთ დაპირისპირებას, რომ „აბაშის“ ურწმუნოდ ჩათვლა ძალიან ადვილია. მსჯელობ ის
ლოგიკა უმარტივესია: თუ ქართველი მორწმუნე ანუ ქრისტიანი მეფე დაპირისპირებუ ლია
„აბაშთან“ და კატეგორიულად „არ აბაშია“, მაშინ „აბაში“ ურწმუნო ანუ არაქრისტიანი უნდა
იყოს! ხოტბის ამ ტაეპთა კონტექსტს თუ დავეყრდნობით, შეიძლება კიდევ უფრო მეტად
დავაზუსტოთ: „ქართველთა მორწმუნე მეფე არ არის არაქრისტიანი აბაში“. ასეთი ჩანს
შავთელის ფრაზის კონკრეტული და პირდაპირი მნიშვნელობა, რაც დაფიქსირდა კიდ ეც
კომენტარში. დიაღაც უმარტივესი ლოგიკაა, მაგრამ სიმარტივე და ჭეშმარიტება ტოლფა რდი
ცნებები არაა: როგორც დავრწმუნდით, აბაშნი ქრისტიანები არიან.
და ამის შემდეგ ისმის ახალი კითხვა: მაშინ რა უძევს საფუძვლად ამ შედარებას? რატომ ადა
რებს შავთელი ქართველთა მეფეს ვიღაც აბაშს“? ვის და რატომ ეკამათება ხოტბის ავტორი და
რატომ უმტკიცებს ასე „მტკიცედ და მკვეთრად“, რომ ქართველთა „მეფე მორწმუნე, ხმელ თა
ნათელი“ არ არის „აბაში“?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არა ხოტბის ცალკეული სიტყვების კონკრეტული, ვიწრო მნიშ
ვნელობით გაგებას, არამედ ამავე სიტყვების შინაარსის გახსნას შეუძლია: სიტყვის კონკრეტ
ული მნიშვნელობა მხოლოდ ფორმაა, შინაარსი კი კოდური მნიშვნელობის შემცველია. უბრა
ლოდ, აბდულმესიანის ამ ტაეპთა შინაარსი სულ სხვა სიბრტყეზე ძევს: ხოტბის კონტექსტი
დან სრულიად აშკარად ჩანს, რომ შედარება რაღაც საერთო არსებით ნიშანს გულისხმობს.
და კვლავ ჩნდება ახალი კითხვა: სახელდობრ რა არსებითი ნიშნით შეიძლებოდა შეედარები
ნა მეხოტბეს ერთმანეთისთვის იესიან-დავითიან-სოლომონიანი ბაგრატიონთა დინასტიის
ჩამომავალი და ვიღაც „აბაში“?
ეს საკითხი მრავალი თვალსაზრისით უფრო ღრმა და რთული აღმოჩნდა, ვიდრე ზედაპირ ზე
აირეკლა, და, გარდა ამისა, თავისი არსით სრულიად მოულოდნელი, შეიძლება ისიც კი
ითქვას, რომ გამაოგნებლად მოულოდნელია.
აღმოჩნდა, რომ მსოფლიო ქრისტიანულ სამყაროში ქართველ ბაგრატიონთა საგვარეულო არ
ყოფილა ერთადერთი იესიან-დავითიან-სოლომონიანი სამეფო დინასტია, რომ თურმე მსოფ
ლიოში მეორე ასეთივე დინასტიაც არსებობს, რომელიც თავის წარმომავლობას ბიბლიური
მეფე-წინასწარმეტყველის სამეფო საგვარეულოს უკავშირებს და თავის წინაპრად სრულიად
კონკრეტულად ბიბლიურ სოლომონს ასახელებს!
ეს შავთელის მიერ მოხსენიებული აბაში სამეფო დინასტიაა, რომელიც დღემდე მართავს ამ
აფრიკულ ქრისტიანულ სახელმწიფოს - ეთიოპიას.
აბაშთა ანუ ეთიოპთა სამეფო დინასტიის წარმომავლობა ბიბლიის ერთ ფართოდ ცნობილ და
მომხიბლავ ეპიზოდს უკავშირდება, რომელიც მეფეთა მესამე (10,1-13) და ნეშტთა მეორე (9,1-
12) წიგნებშია მოთხრობილი. აქ ბიბლიური სიდინჯითაა აღწერილი, თუ როგორ ესტუმ რა
ძვირფასი საჩუქრებით დატვირთული საბას (resp. აბაშთა, ეთიოპთა) ქვეყნის დედოფალი
სოლომონ მეფეს მისი სიბრძნის გამოსაცდელად და სიმდიდრე-დიდების სანახავად, როგორ
„იხილა დედოფალმან მან საბასმან ყოველი იგი სიბრძნე სოლომონისი“ (3 მეფეთა, 10,4, და
შემდეგ როგორ „წარვიდა ქუეყანადვე თვისა“ (3 მეფეთა, 10,13).
ბიბლიური ამბავი აქ მთავრდება, მაგრამ ამ მეფურ ვიზიტს ფრიად რომანტიკული და ამავე
დროს პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე დასასრულიც აქვს. აბისინიელ-აბაშ ანუ ეთიოპელ
ბერთა მიერ შედგენილ მატიანეთა თანახმად, აბაშ მეფეთა დინასტიას სათავე დაუდო მენელ
იქმა, რომელიც თურმე სოლომონ მეფისა და საბას დედოფლის ძეა: „აკსუმის სახელმწიფოს
შექმნის ისტორია უცნობია, - ვკითხულობთ ერთ თანამედროვე გამოკვლევაში - მატიანეებ ში,
რომლებსაც აბისინიის მონასტერთა ბერები ადგენდნენ, აკსუმის ჭეშმარიტი კავშირი საბ nას
კულტურასთან მეტად თავისებურად გარდატყდა. მატიანეთა თანახმად, ეთიოპიის მეფე თა
წარმომავლობა მომდინარეობს მენელიქისგან, სოლომონ მეფისა და საბას დედოფლის ძი სგან.
საბას დედოფლის სოლომონთან ვიზიტისა და მენელიქის დაბადების ლეგენდა ეთიოპ იაში
ძალზე პოპულარულია და ეთიოპელი მხატვრები სიყვარულით ასახავდნენ ამ სიუჟეტ ებს“
[37;362]. იმავეს ვკითხულობთ საკმაოდ პოპულარულ წიგნში „ბიბლიური თქმულებანი“
„დედოფალი საბასი სოლომონთან წმინდა პრაქტიკული მიზნებით ჩავიდა... მაგრამ ხალხის
ფანტაზიამ მიჩქმალა ვიზიტის ხასიათი და ყოველივე რომანტიკული ელფერით შემოსა. თუ
რმე სოლომონი, დედოფლის ბრწყინვალე სილამაზით მოხიბლული, ვნებამ შეიპყრო და მას
თან ვაჟი ეყოლა. აბისინიელები დღემდე ამტკიცებენ, რომ ნეგუსთა [resp. „ნაგასტ-ნაგასტ“ ან
„ნეგუს-ნეგუს“ ამ დინასტიის წოდებაა, რაც „მეფეთა-მეფეს“ ნიშნავს] დინასტია სწორედ მისგ ან
მომდინარეობს“ [33;338].
მაშასადამე, შავთელისეული შედარების არსებითი ნიშანი ამ ორი სხვადასხვა ქვეყნის - საქარ
თველოსა და ეთიოპიის (resp. „აბაში“) - სამეფო დინასტიათა საერთო ბიბლიური წარმომავლ
ობაა; ის, რაც უცნობი აღმოჩნდა II საუკუნის საქართველოში, კარგად იყო ცნობილი II ს-ის ქა
რთველთათვის.
როგორც ჩანს, აბდულმესიანის გაანალიზებული ტაეპების ქვეტექსტი - მეტაფორულად „აბაშ
ით” გამოხატული - XII ს-ის დროინდელი მძაფრი პოლიტიკური პოლემიკის ანარეკლია. სავა
რაუდოა, რომ თამარის ეპოქაში მწვავე პოლიტიკური დებატებისას - ეს დებატები რომ უთუ
ოდ მწვავე იყო, ცხადად მოწმობს თამარის ორივე ისტორია - ბაგრატიონებისთვის „აბაშობის“
დაბრალება სრულიად კონკრეტულ პოლიტიკურ შინაარსს შეიცავდა. „აბაშობის“ დაბრალება
მმართველი დინასტიისთვის არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ამ ტროპის დადებით
სემანტიკას. მაინც რა პოლიტიკურ შინაარსს შეიცავდა იგი? ყოველივე ზემოთქმულის საფუძ
ველზე შეიძლება გამოითქვას მოსაზრება, რომ XII საუკუნეში საქართველოს განათლებული
წრეებისთვის კარგად იყო ცნობილი ევროპული პოლიტიკური თეოლოგია, რომელმაც არჩევ
ით მონარქიას („საულის პარადიგმა“) მიანიჭა უპირატესობა, რაც დაფორმულდა კიდეც V ს.
საფრანგეთში ცნობილ ფრაზაში: „სამეფო ხელისუფლება არის ღირსება და არა მემკვიდრეო
ბითი საკუთრება“ [29;151]. ევროპული პოლიტიკური აზროვნება საუკუნეთა მანძილზე სწო
რედ ამ მიმართულებით ვითარდებოდა. ქართულმა პოლიტიკურმა აზროვნებამ ისტორიის
გარკვეულ ეტაპზე, III ს-ის მიწურულს ერთადერთი დინასტიის მარადიულ მეფობას - „დავი
თის პარადიგმას“ მიანიჭა უპირატესობა ბაგრატიონთა დინასტიის დავითიანობის საფუძველ
ზე, ღვთისნებითობის თეორიას, რომელიც სრულიად უცხოა ევროპული პოლიტიკური თეო
ლოგიისთვის. ჩანს, „აბაში“ „დავითის პარადიგმის“ ანუ ერთადერთი დინასტიის მარადიუ ლი
მეფობის მეტაფორაა; ამ ტროპის ანონიმი შემქმნელნი საქართველოში ევროპული ტიპის
არჩევითი მონარქიის შემოღების იდეოლოგები იქნებოდნენ. როგორც არ უნდა იყოს, შავთე
ლისეულმა ზმამ შემოგვინახა ისტორიული რეალია, ის „ჩვენთვის უცნობად დარჩენილი ნა
აზრევი»“ (შ.ნუცუბიძე), რომელიც უდავოდ XII საუკუნის ქართული პოლიტიკური აზროვნე
ბის ერთ-ერთი მრავლისმეტყველი დეტალია.
აქ იბადება მეორე კითხვაც: ადრევე იცოდნენ თუ არა საქართველოში აბაშთა იესიან-დავითი
ან-სოლომონიანი დინასტიის არსებობის შესახებ? ჩემის აზრით, კონკრეტული ისტორიული
მასალის მიხედვით პასუხი ერთადერთია: დიაღ, იცოდნენ. თუკი „ქართველთა სამონასტრო
კოლონიზაცია პალესტინაში მეხუთე საუკუნეში იწყება“ [9;89], ხოლო უკვე VI ს-ში პალესტი
ნის მონასტრებში უკვე ვხედავთ ისეთი ქრისტიანი ეროვნების წარმომადგენლებს, როგორნ იც
არიან ეთიოპები [9;88], მაშინ ცხადია, რომ თითქმის სამი საუკუნის მანძილზე პალესტი ნაში
გვერდი-გვერდ მოღვაწეობდნენ ქართველი და აბაში-ეთიოპი სასულიერო პირები. ასეთ
ვითარებაში წარმოუდგენელიც კია, რომ განათლებულ ქართველებს არაფერი სცოდნოდათ
აბაშთა ბიბლიური ჩამომავლობის სამეფო დინასტიის არსებობის შესახებ. კონტრარგუმენტი
უსაფუძვლოდ მიმაჩნია. ვთვლი, რომ ამ პრეცედენტმა თავისი როლი შეასრულა ქართული
პოლიტიკური თეოლოგიის ჩამოყალიბებაში.

***
აქ კიდევ ერთი კითხვა ისმის: გვაქვს თუ არა საქართველოს სამეფო ტახტზე ასვლისას ისეთი
მაგალითი, როდესაც „საულის პარადიგმა“ - ხალხის მონაწილეობით მეფის არჩევა - მოქმედ
ებს? ჩემის აზრით, გვაქვს, და ეს ერთადერთი მაგალითი კვლავ ბაგრატიონთა წინაპართან,
გუარამთან არის დაკავშირებული. ეს პირველი ბაგრატიონია, რომელიც სამეფო ტახტზე ავი
და. ამ ისტორიულ ფაქტს სუმბატ დავითისძე ასე აღწერს: „და ერთად შეკრბა ყოველი ქართ ლი
და გამოარჩიეს გუარამ, დავითის ნათესავისგან“ [14; 374]. აქ მთავარია სიტყვა „გამოარჩი ეს“,
და ის, რომ ამ გამორჩევის მიზნით „ერთად შეკრბა ყოველი ქართლი“. „გამოარჩიეს“ ნიშნ ავს
არჩევას, და თუ პოლიტიკური თეოლოგიის კონტექსტში განვიხილავთ, იგი ფაქტის აღმ
ნიშვნელი სიტყვა კი არ არის, არამედ ტერმინია და ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონს განეკ
უთვნება; ამას ისიც მოწმობს, რომ ქართული მონარქიის თავისებურების დასახასიათებლად
ვახუშტი ბატონიშვილმა სწორედ ამ ტერმინს მიმართა: „არცაღა თუ გამორჩევით...“ [16, 17].

***
შუასაუკუნეთა ქართული პოლიტიკური თეოლოგიის კვლევა ჩემმა რუსთველოლოგიურმა
ინტერესებმა განაპირობა, რადგან სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებუ ლი
შეხედულება რუსთაველის პოლიტიკური კრედოს შესახებ საკამათოდ მეჩვენება.
საკითხი მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს მეფის ლეგიტიმურობის განსა
კუთრებული სტატუსის გამო, და, როგორც ჩანს, VIII ს-ის მიწურულს შექმნილმა პოლიტიკუ
რმა თეოლოგიამ თავისი გავლენა იქონია როგორც ქართული სახელმწიფოს განვითარებასა და
ერის ისტორიულ პერსპექტივაზე, ასევე ქართველი ერის მენტალიტეტის ჩამოყალიბება ზე.
Feci quod potui. აქ უკვე ფილოლოგმა კალამი უნდა დადოს და თავისი დასკვნები და მოსაზ
რებები ისტორიკოსს და სოციოლოგს გადასცეს, თუკი ისინი, რა თქმა უნდა, ამ საკითხებით
დაინტერესდებიან.

მეფეთ-მეფე ანუ იმპერატორი


(ქართველი მეფეების ტიტულატურიდან)

ნაწილი I
ქართველი მეფის ტიტულატურა ქართული წყაროებით მრავლისმთქმელია. ეს არის დიდი,
აღმატებული, სუზერენის, მეფეთა-მეფის, იმპერატორის ტიტული. იგი, ერთის მხრივ, ქრის
ტიანთა და მეორე მხრივ, მაჰმადიანთა იმპერატორის ტიტულია: მეფეთ-მეფე და შაჰანშა (შაჰ
თა-შაჰი) ქართველი მეფები მოიხსენიებიან როგორც ,,თვითმფლობელი აღმოსავლისა და და
სავლისა და ჩრდილოეთისა და სამხრეთისა'' და სხვა.

საინტერესოა, როგორი ტიტულით მოიხსენიებდნენ იმ დროს აღმოსავლეთში ქართველთა მე


ფეთ-მეფეს. ეს კარგად ჩანს ქ. თავრიზში დაცული კრებული ,,თარასსოლიდან'' (,,მიმოწერა'').
ეს მიმოწერა გადაწერილი ყოფილა 1219 წელს ქალაქ აყსააში. კრებული გამოიკვლია და გამო
სცა მ. თოდუამ (ლ. ტუხაშვილი, ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან'').

,,პასუხი მეფე დავითს, აბხაზის პატრონს (აქ აბხაზი სრულიად საქართველოს ნიშნავს).

უზენაესი ბრძანება უდიდესი მეფისა; აღზევებული ხელმწიფისა; უმოწყალესი კეისრისა;


სახელგანთქმული დიდგვაროვნისა; ძლევამოსილი მართლმსაჯულისა; ქვეყნიერებისა და
სახელმწიფოს სიდიადისა; ქრისტესმოსავთა შემწისა და იესოს მიმდევართა მფართველისა;
კეისართა მძლეველისა; გოლიათთა მმუსვრელისა; დიდებული ჯვრის დამცველისა; ქრის
ტიანთა თავშესაფარი მღვიმისა; ქრისტეს მოწაფეთა გვირგვინისა; ტახტთა და გვირგვინთ
მემკვიდრეობით მპყრობელისა; აღმოსავლეთისა და დასავლეთის სტეფანოსისა; ქრისტეს
სარწმუნოების მცველისა;

აბხაზის, შაქის, ალანის და რუსის მეფეთა-მეფისა; მესიის თანაშემწისა;

(ალლაჰმაც განაგრძობს მეუფება მისი და მარადჰყოს სამეფო მისი'').

როგორც ჩანს, აქ დავით აღმაშენებელია მოხსენიებული. დავითი და სხვა ქართველი მეფეე ბი


კიდევ შემდეგნაირად მოიხსენიებიან უამრავ ამგვარ დოკუმენტებში: ,,რუმის და რუსის
მარზპანი'' (რუმი აქ საბერძნეთს უნდა ნიშნავდეს); ,,ამირთა თვითმპყრობელი; აბხაზის (ე. ი.
სრულიად საქართველოს) და შაქის ფალავნის; არმანის (არმენია) და რუმის მარზბანი, ალანი
სა და რუსის სარდალი; უდიდესი კეისაროსი''; ,,ამირთა მეფე; არმანისა და შაქის სარდალი;
აბხაზის წინამძღოლი; რუმისა და ფარანგის მარზბანი''; ,,აბხაზის, შაქის და ალანის მეფეთა
მეფე; მესიის თანაშემწე ლაშა, ძე მეფე გიორგის ასულისა''; ,,აბხაზის და ალანის სამეფოს შემ
წეობა; არმანის ფალავანი; შაქის, ყევჩაყისა და ხაზარის ამირათა მეფე''.

უფრო მეტიც, არა მარტო ქართველ მეფეებს, არამედ ქართველ ვაზირებსაც კი ფრიად აღმატე
ბული ტიტულით მოიხსენიებდნენ აღმოსავლეთში: ,,აფხაზისა და ხაზართა ვაზირთა მეფეე ბი
(ჭყონდიდელი)''; აბხაზის, რუმის, არმანის, ხაზარის, შაქისა და ალანის ფალავანი, მესიის
მახვილი'' (შალვა სარგისის ძე) და სხვა.

ე. ი. აღმოსავლეთში საქართველოს მეფეს განიხილავდნენ როგორც საქართველოს; ალანიის


(ჩრდილო კავკასიის მთიანეთის); რუსის (ტმუტარაკანის და დაღესტნის ჩრდილოეთით არსე
ბული რუსული სამთავროების); არმანის (სომხეთის); რუმის (იკონიისა და საბერძნეთის, ასე
ვე ტრაპიზონის); ხაზარეთის, ყივჩაღეთის მბრძანებლად.
ლოვარდ ტუხაშვილის თქმთ: ,,უმთავრეს შემთხვევაში აქ წარმოდგენილია ჩრდილო კავკა სია.
ეს არის საქართველო სამხრეთიდან, ისლამური სამყაროდან დანახული თვალით. აშკარ ად
ჩანს, რომ მაჰმადიანთა ჩამოყალიბებული თვალსაზრისით, ჩრდილოეთი კავკასია ქართ
ველთა პოლიტიკური გავლენის არეალია. ჩვენ რომ გვქონდეს ასეთივე ჩრდილოური ,,თარა
სსოლი'', მაშინ საპირისპირო სურათს დავინახავდით. ჩრდილო კავკასიელთათვის სამხრეთ ის
ქვეყნები ასევე განხილული იქნებოდა ქართველთა პოლიტიკური ბატონობის არეალად''
(იქვე).

ასეთ ტიტულატურას, ასეთ მფლობელობას შეეფერებოდა ორთავიანი არწივის გამოსახულე ბა


გერბზე, ოღონდ არა ცენტრალურ ადგილას, რაც მერე რუსებმა მიითვისეს. ცენტრალური
ადგილი ქართულ გერბზე მუდამ უფლის კვართისა იქნება. თუმცა, ჩვენს მეფეებს ეს არ აინ
ტერესებდათ, მათ სხვა პრიორიტეტები ჰქონდათ... ამაზე სხვა დროს.

ისე, თუ მომავალში საქართველო გადაწყვეტს ორთავიანი არწივი დაუმატოს თავის გერბს,


ამის სრული უფლება აქვს, უფრო მეტი, ვიდრე რუსეთს, ვინაიდან ტრაპიზონის იმპერიის
გერბი ორთავიანი არწივიც იყო, ხოლო ტრაპიზონ-ქალდეა და მთელი ლაზეთი რომ საქარ
თველოს ისტორიის ნაწილია, ეს ცნობილია.

„მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და


ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმპყრობელობით მფლობელი". დასავლე
თისა და აღმოსავლეთის მპყრობელობის სიმბოლოა ორთავიანი არწივი. ამას ხშირად უმა
ტებდნენ ჩრდილოეთს და სამხრეთს: " მეფისა და დედოფლისა ყოვლისა აღმოსავლეთისა და
დასავლისა, ჩრდილოეთისა [და სამჴრეთისა]".

სხვაგან ვწერდი, რომ თამარ მეფის დროს ბიზანტიის იმპერიის გაუქმებას (ევროპელებისა და
ქართველების მიზანს) და ტრაპიზონის იმპერიის დაარსებას, ზოგადად თამარ მეფის მიერ
იმპერატორის დასმას (ხელდასხმას) საინტერესო იდეოლოგია ჰქონდა - ქართველი ხელმწი ფე
გახდა კეისრის (იმპერატორის), ფაქტიურად, უფროსი, სუზერენი, მასზე გავლენის მქონე.

აქვე გავიხსენოთ, რომ ქართველები ბიზანტიის იმპერატორებს ძირითადად მეფეს უწოდებდ


ნენ, ძალიან იშვიათად კეისარს.

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთიანი საქართველოს ხელმწიფეთა ტიტული - მეფეთ-


მეფე (მეფეთა მეფე), სრულიადაც არ ჩამოუვარდება იმპერატორის ტიტულს.

გაგრძელება იქნება
იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1565), საინტერესოა, მასაც დავით აღმაშენებლის
გვირგვინის მაგვარი ახურავს, საქართველოში რამდენიმე გვირგვინი იყო

როგორ შეურაცხყო მართლმადიდებლური სარწმუნოება ზაქარია


მხარგრძელმა და რა სასწაულის შემდეგ მოინათლა ივანე
მხარგრძელი
გიორგი მახობეშვილი

სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები ხშირად კამათობენ და ერთმანეთს უმტკიცებენ სა


კუთარი რელიგიის უპირატესობას. ქართველებსა და სომხებს შორის სარწმუნოებრივ კამათ
საც დიდი ისტორია აქვს. თუმცა, რელიგიური ომი, ან შეტაკებები ამ საკითხზე ამ ორ ხალხს
შორის არ მომხდარა. ეს კამათი მიმდინარეობდა მაშინაც კი, როცა სომხეთის დიდი ნაწილი,
სომხებისავე თხოვნით, ქართველი მეფეების მიერ დამპყრობთაგან გათავისუფლე ბული და
მიერთებული იყო საქართველოს სახელმწიფოსთან. XI ს-იდან სომხებს უკვე აღარ ჰქონდათ
საკუთარი სახელმწიფოებრიობა.
დიდი საქართველოს მეფეთა-მეფისა და დედოფალთა-დედოფლის – თამარის კარზე, ძალი ან
დიდ თანამდებობებზე მსახურობდნენ მონოფიზიტური აღმსარებლობის ძმები – ზაქარია და
ივანე მხარგრძელები. ქვეყნის მაღალ წრეში იყვნენ მათი სხვა ნათესავებიც. ზაქარიას ამი
რსპასალარის თანამდებობა – სახელო ეკავა. ივანეს – მსახურთუხუცესის. საქართველო დი დი
სახელმწიფო იყო – კავკასიური იმპერია, და ამგვარ სახელმწოფოებში ასეთი მოვლენა ხშირია.
მხარგრძელები წარმოშობით ქურთები უნდა ყოფილიყვნენ. არის სხვა ვარაუდებიც. ქართუ
ლი მემატიანე გვამცნობს მხარგრძელთა მიერ გავრცელებულ ლეგენდას, თითქოს ისინი სპარ
სთა მეფის არტაქსერქსე პირველი აქემენიდიდან მომდინარეობდნენ, რომელიც ძვ. წ.-ით V ს-
ში მეფობდა. თუმცა ეს შეიძლება გვარის აღმატებულობის მტკიცება იყოს მხოლოდ, რასაც
თვითონ მხარგრძელები ცდილობდნენ. ამგვარი რამ ძველ დროში გავრცელებული ტენდენ
ცია იყო. როგორც ვთქვით, ზაქარია და ივანე სომხური სარწმუნოების მიმდევრები იყვნენ, ანუ
იმ პერიოდის იდეოლოგიით – სომხები, თუმცა პოლიტიკურად ქართველები, ქართული
სახელმწიფოს მოქალაქეები და თანამდებობის პირები იყვნენ, თუ შეიძლება ასე ითქვას... იმ
დროს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იყო იოანე VII „სულმობერული, კაცი ანგელოზ
თა მოსაგრე“ (1205-1210).
ერთხელ, როგორც ჩანს, ლაშქრობისას მართლმადიდებელთა წირვას დასწრებიან ზაქარია და
ივანე მხარგრძელები. ზაქარია მხარგრძელმა სეფისკვერი მოითხოვა. მღვდლებმა არ მის ცეს,
რადგან სხვა სარწმუნოებისა იყო. ამგვარი წესია, ყველა რელიგიის მიმდევართა შორის,
საკუთარ სიწმინდეს არ უზიარებენ სხვას, არ აქვთ უფლება. ქართველების მსგავსად, სომხებ
იც ასე მოიქცეოდნენ. ზაქარიამ ძალით აღიტაცა და შეჭამა სეფისკვერი. ეს საქციელი არა მარ
ტო სარწმუნოებრივი წესების, რელიგიათშორისი ურთიერთობების, არამედ ეთიკის ნორმებ ის
დარღვევაც გახლდათ, რამაც იოანე კათალიკოსის რისხვა გამოიწვია: „ძაღლი თუ იკადრ ებს
მოტაცებას”. შერცხვენილი ზაქარია გაიძურწა, მაგრამ მეფის დარბაზში მისვლისას შეუდ გა
მართლმადიდებლური სარწმუნოების კრიტიკას და კამათს პატრიარქთან. ქართველი კათ
ალიკოსი პასუხობდა და უხსნიდა მართლმადიდებლობის არსს.ზაქარიამ ვერ შეძლო პატრია
რქთან თეოლოგიურ საკითხებზე კამათი და თავხედურად განუ ცხადა ქართველ მამამთავ არს:
„მე მებრძოლი კაცი ვარ და შენთან სიტყვიერი პაექრობა მიჭ ირს, მოვიყვან ჩემი სარწმუ
ნოების მოძღვრებს და ისინი შეგარცხვენენო შენ.”
კათალიკოსმა მიუგო: „იყოს ნება ქრისტესი და ღვთისმშობლისა და მათ შეარცხვინონ მწვალ
ებლები.”
ძალიან ტოლერანტული იყო ქართული სახელმწიფო. მარტო ის რად ღირს, რომ არაქართვე
ლებს, არამართლმადიდებლებს ასეთი წამყვანი თანამდებობები ეკავათ. ზაქარიას კი, ამ შემ
თხვევაში, არ ეყო არც კორექტულობა, არც დიპლომატია და უპატივცემულობა გამოიჩინა იმ
ხალხის სარწმუნოების მიმართ, რომელმაც მას ასეთი ნდობა გამოუცხადა და ამირსპასალარ
ობა ჩააბარა, რომელმაც ის და მისი ნათესავები დააწინაურა და სამფლობელოები გადასცა; იმ
სახელმწიფოს მიმართ, რომელშიც ცხოვრობდა, კეთილდღეობდა, დიდებულებდა, მემა
მულეობდა და დიდვაზირობდა. ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს კეთილშობილ წმინდა მეფე
თამარს კი პასუხად რისხვა არც გა მოუვლენია. სხვაგან, მაგალითად, ბიზანტიაში, სელჯუკე
ბის სასულთნოში ან ირანში, თუ სი კვდილით არ დასჯიდნენ, დამცრობა მაინც მოელოდა...
მართლაც, ზაქარიამ ჩამოიყვანა სომეხთა კათალიკოსი, ეპისკოპოსები და ვარდაპეტები (სჯუ
ლისმეცნიერები). სამეფო კარზე საქართველოს ქვეშევრდომი მონოფიზიტი მღვდელმთავრე ბი
შესაბამისი პატივით მიიღეს. გაიმართა სამსჯავრო. საქართველოს მეფეთ-მეფე თამარის, მისი
მეუღლის – მეფე დავითისა და სტუმრების თვალწინ, ქართველ პატრიარქს სომხები
დაუპირისპირდნენ. ვარდაპეტები კა მათს შეუდგნენ. იოანე „ანგელოსთა სწორი“ უხსნიდა
მართლმადიდებლობის საფუძვლებს. კამათი საღამომდე გაგრძელდა, მაგრამ შედეგი ვერ
გამოიღო, სიტყვებმა ვერ დაარწმუნა სომეხი სამღვდელონი. მაშინ იოანე „სულმობერულმა“,
სულიწმიდას მინდობილმა, სომხებს შესთავაზა, საქმით გაე რკვიათ თუ რომელი სარწმუნო
ება იყო ჭეშმარიტი: „ახალი აღთქმით ქრისტემ დაგვიდგინა, ვეზიაროთ მის ხორცსა და
სისხლს. ჭეშმარიტი სარწმუნოების მღვდელმსახურს შეუძლია, პური ქრისტეს ხორცად აქცი
ოს, ხოლო ღვინო – ქრისტეს სისხლად. თუ თქვენი სარწმუნოება უკეთესია, თქვენ შეძლებთ,
პური აქციოთ ხორცად უფლისა. ხოლო თუ ჩვენი სარწმუნოებაა უმჯობესი, პური უფლის
ხორცად ჩვენი ლოცვით გადაიქცევა. მოგიყვანთ ძაღლს, სამი დღე აშიმშილეთ, თან ეს ღამეე
ბი ლიტანიობითა და ღვთის ვედრებით გაათენეთ. ერთი ძაღლი მე მომგვარეთ, 3 დღე უჭმე
ლად შევინახავ და ღამეებს ლიტანიობით და ღვთის ვედრებით გავათენებ. მესამე დღეს ჩემ
მიერ მღვდელმოქმედებულ კვერს დავუდებ თქვენ მიერ ნაშიმშილებ ძაღლს. თქვენ მოიტან ეთ
თქვენი ნაკურთხი სეფისკვერი და ჩემ მიერ ნაშიმშილებ ძაღლს დაუდეთ. ვის სეფისკვერ საც
ძაღლი შეჭამს, მისი სარწმუნოება არ არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა. თუ თქვენსას შეჭამს
თქვენი სირცხვილი იქნება, თუ ჩემსას – ჩვენი.” სომხები დათანხმდნენ. თამარ მეფე კათალი
კოსის სიტყვებმა შეაძრწუნა: „ეს რა თქვი, ვის შე უძლია ამის ქმნა?!” პატრიარქმა მშვიდად მი
უგო, რომ არა საკუთარი თავის იმედით, არამედ „მინდობითა მართლმადიდებლობისა ცხად
ვყოფთ ჭეშმარიტებასო”.
პარასკევი დღე იყო, დაიწყეს ლოცვა, ერთის მხრივ, ქართველებმა, მეფემ პატრიარქმა, წარჩი
ნებულებმა და სამღვდელოებამ და მეორე მხრივ, სომხების კათალიკოსმა, სამღვდელოებამ,
მხარგრძელებმა. ასე გაათენეს ღამე. შაბათსაც გააგრძელეს მღვდელმსახურება და გათენდა
კვირა. მზე ამოვიდა და ყველა ეკლეს იისაკენ გაემართა. გაამზადეს წმიდა ტრაპეზი. ორივე
კრებული ტიროდა, ლოცულობდა და შეწევნას შესთხოვდა უფალს. იოანე კათალიკოსმა კიდ
ევ ერთხელ მიმართა მონოფიზიტებს: „ახლა გამოჩნდება, თუ თქვე ნი სარწმუნოება მოსწონს
უფალს, თქვენი სეფისკვერი ქრისტეს ხორცი იქნება, თუ ჩვენი მოს წონს, ჩვენი იქნება მისი
ხორცი. არ იკადროთ უარყოფა.” იოანე ანგელოსთა სწორი იდგა, „ვითარცა გოდოლი შეურყვ
ნელი”. ხელში საღვთო საიდუმლ ოთი ხორცქმნილი სეფისკვერი ეკავა. ბრძანა და მოუყვანეს
სომეხთა მიერ ნაშიმშილები ძაღ ლი. იოანემ წარმოთქვა: „ქრისტე მეუფეო... შენ... გთნავს სარ
წმუნოება ქართველთა, გთნავს სარწმუნოება ესე ჩვენი. შეუხებლად და მიუახლებლად დაი
ცავ... ხორცი ესე შენი ჩვენ მიერ მღვდელმოქმედებული!.. აჩვენე ერსა ამას გზა ჭეშმარიტი...
სირცხვილეულ ყვენ წინააღმდ გომნი ჩვენნი!” შემდეგ დაუდო სეფისკვერი ძაღლს. ის პურის
კენ გაექანა, მაგრამ მიუახლოვდა თუ არა, ყურ ისწამღებად დაიწკმუტუნა და ვერ მიეკარა სე
ფისკვერს. თამარ მეფემ და ქართველებმა ცრემ ლებითა და სიხარულით ადიდეს ღმერთი. რა
ღა უნდა ექნათ სომხებს, მოიტანეს თავისი მღვდელმოქმედებული სეფისკვერი და დაუდ ეს
ქართველების მიერ ნაშიმშილებ ძაღლს, რომელმაც თვალისდახამხამებაში გადასანსლა სომ
ხური კვერი.
„დიდ ხარ შენ, უფალო, საკვირველ არიან საქმენი შენნი!” – სიხარულით გაიძახოდნენ ქართ
ველნი. მათ კათალიკოსი შესვეს თავის ცხენზე, იოანე ანგელოსთა მოსაგრეს ტაბაკით ეპყრა
სეფისკვ ერი. მას ლაშქრის წინ დაატარებდნენ და გალობდნენ 128-ე ფსალმუნს: „მრავალგზ ის
მბრძო დეს მე მტერნი ჩემნი სიყრმით ჩემითგან და მე ვერ მერეოდეს. ბეჭთა ჩემთა მცემ დეს მე
ცოდ ვილნი და განაგრძეს უსჯულოება მათი. უფალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთა ნი.
ჰრცხვენო დენ და მართლ უკუნიქცენ ყოველნი მოძულენი სიონისანი. უფალსა უგალობ დით,
რამეთუ დიდებით დიდებული არს. უფალმან შემუსრნა მებრძოლნი, უფალი არის სა ხელი
მისი”. ასე, სიხარულით შემოიარეს მთელი ბანაკი. შეუძლებელია აღიწეროს, თუ როგო რი
სასოება და მა დლიერება ჰქონდათ ქართველებს ღვთის მიმართ. სომეხი მოკამათეები თა
ვჩაღუნული, მდუმარედ იდგნენ. შემდეგ შერცხვენილები წავიდნენ მხარგრძელთა კარავში. ამ
სასწაულის შემდეგ ივანე მხარგრძელი მართლმადიდებლურად მოინათლა, ისევე, როგ ორც
სხვა მრავალი სომეხი. შერცხვენილმა ზაქარია მხარგრძელმა განაცხადა: „მივხვდი, ქარ
თველთა სარწმუნოება ჭეშმარიტია, მაგრამ ცოდვა მასზე იყოსო, ვინც პირველად განუდგა
მართლმადიდებლობას.” თუმცა, ცდილობდა, სომხური სარწმუნოება დააეხლოებინა ქართუ
ლისათვის და გარკვეული ცვლილებები შეეტანა მასში.
ასე დაამტკიცა ღმერთსა და მართლმადიდებლობას მინდობილმა იოანე ანგელოზთა სწორმა
ქართული სარწმუნოების ჭეშმარიტება.

ინტეგრალური ნაციონალიზმი და არისტოკრატიულობის თეორია


(წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის". 2007)

გაიოზ (გია) მამალაძე

მკითხველს ვთავაზობთ თემას განხილვისათვის: " ინტეგრალური ნაციონალიზმი და არის


ტოკრატიულობის თეორია". ამ თემაზე სხვადასხვა აზრი არსებობს, ყოველ აზრს, რა თქმა
უნდა, აქვს არსებობის უფლება და იგი უნდა განვიხილოთ. გთავაზობთ ჩემს წერილს, რომე
ლიც გამოქვეყნდა დაახლოებით XX-XXI სს-ის მიჯნაზე და შესულია ჩემს წიგნში "კონსტიტუ
ციური სახალხო მონარქიისათვის". წიგნი გამოიცა 2007 წელს.

ინტეგრალური ნაციონალიზმი და არისტოკრატიულობის თეორია

ძველ ქართულში არისტოკრატიულის შესატყვისი სიტყვა იყო "საზეპურო". შუშანიკის წამე


ბაში ნახსენებია "აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი".

ქართული წარმოდგენით, ქართველი ერი განსაკუთრებული მისიის მატარებელია. იგი არის


ღვთისმშობლის წილხვედრი. ქართველი ერის განსაკუთრებულობა, არისტოკრატიულობა
მტკიცდება თავად მაცხოვრის სიტყვებით, რომლითაც უფალმა მიმართა თავის დედას, ყოვ
ლადწმიდა ღვთისმშობელს, მას შემდეგ, რაც დედაღვთისას წილად ერგო იბერია განსანათლ
ებლად: "ჰოჲ დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროჲს ყოველთა ნათე
სავთა, მეოხებითა შენითა მათთვის."

მაშასადამე, ქართველი ერი საზეპურო ერია, არისტოკრატიული ერია. თუ თავადი ან ჰერცო


გი არისტოკრატიულია სხვა წოდებათა შორის, ასევე ქართველი თავისი ეროვნებით არისტო
კრატია სხვა ეროვნებათა შორის.
თავადი ნიშნავს პიროვნებას, საკუთარი თავის მფლობელს, თავისუფალს და, აქედან გამომ
დინარე - არისტოკრატს.
ქართველი ერი სათავადო ერია. ღვთის რჩეული ერი იყო ისრაელი, მანამდე ქალდეველები.
ქალდეადან აბრაამმა წაიღო ცოდნა მონოთეიზმის შესახებ. ძველი აღთქმის რჩეულმა ერმა,
ისრაელმა ვერ მიიღო ახალი აღთქმა, ვერ ცნო მესია და ახლა ახალი აღთქმის რჩეული ერია
ქართველობა. ქართველობამ და იბრუნა თავისი მისია - მისია მონოთეიზმის ჭეშმარიტი ცო
დნის მქონე ერისა, რომელიც დაკ არგა პირველი ქალდეას, შუამდინარეთის დაკარგვასთან
ერთად; ქართველობამ "შუამდინარ ულობა", ცივილიზაციურობა შემოინახა ახალ შუამდინა
რეთში, მტკვარ-არაქსის შუამდინარე თში, სადაც შექმნა ახალი ქალდეა, მეორე ქალდეა - კარ
დუს მთების გარშემო - ურარტუში, დიაოხსა და კოლხეთში; შემდეგ ლაზეთ-ტაო-კლარჯეთ
ში - მესამე ქალდეა. მეოთხე ქალდეა არის თანამედროვე, უფრო სწორად მომავალი საქართვე
ლო (ქალდ-ქართ) - "ოთხისა დღისა მკვდარი" (ამაზე სხვა დროს). გამორჩეულობის თეორია
მრავალ ერს აქვს და ამაში ცუდი არაფერია. ებრაელებზე ვთქვით. სომხები მიიჩნევენ, რომ
ახალი სიცოცხლე, ახალი მიწა ნოეს კიდობანმა, კაცობრიობამ მათ მიწაზე, არარატის მთაზე
ჰპოვა (სინამდვილეში არარატის, ურარტუს მთა სომხების აქ მოსვ ლამდე ალაროდიელებისა
იყო). გამორჩეულობის თეორია, ანუ საქართველოს ზეპურობის, არისტოკრატიულობის, თა
ვადურობის თეორია ძალიან ნორმალური და ბუნებრივი მოვლე ნაა. ასეთი თეორიები ძალას
აძლევს ხალხებს თვითიდენტიფიკაციისა და გადარჩენისათვის. ებრაელების, სომხებისა და
ქართველების მაგალითი კმარა ამისთვის.
არისტოკრატიულობა ნიშნავს სისხლისმიერ განსაკუთრებულობას, თუმცა არისტოკრატიუ
ლობა აუცილებლად ითვალისწინებს სულიერ დახვეწილობას, რაფინირებულობას, გამორ
ჩეულობასაც. გრიგოლ რობაქიძე წერდა: "ადამიანის ქმედითი უნარია ქაოტიურში ჩარევისა
და მისი მოგვარებისა. ამ გზით იგი ხდება რჩეული: "არია" კეთილშობილი "თავადი" - ჩვენი
შესანიშნავი სიტყვით, თუ მას მოვაცილებთ სოციალური ფუნქციის ელფერს. ეს მოპოვებუ ლი
უნარი თესლზედაც ახდენს გავლენას და სისხლზედაც: იქცევა მემკვიდრეო ბად, ოღ ონდ
ვერც თესლი, ვერც სისხლი ვერ ხდის მემკვიდრეს თავისთავად "არიად". "თავა დად", რომ
გახდეს, მან უნდა განვლოს "მეორედ დაბადება" გონის მხრით. მემკვიდრეობა უადვი ლებს
მხოლოდ "დაბადებას" მას. ინდოეთში "არიას" მემკვიდრე, სანამ "მეორედ დაბა დებას" არ
გაიარდა, ჯერ კიდევ არ იყო უმდაბლეს კასტაზე, "შუდრაზე" მაღლა მდგომი. ასე ჰგონებ დნენ
ძველთაძველ ხანაში."
ჩემი აზრით, "მეორედ დაბადება" ზეპურს შეუძლია ინიციაციით, მადლით და დამსახურე
ბით, გმირობით, მოღვაწეობით. დამსახურებაზე თუ ვილაპარაკებთ, ქართველი ერი არც ერთ
ერს არ ჩამოუვარდება კაცობრიობის წინაშე დამსახურებით. მან თანამედროვეობას შემოუნახა
შესანიშნავი, ორგინალური ქართული კულტურა - იბერიული ცივილიზაციის ნაშთი.
განსხვავებით მრავალი ერებისაგან, ჩვენს ერს არასოდეს უძალადნია სხვა ცივილიზ აციაზე და
არ გაუნადგურებია კულტურები. ჩვენი ერი იმთავითვე ამაღლებული იყო, იმთავითვე
რჩეული. ქართველთა დამსახურებების შესახებ ბევრი ლაპარაკი შეიძლება. რაც შეეხება
ინიციაციას, გავიხსენოთ ჯალალ ედ დინის შემოსევა, ასი ათასი ტფილისელი მოწა მის
გმირობა სარწმუ ნოებისათვის - ამაზე უკეთესი "მეორედ დაბადება", ინიციაცია, რა შეიძ ლება
არსებობდეს. კავკასიური ხალხების თანამეგობრობა, გეოპოლიტიკის ენაზე რომ ვთქვათ,
ნებაყოფლობი თი იმპერია, რომელიც კი არ ანადგურებდა ხალხებს, არამედ იცავ და,
სიცოცხლის უნარჩუნე ბდა და ავითარებდა, დესპოტიზმში კი არ გადაიზარდა, არამედ
კოლექტიური მარტვილობ ის მისტერიაში ამაღლდა. ჯალალედინის ურდოებმა შური იძიეს
ჯვაროსანთა მიერ იერუსალიმის მაჰმადიანური მოსახლეობის განადგურების გამო. მათ გაა
ნადგურეს საქართველოს დედაქალაქის ქრისტიანული ნაწილის აბსოლუტური უმრავლესო
ბა, ყველა, ვინც უარი თქვა ფეხი დაებიჯებინა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებისათ ვის
და უარეყო ქრისტიანობა. შურისძიება იერუსალიმის გამო ახალ იარუსალიმზე, ტფილის ზე,
ასეთი იყო ჯალალედინის ქვეშეცნეული მიზანი (იმ დროისათვის იერუსალიმი მაჰმადი ანთა
ხელში იყო). მართალია, მაშინ სახელწიფოებრივად დავეცით, მაგრამ სულიერად "მეო რედ
დავიბადეთ" დღეს ჯალალედინის სახელწიფო აღარ არსებობს, საქართველო იარსებებს
მუდამ.
ქართველი ერის არისტოკრატიულობის, ზეპურობის თეორია არ უნდა წარმოვიდგინოთ ინტ
ეგრალური ნაციონალიზმის თეორიის გარეშე. ინტეგრალური ნაციონალიზმის თეორია არის
ეროვნული ერთობის ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ადამიანური, ყველაზე რეალური და
ქრისტიანული გაგება. ინტეგრალური ნაციონალიზმის მიხედვით, მაქსიმალურად უნდა მოი
სპოს ქართველი ერის ერთობისათვის ხელისშემშლელი ნებისმიერი ბარიერი. ეროვნული ერ
თობისათვის აუცილებელია მაქსიმალური სოციალური თანასწორობა, თანასწორობა კანონ ის
წინაშე, და რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია, ღირსების თანასწორობა. XXI ს-ში თითოე
ული ქართველი თანაბა რია ყოველგვარი ღირსებით ყოველი თავისი თანამოძმისა, მიუხედა
ვად იმისა, მის წინაპრებს როგორი სოციალური საფეხური ეკავათ ფეოდალურ, უფრო თუ
დავაზუსტებთ, გვიანფეოდალურ საქართველოში.
საერთოდ, ყოველი კონცეფცია, ყოველი იდეოლოგია, ისევე როგორც ნაციონალიზმი, თუ
გვინდა ქვეყანას ნამდვილად ემსახუროს, უნდა ითვალისწინებდეს, რომ უფლის თქმით, მთე
ლი ქართველი ერი საზეპუროა, არისტოკრატიულია, სათავადოა და ყოველ ქართველ მოქალ
აქეს შეუძლია დამსახურებით თუ ინიციაციით, გმირობით თუ მსახურებით იქცეს "არიად" -
"თავადად" (თანამედროვე ხანაში "რაინდად", "ვარგად" და ა. შ. ამ საკითხზე იხ. ჩვენი სხვა
წერილები)).
ყოველი ქართველი დაბადებიდან საუკეთესოა, არისტოკრატია. მათ შორის არ უნდა იყოს
დაბადებითი, შთამომავლობითი სხვაობა. ასეთია ინტეგრალური ნაციონალიზმის თეორია.
მონღოლთა ყაენის ნაცვლის ინსტიტუტის მოშლა საქართველოში
1327 წ. მას შემდეგ, რაც ოლჯაითუ ყაენის ვაჟი აბუ-საიდი სრულწლოვანი გახდა,ილხანთა მო
ნღოლური იმპერიის რეალური გამგებელი და მეფე გიორგი ბრწყნვალეს დიდი მეგობარი, ემი
რი ჩობანი სიკვდილით დასაჯეს. აბუ-საიდმა ამოწყვიტა მისი მომხრეებიც, ოჯახის ზოგიერ
თი წევრი და მთელ იმპერიაში საკუთარი მოხელეები დანიშნა. ამ დროისთვის მეფე გიორგის
ბრძნული პოლიტიკის შედეგად საქართველოს მდგომარეობა წინანდელზე ბევრად უფრო გა
უმჯობესებული იყო და ახალგაზრდა ყაენმა ვერ შეძლო გიორგისთვისაც გადაეხადა სამაგიე
რო ჩობანთან ურთიერთობის გამო და მამამისის, მეფე დემეტრესავით სიკვდილით დაესაჯა.
ილხანთ გამგებელმა მხოლოდ ნაცვლის დანიშვნა შეძლო საქართველოში. როგორც შეიხ უვეი
სის ისტორიკოსი, აბუ-ბაქრ ალ-ყუტბი ალ აჰარი გვამცნობს, ჩობანის სიკვდილით დასჯის შემ
დგომ საქართველოს ნაცვლობა იკბალშაჰ ყუთლუშაჰის ძეს მისცა.

// Везират передали Гийас ад-Дину Мухаммаду, сыну ходжи Рашида [ад-Дина], и Ала ад-
Дину Мухаммаду. [Они] удостоились титулов "властелина людей мира", ("махдум-и джаха
нийан") и "властелина прибе жища мира" ("махдуми-и джаханпанах "). Хорасан отдали
Нарин Тагаю и с ним отпра вили Ала ад-Дина Мухаммада; Рум отдали Мухаммад-беку,
брату Али Падишаха; Багдад и те края отдали Али Падишаху; Грузию дали Икбал-шаху
ибн Кутлуг-шаху; Дербенд – Аканджи, Дийарбакром, как и раньше, управлял Сутай. Все
ленная процветала, войско было [хорошо] организовано, народ пребывал в наслаждении и
веселье. //

წყაროთა უქონლობის გამო პირდაპირი ცნობა იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა იყო
მონღოლთა ნაცვალსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის რამდენიმე წლის განმავლობა
ში არ არსებობს, თუმცა, სავარაუდოა, რომ რამდენიმე წლის შემდგომ ეს ნაცვალი მონღოლთა
რაზმიანად საქართველოდან გააძევეს. იმავე ისტორიკოსის ცნობით უკვე 1334 წ. აბუ-საიდმა
საქართველოში ნაცვალი ვეღარ დანიშნა და იძულებული გახდა ქვეყანაში გამოგზავნილი დი
დი ემირი ჰასან ჯალაირი ''ბურზუგი''(დიდი) რუმში გაეწვია.

// В 734 году (12. IX.1333-31. VIII. 1334 гг.) султан выдвинул на должность инака Мусафира,
Гийас ад-Дин Мухаммад выдал за него свою сестру Шахи-хатун и вписал его имя в ярлык.
Зимой султан опять отправился в Багдад, послал ярлык эмиру шейху Хасану, чтобы тот
пошел в Грузию. Эмир пошел туда, а Сурган был в Карабаге. Кураки Малик прибыл к
его величеству эмиру Тадж ад-Дунйа ва-д-Дину шейху Хасану и служил ему верой и прав
дой. Снова вышел указ падишаха о том, что весь Рум принадлежит эмиру Тадж ад-Дину
шейху Хасану, в связи с чем он должен отправиться туда. //

1335 წელს აბუ-საიდ ყაენი სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა და საილხანოში არეულობა


დაიწყო. წარჩინებული ემირები ერთმანეთს გადაეკიდნენ და ტახტის დაკავებას შეეცადნენ.
ალ-აჰარის სიტყვებით, ჰასან დიდმა, რომელმაც მოახერხა იმპერიის ნაწილების საკუთარი ხე
ლისუფლებისათვის დამორჩილება, საქართველოს დაკავება ვეღარ მოახერხა. ამირა სურღანი,
რომელიც არეზის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიების გამგებლად იქნა დანიშნული, მხო
ლოდ ყარაბაღს და მის მისადგომებს აკონტროლებდა საქართველოს მისადგომებამდე.
Все уп равление и эмират Ирана перешли в руки эмира Тадж ад-Дина шейха Хасана - да
будет зе мля ему пухом! Он отдал Дийарбакр хаджи Тагаю, а Артана служил ему в Руме -
эмир [шейх Хасан] назначил его наместником, когда отправился захватывать престол.
Рум, таким обра зом, был поручен ему. [Территорию] Шарура и Двина до самого Нахичева
на [шейх Хасан] передал Хаджи-беку, сыну Акджи; [земли] от границ Карабага до Грузии
передал эмиру Сургану; Ширван и сторожевой туман - шейху Чобану, сыну Аканджи; Муган
и тысячу Барума - своему родственнику Йусуф-шаху ; Хорасан от ворот Рея и Казвина
до реки Амуе он пере дал шейху Мухаммеду Маулайаду; земли Фарса и Шираза - Мас'уд-
шаху ибн Махмуд-шаху Инджу.

ამგვარად, ბოლო მონღოლი ნაცვალი საქართველოში იყო ყუთლუშაჰის-ძე იკბალი, რომლის


შემდგომაც ეს ინსტიტუტი, ისევე როგორც მონღოლთა ასწლიანი ბატონობა, მოიშალა.
მეფე - მწიგნობარი

(300 წელი სტამბის შექმნიდან)


სიმონ ჯაფარიძე

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მრავლად მოგვეპოვება ქართველი ხალხის თავდადებული ბრძოლ


ის, ეკლესიის სიბრძნისა და მეფეთა თავგანწირვის მაგალითები. ამასთან ერთად, მატიანის ფუ
რცლები ღაღადებენ, რომ ქვეყანაში, თვით უკიდურესი გაჭირვებისა და მტერთა მძლავრობის
ხანაშიც კი, ქართველი კაცის შეგნებაში არასოდეს ჩამქრალა მწიგნობრობისაკენ სწრაფვისა და
ცოდნის შეძენის სურვილი. თვით დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მაგალითიც მრავლის
მთქმელია, ბრძოლებშიც რომ დაჰქონდა ბიბლიოთეკა, რომელიც მემატიანის სიტყვით:
„ეტვირ თოს სიმრავლეს ჯორთა და აქლემთა“.

საქართველოს ძლიერების აღმავლობას, როგორც, მაგ: XII ს-ის საქართველოს ყველაზე აღმავ
ალ პერიოდს ახასიათებდა, ივანე ჯავახიშვილის თქმით: „ქართველმა მოღვაწეებმა და მწერლ
ებმა გაუმაგრეს საფუძველი“, რამდენადაც მათ „ძლიერი ეროვნული თვითშეგნება შექმნეს!“

ბუნებამ ადამიანს მიანიჭა უნარი - „გონებით განსაჯოს ყველაფერი, რაც მომხდარა ცისქვეშეთ
ში“. ეს ბიბლიური შეგონება თუ რიგით ადამიანს მოუწოდებს „გონებით განსაჯოს“ მოვლენე
ბი, განსჯის ეს უნარი ათასჯერ მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა მეფეს - მეუფეს და განმგებ
ელს ქვეყნისა და ხალხის ბედისა.

ბრძოლაში მახვილთან ერთად ჭკუასა და გონებასაც აჭრევინებდა მუდამ ომში ჩართული


ჩვენი წინაპარი...

„მაშ იბრძოდეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო
დაიცვათ თქვენი წილი საქართველო, დღეს ეს ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი!“ -
აღნიშნავს თავის ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში დღევანდელი ჩვენი სულიერი წინამძღვარი
უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

ჩვენ უნდა მივყვეთ ამ შეგონებას, თუ გვსურს შევქმნათ უკეთესი მომავალი და დავიკავოთ


ღირსეული ადგილი კულტურულ ერთა შორის.

ამ ღირსეული ადგილისაკენ მიმავალ გზაზე, მწერალ თამაზ ჭილაზის სიტყვებით რომ


ვთქვათ, „ჩვენი დიდი წარსულის გამოცდილება გვასწავლის და გვაფრთხილებს კიდეც - არ
შეიძლება, თუნდაც მტრისგან დაუძლურებულმა, უკიდურესად გაჭირვებულმა ქვეყანამ მეცნი
ერებაზე, განათლებაზე ზრუნვა უკეთესი მომავლისათვის გადადოს, კულტურისადმი უყურა
დღებობა სახელმწიფო ხაზინის სიღატაკით გაამართლოს. XVIII ს-ის დასაწყისში, ჩვენზე უარე
სად გაჩანაგებულ საქართველოში სტამბა დაარსეს და „ვეფხისტყაოსანი“ გამოსცეს! დიახ, კულ
ტურას თუ ცოტა ხნით მაინც თვალს მოუხუჭავ, შეიძლება ვეღარც კი გაახილო. ვერც ერთი,
მით უმეტეს ჩვენნაირი ისტორიის, ბედისა და ხასიათის ქვეყანა ვერ მიაღწევს რაიმე მნიშვნელ
ოვან წარმატებას საკუთარი კულტურის გვამზე გადავლით“.
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ცოტად თუ ბევრად გათვითცნობიერებულმა ყოველმა ადამიანმა იც
ის, თუ რა დაღმასვლას განიცდიდა ქართული სახელმწიფოებრიობა XV ს-იდან მოყოლებული,
ვიდრე XIX ს-მდე. 60-იანელთა თაობამ, ჩვენი მწერლობის უბრწყინვალესი წარმომადგენლებ
ის - ილიასა და აკაკის მეთაურობით გაუღვიძეს ერს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობი
საკენ სწრაფვის სურვილი; მათ შეძლეს ერში გაეღვიძებინათ მინავლებული ეროვნული ღირსე
ბის გრძნობა და საფუძველი შეემზადებინათ ეროვნული თვითშეგნებისა და თვითგამორკვე
ვის პროცესების გააქტიურებისათვის.

მაგრამ მანამდე, ვიდრე „თერგდალეულთა“ თაობა იდეოლოგიურ ბრძოლაში სწორ ორიენტირ


ებს დაუსახავდა ერს, მათ დასაყრდენი შეუქმნა წინა საუკუნის გამორჩეული მოღვაწეების ძალ
ისხმევამ თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. ამიტომ შემთხვევითი არ იყო ჩვენი თანამედ
როვე მწერლის, თამაზ ჭილაძის ზემოთმოხმობილ სიტყვებში ნახსენები XVIII ს-ის საქართველ
ოს უმწვავესი სოციალური და პოლიტიკური კატაკლიზმების დროსაც კი თბილისში სტამბის
დაარსებისა და საქართველოს უპირველესი წიგნის - „ვეფხისტყაოსნის“ დასტამბვის ფაქტის
აღნიშვნა.

„ვეფხისტყაოსანი“ ჩვენამდე მოვიდა, როგორც ძეგლი დიდებისა და სათნოებისა, ძეგლი - ერის


სულიერი სიძლიერისა და უკვდავების დასტურად, რომელიც მრავალი განსაცდელის მიუხედ
ავად „ხელიხელ საგოგმანებელი მარგალიტივით“ შემოინახა ხალხმა, საუკუნეების განმავლობა
ში ზეპირად რომ სწავლობდა ან ანდერძად გადასცემდა თაობებს სანთლის შუქზე სათუთად
გადაწერილ პერგამენტებს.

„ვეფხისტყაოსნის“ მეცნიერულად განმხილველი, პირველი რედაქტორი და სტამბურად გამომ


ცემელი იყო ვახტანგ VI - დიდად განსწავლული, გულმოწყალე და გონებანათელი, მაგრამ დი
დად შეჭირვებული მეფე ქართლისა.

ვახტანგ VI მოღვაწეობდა XVII-XVIII სს-ის მიჯნაზე (1675-1737); ეს ის პერიოდია, როცა ქართ


ველ მეფეებზე მეტი უფლებებით დამპყრობლები სარგებლობდნენ ძალაგამოცლილ ქვეყანაში.
თვით მეფე ვახტანგმა, თავისი ცხოვრების თითქმის ნახევარი სამშობლოს გარეთ გაატარა; იგი
სპარსეთის შაჰის ბრძანებით ტყვეობაში იმყოფებოდა ქირმანს, ხოლო შემდეგ იძულებული გახ
და რუსეთს გადახვეწილიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1737 წელს.

როგორც შაჰის ტყვეობაში, ისე რუსეთში იძულებითი ლტოლვილობის დროს, მეფე წუთითაც
არ ივიწყებდა საქართველოს; ეწეოდა შემოქმედებით-მთარგმნელობით მუშაობას - თარგმნა
მთელი რიგი სპარსული ნაშრომები ასტრონომიასა და ფილოსოფიაში; სპარსულიდანვე თარგმ
ნა და სულხან-საბა ორბელიანის მიერ ბრწყინვალედ „გაჩალხული“ და „გასრულებული“ დაგვი
ტოვა იგავ-არაკების შესანიშნავი კრებული „ქილილა და დამანა“. ვახტანგმა უშუალოდ მიიღო
მონაწილეობა თავისი აღმზრდელისა და მასწავლებლის, სულხან-საბა ორბელიანის ქართული
ლექსიკონის გასრულებაში და სწორედ მან შეარქვა ამ დიდებულ ნაშრომს „სიტყვის კონა“.

მეფე და პოეტი კულტურულ საქმიანობას მთელი მონდომებით ეკიდებოდა როგორც ქირმანში


ყოფნისას, ისე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. მეფის საქმიანობა კულტურის სფეროში მიმ
დინარეობდა მოთარეშე მტრებისა და შინაურ მოღალატეთა წინააღმდეგობისა თუ სხვა მრავ
ალ რთულ დაბრკოლებებთან ბრძოლის ატმოსფეროში. საქართველოს მომავლისათვის მზრუნ
ველმა მეფემ ამ ვითარებაში „შრომითა ფრიადითა და წარგებითა მრავალთა საფასეთა“ 1707-
1708 წწ-ში თბილისში ათოთახიანი სახლი ააგო, რომელსაც მაშინ ზოგი „წიგნის ქარხანას“, ზო
გი „სტამბის სახლს“ უწოდებდა. ეროვნულ ქართულ სტამბაში წამოიწყო მან ფართო მასშტაბ
ით ბეჭდვა როგორც სასულიერო, ისე საერო წიგნებისა.

1712 წ. აქ დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი და ამასთან ერთად - „ვეფხისტყაოსნის“ პირვე


ლი ბეჭდური გამოცემა, რომელიც მანამდე მოღწეული ხელნაწერების მიხედვით შესწავლილი,
გაანალიზებული და შეჯერებული იქნა ვახტანგისავე შედგენილ „სწავლულ კაცთა კომისიის“
მიერ; კომისიის ღვაწლი მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემით არ განისაზღვრება: მის მრავა
ლმხრივ საქმიანობას თვით სწავლული მეფე ედგა სათავეში.

ვახტანგ VI-მ, სტამბის სახლის დამთავრებისას მესტამბეთა უხუცესად, მოძღვრად ანუ გამგედ
და ინსტრუქტორად დანიშნა ანთიმოზ ივერიელის მიერ რუმინეთიდან გამოგზავნილი ოსტა
ტი მიხეილ სტეფანეს ძე იშტვანოვიჩი, რომელიც ცნობილია მიხეილ უნგროვალახელის სახელ
წოდებით.

მიხეილ უნგროვალახელმა, ვახტანგის მიერ აგებული ათოთახიანი „წიგნის ქარხანა“ საამქროე


ბად დაჰყო, თითოეული საამქროს მოწყობილობა (შრიფტები, სასტამბო იარაღები, ინვენტარი)
თვითონ გააკეთა და თვითონვე ხელმძღვანელობდა წიგნების ბეჭდვასაც. რედაქტორებად და
ბერძნულ-სპარსული ენებიდან „ქართულ ენაზე შემწყობებად“ ანუ მთარგმნელებად მუშაობდნ
ენ ცნობილი პირები, მათ შორის თვით ვახტანგ VI (რედაქტორი, ლექსიკოგრაფი და „ვეფხისტ
ყაოსნის“ კომენტატორი; „ქართლის ცხოვრების“ მასალების შემკრები და სხვა მრავალი პოეტუ
რი და სამეცნიერო ნაშრომის შემქმნელი); რედაქტორებად იყვნენ, აგრეთვე, ფრიად განსწავლუ
ლი მოღვაწენი, ნიკოლოზ და სულხან-საბა ორბელიანები.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სწავლულებისა, წიგნებს რედაქტორობდა ხელმწიფის კარის დეკა


ნოზის შვილი მიქაელი, რომელიც მიხეილ უნგროვალახელის შემდეგ, როგორც მისი ყოფილი
მოწაფე, სტამბას ჩაუდგა სათავეში. ამ პირველ რედაქტორთა ღვაწლი განსაკუთრებით დასაფა
სებელია იმ მხრივ, რომ უკუაგდეს ხალხისათვის ძნელად გასაგები ბუნდოვანი წიგნური ენა;
წერდნენ, თარგმნიდნენ და ასწორებდნენ „სოფლური ენით“, ე. ი. იმ ხალხური ენით, რომელზ
ეც მეტყველებდა მაშინდელი ქართველობა.

ვახტანგ VI-მ დიდი შრომა გასწია სახელმწიფოებრივი წესრიგისა და საგარეო უშიშროების და


სამყარებლად. ვახტანგის უმნიშვნელოვანეს ნაშრომთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს
სამართლის წიგნთა კრებულს, რომელიც 1705-1708 წწ-შია შექმნილი და ქართული სამართლ
ის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც, დამსახურებულად ეწოდა მას „ვახტანგის
სამართლის წიგნი“, ხოლო მეფეს - სჯულმდებელი. მანვე მოაწესრიგა ადმინისტრაციული სის
ტემა და საგადასახადო მეურნეობა და შეიმუშავა „დასტურლამალი“.

ვიდრე საკუთარი სამართლის წიგნს შეადგენდა, ვახტანგ VI-მ შეაგროვა ძველი ქართული თუ
უცხოური (ებრაული, ბერძნული, სომხური) სამართლის წიგნები და ერთ კრებულად გააერთი
ანა, რომელსაც შემდეგ საკუთარი „სჯულიც“ დაურთო. სამართლის წიგნი ვახტანგ VI-მ დარბა
ისელთა (საერო და სასულიერო ფეოდალების) უშუალო მონაწილეობით შეადგინა, რაც მალე
მთელ საქართველოში მოქმედ კანონთა წიგნად იქცა. გამოცემა ეყრდნობა პირადად ვახტანგის
მიერ შესწორებულ ტექსტს. სამართალი 270 მუხლისაგან შედგება, რომელსაც ერთვის შესავა
ლი და ბოლოსიტყვაობა.

წიგნში, მოსამართლეთა მოვალეობანი მეფის, ღვთისა და ერის წინაშე, ასეა განსაზღვრული:

„მოგახსენებთ მეფეს, მსაჯულს და სასამართლოში მყოფ ყველა კაცს - ეს იცოდეთ, რომ ღმერ
თი თქვენგან, სამართლის გარდა, არას ითხოვს და უსამართლობას რისხვით მოევლინება, უსა
მართლობა კაცს უძეოდ გადააშენებს, სამშობლოს აუოხრებს, ცა ცვარს დააკლებს და ქვეყანა
ნაყოფს, ამ სოფელს შეარცხვენს და იმ სოფელს წასწმედს და საუკუნო სატანჯველს დაუმკვიდ
რებს. მოსამართლე უნდა იყოს დიდად მჩხრეკელი, მიმხვდარი, გონება-აუჩქარებელი, დაწყნა
რებული, საჩივრის ყურის მიმგდები.

მოწმის მაძებარი უნდა იყოს უქრთამო და ღმრთის მოშიში. თუ მოსამართლე ყურადღებით არ


მოუსმენს, ან მომჩივანს გაუბრაზდება, სიმართლეს ვერ გაარკვევს და „უსამართლო მოუვა“.
არც მარტო მომჩივანს უნდა მიენდოს და მეორე მხარეც უნდა ალაპარაკოს. დაკითხოს მოწმეე
ბი, სიმართლის დადგენას ეცადოს და განაჩენი აჩქარებით არ გამოიტანოს. „თუ გრძელი და
დიდი რამ საჩივარი იყოს, ორისავე სიტყვა მდივანმან დაწეროს, რაიმე არ დაავიწყდეთ და მერ
მე ცალკე გასინჯონ. მაგრამ მოსამართლე თუ ან ქრთამით, ან მოყვრობით, გინა შიშით, ან თუ
სიყვარულით და ანუ მტერობით ერთს მეორეზედ მიუდგა - არ იქნების და არც სამართალი
მოხდების!“

განაჩენთა ნუსხაში კარგად ჩანს, რამდენად აქტიურად იყენებდნენ ვახტანგის სამართალს


XVIII ს-ის სასამართლო გადაწყვეტილებებში; თუ განსაკუთრებული მნიშვნელობისა არ იყო,
განაჩენი გამოჰქონდათ მოსამართლეებს, მაგრამ ამ განაჩენს მეფე აუცილებლად ამტკიცებდა,
ხოლო საეკლესიო საქმეებზე სამღვდელო პირებს გამოჰქონდათ გადაწყვეტილება, რასაც კათა
ლიკოსი ამტკიცებდა. თუ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო, კათალიკოსის გამოტანილ განაჩ
ენს მეფეც ამტკიცებდა. ეკლესიაც ვახტანგის სამართლით სარგებლობდა.

საჭიროა აღინიშნოს, რომ ცივილიზებული სახელმწიფოს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშა


ნია კანონისა და კანონიერების არსებობა, რასაც ვახტანგ მეექვსეს სამართლის წიგნი განაპირო
ბებდა; მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ სამართალი და სამართლიანობა ქართველ მეფეთათვის
ოდითგანვე დამახასიათებელი ნიშან-თვისება იყო.

ჯერ კიდევ დავით აღმაშნებლის ეპოქაში, როდესაც დავითს რადიკალური ღონისძიებების გატ
არება სჭირდებოდა ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამდაბლებულ ქვეყანაში, იგი იყო მო
წყალე და შემწყნარებელი განმგებელი თავისი ქვეყნისა, ვისაც არა მარტო განაჩენი გამოჰქონ
და დამნაშავეთა წინააღმდეგ, არამედ ზრუნავდა ქვრივ-ობლებზე, ავადმყოფებზე, რომელთაც
უხსნიდა სამკურნალო სახლებს, იყო შემწყნარებელი და მცოდნე სხვა რელიგიების მიმდევარ
თა აღმსარებლობისა.

საყოველთაოდ ცნობილია თამარ მეფის დროინდელი ჰუმანური დამოკიდებულება ქვეშევრ


დომთა მიმართ, რამაც განაპირობა იმ დროისათვის ისეთი უპრეცედენტო მოვლენის უზრუნ
ველყოფა, როგორიცაა სახელმწიფოში სიკვდილით დასჯის აღკვეთა.
ნიშანდობლივია ასეთი ფაქტიც თამარის ეპოქისთვის: 1187 წელს შედგენილია თამარ მეფის
მიერ სოფელ ჭორვილას შეწირულობის სიგელი გელათის ღვთისმშობლის მონასტრისათვის,
თორმეტი უსახსრო მწირის გამოსაკვებად. მონარქთა ამგვარი მოქმედება იწვევდა ადექვატურ
ქცევას ერში, ქვეყნისა და მეფის მიმართ, მაგრამ გარეშე თუ შინაური მტრების სივერაგე ხშირ
ად არღვევდა ქვეყნის ერთიანობას და მონოლითურ მთლიანობას.

ფრანგი საეკლესიო მისიონერის, სენიორ აბე გოდეროს მოგზაურულ თხზულებაში - „საფრანგე


თში მეგობრისადმი მიწერილი მოთხრობები სპარსეთზე“, რომელიც ეპისტოლარული ჟანრის
ნაწარმოებია და 1701 წლითაა დათარიღებული, კარგად ჩანს ავტორის დაკვირვებული თვალი
და ისტორიული ცოდნა ვახტანგ VI-ის წინარე და მისი მეფობის დროინდელი ეპოქისა, რომელ
საც ეძღვნება წიგნის 29-32 ფურცლები:

„ქართველი აღმოსავლეთში ყველაზე გულადი ვაჟკაცია - აღნიშნავს სენიორ გოდერო - სეფის


ძალიან შეეშინდებოდა ქართველების, რომ არა მისი ცბიერი პოლიტიკა - მან შეიმუშავა ორი
ხერხი, რათა თანდათანობით და შეუმჩნევლად გაენადგურებინა ისინი.

პირველი - საქართველოს სამეფო კარის ორ შტოდ გაყოფა და მათი ურთიერთწაქეზება. მას კარ
გად მოეხსენებოდა, თუ როგორ ჩამოეგდო ურთიერთშორისი შუღლი და მტრობა: ჯერ ერთმან
ეთს წაჰკიდებდა, მერე ორივეს დააშოშმინებდა, შემდეგ ხან ერთს წყალობდა განსაკუთრებულ
ად, ხან ორივეს ერთდროულად. მისი აზრით, ქართველები მუდმივად ამით უნდა ყოფილიყვ
ნენ დაკავებულნი, რომ არაქათგამოცლილებს აზრადაც არ მოსვლოდათ გაერთიანებულიყვნენ
საერთო მტრის წინააღმდეგ. მათ ერთმანეთისადმი შურისა და შუღლისადმი უნდა შეეწირათ
თავისი ერის დარჩენილი სისხლი და ძალა.

მეორე - ორივე სქესის მცირეწლოვანი ქართველი ბავშვების 2 წლის ასაკიდან გატაცება. ქართვე
ლებს მსოფლიოში საუკეთესო სისხლის მქონე ხალხის სახელი აქვთ, რაც ბევრს უბიძგებს ძალ
მომრეობისაკენ - არა მხოლოდ თურქი და სპარსი, არამედ თათრები და ინდოელებიც კი ყიდუ
ლობდნენ საქართველოში მონებს. ვინ შეიძლება წარმოიდგინოს ამაზე საშინელი სურათი: დი
ლიჟანით მიმავალთ, ხშირად უნახავთ საქართველოს ტყეებსა და მთებში მიმოფანტული ბავშვ
თა გვამები. აუწერელია ბარბაროსობა, რასაც მათ მიმართ სჩადიან - დედას მკერდიდან გლეჯ
ენ ბავშვებს. განუზომელია მათი მწუხარება და სასოწარკვეთილება. ყველაზე სასტიკი სინამდ
ვილე გახლავთ ის, რომ თვით მშობლები ზოგჯერ იძულებულნი არიან თავისი ნებით ან იძუ
ლებით დაკარგონ ყველაზე ლამაზი შვილი, არის შემთხვევები, რომ თვითონ მიმართავენ უც
ხოელებს საკუთარი შვილის, სისხლისა და ხორცის გასაყიდად და ამისათვის მათ მცირე გასამ
რჯელოც კი აკმაყოფილებთ“...

ჩრდილოელმა იმპერიამაც არ დაინდო ქართლი და მეფე ქართლისა, როცა პეტრე I-მა მტერთან
ერთობლივი ბრძოლის ნაცვლად, უბრძანა თავის ჯარს შუა გზიდან უკან დაბრუნებულიყო,
რითაც მძიმე ლახვარი ჩასცა მტრის ხელში საჯიჯგნად მიტოვებულ საქართველოს, ხოლო ვახ
ტანგ VI იძულებული გახდა სამეფო კარის 1200 წარმომადგენელთან და მათს უამრავ მოსამსახ
ურე პერსონალან ერთად სამუდამოდ გადახვეწილიყო რუსეთში.

მიუხედავად ეკონომიკური და პოლიტიკური ძნელბედობისა, ვახტანგმა და მისმა შთამომავლ


ებმა, სამეფო კარის წარმომადგენელმა „სწავლულმა კაცებმა“ მოსკოვშიც ფართოდ გაშალეს
სამეცნიერო, ლიტერატურული თუ კულტურული საქმიანობა. ქართული სამეფო კარის განათ
ლებული ფენის დაფუძნებას დაუკავშირდა XVIII ს-ის მეცნიერული და ლიტერატურული საქ
მიანობის თვალსაჩინო აღმავლობა რუსეთში.

მ. ლომონოსოვთან ერთად ვახუშტი ბაგრატიონის მიერ მოსკოვის უნივერსიტეტის დაარსება


ში გაღებული წვლილის გარდა, მოსკოვში შემოქმედებითად მოღვაწეობდნენ მაღალი წოდების
მეცნიერები და მწერლები: თვით ვახტანგ მეექვსე, ბატონიშვილები - ვახუშტი და ბაქარი, იოს
ებ სამებელი (ქობულაშვილი); ქართველ ინტელექტუალთა დიასპორის წარმომადგენლები -
ამილახვრები და ორბელაძეები, მაჩაბლები და ორბელიანები, ბარათაშვილები და თუმანიშვი
ლები, ფავლენიშვილები და ციციშვილები...

ქობულაშვილთა გვარის წარმომადგენელმა, მწერალმა და საეკლესიო მოღვაწემ იოსებ სამებელ


მა მიზნად დაისახა ქართული სტამბის დაარსება, რათა გამოეცა ბიბლია და სხვა ქართული წი
გნები მოსკოვსა თუ სანკტ-პეტერბურგში. თედო ჟორდანიას თქმით: მან ამ საქმეს მოახმარა
მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება, ენერგია და ქონებაც. ვახტანგ VI-ს სიკვდილის შემდეგ
მან ბატონიშვილებთან ერთად განაგრძო სასტამბო საქმე და დაწყებული სამეცნიერო და ლიტე
რატურული მოღვაწეობა, რომელსაც სოცოცხლის ბოლომდე არ მიუტოვებია „ეს პატიოსანი
საქვეყნო საქმე“.

დღეს ქართული სტამბის კვალი გამქრალია რუსულ მიწაზე, ისევე როგორც კვალი მათი
შემქმნელებისა.

ეხლაც ინტენსიურად მიმდინარეობს ქართველთა სალოცავების, საფლავების, წარწერებისა და


კულტურული მოღვაწეობის კვალის წაშლა როგორც რუსეთის, ასევე მათ მიერ ოკუპირებულ
ქართულ მიწაზე.

არ გამართლდა ჩვენი განათლებული და გულანთებული წინაპრების წრფელი სულისკვეთება,


რომ „დიდი რუსეთის გზით მსოფლიო გაიცნობდა და დაუახლოვდებოდა ქართულ კულტურა
სა და ცივილიზაციას“. ნაცვლად ამისა დაგვრჩა გაქურდული კულტურული მემკვიდრეობა, გა
ძარცვული ეკლესიები და მონასტრები, მსოფლიო რუკაზე წაშლილი საქართველოს საზღვრე
ბი...

ჩვენი ქვეყნის საზღვრების დასაკანონებლად დღემდე გვიხდება ბრძოლა და მომავალშიც დაგვ


ჭირდება დიდი ძალისხმევა მის განსამტკიცებლად და დასაცავად; ასეთ შემთხვევაში საზოგად
ოების ვალია მზად დახვდეს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ყველა წარმოქმნილ გამოწვე
ვას.

რა განწყობილებაა ჩვენს საზოგადოებაში ამ მხრივ?

მაშინ, როდესაც ქართველ მოღვაწეთა კვალი იშლება, ჩვენი მოქალაქენი უკვე დიდი ხანია, ვახ
ტანგისეული „წიგნის სახლის“ ანუ პირველი ქართული სტამბის ადგილზე, ორ წმინდა და უძვ
ელეს ტაძარს - სიონსა და ანჩისხატს შორის აგებულ რესტორნებში, სამორინეებში და სხვა სათ
ამაშო და გასართობ დაწესებულებებში სულ სხვა ვნებათა ღელვასა და განცდებს არიან აყოლი
ლნი დროის გასატარებლად შეკრებილი მოქალაქენი; ამდენად, აქ არ ისმის არც მსოფლიო გამ
ომცემლობებში გამოცემული, ჩვენი ქვეყნის საზღვრებშეცვლილი რუკების შრიალი, საუკუნე
ებგამოვლილი ციხე-ტაძრებიდან ჩამოტეხილი ქართული წარწერების ნამსხვრევთა ხმაური და
არც ქვათა ღაღადი - გარეჯის სამანმოშლილი ქვაბებიდან... ამდენად, ერთობ ძნელია შეძლო
წინ გახედვა და საკუთარი ქვეყნის ბედის განსაზღვრა, როცა თითოეული ჩვენთაგანი თავისი
საკუთარი ბედითა და კეთილდღეობითაა დაინტერესებული.

დიახ, ასეთი განწყობაა თუ სხვაგან არა, ქალაქის იმ არემარეში მაინც, სადაც აშენდა პირველი
სტამბა საქართველოში 300 წლის წინ, ხოლო ვახტანგ მეფის გარდაცვალებიდან 275 წლის შემ
დეგაც ვერ დავიცავით რუსეთში სამეფო საძვალეები ვანდალთა ხელყოფისაგან.

„ნამდვილი მუშა სწორედ იმ ხელსაწყოს ჰხმარობს, რომელიც საჭიროა და არას აურ-დაურევს,


- ამბობს აკაკი წერეთელი, - ხვნა-თესვის დროს სახნისსა ჰკიდებს ხელს, თოხნის დროს თოხს
აიღებს ხელში და მკის დროს კი ნამგალს ატრიალებს. ზარმაცი და თვალთმაქცი მუშა - კი
დროს შესაფერად არ ირჯება! თესვა-ხვნის დროს ის ნამგალს ჰლესავს და თანაც გაიძახის: მე
უფრო შორს - გამჭვრეტელი ვარ და მომავალზედა ვფიქრობო; პური რომ შემოვა, ნამგალი
მზად მექნებაო და სხვანი... მაგრამ სოფელში ამ-გვარს მუშას ცუღლუტს ეძახიან; ყოველი კაცი
უნდა აწმყოს მისდევდეს და აწმყოს კეთებაში იქნება მომავლის სამსახურიც იმდენად, რამდენ
ადაც ეს ორი დრო ერთმანეთზედ გადაკავშირებულია“.

ჩვენც, ჩვენს წინაპართაგან ტანჯვითა და წვალებით გამოკაფულმა წარსულმა ჩვენს დღევან


დელობაზე უნდა დაგვაფიქროს, რადგან, - უწმინდესისა და უნეტარესისა არ იყოს: „ბრძოლა
დღესაც გრძელდება“...
როგორ მოკლეს წმ. დოსითეოზ ქუთათელი
(ნ. დურნოვოს მიხედვით)
გაიოზ მამალაძე

საქართველოს ეკლესია 6 (ახალი სტილით 19) მარტს აღნიშნავს წმინდა მღვდელმოწამის დო


სითეოზ (დოსითეოს) ქუთათელის ხსენების დღეს. წმინდა დოსითეოზ ქუთათელი, ერისკაცო
ბაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი XVIII ს-ის 50-იან წლებში დაიბადა იმერეთში, საჩხერე
ში. დოსითეოსის ბაბუა, პაპუნა II წერეთელი XVIII ს-ის 20-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზე
მო მხარის სარდალი, ხოლო მამა, ნიკოლოზ წერეთელი სოლომონ I-ის (1752-1584) მეაბჯრეთ
ხუცესი და თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოსს 4 ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და
ქველი.
1781 წელს იქნა დადგენილი მღვდელმთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე. 1975
წლიდან დოსითეოზი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიება, კათა
ლიკოსის მოსაყდრე იყო, ბოლოს, როგორც საბუთებიდან ჩანს, იმერეთ-აფხაზეთის კათალიკო
სადაც იყო დადგინებული. ეს მასალები გამოქვეყნებული აქვს ქართველ მკვლევარებს.
დოსითეოზ ქუთათელი, ექვთიმე გენათელი და სხვა იმერელი მამულიშვილები ეახლნენ ერეკ
ლე II-ს 1789 წელს და სთხოვეს, იმერეთი შეერთებინა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის.
1814 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) საკათალიკოსო
ეკლესია. ამ პერიოდში საქართველოში უკვე რამდენიმე აჯანყება იყო მოწყობილი ახალი, „ერ
თმორწმუნე“ დამპყრობლების წინააღმდეგ. დასავლეთ საქართველოს ეკლესიის ქონებას ისევე
მისდგნენ რუსი საეკლესიო თუ საერო ჩინოვნიკები, როგორც ეს უკეთებიათ მანამდე ქართლ-
კახეთში და დაიწყეს ძარცვა. რუსები ხურავ დნენ ეკლესიებს, საეკლესიო ქონებას სახელმწიფ
ოს გადასცემდნენ, კრძალავდნენ ქართულ წირვა-ლოცვას. გლეხობას დააკისრეს ძალიან დიდი
გადასახადი, ქვეყანაში ამორალურობა და მექრთამეობა ინერგებოდა. ასე არ მოქცეულან თურქ
-ოსმალებიც კი.

ცნობილი რუსი ფილოლოგი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი, ნიკოლოზ დურნოვო წერდა:

„იმერლები ჩიოდნენ: „ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ბიწიერი აგარიანების ხელში ვიყავით,
ბევრი ტანჯვა-წამება გადავიტანეთ, მაგრამ აგარიანელნი ჩვენს სასულიერო საქმეებს არ შეხე
ბიან. ჩვენ ის ხალხი ვართ, სარწმუნოება თითქმის ქრისტეს ჯვარცმის დროიდან რომ შევინარ
ჩუნეთ და იმ იუდებზე უფრო საძულველნი ვერ გავხდებით, რომლებიც რუსეთის მმართველ
ობის სახელით ფარფაშობენ.
ჩვენს მწუხარებას საზღვარი არა აქვს, როდესაც ვხედავთ, როგორ ხურავენ ჩვენს წმიდა ეკლე
სიებს, როგორ გვაშორებენ ჩვენი სულის გადარჩენაზე მზრუნველ მღვდლებს, როგორ გვართ
მევენ სახალხო ქონებით შემკულ ჯვრებსა და ხატებს და ბოლოს როგორ ასხვისებენ საეკლე
სიო ქონებას, რომელიც საუკუნეების მანძილზე სისხლითაა შეძენილი ან ჩვენი უწინდელი მე
ფეების მიერ საჩუქრადაა გადმოცემული”.
საეკლესიო რეფორმა უკანასკნელი წვეთი იყო უკმაყოფილების ფიალაში. მოლაპარაკებამ რუს
ებთან არავითარი შედეგი არ გამოიღო. 1819 წელს შორაპანში მოსახლეობა აჯანყდა. აჯანყებ
ის მთავარი მიზეზი იყო რუსების „რელიგიური“ განუკითხაობა. აჯანყება მოედო გურიას, რა
ჭას, სვანეთს. აჯანყდა რაჭის მოსახლეობაც. ისინი რეფორმის გაუქმებას ითხოვდნენ და ადა
მიანურ, მართლმადიდებლურ მოპყრობას. გურიასა და სამეგრელოში რუსი მოხელეები ვერ
შევიდნენ, მოსახლეობამ არ შეუშვა.

საქართველოს ეგზარქოსი, რუსი მიტროპოლიტი თეოფილაქტე (თეოფილე) რუსანოვი იძულე


ბული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო. ის საქართველოს ეგზარქოსად იყო 1817-1821 წწ-
ში. ეწეოდა ქართული ეკლესიის რუსიფიკაციას, თეოფილაქტეს ინიციატივით მომზადდა "საე
კლესიო რეფორმების" პროექტი, 1819 საეკლესიო გლეხებს შეაწერა გადიდებული ფულადი გა
დასახადი, ნატურით გადასახადი შეუცვალა ფულადით, შეამცირა ეპარქიათა და სამრევლო ეკ
ლესიების რაოდენობა და სხვა.

თეოფილაქტეს იმპერიალისტურმა ღონისძიებებმა გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება


და დააჩქარა აჯანყება. მ აჯანყებას საეკლესიო აჯანყება უწოდეს - "ცერკოვნი ბუნტი".
ქართველი მღვდელმთავრები, დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გენათელი ცდოლობდნენ,
გონზე მოეყვანათ რუსი ჩინოვნიკები და მათთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. მაგრამ, რუსმა
მოხელეებმა „დამნაშავეების“ დასჯა დაიწყეს. იმერეთი და რაჭა კვლავ ფეხზე დადგა. ქართვე
ლები თავს ესხმოდნენ რუსების რაზმებს.პატრიოტებს გაუჩნდათ იმედი ქართული სახელმწი
ფოებრიობის (იმერეთის სამეფოს) აღდგენისა, რომელიც რუსეთმა ვერაგულად და ძალით
გააუქმა, თავისივე ხელშეკრულების დარღვევით.
იმერლებმა მოიწვიეს ირანში მყოფი ალექსანდრე ბატონიშვილი. ის ვერ ჩამოვიდა. მერე ერთმა
ნაწილმა არჩევანი ივანე აბაშიძეზე შეაჩერა, როგორც სოლომონ I-ის შვილიშვილზე. რუსებმა
ვერ დააპატიმრეს აბაშიძე.
რუსებმა მთავარმართებლისა და ეგზარქოს თეოფილაქტეს ბრძანებით გასცეს განკარგულება
დაეპატიმრებინათ გელათისა და ქუთაისის მიტროპოლიტები, ექვთიმე გენათელი და დოსი
თეოზ ქუთათელი, რომლებიც წინ აღუდგნენ ეკლესიების დახურვას. „მიტროპოლიტების და
პატიმრება იოლი როდი იყო და სიფრთხილეს მოითხოვდა, რათა ხალხის აღშფოთება არ გამო
ეწვია.” – წერდა ნიკოლოზ დურნოვო. „მათი დაპატიმრებისათვის ბნელი ღამე შეარჩიეს. ეგზა
რქოსის ნების წყალობით მიღებული ზომები “სრული წარმატებით დაგვირგვინდა".

1920 წლის 4 მარტს ერთდაიმავე დროს შეპყრობილი იქნა ორივე მიტროპოლიტი, რომლებიც
გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით მაშინვე რუსეთში გადაასახლეს. მათ ისე ეპყრობოდნ
ენ, როგორც ვიღაც დამნაშავეებს.
იმავე დროს დააპატიმრეს დარეჯან ბატონიშვილი, სოლომონ I-ის ასული, აბაშიძის დედა. ასე
ვე აჯანყების ზოგიერთი მეთაური, რუსული იმპერიალიზმის მოწინააღმდეგენი.
ქუთაისის მიტროპოლიტი დოსითეოზი, როგორც ვარაუდობენ, გზაზე მოაშთვეს... მას თავზე
ჩამოცმული ჰქონია ტომარა, და ისე უწყალოდ ექცეოდნენ, რომ მოხუცებული გაიგუდა... ცხე
დარი ანანურში ჩაიტანეს. როგორც გვიამბობს ნ. დურნოვო, კარგა ხანს დაბნეული იყვნენ რუს
ები, არ იცოდნენ რა ექნათ და თითქმის 4 დღის შემდეგ მონასტრის ეზოში დამარხეს.
ექვთიმე გენათელმა სიცოცხლე გადასახლებაში დაასრულა. ორივე მღვდელმთავარი ქართულ
მა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
აჯანყების მოთავენი ზოგი ჩამოახრჩვეს, ზოგი გადაასახლეს. მიწასთან გაასწორეს შემოქმედის
ციხე, სოფელი ფუსტიეთი და სხვა სოფლები დასავლეთ საქართველოში. მოსახლეობას უმკაც
რესად გაუსწოდრნენ, რათა „დიდი ხანი დაამახსოვრდეთო"...
სად ცხოვრეობდნენ დღევანდელი აფხაზების წინაპრები 500 წლის
წინათ

საბჭოთა ხანაში ქართულ და აფხაზ ისტორიკოსთა ბრძოლა განსაკუთრებით გამძაფ


რდა. აფხაზი ისტორიკოსები რომლელთა უკან რუსეთი იდგა,ამტკიცებდნენ რომ
ქართველები არასოდეს ცხოვრობდნენ აფხაზეთში,ხოლო ქართველი ისტორიკოსები
როგორმე ამის საპირისპიროს დადასტურებას ცდილობდნენ.

გავიდა ხანი,სსრკ დაიშალა და უამრავი აღმოჩენაც გაკეთდა.ევროპის ბიბლიოთეკებსა


და არქივებში დაცულია უამრავი საინტერესო რუკა.აქ ერთ-ერთ მათგანზე გარკვევით
სჩანს ე.წ ''აფხაზების'' პირველსამშობლო - ABCVAS REGI - ყუბანის და ზელენჩუკის
ზონში,მათ შორის პუნქტი ACUA [Аҟәа ],რომელიც დღესდღეობით სოხუმის ''აფხაზუ
რი'' სახელწოდებაა.ამასთანავე, დღევანდელი აფხაზეთის მხარე შედის სამეგრელოს
შემადგენლობაში ,მათ შორის სოხუმიც. თანამედროვე აფხაზები საკუთარ თავს უწო
დებს ''აფსუას'' ( Aҧсуаа ).

აღმოჩენილი დოკუმენტები ცხადჰყოფენ თუ სად ცხოვრობდნენ აფხაზების წინაპრები


500 წლის წინათ.

დაცულია პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში : Il designo della prima parte delasia... /


Giacomo di Gastaldi ; Fabio Licinio f. Gastaldi, Giacomo 1559
ლოვარდ ტუხაშვილი

სამშობლო არის უპირველესი


მეფე დიმიტრი თავდადებული

გვყავს ქართველებს ერთი გენიოსი ისტორიკოსი... ჟამთააღმწერელი. არც სახელი შემოგვრ


ჩა მისი, არც გვარი, ვიცით მხოლოდ, ეს ინტელექტუალური პიროვნება იყო პირველი რომანტ
იკოსი, რომელმაც დაიტირა ,,ყოველი საქართველოს“ გარდასული დიდება. ,,გავიდა დრო და
აღარ მიეცათ ქართველებს ძლევა თათართა ზედა“, გულდათუთქული წერდა იგი XIV ს-ის და
საწყისში. ორი სახის ისტორიკოსი იცის შუასაუკუნეებმა - ქრონიკოსი მემატიანე და ანალიტიკ
ოსი პროვიდენციალისტი. პირველი ამბებს აღწერდა დროში თანამიმდევრობით, მეორე - ისტ
ორიულ პროცესებს თვლიდა ბედისწერის გამოვლენად. პროვიდენციალისტური თეორიის მი
ხედვით ქართველობა ანტიკური გმირების მსგავსად საკუთარ ბედისწერას ებრძოდა, - მარცხ
იც წინასწარ იყო განსაზღვრული, გამარჯვებაც. ჟამთააღმწერელი ორივე მიმართულებაზე ამა
ღლდა. საქართველოს ბედი მმართველი წრეების მორალურ-ზნეობრივი ქმედებით ახსნა. XII-
XIII სს-ის ქართველთა იმპერიული ზეობა - ასწლოვანი პოლიტიკური აღმავლობა დავით IV აღ
მაშენებლისა და სულმნათი თამარის რელიგიური სისპეტაკის ანუ სათნოების შედეგია. სათნო
ება ძველ ქართულში ერქვა ზომიერებას, საშუალოს ნაკლებობასა და მეტობას შორის. ჟამთააღ
მწერლის აზრით, თამარის მემკვიდრეებმა - ლაშა-გიორგიმ და რუსუდანმა დაარღვიეს სულიე
რი წონასწორობა. ლაშა-გიორგი გახდა გემოთმოყვარე, დიაცთმოყვარე, სახიობისმოყვარე, რუ
სუდანმა გაწირა ძმისშვილი დავით-ულუ და... ორივეს უზნეობას მოჰყვა ღვთისწყრომა. წმინ
და ადამიანური თვალთახედვით ლაშა-გიორგი ნამდვილი რაინდია, თავისუფლებისმოყვარე,
საზოგადოებრივ ფილისტერიზმზე ამბოხებული. არც ,,დიაცთმოყვარე“ ჩანს, ვინც უყვარდა,
ერთადერთი იყო მის ცხოვრებაში, - ცოლიც არ შეირთო, უერთგულა სატრფოს, ვით ტარიელმა
ნესტანს. მაგრამ ვინ მისცა მეფეს ასეთი ,,ფუფუნების“ უფლება? ერის წინამძღოლმა ვნებები,
სურვილები, სიყვარულიც, ბედნიერებაც მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს უნდა დაუმორჩილოს.
ამიტომაც გასაოცრად ლამაზი, ზრდილობიანი, ნიჭიერი, მამაცი, დარდიმანდი, კეთილი ჭაბუ
კი, მემატიანის აზრით, გახდა ქართველთა უბედურების წყარო. ფეოდალური საზოგადოება
უფრო მეტად მონისტურია - მეფეს ექვემდებარება, მონარქი არისტოკრატიის მეშვეობით მარ
თავს სახელმწიფოს; მაღალ წრეებში ყალიბდება პიროვნებაც. როგორი მორალიც აქვს სამეფო
კარს და მმართველ ფეოდალებს, დაახლოებით ასეთივე შინაარსს იძენს ე. წ. ,,საშუალო ქართ
ველი“. ეროვნული ხასიათი ისე ყალიბდება, რომ ხან მოშვებულობა ერევა ერს, ხან გმირობის
ზარები რეკენ, ხანაც რექვიემი ისმის პესიმისტური, ან სულაც, იფეთქებს ხოლმე შიშისა თუ
უმწეობის ფსიქოზი. დიდი ქართული იმპერიის მზის ჩასვენების შემდეგ, როდესაც
გაირღვა ,,საყდარი დავითიანი“, შეირყა ,,ტახტი ვახტანგეთი“ და გაფერმკრთალდა ,,დროშა
თამარისე ული“, ქართველობას სულიერი აპათია დაეუფლა. ერმა საკუთარი ტვირთი თვითონ
უნდა ზი დოს. აპათიური ერი კარგავს მესიანისტურ განწყობას და პასიური ხდება.
დაქვემდებარებული ერი იბნევა, მთვლემარე მდგომარეობაში ვარდება, ვეღარ მართავს
საკუთარ სვლას, ხელიდან უვარდება ბედის გასაღები. ქართველთა ბედს, ვითარცა კამათელს,
ხანგრძლივად ათამაშებდ ნენ ყარაყორუმში, ბათუ-სარაიში, თეირანში, თავრიზში, ისპაჰანში,
სტამბულში, მოსკოვში, პე ტერბურგში. ღმერთო ჩემო, რა მძიმე იყო ქართველთა მწყემსის
როლი სხვაზე დაქვემდებარე ბის ეპოქაში.
საცოდავი ბაგრატიონები! არცერთ დინასტიას არ ხვდომია ესოდენი ტანჯვა-წამება! ბაგრატი
ონებმა დაანთხიეს ყველაზე მეტი სისხლი; ,,მწარე პურის“ მთხოვნელის დამამცირებელი სიდ
უხჭირეც იგემეს. ათასზე მეტი წელი ფლობდა ეს ენერგიული სამეფო გვარი ქართველთა მეფ
ის სკიპტრას. აქედან რვაასი წელი მაინც ან მარიონეტის როლს ასრულებდა, ან იბრძოდა გაშმა
გებით. სამეფო გვარის ღვთაებრივი ჩამომავლობის მითის მიუხედავად (დავით წინასწარმეტყ
ველის ჩამომავლებად სთვლიდნენ თავს და ასე იწოდებოდნენ: დავითიან-სოლომონიან-იესო
ან ბაგრატიონი), ბაგრატიონები ძალზე ახლოს დგანან ხალხთან,
ერთობ ,,დემოკრატიულნი“, ,,მიწიერნი“ არიან. თვითონ მიუძღოდნენ მეომრებს არა მხოლოდ
დიდ კამპანიებში, არამედ უბრალო ბატალიებშიც კი. რიურიკთა დინასტიიდან დიმიტრი
დონელის შემდეგ (ე. ი. 1380 წლიდან) არცერთ რუს მეფეს უშუალოდ ომში მონაწილეობა არ
მიუღია. არცერთ რომანოვს მო უქნევია პირადად ხმალი, 75 წლის მეფე ერეკლე II კი ცხენზე
ამხედრებული ებრძოდა სპარსე ლებს კრწანისის ომში 1795 წლის სექტემბერში.
გვიან შუასაუკუნეებში არცერთ ქართველ მეფეს არ ჰქონია სოციალური კონფლიქტი ხალხთან.
ფრანგებმა თავი მოჰკვეთეს საკუთარ მეფეს, ასევე მოექცნენ უფრო ადრე ინგლისელები, მოგვი
ანებით კი რუსებიც. ბაგრატიონებმა საერთო-სახალხო სიყვარული შეინარჩუნეს. ეს შემთხვევი
თი არ არის. ქართველი მეფე ლიდერი იყო, წინამძღოლი. სამწუხაროდ, საქართველოში საზოგ
ადოება ვერ ამაღლდა იქამდე, რომ ქვეყანა თვითონ ემართა. აქედან მოდის სწრაფვა ლიდერის
აკენ. ამას ემყარება ,,ბელადომანობაც“. ინტელექტუალურ ერს საზოგადოება უნდა მართავდეს.
ჩვენი ბედი არ იძლეოდა საშუალებას, ამაღლებულიყო კოლექტიური პოლიტიკური ინტელექ
ტუალიზმი. მპყრობელი იმპერია კლავდა საზოგადოებას, თიშავდა ერს. მას ერჩია, საქმე ერთ
მონარქთან ჰქონოდა, ვიდრე მთელ ხალხთან. ამიტომაცაა ჩვენს მეფეებში ესოდენ ბევრი გმირ
იც და რენეგატიც. ორივე ორმაგი წნეხის ქვეშ იყო მოქცეული. მეფეებს აკონტროლებდნენ ქარ
თველებიცა და მპყრობელი იმპერიაც. ქართველთა მმართველს მუდამ სცილასა და ქარიბდას
შორის უნდა გაევლო. თუ სცილას გაექცეოდა, ქარიბდა შეჭამდა, თუ არა - პირიქით. და მაინც
ახერხებდნენ გასხლტომას. ისე უნდა ემართა მეფეს საქართველო, ქართული საქმეებიც
ეკეთებინა და არც ყაენი და სულთანი გაენაწყენებინა.
ისტორია გვარწმუნებს, ძლიერი იყო ის, ვისაც ადგილობრივი ეროვნული ძალები უჭერდნენ
მხარს. ჩვენი მეფეებიც ნემსის ყუნწში ძვრებოდნენ. ქალიშვილებს უცხო მბრძანებელთა ჰარემ
ში ხარჭებად გზავნიდნენ, ვაჟიშვილებს - მძევლებად. რამდენი მძევალი მოუშთიათ მშვილდ
ის საბლით, რამდენი პირმშვენიერი პრინცესა შეურაცხყვიათ. 1235 წლიდან (რუსუდანის მეფ
ობიდან) 1810 წლამდე (იმერეთის მეფე სოლომონ II-ის ჩამოგდებამდე) ყველა მესამე ქართვე
ლი მეფე ისჯებოდა მონღოლთა, ხვარაზმელთა, თურქთა, ირანელთა და... სხვათა მიერ. მათ
ჯოხავდნენ, ამათრახებდნენ, თვალებს თხრიდნენ, ამაჰმადიანებდნენ, კვერთხით სცემდნენ,
კოცონზე სწვავდნენ, თავს აჭრიდნენ, აპატიმრებდნენ, აბუჩად იგდებდნენ, სამშობლოდან ასა
ხლებდნენ... და მაინც, ბაგრატიონები იბრძოდნენ, ეგუებოდნენ, თავს სწირავდნენ, წერდნენ
ფილოსოფიურ ტრაქტატებს, სამედიცინო ენციკლოპედიებს, ლექსებს, პოემებს, კანონთა კრე
ბულებს.
გვიან შუასაუკუნეებში ეროვნული გმირი ის იყო, ვინც შეძლებდა ქართველობის შენარჩუნებას
აღარავინ უყურებდა მეთოდს, მთავარი იყო შედეგი. თუ მოახერხებდი ქვეყნის გადარჩენას, უკ
ვე გმირი იყავი! გმირი პროგრესის ნიშანსვეტის მანიშნებელია. ჩვენთვის კი პროგრესი იყო
მხოლოდ გადარჩენა, მხოლოდ გაძლება! ეს იმიტომ, რომ შეჩერებული იყო ,,მამულისა ჩვეულ
ებისამებრ სვლა“. განა დავკარგეთ სიმამაცე? ქართული მახვილი ყველაზე ბასრი იყო აღმსავ
ლეთში. ,,მაგრამ ერთს რომ ასი გცემდეს, კლდეც რომ იყო, გაგტეხს მტერი“ (ილია
ჭავჭავაძე, ,,მეფე დიმიტრი თავდადებული“). აქედან გამომდინარე, ხშირად მახვილის
სიბასრეს უნდა შენაცლებოდა გონიერი უკანდახევა, გვყავს ქართველებს ერთი გენიოსი
ისტორიკოსი... ჟამთაა ღმწერელი. არც სახელი შემოგვრჩა მისი, არც გვარი, ვიცით მხოლოდ,
ეს ინტელექტუალური პიროვნება იყო პირველი რომანტიკოსი, რომელმაც დაიტირა ,,ყოველი
საქართველოს“ გარდა სული დიდება. ,,გავიდა დრო და აღარ მიეცათ ქართველებს ძლევა
თათართა ზედა“, გულდა თუთქული წერდა იგი XIV ს-ის დასაწყისში. 2 სახის ისტორიკოსი
იცის შუასაუკუნეებმა - ქრო ნიკოსი მემატიანე და ანალიტიკოსი პროვიდენციალისტი.
პირველი ამბებს აღწერდა დროში თანამიმდევრობით, მეორე - ისტორიულ პროცესებს
თვლიდა ბედისწერის გამოვლენად. პრო ვიდენციალისტური თეორიის მიხედვით
ქართველობა ანტიკური გმირების მსგავსად საკუთ არ ბედისწერას ებრძოდა, - მარცხიც
წინასწარ იყო განსაზღვრული, გამარჯვებაც. ჟამთააღმწერ ელი ორივე მიმართულებაზე
ამაღლდა. საქართველოს ბედი მმართველი წრეების მორალურ-ზნეობრივი ქმედებით ახსნა.
XII-XIII სს-ის ქართველთა იმპერიული ზეობა - ასწლოვანი პოლი ტიკური აღმავლობა დავით
IV აღმაშენებლისა და სულმნათი თამარის რელიგიური სისპეტა კის ანუ სათნოების შედეგია.
სათნოება ძველ ქართულში ერქვა ზომიერებას, საშუალოს ნაკლე ბობასა და მეტობას შორის.
ჟამთააღმწერლის აზრით, თამარის მემკვიდრეებმა - ლაშა-გიორგიმ და რუსუდანმა დაარღვიეს
სულიერი წონასწორობა. ლაშა-გიორგი გახდა გემოთმოყვარე, დიაც თმოყვარე,
სახიობისმოყვარე, რუსუდანმა გაწირა ძმისშვილი დავით-ულუ და... ორივეს უზნე ობას
მოჰყვა ღვთისწყრომა. წმინდა ადამიანური თვალთახედვით ლაშა-გიორგი ნამდვილი რა
ინდია, თავისუფლებისმოყვარე, საზოგადოებრივ ფილისტერიზმზე ამბოხებული. არც ,,დიაც
თმოყვარე“ ჩანს, ვინც უყვარდა, ერთადერთი იყო მის ცხოვრებაში, - ცოლიც არ შეირთო, უერ
თგულა სატრფოს, ვით ტარიელმა ნესტანს. მაგრამ ვინ მისცა მეფეს ასეთი ,,ფუფუნების“ უფლე
ბა? ერის წინამძღოლმა ვნებები, სურვილები, სიყვარულიც, ბედნიერებაც მხოლოდ ქვეყნის ინ
ტერესებს უნდა დაუმორჩილოს. ამიტომაც გასაოცრად ლამაზი, ზრდილობიანი, ნიჭიერი, მამა
ცი, დარდიმანდი, კეთილი ჭაბუკი, მემატიანის აზრით, გახდა ქართველთა უბედურების წყა
რო. ფეოდალური საზოგადოება უფრო მეტად მონისტურია - მეფეს ექვემდებარება, მონარქი
არისტოკრატიის მეშვეობით მართავს სახელმწიფოს; მაღალ წრეებში ყალიბდება პიროვნებაც.
როგორი მორალიც აქვს სამეფო კარს და მმართველ ფეოდალებს, დაახლოებით ასეთივე შინაა
რსს იძენს ე. წ. ,,საშუალო ქართველი“. ეროვნული ხასიათი ისე ყალიბდება, რომ ხან მოშვებუ
ლობა ერევა ერს, ხან გმირობის ზარები რეკენ, ხანაც რექვიემი ისმის პესიმისტური, ან სულაც,
იფეთქებს ხოლმე შიშისა თუ უმწეობის ფსიქოზი. დიდი ქართული იმპერიის მზის ჩასვენების
შემდეგ, როდესაც გაირღვა ,,საყდარი დავითიანი“, შეირყა ,,ტახტი ვახტანგეთი“ და გაფერმკრ
თალდა ,,დროშა თამარისეული“, ქართველობას სულიერი აპათია დაეუფლა. ერმა საკუთარი
ტვირთი თვითონ უნდა ზიდოს. აპათიური ერი კარგავს მესიანისტურ განწყობას და პასიური
ხდება. დაქვემდებარებული ერი იბნევა, მთვლემარე მდგომარეობაში ვარდება, ვეღარ მართავს
საკუთარ სვლას, ხელიდან უვარდება ბედის გასაღები. ქართველთა ბედს, ვითარცა კამათელს,
ხანგრძლივად ათამაშებდნენ ყარაყორუმში, ბათუ-სარაიში, თეირანში, თავრიზში, ისპაჰანში,
სტამბულში, მოსკოვში, პეტერბურგში. ღმერთო ჩემო, რა მძიმე იყო ქართველთა მწყემსის რო
ლი სხვაზე დაქვემდებარების ეპოქაში.
საცოდავი ბაგრატიონები! არცერთ დინასტიას არ ხვდომია ესოდენი ტანჯვა-წამება! ბაგრატიო
ნებმა დაანთხიეს ყველაზე მეტი სისხლი; ,,მწარე პურის“ მთხოვნელის დამამცირებელი სიდუხ
ჭირეც იგემეს. ათასზე მეტი წელი ფლობდა ეს ენერგიული სამეფო გვარი ქართველთა მეფის
სკიპტრას. აქედან რვაასი წელი მაინც ან მარიონეტის როლს ასრულებდა, ან იბრძოდა გაშმაგე
ბით. სამეფო გვარის ღვთაებრივი ჩამომავლობის მითის მიუხედავად (დავით წინასწარმეტყვე
ლის ჩამომავლებად სთვლიდნენ თავს და ასე იწოდებოდნენ: დავითიან-სოლომონიან-იესოან
ბაგრატიონი), ბაგრატიონები ძალზე ახლოს დგანან ხალხთან, ერთობ ,,დემოკრატიულნი“, ,,მი
წიერნი“ არიან. თვითონ მიუძღოდნენ მეომრებს არა მხოლოდ დიდ კამპანიებში, არამედ უბრა
ლო ბატალიებშიც კი. რიურიკთა დინასტიიდან დიმიტრი დონელის შემდეგ (ე. ი. 1380 წლიდ
ან) არცერთ რუს მეფეს უშუალოდ ომში მონაწილეობა არ მიუღია. არცერთ რომანოვს მოუქნე
ვია პირადად ხმალი, 75 წლის მეფე ერეკლე II კი ცხენზე ამხედრებული ებრძოდა სპარსელებს
კრწანისის ომში 1795 წლის სექტემბერში.
გვიან შუასაუკუნეებში არცერთ ქართველ მეფეს არ ჰქონია სოციალური კონფლიქტი ხალხთან.
ფრანგებმა თავი მოჰკვეთეს საკუთარ მეფეს, ასევე მოექცნენ უფრო ადრე ინგლისელები, მოგვი
ანებით კი რუსებიც. ბაგრატიონებმა საერთო-სახალხო სიყვარული შეინარჩუნეს. ეს შემთხვევი
თი არ არის. ქართველი მეფე ლიდერი იყო, წინამძღოლი. სამწუხაროდ, საქართველოში საზოგ
ადოება ვერ ამაღლდა იქამდე, რომ ქვეყანა თვითონ ემართა. აქედან მოდის სწრაფვა ლიდერი
საკენ. ამას ემყარება ,,ბელადომანობაც“. ინტელექტუალურ ერს საზოგადოება უნდა მართავდ
ეს. ჩვენი ბედი არ იძლეოდა საშუალებას, ამაღლებულიყო კოლექტიური პოლიტიკური ინტე
ლექტუალიზმი. მპყრობელი იმპერია კლავდა საზოგადოებას, თიშავდა ერს. მას ერჩია, საქმე
ერთ მონარქთან ჰქონოდა, ვიდრე მთელ ხალხთან. ამიტომაცაა ჩვენს მეფეებში ესოდენ ბევრი
გმირიც და რენეგატიც. ორივე ორმაგი წნეხის ქვეშ იყო მოქცეული. მეფეებს აკონტროლებდნენ
ქართველებიცა და მპყრობელი იმპერიაც. ქართველთა მმართველს მუდამ სცილასა და ქარიბდ
ას შორის უნდა გაევლო. თუ სცილას გაექცეოდა, ქარიბდა შეჭამდა, თუ არა - პირიქით. და მა
ინც ახერხებდნენ გასხლტომას. ისე უნდა ემართა მეფეს საქართველო, ქართული საქმეებიც ეკე
თებინა და არც ყაენი და სულთანი გაენაწყენებინა.
ისტორია გვარწმუნებს, ძლიერი იყო ის, ვისაც ადგილობრივი ეროვნული ძალები უჭერდნენ
მხარს. ჩვენი მეფეებიც ნემსის ყუნწში ძვრებოდნენ. ქალიშვილებს უცხო მბრძანებელთა ჰარემ
ში ხარჭებად გზავნიდნენ, ვაჟიშვილებს - მძევლებად. რამდენი მძევალი მოუშთიათ მშვილდ
ის საბლით, რამდენი პირმშვენიერი პრინცესა შეურაცხყვიათ. 1235 წლიდან (რუსუდანის მეფ
ობიდან) 1810 წლამდე (იმერეთის მეფე სოლომონ II-ის ჩამოგდებამდე) ყველა მესამე ქართვე
ლი მეფე ისჯებოდა მონღოლთა, ხვარაზმელთა, თურქთა, ირანელთა და... სხვათა მიერ. მათ
ჯოხავდნენ, ამათრახებდნენ, თვალებს თხრიდნენ, ამაჰმადიანებდნენ, კვერთხით სცემდნენ,
კოცონზე სწვავდნენ, თავს აჭრიდნენ, აპატიმრებდნენ, აბუჩად იგდებდნენ, სამშობლოდან ასახ
ლებდნენ... და მაინც, ბაგრატიონები იბრძოდნენ, ეგუებოდნენ, თავს სწირავდნენ, წერდნენ ფი
ლოსოფიურ ტრაქტატებს, სამედიცინო ენციკლოპედიებს, ლექსებს, პოემებს, კანონთა კრებუ
ლებს.
გვიან შუასაუკუნეებში ეროვნული გმირი ის იყო, ვინც შეძლებდა ქართველობის შენარჩუნებას
აღარავინ უყურებდა მეთოდს, მთავარი იყო შედეგი. თუ მოახერხებდი ქვეყნის გადარჩენას, უკ
ვე გმირი იყავი! გმირი პროგრესის ნიშანსვეტის მანიშნებელია. ჩვენთვის კი პროგრესი იყო
მხოლოდ გადარჩენა, მხოლოდ გაძლება! ეს იმიტომ, რომ შეჩერებული იყო ,,მამულისა ჩვეულ
ებისამებრ სვლა“. განა დავკარგეთ სიმამაცე? ქართული მახვილი ყველაზე ბასრი იყო აღმოსავ
ლეთში. ,,მაგრამ ერთს რომ ასი გცემდეს, კლდეც რომ იყო, გაგტეხს მტერი“ (ილია
ჭავჭავაძე, ,,მეფე დიმიტრი თავდადებული“). აქედან გამომდინარე, ხშირად მახვილის
სიბასრეს უნდა შენაცლებოდა გონიერი უკანდახევა, თუნდაც გარეგნული მორჩილების
ფორმით გამოხატული თუ ერის ხსნა დაჩოქებით შეიძლებოდა, მეფე დაიჩოქებდა, ოღონდ
მეფის დაჩოქებას ერის და უჩოქლობა უნდა უზრუნველეყო. რამეთუ დაჩოქება ერისა
სიკვდილია... დავუბრუნდეთ ჟამთააღმწერელს. ისტორიკოსის ,,ასწლიან
მატიანეში“ მმართველი წრეების მძაფრი მხილების კვალდაკვალ წინ წამოწეულია ზნეობრივი
სულის მამულიშვილთა გრძელი მწკრივი: ცოტე დადიანი, დავით ეჯიბი, ახალციხელთა
გვარი, რატი სურამელი და სხვა. მაგრ ამ ყველაზე თვალსაჩინოდ ისტორიკოსმა წარმოადგინა
მეფე დიმიტრი II თავდადებული. ავტ ორის პოზიცია ნათელია: ჩვენი უბედურება მოდიოდა
მორალური დაცემიდან, ხსნა სულიერი სისპეტაკიდან უნდა წამოსულიყო. ერთმანეთს
ებრძოდა სულმოკლეთა და სულგრძელთა ურ თიერთდაპირისპირებული ხაზი. პატრიოტები
სჭარბობენ, ამით არის განპირობებული საერ თო გადარჩენა. მაგრამ რენეგატებიც იყვნენ.
ამიტომ გახანგრძლივდა პოლიტიკური კრიზისი. დიმიტრი თავდადებულის ეპოპეა,
აბსოლუტურად რეალური ამბავი, ავტორმა თანამედროვე თათვის მოიხმო, მით უმეტეს, იგი
მოღვაწეობდა ეპოქაში, როდესაც უკვე იწყებდა აღმოცისკრე ბას ,,მთიები“ - გიორგი
ბრწყინვალე და შთამომავლობას სჭირდებოდა ჭკუის სასწავლებელი მაგალითები.
დიმიტრი II-ის ცხოვრება საკმაოდ კარგადაა ცნობილი. აქ გვინდა განვმარტოთ საკითხთა წრე,
რომელიც, ალბათ, შედარებით დაფარული დარჩა. დიმიტრი II თავისი დროის ჭეშმარიტი შვი
ლი იყო. მას არ ახასიათებდა სწორხაზოვნება. ვინაიდან კარგად ჰქონდა შეგნებული რთული
პერიოდის რეალური შინაარსი, მოქმედებდა დევიზით: ყველაფერი სამშობლოსათვის! გარეგ
ნულად მისი ცხოვრება ზოგჯერ ხაზგასმით ,,წარმართულია“. მეგობრობდა მონღოლ ნოინებ
თან, ეპირფერებოდა, ქრთამავდა ყაენის უზენაესი კარის მოხელეებს; ერთ მათგანს ქალიშვი
ლი რუსუდანი მიათხოვა, მეორეს - ღვიძლი და თამარი. მოხერხებული დიპლომატიით მოი
პოვა მშვიდობა, მოიხვეჭა სიმდიდრე. დიმიტრი II-ის წინაშე რამდენიმე მწვავე პრობლემა იდ
გა. საქართველო გათიშული იყო სამ ნაწილად: ფაქტობრივად გამოყოფილი დასავლეთი საქარ
თველო დავით ნარინს ექვემდებარებოდა. სამცხე-საათაბაგო ,,ხასინჯუდ“ ე. ი. უშუალოდ მო
ნღოლებზე იყო ,,მიწერილი“. აღმოსავლეთ საქართველოს მეფე იხდიდა ,,სათათრო გამოსაღ
ებს“ (მაშინ ,,თათარი“ და ,,მონღოლი“ სინონიმები იყო), მონაწილეობდა ,,თათართა“ ლაშქრობ
ებში. ქართველები იბრძოდნენ ერაყში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ირანში, ეგვიპტეში, - მონღო
ლთათვის ღვრიდნენ სისხლს.
პრობლემათა სირთულე განაპირობებდა ქართველი მეფის ,,უცნაურ“ პოლიტიკურ ნაბიჯებს.
გენიოსი კი იყო ჟამთააღმწერელი, მაგრამ ისიც ვერ ჩასწვდა დიმიტრი II-ის ,,სვლებს“. მისი აზ
რით, თავდაპირველად მეფე იყო ,,კეთილად მმართებელი“, მოწყალე, მოსარჩლე ეკლესიათა
და მონაზონთა. შემდეგ კი ,,სისრულისაგან მიდრკა, აღერია წარმართთა (ე. ი. მონღოლ-თათარ
თა) და ,,ისწავლა საქმენი მათნი“. ,,სისრულისაგან განბრეკა“ გამოიხატა მონღოლებთან დამოყ
ვრებისაკენ მისწრაფებაში, რასაც ებრძოდა ეკლესია. კათალიკოსი ნიკოლოზი უზნეობას ,,აბრა
ლებდა მეფეს“. განსაკუთრებით გადაირია პატრიარქი, როდესაც ქართველმა მეფემ სამი ცოლი
მოიყვანა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა ქრისტიანმა მეფემ დაუშვა მრავალცო
ლიანობა. სამწუხაროდ, მეფის კვალს ბევრი მიჰყვა. განრისხებული ნიკოლოზ კათალიკოსი გა
დადგა, მეფის ჯვარისმტვირთველი აბრაჰამი მემკვიდრედ აკურთხა და მამულში წარვიდა თვა
ლცრემლიანი. საბერძნეთიდან, მთაწმინდის ქართული მონასტრიდან, ამოვიდა ბასილი მონაზ
ონი, თავი ღვთისმშობლის გამოგზავნილად გამოაცხადა, ,,ვითარცა ყოვლადწმინდა მარიამი
მოციქული ძლიერად ამხილებდა და წინაღუდგებოდა მეფეს“. ასეთივე პოზიცია დაიკავა წმინ
და პიმენ სალოსმა. საერთოდ, მონღოლთა მძლავრობის დროს ქართული ეკლესია ერთობ
აქტიურია.
დიმიტრი II-ის ერთდროულად 3 ქორწინება გამოწვეული არ იყო მისი დიაცთმოყვარეობით.
პირველი ცოლი ტრაპიზონის კეისრის ასული ირინეა. ამ ქორწინებით მეფემ განამტკიცა კავში
რი დასავლურ-ბიზანტიურ სამყაროსთან; მეორე, მონღოლთა ნოინის ასული სორღალი, ურდო
ში მხარდაჭერის საგარანტიოდ დაისვა ცოლად, მესამე, უმრწემესი ნათელა, სამცხის ათაბაგის
ბექას ასული, ძალით შეირთო, რათა შემოერიგებინა გამდგარი სამხრეთ საქართველო. სწორედ
ნათელამ უშვა გიორგი ბრწყინვალე. ნუ გავამტყუნებთ დამაშვრალ მეფეს, ავი დრო აიძულებ
და ასე მოქცეულიყო. ერის ხსნის გზაზე ალბათ სატანაზე დაქორწინდებოდა, თუ ეს რაღაცნაი
რად დაეხმარებოდა სამეფოს სტაბილიზაციაში.
ვერ გაუგეს წმინდა მამებმა დიმიტრი II-ს. ბასილი მონაზონმა საჯაროდ უწინასწარმეტყველა
საშინელი სამსჯავრო. მაგრამ დადგა კრიტიკული მომენტი და აღმოჩნდა, რომ დიმიტრი II
უდიდესი ნებისყოფის, საოცრად ზნეობრივი ადამიანი ყოფილა.
აირია მონღოლთა იმპერიის საქმეები, ქართველი მეფე უნებლიე ინტრიგაში გაეხვია. მან ვერ
განჭვრიტა შიდამონღოლური არეულობის შედეგი. დამარცხდა მონღოლთა ის ჯგუფი, რომელ
საც იგი მიემხრო. ახალმა ყაენმა დიმიტრი II ურდოში გამოიძახა. ეს სიკვდილის განაჩენს ნიშნა
ვდა. დადგა ალტერნატივა, რომელიც თვით მეფემ ასე ჩამოაყალიბა: ,,თუ არ წავიდე ურდოს
და დავიცვა თავი ჩემი... აჰა, ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძევს, იხილეთ რამდენი სული
ქრისტიანი სიკვდილსა მიეცემის და ტყვედ იქნების, ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდები
ან, ხატნი და ჯვარნი დაიმუსვრიან... და უკეთუ წარვიდე, ყაენი, დასტურობით უწყი, მომკლ
ავს“.
საკითხი მეფის ურდოში წასვლა-არწასვლის შესახებ განიხილა სამეფო დარბაზმა, რომელმაც
ურჩია მეფეს, არ წასულიყო ურდოში (ურდო, ანუ მონღოლთა იმპერიის მოძრავი ბირთვი, მა
შინ, ამიერკავკასიაში, ქ. ბარდავში იყო).
გადამწყვეტი სიტყვა ისევ დიმიტრი II-მ თქვა: ,,მრავალმღელვარე არს საწუთრო ესე დაუდგომ
ელი და წარმავალი, დღენი ჩვენი სიზმრებრ და აჩრდილებრ წარვლენ, რა სარგებელი არს ცხო
ვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე ტვირთმძიმე ცოდვით განვიდე სო
ფელსა ამისაგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღმრთისა, უკეთუ მე მო
მკლან, ვგონებ რომე ქვეყანა უვნებლად დარჩეს“. და იქვე დაუმატა: ,,მეწყალვის უბრალო ერი“
,,მე დავსდებ სულსა ჩემსა, ერისთვის ჩემისა“.
აბრაჰამ კათალიკოსმა მეფეს შეახსენა სახარების წმიდა სიტყვები: ,,უფროის იმისა სიყვარული
არა არს, რათა დადვას კაცმა სული თვისი მოყვასისათვის“.
მოგვიანებით, უკვე ურდოში, როდესაც ქართველ შინაგამცემთა წყალობით მეფე სასტიკად
ჰგვემეს არგნით და სასიკვილოდ გაამზადეს, ქართველმა პატრიოტებმა გადაწყვიტეს, მოეწყ
ოთ მისთვის გაქცევა. თავდადებულმა მეფემ მტკიცედ უარყო განზრახვა პირად გადარჩენაზე.
მან აღნიშნა, რომ იცოდა, არ აცდებოდა სიკვდილი, მაგრამ ,,დავსდევ თავი ჩემი და სული ჩემი
ერისათვის, აწ თუ წარვალ უბრალო ერი ჩემი მოისრას“...
1289 წლის 12 (25) მარტს, შაბათს, მარხვის მესამეს ქართველთა მეფეს საჯაროდ მოჰკვეთეს თა
ვი. დიდხანს იცავდნენ დიმიტრი II-ის გვამს თათარ-მონღოლები, რათა ქართველებს არ წაესვე
ნებინათ.
მაინც იმარჯვა კათალიკოსმა მოძღვარმა მოსე მღვდელმა. ფარულად მოიპარეს თავდადებულ
ის ცხედარი და თევზის მოვაჭრეთა ქარავანს გაატანეს ტფილისში. იგი დაიკრძალა მეტეხის
მონასტერში.
700 წლის სიღრმიდან გვიმზერს მეფე დიმიტრი II თავდადებული და კიდევ ერთხელ შეგვახსე
ნებს: სამშობლო არის უპირველესი!
ლოვარდ ტუხაშვილი

ბიძინა ჩოლოყაშვილი
იდუმალების ხიბლით მოცული ირუბაქიძეთა განაყარია ,,უბედო გვარი“ ჩოლოყაშვილთა. სისხლის წვიმების
დროს ზეობდნენ ისინი სამხედრო, სასულიერო და დიპლომატიურ ასპარეზზე. ეპოქის სიავე აპირობებდა მათი
ქმედების შინაარსს. ცოდვაც ჩაუდენიათ, ჩაუთვლემიათ კიდევაც, ორიოდე რენეგატიც გამორევიათ, მაინც
ჭეშმარიტი პატრიოტიზმია ამ არისტოკრატიული სახლის განმსაზღვრელი თვისება. ,,რაინდული კლანის“ ყველაზე
დიდი წარმომადგენელი იყო ბიძინა ჩოლოყაშვილი, 1659 წლის კახეთის აჯანყების აღიარებული ბელადი, გმირი
და წმინდანი ერთდროულად.

ქართველთა არსებობის დროის ღერძზე მარადიული ,,ყოფნა-არყოფნის“ ალტერნატივა მთელი სიგრძე-სიგანით


XVII საუკუნეშიც დადგა. დასავლეთ საქართველოს ენერგია თითქმის მთლიანად შეიწოვა არნახულმა
შინააშლილობამ. სამხრეთ საქართველო ,,დაეცა უთანასწორო“ ბრძოლაში. აღმოსავლეთ საქართველოს მოუხდა
ორი ისლამური ,,მსოფლიო იმპერიის“ გააფთრებული იერიშების მოგერიება. ხელი გამოიღეს ქართლელებმა და
კახელებმა. შეაჩერეს თურქეთი, ორგზის დააბარბაცეს ირანი. ათასობით დაღესტნელი მოთარეშე დააკლეს იორ-
ალაზნის ჭალებს.

მაინც იძალა მტერმა. ქართველები იძულებით კომპრომისზე წავიდნენ. გაფორმდა ,,ირან-გურჯისტანის“ ახლებური
პოლიტიკური სტატუსი. ქართლი და კახეთი ყიზილბაშთა იმპერიას ,,ნებაყოფლობით“ შეუერთდნენ. ეროვნული
დინასტია იდეოლოგიურად ისლამურ თარგზე მოეწყო. 1632-1744 წლებში ყველა ქართველი მეფე მაჰმადიანი იყო.
ირანი აკონტროლებდა არმიას, ფინანსებს, საგარეო საქმეებს. საშუალო ქართველ მოხელესაც კი ისპაჰანი
ამტკიცებდა. დოკუმენტები ორენოვანი გახდა. თბილისში ჩაჯდა ირანული გარნიზონი.

რაღა რჩებოდათ ქართველებს? მხოლოდ შინაგანი ,,ავტონომია“ - ენა, ტერიტორია, ქრისტიანული ეკლესია. ეს იყო
პოლიტიკური მინიმუმი ქართველთა არსებობისა. ამაზე ქვევით დათმობა აღარ მიდიოდა. ,,კომპრომისულ
ეპოქაში“ ეროვნული მოძრაობის ორი მიმართულება გამოიკვეთა: რადიკალური და ლოიალური. რადიკალების
ლოზუნგი იყო ,,ნუ გათათრდები“, ლოიალები ამტკიცებდნენ: ,,საჯაროდ ისლამი აღიარე, გულზე ჯვარი ატარე.
ხელსაყრელ დროს დაუცადე“. პირველთა ლიდერი იყო თეიმურაზ I, მეორეთა - ხოსრო-მირზა ბაგრატიონი,
როსტომ მეფე.

ორივე მხარეს ჰქონდა საკუთარი სიმართლე. დამოუკიდებლობა ერის ნორმალური მდგომარეობაა. თუ რაღაც
მიზეზების გამო ერი დაქვემდებარებულია, მაშინ უნდა არსებობდეს სწრაფვა გამოხსნისაკენ. სხვაგვარად ერი
მკვდარია. ქართველებს არ სურდათ სიკვდილი. ამიტომაც თეიმურაზ I-ს ბევრი მომხრე ჰყავდა. ,,არ ჩავაგოთ
ხმალი“, ,,ან სიკვდილი, ან გამარჯვება“ - ამ მოწოდებით რადიკალები განუწყვეტლად უტევდნენ ირანელებს.

ლოიალები თანაუგრძნობდნენ რადიკალებს, ოღონდ ისინი რეალისტები იყვნენ. ,,ჩვენ ვერ მოვერევით ირანს, -
ამბობდა როსტომ მეფე, - დროებით უნდა ჩავიმუხლოთ, ძალა მოვიკრიბოთ, დავუცადოთ გამარჯვების ჟამს“. მალე
გამოიკვეთა, რომ ეროვნული ხსნა ამ ორი მიმდინარეობის პარალელურად არსებობით იყო შესაძლებელი. ორივე
აუცილებელი იყო. რადიკალების სამხედრო ყიჟინა, დაუცხრომელი ექსტრემიზმი აიძულებდა ისპაჰანს მხარი
დაეჭირა ლოიალებისათვის, ამ უკანასკნელთა მოქნილი პოლიტიკა კი ხელს უწყობდა ნაციონალურ ძალთა
სამომავლო პოტენციალის შენარჩუნებას. ეს ყველამ შესანიშნავად იცოდა. ამიტომაც ერთმანეთთან უკიდურესად
დაპირისპირებულნი, სინამდვილეში შეთანხმებულად მოქმედებდნენ. მეფე როსტომმა ორჯერ მოახერხა მეფე
თეიმურაზ I-ის ,,მიმწყვდევა“... და ორჯერვე გაუშვა უვნებლად. საქმე ისაა, რომ ხმალშემართული თეიმურაზ I
ფასს ადებდა როსტომის შემრიგებლობას. ისპაჰანის თვალში ,,როსტომობა“ გურჯისტანში ირანელთა ყოფნის მყარ
გარანტიად რჩებოდა. საოცარი პარადოქსია, რაც უფრო მედგრად ებრძოდა როსტომს თეიმურაზ I, მით უფრო
განამტკიცებდა ,,ლოიალი“ როსტომის პოლიტიკურ პოზიციას.

ბიძინა ჩოლოყაშვილი თავდაპირველად თეიმურაზ I-ის თავგამოდებული თანამებრძოლი იყო. დადგა 1648 წელი.
ირანის იმპერიას თავი მოაბეზრა ქართველ პატრიოტთა დაუცხრომელმა ბრძოლამ, შეარჩია ხელსაყრელი მომენტი
და დაარტყა შეუპოვარ კახეთს. მეამბოხის განდევნა დაევალა როსტომ მეფეს. ამ ბრძოლაში ბიძინა ჩოლოყაშვილის
მოქმედება, ერთი შეხედვით, უცნაური ჩანს. იგი დაუპირისპირდა თეიმურაზ I-სა და საკუთარ საგვარეულოს,
კერძოდ, სახელგანთქმულ სარდალს რევაზ ჩოლოყაშვილს, რომელიც ამ ბრძოლაში კიდევაც დაიღუპა. ბიძინა
ჩოლოყაშვილი არ ეთანხმებოდა თეიმურაზ I-სა და რევაზ ჩოლოყაშვილის თავდაცვით გეგმას. ეს უთანხმოება
მარჯვედ გამოიყენა მეფე როსტომმა. პატრიოტთა წრეებში არსებული კონფლიქტი შემთხვევითი არ იყო. შესაძლოა
ქართველ პატრიოტთა ერთი ნაწილი არ ეწინააღმდეგებოდა როსტომის სკიპტრის ქვეშ ქართლ-კახეთის
გაერთიანებას. აღნიშნული ამბავი ქართულ ისტორიოგრაფიასა და მწერლობაში შეუნიშნავი დარჩა. ბიძინა
ჩოლოყაშვილი წარმოსახულია ერთობ სწორხაზოვნად, ეროვნულ გმირად, რომელიც თავიდანვე
თანამიმდევრულად მოითხოვდა ირანთან აშკარა ბრძოლას. ასე დაგვიხატეს იგი მემატიანეებმაც, ჰაგიოგრაფებმაც
(მაგ., კათალიკოს მა ანტონ I-მა). აკაკი წერეთელმა ისტორიულ მოთხრობაში ,,ბაში აჩუკი“ ხაზი გაუსვა მხოლოდ
ჩანაფიქრს: თუ როგორ გადავიდა ბიძინა ჩოლოყაშვილი ,,ირანულ სამსახურში“ ნამდვილი ზრახვების
შესანიღბავად. ეს მთლად ზუსტი არ არის. 1648-1656 წლებში ბიძინა ჩოლოყაშვილი აქტიურად უჭერდა მხარს
კომპრომისულ პოლიტიკას. მას ეკავა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა კახეთის სამეფო კარზე. მართალია,
კახეთი ქართლთან იყო შეერთებული, მაგრამ ინარჩუნებდა საკუთარ მმართველობას.
თეიმურაზ I-ის გაძევებამ დროებით შეანელა პატრიოტული ძალების ბრძოლა ირანის წინააღმდეგ. ისპაჰანში
ქართველთა სიმშვიდე და უქვეშევრდომილესი მორჩილება გამარჯვებად ჩათვალეს. შაჰ-აბას II-მ დიდი პაპის - შაჰ-
აბას I-ის ადრინდელი გეგმის გაცოცხლება სცადა. 1656 წელს კახეთი ჩამოართვეს მეფე როსტომს და განჯის
ბეგლარ-ბეგ სელიმს გადასცეს. ცენტრალური ირანიდან აქ შემოასახლეს 60000 თარაქმა ელი (ელი - მომთაბარეს
ნიშნავს). ელებმა დაიკავეს ბახტრიონი, ალავერდი, ყველა სტრატეგიული პუნქტი ალაზანსა და ივრისპირეთში.
დაიწყო ,,გათათრების“ პროცესი.

ამის დათმობა უკვე აღარ შეიძლებოდა. საფრთხე შეექმნა ქართულ ეთნოსს, კულტურას, რელიგიას, ენას.
ქართველთა გულის მოსაგებად შაჰ-აბას II უზარმაზარ პრივილეგიებს აძლევდა მათ იმპერიის მასშტაბით. მას
სურდა ქართველობა, როგორც ეთნიკური თვისებრიობა, ჩაკარგულიყო ირანის სივრცეში. ირანელთა მზაკვრული
პოლიტიკა ნებაყოფლობით სიკვდილს უდრიდა. საქართველომ დაიწყო შეიარაღებული აჯანყებისთვის მზადება.
ზაალ არაგვის ერისთავმა და ბიძინა ჩოლოყაშვილმა მოახდინეს ყველა საზოგადოებრივი კლასის სრული
გაერთიანება. მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდებოდა ექსტრემალურ სიტუაციაში. დაშლილ-დაქუცმაცებულმა
ქართველობამ მოახერხა დროებით დამდგარიყო საერთო ნიადაგზე, შეიკრა ,,პოლიტიკური უნისონი ქართველთა“.
ქართლის ახალი მეფე ვახტანგ V (გამაჰმადიანებული შაჰნავაზი) განგებ იმერეთში გადავიდა. ერთი სიტყვით,
ქართველმა ლოიალებმა ქართველი რადიკალები ირანზე მიუშვეს, გზა გაუხსნეს დაუნჯებულ ეროვნულ ენერგიას.
1659-1660 წლებში კახელებმა, თუშ-ფშავ-ხევსურებმა, არაგველებმა, ქსნელებმა, ქართლელ და იმერელ
მოხალისეთა გუნდებმა დედაწულიანად ამოჟლიტეს ელები. აჯანყებას შალვა და ბიძინა ქსნის ერისთავებთან
ერთად ბიძინა ჩოლოყაშვილიც ხელმძღვანელობდა.

ეს აჯანყება გამოირჩევა გლეხების არაჩვეულებრივი ენთუზიაზმით. რადიკალთა მრისხანე გამოსვლას უნდა


მოჰყოლოდა დაპირისპირება ირანის უზარმაზარ იმპერიასთან. ამ სიტუაციაში ინიციატივა კვლავ ლოიალებმა
აიღეს. ვახტანგ V და ზაალ არაგვის ერისთავი არწმუნებდნენ ისპაჰანის უზენაეს კარს, რომ კახეთის ამბები
იმპერიის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. ასეთი მტკიცებაც საჭირო იყო. მართალია, მე-17 საუკუნის 60-იან
წლებში ირანი დეგრადაციას განიცდიდა, მაინც ჯერ ისე არ დაუძლურებულიყო ,,ირანის ლომი“, რომ ვერ
მოეხერხებინა პატარა კახეთისათვის ანგარიშის გასწორება. ირანის ნგრევის ნიშნები უკვე აშკარად შეინიშნებოდა.
მართლაც, მე-18 საუკუნის 20-იან წლებში სეფიანთა იმპერია მწვავე კონვულსიებით მოკვდა.
აუსრულდა ,,გურჯისტანის ბოროტ დემონს“ სვეგამწარებული თეიმურაზ I-ის წინასწარმეტყველური
წყევლა: ,,ხმელთა მფლობელსაც არ ასცდეს ბოლოს დაცემა მეხისა“. ეს მოხდა მოგვიანებით.

ახლა კი იდგა 1660 წელი. მდგომარეობა გაამძაფრა იმ გარემოებამ, რომ ამოწყვეტილი თარაქმა ელების სისხლის
აღებას მოითხოვდა ირანის შიიტური სამღვდელოება. ირანის შაჰს არ სურდა ახალი ლაშქრობის წამოწყება
საქართველოს წინააღმდეგ. შაჰის კარზე კარგად იცოდნენ, რა დაუჯდა გურჯისტანის საკითხის გადაჭრა შაჰ-აბას I-
ს, მაგრამ უნდა დაეშოშმინებინათ საქართველოს დასჯის მომხრენი. მაშინ სამი ქართველი პატრიოტი: ბიძინა
ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები საკუთარი ნებით ჩავიდნენ ირანში. შეიქმნა კრიტიკული
სიტუაცია, იურიდიულად ირანმა დაარღვია კომპრომისი, სცადა ქართველთა ამოგდება. ქართველები მზად იყვნენ
აეტანათ მძიმე უღელი სწორედ ,,ქართველობის“ შესანარჩუნებლად, ოღონდ ისინი არ დაუშვებდნენ
დენაციონალიზაციას. ეს კარგად იცოდნენ ისპაჰანში, მაგრამ საჭირო იყო ,,ვიღაცის“ დასჯა, რომ სეფიანთა ტახტს
ავტორიტეტი არ შელახოდა. მას სჭირდებოდა მსხვერპლი. და აი, სამსხვერპლოზე შედგა სამი ქართველი რაინდი.
ეს იყო ,,გონივრული თავის გაწირვა“. ასეთი სიკვდილი გაუტოლდა დიდ სამხედრო ეპოპეას; ამ აქტმა ააცილა
აღმოსავლეთ საქართველოს უდიდესი რბევა. 1660 წელს ბიძინა ჩოლოყაშვილი და მისი ორი უმამაცესი
თანამებრძოლი - შალვა დ ელიზბარ ქსნის ერისთავები სასტიკად აწამეს. ქრისტიანულმა ეკლესიამ სამივე რაინდი
წმინდანად შერაცხა.

ბიძინა ჩოლოყაშვილის ცხოვრება ,,კომპრომისული ეპოქის“ პატრიოტი ქართველის სანიმუშო მაგალითია. მან
მიანიშნა თანამედროვეებს, როგორ უნდა შეერჩიათ ბრძოლის მეთოდი რთულ სიტუაციაში. ხან უნდა დათმო, ხან
მახვილი იშიშვლო, ხან კი შეიძლება თავიც გაწირო. ოღონდ ზუსტად უნდა იცოდე, როდის რა მოიმოქმედო.

ბატონიშვილი ერეკლე... მეფე ერეკლე II-ის სასამართლოში


ლოვარდ ტუხაშვილი

სამი დღე ზეიმობდა ქიზიყი ნეიშნის გამარჯვებას. სამი დღე რეკდა სოფ. ბოდბისხევის შვიდივე ეკლესიის
ზარებიც. ხუმრობა ხომ არ იყო, თხუთმეტი წლის ჭაბუკმა ერეკლე ბატონიშვილმა ნეიშნის ველზე საარაკოდ
დაამარცხა დაღესტნელი მოთარეშეები. ამ ამბებიდან ერთი მსგეფსი იყო გასული. ბოდბისხევის წმინდა მარიამის
ეკლესიის ,,დაცული ტყის“ პირას სოფლელები ერთმანეთს ჭიდაობაში ეჯიბრებოდნენ. წინა დღეს მოწვევა
მიართვეს მაღაროში დაბანაკებულ ერეკლე ბატონიშვილს. უარი შემოეთვალა უფლისწულს: ,,შეუძლოდ ვარო“!
სამაგიეროდ ვერცხლით შეჭედილი ხორასნული ხანჯალი გამოეგზავნა ჭიდაობაში გამარჯვებული ფალავნის
ჯილდოდ. ხანჯალი განაპირა მუხის ხეზე ეკიდა, ჩამავალი მზის სხივებით განათებული. მწუხრი იწყებოდა უკვე.
იცრიცებოდა დღის ნათელი. დოლი და ზურნაც ჩამცხრალიყო. ახალგაზრდა ფალავანს გიორგი დუღაისძეს ხუთი
მეტოქე წამოექცია, ამაყად იდგა წრეში და ახალ მეტოქეს ელოდა. აღარავინ სჩანდა მასთან შემბმელი. მსაჯებმა
ერთხმად გადაწყვიტეს ერეკლესეული ხანჯალი გამარჯვებულისთვის გადაეცათ. ,,აბა დაუკარით“ - გაისმა
უეცრად. კვლავ აბრახუნდა დოლი, აჭყვიტინდა ზურნაც. წრეში მოსხლეტილი ტანის პირშებურვილი ჭაბუკი
შემოიჭრა. მოწესეებმა კამეჩის ტყავის ქამრები დაატრიალეს და წრე გააფართოვეს. კუნთმაგარი ჩანდა უცნობი
ჭაბუკი. საველე ჩოხა ეცვა, თუშური ქუდი ეხურა, თუშური პაჭიჭები უჩანდა, საჭიდაო ქალამნების თასმებით
ამოსალტული. პირშებურულს საოცრად ძლიერი თვალები ჰქონდა. მომნუსხველი მზერით მისჩერებოდა გიორგი
დუღაისძეს. ,,არა“, - თქვა მოულოდნელად გიორგიმ - ,,არა ვარ თანახმა. არ დავეჭიდები მაგას. არც ქუდი მოუხდია,
სახეც დაფარული აქვს. რა ვიცი, ვინ ოხერია. თანაც ჩემი წონა არ არის, ტანმორჩილია“ - თქვა და წრიდან
გავიდა. ,,მშიშარა ხარ“ - კუშტად თქვა უცნობმა. მერე მაყურებლებს მიუბრუნდა. ,,ლაჩარი ყოფილა თქვენი
ფალავანი“. ,,ლაჩარიო“ - ეს საშინელი შეურაცხყოფა იყო იმ შორეულ ეპოქაში. ეს სიტყვა მახვილზე უფრო ბასრად
ჭრიდა. სილაჩრე სიკვდილზე დიდ საშინელებად ითვლებოდა. მაყურებლებმა ძალად შემოაგდეს წრეში სოფლის
ფალავანი, ,,ან იჭიდავებ, ან საჯაროდ ჩამოგკიდებთ მუხის ტოტზე ბატონიშვილი ერეკლეს ხანჯლის მაგიერ“ -
მუქარით უთხრა გიორგი დუღაისძეს მამასახლისმა. წამიც და მეტოქეები ერთმანეთს ეძგერნენ. სხარტი ჩანდა
უცნობი, ავაზასავით მოქნილი და მოძრავი. გიორგი მიხვდა, რომ სისწრაფით ვერ აჯობებდა. გაჩერდა შუა წრეში,
- ,,შენა ბიჭო, მგონი მეცნობი“ - უთხრა ეშმაკური ღიმილით უცნობს. მერე ხელი გაუქანა სახისკენ. საბურველის
ჩამოხსნა უნდოდა. უცნობმა სახე აიქნია და უკან გადაიზნიქა. ისარგებლა ამით გიორგიმ, წელში შეუვარდა,
ფოლადის სალტესავით შემოაჭდო ვეება მკლავები უცნობს და მუხრუჭით გულაღმა დასცა. ,,უჯეროა“ - დაიყვირა
ხალხმა. მაგრამ გიორგი არავის უსმენდა. წაქცეულს ააგლიჯა საბურავი. ყველას გაკვირვების შეძახილი
აღმოხდა: ,,ერეკლე ბატონიშვილი ყოფილა, ერეკლე ბატონიშვილი“. ეკლესიის გადასახვევიდან ოციოდე მხედარი
გამოიჭრა, პრიალა ჩაჩქანები ეხურათ, ჯაჭვის პერანგები ეცვათ. მათ გადათელეს საჭიდაო წრე და წაქცეულთან
მიიჭრნენ. ჭარმაგი მხედარი სწრაფად დაქვეითდა და ხელები გაშალა: ,,ბატონიშვილო, ამას რას ვხედავ, რას
იტყვის მეფე“. ერეკლე ფიცხლად წამოიჭრა, მხედარს მახვილი გამოართვა და განზე გამხტარი გიორგი
დუღაისძისკენ გაექანა. ,,არა ჩემი წაქცევისთვის, არამედ მოტყუებისათვის, უნდა დავსაჯო“. იმ რაინდულ ეპოქაში
ჭიდაობაში მოტყუებით მიქარვა და მეტადრე წელში შევარდნით მუხრუჭი წესების დარღვევად ითვლებოდა.
დააშოშმინეს აღელვებული ბატონიშვილი, შესვეს საკუთარ ბედაურზე, რომელსაც ,,ნიავა“ ერქვა. ბატონიშვილი
ცხენდაცხენ მიუახლოვდა განაპირა მუხას, ჩამოხსნა ხორასნული ხანჯალი, მამასახლისს გადაუგდო და უთხრა: ,,ეს
ჯილდო გადაეცი სოფლის ფალავანს, მაგრამ იცოდეს, სადმე არ შემომეყაროს, თორემ უსათუოდ წავაცლი თავს“.
გამოხდა ხანი. ორი წლის მერე ბატონიშვილი ერეკლე მამამისმა, თეიმურაზ II-მ გამოიძახა ირანში. იქიდან ნადირ-
შაჰმა ავღანეთის გზით ინდოეთში წაიყვანა. მშვიდობით დაბრუნებული ბატონიშვილი დაუცხრომლად ებრძოდა
მტრებს. არასოდეს ავიწყდებოდა ბოდბისხევში განცდილი მარცხი. ხუმრობდა ხოლმე: ,,წმინდა მარიამის ეკლესიის
ჯვარი რომ გამახსენდება, ბეჭები ტეხვას და წელი ტკივილს დამიწყებს ხოლმე“. უყვარდა ბატონიშვილს
ქიზიყელები. ოღონდ წყენა მაინც ვერ გაინელა. ჟამითი-ჟამად შემოთვლიდა ხოლმე: ,,ბოდბისხეველებო, ფოლადის
მახვილები ხართ ყველანი. ჩამოდით ჩემთან, ჩემი სასახლის კარები ღიაა თქვენთვის. ოღონდ ის ერთი მატყუარა
თვალით არ დამანახოთ“. არ მოსწონდა არავის ბატონიშვილის ეს ახირება, მაგრამ ვერავინ უბედავდა შეპასუხებას.
ჯერ ერთი, უფლისწული იყო და მეორეც, ღმერთივით უყვარდათ ბატონიშვილი ერეკლე ქიზიყელებს.

გადაიკარგა სოფლიდან გიორგი დუღაისძე იმ საბედისწერო ჭიდაობის შემდეგ. ჩამოიკიდა ერეკლესეული


ხორასნული ხანჯალი, მამისეული ხმალი აიღო და გაქრა. მასთან ერთად გადაიხვეწა სამი მისი ერთგული
მეგობარი. სულ მალე მთელ კახეთს მოედო უცნაური ,,მფრინავი რაზმის“ ამბავი. ქართველ მხედართა მომცრო
გუნდი თავზარს სცემდა ჭარ-ბელაქანს. ალაზნის გაღმა ნაპირებს. გუნდს მეთაურობდა ვინმე გორგა ბოხორელი.
კიდევ რამდენიმე ვაჟკაცს ასახელებდნენ: შეუპოვარ გივი ბოდბელს, ,,სატანად“ წოდებულ თედო ფანიანელს და
ბუღა მირზაანელს. დაჰქროდა ეს ოთხეული კახეთის მთა-ველებზე. სისხლს უშრობდა დაღესტნელ აბრაგებს.
ქიზიყში ამბობდნენ, რომ გორგა ბოხორელი იგივე გიორგი დუღაისძეაო. ცხრა წელიწადი იარეს უჩინმაჩინის
ქუდით გორგა ბოხორელის რაზმელებმა. იბარებდა ბატონიშვილი ერეკლე მათ სასახლეში, მაგრამ ამაოდ, არ
ცხადდებოდნენ საჯაროდ არსად. გავიდა კიდევ ხანი და ბატონიშვილი ერეკლე ნადირ-შაჰმა თეიმურაზ II
ქართლის მეფედ დაამტკიცა, ერეკლე II კი კახეთის მეფედ გამოცხადდა. ჩამოვიდა საყვარელ ქიზიყში ერეკლე II.
შემოიარა სოფლები. ყველა მთხოვნელ-მახვეწარი საერთო მიღებაზე ბოდბის მონასტერში დაიბარა. ორშაბათ
დილას დიდი ჭადრების ქვეშ დაუდგეს ფანჩატური ახალგაზრდა მეფეს. მთხოვნელები სათითაოდ შემოჰყავდათ
კარისკაცებს მეფესთან. უკვე იცრიცებოდა დღის სინათლე, წვებოდა მწუხრი, როდესაც ეზოში შავჩოხიანთა
ოთხეული გამოჩნდა, ,,გორგა ბოხორელი მოვიდა, მეფეო“ - მოახსენეს ერეკლე II-ს. ,,შემოიყვანეთ“ - ბრძანა მეფემ.
და აი, აქ მოხდა საოცრება. როგორც კი გორგა ბოხორელმა მუზარადი მოიხადა, განრისხებული ერეკლე II ფეხზე
წამოხტა. მან თავისი ძველთაძველი მტერი გიორგი დუღაისძე ამოიცნო. ,,როგორ, შენ ბედავ ჩემთან
მოსვლას?!“ ,,თქვენთან არა, ბატონიშვილო - მიუგო გორგა-გიორგიმ. - მე ჩემს ბატონთან, კახეთის მეფე ერეკლე II-
თან მოვედი. მეფეო! - მუხლი მოიყარა რაინდმა - საჩივარი მაქვს თქვენთან. თუ თქვენ არა, ვის უნდა შევჩივლო.
თქვენ ხართ ამ ქვეყნის მეფე, თქვენ უნდა მიქომაგოთ და მიპატრონოთ. თუ ქვეშევრდომს არ დაიცავ, აბა რისი მეფე
ხარ“. ერეკლე II დაჯდა. ,,უსამართლობაში რომ არ ჩამომართვა - თქვა მან - მოწმეებთან ერთად მოგისმენ“. დაუძახა
ერეკლე II-მ კახეთის სახლთუხუცესს რევაზ ჩოლოყაშვილს, ქიზიყის მოურავს პაპუა ანდრონიკაშვილს,
მსაჯულთუხუცესს, მდივანბეგ გიორგი ჯანდიერს, ბოდბის ეპისკოპოსს ონოფრეს. ,,ბატონებო! - თქვა მან, -
მომჩივანი შარიანი კაცია, ყველამ ერთად მოვუსმინოთ და განვსაჯოთ მისი სარჩელი“. წამოდგა ფეხზე გორგა-
გიორგი. მაშინდელ სასამართლოში თხოვნას მთხოვნელი დაჩოქილი ამბობდა. მაგრამ საჩივარი მომჩივანს ფეხზე
მდგომელს უნდა ეთქვა. ,,მეფეო, - დაიწყო გორგა-გიორგიმ, - მეათე წელია ერთმა კაცმა სიცოცხლე გამიმწარა,
სოფელში აღარ მაყენებს. მამა-პაპეულ სახლში ვეღარ დავმდგარვარ. საკუთარი სახელი და გვარი ვერ მითქვამს
ხმამაღლა. მე რომ მერჩის ეგ მაგის საქმეა, მაგრამ შენ ქვეშევრდომთან რა ხელი აქვს. შენი ქვეშევრდომის დევნა განა
შენი შეურაცხყოფა არ არის?“ ერეკლე II დუმდა. უხმოდ მისჩერებოდა მომჩივანს. მერე ონოფრე ბოდბელმა ამოიღო
ხმა: ,,შვილო ჩემო, თუ ათი წელი სიკვდილით გემუქრებიან, რად არ მოხვედი ჩემთან და ან ქიზიყის მოურავთან.
ახლა ხომ იფიქრებს აუგს ჩვენზეც მეფე. განა არ იტყვის, რომ ჩვენ ვერ ვუვლით მის ქვეშევრდომებს?“ ,,ეჰ, მეუფეო,
- თავი დახარა გორგა-გიორგიმ, - იმ კაცს ვერც თქვენ აჯობებთ და ვერც ქიზიყის მოურავი“. მერე ამაყად თავი ასწია
და მტკიცედ თქვა: ,,კახეთის მეფე ერეკლე II-სთან, მე ვუჩივი ბატონიშვილ ერეკლეს! დაე, ბატონიშვილმა ერეკლემ
ჩემს მეფე ერეკლესთან აგოს პასუხი“. ყველა გაოგნდა. დუმილის შემდეგ წამოდგა ერეკლე II და თქვა ხმამაღლა
საზეიმოდ: ,,მე მეფე ერეკლე II, გაძლევ თავისუფლებას, ხოლო ბატონიშვილ ერეკლეს, ვითარცა უსამართლოდ შენს
მდევნელს, ვაჯარიმებ დამასკური მახვილით“. მოიხსნა მეფემ თავისი დამასკური მახვილი და გორგას გადასცა.
გორგა ბოხორელმა ანუ გიორგი დუღაისძემ დაიჩოქა და ისე ჩამოართვა ხმალი მეფეს. ასე მოუგო სასამართლო
ბატონიშვილ ერეკლეს ქიზიყელმა გლეხის ბიჭმა მეფე ერეკლესთან.
უიღბლო იღბლიანი
ბადრი დანელია

2003 წლის 4-10 აპრილის გაზეთ “ახალი ეპოქა”-ში გამოქვეყნდა ბ-ნ გიორგი გაჩეჩილაძის ინტერვიუ
“ამირანიდან _ დღევანდელ საქართველომდე”, მასში ძალიან კარგადაა ახსნილი ყურშასა და მჭედლების
სიმბოლური სახეები: ყურშა _ ქვეყნის ერთგული და თავისუფლების მოყვარე ქართველი ერია, მჭედლები კი _
მონობაში გადიდკაცებული ცრუ ელიტა, მაგრამ აქვეა გამოთქმული სინანული ქართულ ლიტერატურაში
“ამირანის” მითის სათანადოდ დაუმუშავებლობის გამო. ბ-ნი გიორგი ფიქრობს, რომ ქართველი მწერლების მიერ ეს
მითი “სრულფასოვნად არა, მაგრამ ფრაგმენტულად კი” არის გააზრებული. რაც მთავარია, იგი არაა გააზრებული
პერსპექტივაში, _ მომავალთან მიმართებაში, მაშინ როცა ანალოგიური შინაარსის მქონე “პრომეთეს” მითთან
სხვაგვარი დამოკიდებულებაა ევროპულ ლიტერატურაში: იქ პრომეთეს ათავისუფლებენ, ქართულ
ლიტერატურაში კი მსგავს აზრს მხოლოდ აკაკისთან ვხვდებით. ჩემის აზრით, პრომეთეს, ან ამირანის
გათავისუფლება უფრო მწერლის სურვილია და არა ისტორიული მოვლენების ანალიზი და მასზე დამყარებული
მოსაზრება. ალბათ უფრო მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი ანალიზი და ამ ანალიზის შედეგად გამოტანილი
დასკვნა ამირანის ხვედრის გაზიარება-შემსუბუქებისა, რაც შეიძლება ოდესმე მის გათავისუფლებაში
ცგადაიზარდოს. სწორედ ამგვარი ღრმა ისტორიული ანალიზის შედეგადაა დაწერილი ვაჟა-ფშაველას პოემა
“უიღბლო იღბლიანი”. ეს ნაწარმოები გამოირჩევა ზემოხსენებული მითის ღრმად გააზრებით და მშვენიერი
მხატვრული დამუშავებით. თავად მითების გაგების სირთულიდანგ ამომდინარე, იშვიათია მითების თემაზე
შექმნილ ნაწარმოებებში მათი ასეთი სრულყოფილი გახსნა, _ მითის საუკეთესო კუთხით დანახვა-გააზრება: ვაჟამ
აქ ამირანის მითს ჩამოაშორა ზოგიერთ ვერსიაში არსებული ჩვენთვის მიუღებელი და ჩვენს ისტორიასთან
შეუსაბამო სიმბოლიკა, მაგალითად: ამირანის ბრძოლა ქრისტე ღმერთთან, _ ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში
არ მომხდარა, _ პირიქით, საქართვლო იმ იშვიათ ქვეყნების რიცხვს ეკუთვნის, სადაც განხეთქილებამ და
მწვალებლობამ ფეხი ვერ მოიკიდა. მითის ვაჟასეული გაგება აბსოლუტურ შესატყვისობაშია საქართველოს
ისტორიასთან. გარდა ამისა, ე სნაწარმოები მნიშვნელოვანია თვით ვაჟა-ფშაველას ქრისტიანული მრწამსის
თვალსაზრისითაც, რაც ბოლო დროს, საოცარია მაგრამ, ეჭვქვეშაა დაყენებული. ამ პოემაში ვაჟა უდიდეს
მნიშვნელობას ანიჭებს ქრისტიანული ცხოვრების წესს არამარტო პიროვნებისათვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
და, რა თქმა უნდა, პოემა გამოირჩევა ბევრი, ლამაზი პოეტური ფორმით გამოთქმული, ბრძნული აზრით.

პოემის სათაური შედგენილია სრულიად საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებით და, რადგანაც


“დაპირისპირებულთა ერთიანობის” მეთოდი გამოიყენება ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში, ამიტომ მისი
შინაარსი განხილულ უნდა იქნას სარწმუნოებრივი თვალთახედვით. ამ მოსაზრების სისწორეს ასაბუთებს ის, რომ
სათაურისა და შინაარსის სრულყოფილი გაგების საშუალებას იძლევა სწორედ ასეთი მიდგომა, წინააღმდეგ
შემთხვევაში ნაწარმოები დარჩება ლამაზად გალექსილ ზღაპრად. თავისთავად ესეც კარგია, მაგრამ ეს ამ
დიდებული ნაწარმოების დაკნინება იქნება.

მთავარი გმირი, სახელად საბრალო, არის აწ გაღარიბებული, მაგრამ ერთ დროს ძლიერი და ბედნიერი ოჯახის
წევრი. სხვათა შორის: ერთ დროს ძლიერი და ბედნიერი ოჯახის შვილობა სხვაგანაც გვხვდება ვაჟა-ფშაველას
შემოქმედებაში (მაგ: პოემა “ნახევარ-წიწილა”) და გვხვდება ისეთი აზრობრივი დატვირთვით, რომ, ვფიქრობ,
ეხმიანება იოანე-ზოსიმეს პოემას “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”: “დაწუნებულ არს ენაი ესე”... მაგრამ ეს
განსაკუთრებული კვლევის საგანია და ცალკე საფუძვლიან დამუშავებას მოითხოვს.

ზეობის დროსაც საბრალო იყო წესიერი, თავდადებული და უანგარო შვილი თავისი ოჯახისა. ძმებისგან
განსხვავებით, იგი ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულსა და გლახაკს:

ორი ძმა ბევრს ყურს არ უგდებს გლახაკებს, იმათ ხახებსა,

მხოლოდ საბრალო ჰმასპინძლობს პურით და ღვინით საწყლებსა.


რასაც მშვენივრად ხედავდა ყველა და შესაბამის შეფასებასაც აძლევდნენ:

ქვეყნის ყბა მოუღალავი ბევრის რასმეა მთხრობელი,

სამს ძმაში ორსა სწუნობდა სჯა-ფიქრით გამომცნობელი,

უმცროსს კი ალალს ეძახდა უზარმაზარი სოფელი.

ზეობის დროს არგაამაყებულმა საბრალომ ოჯახის გაღარიბება და გასაჭირიც მორჩილად, ზედმეტი დრტვინვის
გარეშე მიიღო:

...თან ეტყვის: ძმებო ნუ გიკვირსთ, ღვთისია ჩვენი ქონება,

მანამდე ჰნებავს - გვაკუთვნებს, როს სხვად გაუჭრის გონება,

ისევ წაგვართმევს თავისას, ჩვენ ან რა გვეთქმის მაზედა,

ხომ იცით ხან ყინული წევს, ხან ყვავილია მთაზედა.

და ამიტომ იგი მოქმედებს ყველაზე სწორად ძმებს შორის: თავმდაბლად, დაუღალავად და უანგაროდ შრომობს
ოჯახის გადასარჩენად და არ თაკილობს არანაირ პატიოსან შრომას:

...ჰფიქრობს საბრალო მუდამ ჟამს ოჯახის შესამეტებსა.

თავის გარჯასა და შრომას არავის დააკვეხებსა...

უფროსი ძმები კი ამ დროს ორგულობენ, მხოლოდ პირადულზე ფიქრობენ და მალულად საკუთარ თავსა და
ოჯახებზე ზრუნავენ, საბრალო კი ძმობის კანონით მოქმედებს: ჯერ ძმას და მერე მე. შედეგიც შესაბამისია - ერთი
მართალი არაა საკმარისი:

არ იქნა ერთის სიმართლემ ვერ გამოიხსნა ოჯახი...

და როგორც აუცილებლობა: მართალი, ღვთის ნებით, უნდა განეშოროს უკეთურებას. პოემაშიც ზუსტად ასეა:
უფროსი ძმების გადაწყვეტილებით ოჯახი გაიყრება და ძმები თანაბრად გაიყოფენ მცირე ქონებას. ამ ქონების
ნაწილია პატარა ფეტვის ყანაც, რომლის მომკაც ძმებმა მეორე დილით გადაწყვიტეს, მაგრამ მოსამკელად
გამზადებულ ყანას ღამით სეტყვა გადაუვლის და პირწმინდად გაანადგურებს საბრალოს წილ შუა მესამედს, ისე
რომ ხელუხლებლად გადარჩება უფროსი ძმების კუთვნილი განაპირა ნაწილები. დაღონდება საბრალო, მაგრამ
ხანმოკლეა გონიერი კაცის მწუხარება, რასაც მალე ღვთისადმი მადლიერება ცვლის:

სდგას თავდახრილი, დასცქერის გულ-ხელებ დაკრეფილია.

მაინც ღმერთს მადლობას სწირავს მართალი, მართლის შვილია.

უკვირს თუმც: ასე შუადამ როგორ გამოსჭრა სეტყვამა? _

ასეთ უბედურს ვარსკვლავზე რად გააჩინა დედამა.

ამ ცხადი სასწაულის გამო, საბრალო გადაწყვეტს დატოვოს ოჯახი და თავისი ცხოვრება განგებას
მიანდოს - ეძიოს მისთვის განკუთვნილი ღვთის ნება და მის შესაბამისად იმოქმედოს. იგი მიდის - არ იცის სად,
მაგრამ უცილობლად იცის ერთი რამ:
იმას არ ფიქრობს, რომ სადმე წავა ბილიკით მრუდითა,

და დარწმუნებულია იმაში, რომ:

...სიმართლე შვილით-შვილამდე,

უსამართლობის მანძილი შუაღამიდან დილამდე.

მართალს ნუგეშად ესა აქვს გულში შეუდრკელ ბურჯადა,

რომ ღმერთი კაი კაცობას მას არ ჩაულევს ფუჭადა.

ოჯახიდან წასული საბრალო უანგაროდ ეხმარება და ემსახურება ყველა გაჭირვებულს, თავს არიდებს
ყოველგვარ გასამრჯელოს და თუ მაინც დააძალებენ, იმასაც მალულად გლახაკებს ურიგებს.

თუ ვინმე დააძალებდეს, მისცემს ფასს თავის შრომისას,

მაშინვე გლახებს ურიგებს, გაურბის ხაფანგს ცდომისას.

ნახეთ საბრალოს უანგარობა: გაჭირვებულისგან შრომის საფასურის აღება მისთვის სარწმუნოებრივი ცდომილების
ტოლფასია.

საინტერესოა საბრალოს ცხოვრების წესი: ღვთის ნებას იგი თავდადებულ, ადამიანისათვის შეუძლებელ
სამუშაოს შესრულებაში ეძიებს, _ მან კარგად იცის, რომ რწმენით, თუ ღვთის ნებაც იქნება, მთის გადადგმაც კი
შესაძლებელია, ანუ ასეთი საქციელით იგი სრულიად მინდობილია ღმერთს. ასეთი შრომის მაგალითად პოემაში
ორი ეპიზოდია აღწერილი: საბრალო თავს იდებს ოთხი წლის განმავლობაში ათასი ცხვრის მოვლას თავისი
ნამატით და გასამრჯელოს მხოლოდ მაშინ აიღებს, თუ ამ ხნის განმავლობაში მას მგელი არც ერთ ცხვარს არ
გასტაცებს. ის ამ, კაცისთვის შეუძლებელ პირობას მართლაც შეასრულებს, მაგრამ ნება ღვთისა ბოლო წამს
გაცხადდება: ოთხი წელი ტყე-ღრეში უდანაკარგოდ ნატარები გაათმაგებული ფარა საბრალომ სოფელში ჩამორეკა
და მაშინ, როცა უზომოდ კმაყოფილ და გაოცებულ პატრონთან ერთად ნამატის გაყოფას აპირებდა - დღისით,
მზისით, შუაგულ სოფელში, ყველას თვალწინ, მწყემსებისა და ძაღლების გარემოცვაში მგელმა ერთადერთი
ცხვარი გასტაცა, ამიტომ საბრალომ უარი თქვა გასამრჯელოზე, მიუხედავად ფარის პატრონის ხვეწნა-მუდარისა,
რომელსაც ეს არარეალური პირობა არც კი ახსოვდა და, საერთოდაც, მგლისაგან ცხვრის გატაცებას ბუნებრივ და
აუცილებელ მოვლენად თვლიდა, ამიტომ მგლისთვის ცხვრის წართმევა სირცხვილად მიაჩნდა.

მეორედ საბრალომ ხუთი მუშის საფასურის სანაცვლოდ ერთ დღეში იმხელა ყანის მომკა და ძნებად
შეკონვა ითავა, რომლის შემოვლასაც ცხენით ერთი თვე სჭირდებოდა. ეს საქმეც მან თითქმის ბოლომდე მიიყვანა
და ეს “თითქმის” ერთი ძნა იყო, რომლის შეკონვაც მზის ჩასვლამდე ვერ მოასწრო. აი, საბრალოს გულიდან
ამონახეთქი განცდები:

ღმერთო, ცა-ქვეყნის პატრონო, რად გამაჩინე ბედ-შავი?

რადა ხარ ქვეყნის მპყრობელო, შენ ჩემი დაუხედავი?!

ბედკრულსა ჩემსა მშობელსა არა ვყოლოდი ნეტავი.

მადლობა შენთვის, უფალო, მაინც მადლობა შენთვინა,

ჭირი-ვაება მარგუნე, ვკისრულობ, იყოს ჩემთვინა”


დავუკვირდეთ: აქაც ჯერ კაცთათვის დამახასიათებელი წუხილი და შემდეგ - მართალთა და კეთილგონიერთა
განსჯა, თავმდაბლობა და მორჩილება ღვთისა. ამ შემთხვევაშიც საბრალომ უარი თქვა გასამრჯელოზე, თუმცა
განცვიფრებული და აღფრთოვანებული ყანის პატრონი შეთანხმებულზე ბევრად მეტს გულწრფელად და
დაჟინებით სთავაზობდა, მაგრამ საბრალო ასე უხსნის განგების ნებას გაოგნებულ მოხუცს:

- ერთი მუშისაც არ მინდა, აგერ ძნა შესაკონია,

ღმერთს რომ არ უნდა ჩემთვისა, მიტომ არ მომცა ღონია,

თორემ ამოდენ შრომასთან ეგ რაღა მოსაგონია.

საბრალოს ასეთმა ზეადამიანურმა შრომამ, განსაკუთრებით გასამრჯელოზე უარის თქმამ, ყანის პატრონი
გულისთქმაში ჩააგდო, საბრალო გლახაკის სახით მოვლენილ უფლად ჩათვალა (სახარებაც ხომ ასე გვასწავლის:
ყველა გაჭირვებული და დამაშვრალი ისე უნდა მივიღოთ, როგორც უფალი), საკუთარი ცოდვიანობა და
უსუსურობა დაანახვა და ღვთის წინაშე გლახაკთა შეწევნისა და ტაძრის აშენების აღთქმა დაადებინა:

არა მკადრულობ უფალო, თუმც არ ვარ შენი სადარი...

...მიბრძანდი, მაგრამ გულში მაქვს, რომ აგიშენო ტაძარი

და ვექმნა მუდამ მფარველად ვინც კი სადმეა საპყარი,

დაიწყო წერა პირჯვრისა, სთხოვს ცოდვათ მოტევაბასა,

თუ რამ შესცოდა, შეუნდოს, რომ ვერ მოვიდა მცნებასა.

ამ ორ ეპიზოდში ცხვრის ფარა - სამწყსო და პურის ყანა - კეთილი თავთავი სახარებისეული


სიმბოლოებია. საბრალომ - მწყემსმა დაჰკარგა ერთი ბატკანი სამწყსოდან; საბრალომ - მომკელმავერ შეკრიბა
ბოლომდე ყველა თავთავი. სწორედ ამიტომ მან თავი დაისაჯა და უარი თქვა კუთვნილ საზღაურზე.

...და ასე ხდებოდა მუდამ, ღვთის ნების ძიებაში და საკუთარი სულის განწმენდის დაუღალავ ღვაწლში საბრალომ

ბევრჯერ ხიდები აშენა, ბევრჯერ კოშკები მაღალი,

ვერსითგან ვერა-რა ირგო, თვით ბეწვის გამოსავალი.

პირობას ცოტა რამ ჩაჰშლის, წყალს ატანს იმის შრომასა,

შხამით და ნაღვლით ადედებს მის ქვეყანაზე რჩომასა.

ან მზე ჩაუსწრებს უცბადა, ან უსწრებს მამლის ყივილი.

არა მრთელდება არასგზით საბრალოს გულისტკივილი.

ყოველივე ამის შემდეგ საბრალოს ცხოვრებაში დგება ახალი ეტაპი: იგი მიადგება ტბას, რომელიც საქართველო -
სათათრეთის მიჯნაზეა და ქართველ მამულიშვილთა სისხლითაა სავსე. ურჯულო დამპყრობლები ამ ადგილზე
მოითხოვდნენ ტყვედ წაყვანილი ქართველებისაგან ქრისტეს უარყოფას და ვინც უარს იტყოდა თავს კვეთდნენ,
სამაგიეროდ ამ ტბაში მათი სულები ულამაზეს ყვავილებადაა ამოსული. ეს ყვავილები მხოლოდ ქრისტიან
ქართველებს ეჩვენებიან და “ტკბილის ქართულის ენით” ესაუბრებიან, უცხოთ კი, განსაკუთრებით მუსულმანებს,
ტბის სიღრმეში ემალებიან ხოლმე. ამ ყვავილების ხილვის და მათთან საუბრის ღირსი შეიქნა საბრალო. აქ
სიმბოლურად არის გადმოცემული ის, რომ საბრალომ, გამორჩეულად თავდადებული ცხოვრების წესის გამო,
გაარღვია დროის საზღარი და სულიერი კავშირი დაამყარა მართალ წინაპართა სულებთან. მსგავსი შემთხვევები
ცნობილია ეკლესიის ისტორიიდანაც: როცა მართალ ადამიანებს ეცხადებიან წმინდანთა სულები და ხან
ანუგეშებენ, ხან მომავალს განუცხადებენ და ხანაც სწავლებას შთააგონებენ ხოლმე. ამავე ტბასთან ხდება კიდევ
ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: საბრალო ნუგეშად ევლინება უსუსურობისა და შიშისაგან სარწმუნოებაშეცვლილ
თანამემამულეებს: ესეც ხომ დიდ მამულიშვილთა ხვედრია. ტბასთან საბრალო გაიცნობს გამუსულმანებულ
ქართველ ქალს, სალიას, რომელიც მცირეწლოვან ასაკში დაატყვევეს და შიშისა და ბავშვური გამოუცდელობის
გამო რჯული შეაცვლევინეს; ეს ქალი არის კრებითი სახე ჩვენი უბედური მოძმეებისა. გახარებული სალია სახლში
წაიყვანს საბრალოს, რათა შვილებს აჩვენოს ქართველი ქრისტიანი. იგი მძიმედ განიცდის ქრისტეს უარყოფას და
გულში ისევ მას სცემს თაყვანს, შვილებსაც სამშობლოსა და ქრისტეზე ესაუბრება მხოლოდ, ამიტომ მისი შვილები
დიდი სიყვარულითა და სიხარულით მიიღებენ სტუმარს და მიუხედავად სიღარიბისა, ძღვენსაც მიართმევენ,
რასაც მათგან წამოსული საბრალო ისევ გლახაკებს დაურიგებს, გარდა საწირავისა და სინანულის წერილისა,
რომელიც მას სალიამ გამოატანა სანუგეშოდ, ვინძლო მართლმადიდებელი მღვდლების ლოცვით მიეტეოს ქრისტეს
უარყოფა.

ამის შემდეგ საბრალო გადაწყვეტს ზღვის მეორე ნაპირზე გასვლას და ნავის ან გემის მოლოდინში იგი
გამოესარჩლება ადამიანს, რომელსაც სამი სხვა უმოწყალოდ სცემს. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მას
გაცილებით მეტი მოხვდება, ვიდრე იმ დაჩაგრულს და ცოცხალ-მკვდარს ზღვაში გადააგდებენ. აბობოქრებული
ზღვა მას მეორე ნაპირზე გარიყავს, საბრალოს სურვილი აუსრულდა: იგი აღმოჩნდა ზღვის გაღმა, მაგრამ არა
გემით, ანუ განცხრომით, არამედ ზღვის მღვრიე ტალღით, სველი და ნაცემ-ნაგვემი, თავისი განუყრელი ქუდით
თავზე. აქაც სიმბოლური სახეები აქვს გამოყენებული ვაჟას. პირველი: მღვრიე ზღვა აქაფებული ტალღებით -
წუთისოფელი თავისი დაუნდობლობითა და მაცდუნებელი ვნებებით, რომელმაც ვერ იგუა მართალი და გარიყა
იგი; მეორე: ნაგვემ-ნაცემი საბრალო თავზე განუყრელი ქუდით, ბოროტებასთან მებრძოლი გაუტეხელი მართალი
შეურყვნელი ნამუსით.

ზღვისაგან გარიყული და ასეთ ყოფაში მყოფი საბრალო მიადგება განდეგილ ბერს, რომელიც თავის სენაკში
ლოცულობს განმარტოვებით და შველას სთხოვს. ხიბლში მყოფი საწყალი ბერი კი, გარეგნული იერიდან
გამომდინარე, ეშმაკად ჩათვლის მას

მწირმა შეჰხედა: ეზარა იმისი სახე ტანჯული,

ლამი, წყალი და ზღვის ქაფი სტუმრის თავ-პირზე დასხმული.

და ისედაც ღონემიხდილს, მიუხედავად საბრალოს საწყალობელი ხვეწნა-მუდარისა, ქვის კიბეზე დააგორებს,


თვითონ კი აღტაცებული ლოცვას განაგრძობს: ეშმაკს ვძლიეო

მწირი - კი სენაკის კარზე ეშმაკსა სწყევდა, გრგვინავდა,

რომ სძლია, გაჰხარებოდა, სულ მაღლა-მაღლა ფრინავდა.

საბრალო კი

საბრალო მოშორებითა იქვე თივაში გმინავდა.

ამას ამბობდა მხოლოდა “ღმერთო მიწყალე ცოდვილი

და მიიბარე სულიცა ჩემი ათასგან კოდვილი”

ზოგიერთი სასულიერო პირის არასწორი სულიერი მდგომარეობა, როგორც ჩანს, იმ დროსაც არ ყოფილა
იშვიათი, რადგან არასწორი სულიერი ცხოვრების საკითხს ეხება წმ. ილია მართლის პოემაც “განდეგილი” და ეს
საკითხია “უიღბლო იღბლიანშიც” ვაჟას მიერ მძაფრად დასმული,_ ყველაზე მტკივნეული ფორმით: სასულიერო
პირის მიერ მართლის არმიღება და მასთან დაპირისპირება. ალბათ ეს მარადიული განსაცდელია კაცობრიობისა:
ვინც პირველმა უნდა შეიცნოს მართალი, სწორედ ის უპირისპირდება მას, განა ასე არ მოხდა ქრისტეს დროსაც?
ამ გმინვაში ჩაეძინა დაუძლურებულს და სიზმრად ნახა ელია, რომელმაც ყანა დაუსეტყვა. სიბრაზით
აღვსილი საბრალო დაუნდობლად სცემს მას კეტით, ვიდრე პირსისხლიან მგელს არ დაინახავს, რომელმაც ის ერთი
ბატკანი გასტაცა. შურისძიებით აღძრული მასაც კეტით გაუხეთქავს თავს და წიხლებით უწყებს ცემას, ამ ყოფაში
ახლა მზეს მოჰკრავს თვალს, მზეს, რომელმაც იმ ბოლო ძნის შეკონვა არ დააცადა და მას გამოუდგება კეტით,
დაეწევა, წააქცევს და მასაც ლანძღვა-გინებით სცემს. ამ შემზარავი სიზმრით შეშფოთებულს გაეღვიძება:

შეზარეს ფრიად სიზმრებმა, სწყინდა ნახული ზმანება,

წამოდგა ლოგინიდანა, თივის ზვინს თავი ანება.

და ღმერთს სთხოვს, სიზმრების მური არ ჩაუთვალოს ცოდვადა.

ხელები აპყრობილი აქვს, ისე დამდგარა ლოცვადა.

უმწიკვლო ადამიანმა სიზმარში ჩადენილი ცოდვაც კი მოინანია. ამ ლოცვის დროს, მოულოდნელად, საბრალოს
თავს დააცხრება მტარვალი არწივი, ჩაასობს კლანჭებს და ასე ცოცხალ-მკვდარს გადააფრენს თავის მამულში და
თავის სახლის გვერდით დაასვენებს.

საბრალოს სახლიდან წასვლის შემდეგ, უფროსი ძმები კვლავ გამდიდრნენ, ოღონდ არა პატიოსანი
შრომით, არამედ ძარცვა-გლეჯითა და ყაჩაღობით. ისინი სასწაულებრივად დაბრუნებული ძმის მოვლა-
პატრონობას კი არა, კეთილ სიტყვასაც კი ვერ იმეტებენ მისთვის: უსაქმურად და მუქთახორად მოიხსენიებენ მას,
უმცროსი ძმა კი უსიტყვოდ და უშედეგოდ იწვდის მათკენ ხელებს და ასე, ძმების სითბოსა და სიყვარულს
დანატრებული, მიაბარებს სულს უფალს. ძმებმა გამორჩენის მიზნით გაუჩხრიკეს საბრალოს ჯიბეები, მაგრამ იქ
ფულის ნაცვლად ნათათრალი სალიას წერილი იპოვეს და, როგორც ყველა ავისმჩხრეკელმა და ცილისმწამებელმა,
მათაც შესაბამისი დასკვნა გამოიტანეს: ჩვენი ძმაც გათათრებულა და ქრისტიანთა სასაფლაოზე როგორ
დავასაფლაოთო. ამიტომ იგი ერთ უკაცრიელ სერზე დამარხეს

ან-კი რა? ყველას მიგველის ღია სამარის კარია,

ოქროს კუბო და ფიჭვისა მიწისთვის თანაბარია,

ან იქ ვიუბნოთ როგორა აქედან დანაბარია?

ბევრი სჭირს კაცის გონებას ამაოება მტკნარია!..

თუ რას მადლს იზამს ქვეყნადა, მითი იცოცხლებს მკვდარია.

ძვირფასი მხოლოდ სული გვაქვს, სხვა დანარჩენი - მჩვარია,

ან ცეცხლი დასწვავს... თავისად მოიხმარს მიწა მყარია.

სხვა ყველა ფეხთ ქვეშ ეგება მიწის ბუნების კანონსა;

სულს ვერ ერევა მის ძალი და ვერც გაუთხრის ხაროსა;

ვერ მოჰკლავს, ვერ დააბერებს, ტანს ვერ შეუცვლის საროსა.

მიწისას მიწა მიიღებს, ყველას, რაც მაზე ხარობსა.

მაინც ხომ სულის ბუნება მონა როდია მიწისა:


თავისი სამფლობელო აქვს, თავის გზა კარგად იცისა!..

და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მართლის ცხოვრებისა და ღვაწლის შედეგს ხალხი მისი სიკვდილის შემდეგ
იმკის, აქაც ასე მოხდა: საბრალოს საფლავი აყვავდა და არე-მარეს განსაკუთრებული მადლი მოჰფინა: მაკურნებელი
წყარო, უხვმოსავლიანობა, ადამიანთა და ცხოველთა საოცარი მფარველობა. უფროსი ძმების საფლავი კი აყროლდა,
ბოროტების ბუდედ იქცა და მშობლები ურჩ შვილებს იმ ადგილით აშინებდნენ.

ასეთია ამ პოემის ქარგა და შინაარსი: ვაჟას საბრალოს სახით აღწერილი ჰყავს სულიერი გმირი -
მამულისათვის თავდადებული ქრისტიანის ცხოვრება, რომელმაც უდრტვინველად, ღვთისადმი სასოებით და
მადლიერებით გადაიტანა უამრავი ტანჯვა-წამება, თვით სატანად შერაცხვაც კი, სამაგიეროდ სამშობლოს ექცა
წამლად და მადლად. სწორედ ამ ძირითად შინაარსს მოჰყვება ვაჟას გენიალური ხედვა ამირანის მითისა:

ფრინველი, ნეტავ რა იქნა, ბედის მძებნელის მტვირთველი?

-ენახათ, თორემ ამბისა არავინ ჩნდება მკითხველი...

უზარმაზარი მხრებითა იგი მთებისკე წასულა,

სადაც თვის მსხვერპლი ეგულვის, იქ იალბუზზე ასულა.

და ისევ ამირანისას გულ-მკერდსა სწიწკნის შმაგადა.

ვერც ის გატეხა, არც თვითონ მოსწყინდა ქცევა ავადა.

ვერ გაუთავა გულ-ღვიძლი, ვერც ხორცში სისხლი გაუშრო,

როდი მოსწყინდა მის ტანჯვა, ერთხელ, ერთს ღამეს გაუშო,

როცა საბრალო იტვირთა და სამშობლოში დაუშო.

აი, რამხელა შვებაა კავკასიონს მიჯაჭვული, არწივი - იმპერიებისაგან გულ-ღვიძლდაკორტნილი ამირანი -


საქართველოსათვის თითოეული თავდადებული მამულიშვილი. მათი თავდადება უმსუბუქებს ამირანს ტანჯვას,
რადგან მტარვალი ამ დროს მათ ჩაავლებს ხოლმე ბჯღალს და მათ სჯიჯგნის, მაგრამ ალბათ არწივსაც მისჯილი
აქვს, რომ ისინი სამშობლოს არ თუ ვერ განაშოროს - საქართველოში საბოლოოდ მაინც აღიარებენ და აფასებენ
ხოლმე მამულიშვილებს, თუმცა, სამწუხაროდ ხშირად დაგვიანებით. სავსეა საქართველოს ისტორია
საბრალოებით, განა მოწამეთა და მართალთა მხრებზე არ გადადის ჩვენი არსებობა? რამდენჯერ ერთ ადამიანზე
გაუვლია ჩვენს ყოფნა_არყოფნას და მათი ტანჯვა გამხდარა ხოლმე ჩვენთვის შვება. ასეთი ხანმოკლე და
პერიოდული გამონათებები აძლევენ შვებას და უკვდავჰყოფენ ამირანს

რამდენიც სიშმაგე მოსდის სისხლის სმის, ხორცის გლეჯისა,

იმდნად საბრაზოდ უხდება სალი კლდე გმირის თმენისა

ვერ გაუგია, საიდან ნაჭამი ლეში ივსება,

ან სისხლი რისიღა უდგა, მისგან რამდენი ისმება?

ამირანს საბრალოების სისხლი უდგას, მისთვის ეს მცირე დროც საკმარისია ხოლმე, რომ ძალები მოიკრიბოს:
ქეთევან დედოფალი და თევდორე მღვდელი, ცოტნე დადიანი და ილია მართალი, დემეტრე თავდადებული და
ძმები ხერხეულიძეები, ვინ მოსთვლის, ყველა ვის გაახსენდება, ან კი ცნობილია ყველას სახელი? მხოლოდ
წარსულის შეფასება რომ არ გამომივიდეს (წარსულს ხომ ფარისევლებიც სწორად აფასებენ), ჩემი მხრიდან
დავამატებდი: ჩვენი დროის საბრალოები, ილიას შემდეგ, არიან მერაბი და ზვიადი. ახლა კი, თქვენს ყურადღებას
მივაპყრობ ვაჟას კიდევ ერთ სიღრმისეულ ხედვას:

აი, იმ არწივს გმირისა ხვეწნა-მუდარა ჰსმენია,

და ერთი მადლი მანაც ქმნა, სისხლის სმაც დაუთმენია

ცოტა ხანს, არ ასამუდმოდ, _ ღმერთს მისთვის გაუჩენია

და ამირანის გულზედა მის კლანჭი დაუბჯენია.

კიდევ მადლობა უფალსა, რომ ვერა ვხედავთ თვალითა

თვით ამირანის ტანჯვასა, შავის ღრუბელის ძალითა,

ჩვენს და მის შორის რომ წვება, როგორც ვეშაპი დიადი,

მის ნახვის გვრჩება ფუჭადა მეცადინობა ფრიადი,

და მხოლოდ გონების თვალით უნდა განვსჭვრიტოთ წყვდიადი.

აი, მივადექით წერილის დასაწყისში ნახსენებ ბ-ნი გიორგის მიერ გამოთქმულ სინანულს ამირანის
გათავისუფლების შესახებ: ვაჟას აზრით არწივის დანიშნულება ამირანის ტანჯვაა, ვიდრე მჭედლები არსებობენ. ამ
პოემაში მჭედლებად საბრალოს ძმები და ხიბლში მყოფი ბერი უნდა მოვიაზროთ. ქვეყნისთვის მარტვილობა კი _
ერთეულთა ხვედრია, ისინი ხედავენ და განიცდიან ამირანის ტანჯვას, ჩვენ კი, _ ჩვეულებრივი მოკვდავნი, ღვთის
განუზომელი მოწყალებით, ალბათ ჩვენი სისუსტის გამო, დაცულნი ვართ ამ განცდებისაგან, გარდა ამისა
წუთისოფელი თავისას ცდილობს და ბურუსში ხვევს სიმართლეს, ამიტომ საჭიროა სწორი აზროვნება, რათა
“გონების თვალით მაინც განვსჭვრიტოთ წყვდიადი” და მაშინ იქნებ კიდეც ახდეს აკაკის ნატვრა:

მოვა დრო და თავს დაიხსნის, იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი,

სიხარულით შეეცვლება, ამდენი ხნის სგასაჭირი.

ამინ!

მართლმადიდებელი მეფისა და მისი ზეობის მნიშვნელობა


ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
მოხსენება წაკითხულ იქნა 2015 წლის 20 თებერვალს, უკანასკნელი ქართველი მონარქის, იმერეთის მეფის, წმ.
სოლომონ მეორე სამშობლოსათვის თავდადებულის გარდაცვალებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე
”დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა
ღვთისაგან“, - გვმოძღვრავს წმიდა პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში. ჭეშმარიტად!
ყოვლადსახიერი ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროში ყოველივე აღესრულება ღვთის ნებით ან დაშვებით, მით
უფრო წუთისოფლისეული უმაღლესი მმართველობა - საერო ხელისუფლება სწორედ ღვთის ნების ან დაშვების
შედეგად მოვლენილია, იმ ფორმით, რა სახითაც იმსახურებს ერი თავისი მდგომარეობისა და ცხოვრების წესის
მიხედვით. თუმცა, მეფის ზეობა, როგორც ღვთივდადგენილი ერთადერთი მმართველობა უშუალოდ წმიდა
წერილიდან, ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს და გვევლინება, როგორც საღმრთო მადლის ხილული
გამოვლინებით - მირონცხებით დამტკიცებული და დამოწმებული. ცნობილია, რომ ქრისტიანს სიცოცხლეში
მხოლოდ ერთ-გზის ეცხება მირონი, ნათლისღებისას, როგორც სულის წმიდის ბეჭედი და აღარასდროს
აღსრულდება მასზე განმეორებითი მირონცხება, გარდა ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოებისა, თუ ის მეფედ
იკურთხება, მაშინ მეორე-გზის ეცხება მირონი, რაც ყოველგვარი განვრცობის გარეშე, ჭეშმარიტად
მრავლისმეტყველ ფაქტს წარმოადგენს მეფის, როგორც ღვთის ნებელობის შედეგად, მოვლენილი ერთადერთი
მმართველის ზეობისა.

„ორი დიდებული ნიჭი მოგვცა უფალმა ღმერთმა ქრისტიანებს - მღვდლობა და მეფობა, რომელთა მიერ ზეციურის
მსგავსად, იმართება ჩვენი მიწიერი საქმეები“,- ბრძანებს წმიდა თეოდორე სტუდიელი. ჩვენი ქვეყნის რეალობის
მაგალითზე, აღსანიშნავია, ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ ქართველ ერს არასდროს განუცხადებია უარი
მეფეზე, არ უარყვია სამეფო მმართველობა და არ აჯანყებია და დაუმხია მონარქიული ხელისუფლება, არამედ
საქართველოში, მეფის ზეობა დამხობილ იქნა, გარეული მტრის მზაკვარი ხელით, ყოვლადუკანონო და
ძალისმიერი მეთოდებით. ქართველი ერის ქვეცნობიერში, მეფისადმი უპირობო პატივგების ამოუძირკველი
გრძნობა კიდევ ერთ-გზის მკაფიოდ გამოვლინდა, როდესაც უკანასკნელი ქართველი მეფე, სოლომონ მეორე
მადლიერმა შთამომავლობამ, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ქუთათელ-გაენათელი მთავარეპისკოპოსის
(ამჟამად მიტროპოლიტის) კალისტრატეს მღვდელმთავრული ღვაწლითა და ხელმძღვანელობით, დიდი
მოკრძალებით გადმოასვენა სამშობლოში და მონარქიული პატივის სრული აღქმით მიაბარა გელათის მონასტრის
სამეფო საძვალეს. ასევე, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა მრავალგზის შეჭირვებულმა, თუმცა მაინც ფესვძლიერმა
სამშობლომ, არსებობის ათასწლეულთა განმავლობაში, თავისი ყოფნისა და შემოქმედების მწვერვალს, „ოქროს
ვაშლების“ კრეფის შეუდარებელ ეპოქას, სწორედ სამეფო მმართველობითი სისტემის ჟამს მიაღწია.

გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ, როგორც ღვთივდადგენილი კანონებით, ისე ამქვეყნიური წეს-განგებით


მეფის ზეობას არ გააჩნია ალტერნატივა ლეგიტიმაციის სრული ხარისხის თვალსაზრისით, სწორედ ამიტომ,
სამეფო მმართველობას ძალუძს, ქვეყანა გაუთავებელი დაპირისპირების ასპარეზიდან, ცხოვრების მშვიდ,
ურთიერთსიყვარულით აღსავსე რიტმზე გადართოს და წარმოდგენილი მრავალმხრივი სირთულეების ნაცვლად,
სახელმწიფო არსებობის განუზომლად უკეთეს ჭრილში გადაიყვანოს.

მირონცხებული მეფე გახლავთ ის მძლავრი დუღაბი, რომელიც მკვრივად კრავს ერის ეროვნულ
თვითმყოფადობას, განამტკიცებს და აღორძინებს ეროვნულ თვითშეგნებას და წარმოადგენს შეუცვლელ,
უპირობო გარანტსა და რეალური ძალისა და მადლის მტვირთველ სიმბოლოს ქვეყნის სახელმწიფოებივი
დამოუკიდებლობის ფუნდამენტური სიძლიერისა. მეფე არ გახლავთ კონკრეტული ვიწრო დაჯგუფების
წარმომადგენელი, არ ატარებს რომელიმე ერთი ძალის მოთხოვნებს, არ უწევს პროპაგანდას ცალკეულ
პიროვნებათა კერძო და ვიწრო ინტერესებს, არამედ ღვთის სახიერი განგებისამებრ, მოვლენილია, როგორც
თითოეული მოქალაქის ინტერესების ძლიერი მცველი და ქომაგი - განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, თუ,
სხვა, ნებისმიერი შეხედულებისა. გამომდინარე ყოველივე ზემოთ წარმოდგენილისა, მეფე წარმოვიდგება,
როგორც ღვთივდადგენილი ძლევამოსილი, შემაკავშირებელი უმაღლესი მმართველი, რომელსაც პატივს მიაგებს
ერის თითოეული წარმომადგენელი. მონარქი თავის გარშემო შემოჰკრებს და მამა-შვილურად გააერთიანებს
დაპირისპირებულ მხარეებს და ღვთისაგან მასზე მინიჭებული, მირონცხებული, სამეფო მადლითა და ძალით
წარმართავს მისთვის დადგენილი სამეფოს მოქალაქეთა მოთხოვნების თანაბარ, არატენდენციურ დაკმაყოფილებას,
რაც ერთ-ერთი უპირველესი და უმთავრესი საწინდარი და საფუძველთა საფუძველი გახლავთ ქვეყანაში საღმრთო
მშვიდობის განმტკიცებისა და შენარჩნუნების საერთო ეროვნულ მისიაში, რომელიც ღვთის ნებითა და წყალობით,
თავისთავადი ხასიათით ეტაპობრივად გამოიწვევს სახელმწიფოში ქრისტიანული სულისკვეთების, კულტურულ
და სოციალურ-ეკონომიკურ აღმავლობას, რაც ლოგიკურად, მთელი თავისი სისავსით დაგვირგვინდება ჩვენი
მრავალგზის კვეთებული სამშობლოს დროებით დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენითა და
უკუნითი უკუნისამდე განმტკიცებით.
შევთხოვთ, ჩვენს წმიდა და მოწამე მეფეებს, რომელთა კეთილმსახურებით განვლეს საწუთრო ცხოვრება და
აღასრულეს სამეფო მისია, დაუცხრომელად ევედრონ ყოვლადწმიდა სამებას, მისი უწმიდესი, ზეციური
ტახტრევანის წინაშე, რათა მომადლოს ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და გამოუბრწყინვოს ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიას, თავისი სახიერი და მამობრივი განგებით დადგენილი მირონცხებული მეფე,
სადიდებლად ღვთისა, განმამშვენებელად ივერიის უძველესი სამოციქულო, საკათალიკოსო ეკლესიისა და სასოდ
სრულიად საქართველოსი. ამინ!

დოკუმენტი იმერთა მეფის წმ. სოლომონ II-ის სიკვდილის შესახებ.


კახაბერ კენკიშვილმა

წმინდა გრიგოლ ნოსელის ეკლესია ტრაპიზონში, სადაც იყო დაკრძალული წმინდა


სოლომონი, დაანგრიეს გასული საუკუნის 30-იან წლებში

ეს წერილი გამოაქვეყნა სარგის კაკაბაძემ წიგნში: “წერილები და მასალები საქართველოს


ისტორიისთვის”.

შემთხვევით მე ხელში ჩამივარდა ფრიად საინტერესო დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს


წერილს სოლომონ 2-ის მოძღვრის იასე ყანჩაველისას იმერთა დედოფლის მარიამისადმი 1817
წელს. წერილი ფრიად დაქონქილია და ზოგი ადგილი გაჭირვებით იკითხება. სათაურად
მისამართის ადგილს აქვს: “მათს უმაღლესობას დედოფალს დადიანის ასულს მარიამს
მიერთუას იმერეთიდამ რუსეთს სადაც ბრძანდებოდეს.”

აი ეს წერილი უცვლელად:
მათს უმაღლესობას სრულიად იმერთა დედოფალს დადიანის ასულს მარიამს, მოწყალე
ხელმწიფეს.ქრისტეს მიერ ლოცვას და კურთხევას და თქუენის უმაღლესობის ტახტს. კოცნას.
მოვახსენებ. შ-დ ვინადგან ბატონი ჩემი მეფე სოლომონ გარდაიცვალა და ჩემის აურაცხელის
ცოდვისაგან დაბნელებული შევიქენი და უნუგეშო ყოვლითურთ: მერმეთ თქუენ წიგნი
მოგართვით და ყოველივე ამბავი გამოვაცხადე და მოგართვი ერთი ტრაპიზონიდამ.
მოგართვით წიგნი და ერთი იმერეთიდამ აროდეს პასუხი არ მებოძა თქუენ მიერ არც ვიცი.
მოგერთუათ თუ არ მოგერთუათ და ახლა მოგახსენებ ამბავს ჩვენი ცოდვის კითხვისას. მათის
უმაღლესობის, კურთხეულის და ნეტარ ხსენებულის მეფე სოლომონის მიცვალებას. ოდეს
თქუენი წერილი მოერთვა ბატონს ფოთს ბრძანდებოდა და ავათ იმყოფებოდა, თქუენი
წერილი მოერთვა აპრილის იბ, რომ ყოვლად მოწყალეს ხელმწიფეს გაურიგდიო, აქ გირჩევნია
ისევ თათარში ყოფნასაო ბევრათაო, მაგრამ მაშინ ავათ ბრძანდებოდა და ტრაპიზონს
წაბრძანდა. იქ აქიმი გახლდათ, მაგრამ ვერა ქნა რა იმ წყეულის ჭირისაგან რაც ერთი ბზუკვა
იყო მარჯუენა ძუძუს ქუეით. ბრძანებდა არ მომარჩენსო და მოახსენებდენ თავადნი ნუ
ბრძანებო, კარგათ ბრძანდები, ცხენზე ჯდომა შეგიძლია და აგრე რათ ბრძანებო, მამაკვდავმა
რაღა უნდა სთქუასო, მაგრამ მე ასე ვგონებ, რომ სამღთო მადლით იცოდა, ნახევარი წლით
მიხუდა თავის განსაცდელს, მიბრძანებდა ნიადაგ, რომ მე არ მოვრჩებიო და შენ იციო, შენს
მეტი მომხსენებელი არ მეყოლება საკუთარიო და ანაწერი მიბოძა, თუ რამ იქანა ქონდა, ათი
ქესა თეთრი იყო და ათი ქესიც თუ რამ საქონელი იყო, ოცი ქესა ყურუშის ქესა. რაც
შეიძლებოდა ღვთის მადლი და მეფის მადლი შემეწია და გავარიგე. ის ოცი ქესა ასე გარიგდა,
რომ ასი ქესა თეთრი ვერ იქმოდა, ღვთის მადლით ისე ვიცოდვილე ასორმოცდაათს
მონასტერზე. მეორედ მოსულამდი მოსახსენებელი დავსდევი. ბერძნულად ქარუსია ქვიან იმ
დასადებელს თავის საფლავზე, ერთი სახარება მოვაჭედინე, სინათელი ოსტატი მოვიყვანე,
რომ იქ იმისთანა ოსტატი არ იპოვება არსად, თერთმეტი ას მარჩილად ისეთი გაკეთდა, რომ ზ
ქესად აფასებენ. ერთი ხელი შესამოსელი დავსდევი ბატონის საფლავზე და სამასი მარჩილი
სამთავნო იმ წმინდის გრიგოლის ეკლესიაზედ. რომელზედაც ბატონი მარხია. ასე, რომ მისმა
სარგებელმა წირვა არ უნდა გაუსხლიტოს იმ საფლავზედ იმ ეკლესიაში, ქუაზე მიწერილი
არის. მღუდელმთავარი დგას იმ ეკლესიაზედ და დიახ სასოებით მიღებული აქუსთ ბატონი
ასე, რომ ხატის მსგავსად ემთხუევიან ბატონის საფლავს. ქრისტიანები ოცდაათი ათასი
ქრისტიანი არის იმ ეკლესიის შამომავალი იმ მიტრაპოლიტის სამწყსო სულერთობით
ბატონის მომხსენებელნი და მლოცველნი. რაც გახუდა იმ ოცი ქესიდან იმ საკვირველ
ღარიბებს მივართვი ყე მე სხვა ვერ შევიძელი. და იმ ბერძნებისაგან საწირავათ მოცემული და
თუ ან ულუფას გამოვრჩი რასმე ორას სამოცი ყურუში მქონდა და ისიც ღარიბებს მიუეცი რომ
მწუხარება მომაყენეს ღარიბებმა ღუთის მოწყალებით ასე დაიმარხა, რომ როგორც
ეკადრებოდა. სხუა მეფე ისე არ დამარხულა მე ასე მგონია იმ კაი ქრისტიანებისაგან. ქუეყანის
განწესება არის თუარამ. გაცემა, რაღათ ეჭირვებოდა ნეტაი თქუენ რომ თქუენც გაცხოვნებს
მისი კეთილი გონება და მისი სიწმინდე და მისი კაი ლოცვა, ასეთი მლოცველი შეიქმნა რომ
საკვირველი არ დაცხრებოდა ლოცვისაგან. ხატი უდაბნოს შესაწირავათ მინდოდა, ბატონმა
ანაწერში ჩამიწერა გასაცემად, მაგრამ მერე შევიტყუე დედოფლის არისო, მე არ ვიცოდი და
ვთქვი რომ დედოფალს მივართმევ და რავარც ინებოს მეთქი. ახლა სხუას მიტომ არ ვანდევ,
რომ ეგებ მატყუებდენ და დედოფალს არ მიართუან თქუა, თორემ ბევრმა მითხრა იმერეთს მე
გაუგზავნი დედოფალსო, მაგრა მე არავის {გადავსცემ} თუ თქუენი წერილი არ მომივიდა და
ნიშნოულობა არ მენიშნა არავის მივსცემ როდესაც თქუენი წერილი და ნიშნოულება მომივა,
მაშინ მიბრძანებ იმის ხელით გამომიგზავნე და მომიტანს იმას მივსცემ და მოგართმევს თუ
არა ის კი აღარ ვიცი, იმერეთში სიცრუე გამრავლებულა დიაღ ძალიანს და ვეღარავის ვენდვე
თუარამ აქნამდის მანდ მოგერთმევოდა ეს ხატი ახლა მერ{მი}ს ნათლის ცემლის უდაბნოში
უნდა გიახლო აგვისტოს გამლევს და ეს ხატიც იქ მექნება და თუ მიბოძოთ წერილი იქ
მიბოძეთ და რავარც თქუენი წერილი გამომიცხადებს {ისე} ვიქ. აქნამდის მინდოდა უდაბნოში
შესულა, მაგრამ მეგონა მიხმობდით და თქუენს ამბავს უყურე, ახლა ნათლის ცემლის
უდაბნოში უნდა გიახლო მეფის სულის სალოცუელად რადგანაც კურთხეული ბატონი ჩემი.
მეფე სოლომონ გარდაიცვალა ამ სოფლიერად არასფერი კეთილი და არასფერი დიდება არ
მინდა და ღმერთმა ნურც მომცეს, ბატონო.
ქრისტეს წინ მხურვალის გულით თქუენი მლოცველი და მომხსენებელი მეფის მოძღუარი,
ყანჩაშვილი მღდუელი იესეწელთა ჩყიზაპრილის კვ.
...

ათი ქესა, რომელიც დარჩენია სოლომონ მეორეს სიკვდილის დროს უდრიდა მაშინდელი
კურსის მიხედვით 1500 მანეთს. ამდენივე დარჩენია მეფეს, როგორც ზემო წერილიდან ჩანს
საქონლად. ამ წერილში მოხსენებული ფოთში მეფის ჩასვლა მოხდა 29 ოქტომბერს 1813 წელს.
ფოთიდან დაბურუნებული მეფე გარდაიცვალა ტრაპიზონდს 7 თებერვალს 1815 წელს.
თეოდოსიპოლის მიტროპოლიტის წერილიდან საქართველოს მთავარმართებელისადმი 13
მარტს 1815 წ. (იხ. აქტები კავკასიის არქ.კომისიისა, ტომი 5) სჩანს რომ უკანასკნელს ხანს
მეფის ამალში ირიცხებოდა 60 კაცი, რომელიღაც ულუფად ეძლეოდათ სოლომონ მეორისაგან
თითოს 500 ყურუში (მაშინდელი კურსის მიხედვით დაახლოვებით 115 მანეთი).
ტრაპიზონდის წმიდა გრიგოლის საყდარში მეფის მოძღვრის მიერ დადებულს ბერძნულ
სახარებას ოქროთი მოჭედილი აქვს შემდეგი აწარწერა: “ შეიწირე წმინდაო გრიგორ, აქა
მდებარე სრულიად იმერთა მეფე ძე არჩილისა მეორე სოლომონისა მიერ წმინდა ესე სახარება”.
მეორე გვერდზედ : “მოიხსენე უფალო სრულიად იმერთა არჩილის ძე მეფე სოლომონ, რომელ
არს მდებარე წმინდა გრიგორის საყდარზედ ტრაპიზონდს. მიიცვალა წელსა ჩყიე თებერვლის
ზ-ს და შესწირა ეს წმიდა სახარება წმიდა გრიგორის ეკლესიას სულის საოხად, რათა შენდობა
უბრძანოთ ქრისტეს მოყვარემან მხილველმან სახარებისა ამისამან. მოიხსნე უფალო
მშრომელის სახარებისა ამისა მეფის მოძღვარი მღვდელი ყანჩაველი იესე. ვითხოვ მეცა
ყოველთა ქრისტეს მოყუარეთაგან შენდობას. მონა და მომსახურე მეფისა ამის მადლითა
ღუთისათა ვიქმენ შეძლებისაებრ ჩემისა”.

შაჰის საიდუმლო პოლიციის «სავაქი»-ს პირველი დირექტორის


გენერალ თეიმურ ბახთიარის ლიკვიდაცია
ვასილი პაპავა

"სავაქი" (სპარს.: ‫ساواک‬, აბრევიატურა. ‫« — سازمان اطالعات و امنیت کشور‬Sazman-e Ettela'at va Amniyat-e Keshvar») —
ირანის შაჰის მოჰამედ რეზა ფეჰლევის დაზვერვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (1957—1979 წწ.).

"სავაქი"-ს შექმნისა და განვითარების ისტორია


1953 წ. 19 აგვისტოს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როდესაც შაჰის ერთგულმა სამხედრო ნაწილებმა
დაამხეს მოჰამედ მოსადიყის მთავრობა, შაჰმა გადაწყვიტა შეექმნა ეფექტური შიდა უსაფრთხოების სამსახური,
რათა გაეძლიერებინა მონარქიული რეჟიმი: კონტროლზე აეყვანა პოლიტიკური ოპონენტები; აღეკვეთა
დისიდენტური მოძრაობა.

შაჰი განიხილავდა არმიას, როგორც რეჟიმის მთავარ მხარდამჭერ პოლიტიკურ-ძალისმიერ ინსტიტუტს, — პოსტ-
მოსადიყურ პერიოდში კი შაჰი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პოლიციისა და უშიშროების სამსახურების
რეორგანიზაციის საკითხს, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში დაიწყო ხისტი სისტემური რეპრესიები ოპოზიციური
ჯგუფებისა და დისიდენტების მიმართ. მონარქიის უშიშროების სტრუქტურებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო
"დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო", შემოკლებით "სავაქი".

ირანის საიდუმლი პოლიციური სტრუქტურების ფორმირება დაიწყო 1955 წ. აშშ-ს სამხედრო ექსპერტებისა და
სპეცსამსახურების სპეციალისტების ხელშეწყობით. ირანში თავისი "ექსპერტები" გააგზავნა ასევე ისრაელმა, ერთ-
ერთი მათგანი იყო პოლკოვნიკი იაკობ ნიმროდი (ისრაელის სამხედრო დაზვერვის "ამან"-ის თხოვნით).

1955 წ. მარტში, აშშ-ს არმიის პოლკოვნიკის მისია შეიცვალა "CIA"-ს ("ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო")
ინსტრუქტორებით (სულ 5 ოფიცერი: ექსპერტები ფარული ოპერაციებისა, ინფორმაციის ანალიზისა და
კონტრდაზვერვის სფეროში).

შაჰის საიდუმლო სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობდა "CIA"-სთან, აგზავნიდა თავის აგენტებს ნიუ-იორკის
სამხედრო საჰაერო ბაზაზე გამოცდილების გაზიარებისა და დაკითხვის მეთოდების განსახილველად.

 1960—1961 წწ. "CIA"-ს სპეციალისტები ჩაანაცვლეს ისრაელის "მოსადი"-ს ინსტრუქტორებით.

 1965 წელს, "მოსადი"-ს ექსპერტები, თავის მხრივ, ჩაანაცვლეს უკვე საკუთარი, "სავაქი"-ს ინსტრუქტორებით.

1960-იან წლებში "მოსადი" უფრო აქტიურად თანამშრომლობდა შაჰის ირანთან რეგიონულ უსაფრთხოების
სფეროში, დაწყებული "სავაქი"-ს პერსონალის გაწვრთნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კუთხით და
დამთავრებული ერთობლივი სპეცოპერაციების ჩატარებით (ერაყელი ქურთების შეიარაღება და გაწვრთნა
ბაასისტური ხელისუფლების წინააღმეგ;
ჩრდილო იემენში პრო-მონარქისტული ძალების მხარდაჭერა რესპუბლიკური მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც
ეხმარებოდა ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი).

"სავაქი"-ს ფორმირება. "სავაქი"-ს შექმნის კანონპროექტი შემოღებულ იქნა მეჯლისის მიერ 1957 წ. 20 იანვარს, და
შემდგომ სენატის მიერ დამტკიცდა.

ოფიციალურად "სავაქი" დაფუძნდა 1957 წ. 20 მარტს შაჰის სპეციალური კანონით, როგორც ორგანიზაცია,
რომელიც უფლებამოსილი იყო შეეგროვებინა ინფორმაცია ფეჰლევის დინასტიის მონარქიული რეჟიმის
პოლიტიკურ ოპოზიციაზე, ასევე, აღეკვეთა ანტისახელმწიფოებრივი ნებისმიერი ქმედება. საბოლოოდ, "სავაქი"-ს
დაარსების კანონი დამტკიცდა 1957 წ. 18 ოქტომბერს, მეჯლისის XIX-ე მოწვევის სხდომაზე.

"სავაქი"-ს კანონში, მის ძირითად მიზნებებად სახელდებოდა:

 ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება;

 იმ ჯგუფებისადმი, რომლების იდეოლოგია და ქმედებები ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის კონსტიტუციას,


პრევენციული ღონისძიებების გატარება;

 ქვეყნის უფასრთხოების წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებების განეიტრალება და ა.შ.

ბუნებრივია, ტერმინი "ეროვნული უსაფრთხოება" კანონის ტექსტის მიხედვით გულისხმობდა შაჰის უმაღლესი
ძალაუფლების და მთიანად არსებული ირანის პოლიტიკური სისტემის უსაფრთხოებას.

"სავაქი" მჭიდროდ თანამშრომლობდა ქვეყნის არმიასა და პოლიციის სხვა სტრუქტურებთან (სამხედრო დაზვერვა
და კონტრდაზვერვა, შსს, ჟანდარმერია, იმპერიული გვარდია "Javidan Guard" და სხვა), ასევე მას გააჩნდა
საკანონმდებლო და აღმასრულებელი უფლებამოსილება, რაც იმას ნიშნავდა, რომ "სავაქ"-ს, სასამართლო ორდერის
გარეშე შეეძლო ეწარმოებინა დაპატიმრებები და ხანგრძლივი პერიოდით დაეკავებინა ეჭვმიტანილები.

მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლო პოლიცია "სავაქი" ფართოდ იყო ჩართული "საბჭოთა საფრთხე"-სა და
მემარცხენე ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში, საბოლოოდ, მისი დანიშულება იყო შაჰის
პოლიტიკური ოპონენტების იდენტიფიცირება და დაშინება.

ზოგიერთი პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ "სავაქი"-ს რეპრესიები 1960—1970 წწ. იყო შაჰის პოლიტიკის
მიზანმიმართული ქმედება საბჭოთა კავშირის პროგრამის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ირანის
შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას, როგორც აშშ-ს ერთ-ერთ საიმედო მოკავშირის ახლო
აღმოსავლეთში. ამასთან დაკავშირებით, კომუნისტური რუმინეთის უშიშროების სამსახურის ("სეკურიტატე"-ს
საგარეო დაზვერვის დირექტორის მოადგილე) ერთ-ერთი მაღალჩინოსანი — გენერალი იონ მიჰაი პაჩეპა თავის
მემუარებში აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი წვრთნიდა, აფინანსებდა და აიარაღებდა ირანელი მემარცხენეების
გასამხედროებულ ორგანიზაციებს "ფედაინ-ე ისლამი"-ს და "მოჯაჰედინ-ე ჰალკ"-ს.

ისტორიკოსი უილიამ ლიუისი თავის წიგნში "Debacle: The American Failure in Iran. 1981" წერს: "შაჰის რეჟიმი იყო
შედარებით უფრო თავისუფალი, ვიდრე რეგიონის სოციალისტური სამხედრო დიქტატურები ან კონსერვატიული
რელიგიური მონარქიები".

"სავაქი"-ს პერსონალი

"სავაქი"-ს პერსონალის რაოდენობა მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდა ისტორიკოსების დავის საგანს.
იმის გამო, რომ ირანს არასოდეს გაუცხადებია საიდუმლო სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობა — ბევრ
ისტორიკოსს მოჰყავთ "სავაქი"-ს პერსონალის რაოდენობის სრულიად განსხვავებული რაოდენობა — 6'000
[Sullivan, William H., Mission to Iran. 1981], 20'000, 30'000 და 60'000 [Graham, Robert, Iran: The Illusion of Power.
1978].

რობერტ ფისკი აღნიშნავს, რომ ირანელთა 1/3 ქონდათ გარკვეული კავშირი "სავაქ"-თან. ძირითადად ისინი
საიდუმლო პოლიციის ინფორმატორები ან ფაქტობრივი აგენტები იყვნენ. [Fisk, Robert. The Great War for
Civilization: The Conquest of the Middle East. 2006]

"სავაქი"-ს სტრუქტურა

მას შემდეგ, რაც 1965 წ. «სავაქი»-ს სათავეში მოვიდა გენერალი ნემათოლა ნასირი, სულ რაღაც 5 წელიწადში
«სავაქი» იქცა უმსხვილეს სადაზვერვო ორგანიზაციად ("სახელმწიფო სახელმწიფოში"). 1970 წელს, «სავაქი»
სტრუქტურულად 9 ძირითად დეპარტამენტად იყო დაყოფილი.

"დეპარტამენტი I"

 კადრები, სასწავლო კურსები, სეკრეტარიატი, სამდივნო "დეპარტამენტი II"

 საგარეო დაზვერვა, კომუნიზმი, ავღანეთი, ერაყი და იემენი


"დეპარტამენტი III"

 პარტია "თუდე", "ეროვნული ფრონტი", საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტები

"დეპარტამენტი IV"

 პირადი უზრუნველყოფა

"დეპარტამენტი V"

 ტექნიკური განყოფილება

"დეპარტამენტი VI"
 ფინანსური ადმინისტრაცია
"დეპარტამენტი VII"

 სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან კონტაქტების დამყარება და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა

"დეპარტამენტი VIII"

 კონტრდაზვერვა

კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებდა საკმაოდ აქტიურ ბრძოლას უცხო ქვეყნების მზვერავების


წინააღმდეგ (პირველ რიგში ეს ეხებოდა კომუნისტურ აგენტურას)

"დეპარტამენტი IX"

 არქივი, საპასპორტო განყოფილება

და 2 განყოფილება — თეირანში და რეგიონებში, რომლებიც თავის მხრივ შედგებოდა 6 განყოფილებისაგან:


 ეროვნული ფრონტი; კომუნისტური პარტია; საჯარო დაწესებულებები; მუშათა განყოფილება;
უნივერსიტეტების საქმეთა განყოფილება; ბაზრების განყოფილება.

ფორმალურად, «სავაქი» უშუალოდ პრემიერ მინისტრის ოფისთან იყო მიმაგრებული. ფაქტობრივად, «სავაქი»-ს
დირექტორი პრემიერ-მინისტრს საზოგადოებაში და ოპოზიციურ წრეებში არსებული პოლიტიკური ვითარების
შესახებ მხოლოდ შერჩეულ ინფორმაციას აწვდიდა. კვირაში ორჯერ, «სავაქი»-ს დირექტორი ხვდებოდა შაჰს,
სადაც განიხილავდნენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.

გენერალ ბახთიარის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ირანის ყველა საიდუმლო სამსახური უშუალოდ
შაჰს დაექვემდებარა (პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გვერდის
ავლით).
«სავაქი»-ს ფუნქციები

რეჟიმის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ საიდუმლო პოლიცია «სავაქი» პრაქტიკულად უკიდურესად რეპრესიულ-


სადამსჯელო ზომებს იღებდა.

«თუდე»-ს კომუნისტებისა და განსაკუთრებით მემარცხენე ისლამისტების ("ფედაინ-ე ისლამი" და "მოჯაჰედინ-ე


ჰალკი") წინააღმდეგ მასობრივი ხასიათის რეპრესიები კიდევ ერთხელ მოწმობდნენ შაჰის რეჟიმისა და მისი
საიდუმლო პოლიციის «სავაქი»-ს ყოვლისშემძლეობას.

ოპოზიციური ორგანიზაციების განადგურების მიზნით საიდუმლო ძალოვანი სტრუქტურების ქმედებების


გაფართოებით და სრულყოფით შაჰის რეჟიმი იყენებდა ასევე "კანონიერ" ზომებს. ამგვარად, 1957 წელს
«ნაციონალურ ფრონტში» შემავალი პარტია «ირანი»-ს ლეგალური მოღვაწეობა აკრძალულ იქნა «1931 წლის
ანტიკომუნისტური კანონის» თანახმად.

ამ პერიოდში სრულიად შეიზღუდა პრესის, სიტყვის, შეკრებების და მიტინგების თავისუფლება.

შაჰის პოზიციის გამყარება, მისი — როგორც სახელმწიფოს მეთაურის პრეროგატივების გაფართოება ხდებოდა
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს როლის დაკნინების ფონზე. ირანის პოლიტიკური ცხოვრების ეს ტენდენცია
უშუალოდ იყო დაკავშირებული ირანის უმაღლეს მმართველი ორგანოების, უპირველეს ყოვლისა შაჰის, ასევე აშშ-
ს და დიდი ბრიტანეთის მხრიდან ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერასთან. იმავდროულად,
ირანის გადაქცევა პოლიციურ სახელმწიფოდ ("რეგიონის ჟანდარმი") იწვევდა შესამჩნევ უკმაყოფილებას მთელ რიგ
როგორც სოციალისტურ, ასევე კაპიტალისტურ ქვეყნებში. აშშ-ს პოლიტიკურ და საუნივერსიტეტო წრეებში
შეიმჩნეოდა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შაჰის მთავრობის "დრაკონულ" ზომებს შეეძლო წაექეზებინა
პრომოსადიყური ძალები საიდუმლოდ ეთანამშრომლათ საბჭოთა კავშირთან.

«სავაქი»-ს სტრუქტურებში გამოირჩეოდა განსაკუთრებული ბიურო, რომლის განკარგულებაშიც იყო საკუთარი


სასჯელაღსრულებით-გამასწორებელი დაწესებულებები, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი იყო «კომიტეტი და
მომსახურების ორგანო ევინი» და ციხე «კასრი».
შაჰის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოიყენებოდა წამებისა და ჩვენებების მიღების საკმაოდ
"ეფექტური" მეთოდები: ელექტროდენით ზემოქმედება, გამათრახება, ცემა, უძირო ჭიქის ჩადება პირში და
ადუღებული წყლის ჩასხმა პირდაპირ სწორ ნაწლავში, სასქესო ჯირკვლებზე გირების დაკიდება, არაქირურგიული
მეთოდებით კბილების დაძრობა, სხეულის ლურსმნებით დაჩხვლეტა, წამება ცივი წყლით და ასე შემდეგ. ყველა ეს
ქმედება სრულდებოდა ყოველგვარი პროტოკოლის გარეშე. წამების ამგვარ მეთოდებს იყენებდნენ ძირითადად
შაჰის პოლიტიკური ოპონენტების — რადიკალური ისლამისტების, გასამხედროებული ორგანზაციების «ფედაინ-ე
ისლამი»-ს და «მოჯაჰედინ-ე ჰალკი»-ს წევრების, დამხობილი პრემიერ მინისტრის მოსადიყის მომხრეების,
რესპუბლიკელების, კომუნისტების, შაჰის კარის შეთქმულ არისტოკრატთა მიმართ.

წყაროები განსხვავებულ მონაცემებს იტყობინებიან «სავაქი»-ს მსხვერპლთა რაოდენობის და ასევე მის მიერ
წამების არაადამიანური მეთოდების შესახებ. შაჰის ჩამოგდებიდან ერთი კვირის შემდეგ ჟურნალ «TIME»-სმა
გამოაქვეყნა სტატია, სადაც «სავაქი»-ს სპეცსამსახურები დახასიათებულები იყვნენ, როგორც "ყველაზე
დაუნდობელი სამსახურები, რომლებისაც ირანელებს ეშინოდათ", სადაც "მოკლული და ნაწამები იყო შაჰის
ათასობით მოწინააღმდეგე".

სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს (გრუ), თეირანში სსრკ ყოფილი ატაშეს გენერალ-მაიორის სერგეი
კრახმალიოვის ცნობით "... «სავაქი» წლების განმავლობაში თავზარს სცემდა ირანის მოსახლეობას. მაღალი
თანამდებობის პირებიც კი ძრწოდნენ მისი სახელის გაგონებისას". მისივე თქმით "... მისი არსებობის 22 წლის
მანძილზე მოკლულ იქნა 380 ათასი ადამიანი".

პროფესორი ერვანდ აბრამიანი თვლის, რომ 1971—1977 წლებში («სავაქი»-ს ყველაზე მკაცრი რეპრესიების
პერიოდი) «სავაქი»-ს თანამშრომლებმა (და სხვა პოლიციელებმა და სამხედროებმა) გაანადგურეს დაახლოებით
368 პარტიზანი და სიკვდილით დასაჯეს &n bsp;ასამდე პოლიტპატიმარი.

არ ეყრდნობოდა რა სრულად «სავაქ»-ს, შაჰმა 1958 წელს დააარსა «შაჰის ინსპექცია» და «ინფორმაციის
სპეციალური ბიურო» და მის ხელმძღვანელად თავისი მეგობარი გენერალი ჰუსეინ ფარდუსტი დანიშნა,
რომელთანაც ერთად შვეიცარიაში სწავლობდა. ეს ორგანიზაცია მონარქს აწვდიდა მონაცემებს ირანის ელიტის
ქმედებების "ბნელი მხარეების" შესახებ და მოქმედებდა "სავაქი"-სგან დამოუკიდებლად.

აშშ-ს და ირანის სპეცსამსახურების თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა 70-იან წლებში, როდესაც


«სავაქი»-ს აგენტებს აშშ-ში ოპერაციების ჩატარების უფლება მიეცათ. «სავაქი»-ს თანამშრომლები აგროვებდნენ
ინფორმაციებს იმ პოლიტემიგრანტების მოღვაწეობის შესახებ, რომლებიც შაჰის ჩამოგდების მიზნით
შეთქმულებაში მონაწილეობაში ეჭვმიტანილნი იყვნენ. მიცემულ ღონისძიებებში შეუფასებელ სამსახურს უწევდა
აშშ-ს «ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო» და «გამოძიების ფედერალური ბიურო».

«სავაქი»-ს აგენტურული ქსელი მოიცავდა ასევე უკვე არსებული ოპოზიციის რიგებსაც. «სავაქი»-ს აგენტები
ინერგებოდნენ ირანის ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფებში — მათ შორის მარქსისტების, პარტიზანების, რუჰოლა
ხომეინის გარემოცვიდან შიიტი სასულიერო მსახურების და მოსადიყის მიერ დაარსებულ «ნაციონალურ
ფრონტში». თითქმის ყველა ამ ჯგუფში იყვნენ «სავაქი»-ს ინფორმატორები.

შაჰის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა უშუალო ლიკვიდაციის გარდა «სავაქი» უფლებამოსილი და კომპეტენტური იყო
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და ლიტერატურის ქმედებების შეფასებაში და ჰქონდა პრეროგატივა
თავისი შეხედულებისამებრ აემოქმედებინა ცენზურა გარკვეული სახის პრესის და წიგნების გამოცემის მიმართ.

შაჰის პოზიციების გამყარება რეგიონში: «სავაქი»-ს როლი. ირანის პოლიტიკაში ახალი მიმართულებების გაჩენას
ხელი შეუწყო გარე ფაქტორებმა, კერძოდ სისხლიანმა ანტიმონარქიულმა გადატრიალებამ ერაყში 1958 წელს,
სახელმწიფო გადატრიალებამ თურქეთში 1960 წელს, სამხედრო გადატრიალებამ და მონარქიის დამხობამ
ჩრდილო იემენში 1962 წელს, ნაციონალური ტენდენციების გაძლიერებამ ეგვიპტეში და მონარქიის დამხობამ
ლიბიაში 1969 წელს.

მოჰამედ რეზა ფეჰლევის გააზრებული ქონდა, თუ რა დამღუპველი იყო ჯარის პოლიტიზაცია ქვეყნისთვის და ამ
მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა. მან მთელი ჯარი დაუქვემდებარა «სავაქი»-ს
მკაცრ და დაუნდობელ კონტროლს. ირანის მონარქმა იმპერიის ჯარის ყველა გენერალს და ოფიცერს აუკრძალა
შეკრება მისი თანხმობის გარეშე. ირანში სამხედროების მხრიდან სახელისუფლო გადატრიალების მცდელობები
პრაქტიკულად ანულირებული იყო. შაჰის სპეცსამსახურები საკმაოდ აქტიურ საგარეო ქმედებებს ეწეოდნენ. ამ
პერიოდში «სავაქი»-ს ძირითადი მოწინააღმდეგეები იყვნენ ეგვიპტის, სხვა არაბული ქვეყნების და მათი მოკავშირე
სსრკ-ს სპეცსამსახურები. ამასთან, ის ეყრდნობოდა რეგიონის რელიგიურ უმცირესობას — შიიტებს, ქრისტიანებს
და ებრაელებს.

თ. ბახთიარი «სავაქი»-ს სათავეში (1957–1961)


1954 წელს, შაჰმა თეიმურ ბახთიარს სამვარსკვლავიანი გენერლის წოდება მიანიჭა.

1957 წ. ოქტომბერში გენერალი ბახთიარი ახლადშექმნილი ირანის უშიშროების სამსახურის «სავაქი»-ს


ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა (ბახთიარი ამ დროს უკვე ბრიგადის გენერალი იყო). გენერალი
ბახთიარი სასტიკად ებრძოდა შაჰის რეჟიმის ნებისმიერ ოპოზიციას — დაწყებული კომუნისებით და
დამთავრებული მემარცხენე ისლამისტური ორგანიზაციებით და ჯგუფებით. ყველა ოპოზიციური პარტიები და
დაჯგუფებები განადგურებულ იქნა ან იატაკქვეშეთში გადავიდნენ.

გენერალ ბახთიარის მეთაურობით «სავაქი» ფეჰლევის მონარქიული რეჟიმის შიდა უსაფრთხოების ეფექტურ
საიდუმლო სამინისტროდ ჩამოყალიბდა.

ჯონ კენედის ადმინისტრაციის პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა ირანისადმი დამოკიდებულება. შაჰის რეჟიმი
მოექცა კრიტიკის ქვეშ. ამ ვითარებაში, ფეჰლევიმ დაიწყო სახელმწიფო აპარატის წმენდა ე.წ. პროდასავლური
ელემენტებისაგან. თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ «სავაქი»-ს შეფი აწარმოებდა არასანქცირებულ მოლაპარაკებებს
აშშ-ს მაღალჩინოსნებთან, რაც შაჰმა სახელმწიფო გადატრიალების წინაპირობად აღიქვა. 1961 წ. ივინსში შაჰმა
გენერალი თ. ბახთიარი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა.

გენერალ ბახთიარის ანტიშაჰური საქმიანობა. თ. ბახთიარი იმედოვნებდა, რომ გაძევება ირანიდან დიდხანს არ
გაგრძელდებოდა (მისი იმედები დამყარებული იყო ნათესავებისა და მეგობრების აქტიურობაზე, რათა
გადაერწმუნებინათ შაჰი და დაერთო ნება ქვეყანაში დაბრუნებულიყო). მას შემდეგ, რაც ბახთიარი დარწმუნდა,
რომ შაჰი მას არ აპატიებდა "ჩადენილ დანაშაულს", გენერალმა გადაწყვიტა ირანში "სხვა საშუალებებით"
დაბრუნება. ის ცდილობდა მოეხდინა პირადად შაჰის დისკრედიტაცია.

1962 წლის იანვარში, ბახთიარმა დატოვა ქვეყანა და პირველ ხანებში ცხოვრობდა საფრანგეთში, მალე ჟენევაში
დასახლდა (შემდეგ კი ლიბანში გადავიდა), სადაც დაიწყო კონტაქტების დამყარება მთელ ევროპას, ერაყსა და
ლიბანში გაფანტულ ირანელ დისიდენტებთან, აიათოლა ჰომეინისთან, «თუდე»-ს პარტიის ლიდერებთან (რეზა
რადმანეში — «თუდე»-ს პარტიის გენერალური მდივანი) და სეპერატისტებთან, რომლებიც იბრძოდნენ ირანისგან
სამხრეთ აზერბაიჯანის გამოყოფისთვის (სეპარატისტული მოძრაობის სამხედრო მინისტრი მაჰმუდ პანაჰიანი).
გენერალი ბახთიარი კარგად იყენებდა კონტაქტებს, რომლებიც დაამყარა "სავაქი"-ს 4 წლიანი ხელმძღვანელობის
დროს. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა შაჰის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ღონისძიებაში.

გენერალ ბახთიარის ლიკვიდაცია (ერაყი, 1970 წ.). 1967 წ. ივნისში გერმანიაში (ფრგ) გამგზავრებამდე შაჰმა მიიღო
ინფორმაცია, რომ თეიმურ ბახთიარი მასზე თავდასხმას გეგმავდა. გერმანიაში ჩასვლისთანავე ანტიშაჰური
დემონსტრაციების დროს ტრაგიკულად დაიღუპა გერმანელი სტუდენტი ბენო ონეზორგი, რამაც შაჰი განარისხა
(როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სტუდენტი მოკლულ იქნა პოლიციელის მიერ, რომელიც იყო გდრ-ის
უშიშროების სამსახურის "შტაზი"-ს აგენტი). შაჰი ვარაუდობდა, რომ ამ დემონსტრაციების უკან ბახთიარის ხელი
იყო გარეული. ირანში დაბრუნებისთანავე შაჰმა თანამდებობიდან გაანთავისუფლა გენერალი ჰასან ალავი-კია
("სავაქი"-ს ევროპის განყოფილების უფროსი). აღსანიშნავია, რომ გენერალი ალავი-კია "სავაქ"-ში მსახურობდა ჯერ
კიდევ გენერალ ბახთიარის ხელმძღვანელობის პერიოდიდან, ამდენაგ შაჰს გააჩნდა ეჭვი, რომ მათ შორის
არსებობდა ფარული თანამშრომლობა.

საქმე იმაშია, რომ თეიმურ ბახთიარი საკმაოდ ბევრ დროს ატარებდა ბაღდადში და გასაგები იყო, რომ ის
იმყოფებოდა სადამ ჰუსეინის მფარველობის ქვეშ. 1968 წ. მარტში, ბახთიარი, იარაღის უკანონო ტარების
ბრალდებით დააკავეს ლიბანში. ირანის მთავრობამ დაუყოვნებლივ მოითხოვა მისი ექსტრადიცია, თუმცა ლიბანის
ხელისუფლებამ უარი განაცხადა, რამაც ორ ქვეყნის შორის ურთიერთობების გამწვავება გამოიწვია. ბახთიარი
მალევე გაანთავისუფლეს და ის ერაყში დაბინავდა. თავისი ძირგამომთხრელი საქმიანობით გენერალმა ბახთიარმა
შაჰის კარის შეშფოთება გამოიწვია. 1969 წ. ირანის პარლამენტმა (მეჯლისი) მიიღი კანონი, რომლის თანახმადაც
თეიმურ ბახთიარს ჩამოერთვა ყველა სამხედრო წოდება, მისი ყველა მოძრავი თუ უძრავი ქონება დააყადაღეს.
ირანის მთავრობამ ბახთიარზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, რის შემდეგაც ის ერაყში გადავიდა, რომლის
მთავრობაც მას არავითარ შემთხვევაში ირანის ხელისუფლებას არ გადასცემდა. დაფუძნდა რა ერაყში, გენერალი
ბახთიარი ალიანსში შევიდა სადამ ჰუსეინთან შაჰის წინააღმდეგ. მან აქ დააარსა "შაჰის მოწინაღმდეგეთა ცენტრი",
რომლის მუშაობაშიც კერძოდ მონაწილეობას იღებდნენ კომუნისტური პარტია «თუდე»-ს წარმომადგენლები.

შაჰმა, «სავაქი»-ს დირექტორს, გენერალ ნემათოლა ნასირის მკაცრი მითითებები მისცა — რადაც არ უნდა
დაჯდომოდა, გაეუვნებელყო "მოღალატე" ბახთიარი. ბახთიარის მიერვე შექმნილი, გენერალ ნასირის მიერ
მოდერნიზირებული და სრულყოფილებამდე მიყვანილი საიდუმლო სამსახურმა «სავაქ»-მა ჩაატარა ერაყში
ბახთიარის ძებნის რთული და მრავალსაფეხურიანი ოპერაცია. მას შემდეგ, რაც შაჰის აგენტებმა ვერ დაადგინეს
ბახთიარის ადგილსამყოფელი, იქნა მიღებული გადაწყვეტილება — ჩაეტარებინათ ისეთი ფარული სპეცოპერაცია,
რის შედეგადაც ბახთიარი თავად გამოვიდოდა კონტაქტზე. სპეცოპერაციის დაგეგმარება და რეალიზება დაევალა
"სავაქი"-ს II-ე დეპარტამენტს (საგარეო დაზვერვა). მისი ყველა დეტალი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.
«სავაქი»-ს რამდენიმე სპეცაგენტმა გაიტაცა ირანის სამგზავრო თვითმფრინავი, აიძულა ის დაესვათ ბაღდადში და
ამით ერაყის ხელისუფლების წინაშე წარსდგნენ, როგორც ირანის შაჰის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლები
(საყურადღებოა, რომ "სავაქი"-ს აგენტებს გააჩნდათ სათანადო ბიოგრაფიები). ამით მათ გზა გაეხსნათ ბახთიართან
დაახლოებისკენ.

მას მერე, რაც «სავაქი»-ს აგენტებმა მოიპოვეს ბახთიარის და მისი გარემოცვის სრული ნდობა, სავაქელების
მხრიდან ამოქმედდა რთული მექანიზმი, რომლის შედეგი უნდა ყოფილიყო ბახთიარის ლიკვიდაცია, მაგრამ
იმგვარად, რომ ეჭვი მიეტანათ ბახთიარის გარემოცვასა და მის მომხრეებზე.

«სავაქი»-ს აგენტებმა ბახთიარის მხრიდან ისეთი ნდობა მოიპოვეს, რომ მათ შესთავაზეს კიდეც ბაღდადში
გენერლის აპარტამენტში ცხოვრება. მკვლელებს «სავაქი»-დან აშკარად შეეძლოთ ბახთიარის და მისი ცოლ-შვილის
ლიკვიდაცია მის საკუთარ სახლში მანამდეც, მაგრამ შემდგომ გაქცევის შანსი მიზერული იყო, რადგან თეიმურ
ბახთიარი ძალზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ერაყის ხელისუფლებისათვის და ის ერაყის სპეცსამსახურების
(«მუჰაბარათი») მუდვივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ბახთიარს მუდმივად იცავდნენ ერაყელი
მცველები. შემდეგი სცენარის მიხედვით მკვლელს «სავაქი»-დან მარტო უნდა ემოქმედა.

1970 წლის 12 აგვისტოს, ირანის საზღვართან მდებარე დიალას პროვინციაში ნადირობის დროს მკვლელმა შეარჩია
რა მკვლელობისთვის ხელსაყრელი მომენტი, ესროლა გენერალ ბახთიარს პისტოლეტიდან და მხარში დაჭრა.
გენერალს თავისი თოფი დაუვარდა და მუხლებზე დაეცა. გასროლაზე მყისივე რეაგირება მოახდინა ბახთიარის
ერაყელმა მცველმა და აკ-47 ტიპის ავტომატიდან სცადა მკვლელის განეიტრალება, მაგრამ მაშინვე შუბლში
გასროლით მოკლულ იქნა. წამებში მიხვდა რა, რომ სიტუაცია სასიკვდილო იყო, გენერალმა ბახთიარმა მარცხენა
ხელით სცადა ამოეღო რევოლვერი, მაგრამ ვერ მოასწრო — ხუთი ტყვია მიიღო მუცლისა და მკერდის არეში და
ერთიც მარცხენა ხელში. მკვლელობა განხორციელდა პროფესიულად და დეტალურად იყო ფალსიფიცირებული
წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით. «სავაქი»-ს აგენტმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ მკვლელობა უბედურ
შემთხვევას დამსგავსებოდა.

ამის შემდეგ მკვლელმა სწრაფად დატოვა დანაშაულის ადგილი და ირანის საზღვრისკენ წავიდა. არ ქონდა რა
სპეციალური შეიარაღება და ამუნიცია, ასევე არ იცოდა, როგორ უნდა დაეღწია თავი ამგავარი სიტუაციიდან,
მკვლელმა ბოლომდე ვერ გაითვალისწინა ერაყის უდაბნოს ზაფხულის ცხელი ტემპერატურა, მაგრამ მაინც დიდი
მანძილი გაიარა ირანის საზღვრისკენ, თუმცა მან მიზანს ვერ მიაღწია — ის ერაყის სასაზღვრო სამსახურმა დააკავა
ირანის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში და შემდეგ ბაღდადში გადაიყვანა. ამ ადამიანის ვინაობა და ბედი
დღემდე უცნობია.

ასევე უცნობია, სად გაიარა მკვლელმა ცეცხლსასროლი იარაღის ხმარებაში მომზადება და სად მიიღო ამ ტიპის
იარაღი, რითიც მან მკვლელობა ჩაიდინა. გენერალი ბახთიარი მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობებით ბაღდადის
ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ის ძლიერი შინაგანი
სისხლდენით 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა. გენერალ ბახთიარის მკვლელობა უმაღლეს დონეზე იქნა
გამოძიებული ერაყის ბაასისტური ხელმძღვანელობის მიერ, მაგრამ საეჭვო ვერაფერი გამოვლინდა. მხოლოდ
მოგვიანებით, 1979 წელს ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, როდესაც მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ
დაკარგა ირანზე ძალაუფლება და უკვე განდევნილი იყო ქვეყნიდან, ერთ-ერთ ინტერვიუში ფრანგ ბიოგრაფ და
ჟურნალისტს, ჟერარ დე ვილიეს გაანდო, რომ ბახთიარი მისი ბრძანებით იყო ლიკვიდრებული.

ჟერარ დე ვილიემ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა: "ბახთიარის სიკვდილი ნამდვილი ირონია იყო — ის იმ
ინსტრუმენტით მოკლეს, რომელიც მან შექმნა".

აღსანიშნავია, რომ "სავაქი"-ს ოთხივე დირექტორი სიკვდილით დასაჯეს: გენერალ თეიმურ ბახთიარი
ლიკვიდირებულ იქნა შაჰის ბრძანებით; გენერალი ჰასან პაკრავანი (1961—1965), გენერალი ნემათოლა ნასირი
(1965—1978) და გენერალი ნასერ მოგადამი (1978—1979) ხომეინისტების გამარჯვების შემდეგ რევოლუციური
ტრიბუნალის განკარგულებით სიკვდილით დასაჯეს.

ქეთევან ჯერვალიძე

ფარნავაზის ისტორიკოსი ფარნავაზის შესახებ


"...ვჰმადლობთ სუესა ჩუენსა, რამეთუ მოგვცა მეფე ნათესავთაგან ჩუენთასა და
აგვხადა ხარკი და ჭირი ნათესავთაგან უცხოსა.
და ესე ჰქმნა ფარნავაზ სიმხნითა და სიქველითა, სიბრძნითა და სიმდიდრითა..."

ნახეთ, მეგობრებო, რიტორიკული ფიგურების რა კასკადია?!. როდის არის ერის სვე


ბედნიერი, რა კომპონენტებისაგან შედგება ის? როდესაც შენი მეფე გყავს და სხვათა
მონებისგან გათავისუფლებს.

ხედავთ, პოლიტიკური და სოციალური როგორ უმშვენებენ მხარს ერთმანეთს?


საკუთარი ხელისუფლება გიმსუბუქებს სოცალურ პრობლემებს.

რა არის ამისთვის საჭირო? პირველ რიგში ხელისუფლების სულიერი ძალები:


"სიმხნე, სიქველე", გონებრივი

"სიბრძნე" და ბოლოს მატერიალური. აბა, ვინმე თუ გაბედავთ და მას


მონათმფლობელურ სიბრძნეს თუ უწოდებთ? თანამედროვეა.

კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ტაო-კლარჯეთის შემოერთების


შესახებ
ეს წერილი 1946 წლის 5 იანვარს დაიწერა, მისი ავტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
კალისტრატე გახლავთ. წერილი იმ დროისთვის "ქართული საბჭოთა პრესის ფლაგმანად" წოდებულ გაზეთ
"კომუნისტში" გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას მთელი საქართველო წაიკითხავდა.
სხვათა შორის, ეს ის პერიოდია, როცა მეორე მსოფლიო ომი ახალი დასრულებულია, როცა გამძაფრებულია
საკუთარი ტერიტორიების დაცვისა და პატრიოტიზმის გრძნობა, აგრეთვე, გამარჯვებული დიდი ქვეყნის
ძლევამოსილების განცდა. სწორედ ამ დროს წამოჭრა საბჭოთა კავშირის მთავრობამ ქართველებისა და სომხების
ისტორიული მიწა-წყლის დაბრუნების საკითხი, გაიშალა საინფორმაციო კამპანია, გამოქვეყნდა არაერთი
პუბლიკაცია, რომელთა შორის იყო კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წერილი.

წერილი რედაქციის მიმართ პატივცემულო რედაქტორო!

გთხოვთ მომცეთ საშუალება გაზეთ "კომუნისტში" ამ მოწოდების გამოქვეყნებით ჩემი და მთელი ჩემი სამწყსოს ხმა
შევუერთო ქართველი ერის სამართლიან მოთხოვნას, რომელიც წამოყენებული იყო თურქეთის მიმართ
პატივცემული მეცნიერების - სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის წერილში (იხ. "კომუნისტი" #24,
14.XII.1945 წ.).

XV საუკუნეში მაჰმადიანურმა ოსმალეთმა ქრისტიანულ მსოფლიოს გულზე ფეხი დაადგა: სახელოვანი


კონსტანტინოპოლი დაიპყრო და კულტურული ახლო აღმოსავლეთის სიამაყის - ბიზანტიის სახელმწიფოს
არსებობა სამუდამოდ შეწყვიტა.იუსტინიანე კეისრის დროის გენიალურ ქმნილებაზე - წმინდა სოფიის ტაძარზე,
დაპყრობილ ქრისტიანეთა სისხლით მოსვრილი ხელის ანაბეჭდი - გამომხატველი გამარჯვებული ხონთქარის მიერ
ქრისტიანული ტაძრის მაჰმადიანურ მიზგითად გადაქცევისა, მომასწავებელი რამ იყო ოსმალთა პოლიტიკისა მათ
მიერ დაპყრობილ ქრისტიანულ ქვეყნებში.
საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით ბნელი უკუნეთი ჩამოწვა, ჩვენს ქვეყანას ოსმალეთი გაუმეზობლდა. შეწყდა
მრავალსაუკუნოვანი ცხოველი ურთიერთობა ქართველებისა დასავლეთის განათლებულ ხალხებთან.ოსმალეთი
ყოველთვის შორს იდგა მეზობლებთან მშვიდობიანი კულტურული ურთიერთობისაგან. ეს აგრესიული ბუნების
სახელმწიფო ყველა მეზობელს თავს ესხმოდა და გლეჯდა, ვიდრე საამისო ღონე მოსდევდა.

ამ დროიდან მოკიდებული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ზავი არა ჰქონია. ოსმალეთი უჩვეულო
სიჯიუტით ცდილობდა საქართველოს დაპყრობას ცეცხლითა და მახვილით, მაგრამ ქართველები შეუნელებელი
მხნეობით თავს იცავდნენ.300 წელს გრძელდებოდა უსწორო ბრძოლა.

მოძალადე მტაცებელმა განაზრახი ვერ შეისრულა, ქართველთა სიმტკიცე ვერ გასტეხა და საქართველო მთლიანად
ხელთ ვერ იგდო. დამპყრობელს მწარედ მოაგონდება ბასიანი, ბათომი, გორი, ასპინძა, ზეკარი, ხრესილი, ჩხერის
ციხე და არაერთი სხვა ადგილი - მოწმე ქართველთა მამაცური შებმისა და მომხდურის დამარცხება-უკუქცევისა.

მაგრამ უზარმაზარ მტერთან ბრძოლაში მეტად დაზიანდა ქართველი ხალხი. ოსმალეთმა თანდათან მიიტაცა
საქართველოს სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ვრცელი მიწა-წყალი: ჭანეთი, ბეიბურთ-გიუმიშხანე,
თორთუმი და სპერი, შავშეთ-კლარჯეთი, ტაო-ბასიანი, კოლა-არტაანი და სამცხე.არც ერთ დამპყრობელს შუა
საუკუნეებში კულტურული ახლო აღმოსავლეთისთვის ისეთი ზიანი არ მიუყენებია, როგორიც მას ოსმალეთმა
მიაყენა. ბიზანტია-საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სერბია, ალბანეთი, სომხეთი, საქართველო და მრავალი
სხვა კულტურული ქვეყანა, ქრისტიანული თუ მაჰმადიანური, შეიქმნა მსხვერპლი ოსმალური მიმტაცებლობისა და
მისი ბარბაროსული მოძალადეობისა.

შეუძლებელია სიტყვით გამოითქვას ის უსამართლობა, რომელიც გადაიტანა ხონთქრის საბრძანებელში


მოყოლილმა ქართველობამ ოსმალ დამპყრობელთაგან. ფიზიკური ძალადობა, მორალური შეგინება ოსმალთა
ბატონობის მთავარი იარაღი იყო.

ოსმალეთმა შეუძლებელი გახადა მის მიერ მიტაცებული ქართული ოლქების შემდგომი განვითარება.
ბარბაროსული თურქული ფეოდალიზმი სულშემხუთავ ძალად დააწვა შეუდარებლად უფრო წინ მდგომ ქართულ
საზოგადოებრივ წყობილებას დაპყრობილ ოლქებში. დამახასიათებელია, რომ ქართულმა საზოგადოებრივმა
აზროვნებამ დამპყრობელთა მიერ შემოღებულ წესებს, ყოვლად უცხოს და შეუფერებელს ქართული
ცხოვრებისათვის, უწოდა ოსმალობა, რომელიც უსამართლობის სინონიმად გადაიქცა.

წინსვლა შეჩერდა და ქვეყანა თანდათან უკან წავიდა. ქრისტიანობა, ეროვნული კანონები და ქართული ენა
ცეცხლითა და მახვილით იდევნებოდა. ოდესმე აყვავებულს ქვეყანაში უკულტურობამ დაისადგურა. სასოებით და
სიყვარულით ნაგები ტაძრები, ხელოვნების შესანიშნავი ძეგლები თანდათან დაიცალა, დაყრუვდა. თანდათან
გაქრა ბანას თუ ხახულს ოპიზართა მიერ ნაჭედი წმინდა ხატები, წყაროსთავს მოხატული საღვთო წიგნები,
შატბერდს ნათქვამი სიბრძნე, ოშკს შეთხზული საგალობლები. მათი დიდი უმრავლესობა დაიღუპა, ნაწილი
სასოებით გადამალეს შევიწროებულმა მლოცველებმა, ნაწილიც თან წაიღეს გაჯოჯოხეთებული სამშობლოდან
ლტოლვილებმა.

დამპყრობელთა ბარბაროსულმა მმართველობამ ხალხი გააღატაკა; მოსახლეობის რიცხვი კატასტროფულად


შემცირდა, ქვეყანა გავერანდა. ოსმალური მმართველობის ჩამორჩენილობის მჭევრმეტყველური ნიშანია, რომ მას
შემდეგ, რაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეს დამპყრობელი დაეპატრონა, იქ მოიშალა და მოისპო ოდესმე
აყვავებული საქალაქო ცხოვრება, ინტენსიური სასოფლო მეურნეობა, ჩაქრა განათლების კერა, შეწყდა ყოველგვარი
მშენებლობა.

მთელს ამ ვრცელ ტერიტორიაზე, რომელიც სავსეა ქართველობის დროის დიდებული არქიტექტურული ძეგლებით
(რამდენადაც ისინი ჯერ კიდევ არ გაუნადგურებიათ ისტორიისა და მეცნიერების წინაშე პირშავ ბარბაროსებს), არც
ერთი სასახლე, არც ერთი ტაძარი, არც ერთი ქარვასლა, არც ერთი ხიდი და არც სხვა რამ აშენებულება,
რამდენადმე ღირსშესანიშნავი, არ აგებულა ოსმალთა ბატონობის დროს.

ხალხის სასიცოცხლო ძალების პარაზიტული გამოწოვით ოსმალურმა მმართველობამ დაპყრობილ ქართულ


ქვეყნებში დაახშო განვითარებისა და შემოქმედების ყოველგვარი გზა.

ზემოთ თქმულში დასარწმუნებლად საკმაოა ერთიმეორეს შევადაროთ დღევანდელი საქართველოს ორი ნაწილი:
საქართველო ოსმალეთის ბატონობის ქვეშ მყოფი და საქართველო თავისუფალი. განუზომელია ჩამორჩენა
სამხრეთ-დასავლეთი ნაწილისა და მწარე კაეშნის მომგვრელია ბედის უკუღმართობა: ისტორიულ საქართველოს
დიდი კულტურული აღმავლობის ხანაში, IX-XII საუკუნეებში, და შემდეგ, ვიდრე ოსმალთა მიერ მიტაცებამდე,
საქართველოს სწორედ ეს ნაწილი იყო ჭეშმარიტი აკვანი და საძირკველი მთელი ჩვენი ხალხის სულიერი თუ
ნივთიერი კულტურისა.

დიდი ოქტომბრის რევოლუციის შედეგად საბჭოთა ხალხებთან განუყრელ ძმურ კავშირში აღდგა თავისუფალი
ქართველი ერი. გასაგებია, რომ საუკუნო ზრუნვის საგანი - მტრისგან ძალად მიტაცებული ქართული მიწა-წყლისა
და დაჩაგრულ-შეგინებული ღვიძლი ძმების დედასამშობლოსათვის დაბრუნება - გარდაუვალ ამოცანად დაისვა მის
წინაშე.

ქართული მართლმადიდებელთა ეკლესია ისტორიულად ყოველთვის ეროვნული მთლიანობისა და


დამოუკიდებლობის მატარებელი და მქადაგებელი იყო. ჩვენი ეკლესია ამასთანავე სხვა სარწმუნოების მიმდევართა
მიმართ ყოველთვის ლმობიერებით და მოთმინებით განირჩეოდა. მით უმეტეს ეს ითქმის იმ ქართველების, ჩვენი
ღვიძლი ძმების მიმართ, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ძალადობის შედეგად ისლამის სარწმუნოება მიიღეს.

ქართულ ეკლესიას არ ჰქონია და არც არასდროს ექნება განზრახვა სამხრეთ საქართველოს რაიონებში
ქრისტიანობის აღდგენაზე იფიქროს. ხოლო რაც შეეხება საბჭოთა ხელისუფლებას, ყველასათვის ცნობილია მისი
დამოკიდებულება სარწმუნოების საკითხისადმი: ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია სინდისისა და რწმენის
თავისუფლება - ყველას შეუძლია ირწმუნოს და ილოცოს ისე, როგორც თვითონ სურს.

დღეს ისტორიული უსამართლობის გასწორების ჟამია. თავისუფლებისმოყვარე ხალხებმა სამუდამოდ დაამარცხეს


მძლავრობა-მტაცებლობის კერა - ფაშისტური გერმანია და მისი მოკავშირენი.

ქართველმა ხალხმა თავდადებული ბრძოლით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოროტ ძალთა განადგურების ამ
საერთო საქმეში და უდავო უფლებაც მოიპოვა მოითხოვოს ისტორიული უსამართლობის გასწორება -
საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული გაერთიანება.

თავისუფალ ერთა გაერთიანების წევრმა ოსმალეთმა საქართველოს უნდა დაუბრუნოს ქართული მიწა-წყალი:
რაიონები არტაანისა, ართვინისა, ოლთისისა, თორთუმისა, ისპირისა, ბაიბურთისა, გიუმიშხანესი და ლაზისტან-
ჭანეთი ტრაპიზონისა და გირესუნის ჩათვლით.

მე მივმართავ გაერთიანებულ ერთა ხელმძღვანელებს, მსოფლიო მოწინავე საზოგადოებრიობას და მოვუწოდებ


მათ, მხარი დაუჭირონ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის ამ წმინდა საქმეს.

კალისტრატე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 1946 წლის იანვრის 5

ვარლამ ჩერქეზიშვილი

"დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალება"


ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, ვარლამ ჩერქეზიშვილი წლების მანძილზე დიდი
ბრიტანეთიდან აწვდიდა კორესპონდენციებს ქართული პრესის ორგანოებს.

ერთი შეხედვით ანარქისტული მსოფლმხედველობის იდეოლოგი, იგი პირველ რიგში აყენებდა საქართველოს
დამოუკიდებლობის საკითხს, რითაც უპირისპირდებოდა ქართველ სოციალ-დემოკრატების იმ ფრთას, რომლებიც
არ ცნობდნენ ნაციონალურ თავისუფლებას. რუსეთის იმპერატორისაგან დევნილი და საკუთარი იდეალებისათვის
მებრძოლი, იგი არასოდეს ივიწყებდა თავის სამშობლოს და მისთვის სამსახური უმაღლეს მოვალეობად მიაჩნდა.
თუ ამას მისი ერის ინტერესები მოითხოვდა, იგი არალეგალურადაც ჩადიოდა საქართველოში; დიდად
მფარველობდა უცხოეთში მოხვედრილ ქართველებს; ევროპულ ჟურნალ-გაზეთებში განუწყვეტლივ წერდა
საქართველოს, მისი პოლიტიკური ყოფის შესახებ. ქართველი ანარქისტი, კაცი, რომელიც თითქოსდა მწყრალად
უნდა ყოფილიყო სულიერებასთან, კირიონ II-ის მხარდამხარ იბრძოდა ავტოკეფალიის აღსადგენად!

გრიგოლ რობაქიძის სიტყვებში, რომლებიც ვარლამ ჩერქეზიშვილს ახასიათებენ, ნათლად არის გამჟღავნებული ამ
პატრიოტი ქართველის პოლიტიკური სიმპათიების ქარაგმული მნიშვნელობა:

,,თუ მოიშლებოდა სახელმწიფო წყობილება საერთოდ - ანარქიზმის მიზანი ესაა - მაშინ რუსეთიც, რომელიც
პრეისტორიული მამუტივით თავს აწვა საქართველოს, დაიმხობოდა სახელმწიფოებრივი მხრით და როგორც
შედეგი ამისა, საქართველოც თავისუფლად ამოისუნთქავდა. აი, ქვეშეცნეული ხაზი ვარლამ ჩერქეზიშვილის
პოლიტიკური ბრძოლისა’’.

დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალება

,,ივერია’’

1901 წ. N 24, სამშაბათი 30 იანვარი


ჩვენ ყველამ კარგად ვუწყით, რომ გუშინ ოსბორნში გარდაცვალებული დედოფალი ვიქტორია ახალ დროის ერთი
სახელ-განთქმული და ცნობილი გვირგვინოსანთაგანი იყო. ყველა ჩვენგანს უთუოდ წაუკითხნია ან გაუგონია,
ინგლისელნი რა ერთ-გულნი და პატივისმცემელნი იყვნენ თავიანთ კეთილისმყოფელ დედოფლისა, ამ ,,იდეალურ
მოღვაწისა, ცოლისა, დედისა’’, მაგრამ ყველა იმან, რაც ამ დღეებში წავიკითხეთ და გავიგონეთ, მოლოდინს
გადააჭარბა: აღმოჩნდა, რომ ინგლისელნი უფრო მეტის პატივის-ცემითა და ერთგულებით ყოფილან
განმსჭვალულნი დედოფლის მიმართ, იმ დედოფლისა, რომელმაც 63 წელზედ მეტი იმეფა. მხოლოდ ეხლა
რწმუნდება კაცი, რომ განსვენებული პირადად უყვარდათ, უყვარდათ როგორც დედაკაცი, როგორც გულ-კეთილი
და მოსიყვარულე ,,ბებია’’, ,,დედა’’.

დედოფლის გარდაცვალების გამო დაბეჭდილ საგაზეთო და საჟურნალო წერილებში ყველაზე მეტად გაოცებთ
გულ წრფელი სიყვარულით გამსჭვალული კილო. ამ წერილებში უფრო მეტს ლაპარაკობენ დედოფლის ხასიათისა,
შინაურ ცხოვრებისა, ზნე-ჩვეულებისა, შვილებისა, შვილის-შვილებისა და მოსამსახურეებისა, ვიდრე დიად
პოლიტიკურ ცვლილებათა შესახებ. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ისტორიული მნიშვნელობა ,,ვიქტორიის დიად
ეპოქისა’’ დიდი ხანია გამორკვეულ იქმნა, და ისეთი სიტყვები, როგორიცაა ,,ვიქტორიის დროის
ლიტერატურა’’, ,,მეცნიერება’’, ,,ვიქტორიის ეპოქის დემოკრატიის აღყვავება: და სხვა, უკანასკნელ ათ-ოც
წელიწადს უკვე საზოგადო სახმარებელ სიტყვებად გარდაიქცა. არც ეხლა აქვს დასასრული დედოფლის ქებას, იმის
ჭკვასა და გამოცდილებას საპოლიტიკო და სახელმწიფო საქმეებში. მაგრამ გაცილებით ბევრს ლაპარაკობენ თვით
დედოფლის შესახებ, იგონებენ იმის ბავშვობას, იმის საყვარელ გასართობებსა და საქმეებს, თვით მშრალი და
გამოფიტული პოლიტიკური გამოცემანიც კი სავსეა დედოფლის ბავშვობის დროის სურათებით, იმის ტიკინებით;
დახატულია ოთახები, სადაც მომავალი გვირგვინოსანი დაიბადა, სწავლობდა, გადაღებულია იმისი პირველი
ნაწერი, სურათი; გადმოგვცემენ მრავალ საყურადღებო წვრილმანს იმის ხანგრძლივ და, როგორც ყველა დასის
გაზეთები სწერენ, უნაკლულო და სათნო ცხოვრებიდან... და ყველა ამ ნაწერებში გამოჰკრთის გულწრფელი
სიყვარული დედოფლის მიმართ.

რით დაიმსახურა განსვენებულმა ქვეშევრდომთა ასეთი სიყვარული? რა ნიჭის პატრონი იყო იგი? რით გაითქვა
სახელი?

სახელი-კი მეტად დიდი ჰქონდა გავარდნილი; საკმაოა ინგლისის გვირგვინოსანთა ეხლანდელი მდგომარეობა
შევადაროთ იმ დროინდელ მდგომარეობას, როდესაც დედოფალი ტახტზედ ავიდა.

ობსკურატიზმმა და კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებამ გეორგ III-ის მართვა-გამგეობის დროს, გარყვნილებამა


და ტახტისა და არისტოკრატიის ზნე-დაცემულობამ იმის ორი მემკვიდრის მართვა-გამგეობის დროს
კონსტიტუციონურ სამეფოს სახელი მარტო ირლანდიის მამულიშვილთა და ინგლისის რადიკალთა თვალში არ
დასცა: თვით საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი, მდიდარი ბურჟუაზია, შორს იყო მმართველთა და იმათ
მართვა-გამგეობის სისტემის ქება-დიდებისაგან. როდესაც ვიქტორიას წინა-მოადგილე გარდაიცვალა, იმ
დროინდელი ,,Times’’-სი სწერდა, რომ ,,გარდაიცვალა ისეთი კაცი, რომლის სიკვდილის გამოც მახლობელნი
უფრო ნაკლებ შესწუხდებიან, ვიდრე უკანასკნელ ღარიბის სიკვდილის გამოო’’.

ეხლა? - პარლამენტში, აღტაცებულ ტაშისცემის დროს, ბალფურმა თუმცა არა კონსტიტუციონურად, მაგრამ მაინც
განაცხადა, რომ ,,ჩვენს კონსტიტუციაში მეფის როლსა და უფლებებს დიდი გავლენა აქვთ, და ეს გავლენა
უკანასკნელ დროს თანდათან ძლიერდებაო’’, იმავე ,,Times’’-მა მოწინავე წერილში დედოფლის გარდაცვალების
დღეს აღნიშნა ის ცვლილება, რომელიც საზოგადოების აზრ-შეხედულებაში მოხდა: რა თვალით უყურებდა და
როგორ ექცეოდა ეს საზოგადოება მეფის უფლებას დედოფლის ტახტზედ ასვლისა და გარდაცვალების დროს,
განსვენებულის მოხერხებულ მოქმედებასა და იმის ხასიათს უნდა უმადლოდეთ უმთავრესად, რომ
კონსტიტუციონური მონარქია გამაგრდა, მტკიცე ნიადაგზე დადგა, შინა და გარედ ნდობა და სახელი მოიპოვა’’.

განსვენებული დედოფალი სიყმაწვილიდგანვე დიდ ჭკუასა და მოხერხებულებას იჩენდა. საკმაოა გავიხსენოთ


1848 წელი. ამ წელს, როდესაც ხალხის უკმაყოფილებამ მეტად მწვავე ხასიათი მიიღო, და როდესაც ლონდონის
მუშებმა ჩარტისტებთან ერთად განიზრახეს პარლამენტისათვის საზოგადოებრივ რეფორმების შემოღება
მოეთხოვათ, დედოფალი, როგორც ფილანტროპ-რეფორმატორი შეფტესბიური გადმოგვცემს, დასთანხმდა, რომ
მისს მეუღლეს, პრინც ალბერტს, შეფტესბიურთან ერთად დაევლო ღარიბთა და აღელვებულ მუშათა უბნები,
ტკბილის სიტყვებით გამოჰლაპარაკებოდა ამ მუშებს და დაჰპირებოდა, რომ დედოფალი და იმის მახლობელნი
ღარიბთა გაჭირვებულ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ეცდებიან სასურველ რეფორმების შემოღებასაო. ყველამ
კარგად უწყის, რა ნაყოფიერი შედეგი მოჰყვა პრინცის ამ მოგზაურობას და საუბარს აღელვებულ მუშებთან.
ასეთსავე ჭკუასა და მოხერხებულებას იჩენდა დედოფალი თავისს მინისტრებთან დამოკიდებულების დროს. იგი
თუმცა პირადად მაგრე რიგად არ თანაუგრძნობდა რობერტ პილს, მაგრამ იმის პოლიტიკას-კი ყოველთვის მხარს
უჭერდა, რაკი ერთხელვე დარწმუნდა, რომ ეს მინისტრი დასის კერძო ინტერესებით კი არა, სახელმწიფოს
მოღვაწის უმაღლეს პოლიტიკით ხელმძღვანელობდა. უფრო შესანიშნავია დედოფლისა და გლადსტონის
დამოკიდებულება. მაგდენად არც გლადსტონი მოსწონდა, ბევრად ერჩივნა პირ-მოთნე და ყველაფერში მორჩილი
დიზრაელი, მაგრამ ამისდა მიუხედავად თავისს მეფობის სიამაყედ დედოფალი მაინც პილსა და გლადსტონსა
სთვლიდა.

ასევე საზრიანად იქცეოდა დედოფალი ყველასთან, ვისთანაც-კი ოდესმე საქმე ჰქონია: კერძო კაცებთან,
მინისტრებთან, ლიტერატორებთან, მეცნიერებთან, არტისტებთან; საყოველთაოდ ცნობილია, როგორ აფასებდა და
პატივს სცემდა დედოფალი ტენისონს, დიკკენსს და სხვათა. ეხლაც იგონებენ, რა მოწიწებით და გულწრფელად
უძღვნა დედოფალმა რაღაც თავისი ნაწარმოები დიკკენსს. თვით საუცხოვოდ განათლებული, დედოფალი დიდად
აფასებდა ნიჭს, მიმართულების მიუხედავად. როდესაც გარდაიცვალა იმისი საყვარელი სამეფო კარის პოეტი
ტენისონი, იგი სიამოვნებით დასთანხმდა ეს საპატიო წოდება ებოძათ ვილიმს მორრისისათვის, თეორიულ
ანარქიზმის თანა მგრძნობ პოეტ-სოციალისტისათვის; თვით საუკეთესო მემუსიკე, ვაგნერის პირველი
დამფასებელი, დედოფალი ყოველთვის იწვევდა თავისთან პირველ ხარისხოვან მემუსიკეთ. ხოლო როგორის
პატივის-ცემით ექცეოდა ამ მემუსიკეთ, შემდეგიდგანა სჩანს: შესანიშნავი ჯენნი ლიდი სასახლეში მღეროდა.
პიანინოს დამკვრელი ვერ იყო კარგ განწყობილებაში მომღერალ ქალთან, რის გამოც პირველ პიესის
აკკომპანიმენტის დროს ტაკტს განგებ არ იცავდა. დედოფალი თვით მიუჯდა საკრავს: ,,მოხარული ვიქნები, თუ
ასეთ დიდებულ არტისტ ქალის სიმღერის დროს თვით მე მეღირსება პიანინოს დაკვრაო’’, განაცხადა დედოფალმა.

აი, ასეთმა ხასიათის სიმტკიცემა და საუკეთესო, ყოველმხრივმა განათლებამ, საქმიანობამა და მუდმივობამ


სახელმწიფო საქმეებში, გულკეთილობამა და ჰუმანიურმა განწყობილებამ მოუპოვეს პოპულიარობა, ის
შარავანდედი დიდებისა, რომლითაც ინგლისის საზოგადოებამ შეჰმოსა იმისი სახელი Victoria Regina. გასაოცარია,
რომ ყველა დასები ერთნაირად აფასებენ იმის ისტორიულ მნიშვნელობას. თითქმის კონსერვატორთა ,,Standard’’-ის
და უნიონისტთა Times-ის სიტყვებით ლაპარაკობს დედოფლის შესახებ რესპუბლიკანური და სოციალურ-
რადიკალური ,,Reynolds’s Newspaper’’-ი.

,,როგორც დედოფალი, - ამბობს ეს გაზეთი, - ვიქტორია სახელგანთქმული და დიდებული ხანგრძლივის მეფობით


კი არ არის, არამედ იმით, რომ იგი სამაგალითო კონსტიტუციური გვირგვინოსანი იყო, რომელმაც ახალ დროის
ბრიტანია, მონარქია შეჰქმნა. იგი არასოდეს დაჟინებით არ ერეოდა საქმეში, არასოდეს ძალას არ ატანდა
მინისტრებს. დედოფალი მიხვდა, რომ ძველმა ტრადიციებმა თავიანთი დრო მოიჭამეს, ამიტომ გულწრფელად
ახალ დროის მოთხოვნილებათა კვალს დაადგა; ყველაფერში გონიერ მოსაზრების მოთხოვნილებითა
ხელმძღვანელობდა. მოხუცებულებაში ამ გვირგვინოსანმა დიდი ცოდნა და გამოცდილება მოიპოვა, რომელთა
წყალობითაც ბრიტანიის მთავრობა ესოდენ ამაღლდა. ინგლისის გვირგვინოსანთა შორის განსვენებული ერთ
უპირველესს ადგილს დაიჭერს’’.

ამას ამბობს ინგლისის რესპუბლიკელთა უკიდურესი ოპოზიციური გაზეთი. დამეთანხმენით, რომ ეს სიტყვები
ბევრით არაფრით განსხვავდება ბალფურისა და ,,Times’’-ის სიტყვებისაგან.

ლონდონი, 10 იანვარი
ბაგრატ მეოთხე

უმეტეს საქმენი, ვიდრე სახელი...


მეათე საუკუნის მეორე ნახევარი და მთელი მეთერთმეტე საუკუნე საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლას
შეალიეს ქართველმა მეფეებმა. ღირსეულად უძღვებოდნენ ამ უდიდეს მისიას ქვეყნის საჭეთმპყრობელნი: წინა
აზიაში უდიდესი ავტორიტეტის მქონე დავით მესამე კურაპალატი და მისი შვილობილი, გამორჩეულად ძლიერი
ხელმწიფე ბაგრატ მესამე, უშიში და ბიზანტიის წინააღმდეგ დაუცხრომელი მებრძოლი გიორგი პირველი,
რომელმაც სულ 25 წელი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით - 29 წელი) იცოცხლა, მაგრამ შეუპოვარი მებრძოლის
სახელი დატოვა. მისმა მემკვიდრემ ბაგრატ მეოთხემ კი ბალავერი დაუდო მეთორმეტე საუკუნის უძლიერეს
საქართველოს.

ისევ პაექრობა ბიზანტიასთან

მცირეწლოვანი ავიდა სამეფო ტახტზე ბაგრატ მეოთხე. მხოლოდ 9 წლისა (ზოგიერთი წყაროთი 7 წლისა) იყო,
როდესაც 1027 წელს, მამამისი, გიორგი პირველი გარდაიცვალა. ურთულესი იყო ქვეყნის მდგომარეობა.
მრავალწლიან ომში ვიყავით ჩართულები ბიზანტიის იმპერიასთან, რომელიც ტაო-კლარჯეთს და საერთოდ
სამხრეთის მიწა-წყალს გვედავებოდა. ბიზანტიას არც საქართველოს გაერთიანების ტენდენციები ეხატებოდა
გულზე. პირდაპირ ვთქვათ, რომ საბოლოოდ, მამა-შვილის, გიორგი პირველისა და ბაგრატ მეოთხის გონივრულმა
პოლიტიკამ და შეუპოვარმა ბრძოლამ მეთერთმეტე საუკუნეში შეუნარჩუნა დამოუკიდებლობა ქვეყანას და
საბედნიეროდ, ჩვენ არ გავიზიარეთ მეზობელი სომხეთის ბედი, რომელმაც ვერ გაუძლო ბერძენთა იმპერიის
აგრესიას და შეწყდა მისი სახელმწიფოებრიობა.

...დასაწყისი კი მეტად ძნელი იყო. 1028 წელს იმპერატორი კონსტანტინე აოხრებს ტაოს, იმ მიწა-წყალს, რომელიც
რამდენიმე წლის წინ ბასილი მეორე ბულგართმჟლეტისგან იყო იავარქმნილი. ამით აგრძნობინებს ქართველებს,
რომ იმპერატორები იცვლებიან, მაგრამ პოლიტიკა და პრეტენზიები საქართველოს მიმართ არ იცვლება.

ტაოს შემდგომ თრიალეთს მოადგნენ ბიზანტიელნი, მაგრამ ლიპარიტ ბაღვაშმა აჩვენა მტკიცე მახვილის ძალა და
უკუაქცია.

პირისპირ ბრძოლის გარდა არც დივერსიას და გაერთიანების გზაზე დამდგარი ქვეყნის შიგნიდან გახლეჩის
მცდელობას თაკილობდა ბიზანტია. განზე გამხედვარ დიდებულებს რა გამოლევდა... არ სურდა ბევრს მეფის
მტკიცე ხელისუფლება. უკიდეგანო უფლებები ეზღუდებოდათ, ბიზანტიური ძღვენ-ტიტულებიც ხიბლავდათ. ასე
უგანეს მეფეს ვაჩე კარიჭის ძემ და ბანას ეპისკოპოსმა იოანემ, ჩანჩახა ფალელმა და არჯევან ჰოლოლას ძემ,
შავშეთის ერისთავმა და „უუმრავლესნმა აზნაურნმა ტაოსა“, ციხიანებმა და უციხოებმა...

მთლად უიმედოდაც არ იყო საქმე. საბედნიეროდ, არ დაშრეტილა და არც დაიშრიტება სამშობლოსადმი


ერთგულების უხილავი ენერგია. სასულიერო პირები დადგნენ საქართველოს სამხრეთი მიწა-წყლის დარაჯად _
სპეტაკნი სულით და შეუდრეკელნი ღონით _ ეპისკოპოსნი საბა მტბევარი და ეზრა ანჩელი. კიდევ ერთხელ
უკუაგდეს მტერი და დუშმანი სამხრეთიდან.

ჯვრისწერა მცირეწლოვანთა

საჭირო იყო სახელისუფლებო-დიპლომატიური ღონისძიებანი, რაც ითავა ბაგრატ მეოთხის დედამ, სახელოვანი
სენექერიმის (სომეხთა მეფის) ასულმა და საქართველოს დედოფალმა მარიამმა. ამ დროს კონსტანტინეპოლში
ახალი იმპერატორია _ რომანოზ მესამე. მას, კონსტანტინეპოლის პრეფექტ-ეპარქოსს, როგორც ხშირად ხდებოდა
ბიზანტიაში, შემთხვევით „მიართვეს“ ტახტი. კონსტანტინე მერვემ სიკვდილის წინ დაიბარა იგი და ერთ-ერთი
ქალიშვილის (მეფეს სამი შეუხედავი ასული ჰყავდა, სამივე გაუთხოვარი), ზოიას ხელი შესთავაზა. სხვა რა გზა
ჰქონდა რომანოზს, კანონიერ ცოლ-შვილს, შერისხვასა და ყველაფრის დაკარგვას უსახური ზოიას ქმრობა,
იმპერატორობა და დიდება არჩია.

სწორედ ამ რომანოზთან აწარმოა მოლაპარაკება კათალიკოს მელქისედეკის თანხლებით მარიამმა. ამჯერად


მშვიდობა ბიზანტიისათვის ხელსაყრელი აღმოჩნდა და ერთობისა და სიყვარულის ფიციც დაიდო ორ ქვეყანას
შორის. და რომ ეს ფიცი უფრო განმტკიცებულიყო, იმპერატორმა „მოსცა პატივი კურაპალატობისა და მოსცა
ცოლად ბაგრატისათვის დედოფალი ელენე“ - თავისივე ძმისშვილი.

საზღვარზევე შემოეგებნენ მაყრიონს ბაგრატი და ამალა მისი. ერთმანეთი გაიცნეს და გაიხარეს ბავშვებმა - 12-13
წლისანი იქნებოდნენ. ჯვრისწერაც გაიმართა ბანას დიდებულ მონასტერში. უჩვეულო და უმშვენიერესი სანახაობა
მოეწყო. ახალწამოჩიტული ნეფე-პატარძალიც ბედნიერები იყვნენ და ერთმანეთს შეხაროდნენ... სამწუხაროდ,
დიდხანს არ გაგრძელდა პატარების სიყვარული. დღენაკლული აღმოჩნდა ბერძენი დედოფალი და მოკლე ხანში
აღსერულა კიდეც. მცირეხნიანი „მეგობრობაც“ ორ ქვეყანას შორის ქიშპით შეიცვალა. მოგვიანებით სამოყვროდ
ქართველთა სამეფო კარი კავკასიონის იქით მეზობელ ოსებს დაუკავშირდა და ბაგრატ მეოთხემ ცოლად შეირთო
ელენეზე არანაკლებ მშვენიერი ბორენა, ასული მეფე ურდურესი.

სხვათა შორის, ოვსთა ასულებს დაადგეს თვალი ქართველმა მეფეებმა, მეტადრე ამ ეპოქაში. განთქმულნი იყვნენ
სილამაზით ამ ტომის ქალები. სტეპური სიმკაცრე შერწყმული იყო კავკასიურ მომხიბვლელობასთან. თუმცა
პოლიტიკაც არ უნდა დავივიწყოთ. ადრეფეოდალური სახელმწიფო ყალიბდებოდა ალან-ოსებში, ქართველთათვის
ხელსაყრელი იყო ძლიერ მოკავშირეს გაეკონტროლებინა დარიალის, იმავე დარიალანის ჩრდილო კარიბჭე. ოსი
ქალებისთვის კი მიმზიდველი, უფრო მეტიც, დიდი პატივი იყო კავკასიისა და წინააზის ერთ-ერთი უძველესი და
დიდი კულტურის მქონე ხალხის დედოფლობა.

ბაგრატის მამას, გიორგი პირველს მეორე ვაჟიც ჰყავდა „სხვა ცოლისაგან“ _ ოვსთა მეფის ასულ ალდესაგან _
დემეტრე. ახლა მისი გამოყენება სცადეს შინაურმა და გარეშე მტრებმა. მან კი ძლიერი მფარველი, ბიზანტია
ამოირჩია და როგორც ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრენე მოგვითხრობს, ერთგულების დასამტკიცებლად
ბიზანტიას ანაკოფია (ახალი ათონი), ეს უმტკიცესი ციხე „მიართვა“. მიიღო კიდევაც სანაცვლოდ მაგისტროსის
ტიტული.

კარგა ხანს გამოიყენეს ბიზანტიელებმა პლაცდარმად ანაკოფია. დიდი ბრძოლა დასჭირდათ ქართველებს, რომ
ბერძნებისათვის აქედან ფეხი ამოეკვეთათ.

მეფისა და ლიპარიტის ოცწლიანი ჩხუბი

მცირეხნიანი მშვიდობა ჩამოვარდა ბიზანტიასთან. ისარგებლა ამ „შესვენებით“ ბაგრატმა და განძა (განჯა)


დალაშქრა. სასტიკად დაამარცხა გადიდგულებული ფადლონ - ამირა განძისა. ამის შემდეგ კი იწყება ბრძოლა
თბილისისათვის. თითქმის ოთხი საუკუნე (!) იყო გასული მას შემდეგ, რაც არაბები დამკვიდრნენ ქართლის
უმთავრეს ქალაქში. სახალიფოს შესუსტების შემდეგ, მეცხრე საუკუნიდან დამოუკიდებელ პოლიტიკურ
ერთეულად, საამიროდ ჩამოყალიბდა თბილისი. მოსახლეობა უმეტესად ქართული იყო, მმართველნი - არაბნი და
სხვა ჯურის მუსლიმნი. ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქი და სავაჭრო ცენტრი იყო მახლობელ აღმოსავლეთში
თბილისი. ნაყოფიერ სანახებსა და ძლიერ ციხეებსაც ფლობდა ქვემო ქართლში. სწორედ ამ მამულებს დაადგა
თვალი ლიპარიტ ბაღვაშმა, უძლიერესმა დიდებულმა მაშინდელი საქართველოსი. 1032 წელს დიდებულ იოანე
აბაზას ძესთან ერთად გამოიტყუეს თბილისის ამირა ჯაფარ ალის ძე, დაატყვევეს და ბირთვისის ციხეც აიღეს.
ეჭვით შეხვდნენ სხვა დიდებულები ამირას შეპყრობას. ლიპარიტის გავლენა და მამულები კიდევ უფრო
იზრდებოდა და მეფისთვისაც საშიში ხდებოდა იგი. ამიტომაც დაყაბულდა ბაგრატი დიდებულების რჩევას და
გაათავისუფლა ამირა ჯაფარი. წყენა არ შეიმჩნია, მაგრამ გულში კი ჩაიდო ლიპარიტმა.

ხუთი წლის შემდეგ ლიპარიტმა კვლავ შემოარტყა ალყა თბილისს. ორი წელი გაგრძელდა გარემოცვა. ქალაქში
საშინელმა შიმშილმა დაისადგურა, მემატიანეთა ცნობით, სხვა რომ არა იშოვებოდა, „ერთი ლიტრა (სამასი გრამი)
ვირის ხორცი ხუთასი დრაჰმა ღირდა“. ამირას ტივები და ნავები გამზადებული ჰქონდა, რომ უჩუმრად
დაშვებულიყო მტკვარზე, მაგრამ კვლავ ბედმა გაუღიმა. ლიპარიტის გარეშე მოურიგდა მას ბაგრატი, ალყა მოხსნა
ქალაქს და სანაცვლოდ, მხოლოდ ბირთვისისა და ფარცხისის ციხეები დაიკავა. ამით საბოლოოდ გადაიმტერა
ბაღვაში და მათი უმაგალითო ქიშპი და მტრობა თითქმის ოცი წელი გაგრძელდა. ამ ხნის მანძილზე ვერაფერი
მოუხერხა მეფემ თავის ფეოდალს - წამქეზებელი და მხარდამჭერი ბიზანტია ჰყავდა ლიპარიტს. მაგრამ თავად
ლიპარიტ ბაღვაშიც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო საქართველოს ისტორიაში და დიდი სახელიც ჰქონდა
იმდროინდელ მეფე-სულთნებსა და მხედართმთავარ-დიდგვაროვნებს შორის. ერთად, ერთ ეპოქაში მოუწია ორ
დიდებულ პიროვნებასა და გამოჩენილ სარდალს მოღვაწეობა - საქართველოს გაერთიანებისთვის დაუცხრომელ
მებრძოლ ბაგრატ მეოთხეს და მის ურჩსა და დაუოკებელ ვასალს ლიპარიტ ბაღვაშს. დიდად დასანანი კი სწორედ
ის არის, რომ თავისი ნიჭი და უნარი ლიპარიტმა საქართველოს ძლიერებას კი არ შეალია, არამედ ცენტრალური
ხელისუფლების წინააღმდეგ უშეღავათო ბრძოლას.

მკვლევარები მანანა სანაძე და თამაზ ბერაძე გვაწვდიან უცხოელი მემატიანის საინტერესო ცნობებს, რაც ნათლად
ახასიათებს ლიპარიტ ბაღვაშის სახელსა და პიროვნებას. ლიპარიტი, ბიზანტიელებთან ერთად იბრძოდა წინა
აზიაში თურქ-სელჩუკებისა და მათი სულთნის, თოღრულ ბეგის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში 1048 წელს ტყვედ
ჩავარდა ლიპარიტი. ბიზანტიის კეისარმა კონსტანტინე მეცხრე მონომახმა სულთანს ნახევარ ტონაზე მეტი ოქრო
(რაც 400 ათასი დინარით გამოიხატებოდა) შესთავაზა თანამებრძოლის გამოსახსნელად. და აი, შუა საუკუნეების
რაინდული ურთიერთობის ღირსეული ნიმუში: თოღრულ ბეგმა იუკადრისა ასეთი გამოჩენილი მხედართმთავრის
სანაცვლოდ თანხის აღება და გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლა. კმაყოფილმა კეისარმა კი მართლაც მეფური
გულუხვობით გადაუხადა სამაგიერო თოღრულ ბეგს. არნახული ძღვენი გაუგზავნა (რომელზე უარის თქმაც
წარმოუდგენელი იყო მაშინ) _ 100 ფარჩისა და 500 სხვა სამოსი, 500 ცხენი, 200 ათასი დინარი (ანუ მეოთხედი
ტონა ოქრო), 100 ვერცხლის ზოდი, 300 საპალნე ცხენი, 300 ეგვიპტური სახედარი, 1000 თეთრბეწვა, შავთვალა და
შავრქიანი თხა, ხოლო შუამავალსა და საქმის მომრიგებელ იბნ მირვანს, დიარბექირ-ხლათ-მანაზკერტის გამგებელს
უძღვნა ათი მანი, ანუ 8.125 გრამი მუშკი - უძვირფასესი სურნელოვანი ნივთიერება, რომელიც ჩინეთიდან და
ტიბეტიდან შემოჰქონდათ.

ამ ფაქტის აღსანიშნავად კონსტანტინე მონომახმა კონსტანტინეპოლში, არაბი ხალიფა აბდ ალ-მალიქის ძმის,
სარდალ მასლამას მიერ მერვე საუკუნეში აგებული მეჩეთი აღადგინა!

ტყვეობიდან ასე სახელოვნად გათავისუფლებულმა ლიპარიტმა ისევ შეუტია ბაგრატ მეოთხეს.

მოუღლელად ებრძოდა ოცი წელი ლიპარიტ ბაღვაში ბაგრატ მეოთხეს, რამდენჯერმე დაამარცხა კიდეც, მაგრამ
ერთი რამ ფაქტია _ მეფობა გულშიც არ გაუვლია. ყოველთვის ჰყავდა მომზადებული თავისი ფავორიტი, რომლის
დასმასაც ცდილობდა მეფედ. ჯერ იყო და ბაგრატის ნახევარძმა დემეტრე ჰყავდა გამზადებული სამეფოდ, მერე
კიდევ უფლისწული, ბაგრატისვე ვაჟი, მცირეწლოვანი გიორგი...

კვლავ ერთიანობისთვის ბრძოლა

მეფე ბაგრატი ამასობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს დასახული მიზნისკენ, საქართველოს გაერთიანებისთვის.


მეთერთმეტე საუკუნის შუა ხანებში დადგა სომხეთის სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. ბოლო მეფე გაგიკ
მეორე 1045 წელს კონსტანტინეპოლში გაიწვიეს და იქ დაატყვევეს. როდესაც გაუჭირდებოდათ, სომხებს მაშინ
ახსენდებოდათ ძირძველი მეზობელი. ასე იყო ახლაც. მიიჩნიეს, რომ ქომაგად საქართველო დაუდგებოდათ. მით
უმეტეს, დედოფალი მარიამი სომეხთა სამეფო ტახტის ჩამომავალი იყო. ბაგრატმა ეს მიწვევა მიიღო, ბიზანტიას
რამდენიმე მხრიდან შეუტია და ერთი დრო ანისის სამეფო ტახტიც „მოსინჯა“ და იქ თავისი მეციხოვნეც ჩააყენა.
ამავე დროს ანაკოფიაში გადავიდა და თავისი ნახევარძმა დემეტრე კუთხეში მიიმწყვდია. ამ დროს ეახლნენ მეფეს
თბილისის ბერები, გამგებლები, ამირა ჯაფარის გარდაცვალება აუწყეს და ქალაქის დასაკავებლად მიიწვიეს.
ანაკოფიაში ერთგული სარდალი დატოვა და მსწრაფლ თბილისს მოაშურა. ეტყობა, ესწრაფოდა, თბილისი
ლიპარიტს არ დაეკავებინა. ზარ-ზეიმით შეხვდა თბილისი მეფეს: „მოეგებნეს ქალაქის ბერნი, დარბაზის ყმანი
ცხენოსანნი დიღმისა ველსა... მოართუნეს კლიტენი ქალაქისანი და შეიყვანეს საამიროსა დარბაზს“. მაგრამ ისანი
არ დაემორჩილა ბაგრატს და დიდი ბრძოლაც გაუმართა. კვლავ „ამოძრავდა“ ბიზანტია, ლიპარიტთან და ქვეყნის
სხვა შინა-მტრებთან ერთად ბაგრატ მეოთხეს ეს მნიშვნელოვანი წამოწყებანი ჩაუშალა. ანისიც დაკარგა და ვერც
თბილისი და ანაკოფია დაინარჩუნა მეფემ.

„საპატიო ტყვეები“
საბოლოოდ ისევ ბიზანტიას მიაკითხა საქმის მოსაგვარებლად დედასთან, მარიამთან ერთად, ბაგრატ მეოთხემ.
კონსტანტინეპოლში წასვლის წინ ტახტზე მცირეწლოვანი მემკვიდრე გიორგი დატოვა. სწორედაც მოიქცა, რადგან
მართალია, ბიზანტიაში ერთმანეთთან კი დააზავეს მეფე ბაგრატი და ვასალი მისი ლიპარიტი, მაგრამ მთელი სამი
წლის განმავლობაში კეისარმა მიხეილ მეექვსემ განზრახ არ გაუშვა მეფე საქართველოში. ფაქტობრივად, „საპატიო
ტყვედ“ ჰყავდა იგი 1057 წლამდე, როცა სამშობლოში დააბრუნა „დიდითა დიდებითა ნიჭითა და განძითა
მიუწვდომელითა“.

ახალი დაპირისპირება იყო მოსალოდნელი ქვეყნის შიგნით. ამას კი ვეღარ გაუძლებდა ფეხზე ახალდამდგარი
საქართველო. ამიტომაც იყო, რომ პატრიოტმა დიდგვაროვნებმა მესხი აზნაურის სულა კალმახელის მეთაურობით
შეიპყრეს ლიპარიტი და ვაჟი მისი ივანე და ბორკილგაყრილი მიჰგვარეს მეფეს ძვირფასი ტყვეები. ბაგრატმა ივანე
ბაღვაშს კლდეკარის საერისთავო ჩამოართვა და მხოლოდ საგვარეულო მამული, არგვეთი დაუტოვა. ლიპარიტი კი
ბერად აღიკვეცა ანტონის სახელით და მის მიერვე ანტიოქიის მახლობლად დაარსებული მონასტრიდან დასდო
ღვაწლი ქართულ მეცნიერებასა და კულტურას. 1060 წელს მიიცვალა, ანდერძის თანახმად ჩამოასვენეს და
დაკრძალეს „კაცხს, სამარხავსა მამათა მათთასა“.

თურქ-სელჩუკთა გამოჩენა

თითქოს დამშვიდდა საქართველო, ქვეყნის საბოლოო გაერთიანებაც არ არის შორეული საქმე. შინაური მტრებიც
ალაგმულნი არიან, ბიზანტიასთანაც ასე თუ ისე, მოგვარებულია ურთიერთობა... მაგრამ როდის ყოფილა, რომ
საქართველოსთვის დიდხანს გაგრძელებულიყო მშვიდობიანი ცხოვრება... თურქებია მორიგი სასჯელი ჩვენთვის!
თანაც ძალიან დიდი ხნით!

მეთერმეტე საუკუნის სამოციან წლებში პირველად გამოჩნდნენ საქართველოში თურქნი, სელჩუკთა მოდგმისა,
რომელნიც თავიანთი სამკვიდროდან, იმიერკასპიისპირეთიდან უკვე წინა აზიაში შემოხიზნულან. შემოხიზნულან
არა მშვიდობით, არამედ ხმლითა და სისხლით. წინ წამოუძღვა თოღრულ ბეგი - სელჩუკის შვილიშვილი.

ორი მძიმე ლაშქრობა მოაწყო თურქთა სულთანმა ალფ-არსლანმა. 1064 წელს თავისი ურდოებით თრიალეთ-
ჯავახეთი მოარბია, ხოლო 1068 წელს - აღმოსავლეთ საქართველო. ხარაჯას სთხოვდა ალფ-არსლანი ქართველთა
მეფეს, სამაგიეროდ, შერიგებასა და ზავს სთავაზობდა, მაგრამ იმ წელს უჩვეულო ყინვებისაგან მეტად შეწუხებული
პასუხს აღარ დაელოდა, აიყარა და თავისი სამკვიდროსკენ იქცია პირი.

უძლეველ თურქ-სელჩუკთა მრისხანე სულთნის ალფ-არსლანის წინააღმდეგ ბრძოლა ფაქტობრივად ბაგრატ


მეოთხის გამარჯვებით დასრულდა. იგი ისე გარდაიცვალა, რომ არც დამარცხება უღიარებია და არც ხარკის
გადახდა უკისრია თურქთათვის.

მიიცვალა საქართველოს გაერთიანებისათვის დაუცხრომელი მეფე ბაგრატ მეოთხე 1072 წელს, 24 ნოემბერს. მეფე,
რომელიც 9 წლისა ავიდა სამეფო ტახტზე, 45 წელი იმეფა და 54 წლისა აღესრულა. და მემატიანის სიტყვით იყო
„სახით უმშვენიერესი ყოველთა კაცთასა. სრული სიბრძნითა, ფილოსოფოსი ენითა, სვიანი ბედითა... მოწყალე
ცოდვილთათვის“.

განილია მეფობა ბაგრატ მეოთხესი, რომელმაც იმიტომაც ვერ დატოვა შთამომავლობაში განსაკუთრებული
შარავანდედით მოსილი სახელი, რომ ჯერ აუწყობელ ქვეყანაში სოციალური და ეკონომუკური მდგომარება
ხალხისა მძიმე იყო. ასე იყო მაშინ და ახლაც ასეა _ რთულია ყველა იმ ქვეყნის მდგომარეობა, ვინც იწყებს და
ახორციელებს სახელმწიფოს გაერთიანებას თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს კი ისეთი საქმეა,
რომლის სასიკეთო შედეგები, სოციალურად და ეკონომიკურადაც, მაშინვე არ ჩანს...

(ისტორიული წყაროების მიხედვით მოამზადა ნოდარ შოშიტაშვილმა)


ის რა ერია, რომელსაც მეფე არ ჰყავს
არქიმინდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) ჰყვება თავის ერისკაცობის დროინდელ ამბავს: ,,სიონის ტაძარში ერთ-ერთი
მღვდელთავარი აღავლენდა წმინდა მეფე თამარის სავედრებელ პარაკლისს. ამ დროს შემობრძანდა მამა გაბრიელი
(ურგებაძე). აშკარად ვიგრძენი, რაღაც დიდი მადლი შემოვიდა ტაძარში. იგი მღვდელმთავრის გვერდით დადგა.
ტაძარში მყოფთ თვალი მოავლო. ეტყობა, წმინდანის მიმართ მოწიწება ვერ დაინახა. ავიდა ამბიონზე და მრევლს
შესძახა: ,,დაიჩოქეთ, როგორ დგახართ ამხელა წმინდანის წინაშე სავედრებელი პარაკლისის დროს!’’ მრევლმა
მაშინვე დაიჩოქა, თვითონაც მუხლებზე დაეცა, ტიროდა და გოდებდა: ,,გიშრისფერი გაშლილი თმით, ფეხშიშველი
მიუძღოდა ჯარს წინ. მარხულობდა, დღედაღამ ლოცულობდა, რომ გაემარჯვებინა მტერზე’’. თითოეულმა
ჩვენგანმა შევიგრძენით, რამხელა მოწიწებით უნდა გველოცა წმინდა თამარ მეფეზე. ,,თქვე წუწურაქებო, მუხლის
მოდრეკაც არ გინდათ!’’ - შემოგვძახა. მამა გაბრიელი კიდევ დიდხანს გოდებდა, შემდეგ წამოდგა, აღასრულა დიდი
მეტანია და ემთხვია წმინდანის ხატს. მრევლმა საოცარ სიჩუმეში განსაკუთრებული მოწიწებით გაიმეორა იგივე’’.

***

მამა გაბრიელი (ურგებაძე) ბრძანებდა: ,,საქართველო აღსდგება, როგორც ლაზარე. სკიპტრა სკიპტრაა და სანამ
საქართველოს გვირგვინოსანი მეფე არ ეყოლება, არაფერი გამოვა. საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს,
გვირგვინოსანი ბაგრატიონი. ის რა ერია, რომელსაც მეფე არ ჰყავს?’’

***

სამშობლოსა და სარწმუნოების სიწმინდისათვის ნაბრძოლო მეფე თეიმურაზ II ბედის უკუღმართობით რუსეთში


გარდაიცვალა. 1762 წელს იგი ასტრახანში დაკრძალეს მეფე ვახტანგ VI-ის გვერდით. 1971 წელს ღვთისმშობლის
მიძინების ტაძარში, სადაც მაშინ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იყო, პირველი სართულის მოწყობა გადაწყდა.
სწორედ აქ განისვენებდნენ ქართველი მეფეები. ამიტომაც საჭირო გახდა, აკლდამები გაეხსნათ და მეფეთა ნეშტები
ახალ ადგილას გადაეტანათ. თბილისიდან წავიდა სპეციალისტთა ჯგუფი. გახსნეს აკლდამა. მეფე თეიმურაზ II-ის
სხეული უხრწნელი აღმოჩნდა. 211 წლის შემდეგ ნეშტს შემხმარ კანზე შერჩენილი ჰქონდა მოკლე და ჭაღარა
წვერი, ულვაშები, შეთხელებული თმა, წარბები, შემორჩენილი იყო მისი სამეფო სამოსიც. ამბობენ, აკლდამის
გახსნისას ირგვლივ საოცარი კეთილსურნელება დატრიალდაო.

***

ძველად ამბობდნენ: მეფე ერეკლე და თამარ მეფე ცოცხლები არიან ღმერთთან და როცა საქართველოს
გაუჭირდება, მოეშველებიანო. მირონი მეფე ერეკლეს ძვლებს ჩამოსდისო, ერეკლემ ხმალი წინ დაიდვის და ისევ
თავისთავად შამაერტყისო. ერეკლე როცა ლოცვაზე დადგებოდა, ხმალს მზის შუქზე დაჰკიდებდა ხოლმე და
ლოცვას როცა გაათავებდა, სხივიდგან ისევ აიღებდა ხმალსაო. ,,დიდგულა’’ იყო ქართველი გლეხი მეფე
ერეკლესთან. ყრმობაში თანშეზრდილ იმედა რაზიკაშვილს უთქვამს მისთვის: ,,ორი შენი თქვი, მეფევ, მესამე კი
ჩემი გაიგონეო’’.

ერთხელ ერთ გლეხს ქურდებმა საძოვრიდან საქონელი მოჰპარეს. იჯდა და ტიროდა. ამ დროს თავს მეფე ერეკლე
წაადგა. ტირილის მიზეზი ჰკითხა. მეძინა და ქურდებმა საქონელი მომპარესო. ეგ როგორ დაგემართაო, -
უსაყვედურია მეფეს. მე მეგონა, მეფე ერეკლე ფხიზლობდაო, - უთქვამს გლეხს.

მეფე ერეკლესა და ინგილო ქალის ამბავი ყველასთვის ცნობილია, ხოლო თუში დარაჯისა კი ბევრმა შეიძლება არც
იცოდეს.

ერთი თუში იდგა დარაჯად ერეკლეს სასახლეში. საღამოს ბინდბუნდზე მეფე სასახლეში შესვლას აპირებდა. თუშმა
ვერ იცნო და შესძახა, - ვინა ხარო. მეფემ არაფერი უპასუხა. თუში დაეწია და სილა გააწნა. მაშინ ერეკლემ
უთხრა: ,,რას შვრები, ბრიყვო, შენს მეფეს რადა სცემ?!’’ შეშინებული თუში სასტიკ სასჯელს ელოდა. ერეკლემ
მხარზე ხელი დაადო და უთხრა: - ყოჩაღ, თუშო, ეგრე ფრთხილად უყურადე მეფის სასახლესო.
მეფე ერეკლეს ხლებოდა ერთი ღარიბი მოხუცებული დედაკაცი და მოწყალება ეთხოვნა.

- სხვისა მამაო და ჩემო მამინაცვალო, ერთხელ ჩემსკენაც მოიხედეო, - უხუმრია დედაკაცს.

- რა არი, ამოდენა ხანია სულ მოწყალებაზედ დადიხარო, - ებრძანებინა ხუმრობითვე მეფეს, - განა შვილები არ
გყავსო.

- მაშ, რის დედაკაცი ვიქნები, რომ შენთვის ყმა არ გამეზარდოს, შვიდი შვილი გაგიზარდეო.

- არა გრცხვენია, დედი, შვიდი შვილის პატრონი ხარ და საგლახაოდ დაიარებიო.

- ვიშ, შენი კვნესამე, ნეტავი ერთი მყვანდეს და შენისთანაო.

ადამ ბობღიაშვილმა მეფე ერეკლეს ჯარში თავისი თორმეტი ვაჟი გაგზავნა. თერთმეტი ომში დაეხოცა. შინ
დაბრუნებული მეთორმეტე უკანვე გააბრუნა, - წადი, შენს ძმებს მიჰბაძეო. უშვილოდ დარჩენილ ბობღიაშვილს
იმდენად ჰყვარებია მეფე, რომ გადაწყვიტა, სიბერეში ცოლი მოეყვანა და კიდევ ერთი გმირი დაეტოვებინა
სამშობლოსათვის. მართლაც აღისრულა წადილი და კიდევ უშვა ორი ვაჟი.

***

ტორმასოვმა მოტყუებით შეიპყრო წმინდა მეფე სოლომონ II და თბილისში ჩამოიყვანა. მაგრამ რა დალევდა მეფის
ერთგულ ქართველებს. ქაიხოსრო წერეთელმა მოისყიდა ერთი იმერელი დარაჯი, რომელიც შევიდა ტყვე
მეფესთან, შემოსა თავისი სამოსი, ღვინით ტიკჭორა აჰკიდა და წინ წარიმძღვანა. მეფის კარავში კი მეფის
ქვეშაგებში ჩაწვა, რათა ყარაულებს ეჭვი არ შეჰპარვოდათ. მეორე დღესღა გაიგეს მეფის გაპარვის ამბავი.
გუბერნატორმა მეფის მეჯინიბეს ჰკითხა, მეფე როგორ გაიპარაო. მეჯინიბემ უპასუხა: - აჰა, მეფის ცხენი, რომელიც
მე მებარა, მეფე კი შენ გებარა და რა უყავიო. გუბერნატორმა შეატყობინა ტორმასოვს. გუბერნატორის, გვარად
ახვერდოვის, შესმენით ტორმასოვმა შეიპყრო პოლიცმაისტერი დავით გოსტაშაბიშვილი, ნინია სუბატიშვილი,
მაქსიმე პენტელაშვილი, გოგია იმერელი, აზნაური ფალავანდიშვილი, გორელი სომეხი იოანე. დავითი და ნინია
ფარეშთან ერთად პერმში სალდათად გაგზავნეს - იქ დაიხოცნენ. დანარჩენი სამი კი თოფით დახვრიტეს
თბილისში, ავლაბრის რიყეზე და ხოჯა მელიქის საყდრის გასწვრივ მინდორზე დაკრძალეს. თან ყარაული
მიუჩინეს, ქართველებს ცხედარი რომ არ მოეპარათ. შუაღამისას მათ საფლავებს ზეითგან ნათელი დაადგა,
შეშინებული მცველები მუხლებზე დაეცნენ და თაყვანი სცეს მათ. ტორმასოვიც ძლიერ შეშინდა და თავისი ხალხი
გააფრთხილა, - არავისთვის ეთქვათ ეს, თუმცა ტფილისელებმა შეიტყვეს და ადიდებდნენ ღმერთს.

***

ერთხელ წმინდა გრიგოლ ხანძთელმა ბაგრატ კურაპალატის წინაშე ღირსი მამა საბა იშხნელი ახსენა და მასზე
მოუთხრო. მეფეს საოცრად მოუნდა მისი ნახვა, სასწრაფოდ დაწერა წერილი, დიდებულებს ღირს საბასთან გაატანა
და პატივით მოსვლა სთხოვა. მივლინებულებმა კურაპალატს ამბავი მოუტანეს: ღვთის კაცს მოსვლა არ უნდაო.
მიხვდა ბაგრატი თავის შეცდომას და ახლა წმინდა გრიგოლს სთხოვა წერილის მიწერა. თვითონაც მისწერა სხვა
შინაარსის წერილი. ღირსი საბა ახლა კი დაემორჩილა კურაპალატის ბრძანებას, უფრო კი მამა გრიგოლისას. დიდი
პატივით მიიღო მეფემ წმინდა საბა, დასხდნენ სასაუბროდ. მეფემ ჰკითხა: ,,ჯერ არს ხელმწიფეთა მორჩილება,
პირველად რომ დაგიბარე, რატომ არ მოხვედი?’’ საბამ უპასუხა: ,,დიდებულო მეფეო, შენ ქვეყანისა ხელმწიფე ხარ,
ხოლო ქრისტე - ზეცისა და ქვეყანისა და ქვესკნელთაი; შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე ყოველთა
დაბადებულთა, შენ ამ წარმავალი ჟამის მეფე ხარ, ხოლო ქრისტე საუკუნო მეფეა და სრული ჰგიეს უცვალებელი,
უჟამო, დაუსაბამო, დაუსრულებელი მეუფე ანგელოზთა და კაცთა, და შენზე მეტად მისი სიტყვების მოსმენა
მმართებს, რომელმაც ბრძანა, ვითარმედ - ვერვის ხელეწიფების მონება ორთა უფალთა. არამედ ძმისა და
მოძღვრისა ჩემისა გრიგოლის სიტყვით მოვედი შენ წინაშე’’.

***
მეფე ერეკლეს 21 შვილი ჰყავდა. ვაჟების უმეტესობას მეფობა უნდოდა, ამაში ხელს უწყობდათ მეფის ანდერძი,
რომლის მიხედვითაც შვილებს რიგრიგობით უნდა ემეფათ. ყმები აუჯანყდნენ კიდეც მეფე გიორგის, რომელმაც
უსისხლოდ ჩაახშო აჯანყება. მოჯანყეთა შორის იყო მეფის ძე ფარნაოზი, რომელმაც ბეჭედიც კი დაამზადებინა
წარწერით: ,,მეფე ფარნაოზ’’. 1803 წელს რუსეთში გადასახლებული ბატონიშვილები განიხილავდნენ მეფობის
დაკარგვის მიზეზებს და უმეტეს ბრალს უმცროს ფარნაოზს სდებდნენ. ,,დამცველად’’ მას მეფე გიორგის სიმამრი
გამოუჩნდა, რომელმაც თქვა: ,,რას ჩააცივდით ფარნაოზს? რა ბრალსა სდებთ? ფარნაოზი ამას იტყოდა ხოლმე:
მამაჩემის ანდერძით ხომ ოდესმე უნდა ვიმეფო. ჰოდა, ჩემი წილი მეფობა ახლა მინდაო!’’ - ,,ესრეთ სიცილით
მოიგონებდნენ საქმეთა წარსულისათა ქართველნი და მხიარულებითა განაზავებდნენ მეფობისა ღირსებათა
თვისთა და პატივის დაკარგვის სიმწარესა’’.

მეფე გიორგი XII-ის ვაჟი დავითი სიყმაწვილეში ვოლტერით ძალზე იყო გატაცებული, რაც დიდ ტკივილს აყენებდა
მამამისს. ამბობდა: ,,ღმერთო და მაცხოვარო ჩემო, შენ აპატიე შვილსა ჩემსა დავითს დანაშაული მისი. ნუ ჰკითხავ
მას. შენ მოაქციე ჭეშმარიტსა გზაზე და დაამკვიდრე შენსა სიყვარულზედ. ამინ. რა იქნება მეფე არამორწმუნე
ქრისტესი, მოძულე ღვთის დედისა, წმინდათა და წამებულთა. ვაი შენსა მეფე გიორგის...’’

***

მეფე ბასილს ესმა სასწაულნი, რაც წმინდა ილარიონ ქართველის მიერ იქმნებოდა თესალონიკეს. გაიგო ისიც, რომ
წმინდა ილარიონს სამი მოწაფე დარჩენოდა, რომლებიც იმ დროს ხანდაზმულნი იყვნენ, მოაყვანინა თავისთან და
უთხრა: კონსტანტინოპოლში ნებისმიერი მონასტერი აირჩიეთ და იქ დასახლდითო. მაგრამ ქართველებმა სხვა
მონასტერში შესვლაზე უარი განაცხადეს, - უკეთუ გნებავს, სადმე უდაბნო ეკლესია აგვიშენე, სადაც შენი
მეფობისათვის ვილოცებთო.

მონახეს ერთი მშვენიერი ადგილი და მეფეს შეატყობინეს. ,,მაშინ მოვიდა მეფე ერითურთ და მოაქვნდათ ქვა თვით
მეფესა და ყოველსა ერსა მისთანა’’. ეკლესია და მონასტერი შვიდ თვეში აშენდა. მეფემ ტაძარი განამშვენა, ოქრო-
ვერცხლი, მეტოქნი და ტყეები შესწირა, მონასტერი ქართველებს გადასცა და უთხრა, - რაც გინდათ, ის მთხოვეთო
და იცით, რა სთხოვეს ქართველებმა?! - ,,ვითხოვთ შენგან, რათა ყოველი უსამართლობა აღმოფხვრა შენს სამეფოში,
რათა არ განრისხდეს შენზე უფალი და ფუჭი არ იქნეს შენ მიერ ჩვენ მიმართ გაწეული სიკეთეო’’.

ამის შემდგომად ექვთიმე შეყენებულმა მოსწერა მეფეს: ვიხილე საკირეში ანთებული ცეცხლი, საშინელი კვამლი და
მესმა: - ეს არის ბასილი მეფის ცოდვანი. და მე ვკითხე: - ვის შეუძლია მისი ჩაქრობა? - მის ცრემლსა და კეთილ
საქმეებს. მაშინ მოიტანეს შენი კეთილი საქმეები, ჩაყარეს ცეცხლში და გაანელა დიდი წვალებით. მერე კვლავ
მესმა: - მოიტანეთ უცხოთშეწყნარება. მოიტანეს პატარა ხორბლის მარცვლის მსგავსი, ჩააგდეს ცეცხლში და მან
სრულიად დაშრიტა.

ამის მერე, მეფის ბრძანებით, წმინდა ილარიონ ქართველის ნაწილები გადმოასვენეს კონსტანტინოპოლში და
ბოლოს ჰრომანას ქართველთა მონასტერში დააბრძანეს.

***

დაუდგა მეფე მირიანს აღსასრულის ჟამი. მოიხმო თავისი ვაჟი ბაქარი, ქრისტეს სარწმუნოების ერთგულებისკენ
მოუწოდა. მერე კი მოაბრძანებინა წმინდა ნინოს ჯვარი, ჩამოკიდა სამეფო გვირგვინი ჯვარზე. მერე ბაქარს
გამოსახა თავზე ჯვრის ნიში. აიღო ჯვრიდან გვირგვინი და დაადგა თავზე. ასე იკურთხა ბაქარის მეფობა წმინდა
ნინოს ჯვრის მადლით.

***

მაჰმადიანი ქართველები უამბობდნენ ზაქარია ჭიჭინაძეს: ერთ საღამოს თამარ მეფე კარჩხალის მთაზე თავის
კოშკში იყო და იქიდან იყურებოდა. ევფრატის ეკლესიის გვერდით საუცხოო, ბრწყინვალე ცეცხლის შუქი დაინახა.
მივიდა იმ ადგილზე და ეკლესია ნახა, სადაც ცეცხლი იხილა. ეკლესია დიდად არ მოეწონა და ამ დღის
აღსანიშნავად ხერთვისში ერთი ტაძრის აშენება ბრძანა. მუშებმა სამუშაო იარაღი რამდენჯერმე შორს, ევფრატის
ეკლესიის გვერდით ნახეს დაწყობილი, წავიდნენ და თამარ მეფეს მოახსენეს. მან ბრძანა: - თავი დაანებეთ
ხერთვისში ეკლესიის შენებას, დარჩეს ისევ ისე ევფრატის ეკლესია ამ ხეობის მცხოვრებ ქართველთა
დედაეკლესიადო.

წმინდა მეფეს საყდარი შეუმკია დიდი განძეულით. გავიდა მრავალი წელი და ოსმალებმა დაიპყრეს იქაურობა. მათ
ეკლესიების ნგრევა დაიწყეს. ქართველებს უთხოვიათ და მათ ევფრატის ეკლესია არ დაუნგრევიათ, მაგრამ მერე
უბრძანებიათ, - თქვენვე დაანგრიეთო. ,,ვინც მას წერაქვს და ბარს დაჰკრავს, მაშინვე ხელები მოსწყდება და
გაქვავდება. კარჩხალი და ,,პაწა-მთა’’ იწივლებს, იქ ქართველი დევები მარხია, თამარ მეფის
საფლავიც ,,თავკალოზეა’’ (კარჩხალის მთაზე). ისინი აღდგებიან და ჩამოვლენ ჩვენს შესარცხვენადო’’, -
დაუფიცებია ხალხს. მტერი ძალას ატანდა, აწამებდა ქართველთ, ბევრმა თავიც კი მოიკლა, ოღონდ ევფრატისთვის
ხელი არ ეხლო. ბოლოს ესღა სთხოვეს: შევასრულებთ თქვენ ბრძანებას, ოღონდ ნება მოგვეცით, ეკლესიის
მარჯვენა კედლის ნაწილი არ დავაქციოთ, სადაც ჩვენს მამებს გამჩენი ღმერთის საკვირველება უნახავთო.
დაუქცევიათ ევფრატი, ის კედელი კი დაუტოვებიათ, სადაც თამარ მეფეს ნათლის შუქი დაუნახავს. ,,ეს კედელი
დღევანდლამდე დგას დაურღვეველიო’’- ბრძანებს ზაქარია ჭიჭინაძე.

მოამზადა კახა კენკიშვილმა

ორი იმპერატორი ნაპოლეონი, რომელთაც გამოიგონეს იტალია


ოლეს ბუზინა
ლანგობარდების რკინის გვირგვინი - დაადგეს თავზე ნაპოლეონს, როგორც იტალიის
პირველ მეფეს

ნაპოლეონის 40 ლირა - ამ მონეტაზე პირველად გამოჩნდა სიტყვები : „იტალიის


სამეფო“.

(ნაპოლეონ III - მ ფრანგი ჯარისკაცების სისხლით გადაიხადა გარდაცვლილი ბიძის


იტალიური პროექტის საფასური)

(კავურიმ - გამოიგონა იტალია, როგორც ბიზნეს-პროექტი, რათა სალაროს


დაჰპატრონებოდა)

არსებობს გამოთქმა - ნაპოლეონის გეგმა. თანამედროვე იტალია - ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია რეალურად
ხორცშესხმული ნაპოლეონის გეგმისა.

იტალიაში უყვართ მეფე ემანუელისათვის ძეგლების დადგმა. ოფიციალურად ის არის ქვეყნის გამაერთიანებელი.
გრაფ კავურთან და გარიბალდისთან ერთად ეს მეფე - ეროვნული მითის სამ გმირთაგან ერთ-ერთია. მითს აქვს
იტალიურად მჭექარე სახელწოდება - „რისორჯიმენტო“. თარგმანში ეს ნიშნავს აღდგინებას. თუკი ამ ზღაპარს
უბრალო ფორმულამდე დავიყვანთ, იგი ასე გამოიყურება: XIX საუკუნეში იტალია გმინავდა უცხოელ დამპყრობთა
უღელქვეშ და იტალიელები ოცნებობდნენ განთავისუფლებაზე და ერთიანი ქვეყნის შექმნაზე - მის აღდგინებაზე.
გამოჩნდა მამაცი მეფე ვიქტორ ემანუელი და ბრძენი პრემიერ-მინისტრის - გრაფ კავურის დახმარებით
გაანთავისუფლა ქვეყანა ავსტრიელთა ბატონობისაგან. იდიდე, აღორძინებულო იტალიავ!

ჩვენს ვარიანტში ამ პოლიტიკურმა ზღაპარმა წარმოშვა მითი „უკრაინელი პიემონტის“ შესახებ, რომელსაც
გალიჩინაში მიაგნო პროფესორმა გრუშევსკიმ. მაგრამ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ პირველი ადამიანი,
ვინც რუკაზე1861 წელს იტალიის სამეფო დახატა, იყო არა ვიქტორ ემანუელი, არამედ - ნაპოლეონ ბონაპარტე,
1805 წელს. იგი იყო სწორედ იტალიის პირველი მეფე, ხოლო ვიქტორ ემანუელის დროს ყველაზე მეტი სისხლი ამ
ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის დაღვარეს არა იტალიელებმა, არამედ...ფრანგებმა.

ჩვენი წერილი ეძღვნება ერის შექმნის ტექნოლოგიას და ნაციონალურ მითოლოგიას. ის, რაც ამჟამად ხდება
უკრაინაში, უნიკალური მოვლენა არ გახლავთ - ოდენ უკანასკნელი პროცესის სუსტი ტალღაა, რომელიც თავის
დროზე დიდი ფრანგული რევოლუციის ეპოქაში დაიძრა ევროპაში. ეროვნებათა შემქმნელნი დასავლეთში
ცრუობდნენ ჩვენს დამოუკიდებლობის „მამებზე“ არანაკლებად. მაგრამ პარალელები იტალიასა და უკრაინას შორის
განსაკუთრებულად შთამბეჭდავია, რადგან ერთიცა და მეორე ქვეყანაც ფაქტობრივად არაფრისაგან შექმნეს -
„აღადგინეს“ ის, რაც არასდროს ყოფილა.

„უნდა შევქმნათ იტალიელები“. არსებობს იმავე გრაფ კამილო დი კავურის 1861 წელს წარმოთქმული ცნობილი
ფრაზა: „იტალია უკვე შევქმენით, ახლა საჭიროა იტალიელების შექმნა“. უკრაინელი პოლიტიკოსებისაგან
განსხვავებით, კავური მხიარული ჯეელი გახლდათ - ღვინისა და ქალების მოყვარული, და განსაკუთრებული
მიზეზის გარეშე არ ცრუობდა; ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავს არ იტყუებდა. XIX საუკუნის დასაწყისამდე
იტალია მხოლოდ გეოგრაფიული ცნებაა. დანტე და ბენვენუტო ჩელინი თავს ფლორენციელებად თვლიდნენ,
კაზანოვა - ვენეციელად, კოლუმბი - გენუელად. არცერთი მათგანი თავს იტალიელად არ ცნობდა. რა უნდა
ყოფილიყო საერთო ვენეციელსა და გენუელს შორის, თუკი ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ და ყველაზე
მეტად სძაგდათ ერთმანეთი? სასტიკი ომები გენუასა და ვენეციას შორის - ეს არის შუა საუკუნეების მთავარი
კონფლიქტი იტალიაში. აღმოსავლეთში მოგზაურობის წიგნი ვენეციელმა მარკო პოლომ გენუის ციხეში დაწერა. არ
არსებობდა ერთიანი ლიტერატურული ენა. მემუარები, რომლებმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანეს, კაზანოვამ
ფრანგულ ენაზე შექმნა. მისი თანამემამულე, ცნობილი ეროტიკული პოეტი ბაფო თავის ნაწარმოებებს ქმნიდა
ვენეციურ ენაზე. ნებისმიერი ფილოლოგისათვის ცნობილია დანტეს სიტყვები: „იამაყე ფიორენცა, დიდებით!..
თვით შენი ჯოჯოხეთიც სიდიადით არის მოსილი...“
და არცერთი სიტყვა იტალიაზე! დანტესათვის სამშობლო ეს არის ფლორენცია, ფიორენცა. მას თავის გონებაში
მიმართავდა იგი, საკუთარი ქალაქიდან განდევნილი, როგორც გერმანელი იმპერატორის მომხრე დამარცხებული
გიბელინების პარტიის წარმომადგენელი. დანტე მიიჩნევდა: ერთი ღმერთია ცაზე, ესე იგი ერთი მეფე უნდა იყოს
დედამიწაზეც. ხოლო ტრაქტატ „მონარქიაში“, სადაც ის თავის აზრებს გადმოსცემს, პოეტი მიმართავს „იტალიის
ხალხებს“ და არა ხალხს.

ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე 1796 წელს იტალიაში არ შეიჭრა კორსიკული წარმოშობის ფრანგი გენერალი
ნაპოლეონ ბონაპარტე. ჯერ კიდევ მისი შეჭრის კვირაძალზე იტალიაში არსებობდა ბევრი ქვეყანა: ნეაპოლიტანური
სამეფო, რომელსაც თანამედროვე იტალიის თითქმის ნახევარი ეკავა; სარდინიის სამეფო, რამდენიმე საჰერცოგო -
მოდენა, პარმა, ტოსკანა; პაპის ოლქი, დედაქალაქით რომში და ორი რესპუბლიკა - გენუა და ვენეცია.

მთელი ეს ცუდად დებული სიკეთე ბონაპარტემ დაიპყრო რამდენიმე თვეში, ხოლო შემდეგ ნანგრევებზე შექმნა
იტალიის რესპუბლიკა, რათა უფრო იოლად ემართა დაპყრობილი ტერიტორიები. იმ დროისათვის ახალგაზრდა
ავანტიურისტი ჯერ კიდევ რესპუბლიკელი იყო. მაგრამ 1805 წელს საკუთარი თავი გამოაცხადა იმპერატორად,
ხოლო იტალიური რესპუბლიკა - იტალიის სამეფოდ. იტალიის მეფედ, რაღა თქმა უნდა, დანიშნა საკუთარი თავი,
დაიდგა თავზე ლანგობარდების რკინის გვირგვინი. ეს გვირგვინი ეკუთვნოდა შუა საუკუნეების გერმანული
ტომის წინამძღოლთ, რომლებმაც ჩვენი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში დაიპყრეს იტალია. გვირგვინი
სინამდვილეში ოქროსია. მაგრამ შიგნიდან, პერიმეტრის გაყოლებაზე გასდევს მორკალული რკინის ლურსმანი,
რომელიც თითქოსდა იმ ჯვრიდან უნდა იყოს წამოღებული, რომელზეც გაიკრა მაცხოვარი. აქედან წარმოდგება
დასახელებაც.
როგორც იტალიის მეფეს, ნაპოლეონს გვირგვინი დაედგა 1805 წელს მილანში. მან გამოუშვა 40 ლირის
ღირებულების ძალიან ლამაზი ოქროს მონეტები. ერთ მხარეს ეწერა „იმპერატორი ნაპოლეონი“, ხოლო მეორე
მხარეს - „იტალიის სამეფო“. მანვე დაადგინა ამ სახელმწიფოს დროშა, რომლის ფერები ემთხვევა დღევანდელი
იტალიის სახელმწიფო ალამს - მწვანე, თეთრი და წითელი. იოლი შესამჩნევია, რომ ეს დროშა ძალიან ჰგავს
ფრანგულ დროშას - ოღონდ ცისფერია მწვანეთი შეცვლილი. ასე აჩუქა ნაპოლეონმა იტალიას სახელმწიფო და
მთავარი სიმბოლო.
მაგრამ ქვეყნის გამუდმებით მართვა იტალიის პირველ მეფეს არ შეეძლო. ის ხომ იმავდროულად საფრანგეთის
იმპერატორი იყო. ამიტომაც სახელმწიფოს მეთაურის პასუხისმგებლობა ვიცე-ხელმწიფის ტიტულით დააკისრა
ევგენი ბოგარნეს - საკუთარი ცოლის, ჟოზეფინას ვაჟს პირველი ქორწინებიდან. ნაპოლეონი ხომ საერთოდაც
ოცნებობდა გაერთიანებულ ევროპაზე, სადაც მმართველები იქნებოდნენ ის, მისი ნათესავები და მისი გენერლები.

მასალა პიცისათვის. მაგრამ ევროპის გაერთიანება არ გამოვიდა. იგი გაიყინა რუსეთის თოვლში ზუსტად შვიდი
წლის შემდეგ, იქ, საითკენაც მოუხდათ მსვლელობა იმპერატორის მიერ შექმნილ პირველ „იტალიელებსაც“: 27
ათასი კაცი იღებდა მოსკოვზე ლაშქრობაში მონაწილეობას, საიდანაც დაბრუნდა მხოლოდ ყოველი ოცდამეშვიდე -
მხოლოდ ათასი დატილიანებული სასწაულებრივად გადარჩენილი გმირი - გენეტიკური მასალა
გამრავლებისათვის, რომელმაც გამოცდას გაუძლო ბუნებრივი გადარჩევის გზით. „არ შეიძლება უარვყოთ, რომ
ნაპოლეონი სიმპათიას გამოხატავდა იტალიელთა მიმართ იმ ბუნდოვანი რასობრივი ერთობის გამო, რომლის
მოქმედებაც განსაკუთრებული ძალით ვლინდებოდა ყოველჟამს, როდესაც ის იმყოფებოდა მათ ქვეყანაში და
უშუალო ურთიერთობაში შედიოდა მათთან“ - წერდნენ „XIX საუკუნის ისტორიაში“ ფრანგი პროფესორები ლავისი
და რამბო. ან როგორ შეიძლებოდა ნაპოლეონს არ გამოეხატა სიმპათია? აკი მან გამოიგონა იტალიელები!

თუმცა, იტალიის პირველი მეფე არ უარყოფდა ნახევარკუნძულზე სხვა ხალხების არსებობას. პიემონტელებზე
ახლო დაკვირვებისას მან გადაწყვიტა, რომ ესენი იყვნენ არა იტალიელები, არამედ ფრანგები და მიუერთა ისინი
საფრანგეთს უშუალოდ - პიემონტელთა ენა დღესაც კი გაცილებით მსგავსია ფრანგულის, ვიდრე იტალიურის.
სამხრეთში კი მან დატოვა ნეაპოლიტანური სამეფო და იქ მეფედ დასვა თავისი მეგობარი მიურატი - უბრალო
მიკიტნის შვილი ტულუზიდან: ჩათვალა, რომ ამ მაფიოზებისათვის გაცილებით ორგანული იქნებოდა მისი ყოლა,
თვინიერ ბურბონების დინასტიის კანონიერი მეფის - ფერდინანდისა. მიურატი დაჯდა ტახტზე, ფერდინანდი
გაიქცა სიცილიაში. იქ მას ჰქონდა კიდევ ერთი სიცილიური სამეფო, სადაც ტრაფალგარში განადგურებული
ფლოტის არარსებობის გამო, იმპერატორი ვერ მიაწვდენდა ხელს.

მარიონეტულმა ნაპოლეონის იტალიამ გასტანა 1815 წლამდე, სანამ მისმა შემქმნელმა არ წააგო ომი ვატერლოოში
და არ დაემკვიდრა წმიდა ელენეს კუნძულზე. „კორსიკელი ურჩხულის“ დამმარცხებელნი - დიდი ბრიტანეთი,
რუსეთი, ავსტრია და პრუსია - ვენის კონგრესზე შეთანხმდნენ ომისშემდგომი მსოფლიოს მოწყობაზე. იტალიაში
ყველა ფერი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა - ვიდრე იქ ფრანგები შეაღწევდნენ. კვლავ აღდგნენ
დამოუკიდებელი ქვეყნები - პარმა, მოდენა, ტოსკანა... ეგ იყო - ნეაპოლიტანური და სიცილიური სამეფოები
შეერთდნენ მხოლოდ ადგილობრივ ბურბონთა ხელისუფლების ქვეშ და გადაერქვათ სახელი ორივე სიცილიის
სამეფოდ, ხოლო ვენეცია და ლომბარდია - ნაპოლეონისგან გამოგონილი ანუ ყოფილი „იტალიის სამეფოს“
ტერიტორია, აღმოჩნდნენ ლომბარდო-ვენეციის სამეფოს სახელწოდებით ავსტრიის გამგებლობაში. ვენა ნიშნავდა
იქ თავის ვიცე-მეფეს - ზუსტად ისე, როგორც ამას იქმდა ნაპოლეონი. დამკვიდრდა მშვიდობა და უშფოთველობა.
პიემონტელი კომბინატორები. ბუნებრივია, რომ ეს მშვიდობა ყველას არ მოსწონდა. ბევრნი, და მათ შორის პირველ
ყოვლისა, ეგრეთ წოდებული ინტელიგენტები ამბობდნენ, რომ ნაპოლეონის დროს, როდესაც „იყო იტალია“, უფრო
თავისუფლად და უკეთესად ცხოვრობდნენ. ჩექმის მსგავს ნახევარკუნძულის ყოველ დამოუკიდებელ ქვეყანაში
იყვნენ თავიანთი ანთებადი ელემენტები. ადგილობრივი მთავრობები მათ საკმაოდ ეფექტურად ებრძოდნენ.

ააჯანყებს რომელიმე მორიგი რევოლუციონერი ხალხს სადმე პარმაში სხვების დასანახად, გაისვრის ლოზუნგებს
მოედანზე თავისუფლების მოთხოვნით და გაიქცევა საზღვარგარეთ; მთავარი „საზღვარგარეთი“ ამ
რევოლუციონერებისათვის იყო პიემონტი - სარდინიის სამეფო - სწორედ ის, რომლის მცხოვრებნიც
ლაპარაკობდნენ ფრანგულის მიმსგავსებულ ენაზე. ადგილობრივ მეფეს - ვიქტორ ემანუელს მიაჩნდა, რომ ეს
მისთვის ხელსაყრელი იყო. მას ასე შეეძლო ეტერორებინა მოწინააღმდეგენი - ყველა დანარჩენი იტალიელი
მონარქი. ხოლო ვისაც ვერ იტევდა პიემონტი, ისინი მირბოდნენ საფრანგეთში. სწორედ იქ შექმნა ჯუზეპე მაზინიმ
თავისი ორგანიზაცია „ახალგაზრდა იტალია“, რომელიც ძირითადად მისი მეგობრებისაგან შედგებოდა. მაძინი
უშვებდა ჟურნალს და იტალიურ სახელმწიფოთა გროვის ნაცვლად მოითხოვდა ერთ რესპუბლიკას - როგორც ეს
ძველი რომის დროს იყო.
სინამდვილეში, იტალია იმ დროს იყო დიდი ბუფერული ზონა ავსტრიასა და საფრანგეთს შორის. და ამ დროს
პიემონტის მეფეს გამოუჩნდა ძალიან გონიერი მინისტრი გრაფი დი კავური. საფრანგეთშიც ხელისუფლების
სათავეში მოვიდა ნაპოლეონ ბონაპარტეს ნათესავი - ნაპოლეონ III. შესაძლებლობის ფარგლებში ახალგაზრდა
ცდილობდა მიებაძა ბიძისათვის და მიზეზითა თუ უმიზეზოდ ერთვებოდა ჩხუბში. მუშკეტერის ულვაშებიანი
მესამე ნაპოლეონი ერთთავად ავსტრიასთან და რუსეთთან ომისაკენ იწევდა - საოჯახო წყენაზე შურის საძიებლად.

მოხერხებულმა და ცბიერმა პიემონტელებმა - ვიქტორ ემანუელმა და კავურმა გადაწყვიტეს: რატომაც არ


შეიძლებოდა ნაპოლეონ III-ის ფეთქებადი აგრესია თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ? წავუქიცინებთ კუდს
საფრანგეთს, ჩავაბამთ ავსტრიასთან ომში და შევქმნით „იტალიის სამეფოს“ და თვით ჩავუდგებით მას სათავეში.
ახალმა ნაპოლეონმა ხომ უნდა გააკეთოს რაიმე სასიკეთო ასეთი შესანიშნავი მოკავშირეებისათვის!
მომავალ იტალიას კავური და ვიქტორ ემანუელი უცქერდნენ, როგორც ბიზნეს-პროექტს. თუკი ყველა საზღვარს
მოარღვევდნენ ამ იტალიურ ჩექმაში, მაშინ შეიძლებოდა მასში მოზრდილი პიემონტური ფეხის ჩაყოფა. მთელი
ხაზინა, ყველა გადასახადი, რომელსაც კრებენ ორი სიცილიის მეფეები, პარმის და ტოსკანის ჰერცოგები, აგრეთვე
რომის პაპი (რომელსაც კარგი მადა აქვს) წამოვა ჩვენსკენ - გონიერი და პროგრესული მოღვაწეებისაკენ.

იმისათვის, რათა მოეპოვებინათ ნაპოლეონ III-ის ნდობა, ორი სარდინიელი თვალთმაქცი ჩაება ყირიმის ომში.
პიემონტელთა ლაშქრის თქუთმეტათასიანი კორპუსი მთელი წელი იყინებოდა სევასტოპოლთან - ამბობდნენ, რომ
თავიც გამოიჩინა „ჩორნაია რეჩკაზე“. მაგრამ საწყისი პოლიტიკური კაპიტალი კავურმა და ვიქტორ ემანუელმა
მომგენიანად დააბანდეს. ნაპოლეონი ძალიან კმაყოფილი დარჩა მათი წვლილით საერთო გამარჯვებაში და
საპასუხოდ საკუთარი თავი შერგო ავსტრიის წინააღმდეგ ომში - იტალიის „გასანთავისუფლებლად“.

ეროვნული იტალიური მითი გვამცნობს, რომ ყველა იტალიელი ოცნებობდა ამ თავისუფლებაზე. მაგრამ
სინამდვილეში იტალიის მომავლისათვის იბრძოდნენ ფრანგები. თუმცა, არცთუ უანგაროდ. ნაპოლეონ III მთლად
შტერიც არ ყოფილა. იტალიური საქმისთვის „უანგარო“ დახმარების სანაცვლოდ პიემონტელ მაქინატორებს ის
გამორჩა ნიცასა და სავოიას, რაც მანამდე პიემონტს ეკუთვნოდა. სავოია იყო ვიქტორ ემანუელის პაპისეული
მემკვიდრეობა - სავოიის დინასტიის კუთვნილება. მაგრამ მან სენტიმენტებსაც მიაფურთხა და პაპისეულ
მემკვიდრეობასაც მომავალი კეთილდღეობის ფასად - იტალია ხომ ორმოცდაათჯერ უფრო დიდი იყო რაღაც
სავოიაზე. ჯანდაბას ეს სავოია განსვენებულ პაპასთან ერთად. ძალიან ბურჟუაზიული მეფე იყო - რეალურად
უცქერდა ვითარებას.

სასაცილო სიტუაცია გამოვიდა. ავსტრია იბრძოდა პატარა დამოუკიდებელი იტალიური სახელმწიფოებისათვის


თავხედური პიემონტის წინააღმდეგ, რომელსაც ნაპოლეონ III მფარველობდა. ხოლო საფრანგეთი - მომავალი
დამოუკიდებელი მარიონეტული იტალიისათვის პიემონტის მეთაურობით. ლამაზი სიტყვების უკან იმალებოდა
დიდი სახელმწიფოების ორი უხეში პოლიტიკური გათვლა. ავსტრიელებს აწყობდათ დანაწევრებული იტალია,
როგორც ბუფერული ზონა მათსა და საფრანგეთს შორის. ხოლო ფრანგებს სურდათ ავსტრიის დასუსტება და
თავიანთთვის მეგობრული ახალი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც დაუჯერებდა არა ვენას, არამედ პარიზს.

მტრები შეიყარნენ ლომბარდიის ვაკეზე - სოფელ სოლფერინოსთან 1859 წლის 24 ივნისს. ერთის მხრივ - 120 ათასი
ავსტრიელი და მეორეს მხრივ - 25 ათასი პიემონტელი და 94 ათასი ფრანგი. ასეთი ბრძოლა ევროპას დიდი ხანია
არ ენახა. ავსტრიელებს წინ მიუძღოდა თვით იმპერატორი ფრანც-იოსები, მოკავშირეებს - ნაპოლეონი და ვიქტორ
ემანუელი. ლაშქარი ფრონტის გასწვრივ გაშლილი იყო 5 მილის მანძილზე. ავსტრიელები გააფთრებით
იბრძოდნენ, მაგრამ ფრანგებმა, რომლებსაც ეკავათ მნიშვნელოვანი სიმაღლეები, ყველა თავდასხმა მოიგერიეს და
გადავიდნენ შეტევაზე. პიემონტელებმაც გამოიჩინეს თავი - იტალიის მომავლისათვის იმდენი გაიღეს, რომ
გაკვირდა თვით მთავარი „იტალოფილი“ ნაპოლეონ III. გამარჯვების მიღწევისთანავე მან ხელი მოაწერა ფრანც-
იოსებთან საზავო ხელშეკრულებას და გაემგზავრა პარიზს. სწორედ ამ საომარ ქმედებათა შემდეგ მოიგონეს
საერთაშორისო წითელი ჯვარი - ისე საწყალობლად ყმუოდნენ სოლფერინოსთან ფეხებწაცლილი დაჭრილები.
ხოლო, რადგან ისინი ძირითადად ფრანგულად გამოხატავდნენ თავიანთ წუხილს, მათი საწუხარი შესმენილ იქნა.
სიცილიური ტრაგედია. სამაგიეროდ, დიდი ფრანგული გამარჯვების შედეგად მსოფლიოს რუკაზე გაჩნდა
დამოუკიდებელი იტალია - იმავე მწვანე-თეთრი-წითელი დროშით, რომელიც მისთვის მოიგონა ნაპოლეონ-
უფროსმა. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო. სახელმწიფო ენად დააწესეს ტოსკანური, რადგან ამ ენაზე ლაპარაკობდა
დანტე. ხოლო ის, რომ დანტე ემხრობოდა გერმანიის იმპერატორის მმართველობას იტალიაზე, ახალ
იტალიელთაგან არავის აღელვებდა - აკი დიდი ხნის წინ იყო ეს, XIV საუკუნეში: ვიღას ეხსომებოდა ეს
პოლიტიკური ცდომილებანი? სამაგიეროდ მსოფლიოში ცნობილი პოეტი გახლდათ - თანამემამულენი მოზიარენი
იყვნენ მისი დიდებისა! იტალიაში დღემდე ხუმრობენ, რომ მათთვის პირველი უცხო ენა არის იტალიური - სახლში
ყველანი ძველებურად ლაპარაკობენ სიცილიურად, ვენეციურად, პიემონტურად.

ვიქტორ ემანუელმა და მისმა კლანმა გაანადგურეს ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოები იტალიის


ტერიტორიაზე. ყველაზე მეტად დაზარალდა ორივე სიცილიის სამეფო. ცხოვრების დონე იქ ერთბაშად დავარდა.
იტალიელი ემიგრანტები, რომლებსაც ფილმებში უჩვენებენ ხოლმე, ეს უპირველესად სიცილიელები არიან,
რომლებიც ოკეანის გაღმა აღმოჩნდნენ განაპირებულნი ბედნიერი იტალიური რისორჯიმენტოსაგან. ცნობილი
მაფია - ეს არის პიემონტის მტაცებლების წინააღმდეგ პარტიზანული მოძრაობის ნარჩენები.

იტალიის გაერთიანების ლოგიკური შედეგი გახდა არა თავისუფლება, არამედ ორ მსოფლიო ომში მონაწილეობა
და მუსოლინის ფაშიზმი: რამეთუ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც იძულებულია ცალკეულ ნაწილებს შორის
არსებული შინაგანი წინააღმდეგობები დაძლიოს, გადადის მკაცრ შიდა და აგრესიულ საგარეო პოლიტიკაზე.

არსებობს ასეთი გამოთქმა - ნაპოლეონის გეგმა. თანამედროვე იტალია - ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია
ნაპოლეონის ასრულებული გეგმისა. ამავე რეცეპტით იქმნებოდა და იქმნება ყველა ახალი დამოუკიდებელი
სახელმწიფო.

იმერეთის ისტორიული გზები XV-XIX საუკუნეებში


ვალერი კეკენაძე

იმერეთის ისტორიული გზები, მისი ზოგიერთი მონაკვეთი, მოხვდა ისეთი მეცნიერების ყურადღების ქვეშ,
როგორებიც არიან: ვახუშტი ბაგრატიონი (1997), ნიკო ბერძენიშვილი (1964), ელდარ ნადირაძე (2001), გიორგი
გველესიანი (1959), კონსტანტინე ანთაძე, ვახტანგ ჯაოშვილი (1960), თაილი ღვინიანიძე, მარი შარაშიძე, რომან
კვერენჩხილაძე (1959), ნიკოლოზ კვეზერელი–კოპაძე (1972), მერაბ კეზევაძე (2006) და სხვა.

გარდა ქართველი ავტორებისა, აღნიშნულ თემაზე მეტად საინტერესო ინფორმაციებს ვიღებთ უცხოელი
მოგზაურის ჩანაწერებიდან, რომელთაც გაიარეს იმერეთი და გარკვეულწილად აღწერეს თავიანთი მარშუტები;
ესენი იყვნენ: ალექსი იევლევი და ტოლოჩანოვი (1650–1652), ჟან შარდენი (1672), იოჰან ანტონ გიულდენშტედტი
(1771–1772), ჟაკ ფრანსუა გამბა (1820–1823) და სხვ.

მნიშვნელოვან ცნობებს მოიცავს აგრეთვე კარტოგრაფიული მასალებიც, ვახუშტი ბაგრატიონის ატლასი (1997),
ტიმოთე გაბაშვილის რუკა (1737) და სხვ.

სტატია მიზნად ისახავს წარმოაჩინოს XV-XIX საუკუნეების იმერეთში გამავალი საერათაშორისო გზები,
უღელტეხილები, ხიდები, შიდა საგზაო ქსელი.

იმერეთის სამეფო პოლიტიკურად მოიცავდა ბევრად უფრო მეტ ტერიტორიას ვიდრე დღევანდელი იმერეთის
რეგიონია, ჩვენ ამჯერედ მხოლოდ ისტორიულ- ეთნოგრაფიულ იმერეთზე შევჩერდებით.
XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს ერთიანი სამეფო იშლება ცალკეულ სამეფო–სამთავროებად;
იმერეთი ყალიბდება ცალკე სამეფოდ, თუმცა მუდმივი ომიანობისა და შიდა დაპირისპირების გამო ქვეყანა მძიმე
ეკონომიკურ ვითარებაში იმყოფებოდა, რაც სხვა სფეროებთან ერთად, რა თქმა უნდა, გზების გაყვანა–
კეთილმოწყობაზედაც პირდაპირ აისახებოდა. არსებობდა გარკვეული საგზაო ბეგარა, მსგავსად ძველი დროისა
მოსახლეობა ისევ ზრუნავდა საგზაო ქსელზე.

ძველი გზების გამოვლენა და მათი კარტოგრაფიული აღნუსხვა, გარდა მეცნიერული ფაქტორისა, პრაქტიკულ
გამოყენებად ხასიათსაც იღებს; ძველი გზების აღდგენა რიგ შემთხვევაში ძალზედ ხელსაყრელ ვითარებას უქმნის
მოსახლეობას, როგორც ეკონომიკური ახალი შესაძლებლობების გახსნის მხრივ, აგრეთვე, საგზაო მანძილის
შემოკლების თვალსაზრისით, რაც დროის და თანხების დაზოგვაზე პირდაპირ აისახება; მაგალითად, ცხინვალის
რეგიონის ოკუპაციის შემდეგ რაჭაში მიმავალი საგზაო მონაკვეთი ბლოკირებულ იქნა; ამის გამო შეირჩა
შემოვლითი მარშრუტი, რამაც ძალზედ გაზარდა მანძილი; ესაა შემდეგი მიმართულება: ხაშური–ზესტაფონი–
ტყიბული–ამბროლაური–ონი. ძველად რაჭაში გადასასვლელი გზა არსებობდა საჩხერე–ხრეითი–ონის
მიმართულებით, რომელიც დღესდღეობით უფუნქციოა და შეუკეთებელი, აღნიშნული მონაკვეთის
რეაბილიტაციის შემთხვევაში გზა მინიმუმ 72 კილომეტრით შემოკლდება, რაც თითქმის ძველი, ცხინვალის
მიმართულების გზის იდენტურია. აქედან გამომდინარე, ამ ისტორიული გზის აღდგენა ძალზედ ხელსაყრელია,
რაზედაც უკვე მიდის მსჯელობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებში.

იგივე შეიძლება ითქვას ქუთაისი–ბაღდადი–აბასთუმნის გზაზე, რომელზედაც მოძრაობა უძველესი დროიდან


წარმოებდა ზეკარის უღელტეხილის გადალახვით, მისი კეთილმოუწყობლობის გამო დღეისათვის ტრანსპორტი
მოძრაობს გაცილებით გრძელი გზით: ქუთაისი–ზესტაფონი–ხაშური–ბორჯომი–ახალციხე–ადiგენის
მიმართულებით. ზეკარის უღელტეხილის გადასავლით ვალეს გამშვებ სასაზღვრო პუნქტამდე ტვირთი ბევრად
უფრო მოკლე დროში მოხვდება ვიდრე შემოვლითი გზით. აღნიშნულ მონაკვეთზე კი ცუდი მდგომარეობის გამო
ტრანსპორტი თითქმის არ მოძრაობს.

საქართველო გეოგრაფიული თვალსაზრისით ორ თითქმის თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. ამიერ და იმიერ


საქართველოს ჰყოფს მკვეთრად გამოკვეთილი ლიხის, ანუ სურამის ქედი.

იმერეთი საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრს წარმოადგენს, რეგიონი ხასიათდება როგორც რთული


რელიეფური ფორმებით, აგრეთვე ვაკე–დაბლობებითაც. იმერეთის რეგიონს გარს ბუნებრივი საზღვრები აკრავს,
აღმოსავლეთით მას ლიხის ქედი ესაზღვრება, დასავლეთით მდინარე ცხენისწყალი, ჩრდილოეთით რაჭის ქედი,
ხოლო სამხრეთით აჭარა–იმერეთის ქედი. რეგიონი პირობითად დაყოფილია ზემო და ქვემო იმერეთად.

უძველესი დროიდანვე, იმერეთში გადიოდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი


საერთაშორისო გზა. აღნიშნული ფაქტორი დიდ გავლენას ახდენდა იმერეთზე, მის განვითარებაზე, ამ გზის
საშუალებით ის საქართველოს სხვა მხარეებთან ერთად, სავაჭრო–კულტურულ კავშირს ამყარებდა დასავლეთისა
თუ აღმოსავლეთის შორეულ ქვეყნებთან (გველესიანი, 1959, გვ.5).

დღევანდელი რიკოთის გადასასვლელის გარდა, იმერეთს შეეძლო აღმოსავლეთთან კავშირი დაემყარებია


ახლანდელი ჯვრის უღელტეხილის გადავლით, რომელზედაც გადადიოდა საერთაშორისო გზა.

საუღელტეხილი მaრშრუტები იყო შემდეგი: ალი–მცხეთისჯვარი–ჭერათხევის ხეობა–ჯვარი–კორბოული,


საჩხერის გავლით მიემართებოდა შავი ზღვისაკენ, და მეორე, სურამი–ჩუმათელეთი–ფონა–წიფა–ნებოძირი–
მოსაკიდელ–ჩხერი–შორაპანი. (ნადირაძე, 2001, გვ.184.

სამხრეთ საქართველოს იმერეთი ზეკარის უღელტეხილით უკავშირდებოდა. იმერეთიდან ჩრდილოეთით გზა


ნაქერალას გადასასვლელიდან რაჭაში გადადიოდა, ასევე რაჭაში გადადიოდა გზა სოფელ ხრეითიდან. აგრეთვე,
საჩხერიდან, ყვირილის ხეობით გზა გადადიოდა ფრონესა და ლიახვის სათავეებისაკენ (ბერძენიშვილი, 1964,
გვ.16) და სხვ. დასავლეთიდან იმერეთს გზა ხსნილი ჰქონდა კოლხეთის დაბლობის რელიეფის სიმარტივის გამო.

გზების არსებობა პირდაპირ ზემოქმედებას ახდენდა ქალაქებისა და სოფლების განაშენიანებაზე; ყველა დიდი
ქალაქი და დასახლებული პუნქტი ცენტრალურ გზაზე მდებარეობდა, როცა ეს გზა მოიშლებოდა, ქალაქსაც
ხშირად ფუნქცია ეკარგებოდა.
გზების არსებობამ განაპირობა სწორედ იმ დიდი თანამედროვე ქალაქების ჩასახვა–განვითარება როგორებიც
არიან: ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი. თუმცა გზასთან ერთად შესაძლოა ხელშემწყობ ფაქტორად ქცეულიყო
სასარგებლო წიაღისეულის, თუ საკურორტო ზონის არსებობა ამა თუ იმ მხარეში; მაგალითად, წყალტუბო,
ტყიბული, ჭიათურა ცენტრალური გზიდან დაშორებულია, მაგრამ ისინი პირველხარისხოვანი გზებით იყვნენ
ცენტრალურ გზებს დაკავშირებული და მოსახლეობაც საკმაოდ დიდი იყო.

საერთაშორისო მნიშვნელობის გზებს მიღმა დარჩენა ცუდად აისახა იმ ქალაქების განვითარებაზე, რომლებიც
ერთგვარ ჩიხურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მაგალითად: ბაღდადი, ვანი, ხარაგაული, ხონი და სხვ.
ზოგიერთი ძველი გზა მოიშალა და სხვა მხარეზე გადაინაცვლა, რამაც გამოიწვია ამ მიმართულებით
მოსახლეობის შემცირება. მაგალითად, ქუთაისი–ძევრი–ჩხარი–სკანდა–ხრეითი–საჩხერე–კორბოული–გომის გზის
გადანაცვლებამ გვიან პერიოდში, ქუთაისი–ზესტაფონი–ხაშურის მონაკვეთზე, არსებითად შეცვალა მათი
მდგომარეობა, პირველის უარყოფითად, ხოლო მეორის დადებითად.

XV-XIX საუკუნეების გზების განვითარების შესახებ თვალსაჩინო ინფორმაციას ვიღებთ ევროპელი თუ რუსი
მოგზაურების ჩანაწერებიდან, რომლებმაც თითქმის მიყოლებით ეპოქალური ინტერვალებით გაიარეს იმერეთის
რეგიონის გზები. მაგალითად: რუსი ელჩები ალექსი იევლევი და ტოლოჩანოვი, ჟან შარდენი, იოჰან ანტონ
გიულდენშტედტი, ჟაკ ფრანსუა გამბა და სხვა. მათ მიერ განვლილი მარშუტებიდან ნათლად იკვეთება თუ რა
პერიოდში, რა მიმართულებით გადიოდა საგზაო მონაკვეთები და რა სპეციფიკით ხასიათდებოდნენ ისინი.

გზის უცვლელობას სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებდა ამ გზაზე მდებარე სოფლები თუ ქალაქები,
რომელნიც გზის გამო მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრებად შეიძლებოდა გადაქცეულიყვნენ; ამ ცენტრებზე გზის
აქცევა კი ორივე მხარისათვის არახელსაყრელი იყო, რის გამოც ძველი გზა ძირითადად უცვლელი რჩებოდა.
ამიტომაც გზების გარკვეულ ქრონოლოგიურ ჩარჩოებში მოქცევა მეტად ძნელი და, ზოგჯერ, შეუძლებელიცაა.

წიფიდან გზა უნდა ყოფილიყო შემდეგი მარშუტით: წიფა–მთის გადალახვით აღმოსავლეთით: სავანისუბანი–
ტეზერი–ბეკამი–ვარდისუბანი–სურამი.

მესამე გზა დასავლეთ საქართველოში რიკოთის მიმართულებით გადადიოდა: სურამი–ჩუმათელეთი–რიკოთის


გადასასვლელი. აღმოსავლეთიდან აგრეთვე ნადაბური–ძირულის ხეობა–ამაშუკეთი–უბისა–შროშა–შორაპანი.

შორაპანში შედიოდა აგრეთვე გზა გაღმამხრიდან, რომელიც გაივლიდა კვალითს–სვირს–აჯამეთს და რიონის


მარცხენა ნაპირით ვარდციხე–ვანი და მიემართებოდა შავი ზღვისაკენ.

მეორე მხრით შორაპნიდან გზა აღმოსავლეთისაკენ განშტოვდებოდა: ძირულა–ჩხერიმელას პირით, ძირულის


პირით და აგრეთვე ყვირილის პირით (ბერძენიშვილი, 1964, გვ. 2– 3).

აგრეთვე არსებობდა შემდეგი მონაკვეთი: სკანდე–ჩიხორი–ზემო საზანო–ძველი ბოსლევი–შროშა–ამაშუკეთი–


ძირულის ხეობა–რიკოთის გადასასვლელი–სურამი.

ძველი ბოსლევიდან გზა კორბოულზეც უნდა გასულიყო: ჩხიროული–ტყემლოვანი–მანდაეთი–კორბოული–


ჯვარი–ალი.

უფრო გვიანი პერიოდიდან, ამ მონაკვეთზე მნიშვნელოვან დახასიათებას ვიღებთ იოჰან გიულდენშტედტთან,


რომელიც ამ გზას მეტად რთულად გასავლელს უწოდებს, მას უწევს გადაადგილება ჩხერიდან სურამისაკენ,
ჩხერიმელას ხეობით, ამ მდინარის გადალახვა მას 18–ჯერ მოუხდა (გიულდენშტედტი, 1962, გვ.175).

ამ საგზაო მონაკვეთის შესახებ აგრეთვე მნიშვნელოვანი ცნობაა დაცული ელაზნაურის ტრაქტატში, რომელიც
მიუთითებს, რომ ის XIX საუკუნის დასაწყისში მთავარ მონაკვეთს წარმოადგენდა დასავლეთიდან აღმოსავლეთის
გზაზე. ელაზნაურის ტრაქტატი დაიდო რუსეთსა და იმერეთს შორის, სადაც სოლომონ მეფე ერთ–ერთ პუნქტში
ვალდებულებას იღებს შეაკეთოს გზა ჩხერი–ვახანი–სურამის მონაკვეთზე (,,ელაზნაურის ტრაქტატი“, 2005,
გვ.395).
აღნიშნულ მონაკვეთს ასახელებს ვახუშტი ბაგრატიონიც : „ჩხერს ზეით არს გზა ქართლს მიმავალი,
მოსაკიდელი სივიწროვისათვის წოდებული, ვახანამდის“ (ბაგრატიონი, 1997, გვ.156).

დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალ გზაზე, გარდა სურამის ქედის გადასასვლელებისა, როგორც უკვე
ავღნიშნეთ, არსებობდა მეორე გზაც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო: ალი–მცხეთისჯვარი–ჭერათხევის
ხეობა–ჯვარი–კორბოული–საჩხერე. ამასთან, კორბოულიდან გზა საჩხერეს გვერდის ავლით უხვევდა და
კორბოულიდან პირდაპირ შუქრუთში და შემდეგ ჭიათურის მიდამოებისაკენ მიემართებოდა. მეორე გზა კი,
საჩხერეზე გადიოდა, რომელიც თავის მხრივ, ყვირილის პირით, ჩიხას მიადგებოდა. ჩიხასთან მას მეორე გზა
უერთდებოდა, რომელიც ქუთაისიდან წამოსული ტყიბულს ამოდიოდა, აქედან მუხურა–ხრეით–წირქვალის
გამოვლით საჩხერე–ჩიხას მიადგებოდა. ჩიხიდან გზა ყვირილის ხეობით მიდიოდა. სოფელ პერევის ქვემოთ ის
გაიყოფოდა – ერთი პერანგას გადასავლით მდინარე ფრონეს ხეობაში, მეორე კი მდინარე ყვირილის სათავეებით
დიდი ლიახვის შენაკად მდინარე ფაწას ხეობაში შედიოდა. აქ მას ქუთაის–ონის გზა უერთდებოდა (ბერძენიშვილი,
1966, გვ.20).

საჩხერის მიდამოებიდან გზები იყო შემდეგი: 1) საჩხერე–ჩიხა–წონა–კეხვი–თამარაშენი–ქრცხინვალი; 2)


საჩხერე–ჩიხა–ჭალა–დარყა–მთა პერანგა–ყორნისი–წორბისი–ერკნეთი–ავნევი–დვანი–ბრეთი; 3) საჩხერე–ჩიხა–
ჭალა–დარყა–მთა პერანგა–გომართა–ხტანა–ოჟორა–თიღვა–ატოცი. აქვე საჩხერე–ხრეითი–რაჭა (ბერძენიშვილი,
1966, გვ.32).

ცოტა მოგვიანებით აქ გზა გადიოდა: საჩხერე–საირხე–გორისა–მოძვი–კორბოული და გზა ქართლისაკენ.

აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთში გადმოსულმა ჟან შარდენმაც სწორედ ეს მონაკვეთი აირჩია თავის
მარშუტად (შარდენის მოგზაურობა, 1975, გვ.23).

იმერეთიდან დასავლეთის მიმართულებით, გზა ფაქტობრივად ადვილი დასაძლევი იყო, რადგანაც მას
დასავლეთით კოლხეთის დაბლობი ესაზღვრებოდა, რომელიც მარტივი მოხაზულობის ვაკე რელიეფით
გამოირჩევა.

აღნიშნული გზა 1820–1823 წლებში გაიარა ჟაკ ფრანსუა გამბამ, რომელიც გზაზე ჭაობიან მონაკვეთებს
ასახელებს. მართლაც, გზის ეს მიმართულება ძლიერი ჭაობიანობით ხასიათდება და მასზედ გავლა მეტად რთული
იქნებოდა.

შიდა საგზაო ქსელი მეტად მრავალფეროვანი იყო: საჩხერე–კორბოულიდან გზა გადადიოდა სოფელ ბერეთისას
მიმართულებით, სადაც აგრეთვე მდებარეობდა ძველი საბაჟო ბერეთისასა და წყალშავს შუა სოფელ ნიგოზეთში. ეს
გზა სვერსა და ტყემლოვანს შუა გადიოდა და, როგორც ჩანს, ერთი მხრით ძველ ბოსლევში უერთდებოდა შორაპან–
საჩხერის გზას და, მეორე მხრით, საზანო–ბოსლევ–ამაშუკეთის გზას.

გზა კაცხიდან კორბოულზე მიდის: კაცხი–ნავარძეთი–ჭიათურა–შუქრუთი–წასრი–ჯალაურთა–კორბოული.


კორბოულიდან გზა შორაპნისაკენ: კორბოული–საბაჟო–სვერი–თვალუეთი–კოდისწყალი–უწლევი–ქოჩასწყალი–
მოქვიშნული–სანახშირე–შორაპანი. შედარებით გვიანი საუკუნეების გზა ზესტაფონის მიდამოებიდან ჭიათურაში
გადიოდა: საქარა–დილიკაური–ბოსლევი–ჯოყოეთი–კაცხი–ნავარძეთი–ჭიათურა (ბერძენიშვილი, 1966, გვ.22).
ბუნებრივია, ყველა მცირე გზის დასახელება შეუძლებელია, ამასთან, ეს მეორეხარისხოვანი გზები ხშირად
იცვლებოდნენ და ინაცვლებდნენ ადგილს (ნადირაძე, 2001, გვ.186).

XIX საუკუნეს იმერეთის რეგიონი ახალი რეალობით შეხვდა, დამყარდა რუსული მმართველობა, 1810 წელს
სამეფო გაუქმდა.

იმერეთს ჰკვეთდა ტრანსამიერკავკასიის საფოსტო გზა, რომლითაც აღმოსავლეთ საქართველო უკავშირდებოდა


დასავლეთ საქართველოს და ფოთის ნავსადგურს.

XIX საუკუნის ზემო იმერეთის გზებს ძალზედ ცუდ დახასიათებას აძლევენ ავტორები: თაილი ღვინიანიძე და
მარი შარაშიძე. მათი აზრით, გლეხობას არ ჰქონდა შესაძლებლობა მოევლო გზისათვის, რასაც კიდევ უფრო
ართულებდა მთაგორიანი რელიეფი და ნოტიო კლიმატი. ისინი აღნიშნავენ რომ გზები ყოფილა ოღროჩოღრო და
დახრამული (ღვინიანიძე, შარაშიძე, 1960, გვ.241).

1860–იან წლებში საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზა საფუძვლიანად შეკეთდა (ღვინიანიძე, შარაშიძე, 1960,


გვ.247), რაც დიდი შვება იყო მოსახლეობისათვის; მათ უკვე უგზოობა აღარ აბრკოლებდათ სავაჭრო თუ პირადი
კავშირები დაემყარებიათ მეზობელ მხარეებთან.

1848–1852 წლებში გაკეთდა ქუთაისი–ახალქალაქი–ახალციხე–ერევნის დიდი გზა (იობაშვილი, 1983, გვ.22).


ქუთაისიდან გადიოდა შემდეგი შარაგზები: ქუთაისი–ყვირილა (ზესტაფონი)–სურამი, ქუთაისი–სენაკი, მესამე გზა
ონი–ამბროლაურის მიმართულებით მიდიოდა, სოფელ მექვენასთან მას უერთდებოდა ცაგერ–ლაილაშის და
ლენტეხის გზა, ხონისა და სამტრედიის მიმართულებით გზა რამდენიმე იყო (ეთნოგრაფიული ქუთაისი, 1995,
გვ.95).

ახალი გზების გაყვანას, მოწესრიგებას ხშირად სტიმულს აძლევდა ამა თუ იმ რეგიონში ექსპლუტაციაში მყოფი
საბადო ან კურორტი, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობდა მოსახლეობაში და შესაბამისად ეს
ფაქტორები ითხოვდა გზის არსებობას. მაგალითად, შეიძლება ავიღოთ ტყიბულის ქვანახშირის საბადო, რომლის
ექსპლუტაციაც 1845 წელს დაიწყო. ამიტომაც 1850–1859 წლებში ტყიბულის ქვანახშირის ექსპლუატაცია
საერთოდ შეწყდა (კაკაბაძე, 1959, გვ.222). ასეთივე რთული მდგომარეობა იყო აგრეთვე ჭიათურის მანგანუმის
მადნის დამუშავება–ექსპორტშიც.

საგზაო კავშირის განმტკიცებისათვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი იმ დროს რკინიგზა იყო, რუსული
მმართველი ძალაც მალე მივიდა ამ დასკვნამდე. რკინიგზის ხაზები გაყვანილ იქნა: ფოთი–თბილისი 1871 წელს,
სამტრედია–ბათუმი 1883, ქუთაისი–რიონი 1877, ქუთაისი–ტყიბული 1887, შოროპანი–ჭიათურა 1891. რკინიგზის
გაყვანამ უდიდესი სტიმული მისცა მხარის ეკონომიკას, რომელიც ფაქტობრივად გასამმაგდა, სათავე დაუდო
სამეურნეო საქმიანობების სასაქონლო მნიშვნელობის ზდას. გაიზარდა სასარგებლო წიაღისეულის დამუშავების
მასშტაბები.

საქრთველოს რელიეფიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო სახიდე გადასასვლელების


არსებობა. საქართველოში ხიდების მშენებლობა უძველესი პერიოდიდან იწყება. დღემდე შემორჩენილი გვაქვს
არაერთი ძველი ხიდი. ხიდის მშენებელი არა მარტო მის კონსტრუქციულ მდგრადობას განსაზღვრავდა, არამედ
არჩევდა ისეთ ადგილს, სადაც ღვარცოფის მოვარდნის შემთხვევაში ხიდს საფრთხე ნაკლებად დაემუქრებოდა.
არის საბუთები, რომ უკვე ჩვენს ერამდე I საუკუნეში მარტო მდინარე რიონზე, შორაპანს ზემოთ, 120–ზე მეტი
ხიდი ყოფილა (კვეზერელი–კოპაძე, 1972, გვ.4). აქედან გამომდინარე აგებულების მიხედვით ხიდები
ხასიათდებოდნენ: ვიწრო და ფართო, ცალთაღიანი და მრავალთაღიანი, ხის, დაწნული (ბონდის) ხიდი და სხვ.

საინტერესოა მდინარე ჭიშურაზე არსებული ხიდი, რომელიც მდებარეობს ქუთაისიდან რამდენიმე


კილომეტრში. მასზე გამავალი გზა კვეთდა ჩხარს, სკანდეს და მიემართებოდა აღმოსავლეთისაკენ. ხიდი ახლაც
მოქმედია. წარწერის მიხედვით, ხიდი აშენებულია 1667 წელს. ძველი ხიდის ნაშთები შემორჩენილია შორაპანში,
მდინარე ყვირილაზე, ხიდი აქ ჯერ კიდევ უძველესი საუკუნეებიდან უნდა არსებულიყო.

ცხენისწყალზე მდებარეობს ,,ბუმბუას’’ ხიდი, სოფელ ხიდში, გორდის გზაზე, ხონის რაიონში. ხიდის აგებას
ლეგენდის თანახმად ჯერ კიდევ პომპეუსის დროს მიაწერენ. მან სახეცვლილება მრავალჯერ განიცადა. მისი
დათარიღება არსებული მონაცემებით დაზუსტებით ვერ ხერხდება.

ბაღდადიდან 16 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ხანისწყალზე მდებარეობდა ,,კაკას ხიდი’’ ამავე


სახელწოდების სოფელში. წყაროებში ის პირველად 1648 წელსაა მოხსენიებული. გადმოცემის თანახმად თუ მასზე
იმერეთიდან მოტაცებულ ტყვეს გაატარებდნენ, ტყვე უკვე დაკარგულდ ითვლებოდა (კვეზერელი–კოპაძე, 1972,
გვ.96).

რამდენიმე ხიდის ნაშთს ვხვდებით აგრეთვე სოფელ გელათში, მონასტრის მისასვლელებთან, მდინარე
წყალწითელაზე. ხიდები მონასტრის აშენების მიხედვით XII საუკუნიდან უნდა არსებულიყვნენ. ყველაზე ძველი
ნიშნებით ზემოთ მდებარე ხიდი გამოირჩევა (კვეზერელი–კოპაძე, 1972, გვ.97, 98). ყურადღებას იქცევს აგრეთვე
ძევრის ხიდი მდინარე ძევრულაზე. აქ გაივლიდა ქუთაისიდან მომავალი გზა. ხიდის ზუსტი დათარიღება ვერ
ხერხდება.

დაბოლოს, შეიძლება დავასკვნათ, რომ იმერთში, მოცემულ ქრონოლოგიურ ზღვრებში, გზები დროის
მოთხოვნის შესაბამისად კარგად ყოფილა ათვისებული, ინტენსიურად ვითარდებოდა და მნიშვნელოვან ადგილს
იჭერდა იმერეთის ყოფაში. რასაც ადასტურებს კიდეც ჩვენ მიერ შედგენილი კარტოგრაფიული ნაშრომები,
რომლებზედაც ასახულია თუ რაოდენ მდიდარი საგზაო ქსელი ჰქონდა იმერეთის რეგიონს; გზები პრაქტიკულად
ყველა სოფელს, დასახლებულ პუნქტს გააჩნდა, რაც ხელს უწყობდა მოსახლეობის ნორმალურ განვითარებას
როგორც ეკონომიკური ისე კულტურული თვალსაზრისით.

ფრანსისკო ფრანკო – ხუნტა, სამოქალაქო ომი, ქვეყნის გადარჩენა,


ებრაელების გადარჩენა, ეკონომიკის აღორძინება და მონარქიის
აღდგენა
ფრანსისკო ფრანკო (ესპ. Francisco Paulino Hermenegildo Teódulo Franco Bahamonde; დ. 4 დეკემბერი, 1892, ელ-
ფეროლი, გალისია — გ. 20 ნოემბერი, 1975, მადრიდი) — ესპანეთის გენერალი და დიქტატორი 1936 წლის
ოქტომბრიდან, და ესპანეთის ნომინალურად აღდგენილი სამეფოს დე ფაქტო რეგენტი 1947 წლიდან მის
გარდაცვალებამდე. მისი იდეოლოგია ფოკუსრდებოდა ესპანურ ნაციონალიზმზე, კათოლიციზმზე,
ანტიკომუნიზმზე, მემარჯვენე იდეოლოგიაზე და ტრადიციულ ფასეულობებზე.
ფრანკომ განვლო სახელოვანი სამხედრო კარიერა და მიაღწია გენერლის წოდებას.ის იბრძოდა მაროკოში და ჩაახშო
1934 წლის გამოსვლა რათა დაეცვა რესპუბლიკური მთავრობის სტაბილურობა.1936 წლის თებერვალს, მემარცხენე
იდეოლოგიის სახალხო ფრონტმა გაიმარჯვა ძირითად არჩევნებში და ჩამოაყალიბა მთავრობა.არჩევნებს მოჰყვა
არასტაბილურობის და არეულობის პერიოდი, რასაც თან სდევდა ძალადობის ესკალაცია და უნდობლობის ზრდა
მემარცხენე და მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიებს შორის. მემარცხენე ძალების მიერ გატარებულმა
ანტიკლერიკულმა პოლიტიკამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა, ამავდროულად მთავრობამ დაკარგა ნდობა
როგორც მის მხარდამჭერ მემარცხენე ძალებში ასევე სამხედრო წრეებში.1936 წლის ივლისში, მთავარი
ოპოზიციური ლიდერის ხოსე კალვო სოტელოს მოკვლის შემდგომ მოირეშე გვარდიის კომანდოს ქვედანაყოფმა
დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება რაშიც მონაწილეობდა ფრანსისკო ფრანკოც. გადატრიალება ჩაიშალა და
გადაიზარდა ხანგრძლივ სამოქალაქო ომში სადაც ფრანკო თანდათან იქცა ნაციონალისტთა ლიდერად სახალხო
ფრონტის წინააღმდეგ ბრძოლაში. ომში გამარჯვების შემდგომ ფრანკომ დაშალა არსებული პარლამენტი, შემდგომ
კი ჩამოაყალიბა მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ავტორიტარული რეჟიმი რომელმაც გასტანა 1978 წლამდე,
როდესაც ახალი კონსტიტუცია შემუშავდა.მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ფრანკომ ოფიციალურად
შეინარჩუნა არამეომარი მხარის პოლიტიკა, თუმცა მიუხედავად ამისა დათანხმდა ნება დაერთო ესპანელი
მოხალისეებისთვის მიეღოთ მონაწილეობა კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და გაგზავნა ცისფერი დივიზია.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის ფრანკომ დაამყარა სრული კონტროლი ესპანეთზე რეპრესიული და
ავტორიტარული ზომების გამოყენებით. ცივი ომის პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამყარა
დიპლომატიური კავშირი ესპანეთთან, ფრანკოს ანტიკომუნისტური იდელოგიის გათვალისწინებით. ამერიკის
პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ადღეგრძელა ფრანსისკო ფრანკო მადრიდში გამართულ სადილზე, ხოლო მისი
გარდაცვალების შემდგმომ განაცხადა: "გენერალი ფრანკო იყო ამერიკის ერთგული მეგობარი და მოკავშირე". მისი
გარდაცვალების შემდეგ ესპანეთმა თანდათანობით დაიწყო დემოკრატიულ წყობაზე გადასვლა. დღევანდელ დღეს,
წინა-კონსტიტუციური სიმბოლოები აკრძალულია ესპანეთის კანონმდებლობის მიერ.
ფრანკო დაიბადა ფეროლში, ა კორუნას პროვინციაში, 1892 წლის 4 დეკემბერს. ნიკოლას ფრანკო უ სალგადო-
არაუიოსა (22 ნოემბერი 1855 - 22 თებერვალი 1942), და მისი მეუღლის, მარია დელ პილარ ბაამონდე უ პარდო დე
ანდრადეს (1865 - 28 თებერვალი 1934) ვაჟი.[ დედის მხრიდან ფრანკო სამეფო წარმოშობის იყო. მას ყავდა ორი ძმა,
ნიკოლასი (ფეროლი, 1891 - 1977) ესპანეთის ფლოტის ოფიცერი შემდგომ დიპლომატი და რამონი, ავიაციის ერთ
ერთი პიონერი. მას ასევე ჰყავდა ორი და მარია დელ პილარი (ფეროლი, 1894 - მადრიდი, 1989) და მარია დე ლა
პაზი (ფეროლი, 1899 - ფეროლი, 1900), ვისთანაც მან გაატარა ბავშვობის უდიდესი ნაწილი.
ფრანსისკოს სურდა მიჰყოლოდა მამის გზას, ესპანეთის ფლოტში მაგრამ ამერიკა-ესპანეთის ომის შედეგად
ესპანეთის ფლოტის გემების დიდი ნაწილი განადგურდა ისევე როგორც დაიკარგა კოლონიების დიდი ნაწილი.
ესპანეთს აღარ სჭირდებოდა ფლოტის ოფიცრები რის გამოც საზღვაო აკადემიაში მიღება შეწყდა 1906 დან 1913
წლამდე. მამის და სამწუხაროდ ფრანსისკომ გადაწყვიტა ესპანეთის არმიაში სამსახური. 1907 წელს ის ჩაირიცხა
ტოლედოს ქვეითთა აკადემიაში, სადაც მან მიიღო უმაღლესი განათლება 1910 წლისათვის. მას მიენიჭა
ლეიტენანტის წოდება. ორი წლის შემდგომ ის გაგზავნეს მაროკოში. ესპანეთის მცდელობებმა ფიზიკური ოკუპაცია
მოეხდინა მისი ახალი აფრიკული პროტექტორატის გამოიწვია მეორე მაროკოს გაჭიანურებული ომი (1909 - 1927)
მკვიდრი მაროკოელების წინააღმდეგ. იმდროინდელმა ესპანური სამხედრო სტრატეგიამ სერიოზული ზარალი
განიცადა ოფიცრებში სადაც ყველაზე დიდი იყო დანაკარგები მაგრამ ამავდროულად სიტუაციამ ფრანკოს შანსი
მისცა დაწინაურებული სამხედრო იერარქიაში. ომის დროს ამბობდნენ, ოფიცერი ამ ომში მიიღებდა la caja o la faja
(კუბოს ან გენერლის ქამარს). ფრანკომ მალევე მოიხვეჭა კარგი ოფიცრის რეპუტაცია. ფრანკო შეუერთდა ახლად
ფორმირებულ Regulares-ს, რომელიც შედგებოდა კოლონიური მკვიდრი მებრძოლებით ესპანელ ოფიცრებთან
ერთად, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც მოიერიშე ძალები.
1916 წელს 23 წლის ასკაში უკვე კაპიტნის წოდებით, ის მძიმედ დაიჭრა ელ ბიუტზშის შეტაკებაში. მისმა
გადარჩენამ მას მოუტანა მებრძოლებს შორის ბარაქიანი ადამიანის სახელი. ფრანკო ასევე წარუმატებლად მაგრამ
მაინც წარადგინეს ესპანეთის უმაღლეს ჯილდოზე. ამის მაგივრად ის დააწინაურეს მაიორის (ესპ:comandante)
წოდებამდე და გახდა ყველაზე ახალგაზრდა საველე ოფიცერი ესპანურ არმიაში.
1917 წლიდან 1920 წლამდე ის გადაყვანილი იყო ესპანურ მატერიკზე. უკანასკნელ წელს ლეიტენანტ კოლონელმა
ხოსე მილან ასტრაიმ, მსახიობური ნიჭის პატრონმა და ქარიზმატული თვისებების მქონე ოფიცერმა დააარსა
ესპანური უცხოური ლეგიონი (ესპ:Legión Española), რომელსაც ბევრის საერთო ჰქონდა ფრანგულ უცხოურ
ლეგიონთან (ფრანგ:Légion étrangère). ფრანკო ლეგიონში გახდა მეთაური მოადგილე და დაბრუნდა აფრიკაში.
1921 წლის 24 ივლისს, ესპანეთის ცუდად მართულმა და დაძაბულმა არმიამ იწვნია მძიმე მარცხი ანუალის
ბრძოლაში რიფის ტომებთან რომლებსაც მეთაურობდა აბდ ელ-ქრიმის (არაბ:‫ )محمد بن عبد الكريم الخطابي‬ძმები. ლეგიონმა
სიმბოლურად თუ არა მატერიალურად გადაარჩინა მელილას ესპანური ანკლავი, ფრანკოს სამ დღიანი მარშის
შემდგომ. 1923 წელს, უკვე ლეიტენანტ კოლონელი, გახდა ლეგიონის მეთაური.
იმავე წელს, ის დაქორწინდა მარია დელ კარმენ პოლო უ მარტინეზ-ვალდესზე (ესპ:María del Carmen Polo y
Martínez-Valdès) ; 1926 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი მარია დელ კარმენი.[9] მისდა პატივსაცემად ქორწილზე
მისი ხელისმომკიდე იყო მეფე ალფონსო XIII.
დაწინაურდა რა კოლონელის წოდებამდე, ფრანკომ უხელმძღვანელა ელ-ჰოსეიმაში დესანტირების პირველ
ტალღას 1925 წელს. დესანტირება განხორციელდა აბდ ელ-კრიმის ტომის სტრატეგიულ გულში, დესანტირება
ხორციელდებოდა საფრანგეთის სამხრეთიდან შეჭრის პარალელურად, ეს ყველაფერი ნიშნავდა მცირე სიცოცხლის
მქონე რიფების რესპუბლიკის დასასრულს.
გახდა რა ყველაზე ახალგაზრდა გენერალი ესპანეთის არმიის 1926 წელს, ფრანკო 1928 წელს დანიშნეს
ახლადშექმნილ სარაგოსას სამხედრო აკადემიის დირექტორად, ეს იყო ახალი კოლეჯი არმიის კადეტებისთვის.

მონარქიის დაცემასთან ერთად 1931 წელს, ფრანკოს არ გადაუხვევია მისი აპოლიტიკური გზისთვის და არ
გადაუდგამს რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მაგრამ ივლისში აკადემიის დახურვამ ომის მინისტრის მანუელ აზანას
მიერ პროვოცირება გაუკეთა მის პირველ უთანხმოებას რესპუბლიკასთან. აზანამ ფრანკოს გამოსამშვიდობებელი
სიტყვა კადეტებისადმი მიიღო შეურაცყოფად,[10] რის გამოც ფრანკო ექვსი თვის განმავლობაში იყო თანამდებობის
გარეშე, ზედამხედველობის ქვეშ.
1932 წლის 5 თებერვალს, მას ჩააბარეს ლა კორუნია. ფრანკომ თავიდან აიცილა ხოსე სანხურხოს მიერ
გადატრიალების მცდელობაში მოაწილეობა იმავე წელს და მან მისწერა კიდევ სანხუროს მისი გაბრაზება
გადატრიალების მცდელობაზე. აზანას სამხედრო რეფორმის შედეგად ფრანკო ბრიგადირთა ნუსხის
პირველობიდან ჩამოაქვეითეს ოცდამეოთხედ. იმავე წელს (17 თებერვალს) მას ჩააბარეს ბალეარის კუნძულების
სამხედრო მეთაურობა: ეს თანამდებობა აღემატებოდა კიდეც მის სამხედრო ჩინს.
ახალი არჩევნები ჩატარდა 1933 წლის ოქტომბერში, შედეგად უმრავლესობა შეადგინეს მემარჯვენე-ცენტრისტებმა.
მთავრობის საწინააღმდეგოდ 1934 წლის 5 ოქტომბერს გაჩაღდა რევოლუციური მოძრაობა. აჯანყება ჩახშობილ
იქნა ქვეყნის უდიდეს ნაწილში მაგრამ მიაღწიეს საყრდენის შექმნას ასტურიაში, მაღაროელთა კავშირების
საშუალებით. ფრანკო უკვე იყო დივიზიის გენერალი და ომის მინისტრის დიეგო ჰიდალგოს თანაშემწე, მას
ჩაბარდა ამბოხებების ჩახშობის ოპერაციების ხელმძღვანელობა. აფრიკის არმიის ძალებმა თავის თავზე აიღეს
მთავარი შეტევა, საველე გენერალ ედუარდო ლოპეზ ოჩოასთან ერთად. ორ კვრიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ
(დაღუპულთა რაოდენობა 1,200 დან 2,000 მდე), აჯანყება ჩახშობილ იქნა.
აჯანყებამ ასტურიაში კიდევ უფრო გაზარდა ანტაგონიზმი მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის. ფრანკო და
ლოპეზ ოჩოა აჯანყების წინ მიიჩნეოდნენ როგორც მემარცხენე ზეგავლენის ოფიცრები. მაგრამ აჯანყების შემდგომ
მიიჩნიეს როგორც მტრები მემარცხენეებმა. სამოქალაქო ომის დასაწყისში ლოპეზ ოჩოა მოკლეს. ამ მოვლენებიდან
რამდენიმე ხანში ის გახდა აფრიკის არმიის მეთაური (15 თებერვლიდან), ხოლო 1935 წლის 19 მაისიდან
გენერალური შტაბის უფროსი.
მემარჯვენე ცენტრისტული კოალიციის კოლაფსისა და სტრაპელოს კორუფციული სკანდალის შუა პერიოდში
დაინიშნა ახალი არჩევნები. ჩამოყალიბდა ორი ფართო კოალიცია. მემარცხენე სახალხო ფრონტი რომელშიც
შედიოდნენ რომელთა ფართოა სპექტრული არეალი მოიცავდა რესპუბლიკელებსაც და კომუნისტებსაც ხოლო
მემარჯვენე კოალიციას წარმოადგენდა ეროვნული ფრონტი (ესპ:Frente Nacional) რომლის სპექტრი მოიცავდა
ცენტრისტ რადიკალებს და კონსერვატიულ კარლისტებს. 1936 წლის 16 თებერვალს მემარცხენეებმა დიდი
ძალისხმევით მცირე უპირატესობით გაიმარჯვეს. სიტუაცია კვლავ დაიძაბა, მთავრობამ და მისმა მხარდამჭერებმა,
სახალხო ფრონტმა, გააჩაღეს მძლავრი კამპანია ოპოზიციის წინააღმდეგ და ადანაშაულებდნენ რესპუბლიკის
წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში. ოპოზიციურმა პარტიებმა თავის მხრივ უპასუხეს მზრდადი ძალით.
უკანასკნელნი აცხადებდნენ რომ სახალხო ფრონტმა მიითვისა 200 ადგილი 473 წევრიან პარლამენტში. 200
ადგილის დაკარგვის შემდეგ ოპოზიცია აცხადებდა რომ ხელისუფლება წარმოადგენდა საზოგადოების მხოლოდ
მცირე ნაწილს, აქვე ამატებდნენ რომ პარლამენტში მათი უმრავლესობა მიღწეული იქნა დიდი საარჩევნო
გაყალბებით, მთავრობის მიერ განხორციელებული ტერორით და დაშინებით, მემარჯვენეების ამომრჩეველი
საარჩევნო ოლქების გაუქმებით, არჩეული კანდიდატების დაპატიმრებებით და ზოგჯერ მკვლელობებითაც კი.
ოპოზიციის განცხადებებით რესპუბლიკის რეალური მტრები იყვნენ არა მარჯვნივ არამედ მარცხნივ; ესპანეთი
დადგა კომუნისტური დიქტატურის დამყარების საფრთხის ქვეშ და აქედან გამომდინარე ოპოზიცია სახალხო
ფრონტთან ბრძოლით იცავდა სამართალსა, წესრიგს, თავისუფლებას და ესპანელი ხალხის ფუნდამეტურ
უფლებებს.
არჩევნების შემდგომ ფრანკო წარუმატებლად ცდილობდა მიეღწია მშვიდობას და ხმების ხელახალ გადათვლას,
ამის მაგივრად 23 თებერვალს ფრანკოს ჩააბარეს კანარის კუნძულები. ამ დროს კი ემილიო მოლა ამზადებდა
შეთქმულებას. ივნისში ფრანკო დაუკავშირდა მას და საიდუმლოდ გამართა შეხვედრა ტენერიფეში ესპერანზას
ტყეში რათა ემსჯელათ სამხედრო გადატრიალებაზე.
გარეგნულად ივლისამდე ფრანკო ინარჩუნებდა ორაზროვან პოზიციას არსებულ სიტუაციაზე. 1936 წლის 23
ივნისს მან მისწერა მთავრობის ხელმძღვანელს კასარეს კიროგას შესთავაზა არმიას დაემყარებინა წესრიგი
ქვეყანაში მაგრამ პასუხი არ მიუღია. დანარჩენმა აჯანყებულებმა მტკიცედ გადაწყვიტეს წასულიყვნენ წინ,
ფრანკოსთან ან ფრანკოს გარეშე (ესპ:con Paquito o sin Paquito), როგოც იყო ხოსე სანხურხოზე, სამხედრო ამბოხის
პატივსაცემ ლიდერზე. სხვადასხვა მიზეზებით გადადებების შემდგომ, 18 ივლისი დაითქვა სამხედრო ამბოხის
დაწყების დღედ. "სიტუაციამ მიაღწია გამოუვალ მდგომარეობას" სწორედ ასე აღუწერა მდგომარეობა მოლამ
ფრანკოს, გადატრალება იყო გარდაუვალი ამიტომ ფრანკოს უნდა აერჩია ვის მხარეს დადგებოდა. მან გადაწყვიტა
დათანხმებოდა და ჩააბარეს აფრიკის არმია. კერძო მფლობელობაშ მყოფი DH 89 ჩაფრინდა ინგლისში 11 ივლისს
რათა ჩაეყვანა ფრანკო აფრიკაში.
მემრჯვენენ ოპოზიციური პარტიის ხოსე კალვო სოტელოს მკვლელობის შემდგომ მთავრობის პოლიციური
ძალების მიერ, საპასუხოდ მემარჯვენეებმა მოკლეს ანტიფაშისტი და პოლიციის მოიერიშე ძალების ლეიტენანტი
ხოსე კასტილო, ამ მკვლელობებმა დააჩქარეს მოველენები. 17 ივლისს, დაგეგმილზე ერთი დღით ადრე აფრიკული
არმია აჯანყდა. 18 ივლისს ფრანკომ გამოაქვეყნა მანიფესტი და გაფრინდა აფრიკაში.
ერთი კვირის შემდეგ ნაციონალისტები აკონტროლებდნენ ესპანეთი ტერიტორიის ერთ მესამედს და საზღვაო
ნაწილების უმეტესობა კვლავ რჩებოდა მთავრობისადმი ლოიალური, რამაც ფრანკო დატოვა იზოლირებული.
სახელმწიფო გადატრიალება ჩაიშალა მაგრამ დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი.
ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყო 1936 წლის ივლისში და ოფიციალურად დასრულდა 1939 წლის აპრილში
ფრანკოს გამარჯვებით, ომში დაიღუპა 190,000[14] დან 500,000[13] მდე ადამიანი. მიუხედავად აგვისტოს
ინტერვენციის საწინააღმდეგო ხელშეკრულებისა ომში აშკარა იყო გარე ძალების აქტიური ჩარევა ბარიკადების
ორივე მხრაეს. ნაციონალისტებს მხარს უჭერდა ფაშისტური იტალია დუჩეს ლიდერობით რომელმაც მათ
დასახმარებლად გაგზავნა მოხალისეთა კორპუსი (იტ.Corpo Truppe Volontarie). მალევე იტალიას შეუერთდა მესამე
რეიხიც, რომელმაც გაგზავნა ლეგიონი კონდორი, ლეგიონი ცნობილია გერნიკის დაბომბვით 1937 წლის აპრილს.
საფრანგეთმა და ინგლისმა ესპანეთში მეომარ მხარეებს გამოუცხადეს მკაცრი ემბარგო რასაც სერიოზული
უთანხმოება მოჰყვა თავად საფრანგეთის სახალხო ფრონტის კოალიციაში ლეონ ბლუმის ლიდერობით, მაგრამ
მემარცხენეების მხარეს იბრძოდა ინტერნაციონალური ბრიგადები და საბჭოთა კავშირის.
იმის გათვალისწინებით რომ სტალინმა და ჰიტლერმა ომი გამოიყენეს თავიანთი შეიარაღების გამოსაცდელად,
ზოგიერთი ისტორიკოსი, მაგალითად როგორიცაა ერნსტ ნოლტე, მიიჩნევს რომ მეორე მსოფლიო ომთან ერთად
ესპანეთის სამოქალაქო ომი ნაწილია ევროპული სამოქალაქო ომის, რომელმაც გასტანა 1936 წლიდან 1945 წლამდე
და ხასიათდებოდა მემარცხენეებისა და მემარჯვენეების იდეოლოგიური და სამხედრო დაპირისპირებებით.

მიუხედავად იმისა რომ ფრანკოს არ ჰქონდა ფული, რადგან სახელმწიფო განძი იყო მადრიდში და შესაბამისად
მთავრობის ხელში, ნაციონალისტებმა შექმნეს ძლიერი ფინანსური ლობი ლონდონში ლისაბონთან ერთად
რომელიც გახდა ნაციონალისტთან საექსპლუატაციო ბაზა. ბოლოს და ბოლოს მას შეეძლო მიეღო ეკონომიკური და
დიპლომატიური მხარდაჭერა მისი პირადი კავშირებით.
1936 წლის 18 ივლისის პროკლამაციის (ესპ.pronunciamiento) შემდეგ, ფრანკომ აიღო ლიდერობა 30,000 იანი
ესპანეთის აფრიკულ არმიის. ამბოხების პირველივე დღეებში გამოიკვეთა რომ აუცილებელი და საჭირო იყო
ესპანური მაროკოს კონტროლზე აყვანა. ერთი მხრივ ფრანკო ცდილობდა მოეპოვებინა ადგილობრივი
მოსახლეობისა და ნომინალური მთავრობის მხარდაჭერა ხოლო მეორე მხრივ ამყარებდა არმიაზე მის კონტროლს.
ამას მოჰყვა 200 რესპუბლიკელებისადმი ლოიალურად განწყობილი უფროსი ოფიცრის სიკვდილით დასჯა (მათ
შორის იყო მისი ბიძაშვილი). ამ კრიტიკულ ვითარებაში საპასუხოდ მოკლეს ფრანკოს ერთ ერთი ყველაზე
ერთგული მცველი. ფრანკოს უპირველესი გამოწვევა იყო თუ როგორ გადაეყვანა მისი არმია იბერიის
ნახევარკუნძულზე, როდესაც ჯერ კიდევ მთავრობა აკონტროლებდა ესპანეთის ფლოტს და კეტავდა გიბრალტარის
სრუტეს. მან დახმარება სთხოვა ბენიტო მუსოლინის, რომელმაც უპირობოდ შესთავაზა იარაღითა და ავიაციით
დახმარება; ვილჰელმ კანარისმა გერმანიის სამხედრო დაზვერვის აბვერის თავმა დაარწმუნა ჰიტლერი
ნაციონალისტებისთვის მხარდაჭერის მიზანშეწონილობაში. 20 ივლისიდან მას უკვე შეეძლო 22 ძირითადად
გერმანული იუნკერს 52 თვითმფრინავების მცირე ჯგუფით გაეკეთებინა საჰაერო ხიდი სევილიისკენ, სადაც მისმა
მებრძოლებმა განამტკიცეს აჯანყებულთა პოზიციები ქალაქში. წარმომადგენლების საშუალებით ფრანკომ დაიწყო
მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთთან, ნაცისტურ გერმანისათან და ფაშისტურ იტალიასთან უფრო მეტი სამხედრო
მხარდაჭერის აღმოსაჩენად, ყველაზე მეტად კი ფრანკოს თვითმფრინავები ესაჭიროებოდა. მოლაპარაკებები
წარმატებული აღმოჩნდა უკანასკნელ ორთან 25 ივლისს, და თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენები ტეტუანისკენ
უკვე 2 აგვისტოსთვის. 5 აგვისტოს კი ფრანკოს უკვე შეეძლო გაეტეხა ბლოკადა ახლად ჩამოსული ავიაციით და
2,000 ჯარისკაციანი გემების ქარავნით.
ადრეული აგვისტოსთვის სიტუაცია დასავლეთ ანდალუსიაში იმდენად სტაბილური იყო რომ მას მიეცა საშალება
ჩამოეყალიბებინა კოლონა, ლეიტენანტ-კოლონელ ხუან იაგუეს მეთაურობით, რომელსაც მარში უნდა მოეწყო
ესტრამადურას გავლით მადრიდზე. 11 აგვისტოს აღებულ იქნა მერიდა, 15 აგვისტოს კი ქალაქი ბადაიოზი, ასე
რომ ორივე ქალაქი შეუერთდა ნაციონალისტების კონტროლირებად სივრცეებს. დამატებით მუსოლინიმ
ჩამოაყალიბა მოხალისეთა არმია, კორპო ტრუპო ვოლუნტარე (იტ.Corpo Truppe Volontarie), რომელშიც შედიოდა
12,000 იანი სრულად მოტორიზებული იტალიური შენაერთები რომლებიც გაიგზავნა სევილიაში, თავის მხრივ
ჰიტლერმა გაგზავნა ლუფტვაფეს 24 თვითმფრინავიანი რჩეული ესკადრონი. ყველა ამ თვითმფრინავს მიხატული
ჰქონდა ესპანეთის ეროვნული სიმბოლოები მაგრამ იმართებოდა იტალიელი და გერმანელი პილოტებით. ფრანკოს
ავიაციის ხერხემალი ამ დღეებში იყო Savoia-Marchetti SM.79 და Savoia-Marchetti SM.81 ტიპის იტალიური
ბომბდამშენები, ფიატის ბიპლანი Fiat CR.32, გერმანული Junkers 52 და Heinkel He 51 ის ტიპის გამანადგურებელი
ბიპლანი.
21 სექტემბერს, კოლონას მეთაურთან ერთად ქალაქ მაკედაში (80კმ ით დაშორებული მადრიდიდან), ფრანკომ
გადაუხვია გზას და 27 სექტემბერს გაათავისუფლა ტოლედოში ალკაზარის ალყაში მოქცეული ნაციონალისტური
გარნიზონი. ამ საკამათო გადაწყვეტილებამ სახალხო ფრონტს მისცა დრო მადრიდის დაცვის გაძლიერებისთვის და
ერთი წლით გაუგრძელდათ მადრიდზე კონტროლი მაგრამ ალკაზარის ალყის მოსპობა იყო დიდი მორალური და
პროპაგანდისტული წარმატება.

ამბოხის არჩეული ლიდერი გენ.სან ხურხო გარდაიცვალა 1936 წლის 20 ივლისს ავია კატასტროფაში. აქედან
გამომდინარე ნაციონალისტთა ზონაში "პოლიტიკური ცხოვრება შეწყდა". თავიდან, მხოლოდ სამხედრო
მმართველობას ჰქონდა მნიშვნელობა; ქვეყანა დაიყო რეგიონულ სამხედრო ოლქებად(ემილიო მოლა
ჩრდილოეთში, გონსალო კეიპო დე ლიანო სევილიაში მართავდა ანდალუსიას, ფრანკო დამოუკიდებელი მართვით
და მიგელ კაბანელიასი სარაგოსაში მეთაურობდა არაგონს). ესპანეთის მაროკოს არმია თავის მხრივ გაყოფილი იყო
ორ კოლონად, ერთს მეთაურობდა გენერალი ხუან იაგუე ხოლო მეორეს კოლონელი ხოსე ვარელა.
24 ივლისიდან ჩამოყალიბდა კოორდნინირებული სამხედრო ხუნტა ბაზით ქალაქ ბურგოსში. ნომინალურად
ხუნტას ხელმძღვანელობდა კაბანელასი, როგორც ყველაზე უფროსი გენერალი. ხუნტაში შედიოდა მოლა, სამი
გენერალი და ორი კოლონელი; ფრანკო ხუნტაში აგვისტოს საწყის დღეებში დაამატეს.21 სექტემბერს, გადაწყდა
რომ ფრანკო უნდა გამხდარიყო მთავარსარდალი (ამ გაერთიანებულ მეთაურობას დაუპირისპირდა მხოლოდ
კაბანელასი), და მცირე დისკუსიის შემდეგ მოლა და კეიპო დე ლიანო დანიშნეს მთავრობის თავებად. მის
პირველობას ასევე ხელი შეუწო ჰიტლერის გადაწყვეტილებამ მთელი მისი სამხედრო დახმარება
ნაციონალისტებისადმი წასულიყო პირდაპირ ფრანკოსკენ.
მოლა ფრანკოს მიიჩნევდა ამბოხის საწყისისთვის შეუფერებელად მაგრამ მოლამ თავად მოახდინა თავისივე თავის
დისკრედიტება წარუმატებელი გადატრიალების დაგეგმვით რაც გადაიზარდა სამოქალაქო ომში, მას მიიჩნევდნენ
კარლისტად და არა ფალანგისტად, მას ასევე არ ქჰონდა კარგი ურთიერთობები ჰქონდა გერმანელებთან; კეიპო დე
ლიანო და კაბანელასი ორივე ადრე აუჯანყდნენ მიგელ პრიმო დე რივერას დიქტატურას რის გამოც ისინი
დისკრედიტირებულები იყვნენ ნაციონალისტების ნაწილში; ფალანგისტთა ლიდერი პრიმო დე რივერა
დამწყვდეული იყო მადრიდის ციხეში (რამდენიმე თვის შემდეგ ის სიკვდილით დასაჯეს) და გადაწყვეტილება
მისთვის გაენთავისუფლებინათ პოსტი აშოშმინებდა სხვა ფალანგისტ ლიდერებს წამოეყენებინათ საკუთარი
კანდიდატურები. ფრანკოს მიერ ადრინდელი სიშორე პოლიტიკისგან ნიშნავდა იმას რომ მას ყავდა მცირე
რაოდენობის მაგრამ მაინც მტრები სხვადასხვა დაჯგუფებებში და სწორედ ამის გამო მან დაიწყო სერიოზული
კოოპერირება გერმანიასა და იტალიასთან.
1936 წლის 1 ოქტომბერს ბურგოსში, ფრანსისკო ფრანკო სახალხოდ გამოცხადდა ნაციონალური არმიის
გენერალსიმუსად და სახელმწიფოს თავად.[22] როდესაც მოლა გარდაიცვალა ავიაკატასტროფაში (არსებობს აზრი
რომ ეს მკვლელობა იყო) (1937 წლის 2 ივნისი), აღარ დარჩა ესპანეთში არც ერთი სამხედრო ლიდერი რომელიც
მოაწყობდა შეთქმულებას რესპუბლიკის წინააღმდეგ 1933-1935 წლებში.

ამ დროიდან მოყოლებული, ფრანკო პერსონალურად სარდლობდა სამხედრო ოპერაციებს. 1936 წლის ნოემბრის
მადრიდის აღების მცდელობის წარუმატებლობის შემდგომ ნაციონალისტებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს, რამაც
ფრანკოს კიდევ უფრო დაახლოვა გამარჯვებას ვიდრე გაბედულა შეტევამ. მისი გადაწყვეტილება გადაერჩინა
გარნიზონი ტოლედოში, ბევრი კამათის თემა გამხდარა, ასევე აღანიშნავია მისი გადაწყვეტილება წასულიყო
ვალენსიისკენ კატალონიის მაგივრად, რაც სრულიად გაუმართლებელი იყო სამხედრო თვალსაზრისით. მაგრამ
მიუხედავად ყველაფრისა ფრანკომ მტრის უკანასკნელი ნაწილები გაანადგურა სწორედ ვალენსიაში, კასტელონში
და ალიკანტეში.
ფრანკოს არმიას მხარს უჭერდა ნაცისტური გერმანია ლეგიონ კონდორის სახით, რომელიც ცნობილია 1937 წლის
26 აპრილის გერნიკას დაბომბვით. გერმანული ძალები ეხმარებოდნენ ნაციონალისტებს პირადი შემადგენლობისა
და ინსტრუქტორების გაწვრთნაში, და ზოგიერთმა გერმანელმა და იტალიელმა ესპანეთში იმსახურა მთელი ომის
პერიოდში. უმთავრესი დახმარება მიღებულ იქნა ფაშისტური იტალიისგან, მაგრამ ორივე ძალის გავლენის დონე
ფრანკოს სამხედრო გეზზე იყო დაბალი. მიუხედავად ამისა რომ იტალიელების ბრძოლა ყოველთვის არ იყო
ეფექტური (მაგ.გვადალახარს ბრძოლა), მათი წარმომადგენლობა უმეტეს ბრძოლებში იყო საკმაოდ დიდი, მაშინ
როდესაც CTV ეხმარებოდა ნაციონალისტების საჰაერო დომინანტობის მოსაპოვებლად მთელი ომის განმავლობაში.
ანტონიუ დი სალაზარიის პორტუგალია ასევე ღიად ეხმარებოდა ნაციონალისტებს ომის დასაწყისიდანვე 20,000
მებრძოლით.
ფრანკოს მიერ ნაცისტებისა და ფაშისტების მართვა შეზღუდული იყო, განსაკუთრებით ლეგიონ კონდორზე,
მიუხედავად იმისა რომ ოფიციალურად ისინი ფრანკოს უნდა დამორჩილებოდნენ, ხშირად ისინი
გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებდნენ. პრესტიჟის გამო გერმანულმა და იტალიურმა ნაწილებმა ბოლომდე
იბრძოლეს ფრანკოს მხარეს და მიიღეს მონაწილეობა ტრიუმფალურ მადრიდის სამხედრო აღლუმში.

1937 წლის აპრილს, ფრანკომ შეძლო გაეერთიანებინა იდეოლოგიურად ერთმანეთისთვის მიუღებელი ნაციონალ
სინდიკალისტური ფალანგა (მემარჯვენე რადიკალური პოლიტიკური პარტია, დაფუძნებულია ხოსე ანტონიო
პრიმო დე რივერას მიერ) და კარლისტ მონარქისტული პარტიები ერთ პარტიაში მისი მმართველობის ქვეშ, რასაც
დაერქვა Falange Española Tradicionalista y de las Juntas de Ofensiva Nacional-Sindicalista (FET y de las JONS),
რომელიც გახდა ერთადერთი ლეგალური პარტია 1939 წელს. ფალანგისტების ჰიმნი, სახით მზისკენ (ესპ.Cara al
Sol) გახდა ნახევრად ეროვნული ჰიმნი ფრანკოს რეჟიმის დამყარებამდე.
ახალმა პოლიტიკურმა ფორმაციამ დააშოშმინა პრო-ნაცისტი ფალანგისტები, იმავდროულად კი ასუსტებდა მათ
ანტიგერმანელ კარლისტებთან მიმართებაში. ფრანკოს სიძე, რამონ სერანო სუნერი, რომელიც იყო მისი
პოლიტიკური მრჩეველი, შეძლო გადაეკიდა სხვადასხვა პარტიები ერთმანეთის წინააღმდეგ ფრანკოს ქვეშ რათა
შთაენთქათ ნებისმიერი კონფრონტაცია ფრანკოს წინააღმდეგ. საჭიროების მომენტში მან პარტიიდან გარიცხა
კიდეც წამყვანი წევრები, კარლისტი მანუელ ფალ კონდე და ფალანგისტი მანუელ ჰედილა, რათა უზრუნველეყო
ფრანკოს პოლიტიკური მომავალი. ფრანკომ ასევე დააშოშმინა კარლისტები როდესაც პროპაგანდამ გაატარა
რესპუბლიკელების ანტიკლერიკანიზმის დაგმობის პოლიტიკა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა "ომის
წამებულებზე". მაშინ როდესაც რესპუბლიკური ძალები ომს უწოდებდნენ ფაშიზმისგან ქვეყნის დაცვის ბრძოლას,
ფრანკომ თავისი თავი წარმოსახა როგორც "ქრისტიანული ევროპის" დამცველი "ათეისტური კომუნიზმისგან".
იტალიამ გერმანიასთან ერთად ვერ მოიპოვეს მრავალრიცხოვანი დივიდენდები.რა თქმა უნდა ისინი გადარჩნენ
კომუნისტურ სახელმწიფოს დასავლეთ ევროპაში თუმცა ესპანეთი არ შევიდა მათთან ალიანსში და მთელი ომის
განმავლობაში მეტწილად ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს(თუ არ ჩავთვლით ცისფერ დივიზიას) ჰიტლერთან
პირისპირ შეხვედრაზე ფრანკომ უარი უთხრა გიბრალტარის აღების გეგმაში ესპანეთის მონაწილეობაზე.საბჭოთა
კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში (ცისფერი დივიზია) ფრანკო უბრუნებდა სტალინს იმ მონეტას რომელიც მან
გამოიყენა სამოქალაქო ომში მის წინააღმდეგ.ჰიტლერმა ერთი პერიოდი სცადა ცისფერი დივიზიის გენერალი
ფრანკოს წინააღმდეგ გამოყენება,რათა ხელისუფლებაში მოეყვანა მისადმი მორჩილი ხელისუფლება,საქმე იქამდე
მივიდა რომ ორივე ქვეყანამ ერთმანეთის საზღვრებთან მობილიზება გაუკეთეს შეიარაღებულ ძალებს 1942
წელს.მუსოლინის რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ ფრანკომ გამოიწვია ლეგენდარული ცისფერი დივიზია სსრკ
დან.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფრანკომ შეინარჩუნა ხელისუფლება თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში
იმყოფებოდა საერთაშორისო იზოლაციაში.
ფრანკომ ადოლფ ჰიტლერის უდიდესი ზეწოლის მიუხედავად მაინც დახუჭა თვალები გერმანიიდან დევნილი
ებრაელების შემოდინებაზე და ასევე უარი უთხრა ჰიტლერს ანტისემიტური კანონების მიღებაზე, საერთო ჯამში
ფრანკოს დამსახურებით გადარჩა 60 000 ებრაელი.ამ მიზეზით ფრანსისკო ფრანკო შესულია ერთ ერთ ყველაზე
საპატივცემულო ადამიანთა სიაში თანამედროვე ისრაელისათვის, მიუხედავად ჰიტლერთან გარკვეული
თანამშრომლობისა.

ცივი ომის დაწყებისთანავე 50 იან წლებში დაიწყო ესპანეთის დიპლომატიური ცნობა.მეორე მსოფლიო ომის
პერიოდშივე ფრანკომ დაიწყო ფაშისტური პარტიის(ესპანური ფალანგის)გავლენის შემცირება,ხოლო ომის შემდეგ
პარტიის საქმე მხოლოდ სოციალურო საქმით შემოიფარგლებოდა მსგავსად საბჭოთა პროპკავშირებისა,პარტიის
სახელი შეიცვალა და დაერქვა ნაციონალური მოძრაობა.ფრანკოს ინიციატივით გატარდა ეროვნული შერიგების
პოლიტიკა რაც გამოიხატა მემორიალში რომელიც მიეძღვნა ყველა დაღუპულს სამოქალაქო ომში.თუმცა
პოლიტიკური რეპრესიები (მემარცხენეების,სეპარატისტების კატალონიიდან და ბასკეთიდან) გაგრძელდა მის
სიკვდილამდე.
50 იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო ესპანური ეკონომიკური საოცრება,ესპანეთი გამოვიდა ევროპის ერთ ერთი
უაღარიბესი ქვეყნის მდგომარეობიდან და შემდგომ წლებში დაიკავა მეორე ადგილი ეკონომიკური განვითარების
ტემპებით (იაპონიის შემდეგ)

ბევრი მინისტრი,შემქმნელები ეკონომიკური საოცრებისა იყვენე კათოლიკური ორდენის Opus Dei წევრები. 60 იანი
წლების დასასრულს დაიწყო პოლიტიკური რეფორმები,მიღებულ იქნა კანონი პრესის თავისუფლების და
არაპოლიტიკური შეკრებების შესახებ.ასევე მირებულ იქნა კანონი ადამიანის უფლებების შესახებ რამაც
საფუძველი მოუმზადა ქვეყანას მშვიდობიანად გადასულიყო კონსტიტუციურ მონარქიაზე.
მთელი ეს დრო 1947 წლიდან მოყოლებული ესპანეთი ითვლებოდა მონარქიულ ქვეყნად მეფის ვაკანტური
ადგილით. ბოლო პერიოდში ფრანკომ მიიღო გადაწყვეტილება რომ მეფე მისი სიკვდილის შემდეგ უნდა
გამხდარიყო პრინცი ხუან კარლოსი,რაც განხორციელდა 1975 წელს. მეფემ ესპანეთისა ხუან კარლოსმა პირველმა
დაასრულა ქვეყნის ავტორიტარულიდან დემოკრატიულ რეჟიმზე ქვეყნის გადაყვანის პროცესი.
1973 წელს ფრანკომ თავისი ნებით დატოვა მთავრობის მეთაურის პოსტი ადმირალ ლუის კარერო ბლანკოსთან
შეთანხმებით. (რომელიც მოკლულ იქნა იმავე წელს ეტას მიერ)
ფრანსისკო ფრანკო დაკრძალულია მადრიდში დაცემულთა ველზე რომელიც ეძღვნება ესპანეთის სამოქალაქო
ომში დაღუპულ ადამიანებს და რომელიც შეიქმნა სპეციალურად ფრანკოსთვის.

უფლის კვართი (და იაკობის კიბე) მცხეთაში


გაიოზ მამალაძე

ქართულ ეროვნულ იდეოლოგიაში უდიდესი ადგილი უკავია მაცხოვრის კვართის დაბრძანებას საქართველოს
უძველეს დედაქალაქში, მცხეთაში. ქართველი ადამიანისთვის დიდი სიამაყის მიმნიჭებელი იყო საუკუნეთა
მანძილზე ეს ვითარება.

აბა წარმოვიდგინოთ, როგორ იამაყებდნენ სომხები, რუსები ან სხვები, მათ სამშობლოს რომ რგებოდა წილად
ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი კვართი უფლისა.
მცხეთელი ურია ელიოზი და მისი მეგობრები ქრისტეს ჯვარცმის დროს იერუსალიმში იყვნენ, თუმცა მაცხოვრის
წინააღმდეგ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

როგორც მოგვითხრობს ახალი აღთქმა, ქრისტეს ჯვარცმის დროს მისი სამოსი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
მიერ უკერველად მოქსოვილი კვართი განუყოფელი (დაუნაწევრებელი, დაუჭრელი) დარჩა. მასზე წილი ჰყარეს:
"და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად,
თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი, რამეთუ იყო უკერველ, ზეიტ გამოქსოვილ ყოვლად,
თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისიცა იყოს, რაÁთა აღესრულოს
წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე
ყვეს (იოანე, 19, 23-24).

მერე იგი წილად ხვდათ მცხეთელებს (არსენ იყალთოელი, "ცხორება და მოქალაქეობა ნინოსი", მსოფლიო
ლიტერატურის ბიბლიოთეკა, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, გვ. 376, თბილისი 1978).

ელიოზმა შეუსრულა თავის დას, სიდონიას თხოვნა, ერთ-ერთი რომაელი ჯარისკაცისაგან შეიძინა და მცხეთაში
წამოაბრძანა ქრისტეს ნაქონი ნივთი – კვართი.

მცხეთაში დაბრუნებულ ელიოზს ქალაქის შესასვლელთან შეეგება სიდონია. გამოართვა ძმას ხელთუქმნელი
კვართი უფლისა და უზომო სიხარულით გულში ჩაიხუტა. როცა გაიგო მაცხოვრის წამების შესახებ, სიდონია
განუზომელი მწუხარებისაგან გარდაიცვალა.

მთელმა მცხეთამ გაიგო ამის შესახებ. ქართლის მეფე ადერკს ძალიან მოეწონა კვართი. მაგრამ, ვერაფრით
გამოაცალეს გარდაცვლილს ხელიდან კვართი და მასთან ერთად დაკრძალეს საქართველოს ერთ-ერთი პირველი
წმიდანი.

ერთ-ერთს იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი აზრით პირველი წმინდანი იყო ელიოზისა და სიდონიას დედა, ელია
მღვდლის შთამომავალი. როცა ელიოზი მიდიოდა იერუსალიმში, დედამ სთხოვა არ მიეღო მონაწილეობა
"რომელსა-იგი განიზრახვენ, ნუ შეერთვინ ცნობა შენი, ნუ შვილო! რამეთუ იგი არს სიტყვა წინასწარმეტყველთა და
იგავი ბრძენთა.

და წავიდა ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. და მუნ დახვდეს ჯვარცმასა უფლისასა.

ხოლო ოდეს დამსჭვალეს უფალი და პასანიკმან კვერითა დაჰკრა სამსჭვალთა, აქა დედასა ელიოზისსა ესმა და
იკრჩხიალნა და თქვა:

– მშვიდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა თქვენისა მაცხოვარი და იქმნენით მკვლელ
შემოქმედისა! ვაი თავსა ჩემსა, რომელ არა წინავე მოვკვედ, რათამცა არა სმენილ იყო ყურთა ჩემთა!

და ამას ზედა შეისვენა" (ქართული მწერლობა, I, ლეონტი მროველი, ცხოვრება მეფეთა, გვ. 83. თბილისი 1987).

მაშასადამე, სიდონიას დედა და თავად სიდონია, განსაკუთრებული წმინდანები არიან, ქრისტეს ჯვარცმის გამო
ზაფრით, მწუხარებით, გულისტკივილით კვდებიან. მათი ტანჯვა ხორციელზე მეტად მტკივნეულია, მათმა
მოძმეებმა ხომ უფალი მოკლეს...

როგორი დედობრივი სიყვარული, საკაცობრიო განცდა და წინაპართა მიერ დაგროვილი სარწმუნოებრივი სიბრძნე
გამოსჭვივის დედის დარიგებაში – "ნუ შვილო!"

როცა საქართველოს ისტორიის ამ სტრიქონებს კითხულობ კაცი, სურათის რეალურობა სრულიად ცხადად
დაგიდგება თვალწინ. ჯალათის კვერის დაკვრის ხმაც შეიძლება წარმოგიდგეს და გულგანგმირული დედის
გლოვაც.

იოანე ნათლისმცემლის მერე სიდონიას დედა და მისივე ქალიშვილი პირველი წმინდანები არიან ახალი აღთქმისა.

სიდონიას საფლავზე აღმოცენდა დიდი ხე, 'კვიპაროზი" და ქვეშე მისსა – მრავალფერი ყვავილი", როგორც
მოგვითხრობს "წმიდა ნინოს ცხოვრება". ავადმყოფი ფრინველები და მხეცები ამ ხის წიწვებით იკურნებდნენ
ხოლმე თავს. ხეს საოცარი სურნელი ჰქონდა.
სწორედ უფლის კვართის ნახვის სურვილით იყო გამოწვეული წმიდა გიორგის ნათესავის, წმიდა ნინოს
დაინტერესება საქართველოთი, მცხეთით. მერე მას გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და
საქართველოში, ვაზის ქვეყანაში თავისივე ხელით შექმნილი ვაზის ჯვრით გამოამგზავრა თოთხმეტი წლის
ქალწული.

უფრო კარგად რომ განვმარტო რამდენად მნიშვნელოვანია ადგილი, სადაც (რადგანაც) დაბრძანდა მაცხოვრის
კვართი, მოვიყვან წმ. ნინოს სიტყვებს კვართის ადგილსამყოფლის შესახებ, მისივე მეგობრის, სიდონიას
მონათხრობიდან (ჩემეული განმარტებებით), და, ცოტა ქვემოთ, სიდონიასვე მონათხრობს ეკლესიის სასწაულებრივ
აღშენების თაობაზე, კვართის დაბრძანების ადგილას, პირველი სიდონიას საფლავზე (წმ. ნინოს მეგობარი სიდონია
არის უფლის კვართთან ერთად დაფლული საქართველოს პირველი წმინდანის – სიდონიას ოჯახის შთამომავალი).

"აქა არსო ადგილი სამარხოი მისიო, რომელსა ენანი კაცთანი არა დადუმნენ გალობად ღმრთისა მიმართ, მას ზედა
არს ადგილი იგი, ვითარცა ადგილი იაკობისი, კიბედ ხილული და ზეცად აღწევნული ამიერითგან და
უკუნისამდე, დიდება და ქება მოუკლებელ~ (ძვ. ქ. მწ. ძ., I, შატბერდის კრებული, გამოსაცემად მოამზადეს ბ.
გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, გვ. 340, თბილისი 1979).

ახლა განვიხილოთ რას ნიშნავს ადგილი იაკობისი, კიბედ ხილული და ზეცად აღწევნული ამიერითგან და
უკუნისამდე.

იაკობი არის ისრაელის მამამთავარი, მას ეწოდა ისრაელი იაკობის მაგივრად, ჰყავდა 12 ვაჟი, ისრაელის თორმეტი
ტომის მამამთავარი.

ერთხელ, იაკობი გზად მიდიოდა. "და მიემთხვია ადგილსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდა მზეი. და მოიღო
ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათაი და დაიდვა სასთუნალ მისა და დაწვა მას ადგილსა.

და ჩუენებასა იხილვიდა: და აჰა ესერა კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწვდომილ იყო ცადმდე,
და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს.
ხოლო უფალი დამკვიდრებულ იყო მას ზედა. და ჰრქუა: მე ვარ უფალი ღმერთი აბრაჰამისი, მამისა შენისაი, და
ღმერთი ისაკისი. ნუ გეშინინ! ქუეყანაი ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა.

და იყოს ნათესავი შენი ვითარცა ქვიშაი ზღვისაი და განვრცნეს ზღუადმდე და ჩრდილოდ და ბღურად და
აღმოსავალად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ.

და აჰა მე შენ თანა ვარ, ვიდრეცა ხვიდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა დაგიტეო, ვიდრე არა
ვყო მე ყოველი, რაოდენსაცა-იგი გეტყოდე შენ.

და განიღვიძა იაკობ ძილისა მისგან და თქუა:

... ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! არა არს ესე სხუა, გარნა სახლი ღმრთისაი, და ესე არიან ბჭენი ცისანი.

და აღდგა იაკობ განთიად და მოიღო ლოდი იგი მუნ, რომელი დაედვა სასთუნლად, და დაასხა ზეთი თავსა მის
ლოდისასა.

და უწოდა სახელი ადგილსა მას სახლი ღმრთისაი" (დაბადება, 28, 11-19. ქართული ლექციონარის პარიზული
ხელნაწერი (ძველი და ახალი აღთქმის საკითხავები), I, ნაწ. I, გამოსაცემად მოამზადეა კ. დანელიამ, სტ. ჩხენკელმა
და ბ. შავიშვილმა, გვ. 44, თბილისი 1987).

მაშასადამე, იაკობის ადგილი არის განსაკუთრებული ადგილი, იაკობისვე სიტყვებით რომ ვთქვათ, "ბჭენი ცისანი"
(ზეცის კარიბჭე), "სახლი ღმრთისა" (ბეთელი), სადაც მან მიიღო აღთქმა უფლისგან, რომ მისი შთამომავლები, მისი
თორმეტი შვილის მოდგმა, ღვთის რჩეული ხალხი დამკვიდრდებოდა და გამრავლდებოდა.

ანალოგიით, უნდა ვიფიქროთ, რომ მცხეთა, სადაც დაკრძალულია უფლის სამოსელი – კვართი (და ელიას
ხალენიც), არის ახალი იაკობის ადგილი, სადაც ბჭეა ცისა (კარიბჭე ზეცისა), ღვთის სახლი. საინტერესოა, რომ
ელიას ხალენი "ქვათა (ე. ი. ლოდთა) შინა ულპოლველადაა შენახული" აბიათარ მღვდლის სიტყვებით (იქვე).
სხვა სიტყვებით, მცხეთა არის ახალი ისრაელის დადგინების ადგილი. უფლის სიტყვები იაკობისადმი "ნათესავი
შენი ვითარცა ქვიშაი ზღვისაი და განვრცნეს ზღუადმდე და ჩრდილოდ და ბღურად და აღმოსავალად. და
იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ", უნდა გავიგოთ, ალბათ, ასე
– ახალი ისრაელის, ახალი სარწმუნოების მატარებელი ხალხი განივრცობა მთელ დედამიწაზე და იკურთხება
იაკობის შთამომავლის, მართალი იოსების ოჯახში განკაცებულის მიერ.

კვართის დაკრძალვის ადგილას აშენებული პირველი ხის ეკლესია დაეყრდნო ბოძს, ლიბანის ნაძვისას, რომელიც
ამოსულიყო სიდონიას საფლავზე და მირონმდინარე იყო (ლოდს იაკობმა სცხო ზეთი).

რაც შეეხება მცხეთაში, უფლის კვართის დაკრძალვის ადგილას ეკლესიის აშენებას, ეს არის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის.

როგორც ვთქვით, სიდონიას საფლავზე ამოსული იყო ლიბანის ნაძვი, კვიპაროზი, სასწაულთმოქმედი. ამ
ადგილზე ეკლესიის ასაშენებლად ამ კვიპაროზისაგან დაამზადეს შვიდი სვეტი. ექვსი სვეტი ჩვეულებრივად
დაამაგრეს, მაგრამ მეშვიდე ვერ დაძრეს ადგილიდან. მთელი დღის წვალების მერე მეფე, დედოფალი და სხვები
იმედგაცრუებულნი გაშორდნენ ადგილს. დარჩნენ მხოლოდ წმინდა ნინო და თორმეტი დედა ("მოქცევაი
ქართლისაი", შატბერდული). ისინი ხელაპყრობილი შესთხოვდნენ უფალს წყალობას. ამ დროს გამოცხადება იხილა
წმ. ნინოს მოწაფემ და მეგობარმა წმიდა სიდონიამ (ამაზე ქვემოთ).

ცისკრისას, როცა დედებს მიერულა (სიდონიას გარდა), წმინდა ნინო ხელაპყრობილი იდგა: "და აჰა ესერა ზედა-
მოადგა ჭაბუკი ერთი ყოვლადვე ნათლითა შემოსილი, და მოებლარდნა ცეცხლის-სახედ ზეწარი, და არქუნა სამნი
რაიმე სიტუანი ნეტარსა ნინოს. ხოლო იგი დაეცა პირსა ზედა თვისსა. ხოლო ჭაბუკმანმან მიყო ხელი სუეტსა მას
და უპყრა თავი და აღამაღლა და წარიღო სიმაღლესა ცათასა...

... და აჰა ვიხილე სუეტი იგი ცეცხლის-სახედ ჩამოვიდოდა და მოეახლა ხარისხსა მას თვისსა. და ვითარ დაემართა,
და დადგა ზედა ხარისხსა მას ქუეყანით აღშორებულად ვითარ ათორმეტ წყრთა და ნელიად ჩამოიცვალებდა
თÂსსავე მას ზედა ნაკუეთსა, რამეთუ ხარისხად იყო ძირი იგი მისი, რომლისაგან მოკუეთილ იყო სუეტი იგი
ცხოველი" (ძვ. ქმწ. ძ., შატბედის კრებული, მოქცევაი ქართლისაი, გვ. 345, თბილისი 1979).

ალბათ გასაგებია, ეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა წმიდა ნინოს და უთხრა სამი სიტყვა, ჩემი აზრით – მამა, ძე და
სულიწმიდა. შემდეგ ძელიცხოვლის სვეტი ზეცაში აიტანა და მერე ეს ძელიცხოვლის სვეტი, უკვე სვეტიცხოველი
დაეშვა დედამიწაზე ცეცხლოვანი სახით, ჯერ გაჩერდა თორმეტი წყრთის სიმაღლეზე, მერე კი დაედგინა თავის
ხარისხს. სიდონიას საფლავზე ამოსული ხის გადანაჭერს, კუნძს.

ეს ტაძარია სვეტიცხოველი. უნდა აღინიშნოს, რომ სვეტიცხოველი თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. რაც
ნიშნავს, რომ ახალი ისრაელის ტაძარია, რადგან ახალი ისრაელის აღთქმა თორმეტმა მოციქულმა იქადაგა
(თორმეტი მოციქულის სახელი ვახტანგ გორგასალმა უწოდა. იხ. ამავე წიგნში: "მართლმადიდებლური საკრალური
გეოპოლიტიკა V-VI საუკუნეების საქართველოში ანუ ათცამეტი მღვდელმთავრისა და მერე ათცამეტი ასურელი
მამის მიერ ახალი ისრაელის დაარსება").

სხვათა შორის, სვეტიცხოვლის ძველ ფენაში მართლაც აღმოჩენილია შვიდსვეტიანი ეკლესიის ნაშთი.

ბიძინა ჩოლოყაშვილის აზრით, ის სამი სიტყვა არის "აჰა, მოვალ ადრე…" (გამოცხადება, 3, 11). საერთოდ,
სიდონიას ხილვა, მისი განმარტებით, არის წინასწარმეტყველება, რომ მცხეთა გახდა ახალი იერუსალიმი, რაც
გამოწვეულია კვართის მცხეთაში დაბრძანებით და მიმდევი მოვლენებით, უფრო თუ დავაზუსტებთ, უფლის
ნებით (ჩოლოყაშვილი ბ, ქართულენოვალი ეკლესია – ახალი იერუსალიმი, თბილისი 2008).

მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის ცნობილია, რომ მაცხოვრის კვართი საქართველოშია დაბრძანებული. ბევრი
ქალაქი არ არის მდიდარი ასეთი დიდი განძით, გარდა იერუსალიმისა და იმ ქალაქებისა, სადაც დაბრძანებულია
ქრისტეს სუდარა და სხვა.

მაცხოვრის განუყოფელი, დაუნაწევრებელი კვართი არის სიმბოლო ქრისტეს ეკლესიის განუყოფლობისა.

თუმცა, რუსების ნაწილს ჰგონია, რომ შაჰ აბას I-მა ამოათხრევინა ქრისტეს კვართი და წაიღო. მერე კი რუსეთის
მეფეს გაუგზავნა ძღვნად.
რუსული გადმოცემით, რუსებმა დაანაწილეს (ანუ დაჭრეს) კვართი და გაანაწილეს რამდენიმე ეკლესია-
მონასტრისთვის. ამ გადმოცემით კვართმა მოახდინა სასწაულები და ავადმყოფები განკურნა. ცნობის მიხედვით,
აღნიშნულ კვართზე ლათინური წარწერა იყო და ის წითელი ფერისა გახლდათ.

ცნობილია, რომ უფლის კვართი არ იყო წითელი, მხოლოდ მაცხოვრის სისხლით შეიღებებოდა მისი ტანჯვის
დროს. დროთა განმავლობაში კი სისხლის წითელი ფერი, ალბათ, უფრო მუქ, შვინდის ფერს მიიღებდა. ამასთან,
ღვთისმშობლის მიერ უნაკეროდ მოქსოვილ კვართზე, მაცხოვრის სამოსზე, ლათინურ ასოებს არავინ ამოქარგავდა,
ეს გამორიცხულია.

გარდა ამისა, რატომ შეიცვლიდა უფლის კვართი თავის საბრძანებელს? რა, იაკობის კიბე, ან სვეტი ცხოველი, სხვა
ადგილას გამოცხადდა?

ერთ-ერთი მთავარი კი ისაა, რომ უფლის კვართი იყო უკერველი, ნაქსოვი. გავიმეოროთ იოანე მახარებლის
სიტყვები: "და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესო, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად
ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლი კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზევით გამოქსოვილ
ყოვლად. თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაითა
აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი" (იოანე,
19, 23-24).

მაშასადამე, კვართი გოლგოთაზე არ დაუხევიათ, არ დაუნაწილებიათ, – ის უკერველი იყო, ნაქსოვი და ვერც


დანაწილდებოდა, დაიშლებოდა, – და რაღა რუსეთში დაჭრიდნენ უფლის განუყოფელ კვართს?!

258 წელს წამებული, კართაგენის ეპისკოპოსის, კვიპრიანე კართაგენელის განმარტებით უფლის განუყოფელი
კვართი ჭეშმარიტი, განუყოფელი ეკლესიის სიმბოლოა (ბიძინა ჩოლოყაშვილი, სიდონიას წინასწარმეტყველება, გვ.
6, თბილისი 2009).

დარწმუნებული ვარ, რუსი საეკლესიო მოღვაწეები ისეთი უცოდინარები არ იყვნენ, ქრისტეს განუყოფელი,
დაუნაწევრებელი კვართი დაეყოთ (დაეჭრათ მაკრატლით თუ დანით). ვინ გაბედავდა განუყოფელი კვართისთვის
მაკრატლის მიკარებას.

ამ შემთხვევაში, მართლაც, რაღაც მნიშვნელოვან, ოღონდ სხვა სიწმინდეზეა ლაპარაკი, რომელიც შესაძლოა
საქართველოდან წაეღო შაჰ აბას I-ს და რუსებისთვის მიეცა, თუმცა არა უფლის კვართზე.

ამ ამბავში ჩანს რუსების ცოდნა – უფლის კვართი მცხეთაშია დაბრძანებული პირველივე საუკუნიდან,
გოლგოთაზე უფლის კვართი საქართველოს ხვდა წილად.

ეს გადმოცემა კარგად მიუთითებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქართველებისათვის მაცხოვრის კვართის


მცხეთაში ბრძანება, რამდენად მნიშვნელოვანია, ზოგადად უფლის კვართი ქრისტიანებისათვის.

არც ერთი ცნობა, დარდი, ვაება, უფლის კვართის დაკარგვის გამო ქართულ წყაროებში და ზეპირ გადმოცემებში არ
არის. მისი გატანა საქართველოდან რომ მართალი იყოს, უსათუოდ აისახებოდა ქართველი სასულიერო პირებისა
და სხვა მემატიანეების მიერ (ეს მიეწერებოდა ჩვენს ცოდვებს). არადა პირიქითაა, ქართული წყაროები, ზეპირი
გადმოცემები ერთხმად ამტკიცებენ, რომ უფლის კვართი მცხეთაშია.

მოვუსმინოთ არქიმანდრიტ რაფაელს (კარელინი): `ქრისტეს კვართი საქართველოს ეკლესიის ყველაზე დიდი
სიწმიდეა. საკრალური გაგებით სვეტიცხოვლის ტაძარში, როგორც სამეუფო კიდობანში დაბრძანებული საუფლო
კვართი შეიძლება ვამსგავსოთ სულიერ მზეს, მიწის წიაღიდან უხილავ ნათელს რომ აფრქვევს, ან შევადაროთ
თვალით უხილავ მიწისქვეშა წყაროს, რომელიც ყვავილებისა და მცენარეების ფესვებს კვებავს. უფლის კვართი
ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა თავისი ხელით მოქსოვა და მაცხოვრის სისხლმა განამეწამულა ჯვარცმის
გზაზე: გეთსამანიიდან გოლგოთამდე. ამ სიწმიდის გამო მცხეთას `მეორე იერუსალიმად~ სახელსდებდნენ.

სვეტიცხოვლის ტაძრის ინტერიერში აგებულია სამლოცველო, მსგავსი კუბუკლიისა, იმპერატორმა კონსტანტინემ


რომ ააშენა უფლის საფლავზე, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში. იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოტანილმა
საუფლო კვართმა სულიერი კავშირით შეაერთა პალესტინა და საქართველო, უფლის აღდგომის ტაძარი და
სვეტიცხოველი. საკრალურ სიბრტყეზე საუფლო კვართი სულიერი ცეცხლის სვეტია, ცამდე აზიდული, უფრო
საკვირველი, ვიდრე ის სვეტი, მოსეს და ისრაელს რომ მიუძღოდა აღთქმული მიწისკენ სინას უდაბნოში. ეს არის
ადგილი, სადაც ანგელოზები გარდამოდიან მიწაზე, ხოლო ადამიანთა სულები ზეცად მაღლდებიან ლოცვაში.
სახარებაში წერია, რომ უკურნებელი სენით შეპყრობილი ქალი მიეახლა მაცხოვარს, საიდუმლოდ შეეხო მის
კვართს და მყისვე განიკურნა ავადმყოფობისაგან (ლუკა, 8, 43-48). საუფლო კვართისგან ახლაც იკურნებიან ისინი,
ვინც მას სარწმუნოებით და კრძალულებით მიეახლება.

მრავალი საუკუნის შემდეგ სულთნის ცოლმა სიდონიას საფლავის გათხრა და კვართის მოტაცება უბრძანა თავის
მონებს. მაგრამ ანაზდად მიწიდან ცეცხლი გამოტყვრა – ისევე, როგორც იულიანე განდგომილის დროს (მან,
წინააღმდეგ ღვთის ნებისა, სოლომონის ტაძრის აღდგენა გადაწყვიტა). მონები ცეცხლმა დაწვა, სულთნის ცოლი კი,
ოდესღაც პავლე მოციქულის მიერ ძლეული მოგვივით, დაბრმავდა~ (არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), ხატი
`დიდება საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიისა, გვ. 12-13, თბილისი 2006, ქართულ ენაზე).

ბაგრატიონებმა, ბიბლიური დავით მეფის (რომლის ჩამომავლების ოჯახშიც განკაცდა მაცხოვარი) შთამომავლებმა,
როგორც საქართველოს მეფეებმა, თავის გერბის შუაში, ცენტრალურ, უმნიშვნელოვანეს ადგილას გამოსახეს
მაცხოვრის კვართი (საქართველოს სიმბოლო). გერბს საერთოდ უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სხვადასხვა ქვეყნის
მეფეები ცდილობდნენ თავის გერბებზე მნიშვნელოვანი რამ გამოესახათ. ხშირად ხელოვნური, ნაძალადევი,
გამოგონილი რაღაცეებიც გამოსდიოდათ. ქართველ მეფეებს კი არაფერი ჰქონდათ გამოსაგონი, ისინი ღმერთმა
დაადგინა იმ ქვეყნის მეფეებად, რომლის ცენტრშიც უდიდესი სიწმინდე განისვენებს – მაცხოვრის კვართი.

მას შემდეგაც კი, რაც თბილისი გახდა საქართველოს დედაქალაქი, ერთიანი საქართველოს მეფეები, ბაგრატიონები,
სვეტიცხოველში, უფლის კვართის ტაძარში ეკურთხებოდნენ ხელმწიფედ, იმიტომ, რომ სვეტიცხოველი
უმნიშვნელოვანესი ტაძარია ქრისტიანულ სამყაროში. იქვე აღსაყდრდებოდნენ საქართველოს პატრიარქები.

სვეტიცხოველი დგას კახეთისა და ქართლის საზღვარზე, შუაგულში. მცხეთა-თბილისი არის კავკასიის გეო-
სტრატეგიული დედაქალაქი.

სიმბოლურია, რომ ძველი ისრაელის ლეგიტიმური მეფეების შთამომავლები, იესიან, დავითიან, სოლომონიან,
ბაგრატიონები (ქალდი ხელმწიფეები) გახდნენ მცხეთის (საქართველოს) მეფეები. მცხეთაში არის ქრისტეს კვართი.
მცხეთა არის ქალაქი, რომელშიც მოციქულობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო...

ქართულ ეროვნულ იდეოლოგიას ბრწყინვალედ გამოხატავს ხატი "დიდება საქართველოს საკათალიკოსო


ეკლესიისა".

ხატი ქართული ფრესკების, ხატებისა და მინიატურების შესწავლის მერე დაწერა ცნობილმა ჰაგიოგრაფმა მიქაელ-
გობრონ საბინაშვილმა (საბინინი). ქართული ჰაგიოგრაფიისა და ისტორიის შესანიშნავმა მცოდნემ, ერთგვარად
ქართული ეკლესიის გერბი შექმნა ამ ხატის სახით. საქართველოს დიდება, ქრისტიანული ეპოქიდან, იწყება
უფლის კვართის მცხეთაში ჩამობრძანებით. ხატის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია გარდაცვლილი წმიდა
სიდონიას საფლავი, რომელსაც ჩახუტებული აქვს მაცხოვრის სამოსელი – კვართი. მის საფლავზე ამოსულია
ცხოველი ხე. ხე გადაჭრილია და მასზე იმავე ხიდან შექმნილ ეკლესიის საყრდენ ბოძს, სვეტს ანგელოზი დგამს. ეს
არის ხატის კომპოზიციური ცენტრი. ცხოველი სვეტის გარშემო ქართველი წმიდანები დგანან. ეს არის ზეციური
საქართველო, დაფუძნებული და ამოზიდული უფლის კვართიდან, რომელიც მაცხოვრისავე სისხლით შეიღება
გოლგოთის გზაზე. "ხატი "დიდება საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიისა", ქართული ჰაგიოგრაფიის დიდებულ
კრებულს ჰგავს" (არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი).

ღვთისმშობლის წილხვდომობა, ქართული ენის დიდებულება, ბაგრატიონების უფალთან ნათესაობა და მაცხოვრის


კვართის საქართველოში დაბრძანება ქართული იდეოლოგიის უძველესი ქვაკუთხედებია, რომლის იმედითაც
ქართველ კაცს შეეძლო ათჯერ მეტ მტერთან გამარჯვების იმედით, ღიმილით შებმა.

ლოვარდ ტუხაშვილი
,,სახლი მხიარულებისა“
ერეკლე მეორე თბილისის გამათავისუფლებელი
1541 წელს თბილისის ციტადელში ირანული გარნიზონი გამაგრდა. მუდმივი კირთება ამ ქალაქისთვის გვიან შუა
საუკუნეებში ,,საყოფაცხოვრებო მოვლენა“ იყო. კარგა ხანია ,,ოქროს ხანის“ თბილისი, ლაღი, ამპარტავანი
დედაქალაქი, საერთო-კავკასიური იმპერიის, ,,ყოველი საქართველოს“ ცენტრი, ფერმკრთალ რემინისცენციადღა
ქცეულიყო. 1541 წელი საბედისწერო გამოდგა, 207 წლის განმავლობაში თბილისის ციხე-კოშკებს აღარ უნახავთ
ეროვნული დროშა. იყო მუდმივი ბრძოლა, გარჯვების ყიჟინაც, მარცხიც. არაერთგზის დალეწეს მომხდურთა
ფალანგები დედაქალაქის ვიწრო შუკებში ლუარსაბ პირველმა, სიმონ პირველმა, გიორგი სააკაძემ, თეიმურაზ
პირველმა, გიორგი მეთერთმეტემ... ბრძოლა ქალაქისათვის იყო. ციხე-სიმაგრეები უძრავად იდგა.
გამაღიზიანებლად ფრიალებდა ისლამის მწვანე ალამი ნარიყალაზე. ხან თურქების გარნიზონი ცვლიდა
ირანელებისას, ხან ირანელების - თურქებისას. ივსებოდა ბოღმით გული ქართველთა.

XVII საუკუნის 30-იანი წლებიდან ,,სიმშვიდე” დაუდგა თბილისს. დაიწყო ,,მუსულმანი“ მეფეების ხანა. მართვის
მთელი სისტემა იდეოლოგიურად გაიწყო ირანულ თარგზე. ,,გურჯისტანი“ ირანის ავტონომიურ სახანოდ იქცა,
მეფეს ,,ხანის“ ტიტული ებოძა. შინაგანი თვითმმართველობა და ფიზიკური გადარჩენა - აი, დათმობის ფასი. ესეც
დიდი მსხვერპლის ფასად მიიღო საქართველომ, - დაელოდა ,,გურჯი“ უკეთეს მერმისს. გაიზარდა, გაიწელა
თბილის-ქალაქიც... იქნებ ეკონომიკურ აღმავლობას ეროვნული აღორძინებაც გამოეწვია, ბორკილი რომ არ
დაედოთ ცბიერ ყიზილბაშებს. თბილისის ციხე-სიმაგრეებში ჩაბუდებული ისლამური გარნიზონი ყელში
ჩაფრენოდა ქართველობას. ქართველი მეფეების ხელისუფლება დაცვის კედლების ძირში თავდებოდა.
მეციხოვნენი ვაჭრობდნენ, ხელოსნობდნენ... მაგრამ უმთავრესად ძალადობა იყო მათი სარჩო-საბადებლის
წყარო. ,,მუსულმანი ხანების ეპოქის“ მეფეები დროებით თუ მოახერხებდნენ ხოლმე მათი თავგასულობის
აღკვეთას. ისინიც უფრთხოდნენ მყარ გოდოლებზე ჩასანგრებულ ავაზაკებს. ირანის უზენაესი ფირმანი ქართველ
მეფეს გალავნის შიგნით უნდა მიეღო. გამოცხადება სარისკო იყო. შესაძლოა ციხიონს აღარც კი გამოეშვა
გვირგვინოსანი. იმ ეპოქის თბილისი ორი ქალაქისაგან შედგებოდა. ციხე-სიმაგრეები საგანგებო გალავნით იყო
გამოყოფილი ქალაქისაგან. ამაოდ აწყდებოდა ქართველთა გახელებული ვნება ყრუ გოდოლთა წყებას. ,,კრაზანათა“
ბუდე მიუდგომელი ჩანდა. ღალატიც იდგა მტრის სამსახურში. გიორგი სააკაძემ 1625 წელს კინაღამ წყურვილით
ამოახრჩო გარნიზონი. მაჰმადიანები ის-ის იყო დანებებას აპირებდნენ, დაუდეს ღარი ქვეყნის გამყიდველებმა
ციხეში შემდინარე არხს. მთელი ღამე იდინა რუმ ციხეში. დილით მოალყეებს სიცილით გადმოასხეს წყალი
ირანელებმა. შეიპყრეს ქართველებმა დამნაშავენი, გაასამართლეს, სიკვდილით არ დაუსჯიათ... საოცარია, ავმა
დრომ არ გაამკაცრა ქართველის ბუნება.

გაურბოდა მშობლიურ დედაქალაქს ქართველობა. განსაკუთრებით - არისტოკრატია. თვით მეფეებმა მოშორებით


გადაიტანეს სასახლე. მეტეხი კი სხვათა ხელში საპყრობილედ იქცა... დარჩა ბურთი და მოედანი ,,უცხოს“.
ქართული ეროვნული კულტურა უფრო პროვინციაში აქტიურობდა (კონსტანტინე კაპანელი). ეს საერთო დაცემის
შედეგი იყო. თავის მხრივ, ეს მოვლენაც განაპირობებდა საერთო დაცემას. არადა, ევროპაში უკვე ურბანიზმის
ეპოქა იდგა.

ურბანიზმი დედაა ცივილიზაციისა. მხოლოდ ქალაქს შეუძლია ეროვნულ ძალთა შენივთება.


ინტელექტუალური ,,რევოლუცია“ ურბანისტულია. ,,გენიოსი ყველგან შეიძლება დაიბადოს, მაგრამ მისი გენია
ქალაქში უნდა გაბრწყინდეს“ (ვ. ფულიე). როგორ უნდა ამაღლებულიყო ქართული კულტურა, როდესაც
ეროვნული ქალაქი გაუუცხოვდა?.. ველიკორუსული რუსეთი მოსკოვმა შექმნა, ევროპული რუსეთი -
პეტერბურგმა. დასაწყისში პეტერბურგიც გაუცხოებული იყო, ოღონდ - პროგრესისკენ მზირალი. გაუცხოებულმა
თბილისმა ვერ ააღორძინა ახალი საქართველო; აღმოსავლურს ქართველობა არ აჰყვა, ევროპული კი დარჩა
შორეული და მიუწვდომელი.

XVII საუკუნის თბილისი აღმოსავლეთისაკენ შებრუნდა. ჩვენს ქალაქს არასოდეს დაუკარგავს საქართველოს
ეკონომიკური ცენტრის როლი, მაგრამ როგორც კი სუსტდებოდა საერთო-ეროვნული ეკონომიკური ბაზარი, სუსტი
იყო ცენტრიც.

თბილისის ვაჭრობა ჩაება დიდ საერთაშორისო კავშირებში. სად არ შეხვდებოდით მაშინ თბილისელ ვაჭარს:
კაიროში, დამასკოში, ბეირუთში, ბაღდადში, სტამბოლში, თეირან-ისპაჰან-შირაზში, ქაბულში, დელში, ბუხარაში...
ყველგან, ყველგან... მიღებული მოგება კი არაფერს მატებდა საქართველოს. მერყევი კონიუნქტურის
სახელმწიფოში ფულის დაბანდება სარისკოა. ამონაგები უმეტესწილად ამქვეყნიურ სიამოვნებათ ხმარდებოდა.
სტუმარი ყოველთვის მრავლად ჰყავდა ჩვენს ქალაქს, მის საქვეყნოდ ცნობილ ბაზარსაც. მასპინძლობაც ჩვეული,
თბილისური იყო. ამიტომაც ერქვა ქალაქს ,,სახლი მხიარულებისა“.

,,მუსულმანი მეფეების ეპოქაში“ თბილისი გაიგლიჯა ეთნიკურ-რელიგიურ თემებად: ციხე-კოშკებიდან


არაბული ,,ალან-ინშალაჰ“ ისმოდა, დუქნებში სომხური, შუკებში თარაქამათა სევდიანი მუღამათი; სამეფო კარზე
სპარსულად ლაპარაკობდნენ, ყველამ არ იცოდა საიმპერიო ენა, მაინც ამტვრევდნენ, - ასეთი იყო მოდა. ქალაქს
მაინც ქართული აერთიანებდა, მაჰმადიანებშიც ბევრი იყო სისხლით ქართველი.

ეროვნული ქართულისა და ,,უცხოს“ სინთეზი დაპირისპირებულთა სინთეზი იყო. უცნაური სინთეზი


ტრაგიკომიკურ სიტუაციას ქმნიდა. ქალაქის გარეთ დუღდა ეროვნული მოძრაობა, სწორხაზოვანი სიჯიუტით
რეკდნენ ზარები: ,,ნუ გათათრდები“. გალავნის შიგნით იგეგმებოდა სრული ,,ისლამიზაცია“. თბილისელთა
ეკონომიკური ორიენტაცია ირანული იყო, პოლიტიკური - ქართული; კუჭი ირანისაკენ იწევდა, გული მშობლიური
მთა-ველისაკენ, გონებას ვერ შეეერთებინა ეს ურთიერთდაპირისპირება. ამიტომაც არ ეტყობა მაშინდელ თბილისს
ინტელექტუალური სიმწიფე. პოეზია აშუღურს ვერ გასცდა, მუსიკამ ტაშფანდურა შეაერთა დუდუკ-ზურნასთან.
მრეწველობა ვერ ამაღლდა ხელოსნობის ზევით. საზოგადოებრივი აზროვნება მხოლოდ ერთხელ დასერიოზულდა.
XVIII საუკუნის I მეოთხედში ასპარეზზე გამოვიდა ვახტანგ VI ,,მცირე აკადემიით“. მაგრამ, სამწუხაროდ,
ახლადწამოჩიტული ქართული ინტელიგენცია ერთიანად რუსეთში აღმოჩნდა: ძლივს მოიყარა დედაქალაქში თავი
ერის საუკეთესო ნაწილმა... და ისიც მალე მოსწყდა ეროვნულ ნიადაგს.

თბილისში ხალხური ეროვნული თამაშობანი ყარაჩოხულ-კინტოურ ბოჰემად გადაიზარდა. ყარაჩოხელი მოერგო


ქართულ ბუნებას (თუმცა ისიც ეროვნული დამსუბუქებაა, ხარკი აღმოსავლური უძრაობისა), კინტომ შებილწა
რაინდული სული. კინტოს პირველსახე როსტომ მეფის დროს აღმოცენდა, ერეკლე II-ის ეპოქაში გაქრა, გვიან ისევ
აღორძინდა. ეს პერსონაჟი არასოდეს მიუღია ქართველ საზოგადოებას.

გამათავისუფლებელი მოძრაობის არცერთი იდეა არ დაბადებულა ,,მუსულმანი მეფეების ეპოქის“ თბილისში. ამ


თვალსაზრისით ბაგრატოვანთა სამეფო სახლი ოაზისია უდაბნოში. როგორ უნდა დაკნინებულიყო ქართული
საზოგადოება, რომ პროგრესული იდეები განახლებისა მხოლოდ სამეფო კარიდან მოდიოდა. თვით საზოგადოება
კი ,,მკვდარი“ იყო, პასიური, მომლოდინე.

ჰოლანდიის, ინგლისისა და საფრანგეთის რევოლუციების დროს საქართველოში მეფე ისევ პროგრესული რჩებოდა.
თვით შეგნების ხარისხით ახლო აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, ,,კავკასიის მზე“, ნამდვილი პროვინციაა
ქართულ სოფელთან შედარებით. ჩვენს ძნელბედობას ბევრი ფაქტიური აფერადებდა. მათ შორის ეს შესაბამისობაც:
გამაერთიანებელი (ქალაქი) დამშლელი გახდა. ყოველთვის ასეთი როდი იყო თბილისი. თამარის ეპოქაში
თბილისელი ზოგადი ქართველი იყო, თბილისი ყველას ქართველად აქცევდა. თბილისი იყო ურთიერთბრძოლის
ფოკუსში. ბრძოლა იყო არა განცალკევებისათვის, არამედ თბილისში პირველობისათვის. გვიანდელ საუკუნეებში,
ეკონომიკური ცენტრის როლის შენარჩუნების მიუხედავად, გაუცხოებული თბილისი გათიშვის კერად იქცა.
ეროვნული დედაქალაქი მპყრობელი იმპერიის ფორპოსტად ჩამოყალიბდა. ქართული ეროვნული სული
პროვინციას შეეფარა, ან როგორ გაძლო კოშკებში ჩაკეტილ-ჩამწყვდეულმა ქართულმა ინტელექტუალურმა
ფენომენმა? ვერც ძლებდა, მუდამ თბილისისკენ იწევდა! ოღონდ დახშული იყო ქალაქის გული
ეროვნული ,,შინაგანი ხმის“ მისაღებად. ტყუილად როდი ჩაჰფრენოდა ნარიყალას შიიტური მორიელი.

1725 წელს თბილისის ციხეში თურქი ფაშა ჩაჯდა, 1737 წელს ნადირ-შაჰმა ,,გაათავისუფლა“ ქალაქი. აზიური
ორკესტრის ჭყვიტინით შევიდა ,,ჩვეულ“ სამფლობელოში ქოსა მიმბაში (ათასისთავი). 1747 წელს გარდაიცვალა
ნადირ-შაჰი. უბედურება ის იყო, მპყრობელი იმპერიის პოლიტიკური კრიზისი საფრთხეს გვიქმნიდა. ჩვენ არ
შეგვეძლო დაგვეცვა ნეიტრალიტეტი - სუვერენიტეტის უტყუარი ნიშანი. ერთმანეთს ებრძოდნენ იმპერიები,
გვათრევდნენ ჩვენც, ერეოდათ საქმეები - მაშინაც ვზარალდებოდით. ეროვნული ხსნის კონცეფციის ბუნდოვანება
არ აძლევდა საშუალებას საქართველოს გამოეყენებინა ისტორიული მომენტი. ხან ირანი იყო აშლილი, ხან
თურქეთი, ხან ორივე. ერთი მომენტიც ვერ გამოიყენეს ქართველებმა. სულ მცირე, ცამეტი შემთხვევა მაინც გაუშვეს
ხელიდან!
ამჯერადაც რთული მდგომარეობა შეიქმნა. თეიმურაზ II ირანში ჩარჩა. ქართლში სამოქალაქო ომი დაიწყო. ტახტი
დაიჩემა იესეს ძე ბაგრატიონმა, გამაჰმადიანებულმა აბდულა-ბეგმა. მის ირგვლივ დაირაზმა ქვეყნის რეაქცული
ნაწილი. მათი ოცნება იყო, გაეგრძელებინათ ,,მუსულმანი მეფეების“ სტატუსი, რაც კულტურული დეგრადაციის
საფრთხეს ქმნიდა. ერეკლე მეორეს მხარს უჭერდნენ მოსახლეობის ქრისტიანულ-პატრიოტული წრეები. 27 წლისა
იყო ერეკლე II. ჯერ არც 1783 წლის დაბნეულობა ეტყობოდა, არც 1785 წლის უმწეობა. იგი საერთო-სახალხო
მოძრაობის ბელადი გახდა. მან გადაწყვიტა, აეღო თბილისის ციხეები. ეს გაუგონარი ამბავი იყო. ყიზილბაშური
გარნიზონის ხელით შეხება ნიშნავდა იმპერიის წინააღმდეგ გალაშქრებას. ციტადელი ირანის სიმბოლო იყო.
თბილისელი მუმბაშის გადაყენება, მითუმეტეს, განდევნა, ირანის პრეროგატივა გახლდათ. ქართველებს ასეთი
უფლება არ ჰქონდათ. ბევრი ურჩევდა ერეკლეს, ხელი აეღო განზრახვაზე. ერეკლე მეორის გადაწყვეტილება
მტკიცე იყო. მას სურდა დედაქალაქის ციხე-სიმაგრეები საბოლოოდ დაებრუნებინა. 1748 წლის აპრილში
ქართველებმა ,,ერანს ხმალი დაჰკრეს“. დაიწყო მძიმე ბრძოლები თბილისში. იყო შეტევები გარედანაც. რამდენიმე
თვის განმავლობაში რვა მძიმე ბატალეა მოიგეს ქართველებმა. თბილისში ,,ქუდზე კაცი“ გამოვიდა. იარაღი ხელში
აიღო ყველა ქართველმა და სომეხმა მოქალაქემ. ასეთი ერთობა თითქმის აღარ ახსოვდა საქართველოს.
დედაქალაქში ჩამოვიდნენ შეიარაღებული რაზმები ყველა კუთხიდან... და კვლავ იჩინა თავი ღალატის სენმა.
ქალაქის მელიქი მინბაშის აგენტი აღმოჩნდა. დააპატიმრეს თბილისელებმა, სიკვდილი გადაუწყვიტეს. ანტონ
პირველი ჩაერია, აპატიეს მოღალატეს...

,,შეიქმნა უფიცხი ომი... სარბაზანი და ყუმბარა ისე მოდიოდა, ვითარცა ცეცხლი წვიმსო“, ,,მოუმართეს მეტეხს
ზარბაზანი და ესროდნენ სასახლესა მეფისასა“. ,,მაგრამ არა მოუძლურდა მეფე ერეკლე და ემხნეს და უმხნეს
იქცეოდა და გოლიათ უბრსა ძალასა გამოიჩენდა“, ,,თან ახლდნენ მოქალაქენი, ვისაც თოფის აღება შეეძლოთ,
ყოველნი საფრებსა არა დააკლდნენ. დიდნი ანუ მცირენი ერთგულად დაუზარებლივ სამსახურს არ
დააკლდებოდნენ“ (პაპუნა ორბელიანი). თურმე არ ყოფილა ქართული სული ქალაქში საბოლოოდ ჩამკვდარი. რა
იქნებოდა, ასეთი ერთობა რომ გამოეჩინათ მოქალაქეებს 1795 წელს? ვერავითარი აღა-მაჰმად-ხანი ვერ
ეღირსებოდა თბილისის ხილვას. ნარიყალა დიდხანს იყო ძალმომრეობის სიმბოლო. მის აღებას სოციალური
მნიშვნელობაც ჰქონდა. უნდა გამქრალიყო მუდმივი შიშის საფუძველი. გადადეს თავი მოქალაქეებმა, ჯერ
თაბორის კოშკი აიღეს. პირველად თბილისელი შავერდა მხედრიშვილი აიჭრა კოშკზე, ,,შემდეგ მეტეხი დანებდა,
მოგვიანებით - ნარიყალას შემოგარენი ბურჯები, აბანოების უბანი, განჯისკარი, ბოლოს - თავადი ციხეც“.
ირანელებს მიუტევეს ქართველებმა, თბილისშივე დააბინავეს. გულმოწყალე ერია ქართველები, არასოდეს
გაუზიარებიათ ფრანგული სენტენცია: ,,ვაი, გულმოწყალე ერებს“... ქართული მიმტევებლობა ხშირად
ალპრუიზმამდე მიდის. ვინ იცის, იქნებ ამაშია ჩვენი გამძლეობის საიდუმლო!..

1748 წლის 25 ივლისს, 207 წლის ,,ტყვეობის“ შემდეგ საქართველოს დედაქალაქს დაუბრუნდა ციხე-სიმაგრეები.
ნარიყალაზე აფრიალდა ეროვნული დროშა. ,,ჩვენ აქ დროებით არ მოვსულვართ“, - თქვა პატარა კახმა. ზეიმობდა
თბილისი გამარჯვებას. სიხარულით რეკდნენ ქართულ-სომხური ეკლესიების ზარები. ნარიყალას აღების დღე
დიდხანს აღინიშნებოდა ზეიმით. მოიშალა ციხისა და ქალაქის გამყოფი კედელი.

თბილისის გათავისუფლებას დიდი რეზონანსი ჰქონდა ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. ერეკლე მეორის
პოპულარობა არაჩვეულებრივად გაიზარდა. ევროპის პრესაში ხშირად ისმოდა ახალგაზრდა ქართველი პრინცის
სახელი. ქართველობა კვლავ დაუბრუნდა ეროვნულ დედაქალაქს. ქართულმა ენამ აღიდგინა თავისი უფლებები:
აშუღებმა ქართულად გააწყვეს სიმღერები. დაიწყო ,,გაეროვნულობის“ პროცესი. გაქრა ორენოვანი
საბუთები. ,,მაჰმადიანი არისტოკრატები“ მასობრივად მოინათლნენ ქართულ-ქრისტიანულად. ეს პროცესი
საჯაროდ ჩატარდა მდინარე მტკვარზე. თბილისისაკენ იწყეს ლტოლვა იმერლებმა (დასავლეთიდან) და მესხებმა
(სამხრეთიდან). თბილისს მიაპყრეს იმედის თვალი ერაყელმა ქართველმა ქულემენებმა, ეგვიპტელმა მამლუქებმა,
ასირიელებმა, ქურთისტანის იეზიდებმა, ანატოლიელმა ბერძნებმა და სომხებმა.

1748-1785 წლებში თბილისში ევროპის გავლენა მომძლავრდა, გაიზარდა კათოლიკე მისიონერთა როლი, საადის,
ჰაფეზის, ომარ-ჰაიამის პარალელურად საუბრობდნენ შექსპირზე, მონტესკიესა და რუსოზე. ვოლტერს ხომ
თაყვანისმცემელთა ფართო წრე გაუჩნდა. თბილისელებმა შეიტყვეს ჯორჯ ვაშინგტონის გამათავისუფლებელი
მისიის შესახებ, გაიაზრეს ფრანგული რევოლუცია. აღფრთოვანებით შეხვდნენ ძმები მონგოლფიერების საჰაერო
გაფრენას. ამ აქტის შესახებ მეორე წელსვე თბილისში დაისტამბა საგანგებო წიგნაკი. შემოვიდა პარიზული მოდაც.
ლევან ერეკლეს ძე ბაგრატიონი, მორიგე ჯარის გენერალი, თავისი ეპოქის ნამდვილი დენდი
ცდილობდა ,,პარიჟულად“ მოეწყო სასახლე. არც ეკონომიკურად უჭირდა ქალაქს. 1763 წელს თბილისში სურსათი
სამჯერ იაფი იყო, ვიდრე ლონდონში. სამწუხაროდ, ქვეყნის საერთო მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. ეს
აქვეითებდა დედაქალაქის ცხოვრებასაც. იცვლებოდა ერეკლე მეორეც. გმირი მეფის უსაზღვრო ენერგია თანდათან
იშრიტებოდა. თავისი მეფობის მეორე პერიოდში (1760-1783 წწ.) პატარა კახი ფრთხილი გახდა, ბოლო პერიოდში
კი (1783-1795 წწ.) დაბნეულს გეზი გაუმრუდდა. როგორ აღარ ჰგავდა ნეიშის ველის თხუთმეტი წლის გმირ
ჭაბუკს, ანდა თბილისის გათავისუფლებისთვის მებრძოლ უმამაცეს სარდალს... კრწანისის წამებული! ,,ვერ
იდავითა პატარა კახმა“.

პოეტის სევდიან ფრაზაში უდავოდ არის მწარე სიმართლე. კრწანისის ველზე სიკვდილს დაეძებდა მაშვრალი მეფე.
1795 წლის 12 სექტემბრის მიმწუხრს ამაოდ შეავედრა თბილისი აბოს ნიშს. ვეღარ უშველიდა ქალაქს
ქართველთათვის სისხლდანთხეული არაბი ჭაბუკი. მან უკვე გააკეთა გასაკეთებელი... ერეკლე მეორის ეპოქაში
ერეკლე მეორეს უნდა გაეკეთებინა საქმე... დაინგრა თბილისი მისი გამოხსნიდან 48-ე წელს. ამბოხებულმა
თბილისელებმა აშკარად წაუყენეს ბრალდება მოხუც ერეკლეს თავიანთი მოთავის გიორგი ბასტამაშვილის პირით -
ვერ მოგვიარეო. რა უნდა ეთქვა მეფეს? არც ჟანდარმები გამოუძახია (არ ჰყავდა ჟანდარმერია და საიდუმლო
პოლიცია ერეკლეს), არც ქვემეხები დაუშენია აღელვებული ხალხისათვის (არ იყო ჩვენში ასეთი წესი), უხმოდ
ჩაყლაპა შეურაცხყოფა. კრწანისი ორლესული აღმოჩნდა, თავზე ჩამოამხო ეროვნული სახელმწიფოებრიობა
უკანასკნელ ბაგრატიონებს, თითქოს ნაჯახით მოსხიპა ძლივს წამოზრდილი ქართული ინტელიგენცია. ეროვნული
სული კვლავ განილტო ქალაქიდან, ისევ უღალატო სოფელს შეეხიზნა, ზვიადი მთების ხეობებში დაიდო ბინა,
შენელდა საერთო-ქართული გულისცემა. თბილისმა ნანგრევებით, ნახანძრალებით ღრმად დაჭრილმა შეაღო XIX
საუკუნის კარი. ნარიყალაზე კი უკვე გოროზად აკვესებდა თვალებს ორთავიანი არწივი...

როგორ დაიბადა საყოვლადწმინდო სადღეგრძელო


ალექსანდრე თაქთაქიშვილი

დღეს ყოველი ქართული სუფრა, როგორც წესი, „საყოვლადწმინდოთი“ მთავრდება - თანამეინახენი დედა
ღვთისმშობელს სთხოვენ შეწევნასა და დახმარებას. თუ როდის და რა ვითარებაში იქნა შემოღებული ეს წესი, ამის
თაობაზე თავის წიგნში „თელავი“ წერს XIX საუკუნის ცნობილი ქართველი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე
ალექსანდრე ორბელიანი, რომელსაც ერთ სახელდახელო, მწვანეზე გაშლილ სუფრასთან, ქართველ გლეხკაცებთან
თავად დაულევია ეს სადღეგრძელო და თანაც განუმარტავს მისი წარმომავლობა:

„კათხა ავიღე ღვინით და საყოვლადწმინდო ვთქვი: ახლა საყოვლადწმინდო უნდა დავლიოთ და უკანასკნელი ეს
იქნება მეთქი. იმათგანმა ერთმა მთხოვა - „გეცოდინებათ ეგ სიტყვა რათ არის შემოღებული ჩვენში?“ მე კათხა ძირს
დავდგი და მოვყევ.

„-მეფე ირაკლი, დარეჯან დედოფალი, ზოგიერთი ბატონიშვილები ქალი და კაცი, ზოგიერთნი დიდი კაცნი,
ზოგიერთნი თავად აზნაურნი მომავლებულან კახეთიდგან და ნინოწმინდელს სწვევიან ნინო წმინდას. იმ ღამეს
უცხო პურობა გადაუხდია და ყველანი იმასთან ყოფილან ვახშმათ, სადაც უბრძანებია მეფეს გამხიარულება და
თვითონაც აჰყოლია იმათ. იმ დროს, იქ, სხვა სიმღერა არა ყოფილარა, თვინიერ გალობისა და საუცხოვო
წარსათქმელებისა: ყოფილა დიდი სიმხიარულე, ურთიერთმანეთთან გადალევ გადმოლევა და სადღეგრძელოები
რიგზე შესაფერად. შუაღამიდამ ბევრი დრო გასულა კიდევ, რომ ზრდილობიანი ლხინი ისევ ყოფილა და
თავაზიანი სიმხიარულე. ბოლოს მეფეს უბრძანებია ნინოწმინდელისათვის:
- „ჭეშმარიტად უცხო ლხინია, მაგრამ დრო არის, საკმაოა. კარგი ღამე გავიდა და სადღეგრძელოებსაც მოვრჩით,
უბრძანეთ სუფრის აღება“.

პასუხი ნინოწმინდელისა.

- „არა ჩემო ხელმწიფეო, მართალია ყველას სადღეგრძელო გეახელით, თქვენის ბედნიერებით და თქვენის
მოწყალებით უცხო ლხინიც გადავიხადეთ. მაგრამ ერთი კიდევ დაგვრჩა, ნება მომეცით ისიც გიახლოთ“.

მეფე ირაკლის რომ ნება დაურთვია, ნინოწმინდელი ფეხზე წამომდგარა, ამას მეფე-დედოფალი აჰყოლიან და
სხვანიც ფეხზე დამდგარან ყველანი. ამასთან ნინოწმინდელს თასი მოუთხოვია, უტვირთავს; მოსამსახურესაც,
მარჯვენა ხელში წითელი ღვინო დაუსხამს და მასუკან რავდენიმე სიტყვა უთქვამს.

- „ეს არის საყოვლადწმინდო, ჩემო ხელმწიფეო ირაკლი. რადგან ჩვენი ქვეყანა წილხდომილია ღვთისმშობლისა,
რადგან ჩვენი ქრისტიანობის მიზეზი ის არის და იმის საუფლისწულონი ვართ ჩვენ, ამისთვის იმისი მადლი, იმის
მოწყალება იყოს შენს სახლზე მეფეო ირაკლი და ამ შენს ქვეყანაზე. იმ ყოვლადწმინდას ვევედრები ჩემი
ცოდვილის პირით: შენ შენი სახლობა და ეს შენი საქართველოს შვილები, რომელნიცა შენთან ღვრიან სისხლსა
მარადის, განგაძლიეროსთ, ბედნიერად გამყოფოსთ და დღეგრძელობა მოგცესთ მრავალჟამიერ...“

ამ ნინოწმინდელის სიტყვაზე, მრავალჟამიერ წარსთქვეს მგალობლებმა გალობით და სხვანიც ამათ შესდგომიან


სადღეგრძელოებს. „აი, ძმებო, საიდგან არის შემოღებული ჩვენში ეს საყოვლადწმინდო“.

ამ სიტყვასთან ფეხზე წამოვდეგ, სხვანიც ამყვნენ, საყოვლადწმინდო დავლიე კარგის გულით და კარგადაც
დავლოცე ისინი, გძელი მრავალჟამიერის შემდეგ, სხვებმაც დალიეს.“

ასე მთავრდება ალექსანდრე ორბელიანის მოგონება, სადაც ჩვენთვის კიდევ ის არის საგულისხმო, რომ ისინი, ვინც
ალექსანდრე ისტუმრა (მისი აღწერით, „ამ გულმარტივ, წრფელთა კაცთა, უარი როგორ ეთქმოდა, მიველ და კარგის
გულით იმათ შუაში დავჯექ“-ო), ეს ალალი გლეხკაცნი მთელი პურობის მანძილზე ისე მღეროდნენ თურმე
ხალხურ სიმღერებს, რომ, ვინ იცის, ნინოწმინდელის მგალობლებსაც არ ჩამოუვარდებოდნენ!

ლოვარდ ტუხაშვილი

ალექსანდრე II-ის სანადირო და ,,სალაღობო’’ დაბა წნორი


ალბათ მკითხველს გააოცებს სათაური. ძნელად წარმოსადგენია, რომ თანამედროვე სამრეწველო ქალაქი,
მხარის ,,საქმიანი’’ ცენტრი, 400 წლის წინათ ,,სალაღობოდ’’ იწოდებოდა.

გამოგიტყდებით, მოულოდნელმა აღმოჩენამ მეც გამაოცა: საუკუნის გაცრეცილ ფოლიანტებში წავაწყდი კახეთის
მეფის - ალექსანდრე II-ის წერილობით ბრძანებას, საგარეჯოს მოურავის - ჩერქეზ ხასფო ლადისადმი, -
ჯერჯერობით ერთადერთ მოწმობას ფეოდალურ ეპოქაში წნორის ფუნქციონირების შესახებ. იმ დღემდე
დარწმუნებული ვიყავი, რომ წნორი დაარსდა XX საუკუნეში, 1910-1915 წლებში, ამიერკავკასიის რკინიგზის
კახეთის ხაზის დამთავრების შემდეგ.

ალექსანდრე II (1574-1605 წ.წ.) საკმაოდ დიდი პოლიტიკური მოღვაწეა. იგი აგრძელებდა მამის - ლევან
პირველის ,,კახურ პოლიტიკას’’. ,,კახური პოლიტიკა’’ ნიშნავდა იზოლაციონისტურ დიპლომატიას. კახეთი განზე
დგებოდა საერთო-ქართული საქმეებიდან, რათა შეენარჩუნებინა საკუთარი დამოუკიდებლობა. ლევან პირველმა
და ალექსანდრე მეორემ 100 წელი დაიხსნეს თავი ირან-თურქეთის აგრესიისაგან, თავად შეუტიეს დაღესტანს. ერთ
პერიოდში აამაღლეს და ააყვავეს სამეფო, მაგრამ საბოლოოდ განდგომის პოლიტიკას კატასტროფა მოჰყვა.
ნუ გავამტყუნებთ ჩვენს წინაპრებს. ,,კახური ნეიტრალიტეტი’’ ეპოქის სირთულიდან გამოდიოდა.
ესეც ,,ქართველობის’’ შენარჩუნების ერთ-ერთი მეთოდი იყო, ე.წ. ,,აზიური ეშმაკობა’’. შედარებით მშვიდი კახეთი
იფარებდა ლტოლვილებს ქართლიდან, სამცხე-საათაბაგოდან, დასავლეთ საქართველოდან. არ უშვებდა სხვა
ქართულ პროვინციებში დაღესტნელ მოთარეშეებს. თანაც მისი შენახული სიძლიერე არბილებდა ირანის
დარტყმებს ქართლზე.

ალექსანდრე II ფანატიკოსი მონადირე იყო. ვრცელი სანადირო ნაკრძალებიც (,,ყორუღები’’) ჰქონდა, ყველგან
მოქმედებდა ქანდა-ციხეები (ქანდა-ციხე მონადირეთა სადგომს ნიშნავს). ნადირობა განიხილებოდა სამხედრო
ვარჯიშად და მომგებიანი მეურნეობის დარგად. სამომხმარებლოც იყო და სასპორტოც.

ქიზიყში სამი დიდი ,,ყორული’’ არსებობდა: ივრისპირეთი, შირაქი (ორივე დაყოფილი 12-12 მინდვრად) და წინა
მინდორი (იწყებოდა დღევანდელი ანაგის ბოლოდან, ,,ჭიანი ტყის’’ დასასრულიდან და მოდიოდა ურდო-
ხორნაბუჯამდე). ,,წინა მინდორში’’ ირემი ბუდობდა. ირემს უყვარდა მლაშობზე ამოზრდილი ბალახი, მეჩხერი
ტყე, ჭალა და ველი. ირემი აქ XIX საუკუნემდე შემორჩა. ეს ცხოველი ჯერ ულ-ფარადის თარაქამაელებმა
შეამცირეს, საბოლოოდ კი მოისპო სახნავი სავარგულების გაფართოებისა და ეკოლოგიური პრინციპის დარღვევის
შედეგად.

სამეფო კარი სასტიკად იცავდა ფლორას ,,ბრაკონიერებისაგან’’. ირმის უნებართვოდ მკვლელი სიკვდილით
ისჯებოდა. ალექსანდრე II-ს მიეწერება ფარშევანგების მოშენებაც.

ეს უცხო ფრინველი შემთხვევით გაჩნდა ალაზნისპირა ჭალებში, ორი კვირა დასდევდა დასაჭერად ასობით
მონადირე უცნაურად ლამაზ დიდ ხოხბებს (ჯერ დიდი ხოხობი ეგონათ). ბაზებმა (ე.ი. დაგეშილმა ქორ-მიმინოებმა
და შევარდნებმა, ბაზების მწვრთნელ-მომვლელს ბაზიერი ეწოდებოდა, მათ უფროსს - ბაზიერთუხუცესი) ვერ
გაბედეს ფარშევანგებთან მისვლა. ბოლოს იმარჯვა მეფის საყვარელმა ბაზმა, წითელმა ქორმა და ,,ციური
სტუმრები’’ მეფეს მოჰგვარა. ფარშევანგები გრემის ბაღში გაუშვეს, საიდანაც მთელ კახეთში მომრავლდნენ.

გატაცებული მონადირე იყო ალექსანდრე II. მას მიეწერება ხუმრობით ნათქვამი: ,,ახ ნეტარძი ოხერ მექნეს კახეთი,
რათა მაქუნდეს სანადირონი მრავლად’’. ამ ფრაზას ვახუშტი ბაგრატიონი ერთგვარად ნიშნის მოგებით
დასძენდა: ,,რომელიც ექმნა ძისა ძესა მისსა თეიმურაზს’’... მაგრამ ნადირობისათვის აღარ ეცალაო (მხედველობაში
ჰქონდა თეიმურაზ I დროს კახეთის აოხრება, როდესაც ნადირი გამრავლდა, მაგრამ თვით თეიმურაზ I გახდა
სპარსელთა სანადირო ობიექტი). აი, სწორედ ამ ერთდროულად ტრაგიკული და დარდიმანდული ბუნების მეფის
ბრძანებაში მოიხსენება ჩვენი წნორი. მეფე მოურავს წერს, რომ ასრულებს მის შუამავლობას და ივრისპირეთის
ზოგიერთ მოსახლეს - მარინდასშვილს, ჭიაბერისშვილს, დორეულს და მკერვალისშვილს - უბრუნებს უკან
ჩამორთმეულ წისქვილებს. ამავე დროს მკაცრად მიუთითებს ,,ამგვარს დამნაშავეს კაცზედ კულავე თავს ნუღარ
გვაწყენთ’’. ე.ი. მომავალში ასეთი დანაშაულისთვის მეორეჯერ შუამავლობას ნუღარ გასწევო. რა დააშავეს
მაშინდელმა ივრისპირელებმა, არაა აღნიშნული. აქვე მეფე უმატებს: ,,ამ შვიდ მაისს წინა მინდორსა და შირაქს
ვინადირებთ და თქვენი ყმით და სახელით ცხენკეთილის კაცით 40 დღის ნუზლით წნორზედ შემოგვეყარენით, ნუ
დაიგვიანებთ, ჩვენ კვირას წნორზედ მოვბრძანდებით!’’ (,,სახელით ცხენკეთილი კაცი’’ ნიშნავს პიროვნებას,
რომელსაც სამსახურად ევალა სამხედრო ცხენით გამოსვლა. ეს იყო მისი ,,სახელო’’ ანუ თანამდებობა).

ალექსანდრე II-ის ბრძანების თარიღი გადაშლილია, მაგრამ 7 მაისის კვირა 1580 წელზე მოდის. საბუთი სრულიად
სანდოა.

ბრძანების ადრესატი, ჩერქეზი ხასფოლადი ეკუთვნოდა ლეონ I-ის დროს ყაბარდოდან გადმოსახლებულ და
გაქართველებულ თავადებს. მათ გარეკახეთში (დღევანდელი საგარეჯოს მიდამოებში) შექმნეს დასახლება,
ე.წ. ,,ჩერქეზი’’ ან ,,საჩერქეზო’’. ხასფოლადის ჩამომავლებმა მიიღეს ჩერქეზიშვილების გვარი, ჩერქეზები
მოგვიანებით შაჰ-აბას I-მა ირანში გადაასახლა.

ალექსანდრე II აპირებდა ათდღიან ნადირობას. ასეთ დროს ეწყობოდა დიდი ჯერგა. ჯერგაში ზოგჯერ 12000
მარეკი მონაწილეობდა, რადგან ურთიერთშეყრის ადგილად წნორია დასახელებული, აქ აუცილებლად უნდა
ყოფილიყო ,,სახლი სანადირო და სალაღობო’’. უცნაური მხოლოდ ერთია, რატომ აირჩია მეფემ 7-17 მაისი? ეს თვე
ხომ არაა სასურველი ნადირობისათვის? გამოირკვა, რომ ეს იყო მუდმივი ტრადიცია, - მაისის დასაწყისში
ეწყობოდა სამომხმარებლო ნადირობა ირემსა და გარეულ ღორზე. მაისის დასაწყისი ყველაზე ,,ღარიბია’’ და
სამეფო კარი იმარაგებდა სურსათს, თანაც ტარდებოდა სამხედრო მანევრები - სამეფო ლაშქრის დათვალიერება
ლაშქარ-ნადირობის სახით. მეფე-პოეტს არჩილ I-ს აღწერილი აქვს კახ მეფეთა გაზაფხულის ლაშქარ-ნადირობა წინა
მინდორში. მაისის თვეში ბალახი მაღლდებოდა. ირემს უკვე შეეძლო შამბისათვის შეეფარებინა თავი. ნუკრი
წამოზრდილი იყო და ფურ-ირმის მოკვლაც შეიძლებოდა.

სამეფო კარი ქ. ზაგემ-ბაზრიდან ნავით გადმოდიოდა წინა მინდორში. ჯარი დასდევდა შამბნარებში დამალულ
ირემს. სამეფო ბარგი აკიდებული იყო 80 ყათარ აქლემზე (ე.ი. კუზიან აქლემზე), აგრეთვე ასობით სატვირთო
ცხენზე, ჯორზე, აზავერზე. აქ ჩამოდიოდნენ ,,ნაპირელნი’’, ე.ი. სამხრეთის მენაპირე ქვერნაკელები (ქვერნაკი
ივრისპირეთის მთავარი სოფელი ჩანს. დღეს მხოლოდ ქედია შემორჩენილი აქ ამ სახელით). ივრისპირეთის
სოფელი ქვერნახი ანუ ქვერნაკი პირველი დახვდა შაჰ-აბას I-ის დარტყმებს 1614 წელს. ყველაზე მეტადაც
დაზარალდა. ამ დროს აიყარა ეს სოფელი და გომბორის ჩრდილოეთ კალთას შეეფარა. აქედან უნდა მოდიოდეს
სოფელი კვენაკელი, რაც აღნიშნავს ქვერნაკიდან გადმოსახლებულს. ქვერნაკელებს ერქვათ ,,ნაპირელნი’’, ე.ი.
მესაზღვრეები. მათ გარდა წნორში თავს იყრიდნენ მონადირეები საგარეჯოდან, ჭიათურელნი, ზაგემელნი (დღეს ქ.
ზაგემის ნანგრევები საინგილოშია) და გრემელები. წნორში ,,...დადგმიან კარავნი, აქ იყვნიან შვებით, მშვიდობით,
მესისხლენი ზავდებოდნენ, ვერავინ ვერავის აწყენდა’’. ,,მუნიყვის ბედაურთა, ცხენთა შეკაზმვა, გამოჩვენება,
შესამოსელითა კეკლუცითა შემოსვლა, ტურფათა ჩვენება, ქარქაშის გაწყობილება, ისართა ორბის ფრთით შვენობა,
ვაჟკაცებისა ხუმრობა’’. იყო სიმღერა, შუშპრობა, ქალ-ვაჟთა გაცნობა, ვნება, სიყვარული... ამ ამბების აღწერისას
არჩილი სიამაყით სწერდა: ,,მუნ ჩვენ ხელთ იყო ჩვენობა’’ ე.ი. სრულიად დამოუკიდებელნი ვიყავითო. სხვაგვარად
რომ ვთქვათ, ,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდა’’, ამიტომ იყო საზეიმო განწყობილება.

საკითხის სისრულისათვის ვურთავთ ახლადმიკვლეულ დოკუმენტს. (ქვეყნდება პირველად).

,,ოქმი ალექსანდრე მეფისა საგარეჯოს მოურავის ხასფოლადისადმი’’ (სცხა, საქართველოს ცენტრალური


საისტორიო არქივი, ფ. 1449, № 1041. დაწერილია 1589 წელს. I პირი გაკეთებულია 1697 წელს, მე-II პირი XIX
საუკუნის დასაწყისში დაუკვეთია ვინმე გივი ნაცვლიშვილს).

,,...ჩვენი ბრძანება საგარეჯოს მოურავს ჩერქეზ ხასფოლადს ასრე მოახსენეთ: მერე მაყაშვილმა მაყამ და გოშფარ
მოგვახსენეს, გიორგი წმინდელნი ყარაღაჯში ჩვენს სახნავ ალაგებს გვეცილებიანო. ეს ალაგები ხომ კარგად იცით,
ორთავე მესამძღვრე ხართ. ყარაგაჯის ოლეს გარეთ ხომ მაყაანთ ხელი არა აქუსთ. თქუენს სამძღვარს ზემოთ და
ოლეს შიგნით გიორგიწმინდელთ... გასინჯეთ და თუ შიგნით ეცილებოდნენ რასმე, მაყაანთ დაანებეთ. მაგათ ხელი
აღარა აქვთ და ასრე შეარიგეთ. კოშკს დავლა იორის პირს მარინდასშვილს, ჭიაბერისშვილს, დორეულს და
მკერვალისშვილს რომ წართმეული წისქვილები ჰქონდათ, თქვენის შუამავლობით ისევ წყალობა უყავით და
უბოძეთ, მაგრამ ამ გვარის დამნაშავეს კაცზედ კულავ თავს ნუღარ გვაწყენთ. ერთი ესეც, რომ ამ შვიდ მაისს წინა
მინდორსა და შირაქს ვინადირებთ და თქვენის ყმითა და სახელოთი ცხენკეთილის კაცით, ათის დღის ნუზლით
წნორზედ შემოგვეყარენით. ნუ დაიგვიანებთ, ჩვენ კვირას წნორზედ მოვბრძანდებით... ალექსანდრე...’’

ამ ძველ ოქმს ახლავს ერეკლე I-ის მინაწერი: ,,მისი პირველსახე - წიგნი პაპის ჩვენის მეფის ალექსანდრეს თვით
ჩვენ გავსინჯეთ რომე სწორედ და უმეტნაკლებოდ ასრე იყო დაწერილი. ის პირველი წიგნი დაძველებულიყო და
ჩვენ ამას მოწმისათვის ვბეჭდავთ, რომ მეფის ალექსანდრეს წიგნი სწორედ ასრე იყო დაწერილი. ამ ოქმის ასლი
ისევ შენახულია. ნოემბერს ია წელსა ჩღჟბ. დაბეჭდილია სამეფო ბეჭდით, რომლის შუაში იკითხება ,,ერეკლე’’.

მაშასადამე, შესაძლოა დავასკვნათ: მე-16 საუკუნისათვის წნორი წარმოადგენდა წინა მინდორის დიდი სანადირო
ჯერგის თავშეყრის ადგილს. ასეთ ადგილს ერქვა ,,სანადირო, სანადიმო, სალაღობო და სათამაშო დაბა’’. უფრო
გვიანდელი ცნობებით დასტურდება, რომ აქ, სანადირო მეურნეობის გარდა, არსებობდა ,,სააბრეშუმე სასახლეებიც,
სადაც სოფლების - ასანურის, ქვენაკელის მცხოვრებლები უვლიდნენ აბრეშუმის ჭიას. შუა საუკუნეებში აბრეშუმის
მოვლა ხდებოდა არა კერძო სახლებში, არამედ საგანგებო ,,სააბრეშუმე სასახლეებში’’, რომელთაც სპარსულად
ქუმები ეწოდებოდა. აქედან უნდა მოდიოდეს ტოპონიმი ქუმბათი. ამიტომაა, რომ ქუმბათი რამდენიმე ადგილას
გვხვდება კახეთში.

...სწორედ აქ, წნორში, ყოველი წლის მაისში ეწყობოდა საგაზაფხულო ნადირობა და დღესასწაული (ამ
დღესასწაულის დაწვრილებით აღწერა მკითხველს შეუძლა წაიკითხოს ,,არჩილიანში’’). ოღონდ ეგეცაა, მანამდელი
წნორი ასეთი მტვრიანი როდი იყო, მით უმეტეს, მაისში. აქ მაშინაც გადიოდა თამარის არხი - წნორის-წყლად
წოდებული. წნორის ხეებით დაბურული, ჩრდილოვანი ფანჩატურებით, ხეხილის ბაღებითა და ნადირ-
ფრინველით სავსე.

მაისში ჩვენში ახლაც საზეიმო თვეა. რატომ არ აღვადგინოთ წინაპართა ტრადიცია. რა ვუყოთ თუ აღარ
არსებობს ,,სააბრეშუმე სასახლეები’’, აღარც შამბნარში დაქრიან ქორბუდა ირმები, ფარშევანგები კი მხოლოდ
ზოოლოგიურ ბაღს შემორჩნენ. ხომ დარჩა ქიზიყელთა ამაყი სული...

როგორ ამოუხოცეს თითქმის მთელი საგვარეულო მურვან ყრუს,


რომელმაც დავით და კონსტანტინე მხეიძეები აწამა და საქართველო
ააოხრა
გიორგი მახობეშვილი

მეექვსა საუკუნის შუა წლებიდან მაშინდელ მსოფლიოს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს: გამოჩნდნენ ახალი
დამპყრობლები – არაბები.

მეექვსე საუკუნის დასაწყისში ტომებად დაქსაქსული არაბები გააერთიანა მათმა სულიერმა ლიდერმა,
წინასწარმეტყველმა მუჰამედმა და მათ ერთიანი სარწმუნოება შეუქმნა.

მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ, გაერთიანებულმა არაბებმა შექმნეს სასულიერო-საერო სახელმწიფო –


სახალიფო, რომელსაც სათავეში პოლიტიკური და სულიერი ლიდერი – ხალიფა ედგა.

არაბეთის ნახევარკუნძულზე შექმნილი ხალიფატი თანდათან იზრდებოდა და ცდილობდა, თავისი რელიგია


გაევრცელებინა ცეცხლითა და მახვილით და, ამავე დროს, პოლიტიკურ-ეკონომიკური მეთოდებით, რაც ისევ
სამხედრო ექსპანსიის გაგრძელება გახლდათ. დაპყრობილ ქვეყნებში დიდ გადასახადს აწესებდნენ, რომელსაც
„ხარაჯა” ერქვა. არამუსლიმანები დამატებით იხდიდნენ გადასახადს, რომელსაც „ჯიზია” ეწოდებოდა, ხოლო, ვინც
მათ სარწმუნოებაზე გადავიდოდა, ჯიზიას გადასახადისგან თავისუფლდებოდა. დაპყრობილი ხალხებისთვის იყო
სხვა ვალდებულებებიც: მათ უნდა შეენახათ საოკუპაციო ჯარები, დამპყრობთა ადმინისტრაცია და სამხედრო
ნაწილები; მიეღოთ მონაწილეობა მშენებლობებში და ასე შემდეგ.

არაბებმა მალე დაიმორჩილეს მცირე აზია, ირანი, პალესტინა, აფრიკის ჩრდილო–აღმოსავლეთი და კავკასიასაც
მოადგნენ.

საქართველოში არაბები პირველად 642–643 წლებში შემოიჭრნენ, თუმცა, უშედეგოდ. მაგრამ, 651-652 წლებში მათ
დაიპყრეს ირანი და სომხეთი და 654 წელს ისევ შემოუტიეს ჩვენს ქვეყანას.

ქართლი დიპლომატიური ნაბიჯით, უომრად დაემორჩილა არაბებს და იხდიდა ჯიზიას, თუმცა, მალე შეუწყვიტა
ხარკის გადახდა სახალიფოს.

არაბებმა ისევ შემოუტიეს. ქართველები გააფთრებით იბრძოდნენ თავისუფლებისა და ქრისტიანობისთვის და


არაერთი მარცხიც აწვნიეს დამპყრობლებს; აჯანყდნენ კიდეც სომხებთან და ალბანელებთან ერთად.
ქართველობას ამ დროს სამ ფლანგზე უწევდა ომი: ბიზინტიის, არაბებისა და ხაზარების წინააღმდეგ.

661 წლიდან სახალიფოს მართავდა ომაიდების დინასტია.

მერვე საუკუნის პირველ მესამედში არაბებს უკვე დაკავებული ჰქონდათ პირინეის ნახევარკუნძული. 732 წელს
საფრანგეთის ქალაქ პუატიესთან ფრანკების, ალემანების, საქსების, ბავარიელებისა და ფრიზების გაერთიანებულმა
ჯარმა კარლ მარტელის მეთაურობით, ძლივს შეაჩერა არაბების წინსვლა. აღმოსავლეთში კი არაბები ირანს
გასცდნენ და ავღანეთი დაიპყრეს.

735 წელს არაბთა ომაიდმა ხალიფამ – ჰიშამმა, თავისი ბიძაშვილი, მარვანი (მარვან იბნ მუჰამედ იბნ მარვანი)
დანიშნა სამხრეთ კავკასიის მმართველად და დაავალა სამხრეთ კავკასიის, განსაკუთრებით – საქართველოს
მთლიანად დამორჩილება.

მარვანი განსაკუთრებული სისასტიკით იყო ცნობილი. ქართველებმა მას „მურვან ყრუ” შეარქვეს, სომხებმა –
„მურვან ბრმა”. თავად არაბები კი, ჯიუტი და უხიაგი ხასიათის გამო „მარვან ჯორს” ეძახდნენ...

მარვან ჯორი ცდილობდა, დაემორჩილებინა ქართველები და დიდი ხარკი დაედო მოსახლეობისთვის. ამ მიზნით,
735–737 წლებში ილაშქრა საქართველოში, ჯერ ქართლი ააოხრა, შემდეგ კი სამცხეში გადავიდა. დამარცხებულმა
ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ მესამემ ეგრისს შეაფარა თავი, შვილებთან – მირისთან და არჩილთან ერთად.

იმ დროს არგვეთის მმართველები იყვნენ დავით და კონსტანტინე მხეიძეები (მათ მთავრებს უწოდებდნენ
იმ პერიოდში). ისინი კარგი სარდლები და მართლმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. დავითი უფროსი ძმა იყო.
გარეგნულად ლამაზი მამაკაცები ყოფილან, თეთრი კანითა და წაბლისფერი თმით. დავითს ხშირი თმა-წვერი
ჰქონია, კონსტანტინე კი ძალიან ახალგაზრდა ყოფილა.
სამცხიდან მურვან ყრუმ მარბიელი ლაშქარი გამოგზავნა არგვეთში. არგვეთელები, დავითისა და კონსტანტინეს
სარდლობით, წინ აღუდგნენ მტერს. როცა ურჯულოები მოახლოვდნენ, ქართველები დავით წინასწარმეტყველის
ფსალმუნს გალობდნენ – დავითისა და გოლიათის შერკინების შესახებ.

არაბებმა შეუტიეს ქართველ ქრისტიანებს...

არგვეთელების მცირერიცხოვანმა სამხედრო ძალამ დაამარცხა მრისხანე მურვან ყრუს მარბიელი ლაშქარი. ეს რომ
გაიგო, განრისხდა მარვან ჯორი და ქვიშასავით ურიცხვი მთელი თავისი არმიით არგვეთს მოადგა. არგვეთის
ტყეები, ველები და მთები აივსო, თურმე, ბილწი დამპყრობლების მეომრებით.

უთანასწორო ბრძოლაში არგვეთელები დამარცხდნენ. მთავრები ტყვედ აიყვანეს ურჯულოებმა. „ბილწმა ყრუმ“,
როგორც მას უწოდებს „დავით და კონსტანტინეს წამების“ უცნობი ავტორი, გადაწყვიტა, ეჩვენებინა ტყვეთათვის
თავისი განსაკუთრებულობა, დასცინა მათ და აგდებულად უწოდა ქართველებს „ქვათა და ძელთა მსახურები,“
მერე კი იტრაბახა, „დიდი მოციქულის, მუჰამედის ოჯახის წევრის შთამომავალი ვარო, ჩვენ გვმონებს
დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე ყველა ქვეყანა და როგორ გამიბედეთ შებმაო“ (ომაიდები იყვნენ მუჰამედის
მამის ბიძაშვილის შთამომავლები).

ქართველმა წმიდანებმა მშვიდად უპასუხეს:

„შენი ტრაბახი და დაცინვა უადგილოა და ამაო. მალე მოვა დრო და შენი დიდება განქარდება, რადგან, შენი
გამარჯვება ჩვენზე შენი ღირსებით კი არ იქმნა, არამედ, ჩვენი ცოდვებისთვის დავისაჯეთ ჩვენ, რადგან, ღვთის
მცნებებს ჯეროვნად არ ვიცავდით. ღმერთი ჩვენ გვწვრთნის თქვენი, უსჯულოთა ხელით“.

მურვან ჯორი განარისხა ამ პასუხმა და წმიდა დავითისა და კონსტანტინეს ცემა ბრძანა, მაგრამ, გმირების
უმოწყალოდ ცემამ ვერ გამოიღო ნაყოფი – ქართველი წმინდანები ვერ გატეხეს.

მაშინ ბილწმა მურვანმა ტკბილი სიტყვით სცადა ქართველი ძმების დათანხმება, ეღიარებინათ მუჰამედის რჯული
და შეჰპირდა მათ არაბული სამყაროს წარჩინებულობა: დავითს სარდლობას სთავაზობდა, კონსტანტინეს კი – მის
პირად კარისკაცობას და სასახლეში განცხრომით ცხოვრებას. ცხადია, ქართველი გმირებისთვის არაბულ-
მაჰმადიანური წარჩინებულობა რა საკადრისი იქნებოდა.

დავითმა პირჯვარი გადაიწერა და უპასუხა:

„ჰოი, მძლავრო ბოროტო, რას გვთავაზობ? ნათელზე უარი ვთქვათ და ბნელს შევუდგეთ?!

ჭეშმარიტმა უფალმა გვაზიარა ჩვენ ნათელს, როდესაც თავისი ძე მოავლინა ქვეყნად. იგი განკაცდა ჩვენთვის და
ყველა წინასწარგანგებულობა იკისრა: ჯვარცმა, დამარხვა და აღდგომა, და ამაღლდა მამასთან, და ისევ მოვა
განსჯად ცხოველთა და მკვდართა.

ქრისტემ წარავლინა თავისი მოწაფენი ყოველ ქვეყანაში მისი აღთქმის საქადაგებლად და კერპთა
თაყვანისმცემლების მოსაქცევად.

მისი ორი მოწაფე ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში და მათ გვიქადაგეს ქრისტეს სარწმუნოება და კერპთა
თაყვანისცემისგან გაგვათავისუფლეს.

ჩვენ მათ მიერ ვართ განათლებულნი და არ ვემონებით სხვა ცუდ რჯულს. მზად ვართ ქრისტეს
სარწმუნოებისათვის ტანჯვა-წამების და სიკვდილისთვისაც.

ესაა ჩვენი სარწმუნოება – ჭეშმარიტი ქრისტიანობა, და ისმინეთ და შეიგნეთ ყველამ, სპარსელებმა და არაბებმა!“
მარვან ჯორმა თქვა:

„ქრისტეს შესახებ წერია ჩვენს წმინდა წიგნში, ყურანში, სახელად ისე ერქვა, მარიამის ძე იყო, მართალი კაცი და
წინასწარმეტყველი. თავს უფლის ძეს უწოდებდა და ამიტომ მოკლეს ებაელებმა ჯვარზე გაკვრით... ნუ ბედავთ
მუჰამედის სარწმუნოების გმობას, რადგან არაბები და სპარსელები მან მოაქცია წარმართობისგან და ღმერთი
დაანახვა. ღმერთი კი ერთია“.

დავითმა უპასუხა მარვან ჯორს:

„ყურანი არასწორად გაქვთ გაგებული, რადგან, ყურანში წერია, როცა გაურკვევლობაში იქნებით, ქრისტეს
სახარებისგან, ანუ, ისეს წიგნისგან ისწავლეთო. ეს ალიმ, მუჰამედის გულითადმა მოწაფემ დაგიწერათ თქვენ.
თქვენ კი უგულისხმონი ხართ, არც წიგნისა გესმით და არც ღვთისა. მართალია, მუჰამედმა წარმართობისგან კი
გაგათავისუფლათ, მაგრამ ღმერთს ვერ შეგამეცნიერათ, მსგავსად გემიდან გადავარდნილი კაცისა, რომელიც ზღვის
შუაგულში კი არ ჩაიძირა, არამედ, ნაპირთან ახლოს; მაგრამ, არავითარი სხვაობა არ არის – ხმელეთს ვერ მიაღწია –
მაინც დაიხრჩო.

თქვენც გემიდან გადავარდნილი იმ კაცის მსგავსად ხართ. ყველა წინასწარმეტყველი ქრისტეს მოსვლას ქადაგებდა.
იგი ვერ იცნო მუჰამედმა და თქვენც ვერ დაგანახვათ. ცდომილებაში ხართ და წარწმყდებით თქვენი
უგულსყურობის გამო“.

გაწბილებული და გამწარებული დარჩა მურვან ყრუ: ვერც გატეხა და ვერც მოქრთამა ქართველი წმინდანები და
საკუთარი სარწმუნოების კრიტიკა მიიღო მხოლოდ შედეგად.

მან გმირი ქართველი ძმები ათი დღის განმავლობაში უსმელ-უჭმელად ამყოფა, თან ტანჯავდნენ თავისი
სარწმუნოების ერთგულ ქართველებს არაბები. მაგრამ, ქრისტეს ერთგულებისათვის დაითმინეს წმიდანებმა
ყოველივე.

მერე მურვან ყრუმ ხალხი მიუგზავნა და მოსთხოვა, მიეღოთ მაჰმადის რჯული, მაგრამ, არგვეთელმა ძმებმა კვლავ
უარი განაცხადეს.
განრისხებული ბრმა მურვანის ბრძანებით, ქართველი წმიდანები ისევ ტანჯეს, მერე ხელ-ფეხი შეუკრეს, ქვები
დაჰკიდეს და მდინარე რიონში ჩაყარეს, როგორც წერს „დავითისა და კონსტანტინეს წამების“ უცნობი ავტორი.

ღამით იმ ადგილს სამი ნათლის სვეტი დაადგა. ქართველებმა მოახერხეს და წამებული ძმების ცხედრები
გადაასვენეს მდინარე წყალწითელას ხეობაში, სადაც მურვან ყრუმ დიდი ციხე-ქალაქი გაანადგურა. იქ, მთაზე,
დარღვეულ ეკლესიაში უპოვიათ აკლდამა, სადაც არავინ იყო დასაფლავებული და იმ აკლდამაში დაკრძალეს
არგვეთის წმინდა ერისთავები. შემდეგში მათი დაფლვის ადგილზე აშენებულ მონასტერს მოწამეთა ეწოდა.

ყრუ მურვანი, თავისი ჯარითურთ, სამეგრელოში გადავიდა და ლეგენდარული ქუჯის ქალაქს, ციხე-გოჯს
(ნოქალაქევს) მიადგა. მართალია, ციხე-გოჯი აიღეს, მაგრამ, მალე ეწიათ ურჯულოებს ღვთის რისხვა.

მურვან ყრუს ჯარი ისეთი მრავალრიცხოვანი იყო, რომ მათი ბანაკები მდინარეებიდან – ცხენისწყლიდან და
აბაშიდან – აფხაზეთამდე უწევდა თურმე.

გაწვიმდა და სეტყვა და კოკისპირული წვიმა დაატყდა თავს არაბების ლაშქარს. ადიდებულმა მდინარე აბაშამ
წაიღო და დაახრჩო აბაშ-არაბთა უამრავი მებრძოლი, მდინარე ცხენისწყალმა კი ოთხი ათასამდე ცხენი მოსტაცა
დამპყრობლებს და დაუხრჩო. იმ ამბების მერე ეწოდა ამ მდინარეებს აბაშა და ცხენისწყალი, როგორც გვამცნობს
უცნობი ქართველი მწერალი.

ქართველებთან ბრძოლებში და სტიქიური უბედურებით საგრძნობლად დასუსტებული ჯარით „ჯორი მარვანი“


აფხაზეთში გადავიდა და ანაკოფიის ციხე-ქალაქს მიადგა, სადაც ქართლის ერისმთავარმა მირიმ და მისმა ძმამ,
მომავალში წმიდა მეფე არჩილმა, მათი ვასალის, აფხაზეთის ერისთავის – ლეონის დახმარებით, გააჩერეს მტერი
და მარცხიც აწვნიეს. ამ ბრძოლაში მირი სასიკვდილოდ დაჭრეს და, ვინაიდან მას მხოლოდ შვიდი ასული ჰყავდა
და ვაჟი არა, ქართლის ერისმთავრის ტახტზე არჩილი ავიდა.
ამით არ დასრულებულა რისხვა უფლისა მურვან ბრმის თავზე. რამდენიმე წელიწადში, 743 წელს, მურვან ყრუმ
(ჯორმა) შეიტყო, რომ მისი ბიძაშვილი, ხალიფა ჰიშამი მოკლეს. იგი სასწრაფოდ გაემართა დამასკოში და 744 წელს
ხალიფას ტახტიც დაიკავა.

ახალ ხალიფას, მარვან მეორეს ჰყავდა ორი ვაჟი – უბეიდალა და აბდალა, რომლებიც ეხმარებოდნენ მამას ქვეყნის
მართვაში, მაგრამ, დიდხანს არ გაგრძელებულა მარვან ჯორის ხალიფობა: ჯერ ირანში შიიტები აუჯანყდნენ; მერე
მესოპოტამიაში, ტიგროსის ჩრდილო შენაკადის, მდინარე ზაბის ნაპირებთან, მისი არმია სასტიკად დაამარცხეს
მუჰამედის ბიძაშვილის, აბდალა იბნ აბასის შთამომავლის, აბუ-ალ-აბასის მომხრეებმა. ამ ომში, პრაქტიკულად,
გაწყდა ომაიანების (ომაიდების) მთელი საგვარეულო. სამასამდე ომაიდი დახოცეს აბასიდების მეომრებმა –
ფაქტობრივად, მთელი საგვარეულო. გადარჩა მხოლოდ ორიოდე ადამიანი, რომლებიც ესპანეთში გაიქცნენ და
კორდობის საამირო დააარსეს. მურვან ყრუს ვაჟები კი გაიქცნენ ეთიოპიაში, სადაც უბეიდალა მოკლეს.

აბუ-ალ-აბასი ხალიფას ტახტზე ავიდა, მარვან ჯორი კი ჯერ დამასკოში, მერე პალესტინაში, იქიდან კი ეგვიპტეში
გაიქცა. მაგრამ, ეგვიპტეში მურვან ყრუ შეიპყრეს და 750 წლის 6 აგვისტოს სიკვდილით დასაჯეს.

სხვათა შორის, მაშინ განმეორდა საქართველოს სხვა, უფრო ადრინდელი დიდი მტრის, პომპეუსის ისტორია – ისიც
რომიდან ეგვიპტეში გაქცეული მოკლეს, ძველი წელთაღრიცხვით 48 წლის 28 სექტემბერს.

მურვან ყრუს ლაშქრობას მოჰყვა ტფილისის საამიროს შექმნა. არაბებმა, თითქმის ასწლიანი ომის შედეგად, ძლივს
მიაღწიეს ამგვარ წარმატებას, თუმცა, დასავლეთ საქართველოში დიდხანს ვერ დამკვიდრდნენ. ტფილისის
ამირებიც ცდილობდნენ ხალიფას ხელისუფლებისგან გათავისუფლებას.

წმიდა დავით და კონსტანტინე მხეიძეების წამების ადგილას მრავალი სასწაული აღსრულდა. მათ შორის, მეოცე
საუკუნეშიც.

1923 წელს ურწმუნო და უეროვნებო ახალგაზრდა ბოლშევიკებმა გაძარცვეს და დაარბიეს მოწამეთას მონასტერი.
მარვან ჯორის მსგავსი არაადამიანები წმიდა ძმების, დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს ქუთაისის
ქუჩებში დაატარებდნენ და ხალხს აჩვენებდნენ. თურმე, უნდოდათ, რიონში გადაეყარათ, მაგრამ, მოულოდნელად
ქარი ამოვარდნილა და სეტყვა წამოსულა. ამის გამო, უღმერთოებმა ვერ მოახერხეს მდინარემდე მიღწევა. ამით
უსარგებლია შესანიშნავ ადამიანს, ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისა და მუზეუმის დამაარსებელსა და
პირველ დირექტორს, პუბლიცისტ ტრიფონ ჯაფარიძეს და გმირი ძმების წმიდა ნაწილების მუზეუმში
გადაბრძანება მოუხერხებია.

1954 წლიდან წმიდა ძმების წმიდა ნაწილები ისევ მოწამეთას მონასტერში გადააბრძანეს.

,,ვეფხისტყაოსნის'' ქრისტიანული არსი


,,ვეფხისტყაოსანი''ქართველების წმინდა წიგნია. სამთავროელი ღირსი ბერის, მამა გაბრიელის სიტყვებს თუ
დავესესხებით: „რუსთაველის პოემა ახალი „ქებათა ქებაა სოლომონისა''.

წიგნის უნივერსალურობა და განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ბიბლიაში, ისე ამ


ნაწარმოებშიც, ყველა ადამიანი საღმრთო სიბრძნესთან ერთად პოულობს თავისთვის შესაფერის გულისპასუხს და
იქ აღწერილი მოვლენების სიღრმეს სწვდება თავისი ნიჭისა და უნარის შესაბამისად. დავით
გურამიშვილმა ,,ვეფხისტყაოსანზე'' საგანგებო მინიშნებით თქვა: ,,შოთამ რგო იგავთ ხეო'', რითაც გულისხმობდა,
რომ მთელი პოემა იგავის ენით არის დაწერილი და ამ იგავს კი ყველა დროებაში თავისებური ახსნა ეძებნება.

თამარის მეფობის ჟამს, პოემაში ხედავდნენ ქართველი მეფე ქალის და მისი ქვეყნის სადიდებელს, რაც პირდაპირ
და არაორაზროვნად უკავშირდებოდა გმირთა სახეებში როსტევან მეფისაგან თავისი ასულის გამეფებას, ხოლო
არაბეთის სამეფოს ირგვლივ დატრიალებული მოვლენები იმჟამინდელი საქართველოს პოლიტიკური
რეალობიდან იკითხებოდა, ეხებოდა საკითხი ინდოეთს, ხატაეთსა თუ მულღაზანზარს; დანარჩენი გეოგრაფიული
გარემოცვა მაშინდელი საქართველოს გარეშემო მეზობლებად აღიქმებოდა და მკითხველს წარმოდგენას
უცხოველებდა საქართველოს ძლიერებასა და კეთილდღეობაზე. მთელი პოემაც, თავისი ლექსთაწყობითა და
საამური მუსიკალური ხმიანობით ატკბობდა სმენას და სიბრძნით ამდიდრებდა გონებას.

გავიდა საუკუნეები მას შემდეგ და როდესაც საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა, იმ დროის


ქართველები, ,,ვეფხისტყაოსნის'' გმირების მეოხებით, უკვე დაკარგული თავისუფლების აღდგენის სიმბოლური
ხატის მოძიებას ცდილობდნენ. აკაკი წერეთლისათვის პოემის გმირები საქართველოს სამი მხრის შვილები არიან:
ტარიელი –აღმოსავლელი ქართველია, ავთანდილი – დასავლელი, ხოლო ფრიდონი – ზღვისპირელი. მათი
სამშობლო, რომლის სიმბოლო ნესტან-დარეჯანია, ქაჯებს ჰყავთ შეპყრობილი:

,,ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავთ,

მოელის ტურფა გამომსხნელს'' – ეს ,ტურფა გამომხსნელი'' სამი რაინდია, იგივე გაერთიანებული საქართველო,
რომელიც ქაჯებს, ანუ საქართველოს დამპყრობთ გამოსტაცებს ნესტან-დარეჯანს, რითაც საქართველოსაც
ეწინასწარმეტყველება დაკარგული თავისუფლების აღდგენა!

ხოლო საყოველჟამიეროდ, რუსთაველის იგავური ქმნილება, მისი საღმრთო სიბრძნით, ცნობილი


რუსთველოლოგების – ვიქტორ ნოზაძისა და იუსტინე აბულაძის შრომების გათვალისწინებით, განმარტა
გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ – ზვიად გამსახურდიამ. მისი
განსაზღვრებით, ,,ვეფხისტყაოსანი'' არის ღრმად გააზრებული სულიერი ნაწარმოები, რომელიც ეძღვნება
ადამიანის მიერ ღმერთთან დაკარგული ერთიანობის აღდგენას.

როდესაც რუსთაველმა თავისი პოემით გვამცნო: ,,ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები'', ამით თავად
მიგვითითა იმ ხერხზე, რომლითაც მისი იგავის ენა უნდა გაგვეგო. საკმარისია მხოლოდ ვთარგმნოთ პოემის
გმირების სპარსული და არაბული სახელები, რომ ამ სახელების სიმბოლოებსაც და მათ დანიშნულებასაც
მივაკვლევთ:

ნესტან-დარეჯანი, ანუ ,,ის რაც არსად არ არის'' – ,,საღმრთო სიბრძნე და მადლი'', რაც ადამიანმა თავისი ცოდვების
გამო დაკარგა, ჯურღმულში ჰყავთ დამწყვდეული ქაჯებს, ანუ ცოდვისმიერ ქვენა ზრახვებს: ბოროტებას, შურს,
სიავეს, უკეთურებას, სიბილწეს – და იმისათვის, რათა დავიბრუნოთ იგი, საჭიროა გაერთიანდეს საღმრთო
სიყვარული (რასაც გულისხმობს სახელი ,,ტარიელი''), სარწმუნოება (რასაც ნიშნავს სახელი ,,ავთანდილი'') და
იმედი (რასაც გადმოგვცემს სახელი ,,ნურადინ ფრიდონი''), ისე, როგორც ამისაკენ მოგვიწოდებს ,,ახალ აღთქმაში''
პავლე მოციქული, სრულყოფილების მისაღწევად ,,სარწმუნოების, იმედისა და სიყვარულის'' მეშვეობით (იხ. I
კორ. 13,13). ყოველივეს დასაბამი კი თინათინის (,,გონება'') ძალისხმევაა, რომელიც მოუწოდებს ,,რწმენას''
(ავთანდილს), სიყვარულისა და იმედის ძალებთან შეკავშირებით დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნებისაკენ!
და თუკი ადამიანი შეძლებს საკუთარ პიროვნებაში მოუყაროს თავი რწმენას, იმედს და სიყვარულს – დაამარცხებს
მიწიერ ვნებებს და შეუერთდება საღმრთო სიბრძნეს, რისი დასტურიცაა ტარიელისა და ნესტანის ბედნიერი
შეერთება. ამ გზით ადამიანი დაიბრუნებს უფალთან მისასვლელ გზას!

აღორძინების ხანის ქართულ ლიტერატურაში ,,ვეფხისტყაოსანს'' განიხილავდნენ, როგორც იგავს სოფლის შექმნის
შესახებ, ადამიანის ცოდვით დაცემისა და კვლავ აღდგომის შესახებ. ნამდვილად ,,სოფლის ზღაპარი'' მოცემულია
თავად ბიბლიაში, დაბადების წიგნში, რუსთაველი კი გვაძლევს მის მხატვრულ ინტერპრეტაციას.

პოემაში უხვად გვხვდება მხატვრულად გააზრებული ბიბლიური ციტატები. პოემის შესავალი იწყება
ღვთაებისადმი მიმართვით:

,,რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,''

შდრ: ,,შექმნა ღმერთმან სამყარო''. (დაბად. 1,7).

,,ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა'',

შდრ. ,,შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა და იქმნა კაცი სულად ცხოველად''. (დაბად. II, 7)

,,ჩვენ კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა'',

შდრ: ,,აღავსეთ ქვეყანა და ეუფლენით მას მთავრობდით თევზთა ზღვითასა და მხეცთა და ფრინველთა ცისათა და
ყოველთა პირუტყვთა და ყოველსა ქუეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა ქუეყანასა ზედა''. (დაბად. I, 28)

,,მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა''.

შდრ: ,,არა არს ხელმწიფებაი, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი იგი არიან ხელმწიფენი, ღმრთისა მიერ განწესებულ
არიან''. (რომ. XIII, 1)

,,ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,

შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,

მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,

ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა''.


რელიგიური წარმოდგენით, ადამიანის უმთავრესი მოწოდება ამქვეყნად არის ის, რომ მუდმივად ესწრაფვოდეს
ღვთაების მიმსგავსებას. სწორედ ამგვარი სწრაფვაა პიროვნების სრულქმნილების საფუძველი. ქრისტიანული
მოძღვრება ასე ქადაგებს: ,,იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქუენი ზეცათა სრულ არს''. (მათე, 5,48)

რუსთაველი პროლოგში ,,ვეფხისტყაოსანს'' ობოლ მარგალიტს უწოდებს:

,,ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,

ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,

ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები''...

სახარების მიხედვით უსასყიდლო მარგალიტი სიმბოლოა სასუფეველისა. ცათა სასუფეველი წააგავს ვაჭარს,
რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძებს; როდესაც იპოვის ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყოველივეს, რაც
აბადია და იყიდის მას.

ანტონ პირველი თავის ,,ღვთისმეტყველებაში'' მარგალიტის სიმბოლოს ასე განმარტავს: ,,ძიება იგი უსასყიდლოისა
მის მარგალიტისა არს უდიდესი ხმევაი სიბრძნისაი, ფილოსოფოსობასა შინა უსაღმრთოესსა, ვითარმედ მაძიებელი
იგი იქმს თვის შორის წარმოდგინებასა ნივთთა ყოველთასა უსავსეს და უწულილეს განყოფით და განსჯის
თვითოულსა მათსა და გებადსა და დადგრომას აღმოაჩინებს''. (,,ღვთისმეტყველება'', 8-11)

რუსთაველი თავის პოემას ,,ობოლ მარგალიტს'' უწოდებს და განგებას სთხოვს, მოუვლინოს მცოდნე, დამფასებელი
მკითხველი, რათა მისი საღვთოდ გასაგონი პოემა სწორად შეაფასონ.

პროლოგში მოცემულია რუსთველისეული გაგება ღვთისმეტყველებისა და მხატვრული ლიტერატურის


ურთიერთმიმართების შესახებ:

,,შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,

საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,

კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი''.

რუსთაველისათვის შაირობა, პოეზია საღვთო ინტერპრეტაციის ობიექტია. ,,გასაგონი'' ნიშნავს შესამეცნებელს.


ვისი გასაგონია შაირობა? უწინარეს ყოვლისა, ესენი არიან სასულიერო პირნი, ღვთისმეტყველნი. ,,კვლა აქაცა
ეამების, ვინცა ისმენს კაცი ,,ვარგი'', ,,აქაცა'' ესე იგი საერო საზოგადოებაში. შაირობა რა თვალსაზრისით უნდა
იყოს ,,მარგი''? ,,საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი'' შაირობა – უწინარეს ყოვლისა რელიგიური სულის ცხოვნების
ხსნის თვალსაზრისით; ჭეშმარიტი საღმრთო პოეზია იმდენადვეა ,,მარგი'' სულისათვის, როგორც
ღვთისმეტყველება, ჰაგიოგრაფია ან ჰიმნოგრაფია; საერო პოეზიის, ლიტერატურის დანიშნულების ამგვარი გაგება
საყოველთაოა ეკლესიის მამათა თხზულებებში (ბასილი დიდი და ანტონ კათალიკოსი).

,,ვეფხისტყაოსანი'', ისევე როგორც სოლომონის ,,ქებათა ქება'', ამსოფლიური, ადამიანური მიჯნურობის შესახებ
თხრობით ალეგორიულად ასახავს საღვთო მიჯნურობას. რუსთაველი პოემის პროლოგში გვიცხადებს:

,,მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან,

ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან,

ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან;


მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან''.

საუბარია საღვთო პოეზიის დანიშნულებაზე. პოეტი გვამცნობს, რომ ,,მას ერთსა მიჯნურობასა'', ე.ი. საღვთო
მიჯნურობას, ,,ჭკვიანი'', ანუ ამსოფლიურ ინტელექტზე დაყრდნობილი ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ
სულიერი წვდომის უნარი, ვერ მიჰხვდებიან, ვერ ეზიარებიან, რადგან მათი გაგებისათვის მიუწვდომელია. პოეტის
ენა ამაოდ დაშვრება ამგვარი მიჯნურობის ქებით, ხოლო მსმენელთა ყურნი დავალდებიან, ე.ი. ვერას გაიგებენ,
ვინაიდან ეს სოფელი ძირითადად ასეთ ,,ჭკვიანთაგან'' შედგება. პოეტმა აირჩია ალეგორიული გზა,
შეაქო ,,ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან'', ე.ი. ამსოფლიური მიჯნურობის ,,ხელობანი'', ვინაიდან
ეს ,,ხელობანი'' მასვე ჰბაძავენ, ანუ საღვთო მიჯნურობას, იმ შემთხვევაში, თუ იგი ჭეშმარიტია და არა – სიძვა.

,,არს პირველი მიჯნურობა არ – დაჩენა ჭირთა, მალვა''.

პოეტი მოითხოვს სიყვარულის გრძნობისადმი სათუთად მოპყრობას და სხვათა წინაშე არ გამჟღავნებას. მიჯნურმა
ამქვეყნად ,,დასთმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა''.

მიჯნური პოეტი მიჯნურისაგან ისე მოელის წყალობას, როგორც ღვთისაგან:

,,მიაჯეთ ვინ! ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა!''

,,მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა'',

პოეტი ევედრება ღმერთს წმინდა, ამსოფლიური გრძნობადობით შეუბღალავი სიყვარულის სიკვდილამდე


შენარჩუნებას, რაც საიქიოს ცხონების წინაპირობაა მისთვის. ქრისტიანულად წმინდა სიყვარულის შენარჩუნება
სიკვდილამდე მოწამეობას ნიშნავდა.

რუსთველური მიჯნურობის უმთავრესი ატრიბუტია ცრემლი. ცრემლის გარეშე არ შეიძლება ჭეშმარიტი


მიჯნურობა.

რუსთაველისათვის მიჯნურთა სურვილის მომადლება განუყრელად არის დაკავშირებული ცოდვათა


შემსუბუქებასთან, სულთა ლხენასთან, ცრემლთან.

,,ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა,

შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,

ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.

ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა''.

ეკლესიის მამათა მოძღვრებაში ცრემლი სულიწმინდის მადლია, უდიდესი ფაქტორი სულიერი განწმენდისა.

წმ. იოანე სინელის ,,კლემაქსის'' (,,სათნოებათა კიბის'') მიხედვით, ცრემლის მადლი უტყუარი ნიშანია იმისა, რომ
ადამიანის გული ღვთისადმი სიყვარულით არის აღვსილი. ,,წყარო ცრემლისა ნათლისღების შემდეგ,
ნათლისღებაზე უმეტესია, ცრემლი განწმენდს ბუნებას ჩვენსას... რამეთუ სინანულის ცრემლი არის დიდებული
ნიჭი სულიწმინდისა, გარდამქმნელი გულთა ჩვენთა''.

რუსთაველისათვის ბუნებაში ყველაფერი წარმავალია, სიკეთისა და სიყვარულის გარდა.

,,ბრძენთა უთქვამთ სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა''.

,,ვეფხისტყაოსანში'' აღიარებულია ქრისტიანული სიყვარული:


,,წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ?

ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ.

,,სიყვარული აღგვამაღლებს'', ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ...''

ეს სტროფი მთლიანად ეხმიანება ქრისტიანული რწმენისა და აზროვნების უდიდესი მქადაგებლის წმინდა პავლე
მოციქულის სიყვარულის ამაღლებულ საგალობელს: ,,...სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა
ჰშურნ, არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არა
შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებისა თანა, ყოველსა თავს-იდებნ,
ყოველი ჰრწამნ, ყოველთა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდის, წინაისწარმეტყველებანი
გან-ვე-ქარდენ, გინა თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი გან-ვე-ქარდენ''.

,,ვეფხისტყაოსანი'' მხატვრული პირობითობის ენაზე ასახავს ღვთაებრივი სიბრძნის ძირითად იდეებს ქართული
საღვთისმეტყველო აზროვნებისათვის დამახასიათებელი ფორმით.

ავტორის მიზანია კაცობრიობის სულიერი განვითარების სხვადასხვა გზების შეჯამება ქრისტიანული მოძღვრების
საფუძველზე.

ქრისტიანული ღვთისმეტყველების მიხედვით, კაცობრიობისთვის ღმერთი დაფარულია მას შემდეგ, რაც ცოდვით
დაცემის შედეგად ადამიანმა დაკარგა სამოთხე, ღვთის ჭვრეტის უნარი. ამიტომ ღვთის არსი მიუწვდომელია, მისი
ძიება მრავალ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. ადამიანისათვის ,,ვეფხისტყაოსანშიც'' თავად ღვთის არსება
გამხდარა საძებნელი, სანატრელია მისი კვლავ ხილვა, ,,ახლად ჩენა''.

საძებნელია პოემის მთავარი გმირი ქალი ნესტან-დარეჯანი თავისი მიჯნურისათვის, ტარიელისათვის. იგი
დანთქმულია ბნელში, ქაჯეთში და განასახიერებს დაკარგულ სამოთხეს, ღვთაებრივ ცნობიერებას, სულიწმინდის
მადლს, ცხოვრების ხეს, რომლის სიმბოლოა ედემის სარო, ალვა (კვიპაროსი), რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი
სახეა ,,ვეფხისტყაოსნის'' ტროპიკაში:

,,მოსთქვამს, ჰაი, სიყვარულო ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,

იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო,

ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო,

ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო''.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ახალი აღთქმა, სახარება, მთლიანად აგებულია იგავური, ანუ ალეგორიული
მეტყველების პრინციპზე. ალეგორიული თხრობა და სიმბოლიკა საღვთო წერილისა შუასაუკუნეთა ქრისტიანულ
ლიტერატურაში იქცევა კონვენციურ სახეებად.

,,ვეფხისტყაოსნის'' სამი მთავარი გმირი განასახირებს სამ საღვთისმეტყველო სათნოებას: ავთანდილი –


სარწმუნოება, ფრიდონი – სასოება და ტარიელი – სიყვარული. ქრისტიანულ მოძღვრებაში პრიორიტეტი ამ
სამთაგან სიყვარულს ენიჭება: ,,ხოლო აწ ესერა ჰგიეს: სარწმუნოება, სასოება და სიყუარული, სამი ესე: ხოლო
უფროს ამათსა სიყუარული არს''. ,,ვეფხისტყაოსანშიც'' ცენტრალური ადგილი უჭირავს სიყვარულის
პერსონიფიკაციას, ტარიელს და პოემასაც ხომ მისი სახელი ჰქვია.

,,ვეფხისტყაოსნის'' მთავარ გმირს – ტარიელს ერთდროულად სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვა აქვს. ერთ
შემთხვევაში იგი საქართველოს და მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლოა, რომელიც ლომვეფხვზე, ანუ
ისლამზე იმარჯვებს. პოემაში რამდენიმეჯერ გვხვდება სიტყვა ,,სამყარო'' და მასთან დაკავშირებული ,,სამყაროს
მზე'', ,,ერთი მზე'', ,,ზენა მზე''. ეს გამონათქვამები ყოველთვის ტარიელთან ან ნესტანთან მიმართებაში არის
ნახმარი. პირველივე ხსენება ტარიელისა დაკავშირებულია სამყაროსთან:
,,უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,

მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე''.

აქ მინიშნებულია, რომ ტარიელი არის მსგავსი იმ მზისა, რომელიც ანათებს ზეცას, ესე იგი ღმერთისა. ასევე
ღმერთთანაა შედარებული ტარიელი შემდეგ სტროფში:

,,ტარიელ მოტკბა ღმრთისავე მსგავსად იგ წარმართულია''.

საგულისხმოა ფრიდონის სიტყვები, რომლითაც იგი ტარიელს მიმართავს: ,,შენთვის ასრე მომსურდების
წყაროსათვის ვით ირემსა''. ეს მხატვრული ხერხი გამეორებაა ფსალმუნის შემდეგი მუხლისა: ,,ვითარცა სახედ
სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყლისათა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო''. ბიბლიაში ირემი
ალეგორიულად ღვთის მაძიებელი სულია, წყარო კი – ღმერთი.

ქართული ეროვნული ცნობიერება ზედმიწევნით შეესაბამებოდა ქრისტეს ქვეყნიური მებრძოლი ეკლესიის სულს.

,,ვეფხისტყაოსნის'' გმირები თავისი მიზნის მისაღწევად განუწყვეტლივ იბრძვიან. ისინი ებრძვიან ბოროტების
ბნელ საუფლოს. ტარიელი ებრძვის ხატაეთს.

ტარიელის ლაშქრობა ხატაეთში უნდა გავიგოთ არა როგორც პოლიტიკური დაპყრობითი ომი, არამედ, როგორც
ღვთაებრივი მზიური ძალების ბრძოლა ბნელეთის დასამორჩილებლად.

ნესტანის დაკარგვასთან ერთად ტარიელი ჰკარგავს სულიერ სამშობლოს – ინდოეთს და


მკვიდრდება ,,უგემურ'', ,,მქის'' ქვეყანაში და ეძებს სატრფოს (ღმერთს). ტარიელი გაეცალა რა ნეგატიურ ძალებს,
დამკვიდრდა კლდეებში ადამიანთაგან მოშორებით, მხეცთა შორის. მაგრამ განდეგილური ყოფა, ასკეტიზმი,
იწვევს ცხოვრებისაგან უკიდურესი მოწყვეტის საფრთხეს, სოფლისაგან გაუცხოებას. სწორედ ამ საფრთხეზე
მიუთითებს ავთანდილი ტარიელს, როდესაც აფრთხილებს:

,,ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ,

მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ?

ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ.

თავსა მრთელსა რად შეიკრავ? წყლულსა ახლად რად იწყლულებ?''

უკიდურესი განდგომა, სოფლის მოძულება, თვით იმ უზენაეს მიზანსაც აშორებს ადამიანს, რომლისკენაც იგი
მიილტვის (ე.ი. ღმერთს). უზენაეს ღვთაებასთან ზიარება შესაძლებელია არა ამქვეყნიური ცხოვრების უარყოფით,
არამედ მისი განღმრთობით ფილოსოფოსთა იდეების პრაქტიკული აღსრულებით.

რუსთაველის პოეტურ მეტყველებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უზენაესის (ღვთაების) გამოხატვის


თემას: ,,ქრისტიანულ'' (საღვთო) წიგნებში ღმერთის სახელი ყოველმხრივ არის განხილული.

პოემაში მრავალფეროვანი ვარიაციებით გვხვდება სინათლის – ნათლის სახება, რომელიც ღვთაების


ბრწყინვალების გამოსახატავად სჭირდება ავტორს. მზე ღვთის ხატია, რომელთანაც მიახლოება ისევე არ იქნება,
როგორც ღვთაებასთან. მას ისეთივე ლოცვით მიმართავენ, როგორც ღვთაებას.

,,აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა

ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა


მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა''.

პოეტს ღვთაებასთან მიმართებაში ეპითეტი ,,მზიანი ღამე'' მოჰყავს. აღნიშნული ადგილი განმარტა თეიმურაზ
ბაგრატიონმა: ,,იტყვის, ჰე მზეო, ვინ ხატად გთქვის მზიანისა ღამისა'' – ღმერთი არის მზე დაუბადებელი და
უნივთო, ნათელი, ხატი და სახე არს მზიანისა ღამისად, ესე იგი განმანათლებელი არს ღამისა, ე.ი. ღამე უმეცრებას
ნიშნავს და მზე ნათელსა ცნობისა ღმრთისასა. ღამე მიუწთომელობა არს ღმრთისა და მზიანი ღამე ის არის, რაოდენ
შესაძლებელ არს კაცისა გონებისაგან ვიცნობდეთ და აღვიარებდეთ ღმერთსა, როგორათაც იოანე მოციქული,
ღმრთის მეტყველი და მახარებელი, იტყვის სახარების პირველ თავში – ნათელი ბნელთა შინა სჩანს, ესე იგი გონება
კაცისა თუმცა ღმერთს ვერ მისწვდება ბუნებითა და არსებით, რომ ესრეთ იცნას, როგორათაც სხვა ადვილად
საცნობი საგნები...''

,,იტყვის: ,,ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,

ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად''.

რუსთაველის ,,მზიანი ღამე'' ადამიანური ცოდნისა და არცოდნის ერთობლიობაა ღვთაების შესახებ.

,,ვეფხისტყაოსანში'' უხვად არის პარალელები სამოთხის ღვთიური ნეტარებით აღსავსე ყოფასა და უწინდელი
გრძნობის, საწუთროს დუხჭირ ყოფას შორის, რომელიც წილად ხვდა კაცობრიობას ცოდვით დაცემის შემდეგ.
სოფლის სამდურავი, ბოროტების ამ საუფლოსადმი შეუგუებლობა, ლაიტმოტივად გასდევს პოემას. იგი
გამოწვეულია სამოთხის ღვთიური ყოფისაგან მოწყვეტის შეგნებით, რასაც პოეტი ტრაგიკულად განიცდის:

,,ვა, საწუთროო, სიცრუით თავი სატანას ადარე!

შენი ვერავინ ვერა სცნას, შენი სიმუხთლე სადა-რე;

პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?

მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა, ოხრად სჩანს ყოვლი სად არე!''

,,მზისებრ საჩინო პირი'' ღვთის პირია, რომელიც პოემაში დაკარგული ნესტან-დარეჯანითაა სიმბოლიზებული:

,,ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!

ყოვლი შენი მინდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!

სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა?!

მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა''.

აღნიშნულ სტროფში ასახული ცრუ და მუხთალი სოფელი არ შეესაბამება კეთილი ღმერთის მიერ შექმნილ
ქვეყანას. ღმერთმა ხომ რაც შექმნა, ყველაფერი სიყვარულით შექმნა, მაგრამ სცოდა ადამიანმა, ,,ამაოებასა
დაემორჩილა დაბადებული''. ,,იწრო შეიქმნა ბჭე და გასაჭირ გზა, რომელი მიიყვანს ცხოვრებასა''.

ამ ქვეყნად არსი მხოლოდ სიკეთეს აქვს, რადგან ის იბადება მარადიული ღვთისაგან. ის არის თავად ღვთაება.
ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია ,,და ბოროტსა არ დაბადებს'', ამიტომ მას არსი არა აქვს. სიკეთე მარადიულია,
ხოლო ბოროტება დროში შეზღუდულია. სიკეთე ყოველთვის დაამარცხებს მცირე ხნით აღზევებულ ბოროტებას –
ეს გარდაუვალია.
სიკეთის გარდაუვალი გამარჯვების რწმენა პირდაპირ გამომდინარეობს ქრისტიანული სარწმუნოებიდან, სიკეთის
გამარჯვება ბოროტებაზე ღვთაებრივი ნებითა და ბედისწერითაც გარდაუვალია. ყოველივე, რაც კი ხდება, უფლის
ნებით ხდება.

,,ვეფხისტყაოსანი'' ქართული ეთიკისა და ესთეტიკის ქვაკუთხედია. ეს წიგნი ქართველი ერის ბედისწერაა.

ზვიად გამსახურდიას ,,ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველების'' მიხედვით მასალა მოამზადა

ქ. ფალავანდიშვილმა

სიკვდილი უკანასკნელი ხორნაბუჯელისა


ლოვარდ ტუხაშვილი

შორეულ წარსულში ჰერეთის შუაგულში, ცივ-გომბორის ქედის დასასრულს, იქ სადაც ივრის ზეგანი ფრიალო
კბოდეთი გადადის ალაზნისპირეთში, აუგიათ მიუვალი ციხე-სიმაგრე ხორნაბუჯი. ეს სახელი მრავალნაირად
აიხსნება. ,,მზის საყრდენს“ ნიშნავს ძველ ირანულად ხორნაბუჯი. ზოგი ფიქრობს, რომ ამ სახელში შემონახულია
უძველესი ქართული ტომის ხორე-ბის მთავარი საცხოვრისი, სხვაგვარი განმარტებაც არის: ,,ხორნაბუჯი - ხორების
ყურეაო“ ანდა ქორა-ხოშას“ უკავშირებენ, ტომის მამასახლისის ადგილსამყოფელს გულისხმობენ. ოდესღაც
არსებობდა სახელგანთქმული არისტოკრატიული საგვარეულო ხორხორუნები, მეტსახელად მალხაზ-
ხორხორუნები. ასეთი ვარაუდიც გამოითქვა, ხორხორუნები და მათი ,,მალხაზები“ (,,მალხაზი“ მამასახლისთანაა
გაიგივებული) უხსოვარი დროიდან სწორედ ხორნაბუჯში ბინადრობდნენ. ზოგი თვლის, რომ სახელწოდებაში
აისახა ,,ხორანბუდი“, ე.ი. ქვეყნის დაბა ან ,,მზის ბურჯი“, ცხადი მხოლოდ ერთია: ხორნაბუჯი ყოველთვის იყო
ქართველთა საიმედო ციხე-სიმაგრე და მშვენიერი, ლაღი, ამპარტავანი ქალაქი. მისი დაარსება მიეწერება მეფე
ბაკურს, IV ს-ში მოღვაწე მეფეს (მეფე ვარაზ-ბაქარსაც ასახელებენ). V ს-ში მეფე ვახტანგ გორგასლანმა ხორნაბუჯში
საეპისკოპოსო კათედრა დააარსა. VI ს-ში ციხე-ქალაქს ირანელები დაეპატრონენ, დიდხანს იდგა ირანული
გარნიზონი ამ ქალაქში. გარნიზონის უფროსი მთელ მხარეს აკონტროლებდა, ცნობილია ხორნაბუჯის ირანელი
მმართველი ვინმე ვეჟან ბუზბირი, ირანის მეფის ნაცვლის ბარამ ჩუბინის მოხელე. მოვიდნენ სამხრეთიდან
პირველი ბაგრატიონები, მათ შორის ასამ და ვარაზვარდიმ აუჯანყეს ქართველობა ირანელებს, დაეუფლნენ
ხორნაბუჯს, ზესთა (ე.ი. ყველაზე მაღალ) კოშკზე ეროვნული დროშა ააფრიალეს, მაშინ ბაგრატიონები ჯერ სამეფო
დინასტიად არ იყო გადაქცეული. იმძლავრეს ხორნაბუჯელმა ბაგრატიონებმა, შორს, დასავლეთით გასწიეს
საზღვრები. მათი განაყარნი არიან ჰერეთის ბაგრატიონები.

ქ. ხორნაბუჯი დიდხანს გადადიოდა ხელიდან ხელში, მის შეუვალ კედლებს ერკინებოდნენ: არაბები, თურქ-
სელჯუკები, სპარსელები. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით XII ს-მდე (ე.ი. თვით ისტორიკოსის
ცხოვრების და მოღვაწეობის პერიოდამდე) ხორნაბუჯის მმართველები კვლავ ბაგრატიონთა სახლის
წარმომადგენლებად ითვლებოდნენ. XII ს-დან ჰერეთის ბაგრატიონები რამდენიმე გვარად გაიყვნენ, მათგან
წარმოიშვა გრიგოლისძეთა და მახატლისძეთა საგვარეულოები. მახატლისძეები დაეუფლნენ ხორნაბუჯის
საერისთაოს, რომელიც მოიცავდა თანამედროვე სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მიდამოებს. მეფე თამარის
ეპოქაში გამოირჩევა სახელგანთქმული ერისთავთერისთავი საღირ მახატლისძე, სწორედ მან მიაყენა უდიდესი
დარტყმა თამარის პირველ მეუღლეს გიორგი რუსს, რომელიც 1191 წ. განძის ლაშქრით შემოიჭრა კამბეჩოვანში,
ანუ გვიანდელ ქიზიყში (ხორნაბუჯის საერისთაო მთლიანად მოიცავდა კამბეჩოვანის ქვეყანას ანუ გვიანდელ
ქიზიყს). მახატლისძეებს საქართველოს ისტორია იცნობს ხორნაბუჯელთა სახელით, იმდენად ძლიერი იყო
ხორნაბუჯელთა ავტორიტეტი, რომ ძველი გადმოცემებით ,,შიშითა ხორნაბუჯელებისა, ყრმა მცირე ვერ
აუტირდებოდა დედასა ბარდალს, განძას და შირვანს“. მონღოლთა ბატონობის შემდეგ საერისთაო უაღრესად
რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ერთმანეთს დაუპირისპირდა მონღოლთა ორი იმპერია: ოქროს ურდო (მოიცავდა
ჩრდილოეთ კავკასიას, რუსეთს, ვოლგისპირეთს, ციმბირს, ყაზახეთს, ბულგარეთს, სერბეთს, უნგრეთს) და ე.წ.
საილხანო ანუ სამხრეთ-მონღოლური სახელმწიფო (მოიცავდა ავღანეთს, ირანს, ერაყს, მცირე აზიას, სირიას).
ჩრდილოელი და სამხრეთელი მონღოლები ერთმანეთს ებრძოდნენ შირვანსა და აზერბაიჯანში, უშუალოდ
ხორნაბუჯის საერისთაოს სიახლოვეს, ეს კი აიძულებდა ქართველობას თავის სურვილის წინააღმდეგ აქტიურად
ჩაბმულიყო მონღოლთა პოლიტიკურ ვნებებში. XIII ს-ის შუალედისთვის ხორნაბუჯელთა არისტოკრატიული
გვარი კვლავ საკმაოდ ძლიერი იყო. საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოირჩეოდა ხორნაბუჯის პატრონი,
შესანიშნავი დიპლომატი და ბრწყინვალე მხედარი ბერი ხორნაბუჯელი (ბერი საკუთარი სახელია). ბერი ულუ-
დავითის ეპოქაში გადიოდა სამეფო კარის უმაღლეს წრეებში. იგი დაახლოებული იყო, როგორც მეფე ულუ-
დავითთან, ასევე დედოფალ ჯიგდა-ხათუნთან. ულუ-დავითი ცდილობდა მონღოლთა გულის მოგებას, ამიტომაც
მისი ორი ცოლი ჯიგდა-ხათუნი და ესუქნი მონღოლთა ნოინების ასულები იყვნენ. სანამ მონღოლთა ორი საყაენო
ერთმანეთს დაეჯახებოდა, საქართველოზე კონტროლს ახორციელებდა ოქროს ურდო. ოქროს ურდოს ყაენმა
თავისთან გამოიძახა დავით-ულუ. მეფემ საგანგებო რწმუნებანი მისცა დედოფალ ჯიგდა-ხათუნს და ვინმე
მესტუმრე ჯიქურს. მესტუმრეობა ძალზე მცირე მოხელეობა იყო. დიდებულებმა იწყინეს ჯიქურის მართვა-
გამგეობა, მაგრამ ჯიქურს ზურგს უმაგრებდა დედოფალი ჯიგდა-ხათუნი, რომლის უკან იდგნენ გავლენიანი
მონღოლი ნოინები. ულუ-დავითმა გაითვალისწინა ქართველი დიდებულების პატივმოყვარეობა და ყაენთან
წასვლის წინ თითოეული თემი ანუ მხარე დამატებით ჩააბარა გამორჩეულ ფეოდალებს. კახეთის მმართველად
დაინიშნა თორღვა პანკელი. მეფე ულუ-დავითმა დიდხანს დაჰყო მონღოლებში, სახელმწიფოს განაგებდნენ
დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და მისი გამორჩეული პირი მესტუმრე ჯიქური. ჯიგდა-ხათუნი აქტიური ქალი
გამოდგა, ენერგიულად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში. ერთადერთი პიროვნება, რომელიც არ ემორჩილებოდა,
იყო კახეთის მმართველი თორღვა პანკელი. რა იყო კონფლიქტის მიზეზი, ზუსტად არ არის ცნობილი. არსებობს
ლეგენდა, რომ ჯიგდა-ხათუნს შეუყვარდა თორღვა პანკელი. მთიელმა ჭაბუკმა ფეოდალმა არ იკადრა მეფის
სარეცლის შებღალვა, რამაც ძალზე გაანაწყენა ვნებააშლილი დედოფალი. თორღვა პანკელი ჩაიკეტა პანკისის
ხეობაში, საგვარეულო ციხე-სიმაგრეში, რომელსაც დღეს თორღვას ციხე ეწოდება. მესტუმრე ჯიქურმა ვერაგული
გეგმა მოიფიქრა თორღვას პანკისის ხეობიდან გამოსატყუებლად. მან მოიხმო ბერი ხორნაბუჯელი და თორღვა
პანკელთან შუამავლობა დაავალა. ბერი დაახლოებული იყო პანკისის ერისთავთან. აქ მხოლოდ საქმე პირად
მეგობრობაში არ არის. საქმე ის არის, რომ პანკისის საერისთაოს ცხვარ-ძროხა იყენებდა ხორნაბუჯის საერისთაოს
საძოვრებს. ბერი ხორნაბუჯელს ეეჭვებოდა თორღვა პანკელის ღალატი, ამიტომაც ამ ეტაპზე იგი საქმეში არ
ჩაერია. ძალზე ავი იყო დედოფალი ჯიგდა-ხათუნი, ცბიერი იყო მესტუმრე ჯიქურიც. გადაწყვიტეეს თორღვა
პანკელის დაღუპვა. ამ გეგმის შესრულება გადაიდო. გავიდა ხანი და ულუ-დავითი დაჯილდოებული დაბრუნდა
ჩრდილოეთიდან. ჰერეთის უკიდურეს აღმოსავლეთით, ე.წ. კაბადას ბოლოს, თეთრ წყალზე მიეგებნენ მეფეს
ქართველი დიდებულები, მათ შორის არ იყო თორღვა პანკელი, ვერ მოვიდა შიშის გამო. ჩამოვიდა მეფე
თბილისში. სამი მზგებსი (შვიდეული, ე.ი. კვირა) ზეიმობდა თბილისი მეფის წარმატებას, დაკნინებული იყო მაშინ
ქართველთა ცნობიერება, გატეხილი იყო ამაყი სული. თამარის ეპოქას ყავლი გასვლოდა, როდესაც ქართველი
მეფეები მხოლოდ ღმერთს სცნობდნენ თავისზე მაღლა მდგომად, უფრო მეტიც მეფე-თამარი ღმერთსაც გაუტოლეს
და სამების (მამა-ღმერთი, სულიწმინდა, ძე-ღმერთი) მეოთხე ჰიპოსტაზად ანუ ნაწილად გამოაცხადეს. ახლა კი
ულუ-დავითის ეპოქა იდგა. დასავლეთ საქართველო გათიშული იყო, იქ დავით-ნარინი დამოუკიდებლად
მბრძანებლობდა. ასეთ შემთხვევაში მონღოლი ყაენის მოწყალე ღიმილიც კი დიდ გამარჯვებად აღიქმებოდა. არც ამ
ზეიმზე გამოჩნდა თორღვა პანკელი, რამდენიმე გზის გამოიძახა მეფემ ქვეშევრდომი, მაგრამ ამაოდ. ვერაფრით ვერ
დასძლია შიში თორღვა პანკელმა. ძალზე დიდი იყო დედოფალ ჯიგდა-ხათუნის გავლენა მეფეზე. ჯიგდა-ხათუნი
არა მარტო ულამაზესი ქალი იყო, არამედ პოლიტიკურ თუ პირადულ ინტრიგებშიც ფრიად განსწავლული. იგი
უშვილო იყო. ვერ გაბედა ვერაფრით მეფემ ამ მიზეზით მისი გაშვება. არადა სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრე
სჭირდებოდა. აქაც გამოსავალი თვითონ ჯიგდა-ხათუნმა იპოვა, მან მეფეს უფლება მისცა დროებითი ცოლი
მოეყვანა. ასეთი ქალიც გამოიძებნა. ოსეთის დიდებულებისაგან შეარჩიეს ჯანმრთელი და ლამაზი ასული. ოსური
არისტოკრატიის ჩამომავალი. ამ ახალგაზრდა ქალს ალთუნი ერქვა. არ არის გამორიცხული ალთუნის შერჩევაც
მოხდა იმიტომ, რომ ოს ფეოდალთა ერთი ნაწილი თავს თვლიდა ბაგრატიონთა ჩამომავლად. ალთუნის ჩამოყვანის
ერთი წლის შემდეგ დაიბადა უფლისწული გიორგი, მეორე წელს პრინცესა თამარი. შეუყვარდა ალთუნი მეფე
ულუ-დავითს, მაგრამ სასტიკი და შეუპოვარი იყო ჯიგდა-ხათუნი, მან იშვილა ალთუნის ორივე შვილი და
ალთუნი უკან ოსეთში გაამგზავრა. წავიდა უკან დროებით ბედნიერების მწვერვალზე აღტყორცნილი და იმავე
ბედისგან ძირს დანარცხებული ალთუნი, დატოვა შეყვარებული, თუმცა დროებითი მეუღლე ულუ-დავითი და
შესანიშნავი ქალ-ვაჟი. სამწუხაროდ, არც მის ქალ-ვაჟს დაჰყვათ ბედი ბედნიერი. მესტუმრე ჯიქური შედარებით
დაბალი წარმოშობის პიროვნება იყო, თუმცა საკმაოდ გონიერი მმართველი, როგორც ჩანს იგი დაბალი ფენების -
გლახაკების, ხეიბრების, ქვრივ-ობოლთა მფარველი ყოფილა, სამაგიეროდ საოცრად სძულდა ეს პიროვნება
ქართულ არისტოკრატიას. სანამ ჯიგდა-ხათუნი მბრძანებლობდა, ჯიქური დაცული იყო, მაგრამ მალე დედოფალი
გარდაიცვალა, დაივიწყა მეფე ულუ-დავითმა ისიც და ალთუნიც. დაქორწინდა გვანცა კახაბერიძეზე, ავაგ
მხარგრძელის ცოლ-ყოფილზე, რომლისაგანაც შეეძინა მეფე დიმიტრი თავდადებული. გვანცა დედოფალს არ
უყვარდა ჯიქური, მისი მითითებით შეუჩნდა მეფეს სუმბატ ორბელიანი, სომხითის ქართველი ფეოდალი, მან
დაარწმუნა მეფე, რომ ჯიქური ყაენის ,,აგენტი“ იყო, თითქოს ჯიქური აცნობებდა ყაენს ულუ-დავითის
სიმდიდრეს. მაშინაც მალავდნენ ქვეშევრდომები თავიანთ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მალავდნენ იმიტომ, რომ
გადასახადი შეემცირებინათ. უმანკო იყო მეფე დავით-ულუ, უმანკო და წრფელი, ასეთივე ეგონა სხვაც. დაუჯერა
სუმბატ ორბელიანს, სასწრაფოდ გააგზავნა მსახურნი ჯიქურის მოსაყვანად. ისნის სასახლის ერთი ნაწილი მტკვარს
გადაჰყურებდა, იქ მოუყვანეს მეფეს შესმენილი ჯიქური, აღარ მოუთმინა მეფემ შესმენილს, მისი ბრძანებით მის
თვალწინ გადააგდეს მტკვარში ერთგული მოხელე. მეორე დღეს მოითხოვეს ქალაქის გლახაკებმა ჯიქურის გვამი,
ბევრი სიკეთე ახსოვდათ მისგან. წაიყვანეს და რაც მათ შეძლებას შეეფერებოდა, დიდი პატივითაც დაკრძალეს.
მალემრწმენი იყო მეფე დავით-ულუ, მოგვიანებით გვანცა დედოფალიც მოუკლეს თათრებმა, ახლა ისევ მონღოლი
ქალი ესუქნი გადედოფლდა ისნის სასახლეში. მესტუმრე ჯიქურის ნაცვლად სახელმწიფოს მართავდა
ნიჭიერი ,,კანცლერი“ ბასილი უჯარმელი - მწიგნობართუხუცესი. ახლა ფეოდალები ბასილ უჯარმელს
გადაეკიდნენ, ისიც მარჯვედ მოაშორეს ხელისუფლებას. ესუქნის საყვარლობა დასწამეს მეფესთან. ესეც დაიჯერა
მეფემ. მოაკვლევინა ბასილი. როგორც ჩანს, რაღაც კავშირი მართლაც ჰქონდა ბასილს ესუქნისთან. დაავადდა მეფე
და წამებით გარდაიცვალა, გავრცელდა ჭორი, რომ მეფე ესუქნი დედოფალმა მოწამლა შურისათვის მისი მეგობარი
ბასილი უჯარმელისა. ესუქნი იყო დიდი ნოინის ჭორმაოს ასული და ღვიძლი და დიდი სირმა ნოინისა.
ჟამთააღმწერელი წერს: ,,ხოლო თქმულ არს ესეცა, ვითარმედ წამლისა მიერ აღსრულდა, ცოლისა მისისა ესუქნის
მიერ მიცემითა წამლისათა. ვითარ სიტყვის მოქმედი იყო მაკედონელისა მის დიდისა მიდოსით
თავმტკივნეულობად მყოფისა და იჭვისა წამლისასა მიდოსხის და ანტიპატროს მიერ მიცემისა, ეგრეთვე დავითისა
თქმულ არს ესუქნის მიერ, შურისათვის ბასილი უჯარმელისა, რომელი მოაკუდინა მეფემან, უწესოებისათვის;
რამეთუ თანა ეყო ბასილი ესუქნის, და არა რიდა საწოლსა პატიოსანსა მეფისასა, და ჩო ხანიცა აღიხადა, და
მთავრობა მიიტაცა, ამის უწესოებისათვის მოიკლა ბასილი“. მაგრამ ყველაფერი ეს მოხდა გვიან, დავუბრუნდეთ
პირველ თქმულს. არადა არ დაემორჩილა თორღვა პანკელი მეფის ბრძანებას. მესტუმრე ჯიქურმა კვლავ თავისი
ვერაგული გეგმა გაიხსენა. ისევ ბერი ხორნაბუჯელს სთხოვა შუამავლობა, ოღონდ ახლა თვით მეფის ბრძანებით.
წავიდა ბერი ხორნაბუჯელი თავის ძველ მეგობართან. იქეიფეს ძმადნაფიცებმა ალაზნისპირა ჭალებში. თორღვა
პანკელმა გარანტია მოითხოვა, ჩავიდა მეფესთან ბერი ხორნაბუჯელი. ულუ-დავითმა თორღვას უვნებლობის
პირობა მისცა, თან დაავალა მეფის სახელით პირობა ფიცით განემტკიცებინა, ხოლო ,,თორღუა რქუა: ,,წარვალ
ალავერდს გიორგის წინაშე და მუნ შემომფიცე, და მუნ მომინდევ“. და წარვიდეს ორნივე. ხოლო თორღუა გამოება
ფესუსა სამოსლისა ალავერდის მთავარმოწამისასა. და მივიდა ხორნაბუჯელიცა, შეჰფიცა და გამოხსნა ფესვისაგან.
ხოლო თორღუამან რქუა: ,,რა იგი ჰყო ჩემ ზედა, ამან წმინდამან გიორგი გიყოს შენ, რამეთუ მარტო ვარ, და
სიკუდილითა ჩემითა უმკვიდრო იქმნების მამული ჩემი, ეგრეთვე უმკვიდრო ჰყოს წმინდამან მთავარმოწამემან
სახლი შენი“. და წარმოიყვანა ხორნაბუჯელმან, ფიცთა მტკიცეთა მიერ შეკრულმან, ტაბახმელას, და შეურაცხ-ჰყო
აღთქმა და ფიცი იგი, და შეიპყრა ჯიქურმან, განზრახვითა დედოფლისათა, თვინიერ მეფისა ცნობისა, და
წარიყვანეს კლდე-კართა, და გარდამოაგდეს“.

მოხდა უდიდესი დანაშაული, დაირღვა ზნეობრივი პრინციპი, გატყდა ფიცი, მრისხანე იყო ალავერდის ტაძრის
წმინდა გიორგის ხატის საპასუხო შურისძიება. ხოლო ვითარ მიეგო ბოროტი ხორნაბუჯელსა ალავერდის
მთავარმოწამისა აღთქმისა და ფიცისა გატეხისათვის, იხილეთ: ,,...ბერი ხორნაბუჯელს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა,
სიკეთე-აღმატებული შალვა, საღირისძეთა უკანასკნელი იმედი. თითქოს გრძნობდა ოჯახი მომავალ უბედურებას.
შალვას რამდენიმე ძე და ასული ჰყავდა. თორღვა პანკელის სიკვდილის შემდეგ, შალვას ორი ბავშვი მყისვე
მოკვდა: ერთი ფრიალო კლდიდან გადმოვარდა, მეორე შხამიანმა ჯოჯომ დაგესლა. თითქოს ბოლომდე უნდა
შეესვა შხამით სავსე ფიალა უკვე სიბერეში შესულ ბერს. ორი შვილიშვილის დაღუპვის შემდეგ მალე მთელი
საერისთაო საშინელი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ოქროს ურდოს მბრძანებელი ბერქა-ყაენი სამას ათასიანი
ლაშქრით დაიძრა სამხრეთის მონღოლთა ურდოს - საილხანოს წინააღმდეგ. ჩრდილოეთელებმა გამოიარეს
დარუბანდი და აპირებდნენ ირანში შეჭრას. 1263 წელი იყო, თვე აპრილი. რაღაც საოცრად ადიდებული მოდიოდა
მდ. მტკვარი. ვერაფრით ვერ გადალახეს ბერქას მეომრებმა მდინარე. ჩვენდა საუბედუროდ ვიღაცამ ურჩია ყაენს,
გაჰყოლოდა მტკვრის მარცხენა ნაპირს, თბილისში ასულიყო და მეტეხის ხიდით გადასულიყო სამხრეთში. დაიძრა
ბერქა და ერთი მზგებსის შემდეგ ხორნაბუჯის საერისთაოში ჩამოაღწია მონგოლ-თათართა უზარმაზარმა
ბრბოებმა. მტერმა ,,მოჭამა“ ივრისპირეთი და ალაზნისპირეთი, გაანადგურა აყვავებული სოფლები, გაძარცვა
ეკლესია-მონასტრები, შემუსრა ციხე-სიმაგრეები. ქუდზე კაცი გამოიძახა შალვა ბერის-ძე საღირისძემ. ხორნაბუჯის
საერისთაოს ლაშქარი თანამედროვე მაღაროს სამხრეთით განლაგდა, ყათრების ქედის წინამდებარე ველზე. ხუთი-
შვიდი ათასი კაცის გამოყვანა შეეძლო მხოლოდ შალვა ერისთავს. აქეთ ხუთი-შვიდი ათასი ქართველი, იქით სამასი
ათასი თათარი. არ გაჰყოლია ლაშქარს ბერი ხორნაბუჯელი, ეშინოდა ალავერდის შურისძიებას, მის გამო სხვებიც
არ დაეღუპა, ამაო გამოდგა მისი ცდა. ხატის სასჯელი ტანჯვას ნიშნავს, სიკვდილი კი ტანჯვისგან
გათავისუფლებას. სანამ ბოლომდე არ შესვამდა შხამის სამსალას ერისთავთ-ერისთავი, მის სულს მიქელ-გაბრიელი
არ მიიღებდა. უთანასწორო ფიცხელი ბრძოლა გაიმართა ქიზიყის ბოლოს, მიწა იწვოდა მხედართა ფეხთა ქვეშ,
დაემსხვრათ ქართველებს მახვილები, შემოეფლითათ ჯაჭვის პერანგები, სისხლისფრად შეიღება პატარა მდინარე
ოლე. თათართა გვამებისაგან მთელი ბორცვები აღიმართა ივრისპირეთში. სამი ვაჟით იბრძოდა შალვა საღირისძე,
სამივე დაეცა გმირული სიკვდილით, გაშმაგდა მამა, გაარღვია მონღოლ-თათართა რაზმები, მიიჭრა ყაენთან,
ხმლით გადაუსერა მხარი, აჩეხეს შალვა მონღოლებმა. სამი დღის შემდეგ ბერქა-ყაენი გარეჯის მთებზე
გარდაიცვალა. ისტორიული ტრადიციით ღმერთმა დასაჯა. ლეგენდა კი ამბობს, შალვა ხორნაბუჯელის
მახვილისაგან მიყენებულმა ჭრილობამ მოუსწრაფაო სიცოცხლე. გარეჯის მთებიდან უკან გაბრუნდა მონღოლთა
ლაშქარი, თითქოს მართლაც ალავერდის ხატის შურისძიებამ მოიყვანა მომხვდური აქ. მონღოლებმა ხორნაბუჯის
საერისთაო შემუსრეს და უკან წავიდნენ. სამი დღე ელოდა ბერი ხორნაბუჯელი საყვარელ ვაჟს და შვილიშვილებს
ბრძოლის ველიდან. სამი დღის შემდეგ მიხვდა, არავინ მოვიდოდა ბრძოლის ველიდან, თუნდაც მაცნე. ძალზე
ბევრი იყო მომხვდური, ჩანს ერთი კაციც ვერ გამოიმეტა შალვამ მალემსრბოლის როლისათვის. აღიჭურვა ბერი
ხორნაბუჯელი, რამდენიმე მოხუცი მეომარი და მღვდელი გამოიყოლა, შვიდი დღე ეძებდა ნაომარ ველზე საკუთარ
ნაშიერებს, ვერაფრით ვერ გამოარჩია, ვერც შალვა და ვერც მისი სამი ვაჟი დაღუპული მეომრებიდან. უხმოდ
დაბრუნდა დაცარიელებულ ქალაქში, სულ მაღლა, ზესთა კოშკზე ავიდა, ოთხი ანთებული სანთელი ხელში
დაიჭირა და ზეცას შეღაღადა: ,,ალავერდის წმინდა გიორგის ხატო, ხომ ბოლომდე მაჩვენე უბედურება ჩემი, ხომ
იცი უბრალო ვარ, მეფის ნდობამ წაბილწა სული ჩემი, ახლა მაკმარე სასჯელი დიდი, მიმიღე!“ მაღალი ფრიალო
კბოდედან გადაეშვა ბერი ხორნაბუჯელი, ქვასავით დაენარცხა მიწას. ქიზიყში ეხლაც გიჩვენებენ ზესთა კოშკის
წინ, ოდნავ შეწითლებულ ქვის ბასრ ნატეხს, ამ ქვაზე წამოეგოო ერისთავთ-ერისთავი, სწორედ მისი სისხლით არის
შეწითლებული ეს ბასრკბილა, კაჟი ქვა, შეღამებისას კი ზესთა კოშკიდან ისმის ტირილი მოხუცი კაცისა. ქარიან
დღეს ეს ხმა კლდის ნაპრალებში დარბის, მაშინ ნათლად გამოიკვეთება სიტყვები: ,,სადა ხარ შალვა, საღირ, დავით,
გიორგი“. ეს მოხუცი ბერი ეძახის შვილს და შვილიშვილებს.

ასე დასრულდა ბაგრატიონთა ჩამომავლების, შეუპოვარი მახატლისძეების, ხორნაბუჯელთა სახელოვანი გვარის


შვიდასწლიანი ისტორია.

როგორ გაწმინდა დავით მეფემ ეკლესია უღირსი მღვდლებისაგან


ერთ–ერთი უპირველესი ღონისძიება, რომელიც თავისი მეფობის დროს ჩაატარა წმიდა მეფემ, დავით
აღმაშენებელმა, იყო საეკლესიო რეფორმა – მან მოიწვია რუის–ურბნისის კრება, რომელმაც განკვეთა უღირსი
ეპისკოპოსნი და წარმოაჩინა ზნეობრივნი: ამით ღვთის სახლი, რომელიც „ქვაბ ავაზაკთა ქმნულიყო“, ავაზაკებისგან
განწმინდა.
საეკლესიო კრების მიერ მიღებული კანონები ეხებოდა ეკლესიის მსახურებს, მათ დანაშაულს, რომელიც შეიძლება
ჩაიდინოს როგორც ეკლესიის მსახურმა, ისე ერისკაცმა.

კრებაზე მიღებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი დადგენილებები:

ძეგლისწერა გადაყენებულად აცხადებდა უღირს მღვდელთმთავარს, მსახურს, რომელმაც სულისათვის ხორცი არ


დათრგუნა;

ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა, მღვდელი ოცდაათისა, დიაკონი ოცდახუთისა,
„წიგნის მკითხველი“ კი რვა წლისა.

ძეგლისწერა კრძალავდა ხელდასხმას ქრთამით, ძღვენით;

კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან უნდა შერჩეულიყვნენ ისეთები, რომლებიც გათვითცნობიერებულები


იქნებოდნენ საქრისტიანო წესებში, უანგაროდ მოემსახურებოდნენ ეკლესიის საქმეს;

იკრძალებოდა ეკლესიაში ერისკაცთა მიერ სამოქალაქო და სასოფლო სამსახური;

იკრძალებოდა მართლმადიდებლისა და წარმართის შეუღლება;

ძეგლისწერაში დასახელებული იყო ცოდვები: მტრობა, შური, კაცისკვლა, მრუშობა, კერპთმსახურება, ცრუ-ფიცი;
განსაკუთრებული იყო სასჯელი სოდომური ცოდვისათვის, რადგან იგი განსხვავებულია სხვა ცოდვებისაგან.
ყოველგვ

არი ნივთის, საგანი ღმერთმა შექმნა და მათ გარკვეული დანიშნულება მისცა ადამიანის სასარგებლოდ. სოდომური
ცოდვა ღვთისა და ბუნების საწინააღმდეგო მოვლენაა. ამ ცოდვამ დაღუპა მრავალი სახელმწიფო, მრავალ ხალხს
დაუკარგა თავისუფლება. ამიტომ ძეგლისწერა მკაცრად ეხებოდა სოდომურ დანაშაულს, ე.ი. არაბუნებივ
სქესობრივ კავშირს, მამათმავლობას, ლესბოსელობას.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რუის–ურბნისის ძეგლისწერამ გადაარჩინა სულიერება და ზნეობრიობა
ქართულ საეკლესიო ცხოვრებაში!

ასეთი დიდი რეფორმების შემომტანი გვირგვინოსანი დიდი თავმდაბლობითაც გამოირჩეოდა – „გალობანი


სინანულისანის“ ავტორ ქართველთა მეფეს საკუთარი თავი „უსწავლელ“, „მხედრობათა შინა აღზრდილ“კაცად
მიაჩნდა, თუმცა, მემატიანის ცნობით, დავითი ღრმად განსწავლული და უებრო მჭევრმეტყველი ყოფილა, რაც
ცხადად გამოჩნდა მისი სეფე–სიტყვით ქართველთა და სომეხთა საღვთისმეტყველო კამათის დროს, როცა
მოდავენი ჩიხში მოექცნენ და ხელმწიფემ ნათელი მოჰფინა სადავო საკითხს და მართლმადიდებელთა
სასარგებლოდ გადაწყვიტა.

თვით ლაშქრობაშიც კი დავითი წმიდა წიგნებს დაატარებდა. ცნობილია ფაქტი, როდესაც „სამოციქულოს“ კითხვას
ისე გაუტაცნია, რომ მხლებელთ ჩამოსცილებია და გადაჰყრია თურქთა რაზმს, რომელსაც მარტო გამკლავებია!

ღვთის მოყვარულ მეფეს ყოველი ბოროტისაგან იცავდა თვით უფალი – ერთხელ, კარვის პირას მდგომი, მისთვის
ნასროლი ისრისაგან იხსნა მთავარანგელოზის ხატმა, რომელიც მას გულზე ეკიდა!
ლოვარდ ტუხაშვილი

მრისხანე გურჯები

ავღანეთის პოლიტიკურ ასპარეზზე ქართველები ირანის შაჰების მზაკვრობით მოხვდნენ. XVII საუკუნის მეორე
ნახევრიდან ირანს ორი პრობლემა გაუმწვავდა: ახალი - ავღანური და ტრადიციული - ქართული. ისპაჰანში
გადაწყვიტეს ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისათვის მიესიათ... ქართლის სამეფოს უნდა დაქვემდებარებოდა მისგან
ტერიტორიულად დაშორებული და უცხო ქვეყანა. ასეთ კავშირს დღეს ,,კოოპერაციული“ ეწოდება. ქართლის მეფეს
უბოძეს ისპაჰანის გამგებლის, ირანის გვარდიის უფროსის, ქირმანისა და ბელუჯისტანის ხანის, ავღანეთის
მბრძანებლის ტიტულები. ყველგან მას უნდა დაენიშნა მოადგილე - ,,ჯანიშინი“, ოღონდ ქართლის ჯარით
ავღანეთში თავად უნდა ჩასულიყო. ასეთი ,,კოოპერაციული“ სამფლობელოს ცენტრად აირჩიეს ქ. კანდაგარი,
მთავარ ციხე-სიმაგრედ - გირიშკი.

1703 წელს თბილისში ჯანიშინად დაჯდა ვახტანგ VI, ავღანეთში შევიდა გიორგი XI, მას 4000 ქართველი და 20000
ირანელი ახლდა. მამაცნი არიან ავღანელები, ერთ ღამეში გააქციეს 20000 ირანელი. მამაცნი იყვნენ მაშინდელი
გურჯებიც. ჩამოიშორეს ირანელები - ხელს გვიშლიანო. საღამოს მიიჭრა აზნაური ცალქალამანიძე ავღანელთა
ბანაკთან და გასძახა დამხვდურთ: ,,ირანელები არ გეგონოთ. მოვიდა საქართველოს ვალი გურგინ-ხანი“. შიშის
ზარი დაეცა მოწინააღმდეგეს. მეორე დღეს ერთიანად შემუსრეს ქართველებმა 10-ჯერ მეტი მოწინააღმდეგე. აიღეს
კანდაგარი, ჰერატი, ქაბული... ასე დაიწყო ავღანეთში ქართველთა ათწლიანი ,,ბატონობა“.

ვის ვემსახურებოდით, ვისთვის ვღვრიდით სისხლს? ავღანეთში ქართველებმა ორი თვისება გამოამჟღავნეს:
საარაკო მამაცობა (4000 კაცი თავზარს სცემდა პუშტუნთა და ბელუჯთა მრავალრიცხოვან მეომარ ტომებს), - და
სისასტიკე, არნახული დაუნდობლობა. ქართველთა რაზმებს ხშირად შაჰი ირანულ ლაშქარს უკან ჩაუყენებდა
ხოლმე. ირანელ მეომრებს ზურგის უფრო ეშინოდათ და ბრძოლის ველიდან გამოქცევას მოწინააღმდეგესთან
შეჯახებაში სიკვდილს ამჯობინებდნენ. თუ გაიმარჯვებდნენ, სახელსაც ხომ დაიგდებდნენ! ალავერდი ხან
უნდილაძემ ყიზილბაშური ტომები ისე ამოჟლიტა. როდესაც შაჰმა უსაყვედურა, გადააჭარბეო, ასე გაიმართლა
თავი: შენს ბრძანებას ვასრულებდიო. ჰო, ოღონდ ნამეტანი სიხალისითო, - გესლიანად ჩაიბურტყუნა შაჰ-აბას I-მა.

შაჰ-ჰუსეინმა ირანის დიქტატორად დანიშნა ლევან ვახტანგის ძე ბაგრატიონი (ვახტანგ VI-ის მამა). ერთ კვირაში
ათასობით თავი გაგორდა ისპაჰანში. მასაც შენიშვნა მისცეს. ხედავ რა სიმშვიდე ჩამოვაგდე, რას ითვლი
გაგორებულ თავებს, ხალხის მეტი რა გყავსო, - უპასუხა ქართველმა დიქტატორმა. რა ენაღვლებოდა საქართველოს
დამპყრობი ქვეყნის ქვეშევრდომთა მოჭრილი თავები...

ქართველთა სისასტიკე საქართველოს მიღმა სრულ შეუსაბამობაშია ქართულ ეროვნულ ხასიათთან. კი გვყავდა
დიდი დავით აღმაშენებელი, ყველაზე მკაცრი ქართველი მეფე, ოღონდ მისი დაუნდობლობა საკუთარი ქვეყნის
გადარჩენის აუცილებლობითაა ნასაზრდოები. გვყავდა გიორგი ბრწყინვალე, სიკეთის მთესველი. უკეთურნიც
გამოგვერიენ: ავგიორგი, კონსტანტინე მირზა, ლევან II დადიანი, მაინც თამარისეულმა სათნოებამ განსაზღვრა
ნაციონალური ფსიქოლოგია. მშობლიურ სამანებს იქით ირღვეოდა ეს სათნოება.

,,ახალ საუკუნეებშიც“, რუსეთში გადახვეწილ ქართულ ემიგრაციას გულჩახვეულობის,


განმარტოების, ,,გაუცხოების“ ნიშანი აზის.

რუსული ინტელიგენციის სულთამხუთავის, ბოროტი ტირანის გრაფ არაკჩეევის მამულს ,,გრუზინო“ ერქვა, იქვე
ჩამომდინარე მდინარეს ,,გრუზინკა“, თვითონაც ნაქართველარ აზნაურებს დაუახლოვდა. ამიტომაც ეგონათ
არაყიშვილი. არ არის გამორიცხული, რომ უცხოეთში მოხვედრილი ქართველი ქვეშეცნეულად ატარებდა
გაუცნობიერებელ პროტესტს. დარწმუნებული ვარ, ირანის, თურქეთის, ახლო აღმოსავლეთის ქართველ
დიდმოხელეებს გულის სიღრმეში ეზიზღებოდათ ის ქვეყნები, რომელსაც ემსახურებოდნენ. თუმცა, მაინც მათ
საქმეებს აკეთებდნენ, ზოგჯერ მპყრობელ ხალხზე უკეთ და მარჯვედ.
არაკჩეევშჩინა იყო ბატონყმური რუსეთის ხსნა; სისასტიკე - ძველი სისტემის ხსნის მეთოდი. იგი იცავდა მას, რაც
აღარ დაიცვებოდა. ამიტომ არაკჩეევს პროგრესისტებიც აგინებდნენ და რეაქციონერებიც.

მაშასადამე, სისასტიკე მოულოდნელობა არ იყო, მაგრამ ავღანეთში მაინც უღმერთოდ გაავდნენ გურჯები.
გაუგებარია რა მოხდა, რამ შეცვალა ქართული სული კანდაგარში. გიორგი XI ლექსებს წერდა, სპარსულიდან
თარგმნიდა, უყვარდა მუსიკა, ლიტერატურა. მაშ როგორ გავაანალიზოთ აუხსნელი ფენომენი, რომელიც ეროვნულ
ქართულ სათნოებას სატანის ბრჭყალებში აქცევს უცხო მიწაზე? ქართული სიკეთე გარეთ რატომ იქცევა
ბოროტებად, იუმორი - ცინიზმად, ქეიფი - ღრეობად, სიყვარული - სექსუალურ გახელებად?

ალბათ, ქართული ზნეობრივი კოდექსი მიუღებელი იყო აღმოსავლური სინამდვილისათვის. იქნებ ქართველი
უცხო მხარეში სწორედ ისე იქცეოდა, როგორც ადგილობრივი ეთნოფსიქოლოგია კარნახობდა. თამარის შემდეგ
ქართული ხასიათი რბილი რაინდიზმია, სახარებისეული სათნოება. ოღონ გვიან შუასაუკუნეებში თამარის ხაზი არ
გამოდგა. აფთართა ხროვაში ვცხოვრობდით, სახარება კი არა, კბილების სიბასრე უფრო გადაგვარჩენდა. ჩვენ
ვფიქრობთ, გიორგი XI ცდილობდა ავღანეთის აჯანყებას, რათა ირანის იმპერია დაეშალა. 1709 წელს ავღანეთში
მოკლეს გიორგი XI. ტრაგიკული იყო გურგინ-ხანის დასასრული. თითქოს ბედისწერამ გასწირა. თვითონვე
მიექანებოდა სიკვდილისაკენ.

კანდაგარში ქართველ ხანს ღირსეული მეტოქე გამოუჩნდა, აბდალთა ტომის ბელადი მირ-ვეისი. დააპატიმრეს
ქართველებმა მირ-ვეისი, ირანში გაგზავნეს. დიდძალი ქრთამით დაიხსნა თავი ავღანელმა. უკან ჩამოვიდა.
ერთმანეთს უთვალთვალონო, დაასკვნა შაჰმა. გაღიზიანებული გიორგი XI ხშირად აწვალებდა ავღანელს, აბუჩად
იგდებდა (მირ-ვეისის ვაჟი - 15 წლის მირ-მაჰმუდი შეურაცხყოფილი გაიქცა შორეულ პროვინციაში. 10 წლის
შემდეგ მან დაიპყრო ირანი და შაჰი გახდა).

მირ-ვეისმა აუჯანყა ქართველებს ერთ-ერთი ტომი. როდესაც ქართული ლაშქარი ალექსანდრე ბაგრატიონის
მეთაურობით გავიდა კანდაგირიდან, გიორგი XI დარჩენილი ქართველებით თავისთან მიიპატიჟეს ავღანელებმა
ნადიმზე. 20000 კაცი დაესხა ნასვამ ქართველებს. ერთიანად ამოჟლიტეს. ,,მოკვდა გურგინ-ხანი“, - შესძახა მირ-
ვეისმა ამბოხებულებს. ,,იგი ირანის უპირველესი სარდალი იყო. პატივი მას!“ თოფები დააქუხეს
ავღანელებმა, ,,მაგრამ იგი მტარვალი იყო“, - განაგრძო ავღანთა ბელადმა, - ,,ვათრიოთ იგი!“ 3 დღე ათრევდნენ
ქართველ მეფეს გახარებული ავღანელები.

შაჰ-ჰუსეინმა ავღანეთის მბრძანებლად ახლა ქაიხოსრო I ბაგრატიონი დანიშნა, რომელიც მალე, კანდაგარზე
იერიშისას დაიღუპა. იგი შეცვალა ჯერ ალექსანდრე ბაგრატიონმა, ხოლო 1712 წელს ვახტანგ VI-მ. ვახტანგ VI არ
ჩავიდა კანდაგარში. ,,ქართული ღობის“ მოშლის შემდეგ ავღანელებმა თვითონ დაიპყრეს მთელი ირანი. ისპაჰანის
აღებისას დაიღუპა კიდევ ერთი დიდი გურჯი - როსტომ ბაგრატიონი 100 ქართველითურთ. საკმარისი იყო
გამოჩენილიყო თუნდაც 1000 ქართველი, ავღანელები უკან დაიხევდნენ, მაგრამ ვახტანგ VI-მ ხელი არ გაანძრია
სეფიანთა იმპერიის დასაცავად. ავღანელთა მახვილმა და ქართველთა გულგრილობამ ბოლო მოუღო სეფიანთა
დინასტიის მძლავრობას.

მრისხანე გურგინ-ხანი (გიორგი XI) ახლაც კარგად ახსოვთ ავღანეთში. ვინ არის ეს ბედკრული ქართველი მეფე?
ირანის ფაქტობრივი დამანგრეველი. მაგრამ ვინ არის ჩვენთვის? გმირი? ხომ საამაყოა მისი გულადობა, სამხედრო
ნიჭი, ამტანობა, მაგრამ მან თავისი სისასტიკით გააოგნა დიდიც და მცირეც (თუმცა ავღანეთში მის სისასტიკეს
დიდ ყურადღებას არ აქცევენ, სისასტიკე პუშტუნურ ტომებში ჩვეულებრივი მოვლენაა). გიორგი XI და
აღმოსავლეთის ქვეყნების ყველა ქართული წარმოშობის მბრძანებელი ჩვენი ტკივილია. რა იქნებოდა, ეს
ტუნისიდან ინდოეთამდე გაბნეული ძალა რომ შენივთებულიყო? ქართველებს ალბათ ვერც ერთი იმპერია ვერ
გადასძლევდა. კრწანისის ველზე 3000 კაცი ძლივს მოაგროვა მოხუცმა ერეკლე II-მ. სწორედ ამ დროს ერაყში 7-8
ათასი, ეგვიპტეში 18000 პროფესიონალი ქართველი მეომარი იყო. ახლა ირანის, თურქეთის, დიდი მოგოლის
არმიებში მყოფი ქართველები?

ქართველთა ერთობა რომ ფრიად საშიში იყო, მოყვარემაც იცოდა და მტერმაც. ვერ ხერხდებოდა ერთიანობა,
დაპყრობილი, დაწიხლული ქართველი ძალითა თუ ნებსით უცხო იმპერიების სამსახურში დგებოდა, - უცხოეთში
გაიწოვებოდა ეროვნული ენერგია ქართველთა.

ვინ დაუფასა ,,გურჯებს“ სამსახური?


უდაბნოს ქვიშამ შეიშრო სისხლი მათი, უდაბნოს ქარმა ახვეტა ძვლები მათი. ყველამ უკან რომ მოგვიყაროს მათი
საფლავები, ისევ ჩვენ უნდა ვუთხრათ შესანდობარი... საქართველოს სახელიანი თუ უსახელო შვილი, კეთილი თუ
ბოროტი მაინც ჩვენია, სისხლი - სისხლთაგანი, ხორცი - ხორცთაგანი. მათ უკვე მიიღეს სასჯელი უდიდესი -
უსამშობლობა.

პეტრე ბაგრატიონიც კი, რუსი ერის უსაყვარლესი გენერალი, დაივიწყეს მისთვის ესოდენ სასურველი ქვეყნის
მმართველებმა. მისი ნეშტის გადმოსვენება ბოროდინოს ველზე სახელოვანი დენის დავიდოვის კერძო
ინიციატივაა. დენის დავიდოვის კეთილშობილება კი ნაკვებია მისი გენერალთან გენეტიკური ნათესაობით.

უბედურია ყველა ქართველი წარმოშობის სულთანი, ფაშა, ხანი, ბეგი, ბეი, აღა, სპასალარი, შეიხ-ელ-
ბალადი, ,,ვალი“, რადგან ყველაზე მაღალ საფეხურზე ასულნიც, სინამდვილეში მონები იყვნენ, მონები საკუთარი
მდგომარეობისა

ჯვრის გამოჩინების სასწაული


„უძველესი იადგარის“ მოწმობით, ჩვენი წინაპრები 29 იანვარს (ახალი სტილით 11.02) ზეიმით აღნიშნავდნენ
ჯვრის გამოჩინების სასწაულს.

წმიდა მოციქულთასწორი მეფე კონსტანტინე დიდი (306-337) რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის კეისარი,
ქრისტიანებისადმი კეთილგანწყობილი კონსტანცი ქლორის ვაჟი იყო. მან სიყმაწვილე დიოკლეტიანე მეფის კარზე
გაატარა „საპატიო ტყვეობაში“, სადაც საკუთარი თვალით ხედავდა ქრისტიანთა აუტანელ, მხეცურ ტანჯვა-წამებასა
და ხოცვა-ჟლეტას. ის გრძნობდა, რომ სისხლისმსმელი იმპერატორი რაღაც დაუძლეველს ებრძოდა, მისი გული
ქრისტიანებისადმი თანაგრძნობით იმსჭვალებოდა და იმ ღვთის მისაღებად ემზადებოდა, ვისი ძალაც ასე ცხადად
ევლინებოდა უძლურებაში.

306 წელს, კონსტანცი ქლორის სიკვდილის შემდეგ, ლაშქარმა კონსტანტინე დიდი გალიისა და ბრიტანეთის
იმპერატორად გამოაცხადა. ტახტზე ასვლისთანავე მან ქრისტიანობის სასარგებლოდ გაცემული მამამისის
განკარგულებები დაადასტურა და მათ სარწმუნოების აღსარების თავისუფლება მისცა. რომის იმპერიის სხვა
ხელისუფლებს – ფანატიკოს წარმართ მაქსიმიან გალერიუსს (აღმოსავლეთში) და სასტიკ ტირანს მაქსენტიუსს
(დასავლეთში) სძულდათ კონსტანტინე და მის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდნენ.

როცა ამის შესახებ შეიტყო, მოციქულთასწორმა მეფემ თავად დაიწყო მზადება რომზე გასალაშქრებლად, რაც დიდ
სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ამ მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ მას სურდა, ჭეშმარიტად ზეციდან მიეღო
შეწევნა და უფალმაც წყალობის თვალით მოხედა თავის რჩეულს. ერთხელ, ნაშუადღევს, უკვე დასავლეთისაკენ
გადახრილი მზის ფონზე მან ცხადად დაინახა ჯვრის ნიში წარწერით: „ამით სძლევ!“

ამ სანახაობამ თავზარი დასცა კონსტანტინეს და მის თანმხლებ მეომრებს, რადგან ჯვარი, როგორც სამარცხვინო
სასჯელის იარაღი, წარმართებს უბედურების მომასწავებლად მიაჩნდათ. შეშფოთებულ მეფეს ღამით, ძილში
თავად იესო ქრისტე ეჩვენა და ურჩია, საბრძოლო დროშებზე გამოესახა ხილვაში ნანახი ნიში და მისი ძალით
შებრძოლებოდა მტერს.
მართლაც, უფლის რჩეულმა თავის ლაშქარს ჯვრის გამოსახულებიანი ოქროებითა და ძვირფასი თვლებით
შემკული საბრძოლო დროშა წაუმძღვარა, მეომრებს ფარებზე და მუზარადებზეც ეს ნიშანი გამოასახვინა და მტერს
არნახული დამარცხება აგემა.

რომში გამარჯვებით შესულ კონსტანტინეს სიხარულით შეეგება მაქსენტიუსის ძალმომრეობით დათრგუნული და


გატანჯული მოსახლეობა, ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას მათ ახალი იმპერატორის ქანდაკი აღმართეს,
რომლის ხელშიც, თავად კონსტანტინეს მითითებით, დაამაგრეს ჯვრის ფორმის შუბი წარწერით: „ამ
მაცხოვნებელი ნიშით გავანთავისუფლე თქვენი ქალაქი ტირანის უღლისაგან და რომაელ ხალხს და სენატს
დავუბრუნე ძველი ბრწყინვალება და დიდება“.

ამ გამარჯვების შემდეგ, 314 წელს მოციქულთასწორმა იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, რომელიც მის
ქვეშევრდომებს სარწმუნოების სრულ თავისუფლებას ანიჭებდა: წარმართებს რჩებოდათ თავიანთი რიტუალების
შესრულების უფლება, ქრისტიანებს კი ეძლეოდათ ნება, აშკარად ეღიარებინათ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი.
შემდგომი ბრძანებულებებით კონსტანტინემ გააუქმა ჯვარცმის სასჯელი, აკრძალა სისხლიანი სანახაობები ცირკში;
კვირა დღე დასვენების დღედ გამოაცხადა არა მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეებისათვის, არამედ
მონებისათვისაც; მღვდელმსახურები ყოველგვარი გარეშე მოვალეობებისაგან და გადასახადებისაგან
გაანთავისუფლა; ეკლესიას დაუბრუნა ჩამორთმეული შენობები და გადასცა ახლებიც, ღვთისმსახურებისთვის
მეტად შესაფერისი ბაზილიკები, სადაც ადრე მოსამართლეები ბჭობდნენ. ქრისტეს ეკლესიამ შვებით ამოისუნთქა

ზურაბ პაპასქირი

საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხის კონსტანტინე


გამსახურდიასეული გააზრება
ქართული მხატვრული სიტყვის დიდოსტატის, ეროვნული ლიტერატურის ნამდვილი გიგანტის, დიდი მწერლისა
და მამულიშვილის კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება სისხლ-ხორცეულადაა დაკავშირებული ჩვენი
მრავალტანჯული სამშობლოს ისტორიულ წარსულთან. მისი სწორუპოვარი მხატვრული ქმნილებები (სხვათა
შორის, არა მხოლოდ ისტორიული რომანები) შეიძლება ითქვას, დახუნძლულია ისტორიული მასალებით,
რომლებშიც უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით არის გაცოცხლებული ქართველი ხალხის მიერ განვლილი
გზა დასაბამიდან თითქმის XXს. პირველი ნახევრის ჩათვლით. ამ თვალსაზრისით, რად ღირს თუნდაც მისი
“მთვარის მოტაცება”, რომელიც თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ საისტორიო ენციკლოპედიად და
რომელშიც აისახა როგორც მთლიანად საქართველოს, ისე მისი ცალკეული კუთხეების (ოდიშ-აფხაზეთის,
სვანეთის და ა.შ.) ისტორიული წარსული.

ბუნებრივია, ძნელია მცირე მოცულობის წერილში, თუნდაც სქემატურად, წარმოვაჩინოთ კონსტანტინე


გამსახურდიას ისტორიული თვალსაწიერი მთლიანად. ჩვენ არც შეიძლება გვქონდეს ამის გაკეთების პრეტენზია.
ამჯერად, შემოვიფარგლებით ერთი კონკრეტული საკითხით _ თუ როგორ ჰქონდა მწერალს გააზრებული XIს. I
მესამედის საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (1) და როგორ ესადაგება მათი კ.
გამსახურდიასეული ახსნა თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიაში შემუშავებულ მეცნიერულ ხედვას.

როგორც დასმული პრობლემიდან ჩანს, მსჯელობა გვექნება კონსტანტინე გამსახურდიას ლიტერატურულ


შედევრზე: “დიდოსტატისმარჯვენა”. რასაკვირველია, აქ არ შევუდგებით ამ ნაწარმოების მხატვრულ ღირსებებზე
საუბარს, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ “დიდოსტატის მარჯვენა” ქართული პროზის სრულიად უნიკალური ძეგლი,
მისი ნამდვილი მშვენებაა.

“დიდოსტატის მარჯვენაში”, როგორც ცნობილია, აისახა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ურთულესი პერიოდი XIს. I
მესამედი, როდესაც ახლადფეხადგმულ ერთიან ქართულ სახელმწიფოს უხდებოდა ბიზანტიის უძლეველი და
უბოროტესი იმპერიის აგრესიის მოგერიება კონსტანტინოპოლისაგან სრული სუვერენიტეტის მოპოვებისათვის
ბრძოლა. სწორედ ეს ამოცანა იდგა “დიდოსტატის მარჯვენის” მთავარი პერსონაჟის, გაერთიანებული საქართველოს
მეორე მეფის გიორგი I-ის (1014-1027წწ.) წინაშე. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ,
შეიძლება ითქვას, უფრო ადრე, ვიდრე ამას გააკეთებდა ისტორიოგრაფია, სავსებით მართებულად მიუთითა იმ
განსაკუთრებულ მისიაზე, რომელიც იტვირთა გიორგი I-მა. “ბალღობიდანვე მიყვარდა და მაოცებდა აფხაზთა მეფე
გიორგი პირველი,” _ აღნიშნავს მწერალი თავის წინასიტყვაობაში, _ “სიჭაბუკეში მომემატა პატივისცემა მისდამი,
როცა გავიგე, თუ რამოდენა ვეშაპს შებმია ეს შესანიშნავი რაინდი. მიყვარდა ის ორ კურაპალატს შორის
გამოსრესილი მეფე”.(2) კ. გამსახურდია პროტესტს გამოთქვამს იმ უსამართლობის გამო, რომელსაც ადგილი აქვს
“ქართლის ცხოვრება”-ში და რაც იმაში გამოიხატა, რომ ასეთ ძლიერ მოღვაწეს, მწერლის სიტყვებით:
“კოლოსალური ძალის მატარებელს”, რომელიც მედგრად შეეჭიდა მსოფლიო იმპერიის მბრძანებელს და “ერთხელ
მაინც დაამარცხა კეისარი ბიზანტიისა… ამ უბადლო ვაჟკაცს.., უშიშოს, ვითარცა უხორცოს”, შუა საუკუნეების
საქართველოს უმთავრეს საისტორიო წიგნში მხოლოდ ორიოდე გვერდი აქვს დათმობილი (3).

მართლაც, ძნელია არ დაეთანხმო მწერლის ამ უდავოდ სამართლიან შენიშვნას. გიორგი I, მიუხედავად თავისი
ახალგაზრდობისა, ურთულეს პოლიტიკურ პროცესებს მართავდა და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით,
მაგრამ ქართველმა მემატიანემ რატომღაც ყოველივე ეს ვერ “შეამჩნია”. მაგალითისათვის კმარა თუნდაც
საქართველოს მეფის აქტიური ჩარევა მეზობელი სომხეთის _ ანისის სამეფოს საშინაო საქმეებში, რომელიც
ფაქტობრივად დოკუმენტურად ასახა არა სხვა ვინმემ, არამედ თვით თითქმის ამ მოვლენების თანამედროვემ,
ცნობილმა სომეხმა ისტორიკოსმა არისტაკეს ლასტივერტციმ. სომეხი ისტორიკოსის გადმოცემით, მეფე გაგიკის
გარდაცვალების (1017წ.) შემდეგ ანისის სამეფოში შინაომი ატეხილა, რომლის დროსაც ერთმანეთს
დაპირისპირებიან მეფე გაგიკის შვილები: “სუმბატი, რომელიც იოანედ იწოდებოდა და აშოტი (სუმბატის) მკვიდრი
ძმა. …ისინი ერთმანეთს შეეტაკნენ ქვეყნის დანაწილებისათვის, საჭირო შეიქნა სასამართლო, მათთან მოვიდა
აფხაზთა მეფე გიორგი და მშვიდობიანად შეარიგა ისინი. ორი სახელის მქონე სუმბატს (ასაკით) უფროსობის გამო
(გიორგიმ) მისცა წილი: ანისის ციხე, მის გარშემო მდებარე გავარებითურთ, ხოლო აშოტს _ ქვეყნის შიდა მხარე,
რომელიც სპარსეთსა და საქართველოს უყურებდა”. (4)

კიდევ უფრო მრავლისმთქმელია მომდევნო ფრაგმენტი სომეხი ისტორიკოსის თხზულებიდან: “აშოტის მხრიდან
ერთი მთავარი საჩივრით მოვიდა გიორგისთან და უთხრა, რომ შატიკი ჩემი სამკვიდრო ადგილია, რომელიც ჩემგან
უსამართლოდ წაიღო სუმბატმაო. ეს რომ გიორგიმ მოისმინა, დიდი რისხვითა და სიბრაზით აღენთო და ჯარი
დაადევნა (სუმბატს) კვალდაკვალ…

(გიორგის ჯარებმა) გზაზე (ქალაქ) ანისის კარამდე გვამების ხროვა დააყენეს… შეპყრობილი სუმბატი მათ
გიორგისთან მოიყვანეს, რომელმაც ბრძანა მისი ჩამწყვდევა. შემდეგ წაართვა სამი ციხესიმაგრე და გაათავისუფლა
(სუმბატი)”.(5)

როგორც ვხედავთ, გიორგი I-ის პოლიტიკური ავტორიტეტი საკმაოდ მაღალია საერთაშორისო მასშტაბით. ის, არც
მეტი არც ნაკლები, გამოდის არბიტრის როლში სომხეთის საშინაო კონფლიქტში. უფრო მეტიც, მას უნარი შესწევს
ისეთი წესრიგი დაამყაროს ანისის სამეფოში, როგორიც სურს: ურჩნი დასაჯოს, მეფე შეიპყროს და ჩაამწყვდიოს და
ა.შ. ყოველივე ეს კი აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მეფე მთლიანად აკონტროლებს პოლიტიკურ
სიტუაციას მეზობელ სახელმწიფოში და რომ ანისის მეფე სუმბატი ფაქტობრივად მისი ვასალია. ქართველი
მემატიანისათვის ასევე უცნობია გიორგი I-ის სხვა გახმაურებული საგარეო-პოლიტიკური აქციები, მათ შორის მისი
კონტაქტები ეგვიპტის ფატიმიან ხალიფა ალ-ჰაქიმთან. თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ და სხვა
მასალებზე დაყრდნობით შემუშავებულია მყარი თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ სწორედ გიორგი I იყო პირველი
მონარქი, რომელიც შეეცადა საქართველოს სახელმწიფოს ფართო საერთაშორისო არენაზე გაყვანას (6).

უაღრესად მახვილგონივრულია კ. გამსახურდიას გამოთქმა “ორ კურაპალატს შორის გამოსრესილი მეფე”. მასში
ზუსტად არის მინიშნებული გიორგი I-ის პოლიტიკური კურსის პრინციპული განსხვავება მისი წინამორბედი
(ბაგრატ III) და მომდევნო (ბაგრატ IV _ განსაკუთრებით მმართველობის ბოლო პერიოდში) მეფე-კურაპალატთა
პოლიტიკისაგან. დღევანდელი გადასახედიდან, სრულიად აშკარაა და ისტორიოგრაფიაშიც საკმაოდ მკაფიოდაა
ნაჩვენები გიორგი I-ის შეურიგებელი ანტიბიზანტიური კურსი, რითაც ის უდავოდ განსხვავდებოდა მამამისისაგან
_ ბაგრატ III-საგან, რომელიც თავს არიდებდა ღია კონფრონტაციას ბიზანტიის მრისხანე იმპერატორთან ბასილი II-
სთან და ოფიციალურად აღიარებდა კონსტანტინოპოლის უზენაესობას (7). როგორც ცნობილია, ამის გარეგნულ
გამოხატულებას წარმოადგენდა ბაგრატ III-სათვის კურაპალატის ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულის მინიჭება
1001 წელს. თუმცა, აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ ბაგრატ III-ის მხრიდან კურაპალატის ტიტულის
მიღება დიპლომატიური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი. ამით, ჯერ მხოლოდ “აფხაზთა” მეფე (8) ბაგრატ III
ცდილობდა (და მიაღწია კიდეც) ბასილი კეისრის ნეიტრალიზებას, რათა ეს უკანასკნელი არ ჩარეულიყო
აქტიურად საქართველოს საშინაო საქმეებში და ხელი არ შეეშალა ქუთაისის ტახტის ირგვლივ ქვეყნის
გაერთიანებისათვის. რაც შეეხება ბაგრატ IV-ს, ის (ჯერ კიდევ მცირეწლოვანი) ტახტზე ასვლის პირველ წლებში,
მართალია, მოექცა დედამისის, მარიამ დედოფლის და მისი თანამოაზრეების _ პრობიზანტიური დასის _
გავლენის ქვეშ და ამ გუნდის დიპლომატიური აქტიურობის წყალობით კურაპალატის ტიტულიც მიიღო, მაგრამ,
მოგვიანებით, როდესაც დამოუკიდებლად დაიწყო ქვეყნის მართვა, ბაგრატ მეფემ ძირეულად გადასინჯა
ურთიერთობა ბიზანტიასთან და ენერგიულად შეუდგა მამისეული ანტიბიზანტიური კურსის გატარებას, რაც,
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, მარცხით დამთავრდა. XIს. 50-იანი წლების შუა ხანებში ბაგრატ IV
იძულებული შეიქნა, უარი ეთქვა ბიზანტიასთან კონფრონტაციაზე და ეცნო იმპერატორის უზენაესობა (9).

სავსებით დამაჯერებელია ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით კ. გამსახურდიას მიერ დახატული საქართველოს


კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის პოლიტიკური პორტრეტი.

მელქისედეკი ნაწარმოებში არაერთხელაა გამოყვანილი, როგორც გიორგი I-ის ანტიბიზანტიური კურსის


მოწინააღმდეგე. “არც… ბიზანტიასთან სამტრო პოლიტიკას იზიარებდა”-ო მელქისედეკ კათალიკოსი, _ წერს
მწერალი (10). მას არ მოსწონდა, რომ “ბაგრატის ძემ _ გიორგიმ კურაპალატისა და ნოველისიმოსის ხარისხებს
ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლა… არჩია”.(11) ბიზანტიასთან ერთმორწმუნეობას ამოფარებული მელქისედეკ
კათალიკოსი აშკარად ბიზანტიის იმპერიის კონტრაგენტის როლში გამოდის. ის წუხს, რომ გიორგი არ ჰგავს
მამამისს ბაგრატ კურაპალატს და მასსავით არ ექცევა “გულმოდგინედ … სარწმუნოებისა და ზნეობის საქმეებს”.(12)

სწორედ ეს იწვევს გიორგი მეფის კურსის მომხრეთა პროტესტს სასახლეში შეურიგებელი აზრთა სხვადასხვაობის
ატმოსფერო სუფევდა. “დედოფალი და კათალიკოსი ისე გაიტაცა ბრმადმორწმუნეობამ, რომ ისინი საქართველოს
მტერს როდი ხედავენ კეისარში, არამედ ქრისტიანული სამყაროს უზენაეს არსებას, რომელიც ვითარცა რომის
იმპერატორი… მხოლოდ ღმერთს უთმობდა პირველობას ამ ქვეყნად”, _ ასე გადმოსცემს მწერალი ზვიად
სპასალარის _ გიორგი I-ის უერთგულესი მოხელის ფიქრებს (13).

სრულიად აშკარაა, რომ ზვიად სპასალარის ეს შეფასებები უდავოდ ავტორისეულია. თანამედროვე ქართული
ისტორიოგრაფია მთლიანად იზიარებს იმდროინდელი საქართველოს შინაპოლიტიკური ვითარების კ.
გამსახურდიასეულ ანალიზს. თავის დროზე, დაახლოებით იგივე დასკვნას აკეთებდა აკად. ნ. ბერძენიშვილი,
რომელიც ასევე თვლიდა, რომ ქართული ეკლესიის მე

სვეურები საქართველო-ბიზანტიის კონფლიქტის დროს (XIს. 20-იან წლებში) აშკარად პრობიზანტიურ


ორიენტაციას ადგნენ (14). მართალია, გამოჩენილი მეცნიერის ეს მოსაზრება რამდენადმე საეჭვოდ მიიჩნია ვ.
კოპალიანმა (15), მაგრამ ზოგიერთი დოკუმენტური წყაროს (კათალიკოს მელქისედეკის “დაწერილი”) მონაცემები
აშკარად მოწმობენ აკად. ნ. ბერძენიშვილის დასკვნის სისწორეს (16), რაც რამდენადმე დავასაბუთეთ კიდეც 1990წ.
გამოცემულ მონოგრაფიაში (17).
“დიდოსტატის მარჯვენაში” ასევე სწორად არის ნაჩვენები დედოფალ მარიამის პოლიტიკური სახეც, კერძოდ, მისი
და მელქისედეკ კათალიკოსის მოკავშირეობა. სათანადო წერილობითი წყაროები (მაგალითად, XIს. არაბი ავტორის
იაჰია ანტიოქიელის თხზულება (18), რომლის ვ. როზენისეულ გამოცემასაც (19) კარგად იცნობდა კ. გამსახურდია)
აშკარად ადასტურებენ კათალიკოს მელქისედეკის აქტიურ მონაწილეობას მარიამ დედოფლის “სამშვიდობო
ინიციატივაში”, რომელიც, ფაქტობრივად, გარდაცვლილი გიორგი I-ის ანტიბიზანტიური კურსის სრულ რევიზიას
წარმოადგენდა და მიმართული იყო ბიზანტიის იმპერიასთან “ერთობის” დამყარებისაკენ. ნაწარმოებში კარგად
არის ნაჩვენები დედოფალ მარიამისა და მელქისედეკ კათალიკოსის ეს ალიანსი. “მარიამ დედოფლისა და
მელქისედეკ კათალიკოსის მომხრენი” (20) აქტიურად მოქმედებენ ფარსმან სპარსის წინააღმდეგ. გიორგი I-ის
კრიტიკის ფონზე, კათალიკოსი მის თანამეცხედრეს დემონსტრაციულად “წმინდანთა სწორ დედოფალ მარიამად”
მოიხსენიებს (21).

მარიამ დედოფლის პიროვნებასა და გიორგი მეფესთან მისი ურთიერთობის საკითხზე მსჯელობისას, არ შეიძლება
გვერდი ავუაროთ შორენას სახეს. ისმის კითხვა, რატომ შემოიტანა ავტორმა რომანში გიორგი I-ის სასიყვარულო
ისტორია. არის ეს მთლიანად მწერლის ფანტაზია (მაგალითად, ისეთივე, როგორიცაა დავით აღმაშენებლისა და
დედისიმედის სასიყვარულო ამბავი), თუ მას რაიმე ისტორიული საფუძველი გააჩნია. ყოველგვარი დაეჭვების
გარეშე შეიძლება ვამტკიცოთ, რომ კ. გამსახურდიას ეს თემა შემთხვევით არ წამოუწევია. შორენას რეალური
ისტორიული პროტოტიპი ჰყავს. ესაა გიორგი I-ის ე.წ. “მეორე ცოლი”, “ოვსთა მეფის ასული”, რომელსაც პირდაპირ
ასახელებს XIს.-ის “მატიანე ქართლისა”-დ წოდებული ქართული ქრონიკა (22) და რომლის სახელი _ ალდა _
დაფიქსირებულია იმავე საუკუნის ბიზანტიურ წყაროში (23). თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში უკვე
ახსნილია გიორგი I-ის ოვსთა მეფის ასულზე შესაძლო დაქორწინების ეს, ერთი შეხედვით, მეტად უცნაური ფაქტი
და მიჩნეულია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რეალურ ისტორიულ მოვლენასთან. კერძოდ, როგორც ჩანს,
პოლიტიკური მოსაზრებით გიორგი I-მა გადაწყვიტა მისი კურსის მოწინააღმდეგე დედოფალ მარიამის გზიდან
ჩამოცილება და ოვსეთის სამეფოსთან დინასტიურ-ნათესაური ურთიერთობის დამყარებით მძლავრი მოკავშირის
შეძენა ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ. მაგრამ გიორგი I-ის ეს მცდელობა, სავარაუდოა, მარცხით დამთავრდა.
მან ვერ შეძლო ის, რაც მოგვიანებით მოახერხა მისმა დიდმა შთამომავალმა დავით აღმაშენებელმა, რომელმაც,
დაახლოებით ანალოგიურ სიტუაციაში, მიაღწია პირველ ცოლთან _ ტახტის მემკვიდრე დემეტრე უფლისწულის
დედასთან _ განქორწინებას და ახალი მეუღლის _ “ყივჩაყთა უმთავრესის ათრაქა შარაღანის ძის” ასულ
გურადუხტის გადედოფლებას (24). როგორც ჩანს, გიორგი I ვერ მოერია დედოფალ მარიამისა და მელქისედეკ
კათალიკოსის ალიანსს და შეიძლება შეეწირა კიდეც თავის ამ წამოწყებას (25).

ესაა მხოლოდ მცირე ნაწილი დიდი ქართველი მწერლის ნაფიქრალიდან ჩვენი ქვეყნის ისტორიულ წარსულზე.
მოცემული მასალა, ჩვენი აზრით, იძლევა საკმაოდ მკაფიო წარმოდგენას კონსტანტინე გამსახურდიას შესაშურ
ისტორიოგრაფიულ ალღოზე, მის უნარზე, წარმოაჩინოს ეპოქის მაქსიმალურად რეალისტური სურათი.

შენიშვნები:

1 ჩვენს მიერ წარმოდგენილი ნაშრომის მონახაზი შეიქმნა ჯერ კიდევ 1991-1992 წლებში, მაგრამ დასრულებული
სახე მიიღო მხოლოდ 1999 წლის გაზაფხულზე, როდესაც წაქითხულ იქნა მოხსენების სახით საქართველოს
პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე,
რომელიც გაიმართა ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში.
მოგვიანებით, იმავე 1999 წელს კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების ამ მხარეზე საინტერესო ნარკვევი
გამოაქვეყნა აკად. რ. მეტრეველმა (იხ.: რ. მეტრეველი. `დიდოსტატის~ ისტორიული ფონი. _ წგნ.: რ. მეტრეველი.
ისტორიზმი ქართველი მწერლების შემოქმედებაში. თბ., 1999, გვ. 61-70). მიუხედავად იმისა, რომ რ. მეტრეველის
ნარკვევში მოცემულია უაღრესად საყურადღებო დაკვირვებები განსახილველი პრობლემის ირგვლივ, ჩვენ,
ამჯერად მაინც შევიკავეთ თავი ამ მასალით ჩვენი ნაშრომის შევსებისაგან და მიზანშეწონილად ჩავთვალეთ
ზემოაღნიშნულ სამეცნიერო სესიაზე წაკითხული მოხსენების უცვლელი სახით დაბეჭდვა, მითუმეტეს, რომ ახლო
მომავალში ვაპირებთ კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების საფუძვლიან შესწავლას სწორედ ამ კუთხით.

2 კ. გამსახურდია. რჩეული თხზულებანი. ტ. II. თბ., 1959, გვ. 813, ხაზგასმა ჩვენია _ ზ.პ. (აქ იგულისხმება გიორგი
I-ის მამა _ საქართველოს გამაერთიანებელი მეფე ბაგრატ III კურაპალატი (978-1014წწ.) და მისი მემკვიდრე _
ბაგრატ IV (1027-1072წწ.).

3 კ. გამსახურდია. რჩეული თხზულებანი, ტ. II, გვ. 813.


4 არისტაკეს ლასტივერტცი. ისტორია. ქართული თარგმანი გამოკვლევით, კომენტარებითა და საძიებლებით
გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა. თბ., 1974, გვ. 44, ხაზგასმა ჩვენია _ ზ.პ.

5 არისტაკეს ლასტივერტცი. ისტორია, გვ. 44. ხაზგასმა ჩვენია _ ზ.პ.

6 ო. ცქიტიშვილი. მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის გიორგი I-ის პერიოდში, _


`მაცნე~, #4. თბ., 1968, გვ. 125; ზ. პაპასქირი. ერთიანი ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს
საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი. თბ., 1990, გვ. 114.

7 საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობების ხასიათის შესახებ ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში იხ.: ზ. პაპასქირი.
ერთიანი ქართული..,გვ. 58-60.

8 არაა გამორიცხული ამ დროისათვის (პაპის _ `ქართუელთა~ მეფის ბაგრატ II `რეგუენის~ გარდაცვალების _ 994წ.
_ შემდეგ) ბაგრატ III (ფორმალურად) უკვე `ქართუელთა~ მეფის ტიტულსაც ატარებდა (იხ.: ზ. პაპასქირი. ერთიანი
ქართული.., გვ. 75-82).

9 ამის შესახებ დაწვრილ. იხ.: ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობა 970-1070 წლებში. თბ.,
1969, გვ. 72-89, 129-279; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინა-პოლიტიკური და საგარეო ვითარება Xს. 80-იანი
წლებიდან XIს. 80-იან წლებამდე. _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III. თბ., 1979, გვ. 170-191; ზ.
პაპასქირი. ერთიანი ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა.., გვ. 150-210.

10 კ. გამსახურდია. რჩეული.., გვ. 540.

11 კ. გამსახურდია. რჩეული.., გვ. 593.

12 კ. გამსახურდია. რჩეული.., გვ. 486.

13 კ. გამსახურდია. რჩეული.., გვ. 584-585.

14 ნ. ბერძენიშვილი. ქართული მიწების პოლიტიკური გაერთიანება, _ წგნ.: ნ. ბერძენიშვილი. ისტორიის


ისტორიის საკითხები, ტ. VI. თბ., 1973, გვ. 22.

15 ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის.., გვ. 148-158.

16 არაა გამორიცხული, რომ ნ. ბერძენიშვილის დასკვნა ემყარებოდა კიდეც (თუმცა კონკრეტული მსჯელობა ამ
კუთხით მკვლევარს არა აქვს) მის მიერვე საგანგებოდ შესწავლილ და გამოცემულ კათალიკოს მელქისედეკის
"დაწერილს" (იხ.: ნ. ბერძენიშვილი. მცხეთის საბუთი XI საუკუნისა. _ წგნ.: ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს
ისტორიის საკითხები, ტ. IV. თბ., 1967, გვ. 217-286), რომელშიც ერთნიშნადაა დაფიქსირებული საქართველოს
ეკლესიის საჭეთმპყრობლის საკმაოდ თბილი ურთიერთობები ბიზანტიის იმ კეისრებთან (ბასილი II, კოსტანტინე
VIII, რომანოზ არგვიროსი), რომლებიც ღიად გამოდიოდნენ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

17 ზ. პაპასქირი. ერთიანი ქართული.., გვ. 134-135.

18 იაჰია ანტიოქიელის ცნობები ქართულად გამოქვეყნებული აქვთ ო. ცქიტიშვილსა და ბ. სილაგაძეს (იხ.: ო.


ცქიტიშვილი. მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის.., გვ. 115-133; ბ. სილაგაძე. იაჰია
ანტიოქიელის ცნობები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ Xს.-ის ბოლო მეოთხედსა და XIს.-ის I
მეოთხედში. _კრ.: ქართული წყაროთმცოდნეობა, VI. თბ., 1986, გვ. 108-126. იაჰია ანტიოქიელის ცნობები უფრო
სრულად მოცემულია გ. ბუაჩიძის პუბლიკაციში. იხ.: გ. ბუაჩიძე. ერთი ეპიზოდი საქართველოსა და ბიზანტიის
ურთიერთობიდან იაჰია ანტიოქიელის `ისტორიაში~ _ ქართული დიპლომატია. წელიწდეული, ტ. 3. თბ., 1996, გვ.
96-116.
19 В. Розен. Император Василий Болгаробойца. Извлечения Яхьи Антиохийского. Издал, перевел и объяснил
барон В. Розен. СПб, 1883.

20 კ. გამსახურდია. რჩეული.., გვ. 583.1

21 კ. გამსახურდია. რჩეული.., გვ. 768.

22 მატიანე ქართლისა. _ ქართლის ცხოვრება. ტ. I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით
ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1955, გვ. 295.

23 გიორგი კედრენე. ქრონოგრაფია. _ წგნ.: გეორგიკა. ბიზანტიელ მწერალთა ცნობები საქართველოს შესახებ. ტ. V.
ბერძნული ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განნმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1963,
გვ. 5.

24 ამის შესახებ იხ.: ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, ტ. II. თბ., 1965, გვ. 219-220; ზ. ავალიშვილი.
ჯვაროსანთა დროიდან. 4 ისტორიული ნარკვევი. პარიზი, 1929, გვ. 25-29; შ. ბადრიძე. საქართველო და
ჯვაროსნები. თბ., 1973, გვ. 15-18; შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასთან და ჯვაროსნებთან.
თბ., 1984, გვ. 124-125; ზ. პაპასქირი. ერთიანი ქართული.., გვ. 125-126.

ისმაილ აბულ-ფიდას ცნობები საქართველოს შესახებ


სოხუმი ქართული ქალაქი. XIV საუკუნე.
სინოპიდან ზღვა მიემართება პირდაპირ აღმოსავლეთით სამსუნამდე....[საიდანაც] მიდის ტრაპიზონამდე,რომელიც
ბერძნებს ექვემდებარება...აქედან უხვევს ჩრდილო-დასავლეთით ქართულ ქალაქ სოხუმამდე,საიდანაც მიდის
დასავლეთის მიმართულებით... [I,40]
ჯიქეთის აღმოსავლეთით,შავი ზღვის სანაპიროზე, იბნ-საიდის მიხედვით მდებარეობს ქალაქი აფხაზი (Medynet-
Alabkhaz),რომელიც ერთ-ერთი ნავდადგურია ქრისტიანი ქართველი ხალხისა. გრძედი ამ პუნქტის არის
68.5o,ხოლო განედი 46o. ამასთანავე, აზიზში ვკითხულობთ, რომ აფხაზთა (ქართველების) მთავარი ქალაქი
არტანუჯია. [I,286]

კონსტანტინოპოლის (ბოსფორის) სრუტის აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებს შორის დავასახელებთ ასევე აბხაზს.ეს
ქალაქი დაფუძნებულია მთასთან,ყირიმის ზღვის სანაპიროზე,სრუტეზე,რომელიც მიემართება მიწისკენ. აფხაზი
მდებარეობს სოხუმიდან ჩრდილო-დასავლეთით და კაფას პირდაპირაა.მაშასადამე, აფხაზი აღმოსავლეთ,ხოლო
კაფა დასავლეთ სანაპიროზეა. მისი მცხოვრებლები ყაჩაღები და მძარცველები არიან.აფხაზიდან სოხუმამდე
ოთხი ,ხოლო სოხუმიდან ტრაპიზონამდე სამი დღის სავალია.

შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე]ქალაქებს შორის აღვნიშნავთ კიდევ ტამანს,რომელიც ძევს ყირიმის(შავი) ზღვის
სანაპიროზე,სრუტის ახლოს,რომელიც ჰყოფს [შავ ზღვას] აზოვის ზღვიდან. აზოვის ზღვა ძველ(ანტიკურ) წიგნებში
იწოდება მანიტაშად, ანუ მეოტიდის ზღვად.მისი პირი მდებარეობს ყირიმის(შავ ზღვაზე),რომელზეც მდებარეობს
ზემოხსენებული ქალაქი ტამანი.ტამანი არის პირველი ქალაქი [ყაენ] ბერქასი.ეს სამეფო არის ის,რომელსაც დღეს
მართავს უზბეკი.ტამანი დიდი ქალაქია, ვაკეზე მდებარე და მისი მცხოვრებნი ურწმუნონი არიან.
სოხუმი ძევს ყირიმის(შავი) ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. მისი მცხოვრებლები მუსლიმები არიან.
სოხუმი ტრაპიზონის აღმოსავლეთითაა და თუ გამოვითვლით მანძილს ამ ორ ქალაქს შორის,დაახლოებით სამი
დღის სავალი იქნება.დაბლობზე მდებარე სოხუმი მთიდან დიდად არ არის მოშორებული და მხოლოდ ერთი დღის
სავალი აშორებს მას ქართლიდან.

ტრაპიზონი ცნობილი ნავსადგურია. იბნ საიდი ამბობს რომ დიდი ნაწილი ამ ქალაქისა ლაზები არიან.ტრაპიზონის
ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ლაზების მთა...ადრე,ტარაბოზუნი იწოდებოდა ტრაბეზონდად.ეს ქალაქი
არის სოხუმის დასავლეთით და სამსუნის არმოსავლეთით.

თბილისი. ლატვალის მოხსენებით მდებარეობს 73o გრძედზე 43o განედზე,ხოლო ქანუნის მიხედვით 62o გრძედსა
და 42o განედზე,მეხუთე კლიმატურ ზონაში,არანის საზღვრებში,ხოლო აზისის მიხედვით იგი საქართველოს
დედაქალაქია. ქანუნში ვკითხულობთ,რომ თბილისი საქართველოს ციტადელია. იბნ ჰაქუალი მასზე წერს რომ
აქვს ორი კედელი და სამი კარები და მისი მიწა ძალიან ნაყოფიერია,სადად უხვად მოდის ხილი. ქალაქში არის
ცხელი აბაზანები,რომელსაც არ სჭირდება ცეცხლი...იბნ საიდის მიხედვით თბილისს მუსულმანები
მართავდნენ,რომელთაც ჰქონდათ ოკუპირებული დიდი ხნის განავლობაში და სადაც მოღვაწეობდა ბევრი
მეცნიერი,თუმცა ქართველებმა მოახერხეს მისი დაბრუნება.ქართველები ქრისტიანი ხალხია.

უფალო, ძალი ერსა ჩვენსა მოეც...


ციალა არდაშელია

გალისა და ოჩამჩირის რაიონების საზღვარზეა სახელგანთქმული ბედიის ტაძარი. „ვისაც გენებოს განიცადოს
სიდიდე და სიმდიდრე ბაგრატ მეფისა, განიხილე ბედიის ეკლესია და მით სცნობ“-ო, გვაუწყებს „ქართლის
ცხოვრება“.
ძველებური ბრწყინვალების თითქმის არაფერი შერჩენია ამ მართლაც დიდებულ ნაგებობას, ისეა გაპარტახებული
და მოუვლელი აქაურობა.

ჩემს ბავშვობაში ასეთი გადმოცემა გამიგია ტაძრის აშენების თაობაზე:

ერთიანი საქართველოს პირველი დიდი მეფე ბაგრატ III თავისი მხლებლებითურთ ნადირობდა ოდიშის უღრან
ტყეში, და აი, დღევანდელი ბედიის სანახებში მონადირეებს გზა დაებნათ. ბევრი ხეტიალის შემდეგ იმ ადგილზე
გამოვიდნენ, სადაც ახლა ტაძარია. აქედან კარგად ჩანდა კოლხეთის ვრცელი დაბლობი და ზღვა. ერთ-ერთმა
დიდებულმა მიახარა თურმე მეფეს - ბედი გქონია, მეფევ ბატონო, გადავრჩითო!

მეფე კარგა ხანს მდგარა მდუმარედ. მერე უბრძანებია, ამ ალაგას ჩვენი გადარჩენის აღსანიშნავად, აიგოს დიდი
ეკლესია და მას ბედია ეწოდოსო!

სულ მალე აშენდა დიდი საკათედრო ტაძარი - ქართული არქიტექტურის მშვენება - ბედიის სახელით რომ
იხსენიება.
xxx

ბედიის ტაძარი (X-XI სს.)

ბაგრატ III - სრულიად საქართველოს პირველი დიდი მეფე - დავით კურაპალატის შვილობილი, გურგენ
მეფეთამეფის ძე, შთამომავალი ტაოს ბაგრატიონთა, რომლებიც, ქართველთა მეფეებად იწოდებოდნენ და
რომელთაც სათავე დაუდეს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას, დედით აფხაზთა მვფის ასულის, გურანდუხტის
შვილი იყო. დავით კურაპალატი ქართლის წარჩინებულის, იოანე მარუშის ძის დახმარებით დაეუფლა ქართლს და
აქ თავისი შვილობილი გააბატონა. მცირეწლოვანობის გამო ბაგრატს თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა.

„აფხაზია“ მეფეს თეოდოსს, გურანდუხტის ძმას, შვილი არ ჰყავდა, დავით III უშვილო იყო. ამრიგად, ბაგრატ III
დედით დასავლეთ საქართველოსა და ქართლის, მამით და მამობილით კი სამხრეო საქართველოს კანონიერი
მემკვიდრე გახლდათ.
978 წელს დავით კურაპალატმა და იოანე მარუშის ძემ, ამ დაუღალავმა, ენერგიულმა და გამჭრიახმა დიდებულმა
და დიდმა მამულიშვილმა - ბაგრატი აფხაზეთში, დასავლეთ საქართველოში გაამეფეს; გურანდუხტი კი ამ დროს
ქართლს განაგებდა. 80-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ III-მ დაამარცხა ქართლის ფეოდალთა აჯანყება, რომელსაც
ქავთარ ტბელი ედგა სათავეში. 979 წელს დაამარცხა, აგრეთვე, გაერთიანების პოლიტიკის მოწინააღმდეგე
კლდეკარის ერისთავი რატი რატის ძე ბაღვაშიც და შემოიერთა კლდეკარის საერისთავო. გურგენ მეფეთა მეფის
გარდაცვალების შემდეგ როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდ. ნაწილიც (ამიერ ტაო: შავშეთი, კლარჯეთი,
სამცხე, ჯავახეთი). ამ დროიდან ბაგრატ III „აფხაზთა და ქართველთა“ მეფის ტიტულს ატარებდა. 1010 წელს მან
კახეთ-ჰერეთიც დაიკავა და ამით საფუძველი ჩაუყარა გაერთიანებული საქართველოს ფეოდალურ მონარქიას.
ამით მან დააასრულა ის საქმე, რაც აფხაზთა მეფე ლეონ II-მ წამოიწყო.

ვინ არიან ისტორიული აფხაზები, რომელთა სახელწოდებით იწყება ჩვენი მეფეების ტიტულატურის ჩამოთვლა?
რა კავშირი აქვთ მათ ძველ აბაზგებთან და აფშილებთან, ვინ არიან აფსუები?

ზოგიერთი ქართველი მეცნიერის აზრით, აბაზგები და აფშილები დღევანდელი აფხაზების (აფსუების) წინაპრები
არიან. სხვათა აზრით, ისინი ქართველური მოდგმისანი გახლავან. ს.ჯანაშიას აზრით, აბაზგებსა და აფშილებს
მათი დღევანდელი ტერიტორიის დიდ ნაწილზე „წინ უსწრებდა ერთი მხრით, სვანური, მეორე მხრით ჭანურ-
მეგრული მოსახლეობა“. შემდეგ ევსევი კესარიელის, იპოლიტე პორტელის და სხვათა მიხედვით, დღევანდელი
აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლე სანიგები ყოველთვის დაკავშირებული არიან სებასტობოლისთან-ცხუმთან და,
საერთოდ, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. იმავე ს.ჯანაშიას აზრით, „სანიგი“ არის სახელწოდება
იმ მეგრული ტომისა, რომლის არსებობა თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე აქ აფხაზთა დამკვიდრების
უწინარესად არის საგულვებელი. ამ დებულების ერთ-ერთი უტყუარი საბუთი სწორედ ტოპონიმიკაც გახლავთ,
არქეოლოგიურ მასალებთან ერთად, ესოდენ უგულვებელყოფილი რომ არის ზოგი მეცნიერის მიერ დღეს და რის
გამო ასე გააფთრებით ებრძვიან ხოლმე პ.ინგოროყვას, რომელსაც, სხვათა შორის, თითოეული ტოპონიმის
ასახსნელად მოჰყავს ოთხი თუ ხუთი წყარო მაინც, როგორც უცხოური, ისე ქართული.
როგორც ცნობილია, არაბთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად დაეცა ეგრისის სამეფო. სამეფო დინასტიამ
თავშესაფარი ჰპოვა უფრო დაცულ ჩრდილო-დასავლეთში, მომძლავრებულ აფხაზეთში. სწორედ ამ დროისათვის
ე.ი. მერვე საუკუნის ბოლოსათვის აფხაზთა მთავარი ლეონ II გათავისუფლდა ბიზანტიაზე დამოკიდებულებისაგან
და მიიღო აფხაზეთის მეფის ტიტული. საზღვარმა ანაკოფიიდან მდ. კელასურამდე, ანუ კლისურამდე
გადაინაცვლა, ხოლო ეგრისის დაუძლურების გამო ეგრისის მთელი ტერიტორია მთლიანად შევიდა ამ
ახლადჩამოყალიბებული სამეფოს ფარგლებში და მისი დედაქალაქი გახდა ქუთაისი.

მე-10 საუკუნეში, ზოგი მკვლევარის ვარაუდით, უფრო ადრე მე-8 საუკუნეში აფხაზეთის, ანუ დასავლეთ
საქართველოს საკათალიკოსომ შეცვალა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ლაზიკის
სამიტროპოლიტო და აბაზგიის სამთავარეპისკოპოსო ეპარქიები. აფხაზეთის კათალიკოსის საკათედრო ტაძარი,
რომელიც ანდრია მოციქულის საყდრად იწოდებოდა, ბიჭვინთაში იყო: აფხაზეთის კათალიკოსი ბიჭვინთის
კათალიკოსადაც იწოდებოდა და საქართველოს კათალიკოსს ექვემდებარებოდა.

ის გარემოება, რომ, დასავლეთ საქართველოს ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემორჩილებოდა,


სრულიადაც არ ნიშნავს, რომ აქ ეკლესიებში წირვა-ლოცვა და ქადაგება მხოლოდ ბერძნულ ენაზე მიმდინარეობდა,
რომ დასავლეთ საქართველოში მხოლოდ მერვე თუ მეცხრე საუკუნეში „შეაღწია“ ქართულმა დამწერლობამ, ენამ
და კულტურამ, როგორც ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს.

აღმოსავლური ქრისტიანული მართლმადიდებლობა იმითაც გამოირჩეოდა დასავლურისაგან, რომ იმთავითვე


მოითხოვდა ქადაგებას და წირვა-ლოცვის ჩატარებას მშობლიურ ენაზე, რათა გასაგები და უფრო ახლობელი
ყოფილიყო მოსახლეობისათვის ქრისტიანული სარწმუნოება, და შემდეგ: თუკი მთელი ექვსი საუკუნის
განმავლობაში დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ბერძნულ ენაზე ისმენდა ქადაგებას და წირვა-ლოცვას,
წესით და რიგით ამ ხნის განმავლობაში იგი სულიერად მაინც უნდა „გაბერძნებულიყო“. და თუ ეს ასეა, როგორღა
იმძლავრა მერვე თუ მეცხრე საუკუნეში ქართულმა ენამ და კულტურამ ჯერაც დაქუცმაცებულ ქვეყანაში?

დიდი ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევით, ქრისტიანობამდე დიდი ხნით ადრე ყველა ქართველ ტომთათვის
კულტმსახურების ენა ქართული იყო.

ქართული ენა სრულიად გასაგები და დედა ენა იყო ყოველი ქართველი ტომისათვის, ხოლო „მეგრელებსაც და
სვანებსაც, და დავუმატებ ჭანებსაც, მათ მართლა ქართველ ტომებად ვთვლი და ვუწოდებ“-ო, -ბრძანებდა დიდი
მეცნიერი.
ასე რომ, საკვირველი არ უნდა იყოს, ქრისტიანობის მიღების შემდეგაც, რომელიც თითქმის ერთდროულად მოხდა
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, მღვდელმსახურება ყველასათვის ქართულ ენაზე რომ ყოფილიყო.

... ერთიანი, მთლიანი საქართველოს დაშლის პერიოღში (XV ს.) აფხაზეთი შედიოდა სამეგრელოს სამთავროში და
ერთი მთავარი ჰყავდა - ბედიანი.

ნ. ბერძენიშვილის განმარტებით, კულტურულ-ისტორიულად საქართველოში „აფხაზი“ იმდენადვე (და არა უფრო


მეტად) არსებობდა, რამდენადაც ქართი, კახი, მესხი, ჯავახი, კლარჯი, ეგრი, სვანი და სხვ. ან კიდევ „კახელი“,
„ქართლელი“, „გურული“, „მეგრელი“, „იმერელი“, „აჭარელი“ და ა.შ. რომ ფეოდალური აფხაზეთი მხოლოდ
„ქართული“ შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ აფხაზი კულტურულ-ისტორიულად „ქართველი“ იყო.

ამ მხრივ არაფერი შეცვლილა საქართველოს დაქუცმაცების დროსაც.

ბედიანის სამფლობელოში, სამეგრელოსა და აფხაზეთის გარდა, შედიოდა გურია და სამი ქალაქი: ცხუმი, ფოთი და
ციხისძირი (პეტრა), აგრეთვე, ბათუმი.

მე-17 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა დამოუკიდებელი სამთავრო, რომლის სამხრეთის საზღვარი ხდება მდ.
კოდორი (კორაქსი), ასეა ეს არქანჯელო ლამბერტის მიერ შვდგენილ რუკაზე (1654 წ.) და მის წიგნში „წმიდა
კოლხეთი“. ამ საუკუნიდან იწყება ბრძოლა საზღვრების გაფართოებისათვის. ხან დადიანები იმარჯვებდნენ ამ
ბრძოლა-ქიშპში, ხანაც შარვაშიძეები. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება აფხაზთა ინტენსიური თავდასხმები
სანაპიროებზე. ვახუშტის ცნობითაც და მისიონერების ჩანაწერებითაც ირკვევა, რომ დიდძალ ტყვვებს იტაცებდნენ
გურიის სანაპიროებიდანაც. „აფხაზები თავს ესხმოდნენ სამეგრელოს საზღვრებს. მთლიანად ააოხრეს ის, ხოლო
მცხოვრებნი გაყიდეს მონებად და გადაასახლეს აფხაზეთში“, წერს ლამბერტი. სამეგრელოდან, გურიიდან
მოტაცებული ტყვეები ხდებოდნენ მეტწილად მონები (აფხ. აგრუა - მეგრელს ნიშნავს, ხოლო აგურუა - გურულს).
თანდათანობით ეს აგრუა აფხაზდებოდა, კარგავდა მშობლიურ ენას. მაგრამ ტყვე აგრუებს თუ აგურუებს,
ბუნებრივია, თან მოჰქონდათ თავიანთი ადათ-წესები, სულისმიერი კულტურა, სიმღერები, ცეკვები და ისინი ნელ-
ნელა ერწყმოდნენ თავიანთ მონათესავე აფხაზურს. აქედანაა აფხაზურ-მეგრული სიმღერების ასეთი მსგავსება. ეს
ნათესაობა ბევრ რამეში იჩენდა თავს და ესეც ბუნებრივი იყო, რადგან ორივე ტომი საერთო - იბერიულ-კავკასიური
ფესვით საზრდოობდა და იკვებებოდა. ამგვარი გზით გააფხაზებულთა რაოდენობა შემდეგაც იზრდებოდა
(აქედანაა დღეს ამდენი აფხაზი ფაჩულიები, კობახიები, ხვარწკიები, გურგულიები, გვარამიები, გოგუები,
დოლიძეები, თაყაიშვილები და ა.შ.). ხდებოდა პირუკუ პროცესიც, ცნობილია ლევან დადიანის ბრძოლები
იმერეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ. დადიანის მიერ აყრილი ტყვეები ექცეოდნენ მეგრულ გარემოცვაში და ასე
ვთქვათ, მეგრელდებოდნენ. შემდეგ ამ ფაქტორებს მე-19 საუკუნეში დაემატა ცარიზმის პოლიტიკა: დაყავი და
იბატონე; დაემატა „ჩინ-მედლების“ სიყვარული, სავარძლის სიყვარული... ეროვნულობის სასწორმა იქითკენ იწყო
გადახრა, საითკენაც მეტი იყო გამორჩენა - პირადული, რასაკვირველია.
მივუბრუნდეთ ისევ მე-17 საუკუნის ამბებს. დასავლეთ საქართველოს, იმერეთის სამეფო ფორმალურად ერთიანი
იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთავრები დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდნენ, სამთავროთა შორის
გაუთავებელი ომებით სარგებლობდა თურქეთი და სპარსეთი. „საქართველო თავად ცოტა იყო და მერმე მრავალ
გაყოფილი და ერთმანეთის ურჩი და ქიშპნი მტერნი, ერთმანეთისა მარბევნი და მაწყინარი“, - შენიშნავს ქართველი
მემატიანე, - არც ერთმანეთს ასვენებდნენ და არც ქვეყანას, ხოლო ამით მტერმა „უფრო ძალა წამოატანა და დაჩაგრა,
თორემ თუ ამას ერთი პირი ჰქონებოდათ, ვერც არას უზამდნენ, ვერც ამას სხვა მტერი წაართმევდა რასმე. ამათი
საქმე ნიადაგ ასე ერთმანეთის მესისხლეობით გათავებულა და წამხდარა, მაგრამ ამ საქმეს არც მოკლებიან და არც
მოუშლიათ“.

თურქეთი მარტო იარაღით რომ ვერაფერს ხდება, მიმართავს თავის ნაცად ხერხს - ფეოდალთა გადმობირებას,
მოსყიდვას. სწორედ ამ მოსყიდულ ფეოდალებზე დაყრდნობით გაჩაღდა უზარმაზარი მასშტაბით ტყვეთა სყიდვა,
მაჰმადიანობის გაძლიერებული ქადაგება და დანერგვა, უძველესი მატერიალური და კულტურის ძეგლების
მოსპობა, ადგილობრივი ტრადიციების დევნა, ენის შევიწროება და ა.შ. ყოველწლიურად მარტო სამეგრელოდან
მიჰყავდათ 12 ათასი ტყვე. „არც ერთ ომს, არც ერთ უცხოელ დამპყრობელს არ მიუყენებია საქართველოსთვის
ისეთი ზიანი, როგორც ტყვეთა სყიდვამ“ (ივ.ჯავახიშვილი, ნ.ბერძენიშვილი, ს.ჯანაშია).

ამ საშინელ ბოროტებას ებრძოდნენ მოწინავე ადამიანები, იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1540-1549 წწ.) საგანგებოდ
მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც დააწესა მკაცრი სასჯელი სახელმწიფო წესრიგის დამრღვევთათვის. „ამ
დროს - წერს ვახუშტი - იმერეთში გახშირდა გაყრა, კაცთა კვლა და ტყვეთა ფარული სყიდვა... შეიკრიბნენ
კათალიკოსი ქართლისა მალაქია, აფხაზეთისა ევდემონი და იმერეთისა და ოდიშის ყველა ეპისკოპოსი:
ეპისკოპოსები იყვნენ: ქუთათელი სვიმონი, გაენათელი ანტონი, ჭყონდიდელი, ბედიელი, მოქველი, დრანდელი
ფილიპე, ცაგერელი კოზმანი, ხონელი ზაქარია, ნიკორწმინდელი იოაკიმე, ცაიშელი კირილე“.

მე-17 საუკუნის 80-იან წლებში უკვე აღარ არსებობს არც მოქვისა და არც დრანდის საეპისკოპოსო, თურქთა
მოძალეობის გამო ბიჭვინთიდან ზაქარია ქვარიანმა (დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი) კათალიკოსის
კათედრა გადაიტანა გელათს. თუმცა თურქეთი ყოველ ღონეს ხმარობდა მოსახლეობის გასამაჰმადიანებლად, ის
მაინც ცდილობდა შეენარჩუნებინა ქრისტიანობა. საყურადღებოა ერთი გარემოება: როცა რუსთა ჯარმა დაიკავა
ბიჭვინთა, საკურთხეველში იპოვეს ქართული სახარება მე-15 საუკუნისა და სხვა საეკლესიო ნივთი. ვერც
ქართული ენის ამოძირკვა შესძლეს თურქებმა: XVI-XVII სს. აფხაზეთში ქართული ენა დარჩა ეკლესიის, წიგნისა და
თავადური დაწესებულების ენად.

XVIII საუკუნეში ძლიერდვბა ბრძოლა თურქეთის წინააღმდეგ აფხაზეთში. როგორც ცნობილია, იმერეთის მეფემ
სოლომონ I-მა გამოსცა კანონი ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. თურქეთმა მოითხოვა ამ კანონის გაუქმება. ბრძოლა
ხრესილთან მოხდა 1775 წ. სოლომონის ლაშქარში იბრძოდნენ სამურზაყანოს მფლობელი ხუტუნია შარვაშიძე და
კაცია დადიანი.
სოლომონ I-მა 1759 წელს ფიცი დაადებინა ყველა მთავარსა და ფეოდალს ტყვეთა სყიდვის აღკვეთაზე.
მიტროპოლიტმა მაქსიმემ დასწყევლა კაცია ჩიჩუა ბიჭვინთის გლეხთა გაყიდვისათვის.

თურქეთი, რაკი იარაღით ვეღარ სძლია სოლომონს, ცდილობდა ერთმანეთისათვის გადაემტერებინა მთავრები,
ცალკეული ფეოდალები, თვით სამთავროშიც მოეძვბნა მოღალატენი.

ამასობაში რუსეთის მომძლავრებული დაწოლისაგან ჩრ. კავკასიელმა ტომებმა იწყეს საქართველოს ბარად
ჩამოსახლება: ადიღეველები, ოსები, დაღესტნელები მძლავრ ნაკადად მოეშურებოდნენ სამხრეთისაკენ,
გაპარტახებული საქართველოს პროვინციებში.

თითქმის ექვსი საუკუნის განმავლობაში ხმლის ქნევამ დააკნინა ერთიანი, მძლავრი ქართული სული, დააძაბუნა
ერის თვითმყოფადობა, შემოქმედებითი უნარი და შესაძლებლობა. სულიერ-მორალურ-ზნეობრივი გადაგვარება
მოედო ფართო ფენებს... სოციალური უთანასწორობა უფრო გამოიკვეთა და გამძაფრდა. და მაშინ, როდესაც
დასავლეთ ევროპაში იფურჩქნებოდა ცალკეული ერების შემოქმედებითი ენერგია, ყვაოდა რენესანსი - მისი
წამომწყები - აღმოსავლეთის დესპოტურ ტირანიებს შორის მომწყვდეული პატარა ქვეყანა სისხლისაგან იცლებოდა,
სულს ღაფავდა აგონიაში ჩავარდნილი.

დაყავი და იბატონე - აი, ძირითადი ფორმულა, რაც ასე ბრწყინვალედ აითვისეს, შეისისხლხორცეს, შემდგომ
განავითარეს და გაატარეს რუსეთის თვითმპყრობელმა მონარქებმა.

დაჰყავი...

უნდა დაეწყოთ იქიდან, რომ აფხაზეთი არ არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი! და გამოჩნდნენ საიმისოდ
გაწაფული, დაქირავებული პროპაგანდისტები ე.წ. მეცნიერები.

აფხაზეთი არ არის საქართველო!

მაგრამ ესეც არ იკმარეს, საჭიროა უფრო მეტი: ადიღეურ-ჩერქეზული ტომი უნდა დაუპირისპირდეს ქართველურს,
ადიღეური მოდგმის ხალხი უფრო ძველია ქართველურზე და მათ მთელი დასავლეთი საქართველო ეკავათ
ტრაპეზუნტის ჩათვლით. ლაზ-მეგრელები და სვანები სადღა არიან? ისინი მერე მოვიდნენ, გვიან; საიდან
გამოჩნდნენ? სადღაც აღმოსავლეთიდან თუ სამხრეთ-დასავლეთიდან, თუ.... ვინ უწყის, საიდან; მთავარია,
ადგილობრივი მკვიდრნი არ გახლავან. ხოლო დამხვდურები - აბორიგენები ადიღეურ-ჩერქეზული ტომები არიან.
და მთელი კულტურაც კოლხეთისა, შესაბამისად, შექმნილია მათ მიერ. საბუთი? თითო-ოროლა ტოპონიმი,
თურმე, დასავლეთ საქართველოში იშიფრება მხოლოდ ადიღეური ენის მეშვეობით. ქართულ-ზანურენოვანი
ტოპონიმების აბსოლუტური უმრავლესობა მერეა გაჩენილი. საბუთი? არავითარი. ბერძნულ-ბიზანტიური თუ
რომაული წყაროების იგნორირება ისე შეიძლება, ვითომც არაფერი მომხდარა. მთავარი ხომ სიმართლე არ არის.
მიზანი ამართლებს საშუალებას. ახლა საჭიროა კულტურის სფეროშიც მოხდეს იგივე: ჩრდილოეთ-კავკასიელი
ტომები და სამხრეთის კავკასიელები ერთმანეთს ჰგვანან გარეგნულად, ჩაცმულობით, ადათ-წესებით, ფსიქიკით,
სულიერი წყობით, ზოგადი საერთო კავკასიური კულტურით. ერთ დროს კიდეც მოხდა მათი დიდი ნაწილის
კონსოლიდაცია ქართლის გარშემო, ქართულ ენაზე შეიქმნა პირველად კავკასიის ტომთა შორის დამწერლობა,
მდიდარი სულიერი თუ საერო ლიტერატურა, რაც საერთო და ახლობელი იყო ყველა კავკასიელი ტომისათვის:
თითოეული ღებულობდა მონაწილეობას ამ საერთო იბერიულ-კავკასიური კულტურის შექმნაში.

მაგრამ ეს აშკარა ნიშნები მსგავსებისა უნდა წაიშალოს, უგულებელყოფილ იქნას, და აქაც, ამ სფეროში ჩნდება
ათასგვარი „თეორიები“.

„რაც მან დედამიწის ზურგზე თავი შეისწავლა, მის დევიზად თავის დღეში არ ყოფილა ქელვა, დათრგუნვა,
დაბრიყვება, დამონება, მიწასთან გასწორება რომლისამე ერისა. ჩვენი ერის ხმალი მღელვარებდა მხოლოდ თავის
თავისუფლების დაცვისათვის და დამოუკიდებლობის მოუსპობლობისათვის. თუ ოდესმე დროთა ვითარება
იძულებულს ხდიდა შემოეერთებინა თავისთან რომელიმე უცხო ქვეყანა, ჩვენი ერი ანიჭებდა მას სრულს
თვითმმართველობას და ხელუხლებლად იცავდა ყოველ მის უფლებას. თვით საქართველოშიც სხვა სარწმუნოების
მიმდევნი სარგებლობდნენ სრულის თავისუფლებით და თანასწორობით ქართველებთან. - როდესაც
განათლებულს საფრანგეთში ჰუგენოტებს ართმევდნენ კაცის ყოველს უფლებასა და ბარბაროსულად ჟლეტდნენ
მათ კათოლიკები, როდესაც სახელოვანს ინგლისში კათოლიკები იდევნებოდნენ უწყალოდ და ულმობლად, იმ
დროს საქართველოში შემოხიზნული სომხები იყვნენ ყველაფერში გათანასწორებულნი ქართველებთან, ჰქონდათ
მინიჭებული ყოველი პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება და ხშირად მემკვიდრეობით ეჭირათ
უმაღლესი ადგილები ჩვენს სამეფოში. ამგვარივე თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული თვით ებრაელებსაც.
იგინი... ყოველთვის სარგებლოდნენ ჩვენში სრული მყუდრო ცხოვრებით და მათ ერთხელაც არ გამოუცდიათ ის
დევნა და ჟლეტა, რომლის მსხვერპლად ხდებოდნენ და ხდებიან ახლაც ევროპაში“... ჩვენი ერის სასიქადულო
შვილის, იაკობ გოგებაშვილის ამ სიტყვებში წარმოჩენილია ქართველი კაცის დიდსულოვნება, შემწყნარებლობა და
ლმობიერება უცხო ერის წარმომადგენელთა მიმართ, მისი განსაკუთრებული კეთილგანწყობილვბა ყოველი
დევნილისა და დაჩაგრულის მიმართ; ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო ამბავი, როცა მრავალრიცხოვანი და დიდი
ერები მიწის ერთ გოჯსაც არ თმობენ უსისხლოდ და უომრად, ქართველობამ თავისი პროვინციის ნაწილი
სამაჩაბლო და საერისთავო დაუთმო ოსებს, რომელსაც შემდგომ, ჩვენდა დაუკითხავად, სამხრეთ ოსეთი უწოდეს.

როცა აფხაზებს თავისი მიწა-წყლიდან ასახლებდნენ, ქართველი ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილმა, ერის
ღირსეულმა შვილებმა აღიმაღლეს ხმა უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ. მაგრამ... საქართველო უკვე
პოლიტიკურად არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ ერთეულს. და ამდენად, არც შეეძლო რაიმე შეეცვალა
დიდმპყრობელური სახელმწიფოების ზრახვებში.

პირველი საბუთი, რითაც საქართველო და ქართველობა მიიწევდა რუსეთისაკენ, იყო მისი ერთმორწმუნეობა,
მაგრამ ჯერ კიდევ მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში, როცა კახეთში პირველად გამოჩნდნენ მეფის რუსეთის მიერ
გამოგზავნილი მღვდლები, ნათლად გამოჩნდა მათი „მისიონერული მოღვაწეობის“ ნამდვილი შინაარსი და მიზანი.
დიდი ისტორიკოსი ივ.ჯავახიშვილი წერს: რუსთა მიერ გამოგზავნილი მღვდლები, „როგორც კარგი
გამომძიებელნი და მეძებარნი, იმ წამსვე ეკლესიების ჩხრეკას შეუდგებოდნენ ხოლმე და წირვაზე უარს ამბობდნენ,
საკურთხეველს სხვანაირი სამოსი უნდა ჰქონდესო, სახარების ყდას და ბარძიმს ესა და ეს სახე აკლია და
გამოყვანილი არ არისო, ეკლესიები ხელახლა უნდა ვაკურთხოთო. თავდაპირველად კი, სადაც რუსი მოძღვრები
გამოჩნდნენ, სიხარულით ხვდებოდნენ ყველგან, ვითარცა თანამორწმუნეებს, რომელთაც ქართველების დახმარება
სწადიათ „ურჯულოთა“ წინააღმდეგ ბრძოლაში; ხოლო მათ სიყვარულისა და მშვიდობიანობის დამყარების მაგიერ
თავიანთი მედიდური და მძულვარებით გამსჭვალული ქცევით ყველგან უსიამოვნო გრძნობა დატოვეს“.

მე-19 საუკუნეში, როცა უკვე რუსეთი სრული ბატონ-პატრონი შეიქმნა საქართველოსი და უწინარეს ყოვლისა,
სახელმწიფო დაწესებულებებიდან განიდევნა ქართული ენა, ჯერი მიდგა ეკლესიაზე: პირველ რიგში მოისპო
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალობა, კათალიკოსის ნაცვლად ახლა ეგზარქოსი განაგებდა ქართულ ეკლესიას.
თუ რას წარმოადგენდნენ ეგზარქოსები და როგორ „განაგებდნენ“ ისინი ქართულ ეკლესიას, ამის შესახებ თვით
რუსი ისტორიკოსი ბრაილი აღნიშნავს: „რუსი ეგზარხოსები ევლინებოდნენ საქართველოს არა იმისთვის, რათა
ემწყემსათ მათთვის მინდობილი ეკლესია, არამედ ეძარცვათ და გაენიავებინათ ძველი ივერიის საეკლესიო ქონება,
შეურაცხეყოთ მის მცხოვრებთა ენა; მერე კი ნაძარცვი საეკლესიო ქონებით და ფულით დაბრუნებულიყვნენ
რუსეთში. სინოდს საშინელი ბოროტებისა და ზიანის მეტი არაფერი მოუტანია საქართველოს ეკლესიისათვის.
მისთვის ეს ეკლესია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იყო ბარბაროსული ქვეყნის ეკლესია. უგულებელყო რა
ყველა საეკლესიო კანონი და დადგენილება, რომელიც ქართულ წკლესიას ეხებოდა, მისცა რა ცეცხლს მრავალი
უძველესი საეკლესიო დოკუმენტები, სხვები კი გაზიდა პეტერბურგში, სინოდის მმართველებმა წაართვეს
საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალობა, დახურეს ოცზე მეტი ეპარქია, რომელთაგან ზოგიერთი არსებობდა
ქრისტიანობის მიღების დროიდან, ე.ი. დაახლოებით 15 საუკუნის განმავლობაში; გაანადგურეს მრავალი ძველი
მონასტერი და მიაღწიეს იმას, რომ ხაზინისთვის გადაეცათ ქართული საეკლესიო მამულები და ამით ქართული
ეკლესია მიიყვანეს ისეთ სავალალო მდგომარეობამდე, რომ ამჟამად 860-ზე მეტი ეკლესია უმოქმედოა“.

რუსის ეგზარხოსები, რომელთაც საქართველოში აგზავნიან, ამ ქვეყანას უყურებენ, როგორც საძარცვ მხარეს,
რამეთუ ღვთის მადლით, იგი ჯერ კიდევ არ არის მოკლებული ფასდაუდებელ საუნჯეებს. როცა საქართველოში
ისეთ ეგზარხოსებს ნიშნავდენ, როგორიც პავლე, პალადი და ვლადიმერია, ჩვენი სასულიერო უწყება საქართველოს
ართმევს საშუალებას ილოცოს თავის მშობლიურ ენაზე. განსაკუთრებით გამოირჩევა ამ საქმეში მცირე განათლების
მქონე სოხუმის ეპისკოპოსი არსენი.

ერთობ გამწვავდა მდგომარეობა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, იმავე ბრაილის
სიტყვებით რომ ვთქვათ: „ამჟამინდვლმა რუსის ეგზარხოსმა ვლადიმერმა ნადირის მსგავსი ყოფილი ეგზარხოსის
პავლეს დარად... წაართვა ქართველებს უფლება ილოცონ მშობლიურ ენაზე საქართველოს განმანათლებლის,
მოციქულთა სწორის, წმინდა ნსნოს საფლავზე... ამ ბოლო დროს კი იგი საეპისკოპოსო კათედრაზე ნიშნავს რუს
ეპისკოპოსებს, რომელთაც არა სურთ იცოდნენ თავიანთი მრევლის ენა და ამის გამო სასაცილო ხდებიან
უკანასკნელთა თვალში“.

როგორც ცნობილია, სწორედ ამ ერთ-ერთმა „ნადირის მსგავსმა“ ეგზარხოსმა პავლემ იყო, ამბიონიდან რომ
დასწყევლა ქართველი ერი... უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიო ისტორიოში! საჯარო წყევლასაც აღარ
თაკილობენ „ერთმორწმუნე“ ქვეყნის სასულიერო პირნი. ამ გაუგონარ შეურაცხყოფას შეეწირა კიდეც საქართველოს
საუკეთესო შვილი დიმიტრი ყიფიანი, რომელმაც არ მოუთმინა თავგასულ შავრაზმელ „ღვთის მსახურს“ ერის
აბუჩად აგდება, ერის შეგინება.

მაშ ასე: სახელმწიფო დაწესებულებებში, სასამართლოებში, სკოლებში, ეკლესიებში აიკრძალა ქართული ენა, მაგრამ
კიდევ რჩებოდა ერთი დაბრკოლება: ტერიტორიული მთლიანობა. უნდა გამოსცლოდა მიწა ადგილობრივ მკვიდრთ
და კოლონიზატორთა ხელში გადასულიყო, „თუ ჩვენი ხალხი გამოესალმა მიწა-წყალს, მისი გაქრობა დედამიწის
ზურგიდან აუცილებელი გახდება... მიწა-წყალი ნამდვილი ფესვია ერის ცხოვრებისათვის და როგორც ხე
მოშორებული ფესვებს, ხმება, ისე იღუპება ერი, როცა ხელიდან ეცლება მიწაწყალი, ტერიტორია“, - იაკობ
გოგებაშვილის ამ სიტყვებში ნათლად და მკაფიოდ არის წარმოჩენილი, რა საშიშროების წინაშე იდგა ქართველი
ერი. „ტერიტორია ის ძალაა, რომელიც ეროვნებას აკავშირებს და გარკვეულ სახეს აძლევს. იმ ძალის უქონლობა
ერმა უსათუოდ, როგორმე უნდა აინაზღაუროს; წინააღმდეგ შემთხვევაში გადაგვარება და გაქრობა მოელის“ (გერ.
ქიქოძე).
... საქართველოს სახელი წაშლილი იყო პოლიტიკური გეოგრაფიის რუკაზე, ქართული ენა განდევნილი იყო
ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან, სასამართლოდან, საშუალო სკოლიდან, ეკლესიიდან, მეფის მთავრობა
ერთმანეთს უპირისპირებდა ქართლ-კახელებს, იმერლებს, მეგრელებს, აფხაზებს“ (გ. ქიქოძე).
სრული პოლარული წყვდიადი!

აშკარა, დაუფარავი შეტევა საქართველოს მოსასპობად, მის გასაქრობად, კიდურებმოგლეჯილი, აჭრელებული,


დასუსტებულ-დაკნინებული, მუხრანსკებით, ქავჟარაძეებით, აშორდიებით „გამშვენებული“ საქართველო უკვე
მერამდენედ დადგა ყოფნა-არყოფნის პრობლემის წინაშე - მარტოდმარტო შერჩენილი გაუმაძღარ იმპერიას -
უთვისტომო, უმეგობრო.
მაგრამ ახლა, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ბევრად უფრო მძიმე და რთული ვითარება შექმნილიყო ვიდრე
ოდესმე. რა დაუპირსიპირა ქართველობამ ამ ერთობლივ სასტიკ და გაუგონარ შემოტევას? ენა, ღვთივკურთხეული
ქართული ენა.
I მსოფლიო ომის დროს მეფის მთავრობამ უკვე აშკარად მოიწადინა აფხაზეთის მოკვეთა დედა საქართველოდან და
ჩერნომორიის გუბერნიასთან მისი მიერთება. აფხაზეთის ეკლესიის სოხუმის ეპარქიის - საქართველოს
ეგზარქატისაგან ჩამოცილება და უშუალოდ პეტერბურგში არსებულ ე.წ. უწმიდეს სინოდისადმი დაქვემდებარება.
ფეხზე დადგნენ მთელი აფხაზეთის მოწინავე ადამიანები. წინ აღუდგნენ მას. შედგა დეპუტაცია. დელეგაცია
თბილისში ჩამოვიდა და მეფისნაცვალს წარუდგინა პროექტი, რომელიც გრიგოლ შარვაშიძის მიერ იყო
შედგენილი.

დედააზრი ერთი იყო ამ პროექტისა: „ერთობა ქართველებთან გვიხსნის მრავალნაირ განსაცდელთაგან და ამიტომ
ყოველ საქმეში ჩვენ ერთად ვართ და ვიქნებით“. აფხაზეთის დეპუტაციამ კავკასიის მეფის ნაცვალს წაუყენა
ეროვნული მოთხოვნები: აფხაზეთ-სამურზაყანოში ქართული სკოლების გახსნა, გზების კეთილმოწყობა და ა.შ.
დეპუტაცია წარუდგა, აგრეთვე, საქართველოს ეგზარქოს პლატონს.

„თეატრი და ცხოვრება“ წერდა: „სამშობლო იღვიძებს, წყლულების გამრთელებას ცდილობს, დიდი ხნიდან
დაქსაქსულნი ძმანი ძლივს ერთი კერის ირგვლივ დედა ქართლის გარშემო ვიკრიბებით. გვეყო, რაც
უერთმანეთოდ, ერთი მეორისაგან გათიშულნი ვცხოვრობდით. ქართლ-კახეთი, იმერეთი-ამერეთი, გურია-
სამეგრელო-აფხაზეთ-აჭარა-სვანეთი რომ ერთი დედ-მამის შვილნი ვართ, განა ამას მტკიცება უნდა! შავ დროთაგან
გაგარევებულნი ქართველი მაჰმადიანები უკვე გვიბრუნდებიან.

ახლახან გაბედულად ხმა ამოიღო ძველი საქართველოს მშვენებამ - აფხაზეთმა და თავისი წარმომადგენლის ბაგით
განაცხადა: მომეცით გზა განათლებული ცხოვრებისა და ნუ მწყვიტავთ დედა-საქართველოს მკერდს, მე მისი ძუძუ
მიწოვია, იგი ჩემით საზრდოებულა; მასთან სიცოცხლე, მასთან სიკვდილი! ასე იყო ძველად, ასევე უნდა იყოს
ახლა.
ვაშა და დიდება გათვითცნობიერების გზაზე შემდგარ ხალხს, სიბნელეს სავსებით არ უძლევივართ, გარიჟრაჟი
შემოგვღიმის და მომავალს გვიქადის. სალამი ჩვენი გულის ჩამონაწყვეტ საკინძს - ჩვენს ძმებს აფხაზებს და
გაუმარჯოს მათ პირველ ნაბიჯს“.

აკი გიორგი შარვაშიძესაც - აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის პირმშოს - „აფხაზეთი უსაქართველოდ და


საქართველო უაფხაზეთოდ ვერ წარმოედგინა“. „უბედური მამულის ყმის“ გულიდან ამოხეთქილ-ამონაკვნესი იყო:
„იქ ისმის ჟღერა ბორკილებისა, იქ კვნესის სული, არ გესმით განა? ღირსია, ძმაო შებრალებისა, ის უბედური ჩვენი
ქვეყანა!“

ციალა არდაშელია. მწერალი, ჟურნალისტიჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, №1, 2005 წ.


შალვა მაღლაკელიძის მოგონებებიდან

ქართველები პაკისტანში
ჩემს ცოლს მეგობარი ქალი ჰყავდა იქ (პაკისტანში), იტალიელი, რომელიც პაკისტანელი პოლკოვნიკის
ცოლი იყო. ამ ცოლების მეგობრობით ჩვენც დავახლოვდით. პოლკოვნიკ ახმედ ხაშმის, როგორც გითხარით, ცოლი
იტალიელი ჰყავდა, რომელიც ქმრის სიყვარულის გამო სულ მის ადათ-წესებზე იყო გადასული. თავის ბავშვებს
ურდუ ენაზე ელაპარაკებოდა. თვითონ ხაშმიზე ხმა დადიოდა, რომ წარმოშობით არაბი იყო – სხვებს იქ არ
ჰქონდათ სახელთან ერთად გვარიც. და აი, ამ ხაშმიმ ერთ მშვენიერ დღეს განმიცხადა, რომ ქართველი იყო, გურჯი
იყო, ფერეიდანიდან, უფრო სწორად, მამამისი ყოფილა იქიდან გადმოსული. მამამისი გამხდარა დიდი სასულიერო
პირი, რაღაც წმინდანის მსგავსი და მას ,,პირ''-ად იხსენიებდნენ. ეს გვარი, ხაშმი, მამაჩემს ჰქონდაო და მეც
ვატარებო. მე კი ვიფიქრე, ალბათ, ჩვენეული სოფელი ხაშმიდან იყვნენ ამათი წინაპრები და აქედან წარმოსდგა
მათი გვარიც-მეთქი. ამ ახმედმა მამამისის საფლავიც მაჩვენა, დიდი კედლებით იყო გადმოკიდებული. იმ
მიდამოებში ხეები არ არის შეშისათვის და ბორცვებზე მხოლოდ ბუჩქები იზრდება. აი, ამ ბუჩქების ძირებიდან
ღატაკი ხალხი აკეთებს ნახშირს და მერე ყიდიანო. ამას ტვირთავენ ვირებზე ხოლმე და სწორედ ასეთი ჯოგები
ჩამოდიოდა ამ საფლავის მიმდებარე გზაზე. ამ საფლავთან იყო კოკებში სიცხისაგან გაცხელებული წყალი
და ,,პირ''-ის საფლავთან ყველა გამვლელი ვალდებული იყო წყალი დაელია და ურნაში ფული ჩაეგდო. ამას იქ
მდგომი ვიღაც ჩალმიანი აკონტროლებდა.

ერთ მშვენიერ დღეს ახმად ხაშმიმ დაგვპატიჟა მუნგოს დღესასწაულზე. ეს მუნგო, აქ, ჩვენთან, მანგოს ეძახიან და
კონსერვებში მინახავს, მაგრამ ვერავითარ შედარებაში ვერ მივა იქაურთან, – დიახ, ეს მუნგო როცა დამწიფდება,
ყვითლდება და ისეთი დიდებული სასმელია მისი წვენი, რომ რაღაც განუმეორებელი რამ არის. ე.ი. იქ იმართება
ამის დღესასწაული, როგორც, მაგალითად, ჩვენთან რთველი რომაა, ისე. დიახ, მივედით მე და ჩემი მეუღლე,
ცოტაძის ქალი და დაგვხვდა იქ სხვა სტუმრებიც, ინგლისელები. შემოიტანა დიდ ლანგარზე მსახურმა მუნგოები,
მაგრამ, გასაკვირად, ზემოდან მწვანეები აწყვია, ე.ი. მკვახე. რაღაც ჩაილაპარაკა ახმედმა ურდუ ენაზე, თავი
მდაბლად დაუკრეს და მოართვეს მათრახი. აქ მოხდა უსიამოვნო სცენა: გადაკრა და გადაკრა ძლიერ რამდენჯერმე
მათრახი ახმედმა მსახურს. ის თავდახრილია, ხელები გულზე დაწყობილი აქვს და ახმედს ზურგს უშვერს. მე
მეწყინა და შემრცხვა – ახმედს ქართველად ვთვლი და ახლა ასეთი სცენა ყველას დასანახად. დამთავრდა ეს ამბავი
და ახმედმა მითხრა: განგებ დავაწყობინე ეს მუნგო ზემოდან, როგორ გგონია, მე მამაჩემიდან მომდევს ყველა ამათი
ზიზღი და შურს ვიძიებ, როგორც გურჯიო. იქ იმათ ცხელ წყალს ვასმევ და ამათ მათრახს ვუშენო. რა მოგახსენოთ,
ჩემო ბატონო, ძნელი წარმოსადგენია, ასეთი წყურვილი შურისძიებისა.

დიახ, ღირშესანიშნავი შემდეგ იყო ცხენბურთი, რომელიც ჩემი თვალით ვიხილე. ეს ხდებოდა სამხედრო
სასწავლებლის დამთავრებულისათვის საზეიმო გამოშვების დღეს. უნდა მოგახსენოთ, რომ პაკისტანელები
დიდებული ცხენოსნები არიან. ამ გამოშვების დღეს მე განსაკუთრებულ პატივს მცემდნენ – ცალკე სავარძელზე
მსვამდნენ ყვავილის გვირგვინებით შემკულს. ასეთ პატივს არ სცემდნენ იქ დარჩენილ ინგლისელ სამხედროებს (ამ
დროისათვის ინგლისი უკვე გასული იყო იქიდან). სიმართლე უნდა ითქვას, ის დარჩენილები ნამდვილი
ინგლისელები არც იყვნენ. ნამდვილი ინგლისელები, მით უმეტეს, გენერალი, თავს არ იწუხებს სხვა ენის ცოდნით
– ინგლისურად უნდა ელაპარაკო მას. ხოლო ესენი კი სულ გერმანულად მელაპარაკებოდნენ, მათი ენა იდიში ხომ
თითქმის გერმანულია. ხოლო ესენი დარჩნენ იქ წმინდა კომერციული მოსაზრებით. დიახ, ვზივარ ამ
დღესასწაულზე და წინ ბროშურები მიწყვია სხვადასხვა ენაზე. ავიღე გერმანული ბროშურა, გადავშალე და შიგ
ეწერა, რომ ცხენბურთის სამშობლოა კოლხეთი და ივერიაო. დიახ, ჩემო ბატონო, ეს ვნახე საკუთარი თვალით.
საოცარია, სიცხისაგან იქ ხე ერთ დღეს ფოთოლს დაყრის, ხოლო მეორე დღეს ისევ ამწვანდება. ჩვენს ეზოში
ვაკვირდებოდი ამას.

უნდა მოგახსენოთ, რომ იქ, პაკისტანში, გავრცელებულია ურდუ ენაზე ერთი ანდაზა: ,,მე შენ გეტყვი, გურჯი არ
იყო''. რას ნიშნავს ახლა ეს: როდესაც კაცი ტრაბახობს და თავის თავზე არნახულ საგმირო ამბებს ყვება, მას
შეუძახაბენ ხოლმე ამ ანდაზას – მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო! ე.ი. ნუ ტრაბახობ, შენ გურჯი არა ხარ, შენ გმირი
არა ხარო, ე.ი. ნუ ტყუიხარო. რაც შეეხება სიტყვა ,,გურჯს'', მისი მნიშვნელობა არც კი იციან.
დიახ, შემდეგ იქ ერთი ყადისაგან მოვისმინე საინტერესო რამ: პაკისტანის ერთ შორეულ პროვინციაში, რომლის
დიდი ნაწილიც ინდოეთს ეკუთვნის, არის ადგილი, რომელსაც ჯანდაბისტანს უწოდებენ. იმ ადგილს უხსოვარი
დროიდან ვეებერთელა მეტეორიტია ჩამოვარდნილი, რომლის გარკვეული ნაწილი მიწის ზევით ჩანს. ვინც მას
გადაშორდებაო, ყველა იღუპება – ადამიანია ეს, ცხოველი თუ ფრინველი. და აი, გადმოცემითო, ჩვენ ვიცითო, რომ
გურჯებმა გადაადგილეს ეს მეტეორიტი და სიცოცხლეს მეტი ტერიტორია მოუპოვესო.

არადა, მე ვფიქრობ, ჩვენში რომ არის გავრცელებული გამოთქმა ,,ჯანდაბას იქით იყოს მათი თავი და ტანიო'', –
აქედან ხომ არ მოდის?!

ნიკოლოზ აფხაზი (1900–1988) – კანადაში „სიყვარულის ბაღის“


შემოქმედი
ნიკოლოზ აფხაზის სახელი კარგად არის ცნობილი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. იგი კანადის ქალაქ
ვანკუვერში დიდებული ბაღის გამშენებელია.

ნიკოლოზის წინაპრები იყვნენ დიდგვაროვანი აფხაზი თავადები - ანჩაბაძეები. მათ აფხაზეთი დატოვეს მე-17
საუკუნეში, რათა გასცლოდნენ მუსულმანობის მოძალადეობას ამ რეგიონში. ისინი გადასახლდნენ კახეთში, მაგრამ
ანჩაბაძეებს არ დაუკარგავთ თავიანთი თავადური ტიტული, უფრო მეტად - მათ დაიმკვიდრეს აფხაზის
ფსევდონიმი.

ნიკოლოზ აფხაზის მამა იყო პოლიტიკური, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. მისი სახელი შევიდა
საქართველოს ისტორიაში, იმათთან ერთად, ვინც გასული საუკუნის გარიჟრაჟზე იდგა საქართველოს
სახელმწიფოებრიობის აღორძინების სათავეებთან. კოტე აფხაზი ილია ჭავჭავაძის დისწული გახლდათ და მისი
ედეების მხურვალე თანამგრძნობელი – იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი
დამფუძნებელი. 1917-18 წლებში ივანე ჯავახიშვილთან ერთად მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
საქართველოს უნივერსიტეტის ჩამოყალიბებაში. 1921 წელს ქვეყნისთვის საბედისწერო მომენტისთვის კოტე
აფხაზი ხდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1923 წელს საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენის მცდელობისთვის სამხედრო ცენტრის 15 ლიდერი, რომელთაგანაც ერთ-ერთი
კონსტანტინე აფხაზი იყო, დახვრიტეს თბილისში დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. მის ოჯახს კი
შემდეგი ბედი ეწია: მისი ცოლი და შვილი 1919 წლიდან იმყოფებოდნენ საფრანგეთში პოლიტიკური
ემიგრანტების სტატუსით, სადაც ისინი საზრდოობდნენ იმედით, რომ მალე მათი ოჯახის უფროსიც
შეუერთდებოდათ, მაგრამ ეს აუხდენელი იმედი აღმოჩნდა. 1942 წელს ემიგრაციაში გარდაიცვალა კოტე აფხაზის
მეუღლე ელენე. მისი შვილი ნიკოლოზ აფხაზი კი, ვისაც უკვე არ გააჩნდა შესაძლებლობა დაბრუნებულიყო
საქართველოში, დამკვიდრდა საფრანგეთში. განათლებით იყო იურისტი (დაასრულა სორბონის უნივერსიტეტი).
ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე, ნიკოლოზ აფხაზმა დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტი. სწორედ ამ პერიოდში გაეცნო იგი თავის მომავალ მეუღლეს - პემბერტონ–კარტერ მარჯორის, იგივე –
პეგის. მაგრამ ისინი შეუღლდნენ გაცილებით უფრო გვიან. ქალი იყო ობოლი, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ
ბავშვობაში იშვილეს შორეულმა ნათესავებმა და შემდეგ მიყიდეს მდიდარ ოჯახს, როდესაც ჯერ კიდევ სულ
პატარა იყო. მეორე მსოფლიო ომმა პეგის შანხაიში მოუსწრო, თავისი ბავშვობის ქალაქში. იგი აქ აღმოჩნდა
იაპონიის სამხედრო ბანაკებში. ჯერ კიდევ ბანაკებში ყოფნის დროს, შუა ომში, იგი არ კარგავს იმედს, რომ ოდესმე
შეხვდება თავის გულისსწორს. ომის შემდეგ ნიკოლოზ აფხაზი ჩადის ნიუ-იორკში, პეგი კი - კანადაში. მათ ი
შეხვედრა გაიმართა ხანგრძლივი განშორების შემდეგ. ისინი შეუღლდნენ 1946 წელს, რის შემდეგაც ბრიტიშ
კოლუმბიის პროვინციაში, ქალაქ ვიქტორიაში შეიძინეს სახლი, რომელსაც გარს პატარა კლდოვანი მიწის ნაკვეთი
ერტყა.
დღეს ამ ადგილზე "სიყვარულის ბაღია" - ასე უწოდებენ პარკს, რომელიც, მიუხედავად კანადის მკაცრი
კლიმატური პირობებისა, ითვლის ყველაზე იშვიათ და უცნაურ სუპტროპიკულ მცენარეთა უზარმაზარ
რაოდენობას. მას ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო დეკორატიულ ბაღს უწოდებენ. და ყველა
პარკს ამ კონტინენტზე, სადაც უმთავრესად "სუბტროპიკები" ხარობს, უწოდებენ "აფხაზი გარდიანს" -
"სიყვარულის ბაღის" შესაბამისად. მისი უნიკალურობა - ეს არის მრავალწლიანი დაუღალავი შრომა. პეგი და
ნიკოლოზ აფხაზები ცდილობდნენ შეექმნათ მასში ნატურალური ლანდშაფტის დიდებული და თვალწარმტაცი
ატმოსფერო. წლიდან წლამდე მათ მოჰქონდათ აქ ახალი ნერგები, აფართოებდნენ პარკს და სრულყოფდნენ მის
დეკორატიულ სახეს. ცოლიცა და ქმარიც ხელოვნების დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ და თვით იყვნენ
ხელოვანნი – ბაღი გახდა მათი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის საშუალება. „ბაღი არის ჩვენი შვილი“ –
სიამაყით ამბობდნენ ისინი.

გარდა ამისა, ახალსახლობის პირველი დღეებიდანვე ცოლ-ქმარი აფხაზები საზოგადოების სული და გული
გახდა, ხოლო სიტყვები "სიყვარულის ბაღი" შორს გასცდა ამ პროვინციას. მაგრამ მაინც პეგი ძალიან ხშირად
იხსენებდა იმას, რომ პარკი მათთვის შვილებივით იყო. ნიკოლოზ აფხაზი 1947 წელს გარდაიცვალა, პეგი კი კიდევ
ორი წლის განმავლობაში მისი სიკვდილიდან უვლიდა ბაღს და სახლს. შემდეგ ისიც გარდაიცვალა... ბაღი
ხელიდან ხელში გადადის. ამჟამად იგი ეკუთვნის "ბრიტიშ კოლუმბიის" კონცერნს. "სიყვარულის ბაღი" და სახლი,
რომლებიც ცოლ-ქმარ აფხაზებს ეკუთვნოდნენ, გახდა მუზეუმი, რომელიც ღიაა ტურისტული და შემეცნებითი
ექსკურსიებისთვის

ყველა დედას შეუძლია მისი იავნანა დაწეროს...


ყველა დედას აქვს ერთი ნანა...
ყველა დედას შეუძლია მთა გადასწიოს...ოკეანე გამოსცალოს...მწველი მზე ხელისგულზე
დაიტიოს...ზამთრის სიცივისას თქვს,რომ თბილად არის....
ყველა დედას შეუძლია შვილის გამო ეკალ-ბარდიდან შიშველი ხელებით დაკრიფოს სიკეთე და
შვილს ნატკენზე დააფინოს...
ყველა დედას შეუძლია წარმოუდგენელი სიმამაცე ჩაიდინოს...ომი მოიგოს შვილის სახელით...
ყველა დედას შეუძლია ყველაზე დიდი განსაცდელი უსიტყვოდ დაითმინოს,ყველა ტკივილი
უხმოდ მოითმინოს და სადაც არ უნდა იყოს შვილის ერთ დაძახებაზე ღიმილიანი მობრუნდეს
უკან....
ჰო....დედას!!!!!
მარტო დედას შეუძლია ისეთი სიყვარული,საკუთარს რომ გავიწყებს და მხოლოდ მისი-შვილის
საფიქრით გაფიქრებს...შვილის ღიმილით გაღიმებს და შვილის დარდისას სუნთქავს გიკრავს...
მხოლოდ დედას შეუძლია მთელი ცხოვრება შვილის მშვიდი ძილისათვის გათენებულ ღამეს
დაამსგავსოს და მის სიზმრებშიც ფეხისწვერებზე შეიპაროს - არ გავაღვიძოო....
საოცარია....სასწაული........აი იმას ჰგავს შვილის პირველი ჩახუტებისას,რომ შეიგრძნობ მის
სურნელს და მთელი ცხოვრება თან დაგყვება....მარტო შენ,რომ გრძნობ და შენია...
ხომ მართლა განსაკუთრებულია შვილის სურნელი სასწაულად,რომ გრძნობ და სიტყვებით ვერ
გადმოსცემ როგორია...მარტო შენ ,რომ იცი და გრძნობ....ზუსტად,ზუსტააააად ამ სურნელივით
არის მისი სიყვარულიც.მთელი ცხოვრება,რომ ეცადო მართებულ სიტყვას ვერ იპოვი მის
გამოსახატავად თუ როგორ გიყვარს....
ვერავინ ვერ იპოვის ზუსტ ახსნას თქვს,როგორ უყვარს შვილი...დაარქვსა სახელი და აწონოს რას
გააკეთებს ან ვერ გააკეთებს შვილის გამო...
გულში....
გულის გულში,რომ გადის და ყელში გებჯინება ზოგჯერ შვილის მოფერების სურვილი,მძინარეს
თმებს და თითებს უკოცნი ისე თითქოს სადმე მიემგზავრებოდე - არა და არსად.....
(სიგიჟეა...სიმამაცე...სიფაქიზე და ყველაფერი)....
ამიტომაც არის ყველა დედის იავნანა სხვა და ერთადერთი...
ამიტომაც არის ყველა დედა-შვილის ურთიერთობა განუმეორებელი და ყველა დედისა და შვილის
ურთიერთობაშია ღმერთი....
ყველა დედის უკან დგას ღვთისმშობელი და სწორედ ამიტომ,
ამიტომაც შეგვიძლია დედებს შვილის სახელით ჩავიდინოთ სასწაულები და მერე ეს მარტო ჩვენს
იავნანებში ვიჩურჩულოთ,ან იქნებ იქაც არა....
იქაც მზე და სიყვარული...
მზე....
დედის ხელებით ყოველ დილით ეზოში ჩამობერტყილ
მზეებში ითამაშონ ყველას შვილებმა....
დიკა სალაყაია

ამ უცნაური სახელის ტექსტს გიორგი ლეონიძესთან წავაწყდი:

ლობიოს დაუჯდომელი
ჰოი, ყოვლად ნოყიერო, გემოთი სამო, ყნოსვის დამატკბობელო
შეჭამანდო სამეფოო, ფასდაუდებელო, ლობიო ქართლისაო!

დიდ არს ღვაწლი შენი წინაშე ერისა ქართველისა, რამეთუ შენგან


იზრდების და იკვებების ქართველი თვითეული, უმეტეს სხვათა
საზრდელთა შორის, სიყრმიდგან ვიდრე სიბერემდე.

დიდ არს ძახილი შენი!

ჩვენ, ყოველნი დადგრომილნი ფერხთა ზედა წინაშე შენსა კოვზითა


და ციცხვითა ველით აჩუხჩუხებასა შენსა და ამოზელასა შენსა
სახმარებლად ჩვენდა და ხმით დიდითა გიღაღადებთ შენ: დიდება
მრავალფეროვნებასა შენსა, დიდება წინწკლებსა შენსა ჩუხჩუხის შენისასა!

დიდება ლაბასა წვენისა შენისასა!

დიდება ქოთანსა, რომლის შინა დამკვიდრებულ ხარ და ძირსა მისსა,


რამეთუ ძირი მისი არს ტახტი შენისა ძლიერებისა და ნოყივრობისა!

დიდება ბუხარსა მაღალსა, რომელმან გიტვირთა შენ!

დიდება კეთილ სურნელოვან ქინძსა შენსა, ყნოსვისა ჩვენისა


დამატკბობელსა!

დიდება დანაყილსა ნიგოზსა შენსა, რამეთუ არს გვირგვინი


გემოვნებისა შენისა!

დიდება ჯამსა თიხისასა, რომელსა შინა შთაგასხმენ შენ!

დიდება შენდა, სამოთხიდან გადმორგულო, სუფრის მამშვენებელო


ლობიო, შეჭამანდო სამეფოო!
უნივერსიტეტის კედლებში ჩაყოლილი
სიყვარული
ივანე ჯავახიშვილი და ანასტასია ორბელიანი
სიყვარულის ისტორიები

„უნდა გახსოვდეთ, რომ სიყვარულის გარეშე არასოდეს გაკეთდება დიდი საქმე. გულცივი,
გულგრილი ადამიანი ვერასოდეს გააკეთებს დიდ საქმეს“, - ასე მოძღვრავდა დიდი ქართველი
მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი,
აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი თავის სტუდენტებს და თავადაც ამ პრინციპით ცხოვრობდა.
„ჩემო ვანიკო, დაუფასებელო ჩემო! შენმა წერილმა ხომ გამაგიჟა! სიცოცხლე ჩემო, შენ
ვერ წარმოიდგენ ადვილად, რაც მაგრძნობინა ამ ტკბილმა, ალერსით სავსე,
დამათრობელმა წერილმა. ოჰ, რა კარგია, როცა შეიძლება თავისუფლად ადამიანმა
გამოთქვას თავისი გულის გრძნობა, არ შეიკავოს, ვანიკო, ჩემო კარგო, ჩემო ლამაზო,
მაგრამ ეს მხოლოდ შენ იცი ასეთი სიყვარულის გამოთქმა, მე კი საძაგელმა არა, არ
ვიცი ასეთი სიყვარული, მე მხოლოდ ჩემი გულის სიღრმეში ვგრძნობ და გამოთქმა კი
არ შემიძლიან, ენა ჩემი არ მემორჩილება, შენ კი ოჰ, ვანიკო, თითოეული შენი სიტყვა
ცეცხლივით არის და შედარებანი შესანიშნავი!“ - ამ სიტყვების ადრესატი ივანე
ჯავახიშვილია, ავტორი კი - მისი მშვენიერი მეუღლე, საქართველოში პირველი
პროფესიონალი მევიოლინე ქალი და ერეკლე მეორეს შთამომავალი ანასტასია
ჯამბაკურ-ორბელიანი.
წყვილმა 1906 წელს იქორწინა და კალინინის ქუჩაზე (ახლანდელი ჯავახიშვილის
ქუჩა) მდებარე სახლში დასახლდა, რომელიც ანასტასიას უშვილო მამიდას, ცნობილ
ქველმოქმედ ქალს, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანს ეკუთვნოდა. ცნობისთვის, სწორედ
მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა ნახა უკანასკნელად ილია ჭავჭავაძე, როცა ის
საგურამოში გამგზავრებას აპირებდა.
სახლში, რომელიც მარიამმა ანდერძით ძმისშვილებს დაუტოვა, ერთ მხარეს -
ჯავახიშვილები, მეორე მხარეს კი ანასტასიას დის თეკლასა და მისი მეუღლის კიტა
აბაშიძის ოჯახი ცხოვრობდა.

შთამომავლების მოგონებებიდან ირკვევა, რომ ანასტასიას აღზრდაში განსაკუთრებული


წვლილი მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანს მიუძღოდა. გოგონას კონსერვატორია პეტერბურგში
ჰქონდა დამთავრებული და პაგანინის მოსწავლე გახლდათ.

„ნეტავი ეხლა შენი მშვენიერი ლამაზი თვალები და ხელები დამაკოცნინა ისე, როგორც ყოველ
თვისგაკოცებდი ხოლმე!.. როგორა ხარ ჩემო ძვირფასო, ჩემო გულის მეგობარო? შენი ფიქრი მა
ქვს,გაუფრთხილდი, არ გაცივდე, რომ უფრო არ გაგიძნელდეს. ეხლა რომ მანდ მამყოფინა, თავ
სშემოგევლებოდი, მოგიკითხავდი, როგორც პატარა ბაღანას: გაგხდიდი და ლოგინში ჩემის ხე
ლითჩაგაწვენდი. მხურვალე კოცნით შენს ფეხებს გაგითბობდი. გახსოვს, შენ ამბობდი ხოლმე:
„მე ფეხები დახელები ყოველთვის ცივი მაქვსო“. მე გაგითბობ კოცნით, მე გაგითბობდი ჩემის
სიყვარულით: შენა ხარჩემი იმედი, ჩემი გამამხნევებელი!.. ნეტა, ღირსი ვიყო შენი სიყვარული
სა! შენ გენაცვალოს შენი ვანო...“- წერდა ივანე ჯავახიშვილი ანასტასიას.

საყვარელ ქალთან შეუღლებამდე ივანე ჯავახიშვილმა პეტერბურგის უნივერსიტეტის


აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი დაამთავრა და იმავე უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტად
იმუშავა.
პედაგოგ ალექსანდრე ჯავახიშვილისა და სოფიო ვახვახიშვილის ვაჟი 1901 წელს,
კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პეტერბურგიდან ბერლინის უნივერსიტეტში მიავლინეს.

სამშობლოდან შორს მყოფ ჯავახიშვილს საყვარელი ქალი წუთითაც არ ავიწყდებოდა,


სიყვარულით სავსე წერილებით ეხმიანებოდა და სთხოვდა, პროფესიისთვის თავი არ
დაენებებინა:
„მე ძალიან მოხარული ვარ, რომ სკრიპკას უკრავ. იცი, ჩემო მერცხალო, ნუ დაანებებ მუსიკას, ნ
ურცროდის! თუ დაანებებ, მაშინ შენც სხვებს დაემსგავსები, რომელნიც უკრავენ, უკრავენ და ბ
ოლოსმიატოვებენ ხოლმე. მე ხომ არ გეუბნები, კონცერტები გამართე-მეთქი? არა. მე მინდა მხო
ლოდ, რომიმ მშვენიერ ხელოვნებას თავი არ დაანებო. მე ვერ შევძელი მუსიკის დამთავრება, მა
გრამ ბედნიერივარ, რომ შენ, ჩემი თვალის ჩინი, ჩემი საყვარელი სტაზია ამ ზეციურ ხელოვნებ
ას ემსახურები. თითქოსმე ვემსახურებოდე, იმიტომ, რომ მე და შენ განუყრელნი ვართ, ერთს ა
რსებას წარმოვადგენთ. ძლიერიმხურვალე სიყვარული და გულითადი მეგობრობა გვაერთიანე
ბს ჩვენ! მე ბედნიერი ვარ, როცა შენუკრავ ხოლმე, იმიტომ, რომ, სადაც უნდა უკრავდე შენ, მე ვ
იცი, რომ სიყვარული, ჩვენი მხურვალესიყვარული მოისმის ხოლმე. მე სულ იმის ფიქრში ვარ,
თუ როდის მეყოლები აქ. მე და ჩემი სტაზია,ჩემი მშვენიერი სტაზია, ჩემი. დაგკოცნი გაგიჟები
თ ისე, როგორც მე რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე, თავით ფეხთამდე, მარადშენი ვანო“. (190
6. IX. 25. )

ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი დალი გერსამია იხსენებდა:


„გადმოცემით ვიცი, 1906 წელს, როცა პაპამ ბებოზე იქორწინა, ახლად შეუღლებულნი ცხენები
თ დადგომიან თეძამის ხეობის გზასხოვლესაკენ - პაპა იქიდან იყო. ულამაზესი წყვილი ყოფილ
ა. გზად მიმავალი ხალხი ჩერდებოდა თურმე, თვალს ვერ სწყვეტდნენსანახაობას. პაპაჩემი საშ
უალოზე ოდნავ მაღალი, გამხდარი, დახვეწილი გარეგნობისა იყო, ძალზე მოკრძალებული შვი
ლებთან,ახლობლებთან, მეუღლესთან ურთიერთობაში. უფრო მეტად ეტლით უყვარდა მგზავ
რობა. არც ტრამვაის თაკილობდა. როცა სსრკავშირის აკადემიის წევრ კორესპონდენტად აირჩი
ეს, მაშინ მიამაგრეს მსუბუქი ავტომანქანა“.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ივანე ჯავახიშვილი, თანამოაზრეებთან - აკაკი შანიძესთან და


შალვა ნუცუბიძესთან ერთად, სამშობლოში დაბრუნდა და კავკასიაში პირველი
უნივერსიტეტის დაარსებისთვის ბრძოლა გააჩაღა. უნივერსიტეტის დამფუძნებლები
ჩიოდნენ, ფული არა გვაქვს და უნივერსიტეტს ნაჩქარევად ვერ გავხსნითო, მაგრამ
ჯავახიშვილისა და მისი თანამზრახველების მცდელობით, რომელთა შორის ანასტასიას
მამიდა მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი და მწერალი ნინო ნაკაშიძეც იყვნენ, 1918 წლის 26
იანვარს კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებელი მაინც გაიხსნა.
ცნობილია, რომ ანასტასიას მამიდამ უნივერსიტეტის მშენებლობისთვის სოლიდური თანხა
გაიღო და სასწავლებელს საძირკველში ფული და ძვირფასი ნივთები ჩაატანა.
ჯავახიშვილმა უარი თქვა შეთავაზებაზე, გამხდარიყო უნივერსიტეტის პირველი რექტორი,
რადგან დარწმუნებული იყო, რომ ეს პოსტი საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერს პეტრე
მელიქიშვილს უფრო შეეფერებოდა. თავად კი იმ დროისთვის ერთადერთ ფაკულტეტს -
სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.
იმდენად დიდი იყო ენთუზიაზმი და უნივერსიტეტის აღორძინების სურვილი, რომ
მელიქიშვილი რექტორის მოვალეობას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ასრულებდა.
მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის უნივერსიტეტის შენობაში გათბობა არ არსებობდა,
არც ერთ ლექტორს აზრად არ მოსვლია, ლექციებზე პალტოთი შესულიყო.
„ივანე ჯავახიშვილი ბრძანდება ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და
ერთადერთი რაინდი ჩვენი უნივერსიტეტისა, აქ მას ვერავინ შეეტოქება და შეეზიარება“, -
აღიარებდა პეტრე მელიქიშვილი.
მიუხედავად მეუღლის თხოვნისა, რომ ვიოლინოს დაკვრისთვის თავი არ დაენებებინა,
ანასტასიამ, რომელსაც სწამდა, რომ კარგი შვილების აღზრდისთვის დედის სახლში ყოფნა
აუცილებელია, გათხოვებისთანავე მიატოვა საყვარელი ვიოლინო. ფუფუნებაში გაზრდილი
ქალი ხან სანოვაგისთვის ბაზარში მიიჩქაროდა და ხან ნავთის რიგში იდგა.

„ბებომ ყოველგვარ პირადულზე უარი თქვა გათხოვების დღიდანვე. მსხვერპლი გაიღო თავისი
მრავალრიცხოვანი მონაგრისთვის.ახალგაზრდობაში ქართულად ლაპარაკი უჭირდა თურმე, ფ
რანგული და რუსული უფრო ეხერხებოდა, მაგრამ მალე დაუფლებიამშობლიურ ენას,
სძულდა შერეული ლაპარაკი და ისე ჩავიდა მიწაში, მისგან ერთი სიტყვაც არ გვსმენია, ქართუ
ლის გარდა. სულითხორცამდე შეწირული მეუღლე, დედა და ბებია იყო ამ დიდი ოჯახისა, ყვე
ლას შემწე და შემფარე. ყველას ის გვივლიდა დაგვპატრონობდა“, - წერდა თავის მოგონებებში
დალი გერსამია.
ივანე ჯავახიშვილსა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანს სამი შვილი ეყოლათ - ნათელა, კახა
და ალექსანდრე.
დიდ და ხმაურიან სახლში ივანეს საკუთარი სამუშაო ოთახი არ ჰქონდა, თუმცა ბავშვების
ხმაური მუშაობაში ხელს არ უშლიდა. ნაშრომების ხელით გადაწერაში ჯავახიშვილს
ერთგული მეუღლე და მისი და თეკლა ეხმარებოდნენ.
ოჯახის წევრები და ახლობლები იხსენებენ, რომ მოუცლელობის მიუხედავად, მეცნიერი
ოჯახს ყურადღებას არ აკლებდა.
„შაბათს ჩამოსულა მიქელაძე და გუშინ მომიტანა ყველაფერი შენი გამოგზავნილი. არ ვიცი,რო
გორ გითხრა მადლობა, ყველაფერი მშვენიერია, შენ ისე კარგად იცი ხოლმე ამორჩევადა მოფიქ
რება, ოღონდ მაწუხებს, რომ, როგორც ყოველთვის, ამდენს ხარჯავ ჩვენზე და შენს თავს კი აკლ
ებ. ბავშვები გახარებულიარიან საჩუქრებითა და ტკბილეულობით“, - სწერდა ანასტასია
მეუღლეს.

1919 წელს მელიქიშვილი რექტორობიდან გადადგა და მის ადგილზე ივანე ჯავახიშვილი


აირჩიეს.
სწავლაში მკაცრი და მომთხოვნი, მაგრამ ადამიანურ ურთიერთობებში უაღრესად კეთილი და
ყურადღებიანი რექტორი ხელმოკლე სტუდენტებს მატერიალურად ეხმარებოდა და
სტუდენტებისთვის ადამიანობის ეტალონს წარმოადგენდა.
ივანე ჯავახიშვილს უნივერსიტეტის მართვა რთულ და საშიშ პერიოდში მოუწია. 1921 წლის
თებერვალში საქართველოს საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოესია. რექტორმა თავის
სტუდენტებს ფრონტისკენ გზა დაულოცა და, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად,
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას სოლიდარობა გამოუცხადა.
წითელი არმიის შემოსევის შემდეგ უნივერსიტეტი აოხრებისგან მხოლოდ მისი
დამაარსებლისა და რექტორის პრინციპულობამ და ბრძოლისუნარიანობამ იხსნა.
30-იან წლებში გარკვეულ სამეცნიერო წრეებში ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ
დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდა. მას მჩაგვრელი კლასის აპოლოგეტიც კი უწოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ბინძურ კამპანიას დიდი დღე არ ეწერა, ნერვიულობამ და
მუდმივმა დაძაბულმა შრომამ მეცნიერის ჯანმრთელობას თავისი კვალი დაატყო.
ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი, არქიტექტორი თარხუჯ ჯავახიშვილი იხსენებდა, რომ
ივანეს ჯანმრთელობა ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან შეერყა. სტუდენტობისას ნამცხვრით
მოწამლულა, რომელსაც ზემოდან დანაყული შაქარყინული ეყარა. მოგვიანებით აღმოჩნდა,
რომ ნამცხვრისთვის შაქარყინული იმავე თასში დაუნაყავთ, სადაც შაბს ნაყავდნენ. იმ
ნამცხვრებით მაშინ რამდენიმე ადამიანი მოწამლულა და ორი გარდაიცვალა კიდეც. მას
შემდეგ ივანე მთელი ცხოვრება დიეტაზე იყო.

1940 წლის 18 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, ივან ჯავახიშვილს სოლოლაკში მდებარე


ხელოვნების მუშაკთა სახლში ლექცია უნდა წაეკითხა. შეუძლოდ ყოფნის მიუხედავად,
სახლში არ დარჩენილა - სირცხვილია, მოსაწვევები დარიგებულია და ხალხს ვერ
გავაწბილებო. მართლაც, ივანე ჯავახიშვილის მოსასმენად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.
მათ შორის იყვნენ აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი და სხვა მეცნიერები.
მეცნიერს ლექციის დაწყებისთანავე სიტყვა გაუწყდა და საკუთარი ქალიშვილის ნათელას
თვალწინ გულის უეცარი შეტევით გარდაიცვალა. ამ დროს ივანე ჯავახიშვილი 64 წლის იყო.
„მახსოვს მისი დაკრძალვა... მახსოვს, როგორ გამოასვენეს და ისიც მახსოვს, რომ ირგვლივ
ყველა – ქალიც და კაციც ქვითინებდა. მთელმა ქართულმა ინტელიგენციამ დაიტირა ივანე
ჯავახიშვილი, რადგან მას აიგივებდნენ ეროვნულობასთან. მისი დამსახურება იყო
მოკრძალებული დამოკიდებულება ქართული უნივერსიტეტის მიმართ. მამაჩემიც კი,
რომელსაც ეს უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, მის წინ გავლისას ჩერდებოდა, ქუდს
მოიხდიდა, თავს დაუხრიდა და შემდეგ აგრძელებდა გზას,“ - იხსენებს ქართველი
ისტორიკოსი, პროფესორი მარიამ ლორთქიფანიძე.

ცალად დარჩენილმა ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანმა ამ დღის შემდეგ კიდევ დიდხანს


იცოცხლა და 1969 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა.
შვილიშვილები ამბობენ, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ტკივილი გულში შეინახა და
არასდროს დაუწუწუნია. შვილიშვილებისგან ერთადერთს ითხოვდა - არასდროს შეერცხვინათ
ივანე ჯავახიშვილის სახელი.
კოლხეთის ისტორიის სათავეებიდან
მომდინარე ცივილიზაცია
გივი ელიავა

(თეზისური ჩანაწერები)

კოლხეთი - ეგრისის ქვეყანა, - ეგრისის ერთ-ერთი თვალსაჩინო ისტორიულ - ტერიტორიული


რეგიონია. მისი მოსახლეობა კოლხი ხალხების ეთნიკური ერთობაა (ზანები, სვანები, აბაზგები),
რაც ქართების ქვეყანაში იღებს სათავეს და ვრცელდება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მთელ
ტერიტორიაზე. მისი ძველესი ცენტრი იყო ეგრისი (გვიან ბედია). ხოლო მნიშვნელოვანი
ზღვისპირა პორტები ფაზისი, სებასტოპოლისი. მისი შიდა ტერიტორიული ცენტრები იყო
ქუთაისი (კუტაია) და არქიეპოლისი (ციხე გოჯი). ამ რეგიონში, უძველესი დროიდან
მიმდინარეობდა ცივილიზაციის წინსვლითი პროცესი. კოლხეთში გაიარა შელისა და აშელის
კულტურამ, მუსტიეს ხანამ. შემოგვრჩა მეზოლითის, ნეოლითისა და ენეოლითის ხანაში ქვის
კულტურის უაღრესად განვითარებული ქვის ყოფითი მასალები. ეს იყო აბორიგენი ხალხების
დასახლების ტერიტორიული საცხოვრისი, ერთიანი გუდა-თარ გუდა. იგი გახდა ხიდი
აღმოსავლეთ საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში გარდამავალ ხალხთა ისტორიულ გზაზე.
ამიტომ მათ ყოფაში) კავკასიური ერთობის ნიშნები (ყოფა, კულტურა, ენა, სარწმუნოება) აქედან
უნდა იყოს მომდინარე.
ენეოლითის ეპოქასი აქ, კოლხებმა კარტოგრამას და იდეოლოგიურ დამწერლობას ჩაუყარეს
საფუძველი, კირბების კულტურა, რაც ასე ცნობილია უცხოურ მითებსა, არქეოლოგიურ და
დამწერლობით მასალებში, უდავოდ, საფუძვლიანი და რეალური ფაქტია, რასაც ნათლად
ადასტურებს ჩხოროწყუს მუზეუმის მასალები.
უფრო მეტიც, კოლხებს უძველესი დროიდან აქვთ მზის, დიდი ღვთაებრივი მნათის
ხატსალოცავები, ხატგამოსახულებები. ყოფაში მტკიცედ ზის ამ ხატების რიტუალი და
რიტუალური მსახურება, რაც, უადოდ, საწყისს იღებს ერთ თარ გუდაში - ერთ მთავარ
საცხოვრისში. იგი შუამდინარულ, წინა აზიურ, საერთო საცხოვრისის პირობებში შეიქმნა და
განთავსდა.
ამ განთავსების ერთობის მახასიათებელია შუმერული, წინაბიბლიური მითები და გადმოცემები,
თუნდაც მარტვილის, ჩხოროწყუს და აბაშის რაიონებში ნაპოვნი კვერთხის ნიმუშები. ბრინჯაოს
ტაბულებზე მზის თაყვანების რიტუალი, ბრინჯაოს ბეჭედზე სამყაროს შექმნისდროინდელი
ქაოტური სურათი და ა.შ. აქ ეს ერთობა ერთაინ, მტკიცე, იდეოლოგიურ, ყოფით ნიადაგს
ეფუძნება.
ენეოლითის ეპოქის მოწმედ ჩანს ასევე იბერიული ტომების განსახლება ხმელთაშუა ზღვის აუზში.
პელაზგების (ბალკანეთზე), ეტრუსკებისა (აპენინზე) და ბასკებისა (პირენეიზე), რომლებმაც თარ
გუდადან (თავდაპირველი თავსაცხოვრისიდან) წაიღეს ყოფისა და ენობრივი კულტურის
მახასიათებელი ნიშნები, რაც ასე ჭარბად ჩანს დღეს ამ ხალხებით დასახლებულ ტერიტორიაზე და
ცოცხლობს გადმოცემებში, მითებში, ლეგენდებში, მათს უძველეს საცხოვრისზე. ამის
დამადასტურებელია 13 -ნიშნიანი წარწერიუანი ქვის არსებობა ჩხოროწყუს რაიონში. იგი
ადგილობრივია და მსგავსი ძეგლი თარ გუდაზე სხვაგანაც მოიძიება.
ამრიგად, ამ თავსაწყისებიდან გამომდინარე ცივილიზაციის განვითარებადი, წინსვლითი პროცესი
არსად არ შეწყვეტილა, არ შეჩერებულა, ასე მოაღწია ჩვენს დრომდე. განვითარების ამ
საფუძვლიან, რეალურ, დიდებულ გზას შემდგომი ძიება და კვლევა კაცობრიობის ისტორიის
რეალიებს. საქართველოს, კოლხეთის ისტორია ბევრს ახალს და საინტერესოს მისცემს ისტორიულ
მეცნიერებას. ეს ამოცანა ცხოვრებამ ახლა დააყენა ჩვენს წინაშე და ჩვენი და მომავალი თაობის
ვალია მისი დადებითად გადაწყვეტა.

"ნაპოვნია ანტიკური ხანის სამარხი, მამაკაცის ნეშტს პირში მონეტა,


გვერდით კი რკინის გრძელი მახვილი ედო" აღმოჩენა
ცაგერის რაიონში

ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ დეხვირში სამაროვანის


გათხრისას მნიშვნელოვანი სამარხებია ნაპოვნი, რომელთაგან
ერთ-ერთში მამაკაცის ჩონჩხი იპოვეს. სამარხი, სავარაუდოდ,
ახალი წელთაღრიცხვის პირველ-მესამე საუკუნეებს
განეკუთვნება.

kvirispalitra.ge ექსპედიციის ხელმძღვანელს, ნინო სულავას ესაუბრა:


- უკვე მეორე წელია, ცხეთა-დეხვირის ტერიტორიაზე ითხრება ანტიკური ხანის სამაროვანი, სადაც
შარშან ოთხი სამარხი ვიპოვეთ, წელსაც ასევე ოთხი სამარხი აღმოვაჩინეთ. რვავე სამარხი ანტიკური
ხანით თარიღდება. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მამაკაცის სამარხი, რომელსაც პირში უდევს
მონეტა (მონეტას პირში იმიტომ უდებდნენ, რომ მათი რწმენით სასუფეველში როცა წარდგებოდა
გარდაცვლილი, იქ შესვლისას უნდა გადაეხადა), როცა ნეშტი გასუფთავდება და ქიმიურად
დამუშავდება, შეგვეძლება ვთქვათ, ზუსტად რა პერიოდისაა. ამავე სამარხში აღმოჩნდა რკინის გრძელი
მახვილი, რომლის თავიც შემკული იყო ბრინჯაოს ღილაკით, ასევე ვნახეთ რკინის შუბისპირი და
ბრინჯაოს აბზინდა. სამარხში მამაკაცის ფეხებთან დაკრძალული იყო მოზარდის ნეშტიც, რომელთან
ერთადაც აღმოჩნდა დოქი. ეს ნეშტი ჯერ აღებული არ გვაქვს და ვერ გეტყვით მას რაიმე ნივთი აქვს თუ
არა ჩატანებული.

კოლხური ნასახლარის ერთ-ერთი თხრილი.

- როგორც თქვენ ბრძანეთ, აღმოჩენილ მამაკაცს პირში ბრინჯაოს მონეტა და მახვილი ჰქონდა, ასევე
ბრინჯაოს აბზინდა. ეს მის სოციალურ ფენაზე ხომ არ მიუთითებს?
- შესაძლებელია რომ ასეც იყოს. აღმოჩენილი მახვილი
რკინისაა და ვიდრე ლაბორატორიულად არ დამუშავდება,
რთული იქნება ცალსახა პასუხი. მახვილზე არის
ორნამენტებიც, რომელიც კარგად არ ჩანს და აუცილებელია
მისი დამუშავებაც.

- რითაა ეს სამაროვანი სხვა სამაროვანებისაგან გამორჩეული?


- ეს სამაროვანი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ამგვარი
სამარხები, რომელიც მთელ ანტიკურ პერიოდს მოიცავს,
საქართველოში იშვიათია, ამასთანავე ეს სამაროვანი
მიუთითებს თანადროულ გარე სამყაროსთან არსებულ
მჭიდრო კონტაქტებზე. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს აქ
აღმოჩენილი უცხოური ნივთები (ძირითადად სამკაული),
რომელიც შარშანდელ აღმოჩენებშიც უხვადაა. გარდა ამისა,
მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ცხეთა-დეხვირის ტერიტორია
გამოცხადებულია ცაგერის ისტორიული მუზეუმის ღია ცისქვეშ არქეოლოგიურ -
ეთნოგრაფიულ მუზეუმად და ის მოიცავს სამი პერიოდის ძეგლებს, კერძოდ: ძვ.წ. პირველი
ათასწლეულიდან აქ წარმოდგენილია კოლხური ნასახლარი; შემდეგ მოდის ანტიკური ხანის
სამაროვანი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III საუკუნიდან ახ.წ. III-IV საუკუნემდე და შუა საუკუნეების
ციხეთა კომპლექსი. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ტერიტორია რამდენიმე
ათასობით წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო როგორც მდებარეობით, ასევე სტრატეგიული
პოზიციით.

- არქეოლოგიური გათხრები გრძელდება და თუ შესაძლებელია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი


აღმოჩენა გაკეთდეს?
- რა თქმა უნდა, ვვარაუდობთ, რომ უფრო ძველ ნიმუშებსაც მივაკვლევთ.

(სტატიის მთავრი ფოტოს ავტორი: ნუგზარ კოპალიანი)

შირაქის ველის საიდუმლო


ახლმა აღმოჩენამ შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის
ისტორია თავდაყირა დააყენოს

ვინ არის იდუმალი მხედართმთავარი?

"ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საფლავის პატრონი


სამხედრო ელიტის წარმომადგენელი იყო. ამას მოწმობს მისი
აღკაზმულობა, დიადემა შუბლზე. საფლავში ორი იარაღია
აღმოჩენილი, მახვილი ჩონჩხის უკან, რომელსაც შესაძლოა ზურგზე დაკიდებულს ატარებდა და
ისრისპირი, რომელიც მიცვალებულს მუცლის არეში აღმოაჩნდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ისრით
მოკლეს"

შირაქის ველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად


აღმოჩენილმა ნაქალაქარმა შესაძლოა თავდაყირა დააყენოს აღმოსავლეთ საქართველოს
სახელმწიფოებრიობის ისტორია, მეტიც, კონტინენტური რეგიონის მატიანეშიც მრავალ დღემდე უცნობ
დეტალს მოჰფინოს ნათელი ან კიდევ უფრო იდუმალი გახადოს ამ დრომდე ამოუხსნელი ფაქტები.

გავრცელებული წყაროებისა და სხვა მასალების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში


სახელმწიფოებრიობის ისტორიას იბერიის სამეფოს შექმნიდან ითვლიან, რომელიც ბევრად
ახალგაზრდაა, ვიდრე დიდნაურის ნაქალაქარი. იბერიის სახელმწიფო ქრისტემდე მეოთხე საუკუნეში
დაარსდა, ახლახან აღმოჩენილ ნაქალაქარს კი ძველი წელთაღრიცხვის ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში
უნდა ეარსება. მეცნიერთა წინასწარი ვარაუდით, ოდესღაც აქ ძველისძველი სახელმწიფოს დედაქალაქი
არსებობდა, რომელიც მტრის შემოსევამ ან მიწისძვრამ დაანგრია.

ამ დღეებში დიდნაურის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა დიდგვაროვანი მხედართმთავრის სამარხის


გახსნა, სადაც ჩონჩხთან ერთად აღმოჩენილი ორი იარაღი საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ
საფლავის პატრონი მოკლეს, რადგან მის მუცელში ჩარჩენილია იარაღი. მეცნიერები მოუთმენლად
ელიან ინგლისის ერთ-ერთი ცნობილი ლაბორატორიის დასკვნას ჩონჩხის დნმ-ის შესახებ. ამით პასუხი
გაეცემა კითხვას, რა წარმოშობის იყო სამხედრო პირი, რომელიც მრავალრიცხოვან მტერთან თუ არა,
მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში ისრით მოკლეს.
"კვირის პალიტრა" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური
სამსახურის უფროს კოტე ფიცხელაურს ესაუბრა:

- როგორც ვიცი, გათხრამდე იცოდით, რომ საქმე უძველეს ქალაქთან გქონდათ.


- 2011 წელს გუგლის რუკით
რეგიონებს ვათვალიერებდით და
ჯერ იქ აღმოვაჩინეთ, რომ
შირაქის ველზე უძველესი
ქალაქები იყო. ის, რასაც ახლა
დიდნაურის ნაქალაქარს ვეძახით,
უძველესი, შირაქის ველზე
გაბნეული პატარა ქალაქების
შუაგულშია. ეს გვაფიქრებინებს,
რომ აქ იყო დედაქალაქი,
დანარჩენები კი მას იცავდნენ.
2014 წლიდან დავიწყეთ არქეოლოგიური კვლევა. მოლოდინმა გაამართლა. მეტიც. დასტურდება, რომ
ძალიან მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლთან გვაქვს საქმე. სავარაუდოდ, ეს არის ამიერკავკასიაში
ყველაზე დიდი ნაქალაქარი და დღითი დღე თვალში საცემი ხდება მისი გრანდიოზულობა. ქალაქს
ძველისძველი, 7 მეტრი სიგანის და კილომეტრ-ნახევარი სიგრძის დამცავი კედელი და თხრილი აქვს
გარშემო. განსაკუთრებულია თიხისა და ხეებისგან აგებული კარიბჭე.

- არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური აცხადებს, რომ ამ ქალაქმა


სავარაუდოდ, 200 წელს იარსება.
- 200 წელს ვვარაუდობთ სამარხებისა და იმ მასალის მიხედვით, რაც ამ ეტაპზე აღმოჩნდა. სამარხები
იარუსებად არის ერთმანეთზე განლაგებული, რამდენიმე ფენოვანია. კვლევების დასრულების შემდეგ,
შესაძლოა დადგინდეს, რომ ქალაქი ნავარაუდევზე ძველია და მეტხანს იარსება.

- განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩონჩხმა.


- ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საფლავის პატრონი სამხედრო ელიტის წარმომადგენელი
იყო. ამას მოწმობს მისი აღკაზმულობა, დიადემა შუბლზე. საფლავში ორი იარაღია აღმოჩენილი,
მახვილი ჩონჩხის უკან, ზურგთან, რომელსაც შესაძლოა ზურგზე დაკიდებულს ატარებდა. სამეცნიერო
ლიტერატურაში ამ იარაღს ჰქვია
კახური სატევარი. ცნობილია ძველი წელთაღრიცხვის მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებიდან,
ბრინჯაოს ხანიდან. შესაბამისად, ეს არის ადგილობრივი იარაღი. საინტერესოა ისრისპირიც, რომელიც
მიცვალებულს მუცლის არეში აღმოაჩნდა და იმაზე მეტყველებს, რომ ამ ისრით მოკლეს. ისრისპირი კი
არაკავკასიურია, მსგავსი ცნობილია მხოლოდ მცირე აზიისთვის.

- ამ ისრის წვერით შეიძლება დავადგინოთ, ვინ დაესხა თავს აქ მცხოვრებ ხალხს?


- ძალიან ბევრი რამ არის დასადგენი. ისიც არ ვიცით, ვინ ცხოვრობდა ამ ადგილზე, რადგან ქართულ
წყაროებში მათ შესახებ არანაირი ცნობები არ შემორჩენილა და შესაძლოა, თუნდაც ამ ტრაგიკული
ამბის შესახებ ისევ აზიური წყაროებიდან შევიტყოთ. აღმოსავლეთის ცივილიზაციის ნიშნები ჩანს ამ
ქალაქის ბინადართა ცხოვრებაშიც. შესაძლოა დაღუპულის ნეშტი ადგილობრივს ეკუთვნის, მაგრამ
საკითხავია, საიდან მოვიდნენ, როდის და როგორ დაფუძნდნენ აქ. არ ვიცით, რა ცივილიზაცია იყო აქ.
არსებობს მოსაზრებები, რომ ხეთური სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ჯგუფები სხვადასხვა
მიმართულებით გაეშურნენ და დასახლდნენ. უდაბნოში გვაქვს ნაქალაქარი, სადაც აღმოსავლეთიდან
მომავალი სწორედ ერთ-ერთი ჯგუფი უნდა დასახლებულიყო. შესაძლოა აქაც მსგავსი რამ ხდებოდეს.
არც ის არის გამორიცხული, მოკლულიც და მკვლელიც სხვა მიწიდან მოსულიყვნენ და აქ მოსვლოდათ
კონფლიქტი.
ძალიან ბევრი სახელმწიფო ორგანიზაცია ჩაერთო ამ საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ დიდი
დაფინანსება არ გვაქვს, ვფიქრობთ, ამ ძალისხმევის შედეგად კიდევ ბევრი საიდუმლო
გამომზეურდება.
- რითი შეიძლება განადგურებულიყო ქალაქი?
- შესაძლოა მტერს აეოხრებინა ან მიწისძვრას დაენგრია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
სეისმოლოგებმა მიწისძვრა ივარაუდეს. თუ სტიქიამ დასცა ქალაქი, გათხრებისას გაირკვევა.

You might also like