You are on page 1of 49

რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის?

წერილი პირველი

ფაილის მოცულობა - 3 გვ.

2001 წლის აგვისტოში პატრიარქმა ილია II-მ თქვა, რომ ახლა ჩვენ უდაბნოში
მივდივართ, ღმერთი მრავალ განსაცდელს მოგვივლენს და მალე მივალთო აღთქმულ
მიწაზე. კი მაგრამ, რომელმა ღმერთმა რა აღგითქვა? საკუთარ მამულში ხარ და ამას
როგორ ამბობ? თუ აღთქმული მიწა არის ლიბერალური მომხმარებლობა და
მეფულეობა, მაშინ ეს ნათქვამი ეკლესიის თვითგაუქმებაა. უდაბნოში როგორ
მივდივართ? თუ ილია II არის მოსე? როცა ერს არ შეუძლია ბრძოლა
სამართლისათვის და ედუარდის მეფობა ვერ დაამხო, მაშინ საჭირო გახდა
უღონობისა და უხეირობის ბიბლიურად გაფორმება. სხვა მღვდლებსაც არაერთხელ
უთქვამთ ქადაგებისას, რომ ჩვენ ახლა უდაბნოში მივდივართო. თუ პატრიარქი ამას
ამბობდა იმ აზრით, რომ ედუარდი იყო საძულველი ფარაონი, მაშინ რაღას
აჯილდოებდა მას ეკლესიის უმაღლესი ორდენებით? რატომ არასოდეს ითქვა
სინოდის მთავართა მიერ ედუარდის მეფობაზე? პრეზიდენტად კი იყო
გაფორმებული, მაგრამ ნაკომუნისტარი თვითმპყრობელი იჯდა ტახტზე 12 წელი და
სანამ ამერიკელებმა არ გააგდეს, მისი დამამხობელი საქართველოში არავინ იყო.

*******************

ჩამოდიოდა მთიდან ვაჟა-ფშაველა თბილისში და რაც ბევრჯერ დაუნახავს, ის


დაწერა მან თითქმის საუკუნის წინანდელ (ამ ტექსტს ვწერ 2011 წელს) უსათაურო
ლექსში „ჩემ სიყმაწვილეს მივტირი...“ (1913 წ.):

„ათასი მიეთმოეთი,

ფერობა, ენის ტკრციალი,

ათასგან ჩაძრომ-გაძრომა,

ცხოვრება ცუნცრუკიანი -

ღრეჯის, ფეხების ლოკვისა, -

უმსგავსი, მუწუკიანი!“

რა არ მოხდა საქართველოში 1913 წლის შემდეგ. იყო რევოლუციები,


მსოფლიო ომები, სოციალიზმსა და კაპიტალიზმს ჰყავდა თავისი ავტორიტეტები.
საქართველოს ბოლშევიზმმა დიდი ნახტომი აქნევინა ცარიზმიდან ინდუსტრიულ
ეპოქაში. 80-იანი წლები საქართველოს აღმავლობის ჟამი იყო. არაფერი არ
შეინარჩუნა ქვეყანამ. რელიგიასა და თავისუფალ ბაზარზე მითითებით ყველაფერი
გაავერანა. დამკვიდრდა სოციალ-დარვინიზმი.

რა და როგორ არ თქვეს, რამდენი წიგნი დაწერეს და ერთურთი ატყუეს


ქართველებმა. რა როგორ არ გადაასხვაფერეს და ძონძები სტავრად ასაღეს. სად არ
იარეს ქართველებმა განვლილ ოც წელიწადში, ვის არ შეხვდნენ, ვინ აღარ ისტუმრეს
უცხოელთაგან საქართველოში. საქართველოს ხვედრი კი ისევ ისეთია. მერამდენედ
გადაბრუნდა ურემი საქართველოში და გზა მაინც არ გამოჩნდა. ერთი საუკუნის წინ
რევოლუციონიზმის იდეებით გარეტებული ქართველნი ერთურთს მტრობდნენ.
ღატაკი ქვეყანა გაზეთებისა და არამზადა რედაქტორების დახლი იყო. ასწლეული
მიილია და ისევ იგივე ხდება.

ხშირად მიკითხავს უფროსი თაობის წიგნიერი კაცებისათვის,


მღვდლებისათვის, თუ რატომ მოუბოლოვდა საქართველოს ასე უბედურად. პასუხად
ასე მომიგეს, რომ ქართველი ერი ჯერ კიდევ უდაბნოშია და აღთქმულ მიწამდე
დიდი გზა აქვს გასავლელი. თუ ეს ასეა, ქართველი მოსე ვინაა? აპოსტასიაა ამის
თქმა, რო ქართველი ერი უდაბნოდ იარება.

თუ რჯულის ძარღვს გრძნობ, მაშინ გული უნდა უნდა გიგნობდეს, რა ითქმის


მრუდად და რაში სცბის მომსჯელე. ლიბერალიზმზე ამდენი ლაპარაკით ქართველმა
თავისი მამული დაკარგა. ამიტომ მოსწონს მას ქართველთა შედარება მოსეს დროის
ებრაელებთან. მთელი სიმკაცრით უნდა დაისვას კითხვები: რატომ არ გვყავს
მოაზროვნე? რატომ დავკარგეთ სამშობლო? საიდან უწყვეტი გამცემლობისა და
მტარვალობის ასეთი მოძალება? ქართველთა მოდგმა განსაკუთრებულად
მუტირებული და ბასტარდიზებული უნდა იყოს, რომ ასეთი მამაძაღლურ ცხოვრებას
ეგუებოდეს. არ არის გვარი ქართველისა სათნოქმნად. უჯერობა და უშვერება მეორე
გულად არის ქართველის საგულეში.

მოსეს მიდარება საკუთარი ჩაფლავებულობის გამართლებაა. სისხლი და


ბედშავობა დაეთია თავს დიკირ-ტრიკირით განათლულ და ასგზის ნაკურთხ
ეროვნულ მოძრაობას. დილით დაწყებული საქმე სამხარზე სამუდამოდ ჩაფლავდა.
ორმილიონნახევარმა ქართველმა, რაც არის აღმოსავლური ან დასავლური
მეგაპოლისის ერთი გარეუბანი, ვერ შეძლო შეთანხმება ვერც ერთ საკითხზე.
ქართველებს ზოოლოგიურად სძულთ ერთმანეთი და სისხლი სწყურიათ. ყელამდეა
სიტყვის თავისუფლება, მრავალპარტიულობა და არჩევნები. ყოველივე ამან ისევ
ქართველი ამხილა და შეარცხვინა სამუდამოდ. უდაბნოში ვინც მიდის, მას უფლისა
ეიმედება და არა გაეროს რეზოლუციებისა და ეუთოს დასკვნებისა. სად გაგარულა
ქართველი და სად უომია, რომ ეს დუნიას შეეტყო? აღთქმული მიწა როგორაა
ლიბერალ-კაპიტალიზმი, როცა ქართველი არც ლიბერალად გამოდგა? თუ
მღვდელნი კალვინისტური და ლუთერული რელიგიურ-პოლიტიკური
დისიდენტობის მიღწევებს ქართველთ აღთქმულ მიწად უსახავენ, მაშინ რატომღა
მიაჩნიათ მათ დასავლური ქრისტიანობა სატანურად?

მოსეს თემის უდაბნოდ სვლა და ყამალეკთან ომი არაა მეტაფორა. ესაა საღვთო
ისტორია, რომლის მოხსომება ყოველ იუდეველს უხამს. ეს არის მონადყოფილი
ხალხის დიდი დასაწყისი, როდესაც თავად ღმერთი მონაწილეობს ისტორიის
შექმნაში. ღვთის გზას გადაცდენილთა სასჯელი სიკვდილია, რადგან უფლის
მონაწილეობა კაცთა ომში ძალზე ძვირად ფასობს. რელიგია იმად არის რელიგია, რომ
აქ ყოველ ნათქვამს იმპერატიული და პროჰიბიტური აზრი აქვს. აბრაამთან და
იაკობთან დადებული აღთქმის გამო გაწყვიტა თორას ღმერთმა მოაბელნი,
მიდიანელნი, ყამალეკი და სხვანი. ადამის დაწყევლის შემდეგ კაცი და ღმერთი
ერთად იარებიან მიწაზე და ერთად ომობენ აღთქმული მიწის მოსანაგრებლად.

ქართველი რომ თავის უდაბნოდ სვლაზე ირწმუნება, გულისხმობს, რომ


ქართველობა ღვთისაგან რჩეული მოდგმაა. ეს მრავალი წელია ამბიონიდან ითქმის.
კი მაგრამ, ხალხებს შორის ქართველნი თორას ღმერთმა გამოარჩია, თუ სახარების
ღმერთმა? რჩეული ერი ხარ და ასეთი საძაგელი როგორ ხარ ყველაფერში? დიდი
სირეგვნეა ქართველთა საღვთო რასიზმი.

იანვ. 2011 წ.

რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის?

წერილი მეორე

ფაილის მოცულობა - 6 გვ.


დიდად საოცი და შემაძრწოლებელია, ოდეს ღმერთი კაცთა გვერდით
ხილულად ჰგია მოსეს ბანაკში და საომრად იზიდება. ამ დროს კაცის ფიქრი და
სიტყვა სრულიად სხვაგვარია. იაკობის ძეთა ეგვიპტიდან გამოსვლა არის ისტორიის
მახვილით შემქმნელთა კურთხევა, საღვთო განზრახულობის საომარი დასაწყისი.
აღთქმული მიწა მეომრული ჩაუქობით მოიპოვება. უდაბნოში გაქცეული მონა
აღთქმულ მიწაზე უნდა შევიდეს მხოლოდ როგორც მეომარი. საღვთო
განზრახულობისათვის თორას ღმერთმა ხალხებიდან მხოლოდ იაკობის ძენი
გამოარჩია.ზეპურობას დიდი სისხლით დადასტურება სჭირდება და იუდეველმა
მიიქედა ეს ტვირთი.

უდიდესი ფილოსოფიური აზრია მოსეს წიგნებში. იუდაიზმისა და


იუდეველთადმი სიძულვილის, ქრისტიანული ღვთისმეტყველების შაბლონების
გამო ეს არაა ჯეროვნად გააზრებული. მიწის გულისათვის ხილულად ჰგიეს და
იბრძვის ღმერთი მახვილით. განა ცათა გამო, მტილოვანთა გამო შემოექცა ღმერთი
სოფლად, არამედ მიწის გამო. იმ მიწას ეზრუნვის ცაბაოთი, რომელიც ადამის მიერ
ნაყოფის ხმევისათვის საუკუნოდ დაიწყევლა. მოსეს ბანაკში დგომით თორას ღმერთი
ადამის წყევლას იზიარებს. ნათლის სვეტად დადგა მამრი ღმერთი მისგანვე
სასტიკად დაწყევლილ მიწაზე. აი ეს არის საზარელი საგონისი.

შეუძლებლის შესაძლებლობა დადასტურდა მოსეს ბანაკში. ომით დაიწყო


კაცისა და ღმერთის ერთობის ისტორია. ზეაღმტაცია მოსეს ქრონიკების სიალალე და
გულმოწყეობა. ფილოსოფოსს უხამს ამის კვლავ წაკითხვა და სიტყვის გამოგება არა
იმისათვის, რომ მომყრალ სამოყვასოს ღვთისმოსაობას უმტკიცებდეს, არა იმისათვის,
რომ მოსეს ისტორიაში უთუოდ ქრისტეს მოსვლის მინიშნებას ხედავდეს და თავს
ნაზარეველი მოძღვრის მოესავად ასაღებდეს.

ქართველიც იჩემებს საღვთო რჩეულობას. სულ მცირე რამ მაინც თუ არის მის
ცხოვრებაში ბიბლიური? ახსოვს კი მას ახლახანს მომშთვარი ეროვნული მოძრაობა?
რაც სულობად იყო წარმოჩენილი, დრომ ის სიბრიყვედ წარმოაჩინა. როგორ
გაყუჩებულა და გამტკნარებულა ქართველი ჭამადის გულისთვის. თითქოს არა
ყოფილა რა. გაიაზრა მან ეს მოვლენა ისე, როგორც ჰხამს? პურით ცხონების გამო
განაგდო ქართველმა რჯული. ერთი დღის სავალს ვერ გაივლის უდაბნოში ის, ვინც
წინ პოლიტიკური მაიმუნი და ძველი ავაზაკი გაიძღოლა. თბილისის მოსიკელა და
მიტინგის კინტო ვერ ივლის უდაბნოში. გაზეთის თითხნაში დაბერებული კაცების
ლაღობა და ანგლობა შვილთა თაობას მოსახსოვნელად არ გამოადგება. ვაი კაცებს,
ვისთვისაც საბოლოო არგუმენტი ხატების ქუჩაში გამოტანა და გაზეთში სახარების
ბეჭდვაა. ნატყუარი და წუთხიანია ეს მერჯულეობა.
ქართველებს ვინ აღირსებს მოსეს? იგი რომ იყოს საქართველოში, მოდგმის
ნახევარი მოსეს ბელადობის პირველივე თვეს გასაწყვეტი იქნებოდა. შვილს ასწავლის
იუდეველი ლოცვას, რომ გახსოვდეს ეგვიპტიდან გამოსვლა. ქართველი თუ იტყვის
თავისი წარსულიდან ლოცვაში წარმოსათქმელ ამბავს? როგორ დაუნდობლად
მოიკლა ქართული იდეა პურით ცხონების გულისათვის. მოსეობისას უდაბნოში
იარება რელიგიური თემი და არა ლიბერალი ინდივიდების შენაყარი. მოსეს ბანაკში
ადამიანის უფლებები მცირეოდენსაც არ ნიშნავს. აქ შემცოდე სიკვდილით ისჯება.
იგი ვერ გაიქცევა ლიბერალთა ვექილთან საჩივრით.

ეს ყოველივე გააზრებული რომ ყოფილიყო, მაშინ მრავალგზის აღარ


იტყოდნენ საერონი და სამღვდელონი, რომ ქართველნი ჯერ კიდევ უდაბნოდ
იარებიანო. გულარძნილია ქართველი თავისი ქვეყნის მიმართ. იგი საკუთარ მიწაზე
მოსულივით იქცევა. არ იცის მან მიწის ერთგულება და მისი შენახვა. სუნთქვასავით
გაიბუნება ქართველმა სიმხდალე და გამცემლობა. ქაღალდის მთები მოიჭამა და
მელნის ზღვა დაშრა მამულიშვილური წიგნების წერაში და ეს არას შველის. ახლა
რომ არის, ასეთი ჟურნალ-გაზეთობა არასოდეს ყოფილა საქართველოში. როგორ
გაარარავდა სიტყვა, როგორ გათახსირდა ენა. ამდენი მაიმუნი და უნტერმენში
გაზეთით იოხებს ბუგრიან გულს და იძღობს შლეგურ ზნეს. კლოაკად ქცეულა
ქართული ნაკალმევი. გუშინ თუ თქვაო ვაჟა-ფშაველამ:

„სისხლის დაღვრასთან სწორად გვაჩნს

ქაღალდს ნათითხნი მელანი.“

ლექსი „1875 წლის სახსოვრად“ (1895 წ.)

ესეც ვაჟა-ფშაველამ თქვა:

„არ გვეშველება, თუ ერთს დროს

სისხლად არ იქეც, მელანო!“

ლექსი „საახალწლო“ (იანვარი,1896 წ.)

სულ ერთი და იგივე მეორდება საქართველოში უკვე მერამდენე საუკუნეა.


გინდ მონარქია იყოს, გინდ რესპუბლიკა. უბედურებიდან ისევ უბედურება გამოდის.
მურდლად დასრულდა XX საუკუნე საქართველოში და XXI საუკუნეც ასევე დაიწყო.
ძველ ცოდვას ახალი ცოდვა მიესართა და ამას ეგებებიან განუწყვეტელი მღერითა და
ჩიტირეკიობით.
ქართველობას XX საუკუნის ბოლოს კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა
დაემტკიცებინა, რომ ის მართლაც ისეთ ცხოვრებას შექმნიდა, თავისი შეურიგებელი
ნათქვამით რომ იწამებოდა. დისიდენტების ლიტონ სიტყვას აყოლილი, იოლ
ცხოვრებას ნაჩვევი მოდგმა შუბლით კლდეს შეასკდა. ამის შემდეგ კი გალახული
კაცების გალობა და დავლური ტრადიციად და კულტურად წარმოჩინდა. ლიბერალ-
კაპიტალიზმის ნაკლებობას მიზეზობდა ქართველი და დუნიის გასაგონად ყვიროდა.
შემოვიდა ლიბერალიზმი, ადუღდა და გადადუღდა კიდეც, ქართველი კი ისევ ის
დარჩა. ცხოვრებამ აღარაფერი დატოვა ქართველთა სამიზეზოდ და მოსადავებლად.
შეგაძრწუნებს და გაგაშავებს ამაზე ფიქრი, თუ მართლა გელმის საქართველოს
ბედშავობა.

საქართველოში სინდისი არის საგაზეთო საქავებელი და წლობით იქავებენ.


გამოიყეფებიან და შორით იცქირებიან. ისე კი წარმოაჩენენ, რომ შუაგულში დგანან,
ხვითქი გადასდით ფიქრსა და მამულზე ზრუნვაში. აი ამიტომ, მუდამ სხვათა
დასაყიალად არის ამდენი აკადემიკოსის ქვეყანა. ამაგდარად წოდებული
პატივდებული მეტყუილენი მადლის მოფენასა და ღვთის მფარველობას
იმტკიცებიან. ისინი არას იტყვიან იმ უღმერთობაზე, რაც საქართველოშია. აქ მზე
დილითვე ჩადის. ქართველ მწერალს და ისტორიკოსს საქვეყნო სარბიელი თავისი
მამის დანატოვარი ბოსტანი ჰგონია, სადაც ის თავისთვის იჩიჩქნება, თავისას
ერეკება. რა არის ქართული პატრიოტიკის ბოლო? ის, რომ უცხოელი ხარ შენს
მამულში, ცხოვრობ სამშობლოში, როგორც უცხოეთში. მარჩილადაც არ ფასობს ეს
ექსტაზურ-მამულიშვილური გაზეთობა. შეგექართლება ქართველი გაზეთში, გულში
კი გზიდან გადაგდებული ჰყავხარ. აზრი დაკარგა საქართველოში სინდისთან,
მუდმივობასთან, აზროვნებასთან დაკავშირებული სიტყვების ხსენებამ. არაფრობის
დამთესმა არაფრობა მოიმკო.

ეროვნული მოძრაობის საარაკო თავისმოჭრის შემდეგ კვლავ დადასტურდა


ივანე ჯაბადარის, ნიკოლო მიწიშვილის, კონსტანტინე კაპანელის აუგად თქმული
ქართველებზე. ვინც პირველობდა, ის უკანასკნელი გამოდგა. ქართველის
ინდივიდუალიზმი იყო და არის ნატუტუცარი კონსიუმერის ინდივიდუალიზმი,
უტიფრული ცუდმსიტყველობა, ქალაქელი ნარცისის ჭინთვა. ეს არაა შემეცნებითი
და შემოქმედებითი ინდივიდუალიზმი. ქართველის ცნობა გაირყვნა სიმარტივით,
სიმსუბუქით, მელექსია სადისტების ნაჯღაბნით. ქართველნი ეტანებიან იმას, რაც არ
მოითხოვს მუდმივობას. უაზნონი გულით, მყრალნი და მხდალნი ისევ გაზეთს
შეჰფარებიან. უსამართლობა და ცოდვის სისხლი არის ერთადერთი რამ, რაც
ქართველებს მცირე ხნით აერთიანებს. მეფეების დროიდან ასე იყო. მოწამლულია
საქართველოს ყოველი გოჯი მიწა. ყოველგვარი მეთოდოლოგიური ძიების გარეშე
აშკარად ეტყობა მოდგმას სხეულის კონსტიტუციაზე, ფიზიონომიაზე, ნათქვამსა და
ნაქცეურზე დაწყევლილობა. კრულებაში მყოფია მოდგმა და არ იმჩნევს.

მეტად დამთრგუნველია ეს ეთნიკური სტერეოტიპია, როდესაც იცვლება


სისტემები, რეჟიმები, იდეები და ამას ეწირება ათასობით ქართველი. ბოლოს კი ისევ
ისაა საქართველო. თუ ეს შეგნებული გაქვს, დიდად გგვემს და გიუცხოვებს
არამზადებით გავსილ სამშობლოს. სისულელეა ამდენი ლაპარაკი გზაგასაყარზე,
წყალგამყოფზე, ახალ გამოწვევებზე. ვინ გამოგიწვია ქართველო და რისთვის? ვინ რა
საქმეში გისაკლისა? ერთ დღეში რომ გაქრეს საქართველო, ეს ვის დაანაღვლებს?
არსად ხარ ქართველო წასული, რომ გზაგასაყარზე დადგე. გემძიმება გარეობა და
ყარიბობა. შენ გინდა, რომ შინ მჯდომს გაქებდნენ და სამოწყალოდ გინახავდნენ.
მტერმა იცხოვროს ქვეყანაში, სადაც ყოველ წელს ახალი ეპოქა და ახალი ეტაპი
იწყება, სინამდვილეში კი უხანო ხანი და ისტორიის მიღმა გდებაა. რის აღორძინებას
იმტკიცებიან? რა? სადა? რა გაგაჩნდა, რომ ააღორძინო? დიდი ქვეყნები - ინდოეთი,
ჩინეთი, არაბეთი, ირანი რომ დაკნინდნენ, ამის გააზრებას და დაძლევას დასჭირდა
ათობით მოაზროვნის მუდმივი ფიქრი. შენ ვინ გყავს აქ მოაზროვნე? არც რას სხვისას
კითხულობ, არც რა შენი გაქვს. ის ვერ გაგიგია დღემდე, რა გინდა, რა გალაპარაკებს.
აბა გამოვიდეს რომელიმე ფილოსოფოსი და სანიშნო რაღაც თქვას. 1992 წელს ხომ
ერთურთს აღარ აცლიდნენ პოლიტიკურ მარჩიელობას და დემოკრატობას
ფილოსოფოსები. დემოკრატიაზე დაიყვანეს მათ ფილოსოფია. დემოკრატია კი არაა
და ვერ იქნება ფილოსოფიის საგანი. პროფანაციული ციკლები არ წყდება. ბლეფობაა
ყველაფერი საქართველოში. ოღონდ ერთი დღეც გაათრიონ, როგორმე დააღამონ ეს
დღეც. მერე კიდევ ეს აქსიოლოგი, კულტუროლოგი, გალაკტიონოლოგი ქალები,
რომელნიც ბევრს იტყვიან ღირებულებათა შკალაზე, ჭეშმარიტ ძელზე, დაწუნებულ
ქვაკუთხედზე, ღმერთზე, რომელიც ვერვინ იცნო. შეგაზიზღებენ ქართულ ენას,
ქართულად ფიქრს, ქართველად გაჩენას და გაგაქცევენ.

თავისუფალ აზროვნებასა და შაბლონების დაძლევაზე ამდენი ლაპარაკის


მიღმა დგას გამედგრებული კონფორმიზმი. აზროვნების წესი ხელისუფლების
კაპრიზებითა და ეთნოცენტრისტული სილოგიზმებით გადასხვაფერებულა.
ჯღაბნიების არშინით იზომება დიდი და მცირე. რა აფრაკობაა ქართულ
ტელეარხებზე, სადამდე მივიდა ქართული გაზეთი. ცოცხალი მკვდრებისა და
მკვდრადშობილი სიტყვების გარემოში როგორ გამედგრდა წიგნისმტყუვარება.
წიგნების სასაფლაოები დადგა. ქართველი ცდილობს დამალოს ბედშავობა და
სიმდაბლე დასავლური ჰუმანიტარისტიკიდან აღებული ტერმინების ჭახჭახით.
მოშორდეს ქართულ ტექსტებს ეს პატრიოტობა და მათგან არა დარჩება რა.
ქართულ ნათვამს აკლია აზრი, აკლია ფილოსოფიურობა. ქართველის ნააზრევი
ექსტრემულად არაპლატონურია. ეს არის ნაზავი გასტრონომიულ-გენიტალური
რეფლექსებისა და პოლიტიკური ტაკიმასხრობისა. ქართველს აგიჟებს სიტყვები. მისი
ცნობიერება ფხიზლობს მხოლოდ ვერბალური სიშლეგისა და ექოლალიის დროს.
ამის გარეშე ქართველს უჭირს სიტყვის გამოგება. პოლიტიკური ცუგრუმელა
ათასობითაა, მოაზროვნე კი არსადაა.

თავს იტყუებს ქართველი, რომ ის არის მიშველების, მეგობრობის ღირსი


უცხოელთაგან. ნანობს, რომ მისი მამული აზიაშია და არა ევროპაში. ქართველნი რომ
ევროპაში ყოფილიყვნენ, ისინი გეტოებში ეყოლებოდათ. იქნებოდა ომები მიწების
წართმევის მიზნით, იქნებოდა სასტიკი ასიმილაცია. რევოლუციური ეპოქის
ევროპაში კი ქართველნი თავად დაადგებოდნენ ასიმილაციის გზას. მათ მოწყლავდა
ევროპის ქალაქების ბურჟუინული გარემო. ეს არ დაივიწყონ ლიბერალ-
კაპიტალიზმის სპეციალისტებმა საქართველოში. 40-50 მილიონიანი ქვეყნები აღარად
ჩასაგდებნი არიან და შენ ირწმუნები, რომ საქართველოდ წოდებულ
ორმილიონნახევრიან მონების სანაშენეს უცხოელთაგან ვინმე ფერაობას დაუწყებს?

აი ამ ჭკუით, ამ ნაგაზეთარით, რასაც „ეროვნული ფორუმი“, „სახალხო კრება“


და სხვა დასები ავლენენ, იმედოვნებენ რაღაცის შექმნას? მხოლოდ 2004-2011 წლების
განმავლობაში შექმნილი და გამქრალი პარტიების რაოდენობა დაგანახებს, რა არის
ქართველი. შესაძლებელია თუ არა უფრო დიდი ტყუილი, ვიდრე ის, რაც იყო 1992-
2010 წლებში? ნოე ჟორდანიას დროს დაწყებული ბლეფი საქართველოს
ევროპელობისა ბოლომდე მივიდა. მთა და ბარი გაჯერდა ტყუილით, მტარვალობით,
სიძულვილით.

ქართულ ტელეარხებს დაანახებენ თავის შვილებს აფხაზები, ოსები და


ეტყვიან: აი, ამათ გამოვშორდით სამუდამოდ. ქართველთა შემყურე აფხაზი და ოსი
კვლავ დარწმუნდებიან, რომ მათი განცალკევება სწორი იყო. მეტად თვალნათლივია
ტელეარხებზე ქართველთა გადაგვარება. საქართველოს გაგონებაც არ უნდათ
აფხაზსა და ოსს. შენ „ადეკვატურ ეთნოპოლიტიკაზე“, „ კავკასიურ სულიერ და
ზნეობრივ კოდებზე“ ლაპარაკობ. ქართველს გააქცევს საქართველოდან ეს
კაცთმოძულებრივი გარემო. ასე უნდოდა ქართველს, რომ აფხაზი თბილისში
ჩამოსულიყო, როგორც ყმა გლეხი ბატონის ბეგარაზე, სოხუმში კი ღალა
ეგროვებინათ თბილისში გამოსაგზავნად. შენი სისხლისმიერი, როდინდელი
ნათესავი რომ ასე მტრად მოიკიდე, ამას რუსებს ვერ დააბრალებ.
400-500 ათასიანი სომხური და აზერბაიჯანული დიასპორებია აქ და რა კარგს
იფიქრებენ ისინი ქართული ტელეარხების შემყურენი? თავად ქართველი ვერ უცქერს
ქართულ არხებს. იდიოტობა და სადისტობა მოსჩქეფს ეკრანიდან. უცხო ისწავლის
ქართულ ენას? კიდევ აქამდე როგორ დგას საქართველო?

რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის?

წერილი მესამე

ფაილის მოცულობა - 3 გვ.

ამდენი ფილოსოფიური თარგმანების,მხატვრული ტექსტების მხილველი


ფიქრობ, რომ ამოიქაჩა ქართველი თავისი ბნელი საუკუნეებიდან და სულით
განათლდა. თურმე იგი ისევ ის არის. არ უშველა მას ამდენმა წიგნმა. უბედურებამ
ვერ გამოაჯიქა ქართველი და ვერც აზრი დაუმძიმა მას. რაოდენი სასიკეთო
აღსრულდა საბჭოთა საქართველოში და ეს სოციალური პალინბიოზი ურყევი დარჩა.
მთელი ძალით გამოვლინდა ის თვისებები, რომელნიც თითქოს აღმოიფხვრა
საგანმანათლებლო პოსტულატებით. ეს თვისებებია: სახელისუფლო ბანდიტიზმი,
ერთურთის გასაყიდად ტაცება, საკუთარი ქვეყნის ძარცვა, არევისა და ჟლეტის ჟინი.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობას იქადიან პოლიტიკოსები, როცა ქვეყანაში


ათი ქართველი არ გაერთიანდება. მაჰათმა განდის ბრძოლაზე მითითება
პოზიორობაა. ქართველი ერთი დღითაც ვერ შეასრულებს განდისეულ სატიაგრაჰას
პრინციპს. იმ მოთმინების მეათედი არ ექნება ერთად აღებულ ყველა ქართველ
პოლიტიკოსს, რაც მაჰათმა განდის ჰქონდა. აქ ფეთიანობით, ისტერიით,
უტიფრობით ცდილობენ თავის გატანას მთავრობაც და ოპოზიციაც. საქართველოს
არც ერთი მმართველი ასე არ გალანძღულა, როგორც სააკაშვილი, მაგრამ თვით
საქართველოა სააკაშვილი. მისი გადავარდნის შემდეგ ქართველნი მალე დაივიწყებენ
მისგან მოწეულ ყველა სიავეს, ისევე, როგორც დაივიწყეს შევარდნაძე. ერთი სახრე
ხომ ზურგზე უნდა უცხუნო ქართველს და ეს მისთვის ცოტაა. მეორე სახრეს
ქვემოდან უნდა უმარჯვებდე და ასე ამყოფო სამუდამოდ.

რატომ არ ჰყავს საქართველოს ავტორიტეტული მხცოვანი კაცები? უფროსი


თაობის კაცთაგან უნდა ითქვას: ქართლი თუ არ იყოს, ეს საღვთო ყორუღი,
ძველისძველი და უცნობელი ტემენოსი, მაშინ სულამც დამხობილა დუნია. მამათა
თაობის კაცნი მხდალნი და დაუნდობელნი არიან. სათნოს არას დაუტოვებენ ისინი
შვილთა თაობას. მთლად ხელიდან წასულან, ქალებს ამოჰფარებიან. შუშანიკზე,
ქეთევან წამებულზე, თამარ მეფეზე იჯღაბნებიან და ყვირიან. ბოლშევიკურ
რეპრესიებსა და ცენზურას იმიზეზებდა ინტელიგენცია. თავს ისე აჩვენებდა, რომ
ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტდა. წლებს გააწვდინა ინტელიგენციამ თავისი ლაყბობა
და სახიობა. ეს ფენა ყოველგვარი რეპრესიების გარეშე გააქრო კაპიტალმა. იმ
ბოლშევიკური რეპრესიების შემდეგ ინტელიგენცია მაინც არსებობდა და მან ბევრი
საშვილიშვილო საქმე აღასრულა სწორედ სატანურად წოდებული ბოლშევიზმის
დროს. ახლა ინტელიგენტს არც ცენზურა უშლის ხელს,არც დევნის ვინმე და ის
საძაგლად იქცევა.

საქართველოში რომ ეროვნული შეგნება ყოფილიყო, ქართველობა რომ პოლიტიკური


ნაცია ყოფილიყო, ის თავზე არ დაითევდა ამდენ სიმდაბლეს. ჭკუაზე შემშლელია აქ
ცხოვრება. როგორ შეიხდინა მოდგმამ სირცხვილი. მხოლოდ ეს, რომ რაღაც შეყლურთონ
გაზეთში, ნარიოშალი რასისტობით გააკვირვონ ერთურთი. ვერ მოიშალა ქართველმა
ეთნიკური წარმოშობის გამო რუსების, სომხების, ჩეჩნების, აზერბაიჯანლების და სხვათა
დაცინვა. ქართველი ვიღას დასცინის? ბევრი სიბრიყვე ქნა რუსმა, მაგრამ მაინც ვერეცინეა ის
შენთვის, ქართველო. აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე ვერ წაიღოს. ჭირით
ამოგიგებს შენ რუსი.

ქართულში სიტყვა „ნისანი“ ნიშნავს ხანდახან ჭკუას გადასვლას. ნისანი ქართველთა


თაობებში განგრძობადი დიაგნოზია. ვინც არაა სნეული, ისიც ცდილობს სნეული იყოს.
ქართველი ფხიზლობს მუდმივი ფსიქოზისა და ეროტიზმის ვითარებაში. თუ ეს არაა,
ქართველი მომჩვარული და ძილად მივარდნილია. დეფექტიანობის კულტია ქვეყანაში.
საიდან მოვიდა მთავრობაში ამდენი ვირისტუჩა, ელამი, რინოლალიით, ლოგორეიით,
ენოფთალმიით და კიდევ რითი არ დაავადებული პოლიტიკური ტიპი? ფსიქიკურად
სნეულთა და დეფექტიანთა ასეთი დიდი პროცენტი არავის ექნება ხალხებში.

სებასტიან ბრანტმა (1458-1511) დაწერა სატირულ-დიდაქტიკური პოემა „გიჟების


გემი“ (Narrenschiff oder das Schiff von Narragonia(1494)). ის, რაც ბრანტთან გამოგონილია,
საქართველოში ყოველდღიურობაა. გიჟების ქვეყანა - ნარაგონია მართლა შეიძლება
არსებობდეს. თუ ასეთი ქვეყანა არსებობს, მას გიჟების გემი კი არა, გიჟების ფლოტილია
ეყოლება. ბევრჯერ უხსენებიათ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი, რომელშიც მეფე
ტიტველი იარება. ახლა, ცხოვრებაში და არა ზღაპარში, ერთი კაცი კი არა, არამედ მთელი
მოდგმაა ტიტველი. მას არწმუნებენ, რომ შნოიანად მოსილია და სხვებს მასზე რჩებათ
თვალი. შიშველია ქართველობა და თავისი უგვანი ლეში დუნიის სასაცილოდ დააქვს.
განმანათლებლობის ბოლშევიკური ინტერპრეტაცია დიდად ხელს უწყობდა ქართველებს
სიგიჟისა და სიმდაბლის დამალვაში.
ქართველი ეგუება იმას, რაც წესით დიდ აჯანყებას უნდა იწვევდეს. სულის სიმდაბლე
სხეულსაც სულ უფრო დაეჩნა. ციდამტკაველა და ცუნცულა გახდა ქართველი. თავ-ფეხიანად
დაიბრიცა და მოიბღუნცა. მიწაში ჩაძვრა, დაპატარავდა გვამით, მაიმახის გამომზერა აქვს.
ქოთანში ჩაეტევა იგი. თავისი ქვეყნის გათახსირებას, მოდგმის გადაგვარებას არც ერთი სხვა
გვარტომის ქალი ისე არ ეზრუნა, ვითარც ქართველი ქალი. ვინ შვა ამდენი უნტერმენში,
იდიოტი, ისტერიული სადისტი საქართველოში ან ძველად, ან ახლა? განა ამდენ საიგავო
ჩათლახს ქართველი დედები არ ზრდიდნენ? მოდგმა,რომელსაც ამდენი ძელზე გასასმელი,
თავზე მათრახგადასაჭერი ქალი ჰყავს, ვერასოდეს გაიმარჯვებს სულ მცირე საქმეშიც კი. არ
დამთავრდა აფრაკული ლაპარაკი გოეთეს „ფაუსტიდან“ აღებულ მარადქალურზე.
ქართველმა თავისი ჭკუისა იპოვა ამ das Ewig-Weibliche-ში და აღარ ეშვება მას.

რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის?

წერილი მეოთხე

მესიანისტია ამერიკელი და მთელი მისი პოლიტიკა ამ იდეით იდგამს სულს, რომ


დუნიის ხალხების მოძღვარი და მაცხონებელი თავად არის. თუ საღვთო რჩეული ხარ
კალვინისტური მესიანიზმის მიხედვით, თუ შენ მოგაქვს დიდი მოძღვრება ადამის
მოდგმისათვის, მაშინ უკვე ეს მესიანისტური რწმენა დასაშვებს ხდის და ამართლებს
ნებისმიერ ძალთაქმედებას მათ მიმართ, ვინც ამ მესიანიზმის უარმყოფელია. ამ დროს
ფიქციური ხდება საერთაშორისო ნორმები და კონვენციები. ეს არაა საქართველოში
გააზრებული. მესიანისტმა ჯორჯ ბუშმა შესაძლებელი გახადა დიდი ძალადობა და
წერტილი დაუსვა იალტა-პოტსდამის ხანგრძლივ ილუზიას, რომელიც საბჭოთა იმპერიის
დაშლიდან - 1991 წლის აგვისტოდან ერაყის მეორე ომის დაწყებამდე კიდევ ღიმღამობდა
მსოფლიოში. ბოლოს ეს მესიანიზმი იკარგება და რჩება მხოლოდ ძალადობა.

პროტესტანტებმა ლუთერის, ცვინგლის და კალვინის ჟამს დიდი საღვთისმეტყველო


დისპუტი ვატიკანს მოუგეს. მათი თქმით, თითოეული, ვინც თავს ქრისტეს მესავად მიიჩნევს,
თავად უნდა გაიაზრებდეს სახარების დებულებებს და ღმერთთან შუამავლის გარეშე
უბნობდეს. ასეთმა განსჯამ აამოძრავა ევროპა და აზროვნებას ყველა მიმართულებით დიდი
გასაქანი მისცა. საქართველოში არ ყოფილა და არ იქნება რელიგიური მაძიებლობა,
თეოლოგიური დისიდენტობა. ქართველი გაზეთებში დაიხატება როგორც მაძიებელი და
მოაზროვნე. სინამდვილეში კი ის სულ სხვა ვინმეა. საქართველოში არასოდეს იქნება
ურთიერთობის ისეთი კულტურა, რომ შესაძლებელი იყოს ბიბლიურ და ფილოსოფიურ
საკითხებზე ვინმესთან საუბარი.
ქართველი უდაბნოდ სვლას ჩემულობს და თან თავისი მამულის საღვთო
წილხვედრობას იმტკიცება. ეს წილხვედრობა ადგილის საკრალურობის სწავლებაა. ეს
ადგილი ქართლია. ის ქრისტიანობამდე იყო საღვთო ალაგი. თავად სიტყვა „ქართლი“ არის
საღვთო ყორუღის, კვრივის, ტემენოსის მნიშვნელი. შენ ქართლი დააგდე ქართველო და
უდაბნოს მიაშურე? სიტყვა „ქართველი“ სხვას არას ნიშნავს, თუ არა საღვთო ალაგის მცველს.
მამა-პაპათა ზერელეობის გამო ვერ შეიქმნა სწავლება ქართლსა და ქართველზე. ეს
გაცილებით მეტი რამ არის, ვიდრე ქართლის გაქრისტიანების ცუდად მოთხრობილი ამბავი.
თუ შენ ქართლი დააგდე ქართველო და უდაბნოში გარბიხარ, თურმე არ გინდა შენი მიწა-
წყალი. ის შენ მონობის მიწად მიიჩნიე. ამის გამო მღვდელთან მიდავია. გინდა თქვა მამაო,
რომ სახლის კი არა, მამულის კი არა, არამედ კარვის და უდაბნოს მოძღვარი ხარ? გინდა
მამაო თქვა, რომ უდაბნოში მიუძღვიხარ გაქცეულ ქართველთა თემს, ფერხნი ცხელ სილაში
გეფლობა და ბერის კაბა ქვიშით გიმძიმდება. თუ უდაბნოში მიმავლობს ქართველთა თემი
მამაო, ვინ შეცდომილი როდის დაგისჯია? სად წასულხარ შენ ქართველო, რომ ნაბიჯი არ
წაგხდენია და კოჭი არ დაგჩორთვია? როდის რა სათქმელი იყო ქართველის სადმიმავლობა?
შენი აღთქმული მიწა დასავლეთია. არ შეგრჩება ქართველო ამდენი კადნიერება. სხვამ ვინ
მოივერაგა სიტყვით და საქმით მამული, ვითარც ქართველმა? მშვიდობიანობის დროს
ესევითარი სიმდაბლე აჩვენა ქართველმა და ომებში რაც ქნა, ეს კიდევ ცალკე სირცხვილად
დაიდო.

ისრაელის ღმერთმა მიწას შეაჭმევინა მოსეს წინააღმდეგ შეთქმული აბირამი, დათანი,


კორახი და მათი ჯალაბობა. ქართველთა თემში ათი კაციდან რვა აბირამი და დათანია. ათი
აჯანყებულიდან რვა გამცემია. ათი გაფიცულიდან რვა შტრაიკბრეხერია. ასეთ თემს თუნდაც
უფლის ნათელი გაუძღვეს წინ, ის ერთი დღის სავალს ვერ გაივლის უდაბნოში.

ზნეობის ძალა, მორალური ზეგავლენა რომ არაა ქართველთა შორის, ამიტომ ხდება
მორიგი არჩევნების გაფეტიშება. არაფერი არაა სინამდვილეში ასარჩევი. ეს მხოლოდ
დასავლურ სოციოლოგიასა და ჟურნალისტიკის ისტორიაში წერია, რომ როცა მავან
მოხელეზე ტელევიზიით კომპრომატი გადაიცა, მისი ცოლი, შვილი და მშობლები
სირცხვილით გარეთ ვეღარ გამოვიდნენ. მოხელის შვილს სკოლაში თანაკლასელებმა
უთხრეს დასაგმობი სიტყვა, ხოლო ცოლსა და მშობლებს კი მეზობლები საყვედურობდნენ.
საქართველოში ასე არ იქნება. ასიათასობით არაკაცის ცოლ-შვილი და დედ-მამა ისე დადის,
ვითომც არაფერი. პირიქით, სულ მათი ინტერვიუებია ჟურნალ-გაზეთებში (ახალ წელს რა
საჭმელები გააკეთეს, სად იმოგზაურეს და მისთანანი). 1992 წლიდანვე ასე იყო და ასე იქნება
საქართველოში. ქართველები ოცი წელი უმსგავსად იფხანებოდნენ თენგიზ აბულაძის ფილმ
„მონანიებით“. რაღა არ თქვეს, მაგრამ ნახულა სადმე რომელიმე ავაზაკის დარცხვენილი მამა
ან შვილი?

წყეულია ქართველთა დრო. ყოველმა რიჟრაჟმა ნაწყევარს მიამთხვია მამაც და ძეც.


ყოველი გარდასული წელი ისევ სამერმისო წყევლაა. ბოროტება ჩასაფრებია მათ, ვინც ახლა
15-20 წლისაა. არაა საქართველოში ისეთი ძალოვანი სულის მექონი მამათა თაობა, რომ თქვას
- მტერია ღმერთი და ჩვენს ძეთათვისაც მტერი იქნება. ამაოდ შეირაცხა განვლილი ოცწლედი
ქართველთა საღმრთო გამოცდად და რჩეულობის ნიშნად. ისე აუხდება ქართველს, როგორც
მან თავისი მიწა მოსეზე ლაპარაკით უარყო. უცხო ეძალება ქართლის მიწას, რადგან
ქართველმა დაამტკიცა, რომ ის არაა მისი ღირსი, ის ვერ იცავს ცვად მიბარებულ ყორუღს. არ
შეწყდება თარსის თოვა საქართველოში. სულ ახალ-ახალ სავაგლახოს გამოუტყვრის განგება
კრულებაში მყოფ ქართველებს.

მოსეს ხუთწიგნეული, წინასწარმეტყველთა წიგნები იმას ადასტურებენ, რომ ძალუმი


სულობის დვრიტა ყოველთვის ვარამია. მწუხრეულობა კათარზისულად მოქმედებს
ადამიანზე, განწმენდს და აკეთილშობილებს მას. ეს უნივერსული წესია ადამის მოდგმაში.
საქართველოში, ამ ცოცხალთა სამარეში, ეს წესი მკვდარია. ქართველს არ სურს ვარამი
და თალხიანი ფიქრი. სიცილით კვდება ქართველი, როცა მისი ქვეყანა იქცევა. ან აქამდე
როგორ მოატანა ასეთმა თემმა? ქართველი ცდილობს საკუთარი ხელნაცარავობა მოსეს
ხუთწიგნეულს გამოაბას და სამერმისოდ კიდევ სხვა ხიმანკლობას მოიგონებს.

ისრაელის ისტორიის ეთიკური მაქსიმა არის ის, თუ რას იტყვის შთამომავლობა


წინაპრებზე. საღვთო საკითხავია სინაგოგაში ის, თუ როგორ მიეგოთ უკეთურ მამებს
საქმეთაებრ მათისაებრ. ისრაელის აწმყოს სვიანობა კი წინაპართა ნასათნოვარის
დადასტურებად მიიჩნევა. ქართველთა შთამომავლობა რაღას იტყვის თავის მამა-პაპაზე?
რას იტყვის უსვეობაში მყოფი შვილი მამაზე, გარდა იმისა, რომ მდღევრად კრულავდეს მას?
ავაზაკობის ალგორითმული ცხრილები უნდა შედგეს და ქართველთა ზნის სამუდამო
მოსახსოვრად დაიდოს. ბარელიეფები და ფრესკები უნდა იყოს თბილისში, რომ ყველა
ხედავდეს, ყველას ახსოვდეს, თუ რანი იყვნენ ლიბერალობას შეყენებული ქართველთა
მოდგმის კაცები და ქალები. მონუმენტები უნდა დაიდგას მათივე სახელობის სკვერებში.
არაკაცთა ბოგინი უნდა აისახოს ფერწერაში, დოკუმენტურ კინემატოგრაფში.

როგორ აიტაცეს საქართველოში ინდივიდუალიზმისა და ანგარების ლიბერალური


მოძღვრება, თითქოს მანამდე აკლდა ქართველებს ან ერთი, ან მეორე. ერთურთს უმტკიცებენ,
რომ ესაა თავისუფლების საწინდარი. რას ნიშნავს ინდივიდუალისტი წინაპარი? იმას,რომ
ცხოვრობდა მავანი, იჭიმებოდა, იმოსებოდა, ერთობოდა, თვალს აჭყეტდა. თავის თავს
ეფოფინებოდა და თავისთვის ილუკმებოდა. ჩავიდა იგი საფლავში. იარა, იარა და გადაიარა.
მოუხმობ როდესმე მას, როგორც წინაპრის შემწე სულს? სიცოცხლეში არა უფიქრია რა მას
მამულზე და ვისთვის რა შემწე იქნება? აი, ესაა ინდივიდუალისტი წინაპარი. ასეთივე არის
მისი თესლის მონაგარი. შვილს მამა ავიწყდება და ძველ დროთა მომხსოვნელობას კი იტყვის.
ცოლ-ქმარი სადღაც ცხოვრობენ, შვილებს გააჩენენ, დაიხოცებიან და ამით დასრულდება. რა
თაობათა კავშირზეა ამდენი ლაპარაკი? ცოცხლობენ და სხვა არც არა არის. გათენება-
დაღამებას მოჰყვებიან და ასე ჩავლენ მიწაში. ასეთი ცხოვრება ეთნებათ ქართველებს, რადგან
ეს უიოლესი რამ არის. ადამიანის ყოფნობის იდეალად ეს დაისახა.
რაოდენი ძალისხმევა მოხმარდა ქართველთა გაკეთილშობილებას XIX საუკუნის
მეორე ნახევრიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე და მაინც არ აღმოიფხვრა ტრაიბალიზმი,
ვერ ჩამოყალიბდა ერთიანი ნაცია (ამ ცნების შესატყვისიც არ შექმნილა ენაში). ჯერ ისე რა
იყო ქართველობა და რა უყო მას ამ ჰედონიზმმა. ფალოიმიტატორებისა და ლუბრიკანტების
ქარხანა უნდა გაიხსნას თბილისში. განა მარტო ეს არის. არაკაცთა ინკუბატორები,
უნტერმენშების სანაშენეები უნდა დაარსდეს. ანთროპოლოგი უნდა ჩამოვიდეს თბილისში,
რათა შეისწავლოს დეგენერატიზმი მის მიმდინარეობაში.

ეს საბაზრო ლიბერალიზმი, რომლის გამო ქართველი ამდენი წელი ასე გიჟმაჟობდა,


ისეთი არაფერი ყოფილა, რომ მის გამო ამდენი თქმულიყო და ამდენი ძალა მას შელევიყო.
მან ქართველს არაქათი გამოაცალა და ჩანჩურად აქცია. დილით ერთს ამბობს იგი,
შუადღისას მეორეს და საღამოსთვის კი მთლად ერევა დავთრები. წლები გავიდა და
ქართველმა ამ ცხოვრებისა ვერაფერი გაიგო. ცხვირპირი გაუგალა მას ცხოვრებამ, მკვდარი
და ცოცხალი გაუხიახა. არავინ არად ჩააგდო ქართველის მკვდარი უცხოეთში. რამდენი
საჩივარი გაიგზავნა დასავლეთში აფხაზეთის ომის გამო და რა? 20 წელზე მეტი ჰააგის
სასამართლოზე გასამართლებას უქადიდა ქართველი აფხაზებს. 200 ტომ დოკუმენტებზე იყო
ლაპარაკი. არა გამოვიდა რა აქედან. შემდეგ ვითომ დამატებით დოკუმენტებს ჰააგაში
მიმავალი ერთი ქალი ჩემოდნით მიათრევდა. ეს აჩვენეს ტელევიზიებმა. რაღა დარჩა ისეთი,
რომ თავიდანვე არ იყო გაგზავნილი? ეს ხომ კიდევ ერთი სიცრუე იყო. ბოხჩაში გამოკრული
მიგაქვს არა საჩივრების ახალი დასტა? ამას ტელევიზია აჩვენებს და ატყუებს ქვეყანას. აქეთ
გაგიჩაღებენ საჩივარს აფხაზი და ოსი.

თავისი გულისა მიიღო ქართველმა ასეთი მწვირიანი და უსინდისო ცხოვრებით. ეს


სინამდვილე ქართველის გულმძიმობიდან არის აღმორჩებული და ვარჯოვნებული. ეს არის
ძველი ჩვევა, პალინბიოზური მოვლენა, რომ ყველაფერი იყოს ბილწი და მახინჯი. ვითომ
ახალი, ინდუსტრიული ეპოქის შვილი იყო ქართველი და ისევ ის კი ყოფილა, რაც
ლეკიანობისა და ყიზილბაშობის დროს იყო. ისევ ის ზნე დაუმალავს და დაუსაჭიროვებია
ქართველს. რომ გაიხსნას ბორჯომში, ახალციხესა და ანაკლიაში მონათა ბაზრები, იმ
დღესვე ქართველნი ერთურთის შვილების პარვა-ტაცებას დაიწყებენ. გამცემლობა და
მაოხრებლობა გულისა და სისხლის ნაწილია. ჩაკირული გენეტიკური თვისებაა. მას ვერ
მოერია რევოლუციონიზმის ეპოქა და განმანათლებლობის დიდი იდეა. ჯერ ახლა ჰპარავენ
ერთურთს შვილებს ქართველნი გასაყიდად. რამდენჯერ გავარდა ხმა, რომ ასე მოხდა.

ტყვეთასყიდვის მოთავენი იყვნენ თავადები და მღვდელმთავრები. არავის


მოუნანიებია ამ სამუდამო ცოდვის გამო არც XIX, არც XX საუკუნეებში. ვედრების ლოცვები
უნდა დაწერილიყო ამის გამო, რომ ქართველი ღვთის წილხვედრ ქვეყანაში ღვთის წილს
იპარავდა და ჰყიდიდა. დიდი ვედრების ლოცვები უნდა დაწერილიყო იმის გამო, რომ ვერც
მეფემ, ვერც ეპისკოპოსმა ეს ვერ აკრძალეს და ასე გრძელდებოდა რუსთა შემოსვლის შემდეგ
კიდევ ნახევარი საუკუნე.
მოსეს ბანაკში ყოველი კაცი ერთმანეთის წინაშეა წარდგენილი, ვითარც საღვთო
მოწესე. ყოველი კაცი თავისი თანამოძმის ნაქნარის გამო მოეჭველი და მრისხველი ღმერთის
წინაშეა პასუხ-მიმგე. მოსეს ბანაკში ვერას იტყვი ინდივიდის განუყოფელ უფლებებზე,
პიროვნების ხელშეუხებლობაზე, თავისუფალი აზრის გამოთქმაზე. მოსეს ბანაკში თავად
ღმერთია ყოვლის საწინდარი. თიხისა და ალიზის მოყვარე ისრაელის თემი უდაბნოდ
შემოქცეულმა ღმერთმა მახვილის მოყვარედ აქცია. მისრეთის ღელე დააგდო იაკობის ძემ,
ყარიბობას შეუდგა და მახვილით მოიპოვა დიდება. ეგვიპტიდან გამოქცეული
მონადყოფილი უდაბნოში ომს ეთვისება. იოლი არაა მონობის მწიკვლის მოშორება. მოსეს
გავლილზე ათასობით შეცდომილი ებრაელის გვამი რჩებოდა. ღმრთის მფარველობამ
იაკობის თემისაგან დიდი საფასური მოითხოვა. თავად ღმერთი ითხოვს ურჩთათვის
სიკვდილს. ეს არის ერთადერთი სასჯელი. თუ არა და აღისპობა მისი ხილულად გება მოსეს
ბანაკში. ყამალეკი იუდეველს საუკუნოდ უნდა ახსოვდეს. მოსეს მიდევნა ეს მტრის
მომხსოვნელობა და მასთან ომია. განზოგადდა იაკობის სახლში ყამალეკის სახელი.
უდაბნოდ სვლა ომისთვის მზადებაა. თავად ღმერთი მოდის ყამალეკთან საომრად. მან
ამოწყვიტა იაკობს მტრად მოკიდებული ესავის ძენი უდაბნოში და დაწყევლა ისინი. თავად
ღმერთი ირისხვის და იუწყება, რომ გაწყვეტს ქანაანელებს, ხეთელებს, იებუსელებს,
ფერიზელებს, ამორეველებს, მოაბელებს, რათა საუკუნოდ დაუმკვიდროს იაკობის ძეთ
აღთქმული მიწა. ქართველი კი მერამდენე წელია რუსებს წყევლის, მათ ამოწყვეტას
ინატვრის. გაიხედავ და სიცილით ჩადის მოსკოვში, იქ დიდხანს რჩება. განა ასე ჰხამს
მტერთან შელომება. აქ თავისიანს ატყუებს ქართველი და მოსკოვში კიდევ რუსს ეცრუება.
მოსეს ბანაკში პურის ჭამაშიც ალალი უნდა იყო და არა ჩუმად იტენებოდე, როგორც ეს
ქართველებშია წესად. ქართველი ბანაკიდან გაიპარება და ისევ ეგვიპტეს მიაშურებს
სიცილით.

ბიბლია რა არის? ეს არის დასაწყისიდანვე ომის, ხალხების ჟლეტის წიგნი და რითი


მთავრდება ეს წიგნი, თუ არა ისევ ომით და ხალხების გაწყვეტით. თავად ღმერთი მოვიდა
მიწაზე, როგორც მეომარი. ომს ისწავლება იგი კაცისათვის. ეს ახლა არის, რომ ბიბლიიდან
მოჰყავთ ის ციტატები, რომელნიც ეთიკური მაიმუნობის და ლიბერალური განმარტების
შესაძლებლობას ქმნიან. მოსეს სისხლიანი ისტორიის გარეშე ქრისტიანობა ვერ იქნებოდა.
ქრისტიანობა დაეშენა მოსეს ამოყვანილ კედლებს, როგორც ზედა სართული, ლიბო კი მაინც
სეფერ-თორაა.

უდაბნოდ სვლა არის თორასეული პაიდეიის დასაწყისი. მონადყოფილი მეომრად


უნდა აღიზარდოს. აღთქმული მიწა მეომარმა მახვილით უნდა მოიალაფოს. არავის შეუქმნია
ასეთი ისტორია თვინიერ იუდეველებისა. ტრანსცენდენტურის შემაძრწუნებელი შემოჭრა
ხდება ხილულ სამყაროში. ისტორია არის ღმერთის მატიანე, ღმერთის მატიანე კი კაცის
ისტორიაა. ღმერთი მის შვილთან ერთად ომობს, ვის მამასაც თავად ეჭიდებოდა ბნელში და
აკურთხა ამის გამო. შაბათ ჰაგადოლი (დიდი შაბათი) არის ეგვიპტიდან გამოსული თემის
ჟამსათვალავის დასაწყისი. ეგვიპტიდან გამოსვლა ხსენდება თითქმის ყველა იუდაურ
ლოცვაში.

მონური ზნის, ეგვიპტეში სიმაძღრეზე წუხილის გამო ვერ შევიდა მამათა თაობა
ქანაანში. უდაბნოში ჩაიყარა მათი ძვლები. ისრაელის შტოთა თავკაცები იყვნენ ნახშონ
ყამინადაბის ძე, ახიეზერ ყამიშადაის ძე და სხვანი. შერისხა ყველანი ღმერთმა. ახალი
თავკაცები დაუდგინა მან ისრაელის შტოებს და მათ ეღირსათ იორდანეზე გადასვლა.
იეჰოშუა ბენ ნუნმა შეიყვანა ღვთის თემი აღთქმულ მიწაზე. მოსეს ემსგავსა საღვთო შურით
იეჰოშუა და ის დაადგინა თემის ბელადად ღმერთმა. უმწიკვლო უნდა იყოს ისრაელის
ლაშქარი და ყოველთვის გაუმარჯვდება მას. ოცდაათზე მეტი მეფე დაამარცხა იეჰოშუამ
და მზეც კი დაყოვნდა ცაზე, რათა მტრის გაჟლეტა დღის სინათლეზე მოესწროს. ღვთისაგან
დარისხებულის შემბღალავი უნდა მოიკლას. ღვთის წილის მპარავი ყაქან ზერახის ძე და
მთელი მისი სახლეულობა ჩაიქოლა და ამით დაცხრა ღვთის რისხვა. თუ ახლა
ღვთისმეტყველი ასკვნის, რომ ქრისტეს მოსვლით მრისხველი, შურიანი და მძვინვარე
ღმერთი სიყვარული გახდა და მოსეს ქრონიკების საფიქრალი გაუქმდა, იგი დიდად ცდება.
ნამდვილი თეოლოგია ვერ იქნება ჟურნალისტიკის სახეობა და ლიბერალური ოპუსების
კრებული. თეოლოგია ვერ იქნება საქალებო. ბოლოვადი საკითხების ლიბერალიზება და
ფემინიზება მათი გაუქმების ილუზიას ქმნის. რადგან წერა-კითხვის მცოდნეთა უმეტესობა
სულით სუსტი და მხდალია, ამიტომ საჭირო ხდება სამოყვასო ნუგეშინის გამოგონება.

აი ეს დიდი ამბავი მოშე რაბენუსი და ღმერთისა როგორ დაპატარავებულა


ქართველთა მონაყოლში. იეჰოშუას ბანაკში საღვთო წილის მოპარვისათვის მთელი ოჯახი
ჩაიქოლა. ქართველებმა საკუთარი მამული გაძარცვეს და საყვედრებელი მაინც თუ უთხრა
ვინმეს მღვდელმა? ძალზე ხშირად ითქმის შემობრუნების პუნქტზე. თუ საქართველოში
უდაბნოდ სვლას ირწმუნებიან, რაღა საჭიროა ასე ხშირად შემობრუნების პუნქტზე
ლაპარაკი? უდაბნოს თუ მიდიხარ, აღარ უნდა შემობრუნდე. არა მხოლოდ ყაქანის
სახლეულობა მოიკლა ისრაელის ბანაკში, არამედ დათანი, აბირამი, კორახი და ონი
შთანთქა მიწამ მათ სახლეულობასთან ერთად. ისინი ისრაელის თემს უჯანყებდნენ მოსეს და
მის ბელადობაში ღვთის ნებას არ ხედავდნენ. სადაც თავად ღმერთია ხილულად მყოფი, იქ
ვერ შეეჭვდები და თუ შეეჭვდი, ამაზე ღმერთის პასუხი შენი მოკვდინებაა. მოსეს ბანაკი
არის ტრანსცენდენტურის აბსოლუტური თვალნათლივობა. იმ შორეულ დროებში ღმერთის
ვლენას და ისტორიაში მეომარი უფლის წილის დადებას მთელი თემი ხედავდა. ადამის
დაწყევლის შემდეგ, მიწის დაწყევლის შემდეგ ეს იყო უდიდესი შეჰინა, რაც მის მხილველ
იუდეველს სასტიკად ავალდებულებდა.

საქართველოში კი რომ მოჰკითხო ამდენ გამცემსა და არაკაცს, თავით რომ


აზღვევინო, მაშინვე დაიწყება კვნესა - ქართველები ისედაც ცოტანი ვართ, საჯიშე ბიჭები
აღარ გვყავს და მისთანები. ის გაზეთები, სულ რომ იმხილებიან, იქადიან და სამართალს
საკლისობენ, დაიწყებენ ლაპარაკს ქრისტიანულ მიმტევებლობაზე, კიდევ ერთხელ
გადაასხვაფერებენ ვითარებას და მოწამლავენ ქვეყანას. გაზეთი საქართველოს მტერია. ვერც
სამღთო და ვერც კაცური კანონით ვერვის მოჰკითხავ საქართველოში. დაწყევლილია
ქართველთა გვარი. არც კვდება და არც რჩება. ესაა ასგზის ნაძრახი სიცოცხლე. ტყუის
მღვდელი, ტყუის მემატიანე, ტყუის მოხელე, ტყუის მასწავლებელი, ტყუის ყრმა. როგორც
ნახირი მდელოს მიჰყვება და ძოვს, ეგრეც ქართველნი ჰგიან. მონებად დაბადებულან. ბატონი
რომ არვინ იყოს, ქართველი მაინც მონაა. მონობაში უთენდებათ და უღამდებათ თაობებს.

მეზობელმა ქვეყნებმა თავის სასიკეთოდ შემოაბრუნეს ცხოვრება.


საქართველოში მცხოვრებ დიდ დიასპორებს ფეხი მტკიცედ უდგათ. ქვეყნებს შორის ერთი
საქართველოა ასე გაპანღურებული. პოლიტიკა ქართველთა საწამებელია. საკუთარ
ქვეყანაში იდეალურ მონად დადგინდა ქართველი. როგორ ზედ ეტყობათ ქართველებს
მობოლოვებისკენ სვლა.

თუ ხატოვნად ითქმის, რომ ქართველნი უდაბნოდ მავალი თემია, ბოლოს რა? რა და


უდაბნოდ გაჭრილი ქართველი ისევ ეგვიპტეს მობრუნდა და ბუქნა გამართა. ნეტამც ასე
ყოფილიყო, რომ ქართველს უდაბნოს განსაწმენდელის გავლა შეეძლოს. საქართველოში
კათარზისი იქცა კათაირეზისად (დაქცევად). არსად წასულა ქართველი, მონობის გეჯასთან
კისერწაწვდილი ჩაცუცქულა სათქვლეფის მოლოდინში. ქართველმა ვერ ისწავლა კეთილისა
და ბოროტის გარჩევა. ყოველივეს დაცინვისა და გაარაფრების შლეგური ჟინი ჰგვემს
ქართველს ყველა დროში. ბუმბულს უფრო მეტი სიმაგრე აქვს, ვიდრე ქართველთა ერთობას,
რომელსაც ეწოდება საზოგადოება, მოძრაობა, პარტია და სხვა მსგავსი.

მოსეს ბანაკში სიტყვა ისე არ იქცევა ბზედ და ჩალად, როგორც აქაა. მოიჭამა ყველა
ილეთი, რითაც ქართველი თავის თავს მალავდა. ბეყა ფულად დახურდავდა საქართველო და
შარაზე დაიყარა. უცხოელებთან გაბიძამამიდებულა. ამერიკელი კალვინისტი მესიანისტი
თორას მცნებებით განსჯის და შენ ქართველო, ან ყამალეკი ხარ მისთვის, ან გაბაონელი ყმა.
ამ მესიანისტისათვის შენი აღმოსავლური ქრისტიანობა ყამალეკის რჯულია. ვისიც
გეიმედებოდა, მან საშვილიშვილო ვალებით აგავსო, შენი ქვეყნიდან გაგაქცია და ქირის
კაცად დაგაყენა უცხოს კარზე, კერა ჩაგიქრო და ქალი გაგიბოზა.

ბევრი ითქმის სცენარებზე, რეჟისურებსა და რეჟისორებზე. ეს კია, რომ ამდენი


უბედურების შემდეგ საქართველოს სინამდვილე ვერ იქცა ტრაგედიად. ეს გასაკვირი რამ
არის და ამას საგანგებო განსჯა ესაჭიროება. უბედური და კრულია საქართველო, მაგრამ მისი
სინამდვილე ბალაგანი, ვოდევილი და ბურლესკია. ტრაგიკული არაფერია. ესეც
უკუღმართობის ნიშანია. ყოველი ნათქვამი საქართველოში უკუღმა უნდა გაიგო, რადგან
უკუღმართობისთვისაა გაჩენილი საქართველო.

თუ ვერც ევროპეიზმმა და განმანათლებლობამ, ვერც 90-იანი წლების ლიბერალიზმმა


და მას შეკავშირებულმა ეკლესიამ ვერ გააკეთილშობილა ქართველი, მაშ რაღა რჩება? რაღაა
სათქმელი საქართველოზე? განმანათლებლობის ინტერნაციონალური კონცეპტებით
მიჩუმათებული მონური და ავაზაკური ზნე კვლავ გაბოგინდა. ეს არის ქართული არქეტიპი
და არა ამირანი, კოპალა და სხვანი. ქართველთა შემყურემ შეიძლება გაიფიქრო, რომ ახლა XV
ან XVIII საუკუნეა. ეთნონარცისული ენალამაზობით ეს არქეტიპი არ იჩქმალება. ვითომ
ეგრეღა არიან ქართველნი, რომ ერთურთს სასოებით ითვლიან. სამშობიაროებში დაიარებიან
და ახალშობილთ თითებზე ჩამოითვლიან. ამდენს ლაპარაკობენ ქართველთა უნიკალურ
გენოფონდზე, როცა ირგვლივ მიზანთროპია სუფევს.

ილია ჭავჭავაძის პროფანაციის გამო


ჩემმა მცირე მკითხველმა გულზე დაიბეჭდოს ის, რასაც აქ ილიაზე ვიტყვი. ეს არ
თქმულა აქამდე და ჩემამდე უნდა თქმულიყო მათ მიერ, ვინც წლობით შეისწავლის ილიას
და წერს მასზე. ადრე ვთქვი რამდენიმე სიტყვა ილიაზე, მის წმინდანად შერაცხვაზე, რაზეც
ბურტყუნი დაიწყეს და ახლა დავუმატებ:

არ დაიბადება საქართველოში ერისკაცი, ვინც მახვილით ჰკრავს ჩალხს მრავალი


თაობის მრუდადნავალს და მობღუნცილ ქვეყანას გამართავს. მუდამ სიბრიყვისაკენ
გეზაღებული, უსვეობით გვემული ტაშფანდურა მოდგმა არ იგუებს მკურნალს და მის
მოკვლას შეეცდება. ასეთია მამულად ქართველთა ზნე. ხშირად ისმის, რომ ილია სჭირდება
საქართველოს. ილია რომც იყოს, ის ვერას დაუგვრის ქვეყანას. ილია XIX საუკუნის მეორე
ნახევარში გამოჩინდა, როცა საქართველოში აღარაფერი იყო მიწურებისა და გომურების
გარდა. ათასხუთასწლოვანი მწერლობის მქონე ქვეყანაში ილიამ წერა-კითხვის
გავრცელებით, ქართული ენის ვულგარიზებითა და გამარტივებით დაიწყო მოღვაწეობა.
ილია იყო იურისტი, მოსამართლე, ბანკირი, მწერალი, ჟურნალისტი. ყველაფერი ილია იყო.
დღეს ილია შეუძლებელია. ათი ილია ვერ უშველის საქართველოს. ყველა პროვინციას
თავისი ილია რომ ჰყავდეს, მაინც არა გამოვა რა. ქართული საქმე დღეს სხვაგვარად უნდა
დაიწყოს. ეს არ ესმით თვით წიგნიერ ქართველებს. ისინი ჩაცინებით იტყვიან, რომ აკაკი
ბაქრაძეს სურდა ილიაობა და მას თავი ახალი ილია ეგონაო. გურამ შარაძეს სურდაო
ილიობა. შარაძის მოკვლა მან ილიას მოკვლას გაუტოლა. ისინი ამქვეყნად აღარ არიან და
ახლა ჭაბუა ამირეჯიბს აჩემებენ ილია ჭავჭავაძეობას.

ილია საერთოდ ვერ გაერკვა რევოლუციურ ეპოქაში. ილია იყო მარაზმში მყოფი,
იდეურად დამარცხებული, დავთრებარეული, მძიმე ხასიათის დასნეულებული მოხუცი,
რომელიც დიდი თავგამოდებით საქვეყნოდ გალანძღეს და მოკლეს ქართველებმა, შემდეგ კი
ერის მამად შერაცხეს, ჯამბაზურად გააფეტიშეს. ასე არ მოხდებოდა, ილია რომ არ მოეკლათ.
ბერიკაცის მოკლვა კიდევ ერთ სამუდამო სირცხვილად და ცოდვად დაედო ქართველობას.
ილიას მოჭირისუფლეებად დადგნენ ვინგინდავინ მწერალ-მოლექსენი და დღემდე ასეა.
წინაპრის ნახრავი ცოდვის ძვალი შთამომავალს ეჩხირება ყელში. საქართველოს სინამდვილე
ამას იუწყება მერამდენე საუკუნეა. 1885 წლიდან აღარას სწერდა დასნეულებული ილია. 1887
წელს დაწერა „ოთარაანთ ქვრივი“ და ამის შემდეგ 20 წელზე მეტი მას აღარაფერი დაუწერია.
ლექსი რაა და ისიც აღარ. კლასობრივ ბრძოლაზე, ქართველთა ერთურთისადმი უცხოობაზე
ფიქრობდა ილია და „ოთარაანთ ქვრივი“ ამის პასუხია. ილიას ეს ნაწარმოები არის
ანტიარისტოკრატიული ფრანგული რომანისტიკის შაბლონური სიუჟეტი იმაზე, თუ როგორ
შეუყვარდათ ერთურთი სხვადასხვა კლასების წარმომადგენელ ქალ-ვაჟს. იმ ჟამს ამაზე წერას
თავისი საზრისი ჰქონდა. ეს თემა გადავიდა რუსეთში და იქაც საკმაოდ დაიწერა იმაზე, რომ
მემრუშე არისტოკრატმა გლეხის გოგო შეაცდინა და გააუბედურა, კეთილმა გლეხმა კი ის
ცოლად ითხოვა. ან კიდევ იმაზე, რომ მშობლები წინ აღუდგნენ ქალ-ვაჟის შეუღლების
სურვილს და ამას უბედურება მოჰყვა. ამ თემაზე დაწერეს კავკასიის სხვა ქვეყნებში,
აღმოსავლეთ ევროპაში, აზიაში იქაურმა განმანათლებლებმა. ასე გაჩნდა ნაციონალური
კლასიკური ლიტერატურების ვეება კორპუსი. არ ითქმის, რომ აქედან ბევრი რამ
მოკლებულია ლიტერატურულ ღირსებას და არის პლაგიატი, არის ეპიგონობა, რომელიც XIX
საუკუნეში არ იგმობოდა, რადგან ხალხთა თვითმყოფადობის იდეა ზეობდა განმანათლებელ
ევროპელ მასონთა მოღვაწეობით. ოღონდ სადმე რაღაც დაწერილიყო იმ ადგილის ენაზე და
ეს ლიტერატურულ მოვლენად საღდებოდა. ილიამ ეს თემა ქართულ ყაიდაზე გადაამღერა
„ოთარაანთ ქვრივში“. რა, გადათარგმნი ამ „ოთარაანთ ქვრივს“ და უცხოელს წააკითხებ
სადმე? ყველას თავისი აქვს მსგავსი ნაწარმოები და არც კითხულობენ. რამდენმა ქართველმა
კრიტიკოსმა მოაცდინა კალამი „ოთარაანთ ქვრივის“ გარჩევაზე. ილიას უმცროსი
თანამედროვის, მწერალ ეკატერინე გაბაშვილისთვის ეს თემა მუდმივია. მასთან არის
მოთხრობა როგორ შეუყვარდება ღარიბ გლეხს მდიდარი გლეხის ქალი. ისინი სწორედ ამის
გამო ვერ შეუღლდებიან. რახან ორივენი გლეხები არიან, ამას არ მისცემია განხილვის
შესაძლებლობა საბჭოთა ლიტერატურაში. იდეოლოგიური მიზნით უფრო ხელსაყრელი იყო
თავადისა და გლეხის უბედურ სიყვარულზე ლაპარაკი და არისტოკრატიის მოყივნება.
ილიას „ოთარაანთ ქვრივი“ ამად გამოსადეგი იყო ბოლშევიკებისათვის, რომელნიც
კლასობრივი ანტაგონიზმის მარქსისტულ და მარქსამდელ იდეას იცავდნენ. სკოლებში
შესასწავლად შემოიღეს ბოლშევიკებმა „ოთარაანთ ქვრივი“ და დღემდე ისწავლება. ამგვარი
მაკეთილშობილებელი ტყუილები სინამდვილედ და პრობლემად იყო წარმოჩენილი. ეს თემა
იყო ლიტერატურაში საუკუნეზე მეტი, რომ ქალი სიყვარულით კი არა, არამედ ანგარებით
გათხოვდა და არ იყო ბედნიერი. ეს ირჩეოდა კრიტიკოსთა მიერ, მკითხველიც გულს
ასკდებოდა და ბჭობდა. მაშინ ეს ლიტერატურული აქტუალობა იყო, რომ წერდნენ ღარიბ
კაცზე, მის განცდებზე. ამაზე წერეს გოგოლმა, ტოლსტოიმ, დოსტოევსკიმ რუსეთში. ახლა
ვის დაჰკარგვია ღარიბი და ვინ წერს მასზე? ან ქალზე რა იწერება, გარდა სიძვისა? მაშინ
ბურჟუაზიულ დინასტიებზე, მათ გადაგვარებაზე წერდნენ ევროპასა და რუსეთში რომანებს.
ადამიანის იდეა აამაღლა განმანათლებლობამ, რომელიც სამუდამოდ დამთავრებულია.
განმანათლებლური ანთროპოდიცეის ეპოქა დასრულდა ახალი თაობის დასავლელ მასონთა
მიერ. „ოთარაანთ ქვრივში“ გამოთქმული იდეა კლასთა შორის ხიდის გადებაზე საზრისს
მქონობდა მხოლოდ ევროპულ რევოლუციურ უტოპიურ პროექტთან მიმართებაში. მის
გარეშე ეს ილიასეული იდეა უსაზრისო იყო. ევროპული უტოპია სძენდა საზრისს ილიას
უტოპიას, გამოთქმულს „ოთარაანთ ქვრივში“. მე რა მიკვირს, რომ სადაც არაფერია საძებნი,
იქ ეძებენ და შემდეგ ისე მაქციობენ, რომ რაღაც ფასდაუდებელი უპოვიათ და სიხარულით
გატყობინებენ. ილიას „ოთარაანთ ქვრივი“ არაა დიდი ღირსების ნაწარმოები და მასზე
ამდენი არტისტული კუთვა მიუტევებელია. ნუღა ისწავლება სკოლებში „ოთარაანთ ქვრივი“,
ნუღა ატყუებენ ბავშვებს. ეს ნაწარმოები არაა ილიას მოაზროვნეობის დასტური, არაა
ქართული სულობის გამოვლენა და პასუხი კლასთა ბრძოლის თეორიაზე. ილიამ ვერ გაიგო
მარქსიზმი, ვერ გაიგო ევროპული რევოლუციონიზმის მეინსტრიმი. აბსტრაქტულ
აზროვნებაში, თეორიულ ცნებებში ილია მეტად მოიკოჭლებდა, რაც მის ნაწერებს ეტყობა.
მოხუცი ილია სწავლობდა მარქსიზმს და ვერაფერი კი თქვა. არა, აბა მას ეთქვა რაღაც მარქსსა
და რევოლუციაზე. ჯერ როგორ შეამკეს და განადიდეს ბოლშევიკებმა ილია და მკობა და
განდიდება მერე გენახათ! ილიას ცაში აყვანა ბოლშევიკების მიერ ისეთივე იდეოლოგიური
მეხრიკეობა იყო, როგორც ლუარსაბ მეფის დილეგში დახრჩობის დაბრალება შადიმან
ბარათაშვილისათვის და ქვეყნის ამრევი გიორგი სააკაძის ეროვნულ გმირად წარმოჩენა.
თავადი შადიმანი კილვით მიწაში ჩადეს, თავადი ილია კი ცაში აიყვანეს საბჭოთა მწერლებმა
და ისტორიკოსებმა. სისულელეა იმის თქმა, რომ მორწმუნე ილიამ არ მიიღო სატანური
მარქსიზმი, მისი კლასთა ბრძოლის იდეა, არ გაიზიარა რევოლუციის მიზნები და ამ
პრობლემას უპასუხა „ოთარაანთ ქვრივში“ გამოთქმული ხიდის გადების იდეით. ეს 90-იან
წლებში ითქვა ცეტი ილიალოგების მიერ. საქართველოში, კაცთმოძულების ხალას მხარეში,
ამერიკაზე უფრო ლიბერტარიანულ ქვეყანაში არის კლასობრივი, ტომობრივი, ასაკობრივი
ანტაგონიზმი. რამდენს იტყუებოდა ხელისუფალი და მღვდელი, რომ საქართველოში
კაპიტალიზმმა მოიტანა ერთობა, იდეურობა, ეროვნულობა და აგერ, რა არის სინამდვილეში.
რევოლუციურმა ქარიშხალმა 905 წელში გააცამტვერა ილიას იდეა ხიდის გადებაზე.
რევოლუციამ გაცარცვა ილია მისივე ავტორიტეტისაგან, როგორც ხე იცარცვება ფოთლისაგან
ქარიშხლისას. ამ რევოლუციის დროს ილიას დასცინეს მისი ხიდის გადების იდეის გამოც.

XIX საუკუნის ბოლოს- 1895 წლის წლიურ მიმოხილვაში ილიამ თქვა: „შარშანაც,
როგორც წინა-წლებშიაც, იგივ შური და მტრობა იყო გააფთრებული, ძმა ძმას ვეღარა
ჰნდობია, მამა შვილსა, შვილი მამას, მეზობელი მეზობელს...-განა ეს ცხოვრებაა და არა
ჯოჯოხეთი!“ (ილია ჭავჭავაძე. ნაწერების სრული კრებული, ტ.VII, გვ. 95). ძნელია
ილაპარაკო ილიას მრწამსზე 1905-7 წლების რევოლუციის დროს. ამ პერიოდში ილიამ
დაწერა ორი-სამი ლექსი. ეს ვაების ლექსებია. ამას უკიჟინებდნენ ილიას 905 წლის
რევოლუციის დროს, რომ მან არ გამოკვეთა თავისი პოზიცია და ის თავადების მხარეზე
დადგა. ამის გამო იყო ერთი ამბავი გაზეთებში. ამას გადააყოლეს ბერიკაცი.

70 წლის მოხუცის მკვლელობამ გამოაჩინა არა 1905-07 წლების გზააბნეული


გვიანდელი ილია, არამედ XIX საუკუნის 60-80-იანი წლების ილია. ამ მკვლელობამ ილიას
მოსწმინდა 1905-07 წლების მწიკვლი და აღჩინდა შეწირული ერისკაცი,
დამდაბლებული, გაროზგილი, რუსული ხიშტით დაჯგვლემილი თავქარიანი, შფოთიანი და
თარსიანი ქართველების ქომაგი. ამ მკვლელობამ ილიას სახელი ცად აიტანა. ილიას
მოკვდინება აღმოჩნდა საუკეთესო ნიადაგი იმ რიოშობისათვის, რასაც ქართული
პატრიოტიკა ჰქვია. გამოდის და გამოდის წიგნები ილიას მკვლელობაზე. კარგი და ცუდი
ერთურთში აირია. ბოლო დროს გამოვიდა ვახტანგ გურულის, გურამ ყორანაშვილის, გურამ
თევზაძის, გიორგი აბაშიძის ნაშრომები ილიაზე. 2011 წლის ნოემბერში გამოვიდა თენგიზ
სიმაშვილის მონოგრაფია „სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის
მკვლელები“. ომარ გოგიაშვილმა 2008 წელს გამოსცა მონოგრაფია „ილია დღეს“ (700
გვერდზე მეტი). გამოსულია კრებული „მამული, ენა, სარწმუნოება“ და სხვა მრავალი.

იმის თქმა, რომ ილიას ფენომენი ჯერ კიდევ შეუცნობელია, არის ცრუმეტყველება. არ
არსებობს ილიას ფენომენი. ილიას ფენომენზე 1989 წლიდან ამბობდნენ და ისე
წარმოაჩენდნენ, რომ ქართველობას ეროვნული მოძრაობის წარმართვის თავი ჰქონდა. 90-
იანი წლების ეროვნული მოძრაობის ცოცხლად დამარხვამ ილიაზე სათქმელი აღარაფერი
დატოვა და დღეს მაინც ილიაზე რას როგორ არ ლაპარაკობენ, მიედ-მოედებიან, სიტყვას
უსაშველოდ წელავენ.

ილიასათვის რომ სიკვდილი ეცლიათ, მაშინ უფრო მეტად მისი ცხოვრების


გვიანდელი, დიდად არგამოსაჩენი პერიოდი გამოჩნდებოდა და ეს გადაფარავდა XIX
საუკუნის ერისკაც ილიას. რევოლუციური ქარიშხალი ძალას იკრებდა, მზადდებოდა
ევროპული დიდი ომი და ილიას დავიწყების მტვერი მიეყრებოდა. ილიამ არ მოითმინა ის,
რომ წერა-კითხვის მცოდნე გაზეთის მდაბიორებმა მას გასაკილად პირი შეაჩვიეს,
ეთამამებოდნენ და აქილიკებდნენ. 1905 წლის რევოლუციამდე ილიამ ნახა ბევრი
უმადურობა. წიწამურამდე რამდენიმე წლით ადრე მოიკლა ილია თათხვით, გინებით,
სიკვდილის შეთვლით, დასავლეთიდან გადმოსული პოლიტიკოსი გლეხუჭების
ყიამყრალობითა და ცილისწამებით. ყველამ ყური დაიყრუა. შემდეგ ყველა მის კუბოსთან
დაეყუდა მწუხარე სახით. ილიას ბევრი ჯეილი თანამედროვე 1924-37 წლებში ბოლშევიკებმა
დახვრიტეს. ფეხისალაგში აყოფინეს თავი და ისე ხვრიტეს ბოლშევიკებმა ჟორდანიას
მთავრობის წარმომადგენელი, ინგლისელების საოკუპაციო რეჟიმთან ნაბოზები ქართველთა
დამხვრეტი კარიერისტი ქართველები, ბრიტანელ ოფიცრებთან ნახიმანკლარი საქმოსნები,
დიდგულა თავადები. ბოლშევიკებმა გაკილეს ინგლისელებთან, გერმანელებთან,
თურქებთან ნათრევი ქართველი ქალები. ერთურთის დასაკლავად გამწირავ ტუტუც
ინტელიგენტებს, რომელიმე ევროპული ენის ცოდნა და როიალზე თითის ჩამოკვრა თავში
რომ ჰქონდათ ავარდნილი და ღობე-ყორეს ედებოდნენ ჟორდანიას დროს, ბოლშევიკებმა
ლურსმნით უხვრიტეს კეფა თუ შუბლი. აი ასეთები ხვრიტეს ბოლშევიკებმა, როგორიც
თბილისის უნივერსიტეტის რექტორები იყვნენ, მაგალითად, მალაქია ტოროშელიძე და
მისთანანი. ხვრიტეს ისეთი ინტელიგენტები, როგორიც ბენიტო ბუაჩიძე იყო, როგორიც ახლა
არის თამაზ წივწივაძე, ილიელი თამაზ კვაჭანტირაძე და ასობით მისთანა. ბევრი კარგიც
მოჰყვა ამ ცოდვის ტრიალში. სწორედ ეს დაიხვიეს ხელზე ლიბერალებმა შევარდნაძის
პრეზიდენტობის დროს. მარტო ის კი არ იყო, რომ სერგო ორჯონიკიძე წითელ არმიას
შემოუძღვა და საქართველომ თავისუფლება დაკარგა. რა თავისუფლება ჰქონდა
საქართველოს ჟორდანიას დროს? ამის გარკვევას ისტორიკოსი დღემდე განზრახ არ
ცდილობს.
ლუსტრაცია, რაზეც ქართველები ამდენს ყვიროდნენ, ვერ განხორციელდა, რადგან
მხოლოდ ბოლშევიზმის მხილება კი არა, არამედ ქართველთა მოდგმის კიდევ ერთი დიდი
დისკრედიტაცია მოხდება, იმდენი სიბილწეა. ბოლშევიზმის ლუსტრაცია კი არა, არამედ
მენშევიკური საქართველოს პოლიტიკოსთა ლუსტრირებაც ვერ მოხერხდა. ეს კი უნდა
მოხდეს. არ გამოვიდა ბოლშევიკური ოკუპაციიდან ქართველთა მარტიროლოგის შექმნა,
არადა, 25 წელია ამას გაძალებით ლამობენ. თან რუსის ნაამაგარს ჭამდე დღემდე და თან მას
გამუდმებით აგინებდე? აგრე არ არის, ქართველს რომ გაუზომია. ამ ბოლშევიკურმა
დახვრეტებმა დაფარა ქართველთა სიჯაბნე და გამცემლური ზნე. ამ დახვრეტებმა შექმნა
სამერმისო პოლიტიკური სპეკულაციის შესაძლებლობა. ეს გააკეთეს 90-იანი წლების
ანტისაბჭოელმა დისიდენტებმა. დღეს ამით სპეკულირებს ხელისუფლება.

ენითაუწერელი ლაჩარი და გამცემია ქართველი ინტელიგენტი სადღეისო


პლურალიზმის პირობებში და რა იქნებოდა ის 1920-იან წლებში, ამას თქმა უნდა? მხოლოდ
ბოლშევიკები და მენშევიკები არ იყვნენ ილიას მაგინებლები 1905-07 წლებში. ილიას
აძაგებდნენ ძალზე ბევრნი და ამაში იყო სიმართლე. ილიას განუდგნენ თანამებრძოლნი. ამ
ძაგებამ, როგორც ქართველთ სჩვევიათ, შეიძინა ისტერიული, მანიაკური და მეტად
მდაბიორული სახე. ამანაც გააიოლა ნაგავს შერეული ილიას სახელის რეაბილიტაცია
ბოლშევიკების მიერ უკვე XX საუკუნის 30-იან წლებში. ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ
განმანათლებლობის დიდ მითოსს, ევროპული განმანათლებლობის ბოლშევიკურ ვერსიას
მორგებოდა უბედური და ათასგზის სირცხვილნაჭამი, მაიმახი და დათარსული ქართველი.
ბოლშევიკებმა გამოაჩინეს დიდად გალანძღული და მოკლული ილია, რათა შექმნილიყო
კულტუროსნული უწყვეტობის მოჩვენებითობა საქართველოში. ქართველთა საუკუნოვანი
უკულტურობისა და საზარელი წარსულის გამართლებას ილიას მოკვდინებამ დიდად
წაახმარა ხელი.

1910-21 წლებში იყო მოუსავლიანობა, შიმშილი, სიღატაკე. სამაგიეროდ გაზეთი იყო


ოხრად. გაზეთი იყო დამშეული ქართველის პური და ცხოვრება. გაზეთის გულისთვის
ყველაფერი ავიწყდებოდა ქართველს. ილია რომ ქართველებმა მიივიწყეს, ეს ჩანს 1905-07
წლების რევოლუციის დროის ქართულ პრესაში, 1908-13 წლების პრესაში. შემდეგ ევროპაში
დიდი ომი დაიწყო და 1914-17 წლების პრესაში ილია ვის გაახსენდებოდა? შემდეგ
ბოლშევიკები შემოიჭრნენ საქართველოში. წითელ არმიასთან ბრძოლა არ ქცეულა სახალხო
საქმედ. იმ დროის შემსწრე მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა, რომ ნახევარმა საქართველომ
მარაბდის ბრძოლის დროს ათი ათასი კაცი შესწირა, ხოლო ერთიანმა საქართველომ 1921
წელს თავის დამოუკიდებლობას ასი კაცი ვერ შესწირა.

დიდად საგულისხმოა ერთი გარემოება: XIX-XX საუკუნეებში ჰეგელიანელობა იყო


ევროპასა და რუსეთში. ქართველთაგან მას ახლოს არვინ გაეკარა. იყო სპირიტიზმი,
ოკულტიზმი, რომლითაც თვით აკადემიური ფილოსოფიის წარმომადგენელნი
შეიმსჭვალნენ ევროპაში. იყო ინდოეთისა და მისი ფილოსოფიის აღმოჩენა. განათლებული
ქართველობა ყოველივე ამის მიმართ უსმი და უხედველი დარჩა. აქ მარტო იდიოტების
აგზნებაა რაღაც პოლიტიკური ტერმინების გამო. აქ საკუთარი ლექსებით დასნეულება და
ჭკვას გადაცდენაა. ბევრჯერ თავმომწონედ უთქვამთ, რომ სოლომონ დოდაშვილმა რუსებს
ლოგიკის სახელმძღვანელო დაუწერა. თურმე რუსებს არ შეეძლოთ ამის დაწერა. ილიას
დროს ქართველი გიჟდებოდა მაშინდელ ეროტიკულ რამერუმეებზე. მაგალითად,
რუსეთიდან ან ევროპიდან ჩამოდიოდა მსახიობთა დასი ეროტიკული სპექტაკლით და
ქართველი ჭკვას გადადიოდა სცენაზე მსახიობი ქალის გატიტვლებით. ამით ხარობდა ეს
უბედური, ეს აფხიზლებდა ამ საუკუნო მოძილარსა და ყეყეჩს. ამაზე იყო ხორხოცი
ტიფლისში. ასეთ სპექტაკლზე ერთგან ილიასაც უწერია აღშფოთებით და სასალახნოს
უწოდებს მას. უკვე ბევრმა იცოდა ფრანგული და ეძებდნენ სიძვის მოთხრობებს. პარიზიდან
მოწოდებული ეს ლიტერატურა ოხრად იყო მოსკოვსა და პეტერბურგში და აქაც მოჰქონდათ.
თარგმნიდნენ კიდეც. არაფერი ფილოსოფიური არ იყო ქართველებში. უცხოეთიდან
ქართველმა ვერ მოიტანა ფილოსოფია. ბევრი მწერალი სცოდავდა. მაგალითად, აკაკი
წერეთელი, რომელიც სუსტი იყო აზროვნებაში, წერდა პორნოგრაფიულ ლექსებს. სხვებზე
აღარას ვიტყვი. ისედაც ბევრჯერ გავილანძღე და ქართველთმოძულე მასონი და აგენტი
მიწოდეს. ფილოსოფია კი არა, ისტორიული რომანიც ვერ გაჩნდა ილიას დროს. არ იყო
ფუნდამენტური ისტორიოგრაფიული გამოკვლევები. ხშირად მოუწოდებიათ ილიას
ნათქვამი „ქართლის ცხოვრებაზე“, რომ ჩვენი ისტორია ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა
ისტორიაა. მაგრამ სანამ ამას იტყოდა, ილიამ ისიც თქვა, რომ „ჩვენის ხალხისა და ქვეყნის
ისტორია მეტად ბნელია და შეუმუშავებელი“ (თხზულებათა სრული კრებ. ტ. II. გვ.
483). ამას კი აღარ იტყვიან ხოლმე. ორივე ფეხით მკელობელი იყო ქართველთა მატიანე.
ცუდად, ზერელედ იყო დაწერილი ბევრი რამ. სომეხი უფრო უკეთ წერდა ქართლის
მატიანეს, ვიდრე ქართველი. განა ეს სირცხვილი არ იყო? სომეხს უფრო მეტი უწერია
ქართლის ქრონიკები, ვიდრე ქართველს. ქართული ისტორიოგრაფია ბოლშევიკების დროს
დადგა სამეცნიერო დონეზე. იყო კომპარტიის ისტორიის „მოკლე კურსი“ და მისთანა
იდეოლოგიური ნაწერები, მაგრამ იყო ძველი დროის შემსწავლელი კარგი ნაკვლევები,
როგორიც ქართველთ მანამდე არ ენახათ. მარქსისტულ-ლენინური მეთოდიკა ამას არ
უშლიდა ხელს და ტყუილად იგონებენ დღეს ამას. ისტორიული რომანი და ისტორიული
სამეცნიერო წიგნები ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ გაჩნდა. ბოლშევიკების დროს დიდად
აღზევდა ქართველოლოგია, წყაროთმცოდნეობა, დიალექტოლოგია და ამ ამაგს ნუვინ
დაივიწყებს. ბიბლია არ გამოსულა იდეოლოგიური მოსაზრებით, მაგრამ ამის კომპენსირება
ათმაგად ხდებოდა ქართველოლოგიურ შრომებში, სადაც გაბნეული იყო მთელი ბიბლია.
არასოდეს ქართული ენა ისეთ პატივში არ ყოფილა, როგორც ბოლშევიკების დროს. ილიას
დროს იყო სიმარტივე, ზერელეობა, პოლიტიკური შლეგობა, აზროვნების ძნელად
საპოვნელობა. გარეგანი ზემოქმედების გარეშე ქართველი ვერ ფხიზლობს, ვერ სიტყვობს. ის
გამოცოცხლებულია როდესაც მას სცემს, ხარკავს, ააბუჩებს და ქერავს ოსმალო, ყიზილბაში,
ინგლისელი, რუსი, ამერიკელი. ქართველს სულ კეტით თავზე დგომა, ცემა და ჰაე-ჰაეს
დაძახილი ესაჭიროება. რა არ შეიცვალა და ქართველი მარად იგივეა. ის შინაგანი მრწამსით
ვერას ქმნის. მას მისწრაფებაც აქვს ასეთი, რომ იყოს ნაცემი, აკლებული და გაბახებული. ის
ყოველივე გარმიანულის მოთაყვანე იყო და საძაგელი ქსენოფილია ახასიათებს. ნებისმიერი
კეთილად დანადგენი ქართველს ემძიმება და მის მოშლას ლამობს. ის არ გამოდგება
ისტორიული ქმნადობისათვის. მხოლოდ არტისტული ყვირილისა და გაზეთში
ჩურთვისათვის გამოსადეგი კაცია ქართველი. არტისტობაა თბილისში გახსნილ ეროტიკულ
მაღაზიასთან მრევლის ხატებითა და სანთლებით მივარდნა და ლოცვა. ამ მაღაზიის
გახსნამდე თბილისი ერთი დიდი სამეძაო იყო რამდენი ხანია. განა ვინმე მეზობელთაგანს
მსტოვრის შემოგზავნა სჭირდება, რათა დაინახოს, რომ ქართველობა არის სრული
დეგენერატობისაკენ მიმავალი, რომ ეს არის ამოწყვეტისათვის განწირული მოდგმა. განგება
იზამს ასე, რომ კილომეტრობით მიწებს წაგლეჯენ საქართველოს. ხმას ვერვინ ამოიღებს
ამაზე თბილისში. ის ხალხი ხმას არ უნდა იღებდეს, ვინც შეიშვილა და შეიქვილიფა აი ეს
ცხოვრება, რაც მას ჰქონდა შევარდნაძის მოსვლიდან დღემდე.

მენშევიკების მთავრობისას ქართველნი გაზეთობდნენ, ლამაზ სიტყვებს ამბობდნენ,


წვრილმანობდნენ. ერთი სიტყვით, ქართული სტიქია სუფევდა. წითელი არმიის შემოჭრამ
წარმოაჩინა ქართველთა გათითოება, ურთიერთუცხოობა, სიმხდალე. ილია აღარავის
ახსოვდა. წითელი საიმპერიო ცენტრიდან, უშუალოდ სტალინის მითითებით დაიწყო ილიას
სახელის წარმოჩენა და პატივით შემოსვა. ეს რომ არა, ილია მცირედ გამოჩინებული
იქნებოდა. ქართველები თავისით ასე არ გამოაჩენდნენ ილიას.ილიას გამოჩინება იყო
ადგილობრივი კულტურებისა და ხალხების პოზიტივიზაციის ბოლშევიკური გეგმის
ნაწილი.

ილიასეული ხიდი თავადებსა და გლეხებს შორის არ გაიდო. კლასობრივი


სიძულვილი მოურევნელი დარჩა და ეს არაა მარქსის სატანური ჭკუის ნაყოფი. კლასობრივი
სიძულვილი არის ახლაც. დღეს აკრძალულია ამის ხსენება. ქრისტეზე წლობით ლაპარაკმა ეს
სიძულვილი ვერ დაძლია. ამის გარდა ტომური სიძულვილიცაა აქ. შევარდნაძის მთავრობა
გურულებისგან შედგებოდა. მან მსოფლიო მოიარა, დიდი პოლიტიკოსის სახელი დაიგდო
და ისევ ის ყაძახი კი იყო. გურულების გარდა არავის ენდობოდა და გარს მათ იხვევდა.
საწამებლები ჰქონდა შევარდნაძეს მოწინააღმდეგეთათვის, ისევე როგორც ჟორდანიას.
ჟორდანიას მთავრობის დროიდანვე იყო დაწყებული ათეისტური პროპაგანდა. ამას მალავენ
ქართველები, რადგან ეგრე სურთ გამოაჩინონ, რომ ათეიზმი სატანისტმა ბოლშევიკმა
ოკუპანტებმა მოიტანეს, რომ მათ გარდა საქართველოში არვინ იყო ათეისტი. ბორის
ძნელაძის კომკავშირელ ახალგაზრდებს, ათეისტ აქტივისტებს საყდრები რომ აუკლიათ და
მღვდლები დაუფრენიათ, ამაში გრანტები არ აუღიათ, სახლები და აგარაკები არ შეუძენიათ,
დედა თბილისში ბიზნესები არ გაუმართავთ. იდეის გამო იქმდენ ასე. რწმენა ჰქონდათ და
რევოლუციაზე მითითებით სხვებსაც ამას უქადაგებდნენ. ბევრი მათგანი ნაცისტებთან ომში
დაიღუპა მოგვიანოდ. მათი ნაწილი ომამდე რეპრესიებისას დახვრიტეს. ახლა ევროპაზე
მითითებით ქრისტეს ქადაგებენ ლიბერალები მეროჭიკეობით და არა მრწამსით. ისინი
ბოლშევიკების ჯიბრით მიუთითებენ ეკლესიაზე. ეს არაა რწმენა. ომი რომ იყო 2008 წლის
ზაფხულში, ვინ სად გარბოდა არ გაიგებოდა. ისტერიკა დაემართა უამრავ კაცს და გიჟურად
დარბოდნენ ქალაქში. ეს ვნახე ჩემი თვალით. საქართველოს დედა ხომ ჰყავს ნატირები
სამუდამოდ და დედის დედაც ეტირება. რისი იმედი უნდა გქონდეს, როცა ქართველთა
ნახევარზე მეტი დეგენერატია? ესენი სად გამოდგებიან? ამათი რაში გეიმედებოდეს?

ილიამ რომ ვეღარ გაიგნო გზა, ამ დროს სხვები ტყუილად იჩემებდნენ გზის ცოდნას.
რა დამტკიცდა ილიას მოკვდინებით? მოსაკლავი ათასობით იყო საქართველოში. თბილისი
არამზადებით გაიტენა 1905 წლის რევოლუციის ჟამს. გაზეთის მატლები, პარტიებში
ნაწანწალები ტურები წამლავდნენ ყველაფერს. მათი ნაწილი ბოლშევიკებმა დახვრიტეს,
ნაწილი ახალი სისტემის იერარქიაში შეარჭვეს და თავის სასარგებლოდ აყეფეს. ლექსი და
რომანი აწერინეს ბოლშევიზმის სამკობლად. მათ ბინები მისცეს ქალაქში. სომხის
სოვდაგრებს წაართვეს და ამათ უფეშქაშეს. ილიაზე ძვირის თქმა აიკრძალა. ილია დიდებით
შემოსეს ბოლშევიკებმა. ვითარც რევოლუციის ბელადების სახოტბონი იწერებოდა, ეგრეც
ილიასი ითქმოდა ყოველთვის. ტყუილად იქადოდა და ლამობდა პოსტბოლშევიკური
დროის ქართველი, რომ ილიაზე კიდევ უფრო მეტს იტყოდა. ილიაზე მეტს ვეღარას იტყოდი
ბოლშევიზმის გადავარდნის შემდეგ. ბოლშევიზმთან ერთად ილიაც დამთავრდა. ილიასაგან
დარჩა მოჩვენება. 90-იანი წლების დისიდენტებმა პირზე გაიკრეს ილია და ამით დამალეს
თავისი უცოდინრობა და და შლეგობა. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ბოლშევიზმის
გადავარდნის შემდეგ ილია ახალ სიცოცხლეს ვერ შეიძენდა. ილია დამთავრდა
ბოლშევიზმის დამთავრებასთან ერთად. დასავლურმა ლიბერალ-კაპიტალიზმმა გადახაზა
ილია. ამის შეგნება დღემდე ჯიბრით არ სურთ. ქვეყანა, რომელსაც არ ჰყავს
რევოლუციონიზმის ეპოქის მოსაგონარი პოლიტიკური მოღვაწენი, მისჩერებია ილიას
მოჩვენებას. ეს ქვეყანა აი ამ შეგნებით ვერ შევა ისტორიულ დროში და დარჩება იმად, რაც
არის. თაღლითობა და მაკვირიობაა წიგნების ისე წერა ილიაზე, რომ მისი თხზულებები
ამოუწურავი წყაროა, სიბრძნის საგანძურია. ვითომ აქამდე რაღაც იყო დაუნახავი ილიას
ნაწერებში და ახლაღა დაინახეს. ამას მოსდევს ხოლმე ჟურნალისტების საძაგლური, ყასიდი
ლაპარაკი. წლობით ასე მეორდება.

ილიას ობელისკი რომ დგას წიწამურთან, როდესმე თუ ნახულა შარაზე ამდენი


გამვლელიდან ვინმე გამოსულიყო, მას მიახლებულიყო? თუ სადმე ნახულა ხალხი თავად
მისულიყო ილიას საფლავთან კამპანიისა და ღონისძიების გარეშე? რისთვის იწერება ამდენი
არტისტობა ილიაზე? დაწესებულებებში ყველგან ილიას პორტრეტია, მაგრამ ქართველთა
ოჯახებში არაა ილიას სურათი. გურამ შარაძის გამოცემული ილუსტრირებული ბიოგრაფია
ილიასი ადრე ძნელად საშოვნელი წიგნი იყო, ახლა ჩაბარებული წიგნების გროვაში
იმტვერება და არავის უნდა. პირიქით, ვინც ხელმოწერით იყიდა, ღამე ათია მის შესაძენად,
საოჯახო რელიკვიად ჰქონდა, მანაც გაიტანა და გაყიდა. აქ მხოლოდ სიღარიბე არაა მიზეზი.

შფოთისა და სისხლისმოყვარე ქართველთა მოდგმა 1905 წლიდან ბილწი


სულისნაბვით მოელოდა ილიას სასიკვდილოდ გამეტებას. ასე იყო ტროყინა, ენამყრალი
გლეხი, ასე იყო რევოლუციის იდეით გახელებული მუშა, ასე იყო გაიძვერა, მუქთამჭამელი
თავადი. ილიას სისხლი ენატრებოდათ. ყველა ავის მოლოდინში განაბულიყო. ილიას
დასაცავად ხმა არ ამოუღიათ. გაირიყა ბერიკაცი და საშინლად გაილანძღა. ერიდებოდნენ და
ემალებოდნენ ილიას. ისიც არავინ თქვა, რომ სიკვდილი აცალეთ ამაგდარ, გზააბნეულ,
სნეულ მოხუცს. აიღე მკითხველო მაშინდელი გაზეთები და მიემოწმე ქართველთა
სიშლეგეს. შემზარავია ბილწი მონის შეურიგებლობა და რადიკალიზმი.

ივანე ჯაბადართან კამათისას ილია ეყრდნობოდა განმანათლებლურ


ანთროპოდიცეას, გონების ძალით ხალხების პოზიტივიზაციის იდეას. სანამ რუსი
უჩიჩინებდა და თავზე ადგა ქართველს, მანამ ილია ჩანდა მართალი ჯაბადართან კამათში.
ბოლოს კი ივანე ჯაბადარი აღმოჩნდა მართალი, რომელსაც არ სწამდა ქართველთა
შემოქმედებითი ძალისა. ნიკო ნიკოლაძეც არად აფასებდა საქართველოს წარსულს.
ჯაბადარის მსგავსად მოგვიანოდ იყო ნიკოლო მიწიშვილი. ეროვნული მოძრაობა
საქართველოში აღარასოდეს დაიწყება. არ არსებობს ეროვნება ქართველი და შესაბამისად
არც ეროვნული შეგნებაა. საქართველოს მეფეებზე და შოთა რუსთველზე ამდენი ლაპარაკი
არაა ეროვნული შეგნების უდავო ნიშანი. ახალგაზრდა სტალინიც ხედავდა, რომ ამ
მოდგმაში არაფერი გაკეთდებოდა. ის სამუდამოდ წავიდა რუსეთში. საქართველო არ იყო და
არაა ის ქვეყანა, რომელიც დეკლარირებული პრინციპებიდან რაღაცას განახორციელებს.
ქართველები არიან народ-порученец, სულ სხვისი ჩაძახილით მცხოვრები პლაგიატორები.
შეუძლებელია ეს სტალინს არ დაენახა.

ილიაზე დაწერილი წიგნების უმეტესი ნაწილი ნატყუარია. ნატყუარი იმიტომ კი არაა,


რომ კომუნისტების დროს ვერა რა სიმართლეს ვერ იტყოდი, არამედ იმიტომ, რომ ილიას
სახელს შეეყუჟა ბევრი მჯღაბნელი, ქალაქელი ნაბიჭვარი და ახალი ყაიდის გიჟი. 1991
წლიდან ილიალოგების მიერ უამრავი წიგნი დაიწერა და ისევ ის ძალად მაცხონეობა
გრძელდება. ილიას ფეტიშიზება გადაიზარდა მის ფალსიფიცირებაში. ილიას სახელი
უნამუსოდ მიაბეს ახლანდელ პოლიტიკურ კონიუნქტურას. ილიას პორტრეტი
ევროკავშირისა და აშშ-ს დროშების გვერდითაა. ეს რა არის? ილიას ახსენებენ ჯორჯ
ვაშინგტონთან, აბრაამ ლინკოლნთან ერთად. აი, ეს დამართეს ქართველებმა ილიას და ნუ
დააბრალებენ ამას მასონებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველთა უგზოობას,
უხანობას და უკულტურობას. ერის მამად წოდებული ილია სათრეველად გახადეს, რათა
შექმნან მოჩვენებითობა, რომ საქართველოც ევროპაა, რომ ქართველნი დასავლეთის
სულიერი ნათესავნი არიან და ამ ნათესაობას ილიამ დაუდო საფუძველი. რამდენიმე
სასწავლებელია ილია ჭავჭავაძის თუ წმინდა ილია მართლის სახელობისა. შემირცხვენია
ილიას სახელობის ის სასწავლებელი, სადაც მასაჟისტობას, დალაქობას და ტურიზმის
მენეჯმენტს ასწავლიან. NGO-ები და ფონდები, პროექტები იყო ილიას სახელობისა 90-იანი
წლების ბოლოს, როგორც ეს ითქვა პრესაში. ამით წარმოაჩინეს , რომ ლიბერტარიზმი ილიას
სულს ამკვიდრებდა სუვერენულ საქართველოში.

ქართველმა დისიდენტებმა გასული საუკუნის 90-იან წლებში ილიაზე მითითებით


დაიწყეს საბჭოთა იმპერიის დაშლის პროპაგანდა. ეს არ იყო სწორი. ილია უკვე საბჭოთა
მმართველობის დროს სრულიად იყო ამოწურული და ის სამერმისო ორიენტირად არ
გამოდგებოდა. რახან ქართველთ სხვა არა ჰქონდათ რა თეორიული არსენალიდან, ამიტომ
ილიას მიაწყდნენ. ამ დროს ფიქრი აღარ იყო საჭირო. ჯერ შევარდნაძე ცდილობდა, ახლა
სააკაშვილი ცდილობს ილიას პროფანაციით სათავისო ხეირის პოვნას. ვინც მის შემდეგ მოვა,
იგივეს გააგრძელებს. უგზოდ მარები ქართველებისათვის პროფანირებული ილია არის ცრუ
მეგზური. თავს აჩვენებენ, რომ ილიას მისდევენ, მის ნათქვამს ეყრდნობიან. დღეს ხშირად
გაისმის: „ჩვენ ილიელები ვართ!“. ვინ ჩვენ? რას ნიშნავს ილიელი? ვერ ხედავენ ამდენი წელი,
რომ მასონთაგან (ვოლტერი, გოეთე და სხვები) ნასაზრდოები ევროპული განმანათლებლობა
დასრულდა. დღეისთვის მასონი ბანკირი და ფინანსისტია. ის აღარაა მწერალი,
ფილოსოფოსი, უტოპისტი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ამას რომ ხედავდნენ, ასე არ
იტყოდნენ. განმანათლებლობის სეკვესტრირება რომ არ მომხდარიყო ნეოლიბერალთა მიერ
90-იან წლებში, ილია მაინც აღარ გამოდგებოდა დღეის ორიენტირად.

ბოლშევიკების დროს ილიას განდიდება არაბუნებრივად არ ჩანდა, იმიტომ, რომ


ილია იყო ევროპული განმანათლებლობის პირმშო და ბოლშევიკები იყვნენ ამ
განმანათლებლობის ექსტრემისტული ფრთის წარმომადგენელნი, ევრაზიელი
იაკობინელები. დღეს კი განმანათლებლობას დიდი წერტილი დაესვა საბაზრო
რადიკალიზმის სახელით. დიდი სიგიჟეა ილიას სახელის მიბმა ატლანტიზმის
კონცეფციასთან, საბაზრო რადიკალიზმთან. არას იტყვის ამაზე ეკლესია, რომელმაც ილია
წმინდანად შერაცხა.

ბოლშევიკმა რუსმა ამოათრია ქართველი ბატონყმობიდან და ნახტომი აქნევინა


სოციალისტურ ინდუსტრიაში. ისტორიკოსობის პრეტენზიის მქონე ყოველმა ქართველმა
გულზე ხელი დაიდოს და თქვას: ქართველ ინტელიგენციას იმისი თავი ჰქონდა, რომ
დამოუკიდებლად შეექმნა ანტიმონარქისტული აზრი და შეემზადებინა ბატონყმობის
გადავარდნა? არ შეიძლება, რომ ყველაფერი ყიზილბაშსა და ოსმალოს დაბრალდეს.
საუკუნეები გასულა იმერეთის, ქართლის, კახეთის სამეფოებში ისე, რომ რაიმე
პოლიტიკური თეორია არ შექმნილა, აზრი არსად გაჩქამებულა. ლექსს წერდნენ და ეგ იყო.
ისე შეეგუა ქართველი ტყვეთასყიდვას, რომ მასზე ოხუნჯობდა კიდეც. საუკუნეები გასულა
და ქართველებს ღორულად უცხოვრიათ, ყური არავის შეუბერტყავს. ბოლო 25 წელი თუ ასე
ცხოვრობენ, რაღა გასაკვირია? ვის შეეძლო საქართველოში ერთურთზე უარესი ქართული
ტომები მოეკრიბა და ნაციად შეეკრა? განა ამას შეძლებდნენ ილია და სხვა ბელადები
მხოლოდ წიგნებისა და გაზეთების გამოცემით? ილია და მისი მოდასენი ქართველ ერზე
ლაპარაკობდნენ მაშინ, როცა ეს ერი შექმნა რუსულმა ხიშტმა და პოლიტიკურმა მზაკვრობამ.
ბაგრატიონების მეფობა მოშალეს რუსებმა და ამით ქართველობას ისტორიული ნახტომი
აქნევინეს. აქ რომ ისევ ყოფილიყო მეფის ტახტი, საჭირო იქნებოდა ანტიმონარქისტული
აზრის გაჩენა. ათეულობით წელი გავიდოდა ქიშპსა და ლაყაფში. ეს არ ითქმის ქართველ
ისტორიკოსთა მიერ და ისინი გაუქმებული ტახტის ჭირისუფლობას ლამობენ თავისი
წიგნებით. არა, გენატრებათ მეფე? ხომ ბევრზე ბევრი დაიწერა მეტად არტისტულად ამაზე
1989 წლიდან. გენატრებათ და აღადგინეთ ტახტი. ვინ გიშლით ამას? მეფეზე ლაპარაკიც არის
ქართული მაიმუნობა. მარტო იმ მიზნით ქექავენ წარსულის ფურცლებს, რომ რაიმე
მოსამყრალები იპოვონ და წლები ლაყაფში გალიონ.

ქართველებს იმის თავი ჰქონდათ, რომ აჭარა და ახალციხის ვილაიეთი


დაებრუნებინათ? ქართველი შეძლებდა ლეკიანობის აღმოფხვრას? სამცხის დაკარგვის
მიზეზი თურქები კი არა, არამედ ტახტს განდგომილი ათაბაგები იყვნენ. თურქების მოსვლა
და გამედგრება მერე იყო. ათაბაგების მეცადინობით წარუღეს თურქებმა ქართლს მისი
სამხრეთი. ტახტის მემკვიდრეთა საგაზრდილო იყო მესხეთი და ჯავახეთი. ათაბაგი იყო
მეფის გამზრდელი და მეორე კაცი სამეფოში. მეფის მოძღვრის სახელი- ათაბაგი იქცა
მოღალატისა და მტრის დამძახებლის სახელად. დიდი ბრიყვობა იყო, რომ თამარის
მეფობისას ათაბაგის სახელო დაწესდა. საათაბაგო იყო საქართველოს განაპირას, ყველაზე
საშიშ საზღვართან. ბიზანტიის ჯიბრით გააკეთა ასე ტუტუცმა დედაკაცმა თამარმა, რომ მის
მიერ დაწესებულ სახელოს თურქული სახელი ათაბაგი უწოდა. არა, თუ მესიანისტი ხარ,
წადი და მოიმოწაფე თურქები, ქრისტეს შეუყენე და მერე იყოს ათაბაგის სახელო. თურქულ
სასულთნოებზე ორიენტაცია გააგრძელა მისმა თახსირმა ასულმა რუსუდანმა. ერთხელ
გაიმართა წელში ქართლოსიანთა მოდგმა დავით აღმაშენებლის მოღვაწებით და მერე
უგუნურებით თავზე დაიმხო სამეფო. უბედური კაცი ყოფილა მეფე დავითი. რას ჩაუყარა
ფუძე და რა მისმა ბადიშებმა ქნეს. ჯიბრში ედგნენ ბიზანტიას ეს თამარი და მისი შვილები.
აკაკი ბაქრაძემ ამას ბიზანტინიზმისაგან თავდაღწევის პოლიტიკა უწოდა. მისი გამოისობით
დამკვიდრდა თარსიანი მოჩვენება და არა უბრალოდ მცდარი აზრი ქართულ
ისტორიოგრაფიაში. ამაზე სხვაგან ვიტყვი. თემურ-ლენგის შემდეგ შავად წავიდა
საქართველოს საქმე და მოაქამდე ასეა.

ილიას დროის საქართველოს რუკა რომ შეადარო ახლანდელს, დაინახავ, რომ


განახევრებულა ქვეყანა. ეს რამდენი მიწები დაკარგულა ერთ საუკუნეში. არა, ქართველს
ამოეღება ხმა ეროვნულობაზე? წინა საუკუნეებშიც ასე იყო. შეუჩერებელ პროცესად იქცა
მიწების დაკარგვა. გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დროს საქართველოს ტომების
რიცხოვნება ნახევარ მილიონზე ნაკლები იყო. ბორჩალოელი მუსლიმები და საქართველოს
სომხები ერთად აღებულნი უფრო მეტნი იყვნენ. ძმა ძმას არ მოექცეოდა ისე, როგორც რუსი
ქართველს მოექცა. საბჭოთა დროსაც კი ახსოვდა ათეისტ რუსს, რომ ქართველიც ბიზანტიის
მემკვიდრე იყო. წავიდა რუსი 1991 წელს და საქართველო მყისვე ბატონყმობას დაუბრუნდა.
კი ჰქვია რესპუბლიკა, მაგრამ ბატონყმობაა ამ ქვეყანაში. დუნია მოიარა შევარდნაძემ,
დემოკრატისა და ლიბერალის სახელი დაიგდო. 1992-ში მობრუნდა და ბატონყმობა
დააკანონა. ეს აკურთხა ეკლესიამ და ამას იცავდა. ამიტომ ვთქვი ადრე, რომ საქართველო
ისტორიის მიღმა დგას. ის გარიყულია მსოფლიო დროიდან. არაფერი საკუთარი მას არ აქვს.
ყველაფერი სხვისი ჩაძახილითაა.

1991 წლის აგვისტოში მოიშალა საბჭოთა საიმპერიო ხელისუფლება და ელვისებურად


ამოხეთქა ქართველთა ზნემ. ქართველთა ლუსტაცია მოხდა ეროვნული მოძრაობით. უკეთეს
ლუსტრირებას ვერვინ მოიფიქრებდა. მყისვე ტომებად დაიფანტა ქართველობა რუსის
წასვლით. აი ეს ინტელიგენცია შეძლებს იმას, რომ ეს ტომები ნაციად მოკრიბონ? რა ისეთი
კულტურა შექმნება როდესმე საქართველოში, რომ ქვეყნის გამაერთიანებელი მისია
ჰქონდეს? ადრე განმანათლებლურ პაიდეიასთან იყო დაკავშირებული თეატრი და კინო. მას
აღმზრდელობითი მისია ჰქონდა. ახლა ასე აღარ იქნება. ქართული თეატრი და კინო
დაიმარხა. სიცრუეა ილიასა და მეფეებზე ამდენი ლაპარაკი. ითქმის, რომ „ფარნავაზმა
გვიანდერძა...“. ფარნავაზმა რა გვიანდერძა? ბაგრატიონთა მეფეებს არ გახსენებიათ
ფარნავაზი და მისი ნაანდერძევი არასოდეს. მათ დავით აღმაშენებელიც არ უხსენებიათ თავი
ამდენ ნაწერებში. ილიამაც გვიანდერძა, აკაკიმაც, შოთამაც, შუშანიკმაც. ამ ყალბი ლაპარაკით
უნდათ შექმნან მემკვიდრეობითობის, ტრადიციულობის, ხსოვნის მოჩვენებითობა.

რუსთა ძალით ცხოვლობდა საქართველოში ევროპული განმანათლებლური პაიდეია.


დამოუკიდებლად ქართველს რევოლუციური იდეა არ უშვია. აქ არასოდეს ყოფილა
რელიგიური მოძრაობა თავადთა ან გლეხთა შორის. რუსეთთან შეერთების შემდეგ გაჩნდნენ
ქართველი ნაროდნიკები, რევოლუციონერ-დემოკრატები და ა.შ.. დღეისთვის ქართული
ლიბერტარიზმი ამერიკელების ჩაძახილით ცოცხლობს. რომ წავიდეს ამერიკელი, მთელი ეს
პირამიდა ქართველი ლიბერალებისა უმალ ჩამოიქცევა. ილია, ნიკო ნიკოლაძე და სხვები
ჩანდნენ მანამ, სანამ საქართველოს ჰქონდა მიმართება უნივერსულ იდეასთან, რუსულ
იმპერიალიზმთან. იდეურ ცენტრირებას რუსი ახდენდა. მოიშალა ეს მიმართება და ვისთვის
რაა ილია და მთელი ეს დასი თერგდალეულებისა? ხომ ევროპის იდეური ძმაა ილია, მაგრამ
ვინ იცნობს მას ევროპაში? არტურ ლაისტი და ოლივერ უორდროპი თუ მიაწვდენდნენ ხმას
მაშინდელ ევროპას, რომ საქართველოს ილია ჰყავდა.

საქართველო რომ ყოფილიყო ბრიტანეთის იმპერიის კოლონია და ბოლშევიკები აქ არ


შემოსულიყვნენ 1921 წელს, ბრიტანელები იმდენს არას გააკეთებდნენ ქართველთა ნაციის
ჩამოყალიბებისათვის, რამდენიც რუსებმა გააკეთეს. მეფე იქნებოდა მარიონეტი. თავის
მამულებზე აკანკალებული გვირგვინოსანი ჩვარი. ბრიტანელების ბატონობისას აქ არ
იქნებოდა ინდუსტრიალიზაცია.

ილიას ფეტიშიზების ახალ ტალღას XX საუკუნის 90-იანი წლების ეროვნულმა


მოძრაობამ დაუდო საფუძველი. ქართველი დისიდენტებისათვის ილია ჭავჭავაძე და ქაქუცა
ჩოლოყაშვილი იყო ქარიზმატული სახელები. არადა, უკვე მაშინ, ახალ სინამდვილეს
სხვაგვარი განაზრება ესაჭიროებოდა. ილიასა და ქაქუცას სახელებით იოლას გასვლა იმას
ადასტურებდა, რომ დისიდენტებს მცირე თეორიული თვალსაწიერი ჰქონდათ. ისინი არ
ხედავდნენ, რომ დასავლეთისათვის ილია და ქაქუცა არაფერი იყო. დისიდენტები
ფიქრობდნენ, რომ ეს ორი სახელი საქართველოს სამუდამოდ მიაბამდა დასავლეთს. 25
წელია რუსეთთან ჯიბრის გამო ამ ორ სახელს აფეტიშებენ.

დიდი უაზრობაა ილიას სახელის გადმოტანა XXI საუკუნეში. ახლა კი თავს


აჩვენებენ,რომ ილია სამუდამო და ერთადერთი ორიენტირია. ილიას არაფერი ისეთი არ
უთქვამს საპოლიტიკოდ, რომ ეს დღეისთვის წარამარა მისათითები იყოს. ილიას არა
უთქვამს რა საქართველოს დამოუკიდებლობაზე. მისი იდეა იყო ავტონომია რუსეთის
იმპერიის ფარგლებში. ის ხედავდა რა შვილიც იყო საქართველო. არა, ილია არ ხედავდა და
მაშ ვიღა ხედავდა? არც ილიას, არც აკაკი წერეთლის, არც ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი არ
გამოდგება დღევანდელობისათვის და მით უმეტეს სამერმისოდ. ადრეც მითქვამს და აქაც
კვლავ ვიტყვი, რომ ილია უნდა დაიძლიოს. სხვა ყაიდის განსჯაა საჭირო. სხვაგვარი დასობაა
აუცილებელი. ქართველთ ამის თავი არ აქვთ. ისევ საგაზეთო სახიობითა და ყიამყრალობით
ლამობენ ფონს გასვლას. ბევრს უთქვამს, რომ „ილიამ გაგვზარდა“, „ილიელები მოვდივართ“.
ილიასეული გაზრდილობა ვის რაში დაეტყო? ასეც ითქმის: „ქრისტესა და ილიას მცნებების
დაცვა მიგვიყვანს ტაძრამდე!“. ეს ნათქვამი ისე წარმოაჩენს, რომ ილია საეკლესიო მოღვაწე
იყო და ქრისტესათვის მოქალაქობდა, ვითარც ძველი დროის მამანი. ილია არ დადიოდა
ეკლესიაში. რომ ევლო და რაიმე დაეწერა ეკლესიის მამებზე, მერე გეხილათ გაზეთების
არტისტობა. კანტზე ან ჰეგელზე რომ დაეწერა ილიას ერთი წინადადება მაინც, მერე
ფილოსოფოსობას მიაჩემებდნენ მას. არც ვაჟა-ფშაველა დადიოდა ეკლესიაში. ილიას
ქრისტიანობა საერო საქმისთვის უნდოდა. მას არა აქვს რა ნათქვამი ავტოკეფალიაზე, რაზეც
მეტისმეტი ისიტყვეს გასული საუკუნის 90-იან წლებში. ილიას წარმოჩინება ქართველ
მესიანისტად უსინდისობაა. განა ბიზანტიის დროს ცხოვრობდა ეს კახელი ღარიბი თავადი.
განმანათლებლური რევოლუციონიზმის დროს იყო იგი. მისით გაიზარდა. სულის ხმიადს
ევროპელი მასონებისგან იღებდა და დეიზმთან ახლოს იდგა. დეიზმი და ათეიზმი იყო
მაშინდელი აზროვნების მეინსტრიმი და ილიაც ამას მისდევდა. აქ დეიზმი სექტანტობა
ჰგონიათ დღემდე. „გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება“. აი
ასე წარმოედგინა ილიას რელიგია.

ქართველი ბლეფობდა საბჭოთა ცენზურის დროს. ცენზურის სიმკაცრე და


აკრძალვათა სიმრავლე ქართველის ნაციონალისტურ პრეტენზიას ფასს სდებდა. ცენზურის
მოშლამ კი ქართველის უსუსურობა გამოაჩინა. ახლა ის ვერვის აეკიდება და ვერ
იპარაზიტებს. აღარ გამოვა ასე, რომ კვლავ თავი გაიარიფო, ერთ ხელში ქაქუცა
ჩოლოყაშვილის სურათი დაიჭირო, მეორეში-ხატი და ყვირილით იარო ქუჩებში.
ვერბალური პროსტიტუცია არაა თავისუფალი აზრი. სხვა მონობის გარდა სიტყვების მონაა
ქართველი. ის გარყვნა გაზეთმა და მიტინგმა. სიტყვებზეა დახურდავებული ყველაფერი.
არაფრობა აღმოტყინარებულა და ქართველი გარეკილა, მკვდრებით თამაშში
გამეცადინებულა. გინდა შენი ბილწი ცხოვრება საგაზეთო ხაფობითა და ენაცქაფობით
გაასხვაფერო. ეს 90-იანების დასწყისში გაგიდიოდა. ახლა ასე ვეღარ. ჩაჯდება ვიღაც
ბოღოჭელა კაცი გაზეთში და წლობით ყროლავს. ვითომ სოკრატულად კამათობენ და
არასოდეს მათი კამათის ბოლოს არ დადგენილა საგანთა რაობა. კიდევ კარგი, რომ ქართული
არ იციან უცხოელებმა, თორემ გაოგნდებოდნენ ქართველთა რეგვენული ნაწერით.

ხომ ამბობენ, რომ გენიოსი იყო ილია? ვკითხავ მათ: ილიას ნაშრომებში არის რაიმე
ისეთი, რომ თარგმნო დასავლურ ან აღმოსავლურ ენებზე და გაიტანო უცხოეთში? ილიას
არავინ იცნობს ევროპაში ან აზიაში. XIX საუკუნის ქართველი განმანათლებლების მთელ ამ
დასს არავინ იცნობს. რომც გაიტანო მათი რჩეული ნაწერები, არავინ წაიკითხავს. ასეთი
დასები ევროპის ყველა დიდ და მცირე ქვეყანას თავისი ჰყავდა. სადაც ევროპეიზმი იყო, იქაც
თვ-თავისი დასები ჰყავდათ. ასე იყო უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში,
ავღანეთში და სხვაგან. ილია ადგილობრივი, მხოლოდ ქართული მასშტაბის მოვლენაა.
არტურ ლაისტისა და უორდროპების დაკავშირება ილიასთან ვერ დაასაბუთებს, რომ ილიას
მოღვაწეობა ევროპული მოვლენა იყო. ის ასპარეზზე გამოვიდა მაშინ, როდესაც წიგნის
წამკითხველნი მხოლოდ ბერები იყვნენ. წერა-კითხვა თავადმაც აღარ იცოდა და არც
თაკილობდა უწიგნურობას.

არ ვეთანხმები ილიას წმინდანად შერაცხვას. გერონტი ქიქოძემ თქვა ილიაზე: „...მას


არ სჭირდება იკონოგრაფიულად დახატვა საშუალო საუკუნეების წმინდანებივით. ეს მისი
სახელის შეურაცხყოფაც იქნებოდა და შეუფერებელიც ჩვენი თაობისათვის, რომელიც
ვაჟკაცურად გულწრფელი და მიუკერძოებელი უნდა იყოს თავისთავისა და თავის
წინამორბედების დაფასებაში. ...ცნობილია, რომ ის ადვილად ვერ იტანდა
შეპასუხებას...თავის გარშემო მაინც ისეთ თანამშრომლებს იკრებდა, რომელნიც სიტყვის
შეუბრუნებლად ემორჩილებოდნენ მის ნებისყოფას. ის ყოველთვის სამართლიანი არ იყო
თავისი მოწინააღმდეგეებისადმი...“(გ. ქიქოძე, რჩეული თხზულებანი, ტ. 1, თბ. 1963, გვ. 124).

არ იყო ილია ისეთი მორწმუნე, რომ მისი კანონიზება მომხდარიყო. მის ნაწერებში
ვერვინ აღმოაჩენს განსაკუთრებულ სარწმუნოებრივ ინტენციასა და ინტერესს
ჰაგიოგრაფიისა და საეკლესიო დოგმატიკისადმი. ილია არ სწყალობდა ძველ ქართულ ენას.
მან არც იცოდა ეს ენა რიგიანად და მას ავი თვალით უცქერდა. რახან მან წარმოთქვა
„მამული, ენა, სარწმუნოება“, ეს არ ნიშნავს მის ეკლესიურობას. ამას ილიასეული სამება
დაარქვეს და დაუკავშირეს სამების დოგმატს. როგორ მოხდა მოსამართლის, ბანკირის,
პუბლიცისტის, გაზეთის გამომცემლის, მწერლის საკრალიზება და კანონიზება? ამას ერთობ
წაეხმარა ილიას მკვლელობა. აიზეკ ნიუტონს ბევრი უწერია მეორედ მოსვლასა და სამების
საკითხებზე, მაგრამ ძნელია ამის გამო მისი წმინდანად შერაცხვა. ფიზიკაზე იმდენს არ
ფიქრობდა ნიუტონი, რამდენსაც ბოლო ჟამის მოსვლაზე.

კიდევ ერთხელ ვამბობ მისთვის, ვისაც უჭირს პროფანირებული ილიასგან თავის


დახსნა. თავისი სიკვდილით მომკვდარი ილია დღეს მცირედ გასახსენებელი იქნებოდა. იყო
პირველი პანევროპული ომი, შემდეგ რევოლუციები. იყო ჟორდანიას მთავრობის
სერვილიზმი და ევროპელი კოლონიალისტების თარეში საქართველოში. იყო სამოქალაქო
ომი რუსეთში და საქართველოს, როგორც კავკასიაში ევროპელი იმპერიალისტების
დასაყრდენის დაპყრობა ბოლშევიკების მიერ. ეს მოვლენები ილიას სიბერით სიკვდილს
დავიწყების სილით დაფარავდა. ილიას მკვლელობამ კი საქართველო გამოაჩინა ტანჯულად.
XX საუკუნის 40-იან წლებში ბოლშევიკები და პირადად სტალინი იყვნენ ილიას გამო
გამოძიებისა და სასამართლოს მომწყობნი. ქართველებს ეს არ გამოუძიებიათ არც ჟორდანიას
მთავრობის დროს, არც მანამდე. ეს აღარ აგონდებოდათ საქართველოში. ქართველ თავადებს
თავადი ილია არ მოუსაკლისებიათ არასოდეს 1908-24 წლებში. ეს შეუვალი ფაქტია.
ილია თავისი ბანკირობისას კაპიკს კაპიკზე დებდა,რომ ამ ფულით სოფლად და
ქალაქად უკეთესობა ყოფილიყო. ახლა საქართველოს ასობით მილიონერი ჰყავს და ისინი
მხოლოდ თავის ჭიას ახარებენ ბანკებისა და ჭრელჭრული ჟურნალ-გაზეთების დაფუძნებით.
თავადი ხომ იყო საქართველოში დაუნდობელი მუქთახორა. უარესი გამოდგა მდაბიორთაგან
გამოსული ლიბერტინი ნუვორიში. ამან გააბათილა განმანათლებლური იდეა და მრავალი
ევროპელი მწერლის ნაწიგნი, რომ მდაბიორნი დიდ სათნოებას იუნჯებდნენ. მის
გამოვლენაში კი მათ ხელს უშლიდათ მონარქიული წყობილება. დღეისთვის რევოლუციური
ლიბერტინაჟის ილუზია საბოლოოდ გაქრა.

მასონურ - განმანათლებლურ ანთროპოდიცეას ევროპეიზებულ ქვეყნებში


დაუკავშირდა ადგილობრივი განმანათლებლების მოღვაწეობა. თავისებური
მითოლოგიზაცია მოხდა მათი სახელებისა. ასეთივე მითოლოგიზება და საკრალიზება
ხდებოდა შუა საუკუნეებში, როდესაც საეკლესიო ავტორები ყოველთვის ღვთივშთაგონებულ
მოღვაწეებად და წმინდანებად მიიჩნეოდნენ. აი ამ წესს შეებრძოლა განმანათლებლობა და
ღვაწლის დაფასების თავისი სტანდარტი გაავრცელა ყველგან. უკრაინელთათვის
გენიალურია ტარას შევჩენკო, საქართველოში გენიალურია ილია ჭავჭავაძე. სომხეთში,
აზერბაიჯანში თავის განმანათლებლებზე (XIX საუკუნის) ამბობენ, რომ გენიალურნი იყვნენ.
განმანათლებლობის იდეებს ზიარება გენიალობას დაუკავშირდა. იქ, ევროპაში ვოლტერზე,
რუსოზე, გოეთეზე ითქვა, რომ გენიალურნი იყვნენ. აქ - ადგილობრივ მწერლებსა და
პოეტებზე. მთავარი იყო, რომ მოღვაწე ამოდიოდა ფრანგული განმანათლებლობის
პრინციპებიდან. ილია ჭავჭავაძე იყო რუსული განმანათლებლობის ქართულენოვანი
გამოვლენა. თერგდალეულთა დასმა რუსეთიდან წამოიღო ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის,
გერცენის, პისარევის იდეები. ტოლსტოის და დოსტოევსკის, ვლადიმირ სოლოვიოვსა და
ნიკოლაი ტრუბეცკოის ქართველნი ვერ შესწვდნენ. პოლიტიკური ბროშურების დონე უფრო
გასაგები აღმოჩნდა. ილია არ ყოფილა გენიალური მწერალი და პოეტი. ევროპელთათვის
მთელი დასი თერგდალეულებისა და ასევე ქართველი მარქსისტებისა დიდს არას
წარმოადგენს. ეს მათთვის არის მხოლოდ ეპიგონობა მათივე იდეებისა. თერგდალეულთა
დასი მხოლოდ საქართველოშია ღირებული. ასეთი დასი კავკასიაში სომხეთს თავისი ჰყავდა,
აზერბაიჯანს - თავისი. იქაც მეორდება შაბლონები საბჭოთა დროიდან დაწყებული. იქაურ
მოღვაწეთა სახელების მიმდინარე ლიბერალ-კაპიტალიზმთან დაკავშირება ხდება. აი ამიტომ
სისულელეა, როდესაც ითქმის, რომ „ილიალოგიას საერთაშორისო სტატუსი უნდა
მივანიჭოთ“. ილიალოგია არის სამუზეუმო ექსპონატი ქართველთათვის და სხვა
არავისთვის. ნუ მოტყუვდება მკითხველი იმით, რომ დღესაც უამრავი რამ იწერება ილიაზე,
წარამარა წარმოითქმის ილიასეული ტრიადა „მამული, ენა, სარწმუნოება“. ის ევროპეიზმი,
რამაც წარმოშვა თერგდალეულნი და მთლიანად XIX საუკუნის ქართველთა მოძრაობა,
დასრულებულია თავად ევროპელთა მიერ. ახლაც ბრუნდებიან უცხოეთში ნასწავლი
ქართველნი და არანაირ იდეურ მოძრაობას ისინი არ დაიწყებენ, თუნდაც სულ დანელდეს
საქართველო. მაშინ, XIX - XX საუკუნეების მიჯნაზე, ქართველთა პოლიტიკური დისკურსი
პარაზიტირებდა განმანათლებლური ევროპეიზმის დიდრონ სხეულზე. იქ, ევროპაში აზრთა
ჭიდილი იყო, რომელმაც შეაზანზარა კაპიტალიზმის ბურჯები. სოციალისტური
ინტერნაციონალი მსოფლიოს ყველა ხალხისათვის მესიანისტობდა. ეს არ იყო
პრივატიზებული და სეგრეგირებული იდეა. ახლა ასე აღარ არის. ახლანდელი დასავლური
მესიანიზმი თავისი ჰაბიტუსით უფრო თორასეულია, ვიდრე ქრისტიანული. საქართველოში
ვერ მოიშალეს დეკლარაციებით თავის გაგიჟება და მალემრწმენობა. დასავლეთი დღეს არის
აკანკალებული მოანგარიშეებისა და კრიჟანგების მხარე. აქ მოხდა დიდი სუბორდინირება და
რანჟირება მქონებლობაზე მიხედვით. დიდ, საყოველთაო იდეას დასავლეთი აღარ
წარმოშობს. იქ, სადაც მხოლოდ პურით ცხონდა კაცი, მესიანისტური იდეა აღარ აღჩინდება.
დასავლეთის პოლიტელიტის ყველა მტკიცება მის ქრისტიანულობაზე არის პოლიტიკური
ბლეფი.

საქართველოში კი დამოუკიდებლად ვერვინ შეძლებს ისეთი ახალი იდეის შექმნას,


რომ მას ემსახუროს დიდი დასი წიგნიერი კაცებისა. ეს რომ საქართველოში გააზრებული
იყოს, აღარ იჩიფჩიფებდნენ, რომ ილია გვინდა. რომც მოვიდეს ქართველთმოყვარე ერისკაცი,
ვინ გაუგონებს მას ამ საბილწედ ქცეულ ქვეყანაში?

ქართველმა არ იცის ძალთა მოკრება ზეაღსასვლელად. დიდად სანიშნოა, რომ ამდენი


რამ დაიწერა და მონუმენტური ტექსტი კი მაინც ვერაფერია. ესეც ისევ ილიას პროფანაციას
აცხოველებს. ქართველმა შეითვისა ეს შმორიანი ჰორიზონტალი, როცა ყველაფერი ერთად
ჩაყრილია სამშობლოდ წოდებულ ჯღანების კიდობანში. აქ ფუთფუთებს უამრავი ჭიაღუა,
დიდი წილი რომ დაიდეს ყოველივეს წაწყმედაში. აქ ვასრულებ ილიაზე განსჯას.

****
როგორ თავმოთნეობს ქართველი,როდესაც იმტკიცება,რომ უფალი სცდის
საქართველოს, რადგან მას უყვარს ეს ქვეყანა და ამდენი უბედურება ამით აიხსნება. ეს ხომ
იდიოტობაა. უბედურებას იმითაც ამართლებენ, რომ ქართველნი ჯერ კიდევ უდაბნოდ
მიდიან. კი მაგრამ, რომელმა მამებმა აღზარდეს ძენი მეომრებად უდაბნოში? ან მამანი რანი
არიან, ან ძენი, რომ მათზე მცირედი რამ მაინც ითქვას სათნოდ? ქართველთა აღებული
იერიქონ-ქალაქი ვინ ნახა? ფრონტიდან მერამდენედ გამოქცეული ჯარი, ომის წაგებისათვის
მიღებული ჯილდოები და კურთხევები ნახა ქვეყანამ. ჯილდოები აიღეს ქართველმა
გენერლებმა იმაში, რის გამოც თავით უნდა ეგოთ პასუხი. ქართველის მახვილი მხოლოდ
გასაყიდი სუვენირია. მახვილი აქ ომისთვის კი არ იკვერება, არამედ ეთნოგრაფიული
კუთხის მოსაწყობად.

თუ ირწმუნებიან, რომ ჯერ კიდევ უდაბნოდ მივდივართო, ამით საკუთარ მონობას


ამტკიცებენ. თუ მონები არიან და როგორ იქცევიან? თავს იწყევლიან იმით, რომ საკუთარ
მამულს მონობის მიწას უწოდებენ. ამავე დროს ამ მიწას ღვთის მხარეს უწოდებენ.
გახენეშებულა მღვდლის გული, რომ ეს არ ეხამუშება. ყველა ტრიბუნას მოეძალა
პროვინციალიზმის გამოვლინებანი. „ამჟამინდელი კრიზისის ჟამს ჩვენ მსოფლიოს
ქართული სულიერება უნდა შევთავაზოთ.ეს გადაარჩენს კაცობრიობას“. ვის რა უნდა
შესთავაზო? შენთვის რა სულიერება გაქვს, რომ სხვას წარუდგინო? აბა წადი მღვდელო
უცხოეთს და ვინმე მოიმოწაფე. კიდევ ასეთი რამ ითქმის: „უფლის ერკემალია საქართველო
და ის უძლეველია“. ცრუა ეს ქართული მესიანიზმი და უბედურებას მოიტანს. მესიანიზმი
უმაღლესი იდეაა და თუ აქაც არ მოიძებნება სიწრფოება და რწმენა, მაშინ ქართველს ამ
მაიმუნობისათვის კვლავ სისხლით მოეკითხება. იერემია მხილველს აქვს ჭეშმარიტად
ნათქვამი: „წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს! წყეულიმც იყოს, ვინც
აკავებს მახვილს სისხლისაგან“ (47, 10).

თუ ერთმა ჰამოდ მოქართულე მგოსანმა შუა საუკუნეებში დაწერა ლექსი


ვეფხისტყაოსან მოყმეზე, თუ ერთმა ხუროთმოძღვარმა ამავე დროებში ააგო დიდი ტაძარი,
ეს არ ნიშნავს,რომ XXI საუკუნის საქართველო ამის გამო უდავოდ კულტუროსანი ქვეყანაა
და ჩემთვის ეს ხელნაწერები, ეს საყდრები უეჭველი სათავდებო და საწინდარია. თუ ახლა
უამრავი წიგნი გამოდის და ასობით საყდარი შენდება, ეს არ ნიშნავს, რომ ამ საუკუნის
დამდეგის ქართველი მოაზროვნე და რელიგიურია. სამშობლო ქმნადი კატეგორიაა. ის არაა
წიგნების და საყდრების სიმრავლისაგან შექმნილი მოჩვენება.

ერთიმეორეზე სირცხვილიანი შობა-აღდგომები მიჯრილა. ზამთარში გაზაფხულს


იქადის ქართველი, ზაფხულში სიცხეს იმიზეზებს და შემოდგომისთვის საქვეყნო მოძრაობის
დაწყებას ირწმუნება. ასე გავიდა მრავალი გაზაფხული და შემოდგომა. უქნელების და
წელმოწყვეტილების ქვეყანაში სულ დასასვენებლად ემზადებიან. ითქმის,რომ „ ერს
დასვენება და ძალების მოკრება სჭირდება“. როცა გული გულობს, წელიწადის ალოებს არ
იმიზეზებენ. ჰო კარგი, დაისვენეს ზაფხულში, შემოდგომა მოვიდა, გადავიდა კიდეც. ახალი
წელი მოდის მცონარებასა და ლაყლაყში. მერე ისევ გაზაფხულის მოსვლას იქადიან. იმ
მახვილს ლესავენ, რომელიც გაზეთის დასაკაწრად თუ გამოდგება. დღეს რუსს წარმოშობას
ულანძღავდე, რასისტობდე და ხვალ მის ქალაქში სიცილით ჩადიოდე, ხმას იწვრილებდე და
ლიქნობდე. აი ესაა ქართველის ავანჩავანობა. ქართველი რასისტები ლაპარაკობენ
„ღვთისაგან კურთხეულ ქართულ გენოტიპზე“, „უნიკალურ ჰაპლოჯგუფზე“, „სამყაროს
მხსნელ საქართველოზე“.

ქალაქში ასე გააბუჩებული და გატრიზავებული ქართული სული სოფელს თუ


აფარებს თავს? სოფელში წიგნიერი ხალხი თუ არის რაიმე ქართული საქმის წამომწყები? თუ
ძალუძთ სოფლად, რომ თბილისურ მახინჯ ქართულს სხვა ქართული შეუწონონ? თუ
დასობენ სოფლად წიგნიერი მამულიშვილნი? ვაი, რომ არა. სოფლადაც იგივე სიარმე,
ერთურთზე ძვირის თქმა, ავტოფილია და ლაჩრობა სუფევს. ქართველთა სოფელს
პატივცემული მოხუცი არა ჰყავს. მღვდელს არა აქვს ავტორიტეტი. რა თემი? რა
ტრადიციები? სამუდამოდ ტოვებენ ქართველნი სოფლებს, მიდიან თბილისის მასივებში.
შურის თვალით გამოიყურებიან ქალაქისკენ, ხარბად უთვალთვალებენ თბილისელთა
ლაღობას. ეხარბებათ პროვინციელებს თბილისს ადენილი პოხიერებისა და სიძვის ოხშივარი.
როგორ დაუწამლავს ისინი ქალაქს, როგორ გაუგიჟებია ისინი თბილისის ჭრელჭრულს. აბა
დაადასტუროს წიგნიერმა ქართველმა სოფლად, რომ ოტებული ქართული სული აქ სუფევს,
მიწასთან, კლდესთან, ხესთან ჰგიეს და ჟამი ეგრე არ წარხდება, რომ მან თავი მორჭმით არ
აჩინოს. ხომ იმტკიცებიან წიგნები ქართველ მთიელთა ძალუმ და უდრეკ სულობას, მათ
სიალალეს. აბა სად რა არის? დღეისას თუ არ დადასტურდა ეს სულობა, მაშ როდისღა?
რამდენი უწერიათ ალუდაზე, მინდიასა და ლუხუმზე. მთიელთა შორის თუ აქვს ვინმეს ამ
სათნოების ნატამალი მაინც? ესოდენი რისთვის დაიწერა ქართლის მთიანეთზე? რა აქვთ
სოფლად მცხოვრებთ გამოსაჩენი და სათქმელი? დაილია ქართველთა სოფელი, რომელიც
უფრო სიზანტემ, გულშავობამ და შურმა შეჭამა, ვიდრე სიღატაკემ.

მდიდარი ოჯახებიდან გამოსული ნასწავლი ქართველი ჭაბუკები არასოდეს


დაიწყებენ საქვეყნო საქმისათვის ფიქრს. ისინი უჩვენებენ ქვეყანას გაქანებულ კარიერიზმსა
და ქართველთა სინამდვილით გაქვითკირებულ გათახსირებულობას. თავზე გადასდით
ქონება და მათი წრიდან ერისკაცი არ გამოვა არასოდეს. ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა,
როდესაც გამოითქმის იმედი, რომ დასავლეთის სასწავლებლებში განსწავლული ქართველი
ახალგაზრდები ქვეყანას მოხედავენ. დასავლეთის უნივერსიტეტები 1991 წლიდან უკვე
ათასობით ქართველმა დაამთავრა და თუ გასმენილა, რომ მათ მამულიშვილური დასი
შეექმნათ? ფრჩხილისოდენა ავტორიტეტი თუ მოუპოვებიათ მათ თავის ქვეყანაში? არა,
ისწავლეს მათ უცხოეთში და რა? ისინი ხელისუფლების ფუნქციონერები გახდნენ. ეს არის
და ეს. ათასობით ქართველი კიდევ ახლა სწავლობს დასავლეთის უნივერსიტეტებში და
ისინიც ასე იქნებიან. თავად რანი არიან და ამათი თესლის მონაგარი რაღა იქნება?
ასიათასობით ქართველია გადახვეწილი უცხოეთში და ქვეყანაზე მოფიქრალი ერთი დასი
არსად შეიქმნება. როდესაც ამდენი ადამიანი არის ტროას ცხენი საკუთარ ქვეყანაში, იქ
ისტორია ყოველთვის იქნება ღალატის კალენდარი და ფორთხვის ქრონიკები.

სიყალბეა ქართველთა მემითეობა და ხთონურ მისტერიებზე ლაპარაკი. შუმერს


ედედ-ემამები და ეშვილები გვარფესვობის ავად გამრჩევო ქართველო? რა შუმერი, რა ინანა,
რა ლილეო აგიტეხია? ვის მამოყვრებ? შუმერი კი არა, თუგინდ ანგელოზის თესლის
მონაგარი იყავი. ახლა რა ხარ და ხვალ რა იქნები?

გავიმეორებ, რომ დავით აღმაშენებლის ნატვრა სიცრუეა. ეროვნული მოძრაობის


დროიდან არსებობს მოწოდება: „წინ, დავით აღმაშენებლისაკენ!“. ეს ხომ უაზრობაა?
შეგიძლია კავკასიის იმპერიის შექმნა? ეს მოწოდება ამას გულისხმობს. სულ სიტყვების
რახარუხია საქართველოში. ბაგრატიონთა გვარში ერთადერთი კეთილსახსენებელი მეფე
ფეხისამოსს გაიწმენდდა ამ ადამიანის უფლებებზე. მეფე დავითი რომ მოსულიყო,
დაფერთხავდა მღვდელთა თემს. დავით აღმაშენებელი მოიწვევდა საეკლესიო კრებას,
მოძღვრობას დაუწუნებდა ასობით მღვდელს. განმოსავდა, გაკრეჭდა და მოკვეთდა მათ.
დავით აღმაშენებელი გაჟლეტდა ათიათასობით ქართველს.ის დაჩეხავდა, დახერხავდა, შაყს
ჰკრავდა ნახევარ საქართველოს. დავით აღმაშენებელი რომ მოსულიყო, თბილისის ყველა
უბანში საწამებლები იქნებოდა აღმართული და ვინ დაიჭერდა მეფის ჯალათებს? მეფე
დავითი ქართველთა სისხლით მტკვარს წითლად ადენდა. მას გააცოფებდა მოდგმის საიგავო
გადაგვარება, ამდენი ნაბიჭვრის ზეობა. ქართველებს ისიც არ შეუძლიათ, რომ გააჩუმონ
სალახანები.მათ დასჯას ვინღა იტყვის? დავით მეფე ამ რედაქტორებს თავისივე გაზეთებს
დააღეჭინებდა. ქართველების უსინდისობისა და უჭკუობის შემცქერი მეფე დავითი
ვეღარსად წავიდოდა უცხოელთა ურდოს მოსაყვანად და ამათთვის თავზე დასაყენებლად. ეს
უფრო გააცოფებდა მას და ტირანულად მოექცეოდა ყოველ ქართლოსიანს.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ინიციატორი დავით აღმაშენებელი იყო და არა


მაშინდელი ეკლესიის თავნი. იმ 1103 წელს კრებას კი უძღვებოდა პატრიარქი იოანე IV
საფარელი, მაგრამ ამ კრებაზე მეფე იჯდა მსაჯულად. მან განაგო და განაჩინა, გაყარა
რჯულის შემარცხვენელი მღვდლები. კარგი დედის შვილი იყო მღვდელი და აბა ეთქვა, რომ
ეკლესიის ცხოვრებაში მეფე რად ერევაო. ახლაც საჭიროა ასეთი კრების მოწვევა, რადგან
აყროლდა ეკლესია, ჩამყაყდა ბერ-მონაზვნობა. მღვდელს ასე უნდოდა, რომ ბოლშევიკებისა
და სატანის გინებით თავი მოეჩვენებინა, თავისთვის სამუდამო ალიბი მოენაგრებინა. ამაში
მას გაზეთი დიდად შეეწია. ამ ოც წელიწადში ავაზაკით აივსო საყდრები.

ყოველივეს მობოლოების პირი დაეჩნია. ესე ზეზე დგომით დნება მოდგმა. ტანთაგან
ხორცი სცვივა და ძვალი ეფშვნება. სნეული სისაღეს იჩემებს, მკვდარი ცხოვლობს და
სამშობლოზე წიგნებს სწერს, მთავრობისაგან ჯინჯილებს იღებს. ხელისუფალი მღვდელს
აჯილდოებს, მღვდელი-ხელისუფალს. რიგი გაჭიმულა ჯილდოს მისაღებად. დავით
აღმაშენებლისამებრ რომ დაიწყოს ქვეყნის დამქცევთა დასჯა, მრავალი გაზეთი ჯიბრითა და
კრიჭაში დგომით დაიწყებს დასჯილთა ქებას, ქრისტიანულ და ლიბერალურ
ღირებულებებზე ყბედობას. ათასობით ჟურნალისტი საქმეს ნახავს, თავის ნაჭკუარს
შეატყუებს და შეასაღებს ბრიყვთა და ლაჩართა მასას. ყველაფერს გადაასხვაფერებენ,
ისტერიული განმარტებებით მოწამლავენ ქვეყანას. ყველა დროში საქულას დუქანია
საქართველო.

მაისი, 2012 წ.

რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის?

წერილი მეხუთე

ფაილის მოცულობა - 13 გვ.

2006-11 წლების საქართველოს პოლიტიკური ისტორია როგორ და რა ცნებების


გამოყენებით უნდა დაიწეროს? როგორ უნდა გქონდეს იმედი, რომ ქართველთაგან
როდესმე რაიმე საკეთილო გამოვა? მერამდენედ შეიყარნენ წიგნიერი ქართველნი
მამულის საკურნავად და ისევ ბითურთა თათბირი გამოვიდა. მერამდენედ შეიქმნა
ახალი პარტიები და რა? რა იდეალებზეა გამუდმებული ლაპარაკი, როცა მოდგმის
ნახევარზე მეტი დეგენერატი და ავადმყოფი ცხოველია? ვითომ ვერ ხედვენ ამას.
ქართველთა შეყრა ბოლოს კიდევ ერთი შერცხვენით და დაფანტვით მთავრდება. არ
სტკივა ქართველს თავისი მამულის სატკივარი. ვისთვისაც მამულის ბედშაობა
საფხანავად ქცეულა, ის მახვილით ცემის და დამონების ღირსია. არ მოიშლება
ქართველებში სიყალბითა და ისტერიით იოლას გასვლის ჩვევა. დასაჯიჯგნი და
გამოსახრავი გახდა საქართველო. თავის შვილთა სიშტერით იხვედრა მან ასეთი
ხვედრი. საქართველოს ნაგლეჯები იქცევა ეთნოპარკად, სადაც უცხოელთა წინაშე
სათეატროდ გამოწყობილი აბორიგენის როლში მყოფი ქართველი ბუქნას გამართავს
და ყანყრატოს ამოირაკრაკებს.

არავის იმდენი საკმეველი არ უკმევია მონობის სასაკმევლეში, რამდენიც


ქართველებმა აკმიეს. ამდენი მონა თავს აზატად აჩენს. ამდენი ბრიყვი ჭკუას ეჩემება.
არც ერთ ხალხს, არც ძველად და არც ახლა არ შეუწირავს ამდენი მსხვერპლი
სიბრიყვისათვის, რამდენიც ქართველებმა შესწირეს. სიბრიყვე განიღმრთო. მონობას
მენეჯმენტი ეწოდება. ქართველი ჩანს ყოფითობაში. სახელმწიფო საქმისათვის ის იყო
და არის ნოლი. სწორი იყო დავით აღმაშენებელი, რომ ქართველს გზირად ყივჩაყი
დაუყენა, ყივჩაყის სიძე გახდა და სამეფოს ტახტის მემკვიდრედ ყივჩაყის ნაშობი ვაჟი
დაუტოვა. ეს დიდი სამეფო უჭკუობით ხელში შემოიდნეს ქართველებმა და სხვას კი
დააბრალეს. აზროვნებაში ქართველი სულ ეპიგონი და იმიტატორია. აქ პოლიტიკა ამ
დონეზეა განსჯილი:

საქართველო არის იდეალური ადგილი შემეცნებისათვის. ამ ციცქნა ქვეყანაში


დაეტია უშველებელი თახსირობა. დასავლურ ბანაკს მიკედლების სახელით
ქართველმა გაამართლა ყველა სიმდაბლე. ბოლო ეღება ლიბერალიზმსა და
დასავლეთს, ქართველი კი ისევ ისე გიჟობს, თითქოს 1992 -9 წლები იდგეს.
აღმოსავლეთის ქვეყნებთან ვერ მივა საქართველო. სახელგატეხილია იგი
დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. საქართველო ლიბერალიზმის კრახის შემდეგაც
ისევ ის განაპირა მხარე იქნება. ისტერნიზაცია (აღმოსავლეთის ზეგავლენა) თუ
დაიწყო, საქართველოს ხვედრი იქნება კვლავ კუთხე-კუნჭულად ყოფნა. რას
იმედოვნებდნენ ქართველი ლიბერალები და რა გამოტყვრა. წინაპართა მურდლობის
ერთი მისხალიც კი არ დაიკარგა. სულ საქართველოს კარზეა დაჩოქილი თარსი და
უსვეობა. რა უნდა თქვან ქართველმა ლიბერალებმა ისეთი, რაც ათასჯერ ნათქვამი
არაა მსოფლიოში? სად არის ქართული აზრი ან პოლიტიკაში, ან ფილოსოფიაში? რა
ქვეყანას იმით, რომ ქრონიკული რეფორმები და რეორგანიზაცია მიმდინარეობს? სად
არის ამ თანამედროვე მენეჯმენტის, დასავლეთში აპრობირებული მეთოდების
რეზულტატი? საბაზრო პლურალიზმმა აქ დაამკვიდრა ნებადართული პლაგიატი და
იმიტატორობა. ქართველთა შორის ხორციელდება მიმეზისი-მიმსგავსება. ანამნეზისი
და თვითნაბადობა კი არაა. მიმეზისი ბადებს კონფორმიზმს, როგორც მსგავსებას.
სადამდე ჩამყაყდა ქართველობა. მისი ანტისაბჭოური ნონკონფორმისტობა გასული
საუკუნის ბოლოს ასევე იმიტატორობა და მიმეზისი იყო. ამიტომაც იყო, რომ
მაშინდელი შეურიგებელი დისიდენტების დიდი ნაწილი ძველი
პარტნომენკლატურის გვერდით დადგა და ყველაფერზე თვალი დახუჭა, ოღონდ
გამარჯვებულად და მცოდნედ გამოეჩინა თავი, ოღონდ პარლამენტში
შევარდნილიყო. ქართველი ანტისაბჭოელი დისიდენტების მთელი კორპუსი
რენეგატი და პოლიტიკის სამუდამო ბითურია.

ცოტა ავის კილვაში ქართველს ღდინი გაეცალა. სიტყვა არ დარჩა, რომ მას არ
ეთქვა. დიდი ავი დაატყდა მას თავს. მცირეზე დახარჯულს კი ვეღარაფერი გაუგია.
ლიტონ სიტყვად იქცა პოლიტიკური მოწოდებები, კურთხევები, ერთობლივი ფიცი,
ლოცვითი მსვლელობები და სხვა მისთანანი. დაიფანტა და დაიკარგა ქართველთა
ყველა დასი და თემი. ვერ ისწავლა ქართველმა დიდი სიავის დიდ აზრად
გარდასახვა. მისი პასუხი ლექსები, მოთხრობები და არმოსაგონის მოგონებებია.
ამდენი წიგნი და გაზეთი, ბოლოს ისევ მონობა.

ყველა მატიანეზე უმატიანესია საწიგნეებში დაცული ათეულობით ქართული


ჟურნალ-გაზეთი. ეს არის უტყუარი დასტური ქართველთა ავადმყოფობისა. გესლსა
და ცოფს სთესს ამდენი გაზეთი. მცირედი კეთილი კვალი ვერ დაატყვეს
საქართველოს გაზეთის მოხელეებმა. ეს დიდად სანიშნოა. ვერბალურ
ილუზიონისტობას შეეწირა ვერტიკალი და სინდისიერება. არც ერთ მოდგმას არ
ჰყოლია ამდენი თერსიტე და ჰეროსტრატე, რამდენიც ქართველებს. გაზეთის
ნაირობამ ღონე და აზრი წაართვა ქართველს. გიჟმა რა იპოვა და გაზეთი.
ქანცგამწყვეტია და წამბილწავი ქართველის უაზრო ცხოვრება.

რომ არა რუსული ხიშტი და როზგი, თერგდალეულთა დასს სად ჰქონდა


იმისი თავი, რომ მხოლოდ თავისი ნაწერებით გაეერთიანებინა საუკუნეთა მანძილზე
განკერძოებული საქართველოს ტომები?

აბა, თქვას მღვდელმა როგორ ვლინდება საღვთო განგებულება უახლოეს


წარსულში? რამდენი წელია მადლის მოფენას აწამებდნენ ქვეყანას მამანი და
სვიანობა უქადეს მას. ისევ ის კი გამოცხვა, რაც აქამდე ცხვებოდა. საქართველოს
კლერონომია (ღვთისაგან ნიჭებული ხვედრი, მემკვიდრეობა) საშინელია. რის გამო?
რა დაცემის გამო უსვეობის უწყვეტობა? არავინ ასე არ იგვემება დუნიის ხალხებში,
როგორც ქართველნი. არ შეიყრებიან მამანი და შვილნი ამაზე საუბნოდ.
ათასობით იურისტის ლაყაფი და ქართული ტელეარხების კლოუნადა ვერ
დამალავს ქართველთა დამარცხებას. ქართველთა ტელევიზია შეტანილ უნდა იქნეს
მსოფლიო საოცრებათა ნუსხაში, როგორც ეტალონი ადამიანის გათახსირებისა. ასეთი
ტელევიზია არსად არაა. შედარების შესაძლებლობა ყველას აქვს, რადგან მრავალი
ფორმატის უცხოური ტელემაუწყებლობაა მისაწვდომი. თავის ქვეყანას ჯიბრში
უდგას და ყველას დასცინის ქართული ტელევიზია. გათენებიდან დაღამებამდე
სადისტობს და ბილწობს ასობით ტელეჟურნალისტი გოგო-ბიჭი. უნდა შეინახოს
1992-2011 წლების ტელესიუჟეტები, როგორც პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ამოიჭამა
ღვარძლითა და სიგიჟით ეს ქვეყანა, რატომ გადაგვარდა ქართველობა. ცხოვრებამ
დედის ხსენი პირში ამოადინა ქართველს და იგი მაინ ისევ ის არის. ეგრე იქნება, რომ
აქეთ აზერბაიჯანელი იცემებოდეს, იქით სომეხი, კიდევ იქით რუსი.

რა განვითარებაზე, რა ჰუმანურ ღირებულებებზე ლაპარაკობენ დაჟინებით,


როცა მოდგმის მესამედზე მეტი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე საჯაროდ
ჩამოსახრჩობია? ბეწვივით ასხია ქართველთა მოდგმას ავაზაკი, სალახანა,
პოლიტიკური ნაბიჭვარი. ადამიანის ისტორია საქართველოში გამაოგნებელი
საძაგლობაა და ამას სახელოვან წარსულს უწოდებენ. ოჯახებმა კი არა,
საგვარეულოებმა დაიდეს წილი საქართველოს დაქცევაში. ქართველებს აქვთ იმისი
თავი, რომ მათ პასუხი აგებინონ?

ცრუა ქართველის რჯულიერება. საეკლესიო ჟურნალებში მკითხველს


აფრთხილებენ სატანის გამო და ჩამოუთვლიან ანტიქრისტეს ამოსაცნობ ნიშნებს.
მრევლში ბევრი თავის ჭკუაზე აღარაა ასეთი შეჩვენებული ცხოვრებით და მას კიდევ
ეშმის მოსვლაზე ლაპარაკით აგიჟებენ. თან ხელისუფლებას ემხრობიან მღვდლები,
თან ამ ჟურნალებში მის დამხობაზე ლაპარაკით აგულიანებენ ქართველობას. ეს რაღა
არის? სატანის მოსვლა განიხილება საერო გაზეთებშიც და თქმა არ უნდა, რა
სიბრიყვე დაიწერება. ეს გაზეთები არის ჭირისუფლობისა და ტაკიმასხრობის ნაზავი.
გაზეთს შეაბერდა ბევრი ქართველი. ყოველი მათგანი მისმა ნაწერმა გამოაჩინა, თუ
რა შვილია. გაზეთის გამო რომ კაცი თავის თავს მოარულ ანეკდოტად აქცევს, მისგან
რა კარგია გამოსალოდი? თავის ხალხთან ერთად არის ბერძნული, ესპანური,
ეგვიპტური პრესა და ტელევიზია 2011-12 წლებისათვის. აქ კი გაზეთს ვერ ენდობი.
ის სულ გატყუებს თავისი ოპოზიციურობით, აბუჩად გიგდებს ბაზრის აპოლოგიითა
და ხატების ბეჭდვით, მუდმივი საეკლესიო რუბრიკით. მას თან სძულხარ და თან
გეკაიკაცება, რომ გაზეთი შემოგასაღოს. ეს ხომ ქართული ზნეა. ამ მიზანთროპიულ
გარემოში სტანდარტად იქცა ინფანტილიზმი და ფამილარობა, რომ „ჩვენ ყველანი
ბავშვობიდან მოვდივართ“, „ვისაც ბავშვობა არ ახსოვს, ის ვერ იქნება ბედნიერი“.
იცის ქართველმა, რომ სიავეს იქმს და ქვეყანას მიეზღვება ამის გამო. მაინც არ
დააგდებს ავის ქმნას. ცრუმეტყველება თავზე გადასდის ქართველს. „ქართულმა
პოლიტიკამ გააკეთა მორიგი სტრატეგიული გარღვევა“, „მიიღო გამოწვევები“ და
მისთანანი. რა გაარღვია ქართულმა პოლიტიკამ? სადაა საქართველოში პოლიტიკა?
არ შეგიძლია მოუარო ერთ დღეში შემოსავლელ ქვეყანას, რომელსაც აქვს მხოლოდ
ერთი ქალაქი და რომლის მცხოვრებნიც რიცხვით ეტოლებიან რომელიმე
მეგაპოლისის ერთ გარეუბანს. აი ამისი მოვლის თავიც არ გაქვს. დასავლეთმა
ქართველებს ჯერ კიდევ 1993 წლიდან დაუდგინა არსებობის ასეთი წესი: კაცი უნდა
იყოს შოფერი, ოფიციანტი, ყარაული, ხოლო ქალი სასტუმროების ბოზი, მოახლე და
მომღერალი. ქართველთა რაოდენობა ისევ უნდა დავიდეს 300 ათასამდე, როგორც ეს
იყო ერეკლე II-ის დროს. რუსული სახრით მოკრებილი საქართველო ისევ უნდა
დაიშალოს. შევარდნაძის დროიდან ხალხის უსისხლოდ გაწყვეტაა მთავრობის
განზრახვა. სადამდე იდიოტი უნდა იყო, რომ დაშლილ, ღატაკ ქვეყანაში
ლაპარაკობდე საქართველოს ეკონომიკურ სასწაულზე, რომლის შესასწავლად თურმე
უცხოელები ჩამოდიან. ისტორიის ნაბიჭევად იქცა საქართველო. ვის მკვდარს
ითვლიან ქართველები, როცა ერაყში ამერიკელთა დანაკარგებზე წუხილით ამდენს
იტყვიან და სალაფიტების დახოცვას სიხარულით ეგებებიან? წადი შვილო, შენი
თამრო დაიტირე.

ვისთვის ისწავლები ქართველო მართლმადიდებლობის ერთადერთობას,


როდესაც თავად არა გწამს? რა რჯულსაც გინდა შეუდექი, იგივე იქნები. სად ვის
შეეძინები, ან სად ვის გამოაკლდები? შეიყრებიან ხალხები და ფიქრობ, რომ
ქართველებს მოისაკლისებენ? დაგინახავს ვინმე უცხოეთში და მართლმადიდებლობა
გაახსენდება? ლიბერალ-კაპიტალიზმისათვის ყველა რელიგია ერთ ბერაში გადის.
მისი საესავი ფულია. მისი ტოლერანტობის ფუძე ანგარებაა და არა ჰუმანიზმი.
ქართველთა საღვთო შური გაზეთის მჯღაბნელობასა და რელიგიურ
პერფორმერობას არ გასცილებია.

იმაზე უფრო სასტიკი და ვერაგი რომ ყოფილიყო ბოლშევიზმი, ვიდრე იყო,


ქართველის ნამხელი და ნალანძღი ისევე მალე გაიცრიცებოდა, როგორც ახლა. ეს
იმიტომ, რომ ქართველის სიმდაბლე ასგზის ამეტებს ბოლშევიზმის ყველა
სიმდაბლეს. ვისაც ამხელ, მასზე რაღაცით მეტი უნდა იყო, რომ შენს სიტყვას
საზრისი გააჩნდეს. ეს წესი ქართველებმა განზრახ დაივიწყეს.

მთელი საქართველო აცხე-ჭამიანი გახდა. სიღატაკე მოდის იმაზე საშინელი,


ვიდრე აქამდე იყო. ხორველასავით მოედო საქართველოს უპოვარება, გლახაკობა და
ჰგვემს მას. დოვლათიან ქვეყანას ასე მოუბოლოვდა. ეს არის იმის საფასური, რომ
პატივით შემოსილიყო ათასობით ახალი ყაიდის ნაბიჭვარი, ყოფილიყო ასობით
პარტია და გაზეთი. სად არის ეს ნანატრი თავისუფლება და თავისუფალი
აზროვნება? არც ერთი პირუთვნელი მატიანე ისე არ შეარცხვენდა ქართველობას,
როგორც ის შეარცხვინა გაზეთების, პარტიების და ეკლესიების სიმრავლემ. არც ერთი
მტერი ისე არ გაამასხრებდა საქართველოს, როგორც ის ლიბერალიზმმა გაამასხრა.
აღმოჩნდა, რომ არაფრის თავი არ ჰქონია ქართველს.

რამდენი მდიდარი და ძლიერად მქონებელია უკვე ქალაქში და სადმე თუ


იქნება თბილისელ ბურჟუაზე საზიზღი არსება? კაპიტალიზზმა გააასკეცა და
გაამედგრა ქართველთა არაკაცობა და ძაღლიანობა. რამდენს ირწმუნებოდნენ 1992
წლიდან, რომ საქართველოში იქნებოდა მერიტოკრატია (სათნოებითა და ღირსებით
მკულთა ძალაუფლება). ეს კი არასოდეს იქნება საქართველოში. აქ ფულით იზომება
კაცის სათნოება.

20 წელიწადი საკმაოზე მეტი დროა ამ მცირე ქვეყანაში, რომ განზოგადდეს


მომხდარი. ერთი თაობის ცხოვრებაში მოთავსდა ის, რასაც ადრე ოთხი თაობის
ცხოვრება ესაჭიროებოდა.როგორც ქართველი მამები ზრდიდნენ თავის ძეთ XX
საუკუნის 70-იან წლებში, ეგრეც ქვეყანას მოემკო. 90-იანი წლების საშინელი მარცხი
70-80-იან წლებში დაითესა. უკუღმართად ცხოვრების მიზეზი მხოლოდ მარქსიზმ-
ლენინიზმი არ იყო. ქართველი ისტორიკოსი გაურბის ამაზე მსჯელობას.

თუ შეჩქვიფდა მაინც მუდამ ნატყუარში მდგარი უფროსი თაობის კაცებიდან


რომელიმე, რომ დიდი ცოდვა აწევს მოდგმას და შთამომავლობას წინ დაუხვდება
მამათა შენაცოდარი? ბიბლიის დამოწმებაში რომ გამეცადინებულან, რად არ
იმსჭვალებიან ისინი იმით, რასაც სხვისთვის ამბობენ? მარიხი მიუწვდება
ქართველთა ნაშიერთ. ერთი-მეორის მიყოლებით დასრესს და ამოშანთავს მათ.

რა უყვეს უძღებმა მამებმა საქართველოს. პირისახეს ითალხავენ და გაზეთში


თავს აჩვენებენ. აგერ, დაკრეჭილი დადის ჭარმაგი კაცი, ვითომ მამულზე სწუხს და
უმცროსთათვის ისწავლება, სიცილი კი ვერ მოუშლია. არანაირი დამდაბლება არ
აიძულებს ქართველთ აზროვნებას. ყოველი მათგანი ქვეშიდან გამოძრომას და
გაპარვას ცდილობს. მთელ დუნიას სწვდება ქართველთა სიცილ-ყაშყაში. კი ბევრჯერ
იტყვიან ერთურთის მოსატყუებლად: „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები
მგლისანი“. ძეთა დაზრდის დრომ ბევრჯერ ჩაიარა, ლეკვები კი ისევ ლეკვებად
დარჩნენ. ვერ დაიზარდნენ, ვერ მგლობენ. რისი ტრადიციები? რა ეროვნულ
ღირებულებათა შკალა? თუ რაიმე არის და რაღად გაარარავდა ქვეყანა?

ვაჟა-ფშაველა ხედავდა ამ უბედურებას და თქვა „ქებათა-ქებაში“:


„გააბეჩავა მშობელი

უმსგავსთა შვილთა ყოლამა.“

ვაჟამ კი თქვა ასე, მაგრამ ქართველი მამა თუ ნახულა სადმე, რომელიც თავის
ავაზაკ ვაჟს შეარცხვენდა და მისი არაკაცობით შოებულ, შინ მიტანილ ხვასტაგს არ
მიითვლიდა? ქართველი დედა თუ ნახულა სადმე, თავისი სალახანა ძის გამო რომ
დაერცხვინა და პური ვეღარ შეეჭამა? სადმე თუ ნახულა ქართლში ქვეყნის
გატიალების გამო მწუხარე დედა? რომელიმე შვილი თუ აუჯანყდა თავის მოთახსირე
მამას? მამა-ძენი ერთურთის არაკაცობას კბილდაკრეჭილნი იცავენ. არაკაცების
სანათესაოში თუ არის ისეთი ვინმე, რომ დაამუნათოს თავისი სისხლისმიერნი?
ქართველთა ნათესაობა უქიათ და მერმისის საწინდრად დაუსახავთ. სხვა ხალხებში
არ იციანო ასეთი ნათესაობა. არც დედმამიშვილობა, არც ნათესაობა არ აკავებს
ქართველს თახსირობისაგან. ცრუა ეს ნათესაური ტრადიციები.

ჯერ არა უთქვამს რა ქართველ ჭაბუკს და იცი, რომ ბრიყვი და ვირიშვილია. ეს


ივლის უდაბნოში? ეს გადალახავს იორდანეს და აიღებს იერიქონს? ასიათასობითაა
ასეთი. ახლავე გაასწრეს მამებს ყალბისმქმნელობაში. რკინით ნაჭედი ქუსლით უნდა
ნაყო ამათი ცხვირპირები. როგორ აისხლიტეს შვილებმაც და მამებმაც მამულის
ყველა უბედურება. აი, ეკონომისტი, იურისტი, ბარმენი, დიჯეი, ოფიციანტი,
ჟურნალისტი, ჩაფარი, პოეტი ვაჟები. გაიყვანე ისინი უდაბნოში და ერთი ეჯის
გავლა მაინც შეძლონ.

შვილი რომ რჯულის მოშურნე და მახვილოსანი იყოს, გაუგონებს მას მამა? არ


იციან შვილებმა, მამათა რა ავკაცობის გამოა მათზე ესოდენი უსვეობა მოწეული. არც
კითხულობენ. ეგაა, რომ როგორც არის და ცოცხლობენ.

ამდენი ომის თეორეტიკოსი და სამხედრო ექსპერტია საქათმედ ქცეულ


საქართველოში. ერთნი ქართველთა ჯარის ტუაფსემდე გასვლას მოჰკვეხენ, სხვანი
კრასნოდარის აღებისა და შემოერთების გეგმას ადგენენ და სულ ირწმუნებიან, რომ
რუსეთი იშლება. ისინი დაშლილი რუსეთის რუკებს აზუსტებენ და გაზეთებში
აქვეყნებენ. როგორ დიდგულობენ წაგებული ომებიდან მოსულნი. ამათ რომ ომი
მოეგოთ, მერე როგორღა იქნებოდნენ? ისე დადიან ქალაქში, თითქოს იდიდგორეს და
ხონთქრის საჭურჭლე მოიალაფეს. რომელიმე მათგანი თუ მოითხოვს, რომ
შევარდნაძე სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლოს? რომელიმე მათგანი თუ იტყვის,
რისთვის გაწყდა ნაღალატებ ომებში ამდენი ქართველი? ომში ერთად ყოფნისას
ერთურთისათვის უცხონი იყვნენ და ახლა რაღაა მათზე სათქმელი? აფხაზეთის ომში
ნამყოფი ვეტერანები ჰყვებიან გაზეთებში, რომ ქართველი ოფიცრის ღალატმა
ფრონტი მოშალა და ასობით ქართველი დაიხოცა. განა ის, რომ გამოათრიო ეს
ოფიცერი და ღორივით დაკლა მოედანზე. მარტო გაზეთებში კრუსუნებენ. ისრაელის
მსაჯულმა სამუელ წინასწარმეტყველმა ქვა შეწევნისა დადო ფილისტიმელთა
ძლევის მოსახსოვნელად. ებენ-ყეზერი ეწოდა ამ ლოდს. საქართველოში კი
სირცხვილის ლოდებია დასადები წელიწადის ყოველ ალოზე. ერთი ქვა არ
დადებულა ქართველთა სიქველის ნიშნად გასულ წლებში. ქართველთა გავლილზე
რჩება მხოლოდ სიხარბის საფლავები, რასაც რიცხვთა წიგნში (11: 34) კიბროთ-
ჰათაავა ეწოდება. თუ ქართველთა შვილნი იკითხავენ ერთი ამბით შემკულ
საფლავებზე, გადაჭედილ პანთეონებზე, ეს რა ქვებიაო, ვინ რა კარგს ეტყვის მათ?

ქართველი თავადობა კარგად იბრძოდა პირველ პანევროპულ ომში. ბევრი


ქართველი არისტოკრატი დაიღუპა. ეს წერია 1914-17 წლების ქართულ პრესაში.
თავისი მამულისთვის კი არ იბრძოლა თავადობამ. კოჯორთან და ტაბახმელასთან
რომ იუნკრები ომობდნენ, არც თავადობა, არც ხალხი წითელ არმიასთან საომრად არ
გასულან. მიხეილ ჯავახიშვილმა აღნიშნა 1930-იან წლებში: „ ყოველ ქართველს
ყოველ ჟამს უნდა ახსოვდეს, რომ ნახევარმა საქართველომ მარაბდის ბრძოლის დროს
10 000 მოკლული გასწირა, ხოლო ერთობლივმა საქ-ომ 1921 წელს თავის
დამოუკიდებლობას ასი მოკლული ვერ შესწირა“. „გველის მჭამელში“ ვაჟა-ფშაველა
იტყვის:

„თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით,

ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა“.

რომ არა ბოლშევიკური ოკუპაცია, ილიას უმცროს თანამედროვე ქართველ


ინტელიგენციას იმისი თავი ჰქონდა, რომ სომხებისთვის ჩამოერთვა მათ მიერ
კანონით ნაყიდი თბილისი და მისი შემოგარენი? 1989 წლიდან ქართველები რომ
სულ ბოლშევიკების გამო ილანძღებიან, ეს ვინმემ იფიქრა მათგან? საქართველოს
ეკონომიკის 80%-ზე მეტი სომეხი კაპიტალისტების ხელში იყო. ბოლშევიკებს უნდა
უმადლოდეს ქართველი, რომ თბილისი ქართული ქალაქი გახდა. არა, ვინ ხარ, რა
ხარ ასეთი, რომ მეფის სატახტო ქალაქსაც სომეხი გედავებოდა და გიმტკიცებდა
კიდეც, რომ შენი დედაქალაქი მისია, მისი მამების აშენებულია? რომ არ ყოფილიყო
ბოლშევიკური ოკუპაცია, თბილისი დღეისობას რა იქნებოდა, გიფიქრია ქართველო?
ხომ ამბობ აგერ 20 წელზე მეტი, რომ ბოლშევიკური ოკუპაცია უკანონო იყო?
სოციალიზმი თუ არალეგიტიმური იყო და მისი დანაშაული კერძო საკუთრების
ხელყოფაა, მაშინ დაუბრუნე კაზარიანის მემკვიდრეებს ზემელზე მდგარი სახლი.
დაუბრუნე პლეხანოველი სომხის სოვდაგრების შთამომავლებს მთელი ეს ქუჩა.
დაუბრუნე მათ მამულები მარტყოფიდან დაწყებული ვიდრე ტაბახმელამდე. შენივე
ნათქვამის მიხედვით განისაჯე და გამტყუნდი ქართველო ჟამის მიერ და ესეც ვერ
შეიცანი, რადგან ის არ ხარ, რაც უნდა იყო. მარტო გაზეთი გქონდეს. ხომ არ გგონია
კვლავ რუსი მოვა და შენს დაფუნილს ახვეტს? ხომ არ გგონია, რომ რუსი მოვა და
ქარხნებს აგიშენებს? დღეს ისევ გედავება სომეხი და თავის სიმართლეს ამტკიცებს.

ახლა რომ არის ქართველი ბურჟუაზია, ის ქაქუცა ჩოლოყაშვილის დროის


თავადთა კლასის მსგავსია. ამ ბურჟუაზიის შვილები უკლებლივ უცხოეთში
სწავლობენ. რა, ჩამოვლენ და მამულზე ზრუნვას დაიწყებენ? ერთი მაინც იქნება
ასეთი? ჩამოვლენ და დასხდებიან მინისტრებად. ეს არის და ეს. მთავრობას ნურვინ
დააბრალებს ქართველი ახალგაზრდობის გულგრილობას. ნურვინ იტყვის, რომ მას
ტვინი გამოურეცხა სააკაშვილმა. მისი ბრალით არაა, რომ საქართველოს ასეთი
ახალგაზრდობა გაეზარდა.

მამათა თაობის კაცთაგან ერთი ვერ იტყვის, რომ მტერია ღმერთი, რომ ჩვენი
უკეთურების გამო ღმერთი ჩვენთა შვილთა მომსვრელი იქნება. როგორ განაბულან
და გაფუყულან ქართველნი. ვითომც არაფერი ხდებოდეს. რა აქვს ჩადენილი
ქართველთა წინაპარს, რომ მის გამო შვილნი სამისხოდ იგვემებიან? ასეთი რა ცოდვა
დაგროვილა ამ ციდა ქვეყანაში? თავის მოსამშვიდებლად ამბობს შიშით ატანილი
ქართველი, რომ მამის ცოდვის გამო შვილმა პასუხი არ უნდა აგოს. ამით ის
ცდილობს მოებღაუჭოს ქრისტიანული მიმტევებლობის სწავლებას. საქართველოს
წარსული კი ყველა საუკუნეში ცოდვის საერთოობას ამტკიცებს. მცონარების და
ლაჩრობის გამო ითქმის ასე და არა იმიტომ, რომ ქრისტიანი ქართველი სულიერად
აღემატა ძველი აღთქმის კაცს.

თუ საქართველო ღმრთის წილხვედრია, მაშინ აქ სათემო სამართალი უნდა


ზეობდეს და არა ლიბერალური ინდივიდუალიზმის სამართალი. თუ ღმრთის
რჩეულობას ეჩემები, მაშინ ინდივიდუალისტი ლიბერალი ვერ იქნები. რაღაც მეტი
უნდა იყო. ეს არაა საქართველოში გააზრებული. ღვთივრჩეულობის იდეა მხოლოდ
ენის მოსაქავებლად და თავმოთნეობის გასახელებლად უნდათ ქართველებს. ოც
წელზე მეტია ვერ გაუგია ქართველს რა უნდა, რას იმტკიცება. ლიბერტარიზმიც
გინდა და ივერიის გაბრწყინებაც? ახლანდელ ქართველ თეოლოგთაგან ამაზე არის
რაიმე ნათქვამი?

ქართველთა მესიანიზმის სიყალბისათვის


1989 წლიდან დაიწყო საგაზეთო ბიბლეისტიკა. გადაჭრით იწამებოდნენ
დისიდენტები, მღვდლები,მსახიობები და ვინ აღარ, რომ ახალ მოსე იქმნა ქართველი.
ეს დიდი ტყუილი იყო.

ისიც ითქმის წლობით, რომ ქართველი ერი გოლგოთაზე მიდის. არა,


უდაბნოშიც მიდის ქართველი, გოლგოთაზეც მიდის და თან დასავლურ
ინტეგრაციაშიც ეკვეხება. ინვესტიციების მოზიდვაზე ლაპარაკი დაფარული
სიბრძნის ცოდნად დაუსახავს. ესაა მესიანიზმი? ისიც ითქმის, რომ სიონის შვილია
ქართველი ერი და ახალი სიონია საქართველო. ისიც ითქმის, რომ ქრისტეს
კუნძულია საქართველო და კაცობრიობას ღვთის შუქს უჩვენებს. რამდენი წელია
ირჩევა, რომ კაპადოკიელი მამები, ბასილი დიდი და მისი ძმა გრიგოლი ქართველები
იყვნენ. ავგუსტინე და ორიგენე არ იყვნენ ქართველები? ქრისტეზეც ითქვა ასეთი რამ.
არა, მამა ღმერთი, ცაბაოთ უფალი არ იყო ქართველი?

უთხრა ღმერთმა მოსეს მაგიერს, იეჰოშუა ბენ ნუნს იორდანეზე გადასვლისას,


რომ დღეს ჩამოგაშორეთ ეგვიპტის სირცხვილი და იმ ადგილს გილგალი ეწოდა(რაც
მოშორებას ნიშნავს). ეს ნაუწყებია იეჰოშუას ქრონიკების 5:9-ში.

ქართველი არსად წასულა თავისი დედულ-მამულიდან და მგზავრად აჩვენებს


თავს. საქართველო არის იდიოტობისადმი მიძღვნილი მონუმენტი. უდაბნოდ
გაჭრას ირწმუნება კაცი და შინ კი ზის. არ გინდა ქართველო მამული. მაშ წაგართვას
ის უცხომ და შენ მის კარზე ქირის კაცი ყოფილიყავი. ის ძველი ებრაელი სხვის
ქვეყანაში იყო მონა. ქართველი კი თავის მამულშია მონა და უდაბნოდ სვლაზე
ლაპარაკობს. წავა სადმე ქართველი და ისევ აქ არ მოვა? XVII-XVIII ამერიკელი
მესიანისტი პილიგრიმი, პურიტანი ლტოლვილი მიუთითებდა, რომ ის გამოიქცა
ევროპიდან, როგორც ეგვიპტიდან და მისთვის ამერიკა არის ახალი მიწა. მან დიდი
სისხლი გაიღო და შექმნა იმპერია. შენ სადღა წახვედი ქართველო?

ქართულად ფიქრს შეგაძულებენ აი ასეთი ლაპარაკით: „დედა სამშობლო


მშობიარობისთვის ემზადება და სული უნდა მოვიწესრიგოთ“. ვერ გაიგებ, რას
გულისხმობენ, რისკენ მოუწოდებენ მღვდელნი. ალბათ, იგულისხმება ამ ცრუ
მესიანიზმისა და კაპიტალიზმის ნაზავის შობა. ან კიდევ: „ქართველები
გენეტიკურად მართლმადიდებლები ვართ“. გენეტიკურად როგორ არის კაცი
მართლმადიდებელი? როცა დიდი ხატები საყდრიდან გამოაქვთ და ლოცვით
მსვლელობებს აწყობენ, ვიცი, რომ კიდევ ერთი უბედურება უნდა დაიწყოს.

დიდ მუქარას შემოუთვლის იერემია წინასწარმეტყველის პირით ადონაი


იაკობის სახლს და იკითხავს იუდეველთა თემი- რად ირისხვისო ჩვენზე ღმერთი?
იტყვის ცაბაოთი, რომ მიმატოვეს თქვენმა მამებმა და სხვა ღმერთებს მიჰყვებოდნენ
(იერ.16,11). ეს ნიშნავს, რომ მამათა ცოდვის მოსაკითხად შვილებს დაეტევა
ისრაელის ღმერთი. უკვე სამშობლოს ცნება გულისხმობს ერთობას, საზიარო ხვედრს.
ასევეა ხალხის ცნება. ლიბერალური დისკურსი ამას ჩქმალავს, რითაც ქართველი
დიდად ხარობს. მესიანისტი თუ ხარ, მაშინ რაც მამამთავრისათვის არის წესი,
შვილთაშვილთათვისაც იგივე წესი წესობს. მესიანისტი თუ ხარ, მაშინ შენი ისტორია
ღმერთის ასპარეზია და არა მოანგარიშე მომხმარებლების სამეურნეო-სავაჭრო
წლები. როცა მესიას მოელი, შენი მიწა კვრივია ( უფლის სამყოფელი) და არა დახლი
და საბოზრეთი. ქართველი ორივეს ეპოტინება. ასე არ გამოდის. ამის გამო მას კიდევ
უარესად მოხვდება. მეტი ავი დაეთევა თავზე საქართველოს. მღვდელიც ისეთივე
მენეჯერია, როგორც ხელისუფალი და სათქმელს გაურბის. მღვდელს უხამს
მესიანისტობისა და ღვთივრჩეულობის სიძნელის თქმა მრევლში. მეორედ მოსვლაზე
ყასიდად მწუხარე უბნობას ამოაფარა მღვდელმა თავისი სიმხდალე და გულცივობა.
ღვთისმსახური, რომელიც წიგნის სულით უნდა იმსჭვალებოდეს, ასეთი უნდილია
და სხვისი რაღაა გასაკვირი? ბოლოვად იდეებს მაიმუნობა არ შეეფერება. იდეა შურს
ძიობს ამისთვის.

****

ვერტიკალი არ იქნება საქართველოში. იქნება მხოლოდ ჰორიზონტალი, როცა


ყველაფერი ერთად ჩაყრილი და ალუფხულია. კომპრადორული ელიტა არ ზრუნავს
თავისი მოდგმის გამაგრებაზე. ველის ცხოველებს აქვთ საკუთარი ჯიშის გადარჩენის
ინსტინქტი და ქართველს ესეც არა აქვს. წიგნების გამოცემით ატყუებენ ქვეყანას.
გვიან დაუწყებენ ძებნას ერთურთს ქართველნი. შეიგნებენ, რომ არავინაა მათი
მოყვარე, მაგრამ ვეღარ იპოვიან ერთურთს ისინი. მძიმეა განგების ხელი
ქართველებზე და უფრო დამძიმდება. საქართველოში ყოველი სიავის სათაური იყო
და იქნება ქართველი. ყოველი დღე წყევლის განცხოველება და გვემაა
საქართველოში. ყოველი გუშინდელი დღის გახსენება ჭიტლაყის ამოკვრაა
ქართველთათვის. დაღერღავს ქართლს მსოფლიო პოლიტიკის მზაკვარება და
როგორც ადრე იყო, მომავალშიც არავინ იქნება ქართველთაკენ გამომხედავი. რუსის
ჯარისკაცის ერთი წვეთი სისხლი არ დაიღვრება ქართველთა საშველად და მათთვის
მიწების დასაბრუნებლად. ვეღარ ივლის ქართველი რუსეთში სახვეწრად, როგორც
ბაგრატიონებს და მათ ელჩიონებს უვლიათ.

ოპოზიციური ემფატიკურობა, ციკლოპური პრეტენზიები და ისტერია


აზროვნების შემცვლელია საქართველოში. ქართველის სისუსტე თეორიაში იქიდანაც
ჩანს, რომ სააკაშვილის ნეობოლშევიკად წოდება ნორმად დამკვიდრდა გაზეთებში.
ნეოლიბერალი და ლიბერტარისტია სააკაშვილი. ლათინურ ამერიკაში რომ იყო 50-
70-იან წლებში დიქტატურები, აქაც მსგავსი რამ არის. რისი ნეობოლშევიზმი?
სააკაშვილი საბაზრო ექსტრემისტია. ის არაა ნეობოლშევიკი. დიდი სისულელეა ამის
მტკიცება. ერთმა თქვა და სიიოლის გამო ყველამ აიტაცა. რა ხდება დასავლეთში,
ესეც ვერ გაუგიათ ამდენი წელი ქართველებს. ამათ ჰგონიათ, რომ სააკაშვილის
გადავარდნის შემდეგ კაპიტალიზმი მოვა, რომ ის ჯერ არ მოსულა. კაპიტალიზმი
დიდი ხანია მოსულია. დასავლეთში ის უკვე მიდის და სანამ ამას ქართველი
შეიგნებს, დიდი ხანი უნდა გავიდეს და მერე ამას აიკვიატებს წლობით, იყანყალებს
და ილაყბებს. არც საგვარეულოების შეკრებებმა, არც ხატობაში თემობამ, არც
ლალხორმა (სვანთა სათემომ), არც ლოცვითმა მსვლელობებმა და მრევლის ქუჩებში
დენამ არ გაასწორა მრუდი. არ უმარჯვდება სათნო აზრს საქართველოში.

ამასაც ვერ შეიგნებენ ქართველნი, რომ „მრავალჟამიერი“ არ უნდა


იმღერებოდეს. ამ სიმღერით ბედშაობა სათნოდ მიიჩნევა, კურთხევა და ხოტბა
აღევლინება მას. ამ სიმღერით უბედურების განგრძობადობის სურვილი
გამოითქმის. წყევლაა ეს სიმღერა ამ დაქცევისას. შევარდნაძის დროს სულ
იმღერებოდა მრავალჟამიერი. ქვეყანა იქცეოდა და გიჟი ბუქნას ამოდიოდაო. ჭერი
თავზე გექცევა, ფეხქვეშ მიწა გეცლება და მრავალჟამიერს იძახი? ამას ტრადიციას
უწოდებ?

ინატვრი, რომ შენი მოდგმის თემში მცირედ გაიხარო წელიწადში ერთხელ


მაინც, დაიდასტურო საკუთარი ქართველობის საზრისით ნიჭებულობა, სალოცავში
მისულმა სანთელი დაანთო, ილოცო და დაილოცო, შენიანთან იუბნო, იხმიო და
შეგერგოს ხატობის ჭამადი. ინატვრი, რომ შენს თემში შენივე დათმენა და წესიერება
მწედ გეყოს. ასე კია, რომ გეუცხოვება ყველაფერი. არავის შეუმჩნევია, რომ
უსიტყვოდ სათნოებდი, ითმენდი, მწიკვლს ერიდებოდი. უცხო ხარ აქ მოსული.
ხატობა და რა? ვინმეს გამოელაპარაკები? ვის რა უნდა უთხრა? სულ რაღაც
წელიწადში ერთხელ, ხატობაზე, ხატის მიწაზე იგზნო, რომ რაღაც შერჩენილა
ქართველებში, რის გამოც ქართველობა ღირს. ეს მცირე ნატვრა ნატვრადვე დაგრჩება.
გახედავ სალოცავში მოსულთ და შეგზარავს ამდენი გულშავის, შლეგის, შურით
გამხეცებულის ხილვა. გაგაქცევს მათი არტისტობა და ჭინთვა. თავად რანი არიან და
უარესნი ძენი ჰყავთ. გული გეტყვის, რომ კრულებაშია ქართველთა თემი. განა
ცდილობენ ქართველნი, რომ ეს დაწყევლილობა სათნოებით დაანელონ. სულ იმის
მოცადენი არიან, რომ როგორმე გაიშლიგინონ თბილის-ქალაქში.ესეც ვერა, რომ
წელიწადში ერთხელ შენს თემთან ერთად ალალად წარსდგე საღვთო ნიშნის წინაშე.
რაღა დარჩა ქართველობა და ჭკვაზე მყოფელი ხომ თითზე დასათვლელია. მღვდელი
ვითომ ვერას ამჩნევს, ჩაარაკრაკებს ლოცვას და დაიკარგება. ამ ავაზაკების ქვეყანაში
რჯული ორივე ფეხით კოჭლობს.

მცირე რამ არ არის ერთობითი, რომ თავი მიიჩნიო ამ თემის ნაწილად.


დაძმარებული უსიტყვოდ ჰკითხავ თავს: რისთვისღა ვითმენ? გამწარდები
სალოცავში მისული, შეიძულებ თემს, რომელმაც დაგიკარგა ყოველივე ნაკეთილარი
და გაშორდები მას. თავად ხომ ენაჭარტალა არაფრობაა ქართველი, ცდილობს შენც
გაგაარაფროს, თახსირთა ბერაში გაგრიოს. ნასიკეთარის განიორწყლებასა და
ენამყრალობაში ქართველი უებროა. დიდად უნდა დაშვრე, რომ არ ჩაეფლო
ქართველთა წუნწუხში, არ იქცე ამათებრ ცოცხალ მძორად. მე რომ ჩავიდინო იმის
მეხუთედი დანაშაული, რაც ქართველ პლუტოკრატ პოლიტელიტას აქვს ჩადენილი,
აქამდე დილეგში ვიქნებოდი გამოკეტილი მრავალი წლით. პლუტოკრატთა კლასს
ყველაფერი ნაპოვნ ქისასავით შერჩა. იმ სამშობლოს სიყვარულს მოითხოვს ჩემგან
მთავრობა, რომელიც მას დიდი ხანია გაუყიდია. ჭვრეტ ქართველებს და გულში
იტყვი: ან რა დამკარგვია, ან ვის დავკარგვივარ საქართველოში? რა წილი მიძევს ამათ
ნაბოზარ-ნაგიჟარში? არ გინდა ქართველო, რომ მელმის ქართლი? რად ვაქნევ
სამშობლოს, რომელიც სულ ჩემი მოშთობის მოსურნეა? ომი რომ იყოს, თბილისელი
ბოზების, ბოზიშვილების და ჩათლახებისათვის ვიომო? თახსირთა შვილები
მთავრებად მყავდეს და მე თავს ვწირავდე? შენ გულში კი იტყვი ამას, მაგრამ გულივე
გიყივლებს, რომ შენია ეს მიწა და ბედშავი მოდგმა. შენ თუ მასზე მეტი გეყურება,
მასზე შორს გამხედავი ხარ, უნდა უწამლო. თუ უარობს, ძალით უნდა უწამლო,
როგორც სნეულებით ჭკვაშემცდარს წამლობენ. უნდა დააბა და სახრით დაალურჯო.
კარგი დედის შვილია და აბა იუაროს წამლობა. ადიდაში უნდა გააძვრინო ეს
თავაშვებული მოდგმა და ტყვიის წვიმაში გამოაცხო, რომ მისგან რაღაც გამოსადეგი
დარჩეს. ქართველს არასოდეს ქენჯნის სინდისი. იმაზე უარესი რომ მომხდარიყო,
რაც მოხდა მთელი ამ ოცი წლის განმავლობაში, ქართველი ისევ ის იქნებოდა.

ეს მინდოდა მეთქვა იმაზე, თუ რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა


ქართველთათვის. ვისაც საქართველოს უბედურება ეფიქრება, მისთვის აზრისა და
გულის სასინჯ სიტყვად იქცეს აქ თქმული. ჩემმა მკითხველმა გულდასმით
წაიკითხოს რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის? 1-5, შემდეგ მითხრას
რაში ვცბივარ.

ივლისი, 2012

You might also like