You are on page 1of 3

წინაისტორიული საქართველო

ისტორიკოსთა ნაწილის აზრით ქართველი ხალხი წარმოიშვა ბაბილონურ და


ასურულ პერიოდში მცირე აზიაში მცხოვრები უძველესი ხალხების შერევის
შედეგად. ქართველებსა და მათ წინაპრებს, ლინგვისტური მახასიათებლების
გათვალისწინებით, სემიტური, ინდოევროპული და ურალურ-ალთაური
ჯგუფებისგან სრულიად განსხვავებულ, განკერძოებით მდგომ ჯგუფს მიაკუთვნებენ.
ამ ჯგუფიდან დღეისთვის მხოლოდ ქართველები, რამდენიმე კავკასიელი ხალხი და
ბასკები შემორჩნენ. რუსებთან და სხვა სლავებთან ქართველებს ამ მხრივ არაფერი
აკავშირებთ.
ქართული ტომების უძველესი გაერთიანებები

უძველესი ცნობები ქართული ტომებისა და ტომთა კავშირების შესახებ


შემონახულია ძველ აღმოსავლურ წყაროებში: ხეთურ, ასურულ და ურარტულ
წარწერებში. ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთ პროვინციებში ცხოვრობდნენ
ქართული ტომები რომლებსაც აქტიური ურთიერთობები ჰქონდათ სამხრეთის
ტომებთან.
ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ უძველესი სახელმწიფო იყო ხათი - ხეთების
სამეფო. რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ტომებს. ხეთების ტომები
მცირე აზიის ერთ ერთი უძველესი მოსახლეობა იყო. ხეთების სამეფო ძველი
წელთაღრიცხვის XVIII-XII საუკუნეებში არსებობდა. ხეთების ექსპანსეა სამხრეთ
აღმოსავლეთ შავი ზღვისპირისკენ იყო მიმართული. ეს ის რეგიონი იყო სადაც
უძველესი ქართული ტომები ცხოვრობდნენ. ხეთებს დიდი ბრძოლები ჰქონდა
ქასქების ( ქაშქების ) ტომებთან. ეგვიპტესთან ბრძოლისას ხეთებს ეხმარებოდა
ვასალი ქვეყნები , წყაროები მათ შორის ქასქებსაც ასახელებენ. ქასქების გვერდით
ცხოვრობდნენ მუშქები რომლებიც აგრეთვე ქართული ტომები იყვნენ. ძველი
წელთაღრიცხვის XII საუკუნეში მუშქები სამხრეთში გაიჭრნენ , სწორედ აქ ხდება
პირველი შეტაკება ასურეთთან. ასურეთი ამ პერიოდში ფართო დამპყრობლურ ომებს
აწარმოებდა. ამ პერიოდში ასურეთს ხელმძღვანელობდა ტიგდადფილეს I.
ტიგდადფილეს I სიამაყით იხსენებს რომ შეებრძოლა 20 000 მუშქს, რომელსაც 5
მეფე ხელმძღვანელობდა, დაამარცხა და გაანადგურა ისინი 6000 კაცი კი ტყვედ
იგდო. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მუშქების (მესხების) რამოდენიმე ტომის
გაერთიანებასთან, მეფეში კი ტომის ბელადი უნდა ვიგულისხმოთ. ძველი
წელთაღრიცხვის 1112 წელს ტიგდადფილესმა ჩრდილოეთისკენ ილაშქრა.
გამარჯვებული მეფე შემდეგნაირად აღწერს მომხდარს: «ყველა მეფე ჩემმა ხელმა
ცოცხლად დაატყვევა . ეს მეფეები შევიწყალე. მე მათ სიცოცხლე შევუნარჩუნე, მათი
სამეფო ნაშიერნი მძევლად გამოვართვი. სიენი მეფე დაიანის ქვეყნისა , რომელიც არ
ემორჩილებოდა ხვთება ასურს,ჩემს მეუფეს, დატყვევებული და შებოჭილი ჩემს
ქალაქ ასურში წავიყვანე და იქ შევიწყალე იგი. ჩემს ქალაქ ასურიდან დიად
ხვთაებათა მორჩილი გავუშვი მე იგი მორჩილებისა და სიცოცხლისათვის»
ეს არის დაიანის (ურარტუულ წყაროებში დიაუხის) პირველი მოხსენიება
წყაროებში.
ურარტუს მეფის მენუას დაპყრობები

ძველი წელთაღრიცხვის IX საუკუნეში ასურეთი ჩრდილოეთისაკენ ლაშქრიობს,


სადაც ამ დროისათვის ახალი სახელმწიფო ურარტუ წარმოიშვა, მისი დედაქალაქი
ტუშპა ვანის ტბის აღმოსავლეთით მდებარეობდა. ურარტუს ყველაზე ძლიერი
მოწინააღმდეგე ჩრდილოეთით დიაოხი იყო. ამიტომ დიოხის მეფემ ასიამ
გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ასურეთისთვის, მაგრამ გაძლიერებულმა ურარტუმ
შეაჩერა ასურეთი და შეტევაზეც გადავიდა. დიოხი მარტო დარჩა მრისხანე მტრის
წინაშე. ურარტუს მეფეებმა მენუამ და არგიშთი I-მა ძვ.წთ.აღ IX-VIII საუკუნეებში
რამდენჯერმე დალაშქრეს დიაოხი. დიაოხის მეფე უტუფურუსი ურარტუელთა
წინააღმდეგ გამუდმებულ აჯანყებებს აწყობდა. ძვ.წთ.აღ 750-748 ურარტუს მეფემ
სარდურ II-მ ილაშქრა ჩრდილოეთით, ამჯერად მისი მოწინააღმდეგე კოლხას ქვეყანა
იყო. დიაოხის გაქრობა და მის ნაცვლად კოლხას გამოჩენა ერთი რამის მაჩვენებელი
უნდა იყოს- ურარტუსთან ხანგრძლივი ბრძოლებით დასუსტებული დიაოხი VIII
საუკუნის 60-იან წლებში განადგურდა. და მისი ტერიტორიის ნაწილი
გაძლიერებულმა კოლხამ დაიკავა. ამიერიდან კოლხა და ურარტუ დაუმეზობლდნენ
ერთმანეთს.
სწორედ კოლხას უკავშირდება ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი თქმულება
არგონავტებზე. ანტიკურ ლიტერატურაში უამრავ ავტორთან არის ასახული
არგონავტების მოგზაურობის ამბავი. შეიძლება ითქვას , რომ ყველაზე სრუყოფილად
გადმოცემულია აპოლონიოს როდოსელის ( ძვ.წ III საუკუნე)”არგონავტიკაში” და
ევრიპიდეს ( ძვ.წ V საუკუნის) ”მედეაში”. მითის შინაარსის თანახმად არგონავტების
მოგზაურობა მოხდა ტროას ომის წიან ხანაში. მითი მოგვითხრობს რომ კოლხის
მეფეს აიეტს რომელიც მზის ღმერთის ჰელიოსის შვილი იყო, ჰქონდა უდიდესი
სიმდიდრე - ვერძის ოქროს ტყავი ანუ ოქროს საწმისი. საბერძნეთში შეიკრიბნენ
გმირები იაზონის მეთაურობით და გადაწყვიტეს კოლხაში წასულიყვენენ ოქროს
საწმისის მოსაპოვებლად. მათ ააგეს გემი არგო და გამოემართნენ კოლხასკენ.
ხანგრძლივი და რთული გზის გავლის შემდეგ ისინი მოადგნენ აიეტის
სამფლობელოს.მეფემ პატივით მიიღო ბერძენი სტუმრები და მათი მოსვლის
მიზეზიც შეიტყო. აიეტი დასთანხმდა დაეთმო ოქროს საწმისი ბერძნებისთვის
ოღონდ, იასონს აიეტის დავალებები უნდა შეესრულებინა. დავალება კი ასეთი იყო:
იასონს ჯერ უნდა დაემორჩილებინა ცეცხლისმფრქვეველი ხარები, შეება ისინი
უღელში და მოეხნა დიდი მინდორი. შემდგომ იასონს უნდა მოეკლა ურჩხული და
უნდა დაეთესა მისი კბილები. ამ კბილებიდან მეომრები ამოიზრდებოდნენ, იასონი
მათ უნდა შებრძოლებოდა და დაემარცხებინა ისინი. მხოლოდ ამის შემდეგ
მიიღებდნენ ბერძნები ოქროს საწმისს. ამ დავალების შესრულება არავის შეეძლო
გარდა აიეტისა. ამიტომ მეფე დარწმუნებული იყო რომ იაზონი დაიღუპებოდა.
ბერძნების წინამძღოლი მართლაც ვერ გაართმევდა ამ მისიას თავს რომ არა მეფის
ქალიშვილი მედეა. მეფის ასულს პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა იაზონი და
გადაწყვიტა დახმარებოდა მას. მედეა გრძნეული იყო. მისი დახმარებით იაზონმა
ადვილად შეასრულა მისია და აიეტს ოქროს საწმისი მოსთხოვა. მეფე მიხვდა თუ ვინ
დაეხმარა ბერძენს და ამიტომ ოქროს საწმისის გადაცემაზე უარი განაცხადა. მაშინ
იაზონმა საწმისის მოპარვა განიზრახა. მედეას დახმარების გარეშე ამის გაკეთება
შეუძლებელი იყო. მედეამ დააძინა ურჩხული რომელიც საწმის იცავდა, ბერძნებმა
საწმისი მოიპარეს. ისინი ხომალდებში ჩასხდნენ და საბერძნეთისკენ წავიდნენ.
იაზონს თან გაყვა მედეაც. აიეტმა როგორც კი შეიტყო საწმისის მოპარვის ამბავი
სასწრაფოდ ჯარი დაადევნა ბერძნებს. მაგრამ მათ ოქროს საწმისი უკან ვერ
დააბრუნეს. ცხადია ამ მითში ბევრი რამ გამოგნლია . მაგრამ ეს მითი ადასტურებს
იმას რომ ბერძნები კოლხაში ნამდვილად იმყოფებოდნენ და გაეცნენ მის სიმდიდრეს
და სიძლიერეს.
ურარტუს მეფემ სარდურ II-მ ძველი წელთაღრიცხვის 747-741 წლებში კვლავ
ილაშქრა კოლხას წინააღმდეგ. აიღო სამეფო ქალაქი ილდამუსა და გაჟლიტა იქ მყოფი
მეფისნაცვლები, ამ ომში კოლხას მეფე არ მონაწილეობად . ურარტუელბეი
ძირითადად არბევდნენ იმ მხარეებს რომლებიც ადრე დიაოხს ეკუთვნოდა.
ურარტუსთან ბრძოლა კოლხასთვის ძალზედ მძიმე იყო, მაგრამ გამანადგურებელი
დარტყმა კოლხამ სულ სხვა მიმართულებიდან მიიღო.ძველი წელთაღრიცხვის VIII
საუკუნის 20-იან წლებში შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გაყოლებით სამხრეთ
კავკასიაში კიმერიელები შემოიჭრნენ, რამოდენიმე ხნის შემდეგ კი 50-60 წლებში
კასპიის ზღვის დასავლეთ დასავლეთ სანაპიროს გავლით სკვირთები შემოიჭრნენ.
კიმერიელები ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთში ცხოვრობდნენ, სკვირთები კი
ცენტრალურ აზიაში. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთიდან მოსულმა კიმერიელებმა
სკვირთები დაამარცხეს. ეს უკანასკნელნი სამხრეთისკენ დაიძრნენ. არსებობს
მოსაზრება რონლის თანახმადაც სწორედ დადევნების დროს შემოიჭრნენ
კიმერიელები კავკასიასა და მცირე აზიაში. კიმერიელთა ჯარი სულ ცხენოსნებისაგან
შედგებოდა რაც ახლო აღოსავლეთისთვის მოულოდნელი იყო. მათ დაამარცხეს
ურარტუ და ასურეთი. ამ უზარმაზარ სამხედრო ძალასთან პირველი დარტყმა
კოლხამ მიიღო. გასაკვირი არაა რომ დასუსტებულმა კოლხმ ვერ გაუძლო ამ ძალას
და განადგურდა , კოლხამ როგორც სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. სკვირთების
და კიმერიელების ნაკვალევი საქართველოში ბევრგან არის შემორჩენილი. ნაპოვნია
სკვირთული იარაღები. სამარხები სკვირთული ინვენტარით. საქართველოში
აღმოჩენილია სკვირთი მეომრის ქანდაკება, რომელიც საფლავზე იქნა აღმართული.
მცირე აზიის ნახევარკუნძულზე ძლიერდება ფრიგიის სამეფო. ფრიგიელები
თავის დროზე ( II ათასწლეულში) ევროპიდან გადასახლდნენ მცირე აზიაში და
დიდი როლი შეასრულეს ხეთების სამეფოს განადგურებაში. ფრიგიის სამეფოს
ასურელები და ურარტუელები მუშქების სამეფოდ მოიხსენიებენ. სავარაუდოა რომ
მუშქები დიდ როლს თამაშობდნენ ამ სახელმწიფოს ცხოვრებაში. კიმერიელთა
შემოსევებმა დიდი საფრთხე შეუქმნეს ფრიგიის სამეფოს. ძვ.წთ.აღ 676 წელს ურარტუ
კიმერიელთა დახმარებით ფრიგიის სამეფომ გაანადგურა. სწორედ ამ დროს დაიწყება
ფრიგიელებმა აღმოსავლეთით წამოსვლა მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც.
არც ასურეთს და ურარტუს ეწერა დიდი დღე, ამ პერიოდში გაძლიერდა მიდიის
სამეფო რომელმაც ჯერ ასურეთი ხოლო 590 წელს ურარტუ გაანადგურა. 550 წელს
სპარსეთის მმართველმა კიროს დიდმა დაამარცხა მიდიის მეფე. მიდია ახლად
წარმოქმნილი აქემენიანთა სამეფოს ნაწილი გახდა. ამის შემდგომ ამ ტერიტორიებზე
შედარებით სიმშვიდე დამყარდა.
ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ
იწყება აღმავლობის ხანა. იქმნება ახალი სახელმწიფოები.

You might also like