You are on page 1of 10

2013

ივანე ჯავახიშვილის სახელობის


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

იურიდიული ფაკულტეტი

სტატია თემაზე:

ხვამლის, როგორც სახელმწიფო


ინსტიტუტის სტატუსი ძველი ქართული
სამართლის მიხედვით

ავტორი:
თორნიკე ნემსწვერიძე

სამართლის ისტორიის მიმართულება


თბილისი
1
2013
თორნიკე ნემსწვერიძე1

ხვამლის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსი ძველი ქართული


სამართლის მიხედვით2

1. შესავალი
ისტორიულ ლეჩხუმში, მდინარე რიონსა და მდინარე ცხენისწყლის ხეობებს
შორის მდებარეობს ხვამლის ცნობილი მთა. ჯერ არ გამოქვეყნებულა პუბლიკაცია,
რომელიც ხვამლს განიხილავდა სამართლებრივ ჭრილში, ამიტომ წინამდებარე
სტატიას ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ ექნება ზოგადინფორმაციული დატვირთვა.
შევეცდებით გავარკვიოთ, რამ განაპირობა ხვამლისდამი საქართველოს სამეფო კარის
ინტერესი. ჩვენი ძირითადი მიზანია გარკვევა იმისა, ხვამლი იყო საჭურჭლე თუ
სალარო და აქედან გამომდინარე რომელი უმაღლესი საგამგებლო ინსტიტუტის
დაქვემდებარებაში შედიოდა იგი.

2. გეოგრაფიული მდებარეობა
ხვამლს თავისი მნიშვნელოვანი ისტორიულ-სამართლებრივი სტატუსი უნდა
მიეღო მისი გეოგრაფიული (გეოპოლიტიკური) მდებარეობის გამო. სამხრეთი მხარე
მიუდგომელია და კირქვიანი რელიეფის ამგვარ ფორმებს შორის ხვამლის სამხრეთი
ქარაფი უდიდესია საქართველოში. მისი შვეული კლდის სიმაღლე დაახლოებით 250-
280 მეტრი უნდა იყოს3. ხვამლის დასავლეთი ნაწილი შედგება ორსაფეხუროვანი
ციცაბო კლდეებისაგან და ამ მიმართულებით საფეხურები თანდათან მაღლდება.
ერთადერთი შემოსასვლელი არის პირველი საფეხურის ძირას, სადაც აგებულია ზუბის
ციხე, რომლის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა ხვამლისაკენ მიმავალი გზის დაცვა.4
ხვამლის მთაზე მისასვლელ გზებს შორის ბუნებრივად შედარებით დაუცველია
ჩრდილოეთი გზა ნაკურალეშის გავლით, რასაც იცავდა უწვაშის ციხე.5
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩანს, რომ ხვამლი წარმოადგენდა „ბუნებრივ
ციხესიმაგრეს“ და სწორედ მისმა ამგვარმა გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ განაპირობა
ინტერესი, რასაც მისდამი იჩენდა საქართველოს სამეფო კარი.

2
3. ხვამლის ისტორიის ზოგადი მიმოხილვა
დღეს უკვე ცნობილია, რომ ხვამლი წარმოადგენდა განძსაცავს. ეს სტატუსი მან
დავით აღმაშენებლის დროს მიიღო, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთ საქართველოში _
ხვამლი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კი უჯარმა წარმოადგენდნენ
განძსაცავებს.6
ლეჩხუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2009-2010 წლებში პროფ. გურამ
გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით აღნიშნა, რომ ის გამოქვაბულები, რომლებიც
გარედან ჩანს არ იქნებოდა გამოყენებული განძსაცავად, ეს იქნებოდა მხოლოდ
მცველთა სადგომი, ხოლო განძის შესანახად კი კლდის სიღრმეში არსებული
გამოქვაბულები უნდა ყოფილიყო გამოყენებული.7 ეს მოსაზრება ნამდვილად
გასაზიარებელია, ვინაიდან ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი განძსაცავი რა თქმა
უნდა საუკეთესოდ იქნებოდა დაცული, ხვამლის კლდის სიღრმეში არსებულ იდუმალ
გამოქვაბულებში.
დოცენტი ქ. მუშკუდიანი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ როდესაც ქუთაისი
ასრულებდა სატახტო ქალაქის როლს ეს იყო განმსაზღვრელი მომეტებული ინტერესისა
ლეჩხუმისა და ხვამლის მიმართ, ანუ ქუთაისსა და თბილისს შორის დედაქალაქის
სტატუსის მონაცვლეობაზე ყოფილა დამოკიდებული ხვამლისადმი ინტერესის მაღალი
ხარისხი. როდესაც XII საუკუნეში მოხდა საქართველოს გაერთიანება ლეჩხუმმა
დაკარგა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა. ლეჩხუმისა და რაჭის რკინის
პოტენციალი ჩაანაცვლა ქვემო ქართლის საბადოებმა, რომლებიც თბილისთან ახლოს
მდებარეობდა.8 ამ დროს დიდი ინტერესი აღარ არის ხვამლის მიმართ და მას უჯარმა
ანაცვლებს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ხვამლი კვლავაც ინარჩუნებდა მის
მნიშვნელობასა და სტატუსს. ვფიქრობთ, რომ ხვამლზე არსებული მწირი ინფორმაცია
სწორედ მის უმნიშვნელოვანეს სტატუსზე მიანიშნებს და ეს შესაძლოა გამოწვეული იყო
საქართველოს სამეფო კარის პოზიციიდან, რომ მტრისათვის არ გამხდარიყო ცნობილი
ხვამლის შესახებამ რაიმე ინფორმაცია. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ლეჩხუმის
გეოპოლიტიკური მდებარეობიდან9 გამომდინარე ძნელბედობის დროს თავად ამ
პოლიტიკურ ერთეულსაც გააჩნდა რესურსი იმისა, რომ დაეცვა ქვეყნის მნიშვნელოვანი
განძსაცავი. ის, რომ ხვამლი იყო განძსაცავი ვახუშტიც აღნიშნავს: „რიონის

3
დასავლეთით, მთის ძირას, არის ხომლის კლდე, ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი,
მტრისაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები“10.

4. ხვამლის, როგორც საფინანსო ინსტიტუტის ადგილი და სტატუსი საქართველოს


სამეფოში
სამართლის ისტორიკოსებისათვის მნიშვნელოვანია თუ რა სტატუსი გააჩნდა
ხვამლს, როგორც განძსაცავს. შესაძლოა ის იყო საჭურჭლე და ემორჩილებოდა
მეჭურჭლეთუხუცესს ან მსახურთუხუცესის სახელოს დაქვემდებარებულ
მოლარეთუხუცესის საგამგებლოს წარმოადგენდა. ამის გასარკვევად მოგვიწევს
თითოეული ზემოხსენებლი სავაზირო ინსტიტუტის დეტალური ანალიზი.

4.1. მეჭურჭლეთუხუცესის საგამგებლო


დავიწყოთ მეჭურჭლეთუხუცესის სახელოს დაქვემდებარებული „საჭურჭლის“,
როგორც საფინანსო ინსტიტუტის ანალიზი. „ხელმწიფის კარის გარიგებაში წერია“:
„დიდი არის მეჭურჭლეთუხუცესი, ათაბაგობის დაწყებამდის მეოთხე ვაზირი ყოფილა“.
ამავდროულად მეჭურჭლეთუხუცესი შედიოდა ე.წ. „ორთა ვაზირთა“ ჯგუფში
მსახურთუხუცესთან ერთად, რაც მის მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს.
მეჭურჭლეთუხუცესი საჭურჭლის მთავარი გამგე ანუ ფინანსთა მინისტრი უნდა
ყოფილიყო.11 საჭურჭლე ეს იყო იგივე სახელმწიფო ხაზინა.
აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებას იზიარებს პროფ. ვ. მეტრეველი, რომ
საჭურჭლე იყო „სახმარად სანიადაგო“ ანუ ყოველდღიურად სახმარი ქონება.12 სწორედ
ეს არის მთავარი განმასხვავებელი საჭურჭლესა და სალაროს შორის. გვიან და
განვითარებული შუა საუკუნეების საქართველოში ძირითადად იხსენიება შემდეგი
საჭურჭლეები: საჭურჭლე ატენისა, საჭურჭლე თბილისისა, საჭურჭლე ქუთაისისა.13
აქედან გამომდინარე, რადგან ხვამლი არ იხსენიება ამ საჭურჭლეთა რიცხვში, ამიტომ
სავარაუდოა, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო საჭურჭლე. ამავდროულად ყურადღება
უნდა მივაქციოთ ზემოთ ნახსენები საჭურჭლეების გეოგრაფიულ მდებარეობას. მათ
შედარებით ადვილად მისადგომი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნიათ, ვიდრე
ხვამლს.

4
სალაროსა და საჭურჭლეში ინახებოდა ისეთი ძვირფასეულობა, რომელიც
მათთვის საერთო იყო. მაგრამ ამავდროულად მათ შორის განსხვავებებიც სახეზე გვაქვს.
საჭურჭლეში ინახებოდა ოქრო-ვერცხლი, ფული, ძვირფასი ნივთები, მეფისათვის
ნაჩუქარი (შემოძღვუნებული) ძვირფასი განძეულობა, თვალმარგალიტი.14 აქვე ივ.
ჯავახიშვილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ განძეულობისა და ძვირფასი ჭურჭელის
გარდა საჭურჭლეში შესაძლოა ინახებოდა ყველაფერი, რაც სახელმწიფო გადასახადების
სახით შედიოდა სამეფოში.15
თამარის დროს ასე მდიდარ საქართველოს რამოდენიმე სალარო დასჭირდებოდა
და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნებოდა ხვამლი, ვინაიდან ფაქტიურად აქ
ინახავდნენ განძს „შავი დღისათვის“.16 როგორც ჩანს „ოქროს ჭურჭელი, ანუ ვერცხლისა
სახმარებლად სანიადაგოდ არ უნდა და შეკრული სალაროსა ძეს. სხვა ლარი და
ჭურჭელი ოქროსი და ვერცხლისა, ჩინური და ქაშანური უსაღვინო, ყოველი
საჭურჭლესა ძეს და დგას“. 17

4.2. ხვამლზე დაცული საჭურჭლე და პარალელები „ვეფხისტყაოსანთან“


ხვამლზე რა სახეობის ფასეულობა იყო დაცული ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის
ჟამთააღმწერელი. იგი წერს, რომ როცა ჯალალ-ედდინის შემოსევით ძალადაკარგული
ქვეყანა ახალ დამპყრობლებს, მონღოლებს შეეჯახა და დამარცხდა „მაშინ არღარა იყო
ღონე, დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო და საჭურჭლე ორად, და აჩინნეს თავადნი
სამეფოსანი, და გაყვეს ორად, ტფილისი ორად, ქუთაისი ორად, და თავადნი და
ერისთავნი ურთიერთ შეასწორეს, ნიკოფსით დარუბანდამდე, და გაყვეს სამეფო და
საჭურჭლენი. გარნა ხუამლისა ქვაბსა, რომელი იდვა, მცირე გამოიღეს და გაიყვეს და
უფროსი ქუაბსავე დაუტევეს. ხოლო ჯაჭვსა იგი სახელდებული, სალმასური და თუალი
იგი პატივცემული გურდემლი და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არა-ვის
სადა უხილავს, ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა“.18
პირველ ეტაპზე გვინდა განვიხილოთ სალმასური ვერცხლის ჯაჭვი, რომელიც
გიორგი III-ს შემოუღია სეფეთათვის, მაგრამ ამავდროულად იგი მეფეთა აბჯრის
ნაწილიც ყოფილა. სალმასურთან დაკავშირებით აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი
წერს, რომ სპარსული ქალაქი სალმასური ცნობილი ყოფილა აბჯრის კეთებით. აქვე
გვინდა მოვიყვანოთ გურამ გაბიძაშვილის მოსაზრება, რომელიც ქართლის ცხოვრების

5
ზემოთმოყვანილ ცნობას რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ უკავშირებს. იგი შენიშნავს,
რომ როცა ტარიელი და ავთანდილი შეიყარნენ ქაჯეთის ციხის ასაღებად ტარიელი
ამბობს: „მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქეთ მათი აქა ძეს
საჭურჭლე ძვირ-ნაფასები“. როდესაც ისინი შევიდნენ დახვდათ 40 ოთახი: „პოვეს
საჭურჭლე უსახო კვლა უნახავი თვალისა, ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა
საბურთალისა“19. გურამ გაბიძაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იქ ავთანდილსა და
ტარიელს დახვდათ ზარდახანა, სადაც კიდობანი იყო დაბეჭდილი, რომელზედაც
ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხმალი ბასრისა
მჭრელიო“. ჯაჭვის სალმასურის ახსნას იგი სწორედ ამ ეპიზოდში პოულობს და ის
მიაჩნია, როგორც ალმასისებრი მჭრელი ხმალი ანუ მტკიცე რკინა.20
სულხან-საბას თქმით გურდემლი იგივეა, რაც ილეკროს (ოქრო, ვერცხლი, რკინა,
სპილენძი) გასაჭედი,21 რაც ალბათ საკამაოდ ძვირფასი იყო. აქედან ჩანს, რომ
განძსაცავში დაცული იყო უძვირფასესი საუნჯე, რომელიც წარმოადგენდა
„უხმარებლად შეკრულ“ ქონებას ხვამლის სალაროში. გურამ გაბიძაშვილი ასევე
ერთმანეთს უკავშირებს სალმასურსა და „პატივცემულ გურდემლს“, და ამბობს, რომ
გურდემლი ეს იგივე გამოსაკვერი გრდემლია, მაგრამ ეს სიმბოლურად დაკავშირებული
უნდა ყოფილიყო ცოდნასთან, რომელიც დაკავშირებული იყო რკინის დამუშავების
საიდუმლოებასთან.22
ბრძოლის დასრულების შემდეგ რუსთაველი შენიშნავს: „ოქროც რამე წარიტანეს,
მარგალიტი ღარიბები, გამოვიდეს გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლენი“. ეს ფაქტი
ისტორიულად ჟამთააღმწერლის ცნობას ძალიან წააგავს, როდესაც დავით ნარინმა და
დავით ულუმ გაჭირვების ჟამს ქვაბულიდან გამოიტანეს მცირედი განძი და უმეტესი
იქვე, „ქუაბშივე“ დაუტევეს.23 „ვეფხისტყაოსნის“ ამ ეპიზოდს გურამ გაბიძაშვილი
მიიჩნევს, როგორც დაშიფრულ კოდს მსჯელობისათვის.

4.3. მსახურთუხუცესის საგამგებლო და მოლარეთუხუცესის სახელისუფლო


ახლა განვიხილოთ მსახურთუხუცესისა და მისი სახელისუფლოს საგამგებლო
ინსტიტუტი. პირველ რიგში ხაზგასასმელია ის, რომ იგი არ წარმოადგენდა თავიდანვე
ვაზირს, ის იყო სასახლის ხელშინაური მოხელე. მსახურთუხუცესი მანაველი რუსუდან
დედოფალს გაუხდია სავაზიროს წევრი. მსახურთუხუცესს ექვემდებარებოდა

6
„სალარო“, რომლის გამგეც იყო მოლარეთუხუცესი.24 როგორც ივ. ჯავახიშვილი
აღნიშნავს არსებობდა უძრავი (მუდმივი) და მოძრავი სალარო.25 ხვამლი, როგორც
სათავნო ხაზინა წარმოადგენდა ე. წ. „უძრავ სალაროს“.
ივ. ჯავახიშვილი ვარაუდობს, რომ ვინაიდან მოლარეთუხუცესი სალაროს ედგა
სათავეში ეტყობა მას ყველა სალარო ექვემდებარებოდა.26 ჩვენ აქედან გამომდინარე
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თითოეულ სალაროს სალაროს მოლარე მართავდა,
რომელიც მოლარეთუხუცესის საგამგებლოს ექვემდებარებოდა. რაც შეეხება
სახელისუფლო ნიშანს, მსგავსად მსახურთუხუცესისა მოლარეთუხუცესსაც გააჩნდა
„თვალადი ბეჭედი“27. ხელმწიფის კარის გარიგებაში წერია, რომ ეს ბეჭედი ყოფილა
დიდი სასიგლე, საგახსნითე ბეჭედი, რომელიც მოლარეთუხუცესს „ხელთ აცვია,
საჭიროების დროს მას „გახსნის, ოქროს თასში წყალს შთაასხამს, ხოლო თვით საბუთს
დაჰბეჭდავს მწიგნობარი“.28 მსახურთუხუცესმა გვიან საუკუნეებში ახალი სახელო
„ყორჩიბაში“ მოგვცა, რომელიც იცავდა მეფესა და სასახლეს. აქედან შეიძლება ვთქვათ,
რომ მსახურთუხუცესის სახელისუფლოშიც შედიოდა ყორჩიბაშის უფლება-
მოვალეობანი, ეს იყო საწოლისა და სალაროს დაცვა, დომენის ლაშქრის მართვა, სამეფო
ციხე-ქალაქების გარნიზონი.29 ანუ სალაროს დაცვას თვით მსახურთუხუცესის სახელოს
უნდა განეხორციელებინა. ასევე გამოთქმულია მოსაზრება, რომ ხვამლის მთა
წარმოადგენდა ფუსტელთა30 დაცვის ობიექტს,31 რადგანაც აქ იყო სახელმწიფო
განძსაცავი და შესაძლოა აქ ინახებოდა საეკლესიო ქონებაც32. ამას ემატება ისიც, რომ
ხვამლის მთაზე დღემდე დგას წმ. გიორგის სახელობის სალოცავი, რომელიც
ფუსტელებთან არის დაკავშირებული.33
ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ სალარო მეჭურჭლეთუხუცეს
სახელისუფლოს წარმოადგენდა, რადგან „ხელმწიფის კარის გარიგების“ ერთ-ერთ
ეპიზოდში წერია: მსახურთუხუცესის ხელისა არის: სალარო (მოლარეთუხუცესით
სათავეში), საწოლი და სხვადასხვა საფარეშონი34.

5. რეზიუმე
ჩვენ განვიხილეთ ხვამლის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიც
გამსაზღვრელი ფაქტორი იყო მისდამი დიდი ინტერესისა და ამავე დროს მისი
სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანესი სტატუსისა; ასევე განვიხილეთ ხვამლის

7
შესაძლო კავშირი სავაზიროსთან, კერძოდ კი მსახურთუხუცესსა და
მეჭურჭლეთუხუცესთან. დასკვნის სახით არსებული ფაქტებიდან გამომდინარე
შესაძლოა ვთქვათ, რომ ხვამლი უწყებრივად უნდა ყოფილიყო მსახურთუხუცესის
სახელოს დაქვემდებარებულ მოლარეთუხუცესის საგამგებლო საფინანსო ინსტიტუტი
_ სალარო. თუ გაგრძელდება ხვამლის შესწავლა უფრო მეტი გახდება ცნობილი, რაც
სამართლებრივადაც მნიშვნელოვანი იქნება და შესაძლებელი გახდება ხვამლის,
როგორც დიდი სალაროს მთლიანი რეკონსტრუქცია და მისი სტატუსის უფრო
სიღრმისეული შესწავლა.

შენიშვნები:
1 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტის ბაკალავრიატის IV სემესტრის სტუდენტი.
2 სამეცნიერო ხელმძღვანელი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს სრული პროფესორი
გიორგი დავითაშვილი.
კოპალიანი დ., ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან, ქუთ., 2002, 36.
3

4 მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთ., 2001, 23.


5 მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთ., 2001, 23-24.
6 მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთ., 2001, 21.
7 ხვამლი, რედ. ი. ლომოური, თბ., 2011, 9.
8 მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთ., 2001, 108.
9 ლეჩხუმზე, როგორც პოლიტიკური ჰეგემონობისათვის ბრძოლის პლაცდარმზე და მის
გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე იხ.: მამარდაშვილი გ., ლეჩხუმის სამხედრო-პოლიტიკური
ისტორიიდან, თბ., 2006.
10 ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბ., 1941, 157.
11 ილია ანთელავა საწინააღმდეგო მოსაზრებას ავითარებს და არ აიგივებს
მეჭურჭლეთუხუცესის თანამდებობას ფინანსთა მინისტრის სახელოსთან. იხ.: ანთელავა ი.,
საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 1983,
138.
12 ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 308. ასევე იხ.:
მეტრეველი ვ., ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004, 106.
13 ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VI, თბ., 1982, 306.

8
14 ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 307. იხ.: ქართლის
ცხოვრება, ტ. II, თბ., 1959, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, 106.
15 ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VI, თბ., 1982, 308.
16 არსებობს ხალხური გადმოცემა, რომელიც ადასტურებს ხვამლის, როგორც ეროვნული
განძსაცავის მნიშვნელობას „რა საქართველო დაიმშეს ხვამლმა დაარჩინოსო“. იხ.: მუშკუდიანი
ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთ., 2001, 22.
17 ხელმწიფის კარის გარიგება, პროფ.ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემა, ტფ., 1920, გვ. 8. ასევე იხ.:
ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VI, თბ., 1982, 308.
18 ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ., 1959, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, 242.
19 ეს უკანასკნელი შეადარეთ ქართლის ცხოვრების ცნობას: „მარგალიტი დიდი, რომლის სწორი
არავის-სადა უხილავს“.
20 ხვამლი, რედ. ი. ლომოური, თბ., 2011, გვ. 5. წარსულში ხვამლი წარმოადგენდა
მეტალურგიულ ცენტრს, სადაც ხდებოდა იარაღის წარმოება. იხ.: მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის
ისტორიიდან, ქუთ., 2001, 105.
21 სულხან-საბა, სიტყვის კონა, რევაზ დანელიას რედაქციით, თბ., 1993, 88.
22 ხვამლი, რედ. ი. ლომოური, თბ., 2011, 5.
23 ხვამლი, რედ. ი. ლომოური, თბ., 2011, 5.
24 ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VI, თბ., 1982, 314.
25 ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VI, თბ., 1982, 315.
26 ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VI, თბ., 1982, 315. საპირისპირო
მოსაზრებას ავითარებს და სალაროში დაცულ განძეულს მეჭურჭლეთუხუცესს უქვემდებარებს
ილია ანთელავა. იხ.: ანთელავა ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი
მმართველობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 1983, 36.
27 ილია ანთელავა მოლარეთუხუცესს დიდი სახელმწიფო ბეჭდის მცველად მიიჩნევს,
რომელსაც სალაროში დაცულ განძეულობაზე ხელი არ მიუწვდებოდა. იხ.: ანთელავა ი.,
საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 1983,
38.
28 ხელმწიფის კარის გარიგება, პროფ. ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემა, ტფ., 1920, 6.
29 ანთელავა ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XIII
საუკუნეებში, თბ., 1983, 143.
30 ქართული სამხედრო - საეკლესიო რაინდთა საიდუმლო ორდენი.
31 ფუსტას (ფუსტების) მხარე მოიცავდა მთლიანად რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის რეგიონს. იხ.:
გიორგობიანი ავ., ფუსტები, თბ., 2010, 11.

9
32 ფუსტას რეგიონი უძველესი დროიდან ასრულებდა რელიგიური ფასეულობათა საცავის
როლს; იგი იყო უნიკალური თეოგეოგრაფიული საცავი. იხ.: გიორგობიანი ავ., ფუსტები, თბ.,
2010, 15. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ფუსტელთა თეოგეოგრაფიული არეალის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ობიექტს წარმოადგენდა ხვამლის მთა. იხ.: გიორგობიანი ავ.,
ფუსტები, თბ., 2010, 18.
33 გიორგობიანი ავ., ფუსტები, თბ., 2010, 18-19. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ არსებობს გადმოცემა,
რომ 2000 შავჩოხიანი ბერი ამქვეყნიურ აურზაურს გარიდებულა და ხვამლის მთაზე
მონასტერში ილოცებოდნენ წმინდა მამები. შემოსევიან ურჯულოები ქვეყანას და ხვამლის
მთაზეც აუღწევიათ, განუზრახავთ მდიდრული სიწმინდეების ხელში ჩაგდება, არ დაუთმეს
ბერებმა, საკუთარი სხეულით დაიფარეს წმინდა ხატები. იხ.: კოპალიანი მ., კლდესა ზედა
აღვაშენო ეკლესია ჩემი, ხვამლი, №2, 2003, 11-12.
34 ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, რედ. ი. დოლიძე, თბ., 1965, 83.

6. ბიბლიოგრაფია
1. ანთელავა ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-
XIII საუკუნეებში, თბ., 1983.
2. გიორგობიანი ავ., ფუსტები, თბ., 2010.
3. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბ., 1941.
4. კოპალიანი დ., ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან, ქუთ., 2002.
5. კოპალიანი მ., კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, ხვამლი, №2, 2003.
6. მამარდაშვილი გ., ლეჩხუმის სამხედრო-პოლიტიკური ისტორიიდან, თბ., 2006.
7. მეტრეველი ვ., ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004.
8. მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთ., 2001.
9. ქართლის ცხოვრება, ტ. II, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1959.
10. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, რედ. ი. დოლიძე, თბ., 1965.
11. ხელმწიფის კარის გარიგება, პროფ.ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემა, ტფ., 1920.
12. ხვამლი, რედ. ი. ლომოური, თბ., 2011.
13. სულხან-საბა, სიტყვის კონა, რედ. რ. დანელია, თბ., 1993.
14. ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VI, თბ., 1982.
სტატია წარმოდგენილია 11.07.2013

10

You might also like