You are on page 1of 9

j

2013

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის


სახელმწიფო უნივერსიტეტი

იურიდიული ფაკულტეტი

სტატია თემაზე:

ხვამლის, როგორც სახელმწიფო


საფინანსო ინსტიტუტის სტატუსი
ძველი ქართული სამართლის
მიხედვით

თორნიკე ნემსწვერიძე

სამართლის ისტორიის მიმართულება


თბილისი 1
2013
სარჩევი

1. შესავალი
2. გეოგრაფიული მდებარეობა
3. ხვამლის ისტორიიდან
4. ხვამლის, როგორც საფინანსო ინსტიტუტის ადგილი და სტატუსი საქართველოს
სამეფოში
4.1. მეჭურჭლეთუხუცესის საგამგებლო
4.2. ხვამლზე დაცული საჭურჭლე და კავშირი „ვეფხისტყაოსანთან“
4.3. მსახურთუხუცესის საგამგებლო და მოლარეთუხუცესის სახელო
5. „საპატიჟო ადგილას“ ჩადენილი დანაშაული, როგორც ბრალეულობის დამამძიმებელი
გარემოება
6. დასკვნა

2
თორნიკე ნემსწვერიძე*

ხვამლის, როგორც სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის სტატუსი ძველი


ქართული სამართლის მიხედვით

1. შესავალი

ისტორიულ ლეჩხუმში, მდინარე რიონსა და მდინარე ცხენისწყლის ხეობებს შორის მდებარეობს ხვამლის
ცნობილი მთა. ჯერ არ გამოქვეყნებულა საგაზეთო პუბლიკაცია, რომელიც განიხილავდა ხვამლს სამართლებრივ
ჭრილში, ამიტომ წინამდებარე სტატიას ალბათ ამ მხრივ ექნება საეტაპო და ზოგადინფორმაციული დატვირთვა.
ჩვენი მიზანია იმის დადგენა თუ რამ განაპირობა ხვამლისდამი სამეფო კარის ინტერესი, განვიხილავთ ხვამლის
ისტორიის ძირითად დეტალებს, რომელიც კავშირშია მმართველობასთან და აქედან გამომდინარე სამართლის
შესწავლის საგანია. ასევე ჩვენი ძირითადი მიზანია გავმიჯნოთ ხვამლი იყო საჭურჭლე თუ სალარო და აქედან
გამომდინარე რომელ უმაღლეს საგამგებლო ინსტიტუტის დაქვემდებარებაში შედიოდა ის.

2. გეოგრაფიული მდებარეობა

ხვამლმა თავისი მნიშვნელოვანი ისტორიულ-სამართლებრივი სტატუსი მიიღო მისი გეოგრაფიული


მდებარეობისა გამო. მისი სამხრეთი ნაწილი ქარაფოვანია, ჩრდილოეთით არის დამრეცი ფერდი. მისი თხემი
წარმოადგენს ვაკეს, რომელიც დაქანებულია ჩრდ. აღმოსავლეთით, საიდანაც არის საურმე გზა. სამხრეთი მხარე
მიუდგომელია. კირქვიანი რელიეფის ამგვარ ფორმებს შორის ხვამლის სამხრეთი ქარაფი უდიდესია
საქართველოში. მისი შვეული კლდის სიმაღლე დაახლოებით 250-280 მეტრი უნდა იყოს. 1 ხვამლის დასავლეთი
ნაწილი შედგება ორსაფეხუროვანი ციცაბო კლდეებისაგან, ამიტომაც ეს მხარე მიუდგომელია. დასავლეთის
მიმართულებით საფეხურები თანდათან მაღლდება.ერთადერთი შემოსასვლელი არის პირველი საფეხურის ძირას,
სადაც აგებულია ზუბის ციხე, რომლის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა ხვამლისაკენ მიმავალი გზის დაცვა.
ხვამლის მთაზე მისასვლელ გზებს შორის ბუნებრივად შედარებით დაუცველია ჩრდილოეთი გზა ნაკურალეშის
გავლით, რასაც იცავდა უწვაშის ციხე. 2 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩანს, რომ ხვამლი წარმოადგენდა
„ბუნებრივ ციხესიმაგრეს“ და სწორედ მისმა ამგვარმა გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ განაპირობა ინტერესი, რასაც
მისდამი იჩენდა საქართველოს სამეფო კარი.

3. ხვამლის ისტორიიდან

დღეს უკვე ცნობილია, რომ ხვამლი წარმოადგენდა ხაზინას. ეს სტატუსი მან დავით აღმაშენებლის დროს
მიიღო, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთ საქართველოში _ ხვამლი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კი უჯარმა
წარმოადგენდნენ განძსაცავებს. 3 ამან განაპირობა ის რომ არა მხოლოდ ხვამლი, არამედ მთელი ლეჩხუმი იყო
საიმედოდ დაცული, რასაც ემატებოდა საერთაშორისო სტატუსის მქონე გზა, რომელიც თაკუერზე გადიოდა
(თაკუერის საერთაშორისო გზა).4
XX საუკუნის 40-იანი წლების ხვამლის ექსპედიციის ხელმძღვანელი ალ. ჯაფარიძე გამოთქვამს
მოსაზრებას, რომ „გამოქვაბულისა და მის გარშემო განლაგებას თუ დავაკვირდებით ასეთი სურათი იხატება:
მთავარი გამოქვაბული მართლაც წარმოადგენდა განძსაცავს, ქვემოთ მოწყობილი ოთახები, რომლებიც
ერთდროულად დაიტევდა 40-50 კაცს, წარმოადგენდნენ მცველთა სადგომებს, საიდანაც ხორციელდებოდა

*ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის


ბაკალავრიატის IV სემესტრის სტუდენტი.
1
კოპალიანი დ., ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან, ქუთ., 2002, გვ. 36.
2
მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთ., 2001, გვ. 23-24.
3
მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთ., 2001, გვ. 21.
4
კოპალიანი დ., ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან, ქუთ., 2002, გვ. 37.
3
საგუშაგო სამსახური“. 5 მაგრამ განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა ლეჩხუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ
2009-2010 წლებში პროფ. გურამ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ ის
გამოქვაბულები რომლებიც გარედან ჩანს არ იქნებოდა გამოყენებული განძსაცავად, ეს იქნებოდა მხოლოდ
მცველთა სადგომი, ხოლო განძის შესანახად კი კლდის სიღრმეში არსებული გამოქვაბულები უნდა ყოფილიყო
გამოყენებული. ეს მოსაზრება ნამდვილად გასაზიარებელია,ვინაიდან ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი
განძსაცავი რა თქმა უნდა საუკეთესოდ იქნებოდა დაცული, ხვამლის კლდის სიღრმეში არსებულ იდუმალ
გამოქვაბულებში.
საინტერესო იქნება იმის გაგება თუ როგორ ხდებოდა გადაადგილება გამოქვაბულისაკენ, რომლის
შესასვლელი მხოლოდ კლდის მხრიდან არსებობს. იგი ქარაფის შეღრმავებაშია და ამიტომაც მიუდგომელია.
მთავარ ციხე-გამოქვაბულში ვინაიდან ვერ მოხერხდებოდა ზემოდან, ხვრელით ჩასვლა, ამიტომ ერთადერთი
მისადგომი გზა იყო გვერდით, წინა მხრიდან. როგორც ვარაუდობენ, მეციხოვნეები გამოქვაბულში
კლდებილიკებით უნდა შესულიყვნენ. ეს სავალი ბილიკი კი თოკ-ჯაჭვებით უნდა ჰქონოდათ მოწყობილი.6 დღეს
უკვე ამ კლდე-ბილიკების კვალი აღარ გვხვდება. აქედან ჩანს რომ ხვამლი ნამდვილად მიუდგომელი იქნებოდა
მტრისათვის.
საინტერესოა დოცენტ ქ. მუშკუდიანის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ხდებოდა შუა
საუკუნეებში ხვამლისა და ლეჩხუმის მიმართ ინტერესის ხან გაძლიერება და ხანაც შესუსტება. საგულისხმოა ის,
რომ როდესაც ქუთაისი ასრულებდა სატახტო ქალაქის როლს ეს იყო განმსაზღვრელი მომეტებული ინტერესისა
ლეჩხუმისა და ხვამლის მიმართ, ანუ ქუთაისსა და თბილისს შორის დედაქალაქის სტატუსის მონაცვლეობაზე
ყოფილა დამოკიდებული ხვამლისადმი ინტერესის მაღალი ხარისხი. როდესაც XII საუკუნეში მოხდა
საქართველოს გაერთიანება ლეჩხუმმა დაკარგა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა. ლეჩხუმისა და რაჭის რკინის
პოტენციალი ჩაანაცვლა ქვემო ქართლის საბადოებმა, რომლებიც თბილისთან ახლოს მდებარეობდანენ,7 ამ დროს
დიდი ინტერესი აღარ არის ხვამლის მიმართ და მას უჯარმა ანაცვლებს. ლეჩხუმის გეოპოლიტიკური
მდებარეობიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ძნელბედობის დროს თავად ამ პოლიტიკურ ერთეულსაც
გააჩნდა იმის რესურსი, რომ დაეცვა ქვეყნის მნიშვნელოვანი განძსაცავი.
1122 წელს, როდესაც დავით აღმაშენებელმა ალყა შემოარტყა თბილისს და სატახტო ქალაქის სტატუსი 400
წლის შემდეგ კვლავაც დაიბრუნა მან, ხვამლმა თავისი დიდი მნიშვნელობა სავარაუდოდ დაკარგა, ან და ინტერესი
შენელდა მისდამი და წინა საფეხურზე ციხე-ქალაქმა უჯარმამ გადმოინაცვლა. 8
დოცენტი ქ. მუშკუდიანი თვლის, რომ ხვამლის მთას, როგორც განძსაცავს უნდა მიეღო სხვა სახელი, რათა
ადვილი არ გამხდარიყო მტრისათვის მისი მიგნება. 9 აქედან გამომდინარე ხვამლის მთამ მისი თხემის
მოხაზულობის გამო (იგი არის მოვაკებული და წააგავს სამჭედლოს იარაღს „კვერს“, ჩაქუჩს) მიიღო „მთაკვერის“ ან
„თავკვერის“ სახელწოდება. ჩვენ ვიზიარებთ მის ამ მოსაზრებას.
ის, რომ ხვამლი იყო განძსაცავი იყო ვახუშტიც აღნიშნავს: „რიონის დასავლეთით, მთის ძირას, არის
ხომლის კლდე, ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტრისაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები“.10

4. ხვამლის, როგორც საფინანსო ინსტიტუტის ადგილი და სტატუსი საქართველოს სამეფოში

იურისტებისა და სამართლის ისტორიკოსებისათვის მნიშვნელოვანია თუ რა სტატუსი გააჩნდა ხვამლს,


როგორც განძსაცავს. შესაძლოა ის იყო საჭურჭლე და ემორჩილებოდა მეჭურჭლეთუხუცესს ან მსახურთუხუცესის
სახელოს დამორჩილებულ მოლარეთუხუცესის საგამგებლოს წარმოადგენდა. ამის გასარკვევად მოგვიწევს
თითოეული ზემოხსენებლი სავაზირო ინსტიტუტის დეტალური ანალიზი.

5
ჯაფარიძე ალ., რჩეული ნაწერები, თბ., 1949, გვ. 306.
6
ალავიძე მ., ლეჩხუმური ზეპირსიტყვაობა, თბ., 1951, გვ. 15.
7
მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთ., 2001, გვ. 108.
8
მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთ., 2001, გვ. 108.
9
მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთ., 2001, გვ. 24.
10
ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბ., 1941, გვ. 157.
4
4.1. მეჭურჭლეთუხუცესის საგამგებლო

დავიწყოთ მეჭურჭლეთუხუცესის სახელოს დაქვემდებარებული „საჭურჭლის“, როგორც საფინანსო


ინსტიტუტის ანალიზი. „ხელმწიფის კარის გარიგებაში წერია“: „დიდი არის მეჭურჭლეთუხუცესი, ათაბაგობის
დაწყებამდის მეოთხე ვაზირი ყოფილა“. ამავდროულად მეჭურჭლეთუხუცესი შედიოდა ე.წ. „ორთა ვაზირთა“
ჯგუფში მსახურთუხუცესთან ერთად, რაც განმსაზღვრელი იყო მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის.
მეჭურჭლეთუხუცესი საჭურჭლის მთავარი გამგე უნდა ყოფილიყო. საჭურჭლე იყო იგივე სახელმწიფო
ხაზინა. ამასთან დაკავშირებით აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს ორი მაგალითი. პირველი ეს არის დავითის
ისტორიკოსის თქმული, რომ როდესაც 1122 წელს დავითმა თბილისი ამირას წაართვა, მან „ქალაქი ტფილისი
დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ და სახლად საუკუნოდ“. ხოლო მეორე მაგალითი ეხება
ჟამთააღმწერელს, რომელიც წერს, რომ დავით ულუსა და დავით ნარინს შორის მოხდა კონფლიქტი და ამის
მოსაგვარებლად „დაამტკიცეს რათა განყონ სამეფო და საჭურჭლე ორად და განყვეს სამეფო საჭურჭლენი“.11
აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებას იზიარებს პროფ. ვ.მეტრეველი, რომ საჭურჭლე იყო „სახმარად
სანიადაგო“ ანუ ყოველდღიურად სახმარი ქონება.12 სწორედ ეს არის მთავარი განმასხვავებელი საჭურჭლესა და
სალაროს შორის. გვიან და განვითარებული შუა საუკუნეების საქართველოში ძირითადად იხსენიება შემდეგი
საჭურჭლეები: საჭურჭლე ატენისა, საჭურჭლე თბილისისა, საჭურჭლე ქუთაისისა.13 აქედან გამომდინარე, რადგან
ხვამლი არ იხსენიება ამ საჭურჭლეთა რიცხვში, ამიტომ სავარაუდოა, რომ იგი უნდა ყოფილიყო სალარო.
ამავდროულად ყურადღება უნდა მივაქციოთ ზემოთ ნახსენები საჭურჭლეების გეოგრაფიულ მდებარეობას. მათ
შედარებით ადვილად მისადგომი გეოგრეფიული მდებარეობა გააჩნიათ, ვიდრე ხვამლს. აქედან მტკიცდება ამ
უკანასკნელის მნიშვნელოვანი სტატუსი. დავით აღმაშენებელმა, როდესაც საქართველოს განსაცავი ქუთაისიდან
თბილისში გადაიტანა, ჩნდება კითხვა, სრულად მოხდა მისი გადატანა, თუ ნაწილი იქ დატოვეს? ამაზე ვერც
დადებით და ვერც უარყოფით პასუხს ვერ გავცემთ.14
„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთან“_ში თამარის ისტორიკოსი წერს, რომ გიორგი III_ს ხშირი და
ძლევამოსილი ომებით დიდი სიმდიდრე შეუძენია, იგი თბილისის მთავარ საჭურჭლეში აღარ ეტეოდა „და დადვა
თვით მისით მონაგები და მისთა ტყუეთაგან მონაგები ციხესა შინა უჯარმისასა“. 15 უჯარმა იყო სალარო, მეფის
ქმედება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი საჭურჭლეს წარმოადგენდა. 16 ყოველდღიურად „სახმარ საჭურჭლეში“
რადგან აღარ იყო ადგილი, მოხდა ამ ქონების გადატანა უჯარმის სალაროში. აქედან იმის თქმა შეგვიძლია, რომ
სალაროსა და საჭურჭლეში ინახებოდა ისეთი ძვირფასეულობა, რომელიც მათთვის საერთო იყო. მაგრამ
ამავდროულად მათ შორის განსხვავებებიც სახეზე გვაქვს. საჭურჭლეში ინახებოდა ოქრო-ვერცხლი, ფული,
ძვირფასი ნივთები, მეფისათვის ნაჩუქარი(შემოძღვუნებული) ძვირფასი განძეულობა, თვალმარგალიტი.17 აქვე ივ.
ჯავახიშვილი გამოთქვამს დასაბუთებულ მოსაზრებას: „საგულისხმიეროა, აგრეთვე, რომ საქართველოს
სახელმწიფო საჭურჭლეში, როგორც სხვა ქვეყნებშიაც საშუალო საუკუნეებში,ფულთან ერთად ძვირფასი
განძეულობა, ოქრო-ვერცხლის ჭურჭელიც ინახებოდა. ხოლო რაკი „კარის გარიგება“_ში წერია, რომ სამაშხალე
ალყის გასაკეთებლად „მეჭურჭლენი მიიღებენ ქონსა“ და ფარეშთუხუცესს „სასაპოვნედცა იგინი მისცემენ (ქონსა და
ზეთსა) სამაშხალედაცა“_ო, ამიტომ იქნებ ფულსა და სხვაგვარ განძეულობასა და ძვირფას ჭურჭელს გარდა
საჭურჭლეში სხვადასხვა სახმარებელი მასალაც ინახებოდა, რაც კი სახელმწიფო გადასახადების სახით
შედიოდა?“.18
ივ. ჯავახიშვილი წერს,რომ ვინაიდან თამარის დროს წინა დროისაგან განსხვავებით მეტი სიმდიდრე
გააჩნდა სამეფოს, შესაძლოა რამდენიმე საჭურჭლეც კი არსებობდაო. იგივე მოსაზრება შეიძლება გამოვთქვათ
სალაროსთან დაკავშირებითაც. თამარის დროს ასე მდიდარ საქართველოს რამოდენიმე სალარო დასჭირდებოდა

11
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 304.
12
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 308. ასევე იხ.: მეტრეველი ვ., ქართული
სამართლის ისტორია, თბ., 2004, გვ. 106.
13
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 306.
14
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 306.
15
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 306.
16
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 306. ასევე იხ.: მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის
ისტორიიდან, ქუთ., 2001, გვ. 21.
17
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 307. ასევე იხ.: ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ.,
1959, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, გვ. 106.
18
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 308.
5
და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნებოდა ხვამლი, ვინაიდან ფაქტიურად აქ ინახავდნენ განძს „შავი
დღისათვის“. („რა საქართველო დაიმშეს ხვამლმა დაარჩინოსო“). ცხადი, რომ იყოს იმ საჭურჭლის არსებითი
შინაარსი, რომელიც სალაროში ინახებოდა მოვიყვანოთ მაგალითი „ხელმწიფის კარის გარიგებიდან“: „ოქროს
ჭურჭელი, ანუ ვერცხლისა სახმარებლად სანიადაგოდ არ უნდა და შეკრული სალაროსა ძეს. სხვა ლარი და
ჭურჭელი ოქროსი და ვერცხლისა, ჩინური და ქაშანური უსაღვინო, ყოველი საჭურჭლესა ძეს და დგას“. 19
ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ დავით აღმაშენებელი თავის ქისას „აღავსებდა ყოველ დღე დრაჰკნითა,
ფულითა, წავიდოდა მოივლიდა ქალაქს და ღარიბ-უძლურთ დაურიგებდა, და ამას იქმოდა არათუ ხელოსანთაგან
მორთმეულისაგან ანუ საჭურჭლით, არამედ ხელითამისითა ნადირებულითა“. 20 ეს იმას ამტკიცებს, რომ ფული
ინახებოდა საჭურჭლეში.21

4.2. ხვამლზე დაცული საჭურჭლე და კავშირი „ვეფხისტყაოსანთან“

თავად ხვამლზე რა სახეობის საჭურჭლე იყო ამის შესახებ პირდაპირი ინფორმაცია არ არის (უნდა
ვივარაუდოთ, რომ ზემოთ ნახსენები ფასეულობანი ინახებოდა ხვამლზე), გარდა ერთი წყაროსა, რომელიც
ჟამთააღმწერელს ეკუთვნის. იგი ქართლის ცხოვრებაში წერს, რომ როცა ჯალალ-ედდინის შემოსევით
ძალადაკარგული ქვეყანა ახალ დამპყრობლებს, მონღოლებს შეეჯახა და დამარცხდა „მაშინ არღარა იყო ღონე,
დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო და საჭურჭლე ორად, და აჩინნეს თავადნი სამეფოსანი, და გაყვეს ორად, ტფილისი
ორად, ქუთათისი ორად, და თავადნი და ერისთავნი ურთიერთ შეასწორეს, ნიკოფსით დარუბანდამდე, და გაყვეს
სამეფო და საჭურჭლენი. გარნა ხუამლისა ქვაბსა, რომელი იდვა, მცირე გამოიღეს და გაიყვეს და უფროსი ქუაბსავე
დაუტევეს. ხოლო ჯაჭვსა იგი სახელდებული, სალმასური და თუალი იგი პატივცემული გურდემლი და
მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არა-ვის-სადა უხილავს, ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა“.22
პირველ ეტაპზე გვინდა განვიხილოთ სალმასური ვერცხლის ჯაჭვი, რომელიც გიორგი III-ს შემოუღია
სეფეთათვის, მაგრამ ამავდროულად იგი მეფეთა აბჯრის ნაწილი ყოფილა. სალმასურთან დაკავშირებით ექვთიმე
თაყაიშვილი წერს, რომსპარსული ქალაქი სალმასური ცნობილი ყოფილა აბჯრის კეთებით. იგი ამბობს, რომ თუ
სალმასური სამეფო ჯაჭვი ისეთი მარგალიტის თვალთან ერთად არის ნახსენები, რომლის მსგავსი არავის უხილავს,
ეტყობა დიდ განძს წარმოადგენდა სამეფო კარისათვისო. აქვე გვინდა მოვიყვანოთ გურამ გაბიძაშვილის
მოსაზრება,რომელიც ქართლის ცხოვრების ზემოთმოყვანილ ცნობას რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ უკავშირებს.
იგი შენინავს, რომ როცა ტარიელი და ავთანდილი შეყარნენ ქაჯეთის ციხის ასაღებად ტარიელი ამბობს: „მე ოდეს
ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქეთ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები“. როდესაც ისინი
შევიდნენ დახვდათ 40 ოთახი: „პოვეს საჭურჭლე უსახო კვლა უნახავი თვალისა, ჩნდის მარგალიტი ოდენი
ბურთისა საბურთალისა“. (შეადარეთ ქართლის ცხოვრების ცნობას: „მარგალიტი დიდი, რომლის სწორი არავის-
სადა უხილავს“). გურამ გაბიძაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იქ ავთანდილსა და ტარიელს დახვდათ
ზარდახანა, სადაც კიდობანი იყო დაბეჭდილი, რომელზედაც ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-
მუზარადი, ალმასი, ხმალი ბასრისა მჭრელიო“. ჯაჭვის სალმასურის ახსნას იგი სწორედ ამ ეპიზოდში პოულობს და
იგი მიაჩნია, როგორც ალმასისებრი მჭრელი ხმალი ანუ მტკიცე რკინა. 23 წარსულში ხვამლი წარმოადგენდა
მეტალურგიულ ცენტრს, სადაც ხდებოდა იარაღის წარმოება.24
სულხან-საბას თქმით გურდემლი იგივეა, რაც ილეკროს (ოქრო, ვერცხლი, რკინა, სპილენძი) გასაჭედი, 25
რაც ალბათ საკამაოდ ძვირფასი იყო. აქედან ჩანს, რომ განძსაცავში დაცული იყო უძვირფასესი საუნჯე, რომელიც
წარმოადგენდა „უხმარებლად შეკრულ“ ხვამლის სალაროს. გურამ გაბიძაშვილი ასევე ერთმანეთს უკავშირებს
სალმასურსა და „პატივცემულ გურდემლს“, და ამბობს, რომ გურდემლი ეს იგივე გამოსაკვერი გრდემლია, მაგრამ

19
ხელმწიფის კარის გარიგება, პროფ.ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემა, ტფ., 1920, გვ. 8. ასევე იხ.: ჯავახიშვილი ივ.,
თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 308.
20
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 307.
21
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 307.
22
ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ., 1959, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, გვ. 242.
23
ხვამლი, რედ. ი. ლომოური, თბ., 2011, გვ. 5.
24
მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთ., 2001, გვ. 105.
25
სულხან-საბა, სიტყვის კონა, რევაზ დანელიას რედაქციით, თბ., 1993, გვ. 88, გვ. 173.
6
ეს სიმბოლურად დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ცოდნასთან, რომელიც დაკავშირებული იყო რკინის
დამუშავების საიდუმლოებასთან.26
ბრძოლის დასრულების შემდეგ რუსთაველი შენიშნავს: „ოქროც რამე წარიტანეს, მარგალიტი ღარიბები,
გამოვიდეს გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლენი“. ეს ფაქტი ისტორიულად ჟამთააღმწერლის ცნობას ძალიან
წააგავს, როდესაც დავით ნარინმა და დავით ულუმ გაჭირვების ჟამს ქვაბულიდან გამოიტანეს მცირედი განძი და
უმეტესი იქვე დაუტევეს. „ვეფხისტყაოსნის“ ამ ეპიზოდს გურამ გაბიძაშვილი მიიჩნევს, როგორც დაშიფრულ კოდს
მსჯელობისათვის.27
როგორც ივ. ჯავახიშვილი წერს, სალარო წარმოადგენდა ერთგვარად ხელუხლებელ, შეკრულ, სათავნო
ხაზინას.28 ზემოთ მოყვანილ ქართლის ცხოვრების ეპიზოდში ჩვენს ყურადღებას იქცევს ტერმინები „საჭურჭლე“
და „საჭურჭლენი“, და ლოგიკურია გაჩნდება კითხვა ხომ არ ნიშნავს ეს ტერმინები კონტექსტის მიხედვით იმას,
რომ ხვამლი იყო საჭურჭლე? _ „საჭურჭლე“ ეს იყო ის ადგილი, სადაც ინახებოდა სიმდიდრე. ამის დასტურად
შეიძლება მოვიყვანოთ დავითის ისტორიკოსის სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ „ქალაქი ტფილისი დაუმკვიდრა
შვილთა თვითა საჭურჭლედ და სახლად საუკუნოდ“. ტერმინთან „საჭურჭლენი“ ივ. ჯავახიშვილი შენიშნავს, რომ
თავიდან იგი საჭურჭლის საწყობს ნიშნავდა, ხოლო მერე განძისა და სიმდიდრის მნიშვნელობა მიენიჭაო.29 (მაგ.
„სულთანი, მეფე დავითის შიშით ზედას ზედა წამოავლენდის მოციქულთა ძღუენითა მომშუიდებად პირსა მისსა
და წარმოსცნის საჭურჭლენი მძიმენი, ტურფანი მრავალფერნი“).30 აქედან გამომდინარე აღნიშნული ტერმინების
ხმარებამ ჩვენ არ უნდა დაგვაბნიოს, რადგან ეს სულაც არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ხვამლის, როგორც სალაროს
სტატუსს.

4.3. მსახურთუხუცესის საგამგებლო და მოლარეთუხუცესის სახელო

ახლა განვიხილოთ მსახურთუხუცესისა და მისი სახელისუფლოს სახელმწიფო საგამგებლო ინსტიტუტი.


პირველ რიგში ხაზგასასმელია ის, რომ იგი არ წარმოადგენდა თავიდანვე ვაზირს, ის იყო სასახლის ხელშინაური
მოხელე. ეს მოხელე დედოფალმა რუსუდანმა გახადა სავაზიროს წევრი: „მსახურთუხუცესი მანაველი რუსუდან
მეფეს შეუყვანია სავაზიროსა“. მსახურთუხუცესს ექვემდებარებოდა „სალარო“, რომლის გამგეც იყო
მოლარეთუხუცესი. 31 მიუხედავად იმისა, რომ ერთდროულად რამოდენიმე სალარო არსებობდა (დას. და აღმ.
საქართველოში) იგი ემორჩილებოდა სახელმწიფოს საგამგებლო სისტემის ერთიან ინსტიტუტს (მსახურთუხუცესსა
და მოლარეთუხუცესს). როგორც ივ.ჯავახიშვილი აღნიშნავს არსებობდა უძრავი (მუდმივი) და მოძრავი სალარო.32
ხვამლი, როგორც სათავნო ხაზინა წარმოადგენდა ე. წ. „უძრავ სალაროს“.
ივ. ჯავახიშვილი ვარაუდობს, რომ ვინაიდან მოლარეთუხუცესი სალაროს ედგა სათავეში ეტყობა მას ყველა
სალარო ექვემდებარებოდა. 33 ჩვენ აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თითოეულ სალაროს
სალაროს მოლარე მართავდა, რომელიც მოლარეთუხუცესის საგამგებლოს ექვემდებარებოდა. რაც შეეხება
სახელისუფლო ნიშანს, მსგავსად მსახურთუხუცესისა მოლარეთუხუცესსაც გააჩნდა „თვალადი ბეჭედი“.
ხელმწიფის კარის გარიგებაში წერია, რომ ეს ბეჭედი ყოფილა დიდი სასიგლე, საგახსნითე ბეჭედი, რომელიც
მოლარეთუხუცესს „ხელთ აცვია, საჭიროების დროს მას „გახსნის, ოქროს თასში წყალს შთაასხამს, ხოლო თვით
საბუთს დაჰბეჭდავს მწიგნობარი“. 34 მსახურთუხუცესმა გვიან საუკუნეებში ახალი სახელო „ყორჩიბაში“ მოგვცა,
რომელიც იცავდა მეფესა და სასახლეს. აქედან შეიძლება ვთქვათ, რომ მსახურთუხუცესის სახელისუფლოშიც
შედიოდა ყორჩიბაშის უფლება-მოვალეობანი, ეს იყო საწოლისა და სალაროს დაცვა, დომენის ლაშქრის მართვა,
სამეფო ციხე-ქალაქების გარნიზონი. 35 ანუ სალაროს დაცვას თვით მსახურთუხუცესის სახელოს უნდა

26
ხვამლი, რედ. ი. ლომოური, თბ., 2011, გვ. 5.
27
ხვამლი, რედ. ი. ლომოური, თბ., 2011, გვ. 5.
28
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 308.
29
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 303-304.
30
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 304.
31
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 314.
32
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 315.
33
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 315.
34
ხელმწიფის კარის გარიგება, პროფ. ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემა, ტფ., 1920, გვ. 6.
35
ანთელავა ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 1983, გვ.
143.
7
განეხორციელებინა. ასევე გამოთქმულია მოსაზრება, რომ ხვამლის მთა წარმოადგენდა ფუსტელთა (ქართული
სამხედრო - საეკლესიო რაინდთა ორდენი) დაცვის ობიექტს, რადგანაც აქ იყო სახელმწიფო განძსაცავი და აქ
ინახებოდა საეკლესიო ქონებაც. ამას ემატება ისიც, რომ ხვამლის მთაზე დღესაც არის წმ.გიორგის სახელობის
სალოცავი, რომელიც ფუსტელებთან არის დაკავშირებული.36
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ სელჩუკიანთა თურქეთსა და სპარსეთში არსებობდა ორი ხაზინა. ერთი იყო
„სათავნო ხაზინა“, ხოლო მეორე „სახარჯავი ხაზინა“.37 შესაბამისად, როგორც ჩვენთან იყო სალარო და საჭურჭლე.
ჩვენ ვერ გავიზიარეთ ზოგიერთი მკვლევარის აზრს, რომ სალარო მეჭურჭლეთუხუცეს სახელისუფლოს
წარმოადგენად, რადგან „ხელმწიფის კარის გარიგების“ ერთ-ერთ ეპიზოდში წერია: „მსახურთუხუცესის ხელისა
არის: სალარო (მოლარეთუხუცესით სათავეში), საწოლი და სხვადასხვა საფარეშონი“.
ვინაიდან არც ისტორიულ და არც იურიდიულ ლიტერატურაში პირდაპირი წყაროები არ მოიპოვება
ხვამლის სამართლებრივი სტატუსის შესახებ (არსებული წყაროები ძალიან მწირია) გვიწევს პარალელებითა და
ზოგადად საუბარი. დღემდე არ არის ხვამლის გამოქვაბულები ბოლომდე არც აღმოჩენილი და არც შესწავლილი.
2009-2010 წლებში ხვამლისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ლეჩხუმის არქეოლოგიური
ექსპედიცია გურამ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით. მათ მართალია არ დაუდგენიათ თუ რამდენი გამოქვაბულია
სულ ხვამლზე, მაგრამ შეისწავლეს აღმოჩენილი 19 გამოქვაბული და დაასკვნეს, რომ ისინი სალაროდ არ იქნებოდა
გამოყენებული. ამისათვის ჩვენი წინაპრები გამოიყენებდნენ კლდის სიღრმეში არსებულ გამოქვაბულებს,
რომლებიც ჯერ აღმოჩენილი არ არის, მაგრამ სავარაუდოა რომ ნამდვილად არსებობდა. ამასთან დაკავშირებით
სამეცნიერო ლიტერატურაში მანამდე არსებული მოსაზრება ალ.ჯაფარიძისა (რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ)
შეიცვალა.38

5. „საპატიჟო ადგილას“ ჩადენილი დანაშაული, როგორც ბრალეულობის დამამძიმებელი გარემოება

ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ძველ ქართულ სახელმწიფო სამართალში არსებობდა ბრალეულობის
დამამძიმებელი ხუთი გარემოება არსებობდა და აქედან მეხუთე ეხებოდა „საპატიჟო ადგილს“. დამამძიმებელ
გარემოებად ითვლებოდა დანაშაულის ჩადენა ე. წ. „საშინელ ადგილას“ იგივე „საპატიჟო ადგილას“. სასჯელი,
რომელიც მას ელოდა ვინც დანაშაული ჩაიდენდა ამ ადგილას, საკმაოდ მკაცრი იყო. როგორც ბექა-აღბუღას
სამართლის წიგნიდან ირკვევა „საპატიჟო ადგილას“ ჩადენილი ქურდობისათვის ორივე თვალის ამოთხრა და ხელ-
ფეხის მოჭრა იყო დაწესებული. ბექა-აღბუღას სამართლის წიგნის 167-ე მუხლში (რომელიც ეკუთვნის კანონიკურ
სამართალს) წერია:
„რომელმანცა კაცმან რა გინდა რა მოიპაროს და გამოჩნდეს, ორნივე თუალნი დაეწუნენ და ანუ ხელ-ფეხი
დაეჭრას. თუ საპატჟო ადგილსა არა მოეპაროს, ვინ იყიდდეს, ვითარცა დააფასონ, ეგრე მიჰყიდონ, და ნაპარევი
უკლებლივ მისსა პატრონსა მისცეს.
და კრულ, წყეულ და შეჩუენებულ იყავნ“.39
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში „საშინელ“ ანუ „საპატიჟო“ ადგილს წარმოადგენს დიდი სალარო ან ეკლესია,
ან ჯოგი და მათი მითვისება ქურდობით. 40 აქედან შეიძლება ვთქვათ, რომ ხვამლი როგორც „სალარო“
წარმოადგენდა ე. წ. „საპატიჟო“, „საშინელ“ ადგილს. ისიც ნიშანდობლივია, რომ სალაროში ჩადენილ დანაშაულს
მკაცრად სჯიდნენ, რასაც რა თქმა უნდა პრევენციის დანიშნულება ჰქონდა. 167-ე მუხლიდან ირკვევა, რომ
მოქმედებს არა მარტო საერო (სახელმწიფო), არამედ კანონიკური მართლმსაჯულება, რაც აღნიშნული
სამართლებრივი ინსტიტუტის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს.

6. დასკვნა

ჩვენ განვიხილეთ ხვამლის გეოპოლიტიკური მდებარეობა, მისი კავშირი სავაზიროსთან, კერძოდ კი


მსახურთუხუცესსა და მეჭურჭლეთუხუცესთან. ასევე ბრალეულობის დამამძიმებელი გარემოება, როდესაც
დანაშაული ჩადენილი იყო „საპატიჟო ადგილას“. დასკვნის სახით არსებული ფაქტებიდან გამომდინარე შესაძლოა

36
გიორგობიანი ავ., ფუსტები, თბ., 2010, გვ. 18-19.
37
ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 308.
38
ხვამლი, რედ. ი. ლომოური, თბ., 2011, გვ. 9.
39
ქართული სამართლის ძეგლები, ტ. I, თბ., 1963, გვ. 471-472.
40
მეტრეველი ვ., ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004, გვ. 227.
8
ვთქვათ, რომ ხვამლი წარმოადგენდა მსახურთუხუცესის სახელოს დაქვემდებარებულ მოლარეთუხუცესის
საგამგებლო საფინანსო ინსტიტუტს, სალაროს. თუ გაგრძელდება ხვამლის შესწავლა უფრო მეტი გახდება მის
შესახებ ცნობილი, რაც სამართლებრივადაც მნიშვნელოვანი იქნება და შესაძლებელი გახდება ხვამლის, როგორც
დიდი სალაროს მთლიანი რეკონსტრუქცია და მისი სტატუსის უფრო სიღრმისეული შესწავლა.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ალავიძე მ., ლეჩხუმური ზეპირსიტყვაობა, თბ., 1951.


2. ანთელავა ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 1983.
3. გიორგობიანი ავ., ფუსტები, თბ., 2010.
4. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბ., 1941.
5. კოპალიანი დ., ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან, ქუთ., 2002.
6. მეტრეველი ვ., ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004.
7. მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთ., 2001.
8. ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ., 1959, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა.
9. ქართლის ცხოვრება, ტ. IV, რედ. ი. დოლიძე, თბ., 1973, ს.ყაუხჩიშვილის გამოცემა.
10. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. I, თბ., 1963.
11. ხელმწიფის კარის გარიგება, პროფ.ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემა, ტფ., 1920.
12. ხვამლი, რედ. ი. ლომოური, თბ., 2011.
13. სულხან-საბა, სიტყვის კონა, რევაზ დანელიას რედაქციით, თბ., 1993.
14. ჯავახიშვილი ივ., თხზულებათა 12ტომეული, ტ. VI, თბ., 1982.
15. ჯაფარიძე ალ., რჩეული ნაწერები, თბ., 1949.

You might also like