You are on page 1of 477

auSvicis sakoncentracio banaki

kaxaber yaliCava

რა სასწაული ხდება შავ ზღვაში? - მეცნიერები გულს წამლებით იბრუნებენ

ეს გახლავთ ფეთქებადი აირი, რომე


ლიც, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს
ცეცხლის სახით ამოიფრქვეს.
როგორც ჩანს, შავი ზღვა ბოლომდეა
შესწავლილი. სწორედ კვლევების შე
დეგად გააჟღერეს მეცნიერებმა შემაშ
ფოთებელი ფაქტი იმის შესახებ, რომ
შავი ზღვა სიურპრიზს გვიმზადებს.
როგორც მეცნიერები ამბობენ, წყლის
100-მეტრიანი ფენის ქვეშ გოგირდწყალ
ბადია დაგროვებული და მისი მოცულ
ობა იზრდება. ეს გახლავთ ფეთქებადი
აირი, რომელიც, შესაძლოა, ერთ მშვენი
ერ დღეს ცეცხლის სახით ამოიფრქვეს.
შავ ზღას სახელი სწორედ მასში გოგირდწყალბადის ჭარბი რაოდენობის არსებობის გა
მო შეერქვა - გემების ღუზები ამ ნივთიერების მოქმედების შედეგად შავდებოდა. გოგი
რდწაყლბადი ორგანული ნივთიერებების ლპობის შედეგად გამოიყოფა. მეცნიერები ვა
რაუდობენ, რომ დაგროვილი აირი ამოფრქვევა, რაც ზღვის ზედაპირზე ცუნამსა და
შტორმს გამოიწვევს და შესაძლოა, დიდი ზარალი მიაყენოს სანაპიროზე გაშენებულ
სოფლებსა და ქალაქებს. მკვლევარები შეშფოთებულნი არიან და განგაშის ზარებს შემო
კრეს, თუმცა, ამოფრქვევის ზუსტ კი არა, სავარაუდო თარიღსაც ვერ ასახელებენ.
რუსეთის როლის არასწორი შეხედულებების დამკვიდრების მიზეზები
მ. ნადიდგორალი

რუსეთის ორიენტაციის წარმოშობისა და საქართველოს წინაშე რუსეთის როლის


არასწორი შეხედულებების დამკვიდრების მიზეზები

რუსეთის ორიენტაციის დამწყებად კახთა მეფე ალექსანდრე გიორგის ძე (1476-1511) ითვ


ლება. მან პირველმა აიღო გეზი ერთმორწმუნე რუსეთისაკენ. ალექსანდრეს კურსს მტკი
ცედ გაჰყვნენ იმ დროის დაქუცმაცებული საქართველოს ყველა მომდევნო მთავრები. მი
უხედავად ამ ორიენტაციით გამოწვეული დამღუპველი შედეგებისა, საქართველოს მეს
ვეურები 1491 წლიდან 1801 წლამდე ე.ი. 300 წელზე მეტი ხნის მანძილზე ბრმად მიჰყვე
ბოდნენ ერთხელ აღებულ ხაზს, ვიდრე 1901 წელს საქართველო არ მიიყვანეს თვითმკვ
ლელობამდე.

მართალია რთული იყო მაშინ საქართველოს მდგომარეობა ისეთი აგრესორების ხელში,


როგორც ირანი და თურქეთი იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსეთთან დაკავშირებამ კი
არ გააუმჯობესა საქართველოს მდგომარეობა, არამედ კიდევ უფრო გააუარესა. რამდენა
დაც რუსეთის დამკვიდრება საქართველოში უდიდესი საშიშროების წინაშე აყენებდა
ირანს, თურქეთს, და მთელი კავკასიის მაჰმადიანებს. აღნიშნულმა აქტმა წარმოუდგენე
ლი რეაქცია გამოიწვია ამ უკანასკნელთა მხრიდან. ისინი კოალიციურად აღსდგნენ საქა
რთველოს წინააღმდეგ და მიზნად დაისახეს ქართველი ერის მთლიანად აღმოფხვრა, რა
თა მოესპოთ რუსეთისათვის კავკასიაში დამკვიდრების შესაძლებლობა. ხოლო რუსეთს
არა თუ რაიმე დახმარება გაუწევია საქართველოსათვის, იგი პირიქით თვითონვე აბამდა
ხოლმე საქართველოს თავის ავანტიურისტულ ქსელში და იყენებდა მას თურქეთისა და
ირანის წინააღმდეგ ბრმა იარაღად საკუთარი ინტერესებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ
თითქმის ყველა შემოსევა, რომელიც საქართველომ განიცადა XVII-XVIII სს-ში, გამოწვე
ული იყო საქართველოს რუსეთთან დაკავშირებით. დღეს ისე ხელისგულივით ჩანს რუ
სეთის უსინდისო როლი საქართველოს წინაშე, აგრეთვე რუსეთთან ორიენტაციის მცდა
რობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. როგორც ცნობილია, ძმობა-მეგობრობის დემაგოგიურ
ლოზუნგებს ამოფარებულმა საბჭოთა რუსეთმა დღეისათვის უკვე შთანთქა ათეულო
ბით პატარა ერი. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა აგრეთვე საქართველოს არსებობის საკით
ხიც. ამის მიუხედავად ზოგიერთი გულუბრყვილო ქართველი, რომელიც მოკლებულია
შესაძლებლობას, გაეცნოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნამდვილ ისტორიას,
ხოლო მიმდინარე რთულ ამბებს უყურებს მტრის მიერ ჩაგონებული მატყუარა ლოზუნ
გების მიხედვით, თავდაჯერებულია იმ შეგნებით, რომ რუსეთმა ჩვენ გადაგვარჩინა, იგი
ახლაც გვიცავს და მაშასადამე, სწორი იყო რუსეთის ორიენტაციაო. დღევანდელი ქართ
ველი რომ ასეთი შეზღუდული გონებით უყურებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ისე
განსაკუთრებით წარსულ ისტორიას და ჯერაც ვერ გარკვეულა სადამდე მიიყვანა საქარ
თველო ჩვენი წინაპრების დაუფიქრებელმა ნაბიჯმა, ადვილი წარმოსადგენია რამდენი
ფანატიკოსი მიმდევარი ეყოლებოდა ჩვენს რუსეთუმე მეფეებს, როცა თვით ამ ორიენტა
ციის ბედი წყდებოდა. მითუმეტეს, რომ მაშინ ჩვენი წინაპრებისათვის სავსებით უცნობი
იყო რუსის ერი თავისი ბუნებით და მისწრაფებებით. მაგრამ, რელიგიური დოგმებით
გონებაშეზღუდულ უნიათო ხელმძღვანელთა შორის მაშინაც ყოფილან საღად მოაზროვ
ნე პოლიტიკური მოღვაწენი, რომლებიც დამღუპველად თვლიდნენ ამ ნაბიჯს. აი, რას
წერს ამის შესახებ ცნობილი ისტორიკოსი ალექსანდრე ფრონელი: ,,თითო ოროლანი მა
შინაც იყვნენ, რომელნიც წინასწარმეტყველურის შორს გამჭვრეტელობით ჰქუხდნენ და
ჰღაღადებდნენ, რომ საპოლიტიკო არსებობის მოსპობა კი არ აღაყვავებს სარწმუნოებას,
პირიქით, დასთრგუნავს და დაამხობსო, მაგრამ ასეთი ხმა რჩებოდა ხმად მღაღადებლი
სა უდაბნოსა შინა. მსოფლიო ისტორიაში ხშირია ისეთი მომენტები, როცა ერს, ქვეყანას
გაიტაცებს რომელიმე აზრი, იდეა და ჰგონებს, თუ ეს აზრი, იდეა არ განვახორციელე, თა
ვი ცოცხალი აღარ მინდაო და გამწარებული, ზოგჯერ ძლიერი სულისკვეთებით, იბრძ
ვის და ეტანება თვისის იდეალის განხორციელებას. სწორედ ასეთი დრო დაუდგა საქარ
თველოს მე-18 ს-ის დასასრულს. ქვეყანას სჯერო და, რომ დაღუპვისაგან მხოლოდ მარ
თლმადიდებელი რუსეთი დაგვიხსნის და სხვა არავინაო. უმრავლესობა ერისა ბედისწე
რას აჰყვა და გულხელდაკრეფილი დაემორჩილა ღვთის განგებას (ალ. ფრონელი, მთიუ
ლეთი 1804 წ. გვ. 206). რუსეთის ორიენტაციას არ ეთანხმებოდნენ თავის დროზე ისეთი
ცნობილი პოლიტიკური მოღვაწენი, როგორიც იყვნენ: გიორგი სააკაძე, როსტომ მეფე, ბა
ქარი და პაატა ბატონიშვილები, სოლომონ ლეონიძე, ჭაბუა ორბელიანი, ასპინძის გმირი
დავით სარდალი, იმერეთის მეფე სოლომონ II, ალექსანდრე ბატონიშვილი და სხვა. რუ
სეთის ორიენტაციის მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა საერთოდ უარყოფდა საქართვე
ლოს შესვლას რომელიმე სახელმწიფოს მფარველობაში. ხოლო უარეს შემთხვევაში, ისი
ნი მაინც ირანისკენ იხრებოდნენ: მე-18 ს-ის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე სოლო
მონ ლეონიძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის 3 ს-ის გამოცდილებამ დაარწმუნა,
რომ მცდარი და დამღუპველი იყო რუსეთის ორიენტაცია. ის კარგად ხედავდა რომ რუ
სეთთან დაახლოება საქართველოს ირან-ოსმალეთთან უფუჭებდა დამოკიდებულებას,
ხოლო რუსეთი არავითარ დახმარებას არ უწევდა საქართველოს მაჰმადიანურ სახელმწი
ფოებთან დაპირისპირების შემთხვევაში. ამიტომ სოლომონ ლეონიძეს საქართველოს და
მოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და ქართველი ერის გადასარჩენად მიაჩნდა კავში
რის გაწყვეტა რუსეთთან, საქართველოს გაერთიანება და გონივრული პოლიტიკის წარ
მოებით კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნება ირან-ოსმალეთთან, როგორც
ისტორიული ფაქტები გვიდასტურებენ, სავსებით შესაძლებელი იყო. მაგრამ, მაშინ იმდე
ნად ძლიერი იყო ჩვენში რწმენა რელიგიის ერთობის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე, რო
გორც ეს უკვე ითქვა, და იმდენ სიკეთესა და ბედნიერებას მოელოდნენ რუსეთიდან, რომ
ბოლოს და ბოლოს მაინც რუსულმა მიმართულებამ გაიმარჯვა. მართალია რუსეთის
ორიენტაციის მომხრეები სულ მალე მიხვდნენ თავიანთ საბედისწერო შეცდომას და და
იწყეს თითზე კბენანი, მაგრამ რაღა დროს. ეს მწუხარება ნათლადაა გამოხატული იოანე
ბაგრატიონის ერთ ცნობილ ლექსში:

,,სკვითთ წაგვართვეს მთლად ქვეყანა,


არც კი მოგვცეს კაცი ერთი,
ქართლ-კახეთსა არ დაჰჯერდნენ,
ზედ დაიდვეს იმერეთი:
მწირობაში დავგლახავდით,
შემწე არ გვყავს არცა ერთი,
შევთხოვთ ზენას სამართალსა,
ვნახოთ, ვითა განსჯის ღმერთი’’.

ამგვარად, რუსეთის მიერ 1789 წლის ტრაქტატის ფეხქვეშ გათელვისა, ხოლო საბოლო
ოდ საქართველოს ანექსიისა და ქართველთა წინაშე არაერთი ბარბაროსული აქტის ჩადე
ნის შემდეგ, რომლის შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი დაწვრილებით, აგრეთვე დღე
ვანდელ პირობებში რუსეთის მიერ საქართველოს შთანთქმის საშიშროების ზრდასთან
დაკავშირებით, რუსეთის ორიენტაციის მომხრეთა რიცხვი თანდათანობით შემცირდა.
მაგრამ ქართველი საზოგადოების ნაწილი, დღესაც ამართლებს ერეკლეს და მის წინამო
რბედებს აღნიშნული პოლიტიკური კურსისათვის იმ მოტივით, რომ ,,სხვა გამოსავალი
არ არსებობდაო’’ და ის კი ავიწყდებათ, რომ რუსეთთან დაკავშირებამ საქართველო არა
თუ გამოიყვანა იმ ,,გამოუვალი’’ მდგომარეობიდან, რომელიც რუსეთუმეებმა თვითონ
ვე შექმნეს თავიანთი ბეცი პოლიტიკით, არამედ იგი კიდევ უფრო უარეს ჩიხში მოამწყვ
დია. რუსეთის ორიენტაციის თაყვანისმცემლები იმაში ცდებიან, რომ ისინი უკრიტი
კოდ იზიარებენ თითქმის უკვე დოგმადქცეულ ფრაზას ,,ირანის ან თურქეთისაგან საქა
რთველოს დაპყრობისა და მოსპობის აუცილებლობის’’ შესახებ. ამ დებულების განუსჯე
ლად მიღების საფუძველზე გამოჰყავთ მათ მცდარი დასკვნა: ,,თუ საქართველოს ირანის,
ან ოსმალეთისაგან მართლაც მოსპობა მოელოდა, მაშინ ცხადია, რუსეთის მიერ საქართ
ველოს სამეფოს გაუქმება და მისი რუსეთთან შეერთება პროგრესული მოვლენა იყოო’’.
კი მაგრამ რატომ არ კითხულობენ, – საიდან მომდინარეობს ეს ფრაზა და რა მიზანს ისა
ხავს იგი? ნუთუ დიდი დაფიქრება სჭირდება იმის ამოხსნას, რომ ეს დებულება ჩვენი ბა
ტონ-მბრძანებლების შემუშავებულია და მიზნად იმას ისახავს, რომ ,,ირან-ოსმალეთის
მიერ საქართველოს მოსპობის დაშინებით გაამართლოს თვით რუსეთის მიერ საქართვე
ლოს დაპყრობა და რუსეთის პროვინციად გადაქცევა. აბა დაფიქრდით და თვითონვე გა
ნსაჯეთ: საქართველო ამჟამად ირანის ხელში რომ იყოს, ანდა დამოუკიდებელი, მაშინაც
ასეთი შე ფასება მიეცემოდა რუსეთის მოქმედებას საქართველოს წინაშე? ცხადია, არა.
ჯერ წარსულ საუკუნეებში ჩადენილი უამრავი ბოროტებისა, ხოლო საქართველოს ძალ
დატანებითი შეერთების შემდეგ ამ ბარბაროსული მოქმედების შემდეგ განა უდიდესი
შეცდომა არ არის ლაპარაკი რუსეთის მიერ საქართველოს შველა-დახმარებასა და რუსე
თთან ,,შეერთების’’ პროგრესულ მნიშვნელობაზე? მაშ, რით უნდა აიხსნას ის გარემოება,
რომ ქართველობის გარკვეული ნაწილი წარსულშიაც და ამჟამადაც მადლიერი იყო და
არის რუსეთისა? საიდან ჩაუჯდა თავში ქართველ კაცს ის უკუღმართი აზრი, რომ თით
ქოს ირან-ოსმალეთის შემოსევების დროს რუსეთი ეხმარებოდა საქართველოს და მანვე
იხსნა საქართველო დაღუპვისაგანო? როგორც ითქვა, რუსეთის როლის ასეთი არასწორი
გაგება ძირითადად გამოწვეულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნამდვილი ისტ
ორიის უციდანარობით. როგორც ცნობილია, საქართველოს ისტორიის ახლანდელი სახე
ლმძღვანელო აშკარად გაყალბებულია და შელამაზებული სახით ისწავლება იგი ქარ
თულ სკოლებში. რუსეთის სახით – მტერს მოყვ რად ასაღებს. არამარტო ე. წ. ,,საქართვე
ლოს ისტორია’’, არამედ აგრეთვე მასობრივი აგიტაციის ისეთი საშუალებანი, როგორი
ცაა პრესა, რადიო, ტელევიზია, კინო და თეატრი, რომლებიც სულ ერთთავად სახელმწი
ფოს სამსახურში არიან ჩაყენებულნი. ბუნებრივია, ასეთ პირობებში ქართველ კაცს გაუ
კუღმართებულად ესმის რუსეთის როლი საქართველოს მიმართ და ამიტომაა, რომ იგი
რუსის დამპყრობელს თავის მეგობრად და დამხმარედ თვლის. ეს რაც შეეხება დღეს. მაგ
რამ ისტორიულად ქართველი ერის ასეთ დეზორიენტაციას ხელი შეუწყო მთელმა რიგ
მა სხვა გარემოებებმაც: პირველი, რამაც რუსეთისადმი განუსაზღვრელი ნდობის დანერ
გვა გამოიწვია ქართველობაში, ეს იყო მაჰმადიანურ სახელმწიფოებთან საქართველოს
დაპირისპირების გამო იმ ყალბი აზრის გაბატონება, რომ თითქოს ირან-ოსმალეთის შე
მოსევები გამოწვეული ყოფილიყოს განსხვავებული სარწმუნოებით. ამ ნიადაგზე ქართ
ველმა ხალხმა იწამა, რომ სამაგიეროდ რუსეთი, როგორც ერთმორწმუნე, ჩვენი დამხმა
რე და გულშემატკივარი იქნებოდა. ამგვარად, იმ კრიტიკულ ხანაში, მოვლენებისადმი
საღი პოლიტიკური მიდგომის ნაცვლად ჩვენში დამკვიდრდა რელიგიური ფანატიზმი,
რამაც ქართველი ხალხის მესვეურთ დაავიწყა ბიზანტია-საქართველოს შორის წარმოებუ
ლი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები და ამ ნიადაგზე პრაქტიკულად უკვე შემოწმებუ
ლი ერთმორწმუნეობის სრული უსაფუძვლობა პოლიტიკაში! ამრიგად, წარსული ისტო
რიული გამოცდილების უცოდინარობას თუ უგულებელყოფას ვინ ჩივის. საქართველოს
მაშინდელი მესვეურები ანალიზს ვერ უკეთებდნენ თვით მათს თვალწინ მიმდინარე მო
ვლენებს, როცა ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოები ერთის მხრივ, და მაჰმადიანუ
რი სახელმწიფოები (ირანი-თურქეთი) მეორე მხრივ, სისხლისმღვრელ ბრძოლებს აწარ
მოებდნენ ერთიმეორის გასანადგურებლად. სად იყო აქ გადამწყვეტი ფაქტორი ერეკლეს
მიერ ქებული ერთმორწმუნეობისა? პირიქით - ერების შეჯახებისას, როცა პატარა ერი
იძულებულია თავი დაიცვას დამპყრობელი ერის წამლეკავი ზემოქმედებისაგან, განსხ
ვავებული რელიგია და ზნე-ჩვეულებანი უფრო დადებითი ელემენტია, ვიდრე რელიგი
ისა და ზნე-ჩვეულებების ერთობა. მაგალითად, ირან-ოსმალეთის სახით ჩვენი მტრების
განსხვავებული სჯული იყო სწორედ ძირითადი მიზეზი იმისა, რომ საუკუნეების მანძი
ლზე გადაულახავ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ ისინი ქართველების მხრიდან და ვერა
და ვერ შეძლეს მათ მაჰმადიანურ ერებთან ქართველი ერის ასიმილაცია. ერთმორწმუნე
ობის ნიღბით შემოპარულმა ქრისტიანულმა რუსეთმა კი გასაოცარი ძალით შეაჩერა ქარ
თველთა წინააღმდეგობა და შედარებით უმტკივნეულოდ ახდენს იგი რუსის ერთან ქარ
თველი ერის შერწყმას. რელიგიური ფანატიზმისა და პოლიტიკური სიბეცის გარდა ჩვე
ნი მაშინდელი მეფეები ვერ იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე ვერც ორგანიზატორული ნი
ჭით და ვერც ნებისყო ფის სიმტკიცით. ისინი თავგზააბნეულნი მოქმედებდნენ არა მარ
ტო საგარეო მოქმედე ბის სფეროში, არამედ სახელმწიფოს შიგნითაც. ჩვენს სახელოვან
მეფეებს – დავით კურაპალატს, ბაგრატ III-ს, დავით აღმაშენებელს, გიორგი ბრწყინვა
ლეს და სხვებს კარგად ესმოდათ, რომ მტრისაგან საქართველოს როგორც
თავდასაცავად, ასევე თავდასახსნელად ყველაზე უკეთესი გზა ქვეყნის გაერთიანება
იყო. უკანასკნელი პერიოდის ზოგიერთი უნიათო მეფე კი მტკიცე ნებისყოფის
უქონლობის გამო, არათუ თანმიმდევრულად იბრძოდა ფეოდალური
პარტიკულარიზმის დათრგუნვისა და საქარ თველოს გაერთიანებისათვის, არამედ
ცოლ-შვილის კარნახით თვითონვე აქუცმაცებდა სამეფოს შვილებსა და შვილიშვილებს
შორის. რუსეთის როლის შესახებ არასწორი შეხე დულების მეორე მიზეზი იმაში
მდგომარეობდა, რომ რუსეთი დიამეტრულად განსხვავ დებოდა ქართველი ხალხის სხვა
დანარჩენი მტრებისაგან თავისი ფარისევლური პოლი ტიკით. ყველა მტერს, რომელიც
საქართველო ში შემოდიოდა, ხმალი ჰქონდა მოღერებუ ლი ქართველების წინააღმდეგ
და აშკარად აცხადებდა საქართველოს დაპყრობის, ქართ ველი ხალხის გაძარცვისა და
მასზე გაბატონების სურვილს. ისინი ამ მხრივ რაიმე მაქინა ციებს არ მიმართავდნენ.
პირიქით, მათი ტონი უაღრესად სასტიკი და აგრესიული იყო. ასეთ მტერს კი ქართველი
ხალხი მომზადებული ხვდებოდა. მაგალითად, როცა არაბთა მხედრობა საქართველოს
საზღვრებს მოადგა პირველად, მისმა სარდლობამ ასე შემოუთ ვალა ქართველებს: ,,ან
დაგვმორჩილდით, მოდით და გვემსახურეთ, ან დასტოვეთ თქვე ნი ქვეყანა და სხვაგან
წადითო’’. ამ უაღრესად მკაცრი განცხადებების მიუხედავად, აი, რით განისაზღვრა
მათი ბატონობის პირობები საქართველოში, რასაც ,,დაცვის სიგელი’’ ეწოდა: 1) არაბები
ქართველებს დაცვის და სარწმუნოების ხელუხლებლობას აღუთქვამ დნენ, 2)
ქართველები მორჩილებას უცხადებენ არაბებს და იხდიან ხარკს – ჯიზიათს თი თო
კომლზე თითო დინარს (დაახლ. ხუთი მანეთი ოქროთი), 3) ქართველებს უფლება არა
აქვთ რამდენიმე კომლი ერთ კომლად შეაერთონ და ამ გზით ხარკი შეამცირონ; 4) არც
არაბებს აქვთ უფლება ერთი კომლი რამდენიმე კომლად გაჰყონ, და ამრიგად ხარკი
გაადიდონ; 5) ქართველები ვალდებულნი არიან დაეხმარონ არაბებს სამხედრო ძალით;
6) თუ ქართველები მაჰმადიანობას მიიღებენ, მაშინ ისინი თავისუფლდებიან ჯიზიათის
გადასახადისაგან, მაგრამ ერთხელ მაჰმადიანობაში გადასული, თუ ისევ ქართველობას
დაუბრუნდებოდა, ის დაისჯებოდა. არაბთა მიერ წამოყენებული ეს პირობები, ძირითა
დად ძალაში დარჩა. მაგ. კახეთს არაბთა ბატონობა თითქმის არ უგრძვნია. რაც შეეხება
ბუღა-თურქისა და მურვან-ყრუს შემოსევებს, –პირველი გამოწვეული იყო თბილისის
ამირას განდგომით, ხოლო მურვან-ყრუს ამაოხრებელი შემოსევა ქართველთა უპერსპექ
ტივო და გაუმართლებელი აჯანყებით. იმ დროისათვის არაბთა ხალიფატი თავისი
ძლიერების ზენიტში იყო და ამდენად საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძო
ლას გამარჯვება არ ეწერა.

შევადაროთ ეხლა ერთმხრივ არაბთა აღნიშნული განცხადება თავისი სისასტიკით და ფა


ქტიურად წამოყენებული პირობები ქართველების მიმართ, ხოლო მეორე მხრივ რუსე
თის იმპერატორის ალექსანდრე I-ის თვალთმაქცური განცხადება საქართველოს მიმართ
და ამ ყალბი განცხადების შემდეგ საქართველოს ფაქტიური მდგომარეობა რუსეთის ხე
ლში იყო. 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტში საქართველოს სამეფოს გაუქმებისა და
რუსეთთან შეერთების შესახებ ალექსანდრე I საზეიმოდ აცხადებდა: ,,არა აღორძინებისა
თვის ძალთა, არა ნივთთვისა, არა განვრცელებისათვის საზღვართა, და ესრეთცა უკვე
ვრცელისა ქვეყანასა ზედა იმპერიისა შინა, მივიღებთ ჩვენთვის ზედა ტვირთსა საქართ
ველოს სამეფოსა მმართებულობისასა. მხოლოდ პატივი და კაცობრიობა სდებენ ჩვენზე
და საღმრთოსა ვალსა, მსმენმან ვნებულთა ვედრებისა, განსადევნელად შეჭირვებათა
მათთა დავაწესო საქართველოსა შინა მმართველობა, რომელსაცა ეძლოს– ცა დამყარება
მართლ-მსაჯულებისა, ნივთისა და საქონლისა უშიშროების და მიცემად თვითოეულისა
დაცვა სჯული... მიეცა საყდროსანსა ქალაქს მოსკოვს, სექტემბრის დღესა ჩყა წელსა’’. ამ
გულჩვილი განცხადების საფარქვეშ რუსეთმა საქართველოში დაამყარა ჯერ არნახული
სისასტიკე. გარდა იმისა, რომ მან მოსპო საქართველოში ყველაფერი ეროვნული და ერ
თი ხელის მოსმით მოინდომა ქართველი ხალხის გარუსება, საშინელი ეკონომიკური გან
საცდელისა და მორალური დამცირების პირობებში ჩააყენა მთელი მოსახლეობა. რუსის
სახით ქართველს მოევლინა ფლიდი, მექრთამე, ქურდი, ლოთი და გარყვნილი არსებანი.
თვითონ ყოველმხრივ ზნედაცემულნი,ისე უყურებდნენ ქართველ ხალხს, როგორც პირ-
უტყვებს. ისინი გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართულ ოჯახებს, ქმრების თვალ
წინ ქალების საჯარო გაუპატიურების ჩათვლით. გარდა ამისა, ქართველ გლეხკაცობას
უკანასკნელ სარჩო-საბადებელს ართმევდნენ და მათი შენიშვნის პასუხად – რიღათი გა
მოვკვებოთ ცოლ-შვილიო – მიწაზე მიუთითებდნენ და ეუბნებოდნენ, ,,თქვენ ბალახი
სძოვეთო’’ (ალ. ფრონელი, ამბოხება კახეთისა, გვ. 139). აი, როგორ პარალელს ავლებს
ჩვენი ერის დიდი მოჭირნახულე იაკობ გოგებაშვილი საქართველოს ძველ და ახალ
მტერს – რუსეთს შორის: ,,მართალია საქართველო იშვიათად არ იყო გარეგან დამოკიდე
ბულების ქვეშა, მაგრამ ეს დამოკიდებულება განისაზღვრებო და ცოტაოდენი ყოველწ
ლიური ხარკით, რომელიც უსიამოვნო საგანს შეადგენდა მხოლოდ მეფის თავმოყვარეო
ბისათვის. შინაგან მმართველობას იგი თითქმის არ ეხებოდა, ერი მის გავლენას სრული
ად არ გრძნობდა და ყოველ შემთხვევაში დამჩაგვრელ თვისებას მოკლებული იყო. კაცსა,
ერსა სჩაგრავს სისტემატიური უსამართლობა, შინაგანი ბრიყვობა, ყოველდღიური უღე
ლი, რომელიც კისერში აწევს ხალხსა და ქედს ძირს ახრევინებს. ქარიშხალივით დაცემა
მტრისა, რომელიც დამარცხდება, თუ გაიმარჯვებს, ორივე შემთხვევაში სტოვებს ქვეყა
ნასა და ბრუნდება თავისს სამშობლოში – მხოლოდ დროებით ხიფათს, წამით უბედურე
ბას შეადგენს, რომლის კვალი მალე სრულიად ქრება ხალხის ცხოვრებაში... სპარსეთი იშ
ვიათად არ იყო გულწრფელი და გულითადი ჩვენი კეთილისმყოფელი. ბევრი ცუდი ნაკ
ლოვანება ჰქონდათ სპარსელებს, მაგრამ პოლიტიკურს იეზუიტობას, სიკეთის დაუნახაო
ბას და უმაგალითო უმადლობას კი მათში ვერ ჰპოვებდით. ისინი ავკარგიანები იყვნენ.
თუ მტრობას გვიხდიდნენ მხეცური დაუნდობლობით და შეუბრალებლობით, სამაგიე
როდ სიკეთისათვის იცოდნენ უხვი მოყვრობა და თავდაუზოგველი მეგობრობა (ი. გოგე
ბაშვილი ,,რანი ვიყავით გუშინ?’’ გვ. 30). იაკობ გოგებაშვილამდე ათეული საუკუნეებით
უფრო ადრე იგივე აზრს გამოთქვამდა სპარსელთა შესახებ მე-5 ს-ის სახელოვანი ორატო
რი აიეტი. იგი აცხადებდა, რომ სპარსელებმა ,,თუ ვინმე გაიხადეს თავიდან მეგობრად,
ისინი ცდილობენ უთუოდ დაი ცვან სიყვარული, ხოლო მტრის მიმართ რისხვას განაგრ
ძობენ მანამდე, სანამ ის მტრად რჩება’’ (გ. გოზალიშვილი, ლაზიკის საგარეო ურთიერ
თობა მე-6 საუკ. გვ. 41). ხოლო რუსი დამპყრობლების მოქმედებათა შესახებ, აი რას ვკი
თხულობთ ალ. ფრონელის 1812 წლის კახეთის ამბოხებაში: ,,ნეტა რა მოთმინება და შეძ
ლება ჰქონია ერსა, რომ კვერცხივით ზედ არ შეასკდა ზნედაცემულს ჯარისკაცსა და მსუ
ნაგსა და გაწუწკებულს მოხელეს! უსამართლობა, ცემა-ტყეპა, დარბევა დაწიოკება სოფ
ლისა, ქურდობა, განზრახ დავა-დარაბის ატეხვა, უზნეობა გარყვნილობის შეტანა, ქალ
წულთა და დედაკაცთა ნამუსის ახდა აშკარად, ქმართა და მახლობელთა თვალწინ, ქა
ლისა და კაცის უღელში შებმა, გატიტვლებულის დედაკაცის გაჯოხვა, – ეს რაღაც დაუ
ჯერებელი ამბავია, ისეთი ველურობა, რომლის მსგავსი თვით თემურ-ლენგის დროს არ
იქნებოდა. აკი სჩივიან ბოდბელნი და პრასიანელნი, რაც რუსობამ მწუხარება მოგვაყენა,
მაგვარი თურქთა, ყიზილბაშთა და ლეკთა ჟამსა ბატონობის დროსაც არ გამოგვივ
ლიაო!’’ (ალ.ფრონელი, ამბოხება კახე თის, გვ. 33). აზიის დამპრობლებთან შედარებით,
რუსების მიერ საქართველოში ჩადენილი ამ საშინე ლი საქციელის გარდა, რაც თითქმის
მხეცური მოქმედების ნორმებსაც კი აჭარბებს, საგულისხმოა აგრეთვე იაკობ გოგებაშვი
ლის მიერ ზემოთ გავლებული პარალელი იმ ეკონომიკური ჩაგვრის შესახებ, რასაც საქა
რთველო განიცდიდა, ერთის მხრივ, ადრეულ მტერთა ბატონობის დროს და მეორე
მხრივ, რუსთა ბატონობის პირობებში. როგორც აღნიშნული იყო, ადრინდელი დამპყრო
ბლებისადმი ქართველების დამოკიდებულება განისაზღვრებოდა მხოლოდ ცოტაოდენი
ყოველწლიური ხარკით. შინაგან მმართველობას იგი თითქმის არ ეხებოდა. რუსთა ბატო
ნობის დროს კი მოსახლეობა სრულ ტოტალურ ძარცვას განიცდიდა, ხოლო შიმშილისა
გან სასომიხდილ ადამიანებს, როგორც აღვნიშნეთ, ურჩევდნენ ბალახი ეძოვათ. ერთმორ
წმუნეობის ნიღბით მოვლენილ რუს დამპყრობლებთან შედარებით, რომლებმაც საქართ
ველოში გაბატონებისთანავე მოსახლეობის ულმობელი ძარცვა-რბევის გარდა თავიანთ
სრულ გამგებლობაში მოაქციეს მთელი ეროვნული სიმდიდრე და საკუთარი ქვეყნის სა
სარგებლოდ ყაჩაღურ ექსპლოატაციას უწევდნენ მას, პირდაპირ სიცილს იწვევს მსოფლი
ოს ყველაზე საშინელ დამპყრობლებად ცნობილი მონღოლების მიერ ცალკეული კომლე
ბისადმი ყოველწლიური ხარკის სახით წამოყენებული რაღაც ბავშვური მოთხოვნილება
ნი: ,,ასი ლიტრი ხორბალი, 50 ლიტრი ღვინო, 2 ლიტრი ბრინჯი, 3 ტომარა, 2 თოკი და
ერთი ნალი’’. და მაინც ქართველ კაცს არაბი, მონღოლი და სპარსი ყველაზე დიდ
მტრად მიაჩნდა, ხოლო რუსის მიმართ აზრადაც არ გაივლებს, რომ იგია ყველაზე დიდი
მძარც ველი ყველა წარსულ მძარცველებთან შედარებით. ამ გაურკვებლობის მიზეზი
ისაა, რომ არაბობის, მონღოლებისა და სხვა დანარჩენი დამპყრობლებისაგან
განსხვავებით რუსე თი იმთავითვე მოყვრის ნიღბით მოევლინა საქართველოს და
ფარისევლურად იგი ყოვე ლთვის “დამხმარისა” და “მფარველის” როლში გამოდიოდა.
ამგვარი შენიღბული მტრის შესახებ შოთა რუსთაველი გენიალურად ამბობს:

,,ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს;


მოყვარესა მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება მოცინარობს’’.

ძველ მტრებთან შედარებით რუსეთი რომ ვერაგი მტერია, რომლისგანაც საქართველოს


რეალური მოსპობის საფრთხე ემუქრება, ეს აზრი შესანიშნავად აქვს გამოთქმული აკაკი
წერეთელს ერთ თავის ლექსში, რომლის სათაურია ,,ჩაფიქრება’’. იგი დაწერილია რუსე
თის მიერ საქართველოს დაპყრობის 100 წლისთავთან დაკავშირებით. მოგვყავს ამ ლექ
სის შემოკლებული ტექსტი.

ჩაფიქრება

,,მეც მივდივარ, შენც მიდიხარ, გეთხოვები საქართველოვ!


მეც ვჭკნები და შენცა ჭკნები, როგორც ზამთრის პირად მდელო.
თვით ბუნების კანონია, მე რომ დავჭკნე ვით ფოთოლი,
სამერმისოდ სხვა გამოვა ჩემი სწორი, ჩემი ტოლი!
მაგრამ შენ, ხევ ცხოვრებისა და აკვანო მთელი ერის,
მომავალი შავ-ბედითი სიკვდილის ზარს რად გიმღერის?
რაც კი გვქონდა სისხლად-ხორცად, შენაძენი ათას წლობით
მთლად მოგიკლა ასმა წელმა თვალთმაქცურის საძაგლობით.
მოგიხიბლა თვალი, გული, გიქარგავდა ზედაპირსა,
მაგრამ მითი იმავე დროს, როგორც ჩრჩილი, ხრწნიდა ძირსა!
და აღარ ხარ, რაც იყავი: ჰხმები, სჭკნები ნელა-ნელა
ათასის წლის ჭირნახული ასმა წელმა მოგინელა.
რაც რომ მტრობამ ვერ დაგაკლო, ის მოყვრობამ აგისრულა
სულ ხელის სმით და ,,ნანინით'' შენი ძირი გამოხრულა.
შენს წაქცევას და დამხობას ,,ასი წელი'' შემოჰყურებს
შენ წახვალ და სხვა შემოვა, შენს ნადგომზე ისადგურებს''...

(აკაკი, შვიდტომეული, ტ. I, გვ. 774).

ამგვარად, მოყვრის ნიღბით მოსულმა რუსეთმა არა თუ დაიპყრო საქართველო, იგი სრუ
ლიად გააუქმა როგორც პოლიტიკური ერთეული და რუსეთის შემადგენელ ნაწილად აქ
ცია. რუსეთის ვერაგულ მოქმედებასა და საქართველოს საშინელ ხვედრში გაურკვეველი
ქართველობის ერთი ნაწილი კი დღესაც კმაყოფილებით გაიძახის – ,,რუსეთთან რომ არ
ვიყოთ, დაგვიპყრობდნენო''. უფლებააყრილ, დაბეჩავებულ, გაძარცვულ და ტვინამოც
ლილ ასეთ ქართველს ,,დაპყრობა'' სხვა რაღა ჰგონია - უბედური საქართველო!!! განა შე
იძლება ერის ამაზე უფრო მეტი დაბეჩავება? შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ერი თავი
სი ნაციონალური ხვედრის გაგების საკითხში არასოდეს ისე არ დაბეჩავებულა, როგორც
ის დაკნინდა და დაბეჩავდა რუსთა ბატონობის პერიოდში. აი, ეს არის ყველაზე მნიშვნე
ლოვანი. აღნიშნული მცდარი წარმოდგენის მესამე მიზეზია „110 წლის მანძილზე მტრის
უღელქვეშ ყოფნა, მონობისადმი მიჩვევა და შეგუება, ხოლო მონობას მიჩვეულ ადამიანს,
როგორც ცნობილია, აღარ ამძიმებს მონობის უღელი. უფრო სწორად, ვეღარ გრძნობს იგი
ამ უღელს. ეს შეჩვევა იმდენად ბუნებრივი ხდება, რომ ერთი მოსწრებული გამოთქმა
რომ ვიხმაროთ, ,,მონობას მიჩვეული ადამიანი, უარს იტყვის განთავისუფლებაზე. სწორ
ედ ასევე, ქართველი კაციც ისე შეეთვისა რუსეთის ბატონობას და ისე მშვიდად გრძნობს
თავს ამჟამადაც მის უღელქვეშ, რომ ვერც კი წარმოუდგენია უბატონოდ არსებობა. ერის
დამოუკიდებელი არსებობის ურწმუნოების დამღუპველი გამოხატულებაა ის, რომ ერე
ბის განთავისუფლების დღევანდელ ეპოქაშიც ზოგიერთი ქართველი ბავშვური გულუბ
რყვილობით კითხულობს: ,,რუსეთს რომ ჩამოვცილდეთ, მერე ვის ხელში უნდა ვიყო
თო?'' რომელიმე ბატონის ხელში ყოფნის ეს მავნე შეხედულება ცხადია იმ გარემოებითაა
გამოწვეული, რომ ქართველ ხალხს ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ინსტიქტური ში
ში ირან-ოსმალეთისა. ამას კი დიდად უწყობს ხელს რუსეთის ინტერესებიდან გამომდი
ნარე ქართველებისადმი დამაშინებელი ანტისპარსული და ანტიოსმალური პროპაგან
და. ქართველის შეგნებაში იმდენად ავადმყოფური ხასიათი აქვს მიღებული თურქეთისა
და ირანის მხრივ დაპყრობის საშიშროებას, რომ იგი ვეღარ ამჩნევს ეპოქის ცვალებადო
ბას. ბევრი მათგანი კვლავ 300 და უფრო მეტი ხნის წინათ არსებული მდგომარეობის მი
ხედვით მსჯელობს და ვეღარ ხედავს, რომ არაბი, მონღოლი, თურქი და სპარსი დამპყრო
ბელნი 1801 წლიდან უფრო მოქნილმა და უფრო საშიშმა რუსის დამპყრობელმა შეცვალა.
ისინი შურისძიების გრძნობით უყურებენ ათა-პაპის დროინდელ მტრებს, რომელთა შო
რის ბევრი მათგანი (მაგალითად დაღესტანი) საქართველოზე უფრო მძიმე მდგომარეობა
ში იმყოფება და ვერ ხედავენ რუსეთის სახით ამჟამად არსებულ მტერს, რომელიც ჩანთქ
მით ემუქრება დაღესტანსაც და საქართველოსაც. ერთ დროს გრიგოლ ორბელიანიც ამგ
ვარი მცდარი თვალსაზრისით გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებდა მთიელთა
მიმართ. ,,იგი თავისი ხმლით საქართველოს დამპყრობლებს ეხმარებოდა კავკასიელ
მთიელთა წი ნააღმდეგ ბრძოლაში და ეგონა, რომ სამშობლოს მტრებს ებრძოდა. მისი
სიტყვით ,,იგი ლეკებთან ბრძოლაში, კახეთის სისხლს იღებდა, მაგრამ ამ პროცესში იგი
ეხმარებოდა იმ ძალას, რომლის წინააღმდეგაც თვითვე იყო რამდენიმე წლით ადრე
აღმართული. იგი შურს იძიბდა იმაზე, რაც იყო ოდესღაც. და მკაცრ სინამდვილეს კი
ვეღარა ხედავდა, სა დაც იყო ნამდვილი პატრიოტული ბრძოლა და შურისძიებაც. მთა
თავისუფლებას არა სთმობდა. რუსეთის დამპყრობელი პოლიტიკა კი ამ თავისუფლებას
ვერ იტანდა. ვის მხა რეზე უნდა ყოფილიყო პატრიოტულ გრიგოლ ორბელიანის
სიმპატიები? რასაკვირვე ლია, მთიელების მხარეზე'' (ვ. კოტეტიშვილი, ქართული
ლიტერატურის ისტორია, ნაწ. I, გვ. 8). საქართველოს არაგონივრული პოლიტის
შედეგად, რუსეთი რომ ერთიან წამლე კავ ძალად მოევლინა საქართველოსაც და
კავკასიის სხვა ტომებსაც, აი, რა საყურადღებო დეტალს გვაუწყებს ამის შესახებ
ცნობილი ქართველი სოციალისტ-ფედერალისტი, შესა ნიშნავი მემუარების ავტორი
გიორგი ლასხიშვილი ერთი მეტად ღირსეული ყაბარდოე ლის პირით: ,,ორიოდე
სადგურის შემდეგ, საპატიმრო ვაგონში შემოიყვანეს კიდევ ორი ტუსაღი, ერთმა
მათგანმა მაშინვე მიიქცია ჩვენი ყურადღება: მაღალი მშვენიერი ტანადი, ჩვენებურად
გამოწყობილი მოხუცი, იმერელ თავადად მივიღეთ, სალდათებმა იგი ჩვენ თან დასვეს,
აღმოჩნდა, რომ ახოვანი მოხუცი ყაბარდოელი იყო. მე პირველად ვხედავდი ჩრდილო
კავკასიელს და ცნობისმოყვარეობით გამოვესაუბრე. რუსულად მშვენივრად
ლაპარაკობდა, თითქმის უაქცენტოდ, და არც თუ მაინც და მაინც უსწავლელი იყო... მე
გადაკვრით დავუწყე ლაპარაკი კავკასიის მდგომარეობაზე... როგორღაც უხალისოდ მაძ
ლევდა პასუხს და მეც თავი დავანებე. მერე ჩვენ გამოვკითხეთ ვინაობა. როცა გაიგო ქარ
თველები ვიყავით, სიამოვნება გამოაცხადა. კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ ღრმად ამოიოხ
რა და სთქვა: ,,როცა კავკასიის მზე ჩაესვენა, მთელი ჩვენი ქვეყანა მაშინ დაიღუპა. მე ვი
ფიქრე შამილს გულისხმობს მეთქი, და ამიტომ რაღაც ამის შესახებ ვკითხე. – არა, ყმაწვი
ლო, მიპასუხა მოხუცმა, მე შამილზე როდი მითქვამს. კავკასიის მზე – საქართველო იყო.
საქართველომ თავი დაიღუპა და კავკასიაც თან გაიყოლა’’. საღი და სრულყოფილი ეროვ
ნული აზრის დამკვიდრება ჩვენში პირველად ი. ჭავჭავაძემ და მისმა დასმა წამოიწყო. მა
გრამ, ვიდრე ეროვნული გრძნობა და გაგება დამკვიდრებას მოასწრებდა, ქართველობაში
თითქმის პარალელურადვე ჩნდება მარქსიზმის რუსული დიდმპყრობელური მიმართუ
ლება, რომელთა წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის ეროვნულ ხაზს დაუპირისპირეს
ინტერნაციონალიზმის ყალბი ლოზუნგები. ამან მთლად დააბნია თავისი ბუნებით სხვა
ერების პატივისმცემელი ქართველი. მარქსიზმის ბრმა მიმდევრებმა რუსეთის იმპერია
ლისტური მისწრაფებანი ინტერნაციონალიზმად მონათლეს. ხოლო პატარა ერების სურ
ვილი თავიანთი ენისა და ეროვნული თავისთავადობის დაცვისა, ბურჟუაზიულ ნაციო
ნალიზმად გამოაცხადეს. გულუბრყვილო ქართველთა, ანუ თუ შეიძლება ასე ითქვას –
გარეწარ ქართველთა ერთმა ჯგუფმა რუსეთის იმ პერიალისტურ მისწრაფებათა შესანი
ღბავად გადმოსროლილი ,,ინტერნაციონალიზმის’’ ეს დემაგოგიური ლოზუნგი უმალვე
აიტაცა ხელში და იგი მტერზე არა ნაკლები თავგამოდებით იბრძოდა თავისი ნაციონა
ლური მეობის, ,,როგორც კომუნიზმისათვის მავნე და საშიში გამოვლინების’’ მოსასპო
ბად, საქართველოში უცხო ტომის ხალხთა ჩამოსასახლებლად, ქართული ენის
ნაცვლად ,,ინტერნაციონალური’’ რუსული ენის დასამკვიდრებლად და ისტორიული
ქართული მიწა-წყლის მეზობელი ერებისათვის გადასაცემად (რამდენადაც, კომუნიზმის
დროს სულ ერთია მაინც წაიშლება საზღვრები ურთიერთშორისო). ანტიპარტიულად
განწყობი ლი ქართველი ბოლშევიკების მიერ განხორციელებულ ამ უაღრესად
მტკივნეულ აქტს სრული გულგრილობით შეხვდა ,,კომუნიზმისა’’
და ,,ინტერნაციონალიზმის’’ დემაგო გიური ლოზუნგებით მოტყუებული ერის ერთი
ნაწილი. ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე თავს იმით იცავდა, რომ წარსული
ეპოქა ვაჟკაცური შემართების ხანა იყო. ხმა ლდახმალ ბრძოლაში კი ქართველს თითქმის
ბადალი არ ჰყავდა. მაგრამ, როცა ხმალი მე ლურმა დიპლომატიამ შეცვალა, იგი დაიბნა
და ვეღარ ერკვევა მტრის თაღლითურ ფან დებში. რა ლოზუნგებს იყენებს დღეს მტერი
ქართველი ერისა და სხვა ეროვნულ უმცი რესობათა ასიმილაციისათვის? ეს
ლოზუნგია ,,ინტერნაციონალიზმი’’ და ამ ტერმინოლ ოგიის დემაგოგიურ
გაშუქებასთან დაკავშირებით სსრკ-ში შემავალი ,,ერების დაახლოე ბა’’ და ,,ერთიანი
ძმური ოჯახის შექმნა’’. რა მოჰყვება მაგალითად ამ ლოზუნგის პრაქ ტიკულად
განხორციელებას ყველა პატარა ერის რუსულ ქვაბში გადახარშვა და სსრკ-ის გარდაქმნა
ველიკორუსულ სახელმწიფოდ. აი იმპერიალიზმის ახალი ნიმუში, რომელიც დღემდე
არ დასიზმრებია არც ერთი წესწყობილების არც ერთ აგრესორ სახელმწიფოს. ახლა
განვმარტოთ, რას ნიშნავს სინამდვილეში ინტერნაციონალიზმი და განვიხილოთ
თვით ,,ძმური ოჯახის’’ იაფფასიანი ფრაზა, რომელსაც არავითარი დამოკიდებულება
არა აქვს ცხოვრებისეულ სინამდვილესთან. პირველ რიგში ჯერ სადავოა საკითხი, გამო
ხატავს თუ არა ინტერნაციონალიზმი შეგნებული კაცობრიობის მისწრაფებებს, მითუმე
ტეს, როგორც იგი ესმით რუსის დიდმპყრობელ შოვინისტებს. ამის გათვალისწინება
აუცილებელია, რადგან ხშირ შემთხვევაში რომელიმე იდეოლოგიური მიმართულება
ჯერ თვითონ შექმნის ხოლმე რაღაც მოსაზრებას და მის გამომხატველ ტერმინს, შემდეგ
კი მთელ კაცობრიობას ახვევს თავს, როგორც სავალდებულოს. ინტერნაციონალიზმი კო
მუნისტური მოძღვრების განუყოფელი ნაწილია, ხოლო ეს მოძღვრება სასარგებლოა და
მისაღებია თუ არა მთელი კაცობრიობისათვის, ეს ჯერ საკითხავია. მაგრამ უამისოდ ინ
ტერნაციონალიზმის სიტყვა-სიტყვით განმარტება, ,,საერთაშო რისო’’ მიგვანიშნებს არა
კაცობრიობის გაერთიანებაზე, არამედ ერების არსებობაზე, ერთა შორის განწყობილება
სა და ინტერესთა შეთანხმებაზე. რუსი ასიმილატორები კი ინტერნაციონალიზმის ველი
კორუსულ ვარიანტს გვთავაზობენ. ამ ვარიანტის მიხედვით კომუნიზმი ისე ვერ აშენდე
ბა, თუ არარუსმა ხალხმა თავისი ენა და ეროვნული თავისებურება შეინარჩუნა. ამიტომ,
თანდათანობით უნდა განიდევნოს ცხოვრებიდან ნაცუმცირესობათა ენები და ზნე-ჩვეუ
ლებანი და მათ ნაცვლად დამკვიდრდეს რუსული. რაა ეს, ინტერნაციონალიზმი თუ იმ
პერიალიზმი? ცხადია, იმპერიალიზმი. განვიხილოთ ახლა გამოთქმა – ,,ძმური ოჯახი’’.
ცხადია ეს ლოზუნგი ერების რუსულ ქვაბში თავმოყრას და მათს რუსულად გადახარშ
ვას ითვალისწინებს. თანაც ეს გამოთქმა ხელოვნურად შეთითხნილია და მას არავითარი
საფუძველი არ გააჩნია პრაქტიკულ ცხოვრებაში. მას შემდეგ, რაც პირველყოფილ ადამი
ანთა ჯოგი დაიშალა და დამოუკიდებელი ოჯახები შეიქმნა, განსაკუთრებით დღევანდე
ლი ცივილიზაციის ხანაში, ძმები არა თუ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, პირიქით, დამოუკი
დებელ ოჯახებს ქმნიან, რადგან სისხლხორცეული ერთობის გარდა მათ მთელი რიგი გა
ნმასხვავებელი თვისებები და პიროვნული ინტერესები გააჩნიათ. მაგრამ, თუ გარემოე
ბამ ძმებს ერთჭერქვეშ ცხოვრება არგუნათ, ისინი ამ არაბუნებრივი მდგომარეობის გამო
ერთიმეორის მოძულენი ხდებიან. და თუ ღვიძლი ძმები ვერ უთავსებენ ერთიმეორეს აზ
რებს, ხასიათებს და მისწრაფებებს, რანაირად შეიძლება სხვადასხვა ტომის ხალხის ინტე
რესთა შეთანხმება, თუ არა ყველა სხვა ტომელთა დამთრგუნ ველი რუსული ჩექმა? ამგ
ვარად, ე. წ. ,,ძმური ოჯახი’’ წმინდა წყლის დემაგოგიაა და მას არაფერი აქვს საერთო
არც ცხოვრებისეულ სინამდვილესთან და არც ერების თანასწორობასთან. ნაცუმცირესო
ბათა ხალხებისათვის რუსული ,,ძმური ოჯახი’’, ეს იგივე პროკრუსტეს ბუნაგია, სადაც
თვითოეულ ერს გარდაუვალი სიკვდილი ელის. აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ მარქსის
ტული მოძრაობის გარიჟრაჟზე ამოიცნო მარქსიზმის დროშას ამოფარებული რუსი ,,სო
ციალისტების’’ იმპერიალისტური მისწრაფებები. ამიტომ იგი საქვეყნოდ ამხელდა მათს
ბოროტულ ჩანაფიქრს, რაც არარუს ეროვნებათა უარყოფასა და საკუთარი ერის გაბატო
ნებას ითვალისწინებდა. აი რუსი ,,მარქსისტებისადმი’’ მიმართული აკაკის კრიტიკული
შენიშვნები, რაც დღეს ფაქტად იქცა:

მტერი იძახის: ვინ გაიგონა ახლანდელ დროში ეროვნებაო?


მხოლოდ ერთია ,,მუშათ საკითხი’’, გულს დაიბეჭდეთ, ,,მარქსის მცნებაო!’’
ამას ჩვენ გვირჩევს და თავისათვის სულ სხვანაირად გაიყურება:
სცდილობს კისერი მოგვატეხიოს!.. და მით თავისს ერს ემსახურება.
ჩვენს ქართველებს – კი ,,მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა’’ ჰგონიათ
და მიაჩნიათ ჭეშმარიტებად, რაც კაჭკაჭივით გაუგონიათ.
სიტყვა სხვა არის, საქმე სულ სხვაა, სხვა უძევთ გულში მათ დაფარული!
ხრიკია მხოლოდ პოლიტიკური ,,ძმობა, ერთობა და სიყვარული’’

(აკაკის შვიდტომეული, ტ. I, გვ. 789; ლექსი ,,ჩემი ჭმუნვა’’).

ქართველი ერის ისტორიულ უბედურებად უნდა ჩაითვალოს მისი ინტერნაციონალისტ


ური ბუნება ინ დამახინჯებული გაგებით, როგორადაც იგი ეპყრობოდა და ეპყრობა ყვე
ლა ჯურის გადამთიელს. სხვა ერებისადმი დამოკიდებულების საკითხში ჩვენმა ზომაგა
დასულმა სათნოებამ, თვით საქართველოს მტრებისადმიც კი გულთბილმა მოპყრობამ
და მათთვის ეროვნული კარის ფართოდ გაღებამ, სტუმართმოყვარეობის ამ დამახინჯე
ბულმა გაგებამ უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს ერს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გვძულ
დეს სხვა ერები იმ შემთხვევაში, თუკი ისინი არაფერს გვიშავებენ. აკაკის თქმისა არ
იყოს: ,,დეე სუყველამ იბედნიეროს თვის სამშობლოში, თავის მხარეში’’. მაგრამ სისულე
ლეა გიყვარდეს შენს მოსასპობად მოსულ დამპყრობთა ნაშიერები, მიუხედავად იმისა,
თუ რა ნიღბით მოგვევლინებიან – ,,უფროსი ძმისა’’ თუ ,,ტყუპის ცალის’’ სახით. ქართ
ველი კაცი კი ისეა დაშინებული ამ ეგრეთწოდებული ნაციონალიზმით, რომ თავისი დამ
პყრობლისადმი სიძულვილიც მას დანაშაულად მიაჩნია. სინამდვილეში ,,მონისა სიყვა
რულია საზიზღარი და არა სიძულვილი. ძლიერი, მკაცრი სიძულვილი ბატონისადმი
მას სულიერად თავისუფლად ჰხდის, იგი სრულიად კანონიერი, ღირსეული და დიადი
გრძნობაა, რომელიც დიდ საქმეებს ჩაადენინებს მონასა, – ნამდვილს, ეროვნულ თავისუ
ფლებას მიანიჭებს. ვინც არ დაიშლის და მასაც შოვინიზმს უწოდებს, – ჩვენ არც სიტყვის
გვეშინია, ვიტყვით მხოლოდ: მონათა შოვინიზმი ბატონთადმი – კეთილი ყოფილა და
არა ბოროტი გრძნობა. გაბატონებულნი ერნი სცდილობენ ტერიტორია წაართვან დამონე
ბულთა და თავისი ელემენტით დაასახლონ, რომ ან გადააგვარონ ეროვნულად, ან განფა
ნტონ იგინი და მოუსპონ თვით სახსენებელი სამშობლოსი. აი, ეს არის ნამდვილი შოვი
ნიზმი, და არა ის, რომ მონას თავისი ბატონი სძულდეს და სცდილობდეს მის კლანჭებს
თავი და თავის სამშობლო გამოსტაცოს’’ (მ. წერეთელი, ერი და კაცობრიობა, გვ. 139). არ
შეიძლება ხაზი არ გაესვას კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რაც დღევანდელ საქა
რთველოს არსებობას უფრო მეტი საშიშროების წინაშე აყენებს,ვიდრე ეს იყო წარსულში.
მართალია, საქართველო ხშირად ექცეოდა წინათ მტრის კლანჭებში, მაგრამ მაშინ საქმეს
ის აიოლებდა, რომ ერს სამშობლოსადმი თავდადებული თავისი საკუთარი მთავრობა
და ხელმძღვანელობა ჰყავდა. და ისინი არა მარტო სათავეში ედგნენ სახალხო-განმათავი
სუფლებელ ბრძოლებს, არამედ პირველ რიგში თვითონ ეწირებოდნენ ერის ინტერესებს.
სამშობლოსადმი თავდადებულთა ამ პლეადის შესანიშნავი წარმომადგენლები იყვნენ
ვახტანგ გორგასალი, ნერსე ერისთავი, დავით და კონსტანტინე მხეიძეები, დემეტრე თავ
დადებული, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და სხვა მრა
ვალნი. დღეს კი ჩვენი ერის მართვის საქმე მტრის მსახურთა ხელშია, რომლებიც კარიე
რაზე ჰყიდიან თავისი ერის ინტერესებს. ამის გამო არავითარი საერთო არ არსებობს
დღეს ქართველ ხალხსა და მის ლიდერებს შორის. ხალხის მისწრაფება ეროვნული თვით
მყოფადობის დაცვაა. ხელმძღვანელი კასტა კი პირიქით, ახშობს პატრიოტულ გამოვლი
ნებებს, რასაც ,,ბურჟუაზიულ ნაციონალიზმს’’ უწოდებს და დამპყრობლის გაბატონებას
უწყობს ხელს საქართველოში ინტერნაციონალიზმის ყალბი ლოზუნგებით. ისე რომ, ახ
ლანდელი ,,ქართული მთავრობა’’ სინამდვილეში მტრის მე-5 კოლონაა, რომელზე დაყრ
დნობითაც დამპყრობელი გაცილებით უფრო მეტს აკეთებს ქართულ მიწაზე ქართული
სიტყვის მოსასპობად, ვიდრე იგი შეიძლება არაქართული მთავრობით: რატომ? ,,ქართუ
ლი მთავრობა’’ ერში ქმნის მოჩვენებითი თავისუფლების ილუზიას და ამცირებს წინააღ
მდეგობის გაწევის ძალას, ამ მთავრობის გამარუსებელი პოლიტიკის მიმართ. რუსული
მმართველობა კი ერს თავისთავად გამოაფხიზლებდა საღათას ძილისაგან და წინ აღუდ
გებოდა იგი რუსეთის წამლეკავ გავლენას. აი რატომ აწყობს დამპყრობელს საბჭოთა იმ
პერიაში შემავალი ერების გასარუსებლად ნაცუმცირესობათა ანტიეროვნულ კადრებზე
დაყრდნობა.

სად მდებარეობს საქართველოში მაცხოვრის მოწაფის – მატათა მოციქულის


საფლავი და რა სასწაულები აღესრულება იქ
წმიდა მოციქული მატათა წარმოშობით იუდას ტომიდან იყო და დაიბადა ბეთლემში.
მან ადრეული ბავშვობიდან დაიწყო წმიდა წერილისა და საღვთო სჯულის შესწავლა
იერუსალიმში, წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ხელმძღვანელობით. წმიდა მატათა იმ
მოციქულების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც საქართველოში ქრისტიანობა იქადა
გეს. წმიდა ეპიფანე კვიპრელის ცნობით მატათა მოციქულმა სახარება იქადაგა ეთიოპი
აში (კოლხეთში), იქვე გარდაიცვალა და დღემდე ბათუმის მახლობლად აფსაროსის (გო
ნიოს) ციხესიმაგრეშია დაკრძალული. მის საფლავთან დღემდე არაერთი სასწაული და
კურნება აღესრულება. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ჟურნალისტიკის ფაკულტეტის
დოქტორი, მხატვარი დავით გაჩეჩილაძე.
– საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია ისტორიით დაინტერესებული, მაგრამ ალ
ბათ, ცოტამ იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ორი უდიდესი წმიდანის, ქრისტეს ორი მო
ციქულის საფლავი და რომ I ს-ში საქართველოში იქადაგა ხუთმა მოციქულმა. ესენი იყვ
ნენ: ანდრია მოციქული, სვიმონ კანანელი, მატათა, თადეოზი და ბართლომე. თადეოზი
სწორედ ის მოციქულია, რომელიც ქრისტემ თავის სიცოცხლეში ქ. ედესაში ავგაროზთან
გააგზავნა. თან გაატანა ხელთუქმნელი ხატი, მისი სახის გამოსახულებით, რომელიც და
კარგულია და მეორედ მოსვლის ჟამს უნდა გამოჩნდეს. სიმბოლურია ისიც, რომ 10 ს-ის
შემდეგ საქართველოში ჩამოდის ხელთუქმნელი ხატი – ანჩისხატის, იგივე კეცის ხატი.
როგორც ცნობილია, პირველი ხელთუქმნელი ხატი კეცის გვერდზე იდო, რომელზეც გა
დავიდა და დღეს ის იმყოფება საქართველოში. მას ძალიან დიდი ისტორიული, კულტუ
რი და რელიგიური მნიშვნელობა აქვს.
სვიმონ კანანელისა და ანდრია მოციქულის შესახებ ძალიან ბევრი რამ არის დაწერილი.
ამიტომ, მე მინდა, ვისაუბრო იმ მოციქულებზე, რომელთა ღვაწლი ნაკლებად არის გამო
ჩენილი. როგორც ცნობილია, სვიმონ კანანელის საფლავი არის აფხაზეთში, კერძოდ ახ
ალ ათონში, ხოლო მატათა მოციქულის კი – აჭარაში. ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ეს 2 რეგ
იონი მუდმივად იყო ჩვენთვის წართმევისა და წაგლეჯვის საფრთხის ქვეშ. ის, რომ აჭა
რა საქართველოს შემორჩა, გადაურჩა ლენინისა და ათათურქის გარიგებას და სხვა ძველ
ქართულ მიწებთან ერთად ესეც არ გაათურქეს, ალბათ, იმით არის გამოწვეული, რომ მა
ტათა მოციქულის საფლავი ზედ საზღვარზეა. როდესაც დღეს საუბრობენ, აფხაზეთის ეკ
ლესიამ შეიძლება ავტოკეფალია მიიღოსო, მეცინება. იმიტომ, რომ სვიმონ კანანელი არ
ის სულიერი ძმა ანდრიასი. მათ ევქარისტიული კავშირი აქვთ ქართულ ეკლესიასთან
და შეუძლებელია, რამე გამოუვიდეთ სეპარატისტებს, მაშინ, როდესაც იქ არის სვიმონ
კანანელის საფლავი. უბრალოდ, ეს ჩვენ, ქართველებს უნდა გვახსოვდეს და სვიმონ კანა
ნელის მიმართ განსაკუთრებული ლოცვითა და ვედრებით უნდა ვიყოთ. როდესაც დედა
ღვთსმშობელმა მის წილხვედრ საქართველოში მოციქულები გააგზავნა, ფაქტობრივად,
მათ მიანდო ჩვენი ქვეყნის ბედი. აფხაზეთში სვიმონ კანანელის გარდა, ასევე არის უდი
დესი წმიდანი იოანე ოქროპირი. წირვა-ლოცვის დოგმატიკა მის მიერ არის შედგენილი.
ამიტომ, ქართველებს სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ის არის ქართული, ქრისტიანული მი
წა. ეს აფხაზებსაც უნდა ახსოვდეთ. უბრალოდ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხსოვნა, არ არის
საკმარისი, უნდა ვლოცულობდეთ კიდეც. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ილორში, ბე
დიაში, სხვა ქართულ მონასტრებში, ასევე ბიჭვინთის ტაძარში არის ქართული ფრესკები
I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში კი, წარდგა ბიჭვინთის ეპისკოპოსი, რაც იმას ადასტურებს,
რომ მაშინ საქართველოში მინიმუმ, 3-4 სასულიერო პირი მაინც არსებობდა. ისევე, როგ
ორც ბიჭვინთაში, ასევე ზემო აჭარაშიც იყო ანდრია პირველწოდებულის მიერ აშენებუ
ლი ტაძარი და სწორედ აჭარიდან შემოვიდა ქრისტიანობა. არა მხოლოდ შემოვიდა, მუდ
მივად ხდებოდა საქართველოში ქრისტიანობის განახლება, განმტკიცება სასწაულების სა
ხით და ამაში აჭარა ყოველთვის მოწინავე იყო. სწორედ აჭარაში აწამეს 100 000 აჭარელი
მამა და დედა. პირველი თურქობა იქ იყო და პირველი ბასტიონი ყოველთვის აჭარა გახ
ლდათ, ამიტომ, ყველაზე მეტი მოწამე და ქრისტესთვის შეწირულები, აჭარლები იყვნენ.
მე სულ მახსენდება, ჩემი ნათლულის ბაბუის – მუოედინ ფერაძის სიტყვები, როდესაც
ვუთხარი, შენი შვილიშვილი უნდა გაქრისტიანდეს და დაგვლოცე-მეთქი. ის ხოჯა იყო,
ძალიან დიდი განათლება ჰქონდა მიღებული, მოლოცვილი ჰქონდა მექა. მან თქვა: ბაბა,
ჩემი მამაი და პაპაი მუსლიმანები იყვნენ, მაგრამ ჩემი მამაის და პაპაის წინაპრები – ქრის
ტიანები. დედაჩემი პურს, რომ დააცხობდა ჯვარს გამოსახავდა ზედე. ახლა თუ იმიტომ,
მიდიხარ ქრისტიანობაში, რომ მოდაშია მაგი, არ წახვიდე, ღმერთს სიდანაც გინდა, იქიდ
ან მოემსახურე. თუ გულით იქნები, წადი დამილოცნიხარ, გიორგი გვიქია შენ სახელი
და ეტყობა ქრისტესთვის იყავი თავიდანვე ჩაფიქრებულიო. მიუხედავად იმისა, რომ ის
მუსლიმანი იყო, საქართველოს ნამდვილი პატრიოტი და დიდი ვაჟკაცი გახლდათ. ბატო
ნმა მუედინმა 105 წლის ასაკში შემოინახა საქართველოს, კერძოდ კი, კვარიათის უზარმა
ზარი საიდუმლო, მითი და ლეგენდა, რომელიც კვარიათში ღვთისმშობლის კვართის გა
ბრწყინებასთან არის დაკავშირებული. XV ს-ში კვართი კონსტანტინოპოლიდან გამოქცე
ულმა ბერძნებმა, რომლებსაც მდევარი მოსდევდათ, კვარიათის მთაზე გადამალეს. 2
დღის შემდეგ კი აღავლენენ ლოცვას, რომ უფალმა გამოუჩინოს მათ კვართი. ხდება სასწა
ულებრივი გამოცხადება დედა ღვთისმშობლისა, ისმის ზეციური ხმა: ეს არის ჩემი წილხ
ვედრი ივერია. ეს არის ქვეყანა, რომელიც გაბრწყინდება და დასტურად ამისა, კვართი
ესე აქა დარჩების. ბერძნები იძულებულები ხდებიან კვართი დაუტოვონ გურიელს. მატა
თა მოციქულის ციხე, სადაც ის განისვენებს, ეს არის აფსაროსის ციხე – გონიოს ციხე – მე
ორენაირად ასე იწოდება. აფსაროსი არის ძმა მედეასი, შვილი აიეტისა, რომელიც გამოეკ
იდა საკუთარ დას, რომ არ გაეტანებინა ოქროს საწმისი. მას ციხის ადგილას კლავს იაზო
ნი. სწორედ იქ, სადაც იმარხება ქართული მატერიალური კულტურისა და მაღალი ტექნ
ოლოგიის იმ საგანძურის საიდუმლო, რომლის სიმბოლოა ოქროს საწმისი. ბერძნებს კი
კოლხეთიდან ეს საიდუმლო მიაქვთ. კვართის საქართველოში დატოვებით, მედეას
დროს წაღებული მატერიალური კულტურის ძეგლის ჩანაცვლება, ღვთის განგებულებ
ით, ხდება სულიერი საგანძურით. რადგან საქა რთველოს მისია უფრო სულიერია, ვიდ
რე მატერიალური.
– როგორც ვიცი, დღეს მატათა მოციქულის საფლავზე სასწაულები აღესრულება.
– მატათა მოციქულის საფლავი მდებარეობს გონიოს ციხის აღმოსავლეთით, როგორც
ამას „ქართლის ცხოვრება” გვეუბნება. იმ დროს გონიოდ მოიხსენებოდა მაშინდელი
მთლიანი სანაპირო – მთელი სამხრეთ აჭარა. თუ ლაპარაკია ციხის აღმოსავლეთზე, სავა
რაუდოდ, საფლავი უნდა იყოს ციხის შიგნით და არა გარეთ. გასული ს-ის 90-იან წწ-ში,
მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, იმ ადგილას აღიმართა ქვა, რომელიც მატათა მო
ციქულის საფლავად არის მიჩნეული. რა თქმა უნდა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს
ზუსტ ადგილს. ლოცვისთვის მთავარი წრფელი გულია. ჩემი და ჩემი ახლობლების ცხო
ვრებიდან უამრავი შემთხვევა ვიცი, როდესაც მატათა მოციქულის საფლავზე გულწრფე
ლად ნათხოვნი ასრულებულა. თანაც, ძალიან კონკრეტულად და მისგან დიდი შეწევნა
მიგვიღია. ამიტომ, ჩემთვის მატათა მოციქულის საფლავი იქ არის, სადაც ეს ქვაა დაბრძა
ნებული. დღეს გონიოს ციხის შიგნით შემონახულია XVI-XVII სს-ის მცირე მეჩეთის არქი
ტექტურული ფორმა. მუზეუმის დირექტორი, შოთა მამულაშვილი თავის ერთ-ერთ სამე
ცნიერო შრომაში წერს, რომ სავარაუდოდ, ეს მეჩეთი უფრო ადრინდელი ეკლესიის ადგი
ლას უნდა იყოს აშენებული, რადგან ამ შენობის საძირკველში ჩადებულ ქვებზე ჯვარია
გამოსახული. უბრალოდ, დროთა სიავემ, აქ ქართული ეკლესიის კვალი წაშალა. მეჩეთი
რომ დაინგრეს და ეკლესია აშენდეს, ეს დიდი ვანდალიზმი იქნება და ამაზე არავინ ფიქ
რობს. მე ვიცი, მეუფე დიმიტრის ძალიან ბრძნული და დემოკრატიული დამოკიდებულ
ება. უბრალოდ, ის ამბობს, მოგვეცით სუფთა ადგილი, რომ აშენდეს ეკლესია. ოღონდ წი
ნასწარ გაითხრება საძირკველი, შეისწავლება, რომ ძეგლს არ მიადგეს ზიანი. რაც შეეხე
ბა ცნობებს უშუალოდ მატათას საქართველოში მოღვაწეობის შესახებ, ძალიან მწირია.
ცნობილია, რომ ის ქადაგებდა აჭარაში, გურია-სამეგრელოშიც გადავიდა და კახეთშიც ჩა
ვიდა. I ს-ის 69-70-იან წლებში ის წამებით მოკლეს. იმის გამო, რომ უარი არ თქვა ქრისტ
იანობაზე, ქვებით ჩაქოლეს. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს ჰყავდა 12 მოციქული, მატათა კი
70 მოციქულს შორის იყო. როდესაც იუდამ გასცა უფალი და თავი ჩამოიხრჩო,მოწაფეებს
უნდა აერჩიათ მის ადგილას სხვა მოწაფე. სწორედ იმ სამოცდაათთაგან, როდესაც კენჭი
ყარეს, მატათა აირჩიეს მეთორმეტე მოციქულად, მაგრამ, ერთ-ერთ მოციქულს ეჭვი შეე
პარა და თქვა, საიდან ვიცით, რომ ღვთის ნებით, სწორედ მატათა არის გამორჩეულიო.
მაშინ მოხდა ღვთის გამოცხადება სულიწმიდის სახით და მათ განუცხადა: ჭეშმარიტად
გეუბნებით თქვენ, ეს არის ის, რომელზეც გადმოსულია მადლი უფლისაო.

მატათა მოციქულის საფლავი იყო ის ადგილი, სადაც ჩემი პირველი შეხება მოხდა სასწა
ულებთან. დღემდე იქ ადამიანთა უწყვეტი ნაკადი მიდის და მოციქულს შეწევნას სთხო
ვენ. ერთი პერიოდი ბერობაზე ვფიქრობდი და მატათა მოციქულს ვთხოვდი, ჩემი გზა ეჩ
ვენებინა. იმ დროს მეუღლე და 2 პატარა შვილი მყავდა. გონიოში ვისვენებდი და დავინა
ხე, რომ ახალგაზრდა ხელვაჩაურელი ბიჭები ქვებს ესროდნენ და ცოტა გამომწვევად ექც
ეოდნენ გოგონებს. დაახლოებით, 15 წთ-ით გავესაუბრე და ჩვენი საუბარი დამთავრდა
იმით, რომ 12-ვემ გამოთქვა სურვილი, იმ დღესვე მონათლულიყვნენ. ეს ჩემთვის დიდი
სასწაული იყო და მართლაც, იმ დღესვე მოინათლნენ. მათ შორის კი ყველაზე გამორჩე
ულს სწორედ 22 აგვისტოს ჰქონდა დაბადების დღე, წმიდა მატათას ხსენების დღეს. მას
მატათა დავარქვით. მატათა დევაძე თავის 11 სულიერ ძმასთან ერთად სანიმუშო ქრისტ
იანია. ამ ამბავს არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას, რომ არ მომხდარიყო სხვა ფაქტებიც.
ნათლობიდან რამდენიმე დღის შემდეგ მატათა მოციქულის საფლავზე მადლობის სათქ
მელად წავედი. საღამო ხანი იყო. მუზეუმი ამ დროს იკეტება და ვიფიქრე, ჩემთვის მშვი
დად ვილოცებ-მეთქი. მუხლებზე დავიჩოქე საფლავთან, სამადლობელ ლოცვას ვამბობ
დი და ამ დროს ნასვამი კაცი შემოვიდა. მე მელოდებოდა და არაფრით არ მიდიოდა. გუ
ლში ვთქვი, უფალო, შენ მომიტევე, რამეთუ ლოცვა უნდა შევწყვიტო. შენვე ბრძანე, რომ
ყველა გაჭირვებულს ხელი უნდა გაუმართოო და შენ მიწინამძღვრე ამ ადამიანთან საუბ
რის დროს-მეთქი. წამოვდექი, ველოდები, რომ რაღაც უნდა მთხოვოს და მეუბნება, ძმაო
5 ლარი ხომ არ გაქვსო. ვუთხარი, ლარები მაქვს, მაგრამ – მანქანაში, აქ არ წამომიღია-მე
თქი. ის ჯიპი რომ დგას გარეთ, ე. ი. შენია, მაშინ თუმანიც გექნებაო. ჩვენი საუბარი უკვე
კონფლიქტისკენ მიდიოდა და გადავწყვიტე, მისთვის პირჯვარი გადამესახა. რადგან სას
ულიერო პირი არ ვიყავი, ხელით ვერ გადავსახავდი. ამიტომ თვალებით გადავსახე და
ღმერთო, შენ დადე ზღვარი კეთილსა და ბოროტს შორის-მეთქი, ვთქვი პირველი ჯვარ
ის გადასახვისთანავე საუბრის თემა შეცვალა და მეუბნება, შენ რა გგონია, აჭარლები ვინ
მეზე ნაკლები ქრისტიანები და ბიჭები ვართ?! ეტყობა აქ, რომ ლოცულობ კარგი ადამია
ნი ხარო. მადლობა უფალს-მეთქი, – გავიფიქრე გულში და კიდევ გადავსახე თვალებით
პირჯვარი. მან უცნაური ფრაზა თქვა: აჭარლები პირველი ქრისტიანები ვართ და ქრისტ
იანობა საქართველოში აჭარიდან შემოვიდაო. კიდევ ერთხელ გადავუხადე უფალს მად
ლობა და მესამედ გადავსახე პირჯვარი. თან ვკითხე, – შვილები თუ გყავს-მეთქი – კიო.
– მონათლულები თუ არიან-მეთქი – არა და შენ თუ ნამდვილი ქრისტიანი ხარ, შვილები
უნდა მომინათლოო. ეს იყო აშკარა მინიშნება. იმავე დღეს მოვნათლე მისი ბიჭი. გოგონა
არ მოჰყავდა, მაგრამ გოგონაც ჩამოვაყვანინე და კიდევ ერთი ამბავი მოხდა. როდესაც ამ
კაცს თავისი შვილი მოჰყავდა, მასთან მივიდა მეზობლის გოგონა და ეუბნება, იცი, შენ
რა ბედნიერი ხარ, დღეს ყველაზე დიდი დღეა შენს ცხოვრებაში, შენს სახელზე ანგელო
ზი იბადებაო. ვკითხე, მონათლული ხარ-მეთქი, არა, მაგრამ მონათვლა მინდა, მამა კი მი
შლისო. ვუთხარი, ჩაჯექი მანქანაში და მე მოგნათლავ-მეთქი. მეგობარი გოგონაც წამოიყ
ვანა და იმ დღეს 4 ადამიანი გაქრისტიანდა.
– ანუ, მატათა მოციქული დღემდე განაგრძობს ადამიანების გაქრისტიანებას?
– კი და ეს სასწაულები მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში არ ხდება. მე მის საფლავზე ჩემს მოსკ
ოველ მეგობრებთან ერთად ვიყავი. მათ შორის იყო გიორგი ერმაკოვი, რომელიც ცნობი
ლი პრომოუთერია – მოსკოვური შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი სახე. მივიყვანე საფლავთან,
რომ გაეგო, რა ძალა აქვს მატათას. იმ დღეს ისე მოხდა, რომ ორი ადამიანი მოინათლა და
ერთ-ერთის ნათლია გიორგი გახდა. ის დღეს უფრო მეტად არის საქართველოზე შეყვარ
ებული, უფრო კარგი ქრისტიანია. ყოველ შემთხვევაში, მიტევების დღეს ვრცელი წერი
ლი გამომიგზავნა, სადაც მიტევებას მთხოვდა. მე ვიცი ასევე ერთი ფაქტი. ადამიანს ჰქონ
და სიმსივნე, ძალიან ცუდად იყო, შეიძლება ითქვას, რომ – გადადებული. ჩავიდა მატა
თა მოციქულის საფლავზე, წრფელი გულით ილოცა და ისე განიკურნა – გაქრა მისი სიმ
სივნე, რომ ექიმები გაოცებულები დარჩნენ. ასე რომ, მატათა მოციქული ჩვენთან არის,
გონიოში და მისი კარი ყველასთვის ღიაა, ისევე, როგორც უფლის კარი. ყველას შეგვიძ
ლია შევევედროთ და ვილოცოთ.
– სვიმონ კანანელის საფლავზეც აღესრულება სასწაულები?
– სვიმონ კანანელის საფლავზე არის წყარო, რომლიდანაც გადმოდის სასწაულმოქმედი
საკურნებელი წყალი. ის წყარო 27 სექტემბრის შემდეგ საერთოდ განახევრდა და მადლი
მოაკლდა. სხვათა შორის, რუსებმა კარგად იცოდნენ ეს საიდუმლო და პირველი რაც გაა
კეთეს, იქ დიდი ეკლესია ააშენეს. თუ გვინდა, აფხაზეთის დაბრუნება, საქართველოს გაძ
ლიერება, გაბრწყინება მალე რომ მოხდეს, უნდა ავაშენოთ ტაძრები ისეთ ადგილებში, სა
დაც მატათა მოციქულის საფლავია. უნდა განვადიდოთ ღმერთი ისეთ ადგილებში, რო
გორიც არის კვარიათი და ღვთისმშობლის გამოცხადების მონუმენტი აღვმართოთ (ეს არ
ის მონუმენტური გორელიეფი, რაც ქრისტიანულ კანონიკას შეესაბამება და ის უნიჭიერ
ეს მოქანდაკე თემურ ნინიძესთან ერთად გავაკეთე), რათა უფალს ვუთხრათ, რომ ჩვენ
ივერიის გაბრწყინებისთვის სულიერად მზად ვართ. იმიტომ, რომ ერთია ითხოვდე და
მეორე – მის მისაღებად იყო მზად.

ანდრია მოციქული
ანდრია მოციქული, პირველწოდებული (ბერძნ. Ανδρέας - „მამაცი“, ლათ. Andreas),
ქრისტიანული ტრადიციით, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე - 29
(12.05) აპრილი, 30 (13.12) ნოემბერი.

XI ს-იდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც ქართველებში ქრი


სტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ანდრია მოციქული ორიგენს (II-III
სს-ბი) სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი. VIII-IX სს-ში ბიზანტიურ მწერ
ლობაში ანდრია მოციქული პონტოს მქადაგებლად არის დასახელებული. ანდრია მოცი
ქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს (გ.
890) მოეპოვება. მის ნაშრომში ანდრიას წილხვდომილად ჩრდილოეთია აღნიშნული და
თვით იგი იბერთა და სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებლად იწოდ
ება. ამგვარად, ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ მწერ
ლობაში IX ს-ის II ნახევარში ჩნდება და საქართველოშიც აქედანაა შემოსული X-XI სს-ში
ამ წყაროზე დაყრდნობით ქართულ ძეგლებში პირველი გარკვეული ცნობა ანდრიას საქა
რთველოში მოღვაწეობის შესახებ გიორგი მთაწმიდელს (XI ს=ის II ნახევარი) მოეპოვება.
ის საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს თვლიდა და ანტიოქიის
პატრიარქთან პაექრობის დროს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის უფლებას ამ
ცნობაზე დამყარებით ამკტიცებდა. შემდგომში, ეფრემ მცირემ ეს ცნობა წმინდა ნინოს
მქადაქებლობითი მოღვაწეობის ფაქტს შეუთანხმა და საქართველოში ქრისტიანობის მე
ორეგზის ქადაგების აუცილებლობას განმარტება მოუძებნა. რუის-ურბნისის საეკლესიო
კრებამ (1103) ეფრემის ეს დებულება უცილობელ ჭეშმარიტებად ცნო და დააკანონა.

ცხოვრება

ანდრია პირველწოდებული იყო იესოს პირველი მოწაფე რომელიც იქნა ამორჩეული


(მათ. 4:18). ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში. გადმო
ცემის თანახმად ანდრია და იოანე ზებედესი იყვნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელის
მოწაფეები.


ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი.და მიჰხედა იესუს,
ვიდოდა რაჲ იგი, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. და ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა,
იტყოდა რაჲ ამას, და მისდევდეს იესუს. მოექცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევ
დეს მას, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაბი (რომელი ითარგმა
ნების „მოძღუარ“), სადა იყოფი? ჰრქუა მათ: მოვედით და იხილეთ. და მივიდეს და
იხილეს, სადა იყოფოდა, და მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა. ჟამი იყო ვითარ მეა
თე. იყო ანდრეა, ძმაჲ სიმონ-პეტრესი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და
მისდევდეს მას. პოვა ამან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოეთ მესია, რო
მელ არს თარგმანებით: „ქრისტე“. ამან მოიყვანა იგი იესუჲსა. მიხედა მას იესუ და
ჰრქუა: შენ ხარ სიმონ,ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“.

—(იოან.1:35-41)
ქადაგება

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს თუ ვის სად ექადაგა. ანდრია მო


ციქულს ქადაგება წილად ხვდა: შავი ზღვის სანაპირო, ბალკანეთის ნახევარკუნძულის
ჩრდილოეთი და სკვითეთი (დღევანდელი რუსეთი).

პირველი მისიონერული მოგზაურობა

გადმოცემის თანახმად თავიდან მოციქული ქადაგებდა იუდეას სამარიაში, ასევე ღაზაში


ღაზადან გადავიდა პალესტინის ქალაქ ლიდაში (სადაც შემდგომში მოწამეობრივად აღე
სრულა წმინდა გიორგი). შემდგომ გადავიდა ანტიოქიაში და იქიდან ედესაში (ქ. ურფა,
თურქეთი). გ. 36 წელს წმინდა ანდრია მოციქული გადავიდა ბიზანტიის ბერძნულ ქალა
ქში, რომელიც შემდგომ გახდა კონსტანტინეპოლი. აქ მან დაადგინა ეპისკოპოსად სტაქო
სამოცდაათაგანი. შემდგომ იქადაგა კაპადოკიაში, გალატიაში, ასევე იყო ბერძნულ პონტ
ოში (დღევანდელი ჩრდ. თურქეთი), ხოლო შემდეგ გაემართა საქართველოში და შემდეგ
სომხეთში. ამით თავისი ქადაგება დაასრულა და დაბრუნდა იერუსალიმში.

მეორე მისიონერული მოგზაურობა

მეორე მისიონერული მოგზაურობისას მოციქული იერუსალიმიდან ანტიოქიაში გაემარ


თა, შემდეგ ჩაჯდა გემში, რომელიც მიდიოდა ეფესოში, რათა შეხვედროდა იოანე მოცი
ქულს. გზად მან რამდენიმე დღე დაჰყო კვიპროსზე (იმ ადგილს დღესდღეობით წმ. ანდ
რიას კონცხი ეწოდება). როცა კუნძულზე მოწყურებული მგზავრები ღელვამ მოიცვა, რა
დგან წყლის რესურსები გემში ამოწურულიყო, მაშინ წმინდა ანდრიამ მხურვალე ლოცვ
ის შემდგომ სასწაულებრივად კლდიდან წყარო გამოადინა. ეფესოს შემდეგ დაბრუნდა
ანტიოქიაში, აქედან გადავიდა ნიკეაში, შემდეგ ისევ ეწვია პონტოს და საქართველოს. სა
ქართველოში ქადაგების შემდეგ მოციქული გაემართა პართეთში. გზად ქურთისტანი უნ
და გაევლო და გადასულიყო გედროზიას უდაბნოში (ბალოხისტანი)- ახლანდელი პაკის
ტანი-ირანის საზღვრის ახლოს. მაშინ იქ კინოკეფალები (ძაღლისთავიანი ადამიანები)
ცხოვრობდნენ. გადმოცემით სირიული ტექსტებიდან, პირველად იხილა რა წმინდა ანდ
რიამ ეს ხალხი შეშინდა, თუმცაღა შემდგომ მიხვდა რომ იქ მისი ყოფნა ღვთის ნება იყო.
შემდგომ, სირიული წყაროები მოგვითხრობს რომ წმინდა ანდრია პაკისტანის და ავღანე
თის გავლით მოხვდა სოგდიანში (თანამედროვე სამარკანდი და ბუხარა). ბოლო დრომ
დე ამ ფაქტის აღქმა შეუძლებელი იყო, რადგანაც ისმებოდა შეკითხვა-რანაირად შეეძლო
მოციქულის ამხელა გზის გავლა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ აბრეშუმის გზას ეს ყვე
ლაფერი სავსებით შესაძლებელი ხდება. ყველა ძველი მკვლევარი ერთხმად ამტკიცებდა
რომ წმინდა ანდრია იყო ცენტრალურ აზიაში, თუმცაღა კონკრეტული მასალები ჩვენამ
დე მოღწეული არ არის. უნდა აღინიშნოს რომ არსებობს 3 სხვადასხვა წყარო, რის საფუძ
ველზეც შეგვიძლია ვთქვათ რომ ანდრია მოციქული იმყოფებოდა და ქადაგებდა დასავ
ლეთ ჩინეთსა, ცენტრალურ და ამოსავლეთ აზიაში. პირველი გადმოცემა ყაზახეთიდა
ნაა, მეორე სირიიდან ხოლო მესამე აქვთ ბულგარებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორია
ზე ეწეოდნენ რა მომთაბარე ცხოვრებას, საბერძნეთის გავლით დასახლდნენ იტალიასთ
ან ახლოს. სადაც მათ მრავალი ტაძარი ააშენეს ანდრია მოციქულის სახელზე. როგორც
ამტკიცებს IX ს=ის მწიგნობარი ეპიფანე კონსტანტინეპოლელი, ანდრია მოციქული იყოო
ჩინეთის ჩრდილოეთითაცო, სკვითებისა და მასაკების მიწაზე (ტერიტორია მონგოლეთს
ყაზახეთსა და ალტაის შორის საიდანაც შემდგომ წამოვიდნენ ბულგარები და თურქები).
ასევე არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა ანდრიმ იქადაგა ალტაიში საიდანაც სტეპების
გავლით გაემართა კასპიის ზღვისკენ, სადაც უქადაგა სახარება ალანებს. იქიდან გაემარ
თა ქურთისტანში სადაც შემთხვევით გადაურჩა მოწამეობრივ სიკვდილს. იქიდან კი დაბ
რუნდა იერუსალიმში.

მესამე მისიონერული მოგზაურობა

გადმოცემას თუ დავუჯერებთ ანდრია მოციქული თავის მესამე მისიონერულ მოგზაურ


ობაში გაემგზავრა მოციქულთა პირველი კრების შემდეგ გ. 49 წელს. აფრიკის ქვეყნებში
მის მოგზაურობას გვამცნობს ეთიოპიური კოპტური წყარო, ასევე ბერძნული აპოკრიფე
ბი, რომლებმაც მხოლოდ გრიგოლ ტურელის ძალისხმევით მოაღწია ჩვენამდე, რომელ
მაც შერწყა რა ეს ინფორმაცია, გადმოსცა ლათინურ ენაზე. წესით ანდრია მოციქულს არ
უნდა ექადაგა აფრიკაში რადგანაც ეს მისი წილხვედრი მხარე არ იყო, ეტყობა საამისოდ
მიზეზი არსებობდა. მას როგორც ცნობილია წილად ერგო: ვიფინია, საბერძნეთი და აღ
მოსავლეთ სკვითეთი. კოპტური წყაროებიც იუწყებიან რომ ანდრია მოციქული დადიო
და ბერბერების მიწაზე, მაგრამ კონკრეტულად რომელ ადგილებზეა საუბარი რთული სა
თქმელია, რადგანაც ბერბერებით დასახლებული იყო ეგვიპტე - სიბას ოაზისში, მაროკო,
მავრიტანია, მალი და ნიგერია. ბერბერები იყვნენ თანამედროვე კაბილების (ტუარეგები)
წინაპრები, რომლებიც ალჟირში ცხოვრობდნენ. კოპტური აპოკრიფის მიხედვით ანდრია
მოციქული გაემართა ანტროპოფაგების (კაციჭამიები) ქვეყანაში მოციქულ მათეს გამოსა
ხსნელად. კონკრეტულად კი დიდი ტბების რაიონში(ტანზანია, უგანდა, რუანდა, კონგო)
და გაემართა ზიმბაბვეს ახლოს მდებარე ხევისკენ. თუმცაღა აპოკრიფში ზოგჯერ მოციქ
ულ მათეს მაგივრად მატათა მოციქული მოიხსენიება (შესაძლოა მსგავსების გამო. მათე-
MATHEUS-Матфее და მატათა-MATHIAS-Матфий). მატათა მოციქული კი როგორც ცნობი
ლია რომ გაემგზავრა საქართველოში, ხოლო მათე მოციქული კი ალექსანდრიასა და ეთი
ოპიაში. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს რომ ”კაციჭამიების ქვეყანა” მართლაც არსებო
ბდა შავ ზღვის პირას, იგი მდებარეობდა პონტოში - სინოპის რაიონში (ჩრდ. თურქეთი).
აქვე უნდა გავიხსენოთ სახელი ”მეორე ეთიოპია”, რომელიც მატათა მოციქულის ცხოვრ
ებაშია აღნიშნული. აპოკრიფზე დაყრდნობით გადაჭრით რთული სათქმელია იყო თუ
არა ანდრია მოციქული აფრიკის სიღრმეში, რადგანაც მოციქული ანდრია მოიხსენიება
აფრიკის ქვეყნების მხოლოდ ეთიოპიურ წყაროებში.თუ დავეყრდნობით ამავე აპოკრიფს
ანდრია მოციქულმა გაათავისუფლა დატყვევებული მოციქული და დაამხო მიქაელ მთა
ვარანგელოზის ძალით მათი უძლეველი კერპი, რის შემხედვარე ხალხი მოიქცა და მოინ
ათლა. იქიდან კი ანდრია მოციქული თავისუფლად შეიძლებოდა რომ დაბრუნებულიყო
ეთიოპია-ნილოსის გავლით იერუსალიმში.

მეოთხე მისიონერული მოგზაურობა

ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, ანდრია მოციქულმა დატოვა იერუსალიმი და გაემგ


ზავრა თავის საბოლოო მოგზაურობაში. გადმოცემით ცნობილია რომ ის ისევ ეწვია პონ
ტოს, მერე გადავიდა საქართველოში და გაემართა აზოვის ზღვისკენ, იქიდან გადავიდა
ყირიმში და ზევით აყვა დნეპრს ვიდრე კიევამდე ასევე შავი ზღვისპირეთის სკვითების
ქვეყნებში. ყირიმში სევასტოპოლისა და ხერსონის ბერძნებთან დააარსა ქრისტიანული
ეკლესია. დნეპრისპირეთიდან, სადაც ახლა დგას კიევი, უნდა გამგზავრებულიყო ჩრდი
ლოეთით, სადაც დღესდღეობით იმყოფება მოსკოვი, ნოვგოროდი და ლადოჟის ტბის მი
მართულებით ვალაამისკენ. ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით, მოციქული იყო სალ
ოვკის კუნძულზეც, თუმცაღა ამის მტკიცებულება არ არსებობს. სავარაუდოდ ვალაამიდ
ან გაემართა ბალტიის ზღვისკენ იქიდან შოტლანდიაში და თანამედროვე პოლონეთისა
და სლოვენიის გავლით მივიდა რუმინეთში, სადაც მან დაყო 20 წელი. რუმინეთიდან კი
გაემგზავრა ხერსონი-ყირიმში, სინოპში, მაკედონიაში, ეპირში, თესალია, ლამია, ლუტრ
აკიონსა და კორინთეში.

ნაწყვეტი თეიმურაზ ბატონიშვილის ”ივერიის ისტორიიდან”

„ “
შემდგომ ქრისტეს ამაღლებისა მეექვსესა წელსა მოიწვივნეს ესე ორნი მოციქულნი
ქრი სტესნი პირველ-წოდებული ანდრია და სიმონ კანანელი, რამეთუ უბრძანა
წმინდმან ღუთის-მშობელმან, რათა წარვიდნენ ივერიად და მუნ ჰქადაგონ საყვარელი
ძეს მისი ქრისტე ღმერთი მხსნელი და მაცხოვარი, წილ-ხდომილსა შინა ქვეყანასა
ღუთისა დე დისასა. წილხდომილი ქვეყანა ღუთისა დედისა არს ივერია მიზეზითა
ამით ვინაითდ გან მოუთხრობს საქართველოსა ეკლესიის ისტორია, ვითარმედ ოდეს
ამაღლდა ქრის ტე ზეცად და საღმრთოთა მოციქულთა ზედა გარდმოვიდა ყოვლად
წმინდა სული; მა შინ მოციქულნი განემზადნენ წარსვლად პირსა ზედა ყოველსა
ქვეყანისასა და იყარეს წილი მოციქულთა თვს შორის, თუ რომელი რომელსა
ქვეყანასა წარვიდეს და ჰქადა გონ სიტყვა ღუთისა. მაშინ ჟამსა მას მუნ იყოფოდა
მათთანა დედაცა ღუთისა ქალწუ ლი მარიამ და უბრძანა მოციქულთა. ”შვილნო
ჩემნო საყვარელნო, დასდევთ წილიცა ჩემი შრომისა მიღებად საყუარელსა ძისა
ჩემისათვის, რათა ვქადაგო სახელი მისი, რო მელსაცა ადგილასა მხდების მე წილი;
ხოლო წილთა იგინი მორჩილექმნნეს და დასდე ვეს წილიცა მისი შორის წილთა
თვისთა, წილ იგდეს და ხვდა დედასა ღუთისასა წი ლად თვსად ივერია (რომელს არს
საქართველო). ”ხოლო ოდეს წარვიდოდეს მოციქუ ლნი თვითოეულთა კერძოთა,
მაშინ ინება შემდგომად წმინდამანცა ღუთის მშობელ მან წარსვლა ივერიად, რათა
ჰქადაგოს სიტყვა იგი ღვთისა, ძეი და ღმერთი თვსი და მიიღორა შრომაი
მგზავრობისა და განვიდა გარე იერუსალემით და აჰა უფალი იესო, საყვარელი იგი
ძეი მისი შეემთხვია წინა და ჰრქვა. ”დედაო, გიხარდენ, და ვითარცა იხილა იგი
აღეტყინა დედაი ყოვლად წმინდა სიხარულითა და ტრფიალებითა გამოუ თქმელითა
და ჰრქვა სასურველსა ძესა თვსსა. ”მშვიდობა შენდა, ძეო საყვარელო და ღმერთო
ჩემო, მე აღტყინებული დედა სახელისა შენისათვის წმინდისა განმფენად მი ვალ მე
უცხოთა შორის ნათესავთა, რათა ვაცნო მათცა მოწყალებანი უსაზღვრონი, შენ მიერ
მონიჭებულნი ცხოვრებად სოფლისა და სიყვარულისათვის შენისა არა ცრიდო მე,
არცა ერთსა ჭირსა და შრომასა გზისასა”. მაშინ მიუგო მას უფალმან და ჰრქვა. ”დე
დაო, სიტკბოებაო სოფლისაო, კმა არს შრომა ეგეშენი და გულს მოდგინება სიყვარუ
ლისათვის მხოლოდშობილისა ძისა შენისა და აწ ვითხოვ მე შენ მიერ, რათა დაადგრე
აქავე იეროსალემს ვიდრემდის მიგიყვანებდე შენ დიდებასა შინა მამისა ჩემისასა და
ყოვლად წმინდისა სულისასა ჩემთანა განუშორებელად: ხოლო ნაცვლად შენსა უბრძა
ნე მოციქულსა ანდრიას და სიმეონს ერდგულთა მოწაფეთა ჩემთა და იგინი წარვი
დენ, სადაცა გენებოს და მუნ მრავალთა და არცა შევიდა ქალაქსა შინა მცხეთისასა; არა
მედ პირისპირ მცხეთისა გაღმად მდინარისა არაგვსა აღვიდა მთასა მას ზედა, რომელ
საცა ზედა არს მონასტერი ჯვარისა ცხოველს მყოფელისა (რომელსაცა ჯაჭვის მონასტ
რად სახელ-ედების) და მწვერვალსა მას გორისასა აღმართა ჯვარი და დაუტევა და წა
რვიდა მუნით კახეთისა კერძოთა და შევიდა შინაგან კახეთისა, განხდა მდინარესა დი
დსა იორსა (ესე იგი ალაზნისა მდინარესა და მოვიდა გრემს და აღმართა მუნცა ჯვარი
მცირესა მას მწვერვალსა ზედა გორისასა, სადა იგი არს აქ ეკლესია მიხაილ-მთავარ-ან
გელოზისა, რომელი იყო ძველად მონასტერი და არს იგი სამარხო მეფეთა და მუნით
გაღმამხხრის გზით კავკასიურით გზით, განვლო დიდოეთი და მრავალნი ადგილნი
ლეკთანი მოვლნო და ჰქადაგა ადგილთა მათ და ანდრიად წოდებულსა ქალაქსა შინა
კავკასიურსა ჰქადაგა სიტყვა ღუთისა (მუნ ჟამითგან ეწოდა ადგილსა მას ანდრია), მუ
ნით მოიქცა ქრისტეთის გზით და მოვიდა ფევსა მთიულეთისასა ლომეკის მდინარესა
ზედა (რომელსა აწ სახელ-სდებენ თერგად) და აღვიდა ძირსა საშინელისა მის კავკასი
ურისა მთისა, რომელსა ეწოდების მყინვარი (რომელსაცა ზედა ჰგიან საუკუნითგანნი
მყინვარნი და თოვლნი განუზომელნი) მაღალსა მთასა ზედა, სადა იგი არს ადგილსა
მას დაბა და ადგილსა მას, სადა იგი ჯვარი აღმართა ეკლესია დიდი მონასტერი წმინ
დისა მოციქულისა პირველ-მოწამისა სტეფანესი.

მოწამეობრივი აღსასრული

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, ქ. პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის


ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ
ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფა
ლმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და
თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ
მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული 2 დღე ქადაგებდა ირგვლ
ივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა
მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავის
უფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულ
ების ღირსი გაეხადა. თუმცაღა მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას მაგრამ
ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და
მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს. ეს მოხდა გ. 62 წელს.

მოციქულის წმინდა ნაწილები


წმინდა ანდრია მოციქული თავდაპირველად, გ. 62 წელს, დაკრძალული იყო ქ. პატრაში
(საბერძნეთი), სადაც ეგაეტის ბრძანებით წმინდანი ჯვარს აცვეს. გ. 357 წელს კონსტანტი
ნე დიდის ვაჟმა-კონსტანციუსმა, წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გად
აასვენა კონსტანტინოპოლში, ლუკა მახარებელისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა
გვერდით. IX ს-ის II ნახევარში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა
დააბრძ ანეს ქ. პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში. 1460 წ, ოსმალთა
იმპერიის მიერ მცირე აზიის ტერიტორიების დაპყრობის გამო, პატრას არქონტმა თომა
პალეოლოგმა სი წმინდის გადარჩენის მიზნით, წმინდა ანდრიას თავის ქალა
გადააბრძანა რომში, სადაც ის იყმყოფებოდა 1964 წ-მდე. დღესდღეობით წმინდა ანდრია
პირველწოდებულის თავ ის ქალა დაბრძანებულია მოციქულის წამების იარაღის -
ჯვრის გვერდით ქ. პატრას წმინ და ანდრიას სახელობის ეკლესიის საკურთხეველში.
ანდრია მოციქულის წმინდა ნაწილ ების ძირითადი ნაწილი ათონიის მთაზე იმყოფება:
მკლავი X ს-დან დაბრძანებულია წმინდა ათანასეს ლავრაში, ერთი ტერფი ინახება ელია
წინასწარმეტყველის სავანეში, ხო ლო მეორე ტერფი, წმინდა ათონის წმინდა
პანტელეიმონის მონასტერ ში. წმინდა ანდრი ას მარჯვენა მკლავი XVI ს-დან
დაბრძანებულია მოსკოვში, კრემლის ხარების ეკლესიაში ვენეციაში წმიდა ანდრია
პირველწოდებულის წმიდა ნაწილები 1208 წ-დანაა დაბრძანებ ული, რომლებიც
ჯვაროსნებმა კონსტანტინეპოლის წმიდა მოციქულთა სახელობის ეკლ ესიიდან
გაიტაცეს. 2002 წ. 15 აგვისტოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნა წილები
საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. იგი საქართველოში ჩამოაბრძა ნეს
ვატიკანის ნუნცმა კლაუდიო გუჯეროტიმ და ვენეცი ის კარდინალმა მარკო ჩემ.

სიმონ კანანელის საფლავი ნიკოფსიაში ანუ ძველ ლაზიკაში


გია მამალაძე

10 (ახალი სტილით 23) მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქუ


ლის სიმონ (სვიმონ) კანანელის ხსენების დღეს.

სიმონ კანანელი დაკავშირებულია ჩვენს სამშობლოსთან. მას აიგივებენ სვიმეონ მოშურ


ნესთან. იგი კანას გალილეაში ცხოვრობდა. სვიმონი გახლდათ წმიდა იოსებ დამწინდვე
ლის შვილი, პირველი ქორწინებიდან, და 12 მოციქულთაგანი. მაცხოვრის პირველი სას
წაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა - სვიმეონის სახლში, მის ქორწილში აღესრულა. შუა
ქორწილში ღვინო შემოაკლდათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა
წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის ხილვით აღფრთოვანებულმა სვიმეონმა ირწმუნა
იესო ქრისტე - მესია, დატოვა ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა და მი
სი მოწაფე, თორმეტ მოციქულთაგანი გახდა.
მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქრისტიანობის გავრცელების საქმეში.
ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელს ვულოცავთ სიმონ კანანელის ხსენების
დღეს.
არა ერთი ქართველი მეცნიერი, ძველი ბერძნული, ქართული წყაროებისა და ევროპული
რუკების საფუძველზე ასკვნის და გამართული არგუმენტებით, რომ საქართველოს ძვე
ლი საზღვარი გადიოდა მდინარე ყუბანი სადაც უერთდება შავ ზღვას, ანუ ტამანის ნახე
ვარკუნძულთან ახლოს, გასაგებად რომ ვთქვათ, დღევანდელი საქართველოს დე იურე
საზღვრიდან საკმაოდ ჩრდილო დასავლეთით, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ქ. ტუაფსე
დან საკმაოდ ჩრდილო დასავლეთით, დაახლოებით ქალაქ ანაპასთან, ქ. ნოვოროსიისკის
ჩრდილო დასავლეთით...
ძველი ბერძნულ-ბიზანტიური წყაროების მიხედვით დღევანდელი ქალაქის, ტუაფსეს
ჩრდილო-დასავლეთით არსებობდა უძველესი ქალაქი - ძველი ლაზიკა. შემდგომში ამ
ქალაქს უწოდეს ნიკოფსია.
როდესაც დავით აღმაშენებელი გვიტოვებს საზღვრის მოხაზულობას „ნიკოფსიიდგან
დარუბანდისა ზღვადმდე, ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“, ამ ფორმულაში ნი
კოფსია, ოვსეთი და დარუბანდის ზღვა არა ერთი კონკრეტული წერტილი, არამედ, ვრცე
ლი სასაზღვრო სივრცია, ვინაიდან ზღვა, ოვსეთი ერთი წერტილი არ არის ვრცელი ტე
რიტორიაა. ასევე უნდა იყოს ნიკოფსიის შემთხვევაში. ამ სასაზღვრო ფორმულაში ნიკო
ფსია უნდა იგულისხმებოდეს, როგორც ოლქი.
დავით აღმაშენებელი კონკრეტულად ქართულ ქვეყანაზე ამბობს, თორემ ჩრდილო კავ
კასიაში არსებული ოსეთის რამდენიმე სამთავრო რომ მისი გავლენის ქვეშ იყო, ყველასთ
ვის ცნობილი ამბავია. არის არა ერთი არგუმენტი იმისა, რომ დავით აღმაშენებელი აკონ
ტროლებდა ყუბანის გადაღმა მხარეებსაც, თუმცა ეს დღევანდელი წერილის თემა არ
არის...
როდესაც პირველ საუკუნეში, ანდრია პირველწოდებული მესამედ მოვიდა საქართველო
ში, მას თან ახლდა მოციქული სიმონ კანანელი. საქართველოში სხვა მოციქულებსაც
აქვთ ქრისტეს სჯული ნაქადაგები, თუმცა ამჯერად ჩვენ წმინდა სიმონ კანანელზე ვსაუ
ბრობთ.
სიმონ კანანელი გარდაიცვალა ნიკოფსიაში და იქვე დაკრძალეს. „ანდრია მოციქულმა
მოვლო ქვეყანა ჩვენი, ხოლო სიმონ კანანელი სრულიად დაემკვიდრა, რამეთუ ნიკოფსს
არიან ნაწილნი მისნი წმინდანი" (გიორგი მცირე, „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება“).
მოციქულები: ანდრია პირველწოდებულის, სიმონ კანანელის, მატათას, ბართლომეს, ზო
გი გადმოცემით, ასევე, თადეოზის, ფილიპესა და თომას დაარსებულია ქართული ეკლე
სია (თუნდაც ამ აზრს მთლიანად არ იზიარებდეს რომელიმე ისტორიკოსი, ზოგი მათგა
ნის, მათ შორის სიმონ კაკანელის, საქართველოში მოსვლა ხომ უეჭველია. ამგვარად, სი
მონ კანანელი ქართული ეკლესიის დამაარსებელია. სულაც არ მინდა აფსუებს (დღევან
დელი ტერმინოლოგიით აფხაზებს) ვაწყენინო, მაგრამ, ისტორიული სიმართლეა ასეთი
და რა ვქნათ. დიახ, არავითარი აფხაზური ეკლესიის დამაარსებელი არ არის სიმონ კანა
ნელი... თუნდაც იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე აფხაზური ეკლესია აუცილებ
ლად ნიშნავდა ქართულ ეკლესიას, ქართული ეკლესიის დასავლურ ნაწილს, ქართულე
ნოვან ეკლესიას, რაც მთავარია!.. არსად არ არის ცნობილი ისეთი ეკლესია, აფსუური,
აფხაზური, რომელსაც ქართულისგან განსახვავებულ ენაზე ლიტურგია ჰქონოდა...
მართალია, დღევანდელი აფხაზების (აფსუების) ერთი, რუსი იმპერიალისტების მეცადი
ნობით ქართველებისადმი გადამტერებული ნაწილი, - თავისი რუსი ვანდალი ბატონე
ბის დახმარებით, - ანადგურებს ქართული კულტურის დოკუმენტებს აფხაზეთში, ძვე
ლი ლაზეთის, ეგრისის, საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მაგრამ წერილო
ბით დოკუმენტებს, შექმნილთ უცხოელი თუ ქართული ავტორების მიერ, ვერაფერს
მოუხერხებენ...
რაც მთავარია, ისტორიულ ძეგლებს ვერ შექმნიან, რომელიც ამ მიწა-წყლის არაქართუ
ლობას დაამტკიცებს... დროის მანქანას ხომ ვერ გამოიგონებენ?! ან გაყალბებულ წარწე
რებს ხომ ვერ შექმნიან ახალშექმნილი ანბანით?!
არის ვარაუდი, რადგან გვიან შუა საუკუნეებში, კერძოდ XVII საუკუნეში, ძველი ლაზი
კის, ნიკოფსიის ტერიტორიას ვეღარ აკონტროლებდნენ ქართველები, უცხო, მთიელ ტომ
თა მოწოლის გამო, სიმონ კანანელის წმინდა ნაწილები გადმოაბრძანეს ანაკოფიაში,
ახალ ათონში. შესაძლოა ეს მართალიც იყოს. ამ შემთხვევაშიც არაფერი იცვლება. სიმონ
კანანელის საფლავი საქართველოს სასაზღვრო ოლქში, აფხაზეთშია.
საინტერესოა ისიც, რომ ახალი ათონის მონასტერი მდებარეობს მთაზე, რომელსაც ოდი
თგან იბერიის მთა ეწოდებოდა. ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს უმნიშვნელოვა
ნესი იდეოლოგიურ-საკრალური მინიშნებაა - ახალი ათონი (ბერძნულად „აგიონ ოროს“,
რაც წმინდა მთას ნიშნავს) იბერიის მთაა ანუ იბერია ახალი ათონია, წმინდა ადგილი...
ამგვარად, წმინდა მოციქულის სიმონ კანანელის საფლავი საქართველოშია.
შეგვიძლია ვთქვათ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად, რომლის წილხვედრი
ცაა ჩვენი ქვეყანა, საქართველოს საზღვრებს სიმონ კანანელიც იცავს. სეპარატისტ-ტერო
რისტებსა და ანტიმართლმადიდებელ რუს იმპერიალისტებს ადვილად არ ჩაუვლით სა
ქართველოს საზღვრების დარღვევა... ისევე, როგორც სისხლით ზღო რომანოვთა დინას
ტიამ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ქართლ-კახეთის სამეფოს გამაუ
ქმებელი იმპერატორი პავლე I მოკლეს, მისი შვილიშვილი ალექსანდრე II მოკლეს.
ალექსანდრე მეორის შვილიშვილი, ნიკოლოზ II მოკლეს...

გორის 1920 წლის მიწისძვრა

ქ. გორი აღარ არსებობს! არც ერთი მთელი შენობა აღარ დარჩა, გორის მაზრა მიწასთანაა
გასწორებული. დაღუპულია უამრავი ადამიანი, ცოცხლად გადარჩენილნი უმწეო მდგომ
არეობაში ჩაცვივდნენ უსურსათობის, უტანსაცმლობისა და უსახლკარობის გამო. დანგრ
ეულია როგორც ახალი, ასევე საუკუნის წინანდელი შენობები, ისტორიული ძეგლები... -
დაახლოებით ამ შინაარსის ინფორმაციას აწვდიდნენ 1920 წ. თებერვლის გაზეთები საქა
რთველოს მოსახლეობას. გორის მაზრაში პირველი ძლიერი ბიძგი 20 თებერვლის 02:55
საათზე აღინუსხა, ხოლო განმეორებითი - 14:45 საათზე. რიხტერის სკალით მიწისძვრის
მაგნიტუდა (ადგილობრივი სიმძლავრე) 6,2 ერთეულს შეადგენდა (შედარებისთვის, 2002
წ. თბილისის მიწისძვრის მაგნიტუდა უდრიდა 4,6 ერთეულს), ხოლო მერკალის სკალის
მიხედვით ინტენსივობა ეპიცენტრში 8-9 ბალს უტოლდებოდა. ყველაზე ძლიერი, 9-ბალ
იანი ბიძგები აღირიცხა გორიდან 3 კმ-ში მდებარე სოფ. ხიდისთავში. გორში მიწისძვრის
სიმძლავრე 8 ბალს შეადგენდა, ისევე როგორც გორის მაზრის სოფლების უმრავლესობა
ში. ბიძგები მთელი საქართველოს მასშტაბით იგრძნობოდა. თბილისში მისი სიმძლავრე
6 ბალს შეადგენდა, ხოლო ბათუმსა და ფოთში - 5 ბალს. როგორც ირკვევა, ღამის ბიძგს ქ.
გორში დიდი ნგრევა არ მოჰყოლია, მაგრამ განმეორებითმა მიწისძვრამ კი უკვე დაზიანე
ბული სახლები სრულიად გაანადგურა. თვითმხილველთა გადმოცემით, შუადღის მიწის
ძვრის დროს ქალაქში ისეთი მტვერი დადგა, კაცი ვერაფერს დაინახავდა. ქუჩებში საშინე
ლი ხმაური ისმოდა-ძაღლების ყეფა, ადამიანთა ყვირილი, რომლებიც საკუთარი ოჯახის
წევრებს ეძებდნენ ან ნანგრევებიდან თავის დასაღწევად დახმარებისთვის მოუხმობდნენ
ახლობლებს. "უცებ მოისმა ჯოჯოხეთური გუგუნი და ქ. გორი ჯერ საქანელათ გადიქცა,
შემდეგ კი როგორც წყლიდან გამოსული ან ჭენების შემდეგ გაოფლიანებული ცხენი ძლი
ერად შეიბერტყა, ისე იბერტყებოდა დედამიწის ზურგი 1 წთ-ის განმავლობაში. კედლებ
ის ჭახაჭუხი, ნგრევა, კორიანტელი მტვრისა, წივილ-კივილი ხალხისა. რა ხდებოდა, აღარ
აფრის გამოცნობა არ შეიძლებოდა. მთელი გორი გაეხვია სიბნელეში. ჩვენს წინ რამდენი
მე ებრაელი და ქრისტიანი დაეცნენ მუხლებზე და ხელებაპყრობილი მაღალი ხმით
ღმერთს საშველად მოუწოდებდნენ. ირგვლივ კვნესა, დაჭრილთა ოხვრა. თმაგაშლილი
დედა შვილს გიჟივით დაეძებს, გაისმის ისტერიკული სიცილიც. ბევრი გადახვევიან ერ
თმანეთს, კოცნიან, გადარჩენას ულოცავენ. ცრემლები გაღრჩობს, გინდა ყველას უშველო,
მაგრამ უძლური ხარ ბუნების წინაშე", - წერდა იმდროინდელი პრესა. მიწისძვრის შემდ
ეგ გორის მაზრაში ჩასულთ წინ საშინელი სურათი გადაეშალა. მაზრაში, და განსაკუთრე
ბით ქ. გორში, პატარა ქოხმახების გარდა თითქმის არაფერი გადარჩენილიყო. როგორც შე
მდგომში სტატისტიკური კომისიის მონაცემებით ჩანს,გორში აღწერილი 1336 შენობიდან
არანაირი დაზიანება არ მიუღია მხოლოდ 16-ს, 756 შენობა-ნაგებობა კი ან სრულად დაინ
გრა, ან დასაშლელი გახდა. 405 შენობა კაპიტალურ, ხოლო 156 - მცირე რემონტს მოითხო
ვდა. დანგრეული იყო ქალაქის ერობისა და თვითმართველობის შენობები, ფოსტა, გიმნა
ზია, სასულიერო სასწავლებელი, ეკლესიები, ყაზარმები, სატუსაღო. თითქმის მთლიან
ად ჩამოინგრა გორის ცნობილი ციხე. მიწისძვრის შედეგად ქ. გორში დაიღუპა 18 ადამია
ნი (აქედან 7 ბავშვი), სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 267-მა მცხოვრებმა. განსაკუ
თრებით მძიმე მდგომარეო ბა იყო სოფ. ხიდისთავსა და აგრეთვე ოხერაში, სადაც მიწისძ
ვრის ეპიცენტრი მდებარეობდა. ორივე სოფელი ღამის მიწისძვრის შედეგად სრულად გა
ნადგურდა. დიდი იყო მსხვერპლიც. სტატისტიკური კომისიის მონაცემების მიხედვით,
ხიდისთავში დაიღუპა 30, ხოლო ოხერაში - 16 კაცი (სხვა მონაცემებით ამ ორ სოფელში
დაღუპულთა რიცხვი 59-ს უდრიდა), სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 49 ადამია
ნმა. ამ სოფლებში დაზარალდა 338 ოჯახი. ერთ ადგილას ნანგრევებში მოჩანდა დაღუპუ
ლი ახალგაზრდა ბიჭის თავი, სხეული კი ნანგრევებში იყო მოყოლილი. გულშეძრული
დედა ცდილობდა შვილის ცხედრის ნანგრევებიდან გამოტანას, თუმცა ვერ ახერხებდა;
მეორე ადგილას ხანში შესული ცოლ-ქმარი დაღუპულ ოთხ შვილს დასტიროდა, მიწასთ
ან გასწორებული სახლის წინ კი 5 კაცის დასახიჩრებული სხეულები გამოეტანათ ჯარის
კაცებს. თითქმის მთლიანად დაინგრა სოფ. უფლისციხე, სადაც დაზარალდა 145 ოჯახი
და დაიღუპა 15 კაცი (სხვა მონაცემებით - 24). ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ სოფ. -
ში ნანგრევებში მოჰყვა ახალდაქორწინებული წყვილი მექორწილეებთან ერთად. თითქ
მის სრულიად განადგურდა: ატენი, გორიჯვარი, სკრა, ხოვლე, სასირეთი, დოესი და სხვა
სოფლები. სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო მაზრის 75-მა სოფელმა. სტატისტიკუ
რი კომისი ის მონაცემებით, მიწისძვრამ მაზრაში შეიწირა 129 კაცის სიცოცხლე (სხვა მონ
აცემებით დაიღუპა 200-მდე), დაშავდა 661. სტიქიამ დააზარალა 7118 ოჯახი. საქართველ
ოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელსაც ამ პერიოდისთვის საშინაო და საგარეო პრო
ბლემები ისედაც თავზე საყრელი ჰქონდა, ბუნებამ კიდევ ერთი გამოცდა მოუწყო. აკაკი
ჩხენკელმა, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა დანგრეული შიდა ქართლი, თბილის
ში დაბრუნებულმა დამფუძნებელი კრების სხდომაზე პირდაპირ განაცხადა: - ესღა გვაკ
ლდა! მართლაც, ზარალი ძალიან დიდი იყო. სახლების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა
თებერვლის სუსხიან დღეებში ღამეს ღია ცის ქვეშ ვერ გაათევდა. სახლების დანგრევასთ
ან ერთად სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს დაეღუპა შინაური პირუტყვი. 20 თებერვ
ალს მაზრაში ჩავიდნენ მთავრობის წარმომადგენლები და ადგილზე გაეცნენ არსებულ
სიტუაციას. 22 თებერვალს შეიქმნა მთავრობის საგანგებო კომიტეტი, რომელსაც იუსტი
ციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე ხელმძღვანელობდა. მთავრობამ მოუწოდა მთელი ქვეყ
ნის მოსახლეობას, ამ მძიმე ვითარებაში ვისაც რითი შეეძლო, მხარში ამოსდგომოდა დაზ
არალებულებს. შეიქმნა დაზარალებულთა დახმარების ბიურო. ამასთან ერთად, გაზ. "საქ
ართველოს რესპუბლიკაში" დაიბეჭდა საკმაოდ ორიგინალური მოწოდება "მდიდრებისა
დმი": "მდიდარო, მიწისძვრა ყველას ათანასწორებს. გაიღე შენი სიმდიდრიდან დაზარა
ლებულთა მოსამჯობინებლად". მთავრობისა და ქვეყნის მოსახლეობის სასახელოდ უნ
და ითქვას, რომ ისინი მხარში ამოუდგნენ სტიქიისგან დაზარალებულებს. საქართველოს
მთავრობამ მაშინვე გამოყო პირველადი 20-მლნ-ანი კრედიტი, თუმცა პირველი დახმარე
ბის პაკეტის საერთო ღირებულება 60-80 მლნ მანეთამდე ადიოდა. მოსახლეობას გაეგზავ
ნა: საკვები, პირველადი საჭიროების ნივთები, 10 000 კარავი, შეშა. შეიქმნა საველე ჰოსპი
ტალები დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. რკინიგზაზე გან
უწყვეტლივ მოძრაობდნენ სამგზავრო, საბარგო და სანიტარიული მატარებლები. სანიტა
რიული მატარებლით დაშავებულები გადაჰყავდათ თბილისში. უნდა აღინიშნოს, რომ გა
რდა 20 თებერვალს მომხდარი 2 დამანგრეველი სიმძლავრის ბიძგისა, რამდენიმე დღის
განმავლობაში მიწა სუსტად, მაგრამ მაინც იძროდა, რაც ისედაც დაზაფრულ მოსახლეობ
აზე კიდევ უფრო დამთრგუნველად მოქმედებდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება გო
რელებზე შემდგომში გავრცელებული ხუმრობა, რომ მათ შუა გზაზე სიარული ახასიათ
ებთ. მართლაც, შეშინებული მოსახლეობა ერიდებოდა ტროტუარზე სიარულს, რათა შენ
ობების ნანგრევებიდან რამე არ დასცემოდათ. აღნუსხულია ფაქტები, რომ ფეხმძიმე ქალ
ები მიღებული შოკისგან სანიტარიულ მატარებელშივე მშობიარობდნენ. მთავრობამ უსა
ხლკაროდ დარჩენილთათვის ბინები დაიქირავა ბორჯომში, ხაშურსა და სურამში. ამ უკა
ნასკნელში მომზადდა ბინები 5 000 კაცისთვის. მაზრაში გაიგზავნა რეგულარული არმი
ის მესანგრეთა ათასეული და გვარდიის ნაწილები, მოხალისე სტუდენტთა სანიტარიუ
ლი რაზმები, ექიმები, ინჟინერები. მოსახლეობა აქტიურად გამოეხმაურა მთავრობის მოწ
ოდებას, გორში თითქმის არ ყოფილა მოროდიორობის ფაქტი, რაც ასეთ სიტუაციაში იშვ
იათობას არ წარმოადგენს. დაზარალებულებს ფულად დახმარებას უწევდა მთელი საქარ
თველო, დაწყებული მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრების პირადი შემოწირ
ულობებიდან, დამთავრებული კერძო პირებითა და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციით.
გორელთა დასახმარებლად იგზავნებოდა ეკლესიებში მოგროვებული ფული, საკუთარი
ხელფასის ნაწილი გაიღეს რეგულარული არმიის ჯარისკაცებმა და გვარდიელებმა, ერო
ბებმა, თბილისის საპყრობილეთა ინსპექციის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, სხვადა
სხვა დაწესებულების მუშებმა. მაგ, ზესტაფონში პირველადი დახმარებისთვის მოუგროვ
ებიათ 225 000 მანეთი, თბილისის კლუბების საბჭომ კი გადაწყვიტა 100 000 მანეთი გაეგზ
ავნა "გორის ფონდისთვის", ასევე "ლოტოს" გათამაშებიდან შემოსული თანხის 10 პროცე
ნტი, კვირაში ერთხელ კი "ლოტოს" მთელი წმინდა მოგება. 28 თებერვალს მწერალთა კავ
შირის საბჭომ გორის მცხოვრებთა დასახმარებლად ცნობილ კაფე "ქიმერიონში" გამართა
გრანდიოზული საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და რუსი მწერლები, ქა
რთული დრამის, "ტარტოსა" და სახელმწიფო თეატრის მსახიობები. მიწისძვრისგან დაზ
არალებულთა დასახმარებლად 200 000 მანეთი გააგზავნა იტალიის სამოქალაქო მისიამ,
ასევე მათ გორში გაგზავნეს 500 კაცზე გათვლილი საველე ამბულატორია და ექიმთა ჯგუ
ფი. დაზარალებულებს დახმარება გაუწია სომეხთა ეროვნულმა საბჭომ, რომელმაც გორე
ლებისთვის გამოყო 50 000 მანეთი და საკუთარ თავზე აიღო დაშავებულთათვის საავადმ
ყოფოში 20 საწოლის შენახვა. მიწისძვრასთან დაკავშირებით ამერიკული გაზეთის, "ნიუ-
იორკ თაიმსის" 10 მარტის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "ასობით მკვდარი,
ათასობით უსახლკარო - კავკასიაში მომხდარი მძიმე მიწისძვრის შედეგი". ამერიკელთა
აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტმა კი 3 ვაგონი ძველი ტანისამოსი გაუგზავნა დაზარა
ლებულებს. ასეთი დამანგრეველი ძალის გამოდგა გორის 1920 წ. 20 თებერვლის მიწისძვ
რა საქართველოსთვის, თუმცა ქართლის შუაგულში დატრიალებულმა უბედურებამ შეა
კავშირა და ერთად დააყენა მთელი საქართველოს მოსახლეობა.
დიმიტრი სილაქაძე

დემეტრე–დემნა უფლისწული
მოამზადა ელენე ცაგარეიშვილმა
XII საუკუნის მეორე ნახევარი დემეტრე I-ის შვილიშვილი, გარდ. 1177 წ
საქართველოს მეფის დავით V-ის ძე, მისი ტრაგიკული ბედი მთელი სიმძაფრით
წარმოაჩენს დაძაბულ პოლიტიკურ ვნებათაღელვას, რომლითაც, როგორც ჩანს, XII ს-ის
II ნახევრის საქართველო ცხოვრობდა.
დავით აღმაშენებლის მემკვიდრეებს წილად ხვდათ ეცხოვრათ პოლიტიკურად ბევ
რად უფრო სტაბილურ გარემოში, ვიდრე მათ წინაპრებს. მოსახლეობა დაცულია, ომები
აღარ მიმდინარეობს საკუთრივ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველო ანგარიშგასა
წევი ძალაა მთელ კავკასიაში და მახლობელ აღმოსავლეთში. მაგრამ დაძაბულობაა ქვეყ
ნის შიგნით _ ახალ ფახაში შედის სამეფო ხელისუფლებასა და მსხვილ ფეოდალურ არის
ტოკრატიას შორის დიდი ხნის წინ დაწყებული ბრძოლა, რომელიც, მართალია, დროებ
ით შენელდა დავით აღმაშენებლის დროს, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ
უფრო გაძლიერდა. იმდროინდელ მღელვარე საზოგადოებრივ ცხოვრებში ჩაბმულნი
არიან სამეფო ოჯახის წევრები, განდიდებული აზანაურები, “ლაშქარნი”, დაბალი მსახუ
რეული ფენა თუ ეკლესია. ერთმანეთს კვეთს სახელმწიფო, კერძო პიროვნული თუ კორ
პორაციული ინტერესები. რასაკვირველია, ამ რიგის დაპირისპირებანი შეუძლებელია არ
გადაზრდილიყო ხელისუფლებისათვის ბრძოლაში.
ასეთ შინაპოლიტიკურ ვითარებაზე მოგვითხრონენ პირველწყაროები: დავით აღმა
შენებლის ისტორიკოსი, გიორგი ლაშას მემატიანე, თამარის პირველი და მეორე ისტორი
კოსები, ჟამთააღმწერელი, იმდროინდელი მეფეთა სიგელები, მცირე ქრონიკები, ქვაზე
ნაკვეთი წარწერები, ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები, სომეხი ავტორები: დავით ქობაი
რელი, მათეოს ურჰაეცი, სამუელ ანეცი, ვარდან დიდი, მხითარ გოში, კირაკოს განძაკე
ცი, მხითარ აირივანეცი, სტეფანოს ორბელიანი. ამათგან ცნობათა განსაკუთრებულით
სიუხვით გამოირჩევა სტეფანოს ორბელიანის ”სისაკანის სახლის ისტორია”. დემნა უფლ
ისწული იყო აღზრდილი და შემდგომში სიძე დიდი ფეოდალის ივანე ორბელისა. ამ ივა
ნეს მეთაურობით მომზადდა გიორგი III-ის წინააღმდეგ შეთქმულება, რომელიც 1177 წ.
დიდ აჯანყებაში გადაიზარდა. ასე აღმოჩნდა დემნა უფლისწული დაპირისპირებული
საკუთარ ბიძასთან, გიორგი III-სთან.
ქართული და სომხური წყაროების ავტორები განსხვავებულად გადმოსცემენ ორბე
ლთა აჯანყების ამბავს. განსხვავებულია მათი პოზიციები, შეხედულებები და სიმპათია-
ანტიპათიები. მაგ., ”ისტრორიანი და აზმანი შარავანდედთანის” ავტორი, ცენტრალიზ
მის დაუფარავი მეხოტბე, ყველაფერში დემნა უფლისწულსა და მის მომხრე ორბელებს
ადანაშაულებს. უარღესად უარყოფითად არის განწყობილი აჯანყებულთა მიმართ მოვ
ლენათა თანამედროვე დავით ქობაირელი, ვარდან აღმოსავლელი ივანე ორბელს ბო -
როტს უწოდებს, საერთოდ ორბელთა ამბოხებას - ბოროტებას. სტეფანოს ორბელიანი კი,
შთამომავალი საქართველოდან დევნილი ორბელებისა, ამბოხებულთა მხარეზეა და
გაუგონარ სისასტიკეში ადანაშაულებს გიორგი მეფეს.
დემნა უფლისწულისა და ორბელთა ამბოხება, როგორც ირკვევა, დიდი ხნის განმავ
ლობაში მზადდებოდა. დემეტრე I-ის მეფობის პერიოდშივე მომხდარა განხეთქილება სა
მეფო ოჯახში დემეტრესა და მის უფროს ძეს, დავითს შორის.როგორც ჩანს, მიზეზი ამი
სა იყო ის, რომ დემეტრე აშკარად თავის უმცროს ვაჟს გიორგის სწყალობდა. კონფლიქტ
ში ჩარეულან დიდებულებიც, მათი ნაწილი დავით უფლისწულს ამოუგა მხარში და
1150 წელს მამის წინააღმდეგ აამხედრეს. დემეტრემ სძლია მეამბოხეებს, დასაჯა ისინი,
მაგრამ ამით ბრძოლა არ შეწყვეტილა. 1155 წელს მეამბოხეები კვლავ აჯანყდნენ და დავი
თი გაამეფეს. დემეტრე იძულებული გახდა ბერად აღკვეცილიყო.
დავით VI-ის მეფობა უდღეური გამოდგა. იგი ექვსი თვის სემდეგ გარდაიცვალა.
არსებობს ვარაუდიც, რომ იგი მოკლეს.
დავით V-ის შემდეგ სამეფო ტახტს ისევ დემეტრე დაუბრუნდა. მან მეფედ აკურთხა
თავისი უმცროსი ვაჟი გიორგი (გიორგი III 1156-1184 წწ.). მისი გამეფება სახელმწიფო სა
მართლის უხეშ დარღვევად იქნა აღქმული, ვინაიდან დავითს, ტახტის კანონიერ მემკვი
დრეს, დარჩა ვაჟი დემეტრე (დემნა). სტეფანოს ორბელიანის თანახმად, ”აღსრულების
ჟამს დავითმა მოიხმო კათალიკოსი და დიდ-დიდნი დიდებულნი, თავისი ძმა გიორგი
და თავისი მცირეწლოვანი ყრმა დემნა. მან წინ დაიდო მაცხოვრის ხატი, ცხოველმყოფე
ლი ჯვარი, წმინდა სახარება და თქვა:
” ჰოი, დიდებულნო ქართველნო, თქვენ თავად მხნედ იცით, თუ როგორ იღვაწა მამაჩემ
მა თქვენთვის, და კვლავ განაახლა ეს სამეფო; და სიკვდილის ჟამს დიდი აღთქმითა და
წიგნით მე მიბოძა ეს სამეფო. ხოლო ამჟამად მე მიახლოვებული ვარ აღსასრულს და შენ,
ძმაო ჩემო, გიორგი,არც წილი და არც სიტყვა არ გეკუთვნის ამ ტახტისათვის.აწ, როგორც
მამაჩემმა მე მიბოძა საკუთრად სამეფო ტახტი, მსგავსადვე მე ჩემ პირმშოს დემნას ვუწყა
ლობებ მას ყველა თქვენთაგანის მოწმეობით, ხოლო შენ, გიორგი, ძმაო ჩემო, დადექ ჩემს
ადგილზე და დაეუფლე ქვეყნის ძალთმთავრობას. და იყოს შენი ნაწილი მემკვიდრეობი
სა, რომელიც მამაჩემმა მოგცა, ვიდრე აღიზრდება ჩემი ყრმა”. შემდეგ მან მოიხმო, ივანე,
სმბატ ორბელიანის ვაჟი, დააფიცა ყრმისათვის ანდერძის აღთქმის დაცვა, ყრმას ხელი შე
ახო, ივანეს ხელში მისცა, შეევედრა მას და დააფიცა დიდებულნი, რომ არ ემზაკვრათ
ყრმისათვის. და როცა ასაკს მიაღწევდა, მეფედ ეკურთხათ. ყოველივე ეს რა აღასრულა,
თვით აღესრულა და დაეფლა მამათა თვისთა თანა გელათს”.
ამ ცნობის ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარებოდა ივანე ჯავახიშვილს, რადგან მას შეუძლებ
ლად მიაჩნდა ძმებს შორის დაძაბული ურთიერთობის დროს დავითს თავისი შვილის
დემნას მზრუნველობა გიორგისათვის მიენდო. სავარაუდებელია, რომ თავდაპირველად
ორბელებსა და გიორგის შორის კეთილგანწყობა არსებობდა, ორბელები გიორგის მხარე
ზე იყვნენ, მისგან ივანე ორბელმა ამირსპასალარობაც მიიღო. დემნა უფლისწული ივანე
ორბელთან იზრდებოდა, არსებობს მოსაზრება, რომ კონფლიქტი გიორგისა და ივანე ორ
ბელს შორის წარმოიშვა ანისის გამო. რადგან ანისი ივანე ორბელის საგამგებლოს _ ლო
რე-ტაშირს – ესაზღვრებოდა, ივანე ორბელმა მოინდომა მის მმართველობა. ანისის აღე
ბის შემდეგ გიორგი მეფემ მართლაც დანიშნა ქალაქის გამგებლად ივანე ორბელი, მაგრამ
ივანე მაჰმადიან მფლობელებს დაუკავშირდა და ქალაქის მათთვის გადაცემას აპირებდა.
გიორგიმ დაამარცხა სულთანი, ანისის მოქალაქეებმა ივანე ორბელს ხელი შეუშალეს მაჰ
მადიანებისათვის ქალაქის გადაცემაში. ამიერიდან მას ჩამოერთვა ანისის გამგებლობა.
ივანე ორბელსა და გიორგი მეფეს შორის კიდევ უფრო გამწვავდა ურთიერთობა ივანე
ორბელის ოჯახში სიძედ დემნა უფლისწულის შესვლის შემდეგ. ივანეს გარდა გიორგი
III-ს ფეოდალთა დიდი ნაწილი დაუპირისპირდა იმის გამოც, რომ იგი შემოერთებულ
და დაპყრობილ ქვეყნებში ქართველ დიდებულებს ხელისუფლებას არ აძლევდა. მეფის
წინააღმდეგ უკმაყოფილება გროვდებოდა. ამიტომაც 1177-1178 წლის აჯანყება, მართა
ლია, ორბელთა ამბოხით დაიწყო,მაგრამ მას ბევრი დიდებული ემხრობოდა. მათ შორის
იყვნენ ”შინათგამცემელნი” და ”განზრახ-გამგებელნი”: ივანე ვარდანის ძე,შოთა ართავა
ჩოს ძე,მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე,ანანია დვინელი, მხარგრძელები,თორელი,
გამრეკელი, მემნა ჯაყელი, კაენის პატრონი ჰასანი, ქართლის ერისთავი სუმბატის ძე ლი
პარიტი, ჯავახნი, კახნი და სხვა. აჯანყებულებმა 30 000-ზე მეტ მებრძოლს მოუყარეს თა
ვი. ეს ამბოხება, რომელიც მიზნად ისახავდა ივანე ორბელის სიძის, დემნა უფლისწუ
ლის გამეფებას, იმავდროულად გიორგი III-ის მკაცრი ცენტრალისტური პოლიტიკის წი
ნააღმდეგ იყო მიმართული. რითი ამართლებდნენ ამბოხებულები თავიანთ მოქმედებას?
სტეფანოს ორბელიანის მიხედვით, დემნა უფლისწულის ყრმობის დროს გიორგი მეფეს
უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მისთვის ტახტის წართმევა. ამ პერიოდში მან მოახერხა დი
დებული მთავრებისა და კათალიკოსის მიმხრობა, მაგრამ ვერ გაბედა თავისი განზრახ
ვის გამხელა დიდი სუმბატ ორბელიანისა და მისი ვაჟების - ივანესა და ლიპარიტისათ
ვის. როცა “გიორგისთან შეიკრიბნენ დიდებულები, მასთან მივიდა ივანეც. მაშინ განუც
ხადა გიორგიმ მათ თავისი განზრახვა და დააჯერა ისინი, რომ როგორც კი ასაკს მიაღ
წევს ჩემი ძმისწული,არ გავანაწყენებ მას, არამედ, ჩემი ძმის ანდერძის თანახმად, სამეფო
ტახტზე დავსვამო. ასე ყველანი შეთანხმდნენ და დასვეს იგი მეფედ... ჭაბუკობისას დემ
ნა დიდებულებთან ერთად ეახლა ივანეს და შეახსენა მის მიერ დადებული აღთქმა და
ფიცი, რომელიც მან მეფე დავითს შეჰფიცა დემნას გამეფებასთან დაკავშირებით. მოლაპა
რაკების შედეგად გადაწყდა გიორგის განდევნა.აჯანყების მიმდინარეობა. დავით ქობაი
რელის გადმოცემით, აჯანყებულებმა თავდაპირველად კაენისა და კაეწონის მხარეთა
მმართველები და მეციხოვნეები დაითანხმეს მონაწილეობა მიეღოთ მეფის წინააღმდეგ
ბრძოლაში. როცა პირობისამებრ შაქის, ჰერეთისა და კახეთის მხარეების მთავრები აჯანყ
დნენ, კაენისა და კაეწონის მმართველები თავიანთ ადგილებში გამაგრდნენ და მეფის
(გიორგის) მოსაზღვრე მხარეები აიკლეს....” როცა გიორგიმ შეიტყო ამბოხებულთა განზ
რახვა, შეთქმულები უკვე კოჯორში იმყოფებოდნენ და მეფის შეპყრობას აპირებდნენ, მა
გრამ გიორგის მოუსწრია თბილისში ჩასვლა და თავისი ერთგული ქვეშევრდომების შემ
ოკრება. გიორგის მტკიცედ ედგა გვერდში ყივჩაღთა ლაშქრის მეთაური ყუბასარი. მეფემ
უსწრაფესად იმოქმედა – პირველმა შეუტია კოჯორში გამაგრებულებს, დაფანტა მოწინაა
ღმდეგენი, შემდგომ დაიკავა სამშვილდე. პირველმავე წარმატებამ აჯანყებულთა რიგებ
ში მერყეობა გამოიწვია. ივანე ორბელმა შაჰ არმენს და ელდიგუზ ათაბაგს სთხოვა დახმა
რება, მაგრამ მათ საქართველოს მეფის გადამტერება არ ისურვეს. როგორც დავით ქობაი
რელი იუწყება, ივანე ორბელი სამეფოს გაყოფასაც კი მოითხოვდა დემნასა და გიორგის
შორის. მეფის ჯარმა თანდათან შეავიწროვა მეამბოხეები.ივანემ მთელი სახლეულით თა
ვი შეაფარა მიუდგომელ ლორეს ციხეს. მისმა ძმამ ლიპარიტმა დემნა უფლისწული მისი
ხალხითურთ კაენის ციხეში გაამაგრა. მეამბოხეების რიგებში მერყეობა დაიწყო. ნაწი
ლი დიდებულებისა _ გამრეკელი, გრიგოლ ანელი და მხარგრძელები გიორგის მხარეზე
გადავიდნენ. სხვებმა ურჩიეს ივანეს,ივანეს მხარდამჭერმა დიდებულებმა ფარულად წე
რილი მისწერეს მას, ირჩევდნენ დამორჩილებოდა გიორგის და გადაეცა მისთვის დემნა.
ივანე ორბელმა უარყო მათი მოთხოვნა.
საბოლოოდ დემნა უფლისწული საბლით ჩამოეშვა ციხიდან და თავისი ფეხით გა
მოცხადდა ბიძასთან. შეწყალების თხოვნით ეახლა მას ივანე ორბელიც. მეფემ თავდაპირ
ველად შეიწყალა ისინი, მაგრამ როცა ყველა ხელთ იგდო, დაარღვია ფიცი და სატიკად
დასაჯა დამნაშავენი. დემნა უფლისწულს თვალები დათხარეს და დაასაჭურისეს, რის შე
დეგაც იგი მალე გარდაიცვალა. ასევე თვალები დასთხარა მეფემ ივანე ორბელს, მისი ძმა
და შვილი კი სიკვდილით დასაჯეს. დამნაშავეთა დიდი ნაწილი შეაჩვენეს, მათ მამულე
ბი და თანამდებობანი ჩამოართცეს. მათი მამულები და თანამდებობები მეფემ თავის ერ
თგულ თნამებრძოლებს გადასცა. ამ დროს მიიღო ყუბასარმა ამირსპასალარობა, აზნაუ
რის ნაყმევმა აფრიდონმა - ერისთავთ-ერისთავობა და მსახურთუხუცესობა.
დემნა უფლისწულის ამბოხების დამარცხების ძირითადი შედეგი სწორედ მეფის
”უგვარო” მსახურთა დაწინაურება იყო.

როგორ გამოთვალა იოსებ გოგატიშვილმა შოთა რუსთაველის დაბადების


თარიღი და ვინ არის „ჭიაბერი“
განსხვავებული აზრი

ამონარიდი იოსებ (სოსო) გოგატიშვილის ნაშრომიდან

„შოთა რუსთველი დაიბადა 1160 წლის 14 აგვისტოს. რატომ? იმიტომ, რომ შოთა თამარ
ზე იყო 5-6 წლით უფროსი, შოთა და თამარი იზრდებოდნენ ერთად. ვინ იყო ამ დროს
შოთა? “ჭიაბერი” გაზრდილი გიორგი III-სა. ახლა შევქმნათ გიორგი III-ის ფსიქოლოგიუ
რი პორტრეტი და დავწმუნდებით, რომ “ჭიაბერი” იზრდებოდა მეფის კარზე 1162 წლიდ
ან (მეფემ ბრძანა შვილად გავზრდი), როდესაც ის იყო 2-3 წლის“
არც ფილოლოგია, არც ისტორიკოსი, არც ფსიქოლოგი, არც ასტროლოგი, არც ეზოთერი
კოსი და არც ჟურნალისტი. უბრალოდ, ჰობი აქვს - 30 წელია „ვეფხისტყაოსანსა“ და
შო თა რუსთაველის ბიოგრაფიულ დეტალებს სწავლობს. პროფესიით მშენებელ-
ინჟინერს დიდი მეცნიერების მოსაზრებებისგან განსხვავებული, საკუთარი გათვლები
და მიგნებე ბიც აქვს - ამბობს, რომ რუსთაველის დაბადება-გარდაცვალების თარიღი
გამოთვალა ... ახლა ცდილობს, ეს მოსაზრებები საზოგადოებასაც გაუზიაროს.

იოსებ გოგატიშვილი: დაახლოებით, 3 ათეული წელია ამ თემით ვარ დაკავებული საკ


მაოდ ინტენსიურად. ვიცნობ ჩვენი დიდი მეცნიერების შეხედულებებს და მოსაზრებებს.
რუსთაველის ბიოგრაფია კი სულ თვალწინ მიდევს და ნებისმიერი მოსაზრების გაცნობ
ის დროს გლობალურად ვხედავ შოთა რუსთაველს დაბადებიდან (14.08.1160 წ.) გარდაც
ვალებამდე (1249 წ.) ამ თემაზე შეხვედრებიც მქონდა ელგუჯა ხინთიბიძესთან, როინ მე
ტრეველთან, მარიკა ლორთქიფანიძესთან, ივანე ამირხანაშვილთან, მეცნიერებათა აკადე
მიაში–პარმენ მარგველაშვილთან და სხვა. შეხვედრების დროს საუბრების აზრი, ზოგად
ად, ის არის, რომ ნაშრომი უნდა გამოქვეყნდეს და ფართო საზოგადოებაში განხილვის
საგანი გახდეს. მეც ეს მსურს. მინდა, სხვადასხა მოსაზრებისა და განათლების მქონე ადა
მიანების აზრი გავიგო. მსჯელობისას ბევრი რამ გაირკვევა და ჩემი მოსაზრებებიც, ანუ
განსხვავებული აზრი დაზუსტდება.

რუსთველის ნაკვალევზე

( ბიოგრაფიული მონაცემები, განსხვავებული აზრი)

შოთა რუსთველი 1160 წლის 14 აგვისტოს დაიბადა, ბავშვობა სამეფო სასახლეში გაატა
რა. ის იყო მეფე გიორგი III-ს გაზრდილი, მოყმე და ალამდარი ჭაბუკობისას, როგორც მე
ფის მემკვიდრე-უფლისწული ე.ი. მომაველი მეფე. შოთა რუსთველი მეფის სასახლეში
იზრდებოდა, როგორც ისტორიულად ცნობილია, “ჭიაბერის” სახელით. სწავლა-განათ
ლება კი, როგორც უფლისწულმა, გელათისა და იყალთოს აკადემიებში მიიღო. შოთა
რუსთველი, როგორც თანამედროვე თამარ მეფისა, ბავშვობაში მასთან ახლოს იზრდე
ბოდა. ამას იმიტომ ვწერ, რომ შოთას ასაკის დადგენის მიზნით, აუცილებელია, ვიცო
დეთ შემდეგი: თამარ მეფე 5-6 წლით უმცროსი იყო შოთა რუსთაველზე (ამის მტკიცება
შეიძლება). შოთა რუსთველი არის ბაგრატიონთა შთამომავალი, მისი მამა იყო გიორგი
III-ის დროს ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი - ივანე სუმბატის ძე ორბელი.

ბაგრატიონთა დინასტია შორეული წარსულიდან მოდის, რომელიც ცნობილია და ამჟა


მად ამაზე საუბარი მიზანშეუწონილად მიმაჩნია, მაგრამ აუცილებელია და საჭიროც
არის მოკლედ მოგითხროთ შოთა რუსთველის გენეალოგიაზე. ამისათვის მოგვიწევს ის
ტორიული წარსულის გადახედვა და “ვეფხისტყაოსანთან” გარკვეული ფაქტებისა და
მოვლენების შედარება და ანალიზი.
საქართველოს გაერთიანება დაიწყო და დიდი ბრძოლები ჩაატარა აშოტ I დიდმა კურა
პალატმა. გაერთიანების იდეა კი, ისტორიულად, ეკუთვნის უდიდეს პატრიოტსა და პო
ლიტიკოსს იოანე მარუშის-ძეს, რა თქმა უნდა, დავით III კურაპალატთან ერთად. საისტო
რიო წყაროებიდან, რომელსაც შეიცავს გიორგი მერჩულეს ძეგლი საქართველოს ფეოდა
ლურ სახელმწიფოთა შესახებ, აქ შევჩერდები იმ ცნობებზე, რომლებიც ქართლ-მესხეთის
სახელმწიფოს _ “ქართველთა სამეფოს შეეხება”. (მომყავს ამონარიდი ამ ისტორიული
ნაშრომიდან უცვლელად): “საისტორიო წყაროების განხილვიდან (აქ მომყავს მხოლოდ
დასკვნა) გამოირკვა, რომ იბერიის დამოუკიდებლობის _ “ქართველთა სამეფო”-ს აღდგე
ნის პირველ ცდას ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ VIII ს-ში, როდესაც არჩილ II დროს, ხან
მოკლე დროის მანძილზე, აღდგენილ იქნა “მეფობა ქართლისა”. ხოლო მკვიდრად და სა
ბოლოოდ “ქართველთა სამეფო”-ს აღდგენა მომხდარა მე-9 საუკუნის დასაწყისში აშოტ I
დიდის დროს, 809/813_826 წლებში. ამას ადასტურებს, როგორც ვნახეთ, გიორგი მერჩუ
ლის თხზულება, უძველესი ქართულ საისტორიო ძეგლთა შორის, რომლებიც ასახავენ
ამ ეპოქას; ამასვე ეთანხმება, აგრეთვე, როგორც გაირკვა, ამავე ეპოქის სხვა საისტორიო
წყაროებიც. ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ სახელმწიფოს, რომელიც ჩამოყალიბდა
აშოტ I დიდის დროს IX ს-ის დასაწყისში, უწოდებენ “ტაო-კლარჯეთს”, “ტაო-კლარჯე
თის სამთავროს”. ამ სახელწოდებაში “ტაო-კლარჯეთის სამთავრო” ორნაირი შეცდომაა.
ჯერ ერთი, აშოტ I დიდის დროს შექმნილი სახელმწიფო, როგორც გამოირკვა, ეს იყო არა
სამთავრო, არამედ “სამეფო”, ე.ი. დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. ხოლო მე
ორე არანაკლები მძიმე შეცდომა - ეს არის თვით სახელწოდება “ტაო-კლარჯეთი”. აშოტ
I-ის დროს მოხდა აღდგენა იბერიის დამოუკიდებლობისა. ამ დროს დაარსებულ იქნა არა
რომელიმე პროვინციული სამფლობელო, ტაო-კლარჯეთის სამთავრო, არამედ აღდგენი
ლი იქმნა, _ ძველი მემატიანის გამოთქმა რომ გავიმეოროთ, _ “მეფობა ქართლისა”, აღდ
გენილ იქნა სახელმწიფო იბერია (“ქართლი” ძველი გაგებით), ანუ “ქართველთა სამე -
ფო”. ამიტომ არის, რომ ამ სახელმწიფოს მეთაურნი ოფიციალურად ატარებენ ტიტულს:
“ქართველთა მეფე”, ქართველთა კურაპალატი” (და არა “ტაო-კლარჯეთი”-ს მეფე ან კუ
რაპალატი). ამრიგად, ამ სახელწოდებაში “ქართველთა სამეფო” ღრმა პოლიტიკური შინა
არსია ჩადებული და შენაცვლება ამ ზოგადი სახელწოდებისა “ქართველთა სამეფო” ვიწ
რო პროვინციული ტერმინით _ “ტაო-კლარჯეთი”_საქმის ვითარებას არასწორად წარმო
გვიდგენს. სახელწოდება “ტაო-კლარჯეთი” არაა ამ შემთხვევაში გამართლებული არა მა
რტო პოლიტიკურად; იგი არაა აგრეთვე გამართლებული ამ ფეოდალური სახელმწიფო
ერთეულის ტერიტორიული მოცულობის მიხედვითაც. “ქართველთა სამეფო”-ს ფარგლე
ბში მისი აღდგენის პირველ პერიოდში, აშოტ I დიდის დროს, როგორც გამოირკვა, გაერ
თიანებული იყო ძველი იბერიის მთავარი ნაწილები: მესხეთის ანუ ზემო ქართლის მხა
რეები (სახელდობრ, პროვინციები: სამცხე, ჯავახეთი, არტაან-კოლა, შავშეთი, აჭარა, ნი
გალი, კლარჯეთი, ტაონი, სპერი) და საკუთრივ ქართლის მხარეები (შიდა ქართლი, ქვე
მო ქართლი, ლიხის-იმერი ქართლი). ამიტომაც, თუ ჩვენ გამოვალთ ამ სახელმწიფოებრი
ვი ერთეულის ტერიტორიული მოცულობიდან, მას უნდა ვუწოდოთ ქართლ-მესხეთის
(ან მესხეთ-ქართლის) ფეოდალური სახელმწიფო; ხოლო თუ ჩვენ ისტორიული ტერმი
ნოლოგიის ფარგლებში დავრჩებით, მას უნდა ვუწოდოთ იბერიის ანუ “ქართლის” სამე
ფო ანუ “ქართველთა სამეფო”. ის გარემოება, რომ ცენტრი სამეფოსი, პოლიტიკური ვი
თარების გამო, გადატანილი იყო შიდა ქართლიდან ზემო ქართლში, საქმის ვითარებას,
რასაკვირველია არა ცვლის. ტერიტორიული მოცულობა ქართველთა სამეფოსი (ქართლ-
მესხეთის ფეოდალური სახელმწიფოსი) მე-9-10 საუკუნეთა განმავლობაში, როგორც ცნო
ბილია, არ იყო ერთნაირი; მისი საზღვრები ხან შემოიფარგლებოდა მარტო მესხეთის (ზე
მო ქართლის) მხარეებით; ხან კი მოიცავდა არა მარტო მესხეთის (ზემო ქართლის) და სა
კუთრივ ქართლის ტერიტორიებს, არამედ სანაპირო ქვეყნებსაც. (ასე, გარკვეულ პერიოდ
ებში ქართლის სამეფოს ფარგლებში შედიოდა ნაწილი ალბანეთისა _ განჯა-ყარაბაღის
მხარეები, და ე.წ. “აღმოსავლეთის ქვეყნები”, ვიდრე ვანის ტბამდე სამხრეთით და ხალ
ტოიარიჭის თემამდე არზოუმის დასავლეთით). იმ პერიოდებში, როდესაც ქართველთა
სამეფოში ქართლ-მესხეთის ქვეყნებიდან შედიოდა მარტო მესხეთის (ზემო ქართლის)
ქვეყნები, მას ზოგჯერ მიემართებოდა სახელწოდება “ტაო”, აქ საჭიროა აღვნიშნოთ, რომ
“ტაო” ეწოდებოდა მას არა იმის გამო, რომ ამ მხარეთა ადმინისტრაციული ცენტრი იყო
ტაოში. წყაროების ჩვენებათა მიხედვით სრულიად ზუსტად ირკვევა, რომ “ტაო” ამ გაგე
ბით, ე.ი. როგორც ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული, შეიცავდა არა მარტო
ტაოს, და არა მარტო ტაო-კლარჯეთს, არამედ მესხეთის (ზემო ქართლის) ყველა მხარეს
(ე.ი. ზემოთ ჩამოთვლილს შემდეგს 9 პროვინციას: სამცხე, ჯავახეთი, არტაან-კოლა, შავ
შეთი, აჭარა, ნიგალი, კლარჯეთი, ტაონი და სპერი. (იხ. მატიანე ქართლისა გვ. 468/242,
461/237). ხოლო აქ საჭიროა ხაზი გავუსვათ შემდეგს უაღრესად მნიშვნელოვანს პოლიტი
კურ ფაქტს. როგორც აღვნიშნეთ, ქართველთა სამეფოს საზღვრები დროთა მანძილზე იც
ვლებოდა, იგი ზოგჯერ განიცდიდა პოლიტიკურ კრიზისებს და ტერიტორიის შემცირე
ბას, ასევე იგი განიცდიდა პოლიტიკურ წარმატებებსა და ტერიტორიის გაფართოებას, მა
გრამ ძირითადი პოლიტიკურ-იდეოლოგიური სახელმწიფო კონცეფცია უცვლელი რჩე
ბა. სახელდობრ, ყველა ამ პერიოდში, მაგისტრალური ხაზი ქართველთა სამეფოს პოლი
ტიკური იდეოლოგიისა ის იყო, რომ ეს სახელმწიფო კი არ არის რომელიმე ცალკე კუთ
ხური ერთეული, არამედ იგი არის პოლიტიკური მემკვიდრე ძველი იბერიის ერთი
მთლიანი სახელმწიფოსი. ამის გამო ყველა პერიოდში, IX-X ს-თა მანძილზე, ამ
სახელმწი ფოს ოფიციალური სახელწოდება ყოველთვის იყო: “ქართველთა სამეფო”,
ხოლო მისი მეთაურნი ატარებდნენ ტიტულს: “ქართველთა მეფე”, “ქართველთა
კურაპალატი”. ეს იდეოლოგია, რომ ქართველთა სამეფო არ არის პროვინციული
კუთხური სამფლობელო, არამედ არის პოლიტიკური მემკვიდრე ერთი მთლიანი ძველი
იბერიის სახელმწიფოსი, მკაცრად არის გამოვლენილი, კერძოდ, გიორგი მერჩულის
ძეგლში. (აღსანიშნავია, რომ თვით კახეთისა და ჰერეთის სამთავროებს, რომლებიც
დამოუკიდებელი სამფლობელოე ბის სახით არსებობდნენ IX-X სს-ში, გიორგი მერჩულე
არ სცნობს ცალკე პოლიტიკურ ერ თეულებად და მიაჩნია ისინი ქართველთა
სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად. ეს მკაფი ოდ ჩანს მისი თხზულების უკანასკნელი,
დამაბოლოებელი თავიდან, არ უთმობს მათ შო რის ადგილს კახეთისა და ჰერეთის
მთავრებს). უნდა აღინიშნოს ამასთანავე ისიც, რომ ამ იდეოლოგიამ IX-X სს-ში გზა
გაიკაფა საქართველოს გარეთაც და საერთაშორისო ცნო ბა მიიღო. ყველა თანამედროვე
უცხოელი ავტორი IX-X ს-თა (როგორც, მაგალითად, ბიზ ანტიელი ავტორი
კონსტანტინე პორფიროგენტი, ასევე სომეხთა ისტორიკოსები), რომლ ებიც ეხებიან ამ
სახელმწიფოს, მოიხსენებენ მას არა მარტო ტაო-კლარჯეთის სახელით, არა რომელიმე
სხვა პროვინციული სამფლობელოს სახელით, არამედ უწოდებენ მას იბე რიის
სახელმწიფოს, ქართველთა სახელმწიფოს.
ერთიანი ქართული მონარქიის შექმნა

X ს-ში საქართველო დაყოფილი იყო აფხაზთა, ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა, ჰერე


თის სამეფოებად, კახეთის სამთავროდ (საქორეპისკოპოსოდ), თბილისის საამიროდ და
ქართლის საერისთავოდ. ტაო-კლარჯეთის კიდევ დაყოფილი იყო ტაოდ და კლარჯეთ
ად ცენტით არტანუჯი (ე.ი. “შვიდი სამეფო”). X ს-ში მოღვაწე ქართველ მეფე-მთავრებს
შორის ყველაზე ძლიერი, ენერგიული და ჭკვიანი ტაოელ ბაგრატიონთა შტოს შთამომა
ვალი დავით III კურაპალატი იყო. ბაგრატი, დავით III-ს შვილობილი, ქართველთა მე
ფის ბაგრატ II-ის შვილიშვილი და აფხაზთა მეფის (უსინათლო და უშვილო თეოდოსი)
დისშვილი იყო. შესაბამისად ბაგრატი სამი ტახტის მემკვიდრე იყო, და ამას რა თქმა უნ
და, დიდი მნიშვნელობა ქონდა.

ივანე (იოანე) მარუშისძე_დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი X ს-ში, აფხაზთა


მეფის-ქართლის ერისთავი იყო, მან 976 წელს დავით III კურაპალატს შესთავაზა ან თვი
თონ შემოერთებინა ქართლი, ან თავისი შვილობილი ბაგრატ გურგენის ძე დაესვა მის
გამგებლად. დავითმა, მართლაც, ქართლის გამგებლად დასვა ბაგრატი. 978 წელს აფხაზე
თის მეფის ერისთავის ივანე მარუშის ძის ინიციატივით ბაგრატი დავით III კურაპალატ
მა, როგორც აფხაზთა მეფის შვილიშვილი დედის მხრიდან, (დასავლეთ საქართველოს)
მეფედ დასვა. ამით მან პროგრესული როლი ითამაშა საქართველოს გაერთიანებისათვის
ბრძოლის პროცესში. არანაკლები მნიშვნელობისა უნდა ყოფილიყო ბაგრატის პიროვნუ
ლი თვისებები. ბაგრატმა 980 წელს საბოლოოდ დაამარცხა ქართლის აზნაურები ქავთარ
ტბელის მეთაურობით და კლდეკარის ერისთავობა ჩამოართვა რატი ბაღვაშს. 1001 წელს
გარდაიცვალა დავით III კურაპალატი . . . 1008 წელს გარდაიცვალა გურგენი. ბაგრატმა
მამისგან მემკვიდრეობით მიიღო: შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი, ამიერ ტაო.
ბაგრატ III-ემ ორწლიანი ბრძოლის შემდეგ, 1008-1010 წლებში, შემოიერთა კახეთი და ჰე
რეთი. ამის შემდეგ ბაგრატ III იწოდებოდა – მეფე აფხაზთა, ქართველთა (ტაო-კლარჯე
თი), რანთა (ჰერეთი) და კახთა.

როდის დაიბადა შოთა რუსთაველი და ვინ იყო „ჭიაბერი“

ზემოთ აღნიშნული მცირე ისტორიული ექსკურსი ადეკვატურადაა ასახული პოემა “ვეფ


ხისტყაოსან”-ში. ამ და სხვა ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია გამოვიტა
ნოთ შემდეგი დასკვნები:

წმ. თამარ მეფე დაიბადა 1166 წლის 14 მაისს. “დაჯდა მეფედ ნებისაითა ღმრთისაითა და
საბამითგან 6686 წელსა, ქორონიკონსა 403-სა”, ანუ 1178 წელს. ამ წელს გიორგი III-ემ თან
ამოსაყდრედ დაისვა თამარი, რომელიც 12 წლისა იყო ე.ი. 1178-12=1166 წელს. 403 ქორო
ნიკონი კი 1183 წ. თუმცა 1184 წელია. ეს თარიღი ზუსტადაა დადგენილი, როგორც გიორ
გი III-ის გარდაცვალების წელი, რის შემდეგაც მეორედ მოხდა თამარის მეფედ კურთხე
ვა. ამ დროს კი თამარი იყო სრულწლოვანი 18 წლის, რაც იმას ნიშნავს, რომ 1184 –18 =
1166 წელია, როდესაც დაიბადა თამარ მეფე, 14 მაისი კი მისი დაბადების დღეა. ე. ი. უტ
ყუარი თარიღია წმ. თამარ მეფის დაბადება _ 14 მაისი 1166 წელი.

შოთა რუსთველი დაიბადა 1160 წლის 14 აგვისტოს. “მე ხუთისა წლისა ვიყავ დაორსულ
და დედოფალი”, უყვება ტარიელი ავთანდილს (დედოფალი ბურდუხანი მეფე გიორგი
III-ის მეუღლე) ე.ი. 1166 წლის 14 მაისს გამოვაკლოთ 5 წელი და 9 თვე ზუსტად უდრის
1160 წლის 14 აგვისტოს. (ერთ-ერთი არგუმენტი). შოთა რუსთველის “ვეფხისტყაოსანი”,
როგორც ავღნიშნეთ, ისტორიულ ფაქტებზე და მოვლენებზე შექმნილი ნაწარმოები _ პო
ემაა: როსტევანი და ავთანდილი შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც დავით კურაპალატი
და ბაგრატ III. საქართველოს გაერთიანების სწორედ ეს პერიოდია აღებული ნაწარმოებ
ში (ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამირსპასალარისა). “სპასპეტი“, როგორც დიდი სახელმ
წიფო სამხედრო I პირი ამ პერიოდშია, როგორც უმაღლესი სამხედრო თანამდებობა). ფა
რსადანი, ტარიელი და ნესტან-დარეჯანი კი გიორგი III, შოთა რუსთველი და თამარ მე
ფეა. დავარი კი გიორგი III-ის და - დედოფალი რუსუდანი
“დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,
მას სიბრძნისა სასწავლებლად თვით მფემან მისცა შვილი”.
და სხვა მრავალი, მოვლენა, ფაქტი და პიროვნება.
შოთა რუსთველი კი ისტორიულ სინამდვილეზე დაყრდნობით, თავისი შემომქმედები
თი ნიჭითა და უნარით ამდიდრებს და ხელოვნების უმაღლეს დონეზე აჰყავს ყველა მოვ
ლენა. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მე შევეცადე დამედგინა შოთა რუსთველ
ის ბიოგრაფია. აქვე მინდა შევნიშნო, რომ მე ვიყენებ დღემდე ჩემთვის ცნობილი ყველა
მკვლევარის აზრებს და ამას არანაირად ჩემს შემოქმედებად (მოსაზრებად) არ ვთვლი. ამ
ეტაპზე მე ვაცხადებ, რომ “ჭიაბერი” არის_შოთა რუსთველი, იგივე შოთა ივანეს-ძე ორბე
ლი – ბაგრატიონი, წარმოშობით არის მესხეთიდან, დიდი აშოტ I კურაპალატის (კლარჯ
ხელმწიფეთა) შთამომავალი. გენეალოგია შეძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: დავიწყოთ ისტ
ორიაში ცნობილი მყარი ცნობებიდან:
აშოტ I დიდი კურაპალატი (-29.01.826), ქართლის ერისმთავარი, ტაო-კლარჯეთის მეფე;
ჰყავდა 3 შვილი.
_ უმცროსი: - გუარამ მამფალი (-882) (ე.ი. ამ დინასტიის სამეფო შტოს დასარული).
_ საშუალი _ ბაგრატი I კურაპალატი (-876), ტაო-კლარჯეთის მეფე (826-876);
დავით I კურაპალატი ტაო-კლარჯეთის მეფე (876-881),
ადარნესე II კურაპალატი “ქართუელთა მეფე” (-923), ტაო-კლარჯეთის მეფე (888-923);
სუმბატი ერისთავთ-ერისთავი, კურაპალატი (-958), ტაოს მეფე (954-958);
ბაგრატ II რეგვენი “ქართუელთა მეფე” (994), ტაოს მეფე 958-994);
გურგენ II მაგისტროსი “ქართუელთა მეფე” (-1008), ტაოს მეფე (994-1008);
ბაგრატ III _ ერთიანი საქართველოს მეფე.
მისი უკანასკნელი შტოს წარმომადგენელი, დემნა უფლისწულის “გარდაცვლების”
შემდეგ დარჩა თამარ მეფე.
აშოტ I დიდი კურაპალატის უფროსი შვილი _
ადარნესე ბევრელი (-869);
სუმბატი ანტიპატრიკოსი – პატრკოსი (-889);
დავით მამფალი (-943);
სუმბატი ერისთავთ-ერისთავი (-988);
ბაგრატი (-988);
ბაგრატის შვილები სუმბატი და გურგენი ბაგრატ III-ემ დააპატიმრა და გარდაიცვალნენ
ციხეში. სუმბატი 1011, ხოლო გურგენი 1012 წ; გაქცევა მოასწრეს მათმა შვილებმა კონსტა
ნტინოპოლში სუმბატის შვილმა ბაგრატმა (ბარტა) და გურგენის შვილმა დემეტრემ, ეს
უკანასკნელი გარდაიცვალა 1032-1052 წლებში. შემდეგში არსად ჩანს სუმბატის შვილი
ბაგრატი, არა და ის არის შოთა რუსთველის უშუალო წინაპარი . . . (გამოსაკვლევია 1012
წლიდან 1100 წლამდე პერიოდი . . .
1100 წლის შემდეგ ჩნდება ორბელების გვარით ივანე ლიპარიტის ძე ორბელი _ მანდატ
ურთ-უხუცესი და ამირსპასალარი, შემდეგი _ სუმბატი ივანეს ძე და ივანე სუმბატის ძე
1178 წლამდე.

შოთა რუსთველი დაიბადა 1160 წლის 14 აგვისტოს. რატომ? იმიტომ, რომ შოთა თამარ
ზე იყო 5-6 წლით უფროსი, შოთა და თამარი იზრდებოდნენ ერთად. ვინ იყო ამ დროს
შოთა? “ჭიაბერი” გაზრდილი გიორგი III-სა. ახლა შევქმნათ გიორგი III-ის ფსიქოლო
გიური პორტრეტი და დავწმუნდებით, რომ “ჭიაბერი” იზრდებოდა მეფის კარზე 1162
წლიდან (მეფემ ბრძანა შვილად გავზრდი), როდესაც ის იყო 2-3 წლის.

მაშ ასე ვინაიდან ისტორიულ საბუთებში გიორგი III-ის დაბადების წელი არ მოიპოვება,
ჩვენ ვიცით სხვა ფაქტები, რომლებიც საფუძველს გვაძლევს, რომ გიორგი III დაიბადა
არაუგვიანეს 1127 წლისა. დემეტრე I დაიბადა 1093 წელს, მას ჰყავდა 3 ქალიშვილი, რომ
ლებიც სავარაუდოდ დაიბადებოდნენ 1115 წელს რუსუდანი (გარდაიცვალა 1195 წელს
80 წლის ასაკში) და შემდეგნი 1125 წლამდე, 1125-26 წელს კი დაიბადებოდა დავითი და
1127–1128 წ.წ. დაიბადებოდა გიორგი მესამე. (უფრო ადრე რომ დაბადებულიყვნენ ე. ი.
დავით აღმაშენებლის სიცოცხლეში, მაშინ ანდერძი ე.წ. “ცვატას” და . . . შესახებ არ დაი
წერებოდა). გიორგი III დაქორწინდა 1155 წელს და მეფედ აკურთხეს 1156 წელს. ისტორი
აში ისიც ცნობილია, რომ მას ათეული წლის განმავლობაში შვილი არ ჰყავდა. ბუნებრი
ვია და გასაკვირიც არ არის, რომ მემკვიდრეზე ეფიქრა და შვილის აყვანაზე ეზრუნა სავა
რაუდოდ 7-8 წლის შემდეგ მაინც ე.ი. 1162-63 წლებში, ამ დროს კი “ჭიაბერი” მეფის კარ
ზეა 2-3 წლის ასაკში.
“ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა,
ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა.
ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა!
მეფემან თქვა: “შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა”.
ამის შემდეგ გადის დრო და 1166 წლის 14 მაისს დაიბათა წმ. თამარ მეფე:
“მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”.
ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, ცრემლით ბრძანა: “შობა ქალი”.
სიტუაცია შეიცვალა ... რა მივიღეთ? “ჭიაბერი” მეფის გაზრდილი დაბადებული 1160
წლის 14 აგვისტოს, თამარი მასზე 5-6 წლით უმცროსია. “ჭიაბერი” არის უდაოდ სამეფო
გვარის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა ისე სამეფოდ არავინ გაზრდიდა.
“საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა.
...
ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა”.
უფრო დამაჯერებელი რა უნდა იყოს იმისა, რომ შოთა და თამარი ერთდ იზრდებოდნენ,
უფრო მეტიც:
“იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესვლა ომსა;
მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობასა ქმნისა წთომსა,
მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა;
როგორც ჩანს ისინი ერთმანეთ დააშორეს, თუმცა ტარიელი მაინც მეფის გვერდითაა:
“თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა;
დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა”;

იყო თუ არა “ჭიაბერი”– შოთა რუსთველი და ერთადერთი პიროვნება,რომელსაც უფლე


ბა ჰქონოდა ეთქვა ინდოეთი (საქართველო) ჩემი არისო, რა თქმა უნდა, იყო, რადგან დემ
ნა უფლისწულის დასჯით და გარდაცვალებით დამთავრდა სამეფო დინასტიის ეს შტო.
”ჭიაბერი” კი არის კლარჯ ხელმწიფეთა ერთადერთი შთამომავალი, ვინაიდან მისი ბიძა
შვილი ვახტანგი ჯერ იბრძოდა საქართვლოს წინააღმდეგ ბიზანტიის მხარეს, ხოლო შემ
დეგში “დაიღუპა” 1032–52 წლებში (ამის დასადასტურებელი ინფორმაცია იხ. ზემოთ).
(ინფორმაცია განსჯისათვის: შოთა რუსთველი-“ჭიაბერი” და თამარ მეფე_ნესტან-დარე
ჯანი იზრდებიან მეფის სასახლეში, შოთა 1162-63 წლიდან თამარი კი 1166 წლიდან, აქვთ
უზრუნველი და მხიარული ბავშვობა. შოთა ხდება 13 წლის, ამ დროს თამარი არის 7
წლის. თამარს უგებენ ცალკე კოშკს, ხოლო შოთა ბრუნდება მამასთან, მაგრამ იმყოფება
მეფის ამალაში და ახლო ურთიერთობა აქვს მეფე გიორგი III-სთან 1177 წლამდე. ამის შე
მდეგ ხდება ამბოხი დემნა უფლისწულის სახელით, რომლის ორგანიზატორები არიან
ორბელები, მაგრამ არა შოთა).
“ჭიაბერი” – შოთა. არის ერთი ისტორიული საბუთი “დაწერილი ჭიაბერისა მღვიმისად
მი”, რომელსაც ამტკიცებს თამარ მეფე, თვით “ჭიაბერი” - მანდატურთუხუცესი, ქართ
ლის კათალიკოსი თევდორე, შოთაი და ორბელები. რატომ ორბელები? (ესეც საგულისხ
მო ფაქტია). ეს საბუთი საკმაოდ შესწავლილია და აქ ახალს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმი
სა, რომ “ჭიაბერი” არის ქონების მეპატრონე, როგორც შოთაი და ისინი არიან ერთი და
იმავე ასაკის. ვინაიდან ეს წერილი დაწერილია 1189-91 წელს. მაშინ “ჭიაბერი” 29-31 წლი
საა, როგორც შოთა. ეს კი ჩემი ვარაუდით ერთი და იგივე პიროვნებები არიან (უფრო მე
ტი სიზუსტისათვის საჭირო იქნება ხელნაწერის ექსპერტიზა, თუმცა თუ შევადარებთ ხე
ლრთვებს რამოდენიმე ასო დაწერილი ჭიაბერის ჰგავს შოთაის ხელრთვის ასოებს).
რატომ არის “ჭიაბერი” ორბელი? ისევ პოემის ისტორიულობიდან გამომდინარე ამირბა
რი იყო სარიდანი და ამირბარი იყო ტარიელი, ანალოგიურად ამირბარია ივანე ორბელი
და ამირბარია “ჭიაბერი”, რაც ნიშნავს მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი. სხვა ის
ტორიული პირები მამა შვილი ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი იმ ეპოქაში არ
ყოფილა. ლოგიკური აზროვნების თვალსაზრისით და ზემოთ მოყვანილი ისტორიული
საბუთების მიხედვით “ჭიაბერი”_შოთა რუსთველი_შოთა ივანეს ძე ორბელი არის “კლა
რჯი ხელმწიფეები”-ს შთამომავალი ბაგრატიონი, სამეფო დინასტიის იმ შტოსი, რომელ
საც უფლება ჰქონდა გიორგი III-ისათვის ეთქვა, (როგორც ეს ტარიელმა უთხრა ფარსად
ან მეფეს ინდოეთი ჩემი არისო) საქართველო ჩემი არისო. ე.ი მას ჰქონდა უფლება, ყველ
აფრის გათვალისწინებით, ეთქვა, რომ ის იყო ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე მეფო
ბისა რა თქმა უნდა იმის შემდეგ, როცა დემნა უფლისწული “გარდაცვლილი” იყო.
ახლა მე წარმოგიდგენთ რუსთველოლოგის პავლე ინგოროყვას “რუსთველიანა”-დან რა
მოდენიმე ფაქტის კრიტიკულ ანალიზს, ჩემს მიერ ზემოთ მოტანილი ფაქტების გასამყა
რებლად:
1. “ეს წარწერა შოთასი თავისი საზოგადო შინაარსის მიხედვითაც წარმოადგენს სიგელ
ის განახლებას”. გვ. 109, თუნდაც ასე იყოს, “ჭიაბერი” მაინც შოთა რუსთველია, ვინაიდ
ან ის დაიბადა 1160 წელს და გარდაიცვალა 1249 წელს, ხოლო მანდატურთუხუცესი და
ამირსპასალარი როცა აღარ იქნებოდა გააკეთებდა ახალ ხელრთვა-დამტკიცებას სავარა
უდოდ 1205 წლის შემდეგ.
2. “ჩვენ უკვე მოხსენებული გვქონდა, რომ შოთა მიღებულ იქნა თამარის კარზე 1191
წელს”. გვ.182 გამორიცხულია მსგავსი რამ, რადგან გიორგი III-ის გაზრდილი “ჭიაბერი”
იგივე შოთა, როცა გიორგი III 1184 წელს გარდაიცვალა. . ,გვ. 209 “ამის ახლო ხანებში, 60-
იანი წლების მეორე ნახევარში (როგორც ირკვევა 1166 წელს), დაიბადა შოთა. უშვილო
და უმემკვიდრო გიორგიმ, საფიქრებელია, შოთა იშვილა და აღსაზრდელად აიყვანა
იგი”. რა ხდება? გირგი III-ემ Gგაზარდა “ჭიაბერი” და შოთაც ერთდაიმავე დროს და არა
1191 წლიდან, როგორც ზემოთ ითქვა. (ძნელი დასაჯერებელია შოთას რუსთავის პატრ
ონს, რაც ეჭვს არ იწვევს, რუსთველი დაერქვას, ალბათ ასე რომ იყოს დაწერდა რუსთავე
ლი, “რუსთველი” სულ სხვა შინაარს ატარებს).
3. “2. ბარელიეფი საქართველოს მთავართა: ელიქატმონისი, შოთასი, გამრეკელისა და
ავაგისა, დაცული საორბელოში, სოფელ აძიკვში”. . . . “ბარელიეფზე გამოქანდაკებული
მთავარნი: ელიქატმონ, გამრეკელ და ავაგ, ეკუთვნიან ორბელიანთა გვარეულობას (ორბე
ლებს); ისინი მოიხსენებიან ამავე ეპოქაში სხვა ისტორიულ წყაროებშიც. 3. ბარელიეფზე
გამოქანდაკებული მეოთხე პირი _ მთავარი შოთა, არის ჰერეთის მთავარი, რუსთველი,
ვეფხისტყაოსნის ავტორი. 4. შოთა, ჩანს, დანათესავებული ყოფილა ორბელიანთა გვარ
თან”. საინტერესოა როგორი ნათესავია შოთა ორბელიანებისა? არ ყავდა ცოლი, ჰქნოდა
თავის საგვარეულო და კიდევაც მდებარეობს მის საგვარეულოში, ალბათ მისი საფლავ
იც? სხვანაირად საორბელოში ორბელების გვერდით ბარელიეფი? უფრო მეტიც “ჭიაბერ
ის” დაწერილზე იგივე ორბელები, კიდევ მეტი ქვათახევში თორელი თუ ორბელი დიახ
ორბელი. შოთა რუსთველი იყო ორბელი-შოთა ივანეს ძე. ივანე სუმბატის ძე ორბელის
შვილი, რომელიც იყო მანდატურთ-უხუცესი და ამირსპასალარი-ამირბარი გიორგი III-
ისა 1177 წლამდე.
ბორის კანდელაკის ნაწარმოების “ათონი, ჯვარი, პეტრიწონი” ვრწმუნდებით, რომ შოთა
რუსთველი არის პირველი კალამშიც და ხმალშიც _ ხმალში გვირგვინოსნები კი საქართ
ველოში ბაგრატიონები იყვნენ. შოთა რუსთველი რომ გვირგვინოსანია კალამში, რა თქმა
უნდა, საეჭვო არ არის, რაც შეეხება გვირგვინოსანს ხმალში თამარ მეფის ეპოქაში ასეთე
ბი ბევრნი იყვნენ, თუმცა ყველა მათგანი გაშიფრულია, თუნდაც პავლე ინგოროყვას მი
ერ, მაგრამ ორივეში ერთად შეიძლება იყოს მხოლოდ ჭიაბერი. ვინაიდან იგი იყო 1177-
1184 წ.წ. მეჯინიბეთუხუცესი, ანუ სამეფო გვარდიის სარდალი, 1184-1205 წ.წ. მანდატურ
თუხუცესი, უფრო მეტიც 1189-1191 წ.წ. ამირსპასალარიც იყო და იბრძოდა ყველა დიდ
ბრძოლებში ამ ეპოქაში, თანაც მოწინავეთა რიგებში.
რეზიუმე

“ჭიაბერი” - შოთა რუსთველი – შოთა ივანეს ძე ორბელი დაიბადა 1160 წლის 14 აგვისტ
ოს (წარმოშობით მესხეთიდან). ბავშვობა გაატარა და იზრდებოდა მეფის სასახლეში
1162-63 წლიდან 1175 წლამდე (მეფე გიორგი III-ის მოყმე და ალამდარი). 1175-77 წწ.
იმყოფებოდა მამის ივანე სუმბატის ძე ორბელის ოჯახში.
1177 _ 1184/85 წ.წ. _ არის მეჯინიბეთუხუცესი;
1184/85 _ 1205 წ.წ. _ არის მანდატურთუხუცესი;
1189-1191 _ წ. _ მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი;
(1205 _ 1213 წ.წ _ (საქართველოს პატრიარქი-“ანგელოზთსწორი”-1207 წ-მდე;
მწიგნობართ-უხუცესი ჭყონდიდელი-1210 წ-მდე; სახელმწიფო მოღვაწე-1213 წ-მდე;
1213 _ 1223 წ.წ. _ იოანე ბერი, პატრონთა საფლავის მწირველი გელათში, გელათის
აკადემიის მოძღვართ მოძღვარი-1223 წ-მდე;
1223 _1245 წ.წ. _ მოღვაწე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ _ “ვეფხისტყაოსნის
დაწერის სავარაუდო დრო; ა. ცამციშვილი);
1245 – 1247 არის ერისთავი;
1247 _ 1250 წ.წ. _ მეჭურჭლეთუხუცესი.

რაჭის რომელმა შეძლებულმა და გავლენიანმა ერისთავმა ააშენა დედათა


მონასტერი იერუსალიმში

XVII ს-ის ბოლოსა და XVIII ს-ის დასაწყისისთვის იმერეთის სამეფოში ძალიან სწრაფად ხდებო
და მეფეების შეცვლა. ამის მიზეზს, რა თქმა უნდა, სუსტი სამეფო ხელისუფლება წარმოადგენდა.
მკვეთრად იცვლება ვითარება, როდესაც სამეფო ტახტზე სოლომონ პირველი ადის. ამ პერიოდი
სთვის იმერეთის მეფესთან ყველაზე ცნობილ დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენდა რაჭის
ერისთავი როსტომი. თუ როგორ განვითარდა და დასრულდა ურთიერთობა ამ ორ დაპირისპირე
ბულ მხარეს შორის, ამას ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე გვიამბობს. მიხეილ
ბახტაძე: XV ს-ში საქართველო დაიშალა იმერეთის, ქართლისა და კახეთის სამეფოებად. მათგან,
სამეფო ხელისუფლება ყველაზე სუსტი იმერეთში იყო, რის შედეგადაც, საკმაოდ მცირე დროში,
იმერეთის სამეფოს ჯერ ოდიშის სამთავრო გამოეყო, შემდეგ – გურიის. ამას ემატებოდა ისიც,
რომ ძალიან გაძლიერდნენ ფეოდალები და მათი მონარქთან დაპირისპირების ფონზე, XVII ს-ის
ბოლოსა და XVIII ს-ის II ნახევრისთვის იმერეთის სამეფოში უამრავი მეფე გამოიცვალა. მეფეს
თან დაპირისპირებულ ერთ-ერთ ცნობილ მხარეს წარმოადგენდა ჩხეტიძეთა (ჩხეიძეთა) საგვარე
ულო.
– რა ვიცით მათ შესახებ?
– ჩხეტიძეები (ჩხეიძეები) მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ხდებიან რაჭის ერისთავები.
ისინი ნელ-ნელა ძლიერდებიან, იმორჩილებენ ადგილობრივ თავადებს, აზნაურებს და ხშირად
აქვთ დაპირისპირება სამეფო ხელისუფლებასთან. მათ შორის დაპირისპირება განსაკუთრებით
XVIII ს-ის II ნახევარში გამწვავდა, როდესაც იმერეთის მეფე გახდა სოლომონ I. სოლომონ I სამე
ფო ხელისუფლებას აძლიერებდა, ცენტრალიზებულ სახელმწიფოს ქმნიდა და ცხადია, ვერ აიტა
ნდა ფეოდალების თვითნებობას. სოლომონი 1752 წელს გამეფდა, ხოლო ერთი წლით ადრე რა
ჭის ერისთავი გახდა როსტომი. ამ დროისთვის რაჭის ერისთავები ძალიან გაძლიერებულები არ
იან. მათ თითქმის გამოდევნილი ჰყავთ რაჭიდან სხვა თავადები: ჯაფარიძეები, იაშვილები, დი
დი დავა აქვთ წერეთლებთან არგვეთისა და რაჭის მოსაზღვრე ტერიტორიების გამო. როსტომი
საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა, მის დროს არის აგებული ბარაკონის ეკლესია რაჭაში. ტიმოთე გა
ბაშვილი ასეთ ინფორმაციასაც გვაწვდის: როსტომმა იერუსალიმში დედათა მონასტერიც ააშე
ნაო. როსტომ ერისთავი უაღრესად განათლებული კაცი იყო, ზეპირად იცოდა სახარება, „ვეფხის
ტყაოსანი”, ჰქონდა მდიდარი წიგნთსაცავი, საერთოდაც, ძალიან მდიდარი იყო და უამრავი ყმა-
მომვლელი ჰყავდა. 1770 წელს საქართველოში რუსეთის წარმომადგენელი იმყოფებოდა – კაპიტ
ანი იაზიკოვი, რომელმაც დაწერა, მეფე სოლომონზე უფრო მდიდარი არის ეს რაჭის ერისთავიო.

– რა ადგილი ეკავა როსტომ ერისთავს იმდროინდელ საქართველოში?


– როსტომი ძალიან გავლენიანი კაცი იყო. სხვათა შორის, საკმაოდ დიდ პატივს სცემდა როსტომ
ერისთავს ერეკლე მეორე, რა თქმა უნდა, ოდიშისა და გურიის მთავრებიც. პრინციპში, სოციალუ
რი სტატუსით რაჭის ერისთავი როსტომი უფრო დაბლა იდგა, ვიდრე ოდიშისა და გურიის მთავ
რები, მაგრამ მათ დონეზე მოიხსენიებოდა. უფრო მეტიც, რაჭის ერისთავი მეფესაც არ უყადრებ
და თავს და არაფრით მიაჩნია თავი მასზე ნაკლებად.
– როსტომის ოჯახის შესახებ რა ინფორმაციაა ისტორიაში შემონახული?
– რაჭის ერისთავს შვიდი ვაჟი ჰყავდა. მამამისი იყო შოშიტა რაჭის ერისთავი, დედამისი კი ბაგ
რატიონის ქალი გახლდათ, რაც, ეტყობა, როსტომის ამბიციებს კიდევ უფრო აძლიერებდა, რომ
ბაგრატიონთა სისხლი ერია. როგორც ჩანს, როსტომი თავიდანვე მიხვდა, რომ სოლომონთან ვერ
ექნებოდა კარგი ურთიერთობა და ამიტომ დაიწყო მზადება, გაამაგრა თავისი ციხეები, ყოველთ
ვის მზადყოფნაში ჰყავდა 500-კაციანი რაზმი. 1753 წლისთვის როსტომი დაუკავშირდა მეფის მო
წინააღმდეგეებს და მათი დახმარებით მოახერხა სოლომონის ტახტიდან ჩამოგდება. ძირითადი
მოქმედი პირები მის ჩამოგდებაში იყვნენ როსტომი და სოლომონის ბაბუა – ლევან აბაშიძე. თუმ
ცა, სოლომონმა მოახერხა ტახტის დაბრუნება. ამის შემდეგ, 1757 წელს, მოხდა ცნობილი ხრესი
ლის ბრძოლა, რომელშიც სოლომონ პირველმა დაამარცხა ოსმალები.
– როგორც ცნობილია, ხრესილის ბრძოლაში რაჭის ერისთავი სოლომონ მეფის მოწინააღმდეგე
თა მხარდამჭერი იყო.
– უფრო მეტიც, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ოსმალების მხარეს იბრძოდნენ რაჭის ერისთავი როსტ
ომი და სოლომონის ბაბუა – ლევან აბაშიძე. ლევანი მოკლეს ამ ბრძოლის დროს, ერისთავი – გაი
ქცა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სოლომონ მეფემ მის წინააღმდეგ ვერაფრის გაკეთება ვერ გაბე
და. ერთადერთი, ის იყო, რომ მეფემ მას მიუტევა და დაუტოვა რაჭის ერისთავობა. ერისთავმაც
პირობა დადო, რომ ამიერიდან მეფის ერთგული იქნებოდა.
– ჩამოვარდა თუ არა ამის შემდეგ მეფესა და გავლენიან ერისთავს შორის მშვიდობა?
– მეფისა და რაჭის ერისთავის შეთანხმების შემდეგ, სამი-ოთხი წლის განმავლობაში, მართლაც
მშვიდობამ დაისადგურა. როდესაც იმერეთში თურქები შემოიჭრნენ, როსტომ ერისთავმა მათ არ
დაუჭირა მხარი და მეფის მხარე დაიცვა. თუმცა, დაახლოებით 1763 წლიდან, რაჭის ერისთავი ის
ევ იწყებს მეფის წინააღმდეგ ბრძოლას. ის ცდილობს, სოლომონ I-ს დაუპირისპიროს მისი ბიძაშვ
ილი თეიმურაზ ბაგრატიონი – დახმარებისთვის მიმართავს ახალციხის ფაშას, თეიმურაზი ჩამო
ჰყავს და ტახტზეც კი სვამს ცოტა ხნით, მაგრამ სოლომონ I მალე ისევ იბრუნებს მეფის ტიტულ
სა და ძალაუფლებას.
– მიმართა თუ არა ამის შემდეგ მეფე სოლომონმა რაიმე გადამჭრელ ზომებს როსტომ ერისთავის
დასამორჩილებლად?
– 1767 წელს სოლომონ I-მა სცადა რაჭაში შეჭრილიყო, რისთვისაც ლეკების ჯარი დაიქირავა. შე
დეგად, რაჭა კი დაიკავა, მაგრამ როსტომი ვერ შეიპყრო. ერისთავი ოდიში, დადიანთან გაიქცა.
1769 წელს მეფე ხელმეორედ შევიდა რაჭაში, თუმცა ვერც ამჯერად მოახერხა ერისთავის შეპყრო
ბა. ამ მომენტში პოლიტიკურ მოვლენებში ძალიან აქტიურად ერევა როსტომ ერისთავის ძმა – ბე
სარიონი, რომელიც აფხაზეთის კათალიკოსი გახლდათ. როსტომს ამ მხრივაც ძალიან დიდი ზუ
რგი აქვს – ძმა ჰყავს დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მეთაური. ბესარიონი, ცხადია, თავის
ძმას უჭერს მხარს, აქედან გამომდინარე, მეფის მოწინააღმდეგეა. ის მიდის ახალციხეში და ახალ
ციხის ფაშას დახმარებას სთხოვს იმერეთის მეფის წინააღმდეგ. თვითონ რაჭის ერისთავი კი, ყა
ბარდოში გზავნის თავის ერთ-ერთ ვაჟს – გიორგის, დახმარების მისაღებად. თუმცა, მოვლენები
ისე განვითარდა, რომ ვერც ყაბარდოდან მიიღეს ერისთავებმა დახმარება, როსტომის ძმა ბესარი
ონი კი ახალციხის ფაშამ, რომელსაც იმხანად საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა სოლომონ I-
თან, დაატყვევა. თუმცა ბესარიონმა მოახერხა ციხიდან გაქცევა, წავიდა ოდიშში და ამის შემდეგ
ის წყაროებში ოდიშის კათოლიკოსად იწოდებოდა, რამეთუ სოლომონმა იგი გადააყენა კათოლი
კოსობიდან და მის თანამდებობაზე თავისი საკუთარი ძმა დანიშნა. 1769 წელს, მეფესა და ერის
თავს შორის კვლავ მოხდა შეთანხმება. მათ ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცეს, მაგრამ, 3 თვის შე
მდეგ სოლომონ I-მა შეიტყო, რომ როსტომ ერისთავი მაინც განაგრძობდა მეფის წინააღმდეგ საქ
მიანობას და დარწმუნდა, რომ მასთან შეთანხმებას არავითარი აზრი არ აქვს. მან გადაწყვიტა მი
სი შეპყრობა და მოახერხა კიდეც.
– როგორ მოახერხა მეფემ როსტომ ერისთავის შეპყრობა?
– ზუსტად არ არის ცნობილი. ამ ამბის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს, ზოგიერთი
წყაროს მიხედვით, როსტომს უღალატეს. შესთავაზეს, ვითომ სოლომონს მასთან მშვიდობიანი
შეხვედრა უნდოდა. როსტომ ერისთავი ენდო, წამოვიდა და დაიჭირეს. როგორც ჩანს, როსტომის
შეპყრობა ეშმაკობითა და ღალატით განხორციელდა, იმიტომ, რომ მეფე, რაჭაში ჯარით არ შესუ
ლა, რადგან წინა შემთხვევებიდან დარწმუნდა, რომ როსტომ ერისთავის დამორჩილებას ძალით
ვერ შეძლებდა. შესაძლოა, საკუთარი გარემოცვიდან უღალატეს როსტომს. შეპყრობის შემდეგ
მას ჩამოართვეს ყმა-მამული. მეფემ გამოაცხადა, რომ მისი ქონება სახელმწიფოსი გახდა, ნაწილი
კი ამ ქონებისა დაუბრუნა მეფის ერთგულ წერეთლებს, წულუკიძეებს, ჯაფარიძეებს. დატყვევე
ბული როსტომ ერისთავი და მისი ვაჟები, ერთი ცნობის მიხედვით, გეგუთის ციხეში მიიყვანეს,
მეორის მიხედვით კი – ვარციხეში. ეს ამბავი სექტემბერში მოხდა. როსტომი და მისი ვაჟები სასტ
იკად დასაჯეს: როსტომს ორივე თვალი დასთხარეს, მის შვილებს კი, როგორც ჩანს – თითო-თი
თო, რადგან შემდეგში ასეთ ინფორმაციას ვკითხულობთ: მოგვიანებით როსტომის ვაჟებმა შეძლ
ეს ციხიდან გაპარვა და თურქეთში გადასვლა. ორივე თვალით დაბრმავებულნი კი, ცხადია, ამას
ვერ შეძლებდნენ.
– როსტომ ერისთავს რა ბედი ეწია?
– თვალებდათხრილი როსტომი სიცოცხლის ბოლომდე ტყვეობაში იმყოფებოდა. ზუსტად არაა
ცნობილი, როდის გარდაიცვალა როსტომ ერისთავი, მაგრამ მისი დატყვევებიდან 8 წლის შემდ
ეგ სხვადასხვა წყაროში ჩნდება ინფორმაცია, რომ ეს კაცი ჯერ ისევ ცოცხალია. სავარაუდოდ, ის
XVIII ს-ის 80-იან წლებში გარდაიცვალა. ცხადია, სასტიკი სასჯელია, რაც მეფემ რაჭის ერისთავი
სა და მისი ვაჟების წინააღმდეგ განახორციელა, თუმცა მათ თავისი მოქმედებით გამოუტანეს სა
კუთარ თავს განაჩენი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განათლებული პიროვნება იყო როსტომი
და ბევრ კარგ საქმესაც აკეთებდა, მთელი მისი მოღვაწეობა მაინც ფასდება, როგორც ბრძოლა სო
ლომონ I-ის, ანუ თავისი მხარის ერთიანობის წინააღმდეგ. კი, ნიჭიერიც იყო, ტაძრებსაც აგებდა
და ასე შემდეგ, მაგრამ ამას ყველაფერს ხაზს უსვამს ის, რომ ის ებრძოდა საკუთარ მეფესა და ქვე
ყანას. სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლას კი ვერაფრით გაამართლებს ადამიანი.
– არსებობს ინფორმაცია, თითქოს სოლომონ მეფემ ბოლოს მაინც შეუნდო როსტომ ერისთავის
შვილებს და მათ ჩამორთმეული ქონება და მამულები დაუბრუნდათ.
– ზოგიერთი ცნობით, მოგვიანებით თითქოს როსტომ ერისთავის ვაჟები კვლავ დაბრუნდნენ რა
ჭაში, თუმცა, ძნელია ამის დაჯერება. იმიტომ რომ, როდესაც 1769 წელს შეიპყრეს ისინი, იქ მე
ფემ თვითონაც პირობა დადო და სხვებსაც დაადებინა, რომ შემდგომში არავინ, არც როსტომს,
არც მის შვილებსა და შვილიშვილებს აღარ დაუბრუნებდა რაჭაში ჩამორთმეულ ქონებასა და
ადგილ-მამულებს. როსტომისა და მისი ვაჟების შეპყრობის მერე მეფემ რაჭაში საერისთავო გაა
უქმა და ამის შემდეგ იმერეთის მეფის ხელისუფლებას წინააღმდეგობა აღარც ჰქონია ამ მხარეში.
თუმცა, მოგვიანებით, 1810 წელს, თვით იმერეთის სამეფოც გაუქმდა.

სურამელ ფეოდალთა საგვარეულო სახლის ისტორიისათვის

სურამელთა საგვარეულო სახლის გენეალოგიური სქემა XII ს. II ნახევრიდან XIV ს.


დასაწყისამდე
ბეგ(ქ)ა I დიდგვაროვანი ფეოდალი XIIს. IIნახევარში.
რატი I ერისთავერისთავი, ქართლის ერისთავი XII-XIIIსს. მიჯნაზე.
სულა ერისთავერისთავი, ქართლის ერისთავი XIIIს. I მეოთხედში.
გრიგოლი ერისთავერისთავი, ქართლის ერისთავი, მსახურთუხუცესი XIIIს. 40-60-იანი
წწ. ივანე მეაბჯრეთუხუცესი XIIIს. II ნახევარში. ხათუთა მეჭურჭლეთუხუცეს კახა
თორელის მეუღლე
ბეგა II ერისთავერისთავი, ქართლის ერისთავი, მსახურთუხუცესი XIIIს. ბოლოსრატი
დიდგვაროვანი ფეოდალი XIII-XIVსს. მიჯნაზე
მიქელი დიდგვაროვანი ფეოდალი XIII_XIVსს. მიჯნაზე.
ხუაშაქი გიორგი (ბედან) დადიანის მეუღლე
ამადა ერისთავერისთავი, ქართლის ერისთავი, მსახურთუხუცესი XIII-XIVსს. მიჯნაზე.
ამადა სურამელის ასული დავით VIII-ეს მეუღლე.

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ხანგრძლივი და მნიშვნელოვა


ნი პერიოდია ფეოდალური ფორმაციის არსებობა, საკუთრების განსაკუთრებული, მისთ
ვის ჩვეული ფორმით.ფედალური საკუთრების ძირითადი ნიშანი არის მიწის მფლობელ
ობის იერარქიული სტრუქტურა. აღნიშნულ ეპოქაში მიწის ყველა მესაკუთრენი გაერთია
ნებულნი იყვნენ იერარქიული ურთიერთობით და ქმნიდნენ თავისებურ ,,საზოგადოებრ
ივ პირამიდას’’. ყველაზე მაღლა იდგა მეფე, რომელიც ყველაზე უფრო განვითარებულ
ფეოდალურ უფლებრივ სისტემაში_სამეფოში არსებული მთელი მიწის უზენაეს მესაკუ
თრედ ითვლებოდა და მისგან იღებდნენ მიწას უმაღლესი რანგის ფეოდალები, სამეფოს
მაგნატები.ფედალიზმის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს აგრეთვე მიწის საკუთრე
ბის კავშირი პოლიტიკურ ძალაუფლებასთან.თითოეული მსხვილი ფეოდალური მამუ
ლი ამავე დროს წარმოადგენდა ფეოდალური საზოგადოების დაბალ პოლიტიკურ უჯრ
ედს, ერთგვარ ,,სახელმწიფოს’’ ფეოდალის მეთაურით. იყო შემთხვევები, როცა არსებობ
და დაპირისპირება მეფესა და ფეოდალებს შორის საწინააღმდეგო პოზიციების გამო. სა
ქართველოში ხშირი იყო ამგვარი უთანხმოებები, ზოგიერთ შემთხვევაში მდგომარეობა
საომარ სიტუაციაში გადაზრდილა, ამიტომ დიდი ყურადღება ექცეოდა თუ ვინ იქნებო
და ფეოდალურ-ადმინისტრაციული ერთეულის სათავეში, მეფის ერთგული თუ მოწინა
აღმდეგე პირი. მისი პოზიცია ზეგავლენას ახდენდა ზოგადად ქვეყნის სიძლიერეზე და
მეფის ავტორიტეტზე. ეს ფაქტი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის თითოეული ადმინისტ
რაციულ-პოლიტიკური ერთეულის მმართველი ფეოდალური საგვარეულო სახლის ისტ
ორიის შესწავლას. საქართველოს ფეოდალურ საგვარეულოთა ისტორიის შესწავლა დაიწ
ყო XIX ს-ის დასაწყისში, მაგრამ ამ მიმართულებით ჯერ-ჯერობით ძალიან მცირე შრო
მაა ჩატარებული. მეცნიერთა კვლევის საგანს წარმოადგენდა მხარგრძელთა, თორელთა,
ჯაყელთა და სხვა საგვარეულოთა სახლების ისტორია, რაც შეეხება სურამელთა საგვარე
ულო სახლს უნდა აღინიშნოს, რომ მისი ისტორია სრულად გამოკვლეული არ არის. წინ
ამდებარე ნაშრომი ამ ნაკლის ნაწილობრივ შევსებას ისახავს მიზნად. მადლიერებით მი
ვიღებთ ყველა საქმინ შენიშვნას.სურამელთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენე
ლთა შესახებ მწირი ცნობები მოიპოვება ქართულ ისტორიოგრაფიაში. არის ერთადერთი
მატერიალური დოკუმენტი, ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში რატი სურამე
ლის ფრესკული გამოსახულება წარწერით, დანარჩენი წყაროები ძირითადათ წერილობი
თია, რომლებიც დაცულია ,,ქართლის ცხოვრებაში’’. ჩვენამდე მოღწეულია სიგელ-გუჯ
რების ნაწილი, რომლებშიც თავისებურად აისახა სურამელთა საგვარეულო სახლის წარ
მომადგენელთა საინტერესო მოღვაწეობა. აღნიშნული ისტორიული დოკუმენტები არის
სურამელთა მიერ შედგენილი სამეფო მონასტრის შიომღვიმისა და ქვათახევის მონასტრ
ისადმი და პირიქით მონასტრის იერარქთა წერილები სურამელთადმი. ეს სიგელები ფას
დაუდებელ დახმარებას გვიწევენ, როგორც სურამელთა პოლიტიკურ-სოციალური მდგო
მარეობის განსაზღვრის, ისე მათი სხვა საგვარეულოებთან დამოკიდებულების გარკვევა
ში. აგრეთვე არსებობს მარტვილისა და ხობის ღვთისმშობლის ხატებზე შესრულებული
წარწერები, რომლებიც მოიხსენებენ სურამელთა შთამომავლებს. ,,ქართლის ცხოვრება’’
პირველად დაახლოვებით 1161 წელს იხსენებს სურამელთა საგვარეულო სახლის წარმო
მადგენელს ბეგა I. მნიშვნელოვან ცნობებს ვხვდებით ჟამთააღმწერელთანაც, მას ყველა
ზე მეტი ინფორმაცია შემოუნახავს სურამელებზე, რაც საშუალებას გვაძლევს თვალნათ
ლივ დავინახოთ ის როლი, რომელსაც ქართლის ერისთავი სურამლები ასრულებდნენ
მონღოლთა ბატონობის მძიმე პერიოდში. სურამლები არც ვახუშტი ბატონიშვილს გამო
რჩენია მხედველობიდან და მოხსენიებული ჰყავს, როგორც მთავართა გვარის წევრები.
XIX ს-იდან დაწყებული საქართველოს ისტორიის არაერთმა ცნობილმა მკვლევარმა გამ
ოიტანა სააშკარაოზე სურამელთა ნამოღვაწარის ეპიზოდები. ამ მხრივ საინტერესოა თ.
ჟორდანიას, ს. კაკაბაძის, ი. ჯავახიშვილის, ნ. ბერძენიშვილის, პ. ინგოროყვას, ი. ანთელა
ვას, დ. გვიტიშვილის, რ. მეტრეველის, შ. მესხიას, ზ. რატინის, ჯ. სტეფნაძის, გ. არახამი
ას, ი. სურგულაძის და სხვათა ნაშრომები. სურამელთა საგ ვარეულოს წარმომადგენლე
ბი წყაროებში მოიხსენიებიან, როგორც ,,ერისთავი სურამელი’’ან მოკლედ ,,სურამელი’’.
ზოგი მკვლევარის აზრით სურამელთა საგვარეულო სახლის წინაპრები იყვნენ ფავნელე
ბი-ქართლის დიდი აზნაურები სოფელ ფავნისიდან. ისინი დიდაზნაურებად მოიხსენიე
ბიან IX-X სს-ში. მათ სახელს უკავშირდება დღეისათვის უძველესი ქართული დოკუმენ
ტი ,,ნასყიდობის’’ შესახებ. ,,ქართლის ცხოვრება’’ ამ საგვარეულოს არ მოიხსენიებს. თ.
ჟორდანია აღნიშნავს, რომ: ,,ფალელი ჩანჩუხი’’ მოხსენებული ,,ქართლის ცხოვრებაში’’
მეფის ბაგრატ IV-ის (1027-1072წ.წ.) დროს, შესაძლებელია იყოს ამ გვარისა’’.
ფავნელთა ,,ნასყიდობის’’ დოკუმენტის მიხედვით სოფ. ,,გავაზელნი’’ ფავნელთაგან
შიომღვიმის მონასტერს ნასყიდი ჰქონია ჯერ კიდევ IX ს-ში, მაგრამ ეს სოფელი დროთა
განმავლობა ში სურამელთა საგვარეულო სახლის შესავალი გახდა, თუმცა სოფლის
მეპატრონე მაინც შიომღვიმე იყო და არა სურამელები. მათ მღვიმის ნასყიდ სოფელზე
ერისთავობით მიუ წვდებოდათ ხელი.191247-1250 წლებით დათარიღებულ ქართლის
ერისთავ გრიგოლ სუ რამელის მიერ გაცემულ სიგელში ,,დაწერილი გრიგოლ
სურამელისა მღვიმისადმი’’, გა მოთქმულმა აზრმა, რომ: ,,...ნუცა ხელისუფალი შევა,
ნუცა ციხისთავი... ვინაითგან... ჩვე ნისა სახლისაგანცა წმიდისა შიოს ცხვარნი და
მეცხვარენი ყოველსა ადგილსა თავისუფა ლნი არიან და შეუვალნი საბანჯრობისაგან და
მისი სიგელიც აქუნდა დაწერილი ჩუენი სა სახლისაგან წმიდისა უდაბნოსა მღვიმისასა’’
თ. ჟორდანიას გამოათქმევინა მოსაზრე ბა, რომ ,,გრიგოლ სურამელი ეკუთვნის იმ
ფავნელთა გვარეულობას,რომელთაგან მღვი მემ პირველად 890-908 წწ. შეიძინა ეს
მამულები’’. ნ.შოშიაშვილი ამ საკითხთან დაკავში რებით აღნიშნავს: ,,ნიშანდობლივია,
რომ ფავნელის დაწერილის პირი მიწერილია გრი გოლ სურამელის დაწერილის
ზურგზე. ეს არ არ ის შემთხვევითი, როგორც ფავნელის დაწერილი, ისე გრიგოლ
სურამელის დაწერილი ეხება ერთსა და იმავე სოფელს-გავა ზელნს.’’ განვიხილოთ
კიდევ ერთი საკითხი ამ ფაქტთან დაკავშირებით. გრიგოლ სურა მელი იხსენიება
რკონის სიგელში, იგი მეჭურჭლეთ უხუცეს ,,კახოის’’ დაწერილია, ,,ამა
მეჭურჭლეთუხუცესს(ი) კახოის დაწერილისა მე გრიგოლ მსახუთუხუცესი სურამელი მა
მტკიცებელი და მუწამე ვარ’’, ეს ცნობა თ. ჟორდანიას მოყავს და მიუთითებს: რომ ,,კა
ხოს სიმამრი ფავნელთა გვარისაა...“ ამ დასკვნას ცნობილი მვლევარი რის საფუძველზე
აკეთებს ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ კახოს სიმამრი სწორედ გრიგოლ სუ
რამელია. ე.ი. გრიგოლ სურამელი ფავნელთა შთამომავალი უნდა იყოს. გ.იმერლიშვილი
ამ საკითხის შესახებ გამოთქვამს ვარაუდს, რომ ერთ-ერთი სურამელი უნდა გამხდარი
ყო ფავნელთა ,,ზესიძე’’, რადგან ფავნელებს მამრი შთამომავალი აღარ ეყოლებოდათ.
ჩვენი აზრით ეს ვარაუდი არასწორია, ვინაიდან თუ რომელიმე სურამელი
ფავნელთა ,,ზესიძე’’ გახდებოდა მისი შთამომავლები ფავნელებს არავითარ
შემთხვევაში არ მოიხ სენიებდნენ, როგორც საკუთარ სახლეულს, რადგან ისინი ამ
საგვარეულო სახლის შთამ ომავლები არ იყვნენ, არამედ ,,ზესიძის’’ გვარი
გამგრძელებლები. ჩვენი აზრით ფავნელ თა საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი
უნდა დასახლებულიყო სურამში და შესა ბამისად საცხოვრისის მიხედვით მიიღებდა
გვარ-სურამელს, მისი შთამომავლები კი წარ სულთან კავშირს არ წყვეტდნენ და მუდამ
ფავნელთა შთამომავლად თვლიდნენ თავს. სურამელი ფეოდალები უმთავრესად შიდა
ქართლის მფლობელი დიდგვარვნები იყვნ ენ. ლეონტი მროველის მიხედვით შიდა
ქართლს ეკუთვნოდა ,,სანახები’’ ,,ტფილისიდან და არაგვითგან ვიდრე ტასისკარამდე
და ფანვარადმდე.’’ იგივეს აღნიშნავს ვახუშტიც. ლეონტი მროველის აღნიშნული
მოსაზრება დაედო საფუძვლად შიდა ქართლის საზღვ რების შესახებ წარმოდგენას
გვინდელ წყაროებში. XIII ს-ის დამდეგისთვის შიდა ქართლ ის საერისთავოს საზღვრები
ჩრდილოეთით და სამხრეთით კი ასეთია; ჩრდილოეთით, ტაშისკრიდან ლიხის ქედის
გასწვრივ არგვეთისა და რაჭის საერისთავოს საზღვრებამ დის, თვით კავკასიონის
მწვერვალების ჩათვლით, ხევის, ხევსურეთისა და ფშავის საზღვ რების და მდინარე
არაგვის გასწვრივ მცხეთამდე, სამხრეთით თრიალეთის გასწვრივ ტა შისკრიდან
კლდეკარის საერისთაოს საზღვრებამდე. შიდა ქართლის საერისთავო იმ დროისთვის
არსებულ საერისთავოთა შორის მხოლოდ ჰერეთის საერისთავოს ჩამორჩე ბოდა,
დანარჩენზე ტერიტორიულად ყველაზე დიდი იყო. შიდა ქართლს მოხერხებული
გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა არა მარტო საქართველოსათვის, არამედ ამიერკავკა
სიისათვისაც. აქ მდებარეობდა საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა, აქ ეყრებო
და საფუძველი მრავალგზის დარბეული საქართველოს აღდგენისა და გაერთიანების საქ
მეს. ასეთი დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის ადმინისტრაციული ერთეულის მფლო
ბელები თავდაპირველად სურამლები არ ყოფილან. შიდა ქართლი არ შესულა არცერთ
პოლიტიკურ გაერთ იანებაში. IX ს-ში შიდა ქართლს დაეუფლა კახეთის კორეპისკოპოსი,
შემდეგ აფხაზთა მეფე. დაახლოებით X ს-ის შუა ხანებიდან განაგებდნენ ფეოდალური სა
გვარეულოები: ფავნელები, ძამელები, კორინთელები, ტბელები და ბაღვაშები. XII ს-ის
II ნახევრიდან შიდა ქართლს სურამელთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლე
ბი ეუფლებიან. ამ ფეოდალური გვარის სახელწოდება წარმოდგება მათი საგვარეულო მა
მულიდან სურამი. ამის შესახებ ნ. ბერძენიშვილი ამბობს: ,,სურამლობა, რა თქმა უნდა,
იმავე პრინციპი დან წარმოდგება, რაც ბედიანი, ახალციხელი, ჯაყელი და სხვა, და აღნიშ
ნავს, რომ ამ დროს ქართლის ერისთავის სახლის მთავარი ადგილსამყოფელი სურამის
ციხე და ქალაქი იყო’’. პ. ზაქარაია გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლებელია ციხის აშენ
ება დაკავ შირებული უნდა იყოს განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში სურამელთა სა
ერისთაოს წარმოქმნასთან. პ.ზაქარაიას აღნიშნულ დასკვნას თუ იმასაც დავუმატებთ,
რომ ზოგად ად მსახურთუხუცესს ციხექალაქის მცველობაც ევალებოდა,აგრეთვე გავითვ
ალისწინებთ, სურამის, როგორც ტერიტორიული ერთეულის პრესტიჟულ ადგილმდება
რეობას, სავსებით სამართლიანია ვარაუდი, რომ სურამელ ფეოდალთა საგვარეულო რე
ზიდენცია სურამი და სურამის ციხე ყოფილიყო. რეზიდენციას წყაროები ,,საჯდომს’’ უწ
ოდებდნენ. ფედალურ სახლს შეიძლებოდა რამდენიმე ,,საჯდომი’’ ჰქონოდა. ე.წ. ციხის
საჯდომი და ვაკის საჯდომი. ამ უკანასკნელში იგულისხმება ციხისაგან განსხვავებული
გაუმაგრებელი რეზიდენცია. ბეგა სურამელის მიერ გაცემული ერთ-ერთი საბუთით ირკ
ვევა, რომ იგი ცდილობს ,,საჯდომი’’ სახლი შეიძინოს. ,,მომინდა თქვენი მყუდრო მამუ
ლი, პატარა ადგილი ჩემდა დასაჯდომად... და მოგეც მისდა სანაცვლოდ შენისა განაყო
ფისა მამული მისი საჯდომი სახლითა’’. ისტორიული წყაროები სურამელთა ფეოდალუ
რი საგვარეულო სახლის ყველაზე ადრინდელ წარმომადგენლად ბეგ(ქ)ა-ს ასახელებენ.
იგი XII საუკუნის II ნახევარში მოღვაწეობდა. ,,ქართლის ცხოვრება’’ მის შესახებ ერთად
ერთ ცნობას გვაწვდის, რომლის თანახმად ბეგა სურამელი თან ახლდა მეფე გიორგი III-ს
ანისთან ბრძოლისას. მ. ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ ამ დროს გიორგი მეფეს მხარში
უდგნენ და ზურგს უმაგრებდნენ სახელოვანი ქართველი სარდლები და სახელმწიფო მო
ღვაწენი. მათ შორის გამოჩენილი მეომარი ბეგა სურამელი. ბეგა ამ დროს ,,სახელოვან სა
რდლებს’’ შორის უნდა ვიგულისხმოთ. ბრძოლა მასშტაბური იყო. ბეგა სურამელს ,,ისტ
ორიანი და აზმანი’’ ბექა სურამელად მოიხსენიებს, ვახუშტი კი ბეშქენად. ბეგა I სურამე
ლი მოხსენებულია ლაშა-გიორგის ერთ სიგელში-,,სიგელი გიორგი მეფისა ქვათახევისა
დმი’’. ამ სიგელის თანახმად გიორგი III-ს ბეგა პირველისთვის უწყალობებია სოფელი
სუელნეთი. აღნიშნულ სიგელში ლაშა-გიორგი ამბობს: ,,აწცა მოვიდა ჩვენს წინაშე სულა
ქართლის ერისთავი... გუეჰაჯა და მოგუახსენა, რაითამცა შევიწყალნეთ და ქართლის სო
ფელი სუელნეთი, რომელი პაპისა ჩვენისაგან პაპასა და მამასა მისსა ჰქონებოდა’’ ირკვე
ვა რომ ლაშა-გიორგის პაპას გიორგი III-ს სოფელი სუელნეთი სულა სურამელის პაპისთ
ვის ბეგა I-სთვის უწყალობებია. (ალბათ ანისთან ბრძოლიაში დახმარების სანაცვლოდ.)
ჩვენამდე მოღწეულია გიორგი III-ის სიგელი შიომღვიმის მონასტრისადმი. ,,მამულის
მფლობელობისა და შეუვალობის სიგელი გიორგი III-ისა შიომღვიმისადმი’’. ამ სიგელში
ჩამოთვლილია ის მამულები, რომლებიც მონასტერს ეკუთვნის და ისიც, თუ ვისგან არის
შეწირული. ,,კობალი რაიც რატი სურამელისაგან შემოწირულია’’ სურამელთა საგვარეუ
ლოს შემდეგი წარმომადგენელია რატი I. თამარის უცნობი ისტორიკოსი
აღნიშნავს: ,,...ქართლის ერისთავად რატი სურამელი...’’. რატი I-მა სურამელთა
საგვარეულო სახლ ის წარმომადგენელთა შორის პირველმა მიიღო ერისთავის ტიტული.
ისმის კითხვა – ერ ისთავის ტიტული რატი სურამელს რა ისტორიულ ვითარებაში
გადაეცა? იმ დროს, რო ცა ფეოდალური საქართველო კრიტიკულ მდგომარეობაში
იმყოფებოდა ქვეყანაში დემნა უფლისწულის აჯანყება მოხდა. აჯანყების დროს
ქართლის ერისთავად ლიპარიტ სუმბა ტის ძე მოჩანს. რატი სურამელი მეფის
მხარდამჭერთა ბანაკშია. ამ ეტაპზე ერისთავის ტი ტულის გარეშე. როგორც ცნობილია
გიორგი III-მ ისარგებლა დემნას განდგომით და ორგ ული მოხელეები თანამდებობიდან
გადააყენა. ნ. ბერძენიშვილს სტეფანოსის ცნობა მო აქვს: ,, . . . ორბელთა განდევნის
შემდგომ [მეფე] გიორგიმ მათ ამ მამულის ნაწილი [ორბ ელთა] მტრებს. . . უწყალობა’’
და ასკვნის, რომ სტეფანოსი ,,მტრებში’’ სხვა პირებთან ერ თად რატი სურამელსაც უნდა
გულისხმობდეს, რომელმაც ერისთავობა მიიღო. საქ-ლოს ისტორიაში მეტად
გახმაურებული ყუთლუ-არსლანის და მისი დასის პოლიტიკური მო თხოვნების
მშვიდობიანი გზით მოგვარება რატი I-ის დედის ხუაშაქ ცოქალის სახელს უკავშირდება.
.,,ქართლის ცხოვრებაში’’ ვკითხულობთ: ,,ორთა საპატიო დიოფალმან’’ ხვაშაქ ცოქალმა
და კრავაი ჯაყელმა აღნიშნული პრობლემა წარმატებით მოაგვარა. რატი სურამელის
შესახებ კიდევ ერთი ცნობა არსებობს ,,სიგელი გიორგი მეფისა მღვიმისად მი’’. სიგელის
ავტორი დანგა ბრუტაისძე იმ სოფლებს ჩამოთვლის, რომლებიც შიო მღვი მის
მონასტერზეა შეწირული. ,,კობალი რაიც რატი სურამელისაგან შემოწირულია.’’ ვარ
ძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარის ჩრდილოეთ კედელზე არსებობს სა
ერო პირის გამოსახულება, რომელსაც მაღალი თავსაბურავი ჰბურავს. გამოთქმული იყო
მოსაზრება, რომ ეს არის ქტიტორი რატი სურამელი. ვარაუდი მას შემდეგ გამართლდა,
რაც მოხერხდა წარწერის მთლიანად წაკითხვა. ტექსტი ასე იკითხება: ,,ღმრთისა დედაო
მიითვალე ... მსახურებაი ჩემს მიერ, მონისა შენისა, რატი ერისთავთ და ქართლის ერისთ
ავისაგან, რომელმან ვიგულსმოდგინე, და მოხატვით აღვამკე წმიდაი ესე ტაძარი დიდებ
ისა შენისა და ნაცვალ მაგე წინაშე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, დღესა მას დიდსა საშჯე
ლისას და ამას სოფელსა შინა ძეთა ჩემთა თანა მცველადა და მფარველ მექმენ.’’ რატი სუ
რამელს ტაძრის მოსახატად ვინმე გიორგი მოუწვევია ფერმწერთა ჯგუფით. სათანადო
მასალის უქონლობა არ იძლევა საშუალებას რატის გარდაცვალების თარიღი დავადგი
ნოთ. მისი შვილია სულა სურამელი. ,,ქართლი ცხოვრება’’ სულას არ მოიხსენებს. სულა
სურამელის სახელი ჩვენამდე სხვა ისტორიულმა დოკუმენტებმა შემოინახეს. ერთ-ერთ
მათგანში ,,სიგელი გიორგი მეფისა ქვათახევისადმი’’ ნათქვამია: ,,აწცა მოვიდა ჩვენისა
წინაშე სულა ქართლის ერისთავი, ძე ერისთავერისთავისა ქართლის ერისთავისა რატი
სურამელისა გუეჰაჯა და მოგუახსენა, რაითამცა შევიწყალნეთ ქართლის სოფელი სუელ
ნეთი, რომელი პაპისა ჩვენისაგან პაპასა და მამასა მისსა ჰქონებოდა ქვათახევს შევწირ
ეთ.” მაშასადამე, სულა ქართლის ერისთავი რატი სურამელის ძე ,,ეაჯა’’ მეფე ლაშა-გიო
რგის, რათა ამ უკანასკნელს სოფელი სუელნეთი ქვათახევის მონასტრისთვის შეეწირა.
ისტორიული წყაროებიდან ირკვევა XIII ს-ის 20-60-იან წლებში სურამელთა საგვარეულ
ოს ღირსეული გამგრძელებელია სულას ძე გრიგოლ სურამელი.,,ესე ყოველი ჩემითა ნე
ბითა დამიწერია, ... მე, გრიგოლ ქართლის ერისთავსა, ხელითა ჩემითა, ძესა სულკურთ
ხეულის სულა ქართლის ერისთავერისთავისა.’’ გრიგოლი ყველაზე გრანდიოზული ფი
გურაა სურამელთა საგვარეულო სახლის წარმომადგენელთა შორის. გრიგოლმა თავისი
მოღვაწეობით სურამელთა საგვარეულო სახლი ზენიტში აიყვანა. გრიგოლ სურამელი
რუსუდან მეფის და დავით VII-ს კარის მოხელე იყო, ერისთავერისთავი ქართლის ერის
თავი 1225-1250 წწ. და მსახურთუხუცესი 1250-1260 წწ. ,,ქართლის ცხოვრება’’ გრიგოლ
სურამელს პირველად მეფე რუსუდანის მეფობის ხანაში მოიხსენიებს. მონღოლთა ბატო
ნობის დროს მეფე რუსუდანმა დავით უფლისწული მონღოლთა ნოინებთან გაგზავნა,
უკან დაბრუნებულს ,,წინა მიეგებნეს შანშე და ავაგ...შოთა კუპარი, ვარამ გაგელი, ქართ
ლის ერისთავი გრიგოლ სურამელი ... და წარიყვანეს მეფე, ძე რუსუდანისი დავითი.’’ ამ
ის შემდეგ მონღოლთა მრავალრიცხოვანი ურდო მოდის საქართველოში მონღოლებმა
ამიერკავკასიის ქვეყნები დაიპყრეს და სამხედრო ერთეულებად დაყვეს. მათ საქართველ
ოში ტრადიციული სამეფო ხელისუფლება გააუქმეს და მონღოლური წესწყობილების შე
საბამისად ქვეყანა მცირე ხნით დუმნებად (საათიათასოებად) დაყვეს. დუმნების სათავე
ში ქართველი მოხელეები გაამწესეს. ერთ-ერთ დუმანს, კერძოდ მე-4 დუმანს გრიგოლ
სურამელი ხელმძღვანელობდა. მონღოლთა მიერ ნაწარმოები ბრძოლები დაპყრობილ
ქვეყნებს აიძულებდა თუ ავალდებულებდა მონაწილეობა მიეღო მათ მიერ წარმოებულ
ლაშქრობებში.გრიგოლ სურამელი ალამუთის ბრძოლაში მონღოლებს თან ახლდა. ჟამთა
აღმწერელის ცნობით, ეს ბრძოლა შვიდ წელიწადს გაგრძელებულა. ამ ბრძოლაში ერთი
ინციდენტი მოხდა. ალმუთელების მიერ გამოგზავნილმა ,,ხელოვანმა მულიდმა’’ მონღ
ოლთა ერთ-ერთი ნოინი-ჩაღატა მოკლა. მულიდის ვინაობა არ იყო ცნობილი, ამიტომ გა
მძვინვარებული მონღოლები ამ საქმეში ქართველების ხელს ეძებდნენ. მდგომარეობა იმ
დენად დაიძაბა, რომ ომისთვის სამზადისი დაიწყო. ეს ომი ქართველების უეჭველ განად
გურებას მოასწავებდა. გრიგოლ სურამელმა უდიდესი სიბრძნე და რწმენა გამოამჟღავნა
და დამოძღვრა თანამოძმენი:,,არა არს ჟამი ბრძოლისა რამეთუ მცირე ვართ და უკეთუ
არა ვებრძვით, ჩვენ წარჩინებულთა, ოდენ ვგონებ მოკუდინებად, და უკეთუ ვებრძვით
დიდით მცირემდის მოგუწყვედენ და უმჯობეს მიჩნს, რათა ჩუენ მოვიკლნეთ და არა ყო
ველი ესე ძალი... ყოველთა სამ-სამი მუხლი მოიდრიკეთ და რომელთა უწყით თქვით შე
სხმა ესე მისი: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო ... და შემდ
გომი”. ღრმად მორწმუნე გრიგოლ სურამელის მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა შედეგი
გამოიღო-გამოჩნდა ადამიანი რომელმაც აღიარა,რომ მისი მოკლული იყო ნოინი-ჩაღატა.
ამის გამო ,,ურიცხვი სული ნათესავთაგან ქართველთა” სიკვდილს გადაურჩა. ალმუთე
ლების წინააღმდეგ ბრძოლიდან დაბრუნებული გრიგოლ სურამელი აქტიურად ჩაერია
საქართველოს საშინაო პოლიტიკაში.1247 წელს საქართველოში მონღოლების წინააღმდ
ეგ შეთქმულება მოეწყო. შეთქმულების მონაწილეებს მემატიანე ასე ჩამოთვლის: ,,ამათ
შფოთთა შეკრბეს ყოველნი მთავარნი საქართველოსანი კოხტასთავს იმერნი და ამერნი:
ეგარსლან, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყუარყუარე, კუპარი შოთა, თორღაი, ჰერ-კახ
ნი, ქართველნი, თორელ-გამრეკელი, სარგის თმოგველი, მესხნი და ტაოელნი”. ჟამთაღმ
წერლის ამ ცნობაში გრიგოლ სურამელი არ ფიგურირებს. აქ შეთქმულთა ნაწილი საკუ
თარი, ნაწილი გეოგრაფიულ-პოლიტიკური ტერიტორიული ერთეულის სახელით არიან
მოხსენებულნი, სავარაუდოდ მემატიანის მიერ ნათქვამი სიტყვა-,,ქართველნი”, ,,ქართლ
ელნის” მნიშვნელობით უნდა იყოს ნახმარი. ,,ქართველნი” ანუ იგივე ქართლელნი უნდა
აერთიანებდეს იმ თემთა ერისთავებს, რომლებიც გრიგოლ სურამელის დაქვემდებარება
ში იყვნენ. შეიძლება გრიგოლ სურამელმა კრების მსვლელობაში უშუალოდ მონაწილება
არ მიიღო, მაგრამ იგი აუცილებლად იქნებოდა შეთქმულებასთან კავშირში, ვინაიდან
ძნელი დასაჯერებელია ცნობილი პატრიოტი გრიგოლ სურამელი – საქართველოს ცენტ
რალური ოლქის ქართლის ერისთავი, პასუხისმგებლობას არ კისრულობდეს ისეთ მასშ
ტაბურ ამბოხებაში, რომელსაც ყოველნი მთავარნი საქართველოსანი იმერნი და ამერნი
ამზადებდნენ.ჟამთააღმწრელი იტყობინება, რომ:,,შეთქმულება დაამტკიცეს ომი და დად
ვეს პაემანი ქ ა რ თ ლ ს შეკრებისა და განიყარნეს”. გრიგოლ სურამელი შეთქმულების მო
ნაწილე, რომ არ ყოფილიყო შეთქმულები ჯარების შეყრის ადგილად ქართლის შერჩევას
ალბათ ვერ გაბედავდნენ. სამწუხაროდ, შეთქმულება დამარცხდა.შეთქმულების მარცხი
მტკივნეულად უგვრძნია იმდროინდელ პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებას. ,,შე
კრბეს დიდებულნი ... შანშე, ვარამ გაგელი, ყუარყუარე ჯაყელი, სურამელი გრიგოლ ქარ
თლის ერისთავი და ძებნა ყვეს ლაშას ძის დავითისთვის”, შემდეგ დიდებულნი ეახლნენ
ნოინებს და მოახსენეს: ,,არა არს ნათესავი მეფეთა ჩუენთა და ჩუენ ურთიერთას დაუმო
რჩილებელ ვართ, აწ გევედრებით ... მოიყვანოთ დავით ... და ვყოთ ჩუენ ზედა მეფეთ”.
ე. ი. შეთქმულების შემდეგ განვითარებულ პროცესებში გრიგოლი ჩართულია. ,,ქართლ
ის ცხოვრება” გრიგოლ სურამელის შესახებ კიდევ ერთ ცნობას გვაწვდის. ცნობილია,
რომ ალმუთისა და ბაღდათის დაპყრობის შემდეგ, მონღოლთა წინაშე ეგვიპტის ქვეყნის
დალაშქვრის საკითხი დადგა. დავით ულუმ ამ ბრძოლაში მონაწილეობის მოწოდება მი
იღო. თავდაპირველად მან წასვლაზე უარი განაცხადა, მაგრამ საბოლოოდ მეფემ მაინც
წასვლა ამჯობინა, ჯავახეთს მისულმა კი პოზიცია შეიცვალა. მეფემ საკუთარი გადაწყვე
ტილების საბოლოოდ დასადასტურებლად თანამოლაშქრეებს მოუწოდა და
განუცხადა: ,,უკეთუ ვისმე ნებავნ ... წამოვედინ ჩემთანა, უკეთუ არა ნებავს, წარვედინ
მსახურებად ყაენისა”, როგორც ვხედავთ მეფემ დამსწრენი თავისუფალი არჩევანის
წინაშე დააყენა. მე ფის ბანაკი ორად გაიყო, უმრავლესობა განდგომის მოწინააღმდეგე
აღმოჩნდა. ,,შანშეს ძე ივანე და გრიგოლ სურამელი და კახა ერისთავი ახალქალაქისა,
თავნი და პირნი ქვეყანი სანი.” ესენი იყვნენ ის დიდებულები, რომლებიც მეფეს
განუდგნენ. გრიგოლი მათ რიცხ ვშია. ალბათ განდგომილთა ამ ნაწილმა დავით ნარინის
ამგვარი ნაბიჯის შედეგი გაიხსე ნა (მართალია დავით ნარინის აჯანყებამ დაუდო
საფუძველი ჩვენში ანტიილხანური მო ძრაობის დიდ მდინარებას და თათართა
მფლობელობისაგან იხსნა ლიხთ-იმერეთი, მაგრ ამ მას უარყოფითი შედეგიც ჰქონდა, ამ
აჯანყებით დაიწყო ერთიანი ფეოდალური სახე ლმწიფოს რღვევა) და ამიტომ ყაენის
განაწყენებას ბრძოლა არჩია.გრიგოლ სურამელზე ,,ქართლის ცხოვრებაში” დაცულ
ცნობებს ავსებენ ის ისტორიული საბუთები, რომლებ შიც მოიხსენიება გრიგოლის
სახელი. ამ მხრივ მეტად საინტერესოა სიგელი - ,,დაწერი ლი გრიგოლ სურამელისა
მღვიმისადმი”. საბუთს ბევრი აკლია, მაგრამ მაინც საინტერე სოა ჩვენთვის.შიომღვიმის
მონასტერს სოფელი გავაზელნი ფავნელთაგან ჯერ კიდევ IX ს-ში ჰქონდა ნასყიდი. ეს
სოფელი დროთა განმავლობაში სურამელთა ფეოდალური საგ ვარეულო სახლის
შესავალი გამხდარიყო. XIII ს-ის 50-იანი წლების შიომღვიმის მწირმა ბერმა არსენი
მწიგნობართუხუცესყოფილმა იშუამდგომლა ქართლის ერისთავის გრიგ ოლ
სურამელის წინაშე და სოფელი გავაზელნი ერისთავის ბეგარისაგან გაათავისუფლე
ბინა. არსენი ამის შესახებ წერს: ,,ქ: მე გლახაკმან არსენი მწირობასა შინა ჩემსა მღვიმეს
ვეჰაჯე ნათელსა სულისა ჩემისასა, გრიგოლ ქართლის ერისთავსა, რათამცა უბადოთა კა
ცთაგან შესავალად გასრული სოფელი გავაზელნი ძუელათვე წესითა გაუთავისუფლნა
წმიდასა მამას შიოს და უდაბნოსა მღვიმისსა, ვითა ძუელი დაწერილი აქუს ფავნელთა
გან მონასყიდობისაი მღვიმისა...” გრიგოლ სურამელმა გაუთავისუფლა შიო მღვიმეს სო
ფელი გავაზელნი და ამის დამადასტურებელი საბუთიც მისცა. ქართლის ერისთავი
ბრძანებს: ,,...ნუცა ხელისუფალი შევა, ნუცა ციხისთავი, ... ვინათგან თვით წმიდათა
მეფეთაგან და ჩვენისა სახლისაგანცა წმიდისა შიოს ცხვარნი და მეცხვარენი თავისუფალ
ნი არიან...” ე.ი. შიომღვიმის მონასტერს ჰქონია ძუელი ,,დაწერილი მონასყიდობისაი”
გრიგოლმა კი განუახლა იგი მონასტერს. მდინარე მტკვარზე წისქვილი აუშენა, ციხედი
დის მონასტრისაგან გლეხი იყიდა და წისქვილის მკაზმავად დააყენა. გრიგოლ სურამე
ლმა შეწირულ ყმას იმთავითვე მოვალეობა დაუდგინა და შეუვალი გახადა, მეწიქვილეს
წიქვილის ,,კაზმვის” მეტი სხვა არავითარი მოვალეობა და სამსახური აღარ ჰქონდა. მისი
შთამომავლობიდანაც ერთი-ერთი ყოველთვის მეწისქვილედ უნდა ყოფილიყო გაწვრთ
ნილი და წისქვილში ემსახურა. მთელი წლის განმავლობაში მინდი სამი დღის გარდა არ
ავის გამოერთმეოდა, რომ ,,მოფქვაქვნი” გრიგოლ სურამელის სულის ,,სალოცავად” ღმე
რთს შევედრებოდნენ. მეწისქვილეს, მხოლოდ თავისი ,,საპატიო” აეღო დაფ- ქვილიდან
და წლის ბოლოს ,,მონასტრის წინამძღვრისათვის ძღვენი” მიერთმია. 101 მონასტრის კრე
ბულმა ქართლის ერისთავს საუკუნო სალოცავი უბოძა და საამისო საბუთიც მისცა:,,..ესე
დაწერილი ჩვენ მღვიმელთაგანვე მოხსენებული თქუენ გრიგოლ მსახურთუხუცესისათ
ვის სულისა თქვენისა სახსრად, წინაშე ღმრთისა ჩვენ ყოველთა ძმათა მღვიმისათა დაგუ
იმტკიცებია”. ეს ჩანს ნიკოლოზ კათალიკოსის დამტკიცებაში: ;ქ: ესე ვითა წმიდათა და
ღმერთშემოსილთა მამათა მემღვიმეს და სხვათა ძმათა დიდის მსახურთუხუცესის გრიგ
ოლ სურამელის და მისთა შთამომავალთათვის სალოცავად საუკუნოდ ... ესე დაუწერია
და პატრონთა საუფლოთა დაუმტკიცებია, ჩუენც გლახაკი ქ_ეს მიერ ქ_კზი ნიკოლოზ მო
წამე და დამამტკიცებელი ვარ”. ამ პერიოდში ქართული მართმადიდებლური ეკლესიის
რომის კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირების ტენდენცია შეიმჩნეოდა, გრიგოლ სურა
მელი კი ცდილობს ეკონომიკური დახმარება გაუწიოს ქართულ ეკლესიას და ამით ხელი
შეუწყოს ქართული ეკლესიის ეროვნული თვითმყოფადობის და მართლმადიდებლური
სჯულის შენარჩუნებას. რაც შეეხება მღვიმის კრებულის დაწერილს გრიგოლ სურამელი
სადმი იგი ერთგვარი იურიდიული დოკუმენტია დადებული მონასტრის კრებულისა
და შემომწირველს შორის.ამ დოკუმენტის მიხედვით,მონასტერი თავისთავზე
იღებდამთელ რიგ ვალდებულებებს. სწორედ ასეთი აღაპი გაუჩინა შიო მღვიმის
მონასტერმა გრიგოლ სურამელს. იგი თვითონვე ადასტურებს ამ ფაქტს: ,,მთავარმა მან
დიმიტრი მემღუიმემან და ყოველთა კრებულთა მეუდაბნოეთა მოგუმადლეს და ნიშანი
დამიდვეს-საუკუნო აღა პი, დღესა ლაზარობისასა”. გრიგოლი ერთ-ერთ დოკუმენტში
იხსენიებს შვილს ბეგას და ძმას ივანეს:,,შენ ჩემო ძმაო ივანე და ძეო ჩემო ბეგაო, თქუენ
მოგითუალავ ამას ანდერძსა მე გ-ლ ქ-ს ე-ვი: მიმავალ მეოთხედ წარმართთა ზედა
(შიგან) ქრისტეს სჯულისა და ერი სა და ეკლესია დაცუისათვის”, ე. ი. გრიგოლს ჰყავდა
ძმა ივანე და შვილი ბეგა. ივანეს შე სახებ ერთ ცნობას ვხვდებით. ამ საბუთის
ხელრთვებში თვითონ ივანეს ხელრთვა ასე თია: ,,ქ: ამისა ჩემისა ძმისა...გრიგოლ
ქართლისა ერისთავისა დაწერილისა ვითარმედ (ვითარად) მათის სულსა სალოცველად
ღვთისად და წმიდისა შიოს და შეუწირავს ყოვე ლი... მე ივანე მეაბჯრეთთუხუცესს
განაღამცა დამიმტკიცებია ღმერთთან მტკიცე ჰყოს და არგენ სულსა მათსა” ირკვევა, რომ
ივანე სულას ძე სურამელი მეაბჯრეთუხუცესი ყო ფილა. ამავე საბუთებში მოხსენებული
გრიგოლის ძე ბეგა ქართლის ერისთავი მსახურთ უხუცესია XIII ს-ის 60-იანი წლებიდან
XIV ს-ის დასაწყისამდე. გრიგოლ სურამელი 1262 წლის ახლო ხანებში უნდა
გარდაცვლილიყო. ბეგა სურამელი დავით მეექვსის ნარინის, დავითVII _ულუს,
დემეტრე II-სა და დავით VIII-ის კარის მოხელე, თანაშეზრდილი იყო უფლისწულ
დავით რუსუდანის ძესთან, რომელსაც სხვა ქართველებთან ერთად თან გაჰ ყოლია 1242-
43 წწ-ში ოქროს ურდოში,საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი ერთხანს დასავლეთ
საქართველოშია, ხოლო მამის გარდაცვალების შემდეგ აღმოსავლეთ საქართვ ელოში
გადმოდის და საგვარეულო ტიტულატურას ეუფლება. ,,ქართლის ცხოვრების“
თანახმად ბეგას ,,თათარნი სალინბეგობით უხმობდეს, ესე არს კარგი ბეგაი”. ბეგა სურა
მელის სახელი მოიხსენიება სხვა ისტორიულ საბუთებშიც. ,,დაწერილს” უწოდებს ბეგა
II სურამელი სამამულე წიგნს, რომელსაც იგი ვინმე ტოტებას აძლევს. ,,დაგიწერე დაწე
რილი მსახურთუხუცესმან ბეგამან ძემან გრიგოლ სულკურთხეულისამან შენა ჯომარდი
სძესა ქუაფქუასა”. ბეგა სურამელი XIV ს-ის დასაწყისამდე უნდა გარდაცვლილიყო. სხვა
ცნობებს მისი მოღვაწეობის შესასხებ არ მოგვეპოვება. გრიგოლ სურამელს ჰყოლია ერთი
ასულიც ხათუთა, რომელიც მეჭურჭლეთუხუცესს კახა თორელის მეუღლედ მოიხსენიე
ბა ისტორიულ საბუთებში. ის დოკუმენტი, რომელიც ამ ნათესაურ კავშირს ადასტურებს
არის რკონის მონასტრისათვის სოფელ ხოვლეს შეწირვის სიგელი. მეჭურჭლეთუხუცესი
კახა თორელი უმემკვიდროა და იმ მიზნით, რომ შვილი შეეძინოს მეუღლესთან ხათუთა
სთან ერთად შეუწირავს სოფელი ხოვლე რკონის მონასტრისთვის. სიგელი საკმაოდ
ვრცელია და მის ტექსტს აქ არ მოვიტანთ, მხოლოდ ხელრთვებზე გავამახვილებთ ყურა
დღებას. სიგელს ხელს ურთავენ შემდეგნაირად: ,,ქ: ესე ვითა პატრონსა კახასა დაუწერია
და მოუხსენებია, ხოვლე_რკონის ღვთისმშობლისა მე ხათუთა ჩემივე ხელითაცა ამასვე
მოგახსენებთ ვედრებ სულსა ჩვენსა შენ შემინდვენ, ამინ!” ,,ესე ვითა ღვთისა სიძესა ჩემ
სა და დასა ჩემსა ხათუთასა დაუწერია და ხოვლე სასოებით ღვთისმშობლისადა შეუწი
რავს. მეცა ბეგასა ქართლის ერისთავს დამამტკიცებელი და მოწამეცა ვარ.” ,,ქ: ესე ვით
ღმრთივ სიძესა ჩემსა და ძმისწულსა ხათუთასა და სიძობისაგან უფროსსა და ხოვლე _
რკონის ღვთისმშობლისადა შეუწირავს მე ივანეცა დამამტკიცებელი და მოწამე
ვარ.” ,,ამა მეჭურჭლეთუხუცესს კახოსაგან დაწერილსა მე გრიგოლ მსახურთუხუცესი
სურამე ლი მამტკიცებელი და მოწამე ვარ”. ხელრთვებიდან ჩანს სურამელთა ნათესაური
კავში რი კახა თორელთან. ამასთან ირკვევა, რომ გრიგოლი და ბეგა ერთხანს
თანაზიარად ფლობდნენ სამოხელეო ტიტულებს, მაგრამ ჩვენ ზემოთ ავღნიშნეთ იმის
შესახებ, რომ გრიგოლის გარდაცვალებამდე ბეგა დასავლეთ საქართველოში დავით
ნარინთან იმყოფე ბოდა და მხოლოდ მამის გარდაცვალების შემდეგ გადმოვიდა თავის
სამემკვიდრეო მამუ ლში. ბეგა II სურამელს ჰყოლია სამი ვაჟი: ამადა, რატი და მიქელი
და ერთი ასული ხუა შაქი. ამადა სურამელი იყო XIII_XIV სს-ის მიჯნაზე მოღვაწე
დიდგვაროვანი ფეოდალი. მსახურთუხუცესი ,,ქართლის ცხოვრება” მას ხშირად
იხსენიებს გორის ციხიდან ოვსთა განსადევნად მიმდინარე ბრძოლებში. ,,ქართლის
ცხოვრება” კიდევ ერთ ცნობას გადმო გვცემს ამადა სურამელის შესახებ. ყაზან ყაენმა
გამდგარი დავით VIII_ს წინააღმდეგ ლა შქარი გამოგზავნა ხუტლუბუღას მეთაურობით,
მას საქართველოში შალვა ქვენიფნევე ლი მიემხრო. ამისათვის მეფემ სასტიკად დასაჯა
შალვა და აოხრება დაუწყო მის მამუ ლებს. შალვა ქვენიფნეველმა მეფესთან
მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ამადა სურამელს მიმართა, რათა ამ
უკანასკნელს მეფესთან ეშუამდგომლა. ,,ევედრა სურამელ სა მსახურთუხუცესსა და
ქართლის ერისთავსა ჰამადას, რათა იურვოს მეფის წინაშე”. ამადა სურამელმა
დაითანხმა მეფე და შალვას ხალხური სასჯელით თავზე ნაცრის გადაყ რით
დაკმაყოფილდა. დავით მეფე ამადას ქალიშვილის მეუღლე იყო. დავითმა მას შემ დეგ
შეირთო ამადას ქალიშვილი ცოლად, როცა ურდოში გაწვეული დედოფალი ოჯა ლათი
სამშობლოში აღარ დააბრუნეს. ამადა სურამელი იხსენიება ერთი სიგელის _,,სიგე ლი
დავით მეფისა ჭარმაულ_გრიგოლ ჭანჭიაშვილისადმის” მოწმეთა რიგში: ,,ღმერთისა
სწორთა ბრძანებასა მოწამე ვარ... მსახურთუხუცესი და ქართლის ერისთავი ამადა სურამ
ელი”. ქართული მემკვიდრეობითი წესის თანახმად, სამოხელეო ძალაუფლება მამიდან
უფროს შვილზე გადადიოდა, ამის გამო ამადას ძმა რატი II ყოველგვარი ტიტულის გარე
შეა, თუმცა ,,ქართლის ცხოვრება” აღნიშნავს მის უბადლო მეომრობაზე. რატი II ხშირად
ჩანს დემეტრე II-სთან ერთად ბრძოლებში, მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართლში ოს
თა თარეშის აღკვეთის საქმეში. დიდგვაროვან ფეოდალად იხსენიება ბეგა II მესამე ვაჟი
მიქელი ჩვენამდე მოღწეულ ერთ საბუთში, სააღაპე წიგნში. ეს არის მიქელის მეუღლის
ქაქანას მიერ ქვათახევის მონასტრისათვის სოფელ ნოსტეს შეწირვის სიგელი. ,,...ესე დაწ
ერილი დაგიწერე და მოგახსენე თქუენ (ქვათახევის ღმრთის) მშობელსა მე სურამელის
ბეგას შვილის მიქელის ცოლმან ქაქანამან...” სავარაუდოდ საბუთი 1299 წლით თარიღდე
ბა, რადგან სურამელთა გამოსაღებისაგან სოფლის განთავისუფლებაზე ქაქანა მხოლოდ
ქმრის-მიქელის დასტურს ღებულობს. ე.ი. ბეგა II გარდაცვლილია, ხოლო ეს უკანასკნე
ლი XIV ს-ის დასაწყისისათვის უნდა გარდაცვლილიყო. ბეგა II სურამელის მეოთხე შვი
ლი ხუაშაქი, რომელიც ცოლად ჰყავდა ოდიშის მანდატურთუხუცესს ბედან დადიანს,
მოხსენიებულია ხობის ღვთისმშობლის ხატის ზურგზე შესრულებულ წარწერაში, რომე
ლიც ასე იკითხება: ,,ჰოი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელო დედოფალო შემწე და მეოხ და
მფარველ მყავ გულსმოდგინედ მამკობს წმიდისა და პატიოსნისა ხატისა შენისა ერისთავ
ერისთავისა, მანდატურთუხუცესსა ბედანსა დადიანსა და დიოფალ -დიოფალსა ხუაშაქ
სა, რომლისა შემოწირვით მოიჭედა ზურგი ესე”. ,,ვარდან დადიანი და მანდატურთუხუ
ცესი ბედან დადიანი და ცოლი მისი ბეგაისი ქართლის ერისთავის ასული ხუაშაქი და ძე
ნი მათნი”. ხუაშაქის სახელი ჩანს აგრეთვე მარტვილის ღვთისმშობლის ხატის წარწერა
ში: ,,ჰოი უბიწო ღვთისმშობელო ქალწულო ოდიშისაო ბრწყინვალეო სახეო მიქენე ესე
შენდამი წყალობასა ახლად მამკობელი კანონთა მიერ უღირსი მანდატურთუხუცესი ბე
დან დადიანი და მეუღლე მისი ვითხოვთ მე უღირსი ხუაშაქი ქართლის ერისთავის ასუ
ლი ძითურთ გიორგითი და ივანეთი გვიხსენ ყოვლადუხრწნელო რაჟამს დაჯდეს ძე შე
ნი განკითხვად დღესა მას საშინელსა”. მოტანილი ცნობიდან ჩანს, რომ ბეგა II სურამელ
ის ასული ხუაშაქი უდიდესი თავმდაბლობით იხსენიებს საკუთარ თავს, როგორც ოდიშ
ის ერისთავერისთავის მანდატურთუხუცესის ბედან დადიანის მეუღლე, რომელთა შენა
წირით შემკული ყოფილა, ხობისა და მარტვილის ღვთისმშობლის ხატები. ბეგა II სურამ
ელის შთამომავლების შესახებ ისტორიული წყაროები როგორც დავინახეთ გარკვეულ
ცნობებს იძლევიან, მაგრამ შემდგომი თხრობა სურამელთა შთამომავლებზე წერილობ
ით წყაროებში აღარ მოიპოვება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს საგვარეულო დაქვეით
და, ასეთი შემთხვევა ხშირი იყო მონღოლთა ბატონობის დროს, როცა მათი ფეოდალური
გვარები პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მოღვაწეობის ასპარეზიდან გამოიყვანეს. არ
სებობს ერთი მეტად საინტერესო ცნობა ქართულ ისტორიოგრაფიაში, რომელიც სურამე
ლთა შემდგომი მოღვაწეობის გაგრძელებას უნდა ეხმაურებოდეს. როგორც ცნობილია, ქა
რთული ისტორიოგრაფია იცნობს ქვენიფნეველების-ქსნის ერისთავების კერძო საგვარე
ულო მატიანეს -,,ძეგლი ერისთავთა”-ს. ამ დოკუმენტზე საუბრისას აკადემიკოსი ი. ჯავა
ხიშვილი შენიშნავდა, რომ:,,უეჭველია ამგვარი საგვარეულო მატიანეები ბევრი იქნებო
და აღწერილი ქართულად”. შესაძლოა სურამელთა საგვარეულო სახლის მატიანეც არსე
ბობდა, მაგრამ ჟამთა სიავის გამო ჩვენამდე არ მოუღწევია. აღნიშნულ ძეგლში დაცულია
ერთი მეტად მნიშვნელოვანი ცნობა, რომელიც XV ს-ის დასაწყისის მოვლენებს ეხება.
1403 წელს თემურ-ლენგის მორიგი შემოსევის შედეგად მეფე გიორგი VII იძულებული
გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. იმავე წლის შემოდგომაზე დასავლეთ
საქართველოში შემოსული თემურ-ლენგის მარბიელი ლაშქრის უკან გაბრუნების შემ
დეგ გიორგი VII დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში გადმოდის. ,,მაშინ მოვი
და მეფე ლიხთიმერეთ და ესმა ღალატი ერისთავისა (იგულისხმება ცხრაზმის ერისთა
ვი) განრისხნა და განილაშქრა მათ ზედა”. დვალებთან ბრძოლაში მონაწილეობდა ცხრაზ
მის ერისთავი, ამავე ბრძოლაში არაგვის ხეობის მოსახლეობაც იღებდა
მონაწილეობას: ,,მთიულნი არაგვისა ზედაზნით დარიალამდისნი ყოველნი ერთად
შეკრებით იყუნეს და უძღოდა მათ ერისთავი მათი სურამელი.” როგორც ვხედავთ,
არაგვის ხეობის ერისთა ვად XV ს-ის დასაწყისში დასახელებულია-,,სურამელი”. ჩვენ
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ იმ ის შესახებ, რომ XIV ს-ის დასაწყისიდან ისტორიულ
წყაროებში სურამელ ერისთავებს ვე ღარ ვხვდებით, ამდენად არაგვის ხეობის
ერისთავად დასასხელებული ვინმე-სურამელ -ის წარმომავლობის გარკვევა ორმაგად
საინტერესოა. 1398 წელს დაწერილ მცხეთის გუჯ არს ხელს ურთავს არაგვის ერისთავი
შაბურის ძე მიქაი: ,,მე ერისთავი შაბურისძე მიქაი მოწამე ვარ” აგრეთვე ცხრაზმის
ერისთავი ვირშელ III. 1416 წელს არაგვის ერისთავად ჩანს შაბურისძე ნუგზარი. ე.ი.
წყაროები ადასტურებენ XIV ს-ის ბოლოსა და XV ს-ის და საწყისში არაგვის
ერისთავებად შაბურისძეთა საგვარეულოს, ხოლო ძეგლის მიხედვით კი იმავე
პერიოდში, კერძოდ 1404-05 წლისათვის არაგვის ხეობის მოსახლეობას უძღოდა
ერისთავი მათი სურამელი. აგრეთვე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ამ საგვარეუ
ლო მატიანეს ავტორი მიმდინარე პროცესების თანამედროვეა. ამდენად ცნობა სანდო უნ
და იყოს. ძეგლის აღნიშნულ მონაკვეთში აღწერილია კონკრეტული სიტუაცია, რომლის
დროსაც არაგვის ხეობის მოსახლეობას ,,უძღოდა ერისთავი მათი სურამელი”.გიორგი
VII სამეფოს უმეტესი ძალებით გადამწყვეტ შეტევას ახორციელებს დვალეთზე. ბრძოლა
მიმდინარეობა სამი მიმართულებით: სამეფოს ძირითადი ნაწილი მეფის მეთაურობით
მიემართება ,,აჩაბეთის გზით”, ცხრაზმის საერისთაოს ლაშქარი ვირშელ III-ის მეთაურო
ბით იბრძვის სოსხოს მიმართულებით, მესამე მიმართულებით ბრძოლას ხელმძღვანელ
ობს ერისთავი სურამელი, რომლის ხელქვეით ძეგლის მონაცემებით იბრძვიან ,,მთიულ
ნი არაგვისა ზედაზნით დარიალამდისნი” (ე.ი. მთელი არაგვის ხეობა). გარდა არაგვის
მთიულებისა, ცხადია, იბრძვის ქართლის საერისთავოს დანარჩენი ტერიტორიიდან გამ
ოსული ლაშქარიც, მაგრამ ავტორი ამის შესახებ არაფერს გვეუბნება, ვინაიდან მისი და
ინტერესების სფეროში შემოდის მხოლოდ არაგვის ხევის მოსახლეობა. მემატიანე ქება-
დიდებას ასხამს ცხრაზმის საერისთავოს ლაშქრის საბრძოლო მოქმედებას, ამის საპირის
პიროდ ხაზს უსვამს არაგვის მთიულთა საბრძოლო წარუმატებლობას. სურამელთა საგვა
რეულოს წევრები მრავალი საპასუხისმგებლო ტიტულის მფლობელები იყვნენ. სურამე
ლი ფეოდალები დიდად სწყალობდნენ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას,
ცხადია, იცოდნენ, რომ სწორედ მართლმადიდებლობამ ქართველები ფეხზე წამოაყენა,
წარმატების გზას დააყენა, განაცხოველა და გააძლიერა მათი საზოგადოებრივი ცხოვრე
ბა, შექმნა მათი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მისცა და დაიცვა მათი ეროვნული თვით
არსებობა. სურამელი ფეოდალები და მათი ოჯახის წევრები, ეკლესია-მონასტრებს ეკონ
ომიკურად ეხმარებოდნენ, რადგან ესმოდათ, რომ ,,ძუელთა მონასტერთა და უდაბნოთა
შთაბერეს საქართველოს ის ძლიერი სული, რომელსაც საუკუნეთა გრძელ მანძილზე ამა
ოდ ებრძოდა მთელი ძალა და მანქანება ამა ქვეყნისა. მთელი დედამიწის დამპყრობელთ
საქართველოს მცირე ერი ერთ ლუკმადაც არ ეყოფოდათ, თუ რომ ... ეს მებრძოლი მხედ
რობა არ ყოფილიყო აღფრთოვანებული, მონასტერ_უდაბნოთაგან შთაბერილი სარწმუ
ნობის ძალით”.

ამგვარია სურამელ ფეოდალთა საგვარეულო სახლის ისტორიის მოკლე მიმოხილვა


ჩვენს ხელთ არსებულ ისტორიულ წყაროთა ანალიზის საფუძველზე დავინახეთ, რომ
სურამელი ფეოდალები XII ს-ის II ნახევრიდან XIV ს-ის დასაწყისამდე პოლიტიკური
მნიშვნელობის ადმინისტრაციულ ერთეულს ქართლის საერისთავოს განაგებდნენ. სუ
რამელები ყოველთვის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდნენ,
ამიტომ მათ საკმაოდ დიდი აღიარება მოიპოვეს საქართველოს მეფის კარზე და დიდგვა
როვანი ფეოდალის ტიტულიდან ერისთავის, მსახურთუხუცესის და მეაბჯრეთუხუცე
სის ,,სახელოსაც” მიაღწიეს. სურამელ ფეოდალებს მტკიცე ნათესაური კავშირი ჰქონდათ
არაერთ სახელმწიფო მოხელესთან და თვით საქართველოს მეფესთანაც კი. მიუხედავად
იმ გარემოებისა, რომ სადღეისოდ ქართულ ისტირიოგრაფიაში გარკვეულწილად არის
ცდა სურამელი ფეოდალების საგვარეულო სახლის ისტორიის შესწავლისა, ეს საგვარეუ
ლო ჯერ კიდევ მოითხოვს მეცნიერ-მკლევართა ყურადღებას. წინამდებარე ნაშრომი სუ
რამელ ფეოდალთა საგვარეულო სახლის ისტორიის კვლევის მოკრძალებული მცდელო
ბაა და ამიტომ ყველა საქმიანი შენიშვნა ჩვენთვის მისაღებია.

პეტრე I-ის სათუო ანდერძი, მისი ისტორია და


მნიშვნელობა

«Подделка – это тоже исторический источник, относящийся, однако, не к времени, о котором


в ней рассказывается, а ко времени ее изготовления».

В.П. Кочлов

ცოტა ხნის წინ რუსეთის ეკრანებზე გამავალ სვეტლანა დრუჟინინას მორიგ ისტორიულ
ფილმში, სერიალიდან „სასახლის გადატრიალებების საიდუმლოებანი“, მომაკვდავი
პეტრე I-ს მისუსტებული ხელით გამოყავს უწესრიგი წარწერა „ყველაფერი მიეცით…“,
რომლის შემდეგაც უღონოდ ეცემა ბალიშზე, რატა უკვე ვეღარასოდეს დაასრულოს ეს
ფრაზა. დრუჟინინა მრავალგზის უსვამდა ხაზს, რომ ფილმს ჰქმნიდა პროფესიონალ ისტ
ორიკოსებთან მტკიცე კავშირში, რომლებმაც ძირფესვიანად იცოდნენ ეს ეპოქა.

პეტრემ, უზარმაზარი იმპერიის საძირკვლის ფუძემდებელმა, სხვადასხვა მიზეზზთა გა


მო ვერ მოასწრო თავისი მემკვიდრის დასახელება, როგორც მას ეს უნდა გაეკეთებინა მის
მიერვე 1772 წელს მიღებული მემკვიდრეობითობის წესდების შესაბამისად. ვისი სახელი
შეეძლო დაეწერა პეტრეს? ძის ალექსისა – მომავალ პეტრეII? ეს ხომ სრულიად ნათელი
იყო, რომ ეს წარმოადგენდა გარდაქმნების დასარულს. ათი წლის იმპერატორის გვერდ
ით შესაძლოა აღმომჩდარიყო მისი ბებია – პეტრეს პირველი ცოლი, ევდოკია ლოპუხინა,
და ყველანი, ვინც იდგა უფლისწულ ალექსეის ზურგს უკან. ასე რომ, შესაძლებელია იქ
მდგარიყო ცოლის ეკატერინეს სახელი, რომელზედაც 1724 წელს მოსკოვში დიდებული
ზარ-ზეიმით დაიდგა საიმპერატორო გვირგვინი? მაგრამ მან სხვასზედ უკეთ იცოდა,
რომ ეს მცირეწიგნიერი ქალი არაფერს ფლობს იმისათვის, რომ გააგრძელოს მისი საქმე.
ამასთანავე არ გასულა ამ დღიდან სამიოდე თვეც, როდესაც მეფემ მას გაუგზავნა ქილა
მისი ფავორიტის – კამერჰერ მონსის მოჭრილი დასპირტული თავით. რჩებიან პეტრეს
ქალიშვილები, მაგრამ უფროსი ანნა, ამ ამბებზე ცოტა ხნით ადრე ცოლად გაჰყვა გოლშ
ტინის ჰერცოგს და საზეიმოდ უარი განაცხადა მისთვისა და მისი შთამომავლებისთვის
რუსეთის ტახტზე ყოველგვარ უფლებებზე. პეტრეს მეორე ქალიშვილი – ელიზავეტამ
ძალიან ლამაზია, ცეკვის, ჩაცმულობის, ფულის ხარჯვის, ამურული საქმიანობის ოსტა
ტია. დანამდვილებით, ის იქნებოდა კარგი პარიზში დედოფლის როლში – ლუდოვიკო
XV-ზე რომ დაენიშნათ. მაგრამ პეტრეს საქმეების გამგრძელებლის როლში ეს გაუნათლ
ებელი, ზარმაცი, სახელმწიფოებრივ საქმიანობაზე ნაკლებად მოფიქრალი ქალიშვილი,
ბალიდან საეკლესიო ლიტურღიაზე მიმფრინავი და იქიდან მასკარადზე აჩქარებით
მიმავალი, ნამდვილად უადგილო იქნებოდა. შესაძლებელი კანდიდატების წრე ამოი
წურა, საიდუმლო სიკვდილის წინაშე მდგომი პეტრეს ნაწერი საიდუმლოდვე დარჩა.
თითქოსდა ისტორიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა უჩვენოს, რომ პეტრეს
მერყეობა შემთხვევითი არ იყო, რომ მისი ხელებიდან კალამი ამაოდ არ დავარდნილა.
ფრაზა “მიეცით ყველაფერი…” პირველად იქნა მოყვანილი ვოლტერის წიგნში რუსეთის
იმპერატორის შესახებ, დაწერილი რუსეთის მთავრობის დაკვეთით. ვოლტერის უწყებას
არ გამოუწვევია სერიოზული დაეჭვება შემდგომი მკვლევარებისა. ასე რომ, ს. მ. სოლოვი
ოვი იმეორებს ამას თავის „რუსეთის ისტორია უძველესი დროიდან”-ში. მხოლოდ არსებ
ობს თვალთახედვა (ე.ფ. შმურლო, ნ. ი. პავლენკო), რომლის თანახმადაც პეტრე I სრული
ადაც არ აპირებდა “ყველაფრის მიცემას” ანნა პეტროვნასათვის, როგორც ამტკიცებდნენ
ისინი, რომლებიც ამზადებდნენ მასალებს პეტრე I შესახებ ვოლტერისათვის (გ. ფ. მილ
ლერი, მ. ვ. ლომონოსოვი, ი.ი. ტაუბერტი). ეპიზოდი პეტრე I დაუსრულებელი ფრაზით,
შემოტანილია სრულიად შეგნებულად ჰოლშტეინ-ჰოლლტროპის დინასტიის უფლებებ
ის დასამკვიდრებლად რუსულ ტახტზე. ჰოლშტეინის ჰერცოგის კარლ-ფრიდრიხის საი
დუმლო მრჩევლის გ.ფ. ბასსევიჩის ჩანაწერებში მოთხრობილია მომაკვდავი იმპერატორ
ის “უკანასკნელ ფრაზაზე”. იქ ნათქვამია, რომ დაუძლურებულმა პეტრემ უბრძანა გაეგზ
ავნათ თავის ქალიშვილ პრინცესა ანნასთან, რაც აკეთებს მინიშნებას იმპერატორის “ჭეშმ
არიტ” ნებაზე უფრო მეტად გამჭირვალედ. ავანტურისტმა “ვლადიმირის კნიაჟნა”-მ დაა
სრულა თავისი დღენი კნიაჟნა ტარაკანოვის სახელით პეტრეპავლეს სიხესიმაგრეში 1775
წლის 4 დეკემბერს. პეტრე პირველის, ეკატერინე I და ელიზავეტა პეტრეს ასულის გაყალ
ბებულ “ანდერძზე” დაყრდნობით ის პრეტენზიას აცხადებდა რუსეთის ტახტზე. ეს გაყა
ლბებული “ანდერძები” ფიგურირებენ ისტორიულ და მხატვრულ ლიტერატურაში, რო
გორც “რაღაც ლიტერატურული ფონი მოთხრობაში XVIII ასწლეულის საიდუმლო ქალ
ის მშფოთვარე ცხოვრებისა და ავანტურული გეგმებისა”. “ვლადიმირის პრინცესის” პო
ლიტიკური ინტრიგა ჩაფიქრებული იყო საფრანგეთში პოლონეთის ემიგრაციის მეთაურ
ის კარლ რაძივილის მიერ, რომელიც ცდილობდა აღედგინა პოლონეთი 1772 წლის საზღ
ვრებში., რაც მას გამოუვიდოდა, თუ რუსეთის ტახტი წილად ხვდებოდა თვითმარქვია
“ვლადიმირის პრინცესას”, რომელიც თავს ასაღებდა იმპერატრიცა ელიზავეტად, პეტ
რეს კანონიერ ქალიშვილად. და ბოლოს კიდევ ერთი “ანდერძი” პეტრე პირველისა”, უკ
ვე სათვალავით მესამე, გადმოცემული იყო ფრანგი ისტორიკოსის ლეზიურის წიგნში
1812 წელს ფ. გაიარდის პუბლიკაციაში 1836 წელს.“ნამდვილი” ტექსტის გამოჩენა გახდა,
როგორც დღეს ბევრი მოიაზრებს, კოლექტიური შემოქმედების შედეგად. თუმც, მიუხედ
ავად იმისა, რომ არ არსებობს არცერთი პირდაპირი და უდაო მტკიცეულება, ავტორობას
ტრადიციულად მიაწერენ დ´ეონს.

1812 წლის გაზაფხული, ნაპოლეონ I გადაჰყავს თავისი ჯარები ნემაზე, ემზადება რა რუ


სეთში შესაჭრელად. პარიზი კი აღელვებულია ახალი წიგნით. 500 გვერდიანი პამფლე
ტი, გამოცემული დიდი ტირაჟით, იყო აქტუალური და სენსაციური. წიგნში საუბარი
იყო რუსეთის სტრატეგიული გეგმების გამჟღავნებაზე, რომელთანაც საფრანგეთი ომს
აწარმოებდა. ფრანგებს აღელვებდათ თვით წიგნის სათაურიც “რუსეთის სახელმწიფოს
ზრდის შესახებ დასაწყისიდან XIX ასწლეულებამდე”. ეს დაიწერა, როგორც მითითებუ
ლია სათაურში, ისტორიკოს ლეზიურის მიერ, რომელიც იდგა სმსახურში საფრანგეთის
საგარეო საქმეთა სამინისტროში. საფრანგეთის მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობ
ას ანიჭებდა ამ წიგნის განხილვას. როდესაც იმავე წლის ზამთარში საფრანგეთის განად
გურებული არმია გარბოდა რუსეთის საზღვრებიდან, კუტუზოვის ჯარისკაცებმა ხელში
ჩაგდებულ მტრის შტაბებში აღმოაჩინეს ასობითი ეგზემპლიარი ამ მოზრდილი თხზულ
ებისა. თანამედროვენი პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ლუზერის წიგნი გამოცემული
იყო თვით ნაპოლეონის განკარგულებით, რომელიც ეყრდნობოდა რა “რუსულ საშიშროე
ბას”, ცდილობდა გაემართლებინა თავისი შეჭრა რუსეთში. სხვათაშორის, ლეზიურის წი
გნში ცხადდებოდა: ”ირწმუნებიან, რომ რუსი იმპერატორების საოჯახო არქივებში ინახე
ბა პეტრე I-ის ხელით ნაწერი საიდუმლო ჩანაწერები, სადაც თავისი გულღიაობით ცხად
დება ამ იმპერატორის გეგმები, რომლებზედაც ის თავის თანამეროვეთ ამახვილებინებ
და ყურადღებას და რომლებსაც მისი მემკვიდრეები მისდევდნენ, შეიძლება ითქვას, რე
ლიგიური შეუპოვრობით. აი არსი ამ გეგმებისა”. და შემდეგ გადმოიცემა სრულიად ფან
ტასტიკური პროგრამა რუსული დაპყრობებისა ევროპასა და აზიაში. ბატონ ლეზიურეს
მიერ შექმნილი მტრის სახე მოწოდებული იყო დაერწმუნებინა ფრანგული საზოგადოე
ბა იმაში რომ, ნაპოლეონის არმია სჩადის მართალ საქმეს, იხსნის რა ევროპას აგრესიუ
ლი მტრისაგან. თვით საფრანგეთის არმიისათვის ლეზიურეს წიგნი იყო რაღაც დოპინგი
სმაგვარი. აი როგორ დაწერა ამ წიგნის გამო თავის რომანში „კალმითა და დაშნით“ ვალე
ნტინ პიკულმა: „ საფრანგეთის არმიამ შეაბიჯა ნემანს, წიგნის ტირაჟი კი დაეწია ნაპოლე
ონის შტაბებს, ჩამორჩენილთა დასაცქარებლად, ორჭოფტა შთაგონებისთვის…“ ლეზიუ
რის წიგნი შეიცავდა მხოლოდ ტექსტის გადამღერებას, სახელწოდებულს „პეტრე დიდის
ანდერძად“.

მეოთხედი საუკუნის შემდეგ, 1836 წელს პარიზში წიგნის თაროებზე კვლავ გამოჩნდა
ფრადრახ გაიარდეს წიგნი „კავალერ დ’ეონის ჩანაწერები“. ეს იყო ბელეტრიზირებული
მემუარები ცნობილი ავანტურისტის, ფრანგი დიპლომატის და მზვერავისა, 1755 -1760
წლებში რუსეთში საფრანგეთის საელჩოში მომსახურისა. ამ მემუარებში კი გამოქვეყნებ
ული იყო სრული ტექსტი „ანდერძისა“. გამომცემელმა ფ. გაიარდემ წარუმძღვარა მას შე
სავალი შემდეგი შინაარსით: „1757 წელს კავალერ დ’ეონმა პარიზში ჩამოიტანა ძვირფა
სი დოკუმენტი, იმპერატრიცასთან მისი მჭირდო, უსაზღვრო მეგობრობის და ძლიერ საი
დუმლო მეფეთა არქივების უკონტროლო კვლევის წყალობით გამხელილი. ეს, დ’ეონის
სიტყვებით, ანდერძის ზუსტად სარწმუნო ასლია, პეტრე დიდის მიერ დატოვებული მი
სი შთამომავლობისათვის და ტახტის მემკვიდრეთათვის“. ამის შემდეგ ტექსტი უცვლე
ლად გამოიყენებოდა იმ სახელმწიფოთა დიპლომატიისა და პუბლიცისტიკის მიერ, რომ
ლებიც რუსეთთან მტრულ დამოკიდებულებაში იყვნენ. და ბოლო დროს გამოყენებულ
იქნა გებელსის ნაცისტური პროპაგანდის სამინისტროს მიერ 1941 წელს..

საიდან გაჩნდა ეს „ანდერძი?“

1755 წლის ზაფხულში პრუსიაზე, პოლონეთის და ბალტიის ზღვის სანაპიროზე გავლით


მიდიოდა კარეტა, რომელშიც იმყოფებოდა, მსახურთა გამოკლებით, 2 მგზავრი. უფრო
სწორად, მგზავრი კაცი და მგზავრი ქალი, ხანში შესულ კაცს აცილებდა ახლაგაზრდა ქა
ლიშვილი, მისი ძმისწული. მგზავრი იყო შოტლანდიელი მემამულე დუგლას მაკენზი.
ის მის თანამგზავრთან ერთად მიემგზავრებოდა ლუდოვიკო XV დავალების შესასრულე
ბლად – გაერკვია მოლაპარაკებების შესაძლებლობანი პარიზსა და პეტერბურგს შორის.
ორ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები წამხდარი იყო უკიდურესად. ელჩები გაწვე
ულ იქნენ. პეტერბურგში იმდენად სჭარბობდა ლუდოვიკო XV მიმართ მტრული განყობ
ილებები, რომ ის შიშობდა ოფიციალურად შეეთავაზებინა ელჩთა გაცვლის განახლება,
შიშობდა უარის მიღება მტკივნეული იქნებოდა საფრანგეთის სამეფო კარის პრესტიჟისა
თვის. ლუდოვიკოს მიერ მიცემული დავალება სრულიადაც არ ითვალისწინებდა ექსტრ
ავაგანტურ ქმედებებს. მხოლოდ მგზავრი ქალი არა მარტო მისი ძმისწული იყო, არამედ
ქალიც კი არ იყო. „დისწული“ ან სხვაგვარად შევალიე დ’ეონ დებომონი, დაიბადა 1728
წელს. ზოგიერთი ბიოგრაფი ამტკიცებს რომ მას ბავშვობაში აცმევდნენ როგორც გოგოს,
მხოლოდ შემდეგ დააძალეს მამაკაცის სამოსის ტარება. ამას იმით ხსნიან, რომ ამგვარი
მასკარადის დახმარებით მშობლები იმედოვნებდნენ მისი ბავშვისათვის რაღაც სარგებლ
იანი მემკვიდრეობის მიღებას, რომელიც სხვაგვარად მოცურდებოდა ოჯახური მფლობე
ლობისაგან. მაგრამ სანაძლეოები, რომლებიც დიდ თანხებად იდებოდნენ დ’ეონის სქეს
ის შესახებ და კამათები ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია გადაჭრილი
იყო. არსებობდნენ უცილობელი მტკიცებულებანი, რომ დ’ეონი მამაკაცი იყო. ამის შესა
ხებაც ლაპარაკობს გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის გაკვეთის სამედიცინო პროტ
ოკოლი. დუგლასის და დ’ეონის მისია წარმატებული იქნა. რუსული პოლიტიკის ხელმძ
ღვანელებს გააჩნდათ სერიოზული საფუძვლები ვერსალთან დაახლოებისათვის. პარიზ
ში მცირე ვადით დაბრუნებული დ’ეონი კვლავ გაემგზავრა პეტერბურგში საელჩოს მდი
ვნის ხარისხში. სახელდობრ, რუსეთის დედაქალაქში მეორედ ჩამოსვლისას დ’ეონმა,
თუ დავუჯერებთ „ჩანაწერებს“, მეტად საიდუმლო პეტერბურგში საიმპერატორო არქივი
დან შესძლო მოეტაცებინა პეტრე I „ანდერძის ასლი“. კავალერი დ’ეონი აცხადებს, რომ
მან შესძლო პეტრე I-ის ანდერძის ასლის მოხელთება პეტრე I-ის ქალიშვილთან მჭიდრო
მეგობრული ურთიერთობის წყალობით. თითქოს და თვით იმპერატრიცა ელიზავეტას
ნებართვით, ჰქონდა შესაძლებლობა შესდგომოდა სამეფო არქივში ამ ანდერძის ძიებას.
დავტოვოთ ეს განცხადება კავალერ დ’ეონის სინდისზე. არ დავვეჭვდებით იმაშიც, თუ
როგორ შეძლო რუსულის არ მცოდნე კავალერმა დ’ეონმა სამეფო არქივში ბორიალი, შეე
ძლო კი დაედგინა, რომ მის მიერ ნაპოვნი დოკუმენტი, რომელიც მან პარიზში „მოიტა
ნა“, არის სახელდობრ პეტრე I-ის ანდერძი. კავალერ დ’ეონის მემუარებიდან ჩვენ ვგებუ
ლობთ, რომ პარიზში ჩამოსულმა პეტრე I-ის ანდერძი გადასცა ლუდოვიკო XV. შემდეგ
ამოუცნობი ისტორია ვითარდება. ლუდოვიკო XV-ეს მისი პოლიტიკური აგენტისაგან მი
ღებული პეტრე I საიდუმლო ანდერძი არასდროს ერთი სიტყვითაც არ უხსენებია, არასდ
როს უთქვამს, რომ მან მისი არსებობის შესახებ იცის. პეტრე I რეალურ პოლიტიკას მცირ
ედიც კი არ ჰქონდა საერთო მასზედ მიწერილი დოკუმენტის ქმედებებთან. ამგვარად
მას არავითარი ჩანაფიქრი არ ჰქონდა ინდოეთის და კონსტანტინეპოლის დაპყრობისა,
პოლონეთის დანაწევრებისა, უკრაინული და ბელორუსული მიწების მისათვისებლად,
საფრანგეთისა და ავსტრიის შეგნებული შეჯახებისა.

1763 წელს, როდესაც პოლონეთის მეფე კვდება, ფრანგი დიპლომატები განიხილავენ პო


ლონეთის შესაძლო დაყოფას, რომელიც მათი აზრით, რუსეთსა და პრუსიას ჰქონდათ გა
ნზრახული. 1778 წელს “კავალერ–ქალწულმა” დ’ეონმა ბიოგრაფიაში, რომელიც მისი სი
ტყვებით შეადგინა ლა ფორტელიმ, წარმოადგენს პოლონეთის გაყოფას 1772 წელს, როგ
ორც “პეტრე დიდის საყვარელი გეგმის რეალიზაციას, რომელსაც ძალიან სურდა თავისი
საზღვრების გერმანიასთან მიახლოება, რათა იქ სერიოზული როლი ეთამაშა”, და ამტკი
ცებს, რომ ეს თითქოს ჯერ კიდევ 1757 წელს იწინასწარმეტყველა “მინისტრიასადმი წარ
დგენილ მემორანდუმში”.

ავღნიშნავთ, რომ პეტრე I სახელი ანალოგიური სახით გვხვდება ყველა შემთხვევაში, რო


დესაც საუბარია რუსულ გეგმებზე, დაკავშირებული კონსტანტინეპოლის დაპყრობასთ
ან. ფრანჩესკო ალგაროტი მოგვითხრობს მათ შესახებ მის “წერილები რუსეთზე”, ეყრდნ
ობა რა ის საუბრებს ფელდმარშალ მინიხთან 1739 წელს. “წერილების” ფრანგული
თარგმ ანი გამოდის 1769 წელს, რუსეთ–თურქეთის ომის დასაწყისში. სახელდობრ ამ
დროს ვო ლტერი, მეგობარი და კორესპონდენტი ალგაროტისა, ავითარებს ანალოგიურ
გეგმებს წე რილებში ეკეტერინე II- სადმი, მომავალი „ბერძნული პროექტის“ ძირითადი
მონახაზის კარნახისას. გ. რ. დერჟავინის მოწმობით, ეკატრეინე II მმართველობის
დასასრულს, 1772 წლის გაზაფხულზე, ეუბნებოდა მას: “მე არ მოვკვდები მანამ, სანამ
თურქებს ევროპიდან არ გავყრი, სანამ არ დავაცხრობ ჩინეთის სიამაყეს და არ
ავაღორძინებ ინდოეთთან ვაჭრ ობას”. ანონიმური თხზულების “საფრანგეთის
უმთავრესი ინტერესების” თანახმად, წარ დგენილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროში, ეკატერინე II რეალიზებას უკე თებს პეტრე I გეგმებს: დაიპყროს
კონსტანტინეპოლი და აღმოსავლეთთან მთლიანი ვაჭ რობა. მას შეუძლია დადოს
ხელშეკრულება ინგლისთან საფრანგეთის წინააღმდეგ. “რუს ეთი არ დაეცემა გერმანულ
სახელმწიფოებს, არ ჩამთვალოთ უჭკუოდ და გავბედავ თქმას, საყოველთაო მონარქიის
უნაყოფო იდეას, განძარცვულსა და არ არსებულს. თუ რუსეთი მიეცემა დაპყრობითს
ვნებებს, მაშინ მისი გეგმები სულაც არ იქნება ილუზიუ რი ქიმერა.
ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთის ნაწილის დაპყრობით, სადაც ჩინე ბული
პორტებია, ის მალე დასახავს წითელი და ხმელთაშუაზღვის შეერთებას. ამისათვ ის
საჭიროა არხის წესრიგში მოყვანა, რომელიც წამოიწყო და გაიყვანა პტოლემეთა დინა
სტიამ”. ავტორი ამატებს, რომ ეს არხი (ახლანდელი სუეცის) იქნება არაუმეტეს იმისა,
რომლის გაყვანაც პეტრე I-მა ჩაიფიქრა, რათა შეაერთოს პეტერბურგი ვოლგასთან და კას
პიის ზღვასთან, და რომ ეს პროექტი ყველაზე სარგებლიანია, რომელზედაც მხოლოდ
ოცნება შეიძლება. “რუსეთი უკვე იმდენად ძლევამოსილია, გახდება მთელი მსოფლიოსა
თვის ერთ-ერთი საშიში იმპერიათაგანი, თავისი ვაჭრობით და თავისი მცხოვრებლე
ბით”.

პოლონეთში საფრანგეთის ელჩი გრაფ დე ბროლი მრავალჯერ უთითებდა “პეტრე I პრო


ექტებზე”, რომელსაც ეკატერინე II ანხორციელებს მის საგარეო პოლიტიკაში. “უხეშმა, მა
გრამ პეტრე I-ის დიდებულმა გენიამ შვა საიდუმლო პროექტი, ადრესირებული მის მემკ
ვიდრეთათვის, – დაიკაონ ადგილი ევროპის დიდ სახელმწიფოთა შორის” – წერდა ვინმე
ფავე ბროილს მითითებით. საერთოდ, საუბარია არა ეკატერინეს რომელიღაც რეალური
დოკუმენტების ანალიზზე, არამედ სტერეოტიპზე “ეკატერინე II – პეტრე I საქმეების გამ
გრძელებელი.

1789 წელს ლონდონში გამოვიდა პამფლეტი “ევროპაში პოლიტიკური ბალანსის საშიშრ


ოების შესახებ”, როგორც ფიქრობენ, შვედი მეფის გუსტავ III (ეკატერინე II მას უწოდებ
და “თავიდან ფეხებამდე ფრანგს”) დავალებით, ფრანგი ჟურნალისტის მალე დიუ პანის
მიერ. აქ კვლავ გაისმის რუსული საშიშროების თემა: “ხალხი უფრო მეტად საშიში, გამო
ბრძმედილი ბარბაროსობით და დისციპლინირებული მონობის უღლით, სიკვდილის
და უბედურების არ შემგრძნობი, მაგრამ მეტად ვარგისი დაპყრობებისა და იავარქმნისა
თვის, ვიდრე თავდაცვითი ომებისათვის”. საფრანგეთის და რუსეთის საგარეო პოლიტიკ
ის მტრობა შეიგრძნობა თითქმის მთელი XVIII ს-ის მანძილზე. შვიდწლიანი ომის დრო
საც კი საფრანგეთ რუსეთის კავშირმაც ვერ გახადა ორი ქვეყნის ურთიერთობა ნამდვი
ლად მეგრობრული. შემთხვევით არ ჩაუდევს რადიკალურად მოაზროვნე ს. მერაშელს
იმპერატრიცის პირში ყალბ “ეკატერინე II ანდერძში” ასეთი სიტყვები: “ვიმედოვნებ,
რომ ჩემი ერთგული გეგმებით რუსული არწივი გაშლის თავის ძლევამოსილ ფრთებს, სა
დაც მეფის სისხლი თავისი ხალხის ხელით დაიღვარა”.

ვინ შეთხზა “პეტრე I ანდერძი” არ არის ზუსტად ცნობილი. ყოველ შემთხვევისათვის,


ის, ეჭვგარეშეა, შედგენილ იქნა პირის მიერ, რუსული პოლიტიკის ზედმიწევნით ახლო
მცოდნისა. უაზრობისა და აშკარა გამონაგონების მასათა შორის მომწყვდეულია “გეგმე
ბიც”, სამეფო პოლიტიკის მიზნების ნამდვილად ამსახველი. მაგრამ ეს შეეძლო გაეკეთე
ბინა ნებისმიერს, ვინც მეტნაკლებად იცნობს XVIII ს-ის I ნახევრის დიპლომატიურ ისტ
ორიას. ეჭვგარეშეა, რომ დ’ეონისთვის იყო უსათუოდ სარგებლიანი ეტრაბახა ლუდო
ვიკო XVIII წინაშე. მაგრამ გადაღებული ასლის სიზუსტის შემოწმება მაინც შეუძლებე
ლი იყო – ლუდოვიკო ვერ მიმართავდა პეტერბურგს ამგვარი თხოვნით! საერთოდ, საფ
რანგეთის მთავრობამ დოკუმენტს, თუ ის რასაკვირველია არსებობდა, განსაკუთრებუ
ლი მნიშვნელობა მიანიჭა. “ასლი” ამ ანდრძისა მაინც რჩებოდა არქივებში მანამდის, სა
ნამ 1812 წელს ლეზიურმა არ გადაამღერა შემოკლებული სახით. შემდეგ კი, დ’ეონის მე
მუარებში დაიბეჭდა ფალსიფიკაციის სრული ტექსტი, საიდანაც წარმოიშვა ლიტერატო
რთა და ჟურნალისტთა ურიცხვი თხზულებანი.

ზემოთ თქმული ნებას გვრთავს ვაწარმოოთ რამდენიმე დაკვირვება. “ანდერძს” გააჩნია


თავისი ისტორიული საფუძვლები XVIII ს-ის რუსეთის საგარეო პოლიტიკისა, ყალბად
ინტერპრეტირებულის. ყველელაზე მეტად “დოკუმენტში” თვალგადავლებულია საფრა
ნგეთისა და პოლონეთის საგარეო პოლიკური ინტერესები. “ანდერძის” ავტორი არ იყო
მცოდნე პეტრე I საგარეო პოლიტიკისა, რომლის გამოც ტექსტში არის მთელი რიგი შეც
დომებისა და უაზრობისა. მაგრამ ავტორმა ნამდვილად აითვისა რუსული პოლიტიკის
მრავალი ტენდენცია და დაუკავშირა ის პეტრე I. როგორც საბჭოთა პერიოდში ყოველგვა
რი პოლიტიკა, მიუხედავად მისი ყოვლად შესაძლო გადახვევებისა, იყო “ლენინური”,
ასევე XVIII ს-ში ის იყო “პეტრესეული”. სიმართლის მოგონილთან აღრევით, ავტორმა
დაასრულა ახალი ტიპის სტერეოტიპის “რუსული საფრთხის” შექმნა, რომელსაც ევრო
პელთა შეგნებაში შეჰყავდა ძველი – “რუსული ბარბაროსობა”. გავუსვამთ ხაზს, რომ “ან
დერძი” ასახავს XVIII ს-ის დასასრულის და XIX ს-ის დასაწყისის ევროპის პოლიტიკურ
ვითარებას, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს როგორც კავალერ დ’ეონის ფალსიფიკაციის შე
საძლო ავტორობას. რუსეთის მითიური სახეები, შექმნილი საფრანგეთში, ერთი მხრივ,
პარადოქსალური სახით გავლენას ახდენს რუსულ საგარეო პოლიტიკაზე, მეორე მხრივ
– ერეკება ინფორმაციის საკმაოდ მკაცრ ჩარჩოებში, მოწოდებულს დიპლომატიური არხე
ბით. საფრანგეთის ელჩები რუსეთში იტყობინებიან ზუსტად იმ ცნობებს, რომლებიც
მხარს უჭერენ მთავრობის საგარეო პოლიტიკის კონცეპციას.

პირველი, ვინც ეჭვქვეშ დააყენა ანდერძის სიზუსტე, იყო მკვლევარი ბერგჰოლცი, რომე
ლიც თვლიდა, რომ ტექსტის ავტორი იყო არც მეტი არც ნაკლები ნაპოლეონ ბონაპარტი.
საკუთარი ჰიპოთეზის დამტკიცებას ბერგჰოლცი ცდილობდა ანდერძის ტექსტოლოგიუ
რი ანალიზით და ნაპოლეონის შრომებით (მათ შორის მოხსენებებიც). ბერგჰოლზი წერ
და: “ იქაც და აქაც საერთო აზრებია, იგივე დასკვნები, და ადგილებში, სადაც ბიოგრაფე
ბი აკეთებენ ციტირებას იმპერატორის საკუთარი სიტყვებისას. იგივე სახეები, იგივე გამ
ონათქვამები, რომლებიც შესაძლებელია იპოვნოთ ნაპოლეონის გამოსვლებში და მის მი
ერ ნაკარნახევ დოკუმენტებში”. 1875 წელს რუსმა ისტორიკოსმა ე.პ. კორნოვიჩმა განაცხა
და, რომ პეტრე I-ის ანდერძი შეადგინა კავალერმა დ’ეონმა. 1877 წელს კი ჟურნალში “ძვე
ლი და ახალი რუსეთი” გამოქვეყნებული იყო ს.ნ შუბინსკის გამოკვლევები, “საგანგებ
ოდ მიმართული “ანდერძის სიყალბის” დასამტკიცებლად, რომელიც ისედაც იწოდება
“პეტრე I სათუო ანდერძად”. დ’ეონის მემუარებმა ვერ გააცუცურაკა ისტორიკოსები,
თუმც “ანდერძმა” თავისი როლი შეასრულა. ევროპის მონარქიისათვის ის იყო რუსული
ჰეგემონიის სიმბოლო, ევროპული დემოკრატიისათვის – სიმბოლო რუსული
იმპერიალი ზმისა. არსებულ დროში ფალსიფიკაცია განიხილება უმეტესწილად
როგორც კურიოზი, რომელმაც მხოლოდ ნეგატიური როლი ითამაშა რუსეთის იმიჯის
ფორმირებაში ევროპ ული საზოგადოების წარმოდგენაში.
ფ. გაიარდიის წიგნში გამოქვეყნებული პეტრე დიდის ანდრეძის ტექსტი:

“წმინდა და განუყოფელი სამების სახელით, ჩვენ, პეტრე, იმპერატორი და თვითმპყრობე


ლი სრულიად რუსეთისა, ყველა ჩვენს შთამომავალსა და ტახტის მემკვიდრეს და რუსი
ნაციის მთავრობას.

I. ამყოფეთ რუსი ხალხი განუწყვეტელი ომის მდგომარეობაში, რათა ჯარისკაცი იყოს


ბრძოლაში გამობრძმედილი და არ იცოდას დასვენება: ის მოასვენეთ მხოლოდ სახელმ
წიფო ფინანსების გაუმჯობესებისას, არმისს გაარდაქმნისას და იმისათვის, რომ დაელო
დოს თავდასხმისათვის მოხერხებულ დროს. ამ სახით, გამიოყენეთ მშვიდობა ომისათვ
ის და ომი მშვიდობისათვის საზღვრების გასაფართოებლად და რუსეთის მზარდი კეთი
ლდღეობისათვის.

II. მეტად განვითარებული ქვეყნებიდან ყოველგვარი საშუალებებით გამოძახებულ იქ


ნეს სამხედრო მეთაურები ომის დროს და მეცნიერები მშვიდობის დროს იმისათვის, რა
თა რუსმა ხალხმა შეძლოს სხვა ქვეყნების მიღწევების გამოყენება, საკუთარიდან არაფრ
ის დანაკარგით.

III. ნებისმიერ შემთხვევაში ევროპის საქმეებსა და ომებში ჩარევა, განსაკუთრებით


გერმანიისას, რომელიც როგორც მახლობელი, იწვევს უშუალო ინტერესს.

IV. პოლონეთის გაყოფა, მასში მხარი დაეჭიროს მღელვარებეს და გამუდმებულ უთანხ


მოებებს, ძლიერები გადმობირებულ იქნენ ოქროთი, ზემოქმედება სეიმებზე, მოისყიდ
ოს ისინი იმისათვის, რათა გავლენა იქნეს მეფეთა არჩევნებზე, ამ არჩევნებში ჩვენი მომ
ხრეების მიყვანა, გაეწიოს მათ მფარველობა, იქ შევიყვანოთ რუსული ჯარები და დატოვ
ებულ იქნას იქ დროებით, სანამ არ წარმოსდგება შემთხვევა მათი იქ საბოლოოდ დატოვე
ბისა. თუ კი მეზობელი სახელმწიფოები დაიწყებენ სიძნელეების შექმნას, მაშინ დამშვი
დებულ იქნენ ისინი ქვეყნის დროებითი დანაწევრებით, სანამ შესაძლებელი არ იქნება
უკან წართმევა.

V. შვეციას დაპყრობის შესაძლელად გახდა და მისი მხრიდან ხელოვნურად იქნას გამოწ


ვეული თავდასხმა, რადგან შეიქნას წინაპირობა მისი დაპყრობისა. ამისათვის ის დანიი
საგან იზოლირებული უნდა იქნეს და დანია შვეციისაგან, და მზრუნველად დაეჭიროს
მხარი მათ შორის წინააღმდეგობას..

VI. დიდი რუსი თავადებისათვის მეუღლეები შეირჩეს გერმანელი პრინცესებიდან იმისა


თვის, რომ გამრავლდეს ნათესაური კავშირები, დაახლოვდეს ინტერესები, გერმანიაში
ჩვენი გავლენის გაძლიერებით, ამით ჩავაბათ ის ჩვენს საქმეში.

VII. უპირატესობით მივაღწიოთ ინგლისთან ვაჭრობის სახით კავშირს, რადგან სახელდ


ობრ ეს არის ის სახელმწიფო, რომელიც მისი ფლოტისათვის უმეტესწილად ჩვენ გვსაჭი
როებს და რომელსაც შეუძლია უმთავრესად ჩვენი ფლოტისათვის სასარგებლო იყოს. გა
ვცვალოთ ჩვენი ტყე და სხვა ნაწარმი მის ოქროზე და დავამყაროთ ჩვენს ვაჭრებსა და მე
ზღვაურებს შორის მუდმივი ურთიერთობები, რომლებიც ასწავლიან ჩვენებს ვაჭრობას
და ზღვაოსნობას.

VIII. დაუღალავად განვავრცოთ ჩვენი საზღვრები ჩრდილოეთით და სამხრეთით, შავი


ზღვის გასწვრივ.

IX. რაც შეიძლება ახლოს წავიწიოთ კონსტანტინეპოლისკენ და ინდოეთისკენ, მათი


მფლობელი იქნება მსოფლიოს მფლობელი. ამ მიზნით აღიძრას მუდმივი ომები თუ
თურქებთან თუ სპარსებთან, შავ ზღვაზე დაარსდეს გემთსაშენები, ნელნელა დავეუფ
ლოთ როგორც ამ ზღვას, ასევე ბალტიისას, რამეთუ ერთიცა და მეორეც აუცილებელია
გეგმის წარმატებისთვის – მოეწყოს საპარსეთის დაცემა, გავაღწიოთ სპარსეთის ყურემ
დე, ავაღორძინოთ, თუ შესაძლებელია, ლევანტას ძველი ვაჭრობა ციმბირთან და მივწვ
დეთ ინდოეთს, როგორც მსოფლიო სასაწყობო პუნქტს. მისი დაუფლებით შესაძლებე
ლია ინგლისის ოქროს გარეშედაც იოლად გავიდეთ.

X. მიველაქუცოთ და მონდომებით დავუჭიროთ მხარი ავსტრიასთან კავშირს, დასანახ


ად წახალისდეს მისი ჩანფიქრები მისი გერმანიაზე სამომავლო ბატონობაზე, საიდუმლ
ოდ კი გამოვიწვიოთ მის წინააღმდეგ ხელმწიფეთა არაკეთილმოსურნეობა. ვეცადოთ, რა
თა მან ან სხვებმა დახმარებითვის მიმართოს რუსეთს, და დავამყაროთ ქვეყანაზე თითქ
ოსდა მფარველობა მასზედ მომავალი ბატონობის შემზადების მიზნით.

XI. დავაინტერესოთ ავსტრიის სამეფო სახლი ევროპიდან თურქების გაყრით, კონსტანტ


ინეპოლის დაუფლებით კი ნეიტრალიზება გავუკეთოთ მის შურიანობას ან ავღძრათ მის
წინააღმდეგ ომი, ან მივცეთ მას დაპყრობილის ნაწილი, რამეთუ მოგვიანებით უკანვე
წავართვათ ის..

XII. გადმოვიყვანოთ ჩვენს მხარეზე და გავაერთიანოთ ჩვენს ირგვლივ ყველა აღმოსავლ


ეთ ბერძენი რენეგატი ან სქიზმატიკი, გავრცელებულნი უნგრეთში, თურქეთში და სამხრ
ეთ პოლონეთში, გახადეთ ისინი ძალად და საყრდენად და წინასწარ მომზადდეს საყოვე
ლთაო ბატონობა მათზედ, თითქოსდა სასულიერო მეთაურთა დაწესების მეშვეობით:
იქნება იმდენი მეგობარი, რამდენი მეტრიც ეყოლება თითოეულს.

XIII. როდესაც შვეცია დაქუცმაცებული იქნება, სპარსეთი დამარცხებული, პოლონეთი


დასაფლავებული, თურქეთი დაპყრობილი, არმიები გაერთიანებული, შავი და ბალტიის
ზღვები ჩვენი გემებით დაცული, მაშინ უნდა შესთავაზონ დიდი საიდუმლოების ქვეშ პი
რველად ვერსალის მოლაპარაკებას, შემდეგ ვენისას, მსოფლიოზე ძალაუფლების გაყო
ფა. თუ რომელიმე მათგანი, ცდუნებული პატივმოყვარეობითა და თავმოყვარეობით, მი
იღებს ამ წინადადადებას – რაც გარდაუვალია მოხდეს – მაშინ ის გამოვიყენოთ სხვის და
საღუპად, შემდეგ გავანადგუროთ გადარჩენილიც, მასთან ბრძოლის დაწყებით, რომლის
შედეგშიც უკვე დაეჭვებაც არ შეიძლება, რადგან მაშინ რუსეთი დაუფლებული იქნება
მთელს აღმოსავლეთსა და ევროპის უდიდეს ნაწილს.
XIV. თუ მოსალოდნელის საწინააღმდეგოდ ის ან სხვა რუსეთის წინადადებაზე უარს იტ
ყვიან, მაშინ ჩამოაგდეთ მათ შორის მტრობა და დააუძლურეთ ისინი ურთიერთ შორის
ბრძოლით. მაშინ რუსეთმა, გადამწყვეტი წუთის სარგებლობით, უნდა მიმართოს წინას
წარ შეკრებილი თავისი ჯარები გერმანიისკენ და ამავდროულად უკად გაგზავნოს ამათ
თან ერთად ორი მნიშვნელოვანი ფლოტი, ერთი აზოვის ზღვიდან, მეორე ბალტიის
ზღვიდან. ხმელთაშუა ზღვასა და ოკეანეში გასულები ისინი შეესევიან ერთისმხრივ საფ
რანგეთს და მეორეს მხრივ გერმანიას, და მაშინ იქნება ეს ორი ქვეყანა დამარცხებული,
მაშინ დანარჩენი ევროპა უკვე ადვილად და ყოველგვარი წინაარმდეგობის გარეშე აღმოჩ
ნდება მის ქვეშ.

ასე შეიძლება და უნდა დავიმორჩილოთ ევროპა”

ფრანგულიდან თარგმნა ვ. ზერნოვმა.

კეთილმორწმუნე მეფე თეიმურაზ II

თეა პაიჭაძე

როდესაც ერეკლე პირველი, ნაზარალიხანი, მამა თეიმურაზისა, ისპაჰანში იმყოფებოდა,


კახეთიდან ქალი მოითხოვა, მაგრამ არავინ წარჩინებულთაგან არ ინება თავისი ქალის
გაგზავნა, რადგან ეგონათ, რომ ხარჭად სურდა. მხოლოდ ალავერდელმა ჩოლოყაშვილმა
გაუგზავნა თავისი ასული ანა. ერეკლეს მისგან შეეძინა ძე დავითი და ელენე. ანა თავისი
ძით და ასულით ერეკლესთან ერთად გაამაჰმადიანეს, დავითს უწოდესი მამ-ყული და
ელენეს - ანჯანუმ. ერეკლეს ხარჭისგან ნაშობ ვაჟს, კონსტანტინეს კი უწოდეს მაჰმადყუ
ლი. (მეორე წყარო გვამცნობს, რომ ანამ კიდევ ერთი ძე შვა - ლუარსაბი, რომელიც მალე
ვე გარდაიცვალა). მაჰმად-ყულსა და იმამ-ყულს ყეენის საჭურისები ზრდიდნენ. ყეენმა
ერეკლე მოულოდნელად ქართლში გამოუშვა. შემდეგ გამოუგზავნა ანა და ასული ელე
ნეც. ”და უშვა ერეკლეს ტფილისს ანამ ძე თეიმურაზი” (“ქართლის ცხოვრება”, ტ. 4, გვ.
610). ოსე წინასწარმეტყველის ხსენების დღეს, ძველის ტილით 17 ოქტომბერს (30 ოქტომ
ბერი ახალი სტილით. იესე ბარათაშვილი ”ცხოვრება - ანდერძი”). ეს მოხდა 1700 წელს.
ამგვარად გადაურჩა თეიმურაზი გამაჰმადიანებას და ნათელ იღო ქართლში. მტკვრის პი
რას, ისნის ციხეში მდგარი სასახლე, რომელშიც დაიბადა თეიმურაზი, სწორედ ამ წელს
თბილისში ჩამოსულმა ფრანგმა მოგზაურმა ბოტანიკოსმა ტურნეფორმა აღწერა და მისი
ჩანახატიც დაგვიტოვა. მისი აღწერილობით ”მთავრის სასახლე, რომელიც მდებარეობს
ციხის ქვემოთ, ძალიან ძველი და ასეთი პატარა ქვეყნისათვის იგი კარგა გამოიყურება. სა
სახლის წინ სასახლის ბაღია, საბაზიერო... მოედანი და ბაზარი, რომელიც იმსახურებს
ყურადღებას. ჩვენ შეგვიყვანეს დიდ დარბაზში, რომელიც სასიამოვნო შთაბეჭდილებას
ახდენს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხისაგან არის ნაკეთები. მას ყოველმხრიდან აქვს ფა
ნჯრები, რომელშიც ლურჯი, მოწითალო, მონაცრისფერო და სხვა ფერის მინებია ჩასმუ
ლი...” ჩამოიყვანეს მაჰმად - ყული ხანი თელავში. ლეკებმაც იხილეს რა კახელების ძალა,
მათთან ზავი დადეს, ხოლო ქართლი იყო უპატრონო და მდიდარი. ამიტომ ქართლს, შეე
სივნენ, ხოლო ალაფიდან წილს აძლევდნენ მაჰმად-ყული-ხანს, თუმცა არც კახეთი დამშ
ვიდებულა ლეკებისგან საბოლოოდ. სულ მალე ოსმალებმა მუხანათურად მიიპატიჟეს მა
ჰმად - ყული და თავი მოჰკვეთეს. მერე შეესიენ კახეთს, სასტიკად დაარბიეს, ლეკებიც
ხოცეს და დაჯდა გამარჯვებული ისაყ - ფაშა თფილისში. ასე დაცარიელდა კახეთის ტახ
ტი... ამის შემხედვარე თეიმურაზი ისევ ფშავში წავიდა და იქ დიდ სიღარიბეში ჩავარდნ
ილმა გადაწყვიტა რუსეთში წასვლა, მაგრამ კახელები არ აძლევდნენ ამის ნებას. მერე ის
ევ თელავში ჩამოიყვანეს. ასეთ რთულ ვითარებაში თეიმურაზი ყველაზე გავლენიან პირ
ოვნებად რჩებოდა. ამის გამო ფშავიდან თელავში ჩამოსული ოსმალებმა თბილისში დაი
ბარეს და ”კეთილად შეიწყნარეს”, რადგან, მართალია, კახეთი ხონთქრისაგან უსუფ ფაშ
ას ჰქონდა მიცემული, მაგრამ “გარნა სახელითა ოდენ და ვერა რის მოქმედებითა”, ხო
ლო როდესაც შირვანსა და კულმუხში გამარჯვებული თამაზ - ხანი მოადგა განჯას და
მოითხოვა იმამ-ყული ხანის ასული, თეიმურაზის მეთაურობით კახელი წარჩინებულე
ბი ეპისკოპოსთა თანხლებით ეახლნენ. ოსმალთაგან განსხვავებით ქართველთა სიძულ
ვილი ვერ დამალა და “თეიმურაზს და კახთა არა წესისამებრ პატივ სცა თამაზ-ხან გარნა
მცირედითა ნიჭითა”. ხიფათით სავსე იყო მუსულმანურ სამყაროსთან ურთიერთობა. წი
ნასწარ ვერ განსაზღვრავდი, წყალობით გადმოგხედავდნენ, თუ რისხვას დაგატეხდნენ
თავს, ამიტომ უფალს იყო მინდობილი თეიმურაზი. მუდამჟამს ლოცულობდა, ხშირად
ეზიარებოდა, თან დაატარებდა წმიდა ნაწილებს, ეპისკოპოსებსა და მღდვლებს გვერდი
დან არ იცილებდა. განჯაშიც მოძრავი ეკლესიით ჩავიდა. აღდგომა დღეს წირვა კარავში
დააყენებინა. წირვას რუსეთის ხელმწიფის დესპანი მთავარი სერგი გალიცინიც დაესწ
რო, რადგან იქ სხვა ეკლესია არ იყო გარდა თეიმურაზის კარვისა. ამგვარად უმასპინძლა
თეიმურაზმა შორეული რუსეთიდან ჩამოსულ ელჩს, მერე ელჩმაც მიიწვია თავისთან და
უბოძა “არმაღანი მუნებური”. რას იფიქრებდა ფშავში გახიზნული გაჭირვებაში ჩავარ
დნილი თეიმურაზი, რომ რუსეთიდან ნუგეშს, სწორედ განჯაში თამაზ - ხანის კარზე უპ
ატიოდ ყოფნისას მიიღებდა. შეუდრეკელი იყო თეიმურაზი ბრძოლისას. ერთხელ მარტ
ყოფში ყიზილბაშთაგან გამოქცეულ ლეკთა ლაშქარს უნდა ჩასაფრებოდა თეიმურაზი. კა
ხეთიდან ერეკლე მოდიოდა დასახმარებლად, ქართლიდან სპარსეთის ხანები, მაგრამ შუ
ადღისას ლეკთა ჯარი მოულოდნელად თავს წამოადგა. ბატონმა ბრძანება გასცა, მაშინვე
ცხენებს მოახტდნენ ვინ ვის მოასწრებდა, შეუტიეს. თავად ბატონი, როგორც ლომი, ისე
მიესია. თეიმურაზს ჯარი ცოტა ჰყავდა, რომ აქა - იქ გზები შეეკრათ, მაგრამ ”არაოდეს არ
ას ომში არ დამარცხდებოდა, სარწმუნოება ჰქონდა მტკიცე და გოლიათობა შეურყევე
ლი”. სძლია ლეკთა ჯარს, ამოწყვიტა. მხოლოდ ერთი კაციღა შამხლის სახლეულიდან
დაიჭირეს. დასახმარებლად მომავალმა ხანებმა ვერც კი ჩაუსწრეს. შაჰმა უსაყვედურა
მათ. თეიმურაზს კი ხალათი, ცხენი, მძიმედ შეკაზმული და რაყამი დიდის ლომის უბო
ძა. საერთოდ პატივი და ძღვენი არ აკლდა თეიმურაზს ნადირ შაჰისაგან. აშკარაა, რომ მი
სი პიროვნული ხიბლი, უმზაკვრობა და სიწრფელე მის გარშემომყოფთ სიკეთისკენ განა
წყობდა. მემატიანე რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ ”რა ჩამობრძანდა კახი ბატონი და დე
დოფალი თამარ ხელმწიფესთამ მიიჩნივა ფრიად დასდვა პატივი უზომო, უბოძა ხალა
თი მძიმე და ინამი ფრიადი. რამდენჯერ ჩაბრძანდის ბატონი, უზომო პატივი მისცეს,
რომ ყოველს ერანის ხანებს უკვირდისთ”. ანდა, ”ოსმალთა დამარცხებისთვის: მოსწერა
რაყამი, რომ ვითა ძმა ყოფილიყო, მისთვისაც ძნელი იყო ასეთი პატივის რაყამი. მოუვი
და წყალობად კიდევ ორი ათასი თუმანი თეთრად. იყო მეფე თეიმურაზ ლხინ - ნადიმო
ბით და გასცა ეს თეთრი უშურველად ჯარსა ზედა კახეთისასა”.

ამის შემდეგ კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვებით მამა - შვილმა საბოლოოდ მოიგო შაჰ
- ნადირის გული. ხონთქარმა დიდი განძი გამოუგზავნა ლეკებს უსუფ ფაშას ხელით.
ოსმალებს გივი ამილახვარიც შეუერთდა და მოადგნენ ქართლს. თბილისის ხანი ყიზილ
ბაშთა ლაშქრით და თეიმურაზი ქართველებით დაბანკდნენ გორში, ხოლო ოსმალნი თე
დოწმიდაში. დაიწყო ბრძოლა, სძლიეს ოსმალებმა და გორში შეხიზნულებს ალყა შემოარ
ტყეს, განძი კი ლეკებთან გაგზავნეს. თბილისის ხანმა ერეკლეს ამცნო ყოველივე, ერეკლე
კახელებითა და ავღანელებით გამოემართა გორისაკენ, არაგვის პირას ჭალაში მოიმწყვ
დია ოსმალნი და თოფით სროლა აუტეხა. მოსრეს მრავალი. ოსმალები საგანძურიანად
გამოიქცნენ, მათ დანახვაზე უსუფ ფაშა აიყარა და გაიქცა, ხოლო ხანი და თეიმურაზი გა
მოვიდნენ გორიდან და ”აღიღეს ალაფი ოსმალთა მრავალი”. შემდეგ დაბრუნდნენ თბი
ლისში და ყოველივე ამცნეს შაჰნადირს. ”ესე განიხარა ფრიად შაჰ - ნადირ, უსუფ - ფაშას
და ლეკთა ბელადის მალაჩის დამარცხებისათვის მადლობის ნიშნად ”წარმოუვლინა ცხე
ნი ოქროსა აღკაზმულობითა და ხრმალი მძიმედ მოჭედილი” (ომან ხერხეულიძე) და მო
სცა თეიმურაზს ქართლი, ხოლო ერეკლეს, ძესა მისსა - კახეთი. მერე მოვიდა თეიმურაზ
და დაჯდა ტფილისს, ხოლო ძე თეიმურაზისა ერეკლე დაჯდა კახეთს”. ეს მოხდა 1744
წლის მაისს, ხოლო იმავე წლის დეკემბრის დამდეგს ”ერთი უცხო და საკვირველი ვარსკ
ვლავი გამოჩნდა, რომელი არაოდეს ნახულიყო, ცისკრის ოდენი, სიბრწყინვალეც მას უგ
ვანდა, ასეთი სხივი აეშვირა რომ მაშხალასავით მისდევდა, უცხო რამ იყო, რომ ყოველს
უკვირდა. პირველსავე ღამეს ამოვიდის, ისევ დასავლეთის კერძო მალე ჩავიდის, მიმავა
ლსა გვანდა, რომ ყოველმან მაყურებელმან შეიტყვიან მიმავლობასა, დეკემბერს გამოჩნ
და, თებერვლის ნახევრობამდისინ ჩანდა ქვეყანასა ქართლისასა და მერმე უჩინარ იქმ
ნა”. (პაპუნა ორბელიანი). სულ მალე (1745 წ.) ანტონ კათოლიკოსმა მოაწყო თეომურაზ
მეფის საზეიმო კორონაცია - გვირგვინი დაადგა და მირონი სცხო. ანტონმა, საგანგებოდ,
მეტად მდიდრულად მოაწყო კორონაცია, რასაც თითქმის მთელი ქართლის სასულიერო
პირნი და ხალხი ესწრებოდა. კურთხევის დღეს ასევე საგანგებოდ აირჩია 1 ოქტომბერი,
დღე, როცა მთელი ქართველი ხალხი მცხეთაში სვეტიცხოვლის ზეიმზე იყრის თავს (იხ.
სინოდალური კანტორის გურჯები №230)... საზეიმო კორონაციამ ქართლელებზე ძლიე
რი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველა აქებდა ღმერთს, ამბობს მემატიანე, რომელმაც
ხალხს თეიმურაზის სახით მხსნელი მოუვლინა აგარიანთა ტყვეობისაგან (თ.ჟორდანია
“ანტონ I”). ”როცა მეფე გახდა; იყვის მუდამ მეჯლისი, ვითაც პირველ ქართველთ მეფო
ბისა, ეგრევ ყოველივე განაწესნა მეფემ თეიმურაზ, ვითაც ქრისტეს მოყვარე იყო და ებრა
ლებოდა ქართველნი. აღასრულა ბრძანება სახარებისა, მიუტევა შემცოდეთა ცთომა თვი
სი, მხიარულყო ყოველნი, ადიდებდნენ ღმერთს დასნი სამღვდელონი ანუ გუნდნი ერთა
ნი ”ვითა გამოგვიჩინა ესე მოწყალე ტკბილ გონებითა მეფეო”. თეიმურაზამდე საუკუნე
ნახევრის მანძილზე არც ერთი მეფე სჯულის შეუცვლელად არ ასულა ტახტზე. როგორც
უკვე ავღნიშნეთ, ეს იქნებოდა მიზეზი თეიმურაზის პასიურობისა ტახტის მაძიებლობის
გზაზე. არ უნდოდა მიწიერი დიდება, რადგანაც უფალი ამბობს, პირველად ეძიებდეთ სა
სუფეველსა ღმრთისასა და დანარჩენი ყოველი მოგეცემათო, ამიტომაც მისცა მას მიწიე
რი მეფობა უმტკივნეულოდ. და თითქოს საქართველო იბადებოდა ხელახლა, აგარიანთა
ტყვეობის შემდეგ ეს მართლაც სასწაული იყო - საუკუნენახევრის შემდეგ ქრისტიანი ხე
ლმწიფე საქართველოს ტახტზე მჯდომი სპარსეთის ყეენს ატყობინებს შვილიშვილის,
ქრისტიანი მემკვიდრის დაბადებას და იქიდან საპასუხოდ მოლოცვასა და საჩუქარს იღ
ებს. თუმცა აგარიანთა ტყვეობიდან თავდაღწეულ მეფეს ახალი, აქამდე უცნობი, გაცილე
ბით უფრო მზაკვარი მტრისაგან, ახალი განსაცდელი ელოდა, და ამ განსაცდელში კვლავ
გამობრწყინდება მეფე თეიმურაზის ჭეშმარიტად მამობრივი სიყვარული თავისი ქვეყნი
სა და ხალხის მიმართ.

”ღმერთმან მომცა ეს სიმაღლე...”

1747 წელს ნადირ შაჰის მოწყალება მოულოდნელად კვლავ რისხვით შეიცვალა. აჯანყებ
ებით თავმობეზრებულმა შაჰმა ქართველ მეფეებსაც ეჭვის თვალით დაუწყო ცქერა და 40
000 თუმანი გადასახადი დაუწესა, რაც მძიმე ტვირთად დააწვებოდა ქვეყანას, ამიტომ ქა
რთველები საომრად მოემზადნენ. განრისხებულმა შაჰმა აჯანყებული ქართველების დას
ჯა გივი ამილახვარს დაავალა, თუმცა ბოლოს ბრძოლას მოერიდა და გადასახადი შეამს
უბუქა, მეფეებს “სიტკბოებისა და წყალობის რაყამი” მოსწერა და ერეკლე თავისთან დაი
ბარა. და, აი აქ, თეიმურაზი შვილზე მოწევნულ სახიფათო განსაცდელს თავზე იღებს და
თავად გაემართება ისპაჰანისაკენ. უკვე მერამდენედ მიდის განრისხებული ლომის ბუნა
გისაკენ. რამდენჯერ დაიხსნა თავი, რა მოხდება ამჟამად? ადვილი წარმოსადგენია, თუ
როგორ ილოცებდა ქრისტიანი მეფე. მეფე, რომელმაც კარგად უწყოდა, რომ ყოველივე
უფლის ხელშია, წარმატებაც და განსაცდელიც. აკი წერდა კიდეც:

”სოფლისა განსაცდელები მე ბევრი მამვლენია - და


ქრისტესა გამოვუხსნივარ, ჭირები მამლხენია - და...
...ორმოცდაოთხის წლისასა მერწმუნა მეფობანია.
ღმერთმან მომცა ეს სიმაღლე ნადირ-შაის მიზეზობით’’

კვლავ მიენდო თეიმურაზი ღმრთის ნებას და ახალი განსაცდელისაკენ მხნედ გასწია. არც
ამჟამად დატოვა უფალმა კეთილისმყოფელი თვისი და ისპაჰანში ჩასულ მეფეს ნად ირ -
შაჰი შეთქმულთა ხელით მოკლული დაუხვდა. შაჰ შარისაც აუჯანყდნენ არაბი და
ქურთი წარჩინებულები, რომლებმაც შაჰ შარი გააფრთხილეს თუ რა ზიანს მოუტანდა სა
ხელმწიფოს მისი ფავორიტის ქართველი საჭურისის რეზულ - ბეგისთვის განუსაზღვრე
ლი ძალაუფლების მინიჭება, ხოლო როდესაც შაჰმა განაცხადა, რომ რეზულ ბეგს არავის
დააჩაგვრინებდა, შეთქმულება მოუწყვეს სხვა ხანებთან ერთად საჭურისი რეზულ ბეგი
მოკლეს, ხოლო შაჰს თვალები დასთხარეს. ამის შემდეგ ირანის ტახტის ხელში ჩასაგდებ
ად რამდენიმე დაჯგუფება იბრძოდა. საქართველოს თავი უკვე აღარავის ჰქონდა. 1748
წლიდან ქართლ - კახეთი ფაქტობრივად თავისუფალი იყო. 1753 წლის “სანკტპეტერბურ
გის “უწყებანი” გვამცნობს: “ავღანელები ერიგლერ ხანთან, ანუ მთავარ ერეკლესთან კავ
შირში არიან. მათი ძალაუფლების ქვეშაა თავრისი, აკულისი, ერდებილი და მთელი ნახ
იჩევანის პროვინცია, რომლებიც არეულობის დროს დაიპყრეს. ერევნისა და განჯის ხანე
ბი ქართველ პრინცს იმ დროიდან ემორჩილებიან, რაც ამ სახანოებიდან ლეკები განდევ
ნა. მისი მფარველობის ქვეშაა შირვანის პროვინცია, მხოლოდ როგორც მოკავშირე... ლეკე
ბი ორ პარტიად არიან გაყოფილნი: ერთნი მშვიდობით და მეგობრობით არიან დაკავში
რებულნი ქართველ პრინცთან, ხოლო მეორე პარტიას, რომელსაც აჯი ჩელები მეთაურ
ობს, იგი ყოველთვის ებრძოდა მეტ - ნაკლები წარმატებით... ერთ-ერთი ბრძოლის შემდ
ეგ სრული გამარჯვება მოიპოვა მათზე. აჯი ჩელების შვილმა, რომელიც მაშინ ლეკებს მე
თაურობდა, ვერ შესძლო სწრაფად მთებში გაბრუნება და მებრძოლების, ტყვეებისა და ბა
რგის ნარჩენებით თურქეთის მიწაზე გაიქცა”. 1748 წელს თბილისის დამცველი 3 ციხე -
სიმაგრე მეტეხი, თაბორი და ნარიყალა, რომელიც ყიზილბაშ მეციხოვნეებს ეპყრათ და
ქალაქს შიშის ზარს სცემდნენ, (როგორც პაპუნა ორბელიანი მოგვითხრობს ნარიყალაში
მყოფი მაჰმადიანები, ”...სიონს მონასტერს ზარბაზანს ესროდენ და მეფის საჯდომი სასახ
ლე ყუნბარით აავსეს და ზარბაზნით დამტვრივეს”), გაანთავისუფლეს ქართველებმა და
იქ მეფე ერეკლე მეორემ კახი მეციხოვნეები ჩააყენა. შემდგომში სპარსეთიდან დაბრუნებ
ული თეიმურაზი გარეგნულ იერს უცვლის თბილისს და 1751 წელს აშენებს სამეფო სასა
ხლეს. ფლორენციის კრებას საქართველოდან ესწრებოდნენ ორი მიტროპოლიტი, (სხვად
ასხვა წლებში განაგებდნენ მანგლის - თბილისის ეპარქიას), იოანე და გრიგოლი და ელ
ჩი, ერისკაცი, რომლის სახელი უცნობია. ამასთანავე სერბიისა და საქართველოს ელჩებს
ჩაბარებული ჰქონდათ ტრაპიზონის იმპერატორის მანდატი, რაც საქართველოს, სერბიი
სა და ტრაპიზონის პოლიტიკურ კავშირზე მიუთითებს. როდესაც კრებაზე არაჯანსაღი
სიტუაცია შეიქმნა და ქართველებმა დაინახეს, რომ ანტიოსმალური კოალიციის შექმნის
სანაცვლოდ კათოლიკეები ძალადობრივად ცდილობდნენ მართლმადიდებლების იძულ
ებას უნიაზე ხელის მოსაწერად, მიტროპოლიტმა იოანემ ერთ - ერთი კათოლიკე ორატო
რის გამოსვლისას, რომელიც ციტირებდა არისტოტელეს, განაცხადა: ”ნე კალო არისტოტ
ელე!? (ანუ არ ვარგა არისტოტელე) ჩვენთვის რაა არისტოტელე”, ხოლო როდესაც ჰკითხ
ეს თუ ვინ იყო მისთვის ავტორიტეტი მან უპასუხა: ”წმ.პეტრე, წმ.პავლე, წმ.ბასილი, გრი
გოლ თეოლოგი, ქრიზოსტომოსი”. იგი კრებიდამ გაიპარა მათხოვრის სამოსში გადაცმუ
ლი მიმოდიოდა იტალიაში და ყველგან ქადაგებდა პაპ ევგენის დანაშაულებრივ საქმიან
ობაზე, ამხელდა მის ცოდვებს. მიტროპოლიტი გრიგოლი კი წმიდა მარკოზ ეფესელთან,
ანკირიის მიტროპოლიტ სოფრონთან და ტრისტინის მიტროპოლიტ ესაიასთან ერთად
შეუპოვრად ამხელდა რომის პაპსა და კარდინალებს, ხოლო როდესაც უნიის ხელმოწერა
ზე მიდგა საქმე გამოიქცა კრებიდან და საქართველოში დაბრუნდა. ხოლო ქართველი დი
დებულის პასუხი მოულოდნელი და მწარე მოსასმენი აღმოჩნდა პაპისათვის: ”...როცა
ყველა პატრი პატივსა გვცემს როგორც მემკვიდრეს და შენს დისციპლინას თავდახრილ
ნი თაყვანსა სცემენ, ამისათვის იმ ერთადერთ სიტყვას ობელისკზე ნუ დაგვანახვებ, მაშ
ინ მარტო იბერიის ხალხის გულს როდი მოიგებ, ყველა ქრისტიანი შენი პატივისმცემე
ლი იქნება”.… ამის შემდეგ იბერმა პაპს ურჩია ხელი არ ეხლო ბარბაროსულ ენებზე არსე
ბული დოგმებისათვის, რომელთა ძალით წართმევა და მათ ნაცვლად თავისის დანერგვა
სურს. პაპმა პასუხი ფარული სიმწარით მოისმინა და განცვიფრებული გაჩუმდა”. (ო.ჟუჟ
უნაძე, გვ.19).

ქართველთა ღირსეულმა საქციელმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა რუსეთში, უკრაინაში.


რუსი მწიგნობრები კიცხავდნენ რუსეთის მიტროპოლიტ ისიდორეს, რომელმაც ხელი
მოაწერა უნიას და ამავე დროს პატივისცემით მოიხსენიებდნენ საქართველოს. აქვე აღსა
ნიშნავია ის ფაქტიც, რომ XV ს-ის 30-იანი წლების დასასრულიდან 1493 წლამდე თბილი
სში კათოლიკე ეპისკოპოსები აღარ იგზავნებოდნენ. (ო.ჟუჟუნაძე გვ.28). სულ მალე კონს
ტანტინეპოლი დაეცა. დასავლეთის სახელმწიფოები აღშფოთებით უსმენდნენ ამბებს კო
ნსტანტინეპოლის დაცემის შესახებ, მწერლები თხზავდნენ მწუხრის ელეგიებს. მთელმა
ევროპამ აიტაცა ფრანგი კომპოზიტორის გიიომ დიუფეს ამ ამბებისადმი მიძღვნილი სამ
გლოვიარო საგალობელი... ეს იყო და ეს... ”უზარმაზარმა ოსმალთა იმპერიამ შთანთქა მა
რთლმადიდებელი სამყაროს თითქმის მთელი სამხრეთი ნაწილი. ახლა ოსმალეთის მეზ
ობლად ერთი მართლმადიდებლური სახელმწიფოღა დარჩა, ეს საქართველო იყო. საბედ
ნიეროდ მისი საბოლოო დაპყრობა ოსმალეთმა ვერ მოახერხა” (დ.პაიჭაძე გვ.47). ევროპა
კი კვლავ მუშტრის თვალით უცქერდა აწ უკვე სულთნის ხელში გადასულ ბიზანტიის
იმპერიას, საიდანაც საუკუნეების მანძილზე ეზიდებოდა სიმდიდრეს. სწორედ მათი გა
უთავებელი თავდასხმებით დასუსტებული იმპერია იოლი ლუკმა გახდა ოსმალთათვის.
ჯერი ახლა საქართველოსა და რუსეთზე მიდგა. ასევე პრივილეგიებით სარგებლობდნენ
სომხები ოსმალეთის მიერ დაპყრობილ ქართულ ტერიტორიებზეც, სადაც იმის გამო,
რომ მუსულმანთაგან ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ და ტყვეთა სყიდვისაგან დაც
ულნი იყვნენ, ბევრი ქართველი, მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტების გამო უმო
ძღვროდ დარჩენილი, გადადიოდა გრიგორიანულ სარწმუნოებაზე. მათ კი შემდგომში სა
ხელებს უცვლიდნენ გვარის დაბოლოებებს სომხურ სტილზე უკეთებდნენ და სომხებად
აცხადებდნენ. ბევრი მშობლიურ ენასაც ივიწყებდა და ამგვარად ხდებოდა ქართველი ერ
ის წაშლა საკუთარი ისტორიული მიწიდან. თურქებმა სამცხე საათაბაგოს ქართული ეკლ
ესია კონსტანტინოპოლის სომხურ საპატრიარქოს დაუქვემდებარეს. ”სომეხი კათოლიკე
ნი, ისე, როგორც სომეხ - გრიგორიანნი, თურქებსა და ირანელებსაც XV-XVIII ს-ში ”მიუმ
ხრობელი” და ”უწყინარი” რელიგიის წარმომადგენლებად მიაჩნდათ. ამიტომ, თავიანთ
ქვეყანაში მათ გარკვეულ პრივილეგიებსაც ანიჭებდნენ”. (შ. ლომსაძე - ”გვიანი შუასაუკ
უნეების საქართველოს ისტორიიდან”. 1979 წ.)*. ასევე დიდი პრივილეგიებით სარგებლ
ობდნენ სომხები ირანშიც, სადაც დღესაც დგას მათი მშვენიერი არქიტექტურით აგებუ
ლი მონოფიზიტური ტაძარი. შაჰი მათ ცერემონიალებსაც კი ესწრებოდა. და ეს იმ დროს
როდესაც საქართველოს დედაქალაქში მეჩეთებს აშენებდნენ და სიონის ტაძარს დანგრე
ვითა და მეჩეთად გადაკეთებით ემუქრებოდნენ. სომეხთა გამოყენება თავისი მიზნებისა
თვის კათოლიკეებსაც მიმზიდველად ეჩვენათ. ამიტომაც იყო, რომ დაკვირვებული ინს
ტრუქტორების რჩევით მისიონერებს მხოლოდ სომხებთან საქმის დაჭერას ურჩევდნენ.
ქართველთა გადაბირება არც თუ იოლი და საკმაოდ სახიფათოც იყო. აქ საინტერესო იქ
ნებოდა გაგვეხსენებინა 1706 წელს იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოზის წერილი ვახ
ტანგ VI-ისადმი, რომელშიც იგი მეფეს ურჩევდა გამოესწორებინა ბაბუის (თეიმურაზ I-
ის) შეცდომა და განედევნა ლათინელი მღვდლები თბილისიდან, ჩამოერთვა მათთვის
ეკლესიები და ლათინელი ბერები არ გაეკარებინა ახლოს. ”ისინი, რომლებიც ერთ ცოდ
ვილ და უწმინდურ ადამიანს აღიარებენ მეორე ღმერთად დედამიწაზე”, - წერდა იერუსა
ლიმის პატრიარქი დოსითეოსი - ”ღუპავენ მართლმადიდებელ სამეფოებს და აძლიერებ
ენ აგარიანელებს. ამ და სხვა წინასწარმეტყველურ გაფრთხილებებთან ერთად ჩვენთვის
საინტერესოა მისი აზრი სომხების შესახებ: ”სომხები, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისი
ნი, მხოლოდ თავის საქმეებს განაგებენ და მართლმადიდებლებს მათგან არავითარი შევი
წროება არ აქვთ... სომეხთა ერესი გაცილებით ასატანია პაპისტების ერესთან შედარებით.
ლათინები ღირსნი არიან მოძულებისა და განგდებისა, პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ
მოისყიდიან თქვენს ხელქვეით სომხებს, ყოფენ მათ ორად და ამით იმ საცოდავებს მრავ
ალ ჭირს ატეხენ თავს: მეორეს მხრივ კი იმიტომ, რომ ისინი ცილს სწამებენ მართლმადი
დებლებს, და წერენ რომს, თითქოსდა მთავრები და მრავალი ქრისტიანი მოაქციეს ლათ
ინთა რჯულზე და ამით ცილს სწამებენ ეკლესიას... ისინი ჩვენთვის აგარიანელებზე
უარესნი არიან”. ეს წერილი დაწერილია 1706 წელს. სწორედ ამ პერიოდში უკვე დაწყებ
ულია თურქეთისა და სპარსეთის პოლიტიკის წყალობით სომხური სავაჭრო კაპიტალის
საერთაშორისო არენაზე გასვლა. სომეხთა ჩამოსახლება საქართველოში და იმ ტერიტო
რიებზე, რომლებიც თურქთა ზეწოლას ძლიერად განიცდიან, ქართველთა გადაყვანა სო
მხურ სჯულზე. იწყება სომეხთა გადაყვანა კათოლიკურ აღმსარებლობაზე, რაზედაც სას
ტიკი რეაქცია აქვთ სომეხ გრიგორიანელებს. მაგ: ”1700 წლისათვის მძაფრდება ურთიერ
თობა სომხებსა და კათოლიკე მისიონერებს შორის, ვერ იყოფენ მრევლს და ფულს.

საქმე ხელჩართულ შეტაკებამდეც მიდის. აშველებენ ქართველები. ერთ - ერთი პატრი,


რომელიც სომხებს უჩივის წერს: `ამ ვართაპეტმა ბავშვებსაც კი დაავალა, ქუჩა - ქუჩა
იარეთ და პაპი და პატრები სწყევლეთო”. ცნობისმოყვარე თბილისელები ერთ დღეს აივ
ნებიდან უცქერდნენ თუ როგორ დაუშინეს ქვები სომხებმა პატრების სახლს. მათი კარმი
დამო რიყის ქვებით გაივსო... კიდევ უფრო საინტერესო სიტუაციას ვხვდებით ახალციხე
ში. ოსმალები მართლმადიდებლობის ამოძირკვის მიზნით ხელს უწყობენ ქართველთა
გათათრებას გასომხებას და გაფრანგებას. კათოლიკე სომხებმა იმდენს მიაღწიეს, რომ ლა
თინური ტიპიკონის აღსრულება სომხურ ენაზე დაიწყეს. მალე რომის პაპისა და კარდინ
ალებისაგანაც დაიხსნეს თავი იმით, რომ რომის ტახტს სომეხ კათოლიკეთა პატრიარქის
თანამდებობაც გამოსტყუეს და სტამბოლში დასვეს. მერე კი ოსმალეთის სომეხ კათოლიკ
ეთა საქმეები თავადვე ჩაიგდეს ხელში. ”1769 წელს (სომხებმა) ახალციხის ფაშა მოქრთამ
ეს, ჯერ გაძარცვეს და დალუქეს ეკლესიები, შემდეგ დაატყვევეს კაპუცინები, ადგილობრ
ივი მღდვლები და ზოგი ეჩმიაძინს წაიყვანეს, ზოგი - ბარდუსში, სადაც კარგა ხანს საშინ
ლად სტანჯავდნენ”. (მიხეილ თამარაშვილი, ”ისტორია კათოლიკობისა”...) 1827 წლის აგ
ვისტოში ”სომეხ კათოლიკეთ დიდძალი თანხით მოუსყიდიათ სულთანი მაჰმუდი, რა
თა მას დაეპატიმრებინა და გადაესახლებინა ახალციხიდან კათოლიკე მოძღვარნი. (ქ. სო
ხაძე - ”ქვათა ღაღადის” ეპოქამდე და შემდგომ, ”მნათობი”, 2001 წ.,¹ 5-6). სომხურ - კათო
ლიკურ სარწმუნოებაზე გადასული ქართველები ეროვნებასაც კარგავდნენ და სომხდებ
ოდნენ. მალე სომხებმა დაიწყეს იმ აზრის დამკვიდრება, რომ საქართველო მტკვრის გად
მოღმა არ არსებობს. ვენეციაში სომხურ ენაზე იბეჭდებოდა წერილები, სადაც მთელ დას
ავლეთ საქართველოს ძველი სომხეთის ნაწილად აღიარებდნენ. პეტრე პირველის დროს
სომხური ფაქტორის გამოყენებას მოჰყვა მათი მასიური ჩამოსახლება კასპიის ზღვის სანა
პიროებზე, ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთში. შეიქმნა ძლიერი სომხური კოლონიები
ჩრდილო კავკასიაში, ასტრახანში, დონზე, პეტერბურგში და სხვ. ასევე მათ ხელში თავმ
ოყრილმა უდიდესმა სიმდიდრემ საშუალება მისცა, სომხებს რუსეთის მმართველ წრეებ
თან ახლო ურთიერთობის დამყარებისა. სწორედ პეტრე პირველის პოლიტიკის გაგრძე
ლება იყო რუსეთ - ეჩმიაძინის მიერ 1766 წელს დადებული ხელშეკრულება, რის მიხედვ
ითაც უნდა აღმდგარიყო ”დიდი სომხეთი” რა თქმა უნდა საქართველოს ხარჯზე. ჩვენ აქ
არ შევუდგებით იმის გაანალიზებას თუ რა ფასად დაუჯდა რუსეთს და კიდევ რა ფასი
დაუჯდება მომავალში სომხური ფაქტორის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, მაგრ
ამ ”დიდი სომხეთის” იგივე ”დიდი არმენიის” ”საზღვრებმა” დღესდღეობით ღრმად რომ
გადაიწია რუსეთის ტერიტორიებისაკენ ფაქტია. კათოლიკოსი უფრო და უფრო და
უახლოვდა კათოლიკე მისიონერებს და მრჩევლებადაც დაიყენა სასკოლო საქმის ორგანი
ზაციაში. მისიონერები, თავის მხრივ უარს არ ამბობდნენ თანამშრომლობაზე. მცხეთის
გურჯებში ინახება ერთი აქტი დოკუმენტი, რომლის ძალით ანტონს თბილისელი მისიო
ნერებისაგან საჩუქრად მიუღია ერთი გლეხის ოჯახი. თავის დროზე ეს ოჯახი კაპუცინე
ლებს თეიმურაზ პირველმა გადასცა. (აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ კათოლიკებს ჰქო
ნდათ ანტონის ზეთით ნახატი პორტრეტი, რომელიც მისიონერების განდევნის დროს,
1844 წელს განსვენებულ პლატონ იოსელიანს შეუძენია). ”ცბიერმა მისიონერებმა ისარგე
ბლეს ამგვარი განწყობილებით და დაიწყეს ანტონის გადაბირება ფლორენციის უნიაზე,
ისინი არასწორად განმარტავდნენ ფლორენციის კრების დადგენილებებს, იმოწმებდნენ
დამახინჯებულ ცნობებს”. გარეგნული დიდებულებისა და საზეიმო რიტუალების მოყვა
რული ანტონი... როგორც ჩანს მოიხიბლა ამ მცდარი აზრებითა და მისიონერთა ცრუ დაპ
ირებებით, ირწმუნა ფლორენციის კრების (1437-1439) მსოფლიო - საეკლესიო ავტორიტე
ტი და გადაიხარა უნიის მხარეს. (თ.ჟორდანია, ”ანტონ I”).

”უკეთუ... ესე აღთქმული შევცვალოთ...”

კათოლიკე მისიონერების ცნობის თანახმად, ანტონმა “მიიღო რომის წმინდა სარწმუნოე


ბა და ჩვენის მისიონერის გორის უფროსი პატრი იერონიმე ნორჩელის წინაშე აღიარა კა
თოლიკე სარწმუნოება”. ამ ფაქტს მოგვიანებით, მხილებული კათოლიკოსი თეიმურაზ
II-ისადმი მიწერილ წერილში თავადაც აღიარებს: “ჭეშმარიტებამ იცის, რომელი სჯად
მომავალია, რომ წერილისაგან შევცდი ამ ორ სიტყვაზე: სული წმინდის საქმეზედ და
პაპის უფროსობაზედ”. “მაცდუნებელთა ჩაგონებით ანტონმა თავისთან დაახლოებულ
მღვდელმთავართა შორის დაიწყო უნიის საიდუმლო პროპაგანდა, რომელმაც მალე გამო
იღო მწარე ნაყოფი: ზოგიერთმა სასულიერო პირმა, მათ შორის ზოგიერთმა უმაღლესმა
მღვდელმთავარმაც კი, როგორც შემდეგ გაირკვა, მიიღო უნია. ეს იყო დიდი ცდუნება.
სულ უფრო გახშირდა ხმები, ანტონმა მამა-პაპათა რჯულს უღალატაო. ბოლოს ამ ხმებს
მეფემ და ეკლესიამაც მიაპყრეს ყური, ამბობდნენ, თითქოს ზოგიერთ მოწინავე ქართველ
მღვდელმთავარს გადაუწყვეტია, უმტკივნეულოდ ემხილებინა პატრიარქი. თეიმურაზ
მეფეს ნინოწმინდის (ბოდბის) მიტროპოლიტ საბა ტუსიშვილისათვის, ბატონიშვილ გიო
რგის აღმზრდელისათვის, დაუვალებია გაერკვია, ანტონი უკვე გადავიდა კათოლიკობა
ზე, თუ ჯერ აპირებს გადასვლასო. მიტროპოლიტმა საბამ ხერხს მიმართა: აღსარებაზე მი
ვიდა ანტონთან და “გაანდო”, რომ იგი კათოლიკურ რწმენაზე გადავიდა და ამიერიდან
ვერავითარი ძალა, ვერც სიკვდილი ვერ დააბრუნებს უკან. ანტონი წამოეგო ტყუილზე,
მეგობრული მიმოწერა გააბა საბასთან, რომელსაც ყოველ წერილში უმტკიცებდა კათოლ
იკობის ჭეშმარიტებას. სულ მალე იგი სწორედ ამ წერილების საფუძველზე გაასამართლ
ეს. ანტონს გაუხარდა ასეთი დიდი მღვდელმთავრის კათოლიკობაზე გადასვლა და პატ
რი ნიკოლასთვის უცნობებია სასიამოვნო ამბავი _ “ჩვენს ბადეში ერთი დიდი, კეთილი
თართი გაებაო”. მაგრამ გამოცდილმა პატერმა დაეჭვებით უპასუხა, “თქვენო უწმინდესო
ბავ, ვშიშობ, ამ თართმა ბადე არ გაგლიჯოს და წვრილი და სუსტი თევზებიც თან არ გაი
ყოლიოსო”. პატრის ეჭვი გამართლდა. მიტროპოლიტმა საბამ კათოლიკოსის წერილები
მეფე თეიმურაზ მეორეს წარუდგინა. ანტონის ღალატი ივერიის ეკლესიისადმი გაცხად
და. ამით განაწყენებულმა და დამწუხრებულმა მეფემ დაუყოვნებლივ დააპატიმრა ანტო
ნი. კათოლიციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვიდნენ იმ დროის საუკეთესო მღვდელ
მთავრები, რომელთა შორის გაოირჩეოდნენ: მიტროპოლიტი საბა, რუისის მთავარეპისკ
ოპოსი იოსები, მღვდელი ზაქარია გაბაშვილი, ცხოვრებითა და ჭკუით განთქმული კირი
ლე სამთავრელი (ციციშვილი), მცხეთის ტაძრის წინამძღვარი ეპისკოპოსი დანიელი, ალ
ავერდელი მიტროპოლიტი ზენონი და სხვ. მათი მოთხოვნით, მეფემ ქალაქიდან გააძევა
კათოლიკე ბერები, მათ შორის მთავარი დამნაშავე ნიკოლა; მისიონერები გააძევეს გორი
დანაც.

მათ წაართვეს ტაძრები და მართლმადიდებლებს გადასცეს... ლათინელმა პატრებმა და


მისიონერებმა შეიკრიბეს თავიანთი სამწყსო და გადაიხვეწნენ ახალციხის ოლქში, რომე
ლსაც ათაბაგები მართავდნენ და სადაც მისიონერები მშვიდად ცხოვრობდნენ. მეფემ გა
დამწყვეტი ზომები მიიღო საიმისოდ, რათა მართლმადიდებლობაზე დაებრუნებინა ის
ცდომილნი, ვინც მის სამეფოში დარჩა... უღარიბეს მშობელთა ბავშვები თავად აიყვანა
აღსაზრდელად. ბოლოს მცხეთაში საეკლესიო კრების მოწვევა ბრძანა. მეფეებმა ფიცი და
დეს: “უკეთუ სამეოხოთა სიტყვითა რომელმანმე ჩვენ მეფემ თეიმურაზ, ანუ ძემან ჩვენმ
ან მეფემ ირაკლიმ და ყოველთა საქართველოთაგან ან მთავარმან ქენებითა ანუ რომლით
ამე მიზეზითა ესე აღთქმული შევცვალოთ და კუალად მისი კათალიკოზად დადგინება
მოვინდომოთ, რისხვასამცა შევცვივით წმიდისა და ერთ არსისა სამებისასა და ყოველთა
მგმობართა თანა დაიწესების ცხოვრება ჩვენი და წმიდათა დიდთა მსოფლიოთა კრებათა
გან âვებულად შეჩვენებითამც აღვიâოცებით”. (1755 წლის 16 დეკემბრის აქტი “მხილება
და განყენება). მაგრამ ეს კაცთმოყვარეობა სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ კათოლიციზმ
ზე “გული მოულბა” მეფეს. ანდა ოდესმე დაუშვებდა მათ უკან დაბრუნებას. ეს კარგად
იცოდნენ კაპუცინებმაც და ამიტომაც სწორედ ის პატრი ლეონარდო, რომელსაც წერილ
ით მიმართავდნენ მეფეები და ერთი მღვდლის გამოგზავნის ნებას რთავდნენ, 1759 წელს
რომს ძალზედ საეჭვოდ, მხოლოდ მათთვის გასაგებ ენაზე მისწერს: “თეიმურაზ მიდის
რუსეთს და ვგონებ იქიდგან აღარ დაბრუნდესო. რადგან საკმაოდ დროულიაო. მასთანვე
აუწყებს ერეკლეს გამეფებას. დიდად აქებს და იმედს აცხადებს, ჩვენზე მიდრეკილია და
ჩვენთვის კეთილი უნდაო” (3. გვ.377). არადა, 1759 წლისათვის პატრისაგან “საკმაოდ
დროულად” სახელდებული თეიმურაზი მხოლოდ 59 წლის იყო. სწორედ კარის მრჩევე
ლთან, ამილახვართან მოლაპარაკებისას მეფეს აღარ დაუმალავს რუსეთში გამგზავრების
ნამდვილი მიზეზი, რადგან ამილახვარი სანდო კაცად მიუჩნევია. მეფე რუსეთისგან ითხ
ოვდა დახმარებას ლეკების შემოსევისაგან თავდასაცავად. ან ჯარის გამოგზავნას, ან თუ
ეს შეუძლებელი იქნებოდა, (ქართველებმა იცოდნენ, რომ შეიძლება აშკარად დახმარება
რუსეთს ვერ გაებედა) ფულად დახმარებას, როგორც ქართველების ისე ყაბარდოელების
ჯარის დასაქირავებლად. ქართველმა მეფეებმა ისიც იცოდნენ, რომ უანგაროდ არავინ
დაეხმარებოდათ, ამიტომ თავის მხრივ, სპარსეთში შეჭრის ნებას ითხოვდნენ და იქ შაჰ
ის ტახტზე რუსეთისთვის მიზანშეწონილი პიროვნების დასმას სთავაზობდნენ. 1761
წლის 8 აპრილს პეტერბურგში შედგა თეიმურაზ მეფის აუდიენცია იმპერატრიცა ელისა
ბედთან.

”По приезде ко двору в.ч. в лейб гвардии караул отдал его светлости честь ружём” იმპერატო
რის კარზე მისულმა მეფემ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დედოფალზე და
მის ერთგულ მინისტრებზე, რომ ელისაბედმა მაშინვე ბრძანება გასცა, დაეხატათ მისი
პორტრეტი. ეს საქმე სახელმწიფო კანცლერმა გრაფ ილარიონ მიხეილის ძე ვორონცოვმა
ითავა. მან მოიწვია სასახლის მხატვარი ალექსი პეტრეს ძე ანტროპოვი (1716-1795), რომე
ლმაც ნატურიდან დახატა მეფე. მიხეილ ვორონცოვმა ამ პორტრეტის ასლები გაამრავლა.
თეიმურაზის პორტრეტის დახატვამდე ანტროპოვი ცნობილი იყო როგორც ტაძრებისა
და სასახლეების ჭერისა და კედლების მომხატველი. მას ნაწილობრივ არქიეპისკოპოსე
ბის პორტრეტების ხატვაშიც ჰქონია ხელი გაწაფული. მისი ნიჭი კიდევ უფრო მკვეთრად
თეიმურაზის პორტრეტში გამოჩნდა, რასაც თავად სპეციალისტები ადასტურებენ: “свое
произведение он дополнил на этот раз вполне оправданным декоративным эффектом, напи
сав узорную ткань одежды Теймураза’. საოცარია, ორი საუკუნის შემდეგ მეფის აკლდამის
გახსნისას სწორედ ეს სამოსელი ემოსა და ოქრომკედით ნაქარგი ორნამენტის ბრწყინვა
ლებით შემკობილი მეფის უხრწნელი სხეულის ხილვა ათქმევინებს ქართველ მეცნიერ
ებს, “დიდებული სანახაობა წარმოგვიდგა თვალწინო”. მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებე
ლი რამ. 1761 წლის 25 დეკემბერს, 53 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა იმპერა
ტრიცა ელისაბედი. ტახტი დაიკავა იმპერატორმა პეტრე III, რომელმაც რადიკალურად
შეცვალა პოლიტიკა პრუსიის მიმართ. იმპერატრიცას გარდაცვალებიდან 14 დღის შემდ
ეგ, 62 წლის ასაკში ასევე მოულოდნელად გარდაიცვალა მეფე თეიმურაზ II. თეიმურაზ
მეფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტი გვატყობინებს: “Се
го генваря 8 дня докладывал всеподаннеище е.и. в секретарь Петр Бакунин, что того числа в
шесть часов по полудни скончался по жестокой болезни, находящейся здесь грузинский вла
детель”. რუსეთის ჯაშუში დ.მანღოვი, რომელიც თეიმურაზის ამალას საქართველოში გა
მოჰყვა, რუსეთის მთავრობას მოახსენებდა, რომ თეიმურაზის რუსეთში ელჩობით უკმაყ
ოფილო არიან: “более потому, что он здесь (რუსეთში) умер якобы от данного ему в болез
ни неполезного медикамента, о котором бывшей от свиты в посылке в Грузии вперед куриер
ом грузинец Пата Хатов разгласил при дворе, что когда он Теймураз заболел, тогда из свиты
его князь Егор Цицианов, Шио Тушиев, Зал Авалиев, Султан Бектабегов обще с князем Амил
ахоровым имея согласие учиня неведомо какой медикамент представили ему Теймуразу при
нять, и хотя де он принимать не желал, чувствуя в нем горесть, однако по совету их уверен от
того пользою выпил и ослабев от сего живот свой, скончал, за что грузинской царевич и все
придворные пребывают в великой злобе”.

…1973 წლის 13 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის არქეოლოგიისა


და ეთნოგრაფიის ინსტიტუტიდან ასტრახანში გაგზავნეს: პროფესორი - გიორგი პაიჭაძე,
ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი - ვახტანგ ჯაფარიძე და ფოტოფიქსაციის ლაბორა
ტორიის გამგე - ნ.არჩვაძე. 17 თებერვლიდან დაიწყო მეფეთა აკლდამების გახსნა და ქარ
თველ და რუს მეცნიერებს თვალწინ წარმოუდგათ შემდეგი სურათი: ვახტანგ VI-ის სამა
რხში წააწყდნენ მეფის ცხედრის ნაშთებს: ცალკეულ დაშლილ ძვლებს და კუბოსა და სამ
ოსის ნარჩენებს. ხოლო როდესაც თეიმურაზ მეორის სამარხი გაიხსნა: “მოულოდნელი
და გასაოცარი სურათი გადაიშალა ჩვენ წინაშე სუდარის ახდის შემდეგ, - ვკითხულობთ
გიორგი (გიგა) პაიჭაძისა და ვახტანგ ჯაფარიძის სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომში -
“ქართული ისტორიული ძეგლები ქალაქ ასტრახანში (თბილისი, 1974 წ., გვ.17) - თვალწ
ინ წარმოგვიდგა თეიმურაზ II თავის მდიდრულ სამეფო ტანსაცმელში, რომელიც დაუ
ზიანებლად იყო მოღწეული ჩვენამდე. მიცვალებული იწვა გულაღმა, თავით დასავლეთ
ისაკენ, ხელები ეწყო ჯვარედინად, ცოტა მკერდს ქვემოთ. 211 წლის შემდეგ ნეშტს შემხ
მარ კანზე შერჩენილი ჰქონდა მოკლე და ჭაღარა წვერი, ულვაშები, შეთხელებული თმე
ბი და წარბები...

__

*(თუმცა ქართველი ერის გავერანება საუკუნეების შემდგომ ძვირად დაუჯდათ თურქებსაც და სომხებსაც, ხოლო ”უწყინარი

რელიგიის” ფანატიკოს მიმდევართა დანაშაულებრივ საქმიანობას თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ მილიონობით სომეხის

შემზარავი გენოციდი მოჰყვა).

ცხოვრება ხუცეს ზაქარიასი

თ. პაიჭაძე

”არა არს ღმერთი მკვდართა არამედ ცოცხალთა”

საქართველოს ეკლესია არასოდეს მდგარა იმგვარი კატასტროფის წინაშე, რომელიც მოუ


ტანა მას XVIII ს-მ. ცნობილი რუის-ურბნისის კრებაც კი, რომელმაც ”ქვაბ ავაზაკად” ქცე
ული ეკლესიიდან განდევნა მექრთამე, მრუში და უზნეო სამღვდელოება, არ შეხებია დო
გმატურ საკითხებს, რადგან საქმე ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ სამღვდელოებასა და
ერში ფეხმოკიდებულ უზნეობას. კრებამ განსაკუთრებით დაგმო და შეაჩვენა მამათმავლ
ობა, ამ სენის შესახებ ხუმრობა და საუბარიც კი, და ეს შეჩვენება დღესაც ძალაშია. XVIII
ს-მ კი სწორედ დოგმატური ცდომილების საშიშროების ქვეშ დააყენა ჩვენი ეკლესია და
აი ამ ურთულეს პერიოდში ქართველ ერს ღმრთის წყალობად მოევლინა მეფეთ მოძღვა
რი, ქრისტეს ერთგული მხედარი, ხუცესი ზაქარია გაბაშვილი, რომლის სახელიც სს-ის
მანძილზე მიჩქმალული და მივიწყებულია, ღვაწლი დაფარული, ხოლო მისი დევნა ამ
ქვეყნის ბატონთაგან დღემდე შეუჩერებელი. ასეთმა წარჩინებულმა პიროვნებამ, თავისი
შორეული წინაპრის, იობის მსგავსად ერთბაშად დაკარგა ყველაფერი, პატივი, დიდება,
სამღვდელო ხარისხი, აუწიოკეს ოჯახი, სცემეს, ჩამოართვეს ქონება, წაართვეს შვილები,
მაგრამ მსგავსად იობისა, საოცარი მხნეობით აიტანა ყოველივე. ზაქარია ვახტანგ VI-ის
ძის გიორგი ბატონიშვილისადმი მოსკოვში ლექსად მიწერილ ეპისტოლეში წერს:

”...წიგნი დადვეს ქუფრი ბინდი, მითხრეს: “აღიარე ინდი,


ფრანციცულად გაღიღინდი, თვარემ გაგცრცვით ვით სიმინდი”,
პაპის სჯულზე მე შევწყინდი, იყო სულის წამაწყმინდი.
მითხრეს: “რადგან დაგვიჟინდი ოვსეთის მთას გარდაფრინდი
მოიპარსა რა ნიკაპი, მით უარვჰყავ ქოსა პაპი.
აღმაფრინეს, ვით რომ ლაპი, აღმათრივეს მწვირე ტლაპი,
რაც მებადა, უყვეს ხლაპი, გამომაძეს შიშველ ღლაპი...
...მე მტირალს ქართლი გამომაარეს,
ყვედრება, გმობა ზედ დამაყარეს.
მეუღლის წართმას არ მიმაკმარეს,
შვილნი რვანიცა ერთ-ჟამ წამგვარეს.” * *(ამ ეპისტოლეს ჩვენ მოგვიანებით კვლავ დავუბრუნდებით).

მოგვიანებით ასტრახანის ეპისკოპოს მეთოდესადმი მიწერილ წერილში ტკივილით აღნ


იშნავს შვილების წართმევას - ”ამდენ ცხვარსაც არ წაართმევსო კაცი კაცს”. იოლი წარმო
სადგენია რამხელა ტკივილის გადატანა მოუწევდა ხუცესს. მაინც რა იყო მიზეზი ზაქა
რია ხუცესის დევნულობისა? რატომ არ დაატეხეს მსგავსი “ქარ-ცეცხლი” თუნდაც ეპისკ
ოპოს საბა ტუსიშვილს, რომელმაც ანტონ კათოლიკოსის ლათინთა რჯულზე გადასვლ
ის უტყუარი საბუთები მოიპოვა? ანდა სამღვდელოების იმ ნაწილის მიმართ, რომლებმ
აც ამხილეს ცდუნებული კათოლიკოსი? ჩვენ დავიწყეთ გამოძიება ზაქარია ხუცესის ბიო
გრაფიისა და აღმოჩნდა, რომ ”დანაშაული” მისი, ამა სოფლის წინაშე ჩადენილი, ყოფი
ლა ქრისტესადმი ერთგულება, არნახული მზაკვრობის წინააღმდეგ შეუპოვარი და თავგ
ანწირული ბრძოლა. ჩვენ თვალწინ წარმოგვიდგა ღვაწლი დიდებული პიროვნებისა, პირ
ოვნებისა, რომელმაც ფაქტიურად, საქართველოს ეკლესია იხსნა უდიდესი განსაცდელი
საგან. მთელმა მისმა ოჯახმა განიცადა დევნა აღმსარებლობის გამო, რითაც პირველ ქრის
ტიანთა მსგავსი მხნეობისა და შემართების უბადლო მაგალითი დაგვიტოვეს. რუსეთი
დან ანტონი მომზადებული ბრუნდება. იგი იწყებს ფართომაშტაბიან რეფორმას, რომელ
იც ეკლესიის ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო. საქართველოში დაბრუნებულ ანტონს
თან ჩამოჰყვნენ მისი თანამზრახველებიც, რომლებიც ანტონის პოზიციის გაძლიერებას
თან ერთად იღებენ სხვადასხვა წოდებებს ეკლესიაში: იღუმენი მიხეილი, რომელიც ლა
თინთა სარწმუნოების მიღების გამო გაკრიჭეს, 1767 წელს წილკნის ეპისკოპოსი გახდა,
შემდეგ კი უფლისწულ გიორგის ნდობა ვერ დაიმსახურა და ამის გამო 1780 წელს დაკარ
გა კათედრა იოანე რუისის მოტროპოლიტთან ერთად; იონამ (გვარად გედევანიშვილმა),
ანტონის მთავარდიაკვანმა, 1775 წელს მიიღო რუისის მიტროპოლიტის ხარისხი, თუმცა
1780 წელს ისიც განკვეთეს და დააპატიმრეს მეფის ქალიშვილებისადმი უღირსი დამოკი
დებულების გამო. იონა საპატიმროდან გაიქცა და მოიარა კონსტანტინოპოლი, იერუსალ
იმი, ავსტრია, მოლდავეთი, და ბოლოს ჯერ კიევში დასახლდა, შემდეგ მოსკოვში, სადაც
გარდაიცვალა 1821 წელს; ეფრემი 1784 წელს მთვარეპისკოპოსი გახდა. იგი სტამბის მოა
მაგე იყო. მთავარდიაკვნებს - პორფირისა და გაბრიელს ანტონის ყველაზე ახლობელ პირ
ებს, საპატიო თანამდებობები ეკავათ დიკასტერიაში. მაგრამ თანამზრახველებისათვის
საპატიო თანამდებობების ჩამორიგებამდე ანტონს თავისი ძალაუფლების განმტკიცების
ათვის და საეჭვო რეფორმების გატარებისათვის ჭირდებოდა მართლმადიდებლობის და
მცველთა განდევნა ეკლესიიდან, რაც აისრულა კიდეც 1764 წელს მოწვეულ საეკლესიო
კრებაზე. მერმე მეფე ირაკლის დავეთხოვე და კათალიკოზსაცა, ზემო საქართველოში წა
ველ. ანტონი კათალიკოზმა კაცნი გზაზე მომწივა, დამიჭირეს და ორი თვე ციხეში დამა
ტუსაღეს. ამავ ხანში იმერეთის მეფე სოლომონ და რაოდენნიმე იმერეთის ეპისკოპოსნი
მეფე ერეკლემ ქალაქში დაპატიჟა და სტუმრად მოვიდნენ. მეც დაჭერილი ჩამომიყვანეს.
ის მიწყალეს თარგმანი რომ აღგვითქვეს და აღარ მოგვცეს, გამოიტანეს ხელმეორედ, ის
ევ აღიარეს და დაამტკიცეს. ვინც ხელმოწერილნი იყვნენ, ისევ მიიქცნენ. გატეხეს საშინე
ლი ფიცი და ეცრუვნენ ღმერთსა. მე მოციქულები გამომიგზავნეს, შენც გვეზიარე და შემ
ოგვიერთდიო. ქრისტეს შეწევნით არ მივყევ. მაშინვე ანტონი კათალიკოზმა თავისი თან
ხმა ეპისკოპოსნი შემოკრიბა, ექვსი იასაული გამოგვისია. მე და ჩემი შვილი იოსებ და ჩე
მი დიაჩოქი ისაკ სამივ დაგვიჭირეს, ხელები უკან შეგვიკრეს და ანტონი კათალიკოზთან
მიგვიყვანეს. დიდის გულისწყრომით შემრისხა, უკეთურო, ის რომ რა შემოგეთვალაო.
მაშინვე მიოთხოვა ომფორ-ოლარი, დაიჩოქა და საშუვალ ის მიწყალეს თარგმანი დადვა
და თქვა: თუ მე ამაში წვალება დამეწეროს ან ბოროტმადიდებლობა, მე ვიყო შეჩვენებ
ულ-წყეული წმიდის სამებისაგან და თუ ეს წიგნი მართლმადიდებლობით იყოს აღსავ
სეო ზაქარია მოძღვარი, იოსებ და ისაკ იყვნენ წყეულ-შეჩვენებულნი წმიდისა სამებისაგა
ნო. ამგვარად თავიც შეიჩვენა და ჩვენცა. მე დაუძახე: არც ეგ შენი დაწერილი წიგნი და სა
რწმუნოება მრწამს, არც შენგან შეკვრა და განâსნა მეთქი. ჩემი შვილი და ისაკ აღარ ალაპა
რაკეს, არც რა კითხეს, განრისხებულმან მიგვცნა ერის კაცთა უწყალოთა და ცემითა და
ზიდვით თმა და წვერი დაგვპარსეს. სამთავ ბორკილები შეგვიყარეს და ცალ-ცალკე საპყ
რობილეში დაგვაბეს. მრავალჯერ მოციქულები გამოგვიგზავნეს და კაცნი შემოგვიყენნ
ეს დაგვყევ, ჩვენი ნება ქენიო, ისევ ჩვენი მამა იქნებიო, ქრისტეს შეწევნით არ მივყევ”. ამ
გვარად საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შეაჩვენა და დაწყევლა კათოლიკოსმა. ”მყავ მე
წყეულ, კრულ, შეჩვენებულ სულით და ხორცით და საფლავით ამას სოფელსა და მერმე
საცა მას~. ხოლო ”ძრწოლით მსმენელთა” მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა ”ერთითა
âმითა” თქვეს ”ამინ”. ”ამგვარად თავიც შეიჩვენა და ჩვენცა. წერს ზაქარია ხუცესი - ”მე
დავუძახე: არც ეგ შენი დაწერილი წიგნი და სარწმუნოება მრწამს, არც შენგან შეკვრა და
განხსნა მეთქი”. მერმე რაც ღვთის წყალობა სიმდიდრე მქონდა, ან მამისა, ან დედისა, ან
ჩემი მოგებული ან სამღვდელო იარაღი, სრულ მთლად წაგვართვეს და გაგვაშიშვლეს.
ცოლი, შვილნი და სახლეულნი გლახად გაâადეს, კარის-კარ პურს თხოულობდნენ. 16
თვე საპყრობილეში ვიყავ. დიდს პარასკევს ანტონი კათალიკოზმა იასაულები ჩამოხსნა.
ებრძანა საპყრობილიდამ გავიდეს, თავის ცოლსა და შვილს მოუაროსო. გამოველ საპყრო
ბილით და ჩემს დაგლახაკებულს სახლეულში მიველ, ოცი სული ხიზანი მყვანდა. ცხრა
ჩვილი ყრმა იყო ჩემ სახლში. ჩემი, ჩემის შვილისა და ძმისა. მდღევარი საზრდელი აღარა
გვქონდა, კარის-კარ ვთხოულობდით, ანტონი კათალიკოზმა ამბიონზე მრავალჯერ იქა
დაგა და შეაჩვენა ვინც იმათ მოწყალება უყოს, ჩემგან შეკრულ იყოსო, ნურცა ვინ ეკლესი
აში შეუშვებთო. ამაში ერთი წელიწადი გამოვიდა, რომ მეორედ ერთობით ჭირში შეგვყა
რნა. მერმე ანტონი კათალიკოზმა ჩემი უფროსი შვილი მოაყვანინა, ამდენი აცემინა, 1 კვი
რა ავად იყო. სახლში იასაულები შემოგვისია. თუ რამ ხატები დაგვრჩომოდა, ან წიგნები,
ან წმიდა ნაწილები სრულ წაგვართვეს”. (აქ შეუძლებელია მკითხველს თვალწინ არ წარ
მოუდგეს ის საშინელება, რაც ათეული წლების შემდეგ ბოლშევიკ-უღმრთოთა რეჟიმმა
თავს დაატეხა ქართველ ხალხს. საოცარი მსგავსებაა ანტონის საქციელსა და მათ მიერ
წარმოებულ რეპრესიებს შორის). იმერეთში, 1782 წლის 6 თებერვალს, ლათინთა ერესის
ერთ-ერთი პირველი მამხილებლის კონსტანტინოპოლის პატრიარქის წმ. ფოტის ხსენებ
ის დღეს უფლის წინაშე წარსდგა ერთგული, მხნე მეომარი, სარწმუნოების სიწმიდის დამ
ცველი ზაქარია ხუცესი, რომელმაც უდანაშაულო განკვეთა და ეპიტიმია სულგრძელობ
ით დაითმინა, მორჩილებით შეხვდა განსაცდელს, ოცდაერთი წლის მანძილზე ატარა
უდიდესი ტკივილი წყურვილისა უზიარებლობის გამო. თუმცა, დევნული იყო მართლ
მადიდებლობისა და სიმართლისათვის. ჭეშმარიტად ნეტარ არს კაცი, რომელიცა ესავს
უფალსა”. სასწაულებრივი იყო აღსასრული ღმრთის სათნომყოფელისა. ისტორიამ
შემოგვინახა ამ სასწაულთა აღწერილობა. **(აგიოგრაფიული თხზულება: ”მიცვალება ხუცისა მოძღვრისა ზაქარია იობიან-
გაბაონისა წმიდისა გაენათს მონასტერსა შინა” გამოიკვლია და გამოსაცემად მოამზადა ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა,

ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა მანანა ბარათაშვილმა. მანვე დაადგინა ამ აგიოგრაფიული თხზულების ავტორის ვინაობა: დეკანოზი

ნიკოლოზ დავითის ძე გაბაშვილი. სრული სახით გამოქვეყნდა 2001 წელს გაზეთ `მრევლში” #1(49))
. ზაქარია ხუცე სის განდევნის
შემდეგ შეუბრალებლობა და სისასტიკე მატულობს სახელმწიფოს შიგნ ით. 1767 წელს
სასტიკად ისჯებიან მეფის წინააღმდეგ შეთქმულები პაატას, ვახტანგ VI-ის უკანონო
შვილს, თავი მოჰკვეთეს, თაქთაქიშვილი დაწვეს, დიმიტრი ამილახორი დას აჯეს ვირზე
შეჯდომითა და ქალაქის ქუჩებში ჩამოტარებით, ამილახორის შვილს ალექსა ნდრეს
ცხვირი მოსჭრეს. ხმები გავრცელდა, რომ მათ დასჯაში ანტონის ხელი ერიაო. ”ან ტონის
ხელმძღვანელობით გამართული საეკლესიო კრების დადგენილებით გადაწყდა მათთვის
ძალაუფლება და მამულები ჩამოერთმიათ~. (ალექსანდრე ხახანაშვილი. ”კათა ლიკოს
ანტონ პირველის მოღვაწეობა~) უფლისწული გიორგი სასტიკი წინააღმდეგი იყო
მართლმსაჯულების ამგვარი მეთოდებისადმი. ყველაფერში იგრძნობა, რომ ტახტის მომ
ავალ მემკვიდრეს, კეთილმორწმუნე გიორგისა და ანტონს შორის დაძაბული ურთიერთ
ობაა. საქმე იქამდე მიდის, რომ ანტონს არ სურს ნაბეჭდ საეკლესიო წიგნების წინასიტყვ
აობაში ”მართლმორწმუნე მეფის ერეკლეს მეფობისას” დაამატონ სიტყვები: ”და მისი მემ
კვიდრის, უფლისწულ გიორგის ჟამს”. კათოლიკოსი ზურგს ერეკლეს დახმარებით იმაგ
რებს. იგი აგრძელებს თავის დაწყებულ საქმეს მთელი შემართებით და ფრონტის ხაზს
ყველა მიმართულებით ხსნის. ”ხოლო მიწევნილი მოხუცებისა (ანტონ კათოლიკოსი) შე
იქმნა ავად ხუÇლითა. თფილელმან გერმანე ჰსწირა ანჩისხატის ეკლესიაში და მიუსუÇ
ნა ბარძიმი. დასუსტებული ანტონი წარმოსუÇს. დაივარცხნა თმანი, შეიკრა კაბისა ღილე
ბი, შეიმოსა საბუხრები, მოისხა ომფორი და ეზიარა თვით âორცსა და სისხლსა ქრისტესა
სა ხოლო გერმანე არა ინება თხოვისა მისისა აღსრულება, რათა აზიაროს იგი. წელსა 68-სა
ცხოვრებისა თÕსისა გარდაიცვალა ანტონი თფილის და დაეფლა მცხეთას 1788 წელ სა”.
ჩვენთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ თქვა უარი თფილელმა გერმანემ კათოლიკო სის
ზიარებაზე. 1795 წლის 10 სექტემბერს ირანელთა ლაშქარი აღა-მაჰმად ხანის მეთაუ
რობით კრწანისის მინდორზე დაბანაკდა. ლაშქრის საერთო რიცხვი არ აღემატებოდა 35-
40 ათას კაცს და აი აქ ხდება ისეთი რამ, რაც ძირეულ გარდატეხას ახდენს ბრძოლის შედ
ეგზე, ის, რასაც უფლის განგება ჰქვია. 11 სექტემბერს დილიდან ნისლიანი ამინდი იყო.
გაცხარებული ბრძოლის დროს ჭექა-ქუხილი და წვიმა წამოვიდა. შემდეგ კი მოულოდნე
ლად გამოიდარა, ნისლი გაიკაფა და კოჯრის მხრიდან შემოვლითი გზით წამოსულ სპარ
სელებს თბილისის მისადგომების დაცვის მთელი სისტემა და ქართველთა ლაშქრის სიმ
ცირე თვალწინ გადაეშალათ. ჯერ კიდევ ჭრილობებს იშუშებდა თბილისი, როდესაც აღა
-მაჰმად-ხანი მეორედ მოადგა ქალაქს ასაოხრებლად. ადვილი წარმოსადგენია რა მგომა
რეობაში ჩაცვივდებოდნენ ქართველნი. და აი აქ მოხდა ისეთი რამ, რაც კიდევ ერთხელ
ადასტურებდა, რომ ეს განსაცდელი არ იყო შემთხევითობა, რომ უფალი არ სჯის და იწყა
ლებს სინანულში მყოფს. გიორგის პიროვნების შესწავლისას ჩვენი ყურადღება მიიპყრო
ერთ-ერთმა შავ-თეთრმა სურათმა წიგნში..., რომელიც გადაღებული იყო დონის მონასტ
რის საძვალის გახსნისას. სურათის უხარისხობის მიუხედავად, აშკარა იყო მისი შესამო
სელისა და სახის ნაწილის განსაკუთრებული შენახულობა. ჩვენ ვთხოვეთ ივანე ჯავახიშ
ვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის
სტუდენტს, ლაშა მამაგეიშვილს მოეძია მასალები ამ გათხრების შესახებ და მან მოგვაწო
და საინტერესო ფაქტები. ”შენი უფალი ნეტარებას არ მოგაკლებს” წერდა გიორგი ბატონ
იშვილს ლექსის უცნობი ავტორი, ”ივრცელოს მონამ, ლართ შენაწონამ, აროდეს განხდეს
წყალობის სამანს” - ლოცავდა ზაქარია ხუცესი და საუკუნეების შემდგომ, 1983 წლის 14-
15 აპრილს ქართველი მეცნიერები მოსკოვში მირქმის სახელობის ეკლესიის ჩრდილო-აღ
მოსავლეთ კუთხეში კირის ბათქაშის ოთხი ფენის ქვეშ აღმოაჩენენ ბრინჯაოს ფილას. იწ
ყება გათხრები და იხსნება გიორგი ბატონიშვილის აკლდამაც. და აქაც მეორდება თეიმუ
რაზ მეფის ცხედრის გახსნის ისტორია. ლაშა მამაგეიშვილის საკურსო ნაშრომში ვკითხუ
ლობთ: ”ჩვენ ვთხოვეთ ბ-ტონ ფრიდონ სიხარულიძეს მოკლედ მოეთხრო. მან ბრძანა:
”გიორგი ბატონიშვილის განსასვენებლის ლოკალიზაცია ქართველ მრავალრიცხოვან მო
ღვაწეთა შორის ადვილი გახდა იმიტომ, რომ იგი მეფე ბაქარის გვერდით იყო დასვენებუ
ლი. მისი აკლდამა გამოირჩეოდა გრანდიოზულობით. მოუთმენლად ელოდნენ დიდი
სარკოფაგის გახსნას ექსპედიციის როგორც გამოცდილი, ისე ახალბედები. ჩვენმა მოლო
დინმა ყველაფერს გადააჭარბა. სარკოფაგის გახსნისას ჩვენ გაოცება ვერ დავმალეთ დიდ
ებული მოღვაწის გრანდიოზული სხეულის შესანიშნავად მოღწეულობის გამო. ჩვენს წი
ნაშე წამოიმართა ფართო და მაღალი გულმკერდით, მუნდირში გამოწყობილი გენერა
ლი, რომლის სახეს, განსაკუთრებით ლოყებს ელფერი დაჰკრავდა”.

ვამხილოთ სოფელი, მისგანვე მოვიწყლათ


და ღმერთს ყველაფრისთვის შევსწიროთ მადლობა,
ჩვენ - ქრისტეს მეგობრებს და სოფლის მოსისხართ
წინ გველის გოლგოთა და სისხლით ნათლობა!

გიორგი გაბაშვილის ღვაწლზე, თუკი საქართველოს გადაშენება არ უწერია, მომავალში


ბევრს დაწერენ. მისი მეგობრები დღესაც იხსენებენ იმ სასწაულებრივ ნუგეშს, რომელიც
მისი გარდაცვალების შემდგომ მიიღეს მასთან განშორების მწუხარების განსაქარწყლებ
ლად. ერთი რამ კი ყველასათვის ცხადია, მისი ცხედრის სიახლოვეს ყოველი ჩვენგანი
გრძნობდა რაღაც გამოუცნობ სიმშვიდეს და უცხო სიხარულს. წმიდა მამათა სწავლებით
ეს ნიშანია გარდაცვლილის სულიერი გამარჯვებისა, ეს ნიშანია გარდაცვლილის სულის
სასუფეველში დავანებისა. დრო ყველაფერს თავისთავად იტყვის. დრო ყველაფერს
გაამჟღავნებს...

ცხოვრება და ღუაწლი
წმიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა (442-502 წწ.)
V ს. სასანიდური ირანის ძლიერების ხანა იყო. ამ დროს ირანი გადაჭიმული იყო ინდოე
თიდან სირია-პალესტინამდე და სამხრეთ-კავკასიიდან სპარსეთის ყურემდე. ზემძლავ
რი იყო აღმოსავლეთ რომის იმპერიაც, რომელიც აკონტროლებდა ბალკანეთს, ეგვიპტეს,
მცირე აზიასა და პალესტინას. ორივე იმპერია ისწრაფოდა იბერიის ხელში ჩასაგდებად.
ბიზანტიის იმპერატორიცა და ირანის შაჰინშაჰიც ყოველმხრივ ცდილობდნენ იბერიის
შიდა-პოლიტიკური სირთულეები სათავისოდ გამოეყენებინათ. ამიტომაც იბერიის სამე
ფოში გამარჯვება ქრისტიანობისა, რომელიც IV ს-ის I ნახევარში სახელმწიფო სარწმუნო
ებად იქმნა გამოცხადებული და რომლის განმტკიცებასაც ხელს უწყობს იბერიის ხელი
სუფლება IV ს-ის შემდეგ, გამომდინარეობდა ქართული ეროვნული პოლიტიკიდან, მიზ
ნად ისახავდა ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებას, ირა ნის შემოტევიდან თავდ
აცვას, ხოლო სპარსეთის მთავრობა თავის მოვალეობად სთვლიდა, რომ ცეცხლთაყვანის
მცემლობისთვის(ეს წარმართული სარწმუნოება დედამიწისა, ცეცხლისა და წყლის გაღმე
რთებაზე იყო დამყარებული: ამ ოთხ სტიქიონს იგი წმინდად სთვლიდა. მაზდეანურ ტა
ძრებში, საკურთხევლის წინ, ჩაუქრობლად ენთო კოცონი, რასაც მორწმუნენი სასოებით
ემსახურებოდნენ. მაზდეანებს მღვდელმსახურნიც ჰყავდათ, რომელთაც „მოგვებს“-ს ეძა
ხდნენ, ხოლო მოგვების მღვდელმთავარს „მოგპეტი“ ანუ „მობედან-მობედი“-ი ერქვა, ცე
ცხლთაყვანისმცემლობა სპარსელების ეროვნულ სარწმუნოებად ითვლებოდა და უზენა
ესი პატივისცემა და სახელმწიფოში ძლიერი გავლენა სასანელთა გვარეულობის შაჰინ-
შაჰების დროს ჰქონდა) ყოველგვარი მფარველობა გაეწია კავკასიაში.

V ს-ის დასაწყისში, მირიან მეფის შვილთაშვილის შვილი მეფე „მირდატ, ძე ვარაზ ბაკუ
რისა, მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა“. იგი ბიზანტიას ებრძოდა კლარჯეთისთვის, და
ამავე დროს ირანს ხარკის მიცემა შეუწყვიტა. ირანის შაჰმა, იეზდიგერდ I-მა (399-420 წწ.)
მირდატის დასასჯელად ჯარი გამოგზავნა, გარდაბანთან ბრძოლაში ქართველობა დამა
რცხდა, ხოლო მირდატი, ტყვედ ჩავარდა. მირდატს სჯულის შეცვლა მოთხოვეს, მაგრამ
ვერ გატეხეს, ნატანჯი მეფე საპყრობილეში აღესრულა (საქართველოს სამოციქულო ეკლ
ესიამ იგი წმინდანად შერაცხეს. ხს. 8(21) ივლისი). სპარსელებმა დაიპყრეს საქართველო
და განრყვნეს ეკლესიები, ხოლო ქართველებმა გადამალეს ჯვრები და ყოველ ეკლესიაში
ცეცლისმსახურმა სპარსელებმა აღაგზნეს ცეცხლი. იბერიის მეფეთა ოჯახი კახეთის ხევ
ში დარჩა. 3 წლის შემდეგ აღმოსავლეთიდან მტრის შემოსევის გამო სპარსთა მეფემ იბერ
იისთვის ვეღარ მოიცალა. ამით ისარგებლეს აზნაურებმა და მცხეთაში მეფედ თრდატის
ძე - არჩილი დასვეს (სპარსთაგან დატყვევებული მეფე მირადატის ძმისწული). არჩილ მე
ფემ ცოლად საბერძნეთის მეფის ნათესავი, მარიამი მოიყვანა და ბერძენთა დახმარებით
და პატიოსანი ჯვრის წარძღვანებით სპარსელებს ბრძოლა გამოუცხადა. ჯვარ-ხატები გამ
ოაჩინა და ეკლესიები კვლავ განაშვენა და მოკაზმა, ხოლო ცეცხლმსახურნი მოსრნა და ქა
რთლის საზღვრებიდან გააძევა. სპარსთა მეფის ერისთავმა, რომელიც ერისთავობდა რან
სა და მოვაკანს და არჩილის გამეფებამდე ქართლსაც განაგებდა, შეკრიბა „სპანი რანისა
და მოვაკანისა და ადარბადაგანისა“ და გაემართა არჩილის წინააღმდეგ საბრძოლველად.
უფალს მინდობილი არჩილ მეფე ქართლისა და რანისა საზღვარზე, მდინარე ბერდუჯზე
მიეგება, და პატიოსანი ჯვრის ძალით დახოცა და დაატყვევა მტერი. „შევიდა რანს, მოტყ
უენა და მოვიდა შინა განმარჯუებული“. შემდგომ ქართლში გაგზავნა ქადაგნი და ყველა
ქრისტიანობაში განამტკიცა. ქართველმა ერმა მადლობა შესწირა ღმერთს და ეკლესიები
განაახლა. არჩილ მეფემ ააშენა მცხეთაში სტეფან-წმინდის ეკლესია, არაგვის კარზე, მისი
ვე აშენებულ მტკიცე საბრძოლო კოშკებთან.

არჩილს ჰყავდა ძე - მირდატი, რომელიც მასავით ღმრთისმსახური, „ქუელი და შემმარ


თებელი“ იყო. მამის მსგავსად მირდატ VIII მხნედ ებრძოდა სპარსელებს. შედიოდა და
აოხრებდა რანსა და მოვაკანს, რადგანაც სპარსთა მეფე იმ დროს ებრძოდა ინდოელებს,
სინდებს და აბაშებს და არ შეეძლო დიდი სპის საქართველოში გამოგზავნა, ხოლო რა
ნის, მოვაკანისა და ადარბადაგანის სპას ქართველები ამარცხებდნენ და რანსა და მოვა
კანს იპყრობდნენ. იმ დროს რანის (ბარდავის) ერისთავი იყო მაზდეანი ცეცხლთაყვანის
მცემელი ბარზაბოდი, ის წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა ქართველებს და ციხე-ქალაქებს
ამაგრებდა, ხოლო რანში შესული ქართველები შებრძოლებისას მის ლაშქარს მუდამ ამარ
ცხებდნენ. ბარზაბოდს ჰყავდა ასული „ქმნულკეთილი და შუენიერი“, რომელსაც ერქვა
საგდუხტი. ესმა მირდატს მისი სიმშვენიერე და „ტრფიალ იქმნა მას ზედა“. ამისთვის ინ
ება მშვიდობის ჩამოგდება რანსა და ქართლს შორის და უთხრა მამამისს: მომგვარე ცოლ
ად საგდუხტი, ასული ბარზაბოდასი, რადგან ჯერჯერობით ჩვენ ვჯობნით მათ, მაგრამ,
რომ მოიცალოს სპარსთა მეფემ და შური იძიოს, ჩვენ საზღვრებს და ეკლესიებს მოაოხრე
ბსო. მათთან დამოყვრებით კი განქარდება მტრობა ჩვენ შორის და ქრისტიანობაც განმტ
კიცდება, რადგან უსმენს სპარსთა მეფე ბარზაბოდს და ქართველის გულში ეჭვი და გმო
ბა ვეღარ შევა „მძლავრებისათჳს სპარსთასა“. მიუხედავად იმისა, რომ არჩილს არ სურდა
მაზდეანებთან დამოყვრება, შვილს უარი ვეღარ უთხრა და სთხოვა ბარზაბოდს ასული
თავისი ძისათვის. ბარზაბოდმა დიდად გაიხარა, რადგან მოოხრებული იყო მისი ქვეყანა
და „შესჭირვებოდა“. მან ითხოვა „ფიცი და აღთქმა მშვიდობისათჳს. და მისცეს ფიცი, და
მოსცა მან ასული თჳსი ზითვითა დიდითა“. მოიყვანეს მცხეთას და გადაიხადეს დიდი
ქორწილი. არჩილმა მისცა მირდატს სამშვილდე, თავისი საერისთავოებით და იქ დამკვი
დრდნენ ახლადდაქორწინებული მირდტი და საგდუხტი. საგდუხტ დედოფალი დაინტე
რესდა ქრისტეს სჯულით და ქმარმაც მოუყვანა სჯულის მეცნიერნი. მათ უთარგმნეს სახ
არება და აუხსნეს, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი იყო ქრისტე, რომელიც განკაც
და კაცთა ხსნისათვის. მაშინ საგდუხტმა უარყო ცეცხლის მსახურება, მოინათლა, შეიქმ
ნა მორწმუნე და აღაშენა სამშვილდის სიონი.

არჩილის მეფობისას გარდაიცვალა 3 ეპისკოპოსი: იონა, გრიგოლი და ბასილი. ბასილის


შემდგომ ეპისკოპოსად დასვა მობიდანი, წარმოშობით სპარსი, რომელიც „აჩუენებდა მა
რთლმადიდებლობას“, თუმცაღა იყო უსჯულო მოგვი (როგორც ჩანს მთავარეპისკოპოსი
მობიდანი მანიქეველი იყო, რადგან მხოლოდ მანიქაველობას ჰქონდა მაზდეანობის მოძ
ღვრება შეთვისებული. მხოლოდ იქ იყო ქრისტიანული და „მოგვობის“ ელემენტები შეე
რთებული) და ყოველგვარი ქართულ-ქრისტიანულის ფარული მოძულე, მაგრამ მეფის
შიშით ფრთხილობდა და ფარულად წერდა და ავრცელებდა მაცთურ სწავლებებს, რომე
ლიც დაწვა მისმა შემდგომმა ჭეშმარიტმა ეპისკოპოსმა მიქაელმა. არჩილ მეფემ თავისი
ცხოვრება აღასრულა ყოვლად წმინდა სამების განდიდებასა და ეკლესიების შენებაში, გა
ამრავლა მღვდელნი და ეკლესიისა მსახურნი და მშვიდობით მიიცვალა 434 წელს.
არჩილის შემდეგ გამეფდა მისი ძე მირდატი და მეფობდა იგი, ვითარცა მამამისი. დედო
ფალმა საგდუხტმა შვა ასული და უწოდეს ხუარამზე, 4 წლის შემდეგ კი შვა ძე (442 წ.) და
უწოდა მას სახელი სპარსულად ვარან-ხუასრო-თანგი, ხოლო ქართულად ეწოდა ვახტან
გი. დიდი სიხარულითა აღივსნეს მეფე-დედოფალი და მახარობელნი აფრინეს ერისთავე
ბთან. დიდძალი ოქრო-ვერცხლი და საქონელი უწყალობეს გლახაკებს და მადლობა შეწი
რეს ღმერთს ლოცვითა და ღამისთევითა „დღეთა მრავალთა“. მეფემ წარჩინებულები სა
სახლეში მიიწვია და დიდი ზეიმი მოაწყო. პატარა ვახტანგი აღსაზრდელად საურმაგ სპა
სპეტს მიაბარეს. მეექვსე წელს საგდუხტმა შვა ასული, რომელსაც მირანდუხტი უწოდეს.
მას კასპის სპასალარი ზრდიდა. მეორე წელს მოკვდა მირდატ მეფე და დარჩა ვახტანგი
შვიდი წლის ყრმა.

სწორედ იმ ხანებში იეზდიგერ II-მ (439-457) იბერიიდან, სომხეთიდან და ალბანეთიდან


წარჩინებული ერისმთავრები დაიბარა და მაზდეანობის მიღება უბრძანა. მათ შორის იყო
ქვემო ქართლის ანუ გუგარეთის პიტიახში (ერისმთავარი) არშუშა (ვარსქენ პიტიახშის მა
მა) და სომხეთის სპარაპეტი ვარდან მამიკონიანი (წმ. შუშანიკის მამა). ყოყმანისა და ურ
თიერთმოლაპარკების შემდეგ მათ ფორმალურად უარყვეს ქრისტიანობა და ზოროასტრ
იზმი მიიღეს, რათა თავისი ქვეყნები აოხრებისაგან ეხსნათ. ამის შემდეგ შაჰმა არშუშა (ქა
რთული და სომხური წყაროების ცნობით იგი ყოფილა კაცი „ჭკვიანი, ეკლესიის მოამაგე
და ქართული კულტურის დამფასებელი) ერთხანს მძევლად დაიტოვა, ხოლო დანარჩენე
ბი უკან დააბრუნა და თან მოგვები გააყოლა (ლაზარ ფარპეცის ცნობით, გამაზდეანებ
ულ კავკასიელ დიდგვაროვნებს, შაჰმა სამშობლოში ცეცხლის მსახურები გააყოლა: სომხ
ეთში - 700-ზე მეტი, ქართლსა და ალბანეთში კი - 300-300 მოგვი). ეკონომიკურმა, უფლე
ბრივმა და სარწმუნოებრივმა შევიწროებამ სომხები მოთმინებიდან გამოიყვანა. სპარსე
თიდან დაბრუნებულმა ვარდანმა ვერ აიტანა მოგვთა სომხეთში დაწყებული პარპაში და
სათავეში ჩაუდგა ირანის წინააღმდეგ დიდ აჯანყებას, რომელსაც სახალხო ხასიათი ჰქო
ნდა (450-451). 451 წლის 21 მაისს ავარაირის ველზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა. აჯა
ნყებულები დამარცხდნენ, ხოლო ვარდან მამიკონიანი მოკლეს [მამიკონიანები წარმოშო
ბით ჭანები ანუ ლაზები იყვნენ. ჭანეთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედრო
ვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. მამიკონიანელები ფლობ
დნენ ვრცელ ტერიტორიას ტაოსა და ტარონში. IV ს-დან მემკვიდრეობით ეჭირათ სომხე
თის უმაღლესი მთავარსარდალის - სპარაპეტის სახელო. ფავსტოს ბიზანტიელის საისტ
ორიო თხზულებაში მანუელ მამიკონიანი შემდეგი სიტყვებით მიმართავს სომხეთის მე
ფეს ვარაზდატს (374-377 წ.წ.): „ჩვენ არასოდეს არ ვყოფილვართ თქვენი მსახურნი, არამ
ედ ვიყავით თქვენი ამხანაგნი, და იქნებ თქვენზე მეტად სახელოვანნიც, რადგან ჩვენნი
წინაპარნი იყვნენ მეფენი ჭენისტანში (აქ იგულისხმება ჭანთა ქვეყანა) - მაგრამ ძმათა შო
რის განხეთქილების გამო, რის შედეგადაც მოხდა დიდი სისხლის ღვრა, ჩვენ დავტოვეთ
სამშობლო და მოვედით აქ (თქვენს კარზე) მშვიდობის საძებნელად“. ტაოს ეს ნაწილი,
რომელიც სომხეთთან იყო დაკავშირებული, საქართველომ დაიბრუნა VII-IX ს-თა მიჯნა
ზე. VIII ს-ის უკანასკნელ მეოთხედში, მესხეთის მფლობელის ადარნასე მთავრის დროს.
ისტორიული ჭანეთის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი - სოფელი სარფი და მისი მიმდე
ბარე რეგიონი შედის საქართველოს შემადგენლობაში). დაქვრივებულ საგდუხტ დედო
ფალს შეეშინდა, რომ მამამისს, ბარზაბოდს შური არ ეძია მისი მამამთილისა და ქმრის ნა
მოქმედარისთვის. შვილები სპასპეტსა და სხვა ერისთავებს ჩააბარა და მამას ბარდავში
ეახლა. მუხლმოდრეკილმა და თავმოხდილმა მამის ფეხები ცრემლით დაალტო და შეწ
ყალება სთხოვა, რომ ქართლში არ შემოჭრილიყო და ქრისტეს რჯული არ წარეწყმიდა,
ხოლო მისი შვილი ტახტზე დაეტოვებინა და სპარსთა მეფესთან ეშუამდგომლა. მისთ
ვის კი ცეცხლთაყვანისმცემლობის დატევება შეენდო და არ დაეძალებინა ქრისტეს ჭეშ
მარიტი რჯულის უარყოფა. ქართველთა ბოროტის ყოფისათვის განმზადებულმა ბარზა
ბოდმა შეიწყალა თავისი ასული: აღარ აიძულა სჯულის დატევება და ყველა მისი თხოვა
აღასრულა, მაგრამ დიდი სამაგიერო საფასურით: მცხეთაში ჩემგან წარმოგზავნილი ცეც
ხლმსახური მოგვები უნდა დასხდნენო და ხალხმაც თავისი ნებით აირჩიოს სჯულიო -
ვისაც სურს ქრისტიანად დარჩეს, ვისაც უნდა მაზდეანობა მიიღოსო. დედოფალს სხვა
გზა აღარ ჰქონდა და დათანხმდა. ბარზაბოდმა მცხეთაში გამოგზავნა ცეცხლისმსახურე
ბი და დასხდენ ისინი მცხეთას, იმ ადგილს ეწოდა მოგვთა. მათი უმაღლესი ქურუმი იყო
ბინაქარ, რომელიც „ასწავებდა ქართველთა სჯულსა თჳსსა“. თუმცა წარჩინებულთაგანი
ვერავინ აცდუნა, მხოლოდ უბრალო ერი „მიიქცა... ცეცხლისმსახურებასა“. ქართლში მაზ
დეანობის ცეცხლი აგიზგიზდა. საგდუხტ დედოფალი წუხდა, მაგრამ გაძლიერებულ სპა
რსთა შიშით ვერაფერს ბედავდა. ამიტომ ცეცხლთაყვანისმცემლობა თანდათან გაძლიერ
და და წარმართობამ კვლავ წამოყო თავი (მცხეთის გარეთუბნის „მოგვთუბნის“ გარდა მა
თი სამლოცველოები სხვაგანაც გაჩნდა. მაგ. ჯუანშერის ცნობით ნიქოზში თურმე ყოფი
ლა „საგზებელი ცეცხლისაჲ“, ხოლო კახეთის ერთ კუთხეში „ხევსა მას ლოპოტისასა“ ნო
სორამდე „იყუნეს სოფლისა მის კაცნი წყლისა და ცეცხლისა მსახურნი“ (ცხ.ვახტანგისი).
გამოხდა მცირე ხანი და მოკვდა რანის ერისთავი ბარზაბოდი. შაჰმა მის ნაცვლად დაადგ
ინა მისი ძე, ვარაზ-ბაკური,საგდუხტ დედოფლის ძმა, ხოლო გარდაცვლილი საურმაგ
სპასპეტის (ვახტანგის „მამამძუძე“), ნაცვლად დაადგინა ჯუანშერ სპასპეტი. საგდუხტ
დედოფალმა დრო იხელთა და ახლად გარდაცვლილი მობიდანის ნაცვლად საბერძნეთი
დან გამოიწვია მღვდელი მიქაელი და ზემო ეკლესიის ეპისკოპოსად დაადგინა. ეპისკო
პოსი მიქაელი წინაღუდგა ბინქარან მაცთურს და ყველა წარჩინებული ქართველი და
ერის უმრავლესობა მართალ სარწმუნოებაში განამტკიცა, მაგრამ ქართველთა მცირე ნაწი
ლი ცეცხლმსახურებაზე მაინც მიიქცა, რადგან სპარსელთა პოლიტიკა მძლავრობდა მცხე
თაში. უფლისწული ვახტანგი 10 წლის რომ შესრულდა, ჩრდილოეთიდან ქართლში ოს
თა (იგულისხმება ჰუნები, ალანები და სხვადასხვა ჩრდილოეთის ტომები) ურიცხვი ლა
შქარი შემოიჭრა. მათ მოაოხრეს ქართლი მტკვრის თავიდან ხუნანამდე, მაგრამ ციხე-ქალ
აქები ვერ აიღეს, კასპის გარდა. ქალაქი კასპი კი შემუსრეს და სამი წლის მირანდუხტი,
ვახტანგის და, მოიტაცეს. ამ დროს დარჩათ აუოხრებელი „ხევნი ქართლისანი: კახეთი,
კლარჯეთი და ეგრისი“. აქედან გადავიდნენ რანსა და მოვაკანს, აიკლეს, იავარყვეს და
დარუბანდის გზით ისევ ოსეთში დაბრუნდნენ. ბიზანტიელებმაც შემოუტიეს დასავლე
თიდან. მათ ადრე კლარჯეთიც მიითვისეს, ამჯერად კი იმპერატორმა მარკიანემ აფხაზე
თში გადმოსხა ლეგიონები, ეგრისს შემოესივნენ და ციხე-გოჯამდე მოაღწიეს. შეიქმნა
გლოვა და წუხილი ყოველთა ქართველთა და იტყოდნენ: „განვამრავლეთ ცოდვა ღმრთი
სა მიმართ და არა კეთილად ვიპყართ სჯული ქრისტესი და წესი იოვანეს მცნებისა. სამა
რთლიანად მოაწია ღმერთმა ეს რისხვა ჩუენზე, რადგან მიგვცა ჩვენ წარსატყვევნელად
უცხო ერს, ხოლო ჩვენი საზღვარი კი ბერძნებმა მიიტაცესო. ვახტანგი კი იზრდებოდა და
მიქაელ ეპისკოპოსისაგან სწავლობდა უფლის მცნებებს. მან სიყრმითგანვე შეიყვარა ქრი
სტეს სჯული და ძალიან წუხდა იმის გამო, რომ ქართლი შებილწული იყო ცეცხლმსა
ხურთა მიერ, ხოლო საზღვრები მიტაცებული.

ვახტანგი 15 წლისა რომ გახდა, მოუხმო ქართლის ყველა წარჩინებულს და ქალაქში შეკ
რიბა. თვითონ გაამზადა ერთი სახლი, დაბრძანდა მაღალ ტახტზე, ჯუანშერ სპასპეტი
და ორივე ეპისკოპოსიც ტახტზე დაბრძანდნენ. ერისთავები სელებზე დასხდნენ, ხოლო
ათასისთავები, ასისთავები და დიდებულები ფეხზე იდგნენ. მაშინ „მეფემან, ვითარცა
მოხუცებულმან და ბრძენმან, და ვითარცა აღზრდილმა ფილოსოფოსთა თანა“, ჴელმწი
ფურითა სიტყჳთა მიმართა მათ: მეფეზე და ერზე მაშინ მოიწევა განსაცდელი და ჭირი
ღმრთისაგან ცოდვათა გამო, როცა მორწმუნენი ღმრთისმსახურებას მოაკლებენ და მცნე
ბებს დაარღვევენ. კეთილი მამა წვრთნის შვილს კეთილ საქმეებში, ხოლო თუ შვილი არ
აღასრულებს მამისგან ნასწავლ საქმეებს, „გუემს მამა იგი გუემითა და სწავლითა, რაჲთა
ისწაოს ყოველი კეთილი და იქმნას სახმარ კეთილისა, ეგრეთვე გვწურთნა ჩვენ ღმერთმ
ან, დამბადებელმან ცისა და ქუეყანისამან. ამისთჳს გჳჴმს ჩუენ, რაჲთა ვმადლობდეთ მო
წყალებათა მისთა“. იქ დამსწრეებს გაუკვირდათ ჯერ კიდევ ყრმა უფლისწულის ასეთი
ბრძნული სიტყვა და უფალს მადლობა შესწირეს. ვახტანგმა კი დიდებულებს მიმართა:
„ისმინეთ ჴმისა ჩემისა; დაღაცათუ ყრმა ვარ და არა გინახავს ჩემგან კეთილი, არამედ მა
მათა ჩემთაგან გინახვან დიდნი კეთილნი და დიდებანი თქუენ, რომელნი დადგინებულ
ხართ მთა-ვრობასა ზედა. და აწ თუ გვაცოცხლებს ღმერთი, მოგუხდენ კეთილნი და დი
დებანი, რომელნი არა გეხილნეს მამათა ჩემთაგან“. ხოლო ჩვენზე სამართლიანად მოწევ
ნული განსაცდელი, ჩათვალეთ, როგორც ჩემზე მოწევნული და არა თქვენზე. მე კი არ და
ვითმენ ოსებისაგან შეურაცყოფას, არამედ „სასოებითა და მინდობითა ღმრთისაჲთა, სამ
ებისა ერთარსებისა დაუსაბამოსათა, და წარძღვანებითა ჯუარისა მის პატიოსნისათა, რო
მელი მოცემულ არს წინამძღვრად საჭურველად გულითა მოსავთა მისთა, ვიძიოთ შური
ოვსთა ზედა“. ეს რომ სპარსთა და ბერძენთა მეფეთაგან მოგვსვლოდა, კიდევ მოვითმენ
დით, მაგრამ იმის მოთმენა, რაც ჩვენ მოგვაწიეს ოსებმა, არ შეიძლება, სიკვდილი ჯობს
ჩვენთვისაო..

საპასუხოდ ჯუანშერ სპასპეტმა გრძელი სიტყვით მიმართა მეფეს და უთხრა: ჭეშმარი


ტად ბრძანე, რომ ჩვენი ცოდვების გამო სამართლიანად დაგვსაჯა ღმერთმან, რადგან გან
ვამრავლეთ ცოდვები და მადლობაც კი გვიღირს ქართლის მკვიდრთ მის მიმართ, რომ
უარესი არ მოგვაწია და შენ წინაპრებზე უფრო ახოვანი და ყველაფრით სრულყოფილი,
გმირი ნებროთის მსგავსი, ჩვენს წინამძღვრად და ჭირთა ჩვენთა განსაქარვებლად გამოგა
ჩინა. ხუთი წელია რაც ასეთ გაჭირვებაში ვართ ჩავარდნილი ოსებისაგან, შენ კი ყრმა იყა
ვი და არ შეგეძლო ლაშქრის მხედართმთავრობა და წინამძღვრობა, და მეფობისა განგება.
ამიერითგან კი სიბრძნით, ძალით, სიმჴნითა და აგებულებით სრულყოფილი ხარ და ძა
ლგიძს მეფობა, მაგრამ მხედრობისათვის მაინც მცირეწლოვანი ხარ. „სიბრძნითა შენითა
და კითხვითა დედისა შენისაჲთა“ გამოირჩიე ერთი ვინმე ჩვენთაგანი ლაშქრის წინამძღ
ვრად და ჩვენ ვიქნებით შენი მორჩილი ისევე, როგორც ვემორჩილებოდით მამაშენს და
შეწევნითა „სამებისა, ღმრთისა ერთარსებისათა წარვიდეთ და ვიძიოთ შური“, ხოლო შენ
იყავ შინ და იმეფე. თუ ჩვენი ცოდვებისთვის დავმარცხდებით ოსთაგან, შენ და სამეფო
გადარჩებით, ხოლო თუ შენ დამარცხდები ჩვენი ცოდვებისათვის, სრულიად განადგურ
დება ჩვენი ქვეყანა, რადგანაც შენ ვერავინ შეგცვლისო. ჯუანშერს სხვა დიდებულებიც
დაეთანხმნენ. მაგრამ ვახტანგმა უპასუხა: მადლიერი ვარ ერთგულებისათვის, მაგრამ მე
არ გეთანხმებით, რადგანაც, მას შემდეგ, რაც ეს განსაცდელი მოიწია ჩვენზე, „ყოველნი
დღენი მწუხარებასა შინა დამიყოფიან, ვითარცა მყოფსა ბნელსა შინა. და სიბრალული
დისა ჩემისა განლევს გულსა ჩემსა, ვითარცა მახჳლი ცეცხლისა“ და სიკვდილი მირჩევ
ნია ასეთ სიცოცხლეს. ამიტომაც „მინდობითა ღმრთისაჲთა და წინამძღურობითა ჯუარი
სა მის პატიოსნისათა თავითა ჩემითა წარვალ, და ვესავ მრავალმოწყალებათა მისთა, -
არა გამწიროს და მომცეს ძლევაჲ“. ვეღარავინ აღუდგა წინ მამაც ჭაბუკს და შეჰღაღადეს:
„ცხონდი, მეფეო, უკუნისამდე! იქმნეს განზრახვაჲ შენი, ღმერთმან დამბადებელმან მოავ
ლინენ ანგელოზი მისი ძალად შენდა, და დასცენ ყოველნი მტერნი შენნი, და დაამტკი
ცენ მეფობაჲ შენი“. გადაწყვიტეს ოსეთში გალა-შქრება. ყველა თავის მამულისაკენ გაემა
რთა და დაიწყო საომრად მომზადება. ვახტანგ მეფემ ლაშქრის შეკრება ბრძანა და დახმა
რება ბიძამისს - რანის ერისთავს ვარაზ-ბაკურსაც სთხოვა. ისიც სიხარულით შეჰპირდა,
რადგან მისი ქვეყანაც ააოხრეს ოსებმა. სულ მალე შეიკრიბა ქართლის სპა - 100 000 მხედ
არი და 60 000 ქვეითი და დაბანაკდა არაგვის ორსავე ნაპირზე: მუხრანსა და ხერკში. ვარ
აზ-ბაკურმაც გამოგზავნა 12 000 მხედარი. ჭაბუკმა მეფემ მოინახულა ლაშქარი და სიხარ
ულით აღივსო, რადგან მოეწონა „სიმრავლითა, ცხენკეთილობით და მოკაზმულობითა,
და იხილნა ყოველნი იგი მხიარულად და აზარვით, რამეთუ სავსენი იყვნენ შურითა ოვს
თაჲთა“. უფალს მადლობა შეწირა, და მცხეთაში დაბრუნებულმა ერთი კვირა ლოცვასა,
მარხვასა და ღამისთევაში გალია, შემდეგ გლახაკებს მოწყალება დაურიგა, სამეფოს განმ
გებლად დედა - საგდუხტი და უფროსი და - ხუარამზე დატოვა და ასეთი ანდერძი დაწე
რა: ცოცხალი თუ ვერ დავბრუნდები, მაშინ ჩემი და, ხვარამზე ცოლად შეირთოს მამაჩე
მის ნათესავმა მირიანმა და ის გამეფდესო. (ვახტანგი და მისი დები იყვნენ პირველი ქრი
სტიანი მეფის, მირიანის შთამომავლები ბაქარის შტოდან, ხოლო მირიანი და გრიგოლი
იყვნენ მეფე მირიანის შთამომავლები რევის შტოდან. მათ ეკუთვნოდათ კუხეთი და ცხო
ვრობდნენ რუსთავის ციხე-ქალაქში.) ანდერძი საიდუმლოდ დედას გადასცა და თიან
ეთს გაემგზავრა. იქ შეუერთდნენ კავკასიელი მეფეებიც 50 000 მხედრით. 16 წლის მეფემ
ქრისტეს სახელით განვლო დარიალის კარი და ოსეთში შევიდა. შეშფოთებულმა ოსეთ
ის მეფეებმა შეკრიბეს მხედრობა, ხაზარებისაგანაც მიიღეს დახმარება და მიეგებნენ მდი
ნარესთან, რომელი გაივლის დარიალს და ჩაივლის ოსეთის ველს. ამ მდინარესაც არაგვი
ჰქვია, რადგან ერთი მთისაგან გამოდის ორივე: ქართლის არაგვი და ოსეთის არაგვი. ორ
ივე ლაშქარმა მდინარის აქეთ და იქით ნაპირზე დაიბანაკა. ეს ნაპირები კი „ქარაფნი იყუ
ნეს კლდისანი, ჭალაკნი და ველოვანნი პირთა მდინარისათა და განეკრძალნეს ერთმანე
თისაგან, და დაიცვნეს გზანი ქარაფთანი და დადგეს ეგრეთ შჳდ დღე“. პირველ შვიდ
დღეს ერთმანეთს ბუმბერაზები ებრძოდნენ მდინარის ნაპირებზე. ხაზარებს ყავდათ 1
გოლიათი კაცი - თარხან ხაზარი. გამოვიდა იგი და თქვა: „გეტყჳ თქვენ, ყოველთა სპათა
ვახტანგისთა, ვინცა არს თქვენ შორის უძლიერესი, გამოვიდეს ბრძოლად ჩემდა“. ვახტა
ნგის ლაშქარში იყო ერთი სპარსი, ფარსმან-ფარუხი, რომელსაც მრავალი ლომი ყავდა შე
პყრობილი შიშველი ხელით. ის გავიდა თარხანთან საბრძოლველად და პირველსავე შებ
რძოლებაში გაუპო თავი თარხან ხაზარმა. დამწუხრდა ვახტანგი და მისი ლაშქარი, რად
გან აღარავინ დარჩა მსგავსი ფარსმან-ფარუხისა. ის დღე დაღამდა, წმინდა მეფე კარავში
შევიდა, ლოცვად დადგა და ცრემლითა ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნას. და უფალს მინ
დობილმა გადაწყვიტა თარხანთან შებრძოლება, „რამეთუ უშიშ იყო, ვითარცა უხორცოჲ
და იმედი ჰქონდა ღმრთისაგან და ძალისა თჳსისაგან“.როგორც კი ინათა, გამოვიდა თარ
ხანი მდინარის ნაპირთან და „აყუედრებდა კუალად, და ითხოვდა მუქარასა, და არავინ
იპოვა სპათა შორის ვახტანგისთა მბრძოლი მისი“. მაშინ ჭაბუკმა მეფემ უთხრა თავის
სპას: „არა მინდობილ ვარ მე ძალისა ჩემისად და სიმჴნისა ჩემისად, არამედ მინდობითა
ღმრთისა დაუსაბამოჲსათა, სამებისა ერთარსებისა ყოვლისა დამბადებელისაჲთა განვალ
თჳთ-ბრძოლად თარხანისა“. წარჩინებულებს გაუკვირდათ და ყველაფერი იღონეს, რომ
მეფეს გადაეფიქრებინა ბრძოლა, რადგან „ყრმაჲ იყო ვახტანგ, და არა იცოდეს გამოცდი
ლებაჲ მისი“. მაგრამ იგი თავის გადაწყვეტილებაში უდრეკი იყო. ვახტანგ მეფე ცხენიდ
ან ჩამოხდა, მიწაზე დაემხო და თაყვანის-სცა ღმერთს, შემდეგ კი ხელაღპყრობით შეღაღა
და: „ჰე, უფალო, დამბადებელო ყოვლისაო და შემმატებელო კეთილთაო, აღმამაღლებე
ლო მონათა შენთაო! შენ იყავ მწე ჩემდა, მოავლინე ანგელოზი შენი ძალად ჩემდა, და და
ეც უსჯულო ისი, და არცხვინე მგმობართა შენთა; რამეთუ არა ძალისა ჩემისად მინდობი
ლი ვარ, არამედ მოწყალებისა შენისად“. შემდეგ „აღჯდა ტაიჭსა თჳსსა“ და თავის სპას
მიმართა: „ევედრებოდით ღმერთსა და ნუ შეძრწუნდებით“. წავიდა ჭაბუკი მეფე საბრძო
ლველად, ხოლო შეძრწუნებული და მწუხარებით აღსავსე ლაშქარი თავ-თავის სჯულზე
ევედრებოდა ღმერთს. მეფე ვახტანგი მდინარის ნაპირს მიადგა და „აქუნდა ჴელთ ორო
ლნი (ლახვარი)“. მოხედა თარხანმა და უთხრა: მე გოლიათებთან და გმირებთან მებრძო
ლი ვარ და არა ყმაწვილებთან, მაგრამ შენთვის თავს დავიმდაბლებო. „აღიზახნეს და მი
ეტევნეს ურთიერთას“, და პირველსავე შებრძოლებაში დასცა ვახტანგმა ოროლი სარტყე
ლზე. ვერ დაფარა საჭურველმა და გააპო შუაზე და მოკლა. სიხარულითა აღვსილმა ქარ
თველებმა საშინელი ხმით შეჰყვირეს და მადლობა შეწირეს ღმერთს, ხოლო ვახტანგი მა
შინვე ცხენიდან ჩამოხტა და მიწაზე დაემხო, თაყვანის-სცა ღმერთს და თქვა: კურთხეულ
ხარ, შენ, უფალო, რომელმან მოავლინე ანგელოზი შენი და დაეც მტერი ჩემი; შენ ხარ აღ
მამაღლებელი მოსავთა შენთა; შენ ხარ, რომელმან აღადგინი ქუეყანისაგან გლახაკი და
სკორეთაგან აღამაღლი დავრდომილი“. მოჰკვეთა თავი თარხანს, „აღჯდა და წარვიდა
ლაშქართა თჳსთა თანა, და ყოველთა მათ სპათა ჴმითა აღწევნულითა შეასხეს ქება ვახ
ტანგს და მადლობდეს ღმერთსა“. მეორე დღეს გამოვიდა სხვა ბუმბერაზი გოლიათი ოს
თა ლაშქრიდან, სახელად ბაყათარი. მისი მშვილდის სიგრძე იყო თორმეტი მტკაველი,
ხოლო მისი ისარი იყო ექვსი მტკაველი. მოადგა ბაყათარი მდინარის ნაპირს და დაიძახა:
მეფეო ვახტანგ, ნუ გაამაყდები თარხანის მოკვლისათვის, რადგან იგი გოლიათებში არ
ითვლებოდა და ამიტომაც მოიკლა ყმაწვილის მიერ. თუ გამოხვალ ჩემს წინააღმდეგ, ნა
ხავ როგორია ფიცხელი ბრძოლა, რომელსაც ვეღარ გადაურჩები, ხოლო თუ შენი მებრძო
ლთაგანი გამოვა, ამისთვისაც მზად ვარო. მაშინ ასე უპასუხა ვახტანგმა ბაყათარს: „არა
ძალითა ჩემითა ვსძლე თარხანს, არამედ ძალითა დამბადებელისა ჩემისათა. და არა მეში
ნის მე შენგან, ვითარცა ძაღლისა ერთისაგან, რამეთუ ძალი ქრისტესი ჩემ თანა, და ჯუა
რი მისი პატიოსანი საჭურველ ჩემდა“. შემდეგ „აღჯდა ტაიჭსა შეჭურვილსა ჯავშნისა,
და აღიღო ფარი მისი ვიგრის ტყავისა, რომელსა ვერ ჰკუედა მახვილი“, მივიდა მდინარე
სთან და ბაყათარს გასძახა: მე არ გამოვალ მდინარეში, რადგან მეფე ვარ, და არ მოვეახლ
ები ოსთა ლაშქარს, არამედ შენ გამოდი და მომეახლეო. ბაყათარ ოსმა აასრულა მისი სიტ
ყვა და უთხრა: მე კი გამოვალ შენი მკვლელი და შენ უკან დაიწიეო. მეფემ უკან დაიწია.
გამოვიდა ბაყათარი და დაიწყო ისრის სროლა, ხოლო ვახტანგი „სიფიცხლითა თუალთა
ჲთა, და სიმახვილითა გონებისაჲთა, და სიკისკასითა ტაიჭისა მისისაჲთა ირიდებდა ისა
რსა... უხლდებოდა და სიმარჯვით მიეახლებოდა“: აქედან და იქიდან იყო ბუკისა და
დაფდაფების ცემა და სპათაგან მაღალი ხმით ყვირილი, „რომლითა იძრვოდა მთანი და
ბორცვნი“. ორი ისრის მეტი ვერ მოახვედრა ბაყათარმა ვახტანგის ფარს. ბაყათარმა ისა
რი ვახტანგის ცხენს მოახვედრა და ვიდრე ცხენი დაეცემოდა, ვახტანგი „მიუხდა ზედა
და უხეთქნა ჴრმალი მჴარსა ბაყათარისსა, და ჩაჰკუეთა ვიდრე გულამდე“. მაშინღა დაე
ცა ცხენი ვახტანგისი და სწრაფად მიჰყო ხელი და შეიპყრო ცხენი ბაყათარისი. შემდგომ
მიწაზე დაემხო და თაყვანის სცა უფალს და მადლობა შესწირა. დაჯდა ბაყათარის ცხენ
ზე, თავის ლაშქარს მიუახლოვდა და შესძახა: „მჴნე იყუენით და განსძლიერდით, რამე
თუ ღმერთი ჩუენ კერძო არს“.

ქართველთა ლაშქარი გაემართა საბრძოლველად. წინ „ცხენთორნოსანი და ჯაჭუჩაბალა


ხოსანნი“ (თოროსნები ანუ მძიმედ შეჯავშნული ცხენოსნები), უკან ქვეითნი და შემდგომ
კვლავ მხედართა (მსუბუქი ცხენოსნები) სიმრავლე, ხოლო ოსები ქარაფზე გადმოდგნენ
და ისარი წვიმასავით დაუშინეს. ვახტანგ I რჩეული მხედრებით („გვარდიით“) წინ უძღ
ოდა ლაშქარს, შეუძახებდა, აძლიერებდა და ნუგეშინისცემდა. მაშინ „ცხენთორნოსანთა“
აღვლეს გზა ქარაფისა და მას მიყვნენ ქვეითნი და სიმრავლე მხედართა. დაიწყო ძლიერი
ბრძოლა. ჭაბუკი მეფე ლომივით იბრძოდა და მისი ბრდღვინვა დიდ მანძილზე ისმოდა.
ვახტანგი თუ მარჯვნივ იბრძოდა, ოსები მარცხნივ ძრწოდენ, და თუ მარცხნივ იბრძოდა,
მარჯვნივ ძრწოდენ. მას თან ახლდა ორი მხედარი: არტავაზ ძუძუმტე, ძე საურმაგ სპასპე
ტისა და ბივრიტიან სეფეწული და„იგინიცა იბრძოდეს მჴნედ“.მაშინ სძლიეს ალანოსებს,
მოსრეს, დაატყვევეს და გააქციეს მათი ლაშქარი, ხოლო უმრავლესი მათგანი ცოცხლად
შეიპყრეს იმ ქართველთა უკან გამოხსნისათვის, რომელნიც მანამდე ჰყავდათ დატყვევე
ბული ოსებს. ქართველთა ლაშქარი ბანაკში დაბრუნდა, მხედრებმა სამი დღე დაისვენეს,
შემდეგ კი ოსეთს შეესიენ, მათი ქალაქები შემუსრეს და „აღიღეს ტყვე და ნატყუენავი ურ
იცხვი“. ვახტანგ მეფე შევიდა და „მოტყუენა“ ოსეთის მოსაზღვრე ჯიქეთი, რომელნიც
მრავალი წლის შემდგომ იმ ადგილებიდან თურქებმა განდევნეს. შემდეგ დაბრუნდა ოსე
თში და კავკასიის ციხე-სიმაგრეებში თავშეფარებული ოსთა მეფეები დაიზავა. მაშინ ოსე
ბმა მცირეწლოვანი დის ნაცვლად ვახტანგს 30.000 რჩეული მებრძოლი მოსთხოვეს. მის
ცა ვახტანგმა და 10 წლის მირანდუხტი დაიბრუნა, ხოლო ქართველი ტყვეები ერთი ერთ
ზე გაცვალა ოს ტყვეებზე, მძევლები აიყვანა და მათ მაგივრადაც 30.000 ტყვე დაუბრუნა.
სულ გამოიხსნა 350.000 ქართველი ტყვე და თვითონ დარჩა 650.000 ათასი ტყვე ოსებისა
და ჯიქების გარდა. და ეს ყველაფერი აღასრულა ოთხ თვეში. ვახტანგმა I-მა დარიალის
ხეობა, თერგისა და არაგვის კარის ვიწრობები ციხე-სიმაგრეებითა და გოდოლებით ჩაკე
ტა და შიგ თავისი ერთგული მთიელი მეციხოვნეები ჩააყენა. ამიერიდან ჩრდილოეთიდ
ან ამ გზით ვერავინ გამოივლიდა. საეკლესიო მატიანეში“ ამ ძეგლის უცნობ ავტორს ნათ
ქვამი აქვს: „დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაღნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი და აღაშენა
მას ზედა გოდოლი და დააყენა მას ზედა მცველნი მახლობელნი მის ადგილისანი და
უწოდა კარად დარიალ[ან]ისანი და აწ თვინიერ ბრაძანებისა მეფისა ვერჴელეწიფების გა
მოსლვაჲ ოვსთა და ყივჩაღთა“ (კავკასიონის გადასასვლელები საერთოდ ირანელებს ეჭი
რათ, მაგრამ ხანდახან ჩრდილოეთიდან შემოჭრილი მოთარეშეები იკავებდნენ ხოლმე
მათ. სავარაუდოდ, ვახტანგმა სწორედ ასეთი ვითარებით ისარგებლა, ვითომცდა გაანთა
ვისუფლა ეს გადასასვლელები და თვითონ დაიკავა ისინი). 16 წლის მეფემ დაამარცხა
და კავკასიონის ქედს გადაღმა განდევნა ბარბაროსები და სიცოცხლის ბოლომდე აღარ
გაუხსნია დარიალი (სხვათა წაქეზებით, თუ სამხედრო ნავარდისა და ძარცვა-გლეჯვის
სურვილით, „ჰუნების“ სახელით ცნობილი ჩრდილო-კავკასიელთა თარეშის სარბიელად
მრავალგზის ქცეულა იბერია. ამიტომ პოლიტიკურსა და სამხედრო წინდახედულობას
იბერიის ჩრდილოეთის საზღვრის განმაგრება უნდა ეკარნახა. უკვე სტრაბონის დროს სა
ქართველოს კარი მართლაც გამაგრებული ყოფილა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და
ჩრდილოეთიდან მოულოდნელი შემოსევისაგან უზრუნველსაყოფად საზღვრის დასაცა-
ვად საჭირო ხაზის უფრო წინ წამოწევა აუცილებელი გამხდარა. ამ სამხედრო და პოლი
ტიკური გეგმის განსახორციელება ვახტანგ I-მა შეძლო). ამ ლაშქრობათა გამო ხალხმა ვა
ხტანგ მეფეს „იალბუზის გმირი“ უწოდა და მარად დაუვიწყარი ლექსიც უძღვნა:

„ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,


ციდა ჩამოესმა რეკა;
იალბუზზე ფეხი შედგა,
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა“.
ამ ლაშქრობის შედეგად ევროპულ-ბარბაროსულ ფეოდალიზაციას გადაურჩა ქართული
კულტურა.

ჭაბუკმა მეფემ სპარსთა ლაშქარი და კავკასიანთა მეფენი დიდად დასაჩუქრებულნი გაუშ


ვა, ხოლო მირანდუხტი და დატყვევებული ოსები დარიალის გზით ქართლს წარმოგზავ
ნა. თვითონ ქართლის დიდი ლაშქრით აფხაზეთში გადავიდა (მძლავრ იმპერიათა ინტე
რესების არეალში მოქცეულ ზღვისპირეთში ადრიდანვე ბერძნულ-რომაული
გარნიზონე ბი იდგა), და უშიშად იწყო ბრძოლა აფხაზეთის ციხე-სიმაგრეებისთვის. იმ
ხანებში ბერ ძენთა იმპერატორი ლეონ I (457-474) სპარსელებს ებრძოდა და
აფხაზეთისათვის არ ეცა ლა. მან ვერ შეძლო იქ ლაშქრის გამოგზავნა და ვახტანგმა სამ
წელიწადში დაიბრუნა აფხ აზეთის ციხე-სიმაგრეები ციხე-გოჯამდე და გამარჯვებული
დაბრუნდა „ქალაქსა სამეუ ფოსა მცხეთას“. სიხარულით შეეგებნენ ჭაბუკ მეფეს დედა,
დები და ქალაქის მკვიდრნი, ფეხქვეშ სამოსელი დაუფინეს და „აყრიდეს თავსა დრამასა
და დრაჰკანსა, და აღწევნულ ითა ჴმითა შეასხმიდეს ქებასა; რამეთუ არარომელსა მეფესა
ექმნა ეგევითარი ძლიერი წყობაჲ“. ვახტანგმა მადლობა შეწირა უფალს, მოწყალება გასცა
და ომში გამოჩენილი მამ აცობისთვის მრავალი დაასაჩუქრა. თავის ბიძას - ვარაზ-
ბაკურს დიდი ძღვენი უბოძა ნა ტყვენავი ალაფიდან: ათასი მონა, ათასი გახედნილი
ცხენი და ათასიც გაუხედნავი ცხე ნი, ხოლო - ჰორმიზდ III-ეს (457-459) ბინაქარის
ხელით ათი ათასი მონა, ამდენივე გახედ ნილი და გაუხედნავი ცხენი გაუგზავნა და
ასული სთხოვა ცოლად. მანაც სიხარულით მიათხოვა ასული - ბალენდუხტ, „სომხითი
და „ყოველნი მეფენი კავკასიანნი“ მზითვად მოსცა და მოსწერა: „ყოველთა მეფეთა
მეფისა მიმართ, ვარან-ხუასრო-თანგისა, ათთა მე ფეთა მეფისა ახოვანისა“ და დახმარება
მოსთხოვა ბიზანტიელებთან ბრძოლაში. ეს იმას ნიშნავდა. რომ სპარსთა მბრძნებელი
„კანონიერად“ ცნობდა ქართველი მეფის ფაქტიურ სიუზერენობას კავკასიელ
მმართველებზე. მაშინ მეფე ვახტანგი იყო 20 წლისა და „იყო იგი უმაღლეს კაცთა მის
ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურვილი ქუეითი
ირემსა მიეწიის, უპყრის რქაჲ და დაიჭირის, და ცხენი ჭურვილი აღი ღის მხართა ზედა
და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა“. ვახტანგმა „ჯეროვანი“ ქო რწილი გადაიხადა
და შეუდგა მშვიდობიან ცხოვრებას. სპარსეთის შაჰის ასულ ბალენ დუხტს თან
წამოაყოლეს გამზრდელი (მამამძუძე ანუ ლალა) რაჟდენი (რაჟდენ ანუ სრაზ დინ არის
არაბული სახელი და ნიშნავს სარწმუნოების მნათობს). იგი იყო წარჩინებული და
დიდებული წარმოშობის სპარსი, მეფის კართან დაახლოებულ პირთა შორის დიდად
გამორჩეული, სჯულით ცეცხლის მოსავი და მზისა და მთოვარის მსახური, „რომელსაცა
არწმუნეს (ანდეს) ასული მეფისა აღსაზრდელად“. მაშინ სპარსელებსაც ქართველების
მსგავსად ასეთი წესი ჰქონდათ, რომ აღმზრდელს მამა მძუძეს უწოდებდენ და დიდ პატი
ვსა სცემდენ „ვითარცა მთავართა და დიდებულთა თჳსთა“. ვახტანგ მეფემაც დიდად პა
ტივს-სცა ცოლის აღმზრდელს, „სახელნი და აგარაკნი“ მიანიჭა და ძალიან დაიახლოვა
და „თანამზრახველ ყო იგი“, არა მხოლოდ თავისი დიდებული წარმომავლობის გამო,
არამედ „სიკეთისა და სათნოებისა მისისა ღირსებისათვის“, რადგან ჯერ კიდევ ცეცხლთ
აყვანისმცემელი ნათელღებულებზე ღირსეულად ცხოვრობდა. ამიტომ ყველას ძალიან
უყვარდა, განსაკუთრებით კი მეფეს. ნახა რა ქრისტიანული ცხოვრების წესი, მეფის მტკი
ცე სარწმუნოება და ქართველთა სჯული, რაჟდენის გული აღივსო ქრისტეს სიყვარულ
ით, ცეცხლებრ აღეგზნო ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის და მოინათლა, რის შემდეგაც
უფრო მეტად წარემატა სათნოებებში: ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრებოდა, საღმრთო
წერილსა და სჯულის ქადაგებებს ისმენდა და წმინდანთა ცხოვრებებს ეცნობოდა. იგი
განსაკუთრებით მოწამეთა ღვაწლს გამოიკვლევდა, და ნატრიდა მათ ცხოვრებას. ბალენ
დუხტ დედოფალმა უშვა ვახტანგს ძე და ასული (ტყუპი) და მშობიარობას გადაყვა. ვახ
ტანგმა ძეს უწოდა დაჩი ანუ დარჩილი.

აღმოსავლეთ საქართველოს, იბერიის დედაქალაქად უძველეს დროს, როგორც ვიცით,


მცხეთა იყო. ვახტაგ მეფემ ისურვა ახალი დედაქალაქის აშენება სოფელ (ან დაბა) „ტფი
ლისის“ ადგილას (არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტო
რია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეუ
ლი მოხსენიება განეკუთვნება ახ. წ. IV ს-ის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-
ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV ს-ის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის - პიტიაზ
ხშის რეზიდენცია გახდა. V ს-ის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავი
და). ლეგენდის თანახმად, ჭაბუკი ვახტანგ გორგასალი თავისი ამალით სანადიროდ
ბრძანებულა ტფილისის უღრან ტყეებში (458 წ). ანაზდად ხოხობი აფრენიათ მონადირე
ებს. მეფემ მიმინო დაადევნა. გადაიკარგა ორივე ფრინველი. კარგახნის ძებნის შემდეგ
მონადირენი წაადგნენ უცნაურ სურათს: მეტეხის პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა მხარეს,
მიწის გულიდან აღმომდინარე წყაროში ეყარა ორივე ფრინველი. სწორედ ამ წყაროსთან
წამოსწევია მიმინო ხოხობს და ორივენი შიგ ჩაცვენილან და კიდევაც ჩაფუფქულან, - წყა
რო ცხელი იყო, სურნელოვანი და ოხშივრიანი (სხვა გადმოცემის მიხედვით ვახტანგ გო
რგასალს ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკუ
რნებული გაქცევია მონადირეებს). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებების და ადგილის
ხელსაყრელი მდებარეობის გამო ვახტანგმა ტყეების გაჩეხვა და ქალაქის გაშენება ბრძა
ნა. სახელიც თვითონ დაუდგინა „ტფილ“ წყაროთაგან ნაწარმოები - „ტფილისი“(აქაური
დასახლების ძველი სახელი). მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „ტფილისი“ -
„ტფილი“ მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგი
რდის აბანოები გაშენდა და აბანოთუბანი ეწოდა. წმინდა ვახტანგმა „ტფილისი“ სამ ნაწი
ლად დაჰყო, პირველი კალა (თუმცა კალაზე ციხე IV ს-ში აშენებულა), ანუ კალოუბანი,
მდებარეობდა ქალაქის ბჭის ჩრდილო-დასავლეთით მიდამოებში (კალა მტკვრის მარჯვე
ნა სანაპიროს დაბლობს და ნარიყალას ციხის დასავლეთით სოლოლაკის ქედის ჩრდი
ლო ფერდობზე გაშენდა, და მდინარის დინების მიხედვით გაიყო ორ ნაწილად, ზემო და
ქვემო კალად. ამ უბანს თავიდანვე ჰქონდა შემორტყმული გალავანი. ისტორიული ქა
ლაქის დასავლეთის საზღვარს დღევანდელი დადიანის ქუჩის ადგილად არსებული ქა
ლაქის გალავანი წარმოადგენდა, რომელიც XIX ს-ში დაანგრიეს). მეორე ნაწილი - „ტფი
ლისი“, ტერიტორია, სადაც თბილი გოგირდოვანი წყაროები ამოდიოდა; მესამე - ისანი,
დღესდღეობით ავლაბარი, მტკვრის მარცხენა სანაპირო. სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალა
ქი იფარგლებოდა ყოფილი ორთაჭალის ბაღის მიდამოებით. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ
ით მდინარე მტკვარი საზღვრავდა, სამხრეთ დასავლეთით - თაბორის ქედის კალთები,
ჩრდილოეთ-დასავლეთით კი - წავკისისწყალი (შემდგომში თბილისი იზრდებოდა საკ
უთრივ თბილისისა და კალის ფარგლებს გარეთ, მტკვრის დინების აღმა. ზრდას ხელს
უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი
სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ. თბილისი თანდათან
შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მომიჯნავე სახელმწიფო
თა (ბიზანტიის იმპერია და სპარსეთი) სამხედრო-სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა ინ
ტერესებმა გაზარდეს ინტერესი მისდამი. VI ს-ის ბოლოდან იწყება საუკუნოვანი ბრძო
ლა თბილისისათვის). ვახტანგ მეფეს „ტფილისი“, პატარა იერუსალიმად ჰქონდა ჩაფიქრ
ებული. ამიტომაც გვაქვს აქ უძველესი, იმ სახელის მქონე ეკლესიები, რომლებიც იერუსა
ლიმში იყო: თაბორის, ფერისცვალების, ღმრთისმშობლის, და ბეთლემისა. პ. იოსელია
ნის ცნობით, ვახტანგ გორგასალმა მომავალი დედაქალაქის სულიერ საძირკველად, იერ
უსალიმის მსგავსად, 4 ეკლესიის ადგილი მონიშნა: გეთსემანია - მეტეხის კლდე, გოლგო
თა - წმინდა ჯვრის ეკლესიის ადგილი (ჯვრის მამა), ბეთლემი - ნარიყალას კლდოვანი
ფერდი და სიონი - მდინარე მტკვრის მარჯვენა კბოდე (V ს-ის 60-იან წლებს უკავშირდე
ბა თბილისში პირველი ეპისკოპოსის განწესება. თბილელი ეპისკოპოსის კათედრა დასაწ
ყისიდანვე თბილისის სიონი იყო). ამ დროიდან მაცხოვრის, წმ. ჯვრისა და ყოვლადწმინ
და ღმრთისმშობლის ტაძრები საქართველოს დედაქალაქის სულიერ ზღუდედ აღიმართ
ნენ (კლდისუბნის ეკლესიაში არქეოლოგიურმა სამუშაოებმა გამოაჩინა ვახტანგ გორგას
ლის დროინდელი ეკლესიის ნაშთები). ასე ჩაუყარა საფუძველი თბილისს ვახტანგ გორ
გასალმა (მან აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად) და
ისტორიკოს მოსე ჯანაშვილის ცნობით, მისი მფარველობა შეავედრა მიქაელ მთავარანგე
ლოზს, რადგან პირველი საკათედრო ტაძარი მეფეს წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის
სახელზე აუგია. ეს ტაძარი 1398 წ. საძირკვლამდე დაანგრია თემურ ლენგმა. თუ რამხე
ლა იყო იგი, მიუთითებს ის ფაქტი, რომ მისი ნარჩენებისაგან სამი ეკლესია აიგო: იოანე
ნათლისმცემლისა, ხარებისა და წმინდა გიორგის სახელობის კარის ეკლესია (ეს ეკლესია
აიგო ამ საკათედრო ტაძრის ადგილზე). წმინდა ვახტანგი არა მარტო აშენებდა ეკლესია-
მონასტრებს, არამედ სწავლა-განათლებაზეც ზრუნავდა და ყოველ მონასტერთან სკოლ
ას მართავდა, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო-წერილს, საქართველოს ის
ტორიასა და ზოგ უცხო ენასაც.

სპარსთა მეფის დასახმარებლად და ბერძენთაგან მიტაცებული ქართული მიწების დაბრ


უნების იმედით ვახტანგმა ბიზანტიელებთან საბრძოლველად „მოუწოდა სპათა თჳსთა“
და 200.000-იანი ლაშქრით, რომელსაც შეუერთდა ბიძამისი, რანის ერისთავი ვარაზ-ბაკუ
რი, „ადარბადაგანისა, რანისა და მოვაკანთა“ 200.000-იანი ლაშქრით, სომხეთის გავლით
გაემართა საბერძნეთისაკენ. სომხეთში შეუერთდნენ ერისთავები ლაშქრით და მიადგნენ
ციხე-ქალაქსა კარახპოლას (იგივე „კარინი“//„თეოდოსიუპოლი“ - დღ. ქალაქი „ერზრუ
მი“ თურქეთში), მაგრამ ვერ დაიპყრეს. მაშინ იქ ორი ერისთავი დატოვეს 12.000 მხედრ
ით. წავიდა ვახტანგი პონტოს და გზად მოაოხრა სამი ქალაქი: ანძორეთი, ეკლეცი (ქ. ერ
ზინჯანი თურქეთში) და „დასტერი“. მიადგნენ „პონტო-ქალაქსა დიდსა ზღჳს კიდესა“
(დღ. ქალაქი „ტრაბზონი“ თურქეთში), ალყა შემოარტყეს და ებრძოდნენ 3 თვე. სპარსე
ლთა მარბიელი ლაშქარი კონსტანტინეს ქალაქამდე (ქალაქი „კონსტანტინე“, იგივე (ტე
ლლა) - ჩრდ. მესოპოტამიიაში, სირიული ოსროენის აღმოსავლეთ პერიფერიაზე მდება
რეობდა. „ედესის ქრონიკაში“ (VI ს) დაცული ერთ-ერთი ცნობით - ახ. წ. 350 წელს იმპერ
ატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ვაჟმა კონსტანტინემ „ააშენა ქალაქი ტელლა“, რის
გამოც მისი სახელი დაერქვა ქალაქს) ჩადიოდა, გამხეცებული მეომრები ეკლესიებს აოხ
რებდნენ და მის მსახურებს ხოცავდნენ. ეს რომ ვახტანგ მეფემ შეიტყო, ძლიერ დამწუხ
რდა და სომხებსა და სპარსელებს ამცნო, რომ ღმრთისმსახურნი კი არ დაეხოცათ, არამ
ედ დაეტყვევებინათ და უთხრა მათ: მამაჩემის დიდი პაპა მეფე მირიანი, როდესაც თავ
ის ძმისწულს, სპარსთა მეფეს გაჰყვა საბერძნეთში საბრძოლველად, მაშინაც ასე ხოცავდ
ნენ ეკლესიის მსახურებსა და მონაზვნებს და სამარცხვინოდ დამარცხდნენ, და იმ დროი
დან ბერძნებმა, ჩვენ ქართველებს, წაგვართვეს მიწები პონტოს (შავი) ზღვის აღმოსავლე
თით, და ერთმანეთს შეებრძოლენ ანძიანძორში (ნაზიანზში), სადაც ამჟამად არის საფლა
ვი დიდი მოძღვრისა გრიგოლისა (ღმრთისმეტყველისა) და აქედან უკუნიქცნენ ჩვენი მე
ფენი. ნუთუ არ გსმენიათ ის სასწაული, როდესაც კონსტანტინე მეფეს ზეცაში ჯუარი გა
მოუჩნდა და ჯვრის წარძღვანებით სძლია მოწინააღმდეგეს. შემდეგ ვახტანგმა სომხებს
შეახსენა თავისი ეკლესიის ისტორია და უთხრა: თქუენ, სომხეთის მკვიდრთა არშაკუნია
ნთა, და პიტიახშთა ბივრიტიანთა არ გახსოვთ გრიგორ პართეველის საქმეები? როდესაც
მისი მოწინააღმდეგე თრდატ მეფე არშაკუნიანი ტახად გადაიქცა, გრიგორმა მოაქცია
იგი, განკურნა და „მიერითგან იქცა იგი მუშაკ ეკლესიათა და ეკლესია დიდი აღაშენა
თრდატ ზურგითა თჳსითა“. ვახტანგმა ყველას მოუთხრო შინაარსი ნებროთის იმ წიგნი
სა, რომელიც დაფარულად ჰქონდათ ქართველ მეფეებს და რომლის გათვალიწინებითაც
შეიწყნარა მეფე მირიანმა „სახარებაჲ ქრისტჱსი ნინოჲს მიერ“. და ასე მიმართა თავის მო
ლაშქრეებს: „ხოლო თქუენ, მკვიდრნო ქართლისანო! „რომელთა იხილეთ სასწაულნი,
რომელნი ქმნა ნინო“, ნუთუ გგონიათ, რომ ბერძნები გაწირა ღმერთმან? ჩვენი ქვეყნის
უმეტესი ნაწილიც მათ მიერ არ არის მიტაცებული და მათთავე ქვეყანასა შეერთებული?
„აწ უკუე ყოველნი ნათესავნი უფალსა ღმერთსა მსახურებდით და დასცხერით ვნებათა
გან ეკლესიისათა... ხოლო ჩუენ ვართ სჯულსა ზედა ბერძენთასა აღმსარებელ ქრისტჱსა,
რომელ არს ღმერთი ჭეშმარიტი ყოველთა“. ეს რომ წარმოსთქვა, ტყვეები გაათავისუფლა
და ეკლესიის მსახურებსა და მოწესეთ (სამღვდელოებას) შეუთვალა, რომ სამალავებიდ
ან გამოსულიყვნენ. მაშინ გამოვიდა „ქუაბთაგან და მთათაგან“ მრავალი მღვდელი, დია
კონი, ბერი და მონაზონი და მათთან იყო ორი კაცი: პეტრე მღვდელი, გრიგოლ ღმრთისმ
ეტყველის ერთ-ერთი მოწაფე, რომელიც მისი საფლავის ეკლესიაში მღვდლობდა (453-
456 წლებში პეტრე მღვდელი იყო კაბადოკია-ქალკედონში) და სამოელ მონაზონი. ისინი
წარუდგნენ ვახტანგს ტყვეთა განთავისუფლებისათვის და ღმრთისმსახურთა შეწყალები
სათვის მადლობის გადასახდელად, და როცა ლოცვა წარმოსთქვეს, სათნო-ეყო მეფეს და
უბრძანა შემოსვლა ყოველთა ტყვეთა და მოწესეთა. უძლურთა სახედრები მისცა, ხოლო
ჭაბუკთა სამ-სამი დრაჰკანი და გაისტუმრა. პეტრე მღვდელი და სამოელ დიაკონი თავის
თან დაიტოვა და ჰკითხა: სათნო-ეყო ღმერთს რაც გავაკეთე, როდესაც ეკლესიები დავი
ცავი და ტყვეები გავათავისუფლეო? - პეტრემ უპასუხა: სიმართლე გითხრა, თუ სიცრუ
ით ქება-დიდება მოგიძღვნაო? - მეფემ უთხრა: მხილებას არ დავეძებ, ოღონდაც სივრუეს
განვეშოროო. მაშინ პეტრემ მტკიცედ მიუგო: ეკლესიანი ხორცთანი უფრო მეტია უფლის
წინაშე, ვიდრე ქვის ეკლესიები, რომელნიც როდესმე დაირღვევიან და ამავე ქვებით
კვლავ ააშენებენ, ხოლო ეკლესიანი ხორცთანი როცა დაირღვევიან, ვერავინ შეძლებს მათ
განკურნებას, ვერც მკურნალი და ვერც მეფე, და შენ და შენს მოლაშქრეებს რამდენი მარ
თალი კაცი მოგიკლავთ! მე მსურს შენი აღდგინება, რათა არ იყო იმ კაცთა მსგავსი, რომე
ლნიც მარჯვენით აგებენ, ხოლო მარცხენით აღღვევენ და არც ისეთი, რომელნიც პირით
აკურთხებენ და გულით სწყევლიან და აგინებენ. არამედ იყო როგორც კეთილხსენებუ
ლი მეფეები, რომლებმაც დაიპყრეს სოფელი და არც სასუფეველს განეშორნენ: დავითი,
სოლომონი და კონსტანტინე. ამიერიდან მოგაგოს ღმერთმა თუ არ შეინანებ. „მნებავს გა
მართლება თავისა ჩემისა - უპასუხა მეფემ - ხოლო სიმართლით შენ დამსაჯე უმსჯავროე
ბასა ჩემსა“. მაშინ უთხრა მამა პეტრემ - არა უმეცრებამ აღგძრა „ძეთა ზედა ღმრთისათა“
საბრძოლველად, არამედ ნათესავთა შენთა მისაშველებლად აღიძარ, მაგრამ შენ იცი,
რომ ბერძენნი ღმრთის ნათესავნი არიან იმ აღთქმის გამო, „რაჟამს უწოდა მათ შჳლად
ღმრთისა და მოსცა მათ ბეჭედი, რომლითა შემუსრა ჯოჯოხეთი და არს იგი ჯუარი?.
რქუა მეფემან: აწ რაჲ გნებავს შენ?“. პეტრემ უპასუხა: მნებავს, რათა შენ მიერ აღგზნებუ
ლი ეს ცეცხლი შენვე დაშრიტო და იყო მეგობარი კეისრისა, როგორც დღემდე იყავი სპარ
სელებისა. მაშინ ვახტანგმა უთხრა ღმრთისმსახურებს: მნებავს, რომ ამ ღამეს თქვენი ლო
ცვის ძალით მეჩვენოს ჩემი და კეისრის შეკრება და რომ ჩვენს შორის სიყვარულის დამყა
რებაზე უნდა იყოს მსჯელობა, რათა ვცნო მე, რომ ქრისტეს სურს შენ მიერ ჩემდამი შემო
თავაზებულიო. პეტრე მღვდელი შეშფოთდა და უთხრა: კაცნი ვართ ცოდვილნი და გვე
შინია, რომ ასეთი თხოვნა კადნიერებად და სილაღედ არ ჩაგვითვალოს უფალმა, რადგან
ასეთი ლოცვა ხელეწიფება მხოლოდ „ქუეყანისა ანგელოზებსა და ზეცისა კაცებს“ - დაყუ
დებულ, რჩეულ ბერებს და დრო მომეცი, რომ წავიდე და ვევედრო მათ და უთხრა შენი
ბრძანება, რათა მათი ლოცვით აღესრულოს შენი განზრახული. სამოელი კი შეეკამათა:
სიმდაბლე კარგია, პეტრე, მაგრამ შეიძლება ამით დაბრკოლდეს მცირედ მორწმუნენი.
შენ, მეფეო, შენი სარწმუნოებით შეგვეწიე და ღმერთმან გამოაჩინოს შენი ნება. მეფემ
ილოცა და დაწვა. როგორც კი მიერულა, წარმოუდგა წმინდა ნინო და უთხრა: აღდეგ, მე
ფეო, და მოკრძალებით მიეგებე, რადგანაც ორი მეფე: ზეცისა და ქვეყანისა მოვიდენ შენ
თან. და როდესაც მიიხედა, დაინახა ქალაქ კონსტანტინოპოლში მდგარი ორი ტახტი.
ერთ ტახტზე დაბრძანებული იყო საჭურველით აღჭურვილი გჳრგჳნოსანი ჭაბუკი და მე
ორეზე სპეტაკ სამოსში შემოსილი მოხუცებული, რომელსაც თავზე ედგა არა ოქროს, არა
მედ ნათლის გვირგვინი, ხოლო ფეხებთან ეჯდა წმინდა ნინო. ვახტანგის მარჯვენა ხელი
კი ეპყრა პეტრე მღვდელს და მარცხენა ხელი სამოელ მონაზონს. მაშინ თქვა სამოელმა:
„შეუვრდი პირველად დიდსა მას მთავარსა ზეცისასა გრიგოლის“. როდესაც ვახტანგმა
თაყვანისცა, წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყუელმა მკაცრად უთხრა: ეს რა ბოროტება ჩაი
დინე, კაცო, რამეთუ მოაოხრე ჩემი ბანაკი, მხეცებს შეაჭამე ჩემი საცხოვარი. ეგ ორნი რომ
არა, რომლებიც გვერდით გიდგანან და ეს სათნო დედაკაცი, რომელიც მარად იღვწის მა
რიამთან ერთად თქვენთვის - შურს ვიძიებდი შენზე ისე, როგორც შენს წინაპრებზე, რომ
ლებიც ცეცხლს თაყვანისცემდენ და „არა ბრწყინვალებასა განმანათლებელსა ყოველთა
სა“. და ეპისკოპოსმა ხელი გაუწოდა ვახტანგს. მეფემაც ამბორს უყო. მაშინ ხელი მოჰკი
და ნათლის გვირგვინს წმ. გრიგოლმა და ისეთივე გვირგვინი მისცა ვახტანგს და უთხრა:
დაადგი ეგ პეტრეს. აიღო პეტრემ თავის გვირგვინზე მომცრო გვრგვინი და დაადგა სამო
ელს. წმ. ნინომ უთხრა ვახტანგს: ახლა მიდი მეფესთან და მიიღე შენი საბოძვარიო. ვახ
ტანგი მივიდა გჳრგჳნოსან მეფესთან, ეამბორნენ ერთმანეთს და მანაც ადგილი მისცა
ტახ ტზე თავის გვერდით. მისცა ბეჭედი თავისი ხელიდან, რომელსაც ჰქონდა ფრიად
ნათე ლი თვალი და უთხრა: თუ გნებავს გვირგვინი, აღუთქვი მას, ვინც ჩვენს წინ დგას,
რომ შეებრძოლები მის მტრებს და მიიღე მისგან გვირგვინი. მოიხედა ვახტანგმა და
იხილა ჯვარი, რომელსაც ფრთებზე ჰქონდა გვირგვინი, ჯვრის ხილვამ შეაძრწუნა და
დადუმ და. აღდგა წმინდა ნინო, გაიხედა პეტრესა და სამოელისკენ და ერთხმად თქვეს:
ჩვენ ვართ თავსმდები, რომ ყველაზე უფრო მეტად შეასრულებსო. მაშინ მეფემ აიღო
ჯვარისა გან გვირგვინი და ვახტანგს დაადგა. უკან გამოსვლისას შეეხმიანა ეპისკოპოსი
სამგზის: ვახტანგ, ვახტანგ! უმეტესად მორწმუნე იქნები შენ სპარსთა შორის. შემდეგ
მეორედ მიმა რთა: აშენდებიან შენგან ეკლესიები და განეწესებიან ეპისკოპოსები და
ეპისკოპოსთა მთა ვარი, ხოლო მესამედ უთხრა: წამების გვირგვინსაც მიიღებო.
გამოვიდა ვახტანგი და უხ მო ძილშივე მამა პეტრესა და სამოელს, და მოუთხრობდა
ჩვენებას, ხოლო ისინი უხსნიდ ნენ: ტახტზე, რომელი იხილე, ნათლის გვირგვინოსანი,
არის დიდი მოძღვარი გრიგოლ ღმრთისმეტყველი და რაც მომეცა მისი გვირგვინისაგან,
ის იყო, რომ მომეცა ეპისკოპოს თა მთავრობა, ხოლო რაც მივეცი ჩვენი გვირგვინისაგან
სამოელს, ის არის, რომ ჩემგან მი ეცემა ეპისკოპოსობა. ოქროს გვირგვინოსანი კი იყო
კეისარი. ბეჭედი, რომელიც მოგცა, ის არის, რომ თავის ასულს მოგცემს ცოლად და
ყოველი საზღვარი ქართლისა, მისგან მიტაცებული, დაგიბრუნდება. გვირგვინი,
რომელიც ჯვარისაგან მოგეცა, ის არის, რომ დიდ ღვაწლს გადაიხდი ჯვრის შეწევნით,
ხოლო ჩვენი მოძღვარი სამგზის რომ შეგეხმია ნა, სამი სიმდიდრე მოითხოვა შენთვის
ღმრთისაგან და შენ მიერ დაემტკიცება ქართლს ჭეშმარიტება კათალიკოსთაგან და
ეპისკოპოსთაგან, სძლევ შენს მტრებს შენს აღსრულე ბამდე, ხოლო აღსრულებისას
წამების გვირგვინს მიიღებ ბრძოლისას და მტრებს ხელში არ ჩაუვარდები. ყოველივე
აღსრულდება შენს სიბერემდე და დაუძლურებამდეო. რო გორც კი გაიღვიძა, ვახტანგ
მეფემ მადლობა შეწირა ღმერთს, პეტრესა და სამოელს მოუხ მო და ჰკითხა: რა იხილეთ?
ხოლო მათ უთხრეს: ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით ვიდექით, როდესაც შენ
ტახტზე დაბრძანებული კეისრისა და გრიგოლ ღმრთისმეტყვე ლის წინაშე წარსდეგი,
თქვენი განმანათლებელი ნინო კი ამშვიდებდა განრისხებულ მოძ ღვარსო. მაშინ უთხრა
მეფემ მათ: დადუმდით, წმინდანებო, ჩემთან ერთად გიხილავთ ყოველივე. აწ რა უყოთ
ამ ქალაქს, ან რა უყოთ ამდენ ტყვეს? სწრაფად აცნობეთ კეისარს, რომ სპარსთა მეფე
წამოსულია ჯაზირეთიდან, გამოიარა ფილისტიმი და კუალში უდგას კეისარს,
რომელმაც მოაოხრა სპარსთა ქვეყანა, სპარსთა მეფემ კი ვერ სძლია მას. როდე საც
კეისარმა შეიტყო, რომ ჩვენ მოვედით სპარსელების დასახმარებლად, გამოეშურა
ჩვენთან საბრძოლველად. ახლა კი სპარსთა მეფე მოდის ჩვენს დასახმარებლად, რომელ
იც სომხეთისა და ქართლის ლაშქარზე უმრავლესია. არავინ არის ჩვენ შორის ჭეშმარიტი
მორწმუნე, რომელიც დანერგა ჩუენმა დიდმა მამამ მირიანმა, ანდა თრდატმა, დედით ნა
თესავმა ჩემმა. ამათი (სპარსთა) სარწმუნოება კი ვიცით, რომ სავსე არის საცთურით. ჩემი
გამოცხადების ამბავი რომ შეიტყოს, ბიძაჩემი ძალიან განრისხდება და ერთმანეთთან შე
ბრძოლების შემთხვევაში გავხდებით ყველას დასაცინიო. ამისთვის ასე ვქნათ: როდესაც
დესპანი მოვა და კეისრის მოსვლას მაუწყებს, ჩვენ უკან განვდგებით. მასაც ვაუწყოთ, რო
დესაც მოგვიახლოვდება ჩვენ კეისარი, მაშინ „ვითარცა იზრახოს სიწმიდემან შენმან,
ეგრეთ ვყოთ და არცა ერთი ტყუეთა მისთაგანი დააკლდეს“.

პეტრე მღვდელი სასწრაფოდ კეისართან წავიდა, ხოლო სამოელ მონაზონი ვახტანგ მეფე
სთან დარჩა. მეორე დღეს, როდესაც დესპანი მოვიდა და მეფეს აუწყა, რომ ბერძენთა ლაშ
ქარი კონსტანტინეპოლში შემოვიდა, მან ბიძამისი და სხვა მოკავშირეები შეკრიბა და უთ
ხრა: ბერძნებს მრავალრიცხოვანი სპა ჰყავთ, ბრძოლისას მარჯვე არიან და ზღვაზე ნავე
ბით ბრძოლაშიც გამოცდილნი. „ესერა შევიდნენ ისინი სპარსეთს, ქვეყანასა გმირთა და
გოლიათთასა, და მათ ვერ უძლეს წყობად“. მეშინია, არ მოვიდნენ ზღვით, გზა არ მოგვი
ჭრან და არ ამოგვხოცონ, როგორც ბაკში შეწყვდეული. ავყაროთ ლაშქარი და ზღვის სამხ
რეთით დავიბანაკოთ, რათა გვქონდეს გზა ჭირისა და ლხინისა. მაშინ მოხსნეს ქალაქს
ალყა და დაიბანაკეს იქიდან ხუთი დღის სავალზე, სპერის სიახლოვეს. სიკვდილს მიწევ
ნულმა ქალაქის მკვიდრთა სამადლობელოდ ძღვენი: 1 000 ლიტრა ოქრო და 500 თავი
სტავრა გაუგზავნეს მეფე ვახტანგს და გავიდნენ სავაჭროდ და სხვა საჭიროებისათვის.
პეტრე მღვდელი კი ლეონ კეისართან მივიდა და ყველაფერი უამბო, მანაც ფრიად გაიხა
რა და რაც ჩვენებაში იხილეს, ყველაფრის ნება დართო, შემდეგ უკან წარმოავლინა, და მე
ფე ვახტანგს ფიცით აღუთქვა, რომ მისი მეფობის თანასწორად ჩათვლიდა, თუ გაერთიან
დებოდენ, რადგან ამ შემთხვევაში სპარსელებს ადვილად დაამარცხებდნენ. მაგრამ სანამ
პეტრე კეისარს ეახლებოდა, მანამდე წარმოავლინა კეისარმა თავის დისწული, ძლიერი
სპასპეტი პოლიკარპოს ლოღოთელი, და ხუთასი ხომალდი ხუთას-ხუთასი ჯარისკაცით
და უბრძანა, რათა მიახლოვებოდენ ვახტანგის სპას და დამდგარიყვნენ უბრძოლველად.
ვახტანგთან ფარულად დაზავებული კეისარი გამოემართა პონტოს გზით 800.000 კაცით
და როცა მოვიდა ზღვით მოსული სპა, სპარსელებს უნდოდათ მათ წინააღმდეგ ბრძოლა,
ხოლო ვახტანგი აჩერებდათ „საღმრთო ჩვენებისა გამო“. კეისრის მოციქულები და პეტ
რე მღვდელი ვახტანგ მეფესთან რომ მოვი-დნენ, საიდუმლო სათქმელიც ჰქონდათ და სა
ყოველთაოდ სათქმელიც. სხვათა გასაგონად უთხრეს: მეფეო, ნუ ილტვი, რათა სპარსნი,
რომელიც შენთან არიან და სპარსეთში შესვლის დროს გადაგვირჩნენ, ახლა უნდა ამოვწყ
ვიტოთო. ხოლო საიდუმლოდ მოართვეს მას ჯვარი, გვირგვინი და ძვირფასი შესამოსე
ლი და შემოუთვალა, რომ თუ შეკავშირდებოდნენ, მისცემდა თუხარისს და ქართლის სა
ზღვრებს. მაშინ სხვათა დასანახად შეუთვალა ვახტანგმა კეისარს: ჩვენ სხვა საქმისათვის
არ მოვსულვართ აქ, არამედ შენთან ბრძოლისათვის, ხოლო შენ თუ არ მოხვალ აქ, ჩვენ
წამოვალთ კონსტანტინოპოლზეო. ფარულად კი ეს შეუთვალა: რაც არ შვენის შენს
ღმრთისმოყვარებას და რასაც შენ არ ჩაიდენ, სხვასაც ნუ უბიძგებო, რადგან ღალატი არ
არის პატიოსანი კაცის ხელობაო. თუ ახლა მოგცემ შენ დასამარცხებლად სპარსელებს, ჩე
მი სახელი ხომ გაცრუვდება? და ზოგიერთ მათგანს ჩვენზე უმეტესი სარწმუნოება და სი
ყვარული აქვს ქრისტესი, მაგრამ შიშისათვის მათისა ვერ განა-ცხადებენ. შენ ბრძანე, რომ
ჩვენი საქმე მშვიდობით დავასრულოთო და იმის შემდეგ რაც ეს საქმე გადაწყდება, უფ
რო უმჯობესად მოგემხრობი სპარსელთა წინააღმდეგ. ახლა თქვენი ლაშქარი განლაღე
ბულია მოპოვებული გამარჯვებებით, სპარსნი კი სულაც არ არიან შეშინებულნი, არა
მედ ბრძოლა და შურისძიება სურთ თქვენზე და სისხლი სწყურიათ. ამიტომაც შენი ლაშ
ქარი თუ გადმოვა საბრძოლველად მე უბრალო ვარ ამ საქმეშიო. შემდგომ დესპანებად გა
გზავნა ვარაზ-მიჰრი, „მამამძუძისა მისისა ძმაჲ“ და სამოელ მონაზონი. კეისარი კი როდე
საც პონტოს მივიდა, პონტოელები გამოეგებნენ, აქებდენ ვახტანგს, რადგან ალყა მოხსნა
და სასიკვდილოდ არ გაწირა ისინი. ამ დროს მივიდნენ ვახტანგის დესპანები და მიართ
ვეს კეისარს ძღვენი: მუშკი, ანბარი და ალვა.

იმ ხანად ვახტანგის მეომრები საალაფოდ იყვნენ გასულები და „მიეტევნეს მათ მკვირცხ


ლნი ბერძენნი, და მათ თანა შეკრებულნი ჴევთა და ქალაქთა მჴედარნი, ვითარ 300 000“.
ვახტანგ მეფე კი აჩერებდა სპათა მათ მეალაფეთა და უშლიდა ბრძოლაში ჩაბმას, სანამ
არ მოვარდა რანისა ერისთავი, დედამისის ძმა, ვარაზ-ბაკური, ჯვარცმულს შეურაცხყოფ
და და ვახტანგს რისხვით ეტყოდა : ჰოჲ, გველო და ასპიტთა ნათესავო! არ იცი, რომ მამა
შენის დედა ბერძენი იყო? გძლია შენ ბუნებამან მამის-დედეულმან შენმან, რადგან „სიყ
ვარული ჯვარცმულისა მის კაცისა მომკუდარისა გიპყრიეს და ამიტომ არა გნებავს ბრძო
ლაჲ, არამედ შეყენება ჩვენი ხელსა ბერძენთასა“. მაშინ ვახტანგმა უპასუხა: „აჰა, შენ და
ბერძენნი, და იხილო ძალი ჯვარცმულისა და ცოცხალისა სასოჲსა შენისა (ანუ იმ ცოცხა
ლისაც, ვისი იმედიცა გაქვსო)“. დასცეს საყვირი და საბრძოლველად გავიდნენ სომხები,
სპარსნი, და მეფე დარუბანდისა, ხოლო ვახტანგი თავის სპასთან ერთად ბრძოლას შორი
დან ადევნებდა თვალს. შეებნენ სპარსელები ბერძნებს. თვით სპასპეტმა პოლიკარპოსმა
მოკლა რანის ერისთავი ვარზ-ბაკური და ამოწყვიტა მისი ლაშქარი. მოკლეს იპაჯიჯ, ლე
კთა მეფე, მრავალნი ერისმთავარნი და სძლიეს აღმოსავლეთის ლაშქარს. ამის შემდეგ, ბე
რძენთა სპასალარი აღარ მოერიდა ვახტანგ მეფესაც და კეისრის უკითხავად იერიში მიი
ტანა ქართველებზე. ბრძოლის წინ მეფემ ჯვარი მოიტანინა პეტრე მღვდელს და ყველას
უბრძანა, მთხვეოდნენ მას, ხოლო „რომელმან არა თაყუანი-სცეს ჯუარსა, მოკუდეს“ - გამ
ოაცხადა. შემდეგ დემეტრე ერისთავსა და ჯუანშერ სპასპეტს უბრძანა მიჰყოლოდნენ
მას. მოდიოდა „ყოველი ერი და თაყვანისცემდეს, და დადგებოდეს წინაშე ჯუარსა“, ხო
ლო ბორზო მოვაკანელმა მთავარმა (მეფემ) თქვა: „არა დაუტეობ ნათელსა შემწუელსა
(ცეცხლს), და არა თაყუნისვსცემ ძელსა, რომელი განშუენებული არს ოქროჲთა და ანთ
რაკითა“. მაშინ დასცა ლახვარი ჯუანშერ სპასპეტმა და „დაეცა მძორი მისი. მიერითგან
არღარავინ იკადრა გმობად ჯუარისა“, არამედ ყოველთა (ცეცხლთაყვანისმცემლებმა)
თაყვანი-სცეს ჯვარს; და უთხრეს მეფეს: თუ შეგვეწევა ჩვენ ჯვარი, ჯვარცმულის გარდა
სხვა ღმერთს აღარ ვაღიარებთო. გადამოხდა მეფე ცხენიდან და თაყვანი-სცა ჯვარს და
„ყოველმან ერმან მის თანა“. შემდგომ უფალს შეჰღაღადა: „აჩუენე ძალი შენი ერსა შენსა
ურწმუნოსა, რაჲთა მოიყუანე სარწმუნოებად, უფალო ღმერთო, ხოლო მორწმუნენი შენ
ნი, დაღაცათუ მოკუდენ, არამედ ცოცხალ არიან, და ცხოველნი შენნი შენ ცხოველისაგან
ძლიერ არიან“. ამ დროს ელვასავით მოიჭრა ბერძენთა ლაშქარი, ხოლო პოლიკარპოსი,
„ვითარცა მგელი სისხლითა აღმოსვრილი და ვითარცა ლომი განძჳნებული მოიზახდა
და შეურაცხ-ყოფდა სპათა მათ“, და ჯვრის მხილველიც კი არ ივლტოდა მისგან. ეს რომ
იხილა მეფე ვახტანგმა, უთხრა თავის ლაშქარს: ვის სურს მასთან შებრძოლება? მაგრამ
ვერავინ გაბედა გასვლა. მაშინ ვახტანგმა თქვა: „მომეც ძალი ვითარცა დავითს გოლიათ
სა ზედა, რადგან ესეც შეურაცხებით მოუხდა ჯუარსა შენსა, რაჟამს იხილა ჯუარი აღმა
რთებული ძალად ჩუენდა“. შემდგომ კი ღაღადყო: „იხილი, ღმერთო, ამპარტავანი და
დაამდაბლი; კუალად იხილი ჭირვეული და იჴსენი“. დიდია შენ მიერ მოცემული ძალა,
რომლითაც ვსძლევ, მაგრამ მე მეშინია შენი, რადგან „მდაბალთა ჴმანი ისმინნი და შენ
გხადი შემწედ ჩემდა“. შემდეგ ამოიღო მახვილი, შეახო ჯვარს, და საბრძოლველად გასუ
ლმა მიმართა ბერძენთა სარდალს: ლომი ხარს არ ებრძოლება, რადგან მე მეფე ვარ და
შენ ქვეშევრდომი, მაგრამ მე თავს დავიმდაბლებ ჩემი ერისათვის, რათა ჯვრის ძალა სა
ბოლოოდ ირწმუნონო. იმ წამსვე შემოუტია პოლიკარპოსმა და სასტიკად ეკვეთნენ ერ
თმანეთს. „აღიზახეს ორთავე... ჴმითა საშინელითა, და იყო ჴმაჲ იგი ვითარცა ჴმაჲ ქუხი
ლისაჲ, რომლითა შეიძრა ქვეყანა. დასცა პოლიკარპოსმა მეფის ფარს კაცის მკლავის სიმ
სხო ლახვარი და მეორე მხარეს გაახედა. ვახტანგმა გაუშვა ფარს ხელი, პირისპირ შეება
და ბეჭამდე ხმლით გაუპო თავი. ამის შემდეგ შეტევაზე სწრაფად გადავიდა ქართველთა
ლაშქარი, ბერძნები ზღვის სანაპიროზე მიიმწყვდიეს და მრავალნიც მოწყვიდეს. ზოგიერ
თებმა ნავებით გაქცევა მოახერხეს. იმ დღეს ვახტანგის ლაშქრიდან მოწყდა 43.000 მეომა
რი და ბერძენთა ლაშქრიდან 72.000 მეომარი, ხოლო ტყვედ აიყვანეს 125.000 მეომარი.
უკან რომ დაბრუნდნენ, ბრძოლის ველზე მონახეს ვახტანგის ბიძა, ვარაზ-ბაკური, იგლო
ვეს, შემურეს საბრითა და მურით და მისი გვამი ბარდავში გააგზავნეს. ბრძოლის შემდეგ
ვახტანგმა ლაშქარს მოუწოდა, მოაყვანინა ტყვეები (ქალი და კაცი სულ 780.000) და ნერსე
და ადარნასე ერისთავთა ხელით წარუგზავნა პონტოში კეისარს და წერილიც მიწერა:
„სიბრძნე ღმრთისაჲ მიუწვდომელ არს და სიბრძნესა კაცთსა და ნებასა სძლევს ნებაჲ
ღმრთისაჲ“. მე ვიცი, რომ შენ არ გსურდა ის, რაც ჩაიდინა პოლიკარპოსმა, და არც მე მსუ
რდა ის, რაც ბიძაჩემმა ქმნა, და „ორნივე ესე ძჳრის-მოქმედნი ძჳრმანვე მოინადირა, ხო
ლო თქუენ (ბერძნები) პირმშონი შვილნი ხართ ღმრთისანი და მარადის მისნი ხართ“. ბი
ძაჩემის სიკვდილით გამოწვეული მწუხარება მისი მკვლელის მოკვლით დავაამე, ხოლო
თქვენ ნუგეშინისგეცით 780.000 კაცის ხსნითო და შეხვედრა სთხოვა. მეფე ვახტანგისაგან
გაგზავნილი დესპანების მისვლამდე ფრიად მწუხარე იყო ლეონ კეისარი, მაგრამ როდე
საც მოახსენეს, რომ ძველად დატყვევებულნიცა და ქალაქის მაცხოვრებლებიც ყველა უვ
ნებლად გაუშვაო, გაიხარა, ნავში ჩაჯდა, ზღვის ნაპირზე გამოვიდა და ვახტანგ მეფეს მო
უწოდა. ისიც მივიდა და კატეგორიულად მოითხოვა ყველა ქართული მიწა-წყალი, რომე
ლიც აქამდე უკანონოდ ეპყრა ბიზანტიას. იმპერატორი დათანხმდა საქართველოს შეერ
თებოდა ტაო-კლარჯეთი, ციხე თუხარისი და ტერიტორიები შავი ზღვიდან სამხრეთით
არსიანამდე, ძველი პონტოურ-ქართული სამფლობელოები. კეისარმა მხოლოდ აფხაზე
თის საკითხზე სცადა შესწორების შეტანა ვახტანგის მოთხოვნაში. კერძოდ, ეგრის წყლი
დან (ენგურიდან) კლისურამდე (კელასურამდე) აფხაზთა მიწას ჩემის სახელი ერქვას და,
თუ ჩემს ასულს ცოლად შეირთავ, აღნიშნულ მიწებს მზითვად გამოვატანო, ხოლო დანა
რჩენი აფხაზეთი, კლისურიდან ჯიქეთამდე, ბიზანტიას უნდა დაუბრუნდესო. შეთანხმ
დნენ და ზავი დაიდო. ვახტანგმა და კეისარმა ლეონმა ერთმანეთს გაუცვალეს ტერიტო
რიები, კერძოდ, ჯერ კიდევ ვარაზ-ბაქარის დროს საბერძნეთის მიერ მიტაცებული კლა
რჯეთისა და მის მიმდებარე მიწების დაბრუნებას ვახტანგ მეფე ძალიან ცდილობდა. პო
ნტოში საზავო მოლაპარაკებებისას იბერიას დაუბრუნდა ეს ტერიტორიები, ხოლო საბერ
ძნეთს აფხაზეთი. სამოყვრო პირობაც გარიგდა: ვახტანგი ცოლად შეირთავდა კეისრის
ასულს და აფხაზეთის ერთი ნაწილი ეგრისწყლიდან კლისურამდე მზითვის სახით შეუე
რთდებოდა იბერიას.

წამოვიდა ვახტანგი კლარჯეთის გზით და ლაშქარი გააგზავნა სომხეთის გზით. მივიდა


თუხარისში, მოეწონა ციხე და თქვა: „ჭეშმარიტად თუ ხარ შენ ციხე“ და ეს სახელი დაა
რქვა. გააგრძელა გზა და შუა კლარჯეთში იხილა კლდე და სოფელი, რომელსაც ერქვა არ
ტანუჯი. მოუწოდა არტავაზს, თავის ძუძუმტეს, დაადგინა ერისთავად და უბრძანა არტა
ნუჯის ციხის აგება, ხოლო სადმე სამონასტრე ადგილზე ეკლესიის აშენება, და მათ მიერ
საბერძნეთში ნანახი მონასტრების ყაიდაზე მოწყობა. თან დაამატა: თუ სპარსელები
გვძლევენ, თავს აქ შევაფარებთო. არტავაზმა ააშენა არტანუჯის ციხე, ოპიზის მონასტე
რი და 3 ეკლესია: დაბა მერისა, შინდობნისა და ახიზისა. განაახლა ახიზის ძველი ციხე
და რომელსაც დიდი ქვაბული მიუმატა სადგომად და თავშესაფრად. მცხეთაში მისულ
გორგასალს დიდი ზარ-ზეიმით დახვდა სატახტო ქალაქი. ერი და ბერი ღმერთს მადლო
ბდა მისი მშვიდობიანი დაბრუნებისათვის. მანაც უხვად დაასაჩუქრა თავისი ერი.
სპარსეთის მეფე ჰორმიზდ III ჩრდილოეთ სირიაში იდგა და მოუთმენელად ელოდა კონ
სტანტინოპოლის იმპერატორისა და ქართველი მეფის შეხვედრის შედეგს. მას იმედი
ჰქონდა, რომ დაზავება არ შედგებოდა, ქართველები და ბიზანტიელები ერთმანეთს შეაწ
ყდებოდნენ, და ამით სპარსეთს გააძლიერებდნენ, ხოლო როდესაც მათი შეკავშირება შეი
ტყო, ჯავრით აღვსილი აიყარა, და სატახტო ქალაქ ქტესიფონში დაბრუნდა, სადაც, ჰუნე
ბის დახმარებით მოკლა თავისმა ძმამ, პეროზმა. სპარსეთის სამეფოს სასანიდთა დინასტ
იის მეჩვიდმეტე მეფე პეროზ I (459-484), დაეპატრონა. თავისი გამეფებიდან ცოტა ხნის
შემდეგ პეროზმა ომი დაიწყო შუა აზიაში, ხოლო ქართველებზე ჯავრის საყრელად 3 წე
ლი ემზადებოდა. დაქვრივებულმა ვახტანგ მეფემ ვერც კეისრის ასულის ცოლად მოყვა
ნისათვის მოიცალა და ვერც კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა, რადგან ბერძენთა შემოჭ
რას მოელოდა და მათთან საბრძოლველად ემზადებოდა. ამაგრებდა ძველსა და აგებდა
ახალ ციხესიმაგრეებს, სჭედდა იარაღს, წვრთნიდა ლაშქარს, ამზადებდა ერს მტრის და
სახვედრად. პირველ რიგში საპყრობილეში შეაგდო ბინაქარ-მაცთური და მოსრა და ქარ
თლიდან განდევნა ცეცხლის თაყვანისმცემელნი (ადრექრისტიანულ ხანაში სპარსელთა
ბატონობამ თბილისს თავისი კვალი დაამჩნია. ქართლის დედაქალაქში მართლმადიდებ
ლური ტაძრების გვერდით მაზდეანთა ბომონი თანაარსებობდა. კლდისუბანში (გომის
ქუჩა #3), აქამდეა შემორჩენილი ათეშგა („ათეშგაჰ - ცეცხლის ადგილი), ცეცხლის საგზე
ბელი). სპარსთა ურიცხვ მხედრობას წინ მოუძღოდა ახალგაზრდა შაჰინშაჰი პეროზი, მე
გზურად ჰყავდათ ბინქარ მაცთური, რომელსაც მცხეთის საპყრობილედან გაქცევა მოეხე
რხებინა, თუმცა ქართლის საზღვარს, რომ მოუახლოვდნენ, მოულოდნელად მოკვდა.
ვახტანგ მეფემ სასწრაფოდ შეუთვალა კეისარს: „აჰა, ის დღე, რომელიც აღგითქვი, რომ
სპარსელებს შემოვამწყვდევდი შენს ხელში. მოვიყვანე ისინი ქართლის შუა საზღვარზე
300.000 მხედრით. სპარსთა მეფე ფიქრობდა თავისი სპის განმრავლებას სომხეთისა და კა
ვკასიის მეფეებისაგან, მაგრამ მათ ვერ გაბედეს მასთან შეერთება, რადგან ზოგიერთ მათ
განს ჯვარცმულის სასოება ჰქონდა. ზოგიერთი კი ეშმაკმა შეაცდინა (დარუბანდელი მეფ
ეები). მე აღვასრულე ჩემი აღთქმა და სადაც კი ვიპოვე ცეცხლის სახლი, დავშრიტე და მა
თი მოგვები და მზირები სატანჯველს მივეცი, ეპისკოპოსად დავსვი სარწმუნო კაცი. მაც
თური ბინაქარი კი საპყრობილეში შევაგდე, მაგრამ სიკვდილის შიშით გაიპარა და სპარ
სელები მოიყვანა ქართლში. სასწრაფოდ გამოგზავნე შენი სპა, რათა აქ დასცეს ჯვრის ყვე
ლა მტერი, და შენც განთავისუფლდე მტერთაგან, რადგან თუ ჩვენ დავმარცხდებით, გაძ
ლიერდებიან და შენს საზღვრებშიც შემოვლენ“ო. კეისარს არ ეცალა, რადგან ომი ჰქონდა
ვანდალებთან, რომელიც მისი საზღვაო ძალების სრული განადგურებით დასრულდა.

ვახტანგმა გააძლიერა ქალაქების ციხეები, და რჩეულ მებრძოლებთან, 100.000 მხედარ


თან და 100.000 ქვეითთან ერთად დაიბანაკა „დიღმიდან ქართლის კარამდე“ (არმაზამ
დე). მეფე და ჯუანშერ სპასპეტი დადგა მცხეთაში, ხოლო ნასრა და მირდატი დატოვა სო
მხითისა და ქართლის სპით არმაზში. „მაშინ მოვიდნენ სპარსნი და აღავსეს ქართლი სპი
თა სიმრავლითა და გარე მოიცვეს მცხეთა“. სპარსთა ლაშქარი რამდენიმე ნაწილად დაი
ყო და დაიბანაკეს ავჭალაში, ზოგნი ნაქულბაქევს, ზოგნი „ცხენისტერფის“ (დიდუბის)
ქვემოთ და შიდა ქართლს. ერთმანეთს ებრძოდნენ არმაზსა და მცხეთაში ოთხი თვე და
„იყო მათ შორის ბუმბერაზთა კუეთებანი“. რიცხვით სამჯერ მეტნი იყვნენ სპარსელები.
ხან სპარსელები ჯობნიდენ და ხან ქართველები. ვახტანგ მეფეს ოქროს მუზარადი ეხუ
რა, რომელზეც წინ მგელი და უკან ლომი იყო გამოსახული, ხოლო ბრძოლისას იქ გაჩნდ
ებოდა, სადაც ქართველებს უჭირდათ და მედგრად იბრძოდა. ამიტომ „მგლისთავა“ გო
ლიათის დანახვაზე, ძრწოლაშემოსილნი გარბოდნენ სპარსნი და ერთმანეთს აფრთხილე
ბდნენ: „დურ აზ გორგასლან“, რაც ნიშნავს „მოერიდეთ თავსა მგლისასა“. ასე დაიბადა
სახელგანთქმული თიკუნი დიდი ქართველი ხელმწიფისა - „გორგა-სლანი“, ანუ „მგლის
თავა“. ვახტანგ მეფის ცოლის აღმზრდელი წარმოშობით სპარსი და გაქრისტიანებული
რაჟდენი სხვა ქართველებზე უფრო მხურვალედ იბრძოდა ქრისტეს სიყვარულისათვის,
„რამეთუ იყოცა წმიდაჲ ესე ახოვან წყობათა შინა და გამოცდილ და რჩეული მებრძო
ლი... და მოკლნა მრავლნი გოლიათნი“ და გამარჯვებული უვნებლად მობრუნდა. ერთ
დღესაც კვლავ გავიდა საბრძოლველად არმაზიდან და ბრძოლაში ჩაება, მაგრამ სპარსნი
მარადჟამს უთვალთვალებდნენ და სურდათ მისი ცოცხლად შეპყრობა, რადგან ძალიან
უმძიმდათ მისგან მამა-პაპათა სჯულის დატევება და ქრისტიანობის მიღება (განკარგუ
ლება დევნის შესახებ განსაკუთრებით იმ ქრისტიანებს შეეხებოდათ, რომელნიც წინათ
ცეცხლთაყვანისმცემელნი იყვნენ და შემდეგ გაქრისტიანდნენ). მაშინ სპარსელებმა წარ
მოგზავნეს მრავალი მებრძოლი და ყველა გზა მოუჭრეს, ხოლო გზათა სივიწროვის გამო
პირი-სპირ ვეღარ შეებრძოლა და შეიპყრეს. როცა სპარსთა მეფეს შეკრული რაჟდენი მიუ
ყვანეს, დიდად გაიხარა და მიმართა: გიხაროდენ, მხნეო რაჟდენ, მშვიდობა შენდა, სად
იყავი ამდენი ხანი? რისთვის თქვი უარი შენი წინაპრების სარწმუნოებაზე და შეუდეგ
უცხო სჯულს, რომელიც შენთვის მშობლებს არ უსწავლებიათ, ხოლო ბრწყინვალე მზის,
ცეცხლისა და სხვა მნათობების ნაცვლად მსახურებ ჯვარცმულ კაცს, რომელიც
ჰურიებმა მოაკვდინეს და შენ იგი ღმერთად შეგირაცხავს. თუ ეს ესე არ არის?
ჭეშმარიტად ესეა, მე ფეო, როგორც შენ თქვი, მიუგო წმინდა რაჟდენმა, რადგან
ქრისტიანი ვარ, დამიტევებია მამეული უღმრთოება და თაყვანს აღარა ვცემ„ცეცხლსა
შემწველსა,არცა მზესა კაცთათჳს სამსახურად დაბადებულსა, არამედ ღმერთსა
ცხოველსა, რომელმა ქმნა ცანი და ქვეყა ნა“. ამის შემდგომ წმ. რაჟდენმა წარმართ მეფეს
აუხსნა ქრისტეს განკაცების, ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების საიდუმლო. მეფე
განრისხდა, მაგრამ გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, რადგან ეგონა სიმდიდრითა და
პატივით ვაცდუნებო და თავისთან მეგო ბრობა და კიდევ უფრო გამდიდრება
შესთავაზა. მაგრამ როცა ვერ გატეხა, უფრო მეტად განრისხდა და უწყალოდ ისე აცემინა,
რომ კბილები სრულიად ჩაუმსხვრიეს, ხოლო პი რი სისხლით აევსო, მაგრამ იგი
მადლობას სწირავდა უფალს, რომ მისი სახელისათვის ღირს იქმნა ასეთ გვემას და
წამებას. შემდეგ ტანსაცმელი შემოაძარცვეს და წამახვილე ბულ ქვებზე ათრიეს,
კვერთხით უმოწყალოდ ცემეს და ხელ-ფეხ შეკრული ბნელ საპყრო ბილეში ჩააგდეს,
სადაც უმეტესი მხურვალებით მადლობდა უფალს. მაშინ მივიდნენ პე როზ მეფესთან
მის მხარეს გადასული ქართველი დიდებულები და „მოახსენებდეს სიკე თესა მისსა, და
სიბრძნესა და სიქველესა მისსა“ და სთხოვეს: ცოტა ხანს თავის სახლში გაუშვი, იქნებ
შეებრალოს თავის ახლობლები და დაემორჩილოს შენს ბრძანებას და სიკვ დილსაც
გადაურჩეს, რადგან გული გვტკივა მაგისთვის, ხოლო შენ როცა გვეტყვი, მაშინ
დავაბრუნებთ უკანო. დიდი ვედრების შემდეგ, ისმინა მძლავრმან, გაათავისუფლა საპყ
რობილიდან, გადასცა მათ და ამცნო, რათა მალევე დაებრუნებინათ. რაჟდენს არ უნდო
და წასვლა და თქვა: ეს არის ეშმაკის ბრძოლა ჩემზე, რომ წინამდებარე ღვაწლი ამაცილ
ოს და წმინდანებისათვის აღთქმული საშვებელი და კეთილი ამარიდოსო. წმინდა რაჟდე
ნი პირველად მეფე ვახტანგის სანახავად მივიდა. ღმრთისმოყვარე მეფემ დიდად გაიხა
რა, წინ მიეგება, მხურვალედ ეამბორა ქრისტესთვის შემუსვრილ თვალებზე და სახეზე,
და სიყვარულით მოიკითხა. ნატრიდა და ეტყოდა: „ნეტარ ხარ შენ, მჴნეო რაჟდენ, და სამ
გზის სანატრელ არს ღუაწლი შენი, რომელ სახელისათვის უფლისა თავს ისხენ ესე ვითა
რნი ვნებანი, რამეთუ საწერტელნი ქრისტჱსნი ხორცთა შინა შენთა გიტვირთავს. და ესრ
ეთ განაძლიერებდა და ახოვან ჰყოფდა უმეტესთა ღუაწლთა მიმართ და ითხოვდა მისგ
ან, რაჲთა მეოხ ექმნას წინშე ღმრთისა“. ამის შემდეგ რაჟდენმა თავისი ოჯახიც მოინახუ
ლა, „ხოლო მათ მხილველთა მისთა და სიხარულითა უზომოჲთა აღვსებულთა მადლო
ბა შესწირეს ღმერთს“, რადგან აღარ ელოდნენ მის ხილვას, ეამბორებოდენ ხელ-ფეხზე
და ეტყოდენ: ჰოი! სანატრელო რაჟდენ, აღარ ველოდით შენს ხილვას, რადგან მკვდარი
გვეგონე. ახლა რახან ცოცხალი გნახეთ, აღარ მიგვატოვო. მას კი არ სურდა მათთან ამ საკ
ითხზე საუბარი. მაშინ ეშმაკის ჩაგონებით მისმა ცოლმა, პირველი დედის ევას მსგავსად
წუთიერი ცხოვრების სიტკბოებით სცადა მისი დაყოლიება, მაგრამ მოისმინა რა მეუღლ
ის ზრახვა, რაჟდენმა გულისწყრომით შეხედა და შერისხა, შემდეგ მყისვე გამოვიდა და
განეშორა მათ, ხოლო ისინი დამწუხრდნენ და მოჰყვნენ ტირილსა და მწარე გოდებას. მა
შინ წმინდა რაჟდენი თავისი ნებით გაემართა, როგორც დასაკლავი კრავი და როდესაც
გზაში მის წასაყვანად წამოოსული მხედრები შემოხვდნენ, მათ ვერ იცნეს, რადგან ცემი
სა და შეურაცყოფისაგან დასივებული და შეცვლილი იყო და ჰკითხეს, თუ სად მოძებნ
ონ რაჟდენი, ხოლო მან მიუგო, რომ ის იყო, ვისაც ეძებდნენ. მაშინ შეიპყრეს, ჯოხებით
ცემეს, შეკრეს, წინ გაიგდეს და მეფეს მიჰგვარეს. იხილა რა მძლავრმან, რომ ამანაც არ
იმოქმედა, უწყალოდ აცემინა და შეკრული სოფელ წრომში ბანაკად მდგარ ერთ-ერთ მარ
ზპანს გაუგზავნა, თან ამცნო, რომ როგორმე ქრისტესგან განშორება ეიძულებინა, და თუ
შეისმენდა, დიდი პატივი უნდა მიეგო, ხოლო თუ არ დაუჯერებდა, მწარე სიკვდილით
უნდა მოეკლა. როდესაც წმინდა რაჟდენი შეკრული ჩაიყვანეს წრომში, გაიხარა მარზპან
მა, ვინაიდან სმენოდა „სიკეთე და ახოვნება მისი“, მოიკითხა და ტკბილი სიტყვებით
სცადა ახოვანი მოწამის დათანხმება ქრისტეს უარყოფაზე, მაგრამ მისი სიმტკიცე ვერ გა
ტეხა. მაშინ გულისწყრომით აღივსო, და უბრძანა უწყალოდ ეცემათ თავსა და პირში. კვა
ლად შემუსრეს და დალეწეს მისი „კბილნი და ღაწუნი მისნი“, „ხოლო იგი მადლობასა
აღუარებდა ღმერთსა და იხარებდა სულითა მსგავსებისათვის ქრისტეს ვნებათასა“. მაშ
ინ წაიყვანეს და მწარე ტკივილებით მოცული საპყრობილეში შეაგდეს, მაგრამ ყველაფ
ერს მადლობით მოითმენდა, ხოლო მეუფე ქრისტე შეუწევნელად არ ტოვებდა თავის
მონას, არც განშო-რდებოდა, არამედ საპყრობილეში ხშირად გამოუჩნდებოდა, ნუგეშინი
სცემდა და განაძლიერებდა და „წმიდა იგი უახოვნეს იქმნებოდა და უმხურვალეს წინა
მდებარისა ღუაწლისა მიმართ“. არა მცირედი ხნის შემდეგ წმინდა რაჟდენი საპყრობილ
იდან გამოიყვანეს, როგორც პირველად, ისევე ახლაც ქრისტეს უარყოფასა და დიდ პატივ
სა და სიმდიდრეს სთავაზობდნენ, მაგრამ ახოვანი და გონებითა ყოვლად უშიშარი მათ
სიტყვებს არც კი ისმენდა და უმძვინვარესი სატანჯველების მისაღებად სიმხნით ემზა
დებოდა. მაშინ წარეკვეთათ მისი გარდაქცევის იმედი, რამეთუ „ყოველი ღონე დაელია
მძლავრთა მათ უღმრთოთა. ბრძანეს ძელის მოტანა, რათა მასზე გაეკრათ სამგზის სანატ
რელი იგი, რადგან თქვეს უსჯულოებმა, ვინაიდან ჯვარზე გაკრულის მიმართ აქვს სასო
ება, ღირსია ესეც ძელზე აღესრულოსო; ბორკილები დახსნეს, ჯვართან მიიყვანეს, ზედ
ჯვარსახოვნად განმართეს და სამი დიდი სამსჭვალით მიაჭედეს - თითო თითო ხელის
გულზე, ერთიც ურთიერთგარდათხმულ ფეხებზე. მერე მოიყვანეს ხუთი ძვირის მოქმე
დი ავაზაკი, აღმართეს ძელები და მასთან ერთად ჩამოჰკიდეს, და „შორის მათსა ნეტარი
იგი, ვითარცა ჩუენი იესო, შორის ავაზაკთასა ჯუარცმული“. დაამწკრივეს მოისარნი აქ
ეთ და იქით და იწყეს სროლად. ისროდენ, ვითარცა გამძვინვარებულნი მხეცნი და არა
პირმეტყველნი კაცნი, რადგან მათ მიერ გატყორცნილნი ისარნი წმინდა რაჟდენის ხორც
ში მრავალგზის ესობოდა და „ძლიერი წყლულებაჲ მოაწიეს მასზედა. და ესრეთ დაწერტ
ილი და დაგუმერილნი ძელზედ დამოკიდებულად იხილვებოდა“ და სასიკვდილოდ გა
ნწირულმა ხმა-ჰყო: „ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულთა ჩემთა“ და ესრე განუტე
ვა სული და აღესრულა. მაშინ აქაც მოხდა იმის მსგავსი, რაც ქრისტეს ჯვარცმისას მოხ
და: ჩამობნელდა და წყვდიადი ჩამოწვა შუადღისას და ამოვარდა ისეთი სასტიკი ქარი,
რომ იქ შეკრებილნი გაფანტა. ისინიც დარბოდნენ და დამალვას ცდილობდნენ. მცველნი
კი, რომელთაც დავალებული ჰქონდა უსჯულო მთავრისაგან, რომ მისი გვამი ქრისტიანე
ბისთვის არ მიეცათ, და არც დაეფლათ, არამედ ფრინველსა და მხეცისთვის უნდა შეეჭმე
ვინებინათ, როდესაც საშინელი ქარი ამოვარდა და ჩამობნელდა, ვეღარეს იქ გაჩერება. მა
შინ მოვიდნენ წრომში მცხოვრები მორწმუნენი და მღვდელი, შიშითა და მოკრძალებით
აიღეს მრავალ-მოღვაწე რაჟდენის გვამი და დაკრძალეს ფარულ ადგილზე.

ოთხი თვის შემდეგ კეისარმა ლეონ I-მა ძღვენი გამოუგზავნა ვახტანგს და მოსწერა: მე
ბრძოლაში ვარ ჩაბმული და შენ ლეონ პატრიკს გიგზავნი 80.000 მხედრით და თუ დაგჭი
რდა სხვასაც მოგახმარო. ბერძენთა მხედართმთავარი ლეონი უკვე ჯავახეთში იყო შემოს
ული, როცა პეროზ შაჰმა ამის შესახებ შეიტყო, და ვახტანგს აუწყა: რისთვის ვწყვეტთ ერ
თმანეთს? ძმები ვართ, ნებროთის შთამომავლები, დავდგეთ ჩვენი მამების სიყვარულზე
და თითოეული ჩვენთაგანი „სათნოსა სულისა თჳსისასა ჰმსახურებდეს“. მოეწონა ვახტ
ანგს და მის დიდებულებს პეროზის შემონათვალი და მოციქულის პირით უთხრა: გიხი
ლავს შენ ჯვრის ძალა, რადგან ჯვარცმულის გამოჩენამდე ყველანი ხარკს გაძლევდით,
ხოლო მისი გამოჩენის შემდეგ გძლიეს მისმა თაყვანისმცემლებმა და შენი მოხარკე ბერძ
ნები იქით გებრძვიან და მოაოხრეს „სამსახურებელნი ცეცხლისანი“. ახლა თუ შეგვებრძ
ოლები ქრისტეს სარწმუნოებისათვის, ჩვენც ისე მოვკვდებით მისთვის, როგორც იგი მო
კვდა ჩვენთვის, და იგი აღგვადგენს ჩვენ, მაგრამ თუ შენ აღასრულებ შენ სიტყვას და შეე
გუები, რომ ჩვენი ღმერთი ქრისტეა, მამას და ბატონს გიწოდებ შენ. პეროზ შაჰმა ვახტ
ანგს დიდი ძღვენი და ანთრაკის გვირგვინი გაუგზავნა და შეხვედრა სთხოვა. შეხვდა 2
მეფე ერთმანეთს და აღთქმა დადეს, რომ თავ-თავის სჯულზე დარჩებოდნენ. უძღვნა ვა
ხტანგმა პეროზს მრავალი საჩუქარი და ლეონ პატრიკის რჩევით კეისართან დაზავება
სთხოვა. პეროზს არ ესიამოვნა და უთხრა: შენთან მშვიდობა იმიტომ დავამყარე, რომ
ერთად შევბრძოლებოდით ბერძნებს, რადგან აქა მყავს ხაზართა მეფის დესპანი და ვაპი
რებდი ხაზართა დახმარებასო. ახლა კი შევასრულებ შენ თხოვნას, მაგრამ ჩვენგან წარტა
ცებული ტერიტორიები დაგვიბრუნოსო. ბერძენთა მხარე დათანხმდა, დაზავდნენ და
საზღვრებიც განაჩინეს. სპარსთა მეფემ უკან წაიღო ჯაზირის ხუთი ქალაქი და სიკილიის
ნახევარი, ხოლო ბერძნებს მისცა ფილისტიმი იერუსალიმთან ერთად და თქვა: „ქალაქი
რჯულისა თქუენისა არის იერუსალიმი“. ქართველთა სამფლობელო საზღვრებად ცნო
მდინარე არაქსი და კასპის ზღვის დასავლეთი სანაპირო. ამის გარდა მოსცა გორგასალს
სამი ათასი ლიტრი ალვა, ხუთასი ლიტრი ამბრი, ხუთასი ლიტრი მუშკი, 3 000 ტაიჭი
ცხენი, ძვირფასი სამოსელი ათასი და სხვა მრავალი. მეორე დღეს კაცი გაუგზავნა ვახტ
ანგ მეფეს და შეუთვალა: ბერძნებთან დაზავების გამო მოხუცებულნი განგვირისხდნენ,
რადგან ეგონათ, რომ ჩვენ საბერძნეთს გავანადგურებდით, ჩვენ კი ორი სამეფო მივეცით.
ამიტომ გთხოვ: შენი და ცოლად მომათხოვე, შენ კი ჩემს ქვეყანაში წამომყევი, შენი ნათე
სავები მოინახულე და აბაშთა და ელამთა, ჰინდოთა და სინდთა წინააღმდეგ ბრძოლაშ
იც მომეხმარე, რადგან მათ დაამდაბლეს ჩემი მეფობა, ხოლო როცა სპარსეთში ჩავალთ,
მოხუცებულებსა და მირზაპანთ დაელაპარაკე და დააცხვრე მათი მრისხანება „ბერძნებსა
ზედა“. მხოლოდ შენ მჭირდები, შენი ლაშქარი აქ დატოვეო. ვახტანგს ძალიან გაუჭირდა
მისი მოთხოვნების შესრულება, მაგრამ ლეონ ბერძენთა სარდალმა უთხრა: ბერძენთა მე
ფეებზე დიდი სიკეთე გაქვს შენ გაკეთებული ბერძნებისთვის, რადგან შენ დაიფარე პონ
ტო შემუსრვისაგან, შენ გაათავისუფლე 780.000 ბერძენი, ახლა კი შენგან მიეცათ ჯაზირა
და ფილისტიმი, რომელსაც ვერც ერთი ბერძენთა მეფე ძალით ვერ დაიბრუნებ-და. მართ
ალია შაჰი, თუ მას არ გაჰყვები, თავისი ერი უძლურად და უსუსურად ჩათვლისო. მე მო
გცემ 10.000 შეჭურვილ მხედარს და ჯაზირას შემოგიერთდები ძლიერი სპითო. ვახტანგს
და მის წარჩინებულებს მოეწონათ ლეონის განზრახული. მაშინ მისცა ვახტანგმა თავის
და - მირანდუხტი ცოლად სპარსთა მეფეს (ხუარამზე სომეხთა პიტიახშზე იყო დაწინდუ
ლი). შემდგომ მოიყვანა თავისი ძე - დაჩი, რომელიც ხუთი წლისა იყო, გვირგვინი დაად
გა და მეფედ აკურთხა. დატოვა მასთან თავისი შვიდი წარჩინებული: ჯუანშერ სპასპეტი
- შიდა ქართლისა და ყოველთა ერისთავთა მპყრობელი და დემეტრე - ერისთავი კახეთი
სა და კუხეთისა; გრიგოლი - ჰერეთის ერისთავი; ნერსანარი - ხუნანის ერისთავი; ადარნა
სე - სამშვილდის ერისთავი; სამნაღირი - შიგა ეგრისისა და სვანეთის ერისთავი; ბაკური
- მარგვისა და თაკუერის ერისთავი (როგორც ჩანს, ვახტანგ გორგასლის მიერ იბერიის გა
ძლიერებით, ლაზეთის სამეფოს დასუსტებულა, რადგან III-IV ს.ს.-ში, ლაზეთის (ეგრის
ის) სამეფოს შემადგენლობაში მოქცეული ეგრისისა და სვანეთის, აგრეთვე „მარგვეთისა
და თაკვერის“ სამთავროები აქ კვლავ იბერიის სამთავროს შემადგენლობაშია). ამათ შეა
ვედრა თავისი ძე, დაჩი, უბრძანა უჯარმის აშენება და მასში დაჩის გაზრდა, რის გამოც
დაჩის უჯარმელს უწოდებენ (უჯარმა - სოფელი საგარეჯოს რაიონში. გარე კახეთში, მდე
ბარეობს ივრის მარჯვენა ნაპირზე. საგარეჯოდან 22 კმ-ია. უჯარმის ციხე-ქალაქი III-IV ს-
თა მიჯნაზე აუგია მეფე ასფაგურს, ხოლო IV ს-ში მეფე მიარიანს თავისი ძე რევისათვის
საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი მიუცია, ხოლო რეზიდენციად უჯარმა).

ვახტანგ გორგასალმა თან იახლა არტავაზი - კლარჯეთის ერისთავი; ნასარ - წუნდის ერი
სთავი; „ბივრიტიანი სეფე-წული“ - სამცხის ერისთავი (ბივრიტი - საგვრეულო სახლია
ბაგრატიონთა სახლისა, სამცხის ერისთავთა სახლი ბაგრატიონთა გვარეულობას ეკუთვ
ნოდა) და დიდი ეჯიბი საურმაგი და „მათ თანა ათი ათასი მხედარი ლაშქრისა მისისა და
რჩეული“. ლეონ ანთიპატმა დატოვა თავისი ლაშქრიდან 10.000 ბერძენი მხედარი და შაჰ
თან წავიდა. ვახტანგმა კლარჯეთის ერისთავი არტავაზი გააყოლა კეისართან და თან ის
ძღვენი გაატანა, რაც შაჰმა უბოძა მას, მხოლოდ სტავრები და ტაიჭები დაიტოვა თავისთ
ვის, ხოლო არტავაზს უბრძანა, ლეონთან ერთად მოსულიყო ჯაზირაში.

„შეევედრნენ ვახტანგს დედაჲ - საგდუხტი, და დაჲ - ხუარამზე, რათა თან წაეყვანათ იერ
უსალიმში სალოცავად“. ვახტანგი დათანხმდა, წაიყვანა ისინი და პეროზთან ერთად ადა
რბადაგანის გზით წავიდა იერუსალიმისკენ. პეროზ მეფე ანტიოქიაში გაჩერდა, ხოლო ვა
ხტანგი თავის თანმხლები პირებითურთ იერუსალიმში შევიდა. მათ ილოცეს წმინდა აღ
დგომის ტაძარში, მოილოცეს ყოველი წმინდა ადგილი, და დიდი შესაწირავი შეწირეს.
იერუსალიმში ვახტანგმა ააშენა ჯვრის მონასტერი და ამ წმინდა ადგილის დასამტკიცებ
ლად დიდად იღვაწა (გადმოცემის მიხედვით, პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი წმინ
და ნინოს რჩევით კონსტანტინოპოლში ჩასულა და მეფე კონსტანტინე უნახავს, შემდეგ
იერუსალიმში ჩაბრძანებულა, „ჯვრის მონასტრის ადგილი შეუძენია (მეორე ვერსიით ეს
წმინდა ადგილი კონსტანტინე კეისარმა აჩუქა მეფე მირიანს), რადგან ეს იყო ის ადგილი
სადაც ლოთმა სამი ხე - სარო, ფიჭვი და ნაძვი დარგო იმის ნიშნად, თუ გაიხარებდა, ცო
დვაც მიეტევებოდა. და ჰოჲ, სასწაული, სამივე ხე ერთ დიდ ხედ აღმოცენდა. ეს ხე მოჭ
რა სოლომონმა იერუსალიმში ტაძრის მშენებლობისას, მაგრამ, არ გამოადგათ და „მდება
რე იყო კაცთა საჯდომად გარე“, ხოლო უფლის ჯვარცმისას უფალი მასზე აცვეს ჯვარს).
მას ჯვრის მონასტრის დასაცავად პატარა გარნიზონი დაუტოვებია. „და მცველნი ქალაქი
სა იერუსალიმისანი და მჴედარნი, რომელიცა ვახტანგს განუწესებია მუნ, მუნ დასახლებ
ულან, ენა შეცვლიათ არაბულად, და იგინი ქართველნი არიან გარემოს იერუსალიმისა
არაბნი და ევფრათასა არაბნიცა. აწ არაბნი იერუსალიმისანი ქართველნი არიან“-ო, -
წერს 1757-1758 წლებში წერს მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი თავის „მიმოსვლაში“
(იხ. პროზა. ტ.V). მათ დროთა განმავლობაში დაუკარგავს ენა, ზოგიერთს კი
სარწმუნოებაც, თუმცა ისინი თავიანთ თავს გურჯებს უწოდებდნენ და საოცრად
განსხვავდებოდნენ ად გილობრივი არაბებისგან. მხოლოდ მათ ჰქონდათ მონასტრის
მინდვრებისა და ვენახებ ის დამუშავების უფლება. შემოსავლის მესამედს კი მონასტერს
სწირავდნენ. ისინი მონას ტრის მახლობლად დაბა „მალხაში“ ცხოვრობდნენ.
პალესტინის ომის დროს კი შორს გა დაასახლეს და გაფანტეს.

იერუსალიმის ჯვრის მონასტერს თავისი სახსრებით ინახავდა თბილისში, წმინდა ვახტ


ანგ მეფის მიერ აგებული ტაძარი, რომელსაც თავიდან „გოლგოთა“ რქმევია, ჯვრის მონა
სტრის მამობილად ქცევის შემდეგ კი მისთვის „ჯვრის მამა“ უწოდებიათ (1039-1059 წწ-
ში მონასტერი განაახლა ბერმა პროხორემ ბაგრატ მეფის სახსრებით, შემდეგში რამდენჯ
ერმე შეაკეთეს ცალკეული კედლები, სახურავი თუ მთელი მონასტერი). ასე ჰქვია ამ ტაძ
არს დღესაც (XVII ს-ის ბოლოს, პალესტინაში მდებარე სხვა ქართული ეკლესია-მონასტრ
ების მსგავსად, ჯვრის მონასტერიც იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში შე
ვიდა. იქ ბერძნული სასულიერო სემინარია გაიხსნა. ბერძნები ყველანაირად ცდილობდ
ნენ მიეჩქმალათ ჯვრის მონასტრის კავშირი ქართულ კულტურასთან, ასევე დაემალათ
იქ ქართველთა მოღვაწეობის ფაქტები. მათ საგანგებოდ გადაღებეს ქართული ფრესკები.
მონასტრის მთავარ კედელზე დახატული ყოფილა სამი ქართველი მეფე. ტიმოთე გაბაშ
ვილმა არა მხოლოდ ნახა მეფეთა სურათები, არამედ მათი ზუსტი პირებიც გადმოაღები
ნა და ჩაურთო თავის ავტობიოგრაფიულ ხელნაწერში. სურათების პირებს აქვთ წარწერე
ბი: „ღირსი მირიან, პირველი კეთილმორწმუნე მეფე საქართველოჲსა, ხოსროიანი“; „სა
ხელოანი დიდი ჴელმწიფე ვახტანგ გურგასლან, მპყრობელი და მეფე საქართველოჲსა
და იერუსალიმისა, ხოსროიანი“; „ბაგრატ კურაპალატი, მეფე საქართველოჲსა, დავითია
ნი, აღმაშენებელი ქუთათისისა საყდრისა“. ა. ცაგარელის ცნობით ქართველ მეფეთა გამო
სახულების ზემოთ იყო ქართული წარწერა, რომელიც დაზიანების გამო მხოლოდ ნაწი
ლობრივ იკითხებოდა: „ქ. მირიან... კონსტანტინე... მეფემ ეს ჯვარი... მოვიდეს... და დაი
ჭირა იერუსალიმი და ააშენა ესე ჯვარი“).

იერუსალიმიდან ვახტანგ გორგასალი და მისი ამალა წავიდნენ ქალაქ ანტიოქიაში, სად


აც მათ პეროზ შაჰი ელოდათ. აქ მათ შემოუერთდნენ ლეონი და არტავაზი 20.000 რჩეუ
ლი ლაშქრით და პეროზსა და ვახტანგს მოართვეს უდიდესი ძღვენი, ხოლო ლეონს ნაბ
რძანები ჰქონდა კეისრისგან, რომ ვახტანგ მეფის ბრძანებას უნდა დამორჩილებოდა. შეი
კრიბა ვახტანგის ბრძანების ქვეშ 50.000 რჩეული ქართველი, ბერძენი და სომეხი მხედა
რი. მაშინ სპარსთა შაჰმა უთხრა ვახტანგს: „ვინაიდან დედაშენმა და შენმა დამ ამხელა
გზა გამოიარეს და ასე დაშვრნენ, ბარემ ისინიც თან წავიყვანოთ სპარსეთში და ერთობით
გავიხაროთ ჩემი და მირანდუხტის ბედნიერებით, მერე თუ ინებონ წასვლა ქართლში, წა
ვიდნენ რანის გზით, და თუ უნდათ დაგელოდონ ქალაქ ურაჰში. მოეწონა ვახტანგს ეს
აზრი და ყველანი ერთად გაემგზავრნენ სპარსეთის სატახტო ქალაქ ქტისეფონში, რომელ
იც ზეიმით შეხვდა ქართველ ხელმწიფეს. სპარსეთის შაჰმა მაცნე გააგზავნა სპარსელ წარ
ჩინებულებთან და ყველაფერი ამცნო. მათაც გაიხარეს, რადგან „ეგზნებოდეს ბრძოლისა
თვის ჰინდოთა, სინდელთა, აბაშთა და ჯორჯანთა-თვის“. მივიდნენ ბაღდადს და მიეგებ
ნენ სპარსეთის წარჩინებულები დიდი სიხარულით. გადაიხადეს სპარსთა მეფისა და ვახ
ტანგის დისა სამეფო ქორწილი, რის შემდეგაც პეროზმა საგდუხტი და ხუარამზეც დაასა
ჩუქრა და დიდი პატივით ქალაქ ურაჰში წარგზავნა, სადაც უნდა დალოდებოდნენ ვახტ
ანგს. „დიდ პატივს სცემდა ერი სპარსეთისაჲ ვახტანგს, ვითარცა პეროზს, მეფესა მათსა,
და მერმე წარემართნეს მტერთა ზედა“ (465 წ.).

პირველად მივიდნენ ჯორჯანეთს (გურგანს), წარმოტყვენეს და იქ სპარსელები დაასახლ


ეს, ხოლო ჯორჯანელები დაბეგრეს. შემდეგ შევიდნენ ინდოეთში და შესვლისთანავე იქ
ბუმბერაზთა მრავალი ბრძოლა ჩაატარეს. პირისპირ ბრძოლაში ვახტანგმა მოკლა 15 ბუმ
ბერაზი, „რომელთაც მოეკლათ მრავალნი ბუმბერაზნი სპარსთანი“. ინდოეთში 3 წელი
იბრძოდნენ, მაგრამ გამაგრებული ციხე-ქალაქები ვერ აიღეს. მაშინ ხარკი აიღეს ინდოე
თის მეფისაგან და სინდეთში გადავიდნენ. სინდთა მეფემ ერი ციხე-ქალაქებში გადაანა
წილა და სადაც მოთარეშე მტერს დაინახავდნენ, გამოუხტებოდნენ და ხოცავდნენ. სპა
რსთა ლაშქარი ძალიან დაზიანდა, ვახტანგის სპას კი ქრისტეს წყალობით არაფერი დაშა
ვებია, და მტერს ყოველთვის სძლევდა. სიმჴნითა და სიმამაცით თავი გამოიჩინეს ვახტან
გის თანმხლებმა ოთხმა დიდებულმა და ლეონ ბერძენმა, რადგან მათ დასცეს მრავალი
მხნედ მებრძოლი ბუმბერაზი. სინდთა მეფე იმყოფებოდა ქალაქ სინდიას. მაშინ ყოველ
ნი შეერთდნენ და მივიდნენ სინდიას და „მუნ მოხუდეს ბრძოლანი ძლიერნი“. ყოველ
დღე გამოდიოდა თვით სინდთა მეფე, რომელიც იყო მხნე, გოლიათი და მამაცი, გამოყავ
და სხვა ბუმბერაზი მებრძოლები და ებრძოდნენ სპარსელებს. ხან ერთი მხარე სჯობნიდა
და ხან მეორე. სინდთა მეფემ პირისპირ ბრძოლაში სათითაოდ ყველა დაამარცხა და მრა
ვალი დღის განმავლობაში ერთხელაც ვერ შეხვდნენ ის და ვახტანგი ბრძოლაში ერთმან
ეთს. სინდთა მეფემ ველზე, ქალაქის კარებთან, ღრმა სამალავი გაათხრევინა, გამოსასვლ
ელი გზაც დაუტოვა და შიგ ათი რჩეული მხედარი დამალა, ხოლო დილაადრიანად 1 ბუ
მბერაზი გამოგზავნა, რათა მეფე ვახტანგი დაგებულ ხაფანგში შეეტყუებინა. იმ დღეს ქა
ლაქის კარს ვახტანგ მეფე იცავდა. მივიდა ეს ბუმბერაზი და ვახტანგთან პირისპირ შერ
კინება ითხოვა, მაგრამ საურმაგ ეჯიბმა უყვირა: არა ხარ შენ ღირსი მეფესთან ბრძოლისა,
არამედ ჩვენ შევებრძოლოთ ერთმანეთს, როგორც თანასწორნიო, და შეუ-ტია. მაშინ სინ
დელი ბუმბერაზი გაიქცა, ჩვეულებისაებრ საურმაგიც გაეკიდა, და როცა დამალულ მხე
დრებს გასცდა, ისინი თხრილიდან ამოვიდნენ, მაშინ ის გაქცეულიც უკან მობრუნდა და
საურმაგმა ის მოკლა, მაგრამ მოულოდნელად გამოჩენილმა მხედრებმა ერთობლივად შე
უტიეს და მოკლეს (ეს გააკეთეს ვახტანგ მეფის მოსაკლავად, მაგრამ ღმერთმა დაიფარა).
განაწყენებული და განრისხებული ვახტანგი და მისი სამი წარჩინებულნი: არტავაზ, ბივ
რიტიანი და ნასარი, ლეონ ბერძენთან ერთად შეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ სინდელები
გაიქცნენ და ქალაქში შეასწრეს. დამწუხრებული ვახტანგი მობრუნდა და ისე გლოვობდა
საურმაგის ცხედართან, როგორც საყვარელი ძმის დამკარგავი, „რამეთუ თანაშეზრდილ
იყო მისი, ძმისწული მამამძუძისა მისისა, არტავაზის მამისა, ერთგული, მისანდობელი
და ქუელი“. მაშინ სინდთა მეფე გადმოდგა ქალაქის კარზე და ხმამაღლა გადასძახა ვახ
ტანგს: მეფეო ვახტანგ, მსგავსი ხარ შენ უგუნური ყვავისა, რომელმაც იპოვა არწივისაგან
დაწყლულებული და დაგლეჯილი ქორი, რომელსაც აფრენა არ შეეძლო და სიკვდილს
იყო მიახლოებული. ყვავმა არ ქმნა ისე, როგორც ყვავების წესია, არამედ შეიწყალა ის ქო
რი. დატოვა გამოსაკვებად თავის ბუდეში, მარად აჭმევდა მკალსა და გველს, რამეთუ
სხვისი შეპყრობა არ შეეძლო და მით აცოცხლებდა ქორს. როცა ქორს ფრთები გაეზარდა,
თქვა თავის გონებაში: „აი, მრავალი დღის მანძილზე ვარსებობდი მკალისა და გველის
ჭამით და არ მომეცა ჩემი დედისა და მამის ძალა, რამეთუ მკალით ვერ გავძლიერდები,
რომ შევძლო ფრინველთა მიწევა და მათი შეჭმით არსებობა. სჯობს შევიპყრო ის ყვავი,
ჩემი გამზრდელი, შევჭამო და ორი დღე დავისვენო: მომეცემა ძალა, და დავიწყებ წესისა
ებრ ნადირობას, მსგავსად ჩემი წინაპრებისა“. აღასრულა ეს, შეიპყრო ყვავი და შეჭამა.
ამის შემდეგ დაიწყო ნადირობა დიდ და სწრაფ ფრინველებზე. არ შეაქეს ყვავი თავის
მოწყალებისთვის, არამედ უგუნურად და თავისმკვლელად ჩათვალეს. არც ქორს დააყ
ვედრეს უწყალოება და კეთილისუხსენებლობა, რადგან ეს არის გვარი და წესი ქორისა.
სპარსელები, რომლებიც აქამდე და ამის შემდეგაც ჯვარისმსახურთა მტრები არიან, ამჟა
მად, უღონობის გამო, ლიქნით სიყვარულს გაჩვენებენ და როგორც კი დრო მიეცემათ,
კეთილს აღარ გაიხსენებენ და უწყალონი იქმნებიან. ეს მრავალჯერ უქმნიათ, როგორც
წიგნებიდან ვიცით. შენ კი მათ აძლიერებ, რომ შემდგომ შენ და შენი ქვეყანაც წარგწყმი
დონ და დასაღუპად დაიპყრონ ყოველნი ჯვრისმსახურნიო. ვახტანგმა უპასუხა: „შენ
გეგონა სიბრძნით თქვი, მაგრამ შენი სიტყვები სიცრუით არიან აღსავსე... ჩემი აქ მოსვლ
ით პირველ რიგში გამოვიხსენი იერუსალიმი - წმინდა ქალაქი, სადაც დადგმულა ფეხი
ჩვენი უფლისა იესო ქრისტესი და სადაც აღასრულა ყოველივე ჩვენი სულების ხსნისათ
ვის. შემდგომ კი ყოველი საქრისტიანო დავიხსენი მოოხრებისაგან. თუმცა ჩემი ქვეყანა
ჩვენი ლაშქრის სიმხნითა და ქრისტეს ძალით დაცული იყო, მაგრამ ბერძნები ვერ იცლი
დნენ მათთვის და ვერც ეწინააღმდეგებოდენ, ხოლო ქრისტიანებს კი ასეთი წესი გვაქვს,
რომ ერთი მოყვასისათვისაც კი სული უნდა დავდოთ. მე კი უამრავი სული ვიხსენ აქ
მოსვლით, და ეს გავაკეთე მხოლოდ იმისთვის, რომ ღმერთმან შეიწიროს ჩემი ეს მსახუ
რება და აღმისუბუქოს ცოდვანი. შენ რომ თქვი: გაძლიერდებიან სპარსელები და ქრისტი
ანებს გადაემტერებიანო, მე ქრისტეს შეწევნით დავიხსენი ქრისტიანები დიდი ჭირისაგ
ან ამ ჟამს და ამის შემდეგ „დამბადებელმა ღმერთმა წყალობა ყოს მოსავთა მისთა ზედა“.
მე აქ იმიტომ მოვყევი სპარსელებს, რომ ისინი ჩემი ნათესავები არიან, და შემდგომად
იმისთვისაც, რომ მართალია ჭეშმარიტი რჯული არა აქვთ სპარსელებს, მაგრამ მათ დამ
ბადებელი ღმერთი მაინც იციან და სწამთ სულიერი ცხოვრება, ხოლო თქვენ სრულიად
უმეცარნი ხართ ღმრთისანი და უგულისხმონი, ვითარცა ცხენი და ჯორი. ამ ქვეყნიური
ცხოვრების სწორად შეფასებაც არ შეგიძლია და აქებ ქორს, რომელმაც თავისი გამზრდე
ლი ყვავი შეჭამა, აქებ მის ნაქმნარს, ხოლო ჩვენი ბუნება ასეთია, რომ ჩვენი კეთილისმყო
ფელისათვის დავდვათ ჩვენი სული, რათა მოვიგოთ მადლი ღმრთისაგან და ვპოვოთ სა
უკუნო ცხოვრება და თუ მოვკუდებით, უკუდავნივე ვიქნებით და სიკუდილის მიერ საუ
კუნო ცხოვრებაში გარდავიცვლებით“. სინდთა მეფემ მიუგო: „შენ ხომ სთქვი, რომ თუ
ჩემი ღმერთის სახელისათვის მოვკვდები, სიკვდილიდან ცხოვრებად მივიცვლებიო, მა
შინ გამოდი ჩემთან საბრძოლველად, რათა ჩემს მიერ გარდაიცვალო დღეს სიკვდილისა
გან ცხოვრებად, „რამეთუ წარჩინებული შენი წარმოგივლენია წინამორბედად შენდა
(იგულისხმა საურმაგ ეჯიბი), რაჲთა განგიმზადოს სადგური შენი“. ვახტანგმა უპასუხა:
„ახლანდელი სიკვდილი არ მიმაჩნია სიხარულად, რადგან ცოდვილი ვარ, და ღმერთის
მცნება სრულიად არ აღმისრულებია. ჩემი ცოდვები სრულიად არ აღმიხოცია სინანულ
ით, მაგრამ ქრისტეს ძალით არ მეშინია სიკვდილის, რადგან ის არის ჩემი მფარველი და
დაცული ვარ სრულებით, ხოლო მრავალმოწყალე ღმერთი, „მრავლითა ძალითა მის-მიე
რითა“ თავისი მონის ანუ ჩემი ხელით მოგკლავს შენ, მის მგობელს და შენი სული წავა
გარესკნელის ბნელში და უშრეტ ცეცხლში“-ო. როცა სინდთა მეფე გამოვიდა, ვახტანგმა
თავის თანმხლებთ ასე მიმართა: ღმერთს ევედრეთ და ზურგი გამიმაგრეთო, და საბრძო
ლველად გავიდა. ორივეს ჰქონდა ლახვარი (შუბი). მაშინ შეებრძოლენ ერთმანეთს. სინდ
თა მეფემ შეუტია, მაგრამ ვახტანგი „სიმჴნითა და სიკისკასითა ტანისა მისისათა“ განერი
და და თვითონ აძგერა შუბი მარცხენა ბეჭში. ვერ დაიფარა სინდთა მეფე საჭურველმა და
მძიმედ დაიჭრა, და როცა ცხენიდან ჩამოვარდა, ფეხით დაითრია ვახტანგმა და სპარსთა
მეფესთან მიიყვანა. სპარსთა ლაშქარმა მაღალი ხმით ქება შეასხა ვახტანგს, ხოლო სპარს
თა მეფე და მისი წარჩინებულები დიდი სიხარულით აღივსნენ და დიდი ძღვენიც მიარ
თვეს მას. სპარსთა მეფემ მოიყვანა მკურნალნი და თავზე დაახვია სინდთა მეფეს, ხოლო
სინდელებმა მეფის მაგივრად მისი ძე აამაღლეს. მაშინ ვახტანგმა სპარსთა მეფეს ურჩია
რომ, სინდთა მეფე გაეთავისუფლებინა, ხარკი აეღო და მძევლები აეყვანა. მასაც მოეწონა
ვახტანგის რჩევა, სინდთა მეფე გაუშვა და მისგან ორჯერ მეტი ხარკი აიღო, ვიდრე ინდო
ელებისგან, მისი ორი შვილი მძევლად აიყვანა, და აღებული ხარკი მთლიანად ვახტანგს
მისცა. სინდთა მეფე კი დიდი სიყვარულით დაემოყვრა ვახტანგს, პირველად იმისათვის,
რომ როცა მის ხელში ჩავარდა, მან არ მოკლა და ცოცხალი მიიყვანა სპარსთა მეფესთან.
შემდგომ კი იმისათვის, რომ მისი რჩევის შედეგად გათავისუფლდა ტყვეობისაგან. ამიტ
ომ უძღვნა მას „ძღუენი მიუწვდომელი დიდძალი“.

პეროზ შაჰმა და ვახტანგ მეფემ დატოვეს სინდეთი იქ შესვლიდან მეოთხე წელს, ისე რომ
არ მოუოხრებიათ მისი ქალაქები და მივიდნენ მოსაზღვრე აბაშეთში. აბაშნი ცხოვრობდ
ენ ისეთ ქვეყანაში, რომელიც შემოსაზღვრული იყო წყლითა და ლერწმით, სადაც ვერც
ნავი და ვერც ოთხფეხი ვერ გაივლიდა. მაშინ წყალი გადაუკეტეს და ლერწმოვანი გადა
უწვეს და ასე დაიპყრეს. სპარსთა მეფემ აბაშნი ორად გაყო, ნახევარი იქვე დატოვა,
ხოლო ნახევარი თან წამოიყვანა (ათასი ოჯახი), და სხვადასხვა ადგილებზე ჩაასახლა.
ესენი არიან ქურთები. შაჰმა მეფე ვახტანგს შესთავაზა ცოლად შეერთო მისი ნათესავი,
მაგრამ მან უარი უთხრა: არა მაქვს უფლება ორი ცოლის ყოლისაო, რადგან ერთი ცოლი
უკვე მყავს - კეისრის ასულიო. პეროზს ეწყინა, მაგრამ აღარაფერი თქვა.

სპარსეთში შესვლიდან მერვე წელს დაბრუნდა უკან ვახტანგი გორგასალი და მივიდა ქ.


ურაჰში, სადაც მშვიდობით დახვდნენ დედა და და, და წამოვიდნენ სამშობლოში, ხოლო
ბიზანტიის კეისართან მოციქული წარგზავნა ცოლის წამოსაყვანად და სთხოვა პეტრე კა
თალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსის გამოგზავნაც. შემოვიდა ვახტანგი ქართლში და
მიეგებნენ მას მისი ძე დაჩი, ყველა სპასალარი და მათთან ერთად ეპისკოპოსები და მი
ქაელ მთავარეპისკოპოსი, რომელსაც ქვეყნის უზენაესი მღვდელმთავრის ადგილი ვახტ
ანგის სპარსეთში ყოფნის ჟამს დაუკავებია, მაგრამ ვახტანგმა მიქაელი არ მიიჩნია კათალ
იკოსად აღსაყდრებისათვის შესაფერის კანდიდატურად. მიქაელ მთავრეპისკოპოსმა, რო
ცა შეიტყო, რომ ვახტანგმა დესპანები გაგზავნა კათალიკოსისა და ეპიკოპოსების მოსაყვ
ანად ძალიან განრისხდა. ისტორიკოსის სიტყვით მიქაელმა, თავისი გაბოროტების ნამდ
ვილი მიზეზების მაგიერ, სხვა რამე დაიხვია ხელზე და იწყო ამბოხებად და მიზეზობად
და მეფეს შეუთვალა: „შენ დაგიტევებიეს ქრისტე და ცეცხლსა ესავ“, ქრისტიანობა უარგი
ყვია და გამაზდეანებულხარო. ვახტანგს ეს ბრალდება უარუყვია, მაგრამ მიქაელს ამისთ
ვის ყურადღება არ მიუქცევია, და „ჰგონებდა, რომელ შფოთითა დააცადოს საქმე იგი და
მოსვლა მათი“ და იქამდე გაკადნიერდა, რომ დაწყევლა „მეფე და სპანი მისნი“-ო. ისტორ
იკოსის ცნობით ვახტანგმა თქვა: „დაღაცათუ უბრალო ვართ, სიმდაბლე ჯერ-არს ჩუენგა
ნო“ და გამწვავებული ურთიერთობის გამოსასწორებლად პირადად თვითონ „მივიდა მე
ფე და გარდახდა სახედარსა, რათამცა შეემთხვია ფერხთა ეპისკოპოზისათა“, მაგრამ მიქა
ელმა ჯუანშერის გადმოცემით „განძრა... ფერხი და მიამთხვია პირსა მეფისასა და შემუს
რა კბილი“ (ქოშის ქუსლი პირში ჩაარტყა და კბილი ჩაუმტვრია). ვახტანგს თავი შეუკავე
ბია და გაკვირვებულს უთქვამს: „სილაღე ესე ამპარტავნებისაჲ არს საცთური ეშმაკისაჲ;“
თუ ჩვენი ცოდვების სიმრავლემ განგარისხა, მაინც არა გაქვს შენ ნება ბოროტის გაკეთებ
ისა, არამედ უნდა შეუნდო, როგორც იტყვის სახარება: „არა დაშრიტო პატრუქი მგზება
რე, არცა განსტეხო ლერწამი დაჩეჩქვილი“. შენი სივერაგე მაშინ გამოჩნდა „რაჟამს გესმა
უმთავრესისა შენისა ქართლად მოყვანება და აღეგზენ შურითა ბოროტად, ვითარცა
იუდა პეტრესითა“, ვერცხლის მოყვარე ხარ შენ, რადგან შენც ქრისტეს მეგვადრუცე (ყუ
ლაბის მფლობელი) ხარ. ახლა გაგაგზავნი შენ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და რო
გორც წესია, იგი განგიკითხავსო.

საქართველოში მონოფიზიტობის (V ს-ის შუა ხანებში ალექსანდრიაში წარმოიშვა ახალი


მიმდინარეობა, მონოფიზიტობა. მონოფიზიტები ქრისტეს ბუნებას უარყოფდნენ და მას
ში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდნენ. ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრე
ბამ დაგმო მონოფიზიტობა (ერთბუნებიანობა) და აღიარა ქრისტეში ღვთაებრივისა და
ადამიანურის განუყოფელობა - დიოფიზიტობა (ორბუნებიანობა). მიუხედავად ამისა, აღ
მოსავლეთის ეკლესიები სირიაში, პალესტინაში და სომხეთში მონოფიზიტური გახდა,
რასაც ხელს უწყობდა სპარსეთის იმპერიაც) გავრცელების პირველ მოწინააღმდეგედ სწო
რედ მიქაელ მთავარეპისკოპოსი ითვლებოდა, რადგან ყოველგვარ მწვალებლობას თავგა
მოდებით ებრძოდა, მაგრამ მეფის შინ არყოფნის პირობებში, როგორც ჩანს იგი შიდა
ოპო ზიციის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეთაურად ჩამოყალიბდა (ეკლესიის
ზოგიერთი იერარქი გადაიქცა ძლიერ მიწათმოქმედად და აღარ აპირებდა მეფისადმი
დამორჩილე ბას).

საეკლესიო კანონებზე (დიდი სჯულის კანონი) დაყრდნობით ვახტანგმა კონსტანტინოპ


ოლში განსასჯელად გაგზავნა მიქაელი და თავისი კბილიც გაატანა, თან პეტრე ეპისკოპ
ოზი და სამოელ მონაზონი და კიდევ თორმეტი სხვა სამღვდელო პირი წარუვლენია კათ
ალიკოსად და ეპისკოპოზებად საკურთხევლად. როცა მიქაელ ეპისკოპოზი მიიყვანეს კო
ნსტანტინოპოლში, პატრიარქმა უსაყვედურა: რადგან შენ მიერ დაითხია სისხლი, აღარა
ხარ ღირსი წირვის ჩატარებისა, ხოლო მეფის შეურაცხყოფისათვის სიკვდილიც კი გეკუ
თვნისო, და სიცოცხლის ბოლომდე ექსორიაში გაგზავნა (გადაასახლა) მღვიძარეთა მონა
სტერში.

ბიზანტიის კეისარმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა სასწრაფოდ გააგზავნეს ანტი


ოქიის პატრიარქთან პეტრე და სამოელი („ქართლი“, ანუ იმდროინდელი საქართველო
ძველთაგანვე კანონით ანტიოქიაზე იყო დამოკიდებული, რადგან კონსტანტინოპოლის
დაარსებამდე ანტიოქია იმპერიის უმთავრესი ქალაქი იყო აღმოსავლეთში, ამიტომ მისი
ეკლესია გაძლიერდა. უმნიშვნელო ქალაქის ბიზანტიონის ადგილზე 330 წელს დაარსებ
ული კონტანტინოპოლის ეკლესიას 381 წელს გამართულმა II მსოფლიო კრებამ იმპერი
ის აღმოსავლეთში მდებარე ეკლესიათა შორის I ადგილი მიაკუთვნა, მაგრამ კონსტანტინ
ეპოლის ეპისკოპოსს IV ს-ში ქალაქის გარდა არ ჰქონდა თავისი საეპარქიო ტერიტორიაც
კი. გარკვეული დროის შემდეგ კი მიიერთა მრავალი დიოცეზი) და მისწერეს ყოველი სა
ქმე დიდი ვახტანგ მეფისა, და სთხოვეს, ესენი კურთხევის შემდეგ კონსტანტინოპოლში
დააბრუნე, რათა ჩვენ განძითა და სხვა საჭირო ნივთებით კვლავ საქართველოში გავამგ
ზავროთო. ანტიოქიელმა პატრიარქმა პეტრე კათალიკოსად აკურთხა, ხოლო სამოელ მო
ნაზონი და ვახტანგის მიერ წარგზავნილი თორმეტნი მონაზონი, ეპისკოპოსებად. ეს ნიშ
ნავდა, რომ ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას თვითმმართველობა (ავტოკე
ფალია) მიანიჭა, ხოლო მცხეთის ეპესკოპოსი აღყვანილ იქმნა კათალიკოსის პატივში (ვა
ხუშტის ქართლის კათალიკოსის ხელდასხმის თარიღად დასახელებული აქვს 473 წ.). კო
ნსტანტინოპოლში დაბრუნებულებს კი კეისარმა მიანიჭა დიდძალი განძი და თავისი
ასული ელენე, ვახტანგის საცოლე, მათთან ერთად საქართველოში გამოისტუმრა, ხოლო
მზითევში ეგრისწყლის იქით ქვეყანაც დაუბრუნა. სომხითის (შუა საუკუნეების სამშვილ
დისა და ხუნანის საერისთავოების სახელწოდება, ისტორიულად გაჩიანისა და გარდაბნ
ის ტერიტორიები) საზღვრამდე ისინი დიდმა ლაშქარმა მოაცილა, სადაც წინ შეეგება მე
ფე, საბერძნეთის ლაშქარი უკან გაბრუნდა, ხოლო ვახტანგ გორგასალი მცხეთაში მივიდა
და დიდი ქორწილი გადაიხადა, თავისი უფროსი და - ხვარამზე კი ცოლად მისცა სომხე
თის პიტიახშს ბაკურს.

V ს-ის II ნახევარში, კათოლიკოსის ინსტიტუტის დაწესებამდე, ქართულ ეკლესიაში მრა


ვალი ეპისკოპოსი იყო, ამიტომ მათგან უპირველესს „მთავარეპისკოპოსი“ ეწოდებოდა.
მთავარეპისკოპოსის კათედრა მცხეთაში - დედაქალაქში იყო. იმ პერიოდში მცხეთაში
მცირე ეკლესიებთან ერთად ორი ცენტრალური ეკლესია მოქმედებდა: ზემო - სამთავრ
ოს და ქვემო სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი, რომელიც 480 წლამდე ხის პატარა
ეკლესიას წარმოადგენდა. აქ იყო ქართლის მთავარეპისკოპოსის კათედრა, იქვე დასუეს
პეტრე კათალიკოსად (კათალიკოსი იყო პატრიარქის რანგისა და მას „მამამთავარი“ ეწო
დებოდა. უფლებრივი მდგმარეობით ქართლის კათალიკოსი მიაჩნდათ ბიზანტიაში ამ
დროს მოქმედი პატრიარქების ტოლად), ხოლო სამოელი მცხეთაშივე დასვა ეპისკოპოს
ად „საეპისკოპოში“. (რეფორმის შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა მცხეთაშივე
დარჩა, მაგრამ იგი უკვე ერთ-ერთ ეპისკოპოსად ჩაითვალა და მისი სამწყსო ტერიტორია
საგრძნობლად შემცირდა. მცხეთის საეპისკოპოსოს მეთაურს ქართლის მთავარეპისკოპო
სი ან სამთავროს ეპისკოპოსი ეწოდებოდა).

წმინდა მეფემ რამდენიმე ახალი საეპისკოპოსო დააარსა (V ს-ის შუა წლებისათვის ქართ
ლის ეკლესიას ყავდა 21 ეპისკოპოზი, ხოლო ერთ-ერთი წყაროთი დასტურდება, რომ VI
ს-ის დამდეგისთვის მათი რიცხვი 33-ს შეადგენდა,VII ს-ის დამდეგს კი 35-ს) და ახლად
ნაკურთხი ეპისკოპოსები იქ დასვა: კლარჯეთს, ახიზის ეკლესიაში, სხვანი კი დასვა: ჯა
ვახეთს - წუნდაში; ერუშეთს (საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი IV ს-ში
სწორედ ერუშეთში ააგეს) - არტაანში (ეს მის მიერ ახლად შემოერთებული ძირძველი მი
წები იყო); მანგლისში; ბოლნისში; რუსთავში; ნინოწმინდაში - უჯარმის კართან, რომელ
იც მანვე აღაშენა; ერთი მისსავე აშენებულ ჭერემში და იქ დააარსა ქალაქი მისგანვე აშენე
ბულ ორ ეკლესიას შორის (ჭერემი კახეთის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა.
1984 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჭერემში ვახტანგ გორგასლის სასახლის
კომპლ ექსის ნანგრევები აღმოაჩინა. აქვე დღემდეა შემორჩენილი V ს-ის თელეთის
წმინდა გიო რგის სახელობის ბაზილიკა და ამავე საუკუნის წმინდა ბარბარეს
სახელობის ეკლესია); ერთი ჟალეთში ანუ ჩელეთში („შუა სოფელში“), ერთი
ხორნაბუჯში და ერთი აგარაკში, რომელიც ხუნანის პირდაპირაა(თუმცა VI ს-ის II
ნახევრამდე კათალიკოსები ისევ საბერ ძნეთიდან მოჰყავდათ, მხოლოდ VI-ს-ის შუა 30-
იან წლებში დაადგინეს პირველი ქართ ველი კათალიკოსი საბა I, ხოლო VIII ს-ის 60-იან
წლებში ქართველი მღვდელმთავრები განთავისუფლდნენ ანტიოქიიდან კურთხევის
მიღების აუცილებლობისაგან. 1012 წ-დან კი საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მიიღო
კათალიკოს-პატრიარქის წოდება, რაც გულ ისხმობდა მის კონსტანტინოპოლის,
იერუსალიმის და ანტიოქიის პატრიარქებთან გათა ნასწორებას. პირველი პატრიარქი
ქართული ეკლესიისა იყო მელქისედეკ I (1010-1033 წწ.)]. სამღვდელმთავრო
კათედრების დაფუძნების შემდეგ, წმინდა ვახტანგმა ეკლესია-მონასტრების
აღმშენებლობა გააჩაღა.

„იქმნა დაწყნარებაჲ და მშჳდობაჲ“ და ვახტანგ მეფემ დაიწყო რაჟდენის წმინდა ნაწილე


ბის მოძიება, რადგან ფარულად იყო დაკრძალული ერთი მღვდლის მიერ წრომში და მის
გარდა არავინ იცოდა საფლავი. არც მოწამეს უნდოდა, რომ მისი მრავალმოღვაწე გვამი
დაფარული ყოფილიყო და ერთ ღამეს „ბრწყინვალებითა შემოსილი“ ეჩვენა ამ მღვდელს
და უთხრა: ხუცესო, აღდეგ და ნუღარ ყოვნდები, რადგან მეფეს სურს ჩემი ნაწილების ხი
ლვა და პატივისცემა; წადი და აუწყე სად გაქვს დაფლული და სადაც თვითონ ინებებს,
იქ დაკრძალოსო. შიშითა და სიხარულით აღვსილი ხუცესი მყის ეახლა მეფეს და ყველა
ფერი ზედმიწევნით აუწყა. იგიც გამოუთქმელი სიხარულით აივსო და მადლობა შესწი
რა ყოვლად ძლიერ ღმერთსა და სანატრელ მოწამეს. მსწრაფლ იხმო თავის სამეფოს ეპის
კოპოსნი და სამღვდელონი და წარავლინა ისინი სოფელ წრომს, სადაც დაკრძალული
იყო „მრავალ მოღუაწე იგი გუამი ღუაწლით შემოსილისა მის მოწამისა“. როდესაც
წრომს მივიდნენ და სამარხიდან ამოიღეს წმინდა ნაწილები, „მიუთხრობელი სურნელე
ბა გადაეფინა და აღავსო ყოველი იგი ადგილი. აღიღეს მუნით და წარმოემართნეს გალო
ბითა და ფსალმუნებითა, სანთელთა და კეროანთა (კელაპტართა) სიმრავლითა და საკმე
ველთა სურნელებითა და წაიღეს ნიქოზს, საეპისკოპოსოსა მას ეკლესიასა, მისვე მეფისა
ვახტანგისა მიერ აშენებულსა“.

სცნეს რა მეფემ და დედოფალმა, როგორც მათ ღმრთისმსახურებას ჰშუენოდა, შორს მიე


გებნენ, მხურვალედ ამბორს უყოფდენ და შიშით მიემთხვეოდენ „მთავართა და დიდებუ
ლთა თჳსთა თანა და ქუეითნი ფრხივ თანა ჰყვებოდეს ცხედარსა მას წმიდისასა და უგა
ლობდენ „დიდებაო ახლის ნერგის ეკლესიისაო, ჭეშმარიტად მნათობო სარწმუნოები
საო, პირველ-მოწამეო რაჟდენ! შენ მიერ იხარებს წყობა ქართველთა ეკლესიისა“. შემდეგ
ნიქოზს მივიდნენ და იქ დაკრძალეს „დიდითა დიდებითა და პატივითა სამ-გზის სანატ
რელი მისი გვამი“, ხოლო დღესასწაული დაუდგინეს 3 აგვისტოს (ახ. სტ. 16 აგვისტო),
მისი წამების დღეს. წმინდა პირველმოწამე რაჟდენის საპატივცემულოდ, მის სახელზე
ვახტანგ გორგასალმა ერთი ეკლესია უჯარმის ციხეში ააშენა და ერთიც სამგორად წოდე
ბულ უჯარმის ველზე. ამის შემდეგ ააშენა ეკლესია ნიქოზში, ცეცხლის საგზებელთან და
დასვა იქ ეპისკოპოსი დვალეთისა, ოსეთისა და გლოლთა. ვახტანგმა იერუსალიმიდან ჩა
მოტანილი წმინდა ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი ნიქოზის საკათედრო ტაძარში და
აბრძანა. (XIII ს-ში თამარ მეფის ასულმა რუსუდანმა წმინდა ჯვარს ვერცხლის ბუდე გაუ
კეთა და ძვირფასი თვლებით შეამკო. ჯვარზე წარწერა იერუსალიმიდან მისი ჩამობრძა
ნების ისტორიას ეხებოდა. წმ. ჯვარი საუკუნეთა მანძილზე ნიქოზის საკათედრო ტაძარ
ში იყო აღმართული და მის შესახებ ცნობილი იყო მრავალ ქვეყანაში. XVIII ს-ის ბოლოს,
ქართველთა დიდი შეჭირვების ჟამს, 1788 წელს, როდესაც ნიქოზში ათანასე მღვდელმ
თავრობდა, წმინდა ჯვარი დაიკარგა).

ბერძენი ცოლისაგან ვახტანგ გორგასალს შეეძინა სამი ძე და ორი ასული. თავის პირმშო
ძეს და ტახტის მემკვიდრეს - დაჩის საუფლისწულო მამულად გადასცა ქალაქი ჭერემი,
ნეკრესი და კამბეჩოვანი, და ასევე მთელი ქვეყანა მტკვრის აღმოსავლეთით. დაჩი ხორნა
ბუჯში დაჯდა და გახდა მფარველი ამ მხარისა. ვახტანგმა გაასრულა თავისი ახალი სამე
ფო სამყოფელი უჯარმა „აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა“ და იქ დაბრძანდა. მოუპოვა
რა ქართულ ეკლესიას დამოუკიდებლობა, ვახტანგმა ჩათვალა, რომ პატარა ხის ეკლესია
უკვე აღარ შეესაბამებოდა თჳთმყოფადი ეკლესიის ავტორიტეტს, რის გამოც, მისი ბრძა
ნებით, 499 წელს დაიწყეს დიდი ზომის სამნავიანი ქვის ბაზილიკის აგება (XI ს-ის დამდ
ეგისთვის საჭირო გამხდარა მისი გადაკეთება. გორგასლისეული სვეტიცხოვლის საფუძ
ვლიანი მშენებლობა 1010 წელს მელქისედეკ კათალიკოსის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.
ტაძრის აგება დამთავრდა 1029 წ). ვახტანგმა მის მიერ ხელახლა აშენებულ „ქვემო ეკლე
სიას“, რომელიც ქართველთათვის „დედაჲ ყოველთა ეკლესია-თაჲ გახდა“, წმინდა სიო
ნი უწოდა და იერუსალიმის წმინდა სიონის დარად მოციქულთა სახელობისად გამოაც
ხადა.

80-იანი წლების დასაწყისში ირანელებს განსაკუთრებით გაურთულდათ მდგომარეობა


შუა აზიაში (476 წელს, II ლაშქრობაში ჰეფთალელьმა ჰუნებьმა სასტიკად დაამარცხეს
ირანელები. პეროზ შაჰმა მთელი თავისი ჯარი დაკარგა, თვითონ კი ტყვედ ჩავარდა.
ტყვეობიდან განთავისუფლება მან შეძლო მხოლოდ ზენონ კეისრის შუამავლობით,
უზარმაზარი გამოსასყიდის გადახდით და თავისი ვაჟის, კავადის, მძევლად დატოვებ
ით. კავადს ორ წელიწადს მოუხდა ჰეფთალებთან ყოფნა, სანამ პეროზი მთლიანად არ
გადაიხდიდა გამოსასყიდს.). ამით ისარგებლა ვახტანგ გორგასალმა და აჯანყებისათვის
მზადებას შეუდგა. ამისთვის საჭირო იყო ქართლში სამეფო ხელისუფლების განმტკიცე
ბა, ორგული დიდაზნაურების დასჯა და ირანის წინააღმდეგ ბრძოლისათვის მოკავშირე
ების შეძენა. ბიზანტიას ირანისთვის ამ პერიოდში არ ეცალა. იმპერია ძლივს ახერხებდა
ბარბაროსებისაგან თავისი მიწების დაცვას. (476 წელს ბარბაროსებმა რომი აიღეს, დასავ
ლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. თავის მხრივ, ბიზანტიის საიმპერატორო კარ
ზეც არ სუფევდა სიმშვიდე: 475 წლის იანვრიდან 476 წლის აგვისტოს ბოლომდე საიმპე
რატორო ტახტი ხელთ იგდო მონოფიზიტობის ქომაგმა ბასილისკმა, რომელმაც ანტიოქი
ის პატრიარქის უფლებებში აღადგინა პეტრე ფულონი, მაგრამ როგორც კი ზენონმა დაიბ
რუნა საიმპერატორო ტახტი, მონოფიზიტი პეტრე ფულონი გადააყენა პატრიარქობიდ
ან). ირანელებს კი მოკავშირეები ჰყავდათ ქვეყნის შიგნითაც. ისენი იყვნენ ის დიდაზნაუ
რები, რომლებიც ქართლის განმტკიცება-გაძლიერების მოწინააღმდეგენი იყვნენ. ქვემო
ქართლის პიტიახში (ჰერეთის მმარველ ერისთავს სპარსული სამოხელეო სახელი „პიტი-
ახში“ ერქვა) ვარსქენი ერთ-ერთი მათგანი იყო. ვახტანგმა ვარსქენი შეიპყრო და 482 წ. სი
კვდილით დასაჯა. ეს კი სპარსეთის ბატონობის წინააღმდეგ ამბოხების წინამორბედი
იყო.

აჯანყება ფაქტიურად ვარსქენის მოკვლით დაიწყო, მაგრამ დრო კარგად იყო შერჩეული,
რადგან ანტიირანული აჯანყება უკვე დაწყებული იყო ალბანეთშიც და სომხეთშიც. ამას
ემატებოდა ისიც, რომ ირანელებს ამიერკავკასიაში ცოტა ჯარები ჰყოლიათ, რადგან ისი
ნი აღმოსავლეთში ჰყავდათ გაყვანილი. ვახტანგ გორგასალმა სპარსეთის წინააღმდეგ
მზადება დაიწყო. მას იმედი ჰქონდა ჰუნების გადმოყვანისაც (უძველესი დროიდან მო
ყოლებული საქართველოს იმიერკავკასიაში მცხოვრებ ერებთან ჰქონდა კავშირი, თუმცა
„ჰუნნების“ მეშველი ჯარის დახმარებაზე დაყრდნობა სახიფათო იყო, რადგან მათი პო
ლიტიკური მომხრეობა მეტად ცვალებადი ყოფილა).

ცნობამ გორგასლის აჯანყებაზე დიდი აღფრთოვანება გამოიწვია სომეხთა თავკაცებში,


რომლებიც იმ დროს ძალით იყვნენ გაყვანილები აჯანყებული ალბანელებს წინააღმდეგ
საბრძოლველად. განსაკუთრებით დიდ იმედს აძლევდა სომხებს ცნობა ვახტანგის ჰუნე
ბთან კავშირისა და თვით ვახტანგის პიროვნება, რომელიც უკვე ცნობილი იყო, როგორც
მამაცი და ჭკვიანი მეომარი. სომხებმა ითათბირეს და გადაწყვიტეს მხარი დაეჭირათ
აჯანყებული ქართველებისათვის, თუმცა სომეხ დიდებულებს შორის ერთ-ერთ გამორჩე
ულთაგანს, ვაჰან მამიკონიანს არ გაუზიარებია ვახტანგ გორგასლის ანტისპარსული აჯა
ნყებით გამხნევებული სომეხი დიდებულების პოზიცია, რადგან მათი იმედი არ ჰქონდა
(როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ვაჰან მამიკონიანის შიში არ იყო უსაფუძვლო). საბოლო
ოდ ვაჰანი მაინც დაიყოლიეს და იბერიასთან ერთად სომხეთშიც დაიწყეს აჯანყებისათ
ვის მზადება.

აჯანყების პირველ წელს ვახტანგს, ეტყობა, მოუხერხებია ირანელების ქართლიდან გან


დევნა, მაგრამ მან ვერაფრით მიიღო ჰუნთაგან შეპირებული დახმარება. მას მხოლოდ
300 კაცი მოუვიდა. V ს-ის სომეხ ისტორიკოსს ლაზარ ფარპეცს ნაჩვენები აქვს, როგორ
აწუხებდათ ეს ამბავი სომხებს და თუ როგორ დაჟინებით თხოვდნენ მას გაეგზავნა სომ
ხეთში ჰუნების ჯარი. შემდეგ წელს (383) ირანელებმა უფრო მტკიცედ მოჰკიდეს ხელი
აჯანყებულებთან ბრძოლის საქმეს და გაზაფხულზე ქართლში მიჰრანის სარდლობით
დიდი ლაშქარი გამოგზავნეს. ვახტანგმა დაინახა, რომ ირანელებს ვერ გაუმკლავდებოდა
და თავისი ლაშქრით ქართლის საზღვრის მახლობლად სომხეთის მთებს მიაშურა. იქი
დან დახმა-რება სთხოვა სომხებს და თან აცნობა, რომ ჰუნების მაშველ ჯარსაც მოელო
და. ვახტანგის დესპანის მისვლისთანავე ვაჰან მამიკონიანი სომეხთა მთელი ჯარით
სასწრაფოდ ქართველთა დასახმარებლად გაემართა და კანგარის მთებში დაბანაკდა.

მეფე ვახტანგი სწრაფი და გაბედული მოქმედების მომხრე იყო. მას ეშინოდა, რომ ირანე
ლები ქართლის შიდა რაიონებში შეიჭრებოდნენ და იქაურობას ააოხრებდნენ. ვაჰან მამი
კონიანი და სხვა სომეხი სარდლები კი ფრთხილობდნენ. მათ აშინებდათ ირანელთა ჯა
რის მრავალრიცხოვნება. ჰუნების გარეშე ბრძოლის დაწყება სომხებს მიზანშეწონილად
არ მიაჩნდათ და ამჯობინებდნენ მთებში დარჩენას, სადაც ირანელები ვერ გამოიყენებდ
ნენ თავის რიცხობრივ უპირატესობას. ლაზარ ფარპეცი გადმოგვცემს, რომ აჯანყებულ
სომეხთა ჯარში არ იყო ერთიანობა, მრავალი შიშით მონაწილეობდა აჯანყებაში და პირ
ველსავე შემთხვევაში მზად იყო აჯანყებისათვის ეღალატა და ირანელთა მხარეს გადასუ
ლიყო.

ვახტანგ მეფემ თავისი მაინც გაიტანა და მიუხედავად ზაფხულის სიცხისა და ზოგიერ


თი სომეხი დიდებულის წინააღმდეგობისა, აჯა-ნყებულთა ლაშქარი ჭარმანაინის (გარ
დაბნის) ველზე ჩასულა და მტკვრის პირზე დაბანაკებულა. რამდენიმე დღის შემდეგ,
იქვე, ოღონდ მტკვრის გაღმა დაბანაკდა ირანელთა ლაშქარიც. ღამით სომეხთა ბანაკი
დან მრავალი მოღალატე საიდუმლოდ დაკავშირებია მტერს, ჩვენი ნებით კი არ მოვსუ
ლვართ, ვაჰანმა ძალით მოგვიყვანა, მაგრამ ბრძოლის ველს მივატოვებთ და სხვებასაც
თან გავიყოლებთო. მეორე დღეს სომეხ-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი ბრძოლ
ის ველზე გავიდა. ვახტანგი უკანასკნელ წუთამდე ამხნევებდა და არწმუნებდა სომეხ
სარდლებს, გამარჯვება ჰუნების გარეშეც შესაძლებელიაო. სომეხმა სარდლებმა ჯარი საბ
რძოლველად განალაგეს, მაგრამ ასეთი მერყეობა, რა თქმა უნდა უარყოფით გავლენას მო
ახდენდა ბრძოლის შედეგზე. ქართველთა ლაშქარი წმინდა ვახტანგ მეფის მეთაურობით
მარცხენა ფრთაზე განლაგდა, ცენტრში და მარჯვენა ფრთაზე სომხები იდგნენ. თავიდან
ბრძოლის სასწორი აჯანყებულთა სასარგებლოდ გადაიხარა, მაგრამ მოღალატეებმა თავი
სი დანაპირები შეასრულეს, მიატოვეს ბრძოლის ველი, და არევ-დარევა შეიტანეს მებრძ
ოლთა რიგებში. ლაშქარი შედრკა და გაიქცა. ირანელები დაედევნენ გაქცეულებს და ბევ
რი დახოცეს, ბევრიც ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ თავის გამარჯვება მაინც ვერ მიიყვანეს ბო
ლომდე, რადგან მათი სარდალი მიჰრანი იმავე წლის სექტემბერში ირანში გაიწვიეს. 484
წლის გაზაფხულზე, სომხეთში დიდი ლაშქრით შევიდა სპარსთა სარდალი ზარმიჰრ ჰა
ზარავუხტი. ბასიანში მყოფ ჰაზარავუხტს მიუვიდა შაჰის ბრძანება, გადასულიყო ქართ
ლში, რათა „ქართლის მეფე ვახტანგი ან მოეკლა, ანდა იმ ქვეყნიდან გაედევნა“. თვით
ირანის შაჰი პეროზი კი ჰეფთალებთან საომრად წავიდა (III ლაშქრობა). ჰაზარავუხტმა
მაშინვე აასრულა შაჰის ბრძანება, გადავიდა ქართლში და შეკრიბა ადგილობრივი დიდე
ბულები, რომლებიც თავიდანვე მხარს არ უჭერდნენ ვახტანგს. მათ მიემხრნნენ ბევრი
ისეთნიც, რომელნიც თავდაპირველად ვახტანგ მეფის მხარეზე იყვნენ და სპარსეთის
წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობდნენ, მაგრამ როდესაც ჰაზარავუ-ხტმა შაჰის წყა
ლობა და ჯილდო აღუთქვა, თავის ქვეყანასა და მეფეს გადაუდგნენ და უღალატეს. ჰა
ზარავუხტმა მათგან რაზმიც კი შეადგინა. ამით შემხედვარე ვახტანგ გორგასალი დრო
ებით ეგრისს (სამეგრელოს) გადაიხიზნა, მაგრამ ამ დროს ირანიდან მოვიდა პეროზისა
და ირანელთა ჯარის დაღუპვის ამბავი (ირანელთა III ლაშქრობა შუა აზიაში 484 წ. პერ
ოზ მეფის ჯარის განადგურებითა და თვით მისი და მისი ვაჟიშვილების სიკვდილით
დასრულდა). შეშინებულმა ჰაზარავუხტმა ქართლში დარჩენა ვეღარ გაბედა და სასწრა
ფოდ ირანში გაბრუნდა. სპარსეთის სამეფო ტახტზე პეროზის ძმა ვალლარში აიყვანეს,
მაგრამ დიდხანს არ უმეფია; 488 წ. იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და მის მაგიერ პეროზის
ვაჟი კავადი I (488-531) დასვეს.

ირანელები უაღრესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. შუა აზიაში დამარცხებამ ისინი


აიძულა ზოგი რამ დაეთმოთ აჯანყებულთათვის. სომეხთა მთხოვნით, ირანელებმა პი
რობა დადეს შეეწყვიტათ ქრისტიანობის დევნა, არ დაერღვიათ ადგილობრივი ტრადიცი
ები და მნიშვნელოვანი საქმეები თვითონ შაჰს გაერჩია. ირანელებმა გამოაც-ხადეს, რომ
ისინი არ ადანაშაულებდნენ აჯანყებულებს, რადგან აჯანყება თვით პეროზის ძალმომრე
ობამ გამოიწვიაო. შემდგომ, 485 წ. აჯანყებულთა მეთაური ვაჰან მამიკონიანი (ვარდანის
ძმა) სომხეთის მარზპანად დანიშნეს. ირანელები ალბანელების წინაშეც წასულან დათმ
ობაზე და მეფობა აღუდგენიათ. ვახტანგიც უფლის ნებითა და შეწევნით მშვიდად განაგე
ბდა ივერიას, ეწეოდა აღშენებლობით საქმიანობას: ააშენა და დააარსა მრავალი ციხე-კოშ
კი და ეკლესია-მონასტერი. (საეკლესიო ტრადიცია სამთავისში ეპარქიის საკათედრო ტა
ძრის აგებას, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ეკლესიებთან ერთად წმინდა მეფე ვახ
ტანგს მიაწერს: „ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებ
ლობით უფრო აქეს სამთავისი და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი უმჯ
ობესიაო და მუნითგან ეწოდება სამთავისი“ (იოანე ბატონიშვილი). სამთავისის საეპის
კოპოსო კათედრის არსებობა დასტურდება დვინის 506 წლის საეკლესიო კრების აქტებ
ში. რუისის საკათედრო ტაძრი ვახტანგ გორგასალს აუშენებია და 13 ასურელ მამათა
განს, თადეოზ სტეფანწმინდელს განუახლებია. ურბნისის საკათედრო ტაძარიც V-VI სს-
ის მიჯნაზე აუგიათ, ხოლო 13 ასურელ მამათაგან თათეს სტეფანწმინდელს განუახლე
ბია).

496 წ. კავად შაჰს შეთქმულება მოუწყვეს, შეიპყრეს და ციხეში ჩააგდეს, ხოლო მის ადგი
ლზე მეფედ მისი ძმა ჯამასპი (496-498 წ.წ) დასვეს ირანის ტახტზე. კავადმა ცოლის დახმ
არებით თავი დაიხსნა, ჰუნებთან გაიქცა და მათი მეფის ასული მეორე ცოლად შეირთო,
ჰუნების ჯარით სპარსეთს დაბრუნდა და სამეფო ისევ დაუბრუნა (498-531 წ.წ.). მეფეყოფ
ილ ძმას, ჯამასპს, თვალები დათხარა, ხოლო დანარჩენ მოწინააღმდეგეებს თავები დააყ
რევინა. კავადი ჰუნებთან ვალში იყო, სამხედრო დახმარებისათვის ფული უნდა გადაეხა
და ჰუნთა ხელმწიფისთვის, მაგრამ ხანგრძლივი ომებისა და შინაურ აშლილობათა წყალ
ობით, ქტესიფონის სახელმწიფო ხაზინა დაცარიელებული იყო. მაშინ კავადმა ბიზანტი
ის იმპერატორს ანასტასი I-ს (491-518 წ.წ.) ფულადი სესხი სთხოვა, მაგრამ კეისარმა უარი
შემოუთვალა. 502 წელს შეურაცხყოფილმა შაჰმა ბიზანტიას ომი გამოუცხადა და ვახტ
ანგ გორგასალს შემოუთვალა: საბერძნეთს ვაპირებო გალაშქრებას, მაგრამ ჩემმა ბრძენმა
მრჩეველებმა მირჩიეს, ვახტანგ მეფის გარეშე არ გაბედო ასეთი დიდი ომის წამოწყებაო,
მათივე რჩევით შენთან მოვდივარ, რათა წინ წარმიძღვე და შენი თავკაცობით შევიდეთ
საბერძნეთში. თან გთხოვ, შენი ერთ-ერთი შენი ასული ცოლად მომეცი „რათა ვიყო მე,
ვითარცა ერთი შვილთა შენთაგანი“-ო. მეფე ამ დროს ქალაქ თბილისს აშენებდა - „ტფილ
ისი“ სწრაფად შენდებოდა, მტკიცდებო-და და მოსახლეობით ივსებოდა, მაგრამ ვახტანგ
მეფემ მაინც ვერ მოასწრო ახალი სატახტო ქალაქის დასრულება და მასში სატახტო ქალა
ქის გადატანა. ამას მისი შვილი და მემკვიდრე, დაჩი უჯარმელი განასრულებს გამეფებ
ის შემდეგ. როცა ვახტანგს შაჰის შემონათვალი გადასცეს, მწარედ აღმოხდა: „ამისთჳს იტ
ყვიან: მჭედელო, ალესე შენი მახვილი, რათა მსწრაფლ განგგმიროს შენ“. მაშინ 60 წელს
მიღწეულმა ვახტანგ გორგასალმა ასე შეუთვალა შაჰს: პირველად გაემზადე ჩვენთან საბ
რძოლველად და შემდეგ შედი საბერძნეთში, რადგან ის გამარჯვებანი რაც მათ ჩვენთან
ერთად ქმნეს, ჯვარცმულის ძალით იქმნა. და „აწ ცხოვრება ჩუენი იყავნ სასოებითა ჯუა
რცმულისაჲთა“. და მაშინვე საომარ სამზადისს შეუდგა: ციხე-სიმაგრენი საომრად გაამ
ზადა, და მოსახლეობას აცნობა, რომ სოფლები და სუსტად გამაგრებული ქალაქები დაე
ტოვებინათ და თავი კავკასიონის მიუვალ მთებისა და კახეთის უღრან ტყე-მაღნარების
თვის შეეფარებინათ. მეფე დაჩი და მისი დისწული კახეთში გადავიდნენ და დადგნენ
ლოპოტის ხევში, ხოლო ვახტანგ მეფის ცოლ-შვილი უჯარმის ხევში შევიდა და იქ დაბი
ნავდა. წინა ციხეში თვითონ ვახტანგი დადგა, მასთან იყვნენ ჯუანშერი და ადარნასე, ხო
ლო მცხეთა-არმაზისა და მისი შემოგარენის საპატრონოდ სამი ერისთავი გაგზავნა: დემე
ტრე, ნერსე და ბივრიტიანი. მალემსრბოლი კონსტანტინოპოლისკენაც მიჰქროდა მაშვ
ელ ძალთა ჩამოსაყვანად.

იმავე 502 წლის ზაფხულში სპარსელთა ურიცხვი ლაშქარი, თვითონ შაჰინშაჰ კავადისა
და უფლისწული ბარტამის ხელმძღვანელობით კალიასავით შემოესია ივრის ხეობას, რუ
სთავსა და სამგორს,შემუსრა ქალაქი კამბეჩოვანი, ჭერმის ციხე და ველისციხე და იორზე
დაბანაკდა. ქართველთა ლაშქარი დადგა ველზე,ციხე-ქალაქის გარშემო,რომელსაც ჰქვია
დარფაკა და მზად იყო საბრძოლველად. კვლავ არ ჩანდნენ ბიზანტიელნი. გამობრძანდა
ვახტანგ მეფე, უკან კათალიკოსი პეტრე გამოჰყვა და ჯარი და მეფე დალოცა. მეფემ კი სა
ლაშქრო სიტყვა ბრძანა და ჯარი გაამხნევა. შეიბნენ იორის პირზე, და 3 დღე იბრძოდნენ.
ორივე მხრიდან ურიცხვი სპა დაეცა. მაშინ ვახტანგმა უხმო პეტრე კათალიკოსს და უთხ
რა: იცოდე, რომ გვებრძვიან არა ხარკის მიცემისათვის. არამედ ქრისტეს დატევებისათვ
ის. მე განზრახული მაქვს ასე: საუკუნო ცხოვრებისათვის უმჯობესი არის ქრისტეს სახე
ლზე სიკვდილი, რათა აღთქმული სასუფეველი გვქონდეს მათთან, რომელთაც უთხრა:
„რომელიც წარიწყმედს თავის თავს ჩემთვის, ის იპოვის მას“. მაშინ პეტრე კათალიკოსმა
უთხრა: თუ არ იბრძოლებ სამკვდრო-სასიცოცხლოდ, მაშინ არა მარტო საქართველო გაი
რყვნება მტრის მიერ. არამედ იერუსალიმიც, რომელიც არის მშობელი „ყოველთა შჳლთა
ნათლისა-თა“-ო. მეფემ მიუგო: დადექი წმინდა რაჟდენის ეკლესიაში, რომელიც „რაბათ
სა შინა უჯარმოსასა აღმიშენებიეს“; ვეჭვობ, რომ უჯარმის გარშემო ქალაქებს სძლიონ,
რადგან მტკიცე და ძლიერი ზღუდენი აქ ავაშენეთ. კათალიკოსმაც აღასრულა მისი რჩევა
და სხვა ეპისკოპოსებიც იქ შეკრიბა.ქართველთა ლაშქარში იყო 240000 მებრძოლი, ხოლო
სპარსელებისაში - 740.000. ვახტანგ გორგასალმა ლაშქარი სამად გაჰყო და კლდის მხრიდ
ან მიაგზავნა ქვეითნი. ერთ მხარეს მიავლინა პიტიახშები და სპასპეტი, და სადაც სპარს
თა მეფე იყო, იქ თვით მეფე ვახტანგი მივიდა 100.000 მეომრით. ცისკარისას ვახტანგ გორ
გასალმა თავის ლაშქარს გამოუცხადა: ყოველი კაცი, რომელიც სიკვდილს გადაურჩება
და მტრის თავს ან ხელს არ გამოიტანს ბრძოლიდან, ჩვენს მიერ მოკვდებაო. შემდეგ თავს
დაესხა სპარსელებს, ბრძოლით მივიდა სპარსთა შაჰინშაჰის პალატამდე, შევიდა მის კარ
ავში, და მართალია მან ცხენზე შეასწრო და გაიქცა, მაგრამ მისი ძე ბარტამი მოკლა და თა
ვი მოჰკვეთა. ჯუანშერის სიტყვით ბრძოლის დროს, ერთმა სპარსელმა სცა ისარი ვახტ
ანგს მკერდში, მაგრამ მან ბრძოლა განაგრძო და იღლიაში ისარნაკრავი და მკერდდაკოდ
ილი იბრძოდა ისევ გორგასლურად, ისევ ელავდა ოქროვანი მგელ-ლომი თორმეტბრჭალ
იანი ბუმბერაზის თავზე. ქართველებმა შუადღემდე სძლიეს მტერს.

თედო ჟორდანიას მიერ გამოქვეყნებული „საეკლესიო მატიანე“-ს ცნობით ვახტანგ გორ


გასალი შინაგანმცემლობისა და ღალატის მსხვერპლი გამხდარა: „მოიკლა იგი სპარსთა
ბრძოლასა შინა (სპარსელების მიერ მოსყიდული) მონა-ყოფილისაგან მისისა, რამეთუ
იცოდა განახევი ჯაჭვისაჲ იღლიასა ქუეშე და მით მოიკლა და ქრისტჱსთჳს იწამა ქრის
ტჱსმოყუარე იგი მეფე და შემდგომად მისა მოიწივნეს ქართველთა ზედა დიდნი ჭირ
ნი“-ო.

სპარსთა ლაშქარმა დაკარგა 150.000 მეომარი, ხოლო ქართველებმა 28.000 მეომარი. წარ
მოტყვენეს ასი ათასი ცხენი (ერთ-ერთი თქმულება მოგვითხრობს, რომ ვახტანგ გორგას
ლის წინამძღოლობით ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა შემოსეული სპარსელები. ბევ
რი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას. გამარჯვებულებმა დაღუპული თანამოლაშქრენი
სამ საფლავში ჩააწვინეს და შემდეგ ყოველმა მეომარმა თითო მუჭა მიწა მიაყარა მათ. აქე
დან წარმოიშვა სამი გორა და მათ შორის მდებარე ველს ეწოდა სამგორი). გაქცეული და
თავლაფდასხმული კავადი დადგა რუსთავ-ბოსტანქალაქში. ამასობაში კი დამძიმდა ვახ
ტანგის წყლულება, რადგან ისარს ფილტვში შეუღწევია. სულით უდრეკმა ქართლის სპა
სალარებს უბრძანა, რომ ადგილზე დარჩენილიყვნენ და თავისი ფეხით წავიდა უჯარმას.
უსაზღვრო იყო სპარსთა სიხარული, როცა ვახტანგ მეფის ჯანმრთელობის გაუარესება შე
იტყვეს და ამით გათამამებულებმა „ტფილისი“ და არმაზი მოაოხრეს. მცხეთა ვერ დაიპყ
რეს, მაგრამ რომელიც ზღუდის გარეთ იყო, მოაოხრეს, „რომელი-იგი მუხნარით და არაგ
უსა ხერთვისსა იყო“.

იმ ჟამად მოვიდა კეისარი სპერში, რათა ქართლში შესულიყო, და როცა გაიგო ვახტანგის
დაჭრის ამბავი, კარნუ ქალაქში დადგა. კავადიც იქ მივიდა და შეიბნენ კარნიფორას, მაგ
რამ ვერ სძლიეს ერთმანეთს, თუმცა ორივე მხარემ დაკარგა მრავალი მეომარი, დადგა სი
სხლის მდინარე,რის გამოც ეწოდა იმ ადგილს კარნიფორა,რაც ნიშნავს სისხლის მუცელს
(„502 წ. შემოდგომას კავად მეფემ ბიზანტიის წინააღმდეგ ომი დაიწყო და თეოდოსიუპო
ლისი (კარინი, არზრუმი) აიღო. 502 წ. დამდეგს მან შუამდინარის სანაპიროს მთავარი ქა
ლაქი ამადაც, სამი თვის ბრძოლის შემდეგ, შინაგანმცემლობის წყალობით ხელში ჩაიგ
დო. ეს გამანადგურებელი და ორივე მხარისათვის ძალზე მომქანცველი ომი 506 წ. ზავ
ით დამთავრდა, რომლის პირობათა მიხედვით ისევ წინანდელი მდგომარეობა იქნა აღდ
გენილი. ჯუანშერის აღწერილობიდან ჩანს, რომ ვახტანგის წინააღმდეგ სპარსთა გამოლა
შქრება ბიზანტიელებთან ომის დაწყებამდე, ან დასაწყისშივე უნდა მომხდარიყო).
წმინდა ვახტანგი მიხვდა, რომ კვდებოდა, მოუხმო კათალიკოსს, თავის ცოლ-შვილსა და
ყველა წარჩინებულს, და უთხრა: მე მივდივარ ჩემი ღმერთის წინაშე, და ვმადლობ მის სა
ხელს, „რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რაჲთა
მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდით ქრისტჱსთჳს სიკუდილსა სახელსა
მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდებაჲ მოიგოთ“. შემდეგ მიმართა ყველა წარჩინებულს:
თქვენ, ქართლისა მკვიდრნო, მოიხსენეთ ჩემი სიკეთე, რადგან პირველად ჩემი სახლიდ
ან (სამეფო ოჯახიდან) მიიღეთ საუკუნო ნათელი, ხოლო მე ხორციელი დიდებით განგა
დიდეთ თქვენ. ჩემ ნათესავებსა და ჩემს შთამომავლებს ნუ შეურაცხყოფთ და ბერძენთა
სიყვარულს ნუ მიატოვებთ. თავის ძეს დაჩის კი უთხრა: შენ ხარ ჩემი პირმშო შვილი, შენ
თვის მომიცია ჩემი მეფობის გვირგვინი, ხოლო შენ უმცროს ძმებს, ლეონსა და მირდატს
ვაძლევ ტაშისკარიდან და წუნდიდან, სომხეთამდე და საბერძნეთამდე, ხოლო აფხაზეთ
ის საზღვარი, ეგრისწყალსა და კლისურას შუა, შენი ძმების დედისა არისო. შემდეგ მოუხ
მო წუნდის ერისთავს არტავაზს და ოძრხის ერისთავს ბივრიტიანს და მათ ჩააბარა თავი
სი ცოლი ელენე და მისი შვილები, ლეონი და მირდატი. და სამივენი ერისთავებს შეავედ
რა ცრემლით, ხოლო შემდეგ სული და სამშობლო ლოცვით შეჰვედრა უფალს.

ქართველი ერისათვის ეს იყო სასჯელის დღე. უბრალო ხალხიცა და წარჩინებულებიც


თავში იცემდნენ და ნაცარს იყრიდნენ. ხმამაღალი ტირილისა და გოდებისაგან ქვეყანა
იძვროდა. მორწმუნე ერი შენატროდა მეფეს, რადგანაც ქრისტესათვის მოიკლა. „გარდიც
ვალა მჴნე და მოწამეობისა ღირსი ვახტანგ გორგასალი „უჯარმაში, დაკრძალეს მცხეთას,
საკათალიკოსო ეკლესიაში, სვეტთან, „რომელშიც არის ღმრთივაღმართული სვეტისაგან
დაპყრობით“ - წერს მემატიანე.

ვახტანგ გორგასალი ყოფილა მეტად ჭკვიანი, წინდახედული, გამჭრიახი პოლიტიკოსი,


სახელმწიფო მოღვაწე და გულადი მეომარი და მხედართმთავარი. მასზე ცალკე საისტო
რიო თხზულებაც კი დაიწერა, რომლის ავტორად ითვლება XI ს-ის ქართველი ისტორი
კოსი ჯუანშერ ჯუანშერიანი. „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი მინაწერის თანახმად,
მას მიეკუთვნება ამ კრებულში შესული V-VIII საუკუნეების ამსახველი თხზულება ვახ
ტანგ გორგსალის მეფობიდან არჩილის მეფობის ჩათვლით. ისტორიკოსი უდიდესი
ქება-დიდებით ამკობს სახელოვან მეფეს. ჯუანშერი თავის თხზულების შედგენისას,
როგორც ჩანს იყენებდა ძველ წყაროებსაც და შესაძლოა ვახტანგ გორგასლის
თანამედროვესაც.

არსენ კათალიკოსის (1218-1227) სიტყვით მეფე ვახტანგი ძალიან მაღალი ტანის კაცი ყო
ფილა. მეფის სამხედრო იარაღი და სამოსელი თურმე არსენის დროსაც კი ინახებოდა.
იგი ამბობს: ვახტანგ მეფე იყო „ჰასაკითა უმეტეს ყოველთა კაცთა, რამეთუ ათორმეტი
ბრჭალი კაცისა იყო სიმაღლე მისი (2,40მь) და აწცა რომე არა აბჯარი და სამოსელი მისი,
მისგან უფროს საცნაურ არს“ მეფის გოლიათური სიმაღლეო. იმავე ავტორის მოწმობით,
ვახტანგ გორგასალი დასაფლავებული ყოფილა მისგანვე აგებულ მცხეთის დიდებულ სი
ონში, თვით ეკლესიაში, წინაშე სუეტსა ცხოველსა და მისსა ზედა საფლავსა წერილ არს
ხატი მისი სწორი ჰასაკისა მისისა“-ო. ე.ი, საფლავის ქვაზე მისი გამოსახულება ყოფილა
გამოყვანილი იმავ ზომისა, რა ზომისაც დიდებული გვირგვინოსანი ყოფილა, - ეს ალბ
ათ მისი საფლავის ქვის ძეგლი იქნებოდა. საუკუნეთა მანძილზე ქართველნი და მათი
მტერ-მოყვარენი გაოცებულნი შესცქეროდნენ იქვე, სვეტიცხოველში გამოფენილ უზარმ
აზარ სამოსელსა და საჭურველს, ხოლო ქართულ სახელმწიფოს დროშას საუკუნეთა მან
ძილზე „ვახტანგიანსა“ და „გორგასლიანსაც“ უწოდებდნენ.

ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. იგი ქართ
ულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესეს ძვ. წ 30/XI; ახ. წ
13/XII).

დაჯდა ქართლის ტახტზე მისი ძე დარჩილი ანუ დაჩი (502-514 წ.წ), ხოლო ვახტანგის ცო
ლი და ორი უმცროსი ძე წაიყვანა სამმა ერისთავმა, დაიჭირეს ქართლის დასავლეთი, რო
მელიც მისცა მათ ვახტანგმა. ზაფხულობით ქალაქ წუნდაში იყვნენ და ზამთრობით ოძრ
ხეში. მათ ეწოდათ არა მეფეები, არამედ ერისთავთა მთავრები და იყვნენ მეფე დაჩის მო
რჩილების ქვეშ. დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს-ის დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-
გალავნის აგება, ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო
ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა, ხოლო უძველესი დროიდან ქართველთა
დედაქალაქი მცხეთა საეკლესიო ქალაქად, ცენტრად გამოცხადდა. დაიწყო ქართლის შე
ნებაც, რადგან მოოხრე ბული იყო ქართლის ყველა ხევი, გარდა კახეთისა, კლარჯეთისა
და ეგრისის ხევებისა. მეფე დაჩის ზეობისას თბილისში მოსახლეობა მომრავლდა, აშენ
და მარიამწმიდის ეკლესია (სავარაუდოდ მისი საფუძველი ვახტანგ გორგასალს ჩაუყ
რია. ამ ეკლესიას ანჩისხატი ეწოდა XVIII ს-ში, როდესაც აქ გადმოასვენეს ბექა ოპიზარის
მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ანჩის მონასტრიდან.).

ვახტანგის ბერძენი ცოლის შვილებიდან მოკვდა ლეონი. მირდატს რომელსაც შეევაჭრა


მეფე დაჩი, და ტერიტორიები გაუცვალა. მეფემ აიღო ის ქვეყანა, რომელიც მოქცეული
იყო ეგრისწყალსა და კლისურას შორის, ეს იყო მირდატის დედულეთი საზღვარი საბერ
ძნეთის სამფლობელოსთან. მის ნაცვლად მისცა ჯავახეთი ფარავნიდან მტკვრამდე. დაი
ჭირა მირდატმა ქვეყანა ფარავნიდან და ტაშისკარიდან, ვიდრე სპერის ზღვამდე და იქ
ერისთავობდა და მორჩილი იყო მეფე დაჩისა. მირდატი ქრისტიანული აღმშენებლობით
იყო დაკავებული. მისგან აგებულ ტაძართა შორის გამოირჩევა წყაროსთავის ეკლესია
ჯავახეთში. ამის შემდეგ დაჩის დიდხანს აღარ უცოცხლია. 515 წელს გამეფდა დაჩის ძე
ბაკურ II, მაგრამ იმავე წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი ძე
ფარსმანი V (515-523 წწ). ვახტანგის შემდგომ აქამდე ეს მეფეები მშვიდობით ცხოვრობდ
ნენ და მირდატის შთამომავლები ემორჩილებოდნენ დაჩისას. ფარსმანის მეფობისას მოვ
იდნენ სპარსელები კავად შაჰის წინამძღოლობით, მოაოხრეს ქართლი და რანი. ვინაიდ
ან ბერძნები მოუცლელები იყვნენ: თავიანთი ქვეყნის დასავლეთში მტრებს ებრძოდნენ,
არ შეეძლოთ ქართველთა შეწევნა და სპარსთა წინააღმდეგ გამოსვლა. ქართველთა მეფემ
ითხოვა სპარსთა შაჰისაგან, ეკლესიები არ მოეოხრებინა და ქრისტეს სჯული არ აეკრძა
ლა. შაჰმა შეისმინა მისი თხოვნა და ეკლესიებს აღარ შეეხო, და როცა ფარსმანმა დაუწერა
მორჩილებისა და მსახურების აღთქმა, უკან წავიდა. ამის შემდეგ გაიყვნენ ვახტანგის
შთამომავლები: დაჩის შტო ემორჩილებოდა სპარსელებს (დაჩის შთამომავალი იყო VII
ს-ის I ნახევარში ქართლის მთავრად წოდებული სტეფანოზ II- და მისი ძე წმინდა მოწამე
მეფე არჩილი), მირდატისა კი დარჩნენ ბერძნების მორჩილებაში.
VI საუკუნის I ნახევარში, ირანის შაჰმა ხოსრო I-მა დაიპყრო და შეიერთა იბერიის (ქართ
ლის) სამეფო. მან საბოლოოდ გააუქმა მეფობა და იბერია, რომელსაც ხანგრძლივი სახელ
მწიფოებრივი ტრადიციები და მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსული ჰქონდა, ირ
ანის პროვინციად აქცია. მემატიანის თქმით, „დაესრულა მეფობაჲ ქართლისაჲ“, რაც 532
წელს ირანსა და ბიზანტიას შორის დადებულმა საზავო ხელშეკრულებამაც დააკანონა.
იბერიასы ამიერიდან ირანელი მარზპანები განაგებდნენ. 571-572 წლებში ამიერკავკასია
ანტიირანულმა აჯანყებამ მოიცვა. ქართლშიც დამოუკიდებელი მმართველობა აღდგა ეს
იყო ერისმთავრობის ინსტიტუტი. პირველი ერისმთავარი იყო გუარამ I კურაპალატი,
ბაგრატიონი.

საქართველოს ისტორიის მთელი ეს ხანა სპარსეთსა და ბიზანტიას შორის გამწვავებულ


ბრძოლასა და ქიშპობაში დაილია. ეს მედგარი მტრობა და სისხლის ღვრა მხოლოდ გარე
შე შემოჭრილმა ძალამ, გამაჰმადიანებულმა (მაჰმადიანობა, მუსულმანობა წარმოიშვა ჩვ.
წ.-ით VII ს-ის I ნახევარში) არაბობამ მოსპო. VII ს-ის 40-იან წლებში არაბებმა მთელი სპა
რსეთი დაიპყრეს და მეფობა გააუქმეს (არაბთა მიერ ირანის დაპყრობის და სასანიანთა
დაცემის (651 წ.) შემდეგ სპარსეთის მოსახლეობამ მიიღო ახალი რელიგია ისლამი).

საქართველოში არაბთა ლაშქრობათა შედეგად კიდევ უფრო დასუსტდა ერთ დროს სახე
ლოვანი ქართული სამეფო დინასტია ხოსროიანთა (წმ. ვახტანგ გორგასლის შთამომავ
ლებისა). არაბებმა დაიპყრეს თბილისი და საამიროს ცენტრად ააქციეს. გამაჰმადიანდა
„მრავალი ერი“. ძველი სამეფო დინასტიის თანდათანობითი გაქრობის კვალდაკვალ ყუ
რადღების ცენტრში მოექცა ბაგრატიონთა სახლი, რომელსაც ჩვენი მემატიანეები და
გრიგოლ ხანძთელიც დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებს უწოდებდნენ.

ჩვენი დიდი მეფის, ჭეშმარიტი სარწმუნოების თავდადებული დამცველის საპატივსაცე


მოდ 1980-1983 წლებში სიონზე მიშენებული ეგუტერი მის სახელზე აკურთხეს, ხოლო
1990 წელს საქართველოს წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვახტანგ გორგა
სლის მიერ დაარსებული რუსთავის ეპარქიის გულში - ქალაქ რუსთავში - აგებულიყო
მისი სახელობის საკათედრო ტაძარი.

2001 წლის 25 მარტს მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრი


არქის ილია II ლოცვა-კურთხევით მიუნხენში დაარსდა წმ. ვახტანგ გორგასლის სახელო
ბის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. იგი საქართველოს საპატრიარქოს დასა
ვლეთ ევროპის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. წმინდა მეფის მიერ დაფუძნებულ თბილი
სში მის სახელზე პირველი ეკლესია ისნის რაიონის მერვე ლეგიონის დასახლებაში, წულ
უკიძის ქუჩაზე აიგო (გაიხსნა 2008 წლის 13 დეკემბერს წმინდა ვახტანგ გორგასლის ხსე
ნების დღეს). მისივე სახელობის ტაძრები შენდება ვარკეთილში, დიდი დიღმის III მიკრ
ორაიონში და ქ. ბორჯომში.

ჩვენ კი შევთხოვოთ წმინდა მეფეს: ჵ, ყოველთა ქართველთა მამაო, კურთხეულო, ზეგარ


დამო ღმრთისა მიერ გჳრგჳნოსანო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასლანო! ევედრე მჴსნელ
სა ჩუენსა, სრულიად განაქარვნეს მწვალებელთა მზაკუვარებანი და ურთიერთმტერობი
საგან იჴსნეს მართლმორწმუნენი ერნი, რაჲთა, რომელნი ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან
ჴორცითა და სისხლითა თჳსითა მოგჳყიდნა, სიყუარულითა და მშჳდობით
ვცხონდებოდეთ, და სამ-წმიდა-არსობისა გალობითა მარადის ღმერთსა ვადიდებდეთ.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი

სისხლის პირველი ჯგუფის მატარებლები განსაკუთრებული ადამიანები


არიან

- გაიგეთ, რაში მდგომარეობს მათი განსაკუთრებულობა საიდუმლო არავისთვისაა,


რომ სისხლის ჯგუფი დიდწილად აისახება ადმიანის ხასიათსა და თქვენს ემოციურ
მგრძნობელობაზე. ცნობილია, რომ სისხლის პირველი ჯგუფის მატარებლებს ჯანმრ
თელობის თვალსაზრისით ძალიან არ გამართლებიათ. მიდრეკილნი არიან წყლულე
ბისკენ, აწუხებთ ფარისებრი ჯირკვა ლი, ხშირად განიცდიან იოდის ნაკლებობას. სხვე
ბთან შედარებით ყველაზე ხშირად ტანჯავთ ჭარბი წონა. ხანდახან ეს ადამიანები ჰიპე
რაქტიულები და ძალიან იმპულსურები არიან. და მაინც მათ საოცრად გაუმართლათ.
გაინტერესებთ რატომ? საზოგადოებაში დიდ როლს თამაშობენ და მნიშვნელოვანი ად
გილი უჭირავთ. როგორც წესი, ლიდერული ენერგიის მატარებლები არიან და მობილი
ზების საოცარი უნარი აქვთ, რაც ბევრს არ შეუძლია. იაპონელები, რომლებიც სისხლის
ჯგუფს ისეთ დიდი ყურადღებას ანიჭებენ, როგორც ჩვენ ასტროლოგიას, დიდი ხანია
მიიჩნევენ, რომ პირველი სიხლის ჯგუფის მატარებლები განსაკუთრებულები არიან.
ხშირად სწორედ მათ ანდობენ ხელმძღვანელობას, რადგან ისინი ყველაზე პასუხისმგებ
ლიანები, ორგანიზებულები და მობილიზებულები არიან. ყველაზე უკეთ შეუძლიათ
ლოგიკურად აზროვნება, "მონადირის სიფხიზლე" აქვთ. ფიზიკური დატვირთვის მიმა
რთ დადებითად ხართ განწყობილი და მის გარეშე სულიერად ეცემით, წონასწორობას
კარგავთ და წონაში იმატებთ. ჯერ კიდევ არ გაგირკვევიათ თქვენი სისხლის ჯგუფი?
მაშინ სასწრაფოდ გაიკეთეთ ანალიზი და აუცილებლად გაიგეთ.

პენი ლეინი
აღმოჩენა, რომელიც საქართველოს და მსოფლიოს ისტორიას
შეცვლის…
რატომ დაინტერესდნენ გერმანელები დიდნაურის გათხრებით…

პროფესიით ეკონომისტი ბადრი ხვადაგიანი დიდნაურის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობაში


აქტიურადაა ჩართული. რა აღმოაჩინეს რამდენიმე თვის წინ საქართველოს ტერიტორიაზე და
როგორი იყო ჩვენი ისტორია ძვ. წ.-ის მე-10 საუკუნეში…
– დედოფლისწყაროსთან ახლოს, სადაც დიდნაურის ტერიტორიაა, სადაც პროფესორმა და
მკვლევარმა კიაზო ფიცხელაურმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთა. 10-10-ზე გათხარეს და გამოჩნ
და კედელი, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა…
– ისტორიულად, თუ გქონდათ მანამდე ინფორმაცია ამ ადგილის შესახებ?
– არა, ისტორული ინფორმაცია არ არსებობდა. იქ მკვლევარებისთვის იმდენი ადგილია საინტე
რესო, რომ ბატონი კიაზოც დაინტერესდა. მიადგა ერთ გალავანს, რამაც ცხადყო, რომ აქ ადრე
რაღაც არსებობდა. პირველი გათხრები გერმანელმა მეცნიერმა დააფინანსა, სწორედ ამას მოჰყვა
ეს აღმოჩენა. ამ დროისთვის გვაქვს გალავნის 7-მეტრიანი მონაკვეთი სიგანეში და დაახლოებით
15 მეტრი სიგრძეში და, ვფიქრობთ, მთლიანად ძალიან დიდ ტერიტორიას მოიცავს. თითქოს
მთლიანი კედელი წაქცეულია, სავარაუდოდ, არა ომებისგან, ალბათ უფრო სტიქიისგან. ეტყობა,
დიდი მიწისძვრა ან რაიმე დამანგრეველი მოხდა, სხვაგვარად ამ კედელს ვერ წააქცევდნენ. ამის
შემდეგ მეცნიერთა აკადემიაში შეიკრიბა დიდნაურის საბჭო, სადაც ერთ-ერთ წევრად ამირჩიეს
და ბედნიერი ვარ, ამ სამეცნიერო საბჭოს დავესწარი. გვქონდა პირველი გათხრების და ცნობებ
ის პრეზენტაცია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ადგილზე უფრო ძველ აღმოსავლეთ თან
დაკავშირებული ქალაქი-სახელმწიფოს მსგავსი ტიპის დასახლება არსებობდა, რომელიც თარიღ
დება დაახლ. ძვ. წ.-ის X ს-ით… ნაპოვნია ნივთები, მათ შორის ფიგურა – მეომარი ეტლით. თუ
ეს ეტლი ადასტურებს იმას, რომ იმ სახელმწიფოს ასეთი ჯარი ჰყავდა, მაშინ სერიოზული სახე
ლმწიფო ყოფილა. გარდა ამისა, კიდევ გვაქვს ხელჩასაჭიდი ნიშნები, რითაც მტკიცდება, რომ ამ
ტერიტორიაზე, მართლაც, არსებობდა ქალაქი-სახელმწიფო. დაინტერესება ძალიან დიდია, სახე
ლმწიფო დონეზე, თუმცა, საქმე მაინც ნელა მიდის წინ. იმის გამო, რომ მე საჯარო მოხელე ვარ,
გადავწყვიტეთ, საკრებულოში პრეზენტაცია მოგვეწყო, მაგრამ ჯერ შევჩერდით. ველოდებით,
კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ისტორიასთან…
– რისი მოლოდინია?
– ისტორიაში დღემდე უცნობი ქალაქ-სახელმწიფოს აღმოცენის და დამტკიცების მოლოდინი
გვაქვს. აღმოსავლეთ საქართველო, ზოგადად, დატვირთულია აღმოსავლური კულტურით და
ძველი ცივილიზაციებით. მოგეხსენებათ, რომ იბერიული ტომების ზემოთ ამოსვლა შუამდინა
რეთიდან იწყებოდა, სავარაუდოდ, ალბათ უფრო შევიწროების და ომების გამო. რადგან ამ ტერი
ტორიაზე ასეთი ტიპის სახელმწიფო არსებობდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მთლიანად საქართვე
ლოს კარიბჭე იყო. მომავალ კვირას ვაპირებთ ისევ ჩასვლას, საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები
ჩატარდა და, სამწუხაროდ, მე ჯერ ცნობები არ მაქვს.
– რა სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ საბოლოო შედეგი მიიღოთ?
– პირველ რიგში, საჭიროა თანხების მოძიება. უწინარესად, ჩვენ ვმუშაობთ ინვესტორების
მოსაზ იდად. რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტრო და მეცნიერებათა აკადემიაც ჩართულია.
ცოტა ხა ნში ფონდსაც შევქმნით. საკმაოდ დიდია დაინტერესება, მაგრამ უფრო მეტად
უცხოელები აქტი ურობენ…
– თუ დადასტურდა, რას შეცვლის მომავალში?…
– პირველ რიგში, აღმოჩნდება ის, რომ გავიგებთ, თურმე ჩვენთან არსებობდა ქალაქი-სახელმწი
ფო! ამ პერიოდისთვის ჩვენთან არსებობდა დასახლებები, ქალაქები, მაგრამ ქალაქი-სახელმწი
ფო არა. ფაქტობრივად, ისტორიაში გადატრიალება მოხდება.
– თქვენ როგორ დაუკავშირდით ამ ყველაფერს?
– 2014 წ. დავინიშნე თბილისის მუნიციპალიტეტში, მთაწმინდის რაიონის გამგებლის
მოადგილ ედ ინფრასტრუქტურის დარგში. მთაწმინდის რაიონი ისტორიული რაიონია და
ბევრი ძალიან საინტერესო მასალა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურას
განვაგებდი, გამგე ობაში მუდმივად ურთიერთობა მქონდა ისტორიკოსებთან,
არქიტექტორებთან… თავადაც ძალიან დაინტერესებული ვარ ჩვენი ქვეყნის ისტორიით…
– პროფესია…
– პროფესიით ეკონომისტი ვარ. მიმუშავია სხვადასხვა განხრით. მსოფლიო ბანკის პროექტში სო
ფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ვმუშაობდი. როდესაც რეფორმა მიმდინარეობდა და
მიწის აზომვის ახალი სტრუქტურა, რეესტრი ყალიბდებოდა, იქაც ვმონაწილეობდი, ეს იყო 1997
წელს. ასევე ისტორიკოსების ძალიან ფართო სამეგობრო წრე მყავს, ბუნებრივია, კახეთის რეგიონ
შიც, სადაც მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩემი პირადი მეგობრები არიან დედოფლისწყაროში ცნო
ბილი თავაძეების ოჯახი. როცა არქეოლოგებს ძალიან უჭირდათ და დაინტერესება არ იყო, კერძ
ოდ, ბატონ კიაზოს გათხრებისთვის რესურსი არ ჰქონდა, ეს ოჯახი და უშუალოდ დაჩი თავაძე
კიაზოს ყველაფერში ეხმარებოდა, გვერდით ედგა. სწორედ მაშინ შევხვდით ჩვენ. ძალიან დამაი
ნტერესა ამ ფაქტმა, მაშინ ბატონმა კიაზომ მთხოვა, რომ გავწევრიანებულიყავი დიდნაურის საბ
ჭოში. მას შემდეგ ვცდილობ, კერძო ბიზნესთან, ფონდებთან და ჩემს არეალში რაც ჯდება, ჩემი
წვლილი შევიტანო ამ პროექტში. იმედი მაქვს, მალე შეგოროვდება თანხა, რომ უფრო მასშტაბუ
რი ღონისძიებები დავიწყოთ.
– ოჯახი…
– 2000 წელს, როდესაც მსოფლიო ბანკში ვმუშაობდი, გამიტაცა თეოლოგიამ და ისტორიამ.
მაშინ საინტერესო მოძღვარი მყავდა, რომელიც ძალიან კარგი თეოლოგი იყო. 2000 წელს
დანიშნეს სვე ტიცხოვლის წინამძღვრად, პატრიარქის მოსაყდრედ. ბერ-მონაზვნად წასვლის
დიდი სურვილი მქონდა, მსოფლიო ბანკში მუშაობას თავი დავანებე და წავედი მონასტერში.
მაშინ წავიკითხე ძა ლიან ბევრი ძველ ცივილიზაციაზე. მახსოვს, იმ პერიოდში მეუფე ზენონმა
დაიწყო წიგნზე მუ შაობა სახელწოდებით: “სამხრეთის კარიბჭე”. ისე მოხდა, რომ მეც ჩართული
ვიყავი, ბევრი საინ ტერესო რამ გავიგე, ზოგადად, საქართველოს ისტორიაზე და ქართულ
ტომებზე. სვეტიცხოველში მეუფე ზენონთან ერთად ორი წელი ვიყავი, ამის მერე ეპისკოპოსად
აკურთხეს დმანისში და იქ გადავედით. თუმცა, მინდა კიდევ უფრო უკან წარსულში გადავიდე
და გითხრ ათ, რომ 20 წლის ვიყავი 16 წლის ნინო სალუქვაძეზე რომ დავქორწინდი, ერთ წელში
გავცილდ ით ერთმანეთს. გვყავდა შვილი და, რა თქმა უნდა, მე მათთან ხშირი ურთიერთობა
მქონდა, პერ იოდულად შერიგებას ვცდილობდი, მაგრამ ვერაფრით ვთანხმდებოდით. უკვე
ბერად აღკვეცას ვაპირებდი, ნინომ გაიგო და დამირეკა, მივხვდი, რომ არ ესიამოვნა. სწორედ ამ
პერიოდში მეუ ფე ზენონმა მითხრა, რომ ყოფილ მეუღლესთან შერიგება კიდევ ერთხელ მეცადა.
უფლის წინაშე მართლები არ ვიქნებით, თუ ბავშვს დატოვებ და ეკლესიაში წახვალო. მართლაც,
მეუფის რჩევა გავითვალისწინე, ნინოც შემირიგდა და მოხდა ისე, რომ 13 წლის გაცილების
შემდეგ ისევ ერთ ად განვაგრძეთ ცხოვრება. მაგრამ ეს პერიოდი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო
ჩემთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად მეუფე ზენონმა, და არა მარტო მან, ძალიან ბევრმა
სასულიერო პირმა, მათთ ან, ისტორიკოსებთან, თეოლოგებთან ურთიერთობამ ძალიან ბევრი
რამ შემძინა. სწორედაც ამის ნაყოფია, რომ დღესაც სხვანაირად აღვიქვამ მოვლენებს.
დამერწმუნეთ, ეს თუ ის აღმოჩნდა, რას აც ჩვენ ვფიქრობთ, ისტორიაში ძალიან დიდ
გადატრიალებას მოახდენს. არა მარტო საქართველ ოს, არამედ, ზოგადად, მსოფლიოს
ისტორიაში. ისევ დიდნაურზე მინდა ვთქვა, რომ ახლა ვარკვ ევთ, რამდენად დიდია ჩვენი
აღმოჩენა. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად არის, რომ აქ უკვე ქა ლაქი იყო. ახლა აქ მიდის
მსჯელობა, რომ მხოლოდ ქალაქი იყო თუ სახელმწიფოც. თუ დადასტ ურდა, რომ
ზემოხსენებული მეომრის ფიგურა იყო ადგილობრივი რეგულარული ჯარის ნაწი ლი, ესე იგი,
აქ არსებობდა სახელმწიფო და თან ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მუდმივ ბრძო ლებში მყოფ
აზიის ხაზს აკავებდა. ახლა მიდის ციტადელის შიდა რგოლში მუშაობა. იქ უნდა აღმოჩნდეს
ყველაფერი. თუმცა საბოლოოდ ისევ ფინანსებთან მივდივართ. იმედი გვაქვს. ამ
წინააღმდეგობასაც გადავლახავთ და მალე ისტორიულ მონაკვეთს დღის სინათლეზე
გამოვიტანთ…

ნინო ჯაჯანიძე
დეირ ელ-ბაჰრი
ეგვიპტის ისტორიაში, 20-მდე ქალმა დაიკავა ტახტი და მართა ქვეყანა, როგორც ფარაონმა. თუმცა
არც ერთი მათგანი, არ ყოფილა ისეთი სრულყოფილი, როგორც ჰატშეპსუტი.

დედოფალი ჰატშეპსუტის სახელს არაერთი გრანდიოზული არქიტექტურული ანსამბლი და ამბ


იციური პროექტი უკავშირდება. თვით მისი პიროვნება, ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობია ძველი
ეგვიპტის ისტორიაში. ქალი რომელიც გახდა ფარაონი; მან თავი წარმოადგინა როგორც ტახტის
სრულუფლებიანმა მემკვიდრემ და ამონ-რას შვილმა. ისევე როგორც მისი ცხოვრება და მოღვაწე
ობა იყო გამორჩეული, მისი სულის მოსახსენებელი ტაძარიც სრულიად რევულუციური პროექ
ტი იყო იმ დროისათვის. დედოფალის ბრძანებით ძვ. წ XVI ს-ში დაიწყო ნახევრად კლდე
ში ნაკვეთი დეირ ელ-ბაჰრის ტაძრის მშენებლობა. წარწერებში ვკითხულობთ და ეს არქ
ეოლოგიური კვლევებითაც დასტურდება, რომ ნილოსის სანაპიროდან 7კმ-ის სიგრძეზე
მიემართებოდა სარიტუალო გზა, მის ორივე მხარეს ყოველ 10 მ-ში იდგა ქვის სფინქსი,
რომელიც შემკული იყო ფარაონის ატრიბუტიკით და პორტრეტული სახე ჰქონდა. სულ
ის მოსახსენებელი ტაძარი კლდის ძირში, სამ ტერასაზეა განლაგებული. ტაძრის ფასადი
ოთხკუთხედი სვეტებითაა გაფორმებული, რომლებიც ტერასებზე მიდგმული პანდუსის
ორივე მხარესაა განლაგებული და ოსირისის უზარმაზარი ქანდაკებებითაა გაფორმებუ
ლი.ტაძარი დაფარულია ჰატშეპსუტის ცხოვრების ამსახველი სცენებით. აქაა მისი დაბა
დება, მისი დედის იაჰმოსის ღმერთ ამონ-რასთან საკრალური ქორწინება, მისი ფარაონ
ად კურთხევა; დედოფალი ჰათორისაგან იღებს მფარველობას. ტაძრის პირველ ტერასა
ზე, სამხრეთ ნაწილში გამოსახულია დედოფლიეს მიერ პუნტის ქვეყანაში გაგზავნილი
ექსპედიციის სცენები. უცხოელი დედოფლის რელიეფი, დეირ ელ-ბაჰრის პირველი ტე
რასა. ჰატშეპსუტის მიერ მოწყობილი პუნტის ექსპედიციის ამსახველი რელიეფები. დე
ირ ელ-ბაჰრის ტაძარი სვეტებით შემკულ სამლოცველეობში დაახლ. 400 სხვადასხვა ზომ
ის ქანდაკება იყო განთავსებული, მათ შორსი 22 სფინქსი, 40-მდე ოსირისისა და 30-მდე
დედოფლის ქანდაკება იყო. წარწერებიდან ვიგებთ, რომ ტაძრის გარეთა შესასვლ ელს ამ
შვენებდა გრანდიოზული კარი, რომელიც ოქროთი და ვერცხლით იყო მოპირკეთებული
შიგნითა კარი კედარის ხისა იყო. არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს ბრწყინვალედ გაფორმებ
ული მონუმენტური მოაჯირები, რომელთა საშუალებითაც სამ ტერესაზე აღმართული
ტაძრის პირველი, მეორე და მესამე ეზოები და სამლოცველოები ერთმანეთთან იყო და
კავშირებული. კიბის მოაჯირის ქვედა ნაწილი წარმოადგენს კობრას თავს, რომლის დაკ
ლაკნილი ტანი ზემოთ მიუყვება ტერასაზე შედგმულ უზარმაზარ მოაჯირს. გველს ზურ
გზე შევარდენი აზის. ეს კომპოზიცია განასახიერებდა ეგვიპტის ერთიანობას. ჰატშეპსუ
ტის ტაძრის მთავარი არქიტექტორია სენმუტი, ხოლო ტაძრის მოსაპირკეთებელ სამუშა
ოებს ხელმძღვანელობდა თხუტი. სამლოცველოები მიძღვნილია ამონისადმი, ანუბისისა
და ქალღმერთ ჰათორისადმი. ქალღმერთი ჰათორი დედოფალ ჰატშეპსუტის მფარველ
ად ითვლებოდა. მისი გამოსახულებები მრავლადაა ტაძრის სამლოცველოებში, სვეტის
კაპიტელები ასევე ბოლოვდება ჰათორის გამოსახულებებით. სამლოცველოების კედლე
ბი დაფარულია რელიეფებით, ჭერიც მთლიანად მოხატულია. რელიეფებზე დედოფალი
გამოსახუ ლია ღმერთებთან ერთად. თუმცა მრავალი მათგანი დაზიანებულია თუტმოს
III-ის მმართველობის დროს, უმეტესად ჰატშეპსუტის გამოსახულებები წაშლილია, ასე
ვე განადგურებულია კარტუშები მისი სახელებით. ამ ადგილას კედარის ხე იდგა, რომე
ლიც პუნტის ექსპედიციიდან იქნა ჩამოტანილი. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ტაძრის მთა
ვარი არქიტექტორი სენმუტი იყო. წარმოუდგენელია დაწერო დეირ ელ ბაჰრზე და გვერ
დი აუარო სენმუტის დიად პიროვნებას. დედოფლის მმართველობის დროს ის უდაოდ
იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი მთელს ეგვიპტეში. სენმუტმა მისი მოღ
ვაწეობის განმავლობაში 90-მდე ტიტული მოიპოვა. აქედანვე ირკვევა, რომ ის იყო დიდი
განათლებისა და ნიჭის მქონე ადამიანი. ჰატშეპსუტმა სწორედ სენმუტს მიაბარა მისი ქა
ლიშვილი ნეფერურე (შემდგომში თუტმოს III-ის მეუღლე) აღსაზრდელად. სენმუტი ასე
ვე იყო ამონის მთავარი ქურუმი და ეგვიპტის ვეზირი, მას ასევე ჰქონდა დედოფლის საძ
ინებლისა ზედამხედველი ტიტული. ასევე უსაზღვრო იყო მისი ცოდნა ასტრონომიაში,
მისი სამარხის კედლები დაფარულია უამრავი ასტროლოგიური შინაარსის მქონე რელიე
ფებით. ასევე სადაო და საეჭვო იყო დედოფლისა და მისი ვეზირის ურთიერთობა. მათი
მჭიდრო და ახლო ურთიერთობა გარკვეულ ეჭვებს ბადებდა მათი სასიყვარულო ურთიე
რთობის შესახებ. ქვემოთ მოცემული სურათი, ტაძართა ახლოს, კლდეში ნაკვეთ სამარხ
შია აღმოჩენილი. მასზე გამოსახული არიან ჰატშეპსუტი და სენმუტი ინტიმური ურთი
ერთობის დროს. აშკარაა რომ ეს უბრალო, სამარხებზე მომუშავე მუშების ნახელავია და
მათ შორისაც ფართოდ იყო გავრცელებული იდეა, დედოფლისა და მისი ვეზირის სასიყ
ვარულო კავშირის შესახებ.
ტურინის სუდარის საიდუმლო
იტალიის ქალაქ ტურინში, საკათედრო ტაძარში ინახება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი
უდიდესი სიწმინდე - სუდარა, რომელშიც იესო ნაზარეველი გაახვიეს გარდაცვალების შემდეგ.
თანამედროვე ღვთისმეტყველები სუდარას “მეხუთე სახარებას” უწოდებენ, რადგან მასზე სასწა
ულებრივადაა აღბეჭდილი ის ვნებანი,რომელიც მაცხოვარს ჯვარცმისას მიანიჭეს. გადმოცემის
თანახმად, სუდარა თავდაპირველად წმინდა პეტრე მოციქულთან ინახებოდა, შემდგომ კი გადა
ეცემოდა მოციქულებს. ქრისტიანების დევნის დროს სუდარას მალავდნენ, რადგან იუდეველე
ბი და რომაელები ქრისტიანული რელიკვიების განადგურებას ცდილობდნენ. ქრისტიანობის
ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ სუდარა ჯერ კონსტანტინეპოლში, V ს-იდან კი
ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაზილიკაში დააბრძანეს. ხატმებრძოლობის დროს
სუდარა იერუსალიმში გადაიტანეს, შემდეგ კი უკან დააბრუნეს. 1204 წელს ჯვაროსნებმა დაარ
ბიეს ბიზანტია. სუდარა საუკუნე-ნახევრის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. 1355 წ.
სუდარა გრაფ გოტფრიდ I-ის საკუთრება გახდა, რომლის შვილიშვილმაც დღემდე გაურკვევე
ლი მიზეზების გამო სუდარა ლუდოვიკო სავოიელის მეუღლეს გადასცა. ლუდოვიკოს ვაჟმა
ამადეი IX-მ სუდარის შესანახად საგანგებო ეკვდერის აგება ბრძანა. 1578 წელს სავოიის ჰერცოგ
მა ემანუელ ფილიბერტმა და მისმა მეუღლემ სუდარა თავიანთ ციხესიმაგრეში გადაიტანეს, სა
დაც წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძართან მარმარილოს ეკვდერი ააგეს. სუდარა სპეციალ
ურ ვერცხლის ზანდუკში ინახებოდა. დღეისთვის სუდარას ტყვიაგაუმტარი მინა იცავს, ასევე
საგანგებო აპარატი.
1898 წლის 25 მაისს ტურინის რელიგიური ხელოვნების ნიმუშთა გამოფენაზე გამობრძანებუ
ლი სუდარა ტურინელმა ადვოკატმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა სეკონდო პიამ გადაიღო და
დაბეჭდა ორი ფოტო დიდი ზომის ფურცლებზე (50X60 სმ). ფირის გამჟღავნებისას კი მოხდა იმ
დროისთვის მეცნიერულად აუხსნელი და წარმოუდგენელი მოვლენა: ნეგატივზე გამოჩნდა
მშვიდი და კეთილშობილი მამაკაცის ფოტოგამოსახულება. სწორედ ამან დაუდო სათავე ტური
ნის სუდარის მეცნიერულ შესწავლას, რომელიც XX ს-იდან რამდენიმე მიმართულებით გაიშა
ლა. პირველ რიგში ყურადღება მიექცა სუდარის ავთენტიკურობის დადგენას. ექსპერიმენტებმა
დაადასტურეს, რომ ეს არის ძალიან ძველი და განსაკუთრებულად ნაქსოვი ტილო, რომელიც
მზადდებოდა მხოლოდ I საუკუნემდე, იგი პალესტინელებისთვის დამახასიათებელი წესითაა
დამზადებული. ძაფი თითისტარზეა დახვეული და ძველი წესისამებრ გათეთრებული. ნაქსო
ვია ნაძვისებურად. მის ბოჭკოებში შეინიშნება ბამბა. ეს გვიჩვენებს, რომ სუდარა ახლო აღმოსავ
ლეთში იყო დამზადებული.
1973 წელს შვეიცარიელ კრიმინოლოგ მაქს ფრეის ნება დართეს, ლაბორატორიული ანალიზისთ
ვის სუდარიდან მტვერი და სხვა ნაწილები აეღო. წმინდა სუდარაზე აღმოჩნდა 58 ტიპის ყვავი
ლის მტვერი. თავდაპირველად ექსპერტმა ვერ ამოიცნო ისინი, რადგანაც ასეთი მცენარეები ევრ
ოპაში არ ხარობენ. ფრეიმ შვიდჯერ იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში და 1978 წელს დაადგინა,
რომ 58 ტიპის ყვავილიდან 13 იზრდება პალესტინის უდაბნოში და მკვდარი ზღვის მიდამოებ
ში, 20 - სამხრეთ-დასავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში, 16 სახეობა ეკუთვნის ისეთ
მცენარეებს, რომლებიც იზრდებიან სხვადასხვა ადგილას, ევროპის ჩათვლით. დოქტორ ფრეის
აზრით, სუდარამ “მოიარა” ძველი პალესტინა, ასევე ძველი ედესა და კონსტანტინოპოლი.
მოგვიანებით ფრანგმა პროფესორმა ვანგერმა სუდარაზე სხეულის გარშემო იპოვა 28 სახეობის
ყვავილის ანაბეჭდი. 20 მათგანი ხარობს იერუსალიმში, ხოლო რვა - იერუსალიმიდან 12 მილის
შემოგარენში. ყვავილობენ მარტსა და აპრილში. ეს ზუსტად აღდგომის პერიოდს ემთხვევა.
1995 წელს ზემოთქმული დაადასტურა იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბოტანიკო
სმა კოსმა დენინმა.
ძალიან საინტერესო იყო საკითხის ნუმიზმატიკური ასპექტით კვლევა. საქმე ის არის, რომ 1931
წელს ფრენსის ფილასმა ჩიკაგოს ლიოილას უნივერსიტეტიდან სუდარაზე თვალების არეში შე
ნიშნა ორი ჭიკარტის მაგვარი საგანი. ეს მონეტებია. ებრაული ტრადიციით, მიცვალებულს თვა
ლებზე ადებდნენ მონეტებს, რათა არ გახელოდათ. მონეტები მოჭრილია იუდეის პრეფექტის,
პილატე პონტოელის დროს, 29-30 ან 30-31 წლებში. ამიტომ ამ მონეტებს „პილატეს ბისტი“ ეწო
დება. მონეტების წარწერებში დაშვებულია გრამატიკული შეცდომები. სიტყვებში „ტიბერიუსი“
და „იმპერატორი“ ლათინური და ბერძნული ასოებია აღრეული. თავდაპირველად ეს მეცნიე
რებს აბსურდული ეგონათ, მაგრამ კერძო კოლექციებში მოძიებულ მონეტებზე იგივე შეცდომე
ბი იპოვეს. მეცნიერთა აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ მონეტების უმრავლესობა პროვინციებ
ში იჭრებოდა და საკმაოდ უხარისხოდაც. აღსანიშნავია ისიც,რომ 1979 წელს, გათხრებისას ერთ
-ერთ ებრაულ საფლავში, თავის ქალაში იპოვეს ორი მონეტა, მოჭრილი 44-45 წლებში. მათზეც
იგივე გრამატიკული შეცდომები აღმოჩნდა. განსაკუთრებული ინტერესით სწავლობენ მაცხოვ
რის ტანჯვის ამსახველ მასალებს. XX ს-ის 30-იან წლებში ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფის,
ჯუზეპე ენრის მიერ გადაღებულ ფოტოზე დაკვირვებისას, სამხედრო ქირურგმა პიერ ბარბემ
(იგი ათეისტი გახლდათ და სუდარაზე ჩატარებული კვლევების შემდეგ ღმერთის არსებობა
აღიარა) შენიშნა, რომ სამსჭვალები ხელის სახსრის ზედა ნაწილზეა მოთავსებული. რომაელმა
ჯარისკაცებმა გამოცდილებით უკვე იცოდნენ, რა ადგილას უნდა მოხვედრილიყო სამსჭვალი,
კერძოდ, ხელის სახსრის ორ დიდ ძვალს შორის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლო სხეულს
ჯვარზე გაჩერება. თუმცა ეს აუტანელ ტკივილს უკავშირდებოდა. ჯვარზე აღსრულების სისას
ტიკე ბევრად იყო დამოკიდებული იმაზე, რა სახით აცვამდნენ ჯვარს. ჯვარზე გაკვრის რამდენი
მე ვარიანტი არსებობდა. პირველი ვერსიით, ჯვარცმულს ხშირად კიდურებს თოკით უმაგრებდ
ნენ. მეორე ვერსიით, მხოლოდ ხელებით აცვამდნენ ჯვარს. ამ დროს ხელები ძალიან დაჭიმუ
ლი იყო და ჯვარცმულს სუნთქვა უჭირდა. მესამე ვერსიით, სიკვდილმისჯილი ქვედა და ზედა
კიდურებით იყო მიმსჭვალული. ხშირად ფეხების ქვემოთ საყრდენ ფიცარს აჭედებდნენ. მეოთ
ხე ვარიანტი გულისხმობდა ჯვარცმას ყოველგვარი საყრდენის გარეშე. იმ დროს ჯვარცმისთვის
გათვალისწინებული იყო მაღალი და დაბალი ჯვრები. ჯვრის სიდაბლის გამო ჯვარცმულს ხში
რად მხეცები გლეჯდნენ. მაცხოვრის ჯვარცმისთვის მაღალი ჯვარი შეარჩიეს, რათა მისი დასჯი
სთვის ყველას ეცქირა.
მკვლევართა ინტერესს ასევე იწვევს ის, თუ როგორ აისახა ეს ყველაფერი სუდარაზე თითქმის
დეტალურად.
მაცხოვრის სხეულის ანაბეჭდის სუდარაზე გადასვლის შესახებ რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს:
მეცნიერებს თავდაპირველად სუდარა პროფესიონალი მხატვრის მიერ შესრულებული ტილო
ეგონათ. გაჩნდა მოსაზრება, თითქოს სუდარა ლეონარდო და ვინჩიმ მოხატა. ზემოთ ჩამოთვლი
ლმა გამოკვლევებმა კი ცხადყო, რომ სუდარაზე საღებავის კვალი არსად შეინიშნება. სხვათა შო
რის, ეს ფაქტი 1984 წელს საბჭოთა ათეისტურმა ჟურნალმაც დაადასტურა. ქრისტეს სხეული
თხის რძით განბანეს და სუდარაზე რძემ სხეულის უხილავი ანაბეჭდი დატოვა, რომელიც ხანძ
რის დროს გამომჟღავნდა. აგონიისას სხეული დიდი რაოდენობით გამოყოფს ამიაკურ ორთქლს,
რამაც ხელი შეუწყო მაცხოვრის გამოსახულების აღბეჭდვას. ამ ვერსიას მეცნიერები პირობითად
„ცეცხლოვან სხეულს“ უწოდებენ. 1988 წლის გამოკვლევებით აღმოჩნდა, რომ სისხლის ლაქები
სუდარაზე უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე სხეული გამოისახებოდა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში
მოხდებოდა, თუ სისხლის წვეთები კონტაქტში იმყოფებოდა სხეულთანაც და სუდარასთანაც.
რეალური იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ გამოსახულება სასწაულის შედეგად გაჩნდა. კონკრეტუ
ლად უფლის აღდგომისას. მეცნიერთა აზრით, აღდგომა მოხდა ცეცხლოვანი სხეულით, ღვთაებ
რივი ძალითა და ენერგიით და ამ სხეულმა დატოვა სუდარაზე ხელთუქმნელი გამოსახულება.
ცეცხლის შეხებამ ბოჭკოებში ქიმიური ცვლილებები გამოიწვია და გაამუქა, მაგრამ ეს ცეცხლი
არ განვრცობილა ფიზიკის კანონის თანახმად. მეცნიერები ამ ცეცხლს უკავშირებენ მაცხოვრის
საფლავზე გარდამომავალ ე.წ “ზეციურ ცეცხლს”. არგუმენტად მოაქვთ ის ფაქტი, რომ ზეციური
ცეცხლი თავდაპირველად მხოლოდ პატრუქს უკიდია და ფიზიკის კანონებს არ ემორჩილება.
გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერებს ისეთი მოვლენების შესწავლა უხდებათ, რომელთა
გამეორებაც თავიანთ ლაბორატორიებში არ ძალუძთ.
ქრისტესშობის 2000 წლისთავისთვის მოეწყო კიდევ ერთი გამოკვლევა, რომელშიც მეტი სანდო
ობისთვის ოქსფორდის, ბაზელისა და არიზონის უნივერსიტეტთა პროფესორები მონაწილეობდ
ნენ. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ზოგიერთი ახალი არგუმენტით შეავსეს მანამდე არს
ებული მოსაზრებები. რადიკალურად უარყოფილია მიგელ დე საიტოს თვალსაზრისი (1998 წ.)
სუდარის დახატვასთან დაკავშირებით.
2008 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა ქრისტოფერ რამსის ხელმძღვანელობ
ით სუდარა გამოიკვლიეს, რამაც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დასკვნები
გაამყარა. კერძოდ, შეისწავლეს ადამიანის სისხლის ლაქები, აღმოაჩინეს მისი კომპონენტები:
ჰემოგლობინი, ბილირუბინი და ალბუმინი. ამ უკანასკნელის მომატებული რაოდენობა მიუთი
თებს, რომ ადამიანი გარდაიცვალა სტრესულ მდგომარეობაში, წამებისას. ლეიკოციტებში ქრო
მოსომათა განლაგებით განისაზღვრა მამრობითი სქესი და კიდევ ერთხელ დადასტურდა ინფო
რმაცია სისხლის IV ჯგუფის შესახებ. 2008 წელსვე მეცნიერებმა სუდარის უზუსტესი ციფრული
ფოტოს შექმნა შეძლეს, რაც ქმნის შესაძლებლობას, დავინახოთ ქრისტეს გამოსახულების უმცირ
ესი დეტალებიც კი. დაგეგმილია ამ ფოტოს ინტერნეტში განთავსება.
დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ ტურინის სუდარა ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ სიწმინ
დეს წარმოადგენს, რომლის მრავალმხრივმა მეცნიერულმა შესწავლამაც მისი ნამდვილობა
დაადასტურა.
მეფე ერეკლეს ანასტასიასა და მუსლიმანი აშუღის სიყვარული ამბავი

ერეკლე II-ის შვილიშვილის ანასტასია ციციშვილისა და მუსლიმანი აშუღის ალავერდა


საზანდარის სიყვარულის ამბავმა მთელი იმდროინდელი დიდგვაროვანი საზოგადოება
აღაშფოთა და საქმეში კათალიკოს-პატრიარქიც ჩაერია...
ანასტასიას დედა, ერეკლე II-სა და დედოფალ დარეჯანის ქალიშვილი, მარიამ ბატონიშ
ვილი თბილისის მოურავის დავით ციციშვილის მეუღლე გახლდათ. თანამედროვეთა
გადმოცემით, მარიამი მხიარული და გულგახსნილი ქალი ყოფილა, მაგრამ მეფის გარდა
ცვალებისა (1798 წ) და ანტირუსული განწყობის გამო დედოფლის რუსეთში გადასახლე
ბის შემდეგ (1803 წ), ძალიან დანაღვლიანდა. ყოველგვარი მხიარულება აკრძალა და ქარ
ელთან ახლოს მდებარე სოფელში განმარტოვდა, სადაც ღამეებს ლოცვებსა და საღმრთო
წერილის კითხვაში ათენებდა.
ამავე პერიოდს უკავშირდება მარიამ ბატონიშვილის სამგლოვიარო ლექსების ციკლიც.
ერეკლეს ქალიშვილების პოეზიის მკვლევარი ვახტანგ კოტეტიშვილი წერდა: „საზოგად
ოება, ნებსით თუ უნებლიეთ, დაეშვა გამარუსებელ პოლიტიკის დაღმართზე, მწერლები
კი ქანაობდნენ ძველისა და ახლის შორის, იმედისა და სასოწარკვეთილების საზღვარზე,
საქართველოზე მეოცნებენი და მისთვის განწირულები. და თითქოს სიმბოლურია ის გა
რემოება, რომ XIX ს-ის ლიტერატურა ქალებმა დაიწყეს, ერეკლე მეფის სამმა ასულმა - მა
რიამ, თეკლე და ქეთევან. ვაჟკაცები აქეთ-იქით გადაცვინდნენ, ქალები კი ნაზ ცრემლე
ბით დაიტირებდნენ „ედემის ბაღს“ - საქართველოს“.
ბარბარე ქობულაშვილის ჩანაწერების თანახმად, მარიამ ბატონიშვილი „იყო სევდიანი,
ვითარცა ბაგრატიონნი, რომელთაც გვარად მოსდგამთ და უყვართ მხიარულება და ისეც
ჰქონდა თავისი სახლი დაჩვეული“.
მარიამ ბატონიშვილი გათხოვილი გახლდათ თბილისის მოურავზე დავით ციციშვილ
ზე, რომელთანაც 1782 წ. ანასტასია შეეძინა.
იმდროინდელ საქართველოში ძალიან პოპულარული იყო აშუღური პოეზია. აღმოსავლ
ეთის მუსლიმანურ ქვეყნებში აშუღი მგოსანია, რომელიც უკრავს თარს, საზს ან ქამანჩას
და ზედ საკუთარ ლექსებს ამღერებს. სიცოცხლისა და სიყვარულის მომღერალი აშუღი
ქართველ დიდგვაროვანთა დარბაისლური ქეიფის განუყრელი ნაწილი იყო.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი მურად მთვარელიძე:
- დავით ციციშვილსა და მარიამს ჰყავდათ ქალიშვილი ანასტასია, რომელიც ცნობილია
თავისი ტრაგიკული ბედით. ქეთევან ორბელიანის მონათხრობის თანახმად, მარიამ ბატ
ონიშვილი დანიშნული ყოფილა ზაზა ანდრონიკოვზე. პეტერბურგში ყოფნისას ეს ახალ
გაზრდა კაცი მდინარეზე საბანაოდ წასულა და დამხრჩვალა. როცა ანასტასიასთვის საქმ
როს სიკვდილის ამბავი უცნობებიათ, ძალიან მოუწყენია. მიუხედავად იმისა, რომ ანდრ
ონიკოვთან ნიშნობა გარიგების შედეგი იყო და საქმრო არ უყვარდა, მისმა სიკვდილმა ქა
ლზე ძალიან იმოქმედა. დაღონებული ანასტასიასთვის დარდის გასაქარვებლად, ახლობ
ლებს მისთვის ალავერდა საზანდარი მოუყვანიათ. მეცნიერის მონაყოლიდან ირკვევა,
რომ თავისი ხელოვნებით სახელგანთქმული ალავერდა თბილისის არისტოკრატული
ოჯახების სასურველი სტუმარი იყო. ალავერდა საზანდარი ხშირად სტუმრობდა ალექსა
ნდრე ჭავჭავაძის ოჯახს და მეგობრობდა გრიგოლ ორბელიანთან. როგორც ჩანს, ამ ახალ
გაზრდა კაცს, სახელოვნებო ნიჭის გარდა, ადამიანებთან ურთიერთობისა და თანადგო
მის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა და ანასტასიას ჭირისუფლადაც ამიტომ შეარჩიეს.
ალავერდამ ციციშვილის ქალისთვის საქმროს გარდაცვალებით მიყენებული ტკივილის
დავიწყებაზე გაცილებით მეტი მოახერხა, თუმცა მათ ურთიერთობას ბედნიერი დასას
რული არ ეწერა.
ალავერდას გვარის შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება, თუმცა ცნობილია, რომ მას ყვე
ლა ალავერდა საზანდრად მოიხსენიებდა. სხვათა შორის, გრიგოლ ორბელიანი თავის
ერთ ლექსში ალავერდაზე წერს: „სულით ერთნო, მოლხინენო, აწ შეკრბით, თასით, ჯამ
ით, ყანწით, აზარფეშებით. ალავერდა დასვით თასით ნაქებით, ხოჯა ბულბულ ტკბი
ლის ხმით აღუღუნეთ“.
სწორედ ამ ტკბილი ხმით უმღეროდა ალავერდა ანასტასიას. თავადის ასულსა და საზან
დარს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. ალავერდამ ქალიშვილი მოიტაცა და
თბილისის აბანოების მახლობლად, მუსლიმანებით დასახლებულ უბანში მდებარე სახ
ლში წაიყვანა. ამ ამბავმა ქართველ დიდგვაროვანთა აღშფოთება გამოიწვია. საქმეში ჩაე
რია კათალიკოს-პატრიარქი და ანასტასია სახლში დააბრუნეს. უცნობია, როგორ განვით
არდა შემდეგ მოვლენები, მაგრამ ამ ამბიდან მალევე ანასტასია გარდაიცვალა. როცა ეს
ალავერდამ გაიგო, პროტესტის ნიშნად სალამური გატეხა და აბანოსთან მდებარე გამოქ
ვაბულში შევიდა. იქიდან უკვე მხოლოდ მისი აზანი, ანუ ცრემლიანი ლოცვა ისმოდა,
რომლის მოსასმენად მთელი ქალაქი დადიოდა. ის სიცოცხლის ბოლომდე დარჩა თავი
სი სიყვარულის ერთგული და ცოლი აღარ მოუყვანია.
ალავერდა საზანდარის შემდგომი ცხოვრების შესახებ მეტი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ,
თუმცა ერთი რამ ცხადია - ქართველმა დიდკაცობამ სასტიკად დასაჯა შეყვარებული სა
ზანდარი და ცხოვრების გზა-კვალი აურია...
მაგრამ უბედურებას ვერც ანასტასია გადაურჩა.
ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვალებამდე ახალგაზრდა ქალი ჭკუიდან შეშლილა.
თამარის საფლავის საიდუმლოება
ჯაბა სამუშია

ჩვენი ერის წარსულში ბევრი რამ არის ბურუსით მოცული, მაგრამ თითოეულ ქართველს რომ
ჰკითხო, ყველაზე გასაიდუმლოებული მოვლენა რომელია საქართველოს ისტორიაში, ბევრი
უყოყმანოდ თამარ მეფის დასაფლავების ბურუსით მოცულ ამბავს დაასახელებს. აგერ უკვე რამ
დენი საუკუნეა, რაც თამარის დასაფლავებისა და მისი დაკრძალვის ადგილი დავის საგანია. სა
ქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მიუთითებენ თამარის საფლავს. ხალხი კი ათასგვარ ლე
გენდას ყვება მეფე ქალის დაკრძალვის შესახებ.
თამარის დასაფლავების ირგვლივ ხშირად გაიგონებთ არაერთ ისტორიას. ტრადიცია საკმაოდ
მტკიცეა და ამიტომაც საქართველოს სხვადასხვა მხარეში დღესაც კი სჯერათ, რომ თამარი სწო
რედ მათ კუთხეშია დაკრძალული. სავსებით სამართლიანად მიუთითებს მკლევარი ივანე ლო
ლაშვილი, რომ “ქართველთა ყველა ტომს უნდოდა, თამარის ნეშტი მის მხარეში ყოფილიყო და
კრძალული”. თამარის საფლავს უთითებენ ვარძიაში, გელათში, სვანეთში, კახეთში...
თამარის გასაიდუმლოებული აკლდამის ვითომდა ადგილსამყოფლის ჩამოთვლა საკმაოდ შორს
წაგვიყვანს. ამ თემაზე შექმნილ ლეგენდათა უმრავლესობა ერთმანეთს ჰგავს: თამარს საიდუმლ
ოდ ასაფლავებენ. ზოგ თქმულებაში, თორმეტ კუბოს სხვადასხვა მიმართულებით წაიღებენ და
ფარულად მარხავენ. არავინ უწყის, რომელშია ჩასვენებული თამარი. ზოგი ლეგენდის მიხედვ
ით, მესაფლავეები თავს იკლავენ, რომ არ გასცენ და გაამჟღავნონ თამარის დაკრძალვის ადგი
ლი. ასევე საინტერესოა, რომ რატომღაც თამარ მეფის საფლავის გასაიდუმლოება ხდება გარეშე
მტრის შიშით. აი, მაგალითად, ხალხური გადმოცემა “თამარ მეფის საფლავი ვარძიაში”. ეს თქმუ
ლება უშუალოდ თამარს ათქმევინებს: “ვაი თუ მართლა მიცვალების შემდეგ ჩემი გვამი ამ ურჯ
ულოს ხელში ჩაუვარდეს”. ამის გამო მეფემ ბრძანა: “როდესაც ჩემი აღსასრულის დღე მოვიდეს
და გარდავიცვალო, ამ მონასტერში მიწის პირად დამასაფლავეთ და ეს სამი ბოძი ამ მონასტერს
მაშინ შეუდგითო”. მართლაც, თამარის გარდაცვალების შემდეგ, ოსმალო ფაშამ მეფის საფლავის
მოძიება და შეურაცხყოფა განიზრახა. “შევიდა ფაშა მონასტერში, ნახა სამი ბოძი და შედგა: არ
იცოდა, რომელი ბოძისთვის მოეკიდა ხელი, რომელი ბოძი გადმოექცია და ამოეღო სამარიდან
თამარის გვამი. ბევრი ფიქრის შემდეგ ფაშა პირველ ბოძს მიადგა და დაუწყო ნგრევა. ბოძმა ხმა
ამოიღო და ფაშას უთხრა: - მე ტყუილად მანგრევ, აგე ამ მეორე ბოძის ქვეშ არის თამარი დასაფ
ლავებულიო”. ფაშამ მეორე ბოძის დანგრევაც გადაწყვიტა, მაგრამ არც იქ და არც მესამე ბოძის
ქვეშ არ აღმოჩნდა თამარის საფლავი. “გაუკვირდა ფაშას, ღმერთს დიდება შესწირა და სთქვა: -
ცოცხალიც დიდებული და ძლიერი იყავ და მიცვალებულიც არა ჰკარგავ შენს დიდებასა და
ძლიერებასო”. ან არადა, მეორე ლეგენდა - “თამარ მეფის საფლავი გელათში”: “შაჰ აბასი დამუქ
რებია თამარს, სტამბოლი რომ ჩამოართვა თამარმა მოხერხებით... ამ მოტყუებისთვის ცოცხალი
ხომ ვერ ჩაგიგდე ხელში, მკვდარს მაინც გიშოვიო”. მიუხედავად იმისა, რომ ამ ლეგენდებში აშ
კარა ანაქრონიზმია როგორც ოსმალთა ფაშის, ასევე შაჰ-აბასის მოხსენიება (ამ ციკლის ნაწარმოე
ბებში ეს ხშირი შემთხვევაა), მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ თამარის საფლავს მალავენ მუსლიმან
დამპყრობელთა გამო, მეტად ნიშანდობლივი დეტალია. მართებულად შენიშნა მკვლევარმა კონ
სტანტინე გრიგოლიამ, რომ ასეთი სახის თქმულებების გაჩენა მხოლოდ თურქ-ოსმალებისა და
ყიზილბაშური ირანის გამუდმებული შემოსევების შემდეგ შეიძლება წარმოშობილიყო. უნებლ
იეთ იბადება კითხვა: ნუთუ რამე სიმართლე შეიძლება იმალებოდეს ამ გადმოცემათა მიღმა? რა
თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ ოსმალეთის ფაშასთან თუ შაჰ-აბასთან თამარის დაპირისპირების
ისტორიას. ეს ნამდვილად ხალხის ფანტაზიის ნაყოფია. ლაპარაკია იმ ტენდენციაზე, რომ რატო
მღაც ლეგენდებში საგულდაგულოდ მალავენ თამარის საფლავს. მაგრამ სანამ ამ შეკითხვაზე გა
ვცემდეთ პასუხს, ორიოდე სიტყვით იმ ცნობათა შესახებ, რომლებიც თამარის გარდაცვალებისა
და დასაფლავების თაობაზეა დაცული ოფიციალურ მატიანეთა ფურცლებზე.
1206 წლის ზაფხულში თამარ მეფე ნაჭარმაგევში ისვენებდა. სამეფო სასახლეში მხიარულება სუ
ფევდა, მაგრამ გარშემო მყოფნი თვალნათლივ ამჩნევდნენ, რომ მეფე შეუძლოდ იყო. დღითი
დღე უძლურდებოდა თამარი, დიდხანს სიარული უჭირდა. საუკეთესო მკურნალები მოუყვანეს
მეფეს, მაგრამ ამაოდ, სენი თანდათან უფრო და უფრო ძლიერდებოდა. იქნებ ნაჭარმაგევის ჰავ
ამ აწყინაო და მეფექალი სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს. ქალაქის სანახებში, დასოდ წოდებ
ულ ადგილას გაიყვანეს სნეული. აქ მეფეთა დასასვენებელი იყო ოდითგანვე და იფიქრეს, იქნებ
აქაურმა კლიმატმა არგოსო. მაგრამ არც ამ ღონისძიებამ გამოიღო შედეგი. ამასობაში ზამთარიც
დადგა, მეფე თავის სასახლეში, აგარის ციხეში აიყვანეს. ხალხი ეკლესიებში ღამისთევით ლოცუ
ლობდა, უფალს შესთხოვდნენ თამარის კეთილდღეობას. მკურნალები კი ყველაფერს აკეთებდ
ნენ მეფის გადასარჩენად. მაგრამ ამაოდ... 1207 წლის 27 იანვარს ქართველთა სახელოვანი მეფე
გარდაიცვალა.
თამარის თანამედროვე ისტორიკოსთაგან ჩვენამდე სამი მათგანის თხზულებაა შემონახული:
“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”, “ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი”, “ლაშა-გიორგის
დროინდელი მემატიანე”. ყველა ეს თხზულება თამარის გარდაცვალების პერიოდშია შექმნილი.
ამდენად, ამ ავტორებს კარგად უნდა სცოდნოდათ, სად დაასაფლავეს თამარი. ამ თხზულებებში
(განსაკუთრებით თამარის ისტორიკოსებთან) მეფექალის გარდაცვალების ამბავი ისეთი ტრაგი
ზმით და მძაფრი ემოციებითაა გადმოცემული, რომ აშკარად ყოველივე საკუთარი თავალით და
ნახულისა და განცდილის აღწერას წარმოადგენს.
“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”:
“ამისთვისცა მოხედნა რისხვით მოწყალემან ღმერთმან სამკვიდრებელსა თვისსა, და მიიცვალა
მეფე თამარ ხმელსა (იგულისხმება ტაბახმელა) დგომასა შინა. მოიწია მწუხარება დიდი და მიუ
თხრობელი მკვიდრთა საქართველოსათა. და ძნელად გამწარებულნი იტყებდეს და ისხმიდიან
თავსა ნაცარსა და მტუერსა ათაბაგი და ყოველნი... და წარიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელ
ათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა. და დაუტევა სამეფო ძესა თვისსა ლაშას”.
“ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი”:
“მაშინ განვიდეს ყოველნი მწარედ მტირალნი. და თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა თუესა
იანვარსა... და აღივსო მზე ქართლისა, და საფლავმან სადიდებელად თვისად დაგუაჭირვა ცხო
ვრება მსოფლიო ყოველთა ქრისტიანეთა... მაშინ უკუე აღმოიყვანეს და მცირეთა შინა დღეთა
მცხეთად დადვეს, და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თვისსა შინა სამა
რხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებელთა პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა
მეფეთა თანა”.
“ლაშა გიორგის-დროინდელი მემატიანე”:
“მეფობასა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი და აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა-იგი მკვიდრობენ
წინასწარმეტყუელნი და მამათმთავარნი და მეფენი, თუესა იანვარსა თორმეტსა, დღესა ოთხშა
ბათსა, აგარათა სომხითისათა, ქორონიკონსა ოთხასოცდაშვიდსა. დამარხეს ახალსა მონასტერსა,
გელათს”.
თამარის საფლავის შესახებ ცნობები ქართულ ნარატიულ (თხრობით) ძეგლებში ამით არ ამოი
წურება. ჩვენს ხელთაა ასევე მეტად საინტერესო დოკუმენტი, 1260-1267 წლებში შედგენილი,
ლიხთ-იმერთა მეფის, დავით ნარინის მეუღლე თამარის მიერ გელათის მონასტრისადმი შეწირ
ული სიგელი. მასში დედოფალი საგანგებოდ აღნიშნავს: “და თვით იგი სიგელი და ბეღესგან ჩე
მთვის მოცემული დაწერილი დავსდევ დიდსა მონასტერსა შინა, კითხვითა, მოხსენებით და მო
წმებითა დიდისა მოძღუართ-მოძღუარისა, დავითის მწირველისა ანტონისითა, დიდისა მონასტ
რისა წინამძღურისა, პატრონთა მწირველისა იოვანესითა, პატრონთა გამზრდელისა, თამარის
მწირველისათა ილარიონ ფავნელისათა...” როგორც ვხედავთ, XIII ს-ის II ნახევარში გელათში
თამარის საფლავი ცნობილია და მას მწირველიც ჰყავს მიჩენილი - ილარიონ ფავნელი, დავით
ნარინის გამზრდელი. იქვე იხსენიება დავითის საფლავიც და მისი მწირველი - ანტონი. გელათ
ის მონასტრის ძმობა ამ ორი დიდი ქართველის საფლავს საგულდაგულოდ უვლიდა. არ გამოვ
რიცხავთ, რომ ამ დროს დავითი და თამარი უკვე წმინდანად ყოფილიყვნენ შერაცხილი. თავად
სიგელი ამ მიმართულებით არანაირი მტკიცების უფლებას არ იძლევა, მაგრამ ასე განსაკუთრე
ბით ამ ორი მეფის გამოყოფა სხვა მონარქებიდან თითქოს ამ ვარაუდის დაშვების საშუალებას
გვიქმნის.
XVII ს-ის მემატიანე ფარსადან გორგიჯანიძე აღნიშნავს: “წაასვეს მამა-პაპათ სამკვიდროს საფლა
ვსა გელათ-ქუთათისისა და მიაბარეს საფლავსა და ს(ა)ხლსა ყველა - წმიდისა პატიოსანი მეფეთ
მეფე თამარი”.
ვახუშტი ბატონიშვილი გელათის მონასტერზე საუბრისას საგანგებოდ დასძენს: “ეკლესია ყოვლ
ად წმიდისა ღვთისმშობლისა... აღაშენა აღმაშენებელმან დავით მეფემან და უწოდა სასუფეველს
გენაათა და აწ უწოდებენ გელათს... ამას შინა დაფლულ არიან აღმაშენებელი, გიორგი, თამარ,
ლაშა, რუსუდან, დავით, დავით და სხუანიცა. და აწინდელი მეფენი შემდგომად განყოფისა
იფლვიან იმერთანი”.
XIX ს-შიც კი ქართველი საზოგადოებისთვის თამარი გელათში განისვენებდა. იოანე ბატონიშვი
ლი თავის “კალმასობაში” მთავარ გმირს, იოანე ხელაშვილს გელათის მონასტერში მიიყვანს, სა
დაც გაენათელი ეპისკოპოსის ბრძანებით, ადგილობრივი დეკანოზი მას მონასტერს ათვალიერე
ბინებს: “გაენათელმა უბძანა დეკანოზს წარყვანება მისი და წარიყვანა ბერი იგი... და მერე აჩვენ
ნეს საფლავნი მეფეთანი, და ამასთან - თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლისა”.
XVIII-XIX ს-ის პოეტი პეტრე ლარაძეც თამარის საფლავს გელათში უთითებს. გადმოცემით, იგი
თბილისში სამეფო ბიბლიოთეკის გამგე ყოფილა და საკმაოდ განსწავლულ პიროვნებად გვევლი
ნება. ამდენად მას უწევდა ისეთ საზოგადოებაში ყოფნა, სადაც შეუძლებელია არ ყოფილიყო
მსჯელობა თამარის განსასვენებლის თაობაზე. ასევე ნიშანდობლივია, რომ პეტრე ლარაძე ახლ
და გიორგი ავალიშვილს, როდესაც ეს უკანასკნელი გელათის მონასტერს ეწვია. ამიტომაც პეტ
რე ლარაძის ცნობა, რომ “დამარხეს გვამი მეფისა მის (თამარის) გელათსა შინა” ჩვენთვის მეტად
მნიშვნელოვანია.
გიორგი ავალიშვილმა 1819-1820 წლებში მოილოცა პალესტინის წმინდა ადგილები. მან თავისი
მოგზაურობა აღწერა საინტერესო ნაშრომში “მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე”. გიორ
გი ავალიშვილი 6 ივლისს გავიდა თბილისიდან, 20 ივლისს კი მან მოინახულა გაენათელი ეპის
კოპოსი და გელათის მონასტერი დაათვალიერა. აი, რას წერს იგი: “მარცხენით კერძო შინაგან
წმიდისა ტაძრისა ამის კედელსა ზედა იხილვებიან სახენი საქართველოს მეფეთა, დედუფალთა
და ძეთა მათთა: დავით აღმაშენებლისა და სხვათა. იატაკი, ვითარცა საკურთხეველისა, ესრეთ
ვე წინაშე კანკელისაცა არს დაფენილ თეთრისა ქვათა, ამას შინა არიან დაფლულ მეფენი: გიორ
გი, თამარ, ლაშა, რუსუდან დედუფალი, დავით, კვალად დავით და სხვანიცა, რომელთაცა სამა
რხვონი არღა უკვე იპოვნებიან ადრით ჟამითვე”.
გელათში მოღვაწე სასულიერო პირთა შორის თამარის მონასტერში დასაფლავების ტრადიცია
საკმაოდ მყარი იყო. ამიტომაც იქ მისულ მომლოცველებს საგანგებოდ აჩვენებდნენ თამარის საფ
ლავად ცნობილ აკლდამას. სხვათა შორის, ეს ტრადიცია დღემდეა მოღწეული. ზემოთ მოხმობი
ლი წერილობითი წყაროებიდან დავინახეთ, რომ თამარის გელათში დაკრძალვის ფაქტი საყოვე
ლთაოდ მიღებული იყო XIX საუკუნემდე. ამას ერთგვარად ამყარებდა ისიც, რომ ღვთისმშობლ
ის სახელობის ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ მინაშენს ხალხური ტრადიციით თამარის ეკვდ
ერს უწოდებდნენ.
ამდენად, თანდათან იმ ადგილს მივადექით, სადაც ისტორიული ტრადიციით, თამარის საფლა
ვია საძიებელი.
1846-1847 წლებში ანდრეი მურავიოვმა იმოგზაურა საქართველოსა და სომხეთში. იმერეთში ყო
ფნისას იგი მიტროპოლიტ დავით წერეთლის მიწვევით გელათის მონასტერს ეწვია და მისი სიწ
მინდეები მოილოცა. ანდრეი მურავიოვი საკმაოდ დაწვრილებით აღწერს გელათის მონასტერსა
და მის სიწმინდეებს. ავტორის მითითებით, ტაძრის გვერდითა, მარჯვენა შესასვლელი ანდრია
პირველწოდებულის სახელზეა ნაკურთხი, “უჩვენებენ ერთ კონკრეტულ საფლავს”, სადაც განის
ვენებს დიდი თამარ მეფე. მურავიოვმა იცის, რომ ხალხური გადმოცემები თამარის საფლავს უთ
ითებენ სვანეთში, ვარძიასა და სხვ. ტაძრის დათვალიერების დროს მიტროპოლიტ დავით წერე
თელს მისთვის უჩვენებია მთავარი ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთის ეკვდერი (ანუ თამარის სამ
არხად ცნობილი ნაგებობა) და მოუყოლია, თამარის ხსენების დღესთან დაკავშირებით რა წესი
სრულდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ანდრეი მურავიოვი წერს: “დავით მიტროპოლიტი
მარწმუნებდა, რომ სოლომონის მამის, ალექსანდრე მეფის დრომდე ყოველწლიურად თამარ მეფ
ის ხსენების დღეს ახდიდნენ მისი საფლავის ქვას და პანაშვიდს იხდიდნენ. ასეთი მყარი გადმო
ცემა რაღაცაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული. ადვილი შესაძლებელია, ეს ჩვეულება შეწყდა
იმ დროიდან, როდესაც მეფე ალექსანდრემ იქ დაასაფლავა თავისი მეუღლე მარიამ დადიანი”.
ამდენად, XIX ს-ის 40-იან წლებში თამარის საფლავის ქვის ახდა და პანაშვიდის გადახდა უკვე
აღარ ხდებოდა. სხვა ცნობით, ეს ტრადიცია XIX ს-ის მიწურულსა და XX ს-ის დასაწყისშიც ყოფ
ილა. მ.ალავიძეს თავის სტატიაში“თამარ მეფის ეკვდერი გელათში”,მოჰყავს მხარეთმცოდნე პეტ
რე ჭაბუკიანის მონათხრობი:“გელათის მონასტერში ტრადიციად იყო რწმენა:თამარი აქ მარხიაო
და ემსახურებოდნენ გარდაცვალებისა და დაბადების დღეს. სამხრეთ-აღმოსავლეთი ეკვდერი
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელს ატარებდა თამარის გარდაცვალებამდე, თამარის გა
რდაცვალების შემდეგ კი-თამარის სახელს (რაკი თამარი წმინდანად შერაცხეს). ეს ეკლესია გარე
დან გელათის ტაძრის სხვა ეკვდერებთან შედარებით მდიდრულად არის მოჩუქურთმებული.
მონასტრის ბერებმა დოდო ჭიჭინაძემ, ეპიფანე გაბილაიამ, ეპიფანე ზაქარაშვილმა და სხვებმა
1910 წელს მიამბეს, რომ თამარის გარდაცვალების დღეს ყოველწლიურად გელათის მონასტრის
გაუქმებამდე თამარის საფლავზე (სამხრეთ კედელთან) პანაშვიდს აღასრულებდნენ. საფლავს ახ
დიდნენ ქვას (სხვათა შორის, ფიქალს ერთი ნაპირი ჩამოტეხილი აქვს), აკლდამიდან ამოყრიდნ
ენ სილას, ძვლებს, დაანახვებდნენ ყველას, რათა გაექარწყლებინათ ლეგენდა - თამარი არ მომკვ
დარა, გამოქვაბულში სძინავს, გაიღვიძებს და საქართველოს მტრისგან გამოიხსნისო...
“თამარობას (თამარის დღეობის დღეს)” - პირველ მაისს (ძვ. სტილით) მთელი საქართველო აღნი
შნავდა. გელათში ამ დღეს იმართებოდა საერთო ზეიმი: გართობა, ცხენოსნობა, ბურთაობა, სიმ
ღერა”. როგორც თამარის თანადროული, ასევე შემდეგდროინდელ ისტორიკოსთა თუ მოგზაურ
თა ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, რომ თამარის დასაფლავება საიდუმლოდ არ მომხდარა. საყვარე
ლი მონარქი ხალხმა დაიტირა და გელათში დაკრძალა. თამარის საფლავის გაუჩინარების ისტო
რია მოგვიანებით უნდა შექმნილიყო.
1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. მან მთავრობისგან
გელათის ტაძარში გათხრების ნებართვა გამოითხოვა. იმავდროულად, ქუთაისში შეხვდა ქუთა
თელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაზარის და მისგან კურთხევა მიიღო. ეს იყო პირველი და ერთა
დერთი მცდელობა, მოეძებნათ თამარ მეფის გასაიდუმლოებული აკლდამა. საერთოდ, წმიდა
ექვთიმემ რამდენჯერმე მოინახულა გელათის მონასტერი. მეცნიერის არქივში ამის ამსახველი
არაერთი ჩანაწერი არსებობს. მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ჩანაწერებისა დღემდე გამოუქვეყნებე
ლია. ექვთიმე თაყაიშვილის არქივში გელათისადმი მიძღვნილ მასალათა შორის თვალში საცე
მია მისი შავი ჩანაწერი “გელათი, 1920 წლის 26 ივლისი. თამარის ეგვტერი”. შემდგომ გვერდზე
ავტორს მიუწერია: “გელათი. 1920 წელი. იმერეთის დედოფლის თამარის ეგვტერი. ეს საფლავი
შემოწმებული 1920 წელს”. ამას მოჰყვება გაკრული ხელით ქართულად და რუსულად წარმოებ
ული რამდენიმეგვერდიანი ჩანაწერი, რომელშიც აღწერილია მეცნიერის მიერ გელათში წარმარ
თული გათხრების დეტალები.
გელათში მასშტაბური გათხრების ჩატარების იდეა 1920 წლამდე დიმიტრი ბაქრაძესაც ჰქონია.
ს. ღოღობერიძე, რომელმაც ფრანგულიდან თარგმნა და განმარტებები დაურთო მარი ბროსეს “სა
ქართველოს ისტორიას“, სქოლიოში აღნიშნავს: “სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი
საფლავი დიდის მეფის თამარისა. განსვენებული დ. ბაქრაძე იმ აზრის იყო, რომ თამარი გელათ
ში უნდა ესვენოს, და კიდეც გამოითხოვა ნებართვა იმერეთის ეპისკოპოზის გაბრიელისაგან
იმის სამარხის საძიებლად და იატაკის აღებას აპირებდა გელათში. მაგრამ სიკვდილმა აღარ დაა
ცალა და ვეღარ მოასწრო თავის სურვილის აღსრულება”. ამის შემდეგ ეს იდეა თითქოს მიივიწ
ყეს. 1920 წელს კი ექვთიმე თაყაიშვილმა, იმერეთის სამღვდელოებასთან შეთანხმებით, გელათ
ში, თამარის ეგვტერში 1 საფლავი გახსნა. ექვთიმესეულ ჩანაწერებში აღნიშნულია: “სასაფლაო,
თამარისად წოდებული, დასავლეთ ჩრდილოეთის კუთხესთან არის, ეგუტერისა და აქ დასავლე
თის კედელს განჯინა აქვს განიერი. მეორე სასაფლაო არის სამხრეთ აღმოსავლეთის მხრით კედ
ლის ძირში კანკელის მახლობლად. კანკელი ეგუტერისა ხისაა, უბრალო; ეგუტერს შემოსავალი
აქვს სამხრეთის კარის ბჭიდან. სარკმელი აქვს აღმოსავლეთით და საკურთხეველში და სამხრეთ
ის კედელში. სამხრეთის კარიბჭე უწინ მოხატული ყოფილა. დღეს კი ფრესკათა ფრაგმენტები
ღაა გადარჩენილი. მის მარჯვნივ თამარის ეგვტერია, მარცხნივ კი წმინდა მარინესი. თამარის
ეგვტერის ოთხკუთხედი ნაწილის ფართობი 17,6 კვმ-ია. აღმოსავლეთით აქვს მას ნახევრად მო
მრგვალებული საკურთხეველი (მისი განია 3,8 მ, ხოლო სიღრმე ცენტრიდან - 2 მ). აქვს 3 სარკმე
ლი: ერთი აღმოსავლეთის ნახევრად მომრგვალებულ კედელშია გამოჭრილი, ორიც სამხრეთის
კედელში. მათგან შემოსული სინათლე მთელს ეგვტერს ანათებს და მზიან ამინდში ყველა ფრეს
კა კარგად მოჩანს. ახლა იქ აღარც კანკელია და აღარც სამლოცველო. ინვენტარიც იქიდან გატა
ნილია”. როგორც ამ ჩანაწერიდან ჩანს, “კომისიას” გაუხსნია ერთი საფლავი, ფრესკის ძირში მდე
ბარე. ეს დასტურდება ექვთიმე თაყაიშვილის გათხრებისას წარმოებულ შავი ჩანაწერების საფუძ
ველზეც. მასში ვკითხულობთ: “ქვის ზომა თამარის საფლავისა: სიგრძე 1 მ. და 86 სმ. კედლი
დან მეორე საფლავის ქვის ზომა: სიგრძე 1 მ. (და) 90 სმ, განი 96 სმ.
გავხსენით საფლავი!
კედლები საფლავისა ამოშენებულია გათლილის ქვებით...” ამას მოსდევს ამოსვენებული ძვლე
ბის დეტალური აღწერა. მეორე საფლავის გახსნაზე ექვთიმეს ჩანაწერებში არაფერია ნათქვამი.
ამდენად, ექვთიმემ თამარის ეგვტერში ნახა ერთი აკლდამა, რომელშიც ოთხი მიცვალებული აღ
მოჩნდა. ამის შემდეგ მან მუშაობა შეწყვიტა. ექვთიმეს არ გაუთხრია თამარის ეგვტერში მოთავს
ებული სხვა საფლავები. რამდენად მართალია ის ვერსია, რომ თითქოს სამღვდელოებამ მას ცი
ლი დასწამა, გელათის საფლავებში ოქროს ეძებსო, ამის გადამოწმება დღეს ძნელია. ჩვენ კი გელ
ათში თამარის აკლდამის შესწავლისას გვიამბეს, რომ მუშაობისას, შესვენების ჟამს იქ მყოფთ წა
უკითხავთ გელათის ჩრდილოეთ მინაშენის კარიბჭეში დაკრძალული ზაქარია ქვარიანის საფლა
ვის ქვაზე გაკეთებული წარწერა:“ქ. ღმერთო შეიწყალე კათალიკოზი ზაქარია. ესე საფლავი ჩემი
არის და ვინცა ეს ჩემს უკან გახსნას, შეჩვენებულ იყოს...” ამ წყევლა-კრულვისა მუშებს შეშინები
ათ და თამარის ეგვტერში გათხრები შეუწყვეტიათ. სამწუხაროდ, ამ გადმოცემის სისწორეც ვერ
გადავამოწმეთ. ფაქტი ერთია, დიდი სამზადისის მიუხედავად, დღემდე დაუდგენელ რაღაც მი
ზეზთა გამო, ექვთიმე თაყაიშვილმა გელათში გათხრები შეწყვიტა. თამარის საფლავის საიდუმ
ლო კვლავ ამოუხსნელი დარჩა.
თამარის საფლავის ძიება მკვლევარს ორ კარდინალურად განსხვავებულ მოსაზრებამდე მიიყ
ვანს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ორივეს არსებობის უფლება აქვს. ქართველთა თაობები
საუკუნეებია ეძებენ სათაყვანებელი მეფექალის საფლავს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ კონკრე
ტული ნაბიჯი მხოლოდ ერთხელ გადაიდგა - ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. მანაც, სამწუხაროდ,
საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ვიდრე თამარის საფლავის გასაიდუმლოების ვერსიას მივიღებთ,
ბუნებრივია, ჯერ თავად საფლავის მოძიების საქმეში კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადავდგათ.
ამისთვის კი საჭიროა არქეოლოგიური გათხრების წარმოება გელათში. ჩვენ წინაშე ორი ვარაუ
დია. ერთის მიხედვით, თამარი დასაფლავებულია გელათის მონასტრის მთავარ ტაძარში ან თა
ვისივე სახელობის ეგვტერში, ან არადა, წმინდანად შერაცხვის შემდეგ, მისი ნაწილები საკურთ
ხეველში გადააბრძანეს. მეორე აზრით კი, თამარი მართლაც იყო დასაფლავებული ღვთისმშობ
ლის ეკლესიის სამხრეთ მინაშენში, მაგრამ მტრის შემოსევის შიშით, იქიდან ფარულად გადაუს
ვენებიათ. თამარის საფლავის ძიებისას არსებულ მასალას გელათის მონასტრამდე მივყავართ.
ასე რომ, ამჟამად ერთი რამ ცალსახად შეიძლება ითქვას: თამარი გელათშია დასაფლავებული
და მისი აკლდამაც აქ არის საძიებელი.
ჰიპოთეზა პირველი
თამარის გელათში დასაფლავების ფაქტს დიდი ტრადიცია აქვს. ყველა საისტორიო წყარო, თამა
რის თანამედროვე თუ შედარებით გვიანდელი, ხაზგასმით უთითებს, რომ სახელოვანი ქართვე
ლი მონარქის აკლდამა გელათის მონასტერშია, თავისი დიდი წინაპრების გვერდით. ამასთანა
ვე, გვიანდელ წყაროებში არსად არის აღნიშნული გელათიდან თამარის გადასვენება. საკითხა
ვია, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ერთიანად როგორ ამოიშალა ქართველთა ისტორიული
მეხსიერებიდან? კონკრეტულად სად შეიძლება თამარის საფლავის ძიება გელათში? ასეთად
დაახლოებით სამი ადგილი შეიძლება გამოვყოთ:
1. ტაძრის სამხრეთ მინაშენში ე.წ. თამარის ეგვტერი.
2. გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის საკურთხეველი და
3. ამბიონის წინ.
ტაძრის სამხრეთი მინაშენი, ე. წ. თამარის ეგვტერი
გელათში თამარის ტაძრის სამხრეთ მინაშენში, ე.წ. თამარის ეგვტერში დასაფლავების ტრადი
ცია იმდენად მტკიცეა, რომ მისი უგულებელყოფა შეუძლებელია. თამარის ცხედარს, მცხეთი
დან გადმოსვენების შემდეგ, საუკუნო განსასვენებელს ამ ეგვტერში მიუჩენდნენ. ამჟამად ეგვტე
რში ორი საფლავია. სამწუხაროდ, ორივეზე წარწერები გადაშლილია. არსებობს ვარაუდი, რომ
ეგვტერში მესამე საფლავიც არსებობდა. მისი კვალი დღეისთვის არ იძებნება. მართალია, ექვთი
მე თაყაიშვილმა ეგვტერში გათხრები წარმართა, მაგრამ, როგორც აღინიშნა, მან მხოლოდ ერთი
საფლავი გათხარა. მეორე საფლავისთვის ხელი არ უხლია. ეს იყო და ეს. კომპლექსური არქეოლ
ოგიური გათხრები მას თამარის ეგვტერში არ უწარმოებია, ამის არც სახსრები და არც სხვა საშუ
ალება იმხანად არ არსებობდა. ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. საჭიროა ეგვტერ
ის გულდასმითი შესწავლა, არა მარტო საფლავების ნახვა, არამედ ეგვტერის საკურთხევლის, მი
სი ტრაპეზის ადგილის დათვალიერება. ჩვენ ნაკლებ სავარაუდოდ მიგვაჩნია ეგვტერში არსებ
ულ მეორე საფლავში თამარის წმინდა ნაწილების არსებობა. ეს აკლდამა დავით ნარინისა და მი
სი ოჯახისა უნდა იყოს. XVIII ს-ის 30-იან წლებში თამარის საფლავად მიჩნეული აკლდამა უკვე
ცარიელი იყო. სავარაუდოდ, თამარ მეფე მანამდე უნდა გადაესვენებინათ.
გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის საკურთხეველი
თუ თამარის საფლავი მისივე სახელობის ეგვტერში არ არის, მაშინ იბადება კითხვა, სად უნდა
ვეძიოთ სახელოვანი მეფექალის აკლდამა? მოსაზრება, რომ წმინდანად შერაცხვის შემდეგ თამა
რი უნდა გადაესვენებინათ, დიდი ხანია გავრცელებულია ქართველ მეცნიერთა შორის. მართა
ლია, მას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, მაგრამ, ვფიქრობთ, დღეისთვის თამარის საფლავის ძიები
სას ეს არის ერთადერთი ლოგიკური ვარაუდი. წმინდა ნაწილების საკურთხეველში გადაბრძანე
ბის ტრადიცია უცხო არ ყოფილა საქართველოში. ჩვენც ამ მოსაზრებას უფრო ვემხრობით. საკუ
რთხეველშივე უნდა იყოს გადასვენებული დავით აღმაშენებლის ნეშტიც. XX ს-ის დასაწყისში,
გადაუმოწმებელი ინფორმაციით, დავითის აკლდამაც გაიხსნა, თუმცა იგი ცარიელი აღმოჩნდა.
დავით IV აღმაშენებლის წმინდა ნაწილებიც გელათის მთავარი ტაძრის საკურთხეველშია საძიე
ბელი. მკვლევარი ა. მურავიოვი თავის გელათში მოგზაურობის აღწერისას ამ საკითხსაც შეეხო.
იგი დავით IV-ის ტაძრის საკურთხეველში, საიდუმლო ადგილას გადასვენების დროსაც კი აკონ
კრეტებს: ეს სოლომონ I-ის მეფობისას განხორციელდა, “რათა გადაერჩინა ისინი ლეკების თავდ
ასხმისაგან”. გადასვენების ფაქტს ადასტურებს მიხეილ საბინინიც: “რაოდენსამე დროსა, ოდეს
წმინდა ეკლესიამ შერაცხა დავით მეფე წმინდანთა შორის, დიდის მოწიწებით იქმნა აღმოსვენებ
ულ წმინდა ნაწილნი მისნი და დაკრძალულ გაენათის საკრებულო ეკლესიის ტრაპეზის ქვეშ”.
ეკლესიას შესაძლებელია იგივე გაეკეთებინა თამარ მეფის წმინდანად შერაცხვის შემთხვევაშიც
(ჩვენ სხვა ვარაუდსაც ვუშვებთ, თუ როდის შეიძლება მომხდარიყო თამარის საკურთხეველში
გადასვენება. ამაზე ქვემოთ).
გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დარბაზი
ქართველ მეფეთა აკლდამები ძირითადად ტაძრის დარბაზშია საძიებელი, ამბიონის წინ. გელა
თთან ერთად, საქართველოს მეფეთა საძვალედ მიიჩნეოდა სვეტიცხოველიც. ვახტანგ გორგასა
ლი, ერეკლე II, გიორგი XII და სხვა მონარქები სწორედ ამბიონის წინ არიან დასაფლავებული. შე
იძლება აქ თამარის საფლავი ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ დაახლოებით ოცდასამი ქართველი მე
ფიდან უმეტესობის საფლავები ტაძრის მთავარ დარბაზშია საძიებელი. ვარაუდის სახით შეიძ
ლება დავუშვათ, რომ აქვე იყო დაკრძალული, ან არადა გადმოსვენებული თამარიც (რაც ნაკლ
ებ სარწმუნოა).
ჰიპოთეზა მეორე
ყველა ხალხურ გადმოცემაში თამარის საფლავი საგულდაგულოდაა დამალული. ბუნებრივია,
თამარის ნეშტის საიდუმლოდ დასაფლავების ამბავსაც აქვს არსებობის უფლება. მსოფლიო ისტ
ორიაში ცნობილია მონარქთა საიდუმლოდ დასაფლავების არაერთი ლეგენდა. ჰუნების მრისხა
ნე მბრძანებელი ატილა საკუთარი ქორწილის ღამეს გარდაიცვალა. მისი ცხედარი საგანგებო კა
რავში დაასვენეს და რამდენიმე დღეს გლოვობდენ, შემდეგ კი ღამით ჩაასვენეს სამ კუბოში (ოქ
როს კუბო ჩადეს ვერცხლისაში, ის კი უბრალო ლითონისაში ჩაასვენეს) და ფარულად დამარხ
ეს. ამ პროცესიის მონაწილე მსახურები ყველა დახოცეს, რათა ატილას საფლავი აღარავის მოეძე
ბნა. მეორე დიდი დამპყრობლის, ჩინგიზ-ხანის საფლავიც საგანგებოდ გადამალეს. სიკვდილის
შემდეგ მონღოლთა იმპერიის დამაარსებელი მისსავე არჩეულ ადგილას წაასვენეს. ლეგენდის
მიხედვით, გზაში ვინც კი ხვდებოდათ, ყველას კლავდნენ. დღეისთვის მონღოლები ჩინგიზ-
ხანის დასაფლავების მხოლოდ სავარაუდო ადგილს მიუთითებენ. თამარის საფლავის გადამალ
ვის მსგავსი ლეგენდაა დაცული სერბულ ეპოსშიც. XIV ს-ის II ნახევარში მოღვაწეობდა ცნობი
ლი სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე მარკო კრალევიჩი. იგი საკმაოდ პოპულარული იყო სერ
ბეთში, იბრძოდა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თურქთა ბატონობის წინააღმდეგ.
გარდაცვალების შემდეგ კი მის საფლავს ნიშანი არ გაუკეთეს, მტერს რომ არ ეპოვა. ასეთივე მო
ტივი დამახასიათებელია როგორც ევროპის, ასევე აზიის ხალხთა ზეპირსიტყვიერებაში. ბუნებ
რივია, მკითხველი იკითხავს - მართალია, თამარის საიდუმლოდ დასაფლავება ლეგენდაა, მაგ
რამ ეს ლეგენდა შემთხვევით ხომ არ დაიბადებოდა? ნუთუ მას არავითარი საფუძველი არ გააჩ
ნდა? როგორც უკვე ითქვა, შეუძლებელია, ეს გადმოცემები თამარის გარდაცვალების პერიოდში
გაჩენილიყო. იმხანად საქართველო იმდენად ძლიერი იყო პოლიტიკურად, რომ ქვეყანაში არავ
ის არ უნდა ჰქონოდა სათაყვანებელი მეფის საფლავის შეურაცხყოფის შიში.სხვათა შორის, ვერც
ხვარაზმელებმა და ვერც მონღოლებმა ვერ მოახერხეს დასავლეთ საქართველოში გადასვლა და
გელათის აოხრება. თამარის გარდაცვალებიდან დაახლოებით სამი საუკუნე გელათს მტრის თავ
დასხმა და აოხრება არ უნახავს. როგორც ზემოთ დავინახეთ, თამარის თანამედროვე ისტორიკო
სები კი არ ასაიდუმლოებენ მეფის დასაფლავების ადგილს, არამედ ხაზგასმით მიუთითებენ,
რომ მეფექალი გელათშია დაკრძალულიო. ამ თემაზე შექმნილ ლეგენდებში თვალში საცემია ის
იც, რომ უცხო დამპყრობელი თამარის საფლავის შეურაცხყოფას ლამობს და სწორედ ამიტომაც,
მას ბერები თუ მესაფლავეები საგულდაგულოდ მალავენ. ამასთანავე, თქმულებებისა და ლეგენ
დების სიუჟეტში თამარის მოწინააღმდეგედ გამოყვანილია ის პირები, რომლებიც რამდენიმე ს-
ის შემდეგ ცხოვრობდნენ: შაჰ-აბასი, სტამბოლის ხონთქარი, ოსმალეთის დიდი ფაშა და სხვები.
ქართველ მეცნიერთა სავსებით სამართლიანი მინიშნებით, ამ გადმოცემებში გვიანდელი მოტი
ვები იკითხება. ყოველივე ეს გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება, სადღაც მაინც იმალებოდეს სიმა
რთლის მარცვალი. ჩვენი ვალია, ყველა არსებულ კითხვას გავცეთ პასუხი, მით უმეტეს, რომ თა
მარის საიდუმლოდ დასაფლავების ლეგენდა ხალხში ყველაზე პოპულარულია. შეიძლება თუ
არა რამე ახსნა მოვუძებნოთ ამ გადმოცემებს? მკითხველს გაუკვირდება კიდეც, თუ შეიტყობს,
რომ ამ კითხვაზე შეიძლება დადებითი პასუხი მიიღოს. ერთია, ჩვენ ვეთანხმებით თუ არა ამ მო
საზრებას და მეორე,აქვს თუ არა მას არსებობის უფლება.მსჯავრი მკითხველს უნდა მივანდოთ.
1509 წლისთვის “ქუთათისს თათარნი მოვიდნენ”. მათ მოარბიეს ქალაქი და გეზი გელათისკენ
აიღეს. მემატიანეს თქმით, “დაწვეს დიდი მონასტერი გელათისა შიგნით და გარეთ”. თურქებმა
ისე გაანადგურეს მონასტერი, რომ მოგვიანებით იმერეთის მეფეს ბაგრატ III-ს დიდი ძალისხმევა
დასჭირდა,რათა კვლავ აღედგინა მტრისგან შემუსვრილი გელათი.ქართული წყაროები ბაგრატს
ამის გამო გელათის “მეორედ მაშენებელს” უწოდებენ. მისი ოჯახის ფრესკა კი დავით აღმაშენებ
ლის გვერდით არის გამოსახული. ვისაც გელათი და მისი მიდამოები დაუთვალიერებია, ადვი
ლად შეამჩნევს, რა ლამაზად მოჩანს იქიდან ქუთაისი, უქიმერიონის მთა, მასზე აღმართული ბა
გრატის ტაძარი და სამეფო სასახლე. უმშვენიერესი სანახავია ეს პეიზაჟი, განსაკუთრებით მწუხ
რისას, როდესაც წამიერად იცვლება ფერთა გამა. ისტორიკოსები ყოველთვის ცდილობენ, წარმო
სახვით აღადგინონ გარდასული მოვლენები, იქონიონ დიალოგი წარსულთან, გააცოცხლონ გმი
რები და მათი რეალური გარემო. ხშირად ეს ხერხდება, ზოგჯერ კი ასეთი მცდელობები წარუმა
ტებელია. ამჯერადაც შევეცდებით, წარმოსახვით გავაცოცხლოთ ის ავბედითი დღეები, როდე
საც ქუთაისს თურქ-ოსმალთა ლაშქარი შემოეწყო.
გელათის მონასტრის ბერები, ფაქტობრივად, შორიდან უყურებდნენ ამ ტრაგედიას. აქა-იქ ქალა
ქის თავზე კვამლი ავარდა. შემდეგ სამეფო სასახლეში იფეთქა ხანძარმა. იწვოდა საუკუნეების გა
ნმავლობაში მტრისგან შეუვალი ქუთაისი. გელათიდან ყოველივე ეს ხელის გულზე ჩანდა. ყვე
ლამ კარგად იცოდა, რომ დღეს თუ ხვალ, მტერი მონასტერსაც მოადგებოდა. გელათში ერთბა
შად ყველაფერი აირია. ბერები ხატებს, სიწმინდეებს მალავდნენ. ასეთ ვითარებაში რა ბედი შეი
ძლება სწვეოდა ორი წმინდა მეფის - დავით აღმაშენებლისა და თამარის წმინდა ნაწილებს? ვფი
ქრობთ, პასუხი ძნელი არ უნდა იყოს. ისინი, სხვა სიწმინდეებთან ერთად, უნდა გადაემალათ.
ასეთ კრიტიკულ ვითარებაში ბერები შორეულ მოგზაურობას არ დაიწყებდნენ. წმინდა მეფეთა
ნაწილები საიდუმლოდ იქვე, მონასტრის მიდამოებში უნდა დაეფლათ. არ არის გამორიცხული,
სწორედ ამან შეუწყო ხელი თამარის საიდუმლოდ დასაფლავების ვერსიის წარმოშობას. გავიხსე
ნოთ ამ ციკლის ერთ-ერთი გადმოცემა: “თამარი და დავითი გელათს ასაფლავიან... თამარი რომ
მომკვდარა, ოსმალების შიში ჰქონია ხალხს და მისი დასაფლავება ერთ წმინდა ბერს მიანდვეს.
რომ დაუსაფლავებია თამარი, თავი მოუკლავს ამ ბერს. რომ მოვბრუნდები შინ, მაინც მათქმევი
ნებენ ამასო და ისევ საკუთარი ხელით თავი მოვიკლა, ჯობია დროზეო...”
რაც ითქვა, არც სადმეა აღწერილი და არც საიდუმლო წიგნებიდანაა ამოკითხული. ეს მცდელო
ბაა ლეგენდის გაცოცხლებისა, მაგრამ წერტილი აქ არ უნდა დაისვას. ამ ლეგენდასაც აქვს დასას
რული. თურქ-ოსმალთა ქარიშხლის გადავლის შემდეგ, ბერებმა სათაყვანებელი ქართველ მეფე
თა წმინდა ნაწილები კვლავ მონასტერში დააბრუნეს, მაგრამ მათი ძველ აკლდამებში ჩასვენება
მაინც საშიში იყო და ისინი მთავარი ტაძრის საკურთხეველში დაკრძალეს საიდუმლოდ... ცხა
დია, ესეც წარმოსახვით გაცოცხლებული ლეგენდის გაგრძელებაა. ამდენად, რეალურ ისტორი
ულ ფაქტებს თუ აღდგენილ ლეგენდას მაინც მივყავართ იქითკენ, რომ თამარის წმინდა ნაწი
ლები გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში უნდა ვეძიოთ.


ი400 წლის წინ ჩაძირული ეკლესია წყლის
ზემოთ ამოვიდალი
ეკლესია წყლის ზემოთ ამოვიდა

მექსიკის შტატ ჩაპასის ერთ-ერთი წყალსაცავის ზედაპირზე გამოჩნდა 400


წლის წინ აშენებული ეკლესია. აღმოსავლეთიდან მოსულმა მტვერმა ქალა
ქში წყლის დონე თითქმის 24 მეტრით დაბლა დაწია, რის შედეგადაც გამო
ჩნდა ჩაძირული ნანგრევების დიდი ნაწილია. არქიტექტორების შეფასებით,
ეკლესია XVI საუკუნეში ააგეს ესპანელმა კოლონიზატორებმა. წყლის ზედა
პირზე გამოჩნდა კედლები, რომელთა სიმაღლეც ზოგ ადგილებში 10 მეტრს
აღწევს. აღმოჩენილი შენობის სიგრძე დაახლოებით 61 მეტრს, ხოლო სიგანე
14 მეტრს შეადგენს. ეკლესია გასული ასწლეულის 60-იან წლებში ჩაიძირა
წყალსაცავის მშენებლობის გამო. ადგილობრივებმა უკვე მოაწყვეს შენობაში
ექსკურსიები. გარდა ამისა, შესაძლებელია იქირავოთ ნავი და თავად მოინა
ხულოთ ისტორიული ნაგებობა.
აღმოჩენილია აქამდე სრულიად უცნობი ენა

ძველ ქალაქ ტუშანში (თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე) მეცნიერებმა


თიხის ფირფიტებს მიაკვლიეს, რომლის შესწავლის შემდეგ ლინგვისტებმა
განაცხადეს, რომ ენა, რომელზეც წარწერებია შესრულებული, მათთვის
აქამდე სრულიად უცნობი იყო. ფირფიტები ასურეთის მმართველთა სასახ
ლის გათხრისას აღმოჩნდა.

თიხის ფირფიტების ლურსმული დამწერლობის გაშიფვრის მცდელობისას


კემბრიჯის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გაარკვიეს, რომ ეს ენა ყველაზე
მეტად ადრე შუამდინარეთის კულტურას შეესაბამება. ამ ენაზე ზაგროსის
მთიანეთის მოსახლეობა საუბრობდა. მთიანეთი თანამედროვე ირანის დასა
ვლეთ ნაწილში მდებარეობს.

ფირფიტებში მოხსენიებულია სასახლეში მომსახურე 60 ქალის სახელი.


ასურელებს ისინი ტყვედ, სავარაუდოდ, სხვადასხვა თავდასხმის შემდეგ
უნდა აეყვანათ. ქალები საქსოვ საწარმოში საქმიანობდნენ. მათი სახელები
მეტად უცნაურად ჟღერდა, მაგალითად, უშიმანაი, ალაგაჰაი, ირსაკინა და
ბიზუნუმეი.

ლინგვისტები დამწერლობის გაშიფვრაზე ჯერ კიდევ მუშაობენ.


ბედობის დღის ისტორია - 2 და 15 იანვრის ტრადიციები

დღეს საქართველოში ბედობის დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რე


ლიგიური დღესასწაული არ არის, საქართველოში ეს ტრადიცია უკვე საუ
კუნეებს ითვლის. ძველ დროში მიჩანდათ, რომ როგორც შეხვედებოდნენ
ამ დღეს, მთელი წელი ისე გაატარებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდე
ბა, რომლის თანახმად, ბედობას ყოველთვის ხალისიანი განწყობით უნდა
შეხვდეთ.

ბედობას თავის რიტუალიც ჰქონდა. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევდა.


ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ და თუ ვინმე მეზობელი ან ნათ
ესავი ისურვებდა "კაიფეხის" პატრონის სტუმრობას, ასეთ შემთხვევაში, შეე
ძლოთ სახლიდან გასვლა და მასთან სტუმრობა. სტუმრად წასული "მფერხა
ვი" მასპინძელს უნდა სწვეოდა კოხტად და სუფთად გამოწყობილი, თან
ტკბილეული უნდა მიერთმია ოჯახისთვის, ასევე მხიარულ განწყობაზე უნ
და ყოფილიყო, ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად უნდა დაელია და უკან
დაუგვიანებლად გამობრუნებულიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხუ
ლობდნენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯა
ხის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებული იყო გაწბილებასთან
და მოტყუებასთან. ოჯახში თუ ვინმე ავადმყოფოდა, ცდილობდა ლოგინი
დან წამომდგარიყო და ფეხზე მყოფს გაეტარებინა მთელი დღე, რადგან მია
ჩნდათ, რომ თუ ბედობას ფეხზე დამდგარი და მედგრად შეხვდებოდნენ,
სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებდათ.

ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩა საქართველოში, თუმცა არა ისეთი


დიდი დატვირთვით, როგორადაც ამას ძველ საქართველოში აღიქვამდნენ.

საქართველოში ბედობას ორჯერ აღნიშნავენ - 2 იანვარს და 15 იანვარს.


რამდენ ხანს მართავდა ბაღდადს ქართველი სულეიმან ფაშა და რატომ
შეცვალა ის კვლავ ქართველმა

სულეიმან ფაშა დიდი, გახლდათ ქართველ მამლუქ მმართველთა დინასტიის ჩამომყალიბებელი


ერაყში. თუ როგორ მოხვდა იგი ერაყში, როგორ მოვიდა ხელისუფლებაში და რა ენაზე მეტყვე
ლებდა – თანამებრძოლებთან, ამას ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორი ირაკლი თოფურიძე გვიამბობს.
ირაკლი თოფურიძე: საქართველოს ისტორიის XV-XVIII სს-ბი სავსეა ისეთი მოვლენებით, რომე
ლსაც „ტყვის სყიდვა” ეწოდება. ტყვის სყიდვას მიმართავდნენ, როგორც უცხო ტომის მარბიელე
ბი, ასევე გაკოტრების პირას მდგარი ქართველი თავად-აზნაურები, რომლებიც თავიანთი ყმების
მცირეწლოვან შვილებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ყიდდნენ ახლო აღმოსავლეთის მონათა ბა
ზრებზე.მიუხედავად იმისა,რომ ტყვის სყიდვა ქართულ სამეფო-სამთავროებში დასჯად ქმედებ
ად ითვლებოდა, არ მოგვეპოვება ცნობები იმის შესახებ, რომ რომელიმე ქართველი თავადი ან
აზნაური რაიმე სახის პასუხისმგებლობის წინაშე დამდგარიყო ამის გამო. შედეგად, ახლო აღმო
სავლეთის ქვეყნებში მომრავლა ქართული ელემენტი, რომელმაც შემდგომში საკმაოდ დიდი რო
ლი ითამაშა ამ რეგიონის პო ლიტიკურ და სოციალურ განვითარებაში.ერთ-ერთი ამ ტყვეთაგანი
იყო სულეიმან ფაშა.
– რა ვიცით მისი ქართული წარმოშობის შესახებ?
– არაბული ისტორიული წყაროები და არაბული კვლევითი ლიტერატურა პირდაპირ მიუთით
ებს, რომ სულეიმანი ქართველი იყო. მისი შემდგომი მოღვაწეობა ლოგიკურად გვაძლევს იმის
საფუძველს, რომ ეს მოსაზრება გავიზიაროთ. ერაყის მმართველი დიდი რაოდენობით ყიდულო
ბდა მონათა ბაზარზე მოხვედრილ ქართველ ბავშვებს, რისთვისაც საფაშოს ბიუჯეტში სპებცია
ლური სახსრები იყო გამოყოფილი. სულეიმანი სულ 5-6 წლის იქნებოდა, როდესაც კახეთში შე
მოსულმა ლეკთა მარბიელმა რაზმმა მოიტაცა, რის შემდეგაც პატარა ბიჭი სტამბულის მონათა ბა
ზარზე ხვდება. იქ მას ერთ-ერთი ბაღდადელი ვაჭარი ყიდულობს და ბაღდადში ჩაჰყავს. ამ პერი
ოდში ბაღდადის მმართველია მამლუქი – სულეიმან ფაშა აბუ-ლაილა, რომელსაც ბაღდადელმა
ვაჭარმა ამ პატარა ქართვე ლის სახით ძღვენი მიართვა. სულეიმან ფაშა აბუ-ლაილა, როგორც ყო
ფილი მამლუქი, პატარა ქართველს მამლუქთა სკოლაში მიაბარებს, სადაც სამხედრო დისციპლი
ნების გარდა, ისწავლებოდა არაბული, ოსმალური და სპარსული ენები, ყურანი, შარიათი, მათე
მატიკა და ასტრონომია. ამგვარად, პატარა ქართველი სულეიმან ფაშა აბუ-ლაიას მონა, ანუ მამ
ლუქი ხდება. მამლუქი ხომ არაბულად „თეთრ მონას“ ნიშნავს.
– ამის შემდეგ, როგორ წარიმართა მისი ცხოვრება?
– რა თქმა უნდა, სულეიმანმა ისლამი მიიღო და გამოიჩინა დიდი ნიჭი ყველა იმ დისციპლინაში,
რომელსაც ასწავლიდნენ. ამის გამო პატრონმა იგი მონობიდან, ანუ მამლუქობი დან გაათავისუფ
ლა და ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნა თავის კანცელარიაში. შემდეგ სუ
ლეიმანი სამხრეთ ერაყის დედაქალაქ ბასრაში მიემგზავრება, სა დაც ჯერ ბასრას გამგებლის მოა
დგილედ, ხოლო შემდეგ გამგებლად იწყებს მსახურებას, სადაც მას სულეიმან აღად მოიხსენიე
ბენ. სულეიმან აღას სახელთანაა დაკავშირებული ქალაქ ბასრას დაცვა ირანის შემოტევისგან, რო
დესაც ქალაქი 13 თვის განმავლობაში ალყაში იმყოფებოდა. საბოლოოდ, სულეიმანი დანებდა
მტერს, ქალაქი ჩააბარა და თავადაც ირანელების ტყვეობაში აღმოჩნდა. თუმცა, ირანში დატრია
ლებულმა შიდა არეულობამ აიძულა ისინი გაეთავისუფლებინათ – სულეიმანი და ბასრა დაეტო
ვებინათ. სულეიმან აღა ბრუნდება ბასრაში თავის თანამდებობაზე და 2 თვის თავზე კი, 1780 წ.
პრეტენზიას აცხადებს მთელი ერაყის გამგებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სტამბულში სუ
ლეიმან აღას პრეტენზიები არასერიოზულად ჩათვალეს, მან ხსენებული წლის მარტში დატოვა
ბასრა და 80-კაციანი სამხედრო შენაერთით ბაღდადში უბრძოლველად შევიდა. შიდა არეულობე
ბით გაწამებულმა ბაღდადელებმა სიხარულით მიიღეს სულეიმანი და შვების მოლოდინში ერთ
გულება შეჰფიცეს მას. ოსმალეთის ქვეყნის ხელისუფლება იძულებული შეიქმნა, სულეიმანი
ბაღდადის ფაშას თანამდებობაზე დაემტკიცებინა.
– ესე იგი, ვისაც თავდაპირველად აჩუქეს სულეიმანი, როგორც ქართველი ტყვე და ვინც
მამლუქობიდან გაათავისუფლა, იმის თანამდებობდა დაიკავა სულეიმან აღამ?
– სულეიმან ფაშა აბუ-ლაილას გარდაცვალების შემდეგ, ბაღდადი სრულმა ქაოსმა მოიცვა. 3 წ. გა
ნმავლობაში ბაღდადის მმართველის თანამდებობაზე 3 კაცი შეიცვალა, რომლებიც სათანადოდ
ვერ ახერხებდნენ ბაღდადის მართვას. საქმე იქამდე მივიდა, რომ სტამბულიდან პირდაპირ დაი
ნიშნა ბაღდადის მმართველი, მაგრამ იქ ისეთი ქაოსი სუფევდა, ახალმა მმართველმა გზიდანვე
განაცხადა უარი ბოძებულ თანამდებობაზე. პრაქტიკულად, სულეიმან აღა ცარიელ ადგილზე
მივიდა.
– გაამართლა თუ არა ბაღდადელების იმედები სულეიმან აღამ?
– რა თქმა უნდა, გაამართლა. უპირველესად ქაოსით დატანჯულმა ბაღდადმა უსაფრთხოება იგრ
ძნო, რადგანაც ახალი მმართველის ერთგულმა მამლუქებმა აღკვეთეს ბაღდადსა და თითქმის
მთელ ერაყში ძარცვა-ყაჩაღობა. დაუნდობლად ებრძოდნენ ქურდობას. უკვე სულეიმან ფაშამ სა
ფრანგეთიდან მოიწვია სპეციალისტები, რომელთა დახმარებითაც გაიყვანა ახალი სარწყავი არ
ხები, რასაც მოჰყვა სოფლის მეურნეობის განვითარება. ფაშამ ასევე ჩაახშო ქურთული და არაბუ
ლი ტომების აჯანყებები. თუმცა, უშედეგოდ ებრძოდა ვაჰაბიტთა შემოსევებს, რომლებმაც არაე
რთხელ ააოხრეს სამხრეთ ერაყი. ქართველმა ფაშამ ძალიან დიდი ძალისხმევა გამოიჩინა თავისი
ერის წარმომადგენელთა ბაღდადში ჩაყვანასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ქართველთა კო
ლონია ბაღდადში საგრ ძნობლად გაიზარდა.
– ესე იგი, მიუხედავად ყველაფრისა, სულეიმან ფაშამ ქართველობა მეტ-ნაკლებად მაინც
შეინარჩუნა?
– რა თქმა უნდა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ წამყვან ადმინისტრაციულ და სამხედრო თანამდებობებ
ზე ინიშნებოდნენ ქართველები. გარდა ამისა, სულეიმან ფაშა თავის ქალიშვილებს მხოლოდ და
მხოლოდ ქართველ მამლუქებზე ათხოვებდა, რითაც იმოყვრებდა მათ და აძლევდა კარიერული
წინსვლის საშუალებას. ცნობილია ისიც, რომ ქართველი ყმაწვილების გარდა, სულეიმან ფაშა ქა
რთველ გოგონებსაც ყიდულობდა ოსმალეთის იმპერიის ტყვეთა ბაზრებზე, რომლებიც, როგ
ორც წესი, ბაღდადის ელიტურ ჰარამხანებში იდებდნენ ბინას. ინგლისელი მოგზაური ბეკინგე
მი, რომელიც ამ პერიოდში ბაღდადს ესტუმრა აღნიშნავს: ბაღდადში ყველაზე ლამაზი ქალები
ქართველები არიანო. ქართველ მამლუქთა კორპუსმა სულეიმან ფაშას მმართველობის პერიოდ
ში სამიდან ხუთ ათასამდე კაცს მიაღწია და საკმაოდ დიდი სამხედრო ძალა გახლდათ. არსებობს
ვერსია, რომ ყველა ეს მამლუქი და, ასევე მამლუქთა წრიდან გამოსული, ბაღდადის საფაშოს სამ
სახურში ჩამდგარი ქართველები ერთმანეთს შორის ქართულ ენაზე საუბრობდნენ. ეს დასტურ
დება უფრო გვიანი პერიოდის დოკუმენტებით. როდესაც ერაყის ბოლო ქართველი მამლუქი
მმართველი დაუდ ფაშა საქართველოში აგზავნიდა ქართულ ენაზე დაწერილ წერილებს.
– კი მაგრამ, არავის აღიზიანებდა ერაყის საფაშოში ქართველთა ამგვარი აღზევება?
– საქმე ისაა, რომ ქართველი მამლუქები მხოლოდ თავისთვის და ერთმანეთისთვის რჩებოდნენ
ქართველებად. ისინი გარკვეულწილად ატარებდნენ ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკას. წარმატე
ბულად მართავდნენ საფაშოს და პირნათლად ასრულებდნენ ცენტრალური ხელისუფლების წი
ნაშე აღებულ ვალდებულებებს. იმავდროულად, ცდილობდნენ, ეკონომიკური და სამხედრო თვა
ლსაზრისით გაეძლიერებინათ საფაშო, რათა შიდა პოლიტიკაში მიეღწიათ მაქსიმალური დამოუ
კიდებლობისთვის. მიუხედავად მრავალი აჯანყებისა, საფაშო უფრო სტაბილურად გამოიყურებ
ოდა, ვიდრე ოსმალეთის იმპერიის სხვა დანარჩენი პროვინციები. გამომდინარე აქედან, მამლუქ
თა მმართველობა პრაგმატული იყო როგორც ოსმალეთის იმპერიის ცენტრალური ხელისუფლე
ბისთვის, ასევე ადგილო ბრივი მოსახლეობისთვის.
– საბოლოოდ, როგორ დასრულდა ქართველი სულეიმან ფაშას სიცოცხლე და რას მიაღწია მან
თავისი პოლიტიკით?
– 22-წლიანი მმართველობის შედეგად, სულეიმან ფაშას საფაშოში დამკვიდრდა სტაბილურობა,
შეიქმნა სამდინარო სავაჭრო ფლოტი, რომლითაც ადგილობრივ ვაჭრებს უადვილდებოდათ პრო
დუქციის გატანა ისეთ შორეულ ქვეყანაში, როგორიც იყო ინდოეთი. მოხდა პოლიტიკური დამო
ყვრება ზოგ არაბულ ტომთან, რამაც მომავალში გამორიცხა აჯანყებების შესაძლებლობა ამ უკანა
სკნელთა მხრიდან. ერაყის ქურთისტანში სულეიმან ფაშას პატივსაცემად დაარსდა ქალაქი სულე
იმანი, რამაც ასევე ერაყელი ქურთების კმაყოფილება გამოიწვია. ერთადერთი, რაშიც სულეიმან
ფაშას წარუმატებლობა ჰქონდა, იყო ვაჰაბიტებთან ბრძოლა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სუ
ლეიმან ფაშას ეწოდა მეტსახელი – „დიდი“. პოლიომიელიტისგან დასუსტებულმა და ლოგინს მი
ჯაჭვულმა სულეიმანმა სიკვდილის წინ ყველა თავისი ქართველი სიძე შეკრიბა და ერთსულოვ
ნება უანდერძა. მისივე გადაწყვეტილებით, საფაშოს გამგებლის ტახტი სულეიმანის უფროსი ქა
ლიშვილის ქმარს – ალი აღას გადაეცა, რომლის შესახებაც მხოლოდ ის ვიცით, რომ დასავლეთ
საქართველოდან იყო.
სულეიმან ფაშა დიდი დაკრძალულია ბაღდათში, მის მიერვე აშენებულ სულთან აღას სახელო
ბის მეჩეთის ეზოში.
რატომ დახვრიტეს კომუნისტებმა ვაჟა-ფშაველას ვაჟი?

საქმე N22905-61, საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი...

კაბინეტი თუთუნის კვამლში იყო გახვეული, მაგიდის ლამპის შუქით განათებულ ოთახში
მხოლოდ სერგო ორჯონიკიძის გაბურძგნული თმა და ბოროტად მოელვარე თვალები მოჩანდა.
მზერით ხვრეტდა მის კაბინეტში მყოფ შალვა დადიანს, პავლე ინგოროყვასა და ალექსანდრე აბა
შელს, რომლებიც მისგან ვაჟა-ფშაველას შვილის, ლევან რაზიკაშვილის განთავისუფლებას ითხო
ვდნენ. დაძაბული სიჩუმე იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ მწერლებს კინაღამ ნერვებმა უმტყუნათ.
ორჯონიკიძემ, როგორც იქნა, ხმა ამოიღო და კბილებში გამოსცრა: „ვაჟა-ფშაველას შვილი კი არა,
თვით ვაჟა რომ ყოფილიყო ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდი!“ პავლე ინგოროყვამ ქუდს ხელი დაა
ვლო და პირველი გამოვარდა კაბინეტიდან, დანარჩენებიც უხმოდ მიჰყვნენ…

საქართველოს შსს-ს არქივში დევს საქართველოს "ჩეკაში" გამოძიებული სისხლის სამართლის


საქმე N22905-61, რომელიც 1922 წელს შეიკერა და რომლის საფუძველზეც ლევან ლუკას ძე რაზი
კაშვილს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. ვაჟა-ფშაველას ვაჟი, ქვეყნის დიდი პატ
რიოტი და ინტელიგენტობით განსაკუთრებით გამორჩეული პიროვნება ლევან რაზიკაშვილი
საბჭოთა ხელისუფლებამ ქვეყნის მტრად გამოაცხადა და, სამაგალითოდ, სიკვდილით დასაჯა.

ლევანი 1887 წელს დაიბადა, ის ვაჟა-ფშაველასა და კეკეს მეორე შვილია. ლევანი ცოტა ხანს
თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, სადაც ერთ მერხზე ისხდნენ ის და ქაქუცა
ჩოლოყაშვილი და ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, ეს მეგობრობა შემდგომშიც გაგრძელდა და
ლევან რაზიკაშვილს ბედისწერად ექცა...

ლევანი სკოლის მერხიდან სოციალ-ფედერალისტობდა და სხვათა შორის, ეს ამბავი კომუნის


ტებს მთავარ „ბრალდებად“ უდევთ სისხლის სამართლის საქმეში.

სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ვაჟა ცდილობდა, ლევანს სწავლა გაეგრძელებინა, ამიტომაც


ხან ვის აწუხებდა სტიპენდიის თაობაზე და ხან – ვის, თუმცა ამაოდ. ბოლოს ლევანმა გორში სო
ცუზრუნველყოფის გამგებლად დაიწყო მუშაობა, სწორედ გორში ყოფნის პერიოდში გაიცნო ლე
ვანმა, ულამაზესი 17 წლის თამარ თვარელიძე. ლევანი თამარის ძმას, იოსებს დაუმეგობრდა და
მათ ოჯახში ხშირად დადიოდა. ერთხელ, სტუმრობისას ჩოხაზე ღილი აუწყდა. დედამ თამარს
უბრძანა, სტუმრის ჩოხისთვის ღილი დაეკერებინა. დაფეხმძიმების შიშით თამარს ჩოხა, რაც შე
იძლება შორს დაუჭერია, რომ კაბის კალთა მართლაც არ შეჰხებოდა და ღილი დიდი წვალებით
დაუკერებია. ბოლოს და ბოლოს, მათი ამბავიც გაირკვა და ქორწილი გადაიხადეს. ნეფე-პატარ
ძალს უკან ვაჟა-ფშაველა მოჰყვებოდათ, დიდი პოეტის ნახვას ხალხი ისე აღუფრთოვანებია, რომ
ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე ფარდაგები და ია-ვარდი მოუფენია. ვაჟას ბევრი არაფერი ებადა,
თუმცა შვილს გული არ დასწყვიტა და თავისი ერთადერთი ძვირფასი ნივთი, ოქროს ძეწკვზე ჩა
მოკიდებული საათი, ქორწილშივე უსახსოვრა. სიკვდილის პირას მყოფი ვაჟა ლევანმა და თამარ
მა თბილისში მოინახულეს. ვაჟა ფეხმძიმე რძალს მუცელზე მოეფერა და უთხრა, მალე ლუკა და
იბადებაო. ლუკა რაზიკაშვილი ვაჟას სიკვდილის შემდეგ მოევლინა ქვეყნიერებას.
1920 წელს ლევანი ოჯახთან ერთად ჩარგალში დაბრუნდა, სადაც ფშავის მილიციის უფროსადაც
დანიშნეს. მიუხედავად ასეთი თანამდებობისა, ის კარგი ადამიანი იყო და ძალიან უყვარდათ
ფშაველებს, რომლებმაც მისი დაჭერის შემდეგ საკუთარი სიცოცხლე სასწორზე შეაგდეს და 50-
ზე მეტი ადამიანი წერილობითი ფორმით ითხოვდა ლევან რაზიკაშვილის გათავისუფლებას.

ამ პერიოდში ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი რაზმი გააფთრებით იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წი


ნააღმდეგ. საბჭოთა ხელისუფლება ქაქუცას პარტიზანული რაზმების წევრებისა და აჯანყებულ
ხევსურთა მიმართ დაუნდობელი და სასტიკი სადამსჯელო ღონიძიებების გატარებას შეუდგა. სე
რგო ორჯონიკიძის ინიციატივით ხევსურეთის სიღრმეში შეიგზავნა მსხვილი სამხედრო შენაერ
თები, რომელთაც დაევალათ აჯანყების უმოკლეს დროში ჩახშობა და ხევსურთა დამორჩილება.
ლევან რაზიკაშვილი ამ დროს ფშავის მილიციის უფროსი იყო. ალყაში მოქცეული ჩოლოყაშვი
ლი კი გაქრა. აღმასკომის თავმჯდომარე სერგო სურგულაძემ, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანე
ლობდა ოპერაციას, ვერ შეასრულა სახკომსაბჭოს განსაკუთრებული და საგანგებო დავალება, რო
მლის მიხედვითაც, მას ხევსურეთისკენ დახეული ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმისთვის გზა უნ
და გადაეკეტა, რისთვისაც ის დროებით თანამდებობიდან გადააყენეს. სერგო სურგულაძემ ქაქუ
ცასა და მისი რაზმისთვის გზის არგადაკეტვის მიზეზად ფშავის მილიციის უფროსის - ლევან
რაზიკაშვილის მიერ ბრძანების შეუსრულებლობა და ღალატი დაასახელა.

ლევან რაზიკაშვილის საქმეში დევს საქართველოს შინსახკომის მოადგილისა და მილიციის


სამმართველოს უფროსის იოვიძის მიერ საქართველოს "ჩეკასადმი" 1922 წლის 8 ნოემბერს გაგ
ზავნილი N445 სრულიად საიდუმლო მიწერილობა, რომელშიც ნათქვამია: "თქვენი 3 ნოემბრის
N17756 მოთხოვნის თანახმად გაცნობებთ, რომ ჩემი ხევსურეთში ყოფნის დროს, როცა იქ საბჭო
თა ხელისუფლების ორგანიზაციას ვახდენდი, თიანეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარემ
მომახსენა სიტყვიერად, რომ მაღაროსკარის მილიციის უფროს რაზიკაშვილს კავშირი ჰქონდა
ბანდიტ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და მილიციის ბრძოლის თვალსაზრისით სრული უმოქმედო
ბა, ის კი არა, თანაგრძნობაც კი გამოავლინა. საკუთარ თავს უწოდებდა ეროვნულ დემოკრატს.
ფშავ-ხევსურეთში ჩვენი ოპერაციების დროს იგი თვითნებურად წავიდა სამსახურიდან. ყოველი
ვე ამის გამო მე განკარგულება გავეცი, რაზიკაშვილი დაეპატიმრებინათ და ყველა საბრალდებო
მასალით საქჩეკაში გადაეგზავნათ".

ამ მიწერილობის საფუძველზე, ვითომდა სამსახურებრივი საქმეების გამო, ლევან რაზიკაშვილი


თიანეთის მილიციაში დაიბარეს. 1922 წლის 30 სექტემბერს ის თავისი ფეხით გამოცხადდა თია
ნეთის საგანგებო კომისიაში, სადაც დააპატიმრეს და ბრალი დასდეს ბანდიტიზმში მონაწილეო
ბასა და სამსახურის თვითნებურად მიტოვებაში.

ლევან რაზიკაშვილის ბრალდებათა სერია შემდეგნაირად ააწყვეს:


მამამისი, ვაჟა-ფშაველა, ფედერალისტებს თანაუგრძნობდა და მისი შვილიც "სკოლის მერხიდან
სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო". არადა, იმ დროს ის მხოლოდ 14 წლის მოსწავ
ლე იყო და სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში. სკოლის მერხზე ლევანი ქაქუ
ცა ჩოლოყაშვილის გვერდით მჯდარა. ქაქუცასთან მეგობრობა და სოციალ-ფედერალისტობა შე
მდეგაც გაგრძელებულა, რასაც ლევანი თვითონვე აღიარებდა. "1909 წლიდან თანავუგრძნობდი
ფედერალისტებს," - გულწრფელად განაცხადა ერთ-ერთი დაკითხვის დროს. ასევე გაგრძელებუ
ლა მისი მეგობრობა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. ქაქუცა 1915 წელს ვაჟა-ფშაველას დაკრძალვასაც
კი დასწრებია. საქართველოს გასაბჭოების წინააღმდეგ ბრძოლების დროს, როცა ქაქუცა ჩოლოყა
შვილი თავისი რაზმით ფშავში გამოჩენილა, ლევანი გულუხვად გამასპინძლებია სტუმარს და ნა
ბადი და ხანჯალიც უჩუქებია. ეს ამბავი მაშინვე გახმაურებულა და იმდროინდელ ხელისუფლე
ბას საბჭოთა რეჟიმის მიმართ მტრულ მოქმედებად მიუჩნევია.

ლევანის უდანაშაულობაში დარწმუნებულმა მისმა ცოლმა თხოვნით მიმართა საქართველოს


სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს.

"უმორჩილესად გთხოვთ, შეხვიდეთ ჩემს უმწეო მდგომარეობაში და ჩემი მეუღლის ლევან რაზი
კაშვილის საქმე საჩქაროდ გამოიძიოთ და გაარჩიოთ, რომ ყოვლად უდანაშაულო ადამიანი ტყუ
ილუბრალოდ არ დაიტანჯოს საპყრობილეში ჯდომითო“. რათქმაუნდა თხოვნამ არ გაჭრა.

მიუხედავად ყველაფრისა, ლევან რაზიკაშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუ


საჯეს. განაჩენის სისრულეში მოყვანა გაჭიანურდა არაერთი მიზეზის გამო. საბჭოთა ხელისუფ
ლებას სურდა ლევან რაზიკაშვილისაგან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღო ჩოლოყაშვი
ლის ჯგუფის წევრთა ვინაობისა და საქმიანობის შესახებ და გამოევლინა ბრალდებულის უკან
მდგარი ავტორიტეტული პიროვნებები.

ლევან რაზიკაშვილისთვის 1922 წლის 3-5 დეკემბერს გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი 16


თებერვალს მოიყვანეს სისრულეში. ამის თაობაზე საბჭოთა ხელისუფლებას "ჩეკას" კომენდანტ
მა ჩააბარა ანგარიში.

"საქართველოს "ჩეკას" 1923 წლის 13 თებერვლის და საქართველოს "ჩეკას" პრეზიდიუმის


1923 წლის 13 თებერვლის 913 მიწერილობის საფუძველზე ჩემი, საქჩეკას კომენდანტის მიერ
1923 წლის 15-დან 16 თებერვალს, ღამის 2 საათზე სისრულეში იქნა მოყვანილი სასიკვდილო
განაჩენი - დახვრეტა, შემდგომ ქვემოთ დასახელებულ განსასჯელებზე: 1. რაზიკაშვილი ლევან
ლუკას ძე, 35 წლის... ყურადღებიანი დათვალიერების შემდეგ ცხედრები დაფლულ იქნა დახვრე
ტის ადგილას".

აი, ასეთი ტრაგიკული იყო ბედი, კიდევ ერთი ქართველი გმირისა. აქვე დავამატებთ ერთ საინტე
რესო ფაქტსაც. მწერალ გივი ბუთხუზისათვის ვიღაც მოხუცს გაუმხელია – ლ. რაზიკაშვილის
დახვრეტაში მონაწილეობას მეც ვიღებდიო. როცა დასახვრეტად მიგვყავდა, ერთხელაც არ შეუხ
რია წარბი, გვეძახდა სამშობლოს გამყიდველებს, ხალხის მტრებს, მკვლელებს.
”მოტყუებით ჩამიგდეთ, ძაღლებო, არაო? არ შეგრჩებათ ჩემი დახვრეტა, მოვა დრო, ისევ აღსდგე
ბა საქართველო, მომავალი თაობები კეთილად გაიხსენებენ სამშობლოსათვის დაცემულთ და
ბრალი თქვენი, თქვე უწმინდურებო, რომ მომგონებელიც აღარავინ იქნება თქვენიო”.
მართლაც, დრომ ყველას თავისი მიაგო .

ლევან რაზიკაშვილისა და მისთანათა უდანაშაულობასა და ღვაწლზე საუბარი და ძიება კი


დღემდე გრძელდება.

შემოდიოდა სიკვდილი ცელით...

თეატრალებში ყოველთვის გაკვირვებას იწვევდა ის ფაქტი, თუ რატომ იყო აკაკი ხორა


ვა, ეს გოლიათური აღნაგობის მსახიობი, ასე შეშინებული საბჭოთა რეჟიმის მიერ?! რა
იკომის ინსტრუქტორი კაბინეტს თუ მიუახლოვდებოდა, აკაკი ხორავა უმალვე ფეხზე
წამოდგებოდა და კართან მიეგებებოდა. დიდი მსახიობის ასეთი უცნაური ეტიკეტი,
განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობას აღიზიანებდა. მოგვიანებით თეატრმცოდნე ვა
სილ კიკნაძე კგბ-ში აკაკი ხორავას პირად საქმეს გასცნობია და მისი მოქმედებისთვი
საც ახსნა მოუძებნია. კგბ-ს ჩანაწერებში ასე თი რამ ფიქსირდებოდა, თურმე ერთ-ერ
თი ოჯახის სუფრასთან ნასვამი აკაკი ხორავა ფეხზე ამდგარა და იუნკრების, ამ დახვ
რეტილი მებრძოლი ბავშვების, სადღეგრძელო დაულევია. ცხადია, მისი საქმე კგბ-ში
იდო; მეტიც, ყველაფერი, რაც კი ოდესმე უთქვამს, მის საქმეში ჩაეკერებინათ. მათ შო
რის, მისივე ნათქვამი, რომ სტალინმა კოლექტივიზაციისას შეცდომა დაუშვა. კგბ-მ
ისიც იცოდა, რომ თავის დროზე აკაკი ხორავა სენაკში მენშევიკებთან ერთად იარაღ
ით იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ.
1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია თბილისში შემოიჭრა. ამას წინ უსწრებდა
იუნკრე ბის გმირული ბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ: ტაბახმელა-კოჯრის ფრონ
ტზე სანიტარულ ორთვალაზე მჯდომი მოწყალების დის, მარო მაყაშვილის დაღუპვის
ამბავი, რომელიც დაჭრილი თანამოძმეებისკენ მიიჩქაროდა, ამ დროს კი ორთვალას
მახლობლად გამსკდარი ჭურვის ნამსხვრევი თავად მას თავში მოხვდა და იქვე გამოა
სალმა სიცოცხლეს... მარო მაყაშვილის დაღუპვას მოჰყვა იუნკრების -არჯევან ანანიაშ
ვილის, ალექსანდრე ახვლედიანის, პავლე იაკობაშვილის, დამცავი ბატალიონის ჯარი
სკაცის პავლე ბეშკენაძის და სხვათა გმირულად დაღუპვის ამბავი...
მათი დაკრძალვის პროცესიას თავად კათალიკოსი ლეონიდე ხელმძღვანელობდა. ვეე
ბერთელა სამხედრო ტაძარი ხალხს ვერ იტევდა. შუაში შემაღლებულზე ესვენა მარო
მაყაშვილი, რომელსაც სუდარის ნაცვლად სამფეროვანი ქართული დროშა ჰქონდა გა
დაფარებული, რომლის კალთაც ქვემოთ განლაგებულ იუნკერთა კუბოებს ეფინებოდა.
მოგვიანებით გმირების საპატივსაცემოდ მათ ორმოცზე მისული ხალხი დაურბევიათ,
ბევრი მათგანი კი დაუჭერიათ.
25 თებერვლიდან მოყოლებული, ბოლშევიკები სამი დღის განმავლობაში ძარცვავდ
ნენ და კლავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ამ დროს კი ვინმე ეფიმოვი უსირცხვი
ლოდ წერდა გაზეთ „ზარიას“ ფურცებზე, თითქოს წითელ არმიელებს ადგილობრივი
მოსახლეობა წითელი დროშებითა და ყვავილებით ეგებებოდა, ისმოდა მისალმების შე
ძახილები. სინამდვილეში, ქუჩები დაცარიელებული იყო. ერთ-ერთი თვითმხილველი
იხსენებდა, რომ მაშინდელ ერევნის მოედანზე უძილობისგან თვალებჩაღამებული 2
მოხუცი დაინახა, იქვე შეწუხებული პოლონელიც გამოელაპარაკა და დაამშვიდა, სამ
თვეში ჟორდანიას მთავრობა ისევ თბილისში იქნება და ესენი აქ მეტს ვერ გაძლებენო.
მხოლოდ რუსი ქალების პატარა ჯგუფი ზეიმობდა, ხითხითებდნენ და უცდიდნენ თა
ვიანი მოძმეების ქალაქში შემოსვლას. მართლაც, ლესელიძის ქუჩიდან ცხენოსანთა რა
ზმი გამოჩნდა და რუსულად შესძახა, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას, ურა! საპა
სუხო „ურას“ მთქმელი არავინ იყო, იმ რამდენიმე რუსის ქალის გარდა.
მრავალი ადამიანი დააკავეს, თუმცა თავიდანვე სიკვდილით ბევრი არ დაუსჯიათ. ლე
ნინმა ურჩია ქართველ კომუნისტებს, არ მიემართათ იმ ზომებისთვის, რომლებიც თა
ვად გამოიყენა რუსეთში. ამიტომ რუსიფიკაცია თავდაპირველად შეფარულად მიმდი
ნარეობდა.
სამწლიანი დამოუკიდებლობის გამოცხადება საქართველოს ძვირად დაუჯდა. არადა,
თავის დროზე ქართველებმა დამოუკიდებლობა პომპეზურად აღნიშნეს. მწერალთა კა
ვშირმა მამა დავითზე ილიას, აკაკის და დიმიტრი ყიფიანს პანაშვიდი გადაუხადა და
საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანა
ვე, 1918 წელს, ბოლშევიკების ჯარები პირველად შემოიჭრნენ, თუმცა ქართველებმა
ისინი სასტიკად დაამარცხეს. რუსეში მაშინ სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და საქარ
თველოს დასაპყრობად მრავალრიცხოვანი ჯარის გამოგზავნა არ შეეძლოთ. თუმცა,
ამან ხელი არ შეუშალა რუს კომუნისტებს, ფული და იარაღი დაერიგებინათ დეზერ
ტირებისა და ბანდიტებისთვის, რომლებიც კომუნისტების საყრდენ ძალას წარმოად
გენდა. 1920 წელს რუსეთში სამოქალაქო ომი თეთრგვარდიელების დამარცხებით დას
რულდა და კომუნისტებმა აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის მოიცალეს. ფოილოს
ხიდთან ქართველებმა კვლავაც სასტიკად დაამარცხეს მომხდურნი და ტყვედაც აიყვა
ნეს. ტყვეთა შორის ყველა რუსი იყო.
ამდენად, კომუნისტების განცხადება იმის თაობაზე, თითქოს 1920 წელს საქართვე
ლოს აზერბაიჯანლებმა შეუტიეს და არა რუსებმა, სიცრუე იყო. წითელ არმიელების
ყველა საჯაროსო დანაყოფი რუსებით იყო დაკომპლექტებული. ამასობაში აზერბაი
ჯანი გააწითლეს. ბაქო ვერ ეგუებოდა ახლად დამყარებულ კომუნისტურ რეჟიმს, ყვე
ლაფერი ჩაბნელებული და ჩალეწილი იყო, მაღაზიები დახურული, არაფერი იშოვებო
და. აზერბაიჯანიდან ყველა საქართველოში გარბოდა, რომელსაც სამოთხეს ეძახნენ.
ნახევარი ბაქო კი ჩეკაში იჯდა-ზოგი საბოტაჟის თვის, ზოგი სიმდიდრისთვის, ზოგი
სპეკულაციისთვის. ბაქოს დაკავების შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგა. ორჯონიკი
ძე იმ დროს ბაქოში იმყოფებოდა და მე-11 არმიით საქართველოზე სალაშქროდ ემზა
დებოდა, მაგრამ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახ-ოს საზღვარს, უმიზე
ზოდ ვერ გადალახავდა. არადა, საქართველოშო შემოსვლა უზომოდ სწყუროდა. ამიტ
ომ საზოგადოებას ფსიქოლოგიურად ამზადებდა: თითქოს საქართველოში მუშებს ავი
წროებდნენ, აწამებდნენ და მუშურ-გლეხური ხელისუფლება ასე გულგრილად არ უნ
და ეცქირა მათი ტანჯვისთვის. ამიტომ მე-11 არმია საქართველოსკენ დაიძრა. მთელი
საქართველო ფეხზე დადგა, თვით ქართველი ბოლშევიკებიც კი ფრონტზე მიდიოდნ
ენ, რადგან სწამდათ, რომ ნამდვილი ბოლშევიკები საქართველოში არ შემოიჭრებოდ
ნენ და ესენი მხოლოდ შავრაზმელი რუსი შოვინისტები იყვნენ.
ქართველების დამარცხების შემდეგ დაიწყო რეპრესიები. ანტისაბჭოურობა დასწამეს
ბევრ ადამიანს. განსაკუთრებით, ინტელიგენციასა და სასულიერო პირებს დაერივნენ.
მიხეილ ჯავახიშვილს თავისი მეგობრისთვის უთქვამს, საოცარია, კაცო, ქართველებსა
და ევროპელებს პირველი ჯგუფის სისხლი გვაქვს, როგორც ჩანს, ეს ინდოევროპული
სისხლი განსაკუთრებული არის, კულტურაც ამან შექმნა, საოცარია, სხვა ერებს არ
აქვთ პირველი ჯგუფის სისხლიო. მისი „მეგობარიც“ წასულა და მწერალთა კავშირის
თავმჯდომარის სახელზე დაუ წერია განც ხადება, მიხეილ ჯავახიშვილი ჩემთან ფაში
სტურ იდეებს ქადაგებდაო. მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარე საღი გონე
ბის კაცი ყოფილა, და უთქვამს, იცი, რას გეტყვი, ეს შენი განცხადება „ნიანგში“ წაიღე,
ისეთი სასაცილოა, ხალხი იცინებსო. ისიც შეურაცხყოფილი გა მოსულა და იმავე შინა
არსის განცხადება უკვე ცეკაში უფრენია. მოგვიანებით ეს „დანოსი“ უკ ვე დაჭერილ
მიხეილ ჯავახიშვილსაც წარუდგინეს, როგორც მისი ფაშისტური იდეოლოგიის პროპა
განდა. ამას დაემატა ბერიას მიერ მეტეხის ეკლესიის დანგრევის მცდელობა. მწერალ
თა ჯგუფი მასთან სათხოვნელად მისულა. მათ აუხსნეს ბერიას, რომ მეტეხის ეკლესია
შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ნიმუში იყო და მისი დანგრევა არ შეიძლებოდა,
მიხეილ ჯავახიშვილს კი უთქვამს, ასეთ ძეგლს ევროპაში ოქროს ზარდახშაში ჩასვამდ
ნენო. ამის შემდეგ ბერიამ განკარგულება შეცვალა, მაგრამ გულში ბოღმა ჩაიდო. მოგ
ვიანებით იქ მყოფი ყველა მწერა ლი დახვრიტეს. იმ წლებში იყო ღალატისა და თავდა
დების მაგალითები: ერთ-ერთი ჩეკისტი ქალი დატყვევებულებს მათრახით სასტიკად
სცემდა, მეორე ჩეკისტმა, გვარად აბაშიძემ, მას მათრახი გამოართვა და დაჭერილებს
უთხრა, მე არ დაგარტყამთ, მაგრამ თქვენ იყვირეთო. ეს იმიტომ, რომ ჩეკაში გაეგოთ,
თითქოს იგი მოვალეობას პირნათლად ასრულებდა და „ხალხის მტრებს“ სცემდა. რეპ
რესიების წლებში 12 ხულოელი გლეხი იმ მოტივით დახვრიტეს, სიმინდის ნაცვლად
მოხარ შული სიმინდი დათესესო. მოგვიანებით მათ კვალს თანასოფლელებიც გაუყე
ნეს. არადა, ვინ დაიჯერებდა საბჭოურ პროპაგანდას, რომ გლეხი მოხარშულ სიმინდს
დათესავდა?! ხევსურები ქაქუცას თანაუგრძნობდნენ, მაგრამ ზოგიერთებს ნაკლებად
სჯეროდათ მისი გამარჯვების. ერთ-ერთ მათგანს ისიც კი ეთქვა ქაქუცასთვის, შენ ეგ
ცხენი და უნაგირი რად გინდა, მაინც მოგკლავენ, მე დამიტოვეო. ქაქუცას მიუგია: სა
დაც მე მოვკვდები, ჩემი ცხენი და უნაგირიც იქ დარჩებაო. რეპრესიებს ბევრი ხევსუ
რი შეეწირა, არც იცოდნენ, რისთვის მიჰყავდათ, ერთს ისიც უკითხავს, გამაგებინეთ,
ტროცკი საჭმელია თუ სასმელიო?! ქარელში ერთი მოქეიფე კაცი სიმთვრალისას დაი
ჭირეს - შენზე ამბობენ, ტროცკისტიაო. რისი ტროცკისტი, მე ტროცკისტი კი არა, მუც
ლისტი ვარ, თუ რამე გაქვს, დამალევინეთ ან დუქანში ვიქეიფოთო. სხვათაშორის,
ტროცკისტობის მოტივით სვანეთში გრიგოლ გუჯეჯიანი აიყვანეს. ბინა რომ გაუჩხრი
კეს, ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძული“ აღმოუჩინეს. ჩეკისტებს წიგნების არაფერი
გაეგებოდათ და რახან საიდუმლო ეწერა, იფიქრეს, რაღაც საიდუმლოებასთან არის და
კავშირებული წიგნის მფლობელის საქმიანობაო.
ვაჟა ფშაველას შვილი ლევან რაზიკაშვილი კი იმიტომ დახვრიტეს, რომ, როგორც ად
გილობრივ კომისარს, ქაქუცას შეპყრობა დაავალეს, მან კი საქმე ისეთნაირად მოაწყო,
თითქოს ქაქუცამ პირიქით დაატყვევა. ლევან რაზიკაშვილმა უფროსებს მოახსენა, ქა
ქუცას დასაჭერად მივდიოდი, მაგრამ მე ჩამიგდეს ტყვედო. რა თქმა უნდა, ეს არავინ
დაუჯერა და დახვრიტეს. რაც შეეხება ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის
წევრს, ფშაველ პოეტ მიხა ხელაშვილს, ვერსად რომ ვერ მოიხელთეს, ჩეკისტები მის
მოხუც დედას დახვდნენ გზაში და ჯერ ხანჯ ლის წვერებით დაჩხვლიტეს, შემდეგ
ტყვია ესროლეს და მოკლეს. მოგვიანებით კი მძინარე მიხა ხელაშვილი საკუთარ მეგო
ბარსა და ნათლიმამას მოაკვლევინეს. ისიც ცნობილია, რომ თელავის მილიციის მაშინ
დელი უფროსი ვინმე ჭურღულია ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცოლ-შვილის ცეცხლზე შე
მოდგმას კასრით აპირებდა, მაგრამ ამ საშინელი განზრახვის აღსრულება გადაუფიქრე
ბია. 1924 წლის აჯანყების დროს ბიძინა პირველის ხელმძღვანელობით 300 შეიარაღე
ბული სვანი ჩავიდა თბილისში. მათ ბოლომდე იბრძოლეს, ბევრი მათგანი მშობლიურ
კუთხეში ვერც დაბრუნებულა და გმირულად დაცემულა ბრძოლის ველზე. რამდენა
დაც გასაოცარი უნდა იყოს, ფილიპე მახარაძე ტყვედ ჩაგდებული, გადარჩენილი სვანე
ბის დახვრეტის მოწინააღმდეგე ყოფილა. მართლაც, ისინი მაშინ არ დაუხვრეტიათ, მა
გრამ 1937 წელს კვლავ გაუხსენეს საქმე, დაიჭირეს და დახვრიტეს კიდეც. საპყრობი
ლეში მყოფი ბიძინა პირველისთ ვის უკითხავთ, ხვალ დასახვრეტად გაგიყვანენ, რა
ღას ვარჯიშობო? მას უპასუხია: იმას არ ვათქმევინებ, რომ ბიძინა პირველ ტყვიაზე მო
ვკალით, ტყვიები უნდა ვახარჯინო, ამიტომ ძლიერი უნდა ვიყო და ვვარჯიშობო.
საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, რომ ჩეკისტებს ისტორიკოსი ივანე ჯავახი
შვილიც აუყვანიათ. პატიმრები იხსენებდნენ: მეტეხის ციხეში კარი გაიღო და ივანე
ჯავახიშვილმა შემოანათა. იგი მხოლოდ ერთი ღამით იყო, ყველანი ვაფასებდით, კარ
გი ადგილი დავუთმეთ, რადგან ქვეყნის ბრწყინვალე საზოგადოება იყო იმ დროის ცი
ხეებში, რომლებმაც ინტელიგენციის ფასი იცოდნენ. საკანში შესვლისას ივანე ჯავახი
შვილს პატიმრებისთვის მიუმართავს: ყმაწვილებო, ახალგაზრდებო, დღეს ძალიან და
ღლილი ვარ და ხვალიდან დავიწყებთ საქართველოს ისტორიის კურსსო, მაგრამ მალე
ვე გაუყვანიათ და ყველას ეგონა, დასახვრეტად მიჰყავდათ. ეს მოხდა 1927 წელს. პატ
იმრები შეშფოთებულან, ჯავახიშვილს კი დაუმშვიდებია, საქართველოს ამაზე უარე
სი დღეებიც უნახავსო. სხვათაშორის, მოგვიანებით, როცა უნივერსიტეტიდან გაუშვეს
და ლექციების წაკითხვა აუკრძალეს, მაშინაც ივანე ჯავახიშვილს სტუდენტებისთვის
იგივე უთქვამს: უარესი დღეებიც უნახავს საქართველოსო.
გასაბჭოებას მოჰყვა გადასახლებებიც. ბაბო დადიანი იგონებდა, რომ „ხალხის მტრე
ბი“ პირუტყვის გადასაზიდ ეშელონებში შეყარეს. ვაგონებზე კი ასეთი ცინიკური წარ
წერა იყო გაკრული: „დობროვოლნო“, თითქოს ნებით მიდიოდნენ შუა აზიაში გადასახ
ლებაში. თხები გამოიყვანეს ყაზახების გომურებიდან და რეპრესირებულებს დაბინძუ
რებული, სველი მიწურები და უთმეს. სტალინის სიკვდილის შემდეგ გადასახლებუ
ლი ქართველების სახელზე მეგობრებისგან უამრავი დეპეშა მიდიოდა, შემდეგი შინაა
რსით: „გილოცავთ დაბადების დღეს“. ასე შეფარვით ამცნობდნენ სასიხარულო ამბავს,
რამაც ფოსტაში მომუშავე ყაზახები გააკვირვა და იკითხეს: თქვენ, ქართველები, სუყ
ველა ერთ დღეს დაიბადეთ?

რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი სოხუმის ქუჩებს გვიდა (?!)

”- რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის ქალიშვილი ტატიანა აფხაზეთის ომამ


დე სოხუმში ცხოვრობდა, იმპერატორის ოჯახის დანარჩენი წევრები კი კარგა ხნის წინათ მიიბა
რა საქართველოს მიწამ. უფლისწული ალექსი დაახლოებით 20 წლის ასაკში მოწამლეს გუდაუ
თაში, სადაც მოგვიანებით ვიღაც გამვლელმა ცემით მოკლა მეფის ასული ანასტასია. მოწამებრი
ვი სიკვდილით აღესრულა დიდებული ოჯახის თითოეული წევრი, - მიამბობს თამარ მეფის ორ
დენის მაგისტრი ვახტანგ ჯორჯიკია და რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ოჯახის შესახებ
დღემდე გაგონილი, წაკითხული თუ ფილმად ნანახი ყველაფერი თავდაყირა დგება და კითხვა -
ნუთუ მართალია? - გონებას ბურღავს. აკვიატებულ კითხვას ნაამბობთან ერთად, ვახტანგ ჯორ
ჯიკიას დიდი წინაპრის (ბაბუა დედის მხრიდან), ალექსანდრე გრიგოლიას მიერ სასწაულებრი
ვად გადარჩენილი დოკუმენტები, ფოტო ემატება, სადაც 1918 წლის 17 ივლისს სკანდალურად
გახმაურებული დახვრეტის შემდეგ, ”მკვდრეთით აღმდგარი” ნიკოლოზ II და უფლისწული ალე
ქსი არიან აღბეჭდილნი.
- ოფიციალური ცნობებით, ნიკოლოზ II და მისი ოჯახის ყველა წევრი ბარბაროსულად დახვრი
ტეს ეკატერინბურგში, მაგრამ ეს ასე არ იყო. 1918 წელს გერმანელებმა კატეგორიულად გააფრთ
ხილეს ბოლშევიკები, რომ თუ იმპერატორის ოჯახს გაანადგურებდნენ რუსეთში, გერმანია ლე
ნინის საქმეებს, მის ორმაგ აგენტობას გამოამზეურებდა. დანაშაული მაინც მოხდა, მაგრამ ეკა
ტერინბურგში ბოლშევიკებმა რომანოვების ორეულები დახოცეს და ვითომ სამეფო სამარხში
სწორედ მათი დანაწევრებული და მჟავითა და ბენზინით დამწვარი ცხედრები ჩაყარეს.
- ე.ი. ლენინის ცოდვებმა ნიკოლოზ II-ის ოჯახი საშინელი სიკვდილისგან იხსნა?
- განა შეიძლება ასე ითქვას? მათ მაინც მოწამებრივი ცხოვრება ხვდათ წილად. დაპატიმრებუ
ლი იმპერატორის ოჯახს ყველა ცივილიზებულმა სახელმწიფომ ზურგი აქცია. მხოლოდ საქარ
თველომ მიხედა განსაცდელში მყოფთ. ძნელად დასაჯერებელი ამბავია, მაგრამ მეფის ოჯახის
ევაკუაცია განხორციელდა და რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი საქართველოში კოდორის ხე
ობით, სოხუმის სამხედრო გზით შემოვიდა.
- ვინ განახორციელა ეს ურთულესი ოპერაცია?
- ნიკოლოზ II-ის ოჯახის წინაშე ამ დამსახურებისათვის ერთადერთი ბაბუაჩემი გადაურჩა ბოლ
შევიკების რისხვას. ამ პროცესში მონაწილე მისი ძმებიდან ერთი დახვრიტეს და ერთმაც თავი
მოიკლა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი, უჩა დადიანი - ბებიაჩემ მენიკის ძმა და ერთი შარვაშიძეთაგა
ნი, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, ამ ურთულესი ოპერაციის მონაწილეები იყვნენ, მისი უდი
დებულესობის ე. წ. ”ველური დივიზიის” ქართველ ოფიცრებთან, თეთრგვარდიელებთან და
რუს ბოლშევიკებთან ერთად.
- ვინ მასპინძლობდა საქართველოში რუსეთის უკანასკნელ იმპერატორს?
- ბებიაჩემის, მენიკ და დიანის ბაბუა მექი ფაღავა ალექსანდრე III-სთან დაახლოებული პირი
იყო. ამიტომაც საქართველოში ჩამოსვლისთანავე, დიდი თავადის მიხეილის სასახლეში გადასვ
ლამდე რომანოვები ბაბუაჩემის სახლში ცხოვრობდნენ. ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ იმპე
რატორის ოჯახი უკიდურესად შეავიწროვეს. ნიკოლოზ II, იგივე სერგეი დავიდოვიჩ ბერიოზკი
ნი, სოხუმში მეეზოვედ და ღამის დარაჯად მუშაობდა. იგი 1957 წელს გარდაიცვალა. დედოფა
ლი ალექსანდრა ფიოდოროვნა ხან აფანასიევას გვარს ატარებდა, ხანაც სეროვას. საბრალო დრან
დის ციხეშიც მჯდარა ერთხანს. მისი ერთ-ერთი ასული მარია 30-იან წლებში გულაგში გარდაი
ცვალა გაურკვეველ ვითარებაში. ეს ამბავი მასთან ერთად ბანაკში მყოფმა მეგი კაჭარავამ, ცნობი
ლი ზღვაოსნის, ანატოლი კაჭარავას დამ მიამბო. ანასტასია გუდაუთაში მოკლეს ცემით, ისეთი
ვე გაურკვეველ ვითარებაში, როგორც უფლისწული ალექსი. ტატიანა, იგივე ფებრონია დოცენ
კო კი, აფხაზეთის ომამდე ცოცხალი იყო და სოხუმში ცხოვრობდა. ძალიან ცოტა ვინმემ იცოდა
რომანოვების საქართველოში ყოფნის შესახებ და ყველა უფრთხილდებოდა ტანჯული მეფის
ოჯახს.
- ბატონო ვახტანგ, როგორ შეძელით ნიკოლოზ II-ის ოჯახის საქართველოში ყოფნის შესახებ
ცნობების მოგროვება?
- ჯერ კიდევ სტუდენტობის ჟამს გამანდო ბაბუამ, ალექსანდრე გრიგოლიამ დიდი საიდუმლო
რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ოჯახის შესახებ და მთხოვა, ჩვენს ოჯახში დამალულ
დოკუმენტებსა და ფოტოებს გავფრთხილებოდი. აფხაზეთის ომის დროს კი სამჯერ გაგვძარც
ვეს, წაიღეს იმპერატორის ოჯახისეული ძვირფასეულობა, იმერეთის უკანასკნელი მეფის, სო
ლომონ II-ის ჯვარი, განძეული, ბებიაჩემის კოლექცია - ქართული მონეტები, უფლისწულ ალექ
სეის ოქროსჩარჩოიანი მედალიონი, მიურატისეული ნივთები... გრანდიოზულ ძარცვამდე ცოტა
ხნით ადრე ნიკოლოზ II-ის გრავიურის ჩასასმელად კედლიდან ლამაზი, მოოქრულჩარჩოიანი
საოჯახო სურათი ჩამოვხსენი. უჩვეულოდ სქელი მუყაოს გაჩხრეკის შემდეგ, უნიკალური ფოტ
ოები და ისტორიული დოკუმენტები აღმოვაჩინე. მძარცველები შეცდომით ეძებდნენ განძს, რო
მელიც ფერწერულ ტილოებში კი არა, საოჯახო ფოტოგრაფიების ჩარჩოში ყოფილა დამალული.
- თუ რომანოვების ოჯახი სინამდვილეში არ დაუხვრეტიათ და ეს საიდუმლო ყველამ იცის, მა
შინ რატომ არ აღიარებენ ამ ამბავს თვით რომანოვები ან ეკლესია?
- აბა, რა გითხრათ? ცდება, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნიკოლოზ II-ის დამხობა ღვთის ნება და
პროგრესული მოვლენა იყო. რომანოვების მხრიდან კი საინტერესოა დიდი მთავრის, ვლადი
მირ კირილოვიჩის მოსაზრება, რომ რომანოვების სახლის ტრაგედია ნიკოლოზ II-ის უბედუ
რებამდე ბევრად ადრე დაიწყო. მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერატორმა ბაგრატიონებს ღმერ
თისგან ბოძებული გვირგვინი წაართვა... ამ ცოდვის მქნელი პავლე I შვილმა გაწირა, თავად
ალექსანდრე I-მა კი ტახტი მიატოვა, ციმბირში გაჰყვა მლოცველებს და დაიკარგა. ნიკოლოზ I-მა
ცეცხლითა და მახვილით დაიმკვიდრა ტახტი და ყირიმის მარცხის გამო, თავი მოიკლა. ალექსა
ნდრე III, განმათავისუფლებელი, ააფეთქეს. ნიკოლოზ II-ის ოჯახი ოფიციალური ცნობით, ეკა
ტერინბურგში დახვრიტეს, არაოფიციალურად კი, ისინი საქართველომ შეიფარა. ბაგრატიონე
ბის წინაშე რომანოვების მიერ ჩადენილ დანაშაულს ჯერ კიდევ იმპერატორობის ჟამს ხვდებო
და თურმე ნიკოლოზ II.
- რეალურად, რით გამოიხატებოდა სინანული?
- ბაგრატიონებისთვის ტახტის დასაბრუნებლად გარკვეული ნაბიჯებიც კი გადადგა. ეს იმდრო
ინდელ რუკებზეც ჩანს. მინახავს ამ ვერსიის დამადასტურებელი დოკუმენტები. ნიკოლოზ II
საქართველოში მონარქიის აღდგენას აპირებდა ავტონომიის ფარგლებში. ტახტის მემკვიდრის
კანდიდატურა ერთ-ერთი მანდილოსანი ბაგრატიონი გახლდათ.
(რუსეთის ფედერაციაში არსებობს ნიკოლოზ II-ის ოჯახის ისტორიის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც ამ
ტკიცებს, რომ ბოლშევიკებს სამეფო ოჯახი არ დაუხვრეტიათ.სამეფო ოჯახი სპეციალური ჯგუფის მიერ
მალევე გაყვანილი იქნა ჩინეთის ტერიტორიზე ქ. ხარბინის მახლობლად მალულად)

აფრიკის ანუ უარგლელ-უჯდელი ქართველები

- აფრიკაში, საჰარის უდაბნოს პირას, ქალაქ უარგლაში (ბ. განის სიტყვით, ვარგლაში), გამოჩენი
ლი მოგზაურის დოქტორ ელისეევის სიტყვით, ცხოვრობენ ქართველები... სხვადასხვა ერის წარ
მომადგენელს და სხვადასხვა ენაზედ მოლაპარაკეთ ბევრს ნახავს აქ კაცი. ხშირად შეგხვდებიან
ბერბერები და არაბები სხვადასხვა გვარისა; შემდეგ ზანგები და ქართველები უცნობი შთამომავ
ლობისა... ამ ცნობამ, რომელიც ჟურნალ „მოამბეში“ გამოქვეყნდა 1897 წელს, მიმოხილვაში სათა
ურით „ჩვენსა და სხვაგან“ ქართველ საზოგადოებრიობაში, ბუნებრივია, დიდი ინტერესი და მი
თქმა-მოთქმა გამოიწვია. რუსი მოგზაური და ანტროპოლოგი ა.ვ. ელისეევი (1858-95 წწ.), რომე
ლიც ადრე საქართველოში ყოფილა, ხანგრძლივად მოგზაურობდა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებ
ში, იგი იყო ეგვიპტეში, ეთიოპიაში, ტუნისში, ალჟირსა და საჰარაში. მოგზაურობის შედეგები
და შთაბეჭდილებები მან საინტერესოდ აღწერა წიგნში „По белу свету“.

„შესაძლებელი კი არის, სადღაც აფრიკაში, უდაბნოს პირას გადაკარგულ ქალაქში ქართველები


იმყოფებოდნენ?“ - კითხულობს „მოამბის“ მიმომხილველი და იქვე პასუხობს, რომ „დ-რი ელისე
ევი გამოცდილი მოგზაური იყო, ჩვენში ნამყოფი, ქართველების მცნობი და ამიტომ შეუძლებე
ლია ასე გადაჭრით, კატეგორიულად ეთქვა „ქართველებიო“, თუ ტიპით და ენით ქართველები
არ ყოფილიყვნენ“.

ჟურნალი ქალაქ უარგლას ლაკონურ დახასიათებასაც თავაზობს მკითხველს:


- „უწინდელ დროში დიდად სახელოვანი ყოფილა წმინდა ქალაქად წოდებული უარგლა. ახლა
კი შესანიშნავს აღარას წარმოადგენს, რადგან უდაბნო სჯაბნის და ნელ-ნელა თავის ქვიშის ქვეშ
მარხავს. უწინ ქალაქი მდ. იხარხარის სიახლოვეს მდგარა და დიდი ვაჭრობა ჰქონია სუდანთან
და სხვა ქვეყნებთან. მდ. იხარხარს ჰეროდოტიც იხსენიებს თავის ისტორიაში. ახლა იხარხარი
გამშრალია და ლამის უდაბნომ წალეკოს თვით ქ. უარგლაც“.

ცნობები აფრიკის ქართველების შესახებ გამოქვეყნდა იმავე პერიოდის გაზეთ „ივერიასა“ და


„ცნობის ფურცელშიც“, მაგრამ გაცილებით უფრო კონკრეტული და მეტად საინტერესო მონათხ
რობი იქაურ ქართველთა შესახებ 1939 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ ჟუ
რნალისტმა გრიგოლ კუტუბიძემ. მას ფოთში შეხვედრია ქართველი მეზღვაური სიორიძე, რომე
ლსაც შემდეგი უამბნია:
- ამ რამდენიმე თვის წინათ საბჭოთა სატვირთო გემი მიადგა ჩრდილოეთ აფრიკის ნავსადგურს
(მოგვიანებით ჟურნალისტ მ. მამულაშვილთან საუბარში მეზღვაურმა სიორიძემ დააზუსტა,
რომ ეს ნავსადგური ალჟირი იყო). გემზე ორი ქართველი მეზღვაური ვიყავით. ძალზე გვაინტე
რესებდა აქაური შავკანიანი მოსახლეობის ყოფა, ამიტომ გემის კაპიტანს ვთხოვეთ რამდენიმე სა
ათით ქალაქში გასეირნების უფლება მოეცა. ნავსადგურში ჩვენი ყურადღება მიიპყრო მტვირთა
ვი მუშების არაადამიანურმა შრომამ. ფრანგი ზედამხედველი, რომელსაც რეზინის მათრახი ეჭი
რა, ხან ერთს გადაუჭერდა ზურგში, ხან მეორეს. ვეებერთელა ყუთების სიმძიმით წელში გაწყვე
ტილი შავკანიანები, რომელთაც წამდაუწუმ ხვდებოდათ კოლონიზატორის მათრახი, თავიანთ
აღშფოთებას მხოლოდ კბილთა ღრჭენით თუ გამოხატავდნენ. ჩემმა თანამემამულემ ვეღარ გაუძ
ლო ამ საშინელ სურათს და ქართულად მომაძახა: დიპლომატიური სკანდალისა რომ არ მეშინო
დეს, ამ არამზადა ფრანგს ცხვირ-პირს ამოვუმტვრევდიო. უცებ მოხდა წარმოუდგენელი რამ:
ერთ-ერთმა შავკანიანმა, რომელიც ჩვენთან ყველაზე ახლოს იყო, მძიმე ყუთი ძირს დააგდო, ჯი
ქურ მოგვეჭრა და აქლოშინებულმა ქართულად მოგვაყარა: „ბიჭებო, ქართველები ხართ?“

ჩვენთვის უფრო ადვილი დასაჯერებელი იქნებოდა, ეს ზანგი რაღაც სასწაულით უცებ რომ
გათეთრებულიყო, ვიდრე მისი ქართული ლაპარაკი! რამდენსამე წუთს გაშტერებით შევცქერო
დით შავკანიანს, რომელსაც სახე უღიმოდა და თეთრი კბილები მოუჩანდა.
- ჩვენ კი ქართველები ვართ, მაგრამ შენ, შავკანიანმა, საიდან იცი ქართული? - თითქმის ერთხ
მად მივაძახეთ ორივემ.
- მეც ქართველი ვარ, თქვენისთანა! ხომ ხედავთ, ჩვენს ენაზე ლაპარაკი არ დამვიწყებია; აქ ბევ
რი ქართველი ცხოვრობს, რამდენიმე სოფელი გვაქვს, ძველი დროიდან აქ ვსახლობთ. მართლა
შავკანიანები არ გეგონოთ, კანი აფრიკის მცხუნვარე მზემ გაგვიშავა. ენა და ქართველობა თუ აქა
მდე შევინარჩუნეთ, ეს იმის წყალობით, რომ სხვა ერის კაცებს ჩვენს ქალს ცოლად არ ვატანთ,
არც თვითონ ვირთავთ უცხო ტომის შვილებს, - დაასრულა საუბარი შავკანიანმა ქართველმა.
მუშაობას ასე დემონსტრაციულად თავი რომ დაანება, ეს, რა თქმა უნდა, ჭკუაში არ დაუჯდა
ფრანგ კოლონიზატორს, მოვარდა, მტვირთავს მათრახი გადაუჭირა. ჩემი მეგობარი, რომელიც
თავისი ახოვანებით რამდენსამე ასეთ ზედამხედველს ადვილად გაუსწორდებოდა, მისკენ გაი
წია და დიდი ხვეწნით ძლივს შევაჩერე...
„ახალგაზრდა კომუნისტში“ გამოქვეყნებულმა ამ ცნობამ მეზღვაურის ნახვის სურვილი აღუძრა
გაზეთის თანამშრომელს მ. მამულაშვილს, რომელმაც უკვე მოთხრობილი უცნაური შეხვედრის
ახალი ეპიზოდები დააზუსტა.
- შავკანიანმა მტვირთავმა რომ ნახა, მისმა ქართველობამ ჩვენში ეჭვი გამოიწვია, გვითხრა: არა
გჯერათ, რომ ქართველი ვარ? აი იქ, ყუთებს რომ ეზიდებიან, ჩემს გარდა, ათი ქართველი მუშა
ობს, ყველა ერთი სოფლიდანა ვართ. ქალაქ უჯდასთან (ახლა მაროკოს საზღვრისპირა ქალაქია)
ქართველების რამდენიმე სოფელია, მოსახლეობის მეტი წილი გუგუნარის გვარს ატარებს, აი ის
მაღალი კაცი კი ჭანუყვარია. გუგუნარი და ჭანუყვარი ჩვენს სოფელშიც მთავარი გვარებია. მეტი
სმეტად ღატაკურად ვცხოვრობთ, ჩვენი ბავშვები ჩამოგლეჯილი და და ფეხშიშველები დარბი
ან, ადგილიც ძალზე უნაყოფოა, უდაბნოს ხვატი ჩვენამდე აღწევს. იძულებული ვართ შორეულ
საზღვაო ნავსადგურებში და სხვაგან მძიმე სამუშაოზე წავიდეთ, მონური შრომით ვირჩინოთ
თავი...
- ჭანუყვარი, გუგუნარი! - ეს ხომ ჩვენი ჭანუყვაძეებისა და გუგუნავების შორეული წინაპრები
არიან! - შევძახე გაოგნებულმა...
- ხომ არ გაიხსნებთ მათი ქართული სოფლების სახელებს, ან რა იციან თავიანთი წინაპრების
შესახებ?
- სოფლების სახელების კითხვა ვეღარ მოვასწარი, ვერც მათი წინაპრების თაობაზე გავიგე რამე,
რადგან ფრანგმა ზედამხედველმა, როგორც მოგახსენეთ, მალე შეწყვიტა ჩვენი საუბარი.
ზემოთ ითქვა ჟურნალ „მოამბეში“ გამოქვეყნებულ ცნობასთან დაკავშირებით. ცხადია, ჟურნა
ლი აქაურ ქართველთა სადაურობის საკითხს ვერ აუვლიდა გვერდს: საიდან და როდის მოვიდ
ნენ ისინი ამ ადგილებში?
„დ-რ მოსტოვიჩის აზრით, ქართველების გადასახლება აფრიკაში (ნაგულისხმევი უნდა იყოს ალ
ჟირი) შეიძლება ორნაირად მომხდარიყო: ეგვიპტელ ფარაონებს ხშირად გამოულაშქრიათ მცირე
აზიაში და კავკასიასაც ხშირად სწვევიან; ბევრჯერ გაუმარჯვნიათ და ბევრი ტყვეც გაუყვანიათ.
გარდა ამისა, ძველ ქართველთ დიდი ვაჭრობა ჰქონდათ აფრიკულ ქალაქებთან და შეიძლება
მაშინდელთა შთამომავალნი დარჩენილიყვნენო.
ბ-ნ განის აზრით, ქართველთა გადასახლება აფრიკაში აგრე დიდი ხნისა არ უნდა იყოს. პლინი
(ალბათ, პლინიუსი) თავის ბუნებრივ ისტორიაში წერს: ვარონი გვარწმუნებს, რომ იბერნი, სპარ
სნი და სხვა ხალხი დასახლდნენ მთელს ესპანიაშიო და ესპანიიდან აფრიკაში გადასვლა ხომ ად
ვილზე უადვილესია.
„მაგრამ ეს მხოლოდ ჰიპოთეზააო“, - წერს ჟურნალი და იქვე მოჰყავს მოსაზრება განის წიგნიდან
„უძველესთა მწერალთა ცნობანი კავკასიის შესახებ“:

„იმპერატორის ემანუელ პირველი კომნენის დროს 1155 წ. ქრ. შ. შემდეგ, იმპერატორის მიერ
იტალიაში გაგზავნილნი რომაელნი... დაბანაკდნენ ბრუნდუზიის (ადრიატიკის ზღვის პირად)
სიახლოვეს, და როგორც ამბობდნენ, იქვე ახლო იმყოფებოდა ვილჰელმი მეფე სიცილიისა. რად
გან მასთან შებრძოლება არ უნდოდათ, წინ გაგზავნეს ორი ვაჟკაცობით განთქმული მამაცი და
მათთან ერთად იბერნი..მტრისადმი სროლის ასატეხად.გაგზავნილები მალე შეხვდენენ მტერს...
რომელიც თავის იქვე ახლო მდგომ ჯარისკენ გაიქცა; იბერნი... ლტოლვილთ უკან დაედევნენ,
უკანა რიგებში ბევრი დახოცეს, ბევრი ცხენი და ერთი დროშა წაართვეს და ბრუნდუზიაში
დაბრუნდნენ“.
და კიდევ:
„ - იმპერატორის ანდრონიკ პალეოლოგის დროს 1306 წ. ქრ. შობის შემდეგ კაცანს, აღმოსავლე
თის თათრების ხანს ყოველთვის ბრწყინვალე, რიცხვმრავალი და რჩეული ამალა ახლდა, მაში
ნაც კი, როდესაც ომი არ ჰქონდა. ამ ამალაში უმთავრესად ემსახურებოდნენ იბერნი, გამოცდი
ლნი და გმირი მხედარნი; მათ დაბადებითვე თანა ჰყვებოდა მხედრობითი ძალა და პატიოსნუ
რი გმირობა; გარდა ამისა, ძალიან სათნო ჩვეულებისანი იყვნენ, რადგან წმინდად ჰქონდათ
დაცული ქრისტიანული სჯული...“
ამ ცნობებიდან ცხადადა ჩანსო, ამბობს ბ. განი, რომ მე-12-14 საუკუნეებში ქართველნი აფრიკის
ახლოს ყოფილან და აფრიკაში გადასვლაც ძალიან ადვილად შეეძლებოდათო, მეტადრე სამხრ
ეთ იტალიიდან. „სამწუხაროა, - შენიშნავს ჟურნალ „მოამბის“ მიმომხილველი, - რომ დ-რმა ელი
სეევმა უარგლელ ქართველებს არ გამოჰკითხა მათი გადასახლების ამბავი, რადგან ამგვარი მნიშ
ვნელოვანი გარემოების ხსოვნა დიდი ხანი რჩება ხალხის ზეპირ თქმულებაში“.
1972 წელს ქართული პრესა კვლავ დაუბრუნდა „აფრიკელი ქართველების“ საოცარ ისტორიას.
გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ 21 ივნისის ნომერში დაიბეჭდა დ. ფაშტიანის წერილი „საიდან
მოხვდნენ აფრიკაში?“ რამდენი ხანია ქართველ საზოგადოებრიობას აინტერესებს და აწვალებს
კითხვები „საიდან?“ და „როდის?“.
დ. ფაშტიანი ფიქრობს, რომ აფრიკაში ქართველთა გადასახლება უფრო შორეულ ხანას* (*საპო
ლემიკო ვადად დ. ფაშტიანი ასახელებს ორ საუკუნეს და წერს: „ორი (და მეტიც) საუკუნის მან
ძილზე თეთრკანიანი ქართველი შეავკანიანად ვერ იქცეოდა აფრიკის მცხუნვარე მზის ქვეშაც
კი... 2 საუკუნე ვახსენეთ ზემოთ იმიტომ, რომ მხედველობაში გვქონდა ე.წ. მამლუქების პერიო
დი. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი შავბნელი პერიოდი ავადსახსენებელი მაჰაჯირობისა,
როდესაც ქართველი ფეოდალები ქართველ ბავშვებს ჰყიდდნენ უცხოეთში“.) უნდა ეკუთვნო
დეს და იქვე ფრიად საგულისხმო ვარაუდს გამოთქვამს: „ხომ არ არიან ისინი გვერდითი შტო
იმათი, ვინც შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები გაიარეს...“
- აფრიკელი ქართველების თემა თითქმის ყოველ ჩვენგანს აწუხებდა, - ამბობს ინჟინერი რევაზ
მხეიძე, რომელიც შარშან დაბრუნდა ალჟირიდან, სადაც სხვა ქართველ სპეციალისტებთან ერ
თად საბჭოთა კავშირ-ალჟირის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე 3 წ.
იმყოფებოდა, - მაგრამ სიძნელეები ბევრია, ზღვისპირიდან სიშორის მიუხედავად (თითქმის 1
200 კილომეტრია იმ ადგილებიდან, სადაც მუშაობა უხდებათ ჩვენს სპეციალისტებს) ქალაქ უარ
გლამდე ტრანსსაჰარის გზით ჩასვლა პრობლემას არ შეადგენს, მთავარი წინ არის - დაახლ. 500
კმ-მდე პრიმიტიული გზა ზედ უდაბნოს გავლით. თვით ალჟირელების გადმოცემით, სწორედ
იმ ადგილებში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც არც თავიანთი ზნეჩვეულებით, რელიგიით,
ენით, თითქოს არაფერი საერთო არ აქვთ არაბ მოსახლეობასთან.
ალჟირის ტერიტორიაზე შეხვდებით ტოპონიმებს, რომლებიც საქართველოს გვაგონებს. აიღეთ
სოფელი ბერთუთა (არაბები გამოთქვამენ ბერტუტა) , რომელიც ქალაქ ალჟირიდან 12 კმ-ზე
მდებარეობს. სოფელში მართლაც ბევრია თუთის ხეები და საერთოდ ძალზე ლამაზი ადგილია.
ჩვენი თანამემამულე გ. ბაქრაძე თიარეთში მუშაობდა, ორანსა და ალჟირს შუა, რამდენადმე სამ
ხრეთით. ქალაქ ალჟირთან ახლო მდებარე პატარა საკურორტო ქალაქ ფორდელოში რესტორა
ნია, რომელსაც „თამარის“ ჰქვია...
ალჟირში ორჯერ (1964, 1967 წწ.) ყოფნის დროს ამ საკითხით ილია ტაბაღუაც დაინტერესებუ
ლა (იხ. ი. ტაბაღუა, ალჟირი დღეს, გაზ. „თბილისი“, 1968) და საუბარი ჰქონია ალჟირელ სპეცი
ალისტებთან. (პროფ. მ. მამრი და სხვ.), მაგრამ „აფრიკელი ქართველების“ შესახებ ვერც ერთი
ფაქტი ვერ დაუდგენია. ერთი რამ ცხადია, რომ უჯდაში (მაროკო) მცხოვრები ხალხი - ლოჰები
და უარგლაში მცხოვრები ტუარეგები სრულიად განსხვავდებიან მათ გარშემო მცხოვრები ტომე
ბისაგან; პირველთა ენა უფრო ახლოა კაბილიურ ენასთან, ხოლო ტუარეგები სემიტები არიან.
მათ შემონახული აქვთ თავიანთი ძველი ანბანი, რომელიც 24 ნიშნისაგან შედგება. ვინ არიან ეს
ტომები? საიდან მოვიდნენ ამ რაიონებში?.. დღემდე დადგენილი არაა.

გიორგი მახარაძის წიგნიდან „არდავიწყება მოყვრისა“ (თბ. 1976)

აფრიკაში „მეგრელი“ ზანგები ცხოვრობენ


1897 წელს ჟურნალ „მოამბის“მიმოხილვაში: „ჩვენსა და სხვაგან“, 1898 აგრეთვე გაზეთ „ივერია
ში“ და „ცნობის ფურცელში“ გამოჩენილი რუსი მეცნიერის, მეცნიერებათა დოქტორის, ცნობილი
რუსი მოგზაურის, საქართველოში ნამყოფი და საქართველოს კარგად მცოდნე ა. ვ. ელისეევის
ნაშრომი იმის შესახებ, რომ აფრიკაში, საჰარის უდაბნოს პირას, ქალაქ უარგალში(ვარგლაში) უძ
ველეს დროიდან ცხოვრობდნენ და ამჟამადაც ცხოვრობენ ქართველები. ა. ვ. ელისეევმა ეგვიპტე
ში, ტუნისში, ალჟირში საჰარაში მოგზაურობის შედეგები და შთაბეჭდილებები აღწერა რუსულ
ენოვან წიგნში „მთელ მსოფლიოში“ ა.ვ. ელისეევს ქართული საუბარი თვითონ აქვს მოსმენილი
და ჩაწერილი(ახსენებს გვარებს:გუგუნავას, ჭანუყვაიას და სხვა).
აღნიშნულ საკითხზე გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ (1989 წელი) მასალები გამოაქვეყნა
ჟურნალისტმა გიორგი კურტანიძემ.
აფრიკაში ნავსადგურულ ალჟირში ნამყოფი ქართველი მეზღვაურის სიორიძის მონათხრობის
მიხედვით, აგრეთვე პირად საუბარში, სიორიძე არნიშნავს, რომ მან და სხვა ქართველმა მეზღვა
ურებმა ნახეს ქართველი ზანგები, რომლებიც მზუმე ყუთებით ტვირთავდნენ ფრანგულ გემს.
ქართველმა „ზანგმა“ უთხრა ქართველ მეზღვაურებს, რომ: დღეს აქ ვმუსაობთ ათი ქართველი,
ყველა ერთი სოფლიდან, და აქ, უჯდასთან (მარაკოს საზღვრისპირა ქალაქი) ქართველების რა -
მოდენიმე სოფელია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გუგუნარის(ე.ი გუგუნავა) გვარს ატარებს,
მეტად ღატაკურად ვცხოვრობთ, ჩვენი ბავშვები ჩამოხეულები, ფეხშიშველები დადიან.
ქართველმა მეხომალდეებმა ვერ მოახერხეს გაეგოთ ‘ქართველი ზანგების“ სოფლების სახელწო
დება და მათი წინაპრების წარმომავლობა, რადგან ფრანგმა ზედამხედველმა „ქართველ ზანგს“
საუბარი შეაწყვეტინა.
ეს ვერ შეძლო ჟურნალმა „მოამბემ“ საუკუნის წინ დაედგინა. პროფ. ილია ტაბაღუა ორჯერ იყო
ალჟირში – 1964 და 1967 წელს, მაგრამ ვერ დაადგინა ქართველი(მეგრელი) „ზანგების გაზანგე
ბის საკითხი.“
1972 წელს „აფრიკელი ქართველების“ საოცარი ისტორიის შესახებ გაზეთმა „სოფლის ცხოვრებ
ამ“ გამოაქვეყნა დ. ფაშტინის ვრცელი წერილი „საიდან მოხვდნენ აფრიკაში?“ ქართველ საზოგა
დოებას აინტერესებს და აწვალებს კითხვები:მართლაც „საიდან“ და „როდის“?

შავკანიანი აფხაზები
აფრო-აფხაზები, შავკანიანი აფხაზები ან შავკანიანი კავკასიელები, ასევე ხალხში მიღებუ
ლია შავი კაცი — აფხაზების პატარა ეთნო-რასული ნეგროიდული ჯგუფი, რომელიც ძირი
თადად სოფელ აძუბჟაში[1] და მდინარე კოდორისმიმდებარე სოფლებში ცხოვრობს (ჭლოუ,
ფოქვეში, აგდარა, მერკულა და სხვა).
რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს, თუ როგორ მოხვდნენ აფრიკელები აფხაზეთში. ისტორიკოსთა
ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი XVII ს-ში მთავარმა შერვაშიძემ იყიდა სტამბოლის მო
ნათა ბაზარზე ციტრუსების პლანტაციებში სამუშაოდ. სავარაუდოდ, ეს იყო ერთადერთი და სა
კმაოდ უიღბლო ცდა. სხვა ვერსიის მიხედვით შავკანიანი აფხაზები ანტიკური კოლხების შთა
მომავლები არიან. იმას, რომ კოლხები შავგვრემნები იყვნენ ჰეროდოტეც ადასტურებს:

„ კოლხები, სავარაუდოდ, ეგვიპტელები არიან: მე ეს გავიგე, სანამ სხვისგან შევიტყე. კოლ


ხებს ახსოვთ ეგვიპტელები, ხოლო ეგვიპტელებს ისინი არა… ისინი [კოლხები] არიან შავ
კანიანები, ხუჭუჭთმიანები. სამაგიეროდ ეს არაფერს ამტკიცებს, იმიტომ რომ არის ბევ
რი მსგავსი ერი. აღსანიშნავია ისიც, რომ მარტო სამი ერი აკეთებს წინადაცვეთას: კოლხე
ბი, ეგვიპტელები და ეთიოპელები. “

აგრეთვე შესაძლებელია,რომ ეს ჯგუფი ეგვიპტელი კოპტების ან ეთიოპელი ებრაელების შთა


მომავლები არიან. აფხაზმა მწერალმა და ისტორიკოსმა დიმიტრი გულიამ საკუთარ ნაშრომში
„აფხაზეთის ისტორია“ აფხაზურსა და ეთიოპურ ტოპონიმიკათაშორის მსგავსობაზე გაამახვილა
ყურადღება. ის ამტკიცებდა, რომ რამდენიმე გეოგრაფიული სახელწოდება „სრულიად იდენტუ
რია“: ბაგადა — ბაგადა, ჰუმა — ჰუმა, თაბაკური — დაბაკური და ა.შ.
1927 წელს პრობლემით დაინტერესებულმა მაქსიმ გორკიმ აფხაზ მწერალთან, სამსონ ჩანბას
თან ერთად მოინახულა სოფელი აძიუბჟა, სადაც შეხვდა შავკანიანებს. თავისი მოგზაურობისა
და არსებული ლიტერატურის მიხედვით, ავტორმა წარმოშობის ეთიოპური ვერსია ყველაზე
სწორი მიაჩნია
ლეგენდები
არსებობს რამდენიმე „ხალხური“ ლეგენდა, რომელთაც შესაძლოა აქვთ რეალური ფესვები. ივა
ნე ისაკოვის წერილში ნიკიტა ხრუშჩოვისადმი აღნიშნულია, რომ აფხაზეთის საზღვაო წყლებ
ში ჩაიძირა ოსმალური გემი, რომელზეც მონები მიჰყავდათ გასაყიდად. და დღევანდელი შავკა
ნიანი აფხაზები ჩაძირვისას გადარჩენილი აფრიკელების შთამომავლები არიან. მართალი ეს ლე
გენდა ვერ ხსნის, თუ როგორ მოხდა მონებით დატვირთული გემი შავ ზღვაში, ასე შორს მონათ
ვაჭრობის ძირითადი გზებიდან.
სხვა ლეგენდა ყვება ნართებისა და აფრიკის რქიდან წამოსული „შავკანიანი პირების“ სქესობრივ
ურთიერთობაზე. ლეგენდის მიხედვით ნართები დაბრუნდნენ კავკასიაში შორეული აფრიკუ
ლი მოგზაურობიდან და მათ ასეული აფრიკელი მოჰყვებოდა. უკანასკნელებმა აფხაზეთში
ცხოვრება გადაწყვიტეს.
დღეს აფრო-აფხაზები ცხოვრობენ, როგორც აფხაზეთში, ასევე რუსეთში და ევროპაში. ისინი
ლაპარაკობენ ძირითადად რუსულ ენაზე. არიან ქრისტიანები, მაჰმადიანები დაიუდეველები.

1. ↑ ზინაიდა რიხტერის (1930) მიხედვის სახელწოდება იკითხება, როგორც აძიუბისა

მეფე ბაქარი - გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი


ბაქარი (დ. 7 აპრილი, 1699 ან 1700 — გ. 1 თებერვალი, 1750, მოსკოვი), ქართველი სახელმწი
ფო და საზოგადო მოღვაწე. ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ძე. რუსეთის არმიის გენერალ-ლეი
ტენანტი, გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი. ქართლის ფაქტობრივი მეფე (შაჰნავაზ III-ის
სახელით) 1716-1719, ვახტანგ VI-ის ირანში ყოფნის დროს.
1724 მამასთან ერთად რუსეთში გადასახლდა. 1729 წლის 30 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტის
ჩინით დაინიშნა მოსკოვის ოლქში საარტილერიო კანტორის უფროსად. ბაქარი მონაწილეობდა
მოსკოვის ქართული სტამბის აღდგენაში. 1743 მისი თაოსნობით დაიბეჭდა ბიბლია, რომელიც
ცნობილია ბაქარის ბიბლიის სახელით. ურთიერთობა ჰქონდა რუს მეცნიერებთან (ვ. ტატიშჩე
ვი, ჟ. დე-ლილი), აწვდიდა მათ ცნობებს საქართველოს წარსულზე. ასრულებდა რუსეთის მთა
ვრობის დიპლომატიურ დავალებებს.
1734 მამუკა ბარათაშვილმა დაწერა ოდა "ქება მეფისა ბაქარისა", სადაც მეფე ბაქარი, ვახტანგ
VI-ის ძე, შექებულია, როგორც ღირსეული მეფე, დიდი პიროვნება და გონიერი მხედარმთავარი,
ხაზგასმულია მეფე ბაქარის კეთილშობილური ადამიანური თვისებები.
აქვე გთავაზობთ ნაწყვეტს დავით გურამიშვილის "დავითიანიდან"
მეფის ვახტანგისა და ძისა მისისა ბაქარისა დარუბანდს წაბრძანება
ექვსის წლით წინათ ჩემს უწინ ქართლიდამ წაბრძანებულნი,რა მიველ მოსკოს, ვიხილე მეფე და
ქართველთ კრებულნი;რომლისაც ხელმწიფისაგან მუნ იყვნენ დაბარებულნი,იმისთვის ვეღარ
მიესწრათ, მით იყვნენ გამწარებულნი.
ერთს - დიდს პეტრეს - და ორს სხვასა მოშლოდათ წუთი-სოფელ:წართმოდათ მოკლედ სამყო
ფი, ეშოვნად გრძლად სამყოფელი;მით სევდა ვახტანგ მეფესა, გონების დასაყოფელი,სცემოდა
გულსა, განეჭრა გრძლად ფილთის შასაყოფელი.
ამაზედ იყო მგლოვარე, ცრემლი ამისთვის ზდიოდა:სამი ხელმწიფე ზედი-ზედ მოკვდენო - გუ
ლი სტკიოდა;თავისას, თავის ქვეყნისას უბედურობას ჩიოდა:გაგრძელდა საქმე, გაძნელდა, რაღა
ვსთქვა, რა ვარჩიო, და?
ოდესაც ანნა ხელმწიფე რუსეთზე გარდამწდომარე,ბრძენ, უხვი, მართალ, მოწყალე, სამართალ
დაუცდომარე,გეირგვინოსანი ტახტზედა მეფემ იხილა მჯდომარე,მაშინ შეიქნა საქმისა მოხსენე
ბისა მდომარე.
მეფე წადგა ხელმწიფესთან, ცრვმლით ღაწვნი დანასველა,მოახსენა: - თქვენგნით ვარო არც მშიე
რი, არც შიშველა.ამასა გთხოვ, შემიწყნარო, ბრძანო ჩემის ქვეყნის შველა!შეისმინა ხელმწიფემა,
რაც მან სთხოვა, მოსცა ყველა.
მან უბრძანა: მე მიჭირავს ზღვის მიდამო გაღმა მხარი,სოლაღსა და დარუბანდსა, ბაქოსა დგას
ჩემი ჯარი;მუნ მიბრძანდი: საჭურჭლისა მუდამ მზა არს ღია კარი,ლაშქარი და ხაზინანი, ვით
გენებობ, მაიხმარი!
მივსცემ ყველას ბრძანებასა ჩემთა სპათა, სპის მართავთა,ამირთა და ამილბართა, ათასის-თავთ,
ასის-თავთა;თქვენს ბრძანებას მორჩილებდენ, კარგთ იქმოდე, გინა ავთა;თავს საკვდავად არ ზო
გვიდენ, საცა მოიქნევდენ ხმალთა!
მეფემ მდაბლად ხელმწიფესა თაყვანი-სცა, ჰკადრა პირად:ღვთაებრ უხვი მოწყალება ჰქენით
ჩემზე, არა ძვირად;ვმადლობ თქვენსა წყალობასა, მე-ღა მინდა სხვა განძი რად?დღეის იქით ენა
ჩემმან ქება თქვენი წართქვას ხშირად.
წინ წადგა და ტახტზე მჯდომსა ხელმწიფესა ხელს აკოცა;ხელმწიფეცა წამოუდგა, გზა მეფესა
დაულოცა:"ღმერთმან ასე გაგიმარჯოს, რომ არ იყოს ბევრი ხოცა.ნსადღეგრძელო დაულივა,
თვით ბრძანა და მასაც მოსცა.
წამოვიდა პეტრებუხით, მეფე მოსკოს ჩამოვიდა.მოემზადნენ მამა-შვილნი, ქართველნი ყვა ვინ
ცა ვინ და,წასვლა წყლითა დაამტკიცეს, ბრძანეს: ნექვსი ნავი გვინდან...შექნეს ნავის შენებანი,
მით ერთი თვე გამოვიდა.
ნავში ჩავსხდით და წავედით თოკებისა ხელის წევით:ხან ჩქარა და ხან წყნარადა, ხან ვერც დაძვ
რით, ხან კი რყევით,ხინ ეტიკი მიგვიძღოდა, ედილისა წყალს დავყევით,ჩვვნი ავად სიარული
სამს თვეს უკან შევიტყევით!
ვირემდის ზღვათა ბაგემდის ჩვენ ჩავიდოდით ნავითა,გარდატრიალდა საწუთრო მრუდისა საბ
რუნავითა:წინ სვიმონ აბრამის-შვილი დაგვხვდა ამბითა ავითა,აღავსო გული მეფისა მრავლითა
საჭმუნავითა!
მოახსენა: "შამახია თამაზ-ხანმა დაიჭირა!ნმეფეს ესმა, თავში ხელი შემოიკრა და იტირა;ასრეთ
მოთქვა: "ჩემი ბედი ასრე როგორ გაიწირა,გზა არცაით წარმემართა, წინ ერთი რამ ამეხირა!
ახლა რა ვქნა, სად წავიდე? გზა შემექნა დახლათული,ქარი ქრის და აფრა გაშლით ვარ ხომალ
დით ზღვას შერთული.ბრძანებანი წინ წასულა ხელმწიფისა ხელ-ჩართული;ღმერთმან თქვენს
მტერს წარუმართოს, ვით მე გზა მაქვს წარმართული.
დღეს რაც საზარელი სიტყვა მაისმინა ჩემმა ყურმა,ეს სულ წყალში ჯდომამ მიყო, სიარულმა
ბაყაყურმა!პირში ლუკმა გამამაძრო თარაქამამ ნადი-ყულმა,რაღა ვქნა და რა ვივარგო სევდით
გულ-ღვიძლ დანაყულმა?
- თუ დავბრუნდე უბრძანებლად, მკითხონ, რა მაქვს მე სათქმელი?თუ წავიდე დარუბანდსა, მე
ვიქნები რიღას მქნელი?ღმერთო ჩემო, ეს რა მიყავ? მომივლინი საქმე ძნელი,.სულ სიცოფედ
შემირაცხე, რაც ვისიბრძნე მე საბრძნელი!ნ
კვლავ ბრძანა: ნგავალ დარუბანდს, იქივ სჯობს სხვაგან დგომასა,იქ მოუყურო, თუ საქმე რა
მოხდეს შამადგომასა;რაც უწინ საქმე წამხდარა, წუხილით რა ვარგო მასა,სჯობს მომავლისას
უფთხილდე საქმისა არ წახდომასა!ნ
გაბრძანდა მეფე ხომალდით დარუბანდისა კიდესა,მღდელნი სამღდელოდ მოსილნი მოვიდნენ,
ხელი ჰკიდესა,ციხიდამ თეთრი ალამი გაშალეს, გარდმოჰკიდესა,რუსთა ზარბაზნის შილინგით
გარს ცეცხლი მოუკიდესა.
ლაშქარნი თოფთა ისროდენ, ხუცები რეკდენ ზარებსა,ასე გვეგონა, ხმისაგან ცა იძვრის, მთა
ზანზარებსა:არ ვგვანდით აბუჩს სტუმართა, არცა უბრალოს მგზავრებსა,ცოტად მით გვეცა
ნუგეში მუნ მისვლად დანაზარებსა.

ეგორ გრუზინსკი
ოფიციალური სახელი: გიორგი ბაგრატიონი; დაბადების თარიღი: 2 ნოემბერი, 1762 წ.;
გარდაცვ. თარიღი: 1852 (89 წლის ასაკში); დაკრძალვის ადგილი: ლისკოვო, რუსეთი

ბიოგრაფია
ვახტანგ VI-ისა და საქართველოს უკანასკნელი მეფის ზოგიერთმა შთამომავალმა რუსეთში
გრუზინსკების გვარი მიიღო. მათ შორის არის ეგორ ალექსანდრეს ძე გრუზინსკი, იგივე გიო
რგი ბაგრატიონი. იგი გახლვათ ვახტანგ VI შვილიშვილის შვილი. გიორგის პაპა, გრუზინსკე
ბის გვარის ფუძემდებელი, ბაქარ ვახტანგის ძე, 1724 წელს გადასახლდა რუსეთში მამასთან
ერთად. იგი რუსეთის არმიაში მსახურობდა და გენერალ–ლეიტნანტის ჩინი ჰქონდა. სამხედ
რო იყო გიორგის მამაც – ალექსანდრე ბაქარის ძე (1726-1791), დედა თავადის ქალი გახლდ
ათ – დარია მენშიკოვა (Дарья Александровна Меньшикова) (1747-1817). ცხოვრობდ
ნენ მოსკოვში, მეფე არჩილის სასახლეში, რომელიც მემკვიდრეობით ერგოთ. პატარა გიორგი
და მისი უმცროსი და–ძმა – ალექსანდრე, ანა და დარია (დარეჯანი, იყო ცნობილი დეკაბრის
ტის – სერგეი ტრუბეცკოის დედა) – ბებიის, ანა გიორგის ასულ არაგვის ერისთავის მფარველ
ობის ქვეშ იზრდებოდნენ. გიორგიმ უფლისწულის შესაფერისი განათლება მიიღო. ქართული
სა და რუსულის გარდა ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. ერკ
ვეოდა ისტორია–გეოგრაფიაში, ფიზიკა–მათემატიკაში, ფორტიფიკაციაში, არტილერიასა და
არქიტექტურაში.

ჯერ კიდევ სიყრმეში ეგორ გრუზინსკი ეკატერინე II-ის ბრძანებით სანკტ–პეტერბურგში გადა
იყვანეს, სადაც მამიდა ელისაბედ ბაქარის ასული ზრდიდა. მამამისს აკრძალული ჰქონდა დე
დაქალაქში ცხოვრება და მოსკოვთან 100 ვერსზე უფრო ახლოს მიახლოება პეტრე III-ის მხარ
დასაჭერად სასახლის ინტრიგებში მონაწილეობის გამო. ექვსი წლის ასაკში, 1768 წელს ჩაირი
ცხა სანკტ–პეტერბურგის ქვეით პოლკში. მაშინ მიღებული იყო მცირეწლოვანთა სამხედრო სა
მსახურში ჩადგომა. ისინი არ მსახურობდნენ, მხოლოდ ირიცხებოდნენ, მაგრამ ჩინები მაინც
ემატებოდათ. გიორგიმ მაიორის წოდებას მიაღწია და 1788 წელს თადარიგში გავიდა. თავდა
პირველად, მოსკოვის გარეუბანში, სოფელ ვსეხსვიატსკოეში, ალექსანდრე არჩილის ძისა და
მისი დის, დარია არჩილის ასულის მდიდრულ სასახლეებში ცხოვრობდა (ამ სოფელში, 1801
წლამდე, ღვთისმსახურება ქართულ ენაზე ტარდებოდა). უძრავი ქონება სხვა ოლქებშიც ეკუთ
ვნოდა: მაკაროვოში მაუდის ფაბრიკას ფლობდა, ნაგანოვოში ცხენოსნობას მისდევდა, ხოლო
ლისკოვოში – მეღვინეობას. საბოლოოდ ლისკოვოში დასახლდა. აქაური მამულები 1686 წ-
დან არჩილ II-ისა და მისი შთამომავლების საკუთრება იყო. შემდეგ კი, 1724 წელს, პეტრე I-
მა ბაქარ ვახტანგის ძეს გადასცა. ლისკოვოში 10 100-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ჰქონ
დათ დიდი პორტი, მუშაობდა რამდენიმე ქარხანა და წისქვილი, იმართებოდა ბაზრობები.
ეგორ გრუზინსკიმ მდინარე ვალავის ნაპირზე მაკარევოს მონასტრის მოპირდაპირე მხარეს, გა
მოჩენილი არქიტექტორის, რასტრელის პროექტით ააშენა დიდებული სასახლე, მიმდებარე პა
რკით, შადრევნებითა და ქანდაკებებით. ჰქონდა აგრეთვე ხეხლის ბაღიც სათბურებითა და
ორანჟერეით. ხალხი "ლისკოვოს მეფეს" ეძახდა. ლისკოვოში დასახლებისთანავე მონაწილეო
ბა მიიღო სათავადაზნაურო არჩევნებში და უკვე 1792 წელს მაკარევოს მაზრის დეპუტატი
გახდა, ამავე პერიოდში დაქორწინდა ვარვარა ნიკოლოზის ასულ ბახმეტევაზე. 1795 წელს
არჩეული იქნა ნიჟეგოროდის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად.

თავადი გრუზინსკი არაორდინალური, კოლორიტული პიროვნება იყო. იმპერატორ ელიზავე


ტას ფავორიტმა თავის მამულში საკუთარი სამრთალი დაამყარა, ცნობილი იყო სიმამაცით,
თვითნებობითა და შფოთისთაობით. მისი საქმიანობის ძირითად ნაწილს მემამულეთა, ვაჭარ
თა თუ გლეხებს შორის წამოჭრილი შუღლის მოგვარება წარმოადგენდა. მოდავე მხარეები ხში
რად ირჩევდნენ მოსამართლედ ან შუამავლად, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა საზოგადოე
ბის რომელ ფენას მიეკუთვნებოდა განსასჯელი. სადაც კანონითა და ფულით ვერაფერს გახდე
ბოდა, მუშტებს იშველიებდა. გლეხები მისი გადაწყვეტილებებით უმეტესად კმაყოფილები იყ
ვნენ და "თავად იგორს" ეძახდნენ. მფარველობდა უსახლკაროებს. თავშეუკავებლობისა და ამ
პარტავნობის გამო ბევრი მტერი გაიჩინა. არაკეთილისმსურველები უვრცელებდნენ ჭორებს,
თითქოს იგი ქმნიდა ყაჩაღთა ბანდებს ვოლგაზე მცურავი გემების გასაძარცვად. ტყუილ–მარ
თალი ერთმანეთში აირია და 1798 წ. პავლე I–მა მისი თავადაზნაურთა წინამძღოლობიდან
გადარჩევა ბრძანა. ამავე პერიოდში ეგორ გრუზინსკი სასამართლოში იყო დაბარებული მისი
კიდევ ერთი თვითნებურად მისჯილი და აღსრულებული განაჩენისათვის. ამ სიტუაციაში
თავადმა გაცლა ამჯობინა. უზარმაზარი ქრთამის მეშვეობით მოაწყო საკუთარი დაკრძალვის
მდიდრული ცერემონია და სამი წლის განმავლობაში გარდაცვლილად ითვლებოდა. ამინის
ტია მიიღო 1801 წელს, ალექსანდრე I-ის გამეფების შემდეგ, რომელმაც მას 1802 წლის 10
თებერვალს "კამერჰერის" წოდება მიანიჭა. ამავე წელს დანიშნეს ნიჟეგოროდის მრჩეველ მო
სამართლედ. 1804 წელს საკუთარი სურვილით განთავისუფლდა მრჩეველთა სასამრთლო
დან, 1807 წელს კვლავ აირჩიეს ნიჟეგოროდის ოლქის თავადაზნაურთა წინამძღოლად სამწ
ლიანი ვადით. ამ პოსტს ეგორ გრუზინსკი 21 წლის მანძილზე ინარჩუნებდა (შვიდჯერ აირჩი
ეს) თავისი ავტორიტეტისა და ორგანიზატორული ნიჭის წყალობით.

1812 წლის სამამულო ომის დროს თავადი გრუზინსკი გამოვიდა ნიჟნი ნოვგოროდში სახალ
ხო ლაშქრის შექმნის ინიციატივით და თავადვე მეთაურობდა მას. ლაშქრის შემადგენლობა შე
ადგენდა მთელ კორპუსს – 12 440 ადამიანს. ომის შემდეგ ძველებურად განაგრძო ცხოვრება.
სოცოცხლის ბოლო წლები აქტიურ ქველმოქმედებაში გაატარა. ლისკოვოში ააშენა წმ. გიორგი
სა და ამაღლების ეკლესიები. მის მიერ აშენებული მდიდრული სასახლეებიდან რამდენიმე
დღემდე შემორჩა. ისინი გამოირჩევიან ორიგინალური არქიტექტურითა და ქალაქის მშვენებას
წარმოადგენენ. ერთ–ერთ მათგანზე, რომელშიც მრავალი წლის მანძილზე სახელმწიფო ბანკი
იყო მოთავსებული, მემორიალური დაფაა დამაგრებული ეგორ გრუზინსკის ხსოვნის საპატივ
ცემულოდ. მისი აშენებული სკოლა დღესაც ფუნქციონირებს. 2002 წელი ლისკოვოში თავადი
გრუზინსკის წლად იყო გამოცხადებული.

ლისკოვოში ინახებოდა საქართველოდან სხვადასხა დროს გატანილი რელიქვიები და სიწმინ


დეები. მათ შორის – წმ. ნინოს ჯვარი, VI საუკუნის ოქონის ღვთისმშობლის ხატი, მაცხოვრის
სამსჭვალი და სხვა. ამათგან მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დაბრუნდა. კერძოდ, ქარ
თველთა დიდი ძალისხმევის შემდეგ, 1802 წელს, იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბრძანებით,
წმ. ნინოს ჯვარი სიონში გადმოაბრძანეს. აქვე აღმოჩნდა რამოდენიმე ძველი ხელნაწერი, ვახ
ტანგ VI, ალესქსანდრე ბაქარის ძისა და ანტონ I-ის პორტრეტები.ანტონ I 4 წელი ცხოვრობდა
თავადთან ლისკოვოს მამულში, შემდეგ ნიჟეგოროდში გადავიდა.

ეგორ გრუზინსკი დაჯილდოვებული იყო წმ. ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ორდენით. გარ
დაიცვალა 1852 წელს 89 წლის ასაკში. დაკრძალულია ფერიცვალების ტაძარში – გრუზინსკე
ბის საძვალეში.

მეუღლე ადრე დაკარგა. დარჩა ორი შვილი - ივანე და ანა. ვაჟი, გვარდიის ოფიცერი,
ახალგაზრდა დაიღუპა. ლისკოვო სამემკვიდრეოდ დარჩა ეგორის ქალიშვილს ანას და მის
მეუღლეს – გრაფ ტოლსტოის.

1987 წელს სტუდია "მემატიანემ" გადაიღო დოკუმენტური ფილმი – "თავადი გრუზინსკი".

ქართლის მეფე ბაქარის ოქროზარნიშით მორთული თოფი


სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოლოგიისა და ახალი ისტორიის კო-
ლექციების იარაღის ფონდში რამდენიმე ათასი ექსპონატია დაცული, რომელთაგან გამორჩეუ-
ლია მემორიალური ცეცხლსასროლი იარაღი. ამჟამად ყურადღებას შევაჩერებთ მეფე ბაქარის,
მეფე არჩილის, ქართველი წარჩინებულების მამუკა ჭავჭავაძისა და გიორგი სააკაძის თოფებზე.
პირველი რიგში კი მეფე ბაქარის თოფს გავეცნოთ, ხოლო შემდეგ პოსტებში სხვა თოფებსაც წა
რვადგენთ. მაშ ასე დავიწყოთ. მეფე ბაქარის თოფი ქართლის მეფე ბაქარი, ვახტანგ VI-ის ძე,
1700 წლის 7 აპრილს დაიბადა. 1716-1719 წლებში შაჰნავაზ III-ის სახელით ქართლის მეფე იყო.
შემდეგ რუსეთში წავიდა, იყო გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი, მოსკოვში ქართული სტამ-
ბა აღადგინა და დაბეჭდა ბიბლია, რომელიც ბაქარის ბიბლიის სახელით არის ცნობილი. გარდა-
იცვალა 1750 წლის 1-ელ თებერვალს მოსკოვში. ბაქარის თოფის ლულა დაწახნაგებულია, მორ-
თულია ოქროზარნიშით შესრულებული გეომეტრიული ორნამენტებით. შუა წახნაგზე მოცემუ-
ლია ოქროთი დაფერილი ხელოსნის ხუთკუთხიანი დამღა და მასზე ორმწკრივად იკითხება
არა ბული წარწერა "სალიჰ ალი" (არაბული წარწერა წაიკითხა ეროვნული მუზეუმის თანამშრო-
მელმა მარიამ ქორიძემ, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ). დამღის გვერდითა წახნაგებზე ქარ-
თული წარწერებია: "თოფო ყირიმო მეფისა ბაქარისავო" და "თოფო იხილე მირთმეუა მეფის
კონსტანტინესად". ლულის კუდზე ასევე ოქროზარნიშით ყვავილოვან ორნამენტში შესრულე-
ბულია წარწერა: "ჩყნა (1851 წელი, მ.ქ.) წელსა დღეიდამ თა ნიკოლოზ ბაგრატიონ მუხრანსკისა
ვარ". ლულა ჩასმულია კონდახის ღარში და ჩამაგრებულია ვერცხლის ოთხი სალტით. სალტე-
ებზე მოცემულია დამღები თარიღით Е. Б. 1851 (ე. ბლუმბერგი - თბილისის საოლქო სასინჯი
პალატის კონტროლიორი 1843-1885 წლებში) და "84" (ვერცხლის სინჯის დამღა). კონდახი და
ღარი დამზადებულია კაკლის ხისაგან, ღარი ბოლოვდება ვერცხლის ფირფიტით, კონდახი კი -
სპილოს ძვლის დუგლუგით. თოფის წარმომავლობისთვის მნიშვნელოვანია პირველი წარწერის
პირველი ნაწილი - "თოფო ყირიმო", რომელიც თითქოს თოფის ყირიმულ წარმოშობაზე მიუთი-
თებს. მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურიდან კარგად არის ცნობილი, რომ ყირიმიდან საქართვე-
ლოში მხოლოდ ლულები შემოდიოდა. დანარჩენი დეტალები კი ადგილობრივად მზადდებოდა
და იწყობოდა. ყირიმის ლულებზე აწყობილი ქართული თოფები საქართველოში "ხირიმის" სა-
ხელით იყო ცნობილი. ამავე წარწერის შემდეგი ორი სიტყვით - "მეფისა ბაქარისავო" თოფის მე-
საკუთრის ვინაობას ვიგებთ. უდავოა, რომ ეს არის ვახტანგ VI-ის ვაჟი, ქართლის მეფე ბაქარი,
ვინაიდან სხვა ბაქარ მეფე საქართველოს არ ჰყოლია. საინტერესოა თოფის მეორე წარწერა - "თო-
ფო იხილე მირთმეუა მეფის კონსტანტინესად". კოტე ჩოლოყაშვილის დაკვირვებით, რადგან ბა-
ქარ მეფის პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში 1716 წელს დაიწყო და 1724 წელს ვახტანგ
VI-სთან ერთად რუსეთში წასვლით დასრულდა, ბაქარ მეფის კონსტანტინე მეფესთან ურთიერ-
თობაც 1716-1724 წლებში უნდა ვეძებოთ. ეჭვგარეშეა, რომ თოფის მეორე პატრონი კახთა მეფე
კონსტანტინეა, რადგან სხვა მეფე კონსტანტინე იმ წლების საქართველოში ცნობილი არ არის.
წარწერაში აღნიშნულია: "..იხილე მირთმეუა...", რაც ძღვნად მირთმევას, ჩუქებას ნიშნავს. ესე
იგი, ქართლის მეფე ბაქარმა თოფი კახთა მეფე კონსტანტინეს აჩუქა. კონსტანტინე კახეთის მე-
ფედ 1723-1724 წლებში იწოდებოდა. შესაბამისად, თოფსაც ამ წლებში მიუძღვნიდნენ. ისტორი-
ული წყაროებით ცნობილია, რომ 1723 წელს ქართლისა და კახეთის მეფეთა შორის უმძაფრესი
მტრობა და შუღლი მძვინვარებდა. ორ სამეფოს შორის შეტაკებები ცვალებადი წარმატებით მიმ-
დინარეობდა. ქართლში ლეკების ლაშქრის შემოსვლის შემდეგ კახთა მეფე კონსტანტინეს (მაჰ-
მადიანური სახელი მაჰმად-ყული-ხანი) მიერ თბილისის დაკავებითა და განადგურებით დამ-
თავრდა. ძმათა შორის უგუნურ ბრძოლას ოსმალთა შემოსევა და ირანის შაჰის ერთგული კონს-
ტანტინე მეფის დაპატიმრება მოჰყვა. მძიმე მდგომარეობამ შეარიგა გუშინდელი მტრები. თბი-
ლისში ოსმალთა მიერ დატყვევებული კახთა მეფე კონსტანტინე მეფე ბაქარმა ციხიდან გააპარა.
ვახუშტის ცნობით: "პატიმარყოფილი მაჰმად-ყული-ხან ევედრა ბაქარს, რათა განუტევოს და
აღუთქვა ფიცით, ვითარცა მონა იყოს მისდა". კონსტანტინე 1723 წელს გააპარეს, ხოლო 1724
წლის იანვარში კონსტანტინე მეფემ ბაქარს მოციქულად თავისი უმცროსი ძმა თეიმურაზი მი-
უგზავნა, რომელსაც ბაქარის და ჰყავდა ცოლად და შეხვედრის დანიშვნა სთხოვა. ერთმანეთს
მცხეთაში შეხვდნენ: "სადაც ჰყვეს პირი ერთობა-სიყვარულისა". ბაქარის მიერ თოფის "მირთ-
მეუა მეფის კონსტანტინესად" სწორედ ამ შეხვედრას უნდა უკავშირდებოდეს. მეორე წარწერის
ისტორიული თარიღიდან მესამე წარწერა 127 წლით გვიანდელია. ვის ხელში გაიარა თოფმა ამ
ხნის მანძილზე, ძნელი სათქმელია. ნიკო ბურის ცნობით, კონსტანტინე მეფის შემდეგ თოფი
ედიშერ ბაგრატიონს, ნიკო ბურის პაპის მამას ეკუთვნოდა. 1851 წლიდან კი თოფი ნიკო ბურის
პაპის, ნიკოლოზის კუთვნილება ყოფილა, რასაც მოწმობს კიდეც მესამე წარწერა ლულის კუდ-
ზე: "ჩყნა (1851 წ. მ.ქ.) წელსა დღეიდამ თა ნიკოლოზ ბაგრატიონ მუხრანსკისა ვარ". საინტერე-
სოა ის ფაქტი, რომ, როდესაც თოფი ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანსკის საკუთრება გამხდარა,
ოქროზარნიშიან წარწერასთან ერთად მან თოფს რესტავრაციაც გაუკეთა, რასაც ვერცხლის ფირ-
ფიტებზე არსებული დამღების თარიღი - 1851 წელი ადასტურებს. ეს თოფი, როგორც რელიკ-
ვია, ნიკო ბურის სახლში 1925 წლამდე ინახებოდა და "ამტკიცებდა გვარეულობაში მათი (ჩვე-
ნი) შტოს უფროსობას", შემდეგ კი იგი მუზეუმს გადასცეს.

რატომ შეადგენდნენ ქართველები მამლუქთა ელიტის 90 პროცენტს და


როგორ აიძულა რუსეთმა ოსმალეთი იანიჩარის ჯარი, ძირითადად,
ქართველი ტყვეებისგან შეექმნა

რუსეთის ფედერაცია ძალიან გვამადლის, რომ ბევრი სისხლი დაღვარეს საქართველოს გაერთია
ნებისთვის და ამ ტერიტორიის ოსმალეთისა და ირანის იმპერიებისთვის გამოსაგლეჯად. ზოგი
მათგანი უფრო შორსაც მიდის და რუსეთის კავკასიურ ომში ჩათრევას საქართველოს აბრალებს.
ამიტომაც მიიჩნევენ, რომ ის, რაც დავკარგეთ უმადურობის გადასახადია. მეორე მხრივ, რეალო
ბა სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. რუსულ პოლიტიკურ-ისტორიულ ბრალდებებს ისტო
რიკოსი ვახტანგ გურული უპასუხებს.
– უნდა მივიღოთ ბრალდება, რომ საქართველო მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული სწორედ
რუსი ჯარისკაცების სისხლითაა შენარჩუნებული?
– საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაცია და საქართველო მსოფლიო თანამეგო
ბრობის თანასწორუფლებიანი სუბიექტები გახდნენ. ამან ძალიან გააღიზიანა რუსეთი, რადგან
საქართველოს განიხილავს, როგორც საკუთარ კოლონიას და ეს ვერ მოუნელებია. რუსი ისტორი
კოსები და პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველო უმადურობას იჩენს რუსეთის მიმართ;
რომ რუსეთმა ქართველი ერი იხსნა ფიზიკური განადგურებისგან, გააძლიერა, გამოაცოცხლა,
აღაშენა, მაგრამ საქართველო ორგზის გავიდა: პირველად, 1918 წელს რუსეთის იმპერიის, 1990-
1991 წლებში კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. რუსების გაღიზიანებას, რა თქმა უნდა,
პოლიტიკური სარჩული აქვს, მაგრამ არანაირი ისტორიული საფუძველი არ გააჩნია. განვიხილ
ოთ ეს ისტორიული საფუძვლები. რუსეთმა ქართულ სახელმწიფოებრიობას XIX ს-ის დამდეგამ
დე, როდესაც უბრალოდ მოსპო ქართული სახელმწიფო, ბევრი უბედურება მოუტანა. უბედურე
ბათა ნაწილი რუსეთმა მოგვიტანა არა იმიტომ, რომ უშუალოდ ჩვენი გაუბედურებით იყო დაინ
ტერესებული, არამედ რუსეთის პოლიტიკამ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ბუნ
ებრივად გამოიწვია ისეთი პროცესები, რომლებმაც ხელი შეუწყო საქართველოში სახელმწიფოებ
რიობის დაკნინებას.
– როდის გამოჩნდა პირველად რუსეთი კავკასიაში? თუ არ ვცდები, პეტრე პირველის დროს?
– უკვე პეტრე I-ის ეპოქიდან რუსეთი სამხრეთში აქტიურდება 2 მიმართულებით. ერთი მიმარ
თულება იყო ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი, სადაც მაშინ ყირიმის სახანო, ოსმალეთის ვასალი,
მდებარეობდა და რუსეთს უნდოდა, დაეკავებინა ტერიტორია მდინარე დუნაის შესართავიდან
მდინარე ყუბანის შესართავამდე. მეორე მიმართულება იყო ჩრდილო კავკასია. რუსეთი მიზნად
ისახავდა, დაეკავებინა ჩრდილო კავკასიის ბარი და შემდეგ შეეღწია ჩრდილოეთ კავკასიის მთია
ნეთში. ანუ დაეპყრო სივრცე კასპიის ზღვის სანაპიროდან შავი ზღვის სანაპირომდე. თითქოს რუ
სეთის, როგორც ქრისტიანული ქვეყნის, წინსვლა ჩვენთვის მომგებიანი უნდა ყოფილიყო, მაგრ
ამ, მას შემდეგ, რაც XVIII ს-ის 20-30-იან წლებში რუსეთის მცდელობამ, კასპიის ზღვის სანაპირო
დან შემოჭრილიყო კავკასიაში, გააცოფა ირანი და ოსმალეთი, რადგან მათ გამოუჩნდათ კონკურ
ენტი. თანაც ორივემ კარგად იცოდა, რომ ქართველები დადგებოდნენ ქრისტიანული რუსეთის
მხარეზე. ამიტომ ირანმა და ოსმალეთმა ძალიან მკაფიოდ გან საზღვრეს თავიანთი პოლიტიკა:
უნდა მოისპოს ქართული სახელმწიფოებრიობა მანამ, სანამ რუსეთი აქ რეალურ ძალად მოვა.
რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია პეტრე I-ის ეპოქაში: შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში, გააბორო
ტა ირანი და ოსმალეთი და შემდეგ აქედან გავიდა. სწორედ ამ ფონზე, 1737 წელს ირანის შაჰის
კარზე მოდის ნადირ-შაჰი. და რა იყო მისი ერთ-ერთი პირველი ღონისძიება? ბრძანა, ფერეიდან
ში მცხოვრები ქრისტიანი ქართველები ან გაამაჰმადიანეთ, ან დახოცეთო და დაახოცინა ყველა
ქრისტიანი ქართველი, ვინც არ გამაჰმადიანდა. მართალია, თეიმურაზი და ერეკლე მიემხრნენ ნა
დირ-შაჰს, მაგრამ მან დაიწყო ბრძოლა ჩრდილო კავკასიაში გაბატონებისთვის და ომის მთელი
სიმძიმე საქართველოს დააწვა. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს: როგორც კი, XVIII ს-ის 20-
30-იან წლებში რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გააქტიურდა, ოსმალეთმა მთელ შავიზღვისპირეთ
ში ქობულეთში, ფოთში, ანაკლიასა და სოხუმში ძლიერი გარნიზონები ჩააყენა; თვით ჩხალთაშ
იც კი, ისე შეშინდნენ. ერთი სიტყვით, რუსეთმა დაგვტოვა გაღიზიანებული ისლამური სახელმ
წიფოების პირისპირ და, მეორე მხრივ, ამ ისლამური სახელმწიფოებისთვის ცხადი გახდა, რომ,
სანამ რუსეთი შემდეგ ცდას გაიმეორებს, ამ ქრისტიან ქართველებს რაღაც უნდა მოუხერხონ. უფ
რო ადრე, XVII ს-ის შუა ხანებში, რუსეთის გააქტიურება შეიმჩნევა უკრაინაშიც. რუსეთმა დაიპყ
რო უკრაინა. მართალია, ყირიმის სახანო ვერ დაიკავა, მაგრამ თავის კონტროლს დაუქვემდებარა
შავიზღვისპირეთის ზოლი,სადაც ტყვეთა სყიდვის ბაზარი იყო. იანიჩარის ჯარში ოსმალოები არ
მსახურობდნენ, ის მხოლოდ ტყვეებისგან, მოტაცებული და შემდეგ გამაჰმადიანებული ადამიან
ებისგან შედგებოდა. როდესაც შავიზღვისპირეთში ტყვეთა ბაზარი დაიკეტა, ოსმალეთს იანიჩარ
ის ჯარის შესავსებად დარ ერთადერთი ადგილი – საქართველო. მაგრამ ქართველების უბედურე
ბა მხოლოდ ამით არ ამოწურულა: რუსეთმა ნელ-ნელა წინ წაიწია ჩრდილო კავკასიაში. იქ შექმ
ნა კაზაკთა დასახლებები. ჩეჩნებისა და ინგუშების დიდი ნაწილი, სადაც ახლა ცხოვრობდნენ, იქ
კი არ ცხოვრობდნენ, ისინი ბარის მცხოვრებლები იყვნენ და სწორედ რუსებმა შემორეკეს XVIII ს
-ის დამდეგიდან მთაში. მთაში იძულებით შერეკილი ლეკები, ჩეჩნები და ინგუშები საძოვრები
სა და სათიბების გარეშე დარჩნენ. რა უნდა ექნათ? უნდა ეყაჩაღათ! სად? ქართლ-კახეთსა და იმე
რეთში. რა თქმა უნდა, იქითაც შეეძლოთ ყაჩაღობა, მაგრამ იქ დიდი რუსეთი იყო თავისი დიდი
ჯარით და ვერ შედიოდნენ. ეს განსაკუთრებით კარგადაა აღწერილი ლ. ტოლსტოის „კაზაკებში“.
– ამიტომაც არის ტოლსტოი დიდი და გენიალური, რუსი წერს რუსულ მანკიერებებზე აბსოლუ
ტურად არარუსის თვალით.
– თანაც კაზაკებს უკვე პროფესიად ექცათ მკვლელობა. ერთი სიტყვით, ეს ჩეჩნები, ინგუშები და
ლეკები ჩვენ დაგვაწვნენ. ჩვენში ისე კარგად არ არის ცნობილი, მაგრამ ჩრდილოკავკასიელების
ჯარმა, ქართლ-კახეთის გარდა, სასტიკად დაარბია რაჭა-იმერეთი. ეს ყველაფერი კი სწორედ რუ
სეთის მოძღვნილი იყო. მან დაარბია და დაამშია ჩრდილოკავკასიელები, იძულებული გახადა,
ჩვენკენ წამოსულიყვნენ. ქართული სახ-ოებრიობა XVIII ს-ში ირანთან და ოსმალეთთან ომებს
ისე არ დაუსუსტებია, როგორც ლეკიანობას. ლეკი ხომ 70-80 წლის ადამიანებს არ იტაცებ და? ქვე
ყანა, ფაქტობრივად, დაიცალა.გენოფონდი განადგურდა და ამასთან ერთად მოიშალა ეკონომიკ
აც: კაცი ვენახსა და ყანაში ვერ გადიოდა სამუშაოდ, რადგან გატაცების მუდმივი საფრთხე არსებ
ობდა. ცხადია, ამაზე არ წერენ რუსი ისტორიკოსები.მაგალითად,როდესაც ლეკიანობას აღწერენ,
ისე წერენ,თითქოს ჩრდილოკავკასიელები ბუნებით ქურდები დაიბადნენ და ამიტომაც არბევდნ
ენ საქართველოს. არადა ჩვენ ჩრდილო კავკასიის ხალხებთან საუკუნეების განმავლობაში მშვენი
ვრად ვაგვარებდით ურთიერთობას და ისინი არ გვესხმოდნენ თავს. მაგრამ რუსეთმა მათ სხვა
გამოსავალი არ დაუტოვა და გადაჩეხა ქართველებთან მუდმივ დაპირისპირებაში. ლეკებმა, ჩეჩნ
ებმა, ინგუშებმა და ჩრდილო კავკასიის სხვა ხალხებმა ეს კარგად იციან და ჩვენც, ქართველებმ
აც, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთმა აქცია ისინი ყაჩაღებად და გამტაცებლებად.
– მაგალითად, მაქსიმ შევჩენკომ მითხრა, რუსეთი სწორედ საქართველომ ჩაითრია კავკასიურ
ომშიო.
– თუ ეს ასეა, მაშინ რუსებმა უნდა უპასუხონ კითხვას: ოსმალეთი და ირანი XVI-XVII სს-შიც არ
სებობდა, იანიჩარის ჯარი მაშინაც ჰყავდათ, რატომ არ იყო მაშინ ტყვეთა სყიდვა საქართველოში
და რატომ გაჩნდა XVIII ს-ში?! ეს ციფრებშიც გამოიხატა: XVIII ს-ის 80-იან წლებში, ძალზე სან
დო დოკუმენტებზე დაყრდნობით დასტურდება, რომ მამლუქების ელიტაში 90 პროცენტი ქართ
ველი იყო და ძალიან ცოტა ჩერქეზი, რუსი და აფხაზი.
– როგორც ამბობენ, სწორედ ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ჩერქეზები ქრისტიანები იყვნენ, რად
გან ისე მამლუქად მათ არავინ გაჰყიდდა ტყვეთა ბაზარზე.
– რა თქმა უნდა, მუსლიმან ბავშვს როგორ მოიტაცებდნენ?! თუკი ელიტაში 90 პროცენტი ქართ
ველი იყო, ესე იგი, ყველაზე მეტი გატაცებულიც ქართველი იყო, არა?! რადგან, როგორ შეიძლე
ბა, ყველაზე მეტი ჩერქეზი ან რუსი გაეტაცებინათ და მამლუქების ელიტაში აბსოლუტური უმ
რავლესობით ქართველები მოხვედრილიყვნენ?! ამას რუსები, რა თქმა უნდა, არ აღიარებენ. ბა
რემ ვუპასუხოთ შევჩენკოს კითხვასაც: ჩაითრია თუ არა საქართველომ რუსეთი კავკასიურ ომში?
საქართველოს რომ რუსეთის კავკასიურ ომში ჩათრევა შეძლებოდა, მაშინ ეს უნდა მომხდარიყო
XVI-XVII სს-ში, მაშინ, როდესაც ქართველი მეფეები სთხოვდნენ მოსვლას, მაგრამ რუსეთი არ მო
ვიდა და არ ჩაება ომში არც ირანის და არც ოსმალეთის წინააღმდეგ. რუსეთი აქტიურ თამაშში ჩა
ება მას შემდეგ, რაც ქართლ-კახეთი დაიპყრო და აღმოჩნდა, ცოტა არ იყოს, უხერხულ სიტუაცია
ში: სამხრეთ კავკასია მისია, ჩრდილოეთ კავკასია კი – არა. ჩვენ დაგვიპყრო, შეიქმნა პლაცდარმი
და გამოგვიყენა ჩრდილოეთ კავკასიის დასაპყრობად. ეს ხომ სპეციალურად იყო მომზადებუ
ლი? ჩრდილოეთ კავკასია მაშინ დაიპყრო რუსეთმა, როდესაც ამისთვის მოემზადა და კავკასიუ
რი ომები დაიწყო იმის გამო, რომ, თუ ჩრდილოეთ კავკასიაში თვითონ არ შევიდოდა, იქ შევიდო
დნენ ირანი და ოსმალეთი. კავკასიისთვის ბრძოლა იყო ირან-რუსეთის, რუსეთ-ოსმალეთის და
პირისპირება. ასე რომ, კავკასიის ომები იყო რუსეთის კავკასიური პოლიტიკის ლოგიკური გაგრ
ძელება, რომელიც ჯერ კიდევ პეტრე I-მა დაიწყო XVIII ს-ის 20-იან წლებში, მაგრამ მაშინ მიზანს
ვერ მიაღწია, ისევე, როგორც მოგვიანებით ეკატერინე II-მ.
– და კიდევ ერთი ბრალდება, რომელსაც გვიყენებენ: რუსეთმა სისხლი დაღვარა აჭარისა და
სამცხე-ჯავახეთის დასაბრუნებლადო?
– რუსეთმა, მართალია, დაიპყრო ყველა ქართული სამეფო, მაგრამ ამით არ გაჩერდა, იმიტომ
რომ რუსეთის აღმოსავლურ პოლიტიკას ძალიან დიდი გეგმა ჰქონდა: უნდა დაენგრია ოსმალე
თისა და ირანის იმპერიები. მას სწორედ ამისთვის უნდოდა სამხრეთ კავკასიაში შემოსვლა. მა
შინ ოსმალეთში შედიოდა მთელი ახლო აღმოსავლეთი და რუსეთმა დაიწყო მზადება უფრო
დიდი ექსპანსიისთვის. რუსეთის შემადგენლობაში ამ დროს არ იყო ის ქართული ტერიტორიე
ბი, რომლებიც მიტაცებული ჰქონდათ ოსმალეთსა და ირანს: საინგილო, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა
და აფხაზეთი. რუსეთისთვის ამ შემთხვევაში მთავარია, გაიჭრას ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ
ვერ გაიჭრები, თუ ფეხი არ მოიკიდე აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში. ასე რომ, საქართველოს ისტო
რიული ტერიტორიის გადასვლა თურქეთიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არ იყო ქარ
თველი ერის ნების აღსრულება. უბრალოდ 3 იმპერია დაუპირისპირდა ერთმანეთს და ყველაფე
რი გადაწყდა ამ დაპირისპირებაში. ამის შემდეგ, XIX ს-ში, გაიმართა რამდენიმე ომი რუსეთ-ოს
მალეთსა და რუსეთ-ირანს შორის. ამ ომების შედეგად რუსეთს დარჩა ქართული ისტორიული
პროვინცია ჭარ-ბელაქანი, საინგილო რომ ეწოდება არასწორად; სამცხე-ჯავახეთი, აჭარა და აფ
ხაზეთი. რუსები გვაყვედრიან, დაიღვარა რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის სისხლიო, მაგრამ, რო
დესაც ერეკლე II და სოლომონ I თხოვდნენ, დაგვეხმარეთ, რატომ არ დაეხმარნენ?! იმიტომ რომ
მათ არ უნდოდათ საქართველოსთვის სისხლის დაღვრა. რუსეთმა საქართველოს ისტორიული
ტერიტორიის დასაპყრობად სისხლი მას შემდეგ დაღვარა, რაც გაანადგურა ქართლ-კახეთისა და
იმერეთის სამეფოები. ანუ ის სისხლს ღვრიდა იმპერიული ინტერესებისთვის და არა ქართული
სახელმწიფოს გაერთიანებისთვის.
– უფრო დეტალურად რაში ჩანს მკაფიოდ იმპერიული ინტერესები?
-1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში გამარჯვების შემდეგ რუსეთმა ქართველი მაჰმადია
ნები აიძულა, აყრილიყვნენ და გადასახლებულიყვნენ ოსმალეთში. ზავის პირობებში ჩაიწერა:
ომის შედეგად დადგენილი საზღვარი რამდენიმე, კერძოდ, 18 თვის განმავლობაში ღია უნდა ყო
ფილიყო, რათა მსურველს ოსმალეთის ტერიტორიიდან შეძლებოდა გადმოსვლა საქართველოს
ტერიტორიაზე და პირიქით. არ უნდოდა რუსეთს, რომ მაჰმადიან ქართველს ეცხოვრა სასაზღვ
რო ზონაში, რადგან ის ოსმალური ორიენტაციის ეგონა, მაგრამ მაჰმადიან ქართველებს წასვლა
არ უნდოდათ. ამიტომ რუსებმა ჯერ შემოიღეს ისეთი გადასახადები, რომლებსაც მუსლიმანი შე
ურაცხყოფად იღებს, მაგრამ ამან არ გაჭრა. შემდეგ დაიწყეს აგიტაცია, ამანაც არ გაჭრა და, ბოლ
ოს, რუსებმა ზარბაზნებით დაანგრიეს მთელი სოფლები და აიძულეს მაჰმადიანი ქართველები,
წასულიყვნენ სამცხე-ჯავახეთიდან. რუსეთი არ აღიარებს, მაგრამ არსებობს ციფრები: 70-75 000
მაჰმადიანი ქართველია აყრილი და გაძევებული სამცხე-ჯავახეთიდან.
– ოსმალეთიდან ვის შეეძლო გადმოსვლა?
– რუსეთი ამით იმიტომ იყო დაინტერესებული, რომ ყარსიდან, ოსმალეთის ტერიტორიიდან, შე
მოეყვანა 30 000 სომეხი და დაესახლებინა ჯავახეთში. ამიტომაც ქართველებისგან დაცლილი ჯა
ვახეთი, სადაც 95 პროცენტი ქართული მოსახლეობა ცხოვრობდა, უცბად გაივსო სომხებით და
95 პროცენტი აღმოჩნდა უკვე სომეხი მოსახლეობა. როდესაც ხმა დაირხა, სომხებს ასახლებენო,
ქართველი საზოგადოების ელიტა მივიდა კავკასიის მაშინდელ მთავარმართებელთან, გენერალ
პასკევიჩთან და სთხოვა, ზემო იმერეთიდან ჩამოესახლებინათ ხალხი ჯავახეთში, მაგრამ უარი
მიიღეს. ამდენად, დღეს რომ ქართველი მოსახლეობა აღარ გვყავს ჯავახეთში, ეს რუსების, გენერ
ალ პასკევიჩის, საჩუქარია. მეორე საკითხი: გაათავისუფლეს რუსებმა აჭარა და რუსეთ-ოსმალე
თის ომის შემდეგ აჭარიდან დაიწყო მუჰაჯირობა: დაახლოებით, 40 000-45 000 კაცი გავიდა აჭა
რიდან. 1878 წელს სან-სტეფანოს ზავითა და ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, აჭარა ბა
თუმითურთ ერგო რუსეთს. რუსების ცნობებით, აჭარლები, მუჰაჯირები, თავიანთი ნებით მიდი
ოდნენ თურქეთში, მაგრამ არსებობს საინტერესო სტატისტიკა: ერთ-ერთი ადმინისტრაციული
ოლქის ხელმძღვანელი იყო გენერალი ყაზბეგი, ქართველი, დანარჩენების – რუსები. იმ ოლქი
დან, სადაც ყაზბეგი იყო ოლქის მმართველი, მუჰაჯირები არ მიდიოდნენ. იმ ოლქებიდან კი, სა
დაც რუსები იყვნენ, მუჰაჯირები მიდიოდნენ. მეორე მხრივ, ოსმალეთთან მოგებული ომის შედე
გად, რუსეთს დარჩა აფხაზეთი, მაგრამ აფხაზეთში შენარჩუნდა მთავრის ხელისუფლება. მიუხე
დავად ამისა, 70-80-იან წლებში აფხაზეთიდანაც დაიწყო მუჰაჯირობა. ისევ და ისევ იმიტომ,
რომ რუსები აიძულებდნენ წასვლას: მათ არ უნდოდათ მუსლიმანი აფხაზი და ქართველი სასაზ
ღვრო ზონაში. ასე რომ, რუსებს ჩვენ უნდა გავაგებინოთ, რომ ისტორიული ქართული ტერიტო
რიები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჰქონდათ მიტაცებული ირანსა და ოსმალეთს, რუ
სეთმა საქართველოს კი არ დაუბრუნა, რადგან საქართველოს სახელმწიფო არ არსებობდა, არამ
ედ რუსეთის იმპერიისთვის დაიპყრო და, თუ დაიღვარა იქ რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის სის
ხლი, ის დაიღვარა რუსეთის იმპერიისთვის!
– ცნობილია, რომ, ძირითადად, ქართველები იბრძოდნენ რუსეთის ჯარში იმ დროს და ადგი
ლობრივი მოსახლეობაც კი უთანაგრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ მაჰმადიანები იყვნენ?
– რა თქმა უნდა, ყველა ამ ომში უამრავი ქართველის სისხლი დაიღვარა, იმიტომ რომ ქართველს
მაინც ჰქონდა სურვილი, მისი ისტორიული ტერიტორიები ქრისტიანი დამპყრობლის ხელში გა
დასულიყო. უამრავი ქართველი ოფიცერი, მათ შორის, გენერლებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ
ომებში. მეტიც, ეს ომები მთლიანად საქართველომ გადაიტანა: ჯარი სურსათით, გამწევი პირუტ
ყვით, სწორედ საქართველოდან მარაგდებოდა. ამას გარდა, რამდენიმე ათასი გლეხი მუშაობდა
გამაგრებების მშენებლობებზე და მათი უმეტესობა დაიხოცა, იმდენად ცუდი პირობები იყო. იც
ით, საიდან ჩანს კიდევ, რომ აქ ქართული ინტერესი საერთოდ არ იყო? ჭარ-ბელაქანი, უძველესი
ქართული ტერიტორია, რუსეთმა თბილისის გუბერნიას კი არ შეუერთა, არამედ ცალკე გამოყო
ზაქათალის ოკრუგად. რადგან, თბილისის გუბერნიისთვის რომ შეეერთებინა მაზრების სახით,
გუბერნიის შიგნით მოსახლეობის მოძრაობა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. მაგრამ ზა
ქათალის ოკრუგიდან ქართველი რომ თბილისის გუბერნიაში გადმოსულიყო და პირიქით, ამას
რუსი ჩინოვნიკის სპეციალური თანხმობა სჭირდებოდა. ანუ რუსი აფერხებდა მუსლიმანი ქართ
ველების მიმოსვლას ქრისტიან ქართველებთან. რაც შეეხება აჭარას: აჭარაც შეიძლებოდა, სამი-
ოთხი მაზრის სახით შესულიყო ქუთაისის გუბერნიაში, მაგრამ რუსმა ბათუმის ოლქი შექმნა. რა
ტომ? იმიტომ რომ ბათუმის ოლქიდან ქუთაისის გუბერნიაში გადასვლას რუსი ხელისუფლების
თანხმობა უნდოდა, რასაც ის არ მოგცემდა. აქაც არ უნდა ათქვეფილიყვნენ ერთმანეთში ქრისტი
ანი და მაჰმადიანი ქართველები. ანუ ქართველი ერის კონსოლიდაციის პროცესი რუსეთმა შეაფე
რხა. წაართვა რუსეთმა აფხაზეთი ოსმალეთს, მაგრამ მაზრების სახით ქუთაისის გუბერნიას კი
არ შეუერთა, არამედ ცალკე გამოყო სოხუმის ოკრუგი. სოხუმის ოკრუგში ქუთაისის გუბერნიი
დან გადასვლაც პრობლემა იყო. მაგრამ აფხაზეთში უარესი შეზღუდვა დააწესეს: თუ ქართველი
1865 წლამდე არ იყო აფხაზეთის მუდმივი მცხოვრები, ვერ გადავიდოდა იქ და ვერც ქონებას შე
იძენდა. ამის პარალელურად კი, გამარტივებული იყო სომხის, ლიტველის, ლატვიელის, ესტონე
ლის, ბერძნისა და ოსმალოს ჩასვლა და დასახლება აფხაზეთში. ამიტომაც გაივსო აფხაზეთი არა
ქართველებით. კათოლიკე მღვდლებიც კი ჩამოიყვანეს ბალტიისპირელებისთვის, რომ ისინი
იძულებული არ გამხდარიყვნენ, მისულიყვნენ მართლმადიდებლურ ეკლესიაში და იქ ელოცათ.
არსებობს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის, გენერალ-მაიორ ფიოდორ გერშელმანის საიდუმ
ლო წერილი კავკასიის მთავარმართებლისადმი, სადაც ის წერს: აფხაზეთის გარუსების საქმე ძა
ლიან კარგად მიდის. მივაღწიეთ დიდ შედეგებს, მაგრამ საბოლოო შედეგებს ვერ მივაღწევთ, თუ
აფხაზეთიდან არ გავდევნით ქართველებს, ქართველ მასწავლებლებს, ქართველ სამღვდელო
ებას და ქართველებს აფხაზებს არ მოვაცილებთო. ასე რომ, საქართველოს ისტორიული ტერი
ტორიების არც შემოერთებაში და არც მათ მართვაში რუსეთის იმპერიას არანაირი ქართული
ინტერესი არ გაუთვალისწინებია. ინტერესები იყო მხოლოდ „ველიკოდერჟავული“. ვითარება
არ შეცვლილა 1917 წლამდე, რუსეთის იმპერიის აღსასრულამდე.

წმიდა მოწამე მეფე ვახტანგ მესამე (+1308)

10 (23) დეკემბერი

წმიდა მეფე ვახტანგ III დაიბადა 1257 წელს. ვახტანგის მამა იყო საქართველოს მეფე დემეტრე თა
ვდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული. დემეტრე მეფეს ამ ქორწინებიდან 5 შვილი
ჰყავდა: დავითი, ვახტანგი, მანოელი, ლაშა და რუსუდანი. სხვა ქორწინებიდან კიდევ ჰყავდა დე
მეტრეს შვილები: ბაადური, იადგარი, ჯიგდა-ხათუნი და გიორგი.

დემეტრე თავდადებულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ვახტანგი მთიულეთში გახიზნეს


და იქ იზრდებოდა. დემეტრეს ნაცვლად გაერთიანებული საქართველოს სამეფო ტახტზე დასვეს
დავით ნარინის ძე ვახტანგი, რომლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტი
დაიკავა დემეტრე თავდადებულის შვილმა, დავით VI-მ. ვახტანგი ერთგულად ამოუდგა ძმას
გვერდით და ყოველმხრივ ცდილობდა შეემსუბუქებინა დავითისათვის მეფობის მძიმე ჯვარი.

დავითმა „წარავლინა ძმა თვსი უმრწემესი ვახტანგ ელჩად დიდისა ბათოს შვილისა“. ელჩობის
მიზანი იყო ესარგებლა საქართველოს, ირანსა და მონღოლებს შორის არსებული მტრობით და
მათი დაპირისპირების ფონზე, როგორმე მოეწესრიგებინათ ქვეყნის შიდა და გარე პრობლემები.

დავით მეფემ ვერ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მან ნდობა დაკარგა, როგორც დამპ
ყრობლების, ასევე საკუთარი ხალხის წინაშე და საშინელმა ეჭვებმა მეიპყრო. დავითი, საკუთარი
ძმის, წმიდა ვახტანგის ერთგულებაშიც არ იყო დარწმუნებული, მისი ბრძანებით შეიპყრეს წმი
და ვახტანგი და დილეგში ჩააგდეს.

ვახტანგმა მოახერხა ციხიდან გაქცევა, „გამოიპარა და მივიდა ივანე ბარსელისასა“, რომელიც, და


ვით მეფის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა და შესჩივლა: თუმცა ჩემი ძმისათვის „არა
რაბოროტი მიქმნიეს“, მაგრამ მაინც დამაპატიმრა, ახლაც გამოქცეული, „არა წავალ ურდოსა მტე
რთა მისთანა“. ამიტომ, ჩემ ძმას, მეფეს, „ჩემი შენსა მოსლვა“ აცნობე და მიშუამდგომლე, რომ
„თუ ფიცით შემაჯერებს“, რომ „არა მავნოს და არა შემიპყრას“, ისევ მასთან მივალ და საცხოვრებ
ლად „მცირე სარჩონიცა მომცეს“-ო.

დავით მეფემ „ფიცით მოიმტკიცა“ ვახტაგი, მაგრამ მათ შორის თანხმობა დიდხანს არ გაგრძელე
ბულა. ვახტანგის ქორწინების შემდეგ, როდესაც „შაბერის ძის ასული შეირთო ვახტანგ ცოლად“,
დავითის დამოკიდებულება ვახტანგთან ისევ გამწვავდა. კვლავ დაიწყო ვახტანგის „უპატიოდ
ყოფა“ და იმატა ხალხის მღელვარებამ დავით მეფის პოლიტიკის გამო. ვახტანგი იძულებული გა
ხდა და „წარვიდა ურდოს ყაინის თანა“.

ყაინმა „კეთილად შეიწყნარა“ ვახტანგი და „მოსცა მეფობა“, მაგრამ, მაშინდელი მდგომარეობი


დან გამომდინარე, მარტო მეფობის მიცემა არაფერს ნიშნავდა: ტფილისში მცირეწლოვანი გიორ
გი უფლისწული იჯდა, ხოლო მთელ ჩრდილო მთიანეთში დავით VI ბატონობდა. ვახტანგის მე
ფედ დასასმელად სამხედრო ძალა იყო საჭირო და ყაზან ყაინმა ვახტანგ III-ს „წარმოატანა ხუტ
ლუშა ნოინი სპითა უძლიერესითა“.

1302 წელს „დაჯდა რა მეფედ ვახტანგ, ძე დიმიტრისა, მას მოსცეს ყოველი საქართველო“. გაიხა
რა ყოველმა ქართველმა, „რამეთუ იყო ვახტანგ ყოვლითა სრულ, სარწმუნოებით მტკიცე, ღმრთი
სმოშიშ, სამღდელოთა პატივისმცემელ, ეკლესიათა პატივისმდებელ, მშვიდ და მდაბალ, მყუდ
რო, მოწყალე, უშფოთველ, ყოვლითა კეთილითა სრულ და არავის მოშურნე“.

ვახტანგ მესამეს საშინლად მძიმე მდგომარეობაში მოუხდა ქვეყნის მართვა – „არა იყო მათ ჟამთა
შინა თესვა, არცა შენება ყოვლადვე… ვიქმენით მიცემულ პირველად მწარესა ტყუეობასა და მეო
რედ ბარბაროზთა მიერ სრვასა და ხოცასა, და მესამედ იქმნა პურის მოკლებაჲ… ესოდენ განძვინ
და შიმშილი, რომელ მძორსა არა-წმიდასა ურიდად ჭამდეს… ყრმანი მკვდართა დედათა ძუძუთ
ლეშვთა სწოვდიან… მოაოხრეს ქართლი უბოროტესად… და მიეცა ქუეყანა განსარყვნელად, ცო
დვათა ჩუენთათვის“.
მეფე ვახტანგი ყოველნაირად ცდილობდა ქვეყანაში არსებულ უმძიმესი მდგომარეობის გამოს
წორებას. თუმცა, მეტწილად, საქართველოს გარეთ, მონღოლთა შორეულ ლაშქრობებში უხდე
ბოდა იძულებით მონაწილეობა და ასეთ ლაშქრობებს ეწირებოდა ქართველთა ფიზიკური და
სულიერი ძალმოსილება.

მეფე ვახტანგის ქართული ჯარით პალესტინაში ლაშქრობების დროს, მონღოლებმა ქართველებს


იერუსალიმში განსაკუთრებული უფლებები მიანიჭეს, იმ დროს შესწირა ვახტანგმა იერუსალი
მის ჯვარის ქართველთა მონასტერს დიდი შესაწირავი. ვახტანგის ღვაწლით, კიდევ უფრო გაძლ
იერდა იერუსალიმში ქართული მონასტრების ავტორიტეტი. იერუსალიმის ქართველ დედათა
მონასტერში რიფსიმეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა ვახტანგის მეუღლე. იერუსალიმის ჯვარ
ის მონასტერის განჩინებით, ხარება დღეს „რაზომიცა მღდელნი და დიაკონი იყოს მეფეთა-მეფი
სა ვახტანგისათვის და მეუღლისა მისისა რიფსიმესათვის (შემონაზვნებულისა) შეიმოსნენ“.

მონღოლთა ერთ-ერთი ასეთი მორიგი ლაშქრობის დროს, გილანში, სადაც ჩვეულებრივ ქართვე
ლებიც მონაწილოებდნენ, მონღოლები დამარცხდნენ. ბრძოლაში დაიჭრა თვით მეფე ვახტანგიც
და უამრავი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას.

ლაშქრობიდან სამშობლოში მობრუნებულ ვახტანგ III-ს, ნახჭევანთან წამოეწია ყაენის მიერ საქა
რთველოში წარმოგზავნილი მონღოლთა ნოინი. მას ჰქონდა ყაენის ბრძანება, რათა დაენგრიათ
აეოხრებინათ და აღეგავათ საქართველოს წმიდა სავანეები. ასევე მათი მოთხოვნით, ქართველ
ებს უნდა დაეტევებინათ ქრისტიანობა და მუსულმანობა მიეღოთ. „ხოლო მეფე ვახტანგ არა შე
შინდა, არამედ განახმდა, და უმეტეს მოახსენებდა სიმხნეთა და ღუაწლთა ქრისტეს ღმრთისათ
ვის, და რქუა სპათა თვისთა: „კაცნო, ძმანო და ერთრჯულულნო, და ქრისტეს ღმრთისა ჭეშმარი
ტად აღმსარებელნო! უწყით სჯული მამათა მიერ, და გასმიეს ქადაგება წმიდათა მოციქულთა,
და უწყით ღუაწლნი და ახოვნებანი მოწამეთანი, და გიხილვან თუალითა თქუენითა ტაძარსა ში
ნა მათსა ურიცხვნი სასწაულნი, და გასმიეს სახარებასა შინა უტყუელისა პირისა, ვითარმედ: „რო
მელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა“. და კუალ
ად: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქუენ“ აწ ნუ შე
სძრწუნდებით, და წარვიდეთ ყაენს წინაშე და დავდვათ სული მისთვის, რომელმან დასდვა სუ
ლი თვისი ჩუენთვის. პირველად ჩვენ მივსცნეთ თავნი ჩვენნი სიკუდილად, მერმე იყავნ ნება
ღმრთისა. და მან დაიცვას სამწყსო თვისი“… მყის წარემართეს ურდოსა და კარსა ყაენისასა, და
მუხლნი დაიდგინეს, და რქუა მეფემან ხმითა მაღლითა: „ისმინე მაღალო და ძლიერო ყაენო, მო
ვიდა ბრძანება, რათა ყოველთა ქრისტიანეთა დაუტევნოთ სჯული ჩვენი. აწ ისმინე: ბედნიერთა
პაპათა და მამათა თქუენთა ჰმონა და მსახურნა პაპამან და მამამან ჩუენმან ამით სჯულითა, და
აროდეს გუასმეს, თუ სჯული ქართველთა ავი არს, არამედ უწარჩინებულეს ვყოფილვართ ყოვე
ლთაგან. და სპარსთა სჯული უფროს საძაგელად შეერაცხა პირველთა ყაენთა. ამისთვისცა იგინი
მოწყვიდნეს, რამეთუ იყვნეს მწამვლელ და მამათმავალ და კაცისმკვლელ. და აწ თუ სიტყუასა
სპარსთასა ისმენ, ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა, და ყოველნი მთავარნი საქართველოსნი შენს
წინაშე არიან, და მე მზად ვარ სიკუდილად სჯულისათვის ქრისტეანობისა, და მერმე ესე ყოველ
ნი მყოფნი ქრისტეანენ, აჰა თავნი ჩვენნი წარგკვეთნენ“ და წარუპყრაცა ქედი“.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, მეფე ვახტანგის აღსასრული შემდეგი სახით არის გადმოცე
მული: „მოვიდნენ რა წინაშე ყაენისა, განკვირდა ყაენი მოსვლისათვის მეფისა. მაშინ მეფე ვახტ
ანგ წინააღუდგა დატევნებისათვის ქრისტესა და მოოხრებისათვის ეკლესიებთა. არამედ საქართ
ველოსაცა უარჰყვეს მოგზავნილი იგი ნოინი. ამისთვის მოკლა ყაენმა ქრისტესათვის ტანჯვითა
მეფე ვახტანგ ტანჯვითა ანუ ექსორია-ყო სპითურთ და მუნ მოკლა“.

ვახუშტისეული „ქართლის ცხოვრება“-ს არშიაზე არსებული მინაწერის მიხედვით, „გარნა იცნო


ბების მუნვე ქვემოთ და ზემოთ და ყეენებისაგან ესრეთ, ვითარცა აღგვიწერია და აღსრულებასა
ცა მისსა ვგონებთ მოწამეობით, ვითარცა აჩენს ცხოვრება ცხადად. ხოლო სიტყვაცა არს, რამეთუ
ვახტანგ მეფე მოწამე, არამედ თუცა ვახტანგ გორგასალისა იგონიებს გარნა გორგასალ ღირსქმნი
ლია მოწამეობისა, ხოლო ესე ვახტანგ სრული მოწამეა ტანჯვითა ქრისტესათვის“.

მეფე ვახტანგ მესამის ცხოვრების შესახებ სხვა მასალები არ არის ცნობილი. რაც შეეხება მის გან
სასვენებელის ადგილსამყოფელს, ქართლის ცხოვრება მიუთითებს დმანისის სიონს, სადაც აღს
რულებული მეფე გადმოასვენეს.

დმანისში დამკვიდრებულა ვახტანგ მეფის შთამომავლებიცა უფროსი ძის დემეტრეს და მისი


ოჯახის სახით, რომლებიც დაკრძალულნი არიან იქვე.

რატომ ანიჭებდნენ სოფლებში ძველად მრგვალ მაგიდებს უპირატესობას

ქალები სამზარეულოში ყოველდღიურად რამდენიმე საათს ატარებენ, ფუსფუსებენ, საჭმელს ამ


ზადებენ, ალაგებენ, რეცხავენ. ალბათ, ბევრმა მათგანმა არც კი იცის, რომ ისინი ამ ოთახში მაგი
ური მოქმედების მონაწილენი არიან. იმ ხელსაწყოებს, რომლებსაც ჩვენ კერძის მომზადების
დროს ვიყენებთ, გარკვეული ენერგეტიკა აქვს. პარაფსიქოლოგიური კვლევის შედეგად დადგინ
და, რომ ის ჭურჭელი, რომელსაც ადამიანი იყენებს, ინახავს მოვლენათა ნიუანსებს. კერძოდ, იმ
ინფორმაციას, რომელსაც მისი ყოფილი მფლობელი გადასცემდა მას. ამიტომ, გამოდის, რომ დი
ასახლისიდან დიასახლისამდე ინფორმაცია თაობებს გადაეცემა. დღეს, გაჭირვების გამო, ბევრი
ყიდის ოჯახიდან სხვადასხვა ნივთებს, ჭურჭელს, ვაზებს… დაბალი ფასის გამო კი ბევრი ყიდუ
ლობს. გირჩევთ, სანამ ასეთ ანტიკვარულ ნივთებს შეიძენთ, აუცილებლად დაინტერესდეთ მისი
ყოფილი მფლობელის ბედით. თუ ის კეთილი ადამიანი იყო, მის ნაქონ ჭურჭელსაც დადებითი
აურა აქვს. ამიტომ, შეგიძლიათ, თამამად შეიძინოთ მისი ნივთები და სახლში თამამად შეიტან
ოთ.
ჭამის დროს გარკვეული მაგიური თვისებები აქვს იმ თეფშსაც კი, რომლიდანაც თქვენ საკვებს
იღებთ და მიირთმევთ. მაგალითად, მრგვალი თეფშიდან საჭმლის ჭამა ავი თვალისგან იცავს
ადამიანს. კვადრატული თეფშის მოყვარული ადამიანი ამაღლებული ბუნებით და რომანტიკუ
ლობით გამოირჩევა, მის გვერდით სასიამოვნოა ყოფნა, რადგან დადებით ენერგიას ასხივებს. ხო
ლო სამკუთხედი თეფშიდან საჭმლის ჭამა კი ადამიანს მეტ პიკანტურობას სძენს.
იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ხატია თეფშზე, რომლიდანაც თქვენ ყოველდღიურად მიირ
თმევთ საკვებს. კერძოდ, თუ თეფშზე ათასგვარი ციფრი ან იეროგლიფია მოხატული, ამ დროს
დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან მათი კომბინაცია უდიდეს ენერგეტიკულ-ინფორმაცი
ულ კოდს ქმნის. თუ ეს კოდი უბედურების მომტანია თქვენთვის, საფრთხეც ყოველდღიურად
იზრდება. რაც შეეხება ჭურჭლის ფერს, ესეც მოქმედებს ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე. კარ
გად დააკვირდით, რა ფერის თეფშიდან მიირთმევთ საჭმელს, რა ფერის ჭიქიდან სვამთ წყალს,
ჩაის თუ ყავას, რა ფერის ტაფაზე ან ქვაბში ამზადებთ კერძებს. მე გირჩევთ, ამ მხრივ უპირატესო
ბა მიანიჭოთ წითელი შეფერილობის ჯამ-ჭურჭელს. ასეთი ჭურჭელი ენერგიით აგავსებთ, უფ
რო სწორად, მასში მომზადებული კერძი. ამ ფერისვე თეფშიდან ან ჭიქიდან მიღებული საკვე
ბიც, ენერგიით მოგამარაგებთ. თუ გსურთ, საკუთარი თავი და შესაძლებლობები უკეთესად წარ
მოაჩინოთ, მაშინ ყავისფერი ჭურჭელი გამოიყენეთ. თეთრი ფერის ჭურჭელი კი აზრების კონცენ
ტრირებაში დაგეხმარებათ. საერთოდ, კარგია ცისარტყელას ფერების ჭურჭელში მოამზადოთ კე
რძები და ამავე ფერის თეფშიდან მიირთვათ. ასევე, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ
ვისთან ერთად აპირებთ სუფრასთან დაჯდომას და ჭამას. თუ გულახდილი საუბარი გსურთ, მა
შინ მაგიდა თეთრი ფერის ჭურჭლით გააწყვეთ და ეს შესაბამისად ხელს შეგიწყობთ. არასასურვე
ლი სტუმრებისთვის ყვითელი შეფერილობის ჭურჭელი გამოიყენეთ და ასე გაუმასპინძლდით.
თუ ადამიანთან გრძნობებზე საუბარი გსურთ, მაშინ ცისფერი ამჯობინეთ. ვარდისფერი ჭურჭე
ლი კი დაგეხმარებათ, საყვარელი ადამიანის მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატოთ და მეტ
ად გაიხსნათ. თუ მკაცრი და სერიოზული საუბარი გელით სუფრასთან, მაშინ მაგიდა მწვანე ფე
რის ჭურჭლით გააწყვეთ. ასევე, გაითვალისწინეთ და სუფრაზე აუცილებლად დადეთ ერთი ზე
დმეტი თეფში. ეს აწონასწორებს კეთილი და ბოროტი ძალების მოქმედებას სუფრასთან მსხდარ
ადამიანებს შორის. თეფშზე აუცილებლად გადაჯვარედინებულად დადეთ დანა-ჩანგალი და არ
მიუწყოთ ის გვერდით. თუ ასე მოიქცევით, სტუმრის კეთილგანწყობას და გულახდილობას
დაიმსახურებთ.
თუ დააკვირდებით, სოფლებში ძველად მრგვალ მაგიდებს ანიჭებდნენ უპირატესობას. ასეთი
მაგიდები ბევრ ოჯახში დღესაც შემორჩენილია. ბევრისგან გაგვიგია, არ დაჯდე მაგიდის კუთხე
ში, თორემ შვიდ წელიწადს ვერ გათხოვდებიო. საერთოდ, ადამიანისკენ მიმართული კუთხე, კე
დლის იქნება ეს, მაგიდის თუ სკამის, ეგრეთ წოდებულ „შხამიან“ ისრებს გზავნის, რომელიც
ადამიანს მხოლოდ სიყვარულის კი არა, უსახსროდ და წარმატების გარეშეც ტოვებს. თქვენი ნება
არ არის? აიცილეთ უფულობა, უიღბლობა და სიყვარულის გარეშე ცხოვრება. არ დაჯდეთ მაგი
დის კუთხეში.
ასევე, არ ცდებოდნენ ჩვენი წინაპრები, როცა ამბობდნენ, არ მოამზადოთ კერძი ცუდ განწყობა
ზეო. კერძოდ, საკვები ისრუტავს ირგვლივ არსებულ ენერგიას, ჩვენ კი ამ საკვების ჭამის დროს,
კალორიებთან ერთად, ამ ენერგეტიკასაც ვიღებთ. ისიც მართალია, რომ ამბობენ, ზღურბლზე
დამშვიდობება ჩხუბის მომასწავებელიაო. ზღურბლი ენერგეტიკული გამყოფია ორ სამყაროს შო
რის. ერთ მხარეს თქვენი სამყაროა, მეორე მხარეს კი – უცხო, უხილავი სამყარო. ეს უკანასკნელი
კი ხელს უშლის ადამიანებს შორის სასიამოვნო კონტაქტის დამყარებას. სამყაროდან სამყაროში
გადაცემული ენერგია კი ორივე სამყაროში თანაბრად იხარჯება. ამიტომაც ირღვევა კავშირი ორ
ადამიანს შორის.
როგორ მოხვდა ქართველი ტყვე ბიჭი ერაყის გამგებლის თანამდებობაზე

მედინაში, მუჰამედის საფლავიდან მეხუთე საფლავი ერაყის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამგებ
ლის საფლავია და თუ ოდესმე იქ მოხვდებით, ერთი ყვავილი მაინც უნდა დავდოთ მის საფლავ
ზე. ამას, ალბათ, ქართლელი გლეხის ბიჭი ნამდვილად იმსახურებს. ამ ბიჭის სახელია დაუდ
ფაშა.

დაუდ ფაშას მშობლები – გიორგი და მარიამი, ორბელიანების ყმები იყვნენ, რომლებიც, თავდაპი
რველად, ქვემო ქართლში ცხოვრობდნენ. შემდეგ კი თბილისში გადმოსახლდნენ. ყმა გლეხების
ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლის შესაფერისად, გვარიც შეიცვალეს – მანველაშვილები ბო
ჩოლაშვილებად დაეწერნენ. გიორგისა და მარიამის პატარა ვაჟი – დავითი, ტყვეებით მოვაჭრეებ
მა ბავშვობაში გაიტაცეს და ოსმალეთში გაყიდეს. ბიჭი კარგ ხელში მოხვდა – მასავით ქართველ
მამლუქთან, ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან, რომელმაც დავითი მამლუქთა სასწავლებელ
ში მიაბარა. სკოლაში მან ჩინებული ნიჭი და უნარი გამოავლინა. სამხედრო ვარჯიშობისა და წე
სების დაუფლებასთან ერთად, დიდი მონდომებით სწავლობდა ზოგადსაგანმანათლებლო საგ
ნებს. ისე შესანიშნავად შეითვისა მუსლიმანური კანონმდებლობა, ყურანი და აღმოსავლური ენე
ბი, რომ სულ მალე მოიხვეჭა არაბული, თურქული, სპარსული ენებისა და ღვთისმეტყველების
საუკეთესო მცოდნის სახელი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაუდს, სულეიმან ბუიუქმა
ჯერ თავისუფლება მიანიჭა და ბეჭდის მცველად დანიშნა, ხოლო შემდეგ, 27 წლის ასაკში, საფა
შო ხაზინა ჩააბარა. დაუდმა ცოლად სულეიმანის ქალიშვილი შეირთო.

ფაშასთან ნათესაური კავშირი და ამასთან ერთად, მაღალი თანამდებობა, დაუდს უფლებას აძლე
ვდა ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტი ყოფილიყო. 1892 წელს, როცა ავადმყოფობით შეპყრობილ
სულეიმან ბუიუქს საფაშოს მართვის უნარი წაერთვა, დაუდმა სცადა, ხელისუფლების სათავეში
მოქცეულიყო, მაგრამ სულეიმანმა ეს უპირატესობა უფროს სიძეს, ჰაფიზ ალის მიანიჭა. ახალ ფა
შასთან უთანხმოებაში მყოფმა დაუდმა, 1803 წელს მიატოვა საერო სამსახური და სასულიერო
სფეროში გადაინაცვლა – აბდ ალ-კადარის მეჩეთში ჩასახლდა და მეჩეთთან არსებულ სკოლაში
მასწავლებლობდა, რითაც სახელი კიდევ უფრო გაითქვა.

1807 წელს, ჰაზიფ ალი ფაშას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, დაუდი საერო ცხოვრებას დაუბ
რუნდა და საფაშო ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობა ეჭირა. სულეიმანის ვაჟის, საიდის
მმართველობის ჟამს, ჯერ ქაჰიად დაინიშნა–ეს ნიშნავს ფაშას მოადგილეს და მთავარსარდალს,
შემდეგ კი, დავთარდარად, მაშინდელ ფინანსთა მინისტრად. თუმცა, ფაშა და ქაჰია საბოლოოდ
ვერ მორიგდნენ ერთმანეთში და მათ შორის დიდი მტრობა ჩამოვარდა. საიდის ხელისუფლების
დამხობის მოწადინე მამლუქთა ნაწილმა შუღლი ჩააგდო მასა და ქაჰიას შორის, რათა ამ უკანასკ
ნელის მხარდაჭერის გარეშე, ფაშა მმართველობას ვეღარ გაძღოლოდა. დაუდი დაითხოვეს თუ
არა, ქვეყანაში შინააშლილობა დაიწყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯარის ნაწილებში უკმაყოფი
ლების აღმოსაფხვრელად და მებრძოლთათვის გასამრჯელოს მისაცემად, საიდ ფაშამ ვაჭრების
გან სესხის აღება დაიწყო. მის დასაფარავად კი გადაწყვიტა, ბაღდადში სპილენძის ფული მოეჭ
რა, რომელზეც ფარულმა მოქიშპემ მისი სახელი დააწერა. ამან კი თურქეთის სულთნის რისხვა
გამოიწვია, რადგან ეს ბაღდადის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ნიშნად მიიჩნიეს. ამას მოჰყვა
სხვადასხვა თანამდებობის პირთა საჩივრებიც და ბოლოს ყველაფერი ომით დამთავრდა. საფაშ
ოს შესანარჩუნებლად და ძალაუფლების მოსაპოვებლად საიდისა და დაუდის ლაშქრები შეიბნ
ენ. 1817 წლის 22 თებერვალს გამარჯვებული დაუდი დამკვიდრდა ბაღდადში და შეუდგა საფაშ
ოს მართვას.

სწორედ მისი ტახტზე ასვლის დღიდან დაიწყო უბედნიერესი ხანა ერაყის ისტორიაში. ქვეყანას
უნიჭიერესი მმართველი მოევლინა. დაუდმა, თავდაპირველად, საგარეო საქმეები მოაგვარა:
ჯერ ირანს წაართვა ერაყის მიტაცებული ტერიტორიები, მერე გაურჩებული ქურთისტანი შემო
იერთა, მოკლე ხანში კი, ინგლისელები განდევნა თავისი ტერიტორიებიდან, ბოლოს, ოსმალეთ
ის მძლავრ იმპერიას აგემა არაერთი მარცხი. დაუდ ფაშა ერაყის განმათავისუფლებლად და აღმა
შენებლად შერაცხეს. გახდა თუ არა ერაყის მმართველი, დაუდ ფაშა განუდგა ოსმალეთის სულთ
ანს და დამოუკიდებელი მართვა დაიწყო. დაუდი ოცნებობდა ოსმალეთისგან დამოუკიდებელი
„ბაბილონის სამეფოს” შექმნაზე. შიდა საქმეებშიც უდიდესი გონებამახვილობა გამოიჩინა. სწრა
ფად და უმტკივნეულოდ გაატარა რეფორმები, შემოიღო სავაჭრო მონოპოლია სასოფლო სამეურ
ნეო პროდუქტებზე, ააღორძინა საფეიქრო მრეწველობა… დაუდის სახელობის არხი „დაუდიე”
ჰავრიას წყალს ხარკთან აერთებდა და ერთიან სარწყავ სისტემას ქმნიდა. მის სახელს უკავშირდე
ბა ერაყში პირველი ქაღალდის ფაბრიკის აშენება, პირველი სტამბის დაარსება, რომლის ასაწყობ
ად თბილისიდან განთქმული პოლიგრაფები მიიწვია. ბაღდადში იმდროინდელი ყველა კომფორ
ტით აღჭურვილი უდიდესი სავაჭრო ცენტრი ააგო, მათ შორის ათეულობით აბანოთი კეთილმო
წყობილი. დაუდმა გაიყვანა გზები, ააშენა ხიდები, სასახლეები, მეჩეთებთან გაიხსნა ბიბლიოთე
კები, სკოლები. დაუდმა არმია ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა. გააძლიერა„ქართული გვარდია” –
შეიარაღებული რაზმი, რომელიც დღიდან ჩასახვისა, ყოველთვის ბაღდადის ფაშათა საიმედო სა
ყრდენი იყო. დაუდის რჩეულ რაზმში ქართველების რაოდენობა, სხვადასხვა ავტორების ცნობ
ით, რვაასიდან სამიათას კაცამდე მერყეობდა. „ისინი მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მხედრე
ბი იყვნენ,” – წერდა ფრანგი კონსული ფონტანიე. დაუდი ცდილობდა, რუსეთ-ოსმათელის ომი
თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ერაყის დამოუკიდებლობა განემტკიცებინა. სწორი პოლ
იტიკის შედეგად, 1830 წელს დაუდ ფაშამ თავისი ადრინდელი ოცნება სინამდვილედ აქცია – მან
ერაყი ოსმალეთისგან თავისუფალ „ბედნიერ ბაბილოვანის” სამეფოდ გამოაცხადა, ხოლო თავი
სი თავი ამ სამეფოს დამოუკიდებელ „ხელმწიფედ”.

თურქეთმა დაუდ ფაშა მეამბოხედ გამოაცხადა და იმავე წელს მისკენ ალეპოელი ფაშის, ალი რი
ზას ლაშქარი დაძრეს. დაუდი კარგად იყო მომზადებული ამ ბრძოლისთვის, ისევე როგორც, ქვე
ყნის მთელი მოსახლეობა. თუმცა, ომის ბედი გადაწყვიტა ავმა ბედისწერამ – კატასტროფულმა
წყალდიდობამ, მოუსავლიანობამ და ეპიდემიამ ერაყის ძლიერება ძირს დასცა. შავმა ჭირმა თით
ქმის მთელი არმია გაუნადგურა ქართველ ფაშას. ორწლიანი სამხედრო მოქმედებების შედეგად,
თურქებმა დაუდს სძლიეს. ის ისევ ქართული მოდგმის კაცმა, ლაზმა ალი რიზამ დაატყვევა, რო
მელიც თურქულ ჯარს ხელმძღვანელობდა. მაგრამ, დაუდი სიკვდილით არ დაუსჯიათ, მას უდი
დესი გავლენა და სახელი ჰქონდა მთელ ოსმალეთში. ის ბურსაში, საპატიო გადასახლებაში გაგზ
ავნეს და პენსიაც დაუნიშნეს. მას შემდეგ, რაც ეგვიპტელებმა ოსმალთა ლაშქრის წინააღმდეგ
ბრძოლა დაიწყეს, ოსმალეთის სულთანმა ის საბრძოლო მოქმედებებში ჩართო და სხვადასხვა თა
ნამდებობა ჩააბარა. ბოლოს კი, 1846 წელს, დაუდი მედინაში დასახლდა და პირადი თხოვნით,
მაჰმადის საფლავის ზედამხედველად დაინიშნა. ზედამხედველობასთან ერთად, ის დიდად
ზრუნავდა ქალაქის კეთილმოწყობაზე. საკუთარი ხელით გააშენა მშვენიერი ბაღი, რომელსაც
შემდეგ „დაუდიე” ეწოდა. 1851 წელს დაუდი გარდაიცვალა და სიკვდილის წინ ანდერძი დაწე
რა, რომ მისთვის ძვირფასი ძეგლი არ აეგოთ. დათუნა მანველაშვილი დასაფლავებულია
ხალიფა ოსმანის საფლავის ახლოს. დაუდის სახელი ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში. ფრანგი
ოშე-დუა წერდა: „დაუდ ფაშა გამორჩეული ხიბლით, ევროპელ ხელმწიფეებს უფრო ჰგავს,
ვიდრე აღმოსა ვლეთის მბრძანებელს.” ინგლისელი მეცნიერი ლონგრიგი კი ამბობდა: „მისი
ფილოსოფია უფ რო პროგრესული იყო, ვიდრე რომის იმპერატორის მარკუს ავრელიუსისა”.

მას არ დავიწყებია ბავშვობაში საქართველოში დარჩენილი თავისი კერა. ოჯახის წევრების მიმ
ართ მზრუნველობა გამოუჩენია. რისი შედეგიცაა, მისი ძალისხმევით მოპოვებული გიორგი ბო
ჩოლაშვილის ოჯახის ყმობიდან გათავისუფლების სიგელი. აგრეთვე, „ბედნიერი ბაბილოვანის
ხელმწიფის” წერილი დედისთვის, რომელიც ასე მთავრდებოდა: „კაცი ქვეყანაზე მოვა და ვენახს
გააშენებს, რომ ნაყოფი მიიღოს. თქვენ ვენახი გაგიშენებიათ და ნაყოფი არ მიგიღიათ. ვითხოვთ,
თქვენი მოწყალე დედობისგან, თუ შეგეძლოს წამოსვლა, ნუ დაიზარებთ. ჩემთვის ილოცეთ, მოწ
ყალეო დედაო! თქვენი ძე ბაღდადის ხელმწიფე დაუდ ფაშა. დაიწერა წელსა 1821, მარიამობის
ორს.” საინტერესოა, გრიბოედოვის შენიშვნა ამ ფაქტთან დაკავშირებით: „დაუდ ფაშამ 3 წლის
წინათ თავისი რწმუნებული მოავლინა საქართველოში, რათა ნება მისცემოდა დედამისს მასთან
ბაღდათში წასულიყო. მაგრამ მან სასტიკი უარი თქვა მუსლიმანურ ქვეყანაში მოგზაურობაზე
და მართლმადიდებლურ სამშობლოში ყოფნა ამჯობინა იმ ფუფუნებაში ცხოვრებას, რაც
ბაღდადში მოელოდა.”
ვინ იყვნენ პირველი ტერორისტები, რომელთა სახელიც ყველა ევროპულ
ენაში მკვლელის სინონიმი გახდა და რა ურთიერთობა ჰქონდათ მათთან
ქართველებს

ანტიგმირს, რომლის შესახებაც დღევანდელ ინტერვიუში ვისაუბრებთ, რამდენჯერმე ჰქონდა


„პატივი“ ეღალატა საკუთარი მეფისთვის, თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი, რომელიც
დღემდე არაა ბოლომდე დასაბუთებული. კერძოდ არის თუ არა, ჩვენი რუბრიკის გმირი, რაჭის
ერისთავი კახაბერ კახაბერისძე კოხტასთავის შეთქმულების გამცემი. სწორედ ამ შეთქმულებასა
და კახაბერისძის შემდგომ „გმირობებზე“ გვესაუბრება ჩვენი რესპონდენტი ივანე ჯავახიშვილის
ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე.
ვაჟა კიკნაძე: სანამ კახაბერ კახაბერისძეზე ვიტყოდე რაიმეს და იმ ბრალდებაზე, რაც შეიძლება,
მას წავუყენოთ, ჯერ უნდა განვიხილოთ ის ვითარება და დრო, რაც წინ უძღვოდა კოხტასთავის
შეთქმულებას. ეს არის მონღოლების ეპოქა, XIII ს-ის II ნახევარი. მას შემდეგ, რაც საქართველოში
რუსუდან დედოფალი გარდაიცვალა, ქართული ტახტი დარჩა უმეთაუროდ. რუსუდანის ერთა
დერთი ვაჟი დავითი, ნარინად წოდებული, მონღოლებმა გააგზავნეს შორეულ ყარაყორუმში,
ანუ მონღოლეთის დედაქალაქში, სადაც მეფედ უნდა დაემტკიცებინათ. ამას დასჭირდა რამდენი
მე წელიწადი და ამ ხნის განმავლობაში, არავინ იცოდა, საქართველოში, ის ცოცხალი იყო თუ
არა. რადგან დავით რუსუდანის ძემ ძალიან დაიგვიანა, ქართველებმა გადაწყვიტეს, ტახტის მეო
რე პრეტენდენტი მოეძებნათ – ლაშა-გიორგის უკანონო ძე დავითი, უფროსად, ანუ ულუდ წოდე
ბული. აღმოჩნდა, რომ ისიც უმძიმეს მდგომარეობაში, მამიდამისისგან (რუსუდანისგან) განწირ
ული, რუმში, თავის სიძესთან იმყოფებოდა ტყვეობაში. სანამ მემკვიდრეობის საკითხი გაირკვეო
და, საქართველოში შეიქმნა უმეფობის ხანა. ამით ისარგებლეს მონღოლებმა და გარკვეული დრო
ის განმავლობაში, საერთოდ, გააუქმეს მეფობა. მათ საქართველო დაჰყვეს დუმნებად, ანუ საათია
თასთაოებად. ეს საქართველოსთვის სრულიად მიუღებელი მონღოლური წესი იყო, რადგან საათ
იათასთაოდ ხშირად შემთხვევითი არაავტორიტეტული პირი აღმოჩნდებოდა ხოლმე. სწორედ
ამ პერიოდს ემთხვევა კოხტასთავის შეთქმულება.
– რომელ დუმნებად დაიყო საქართველო და ვინ იყვნენ მათი „თავები“?
– მონღოლებმა დაიწყეს აღმოსავლეთ საქართველოდან და გაჰყვნენ დასავლეთით. პირველი
იყო: ჰერეთ-კახეთის დუმანი, რომელშიც კამბეჩოვანი, ანუ დღევანდელი ქიზიყიც შედიოდა. მას
სათავეში ჩაუყენეს ეგარსლან ბაკურციხელი. ეს დუმანი თბილისიდან შამახიის მთებამდე (დღე
ვანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია) მოიცავდა ტერიტორიებს. მეორე საათასისთავო იყო ქვემო
ქართლი,რომლის მმართველი ვარამ გაგელი გახლდათ,მხარგრძელების შტოს წარმომადგენელი,
მესამე სომხითი (როგორც სამხრეთ საქართველოს უწოდებდნენ) და სომხური პროვინციები, რო
მლებიც საქართველოში შემოდიოდა, შანშე მხარგრძელს ჩააბარეს. შიდა ქართლი–ქართლის ერი
სთავ გრიგოლ სურამელს, ჯავახეთი – გამრეკელ-თორელს, სამცხე-შავშეთი არზრუმამდე, ანუ კა
რნუქალაქამდე ივანე (ყვარყვარე) ჯაყელს. დასავლეთ საქართველოში, რომელიც ნომინალურად
ემორჩილებოდა მონღოლებს, მაგრამ მაინც, როგორც ჩანს, მათ იქ რაღაც გავლენა ჰქონდათ, ორი
დუმანი უნდა შექმნილიყო, რომლის მეთაურები იყვნენ ცოტნე დადიანი და კახაბერ კახაბერის
ძე. ცოტნე დადიანი იყო ოდიშის ერისთავი. კახაბერ კახაბერისძე კი – რაჭის.
– რამდენ წელიწადს გაგრძელდა უმეფობის ხანა?
– დაახლოებით, 2-3 წელიწადს. შემდეგ ორივე დავითი დაბრუნდა მონღოლთა დედაქალაქიდან
და ორივე დავითი დასვეს ტახტზე. მაგრამ, სანამ ეს მოხდებოდა, სრულიად უპატრონოდ დარჩა
ქართული სამეფო და მაშინ ქართველების გამორჩეულმა ნაწილმა, მათ შორის იგივე დუმნის
თავებმა გადაწყვიტეს შეთქმულება მოეწყოთ.
– რას ისახავდა მიზნად ეს შეთქმულება?
– ქართველებს სურდათ, როგორმე შეემსუბუქებინათ ან საერთოდ გადაეგდოთ მონღოლთა უღე
ლი. კოხტასთავი სამცხეშია, სწორედ იქ შეიკრიბნენ შეთქმულები. როგორც ჟამთააღმწერელი გვე
უბნება, გარდა დუმნისთავებისა იქ იყვნენ: იმერნი და ამერნი, ყველა ცნობილი პირი. იქვე ყოფი
ლა შოთა კუპარი, ჰერეთის ერისთავი (იგი შესაძლოა, შოთა რუსთაველი ყოფილიყო, როგორც პა
ვლე ინგოროყვა ვარაუდობდა). ასევე, კოხტასთავთან შეიკრიბნენ: თორღვა პანკელი, თორელ-გამ
რეკელი, ჰერ-კახნი, ქართველნი, ანუ ქართლელნი, მესხნი და ტაოელნი, ანუ, მთელი საქართვე
ლოს დიდებულები და ცნობილი პიროვნებები. მონღოლებმა, თავის დროზე, ფაქტობრივად,
უბრძოლველად დაიპყრეს საქართველო. რუსუდანმა ვერ შეძლო მათთვის რეალური წინააღმდე
გობის გაწევა, გაიქცა ქუთაისში და დანარჩენი საქართველოს დიდებულები ნელ-ნელა ჩაჰბარდ
ნენ მონღოლებს. ქართველმა დიდებულებმა ინანეს ეს საქციელი და გადაწყვიტეს, ამ შეცდომის
გამოსწორება. შეკრებაზე ითქვა, რომ ყოველ წელს მივყავართ უშორეს და უძნელეს ლაშქრობებ
ში, გადასახადებს გვადებენ უზომოს, არაფერს გვეკითხებიან. საქართველო დარჩენილია თავის,
ანუ მეფის გარეშე... იმსჯელეს, როგორ შეიძლებოდა მონღოლთა უღლის გადაგდება, ან ამ უღლ
ის სიმძიმის შემსუბუქება. როგორც ჩანს, შეთქმულები შეიარაღებულ აჯანყებას ემხრობოდნენ,
რადგან შეკრებილებს უთქვამთ, თუ ასე არ გავაკეთეთ, მაინც ამოგვწყვეტენო; განსაკუთრებით
ალამუტის ციხის წინააღმდეგ ლაშქრობა აფიქრებდათ. აქ, ამ მიუვალ ციხეში იყვნენ გამაგრებუ
ლი, შეიძლება ითქვას, პირველი ტერორისტები, ასასინები, რომელთა სახელიც, შემდეგ მკვლელ
ის სინონიმი გახდა ყველა ევროპულ ენაში. მათ წინააღმდეგ, ყოველწლიურად, ქართველებს აგ
ზავნიდნენ და მას ათასობით ქართველი ეწირებოდა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც არც ერთი მე
ბრძოლი აღარ დაბრუნებულა ალამუტიდან ოჯახში. შეთქმულებს ესეც დაუსახელებიათ ერთ-
ერთ მიზეზად. შეთქმულები ძალიან სწრაფად შეთანხმებულან. როგორც ჟამთააღმწერელი გად
მოგვცემს, შეკრებილთა შორის არ ყოფილა დიდი აზრთასხვაობა. გადაწყვიტეს, რომ ყველა ერის
თავისა და დუმნისთავის ჯარი შეეკრიბათ და რკინისჯვარში, რომელიც აგრეთვე სამცხეშია, მოე
ყარათ თავი. ყველანი სასწრაფოდ აპირებდნენ თავიანთი მამულებისა და საერისთავოებისკენ გა
მგზავრებას, მაგრამ პირველები ცოტნე დადიანი და კახაბერ კახაბერისძე წავიდნენ. როგორც ყვე
ლაზე შორეული ტერიტორიების მმართველებს, დროულად რომ მოესწროთ ჯარის შეკრება და
დანიშნულების ადგილას დაბრუნება. ამის შემდეგ, ვითარდება ის დრამატული მოვლენები, რაც
ამ შეთქმულების გაცემას უკავშირდება.
– ვინ გასცა შეთქმულება?
– ჟამთააღმწერელი არ ასახელებს გამცემს, მაგრამ ამბობს, როგორც კი შეთქმულებმა დაამთავრეს
კრება, მონღოლები მაშინვე იქ გაჩნდნენ და ყველა შეიპყრესო. რა თქმა უნდა, გარდა კახაბერ კახა
ბერისძისა და ცოტნე დადიანისა, რომლებმაც პირველებმა დატოვეს საიდუმლო კრება. შეთქმუ
ლები ანისში წაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მონღოლი ნოინი – ჭორმაღანი იდგა; შეთქმულებს შე
უკრეს ხელ-ფეხი, გააშიშვლეს და დაყარეს მზეზე. დაკითხვა დიდხანს გაგრძელდა, და ყოველი
მათგანი ერთხმად ამბობდა, რომ ქართველი დიდებულები გადასახადების მოწესრიგების მიზ
ნით ვიყავით შეკრებილნიო. ამას მონღოლები არ იჯერებდნენ და საქმე ცოტნე დადიანის ცნო
ბილმა გმირობამ გადაწყვიტა.
– ეს ის გმირობაა, ბავშვობაში, რომ გვასწავლიდნენ, თუ როგორ იხსნა ცოტნე დადიანმა მზეზე
დაყრილი თაფლწასმული მეგობრები, რომელთაც ფუტკრები ეხვეოდნენ?
– ზუსტად ეს შეთმულებაა, რომელსაც მართლაც ბავშვობიდან იცნობს ქართველი მკითხველი.
მაგრამ, აქ თაფლის დეტალი იმიტომ არ მოვიხსენიე, რომ ამაზე მხოლოდ ვახუშტი ბაგრატიონი
მოგვითხრობს, სხვა წყაროები ამის შესახებ არ იუწყებიან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვახუშტი
ბაგრატიონს, XVIII ს-ში, უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონოდა აღნიშნული შეთქმულების შესახებ,
ვიდრე ჟამთააღმწერელს, რომელსაც რამდენიმე ათეული წელი აშორებს ამ მოვლენებთან. ერთი
სიტყვით, სწორედ ცოტნე დადიანის გმირობამ იხსნა ყველა. როცა ცოტნე ჯარით გადმოვიდა
ლიხს აქეთ და გაიგო, რომ ყველა დაპატიმრებულია და ანისშია წაყვანილი. მან ჯარი გაუშვა,
თვითონ მარტო გაემართა ანისში, ხელ-ფეხიც თვითონ შეიკრა, „განიძარცვა ტანსაცმელი“, როგ
ორც მემატიანე წერს და დაჯდა მათ გვერდით. განცვიფრებულ მონღოლებს კი უთხრა, მე ისეთი
ვე ჩვეულებრივი ერისთავი ვარ და ისეთივე უდანაშაულო, როგორც ესენი და მოვედი აქ რომ ეს
დაგიმტკიცოთო. მონღოლებმა დაიჯერეს ეს თუ არა უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ცოტნეს საქცი
ელი მოეწონათ და ვაჟკაცობად ჩაუთვალეს. შესაძლოა, საბაბსაც ეძებდნენ, რადგან არ აწყობდათ
მთელი ქართველი დიდებულების გადამტერება და ყველანი გამოუშვეს.
– რაც შეეხება კახაბერ კახაბერისძეს?
– ის საერთოდ არსად ჩანს. ჟამთააღმწერელი არც იმას ამბობს, მივიდა თუ არა იქ კახაბერი, ჩაიყ
ვანა თუ არა ჯარი, სად წავიდა საერთოდ... ამის შესახებ, სულ ცოტა ხნის წინათ, გაჩნდა ვერსია,
რომელიც პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ გამოთქვა, რომ სწორედ კახაბერ კახაბერისძეს დამსახუ
რებაა ამ შეთქმულების გაცემა.
– თქვენ იზიარებთ მის ვერსიას?
– მე შემიძლია, გითხრათ, ერთი მხრივ, ნამდვილად დამაფიქრებელია, რომ კახაბერ კახაბერისძე
საერთოდ აღარ ჩანს შემდგომ, მაგრამ მეორე მხრივ, ჩნდება კითხვებიც. ისიც გასათვალისწინებე
ლია, რომ ბატონმა ვაჟამ კახაბერ კახაბერისძის შემდგომი მოღვაწეობაც განიხილა ჟამთააღმწერ
ლის მიხედვით. კერძოდ, მემატიანე მოგვითხრობს, რომ 20 წლის შემდეგ, კახაბერ კახაბერისძემ
სამჯერ გასცა მეფე დავით ნარინი და ამიტომ უფრო მეტად მიიჩნია ის მოღალატედ.
– გვიამბეთ, ამის შესახებ.
– კოხტასთავის შეთქმულებიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ, დავით ნარინმა დასავლეთ საქა
რთველოში შეიფარა ყაენის მტერი, ვინმე ღალღურ ნოინი, ვინაიდან მონღოლებს უჭირდათ
ლიხს იქით გადასვლა. ერთ მშვენიერ დღეს, ღალღურ ნოინი და კახაბერ კახაბერისძე შეიკრიბნენ
და ქუთაისში მონღოლთა ჯარი დააყენეს თავს დავით ნარინს. რაჭის ერისთავმა ფარული გზე
ბით გადმოიყვანა ისინი. მეფე შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, რადგან გაქცევა მოასწრო.
– ესე იგი, ღალღურმა ამ საქციელით ურთიერთობა გამოისწორა ყაენთან და გასწირა ის ვინც
შეიფარა?
– ეს საქციელი მონღოლისგან იმდენად გასაკვირი არაა, მაგრამ რაჭის ერისთავ კახაბერ კახაბერი
სძეს, ცუდად ახასიათებს. მონღოლებმა ქუთაისი აიკლეს, გაძარცვეს და დაბრუნდნენ აღმოსავლ
ეთ საქართველოში. მათ გაჰყვა კახაბერიც, ვინაიდან მას დასავლეთ საქართველოში უკვე აღარ
დაედგომებოდა. 3 წლის შემდეგ მან იგივე ფანდი გაიმეორა, მაგრამ ამჯერად მომზადებული და
ხვდა დავით ნარინი. ამის შემდეგ რაჭის ერისთავი საბოლოოდ დამკვიდრდა ატენში, სადაც მონ
ღოლებმა მამული მიუჩინეს; მაგრამ, სამწუხაროდ, ამით არ დამთავრდა კახაბერისძის ეპოპეა.
მან, უკვე საკმაოდ მოხუცებულმა, დავით ნარინს მისწერა, ძალიან ცუდად მოვიქეცი, მაპატიე და
ჩემს მშობლიურ რაჭაში დამაბრუნეო. ნარინმა დიდსულოვნება გამოიჩინა და აპატია.
– ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
– მშობლიურ რაჭაში დაბრუნებულმა კახაბერმა საკუთარ ჩვევას არ უღალატა. მან წერილი გაუგ
ზავნა აღმოსავლეთ საქართველოში ალიყან ნოინს, მე ვეღარ გამოგიძღვებით, თქვენ თვითონ მო
დით და შეიპყარით დავითიო. დავით ნარინი, როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც არ ენდობოდა
კახა ბერ კახაბერისძეს და ფხიზლად იყო. სწორედ ამიტომ ვერ მიაღწია ამ წერილმა
ადრესატამდე. წე რილის ხელში ჩაგდების შემდეგ კი, დავით ნარინმა სასტიკად დასაჯა რაჭის
ერისთავი. მას თვა ლები დასთხარა და ცალი ხელი და ფეხი მოაჭრა. მისი შვილები კი
ბიზანტიაში განდევნა. ასე და მთავრდა რაჭის ერისთავის ცხოვრება.
– მოთხრობილი ძალიან ცუდად მეტყველებს კახაბერ კახაბერისძეზე, მაგრამ მიუხედავად ამისა,
შეგვიძლია თუ არა, ხელაღებით ვთქვათ, რომ კახაბერ კახაბერისძე კოხტასთავის შეთქმულების
გამცემიც იყო?
– არის 2 გარემოება, რომელმაც კახაბერ კახაბერისძის მიერ კოხტასთავის გამცემლობაზე, შეიძლე
ბა, აზრი შეგვაცვლევინოს. ერთი ის, რომ თუ კახაბერ კახაბერისძე გამცემია, მას პირდაპირ დაასა
ხელებდა ჟამთააღმწერელი, რომელიც ამ ერისთავს ძალზე უარყოფითად ახასიათებს და ამბობს,
რომ ის არის ბაღვაშების შთამომავალი და როგორც ისინი იყვნენ გამცემნი და არასოდეს გამოს
წორდებოდნენ, ისევე აგრძელებდა კახაბერ კახაბერისძეცო. მეორე – თუ მან გასცა ეს შეთქმულე
ბა, მაშინ სავარაუდოდ, ცოტნე დადიანსაც დაასახელებდა მონაწილეთა შორის და ასეთ შემთხვე
ვაში, მონღოლებიც აღარ აღიქვამდნენ დადიანის საქციელს გმირობად. ამგვარად, აქ პატარ-პატა
რა კითხვები ჩნდება, თუმცა, ამის შესახებაც შეგვიძლია საწინააღმდეგო ვარაუდის გამოთქმა.
ჯერ ერთი, ალბათ, ჟამთააღმწერელმა ზუსტად არ იცოდა შეთქმულება კახაბერისძემ გასცა თუ
არა და თავს არ იდვა ცოდვა დაებრალებინა მისთვის – ის, რაც არ იცოდა. თუმცა კი, შემდგომი
მთელი მისი უარყოფითი მოღვაწეობა დაუფარავად დაგვიხატა. მეორე, შესაძლოა, კახაბერ კახა
ბერისძემ ამცნო მონღოლებს შეთქმულება რომ მზადდებოდა, თუმცა პერსონალურად არ დაუსა
ხელებია მისი მონაწილენი. ასე რომ, ეჭვი მაინც ეჭვად რჩება და ასეა თუ ისე, კახაბერ კახაბერის
ძემ იმდენჯერ ჩაიდინა დავით ნარინის წინაშე ცოდვა, რომ არაა გამორიცხული, ის იყოს კოხტას
თავის ცნობილი შეთქმულების გამცემიც.
კაცი, რომელზეც ჰიტლერმა ნადირობა გამოაცხადა
ინფორმაცია მასზე დღემდე საიდუმლოდ ინახება არქივებში...

ვოლფ გრეგორევიჩ მესინგი დაიბადა 1899 წლის 10 სექტემბერს, რუსეთის იმპერიის ტე


რიტირიაზე, პატარა ებრაულ სოფელში ვარშავის მახლობლად. მას პატარაობიდანვე შეე
ძლო წაეკითხა სხვისი აზრები.
ვოლფმა პირველად აღმოაჩინა თავის შესაძლებლობები 3 წლის ასაკში როდესაც პირვე
ლად ჩაჯდა მატარებელში. ვოლფს არ ჰქონდა ბილეთი და კონტროლიორის დანახვისას
მა გიდის ქვეშ შეძვრა, რა თქმა უნდა შენიშნეს, გამოათრიიეს და ბილეთის წარდგენა მოს
თხოვეს, ბიჭმა ცარიელი ფურცელი გაუწოდა, თავის თავს არწმუნებდა რომ ეს ბილეთი
იყო. კონტროლიორმა გამოართვა ფურცელი და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ბი
ლეთად ჩათვალა იგი, თან ბიჭს უთხრა "რატომ იმალები მაგიდის ქვეშ ეს შენი კანონიე
რი ადგილია".
მესინგი ახლოს იცნობდა ალბერტ აინშტაინსა და ზიგმუნდ ფროიდს. მონაწილეობა მიი
ღო მათ მიერ მოწყობილ ექსპერიმენტში, სადაც უნდა გამოეცნო თუ რაზე ფიქრობდა
ფროიდი. მესინგმა ფროიდის ჩანაფიქრი გამოიცნო...
წიგნში ,,საკუთარ თავზე" მესინგი ამბობს: ,,როცა ადამიანი რაღაცაზე დაჟინებით ფიქრ
ობს, ტვინის უჯრედები გადასცემენ იმპულსებს ნერვებს. ეს მოქმედებები შეუიარაღებე
ლი თვალით შეუმჩნეველია. ჩემი ხელები ძალიან მგრძნობიარეა. შემიძლია დარწმუნებ
ით განვაცხადო, მე ვკითხულობ სხვის აზრებს და შეხების გარეშე შემიძლია ვიგრძნო მი
სი სუნთქვის ტემპი, გავიგონო ხმის ტემბრი, სიარულის მანერა და სხვა".
1937 წელს კონცერტზე, როცა დარბაზში 10000 ადამიანი იმყოფებოდა, მესინგმა ჰიტლე
რის დაღუპვა იწინასწარმეტყველა. თუ კი იგი გადაწყვეტდა რუსეთის იმპერიაზე გალაშ
ქრებას, ამ ფაქტმა მიიპყრო გერმანიის საიდუმლო სამსახურის, გესტაპოს, ყურადღება. მე
სინგს შეეშინდა ჰიტლერის შურისძიების და გაიქცა,მაგრამ ფაშისტებმა მაინც მოახერხეს
მისი დაჭერა. ჩემს თავს ვუთხარი: ,,ვოლფ, დამშვიდდი, ნუ ინერვიულებ, ყველაფერი მო
გვარდება,გამოსავალი მოიძებნება.ნუ ჩქარობ,დაელოდე დროს და იფიქრე, როგორ უნდა
დააღწიო თავი ყველაფერ ამას, როგორ უნდა გაიქცე".
მან ჰიპნოზის გამოყენებით, ციხის პერსონალს თავი მოუყარა თავის საკანში და დააჯე
რა, რომ იატაკზე მიმოფანტული იყო ბრილიანტები. სანამ ციხის პერსონალი, ციხის უფ
როსის ჩათვლით "ბრილიანტებს აგროვებდა" მესინგი გაიქცა. ამის შემდეგ ის გადასახლ
და სსრკ-ში.
1939 წელს, გერმანელების პოლონეთში შეჭრამდე ერთი თვით ადრე, ტელეპატმა ვოლფ
მესინგმა გერმანელების მარცხი და საბჭოთა კავშირის გამარჯვება იწინასწარმეტყველა.
ამ ფრაზისთვის ჰიტლერმა ვოლფ მესინგის დაპატიმრება ბრძანა. მისი დაკავებისთვის
ჯილდო 150 000 მარკა დაწესდა.
რა თქმა უნდა მან მიიპყრო კგბ-ს ყურადღებაც, მის ტალანტში დასარწმუნებლად პერსო
ნალურად რამოდენიმე გამოცდა ჩაუტარეს სტალინისა და ბერიას მიერ შედგენილმა კო
მისიამ… ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როდესაც მას უბრძანეს გაეძარცვა ბანკი და გამოეტა
ნა 100,000 რუბლი ყოველგვარი იარაღის გამოყენების გარეშე, რა თქმა უნდა მან ეს შეძ
ლო.
სტალინთან დაახლოებას კი ხელი შეუწყო კატასტროფამ, რომელიც მესინგმა იწინასწარ
მეტყველა; მან მოსთხოვა სტალინს, რომ აეკრძალა თავისი შვილისთვის თვითმფრინავ
ით მგზავრობა გარკვეული დროით და როგორც აღმოჩნდა თვითმფრინავი რომლითაც
სტალინის შვილი უნდა გაფრენილიყო, ჩამოვარდა და დაიღუპა მგზავრთა დიდი ნაწი
ლი.
1943 წელს მან ზუსტად მიუთითა თარიღი როდესაც დამთავრდებოდა II მსოფლიო ომი.
1953 წელს მესინგმა იწინასწარმეტყველა, რომ სტალინი ებრაულ დღესასწაულზე მოკვ
დება, რაც ასეც მოხდა. მეცნიერების მრავალ დარგს მთლიანად აკონტროლებდა კგბ, შეი
ძლება ამის გამო ვერ გაიცნო მსოფლიომ მესინგი და მისი ბრწყინვალე შესაძლებლობე
ბი.
1974 წლის 8 ნოემბერს, ქვეყნის ყველაზე ცნობილი ექსტრასენსი მოკვდა სიღარიბეში და
სიმარტოვეში, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ქვეყანაში ერთ-ერთი ლეგალური მილიო
ნერი. მან ზუსტად იცოდა როდის მოკვდებოდა, მაგრამ მომავალზე წარმოდგენამ არ გა
ხადა მისი ცხოვრება ადვილი, პირიქით მისი ცხოვრება კოშმარს დაემსგავსა. დასაფლავე
ბულია რუსეთში, მოსკოვში, მეუღლის საფლავის გვერდით...
ჰიტლერმა ყველა მოატყუა და სტალინზე დიდხანს იცოცხლა?!

II მსოფლიო ომის დასასრულს ჰიტლერმა გერმანიიდან ევა ბრაუნთან ერთად გაღწევა და არგენ
ტინაში ჩასვლა მოახერხა! მეტიც, მან სტალინის სიკვდილის შემდეგ კიდევ ცხრა წელიწადს იცო
ცხლა! - ამ სენსაციური ვერსიის ავტორები ბრიტანელი ისტორიკოსები არიან. ჯერარდ უილიამ
სი და საიმონ დანსტენი ირწმუნებიან, რომ 1945 წლის 27 აპრილს, როცა საბჭოთა არმია მთელ
ბერლინს უტევდა, ფიურერმა და მისმა მეგობარმა ქალმა ევა ბრაუნმა რაიხსკანცელარიის შენობ
იდან გაქცევა საიდუმლო გვირაბით მოახერხეს. ჰიტლერის ადგილი მისმა ორეულმა დაიკავა,
ხოლო მისი საყვარლის როლი ნაკლებად ცნობილმა მსახიობმა შეასრულა. სწორედ მათ მოიკლ
ეს თავი 20 აპრილს რაიხსკანცელარიის ბუნკერში. თავად ჰიტლერი და ევა ბრაუნი თვითმფრინ
ავით ჯერ დანიის ქალაქ ტონდერში გადაიყვანეს, იქიდან კი ქალაქ ლიუბეკ-ტრავემიუნდეს ბა
ზა ლიუფტბაფში. შემდეგ ბორტმა JU52-მა წყვილი ესპანეთის ქალაქ რეუსში ჩაიყვანა, რომელ
იც ბარსელონას სამხრეთით მდებარეობს. ესპანეთის დიქტატორმა, გენერალმა ფრანკომ კი ფიუ
რერს თვითმფრინავი მისცა, რომელზეც ესპანეთის ამოსაცნობი ნიშნები იყო. ამ თვითმფრინა
ვით ჰიტლერი კანარის კუნძულებზე ჩაფრინდა, მეორე დღეს კი ევა ბრაუნთან ერთად წყალქვე
შა ნავზე ავიდა. სწორედ ამ წყალქვეშა ხომალდით ჩავიდნენ ფიურერი და მისი საყვარელი შორე
ულ არგენტინაში, რომლის ხელისუფლებაც ნაცისტებს თანაუგრძნობდა. ბრიტანელმა ისტორი
კოსებმა ჰიტლერის გაქცევის ამ ვერსიას წიგნიც მიუძღვნეს, "რუხი მგელი - ადოლფ ჰიტლერის
გაქცევა". ჯერარდ უილიამსი და საიმონ დანსტენი ირწმუნებიან, რომ ჰიტლერის გაქცევის ეს გე
გმა ჯერ კიდევ 1943 წელს მოამზადა მისმა უახლოესმა თანამებრძოლმა მარტინ ბორმანმა. მაშინ
სამხრეთ ამერიკაში მეოთხე რაიხის შექმნის გეგმაც კი შეიმუშავეს, რომელიც გერმანიის მემკვი
დრე იქნებოდა. თავად ბორმანმაც, რომელიც ვეღარ იპოვეს, ამავე გეგმით ისარგებლა. მკვლევარ
თა ვერსიით, ის ბუნკერიდან 1945 წლის პირველ მაისს გაიქცა. 10 დღის შემდეგ კი მოკავშირეებ
თან მოხვდა, ვინც იგი ჯერ შვეიცარიის ბაზელში, შემდეგ ბრიტანეთში გადაიყვანა. ამ ვერსიით,
ბორმანს პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს, შეუცვალეს ხმა და სიარულის მანერა. ჰიტლერის
თანამოაზრე და თანამებრძოლი, ისტორიკოსთა ვერსიით, ამ ამბებიდან სამ წელიწადში ბრიტა
ნეთშივე გარდაიცვალა. ბრიტანელი ისტორიკოსებისვე მტკიცებით, გაქცევის საქმესთან ამერი
კული სპეცსამსახურები იყვნენ დაკავშირებული, რომელთაც არა მხოლოდ გერმანელთა საიდუ
მლოებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება სურდათ, არამედ გვარიანი გასამრჯელოც მიიღეს.
ფიურერმა და მისმა საყვარელმა ქალაქ მარ-დელ-პლატას შეაფარეს თავი. 1953 წელს ევა ბრაუნი
ჰიტლერს დასცილდა და ქვეყნის დასავლეთით ქალაქ ნეუკენში გადაბარგდა. თავად ჰიტლერმა
კი მარ-დელ-პლატაში სიკვდილამდე, 1962 წლამდე იცხოვრა. სიცოცხლის ბოლოს გულმავიწყო
ბა დასჩემდა, თუმცა ნაცისტთა გამარჯვებისა მაინც სჯეროდა. წიგნის ავტორების მტკიცებით,
ჰიტლერსა და ბრაუნს ორი გოგონაც ჰყავდათ. ერთი 1941 წლის ბოლოს დაიბადა. ბავშვები თა
ვიდან მშობლებთან ცხოვრობდნენ, შემდეგ ბრაუნთან ერთად ნეუკენში გადავიდნენ. დედის გა
რდაცვალების შემდეგ ეს ქალაქი დატოვეს, თუმცა სამხრეთი ამერიკა დღემდე არ დაუტოვები
ათ. ჯერარდ უილიამსმა და საიმონ დანსტენმა ეს ვერსია მფრინავ პიტერ ბაუმჰარტის, ბერლინ
ში იმ პერიოდში აკრედიტებული იაპონელი დიპლომატის, ექიმების, მზარეულებისა და დაცვ
ის სამსახურის თანამშრომლების ნაამბობზეც ააგეს, ვინც ფიურერთან მსახურობდა, შემდეგ კი
არგენტინაში აღმოჩნდა. ბრიტანელი მეცნიერები ასევე შეხვდნენ არგენტინელ 78 წლის მოხუცს,
რომელსაც 1953 და 1956 წლებში მესამე რაიხის ფიურერთან ურთიერთობა ბუენოს-აირესის ცენ
ტრში მდებარე სასტუმროში ჰქონდა. რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურში კი 1945 წ.
ჰიტლერის გაქცევის ვერსიას არასერიოზულს უწოდებენ. სამსახურის სარეგისტრაციო და არქი
ვის განყოფილების ხელმძღვანელი ვასილ ხრისტოფოროვი ამბობს, რომ წიგნი "რუხი მგელი –
ადოლფ ჰიტლერის გაქცევა" არის იაფი სენსაციის კიდევ ერთი მცდელობა. "1945 წლიდან დღემ
დე დოკუმენტურად და საგნობრივად დადასტურებულია ჰიტლერის სიკვდილი და ეს მასალე
ბი სუკ-ის არქივის სპეციალურ განყოფილებაში ინახება. მათ შორისაა ჰიტლერის უახლოესი გა
რემოცვის დაკითხვის ანგარიშები, იმ ადგილის ფოტოები, სადაც ფიურერისა და მისი საყვარლ
ის ცხედრები აღმოაჩინეს და აქტები, რომელიც ცხედრებზე ჩატარებული სასამართლო-სამედი
ცინო ექსპერტიზის შედეგად მომზადდა. აქვე ინახება ჰიტლერის ყბის ძვლის ნაწილი, მისი პირ
ადი ნივთები. ეს მასალები არავითარ ეჭვს არ ტოვებს, რომ ჰიტლერი 1945 წელს გარდაიცვალა",
- განმარტავს ხრისტოფოროვი. უშიშროების სამსახურის სარეგისტრაციო და არქივის განყოფილ
ების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჰიტლერის სიკვდილთან დაკავშირებულ მასალებს გრიფი "სა
იდუმლო" 1996 წელს მოეხსნა და ის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. მათი
შესწავლის მიზნით არქივს ხშირად მიმართავენ დამოუკიდებელი ექსპერტები და გენეტიკური
ანალიზისთვის ნებართვასაც ითხოვენ. "როგორც ფიურერის სიკვდილის ერთადერთი საგნობრი
ვი დადასტურების მფლობელი, არქივი მზად არის, ისტორიული სიმართლის დასადგენად კანო
ნის შესაბამისად ითანამშრომლოს და კვლევისთვის მიაწოდოს ჰიტლერის ყბის ძვლის ფრაგმენ
ტი", - განაცხადა ხრისტოფოროვმა.
(სისულელეა თუნდაც ის ფაქტი გამორიცხავს ყველაფერს, რომ მარტინ ბორმანი ეხმარებოდა
გაქცევაში. რუსებმა თვითონვე აღიარეს რომ ბორმანი თავის მეუღლესთან ერთად ნოვოდევიჩი
ეს სასაფლაოზეა დამარხული და წლების მანძილზე სწორედ უშიშროებასთან თანამშრომლობ
და. ეს ფაქტი ძალიან საინტერესო ვარაუდისკენ გვიბიძგებს რომ ასე ყბადაღებული პარტიის ოქ
რო რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძემენ სწორედ მარტინ ბორმანმა გაიტანა საბჭოთა კავშირ
ში, რაც ჩემი აზრით სრულიად არაა გამორიცხული თუ გავიხსენებთ როგორ "აახია" პირდაპირი
ამ სიტყვის მნიშვნელობით სტალინმა საგანძური ესპანეთს..)
ალექსანდრე მაკედონელის კითხვები

ალექსანდრე მაკედონელი წინამორბედი - ფილიპე II მემკვიდრე - ალექსანდრე IV გარდაიც


ვალა - 11 ივნისს ალექსანდრე - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორი
აში,სიკვდილამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო;მას ხშირად
მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუ
სტავუს ადოლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისრის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედ
რო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა. საინტერესო ფაქტი:

ალექსანდრე მაკედონელის კითხვები და ინდოელი ბრძენის პასუხები!


- რა უფრო მეტ საკვებს იძლევა, მიწა თუ ზღვა?
- ზღვა, რადგან მიწა თავად არის მხოლოდ კუნძული მსოფლიო ზღვაში.
- ქვეყანაზე ვინ უფრო მეტია, მკვდარი თუ ცოცხალი?
- ცოცხალი, რადგან მკვდარი უკვე აღარ არის.
- რატომ ურჩევდით მეფე ფეროსს (ინდოეთის მეფე), ებრძოლა ჩემს წინააღმდეგ?
- იმიტომ, რომ ის სახელოვნად მეფობდა, ცხოვრობდა და სიკვდილიც სახელოვანი უნდა ჰქო
ნოდა.
- რომელი ცხოველია ყველაზე ეშმაკი?
- ის, რომელიც ადამიანს ჯერ არ დაუჭერია.
- რა უფრო მეტი იყო, დღე თუ ღამე?
- დღე იყო ადრე, ერთი დღით.
- ძნელი პასუხია, უთხრა ალექსანდრემ.
- ძნელ კითხვაზე, უპასუხეს ბერებმა.
- როგორ გავხდე ღმერთი?
- გააკეთე ის, რაც არ ძალუძს ადამიანს.
- როდის უნდა მოკვდეს ადამიანი?
- როდესაც სიკვდილი ჯობია, ვიდრე სიცოცხლე.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყებად ჰიტლერმა კრედიტები ამერიკასა და
ინგლისს გამოართვა

ბოლო პერიოდში დასავლეთის პრესამ ბიბლიის ნაცვლად ე. წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე ლა


მის ილოცოს: ასე სჭირდება კარგად დაფინანსებულ პროგრამას “საბჭოთა კავშირს ფაშიზმისგან კი
არ უხსნია კაცობრიობა, არამედ თავად იგია მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზთა მიზეზი”. ხან
საიდან მოუვლიან, ხან საიდან მოაბამენ ყურს თავიანთ ღამის ქოთანს, რომელიც ტყუილებით ისედ
აც სავსეა და ყარს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ახლახან მიღებული რეზოლუცია საბჭო
თა კავშირსა და გერმანიას ერთნაირად ადანაშაულებს მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში. რახან ეს
საერთაშორისო ორგანიზაცია ასეა დაინტერესებული “ისტორიული ჭეშმარიტების” დადგენით, თავ
დაპირველად, ალბათ, საჭიროა, მიუკერძოებლად გაეცეს პასუხი საკვანძო საკითხს: ვინ უზრუნველ
ყო ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლა, ვინ დააყენა იმ გზაზე, რომელსაც მსოფლიო კატასტროფა
მდე უნდა მიეყვანა? მივეხმაროთ პატივცემულებს ევროპარლამენტიდან.
ზოგადი პასუხი ასეთია: გერმანიის ომისწინა ისტორია ადასტურებს, რომ “საჭირო” პოლიტიკურ
კურსს უზრუნველყოფდა ისეთივე მართული ფინანსური რყევები, რომლებშიც დღევანდელი
მსოფლიო აღმოჩნდა ჩათრეული.
XX ს-ის ისტორიულ აბლაბუდაში რომ არ გავებათ, 30-იანი წლებიდან დავიწყოთ, როცა ახალი იმპუ
ლსი მიიღო ამერიკელთა თანამშრომლობამ გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან. ეს თა
ნამშრომლობა იმდენად ინტენსიური და სიღრმისეული აღმოჩნდა, რომ 1933 წლისთვის ამერიკის
ფინანსური კაპიტალის კონტროლს დაემორჩილა გერმანული მრეწველობის საკვანძო დარგები, აგ
რეთვე, ისეთი მსხვილი ბანკები, როგორიც იყო “დოიჩე ბანკი”, “დრეზდენ ბანკი”, “დონატ ბანკი” და
სხვები.
ჰიტლერს დიდი პოლიტიკისთვის ამზადებდნენ, მაგრამ, სანამ გერმანიაში აყვავების პერიოდი იდ
გა, მისი პარტია საზოგადოებრივი ცხოვრების პერიფერიაში რჩებოდა.
ვითარება კრიზისის დაწყებასთან ერთად მკვეთრად იცვლება. აშშ ფედერალურმა სარეზერვო სისტე
მამ და მორგანის სახლმა გადაწყვეტილება მიიღეს, შეეწყვიტათ გერმანიის დაფინანსება, ანუ ცენტრა
ლურ ევროპაში საბანკო კრიზისი და ეკონომიკური დეპრესია გამოეწვიათ. 1931 წელს ინგლისმა
უარი თქვა ოქროს სტანდარტზე, რითაც შეგნებულად მოშალა საგადასახადო საერთაშორისო სისტე
მა და სრულად შეუწყვიტა ფინანსური ჟანგბადის მიწოდება ვაიმარის რესპუბლიკას. სამაგიეროდ სა
სწაულებრივად მდიდრდება ნაცისტური პარტია: 1930 წლის სექტემბერში ტისენის, “ი. გ. ფარბენინ
დუსტრის” და კორდორფის უხვი შეწირულობების წყალობით ეს პარტია არჩევნებში 6,4 მილიონ
ხმას იღებს და რაიხსტაგში მეორე ადგილს იკავებს; მატულობს ფინანსური ნაკადები უცხოეთიდან.
ინგლის-ამერიკის მმართველი წრეები კეთილგანწყობით შეხვდნენ გერმანიის სათავეში ახალი მთავ
რობის მოსვლას. როცა ჰიტლერმა უარი თქვა რეპარაციის გადახდაზე, რამაც, ბუნებრივია, კითხვის
ნიშანი დაუსვა სამხედრო ვალების გასტუმრების საკითხს, არც ინგლისს, არც საფრანგეთს მისთვის
პრეტენზია არ განუცხადებია. უფრო მეტიც, იალმარ შახტის კვლავ რაიხსბანკის სათავეში დაყენებ
ის შემდეგ და, უწინარეს ყოვლისა, 1933 წლის მაისში აშშ-ში მისი მივლინების დროს ქვეყნის პრეზი
დენტთან და უოლ-სტრიტის ბანკირებთან შეხვედრის შედეგად, გერმანიას 1 მილიარდი დოლარის
საერთო მოცულობის ახალი კრედიტი მისცეს. იმავე წლის ივნისში ლონდონში მის ვიზიტსა და მ.
ნორმანთან მოლაპარაკებას დამატებით 2 მილიარდი დოლარი მოჰყვა. გერმანიას ძველი ვალებიც
გაუუქმეს.
1930-იანი წლების ბოლოსთვის გერმანია ინგლისის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ხდება.
1936 წელს შრედერის ნიუ-იორკის განყოფილება უერთდება როკფელერების სახლს და იქმნება საინ
ვესტიციო ბანკი “შრედერი, როკფელერი და კომპანია”, რომელსაც ჟურნალმა “ტაიმსმა” “ბერლინი-
რომის (ფაშისტური. - ა.ს.) ღერძის ეკონომიკური პროპაგანდისტი” უწოდა. ჰიტლერს ამ ბანკის დი
დი იმედი ყოველთვის ჰქონდა და ეს ფინანსური სტრუქტურაც მას ყოველთვის უმართლებდა.
1934 წელს ამერიკულმა ნავთობკომპანია “სტანდარტ ოილმა” გერმანიაში 730 ათასი აკრი მიწა შეი
ძინა, სადაც უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ააშენა. ეს ქარხნები ნაცისტებს ნავთო
ბით ამარაგებდა. იმავე პერიოდში აშშ-დან გერმანიაში საიდუმლოდ ჩამოიტანეს უთანამედროვესი
მოწყობილობა საავიაციო ქარხნებისათვის, სადაც სულ მალე გერმანული თვითმფრინავების გამოშვ
ება დაიწყო. “პრატ და უინტონის”, “დუგლასის” და “ბენდიკს ავმეიშნის” ამერიკული ფირმებისგან
გერმანიამ დიდი რაოდენობით სამხედრო პატენტი მიიღო და ამერიკული ტექნოლოგიებით დაიწყო
“იუნკერს-87”-ის წარმოება.
1941 წელს, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომი განსაკუთრებით მძვინვარებდა, ამერიკულმა ინვესტი
ციებმა გერმანულ ეკონომიკაში 475 მილიონი დოლარი შეადგინა.
“სტანდარტ ოილმა” 120 მილიონი გაიღო, “ჯენერალ მოტორსმა” - 35 მილიონი, იტტ-მ - 30 მილიონი,
“ფორდმა” კი - 17,5 მილიონი დოლარი.
ამ ფაქტების ჩამოთვლის შემდეგ, მოდით, დავსვათ შეკითხვა: მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმება,
ფარატინა ქაღალდი, რომლის ორიგინალი დღემდე ნაპოვნი არ არის, რაც სერიოზული დაეჭვების სა
ბაბს იძლევა, თუ ის უზარმაზარი ფინანსური დაფინანსება და ტექნიკურ-ტექნოლოგიური მომარაგე
ბა, რასაც ინგლისი და ამერიკა ფაშისტური რეჟიმის ჯერ დამყარებას და შემდეგ ყოველმხრივ გაძლი
ერებას ახმარდა, შეიძლება ჩაითვალოს მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების საფუძვლად?
პასუხი ერთმნიშვნელოვანია: მსოფლიო ომისთვის კრედიტი ჰიტლერმა ამერიკას და ინგლისს გამო
ართვა.

ევროპის სირცხვილი და თავის მოჭრა

1938 წლის 29-30 სექტემბერს მიუნჰენში გაიმართა დიდი ბრიტანეთის (ჩემბერლენი), საფრანგეთის
(დალადიე), გერმანიის (ჰიტლერი) და იტალიის (მუსოლინი) კონფერენცია, რომელზეც ხელი მოაწე
რეს დიპლომატიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო სამარცხვინო დოკუმენტს. ამ შეთანხმების
ძალით ევროპის ორი წამყვანი დემოკრატია შეუთანხმდა ორ ფაშისტურ რეჟიმს ფორმალურად გერ
მანიისათვის სუდეტის ოლქის გადაცემის, ფაქტობრივად კი სუვერენული ჩეხოსლოვაკიის სახელმ
წიფოს დაშლის შესახებ და მესამე რაიხის წახალისების თაობაზე მსოფლიოს შემდგომი მასშტაბური
გარდაქმნის მიზნით.
ოთხმხრივი შეთანხმებით ჩეხოსლოვაკიას 10 ოქტომბრამდე უნდა დაეტოვებინა სუდეტის ოლქი.
ქვეყნის დარჩენილი ნაწილის ხელშეუხებლობაზე გარანტიას დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იძ
ლეოდნენ. სინამდვილეში, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს გარანტია ქაღალდზე დარჩა და ეკონო
მიკური და სამხედრო თვალსაზრისით დასუსტებული ჩეხოსლოვაკია პრაქტიკულად დაუყოვნებ
ლივ დაანაწევრეს.
ამასობაში გერმანელებმა ხელთ იგდეს მემელის (კლაიპედის) ოლქი, რომელიც 1923 წლიდან ლიტ
ვას ეკუთვნოდა და პოლონეთს ულტიმატუმი წარუდგინეს დანციგისა და დანციგის დერეფნის შე
სახებ. მემელი და დანციგი ჰიტლერისთვის მაინც მეორეხარისხოვანი პრობლემა იყო. იმავე წლის 3
აპრილს აღვირაწყვეტილმა ფიურერმა გასცა სრულიად საიდუმლო დირექტივა, რომლითაც პოლო
ნეთზე თავდასხმის თარიღად 1 სექტემბერი დაადგინა.
საბჭოთა კავშირი ენერგიულად ცდილობს აგრესორის მოთოკვას კოლექტიური წინააღმდეგობის ორ
განიზების მეშვეობით. მაგრამ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებთან მოსკოვ
ში დაწყებული მოლაპარაკება ცხადყოფს, რომ დასავლეთელ პარტნიორებს არ სურთ, წინ აღუდგნენ
ჰიტლერს აღმოსავლეთისკენ მისეულ მისწრაფებაში. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ
ის მოადგილე ა. კადოგანი ასე ახასიათებდა ამ პერიოდში ჩემბერლენის დამოკიდებულებას პრობლე
მისადმი: “პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იგი უმალ გადადგება, ვიდრე საბჭოეთთან კავშირს
მოაწერს ხელს”.
ასეთ ვითარებაში საბჭოთა კავშირს სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ დათანხმებულიყო
გერმანიასთან თავდაუსხმელობის პაქტის დადებას. ამით სტალინმა გარკვეული დრო მოიგო ქვეყ
ნის თავდაცვითი უნარიანობის განსამტკიცებლად. ისტორიამ მისი ეს გადაწყვეტილება სავსებით
გაამართლა.
პოლონელ პოლიტიკოსთა გაუგონარი სიბეცე ალბათ, ბევრს გაუკვირდება, როცა გაიგებს, რომ პოლ
ონეთის მთავრობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ქვეყნის სათავეში იდგა და თავი
სი გასჭირვებოდა, საბჭოთა კავშირის დანაწევრებასა და განადგურებას გეგმავდა. რუსეთის საგარეო
დაზვერვის გასაიდუმლოებული მასალების ანალიზით უტყუარად დგინდება, რომ ამ მიზნის მისა
ღწევად იგი ხელს უწყობდა სეპარატიზმის გაღვივებას კავკასიაში, უკრაინასა და შუა აზიაში.
აღნიშნულ მასალებს შორის არის პოლონეთის გენშტაბის დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდე
ბა, რომ ამ სტრუქტურასთან შექმნილი იყო სპეციალური დანაყოფი სსრკ ტერიტორიაზე ეროვნულ
უმცირესობებთან სამუშაოდ.
დოკუმენტები, რომლებზეც ლაპარაკია, თავმოყრილია ახლახან გამოცემულ წიგნში “პოლონეთის
პოლიტიკის საიდუმლოებანი. 1935-1945 წლები”.
თავის დროზე პოლონეთის მთავრობის მიერ აღებული ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობის
კურსი, რომელსაც დიდი მონდომებით განახორციელებდნენ ხელისუფლების სათავეში მდგარი
პილსუდსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბეკი საბედისწერო აღმოჩნდა პოლონელი ხალხისთვის.
მეორე მსოფლიო ომის წინ ვარშავამ დაიკავა ისეთი პოზიცია, რომელიც გამორიცხავდა სამხედრო
შეთანხმების დადებას საბჭოთა კავშირს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის პოლონეთის მხა
რის მონაწილეობით. პოლონეთის ხელმძღვანელობამ კატეგორიული ფორმით უარყო ანტიჰიტლე
რული ფრონტის შექმნა 1939 წელს.
ჰიტლერელების მიერ პოლონეთის სუვერენული სახელმწიფოს ლიკვიდაცია, მისი ტერიტორიის
მესამე რაიხის საგუბერნატოროდ გადაქცევა - ასეთი სავალალო შედეგი მოჰყვა პოლონელი პოლიტი
კოსების გაუგონარ სიბეცეს.
ქართველი დიპლომატი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ყირიმის

რუსეთთან მიერთებაში

კიევის მაიდანზე განვითარებულიტრაგიკული მოვლენების შემდეგ უკრაინელმანაციონალისტებმა


ვიქტორ იანუკოვიჩი დამისი გუნდი ხელისუფლებას ჩამოაშორეს,საპასუხოდ, რუსეთმა 1954 წელს
ნიკიტახრუშჩოვის განკარგულებით გადაცემულიყირიმი უკრაინას ჩამოაშორა.
ყირიმი, რომელიც უძველესი დროიდან თამაშობდა უმნიშვნელოვანეს როლს რუსეთის ისტორიაში
(988 წელს ყირიმში, ხერსონესში, მიიღო თავადმა ვლადიმირმა ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა
რუსეთის სახელმწიფო რელიგიად აქცია) ხშირად იცვლიდა სტატუსს და სახელწოდებას _ სხვადასხვა
პერიოდში იყო რუსეთის იმპერიის გუბერნია, ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა რსფსრ-ს შემა
დგენლობაში, ოლქი და ავტონომიური რესპუბლიკა უკრაინის შემადგენლობაში. ამ ნახევარკუნძულს ჰქო
ნდა აღმავლობის და დაცემის პერიოდები; უმძიმესი დრო დაუდგა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდე
საც ყირიმის ტერიტორია გერმანელმა ფაშისტებმა დაიპყრეს. ყირიმისა და ქერჩის გათავისუფლებას უამ
რავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
1942-43 წლებში ქალაქ სევასტოპოლსა და სიმფეროპოლის გათავისუფლებისთვისბრძოლებში, აგრეთვე,
საპუნ-გორის ცნობილ შტურმში მონაწილეობდნენ 414-ე ქართული ანაპის მსროლელთა და 242-ე ქართუ
ლი სამთო-მსროლელთა დივიზიები. ბევრ ქართველს სწორედ ამ ბრძოლების შემდეგ მიენიჭა საბჭოთა
კავშირის გმირის წოდება.
თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ერთმა ქართველმა დიპლომატმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ყირი
მის რუსეთისთვის მიერთების საქმეში. ეს დიპლომატი გახლდათ სერგეი ლაშქარაშვილი (ლაშკარევი).
სერგეი ლაშქარაშვილი _ ქართული თავადური გვარის წარმომადგენელი _ 1739 წლის 23 თებერვალს დაი
ბადა მოსკოვში. მისი მამა ლაზარია ლაშქარაშვილი-ბიბილური მეფე ვახტანგ VI-ს გაჰყოლია რუსეთში.
იქ ცოლად რუსი თავადის ქალი შეურთავს და მოსკოვში დასახლებულა.
1767 წელს ახალგაზრდა სერგეი ლაშქარაშვილი, რომელმაც შესანიშნავად იცოდაქართული, რუსული,
ბერძნული, თურქული, თათრული და სომხური ენები,კონსტანტინოპოლში რუსეთის რეზიდენტ ალექ
სანდრე ობროსკოვთან თარჯიმნადგაგზავნეს. რუსეთ-თურქეთის პირველი ომის დროს, როცა რეზიდენ
ტი ციხესიმაგრეშიგამოამწყვდიეს, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას ადგილზე, ფაქტობრივად, სერგეი
ლაშქარაშვილი წარმართავდა.
ახალგაზრდა დიპლომატმა წარმატებით მოაგვარა თურქეთში მყოფი რუსი ვაჭრების პრობლემები _ რუსე
თის ქვეშევრდომები გამოგონილი გვარებით ჩასხა უცხო სახელმწიფოების გემებში და თურქეთის საზღვ
რებს გარეთ გაიყვანა.
ახალგაზრდა ლაშქარაშვილის სიცოცხლეს არაერთხელ დაემუქრა საფრთხე თურქეთისხელისუფლების
მხრიდან, მაგრამ ის თავისი მოხერხებულობის, თურქული ენისშესანიშნავად ცოდნისა და თურქებთან
საერთო ენის გამონახვის უნარის წყალობითსაფრთხეს ყოველთვის ირიდებდა თავიდან.
1771 წელს ლაშქარაშვილმა დატოვა თურქეთი და პეტერბურგში ჩავიდა.
ქუჩუკ-კაინარჯის სამშვიდობო ზავის შემდეგ სერგეი ლაშქარაშვილი კვლავ გაგზავნეს კონსტანტინოპო
ლში, ამჯერად ტყვეების გაცვლის პროცესში მონაწილეობისთვის. შემდეგ მას დაავალეს, მოეპოვებინა და
რდანელის სრუტეში გატარების უფლება 5 რუსული სავაჭრო გემისა, რომლებსაც სამხედრო ფრეგატი «სე
ვერნი ორიოლი» იცავდა. პორტის ხელმძღვანელობასთან კარგი პირადი ურთიერთობისა და დარდანელი
ს კომენდანტთან ნაცნობობის წყალობით, სრუტე არა მხოლოდ სავაჭრო გემებმა, არამედ რუსულმა სამხე
დრო ფრეგატმაც გაიარა, რაც კონვენციის დარღვევა იყო. ამ დროიდან, ფაქტობრივად, მე-19 ს-ის შუა წლე
ბამდე რუსული სამხედრო გემები დარდანელის სრუტეში გავლის უფლებით სარგებლობდნენ. ამ უმნიშ
ვნელოვანესი წარმატებისთვის სერგეი ლაშქარაშვილმა მაღალი ჩინი («კოლეჟსკი პრესორი»), აგრეთვე, მი
წა ეკატერინბურგის გუბერნიაში და 100 ყმა გლეხი მიიღო.
1779 წელს დანიშნეს კონსულად სინოპში, 1970 წელს _ გენერალურ კონსულად მოლდავეთში, ვალახიასა
და ბესარაბიაში.
1782 წლის 25 ოქტომბერს დანიშნეს რუსეთის რეზიდენტად ყირიმის სახანოში. ამოცანა,რომელიც სერ
გეი ლაშქარაშვილს უნდა გადაეწყვიტა, ძალიან რთული იყო. მას უნდადაერწმუნებინა ყირიმის უკანასკ
ნელი ხანი შაგინ-გირეი, უარი ეთქვა თურქეთისმფარველობაზე, დაეთანხმებინა ის ყირიმის დატოვებასა
და რუსეთში გადასვლაზე _ ასეუნდა მიეღწია ყირიმის შეერთებას რუსეთთან. სერგეი ლაშქარაშვილმა
მალე მოიპოვაყირიმის ხანის პატივისცემა და ნდობა.
სერგეი ლაშქარაშვილმა უკვე 1783 წლის 26 აპრილს დაითანხმა ხანი, მფარველობა ეთხოვა რუსეთის იმპე
რატრიცა ეკატერინა II-სთვის. ამის გამო იმავე წლის 28 ივნისს ლაშქარაშვილს რუსეთის კანცელარიის
მრჩევლის ჩინი და ბელორუსიაში 400 ყმა უბოძეს, გარდა ამისა, ეკატერინა II-მ თავისი ზარდახშიდან დაა
საჩუქრა 1200 რუბლითა და ბრილიანტისთვლიანი ბეჭდით.
ყირიმის შემოერთებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის ლაშქარაშვილივლადიმირის სახელობის
ორდენით დააჯილდოვეს.
1786 წელს სერგეი ლაშქარაშვილი სპარსეთის საქმეთა რწმუნებულად დაინიშნა, მაგრამ მას რუსი თავადი,
ფელდმარშალი გრიგორი პოტიომკინი გვერდიდან არ იშორებდა და უმნიშვნელოვანესი საკითხების მოგ
ვარებას ავალებდა. სერგეი ლაშქარაშვილი იმყოფებოდა ეკატერინე II-ს ამალაში, როდესაც იმპერატრიცამ
ტავრიდის ოლქი (1784 წელს ყირიმი შევიდა ტავრიდის ოლქში, რომლის ცენტრი იყო სიმფეროპოლი)
მოინახულა.
1799 წელს სერგეი ლაშქარაშვილს იმპერატორის საიდუმლო მრჩევლის ტიტული მიანიჭეს. მისი უშუალო
მონაწილეობით გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი დარუსეთმა საქართველო შეიერთა.
1804 წლის 4 იანვარს სერგეი ლაშქარაშვილი თადარიგში გავიდა. ის ბრილიანტის საბურნუთეთი და იმპე
რატორის ვენზელით (მონოგრამით) დააჯილდოვეს; ამის შემდეგ იგი საცხოვრებლად თავის მამულში გა
დავიდა.
სერგეი ლაშქარაშვილი, რომელსაც რუსები უბადლო დიპლომატს უწოდებდნენ, 1814 წლის 6 ოქტომბერს
ვიტებსკის გუბერნიაში გარდაიცვალა.
სერგეი ლაშქარაშვილი დაქორწინებული იყო კონსტანტინოპოლში საფრანგეთისგენერალური კონსულის
ქალიშვილზე _ კონსტანცია დიუნანტზე. მის შვილებსსაპასუხისმგებლო პოსტები ეკავათ იმპერატორის
კარზე: სერგეი დიპლომატი იყო, პავლე_ გენერალ-მაიორი, გრიგორი _ გენერალ-ლეიტენანტი.
ეს ნახატი, რომელზეც სერგეი ლაშქარაშვილია (ლაშკარიოვი) გამოსახული, ცნობილირუსი მხატვრის _
ვლადიმირ ბოროვიკოვსკის
(1757-1825) კალამს ეკუთვნის. ამჟამად ინახება ოდესის სამხატვრო მუზეუმში.
იური ჟუკოვი: დროა, გადავარჩინოთ ჩვენი გამარჯვება

რატომ არის, რომ სიმართლე დიდ სამამულო ომზე ხშირად უსუსურია მის შესახებ გამოგონილი ათა
სგვარი სიცრუის წინაშე? რაც მეტი დრო გადის 1941-1945 წწ-ის მოვლენების შემდეგ, მით მეტი მითი,
სიცრუე ჩნდება მათ შესახებ. ცილისწამებამ უკვე ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ რუსეთის ხელისუფ
ლება სერიოზულად დაფიქრდა, თუ როგორ დაუპირისპირდეს ამ მოვლენას. ამით დაიწყო სწორედ
«კომსომოლსკაია პრავდას» სამხედრო მიმომხილველმა ვიქტორ ბარანეცმა საუბარი გაზეთის სტუმარ
თან. სისხლის სამართლის კოდექსიდან - ცილისმწამებლებამდე - ბატონო იური, ამას წინათ საგანგე
ბო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელმა შოიგუმ დასვა საკითხი, აღიძრას სისხლის სამართლ
ის საქმე იმათ მიმართ, ვინც უარყოფს სსრ კავშირის გამარჯვებას დიდ სამამულო ომში. როგორ მიგაჩ
ნიათ ეს თქვენ?
- დიდი ხანია, დადგა დრო, რომ სახელმწიფო ჩაერიოს ამ პრობლემაში. ავადმყოფობა ძალიან შორს
წავიდა.
- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს?
- რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც შეგნებულად ამახინჯებენ ისტორიის ფაქტებს, უნდა დაისაჯ ონ
სისხლის სამართლის წესით; თუ რისთვის - კარგად უნდა იყოს განსაზღვრული კანონში. რასაკ
ვირველია, ეს უნდა გაკეთდეს ოფიციალურად, სასამართლოს მეშვეობით, წინასწარი სერიოზული
ექსპერტიზით.

ვინ ოცნებობს რუსეთში ჰიტლერელთა ძეგლზე?

- ომის შესახებ სიცრუის უკან იდეური მოსაზრებებია თუ კიდევ სხვა მიზეზი?


- აი, მოსკოვის ყოფილი მერის გავრილ პოპოვის თითქმის ცინცხალი წიგნი «41-45 - ერთი ომია თუ
სამი» («სტალინის 3 ომი» - ინტერნეტში). პოპოვი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ სინამდვილეში იყო
არა 1 ომი, არამედ - 3! ერთი - ჩვენ წავაგეთ, ის, რომელიც დასაწყისში იყო. აქაოდა, მზად არ ვიყავით
სტალინია დამნაშავეო; მეორე ომი - ეს სამამულოა, როდესაც მთელი ხალხი ფეხზე დადგა; და ბოლ
ოს, მესამე ომი - ეს უკვე 44-45 წლებია. ავტორი მას «სოციალიზმის ექსპანსიას» უწოდებს. ე. ი. გავრ
ილ პოპოვის თქმით, გამოდის, რომ პოლონეთის, ბალკანეთის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის გათავი
სუფლება ნაცისტური დამპყრობლებისაგან «სოციალიზმის ექსპანსიაა». მაშინ რატომ არა - კაპიტალ
იზმის ექსპანსია - მოკავშირეთა გადმოსხმა ნორმანდიაში? და როგორ დასკვნებს აკეთებს გავრილ
პოპოვი? - ის გვთავაზობს რუსეთში სამხედროთა ძეგლების დადგმას.
- ვისი?
- ჩვენი ტყვეების, ჯარისკაცებისა და ოფიცრების, რომელთაგან ზოგიერთმა მამაცურად გადაიტანა სა
კონცენტრაციო ბანაკების ყველა საშინელება, ზოგი გერმანიის სამხედრო დანიშნულების ქარხნებში
მუშაობდა, რათა გაეკეთებინა ზარბაზნები, ტანკები, თვითმფრინავები, «ფაუ»... შემდეგ - ჰოლოკოსტ
ის ძეგლი. მაგრამ რა შუაშია აქ ჰოლოკოსტი? რა ურთიერთობა აქვს რუსეთს ჰოლოკოსტთან? შემდეგ
- რეპრესირებული ხალხების ძეგლი. მაგრამ გავრილი არ ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ყირიმელი
თათრები დაეხმარნენ გერმანელებს სევასტოპოლის დაპყრობაში; შექმნეს პოლიციის დაცვის რაზმე
ბი, რომლებიც ებრძოდნენ პარტიზანებს. არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთი კავკასიის
ზოგიერთმა ხალხმა, არა მთლიანად, მაგრამ ნაწილობრივ, ჩაიცვა გერმანული ფორმა და იბრძოდა წი
თელი არმიის წინააღმდეგ.
- კიდევ ვის უკვდავყოფას გვთავაზობს პოპოვი?
- გვთავაზობს, ძეგლები დავუდგათ «გულაგის» პატიმრებს. გავრილს, ეტყობა, არ უნდა, იცოდეს, რომ
«გულაგის» 90 პროცენტი იყვნენ ბანდიტები, მკვლელები, მოძალადეები, ხაზინის ქურდები, მძარცვე
ლები, მავნებლები. არადა, ჩვენმა ისტორიულმა მეცნიერებამ, კერძოდ, ისტორიის მეცნიერებათა დოქ
ტორის გალინა ივანოვას მონოგრაფიამ ხომ სერიოზულად დაადასტურა, რომ პროფესიონალურ სისხ
ლის სამართლის დამნაშავეებს არ სურდათ მუშაობა. მაშინ ბანაკში მიდიოდნენ სასამართლოები, რო
მლებიც მათ ასამართლებდნენ და აპატიმრებდნენ 58-ე მუხლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბევ
რი მათგანი, ვისაც წარმოადგენდნენ სტალინის დიქტატურასთან მებრძოლებად, სინამდვილეში სისხ
ლის სამართლის ყველაზე ჩვეულებრივი დამნაშავეები იყვნენ. ეს კიდევ არაფერია. პოპოვი დაუფიქრ
ებლად გვთავაზობს, დავუდგათ ძეგლები გენერლებს ვლასოვსა და კრასნოვს. მოღალატეებს, რომლე
ბიც ცდილობდნენ, ჩამოეყალიბებინათ თავიანთი შეიარაღებული ძალები, ისეთი უნიადაგო, უნიჭო,
რომ გერმანელები მათ ფრონტზე არ უშვებდნენ. ისინი პოლიციურ ოპერაციებს ასრულებდნენ. აქ საჭ
იროა, გავიხსენოთ, რომ ლატვიელებმა, რომლებმაც ჩაიცვეს გერმანელთა ფორმები, გადაწვეს ხატინი.
დიახ, საბჭოთა კავშირის დროს ამის შესახებ არც საუბრობდნენ, რომ არ გაეღვივებინათ ვნებათა ღელ
ვანი. მაგრამ დღეს ამის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ! როდესაც რიგის ქუჩებში მარშით დადიან იგივე
ესე სელები. უნდა შევახსენოთ, თუ რას აკეთებდნენ ისინი. და კიდევ, პოპოვი გვთავაზობს, დავუდგ
ათ ძეგლი... გერმანელ ჯარისკაცებს.
როგორია, ჰა? აი, თითქოს ახლაც ვხედავ, როგორ დგას თვალზე ცრემლმომდგარი პოპოვი ძეგლის გა
ხსნის ცერემინიაზე და სამძიმარს უცხადებს გერმანელ ჯარისკაცებს, რომლებმაც, სამწუხაროდ, ვერ
შეძლეს მოსკოვის თუ ლენინგრადის აღება...

ისტორიას ვსწავლობთ ჰიტლერელთა მემუარებით...

- როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი? შეცდომაა? ფაქტებისადმი თავისუფალი დამოკიდებულება? «ახა


ლი შეხედულება» ისტორიაზე? დივერსია?..
- ესაა პროამერიკული, ანტირუსული შეხედულების აშკარა გამოვლინება იმის შესახებ, რასაც ჩვენ
სამართლიანად დიდ სამამულოს ვუწოდებთ. ზოგი ამას შეგნებლად აკეთებს, ზოგი - შეუგნებლად.
- ბევრი ჩივის რუსეთში ჰიტლერელი მებრძოლების მემუარების მოძალეობაზე და გამარჯვებულთა
მოგონებების დეფიციტზე...
- ეს სამართლიანია. მიბრძანდით წიგნის ნებისმიერ დიდ მაღაზიაში. რა აწყვია იქ? გენერლების ფონ
ბოკის, გუდერიანის, მანშტეინის მოგონებანი, რომლებიც ომს წარმოგვიჩენენ თავიანთი სამრეკლოდ
ან. მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ იქ ვასილევსკის, ჟუკოვის, როკოსოვსკის, კონევის მოგონებებს! ჩვენი
გამარჯვებული მარშლების არც ერთი წიგნი არაა! თითქოს ჩვენმა გამომცემლებმა ისინი დაივიწყეს.
- მართლა გლობუსით ხელმძღვანელობდა სტალინი ფრონტებს?
- უკვე დიდი ხანია, ითვლება, რომ სტალინს მხედველობიდან გამორჩა ჰიტლერის თავდასხმა სსრ
კავშირზე, შეცდა ვადებში...
- სტალინის არავითარი შეცდომა არ ყოფილა თავდასხმის ვადების განსაზღვრაში! საქმის არსი სხვაა:
ჩვენი სამხედრო ეკონომიკა აგრესიის მოსაგერიებლად მზად იქნებოდა მხოლოდ 42 წლის ბო
ლოსათვის. გაიხსენეთ, რამდენი ტანკი «ტ-34» გამოვუშვით ომის დაწყების დროისათვის. სულ რაღ
აც ათეულები. ყველაფერი გათვლილი იყო წლინახევრით ადრე. რატომ? გერმანიის მრეწველობა, მი
უხედავად გერმანიის განადგურებისა 1918 წელს, განაგრძობდა არსებობას, რჩებოდა ევროპაში ყველ
აზე ძლიერად. ჩვენ კი თითქმის არაფერი გაგვაჩნდა. ჩვენი მრეწველობის შექმნა დავიწყეთ მხოლოდ
პირველ ხუთწლედში, 1929 წელს. აი, რა იყო ვითომდა მოუმზადებლობის არსი. ჩვენ ვემზადებოდ
ით. მაგრამ 10 წლის განმავლობაში იმის გაკეთება, რაც გერმანიამ გააკეთა 100 წლის განმავლობაში,
შეუძლებელი იყო. უფრო მეტიც, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ომის დასაწყისისათვის გერმანელებს
ჰქონდათ საბრძოლო გამოცდილების ორი წელიწადი (საფრანგეთში, ნორვეგიაში). ჩვენ კი მსგავსი
გამოცდილება არ გვქონია. თანაც, ჩვენ წინააღმდეგ, გერმანიისა და მისი დივიზიების გარდა, იბრძო
დნენ ფინელები, რუმინელები, უნგრელები, სლოვაკები, ხორვატები, იტალიელები, ესპანეთის ცისფ
ერი დივიზია, საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში ჩამოყალიბებული ლეგიონი. ჰიტ
ლერის მოკავშირეები იყვნენ მოძმე სლავები- ბულგარელებიც კი. მართლაც, ჩვენ ვებრძოდით მთელ
ევროპას. 1944 წლის ზაფხულამდე საბჭოთა კავშირმა მარტო გადაიტანა ომის მთელი სიმძიმე.
- ხშირად გაიგონებთ მტკიცებას იმის შესახებ, რომ სტალინი არმიას გლობუსით ხელმძღვანელობ და.
რას იტყოდით?
- ესაა ხრუშჩოვის მიერ შეთხზული ზღაპარი. მას ეზიზღებოდა სტალინი. აიღეთ ყველა მემუარი, რო
მლებიც ჩვენი მხედართმთავრების მიერაა დაწერილი. არსად გლობუსი არაა. იყო ერთი რამ: ყველას
ერთი აზრი ჰქონდა-საჭიროა დარტყმა ამა და ამ ადგილას. და სტალინი სთავაზობთ ჩვენს მარშლებს
განესაზღვრათ, როგორ, რა ძალებით, კონკრეტულად - სად. და აიძულებდა მათ, საბოლოო გადაწყვე
ტილების მიღებამდე კარგად დაფიქრებულიყვნენ. ეს რა - გლობუსით ხელმძღვანელობაა?

დემოკრატია და ისტორიის სიმართლე

- ზოგიერთი ისტორიკოსი, მწერალი ამბობს, რომ ეს ტოტალიტარიზმის დროს იყო საკავშირო კომუ
ნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ისტორია, დიდი სამამულო ომის ენციკლოპედია, რომლებიც და
ამტკიცა სკკპ ცენტრალურმა კომიტეტმა. მათი გვერდის ავლა არ შეიძლებოდა. ჩვენ კი ახლა ვცხოვ
რობთ დემოკრატიის დროს, და ამიტომ ნებადართულია ომის «თავისუფალი» გაგება. იქნებ, ისინი
სწორი არიან?
- მოდი, შევთანხმდეთ, რომ არის სხვადასხვა შეხედულება იმაზე, თუ რამდენია ორს რომ 2 მივუმატ
ოთ. დაე, ერთმა ამტკიცოს, რომ არის 4, სხვებმა კი - 10. დაე, ამ «თავისუფალი გაგებით» აშენონ სახლ
ები, ავტომობილები, თვითმფრინავები. ვნახოთ, რა გამოუვათ. ისტორიის სიმართლე კი, როგორც გა
მრავლების ტაბულა, ერთია ყველასათვის.

სად გაქრა კურსკის ვიქტორია?

- ამას წინათ ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა ცნობილი ისტორიკოსის სტატია იმის შესახებ, რომ
ჩვენი გამარჯვება კურსკის ბრძოლაში მითი იყო... ჩვენ იქ გადავეყარეთ გერმანელების ტანკებს და
მოვკურცხლეთ სხვადასხვა მიმართულებით...
- მეცოდება ის ხალხი, ვინც ასეთ ფსევდოსენსაციებს თხზავს. მაგრამ გეკითხებით, ვინ საით წავიდა
კურსკის რკალიდან? ჩვენ წავედით აღმოსავლეთისაკენ თუ გერმანელები - დასავლეთისაკენ? გერმა
ნელები წავიდნენ დასავლეთისაკენ! ვინაიდან ომი წააგეს. ეს უდავოა!

ისტორია ქამელეონი როდია

- თუ, დავუშვათ, ისტორიკოსები ვერ გამონახავენ საერთო ენას, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ სკოლის
მოსწავლეებსა და სტუდენტებზე? ვინ ეტყვის მათ სიმართლეს?
- ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ისტორიის ერთიანი სახელმწიფო სახ
ელმძღვანელო. გაიაროს მან წამყვანი მეცნიერების ხელში. გამოქვეყნდეს მათი აზრი, რომ ყველამ იც
ოდეს, რას ფიქრობენ ისინი ტექსტზე. და როცა ყველაფერი შეთანხმდება, უნდა გამოვუშვათ სტანდა
რტული სახელმძღვანელო. არ უნდა იყოს ხუთი, ათი სახელმძღვანელო, რის გამოც მოსწავლეები და
სტუდენტები ჭკუიდან გადადიან. ამ ცოტა ხნის წინათ ერთ ღონისძიებაზე გამოვედი, რომელსაც გან
ათლების მინისტრი ფურსენკო ესწრებოდა. მე მას პირში ვუთხარი, რომ იგი ყველას ატყუებს, როდე
საც ამბობს, რომ სახელმძღვანელოები მოწმდება ისტორიის ინსტიტუტებში. მაგრამ ჩვენს ინსტიტუ
ტში რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოს ტექსტი არ წაუკითხავთ და არც მოუწონებიათ. სხვათა
შორის, როდესაც ამერიკაში ვიყავი, გადავხედე ამერიკის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს.
ერთია, სტანდარტული! იქ არაა სამი, ოცი, როგორც ჩვენთან, - მხოლოდ ერთი!
და ეს დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც მიესალმებიან განსხვავებულ აზრებს.

ცრუ სენსაცია

- დიდი ხმაური გამოიწვია ამას წინათ ტელევიზიით ნაჩვენებმა ფილმმა რჟევის ბრძოლაზე. დავა
დღემდე გრძელდება...
- როცა ამ ფილმს ვუყურებდი, ძალიან აღვშფოთდი. აი, მიწყვია საბჭოთა პერიოდის ენციკლოპედიე
ბი. სამხედრო-ისტორიული, ისტორიული. ისინი გამოდიოდა 60-70-იან წლებში. ყოველ ენციკლოპე
დიაში არის სტატია რჟევის ოპერაციების შესახებ. თანაც, - სამივეზე. იქ ყველაფერი დაწვრილებითაა
აღწერილი: ფილმში არაფერი აღმოუჩენიათ, ჩვენთვის უცნობი ბრძოლა არ ყოფილა... ვითომ საბჭო
თა ხელისუფლების დროს ამ ბრძოლაზე არ ლაპარაკობდნენ, მას გვერდს უვლიდნენ. ეს სიცრუეა! წი
გნები რჟევის ბრძოლაზე საბჭოთა ხელისუფლების დროს იყო. და მთავარი, რაც ფილმს არ უთქვამს,
- ესაა ხალხი, რომელიც იბრძოდა რჟევში, თავისკენ იზიდავდა ვერმახტის ჯარებს, არ აძლევდა მათ
სტალინგრადისაკენ გაჭრის საშუალებას. აი, რა იყო რჟევის დამსახურება. მაგრამ ამის შესახებ კრინტ
იც არ დაუძრავთ! რატომ? მთავარია, აჩვენო, რომ უგუნურად აგზავნიდნენ ხალხს დასახოცად...
- კიდევ ერთი მეტად საჩოთირო სამხედრო-ისტორიული თემა - კატინის ტრაგედია. როდის
დავამთავრებთ ამ ისტორიას?
- კატინის ისტორიას დავამთავრებთ, როდესაც პოლონელები პასუხს აგებენ ჩვენი იმ ტყვეების განად
გურების გამო, რომლებიც აიყვანეს 20 წელს. დაახლოებით 10 000 კაცი იყო. არქივებში ვერც ერთი
დოკუმენტი ვერ აღმოვაჩინე, სადაც პირდაპირ იქნებოდა მითითებული, რომ დახოცეს ან გაანადგუ
რეს ეს პოლონელები. და პოლონელთა არც ერთ დამცველს კატინის საქმეში არ შეუძლია წარმოადგი
ნოს ასეთი დოკუმენტი.
- რაიმე გონივრულ გამოსავალს თუ ხედავთ კატინის ჩიხიდან?
- მხოლოდ ერთს: პოლონელებმაც და ჩვენც უნდა შევწყვიტოთ ამ თემით სპეკულირება. გავხსნათ
1920 წლის დოკუმენტები - პოლონურიც და ჩვენიც. და ორივე მხარის ისტორიკოსებმა ერთობლივად
და მშვიდად გაარკვიონ ვითარება. მერე კი გამოიტანონ დასკვნები. ვინაიდან, რაც მეტია სპეკულა
ცია, მით ნაკლებია სიმართლე.

პირადი საქმე

იური ჟუკოვი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, დაიბადა 1938 წ. პოდმოსკოვიეს კრასნოგორსკში.


განათლება მიიღო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ისტორიულ-საარქივო ინსტიტუტში.
მუშაობდა სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, ბეჭდვითი სიტყვის სააგენტო «ნოვოსტში», სსრ კავში
რის ისტორიის ინსტიტუტში. არის მრავალი მონოგრაფიისა და წიგნის ავტორი ქვეყნის ისტორიის შე
სახებ, მის პოლიტიკოსებსა და მხედართმთავრებზე. ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რუს
ეთის ისტორიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი მუშაკი, 2009 წლის 28 აპრილს ქართულ არასამთავ
რობო ორგანიზაცია «ისტორიულ მემკვიდრეობასთან» მოსკოვში გამართული «მრგვალი მაგიდის»
მონაწილე.
ლევან დოლიძე: 200 წლის წინ ბოროდინოს ველზე 12 ქართველი გენერალი იბრძოდა!

1812 წლის 7 სექტემბერს (ძვ. სტილით 26 აგვისტოს),მოსკოვის დასავლეთით 124 კილომეტრში მდებარე სო
რელი ბრძოლარუსებსა და ფრანგებს შორის, რომელიც დაღამებამდეგაგრძელდა. ბოროდინოსთან ორი გი
12 გენერალი. ვესაუბრებისაქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, საქართველოსგენერალიტეტის მემ
_ ბატონო ლევან, გამოგიტყდებით, ცოტა უჩვეულოდ ვგრძნობ თავს, რადგან პირველად ჩემი მოსაუბრე,რ

_ მით უფრო, საინტერესო უნდა გამოდგეს ჩვენი საუბარი!

_ ბატონო ლევან, თქვენ ოთხი წიგნი დაწერეთ გენერლებზე, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან იყვ
ნ, ჩვენო,ფრანგები _ ნაპოლეონმაო.

_ მართლაც, დღემდე არ წყდება ამ თემაზე კამათი! პირადად მე, რაციონალურად ვუდგები ამ საკითხს და
მეომარი და 640 ზარბაზანი. ბოროდინოს ბრძოლის არნახულ გააფთრებაზე მოწმობს მისი შედეგი _ ტყვეე
მანამდე არნახული რაოდენობა: ფრანგების მხრიდან _ 47 გენერალი, რუსების კი _ 23 გენერალი).

როგორც ხედავთ, გადამწყვეტი უპირატესობა ვერც ერთმა მხარემ ვერ მოიპოვა; ხოლო თუ გავითვალისწი
დამარცხდა!

ეს ლოგიკაა, რომელსაც ვერსად გაექცევი. მეტსაც გეტყვით, ნაპოლეონი, უდავოდ, ტაქტიკის გენია იყო, მა
600-ათასიანი ჯარიდან უკანდახევისას რუსეთის საზღვარი გადაკვეთა დაახლოებით 20 ათასამდე გაუბედ

_ ბატონო ლევან, ნაპოლეონზე რუსეთის გამარჯვებაში რა წვლილი შეიტანეს ქართველებმა?

_ თუ მარტო პეტრე ბაგრატიონის ღვაწლით ვიმსჯელებთ, უზარმაზარი! ის ბოროდინოს ბრძოლის მთავარ


რუსეთის ჯარის მარცხენა ფლანგს მეთაურობდა, რომელიც განლაგდა სოფელ სემიონოვსკაიასთან გამაგრ

_ რა არის «ფლეში»?

_ ესაა სამი საველე არტგამაგრება სიმაღლეებზე, რომლებიც შედგება 15, ასევე, 7 და 12 ზარბაზნისგან. ზუს
რვაჯერ (!) შეუტიეს და ბაგრატიონმა რვაჯერვე მოიგერია და უკუაქცია ისინი. ბაგრატიონის ერთ-ერთი კო
ადიუტანტმა სიცოცხლის ფასად მას თავისი ცხენი დაუთმო...

პეტრე ბაგრატიონმა გამოავლინა უდიდესი ვაჟკაცობა, გულადობა, გამბედაობა, მუდმივად იმყოფებოდამ


იმდინარე ბრძოლას, აძლევდა რჩევებს და უნერგავდა მეომრებს გამარჯვების რწმენას!

ნაპოლეონი არაერთხელ შეხვედრია ბაგრატიონს 1805-1807 წლებში და, მისდა სამწუხაროდ, მიდიოდა დას
იგერიებდა ნაპოლეონის 35-ათასიანი ჯარის განუწყვეტელ თავდასხმებს და თავად გადადიოდა კონტრშეტ
მოუხერხა მოკავშირეების მარჯვენა ფლანგს, რომელსაც ბაგრატიონი ხელმძღვანელობდა, ვერ უკუაგდო ი

მერვე კონტრშეტევის დროს ბაგრატიონი დაიჭრა. ყუმბარის ნამსხვრევმა მას ბარძაყის ძვალი დაუშალა. ჭრ
_ სოფელ სიმში. აქ მან გაიგო მოსკოვის ჩაბარების ამბავი, რამაც მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. ექი
გარდაიცვალა...
_ კიდევ ვინ გამოიჩინა თავი ბოროდინოს ველზე?

_ გმირულად იბრძოდა ყველა ქა რთველი გენერალი! რუსულ ჯარში განსაკუთრებით პოპულარულები იყ

მათგან პირველი _ ივანე იბრძოდა ბაგრატიონის მეორე არმიაში და იძლეოდა მაგალითს, თუ როგორი უნ
პოლკებს.

ლომივით იბრძოდა გენერალ-მაიორი ანტონ შალიკაშვილი, ლეიბ-გვარდიის ულანთა პოლკის მეთაური. შ


არტილერისტმა. განსაკუთრებული დამსახურებების გამო მან მიიღო არტილერიის გენერლის (სრული გე

_ ეს ის ვლადიმერ იაშვილია, რომელმაც საკუთარი ხელით მოახრჩო იმპერატორი პავლე პირველი?

_ დიახ და ამისთვის გენერლობაც მიიღო!.. საერთოდ, «დიდი პოლიტიკა» ძნელად ასახსნელი ფენომენია!

ნაცადი მეომარი გახლდათ გენერალ-მაიორი ივანე გურიელიც, 23-ე ფეხოსანთა დივიზიის მეთაური. შემდ
რასაც პარიზის კაპიტულაცია მოჰყვა.

ბოროდინოს ბრძოლაში თავი ისახელა ერთ-ერთმა ყველაზე ახალგაზრდა გენერალმა, გრაფმა ალექსანდრ
ჯერ დალაქად აიყვანა, შემდეგ კი პირად მდივნად გაიხადა; მისცა მას გრაფის ტიტული, ხოლო 22 წლის ას
სექტემბრის საღამოს რაევსკის ბატარეაზე დაიღუპა. ორ დღეში ალექსანდრე ქუთაისოვს 28 წელი შეუსრულ

ბოროდინოს ბრძოლაში მონაწილეობდა ჯავახიშვილების გვარის ოთხი წარმომადგენელი. ესენი არიან ძმე
ჯავახიშვილიც. ის, თავის ჰუსართა პავლოგრადის პოლკთან ერთად, მონაწილეობდა საზღვარგარეთულ ლ

ლეგენდარული ძმის გვერდით იბრძოდა პეტრე ბაგრატიონის უმცროსი ძმა რევაზი (რომანი). 32 წლისამ მ
ბაგრატიონი ტფილისის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.

ბოროდინოს ბრძოლაში მონაწილეობდნენ სომხური წარმოშობის ქართველი თავადები ივანე სამსონის ძე

გამორჩეული გმირის სახელი მოიხვეჭა გენერალმა ვალერიან (როსტომ) გრიგოლის ძე მადათოვმა, რომელ
დაკავდა. ეს კუნძული დიდი ხნის განმავლობაში მის სახელს ატარებდა.

გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს ძმებმა ალექსანდრე და გრიგოლ ბიბილურებმაც. ისინი გენერალ
სერგო ბიბილური სამამულო ომის დროს იყო გენერალური კონსული მოლდავეთში, ბესარაბიასა და ვალა

სამწუხაროდ, ამ ინტერვიუში ვერ ჩავტევთ ყველა იმ ქართველს, რომლებიც ბოროდინოს ბრძოლაში მონაწ
ნათლული, პირველი არმიის სარდლის, გენერალ ბარკლაი დე ტოლის, ადიუტანტი. ბოროდინოს ბრძოლი
პროტეჟეს გამო.

_ ბატონო ლევან, მიჩნდება ასეთი კითხვა: ამდენი ქართველი გენერალი და ოფიცერი საიდან აღმოჩნდარუ
ა იგი.

_ ჯერ კიდევ 1722 წელს პეტრე პირველმა დადო ხელშეკრულება სამხედრო კავშირზე ქართლის მეფე ვახტ
1723 წლის 16 სექტემბრიდან, რუსეთის არმიაში იქმნება პირველი ქართულირაზმები.

არაა გამორიცხული, რომ პეტრე პირველს ეს ნაბიჯი გადაადგმევინა იმ გარემოებამაც, რომ მისი ბავშვობის
ევროპაში და ორივე ერთად შეუდგა რუსული რეგულარული არმიის ჩამოყალიბებას. ალექსანდრე პეტრეს
დაითანხმა, დანარჩენი რუსი გენერლები კი უპირობოდ გაათავისუფლა!
ალექსანდრე ბაგრატიონს, ზარბაზნების საქმის ბრწყინვალე მცოდნეს, პეტრე პირველმა მიანიჭა რუსეთში
ქსანდრებაგრატიონი რუსეთის ისტორიაში შევიდა, როგორც რუსული არტილერიის მამამთავარი!

შეიქმნა ასევე ქართველ ჰუსართა პოლკი _ პირველი ჰუსართა შენაერთი რუსულ არმიაში, რომლის სახელ

ქართველების მეორე ტალღა რუსულ ჯარში მსახურებისა დაიწყო უკვე 1801 წლის შემდეგ. 1700 წლიდან მ
გამოკლებით, არ ჰყავდა!

_ საუბრის ბოლოს, მოდით, მთავარ გმირს, პეტრე ბაგრატიონს დავუბრუნდეთ. როგორც მსმენია, 1932 წელ

_ დავაზუსტებ: არა ბოლშევიკებმა, არამედ კოსმოპოლიტ ტროცკისტებმა, რომლებიც ყველანაირი ეროვნუ

მართლაც, ბედის ირონიით, «რუსეთის არმიის საუკეთესო გენერალი», როგორც მას ნაპოლეონმა უწოდა, ს
1839 წელს, მისი ნეშტი გადაასვენეს ბოროდინოს ველზე დარაევსკის ბატარეაზე დაკრძალეს. სამგლოვიარ

როგორც მოგახსენეთ, 1932 წელს ბაგრატიონის საფლავი და მთავარი მონუმენტი ააფეთქეს. აღსანიშნავია,
საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი იქ, სადაც ნაპოლეონის იმპერია დასამარდა!

დიდი კორსიკელი ნაპოლეონ ბონაპარტე ლაიფციგთან და ვატერლოოსთან სასტიკად დამარცხებული ჩავ

მთაქართლის ფიქრები

დევის ნამუხლევის გამოქვაბულებიდან კარსნამდე ჩაკეცილ ხევხუვებს ბრძოლის ყიჟინამ გადაუარა


მშვილდისრიანი და ხმალამოწვდილი მეომრები ერთმანეთს ებრძვიან: ხან ერკინებიან და ხანაც უჩი
ნარდებიან. ქარაფზე ბაგირია გაჭიმული, რომელზეც მზვერავი მიცოცავს მტრის ზურგში მოსაქცევ
ად. მეომრებს არც აბჯარი მოსავთ, არც მუზარადი, არც წუღამესტი. მათი აბჯარი დახეული პერანგ
ია, მუზარადი - ყაბალახად ქცეული მაისური, ხამლი - გაცვეთილი კედები, ხრმალი და ოროლი - აქ
ვე, ტყეში მოჭრილი შვინდაწალა. ...ეს ჩემი ბავშვობის დროინდელი ომობანას სურათია. საკუთარი
ფესვის ძიებაში გალეული ნახევარი საუკუნის შემდეგ, კვლავ ავაკითხე ამ ნაცნობ ადგილებს. მთაქა
რთლის სერს მივუყვები და უეცრად აღმოვაჩენ, რომ დროის გრადაციის ჩვენეული მეთოდი მცდა
რია: თურმე, რა დროც ჩემს ბავშვობასთან მაცილებს, იმაზე მეტი დროით არც ჩემი ბავშვობაა დაცი
ლებული ჩემი უშორესი წინაპრიდან - ე.ი. რა ჩემი ბავშვობა და რა მთაქართლის პირველი მკვიდრი!.

აღმართში სწორედ ჩემი ყრმობისა და თმადათოვლილი უძველესი ქართლოსიანის აჩრდილები ამე


დევნენ.
წარსულში აღმოვჩნდი...
სანამ კარსანში ავალთ, ქვაფენილიანი გზისა და მცირე ხევის გადაღმა ღვთისმშობლის დარბაზული
ეკლესია დგას. ახლახან შეკეთებული ტაძარი IX-X სს-ს გვახსენებს. აქედან აღმოსავლეთით, დაახლ.
1,5 კმ-ში, იმ დროს თბილისის საამიროს საზღვარი გადიოდა, მაგრამ ჩვენი წინაპარი არ შეშინებულა
- რწმენა კედლად უქცევია, ქვა და კედელი - სალოცავად. ტაძრის დასავლეთ კედელში “მერცხლის
კუდით” გადაბმული რამდენიმე თლილი ლოდი ჩანს. ო... ეს უკვე ანტიკური ხანის სუნთქვაა. მერცხ
ლისკუდა ქვები, მგონი, არმაზციხიდან მოუტანიათ IX ს-ის მშენებლებს და ქრისტიანული ტაძრის
კედლებში ჩაუყოლებიათ.
ზევით მივიწევ. სოფ. კარსანს გავცდი, ტყე გავიარე და მთაქართლს თხემზე მოვექეცი. აქაც ახალაღდ
გენილი ეკლესიაა, ოღონდ უფრო ძველი, ვიდრე ღვთისმშობელია - VI-VII სს-სა... საქართველოში ბა
გრატოვნები ამოდიან და კუროპალატობის ინსტიტუტი ამოაქვთ. ფარნავაზიან-გორგასლიანთა მეფ
ობა დასრულებულია, მათი შთამომავლები კახეთს აფარებენ თავს. საქართველოში მეფე აღარ ზის,
ერისმთავრები განაგებენ. მართალია, “მას ჟამსა მცხეთა აღთხელდებოდა და ტფილისი აღეშენებოდა
არმაზი შემცირდებოდა და კალა განდიდდებოდა”, მაგრამ, ამასთანავე, მცხეთაში ჯვარი იგებოდა.
ვდგავარ ახალაღდგენილ წმიდა ნინოსთან და ღრუბლებიდან დავცქერი სოფლებს, გზებს, მტკვარსა
და არაგვს, მთებზე შემოდგმულ ეკლესიებს...
მთაქართლის ზუსტად ამ ადგილიდან იწყება ანტიკური გალავნის ნაშთები, რომლებიც არმაზის ხე
ვის მიმართულებით გრძელდება. აქა-იქ, ბუჩქნარში გოდოლ-კოშკების მოხაზულობაც იკითხება -
ძვ. წ-ის III ს... მაგრამ ეს მხოლოდ გუშინდელი დღეა იმ ეპოქასთან შედარებით, როცა ქართველთა
ლეგენდარული მამამთავარი - ქართლოსი აღსაყდრდა აქ.
წლების ქრონომეტრი სწრაფად ბრუნავს უკან - კიდევ უფრო შორეული წარსულისაკენ:
საიდან მოვიდა მამამთავარი და ეთნარქი ქართლოსიანთა?.. ეულად, საკუთარი ტაძრეულით მოვი
და თუ მთელი ხალხით?.. - ალბათ, ოდენ ტაძრეულით, ალბათ, ოდენ სატახტო ალაგი მოინაცვლა.
წინაპრის ხმაც ჩამჩურჩულებს და ხანგრძლივი მეცნიერული კვლევებიც ადასტურებენ, რომ ჩვენი
მოდგმა ქალამ-ქვეყნის უკიდეგანო მიწის მკვიდრი იყო, ამ ქალამის ხატების მატარებელი ქალდელი
(და არა ქალდეველი) გახლდათ. სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელით იცნობდნენ ჩვენს სხვადასხ
ვა ტომს, მაგრამ ფუძესახელი მხოლოდ ქართლოსმა შეინარჩუნა და ამოიტანა: ქალდქართ... და ქმნა
მან ესე, სავარაუდოდ, ადრებრინჯაოს ეპოქის ბოლოს. კავკასიონიდან სამხრეთით და დასავლეთით
უსამანოდ განფენილი ჩვენი პრეისტორიული ოჯახი გამორჩეული მიწათმოქმედი, მეტალურგი, ვარ
სკვლავთმცოდნე და უფლის მეჩანგე ყოფილა. “შესაქმეთა წიგნით”, ეს, თითქოს,ბიბლიური ლამექის
ოჯახია, რომელიც შემდგომში იაფეტურ და სემიტურ ჯგუფებში გააერთიანეს. მაქსიმე აღმსარებე
ლი (VI-VII სს) და გიორგი ამარტოლი (IX ს) ხალხთა დაყოფის სქემებში ქართველურ ტომთა ერთ ნა
წილს სემის შტოს მიაწერენ, მეორეს - იაფეტისას, მაგრამ არქეოლოგიურმა და ლინგვისტურმა კვლე
ვებმა წინააზიის სურათი უფრო მკაფიოდ დახატა - პროტოქართველები, ანუ წინააზიის უძველესი
მიწათმოქმედნი, ენობრივად არც სემიტებს და, მითუმეტეს, არც გვიან მოსულ ინდოევროპელებს მი
ეკუთვნებიან. ასეთი დასკვნა მოგვცა როგორც მკვდარი შუმერული, ხათური და ხურიული ენების
ისე ცოცხალი კავკასიურ-იბერიული ენების შესწავლამ, მათმა შეჯერებამ და საკმაო მსგავსებამ. წინა
აზიის და აღმოსავლეთ ანატოლიის მიწათმოქმედი ტომების მატერიალური კულტურებიც რომ თან
ხვედრია, ამას ცნობილმა არქეოლოგებმა დ. მელოუნმა, ჯ. მელარტმა, ლ. ვულმა, ე. აკურგალმა, გ.
ლეიერმა, ს. ლოიდმა, ო. ჯაფარიძემ და სხვებმა მიაკვლიეს. დადგინდა, რომ ანატოლიაში, სამხრეთ
კავკასიასა და მთელ შუამდინარეთში სწორედ ერთმანეთის მონათესავე მიწათმოქმედებმა ჩაუყარეს
საფუძველი უძველეს ცივილიზაციას ძვ. წ-ის X ათასწლეულიდან. ამ კულტურათა ცენტრები პერმა
ნენტულად წინაურდებოდა და იცვლებოდა: ხან ერთი რეგიონი გამოანათებდა, ხან - მეორე: ჩაიენუ,
ჩათალ-ჰიუკი, ალაჯა-ჰიუკი, ტეპე-სოხრაბი, ჯარმო, ჰასუნა, სამარა, ხალაფა, უბეიდი, ერიდუ (დღე
ვანდელი თურქეთი, სირია, ერაყი, ირანი), ნახჩევანი, შულავერი, იმირის გორა, დანგრეული გორა
(სამხრეთ კავკასია). დიდი ზეგავლენა მოახდინა მტკვარ-არაქსის კულტურამაც, რომელიც უზარმაზ
არ არეალში გავრცელდა. (იხ. რუკა)
დიდად საეჭვო არ უნდა იყოს, რომ მცირე აზიასა და მთელ შუამდინარეთში ძვ. წ-ის III ათასწლეულ
ის I ნახევარშიც კი ერთი ფუძეენისა და ცნობიერების მიწათმოქმედი ტომები სახლობდნენ, მათგან
სამხრეთ-აღმოსავლეთით კი ნომადი ხალხები - იგივე სემიტები იყვნენ განსახლებულნი. მაშინ ხსე
ნებულ მიწებზე ინდოევროპელების და მათ შორის ნესიტური არმენების ჭაჭანებაც არ იყო.
ძალიან საინტერესოა სახელგანთქმული არქეოლოგის სეტონ ლოიდის მოსაზრება შუმერის თაობა
ზე: “სპარსეთის ყურის სანაპირომდე და ტიგროსის სანახებამდე გავრცელდა ხალაფას ხალხი, რომლ
ის ცხოვრების წესი და დახვეწილი ოსტატობა ჩამოყალიბდა სამხრეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ
სირიის მთებში. მან იქ (შუმერის ტერიტორიაზე - გ.ქ.) შთანთქა უფრო ადრინდელი ხალხი, რომელ
იც, თავის მხრივ, შესაძლოა, ასევე ჩრდილოეთიდან, ნეოლითის ხანაში ჩამოსახლებული მოდგმის
შთამომავალი იყო”.
გავყვეთ ლოგიკურ ჯაჭვს: თავის მხრივ, ხალაფის თავდაპირველი კულტურული არეალი მოქცეუ
ლი იყო სწორედ შუამდინარეთის ჩრდილოეთში, ევფრატის ზემო დინების ორი შენაკადის - ხაბური
სა და ბელიხის ხეობებში, ვანის ტბიდან სამხრეთ-დასავლეთით. ეს კი ის ადგილებია, რომლის მოსა
ხლეობამაც მოგვიანებით ხურიტების პირველი გაერთიანება ჩამოაყალიბა. მაშინ გამოჩნდა პირველ
ად აქაურთა სახელი “ხური” თუ “ხარი” (“ჰური” თუ “ჰარი”). ირკვევა, რომ შუმერის მთლად უძველე
სი უბეიდის და ერიდუს კულტურული საზოგადოება სწორედ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაძ
რულმა პროტოხურიტებმა, ანუ, პროტოქართველებმა ჩამოაყალიბეს .
როგორ?..
უძველესი შუმერული წერილობითი წყაროები ამ ადგილებში მცხოვრებ ხალხს არა “ხურიტების” არ
ამედ “სუბარების” სახელით ამოწმებენ. “სუბარტუ” და “სუბარი” - ასე მოიხსენიებდნენ ჩრდილოეთ
ის მთებში მოსახლე ხალხსა და მათ ქვეყანას ლაგაშის (შუმერი) ენსი ენანათუმი (ძვ. წ-ის XXVI ს) და
აქადის ხელმწიფე ნარამსინი (ძვ. წ-ის XXIII ს). ჩნდება საფუძველი, რომ სწორედ “სუბარების” ბერძ
ნულად ტრანსფორმირებული ფორმაა მსოფლიო ისტორიის მამის ჰეროდოტეს მიერ ნახსენები “სას
პიერები” (და, ალბათ, უფრო გვიანდელი “იბერებიც”).
პროტოქართველები რომ სუბარულ-ხურიული კულტურის ძირითადი შემოქმედნი უნდა ყოფილიყ
ვნენ, ამას გვიკარნახებს ჩვენთვის უკვე ცნობილი ს. ლოიდის მოსაზრებისა და ტ. მარგელაშვილის
მიერ 1937 წელს ბერლინში გამოცემული ნაშრომიც (“Der kaukasus und dez alte Orient”) შეჯერება.
ამ უკანასკნელის მტკიცებით ენეოლითის ხანაში (ცივად დამუშავებული, ბუნებრივი სპილენძის უძ
ველესი ნიმუში ძვ. წ-ის VII ათასწლეულის დასაწყისისაა - ჩაიენუ), წინააზიაში ჩრდილოეთიდან,
კონკრეტულად კი კავკასიიდან, წამოსულმა ხალხმა შეიტანა პროგრესი. და არა მხოლოდ წინა აზია
ში, არამედ ამის შემდგომ - ევროპაში და შორეულ აღმოსავლეთშიც კი. ავტორი ამ რასას ზაგროს-პონ
ტოურ-იაფეტურს, ანუ ქართველურს უწოდებს (!..) მისი სიტყვით, პროტოქართველებს ყველაზე მკა
ფიოდ შუმერზე მოუხდენიათ ზეგავლენა.
როგორც ივარაუდება, კავკასიონიდან სპარსეთის ყურემდე პერმანენტულად გაბმული მრავალათასწ
ლოვანი კულტურული ჯაჭვის შუა რგოლი მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილი და შუამდინარეთის
სათავეებია. ამიტომ, ჩვენ ისევ ამ შუა რგოლს - სუბარიხურის ქვეყანას დავუბრუნდეთ.
ინდოევროპულ ტომთა გამოჩენით და თანამონაწილეობით სწორედ ხურიტების კულტურული მემკ
ვიდრეობის საფუძველზე შეიქმნა ჯერ მითანის უძლიერესი სახელმწიფო, შემდეგ კი ურარტუ - ე. ი.
უძველეს მიწათმოქმედთა ცენტრებმა ისევ ჩრდილოეთში გადმოინაცვლა შუმერის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ “ურარტუ”-ც ჰურისა და ჰარის კომპოზიტია. ამასთანავე, ძვ. წ-ის VII ს-მდე ურარ
ტუს ქართველური მოდგმის მეფეები მართავდნენ (იხ. მ. თამარაშვილი).
კვლავ ვნახოთ, რას წერენ ხური-ხარიტების შესახებ საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერები: მცირე
ჯგუფის მოსაზრებით ხურიტები ერთ-ერთი სუბარული ტომია და იგი ზაგროსის მთებიდან მოვიდა
მეორე, დიდ ჯგუფს (ჰუდი, ბიორნი, ფორერე, კლინგე, მელარტი, ბრონდშტეინი, ლენორმანი, ლანგი
და სხვ.) მიაჩნია, რომ ხურიტები კავკასიიდან არიან ჩასული სამხრეთით; მესამე ჯგუფი (ივ. ჯავახიშ
ვილი, მ. წერეთელი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი, ი. დუნაევსკი, ბ. კუფტინი და სხვ.) ფიქრობს, რომ
ხურიტული ტომები მცირეაზიის მკვიდრნი იყვნენ იმთავითვე და პირიქით - აქედან ავიდნენ კავკა
სიაში. გ. მელიქიშვილი სწორედ ხურიტების და ხათების ამიერკავკასიაში ყოფნას თუ ასვლას უკავ
შირებს მტკვარ-არაქსის კულტურის ჩამოყალიბებას. გ. გიორგაძე, ი. მაჭავარიანი, ნ. ნოზაძე და სხვა
ნი წერენ, რომ მკვდარ ხურიტულ ენაში ნახურ-დაღესტნურთან, ქართულთან და ზანურთან ტიპო
ლოგიური მსგავსებანი დასტურდება. უფრო მკვეთრია ტ. ჩუბინაშვილის დასკვნა: “საყოველთაოდ
მიღებულია მოსაზრება, რომ ქართველთა წინაპრები ჰურიტებიც იყვნენ და რომ ამ ტომების სამშობ
ლო ჰურის ქვეყანა უნდა ყოფილიყო. ჰურიტები თავდაპირველად ურმიის ტბის მიდამოებამდე აღწე
ვდნენ და გარკვეულ ურთიერთობაში იყვნენ ზაგროსის მთებში მცხოვრებ სხვა ტომებთან”. გ. გიოტ
ცეს მოსაზრებით, “დიაუხის”, ანუ იგივე ტაოხების სახელწოდებაში პირდაპირ არის შემონახული ხუ
რიული ონომასტიკა “დაი” (დიაუხის მეორენაირი სახელია “დაიანე” - გ.ქ.).
...ლეონტი მროველი “ქართლოსის” უფროს ძმად “ჰაოსს” ასახელებს, თუმცა, მოსე ხორენელის ზეგა
ვლენით მასში ჰაიკ-არმენებს ხედავს. ლეონტის დიდ ბოდიშს ვუხდით, მაგრამ, როგორც ირკვევა,
ქართლოსის უფროსი ძმის სახელი “ჰაროსი” (“ჰუროსი”) ყოფილა და არა “ჰაოსი”, ისევე, როგორც
უმცროსი ძმაა “ჰეროსი” და არა “ჰეოსი”.
ძვ. ქართულ სიმღერებში შემორჩენილი შეძახილები გავიხსენოთ: “ხარ-ალალო და ვარ-ხარ-ალო”;
“ჰარი-ჰარალი-ჰარალე”; “ჰარალი-ჰარი-ჰარალო”... ეს ხომ ძველი ქვეყნის - ჰარის წარმართული ლოც
ვაა!..
ჰოდა, ახლა, მთაქართლიდან არმაზციხისაკენ რომ ვეშვები, ამ “ჰარი-ჰარალოს” ღიღინით მივუყვები
ბილიკს.
ეჰეე!.. რანი ვყოფილვართ!..
...გაქრა ბავშვობისდროინდელი ომის ყიჟინა, ჩემი ყრმობისა და თმადათოვილი მთაქართლელის
აჩრდილელები, მაგრამ მხოლოდ დროებით - ჩვენი დაშორება როგორ იქნება!.. არმაზციხემდე!..

ისტორიის ჰიტლერულ-გებელსური ვერსიის მეორე სიცოცხლე

ეუთოს მიერ მიღებული თეზისი იმის თაობაზე, რომ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში ერთნაირად
დამნაშავეა როგორც ფაშისტური გერმანია, ასევე სსრკ, ვერავითარ კრიტიკას ვერ გაუძლებს, თუ ბერ
ლინისა და მოსკოვის სამხედრო-სტრატეგიულ გეგმებს შევადარებთ ერთმანეთს. თუ გერმანული გე
გმიდან, რომელიც Drany nach Osten -ის სულისკვეთებით იყო გამსჭვალული, ბოლოს და ბოლოს გა
მოიჩეკა სსრ კავშირის წინააღმდეგ არაპროვოცირებული აგრესია, საბჭოთა გეგმა წმინდა წყლის თავ
დაცვითი ხასიათისა იყო, რომელიც 22 ივნისმა საერთოდ გააუქმა. დავიწყოთ გერმანიით.
Drany nach Osten
1940 წლის 18 დეკემბერს ფიურერმა დაამტკიცა “ბარბაროსას გეგმა”, რომელშიც საბჭოთა კავშირის
წინააღმდეგ ომის საერთო ჩანაფიქრი იყო გადმოცემული. გეგმა ბლიცკრიგის თეორიაზე იყო დაფუძ
ნებული. “გერმანიის შეიარაღებული ძალები, _ აღნიშნული იყო ჰიტლერის დირექტივაში, _ მზად
უნდა იყვნენ საბჭოთა რუსეთის გასანადგურებლად ხანმოკლე კამპანიის დროს, მანამდე, სანამ ინგ
ლისის წინააღმდეგ ომი დასრულდება”.
“ბარბაროსა” ითვალისწინებდა სწრაფად, მაქსიმუმ ხუთ თვეში წითელი არმიის მთავარი ძალების გა
ნადგურებას, რომლებიც თავმოყრილი იყო დასავლეთის საზღვართან, პირველი ბრძოლების შემდეგ
ბრძოლისუნარიანობა შენარჩუნებული ჯარების უკანდახევის აღკვეთასა და ვერმახტის მიერ იმ
ზღვრამდე მიღწევას, საიდანაც გერმანიის ტერიტორიის დაბომბვა საბჭოთა თვითმფრინავების მიერ
შეუძლებელი იქნებოდა. “რუსეთის სახმელეთო ჯარების ძირითადი ძალები, დასავლეთ რუსეთში
რომაა განლაგებული, უნდა განადგურდეს სატანკო კოლონების სწრაფი წამოწევის მეშვეობით განხ
ორციელებული გაბედული ოპერაციების განხორციელების გზით. მოწინააღმდეგის ბრძოლისუნარი
ანი ჯარების უკანდახევა რუსეთის ტერიტორიის სივრცეებში თავიდან უნდა იქნას აცილებული”, _
მოითხოვდა დირექტივა.
სამხედრო კამპანიის საბოლოო მიზნად დასახული იყო “დამცავი ბარიერის შექმნა აზიური რუსეთ
ის წინააღმდეგ ვოლგა-არხანგელსკის საერთო ხაზზე”. ვერმახტის დარტყმის მთავარ სტრატეგიულ
ობიექტად შერჩეული იყო ლენინგრადი, მოსკოვი, ცენტრალური სამრეწველო რაიონი, დონბასი. ურ
ალის ინდუსტრიული რაიონის პარალიზება ავიადარტყმებით იყო გათვალისწინებული.
საბჭოთა კავშირზე თავდასხმის მზადება 1941 წლის 15 მაისისთვის უნდა დამთავრებულიყო. გერმა
ნია გამალებით იკრეფდა ძალებს. 1941 წლის პირველი ნახევრისთვის მას და მის მოკავშირე სახელმ
წიფოებს შეიარაღებულ ძალებში ჰყავდათ 5 მილიონი კაცი, 47 ათასზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორ
ცნი, 4,4 ათასამდე ტანკი და შეტევის ქვემეხი, 4,4 ათასი თვითმფრინავი.
სსრკ-ზე თავდასხმამდე გერმანიამ შექმნა მოკავშირეთა ბლოკი, რომელშიც შედიოდა იტალია, ფინე
თი, რუმინეთი, უნგრეთი, მათთან ერთად _ ბულგარეთი, სლოვაკია, ხორვატია. ფაშისტურ გერმანი
ასთან თანამშრომლობდა საფრანგეთი ვიშის მთავრობის სახით, ესპანეთი, პორტუგალია და თურქე
თი. აღმოსავლეთისკენ შეტევის განსახორციელებლად ემზადებოდა ბლოკი, რომელიც თითქმის
მთელი ევროპის სამხედრო და ეკონომიკურ პოტენციალს ეყრდნობოდა.
საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმა დოკუმენტურად მტკიცდება. განვიხილოთ მხოლოდ გადა
მწყვეტი ეტაპი _ 1941 წლის მაის-ივნისის პერიოდი. 7 მაისს სახმელეთო ჯარების გენერალური შტა
ბის უფროსი გალდერი თავის “სამხედრო დღიურში” ჩაწერს: “ოპერაცია “ბარბაროსას” განსახორციე
ლებლად რკინიგზისა და გზატკეცილების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. “ბარბაროსას” გეგ
მის მიხედვით, თავმოყრა: 17 ათასი მატარებელი. ჯარების გადასხმის გადაყვანის შემდეგ დაიწყება
რეზერვების გადასხმა”.
12 მაისს სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის ოპერატიული განყოფილების მაღალი თანამდებ
ობის თანამშრომელი გელენი, რომელიც მალე აღმოსავლეთის ფრონტის საარმიო დაზვერვის ხელმძ
ღვანელად დაინიშნება, გალდერს წარუდგენს მოხსენებას ოპერაცია “ბარბაროსას” დასაწყებად ჯარე
ბის მობილიზების დამთავრების შესახებ. გალდერი მოსხენებას მიაწერს: “გაკეთებულია ყველაფერი
რაც დასახული გვქონდა”.
22 მაისს რაიხის სატრანსპორტო არტერიები აღმოსავლეთში ჯარების სტრატეგიული გაშლის დასაჩ
ქარებლად საგანგებო გრაფიკზე გადადის. საბჭოთა კავშირის საზღვრებთან გერმანიის სამხედრო ძა
ლების კონცენტრაციის ჭეშმარიტი მიზნების დასაფარად გერმანიის შეიარაღებული ძალების უმაღ
ლესი მთავარსარდლობის შტაბის უფროსი, გენერალ-ფელდმარშალი კეიტელი გამოსცემს განკარგუ
ლებას ფართო დეზინფორმაციული ოპერაციის მეორე ფაზაზე გადასვლის შესახებ: “...დეზინფორმა
ციაში მონაწილე უმაღლესი შტატებისა და სხვა ორგანოების ძალისხმევა უფრო მეტად მიმართულ
უნდა იქნას საიმისოდ, რომ ძალთა თავმოყრა ოპერაცია “ბარბაროსას” დასაწყებად წარმოაჩინოს რო
გორც დასავლეთელი მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის მიზნით ჩაფიქრებული მანევრი”. საბჭო
თა საზღვრების მიმდებარე რაიონებში ყოველდღიურად აგზავნიდნენ საშუალოდ 300 ეშელონს.
ცოც ხალი ძალისა და ტექნიკის ასეთი მასშტაბური გადასროლის დაფარვა მხოლოდ დიდი
ტყუილით თუ შეიძლებოდა.
30 მაისს გალდერის დღიურში ასეთი საკვანძო ჩანაწერი გაჩნდა. “... გადაყვანა გეგმის მიხედვით წარ
მატებით მიმდინარეობს. ფიურერმა გადაწყვიტა, რომ ოპერაცია “ბარბაროსას” დაწყების ვადა უწინ
დელია _ 22.6”.
5 ივნისს ჰიტლერმა დაამტკიცა სსრკ-ში შეჭრის საბოლოო მოსამზადებელი ღონისძიებები.10 ივნისს
კი სახმელეთო ჯარების მთავარსარდალმა, გენერალ-ფელდმარშალმა ბრაუხიჩმა გასცა განკარგულე
ბა ოპერაცია “ბარბაროსას” დაწყების დროის შესახებ _ 1941 წლის 22 ივნისის 3 საათი და 30 წუთი, პი
რობითი ნიშნით “დორტმუნდი”, რომელსაც ჯარები 21 ივნისის 13:00 საათზე მიიღებდნენ, ნება დაე
რთვებოდათ, მოეხსნათ ყოველგვარი შენიღბვა და დაუფარავად ემოქმედათ.
20 ივნისს, საღამოს, შტაბებმა მიიღეს ფიურერის მოწოდება გერმანელი ხალხისა და ჯარებისადმი
“ბარბაროსას” გამო. სწორედ ამ მიმართვაში ჩამოაყალიბა ჰიტლერმა თავისი თეზისი გერმანიის ვი
თომდა იძულებითი მოქმედებების შესახებ:
“...გაძლიერდა რუსეთის ჯარების კონცენტრაცია გერმანიის აღმოსავლეთ საზღვართან... გერმანიის
ვერმახტმა და გერმანულმა სამშობლომ იცის, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინათ ჩვენს აღმო
სავლეთ საზღვართან არ იყო არც ერთი გერმანული სატანკო თუ მოტორიზებული დივიზია... დღეს
ჩვენს საზღვართან დგას 160 რუსული დივიზია. უკანასკნელი კვირების განმავლობაში განუწყვეტლ
ივ ირღვევა ეს საზღვარი _ არა მარტო ჩვენთან, არამედ შორეულ ჩრდილოეთსა და რუმინეთში... უკ
ვე დადგა ჟამი, როცა აუცილებელია, გავილაშქროთ ომის ებრაულ-ანგლოსაქსური გამჩაღებლებისა
და მოსკოვში ბოლშევიკური ცენტრის ებრაელ მბრძანებელთა წინააღმდეგ”.
შევნიშნავთ, ეს დიდი ტყუილი ლამის ღვთიურ აღტაცებას ჰგვრის იმ იდეის აპოლოგეტებს, რომლე
ბიც ომის დაწყების გამო, მინიმუმ, თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებენ საბჭოთა კავშირს; მაქსიმ
უმ კი, მთავარ დამნაშავედ მიიჩნევენ მას.
და ხვალ იყო ომი
ახლა კი საბჭოთა კავშირში არსებული ომისწინა მდგომარეობა განვიხილოთ. მიუხედავად იმისა,
რომ საბჭოთა შეიარაღებული ძალების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა: 1,9 მლნ კაცი _ 1939
წ, 4,9 მლნ _ 1941 წ, მათი ბრძოლისუნარიანობა შემცირდა. ახალი შენაერთების მოკლე დროში ერთ
დროულად შექმნამ უარყოფითად იმოქმედა მათ მატერიალურ უზრუნველყოფაზე, საბრძოლო მზა
დყოფნაზე. ჯავშანსატანკო და მექანიზებული შენაერთების უმეტესობაში განხორციელდა რეორგა
ნიზაცია.
სიტუაცია გაართულა დასავლეთში ჯარების ძირითადი ნაწილის დისლოკაცის შეცვლამ აღმოსავლ
ეთ პოლონეთში ლაშქრობასთან დაკავშირებით, ფინეთის ომმა და სსრკ შემადგენლობაში ბალტიის
პირეთის ქვეყნების შესვლამ. საზღვრის გასწვრივ განლაგებული გამაგრებული რაიონები განაიარაღ
ეს, ახალ საზღვარზე ანალოგიური გამაგრებული პუნქტების მშენებლობა და შეიარაღება ომის დაწყე
ბისთვის დამთავრებული არ იყო. წითელი არმიის მეთაურთა შემადგენლობას, რომელიც ამ პერიო
დში განახლდა, აკლდა გამოცდილება _ არ იყო საბრძოლო და ოპერაციული ცოდნით აღჭურვილი.
საკმარისია, ითქვას, რომ მეთაურთა 80 პროცენტი დაკავებულ თანამდებობაზე ერთ წელიწადსაც არ
მუშაობდა. ახალი სამხედრო ხელმძღვანელობა _ თავდაცვის სახალხო კომისარი, მარშალი ტიმოშენ
კო და გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ჟუკოვიც სრულად ვერ უპასუხებდნენ ამ მა
ღალ თანამდებობებზე დანიშნული ხელმძღვანელებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, რის გამოც სე
რიოზულ შეცდომებს უშვებდნენ.
ასე, მაგალითად, აშკარად დააგვიანეს ომის შემთხვევაში შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გა
შლის საბოლოო ვარიანტის დამუშავება. 1940-1941 წლებში იგი მინიმუმ სამჯერ გადაამუშავეს. ყველ
აზე უფრო საშიშ სტრატეგიულ მიმართულებად მიჩნეული იყო სამხრეთ-დასავლეთის _ უკრაინის
მიმართულება და არა დასავლეთ-ბელორუსიის მიმართულება, სადაც ჰიტლერულმა სარდლობამ
თავი მოუყარა ყველაზე მძლავრ სახმელეთო და საჰაერო დაჯგუფებებს. 1941 წლის თებერვალ-აპრი
ლში ოპერატიული გეგმის შეცვლისას ეს შეცდომა არ გამოუსწორებიათ.
ამასთან ერთად, დოკუმენტში რეალისტურად იყო შეფასებული შექმნილი ვითარება: “...საბჭოთა კა
ვშირი მზად უნდა იყოს ორ ფრონტზე საბრძოლველად: დასავლეთში _ გერმანიის წინააღმდეგ, რომ
ელსაც მხარს უჭერს იტალია, უნგრეთი, რუმინეთი დ ფინეთი, და აღმოსვლეთში _ იაპონიის წინააღ
მდეგ...” საბჭოთა სტრატეგიული დაგეგმვის არც ერთ დოკუმენტში გამადიდებელი შუშითაც ვერავ
ინ იპოვის გერმანიაზე თავდასხმის მინიშნებასაც კი.
გეგმის უკანასკნელი კორექტირება 1941 წლის მაის-ივნისის დასაწყისში განახორციელეს. დაზუსტე
ბული ვარიანტი სახელწოდებით “მოსაზრებები საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სტრატ
ეგიული გაშლის გეგმის შესახებ გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან ომის შემთხვევაში” ეფუძნებ
ოდა 1941 წ. 15 მაისისთვის შექმნილ მდგომარეობას. თავდაცვის სახალხო კომისარმა ტიმოშენკომ
და გენშტაბის უფროსმა ჟუკოვმა იგი სტალინს წარუდგინეს. დოკუმენტი, რომელიც ლიტერატურა
ში “ჟუკოვის ბარათის” სახელითაა ცნობილი, სახელმწიფოს მეთაურთან 24 მაისს სრულიად საიდუმ
ლო თათბირზე განიხილეს.
განხილვის პრაქტიკული შედეგი ასეთი იყო: ფაშისტური აგრესიის წინა დღეს საბოლოოდ გაიმარჯ
ვა მოსაზრებამ, რომლის ძალით მთავარ დარტყმას გერმანელები უკრაინის მიმართულებით განახო
რციელებდნენ. ბელადის მითითებით, კიევის საგანგებო სამხედრო ოლქს გამოუყვეს დამატებითი
ძალები, რის შედეგადაც მას წილად ერგო დასავლეთის ყველა საზღვრისპირა სამხედრო ოლქის დი
ვიზიების თითქმის 50 პროცენტი. ეს შეცდომა, ჟუკოვის აღიარებით, შემდეგ ძალიან მძიმედ აისახა
თავდაცვით ღონისძიებებზე.
“ჟუკოვის ბარათის” გარშემო დღესაც მწვავედ კამათობენ. საქმე ის არის, რომ ბარათის ავტორები წი
ნადადებას აყენებდნენ, დაესწროთ მოწინააღმდეგისთვის და, სანამ იგი ჯარების გაშლით იყო დაკა
ვებული, დაერტყათ გერმანელთა არმიისთვის. განზრახული ჰქონდათ 152 დივიზიის ძალებით გაე
ნადგურებინათ მოწინააღმდეგის 100 დივიზია კრაკოვი-კატოვიცეს გადამწყვეტ მიმართულებაზე,
შემდეგ კატოვიცეს რაიონიდან გაეგრძელებინათ შეტევა, გაენადგურებინათ გერმანული ჯარები ცენ
ტრსა და მათ ჩრდილოეთ ფრონტზე, დაეკავებინათ ყოფილი პოლონეთისა და აღმოსავლეთ პრუსი
ის ტერიტორია.
ოპონენტების აზრით, ეს მოწმობს, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობას განზრახული ჰქონდა, წინმსწრე
ბად დაერტყა გერმანიისთვის. მაგრამ აშკარაა, რომ ფართომასშტაბიანი შეტევა ვერმახტის უკვე გაშ
ლილი ჯარების წინააღმდეგ წარმოუდგენელი იყო სსრ კავშირის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღ
ვანელობის გადაწყვეტილების, ოპერატიული დოკუმენტების დეტალური დამუშავებისა და ჯარებ
ის აუცილებელ დაჯგუფებათა შექმნის გარეშე. ეს ყველაფერი კი არ განხორციელებულა. რომელ წინ
მსწრებ დარტყმაზე შეიძლება ამ შემთხვევაში ლაპარაკი?
“ჟუკოვის ბარათი” მრავალთა შორის მოქმედების ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც გენერალურ
შტაბს ჰქონდა დამუშავებული და რასაც რეკომენდაციას უწევდა უკიდურესად საშიში უკანასკნელი
მომენტისთვის.
გერმანული პროპაგანდის სიცრუე აშკარაა. ჭეშმარიტება საჯაროდ წარმოთქმულ სიტყვებში კი არ
ძევს, არამედ გერმანიის ხელმძღვნელობის საიდუმლო დოკუმენტებშია დაფიქსირებული.
გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის თათბირზე, რომელიც 1940 წ. 21 ივლისს
გაიმართა, ჰიტლერმა დარწმუნებით განაცხადა: “რუსებს არ სურთ ომი”. პირველსავე დოკუმენტში,
რომელიც დაკავშირებულია სსრკ-ზე თავდასხმასთან, კერძოდ, 1940 წლის 5 აგვისტოს “ოსტის” გენე
რალური გეგმის პროექტში ნათქვამია: “რუსები თავიანთი თავდასხმით სამსახურს ვერ გაგვიწევენ.
უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის სახმელეთო ჯარები თავდაცვას განახორციელებენ”... ვერმახტის
მიერ სსრკ-ის საზღვრის დარღვევამდე ზუსტად 3 თვით ადრე, 1941 წლის 22 მარტს, გენერალ-პოლკ
ოვნიკმა გალდერმა თავის დღიურში ჩაწერა: “არ მჯერა რუსეთის მხრიდან შესაძლო ინიციატივის”.
დაბოლოს, 1941 წ. 13 ივნისს, ომის დაწყების კვირაძალს, გერმანიის სახმელეთო ჯარების გენშტაბის
დაზვერვა, რომელსაც ადმირალ კანარისი ედგა სათავეში, პატაკობდა: “რუსების მხრიდან... უწინდე
ბურად თავდაცვით მოქმედებას უნდა ველოდოთ...”
ნაცისტური ლიდერების სიცრუე სრულად იქნა მხილებული ნიურნბერგის პროცესზე. საერთაშორი
სო ტრიბუნალმა განაჩენში ჩაწერა, რომ საბჭოთა კავშირზე თავდასხმას კანონიერი გამართლების ნი
შანწყალი არ გააჩნია. “ეს აშკარა აგრესია იყო”.
ასეთია ჭეშმარიტება.

ქართველთა როლი საბჭოთა ატომური ბომბის შექმნაში

ადამიანებმა ატომური ბომბის შექმნაზე ფიქრი დაიწყეს მას შემდეგ, რაც ფრანგმა ფიზიკოსმა, ნობელის პრ
ზემოქმედებით იწყება ურანის დაშლის ჯაჭვური რეაქცია.
1919 წელს მეცნიერებმა _ გერმანელმა ლინდემანმა და ბრიტანელმა ასტონმა _ პირველადწამოაყენეს წინად
ბილობები კი _ უზარმაზარი, ამიტომაირდიფუზიური დაშლის ტექნოლოგია ამჯობინეს. თავდაპირველად
100 გრგამდიდრებული ურანის მისაღებად საჭირო იყო 2000 უზარმაზარი მოწყობილობა,ამიტომ დაიწყეს

გენიოსი ფიზიკოსების ატომური აღმოჩენების მატერიალიზებაში არა მხოლოდ კაცობრიობის უჭკვიანესი


1945 წლის 6 და 9 აგვისტო), ზოგი _ ელექტროსკამზე დასვეს ჯაშუშობისთვის, სხვები კი მასობრივი განად
შუასაუკუნეების ციხესიმაგრეებს ჰგავდა. უსაფრთხოების სამსახურში კი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვი

1945 წლის 23 ივლისს პოტსდამის კონფერენციის მიმდინარეობისას აშშ-ის პრეზიდენტმაჰარი ტრუმენმა ს


ოში ჰიროსიმასა და ნაგასაკისდაბომბვის ინიციატორი. ტრუმენმა, რომელსაც აშშ-ის ნაციონალური დაზვე
ს ატომური ბომბი არ ექნებაო,როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ სტალინს უკვე კარგა ხნის წინათ ჰქონდა დაწყ

1941 წლის 10 მარტს ლავრენტი ბერიამ სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი რეზიდენტებისინფორმაციაზე დაყ

“რიგ კაპიტალისტურ ქვეყნებში, ენერგიის ახალი წყაროების მიღების მიზნით ატომბირთვის დაშლის სამუ

1939 წელს საფრანგეთში, ინგლისში, აშშ-სა და გერმანიაში დაიწყო ინტენსიური სამეცნიერო-საკვლევი სამ

შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ აგენტურული გზებით მოპოვებულ მასალებში ინგლისის ატ

ა) ინგლისის სამხედრო კაბინეტი, ითვალისწინებს რა გერმანიის მიერ ამ ამოცანის წარმატებით გადაწყვეტ

ბ) სამხედრო კაბინეტის ურანის კომიტეტი, ცნობილი ფიზიკოსის დ. ტომპსონის ხელმძღვანელობით, კოო

გ) ეს ყველაფერი მიმართულია ურანის ერთ-ერთი იზოტოპის (ურან-235) გამოყენებისკენ;

დ) ფრანგმა მეცნიერებმა _ ჰალბანმა და კოვარსკიმ, რომლებიც ინგლისში გადაბარგდნენ, ურან-235-ის იზო

პროფესორმა ტეილორმა გამოიანგარიშა, რომ 10 კგ ურან-235-ის დამანგრეველი მოქმედება ტოლი იქნება 1


მიღება.

კონცენრნ “იმპერიალ ქემიკალ ინდასტრიეს”-ის მონაცემებით, ურან-235-ის იზოტოპების გამოსაყოფად საჭ

სსრკ-ისთვის ბირთვული ენერგიის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აქტუალურობიდან და საჭირო


1) შემუშავდეს საკითხი სსრკ-ის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან სამეცნიერო-სათათბირო ორგანოს

2) უზრუნველყოფა ურანის შესახებ შს სახალხო კომისარიატის მიერ მოპოვებული საიდუმლო მასალების

ლ. ბერია”.

1942 წლის 28 სექტემბერს თავდაცვის სახელმწიფო კომისრის _ იოსებ სტალინის#2352CC- ის განკარგულე

გერმანელი ფიზიკოსები სოხუმში

ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობა პირველად გერმანიაში დაიწყეს. მას უწოდებდნენ “ურანის პროექტს
ფედერაციული რესპუბლიკის მომავალი პრეზიდენტის _ რიჰარდ ფონ ვაიცზეკერის ძმა, აგრეთვე, დიდ ფ

ზოგი ექსპერტის აზრით, გერმანელებმა ატომური ბომბი იმიტომ კი ვერ შექმნეს, რომ ფიზიკოსებმა დაუშვ
აკონტროლებდნენ, თუმცა ცნობილია, რომ ომის დასაწყისში ჰაიზენბერგი კოპენჰაგენში შეხვდა თავის მას
შეთანხმება არ შედგა.

აშშ-მა ატომურ ბომბზე მუშაობა დაიწყო ალბერტ აინშტაინის ცნობილი წერილის შემდეგ, რომელიც მან აშ

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც გერმანიაში აღმოსავლეთიდან _ სსრკ-ის, ხოლო დასავლეთიდან
ხელმძღვანელობდა, აგრეთვე, ჰაიზენბერგი და ფონ ვაიცზეკერი. საბჭოთა არმიამ კი ხელში ჩაიგდო გერმა

აკადემიკოსი იგორ კურჩატოვი, რომელიც ხელმძღვანელობდა საბჭოთა ატომური ბომბის შექმნას, აღნიშნ

“პირველი საბჭოთა ატომური ბომბის შექმნა 50 პროცენტით საბჭოთა დაზვერვისდამსახურებაა, 50 პროცე


“ბერიაკურატორობდა ყველა სამუშაოსა და კვლევას, რომლებიც დაკავშირებული იყო ატომურიიარაღის შ

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე “ურანის პროექტზე” მომუშავე ასობითგერმანელი მეცნიერი ს


ყო დაკავებული,მათგან 300 სოხუმში მუშაობდა.

1945 წელს გერმანელ ფიზიკოსებს გადაეცათ სანატორიუმები _ “სინოპი” და “აგუძერა”. ასე ჩაეყარა საფუძვ

დოკუმენტებში “სინოპს” უწოდებდნენ ობიექტ “A”-ს. მას ხელმძღვანელობდა ბარონი მანფრედ ფონ არდენ
წელს უფლება მისცეს, დაბრუნებულიყო გერმანიაში, სადაც დააარსა სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტი (

სანატორიუმ “აგუძერას” მიანიჭეს პირობითი სახელწოდება _ ობიექტი “Ô, მას ხელმძღვანელობდა ნობელ
გერმანიაში დაბრუნდა.

ფონ არდენესა და გუსტავ ჰერცის მთავარი ამოცანა ურანის იზოტოპების განცალკევების სხვადასხვა მეთო

სოხუმში ჩაიყვანეს სხვა გამოჩენილი გერმანელი მეცნიერებიც, ფიზიკოსი და რადიოქიმიკოსი ნიკოლაუს


რომლებიც შემდეგ სსრკ-ში ჩამოიტანეს. იქიდანვე წამოიღეს 300 ტ ურანის შენაერთი;

მაქს ფოლმერი (1885-1965), ომამდე ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, მოგვიანებით გერმანიის დემ

ურანის იზოტოპების განცალკევების ცენტრიფუგის შემქმნელი მაქს შტეენბეკი _ მომავალში გერმანიის დ


პატენტის (1958 წ.) მფლობელი გერნოტ ციპე; აგრეთვე, _ მეცნიერები: ვერნერ ცულიუსი; გიუნტერ ვირტი;

გერმანიიდან სოხუმში ეშელონებით ჩაიტანეს სამი ციკლოტრონი, მძლავრი მაგნიტები, ელექტრონული მ


შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის დამსახურება იყო, რომელსაც ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობ

გერმანელმა მეცნიერებმა დიდი როლი ითამაშეს მათთან ერთად მომუშავე ქართველი ფიზიკოსების კვალ

ამ ორი ზესაიდუმლო ობიექტის შერწყმის შედეგად, 1950 წელს შეიქმნა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტ

დასასრულ, 1942 წლის 29 აგვისტოს პირველი საბჭოთა ატომური ბომბის გამოცდას სემიპალატინსკში ლავ

როგორ არის მოწყობილი ცენტრიფუგა?

ცენტრიფუგა ელემენტარული მოწყობილობაა და ძველ სარეცხ მანქანას ჰგავს, რომელიც მუშაობს რეჟიმში
იწყებს დაყოფას “მძიმე” და “მსუბუქ” ფრაქციებად. მსუბუქი და მძიმე მოლეკულები როტორის სხვადასხვ
დამაგრებულია ორი მილაკი. ქვედა მილაკში გროვდება გაღარიბებული ნაერთი, ზევით _ ნაერთი ურან-23

ცენტრიფუგის ტექნიკური თავისებურებები

პირველ რიგში, ეს არის ბრუნვის სიჩქარე. თანამედროვე ცენტრიფუგებში ბრუნვის სიჩქარე წამში 2000 ბრუ
კი ვაკუმშია და ელექტრომაგნიტური ველი იჭერს.

ამჟამად რუსეთში 3 გამამდიდრებელი ქარხანაა, ცენტრიფუგა _ ასიათასობით.

ვინ გამოიგონა?

ეს არის გამოცანა, რომელიც იდუმალების ბურუსშია გახვეული. ამ საქმეში მონაწილეობდნენ: ტყვე გერმან
ამერიკელი მფრინავი _ ჯაშუში ფრენსის პაუერსი, რომლის თვითმფრინავი U-2 1960 წლის 1 მაისს ჩამოაგდ

საბჭოთა კავშირში აირის ცენტრიფუგაზე მუშაობისთვის 1945 წელს სოხუმში დაარსდა სამეცნიერო-საკვლ
გერმანელ მეცნიერთა ჯგუფი სოხუმიდან ლენინგრადში გადაიყვანეს. 1953 წელს კი სიმინდის მოყვარულ

ამჟამად

ცოტა ხნის წინათ აშშ-ში დაიხურა რუსი დამკვირვებლების ოფისი, რომელიც რუსეთსა და აშშ-ს შორის გა
კონტრაქტის მიხედვით, რუსმა ფიზიკოსებმა 500 ტონა საიარაღო ურანი საწვავად აქციეს ამერიკული ატო

შესანიშნავი ცენტრიფუგების წყალობით ატომური დარგი ერთ-ერთია კოსმოსსა და სამხედრო ავიაციასთ

ბირთვული (ატომური) იარაღი

ეს არის ატომური საომარი მასალების მიზნამდე მიტანისა და მართვის საშუალებების ერთობლიობა. მას ს
(საფეხურები), რომელთა რაოდენობა განსაზღვრავს ბომბის საბოლოო სიმძლავრეს. გამოიყოფა გრანდიოზ
აღგავოს საშუალო სიდიდის ქალაქი.
ბერლინის შტურმი და ქართველთა წვლილი გერმანიის დედაქალაქის აღებაში

შტურმი ბერლინზე _ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ბოლო სტრატეგიული შეტევითი ოპერაც
მსოფლიო ომი ევროპაში. სტრატეგიული ოპერაცია მიმდინარეობდა 23 დღის განმავლობაში _ 1945 წლის 1
აპრილს დაიწყო და 2 მაისს დასრულდა.
1945 წლის მარტში საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მდინარე ოდერისა და ნეისეს ნა
მაინც მნიშვნელოვანი ძალა იყო _ აპრილის შუა რიცხვებისთვის ვერმახტს 223 დივიზია და ბრიგადა ჰყავდ

სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების 1944 წლის შემოდგომის შეთანხმების მიხედვით, საბჭ
დაესწრო საბჭოთა არმიისთვის ბერლინის დაკავება.

ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობა ცდილობდა ომის გაჭიანურებას და სეპარატული ზავის დადებას

1945 წლის აპრილში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარება საბჭოთა სარდლობისგანსამხედრო ოპ


გასასვლელად და ანტიჰიტლერულიკოალიციის ჯარებთან გასაერთიანებლად. ამ სტრატეგიული ამოცანი
ბელორუსიის პირველი და მეორე, აგრეთვე, უკრაინის პირველი ფრონტები; შორი მოქმედების ავიაციის მ

ოპერაცია დაიგეგმა საბჭოთა კავშირის გენერალურ შტაბში (უფროსი ალექსეი ანტონოვი)მხედართმთავარ

ბელორუსიის 1-ელ ფრონტს ხელმძღვანელობდა მარშალი გიორგი ჟუკოვი; ბელორუსიის მეორე ფრონტს
ადმირალი ბესარიონ გრიგორიევი; ბალტიის ფლოტს _ ადმირალი ვლადიმერ ტრიბუცი.

სტრატეგიულ ოპერაციაში საბჭოთა კავშირის მხრიდან მონაწილეობდა 1,9 მლნ ადამიანი, 155 900 პოლონე

გერმანელები თავს იცავდნენ შემდეგი შემადგენლობით: არმიების ჯგუფი “ვისლა” (სარდალი _ გენერალ-პ
საჰაერო ფლოტი “რაიხი”.

სულ გერმანელთა მხრიდან: 1 მლნ კაცი, 10 400 საარტილერიო დანადგარი, 1500 ტანკი და3300 თვითმფრი

ოპერაციის გეგმა

ოპერაციის გეგმით გათვალისწინებული იყო ბელორუსიისა და უკრაინის პირველიფრონტების ერთდროუ

* ბელორუსიის პირველ ფრონტს მთავარი როლი მიენიჭა ბერლინზე შტურმის ოპერაციაში. მარშალმა ჟუკ

* უკრაინის 1-ელ ფრონტის მთავარი დარტყმა მიმართული იყო შპრემბერგზე. ქალაქ დრეზდენზესთვის უ

* სადაზვერვო ავიაციამ 6-ჯერ გადაუღო ბერლინისა და გერმანელთა დაცვით პოზიციებს ფოტოები _ სულ

* საინჟინრო ჯარებმა, რომელთაც ხელმძღვანელობდა გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ანტიპენკო, მდინარ

* ბელორუსიის მე-2 ფრონტის ნაწილების გადაჯგუფებაში პოლონეთის ქალაქებიდან (დანცინგი და გდინი

ბერლინის ციტადელი
გერმანიის მხედართმთავრობა გულმოდგინედ მოემზადა საბჭოთა არმიის შეტევის მოსაგერიებლად. მდი
და მის ახლომდებარე ტერიტორიებზე ტოტალური მობილიზაციის შედეგად შეიქმნა ბატალიონ ფოლკსშტ
გამოყენებული იყო ტყვიამფრქვევები, საარტილერიო დანადგარები, ნაღმსატყორცნები, ტანკები. მთავარი
ზოლი, რომელიც საინჟინრო ნაგებობებით იყო გამაგრებული. მესამე ზოლი წინა ხაზისგან 30-40 კმ-ით იყ
მეტი გერმანელი ჯარისკაცი განლაგებული იყო ბელორუსიის პირველი ფრონტის პირისპირ _ 175 კმ-იან ზ
გერმანელთა 25 დივიზია.

საომარი მოქმედებები

16 აპრილს, 5 საათზე, გათენებამდე 2 საათით ადრე, ბელორუსიის პირველი ფრონტის საარტილერიო დან
მიმდინარეობდა 147 საზენიტო პროჟექტორის დამაბრმავებელ შუქზე, გერმანელთა თავდაცვის ხაზი 27 კმ

ალყის შემორტყმის რეალური საფრთხის გამო გერმანელთა არმიამ უკან დაიხია _ ბერლინის მისადგომებთ

შტურმი

1945 წლის 25 აპრილს, 12 საათზე, უკრაინის პირველი ფრონტის მე-6 გვარდიულიმექანიკური კორპუსის მ

25 აპრილს ბერლინის გარნიზონი მხოლოდ 325 კვ.კმ-ს იცავდა. ფრონტის ხაზის სიგრძე 100 კმ-ს შეადგენდ

ბერლინში გერმანელთა სამხედრო დაჯგუფება დაახლოებით 200 ათას ჯარისკაცს შეადგენდა, მათ შორის
გულმოდგინედ იყო მოფიქრებული და კარგად ორგანიზებული, მის საფუძველში იდო ძლიერი ცეცხლი ს
ფანჯარა და კარი საცეცხლე ამბრაზურად იყო ქცეული.

ქუჩები გადაკეტილი იყო 4 მ სისქის ბარიკადებით. გერმანელებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მიწის

26 აპრილს ბერლინის შტურმში მონაწილეობდა ბელორუსიის პირველი ფრონტის 6 (47-ე,მე-3, მე-5, მე-8 გ

27 აპრილს ამ ორი ფრონტის არმიები ღრმად შეიჭრნენ ბერლინში. ბრძოლები დღე და ღამის განმავლობაშ

29 აპრილის ღამეს მოწინავე ბატალიონებმა კაპიტან სტეპან ნეუსტროევისა და უფროსი ლეიტენანტის _ კო


მდებარეობდა.

30 აპრილს, 21 საათსა და 30 წუთზე, 150-ე მსროლელი დივიზიის ნაწილებმა გენერალ-მაიორ ვასილ შატილ
ე მსროლელი დივიზიის მეომრებმაპოლკოვნიკ ალექსეი ნეგოდას მეთაურობით შტურმით აიღეს რაიხსტა

გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე

1945 წლის 1 მაისს, 3 საათზე, კუტუზოვის II ხარისხის ორდენოსანი 151-ე მოიერიშემსროლელი დივიზიის

151-ე მსროლელი დივიზიის დროშა, რომელიც შემდეგ გამარჯვების დროშად იქცა, მეოთხე იყო იმ დროშე
მთავარი შესასვლელის ფრონტონზე აიტანეს და გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ I ცხენიან სკულპტურაზ

ამჟამად გამარჯვების დროშა მოსკოვში სსრკ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ მუზეუმში ინახება.

1 მაისის ღამეს მე-8 არმიის შტაბში მივიდა გერმანიის სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის უფროსი
გადასცეს მარშალ გიორგი ჟუკოვს, რომელმაც მყისვე სტალინს დაურეკა. სტალინმა გერმანელებისგან უპი
2 მაისს, ღამით, ბელორუსიის პირველი ფრონტის რადიოსადგურებმა მიიღეს ცნობარუსულ ენაზე:
“გთხოვთ, შეწყვიტოთ ცეცხლი. ვგზავნით წარმომადგნლებს პოტსდამისხიდზე”. დანიშნულ ადგილას მის
გერმანელ გენერალთან ერთად საბჭოელ მეომრებს ტყვედ ჩაბარდა. ერთი საათის შემდეგ კი კაპიტულაციი
ნაწილი.

ბერლინის დაცემამ ფაშისტების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შეწყვეტა გამოიწვია, თუმცა უპირობო

1945 წლის 7 მაისს რეიმსში (საფრანგეთი) 2 საათსა და 41 წუთზე გენერალმა იოდლმა გენერალ ივანე სუსლ
გერმანიის უპირობო კაპიტულაციის აქტს.

8 მაისს, ცენტრალური ევროპის დროით, 22 საათსა და 43 წუთზე (მოსკოვის დროით 0 საათიდა 43 წუთი) გ
პოლკოვნიკმაშტუმპფმა და ადმირალმა ჰანს ფონ ფრიდებერგმა ხელი მოაწერეს გერმანიის უპირობოკაპიტ

ქართველების წვლილი ბერლინის შტურმში

ბერლინისთვის სსრკ-ის სხვა ხალხებთან ერთად გმირულად იბრძოდნენ ქართველებიც. განსაკუთრებულ


უფროსი სერჟანტი ვალერიან ოსეფაშვილი, რომელმაც პეტრე ბელიკოვთან ერთად აღმართა საბჭოთა დრო

ბერლინის სხვადასხვა რაიონში იბრძოდნენ ძმები უჩუმბეგაშვილები _ ტანკისტი მიხეილი და მეზენიტე ვ

ბერლინისთვის ბრძოლაში თავიანთი სახელები უკვდავყვეს გენერალ-ლეიტენანტებმა ვლადიმერ ჯანჯღა


მაიორებმა: ალექსანდრე ბუკიამ; კირილე უკლებამ და ოთარ ჩეჩელაშვილმა. ბერლინისთვის ბრძოლებში დ

როგორ დაიღუპა აბვერის რეზიდენტი „კნიაზი“, რომელსაც საქართველოს


მეფობის პრეტენზია ჰქონდა

ქართველები მეორე მსოფლიო ომში – ეს თემა დღემდე არაა შესწავლილი. მაგალითად, ბევრმა
არ იცის, რომ აბვერის რეზიდენტი ლენინგრადში (1941-1943 წლები) ქართველი თავადი ვასილ
ბაგრატიონ-მუხრანსკი იყო. ამ საოცარ კაცზე გვესაუბრება მწერალი და ისტორიკოსი, საქართ
ველოს მწერალთა კავშირის წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ნიკა თევზაძე.

– ვასილ ბაგრატიონ-მუხრანსკი პროფესიონალი ოფიცერი გახლდათ და მონაწილეობდა პირველ


მსოფიოო ომში. გამოჩენილი სიმამაცისათვის კი ორდენიც დაიმსახურა. ოქტომბრის
გადატრიალების შემდეგ, ჯერ დენიკინელთა რიგებში იყო, 1919 წელს კი, ქართული არმიის
მხარეს გადავიდა. კნიაზი 1920 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც იბრძოდა, მონაწილეობდა
1921 წლის ტაბახმელის ბრძოლაში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ,
ემიგრაციაში წასვლაზე უარი განაცხადა, საქართველოში დარჩა და პარტიზანებს შეუერთდა.

– ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი იყო?


– არა, კნიაზი ჭიათურის მახლობლად მოქმედ პარტიზანულ რაზმში იბრძოდა. მონაწილეობდა
1924 წლის აჯანყებაში, ხოლო მისი ჩახშობის შემდეგ, ემიგრაციაში წასვლაზე უარი განაცხადა.
ერთხანს ქუთაისში არალეგალურად ცხოვრობდა და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ
პარტიზანული ბრძოლის გაგრძელებას ცდილობდა. დარწმუნდა რა, რომ ეს შეუძლებელი იყო,
საზღვარი არალეგალურად გადალახა და თურქეთში გადავიდა. იქიდან კი 1927 წელს გერმანიას
გაემგზავრა.

– ბაგრატიონ-მუხრანსკი ქართველი ემიგრანტების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობდა?

– მიხეილ ახმეტელი, რომელიც მას ახლოს იცნობდა, კნიაზს ახასიათებს როგორც პატრიოტ,
მამაც, მაგრამ ძალზე ამბიციურ მოღვაწეს. „მეფური სისხლისა იყო და მეფობის პრეტენზია
ჰქონდა,” – წერს ახმეტელი. შესაძლოა, ამიტომ კნიაზმა ვერც ერთ ქართულ ორგანიზაციასთან
საერთო ენა ვერ გამონახა. ეს თანაბრად ეხება როგორც მენშევიკებს, ისე ეროვნულ-
დემოკრატებსა და „თეთრ გიორგის”. ამავე დროს მას ახლო ურთიერთობები ჰქონდა უკრაინელ
ნაციონალისტებთან, ხორვატ უსტაშებთან, მაკედონიელ ჩეტნიკებთან. კნიაზზე ფრიად
საინტერესო ცნობებს იძლევა უკრაინელ ნაციონალისტთა ერთ-ერთი ლიდერი – რომან სუშკო.
ის ამტკიცებს, რომ კნიაზი ყველა მაშინდელი ქართული ორგანიზაციის საქმიანობას
უარყოფითად აფასებდა და ცდილობდა, საკუთარი ორგანიზაცია შეექმნა. სუშკო წერს, რომ
ბაგრატიონ-მუხრანსკიმ რაღაც ჯგუფი მართლაც შექმნა. როცა კოლექტივიზაცია დაიწყო,
საქართველოში შემოიპარა, რათა პარტიზანული მოძრაობა გაეშალა. თუმცა, ეს მხოლოდ
სუშკოს სიტყვებია და ფაქტებით არ მტკიცდება. ფაქტია მხოლოდ ის, რომ კნიაზმა საკუთარი
ორგანიზაციის შექმნა მართლაც სცადა, მაგრამ უსახსრობის გამო, ეს ჯგუფი მალე დაიშალა.
კნიაზი იძულებული გახდა უცხოურ ლეგიონში ჩაწერილიყო. ის აფრიკაში გადაიყვანეს, სადაც
იქაურ აჯანყებულთა წინააღმდეგ იბრძოდა. ამ დროს მან გაიცნო გერმანელი ოფიცერი ბერნ
ფრანკე. ისინი დამეგობრდნენ. ფრანკე თავის მემუარებში წერს, რომ, როცა ერთ-ერთი ბრძოლის
დროს მძიმედ დაიჭრა, კნიაზმა ის ზურგზე მოიგდო და სიკვდილს გადაარჩინა. ამან ისინი
დააახლოვა. ფრანკეც გამოუტყდა, რომ აბვერის აგენტი იყო და აფრიკაში სპეციალურ დავალებას
ასრულებდა. გერმანიაში ისინი ერთად დაბრუნდნენ. ფრანკემ მიაღწია იმას, რომ კნიაზი თავად
ადმირალმა კანარისმა მიიღო.

– ამის შემდეგ კნიაზი აბვერში მიიღეს?

– აბვერი სერიოზული სტრუქტურა იყო, ასე უბრალოდ, იქ ხალხს არ იღებდნენ. კნიაზსაც


დიდხანს გულმოდგინედ აკვირდებოდნენ. ბაგრატიონ-მუხრანსკის ცხოვრების ამ პერიოდზე
საინტერესო ცნობებს გვაწვდის ცნობილი საბჭოთა მწერალი ვასილი არდამატსკი. მას სურდა,
ბაგრატიონ-მუხრანსკი თავის ნაწარმოებში გამოეყვანა, მაგრამ ცენზურამ ნება არ მისცა.
არდამატსკიც, როგორც დისციპლინირებულ ჩეკისტს შეშვენის, ბრძანებას დაემორჩილა –
კნიაზი რომანიდან ამოიღო. თუმცა, მის შესახებ მართლაც უნიკალური მასალები შეაგროვა,
კერძოდ, დაადგინა, თუ როგორ გახდა ის აბვერის თანამშრომელი. არდამატსკის ცნობით,
კნიაზს გამოცდა მოუწყვეს. ის გერმანიის კრიმინალურმა პოლიციამ დააპატიმრა და საკანში
სისხლის სამართლის დამნაშავეებთან ჩასვა. აბვერის ოფიცრები კნიაზს გულდასმით
აკვირდებოდნენ. ადამიანის ხასიათი ხომ ექსტრემალურ ვითარებაში ვლინდება. ახლაც ასე
მოხდა.

– ანუ კნიაზმა გამოცდა ჩააბარა?


– არდამატსკი ამტკიცებს, რომ კნიაზსა და მის თანამოსაკნეებს შორის ჩხუბი მოხდა.
ბაგრატიონ-მუხრანსკიმ ერთ-ერთს თავი გაუტეხა, მეორეს კი კბილებით გაუვსო პირი. ამის
შემდეგ კნიაზს კარცერში ათავსებენ, სადაც თითქმის ორი კვირა დაჰყო. იქიდან ცოცხალ-
მკვდარი გამოიყვანეს. მიუხედავად ამისა, როცა პოლიციელმა შესთავაზა „ხულიგნური”
საქციელისათვის ბოდიში მოეხადა, უარი განაცხადა.

სპეცმომზადების შემდეგ, კნიაზს საცდელი დავალება მისცეს და საფრანგეთში გაგზავნეს.


ბაგრატიონ-მუხრანსკიმ ის ბრწინვალედ შეასრულა. ამის შემდეგ კნიაზს იუგოსლავიაში
აგზავნიან. აბვერს გააჩნდა ინფორმაცია, რომ ბელგრადში მოქმედ თეთრი ემიგრანტების წრეში
საბჭოთა აგენტი ტრიალებდა. აბვერის სპეცჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში ბაგრატიონ-
მუხრანსკიც შედიოდა, პროვოკატორი გაშიფრა. ამის შემდეგ ის აბვერში ჩარიცხეს. მისი
აგენტურული მეტსახელი „კნიაზი” გახდა.

– და ის რუსეთში გადმოისროლეს?

– მანამდე კნიაზმა აბვერის სხვადასხვა სპეც-დავალება შეასრულა. როგორც მზვერავი, ის იყო


ლიტვაში, შემდეგ რუმინეთში. სამწუხაროდ, კნიაზის ლიტვაში ყოფნის დეტალების გარკვევა
ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მის რუმინულ თავგადასავლებს, ამაზე საინტერესო ცნობებს
გვაწვდის ცნობილი რუმინელი კინორეჟისორი სერჟიუ ნიკოლაესკუ. მისი ფილმები კომისარ
მიკლოვანის შესახებ თავის დროზე თბილისში ძალზე პოპულარული იყო. ნიკოლაესკუ წერს,
რომ სურდა მიკლოვანზე გადაღებულ პირველ ფილმში „პოლიციის კომისარი ბრალს სდებს,”
კნიაზიც გამოეყვანა. ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ქართველი თავადი მჟავანაძე უნდა
ყოფილიყო და კნიაზი მისი პროტოტიპი გახლდათ. ეს ნიკოლაესკუსთვის კინაღამ
საბედისწეროდ დამთავრდა. რეჟისორით სეკურიტატე (ასე ერქვა კომუნისტური რუმინეთის
უშიშროებას) დაინტერესდა.

– რატომ?

– ნიკოლაესკუ ამბობს, რომ ეს მწერალ ჰარლამპ ზინკეს გამო მოხდა, რომლის ერთ-ერთი
რომანის ეკრანიზაციაზე ნიკოლაესკუმ უარი თქვა. როგორც ცნობილია, ზინკე როგორც
საბჭოთა სუკთან, ისე სეკურიტატესთანაც აქტიურად თანამშრომლობდა. ამის გამო კი ყველას
სძულდა. ზინკემ ნიკოლაესკუს სამაგიერო გადაუხადა. ფილმის „პოლიციის კომისარი ბრალს
სდებს” სცენარში ასეთი ფრაზა ყოფილა: „ო, რა მატყუარაა ეს მჟავანაძე!” ზინკემ ეს თურმე
დროშასავით ააფრიალა. აქაოდა, რეჟისორი ნიკოლაესკუ ანტისაბჭოთა დივერსიას აწყობსო.
საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდვანი ხომ მაშინ მჟავანაძე
იყო. ამას გარდა, სცენარში სხვა ფრაზებიც ყოფილა. ასე მაგალითად, ერთ-ერთი პერსონაჟი
ამბობდა: „ბატონო ტყემალაძე, უკაცრავად მჟავანაძე, ისე, მჟავე კიტრს უფრო ჰგავხართ.” ზინკემ
ეს ზემდგომ ორგანოებს აცნობა. განსაკუთრებით კი იმას გაუსვა ხაზი, რომ აბვერის ჯაშუში
იგივე გვარს ატარებს, რასაც საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი
მდივანი. ნიკოლაესკუ სეკურიტატეში გამოიძახეს. დაიწყო დაკითხვები.

დაპატიმრებისგან მისმა საყვარელმა, ცნობილმა მსახიობმა, მარგა ბარბუმ იხსნა, რომლის


თაყვანისმცემელთა შორის თავად ჩაუშესკუც იყო. ქალმა თავის კავალერს საქმე ჩაუწყო და
სეკურიტატემ ნიკოლაესკუს კირკიტს თავი დაანება, თუმცა მჟავანაძე და მასთან
დაკავშირებული ფრაზები სცენარიდან ამოიღეს. პრობლემებმა, რომლებიც ნიკოლაესკუს ამ
ფილმთან დაკავშირებით შეემთხვა, განაპირიბა ის, რომ სურათი ეკრანებზე მხოლოდ 1973
წელს გამოვიდა. თუმცა, რეჟისორმა მასზე მუშაობა 1967-ში დაიწყო.
ნიკოლაესკუ ამტკიცებს, რომ ბაგატიონ-მუხრანსკი აბვერის სპეციალურ ჯგუფში შედიოდა,
რომელმაც 1941 წელს რუმინეთში პრო-რუსული გადატრიალება ჩაშალა.

თუკი ნიკოლაესკუს დავუჯერებთ, გენერალმა ანტონესკუმ, რიმელიც ამ პუტჩის ჩახშობის


შემდეგ რუმინეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა, კნიაზი ორდენითაც დააჯილდოვა.
თუმცა ეს მხოლოდ ნიკოლაესკუს სიტყვებია. მათი დამადასტურებელი წყარო არ არსებობს.

– ამის შემდეგ გადაისროლეს კნიაზი რუსეთში?

– რუსეთში ის 1941 წლის ივნისში გადაისროლეს. კნიაზი ოცნებობდა, პარტიზანული ომი


უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე ეწარმოებინა. აბვერის დახმარებით მისმა ოცნებამ ფრთები
შეისხა.

იმას, რომ კნიაზი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, როგორც რუსული, ისე


გერმანული წყაროებიც ადასტურებენ. ჩეკისტები თავიანთ მოხსენებებში ხაზს უსვამდნენ, რომ
კნიაზი იდეის გამო მუშაობს. მისი ოცნება საქართველოს დამოუკიდებლობააო. გამომდინარე
აქედან, ასკვნიან, რომ კნიაზის მოსყიდვა ან შეშინება შეუძლებელია. ის ან უნდა დავიჭიროთ,
ან უნდა მოვკლათო. მართლაც, ბაგრატიონ-მუხრანსკის მოსპობის ბრძანება პირადად პავლე
სუდოპლატოვმა გასცა. მის ბრძანებაში ნათქვამია, როგორც განსაკუთრებით საშიში ელემენტი
კნიაზი მოსპობას ექვემდებარება და თუკი ცოცხლადშეპყრობის შანსი არ არსებობს, ნებისმიერი
ჩეკისტი მოვალეა, ის მოსპოს, თუნდაც ეს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდესო.

არდამატსკი წერს, რომ ჯერ კიდევ ომამდე ჩეკისტებმა ლენინგრადში შექმნეს


ფსევდოანტისაბჭოური იატაკქვეშეთი, რომელიც გერმანულ დაზვერვას დაუკავშირდა. ამ
ხალხის მეშვეობით სუკმა გერმანული დივერსიული ჯგუფი „ზიგზაგი” (ადოლფ ჰიტლერის
დროშა) გაანადგურა. ჩეკისტების ხელთ აღმოჩნდა გერმანელი რეზიდენტი, რომელიც
ლენინგრადში ინჟინერ გორინის საბუთებით ცხოვრობდა. გორინის ნაცვლად რეზიდენტის
ფუნქციები კნიაზს დაეკისრა. საბჭოთა მზვერავმა, რომელიც აბვერის რიგებში იმყოფებოდა,
მოსკოვს აცნობა: ლენინგრადში გადასროლილა გამოცდილი მზვერავი მეტსახელად კნიაზი.
საბჭოთა აგენტმა მხოლოდ იმის დადგენა შეძლო, რომ ეს კაცი კავკასიელია, არისტოკრატი და
რიგ ქვეყნებში აბვერის სპეცდავალებები შეასრულა. ჩეკისტებმა ვერც მისი გარეგნული ნიშნები
დაადგინეს, ვერც ის, თუ სად, როდის უნდა მომხდარიყო კნიაზის ლენინგრადში გადასროლა.
კნიაზმაც ლენინგრადამდე ჩააღწია. ერთხანს ვინმე კრუგლოვის ბინაში იმყოფებოდა.
კრუგლოვი გერმანელთა ძველი აგენტი გახლდათ, რომელიც 1934 წლამდე დაკონსერვებული
იყო. კნიაზმაც მას მიაკითხა და არც შემცდარა. იმ მომენტისთვის ლენინგრადში მოქმედი ბევრი
გერმანელი მზვერავი ან დაპატიმრებული იყო, ან ჩეკისტების კონტროლქვეშ მოქმედებდა.
კრუგლოვის ბინა კნიაზისათვის მართლაც საიმედი თავშესაფარი გახდა. აქ მან კარგად დაისვენა,
შემდეგ აგენტების შემოწმებას შეუდგა. ამ დროს მას ფასდაუდებელი დახმარება გაუწია
აგენტმა, მეტსახელად „ბეღურამ”. ის ლენინგრადის საოლქო პარტიულ კომიტეტში მუშაობდა
და მაღალი პოსტიც ეკავა. სწორედ ამ კაცმა გაუხერხა კნიაზს ახალი საბუთები, უზრუნველყო
საიმედო კონსპირაციული ბინით. ბეღურამ კნიაზს სუკის თანამშრომლის მოწმობაც მიართვა,
თუმცა გააფრთხილა, ამით მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლია, ისარგებლოო.

– ბეღურას ვინაობის დადგენა მოხერხდა?

– ჩეკისტებმა ამის დადგენა ვერ შეძლეს, თუმცა ლენინგრადში გახშირებულმა დივერსიებმა,


საბოტაჟის აქტებმა ქალაქში არსებული მთელი უშიშროების ძალები ფეხზე დააყენა.
ჩეკისტების გააფთრება მას შემდეგ გაიზარდა, რაც კნიაზის მიერ მიცემული ნიშნის
საფუძველზე, გერმანულმა ავიაციამ პურის ბეღელი დაბომბა. ამის შემდეგ საბჭოთა უშიშროება
კნიაზზე ნამდვილ ნადირობას იწყებს. პროვოკატორის მეშვეობით, თითქოს მის კვალსაც
წააწყდნენ, მაგრამ კნიაზმა საფრთხე იყნოსა და პროვოკატორი ლიკვიდირებულ იქნა. კნიაზი
ქალაქში კარგა ხანს დარჩა და ჩეკისტებს „კუკუდამალობანას” წარმატებით ეთამაშებოდა.

ჩეკისტებმა კრუგლოვი გაშიფრეს. ის უჩუმრად დააპატიმრეს, აწამეს. კრუგლოვმაც ყველაფერი


დაფქვა. საქმე ისაა, რომ საერთო საფრთხემ კრუგლოვი და კნიაზი ერთმანეთს დაახლოვა.
კნიაზმაც გულის ნადები გაუზიარა, უთხრა, რომ მისი ნამდვილი გვარი ბაგრატიონ-მუხრანსკია
და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძვის. დაკითხავებზე კრუგლოვი ამბობს:
„კნიაზნმა მითხრა, რუსეთმა საქართველოში სისხლის ტბა დააყენა, რასაც ვერასოდეს
დავივიწყებო”. სიტყვამ მოიტანა და ბეღურას შესახებაც ჩეკისტებს სწორედ კრუგლოვმა აცნობა.
დაკითხვაზე მან განაცხადა, კნიაზი ერთხანს ჩემთან იმალებოდა. ახალი ბინით და საბუთებით
ის გერმანელმა აგენტმა უზრუნველყო, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კნიაზმა მითხრა,
ამ კაცის მეტსახელი ბეღურააო. ის ლენინგრადის საოლქო პარტიულ კომიტეტში მუშაობს და
მაღალი თანამდებობაც უკავიაო.

კრუგლოვმა თქვა, თუ როდის უნდა მისულიყო მასთან კნიაზი. ჩეკისტების შემპყრობი ჯგუფიც
მის ბინაში ჩასაფრდა. როგორც ჩანს, უკანასკნელ მომენტში კრუგლოვი სინდისმა შეაწუხა. ის
ანაზდად წამოხტა და ფანჯრიდან ყვავილის ქოთანი გადმოაგდო.

– ანუ ამით კნიაზი გააფრთხილა?

– ქოთანი პირობითი ნიშანი გახლდათ. თუკი კნიაზი ფანჯრის რაფაზე შემოდებულ ქოთანს
დაინახავდა, ეს ნიშნავდა, რომ საფრთხე არ არსებობს და ბინაში შესვლა შეიძლება.
კრუგლოვმაც, ფაქტობრივად, თავი გასწირა. ქოთანი სწორედ კნიაზის ფეხებთან დაეცა,
როდესაც ის უკვე სადარბაზოში შესვლას აპირებდა. ჩეკისტებმა კნიაზის შეპყრობა სცადეს,
მაგრამ ამაოდ. ბაგრატიონ-მუხრანსკიმ გაქცევა შეძლო. კრუგლოვის სახლთან მომხდარი
სროლის შემდეგ კნიაზი ფრონტის ხაზზე გადასვლას შეეცდებოდა. მართლაც ასე მოხდა.
ჩეკისტები ზუსტად მიხვდნენ იმასაც, რომ კნიაზი გაქცევას ფინეთის ყურით დააპირებდა.
კნიაზმა პასუხად ცეცხლი გახსნა. ის მანამ ისროდა, სანამ ვაზნები არ გამოელია. უკანასკნელი
ტყვია კი პირში დაიხალა.

ატენი

ატენი მდინარე ტანის ორივე ნაპირზე, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის სოფლის


ტერიტორიაზეა გაშენებული. მეფე ბაგრატ IV-ის ბრძანებით, ქალაქი ატენი XI საუკუნის შუა
წლებში აშენდა. იმ დროისთვის ატენის ხეობა სამეფო ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენი
იყო, ამიტომ ატენსა და ხეობაზე გამავალ გზებს მკაცრად იცავდნენ. XIII-XVII საუკუნეებში
ატენი მნიშვნელოვან ქალაქად რჩებოდა, მაგრამ დაღესტნელი ფეოდალების განუწყვეტელი
თავდასხმების შედეგად, XVIII საუკუნისთვის ქალაქი დაკნინდა და სოფლად იქცა. თუმცა,
წარსული დიდების ნაკვალევი დღემდე არ გამქრალა და ატენის თითოეული გოჯი, იქ
არსებული სიძველეები, წარსულის მაჯისცემა თანამედროვე ცხოვრებას ერწყმის.

ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა:


— იცი რა მითხრა შენზე შენმა მეგობარმა?
— მოიცადე, — შეაჩერა სოკრატემ, — სანამ რამეს იტყოდე, სამ საცერში გაცერი და ისე მითხარი.
— სამ საცერში?
— დიახ, სამ საცერში. პირველი — ეს არის სიმართლის საცერი. დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც
აპირებ, სიმართლეა?
— არა, უბრალოდ, რაც მოვისმინე იმას ვამბობ.
— ესეიგი, შენ არ იცი სიმართლე თუ არა. კარგი! მაშინ, მოდი ახლა მეორე საცერში გავცრათ შენი
სათქმელი. მეორე – ეს არის სიკეთის საცერი. მიპასუხე, ის, რაც უნდა მითხრა, კარგია?
— არა, პირიქით.
— ესეიგი — მშვიდად განაგრძობდა სოკრატე — შენ გინდა მითხრა რაღაც ცუდი და თანაც არ იცი
სიმართლეა თუ არა. კარგი, მაშინ, მოდი ბოლო საცერზე გადავიდეთ. მესამე საცერი — ეს არის
სარგებელი. შენი აზრით, რამდენად სასარგებლო იქნება ჩემთვის ის, რისი თქმაც გინდა?
— ვფიქრობ, რომ ის არანაირ სარგებელს არ მოგიტანს.
— მაშ ასე — დაასკვნა სოკრატემ — თუ ინფორმაციაში, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არაფერი არც
კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო. მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს მის თქმას?

ქერჩის სადესანტო ოპერაცია

მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საბჭოთა კავშირის უმაღლესი
მთავარსარდლობის ორგანიზებულ და ჩატარებულ ქერჩის სადესანტო ოპერაციას, რომელიც
მიმდინარეობდა 1941 წლის 26 დეკემბრიდან-1942 წლის 20 მაისამდე. თავდაპირველი წარმატების
მიუხედავად, ქერჩის სადესანტო ოპერაცია, საბჭოთა ჯარებისთვის ტრაგედიით დასრულდა.
განადგურებულ იქნა საბჭოთა-44-ე; 47-ე და 51-ე არმია, ხოლო საბჭოთა მხარის საერთო დანაკარგი
შეადგენდა 300 ათას ადამიანს, მათ შორის 170 ათასამდე ტყვეს. ასევე დიდი იყო საბჭოთა ნაწილების
ტექნიკური ზარალი. სადესანტო ოპერაციის წარუმატებლობამ გადაწყვიტა ალყაშემორტყმული
სევასტოპოლის ბედი. მოგვიანებით კი ვერმახტის ნაწილებს გაუადვილა კავკასიის ფრონტზე შეტევა.
სამხედრო მოქმედებები 1941 წლის 26 სექტემბერი - 16 ნოემბერი

1941 წლის 26 სექტემბერს გერმანული ვერმახტის მე-11 არმია გენერალ ერიხ ფონ მანშტაინის
მეთაურობით მიადგა ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე-პერეკოპსკის ყელს. სწორედ აქედან უნდა
მომხდარიყო გერმანული ნაწილების მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე შეღწევა და მთელი
ნახევარკუნძულის დაკავება. საბჭოთა 51-ე არმიას მიეცა ბრძანება დაეცვა პერეკოპსკის ყელი და არ დაეშვა
გერმანელთა შემოსვლა ნახევარკუნძულის სიღრმეში, თუმცა 20 ოქტომბრისთვის გერმანელებმა
მოახერხეს ფრონტის გარღვევა. ამავე დროს ოდესიდან ზღვისპირეთის სამხედრო ნაწილები საბჭოთა
ჯარების დასახმარებლად გამოემართნენ. შედეგად-6 დღით-26 ოქტომბრამდე მოხერხდა ვერმახტის
ნაწილების შეკავება, მანამ სანამ გერმანელებმა დაიკავეს იშუნი (დასახლებული პუნქტი პერეკოპსკთან)
და საბჭოთა არმიას ფლანგებიდან შემოუარეს. ალყაში, რომ არ მოხვედრილიყო, საბჭოთა ზღვისპირეთის
არმია სამხრეთისკენ დაიძრა, ხოლო 51-ე არმიას კი უნდა დაეცვა ქერჩის მიმართულება, ამიტომ ეს
ნაწილები განლაგდნენ ქალაქ აკ-მონაისთან (დღევანდელი კამენსკოე)-ყველაზე ვიწრო ყელზე აზოვისა და
შავ ზღვას შორის, რომლის სიგანეც 18 კმ-ია. დაიწყო სისხლისმღვრელი ბრძოლები.

ამავე დროს გერმანელთა ნაწილები იბრძოდნენ სამხრეთით ქალაქ სევასტოპოლთან, რომელსაც მათ
ალყა შემოარტყეს, თუმცა 30 ოქტომბრიდან-21 ნოემბრამდე გამუდმებული ბრძოლების მიუხედავად მისი
აღება ვერ შეძლეს. მანშტაინმა სევასტოპოლის მიმართულებით გაგზავნა ვერმახტის ნაწილების დიდი
რაოდენობა, ხოლო ქერჩის დასაცავად კი მხოლოდ ერთი ქვეითი დივიზია.

27 ოქტომბრიდან მოყოლებული ქალაქი ქერჩი გამუდმებით იბომბებოდა გერმანული ავიაციის


მიერ. ქალაქის შენარჩუნება საბჭოთა ნაწილებისთვის შეუძლებელი გახდა. უმაღლესი
მთავარსარდლობის ბანაკის განკარგულებით დაიწყო ჯარების გადაყვანა ქერჩიდან ტამანის
ნახევარკუნძულზე. საბოლოოდ ვერმახტის ნაწილებმა ქერჩი აიღეს-16 ნოემბერს.

საბჭოთა არმიის სამოქმედო გეგმა

7 დეკემბერს საბჭოთა უმაღლესმა მთავარსარდლობამ ქერჩის ფრონტზე გასაგზავნ სამხედრო


ნაწილებს, რომელთაც მეთაურობდნენ დიმიტრი ტომიფეევიჩ კოზლოვი და თევდორე ივანოვიჩ
ტოლბუხინი, შემდეგი სამოქმედო გეგმა დაუსახა: უნდა მომზადებულიყო სადესანტო სამხედრო
ოპერაცია ქერჩის დასაბრუნებლად. ოპერაციის გეგმა, თავად ტოლბუხინის მიერ იყო შედგენილი და
ითვალისწინებდა 51-ე და 44-ე საბჭოთა არმიათა ერთდროულ გადასხმას ქერჩისა და ფეოდოსიის
ნაპირებზე. ქერჩის გერმანული ნაწილების ალყაში მოქცევას და განადგურებას. შემდგომ საბჭოთა
ჯარების მოქმედება უნდა გაგრძელებულიყო ყირიმის ნახევარკუნძულის სიღრმისაკენ,
განთავისუფლებულიყო სევასტოპოლი და მთელი ყირიმის ნახევარკუნძული მოქცეულიყო საბჭოთა
არმიის კონტროლქვეშ.

მთავარი დარტყმა ფეოდოსიის რაიონში უნდა განეხორციელებინა 44-ე არმიას, ხოლო დამხმარე
ძალად გამოიყენებოდა 51-ე არმია-ქერჩის რაიონში.იმისათვის რომ მაქსიმალურად შეევიწროებინათ
ვერმახტის არმიის ნაწილები და მოესპოთ მათთვის მანევრირების საშუალება, საბჭოთა ჯარების ყირიმის
ნახევარკუნძულის ნაპირებზე გადასხმა უნდა მომხდარიყო რამდენიმე ადგილას-250 კილომეტრიან
სივრცეზე ფეოდოსიასა და ქერჩს შორის.

დესანტის გადასხმა
1941 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა 51-ე არმია გადასხდა ქერჩის სანაპიროზე. სამი დღის შემდეგ 29
დეკემბერს-ფეოდოსიის ნაპირებს მიადგა 44-ე არმია. დესანტის რაოდენობა, ოპერაციის დასაწყისში
შეადგენდა 40 000 ადამიანს.

უნდა აღინიშნოს, რომ ფეოდოსიის ნაპირზე არსებული პორტის გამო, საბჭოთა ნაწილების
დესანტირება გაცილებით მოხერხებულად მოხდა და ის სამი ათასიანი გერმანული გარნიზონიც,
რომელიც საბჭოთა ნაწილებს დახვდა ფეოდოსიაში-მალე მწყობრიდან იქნა გამოყვანილი 44-ე არმიის
ნაწილების მიერ.

გაცილებით რთული მდგომარეობა იყო ქერჩში, სადაც დესანტის გადასხმა ხდებოდა პირდაპირ
ყინულივით ცივ წყალში. ჯარისკაცები მკერდამდე წყალში მიაბიჯებდნენ ნაპირისკენ. ყინვის გამო დიდი
იყო დანაკარგი. დესანტირებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო ძლიერი ყინვა, რის გამოც გაიყინა ქერჩის
სრუტის დიდი ნაწილი და ჯარისკაცებს ყინულის გავლით უწევდათ ნაპირზე გადასვლა.

რაც შეეხება ვერმახტის ნაწილების განლაგებასა და მდგომარეობას ამ დროისათვის, უნდა ითქვას


რომ გერმანული ნაწილები მხოლოდ 46-ე ქვეითი ბრიგადისა და რუმინელთა სამთო მსროლელი პოლკის
საშუალებით იცავდნენ პარპაჩის მთების ტერიტორიას. საბჭოთა ნაწილები ბევრად აღემატებოდნენ
გერმანელთა ნაწილებს, სწორედ ამიტომ მოუწიათ ამ უკანასკნელებს უკანდახევა. ეს იყო საბჭოთა არმიის
დიდი წარმატება, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა....

ერიხ ფონ მანშტაინი თავის ჩანაწერებში ამბობდა: „მოწინააღმდეგეს, რომ შექმნილი ვითარება თავის
სასარგებლოდ გამოეყენებინა და ვერმახტის 46-ე ქვეით დივიზიას დადევნებოდა, პარალელურად კი
ფეოდოსიიდან უკანდახეული რუმინელებისთვის შეეტია, მდგომარეობა სავალალო გახდებოდა
არამხოლოდ ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე მებრძოლი გერმანული ნაწილებისთვის, არამედ მთელი მე-11
არმიისთვის“ - თუმცა ამ დროს საბჭოთა ნაწილები „არსად ჩქარობდნენ“....

ქერჩის 51 არმიის მოძრაობის სიჩქარე საკმაოდ ნელი იყო, ხოლო რაც შეეხება 44-ე არმიას -ნაცვლად
იმისა, რომ მათ ფეოდოსიიდან დასავლეთის მიმართულებით ემოძრავათ, ისინი აღმოსავლეთით 51-ე
არმიის შესახვედრად დაიძრნენ. ამან საშუალება მისცა გერმანულ ნაწილებს შეექმნათ გამაგრებული
ზოლი ქალაქ აკ-მონაის (დღევანდელი კამენსკოეს) დასავლეთით - სივაშის სანაპიროსთან.

1942 წლის 2 იანვრისთვის საბჭოთა ნაწილებმა მთლიანად დაიკავეს ქერჩის ნახევარკუნძული.


გერმანული ნაწილების სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, საბჭოთა უმაღლესი
მთავარსარდლობა მიუთითებდა დიმიტრი კოზლოვს-პერეკოპსკის მიმართულებით სწრაფი შეტევის
განვითარებაზე, თუმცა კოზლოვი არასაკმარისი ძალების მომიზეზებით შეტევის დაწყებისგან თავს
იკავებდა.
რუკის ავტორი: ნიკა ხოფერია

ოპერაციის დაგეგმვისას საბჭოთა გენერლების ზემოაღნიშნულ შეცდომათა გარდა უნდა აღინიშნოს


უმაღლესი მთავარსარდლობის შეცდომები:
ფრონტზე არ არსებობდა არცერთი სამედიცინო დაწესებულება. უახლოესი ჰოსპიტალი
მდებარეობდა ყუბანში. დაჭრილი ჯარისკაცები, პირველადი დახმარების შემდეგ, პოზიციებიდან ქალაქ
ქერჩში გადაჰყავდათ, ხოლო იქედან კი ზღვით უნდა გადაეყვანათ ნოვოროსიისკში

მეორე დიდ შეცდომად საბჭოთა მთავარსარდლობის მხრიდან ითვლება საჰაერო თავდაცვის არქონა
ფრონტზე. შედეგად 4 იანვრისთვის, მოწინააღმდეგის საჰაერო მოქმედებების შედეგად საბჭოთა არმიის
ზარალი დიდი იყო.

ფეოდოსიის დათმობა
1942 წლის იანვრის პირველი ნახევრის განმავლობაში, საბჭოთა ნაწილები გეგმავდნენ შეტევას
ყირიმის ნახევრკუნძულის სიღრმისკენ და ამისთვის დამხმარე ძალებითაც მარაგდებოდნენ, თუმცა
მანშტაინმა რამდენიმე დღით დაასწრო კოზლოვს და 15 იანვარს გერმანული ნაწილები მოულოდნელად
შეტევაზე გადავიდნენ საბჭოთა 51-ე და 44-ე არმიების მიმართულებით-ქალაქ ვლადისლავოვკასთან.
საბჭოთა ნაწილების რიგი რაოდენობრივი და ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად, ვერმახტის
ნაწილებმა 18 იანვარს შეძლეს ფეოდოსიის აღება, რის შემდეგაც საბჭოთა ჯარის მომარაგების ერთადერთ
გზად რჩებოდა - გაყინული ქერჩის სრუტე....

ყირიმის ფრონტი

1942 წლის 28 იანვარს საბჭოთა მთავარსარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება ჯარების გამოყოფისა და


ცალკე ყირიმის ფრონტის შექმნის შესახებ-გენერალ დიმიტრი კოზლოვის მეთაურობით. თებერვლის
დასაწყისში ყირიმის ნახევარკუნძულზე გადასხმულ იქნა საბჭოთა 47-ე არმია გენერალ კონსტანტინე
კოლგანოვის მეთაურობით. ფრონტი გაძლიერებულ იქნა სატანკო ნაწილებით, არტილერიითა და
მსროლელთა დივიზიებით.

მთავარსარდლობამ ასევე გადაწყვიტა გაეძლიერებინა ახალი ფრონტის სამხედრო შტაბი და ქერჩში


რამდენიმე ოფიცრის თანხლებით გაგზავნა-პირველი რანგის არმიის კომისარი ლევ ზახაროვიჩ მეხლისი,
რომელიც საბჭოთა მთავარსარდლობის უშუალო წარმომადგენელი იყო ყირიმის ფრონტზე. მეხლისი იყო
ადამიანი, რომელსაც სტალინი ენდობოდა, მეტიც-იგი სტალინის ერთ-ერთი რჩეულიც კი ყოფილა,
ალბათ იმ საერთო თვისების გამო, რომელიც მას და „დიდ ბელადს“ ჰქონდათ-რაც იყო დაუნდობლობა.
ცნობილია, რომ ერთ-ერთ ფრონტზე, სადაც მეხლისი „დამხმარედ“ იყო გაგზავნილი, მისი ბრძანებით
ორი გენერალი დახვრეტილ იქნა-პანიკაში ჩავარდნის ბრალდების გამო. ლევ მეხლისი სამხედრო საქმის
სპეციალისტი არ იყო. მისი ყირიმის ფრონტზე გაგზავნა კი მოხდა საბრძოლო სულის ასამაღლებლად და
მთავარსარდლობის ბრძანების პირნათლად შესასრულებლად, რითაც მანამდე გენერალი კოზლოვი
ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა.

1942 წლის 27 თებერვალს საბჭოთა არმიები შეტევაზე გადავიდნენ ქერჩის მიდამოებში.


პარალელურად დაიწყო საბჭოთა შეტევა სევასტოპოლში. ბრძოლები გრძელდებოდა 3 მარტამდე, თუმცა
ვერც ქერჩისა და ვერც სევასტოპოლის მიდამოებში საბჭოთა არმიამ წარმატება ვერ მოიპოვა და ვერ
შეძლო ვერმახტის ნაწილების გარღვევა

საბჭოთა შეტევა განახლდა 13 დან 19 მარტის ჩათვლით-თუმცა ვერც ამ პერიოდში მოხერხდა


წარმატების მოპოვება. „გაძლიერებული“ საბჭოთა არმიის მდგომარეობა მძიმე იყო.

გერმანელთა კონტრშეტევა

1942 წლის აპრილის დასაწყისში, ვერმახტის ნაწილებმა მიიღეს შევსება და მნიშვნელოვნად


გაძლიერდნენ სატანკო ნაწილებით.

საბჭოთა ნაწილები მეხლისის ბრძანებით განლაგდნენ პარპაჩის მთების ჩრდილოეთ ნაწილთან, რაც
თავის მხრივ საბჭოთა ჯარებს სწყვეტდა ფრონტის სიღრმეს. გერმანელებს მოწინააღმდეგის ამგვარი
შეცდომა ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ. სწორედ ამ დროს განხორციელდა ვერმახტის ნაწილების
მიერ საბჭოთა ჯარების შემოვლა სამხრეთიდან, ოპერაცია „Unternehmen Trappenjagd“-ამ ოპერაციაში
მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გერმანულმა სამხედრო ავიაციამ, რისთვისაც ჰიტლერის ბრძანებით
ყირიმში გადაისროლეს მე-8 საჰაერო ფლოტი „ლიუფტვაფე“- ვოლფრამ ფონ რიხთგოფენის
მეთაურობით.

გერმანელთა შეტევა დაიწყო 1942 წლის 8 მაისს 04:15 საათზე. საჰაერო დარტყმების შედეგად 51-ე
არმიის დიდი ნაწილი განადგურებულ იქნა. დაიღუპა არმიის მეთაური გენერალი-ვლადიმერ ლვოვი.
ჩრდილოეთის მიმართულებით გერმანელთა მიერ ჩატარდა ცრუ-მანევრი, მთავარი დარტყმა კი საბჭოთა
ნაწილებს მიაყენეს სამხრეთის (ნაკლებად დაცული) მიმართულებიდან. შედეგად-თითქმის 2 კვირიანი
ბრძოლის შემდეგ, საბჭოთა ჯარები მოიმწყვდიეს ქერჩის სრუტესთან. გერმანულმა ავიაციამ გაანადგურა
არამხოლოდ საბჭოთა ჯარი, არამედ დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა, რამაც საბოლოო ჯამში
გამოიწვია საბჭოთა ნაწილების დანებება-საბოლოოდ 20 მაისს ქერჩი დაეცა. გერმანელებმა დაიკავეს
ქალაქი.

რუკის ავტორი: ნიკა ხოფერია

საბჭოთა ჯარების ნაწილმა შეძლო ევაკუაცია ტამანის ნახევარკუნძულზე, ხოლო 162 282 ადამიანი-
ვინც ვერ მოახერხა ევაკუირება, დაიღუპა და ნაწილი ტყვედ ჩავარდა. თავად გერმანელთა მტკიცებით,
მათ ქერჩის აღების შემდგომ 170 000 სამხედრო ტყვე აიყვანეს, თუმცა, როგორც ცნობილია ტყვეთა შორის
დიდი რაოდენობით იყო ქერჩის მშვიდობიანი მოსახლეობაც. გერმანელთა დანაკარგი შეადგენდა
დაახლოებით 4 000 ადამიანს და რიგ სამხედრო-ტექნიკურ დანაკარგს - მაშინ როდესაც ვერმახტის
ნაწილებმა შეძლეს 3 რუსული - 44-ე; 47-ე და 51-ე არმიის განადგურება.

აჯიმუშკაის ქვის სამტეხლოები

1942 წლის 20 მაისს გერმანელთა მიერ ქალაქ ქერჩის აღების შემდეგ, საბჭოთა ჯარების ნაწილმა,
როგორც ზემოთ აღინიშნა ტამანის ნახევარკუნძულზე მოახდინა ევაკუაცია. ქერჩზე დარჩა დაახლოებით
10 ათასამდე ჯარისკაცი, რომელთაც უნდა დაეცვათ მთავარი ნაწილები, სანამ ეს უკანასკნელნი
ევაკუირდებოდნენ. ნახევარკუნძულზე დარჩენილ სამხედრო ნაწილებს, ადგილობრივ მოსახლეობასთან
ერთად მოუწიათ თავის შეფარება-ქალაქ ქერჩის ახლოს მდებარე აჯიმუშკაის ქვის სამტეხლოებისთვის.

აჯიმუშკაის მემორიალური მუზეუმი

ქვის სამტეხლოების დერეფნებში თავშეფარებულ ნაწილებს ხელმძღვანელობდნენ- პოლკოვნიკი-


პავლე მაქსიმოვიჩ იაგუნოვი, ბატალიონის უფროსი კომისარი-ივანე პავლოვიჩ პარახინი, უფროსი
ლეიტენანტი-მიქაელ გრიგორიევიჩ პოვაჟნი და სხვ. გერმანელებმა სამტეხლოები რკინის
მავთულხლართებით შემოღობეს და დაიწყეს ძირითადი შესასვლელების აფეთქება და მათი ჩახერგვა.
წყლისა და ჰაერის ნაკლებობის მიუხედავად აჯიმუშკაის ქვის სამტეხლოების მებრძოლები მედგრად
ებრძოდნენ მოწინააღმდეგეს. ამ ბრძოლებში სამხედროებთან ერთად დაიღუპა ქალაქ ქერჩის მრავალი
მოქალაქე. საბოლოოდ აჯიმუშკაის ქვის სამტეხლოები წლის 1943 წლის ნოემბერში გაანთავისუფლა
საბჭოთა 56-ე არმიამ.
1966 წელს შეიქმნა აჯიმუშკაის ქვის სამტეხლოების-თავდაცვის მუზეუმი, ხოლო 1982 წელს გაიხსნა
აჯიმუშკაის ქვის სამტეხლოების გმირთა მემორიალი.

რომის დაცემის 8 მიზეზი

მეოთხე საუკუნის ბოლოს, დასავლეთ რომის იმპერია დაეცა მსოფლიოს თითქმის ხუთასწლიანი
ბატონობის შემდეგ. ისტორიკოსები ამ კრახის მიზეზად ათას მიზეზს ასახელებენ, დაწყებული
სამხედრო წარუმატებელი რეფორმებით, დამთავრებული კლიმატური ცვლილებებითაც კი. ზოგი
მკვლევარი დღესაც დაობს, რომ რომის იმპერია სინამდვილეში არ დაეცა ახ. წ. 476 წელს,
რამდენადაც მისი აღმოსავლეთი ნაწილი განაგრძობდა მომდევნო ათასი წელი არსებობას ბიზანტიის
იმპერიის სახით. გარკვეული სახის თეორიები, რომლებიც შედარებით დამაჯერებლად სცემენ ამ
კითხვაზე პასუხს, პოპულარობით სარგებლობენ საზოგადოებაში. წაიკითხეთ რომის იმპერიის
დაცემის რვა მიზეზი.

1. ბარბაროსი ტომების შემოსევა


დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის ყველაზე მარტივი თეორია უკავშირებს გარეშე მტრებთან
ბრძოლაში სამხედრო დანაკარგების ჯაჭვს. რომი ჩართული იყო გერმანულ ტომებთან ბრძოლაში
საუკუნეების მანძილზე, მაგრამ 300–იანი წლებისათვის გოთების მსგავსი „ბარბარული“ ჯგუფი
იმპერიის საზღვრებს მიღმა საკმაოდ შემოიჭრა. რომაელებმა გაუძლეს გერმანულ შემოსევებს
მეოთხე საუკუნის ბოლო მეოთხედამდე, მაგრამ 410 წელს ალარიხმა, ვესტგოთების ბელადმა,
დაარბია ქალაქი რომი. მომდევნო ათწლეული იმპერია გამუდმებული რბევის საფრთხის ქვეშ იყო,
სანამ „მარადიული ქალაქი“ ხელმეორედ არ დაარბიეს 455 წელს. საბოლოოდ 476 წელს გერმანული
ტომების ბელადმა ოდოაკრმა ბუნტი არ მოაწყო და ბოლო რომაელი იმპერატორი რომულუს
აუგუსტუსი არ დაამხო. აქედან მოყოლებული რომაელი იმპერატორი აღარ მართავდა ქვეყანას, რის
გამოც ბევრი მიიჩნევს, რომ 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.
2. ეკონომიკური გასაჭირი და მონებით შრომისადმი გატაცება
მაშინაც კი, როცა რომი იმყოფებოდა გარე მტრების შემოსევების საფრთხის ქვეშ, იგი ასევე
ინგრეოდა შიგნიდანაც მკაცრი ფინანსური კრიზისის წყალობით. გამუდმებულმა ომებმა და
გადახარჯვამ მნიშვნელოვნად დააცარიელა სახელმწიფო ხაზინა, ხოლო გაზრდილმა გადასახადებმა
და ინფლაციამ უფრო მეტად გაზარდა მდიდარსა და ღარიბს შორის სოციალური სხვაობა.
გადასახადების თავიდან აცილების მიზნით, მდიდარი კლასის ფენის ბევრი წარმომადგენელი
გარბოდა პროვინციაში და თავის დამოუკიდებელ საფეოდალოს აარსებდა. ამავე დროს, იმპერია
განიცდიდა შრომის დეფიციტს. რომის ეკონომიკა ბევრად იყო დამოკიდებული მონებზე, მონის
შრომებზე, ხოლო სამხედრო კამპანიები ამ საჭიროებას ავსებდა – დაპყრობილი ხალხი მიჰყავდათ
სამუშაოდ. მაგრამ როცა მეორე საუკუნეში იმპერიის გაფართოება შეწყდა, მონების მიწოდება და
სამხედრო ნადავლის მოპოვებაც შეწყდა. ეკონომიკური გასაჭირის ფონზე, მისი სავაჭრო გზების
მოშლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების კლების გათვალისწინებით, იმპერია
ნელ–ნელა კარგავდა გავლენას ევროპაში.

3. აღმოსავლეთ იმპერიის აღმასვლა


დასავლეთ რომის ბედი ნაწილობრივ განსაზღვრული იყო მესამე საუკუნის ბოლოს, როცა
იმპერატორმა დიოკლეტიანემ იმპერია ოთხ ნაწილად გაჰყო – მაგრამ მათგან გამოირჩეოდა:
დასავლეთ იმპერია ქ. მილანით და აღმოსავლეთ იმპერია ქ. ბიზანტიონით, რომელიც მოგვიანებით
ცნობილი გახდა როგორც კონსტანტინეპოლი. იმპერიის გაყოფით გაიოლდა დიდი ტერიტორიის
მართვა, მაგრამ მოკლე ხანში იმპერიის ორივე ნაწილი ერთმანეთს დაშორდა. აღმოსავლეთი
დასავლეთი ერთმანეთთან ვეღარ თანამშრომლობდა.უფსკრული უფრო გაღრმავდა, ბერძნულად
მოლაპარაკე აღმოსავლეთ იმპერია მალე განვითარდა, ხოლო ლათინურად მოსაუბრე დასავლეთი კი
თავით ჩაეშვა ეკონომიკურ კრიზისში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ იმპერიის
სიმდიდრემ და ძლიერებამ აიძულა ბარბაროსები დაეპყროთ დასავლეთი. იმპერატორმა
კონსტანტინემ უზრუნველყო, რომ კონსტანტინეპოლი ყოფილიყო კარგად დაცული და
გამაგრებული ქალაქი, მაგრამ იტალია და ქალაქი რომი – რომელიც მხოლოდ სიმბოლური
ღირებულებით შემორჩა – დარჩა გაუმაგრებელი. თუმცა დასავლეთ იმპერიამ ათასი წელი გააგრძელა
არსებობა, სანამ ოტომანთა იმპერიამ 1400–იან წლებში არ მოუღო ბოლო.

4. ექსპანსიის გადაჭარბება და სამხედრო გადახარჯვა


რომაული იმპერია გადაჭიმული იყო ატლანტიკის ოკეანიდან მდინარე ევფრატის სანაპიროებამდე
და შესაძლოა, რომ მისმა ამ სიდიადემ განაპირობა იმპერიის დაცემა. უზარმაზარი ტერიტორიის
მმართველობისათვის იმპერია შეეჩეხა ადმინსიტრაციულ და ლოჯისტიკურ კოშმარს. მიუხედავად
ბრწყინვალე საგზაო სისტემისა, რომაელებს არ შეეძლოთ სწრაფად ან ეფექტურად ურთიერთობის
დამყარება სხვადასხვა რეგიონთან. რომი იბრძოლა რომ მოეხდინა სამხედრო რესურსების
საკმარისად მობილიზაცია და რეგიონებში მათი ჩაყენება, რათა თავიდან აეცილებინა ადგილობრივი
ბუნტები და აჯანყებები, მაგრამ მეორე საუკუნეში იმპერატორმა ადრიანმა გადაწყვიტა აეშენებინა
ცნობილი კედელი ბრიტანეთში, რათა შემოსევები აეცილებინა თავიდან. უფრო მეტი და მეტი
ფინანსები იხარჯებოდა იმპერიის სამხედრო ნაწილზე, რის გამოც ტექნიკური განვითრება დაეცა და
რომაული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მოირღვა.

5. ხელისუფლების კორუფცია და პოლიტიკური არასტაბილურობა


თუ რომის ტერიტორია ძნელი სამართავი იყო, არაეფექტური და არათანმიმდევრული მმართველობა
ასევე დიდ პრობლემას ქმნიდა იმპერიაში. რომაელი იმპერატორის თანამდებობა ძალიან სახიფათო
საქმიანობა იყო, მაგრამ მეორე და მესამე საუკუნეებში იგი ფაქტიურად სასიკვდილო
გადაწყვეტილებად იქცა. სამოქალაქო ომმა იმპერია ქაოსში გახვია და სულ რაღაც 75 წლის მანძილზე
20-ზე მეტი იმპერატორი გამოიცვალა – ჩვეულებრივ წინამორბედის მკვლელობის
შემდეგ.პრეტორიანელთა გვარდია – იმპერატორის პერსონალური დაცვა – საკუთარი სურვილით
კლავდა და აჰყავდა ტახტზე იმპერატორი. პოლიტიკური ხრწნა შეეპარა ასევე რომაულ სენატსაც,
რომელიც ვეღარ ახერხებდა იმპერატორთა სურვილების მოთოკვას და გადაეშვა
კორუფციაში.სიტუაციის გაუარებას თან მოჰყვა სამოქალაქო უკმაყოფილების ზრდაც. ბევრმა
რომაელმა დაკარგა ნდობა ხელისუფლებისადმი.

6. ჰუნების გამოჩენა და ბარბაროსი ტომების მიგრაცია


რომზე ბარბაროსთა შემოსევები ნაწილობრივ განპირობებული იყო მასიური მიგრაციით, რომელიც
გამოიწვია ევროპაში ჰუნების გამოჩენამმეოთხე საუკუნის ბოლოს. როცა ისინი ჩრდილოეთ ევროპაში
შემოიჭრნენ, ბევრი გერმანული ტომი რომაული იმპერიის საზღვრებთან მირეკეს.ისტორიკოს ამიანე
მარცელინუსის ცნობით, რომაელი ჩინოვნიკები მშიერ გოთებს აიძულებდნენ თავიანთი შვილების
მონებად გაყიდვასაც კი. გოთებისადმი სასტიკი მოპყრობით, რომაელებმა საშიში მტერი შეიძინეს
საზღვრებთან. როცა ზეწოლა აუტანელ გახდა, გოთებმა აჯანყება მოაწყვეს და საბოლოოდ დაარბიეს
რომაული არმია და მოკლეს იმპერატორი ვალენტი ადრიანოპოლის ბრძოლაში ახ.წ. 378 წელს.
შოკირებულმა რომაელებმა სასწრაფოდ ზავი დადეს ბარბაროსებთან, მაგრამ 410 წელს ეს ზავი
მოიშალა, როცა გოთების მეფემ ალარიხმა ქ. რომი დაარბია.დასავლეთ იმპერიის დასუსტებასთან
ერთად, გერმანიკულმა ტომებმა, განსაკუთრებით ვანდალებმა და საქსებმა შეძლეს იმპერიის
საზღვრის გადალახვა და ბრიტანეთის, ესპანეთის, ჩრდილოეთ აფრიკის დაკავება.

7. ქრისტიანობა და ტრადიციული ღირებულებების დაკარგვა


რომის დაცემას თან ახლდა ქრისტიანობის გავრცელება, ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს,
რომ ახალი რწმენის გაბატონებამ ხელი შეუწყო იმპერიის რღვევას. 313 წელს მილანის ედიქტმა
დააკანონა ქრისტიანობა და მოგვიანებით, 380 წელსიგი სახელმწიფო რელიგიად იქცა. ამ დეკრეტს
მოჰყვა საუკუნოვანი დევნა, რამაც შესაძლოა ამოძირკვა ტრადიციული რომაული ღირებულებების
სისტემა. ქრისტიანობამ ჩაანაცვლა წარმართული პოლითეისტური რომაული რელიგია, რომელიც
იმპერატორს განიხილავდა როგორც ღვთაებრივ ფიგურად. ამასობაში პაპებმა და სხვა კლერიკალებმა
აქტიურად დაიწყეს სახელმწიფოს პოლიტიკაში ჩარევა, რითაც რთულდებოდა ქვეყნის მართვა.მე18
საუკუნის ისტორიკოსი ედვარდ გიბონი იყო ამ თეორიის ყველაზე გულმხურვალე მომხრე, მაგრამ
მის შემდგომ ეს თეორია მრავალმხრივი კრიტიკის ქვეშ მოექცა. შეიძლება ქრისტიანობამ რაღაც
გავლენა მოახდინა იმპერიაზე, მაგრამ მკვლევართა უმეტესობარომის იმპერიის დაცემის მიზეზებად
ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ ფაქტორებს მიიჩნევს.

8. რომაული ლეგიონის დასუსტება


მისი ისტორიის მანძილზე, რომის სამხედრო საქმიანობა ყოველთვის ანციფრებდა ძველ სამყაროს.
მაგრამ დაცემის პერიოდში მისი ოდესღაც ძლიერი ლეგიონიც დასუსტდა. რომი ვეღარ ახერხებდა
საკმარისი ოდენობის ჯარისკაცების მობილიზებას, ამიტომ იმპერატორებმა დეოკლეტიანემ და
კონსტანტინემ, დაიწყეს უცხოელი ჯარისკაცების დაქირავება არმიისთვის. საბოლოოდ რომაული
ლეგიონი გადაივსო გერმანული გოთებისა და სხვა ბარბაროსი ტომების ხალხით. ამიტომ მალე
რომალებისათვის სიტყვა „ბარბაროსი“ სიტყვა „ჯარისკაცს“ ჩაენაცვლა. რაც უფრო გაწვრთნილი
ჯარისკაცები იყვნენ გერმანული ტომის ხალხი, მით უფრო ნაკლები ერთგული იყვნენ ისინი
იმპერიისადმი. ფაქტობრივად, იმ ბარბაროსებს შორის, ვინც ქ. რომი დაარბია და შესაბამისად,
დაამხო დასავლეთ რომის იმპერია, ბევრს გავლილი ჰქონდა სამხედრო წვრთნები და ნამსახურები
იყო რომაულ ლეგიონში.

ომები
მსოფლიო ისტორიის მანძილზე იყო არაერთი ომი, დაწყებული უძველესი საუკუნეებიდან, ჯერ
კიდევ ქრისტეს შობამდე, მოყოლებული ახალ დრომდე.თუ გადავხედავთ მსოფლიო ისტორიას
უძველესი ომებიდან ერთ-ერთი გამოსაკვეთია ბერძენ-სპარსელთა ომები.
იყო ომების სერია საბერძნეთის ქალაქსახელმწიფოებსა და სპარსეთის იმპერიას შორის. ომი დაიწყო
ძვ. წ. 500 წელს და 51 წლის შემდეგ ძვ. წ. 449წელს დასრულდა ბერძნების თავდაცვითი
წარმატებით. კონფლიქტი დაიწყოიონიელების აჯანყებით, თუმცა ის მალევე ძვ. წ. 493 წელს
სპარსელებმა ჩაახშეს. ამას მოჰყვა დარიოს I-ის შეჭრა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც
მარათონის ველზე ათენელების მიერ მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებით დაგვირგვინდა.
დარიოსის სიკვდილის შემდეგ საბერძნეთში შეიჭრა სპარსული არმია მისი შვილის, ქსერქსე I-ის
მეთაურობით. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ლეგენდარული თერმოპილეს ბრძოლა ქსერქსესა
და სპარტის მეფე ლეონიდასს შორის, რომელიც ოკუპანტების გამარჯვებით დამთავრდა. ამის
მიუხედავად არც მეორე ლაშქრობის დასასრული გამოდგა სპარსელებისთვის მომგებიანი. კამპანიის
ბედი სალამინის საზღვაო ბრძოლაში ათენელებისა და სპარტელების კოალიციის გამარჯვებამ
გადაწყვიტა. გამარჯვების შემდეგ ძვ. წ. 479-478 წლებში ბერძნებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და
სპარსელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიები გაანთავისუფლეს. შემდეგ კი ძვ. წ. 477-449 წლებში
მიმდინარე ათენელების პირველი საზღვაო ალიანსის მიერ წარმოებული ომის შედეგად
მოწინააღმდეგეს თრაკია და მცირე აზიაც გამოსტაცეს.
ომების შედეგად სპაპსელების მრავალ ცდას აეღო ბალკანეთი, წერტილი დაესვა. ბერძნული
ცივილიზაციის კულტურულმა განვითარებამ პიკს მიაღწია, თუმცა მალევე ამ პერიოდში
დაწინაურებულ ათენსა და სპარტასშორის დაიწყო ომი, რომელიც პელოპონესის ომის.
შუა საუკუნეების ომებიდან შეიძლება ჯვაროსნული ომების გამოყოფა.
ჯვაროსნული ომები იყო დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და
ეკონომიურად მოტივირებული ომები. საფუძველი ჩაეყარა მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში,
როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში
დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება,
რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას
მოითხოვდა.
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით
მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასანთავისუფლებლად.
თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში
ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ
ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდები უბრალო ხალხთან ერთად
აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალი აიღეს. ამ
ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.
ჯვაროსნული ომები იყო დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და
ეკონომიურად მოტივირებული ომები. საფუძველი ჩაეყარა მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში,
როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში
დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება,
რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას
მოითხოვდა.
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით
მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასათავისუფლებლად.
თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში
ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ
ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდი უბრალო ხალხთან ერთად
აღმოსავლეთისკენ დაიძრა ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალიმი აიღეს. ამ
ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა (1145–1149) — ჯვაროსნების მეორე ლაშქრობა ევროპიდან,
რომელიც 1145 წელს დაიწყო, წინა წელს ედესას დაცემის გამო. ედესა პირველი საგრაფო იყო
შექმნილი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად (1095-1099) და ასევე პირველი, რომელიც
დაეცა. მეორე ლაშქრობა პაპმა ევგენი III-მ გამოაცხადა, და ასევე პირველი ლაშქრობა იყო, რომელსაც
ევროპელი მეფეები ხელმძღვანელობდნენ, კერძოდ, ლუი VII და კონრად III, რამდენიმე სხვა
ევროპელი დიდგვაროვანის დახმარებით. ორი მეფის არმიამ დამოუკიდებლად გადაჭრა ევროპა და
ოდნავ შეფერხდა ბიზანტიის იმპერატორ მანუელ I კომნენოსის მიერ; ბიზანტიის ტერიტორიის
გადაჭრის შემდეგ, ორივე არმია დამოუკიდებლად დაამარცხეს თურქ-სელჩუკებმა. ლუიმ და
კონრადმა მათი არმიების ნარჩენებით იერუსალიმში ჩასვლა მოახერხეს და 1148წელს, დამასკიზე
უშედეგო იერიში მიიტანეს. ეს ლაშქრობა დიდი წარუმატებლობა იყო ჯვაროსნებისთვის და დიდი
გამარჯვება მაჰმადიანებისთვის. მას შედეგად იერუსალიმის დაცემა და XII საუკუნეში მესამე
ჯვაროსნული ლაშქრობა მოჰყვა.
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა (1189-1192) – წამოიწყეს რომის პაპებმა გრიგოლ VIII-ემ და (მისი
გარდაცვალების შემდეგ)კლემენტ III-მ. მასში მონაწილეობა მიიღო სამმა უძლიერესმა ევროპულმა
მონარქმა — საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ I ბარბაროსამ, საფრანგეთის მეფე ფილიპ II
აუგუსტმა და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულმა. მისი წინაპირობა გახდასალადინის მიერ 1187
წელს იერუსალიმის დაპყრობა.
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა – ჯვაროსნული ლაშქრობა 1202-1204 წწ. დაიგეგმა
ეგვიპტისწინააღმდეგ, მაგრამ ვენეციელი ვაჭრების მზაკვრული გეგმის წყალობით იგი
ბიზანტიისსაწინააღმდეგოდ შემობრუნდა. თეობალდ III-ის გარდაცვალების შემდეგ სათავეში
ჩაუდგაბონიფაციუს I მონფერატი. 1204 წელს
ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და იქ ლათინთა იმპერია დააარსეს. რომლის პირველი
იმპერატორიც გახდა ბალდუინ I ფლანდრიელი. ბონიფაციუს მონფერატი გახდა თესალონიკის მეფე.
ლათინთა იმპერიამ 1261 წლამდე იარსება. ამ ლაშქრობის შემდეგ ჯვაროსანთა პოზიციები მცირე
აზიაში ძლიერ შესუსტდა. იერუსალიმი ეგვიპტელი არაბების ხელში რჩებოდა. ევროპის მონარქებმა
შემდეგი დარტყმა ეგვიპტისაკენ მიმართეს.
მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა — ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც მიმდინარეობდა 1217-1221
წლებში.
ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ განცხადება გააკეთა რომის პაპმა ინოკენტი III-მ 1215 წელს.
ლაშქრობა უნდა დაწყებულიყო 1217 წელს. ამ მომენტისთვის პაპი ინოკენტი III გარდაიცვალა,
თუმცა ლაშქრობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მისმა მემკვიდრემ ჰონორიუს III-მ.
მიუხედავად იმისა, რომ წმინდა რომის იმპერიის მმართველი ფრიდრიხ II არ მონაწილეობდა
ლაშქრობაში, ხოლო ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლო გარდაიცვალა, ლაშქრობა მაინც შედგა. 1217
წელს წმინდა მიწისკენ გაემართა ჯვაროსნების ანგარიშგასაწევი არმია, რომლის წინამძღოლობაც
იკისრეს უნგრეთის მეფემ ანდრაშ II-მ, ავსტრიის ჰერცოგმა ლეოპოლდ VI-მ და მერანის ჰერცოგმა
ოტონ I-მა.
საომარი ოპერაციები დუნედ მიმდინარეობდა და 1218 წელს მეფე ანდრაშ II სამშობლოში
დაბრუნდა. მალე, წმინდა მიწაზე ჩავიდა ჯვაროსნების ახალი ნაკადი ჰოლანდიის გრაფის ვილჰელმ
I-ის მეთაურობით. ჯვაროსნებმა გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ ეგვიპტეს, რომელიც იმ
დროისათვის მუსულმანთა ძლიერების მთავარ ცენტრს წარმოადგენდა წინა აზიაში.
ალ-ადილის ძემ - ალ-კამილმა (ალ ადილი გარდაიცვალა 1218 წელს) ჯვაროსნებს ძალზედ
მომგებიანი ზავი შესთავაზა: ის თვით იერუსალიმის დაბრუნებაზე დათანხმდა, თუმცა ეს
წინადადება ჯვაროსნების მხრიდან უარყოფილი იქნა. 1218 წლის ნოემბერში ერთწლიანი ალყის
შემდეგ ჯვაროსნებმა აიღეს ქალაქი დუმიატი. ჯვაროსნების ნაწილი პაპის ლეგატის პელაგიას
მოწოდებით დაიძრა მანსურისაკან, თუმცა ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა და ჯვაროსნებმა
1221 წელს ალ-კამილთან ზავი დადეს, რომლის მიხედვითაც მიიღეს თავისუფალი უკან დახევის
გარანტია, თუმცა ვალდებულება აიღეს გაეთავისუფლებინათ დუმიატი და სრულად ეგვპტე.
მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა 1228-1229წწ.იყო მას მეთაურობდა საღვთო რომის იმპერატორი
ფრიდრიხ მეორე.ფრიდრიხმა ეგვიპტის სულთანთან მოლაპარაკების გზით დაიბრუნა
იერუსალიმი,თუმცა ჯვაროსნებმა ქალაქი 1244წ. ისევ დაკარგეს

მეშვიდე და მერვე ჯვაროსნულ ლაშქრობები,1249-1254წწ.და 1270-1291წლებში მოხდა.ორივე


ლაშქრობას მეთაურობდა ქრისტიანობისთვის გულანთებული საფრანგეთის მეფე ლუი მეცხრე.მისი
ორივე კამპანია მარცხით დასრულდა.მოგვიანებით მეფე ლუი წმინდანად შერაცხეს.1291 წელს
ჯვაროსნების უკანასკნელი ქალაქი აკრა დაეცა და ამის შემდეგ ჯვაროსნული ლაშქრობებიც
დასრულდა.
თუ გადავხედავთ მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებს ამ პერიოდიდან ყურადღება უნდა
გავამახვილოთ ნაპოლეონის ომებზე.
ნაპოლეონის ომები - ამ სახელით ცნობილია, ომები, რომელიც ევროპის სხვადასხვა
სახელმწიფოებში მიმდინარეობდა ნაპოლეონ I-ს მეთაურობით, როდესაც ის იყო პირველი კონსული
და იმპერატორი (1800 - 1815). უფრო ფარო აზრით აქ იგულისხმება ნაპოლეონის იტალიური
კამპანიაც (1796 - 1797) და ეგვიპტური ექსპედიციაც(1798 - 1799), თუმცა
ჩვეულებრივ(განსაკუთრებით იტალიურ კამპანიას) ამ ომებს მიაწერენ ე.წ. რევოლუციურ ომებს.18
ბრიუმერის გადატრიალებამ (9 ნოემბერი 1799 წ.) საფრანგეთის მართვის ძალაუფლება გადასცა
ადამიანს, რომელიც გამოირჩეოდა ძალაუფლების დიდი სიყვარულით, ამბიციებით, სარდლობის
დიდი ნიჭითა და ომის სიყვარულით. ეს ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც ძველი ევროპა
იმყოფებოდა სრულ დეზორგანიზაციაში: მთავრობები სრულიად უმოქმედონი იყვნენ ერთობლივი
მოქმედებებისათვის და მზად იყვნენ საკუთარი თავის სასარგებლოდ წასულიყვნენ ნებისმიერ
ქმედებაზე. ყველგან მოქმედებდა ძველი წესები, ადმინისტრაციაშიც, ფინანსებშიც და ჯარშიც -
წესები, რომელთა არაეფექტურობამ თავი იჩინა საფრანგეთთან პირველივე სერიოზული შეტაკების
დროს.
მესამე კოალიცია .ენგიენის ჰერცოგის, ლუი ანტუან ანრი დე ბურბონ-კონდეს, ნაპოლეონის
საიმპერატორო გვირგვინის მემკვიდრის და იტალიის, ესპანეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის
ძლიერი მოწინააღმდეგის სიკვდილმა ზეგავლენა მოახდინა სხვადასხვა იმპერიებზე. იტალიის
რესპუბლიკა გადაიქცა სამეფოდ და მილანში(1805, მარტი) მეფედ იკურთხა ნაპოლეონი. მეფის
ტიტულის მიღების შემდეგ აახენის, კიოლნისა და მაინცის გავლისას გერმანიაში მყოფ ნაპოლეონს
თავი მთელი რეინის მხარის მმართველად მოჰყავდა. ამავე დროს მან ესპანეთი აიძულა საფრანგეთს
დახმარებოდა ფლოტითაც და ფულითაც. ჰოლანდიაში, ინტრიგებითა და მუქარით, ის მონარქიულ
მთავრობას ამზადებდა, რომლის სათავეშიც მისი ერთ-ერთი ძმა ჩადგებოდა. ამ ყველაფრის გამო
ინგლისს შეუერთდა რუსეთი, შვეიცარია, ავსტრია დანეაპოლი. ასევე ინგლისი მის მოკავშირეება
ავალდებულებდა გადაეხადათ ფულადი სუფსიდიები.
ახალი კოალიცია ცდილობდა თავისკენ გადაებირებინა პრუსია, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავი
შეიკავა და ყოველი შემთხვევისათვის ნეიტრალურ, თუმცა შეიარაღებულ ქვეყანად დარჩა. პრუსიის
ორაზროვანმა ქმედებამ ნაპოლეონის უკმაყოფილება გამოიწვია. სამხრეთ-გერმანიის
თავადებისათვის მიცემული დაცვის პირობის თანახმად, ნაპოლეონმა მოულოდნელად ჯარი
გერმანიისკენ დაძრა, რომლის ნახევარმა პრუსიის ნეიტრალურ მიწებზე გაიარა სადაც ბადენის,
ბავარიის, ჰესენის,ნასაუს და სხვა დამატებითი ჯარით გაძლიერდა. 20 ოქტომბერს ილმაში
ჩაკეტილი ავსტრიის არმია ნაპოლეონს დანებდა და კაპიტულაცია გამოაცხადა. ნაპოლეონის ეს
უდიდესი გამარჯვება ინგლისის ფლოტის ტრაფალგარის გამარჯვების(21 ოქტომბერი) სახელით
ცნობილმა ბრძოლამ დაჩრდილა.
მათ შორის, მისი ნეიტრალიტეტის დარღვევით გაღიზიანებული პრუსია შეუერთდა კოალიციას,
მაგრამ საკმაოდ გვიან. 13 ნოემბერს ფრანგებმა აიღეს ვენა და რუსულ და ავსტრიულ ჯარს
მორავიაში დახევა აიძულეს, სადაც აუსტერლიცში 2 დეკემბერს, ნაპოლეონის კოალიციის
წლისთავზე, მოხდა ცნობილი „სამი იმპერატორის ბრძოლა“. გამარჯვება წილად ხვდათ ფრანგებს.
იმპერატორი ფრანცი ნაპოლეონს დამამცირებლად სთხოვდა დაზავებას, რომელსაც გამარჯვებული
დათანხმდა, მაგრამ იმ პირობით, თუ რუსული ჯარი გავიდოდა ავსტრიის ტერიტორიიდან(4
დეკემბერი). 26 დეკემბერს ავსტრიამ საფრანგეთთან გააფორმა „პრესბურგის მშვიდობა“, რომელიც
სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, გაბსბურგში, აუქმებდა მონარქიას, ასევე ტიროლისა და ვენეციის
ტერიტორიები(პირველი გაყოფილ იქნა ბადენსა დავიურტემბერგს შორის, მეორე შეუერთდა
ბავარიას, ხოლო მესამე - იტალიის სამეფოს), საბოლოოდ ჩამოშორდა წმინდა რომის იმპერიას და
სამეფო გვირგვინები წილად ხვდათ ნაპოლეონის ძმებს, ნეაპოლსა და ჰოლანდიაში.
აუსტერლიცის გამარჯვებასა და პრესბურგის მშვიდობის დადების შუალედში ნაპოლეონმა შესძლო
საფრანგეთის მხარეს გადმოებირებინა პრუსიის მეფის მიერ მასთან გამოგზავნილი რწმუნებული,
რომელმაც აუსტერლიცის შემდგომ, არამარტო გადაწყვიტა გამარჯვებულისათვის არ წარედგინა
მისი მთავრობის მოთხოვნა, არამედ მისი თანხმობის გარეშე ნაპოლეონთან გაეფორმებინა
შეთანხმება შენბურგში(15 დეკემბერი). პრუსია გახდა საფრანგეთის მოკავშირე, ამასთან საფრანგეთს
გადაეცა რეინის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებული კლიოვის საჰერცოგოს ნაწილი, ვეზელის
ციხესიმაგრითურთ და უარი სთქვა ფრანკონის სათავადოზე. ამას გარდა ის ვალდებული იყო მის
პორტში არ შემოეშვა ინგლისური გემები, რისთვისაც მან მიიღო ჰანოვერი. პრუსიის მეფე
დათანხმდა ამას, მაგრამ განაცხადა, რომ ღებულობს მას მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ საერთო
მშვიდობის დამყარებამდე. ასეთმა განცხადებამ გააღიზიანა ნაპოლეონი, რომელიც მასში ხედავდა
ფრედერიკ-ვილგელმ III-ს განზრახვას, საბოლოოდ არ ჩამოსცილდეს კოალიციას.
მეოთხე კოალიცია (1806-1807)
მეხუთე კოალიცია (1808-1809)
სამამულო ომი (იგივე ბოროდინო1812 ) და მეექვსე კოალიცია (1813-1814) 1813 წელი -ბრძოლა
ლაიფციგთან მას მოიხსენიებენ როგორც სახალხო ბრძოლას . და ბოლოს მეშვიდე კოალიცია (1815)
ნაპოლეონის ბოლო ბრძოლა იგივე ვატერლოო.

ვატერლოოს ბრძოლა
1815 წელს ბელგიაში, სოფელ ვატერლოოსთან გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა, სადაც
ინგლისის, ჰოლანდიის და პრუსიის ალიანსი დაუპირისპირდა ნაპოლეონისფრანგულ არმიას.
ბრძოლის წინა დღეს უპირატესობა ნაპოლეონის მხარეს იყო, რადგან ლინის ბრძოლის შემდეგ
პრუსიელთა ძალები, რომელთაც ფელდმარშალიბლუხერი ხელმძღვანელობდა მოწყვეტილი იყო
ინგლის-ჰოლანდიის კოალიციისგან. ამის შემდეგ ნაპოლეონი ბრიტანალების პოზიციებისკენ
დაიძრა, თუმცა ლორდი უელინგტონი უკვე წასული დაუხვდა. ფრანგები კოალიციას უკან გაყვნენ,
თუმცა მათ შორის ბრძოლას კოკისპირულმა წვიმამ შეუშალა ხელი.
მეორე დღეს ჯარები განლაგდნენ ერთმანეთის პირისპირ. რვა საათზე აპირებდა ნაპოლეონი
ბრძოლის დაწყებას, მაგრამ ჩათვალა რომ, კავალერია და არტილერია ვერ მოახერხებდა
გადაადგილებას ტალახში, რითაც რამდენიმე საათი წააგო, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის.
კარგი განწყობა შეინიშნებოდა ფრანგულ არმიაში, საფრანგეთის მარშალი და ნაპოლეონთან
დაახლოებილი ადამიანი მიშელ ნეი არ აფასებდა მათ წინააღმდეგ მებრძოლ ალიანსს და ამბობდა
რომ სულ რაღაც ორ საათში გაანადგურებდა "სიპაების გენერალს" (უელინგტონს). ნაპოლეონის
დავალებით, მარშალი ემანუელ დე გრუში გაემართა ბლუხერისკენ, რათა გზა გადაეკეტა მასთვის
და არ მიეცა საშუალება შეერთებოდა უელინგტონს.
თორმეტ საათზე ნაპოლეონის არტილერიამ ველინგტონის ჯარების ცენტრისკენ მიიტანა შეტევა,
სადაც პიტკონის ქვეითები იყვნენ განლაგებულნი. "ინგლისელები ისე ეცემოდნენ ძირს როგორც
კეგლის გრუზები"(ჯ.ლოუფორდი). ბრძოლის დროს ველინგტონი ამბობდა: "ღმერთო დიდებულო,
ეს კაცი ას ზარბაზანს ისე მარჯვედ ატრიალებს, როგორც ერთ პისტოლეტს." ინგლისელ გენერალს
თავისი შტაბი უკანდახევას თხოვდა, მაგრამ ის არ აპირებდა "შეშინებული ქათამივით აქეთ-იქით
სირბილს" და ბრძანება გასცა რომ მდგარიყვნენ უკანასკნელ ჯარისკაცამდე. ნაპოლეონის
არტილერია კი ცეცხლს აძლიერებდა, საბოლოოდ ველინგტონმა თახნმობა მისცა თავის გენერლებს
რომ ასი მეტრით უკან დაეხით და როგორმე თავი დაეღწიათ ჭურვების წვიმისგან.
ნეიმ ბრიტანელების ეს ნაბიჯი უკანდახევად ჩათვალა და ყველაზე კარგ დროდ შეტევისთვის. მან 16
000-იანი ესკადრონი ორად გაყო და შეუტია ალიანსს. კვლავ არ ღალატობდა იღბალი ველინგტონს,
რუკაზე არ იყო დატანილი ხრამი ვატერლოოს ველზე სადაც 8000 ცხენოსანი მიემართებოდა და
იქიდან რამდნიმე ასეულიღა გადაურჩა ჩაჩეხვას. ნეი მაინც არ შეეგუა ესკადრონის ნახევრის
დაკარგვას, ინგლისელების ცამეტ კარეს შეუტია და 8 გაარღვია კიდეც. ამ დროს ნაპოლეონი ცოფებს
ყრიდა, გაწბილებული იყო ნეის საქციელით და იძახდა: "როგორ შეიძლება კავალერიის შეტევა
ინფანტერიის დახმარების გარეშე". მაგრამ კავალერიის როლი მაინც დადებითად უნდა შეფასდეს
ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, 8 კარეს განადგურების გარდა მათ ძალიან დიდი
ზიანი მიაყენეს ფეხოსნებს და შოტლანდიელებისგან შემდგარი "Royal Greys" კავალერია თითქმის
ბოლომდე გაანადგურეს.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
ბრძოლის მიმდინარეობისას გორაკზე გამოჩნდა მომავალი ჯარი. უელინგტონს ისინი პრუსიელები
ეგონა, ხოლო ნაპოლეონი დარწმუნებული იყო რომ მათ გრუშის ნაწილები უახლოვდებოდნენ,
რომლებმაც პრუსიელებს უკან დაახევინეს და ახლა იმპერატორის დასახმარებლად დაბრუნდნენ.
ველინგტონის ჰერცოგი ხვდებოდა რა ახლოს იყო დამარცხებასთან და ამბობდა: "ღმერთო მომეცი
ღამე ან ბლუხერი". იმ დღეს იღბალი აშკარად ინგლისელების მხარეს იყო, ღმერთმა მისცა ბლუხერი.
გორაკზე გაჩერებული ჯარს შავი მუნდირი ემოსა, რომელიც პრუსიელების ნიშანი იყო. გრუშიმ ვერ
მოახერხა აღეკვეთა პრუსიელთა მოძრაობა და არასწორად იმოქმედა, რის შედეგადაც ბლუხერის
გენერალი ბიულოვი სწრაფად დაიძრა ვატერლოოსკენ, მას სხვა კორპუსებიც მიჰყვნენ. ნაპოლეონმა
ჩართო უკანასკნელი რეზერვი ბრძოლაში, საიმპერატორო გვარდია (გვარდიის მეთერთმეტე
ბატალიონი). ამ გვარდიის შეტევისთვის ჯერ არავის ჰქონდა გაძლებული და იმპერატორი მხოლოდ
უკიდურეს შემთხვევაში იყენებდა ხოლმე. გვარდიამ შეუტია ალიანსს, მათ გაარღვიეს პირველი
ხაზი, გადათელეს არტილერია, დაამრცხეს პოლ ჰეკეტის ბრიგადა მაგრამ მეტის გაკეთება უკვე
შეუძლებელი იყო. ველინგტონის ფერდობზე ჩასაფრებული მეიტლენდის რამდენიმე რაზმმა
ძლიერი ცეცხლი გაუხსნა და საბოლოოდ დაახევინა უკან ფრანგებს. ორგანიზებულად იხევდა უკან
გვარდია, რასაც ველინგტონის კიდევ ერთი აღფრთოვანება მოჰყვა: "დიდებულია, დიდებულია". 5
ათასი ჯარისკაცი მოექცა 80 000 მოკავშირის ალყაში, ველინგტონის ჯარისკაცები ყოველი მხრიდან
ესროდნენ მათ. გენერალმა კოლმა არტილერიას ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა:"ეს უკვე მკვლელობაა,
ნამდვილი მკვლელობა. შეწყვიტეთ სროლა". მან აღმართა თეთრი დროშა და ჯარისკაცებს მიმართა
რომ არავინ დაივიწყებდა მათ გმირობას, მაგრამ მოვიდა დრო რომ დანებდნენ. ფრანგების
გენერალმა პიერ კამბრონმა კი ამაზე დაუყვირა: "merde!" რაც უკიდურესი ფორმაა
დაუმორჩილებლობის და შეურაცყმყოფელ ფორმაში გამოითქმის (ფრანგული გინებაა). არსებობს
მეორე რომანტიკული ვერსია სადაც კამბრონი პასუხობს:"ნეხვო!!! გვარდია იღუპება მაგრამ არ
ნებდება".[საჭიროებს წყაროს მითითებას] ამის შემდეგ დაჭრილი კამბრონი მიწაზე ეცემა და
გვარდიის სისხლი ვატერლოოს ველზე დაიღვრება.
როდესაც გვარდიის მეთერთმეტე ბატალიონი გმირულად იბრძოდა, ძველ გვარდიას ნაპოლეონი
გაყავდა ბრძოლის ველიდან. კიდევ შეეძლო ნაპოლეონს ბრძოლების წარმოება, მის განკარგულებაში
იყო 120 000 ჯარისკაცი, მაგრამ მას აღარ უნდოდა კამპანიებში მონაწილეობის მიღება. არსებობს
ვერსია რომ, რიგითი ფრანგები მას სასახლეში უვარდებოდნენ და ინგლისელების განადგურებასაც
თხოვდნენ. ის გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც სავარაუდოდ მოწამვლით მოკლეს
1821 წელს.
გრუშის შეცდომას არასდროს დაუვიწყებენ ფრანგები, მოღალატედაც შერაცხეს. იმ დროინდელ
საფრანგეთში არსებობდა ეჭვი რომ ის შეეკრა ინგლისელებს, რაც შემდგომ გაქარწყლდა და მისი
მოქმედება უინიციატივობას მიაწერეს.
პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), აგრეთვე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი,
იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში
(მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის
მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრო-უნგრეთისა და
ოსმალეთის იმპერიის აქსისში.
ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის
ზღვიდანშვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო,
თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი.
შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც.
ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და
რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები -
ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი დაიუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი
გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.
მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის
ისტორიაში.
აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის
თავდასხმითპოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა
1945 წლის 8 მაისისვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს
იაპონიის კაპიტულაციით.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ
ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ:
საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის
დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის
შეერთებული შტატები.
მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და
ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში
(არქტიკა) ალასკასა დაგრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში - ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ
აფრიკაში - ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში ( სურინამის დაპყრობა ),
ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი(ოპერაცია ტაბარინი).
მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20
მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი
იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვისამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე
სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიცგენოციდშიც კი გადაიზარდა.

ტრაქტატი
ტრაქტატი შედგებოდა შესავლისა, 13 ძირითადი და 4 დამატებითი საიდუმლო (სეპარატული)
მუხლისგან.
ტრაქტატის შესავალ ნაწილში ზოგადად აღნიშნული იყო ის ურთიერთობა, რაც უძველესი
დროიდან რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობდა, რომ რუსეთის იმპერია მოწოდებული იყო,
დაეცვა ერთმორწმუნე საქართველო სხვა ქვეყნების მხრივ ჩაგვრისაგან, რომ საქართველოს
დამოკიდებულება რუსეთისადმი ასახული იყო ადრიდანვე რუსეთის ხელმწიფეთა
ტიტულატურაში და სხვ. აქ იგულისხმებოდა ის ფაქტი, რომ 1587 წელს კახეთის სამეფოს რუსეთის
მფარველობაში შესვლის შემდეგ მოსკოვის მეფეები და შემდეგ რუსეთის იმპერატორებიც
ოფიციალურ ტიტულატურაში თავიანთ თავს „ივერიის ხელმწიფესაც“ უწოდებდნენ. ტრაქტატის
შესავალში აღნიშნული იყო, რომ იმპერატორმა დიდსულოვნად ინება ქართველების
გათავისუფლება „უღლისაგან მონებისა“ და იმ დამამცირებელი ვალდებულებებისაგან, „რომლისაცა
რომელნიმე ერნი ამათგანნი მიცემად შეკრულ იყუნეს… ტყუედ მიხდისა ვაჟთა და ქალთასა“.
ტრაქტატი აცხადებდა, რომ ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე თეიმურაზის ძემ თხოვნით მიმართა
რუსეთის იმპერატორს მისი სამეფოსა და სამფლობელოების უზენაესი მფარველობის ქვეშ მიღების
შესახებ „უზენაეს ხელმწიფედ აღსარებითა ყოვლისა რუსეთის იმპერატორთა მეფეთა ზედა
ქართლისა და კახეთისა“; იმპერატორმა „ინება აღდგინება და დამტკიცებაი მეგობრობითისა
პირობისა“. შესავალშივე დასახელებული იყვნენ ორივე მხრიდან ის წარმომადგენლები, რომლებიც
აღჭურვილნი იყვნენ რწმუნებით ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად.
ხელშეკრულების პირველი მუხლით ქართლ-კახეთის მეფე თავისი და თავისი მემკვიდრეების
სახელით აცხადებდა, რომ უარყოფდა ირანის ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსადმი რაიმე
დამოკიდებულებას და ცნობდა მხოლოდ რუსეთის უზენაეს ხელისუფლებას და მფარველობას,
აღუთქვამდა რუსეთის საიმპერატორო ტახტს ერთგულებას და რუსეთის სახელმწიფოს
შეწევნისათვის ყოველთვის მზადყოფნას, როცა ამას მისგან მოითხოვდნენ.
მეორე მუხლით იმპერატორი ეკატერინე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით პირობას
დებდა, ყოველთვის მზრუნველობა გამოეჩინა და მფარველობა გაეწია ქართლ-კახეთის
მეფეებისათვის. ამის ნიშნად იმპერატორი ერეკლეს სამფლობელოს მთლიანად და და უკლებლად
დაცვას ივალებდა. გარდა ამისა, ხელმწიფის ეს თავდებობა გავრცელდებოდა იმ ქვეყნებზედაც,
რომელნიც დროთა განმავლობაში საქართველოს შეუერთდებოდნენ.
მესამე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე ახალასული მეფე ამიერიდან
რუსეთის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა სათანადო სიგელითა და ინვენსტიტურის* ნიშნების
გამოგზავნით. ახლად გამეფებულს რუსეთის წარმომადგენლის წინაშე საზეიმოდ უნდა მიეცა ფიცი,
რომლის ტექსტიც ტრაქტატს თან ერთვოდა.
მეოთხე მუხლში ნათქვამი იყო, რომ ქართლ-კახეთის მეფე ამიერიდან უცხო სახელმწიფოებთან
დამოუკიდებელ დიპლომატიურ ურთიერთობას არ აწარმოებდა. ყოველ ასეთ შემთხვევაში იგი
მოვალე იყო რუსეთის საიმპერატორო კარის რეზიდენტს ან კიდევ კავკასიის ხაზის უფროსს
შეთანხმებოდა.
მეხუთე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ორივე მხარეს ერთმანეთის სამეფო კარზე უნდა დაენიშნა
თავისი წარმომადგენელი რეზიდენტი ანუ მინისტრი.
მეექვსე მუხლით რუსეთის იმპერატორი, თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით,
საქართველოს მეფეს აღუთქვამდა შემდეგს: 1. ქართლ-კახეთის სამეფოს მცხოვრებნი
ჩაითვლებოდნენ რუსეთის იმპერიასთან მჭიდრო კავშირში მყოფად და მათი მტრები რუსეთის
მტრებად გამოცხადდებოდნენ. ოსმალეთთან და ირანთან ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან
დადებული ხელშეკრულების პირობები გავრცელდებოდა საქართველოზედაც; 2. მეფე ერეკლე და
მისი მემკვიდრენი ქართლ-კახეთის ტახტზე უცვლელად დაცულნი იქნებოდნენ; 3. ქვეყნის საშინაო
მართვა-გამგეობა, სამართლის წარმოება და გადასახადების აკრეფა მთლიანად საქართველოს მეფის
უფლებებში რჩებოდა. რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ
საქართველოში რაიმე განკარგულების გაცემა.
მეშვიდე მუხლში ერეკლე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით დაპირებას იძლეოდა: 1.
ყოველთვის მზად ყოფილიყო თავისი ჯარით რუსეთის იმპერიის სამსახურად; 2. ყოველ
მნიშვნელოვან საკითხში, რაც რუსეთისადმი სამსახურს შეეხებოდა, შეთანხმებოდა რუსეთის
ხელისუფალთ, დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნები და დაეცვა რუსეთის ქვეშევრდომები
ყოველგვარი განსაცდელისა და შევიწროებისაგან; 3. ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნისა
თუ დაწინაურების დროს გაითვალისწინებდა რუსეთის წინაშე მის დამსახურებასაც.
მერვე მუხლი საქართველოს ეკლესიის საკითხს შეეხებოდა. როგორც ჩანს, ამ საკითხში მხარეები
საბოლოოდ ვერ შეთანხმებულან. 1771 წლის 30 დეკემბერს ერეკლეს მიერ რუსეთის საიმპერატორო
კარისადმი გაგზავნილ პირობებში აღნიშნული იყო, რომ „კათალიკოზიცა წესსავე თვისსა ეგოს
მოუშლელად“, ე. ი. საქართველოს კათალიკოსი უნდა დარჩენილიყო თავის უფლებებში
ხელშეუვალად. ამჯერად კი იგი (თუმცა კი მის გვერდით და მის მაგიერად დასახელებულია
საქართველოს არქიეპისკოპოსიც) ჩაყენებულია რუსეთის საეკლესიო იერარქიის რიგში, იგი მერვე
ადგილზეა (გობოლსკის ეპისკოპოსის შემდეგ) დაყენებული და სამუდამოდ მინიჭებული აქვს
უწმინდესი სინოდის წევრის ტიტული. საქართველოს ეკლესიის საკითხი უფრო ვრცლად უნდა
განმარტებულიყო ცალკე დანართში, მაგრამ ასეთი განმარტება ტრაქტატისთვის აღარ დაურთავთ.
მეცხრე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ქართველ თავად-აზნაურებს რუსეთში ისეთივე
პრივილეგიები ექნებოდათ, როგორც რუს თავად-აზნაურებს ჰქონდათ. ერეკლეს რუსეთში უნდა
გაეგზავნა ქართველ თავად-აზნაურთა სია.
შემდეგ მუხლებში (მეცხრე, მეათე) დადასტურებული იყო, რომ ქართლისა და კახეთის მცხოვრებთ
რუსეთში გადასვლის, ასევე საქართველოში დაბრუნების სრული უფლება ჰქონდათ. რუსეთის
მთავრობა კისრულობდა თურქეთის, ირანისა და სხვათა ტყვეობიდან გათავისუფლებული
ქართველების სამშობლოში დაბრუნებას იმ პირობით, რომ ანაზღაურებული ყოფილიყო მათი
გამოხსნისა და გადმოყვანის ხარჯები. საქართველოს მეფე კი, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა
ასევე მოპყრობოდა ტყვეობიდან გათავისუფლებულ რუსებს.
მეთერთმეტე მუხლი შეეხებოდა ვაჭრობას. ქართველ ვაჭრებს რუსეთში თავისუფალი აღებ-
მიცემობის უფლება ეძლეოდათ და ენიჭებოდათ ყველა ის შეღავათი, რითაც თვითონ რუსი ვაჭრები
სარგებლობდნენ. ერეკლე კისრულობდა ვალდებულებას, რომ შეღავათები მიეცა რუსი
ვაჭრებისთვისაც.
მეთორმეტე მუხლში გამოცხადებული იყო, რომ ეს ხელშეკრულება დადებუღი იყო „საუკუნოდ“,
მასში რაიმე ცვლილების შეტანა მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით უნდა მომხდარიყო.
მეცამეტე მუხლის მიხედვით სარატიფიკაციო ვადად დაწესებული იყო 6 თვე. დამატებით
სეპარატულ (საიდუმლო) მუხლებში, რომლებიც არ უნდა გამოქვეყნებულიყო, აღნიშნული იყო, რომ
ერეკლე სოლომონ იმერთა მეფესთან თანხმობით ყოფნას ივალებდა, ხოლო უთანხმოების
შემთხვევაში ის რუსეთის იმპერატორს „მეშუამავლედ“ ცნობდა და საცილობელ საკითხს მის
მსჯავრს მიანდობდა; საქართველოში მუდმივ სამყოფად გამოიგზავნებოდა ორი ქვეითი რუსული
ბატალიონი 4 ზარბაზნით, ომის შემთხვევაში ამას სხვა ძალაც დაემატებოდა: კავკასიის ხაზის
უფროსს ჰქონდა რწმუნება, შეთანხმებულიყო ერეკლე მეორესთან საერთო მტრის წინააღმდეგ
ერთობლივი მოქმედებისათვის. უკანასკნელი სეპარატული მუხლით რუსეთის მხარე აღუთქვამდა
საქართველოს მეფეს, რომ ომისა თუ დაზავების დროს რუსეთის საიმპერატორო კარი ყოველ ღონეს
იხმარდა, რათა საქართველოს დაბრუნებოდა მტრების მიერ მიტაცებული მიწები — ახალციხე და
ყარსი სამცხეში, საინგილო — აღმოსავლეთ კახეთში.

??????

დასაწყისში აშშ-ში მიმდინარეობდა „მაიმუნის პროცესი“-ს სახელით ცნობილი სასამართლო, სადაც


განიხილებოდა ჰქონდა თუ არა ახალგაზრდა ბუნებისმეტყველს სკოლაში დარვინის მოძღვრების
სწავლების ნება.
2. უძველეს ნაშთად დღეს ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს 2001 წელს ჩადში, აფრიკაში აღმოჩენილ 7
მილიონი წლის წინანდელ „ჩადის საჰელანთროპუსს“, რომელსაც ზედმეტსახელი „ტუმაი“ მისცეს.
მანა ჩამოართვა პირველობა მასზე 3-4 მილიონი წლით უფრო ახალგაზრდა ავსტრალოპითეკს,
ზედმეტსახელად „ლიუსის„.
3. ადამიანის უძველესი სადგომები აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა საქართველოში, დმანისში
( დაახლ. 1,8 მილიონი წლის წინანდელი), აგრეთვე ესპანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში.
4. ქვის ხანა იყოფა სამად – ძველი ქვის ხანა, პალეოლითი; შუა ქვის ხანა, მეზოლოითი და ახალი
ქვის ხანა, ნეოლითი.
5. ძვ. წ. XVII საუკუნეში ეგვიპტე დაიპყრეს აზიიდან მოსულმა გაურკვეველი წარმომავლობის
ტომებმა – ჰიქსოსებმა.
6. ძვ. წ. XIV საუკუნეში ეგვიპტეში მეფობდა ფარაონი- რეფორმატორი, ამენხოტეპ IV რომელსაც
ზოგი მეცნიერი მსოფლიოს „პირველ პიროვნებად“ აღიარებს. ამენხოტეპ IV-მ სცადა რელიგიური
რეფორმის გატარება, რის შედეგადაც ეგვიპტელთა ურიცხვ ღვთაებას ერთი ღმერთი – ატონი
ჩაენაცვლა. ამ ღვთაების სახელზე ააგო ქალაქი.
7. რამსეს II-ის მიერ ქადეშის მახლობლად ძვ. წ. 1274 წელს გადახდილი ბრძოლა ხეთებთან ერთ-
ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლაა ძველ სამყაროში.
8. ახ. წ. VII ს-ში, არაბების მიერ მისი დაპყრობის შემდეგ ძველი ეგვიპტე , როგორც კულტურული და
პოლიტიკური ფენომენი საბოლოოდ წყვეტს არსებობას. ძველ ეგვიპტელთა პირდაპირ
მემკვიდრეებად დღევანდელ ეგვიპტეში კოპტები არიან მიჩნეულნი.
9. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონმა დაკარგა დამოუკიდებლობა, რადგან ის სპარსელებმა დაიპყრეს.
10. ასურეთის იმპერიის დაპყრობები: არამ-დამასკო(ძვ.წ. 732), ისრაელი (ძვ. წ. 722), ეგვიპტე
(დროებით, ძვ.წ. 671), ურარტუ(ძვ.წ. 714), დაიმორჩილეს სავაჭრო სახელმწიფოს, ფინიკიის ქალქები
(ტიროსი, სიდონი, ბიბლოსი), დაანგრიეს ბაბილონი (ძვ.წ.689), თავის მოხარკედ აქციეს კვიპროსი
(ძვ. წ. 709).
11. ასურეთის სამხედრო ექსპანსია გრძელდებოდა მანამ, სანამ ახალბაბილონურმა სამეფომ და
მიდიამ, სკვითების დახმარებით, ბოლო არ მოუღეს ასურეთის იმპერიას მისი ორივე დედაქალაქის –
აშურისა(ძვ.წ. 614) და ნინევიის(ძვ.წ. 612).
12. ასურეთის იმპერიის ერთ-ერთი „გამოგონება“ იყო ხალხის მასობრივი დეპორტაცია და
იძულებითი ასიმილაცია. ასურულ წყაროებში მოთხრობილია ისრაელის ხალხის დეპორტაციის
ამბავი( ძვ.წ. 722).
13. ხეთებმა მეფე მურსალის სარდლობით ძვ. წ. 1531 წ. ბაბილონს მიაღწიეს და ხამურაბის
დინასტიას ბოლო მოუღეს.
14. ურარტუს ძლიერების ხანაში აშენდა დღევანდელი სომხეთის დედაქალაქი ერევანი.
15. ძვ.წ. 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურეს მიდიელებმა, მისი მოსახლეობა კი
ჩრდილოეთით გადასახლდა და ქართველურ ტოემბს შეერია.
16. ძვ.წ. 558 წელს სპარსულ-აქემენურ სამეფოს სათავეში აქემენის შთამომავალი კიროს II დიდი
(ძვ.წ. 558-530), რომელმაც 550 წელს დაამარცხა მიდიელები.
17. ძვ.წ. 539 წელს კიროს II-მ დაიპყრო ბაბილონი და იქ გადმოსახლებული ებრაელები დააბრუნა
სამშობლოში.
18. კიროს II-ის მემკვიდრის, კამბისეს II-ის( ძვ. წ. 530-522) დროს სპარსელებმა დაიპყრეს ეგვიპტე
19. ძვ.წ. 490 წელს გაიამრთა მარათონის ბრძოლა.
20. ძვ.წ. 480 წელს გაიმართა სალამინის საზღვაო ბრძოლა
21. ძვ.წ. 479 წელს გაიმართა პლატეასა და მიკალის კონცხთან საზღვაო ბრძოლა
22. ძვ.წ. 334 წელს ბერძნულ-მაკედონიური არმია შეიჭრა აქემენიანთა სახელმწიფოს საზღვრებში და
რამდენიმე წელიწადში აქამენიანთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.
23. ძვ.წ. 814 წელს დღევანდელი ტუნისის ტერიტორიაზე დაარსდა ქალაქი კართაგენი, რომელსაც
გადმოცემა ტვიროსის მეფის, პიგმალიონის სახელს უკავშირებს.
24. ფინიკიელებს მიეკუთვნება გემთმშენებლობის ხელოვნების დახვეწა და მათი ერთ-ერთი
გამოგონება ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩნდა – ანბანი.
25. ძველ საბერძნეთში სხვადასხვა სახის მმართველობას ვხვდებით, მაგრამ ბერძენი
ფილოსოფოსები არც ერთს ემხრობიან. პლატონი თავის „სახელმწიფოშ“ გვთავაზობს იმ მოდელს,
სადაც სპეციალურად შერჩეული და აღზრდილი ფილოსოფოსები განაგებენ ქვეყანას, ხოლო
თუკიდიდე ერთგვარად შერული მოდელისკენ იხრება, რომელიც გარკვეული სახეცვლილებით
განხორციელდა რომში და დღევანდელ დემოკრატიულ ქვეყნებში.
26. სპარტა შეიქმნა მომხდური დორიელების მიერ პელოპონესის დიდი ნაწილის დაპყრობის
შედეგად.
27. სპარტას სათავეში ორი მეფე ედგა, რომლებიც სარდლის, მოსამართლისა და ქურუმის
ფუნქციებს ასრულებდნენ. უმნიშვნელოვანეს საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობდა უხუცესთა
საბჭო – გერუსია და სახალხო კრება. მაგრამ რეალურად ხელისუფლება ხუთი არჩევითი
ეფორისაგან შემდგარ კოლეგიას ჰქონდა.
28. დრაკონის კანონები ჩამოყალიბდა ძვ. წ. 624 წელს ათენში.
29. ძვ.წ. VII საუკუნეში ცხოვრობდა „შვიდი ბრძენი“ : კორინთოს ტირანი პერიანდროსი, ათენელი
სოლონი, ქილონ სპარტელი, მილეტელი თალესი, ბრიას პრიენელი, პიტაკოს მიტილენელი,
კლებულოს ლინდოსელი.
30. ძვ.წ. 509 წელს კლისთენეს მიერ გატარებულმა რეფორმებმა საბოლოოდ დაამკვიდრა
დემოკრატია ათენში.
31. ბერძნული კოლონიზაცია შავი ზღვის სანაპიროს შეეხო, მათი ორიენტირი საქართველოსაც
შეეხო. მათ დაარსეს : ფაზისი(ქ.ფოთი), გიენოსი(ქ. ოჩამჩირესთან), დიოსკურია(ქ. სოხუმთან), დიდი
პიტიუნტი(ბიჭვინთა). ასევე სავაჭრო დასახლება უნდა არსებულიყო ქობულეთ-ფიჭვნარის
რაიონში.
32. ძვ. წ. VI-II საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში მიმოქცევაში იყო ადგილობრივთა მიერ
მოჭრილი ვერცხლის ფული, რომელსაც „კოლხურ თეთრს“ უწოდებენ.
33. ძვ. წ. VII-IV საუკუნეებში კოლხეთი სამეფო დაყოფილი იყო სკეპტუხიებად.
34. ძვ.წ. VI ს. მიწურულს დარიოს I-მა ბოსფორის სრუტეზე ხიდი ააგო და ევროპაში გადავიდა
სკვითების დასალაშქრად.
35. სპარსელებთან ომის დროს, ათენის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, შეიქმნა „საზღვაო
კავშირი“, რომლის ხაზინა კუნძულ დელოსზე მდებარეობდა, რომელშიც მრავალი ზღვისპირა
პოლისი გაერთიანდა. მას ზოგჯერ „დელლოსის კავშირსაც“ უწოდებენ.
36. პელოპონესის ომი მიმდინარეობდა ძვ.წ. 431-404 წლებში.
37. პელოპონენის ომის პირველ ეტაპს სპარტის მეფის სახელის მიხედვით არქიდამოსის ომი ჰქვია.
ეს ეტაპი ათ წელიწადს გაგრძელდა და დასრულდა ძვ.წ. 421 წელს ნიკეასის ზავით.
38. პელოპონესის ომში ყველაზე მსხვილი სახმელეთო ბრძოლა გაიმართა მანტინეასთან. ამ
ბრძოლაში სპარტელებმა არგოსელების კოალიცია დაამარცხეს.
39. პელოპონესის ომში ათენი დამარცხდა. ხანგრძლივმა საბრძოლო ოპერაციებმა გამოფიტა ომში
დაპირისპირებული ორივე მხარე.

9. ალექსანდრე მაკედონელი იყო მაკედონიის მეფე, ფილპე II-ისა და ოლიმპიადას ვაჟი.


2. ალექსანდრე მაკედონელი მაკედონიის სამეფოს ძვ.წ. 336 წელს უდგება სათავეში.
3. პირველი დიდი გამარჯვება სპარსულ ჯართან მაკედონელმა მოიპოვა ძვ.წ. 333 წელს
ისოსთან, რომლის შემდეგ დარიოსი გაიქცა.
4. ძვ.წ. 331 წლის ოქტომბერში ალექსანდრე მაკედონელმა სასწაულებრივი გამარჯვება
მოიპოვა დარიოსის გრანდიოზულ არმიაზე თავისი მცირერიცხოვანი ჯარით.
5. ძვ.წ. 324 წელს მაკედონელმა სპარსეთის დედაქალაქ სუსაში გრანდიოზული ქორწინებით
აღმიშნა თავისი ლაშქრობების დასასრული. მან 10 000 ჯარისკაცი დააქორწინა სპარსელ
ქალებზე.
6. ძვ.წ. 323 წელს მაკედონელი ბაბილონში გარდაიცვალა – ოფიციალური ვერსიის
თანახმად, მალარიისაგან.
7. ალექსანდრე მაკედონელის მეფობის ჟამს ხელოვნურად ჩამოყალიბდა ბერძნული ენის
ზედიალექტი – კონიე. ის ელინისტური კულტურის ნაწილი იყო.
8. ალექსანდრე მაკედონელის სარდლებს დიადოქოებს უწოდებდნენ.
9. ალექსანდრე მაკედონელის სარდლებმა იმპერია ასე გადაინაწილეს:
ანტიპატროსი – მაკედონია; საბერძნეთი
ლისიმაქოსი – თრაკია; პონტო
ანტიგონოსი – ფრიგია; ლიკია; პამფილია
პტოლემაიოსი – ეგვიპტე
სელევკოსი – ბაბილონი; სირია
10. ტერმინი ელინიზმი XIX ს-ში დაამკვიდრა გერმანელმა ისტორიკოსმა, იოჰან გუსტავ
დროიზენმა მაკედონელის დაპყრობების შედეგად ბერძნული კულტურის არაბერძენ
ხალხებში გავრცელების აღსანიშნავად.
11. ელინისტური ხანა იწყება ძვ.წ. 323 წელს (მაკედონელის სიკვდილით) და სრულდება
ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრა VII-ის აღსასრულით – ძვ.წ. 31 წელს.
12. ძვ.წ. 30 წლის 12 აგვისტოს თავი მოიკლა ეგვიპტის დედოფალმა კლეოპატრა VII-მ.
13. ფარნავაზ ქართლის მეფემ სამეფო დაყო 8 საერისთავოდ და ერთ სასპასპეტოდ.
14. ძვ.წ. 753 წელს რომულუსმა და რემუსმა დაარსეს ქალაქი რომი.
15. რომის პირველი მეფე რომულუსი გახდა, ხოლო მეორე მეფეს, ნუმა პომპილიუსს,
თქმულების თანახმად, შეუქმნია კანონები რომაელთათვის.
16. რომის უკანასკნელი მეფე ტარკვინიუს სუპერბუსი საკუთარი ამპარტავნობის გამო
ტახტიდან გადააგდეს და ძვ.წ. 509 წელს ქვეყანაში რესპუბლიკური წყობა დაამყარეს.
17. რომის რესპუბლიკის თანამდებობები:
კონსული – ლაშქრის სარდალი, განაგებდა ფინანსებს, განსაკუთრებულ შემთხვევაში
ინიშნებოდა დიქტატორად.
ცენზორი – თვალს ადევნებდა ადათებისა და ქონებრივი ცენზის დაცვას.
პრეტორი – აწარმოებდნენ სამართალს, განიხილავდნენ რომის მოქალაქეთა დავებს
კვესტორი – პასუხისმგებლი იყო ხაზინაზე
ედილი – პასუხისმგებეი იყო საქალაქო სამსახურებზე
18. პირველი პუნიკური ომი მიმდინარეობდა ძვ.წ. 264-241 წლებში. ის სიცილიის ქალაქ-
სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში კართაგენისა და რომის ჩარევას მოჰყვა.
19. ძვ.წ. 219 წელს ჰანიბალი თავს დაესხა რომის მოკავშირე საგუნტუმს ესპანეთში. რითაც
მეორე პუნიკური ომი დაიწყო. ის მიმდნარეობდა ძვ.წ. 218-201 წლებში.
20. ძვ.წ. 216 წელს ჰანიბალმა იტალიაში კანესთან ბრძოლის დროს ხაფანგში შეიტყუა და
გაჟლიტა რომაელთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი.
21. მეორე პუნიკურ ომში ჰანიბალი დამარცხდა აფრიკის ტერიტორიაზე ზამასთან. ის
პუბლიუს კორნელიუს სციპიონმა დაამარცხა, რის გამოც „აფრიკელის“ წოდება მიიღო.
22. ძვ.წ. 183/2 წელს ჰანიბალმა თავი მოიკლა.
23. რომის მოკავშირე ნუმიდიასთან კართაგენელთა კონფლიქტი გახდა მესამე პუნიკური
ომის საბაბი – ძვ.წ. 149-146 წლებში.
24. კართაგენი რომაელებმა სციპიონ ემილიანუსის სარდლობით დაანგრიეს.
25. ე.წ. ილირიული ომები მიმდინარეობდა: 1) პირველი ილირიული ომი – ძვ.წ. 229-228
წლებში; 2) მეორე ილირიული ომი – ძვ.წ. 219 წელს. ამ ომებით მან ადრიატიკის სანაპირო
ჩაიგდო ხელში.
26. ძვ.წ. 200-190 წლებში კელტებთან გამარჯვებით რომი გახდა ჩრდილოეთ იტალიის
მპყრობელი.
27. ძვ.წ. 190 წელს რომმა დაამარცხა სელევკიდების სამეფო და ხელში ჩაიგდო მცირე აზიის
ნახევაკუნძულის ტერიტორიები.
28. ძვ.წ. 146 წელს რომმა დაასრულა საბერძნეთის დაპყრობა
29. ძვ.წ. 129 წელს რომი პერგამონის სამეფოს დაპყრობით და იქ აჯანყებების ჩახშობის
შემდეგ ქმნის პროვინციას სახელწოდებით აზიას.
30. მითრიდატე VI ევპატორის წინააღმდეგ პირველად ბრძოლაში რომმა სასტიკი დამარცხება
განიცადა, რადგან მტერმა ამოხოცა 80 ათასი რომაელი . ეს ფაქტი ისტორიაში „ეფესოს
საღამოს“ სახელით შევიდა.
31. სულას დიქტატურა გამოიწვია: „ეფესოს საღამოს“ შედეგ ის გადააყენეს მაგრამ მან
დიქტატურა დაამყარა ძვ.წ. 82-79 წლებში. მან თავისი ხელით მოიხსნა დიქტატურის
უფლებები და ერთ წელში გარდაიცვალა.
32. მითრიდატე VI ევპატორის წინააღმდეგ რომმა სამი ომი აწარმოა: 1) ძვ.წ. 89-84; 2) ძვ.წ.
83-82; 3) ძვ.წ. 74-64.
33. ძვ.წ. 60 წელს იქმნება პირველი ტრიუმვირატი: პომპეუსი, კრასუსი, კეისარი.
34. ძვ.წ. 53 წელს პართებთან ბრძოლაში დაიღუპა კრასუსი.
35. ძვ.წ. 58-51 წლებში იულიუს კეისარმა რომის საზღვრებში მოაქცია გალია.
36. ძვ.წ. 49 წელს კეისარმა გადალახა მდ. რუბიკონი ფრაზით: „წილი ნაყარია“ და დაიპყრო
რომი და იტალია.
37. ძვ.წ. 48 წელს კეისარმა ფარსალუსთან დაამარცხა პომპეუსის 20000-იანი სამხედრო ძალა.
პომპეუსი ეგვიპტეში გაიქცა სადაც მოკლეს.
38. ძვ.წ. 47 წელს იულიუსმა აღმოსავლეთში დაამარცხა ფარნაკეს პონტოელი, რასაც
გამოხატავს მისი სიტყვები: „მივედი, ვნახე გავიმარჯვე“.
39. ძვ.წ. 44 წლის 15 მარტს კასიუსმა და ბრუტუსმა მოკლეს კეისარი.
40. იულიუს კეისრის მემკვიდრედ გამოცხადდა ოქტავიანე ავგუსტუსი. მან ძვ.წ. 31 წელს
დაამარცხა მარკუს ანტონიუსი.
41. ოქტავიანე ავგუსტუსმა მოქნილი პოლიტიკის შედეგად დააბრუნა რესპუბლიკური
მმართველობის ნიშნები და ის მონარქიას შეუთავსა.
42. ავგუსტუსის პირველკაცობას ფორმალურად განსაზღვრავდა პირველი სენატორის,
პრინცეპსის თანამდებობა, ამის გამო ამ წყობას პრინციპატი ეწოდა.
43. ოქტავიანე ავგუსტუსი ქვეყნის სათავეში იყო ძვ.წ. 31-დან ახ.წ. 14 წლამდე. მისი
მმართველობის პერიოდს „ოქროს ხანად„ მოიხსენიებენ.
44. აღმოსავლეთით ყველაზე შორს რომმა ტრაიანეს დროს (ახ.წ. 98-117 წლებში) წაიწია და
დროებით შუამდინარეთიც დაიპყრო.
45. 198-217 წლებში იპერატორ კარაკალას ედიქტით რომის იმპერიაში მცხოვრებთ რომის
მოქალაქეობა მიენიჭა(212 წელს).
46. იმპერატორი დიოკლეტიანე ცხოვრობდა 284-305 წლებში. მან გააუქმა რესპუბლიკური
მმართველობის სისტემა და იმპერატორი ქვეყნის აბსოლუტური ბატონად იქცა.
47. იმპერატორ დიოკლეტიანეს რეფორმების შედეგად იმპერია დაიყო ოთხ ნაწილად,
რომლებსაც თანაკეისრები მართავდნენ.
48. ძვ.წ. 73-71 წლებში რომში მიმდინარეობდა მონათა დიდი აჯანყება, რომელიც
სპარტაკის, თრაკიელი გლადიატორის ხელმძღვანელობით მიმდინარებდა.
49. რომაელები ქართლს ძვ.წ. 65 წელს მოადგნენ. ამ დროს ქართლში არტაგი მეფობდა.
50. 128 წელს იმპერატორ ადრიანეს მოწვევა რომში მიუვიდა ქართლის მეფე ფარსმან II-ს,
მაგრამ ქართლის მეფე არ ჩავიდა რომში. ფარსმან II რომში მხოლოდ ადრიენს
გარდაცვალების შემდეგ ანტონიუს პიუსის მმართველობის დროს ჩავიდა.
51. რომაელების მიერ გერმანელებისგან თავდასაცავად აგებულ 500 კმ-იან თავდაცვით
ზღუდეს ლიმეს უწოდებენ.
52. სასანიანთა დინასტია ირანში ბატონობდა 226-650 წლებში.
53. გერმანელ ტომთა გადასახლებას, რომელიც IV-VII საუკუნის ჩათვლით გრძელდებოდა
ისტორიაში შევიდა „ხალხთა დიდი გადასახლების“ სახელწოდებით.
54. რომის დაარსების შემდეგ პირველად ქალაქი ახ.წ. 410 წელს დაეცა. ის ვესტგოთებმა
ალახირის სარდლობით აიღო.
55. 451 წელს კატალაუნის ველზე ერთმანეთს დაუპირისპირდა ჰუნების ლიდერი ატილა და
გერმანული ტომების, რომაული არმიის სარდალი აეციუსი. ისტორიაში ერთ-ერთ სასტიკ და
დიდ ბრძოლად ჩაითვალა, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყოლია.
56. 455 წელს ვანდალთა ფლოტმა მეფე ჰაიზერიხის მეთაურობით ორი კვირის
განმავლობაში დაარბია ქალაქი რომი, სასტიკი დარბევის გამო ისტორიას სამუდამოდ
შემორჩა სიტყვა „ვანდალიზმი“.
57. 476 წელს გერმანელმა სახელად ოდოაკრმა მოაწყო აჯანყება და იმპერატორი ტახტიდან
ჩამოაგდო, შემდეგ კი სენატს დასავლეთ რომის იმპერია გააუქმებია.
58. 330 წელს კონსტანტინე დიდმა დაარსა ქალქი კონსტანტინოპოლი.
59. ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი იყო თეოდოსიუს I რომელიც 379-
395 წლებში მმართველობდა.

რისტიანული ეკლესიის ისტროიის იმ პერიოდს, როცა მორწმუნეები კატაკომბებში საიდუმლოდ


იკრიბებოდნენ კატაკომბური ეწოდება.
2. კონსტანტინე I-მა 313 წელს გამოსცა რჯულშემწყნარებლობის აქტი – მილანის ედიქტი. ამ
ედიქტით ის რომის იმპერიაში ოფიციალურად ნებადართულ რელიგიად იქცა.
3. ნაშრომ „კონსტანტინეს ცხოვრების აღწერა“ ავტორია ევსები კესარიელი(260-339).
4. 312 წელს მაქსტენციუსზე გამარჯვებას ევსები კესარიელი მიაწერს სასწაულს – როდესაც
კონსტანტინე I-მა ბრძოლის წინა დღეს ცაზე დაინახა ჯვარი წარწერით- „ამით სძლიე“.
5. ფრანკთა მოქცევა ქრისტიანობაზე მეფე ხლოდვიგის(466-511) მეფობის პერიოდს მიეწერება.
ფრანკთა მეფე მეუღლემ მოაქცია და გადმოცემის თანახმად მის მოსანათლავად ფრანკთა მოციქულ
რემიგიუსს მტრედის სახით ანგელოზი გამოეცხადა და „წმინდა ჭურჭლით“ ხლოდვიგის
ნათლობისთვის მირონი მოუტანა. ეს ჭურჭელი საფრანგეთის რევოლუციის დროს გატყდა.
6. საფრანგეთის მეფეთა ჰერალდიკური ნიშანი იყო შროშანი.
7. ფრანკთა მეფის ხლოდვიგის ნათლობა შედგა 496 წლის 25 დეკემბერს რეიმსის ტაძარში.
8. რეიმსის ტაძარი გახდა ის ადგილი სადაც საფრანგეთის მეფეები და იმპერატორები გვირგვინს
იდგამდნენ.
9. გადმოცემის თანახმად მირიან მეფეს მცხეთის ახლოს თხოთის მთაზე მოევლინა სასაწაული
(ირგვლივ სიბნელე ჩამოწვა).
10. ქრისტიანობის გამოცხადების ტრადიციულ ისტორიულ თარიღად „სომხეთის სახელმწიფო და
ერთადერთ რელიგიად“ 301 წელი ითვლება.(repetitori.wordpress.com)
11. სომხეთის პირველი კათალიკოსი და მომქცევი იყო გრიგოლ განმანათლებელი, რომელმაც
სასტიკი მეფე თრადატ III ქრისტიანობაზე მოაქცია.
12. საქართველოში ქრისტიანობის პირველ გამავრცელებლებად ანდრია პირველწოდებული და
სვიმონ კანანელი ითვლება.
13. ქართლის გაქრისტიანების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ თარიღად დღეს ხშირად 326
წელი მიიჩნევა.
14. V საუკუნის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგალის მიერ გატარებული საეკლესიო რეფორმის
შედეგად, ქართულმა ეკლესიამ ბიზანტიური ეკლესიისაგან დამოუკიდებლობა, ანუ ავტოკეფალია
მოიპოვა.
15. 325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება სწორედ კონსტანტინე დიდმა მოიწვია.
16. 381 წელს კონსტანტინოპოლში გაიმართა მეორე მსფლიო საეკლესიო კრება.
17. პირველი ორი საეკლესიო კრებებმა სამუდამოდ დაადგინეს, რომ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და
სულიწმინდა დამოუკიდებელი და თანაბარი საწყისებია და არსებობენ ერთობაში.
18. პირველ საეკლესიო კრებას ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე, ხოლო მეორეს –
ქართლის ეპისკოპოსი პანტოფილე.
19. მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში 431 წელს. კრებაზე განიხილავდნენ
კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ნესტორის ცრუსწავლებას. კრებამ დაგმო ნესტორიანელობა.
20. 451 წელს კონსტანტინოპოლის მახლობლად ქალაქ ქალკედონში მოწვეული მეოთხე საეკლესიო
კრება განიხილავდა დიოფიზიტობის და მონოფიზიტობის საკითხებს.
21. 553 წელს კონსტანტინოპოლში იმპერატორ იუსტინიანე I-ის ინიციატივით ჩატარდა მეხუთე
მსოფლიო საეკლესიო კრება.
22. 680-681 წელს კონსტანტინოპოლში ჩატარდა მეექვსე საეკლესიო კრება.
23. მშვიდე და უკანასკნელი მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა 787 წელს ნიკეაში, როდესაც
დაიგმო ხატმებრძოლეობა.
24. 1054 წელს ოფიციალურად გაიყო ქრისტიანული ეკლესია კათოლიკურ და მართმადიდებლურ
ეკლესიებად.
25. სასანიანურმა ირანმა 428 წელს სომხეთში მეფობა გააუქმა.
26. V საუკუნის 60-იან წლებში ირანის შაჰმა პეროზმა ვახტანგ გორგასალი 7 წლით გაიწვია შუა
აზიაში ჰუნების წინააღმდეგ საბრძოლველად.(repetitori.wordpress.com)
27. ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი 466 წელს გაემგზავრა ირანის შაჰთან.
28. ვახტანგს მისი ისტორიკოსი მოიხსენიებს როგორც – „მეფობდა ვითარცა ლომი შორის ცხვართა“.
29. 482 წელს ვახტანგ გორგასალმა მოაკვლევინა მოღალატე ვარსქენ პიტიახში.
30. ნახარარი არის სომხური ჩინი და დიდებულს ნიშნავს.
31. ვახტანგ გორგასალი სამგორის ველზე დიდაზნაურთა ღალატის მიზეზით დამარცხდა და
დაჭრილი მეფე უჯარმაში გარდაიცვალა. ის დაკრძალულია სვეტიცხოველში.
32. გამოთქმა: „იმპერატორს არასოდეს სძინავს“ – ეკუთვნის ბიტანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-
ს(527-565).
33. წარმართებისადმი გამოცხადებული ომის გამო იუსტინიანე I-მა 529 წელს დახურა ათენის
ფილოსოფიური სკოლა, რომელიც ძლიერ დაკნინებული იყო.
34. ველისარიუსი იო დიდი სარდალი, რომელიც იუსტინიანე I-ის დროს მოღვაწეობდა.
35. ირანის შაჰ ხოსრო I ანუშირვანის(ანუშირვანი სპარსულად „უკვდავ სულს“ ნიშნავს) დროს
სპარსეთში გავრცელდა ჭადრაკი და შეიქმნა პირველი ტრაქტატი ჭადრაკის შესახებ. გადმოცემით,
მის დროს სპარსეთში გამოიგონეს ნარდის თამაში.
36. 542-562 წლებში ეგრისში ბიზანტია-სპარსეთის დაპირისპირებას „დიდი ომიანობა ეგრისში“
ეწოდება.
37. ეგრისის მეფე გუბაზის მოკვლის შემდეგ ეგრისში მოწვეულ სახალხო კრებაზე ერთმანეთს ორი
ორატორი აიეტი და ფარტაძი დაუპირისპირდა. აიეტი ირანელების მხარეზე იყო, ხოლო ფარტაძი
ბიზანტიისკენ დადგომას ემხრობოდა. ფარტაძმა გაიმარჯვა.
38. 562 წელს ქ. დარაში ბიზანტიამ დადო ზავი სპარსეთთან, რომლითაც ეგრისი 50 წლით დაეთმო
კონსტანტინოპოლს.
39. სამი წოდების თეორიის თანახმად, ღმერთის მიერ თითოეულ ადამიანს განსაზღვრული აქვს
ადგილი მლოცველთა, მეომართა და მშრომელთა სამი დიდი ჯგუფიდან ერთ-ერთში.
40. 445 წელს რომის იმპერატორმა რომის პაპს ევროპელი ეპისკოპოსები დაუქვემდებარა.
41. 751 წელს ფრანკთა სამეფოში მეროვინგთა დინასტია ჩაანაცვლა კაროლინგთა დინასტიამ, მეფე
პიპინ მოკლეს ხელშეწყობით.
42. პიპინ მოკლე(751-768) ატარებდა ტიტულს: „ღვთის წყალობით ფრანკთა მეფე“.
43. პიპინ მოკლემ რომის პაპისგან მეფედ კურთხევის სანაცვლოდ ხელი შეუწო პაპების „საეკლესიო
სამეფოს“ ჩამოალიბებას, რომელიც 1870 წელს ერთიანი იტალიური სამეფოს შექმნის შემდეგ
გაუქმდა.
44. 1929 წელს ლატერანის კონკორდატით ბენიტო მუსოლინიმ აღადგინა პაპის სახელმწიფო
ვატიკანის სახით.
45. ინვესტიტურისთვის ბრძოლას უწოდებენ X-XIII საუკუნეში საერო და სასულიერო
ხელისუფლების დაპირისპირებას.
46. 1059 წელს ლატერანის საეკლესიო კრებაზე სამღვდელოებას აეკრძალა სასულიერო
თანამდებობების მიღება საერო პირთა ხელიდან.
47. 1059 წელს ლატერანის საეკლესიო კრებაზე განისაზღვრა „პაპის დეკრეტი“, ანუ ამ
განსაზღვრებით პაპი კარდინალების მიერ ირჩეოდა.
48. რომის პაპ გრიგოლ VII-ის(1073-1085) მიერ გატარებული რეფორმით ჩამოყალიბდა ე.წ. „პაპის
დიქტატი“, რომლითაც საერო ხელისუფლებას ეკლესიის ძალაუფლებას უქვემდებარებდა.
49. 1122 წელს რომის პაპისა და იმპერატორ ჰაინრიხ V-ის(1106-1126) შეთანხმებით დასრულდა
საერო და სასულიერო ხელისუფლების დაპირისპირება გერმანიაში. შეთანხმებას ვორმსის
კონკორდატი ეწოდება.
50. „ავინიონის ტყვეობა“ ეწოდება საფრანგეთის მეფე ფილიპე ლამაზის(1285-1314) მიერ პაპის
რეზიდენციის რომიდან საფრანგეთში გადატანას.
51. 1316 წელს რომში აირჩიეს მეორე პაპი, რომელსაც იტალია,გერმანია, ინგლისი უჭერდა მხარს.
52. 1414-1418 წლებში კონსტანცაში მიმდინარე საეკლესიო კრებამ ბოლო მოუღო კათოლიკურ
ეკლესიაში არსებულ განხეთქილებას. რომი კვლავ კათოლიკური ეკლესიის ერთადერთი ცენტრი
გახდა.
53. გილდია ვაჭართა პროფესიული გაერთიანება იყო.
54. ხარი მთვარის ღვთაების, არმაზის წმინდა ცხოველი იყო.
55. წიგნი „ჰო და არა“ ეკუთვნის პიერ აბელარს(1079-1142).
56. ევროპის პირველი უნივერსიტეტი დაარსდა იტალიის ქალაქ ბოლონიაში 1088 წელს. სწორედ
მისი დაარსების აქტშია მოხსენიებული სიტვა „უნივერსიტეტი“.
57. 1231 წელს პარიზულმა გილდიებმა პაპის ბულით მიიღეს უფლება სწავლებისა პროფესიული
სასწავლებლების სახით.
58. 1445 წელს გერმანელმა გამომგონებელმა იოჰან გუტენბერგმა დაბეჭდა პირველი წიგნი(ბიბლია).
59. 1215 წელს ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწლოს დიდებულებმა აიძულეს მოეწერა „თავისუფლების
დიდი ქარტიისათვის“.
60. 1295 წელს ინგლისში მოწვეული პარლამენტი იყო პირველი, რომლის წევრები უფელბამოსილნი
იყვნენ მათ მიერ ვისაც წარმოადგენდნენ.
61. 1302 წელს ფილიპე IV-მ მოიწვია ფრანგი ხალხის წარმომადგენელთა ჯრება, რომელსაც
გენერელური შტატები ეწოდა. ის მეფის ბრძანებით კრიტიკულ სიტუაციებში იკრიბებოდა.
62. ასწლიანი ომი მიმდინარეობდა 1337-1453 წლებში.
63. 1358 წელს საფრანგეთში მიმდინარეობდა „ჟაკერიის“ სახელით ცნობილი ამბოხი.
64. გენერელური შტატები უკანასკნელად 1614 წელს მარია მედიჩიმ თავისი ვაჟის, ლუი XIII-ის
სახელით მოიწვია.
65. ესპანეთში, ლეონის სამეფოში კორტესებს 1188 წელს ჩაეყარა საფუძველი და ეს წოდებრივ-
წარმომადგენლობითი ორგანო იო პირველი ევროპაში.(repetitori.wordpress.com)
66. 1230 წელს შეიქმნა კასტილიისა და ლეონის სამეფოს ერთიანი კორტესები.
67. გერმანულ სახელმწიფოებში შუა საუკუნეებში არსებობდა წოდებრივ-წარმომადგენლობითი
ორგანოები – ლანდთაგები.
68. საქართველოში თამარ მეფის მეფობის დროს იყო მცდელობა არადიდგვაროვანი მოქალაქეების
მცდელობისა, ყუთლუ არსლანის მეთაურობით, შექმნილიყო სამეფო დარბაზის მსგავსი ორგანო
„კარავი“.
69. ჰერაკლე კეისარი საიმპერატორო ტახტზე 610-641 წლებში იჯდა.
70. 604 წელს სპარსეთსა და ბიზანტიას შორის ხანგრძლივი სისხლისმღვერლი ომი დაიწყო. ამ ომის
ქრონიკა:
607 წლისთვის სპარსელებს მთელი მესოპოტამია დაპყრობილი ჰქონდა.
612 წელს სპარსელებმა აიღეს ანტიოქია.
615 წელს სპარსელებმა აიღეს დამასკო.
615 წელს სპარსელებმა აიღეს იერუსალიმი და საკუთარ სატახტო ქალაქში გადაიტანეს
ქრისტიანული რელიკვიები.
617 წელს სპარსელთა ხელში გადავიდა ეგვიპტე.
627 წელს ჰერაკლე კეისარმა ნინევიასთან დაამარცხა სპარსელები
628 წელს ქტესიფონთან ჰერაკლე კეისარმა გაიმარჯვა სპარსელებზე და ქრისტიანული რელიკვიები
იერუსალიმში დააბრუნა.
71. 730 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ III ისავრიელმა აკრძალა ხატების თაყვანისცემა.
72. 843 წლის 11 მარტი გამოცხადდა ხატმებრძოლეობის მსხვერპლთა მოხსენიების დღედ.
73. 1442 წლიდან, გერმანიაში კარლ IV-ის მეფობისას გერმანიას გერმანელი ერის რომის საღვთო
იმპერია ეწოდა.
74. იოანე შავთელი იო XII-XIII საუკუნეებში მოღვაწე ქართველი პოეტი და სასულიერო პირი. მას
ეკუთვნის ნაწარმოები „აბდულმესიანი“, რომელიც თამარისადმია მიძღვნილი.
75. საქართველოს მეფე გიორგი II-ის სამეფო ტიტული იყო: „ყოვლისა აღმოსავლისა და დასავლისა
კესაროსი“.
76. გაერთიანებული რუსეთის პირველმა მეფემ ივანე IV მრისხანემ, რუსეთი „მესამე რომად“
გამოაცხადა და რომის კეისრის, იგივე ცეზარის, რუსული გამოთქმით ცარის ტიტული მიიღო.

დღის მოვლენები 22/01/2015


565 : იუსტინიანემ ევტიქიუს დიდი ჩამოაგდო კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტახტიდან.
1506 : იმპერატორმა კარლ V-მ ვორმზის დიეტი გახსნა.
1771 : ესპანეთმა ფოლკლენდის კუნძულებზე პორტი ეგმონტი ინგლისს დაუთმო.
1840 : ბრიტანელი კოლონისტები ახალ ზელანდიაში ჩავიდნენ.
1863 : იანვრის აჯანყება იწყება პოლონეთში, ლიტვასა და ბელარუსში თანამეგობრობის რუსეთის
ოკუპაციისგან თავის დასაღწევად.
1879 : ინგლის-ზულუს ომი: ისანდლვანას ბრძოლაში ზულუს ჯარები ბრიტანელებს ამაცხებენ.
1899 : ექვსი ავსტრალიური კოლონიის ლიდერები ხვდებიან ერთმანეთს მელბურნში,
კონფედერაციის განსახილველად.
1901 : დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალების შემდეგ ედუარდ VII გაერთიანებული სამეფოს მეფე
ხდება.
1903 : აშშ-მ და კოლუმბიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას პანამის არხის მშენებლობის თაობაზე.
1905 : სისხლიანი კვირით 1905 წლის რევოლუცია იწყება სანქტ-პეტერბურგში.
1919 : ზლუკის აქტით უკრაინის სახალხო რესპუბლიკა და დასავლეთ უკრაინის ნაციონალური
რესპუბლიკა გაერთიანდა.
1946 : ცენტრალური სადაზვერვო ჯგუფი, შემდგომში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო,
შეიქმნა.
1957 : ისრაელის ჯარებმა სინის ნახევარკუნძულიდან დაიხიეს.
1984 : ეპლის მაკინტოში, პირველი სამომხმარებლო კომპიუტერი თაგუნათი და გრაფიკული
ინტერფეისით, წარმოადგინეს სუპერ ბოლის ჩემპიონატზე განთქმულ სატელევიზიო რეკლამაში
„1984“.
2003 : ბოლო კონტაქტი დამყარდა კოსმოსურ ხომალდ პიონერ 10-თან, ყველაზე შორეულ
ხელოვნურ ობიექტთან.
2006 : ევო მორალესი ბოლივიის პირველი ადგილობრი (ინდიელი) პრეზიდენტი გახდა.
2010 : სერბეთის ეკლესიის ახალ პატრიარქად ეპიკოპოსი ირინეოსი აირჩიეს.
2013 : ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ
ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდმა გაიმარჯვა.

დღის მოვლენები: 13/12


1545 : ტრიდენტის საბჭო გაიხსნა, ტრიდენტში (ამჟ. ტრენტო), იტალია.
1577 : სერ ფრენსის დრეიკი პლიმუთიდან, ინგლისი, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას იწყებს.
1642 : აბელ ტასმანმა ახალ ზელანდიას მიაღწია.
1769 : დართმუზის კოლეჯი დააარსა ბერმა ელეაზარ უილოკმა, მეფე ჯორჯ III-ის სამეფო ქარტიით,
სამეფო გუბერნატორის, ჯონ ვენთუორზის, მიერ ნაბოძებ მიწაზე.
1922 : ბაქოში საბჭოების პირველ ამიერკავკასიის ყრილობაზე 1922 წლის 12 მარტს შექმნილი
ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ფედერაციული კავშირი გარდაიქმნა
ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკად.
1937 : ჩინეთ-იაპონიის მეორე ომი - ნანკინის ბრძოლა იაპონელების გამარჯვებით მთავრდება.
1949 : ქნესეთში კენჭი უყარეს ისრაელის დედაქალაქის იერუსალიმში გადატანას.
1959 : არქიეპისკოპოსი მაკარიოსი კვიპროსის პირველი პრეზიდენტი ხდება.
1974 : მალტა რესპუბლიკურ წყობაზე გადავიდა.
1996 : კოფი ანანი გაეროს გენერალურ მდივნად აირჩიეს.
1981 : გენერალი ვოიცეხ იარუზელსკი პოლონეთში საკომენდანტო საათს აცხადებს „სოლიდარობის“
მიერ კომუნიზმის დამხობის შიშით.
2002 : ევროკავშირი აცხადებს კვიპროსის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის,
მალტის, პოლონეთის, სლოვაკეთის და სლოვენიის წევრობას 2004 წლის 1 მაისიდან.
2003 : კოალიციის ჯარებმა ერაყის ყოფილი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი მისივე მშობლიურ ქალაქ
ტიკრიტთან შეიპყრეს (ოპერაცია „წითელი განთიადი“).🎤👈👉🏆

დღის მოვლენები: 3/12


1586 : ინგლისში ამერიკიდან პირველად შემოიტანეს კარტოფილი.
1621 : გალილეიმ პირველი ტელესკოპი შექმნა.
1818 : ილინოისი აშშ-ის 21-ე შტატი გახდა.
1828 : აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ენდრიუ ჯეკსონი ამარცხებს მიმდინარე პრეზიდენტს
ჯონ ქუინსი ადამსს.
1912 : ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო და სერბეთი (ბალკანეთის ლიგა) ხელს აწერენ ზავს
თურქეთთან, რითაც სრულდება ორთვიანი პირველი ბალკანეთის ომი.
1917 : თითქმის ოცწლიანი მშენებლობის შემდეგ კვებეკის ხიდი გაიხსნა.
1937 : დენდი, მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი კომიქსი გამოქვეყნდა პირველად.
1938 : დაქორწინდნენ ჯონ ლენონის მშობლები ალფრედ ლენონი და ჯულია სტენლი.
1944 : საბერძნეთის სამოქალაქო ომი იწყება ახლად განთავისუფლებულ ქვეყანაში კომუნისტებსა
და როიალისტებს შორის.
1947 : ტენესი უილიამსის სპექტაკლი „სურვილის ტრამვაი“ გაიხსნა ბროდვეიზე.
1971 : პიონერის პროგრამა - პიონერი 10 იუპიტერის ახლოდან გადაღებულ პირველ სურათებს
აგზავნის დედამიწაზე.
1976 : პატრიკ ჰილერი ირალნდიის მეექვსე პრეზიდენტი ხდება.
2009 : თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო მეხუთე ვადით აირჩიეს ეკვატორული გვინეის
პრეზიდენტად.

დღის მოვლენები: 2/12


1409 : ლაიფციგის უნივერსიტეტი გაიხსნა.
1804 : პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ნაპოლეონ ბონაპარტმა თავი საფრანგეთის იმპერატორად
გამოაცხადა, პირველი საფრანგეთის იმპერატორი ათასი წლის განმავლობაში.
1805 : ნაპოლეონის ომები - აუშტერლიცის ომი - ნაპოლეონის ჯარი ამარცხებს გაერთიანებულ
რუსეთ-ავსტიის ძალებს.
1823 : მონროს დოქტრინა - აშშ-ის პრეზიდენტი ჯეიმზ მონრო ამერიკის ნეიტრალიტეტს აცხადებს
მომავალ ევროპულ კონფლიქტებში.
1848 : ფრანც იოზეფ I ავსტრიის იმპერატორი ხდება.
1851 : ახლადარჩეული საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ ლუი ბონაპარტი მეორე რესპუბლიკას
აუქმებს.
1852 : ნაპოლეონ III საფრანგეთის იმპერატორი ხდება.
1920 : ალექსანდროპოლის ხელშეკრულებით დასრულდა სომხეთ-თურქეთის ომი.
1942 : მანჰეტენის პროექტი - მეცნიერთა გუნდი ენრიკო ფერმის ხელმძღვანელობით იწყებს პირველ
ბირთვულ ჯაჭვურ რეაქციაზე მუშაობას.
1956 : ფიდელ კასტრო, ჩე გევარა და 26 ივლისის მოძრაობის 80 სხვა წევრი კუბაზე გადმოსხდა
რევოლუციის დასაწყებად.
1961 : ეროვნულ რადიომიმართვაში კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო აცხადებს, რომ ის მარქსისტ-
ლენინისტია და რომ კუბა კომუნისტურ წყობაზე გადადის.
1971 : აბუ დაბი, აჯმანი, ფუჯაირა, შარჯა, დუბაი და უმ ალ ქუვაინი არაბეთის გაერთიანებულ
საემიროებს ქმნიან.
1976 : ფიდელ კასტრომ ოსვალდო დორტიცოს ტორადო შეცვალა კუბის პრეზიდენტის პოსტზე.
1988 : ბენაზირ ბჰუტო პაკისტანის პრემიერ-მინისტრი და პირველი ქალი ქვეყნის მმართველი ხდება
მუსლიმანურ სამყაროში.
1990 : კანცლერ ჰელმუტ კოლის კოალიცია იმარჯვებს სრულიად გერმანიის პირველ არჩევნებში
1932 წლის შემდეგ.
2007 : რუსეთის პრეზიდენტი პუტინის პარტიამ „ერთიანი რუსეთი“ ხმების უმრავლესობა მოიპოვა
ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში.🏆🏆🏆✨✨🔔🔔
ამ დღეს დაბადებულნი🏆⭐👳
1825 : პედრო II — ბრაზილიის იმპერატორი
1868 : ჟამი, ფრანსის — ფრანგი პოეტი.
1885 : მინოტი, ჯორჯ რიჩარდს — ამერიკელი ფიზიკოსი
1886 : უზნაძე, დიმიტრი — ქართველი ფსიქოლოგი (გ.1950)
1897 : ბაგრამიანი, ივანე — საბჭოთა კავშირის მარშალი

დღის მოვლენები: 26/11


1394 : სეული კორეის დედაქალაქი გახდა.
1680 : საფრანგეთის მეფე ლუი XIV ჰოლანდიას ომს უცხადებს.
1778 : ჰავაის კუნძულებზე კაპიტანი ჯეიმზ კუკი პირველი ევროპელი გახდა, რომელმაც მაუი
აღმოაჩინა.
1789 : ეროვნული მადლიერების დღე აღინიშნა აშშ-ში პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის
რეკომენდაციითა და კონგრესის რატიფიკაციით.
1857 : ავსტრალიის პირველი პარლამენტი შეიკრიბა მელბურნში.
1862 : ჩარლზ დოგსონი (ასევე ცნობილი როგორც ლუის კეროლი) ნაწარმოების „ალისას
თავგადასავლები მიწისქვეშეთში“ ხელნაწერს უგზავნის 10 წლის ალისა ლიდელს.
1918 : პოდგორიცას ასამბლეაზე კენჭი უყარეს „ხალხთა ერთობას“, რითაც სერბეთის სამეფოს
შეურთდნენ.
1922 : ჰოვარდ კარტერი და ლორდ კარნარვონი პირველები გახდნენ, რომელთაც ეგვიპტის ფარაონ
ტუტანხამონის აკლდამაში შევიდნენ ბოლო 3000 წლის განმავლობაში.
1924 : დიდი ეროვნული ხურალი მონღოლეთს სახალხო რესპუბლიკად აცხადებს და მსოფლიოში
მეორე სოციალისტური ქვეყნის კონსტიტუციას ამტკიცებს.
1940 : ნაცისტებმა ნახევარი მილიონი ებრაელი ვარშავის გეტოში შეასახლეს.
1941 : მმო : თავდასხმა პერლ ჰარბორზე - ექვსი ავიამატარებელი ხომალდი იაპონელი ვიცე
ადმირალი ჩუიჩი ნაგუმოს მეთაურობით გადის ჰიტოკაპუს უბიდან პერლ ჰარბორისკენ მკაცრი
რადიო სიჩუმით.
1949 : ინდოეთის წარმომადგენელთა ასამბლეა ამტკიცებს ინდოეთის კონსტიტუციას.

10 მაისი:
1810 : სოლომონ II თბილისიდან ახალციხეში გაიქცა.
1857 : დაიწყო ინდოელთა აჯანყება ბრიტანეთის წინააღმდეგ.
1871 : ხელი მოეწერა ფრანკფურტის ზავს საფრანგეთ-პრუსიის 1870-71 წლების ომში.
1893 : სავაჭრო დანიშნულებისთვის 1883 წლის ტარიფის აქტის ფარგლებში, აშშ-ის უზენაესმა
სასამართლომ პომიდორს ხილის ნაცვლად ბოსტნეულის სტატუსი მიანიჭა.
1940 : უინსტონ ჩერჩილი გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
1981 : საფრანგეთის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ფრანსუა მიტერანი.
1993 : მიმოქცევაში გაუშვეს ყირგიზეთის ეროვნული ვალუტა სომი.

2014 წლის 3 მაისი · Tbilisi

დრის მოვლენები:** ^___^


1494 : ქრისტეფორე კოლუმბმა პირველად შენიშნა მიწა, რომელსაც შემდეგ იამაიკა დაერქვა.
1791 : პოლონეთმა მიიღო ერთ-ერთი პირველი თანამედროვე კონსტიტუცია ევროპაში.
1802 : ვაშინგტონი ქალაქად გამოცხადდა.
1837 : აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში უძველესი - ათენის უნივერსიტეტი დაფუძნდა.
1849 : დრეზდენში დაიწყო მაისის აჯანყება - 1948 წლის გერმანიის რევოლუციათა ბოლო ტალღა.
1916 : აღდგომის აჯანყებულები სიკვდილით დასაჯეს დუბლინში.
1921 : პარიზში შედგა კოკო შანელის სუნამოს “შანელ No. 5”-ის პრეზენტაცია.
1928 : იაპონელებმა მასობრივი ხოცვა მოაწყვეს ხინანში, ჩინეთი.
1946 : მმო : შორეული აღმოსავლეთის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი იწყება ტოკიოში 28
იაპონელი სამხედრო და სამთავრობო ჩინოვნიკის წინააღმდეგ, რომელთაც ბრალად კაცობრიობის
წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები ედებოდათ.
1947 : იაპონიამ მიიღო ახალი კონსტიტუცია.
1956 : პირველად ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში.
1959 : პირველი გრემის დაჯილდოება ჩატარდა.
1960 : ანა ფრანკის სახლი გაიხსნა ამსტერდამში, ნიდერლანდი.
1973 : სირს ტაუერი მსოფლიოს უდიდესი შენობა გახდა.
1979 : კონსერვატიული პარტიის ლიდერი მარგარეტ ტეტჩერი ხდება ბრიტანეთის პირველი ქალი
პრემიერ-მინისტრი.
2005 : ერაყში პირველი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა შეუდგა სამსახურს.
2006 : არმავიას რეისი 967 კატასტროფას განიცდის შავ ზღვაზე; დაიღუპა 113 ადამიანი.
2008 : კუბამ მოხსნა აკრძალვა საყოფაცხოვრებო პერსონალური კომპიუტერების გამოყენებაზე.

როგორ მოარჯულა ჭირვეული ლოთი ხრუშჩოვი ვასილ მჟავანაძემ

ცნობილი მონადირე, ტარიელ კაპანაძე, 1954 წლიდან 1972 წლამდე ვასილ მჟავანაძის
ერთ-ერთი ერთგული მეგობარი და დიდი ნადირობის ჟამს მაღალი რანგის სტუმრე
ბის მასპინძელი გახლდათ. ის წლების განმავლობაში საქართველოს ულამაზეს ნაკრ
ძალებს პატრონობდა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს ნინა მჟავანაძის წიგნიდან –
„ასეთი იყო ჩემი საქართველო”, რომელიც, ვფიქრობ, ყველა თქვენგანის ყურადღებას
უმალ მიიპყრობს.
ბატონო ტარიელ, როდის და სად გაიცანით ვასილ მჟავანაძე?
– ვასილ მჟავანაძე გავიცანი 1954 წელს, როცა ყორუღის მეურნეობაში ტახზე სანადირ
ოდ იყო ჩამოსული, ნადირობის შემდეგ „ცეკას“ წევრები სულხან-საბას სახელობის მო
ნკავშირში ბილიარდს თამაშობდნენ. მჟავანაძემ შემნიშნა და თავისთან მიხმო. ამის შე
მდეგ დავახლოვდით. არაჩვეულებრივი კაცი იყო, მისი მსგავსი პიროვნება აღარ შემხვ
ედრია. პირველ ნადირობას სხვები მოჰყვა. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ნადირ
ობის ორგანიზებას მე მანდობდნენ. წარმოიდგინეთ, რამხელა პასუხისმგებლობაა, რო
ცა საბჭოთა კავშირის პირველი პირებისთვის ნადირობის მოწყობა გევალება. ერთი
თითქოსდა უმნიშვნელო შეცდომა და... შეიძლება, ტრაგიკულად დამთავრდეს ყველა
ფერი.
საქართველოს მაშინდელი მთავრობიდან ვინ ნადირობდა ვასილ მჟავანაძესთან
ერთად?
– გივი ჯავახიშვილი, ალექსი ინაური, დევი სტურუა, გიორგი გეგეშიძე, შოთა ჭანუყვა
ძე და, აუცილებლად – ირაკლი აბაშიძე. ყველა შესანიშნავი მონადირე იყო, გარდა ირა
კლი აბაშიძისა. ის უფრო ბუნებით ტკბებოდა, ჭალის ტყის ცქერით ვერ ვძღებიო, –
მეუბნებოდა.
ყველაზე მეტად რაზე უყვარდა ნადირობა მჟავანაძეს?
– ტახზე, ირემს არ ესროდა; ფრინველებიდან კი ხოხობზე. ის ხარბი მონადირე არასდ
როს ყოფილა, ზომა და წონა იცოდა, მაგრამ, ხელცარიელი დაბრუნებაც, სიმართლე გი
თხრათ, არ უყვარდა. თუმცა, „მარცხს“ ხუმრობით უმკლავდებოდა ხოლმე. მახსოვს, ნა
დირობის წინ დილით ხაში მივირთვით. პირველი სარეკი ცარიელი გამოდგა, მეორეც,
მესამეც... მომიახლოვდა და მეუბნება: „დილით ხაში გემრიელი, სარეკელი ცარიელი,
რას აკეთებს დირექტორი კაპანაძე ტარიელი?!“ იქვე მყოფმა ირაკლი აბაშიძემ აღტაცე
ბა ვერ დამალა: რა შესანიშნავად აწყობილი რითმაა, კარგი იქნება თუ გააგრძელებთო.
„რატომაც არა, მაგრამ, გაგრძელებას მოფიქრება უნდა, ეს კი ექსპრომტად ვთქვი“, –
ღიმილით უპასუხა მჟავანაძემ.
ვასილ მჟავანაძეზე ამბობდნენ, ქართული ცუდად იცოდაო.
– იმასაც ამბობდნენ ზოგიერთები, პატრიოტი არ იყოო, არადა, სამშობლო და ქართვე
ლი ხალხი უზომოდ უყვარდა. ერთხელ, 1967 წლის სეზონზე, გარდაბანში ჩამოვიდა.
ოთახში ვისხედით და ნადირობის გეგმას ვაწყობდით. ტელეფონმა დარეკა, მჟავანაძე
ვიღაცას ესაუბრა, სახე მოეღუშა და დევი სტურუას მიმართა: „დევი, სოხუმში მოგიწ
ევს წასვლა! ბიჭვინთაში სუსლოვი და პონომარიოვი ჩამოდიან, ხვალ აფხაზებს უნდა
შეხვდნენ... რაღაც სისულელეები რომ არ ილაპარაკონ, ერთი ნაბიჯით არ მოსცილდე
მათ“. მუდამ ყურადღებით იყო, რაიმე რომ არ გამოჰპარვოდა და, საერთოდ, ქართველ
ები ახლა აკმოლინსკში, კუსტანაიში და ცელინოგრადში რომ არ ვართ გადასახლებუ
ლი, ვასილ მჟავანაძის დამსახურებაა.
ამბობენ, ნიკიტას ნადირობა უყვარდა და საქართველოშიც უნადირიაო. როგორ მოხდა
რომ ნადირობის მოყვარულმა კაცმა ასეგაიმეტა ის ადამიანები, რომელთა გვერდითაც
ნადირობდა?
– მას ქართველებისადმი ბოღმა და შური ახრჩობდა. ვერ იტანდა ქართველებს და, რომ
დალევდა, იმუქრებოდა – გაგაციმბირებთო. მჟავანაძე რომ არა, ვინ იცის, ყირიმელი
თათრებივით გვეხეტიალა წერილებითა და განცხადებებით ხელში მაღალჩინოსნების
კაბინეტების კარდაკარ – სამშობლოში დაგვაბრუნეთო! საქართველოში სანადიროდ
ჩამოსვლა კი უყვარდა, მაგრამ, ქართველები ვერ შეიყვარა.
როდის ჩამოვიდა საქართველოში?
– 1959 წლის თებერვალში. მისი ვიზიტი არავის გახარებია. როგორი საქმეა – 1956
წელს ახალგაზრდები დაგვიხოცეს და ამ დანაშაულის ჩამდენი და ინიციატორი სანა
დიროდ ჩამოდის!.. ყველაზე აუტანელი კი ის არის, რომ, უნდა უცინო, პატივი სცე. იმ
ტრაგედიის ჭრილობას ჯერ კიდევ არ შეშრობოდა სისხლი და, გვეშინოდა, ვინმე „კამი
კაძეს“ ნიკიტასთვის არ ესროლა... ნადირობის ორგანიზაცია მთლიანად მე დამავალეს.
უშიშროების კომიტეტში ამ ნადირობაში მონაწილეთა სია მივიტანე. ხრუშჩოვის ჩამო
სვლამდე ორი დღით ადრე სანადირო მეურნეობის ტერიტორიას სპეცდანიშნულების
სამხედრო ნაწილმა ალყა შემოარტყა. გარდაბნის ტყე „კაგებეშნიკებით“ გაივსო. ბო
ლოს ტყეში ტყვიაგაუმტარი „3öñ“ შემოვიდა. ნიკიტა „ცეკას“ პრეზიდიუმის წევრებთ
ან ერთად გადმოვიდა, პირადი ექიმი და მზარეულიც ახლდა. იმ ნადირობის დროს
ხრუშჩოვმა გარეულ ღორს ესროლა და დაჭრა. მისი ლეში სამი დღის შემდეგ ვიპოვეთ.
მახსოვს, ნადირობის შემდეგ სტუმრები უკვე კარავში ქეიფობდნენ, რომ, ერთმა ჩვენია
ნმა ულამაზესი ირემი მოკლა და ხრუშჩოვს მიართვა – ქართველებში „პადხალიმებს”
რა დალევს! სხვათა შორის, ამის გამო შავი დღე აყარა ხრუშჩოვმა: „ზაჩემ ტაკუიუ კრა
სოტუ პოგუბილ? ბეგალ ბი სებე ვ ლესუ!” ამ სიტყვების შემდეგ გულის სიღრმეში მის
მიმართ სიმპათიის ნაპერწკალი გამიკრთა.
იმ ფაქტის შესახებ მიამბეთ, რომელიც ჯერ არავისთვის გითქვამთ.
– 1964 წლის გაზაფხულია. ერთ დღეს, როგორც ყოველთვის, გარდაბანში ვარ, ნაკრძა
ლში. საღამო ხანს სახლში შევედი (ნაკრძალში პატარა სახლი იდგა). ოთახში 2 ტელეფ
ონი მქონდა – სამთავრობო და „ვეჩე”. ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანა
ში დარეკავდი, მას სანადიროდ ჩამოსულები იყენებდნენ. პირადად მე არასდროს მისა
რგებლია. ვასილ პავლოვიჩი მირეკავდა, თუ დავჭირდებოდი, ტყეში სირენა მქონდა.
„ვეჩე” თუ დარეკავდა კისრისტეხით გავრბოდი. როდესაც მჟავანაძე ჩამოსვლას დააპი
რებდა, ყოველთვის რეკავდა, მაგრამ, იმ საღამოს ტელეფონის ზარი არ ყოფილა. მჟავა
ნაძე მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა, მძღოლი – ანდრო დახვდა. არც სახლში წა
ვიდა, არც „ცეკაში“, პირდაპირ გარდაბნისკენ გამოეშურნენ. საკმაოდ შებნელებულზე
ჩამოვიდნენ. გავოცდი. ეტყობოდა, ძალიან ცუდ გუნებაზე იყო. მეუბნება: „ტარიელ,
მოდი, ვივახშმოთ.” არაფერი ისეთი არ მქონდა და შევწუხდი – ლობიო მაქვს, მჭადი
გაცივდა, ახალს გამოვაცხობ-მეთქი. „არა, არ გინდა, გააფიცხე, უბრალოდ ვივახშმოთ”
დავტრიალდი. პატარა ტაბლაზე ლობიო, გაფიცხებული მჭადი, ყველი და ცოტა მწვა
ნილი დავდე. ვივახშმეთ. მერე ბევრი ვიარეთ მწუხრის ტყეში. ჩემი თანამშრომელი
ილიკო გვახლდა, უბრალო გლეხი, დიდი განათლება იმას არ ჰქონდა, მაგრამ, რაც უნ
და ეკეთებინა, შესანიშნავად იცოდა. ვასილ პავლოვიჩს ძალიან უყვარდა. დავდივართ
ტყეში, მჟავანაძე რაღაცას აყოლებს, უსმენს, თავადაც საუბრობს ტყეზე, ცხოველებ
ზე... თავისი ბავშვობა გაიხსენა, დედულეთი, სოფელი, ობლობა, მერე ხონის ტყავის
ქარხანაში გატარებული სიყმაწვილის მძიმე წლები... ძალიან ნაღვლიანი იყო. ვატყობ
დი, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ, არ ვიცოდი რა.
ეს რომ შეატყვეთ, არაფერი გიკითხავთ?
– არა, მაგას როგორ გავბედავდი. მე ჩემი ადგილი და რანგი ვიცოდი. ჩვენი საუბარი
მხოლოდ ტყეს, თევზაობას, ნადირობას ეხებოდა. გვიან დავბრუნდით სახლში, ვასილ
პავლოვიჩმა მითხრა, დარეკე, ხვალ დილით ჩამოვიდნენო.
ვის დაურეკეთ?
– გივი ჯავახიშვილს და ალექსი ინაურს. მათ იცოდნენ, რომ მჟავანაძე აქ იყო, მაგრამ,
მოსკოვში რა საქმე ჰქონდა, არ იცოდნენ. ძალიან გვიანობამდე ვისაუბრეთ, არ ეძინებ
ოდა. მერე თავის ოთახში წავიდა მოსასვენებლად. მთელი ღამე არ მეძინა. მართალია,
თავისი ოთახიდან აღარ გამოსულა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არც მას უძინია. მეო
რე დილით, 10 საათზე, ინაური და ჯავახიშვილი ჩამოვიდნენ. მე საუზმეს ვამზადებ
დი – ჩაი, ყველი, კარაქი. კარი არ მიმიხურავს და მათი საუბარი მესმოდა. მჟავანაძე
ამბობს: „ხრუშჩოვმა მითხრა, ყველაფერი გამზადებულია – კუსტანაი, აკმოლინსკი, ცე
ლინოგრადი და ქართველები იქ უნდა გაგასახლოთო”... ეს რომ გავიგონე, კინაღამ
ტვინში სისხლი ჩამექცა. ვუსმენ, ვერც კარს ვხურავ და ვერც საუზმის გასაშლელად
შევდივარ. „მერე იერიშზე გადმოვიდა, – განაგრძო მჟავანაძემ, – მე ვუთხარი: ახლავე
რომ გაგვასახლოთ, სისხლი დაიღვრება. მომეცი ექვსი თვის ვადა, ხალხს შევამზადებ-
მეთქი. ექვსი თვე გეყოფაო? – მკითხა ხრუშჩოვმა. სავსებით-მეთქი და, აი, ჩამოვედი
თქვენთან. ძალიან ცუდ გუნებაზე ვარ. ახლა გაოცება არაფერს უშველის. მარჯვედ უნ
და ვიყოთ, პანიკა საჭირო არ არის. ამ ინფორმაციამ ხალხში არ უნდა გაჟონოს”.
თურმე, როდესაც მჟავანაძე ხრუშჩოვთან იყო, აფხაზეთის დელეგეცია ჩასულა. პავლო
ვიჩმა იცოდა, რომ, აფხაზები მოსკოვში აპირებდნენ წასვლას, მაგრამ, რა საკითხზე –
არ იცოდა. მჟავანაძეც მის კაბინეტში იყო, როცა ხრუშჩოვს დაურეკეს და უთხრეს – აფ
ხაზეთის დელეგაციას შემოსვლა უნდაო. მჟავანაძეს უთქვამს: წავალ, უხერხულია, რო
მანოვთან შევალო. არაო, – არ გაუშვია ნიკიტას. შემოვიდნენ აფხაზები და ნიკიტა მიე
გება – ვიცი, რატომაც ჩამოხვედითო. აფხაზებს გაუხარდათ. „ჩვენ ყველაფერი მზად
გვაქვს, – იგივე გაიმეორა ნიკიტამ, რაც მჟავანაძეს უთხრა, – წადით შუა აზიაში, ყაზა
ხეთში, ცელინოგრადში. აფხაზები ისეთი ხალხი ხართ, იქაც მოიყვანთ ციტრუსს, – და
უცინია ნიკიტას – იცხოვრეთ ისე, როგორც ავტონომიას შეეფერება, არაფერი შეიცვლე
ბა”... თურმე აფხაზები კარისკენ უხმოდ, უკან-უკან წავიდნენ. ეს ყველაფერი იმ დილ
ით მოვისმინე. ხრუშჩოვი სიმთვრალეში მუდამ ქართველების გასახლებით იმუქრე
ბოდა, მაშინაც მთვრალი იყო, ალბათ. ვასილ პავლოვიჩი სულ ამ ჭირვეული ლოთის
მორჯულებაში იყო.
როდესაც ამის შესახებ უამბო, ინაურმა და ჯავახიშვილმა რა უთხრეს?
– არაფერი, რა პასუხი უნდა გაეცათ? ამ საუბრის შემდეგ მალე წავიდნენ. დავრჩი მარ
ტო, დარდით გულგასიებული. დღეში სამი კოლოფი სიგარეტი არ მყოფნიდა, ღამეები
არ მეძინა, ვერც ვერავის ვერაფერს ვეკითხებოდი, არც არავინ რეკავდა. ასეთ საშინ
ელ განცდებში ველოდებოდი იმ ექვსი თვის გასვლას. ოქტომბერი დადგა. ისევ ტყეში
ვარ და სირენის ხმა მესმის – ესე იგი „ვეჩე” რეკავს, თურმე, ნიკიტა ხრუშჩოვი გადაუ
ყენებიათ. ვერ აგიწერთ, ეს რა სიხარული იყო. მაშინ მივხვდი, რატომ უთხრა მჟავანა
ძემ, ექვსი თვე მაცალეო – ამ ექვს თვეში ბოლო მოუღო. გული ამოვარდნაზე მქონდა.
იმწამსვე გავვარდი გარდაბნის რაიკომის პირველ მდივანთან. არასდროს გაუფრთხილ
ებლად არ შევსულვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობარი და ახლობელი იყო, მა
გრამ, ახლა პირდაპირ შევიჭერი მის კაბინეტში და ყველაფერი ვუთხარი. მანამდე
ამის შესახებ არავინ იცოდა. აი, მაშინ კი აღვნიშნეთ, მაგრამ, რა აღვნიშნეთ... მერე, მო
გვიანებით, მოსკოვიდან ფოტოსურათი ჩამომიტანეს – ხრუშჩოვი ტიროდა. ისევ ქართ
ველებმა მოუგრიხეს კისერი. გავიდა დრო. ერთხელაც, გავბედე და ინაურს ვკითხე:
მართლა გაგვასახლებდა ხრუშჩოვი? როგორ გაბედავდა-მეთქი? გაეცინა და მითხრა:
აბა, რა გგონია, მზითევსაც გაგვატანდნენო. ხრუშჩოვის მოშორებაში ინაურმაც უდიდ
ესი როლი ითამაშა და ეს ყველაფერი იმ ექვს თვეში მოხდა, მჟავანაძემ მოსამზადებ
ლად რომ ითხოვა ხრუშჩოვისგან.

თითქოს არა ვარ ბოროტი და სისხლის მსმელი, მაგრამ მაინც ძალიან მწყდება გული, რომ ეს ნაძირალა,
განათლებით - სამრევლო სკოლის ორკლასდამთავრებული, რომელსაც ერთი წინადადების დაწერა არ
შეეძლო გრამატიკული შეცდომების გარეშე, დაუმსახურებლად აღზევებული ქართველთმოძულე
არაკაცი, (პოლტარანინის ცნობით, პირადადა აქვს ხელი მოწერილი 160.000 კაცის დახვრეტაზე და კიდევ
დამატებით ითხოვდა 8000 ადამიანის დახვრეტის უფლებას), სიცოცხლეში ფეხებს რომ ულოკავდა
სტალინს და სიკვდილის შემდეგ რომ მისი ჯავრი საქართველოზეც უნდოდა ეყარა, თავისი სიკვდილით
მოკვდა და ვინმე ქართველის ხელით არ ჩაძაღლდა!..

ქალი, რომელმაც მსოფლიოში დედის დღე დააწესა, უშვილო


გარდაიცვალა

დედის დღე პირველად ამერიკაში XX ს-ის დასაწყისში, მშვიდობის აქტივისტის, ანა ჯარვ
ისის ძალისხმევით დაწესდა. მან კამპანია 1905 წლის 10 მაისიდან, საკუთარი დედის გარ
დაცვალების დღიდან დაიწყო და 1908 წელს მიაღწია იმას, რომ დედის დღე ოფიციალურ
დღესასწაულად იქნა აღიარებული. შემდგომში ანა ჯარვისი ამ დღის კომერციალიზაცი ის
წინააღმდეგ გამოდიოდა, რადგან მრავალმა კომპანიამ სერიოზული მოგება ნახა მისა ლოცი
ბარათების , ყვავილების და სხვა საჩუქრების რეალიზაციით.

ანა ჯარვისი სასტიკად ბრაზობდა. ამბობდა, რომ დედის დღე უნდა ყოფილიყო ომში და
ღუპული ჯარისკაცების დედების პატივის მისაგები და არა საჩუქრების ყიდვის დღე. მას
უნდოდა, რომ ამ დღეს დედებს შვილებისგან ხელით ნაკეთი საჩუქრები და ხელნაწერი
მისალოცი ბარათები მიეღოთ: ”ნაბეჭდი მისალოცი ბარათები იმის ნიშანია, რომ გეზარებ
ათ მიწეროთ ქალს, რომელმაც ყველაზე დიდი რამ გაჩუქათ, ვიდრე მსოფლიოში სხვა ვინ
მემ. კონფეტები! ყიდულობთ მისთვის და მერე მთელ კოლოფს თავად მიირთმევთ!” -ანა
ჯარვისი “დღე, რომლისთვისაც ამდენი ვიბრძოლე, კომპანიებმა საკუთარი მოგების წყარ
ოდ გადააქციეს”-ამბობდა ანა და აქციებით მოუწოდებდა , ბოიკოტი გამოეცხადებინათ
სხვადასხვა კომპანიებისთვის. 1923 წ. ის დაპატიმრებულიც კი იყო მშვიდობის დარღვევი
სთვის. ანა ჯარვისი 87 წლის ასაკში მარტოხელა და უშვილო გარდაიცვალა.

ჯარვისის დღესასწაული მალე სხვა ქვეყნებმაც დააწესეს და ახლა ის მთელ მსოფლიოში


აღინიშნება.

ვინ არის კოსემ სულთანი?

ის იყო ერთ-ერთი გავლენიანი ქალბატონი ოსმანთა სამყაროში. ანასტასია დაიბადა


1590 წ. საბერძნეთში. საჩუქრის სახით იყო გაგზავნილი სტამბოლში ერთი სულთნის
თვის. 15 წლის ასაკში ანასტასია გახდა ჰასეკი სულთანი, აჰმეტ I-ის ჰარემის დროს.
ჭკვიანმა კოსემმა მალე დაიპყრო აჰმეტის და ჰარემის მცხოვრებთა გულები. მას 4 ვა ჟი
ჰყავდა: მურადი, სულეიმანი, იბრაჰიმი, კასიმა. ასევე 2 ქალიშვილი: აიშე და ფატ მა.
აჰმეტის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა აჰმეტის უმცროსი ვაჟი სულთან
მუსტაფა I. იმდროინდელი კანონის დარღვევით აჰმეტმა ძმა მუსტაფა არ მოკლა. მუს
ტაფა დიდხანს არ ხელმძღვანელობდა იმპერიას. მას შემდეგ ტახტზე ადის აჰმეტ I-ის
ვაჟი ოსმანი, რომელიც კოსემისგან არ იყო. შემდეგ ტახტზე ავიდა კოსემის ვაჟი მურა
დი (მურად IV). რადგან პადიშაჰი ჯერ 14 წლის გახლდათ, მის ძალაუფლებას ვალი დე,
კოსემი მართავდა. სამწუხაროდ, მურადს დიდხანს სიცოცხლე არ ეწერა. მის შემ დეგ
ტახტზე ადის, კოსემის მეორე ვაჟი იბრაჰიმი. იბრაჰიმი იყო მოკლული... მას შემ დეგ
ტახტზე ადის 6 წლის მეჰმეტ IV. ამ წლების განმავლობაში მას დიდი ძალაუფ ლება
ჰქონდა. იბრაჰიმის შვილის დაბადების შემდეგ, კოსემს პრობლემები შეექმნა მის
დედასთან. ეს ბრძოლა გრძელდებოდა 3 წელიწადი. შემდეგ კოსემი საკუთარ ოთახში
დაახრჩეს.

თეოტიუაკანი – ღმერთების ქალაქი

თანამედროვე მეხიკოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, ძველი სამყაროს ერთ-ერთი

უდიდესი ურბანული ცენტრი – თეოტიუაკანი. დღემდე არაა ზუსტად ცნობილი ვინ ააშენა

ქალაქი, რა ეწოდებოდა მას სინამდვილეში. მაის ხალხის რამოდენიმე მანუსკრიპტში ნახსე ნებია

სახელი “პაჰ”- “ლერწმის ადგილი”, ხოლო სახელი თეოტიუაკანი – “ღმერთების ქალა ქი”

აცტეკებმა უწოდეს მას. აცტეკების მიერ ქალაქის პირველად ნახვისას, ის უკვე რამდენიმე

საუკუნის მიტოვებული და გაუკაცურებული იყო. შენობების არქიტექტურით, სიდიდითა და

სილამაზით აღფრთოვანებულებმა, მას “ღმერთების ქალაქი უწოდეს”. აცტეკებს სჯეროდათ

რომ, ღმერთებმა სამყარო სწორედ აქ შექმნეს. თეოტიუაკანი ძვ. წ. I ს-ში დაარსდა და ახ. წ. VII ს-

მდე არსებობდა, თუმცა ნაგებობათა უმეტესობა ახ. წ. V ს-მდე პერიოდს მიეკუთვნება. აყვავების

ხანაში ქალაქი პრეკო ლუმბამდელი პერიოდის უდიდესი დასახლებული პუნქტი უნდა

ყოფილიყო მეზოამერიკის ისტორიაში, დაახლ. 125 000 მაცხოვრებელით. მათი ეთნიკუ რი

წარმომავლობა დღემდე დავის საგანია, თუმცა საკმაოდ გავრცელებული ვერსიის თანახმ ად ეს

იყო მულტი-ეთნიკური დასახლება, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ტოტონაქები, ოტომი,

მაია, ჰაგუა და მეზოამერიკის სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. თეოტიუა


კანის დაარსების ისტორია საკმაოდ ბუნდოვანია, ისევე როგორც მისი არსებობის ადრეული

პერიოდი. დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებული აზრით ქალაქი ტოლკეტებს ეკუთვნო

დათ. ეს მოსაზრება ეყრდნობოდა XVI ს-ში დაწერილ ფლორენციის კოდექსს, სადაც აღწერი ლია

მეზოამერიკის ხალხთა ისტორია. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ტოლტეკების კუ ლტურა

მაიას ცივილიზაციის დაცემიდან, რამდენიმე ს-ის შემდეგ ყვაოდა და ეს ვერსიაც თა ვისთავად

გამოირიცხა. დღესდღეობით თანამედროვე კვლევები მიუთითებს, რომ ქალაქი და არსდა

რამოდენიმე კულტურის მიერ. თეოტიუაკანი აყვავების პერიოდს აღწევს დაახლ. ახ. წ. 450 წელს,

როდესაც მისი გავლენა ვრცელდება, თითქმის მთელს მეზოამერიკაზე. ამ დროისა თვის ქალაქის

სიდიდე 30კვ. მ. აღწევდა. სხვადასხვა უბნებში მცხოვრები ადამიანები წარმო შობით იმ

ქალაქებიდან იყვნენ, რომლებიც თეოტიაუკანის გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი ქალაქი

განთქმული იყო ობსიდიანის მოპოვებით და მისგან დამზადებული ნივთებით ვაჭრო ბით,

განვითარებული იყო მეთუნეობა, ხელოსნობა, საიუველირო საქმიანობა, ინჟინერია, ას

ტრონომია, მათემატიკა. ჩვენამდე არაა შემორჩენილი ტექსტები, ან რაიმე სახის წერილობი თი

წყარო, რომელიც ქალაქის ისტორიაზე მოგვითხრობს. მეცნიერები ეყრდნობიან არქეოლო გიურ

მასალებს, რელიეფებსა და მოხატულობებს. თეოტიუკანში კედლის მხატვრობა განსაკუ თრებით

დავრცელდა და დაიხვეწა ახ. წ. 450-650 წწ-ში. თეოტიუკანის დაღმასვლა დაახლ. ახ. წ. VI ს-ში

იწყება. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ქალაქი დაეცა შემოსევების შე დეგად,

რადგან სასახლეები და ტაძრები, ანუ ის არქეოლოგიური ადგილები სადაც მეცნიერე ბი

მუშაობდნენ, აშკარად გადამწვარი იყო. თუმცა უახლესმა გათხრებმა დაამტკიცა, რომ ცეცხ ლის

კვალი დასტურდება მხოლოდ მაღალი კლასის რაიონებში, ხოლო ახლად გათხრილი და ბალი

ფენის სამოსახლოები უბრალოდ მიტოვებულებია. ეს პირდაპირ მიანიშნებს დაბალი კლასის

აჯანყებაზე.

ქალაქის არქიტექტურა

თეოკიუაკანის მთავარ გზას “მიცვალებულთა ქუჩა” ეწოდება, დაახლოებით 2 მილი გრძელდ ება

და შეიცავს 3 პირამიდის კომპლექსს, მათ შორისაა მსოფლიოში სიდიდით მესამე, “მზის

პირამიდა”. აქვე მრავლადაა მინი პირამიდები და პლატფორმის მსგავსი ნაგებობები, აცტეკ ებს

სჯეროდათ რომ ეს იყო სამარხები, სწორედ აქედან მოდის გზის სახელიც. დღესდღეობით
დადგენილია, რომ ეს იყო სარიტუალო შენობები, რომელთა თავზეც აღმართული იყო სამსხვ

ერპლოები, ან ტაძრები. აქვეა ე. წ. “ფრთოსანი გველის ტაძარი”, რომელიც თეოტიუაკანში სი

დიდით მესამეა. თარიღდება ახ. წ 150-200 წწ-ით. სახელი ეწოდა დეკორში გამოყენებული

ფრთიანი გველის გამოსახულებიდან, რომელიც დაახლ. X ს-ის შემდეგ აცტეკებმა შეითვისეს,

როგორც ღმერთი კეცალკოატლი.ნაგებობა წარმოადგენს ექვს დონიან პირამიდას, კედლების

ნაპირები გაფორმებულია გველის თავებით, რომელტაც თვალების მაგივრად ობსიდიანის ქვები

აქვთ ჩასმული. ორასზე მეტი ჯგუფური სამარხია ნაპოვნი ტაძართან, აღმოჩენილია რო გორც

ქალის, ასევე მამაკაცის სხეული, თუმცა ამ უკანასკნელთა რაოდენობა გაცილებით დი დია.

მამაკაცებს ჩატანებული აქვთ იარაღი, სამკაულები გაკეთებული ადამიანთა კბილებისა გან, რაც

მეცნიერებს აფიქრებინებს რომ ეს უნდა იყოს თეოტიუაკანის დამცველთა სამარხები. მაგრამ

უნდა აღინიშნოს, მათი ზუსტი დანიშნულება დაზუსტებული არაა. ჩრდილოეთით არის

“მთვარის პირამიდა”, ეს სახელიც აცტეკების მიერაა მინიჭებული. აგებულია ახ. წ. II – IV სს-ში.

მისი სიმაღლე 46, სიგანე კი 168 მ-ია. ნაგებობა დაყოფილია რამდენიმე დონედ. ტა ძარი, სადაც

რეგულარულად მიმდინარეობდა მსხვერპლშეწირვა ეძღვნებოდა თეოტიუაკანის დიდ

ქალღმერთს. რომელიც ასოცირდებოდა ნაყოფიერებასთან, წყალთან, მიწასთან დააბადე ბასთან.

პირამიდის მიმდებარედ გათხრილ სამარხებში აღმოჩენილია ადამიანის ძვლები, ობ სიდიანის

დანები და სხვა სარიტუალო ინვენტარი. მზის პირამიდა მეზოამერიკაში დღესდღე ობით ერთ-

ერთი უდიდესი ნაგებობაა, სიმაღლით 76 მ. და სიგანით 223 მ-ია. გათხრებისას გა მოვლინდა

მეშენებლობის 2 დონე. პირველი დაახლ. ახ. წ. 100 წელს და უკვე მიიღო დღეისათ ვის

არსებული ფორმა. მეორე სამშენებლო პერიოდის ნაგებობა სამწუხაროდ დღემდე არ შემო

რჩენილა.
+

ვინ იყო საიდუმლოებით მოცული გიორგი გურჯიევი?


გიორგი გურჯიევი (1877 წ. 28 ნოემბერი –1949 წ. 29 ოქტომბერი), ბერძენი მისტიკოსი და ფილ
ოსოფოსი. ცხოვრების დიდი ნაწილი თბილისში გაატარა. 1919 წ. თბილისში დააარსა „ადამია
ნის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”. საქართველოს ტერიტორიის საბჭოთა ანექსიი ის
შემდეგ იგი ემიგრაციაში, კერძოდ კი, საფრანგეთში წავიდა. ცნობილი მისტიკოსის გიორ გი
გურჯიევის ეროვნება და დაბადების თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი. დაუზუსტებე ლი
ბიოგრაფიული ცნობებით, მამით ბერძენი იყო, დედით – სომეხი. მისი ფსევდონიმი მთე ლი
ცხოვრების მანძილზე იყო ”გურჯიევი” რაც ,,ქართველს“ ნიშნავს.
მისი ამერიკელი მოწაფეების ცნობით, იგი ცუდად საუბრობდა რუსულად და ფრანგულად, კა
რგად იცოდა აზერბაიჯანული, სომხური და ქართული. ამას ამერიკელი მწერალ-ეზოთერიკო
სის დ.ა. ჰალსის ცნობაც ამტკიცებს. ის წერს: „გურჯიევმა ბრწყინვალედ იცოდა არა მარტო ქა
რთული ენა, არამედ ქართული ანბანიც.
ერთ-ერთი ვერსიით, გურჯიევი XIX ს-ის ბოლოს სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო
სემინარიაში სწავლობდა (სტალინი 1899 წ. სემინარიიდან მარქსიზმის პროპაგანდის გამო გარ
იცხეს). ალბათ, სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობები. ძნელია ითქვას, რომ ისინი პა
რტნიორები, ან ერთგული მეგობრები იყვნენ, თუმცა მკვლევარებმა სტალინის მოხსნებებში
გურჯიევის ლექციების უდიდესი გავლენა აღმოაჩინეს.
XX ს-ის დასაწყისში თვითონ გურჯიევი განიცდიდა სტალინის გავლენას. ამას ადასტურებს ის
ფაქტი, რომ რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, გურჯიევი აქტიურად ჩაება საქართ ველოს
პოლიტიკურ ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღო ჭიათურის აჯანყებაში, სადაც ის ტყვიით
დაჭრეს. არსებობს ვერსია, რომ ის ურმით გადაიყვანეს ხევსურეთში, სადაც მას ქირ ურგიული
ოპერაციაც ჩაუტარეს და სხეულიდან ტყვია ამოუღეს, სავარაუდოდ, გურჯიევს ოპერაცია
ცნობილმა “აქიმმა” მგელიკა ლიქოკელმა გაუკეთა.
გურჯიევი ზებუნებრივის ძიებით და ფემონენით ადრევე დაინტერესდა. ბევრს მოგზაურობ და,
განსაკუთრებით აზიაში (მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, თურქეთი, ინდოეთი).
შეისწავლა სხვადასხვა ხალხთა რელიგია, ფოლკლორული მუსიკა და ცეკვა. ზოგჯერ არქეო
ლოგიურ გათხრებსაც აწარმოებდა. ტიბეტში ყოფნისას მას ტიბეტელმა ლამებმა “თეთრი ეშ
მაკი” შეარქვეს (მას გავლენა ჰქონდა თვით დალაი-ლამაზე).
გურჯიევი 1922 წ. პარიზში ჩავიდა და იქვეს ახლოს, ფონტებლოში, ციხე-სიმაგრე იყიდა. 1930-
იან წწ-ის ბოლოსა და 1940-იანი წწ-ის დასაწყისში ის უკვე ტიბეტშია, რომელიც იმ დრო ისთვის
მთელი მსოფლიოსთვის დახურულს სექტორს წარმოადგენდა. ტიბეტში გურჯიევი
რამდენჯერმე ინახულა ნაცისტმა რუდოლფ ჰესმა. ჰესს აინტერესებდა, როგორ მიდიოდა ფა
შისტების მიერ გაგზავნილი ექსპედიციის მუშაობა. ფაშისტები ტიბეტში მითიურ ქვეყანას –
შამბალას ეძებდნენ. ჰესი ჭკვიანი ადამიანი იყო, იგი დარწმუნებული იყო ჰიტლერის გეგმებ ის
კრახში. მას გურჯიევთან შეხვედრისას უფრო განუმტკიცდა ამის რწმენა. ბერლინში დაბრ
უნების დროს, როდესაც ასტროლოგმა ვრონსკიმ მას ფაშისტების მომავალი მარცხის შესახებ
აუწყა, მან გერმანიის დატოვება გადაწყვიტა. ასტროლოგ ვრონსკის პროგნოზით, ჰესსა და ბევრ
სხვა ფაშისტ ლიდერსაც სახრჩობელა ელოდა. ჰესი, ვრონსკის რჩევით, 1941 წ. ბრიტანე ლებს
ტყვედ ჩაბარდა. 1946 წ, ნიურბერგის სასამართლო პროცესზე ჰესის გარდა ყველა ჩამოა ხრჩვეს,
ჰესს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, 1980-იან წწ-ში მან ერთკაციან საკანში თავი ჩამოიხრჩო.
II მსოფლიო ომის დროს ის საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. არ არსებობს იმის
მტკიცებულება, რომ გურჯიევი ჰიტლერს პირადად იცნობდა. მოგვიანებით გარკვეული კავ
შირი ჰქონდა ნაცისტებთან და მის სახელს უკავშირებენ საიდუმლო ორგანიზაცია “ტულეს”
შექმნას. არის მოსაზრება, რომ ჰიტლერიც და სტალინიც იზიარებდნენ გურჯიევის მოსაზრებ
ებს.
ბულგაკოვის ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ რომანში “ოსტატი და მარგარიტა”, ვოლანდის
პროტოტიპი სწორედ გურჯიევია. ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ 1917 წ. გურჯიევის ესენტუ
კში ცხოვრების დროს, ბულგაკოვიც სწორედ იქ ისვენებდა და არ არის გამორიცხული, რომ
სწორედ აქ შეხვდნენ ერთმანეთს, რამაც მწერალს სერიოზული იმპულსი მისცა მომავალი რო
მანისთვის. გურჯიევი ვერ იტანდა ტერმინს “ოკულტისტი” და საკმაოდ უნდობლად უყურებ და
თეოსოფებს, ასევე სკეპტიკურად იყო განწყობილი იოგის მიმართ, უფრო დერვიშიზმით იყო
გატაცებული.

განქორწინების ყველაზე უჩვეულო და საინტერესო მეთოდები


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განქორწინებაც სხვადასხვაგვარად ხდება. ერთ-ერთ


ინგლისურ ქალაქში საინტერესო ტრადიცია აქვთ: თუ ადამიანი შევა ტაძარში და
ბიბლიაზე ხელის დადებით წარმოთქვამს ფიცს, რომ მას არასოდეს უნანია თავი სი
ქორწინების შესახებ, მას სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ ხოლმე. ეს წესი არსებ ობს
უკვე 350 წელია და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 8 -ჯერ მოხდა ჯილდოს გა დაცემა.

მოდით ვნახოთ, თუ როგორ ხდება განქორწინება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში:


1. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ XVIII ს-ის დასასრულამდე უელსში განქორწინე ბა
ხდებოდა ჩვეულებრივი ცოცხის მეშვეობით. განქორწინება შესაძლებელი იყო
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეებიდან ერთ-ერთი გადაახტებოდა სახლის
შესასვლელში დადებულ ცოცხს.
2. აფრიკის სანაპიროსთან არის ერთი პატარა კუნძული. ამ კუნძულის მცხოვრებ ლებს
განქორწინების ყველაზე მარტივი წესი აქვთ: განქორწინების საკითხს აქ მხო ლოდ
ქალი წყვეტს. არასასურველი ქმრის თავიდან მოსაცილებლად საკმარისია ქალმა ქმრის
ნივთები სახლიდან გარეთ გამოყაროს.
3. გასული საკუნის 50-იან წლებში სსრკ-ში განქორწინების საკმაოდ რთული წესი არ
სებობდა: ის უნდა მომხდარიყო სახალხოდ. ეს დაკანონებული იყო ოჯახისა და ქო
რწინების კოდექსის შესაბამისად. ქორწინება რომ არაქმედითუნარიანად მიეჩნიათ,
მეუღლეებს უნდა შეეტანათ სასამართლოში განცხადება, გადაეხადათ ჯარიმა 100
მანეთი და აგრეთვე გაზეთში საქვეყნოდ უნდა განეცხადებინათ მათი ქორწინების
მოსალოდნელი გაუქმების შესახებ.
4. სინგაპურელმა და მალაიზიელმა რელიგიურმა პირებმა განაცხადეს, რომ სატელე
ფონო ტექსტურ გზავნილებს უკვე იურიდიული ძალა აქვთ. მუსულმანისათვის ახ ლა
საკმარისია სამჯერ გაგზავნოს მესიჯი ქორწიენების გაუქმების შესახებ. შემდეგ
განქორწინებას უბრალოდ დაადასტურებს შარიათის სასამართლო.
5. ძალიან უცნაური ჩვეულება იყო ძველად ჩერნოგორიაში: მოწმეების თანდასწრე ბით
ცოლ-ქმარი ხელში იღებდა ქამრის ან თოკის ორ სხვადასხვა ბოლოს და მას შუ აზე
ჭრიდა. ამის შემდეგ ისინი უკვე მეუღლეები აღარ იყვნენ.
6. აფრიკაში მცხოვრებ ნარაგუს ტომსაც განსაკუთრებული ტრადიცია აქვს: ქორწი ლის
შემდეგ ახალდქორწინებულებმა უნდა გაიკეთონ ნიღაბი და მისი მოხსნის უფ ლება არ
აქვთ ერთი წლის მანძილზე. თუ ერთი წლის შემდეგაც ისინი ნიღბებს არ
მოიხსნიდნენ, ითვლებოდა, რომ ეს ქორწინება უკვე გაუქმებული იყო.
7. ძველ რომში განქორწინების განსაკუთრებით სასტიკი წესები არსებობდა: აქ იყო
კანონი, რომლის მიხედვითაც მამაკაცს მხოლოდ ერთი ცოლის ყოლის უფლება ჰქო
ნდა. თუმცა მას შეეძლო რამოდენიმეჯერმე შეერთო ცოლი, ხოლო ქალს ერთადერთ
ხელ შეეძლო გათხოვება. და იცით, როგორ აგვარებდნენ რომაელი მამაკაცები ამ
პრობლემას?- ისინი უბრალოდ კლავდნენ საბრალო ცოლებს, რომლებიც ბეზრდებო
დათ, რათა სხვა სასურველ ქალიშვილზე დაქორწინებულიყვნენ.
8. კუნძულ იავაზე ყველაფერი გაცილებით მარტივია:თუ ადამიანს განქორწინება
უნდა-მნიშვნელობა არ აქვს, ის კაცია თუ ქალი, მან უბრალოდ უნდა დარგოს 5 ხე.
9. ძველ ინგლისში განქორწინებისათვის აუცილებელი იყო ცოლის გაყიდვა. ამასთა
ნავე ფასი ერთ შილინგზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. თუ ცოლს ვინმე იყიდდა-
ქორწინება გაუქმებულად ითვლებოდა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ასეთი შემ
თხვევები აქ დღესაც ხდება: ერთმა ფერმერმა, ჯოზეფ ტომპსონმა, თავისი ცოლი 12
შილინგად გაყიდა.. საინტერესოა, რომ მან ცოლის კუთვნილი ძაღლიც იგივე ფასად
გაყიდა.

+
არქეოლოგებმა ძველი ხორეზმული კალენდარი აღმოაჩინეს?

ყარაყალპაყეთის რესპუბლიკაში (ავტონომია უზბეკეთში) 1995 წ-დან დღემდე მუშაობს ერთო


ბლივი საერთაშორისო ყარაყალპაყეთ–ავსტრალიის ექსპედიცია. ტაშკირმანის ოაზისში მათ
არქეოლოგიური ნივთები არმოაჩინეს, რომლებიც მეცნიერებისათვის დიდი ფასეულობის
მქონენი არიან. ეს აღმოჩენა ნათელს ფენს ჩვ. წ.-მდე IV ს-იდან, ჩვ. წ.-ის I ს-ის პერიოდში მომ
ხდარ ბევრ ბნელით მოცულ მომენტს. გათხრების დროს სხვა არტეფაქტებთან ერთად მდიდრ
ულად შესრულებული კედლის მხატვრობაც ნახეს. დასაწყისშივე აღმოჩენილი იქნა 200 მ-მდე
კედლის მხატვრობა და კიდევ ბევრი იყო აღმოსაჩენი. ამ ფრესკებზე იყვნენ ქალები და კა ცები,
ქვეითები და ცხენოსნები. ისინი მდიდრულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები. მეც ნიერთა
ვერსიით ფრესკებზე სამეფო დინასტიის წარმომადგენლები უნდა იყვნენ გამოსახულ ნი. ეს
დინასტია სავარაუდოთ შუა აზიაში დასავლეთ ჩინეთიდან „და იუჩჟის“ სახელით ცნო ბილი
მომთაბარეების შემოჭრის დროს მართავდნენ.

და აი ახალი აღმოჩენა! პირველად აღმოაჩინეს ფრესკები, რომლებზედაც კოლოსალური ზომ ის


ადამიანის ფიგურებია გამოსახული, მათი სიმაღლე 7 მ-ს აღწევს. ზოგი მეცნიერის ვარაუდ ით ეს
ფიგურები ზოროასტრიული პანთეონის ღმერთები უნდა იყვნენ, რ-ლებიც „ავესტაშია“
ნახსენები. ამ ღმერთებს ეძღვნებოდა კალენდრის ყოველი თვე და თვის ყოველი დღე. თუკი ეს
ვარაუდი სწორია, მაშინ ჩვენ საქმე ძველხორეზმულ ასტრონომიულ კალენდართან გვაქვს.
მართალია ეს კალენდარი სოგდიურივით ზოროასტრიზმზე იყო დაფუძნებული, მაგრამ მაინც
მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისგან. ძველი ხორეზმული კალენდარი ტროპიკულ წელს
ეყრდნობოდა და 365 დღეს შეიცავდა.

წელიწადი 12 თვისგან შედგებოდა, თითოში 30 დღით. 5 დამატებითი დღე წლის ბოლოს ემა
ტებოდა. ყოველი თვე და ყოველი დღე გარკვეულ ღვთაებას ეძღვნებოდა. ეს ვარაუდი ეყრდნ
ობა ფრსკებზე გამოსახული ფიგურების დიდ ზომებს, ვინაიდან ღმერთებს გარემომცველ ცო
ცხალ არსებებზე თავისი უპირატესობის დემონსტრირება უნდა მოეხდინათ.

ამ ვარაუდს ამყარებს ის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტიც, რომ ძველ აღმოსავლეთში ღმერთ ებს
უფრო დიდად გამოსახავდნენ, ვიდრე ადამიანებს. ეს აშკარად ჩანს ძველი ეგვიპტის, ასი რიის,
ბაბილონის და სხვა აღმოსავლური ქვეყნების ისტორიიდან.

საყურადღებოა, რომ ეს ძველხორეზმული კალენდარი დიდხანს იყო გამოყენებული, ისლამ ის


გავრცელების შემდგომაც კი და შესაბამისად იგი მუსლიმური მთვარის კალენდრის პარა
ლელურად არსებობდა.

ხოხობი "პირველი თბილისელი“ არ არის


არქეოლოგებმა აბანოთუბანში უნიკალური ნივთები იპოვეს, რომელიც კიდევ ერთხელ აყენებს
ეჭვქვეშ ლეგენდას თბილისის დაარსების შესახებ და მიანიშნებს, რომ თბილისის ადგილას ჯერ
კიდევ მე-5 საუკუნემდე ჩქეფდა ცხოვრება და იმდენადაც კი, რომ ახალი წელთაღრიცხვის პირველ
საუკუნეებში ამ დასახლებულ პუნქტში მონეტებს ხმარობდნენ და კლასიკური რომაული აბანოების
მსგავსად, თერმულ წყლებს იყენებდნენ.
ბოლო აღმოჩენა, რომელიც ლეგენდას თავდაყირა აყენებს, აბანოთუბანში ნაპოვნი ქვევრია.
ამჟამად მისი რესტავრაცია მიმდინარეობს და როგორც არქეოლოგები ამბობენ, ქვევრი ძალიან დიდი
ზომისაა და ამ მხრივ უნიკალურია.

შეგახსენებთ, რომ არქეოლოგებმა უნიკალური აღმოჩენები ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში
გააკეთეს: მეტეხის ხიდთან, 40 მოწამის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლის
დროს არქეოლოგებმა უძველესი დედა-ციხის ნაშთებს მიაკვლიეს.
აღმოჩენილია ციხის გალავანი, რომელიც ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდისაა, ასევე სასახლის
უფრო ძველი ფენები, რომელიც გორგასლის მოღვაწეობამდე ბევრად ადრინდელ პერიოდს მოიცავს.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამავე ტერიტორიაზე აბანოებსაც მიაკვლიეს, რომელიც I-II


საუკუნეების ანტიკური პერიოდით თარიღდება.

სამშობლოდან მკვლელის სახელით გაძევებული დედოფალ მარიამის


ბურუსით მოცული ტრაგედია

„მაგათ ჰგონიათ რომ იმით დამამცირეს რომ ფეხით გადამატარეს ზამთრის გზა
თბილისიდან ვოსტოკამდე. ან ახლა მიჭრს რუსეთს გაყინულ მონასტერში ტყვეობა. არა,
მე მხოლოდ იმიტომ ვიტანჯები რომ მოკლიბული ვარ ჩემს მიწას, ჰაერს, წინაპრე ბის
საფლავებს და ჩემს სვეტიცხოველს.“ - წერდა რუსეთის ტყვეობაში მყოფი, საქართ
ველოს უკანასკნელი დედოფალი, მარიამ ციციშვილი ბაგრატიონი, ქალი რომლის
ტრაგედიაც ერთ-ერთია ბოლომდე დაუზუსტებელ ისტორიულ ფაქტებს შორის.

მოგეხსენებათ XIX საუკუნის დამდეგს საქართველოში მყოფი რუსეთის ჯარის


მეთაურის გენერალ ლაზარევის მკვლელობა 1803 წელს და მასთან დაკავშირებული
პერიპეტიები. მკვლელობა იმთავითვე ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-
ის მეუღლეს, დედოფალ მარიამს დაბრალდა.

ამ ამბის მოკლე ისტორია ასეთია:

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და აღმოსავლეთ საქართველოში რუსული


საოკუპაციო რეჟიმის დამყარებისთანავე, მხარის მმართველობას ქვეყნიდან სამეფო
სახლის წევრთა გაყვანისა და რუსეთში გამგზავრების სასწრაფო ამოცანა დაუსახეს.

პეტერბურგში მიიჩნევდნენ, რომ ბაგრატიონების სამშობლოში ყოფნა ქართველ


ხალხში სახელმწიფოებრიობის განახლების წყურვილს ასაზრდოებდა. ვიდრე სამეფო
ოჯახის მრავალრიცხოვანი შთამომავლობა საქართველოში ეგულებოდა,
რუსთხელმწიფე თავს მშვიდად ვერ იგრძნობდა. მით უმეტეს, რომ უკვე 1802 წლის
კახეთის თავადთა გამოსვლამ აშკარა გახადა: ბაგრატიონები დაკარგული მეფობის
დაბრუნებასა და თავიანთი დინასტიის აღდგენას ესწრაფოდნენ.
ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავარმართებლად დანიშნულ გენერალ ციციანოვს
მიეთითა, თუ ტახტის მაძიებელ ბატონიშვილებს სამშობლოდან ნებაყოფლობით ვერ
გაისტუმრებდა, ძალაც გამოეყენებინა.

როგორც ბატონიშვილებმა, ისე დარეჯან და მარიამ დედოფლებმა რუსეთში


გამგზავრებაზე გადაჭრით განაცხადეს უარი.

ძალა რუსთა ხელში იყო: 1803 წლის 19 თებერვალს დავით და ვახტანგ


ბატონიშვილები საგანგებო ზედამხედველისა და სამხედრო რაზმის თანხლებით
რუსეთის გზას გაუყენეს.

ხელისუფლებამ ყურად არ იღო გიორგი XII-ის ქვრივის, დედოფალ მარიამის


აღიარებაც, რომ არც მას და არც მის შვილებს ტახტზე პრეტენზია აღარ გააჩნიათ და
მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში დარჩენის ნებართვას ითხოვდნენ. იმპერატორი შეუვალი
აღმოჩნდა. რუსული წყაროების თანახმად, ციციანოვისთვის ცნობილი გამხდარა, რომ
მარიამი თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად თბილისიდან გასვლას და ფშავ-
ხევსურეთში გახიზვნას აპირებდა. ამ გარემოებას უფრო დაუჩქარებია
მთავარმართებლის გადაწყვეტილება, თუნდაც ძალდატანებით, დედოფალი
დაუყოვნებლივ გაეგზავნა რუსეთში.

1803 წლის 19 აპრილს, ციციანოვის ბრძანებით, გენერალმა ლაზარევმა ალყა


შემოარტყა მარიამის სახლს და დავალების შესრულებას ისე უხეშად შეეცადა, რომ
განრისხებული დედოფლის (ზოგიერთი ცნობით, მისი მხლებლის, თავად ნიკოლოზ
ხიმშიაშვილის) ხანჯლის მსხვერპლი გახდა.

ლაზარევის მკვლელობაში, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, დამნაშავედ თავადაც


მსუბუქად დაჭრილი მარიამი მიიჩნიეს.

დედოფალი, როგორც ბოროტმოქმედი, ისე გადაასახლეს.

იგი ჯერ ვორონეჟში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ ბელგოროდის დედათა მონასტერში


მიუჩინეს ბინა, სადაც 8 წელი პატიმრობაში გაატარა.

გენერალ ლაზარევის მკვლელობის ფაქტი სპეციალურად არ გამოუძიებიათ. დიდხანს


ძალაში იყო პ. ციციანოვის დასკვნა, რომ მკვლელობა დედოფალმა მარიამმა ჩაიდინა. ამ
შეხედულებას იზიარებდა საქართველოს მომდევნო მთავარმართებელი გენერალი
გუდოვიჩიც.

რუსეთის საიმპერიო ხელისუფლება ლაზარევის მკვლელობით კიდევ ერთხელ და


უკანასკნელად დაინტერესდა 1818 წელს, თუმცა მაშინაც დამატებით არაფერი
გამოუძიებიათ და დასჯერდნენ მთავარმართებლის - გენერალ ერმოლოვის
ინფორმაციას, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებდა ციციანოვის თვალსაზრისს. ასე,
რომ მარიამ დედოფალს შერჩა მკვლელის სახელი. თუმცა პლატონ იოსელიანი თვით
დედოფალ მარიამის მონათხრობზე დაყრდნობით, მიიჩნევდა რომ ლაზარევი
დედოფლის მხლებელმა თავადმა ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა მოკლა, რომელიც
სასახლიდან შეუმჩნევლად გაიპარა და ახალციხეში გადაიხვეწა.

1811 წელს იმპერატორმა, როგორც იქნა, შეისმინა მარიამისა და მისი შვილების


მრავალგზის თხოვნა და ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალს მოსკოვში
საცხოვრებლად გადასვლის ნება დართო.

მარიამს მოსკოვში მატერიალურად არ უჭირდა, მაგრამ სიცოცხლეში სამშობლოში


დაბრუნებას ვერა და ვერ ეღირსა. იგი 1850 წელს გარდაიცვალა. ნიკოლოზ I-ის
განკარგულებით, დედოფლის ცხედარი მცხეთაში ჩამოასვენეს და დიდი პატივით
მეუღლის, გიორგი XII-ის გვერდით დაკრძალეს.

აშშ-ის პირველი თავდაცვის მინისტრი ”რუსები მომდევენ”-ს ძახლით მე-16


სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა

აშშ-ს პირველმა თავდაცვის მინისტრმა,პენტაგონის ერთ-ერთმა დამაარსებელმა


ჯეიმს ფორესტოლმა 1949 წლის 22 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის
ფსიქიატრიულის მე-16 სართულიდან გადმოხტა ”რუსები მომდევენ”-ს ძახილით.

სიცოცხლის ბოლო წლებში ჩვენი დღევანდელიმონათხრობის მთავარი გმირი ჭკუიდ


ან შეიშალა.თვითმხილველები მაგალითად იხსენებენვაშინგტონში სახანძრო მანქანის დ
ანახვისას ჯეიმსფორესტოლი როგორც შეხტა და დაწყო ყვირილი – ”რუსები გვიტევენ”.

თავის კარიერას კი ის ჟურნალისტის რანგში იწყებდა. პირველი მსოფლიო ომის


დროს საზღვაო ავიაციაში მსახურობდა. ბიზნესშიც მოსინჯა საკუთარი ძალები,
შემდგომ კი რუზველტის გუნდში მოხვდა. მეორე მსოფლიო ომამდე ფორესტოლი
სამხედრო-საზღვაო მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნეს, 1944 წელს კი
აშშ-ს თავდაცვის მინისტრი გახდა.

ფორესტოლი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ როგორ გაენადგურებინა კომუნისტები,


ცივი ომი კი ამ დროს ძალას იკრებდა. აშშ-ში მკაცრ ანტისაბჭოურ პროპაგანდას
ატარებდნენ: იჭერდნენ ყველას ვინც კომუნისტურ იდეებს იზიარებდა, ჰოლუვუდში
სპეციალურად ანტისაბჭოურ ფილმებს იღებდნენ, პრესაში ძირითად მარტო
კომუნისტებზე წერდნენ. თქვენ გაგიკვირდებათ, მაგრამ ჰოლივუდის ისეთ ცნობილ
სიმბოლოს, როგორც უოლტ დისნეია კომუნისტებთან თანამშრომლობაშიც კი
ადანაშაულებდნენ. იმჟად აშშ მასობრივ ფსიქოზში ჩაეფლო, სადაც მარტო საბჭოთა
კავშირზე და კომუნისტებზე ლაპარაკობდნენ.
უოლტ დისნეი ”ანტიამერიკული საქმიანობის კომიტეტის” წევრების კითხვებს
პასუხობს ვაშინგტონში (1947 წ. 24 ოქტომბერი)

”რუსები მოდიან, ისინი ყველგან არიან” – აი ასეთ ტექსტებს ყვიროდა ძირითადად


ჯეიმს ფორესტოლი იმ ფსიქიატრიულ საავდმყოფოში, სადაც ის სამკურნალოდ
დააწვინეს. მაგრამ მკურნალობა უკვე აშკარად დაგვიანებული აღმოჩნდა, კომუნისტებზე
ფიქრით გაგიჟებული თავდაცვის მინისტრი საკუთარი პალატის ფანჯრიდან გადმოხტა
და თავი მოიკლა.

მისი სიკვდილის შემდეგ დასავლეთში ტერმინი ”ფორესტოლის სინდრომი”-ც კი


დამკვიდრდა.

გინეკოლოგისთვის „ნაჩუქარი“ შვილი - ინგლისის პრინცესა ლუიზას


ტრაგედია

ეს ფაქტი ისტორიკოსებს არასოდეს დაუდასტურებიათ, თუმცა როგორც ჭორი უკვე


200 წელზე მეტია ცოცხლობს და თუ მის პერსონაჟებს გავითვალისწინებთ, ასეთი
ჭორები ჰაერიდან ნამდვილად არ ჩნდება.

ეს გახლავთ ინგლისის დედოფალ ვიკტორიას უმცროსი ქალიშვილის ლუიზას


ტრაგედია, რომელიც ისტორიას შემორჩა როგორც ლამაზი გარეგნობისა და მეამბოხე
სულის მქონე ქალი.

ინგლისელი ბიოგრაფების ნაწილს მიაჩნიათ, რომ ლუიზას უკანონო შვილი ჰყავდა,


რომელიც მან ადრეულ ასაკში, საკუთარი ძმის რეპეტიტორის, უოლტერ
სტირლინგისგან გააჩინა.

დაქირავებიდან 4 თვეში სტირლინგი სამსახურიდან გააგდეს, რაც სამეფო


ოჯახისთვის ძალიან უჩვეულო ქცევა იყო. მიზეზი კი სავარაუდოდ პრინცესასთან
სასიყვარულო ურთიერთობა გახლდათ.

დედოფლის უკანონო შვილიშვილი 1866 ან 1867 წელს დაიბადა, ბიჭუნას


ოფიციალური დაბადების მოწმობაც კი არ გააჩნდა, მისი ამ ქვეყნად მოვლინება
საგულდაგულოდ იმალებოდა, თუმცა მაინც გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ის
დედოფალ ვიკტორიას გინეკოლოგმა ფრედერიკ ლოკოკმა იშვილა.

რაც შეეხება პრინცესა ლუიზას, სილამაზისა და წარმომავლობის გამო ის


იმდროინდელი ევროპის ყველაზე სასურველი სარძლო იყო, მაგრამ დედოფალ
ვიკტორიას არ სურდა მისი შორს გათხოვება, (ლუიზას ორი და უკვე გათხოვილი იყო
გერმანული დინასტიის წარმომადგენლებზე და დედოფალს შვილებისგან შორს
ყოფნით გამოწვეული სევდის კიდევ უფრო გაღრმავება არ სურდა) რის გამოც დანიის
პრინცი ფრედერიკი და რუსეთის პრინცი ალბერტი ინგლისის სამეფო ოჯახმა სიძეებად
დაიწუნა.

1871 წელს ვიკტორია არგაილის ჰერცოგს, სერ ჯონ კემპბელს გაჰყვა ცოლად,
რომელიც დედოფალს სიძედ არ მოსწონდა, რადგან მისი ქვეშევრდომი იყო, მაგრამ
ლუიზას ინგლისში დასატოვებლად ამ კომპრომისზე წავიდა.

1878 წელს ჯონ კემპბელი კანადის გუბერნიის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა,


ლუიზა კი კანადის ვიცე დედოფალი გახდა.

ლუიზასა და ჯონს შვილები არ გაუჩნდათ.

აბდულაზიზი (აზიზიე) არც "სისხლისმსმელი" იყო და არც "აჭარის


ამაოხრებელი"...
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთქალაქში მე–19 საუკუნის 20–იან წლებში, მშობ
ლებმა ოსმალო ვაჭრებს ერთი პატარა ლამაზიგოგონა ტყვედ მიჰყიდეს. გოგონა, 17 წლის ასაკში,
1829 წელს, სამ კონტინეტზე გადაჭიმული,მსოფლიოში უძლიერესი ოსმალეთის იმპერიისსულთნის
მაჰმუდ მეორის ცოლი გახდა დაშეეძინა შვილი, რომელიც დაახლოებით ორასიწლის შემდეგ –
2012 წლის საქართველოში ცხარეპოლიტიკური დებატების, კამათისა დასაზოგადოებრივი პროტესტ
ის მიზეზად იქცა.

ვინ იყო აბდულ აზიზი, რომლის სახელზეც ტრაპიზონის ფაშა მუჰლის ემინმა 1869 წელს,
ბათუმში, ახლანდელი ზვიად გამსახურდიას ქუჩის დასაწყისში მეჩეთი ააშენა?

მეჩეთი, რომლის ხელახლა აშენების სანაცვლოდ, თურქული მხარე საქართველოს ოშკისა და


იშხანის ტაძრების აღდგენას ჰპირდება.

ყველაზე ხშირად, ბოლო თვეებში, მის მიმართ ისეთი ეპითეტები ისმის როგორიცაა
სისხლისმსმელი და აჭარის ამაოხრებელი, მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანის სისხლში
ხელებგასვრილი და ა.შ. რამდენად შეეფერება ეს სინამდვილეს?

ბათუმის შოთა რუსთაველის პროფესორი ზაზა შაშიკაძე ამბობს, რომ ეს შეფასებები


გაზვიადებულია და მას მეტწილად საბჭოთა ისტორიოგრაფიის გავლენა ეტყობა.

– არცერთი კლასიკური რელიგია და მათ შორის სუნიტური (მართლმადიდებლური ისლამი) არ


მოუწოდებს კაცთმოძულეობისაკენ. თუ სადმე კონკრეტული ფაქტი ფიქსირდება, ეს ლოკალურად,
პიროვნებაზე დამოკიდებულ ფაქტად უნდა განვიხილოთ და არ უნდა განვაზოგადოთ,- ამბობს ის.

მისი თქმით, სულთან აბდულაზიზის დროს, აჭარაში ისლამის გავრცელება დასრულებული იყო,
რაც ეკონომიკური პოლიტიკის დახმარებით მოხდა.

-მუსლიმად ყოფნა ნაკლებ გადასახადებს, მაღალ სოციალურ სტატუსსა და კარიერულ წინსვლას


ნიშნავდა. ქრისტიანებს კი შეზღუდვები და გადასახადები ჰქონდათ დაწესებული. ამის გამო,
მოსახლეობამ თანდათან ისლამი მიღო. თითქმის არ ფიქსირდება ფაქტი, რომ ან მანამდე ან
აბდულაზიზიეს დროს ოსმალეთს გამოეყენებინოს საომარი მოქმედებები ისლამის
დასამკვიდრებლად, ყოველ შემთხვევაში, აჭარის ტერიტორიაზე ან მიმდებარე ქართულ
პროვინციებში. აჭარა ამ დროისათვის წარმოადგენდა იმპერიის განაპირა მხარეს, რომელიც რუსეთის
იმპერიას ესაზღვრებოდა და ამის გამოც, ოსმალეთი ცდილობდა ადგილობრივ მოსახლეობაში
მტრები ნაკლებად ჰყოლოდა. აბდულაზიზიეს დროს ოსმალეთის იმპერია დასუსტებული იყო. იგი
რუსეთთან ბალკანეთში და კავკასიაში ბრძოლისათვის ემზადებოდა, რის გამოც მეტნაკლებად
ლოიალურ პოლიტიკას ატარებდა და აქედან გამომდინარე სისხლისმელი საზღვრისპირა რეგიონში
ვერ იქნებოოდა. მისი მმართველობის დროს აჭარაში არ განხორციელებულა არცერთი სადამსჯელო
საბრძოლო ღონისძიება. ადგილი არ ჰქონია გადასახადების ზრდას. ერთი სიტყვით თუ არ
გაუმჯობესებულა მდგომარეობა, არც უფრო დამძიმებულა.

ამ დროისათვის იმპერიის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი მართლმადიდებლური მონასტერი და


ეკლესია ფუნქციონირებდა. მათ შორის, ქართულიც. ტრაპიზონში, სტამბულში, სმირნაში (იზმირში).

რელიგიური ნიშნით დევნა თურქეთში მე–19 საუკუნის ბოლოს ეროვნული სახელმწიფოს იდეის
დაბადების დროს დაიწყო და იგი, ძირითადად, ქემალისტებს უკავშირდება. თუმცა, ამ დროისათვის
ოსმალეთის დაპყრობილ ტერიტორიებზე ქართველი ქრისტიანები კათოლიკეების გარდა, თითქმის
აღარ ცხოვრობდნენ. ისინი კი ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ და ოსმალეთი გარკვეული
პოლიტიკის გამო მათ მიმართ შემწყნარებლობას იჩენდა.” – ამბობს შაშიკაძე.

მცირე ისტორიული ექსკურსი:

1830 წლის 8 თებერვალს, ოსმალეთის სულთნების თოფკაპის სასახლეში დიდი ფუსფუსი ატყდა.
სულთან მაჰმუდ მეორეს ვაჟი შეეძინა. ახალშობილს სახელად აბდულაზიზი დაარქვეს. გავა დრო და
იგი გახდება ერთადერთი სულთანი იმპერიის 36 მმართველს შორის, რომელსაც ქართველი დედა
ჰყავდა.

გადმოცემის თანახმად, აბდულაზიზის დედა, პერტევნიალი ვალიდე სულთანი (დედა–


დედოფალი) 1812 წლის 5 თებერვალს, სამეგრელოში დაიბადა. დაბადების ზუსტი ადგილის შესახებ
ცნობები არ შემონახულა. არსებობს ერთი ცნობა, რომ იგი დაახლოებით ახლანდელი სამტრედიის
მიმდებარე ტერიტორიებიდან იყო წარმოშობით. თუმცა, რამდენად სანდო ცნობაა მსჯელობა ჭირს.
ტყვედ გაყიდვის შემდეგ, იგი იმპერიის დიდგვაროვანთა წრეში მოხვედრილა, სადაც მას სულთნის
კარზე გავლენიანი ქალბატონები უწევდნენ მფარველობას, რომელთა დახმარებით მან განათლებაც
მიიღო და სამეფო ეტიკეტსაც დაეუფლა.

1829 წელს იგი ცოლად გაჰყვა სულთან მაჰმუდ მეორეს და ხელოვანთა მფარველად ითვლებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ის სულთნის პირველი ცოლი არ იყო, “ვალიდე სულთნის” (დედა
დედოფალი) ტიტულს ატარებდა და განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობდა. ვალიდე
სულთანი ეხმარებოდა, მუსიკოსებს, მხატვრებს, მწერლებს, აგებდა სკოლებსა და საავადმყოფოებს.
სტამბულის აქსარაის რაიონში დღესაცაა შემორჩენილი მის მიერ აგებული სასწავლებლები,
სამლოცველოები და საავადმყოფოები.

აბდულაზიზის თავდაპირველად ტახტის მემკვიდრედ არ ამზადებდნენ. როცა იგი 9 წლის იყო


მამა - მაჰმუდ მეორე გარდაიცვალა. სულთნის ტახტი მისმა ნახევარძმამ, აბდულმეჯიდმა დაიკავა,
რომელიც ძმას ბრწყინვალე განათლების მიღებაში დაეხმარა.

აბდულაზიზი კარგად ფლობდა ფრანგულ ენას, მუსიკას, ხატვას, ერკვეოდა საინჟინრო საქმეებში
და ლიტერატურაში. შემორჩენილია მის მიერ შექმნილი მუსიკალური კომპოზიციები და მაღალ
დონეზე შესრულებული საბრძოლო გემების მოდელების ნახაზები.
აბდულმეჯიდის გარდაცვალების შემდეგ 1861 წლის 25 ივნისს, 31 წლის აბდულაზიზიემ
ოსმალეთის იმპერიის ტახტი დაიკავა და 32–ე სულთანი გახდა.

ახალგაზრდა სულთანმა მმართველობა ადმინისტრაციული რეფორმების გატარებით დაიწყო.


დახვეწა სასამართლო სისტემა. საფუძველი ჩაუყარა სამოქალაქო სასამართლოს ინსტიტუტებს.
საზღვაო ფლოტის მოდერნიზაცია მოახდინა, შემოიღო თანამედროვე სამხედრო ფორმები, მის
სახელს უკავშირდება ოსმალეთის იმპერიაში ქალთა უფლებების გაფართოება, რისთვისაც ხელს
უწყობდა ქალთა სასწავლებლების დაარსებას. მხარს უჭერდა კონსტიტუციური მონარქიის
შემოღებას.

თუმცა, აბდულაზიზის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთის იმპერიის ხაზინა ცარიელი იყო,


ოსმალეთის საგარეო ვალები საკმაოდ ბევრი. ამას ემატებოდა რევოლუციები და არეულობები
ევროპის ქვეყნებში, რის გამოც, მის რეფორმებს ხშირად სერიოზული პრობლემები ექმნებოდა.

სულთანი ევროპისა და ევროპული კულტურის დიდი მოყვარული იყო. ამიტომ ხშირად


მოგზაურობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში: ინგლისში, საფრანგეთში, პრუსიაში და სხვაგან.
თუმცა, ამ მოგზაურობას ხშირად მის სიყვარულს უკავშირებდნენ. სხვადასხვა წყაროების ცნობით,
იგი შეყვარებული იყო საფრანგეთის დედოფალ ევგენიაზე, რომელიც ეგვიპტეში სუეცის არხის
გახსნაზე დასასწრებად გამგზავრებამდე, სტამბულს სტუმრობდა, რის შემდეგ ისინი ერთად
გაემგზავრნენ ეგვიპტეში.

აბდულაზიზის მმართველობის დროს, ოსმალეთის პოლიტიკის გავლენა მსოფლიოში


მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც, მას ხშირად დათმობებზე წასვლა უწევდა და ამით
ბალკანეთში და ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა სახელწიფოების ზეწოლით გარკვეულ
ტერიტორიებს კარგავდა.

სულთან აბდულ აზიზის ოსმალეთის ტახტი 14 წლის 11 თვისა და ხუთი დღის განმავლობაში
ეკავა. 1876 წლის 30 მაისს, იგი იმპერიის დიდგვაროვანთა შეთქმულების მსხვერპლი გახდა,
რომლებმაც ტახტიდან ჩამოაგდეს და დააპატიმრეს. ოთხი დღის შემდეგ, ციხის საკანში მან წვერის
შესაკრეჭად მაკრატელი მოითხოვა, როცა მიუტანეს, ვენები გადაიჭრა და სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაასრულა.

ისტორიკოსები ამ თვითმკვლელობას გათამაშებულ სცენად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ იგი


მოკლეს. ამის მტკიცებულებად კი იმაზე მიუთითებენ, რომ სულთანს, ვენები ორივე ხელზე ჰქონდა
გადახსნილი.

ამ ამბიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 1877 წელს რუსეთის იმპერიამ კავკასიაში
ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები წამოიწყო და ორწლიანი ბრძოლების შემდეგ, ოსმალთა
მიერ მიტაცებული აჭარა, ტაო, კლარჯეთი და ლაზეთი დანარჩენ საქართველოს შეურთდა.

თუმცა, რუსეთის იმპერიის სასტიკი პოლიტიკისა და მხეცური სადამსჯელო ოპერაციების გამო


მრავალი ადამინი ქობულეთსა და აჭარის სხვა ადგილებიდან მშობლიური სამოსახლოდან აიყარა და
ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, “მუჰაჯირობის” დროს
რუსული პოლიტიკის გამო მშობლიური მიწები 200 ათასიდან 400 ათასამდე ქართველმა მიატოვა.
მრავალი მათგანი კი შიმშილისა და ეპიდემიების მსხვერპლი გახდა.
ვინ იყო პირველი ამერიკელი ინვესტორი საქართველოში?

პირველი ამერიკელი ინვესტორი საქართველოში გახლდათ ავერილ ჰარიმანი „ჰა


რიმანი და კომპანიის“ დამფუძნებელი და ჭიათურის საბადოს კონცესიის მფლობელი
1925-1928 წლებში. ნიკო ნიკოლაძის დამსახურებით საქართველოში შემოვიდა პირვე ლი
ამერიკული ინვესტიცია და ინვესტორი. 1926 წელს ნიკო ნიკოლაძე ფოთის ქალა ქის
სათათბიროს ყოფილ წევრს მავრიკი მენდელს წერდა: ,,1920 წელს, მანგანუმის საქ
მესთან დაკავშირებით ინგლისში ჩავედი და საქართველოში ამერიკელი კაპიტალის ტი
ჰარიმანი წავიყვანე, რომელიც ჭიათურის მანგანუმის საქმეში კონცესიას დაეუფ ლა.”
„ჰარიმანი და კომპანიის სავაჭრო სახლმა“- საბჭოთა კავშირის მთავრობასთან ხე
ლშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ჭიათურის საბადო „ჰარიმანი და
კომპანიას“ ოცი წლის ვადით გადაეცა. 1928 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ „ჰარი მანი
და კომპანიას“ ხელშეკრულება გაუუქმა და საწარმო გადაეცა საბჭოთა ხელისუფ ლებას.
ავერილ ჰარიმანის ბიოგრაფია მრავალფეროვანია, იგი იყო როგორც ინვესტო რი,
მეწარმე, ასევე დიპლომატი და საერთაშორისო მოღვაწე. II მსოფლიო ომის დროს
ამერიკის ელჩი რუსეთში, მოგვიანებით ბრიტანეთში, “მარშალის გეგმის” კოორდინა
ტორი, პრეზიდენტ კენედის და ლინდონ ჯონსონის საერთაშორისო მრჩეველი იყო.

რომელ საუკუნეში გაჩნდა პირველი ქართული გვარი და რომელი სახელია


ყველაზე იშვიათი

ადამიანის წარმომავლობასა და გვარს საქართველოში ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.


სწორედ გვარი განსაზღვრავდა ადამიანის სტატუსს და ადგილს საზოგადოებაში. კარგი გვარის
წარმომადგენლები უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებდნენ და უფრო მეტად პრივილეგირებულნიც
იყვნენ. მართალია, თავადები, აზნაურები, გლეხები ქართული რეალობიდან დიდი ხანია გაქრნენ, მაგრამ
ადამიანის წარმომავლობას დღემდე დიდი ყურადღება ექცევა. თავადური გვარის ადამიანი უფრო
დადებითად აღიქმება. გვარი ცოცხალი ისტორია, ოჯახის მემკვიდრეობითი სახელია, გვარიშვილობა კი –
ადამიანის ღირსების, მაღალზნეობრიობის მაჩვენებელი. პიროვნების თვისებებს, ჩვეულებრივ, გვარს
უკავშირებენ და ამბობენ – ესა და ეს კაცი კარგი (ან ცუდი) გვარიშვილია, გვარიშვილობას უქებენო. ამის
მიუხედავად, ადამიანების დაყოფა გვარიშვილობის მიხედვით არ არის მართებული. გვარი, თურმე,
საქართველოში მეექვსე საუკუნიდან გვხვდება. თუმცა დღევანდელი გვარების უმეტესობა მეთოთხმეტე-
მეთხუთმეტე საუკუნეებში გაჩნდა. დღეს არსებული გვარებიდან ყველაზე ძველია გრძელიძე (1028 წელი),
ასევე ძველი გვარებია – ყანჩაველი (1030 წელი), დადიანი (1030 წელი) და დვალი (1030 წელი). გვარების
დაბოლოებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ოლოებებიდან „-ძე“-ზე დაბოლოებული გვარები. ასევე,
საინტერესოა, რომ „-ია“-ზე დაბოლოებული გვარების უმეტესობა გვხვდება თბილისსა და იმერეთში (და
არა სამეგრელოში). რაც შეეხება „-იან“-ზე, დაბოლოებულებს, თურმე, საქართველოს სხვა კუთხეებში 112
000 ასეთი გვარი გვხვდება, ხოლო სვანეთში – სულ 26 000. ისტორიული წყაროების მიხედვით,
ადამიანები გორაებად ცხოვრობდნენ. დღეს რომ ვამბობთ – გორი, გორა, ადრე მას გორაები ერქვა.
ადამიანები ამ გორებიდან ჩამოვიდნენ და დაიწყეს მიწიერი ცხოვრება, მესაქონლეობა, მემინდვრეობა და
ასე შემდეგ. იქიდან შემორჩა სახელი გორა-გუარი-გვარი. თუმცა, თავდაპირველად, გაჩნდა ადამიანთა
სახელები. მსოფლიოში არც ერთი ადამიანი არ ყოფილა, ვისაც სახელი არ ჰქონდა. პირველი სახელი –
მახარე, მშობლისმიერი საკუთარი სახელია. სახელების შემდეგ კი, გაჩნდა გვარების საჭიროება. გვარი
პირველად ადგილმდებარეობის, სადაურობის მიხედვით იწოდებოდა. ადამიანის სახელს დაურთეს
ტოპონიმი, ადგილის სახელწოდება – ვთქვათ, იაკობ ცურტაველი. ცურტავი ადგილია, მას „-ელი“
დაუმატეს და ცურტაველი გახდა. გვარი კეცხოველი კი კეჩხობიდან მოდის. პირველი გვარი, რომელიც
ისტორიაშია დაფიქსირებული, ეს არის ქუენიფლეველი. ქვენიფნევი იყო სოფელი შიდა ქართლში.
ქუენიფლეველებიდან გამორჩეულია ბაბილა ქუენიფლეველი, რომელმაც მეექვსე საუკუნეში თავი
გამოიჩინა ოვსებთან ბრძოლაში. მან დაამარცხა მომხვდური მტერი და უკუქცეული ოვსთა ლაშქარი
საქართველოდან გააძევა. ქუენიფლეველები ბაბილას გამო გვარად ბაბილურები გამხდარან. შემოვიდა
ახალი სუფიქსი „-ური“, „-ული“ – ეს არის მთიულების გვარების დაბოლოება. მეექვსე საუკუნეში ჩნდება
ახალი გვარი ფარტაძე. ფარტაზი კოლხეთში ერისმთავარი იყო, ისტორიული პიროვნება. ივანე
ჯავახიშვილის მიხედვით, სწორედ მისგან იწარმოა გვარი ფარტაძე. ძე არის შობილი, მოვლენილი
პიროვნება, რომელიც ოჯახის შვილია და მისი გამგრძელებელი. სუფიქსი „-ძე“ უფრო ადრე გაჩნდა ჩვენს
სინამდვილეში, ვიდრე „-შვილი“. „-შვილზე“ დაბოლოებული ერთ-ერთი პირველი გვარი იყო
არსლანიშვილი, დღევანდელი – ასლანიშვილი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, მონაცემთა ერთიანი ბაზის


საფუძველზე, დათვალა საქართველოს მოქალაქეთა გვარების რიცხოვნობა.

ჩვენს ქვეყანაში 40 ათასამდე სხვადასხვა გვარის წარმომადგენელი ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე
მრავალრიცხოვანი გვარია, ბერიძე. გავრცელებული გვარების რიცხოვნობა და რიგითობა ასეთია: ბერიძე –
22 819, მამედოვი-მამედოვა – 21 694, კაპანაძე – 16 238, გელაშვილი – 15 478, ალიევი-ალიევა – 14 533,
მაისურაძე – 14 186, გიორგაძე – 12 188, ლომიძე – 11 164, წიკლაური – 10 801, კვარაცხელია – 10 095,
ბოლქვაძე – 9 974, შენგელია – 9 567, ნოზაძე – 9 559, ხუციშვილი – 9 530, აბულაძე – 8 978, მიქელაძე – 8 421,
ტაბატაძე – 8 110, მჭედლიშვილი – 8 024, გოგოლაძე – 7 934, აბაშიძე – 7 652.

საინტერესოა, ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ, მის
ბაზაში შესული ყველაზე იშვიათი გვარების გამოქვეყნება, რომლებიც, შესაძლოა, დღემდე არც გაგიგიათ.
ასეთი გვარებია: ავგაროზაშვილი, ალმაზიშვილი, თერძიშვილი, კბილიანაშვილი, ზეცაშვილი,
ზურმუხტაშვილი, კრიჭინაშვილი, ვარვარიძე, სურვილაძე, შავთვალიშვილი, უფროსაშვილი,
თევდორიკაშვილი, ნამზითიშვილი, ბუჩუხიშვილი, ელკანაშვილი, სასურქინაშვილი, კვიტინი,
ღვლიღვაშვილი, მონავარდიშვილი, წიწვიანიძე და ასე შემდეგ.

საკუთარ სახელთა შორის ყველაზე ძველი და საყურადღებოა ადამიანთა სახელები. რა გქვია შენ? – ეს,
ალბათ, ძალიან საინტერესოა. ვინ ხარ? საიდან მოდის შენი სახელი? გვიფიქრია, თუ რას ნიშნავს: თამარი,
ნინო, გიორგი, ვასილი, ეკა, თემური. დავაკვირდეთ: იამზე, მზექალა, მაყვალა, იმედა, მზეჭაბუკი,
ოქროპირი, ღვთისავარი – ეს ყველაფერი საიდან მოდის? რატომ? ეს იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, რომელი
სიტყვიდან არის წარმოქმნილი ესა თუ ის სახელი. სხვა სახელებიც, ამგვარივე გზით, ჩვეულებრივი
სიტყვებისგან არის მიღებული, მაგრამ ბევრი მათგანი სულაც არ არის წარმოშობით ქართული. თანაც,
დროთა განმავლობაში ფორმა საკმაოდ შეიცვალა და მათი მნიშვნელობის გამოსარკვევად საჭიროა სხვა
ენების მოშველიება, ისტორიის გათვალისწინება, კვლევა, ძიება. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს,
სხვადასხვა ხალხში ადამიანის სახელებად ხშირად გამოყენებულია ცხოველთა, ფრინველთა და
მცენარეთა სახელწოდებანი. ჩვენში ამჟამად ასეთი სახელები ნაკლებად არის გავრცელებული.
ფრინველთა სახელებისგან ნაწარმოები სახელები ძირითადად ქალებში გვხვდება. საქართველოში: ჩიტო,
სირინოზი, გედია, გვრიტია, გუგულა... ორბისგანაა ნაწარმოები. ლათინური – აკვილა, ქართული
აკვირინე, რუსული – აკულინა. ციურ მნათობთა სახელებისგან ნაწარმოები სახელებია: ბერძნული –
ელიოზი (მზე), ებრაული – შამშე (მზე), ეთერი (ვარსკვლავი), ეგვიპტური – რამზე (მზის შვილი), არაბული
– ყამარი (მთვარე), ქართული – მზია, მზეთამზე, მზექალა, მზისა, მზეჭაბუკი, მამამზე, მთვარისა, ცისკარა
და სხვა. ფერებისგან წარმოშობილი სახელებია: ქართული – ლეგა, შავლეგო, უჩა, წიქა, თეთრუა;
ბერძნული – პორფილე, სარდიონი, მელანია, მავრა; ლათინური – კანდიდი; ირანული – საურმაგი, შიო;
ინდური – ლალი, ლილე, ლოლა და სხვა.

სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა მიხედვით საინტერესო იქნება, შევიტყოთ, კაცის და ქალის რომელი
სახელებია გავრცელებული და პირიქით.

კაცის სახელები: გიორგი – 151 158, დავითი – 77 636, ზურაბი – 46 784, ლევანი – 39 391, ალექსანდრე – 33
374, ირაკლი – 30 705, მიხეილი – 28 151, თამაზი – 27 877, ნიკოლოზი – 25 915, ავთანდილი – 24 247, მამუკა
– 21 731, თეიმურაზი – 21 480, ზაზა – 20 956, ლაშა – 20 534, გივი – 20 531, ოთარი – 20 225, მერაბი – 19 819.

ქალის სახელები: ნინო – 95 102, თამარი – 74 464, მარიამი – 57 893, მაია – 46 103, ნანა – 40 244, ქეთევანი –
38 631, ნათელა – 34 909, მანანა – 34 494, ნათია – 33 626, ანა – 32 682, ეთერი – 31 858, მარინე – 26 605, მარინა
– 25 618, ხათუნა – 25 492, ლიანა – 24 316, ლალი – 24 148, ლია – 23 838, ეკატერინე – 23 556, მზია – 23 468,
ირმა – 20 159.

300 ყველაზე გავრცელებული სახელიდან ასეთ საინტერესო ფაქტს გთავაზობთ: საქართველოში უფრო
მეტი მაყვალაა, ვიდრე თორნიკე. ასევე, ჟუჟუნა და ვენერა უფრო გავრცელებულია, ვიდრე არჩილი.
სახელებზე რომ ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ჩავხედოთ კახეთს და ვნახოთ, მიხო და მარო
ლიდერობენ თუ არა. აღმოჩნდა, რომ არ ლიდერობენ. კახეთში ყველაზე ბევრი გიორგი და თამარი
ცხოვრობს, ხოლო მიხო და მარო მე-10 და მე-5 ადგილებზე არიან. აღმოჩნდა, რომ 928 კაცს ჰქვია გიული
და 148-ს – ია. თუმცა, უფრო საინტერესო სახელებიც მინდა გაგაცნოთ. ესენია: მაუზერი (3), სერჟანტი (23),
მარშალი (4), ნაჩალნიკი (5), გენია (70), უნარი (17), ვალუტა (37), მაგნიტი (6), პარნიკი (26). რაც შეეხება
სახელებს, ჩვენი სახელებიც უძველესი დროიდან მოდის. მაგალითად, ერთ-ერთი უძველესი სახელია
მახარე, საიდანაც მოდის გვარები მახარაშვილი, მახარაძე. ქართველი კაცისთვის სახელს უდიდესი
მნიშვნელობა ჰქონდა. ტრადიციულად, ქართველები ბავშვებს ბაბუის სახელს არქმევდნენ და ამით
წინაპრების პატივისცემას გამოხატავდნენ. ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ, საქართველოში
დაიწყეს წმიდანთა სახელების დარქმევა. ასე შემოვიდა ქართულში სხვადასხვა წარმოშობის სახელები:
ნინო, გიორგი, ირაკლი, თეკლე, დავითი, თამარი და სხვა. ახალშემოსული სახელებიდან შემდგომში
ახალი გვარები გაჩნდა. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ საქართველოში, დაახლოებით, 25 ათასი გვარი
იქნება და მათ შორის ნახევარზე მეტი საეკლესიო სახელებიდანაა წარმომდგარი: გიორგაძე,
ანდრიაშვილი, ნიკოლოზიშვილი, თამარაშვილი, იოსებიძე, პეტრიაშვილი და ასე შემდეგ. გვარიშვილობა
დაკავშირებულია, აგრეთვე, ეროვნებასთან. ქართველი კაცი თავის გვარს, ჯიშსა და გენს წმიდად მიიჩნევს
და მისი შეუბღალავად შენარჩუნებისთვის მრავალჯერ გაუწირავს თავი.

+
ვინ იყო ქართლის პირველი ეპისკოპისი იოანე პირველი, რომელიც დღეს
წმინდანად შეირაცხა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, ქართლის პირველი


ეპისკოპისი იოანე პირველი წმინდანად შეირაცხოს.

ქართული წყაროების მიხედვით, წმინდა ნინოს მიერ ქრისტიანობაზე


ახლადმოქცეულმა ქართლის მეფე მირიან III–მ ელჩები გააგზავნა კონსტანტინე დიდთან და
სთხოვა მღვდლების გამოგზავნა. იმპერატორმა მცხეთაში გამოაგზავნა იოანე ეპისკოპოსი, ორი
მღვდელი და ერთი დიაკვანი. კონსტანტინეს სამღვდელოებასთან ერთად ელჩებისთვის
გამოუტანებია ძელი ცხორებისაჲ (ჯვრის ნაწილი, რომელზეც მაცხოვარი ეცვა),მაცხოვრის
ხატი და ელენე დედოფლის წერილი ნინოსთვის. ეპისკოპოსისა და მღვდლების ჩამოსვლისთანავე
მოინათლნენ მირიან III, ნანა დედოფალი და მთელი მათი სახლეულობა.
სამეფო ოჯახის ნათლობის შემდეგ, იოანე ეპისკოპოსმა და წმინდა ნინომ მოითხოვეს ხე ჯვრის
შესაქმნელად. ხის საძებნელად გაგზავნილმა ხუროებმა მოახსენეს მეფეს და ეპისკოპოსს, რომ იპოვეს
ერთი სურნელოვანი და მშვენიერი ხე, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით, ფოთლები არ სცვიოდა.
როგორც „მოქცევაჲ ქართლისაჲდან“ ვიგებთ, ეს ხე მოკვეთეს 25 მარტს, პარასკევ დღეს.
მოგვიანებით, მაისის თვეში მისგან დაამზადეს სამი ჯვარი, რომლებიც ქართლის სამეფოს
სხვადასხვა კუთხეში აღიმართა.
სხვათა შორის, სწორედ ამ ქრონოლოგიური მონაცემებით მტკიცდება ქართლის მოქცევისზუსტი თა
რიღი და შესაბამისად, იოანეს მოღვაწეობის დასაწყისი ქართლისმთავარეპისკოპოსის რანგში, რადგა
ნ 25 მარტი პარასკევი დღე იყო 326 წელს.მაშასადამე, კონსტანტინე
დიდის მიერ გამოგზავნილი სამღვდელოების ქართლშიჩამოსვლა და სამეფო ოჯახის ნათლობა უნდა
მომხდარიყო 326 წლის მარტში.
სამეფო ოჯახის ნათლობისა და ჯვრების აღმართვის შემდგომ მირიან მეფე კვლავ აგზავნის ელჩობას
კონსტანტინე დიდთან, ამჯერად – ქვისმთლელთა და კირითხუროთა სათხოვნელად, ეკლესიების
ასაშენებლად. ელჩობის შემადგენლობა არ არის ნათელი, თუმცა შესაძლოა, სწორი იყოს „მეფეთა
ცხოვრების“ ვერსია, რომლის მიხედვითაც მასში იოანე ეპისკოპოსი და ერთი ვინმე წარჩინებული
შედიოდნენ. ეს აზრი მტკიცდება სხვა გარემოებითაც: წარგზავნილებმა უკანა გზაზე ჯერ ერუშეთში
ჩაყარეს ეკლესიის საძირკველი და იქ მაცხოვრის ფერხთა ფიცარი დატოვეს, ხოლო შემდეგ –
მანგლისში და იქ სამსჭვალნი დატოვეს. ამ ამბით შეწუხებელ მირიან მეფეს იოანე
მთავარეპისკოპოსმა ანუგეშა, აუწყა რა, რომ მცხეთაში ინახებოდა მაცხოვრის კვართი და ელია
წინასწარმეტყველის ხალენი.
ამ ამბის შემდეგ იოანე ეპისკოპოსი იხსენიება სოჯი დედოფლის ისტორიაში, რომელიც
შემორჩენილია მხოლოდ „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ჭელიშურ და სინურ
ვერსიებში. ბოდში ნათელღებულმა სოჯი დედოფალმა სასიკვდილოდ დასნეულებული წმინდა
ნინოსაგან მირიან მეფის და იოანე მთავარეპისკოპოსის მიმართ წერილები მცხეთაში ჩამოიტანა.
იოანესადმი მოწერილი წერილის შინაარსი ჩვენთვის უცნობია. რაც შეეხება მეფისადმი წერილს,
მასში წმინდა ნინო მეფეს სთხოვდა, გაეგზავნა მისთვის ბოდში მთავარეპისკოპოსი („მამად-
მთავარი“) საზიარებლად, რადგან გრძნობდა, რომ მისი გარდაცვალების დრო მოახლოებულიყო.
აქედანაც ჩანს, რომ მცდარია „მეფეთა ცხოვრებისეული“ და ჭელიშური ვერსიები, რომლებიც
ამტკიცებენ, თითქოსდა იოანე ეპისკოპოსი თან ახლდა წმინდა ნინოს მისი სამისიონერო
მოღვაწეობის დროს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. უფრო სწორი უნდა იყოს „მოქცევაჲ
ქართლისაჲს“ შატბერდული რედაქციის ცნობა, რომ ნინოს იქ ასევე „საბერძნეთიდან" მოსული იაკობ
მღვდელი გაჰყოლია.
შემდეგ ვკითხულობთ, რომ იოანე მთავარეპისკოპოსი მეფეს მიუვლენია ბოდში წმინდა
ნინოს მოსაკითხად და მცხეთაში წამოსაყვანად, მაგრამ წმინდანმა უარი უთხრა, ერთი რამ კი
სთხოვა, შენს შემდეგ იაკობ მღვდელმა დაიკავოს შენი ადგილიო. იოანეს თანდასწრებით მიუცია
ნინოს სალომე უჯარმელისთვის ელენე დედოფლის წერილი, რომელშიც ქართლის განმანათლებელს
მახარებელსა და მოციქულს უწოდებდა დაძელი ცხორებისაჲ ნანა დედოფლისათვის გადასაცემად.
ამის შემდეგ შეწირა ჟამი იოანე მთავარეპისკოპოსმა და აზიარა ნინო ქრისტეს სისხლსა და ხორცს და
„წარიღო ესე საგზლად საუკუნოდ".
იოანე მთავრეპისკოპოსი გარდაცვლილა მირიანის შემდგომი მეფის დროს, „მოქცევაჲ
ქართლისაჲს“ ყველა ვერსიის თანახმად, ბაკურ რევის ძის მეფობაში, რომელიც „ქართლის
ცხოვრებაში“ იხსენიება არაბიზებული ფორმით — ბაქარ და წარმოდგენილია მეფე მირიანის ძედ.

ქართულ საისტორიო წყაროებში – „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ და „ცხოვრება ქართუელთა მეფეთაში“


მისი სახელის ფორმაა „იოვანე“. ამასთან, „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ იგი იხსენიება როგორც
ეპისკოპოსად, ასევე მთავარეპისკოპოსად, ხოლო „ცხოვრება ქართუელთა მეფეთაში“ – მხოლოდ
ეპისკოპოსად.
ბოდიდან მოწერილ თავის წერილში მირიან მეფის მიმართ წმინდა ნინო იოანე ეპისკოპოსს უწოდებს
„მამად-მთავარს და „კეთილ მწყემსს სამწყსოთა სულიერთა“.

პაპუნა შუშანია

რას ეძებდნენ ნაცისტები აფხაზეთში – იალბუზზე გაყინული რაზმის


საიდუმლო

მკვლევარები იალბუზის მისადგომებში ზვავში მოყოლილი ვერმახტის ჯარისკაცების


საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ. ისტორიკოს ვიქტორ კოტლიაროვს ორმა ბალყარელმა
ახალგაზრდამ მიმართა, ზუსტად მათ აღმოაჩინეს თოვლის ტყვეობაში მოქცეული გერმანელთა
რაზმი. 70 წლის მანძილზე თოვლი დაიტკეპნა და ყინულად იქცა – ასეთ პირობებში გვამები
იმდენად კარგად შეინახა, რომ არა მხოლოდ სამოსი და სამკერდე ნიშნები, სახის ნაკვთებიც
იკვეთება. ჯარისკაცები თოვლში ასობით მეტრის დაშორებით, მეტწილად ჯგუფებად არიან
მოყოლებულები. ფორმის ტანასცმლის მიხედვით ეს ალპური სამთო მეტყევები არიან,
რომლებიც 1942 წლის ზამთარში დაიღუპნენ. განძარცვის თავიდან აცილების მიზნით
სენსაციური აღმოჩენის ზუსტი ადგილი გასაიდუმლოებულია.

საქმეში გერმანელი მოხალისეები ჩაერთნენ, რომლებსაც ქვეყნის არქივებთან აქვს წვდომა.


თუმცა ჯერჯერობით საბუთების მოპოვება ვერ ხერხდება, რომლებიც ამ საიდუმლო რაზმის
ისტორიას ნათელს მოფენდა. საჭიროა ვერმახტისთვის გაგზავნილი პატაკების მონახვა,
რომლებიც, მეტწილად აშშ–ს არქივებშა დაცული. კოტლიაროვი იმედოვნებს, რომ დაღუპულ
ჯარისკაცებს თან პირადი საბუთები აღმოუჩნდებათ და ამრიგად ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.
დაღუპულთა დიდი რაოდენობა მკვლევარებში ვარაუდს ბადებს, რომ გერმანელთა შორის
საბჭოთა ტყვე ჯარისკაცებიც იმყოფებოდნენ.
„ უგზო–უკვლოდ დაიკარგული გერმანელების ასეთი დიდი ჯგუფის შესახებ ინფორმაცია
აუცილებლად უნდა არსებობდეს. სავარაუდოდ ეს ცნობები გასაიდუმლოებულია, მითუმეტეს,
რომ დაღუპილი ჯარისკაცები, სავარაუდოდ, ფაშისტური რეჟიმის მისტიური საზოგადოება
„ანენერბეს“ წევრები იყვნენ. –განმარტავს ისტორიკოსი ვიქტორ კოტლიაროვი. – დაღუპულ
ჯარისკაცთა გვამების მდებარეობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ისინი აფზაზეთიდან
ბრუნდებოდნენ და უღელტეხილი გადმოიარეს. ჩნდება კითხვა – რას აკეთებდნენ აფხაზეთში?
ცნობილი ფაქტია, რომ „ანენერბეს“ წევრები კავკასიაში საკრალური ცოდნის მოპოვებას
ცდილობდნენ. შესაძლოა, მათი მარშრუტი რიწის ტბასთან იყო დაკავშირებული –
გერმანელებმა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დაადგინეს, რომ რიწის ტბასთან ახლომდებარე
წყაროს წყლის შემადგენლობა იდეალურია ადამიანური სისხლის პლაზმის შესაქმნელად.
ხელოვნური პლაზმა გერმანელებს „ჭეშმარიტი არიელი ბავშვების“ აღზრდისთვის
სჭირდებოდათ. გასული საუკუნის 30–ანი წლების ბოლოს ყაბარდო–ბალყარეთს ძალიან ბევრი
გერმანელი ტურისტი სტუმრობდა. საბჭოთა კავშირში ისინი „კომკავშირული“ საგზურებით
ჩამოდიოდნენ. მათი უმრავლესობა სამთო ტურიზმის მოყვარული იყო. შემდგომმა მოვლენებმა
კი ცხადჰყო, რომ ისინი პროფესიაონალი მზვერავებიც იყვნენ – მრავალი მათგანიომის დროს აქ
სამთო რაზმების შემადგენლობაში დაბრუნდა. გერმანელმა „ტურისტებმა“ იმდენად ზუსტი
რუკები შეადგინეს, რომ ზოგიერთ მათგანს დღემდე გამოიყენებენ ბაქსანის ხეობაში.

1942 წლის ოქტომბერში ბაქსანის ხეობის სოფელ ზაიუკოვოში გერმანული დივიზიის „მგლის
ხახას“ სამი მანქანა შევიდა და როგორც ადგილობრივი მოსახლეობა მოწმობს, მანქანებში,
სავარაუდოდ, საბურღი აღჭურვილობა იყო. გერმანელები მანქანებით დილაადრიანად ზემო
ხეობაში ადიოდნენ და მხოლოდ საღამოზე ბრუნდებოდნენ. უცნაური ფაქტია: იმ დროს,
როდესაც რაიონში სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა, გერმანელები ამ ხეობაში
რაღაცას ბურღავდნენ, შეაბამისად, ეძებდნენ.

იალბუზის ჩრდილოეთ ფერდობებთან არის ადგილი, რომელსაც „გერმანულ აეროდრომს“


უწოდებენ, თუმცა მას არც საბრძოლო და არც პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონია. ამის
მიუხედავად, აქ ერთერთი გერმანული ქვედანაყოფის კარვების ბანაკი იყო გაშლილი.
ადგილობრივები ყვებიან, რომ აქ სურსათის დიდი საწყობიც იყო. მწყემსები იხსენებენ, რომ ამ
ადგილას რამოდენიმეჯერ გერმანული თვითმფრინავი „ფოკკე–ვულ–ფახი“ დაშვებულა, ხოლო
ერთხელ გერმანელებმა ტიბეტელი ლამებიც ჩამოიყვანეს, ისინი ლოცვებს კითხულობდნენ,
სეანსებს ატარებდნენ, მაგრამ მოგვიანებით გერამნელებმა ისინი დახვრიტეს.

ალპინისტები, რომლებიც გერმანელების შემდეგ ლაშქრობდნენ, ყვებოდნენ, რომ ვერმახტის


ჯარისკაცებმა აქ მაღალი ენერგეტიკის მქონე საიდუმლო ადგილს მიაგნეს და ოკულტური
ლაბორატორია მოაწყვეს. ზუსტად ამიტომ ჩამოიყვანეს ტიბეტელი ლამები, რომლებიც
ლაბორატორიაში მედიტაციურ სეანსებს ატარებდნენ. ერთერთი ვერსიის მიხედვით,
მედიტაცისას (ამ დროს სტალინგრადში გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა) ლამებმა არა
ჰიტლერის გამარჯვება, არამედ ბერლინის დაცემა განჭვრიტეს, რის გამოც ნაცისტებმა
ტიბეტელები დახვრიტეს და საიდუმლო რიტუალით დაკრძალეს.

ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება იალბუზის მისადგომებში ადგილობრივ


მწყემსებსაც არ უშვებდა, ხოლო დროთა განმავლობაში აკრძალვები ნელნელა მოიხსნა.
ერთერთი ექსპედიციის მონაწილეებმა ( ვ. ტოკარევის მეთაურობით) ზემო ბაქსანის ხეობებით
ჩატკარას უღელტეხილი გადაიარეს და კალიცკის სახელობის პიკთან, ე.წ. დაკარგულ სამყაროში
აღმოჩნდნენ. პიკის ერთერთი წვერო აშკარად ხელოვნური წარმოშობის იყო – პირველივე
შეხედვით გეგონებოდა, თითქოს ქვის ადამიანი გადაშლილ წიგნს კითხულობს. ალპინისტებმა
საკულტო ბომონები, საკურთხევლი და სამსხვერპლოც აღმოაჩინეს, ასევე აშკარად
ხელოვნურად შექმნილი, მუზარადიანი მეომრების ფორმის რამოდენიმე სვეტი. პიკის სამხრეთ
ფერდობზე ექსპედიციის წევრებმა ცხელი ვულკანური აირით სავსე მრავალი მღვიმე ნახეს.
სპეციალისტების აზრით, ზუსტად ეს აირი და არა მთის სიმაღლე ან ტექნიკური სირთულე
არის მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთი მთასვლელი ვერ ახერხებს იალბუზის წვერის დაპყრობას.
შესაძლოა, ამ აირის მეშვეობით შედიოდნენ მედიტაციაში ტიბეტელი ლამები (ისტორიული
ცნობების თანახმად, ძველი საბერძნეთის წინასწარმეტყველები, დელფიელი ორაკულები
ვულკანური აირის შესუნთქვის შემდეგ ნარკოტიკულ ტრანსში შედიოდნენ და
წინასწარმეტყველებას იწყებდნენ). სავარუდოდ, „ანენერბეს“ წევრები საკრალური მთის –
შამბალას ერთერთ შესასვლელს ეძებდნენ. ბუდისტური რელიგიის მიხედვით, შამბალა –
მისტიური ადგილია, მასში მოხვედრის დროს ადამიანი ზებუნებრივ ძალებს იძენს. მიიჩნევენ,
რომ ამ მთაში მთავარი შესასველეი ტიბეტზე მდებარეობს, ხოლო რამოდენიმე სხვდასხვა,
გვერდითი შესასვლელი – მსოფლიოს სხვდასხვა კუთხეში. ზოგიერღთი ეზოთერიკოსის აზრით,
ერთერთი მათგანი ზუსტად იალბუზზეა, რომელსაც ასევე „არიელების მთას“ უწოდებენ.
არქეოლოგის არტურ ჟემუხოვის მიერ აღმოჩენილი მღვიმე შამბალაში შესასვლელი თუ არა,
საკრალური დანიშნულების ადგილი ნამდვილად არის. სავარუდოდ ეს ცოდნის დარბაზია,
რომელშიც კაცობრიობის ყველაზე ფასეული ინფორმაცია ინახბა, კერძოდ ცნობები სამყაროს
მოწყობის, ასტრონომიის და ძველებური მაღალი ტექნოლოგიების შესახებ. ერთერთი
ეგვიპტური აკლდამის კედელზე შემდეგი წარწერაა დატანილი:“ მე, ფარაონმა ხუფუმ, ცხოვრება
მივუძღვენი ცოდნის დარბაზის ძებნას, რომელშიც კრემნიუმის ყუთში ტოტის (სიბრძნის
ღვთაების) წიგნი ინახება.“

იალბუზის მახლობლად, ხარა–ხორას მთაზე, 78 მ-ის სიღრმის მღვიმის გარ და, არქეოლოგმა
არტურ ჟემუხოვმა კლდეზე ამოკვეთილი სვასტიკა და თა რიღი – 28.X.42 აღმოაჩინა.
რამოდენიმე მსგავსი ნიშანი სოფელ ზაიუკოვას მახლობლადაც არის ნაპოვნი. ისტორიკოსებს
მიაჩნიათ, რომ ამ ნიშნების დახმარებით გერმანელები აქ დაბრუნებას აპირებდნენ, რათა
მიწისქვეშა ობიექტი უფრო დეტალურად შეესწავლათ.

ჩონჩხების ტბა, რომელიც იდუმალებით მოცულ ისტორიას ინახავს

ინდოეთში არსებოს ტბა რუკპუნდი, რომელიც მთის ორ ფერდობს შორის მდებარეობს. ყი


ნულის დნობის პერიოდში ტბა ყოველწლიურად უამრავ ძვალს რიყავს. პირველად ამ საშინე ლი
აღმოჩენის შესახებ XIX ს-ის ბოლოს გახდა ცნობილი. მაშინ მკვლევარებმა ჩათვალეს, რომ
იაპონელი ჯარისკაცების გვამები იყო, მაგრამ ნახევარი საუკუნის შემდეგ ბრიტანელმა მეცნიე
რებმა დაასკვნეს, რომ არ შეიძლება ასე ყოფილიყო, რადგან ძვლები გაცილებით ძველ ხანას
მიეკუთვნებიან. შემდეგი ვერსიის მიხედვით, ეს გენერალ ზოროვარ სინგხის და მისი ჯარის
კაცების ნეშტი იყო, რომლებიც 1841 წელს ტიბეტის ბრძოლის შემდეგ ბრუნდებოდნენ, გზა
აებნათ და ჰიმალაებში დაიხოცნენ. რადიონახშირწყლოვანმა ანალიზმა უფრო საინტერესო შე
დეგები აჩვენა: ჩონჩხები დაახლოებით 850 წელს მიეკუთვნებიან, თავის ქალებზე აღმოჩენი ლი
ბზარები კი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ისინი მძიმე მრგვალი ნივთით მიყენე ბული
დარტყმისგან გაჩნდნენ. სავარაუდოდ ისინი ძლიერი სეტყვის ან ქვათაცვენისგან გარ
დაიცვალნენ. იმის გამო, რომ ტბა ერთ–ერთი საკულტო ცენტრის ნანდა დევის მახლობლად
მდებარეობს, იმასაც ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილები მომლოცველები იყვნენ, რომლებ მაც
წყლის პირას ჩამოსვლა გადაწყვიტეს, მაგრამ უეცრად გაუარესებულმა ამინდმა მთის ფე
რდობების სამუდამო ტყვეებად აქცია. დროთა განმავლობაში მომატებულმა წყლის დონემ კი
თანდათან დაფარა გვამები.

ბიზანტიის ქართველი დედოფალი-დიდებისმოყვარე ქალი თუ გმირი დედა?

ბიზანტიის დედოფალი მარიამ-მართა საქართველოს მეფის ბაგრატ მეოთხის ასუ


ლი გახლდათ. როდესაც ბიზანტიაში აღსაზრდელადჩაიყვანეს, ჯერ კიდევ არასრულ
წლოვანი იყო. სულ რაღაც ერთი წელი დაჰყო მაშინ ბიზანტიაში, მაგრამ ბიზანტიის
უფლისწულ მიხეილ VII დუკას გულის მოსანადირებლად ეს დრო საკმარისზე მეტი
აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ საქართველოში დაბრუნებიდან მოკლე დროში მარიამ მართა
ისევ ბიზანტიაში გაემგზავრა, რადგან ქართველი მეფის ასულის ხელი ბიზან
ტიის უფლისწულმა ითხოვა.

სილამაზითა და გონიერებით განთქმულ დედოფალს შორიდან ეტრფოდნენ


ბიზანტიელი დიდგავროვნები.

„დედოფლის სილამაზე და მისი მომაჯადოებელი მიმზიდველობა, მისი ზნის


სანდომიანობა ყველაფერი ეს აღემატება ფერწერას და ხელოვნებას. ის იყო ცოცხალი
ქანდაკება, რომელიც ხიბლავდა მშვენიერების მოყვარულთ“ -წერს, ალექსი კომნენოსის
ასული და მარიამ მართას რძალი ანა კომნენოსი.

ბიზანტიის დედოფალს სამშობლოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია, მარიამს


ბიზანტიელ ქართველებთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი, კერძოდ კი გრიგოლ ბაკურიანის
ძესთან. დედოფალი აქტიურად ეხმარებოდა ათონის ივერთა მონასტერს, განაგრძო
დედის მიერ წამოწყებული საქმე და სიონის მთის ქართული კაპატა მონასტრის
მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა. მართა საქართველოში იყო ჩამოსული რუის-
ურბნისის კრების მიმდინარეობის დროს.

1075 წელს მარიამ-მართასა და მიხეილ დუკას ვაჟი კონსტანტინე შეეძინათ, თუმცა


ახალგაზრდა მეფე-დედოფლის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1078 წელს
ბიზანტიის სამეფო კარზე მორიგი გადატრიალება მოხდა, მარიამ-მართას მეუღლე
მიხეილ დუკა აიძულეს ბერად აღკვეცილიყო და იმპერატორად ნიკიფორე III ბოტანიატე
გამოაცხადეს. სამეფო ტახტის დასაკუთრების შემდეგ, ახალი იმპერატორის პირველი
გადაწყვეტილება მარიამ-მართაზე დაქორწინება იყო.
„სამეფო კვერთხი, რომ დაიპყრო ბოტანიატემ, თუმცა უკვე ბებერი და ადრე ორჯერ
დაქორწინებული იყო, მაინც კიდევ დაქორწინდა დედოფალ მარიამზე“-ნათქვამია
ისტორიულ წყაროებში

„ნიკიფორეს ნაბიჯი გასაგებია, იმიტომ, რომ ის მართლაც გადარეულია ამ


ქალბატონის ფიზიკური სილამაზით და ამანაც გადაადგმევინა ეს ნაბიჯი, ხოლო რაც
შეეხება მართა-მარიამს ის ამ დროს აბსოლუტურად პრაგმატულია, რადგან სხვა
შემთხვევაში მისი ვაჟი კონსტანტინე დუკა ტახტის მემკვიდრეობას კარგავდა. მართა-
მარიამმა ნიკიფორესთან ქორწინების პირობად წამოაყენა კიდეც თავისი ვაჟის
მემკვიდრედ გამოცხადება და ნიკიფორესგან თანხმობაც მიიღო, თუმცა გარკვეული
პერიოდის შემდეგ ნიკიფორე აღარ აპირებდა ამ პირობის შესრულებას“-განმარტავს
ისტორიკოსი ჯაბა სამუშია.

საკუთარი ვაჟისთვის სამეფო ტახტის შესანარჩუნებლად, მართა მარიამი იმპერატორი


ქმრის წინააღმდეგ, კომნენოსების დინასტიის მოკავშირე გახდა. არსებობს მოსაზრება,
რომ დედოფალი მარიამი ალექსეი კომნენოსის საყვარელი იყო და ქართველი
დედოფლისა და კომნენოსების კავშირი მხოლოდ პოლიტიკურ სარჩულს არ ატარებდა.
მეორე მოსაზრების თანახმად კი მარიამ-მართას ერთადერთი მიზანი ჰქონდა, საკუთარი
შვილისთვის სამეფო გვირგვინი შეენარჩუნებინა და კომნენოსებს, თანამშრომლობის
სანაცვლოდ, სწორედ ეს მოთხოვნა წაუყენა.

მარიამ მართასა და კომნენოსების კავშირმა გაამართლა, ნიკიფორე მესამის


წინააღმდეგ გადატრიალება წარმატებით განხორციელდა და ბიზანტიის ტახტი ალექსი
კომნენოსმა დაიკავა.

ნიკიფორე მესამის დამარცხების შემდეგ, ყველაფერი მარიამ-მართას გეგმის


მიხედვით მიდიოდა, ალექსეი კომნენოსმა საკუთარი ასული ანა, მართას ვაჟს
კონსტანტინეს მიათხოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კონსტანტინე დუკა ბიზანტიის
ტახტის უპირობო მემკვიდრე იყო, მაგრამ 1087 წელს ალექსი კომნენოსს ვაჟი შეეძინა,
კომნენოსებს მემკვიდრე გაუცნდათ და კონსტანტინეს გამეფება აღარ აწყობდათ.

ალექსი კომნენოსის ვაჟის დაბადებამ მართა-მარიამის გეგმებს ხაზი გადაუსვა,


კომნენოსები პირობის შესრულებას აღარ აპირებდნენ, უფრო მეტიც მათ მართა-მარიამის
ვაჟი კონსტანტინე ქვეყნიდან გააძევეს, თავად მართას კი მონასტერში მიუჩინეს
სამუდამო ბინა.

ადამიანი, რომელმაც მესამე მსოფლიო ომი შეაჩერა


ზუსტად 50 წლის წინ 13 დღის განმავლობაშიმსოფლიო სულგანაბული უყურებდა აშ
შ-ისა დასაბჭოთა კავშირის დაპირისპირებას ბირთვულიომის ზღვარზე.
მხოლოდ წყალქვეშა ნავების ეკიპაჟების ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ სუბმარინის
ბორტზე ბირთვული იარაღი იდო, რომლის გამანადგურებელი სიმძლავრე 1945 წელს
ნაგასაკსა და ხიროსიმაში ჩამოყრილი ბომბების ტოლფასი იყო. ვასილ არხიპოვი იყო
ერთ-ერთი, იმ სამი უფროსი ოფიცრიდან, რომლებიც წყალქვეშა ნავს მეთაურობდნენ.
ამერიკელები რამდენიმე დღის განმავლობაში ნადირობდნენ სუბმარინზე და
წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მასზე იდო ბირთვული იარაღი, რომელსაც შეეძლო,
თვალისდახამხამებაში გაენადგურებინა მთელი მათი ფლოტი. მთელი ამ დროის
განმავლობაში ეკიპაჟის წევრები 60 გრადუს სიცხეში საბჭოთა წყალქვეშა ნავის
კაიუტებში ისხდნენ, თითეულ მათგანს დღეში მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი ეკუთვნოდა.
სუბმარინს ბრძანება ჰქონდა მიცემული, თუ სამივე მეთაური შეთანხმდებოდა,
გამოეყენებინათ ბირთვული იარაღი. ვინაიდან ამერიკელები წყალქვეშა ბომბებს
ისროდნენ სუბმარინის აღმოსაჩენად, ეს მისი ეკიპაჟის თვალში ძალიან წააგავდა ომის
დაწყებას და ერთ-ერთმა კაპიტანმა ვალენტინ სავიცკიმ გამოთქვა კიდეც საკუთარი
პოზიცია, გამოეყენებინათ ბირთვული იარაღი.
ერთადერთი, ვინც მტკიცედ აცხადებდა უარს ამ გადაწყვეტილებაზე, არხიპოვი იყო.
მან ბოლომდე წარმოუდგენელი ცივსისხლიანობა შეინარჩუნა და ბოლომდე არ
გადათქვა საკუთარი გადაწყვეტილება.
სულ რამდენიმე საათის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი და საბჭოთა
ლიდერი ნიკიტა ხრუშოვი მივიდნენ შეთანხმებამდე, რომლის შედეგადაც კარიბის
კრიზისი ომის გარეშე დასრულდა.

ექსცენტრიული იმპერატორი რომელსაც დედამ მამა მოუკლა, თავად კი


შვილმა გამოასალმა სიცოცხლეს
ანა ცარიტოვა

1754 წელს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე დიდმა გააჩინა მემკვიდრე, რომელ საც
პავლე დაარქვეს.

ეკატერინეს მეუღლეს პეტრე მესამეს ცოლის ნაცვლად სათამაშო ჯარისკაცები და


საყვარელი ადარდებდა, ამიტომ ეჭვობენ, რომ ბავშვის მამა სერგეი სალტიკოვი
გახლდათ, ოფიცერი რომელზეც ამბობდნენ ეკატერინეს საყვარელიაო.

ეკატერინეს და პეტრეს ერთმანეთი სძულდათ და გასაკვირი არ იყო, რომ ორივე


მათგანს საყვარელი ჰყოლოდა.

8 წლის იყო პრინცი პავლე, როდესაც მამამისი მოწამლეს და გარდაიცვალა,


მოგვიანებით კი პატარა უფლისწულმა განაცხადა, რომ მკვლელობაში დედამისიც იყო
გარეული.
დედოფალი ეკატერინე ვარაუდობდა, რომ პავლე კარგი მეფე ვერ იქნებოდა და
შვილიშვილის ალექსანდრეს გამეფება სურდა, მაგრამ ვერ მოასწრო, რადგან ინსულტით
გარდაიცვალა და 1796 წლის 6 ნოემბერს უფლისწული პავლე იმპერატორი პავლე
პირველი გახდა.

დედის შიშები საფუძვლიანი აღმოჩნდა, პავლე I ექსცენტრიული და ცუდი მეფე


აღმოჩნდა.

გამეფებიდან 4 წლის შემდეგ მან მამის ბედი გაიზიარა, მის წინააღმდეგ შეთქმულება
მოაწყვეს და მოკლეს.

ვარაუდობენ, რომ ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა მოკლულის ვაჟი ალექსანდრე.

ალექსანდრემ 24 წელიწადს იმეფა, ის გახლდათ რუსეთის იმპერატორი 1801-1825


წლებში, ასევე პოლონეთის მეფე 1815-1825 წლებში და ფინეთის პირველი რუსი დიდი
მთავარი 1809–1825 წლებში.

ოჯახური წყევლა - რამ დაღუპა ბრანდოების, ჰემინგუეების,


ტრუსარდებისა და ონასისების კლანები

არსებობს ოჯახები, რომლებშიც ერთი უბედურება მეორეს ცვლის და ამას დასასრული არ უჩანს.
ხშირად ასეთ კლანებზე ამბობენ, რომ ისინი დაწყევლეს... ამჯერად ბრანდოების, ჰემინგუეების,
ტრუსარდებისა და ონასისების ოჯახების საბედისწერო ამბებს მოგითხრობთ.

ბრანდოების კლანი
წყევლა: უბედურება
ვინ დაწყევლა: უცნობია
მიზეზი: ალკოჰოლი
''მე ირლანდიელი ალკოჰოლიკების გვარს მივეკუთვნები. მამაჩემის სისხლი ალკოჰოლის,
ტესტოსტერონისა და ადრენალინისგან შედგებოდა. ვგიჟდებოდი დედაჩემზე. მან ჩვენს გაზრდას
ლოთობა ამჯობინა'', - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში გენიალურმა მსახიობმა მარლონ ბრანდომ.
ალკოჰოლი - ბრანდოს გვარის საოჯახო წყევლა იყო: მარლონის დედა ლოთობით მოკვდა, მისმა
პირველმა ცოლმა, ნარკომანმა ანა კაფშიმ, ვაჟ კრისტიანს თავისი ცუდი ზნე მემკვიდრეობით
გადასცა.
ბრანდო ხელთათმანივით იცვლიდა ქალებს, უპირატესობას შავკანიანებს ანიჭებდა. 1963 წელს
მსახიობმა პოლინეზიაში 20 მილიონ დოლარად კუნძული ტერიაროა იყიდა, სახლი ააშენა და
ჰარემი მოაწყო - უამრავი მოსამსახურე-საყვარელი შეასახლა. საყვარლები მისგან გამუდმებით
აჩენდნენ ბავშვებს: ოფიციალურად ბრანდომ რვა შვილი აღიარა, მაგრამ მათი რიცხვი გაცილებით
მეტი იყო.
ამბობდნენ, რომ მარლონის ერთ-ერთი საყვარელი მისივე ქალიშვილი იყო, რომელიც მესამე ცოლმა
გაუჩინა - მზეთუნახავი ტარიტუ შეენი. ამასთან, ჭორაობდნენ, რომ მარლონი მისი ბავშვის მამაც
იყო.
1990 წელს გოგონამ ნარკოტიკების ძლიერი დოზა მიიღო, საჭეს მიუჯდა, საშინელ ავარიაში მოყვა
და სახე დაისახიჩრა. ბრანდოს არ დაუნანია ფული მისი პლასტიკური ოპერაციებისთვის.
1990 წელს შეენი საქმროსთან, გავლენიანი ტაიტელი ბიზნესმენის ვაჟ დაგ დროლესთან ერთად
ლოს-ანჯელესში მორიგ ოპერაციაზე ჩავიდა. სწორედ მაშინ ბრანდოს ლოს-ანჯელესის სახლში
უბედურება მოხდა: მსახიობის უფროსმა ვაჟმა კრისტიანმა დის მიჯნურს ზურგში ორი ტყვია
ესროლა. მკვლელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მან ციხეში მხოლოდ 6 წელი
გაატარა. შეენმა სასამართლოს მისცა ჩვენება და დაგის სიკვდილში მამა დაადანაშაულა. თქვა, რომ
მარლონმა გააქეზა შვილი მის მოსაკლავად.
გოგონას ჩვენება სიმართლედ არ ჩათვალეს, შეენი გიჟად მიიჩნიეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში
მოათავსეს. ხუთი წლის შემდეგ შეენმა აბაზანაში თავი ჩამოიხრჩო. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:
''მინდა დაგს შევუერთდე!''.
ქალიშვილის თვითმკვლელობის ამბავმა ბრანდოზე გამანადგურებლად იმოქმედა, ღრმა
დეპრესიაში ჩავარდა და რამდენიმე თვე არავის ელაპარაკებოდა. შეენის სიკვდილის შემდეგ
მსახიობმა კიდევ ცხრა წელი იცოცხლა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი ძლიერ
ავადმყოფობდა: გასუქდა, დაემართა შაქრიანი დიაბეტი და მხედველობისა და ღვიძლის
სერიოზული პრობლემები გაუჩნდა.

ჰემინგუეების კლანი
წყევლა: თვითმკვლელობა
ვინ დაწყევლა: უცნობმა
მიზეზი: დეპრესია
უცნობია, როდის და რატომ დაიწყო ჰემინგუეების გვარის წყევლა, მაგრამ ყველაზე
თავგამოდებული სკეპტიკოსიც კი ვერ იტყვის, რომ უჩვეულო არაფერი მომხდარა. ამ
კეთილშობილური გვარის ყველა წარმომადგენელი დეპრესიითა და თვითმკვლელობის სურვილით
იტანჯებოდა. გამოჩენილი მწერლის მამამ, დოქტორ კლარენს ედმონტ ჰემინგუეიმ, თავი 1928 წელს
მოიკლა - დიაბეტის ფონზე განგრენა დაეწყო.
თავად რომან ''რატომ რეკენ ზარების'' ავტორმა, ნობელიანტმა, რომელმაც დიდება და უამრავი
ქონება მოიხვეჭა, ვერ შეძლო დეპრესიასთან გამკლავება. 1961 წელს 62 წლის ასაკში შუბლში ტყვია
დაიხალა. მისმა დამ ურსულამ და ძმამ ლესტერმა იგივე მოიმოქმედეს: კიბოთი დაავადებულმა
ურსულამ წამლების სასიკვდილო დოზა მიიღო, ლესტერმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ დიაბეტის
ფონზე განგრენა განუვითარდა და ფეხი მოჰკვეთეს.
ერნესტ ჰემინგუეის სამივე ვაჟს ფსიქიკური აშლილობის
პრობლემა ჰქონდა. ყველაზე უმცროსი გრეგორი, რომელიც სქესის შეცვლის შემდეგ გლორია გახდა,
ნარკომანი იყო, 69 წლის ასაკში უხამსი საქციელისთვის დააპატიმრეს და ციხეში გულის შეტევით
გარდაიცვალა. ჰემინგუეის ერთ-ერთი შვილიშვილი, ჯოანი, ალკოჰოლიზმისგან მოკვდა, მეორემ -
მარგომ, ცნობილმა მოდელმა და უნიჭო მსახიობმა, ბარბიტურატების დიდი დოზა მიიღო. მარგოს
სიკვდილმა ისე იმოქმედა მის დაზე, 22 წლის ნიჭიერ მსახიობ მერიელზე, რომელიც ''ოსკარსა'' და
''ოქროს გლობუსზე'' იყო ნომინირებული, რომ მუშაობა ვეღარ შეძლო და ჰოლივუდს თავი დაანება.
''ჰოლივუდმა გამომაგდო. ვფიქრობ, თავად ღმერთმა გადაწყვიტა ჩემი ბედი'', - განაცხადა გოგონამ
ერთ-ერთ ინტერვიუში.
მერიელი მოგვიანებით ცოლად გაჰყვა რეჟისორ-დოკუმენტალისტ სტივენ კრისმანს. წყვილს ორი
ქალიშვილი ეყოლა - დრი და ლენგლი. როდესაც ცოცხლად დარჩენილ მწერლის ერთადერთ
შვილიშვილს ჰკითხეს, როგორ მოახერხა საშინელი წყევლა დაეძლია, მან უპასუხა: ''ნამდვილად
არსებობს რაღაც გენეტიკური განწყობა, იგი დეპრესიის დროს ჩნდება. მეც იგივე გენი მაქვს, მაგრამ
დარწმუნებული ვარ, როდესაც საკუთარ თავსა და ახლობლებთან ჰარმონიაში ცხოვრობ, შეგიძლია
ამ ტრაგიკული ჯაჭვის გაწყვეტა, სიყვარული ყველაზე საუკეთესო დაცვაა''.

ტრუსარდების კლანი
წყევლა: სიკვდილი ავტოკატასტროფაში
ვინ დაწყევლა: უცნობია
მიზეზი: წარმატება ბიზნესში
საგვარეულო წყევლას ვერც ტრუსარდების გვარი გადაურჩა, საოჯახო ბიზნესის ყველა
ხელმძღვანელი, კომპანიის დამაარსებლის გარდა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ოჯახის ცოცხლად
დარჩენილი წევრები ამ საკითხის განხილვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.
ნაადრევი სიკვდილის თავიდან აცილება მხოლოდ კომპანია ''ტრუსარდის'' დამაარსებელმა დანტე
ტრუსარდიმ მოახერხა, რომელმაც 1911 წელს ბერგამოში გახსნა ხელთათმანების პატარა
სამკერვალო.
''ავტოკატასტროფების სეზონი საბედისწერო დასასრულით'' უფროსი დანტეს შვილმა დანტე-
უმცროსმა გახსნა. 1970 წელს იგი ავტოავარიაში დაიმტვრა. ბიზნესი მისი 29 წლის ძმისშვილის
ნიკოლას ხელში გადავიდა, ნიკოლამ ბევრის გაკეთება მოახერხა - საყვარელ გოგონაზე იქორწინა,
გაზარდა ოთხი მშვენიერი ბავშვი და, რაც მთავარია, ''ტრუსარდის სახლი'' მსოფლიოში ერთ-ერთ
ყველაზე წარმატებულ და მოდურ საწარმოდ აქცია.
ბედნიერება 1999 წელს შეწყდა: იაპონიაში საქმიანი ვიზიტის შემდეგ დიზაინერი საკუთარი
''მერსედესით'' შინ ბრუნდებოდა. ნიკოლა ძალიან გამოცდილი მძღოლი იყო, მაგრამ რაღაც მიზეზის
გამო საჭე გაექცა, მანქანა ავტოსტრადს შეეჯახა, უსაფრთხოების ბალიში არ გაიხსნა... კომაში მყოფი
56 წლის ნიკოლა საავადმყოფოში მიიყვანეს. განადგურებულმა ცოლმა და შვილებმა მისი
უკანასკნელი სურვილი შეასრულეს - ნიკოლას დონორობა უნდოდა... ოჯახმა ამ სამწუხარო
ტკივილის მოშუშება ვერ მოასწრო, რომ ახალი უბედურება დაატყდათ თავს. ნიკოლას ვაჟი, 29
წლის ფრანჩესკო ტრუსარდი 2003 წელს ავტოავარიაში მოყვა. სახლთან ახლოს დიდი სისწრაფით
მიმავალი ფრანჩესკოს ''ფერარი'' გზიდან გადავიდა და ელექტრობოძს შეასკდა. მანქანა ნაწილებად
დაიშალა, ტრუსარდი ადგილზე გარდაიცვალა. ამჟამად ''ტრუსარდის'' სახლს ნიკოლას უფროსი
ქალიშვილი ბეატრიჩე და-ძმის და დედის მარი-ლუიზას დახმარებით ხელმძღვანელობს. როგორც
ამბობენ, ყველა მათგანს ძალიან ეშინია ოჯახური წყევლის.

ონასისების კლანი
წყევლა: სიკვდილი
ვინ დაწყევლა: შეურაცხყოფილმა ქალებმა
მიზეზი: ღალატი
ბერძენი მილიარდერის არისტოტელე ონასისისა და ოპერის ცნობილი მომღერალ მარია კალასის
რომანი 1959 წელს დაიწყო. როდესაც ამის შესახებ ონასის ცოლმა, გემების მაგნატ სტავროს
ლივანოსის ქალიშვილმა ათენამ გაიგო, ქმართან განქორწინება გადაწყვიტა. არისტოტელეს
გარემოცვაში ყოველთვის ჩურჩულებდნენ, რომ ათენას, ან როგორც მას ახლობლები ეძახდნენ
ტინას, ''ავი თვალი'' და ''ცუდი ენა'' ჰქონდა.
კალასისა და ონასისის ურთიერთობა ჰარმონიული არ ყოფილა. წყვილი გამუდმებით ჩხუბობდა:
დაგეგმილი ქორწინება ჩაიშალა, ახალდაბადებულმა ბავშვმა ორ საათსაც ვერ იცოცხლა, მარიამ ხმა
დაკარგა...
1968 წელს მომღერალმა გაზეთებიდან შეიტყო, რომ მისი რჩეული ამერიკის პრეზიდენტის ქვრივ
ჟაკლინ კენედიზე აპირებდა დაქორწინებას. ''ღმერთები სამართლიანები იქნებიან, ქვეყანაზე
მართლმსაჯულება არის!'', - აღმოხდა მაშინ მომღერალს.
1973 წელს ონასისის ვაჟი ალექსანდროსი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მილიარდერის ყოფილმა
ცოლმა ტრაგედიას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. 1975 წელს პნევმონიით თავად ონასისიც
გარდაიცვალა. 1977 წელს მარია კალასს გული გაუსკდა.
შეკითხვა, ვინ დაწყევლა ცნობილი კლანი, ტინა ლივანოსმა თუ მარია კალასმა, დღემდე უპასუხოდ
რჩება, მაგრამ ამით ოჯახური უბედურება არ დამთავრებულა. 1988 წელს ნარკოტიკების
გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა ონასისის ქალიშვილი კრისტინა. ცოცხალი დარჩა
ონასისების ერთადერთი მემკვიდრე, კრისტინას ქალიშვილი ათენა. ამჟამად იგი ქმართან ერთად
ბრაზილიაში ცხოვრობს.

მერი ბეიკერი - თვითმარქვია პრინცესა კარაბუ


გოგონასთან საუბრის გაბმა და მისი წარმოშობის ადგილის გარკვევა ვერაფრით შეძლეს
1817 წლის 3 აპრილს ბრისტოლის მახლობლად მდებარე პატარა და მანამდე თითქმის
არაფრით გამორჩეულ სოფელ ალმონსბერიში საკმაოდ უცნაური მოვლენები განვითარ-
და. სრულიად მოულოდნელად, თითქოს ციდან ჩამოვარდაო, სოფელში გამოჩნდა გო-
გონა, რომელსაც უბრალო შავი კაბა ეცვა, თავზე შავი შალის ჩალმა ჰქონდა შემოხვეუ-
ლი და ადგილობრივებისთვის სრულიად გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა. უცნაურ გო-
გონას მთელი თავისი ბარგი-ბარხანა ერთ პატარა ფუთაში ჰქონდა გამოკრული და იმ-
დენად ქანცგაწყვეტილი ჩანდა, თითქოს ამ მიყრუებულ სოფელში მოხვედრამდე ქვეყ-
ნიერება ჰქონოდა შემოვლილი.
სოფლის მცხოვრებლებმა იფიქრეს, რომ გოგონა უცხოელი იყო და საგრაფოს მომრიგე-
ბელ მოსამართლე სემუელ უორალს მიუყვანეს, რომელსაც ბერძენი მსახური ჰყავდა.
მაგრამ ვერც მოსამართლემ და ვერც მისმა მსახურმა გოგონას ვერაფერი გააგებინეს. სა-
მაგიეროდ, ჯიბეში ყალბი მონეტა აღმოუჩინეს, რაც მას სასჯელად ავსტრალიაში გადა-
სახლებას უქადდა. ასე რომ, მოსამართლეს ბევრი აღარ უფიქრია და, საქმის გასარკვე-
ვად, გოგონას ბრისტოლში გაგზავნა გადაწყვიტა. მაგრამ თავად გოგონა იმდენად დაბ-
ნეული ჩანდა იმ ყველაფრით, რაც მის გარშემო ხდებოდა და ისე საცოდავად და, რაც
მთავარია, ბუნებრივად გამოიყურებოდა, რომ თვით სიმკაცრით გამორჩეულ მოსამართ-
ლესაც კი მოულბო გული და მანაც ერთი ღამით სოფლის სასტუმროში დარჩენის ნება
მისცა.
სასტუმროში დაბინავებულმა უცნაურმა სტუმარმა კედელზე გამოფენილ ერთ-ერთ ნა-
ხატზე ანანასს მოჰკრა თვალი და მისკენ ხელი სიხარულით გაიშვირა, მერე კი დასაძი-
ნებლად იატაკზე დაწვა. გოგონას საქციელით გაკვირვებულმა სასტუმროს მეპატრონემ
გაიფიქრა, რომ მისი სამშობლო `სადღაც სამხრეთში~ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეტის
გარკვევა ვეღარ მოასწრო, რადგანაც მეორე დილით სასტუმროში მოსამართლის ცნო-
ბისმოყვარეობამოძალებული მეუღლე გამოცხადდა და სტუმარი თავისთან წაიყვანა.
მოსამართლის სახლში აღმოჩენილი გოგონას ყურადღება უკვე ჩინურმა გრავიურებმა
და სტატუეტებმა მიიქცია და, მათი ნახვით აღფრთოვანებულმა, რაღაცის სხაპასხუპით
მოყოლა დაიწყო. თუმცაღა, მოსამართლის მეუღლე მხოლოდ იმას თუ მიხვდა, რომ უც-
ნაურ გოგონას ასევე უცნაური სახელი `კარაბუ~ ერქვა და, ამით კიდევ უფრო დაინტრი-
გებული, შინ დაბრუნებულ ქმარს მანამ ეხვეწა და ემუდარა, სანამ ბრისტოლში გაგზავ-
ნის ნაცვლად, სტუმარი თავიანთ სახლში არ დაატოვებინა.
ამის შემდეგ უორალების სახლში თითქმის ყოველდღე მიდიოდნენ მრავალქვეყანანანა-
ხი და ათას ქარცეცხლში გამოვლილი მოგზაურები თუ უბრალოდ უცხო ენების კარგად
მცოდნე ადამიანები, მაგრამ გოგონასთან საუბრის გაბმა და მისი წარმოშობის ადგილის
გარკვევა მათაც ვერაფრით შეძლეს. ის-ის იყო, ყველას ხელი უნდა ჩაექნია, რომ ისევ
სრულიად მოულოდნელად ალმონსბერიში გამოჩნდა ვიღაც პორტუგალიელი მეზღვაუ-
რი, რომელმაც კარაბუს ნახვის შემდეგ განაცხადა, გოგონას ლაპარაკი მშვენივრად მეს-
მის და ის ვინმე უსახლკარო მოხეტიალე კი არა, ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ
იავასუს პრინცესაა, რომელიც მის გამტაცებელ მეკობრეებს ხელიდან სასწაულებრივად
დაუსხლტაო.

შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში მისტერ და მისის უორალები ძირითადად


მათ სახლში ეგზოტიკური პრინცესის სანახავად მისული სტუმრების მიღებითღა იყვნენ
დაკავებულნი. და მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულებზე
არც ერთ მათგანს არაფერი სმენოდა, უცხოტომელი პრინცესას სასწაულებრივად გადარ-
ჩენის ამბავი მაინც ძალიან რომანტიკულად და ამაღლებულად ეჩვენებოდათ. თანაც,
მთლად გულხელდაკრეფილი არც თავად პრინცესა იჯდა და საკუთარი პერსონისადმი
ინტერესის
გაღვივებას ყველანაირად უწყობდა ხელს. ამ მიზნით, ჯერ იყო და უორალების პირად
მკერავს ადგილობრივებისთვის მეტისმეტად უცხო და ეგზოტიკური სამოსი შეაკერვი-
ნა, მერე კი ტბაში შიშვლად ბანაობა, ფარიკაობა და ძალზე უცნაური ცეკვების შესრუ-
ლებაც დაიწყო. ერთი სიტყვით, პრინცესა კარაბუს ამბავი სულ უფრო და უფრო შთამ-
ბეჭდავი და დამაინტრიგებელი დეტალებით ივსებოდა. კვირაში ერთხელ პრიცესა
ლონდონში ჩაჰყავდათ, სადაც მხატვრები მის პორტრეტებს ხატავდნენ, გაზეთებში კი
იდუმალ კარაბუზე სულ ახალ-ახალი პუბლიკაციები ჩნდებოდა.
მაგრამ ეს ცხოვრება ხომ დიდხანს არავის გაახარებს და ერთხელაც პრისტოლის ერთ-
ერთმა მცხოვრებმა, ვინმე მისის ნილმა ადგილობრივ ჟურნალში პრინცესა კარაბუს ამ-
ბავი ამოიკითხა და მაშინვე მიხვდა, ვისზეც იყო საუბარი. თურმე, ნუ იტყვით და არც-
თუ დიდი ხნის წინ კარაბუ მის სახლში ცხოვრობდა, მისსავე ქალიშვილს მსახურად ედ-
გა და, დროდადრო, დედა-შვილს თავისი გამოგონილი და ბოშური სიტყვების ნაზავით
შექმნილ ენაზე ლაპარაკითაც ართობდა. როგორც ჩანს, გოგონამ ეგზოტიკური პრინცე-
სობაც ნილებთან ყოფნისას გადაწყვიტა, რადგან მათი სახლიდან უკვე თავზე `ჩალმაშე-
მოხვეული~ წავიდა. მისის ნილმა უორალებს მაშინვე შეატყობინა, რომ მათთან განცხ-
რომით მცხოვრები პრინცესა კარაბუ სინამდვილეში მეწაღის ოჯახში დაბადებული ვინ-
მე მერი ბეიკერი (ქალიშვილობაში უილკოკსი) იყო.
თვითმარქვია უმალ იცნო ერთმა ბრისტოლელმა ყმაწვილმაც, რომელთანაც გოგონამ სა-
კუთარ გარდასახვამდე რამდენიმე დღით ადრე ივახშმა და, თან, ბიფშტექსს რომიც გემ-
რიელად დააყოლა. არადა, პრინცესა კარაბუ ხორცს და სპირტიან სასმელს პირსაც არ
აკარებდა. გამოაშკარავებულმა მერი ბეიკერმა თავის გამართლება იმითღა სცადა, რომ
ინდოეთში ვცხოვრობდი და იქაური წეს-ჩვეულებები მაქვს გადმოღებულიო, მაგრამ მი-
სი მორიგი სიცრუე ამჯერად უკვე ძალიან სწრაფად გამომჟღავნდა.
ამ ამბით მიღებული პირველი შოკის შემდეგ გონსმოსული ბრიტანული პრესა ახლა უკ-
ვე თვითმარქვია პრინცესას შესახებ შეთხზული პუბლიკაციებით აჭრელდა, რომლებ-
შიც, გაოგნებასთან ერთად, აღტაცებაც უწინდებურად გამოსჭვიოდა. ჟურნალისტები
იმასაც კი დაუფარავი აღფთოვანებით ჰყვებოდნენ, უბრალო ოჯახიდან გამოსულმა გო-
გონამ მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები როგორ მოატყუა და ამ გზით ამ ფე-
ნისთვის ჩვეული უსაფუძვლო ქედმაღლობა ბოლომდე გააშიშვლა. ბევრი რომ აღარ გა-
ვაგრძელოთ, თვითმარქვია პრინცესა ერთი თვის განმავლობაში საკულტო პერსონაჟად
უკვე მეორედ იქცა, რასაც იმანაც დიდად შეუწყო ხელი, რომ იმ დროს ძველი არისტოკ-
რატიული წესები უკვე ყველას თვალწინ ირღვეოდა და ნაპოლეონის ანდა რადიკალუ-
რად განწყობილი ბაირონისა თუ შელის იდეები სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანის
გულში პოულობდა გამოძახილს. ამ პირობებში კი უბრალო მეწაღის შვილს, ავანტიუ-
რისტ მერი ბეიკერსაც შეეძლო წარმატებული გმირის როლის მორგება და მოირგო კი-
დეც.

ბოლომდე მაინც აუხსნელი დარჩა, თუ როგორ მოახერხა გაუნათლებელმა სოფლელმა


გოგონამ უამრავი ადამიანის მოტყუება, რომელთა შორის გამოჩენილი მეცნიერებიც კი
იყვნენ. დღემდე ასევე უცნობია, თუ ვინ იყო ის იდუმალი პორტუგალიელი მეზღვაუ-
რი, ვინც თვითმარქვია პრინცესას მონაყოლის გაგება შეძლო. და რადგანაც არც იმის რა-
იმე მტკიცებულება არსებობს, რომ გოგონა და მეზღვაური ერთმანეთს იცნობდნენ და,
შესაბამისად, პირი ჰქონდათ შეკრული, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეზღვაურიც მე-
რი ბეიკერივით დაუმსახურებელი დიდების მაძებარი თვითმარქვია იყო.
მერი ბეიკერის ხასიათიდან გამომდინარე, მისი რეალური ისტორია დღემდე ბუნდოვა-
ნი დარჩა, რადგან თავის თავზე საუბრისას ყოველთვის სულ ახალ-ახალ ამბავს იგონებ-
და. ცნობილია, რომ მერი 1791 წელს, დევონის საგრაფოში დაიბადა. მისი მშობლები
უკიდურესად გაჭირვებულები იყვნენ და გოგონაც თავის რჩენას მოსამსახურეობით
ცდილობდა, თუმცაღა დიდხანს არსად ჩერდებოდა. ექსცენტრიკული მერი იმდენად
თავშეუკავებელი ფანტაზიორიც გახლდათ, რომ მის მიერ მონათხრობ ამბებში სიმართ-
ლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მაგალი-
თად, ჰყვებოდა, რომ ლონდონიდან დევონშირში მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული
მივდიოდი, გზაში მძარცველები დამხვდნენ და შემიპყრეს, მაგრამ ხელში ქალი რომ
შერჩათ, მაშინვე გამომიშვესო. Gგოგონა ასევე ჯიუტად ირწმუნებოდა, რომ ბეიკერი იმ
მამაკაცის გვარია, რომელმაც მართალია, ცოლად სიყვარულით შემირთო, მაგრამ მერე
მაინც მიმატოვა და საზღვარგარეთ საშოვარზე წავიდაო.

უქმროდ და უსახსროდ დარჩენილი მერი ერთხანს ინგლისის ტერიტორიაზე მოხეტია-


ლე ბოშების ბანაკს მიეკედლა. მოგვიანებით კი პრისტოლში იმ მიზნით დაბრუნდა,
რომ იქიდან ფილადელფიაში გემით გამგზავრებულიყო. თუმცაღა, მგზავრობის ფასს -
5 გირვანქა სტერლინგს ვერაფრით შესწვდა და ამერიკაში გამგზავრებაზე ხელი საერ-
თოდ აიღო. ამის შემდეგ ერთხანს თავს მათხოვრობით ირჩენდა, მერე კი სწორედ ის მი-
სის ნილი გაიცნო, რომელმაც ჯერ თავისთან დაასაქმა, მოგვიანებით კი ამხილა კიდეც.
მერი ბეიკერი მაღალი საზოგადოების წარმომადგენლების გამბრიყვებელი პირველი
თვითმარქვია ქალი არ ყოფილა, მაგრამ ამ საქმეში მასავით დიდი წარმატება წილად
ცოტა ვინმეს თუ რგებია. მერის მთავარი კოზირი ადამიანების იმაში დარწმუნების უნა-
რი იყო, რომ თითქოს, ინგლისური საერთოდ არ იცოდა. ამის შემდეგ გოგონას გარშემო
მყოფთა საუბრების უპრობლემოდ მოსმენისა და ნებისმიერი გამოცდისთვის დროუ-
ლად მომზადების საშუალება ეძლეოდა. მიღებული ინფორმაციის წყალობით კი არჩე-
ულ როლს თავს ყოველთვის ჩინებულად ართმევდა.

აფერისტის წარმატებას დიდად შეუწყო ხელი მოსამართლის ცოლის ამბიციურობამაც,


რომელსაც ძალიან სურდა, მისი იდუმალი სტუმარი უთუოდ უცხოელი პრინცესა ყო-
ფილიყო. ამას ბრიტანეთის მაღალი საზოგადოების იმ არცთუ მცირერიცხოვანი წარმო-
მადგენლების ქედმაღლობაც დაერთო, რომელთაც თავიანთი ყოველდღიური მონოტო-
ნური ცხოვრების იდუმალებით მოსილი შორეული ქვეყნების რომანტიკული ამბებით
გამრავალფეროვნება სურდათ.

მერი ბეიკერის საიდუმლოს გამომჟღავნების შემდეგ ფრიად საჩოთირო მდგომარეობაში


აღმოჩენილმა მისტერ და მისის უორალებმა გოგონა სასწრაფოდ გემზე დასვეს და ფი-
ლადელფიაში საკუთარი სახსრებით გაამგზავრეს. ფილადელფიელებმა ბრიტანელ ავან-
ტიურისტს აღფრთოვანებული დახვედრა მოუწყვეს და მისი მონაყოლით კარგა ხანს ერ-
თობოდნენ. ადგილობრივი პრესა კი თვითმარქვია პრინცესას ისედაც გაზვიადებულ ამ-
ბავს სულ ახალ-ახალ პიკანტურ დეტალებს ამატებდა. ერთმა ჟურნალისტმა ისიც კი და-
წერა, რომ ამერიკისკენ გამომგზავრებული პრინცესას გემი ძლიერმა ღელვამ წმინდა
ელენეს კუნძულზე გარიყა, სადაც გადასახლებაში მყოფი ნაპოლეონ ბონაპარტე გაიცნო.
ნაპოლეონს გოგონა ისე შეუყვარდა, რომ მასთან დარჩენა სთხოვა, თუმცაღა პრინცესას-
გან მტკიცე უარი მიიღოო. მაგრამ, ამერიკელები აბა, რისი ამერიკელები იქნებოდნენ,
თვითმარქვია პრინცესას მონაყოლ ზღაპრებს დიდხანს რომ აჰყოლოდნენ და მალე მისი
არსებობაც კი დაავიწყდათ. ასე რომ, უფუნქციოდ და, რაც მთავარია, უსახსროდ დარჩე-
ნილ მერი ბეიკერს ისევ სამშობლოში დაბრუნება მოუხდა. 1828 წელს მერი საბოლოოდ
ბრისტოლის მახლობლად დამკვიდრდა, გათხოვდა, ქალიშვილიც შეეძინა და ამის შემ-
დეგ ქალაქის დოკუმენტებში ერთ-ერთი საავადმყოფოსთვის წურბლების მიმწოდებ-
ლადღა თუ მოიხსენიებდნენ. მერი ბეიკერი 1864 წელს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა
და ახლა ერთ-ერთ უსახელო საფლავში განისვენებს.

რუსუდან ლებანიძე

ეგვიპტის ქართველი დედოფალი ნაფისა

საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი თავისი არმიით ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს მიადგა.
ქართველი მამლუქების გმირული წინააღმდეგობით გამძვინვარებულ ფრანგთა ლაშქარს მოჩვენებასავით
გადაუდგა წინ ხელაღმართული ულამაზესი ქალი. ამბობენ, მონუსხული იმპერატორი ცხენიდან
ჩამოვიდა და ქალს მოკრძალებით ეახლაო.
ეგვიპტეში ახლაც სჯერათ, რომ მაშინ ნაპოლეონი ამ უშიშარი ქალბატონის წინაშე თრთოდა და მზად
იყო, მისი ყველა განკარგულება შეესრულებინა. ქალი ქართველი იყო, სიყმაწვილეში ტყვეთა ბაზარზე
მონად გაყიდული და შემდეგ საკუთარი გონიერებისა და ღირსების წყალობით პატივცემული.
ეგვიპტელები მას იცნობენ სამი სახელით, როგორც ნაფისა ხანუმს, თეთრ განძსა და მამლუქთა დედას.
"კაიროს ე.წ. მკვდართა ქალაქში, უამრავ საფლავს შორის სამი ძალიან ცნობილი პიროვნების უკანასკნელი
განსასვენებელია. სამივე ქართველი მამლუქი გახლდათ, სამივე ტყვეთა ბაზარზე ნაყიდი მონა. ალი-ბეი
ალ-ქაბირი ეგვიპტის ყველაზე გამოჩენილი ქართველი გამგებელი იყო, ისმაილ-ბეი - ეგვიპტის მამლუქთა
ოსმალურ ფრთას მეთაურობდა, იბრაჰიმ ქათხუდას კი ეგვიპტეში განუზომელი სიმდიდრე და გავლენა
ჰქონდა. მათი საფლავებიდან ორიოდ ნაბიჯში, უბრალო ხის ჭიშკართან პატარა მავზოლეუმია. სწორედ
აქ განისვენებს ქართველი ნაფისა.
ოსმალურ-ეგვიპტური წყაროების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში ყველა ქალი
ჰარამხანისთვის იყო განწირული, ნაფისა არასოდეს ყოფილა ჰარამხანის ჩვეულებრივი ბინადარი.
ამბობენ, ტყვეთა ბაზარშივე გაუღიმა ბედმა - გოგონა იმ დროის უცნობილესმა მამლუქმა ალი-ბეი ალ-
ქაბირმა იყიდა. ულამაზეს ნაფისას გონებაგამჭრიახობით მალევე გაუთქვამს სახელი. ამიტომაც ალი-ბეის
მისთვის თავისუფლება უბოძებია და ცოლად შეურთავს. ეგვიპტის გამგებელი მალევე, ერთ-ერთ
ბრძოლაში, მძიმედ დაჭრილა და დაღუპულა. ქვრივს საარაკო სიმდიდრე დარჩენია. ეს ჭკვიანი ქალი
მარჯვედ მართავდა ქონებას, დიდ მოგებას ნახულობდა და ქველმოქმედებას ეწეოდა. ცოტა ხანში ნაფისა
მეორე ძალიან ცნობილ ქართველ მამლუქს, მურად-ბეის გაჰყოლია ცოლად. განუზომელი სიმდიდრის
წყალობით ისინი ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ არაერთი სასახლე, ჰყავდათ სამასი მეომრისგან
შემდგარი პირადი ჯარი და ხშირად მართავდნენ წვეულებებს".
ეგვიპტელებს ნაფისა გამჭრიახობით და წინასწარჭვრეტით აკვირვებდა. მსოფლიო პოლიტიკური
მოვლენებიდან გამომდინარე, ნაფისამ ზუსტად ივარაუდა, რომ ეგვიპტელ ხალხს მძიმე წლები
დაუდგებოდა და, შესაძლოა, ქმრის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა დაეკარგა. ამიტომაც ქალმა ქონება
დაიმტკიცა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს იყო უნიკალური ფაქტი მუსლიმანურ სახელმწიფოში
და ზოგადად აღმოსავლეთში, როცა ქალი, ანუ უუფლებო ადამიანი ოფიციალურად ხდება უზარმაზარი
ქონების განმგებელი.
ნაფისამ შეიძინა ყველაზე დიდი ქარვასლა და მას მიაშენა თავისი სახელობის მოწყალების სახლი,
რომელსაც ”საბილ ქუთაბი” რქმევია. აქ, სხვა მოწყალებასთან ერთად, სასმელ წყალსაც უფასოდ
გასცემდნენ. თურმე საკმარისი იყო რკინის ჭიშკარს ვინმე მისდგომოდა და ნაფისასთვის ეხმო, წყალობას
მყისვე იღებდა.
"2 წლის წინ საბილ ქუთაბს რესტავრაცია ჩაუტარა ისტორიკოსმა რესტავრატორმა აგნესკა
დობროვოლსკამ. მისი თქმით: "ზუსტად ვერ ვიტყვით, სად დაიბადა ნაფისა, თუმცა, ვიცით, რომ
კავკასიელი იყო, ცისფერთვალება, ალბათ ქერათმიანი. ეგვიპტეში ამბობენ, ქართველი იყო, აფხაზეთის
მთებში გაზრდილიო. მისი ქართველობის ვერსიას ამტკიცებს ისიც, რომ იგი ასევე ქართველმა ალი-ბეიმ
იყიდა ტყვეთა ბაზარზე და თავიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. სრულიად დასაშვებია,
რომ ნაფისა ალის ეთნიკური ნიშნით შეერჩია. სახელი ნაფისა, ტრადიციულად, სარწმუნოების შეცვლის
შემდეგ დაარქვეს. მისი მეორე სახელი იყო ვიქ აბდალა, ანუ ღვთის მონის ასული. ეს ნიშნავს, რომ
მამამისის ვინაობა ეგვიპტეში არ იცოდნენ. მას გარეგნობის გამო "ბაიდა ნაფისას" ეძახდნენ, რაც
ეგვიპტურად "თეთრ განძს" ნიშნავს. ის ნამდვილად იყო კაიროს განძი. ისტორიას არ შემორჩა ნაფისას
პორტრეტი, თუმცა ეგვიპტელები ვარაუდობენ, რომ იმ ეპოქაში შექმნილი "კავკასიელი ქალის"
პორტრეტზე სწორედ "თეთრი განძი" უნდა იყოს გამოსახული".
1798 წელს, როდესაც ნაპოლეონის ჯარი ეგვიპტეს მიადგა, იმპერატორმა ლაშქარს მიმართა. მისი სიტყვა
ქართველი მამლუქების მიმართ განუზომელი სიძულვილით იყო სავსე.
"უკვე მრავალი საუკუნეა, საქართველოდან და აფხაზეთის მთებიდან მოყვანილი მონები მსოფლიოს ამ
უმშვენიერეს მხარეს ჩაგრავენ. მამლუქები უსაზღვროდ შორს არიან გონიერებისა და ადამიანური
ღირსებებისგან. რა განასხვავებს მათ სხვათაგან, რა აძლევს მათ განსაკუთრებულ უფლებას, ეკუთვნოდეთ
მთელი ეგვიპტე და ყველაფერი საუკეთესო, რაც ამ ქვეყანას გააჩნია: მშვენიერი მხლებლები,
წმინდასისხლიანი ცხენები და მდიდრული სახლები?.."
ნაპოლეონი აღიარებს, რომ ეგვიპტეს ქართველები მართავენ, აღნიშნავს იმასაც, რომ ამ ადამიანებმა
მონის სტატუსიდან შეძლეს ასეთი ამაღლება, ამიტომაც სასაცილოა, როდესაც აცხადებს, - ისინი
ბარბაროსები არიანო. მამლუქთა ხელში ეკონომიკურად ძლიერ ეგვიპტეს არაფერი ეტყობოდა
ბარბაროსების მიერ მართულისა. ცხადია, ნაპოლეონი შეცდა და ეს დამტკიცდა კაიროს გამარჯვების
ჭიშკართან მიახლოებისთანავე, როდესაც მისი უდიდებულესობა სუსტმა, ქართველმა ქალმა ხელის
აღმართვით ჩამოაქვეითა ცხენიდან.
ნაპოლეონს პირველი გააფთრებული ბრძოლა პირამიდებთან მოუხდა. მამლუქთა 6-ათასიან ცხენოსან
ლაშქარს ხელმძღვანელობდა ქართველი იბრაჰიმ შინჯიკაშვილი და მისი ქართველი ძმადნაფიცი მურად-
ბეი. ბრძოლა უთანასწორო გამოვიდა. იბრაჰიმიც და მურადიც გაიქცნენ. თუმცა, ეს ალბათ უფრო
ტაქტიკური უკანდახევა იყო. საეჭვოა, მამლუქებს ნაფისა შემთხვევით დაეტოვებინათ კაიროში. ესეც
დიდი საბრძოლო გეგმის ნაწილი იყო, რომლის შექმნაშიც აქტიურად მონაწილეობდა წინასწარჭვრეტის
უნარით დაჯილდოებული ჭკვიანი ქალი. ისევ აგნესკას მიხედვით: "ნაფისა კარიბჭესთან იდგა და
მაოხრებელს მშვიდად ელოდა. მისმა ნაბიჯმა გაამართლა. ქალმა ქალაქი გადაარჩინა. ნაფისას საოცარი
გამბედაობა და დიპლომატიური ნიჭი აღმოაჩნდა. მოხიბლულმა ნაპოლეონმა ქალბატონი სასახლეში
წვეულებაზე დაპატიჟა და ბრილიანტებით მოოჭვილი სამაჯური უძღვნა. ნაფისა ფრანგებთან
პოლიტიკურ თამაშში ჩაება, თუმცა, პარალელურად კონტაქტს არ წყვეტდა ქართველ მეუღლესთან. ცოლ-
ქმარი ერთმანეთს ნიშანს უგზავნიდა - ნაფისა აბასიაში საკუთარი სასახლის სახურავიდან, მურადი კი
გიზის პირამიდის წვერზე უზარმაზარ ჩირაღდანს ანთებდა. ქართველი ქალის გამჭრიახობის შედეგად
მურადი და მისი მეომრები უკან დაბრუნდნენ და ნაპოლეონს გაურიგდნენ, ამიტომაც ეძახდნენ ნაფისას
უმალ მამალიკს, ანუ მამლუქთა დედას".

"სიცოცხლე ჟოზეფინასთვის - აი, მთელი ჩემი სიცოცხლის ისტორია“

ჩემო ერთადერთო ჟოზეფინა, შენგანმოშორებულს მთელი სამყარო უდაბნოდმეჩვენებ


ა, რომელშიც მე მარტო ვარ....შენ ჩემისული დაიპყარი და უფრო მეტიც, შენ ჩემიერთადე
რთი ფიქრი ხარ.
როცა მომბეზრდებიან მოსაწყენი არსებანი, ადამიანები რომ ჰქვიათ, როცა მზად ვარ
სიცოცხლე დავწყევლო - ხელს გულზე ვიდებ. იქ შენი ხატება მაქვს, ვუყურებ მას.
სიყვარული ჩემთვის აბსოლუტური ბედნიერებაა...
რა ჯადოთი შეძელი დაგემორჩილებინა მთელი ჩემი უნარი და მთელი ჩემი სულიერი
ცხოვრება მხოლოდ შენზე შეგეჩერებინა???

სიცოცხლე ჟოზეფინასთვის!!!
აი მთელი ჩემი სიცოცხლის ისტორია!!!
სიკვდილი ისე, რომ შენი სიყვარულით არ დავტკბე, ჯოჯოხეთური წამებაა, ესაა სრული
განადგურების ნამდვილი სახე.
ჩემო ერთადერთო მეგობარო, ბედისდაგან რჩეულო, რათა ერთად გავიაროთ ცხოვრების
მთელი გზა...იმ დღეს როცა ჩემი აღარ იქნები, სამყარო ჩემთვის მთელს თავის
მშვენიერებას დაჰკარგავს!!!!

1796წ 3 აპრილი

ნაპოლეონ ბონაპარტის წერილი, რომელიც მან საკუთარ მეუღლეს ჟოზეფინას მიწერა,


ლონდონში, "ქრისთის" აუქციონზე 557 ათას დოლარად გაიყიდა.

ჟოზეფინა
აუქციონის მესვეურები დოკუმენტის 50 ათას ფუნტ სტერლინგად გაყიდვას გეგმავდნენ.
მაგრამ წერილმა ახალი რეკორდი დაამყარა.

ნაპოლეონის წერილი გარდაცვლილი შვეიცარიელი იურისტის ალბინ შრამის


კოლექციაში იყო დაცული. კოლექციის არსებობის შესახებ იურისტის ახლო
ნათესავებმაც არაფერი იცოდნენ.

გენერალ ლაზარევის მკვლელი საქართველოს უკანასკნელი დედოფალი

საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი X||| მეუღლის, მარიამ ციციშვილის ბიოგრაფიას ერთი
უჩვეულო ამბავი ახლავს, რამაც მაშინაც და შემდეგაც მრავალი უცხოელი ავტორის ყურადღება მიიპყრო:
მშვენიერმა, ნაზმა, კეთილშობილმა ბანოვანმა მოკლა რუსი გენერალი ლაზარევი... თუმცა, ამ ფაქტის
განსხვავებული ვერსიებიც არსებობს. ისტორიის ქრონიკები ზუსტი დასკვნების გამოტანის საშუალებას
არ იძლევა, მით უმეტეს, როცა დედოფლის ერთმა უერთგულესმა კაცმა ეს მკვლელობა საკუთარ თავზე
აიღო. არავინ იცის, რას ფიქრობდა, წლების შემდგომ, განგვირგვინებული, დაპატიმრებული, პატარა
სალოცავ-სენაკში მარტო დარჩენილი, მაცხოვრის ხატის წინაშე მუხლმოყრილი უკანასკნელი დედოფალი
საქართველოსი...
ბაგრატიონთა ოჯახში ახალგაზრდობის წლებს მარიამ ციციშვილი ნეტარებით იგონებდა დიდებულთა
ყურადღებას და სითბოს, ერეკლეს სახელის სიმყუდროვეს, ულამაზესი და კეთილშობილი მეუღლის მიერ
გამოხატულ უსაზღვრო სიყვარულს...
ზეიმური დღეები მალე გავიდა. 1798 წლის 11 იანვარს მეფე ერეკლე გარდაიცვალა. გიორგი X||| გამეფებას
და მარიამის გადედოფლებას მრავალი წინაღობა აღუდგა.
დარეჯან დედოფალი არ თმობდა პოზოციებს. იგი ყოველივეს ძველებურად განაგებდა: შინაურ თუ გარე
პოლიტიკას, დიპლომატიურ და პოლიტიკურ ქსელებს, იგი ურთიერთობდა რუსეთთანაც, მეზობელ
სახანოებთანაც. იგი გახლდათ ბუნებით ერთმმართველი, თუმცა სახელმწიფოს მართვის სტრატეგია და
ტაქტიკა ჩამოყალიბებული არ ჰქონდა. დედოფალ დარეჯანს ჰყავდა ბევრი მომხრე და ერთგული
პიროვნება, მათ შორის ბატონიშვილები, სარდლები, დიდებულები... მის აზრებს ბოლომდე იზიარებდა
ცნობილი კანცლერი, ისტორიული პიროვნება სოლომონ ლიონიძე, რომელიც თვლიდა, რომ გიორგი
"სუსტი მეფე" იყო და ზედმეტად მინდობილი "ერთმორწმუნე რუსეთს".
საქართველოს ბედი სასწორზე იდო. ამ რთული სიტუაციიდან უკვე ჩანდა მონარქიის გაქრობის ნიშნები
ანუ ბაგრატიონთა აღსასრული.
ერეკლეს გარდაცვალების დღეებში, როცა დიდებულები საკუთარი მდგომარეობის გამყარებაზე
ზრუნავდნენ, მარიამი სრულიად გულწრფელად დასტიროდა მეფის ცხედარს და მისთვის მაშინ სხვა
უფრო მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა.
ერეკლეს გარდაცვალება ბატონიშვილმა გიორგიმ ბორჩალოში გაიგო. როგორც დინასტიის ტრადიცია
მოითხოვდა, მან სამძიმრის გამოცხადების შემდეგ წარჩინებულთაგან სამეფო მილოცვები მიიღო. შემდეგ
130 ცხენოსანთა მხლებლობით თელავში ჩაბრძანდა და იქ დასვენებული მამა ღირსეულად გამოიტირა.
მეფე გიორგიმ დედოფალი დარეჯანი და მისი მომხრენი ფაქტის წინაშე დააყენა. ტაძარშივე სამეფო აქტის
შესრულება დაიწყო. უბრძანა კარისკაცებს და მღვდელთმთავრებს - იმავე ეკლესიაში, სადაც დიდი
ერეკლე იყო დასვენებული, დაედოთ ჯვარი, სახარება და ფიცის ფურცელი, რათა მისი მეფეთ კურთხევის
რიტუალი ჩატარებულიყო. მეორე მხრივ ერეკლეს ცხედრის წინაშე დადებული ფიცი საქართველოს
ერთგულების წინაშე დადებულ ფიცს ჰგავდა და თითქმის ყველა დაემორჩილა მომავალ ახალგაზრდა
მეფეს.
მარიამს თავის მეუღლესთან ერთად სავალალო მემკვიდრეობა ერგო: გაპარტახებული ხაზინა,
მტრებისგან გადამწვარი, გაძარცული ტაძრები, გაღატაკებული ქვეყანა, ჩასაფრებული მტრები, ლეკთა
თარეში... და რაც მთავარია გიორგი X||| არ იყო საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის ავტორიტეტი და
ანგარიშგასაწევი პერსონა, ისე, როგორც დიდი სარდალი, მეფე ერეკლე.
გამოსავლის ძიებაზე დაძაბულმა ფიქრმა იგი ისევ ერთმორწმუნე რუსეთთან მიიყვანა.
იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი 1783 წლის ტრაქტატის პირობებს შეასრულებდა და ევროპა-აზიის გასაყარზე
მდგარი საქართველო ევროპულ-ქრისტიანულ ღირებულებებს საბოლოოდ შეუერთდებოდა. ამ ურთულეს
ვითარებაში მეფეს გვერდით დედოფალი მარიამი ედგა და იძულებული იყო ამგვარი გადაწყვეტილების
მოწინააღმდეგეთა, მათ შორის პირველ რიგში დედოფალ დარეჯანის პირადი ბრძოლები გადაელახა.
ძნელი გასარჩევი იყო, ამ პოზოციათა დაპირისპირებულობის ფონზე ვის ჰქონდა ჭეშმარიტად ოდენ
ეროვნული და არა კერძო ინტერესები, რუსეთის მომხრეებს თუ მოწინააღმდეგეებს.
მეფე გიორგიმ და დედოფალმა მარიამმა პირველ დიპლომატიურ და პოლიტიკურ გამარჯვებად მიიღეს
შეტყობინება რუსეთიდან, რომ საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს კარზე ელჩად
აგზავნიდნენ ე.წ. სტ. სოვეტნიკ კოვალენსკის, რომელსაც ჩამოჰქონდა მათი სამეფო ნიშნები
(ინვესტიტურა).
ბაგრატიონები იმედოვნებდნენ, რომ ამ მოვლენას სათანადოდ შეაფასებდნენ გარეშე მტრები და რუსეთის
მფარველობის ქვეშ თითქოსდა მოქცეულ საქართველოს ადვილად ვეღარ დაუპირისპირდებოდნენ. ელჩმა
კოვალენსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ სრულიად რუსეთის იმპერატორი პავლე | საქართველოს თავისი
მფარველობის ქვეშ განიხილავს და კანონიერ მეფედ გიორგის აღიარებს.
დროის დისტანციიდან, მაშინ როცა უკვე ვიცით რუსეთის შემდგომი ქმედებანი, სევდიანად გამოიყურება
პლატონ იოსელიანის მიერ აღწერილი ზეიმი საქართველოში: "სასახლიდან ანჩისხატისა ეკლესიამდე იყო
დადგენილი ჯარი ორპირად და შუა მათსა განვლეს მეფემან და დედოფალმან და ყოველთა. ღენ.
ლაზარევი განაგებდა ჯარსა... კათალიკოს ანტონმა დაადგა მეფეს გვირგვინი. მეფემან იპყრა ხელსა
სკიპტრა, შემოირტყა ხმალი... და დაჯდა ტახტსა მორთულსა. დედოფალმან დაიკიდა ორდენი პირველისა
ხარისხისა ეკატერინესი... დაიდგა თავსა ჯიღა გვირგვინისა ძვირფასისა... მგალობელთა იწყეს
მრავალჟამიერისა გალობა. მცხოვრებნი თბილისისა უძღოდნენ ზურნითა დაფითა და საყვირითა.
ყოველივე უხაროდენ მეფესა, გამხიარებულსა რუსთა ძალითა"...
საყურადღებოა, რომ ამ საერთო მხიარულებაში ჩართული იყო გენერალი ლაზარევი (ვის მკვლელობაშიც
მალე ბრალდებული იქნება მარიამ დედოფალი), რომელიც, ისტორიკოსთა გადმოცემით, საქართველოში
და ბაგრატოვანთა გარემოცვაში ინტრიგებისთვის იყო მოვლენილი.
პოლკოვნიკი და მოგზაური როტიერის ცნობას ემყარება გერმანელი მწერალის იოჰანეს ვილლეს
შტუტგარტში გამოქვეყნებული "უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი". ავტორი მოკლედ
მიმოიხილავს საქართველოს მდგომარეობას სამეფოს გაუქმების შემდგომ, გიორგი მეფის დატოვებულ
მემკვიდრეობას და მდგომარეობას ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში: მწვავე ფიქრები ბაგრატიონთა ოჯახის
სრულიად გაქრობისა და ამასთან ერთად სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვა მძიმე ლოდად
დასწოლოდა დედოფალ მარიამის გულს. მისი უკანასკნელი სურვილი იყო სამშობლოში სამუდამოდ
განსვენება, მაგრამ რუსეთი მასში, როგორც საქართველოს დედოფალში იმპერიის პრობლემებს ხედავდა.
დედოფლის ერთგულმა წრემ შეთქმულების საიდუმლო ქსელი გააბა. მათ სურდათ დედოფლის
თბილისიდან შეუმჩნევლად გაყვანა და თიანეთში გადამალვა, მაგრამ რუსეთის მიერ მივლინებული
გენერალი ციციანოვი "ფეხდაფეხ სდევდა დედოფლის იდუმალ ზრახვებს და განუწყვეტლივ
უთვალთვალებდა".
გენერალმა ციციანოვმა გენერალ ლაზარევს განკარგულება მისცა, რომ სასწრაფოდ აეყვანა და
გადაესახლებინა დედოფალი, ოჯახით.
1803 წლის 19 აპრილს რუს ჯარისკაცთა და ოფიცერთა თანხლებით, გათენებული არ იყო, რომ გენერალმა
ლაზარევმა დედოფლის სასახლეს ალყა შემოარტყა. ბატონიშვილებს ჯერ კიდევ ეძინათ. თამარ და აკაკი
პაპავები ბუენოს-აირესში გამოცემულ ისტორიულ წიგნში სიტუაციას ამგვარად აღწერენ: "გენერალმა
ლაზარევმა ყველაფერი მაინც ვერ გაითვალისწინა და იმპერატორის წყალობის იმედი საფლავში ჩაიტანა.
ამაყი დედოფლის მკერდს ციციანოვ-ლაზარევმა ფეხი დაადგეს და თან ისე უხეშად, რომ ამის ჩუმად
ატანა საკუთარი ერის თვალში დაამცირებდა სამეფო დროშის უკანასკნელ რწმუნებულის და მატარებლის
სახელს. და ღრმად მორწმუნე სასოებით და სათნოებით სავსე დედოფალმა თავისი კეთილდღეობა და
ოჯახი გასწირა, რათა ღირსება ოჯახისა გადაერჩინა... და მარიამმა მოჰკლა ღენერალი ლაზარევი"...
როტიერის ცნობით და მოსე ჯანაშვილის გადმოცემით: "დედოფალმა მუხლებზე დაიდვა მუთაქა,
რომლის ქვეშ შეუმჩნევლად დამალა თავის ქმრის მეფე გიორგის ხანჯალი.
ლაზარევი დარწმუნდა, რომ დედოფალი შვილების გაღვიძებამდე გვაცდევინებსო, ამიტომ მიუახლოვდა
ტახტს და უნდოდა დედოფლისათვის ფეხში ხელი ეტაცნა და წამოეყენებინა, მაგრამ, ვიდრე ლაზარევი
სწვდებოდა, დედოფალი წამოვარდა ელვის სისწრაფით და ისე ძლიერად ჩასცა ლაზარევს ხანჯალი
მარცხენა გვერდში, რომ ხანჯლის წვერი მეორე მხარეს გავიდა. მერე გამოაცალა ხანჯალი, თავში დაარტყა
და სრულის გონებით მიაძახა: "ასეთის სიკვდილის ღირსია ის, ვინც გაბედა და ჩემს უბედურებას
უპატიურებაც დაურთოო".
გენერალ ლაზარევის მოკვლის ისტორია სხვადასხვა წყაროში განსხვავებულადაა აღწერილი.
თანამედროვეებს და თვითმხილველებს, როგორც ჩანს, არ სურდათ საქართველოს უკანასკნელი
დედოფალი ისტორიაში მკვლელის (თუნდაც სამშობლოს მტრის) სახელით შესულიყო.
ერთ-ერთი ვერსიით ლაზარევის მკვლელობა მარიამის პატარა შვილმა ჯიბრაილმა აიღო საკუთარ თავზე.
სხვა ვერსიით კი დედოფლის ერთგულმა მოხელემ შალიკაშვილმა, რომელიც მაშინვე სასწრაფოდ მთაში
გაიხიზნა.
მკვლელობის საიდუმლოს ბოლომდე ფარდა მაინც არ აეხადა. ამას მოწმობს ბატონიშვილ დავითის
წერილიც, რომელშიც დედის სრულ უდანაშაულობაზე საუბრობს.
დაპატიმრებული და თავის ქალიშვილთან ერთად შორეული ბელგოროდის მონასტერში ჩამწყვდეული
მარიამ ციციშვილი არასდროს კარგავდა სამეფო ღირსებას. ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი
ამაყი ბაგრატიონების წინაშე ყველა მოკრძალებას გრძნობდა. პატიმარმა დედოფალმა რუსეთის
ეპისკოპოსს სრულიად გამაოგნებელი თხოვნა გაუგზავნა, რომ იმ დროს, როდესაც მონასტერში რუსთა
ხელმწიფე იმპერატორის ტახტზე ასვლის დღეს დღესასწაულობდნენ, მაშინ გადაეხადათ საქართველოს
უკანასკნელი მეფის გიორგი X||| პანაშვიდი, ანუ მარიამი თავის სულიერ განწყობილებას სიმბოლურად
გამოხატავდა, ერთმანეთს უკავშირებდა რუსეთის დღესასწაულს და საქართველოს დაცემას.
დრო გადიოდა. 1811 წლის ივლისში პეტერბურგმა მოიღო მოწყალება მარიამ დედოფლის ტყვეობიდან
გათავისუფლებაზე. მაშინ რუსეთს თავს დაატყდა ახალი ტალღა, რაც ნაპოლეონ ბონაპარტის შემოსვლას
მოჰყვა. იმპერია შეირყა. ბაგრატიონთა სამეფო კარი ახალმა იმედებმა მოიცვა.
საიდუმლო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ დედოფალი მარიამი, ბატონიშვილები - იულონი და
ბაგრატი, რომლებიც რუსეთში იყვნენ დამკვიდრებულები და იქიდან წასვლის უფლება არ ჰქონდათ,
უცებ ნიჟნი-ნოვგოროდში აღმოჩენილან. ნაწილნი კი რუსეთის სხვა ქალაქებში. გამოითქვა ეჭვი, რომ
დედოფალი და მასთან მყოფი ბატონიშვილები ნიჟნი-ნოვგოროდიდან ასტრახანისკენ აპირებდნენ
გამგზავრებას, რომ იქიდან კავკასიაში გადასულიყვნენ.
მთავარმართებელმა გენერალმა რტიშჩევმა მრავალრიცხოვანი ჯარი გააგზავნა ამბოხებულ ალექსანდრე
ბატონიშვილის წინააღმდეგ. კახეთის აჯანყების დამარცხების შემდეგ, 1813 წლის გაზაფხულზე, სარდალი
ტრიშჩევი მაინც შერიგებას სთხოვდა ბატონიშვილ ალექსანდრეს და თავის ჭაღარას და ქრისტიანობას
ეფიცებოდა. ბატონიშვილი ალექსანდრე აღარაფერში ენდობოდა აღარც რტიშჩევს და აღარც
"ერთმორწმუნე რუსეთს". იგი ამბობდა, რომ სპარსელებს, რომლებიც მისი სამშობლოს მუდმივი მტრები
იყვნენ, არასდროს მიუტაცებიათ ქართველთა სამეფო გვირგვინი.
გავა დრო და 1832 წლის დიდ ეროვნულ შეთქმულებაში, დედოფლის საყვარელი ვაჟი ოქროპირი
ლიდერულ როლს შეასრულებს... მარიამმა ძირითად საქმედ ქართული კულტურის მეცენატობა გაიხადა.
როგორც თ. პაპავა წერს "ეს იყო საქართველოს წარსულთან საიდუმლო და წმინდა ზიარება".
უკვე მოხუცმა და დაუძლურებულმა დედოფალმა არაერთხლ მიმართა იმპერატორს, რომ სამშობლოში
დაბრუნების ნებართვა მიეღო და არაერთხელ ცივი უარით უპასუხეს. უკანასკნელად, როცა ასეთი
წყალობის თხოვნამ არაერთი უწყება შემოიარა და დასკვნისთვის ნამესტნიკ ვორონცოვს გადაუგზავნეს
საქართველოში, 1849 წლის აგვისტოს, მან დადებითი რეზოლუცია დაადო. სამწუხაროდ მარიამ
დედოფალი უკვე ლოგინად გახლდათ ჩავარდნილი და გამგზავრება აღარ შეეძლო. ეს ვორონცოვის
დიპლომატიური პოლიტიკის ერთ-ერთი ნიმუში იყო. მოწყალე ჟესტი დაგვიანებული გახლდათ.
მომაკვდავი დედოფალი 1850 წლის 28 მარტს აკანკალებული ხელით ანდერძს წერდა. ითხოვდა
დაეკრძალათ საქართველოში მისი მეუღლის გვერდით. ორ დღეში დედოფალი აღესრულა. რუსეთის
მთავრობამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა ცბიერი დიპლომატია და საქართველოს უკანასკნელ დედოფალს
დიდებული პანაშვიდი გადაუხადა.
ეს თითქოს ბედის ირონია გახლდათ. ცერემონიაში თითქოს ერთგვარი ზეიმურობა იყო. რუსეთი
აცილებდა არა მარტო საქართველოს უკანასკნელ დედოფალს, არამედ მთელ ქართულ სამეფო რეგალიას.
დაბოლოს, ასე მიიღო საქართველომ ბაგრატიონთა ტახტის უკანასკნელი მოჰიკანი:
ვიდრე ცხედარი მცხეთის საკათედრო ტაძარს მიუახლოვდებოდა, სამგლოვიარო პროცესია შეჩერდა,
ეტლს შინდისფერი ხავერდი გადააფარეს და ბალდახინს ექვსი ცხენი შეაბეს, მორთული თალხებით და
თედოფლის ღერბებით. ცხენები ასევე ექვს კაცს მიჰყავდა, მორთულთ შავი მოსასხამებით და ხელში
ჩირაღდნებით. მათ წინ მიუძღოდათ ასევე შავად მოსილი 34 კაცი ჩირაღდნებით. ექვსი ქართველი
თავადი სამგლოვიარო ეტლის საფეხურზე იდგა და კუბოს და ბალდახინს ხელით იჭერდნენ. მათ უკან
მიჰყვებოდა სამგლოვიარო პროცესია შემდეგი რიგით: ქართველ თავად-აზნაურობის ცხენოსანი რაზმი
დროშით, შტაბ-ოფიცერს და ორ ობერ-ოფიცერს ხელით მოჰქონდათ საქართველოს სამეფო ღერბი, შტაბ-
ოფიცერს და ორ ობერ-ოფიცერს მოჰქონდათ ასევე ბალიშზე დასვენებული მანტია დედოფლისა.
მოჰქონდათ დედოფლის გვირგვინიც. პროცესიას მოჰყვებოდა ეპისკოპოსი, დედოფლის პირადი
მოძღვარი ხატით და სამღვდელოების თანხლებით, ნათესავ-მახლობელნი, საერო და სამხედრო პირნი.
მწობრად მოდიოდა ქვეითი ჯარი და არტილერია ექვსი ქვემეხით. უკრავდა სამგლოვიარო მუსიკა.
ქართველმა თავად-აზნაურებმა გადმოასვენეს დედოფალი, შეასვენეს სვეტიცხოვლის ტაძარში, იმ ღამით
დედოფლის ცხედარი ტაძარში დატოვეს საპატიო გუშაგებთან ერთად. მერე მთელი ჯარი და არტილერია,
ქართველ თავად-აზნაურთა ცხენოსან რაზმთან ერთად, გამოიფინა ტაძრის წინ. მობრძანდნენ ნათესავები
და დაიწყო ლიტურღია და პანაშვიდი, რის შემდეგაც კუბოს ქართველი თავადები და აზნაურები
სასაფლაოსკენ მიასვენებდნენ. სამარე უკვე გათხრილი იყო მეფე გიორგის საფლავის გვერდით. კუბოს
ჩაშვების დროს სამხედრო არტილერიამ 36-ჯერ გაისროლა.
ასე დაუბრუნდა საქართველოს უკანასკნელი დედოფალი თავის სამშობლოს...
მცხეთის ტაძრის გალავანთან ქართველ მეფეთა უძველესი საფლავებია, რომელთაც ალბათ ახსოვთ
ბაგრატიონთა ძველი დიდებაც, მძიმე განსაცდელებიც და აღსასრულიც.

მზის სადარი დედოფალი ყაბარდოდან


«მზისებრ ბრწყინვალე დედოფალი - რუსუდანი», ასე მოიხსენიებენ ქართული ისტორიული წყაროები ქართ
ერთ-ერთი უგანათლებულესი მეფის ვახტანგ VI-ის ასევე გონიერებით განთქმულ მეუღლეს რუსუდანს.

20 წლის უფლისწულმა ვახტანგმა 1695 წელს იქორწინა ყაბარდოელი თავადის ჯილიაგსტან თათარხანოვი
ასულ რუსუდანზე, რომელიც მაშინ 15 წლის იყო.

უმშვენიერესმა წყვილმა ქორწილი იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში ხარაგოულში გადაიხადეს. ეს


ქორწინება ჩერქეზეთთან პოლიტიკური კავშირის განმტკიცებას ისახავდა მიზნად, თუმცა მთავარი კავკასიუ
ტრადიციების და ზნეობრიობის ფაქტორისადმი პატივისცემა და იმ ურთიერთობების გაგრძელება იყო, რომ
მანამდეც არსებობდა ქართველებსა და ჩერქეზებს შორის.

ღირსეული ერის და ოჯახის შვილმა რუსუდანმა ღირსეული მეუღლეობა გაუწია მრავალჭირნახული ქვეყნი
მეფეს, როგორც მათი სამეფო გვირგვინის ზეობის დროს, ისე მათი სამშობლოდან გადახვეწის შემდეგაც.

ვახტანგ მეფეს და დედოფალ რუსუდანს ხუთი შვილი ჰყავდათ: ბაქარი, თამარი, ანუკა, თუთა და გიორგი.

თამარი 1716 წელს ცოლად შეირთო კახეთის მეფემ თეიმურაზმა 1720 წელს მათ შეეძინათ ვაჟი – ერეკლე.
მომავალში ქართველების სათაყვანებელი გმირი მეფე _ ერეკლე მეორე.

დიდი ქართველი მამულიშვილის სულხან-საბა ორბელიანის მიერ აღზრდილი უფლისწულის, მეფე ვახტანგ
ზეობის ხანა ერთ-ერთი ნათელი პერიოდია ქართლის ისტორიაში. ეროვნული ტრადიციების აღდგენა,
კულტურული და ინტელექტუალური რენესანსი, პირველი სტამბის დაარსება, უკვდავი შოთა რუსთაველის
«ვეფხის ტყაოსნის»პირველი სტამბური გამოცემა, საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბება, ფეოდალების
შეზღუდვა და ეკონომიკის აღორძინება, კავშირის დამყარება ევროპულ ქვეყნებთან _ ყველაფერი ეს ვახტანგ
სახელთანაა დაკავშირებული, თუმცა ვერც მან აიცდინა თავისი წინამორბედი მეფეების ბედი, რომელმაც მა
ირანის არმიის სარდლობაც არგუნა და ამ ქვეყნის დილეგში რამდენიმე წლით გამომწყვდევაც რჯულის
გამოცვლაზე უარის თქმის გამო. მან ტყვეობის დროს დაწერა თავისი პოეტური ქმნილებები და თარგმნა
აღმოსავლური პოეზიის მრავალი ნიმუში.

ირანისა და თურქეთისაგან შევიწრობული ქართლის მეფე ვახტანგ VI რუსეთის იმპერატორს პეტრე პირველ
უყურებდა, როგორც მესიას. მას გულწრფელად სჯეროდა ერთმორწმუნე ქვეყნის ხელმძღვანელების დაპირე
მით უმეტეს, რომ მათ თავის მხრივ ცხოველი ინტერესი გააჩნდათ ამიერკავკასიაში. 1721 წელს დაიდო
სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმება რუსეთსა და ქართლს შორის, რაც ირანის წინააღმდეგ ერთობლივ ომს
ითვალისწინებდა. ეს ომი დაიწყო კიდეც, მაგრამ ვითარების შეცვლის გამო არ განვითარდა და შეწყდა. მალ
საშინელი ცნობა შეიტყო ქართლის მეფემ. ჩრდილოეთელმა მეზობელმა ხელშეკრულება დადო თურქეთთან
რომლის ძალითაც მთელი აღმოსავლეთ ამიერკავკასია და მათ შორის საქართველოც რუსეთმა თურქეთის
საკუთრებად ცნო. ქართლი ოსმალებით ივსებოდა და იქ ვახტანგს აღარ დაედგომებოდა. 1724 წელს მან ოჯ
და 1200 რჩეული ქართველით საქართველო მიატოვა და რუსეთში გადავიდა. სიცოცხლის დასასრულამდე
დარჩა და რუსეთის მეშვეობით საქართველოს ხსნის ამაოდ ცდასა და ოცნებაში დალია სული.

თავისი ქვეყნის ბედნიერებაზე მეოცნებე მეფე ქართლის საჭესთან მივიდა 28 წლისა და როგორც სპარსეთის
ქვეშევრდომი 9 წელი მართავდა ქვეყანას, 8 წელიწადი სპარსეთში გაატარა, ქართლში იმეფა 8 წელი, 13 წე
რუსეთში ცხოვრობდა, აღესრულა 62 წლისა ასტრახანში. მისი ცხედარი იქვე მიაბარეს განსასვენებლად უცხ
მხარის მიწას.

ასევე არ გაუმართლა ვახტანგის უფროს ვაჟს ბაქარს. იგი ქართლის სამეფოს მხოლოდ 3 წლის განმავლობაში
მართავდა მამის ირანში ყოფნის დროს. შემდეგ კი მასთან ერთად რუსეთში გადაიხვეწა 1724 წელს. ბაქარ
ბატონიშვილმა მოსკოვში აღადგინა ქართული სტამბა, სადაც მისი თაოსნობით ბიბლიაც დაიბეჭდა.

1729 წელს მას რუსეთის ხელისუფლებამ გენერლის წოდება მიანიჭა და მოსკოვის სამხედრო ოლქის
საარტილერიო დანაყოფი ჩააბარა.

ბაქარ ბატონიშვილმა საფუძველი ჩაუყარა გრუზინსკების სახელოვან და საკმაოდ მრავალრიცხოვან გვარს,


რომლებიც დღემდე ცხოვრობენ როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ვახტანგ მეფის და დედოფალ რუსუდანის ყველაზე სახელოვანმა შვილიშვილმა ერეკლემ პირველი ბრძოლა
წლისამ გადაიხადა და იმის შემდეგ ხმალი ქარქაშში არ ჩაუგია.

იგი 54 წელი მუხლჩაუხრელად იბრძოდა თავისი ქვეყნის ღირსებისა და თავისუფლებისთვის, მშვიდობა და


ეკონომიკური აღმავლობა დაუბრუნა ქვეყანას და ბოლოს მანაც თავისი ბაბუის დარად ქართლ-კახეთის
დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთადერთ გზად რუსეთთან კავშირი მიიჩნია და გააფორმა კიდევაც
შესაბამისი ხელშეკრულება 1783 წელს ქ.გეორგევსკში. თუმცა ამ ხელშეკრუილებამაც 1721 წლის
წელშეკრულების ბედი გაიზიარა. რადგან რუსეთმა უგულვებელყო საქართველოს მიმართ აღებული ყველა
ვალდებულება და ქართლ-კახეთის სამეფო ერთერთი გუბერნიის სტატუსით შეუერთა თავის იმპერიას.

ცხოვრების ბედუკუღმართობამ ამ ორი დიდი ადამიანის შთამომავლები დაფანტა რუსეთში, თურქეთში, აზ


ევროპის თუ ამერიკის ქვეყნებში. ბევრი მათგანი ალბათ დიდ და კეთილ საქმეებს აკეთებს, მაგრამ ზოგიერთ
მათდაუნებურად სხვისი ინტერესებისთვის ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩენილი შეიძლება ერთმანე
ტყვიასაც ესვრიან.

რა სასჯელი იყო დაწესებული ხევსურეთში კაცის მოკვლისთვის და რით


გააოცეს „შავფაროსნებმა“ რომაელები

„შავფაროსნების“ წევრი ბაქარ ნათენაძე ქართულ საბრძოლო ხელოვნებას ადრეული


ასაკიდან ეზიარა – მას შინ რამდენიმე მამაპაპეული, ძველი და ძვირფასი სატევარი აქვს,
სახელოსნოში კი საბრძოლო საჭურველს ამზადებს, რომელთა შორის მუზარადი და
„ფარეშიანი“, ანუ, მოქლონიანი ჯაჭვის პერანგიც არის, რომლის დამზადებაც ცნობილი
ქართველი ხელოვანისა და რესტავრატორის, ბატონი გოჩა ლაღიძისგან ისწავლა.

– ბაქარ, ცოტა ხნის წინ თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები რომში იყვნენ. როგორ მიიღო ქართული
საბრძოლო ხელოვნება იქაურმა საზოგადოებამ?

– სხვათა შორის, ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკება – მიწვევა გვაქვს რომიდან და, ვფიქრობთ, რომ წელს
უფრო მასშტაბური სანახაობა გავაკეთოთ. ყველა ქვეყნიდან იყო ხალხი ჩასული – რუსები, გერმანელები...
ყველას, ჩვენ გარდა, რომაელი ლეგიონერის აღკაზმულობა ემოსა, ჩვენ კი ხევსურული სამოსი, ჯაჭვის
პერანგები ჩავიცვით, თან, წინასწარ კი არ გვქონდა დადგმული, ექსპრომტად ვაკეთებდით ყველაფერს,
რამაც უცხოელებში დიდი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია. ღია ცის ქვეშ გაიმართა წარმოდგენა –
წაღებული ჰქონდათ ჩემი გაკეთებული პერანგები, ჩაბალახები, მშვილდები... რომის ცენტრალურ პიაცაზე
გავმართეთ სანახაობა. ამ ფესტივალს „ნატალი რომა“ ჰქვია.
– შესყიდვითაც თუ დაინტერესდა ვინმე?

– უცხოელებს ძალიან აინტერესებდათ ქართული იარაღი, მაგრამ, ჩვენ ამ კუთხით არ შეგვითავაზებია –


რეკლამა სჭირდება ამ ყველაფერს... ჯერჯერობით ექსპონატებს ნაკლებად ვამზადებთ. რაც გვჭირდება
საფარიკაოდ ან ორთაბრძოლებისთვის, იმას ვაკეთებთ; მაგალითად, ფარიკაობისას მუდმივად ვიღებთ
ტრავმებს – ხელები სულ დაჩეხილი და დასისხლიანებული მქონდა, ძვალი – დაზიანებული... ავდექი და
გავაკეთე ჯაჭვის ხელთათმანები, რომელსაც „საბუხრეები“ ეწოდება.

– ესე იგი, ორთაბრძოლების დროს ნამდვილად ზიანდებით?

– დიახ, ტრავმებსაც ვიღებთ ხოლმე. ერთხელ თავში მომხვდა ხმალი, ავდექი და გავაკეთე მუზარადი:
ახლა, სატევარს მართლა ხომ არ გაუყრი მოწინააღმდეგეს! ერთმა სვანმა მოხუცმა გვითხრა: სატევარი ისე
უნდა გაუყარო მტერს, უკანა მხარეს მამალი ჩამოჯდესო (იცინის). სვანეთში ვიყავით ექსპედიციაში და იქ
შევხვდით მოხუცებს, რომლებიც ბრძოლის ნამდვილი ოსტატები იყვნენ. ჩემი მასწავლებელი ეკითხება
ერთ-ერთს, როგორ უნდა გამოვიყენოთ პირველი სწრაფი შეტევისთვის სატევარიო და, სიტყვა არ ჰქონდა
დამთავრებული, ხანჯალი მუცელზე ჰქონდა მიბჯენილი. მესტიის მუზეუმში დაცულია მთელ
მსოფლიოში უნიკალური – სამკაპა და ორკაპა მშვილდები, რომელსაც მთელ დედამიწაზე არ აქვს
ანალოგი. სვანეთში არბალეტებსაც ხმარობდნენ მას შემდეგ, რაც კოშკების შენება დაიწყეს. სვანურად ამას
„ცხემადი“ ჰქვია – ისეთი ფორმისაა, სამი მშვილდი გაქვს ერთის მაგივრად. სამწუხაროდ, არც მფლობელის
ვინაობა, არც საგვარეულო არ არის ცნობილი, თუმცა, სავარაუდოდ, სათავადო იარაღია და საკმაოდ
რთული ტექნოლოგიით მზადდება: ორთქლზე მოხარშვით, ბიოლოგიური დამუშავებით. გამოიყენება ხე,
რქა და მყესი. ბატონ გოჩა ლაღიძეს მივაწოდე ფოტოები და შემპირდა ასლის დამზადებას. ისე, მე ვაკეთებ
შედგენილ, რამდენიმეფენიან მშვილდებს – ძალიან მინდა, აღდგეს ტრადიციული, ქართული
მშვილდოსნობა. ქართველები ნადირობისას ცეცხლსასროლ იარაღს არ იყენებდნენ, მშვილდით ჩაუქობა
იყო ვაჟკაცობა. „გმირთა ვარამშია“ ასეთი მომენტი – ალექსანდრე, კახთა მეფე ამბობს: ვინც ნადირობისას
თოფი იხმაროს, ლაჩარი იყოს, მშვილდ-შუბი უნდა გვიჭრიდესო. ახლა „არჩერის“ ისეთი მაგარი იარაღია
შემოსული, მშვილდს აღარავინ ხმარობს, მაგრამ, არანაკლები სისწრაფე და ეფექტი აქვს.

– საქართველოში ამჟამად ვინ არის იარაღის ყველაზე ცნობილი ოსტატი?

– არნოლდ თეთრუაშვილი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ის ამზადებდა
იარაღს ცნობილი და მდიდარი უცხოელების შეკვეთით. მისი ნამუშევრების უმრავლესობა კერძო
კოლექციებშია დაცული. ანტიკვარული იარაღიც ბევრია საქართველოდან გაზიდული, განსაკუთრებით,
90-იან წლებში – მშრალი ხიდი სულ დააცარიელეს. ყველაზე მეტად ხანჯლები გადიოდა, საჭურველიც...
მეც მაქვს შინ მამაპაპეული ხანჯლები, ერთ-ერთი მათგანი ამას წინათ გათხრებისას აღმოვაჩინეთ – ორ
მეტრ სიღრმეზე აღმოჩნდა ადამიანის ძვლები და საკმაოდ კარგად შენახული სატევარი – დაახლოებით
მეთვრამეტე საუკუნის იარაღია. ლითონი დაჟანგული და კოროზირებული არ იყო, მარტო ტარი ჰქონდა
დამპალი. მინდა, რესტავრაცია გავუკეთო.

– თქვენ თვითონ როდის დაინტერესდით ამ საქმით?

– ძალიან ადრეული ასაკიდან – მამა მყავს ხელოსანი და მან მაზიარა. 12 წლიდან ხეზე, ბზაზე ვმუშაობდი.
დანებს ვაკეთებდი და მეგობრების ვჩუქნიდი – სანადიროს, საბრძოლოს... 16 წლის ასაკში
„შავფაროსნებში“ მივედი. სხვათა შორის, წინათ იარაღის გარდა, მუშტი-კრივიც ძალიან პოპულარული
იყო საქართველოში. ვაჟა-ფშაველა და მისი ძმა იყვნენ შესანიშნავი მოკრივეები, თბილისის კრივშიც
(„სალდატსკი“ კრივს უწოდებდნენ) იღებდნენ მონაწილეობას. გორის სემინარიაში შიო მღვიმელთან
ერთად სწავლობდნენ და შიო იგონებს: ყოველთვის ქვედა უბნის მხარეს იყვნენ რაზიკაშვილები და, ვაჟა
ვის მხარეზეც იყო, ის ყოველთვის იმარჯვებდა ხოლმეო. მთაში უფრო გოროზი და ხისტი ხალხია –
ქალებიც, სხვათა შორის, უფრო მკაცრები არიან. წელს ყაზბეგში წავედით – არსის ციხეზე ვიყავით. იქ
ჩანჩქერებია და ძლივს ავედით – გული ხელით გვეჭირა და, წარმოიდგინე, იქაურ ქალებს ყოველდღე
საქონელი აჰყავთ იქ წყლის დასალევად (იცინის). ქალებიც იბრძოდნენ და კაცებიც – კოშკიდან კაცი რომ
თოფს ისროდა, ქალი იარაღს ტენიდა მანამდე. იარაღიც ჰქონდათ ქალებს, თან, საკმაოდ მძიმე...

– რომელ ქვეყნებში ყოფილხართ „შავფაროსნები,“ გარდა იტალიისა?

– თურქეთში, გერმანიაში...

– თურქეთში არ გკითხეს, ამით გვებრძოდითო?

– კი, მკითხეს (იცინის). არ მიწყინონ, მაგრამ, განსაკუთრებული კულტურა ამ მხრივ არ აქვთ თურქებს –
სავსეა სტამბულის მუზეუმი ქართული ხმლებით. ბოლო პერიოდში – მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე
საუკუნეებში, ქართულმა ხმალმა ფორმა შეიცვალა – გამსუბუქდა და ბოლოში გაიღუნა ცოტა, ვითომ
სპარსული და თურქული კულტურის გავლენით, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღმოსავლური ხმალი
ტარიდანვე გახრილია – ნახევარმთვარის ფორმისაა. ვახტანგ გორგასლისა და აღმაშენებლის ხმლები,
მაგალითად, დაახლოებით, 36-40 კილოგრამს იწონიდა. მაშინ რკინა უფრო უხარისხო იყო, ტექნოლოგია
კი – ნაკლებად განვითარებული. შემდეგ ფოლადის წრთობა დაიწყო და რკინის დაგრეხაც ისწავლეს.
საქართველოს მუზეუმებში, ასევე დაცულია აღმოსავლური ხმლები, ასევე, ჩრდილო-კავკასიური,
დაღესტნური... რომლებსაც მოოქრული ტარი აქვს და ზედ ყურანის სურებია ამოკვეთილი. არის
ევროპული იარაღი, რომელიც გადაკეთებული და გაქართულებულია, მაგალითად, იტალიური ხმლები.
ცნობილი „დავითფერული“ იტალიაშია ნაჭედი – „დავით ფერარა“, რომელიც გაქართულებულია.

– ეს მუზარადი თქვენი დამზადებულია?

– დიახ, ჩემია. საქართველოში მთავარი, მასიური ლითონისგან დამზადებული ჩაჩქნები არ გვხვდება,


ძირითადად ჯაჭვიანებია, თუმცა, ეროვნული მუზეუმის იარაღის საცავში შეაღწევა ძალიან რთულია,
ამიტომ, რაც იქ ინახება, აზიური ფოტოებიდან ვიცი, რქებიანი ჩაჩქანიც მინახავს. ზოგადად, კავკასიაში
ჯაჭვიანი მუზარადი იყო გავრცელებული, საცხვირითა და აუცილებლად სამაგრით, რომ მეომარს
თავიდან არ მოსძრობოდა. ვამზადებ, ასევე, მათრახებს; ეს საცხენოსნო მათრახია, რომელიც, შეიძლება,
გამოიყენო ბრძოლაშიც – საბრძოლო მათრახის სიგრძე 7 მხარია. წმიდა გიორგის მათრახი, ქართული
თქმულების მიხედვით, 63 მხრის სიგრძეა.

– ჯაჭვის პერანგებსაც ამზადებთ?

– დიახ, ვამზადებ. ბატონმა გოჩა ლაღიძემ ფარეშანი, ანუ, მოქლონიანი ჯაჭვის პერანგის დამზადება
მასწავლა. ძალიან შრომატევადი და რთული საქმეა – ეს არის რგოლებიანი ჯაჭვი, რომლის რგოლები
ერთმანეთთან სამაგრებით არის დაკავშირებული. ვცდილობ, ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოვიყენო –
მინდა, სამომავლოდ საგამოფენო ექსპონატები დავამზადო. ჯაჭვის პერანგს თვე-ნახევარი ვაკეთებდი.

– კასტეტებს ანუ „ღაჯიებსაც“ ამზადებთ, მგონი.

– დიახ, მეც და ჩემი მოწაფეც. ერთ, ორ, სამთითიანს, ბეჭდადაც მიკეთია ხანდახან. საკმაოდ დიდ
დაზიანებას აყენებდა მტერს. მაკალათია წერს: თუ მთის მცხოვრებს ღაჯიათი სახეზე ჭრილობა არ
ჰქონდა მიყენებული, ის კარგ ვაჟკაცად არ ითვლებოდა და, შესაბამისად, დაცინვისა და მასხრად აგდების
ობიექტიც ხშირად ხდებოდაო. ქორწილებსა და ნიშნობებშიც ძალიან პოპულარული იყო ამ იარაღით ჭრა
– „კეჭნაობა“, ორთაბრძოლები, თუმცა, ბოლოს რიგდებოდნენ ხოლმე. იშვიათად, იქ კაცი დაღუპულიყო.
კაცის მოკვლა ძალიან დიდ ცოდვად ითვლებოდა და მკვლელის ოჯახს მოკლულისთვის 60 ძროხა უნდა
გადაეხადა, 60 ძროხა კი ხანდახან მთელ თემშიც არ ჰყავდათ ხოლმე.
saweri saSualebebi
Zvel saqarTveloSi
მსოფლიოში დამწელობის განვითარების სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული საწერი
საშუალებები გამოიყენებოდა. ასევე იყო საქართველოშიც. დამწერლობის ისტორიამ შემოინახა
მოკლე, მაგრამ დიდად მნიშვნელოვანი ტექსტები უძველეს საწერ მასალებზე: ქვის ფიცრებზე, ხის
ფიცრებზე, თიხის ფირფიტებზე და სხვა. ბიბლიაშია არაერთგზის მოხსენიებულია უძველესი
საწერი მასალა – ე.წ. "ფიცარნი ქვისანი". ძველი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები უმრავლესობა
სწორედ ქვაზეა გამოყვანილი. შემდგომი პერიოდის საწერი მასალაა პაპირუსი, რომელსაც ძველ
ეგვიპტეში იყენებდნენ და ჭაობის მცენარის ღეროებისგან ამზადებდნენ. ქართულად მას ჭილი
ჰქვია. საწერ მასალად პაპირუსის (ჭილის) გამოყენება საქართველოში ცნობილი არ არის.
შემონახულია ჭილზე შესრულებული ორი ხელნაწერი, მაგრამ ისინი პალესტინაშია დაწერილი.
საქართველოში საწერ მასალად უფრო გავრცელებული იყო ეტრატი ანუ პერგამენტი (ეტრატი
ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ოთხეულს, ოთხფურცლედს ნიშნავს). მას ცხოველის (თხის,
ხბოს ...) ტყავისგან ამზადებდნენ. ქართული ეტრატი ძალიან მაღალი ხარისხისა იყო. სწორედ
ეტრატზე წერის დროს გაჩნდა პალიმფსესტები, რომლებსაც როგორც სხვა, ისე ქართული
დამწერლობის კვლევის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია . ქაღალდის არსებობა და
ხმარება საქართველოში VIII საუკუნიდან უნდა სცოდნოდათ. ამას გვაფიქრებინებს ის გარემოება,
რომ VII საუკუნიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ საქართველოში არაბები ბატონობდნენ მათში
მიღებული ქაღალდი ქართველებისთვის უცნობი არ დარჩებოდა. ფაქტი კი ისაა, რომ ჩვენამდე
მოღწეული ქაღალდზე შესრულებული პირველი ქართული ხელნაწერი XI საუკუნისაა,
ვეფხისტყაოსანში უკვე ნახმარია სიტყვა "ქაღალდი": "მე გული შენი ქაღალდად გულსავე შენსა
ვაწები". როგორც მკვლევარმა რ. პატარიძემ გაარკვია, XVI საუკუნის ანდერძ-მინაწერებში
დაცულია საინტერესო ცნობები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ამ დროიდან სხვა ქვეყნებიდან
შემოტანილი ნახევარფაბრიკატი ქაღალდის (ე. წ. ბომბიცინის) საბოლოო დამუშავება (გახამება,
გასარკვა-გაპრიალება) თვით საქართველოში ხდებოდა. ეს შეეხება როგორც აღმოსავლურ, ისე
ევროპულ ჭვიშნირიან ქაღალდს. ჩვეულებრივ, საქართველოში თეთრ ან მოთიხისფერო ქაღალდს
ხმარობდნენ. მხოლოდ XVIII საუკუნის ბოლოდან გვხვდება ფერადი (ლურჯი და მწვანე) ქაღალდი,
რომელიც მეტწილად რუსეთიდან შემოჰქონდათ. საწერი იარაღების რაობას არსებითად საწერი
მასალის ბუნება განსაზღვრავდა. იცვლებოდა საწერი მასალა, იცვლებოდა საწერი იარაღებიც. მაგარ
მასალაზე ასოების აღბეჭდვა შეიძლებოდა : ჩაღრმავებით, ამოჭრა-ამოკაწვრით ანუ "შთაწერით" და
ამოწევა-ამობურცვით ანუ "ამოქანდაკებით". ამისათვის იხმარებოდა იხმარებოდა საჭრეთელი,
სტილი (სპეციალური ჯოხი). პერგამენტზე კი წერდნენ ჯერ ლერწმის, შემდეგ ფრთისა და ბოლოს
– ფოლადის კალმით. კალმის შემოღებას თან მოჰყვა საწერი საღებავები – მელნები. საქართველოში
ოდითგან ნაირგვარი შემადგენლობის მელანი უხმარიათ. მელანს ადგილობრივ ამზადებდნენ და
საკმაოდ მაღალხარისხოვნად. VI-VII საუკუნის პალიმფსესტთა ნაწერის ქიმიური ანალიზით ი.
ქუთათელაძემ ცხადჰყო, რომ იმხანად რკინის ფხვნილით დამზადებული მელანი უხმარიათ.
წერდნენ ძირითადად შავი მელნით. ძველ ქართულში "მელანი" მარტო შავ საწერ სითხეს ერქვა
(ბერძნ. მელანოს – შავი). წითელ მელანს ეწოდებოდა წითელი, განსაკუთრებით მაღალხარისხოვან
წითელ სითხეს – სინგური. წითლისა და სინგურის სინონიმად ძველ ქართულში ნახმარია
ბერძნული ტერმინებიც: "კინაბარი და ზანდუკი". ხელნაწერებისთვის იყო ოქრონარევი მელანიც
("ოქროს მელანი").

იომ-ქიფურის ომი, ან რამადანის ომი, ან ოქტომბრის ომი (ებრ.: ‫ ;מלחמת יום הכיפורים‬მილხე მეთ
იომ ჰაქიფურიმ; არაბ. ‫ حرب تشرين‬- ჰარბ ტიშრინ), ასევე ცნობილი როგორც 1973 წლის არაბეთ-
ისრაელის ომი, რომელიც დაიწყო 6 ოქტომბერს (იომ-კიპურის დღესასწაულს) და
გრძელდებოდა 26 ოქტომბრამდე, 1973 წელს, ისრაელსა და ეგვიპტე-სირიის კოალიციას შო
რის. ომი დაიწყო გამოუცხადებელი შეტაკებით ეგვიპტისა და სირიის მიერ სინაისა და გო
ლანი მაღლობებზე (შესაბამისად), რომელიც ისრაელის მიერ იქნა შეპყრობილი 6 წლით ად
რე ექვსდღიანი ომის დროს, რომელიც თავის მხრივ ეგვიპტის მიერ იქნა წამოწყებული ტირა
ნის სრუტის ბლოკადითა და სინის მთაზე სამხედრო დანადგარების დამონტაჟებით.ეგვიპტე
ლები და სირიელები უპირატესობას იჭერდნენ პირველი 48 საათის განმავლობაში, რის შემ
დეგაც ომის სადავეები ისრაელის ხელში გადავიდა. ომის მეორე კვირისთვის სირიელები გო
ლანის მაღლობებიდან თითქმის განდევნილ იქნენ. სამხრეთით, სინის ნახევარკუნძულზე ის
რაელმა ეგვიპტის არმიას კუდიდან შემოუტია, გადალახა სუეცის არხი და მთელ ეგვიპტის
არმიას უკანა გზა და მომარაგება მოუჭრა სწორედ იმ მომენტში, როდესაც გაეროს დაზავების
შეთანხმება შევიდა ძალაში.

ომმა დიდი შედეგები გამოიწვია მრავალი ერისთვის. არაბული სამყარო, რომელიც შეურაცხ
ყოფილი იყო ექვს-დღიან ომში ეგვიპტე-სირია-იორდანიის ალიანსის დამარცხებით, ფსიქო
ლოგიურად დაუძლურებული ჩანდა მის ადრეულ გამარჯვებათა სერიის ფონზე. ამ გარემოე ბამ
სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის დაწყება შესაძლებელი გახადა, ეგვიპტის ინფი ტას
პოლიტიკის ლიბერალიზაციასთან ერთად. კემპ-დევიდის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა
ეგვიპტესა და ისრაელს ურთიერთობების ნორმალიზება მოეხდინათ, რაც პირველი შე მთხვევა
იყო, როდესაც არაბულმა ქვეყანამ ისრაელი სცნო. ამის შემდეგ, ეგვიპტე თითქმის სრულიად
ჰკარგავს საბჭოთა კავშირის მხარდაჭერასა და მისი გავლენის სფეროდან გამოდის

გოლანის მაღლობები (ივრ: ‫ רמת הגולן‬რამატ ჰა-გოლან, არაბ: ‫هضبة الجوالن‬, ჰადბატუ ლ-ჯავლ ან ან
‫مرتفعات الجوالن‬, მურტაფა ატუ ლ-ჯავლან) — სადავო ტერიტორია ახლო აღმოსავლეთ ში. 1967 წ-
მდე შედიოდა სირიის პროვინცია კუნეიტრის შემადგენლობაში. ექვსდღიანი ომის
მსვლელობისას დაიკავა ისრაელმა. 1981 წელს ისრაელის ქნესეთმა მიიღო კანონი, რომ ლის
საფუძველზეც გამოაცხადა თავისი სუვერენიტეტი ამ ტერიტორიაზე.თუმცა გაეროს უშ
იშროების საბჭომ თავისი რეზოლუციით არ აღიარა ეს აქტი. როგორც ისრაელი, ისე სირია
გოლანის მაღლობებს მიიჩნევენ თავიანთ ტერიტორიად.

ექვსდღიანი ომი

ექვსდღიანი ომი დაიწყო ისრაელმა, ეგვიპტიის, სირიის და იორდანიის წინააღმდეგ. გრძელ


დებო და 1967 წლის 5 ივნისიდან 10 ივნისამდე.

ომის მთავარი მიზეზი იყო დაძაბულობა არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის. განუწყვეტ
ლივ ხდებოდა ისრაელში მალულად შემოპარვა და ამ ქვეყნის მოქალაქეებზე თავდასხმა, მუ
დმივი მუქარა არაბული ქვეყნებისა, რომლებსაც სურდათ ისრაელის განადგურება. მნიშვნე
ლოვანი იყო ეგვიპტის პრეზიდენტის ნასერის ბრძანება 6 მაისს, რომელიც მოითხოვდა ნახე
ვარკუნძულ სინაიდან საერთოშორისო ძალების გაყვანას, რის შემდეგაც ეგვიპტემ ისრაელს
წითელი ზღვის მისადგომი გადაუკეტა, რაც ელათის პორტის გაჩერებას ნიშნავდა. ეს მას შე
მდეგ, რაც 1957 წლიდან თავისუფლად მოძრაობდა ისრაელის საზღვაო ტრანსპორტი საერთ
აშორისო ძალების დაკვირვებით წითელ ზღვაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და რამდენ იმე
სახელმწიფომ აღიარა წითელი ზღვის ნეიტრალობა, ეგვიპტის პრეზიდენტმა ნასერმა გა
ნაცხადა, რომ ყოველივე გარღვევა ამ ბლოკადისა, იქნება ეგვიპტისთვის ომის დაწყების მიზე
ზი, სიტუაციას უფრო ამწვავებდა საბჭოთა კავშირის მასიური დახმარება არაბულ ქვეყნებ ზე,
რაც უფრო მატებდა მათ თავდაჯერებულობას იმაში, რომ ისინი ძლევდნენ ისრაელს, შე დეგად
ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დასხმოდა თავს მოულოდნელ ად.

5 ივნისის დილას ისრაელის გამანადგურებელი თვითმფრინავები აიწიენ ჰაერში და პირვე ლი


და რტყმა მიაყენეს ეგვიპტის ნახევარკუნძულს, სადაც გაანადგურეს სამხედრო აეროდ რომები,
დარტ ყმა იმდენად მოულოდნელი და ძლიერი იყო რომ ეგვიპთის საჰაერო ძალები მთლიანად
გამოვიდნენ წყობიდან, რის შემდეგაც ომში ჩაერთო იორდანიაც მიუხედავდ ხუ სიენ მეფის
გაფრთხილებისა ისრაელის მიერ, რომ შეეწყვიტა ომი, მან განაგრცო თავდასხმა. ამის შემდეგ
ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელეს იორდანიის წინააღმდეგაც ოპერა ცია და
გაათავისუფლეს აღმოსავლეთი იერუსალიმი და მიმდებარე ტერიტორიები. ასევე სი რიამ
პირველივე დღეებში დაიწყო მასიური არტილერიული სროლა ჩრდილოეთ ისერელის
დასახლებებზე, რამაც განაპირობა ისრაელ ის საპასუხო დარტყმა რომელმაც გაანადგურა სი
რიის მეტი წილი საჰაერო ძალები, მთლიანობაში არაბულმა ქვეყნებმა პირველი დღის ომში
დაკარგეს 400 მეტი სამხედრო თვითმფრინავი.

ომის შემდეგ დღეებში ისრაელის ჯარმა უკვე განაგრძო ქვეითი ძალებით შეტევა და მესამე
დღის ბოლოს უკვე დაიპყრო ნახევარკუნძული სინაი, (მაშინ, როცა მარტო ეს ტერიტორია 3 ჯერ
დიდია ისრაელზე), ამის მერე საერთაშორისო ერებმა მოითხოვეს ცეცხლის შეწყვეტა, მი
უხედავად წარმატებისა, ისრაელი პირველი იყო, ვინც დაეთანხმა ამ პირობას, მაგრამ სირიამ
განაგრძო ებრაული დასახლებების დაბომბვა და ასევე სცადა წარუმატებლად დაებყრო კიბუ
ცდანი (კიბუცი ებრაული სოფლის ტიპის დასახლებაა, სადაც მაცხოვრებლებს საერთოა ქონე ბა
აქვთ) ამის შემდეგ ისრაელმა თავი მოუყარა ძალებს და გადავიდა კონტრშეტევაზე რამატა
გოლანისკენ სადაც სირიის ძალები იყვნენ განლაგებული, ამ ბრძოლაში ისრაელმა დაიპყრო
რამატა გოლანიც.

10 ივნისს ომი ისრაელის გამრჯვებით დამთავრდა. ამ დღეისათვის უკვე განადგურებული იყო


მტრის 400-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი, აქედან 60 ჰაერში, 500-ზე მეტი ტანკი გა
ნადგურდა რაც იყო ეს 70%-ზე მეტი მძიმე სამხედრო ტეკნიკა მთელი არაბული მოწინაღმდე გე
მხარისა, ასევე ამ ომში დაიღუპა 15,000 მეტი ეგვიპტელი 5000 ტყვედ ჩავარდა, 6000 იორ
დანიის ჯარისკაცი და სირიის 1000 ჯარის კაცი, ისრაელმა კი 700 მეტი ჯარისკაცი დაკარგა და
2500 დაიჭრა.

მდებარეობა: ახლო აღმოსავლეთი; ტერიტორიული ცვლილებები: ისრაელმა დაიპყრო ღაზას


სექტორი და სინაის ნახევარკუნძული ეგვიპტესგან. დასავლეთ სანაპირო იორდანიისგან. გო
ლანის მაღლობები სირიისგან; მხარეები: ისრაელი; ეგვიპტე, სირია, იორდანია, ერაყი.
მეთაურები: იცხაკ რაბინი, მოშე დაიანი, არიელ შარონი, უზი ნარკისი, ისრაელ ტალი, მორ
დეხაი ჰოდ, შლომო არელ; აბდელ ჰაკიმ ამირი, აბდულ მუნიმ რიადი, ზაიდ იბნ შაკერი, ჰა
ფეზ ალ–ასადი. ძალები: ისრაელი: 264,000 (214,000 რეზერვისტის ჩათვლით), 300 თვითმფ
რინავი, 800 ტანკი; ეგვიპტე: 240,000, სირია, იორდანია და ერაყი: 307,000, 957 თვითმფრინ
ავი, 2,504 ტანკი. დანაკარგები: ისრაელი: 800 დაღუპული, 2,563 დაჭრილი, 15 დატყვევებუ
ლი, 46 განადგურებული თვითმფრინავი; 21,000 დაღუპული, 45,000 დაჭრილი, 6,000 დატყ
ვევებული, 400 განადგურებული თვითმფრინავი, 6,000 დაკარგული.

სუეცის არხი (არაბ.: ‫قناة السويس‬, Qanā as-Suways, ფრანგ.: Le Canal de Suez), სინაის ნახევარკუ
ნძულის დასავლეთით, 163 კმ სიგრძისა და მის ყველაზე ვიწრო ყელთან, 300 მ სიგანის სანა
ოსნო არ ხია ეგვიპტეში. მის ერთ ბოლოში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს
პორტ-საიდი, ხოლო მეორე ბოლოს წითელ ზღვაზე - სუეცი (ალ-სუვაის). არხი ორმხრივ,
ჩრდილო და სამხრეთ საწყლოსნო ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა ევროპასა და აზი ას
შორის აფრიკის შემოვლ ის გვერდის ავლით. 1869 წელს, არხის გახსნამდე, საქონელი ხში რად
გემებიდან სახმელეთო ტრანსპორტზე გადაჰქონდათ ხმელთაშუა და წითელ ზღვებს შო რის.
არხი 2 ნაწილისგან შედგება - დიდი ბიტერის ტბის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილე ბი,
რომლებიც ამ ტბას ხმელთაშუა ზღვასა და სუეცის ყურესთან აერთებს წითელ ზღვაზე.

კემპ-დევიდის შეთანხმება — სამშვიდობო ხელშეკრულება ეგვიპტე-ისრაელს შორის. 1978 წ. 17


სექტემბერს კემპ-დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში (აშშ) ხელი მოეწერა წინასწარ
შეთანხმებას, ხოლო 1979 წ. 26 მარტს ვაშინგტონში მენაჰემ ბეგინმა და ანვარ სადათმა ხელი
მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას ისრაელსა და ეგვიპტეს შორის. დოკუმენტის თანახ მად
ისრაელმა 1982 წლამდე ეტაპობრივად გაათავისუფლა სინაის ნახევარკუნძული. მოხდა ზონის
დემილიტარიზაცია და იქ გაეროს ცისფერჩაფხუტიანთა კონტიგენტი განლაგდა. აღდ გა
ეგვიპტესთან 1948 წლისთვის არსებული საზღვარი. ღაზის სექტორი დარჩა ისრაელის კო
ნტროლის ქვეშ. არაბული ქვეყნებიდან პირველმა ეგვიპტემ ცნო ისრაელის დამოუკიდებლო ბა
და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ამის პასუხად 1981 წ. 6 ოქტომბერს
მუსლიმმა ფანატიკოსებმა ანვარ სადათი მოკლეს. ეგვიპტე არაბული ქვეყნების ლიგიდან გა
რიცხეს. კემპ-დევიდის შეთანხმება იყო ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პირვე ლი
მცდელობა ახალი ფორმულ ით: „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“.

სინის ნახევარკუნძული ან სინაი (კოპტ.: sina ⲥⲓⲁ


ⲛⲁ; ეგვიპტ. არაბ.: sīnā ‫ ;سينا‬არაბ. sīnā'a
‫ ;سيناء‬ივრ.: ‫ סיני‬Si-nai) — სამკუთხედის ფორმის ნახევარკუნძული ხმელთაშუა და წითელ
ზღვებს შორის, ტერიტორიულად ეგვიპტეში. საერთო ფართობია 60.000 კვ. კმ. მდებარეობს
აზიის დასავლეთ ნაწილში. სამხრეთ ნაწილში გრანიტებით, გნაისებითა დაკრისტალური ფიქ
ლებით აგებული მთებია (სიმაღლე 2637 მ). ჩრდილოეთით ზედაპირი დაბლდება 500-1000 მ-
მდე. ჭარბობს ძლიერ დანაწევრებული ქვიანი პლატოები. სინის ნახევარკუნძულზე არის ნავ
თობისა და მანგანუმის საბადოები. ოაზისებში არის ფინიკის პალმა, ქერი, სიმინდი.

სუეცის კრიზისი (ივრ.: ‫מבצע קדש‬, მივცა კადეშ; ‫מלחמת סיני‬, მილხემეთ სინაი), (არაბ.: - ‫أزمة السويس‬
‫ — )العدوان الثالثي‬ომი ეგვიპტისტერიტორიაზე 1956 წელს. ეგვიპტის წინააღმდეგ გამოდიოდნ
ენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ისრაელი. აშშ-ს თუმცა არა სამხედრო, მაგრამ მაინც ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი როლი ეჭირა.

1956 წლის ოქტომბერში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან საიდუმლო მოლაპარაკებების


საფ უძველზე, ისრაელი შეიჭრა ეგვიპტეს კუთვნილ სინაის ნახევარკუნძულზე საკუთარი
სამხედრო-სტრატეგიული მიზნების რეალიზაციის მიზნით. ამის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა
და საფრანგე თმა გადასხეს დესანტი სუეცის არხის მიმდებარე ტერიტორიაზე მეომარი
მხარეების დაშორიშო რების საბაბით. ამ დროს, მათ რეალურ მიზანს წარმოადგენდა
კონტროლის აღდგენა სუეცის არხ ზე, რომლის ნაციონალიზაცია ეგვიპტემ მოახდინა ამ
მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს არხი გადაიქცა
ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიად მზარდი დასავლეთ ევროპული
ეკონომიკისათვის. მისი გავლით ხდებოდანავთობის მიწოდება სპარსეთის ყურის რეგიონის
ქვეყნებიდან, ხოლო ნავთობი წარმოადგენდა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ
გადამწყვეტ კომპონენტს.

შესაბამისად, კონტროლი სუეცის არხზე წარმოადგენდა ევროპაზე გავლენის ერთ-ერთ


მნიშვნელოვან ფაქტორს, აძლევდა მის მფლობელებს დამატებით უპირატესობას უშუალო
კონკურენტებთან ურთიერთობებში, საკმაოდ ზრდიდა მათ შანსებს ჰქონოდათ საკუთარი,
დამოუკიდებელი ხმის უფლება გლობალურ პოლიტიკურ ურთიერთობებში.

სამხედრო თვალსაზრისით, ბრიტანულ-ფრანგული ინტერვენცია საკმაოდ წარმატებული იყო,


მაგრამ გამოიღო კატასტროფული პოლიტიკური შედეგი, რომელიც დღემდე ახდენს გავლენას
ამ ქვეყნების ადგილზე გლობალური პოლიტიკური ურთიერთობების სისტემაში:

 ამ კრიზისის დროს, საბჭოთა კავშირი პირველად, ღიად დაემუქრა დიდ ბრიტანეთსა და


საფრანგეთს, მათი უდიდესი ქალაქების დაბომბვით ბირთვული იარაღის გამოყენებით, თუ
ისინი ინტერვენციას არ შეწყვეტდნენ. ამის შემდეგ მან
დაიწყოარაბების მსხვილმასშტაბიანი, ღია მხარდაჭერა, ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში,
რასაც ის იქამდე ძირითადად თავს არიდებდა;
 აშშ იძულებული იყო ღიად დაპირისპირებოდა თავის უახლოეს მიკავშირეებს და მოეხდინა
მათზე ზეწოლა ეგვიპტიდან ჯარების გაყვანის მიზნით, მათ შორის, ბრიტანეთზე
ფინანსური ბერკეტების გამოყენებით. ამ კონფლიქტის შემდგომ აშშ-იც, საბჭოთა კავშირის
მსგავსად, იძულებული გახდა ინტენსიურად ჩარეულიყო ახლო
აღმოსავლეთის პრობლემების გადაწყვეტაში ისრაელის მხარეს, რასაც ის აგრეთვე იქამდე
მაქსიმალურად გაურბოდა;
 ამ კონფლიქტმა დააბოლოვა ის ეპოქა, როდესაც ევროპას შეეძლო ეთამაშა წამყვანი როლი
გლობალურ პოლიტიკურ ურთიერთობებში. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაკარგეს
გლობალური მოთამაშეების სტატუსი. აშშ გადაიქცა დასავლეთის განვითარებული
ქვეყნების ერთადერთ ლიდერად, რომელიც დღემდე ძირითადად განაპირობებს ამ
ქვეყნების მოქმედებას გლობალურ ასპარეზზე. ამ კრიზისმა აგრეთვე მიაყენა საბოლოო
დარტყმა მსოფლიო კოლონიალურ სისტემას და გამოიწვია ბრიტანეთის იმპერიის
შემდგომი სწრაფი დაშლა.
 ამ კონფლიქტში მონაწილე მხარეების დაშორიშორების მცდელობის პროცესში, პირველად
გაჩნდა გაეროს სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის შექმნის იდეა და მოხდა მისი
პრაქტიკული რეალიზაცია.

სპარსეთის ყურე (სპარს. ‫ خليج فارس‬Xalij-e Fârs, არაბ. ‫ الخليج الفارسي‬al-Khalīj al-fārsī)
— ყურე ირანსა და არაბეთის ნახევარკუნძულსშორის. ჰორმუზის სრუტით უერთდება ომანის
ყურეს, არაბეთის ზღვას და ინდოეთის ოკეანეს.

სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ქვეყნებია: ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის


არაბეთი, კატარი, ბაჰრეინი,ქუვეითი, ერაყი და ირანი. სპარსეთის ყურეში
ჩაედინება ტიგროსი და ევფრატი.

სპარსეთის ყურის რეგიონი მდიდარია ნავთობის მარაგებით.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


 არაბულენოვან ქვეყნებში არ იყენებენ ტერმინს „სპარსეთის ყურე“; მათთვის ეს „არაბული
ყურეა“. ინგლისურენოვან ლიტერატურაში ამ პოლიტიზებული პრობლემის თავიდან
ასაცილებლად უბრალოდ „ყურეს“ ახსენებდნენ, რომესაც მთავრულით წერდნენ (The Gulf).
[1]
2006 წლის მარტ–აპრილში გამართულმა გაეროს 23–ე სესიამ ლეგიტიმურად ცნო
ტერმინი სპარსეთის ყურე და ის ამჟამად ოფიციალურად გამოიყენება გაეროს წევრი
ქვეყნების მიერ.[2]

ბრიტანული გამოცემა The Independent სკოლის მოსწავლეებს 10 წიგნს სთა ვაზობს,


რომელიც მათ აუცილებლად უნდა წაიკითხონ სკოლის დამთავრე ბამდე. საკითხავი
ლიტერატურის ჩამონათვალი 500 მასწავლების მიერ არის არჩეული.
1. "1984" - ჯორჯ ორუელი
2. "ნუ მოკლავ ჯაფარას" - ჰარპერ ლი
3. "ცხოველების ფერმა" - ჯორჯ ორუელი
4. "ბუზთა ბატონი" - უილიამ გოლდინგი
5. "თაგვებსა და ადამიანებზე" - ჯონ სტეინბეკი
6. "ჰარი პოტერი" - ჯ.კ. როულინგი
7. "საშობაო სიმღერა" - ჩარლზ დიკენსი
8. "თამაში ჭვავის ყანაში" - ჯერომ სელინჯერი
9. "დიდი იმედები" - ჩარლზ დიკენსი
10. "სიამაყე და ცრურწმენა" - ჯეინ ოსტინი

„ამ კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით, თქვე


ურჯულოებო, ეს ქვეყანას სჭირდება! “
დიდი ლეგენდა, რომელსაც ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის
სიყვარული ჰქვია

სიყვარულის ისტორიები

პეტერბურგში ცხოვრებისა და ცნობილი რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის დის, ალექ


სანდრას მიერ უარყოფილი სიყვარულის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა ილია ჭავ
ჭავაძემ 1863 წელს საგურამოელი უმდიდრესი მემამულის ქალიშვილი ოლღა გურამიშვილი
გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა... დაპირებისამებრ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დო
ქტორ, მწერალ მურად მთვარელიძესთან ერთად, ვაგრძელებთ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
სასიყვარულო ისტორიების თხრობას.
ილიას უახლოესი მეგობარი, უკრაინული წარმოშობის ქართველი საზოგადო მოღვაწე ივანე
პოლტორაცკი თავის მოგონებებში წერდა: „უკიდურესად გადარეული იყო ჩვენი ილია უმც
როსი დის ოლღას მშვენებით, მაგრამ მაშინ ძლიერ ხელმოკლე თავადი, მასთან მწერალი და
ლიბერალი სასურველ სასიძოდ ვერ ჩაითვლებოდა. თავის ტრფიალს მალავდა. ამის გამო ახა
ლგაზრდა მიჯნურთა შუა ჩუმი მიწერ-მოწერა იყო შუამავალი. ილია მთლად გადარეული იყო
თვალჭრელა ოლღასათვის. მთელი დღე და ღამე იმის გზას და კვალს ეძებდა, მე მოწამე ვარ
იმათი იდეალური სიყვარულის და რომანტიულის გატაცებისა. თაყვანება და ერთგუ ლება
თავისი საყვარელი მეუღლისადმი ოლღას სიკვდილამდე არ შეუცვლია“. ასე დაიწყო ის დიდი
ლეგენდა, რასაც ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის სიყვარული ჰქვია.

ოლღას 26 წლის ილია იმ პერიოდში შეხვდა, როცა დიდი საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და


ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ გამოცემისთვის ემზადებოდა. თავის ნაშრომში გურამ შარაძე
წერს, რომ სრულიად ყმაწვილ ქალში ილიამ ნათლად შეიგრძნო თავისი მომავალი მე უღლისა
და მძიმე ჭაპანის ერთგულად გამწევის ღირსებები და 1863 წლის 8 თებერვლით და თარიღებულ
ერთ-ერთ პირველსავე წერილში იმ დროისთვის ჯერ კიდევ გამოუსვლელ „საქა რთველოს
მოამბის“ კრიტიკოსობა შესთავაზა. მამულიშვილური საქმეების კეთებისთვის შემა რთული
ილიასთვის სიყვარული ერთგვარი სტიმული იყო. მით უმეტეს, რომ ეს უკვე აღარ იყო
ცალმხრივი გრძნობა. თითქოს, განგებამ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს იმიტომ შეახვედ რა, რომ
არა მარტო პიროვნულად, არამედ, სამშობლოს სიყვარულითა და მის მიმართ გაწეუ ლი
ღვაწლითაც დაეკავშირებინა. თავის ერთ-ერთ წერილში ოლღა საქმროს სწერს: „ჩემდა
სანუგეშოდ, ჩემდა სიცოცხლედ, ეს შენი წიგნებიდანაა [წერილებიდან] და მინამ პირში სული
მიდგას, ამით ვისიამოვნებ, რომ მეც ვიყავი ბედნიერი. ამას ვიტყვი, რომ ჩემისთანა ბედნიერი
არა მგონია, რომ ვინმე ყოფილიყოს. ეს წიგნები ჩემთან დაიმარხებიან, მე რომ მოვკვდები“.
ამბობენ, ოლღა მეუღლის წერილებს ყველგან თან დაატარებდა და 1907 წელს, საბედისწერო
თავდასხმის დროსაც, ხელჩანთაში, ილიას ნაჩუქარ მინდვრის ყვავილებთან ერთად ეწყო.
მიუხედავად იმისა, რომ ოლღას მამა, დიდი თავადი თადეოზ გურამიშვილი ამ ქორწინებას
ეწინააღმდეგებოდა, ილიასა და ოლღას ურთიერთობა 1863 წლის 10 აპრილს ჯვრისწერით
დაგვირგვინდა. წყვილმა ჯვარი ე. წ. საჯარო ბიბლიოთეკასთან მდებარე სამების ეკლესიაში
დაიწერა. ამ დღიდან გურამიშვილის ასულში, უდიდეს სიყვარულთან ერთად, გაჩნდა საო ცარი
მოვალეობის გრძნობა, რომელიც სიკვდილამდე არ მოშორებია.

ივანე პოლტორაცკი იგონებდა: „...შეუყვარდათ ერთმანეთი გატაცებით და არავითარ მატერი


ალურ ანგარიშს ადგილი არ ჰქონია იმათ შორის და არც შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა. მე მოწა მე
ვარ იმათი იდეალური სიყვარულის და რომანტიული გატაცების, რისი შედეგიც იყო ოლ ღას
სახლიდან გაპარვა და ჩვენი ამხანაგების დახმარებით, იმათი საიდუმლო დაქორწინება“.
მურად მთვარელიძე ილიას მეგობრისა და ცნობილი საზოგადო მოღვაწის გრიგოლ ყიფშიძის
მოგონებებსაც იხსენებს, სადაც ოლღას პიროვნული თვისებებია შემკული: „ოლღა აღმოჩნდა
ყოვლად კეთილი, სათნო ხასიათის ადამიანი, ქველმოქმედი. ყოვლის კეთილის თანამგრძნო
ბელი, დიდად მოსიყვარულე თავისი სახელოვანი ქმრის და მაღმერთებელი მისი ნიჭისა“.
1873 წლის 23 მარტს დუშეთში მყოფი ილია წერილს უგზავნის იმხანად ბაქოში დასთან, ეკა
ტერინე სტაროსელსკაიასთან სტუმრად მყოფ ოლღას (სტაროსელსკი, ანუ ილიას ქვისლი, შემ
დგომში ბაქოს გურბერნატორი გახდა): „გული არაფერზედ მიმდის. კალამი ხელში ვერ ამი ღია,
რომ დავწერო რამე. ერთი ხეირიანი და რიგიანი აზრი არ მომდის. ნეტავი ან შენ იყო აქ და ან მე
ვიყო მანდ, თქვენთან“. მურად
მთვარელიძე აღნიშნავს, რომ ოლღა ყველანაირად ეხმარებოდა მეუღლეს მუშაობაში შეიძლება
ადამიანი იყოს კარგი მეუღლე, მაგრამ ცხოვრების მეგზურის შემოქმედება და სულ იერი
სამყარო ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდეს. ოლღა კი, ფაქტობრივად, მეუღლის ერთგვ არ
ფარად იქცა მის შემოქმედებით მოღვაწეობაში. მათი ახლობელი ბარბარე მაყაშვილი თავ ის
მოგონებებში წერდა: „ერთხელ, ოლღამ შემიყვანა ილიას საწოლ ოთახში. საწოლთან იდგა
მაგიდა, ზედ დიდი ბლოკნოტი, გათლილი ფანქარი და ორი შანდალი კარტოფილის სანთლე
ბით. ოლღამ მითხრა, ყოველ ღამე ასე ვუმზადებ აქაც, ყვარელშიც და თბილისშიც. ცოტას ჩა
იძინებს, მალე გაიღვიძებს, აანთებს სანთლებს და მანამ სანთლები დაიწვება, წერსო“.
მიუხედავად იმისა, რომ შინამოსამსახურე ყოველთვის ჰყავდათ, ილიას ოთახს ოლღა ალაგებ
და, თითქოს უცხო თვალისგან იცავდა. ოლღა მთელ დღეს მასზე ზრუნვაში ატარებდა. თვა
ლებში შესცქეროდა და უთქმელად იცოდა ქმრის სურვილები. სანამ ილია მუშაობდა, ოლღა ვერ
ისვენებდა, შფოთავდა, ვერ იძინებდა. იმის დასტურად, რომ ოლღა გურამიშვილი მზრუნ ველი,
მოსიყვარულე და თავდადებული მეუღლე იყო, მკვლევარს ილია ჭავჭავაძის ოჯახთან
დაახლოებული არაერთი პიროვნების მოგონება მოჰყავს.
ოჯახის ახლობელი არტემ ახნაზაროვი: „ილიას ხასიათს მისი მეუღლე ოლღა თადეოზის ასუ
ლი ისე იყო მიჩვეული, რომ კაბინეტს, როცა ილია მუშაობდა, არ მიეკარებოდა და თუ შევი
დოდა, ძალიან ფრთხილად, ფეხაკრეფით და ხმაამოუღებლად გამობრუნდებოდა“.
ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ მანსვეტაშვილი: „ოლღა ბედნიერად
თვლიდა თავის თავს, რომ ბედმა არგუნა მეუღლედ ასეთი შესანიშნავი, დიდბუნებოვანი ადა
მიანი და ამით სრულიად კმაყოფილი იყო, მეტს არაფერს ნატრულობდა. ილია მისთვის სათა
ყვანო კერპი იყო, რომლის წინ მუხლს იდრეკდა. ილიას აღმერთებდა და ამიტომ თვალ-წარბ ში
შეჰყურებდა, თავს დასტრიალებდა, რომ არც თვითონ და არც სხვას არ ეწყენინებინა რა და არ
განერისხებინა. ილიას მუშაობას უყურებდა როგორც მღვდელთმოქმედებას და ამიტომ მის
სამუშაო კაბინეტს ფეხაკრებით დასტრიალებდა, ახლოს არავის მიაკარებდა. ყველას ნელ ის
ხმით უნდა ელაპარაკა, რომ ილია არ შეეწუხებინა, მის მუშაობისთვის ხელი არ შეეშალა“.
ილია და ოლღა თბილისში დამკვიდრდნენ, მაგრამ ამავე დროს საგურამოში ჰქონდათ ოლ ღას
მამულები, სადაც მოგვიანებით სასახლე აიშენეს. ამ სახლს რომ ვუყურებ, ასე მგონია, ამის მეტი
ცხოვრებაში არაფერი შემიქმნიაო, - ამბობდა საგურამოს სახლზე ილია.
ქმრისადმი პატივისცემისა და დიდი სიყვარულის ნიშნად, ოლღამ საგურამოში სახალხო დღე
სასწაული ილიაობა დააწესა, სადაც უამრავ სტუმარს იწვევდნენ. შეიძლება, ვინმეს ქმარზე ასე
მზრუნველი ქალი ჩაკეტილ პიროვნებად მოეჩვენოს, მაგრამ ეს არ ითქმის ოლღაზე.
საქართველოზე შეყვარებული გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი მას ასე ახასიათებს: „ილიას
მეუღლე ოლღა დიდ ინტერესს იჩენდა საზოგადო საქმეში. ყოველ წელიწადს სახლში
ამზადებდა ნივთებს ალეგრისათვის, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცე
ლებელი საზოგადოების სასარგებლოდ იმართებოდა ხოლმე. ოლღა იყო საქართველოს საის
ტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მზრუ
ნველთა საბჭოს წევრი და ყოველივე ამას შესანიშნავად უთავსებდა ერთმანეთს“.
რასაკვირველია, არც ილია ტოვებდა ოლღას უყურადღებოდ. როგორი მოუცლელიც არ უნდა
ყოფილიყო, მისი დაბადების დღისთვის საგანგებოდ ემზადებოდა და უდიდესი სიყვარულ ით
აღნიშნავდა.
გიორგი ლასხიშვილის მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ილიას ჩვეულებად ჰქონია წელიწადში
რამდენჯერმე თავისი მეგობრების მოწვევა. ახალი წელს, ოლღას დაბადების დღესა და აღდ
გომის კვირის ერთ-ერთ დღეს წვეულებას აუცილებლად გამართავდა და ახლობლებს იწვევ
და. მიუხედავად იმისა, რომ ილიასა და ოლღას შვილი არ ჰყოლიათ, ამას ოდნავი ჩრდილიც კი
არ მიუყენებია მათი ურთიერთობისთვის.
1906 წლის აპრილში ილიამ სრულიად რუსეთის თავადაზნაურობის საარჩევნო ყრილობაში
მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. ის სახელმწიფო საბჭოში აირჩიეს. რა თქმა უნდა, ამბავი
ელვის სისწრაფით მოედო საქართველოს. ბედნიერმა ოლღამ პეტერბურგში მისალოცი დეპე შა
აფრინა „გილოცავ გამარჯვებას. იცოცხლე ჩემდა გასახარად“.
თუმცა, სამწუხაროდ, ილიას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა. 1907 წლის 12 სექტემბერს წი
წამურთან გასროლილმა ტყვიამ სამუდამოდ შეაჩერა სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული
გულის ფეთქვა.
საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი მარიამ ორბელიანი ილიას მკვლელობის წინა დღეებს ასე
იგონებს: „გამგზავრების წინა დღეს თითქოს რაღაცა წინათგრძნობის ძალით მივედი მათ თან
გამოსათხოვებლად. სასტუმრო ოთახში ოლღა თადეოზის ასული დამხვდა. ზეზე ადგა
აჩქარებული, აკანკალებული ქაღალდსა შლიდა. შევედი, მომესალმა და განაგრძო თავისი სა ქმე.
თან თვალცრემლიანმა მითხრა, რომ იცოდეთ, რა ცუდი ქაღალდი ამოდის. საშინელ ამ ბებს
მიწინასწარმეტყველებს. ვეხვეწები ილიას, გადადოს წასვლა, რადგან ვიცი, უბედურება
მოხდება, მაგრამ ის ყურსაც არ მიგდებსო“.
მურად მთვარელიძის თქმით, ეს ის უიშვიათესი შემთხვევა იყო, როცა ილია ჭავჭავაძემ მეუღ
ლის თხოვნა არ შეისმინა და ბედისწერასთან შესახვედრად, საგურამოსკენ გაემგზავრა. ილიას
გარდაცვალებიდან 3 წლის მერე ოლღა ასე იხსენებს ამ ამბავს: „მცხეთის თავზე ერთი ადგილია,
წიწამურს ეტყვიან. იქ რომ მივუახლოვდით, ყაჩაღები დაგვესხნენ თავს. მე მაშინვე ილიას
მკერდით გადავეფარე და ვკიოდი, ამ კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით, მე, თქვე ურ
ჯულოებო. ეს ქვეყანას სჭირდება. თუ სიკვდილი გინდათ, მე ჩამქოლეთ-მეთქი, მაგრამ თოფ ის
კონდახი ჩამარტყეს თავში და იქვე ღელეში გადამაგდეს“.
2 სექტემბერს გაზეთი „ისარი“ წერდა: „ნადირებს ეს მსხვერპლი არ უკმარიათ და თავიანთი
საზიზღარი საქმის დასაგვირგვინებლად, უმწეო დედაკაცი უცემიათ. ილიას მეუღლეს გატე
ხილი აქვს მარცხენა ყბის ძვალი და თავზედაც მძიმე ჭრილობა აქვს. იგი იქვე უგრძნობლად
დაცემულა“.
ტრაგედიის დროს, ილია 70 წლის იყო, ხოლო ოლღა 65 წლისა გახლდათ.
1908 წლის 29 დეკემბერს ილიას მკვლელებს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.
დიდბუნებოვანი და სიკეთით სავსე ოლღა შეაშფოთა ამ გადაწყვეტილებამ და დაწერა წერი ლი,
რომლითაც მკვლელების შენდობა ითხოვა: „სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დას ჯა
გადაუწყვიტა ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის ძვირფასი ილია ჭავჭავაძის სამ მკვლელს.
სიცოცხლეში ჩემმა ქმარმა მთელი თავისი ძალღონე და ღვთის მიერ მასზე მოვლე ნილი მაღალი
ნიჭი შესწირა ადამიანის სულში ადამიანური გრძნობის და კაცთა შორის სიყვა რულის
გამტკიცებას. მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა იმათ,
რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზადაბნეულ ცხვრებად
მიიჩნევდა. დღეს კი ჩემი ქმრის თხოვნა საქართველოს სულიერ ცხოვრებაში იმის მკვლელთა
სიკვდილით დასჯით დაიჩრდილება. ეს საზარელი სასჯელი დაარღვევს იმ ღვაწლს სიყვარუ
ლისას, ცხოვრების მასწავლებელ ქრისტეს იმ საუკუნო მცნებას, რომლითაც ცოცხლობდა ჩე მი
განსვენებული ქმარი. მოგმართავთ თქვენ გულწრფელი და მხურვალე თხოვნით, ნუ დაამ
ტკიცებთ სასამართლოს განაჩენს ამ უბედურთა სიკვდილით დასჯის შესახებ. თვითვე მხოლ ოდ
შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს ჩემი ქმრის გვერდით და თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი
ამ სოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე
შესწირა, შეუნდონ ამ უბედურ, გზადაბნეულ მოყვასთ, რომელთაც თვით ის შეუნ დობდა. ჩემი
დღეები დათვლილია. ამჟამად თქვენზეა დამოკიდებული, მოიქეცით ისე, რომ სიცოცხლის
აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელიც ადამიანის სულს ძა ლუძს მიაღწიოს
ამ წუთის სოფელში“. ოლღას ბარათმა
მთელი იმდროინდელი რუსეთის იმპერია აალაპარაკა და აღაფრთოვანა იმდ როინდელი
რუსული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ლევ ტოლსტოიც...
„რუსკიე ვედემოსტი“ წერდა: „მაშინ, როდესაც მთელ რუსეთში გამეფებულია ზნეობრივი სი
ბნელე და უკუნეთი და ყოველ ნაბიჯზე გაისმის მოჰკალ, ჩამოახრჩე და ლამის სასოწარკვეთი
ლების მორევში ჩავიხრჩოთ, ამ დროს საქართველოს საუკეთესო შვილის ქვრივი, რომელსაც
უსაყვარლესი მეუღლე ბარბაროსულად მოუკლეს და თვითონაც იგი მხეცურად დაჭრეს, ევე
დრება მთავრობას, სიკვდილით ნუ დასჯით მკვლელებსო. აქამდე ვიცოდით, რომ ფიზიკური
მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, ახლა უნდა ვთქვათ, ზნეობრივმა მზემ საქართველოდან
ამოაშუქა“.
ჯანმრთელობაშერყეულმა ოლღამ ილიას სიკვდილის შემდეგ დარჩენილი სიცოცხლე
მამადავითზე მდებარე მეუღლის საფლავთან გაატარა.
მურად მთვარელიძის თქმით, ხშირად ხედავდნენ, როგორ იღებდა ოლღა ჩანთიდან ილიას
სურათს, დასტიროდა და ეფერებოდა.
საყვარელი მეუღლის საფლავთან რომ ახლოს ყოფილიყო, 1909 წლის აგვისტოში ოლღამ დატოვა
თბილისის ბინა, სადაც ილიასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა და მთაწმინდის ოც ნომერში
გადავიდა. „დღეს ჩემს სადგომში გადავალ მთაწმინდის ქუჩა ნომერ ოცში. სამი ოთახია და
მეოთხე მოსამსახურისათვის ყველაფრით მოწყობილი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ახლო ვარ
მთაწმინდის ეკლესიასთან. როდესაც მინდა, ავალ. ისე ახლოა, რომ შემიძლია მარტოც ავიდე... იქ
გული დამშვიდებული მაქვს, თითქოს იმასთან ვიმყოფები და ეს მალამოსავით მომეცხება
ხოლმე. აი, ჩემი ყოფა და ცხოვრება“, - წერდა ოლღა.
მალე ილიას ღირსეულმა მეუღლემ თავისი საგურამოს მამულები ილიას მიერ დაარსებულ
წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა და საგურამოს სასახლეში სკოლა
გახსნა.
ოლღა გურამიშვილი 1927 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა და ქართველმა ხალხმა ის
მთაწმინდის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალა. ოლღა გურამიშვილის ღვაწლის
აღიარების თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო.
ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ იოსებ იმედაშვილმა ოლღას დაკრძალვაზე ასეთი სიტყვა
წარმოთქვა:
„ახლა მიწას ვაბარებთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს დიდი ჭირისუფლის,
ქართველი ხალხის წინამძღოლის და საიმედო პატრონის ილია ჭავჭავაძის ცხოვრების
თანამგზავრს, მის ღირსეულ მეუღლესა და თანამზრახველს ოლღა თადეოზ გურამიშვილის
ასულს, ვინაც მასთან ერთად სწია ქართველი ერის მძიმე ჭაპანი, და თავისი მეუღლის ნარ-
ეკლით მოფენილ ცხოვრებასა და სისხლიან სიკვდილს უმწიკვლო ზვარაკად შეეწირა...“

გრიგოლ ორბელიანის უშვილძიროდ გადაგების


მიზეზები და სამარეში წაღებული სიყვარული
სიყვარულის ისტორიები

ქართველი რომანტიკოსი პოეტისა და სამხედრო მოღვაწისგრიგოლ


ორბელიანის გარდაცვალებით შეწყდა სამეფო ოჯახთან ნათესაურ კავშირში მყოფი
ორბელიანების ბრწყინვალე შტო, რადგან მარტოსული და უცოლოდ დარჩენილი პოეტი
უშვილძიროდ წავიდა ამ ქვეყნიდან.
თანამედროვეთა და ბიოგრაფების მოგონებებიდან ჩანს, რომ გრიგოლი მეგობრების მოყვარული
ადამიანი იყო. ზაფხულობით ის კოჯორში ან ტაბახმელაში ჩადიოდა, სადაც ახლობლებსა და
ნათესავებს ეპატიჟებოდა. გრიგოლის მეგობართა შორის ყოფილან ანტონ ორბელიანი, დავით
ყორღანაშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, მანანა და ყაფლან ორბელიანები და იმდროინდელი
არისტოკრატიის სხვა ცნობილი წარმომადგენლები.
გრიგოლი უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე ყოფილა ალექსანდრე ჭავჭავაძის მშვენიერი
ასულებისა ეკატერინესი და ნინოსი, თუმცა ამ უკანასკნელთან მეგობრობაზე მეტი აკავშირებდა.
თავის მოგონებებში იონა მეუნარგია წერდა, რომ გრიგოლ ორბელიანი საუბრის
განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული:
„ვისაც არ უნახავს გრიგოლ ორბელიანი დამშვიდებით, ტკბილად მოსაუბრე ნაცნობ მეგობართა
შორის, ის თავის დღეში ვერ შეადგენს პოეტზე დაახლოებულ აზრსაც. მარტო იმის ახლო,
იმასთან ლაპარაკის დროს, როდესაც ის თავის მოსაუბრეს მადლიანად შეხედავდა და გულიდან
გადმოფენილს ნათელში გაახვევდა, რწმუნდებოდა კაცი, რა გამოულეველი, წმინდა, მოკამკამე
წყარო იყო ეს კაცი კეთილგონიერებისა და მაღალი გრძნობებისა. არც ერთი საგანი, არც ერთი
კითხვა არ იყო კავკასიაში, რომელზეც მას არ შეძლებოდა ლაპარაკი. არც ერთი კაცობრიობის
გონების მაღელვებელი საკითხი არ იყო, რომელზეც იმას არ შეედგინა თავისი ქართული,
აღმოსავლეთის ქრისტიანის აზრი“.

რომანტიკოსი პოეტის უიღბლო სიყვარულსა და უშვილძიროდ დარჩენის მიზეზებზე მწერალი,


ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მურად მთვარელიძე გვესაუბრა:
- გრიგოლ ორბელიანი 14 წლის იყო, როცა მშობლებმა 3 წლის სოფიო ორბელიანზე დაწინდეს,
რაც დანიშვნას ნიშნავდა. მოგვარეზე დაქორწინება, თუ ისინი სისხლით ნათესავები არ იყვნენ,
მიღებული გახლდათ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გრიგოლისა და სოფიოს სამომავლო ცხოვრება
განისაზღვრა, მაგრამ მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა - გრიგოლს ნინო ჭავჭავაძე
შეუყვარდა. „საამო არს საჭვრეტელად, ოდეს ნინას ვარდი ეპყრას, მაგრამ ვინ ჰსცნას ვინა
ჰსუნავს ნინა ვარდს თუ ვარდი ნინას“.
ნინო ჭავჭავაძეს იმდროინდელი ქართველი და არაქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი
ეტრფოდა, ნინო არაერთი ცნობილი პოეტის შემოქმედებით მუზადაც იქცა, თუმცა 16 წლის
მზეთუნახავის გულის მონადირება მხოლოდ მასზე 17 წლით უფროსმა რუსმა პოეტმა
ალექსანდრე გრიბოედოვმა შეძლო.

ნინო ჭავჭავაძეს ძალიან უყვარდა გრიგოლი, მაგრამ მხოლოდ როგორც მეგობარი.


ნინოს გათხოვება გრიგოლ ორბელიანისთვის დიდი სულიერი დარტყმა აღმოჩნდა და თავისი
ტკივილიანი განწყობილება ლექსით გამოხატა:
„ახ, მეც ვიყავ ბედნიერი, მეც მიყვარდა, მეც ვტკბებოდი. / ჰე დღეო სიხარულისა, ესე
მსწრაფლად რად წახვედი?“
რასაკვირველია, გრიგოლის არსებაში ნინოსადმი ტრფობა არასოდეს განელებულა, მაგრამ ის
უკვე მიუწვდომელ სიყვარულად იქცა. ცნობილია, რომ ნინოს ბედნიერება დიდხანს არ
გაგრძელებულა. 1829 წელს ალექსანდრე გრიბოედოვი თეირანში მოკლეს და ნინო 16 წლის
ასაკში დაქვრივდა. მისი ბიოგრაფები, მათ შორის უცხოელები, წერდნენ, რომ ახალი ქორწინების
რამდენიმე შესაძლებლობის მიუხედავად, ნინო ალექსანდრეს ასულმა არ უღალატა თავის
პირველ სიყვარულს. რასაკვირველია, ნინოს, რომელსაც უამრავი ადამიანი და, მათ შორის,
გრიგოლ ორბელიანი ეტრფოდა, შეეძლო, თავიდან დაეწყო ცხოვრება, მაგრამ მან ერთხელ
მიცემული აღთქმა არ გატეხა და გრიბოედოვის სიყვარულის ერთგული დარჩა.

1829 წელს დაწერილ ლექსში „მტირალ ნინოს“ გრიგოლ ორბელიანი სამარესთან დამხობილი
ღვთაებრივი სილამაზის მქონე ქალის ტკივილიან განწყობილებას ასახავს:
„თუ ტურფანი თვალნი შენნი/ ცრემლთ აფრქვევენ მწუხარებით, / სულისა შენის ტანჯვანი / არ
არს უკეთუ ოცნებით,/ მაშ მოვედ, მნათობო! ჩემს გულზეც? შეწუხებულის შვენებით, / ნაცვლად
შენსა მე ვიკვნესო / შენის ჭმუნვისა მიღებით“.

უკვე 1830 წელს დაწერილ ლექსში „ნ..დმი“ გრიგოლ ორბელიანი წერს:


„მრავალგზის ვფუცავ გივიწყო და ვჰქმნაცა ნება გონების;/ მაგრამ რომ გხედავ, გონების რჩევა ს
რულიად არ მესმის.../ გულიხელმწიფებს და უფრო უძლიერესად შენ გეტრფის,/ და გულის მონა
დ შექმნილი გონებაც შენდა მოჰფრინვის“.
თითქოს გრიგოლი შეეგუა, რომ ნინო მისი არასოდეს გახდებოდა, თუმცა მისი დაქვრივების
შემდგომ, როგორც ჩანს, მცირეოდენი იმედი მიეცა და მასში სიყვარულის ახალმა ტალღამ
იფეთქა.
გრიგოლ ორბელიანის ლექსებიდან ჩანს, რომ ის თავს ებრძვის და ცდილობს, დაივიწყოს, მაგრამ
საკუთარი გულისთქმის წინაშე უძლურია. შემდგომ ლექსებში ჩანს სიყვარულის დამცველის
ერთგვარი ფიცი, რომელიც გრიგოლ ორბელიანმა აღასრულა - ისე დაბერდა და გარდაიცვალა,
რომ თავისი სიყვარულის ერთგული დარჩა.

რა ბედი ეწია გრიგოლ ორბელიანზე დანიშნულ პატარა სოფიოს?


ნინოს გათხოვებისა და დაქვრივების შემდეგ, სულიერ ჭიდილში მყოფმა გრიგოლ ორბელიანმა
აკვანში დანიშნული სატრფო გაიხსენა და აღმოაჩინა, რომ ის პატარა გოგონა მშვენიერ
ქალიშვილად იქცა. ხანგრძლივი და უიღბლო სიყვარულის შემდეგ 31 წლის პოეტმა სცადა
თავისი განცდების 20 წლის სოფიოზე გადატანა. ის უკვე მთლიანად სოფიოსკენ გადაიხარა,
მაგრამ მოულოდნელად საქართველოს დატოვება მოუწია - მას, როგორც სამხედრო პირს,
საქართველოდან ნოვგოროდში ჯარისკაცების ჩაყვანა დაავალეს. პოეტს ძალიან ეძნელებოდა
ახლობლებთან განშორება, მაგრამ ვალდებულებას ვერ გაექცა და 1831 წელს საქართველო
გულდაწყვეტილმა დატოვა.
„მარგალიტ-ცრემლნი ცრემლთა ჰსდევს ნიშნად ჭმუნვისა შენს ღაწვთზე... / სატრფოვ! გშორდები
და სიტყვა ვერ მიპოვნია სათქმელად“.
გრიგოლ ორბელიანს რუსეთში სოფიოზე ფიქრისთვის ბევრი დრო ჰქონდა. ახალგაზრდა ქალმა
თითქოს ახალი სხივი შეიტანა პოეტის არსებობაში. გრიგოლი ჩქარობს სამშობლოში
დაბრუნებას, რადგან იცის, რომ საცოლე ელოდება. თავისი უფროსობის წინაშე წერს პატაკებს,
რომ დაითხოვონ და სამშობლოში დაბრუნების საშუალება მისცენ. მარიამ დედოფლისთვის
მიწერილ წერილში გრიგოლი წერს:
„მე კი დედოფალო რიგაში დავრჩი, ჩემი სოფიკო თავრიზშია. როდის უნდა შევხვდეთ? თმებიც
უფრო მითეთრდება უმეტეს და უმეტეს. ვაი, ვაი. ესეც არამცირედ მაწუხებს. ძნელია
დედოფალო სახით და გულით უდროოდ დაბერება და ამისთვის მეშინიან. ვაი თუ ბოლოს
ქოქოლა მომაყაროს და მითხრას მეხი კი დაგეცესო“.

მარიამ დედოფლისთვის მიწერილ მეორე წერილში გრიგოლი წერს:


„ჩემი სოფიკო გაზაფხულს წამოვა პეტერბურგს და მისი დედით და მგონია, მამინაცვლით და
მაშინ ვიხილავ თუ რარიგად გააბრწყინვალებს პეტერბურგს თავის სილამაზით და მერცხლის
თვალებით, მაგრამ მეშინიან კი ძალიან. ვაი თუ მანდ გამიფრინდეს საუკუნოდ და ამდენი წლის
იმედები ერთ წამს გამიქარვოს. წყეული გვარდიის აფიცრები ამ შემთხვევაში ძალიან საშიშები
არიან“.

სამწუხაროდ, გრიგოლს წინასწარმეტყველება აუხდა და მალე თბილისიდან მანანა ორბელიანმა


შეატყობინა, შენი საყვარელი სოფიო გაგითხოვდაო.
რასაკვირველია, გრიგოლი ძალიან დააღონა კიდევ ერთმა იმედგაცრუებამ.
1836 წელს ის მარიამ დედოფალს გულდაწყვეტილი წერდა:
„ვაპირებ საქართველოში წასვლას, მაგრამ სოფიო გამითხოვდა. გვარად ბეზაკმა შეირთო,
რომელიც არის პრავიტელი კანცელარიისა. მეც ვანუგეშებ ჩემს თავს მით, რომ არა მარტო მე ვარ
ამ სოფელში მოტყუებული“.
გრიგოლ ორბელიანი საცოლეს ცრემლიანი სტრიქონებით დაემშვიდობა:
„მე განშორებულს, სვე გამწარებულს / მაშინ გონებით თუ დამივიწყებ / რა შევინანებ, ოღონდ კი
შენს გულს ზოგჯერ გახსოვდე ჩემდამო ერთგულს“.

გახდა თუ არა სოფიოს გათხოვების მიზეზი ნინო ჭავჭავაძისადმი გრიგოლ ორბელიანის


ტრფობა? მკვლევარი აცხადებს, რომ საეჭვოა, ამ სიყვარულის შესახებ სოფიოს რამე სცოდნოდა,
რადგან გრიგოლის ძმამაც არა იცოდა რა:
- ჩემი აზრით, სოფიოს გათხოვების მიზეზი ნინო ჭავჭავაძის მიმართ პოეტის ტრფობა ვერ
გახდებოდა. 1835 წლის 12 მარტს გრიგოლის ძმა ზაქარია პოეტს წერდა:
„გეტყვი სწორედ, რომ N გაამწარა ჩემი სიცოცხლე. ბიჭო არა გრცხვენია? რას მატყუებდი? შენ
ჩემზე მეტად გყვარებია და ჩემს წინ მალაყებს რად თამაშობდი? ახლა შენ დაგრჩა ბურთი და
მოედანი“.
ამ ბარათიდან ჩანს, რომ ნინო ჭავჭავაძის მიმართ გრიგოლის ტრფობაზე მისმა ძმამაც არაფერი
იცოდა და საეჭვოა, სოფიო ორბელიანს სცოდნოდა რამე.

1855 წლის 22 ივნისს ნინო წერილით ეხმიანება გრიგოლს, რომელშიც ხაზგასმულია დაძმურიდ
ამოკიდებულება პოეტის მიმართ:
„თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ უსაკუთრეს ძმაო, კნიაზ გრიგოლ, რომ ჩემთვისაც ყოველთ
ვის სასიამოვნოა თქვენი ლაზათიანიწიგნის მიღება. გთხოვთ უძვირფასესო ძმაო, თქვენის მშვიდ
ობიანის აზრით, ასიამოვნებდეთ მარადის თქვენს პატივისმცემელს ნინაგრიბოედოვისას“.

1856 წელს 46 წლის ნინო ჭავჭავაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ამბავი ელვის სისწრაფი
თ მოედო საქართველოს და რუსეთისიმპერიასაც, ვინაიდან იმდროინდელი პრესა ამაზე წერდა.
რაც შეეხება გრიგოლ ორბელიანს, ასაკის მატებასთან ერთად, მას თანდათან შემოეცალნენ მეგობ
რები, სანაცვლოდ, იმატა დარდმა.გრიგოლ ორბელიანს მტკიცედ სწამდა, რომ უსიყვარულოდ ა
დამიანის ცხოვრება შეუძლებელია, რაც მის ყველა ნაწარმოებში, თვითუსათაურო ლექსებშიც კი
ჩანს:
„რა უნდა აქვნდეს სულსა უკვდავი, თუ მასში განჰქრეს კვლავ სიყვარული“.

შესაძლოა, სოფიოს მიმართ პოეტს დიდი სიყვარული არ ამოძრავებდა, მაგრამ განწყობა, რომ ოჯ
ახს შექმნიდა და ბედნიერი იქნებოდა,ძალიან დიდი იყო. საბოლოოდ, იმედგაცრუებული და მარ
ტოსული პოეტი 1883 წელსაღესრულა და თან წაიყოლა თავისი სევდიანი სიყვარული.
თბილისს არ უნახავს ისეთი დიდებული დაკრძალვა, როგორიც გრიგოლ ორბელიანსჰქონდა.
ის ქაშუეთის ტაძარში დაკრძალეს.

და ბოლოს, წერილს გრიგოლ ორბელიანის ლექსით დავასრულებთ:


„უსიხარულოდ, / უსიყვარულოდ
/რა სანატრელ არს სიმრავლე დღეთა? / მაშ რამგვახაროს, / რამ გვანუგეშოს, / ან ჭმუნვის ცრემლი
ვინა მოგვხოცოს, / თუ სიყვარული, / ზე-
გარდმო მადლი, / ღვთისა კურთხევად არ მოგვევლინოს!“

„ჩემი თვალები ისევ მოგელის...“ - ტერენტი


გრანელის საბედისწერო გატაცება
სიყვარულის ისტორიები
ტერენტის ცხოვრებაში არ ყოფილა მღელვარე რომანები, რადგან ყველაზე კარგად თვითონ
გრძნობდა, რომ მისნაირად მცხოვრები კაცისთვის ქალის მოხიბვლა წარმოუდგენელი იყო...
თუმცა არის ერთი ამბავი, რომელმაც მის სულსა და ბიოგრაფიაში უცნაური კვალი დატოვა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პოეტმა კიევიდან წერილი მიიღო...

„ოციანი წლების თბილისს კარგად ახსოვს ერთი შთამაგონებელი და სევდიანი ნაწილი მისი
ბოჰემური ისტორიისა. კარგად ახსოვს სამგლოვიარო პროცესიების ხშირი გამცილებელი
ახალგაზრდა კაცი. არცთუ სათუთად და საკმაოდ ღარიბულად ჩაცმული, თეთრი ტილოს
ტანსაცმელში გამოწყობილი, თავდახრილი და მიცვალებულის ჭირისუფალივით შეწუხებული,
შორიახლოს რომ მიაცილებდა სასაფლაოსკენ მისთვის სრულიად უცნობს... ან კიდევ ეკლესიის
ეზოებში, საფლავებს შორის ლანდივით მოსიარულე, ჩუმად მობუტბუტე, ეპიტაფიებთან
ჩამუხლული, უეცარ შემხვედრს საოცარ ლურჯ თვალებს რომ შეანათებდა, რომელთაგან მუდამ
სევდა და ტკივილი მოჩანდა...“ - ასე იწყება ლიტერატურული წერილი თამარ პაიჭაძისა და
თამარ შარაბიძის წიგნიდან „რომანული ეპიზოდები“, რომელიც ტერენტი გრანელის ცხოვრებას
ეხება.
ტერენტი სამსონის ძე გრანელი (კვირკველია)1897 წლის 25 ნოემბერს, ღარიბი წალენჯიხელი
გლეხის ოჯახში დაიბადა. ხუთი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. ობლად დარჩენილ
ტერენტისა და მის ორ დას სათნო და მორწმუნე დედინაცვალი დარია მებონია უვლიდა.
მომავალი პოეტი, რომელიც წიგნიერებისკენ მიდრეკილებებს ადრეული ასაკიდან ამჟღავნებდა,
მშობლებმა წალენჯიხის სასწავლებელში მიაბარეს. ტერენტი მეექვსე კლასში იყო, როცა
კვირკველიების სახლი დაიწვა და იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა.
ცხოვრების მკაცრმა პირობებმა მომავალი პოეტი სევდიანი და გულჩათხრობილი გახადა, მაგრამ
სწავლის სურვილი არ დაუკარგავს.
1918 წელს ტერენტი უფროს დასთან, მაშოსთან ერთად, თბილისში ჩამოვიდა.

გულჩათხრობილი და მარტოსული პოეტი, რომელიც არასოდეს საუბრობდა საკუთარ თავსა და


ოჯახზე, თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ორ რამეს ეთაყვანებოდა - პოეზიასა და
თბილისს.
„მისთვის სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო. თუმცა, არასოდეს ყოფილა გამთბარი,
მაძღარი, არც
საკუთარი ჭერი ღირსებია, არც სამსახური ჰქონია და არც ჰონორარებით ყოფილა
განებივრებული. მის სევდიან და შეჭირვებულ ყოფაში მხოლოდ რამდენიმე მცირეხნიანი
გამონათება თუ მოხდა და ისიც თავის საყვარელ ქალაქში მისივე წიგნის გამოცემასთან,
ლიტერატურულ საღამოსთან ან მკითხველთა აღიარებასთან იყო დაკავშირებული“. (ნაწყვეტი
„რომანული ეპიზოდებიდან“)

თბილისში ცხოვრების პერიოდში ტერენტიმ მუშაობა ჯერ რკინიგზის სადგურზე დაიწყო,


შემდეგ კი გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში. პოეტი უკიდურესად ხელმოკლედ
ცხოვრობდა, თუმცა სიამაყე უფლებას არ აძლევდა, თავის გასაჭირზე სხვებთან ესაუბრა.
„უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც
უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი - სათნო და გულუბრყვილო. წყნარია.
ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ
პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ, ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია, პოეზიაზე ჩამოვარდეს
საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს ის დაუნდობელია
და პირში მთქმელი“, - ასე ახასიათებდნენ ტერენტის მეგობრები.

ტერენტის გამოჩენისას ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური


მიმდინარეობა, რასაც ვერც ახალგაზრდა პოეტი ასცდა. სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა
1919 წელს ლიტერატურულ ფსევდონიმად გრანელი აირჩია.
მალე, სიმონ ყაუხჩიშვილის დახმარებით, ტერენტის პირველი ლექსი დაიბეჭდა.
ამას მოჰყვა სევდითა და მისტიციზმით სავსე კრებულები „პანაშვიდები“ და „სამგლოვიარო
ხაზები“.
1922 წელს გამოვიდა ტერენტი გრანელის ლექსების კრებული „სულიდან საფლავები“,
რომელსაც რეცენზიები მიუძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე
გამსახურდიამ.
ტერენტის პოეტური ნიჭი შეიცნო და დააფასა პოეზიის მეფედ აღიარებულმა გალაკტიონმა.
თავის მხრივ, ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური
სიდიადე:

„ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი, / ახლა მიგონებს ალბათ ზოზია. / გალაკტიონში არის
დემონი / და ჩემში უფრო ანგელოზია. / ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს, / ბაღში მივდივარ,
ეს დღე ცივია / გალაკტიონში მიწა ანათებს / და ჩემში უფრო ზეცის სხივია. / შორს ქარი კივის,
ახლო მტერია, / ახლა ღამდება, შვიდია სრული. / გალაკტიონში ლურჯი ფერია / და ჩემს
ლექსიდან მოჩანს უფსკრული“. (ლექსიდან „მე და გალაკტიონი“)

ტერენტი გრანელის პოეზიამ მწვერვალს 1924 წელს მიაღწია, როცა მან ახალი ლექსების წიგნი
„Memento mori“ გამოსცა. ამ პერიოდში ხშირად იმართებოდა პოეტის ლიტერატურული
საღამოები. ტერენტის აღტაცებით ხვდებოდნენ ყველგან, თუმცა აღიარებას მისთვის სულიერი
სიმშვიდე არ მოუტანია.
„რომანული ეპიზოდების“ ერთ-ერთი ავტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ქართული ლიტერატურის დეპარტამენტის პროფესორი თამარ პაიჭაძე მიიჩნევს, რომ ტერენტი
გრანელი უცნაური ადამიანი იყო და ეს მისი მძიმე ცხოვრებიდან მომდინარეობდა.
„პოეტი თბილისის ძველ უბანში, იტალიური ეზოს კიბის ქვეშ ცხოვრობდა. ფიროსმანივით,
ადამიანების სითბოსა და სიყვარულს დანატრებული, მასავით დაუფასებელი, სადა და უბრალო,
როგორც ყოველივე დიდი, მართალი და ნამდვილი. ცივ და პატარა ოთახში ტახტის, მაგიდის,
სკამის, პატარა ნავთქურის გარდა, არა გააჩნდა რა. თუ არ ჩავთვლით იმ მშვენიერ ლექსებს,
პატარა მაგიდაზე დაწყობილ ფურცლებზე რომ იქმნებოდა და განუყრელ უბის წიგნაკს,
რომელსაც მუდამ თან ატარებდა და ხშირად ქუჩაში ხეტიალისას აკეთებდა მასში ჩანაწერებს...“

თბილისში ისე ჩამოვიდა, რომ არ იცოდა, სად, როგორ ან ვისთან უნდა ეცხოვრა. წალენჯიხიდან
იაკობ შარტავას მიერ ცნობილ ლიტერატორებთან, ზაქარია ჭიჭინაძესა და იოსებ იმედაშვილთან
გამოგზავნილი სარეკომენდაციო წერილები ჩამოიტანა. ამ ადამიანებმა დაინახეს რაღაც
შემოქმედებითი, რაციონალური მარცვალი ტერენტის შემოქმედებაში, მაგრამ ცხოვრების
სტილი და სურვილი, რომ ცისფერყანწელების მსგავსად, ბოჰემურად ეცხოვრა, მას ყველაფერში
ხელს უშლიდა. ტერენტის წარმოსახვაში პოეტს აუცილებლად მოქეიფე ცხოვრებით უნდა
ეცხოვრა და თავადაც, როგორც კი ჰონორარს აიღებდა, ქეიფში ხარჯავდა. ალბათ, ესეც იყო ერთ-
ერთი მიზეზი, რომ ტერენტის არ ჰქონდა სახლი, ტანსაცმელი და ყოველდღიური საჭიროების
ნივთები. მეგობრები ურჩევდნენ, გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან. დაეხმარნენ, რომ
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად ჩაწერილიყო და
სტამბაში ამკინძავად დაეწყო მუშაობა. ლიტერატურულ საზოგადოებას შეუმჩნეველი არ
დარჩენია ტერენტის შემოქმედებითი ნიჭი, საოცარი ხედვა და სიცოცხლისადმი
დამოკიდებულება.

მეცნიერის მონაყოლიდან ირკვევა, რომ გრანელის პოეზია განსაკუთრებული პოპულარობით


ახალგაზრდებს შორის სარგებლობდა. სტუდენტი გოგონები მიიჩნევდნენ, რომ ტერენტი
მისტიკოსი პოეტი და მათი გულის მესაიდუმლე იყო. ამ დამოკიდებულებას ისინი პოეტს არა
მარტო ლიტერატურულ შეხვედრებზე, არამედ ქუჩაში და პირად წერილებშიც უზიარებდნენ.
ტერენტი მათ თავდახრილი და ბედნიერი უსმენდა და საპასუხოდ წერილებსაც ჩუქნიდა,
მაგრამ ცდილობდა, თავისი პერსონით ზედმეტად არავინ მოეხიბლა. ის თითქოს გაურბოდა
ქალებთან ურთიერთობას...
და აი, ამ დროს ტერენტის პოეზიის თაყვანისმცემელთა ტალღაში გამოჩნდა ქალბატონი,
რომელიც განსაკუთრებულ მოვლენად იქცა პოეტის ბიოგრაფიაში.

ტერენტის ცხოვრებაში არ ყოფილა მღელვარე რომანები, რადგან ყველაზე კარგად თვითონ


გრძნობდა, რომ მისნაირად მცხოვრები კაცისთვის ქალის მოხიბვლა და შეყვარებული კაცის
როლის მორგება წარმოუდგენელი იყო.
პოეტს პირადი ცხოვრება არასდროს ჰქონია. ალბათ, ამიტომაა, რომ სატრფიალო ლექსები
ძალზე მცირე აქვს. თუმცა, იყო ერთი ისტორია, რომელმაც მის სულსა და ბიოგრაფიაში
უცნაური კვალი დატოვა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პოეტმა კიევიდან წერილი მიიღო:
„მე ვარ თქვენი პოეზიის თაყვანისმცემელი. თქვენი ლექსების კითხვა ყოველდღიურ სულიერ
საზრდოდ მექცა. ზეპირად ვიცი თქვენი ბევრი ლექსი. მე თქვენ თბილისში გხვდებოდით და
საიდუმლოდ, ფრიად საიდუმლოდ მიყვარდით კიდეც... ახლა, როცა ასე შორს ვარ თბილისიდან,
ქართულ ენასთან მაკავშირებს თქვენი ნაზი ლექსები“.

ეს ქალბატონი იყო სამხედრო მოსამსახურის ცოლი თამარ ჯაფარიძე, რომელიც მეუღლეს


უკრაინაში გაჰყვა, თუმცა ტერენტი გრანელის პოეზიით გატაცება არ განელებია.
ამ წერილმა ძალიან ააფორიაქა და ააღელვა პოეტი. მან ქალს საპასუხო წერილი მისწერა და მალე
მათ შორის ეპისტოლარული მეგობრობა გაიბა.

ტერენტი გრანელის მეგობარი გენო ქელბაქიანი იხსენებს, რომ იმ პერიოდში ტერენტი ძალიან
შეიცვალა,

თვალებში სხივი ჩაუდგა და აღტაცებული სახით მომავლის გეგმებზე დაიწყო საუბარი.


მალე თამარმა პოეტს თავისი ფოტოსურათი გამოუგზავნა, რომელზეც გამოსახული იყო
მშვენიერი ქალი.
„შავი წამები მიჰქრიან. ისევ ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ ვფიქრობ. დიდი ხანია, რაც
ერთმანეთი არ გვინახავს, მაგრამ ჩვენი გულები მაინც ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი
შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს
მარტოობას, მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები, და ეს მარტოობა მიყვარს და თან
მეშინია... მე შეიძლება მიწას მალე მოვშორდე და ზეცისაკენ წავიდე... რა ვქნა, სად არის ის დიდი
ნუგეში, რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს...“ - წერს ტერენტი გრანელი
თავის „უცნაურ“ სიყვარულს თამარ ჯაფარიძეს.

შეყვარებულმა ქალმა ლოდინს და მონატრებას დიდხანს ვეღარ გაუძლო და ტერენტის მოსწერა -


გადავწყვიტე, მეუღლე დავტოვო და შენთან ჩამოვიდეო.

დათქვეს დრო, როცა თამარი თბილისში უნდა ჩამოსულიყო.


იმ პერიოდში ტერენტი კიდევ უფრო შეიცვალა. ფაქტობრივად, ადგილს ვეღარ პოულობდა. ამ
დროს დაიწერა მისი ცნობილი ლექსი „შენს მოლოდინში“:
„მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, / ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. / ძვირფასო! მოსვლა
რად გაგიძნელდა?! / ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! / ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, / ახლა
ქარები არხევენ ტირიფს. / მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას / და როგორც ბავშვი დაიწყებ
ტირილს. / ისე გაივლის წამება, ოხვრა, / შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. / მოხვალ
დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ? / მოხვალ და ვიცი, მომეფერები! / თუმცა იქნება ღამე
წვალების, / ღამე სასტიკი და ულმობელი. / და ეს თვალები, ლურჯი თვალები, / ჩემი თვალები
ისევ მოგელის...“

დადგა თამარ ჯაფარიძის ჩამოსვლის დღეც.


ტერენტი მღელვარებამ და მოლოდინმა აიტანა და სადგურზე წასვლისას თან მეგობარი გენო
ქელბაქიანი იახლა. მეცნიერის მონაყოლიდან ირკვევა, რომ სწორედ მეგობარი გახდა მომსწრე იმ
უცნაური ტრანსფორმაციისა, რომელიც ტერენტი გრანელმა თამარ ჯაფარიძის დანახვისას
განიცადა.

ტერენტი და გენო სადგურზე ადრე მივიდნენ. თავის მოგონებებში გენო ქელბაქიანი წერს, რომ
სადგურში ბევრი ხალხი ირეოდა. ბოლოს ბაქანი ნელ-ნელა დაიცალა და გამოჩნდა მარტო
მდგარი ქალი, შემცბარი ღიმილით და დიდი ჩემოდნით. ამ წუთამდე „ციურ ლაჟვარდთა
მხილავი“ ტერენტი უცებ დაუბრუნდა მიწას. ის გამშრალი და გაფითრებული უყურებდა ქალს,
რომელიც არაფრით შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ოცნების ასული. ეს იყო „უზარმაზარი
ჩემოდნით მდედრობითი სქესის მოქალაქე“. ქალმა ღიმილით გაუწოდა ხელი და მიესალმა.
ტერენტიმ გულგრილად ჩამოართვა ხელი. მერე გენო ქელბაქიანს უთხრა, წავედით ჩქარა, ჩვენ
გველოდებიანო და გაიქცა.
როგორც გენო იხსენებს, მისი უსაქციელობისგან იმდენად დაიბნა, რომ აღარ იცოდა, რა ექნა:
„მე არ მინახავს უფრო ნატანჯი სახე, უფრო მწუხარე თვალები, მეც ცრემლი მომერია. ქალი
ჩემოდანზე ჩამოჯდა და ცრემლი ვეღარ შეიკავა, ამოიკვნესა და, უნდა ითქვას, მეც ისევე მეტკინა
გული, როგორც მას. ძალიან მომეწონა ეს ქალი იმ წუთებში! ნეტა მე მყვარებოდა, ნეტა, მე
ვყვარებოდი“.
დაბნეულმა და შეწუხებულმა ქელბაქიანმა ატირებული ქალი ეტლამდე მიაცილა და ტერენტის
დაუწყო ძებნა. მოგვიანებით პოეტი ფიროსმანის ქუჩის კუთხეში, ბოძზე მიყრდნობილი და
ჩუმად მობუტბუტე ნახა: „ვაიმე, რამხელა ჩემოდანი ჰქონდა... სად იყო ის ქალი, მე რომ
მიყვარდა?! რატომ მწერდა ასეთ ნაზ წერილებს? რად მივწერე მე წერილები? რად დავწერე
ლექსი? რად მოვტყუვდი? რად მემტერება ჩემი მუხთალი ბედი?!“
არავინ იცის, რა მოხდა ტერენტის არსებაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ტერენტისთვის ეს ქალი და
მისი დიდი ჩემოდანი ერთად მიუღებელი და შეუსაბამო იყო.

თამარ ჯაფარიძე კიევში აღარ დაბრუნებულა. ის საცხოვრებლად თბილისში დარჩა. ტერენტი


მის დანახვაზე ყოველთვის კრთებოდა და ოდესღაც წარმოსახვით სიყვარულს ელდანაკრავივით
გაურბოდა.
ამასთან დაკავშირებით არსებობს ტერენტი გრანელის კიდევ ერთი მეგობრის დარია
ახვლედიანის მოგონება. ეს ქალბატონი კუკიის სასაფლაოს სიახლოვეს ცხოვრობდა და ხშირად,
სასაფლაოზე მოსეირნე ტერენტის, რომელსაც თბილი კერაც აკლდა და ცხელი სადილიც,
თავისთან ეპატიჟებოდა.
„ერთხელაც გავძახე და მოვიდა. სასადილოდ ვემზადებოდით, რომ ფანჯარაში გაიხედა,
ელდანაცემი წამოხტა, მეორე ფანჯრიდან გადახტა და სასაფლაოსკენ გაიქცა“, - წერს დარია
ახვლედიანი.

აღმოჩნდა, რომ ამ ქალბატონთან სტუმრად თამარ ჯაფარიძე მოდიოდა და პოეტმა შემთხვევით


დაინახა.
ტერენტი გრანელმა თავისი სიყვარული ამ სტრიქონებით გამოიტირა:
„და სევდა მიპყრობს ისევ და ისევ / დაბნელდა ჩემი ოცნების მხარე / არყოფნის ღამევ, შენ
დამიფარე / არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე“.

დიდი იმედგაცრუების შემდეგ გრანელის ცხოვრებაში სასიყვარულო გატაცება აღარ ყოფილა.


ის კიდევ უფრო გაუცხოვდა და გაერიდა ადამიანებს. მისი პოპულარობაც ნელ-ნელა მიინავლა...
1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა.
1928 წლიდან კი პოეტს მკვეთრი სულიერი დეპრესია და ფსიქიკური აშლილობა დაეწყო.
როცა ტერენტის მდგომარეობა დამძიმდა, მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ სურამის
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაეწვინათ. ეს იყო 1930 წელს. ისევ გენო ქელბაქიანი წერს, რომ
ერთხელ მეგობრები მის სანახავად სურამში ჩავიდნენ და ნახეს, რომ პოეტი უმძიმეს
მდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ შეხვდნენ ადგილობრივი რაიონული აღმასკომის
თავმჯდომარეს და სთხოვეს, ტერენტის უფრო სათუთად მოპყრობოდნენ და მეტი
თავისუფლება მიეცათ. ამან შედეგი გამოიღო და პოეტს ბაღში სეირნობის უფლება მისცეს.
არავინ იცის, როგორ მოახერხა ტერენტიმ საავადმყოფოდან გამოპარვა და თბილისში ჩამოსვლა.
არც ისაა ცნობილი, სად ცხოვრობდა ამის შემდეგ, მაგრამ ვიცით, რომ ეს უკვე იყო სრულიად
შეურაცხადი ადამიანი, რომელსაც საკუთარი ვინაობაც არ ახსოვდა. ნინო ლაპიაშვილი თავის
მოგონებებში წერს, რომ ტერენტის შემთხვევით ბელინსკის ქუჩაზე შეხვდა. პოეტი საშინლად
ჭუჭყიანი იყო, ფეხები დახეულ ფეხსაცმელებში ჰქონდა წადგმული და ტანზე დაგლეჯილი
საბანი ჰქონდა მოხვეულიო. გადავუდექი წინ და ვუთხარი: ტერენტი, ნინო ვარ, მიცანიო?
მივხვდი, რომ ვერ მიცნო, მაგრამ მითხრა, თუ ნინო ხარ, წადი და ფარდულში რომ „პერაშკები“
იყიდება, ის მომიტანეო. ნინომ თხოვნა შეუსრულა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს უკვე იყო
ჩვეულებრივი ქუჩის მათხოვარი, როგორიც ბევრი ცხოვრობდა თბილისში.

ტერენტი გრანელის ცხოვრების ბოლო წლები, ფაქტობრივად, აღარ იყო ადამიანური ცხოვრება.
პოეტი 1934 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა და როგორც უპატრონო მკვდარი, ასე მიიყვანეს
მიხაილოვის საავადმყოფოს მორგში, თუმცა ერთმა პრაქტიკანტმა მასში პოეტი ტერენტი
გრანელი ამოიცნო. დაკრძალვის პროცესიას სულ რამდენიმე ადამიანი მიჰყვებოდა, მათ შორის
იყო ვალერიან გაფრინდაშვილი. პოეტი საავადმყოფოს გადაღმა, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე
დაკრძალეს, 1987 წელს კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.
მისმა დებმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეიტყვეს, რომ ტერენტი ცოცხალი აღარ იყო...

„გაზაფხულის საღამოა მშვიდი, / ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი / სული საზღვრებს გადასცდება
ფრენით / ახლაც მახსოვს მისამართი შენი. / ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე / რაღაც დიდი
სიხარული ვიგრძენ. / წინ მეშლება სხვა ოცნების მთვარე, / გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან
ხეზე გადაფრინდა ჩიტი“.

კონსპექტი საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში (მინიმალური სტანდარტი) მინიმალური


სტანდარტი ისტორიაში 1. დიაოხი და კოლხა 2. დიდი ბერძნული კოლონიზაცია და კოლხეთი 3.
ქართლის სამეფოს წარმოქმნა 4. რომის იმპერია 5. პომპეუსის ლაშქრობა ქართლში 6. ფარსმან
ქველი და რომის იმპერია 7. ქართლის გაქრისტიანება 8. ვახტანგ გორგასალი 9. არაბები (ისლამი)
10. არაბები საქართველოში: ა)დაცვის სიგელი; ბ)მურვან-ყრუს ლაშქრობა 11. ქართული სამეფო-
სამთავროების წარმოქმანა VIII-IX სს. მიჯნაზე 12. თურქ-სელჩუკები საქართველოში 13. დავით
აღმაშენებელი (დიდგორი) 14. თამარის ეპოქა: ა) ყუთლუ–არსლანის დასის გამოსვლა; ბ) ბასიანის
ბრძოლა; გ) ტრაპიზონის იმპერიის დაარსება 15. მონღოლების იმპერია 16. მონღოლები
საქართველოში 17. გიორგი V ბრწყინვალე და მისი დრო 18. საქართველოს დაშლა სამეფო-
სამთავროებად 19. შაჰ-აბას I-ის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში 2 20. აღორძინების
ეპოქა 21. რეფორმაცია ევროპაში 22. საფრანგეთის რევოლუცია 23. ვახტანგ VI 24. აშშ-ს
ჩამოყალიბება 25. ერეკლეს ეპოქა :ა) XVIII ს-ის 60-იანი წლები და გეორგიევსკის ტრაქტატი; ბ)
ქართლ-კახეთის ანექსია; გ) იმერეთის სამეფოს გაუქმება 26. ნაპოლეონის ეპოქა 27.
თერგდალეულები 28. I მსოფლიო ომი და ვერსალის კონფერენცია 29. საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.) 30. საბჭოთა კავშირის შექმნა და 1924 წლის
შეთქმულება 31. საბჭოთა კავშირის. ამერიკა და ევროპა II მსოფლიო ომამდე 32. II მსოფლიო ომი
33. ცივი ომი და მისი მიზეზები 34. ნატო და ვარშავის პაქტის ქვეყნები 35. ცივი ომის ეპოქის
ომები: კორეა, ვიეტნამი, კარიბის კრიზისი, ავღანეთი 36. უძრაობის ეპოქა საბჭოთა კავშირში 37.
ეროვნული მოძრაობები და საბჭოთა კავშირის დაშლა 38. საქართველოს დამოუკიდებლობის
აღდგენა 39. საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა 3

1. დიაოხი და კოლხა

ძვ. წ-ის II ათასწლეულში ახლო აღმოსავლეთში ახალი სახელმწიფოები წარმოიშვა. ზოგი ის


ტორიკოსი მათ „სამხედრო სახელმწიფოებსაც” უწოდებს, რადგან ისინი მუდმივად ომებს
აწარმოებდნენ. ასეთები იყვნენ- ხეთების სამეფო, მითანი, ასურეთი. სწორედ ასურულ ლურ
სმულ წარწერებში იხსენიება პირველად ქართული სახეკმწიფოებრივი გაერთიანება – დაიენი
(დიაოხი). ასურეთის ერთ–ერთი უძლიერესი მეფის ტიგლათფილესერ I-ის (1115–1077) წარწე
რაში ლაპარაკია ასურელთა გალაშქრებაზე „ნაირის ქვეყნების“ წინააღმდეგ. ასურელები „ნაი
რის“ ეძახდნენ მათი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ვრცელ მიწა–წყალს. ამ წარწერაში იხსე
ნიება დაიენის მეფე სიენი. დაიენი– დიაოხი ძვ. წ. XII-VIII საუკუნეებში არსებობდა. მისი ტერი
ტორია მოიცავდა ჭოროხის აუზსა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებს. შემდგომში დიაოხს
იხსენიებენ ურარტული წარწერები. ურარტუს მეფეების მენუას (819–786) და არგიშთი მენუას ძის
(786–764) ლურსმულ წარწერებში იხსენიება მათი ძლევამოსილი ლაშქრობები დიაოხის
წინააღმდეგ. მენუა იხსენიებს დიაოხის მეფეს უტუფურშის, ხოლო არგიშთი დიაოხის სამეფო
ქალაქ ზუას. არგიშთის შემდეგ დიაოხი აღარ იხსენიება, სამაგიეროდ ურარტულ წარწერებში
იხსენიება სამხრეთ დასავლეთ საქართველოს მეორე დიდი გაერთიანება – კოლხა (კულხა). მის
შესახებ ლაპარაკია სარდურ II- ის (764–725) წარწერებში. როგორც ჩანს დიაოხის მიწები ურარტუმ
და კოლხამ გადაინაწილეს და გამეზობლების შემდეგ მათ შორის ომები დაიწყო. ამაზე
მეტყველებენ სარდურის წარწერები, საიდანაც ჩანს, რომ მან სულ ცოტა ორჯერ ილაშ ქრა
კოლხეთში და აიღო სამეფო ქალაქი ილდამუშა. ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ
კავკასიიდან და სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან დაიწყო მომთაბარე სკვითების და კიმერიე
ლების შემოსევები. ისინი შემოიჭრნენ სამხრეთ კავკასიაში, ხოლო აქედან ახლო აღმოსავლეთ ში.
ამ შემოსევების შედეგად განადგურდა კოლხა.

2. დიდი ბერძნული კოლონიზაცია და კოლხეთი

ძვ.წ. VIII-VII სს-დან ბერძნებმა დიდი საკოლონიზაციო მოძრაობა წამოიწყეს. იმ დროს ბერძნებს
ერთიანი სახელმწიფო არ ჰქონდათ. ბალკანეთის ნახევარკუნძული, ეგეოსის ზღვის კუნძულე ბი
და ხმელთაშუა ზღვის მცირე აზიული სანაპირო (ტერიტორია, სადაც ბერძნები ცხოვრობდ ნენ)
მოფენილი იყო დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოებით -პოლისებით. ბერძნული პო ლისი
აერთიანებდა მთავარ ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც თავისუფალი მო
ქალაქეები ცხოვრობდნენ. ამ პოლისებმა ხმელათაშუა და შავი ზღვის სანაპიროზე დაიწყეს ახა
ლი ქალაქების - კოლონიების დაარსება. კოლონიების დამაარსებელ ასეთ პოლისებს - `მეტრო
პოლიები~ (დედაქალაქები) ეწოდება. რა იყო კოლონიების დაარსების მიზეზები? პოლისებში
მოსახლეობის სიჭარბე, შესაბამისად ახალი მიწების ათვისების აუცილებლობა და ეკონომიკუ რი
ფაქტორი: პოლისებს წარმოებული საკუთარი ჭარბი პროდუქცია უნდა გაესაღებინათ და
იმავდროულად შემოეტანათ ის ნედლეული, რომელიც მათ ქალაქში არ მოიპოვებოდა. როგო რი
იყო დამოკიდებულება მეტროპოლიასა და კოლონიას შორის? ზოგან მეტროპოლია კოლო ნიაზე
ძლიერ კონტროლს ახორციელებდა, ზოგან კი კოლონიები დროთა განმავლობაში სრულ
დამოუკიდებლობას აღწევდნენ და თავად ხდებოდნენ პოლისები. იქ, სადაც კოლონია ძლიერი
სახელმწიფოს ტერიტორიაზე (მაგ., ეგვიპტეში) იქმნებოდა, ეს ახალშენი პოლიტიკუ რი და
სამხედრო აქტივობით ვერ გამოირჩეოდა, ხოლო იქ, სადაც მოსახლეობა გავითარების დაბალ
საფეხურზე იმყოფებოდა, კოლონია წამყვან პოლიტიკურ ძალად იქცეოდა. რა აერთია ნებდა ამ
დაქსაქსულ ბერძნულ სამყაროს? 1. ბერძნული ენა; 2. საერთო რელიგია; 3. კულტურა ამიტომ
ჩამოყალიბდა მსოფლმხედველობა ელინი (ბერძენი) და დანარჩენი, უცხო სამყარო - ბა რბაროსი.
ბერძნული ახალშენები გაჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპირო ზე: ფაზისი 4
(ფოთი), გიენოსი (ოჩამჩირე), დიოსკურია (სოხუმი), პიტიუნტი (ბიჭვინთა); ახა ლშენი იყო ასევე
ქობულეთ-ფიჭვნარის ტერიტორიაზე. პირველი ახალშენები საქართველოში ქალაქ მილეტიდან
ჩამოსულმა ვაჭრებმა დააარსეს. ამ ქალაქების შესახებ ორი აზრი არსებობს: ზოგი თვლის, რომ
ისინი ტიპური ბერძნული ქალაქები იყო, რომლებსაც პოლიტიკური სტა ტუსი ჰქონდათ და
საკმაოდ აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას ეწეოდნენ, ანუ პოლისები იყო. მეორეთა აზრით, კი
კოლხეთში, სადაც კოლონიზაციის დროისთვის განვითარების მაღალი დონე და ადგილობრივი
ტრადიციები ძლიერი იყო, ბერძენი მოახალშენეები ვერ შეძლებდნენ დამოუკიდებელი,
ჩაკეტილი საქალაქო ცხოვრების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლე ობის
დაქვემდებარებას. ამაზე მეტყველებს ის რომ, ამ ნაქალაქარებზე ბერძნულ იმპორტულ
პროდუქციასთან ერთად ადგილობრივი კოლხური მასალა თანაარსებობს და ჭარბობს კიდეც.
კოლხეთიდან ბერძნებს გაჰქონდათ ხე-ტყე, ცვილი, ფისი, სელი და სელის ნაწარმი (გემთსაშე ნი
მასალა), თაფლი, ოქრო, რომელიც მდინარეებს ჩამოჰქონდა და მოსახლეობა ვარცლებითა და
ტყავებით აგროვებდა (აქედან მოდის კიდეც მითი ოქროს საწმისზე, არგონავტებზე). კოლ
ხეთიდან ასევე გაჰყავდათ მონებიც. საბერძნეთიდან შემოდიოდა მაღალი ხარისხის ღვინო, ზე
ითუნის ზეთი, მაღალი ხარისხის კერამიკული და მინის ნაწარმი, საიუვილერო ნაწარმი. კოლ
ხეთში აქტიურ ვაჭრობაზე მეტყველებს ადგილობრივი ვერცხლის ფული - კოლხური თეთრი,
რომელიც ძვ.წ. VI ს-დან იჭრება. 3. ქართლის სამეფოს წარმოქმნა ძვ. წ. IV ს-ის 30-იან წლებში მა
კედონიის მეფე ალექსანდრემ ომი დაიწყო აზიის უდიდესი იმპერიის აქემენიანთა ირანის და
საპყრობად. ალექსანდრეს არმიაში 40 ათასამდე მაკედონელი და ბერძენი მეომარი იყო გაერ
თიანებული. ირანელების არმიის განადგურების შემდეგ ალექსანდრემ უდიდესი იმპერია შე
ქმნა, მაგრამ ძვ. წ. 323 წელს მისი გარდაცვალებისთანავე ეს იმპერია დაიშალა. წარმოიქმნა ახა ლი
სახელმწიფოები , რომელთაც ალექსანდრეს ყოფილი სარდლები ჩაუდგნენ სათავეში. ეგვი პტეში
გამეფდა პტოლემაიოსის მემკვიდრეთა დინასტია, ირანში და მესოპოტამიაში დამკვიდ რდნენ
სელევკის (აქედან შეიქმნა სელევკიდების ირანული სახელმწიფო), მაკედონიაში – ან ტიგონეს,
მცირე აზიის ჩრ–აღ. ნაწილში - პონტოს სამეფოში – მითრიდატეს და ა. შ. მემკვიდრე ები. სწორედ
ამ დროს ძვ. წ IV საუკუნის ბოლოს და III ს–ის დასაწყისში შეიქმნა ქართლის სამე ფო. როგორც
ჩანს, მანამდე მაკედონელთა რომელიღაც რაზმმა (ალექსანდრეს პირადად არ ულაშქრია)
აღმოსავლეთ საქართველოში ილაშქრა და აიღო ქალაქები და ციხეები: მცხეთა , ურბნისი,
უფლისციხე, წუნდა, ხევთისი, კასპი და ა.შ. მათ ქართლის მმართველად დანიშნეს აზო,
რომელიც იყო არიან (ირანის) ქართლის მეფის ძე (აქემენიანთა ირანის შემადგენლობაში
შემავალი ქართლის ნაწილის მთავრის ძე). აზომ არიან ქართლიდან წამოიყვანა საკუთარი ნა
თესავები, რომლებიც აზნაურები გახადა და მცხეთაში აღმართა ორი კერპი გაცი და გა (გაიმი).
აზოს დაუპირისპირდა ფარნავაზი, რომელიც მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწული იყო.
სამარა და მისი ძმაც მაკედონელებთან ბრძოლას შეეწირნენ. დედამ სამი წლის ფარნავაზი აზოს
რისხვას ჩრდილოეთ კავკასიაში გაარიდა. დავაჟკაცებული ფარნავაზი მცხეთაში დაბრუ ნდა.
საქართველოში მან მოიმხრო ეგრისის (დას. საქართველოს) ერისთავი ქუჯი, დაიქირავა
ჩრდილოეთ კავკასიელი (ოსი,ლეკი) მეომრები და აზო გააძევა. აზო კლარჯეთში გამაგრდა. მას
ბერძენთა (პონტოს) მეფე დაეხმარა ჯარით; ფარნავაზს კი სელევკიდების მეფის ანტიოქო სის
დავალებით სომხები დაეხმარნენ. ბრძოლა მოხდა არტაანთან. აზო ბრძოლის დროს მოკ ლეს.
გამარჯვებული ფარნავაზი თავის მოკავშირეებს ქუჯის (სწორედ ქუჯის მიწერება ეგრი სის
დედაქალაქის ციხეგოჯის აგება) და ოსთა მეფეს დაუნათესავდა. მათ თავის დები მიათხო ვა
ცოლად. შემდეგ მან ქვეყანაში რეფორმები განახორციელა. ქვეყანა დაიყო 8 საერისთავოდ და
ერთ სასპასპეტოდ. ეს საერისთავოები იყო: მარგვეთის, კახეთის,ხუნანის, სამშვილდის, წუ
ნდის,ოძრხის,კლარჯეთის და ეგრისის საერისთავოები,ხოლო შიდა ქართლს მართავდა მეფის
შემდგომი მეორე პირი სპასპეტი. მან გაამაგრა ქალაქი მცხეთა. მანვე მცხეთაში აღმართა არმა ზის
კერპი, რომელსაც მთელი სამეფოს მოსახლეობა თაყვანს სცემდა. მანვე ქართული ენა მთელ
სამეფოში განავრცო და შექმნა დამწერლობა ქართული. ფარნავაზი ტახტზე ავიდა 27 წლის და 65
წელი იმეფა.

3. რომის იმპერია

ძვ.წ–ის VIII ს–ში აპენინის ნახევარკუნძულზე, მდინარე ტიბრის ნაპირას ძმებმა რომულუსმა და
რემუსმა დაარსდეს ქალაქი რომი. პირველი ლეგენდარული მეფე იყო რომულუსი, რომელ მაც
მოქალაქეები პატრიციებად (წარჩინებულებად) და პლებეებად (დაბალი სოციალური ფე ნის
წარმომადგენლები) დაყო. მანვე სენატი (თავიდან უხუცესთა საბჭო, შემდეგ რესპუბლი კის
უმაღლესი სახელმწიფო ორგანო) დააფუძნა. სენატი თავიდან 100 პატრიციას, შემდეგ 300
პატრიციას და პლებეის აერთიანებდა. რომში სულ შვიდმა მეფემ იმეფა და ამის შემდეგ სამე ფო
ძალაუფლება დაემხო. დაიწყო რესპუბლიკის პერიოდი, რომელმაც ძვ.წ-ის I ს–ის მეორე
ნახევრამდე იარსება. სახელმწიფოს მართავდა სენატი. სენატი ირჩევდა კონსულებს, რომლე ბიც
სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ და მათ ყველა ემორჩილებოდა სახალხო
ტრიბუნების გარდა (ასევე არჩევითი თანამდებობა, რომლებსაც პლებეების წრიდან ირჩევდნენ).
კონსულებს ეხებოდა საგარეო და საშინაო საქმეები – ომი და ზავი, გადასახადე ბი, სახელმწიფო
ხაზინა, სამხედრო ტრიბუნების (მხედართმთავრები) დანიშვნა, ჯარის შეკ რება და ა.შ. სენატი
განიხილავდა სასამართლო დავებს. რესპუბლიკის დამხობის შემდეგ დამ ყარდა იმპერია.
პირველი იმპერატორი იყო ოქტავიანე ავგუსტუსი (ძვ.წ. 31– ახ.წ.14 წწ). რომის იმპერია IV
საუკუნეში ორად გაიყო. დასავლეთ რომის იმპერიამ, რომლის დედაქალაქი იყო რომი, V ს-ის 70-
იან წლებამდე იარსება, როდესაც მას გერმანულმა ტომებმა, ვესტ გოთებმა ბო ლო მოუღეს.
აღმოსავლეთ რომის, იგივე ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი გახდა კონსტანტი ნოპოლი
(ახლან. ისტამბული). ამ სახელმწიფომ იარსება 1453 წლამდე, როდესაც ის თურქ-ოს მალებმა
დაიპყრეს.

4. პომპეუსის ლაშქრობა ქართლში

რომმა თანდათან გაფართოება დაიწყო. მან დაიპყრო გალია, დასავლეთ იბერია (თანამ. ესპანე
თი), ბრიტანეთი, მაკედონია, საბერძნეთი, სირია. ეგვიპტე. აღმოსავლეთში მისი ერთ-ერთი
ყველაზე საშიში მეზობელი პონტოს სამეფო იყო. ძვ. წ. I ს-ისთვის აღმოსავლეთში პონტოს სა
მეფოსთან ომები დაიწყო. ამ დროს პონტოს მეფე იყო მითრიდატე VI ევპატორი. მითრიდატეს
ემორჩილებოდა დასავლეთ საქართველო, ხოლო მისი მოკავშირეები იყვნენ სომხეთის მეფე
ტიგრან II დიდი (ძვ.წ 95–56), იბერიის (ქართლის) მეფე არტაგი და ალბანეთის მეფე. რომაელებ მა
ჯერ მითრიდატე დაამარცხეს, შემდეგ ტიგრანი დაიმორჩილეს. ძვ.წ. 65 წელს რომაელთა სა
რდალი გნეუს პომპეუსი ქართლს (იბერიას) მოადგა. როგორც რომაელი ისტორიკოსები გად
მოგვცემენ, იბერები მტკვრის ორივე სანაპიროზე ცხოვრობენ. მეფე არტაგმა მოციქულები გაუ
გზავნა პომპეუსს, რათა ის დაებრკოლებინა, თავად კი ომისთვის მზადება დაიწყო. ეს პომპეუ სმა
შეიტყო და მოულოდნელად თავს დაესხა იბერთა ციხეს. არტაგმა მოასწრო გაქცევა და მდ.
მტკვარზე გადებული ხიდის განადგურება. შემდეგ კვლავ გაუგზავნა ელჩები. ის კისრულობ და
ხიდის აღდგენას და პომპეუსის ჯარის სურსათით მოამრაგებას. ეს პირობა არტაგმა შეას რულა,
მაგრამ როგორც კი პომპეუსის ჯარი მეორე ნაპირზე გადმოვიდა, არტაგს შეეშინდა, მდ არაგვზე
გადავიდა და ეხლა იქ გადებული ხიდი დაწვა. მისი ჯარისკაცები, რომლებმაც გაქცე ვა ვერ
მოასწრეს ტყეს შეეფარნენ და მაღალი ხეებიდან რამდენიმე დღის მანძილზე ისრებით მტერს
ანადგურებდნენ. შემდეგ რომაელებმა ხეები მოჭრეს და ისინი დახოცეს.საბოლოოდ არ ტაგი და
პომპეუსი მაინც დაზავდნენ. არტაგმა მას შვილები გაუგზავნა მძევლად, ხოლო საჩუქ რებად –
ოქროს სარეცელი, მაგიდა და სამეფო ტახტი. იბერთა მეფე გამოცხადდა „რომის მეგო ბრად და
მოკავშირედ“.

5. ფარსმან ქველი და რომის იმპერია

პონტოს სამეფოს განადგურების შემდეგ რომის იმპერია ირანის ტერიტორიაზე არსებულ პარ
თიას გაუმეზობლდა. პართიამ დაუდო ზღვარი რომის იმპერიის აღმოსავლეთით წინსვლას. მა
თი შემდგომი ურთიერთობა, ხან ომით და ხან ზავით მთავრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ I-II
სს. რომის სიძლიერის ხანად ითვლება, რომის იმპერია ამ დროს ძირითადად დაპყრო ბილი
ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობდა. ქართლის სამეფოც ამ პერიოდში ნელ–ნელა
გაძლიერდა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ რომს პართიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩრდილო
კავკასიელი მეომარი ტომების შესაჩერებლად ძლიერი ქართლის სამეფო სჭირდებოდა და ხელს
არ უშლიდა მის გაძლიერებას. ქვეყანა განსაკუთრებით გაძლიერდა II ს-ის 30–50 - იან წწ-ში,
როდესაც აქ მეფობდა ფარსმან ქველი. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ადრიანე (117–138)
ადრიანე იმპერიის აღმ. პროვინციების მმართველებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას
ცდილობდა. როდესაც ის კაბადოკიაში ჩავიდა, მან აღმოსავლეთის მეფეები და მთავრები თა
ვისთან მიიწვია. ფარსმანმა, რომელსაც თავი დამოუკიდებლად ეჭირა, უარი თქვა მიწვევაზე,
მიუხედავად იმისა, რომ ადრიანემ მას ყველაზე მდიდრული საჩუქრები, მათ შორის სპილო და
50 მხედარი გაუგზავნა. ფარსმანმა მართალია ჩამოსვლა არ ისურვა, მაგრამ თვითონაც უამ რავი
საჩუქარი გამოუგზავნა ადრიანეს, მათ შორის მოოქროვილი წამოსასხამები. გაბრაზებუ ლმა
ადრიანემ ეს მოსასხამები არენაზე გამოსულ გლადიატორებს ჩააცვა. ამ დაპირისპირების
მიზეზი, როგორც ჩანს ის იყო, რომ ფარსმანმა რომის იმპერატორის ნებართვის გარეშე თავისი
სამეფო შავ ზღვამდე გააფართოვა (თანამედროვე გურია–აჭარის ტერიტორიები). თუმცა შემდ
გომმა იმპერატორმა ანტონიუს პიუსმა (138–161) ეს ტერიტორიები ფარსმანს დაუმტკიცა და
რომთან ურთიერთობა მოწესრიგდა. ფარსმანი რომშიც კი ჩავიდა თავის ოჯახთან ერთად. იმ
პერატორმა მას ნება მისცა კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება კი
მარსის მოედანზე აღმართა. ამ პერიოდში ფარსმანს პართელებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონ და
და მის საზღვრებს ჩრდილო კავკასიელებს ხშირად შეუსევდა ხოლმე. ამიტომ მათ მოისყი დეს
მისი მზარეული და მოწამლეს.

6. ქართლის გაქრისტიანება

რომის მეტოქე III ს-იდან სასანიანთა (ახალი დინასტია ირანის ტახტზე) ირანი გახდა. ისინი
ერთმანეთს რელიგიურ სფეროშიც დაუპირისპირდნენ. სასანიანებმა, ირანის სათავეში მოსვ
ლისთანავე, ძველი რელიგია ზოროასტროზმი, იგივე მაზდეანობა ანუ ცეცხლთაყვანისმცემ
ლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს. მაზდეანთა „უმაღლესი ქურუმი“ შაჰინშაჰის
შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან პირად ითვლებოდა. ირანელები დაპყრობილ ტერიტორიებ ზე
ამ რელიგიის გავრცელებას ცდილობდნენ და ცეცხლთაყვანისმცემლებისთვის ტაძრებს
აგებდნენ. იმავდროულად რომშიც დაიწყო მცდელობა, მაზდეანობის საპირისპიროდ მოეძებ ნათ
ერთიანი რელიგია მსოფლიო იმპერიისთვის. IV ს-ში რომის იმპერია ორ ნაწილად - დასავ ლეთის
და აღმოსავლეთის იმპერიებად გაიყო. მაგრამ მანამდე იმპერატორმა კონსტანტინე დი დმა (306-
337) იმპერიის დედაქალაქი ბოსფორის სრუტეზე მდებარე ქალაქ ბიზანტიონში გად მოიტანა,
რომელიც კონსტანტინეს ქალაქად - კონსტანტინოპოლად იწოდა. როდესაც IV ს-ის ბოლოს რომი
საბოლოოდ ორ ნაწილად გაიყო, აღმოსავლეთ რომის იმპერიას - უკვე ბიზანტი ის იმპერიად
იხსენიებენ, ხოლო მისი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი გახდა. 325 წ. იმპერა ტორმა
კონსტანტინემ ნიკეის I საეკლესიო კრებაზე რომის ოფიციალურ რელიგიად ქრისტია ნობა
გამოაცხადა. რომის კვალდაკვალ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ქართლშიც გა
მოცხადდა ( ზოგი ცნობით 326, ზოგით კი 337 წელს ). ამ დროს ქართლის მეფე იყო მირიანი.
ქრისტიანობა საქართველოში ჯერ კიდევ I ს-ში მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა,
სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს (დას. საქართველოში). მაგრამ სახელმწიფო რელიგი ად
მხოლოდ IV-ს-ის დასაწყისში გამოცხადდა. ამ დროს ქართლში კაბადოკიიდან ჩამოვიდა წმინდა
ნინო. ნინო ქართლში თავდაპირველად ქ. ურბნისში მოვიდა, სადაც ერთი თვე დაყო. ერთ დღეს
მან ნახა, რომ მთელი ქალაქი მცხეთაში წავიდა სავაჭროდ და სალოცავად, არმაზი სთვის
მსხვერპლის შესაწირად. ნინო თან გაყვა. მეორე დღეს მთელი ხალხი წავიდა არმაზის ციხისკენ.
აქ გაემართნენ მირიან მეფეც და ნანა დედოფალიც. ნინო დაწინაურდა და მათ არმა ზის ციხეში
მიასწრო. მან აქ იხილა არმაზის კერპი, სპილენძის კაცი, ხმლით ხელში და ზურ მუხტის
თვალებით. მის მარჯვნივ ოქროს კერპის გაცი, ხოლო მარცხნივ ვერცხლის - გაიმი იდ გა. ნინო
შეწუხდა, რომ ხალხი თაყვანს სცემდა თავის გაკეთებულ უსულო კერპებს. ნინომ ილოცა და
ქრისტეს სთხოვა კერპების დალეწვა. ლოცვის დასრულებისთანავე მოიღრუბლა, ამოვარდა
საშინელი ქარიშხალი, მოვიდა სეტყვა. ხალხი გაიქცა. მეორე დღეს კერპების ნაკვა ლევი აღარ
იყო. ნინო მეფის მებაღესთან დასახლდა დიდ ბაღში, სადაც ახლა სვეტიცხოველი დგას. აქ ის 9
თვე ცხოვრობდა. მებაღე და მისი ცოლი გააქრისტიანა. შემდეგ ის ქალაქგარეთ, მაყვლის ბუჩქთან
დასახლდა (ეს ბუჩქი ახლანდელი „სამთავსის’’ საკურთხევლის ადგილას იდგა). მან ვაზის
ნასხლავისგან ჯვარი გააკეთა, დადგა მაყვლის ქვეშ და იქ ლოცულობდა. ასე გაატარა 6 წელი. ის
ქრისტიანობას ფარულად ქადაგებდა და ხალხს კურნავდა. მან დედოფა ლი ნანა მძიმე სენისგან
განკურნა და შემდეგ გააქრისტიანა. უფრო გვიან კი მირიანიც დაარწ მუნა და მასაც მიაღებინა
ქრისტიანობა. ლეგენდის თანახმად მირიანი თხოთის მთებთან (ქ. გორთან) ნადირობდა. უცებ
მას დაუბნელდა და დარჩა მარტო. გზა ვეღარ გაიკვლია. მან პირ ველად დახმარება ძველ
ღმერთებს შესთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ნინოს ღმერთს შეე ვედრა და სიბნელე მაშინვე
გადაიყარა. უკან მობრუნებულმა მირიანმა ნინო დაიბარა და ქრი სტიანი გახდა. მან რომის
იმპერატორს მღვდლების გამოგზავნა თხოვა. სანამ ისინი მოვიდოდ ნენ, ნინოს რჩევით თავის
ბაღში ხის ეკლესია ააგო. ამის შემდეგ მღვდლებიც ჩამოვიდნენ და ქრისტიანობა მთელ ქვეყანაში
გაავრცელეს. ნინომ და იოანე ეპისკოპოსმა ქრისტიანობა მთა შიც გაავრცელეს. აქ მათ ძველი
კერპები დაანგრიეს. მთიელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგ რამ მეფის ერისთავმა ძალა
გამოიყენა. შემდეგ ნინომ ქრისტიანობა კახეთ-კუხეთშიც გაავრცე ლა. კუხეთში ნინო
დასნეულდა და გარდაიცვალა. ის დაკრძალეს ბოდბის მონასტერში (ქ. სიღ ნაღთან).
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ახალი ქართული დამწერლობა შეიქმნა.
მანამდე გამოიყენებოდა არამეული და ბერძნული დამწერლობები. ქართული დამწე რლობის
უძველესი ნიმუშები შემორჩენილია პალესტინაში (V ს-ის 30-იანი წლები), ბოლნისის სიონის
კედლებზე (V -ის ბოლო), ასევე VI – VII სს. - მცხეთის წარწერები ( ჯვარზე).

7. ვახტანგ გორგასალი

ვახტანგ გორგასალი V საუკუნის შუა ხანებში გამეფდა. მისი მოღვაწეობის შესახებ ინფორმა ციას
გვაწვდის „ქართლის ცხოვრების’’ ერთ - ერთი ისტორიული თხზულება - ჯუანშერის „ცხოვრება
ვახტანგ გორგასლისა’’. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგის გამეფების დროისათვის ქართლში
სპარსელები ბატონობდნენ და თავიანთ რელიგიას ცეცხლთაყვანმცემლობას, იგივე
მაზდეანობას, ზოროასტრიზმს ავრცელებდნენ. მათი მოგვთა უფროსი ბინქარანი ცეცხლთაყ
ვანისმცემლურ ტაძრებს აგებდა. როდესაც 10 წლის იყო ვახტანგი, ჩრდილოეთ კავკასიიდან
ოსებმა ილაშქრეს ქართლში. იმავე დროს ბიზანტიელებმა ეგრისი დაიპყრეს თავის დედაქალა
ქით -ციხეგოჯით . ცოტა რომ წამოიზარდა, ვახტანგი იძულებული იყო ქართლის ჯარით ირა ნში
წასულიყო მათ მხარეზე საომრად. უკან მობრუნებულმა ვახტანგმა მოიწვია სამეფო საბჭო -
დარბაზი. დარბაზს ესწრებოდნენ ჯუანშერ სპასპეტი , ორი ეპისკოპოსი და ერისთავები. ვახ
ტანგმა სამეფო კარს ამცნო თავის გადაწყვეტილება ოსებზე ლაშქრობის შესახებ. დარბაზმა ეს
ლაშქრობა გადაწყვიტა. ვახტანგმა მოციქული გაუგზავნა დედის ძმას, რანის (ჰერეთის) ერის
თავს ვარაზ ბაკურს და დახმარება სთხოვა. ის დათანხმდა, რადგან თავადაც შეწუხებული იყო
ოსების ლაშქრობებით. გაერთიანებულმა ლაშქარმა დარიალის კარით ილაშქრა ოსეთში და
გაიმარჯვა. დარიალის კარზე ვახტანგმა გოდოლი ააშენა და იქ მთიულები მცველებად დააყე ნა.
ისინი ქართლს ჩრდილო კავკასიელებისგან იცავდნენ. ამის შემდეგ მან დასავლეთ საქართ
ველოში ილაშქრა. ქართლში დაბრუნებულმა ვახტანგმა ცოლად შეირთო სპარსთა მეფის ასუ ლი
ბალენდუხტი . შემდეგ ირანელებთან ერთად ბიზანტიელებთა წინააღმდეგ ილაშქრა, რის
შედეგად ბიზანტიის იმპერატორმა მას დაუბრუნა ქართლის სასაზღვრო მიწები, თუხარისის
ციხე, კლარჯეთი, აჭარა და სამცხე-ჯავახეთის ნაწილი. ირანელებისგან შეწუხებულმა ვახტანგ მა
ვახტანგმა ბიზანტიას მოკავშირეობა შესტავაზა. მან ქართული ეკლესიის რეორგანიზაცია და
კათალიკოსობის დაწესება გადაწყვიტა. მანამდე ქართლში უმაღლესი სასულიერო პირი
მთავარეპისკოპოსი მიქაელი იყო, რომელიც იერარქიულად კათალიკოსზე დაბლა იდგა. ვახ
ტანგმა მოციქულები გაგზავნა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და ითხოვა კათალიკოსად
პეტრე და ეპისკოპოსად სამოელი. ეს პირები წარგზავნეს ანტიოქიის პატრიარქთან. ანტიოქი ის
პატრიარქმა აკურთხა პეტრე კათალიკოსი და 12 ეპისკოპოსი. მცხეთაში ვახტანგმა ააგო მო
ციქულთა ეკლესია სვეტიცხოველი (აქ ადრე მირიანის მიერ აშენებული პატარა ეკლესია იყო) და
პეტრე იქ დაჯდა კათალიკოსად, ხოლო სამოელი - ეპისკოპოსად. დანარჩენი საეპისკოპო სოები
იყო: ახიზის (კლარჯეთში), ერუშეთის (არტაანში), წუნდის (ჯავახეთში), მანგლისის, ბო ლნისის,
რუსთავის , ნინოწმინდის, უჯარმის, ჭერემის, ჩელეთის, ხორნაბუჯის და აგარაკის (ხუნანში).
შემდეგ ნიქოზშიც ააგო ეკლესია, სადაც დაკრძალული იყო სპარსელთაგან წამებუ ლი წმინდა
რაჟდენი და იქაც ეპისკოპოსი დასვა. მალე ვახტანგმა ირანის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო.
პირველ რიგში 482 წ, მან მოკლა ირანელთა მოკავშირე, ქვემო ქართლის პიტიახში ვა რსქენი.
მარტო ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლა საშიში იყო. ამიტომ ვახტანგი დაუკავშირდა სომხეთის
წარჩინებულებს. ვახტანგი მათ დაპირდა, რომ ჩრდილო კავკასიელ ჰუნებს დაიქი რავებდა და
მათი დახმარებით სპარსელებს დაამარცხებდნენ. სამწუხაროდ , ჩრდილო კავკა სიიდან
ქართველებს და სომხებს მხოლოდ მცირერიცხოვანი რაზმი შეუერთდა. ამ დროს არც ბიზანტიას
ეცალა მათ დასახმარებლად. 484 წ. სამხრეთ კავკასიაში ირანელთა დიდი ლაშქარი მოვიდა
ჰაზარავუხტის სარდლობით. მას ნაბრძანები ჰქონდა ვახტანგის ან შეპყრობა, ან მოკვ ლა, ან
კიდევ ქვეყნიდან გაძევება. ჰაზარავუხტმა შეკრიბა ქართველი დიდებულები და დიდი წყალობა
აღუთქვა, თუ მას მიემხრობოდნენ. ვახტანგი იძულებული გახდა ეგრისში გახიზნუ ლიყო.
თუმცა ამ დროს ირანის შაჰი პეროზი შუა აზიაში, ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუ პა და
ირანელთა სარდალი სასწრაფოდ უკან გაბრუნდა. ამის შემდეგ ირანელები სამხრეთ კა ვკასიის
ქვეყნების მიმართ დიდ დათმობებზე წავიდნენ: ქრისტიანობის დევნა შეწყვიტეს, სო მეხთა
მხრიდან აჯანყების მეთაური ვაჰან მამიკონიანი სომხეთის მარზპანად (მმართველად) დანიშნეს,
ალბანეთში გაუქმებული მეფობა აღადგინეს, ალბანეთის მეფემ ადრე უარყოფილი ქრისტიანობა
დაიბრუნა. რაში გამოიხატა ქართლის მიმართ დათმობა, ჩვენთვის უცნობია. ამის შემდეგ
ვახტანგი კვლავ აგრძელებდა ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლას . ქართლში ირანე ლთა ახალი
ლაშქარი მოვიდა. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა კახეთში, მდინარე იორის პირას. ამ ბრძოლაში
ვახტანგი მოწამლული ისრით ერთმა სპარსელმა დაჭრა. სწორედ ამ ჭრილობის გან გარდაიცვალა
502 წელს. ის დაკრძალეს სვეტიცხოველში. ვახტანგის სახელს უკავშირდება ქ. თბილისის
დაარსება. მისი ანდერძის თანახმად აქ დედაქალაქი მისმა ვაჟმა დაჩიმ გადმოი ტანა.

8. არაბები (ისლამი)

არაბები სამხრეთ-დასავლეთ აზიაში არაბეთის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდნენ. აქ მცხოვ რები


ტომები სოციალ-ეკონომიკური ყოფით და განვითარების დონით განსხვავდებოდნენ
ერთმანეთისგან. ჩრდილოეთით მოსახლე არაბები,რომლებსაც ბედუინებს უწოდებდნენ, მო
მთაბარეობასა და ნადირობას მისდევდნენ. სამხრეთის ტომები მათ ქვეყნებზე გამავალი სავაჭ
რო-საქარავნო გზების ხარჯზე ცხოვრობდნენ. ძირითადი გზა, ე. წ “გუნდრუკის გზა”, ხმელთა
შუა ზღვის ქვეყნებს ინდოეთთან აკავშირებდა. არაბთა ტომების გაერთიანება შეძლო მუჰამედ მა.
ის ღარიბი მექელი ვაჭრის შვილი იყო. იზრდებოდა გაჭირვებაში. ადრე დაობლდა. ამ პერი ოდში
გაეცნო სხვადასხვა ხალხებს და რელიგიებს, მათ შორის ქრისტიანობას და იუდევლო ბას. 24
წლის ასაკში დაქორწინდა მდიდარ ქვრივზე ხადიჯაზე და ვაჭარი გახდა. 40 წლის მუ ჰამედს
ხილვები დაეწყო. ის ამბობდა, რომ ალაჰის (ღმერთის) მიერ მოვლენილი მოციქული იყო იესოს
შემდგომ. მექის მცხოვრებლების ნაწილი მასთან სახლში მიდიოდა და ქადაგებებს ისმენდნენ. (ეს
ქადაგებები შემდგომ ჩაიწერა „ყურანში“ ). ისინი იყვნენ პირველი მუსლიმები, ანუ „ღმერთს
მინდობილები“(მაჰმადიანი კი მუჰამედის მიმდევარს ნიშნავს). მექის წარჩინე ბულებმა არ
მიიღეს მუჰამედი და მისი მიმდევრების დევნა დაიწყეს. სწორედ ამ დროს ტომე ბის
ურთიერთბრძოლით შეწუხებულმა მეზობელი ქ. იასრიბის მცხოვრებლებმა გაიგეს,რომ
გამოჩნდა ახალი მოციქული, რომელიც ძმათა შორის მშვიდობას ქადაგებდა. მათ მოიწვიეს მუ
ჰამედი. 622 წ. მუჰამედი თავის მიმდევრებთან ერთად გადასახლდა იასრიბში (სხვა სახელი მე
დინა). ეს თარიღი, გადასახლება - „ჰიჯრა“ ითვლება მუსლიმური წელთაღიცხვის დასაწყისად
შეიქმნა პირველი მუსლიმური თემი,რომლეშიც ყველა თანასწორი იყო. მალე მექელებმა ჯარი
გამოგზავნეს იასრიბელების წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა ბადრასთან.ბრძოლის წინ მუჰამედი
ყველა ბრძოლის ველზე დაცემულ მუსლიმს სამოთხეს დაპირდა. რწმენამ მათ წარმატება მოუ
ტანა. ამის შემდეგ სულ უფრო მეტი ადამიანი იღებდა ისლამს. 630 წელს მათ მექა აიღეს. მუჰა
მედი არაბთა მთავარ სალოცავ ტაძარში-ქააბაში შევიდა და ძველი კერპების ჩამოყრა ბრძანა.
ისლამი არაბთა მთავარი რელიგია გახდა. მუსლიმი ლოცვის დროს ქააბის მხარეს უნდა მთხვე
ოდა მიწას. რამადანის თვეში უნდა ემარხულა. აიკრძალა ღვინის სმა და აზარტული თამაშე ბი.
სამაგიეროდ დაუშვა მრავალცოლიანობა. თავად მას 9 ცოლი ჰყავდა, რომელთაგან უსაყვა რლესი
აიშა იყო. 632 წელს ის მექაში გარდაიცვალა. დაკრძალეს მედინაში. მისი სიკვდილის შემდეგ
„მოციქულის მოადგილედ“ ანუ ხალიფად აბუ ბაქრი აირჩიეს.ხალიფას დედამიწაზე ალაჰის-
ღმერთის ნება უნდა განეხორციელებინა. არაბთა სახელმწიფოს სახალიფო ეწოდა. ის ლამი
არაბების დროშა გახდა, მათ მიერ წარმოებულ დაპყრობებს - „წმინდა ომი ურწმუნოთა
წინააღმდეგ“- „ჯიჰადი“. ისლამის ძირითადი მცნებებია, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ღმერ თი
- ალაჰი,რომ აუცილებელია ღარიბ-ღატაკების,ობლების დახმარება,მიტევება და სიკეთე.
9. არაბები საქართველოში

ა. დაცვის სიგელი 654 წელს საქართველოში არაბები პირველად გამოჩნდნენ. ქართლის ერის
მთავარმა არაბებს თავისი ელჩი შეაგება საჩუქრებით და მათგან ზავი და მშვიდობა ითხოვა.
არაბთა სარდალმა ჰაბიბ-იბნ-მასლამამ მორთმეული საჩუქრები მომავალი ხარკის ანგარიშში
ჩათვალა და ქართლის მოსახლეობას „დაცვის სიგელი“ გადასცა. სიგელში განსაზღვრული იყო
მხარეთა უფლებები და ვალდებულებები : 1. ქართველები იხდიდნენ „ჯიზიას“ - კომლზე ერთ
დინარს. ამასთან მათ ეკრძალებოდათ კომლების გაერთიანება ჯიზიის შესამცირებლად; ამავე
დროს,არაბებსაც არ შეეძლოთ კომლების დანაწილება ჯიზიის გასადიდებლად. 2. ქართ ველები
ვალდებულები იყვნენ რჩევით და საქმით დახმარებოდნენ არაბებს; მათ უნდა შეეფა რებინათ და
დახმარებოდნენ ჩამორჩენილ მუსლიმებს, უნდა მიეყვანათ არაბთა უახლოეს რა ზმამდე; 3.
ისლამის მიმღები ქართველი არაბთა თანამოძმე ხდებოდა, მუსლიმის უფლებე ბით
ისარგებლებდა და არ გადაიხდიდა გადასახადებს; 4. არაბები ვალდებულებას კისრულ ობდნენ
დაეცვათ ქართველები მტრისგან; მაგრამ, თუ არაბთა მოუცლელობის გამო ისინი მათ ვერ
დაეხმარებოდნენ და ქართველები მტერს დამორჩილდებოდნენ, ეს მათ დანაშაულად არ
ჩაეთვლებოდათ. ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, არაბები უშიშროების, ქონების და
სარწმუნოების ხელშეუხებლობის გარანტიას იძლეოდნენ; თუ არა და ალაჰის სახელით ომს
გამოუცხადებდნენ.

ბ. მურვან-ყრუს ლაშქრობა ქართველები დამპყრობლებს თავიდან უბრძოლველად დამორჩი


ლდნენ,მაგრამ შემდეგ სულ ცდილობდნენ ეს უღელი თავიდან მოეშორებინათ: აწყობდნენ
აჯანყებებს, ეხმარებოდნენ არაბთა მოწინააღმდეგე ბიზანტიას და ხაზარებს. 735-737 წწ-ში სა
ქართველოში ილაშქრა არაბთა სარდალმა მერვან იბნ-მუჰამედმა, რომელსაც ქართველებმა სი
სასტიკის და იმის გამოც, რომ არავის რჩევას ყურს არ უგდებდა ყრუ შეარქვეს. მურვან-ყრუს 120
000 - იანი ჯარი ჰყავდა. მან მთელი კავკასია დაიმორჩილა, ქართლის ქალაქები და ციხე-
სიმაგრეები დაანგრია, შემდეგ ეგრისში გადავიდა და მისი დედაქალაქი ციხეგოჯი-არქეოპო
ლისიც დაანგრია. ქართლის ერისმთავარმა აფხაზეთის მთავართან ერთად ანაკოფიის ციხეს
შეაფარა თავი. ეს ციხე მურვან-ყრუმ ვერ აიღო, თავი დაანება და სამხრეთ საქართველოში გა
დავიდა. მან ქართლის სათავეში თავისი მოხელე ამირა დააყენა. ის იყო სარდალიც, ქვეყნის
მმართველიც და უზენაესი მსაჯულიც. ამირას მუდმივი სამყოფელი ქალაქი თბილისი იყო.
ერისმთავრობა არ გააუქმეს. ქართლის ერისმთავარი ამირაზე დაქვემდებარებულ მოხელედ
გადაიქცა. მურვან-ყრუს ლაშქრობის დროს არაბებმა აწამეს არგვეთის მთავრები დავით და
კონსტანტინე მხეიძეები, რომლებიც მურვან-ყრუმ ტყვედ ჩააგდო.

10. ქართული სამეფო-სამთავროების წარმოქმანა VIII-IX სს. მიჯნაზე

VIII ს ბოლოსკენ არაბთა სახალიფო დაშალა. ამ დროს საქართველოში წარმოიქმნა 5 სამეფო-


სამთავრო: ტაო-კლარჯეთი, კახეთი, აფხაზეთი, ჰერეთი და თბილისის საამირო. სამხრეთ-დას.
საქართველოში დამოუკიდებელი ტაო-კლარჯეთის სამთავროს საფუძველი ჩაუყარა აშოტ
ბაგრატიონმა, რომელიც VIIIს-ის II ნახევარში ქართლის ერისმთავარი იყო. აშოტი, რო გორც ჩანს,
არაბებს დაუპირისპირდა და იძულებული გახდა ქართლი დაეტოვებინა. ის ჩავი და შავშეთში
და კლარჯეთში. კლარჯეთის ტყეებში, ერთ-ერთ კლდეზე ააგო ქ. არტანუჯი. აქ მან დააარსა ტაო-
კლარჯეთის სამთავრო. მას მხარი დაუჭირა ბიზანტიის იმპერატორმა და მას კურაპალატობა
მისცა. აშოტი განაგრძობდა არაბებთან ბრძოლას. ნიგალის ხევში ერთ-ერთი ბრძოლისას
დამარცხებულმა აშოტმა თავი ეკლესიას შეაფარა, მაგრამ ის საკურთხეველში მოკ ლეს. იგი
არტანუჯში დაკრძალეს. მისმა მემკვიდრეებმა მიიღეს „ქართველთა მეფის ტიტუ ლი“. აშოტის
დროს ტაო-კლარჯეთში დიდი საეკლესიო სამონასტრო მშენებლობა წამოიწყო ბერმა გრიგოლ
ხანძთელმა. დაწყებული აღმშენებლობა შემდგომშიც გაგრძელდა. ამ პერიოდ ში აიგო: ხანძთა,
ოპიზა (კლარჯეთში), საფარა (სამცხე), კუმურდო, წყაროსთავი (ჯავახეთი), ტბეთი, იშხანი,
ხახული, ოშკი, პარხალი, ოთხთა (ტაოში) და სხვა. VIII ს-ის ბოლოს დას. საქარ თველოს
ტერიტორიაზე აფხაზეთის სამეფო ჩამოყალიბდა. ის შავი ზღვის სანაპიროდან ლი ხის ქედამდე
ვრცელდებოდა, ჩრდილოეთით ნიკოფსიამდე, ხოლო სამხრეთით ჭოროხის ხე ობამდე.
აფხაზეთის მთავარი, ისევე როგორც ეგრისის მმართველი ბიზანტიის ხელქვეითი იყო, მაგრამ VIII
ს-ის ბოლოს ბიზანტია დასუსტდა და აფხაზთა მთავარმა ლეონმა მეფის ტიტუ ლი მიიღო,
დასავლეთ საქართველო გაართიანა და დედაქალაქი ქუთაისი გახადა. VIII ს-ის ბო ლოს ქართლის
ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშიც შეიქმნა დამოუკიდბელი სამთავრო. 70-იან წწ-ში აღმოსავლეთ
საქართველოში მთიანეთის მცხოვრები წანარები არაბებს აუჯანყდნენ და მათი მოთავეობით
მოხდა კახეთის სამთავროს ჩამოყალიბება. ამ სამთავროს ცენტრი ჯერ თია ნეთი, შემდეგ კი
თელავი გახდა. კახეთის მთავრები ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდნენ. ეს თანამდებობა
თავიდან არჩევითი იყო, შემდეგ კი მემკვიდრეობითი გახდა. VIII ს-ის ბოლოს ქართლის
უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა ჰერეთის სამთავრო. ჰერები ქართ ლის და
ალბანეთის სამეფოებს შორის მცხოვრები ერთ-ერთი ქართული ტომი იყო. შემდეგ ჰე რეთი
ქართლის ერთ-ერთი საერისთაო გახდა. ჰერეთის სამეფო სამხრეთ დასავლეთით მდ. მტკვრამდე
ვრცელდებოდა, ჩრდილო-აღმოსავლეთით კავკასიონამდე. უკიდურესი სამხრეთი წერტილი
იორ-ალაზნის შესართავი იყო. IX ს-ის I ნახევარში ჰერეთის მეფეებმა ალბანეთის ნა წილი
შეიერთეს და „რანთა მეფის“ ტიტული მიიღეს. მურვან-ყრუს ლაშქრობის შემდეგ თბი ლისის
ამირას თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველო ემორჩილებოდა. VIII ს-ის ბოლო დან,
როდესაც საქართველოს ცალკეული მხარეები განთავისუფლდნენ, მისი სამფლობელო შე
მცირდა და შიდა ქართლის ნაწილს და ქვემო ქართლს მოიცავდა. არაბთა სახალიფოს დასუს
ტების შემდეგ, თბილისის ამირა დამოკიდებულების გზას დაადგა და ხალიფას ხარკს აღარ
უგზავნიდა. 853 წელს თბილისის ამირა საჰაკის დასასჯელად ხალიფამ არაბი სარდალი ბუღა
თურქი გამოგზავნა. მართალია ბუღამ თბილისი აიღო და საჰაკი მოკლა, მაგრამ IXს-ის 80- იანი
წლებიდან ამირა ჯაფარის დროს თბილისის საამირო დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალი
ბდა.

11.თურქ-სელჩუკები საქართველოში

XI ს- ში ახლო აღმოსავლეთში ახალი ხალხი გამოჩნდა. ესენი თურქ-სელჩუკები იყვნენ. სელ


ჩუკთა სახელწოდება მათ თავისი მეთაურის, სელჩუკის სახელიდან მიიღეს. ეს ტომები ჯერ
ცენტრალური აზიის სტეპების და შემდეგ კი შუა აზიის საძოვრების კრიზისმა მოიყვანა. სულ
თან თოღრულ-ბეგის (1038-1063) დროს მათ დაიპყრეს ირანი, ერაყი, ქურთისტანი და ამიერკავ
კასიაში შემოიჭრნენ. 1055 წ. თოღრულ-ბეგმა დაიპყრო არაბთა სახალიფოს დედაქალაქი ბაღ
დადი და ხალიფამ სულთნად დალოცა. თურქ-სელჩუკთა ლაშქრობები მომდევნო 2 სულთნის
ალფ- არსლანის (1063-1072) და მისი ვაჟის მალიქ-შაჰის (1072-1092) დროსაც გაგრძელდა. ალფ-
არსლანმა საქართველოში ორჯერ ილაშქრა 1064 და 1067 წწ-ში. ამ დროს საქართველოს მეფე
ბაგრატ IV იყო, რომელმაც დამარცხების მიუხედავად ხარკი არ იკისრა. ბაგრატ IV -ის შემდეგ,
ტახტზე მისი ვაჟი გიორგი II ავიდა. 1074 წელს ფარცხისთან განძის ათაბაგი დაამარცხა. თუმცა ის
სუსტი მმართველი გამოდგა. XIს-ის 80-იან წწ-ში (1080 წ) საქართველოში დაიწყო ე. წ „დი დი
თურქობა“. თურქული ტომები ყოველ წელს, გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე თა
რეშობდნენ და მოსახლეობას სარჩოს ართმევდნენ. განსაკუთრებით დამძიმდა სიტუაცია მას
შემდეგ, რაც მათ აქ დასახლება დაიწყეს. მომთაბარე თურქები სამეურნეოდ ვარგის მიწებს სა
ძოვრებად იყენებდნენ, რაც ადგილობრივი მიწათმოქმედი მოსახლეობის გაღატაკებას იწვევ და.
ისინი იძულებულები იყვნენ სხვაგან ეძებნათ თავშესაფარი. საქართველოს სამხრეთი ქარ
თველებისგან დაიცალა. თურქების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი იყო და 1083 წ. გიორგი II
ეახლა მალიქ-შაჰს. მან ხარკის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა.

12. დავით აღმაშენებელი (დიდგორი)

გიორგი II 1089 წ. გადადგა თავის შვილის დავითის სასარგებლოდ. დავით IV აღმაშენებელი მე


ფობდა 1089–1125 წწ. მან პირველ რიგში შექმნა პატარა მუდმივი არმია, რომლითაც მომთაბა რე
თურქებს ებრძოდა. მან მეფობის დასაწყისშივე დასაჯა ურჩი ფეოდალები - 1097 წ. კლდეკა რის
საერისთავო გააუქმა და ლიპარიტ ბაღუაში ბიზანტიაში გადაასახლა. იმავე წელს თურ ქებს
ხარკი შეუწყვიტა. 1103–1104 წწ. (ზოგგან 1105 წ) მოიწვია რუის-ურბნისის საეკლესიო კრე ბა. ამ
კრებაზე ეკლესიიდან გააძევეს უღირსი და მეფის მოწინააღმდეგე პირები. აქვე გაერთიან და
ჭყონდიდელის (სასულიერო) და მწიგნობართუხუცესის (საერო) თანამდებობები.დავითმა შექმნა
სავაზირო. ყველა უწყებას უხუცესი ანუ მინისტრი ხელმძღვანელობდა. მათზე ზემოთ იდგა
მწიგნობართუხუცესი–ჭყონდიდელი ანუ ფაქტიურად პრემიერ–მინისტრი, რომელიც მხოლოდ
მეფეს ემორჩილებოდა. პირველი მწიგნობართუხუცეს -ჭყონდიდელი იყო მეფის აღ მზრდელი
გიორგი ჭყონდიდელი. სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები იყვნენ: მეჭურჭლე თუხუცესი–
ფინანსების, მანდატურთუხუცესი–შინაგან საქმეთა (აქვე შედიოდა „მსტოვართა ინსტიტუტი“–
შიდა და საგარეო დაზვერვა), ამირსპასალარი–სამხედრო საქმის. უზენაეს სასა მართლოს–„სააჯო
კარს“ მწიგნობართუხუცესი–ჭყონდიდელი ხელმძღვანელობდა და ნების მიერს შეეძლო მისთვის
მიემართა და სამართალი ეპოვა. სამხედრო რეფორმა- ჯარი სამ ნაწილ ად გაიყო: „მონასპა“–მეფის
პირადი გვარდია; მეციხოვნეები–ციხეებს და ქალაქებს იცავდნენ და მოლაშქრეები (ძირითადი
ჯარი). 1118 წ. დავითმა ჩამოასახლა 40 000 ოჯახი ყივჩაღი, რომე ლთაც მუდმივ ჯარში ოჯახიდან
ერთი მოლაშქრის გამოყვანა ევალებოდათ. დროთა განმავლ ობაში დავითმა მთელი
საქართველო გააერთიანა. 1103-1104 წწ-ში კახეთი შემოიერთა. შემდეგ თბილისის საამიროს
ტერიტორიებიც დაიკავა და თბილისს ხარკი დააკისრა. 1121 წ. თბილი სის, დმანისის და განჯის
ვაჭრებმა დახმარებისთვის მიმართეს არაბთა ხალიფას, რათა დაეცვა ქართველი მეფისაგან.
გაერთიანებულ მუსლიმთა ჯარს ნეჯმ ედ დინ ილღაზი (მაიფარაკინის მმართველი,
ჯვაროსნებთან ომის გმირი) მეთაურობდა. 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე მოხდა
ბრძოლა. ბრძოლის წინ ქართველთა მეფემ უკან დასახევი გზა ხეობაში ჩაიკეტა. ბრძოლის
დაწყების წინ 200 მეომარი გაემართა მტრისკენ. მტერს ეგონა ზავის სათხოვნელად ან
დასანებებლად მოდიანო და თავის განლაგებაში შეუშვეს. მათ კი ხმლები იშიშვლეს და არე
ულობა შეიტანეს მტრის ჯარში. შემდეგ დავითმა და მისმა ვაჟმა დემეტრემ მტერს 2 მხრიდან
დაარტყეს და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. 1122 წ. დავითმა თბილისი აიღო. დავით IV
აღმაშენებელი 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა.

13. თამარის ეპოქა

ა. ყუთლუ–არსლანის დასის გამოსვლა თამარ–მეფე 1178 წელს მამამისმა გიორგი III–მ თანამო
საყდრედ გამოაცხადა, თუმცა ერთპიროვნულად მმართველობა მამამისის გარდაცვალების შე
მდეგ 1184 წლიდან დაიწყო. თამარმა იმეფა სხვადასხვა ცნობით 1207, 1210 ან 1213 წლამდე.
თამარის ტახტზე ასვლისთანავე დიდგვაროვნებმა თავი წამოყვეს და მეფისგან დათმობები მო
ითხოვეს. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეჭურჭლეთუხუცესის ყუთლუ–არსლანის დასის გა
მოსვლა. ამ დასის წევრებმა მოითხოვეს ისანში, მეფის სასახლიდან მოშორებით დაედგათ კა
რავი, სადაც დიდებულები შეიკრიბებოდნენ და სამეფოს უმნიშვნელოვანეს საკითხებს გადაწ
ყვეტდნენ. შემდეგ მეფეს ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ აცნობებდნენ და მას ის უნდა შეესრუ
ლებინა. ფაქტიურად მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ძალაუფლება რჩებოდა. თამარმა ყუთ
ლუ– არსლანი დააპატიმრა, თუმცა მისმა დასელებმა გააგრძელეს გამოსვლა. თამარმა მათთან
გაგზავნა 2 საპატიო ქალბატონი–ქართლის ერისთავთ-ერისთავის რატის დედა ხვაშაქ ცოქალი და
სამძივრების დედა კრავაი ჯაყელი. მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა. ორივე მხარე
დათმობაზე წავიდა. „კარვის“ დაარსების იდეა შეთქმულებმა უარყვეს; სამაგიეროდ თამარმა
ყუთლუ–არსლანი გაათავისუფლა, თუმცა თანამდებობაზე აღარ დატოვა. ამავე დროს ამიერი
დან დიდმნიშვნელოვან საკითხებს თამარი დარბაზის წევრთა თანადგომით, მათთან მოთათ
ბირებით და საერთო გადაწყვეტილებით წყვეტდა.

ბ. ბასიანის ბრძოლა საქართველოს სამხრეთ–დასავლეთით თამარის დროს ბიზანტიის ნაცვ ლად


დიდი ხანია უკვე თურქ–სელჩუკთა სასულთნოები ყავდა გამეზობლებული. ყველაზე ძლიერი
იყო მცირე აზიის სელჩუკთა რუმის სასულთანო, რომელიც განსაკუთრებით გაძლი ერდა რუქნ
ად–დინ სულეიმან შაჰის დროს (1196–1204). რუქნადდინმა საქართველოში ლაშქ რობა
გადაწყვიტა და 1202 წ. ჯერ არზრუმს გადავიდა, ხოლო შემდეგ უზარმაზარი ლაშქრით ბასიანის
ველზე დაბანაკდა. აქედან თამარს ელჩები გაუგზავნა წერილით, სადაც მორჩილებას ითხოვდა.
იქვე ეწერა, რომ თუ თამარი ქრისტიანობას უარყოფდა, მას ცოლად შეირთავდა, ხო ლო თუ არა,
ხარჭად დაისვამდა. ასეთი შეურაცხყოფისთვის ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრ ძელმა ელჩს
ისეთი გაარტყა, რომ კარგა ხანს ასულიერებდნენ. ქართველების ლაშქარი ბასიანი სკენ დაიძრა.
თამარმა ვარძიამდე მიაცილა ჯარი. ბასიანთან დაბანაკებულ მოწინააღმდეგეს ქა რთველების
მოწინავე ლაშქარი თავსმოულოდნელად დაესხა. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. მისი ბედი
ქართვული არმიის მარჯვენა და მარცხენა ფლანგების ბრძოლაში ჩაბმამ გადაწყვი ტა.
ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს.
გ. ტრაპიზონის იმპერიის დაარსება 1204 წ. უცხოეთის სავანეებიდან ჩამოსულ ქართველებს
თამარმა დიდი ქონებრივი შეწირულობა გადასცა, მაგრამ უკან დაბრუნებისას ბიზანტიის კეი
სარმა ეს ფული ჩამოართვა და დაისაკუთრა. სწორედ ამ დროს 1202–1204 წწ-ში IV ჯვაროსნუ ლი
ლაშქრობა მოეწყო, თუმცა, იმის მაგივრად რომ იერუსალიმისაკენ წასულიყვნენ, მათ კონს
ტანტინოპოლი აიღეს და გაძარცვეს. ბიზანტია რამდენიმე სამეფოდ დაიშალა. თამარმა ქართ
ველთა გაძარცვის გამო შურისძიების საბაბით 1204 წელსვე ჯარები გაგზავნა ბიზანტიის შავი
ზღვის სანაპიროსკენ, სადაც ქართველთა მონათესავე ლაზები და ჭანები ცხოვრობდნენ. ქართ
ველთა ჯარმა დაიკავა ტრაპიზონი, სამსუნი, სინოპი, კერასუნი და ჰერაკლიამდე მივიდა. აქ, შავი
ზღვის სამხრეთ–აღმოსავლეთ სანაპიროზე ცალკე საკეისრო, ტრაპიზონის იმპერია შეიქმ ნა.
თამარმა მის სათავეში მამით ბიზანტიის იმპერატორთა შთამომავალი, დედით ქართველ მეფეთა
ნათესავი და თამარის კარზე აღზრდილი ალექსი კომნენოსი ჩაუყენა.

14. მონღოლების იმპერია

მონღოლური ტომები ცენტრალური აზიის სეპებში მომთაბარეობდნენ. ისინი კარგი ცხენოს ნები
და მეომრები იყვნენ. 1206 წ. ტომებს შორის გაუთავებელ ომებს ბოლო მოუღო ერთ-ერთი ტომის
ბელადის ვაჟმა თემუჩინმა. მან მონღოლთა ტომები გააერთიანა და მას ჩინგიზ ყაენი ანუ
“ჭეშმარიტი ხელისუფალი“ უწოდეს. 1211 წ. მათ დიდი დაპყრობითი ომები წამოიწყეს. მათ
დაიპყრეს ჩინეთი და დასავლეთისაკენ დაიძრნენ. მონღოლები კარგი მეომრები იყვნენ,
სალაშქროდ ცოლშვილიანად მიდიოდნენ. მონღოლების ლაშქარი ათეულებად, ასეულებად და
ათიათასეულებად (დუმნებად) იყო დაყოფილი. ათიათასეულების მეთაურებად ანუ დუ მან–
ნოინებად ხშირად უფლისწულები ინიშნებოდნენ. ჩინეთის შემდეგ დაიპყრეს შუა აზია,
ხორეზმი, რუსეთი, ირანი. ხორეზმ შაჰმა მუჰამედმა და მისმა ვაჟმა ჯალალედინმა თავს გაქცე
ვით უშველეს.

15. მონღოლები საქართველოში

მონღოლებისაქართველოში პირველად 1220 წ. გამოჩნდნენ. საქართველოს მეფე, თამარის ვა ჟი


გიორგი IV–ლაშა შეებრძოლა მათ, მაგრამ დამარცხდა. თუმცა მაშინ მონღოლები საქართვე ლოში
არ დარჩენილან (ეს იყო ხორეზმშაჰის მუჰამედის მდევარი რაზმი), მათ გზა ჩრდილოე თისაკენ
განაგრძეს და კავკასიონით სამხრეთ რუსეთში გადავიდნენ. აქ 1223 წ. დაამარცხეს რუ სების და
ყივჩაღების გაერთიანებული არმია. ისინი 30-იან წლებამდე საქართველოში აღარ გა მოჩენილან.
ამასობაში მონღოლებისგან დამარცხებული მუჰამედ ხორეზმშაჰის ვაჟმა ჯალა ლედინმა შეძლო
ახალი არმიის შეკრება, დაიპყრო ირანი და აზერბაიჯანი და 1225 წ. საქართ ველოს მოადგა. დაბა
გარნისთან (თანამ. სომხეთი) ქართველები დამარცხდნენ და ჯალალედი ნმა თბილისი აიღო. ამ
დროს საქართველოს მეფე იყო ლაშა-გიორგის და, რუსუდანი (1223–1245 წწ). თუმცა მალე ირანში
მონღოლების გამოჩენის გამო ჯალალედინი გაიქცა და ლტოლ ვილობაში დაასრულა სიცოცხლე.
XIII ს-ის 30–იანი წლების მიწურულს მონღოლებმა აღმოსავ ლეთ საქართველო მთლიანად
დაიმორჩილეს. მონღოლთა სახელმწიფოს შემადგენლობაში სა ქართველო შევიდა როგორც
ცალკე სამხედრო–ადმინისტრაციული ერთეული– „გურჯისტა ნის ვილაეთი“. მას ჩამოაცილეს
ვასალური მუსლიმური ქვეყნები რანი და შირვანი. ვილაეთ ებს მართავდნენ დიდი ყაენის მიერ
დადგენილი მოადგილეები. ქართველებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ მონღოლთა ლაშქრობებში
და ეხადათ ხარკი. რუსუდანის გარდაცვალების შემ დეგ მონღოლებმა საქართველოში
დაამტკიცეს 2 მეფე: დავით VII ლაშა–გიორგის ძე (ულუ–უფ როსი) და დავით VI რუსუდანის ძე
(ნარინი–უმცროსი). შემდგომში დავით ნარინი დას. საქარ თველოში გადავიდა და ქვეყანა
ფაქტიურად ორად გაიყო. 1254 წელს მონღოლებმა დაპყრო ბილ ქვეყნებში აღწერა ჩაატარეს.
აღიწერა ყველაფერი–ადამიანები, საქონელი, ტყეები, მდინა რეები და ა. შ. დავთარში შეიყვანეს
15–დან 60–წლამდე ყველა სალაშქროდ გამოსადეგი მამაკა ცი. გადასახადი დააკისრეს ყველას–
სოფლის მეურნეებს, ვაჭრებს, მეთევზეებს. გადასახადის გან გათავისუფლდნენ მხოლოდ–
მოხუცები, ქალები, ბავშვები, კულტის მსახურები, ეკლესია და მისი მიწა–წყალი. საქართველო
დაიყო 8 დუმნად (ათიათასეულად). ეს იყო სამხედრო ერთ ეული, რომელსაც სამოქალაქო
ფუნქციაც ჰქონდა. ყველა სამოქალაქო ხელისუფალი დუმნის თავს– მხედართმთავარს
ემორჩილებოდა. საქართველოში 14–მდე სახეობის გადასახადი მოქ მედებდა, რომლებსაც
ქართველები ,,სათათროს“ ეძახდნენ. ეს გადასახადები იყო: მალი-სოფ ლის მეურნეობაზე,
წლიური შემოსავლის 60%, ყაფჩერი-ას სულ საქონელზე ერთი, ულუფა-მონღოლი
მოხელეებისთვის განკუთვნილი საჩუქარი ფულის და ცხვრის სახით, ტამღა-სავაჭ რო
გადასახადი 3%-ის ოდენობით, საიამე-გზებზე აგებული სადგურების შეკეთების და იქ გა
ჩერებული მონღოლების საკვებით უზრუნველყოფა, ულაყი-საფოსტო ცხენების გადასახადი,
სატუზღუე-მონღოლი მოხელისთვის ფეოდალებისგან გაღებული ძღვენი ძვირფასი ნივთების
სახით, თაღარა-სალაშქროდ მიმავალი მონღოლის საკვები, ნემარი-სახელმწიფოსგან დაწესე
ბული დამატებითი გადასახადი, თარხი-მოუსავლიანობის შემთხვევაში სახელმწიფოსთვის
პროდუქტების დაბალ ფასებში მიყიდვა, საელჩო-ელჩების საჭიროებისთვის ულაყის და ულუ
ფის გადასახადი, ბაჟი-საგზაო გადასახადი ვაჭრებისთვის, ბეგარა-იძულებითი მუშაობა სასახ
ლეების, გზების, არხების მშენებლობაზე და სამხედრო ბეგარა-მონღოლთა ჯარში სამსახური,
ცხრა კომლიდან ერთი მოლაშქრე.

16. გიორგი V ბრწყინვალე და მისი დრო

ჩინგიზ–ყაენის გარდაცვალების შემდეგ, მონღოლთა იმპერია მისმა შვილებმა და შვილიშვი


ლებმა 4 ნაწილად გაყვეს. ირანი, ავღანეთი, ერაყი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ქურთისტანი და
მცირე აზიის აღმ. პროვინციები ჰულაგუ ყაენს ერგო.მისი მემკვიდრეები ილხანის ტიტულს
ატარებდნენ, რაც „ტომის ყაენს“ ნიშნავს, სახელმწიფოს კი ილხანთა სამეფოდ მოიხსენიებენ.
საქართველოს მეფეები მათი ვასალები გახდნენ: ისინი ხარკსაც იხდიდნენ და ომის შემთხვე ვაში
ჯარის გამოყვანაც ევალებოდათ. მალე, ილხანთა სახელმწიფო დაუპირისპირდა ოქროს ურდოს
მონღოლურ სახელმწიფოს, რომელიც დას. ციმბირში, რუსეთსა და ჩრდილოეთ კავკა სიაში იყო
გადაჭიმული. მისი ყაენები სამხრეთ კავკასიაში გადასასვლელი უღელტეხილების დაკავებას და
სამხრეთ კავკასიის დამორჩილებას ცდილობდნენ. ამ გადმოსასვლელებსა და სა ზღვრებზე ჯერ
კიდევ ჰულაგუ ყაენმა სანგრები, სიბები ააგო; აქ მონღოლთა და ქართველთა გაერთიანებული
არმია მორიგეობდა, რომელსაც ჩრდილოეთიდან მოსული მტერი უნდა შეე ჩერებინა. აქ ხშირი
იყო ეპიდემიები, სწორედ აქ გავრცელებული სენისაგან დაიღუპნენ დავით ულუს უფროსი ვაჟი,
ტახტის მემკვიდრე გიორგი და თავად დავით– ულუ. გარდა ამისა, ჰულ აგუიდებს ომები
ჰქონდათ ეგვიპტის სულთნებთან სირია–პალესტინის გამო. ამ ომებში ხშირ ად იწვევდნენ
ქართველებს; ასევე, წარმართი მონღოლები კავშირს სთავაზობდნენ დას. ევროპ ის ქვეყნებსაც,
თუმცა, ეს კავშირი არ შედგა. XIII-ს–ის ბოლოს ყაზან–ყაენმა ისლამი სახელმწი ფო რელიგიად
გამოაცხადა. 1318–1346 წწ-ში საქართველოში მეფობდა გიორგი V ბრწყინვალე. მან კარგი
ურთიერთობა დაამყარა ილხანთა სამეფოს პირველ ემირ (ვეზირ) ჩობან ნოინთან, რომელიც
გიორგის ძალიან ენდობოდა და საქართველოდან ხარკის აკრეფაც მონღოლი მოხე ლის ნაცვლად
მას დაავალა. მალე ყაენმა გიორგის მთელი საქართველოს მეფობა დაუმტკიცა (ამ დროს
დასავლეთ საქართველოში დავით ნარინის შვილი მეფობდა). 1327 წ აბუსაიდ ყაენმა პირველი
ემირი ჩობანი და მისი ოჯახი ამოწყვიტა. ამით ისარგებლა გიორგიმ და საქართველ ოში მდგარი
მონღოლური რაზმები გარეკა. 1329 წ. გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოს მე ფე. გიორგი
გადავიდა დასავლეთში, ქუთაისი დაიკავა და საქართველო გააერთიანა. გიორგი ზრუნავდა
ქართულ კულტურაზეც. მან ორჯერ გაგზავნა ელჩები ეგვიპტის სულთანთან და მისი თხოვნის
საფუძველზე გაუქმდა ქრისტიანებისთვის იერუსალიმში შესვლისას დაწესებუ ლი
დამამცირებელი წესი-ცხენ-სახედარზე ორივე ფეხის ერთ მხარეს უნდა მსხდარიყვნენ. ქარ
თველებს ნება დართეს იერუსალიმში აეგოთ ტაძარი. მის დროს აშენდა ახალი ეკლესიები და
ციხე-ქალაქები, განახლდა ძველები. 1330 წ. რომის პაპის ბრძანებით თბილისში სმირნიდან გა
დმოიტანეს კათოლიკეთა საეპისკოპოსო. გიორგი ბრწყინვალეს დროს შედგენილ იქნა „ხელმ
წიფის კარის გარიგება“, რომელიც სახელმწიფოს მოხელეებისთვის იყო განკუთვნილი და იქ
აღწერილია საქართველოს მართვა-გამგეობის სისტემა. მის დროს საქართველოს მთიანეთის
თვის შეიქმნა სპეციალური სამართლის კრებული „ძეგლისდება“.

17. საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად

ერთ-ერთი თურქულენოვანი ტომის ბელადის - ოსმან I ღაზის ხელმძღვანელობით თურქებმა


მცირე აზიაში, ბიზანტიის იმპერიის საზღვრებთან შექმნეს გაერთიანება - ოსმანთა კავშირი. XV ს-
ის II ნახევრისთვის მათ უკვე დაპყრობილი ჰქონდათ თანამედროვე თურქეთისა და საბე რძნეთის
დიდი ნაწილი. 1453 წ. სულთან მეჰმედ II-ის (1432-1481 წწ) თაოსნობით თურქებმა უკ ვე
კონსტანტინოპოლიც აიღეს და ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. რომის პაპ პიუს II-ის
ინიციატივით დაიწყო მზადება ჯვაროსნული ლაშქრობისთვის, რომელშიც ბურგუნდიის,
უნგრეთის, ნეაპოლის, ვენეციისა და პოლონეთის გარდა ქართველი მეფე-მთავრები, ტრაპიზო
ნის სამეფო და ირანის შაჰი უზუნ ჰასანი უნდა ჩაბმულიყვნენ. 1459 წ. ამ მიზნით საქართველო ში
ჩამოვიდა პაპის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი. თუმცა ეს გეგმა ჩაიშალა. 1461 წ თურქებმა
ტრაპიზონის იმპერიაც დაიპყრეს. ამ პერიოდში საქართველოს მეფე იყო გიორგი VIII (1446-1466
წწ). 1463 წ. სამცხის მთავრის ყვარყვარეს წაქეზებით იმერეთის ერისთავმა, დავით ნარი ნის
შთამომავალმა ბაგრატმა თავი მეფედ გამოაცხადა. გიორგი დასავლეთ საქართველოში გა დავიდა
ჯარით. ჩიხორთან შედგა ბრძოლა, სადაც გიორგი დამარცხდა. 1465 წ. ყვარყვარემ თა
ვფარავანთან გიორგი VIII ღალატით შეიპყრო. ამ დროს გიორგის ძმისწულმა კონსტანტინემ გა
ქცევა მოახერხა. ბაგრატმა ამით ისარგებლა, 1465 წ. ქართლში გადავიდა და ბაგრატ VI-ის სახე
ლით თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ყვარყვარემ მეფე გიორგის დაპატიმრებით ვერ
იხეირა, ამიტომ ის გაათავისუფლა, რათა ბაგრატისა და გიორგის დაპირისპირებით ესარგებ ლა.
თუმცა გიორგიმ 1466 წ. მხოლოდ კახეთში გამეფება მოახერხა. ამ დროიდან დაიწყო კახე თის,
როგორც ცალკე სამეფოსა და მისი დინასტიის ისტორია. 1478 წ ბაგრატ VI გარდაიცვალა. მისმა
ვაჟმა ალექსანდრემ ტახტზე ასვლა ვერ შეძლო და რაჭა-ლეჩხუმში გამაგრდა. ქართლსა და
იმერეთში გიორგი VIII-ს ძმისწული კონსტანტინე II გამეფდა. 1483 წელს სოფ. არადეთთან
ბრძოლა მოხდა კონსტანტინესა და ყვარყვარე ათაბაგს შორის, სადაც მეფე დამარცხდა. ამით
ისარგებლა ალექსანდრე ბაგრატის ძემ, ქუთაისი დაიკავა და მეფედ ეკურთხა. ამ დროიდან იწ
ყება იმერეთის სამეფოს ისტორია. კონსტანტინე მეფე დარწმუნდა, რომ მის ცდებს საქართველ ოს
გაერთიანებაზე შედეგი არ მოჰქონდა. 1490 წ. მან მოიწვია კათალიკოსი, ეპისკოპოსები და
წარჩინებულები. მათი რჩევით ის დაუზავდა კახეთის და იმერეთის მეფეებს, ასევე სამცხის
ათაბაგს. საქართველო საბოლოოდ დაიშალა სამ სამეფოდ: ქართლი, კახეთი, იმერეთი და ხუთ
სამთავროდ (სამცხე-საათაბაგო, სამეგრელო, გურია, აფხაზეთი და სვანეთის სამთავროები).

18. შაჰ-აბას I-ის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში

1587 წელს ირანის ტახტზე შაჰ აბას I ავიდა. სამი წლის შემდეგ ის იძულებული იყო, თურქებ თან
დაედო ზავი, რომლის თანახმად აღმოსავლეთ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანის დიდი
ნაწილი თურქებს დაუთმო. შაჰ აბასი ხვდებოდა, რომ არმიის ძირეული რეფორმის გა რეშე
თურქებს ვერ მოერეოდა. თურქებს მუდმივი ჯარი ჰყავდათ, ირანელების არმიის ძირი თად
ნაწილს კი ფეოდალური ლაშქარი შეადგენდა. მან ჯარი ოსმალურ ყაიდაზე გადააწყო. 12 000-
იანი მსროლელთა კორპუსი და ცხენოსანთა გვარდია შექმნა. მიწების დიდი ნაწილი სახე
ლმწიფო საკუთრებად გამოაცხადა და გლეხებს ნაკვეთებად დაურიგა. რეფორმების გატარე ბის
შემდეგ თურქებს ომი გამოუცხადა და წარმატებასაც მიაღწია. მან ქართლ-კახეთიდან ოსმა ლები
განდევნა და ქართულ ციხეებში ირანელები ჩააყენა. ქართლისა და კახეთის მეფეები ლუარსაბ II
და თეიმურაზ I ვალდებულები იყვნენ საჭიროების შემთხვევაში ირანის მხარეზე ჯარით
გამოსულიყვნენ. 1612 წელს ირან-ოსმალეთის ომი დასრულდა და შაჰ-აბასმა საქართვე ლოსთვის
მოიცალა. 1614-1617 წწ-ში აღმოსავლეთ საქართველოში მან ოთხჯერ ილაშქრა. შაჰ აბასმა
პირველი ლაშქრობისას კახეთის სატახტო ქალაქი - გრემი დაიკავა, შემდეგ ალავერდი, რომელსაც
გალავანი შემოავლო და იქ ირანული გარნიზონი ჩააყენა. ლუარსაბმა და თეიმურა ზმა თავი
იმერეთს შეაფარეს. შაჰ-აბასმა კახეთში მმართველად ირანში გაზრდილი უფლისწუ ლი იესე,
იგივე ისა-ხანი დანიშნა. შემდეგ ქართლში გადავიდა, გორისა და სურამის ციხეებში ირანული
გარნიზონები ჩააყენა. მან იმერეთში ლუარსაბსა და თეიმურაზს შეუთვალა, რომ და ნაშაულს
აპატიებდა თუ მასთან გამოცხადდებოდნენ. ლუარსაბ II-ის დარწმუნება ქართლის ერთ-ერთმა
თავადმა შადიმან ბარათაშვილმა შეძლო და ის შაჰ აბასთან გამოცხადდა. შაჰმა ის ირანში
გაიყოლა (მანამდე ირანში უკვე გაგზავნილი ჰყავდა თეიმურაზ I-ის დედა ქეთევანი და მისი 2
ვაჟი, ალექსანდრე და ლევანი). ირანში შაჰ აბასმა ასევე წაიყვანა ქართლ- კახეთის მო სახლეობის
ის ნაწილი, რომლებიც შაჰის მეგობრებში - „შაჰსევანში“ ჩაეწერნენ. მის ლაშქარში ჩაწერილთა
რაოდენობა რამდენიმე ათასი იყო და ისინი საკუთარ ოჯახებთან ერთად ირანში გადაასახლეს.
1615 წ. ქართლ-კახეთში აჯანყება დაიწყო. შაჰმა 15 000-იანი ჯარი გამოგზავნა ცნობილი
სარდლის ალი ყული-ხანის მეთაურობით. თეიმურაზმა შეძლო ირანელების დამარ ცხება. 1616 წ.
შაჰ აბასი საქართველოში თავად გამოემართა. თეიმურაზი იმერეთში გადავიდა. შაჰმა ქართლის
მმართველად გამაჰმადიანებული ბაგრატ-ხანი დანიშნა. აღმოსავლეთ საქართ ველოს დარბევის
შემდეგ ის უკან ირანში დაბრუნდა. 1617 წ. შაჰი საქართველოს მეოთხედ შე მოესია. ამ დროს მან
კახეთი ორად გაყო. აღმოსავლეთი განჯის მმართველს - ფეიქარ-ხანს, ხო ლო დასავლეთი
ბაგრატ-ხანს ჩააბარა. 1619 წ. ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ მმართველად მისი ძე, სიმონ-ხანი
დაამტკიცა, ვექილად ე. ი. რეგენტად გიორგი სააკაძე დაუნიშნა. შაჰმა კახე თიდან 200 000-მდე
ადამიანი ირანში, ძირითადად ფერეიდანში გადაასახლა. ირანში გადასახ ლებული კახელები
სოფლის მეურნეები და შაჰის ერთგული მეომრები იქნებოდნენ. მართლაც ყულის ჯარში,
რომელშიც 12 000 მხედარი და 10 000 ქვეითი იყო, ძირითადად გამაჰმადიანე ბული ქართველები
და სომხები იყვნენ. 1620 წ. შაჰ-აბასმა თეიმურაზის შვილები ლევანი და ალექსანდრე
დაასაჭურისებინა (ლევანი გარდაიცვალა, ალექსანდრე გაგიჟდა). 1622 წ. სიკვდი ლით დასაჯა
ლუარსაბ II (მან ისლამი არ მიიღო). 1624 წ აწამა და სიკვდილით დასაჯა ქეთევან დედოფალი.
1625 წ. შაჰმა ქართლ-კახეთში დიდი ჯარი გამოაგზავნა ყარჩიხა-ხანის სარდლო ბით. მას
დარჩენილი კახელები უნდა გაენადგურებინა და ქართლიდან მოსახლეობა აეყარა. ჯარს თან
ახლდნენ შაჰის კარზე დაწინაურებული გიორგი სააკაძე და ზურაბ ერისთავი. მაგრ ამ შაჰი მათ
ბოლომდე არ ენდობოდა, ამიტომ მძევლებად გიორგის ვაჟი - პაატა და ზურაბის მეუღლე
დაიტოვა. გიორგი სააკაძემ აჯანყების გეგმა შეიმუშავა. 1625 წლის 25 მარტს მარტყო ფთან მოხდა
ბრძოლა, სადაც ქართველებმა ირანელები გაანადგურეს, გიორგი სააკაძემ პირად ად მოკლა
ყარჩიხა-ხანი. ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I გახდა. შაჰმა ახალი ჯარი გამოაგ ზავნა.
მართალია, 1625 წლის 1 ივლისს მარაბდასთან ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ ამ
ორ ბრძოლაში ირანელებმა ისეთი ზარალი მიიღეს, რომ შაჰ აბასმა თეიმურაზი ქართლ-კახეთის
მეფედ აღიარა, ოღონდ ვასალობის პირობით. მალე თეიმურაზსა და გიორგი სააკაძეს შორის
უთანხმოება ჩამოვარდა. 1626 წელს მათ შორის ბაზალეთთან ბრძოლა მოხდა. თეიმურაზმა
გაიმარჯვა. გიორგი სააკაძე ოსმალეთში გადაიხვეწა და იქ დაიღუპა.

19. აღორძინების ეპოქა

შუა საუკუნეების კულტურის ხასიათი ქრისტიანული ქვეყნებისთვის ქრისტიანობამ, ხოლო


მუსლიმური სამყაროსთვის ისლამმა განსაზღვრა. თუმცა დროთა განმავლობაში სამყაროს მი
მართ ადამიანის დამოკიდებულება შეიცვალა. XIII ს-ის ბოლოდან კულტურის სხვადასხვა სფე
როს მოღვაწეები (მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები...) ანტიკურ ტრადიციებს, სადაც მთავა რი
იყო ადამიანი თავის სხვადასხვა თვისებებით, უბრუნდებიან. დასავლეთ ევროპის კულტუ რის
ისტორიაში ამ ხანას აღორძინების ხანა, ანუ რენესანსი ეწოდება. „რენესანსი“ ფრანგული სიტყვაა,
იტალიურად კი „რინაშიმენტო“ - ანტიკური ხელოვნების აღორძინებას ნიშნავს. მწერ ლები
დანტე (XIII-XIV სს), პეტრარკა და ბოკაჩო (XIV ს) ადამიანს თავის მიწიერი ვნებებით და სუ
რვილებით წარმოაჩენდნენ. ასეთი რამ მანამდე ქრიატიანულ ასკეტურ ლიტერატურაში წარ
მოუდგენელი იყო. მხატვრობასა და ქანდაკებაში ბრტყელი, თითქოს უსხეულო გამოსახულე
ბები იცვლება სამგანზომილებიანი, რელიეფური სამყაროთი. ლეონარდო და ვინჩი, მიქელან
ჯელო ბუონაროტი, რაფაელ სანტი (XIV-XV სს) გვიხატავდნენ სრულყოფილ პიროვნებებს, სა დაც
ფიზიკური და სულიერი სილამაზე შერწყმული იყო.

20. რეფორმაცია ევროპაში

XVI ს-ში გერმანიაში დაიწყო რელიგიური მოძრაობა, რომელიც ქრისტიანული სწავლებისა და


ეკლესიის ორგანიზაციის გარდაქმნისკენ - რეფორმისკენ იყო მიმართული. ეს მოძრაობა სწრა
ფად გავრცელდა ევროპაში და ამ მოვლენას რეფორმაცია ეწოდა. რეფორმაციის დასაწყისად
ითვლება 1517 წ, როცა გერმანელმა ღვთისმეტყველების დოქტორმა მარტინ ლუთერმა 95 თე
ზისი გამოაქვეყნა. მან გაილაშქრა ინდულგენციების გაყიდვის წინააღმდეგ. მარტინ ლუთერი
სთვის მიუღებელი იყო კათოლიკური პრინციპი, რომლის თანახმად ადამიანის სულის ხსნა
შეიძლება წირვა-ლოცვაზე სისტემატური დასწრებით, მარხვით, წმინდა ადგილების მონახუ
ლებითა და მოლოცვით, შემოწირულობების გაღებით. ლუთერს მიაჩნდა, რომ სულის ხსნა პი
რადი რწმენის გარეშე წარმოუდგენელია. პირადი რწმენა კი ნიშნავს ადამიანის უშუალო კავშ ირს
ღმერთთან და მას არ სჭირდება შუამავალი პაპის, მღვდლების, ხატების, წმინდანების სა ხით.
ეკლესია არ არის სავალდებულო რგოლი ადამიანს და ღმერთს შორის. ყველა ადამიანი ღმერთის
წინაშე თანასწორია, მათ შორის მღვდელიც. მარტინ ლუთერმა გაილაშქრა საეკლე სიო
იერარქიის წინააღმდეგ. მისი აზრით, რწმენის საფუძველი მხოლოდ ბიბლიაა და მისი გა
ნმარტება ნებისმიერ ადამიანს (არა მარტო მღვდლებს) შეუძლიათ. ლუთერმა საკუთარ სწავლ
ებაში ეკლესიის ავტორიტეტი ბიბლიის ავტორიტეტით შეცვალა. გერმანიის მხარეების (სამთა
ვროების) და ქალაქების ნაწილი რეფორმაციას მიემხრო. 1529 წ. გერმანიის რაიხსტაგმა (წოდე
ბრივ-წარმომადგენლობითი ორგანო, რომელშიც გერმანიის უმაღლესი წოდების წარმომადგე
ნლები იყვნენ გაერთიანებული. მას ჰქონდა საკანონმდებლო და სასამართლო ფუნქცია) ამ ახა ლი
რელიგიური მოძღვრების გავრცელების საწინააღმდეგო კანონი გამოსცა. ამან რეფორმაცი ის
მომხრეთა პროტესტი გამოიწვია. კათოლიკურ ეკლესიასთან დაპირისპირებულ ლუთერის
მომხრეებს პროტესტანტები ეწოდათ, ხოლო ახალ ქრისტიანულ სწავლებას - პროტესტანტიზ მი.
ლუთერის იდეების წინააღმდეგ 1545 წ. რომის პაპმა პავლე III იტალიის ქალაქ ტრენტში კრება
მოიწვია, სადაც ახალი მოძღვრება დაგმეს. დაპირიპირება მომხრე- მოწინააღმდეგეებს შორის
ომში გადაიზარდა. 1555 წ, აუგსბურგის რელიგიური ზავის თანახმად, სამთავროებს, რომლებიც
ლუთერის მოძღვრებას იზიარებდნენ, რწმენის თავისუფლება ებოძათ. მეორე დი დი
რეფორმატორი იყო ფრანგი თეოლოგი ჟან კალვინი, რომელიც ჟენევაში (შვეიცარიაში) მო
ღვაწეობდა. მისი აზრით, მთელი ადამიანური ცხოვრება ღმერთის სამსახურია. რაკი ღვთის ნე ბა
წინასწარ არავინ იცის, ნებისმიერ ადამიანს უნდა სწამდეს, რომ არის რჩეული. რჩეულობის ერთ-
ერთი ნიშანი კი მისი ადგილია ცხოვრებაში, წარმატებული საქმიანობაა, რომელიც არა ამ
ქვეყნიური სიკეთეების მოსაპოვებელი საშუალებაა. რადგან ეს მოძღვრება საერო საქმიანობა საც
ღვთის მსახურების ასპარეზად განიხილავდა, ამიტომ პროტესტანტისათვის უდიდესი
მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივ ცხოვრებას. პროტესტანტული თემები აქტიურად მონა
წილეობდნენ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში (მაგ., ნიდერლანდებში, ინგლისში).
ჩამოყალიბდა ახალი რელიგიური თემები, გაუქმდა მღვდლის ინსტიტუტი, სასულიერო პირ ებს
- პრესვიტერებს, პასტორებს მრევლის შიგნით ირჩევდნენ. კულტმსახურება გამარტივდა და
ნაციონალურ ენებზე მიმდინარეობდა. ზოგადად რეფორმაციის შედეგად ჩამოყალიბებ ულ ახალ
ქრისტიანულ მოძღვრებას პროტესტანტიზმი ეწოდა. თუმცა პროტესტანტებს შორი საც
არსებობდა განსხვავება. მაგ., ლუთერის სწავლება განსხვავდებოდა ჟან კალვინის სწავლე ბისგან.
ამიტომ ლუთერის მიმდევრებს ლუთერანები უწოდეს, ჟან კალვინის მიმდევრებს - კა
ლვინისტები. რეფორმაციის პერიოდში რომის კათოლიკურ ეკლესიას ჩამოცილდა ინგლისის
ეკლესიაც და მას ანგლიკანური ეკლესია ეწოდა.

21. საფრანგეთის რევოლუცია

XVIII ს-ის შუა ხანებიდან საფრანგეთის მესამე წოდება (გლეხები, ვაჭრები, ხელოსნები,
მეწარმეები), რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდა, უკმაყოფილო იყო მეფის მიერ
გატარებული საშინაო პოლიტიკით. გადასახადების გადამხდელი მხოლოდ ეს წოდება იყო,
ხოლო პირველი ორი - თავად-აზნაურობა და სამღვდელოება გათავისუფლებული იყო ამ
ვალდებულებისგან. სწორედ ამ წოდების წარმომადგენელთა ინტერესებს გამოხატავდა ახალი
იდეური მოძრაობა, რომელიც განმანათლებლობის სახელითაა ცნობილი. დიდი ფრანგი
განმანათლებლები იყვნენ ვოლტერი, რუსო, დიდრო, მონტესკიე. ისინი აკრიტიკებდნენ
ხელისუფლების არსებულ მოდელს და ახალ შეხედულებებს ამკვიდრებდნენ. მაგ., მონტესკიეს
ეკუთვნის ის აზრი, რომ პოლიტიკური თავისუფლების აუცილებელ პირობას ხელისუფლების
სამ შტოს შორის დანაწილების პრინციპი წარმოადგენს. ის თვლიდა, რომ საკანონმდებლო,
აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს და
ერთმანეთს თვითნებობის საშუალება არ უნდა მისცენ. განმანათლებობისთვის
დამახასიათებელი იყო რაციონალიზმი. ამ დროს აღმოცენდა ათეიზმიც. ცნობილია ვოლტერის
ფრაზა: „ღმერთი რომ არ არსებულიყო, ის უნდა გამოგვეგონა“. დიდრო კი წერდა: „თუ გონება
ზეციური საჩუქარია და იგივე შეიძლება რწმენის შესახებაც ითქვას, მაშასადამე, ღმერთმა ჩვენ
გამოგვიგზავნა ორი საჩუქარი, რომელიც შეუთავსებელია და ერთმანეთს ეწინააღმდეგება“.
განმანათლებლები თვლიდნენ, რომ ხელისუფლება ესაა საზოგადოების შეთანხმების
პროდუქტი, რომელიც უნდა დაიდოს ხალხსა და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შორის.
ამიტომ ხელისუფლების მხრიდან თვითნებობის შემთხვევაში ძალადობას ძალადობით პასუხის
გაცემა და მისი დამხობა უნდა. ამ პერიოდში საფრანგეთში აბსოლუტური მონარქია იყო. ლუი XVI
სახელმწიფო ხაზინას ანიავებდა, ამიტომ მას სულ უფრო და უფრო მეტი ფული ჭირდებოდა.
1787 წლის 5 მაისს მეფემ მოიწვია გენერალური შტატები, წოდებრივ-წარმომადგენლობითი
ორგანო, რათა მათთვის ახალი გადასახადები დაეტყუა. მაგრამ მესამე წოდების
წარმომადგენლებმა თავი ჯერ ეროვნულ კრებად, შემდეგ კი დამფუძნებელ კრებად გამოაცხადეს,
რათა ახალი კონსტიტუცია შეემუშავებინათ. 1789 წ. 14 ივლისს პარიზელებმა ხელისუფლების
ძირითადი დასაყრდენი ციხესიმაგრე - ბასტილია აიღეს და მეფე აიძულეს, დამფუძნებელთა
კრება ეცნო. 1789 წ. 26 აგვისტოს კრებამ `ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია
მიიღო.~ ამ დეკლარაციით ყველა ადამიანი თავისუფლად და თანასწორად, ხოლო ძალაუფლების
საფუძვლად ხალხი გამოცხადდა. 1791 წ. სექტემბერში საფრანგეთში მიიღეს კონსტიტუცია,
რომლის თანახმად საკანონმდებლო ორგანოდ ეროვნული კრება, ხოლო აღმასრულებლად მეფე
და მისი მინისტრები გამოცხადდნენ. კრების დეპუტატებს აირჩევდა 25 წელს მიღწეული
დაბადებით ფრანგი მოქალაქე. 1792 წელს აპრილში ახლად არჩეულმა კრებამ ომი გამოუცხადა
ავსტრიას და პრუსიას, რომლის მონაქები საფრანგეთის რევოლუციის მიმართ მტრულად იყვნენ
განწყობილი. სწორედ მათთან კავშირის გამო 1792 წლის 10 აგვისტოს პარიზის მოსახლეობამ
მეფე დააპატიმრა და მონარქია დაამხო. ლუი XVI-ს და მის ცოლს მარია-ანტუანეტას თავი
მოკვეთეს. იმავე წლის სექტემბერში აირჩიეს ახალი კონვენტი (ეროვნული კრება). კონვენტში
გამოიყო სამი დაჯგუფება - იაკობინელები (რადიკალური ფრთის წარმომადგენლები),
ჟირონდელები (მსხვილი ბურჟუაზიის პარტია) და ე.წ. ჭაობი (მერყევი უმრავლესობა, რომელიც
ხან ერთი ფრთუსკენ და ხან მეორისკენ იხრებოდა). ხელისუფლების სათავეში ჯერ
ჟირონდელები მოვიდნენ, მაგრამ 1793 წ. 2 ივნისს ისინი იაკობინელებმა შეცვალეს.
იაკობინელებმა ჟირონდელთა ლიდერები სიკვდილით დასაჯეს. იაკობინელების ლიდერები
იყვნენ მ.რობესპიერი, დანტონი, მარატი, სენ-ჟიუსტი. 1794 წ. 27 ივლისს იაკობინელები დაამხეს
და კონვენტმა აღმასრულებელი ხელისუფლება 5 კაცისგან შემდგარ დირექტორიას გადასცა. 1799
წ. 3 ნოემბერს დირექტორიას ძალაუფლება ჩამოართვეს და სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა სამი
კონსული. რეალურად ქვეყანას პირველი კონსული, გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი მართავდა,
რომელმაც 1804 წელს თავი იმპერატორად გამოაცხადა.

22. ვახტანგ VI

XVI ს-ის 30-იანი წლებიდან ქართლსა და კახეთში ირანელების მიერ დანიშნული მუსლიმი
მმართველები ისხდნენ. ქართლს თუ ქართლის ბაგრატიონების შთამომავლები მართავდნენ,
კახეთი ირანელი ხანების ხელში იყო. XVI ს-ის ბოლოდან ქართლის მმართველები, იგივე
`გურჯისტანის ვალები~ იძულებული იყვნენ ირანელთა მიერ წარმოებულ ბრძოლებში მიეღოთ
მონაწილეობა. გიორგი XI თავისი ჯარით ავღანეთში იბრძოდა. ის ირანის ჯარების
მთავარსარდალი და ავღანეთის მმართველიც კი გახდა. ამ დროს ქართლს მისი მოადგილე
(`ჯანიშინი~), ძმისწული ვახტანგ VI მართავდა. თუ ვალი აუცილებლად მუსლიმი უნდა
ყოფილიყო, ჯანიშინი შესაძლოა ქრისტიანიც ყოფილიყო. ვახტანგი ხელს უწყობდა ქვეყნის
ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას. მის დროს, 1709 წელს თბილისში დაარსდა სტამბა,
სადაც სახარება და `ვეფხისტყაოსანი~ დაიბეჭდა; შედგა `სწავლულ კაცთა კომისია~, რომელიც
საისტორიო კრებულის `ქართლის ცხოვრების~ განახლებასა და გაგრძელებაზე იმუშავა. გიორგი
XI და მისი მემკვიდრე `გურჯისტანის ვალი~ ქაიხოსრო (ვახტანგის ძმა) ავღანელებთან ბრძოლას
შეეწირნენ. 1711 წელს ქაიხოსროს დაღუპვის შემდეგ შაჰმა არჩევანი ვახტანგზე შეაჩერა. 1712
წელს `გურჯისტანის ვალად~ ანუ ქართლის ტახტზე დასამტკიცებლად ვახტანგი ისპაჰანში
გაემგზავრა. მის ამალაში იყო სულხან-საბა ორბელიანიც. შაჰმა ვახტანგს გამაჰმადიანება
მოსთხოვა. ვახტანგს ისლამის მიღება არ სურდა, ამიტომ უარი თქვა. შაჰმა ის დაატყვევა, ხოლო
`გურჯისტანის ვალად~ მისი მუსლიმი ძმა, იესე ალი ყული-ხანი დაამტკიცეს. ვახტანგმა სცადა
ირანის შაჰზე გავლენა ევროპელი მონარქების საშუალებით მოეხდინა და სულხან-საბა ევროპაში
ელჩად გაგზავნა. 1714 წელს სულხან-საბა შეხვდა რომის პაპს და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს.
სულხან-საბა საფრანგეთის ეკონომიკურად დაინეტერსებასაც ცდილობდა. მან ევროპულ
სახელმწიფოს საქართველოს გავლით იაფი აბრეშუმის მიწოდება შესთავაზა. 1715 წელს ლუი XIV
გარდაიცვალა და ეს ელჩობა უშედეგოდ დასრულდა. ვახტანგი იძულებული გახდა ისლამი
მიეღო და ამის შემდეგ შაჰმა ის `გურჯისტანის ვალად~ (ქართლის მეფედ) დაამტკიცა. ვახტანგი
ირანის გავლენისგან ქვეყნის დახსნას ცდილობდა და ამჯერად გაძლიერებულ რუსეთს მიმართა.
1715 წლიდან რუსეთის მეფის, პეტრე I-ის ელჩი ირანში იყო არტემ ვოლინსკი, რომელსაც
გაეკვეული დაზვერვითი სამუშაოების ჩატარებაც ევალებოდა. 1719 წელს ის ასტრახანის
გუბერნატორად დანიშნეს. ვოლინსკიმ ვახტანგათან მოლაპარაკებები დაიწყო. პეტრე I-ს კასპიის
ზღვის დასავლეთ სანაპიროს დაკავება ჰქონდა განზრახული და ამ საქმეში ვახტანდის დახმარება
ჭირდებოდა. ამ გეგმას ქართლში აღფრთოვანებით შეხვდნენ. 1722 წელს პეტრე I-ის ჯარმა
კასპიის ნაპირებზე სამხედრო მოქმედებები დაიწყო. იმავე წელს ვახტანგის გადაბირება
მოინდომა თურქეთის სულთანმაც. მისი სახელით ვატხანგს არზრუმის ფაშა ეწვია. ირანის
წინააღმდეგ 23 ბრძოლის სანაცვლოდ ვახტანგს თურქეთის სულთანი მთელ საქართველოს
პირდებოდა. ქართლის მეფემ ეს წინადადება არ მიიღო. ამასობაში რუსეთის ჯარმა
კასპიისპირეთში სამხედრო მოქმედებები შეაჩერა. 1723 წელს ირანის ახალი შაჰის, თამაზის
ბრძანებით, კახეთის მეფე კონსტანტინემ დაქირავებული ლეკების, განჯისა და ერევნის ხანების
დახმარებით, სამთვიანი ბრძოლის შემდეგ თბილისი აიღო. ვახტანგი ცხინვალში გამაგრდა.
არზრუმის ფაშამ ვახტანგს კვლავ შესთავაზა, სულთნის ძალაუფლება ეცნო და მისი წინადადება
მიეღო. მეფის დარბაზიც თურქების წინადადებისკენ იხრებოდა, თუმცა ვახტანგს რუსების
დახმარების იმედი ჰქონდა და ამიტომ თურქებთან მოლაპარაკებებს აჭიანურებდა. როცა
თურქებმა ჩათვალეს, რომ ვახტანგი მათ ატყუებდა, ქართლში შეიჭრნენ. 1724 წელს თურქები და
რუსები შეთანხმდნენ: თურქეთი ცნობდა კასპიისპირეთის რუსეთთან შეერთებას, სანაცვლოდ კი
აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ სომხეთსა და ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს
იღებდა. იმავე წელს ვახტანგ VI 1200 კაციანი ამალით რუსეთში გადასახლდა. მასთან ერთად იყო
სულხან-საბა ორბელიანიც.

23. აშშ-ს ჩამოყალიბება

ინგლისმა ამერიკის კონტინენტის კოლონიზაცია XVII საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო. 1607


წელს მეფე ჯეიმს I-ის ნებართვით, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ლონდონის სააქციო
საზოგადოებამ დაარსა პირველი ინგლისური კოლონია - ვირჯინია. XVIII ს-ის 70-იანი
წლებისთვის ჩრდ. ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე 13 ინგლისური კოლონია არსებობდა. ამ
კოლონიების მოსახლეობის ძირითად ნაწილს პურიტანები (პროტესტანტულ მიმდინარეობის
წევრები, რომლებიც რელიგიური დისციპლინის გამკაცრებას მოითხოვდნენ) შეადგენდნენ. ნელ-
ნელა ამერიკულმა საქონელმა ბრიტანული საქონელი ბაზრიდან გამოდევნა. ინგლისელები
სხვადასხვა გადასახადების, ბაჟების და შეზღუდვების დაწესებით შეეცადნენ კოლონისტების
წარმატებები შეენელებინათ. ამან ამერიკელი კოლონისტების პროტესტი გამოიწვია. მათი
აზრით, მათი ნების გაუთვალისწინებლად ინგლისის პარლამენტს ახალი გადასახადების
შემოღების უფლება არ ქონდა. ამიტომ მოითხოვეს საკუთარი წარმომადგენლების ყოლა
ინგლისის პარლამენტში. 1774 წელს კოლონიების წარმომადგენლებმა მოიწვიეს პირველი
კონტინენტური კონგრესი, თუმცა ინგლისის ხელისუფლებამ მასთან თანამშრომლობაზე უარი
განაცხადა. 1775 წელს ბოსტონთან მოხდა პირველი შეიარაღებული შეტაკება ბრიტანეთის და
კოლონისტების ჯარებს შორის. იმავე წელს ფილადელფიაში II კონტინენტურმა კონგრესმა თავი
საკანონმდებლო ორგანო - კონგრესად (პარლამენტად) გამოაცხადა და ინგლისტან ურთიერთობა
გაწყვიტა. შეიქმნა მოხალისეთა არმია, რომელსაც სატავეში ჯორჯ ვაშინგტონი ჩაუდგა. 1776
წლის 4 ივლისს კონგრესმა მიიღო თომას ჯეფერსონის შემუშავებული „დამოუკიდებლობის
დეკლარაცია“ და შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები. 1783 წელს ინგლისმა თავი
დამარცხებულად ცნო და პარიზის ზავით აღიარა აშშ-ს დამოუკიდებლობა. ჯეიმს მედისონის
პროექტის საფუძველზე 1787 წელს კონგრესმა მიიღო აშშ-ს კონსტიტუცია, რომელიც გარკვეული
შესწორებებით დღემდე ძალაშია. აშშ შექმნა პირველმა 13-მა კოლონიამ-შტატმა, რაც მის
დროშაზე აისახა. ამერიკის დროშას აქვს 13 წითელი და თეთრი ზოლი, ხოლო მარცხენა კუთხეში
ლურჯ ფონზე თავიდან გამოსახული იყო 13 ვარსკვლავი. დროთა განმავლობაში ვარსკვლავების
რაოდენობა (შტატების რაოდენობა) იზრდებოდა და ახლა 50 ვარსკვლავია დატანილი.

25. ერეკლეს ეპოქა

ა) XVIII ს-ის 60-იანი წლები და გეორგიევსკის ტრაქტატი ვახტანგ VI-ის რუსეთში გადახვეწის
შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს ჯერ თურქები დაეპატრონენ (ე.წ. „ოსმალობა“), შემდეგ კი -
სპარსელები („ყიზილბაშობა“). მალე ირანელების ახალ შაჰს ნადირ შაჰს თურქების წინააღმდეგ
ქართველების დახმარება დასჭირდა. ამიტომ 1744 წელს მან უფლება მისცა თეიმურაზ II-ს და მის
ვაჟს ერეკლე II-ს მეფეებად ქრისტიანული წესით კურთხეულიყვნენ. ერთ საუკუნეზე მეტი ხნის
შემდეგ თეიმურაზი ქართლის, ხოლო ერეკლე კახეთის ქრისტიანი მეფეები გახდნენ. ისინი
ფორმალურად ირანის ვასალებად ითვლებოდნენ. თეიმურაზი ამ დამოკიდებულებიდან თავის
დაღწევას ცდილობდა და ქრისტიანულ რუსეთში დასახმარებლად რამდენიმე ელჩობაც
გაგზავნა. 1760 წელს თავადაც გაემგზავრა პეტერბურგში, მაგრამ მისმა ელჩობამ შედეგი ვერ
მოიტანა. უკან გამობრუნებისას, გზაში ის გარდაიცვალა და ქ. ასტრახანში სიმამრის, ვახტანგ VI-
ის გვერდით, დაკრძალეს. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II გახდა. მის დროს ქვეყანა ზალიან
გაძლიერდა. ერევნის, განჯის და ნახჭევანის ხანები მას ემორჩილებოდნენ. 1751 წელს მან ირანის
ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტი აზატ-ხანიც კი დაამარცხა. იმავე პერიოდში იმერეთში
სოლომონ I მეფობდა, რომელმაც 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში თურქები დაამარცხა. შემდეგ
მისი ინიციატივით 1759 წელს მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელზეც დასავლეთ საქართველოს
მთავრებმა და დიდებულებმა მეფეს შეჰფიცეს, რომ უარს იტყოდნენ ე. წ. „ტყვის სყიდვაზე.“
ასევე სოლომონმა და ერეკლემ ერთმანეთტან მეგობრობის და ურთიერთდახმარების
ხელშეკრულება გააფორმეს. XVIII ს-ის 60-იანი წლების ბოლოს, 1768 წელს რუსეთ-თურქეთის ომი
დაიწყო, რომელიც 1774 წლამდე გაგრძელდა და მასში რუსების მხარეს ორივე ქართველი მეფე
იბრძოდა. 1770 წელს რუსებმა საქართველოში გენერალ ტოტლებენის მეთაურობით ჯარი
გამოგზავნეს. ტოტლებენი ერეკლესთან ერთად აწყურის ციხის, სადაც თურქული გარნიზონი
იდგა, ასაღებად გაემართა. რუსებმა ციხე ვერ აიღეს და უკან ქართლში გაბრუნდნენ. მიუხედავად
ამისა, მარტო დარჩენილმა ერეკლემ ქართველთა ჯარით ასპინძის ბრძოლაში თურქები
დაამარცხა. ამის შემდეგ ის ქართლში დაბრუნდა და რუსეთის იმპერეტორი ეკატერინე II აიძულა
ტოტლებენი უკან გაეწვია. 1774 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმდა ქუჩუკ-კაინარჯის
ზავი. საქართველოსთვის ფაქტიურად არაფერი შეიცვალა - დასავლეთ საქართველო კვლავ
თურქების გავლენის ქვეშ დარჩა. ამ ომში მონაწილეობის გამო ერეკლეს ურთიერთობა
გაუფუჭდა არა მხოლოდ თურქეთთან და მის მოკავშირე ლეკებთან, არამედ ირანთანაც,
რომელსაც არ აწყობდა რუსეთის ასეთი აქტიურობა კავკასიაში. მიუხედავად ამისა, ერეკლე
მაინც აგრძელებდა რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას და 1782 წელს მან ქართლ-კახეთის
მფარველობაში მიღების შესახებ ეკატერინე II-ს ოფიციალურად მიმართა. 1783 წლის 24 ივლისს
გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში ხელი მოაწერეს ტრაქტატს, ქართლ-კახეთის რუსეთის
მფარველობაში შესვლის შესახებ. ტრაქტატის თანახმად რუსეთი ცნობდა ქართლ-კახეთის
ტახტზე ერეკლეს და მისი შთამომავლების სამუდამო უფლებას; რუსეთი ვალდებულებას
იღებდა არ ცარეულიყო ქართლ- კახეთის საშინაო საქმეებში და ჩათვლიდა ამ ქვეყნის მტრებს
საკუთარ მტრებად; ამავე დროს ქართლ-კახეთი რუსეთის დაუკითხავად არ აწარმოებდა
დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას; ქართული ეკლესიის მმართველობა უცვლელი რჩებოდა.
ტრაქტატს ახლდა საიდუმლო 25 პუნქტებიც: რუსეთს ქართლ-კახეთში უნდა გამოეგზავნა 2
ბატალიონი და 4 ზარბაზანი, ხოლო ომის შემთხვევაში უნდა გაეზარდა ჯარის რაოდენობა;
ქართული ჯარი საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ხარჯებით მონაწილეობას მიიღებდა მათ
მიერ წარმოებულ ომებში; სხვების მიერ მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნების
შემთხვევაში, რუსეთი ვალდებული იყო ისინი ქართლ-კახეთისთვის გადაეცა.

ბ) ქართლ-კახეთის ანექსია გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ერეკლე II-ს


ურთიერთობა დაეძაბა ირანთან. ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა წერილი მოწერა ერეკლეს, სადაც
მოითხოვა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა და ირანის ქვეშევრდომობის აღიარება.
წინააღმდეგ შემთხვევასი ის აფრთხილებდა ქართველ მეფეს, რომ მის სამეფოში ილაშქრებდა.
ერეკლეს კვლავ რუსების დახმარების იმედი ჰქონდა, თუმცა ის მოტყუვდა. 1795 წელს
კრწანისთან მოხდა ბრძოლა, რომელსიც ირანელთა 35 000-იან არმიას მოუმზადებელი ერეკლე
5000 მეომრით დაუპირისპირდა. ორდღიანი ბრძოლის სემდეგ, ქართველები დამარცხდნენ და 11
სექტემბერს ირანელებმა თბილისი აიღეს. მალე აღა-მაჰმად-ხანი უკან გაბრუნდა. შემდეგ ის
კვლავ ემზადებოდა საქართველოში სალაშქროდ, მაგრამ შეთქმულებმა მოკლეს. 1798 წლის 11
იანვარს 78 წლის ერეკლე გარდაიცვალა. ტახტზე მისი უფროსი ვაჟი გიორგი XII ავიდა. 1801 წლის
დასაწყისში მის სიცოცხლეშივე რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ხელი მოაწერა პაქტს ქართლ-
კახეთში მეფობის გაუქმების შესახებ. იმავე წელს გიორგი XII გარდაიცვალა და 12 სექტემბერს
რუსეთის ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოსცა ახალი მანიფესტი ქართლ-კახეთში
მეფობის გაუქმების შესახებ.

გ) იმერეთის სამეფოს გაუქმება 1789 წელს იმერეთის დელეგაციამ ერეკლე II-ს შესთავაზა
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთანება, თუმცა ერეკლემ უარი განაცხადა. მისი
მოტივაცია იმაში მდგომარეობდა, რომ ამით თურქეთი გაღიზიანდებოდა. იმერეთში გამეფდა
ერეკლეს შვილიშვილი სოლომონ II. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1802 წელს
რუსეთის მფარველობაში შევიდა სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანი. 1804 წელს სოლომონ
II იძულებული გახდა დაედო ელაზნაურის შეთანხმება, რომლის თანახმად იმერეთი და გურია
რუსეთის მფარველობაში შევიდნენ. რუსეთმა ესეც არ იკმარა და 1810 წელს იმერეთში მეფობა
გააუქმა. სოლომონ II თურქეთში გაიქცა და იქიდან ცდილობდა რუსეთთან ბრძოლას. მან
დახმარებისთვის ნაპოლეონ ბონაპარტსაც კი მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. სოლომონ II 1815 წელს
ტრაპიზონში გარდაიცვალა.
26. ნაპოლეონის ეპოქა

ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა კ. კორსიკაზე. მან სამხედრო კარიერა დაიწყო და დაწინაურდა


საფრანგეთის რევოლუციის დროს. თავის ნიჭის წყალობით გენერლობამდე მიაღწია. 1796 წელს
თავი გამოიჩინა იტალიასი, 1798 წელს კი ეგვიპტეში. 1799 წლიდან საფრანდეთის პირველი
კონსული და ქვეყნის ფაქტიური მმართველი გახდა. 1800 წელს 26 აუსტერლიცთან დაამარცხა
ავსტრია-რუსეთის გაეთიანებული არმია. 1804 წლიდან ის საფრანგეთის იმპერატორი გახდა.
ნელ-ნელა მან თითქმის მთელი ევროპა დაიპყრო. თუმცა დიდ ბრიტანეთს, რომელსაც
საფრანგეთის მთავარ მოწინააღმდეგედ თვლიდა, ვერაფერი მოუხერხა. 1806 წლიდან ამ ქვეყანას
„კონტინენტური ბლოკადა“ გამოუცხადა. ეს იყო ეკონომიკური ღონისძიებების სისტემა, რაც
დიდ ბრიტანეთთან ევროპული ქვეყნების ვაჭრობის აკრძალვას, ბრიტანული საქონლის
ევროპაში არ შემოტანას და ამ ქვეყნისთვის ფინანსური ზარალის მიყენებას გულისხმობდა.
თუმცა აქაც მარცხი განიცადა. ამის სემდეგმთელი ყურადღება რუსეთის იმპერიისკენ გადაიტანა.
1812 წელს ნაპოლეონმა რუსეთში ილაშქრა. თავიდან წარმატებებს მიაღწია: ბოროდინოს
ბრძოლაში დაამარცხა რუსეთის არმია და მოსკოვი აიღო; მაგრამ რუსეთის უზარმაზარმა
ტერიტორიამ და ზამთრის სიცივეებმა ფრანგული არმია ქმედითუუნარო გახადა და ნაპოლეონი
რუსეთიდან დამარცხებული გამოიქცა. 1813 წელს ლაიფციგის ბრძოლაში რუსეთის, ავსტრიის,
პრუსიის და შვედეთის გაერთიანებულმა არმიამ ნაპოლეონი დაამარცხა და 1814 წელს პარიზი
აიღო. ნაპოლეონი გადადგა და ის, ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კ. ელბაზე გადაასახლეს.
საფრანგეთში აღდგა მონარქია, ბურბონთა დინასტია და ეს ქვეყანა 1792 წლის საზღვრებს
დაუბრუნდა. 1815 წლის მარტში ნაპოლეონმა დატოვა კ. ელბა და საფრანგეთში დაბრუნდა. მისმა
მმართველობამ 100 დღეს გასტანა. იმავე წლის ივნისში ვატერლოოს (ბელგია) ბრძოლაში მისი
არმია დამარცხდა ბრიტანელთა და პრუსიელთა გაერთიანებულ ძალებთან, რომელსაც
ინგლისელი ლორდი ველინგტონი მეთაურობდა. 22 ივნისს ნაპოლეონი მეორედ გადადგა და ის
გადაასახლეს წმ. ელენეს კუნძულზე (ატლანტის ოკეანეში). 1814 წელს სექტემბერში ნაპოლეონის
პირველი გადადგომის შემდეგ გამარჯვებულმა ქვეყნებმა ვენაში მოიწვიეს კონგრესი, რომლის
დასკვნით აქტს 1815 წლის 9 ივნისს მოაწერეს. მას საფრანგეთის წარმომადგენლებიც
ესწრებოდნენ. მათ მეთაურობდა, ნაპოლეონის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და იმჟამად
ბურბონთა სამსახურში ჩამდგარი, ცნობილი დიპლომატი ტალეირანი. ამ კონგრესზე შემუშავდა
საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ფორმა, რომელიც წონასწორობის დაცვას ევროპაში
„დიდ სახელმწიფოებს“ - დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, პრუსიას, ავსტრიას და რუსეთს
აკისრებდა. ის ისტორიაში „ვენის სისტემის“ სახელით შევიდა და საერთაშორისო სადავო
საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას გულისხმობდა. პირველად ამ დროს დაინერგა
მოლაპარაკებები შეიარაღების შემცირების შესახებ.

27. თერგდალეულები
XIX საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ
„თერგდალეულები“. ესენი იყვნენ რუსეთის უნივერსიტეტებში განათლებამირებული
ახალგაზრდები - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და
სხვები. „თერგდალეულების“ აღიარებული ლიდერი იყო ი. ჭავჭავაძე. მათ თავიდანვე
შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავდა. 1875 წელს მათი
ინიციატივით დაარსდა თბილისის საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკი. ამ ბანკს 30 წლის
მანძილზე მეთაურობდა ი. ჭავჭავაძე. მოგვიანებით ასეთი ბანკი ქუთაისშიც დაარსდა. მათი
მიზანი შემდეგი იყო: ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გაღარიბებული თავადაზნაურობის
შემოსავლის ძირითადი წყარო მამულების გაყიდვა იყო. ამ მიწებს კი ძირითადად მდიდარი
ბურჟუაზია, რომელთა შორის უცხოელები სჭარბობდნენ, ყიდულობდა. ეს 27 ბანკები
თავადაზნაურობას იმის საშუალებას აძლევდნენ, რომ მიწა არ გაეყიდათ და დროებით
დაეგირავებინათ. თანხის ბანკში დაბრუნების შემდეგ კი მას უკან იბრუნებდნენ. ამ ბანკების
შემოსავლის საკმაო ნაწილი კი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ხმარდებოდა. 1879
წელს „თერგდალეულების“ ინიციატივით „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოება“ შეიქმნა, რომლის თავჯდომარე ჯერ დიმიტრი ყიფიანი, შემდეგ კი ილია
ჭავჭავაძე იყო. ამ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობდნენ ა. წერეთელი, ი. გოგებაშვილი,
ნ. ნიკოლაძე და სხვები. მათ მთელ საქართველოში დაწყებითი ქართული სკოლების ქსელი
შექმნეს; დაიწერა ახალი ქართული სახელმძღვანელოები - „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და ა.შ.
ორგანიზაციამ შეაგროვა მოსახლეობაში გაბნეული ძველი ქართული ხელნაწერები, ქართული
კულტურის ძეგლების და ტრადიციების აღსაწერად ჩაატარა ექსპედიციები და ა. შ. 1863 წელს ი.
ჭავჭავაძემ გამოსცა ჟურნალი „საქართველოს მოამბე“; 1866 წელს გიორგი წერეთელმა და სერგეი
მესხმა- გაზ. „დროება“; 1877 წელს ი. ჭავჭავაძემ-გაზ. „ივერია“. ეს გამოცემები ქართული
ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას უწყობდა ხელს. 70-80-იან წლებში „თერგდალეულების“
რიგები ორად გაიყო. პირველ დასს კვლავ ი. ჭავჭავაძე ედგა სათავეში, ხოლო მეორე დასს - გ.
წერეთელი და ნ. ნიკოლაძე. მათ იდეებს, რომელიც რადიკალური ბურჟუაზიის
მსოფლმხედველობას ასახავდა, გაზ. „დროება“ გამოხატავდა.

28. I მსოფლიო ომი (1914-1918)

ა) I მსოფლიო ომი (1914-1918) XIX საუკუნის ბოლოს მსოფლიოს უმეტესი ნაწილი დიდ
სახელმწიფოებს გადანაწი - ლებული ჰქონდათ. აზიისა და აფრიკის კოლონიები ძირითადად
დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ხელში იყო. ეს იწვევდა დაპირისპირებას გერმანიასთან,
რომელსაც პრეტენზიები ჰქონდა გარკვეულ ტერიოტორიებზე. საკუთარი ინტერესები ჰქონდათ
რუსეთს, ავსტრია-უნგრეთს, იტალიას, აშშ-ს, იაპონიას და სხვებს. ამ ინეტერსების
გათვალისწინებით ეს სახელმწიფოები დაჯგუფდნენ ორ სამხედრო ბლოკში. 1882 წელს დაიდო
ხელშეკრულება გერმანიას, ავსტრია-უნგრეთსა და იტალიას შორის, რომელიც ისტორიაში
"სამთა კავშირის" სახელით არის ცნობილი. 1892 წ. ამ სამხედრო ბლოკის საპირისპიროდ
ხელშეკრულება გაფორმდა საფრანგეთსა და რუსეთს შორის. 1904 წ. დაიდო ხელშეკრულება
დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის, რომელსაც "ანტანტა" (გულითადი შეთანხმება) ეწოდა.
შემდგომში "ანტანტა" ეწოდებოდა I მსოფლიო ომში დიდ ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა
და მათი მოკავშირეებისგან შემდგარ კავშირს. 1907 წელს გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთსა და
დიდ ბრიტანეთს შორის. ორი სამხედრო ბლოკი ევროპაში ასე ჩამოყალიბდა. "სამთა კავშირს"
მოგვიანებით შეუერთდნენ თურქეთი და ბულგარეთი, ხოლო "ანტანტას" იაპონია, სერბეთი, აშშ.
1915 წელს იტალია გამოვიდა "სამთა კავშირიდან" და I მსოფლიო ომში "ანტანტის" მხარეზე
მიიღო მონაწილეობა. I მსოფლიო ომის საბაბი გახდა ტერორისტული აქტი. 1914 წლის 28 ივნისს
ქ.სარაევოში სერბმა ნაციონალისტმა სტუდენტმა გავრილო პრინციპიმ ავსტრია-უნგრეთის
ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი და მის მეუღლე მოკლა. ავსტრია-უნგრეთმა სერბეთს
ჯერ ულტიმატუმი წაუყენა, შემდგე კი 28 თავს დაესხა. რუსეთის იმპრეტორმა ნიკოლოზ I I -მ
მოძმე სერბი ხალხის დასაცავად ჯარის მობილიზიაცია გამოაცხადა. ამის საპასუხოდ 1914 წლის
1 აგვისტოს გერმანიამ რუსეთს ომი გამოუცხადა (ეს თარიღი I მსოფლიო ომის დასაწყისად
ითვლება). 3 აგვისტოს გერმანიამ ომი გამოუცხადა საფრანგეთსაც და ბელგიის ტერიტორიის
გავლით საფრანგეთში შეიჭრა. 4 აგვიტოს დიდმა ბრიტანეთმა გერმანიას გამოუცხადა ომი. I
მსოფლიო ომი 4 წელზე დიდხანს გაგრძელდა. საბრძოლო მოქმედებები ერთდროულად
აფრიკაში, აზიასა და ევროპაში რამდენიმე ფრონტზე მიმდინარეობდა, მაგრამ ძირითადი
ევროპის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფრონტები იყო. აქ გაიმართა რამდენიმე
მნიშვნელოვანი ბრძოლა: სომის, იპრის და ვერდენის. I მსოფლიო ომის მსვლელობისას
გამოიყენეს ახალი ტექნოლოგიები. 1915 წლის აპრილში მდ. იპრთან გერმანელებმა ფრანგების
წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს მომწამლავი გაზი. ამის შემდგომ ასეთ გაზებს ორივე მხარე
იყენებდა. ამის საწინააღმდეგოდ აირწინაღები შეიქმნა. 1916 წ. სომის ბრძოლაში ინგლისელებმა
პირველად გამოიყენეს საბრძოლო ტანკი. ამ ომში პირველად იქნა გამოყენებული წყალქვეშა ნავი
გერმანელების მიერ. მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს ავიაცია, ტყვიამფრქვევები,
ნაღმმტყორცნები, რომლებიც ჭურვებს 10 კმ-ზე შორს ისროდნენ. 1917 წლის აპრილში ომში ჩაება
აშშ, რომელმაც "ანტანტის" დასახმარებლად ევროპაში 2 მლნ-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი
გაგზავნა. ომის მსვლელობაზე ასევე გავლენა იქონია 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში
მომხდარმა რევოლუციამ. სახელმწიფოს სათავეში ლენინის მეთაურობით ბოლშევიკები
მოვიდნენ. ახალმა მთავრობამ 1918 წ. 3 მარტს გერმანიასა და მის მოკავშირეებთან ბრესტ-
ლიტოვსკში სეპარატული ზავი დადო და ომიდან გავიდა. ამ ზავის ერთ-ერთი პუნქტის
თანახმად რუსეთის ჯარებს ამიერკავკასიაში უნდა დაეტოვებინათ არდაგანის, ყარსისა და
ბათუმის ოლქები, რაც ფაქტობრივად მათი თურქეთისთვის გადაცემას ნიშანავდა. 1918წ. მარნის
ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გერმანელებმა უკან დახევა დაიწყეს, ხოლო აშშ-ს ჩართვამ ომში
დააჩქარა მოვლენები და ომის ბედიც გადაწყდა. მალე ბულგარელები, თურქები და
ავსტრიელები დანებდნენ. 1918წ. ნოემბერში გერმანიაში მოხდა რევოლუცია და 9 ნოემბერს
ვილჰელმ II ჰოლანდიაში გაიქცა. 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში დაიდო საზავო ხელშეკრულება,
რომლის თანახმად გერმანიამ თავი დამარცხებულად ცნო. I მსოფლიო ომი დასრულდა.
ხელშეკრულების მიხედვით გერმანიის ჯარებს უნდა დაეტოვებინათ ოკუპირებული
ტერიოტორიები, ელზასი და ლოთარინგია, ანტანტის ქვეყნებისთვის უნდა გადაეცათ მთელი
შეიარაღება. 1918წ. ბოლოს ავსტრია-უნგრეთის იმპერია დაიშალა და წარმოიქმნა ახალი
სახელმწიფოები: ავსტრია, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია. I მსოფლიო ომში ორივე
მხრიდან დაიღუპა 9-10 მლნ ადამიანი. I მსოფლიო ომში საქართველო, როგორც რუსეთის
შემადგენელი ნაწილი, მონაწილეობდა. ის ჩართული აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ომი
გამოუცხადა რუსეთს. საბრძოლო მოქმედებები კავკასიის ფრონტზეც მიმდინარეობდა.
საქართველოდან ომში 200 ათასამდე ჯარისკაცი და ოფიცერი გაიწვიეს. ისინი აქტიურად
მონაწილეობდნენ არზრუმის, ერევნის, ოლთისისა და სარიყამიშის საომარ ოპერაციებში. 1915-16
წწ. მიმდინარე საომარ ოპერაციებში თურქეთის ჯარებმა დამარცხება განიცადეს.

ბ) ვერსალის კონფერენცია I მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს შემდგომი განვითარების გზები


დღის წესრიგში დადგა. აშშ–ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა კონგრესს წარუდგინა პროგრამა,
რომელიც მსოფლიოში მშვიდობიანი თანაარსებობის 14 პირობას შეიცავდა. ეს პროგრამა
„ვილსონის 14 პუნქტის“ სახელითაა ცნობილი. ამ პროგრამით გათვალისწინებული იყო :
არანაირი საიდუმლო საერთაშორისო მოლაპარაკებები არ უნდა 29 შემდგარიყო, ანუ უნდა
ყოფილიყო ღია დიპლომატია; ზღვაოსნობა თავისუფალი უნდა ყოფილიყო; ეკონომიკური
ბარიერები უნდა გაუქმებულიყო; შეიარაღება უნდა შემცირებულიყო; უნდა შექმნილიყო
ხალხთა საერთაშორისო გაერთიანება „ერთა ლიგა“, რომელიც ყველა სახელმწიფოსთვის
ტერიტორიული მთლიანობის გარანტია იქნებოდა. ეს 14 პუნქტი სახელმწიფოებრიობის
უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათ მხოლოდ „ერთა ლიგის“ შექმნის იდეა
მოიწონეს. 1919 წლის იანვარში საფრანგეთში ვერსალის სასახლეში მოიწვიეს ანტანტის
მოკავშირე 27 ქვეყნის წარმომადგენლები. კონფერენციის მიმდინარეობას განსაზღვრავდა 3
დიდი სახელმწიფო: დიდი ბრიტანეთი (პრემიერ-მინისტრი დევიდ ლოიდ- ჯორჯი) საფრანგეთი
(პრემიერ-მინისტრი ჟორჟ კლემანსო) და აშშ ( პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი). 28 ივნისს
კონფერენციის გადაწყვეტილებები ვერსალის საზავო ხელშეკრულებამ დააფიქსირა. გერმანიას
ისეთი ვალდებულებები დააკისრეს, რომ ის მომავალში არ გაძლიერებულიყო. ის საფრანგეთის
სასარგებლოდ უარს ამბობდა ელზასსა და ლოტარინგიაზე. ასევე გერმანიამ დაკარგა
ტერიტორიის ნაწილი აღმოსავლეთით პოლონეთის სასარგებლოდ. მთლიანად გერმანიამ
დაკარგა 1/8 ნაწილი. 1919– 1921 წლების განმავლობაში გერმანიას ოქროთი, საქონლით,
ხომალდებით, ფასიანი ქაღალდებით 20 მილიარდი ოქროს მარკის ექვივალენტი უნდა
გადაეხადა; მდინარე რაინის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე მას არ უნდა შეექმნა
სიმაგრეები; ანტანტის ქვეყნების სასარგებლოდ ის უარს ამბობდა კოლონიებზე. ვერსალში
გადაწყდა „ერთა ლიგის“ შექმნა. მისი მუდმივ მოქმედი წევრები გახდნენ: დიდი ბრიტანეთი,
საფრანგეთი, იტალია, იაპონია. აშშ–მ თავიდან უარი თქვა „ერთა ლიგაში“ შესვლაზე და მას
მოგვიანებით შეუერთდა. „ერთა ლიგა“ მუშაობას 1920 წლიდან შეუდგა. მისი შტაბბინა
შვეიცარიაში , ქალაქ ჟენევაში მდებარეობდა. მას საბჭო მართავდა, რომელიც შედგებოდა 4
მუდმივ -მოქმედი და 4 არჩევითი წევრი ქვეყნებისგან. ძირითადი ორგანო იყო ასამბლეა. ეს იყო
მსოფლიო პარლამენტის შექმნის პირველი მცდელობა. ყველა სახელმწიფოს ერთი ხმა ჰქონდა,
ვეტოს უფლებით; ამიტომ ამ დემოკრატიულმა პრინციპმა „ერთა ლიგა“ არაქმედითი გახადა,
რადგან ბევრი საკითხი იბლოკებოდა. ამ დროს შეიქმნა საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში
(ჰოლანდია), რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან არჩეული 15 მოსამართლისგან შედგებოდა და
ქვეყნებს შორის დავას განიხილავდა.

29. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918–1921 წლები


I მსოფლიო ომის მსვლელობისას მის მონაწილე ქვეყნებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.
1917 წლის თებერვალში რუსეთში ბურჟუაზიულ–დემოკრატიული რევოლუცია მოხდა. მარტში
თავის ძმის მიხეილის სასარგებლოდ იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა, მაგრამ 1
დღეში მიხეილმაც ტახტზე უარი თქვა და რუსეთში რესპუბლიკა გამოცხადდა. სახელმწიფოს
სათავეში დროებითი მთავრობა ჩაუდგა. რუსეთის დროებითმა მთავრობამ ამიერკავკასიის
მართვა სამხარეო ხელისუფლების ორგანოს ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს (
ოზაკომს) დაავალა, რომლის თავჯდომარე რუსეთის კონსტიტუციურ–დემოკრატიული
(კადეტთა) პარტიის წევრი ხარლამოვი გახდა. კომიტეტში შედიოდა სიციალისტ–ფედერალისტი
კიტა აბაშიძე. აპრილში საქართველოში შეიქმნა ინტერპარტიული საბჭო, რომელშიც
საქართველოში მოქმედი პარტიები და პოლიტიკური მიმდინარეობები გაერთიანდნენ. ესენი
იყვნენ: სოციალ–დემოკრატები, სოციალ–ფედერალისტები, ეროვნულ–დემოკრატები,
სოციალურ–დემოკრატიული ჯგუფი „ალიონი“ და ა.შ. ამ საბჭოს თავჯდომარე 30 გახდა აკაკი
ჩხენკელი. ეს საბჭო რუსეთისგან საქართველოს გამოყოფის საკითხს არ აყენებდა (ამას მხოლოდ
ეროვნულ-დემოკრატები მოითხოვდნენ). საბჭოს აზრით რუსეთში ფედერაციული სახელმწიფოს
შექმნის შემთხვევაში საქართველოს ავტონომია უნდა მოეთხოვა, ხოლო უნიტარული
სახელმწიფოს შექმნის პირობებში რუსეთთან ურთიერთობა გეორგიევსკის ტრაქტატის
საფუძველზე უნდა გაეგრძელებიათ. რუსეთის დემოკრატიული რესპუბლიკა და დროებითი
მთავრობა უდღეური აღმოჩნდა. მის წინააღმდეგ მოქმედებდა რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა
დეპუტატების საბჭოები, სადაც დიდი გავლენა ჰქონდა რუსეთის სოციალ–დემოკრატიული
პარტიის ბოლშევიკურ ფრთას. მათ საკუთარი სამხედრო დანაყოფი წითელი გვარდია ჰყავდა.
ბოლშევიკთა ლიდერმა ლენინმა 1917 წლის აპრილში გაზეთ “პრავდაში“ გამოაქვეყნა ე.წ.
აპრილის თეზისები, რომლის თანახმად რუსეთში პარლამენტური რესპუბლიკის ნაცვლად უნდა
შექმნილიყო მუშათა, მოჯამაგირეთა და გლეხთა საბჭოების რესპუბლიკა და ძალაუფლება
ხელში უნდა აეღო პროლეტარიატს და უღარიბეს გლეხობას. 1917 წლის 25 ოქტომბერს (7
ნოემბერს) ბოლშევიკებმა დროებითი მთავრობა დაამხეს და ძალაუფლება ხელში აიღეს.
საქართველოში ოზაკომმა არსებობა შეწყვიტა. ინტერპარტიულმა საბჭომ რუსეთის ახალი
ხალისუფლება არ ცნო. 1917 წლის 15 ნოემბერს თბილისში სამხარეო ხელისუფლების ახალი
ორგანო – ამიერკავკასიის კომისარიატი დაარსდა ( თავჯდომარე მენშევიკი ევგენი გეგეჭკორი).
19 ნოემბერს გაიმართა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელმაც მენშევიკ ნოე
ჟორდანიას თავჯდომარეობით აირჩია ეროვნული საბჭო. საბჭოში შედიოდნენ სხვადასხვა
პარტიების, საინგილოს და აჭარის წარმომადგენლები: აკაკი ჩხენკელი, ნიკო ნიკოლაძე, ნოე
რამიშვილი, გიორგი ლასხიშვილი, კოტე აფხაზი, მემედ-ბეგ აბაშიძე, რაფიელ ივანიცკი.. ეს
საბჭოც გაემიჯნა რუსეთს. ისინი თვლიდნენ, თუ რუსეთში დემოკრატიული მთავრობა
აღდგებოდა, მაშინ მასში საქართველო ცალკე ავტონომიად შევიდოდა; თუ არა, მოიწვევდნენ
დამფუძნებელ კრებას და დამოუკიდებლობას გამოაცხადებდნენ. 1918 წლის მარტში რუსეთსა
და გერმანიას შორის დადებული ბრესტის ზავის შემდეგ, ამიერკავკასიის კომისარიატმა
თურქეთთან დაიწყო მოლაპარაკება. მაგრამ თურქეთი ამიერკავკასიას განიხილავდა როგორც
რუსეთის ნაწილს და ამიტომ მოლაპარაკება ჩაიშალა. აპრილში თურქებმა დაიკავეს ბათუმი,
ოზურგეთი და მესხეთი. ქართულმა ჯარმა თურქების შეტევა მდინარე ჩოლოქთან გააჩერა. 22
აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა ახალი სახელმწიფოს , ამიერკავკასიის დემოკრატიულ-
ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. მასში შედიოდნენ : საქართველო,
აზერბაიჯანი და სომხეთი. მთავრობის თავმჯდომარე გახდა აკაკი ჩხენკელი. 11 მაისს განახლდა
მოლაპარაკება თურქეთთან. თურქეთი ბრესტის ზავით მინიჭებული ბათუმის, ყარსის და
არტაანის გარდა, ახლა ახალციხის და ახალქალაქის მაზრებსაც მოითხოვდა. გარდა ამისა,
ამიერკავკასიის ქვეყნებს სხვადასხვა ინტერესები ჰქონდა : აზერბაიჯანს-თურქოფილური,
საქართველოს-გერმანო– ფილური, ხოლო სომხეთს-ანგლოფილური. აკაკი ჩხენკელი ბათუმში
შეხვდა გერმანიის დელეგაციის თავმჯდომარე გენერალ ფონ ლოსოვს. ამ მოლაპარაკების დროს
დადგინდა, რომ გერმანია საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიცავდა, თუ
ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშლებოდა და საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გადაწყვიტა 26 მაისს ქ. თბილისში სეიმის სხდომა მოეწვია. აქ
ფედერაცია დაშლილად გამოცხადდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტით
საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეიქმნა. 3 ივნისს თურქეთთან დაიდო ზავი,
რომლის თანახმადაც ბათუმის ოლქთან ერთად, ახალციხის და ახალქალაქის ოლქიც მათ
გადაეცათ. ნოემბერში გერმანიის და მისი მოკავშირეების დამარცხების შემდეგ, თურქებმა
ახალციხე და ახალქალაქი დატოვეს, ხოლო 1919 წელს ინგლისის ჩარევით საქართველოს
დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ბათუმის ოლქიც დაიბრუნა. 31 საბჭოთა რუსეთი იმპერიის
ტერიტორიების დაკარგვას ვერ ეგუებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ მოახერხა და 1920
წლის 7 მაისს დადო ხელშეკრულება რუსეთის სოციალისტურ ფედერაციული საბჭოთა
რესპუბლიკის მთავრობასთან, რომლის თანახმადაც რუსეთი ცნობდა საქართველოს
დამოუკიდებლობას, იღებდა ვალდებულებას არ ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში
და თავს არ დაესხმოდა მას. საქართველო თავის მხრივ კისრულობდა თავის ტერიტორიაზე
რუსეთის მიმართ მტრული მოქმედებები არ დაეშვა და კომუნისტური ორგანიზაციებისთვის
მიეცა მოქმედებების თავისუფლება. მიუხედავად ამისა რუსეთი ემზადებოდა საქართველოს
ოკუპაციისათვის. 1920 წლის ბოლოს, აზერბაიჯანის და სომხეთის დაპყრობის შემდეგ ჯერი
საქართველოზე მიდგა. 1921 წლის თებერვალში საქართველოს ლორეს ოლქში მოხდა გამოსვლა
მთავრობის წინააღმდეგ და იქ საბჭოთა მთავრობა, ე. წ. “შულავერის კომიტეტი” შეიქმნა. მისი
წევრები იყვნენ: სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი,
შალვა ელიავა, მამია ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ალექსანდრე გეგეჭკორი და სხვ. მათი
დახმარების საბაბით საქართველოში რუსეთის წითელი არმია (მეთერთმეტე არმია) შემოვიდა და
25 თებერვალს თბილისი აიღო. საქართველოს მთავრობა ნოე ჟორდანიას მეთაურობით ჯერ
ბათუმში გადავიდა, ხოლო შემდეგ 17 მარტს იტალიური გემით ბათუმი დატოვა და
საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა.

30. საბჭოთა კავშირის შექმნა და 1924 წლის აჯანყება

1922 წლის 30 დეკემბერს ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე დაარსებული საბჭოთა


სოციალური რესპუბლიკების გაერთიანებით შეიქმნა ახალი სახელმწიფო-საბჭოთა
სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ( სსრკ ). შემოკლებით - საბჭოთა კავშირი. თავიდან
საბჭოთა კავშირი შემადგენლობაში შევიდა 4 რესპუბლიკა: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია და
ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო). 1936 წელს,
ახალი კონსტიტუციით ამიეკავკასიის ფედერაცია გაუქმდა და მასში შემავალი რესპუბლიკები
სსრკ–ში ცალკეულ ერთეულებად შევიდნენ. საბჭოთა კავშირმა თანდათან შეიერთა ყოფილი
რუსეთის იმპერიის თითქმის მთელი ტერიტორია. 40-ანი წლებისთვის მასში 15 რესპუბლიკა
შედიოდა. საბჭოთა რეჟიმის დამყარებას საქართველოში დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. უკვე 1921
წლიდან საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გამოსვლები დაიწყო. წითელ არმიასთან
საბრძოლველად შეიარაღებული რაზმები შეკრიბეს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილმა და
მიხეილ ლაშქარაშვილმა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი პირველი მსოფლიო ომის დროს ჯერ ავსტრიის,
შემდეგ კი კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. სარიყამიშის ბრძოლის დროს, გმირობისთვის ის
ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. შემდეგ ის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის
არმიაში მსახურობდა. 1922 წლიდან წითელი არმიის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი
პარტიზანულად იბრძოდა. მან და მისი რაზმის წევრებმა ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ
საქართველოს დამოუკიებლობისათვის იბრძოლებდნენ. ამიტომ, მათ ”შეფიცულები” ეწოდათ.
1922 წელს გენუაში (იტალია) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 29 ქვეყანა
მონაწილეობდა და ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებს ეხებოდა. ამავე კონფერენციაზე დღის
წესრიგში საბჭოთა კავშირის იურიდიულად ცნობის საკითხი იდგა. კონფერენციის მონაწილეებს
სპაციალური წერილით მიმართა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ.
მიმართვაში ის ხაზს უსვამდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის და
ბოლშევიკების მიერ სამღვდელოების 32 დევნის ფაქტს. ის თხოვდა კონფერენციას, რუსეთზე
გავლენა მოეხდინათ, რათა მას საქართველოდან საოკუპაციო ჯარი გაეყვანა და ქართველ ხალხს
უფლება მიცემოდა ეცხოვრა ისე, როგორც მას სურდა. თუმცა ამ დროს ევროპის ქვეყნებს
საქართველოსთვის არ ეცალათ. 1922 წლის გაზაფხულზე ჩამოყალობდა ”საქართველოს
დამოუკიდებლობის კომიტეტი”, რომელშიც სხვადასხვა პარტიები გაერთიანდნენ. იმავე წელს
საყოველთაო აჯანყების ორგანიზების მიზნით, გენერალმა კოტე აფხაზმა ”სამხედრო ცენტრი”
დააარსა. კოტე აფხაზი ი.ჭავჭავაძის დიშვილი იყო. ის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-
ერთი დამააარსებელი გახლდათ. 1923 წელს სამხედრო ცენტრის წევრები დააპატიმრეს და
დახვრიტეს. იმავე წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა მიმართა ერთა
ლიგას დახმარებისთვის, რათა აღკვეთილიყო ერის განადგურება, ეკლესია-მონასტრების ნგრევა.
თუმცა ეს მიმართვაც უშედეგო იყო. მალე დააპატიმრეს საქართველოს დამოუკიდებლობის
კომიტეტის წევრებიც. მიუხედავად ამისა, 1924 წელს საქართველოში აჯანყება დაიწყო. 28
აგვისტოს გამოსვლა დაიწყო ჭიათურაში, შემდეგ მთელ საქართველოს მოედო და ბრძოლები სამ
დღეს გრძელდებოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმმა მანგლისი აიღო და დუშეთისთვისაც
იბრძოდა, მაგრამ აჯანყება დამარცხდა. ბრძოლებს და ხელისუფლების რეპრესიებს
ოთხიათასამდე ადამიანი შეეწირა. ქაქუცამ თანამებრძოლებთან ერთად საქართველო დატოვა და
თურქეთის გავლით საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდა. 1924 წლის 21 სექტემბერს ერთა ლიგაში
სსრკ–ს საგარეო საქმეთა კომისარმა გ. ჩიჩერინმა 1924 წლის აჯანყება შეადარა ბურჟუაზიული
მთავრობების მიერ მხარდაჭერილ უაზრო ავანტიურას, რომლის მიზანი საბჭოთა კავშირის
საერთაშორისო დისკრედიტაცია და იზოლაცია იყო, რასაც აჯანყებულებმა ვერ მიაღწიეს.

31. სსრკ, ამერიკა და ევროპა II მსოფლიო ომამდე


ა) ევროპა I პირველი მსოფლიო ომის შემდგომ 1919 წლიდან გერმანიაში, ძალაში შევიდა
რესპუბლიკის კონსტიტუცია. დამფუძნებელი კრება ქ. ვაიმარში მუშაობდა, ამიტომ მას
“ვაიმარის კონსტიტუცია” დაარქვეს, ხოლო სახელმწიფოს, ვაიმარის რესპუბლიკა. გერმანიას
სარეპარაციო თანხები მძიმე ტვირთად აწვა. მან სამხედრო ფლოტი გამარჯვებულ ქვეყნებს
გადასცა და საკუთარი ტერიტორიების ნაწილი დათმო. გარდა ამისა , ფაქტიურად
საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. 1922 წელს პირველი საერთაშორისო შეთანხმება გერმანიამ,
იტალიის ქ.რაპალოში საბჭოთა რუსეთთან დადო.1925 წლის ლოკარნოს ხელშეკრულებით
გერმანიას ევროპაში დიპლომატიური სტატუსი დაუბრუნდა და მომდევნო წელს ერთა ლიგაში
მუდმივ წევრად მიიღეს. 1925 წელს გერმანიის პრეზიდენტი გახდა ყოფილი გენერალი,
ფელდმარშალი 77 წლის პაულ ჰინდენბურგი. 1929 წელს მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი
დაიწყო, რომელიც “დიდი დეპრესიის” სახელითაა ცნობილი.ასეთ პირობებში ხალხში ნდობა
მოიპოვა და გაძლიერდა ნაციონალ–სოციალისტური პარტია (ლიდერი ადოლფ ჰიტლერი),
რომელიც მკვეთრი რეფორმების და ცვლილებების მომხრე იყო. 1932 წლის ორჯერ ჩატარებულ
საპარლამენტო არჩევნებში ნაცისტებმა უმრავლესობა მოიპოვეს. 1933 წელს ჰინდენბურგმა
ჰიტლერი კანცლერად დანიშნა. ძალაუფლება ნაცისტებმა ჩაიგდეს ხელში, რაც ვაიმარის
რესპუბლიკის დასასრულს ნიშნავდა. 33 გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია
1919 წელს შეიქმნა. 1 წლის შემდეგ, მის სათავეში ჰიტლერი მოექცა. 1920 წლიდან მათი სიმბოლო
სვასტიკა იყო (ძალაუფლების სიმბოლო). 1923 წელს თანამოაზრეებთან ერთად ჰიტლერმა
სახელმწიფო გადატრიალება სცადა ( ე.წ. „ლუდხანის პუტჩი“), რისთვისაც დააპატიმრეს და 5
წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ციხეში დაწერა “ჩემი ბრძოლა” ("Mein Kampf") , სადაც
ნაცისტების იდეოლოგიური მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბა. ჰიტლერი ციხიდან ადრე
გამოუშვეს. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ნაცისტებმა, მკაცრი დისციპლინა დაამყარეს.
სახელმწიფო უწყებაში სხვაგვარად მოაზროვნეებს და ებრაელებს სამსახურიდან უშვებდნენ.
დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები; თუმცა დისციპლინის დამყარებამ, მსოფლიო ეკონომიკურ
კრიზისის დასრულებამ გამოწვია ეკონომიკური წარმატებები.განვითარდა სამხედრო
ინდუსტრია, რამაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ტექნიკური წინსვლა დააჩქარა. ომის
შემდგომ ევროპაში ფაშისტური პარტიები შეიქმნა უნგრეთში, ფინეთში, საფრანგეთში, ინგლისში
და სხვა. მაგრამ ხელისუფლებაში მხოლოდ იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და
გერმანიაში მოვიდნენ. ფაშიზმი იტალიური სიტყვიდან (Fasces) “ფასცია” მომდინარეობს და
ლათინურად წნელის კონას ნიშნავს, რაც ძველ რომში ძალაუფლების სიმბოლო იყო და მას
დიქტატორის დაცვის წევრები ატარებდნენ. ფაშიზმის შემქმნელი იყო იტალიელი პოლიტიკური
მოღვაწე ბენიტო მუსოლინი (დუჩე). ეს ტერმინი პირველად მან 1919 წელს გამოიყენა. თავიდან
სოციალისტური პარტიის წევრი იყო. მუსოლინი I მსოფლიო ომში მონაწილეობდა და დაიჭრა
კიდეც. ომის შემდეგ ის რადიკალ - ნაციონალისტად ჩამოყალიბდა.1919 წელს მან 200 კაციანი
“შავხალათიანთა” ფაშისტური სამხედრო მოძრაობა, “იტალიის მებრძოლთა კავშირი” შექმნა.
1921 წელს ის ნაცისტურ, ფაშისტურ პარტიად გარდაიქმნა. მომდევნო წელს მათ ამბოხი მოაწყეს
და იტალიის ხელისუფლება ხელში აიღეს. 1922 წელს მუსოლინი პრემიერ-მინისტრი გახდა და
1943 წლამდე დარჩა. მუსოლინიმ ჩამოაყალიბა დიქტატორული მმართველობა. ფაშისტები
ებრძოდნენ, როგორც ლიბერალიზმს, ისე სოციალიზმს. ისინი თვლიდნენ, რომ ორივე
მიმდინარეობა საზოგადოების წევრებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობდა: ლიბერალიზმი -
ინდივიდუალიზმის ხაზგასმით, ხოლო სოციალიზმი - კლასებს შორის კონფლიქტის
გამწვავებით. ინდივიდებს და კლასებს ფაშიზმი განიხილავდა, როგორს ერთ მთლიანს,
რომელიც ძლიერი მაშინ შეიძლება ყოფილიყო თუ საერთო მიზნის მისაღწევად ერთი პარტიის
და ერთი ლიდერის გარშემო გაერთიანდებოდნენ. მუსოლინიმ აკრძალა თავისუფალი პრესა,
პროფკავშირები. XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს და 30- იანი წლების დასაწყისში
ეკონომიკური კრიზისი ესპანეთშიც მძვინვარებდა. 1931 წელს უსისხლო რევოლუციის გზით
მონარქია დაემხო და ესპანეთში რესპუბლიკა გამოცხადდა. თუმცა ამან ქვეყანას მშვიდობა ვერ
მოუტანა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მემარცხენეები (კომუნისტები, ანარქისტები,
სოციალისტები, რესპუბლიკელები კატალონიელები და ბასკები) და მემარჯვენეები
(კონსერვატორები და ფაშისტური “ესპანური ფალანგა” ). 1936 წლის თებერვლის საპარლამენტო
არჩევნებში მემარცხენე სახალხო ფრონტმა გაიმარჯვა. თუმცა ახალმა მთავრობამ ვერ შეძლო
წესრიგის დამყარება. მუშათა გაფიცვები გრძელდებოდა, კატალონია და ბასკეთი
დამოუკიდებლობას ითხოვდა. გახშირდა პოლიტიკური მკვლელობები. 1936 წლის ივლისში,
მაროკოში განლაგებულ ესპანურ სამხედრო ნაწილში ამბოხი დაიწყო, რომელსაც სათავეში
გენერალი ფრანცისკო ფრანკო ჩაუდგა. ის 20 წლის ასაკიდან მონაწილეობდა ესპანეთის მიერ
წარმოებულ სხვადასხვა ომებში და 33 წლის უკვე გენერალი გახდა. მან დახმარებისთვის
გერმანიისა და იტალიის მთავრობებს მიმართა. მას მხარი დაუჭირა კათოლიკურმა ეკლესიამ და
პორტუგალიამ. ფრანკომ წლის ბოლოსთვის ნახევარი ესპანეთი დაიკავა. რესპუბლიკელებს
მხარს უჭერდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული მოხალისეები - “ ინტერნაციონალური
ბრიგადები”. საბჭოთა კავშირმა ესპანეთში სამხედრო გამოცდილების მქონე კომუნისტები
გაუშვა და სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა. 1937 წლის მარტში რესპუბლიკელებმა
გვადალახარასთან იტალიელთა სამხედრო კორპუსი გაანადგურეს. ამის საპასუხოდ გერმანულმა
ავიაციამ აპრილში ბასკური ქალაქი გერნიკა დაბომბა, სადაც სამხედროებთან ერთად
მშვიდობიანი მოსახლეობაც დაიღუპა. იტალიელი მოხალისეების და გერმანული
თვითმფრინავების მონაწილეობამ ომის ბედი გადაწყვიტა.1939 წელს, 26 იანვარს ფრანკისტებმა
ბარსელონა, ხოლო 8 მარტს მადრიდი აიღეს. რესპუბლიკურმა არმიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.
7 აპრილს სამოქალაქო ომი დასრულდა. ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მ კანონიერად ცნეს ფრანკოს
მთავრობა. სამოქალაქო ომში დაიღუპა 300 ათასამდე ადამიანი. 20-იან წლებში დიდი ბრიტანეთი
კონტინენტური ევროპის პრობლემებით ნაკლებად იყო დაინტერესებული. ამ დროს მის
კოლონიებში განმანთავისუფლებელი მოძრაობები მიმდინარეობდა. დიდი დეპრესიის გამო
ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა - უმუშევრობა გაიზადა, ხალხი გაღარიბდა.
მთავრობაში ხან კონსერვატორები, ხან ლეიბორისტები მოდიოდნენ. 1935 წლიდან ქვეყნის
სათავეში კონსერვატორები მოვიდნენ (პრემიერ-მინისტრი ჯერ სტენლი გოლდვინი, შემდეგ კი
ნევილ ჩემბერლენი გახდნენ). მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსად ე.წ “დაშოშმინების
პოლიტიკა” აირჩიეს. ის გულისხმობდა მოლაპარაკებებს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან,
რათა ახალი ომი თავიდან აეცილებინათ. საფრანგეთშიც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო.
გაიზარდა უმუშევრობა, პრობლემები შეიქმნა კოლონიებში. ამის გამო, თავი წამოყვეს
კომუნისტებმა და ფაშისტებმა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ქვეყნის აღმოსავლეთ
საზღვრების დასაცავად 1924 - 1932 წლებში თავდაცვის მინისტრმა ანდრე მაჟინომ შექმნა
მავთულხლართებით, სანგრებით და სიმაგრეებით გამაგრებული თავდაცვითი ხაზი, ე.წ
“მაჟინოს ხაზი”.

ბ) დიდი დეპრესია ფ.რუზველტის “ახალი კურსი” 1929 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა


კრიზისმა მოიცვა, რაც 10 წელი გრძელდებოდა. ამ კრიზისმა გამოიწვია ბანკების გაკოტრება,
ინდუსტრიული წარმოების და სოფლის მეურნეობის დაქვეითება, ქალაქების გაღატაკება,
სოფლის მეურნეობის ნაწარმზე ფასების 50 %-ით დაკლება, მასობრივი უმუშევრობა ( წამყვან
სახელმწიფოებში- აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია უმუშევართა რიცხვმა 30 მილიონს
მიაღწია). ეს მოვლენა “დიდი დეპრესიის” სახელით შევიდა ისტორიაში. მისი შედეგები
უმეტესად აშშ–მ იწვნია, ამიტომ ხშირად დიდ დეპრესიად ამერიკის ეკონომიკურ კრიზისს
გულისხმობენ. 1920-იან წლებში დაიწყო საშუალო ფენის სპეკულაციური ბუმი. ამერიკელების
უმეტესობა სახსრებს სხვადასხვა აქციებში აბანდებდა. აქციებზე მოთხოვნა იზრდებოდა. თუ
სახსრები არ ჰქონდათ, ბანკებიდან სესხს იღებდნენ და აქციებს ყიდულობდნენ. აქციების ფასი
დღითი დღე იზრდებოდა, რაც დიდხანს ვერ 35 გაგრძელდებოდა. 1929 წლის 24 ოქტომბერს “შავ
ხუთშაბათს” დაიწყო აქციების სწრაფი გაუფასურება. გაიყიდა 13 მილიონი აქცია, ხოლო 29
ოქტომბერს, “საშინელ სამშაბათს” 16.5 მილიონი აქცია. სულ შემდეგ დღეებში გაიყიდა 30
მილიონი აქცია. აქციები გაუფასურდა და მილიონობით ინვესტორი გაკოტრდა. მთელი კვირის
მანძილზე აშშ–ს სავაჭრო ეკონომიკურმა ბაზარმა 30 მლრდ დოლარი დაკარგა. ბანკები,
რომლებიც ადრე აქციების შესყიდვას აფინანსებდნენ და კლიენტების ნაწილს ამისთვის ფულს
აძლევდნენ, უძლურნი აღმოჩნდნენ დანარჩენი კლიენტებისთვის ვალი დაებრუნებინათ,
გადასახადები გადაეხადათ ან მეწარმეებისთვის სესხი გამოეყოთ; ბევრი ბანკი გაკოტრდა. იმის
გამო რომ მეწარმეებს ბანკებიდან კრედიტების მიღება აღარ შეეძლოთ, ბევრი საწარმო გაკოტრდა,
რამაც თავის მხრივ უმუშევრობის კატასტროფული ზრდა გამოიწვია. ეს საბირჟო კრახი “უოლ
სტრიტის” სახელითაა ცნობილი და ამერიკაში ის დიდი დეპრესიის დასაწყისად იქცა. ყოველი
მეოთხე ამერიკელი უმუშევარი გახდა. უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა დასავლეთ ევროპა,
რადგან მათი წარმოება ჯერ ისე ძლიერი არ იყო და ამერიკულ საბანკო სესხებზე იყო
დამოკიდებული. აშშ–მ კი სწრაფად მოითხოვა კრედიტების დაბრუნება. 1933 წლიდან აშშ–ს
პრეზიდენტი გახდა დემოკრატი ფრანკლინ დელანო რუზველტი. მან გამარჯვებისთანავე
კონგრესს მიაღებინა 70 საკანომდებლო აქტი, რომლებიც წარმოების, სოფლის მეურნეობის,
ვაჭრობის გაჯანსაღებას ემახურებოდა. ყველა ამ ღონისძიებამ ერთი სახელწოდება – “ახალი
კურსი” მიიღო. ახალი კურსის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო, ბანკების რაოდენობის
შემცირება (1933 – 1939- მდე 15 % შემცირდა). აქტივები გამსხვილდა 37%-ით. საზოგადოებრივი
საქმიანობისთვის სახელმწიფომ 12 მლრდ. დოლარი გამოყო. სახელმწიფო მოსახლეობას
სხვადასხვა სფეროში თავად ასაქმებდა - მაგ: ხეების დარგვა, ნიადაგის ეროზიასთან ბრძოლა,
მდინარეების დასუფთავება, ნაკრძალების შექმნა; ფერმერებს გამოეყოთ სახსრები, რათა მათ
ნაკლები რაოდენობის, მაგრამ ხარისხიანი მარცვლეული მოეყვანათ. ამით მარცვლეულის ფასები
გაიზარდა. დაწესდა ფიქსირებული ფასები და ხელფასები. დადგინდა მშრომელთა პენსიების
მოცულობა. საპენსიო ასაკი 65 წლით განისაზღვრა. უმუშევრებს, ინვალიდებს, ობლებს და
ქვრივებს დაენიშნათ დახმარება. დადგინდა სამუშაო საათების მაქსიმალური ზღვარი და
ბავშვების მუშაობა აიკრძალა. 1936 წელს რუზველტი პრეზიდენტად ახალი ვადით აირჩიეს. 1937
წელს აშშ – ს მრეწველობამ 1929 წლის, ანუ დეპრესიამდე არსებულ ნიშნულს მიაღწია. ამ
პერიოდში, აშშ საგარეო ურთიერთობების დროს იცავდა სხვა ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობის
პოლიტიკას. 1933 წელს მან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა სსრკ-სთან. 1935 წელს აშშ-
ში მიიღეს კანონი ნეიტრალიტეტის შესახებ. აიკრძალა ამერიკული შეიარაღების ექსპორტი
მეომარ სახელმწიფოებში. მაგალითად, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს აშშ მკაცრად იცავდა
ჩაურევლობის პოლიტიკას და არც ერთ მხარეს არ დაეხმარა.

გ) სსრკ 20-30 - იან წლებში რუსეთში, ბოლშევიკების სახელმწიფო სათავეში მოსვლის შემდეგ
სამოქალაქო ომი 2 წელს გაგრძელდა. შემდეგ შეიქმნა სსრკ (1922 წ.). მიუხედავად პოლიტიკური
წარმატებებისა, ბოლშევიკების ხელში ეკონომიკურად დაუძლურებული ქვეყანა აღმოჩნდა.
საჭირო იყო ახალი გზების ძიება; ამიტომ რათა ქვეყანა მომძლავრებულიყო, ლენინი
იძულებული გახდა, მცირე დოზით კერძო საკუთრება დაეშვა. ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას
ისტორიაში მოიხსენიებენ, როგორც “ნეპს” (Новая экономическая политика). ის გაგრძელდა 1927
წლამდე. ნეპის დროს შეიცვალა შემდეგი: სასუსართო გაწერა შეიცვალა სასურსათო
გადასახადით; ქალაქსა და სოფელს შორის, პროდუქციის გაცვლის ნაცვლად, ურთიერთობის
ახალი ძირითადი ფორმა ვაჭრობა გახდა; მსხვილი და საშუალო წარმოება სახელმწიფოს ხელში
დარჩა, მაგრამ 36 წვრილ წარმოებაში შეიძლებოდა კერძო ბიზნესი; დაუშვეს სასოფლო-
სამეურნეო მიწების იჯარით აღება და იქ დაქირავებული შრომის გამოყენება; სახელმწიფოს
კონტროლის ქვეშ დაუშვეს კერძო ვაჭრობის განვითარება; შეიქმნა შრომის ბირჟები, საიდანაც
ხდებოდა საწარმოების მუშა ხელით მომარაგება; გაუქმდა უფასო სახელმწიფო მომსახურება.
1927 წლისთვის კომუნისტური პარტიის შიგნით ბრძოლა ძალაუფლებისთვის დასრულდა.
კომუნისტების ელიტა ძირითადად ტროცკისა და სტალინის ირგვლივ დაჯგუფდა. გაიმარჯვა
სტალინის დაჯგუფებამ, რომელსაც ქვეყნის განვითარების საკუთარი სტრატეგია ჰქონდა.
ქვეყანაში ყველა სფერო, განსაკუთრებით ეკონომიკა, წინასწარ უნდა დაგეგმილიყო. 1928
წლიდან შეიქმნა ე.წ “ხუთწლიანი გეგმების სისტემა”. საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად
კურსად ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია გამოცხადდა. ეს ნიშნავდა ახალი ფაბრიკა- ქარხნების
მშენებლობას, ტრანსპორტის, განსაკუთრებით სარკინიგზოს გაძლიერებას. პრი -ორიტეტული
გახდა მძიმე მრეწველობის დარგები. სამრეწველო პროდუქციის 95%-ს სახელმწიფო საწარმოები
უშვებდნენ. 30-იან წლებში სსრკ-ს ეკონომიკური ზრდის ტემპები გერმანიის ანალოგიური იყო:
სსრკ-ში - 4.4%, ხოლო გერმანიაში - 4.6% და უსწრებდა ინგლისს, აშშ-ს და საფრანგეთს. ტემპების
გასაზრდელად 1933 წელს კომპარტიამ მოიგონა, სოციალისტური შეჯიბრების სისტემა, როცა
ცალკეული მშრომელები ან მთელი საწარმოები ხუთწლიანი გეგმის გადაჭარბებით
შესრულებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და ამისთვის მცირე პრემიით ან წითელი დროშით
ჯილდოვდებოდნენ. ინდუსტრიალიზაციის დროს საქართველოში ამუშავდა ზესტაფონის ფერო
- მანგანუმის ქარხანა, გაიზარდა მანგანუმის და ქვანახშირის მოპოვება ( ჭიათურასა და
ტყიბულში), მეტი ინტენსივობით ამუშავდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, აიგო
ჰიდრო -ელექტროსადგურები - ზაჰესი (მტკვარზე), რიონჰესი და ა.შ საშინაო პოლიტიკის მეორე
ძირითადი კურსი იყო - კოლექტივიზაცია. 20- იან წლებში სსრკ-ს სოფლის მოსახლეობა
შედგებოდა მდიდარი ( კულაკი ), საშუალო და ღარიბი გლეხობისგან. 1927 წლიდან საბჭოთა
ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი კურსი შეიმუშავა.
ინდივიდუალური საგლეხო მეურნეობები კოლექტიურ საგლეხო მეურნეობებში -
კოლმეურნეობებში უნდა გაერთიანებულიყვნენ. გლეხს საკუთრებაში უმნიშვნელო ნაწილი
რჩებოდა. სოფლად კერძო საკუთრება იცვლებოდა კოლექტიური საკუთრებით, რომლის
განმგებელი ფორმალურად თავად კოლექტივი, ფაქტიურად კი სახელმწიფო იყო. 1929 - 1938
წლებში 250 ათასი კოლმეურნეობა შეიქმნა. ვინც ამ პროცესს შეეწინააღმდეგებოდა, მათ
კულაკებად აცხადებდნენ - ხვრეტდნენ ან ასახლებდნენ. განკულაკების პერიოდში 15 მილიონი
ადამიანი დაიღუპა. 1932-33 წლები მოუსავლიანი იყო. მარცვლეულის ის რაოდენობა რაც
უკრაინაში მოვიდა, გლეხობას ჩამოართვეს და ამით შიმშილობა გამოიწვიეს. ამ დროს 7
მილიონი ადამიანი დაიღუპა. თუმც სოფლის კოლექტივიზაციით, საბჭოთა ხელისუფლებამ
ქალაქის მოსახლეობისა და არმიის პროდუქტებით სტაბილური მომარაგების და სამრეწველო
საწარმოების ნედლეულით მომარაგების პრობლემა გადაჭრა. სწორედ ამ დროს საქართველოში
აღორძინდა სოფლის მეურნეობის დარგები: მევენახეობა, მესიმინდეობა; კოლხეთის ჭაობის
დაშრობის შემდეგ აქ გაშენდა ჩაისა და ციტრუსების პლანტაციები. საბჭოთა ხელისუფლებამ
ახალი რეალობებიდან გამომდინარე მიიღო ახალი კონსტიტუცია (1936 წ), რომელმაც
სახელმწიფო მართვის ძირითად ორგანოდ მშრომელ - დეპუტატთა საბჭოები, ხოლო ეკონომიკის
საფუძვლად სახელმწიფო და კოლექტიური საკუთრება გამოაცხადა. ჯერ კიდევ 20- იან წლებში
დაწყებული სხვაგვარად მოაზროვნეების წინააღმდეგ რეპრესიები 30- იან წლებში გაიზარდა.
შეიქმნა შრომა გასწორების ბანაკების ქსელი -“გულაგი”. ეს ბანაკები 1930 წლებამდეც არსებობდა,
მაგრამ ამ წელს ისინი ახლად შექმნილი სახელმწიფო სამმართველოს “გულაგს”( Государственное
управление лагерями) დაექვემდებარა. სსრკ-ში ორასამდე გულაგი არსებობდა. გულაგში
ასახლებდნენ: ბურჟუაზიას, მემამულეებს, სამღვდელოებას, გლეხობას, ინტელიგენციას. 20-30
იან წლებში მთელ საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოში, დაინგრა ან გადაკეთდა
მრავალი საკულტო ნაგებობა: ეკლესიები, სინაგოგები, მეჩეთები და ა.შ. კომპარტიამ (სტალინმა)
წმენდა საკუთარი პარტიიდან დაიწყო. ამის მიზანი იყო ახალგაზრდა კადრების დაწინაურება,
რომლებიც სატლინის მიერ დასახულ ნებისმიერ ამოცანას გადაჭრიდნენ. ხალხის მტრებად
გამოცხადდნენ კომპარტიის ლიდერები: ტროცკი, კამენევი, ზინოვიევი, ბუხარინი, რიკოვი და
ა.შ. ამას მოჰყვა ჩვეულებრივი მოქალექეების გადასახლებები და დახვრეტები. ხალხის მტრებს
და მათ ოჯახის წევრებს შუა აზიასა და ციმბირში, გადასახლებაში აგზავნიდნენ . 1936-38 წლებში
ოფიციალური მონაცემებით, 700 ათასამდე ადამიანი დახვრიტეს. დიდმა რეპრესიებმა
საქართველოში შეიწირა: მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, ლიტერატორი ვახტანგ კოტეტიშვილი,
პოეტები - ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, დირიჟორი ევგენი მიქელაძე,
რეჟისორი სანდრო ახმეტელი, მხატვარი პეტრე ოცხელი და სხვები; ასევე კომპარტიის
ლიდერები: მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი და სხვ. ამ დროს საქართველოს კომპარტიის
პირველი მდივანი იყო ლავრენტი ბერია.

დ) მეორე მსოფლიო ომის წინ ნაცისტების სახელმწიფო სათავეში მოსვლისთანავე, გერმანიამ


დატოვა ერთა ლიგა.ევროპის ლიდერები შეეცადნენ გერმანიისთვის აღმოსავლეთში საბჭოთა
კავშირი დაეპირისპირებინათ. 1934 წელს საბჭოთა კავშირი მუდმივი წევრის სტატუსით ერთა
ლიგაში მიიღეს. გერმანიამ 1935 წელს საარის მხარეში პლებისციტი ჩაატარა და შეიერთა. 1936
წელს გერმნალებმა დაიკავეს რაინის დემილიტარიზებული ზონა. 1938 წელს გერმანიამ შეიერთა
ავსტრია და დიდი გერმანიის შექმნა გამოაცხადა (ე.წ ავსტრიის ანშლუსი). ამ დროს ევროპის
ქვეყნები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი ე.წ დაშოშმინების პოლიტიკას ანიჭებდნენ
უპირატესობას; ანუ ყოველ მხრივ უნდა ეცადათ დათმობებით, მოლაპარაკებებით აეცილებინათ
მსოფლიო ომი. ჰიტლერს ეს ხელს აძლევდა. ეს კარგად გამოჩნდა ჩეხოსლოვაკიის კუთვნილ
სუდეტის ოლქთან მიმართებაში. ჰიტლერმა იმ მოტივით, რომ სუდეტის ოლქში გერმანულ
მოსახლეობას ავიწროებდნენ, ჯერ მისი ცალკე გამოყოფა, ხოლო შემდეგ მისი გერმანიისთვის
მიერთება მოითხოვა. 1938 წლის 28 სექტემბერს ოთხი ევროპული ქვეყნის -გერმანიის,
ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერი ( ჰიტლერი, ჩემბერლენი, დალადიე და
მუსოლინი) მიუნხენში შეიკრიბა. აქ ჩემბერლენმა წარმოადგინა მემორანდუმი, რომელიც
ფაქტიურად ჰიტლერის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ეს მემორანდუმი გააცნეს გვერდზე
ოთახში მყოფ ჩეხოსლოვაკიის დელეგაციას და მოსთხოვეს დათანხმება. ამ მემორანდუმის
თანახმად ჩეხოსლოვაკიის ჯარებს ათ დღეში უნდა დაეტოვებინათ სუდეტის ოლქი, ხოლო
გერმანიის ჯარები 1-ლი ოქტომბრიდან ეტაპობრივად დაიკავებდნენ დაცლილ ტერიტორიას. ეს
შეთანხმება ისტორიაში შესულია “ მიუნხენის გარიგების” სახელით. ინგლისში ჩასულმა
ჩემბერლენმა აეროპორტში განაცხადა, - “ მე თქვენ მშვიდობა ჩამოგიტანეთ”, მაგრამ ის მართალი
არ აღმოჩნდა. სულ მალე დაიწყო გერმანიის და საბჭოთა კავშირის დაახლოება. ამ ეტაპზე
ურთიერთდაპირისპირება არც ერთ მხარეს არ სურდა. იმავდროულად პრეტენზიები ჰქონდათ
პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში დაიდო
გერმანია - რუსეთის თავდაუსხმელობის (მოლოტოვ - 38 რიბენტროპის) პაქტი. პაქტის
ოფიციალური ნაწილის თანახმად, ამ ქვეყნების წინააღმდეგ წარმოებულ ომში ორივე ქვეყანას
უნდა შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი. თუმცა პაქტს ახლდა საიდუმლო პუნქტებიც. ამ
პუნქტების თანახმად, გერმანიას ერგებოდა დასავლეთ პოლონეთი, ხოლო სსრკ–ს ბესარბია (იმ
დროს რუმინეთის ტერიტორია), ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და აღმოსავლეთ
პოლონეთი.

32. II მსოფლიო ომი

1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს ( II მსოფლიო ომის დასაწყისი). 3
სექტემბერს ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ომი გამოუცხადეს გერმანიას, თუმცა აქტიური
საბრძოლო მოქმედებები მათ შორის პრაქტიკულად არ დაწყებულა. დიდ ბრიტანეთს და
საფრანგეთს იმედი ჰქონდათ, რომ გერმანია აგრესიას აღმოსავლეთით სსრკ-სკენ მიმართავდა და
კვლავ დაშოშმინების პოლიტიკას აგრძელებდნენ. ამ პერიოდს 1939 წლის სექტემბრიდან 1940
წლის მაისამდე „უცნაური ომი“ ეწოდა. 1939 წლის 28 სექტემბერს პოლონეთის დედაქალაქი
ვარშავა დაეცა. მანამდე, 17 სექტემბერს მოლოტოვ– რიბენტროპის პაქტის შესაბამისად საბჭოთა
არმიამ დაიწყო აღმოსავლეთ პოლონეთის ოკუპაცია. 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა ჯარები
ფინეთში შევიდნენ. ფინეთის არმიამ მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საბჭოთა არმიამ 200
ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა; ფინეთმა დაკარგა 25 ათასი ადამიანი. 1940 წლის 12 მარტს დაიდო
ზავი, რომლის თანახმად ფინეთმა სსრკ–ს გადასცა კარელიის ნაწილი. ამ ომის გამო სსრკ ერთა
ლიგიდან გარიცხეს. 1940 წლის გაზაფხულზე გერმანული ჯარები ჯერ დანიაში, შემდეგ კი
ნორვეგიაში შეიჭრნენ. გერმანიას აინტერესებდა ამ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი,
რესურსები და გეოპოლიტიკური მდებარეობა. დანიამ კაპიტულაცია 1 დღეში გამოაცხადა;
გერმანიამ ნორვეგიაც მალე დაიპყრო და ხელისუფლება ადგილობრივ ფაშისტს ვიდკუნ
კვისლინგს ჩააბარა. 1940 წლის 10 მაისს გერმანიამ შეტევა დაიწყო ბელგიის, ნიდერლანდების და
ლუქსემბურგის მიმართულებით. დასავლეთ ფრონტი გერმანიის მხრიდან გამაგრებული იყო
ზიგფრიდის, ხოლო საფრანგეთის მხრიდან მაჟინოს ხაზით. გერმანულმა არმიამ გვერდი აუარა
მაჟინოს ხაზს და 17 მაისს ბრიუსელი (ბელგია) აიღო; 20 მაისს ფრანგულ ქალაქ კალემდე მიაღწია
და დიუნკერკის მიდამოებში ალყაში მოაქცია 340 ათასიანი ფრანგულ– ბრიტანული არმია. 14
ივნისს გერმანელებმა პარიზი დაიკავეს, ხოლო 22 ივნისს კომპიენის ტყეში, იმავე ვაგონში
საფრანგეთის მარშალმა პეტენმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი.. საზავო ხელშეკრულების
თანახმად საფრანგეთის ჩრდილოეთი გერმანიის მიერ იქნა ოკუპირებული, ხოლო სამხრეთ
ნაწილში შენარჩუნდა მთავრობა მცირე არმიით. საფრანგეთის ფლოტი განაიარაღეს, ხოლო მისი
კოლონიები გერმანიის კონტროლქვეშ უნდა გადასულიყო. „ელვისებური ომი“ ანუ „Blitzkrieg“
სულ 6 კვირას გაგრძელდა. ევროპაში გერმანიის მეტოქედ დიდი ბრიტანეთიღა რჩებოდა.
გერმანელებმა შეიმუშავეს სამხედრო გეგმა კოდური სახელწოდებით „ზღვის ლომი“, რომელიც
საჰაერო შეტევებით ბრიტანეთის სამხრეთის დაბომბვას და მისი ავიაციის განადგურებას
გულისხმობდა. 1940 წლის მაისში დაშოშმინების პოლიტიკის მთავარი შემოქმედი ჩემბერლენი
გადადგა და პრემიერ-მინისტრი გახდა აქტიური საბრძოლო მოქმედებების მომხრე უინსტონ
ჩერჩილი. 1940 წლის ზაფხულში გერმანულმა ავიაციამ ბრიტანული ნავსადგურების და
ქარხნების დაბომბვა დაიწყო. დაბომბვის შემდეგ გერმანული ფლოტი ლა მანშზე უნდა
გადასულიყო და ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროზე გამაგრებულიყო. მაგრამ ბრიტანულმა
ავიაციამ ეფექტური კონტრშეტევა განახორციელა და დაიწყო გერმანული ქალაქების დაბომბვა.
ეს ბრძოლები 2 თვეზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ორივე მხარე აიძულა დაბომბვები
შეეწყვიტა. 1940 წლის ზაფხულში ბენიტო მუსოლინიმ მოკავშირეთა ქვეყნებს ომი გამოუცხადა.
შემოდგომაზე იტალია ალბანეთის ტერიტორიიდან საბერძნეთს დაესხა თავს, მაგრამ მისმა
არმიამ ბერძნების კონტრშეტევას ვერ გაუძლო და უკან დაიხია. 1941 წლის აპრილში
გერმანელებმა იტალიელთა დასახმარებლად ბალკანეთზე შეტევა დაიწყეს. მათ იუგოსლავია,
შემდგომ საბერძნეთიც დაიპყრეს. 1940 წლის 22 სექტემბერს გერმანიამ, იტალიამ და იაპიონიამ
ხელი მოაწერეს სამთა პაქტს, რაც ომის დროს შეთანხმებულად მოქმედებას და გამარჯვების
შემდეგ მსოფლიოს მათ შორის გადანაწილებას გულისხმობდა. 1940 წლის ბოლოდან გერმანიასა
და სსრკ-ს შორის წინააღმდეგობა გამოიკვეთა. დეკემბერში გერმანიამ შეიმუშავა გეგმა
“ბარბაროსა” (ფრიდრიხ ბარბაროსას საპატივსაცემოდ). გეგმა საბჭოთა კავშირზე ელვისებურ
თავდასხმას და მისი არმიის დიდი ბრიტანეთის დამარცხებამდე განადგურებას
ითვალისწინებდა. 1941 წლის 22 ივნისს დილის 4 საათზე სსრკ-ს თავს დაესხა დაახლოებით 150
გერმანული დივიზია. სსრკ ამ შეტევას მოუმზადებელი შეხვდა და 2 დღეში გერმანული ჯარები
230 კმ-ის სიღრმეში შეიჭრნენ. გერმანელები ნოემბერში მოსკოვს 25-30 კმ-ზე მიუახლოვდნენ და
დეკემბერში კრემლის კედლებს დურბინდით ხედავდნენ. მაგრამ დიდი გმირობის ფასად
საბჭოთა ჯარებმა მოიგერიეს გერმანელთა შეტევა და მათუკან დაახევინეს (საბჭოთა დაზვერვამ
შეიტყო რომ იაპონია არ აპირებდა სსრკ-ზე თავდასხმას და ციმბირული დივიზიები მოსკოვთან
გადმოიყვანეს). ომის დაწყების დღიდან აშშ ნეიტრალიტეტს იცავდა, თუმცა დიდ ბრიტანეთს
ფარულ დახმარებას მაინც უწევდა. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის ავიაცია მოულოდნელად
თავს დაესხა აშშ-ს წყნარი ოკეანის მთავარ ბაზას - პერლ-ჰარბორს(ჰავაის კუნძულებზე). მათ
გაანადგურეს 19 სამხედრო გემი(მათ შორის 5 სახაზო), 188 თვითმფრინავი და 2400-2500
ადამიანი. აშშ-მ და ინგლისმა ომი გამოუცხადეს იაპონიას, ხოლო გერმანია იძულებული გახდა
საპასუხოდ ომი გამოეცხადებინა აშშ-სთვის. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა “დიდი
სამეულის” ალიანსი – აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ, რომელსაც 1942 წლის 1 იანვარს შეუერთდა
კიდევ 23 სახელმწიფო. მათ ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული ერების შესახებ. ეს
დეკლარაცია მიმართული იყო გერმანიის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. ეს ქვეყნები
ვალდებულებას იღებდნენ ომში დახმარებოდნენ ერთმანეთს. ფაქტიურად ამ აქტმა 4 წლის
შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნას დაუდო საფუძველი. 1942 წლისათვის
მოკავშირე ქვეყნები “სამთა პაქტის” ქვეყნებზე 3-ჯერ მეტ თვითმფრინავს და 10-ჯერ მეტ ტანკს
აწარმოებდნენ. 1942-43 წლებში ომის მთავარ ფრონტს წარმოადგენდა აღმოსავლეთის ფრონტი,
სადაც თავმოყრილი იყო გერმანელთა ძირითადი ძალები. 1942 წლის ივლისში გერმანულმა
ჯარებმა ჩრდილოეთ კავკასიაში, ქალაქ ორჯონიკიძემდე (ახლანდელი ვლადიკავკაზი) მიაღწიეს,
თუმცა აქ გააჩერეს. განსაკუთრებით დიდი ბრძოლები ქალაქ სტალინგრადთან მიმდინარეობდა.
საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ სტალინგრადის ჩრდილოეთით გერმანელებმა მდინარე
ვოლგაზე გადასვლა მოახერხეს, წარმატებას ვერ მიაღწიეს. 1942 წლის შემოდგომაზე
ქალაქისთვის დიდი ბრძოლები გაიმართა. საბჭოთა ჯარმა კონტრშეტევა განახორციელა და
გერმანელები ალყაში მოაქცია. 1943 წლის 2 თებერვალს გერმანული ჯარების სარდალმა
ფელდმარშალმა ფონ პაულიუსმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას და საბჭოთა ჯარებმა ტყვედ
აიყვანეს 100 000-მდე გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი. სტალინგრადში დამარცხების შემდეგ,
გერმანელებს კურსკის მიდამოებში რევანშის აღება სურდათ. 1943 წლის ზაფხულში კურსკთან
მოხდა დიდი სატანკო ბრძოლა, რომელშიც ორივე მხრიდან 1200 ტანკი 40 მონაწილეობდა.
საბჭოთა ტანკებმა გაანადგურეს გერმანელთა ტანკების დიდი ნაწილი; გერმანელები აქაც
დამარცხდნენ. ამავე პერიოდში გერმანელებმა წარმატებას ვერც ჩრდილოეთ აფრიკაში მიაღწიეს,
სადაც ბრიტანელებმა შეძლეს მათი წინსვლის შეჩერება ეგვიპტისკენ და სუეცის არხს კვლავ
ისინი აკონტროლებდნენ. მალე დაიწყო ჩრდილოეთ აფრიკაში ბრიტანელთა (გენერალი
მონტგომერი) და ამერიკელთა (გენერალი ეიზენჰაუერი) ერთობლივი შეტევა, რის შედეგად 1943
წლის მაისში გერმანულ-იტალიური ძალები ტუნისში დამარცხდნენ და აფრიკა დატოვეს.
ივლისში დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ჯარები სიცილიაზე გადასხდნენ, რამაც იტალიაში
სამთავრობო კრიზისი გამოიწვია. ბ. მუსოლინი დააპატიმრეს, ხოლო ახალმა მთავრობამ მარშალ
ბადოლიოს მეთაურობით მოკავშირეებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ინგლისურ-ამერიკული
ჯარები აპენინის ნ.კ-ზე გადავიდნენ. იტალიის ჯარებმა წინააღმდეგობა შეწყვიტეს.
იმავდროულად გერმანელებმა ჩდ. იტალია დაიკავეს და მუსოლინის მეთაურობით ჩდ. იტალიის
ფაშიტური რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს. 1942-43 წლებში "სამთა პაქტის" ქვეყნების წინააღმდეგ
მებრძოლ მოკავშირეთა ჯარებს დიდ დახმარებას უწევდნენ ის ძალები, რომლებიც დაპყრობილ
ქვეყნებში იბრძოდნენ გერმანელებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ. დას. ევროპაში
წინააღმდეგობის მთავარ ძალას საფრანგეთში ორგანიზებული მოძრაობა წარმოადგენდა,
რომელსაც გენ. შარლ დე გოლი ხელმძღვანელობდა. 1943 წლის მიწურულს მოკავშირეთა
უპირატესობა აშკარა გახდა. 1943 წლის 21ნომებერს-1 დეკემბერს ირანში, თეირანში შეიკრიბნენ
"დიდი სამეულის" სახელმწიფოთა მეთაურები- ჩერჩილი, რუზველტი და სტალინი. აქ
გადაწყდა, რომ მე-2 ფრონტი გახსნილიყო დასავლეთში, სადაც ჩდ. საფრანგეთში 1944 წლის
მაისში გადმოსხდებოდნენ ბრიტანულ-ამერიკული ჯარები. 1944 წლის 6 ივნისს ჩდ.
საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეთა არმია გადმოვიდა. მოკავშირეთა არმიას სარდლობდა
აშშ-ს გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი. აგვისტოში მოკავშირეთა დესანტი სამხ. საფრანგეთშიც
გადასხეს, პარიზში კი ფრანგ პატრიოტთა აჯანყება დაიწყო. მათ ქალაქის გათავისუფლება 4
დღეში მოახერხეს. წლის ბოლომდე მოკავშირეებმა თითქმის მთელი საფრანგეთი დაიკავეს და
გემანიის საზღვრებს მიადგნენ. პარალელურად საბჭოთა არმიამ დიდ წარმატებას მიაღწია. 1944
წლის დასაწყისისთვის შეუტიეს ლენინგრადისა და უკრაინის მიმართულებით, დაამარცხეს
ფინეთი. აგვისტოს ბოლოს სსრკ-ს მთელი ტერიტორია გათავისუფლდა; საბჭოთა არმიამ აღმ.
პრუსია და პოლონეთი დაიკავა, რუმინეთი და ბულგარეთი კი, ომიდან გამოთიშა, სექტემბერში
კი იუგოსლავიაშიც შევიდა. 1945 წლის იანვრისთვის საბჭოთა ჯარები ბერლინიდან 60კმ-ზე
შეჩერდნენ. 1945 წლის 4-12 თებერვალს იალტაში(ყირიმი) მოეწყო სამი მოკავშირე ქვეყნის - აშშ-ს,
დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ს მეთაურების შეხვედრა. ამ შეხვედრაზე გადაწყდა: გერმანიის
დამარცხების შემდეგ, მისი საბოლოო ბედის გადაწყვეტამდე მოკავშირეები ზონებად
დაყოფდნენ, სადაც მათი ჯარები განლაგდებოდნენ; ომის შემდგომ შექმნიდნენ ახალ
საერთაშორისო ორგანიზაციას - გაერთიანებული ერების კონფერენციას; საბჭოთა კავშირი
ვალდებულებას იღებდა გერმანიის დამარცხების შემდეგ, ჩაბმულიყო იაპონიის წინააღმდეგ
ომში; სამაგიეროდ, საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის მიერ დაკარგული სამხ.
სახალინისა და კურილიის კ-ებს ითხოვდა. 1945 წლის თებერვალში მოკავშირეთა ჯარებმა
გერმანიისკენ შეტევა დაიწყეს. მარტში მათ მდ. რაინი გადალახეს და რურის ოლქში გერმანული
ჯარები ალყაში მოაქციეს. 16 აპრილს ბერლინზე შეტევა დაიწყო. ამასობაში იტალიაში
პარტიზანებმა დაიჭირეს მუსოლინი და სიკვდილით დასაჯეს. მისი გვამი მილანის მოედანზე
თავდაყირა დაკიდეს. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ჰიტლერმა თავის მოკვლა გადაწყვიტა. 30
აპრილს მან თავი მოიკლა. მისი 41 გვამი დაწვეს. იმავე დღეს საბჭოთა ჯარისკაცებმა რაიხსტაგი
(მთავრობის სასახლე) აიღეს. 7 მაისს დასავლეთის ფრონტზე გერმანიის ჯარმა იარაღი დაყარა. 8
მაისს, გვიან ღამით გერმანიის ჯარების ფელდმარშალმა კაიტელმა ბერლინში უსიტყვო
კაპიტულაციას მოაწერა ხელი. გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, ბერლინში შეიკრიბნენ: დიდი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უ. ჩერჩილი(28 ივლისიდან ის შეცვალა ეტლიმ) აშშ-ს ახლად
არჩეული პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი და იოსებ სტალინი. ბერლინთან ახლოს ქ. პოსტდამში (17
ივლისი-2 აგვისტო) ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც საბოლოოდ გადაწყდა გერმანიის
მომდევნო ბედი. უნდა აკრძალულიყო ნაციონალ-სოციალისტური პარტია, იაპონიას მოსთხოვეს
უსიტყვო კაპიტულაცია და ა.შ. ევროპაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ,
მოკავშირეთა ერთადერთ მოწინააღმდეგეს იაპონია წარმოადგენდა. 8 აგვისტოს სსრკ-მ ომი
გამოუცხადა იაპონიას და მანჯურიაში განლაგებულ იაპონიის ჯარების წინააღმდეგ, საბრძოლო
მოქმედებები დაიწყო. საბჭოთა ჯარებმა მალე დაიკავეს ჩდ.აღმ. ჩინეთი, ჩდ. კორეა, კ.სახალინი
და კურილიის კ-ები. 6 და 9 აგვისტოს აშშ-მ იაპონიის ორ ქალაქში ჰიროსიმასა და ნაგასაკიში 2
ატომური ბომბი ჩააგდო, რის შედეგადაც 140 000 ადამიანი დაიღუპა. შემდგომმა რადიაციამ
მომდევნო წლებში კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იაპონია იძულებული გახდა
1945 წლის 2 სექტემბერს ტოკიოს ყურეში კაპიტულაციაზე მოეწერა ხელი. ამ აქტით მე-2
მსოფლიო ომი დასრულდა. II მსოფლიო ომში 72 სახელმწიფო მონაწილეობდა. სხვადასხვა
მონაცემებით 60-დან 75 მლნ-მდე ადამიანი დაიღუპა. (მათ შორის 40 მლნ. მშვიდობიანი
მოქალაქე) გერმანელთა მიერ შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში 6 მლნ. ებრაული
წარმოშობის ადამიანი მოკლეს. ებრაელების, ასევე ბოშების, სექსუალური უმცირესობების
მასიურ გენოციდს ეწოდება ჰოლოკოსტი ( ინგლ. "სრულიად დაწვა"). II მსოფლიო ომის ერთ-
ერთი მძიმე ეპიზოდია ლენინგრადის ბლოკადა, რომელიც 1941-44 წწ. 900 დღე გრძელდებოდა.
გერმანელების მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქში სურსათის შეტანა ვერ ხერხდებოდა, რამაც
მასობრივი შიმშილი და მოსახლეობის დაღუპვა გამოიწვია. გერმანიის დამარცხების შემდეგ
პოლონეთს დაუბრუნდა აღმ. პრუსია და ზემო სილეზია, საფრანგეთს ელზას-ლოტარინგია და
საარის მხარე; თავად გერმანია ორ სახელმწიფოდ აღმ. და დას-ად დაიშალა. სსრკ- მ 1940 წელს
დაიპყრო ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, აზიაში სახალინი, კურილიის კ-ები. გასაბჭოვდა აღმ.
ევროპის ქვეყნები, ჩდ. კორეა; გაეროს ინიციატივით ახალი ებრაული სახელმწიფო - ისრაელი
შეიქმნა. ომის შემდეგ 1945წ. 20 ნომებრიდან 1946წ. 1 ოქტომბრამდე გერმანიის ქ. ნიურნბერგში
გაიმართა II მსოფლიო ომის დამნაშავეთა სასამართლო პროცესი, სადაც გასამართლდენენ
გერმანელი პოლიტიკური მოღვაწეები - გერმანიის სამხედრო ძალების მთავარსარდალი ჰერმან
გერინგი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოხიმ რიბენტროპი, რუდოლფ ჰესი(ჰიტლერის
მოადგილე პარტიის მართვის საკითხებში), კარლ დენიცი ( გერმ. ფლოტის ადმირალი), ვილჰელმ
კაიტელი( შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი) და სხვ. 12 მათგანს (მათ შორის: გერინგს,
რიბენტროპს, კაიტელს და სხვ.) სიკვდილით დასჯა, დანარჩენს კი, სხვადასხვა ვადით
პატიმრობა მიუსაჯეს. II მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი
მონაწილეობდა, რომელთაგან ნახევარი შინ არ დაბრუნებულა. ქართველები იბრძოდნენ ყირიმის
ნ.კ-ზე, კავკასიის ფრონტზე, მოსკოვთან, ლენინგრადთან,სტალინგრადში, კურსკთან და ა.შ.
საბჭოთა არმიის რიგებში თავი ისახელეს გენერალმა კონსტანტინე ლესელიძემ, პორფირე
ჩინჩიბაძემ, ვლადიმერ ნანეიშვილმა და სხვ. დიდი ნაწილი გერმანელების ოკუპირებულ
ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც პარტიზანულ ბრძოლებში 42 მონაწილეობდნენ - უკრაინაში,
ბელორუსიაში პოლონეთში და ა.შ. განსაკუთრებით სახელი გაითქვა იტალიაში ფორე
მოსულიშვილმა. II მსოფლიო ომის დროს ქართველები გერმანული ჯარების შემადგენლობაშიც
იბრძოდნენ. 1921 წელს საქართველოდან ევროპაში წასული ემიგრანტებისგან და ტყვედ
ჩავარდნილ ქართველ ჯარისკაცთა ნაწილიდან შედგა 15 ბატალიონი და ორი დივერსიული
რაზმი - თამარა I და თამარა II. ბატალიონების სახელწოდებები იყო "მეფე ერკლე II", "დავით
აღმაშენებელი", "თამარ მეფე", " ილია ჭავჭავაძე", "შოთა რუსთაველი" და ა.შ. ამ ადამიანებს
სურდათ გერმანელების დახმარებით, საქართველო კომუნისტური რეჟიმისგან
გაეთავისუფლებინათ.

33. ცივი ომი და მისი მიზეზები

ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა, იმ ქვეყნებზე, სადაც მისი ჯარი იდგა,
კონტროლის დაწესება მოახერხა. ის ჩაერია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საშინაო საქმეებში
და იქ კომუნისტური რეჟიმების დამყარებას შეუწყო ხელი. ეს ქვეყნები იყო: აღმ. გერმანია
(გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა -გდრ), პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი,
რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი და იუგოსლავია. სსრკ-ს ასეთ ქმედებას დას. ევროპასა და
აშშ-ში დიდი აღშფოთება მოყვა. 1946 წ-ს 5 მარტს ერთ-ერთი შეხვედრისას უ. ჩერჩილმა
წარმოთქვა სიტყვა, “მსოფლიოს კუნთები”. ამ სიტყვით მსოფლიოში ფაქტიურად დაიწყო ”ცივი
ომი” _ დაპირისპირება, ერთი მხრივ, აშშ-ს და მის მოკავშირეებს და მეორე მხრივ, სსრკ-ს შორის.
ის მოიცავდა დაპირისპირებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ სფეროში. ის 90-იან
წლებამდე გაგრძელდა. ამ სიტყვაში ჩერჩილმა სსრკ-სთან მიმართებაში პირველად იხმარა
ტერმინი “რკინის ფარდა”. ამ დროს გერმანია ოთხ ზონად (ამერიკულ, ინგლისურ, ფრანგულ და
საბჭოთა ზონებად) იყო დაყოფილი. ამერიკელებს მალე სურდათ გერმანიიდან ჯარის გამოყვანა,
რადგან ძალიან ძვირი უჯდებოდათ; ინგლისელებს სურდათ ძლიერი გერმანია აღედგინათ,
რათა სსრკ-ს დაპირისპირებოდა. საბოლოოდ გაერთიანდა დას. ევროპის მოკავშირეების სამი
ზონა, რომელიც ახალი ძლიერი გერმანული სახელმწიფოს საფუძველი გახდა. რაც შეეხება
საბჭოთა ზონას, აქ კომუნისტური გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ) შეიქმნა. “ცივი
ომის” დაწყების შემდეგ 1947 წლიდან აშშ-მ “ტრუმენის დოქტრინისა” და “მარშალის გეგმის”
განხორციელება დაიწყო. 1947 წლის 12 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა ჰ. ტრუმენმა კონგრესს
წარუდგინა პროექტი, რომელიც ისტორიაში “ტრუმენის დოქტრინის” სახელით შევიდა. აქ
ჩამოყალიბდა აშშ-ს ახალი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც გულისხმობდა
თავისუფალი ერებისათვის (კონკრეტულ შემთხვევაში ტრუმენი მოითხოვდა 400 მლნ. დოლარს
საბერძნეთის და თურქეთის დასახმარებლად) სხვადასხვა ტიპის (ეკონომიკურ, სამხედრო)
დახმარებას, რათა ამ ქვეყნებში არ წარმოქმნილიყო ტოტალიტარული ან კომუნისტური
რეჟიმები. 1947 წლიდან დაიწყო მოქმედება “მარშალის გეგმამაც” , რომელიც აშშ-ს სახელმწიფო
მდივანმა ჯორჯ მარშალმა ჩამოაყალიბა. ოფიციალურად გეგმას “ევროპის რეკონსტრუქციის
პროგრამა” ეწოდა და ომის შედეგად ეკონომიკურად დასუსტებული დას. ევროპის ქვეყნების
ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობდა. პროგრამის შედეგად 4 წლის განმავლობაში აშშ-ს
ფინანსური დახმარება (12 მლრდ. 43 დოლარი) 17-მა ევროპულმა სახელმწიფომ მიიღო.
განსაკუთრებით დიდი დახმარება დას. გერმანიამ მიიღო. 1947 წლის 23 მაისს დას. გერმანია
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად(გფრ) გამოცხადდა. მას სათავეში კონრად ადენაუერი
ჩაუდგა. მისმა მთავრობამ, პირველ რიგში ეკონომიკის მინისტრის ლუდვიგ ერხარდის
ძალისხმევით და აშშ-ს ფინანსური დახმარებით მოახერხა, რომ 1950 წლისთვის დას. გერმანიის
წარმოება ომამდე არსებულ ნიშნულს გაუტოლდა, 1956-ში გაორმაგდა, ხოლო 1962-ში
გასამმაგდა. ყოველივე ამის საწინააღმდეგოდ სსრკ-მ საკუთარი პოლიტიკა დაუპირისპირა. 1947
წლის მიწურულს შეიქმნა გდრ. 1949 წელს მოსკოვში სსრკ-მ, ბულგარეთმა, უნგრეთმა,
რუმინეთმა, პოლონეთმა და ჩეხოსლოვაკიამ ხელი მოაწერეს “ეკონომიკური ურთიერთ-
დახმარების კავშირის” ხელშეკრულებას; ეს კავშირი უპირისპირდებოდა დას. ევროპის ქვეყნებს
და კომუნისტური რეჟიმის ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას გულისხმობდა. 34.
ნატო და ვარშავის პაქტის ქვეყნები 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში აშშ-მ, კანადამ, დიდმა
ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ , ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, ლუქსემბურგმა,
ბელგიამ, ნორვეგიამ, დანიამ და ისლანდიამ ხელი მოაწერეს ჩრდილო-ატლანტიკური
თანამშრომლობის ორგანიზაციის, ნატოს შექმნას (NATO-The North Atlantic Treaty Organization).
ორგანიზაციის შტაბ-ბინა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარეობს. მოგვიანებით ალიანსს
შეუერთდნენ საბერძნეთი, თურქეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთი.
სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ მას შეუერთდნენ ჩეხეთი,პოლონეთი,უნგრეთი,
ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ბულგარეთი, მოგვიანებით
ხორვატია და ალბანეთი. ნატოს თავდაპირველი მიზანი იყო ერთიანი ძალებით სსრკ-სგან
მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის თავიდან აცილება. ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის
თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ორგანიზაციის ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
განიხილება, როგორც ყველაზე თავდასხმა. 1955 წელს ნატოს საპასუხოდ სოციალისტური
ბანაკის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ვარშავის პაქტს. ამ პაქტს ხელი მოაწერეს სსრკ-მ, ალბანეთმა,
ბულგარეთმა, ჩეხოსლოვაკიამ, გდრ-მ, უნგრეთმა, პოლონეთმა და რუმინეთმა. მოგვიანებით
სსრკ-სთან ურთიერთობის გაუარესების გამო, პაქტიდან გამოვიდა ალბანეთი. ამ პაქტის
ძირითადი მიზანი იყო, ნატოს ალიანსიდან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება. ასე
შეიქმნა ევროპაში ორი ურთიერთდაპირისპირებული სამხედრო ბლოკი, თუმცა ომამდე საქმე არ
მისულა. 90-იან წლებში კომუნისტური ბანაკის დაშლის შემდეგ, 1991 წელს ვარშავის პაქტმა
არსებობა შეწყვიტა და მისი წევრების დიდი ნაწილი ნატოს შეუერთდა.

44 35. ცივი ომის ეპოქის ომები: კორეა, ვიეტნამი, კარიბის კრიზისი, ავღანეთი

ა)კორეის ომი 1945 წლის აგვისტოში სსრკ-მ და აშშ-მ კორეა იაპონელებისგან გაწმინდეს. მათი
შეთანხმების თანახმად კორეა 2 ნაწილად ჩრდ. და სამხ. კორეად გაიყო. 1950 წლის 25 ივნისს
კომუნისტური ჩრდ.კორეის ჯარებმა ქვეყნის გაერთიანების საბაბით სამხრეთ კორეაში ომი
დაიწყეს. იმავე დღეს გაერომ სამხ.კორეისთვის დახმარების გაწევის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ომში სამხ. კორეას დახმარებას ნატოს წევრი ქვეყნები უწევდნენ, ჩრდილოეთს კი- ჩინეთი და
სსრკ (შეიარაღებით). ორ წელიწადში, ორივე მხრიდან დიდი მსხვერპლის მიუხედავად (2
მლნ.დაღუპული და დაჭრილი) ომი უშედეგოდ დასრულდა და კორეა დღემდე ორ
სახელმწიფოდაა გაყოფილი (38-ე პარალელზე).

ბ)ვიეტნამის ომი საფრანგეთის ყოფილი კოლონია ვიეტნამი 1954 წლის შემდეგ ორ ნაწილად
კომუნისტურ ჩრდილოეთად და სამხრეთ ვიეტნამად გაიყო.1957 წელს სამხ. ვიეტნამში დაიწყო
პარტი-ზანული მოძრაობა ვიეტნამის გასაერთიანებლად; 1959 წლიდან პარტიზანების
დახმარების საბაბით ჩდ.ვიეტნამის ჯარებმა მათი ლიდერის ხო ში მინის მეთაურობით ომი
წამოიწყეს. სამხ.ვიეტნამის მთავრობას აშშ ეხმარებოდა, რომელმაც 1965 წლიდან ვიეტნამში
დიდი რაოდენობით ჯარები გადმოისროლა. ჩდ.ვიეტნამს ჩინეთი (სამხედრო ძალით) და სსრკ
(შეიარაღებით და სამხედრო მრჩეველებით) ეხმარებოდნენ. აშშ-მ ამ ომში გამოიყენა ქიმიური
იარაღი - დეფოლიანტები, რომელიც ტყეების გასაშიშვლებლად და მოწინააღმდეგის ძალების
აღმოსაჩენად ფოთოლცვენას იწვევდა. საბოლოოდ ეს ომი აშშ-ს დამარცხებით დასრულდა. აშშ-მ
და ჩრდილოეთ ვიეტნამმა 1973 წელს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად
ამერიკულ ჯარებს ვიეტნამი უნდა დაეტოვებინათ. თუმცა უკანასკნელმა ამერიკელმა
ჯარისკაცმა მხოლოდ 1975 წლის აპრილში დატოვა სამხ.ვიეტნამი. ვიეტნამი გაერთიანდა. ომი
დასრულდა მასში მონაწილე ქვეყნების დიდი ზარალით (აშშ-მ დაკარგა 58 ათასი ადამიანი,
სამხ.ვიეტნამმა - 250 000, ხოლო ჩდ. ვიეტნამმა- 1მლნ.ადამიანი).

გ)კარიბის კრიზისი ”ცივი ომის” კულმინაცია იყო ე.წ. „კარიბის კრიზისი“. 1959 წელს კუბაში
სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ქვეყნის სათავეში რევოლუციის ლიდერი ფიდელ
კასტრო მოვიდა. მან კუბაში აშშ-ს კომპანიების ქონების ნაციონალიზაცია (სახელმწიო
საკუთრებაში გადაცემა) დაიწყო, რამაც აშშ-ს გაღიზიანება გამოიწვია და კუბა 1962 წ-ს
ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციიდან გარიცხეს. ამის საწინააღმდეგოდ ფ. კასტრომ
სსრკ-სთან დაახლოება დაიწყო. 1962 წლისთვის ნატოს წევრ თურქეთში, რომელიც სსრკ-ს
მეზობელი იყო დიდი რაოდენობით ატომური რაკეტები იყო განლაგებული. ამის საპასუხოდ
სსრკ-ს სახელმწიფოს ლიდერმა ნ. ხრუშჩოვმა კუბაში, ამერიკის სანაპიროებთან ატომური
რაკეტები განათავსებინა. 1962 წელს აგვისტოში სსრკ-მ კუბის ტერიტორიაზე საიდუმლოდ
დაიწყო სამჭოთა ატომური რაკეტების განლაგება და სამხედრო დანაყოფების გადასხმა. იმავე
წელს ოქტომბერში ამერიკულმა სადაზვერვო თვითმრფინავმა ეს რაკეტები დააფიქსირა.
ამოქმედების შემთხვევაში ისინი 45 მთელი ამერიკის ტერიოტორიას დაფარავდნენ.
პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გადაწყვიტა კუბის სამხედრო ბლოკადის დაწყება. 200-მდე
ამერიკულმა გემმა კუბას ალყა შემოარტყა. პარალელურად კენედიმ ნ. ხრუშჩოვს მოსთხოვა
რაკეტების დემონტაჟი. სსრკ-ს მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში აშშ ატომური ომის დაწყებით
დაიმუქრა. ატომური ომი ყოველ წუთს შეიძლებოდა დაწყებულიყო. 10 დღიანი
მოლაპარაკებების შემდეგ, 28 ოქტომბერს აშშ და სსრკ შეთანხმდნენ, რომ საბჭოთა კავშირი
დაუყოვნებლივ დაიწყებდა რაკეტების დემონტაჟს და კუბიდან გატანას, აშშ კი საზღვაო ალყას
მოხსნიდა და არ ეცდებოდა კუბის დაპყრობას. 1962 წლის ნოემბერში ეს ხელშეკრულება
შესრულდა. გარდა ამისა აშშ-მ ატომური რაკეტები გაიტანა თურქეთიდანაც.

დ)ავღანეთის ომი 1973 წელს ავღანეთში მონარქია დაემხო. სახელმწიფოს სათავეში გენერალი
დაუდ ხანი მოვიდა. 1978 წელს აპრილში სსრკ-ს დახმარებით ავღანეთში სახელმწიფო
გადატრიალება მოხდა და სათავეში სოციალისტური მთავრობა მოვიდა. თუმცა
სოციალისტურმა გარდაქმნებმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია და სამოქალაქო ომი
დაიწყო,რომელსაც ავღანელი მოჯაჰიდები (არაბ. წმინდა საქმისთვის მებრძოლი - მუსლიმური
სარწმუნოებისთვის მებრძოლები) ხელმძღვანელობდნენ. გარდა ამისა, სსრკ-ში თვლიდნენ , რომ
სახელმწიფო მეთაური ჰაზიფულა ამინი ამერიკასთან დაახლოებას ცდილობდა. ყოველივე ამის
გამო, 1979 წლის ბოლოს საბჭოთა ჯარები ავღანეთში შეიჭრნენ. ამინი ჩამოაგდეს და სსრკ- სთვის
მისაღები პიროვნება ბაბრაქ ქარმალი დანიშნეს. ომი 10 წელი გაგრძელდა. ერთ მხარეს
მონაწილეობდა ავღანეთის სოც. მთავრობის და სსრკ-ს ჯარები, ხოლო მეორე მხარეს ავღანელი
მოჯაჰიდები, რომლებსაც სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აშშ, საუდის არაბეთის,
პაკისტანი, ჩინეთი და ირანი უწევდა. ეს ომი 1989 თებერვლამდე გაგრძელდა. ომში
მონაწილეობა მიიღო 500 000 სამჭოთა და 300 000-ზე მეტმა ავღანელმა ჯარისკაცმა ერთი მხრივ
და 200 000-მდე მოჯაჰიდმა. ომი საბოლოოდ საბჭოთა ჯარების ავღანეთის დატოვებით
დასრულდა.1992 წელს კი მოჯაჰიდებმა დაამარცხეს ავღანეთის მთავრობის ჯარები. ავღანეთის
ომით ”ცივი ომი” დასრულდა .

36. უძრაობის ეპოქა საბჭოთა კავშირში

1953 წლის 5 მარტს იოსებ სტალინი გარდაიცვალა. სახელმწიფოს სათავეში ნიკიტა ხრუშოვი
მოვიდა. მის დროს გულაგებიდან გამოუშვეს პატიმრები. სტალინის “კულტი” დაგმობილ იქნა. ამ
პერიოდს ისტორიაში “დათბობის ხანა” ეწოდება. თუმცა ეს არ ნიშნავდა დემოკრატიზაციას. 9
მარტს თბილისში დემონსტრანტები, რომელიც იოსებ სტალინის გარდაცვალების თარიღს
აღნიშნავდნენ დახვრიტეს; ასევე 1956 წ. საბჭოთა ტანკები შეიყვანეს უნგრეთში, რომლის
მთავრობა შეეცადა, დემოკრატიული რეფორმები განეხორციელებინა. სწორედ ხრუშოვის
სახელს უკავშირდება, “კარიბის კრიზისი”. 1964-1982 წწ საბჭოთა კავშირს ლეონიდ ბრეჟნევი
მართავდა. სწორედ ამ პერიოდს ეწოდა “უძრაობის ხანა”, რადგან რეალურად ცხოვრების
არცერთი სფერო, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა არ ვითარდებოდა. პირიქით მისი
მმართველობის ბოლო პერიოდში დაღმასვლაც კი დაიწყო. 80-იანი წლების დასაწყისში ქვეყანა
უკვე სურსათის ნაკლებობას განიცდიდა. საგარეო პოლიტიკაში სსრკ განაგრძობდა აგრესიულ
საგარეო პოლიტიკას, რაც “ბრეჟნევის დოქტრინაში” გამოიხატა. ამ დოქტრინის მიხედვით,
მოსკოვს არ უნდა დაეშვა აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების დემოკრატიზაცია;
ამიტომ უნდა ჩარეულიყო მათ საშინაო საქმეებში. ასე მოხდა 1968 წელს, როცა ჩეხოსლოვაკიის
მთავრობა შეეცადა ქვეყნის დემოკრატიზაციას და ქვეყანაში ანტისაბჭოთა გამოსვლები დაიწყო.
სსრკ–მ ტანკები შეიყვანა ამ ქვეყანაში და ეს გამოსვლები სისხლში ჩაახშო. მიუხედავად ასეთი
პოლიტიკისა, აშშ შეეცადა დაეწყო მოლაპარაკებები სსრკ-სთან. 1972 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა
რიჩარდ ნიქსონმა და ბრეჟნევმა, ქ. მოსკოვში ხელი მოაწერეს, რაკეტსაწინააღმდეგო და სხვა
სტრატეგიული შეიარაღების წარმოების შეზღუდვის ხელშეკრულებას. მათი შეხვედრის
ერთგვარი გაგრძელება იყო, 1973 წელს ქ. ჰელსინკში “ევროპის უშიშროების და
თანამშრომლობის ორგანიზაციის” - ეუთოს (OSCE) შექმნა. 1975 წელს 35 სახელმწიფოს (ევროპის
ქვეყნები, სსრკ, აშშ და კანადა) მეთაურმა ხელი მოაწერა დასკვნით აქტს, რომლის თანახმად,
პატივი უნდა ეცათ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანთა
უფლებებისათვის. სამხედრო, ეკონომიკურ, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროებში
თანამშრომბლობა უნდა განმტკიცებულიყო. XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანის
დასაწყისში, სსრკ–მ დასავლეთ საზღვარზე, აღმოსავლეთ გერმანიასა და ჩეხოსლოვაკიაში
განალაგა რაკეტები, რომლებიც ევროპის ქვეყნებისკენ იყო მიმართული. ამის საპასუხოდ აშშ-ს
პრეზიდენტ რონალდ რეიგანის (1981-1989) ინიციატივით, აშშ- მ მსგავსი რაკეტები ევროპაში
განალაგა. ისინი სსრკ-სკენ იყო მიმართული. ამას გარდა, რონალდ რეიგანმა აკრძალა სსრკ-სთვის
ამერიკული მარცვლეულისა და მაღალი ტექნოლოგიების მიყიდვა. 1983 წლიდან აშშ-ში ახალი
პროგრამა - “ სტრატეგიული თავდაცვითი სისტემა” შეიმუშავეს. მისი მიზანი იყო ისეთი
სარაკეტო და კოსმოსური დანადგარების წარმოება, რომელიც ნებისმიერ სარაკეტო თავდასხმას
მოიგერიებდა. ამ პროგრამას მასმედიამ “ვარსკვლავური ომების” პროგრამა შეარქვა. სწორედ
რეიგანმა უწოდა სსრკ-ს “ბოროტების იმპერია” (1983 წელს). აშშ-ს მთავარი მოკავშირე ამ დროს
დიდი ბრიტანეთი იყო, რომლის პრემიერ მინისტრი, “რკინის ლედად” წოდებული მარგარეტ
ტეტჩერი(1979-1990) იყო. ამ პროგრამის საპასუხოდ სსრკ იძულებული გახდა თავადაც დაეწყო
ახალ პროგრამებზე მუშაობა და დასავლეთს “ გამალებულ შეიარაღებაში” აყოლოდა. თუმცა ამას
ძლიერი ეკონომიკა სჭირდებოდა, რაც სსრკ-ს არ გააჩნდა. შესაბამისად ქვეყანაში დაიწყო
გაჭირვება. სურსათის გაყიდვა ტალონებით დაიწყეს. ფაქტიურად სსრკ-ში დაიწყო მწვავე
ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, რამაც მისი დანგრევა გამოიწვია.

37. ეროვნული მოძრაობები და სსრკ-ს დაშლა

60–იანი წლებიდან სსრკ-ში დაიწყო ე.წ “დისიდენტური” ანუ სხვაგვარად მოაზროვნეთა


მოძრაობა. ამ მოძრაობაში გაერთიანებულნი იყვნენ სხვადასხვა მრწამსის ადამიანები -
კომუნისტებიდან დაწყებული ლიბერალებით დამთავრებული. ყველა მათგანს აერთიანებდა
ერთი რამ, სწრაფვა სსრ კავშირის დემოკრატიზაციისკენ. დისიდენტური მოძრაობის
გაძლიერებას ხელს უწყობდა ის რადიოსადგურები - “თავისუფლება”, “ამერიკის ხმა”, “ბი-ბი-სი
”, “გერმანული ტალღა” და ა.შ., რომლებიც საზღვარგარეთულ და საბჭოთა კავშირის ხალხთა
ენებზე მაუწყებლობდნენ და საბჭოთა ხალხს ობიექტურ ინფორმაციას აწვდიდნენ. ამავე დროს
დაიწყო ე.წ “სამიზდატის” ისტორია. საბეჭდ მანქანებზე იბეჭდებოდა და ხალხში ვრცელდებოდა
აკრძალული ლიტერატურა. დისიდენტური მოძრაობის ლიდერები იყვნენ :აკადემიკოსი
ა.სახაროვი, მწერალი ა. სოლჟენიცინი, კ. ბუკოვსკი და სხვები. ამ მოძრაობის გაქტიურებაში
დიდი როლი ითამაშა ჰელსინკის შეკრებამ, სადაც სსრკ-მ აიღო 47 ვალდებულება, რომ
ადამიანთა უფლებებს დაიცავდა. “ჰელსინკის” ჯგუფები ჩამოყალიბდა - რუსეთში, უკრაინაში,
საქართველოში, სომხეთში და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში. ქართული ეროვნული
მოძრაობის გამორჩეული ფიგურები იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. 1974 წელს
მათი თაოსნობით შეიქმნა ადამიანთა და ერის უფლებათა დამცავი ორგანიზაცია - “ადამიანის
უფლებათა საინიციატივო ჯგუფი”. 1975 წელს თბილისში “სამიზდატის” ლიტერატურულ -
პუბლიცისტური ჟურნალი “ ოქროს საწმისი” (რედ.ზვიად გამსახურდია) გამოვიდა. ამ ჟურნალში
იბეჭდებოდა აკრძალული ლიტერატურული ნაწარმოებები, პუბლიცისტური წერილები
ქართული ენისა და კულტურის დევნაზე. 1976 წლიდან ზ. გამსახურდიას და მ. კოსტავას
რედაქტორობით გამოვიდა კიდევ ერთი ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, რომელშიც საბჭოთა
მთავრობისთვის არასასურველი ინფორმაციები იბეჭდებოდა. იმავე წელს ამ ადამიანების
ინიციატივით ჩამოყალიბდა ჰელსინკის ჯგუფი, მაგრამ მალე ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა
დააპატიმრეს და სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 1978 წელს გამოქვეყნდა
საქართველოს სსრ კონსტიტუციის პროექტი, რომელიც საქართველოს სსრ უზენაეს საბჭოს უნდა
დაემტკიცებინა. ადრინდელი კონსტიტუცი - ისგან განსხვავებით პროექტში აღარ იყო მუხლი
საქ. სსრ სახელმწიფო ენის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენა იყო. ამ
ფაქტმა ქართული საზოგა-დოების, განსაკუთრებით სტუდენტების პროტესტი გამოიწვია და 14
აპრილს, უზენაესი საბჭოს მიმდინარეობის დღეს, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე
გრანდიო-ზული დემონსტრაცია გაიმართა. ვითარება განიმუხტა მას შემდეგ, რაც საქართველოს
კომპარტიის ცკ-ს I მდივანმა ე. შევარდნაძემ დაარწმუნა მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლების
წარმომადგნელები, რომ ამ მუხლის აღდგენა აუცილებელი იყო. 1985 წელს სსრკ კომპარტიის
გენერალური მდივანი გახდა, ახალგაზრდა რეფორმატორი, მიხეილ გორბაჩოვი. მისი და მისი
გუნდის ლოზუნგები იყო: “ახალი პოლიტიკური აზროვნება”, “ გარდაქმნა”, “საჯაროობა” და
“პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაცია”. მათ აღიარეს, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემა
იყო, მათ შორის ადამიანთა უფლებების მხრივაც. მ. გორბაჩოვმა ნახევარი მილიონი ჯარისკაცით
შეამცირა საბჭოთა არმია და განაცხადა, რომ სახელმწიფო მილიტარისტული ეკონომიკიდან
განიარაღებაზე გადავიდოდა. მანვე მოკავშირე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს
განუცხადა, რომ აღარ აპირებდა მათ შინაურ საქმეებში ჩარევას და მათ თავად უნდა აერჩიათ
განვითარების საკუთარი გზა. ამან გამოიწვია ის რომ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში
დემოკრატიული გარდაქმნის ხანა დაიწყო. შეიცვალა კომინუსტური რეჟიმები. 1989 წელს
დაინგრა ბერლინის კედელი. “გარდაქმნის” პოლიტიკამ საბჭოთა კავშირში ეროვნული
მოძრაობის გააქტიურება გამოიწვია. დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაიწყო გამოსვლები
საქართველოში, ესტო-ნეთში, ლიტვაში, ლატვიაში, აზერბაიჯანში და სხვა. 1989 წლის
გაზაფხულზე მთავრობის სახლის წინ მიმდინარეობდა მიტინგი, დამოუკიდებლობის
მოთხოვნით. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა დაარბია მომიტინგეები. დარბევის დროს 16
ადამიანი დაიღუპა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში. 48 1990 წელს
საბჭოთა რესპუბლიკებში უმაღლესი ორგანოების არჩევნები ჩატარდა და მთელ რიგ
რესპუბლიკებში ხელისუფლების სათავეში ეროვნული მოძრაობის წარმომად-გენლები, ყოფილი
დისიდენტები მოვიდნენ. მოსკოვში უკვე ვეღარ აკონტროლებდნენ შექმნილ სიტუაციას. 1991
წელს დეკემბერში რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის პირველი პირების შეხვედრაზე საბჭოთა
კავშირი დაშლილად გამოცხადდა.

38. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, რომლის


შედეგადაც უზენაეს საბჭოში უმრავლესობა ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საარჩევნო
ბლოკმა “მრგვალი მაგიდა - თავისუფალმა საქართველომ” მიიღო. ზვიად გამსახურდია უზენაესი
საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს. უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 31 მარტს მოაწყო რეფერენდუმი
კითხვაზე: თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს დამოუკი-დებლობის აღდგენისა 1918 წლის 26
მაისის აქტის საფუძველზე? მოსახლეობის 98% დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი.
1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის
აქტი, ხოლო 26 მაისს ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად იქნა არჩეული. 1991 წლის II ნახევარში
ზვიად გამსახურდიას მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. საზოგადოების
ნაწილი ოპოზიციაში აღმოჩნდა. დეკემბრის ბოლო დეკადაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. 1992
წლის 6 იანვარს, ზ. გამსახურდია მომხრე-ებთან ერთად იძულებული გახდა საქართველო
დაეტოვებინა. ორი თვის მანძილზე ქვეყანას “სამხედრო საბჭო” მართავდა, რომლის
შემადგენლობაში შედიოდნენ: ყოფილი პრემიერ მინისტრი თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი და
სამხედრო გაერთიანება “მხედრიონის” ლიდერი, ჯაბა იოსელიანი. 1992 წლის მარტში ქვეყანაში
ჩამოვიდა ე. შევარდნძე და სათავეში ჩაუდგა სამხედრო საბჭოს. 1993 წელს დე ფაქტო სამხრეთ
ოსეთის (სამაჩაბლოს) რეგიონს დაემატა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაც, რომელმაც
დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია.
ამავე წელს ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტად
აირჩიეს ედუარდ შევარდნაძე.

39. საქართველო და მსოფლიო თანამეგობრობა

1992 წლის 31 ივლისს საქართველო გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) 179 -
ე წევრი. გაერო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე 1945 წლის 26 ივნისს შეიქმნა.
საქართველო თანამშრობლობს გაეროს დაქვემდებარებაში მყოფ სხვადასხვა ორგანიზაციებთან -
უნისეფთან ((Unicef - გაეროს ბავშვთა ფონდი), გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან,
გაეროს განვითარების პროგრამასთან და იუნესკოსთან ((Unesco - გაეროს საგანმანათლებლო
სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაცია). 1998 წლის 27 აპრილს საქართველო გახდა,
ევროპის საბჭოს 41 - ე წევრი, ეს ორგანიზაცია 47 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველოს
ევროპის საბჭოში მიღების დროს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზ. ჟვანიამ
წარმოსთქვა ისტორიული ფრაზა: “მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”. 1995 წელს
შეიქმნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლის მიზანს გლობალური სავაჭრო კანონების
დაწესება და მის წევრ ქვეყნებს შორის სადავო ეკონომიკური საკითხების მოგვარება
წარმოადგენს. 2000 წელს საქართველო ამ ორგანიზაციის სრულ-უფლებიანი წევრი გახდა. 1975
წელს ჰელსინკში დაფუძნებულ ორგანიზაციას, 1995 წლიდან ეუთო (ევროპის უშიშროების და
თანამშრომლობის ორგანიზაცია) ეწოდა. ამ ორგანიზაციაში საქართველო 1992 წლიდან
გაწევრიანდა. საქართველოს თანამშრომლობს ევროკავშირთან და ნატოსთან, რომელთა წევრიც
არ არის. ევროკავშირი აერთიანებს ევროპის 27 ქვეყანას. ის წარმოადგენს პოლიტიკურ და
ეკონომიკურ გაერთიანებას. რაც გგულისხმობს მასში შემავალი ერების საერთო მოქალაქეობას,
მათ თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საერთო
საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის წარმოებას, მჭიდრო თანამშრომლობას სამართლებრივ და
ეკონომიკურ სფეროებში, რისი მთავარი პირობაც საერთო ვალუტა - ევროა. 1996 წელს
საქართველომ ხელი მოაწერა, “საშუალედო შეთანხმებას”, პარტნიორობისა და თანამშრომლობის
შესახებ. 2006 წელს - სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, საქართველო - ევროკავშირის
სამოქმედო გეგმას. 1997 წ. ნატოსთან შეიქმნა ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭო და
საქართველო მისი ერთ- ერთი დამფუძნებელი გახდა. 2004 წლის 29 ოქტომბერს ნატოს
უმაღლესმა ორგანომ ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს
“ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა”.

ანხესენამუნი – დაკარგული დედოფალი


ყველამ იცის სახელგანთქმულ ფარაონ ტუტანხამონის შესახებ, თუმცა მისი და და დედოფა ლი,

ანხესენამუნი თითქმის უცნობია. დედოფლის ტრაგიკული ცხოვრება, ძალიან დეტალუ რადაა

აღწერილი რელიეფებსა და წარწერებზე. მეამბოხე ფარაონის, ეხნატონისა და მისი მეუ ღლის –

ნეფერტიტის გოგონა, მისი მეუღლის სიკვდილის შემდეგ, ისტორიის ფურცლებიდან უკვლოდ

ქრება. ზუსტად ისევე, როგორც მისი დედა. ანხესენამუნი

(მისი სიცოცხლე ამონისათვის) მე-18 დინასტიის დედოფალი იყო, ნეფერტიტი სა და ეხნატონის


მესამე ქალიშვილი’ საკმაოდ ადრეულ ასაკში დაქორწინდა ნახევარძმასა და ფარაონზე

ტუტანხამონზე. ამ დროისათვის ანხესენამუნი 13 წლის იყო, მისი მეუღლე კი 8 ან 10 წლის.

ძველი ეგვიპტის სამეფო კარზე, ოჯახის წევრებს შორის ქორწინება საკმაოდ დამკვი დრებული

ტრადიცია იყო. ფარაონები, ღმერთების მემკვიდრებად ითველოდნენ, აქედან გა მომდინარე,

ინცესტი მათთვის იყო ქმედება, რითაც დაიცავდნენ სამეფო სისხლის სისუფთა ვეს დედამიწაზე,

ტახტზე ასვლაც, მხოლოდ იმ მემკვიდრეს შეეძლო, რომელიც მსგავსი ქორ წინების შედეგად იყო

გაჩენილი. ტუტანხამონიც მსგავსი ქორწინებით გაჩნდა, რის გამოც მას გარკვეული გენეტიკური

დაავადებები ჰქონდა, მათ შორის ტერფის მრუდეობა. ანხესენამუნი საკმაოდ მძიმე

პერიოდში დაიბადა, მამამისი – ფარაონი ეხნატონი ქვეყანაში მო ნოთეისტურ რეფორმებს

ატარებდა, ძვ. წ. 1348 წ). სამეფო ოჯახმა მიატოვა იმდროინდელი დედაქალაქი და რელიგიური

ცენტრი თებე და ახალ დედაქალაქში – ახეტატონში გადავიდა. მრავალღმერთიანობა უარყო და

ერთი ღმერთის – ატონის კულტი დაამკვიდრა. რა თქმა უნ და მისმა ქმედებებმა აღაშფოთა იმ

ქურუმთა და დიდებულთა კასტა. ეგვიპტე სხვა ცივილი ზაციებისაგან განსხვავებით, საკმაოდ

ძნელად იღებდა სიახლეს და ყოველთვის ტრადიციე ბის მკაცრი დაცვით გამოირჩეოდა.

ქურუმებს უდიდესი ქონება დაეგროვებინათ ტაძრებში, ეხნატონმა კი მათ ხელიდან გამოაცალა

ძალაუფლება და სიმდიდრეც. ანხესენამუნი ფარაონ ეხნატონის მეფობის მეოთხე წელს

დაიბადა, მას ჰყავდა 2 უფროსი და ჰყავდა – მერიტატენი, მეკეტატენი – და ერთად მათ მიიღეს

„უფროსი პრინცესების“ ტიტული, რაც მათ უფლებას აძ ლევდა მონაწილეობა მიეღოთ

რელიგიურ და ასევე სამთავრობო საქმეებში. პრინცესას სახე ლი თავდაპირველად იყო

ანხესენპაატენი – რაც ითარგმნება „მისი სიცოცხლე ატონისათვის“. ფარაონი ეხნატონი და

დედოფალი ნეფერტიტი ქალიშვილებთან ერთად: მერიტატენი, მაკე ტატენი და ანხესენპაატონი

(შემდეგში ანხესენამუნი). რამდენიმე რელიეფი და წარწერა

მიუთითებს, რომ ანხესენამუნი, ფარაონ ეხნატონისა და მი სი მამის ცოლი იყო. ეხნატონის

გარდაცვალების შემდეგ,ტახტზე მცირე ხნით ადის სმენკჰარე და დედოფალი

ნეფერნეფერუატენი, თუმცა მათი მმართველობა გაურკვეველი მიზეზების გა მო საკმაოდ მცირე

ხნიანია და ტახტზე ადიან ტუტანხამონი და მისი დედოფალი ანხესენამუ ნი. არსებობს საკმაოდ

საფუძვლიანი ეჭვები, რომ სმენკჰარეს ცოლი იყო არა ნეფერნეფერუა ტენი, არამედ თვით

ანხესენამუნი. ტუტანხამონის გამეფების დროისათვის წყვილი საკმაოდ ახალგაზრდაა და


სამეფოს მართვა არ შეუძლიათ. მათ პერიოდში მოხდა ძველი რელიგიის აღ დგენა და

დედაქალაქის კვლავ თებეში გადმოტანა. დედოფლის სახელი იცვლება და ხდება ანხესენამუნი.

ერთად ეგვიპტეს დაახლ. 10 წლის განმავლობაში ედგნენ სათავეში. ამავე პერი ოდში საკმაოდ

ძლიერდება ეის ფიგურა სამეფო კარზე, რომელიც თანდათან უფრო იკრებს ძა ლას და

გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის მართვაში. ერთად თანაცხოვრებისას, სამეფო წყვილს 2

შვილი შეეძინათ, ორივე გოგონა. ორივე მათგანი ნაადრევად დაიბადა და დაიღუპა. მათი

ცხედრები ჰოვარდ კარტერმა ტუტანხამონის სამსარხში აღმოაჩინა. 18 ან 19 წ;ის ასაკში,

მოულოდნელად ფარაონი იღუპება და ანხესენამუნი სრულიად მარტო რჩება, ტახტის მემკვი

დრის გარეშე. დედოფალის წინაშე, საკმაოდ ძნელი ამოცანა იდგა, უნდა ემართა ქვეყანა და ასევე

ეპოვნა მომავალი ფარაონი. მეფეთა ველზე გათხრების დროს აღმოაჩინეს პროს ბეჭედი, სადაც

ანხესენამუნი გამოსახულია მისი მეუღლის მემკვიდრესთან, ეისთან ერთად. თუმცა არაა

ნათელი მითითება იმისა, რომ წყვილი დაქორწინებულია. დედოფლის სახელს კიდევ ერთი

გაბედული და საკმაოდ სკანდალური ნაბიჯი უკავშირდება, თუმცა ეხნატონის რელი გიური

რეფორმების შემდეგ, თითქოს ეგვიპტისათვის აღარაფერი უნდა ყოფილიყო გასაკვი რი.

ანხესენამუნი ხეთების მეფეს წერილს სწერს, სადაც სთხოვს რომ მისი ერთი-ერთი ვაჟი გა

ეგზავნა ეგვიპტეში, დედოფალი მას ცოლად გაჰყვებოდა და ეგვიპტის მმართველს გახდიდა.

ხეთების მეფემ, მართლაც გამოგზავნა მისი ვაჟი, თუმცა გზაში დაუღუპა. სწორედ ამ მოვლე

ნების შემდეგ, ანხესენამუნი ძვ. წ. 1322 წლის შემდეგ ქრება ისტორიიდან, სავარაუდოდ ის და

ქორწინებულ იქნა ეიზე, რომელიც ამ ქორწინების საშუალებით ტახტის ლეგიტიმური მემკ

ვიდრე ხდება. დედოფლის სახელი აღარსადაა წარწერილი, დღემდე არაა ნაპოვნი მისი საბო

ლოო განსასვენებელი. ეს იყო ქალი, რომელიც საკუთარი მოკლე ცხოვრების მანძილზე, ოთხი

ფარაონის ცოლი იყო: ეხნატონი, სმენკჰარე, ტუტანხამონი და ეი. ანხესენამუნი, მე-18 დინას

ტიის კიდევ ერთი დაკარგული დედოფალია, რომელიც ელოდება, ეგვიპტის ქვიშა როდის გა

გვანდობს მის ბედს. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ თუ ადამიანის სახელს ახსენებენ, ე. ი. ის კვლავ

ცოცხალია; დედოფალი ანხესენამუნიც კვლავ ცოცხალია და ელოდება როდის გავი გებთ მის

ტრაგიკულ ბედს.
დავით აღმაშენებელი ყველა დროის 10 საუკეთესო სამხედრო გენერალს
შორის

ონლაინ პორტალზე thetoptens.com, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა


თემების ირგვლივ შექმნან რეიტინგები, გამოქვეყნებულია ყველა დროის ტოპ-10 სა
მხედრო გენერლის სია. "ათეული" მომხმარებლების ხმებით და კომენტარებით დგინ
დება. "ტოპ ათეულში" ალექსანდრე მაკედონელი ლიდერობს, ხოლო მესამე ადგილს
საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი იკავებს. საიტის მომხმარებლები კომენ
ტარებშიც აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას. დავით აღმაშენებლის მხარდამჭერები
აღნიშნავენ, რომ ის დიდებული სტრატეგი და სამხედრო აზროვნების იშვიათი ნიმუ ში
გახლდათ. მაგალითად "დიდგორის ბრძოლა" მოჰყავთ და მას "სასწაულებრივ ის
ტორიას" უწოდებენ.სრული ათეული ასე გამოიყურება:

1. ალექსანდრე მაკედონელი (მაკედონიის მეფე; ძვ. წ. 336-323)


2. ტრან ჰუნგ დაო (ვიეტნამელი გენერალი; 1228-1300)
3. დავით IV აღმაშენებელი (საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში)
4. ნაპოლეონ ბონაპარტი ( საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, 1769-
1821)
5. ჰანიბალ ბარკა (კართაგენის მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, ძვ. წ. 247 -
ძვ. წ. 183)
6. იულიუს კეისარი (ძველი რომის უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე,
მხედართმთავარი ძვ. წ. 100- ძვ. წ. 44)
7. ჩინგიზ ყაენი (მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი, 1162-1227)
8. ვო ნგუენ ზიაპ (ლეგენდარული ვიეტნამელი გენერალი, "წითელ ნაპოლეონად"
აღიარებული გარდაიცვალა 102 წლის ასაკში 2013 წელს)
9. ხალიდ იბნ ალ ვალიდი (მუსლიმი არაბი მეომარი და გენერალი VII საუკუნეში
ისლამური დამპყრობლური ომების დროს)
10. ნგუენ ჰიუე (გლეხთა ომის ერთ-ერთი ბელადი ვიეტნამში 1752-1792 წწ)

ძალიან აბსურდული ისტორიული ფაქტები, რომლებიც სინამდვილეა

მოგეხსენებათ, რომ კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებ ებს.


ბევრ თქვენგანს კი უამრავი ისეთი რამ გექნებათ გაგონილი, რომელიც აბსურ დული
და არალოგიკურია, თუმცა სინამდვილე. გამოდის, რომ ყველა ეს უტყუა რი ფაქტი,
რომლის მაგალითები ნამდვილად ხდებოდა, სრული მარაზმია, თუმცა რეალობა.
მოდით ყველამ ერთად გადავხედოთ ამ აბსურდულ ისტორიულ ფაქ ტებს, რომელთა
ჭეშმარიტებაში ეჭვი შეგვქონდა და ალბათ ბევრიც შეიტანს.
1. მე-XIX საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში პოპუ
ლარული იყო ბავშვთა დასამშვიდებლად სიროფები, რომელიც დედისა და ძიძის
ერთ-ერთი შეუცვლელი "ატრიბუტი" იყო. თქვენდა გასაოცად, სიროფის ინგრედი
ენტებს წარმოადგენდა მორფინი და ამიაკი, ამიტომ ძნელი წარმოსადგენი არაა რა
ტომ უყუჩებდა ბავშვებს ტკივილს და ამშვიდებდა ადვილად.
2. 1950-იან წლებში, თამბაქოს კომპანიები რეკლამას ეწეოდა მხოლოდ იმ ტექს ტით,
რომ მოწევა სასარგებლოა ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.
3. შუა საუკუნეებში 600 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ჯადოქრობის ბრალ
დებას. იმ დროში კი, არსებული ბრალდების უარყოფა და უდანაშაულობის დამტ
კიცება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ე.წ. ჯადოქრებს კი ცოცხლად, სახალ ხოდ,
ცეცხლზე წვავდნენ.
4. ასევე შუა საუკუნეებში, დამნაშავის ერთ-ერთი სასჯელის ფორმას წარმოადგენ და
მდუღარე წყლით დაწვა, კერძოდ: დამნაშავეს ჩააყოფინებდნენ ხელებს მდუ ღარე
წყალში, თუ ხელი დაეწვებოდა, ის დამნაშავე იყო, თუ არა, მაშინ ღმერთს უნდა
დაეცვა ის და არ დამწვარიყო.
5. რომის ერთ-ერთმა იმპერატორმა კალიგულამ ისე ძლიერ შეიყვარა საკუთარი
ცხენი "ინციტატა", რომ ჯერ რომის მოქალაქეობა მიანიჭა, შემდეგ კი სენატორად
დანიშნა.
6. მექსიკელმა გენერალმა Lopez de Santa Anna-მ, რომელიც სხვათა შორის 11-ჯერ იყო
მექსიკის პრეზიდენტად არჩეული, ზარზეიმით დაკრძალა ტრავმის შედეგად
ამპუტირებული საკუთარი ფეხი.
7. გაგიკვირდებათ და, აშშ-ში, 1917 წელს Margaret Sanger-ი მხოლოდ იმიტომ დაა
პატიმრეს, რომ გახსნა მსოფლიოში პირველი, უშვილოთა და ჩასახვის კლინიკა.
8. კანადაში, XVI საუკუნეში კონტრაცეფციად (ჩასახვის საწინააღმდეგოდ) გამოი
ყენებოდა თახვის სათესლე ჯირკვლები. იყო ასევე სხვადასხვა ქვეყნებში კონტრა
ცეფციად მიჩნეული ნიანგის ფეკალიები, რომელთაც ქალები გამხმარ მდგომარეო
ბაში ვაგინაში იდებდნენ, რასაც ხშირად მოჰყოლია მათი სხვადასხვა ინფექციური
დაავადებები და გართულებების ფონზე მათი უმეტესი ნაწილი დაღუპულა.
9. ამერიკის შეერთებულ შტატებში კოლონიურ პერიოდში, ქალებს მშობიარობის
დროს არ აძლევდნენ ტკივილგამაყუჩებლებს,რადგან მიაჩნდათ, რომ სამშობიარო
ტკივილები არის სასჯელი ქალებისთვის, რადგან პირველმა ქალმა-ევამ სცოდა.
10. რომის პაპ გრიგოლ IX-ეს იმდენად სჯეროდა, რომ კატები ეშმაკის შთამომავ
ლები იყვნენ, განკარგულებით მასობრივად გაანადგურა არსებული თითქმის ყვე ლა
კატა. საბოლოოდ, ვირთხების გამრავლებითა და შემოსევებით, ე. წ. ბუბონის ჭირით
100 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
11. XIII საუკუნეში, დაახლოებით 30 ათასი ბავშვი და მოზარდი მონაწილეობდა ე. წ.
ჯვაროსნულ ლაშქრობებში. ხალხს ძალიან სჯეროდა, რომ უცოდველ და უიარა ღო
ბავშვებს ღმერთი სწყალობდა და დაიფარავდა, თუმცა უმეტესი გზაში, ხოლო
დანარჩენი კი შეიპყრეს და მონობაში გარდაცვალა.
12. უძველეს ეგვიპტეში ფარაონების მხლებლებსა და ქვეშევრდომებს უსვამდნენ
თაფლს, რადგან ფუტკრებს და მწერებს ფარაონები არ შეეწუხებინათ.
13. XIX საუკუნეში, ე.წ. კბილის პროტეზებს აკეთებდნენ გარდაცვლილი ჯარისკა
ცების კბილებისგან.
14. საფრანგეთში, იმ პერიოდში, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ვარსკვლა
ვური ომები", სინამდვილეში გილიოტინაზე თავის კვეთით სიკვდილის დასჯა ჯერ
კიდევ არსებობდა. 1977 წელს მოხდა უკანასკნელი თავის კვეთა გილიოტი ნაზე.
15. ბრიტანეთის პირველი მაცხოვრებლები ფინჯნად გამოიყენებდნენ კუს სკაფან
დრებს.
16. XIX საუკუნეში, ბევრს ეშინოდა ცოცხლად დამარხვის, კერძოდ კი კლინიკური
სიკვდილის გამო არ დაემარხათ ისინი, ამიტომ 1934 წელს ზოგიერთმა კომპანიამ
ადამიანთა სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის კუბოები აღჭურვა სპეციალური სა
შუალებებით და ასევე ჩაატანეს თოკი, რომლის მოქაჩვის შემთხვევაში, ზედაპირ ზე
ირეკებოდა სპეციალურად დამონტაჟებული ზარი.
17. 1909-1970 წლებში ავტრალიის მთავრობას ჰქონდა კანონი, რომლის თანახმად
აბორიგენ ოჯახებს ართმევდნენ შვილებს და აშვილებდნენ.
18. საუდის არაბეთის ველური ფლორა და ფაუნა უნიკალურია მოგეხსენებათ, თუ
მცა იქ არსებული ზოგიერთი ცხოველი შემოყავთ სხვა ქვეყნებიდან. მაგალითად
ყველა აქლემი რაც საუდის არაბეთში არსებობს, შეყვანილია ავსტრალიიდან.
19. კოლუმბიელი, ყველაზე სასტიკი მანიაკი Pedro Lopez-ი შევიდა გინესების წიგნ ში
იმის გამო, რომ მან 1983 წელს 110 გოგონა მოკლა. საერთოდ კი 300 ადამიანის
მკვლელობა აღიარა. შესაბამისად მიესაჯა 20 წელი, თუმცა ფსიქიურად არამდგრა
დობის გამო ის კლინიკაში სამკურნალოდ გადააგზავნეს, სადაც განკურნებისა და
კარგი ყოფაქცევის გამო ვადამდე ადრე, 1998 წელს გაათავისუფლეს. ის დღეს ცოც
ხალია, თუმცა მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

შოკისმომგვრელი მისტიკა: ისტორია, რომელიც ორჯერ განმეორდა


მსოფლიო ისტორიაში არაერთი შოკისმომგვრელი, დაუჯერებელი და ამოუხსნელი
ფაქტი მომხდარა. შემთხვევითობაა ეს თუ მისტიკური მინიშნებები?

ლინკოლნი და კენედი

აბრაამ ლინკოლნი 1818 წელს დაიბადა, კენედი 1918 (განსხვავება 100 წელი).
ლინკოლნი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 1860 წელს გახდა, კენედი
1960 წელს (განსხვავება 100 წელი).
ორივე მათგანი ხუთშაბათს მოკლეს, ორივე მეუღლეების თვალწინ. ორივე
პრეზიდენტმა დაკარგა შვილი თეთრ სახლში ცხოვრების დროს. კენედი მოკლეს
ავტომობილში, სახელად "ლინკოლნი". ორივე პრეზიდენტი დემოკრატი იყო.
ჯონ უილკის ბუტი, რომელმაც ლინკოლნი მოკლა, დაიბადა 1839 წელს, კენედის
მკვლელი - ლი ჰარვი ოსვალდი - 1939-ში (განსხვავება 100 წელი).
ორივე მკვლელის სრული სახელი 15 ასოსგან შედგება. ბუტი გაიქცა თეატრიდან და
სხვენზე დაიჭირეს, ოსვალდი გაიქცა სხვენიდან და თეატრში დააკავეს.
ლინკოლნის სიკვდილის შემდეგ პრეზიდენტის პოზიცია ჯონსონმა დაიკავა, ისევე
როგორც კენედის სიკვდილის შემდეგ. პირველი ჯონსონი 1808 წელს დაიბადა, მეორე
1908 წელს.

ნაპოლეონი და ჰიტლერი

ნაპოლეონი დაიბადა 1760 წელს, ჰიტლერი - 1889-ში (განსხვავება 129 წელი)


ნაპოლეონმა ქვეყნის მართვა 1804 წელს დაიწყო, ჰიტლერმა - 1933-ში (განსხვავებება
129 წელი)
ნაპოლეონი ომში 1816 წელს დამარცხდა, ჰიტლერი 1945 წელს (განსხვავება
129 წელი)
ორივე მათგანი რუსეთს თავს 52 წლის ასაკში დაესხა. ორივემ წააგო ომი 56 წლის
ასაკში.

მწერალმა ტიტანიკის ტრაგედია იწინასწარმეტყველა

ყველასათვის ცნობილია ტიტანიკის ტრაგედია, რომელიც 1912 წელს მოხდა. თუმცა,


ცოტამ თუ იცის, რომ 1898 წელს გამომცემლობა "მენსფილდმა" გამოუშვა მწერალ
მორგან რობერტსონის წიგნი, სახელწოდებით: "Futility, or the Wreck of the Titan".
რომანში მოვლენები ვითარდება გემზე სახელად "ტიტანი". აპრილის ცივ ღამეს გემი
აისბერგს დაეჯახება და ჩაიძირება. წიგნშიც და რეალურ ტიტანიკზეც სამი ათასი
მგზავრი იმყოფებოდა.

ექსკლუზივი: "ტიტანიკის" მგზავრი საქართველოდან

რას ჰყვება "ტიტანიკზე" დაღუპული მგზავრის შვილთაშვილი

ლუდვიგ როპიაკის უკანასკნელი წერილი საუთჰემპტონიდან 1912 წლის აპრილით თარიღდება

100 წელიწადზე მეტი გავიდა "ტიტანიკის" ტრაგედიიდან, თუმცა დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. ამ
უზარმაზარი გემის ჩაძირვის მიზეზად მეცნიერები ათასგვარ ვარაუდს გამოთქვამენ...
1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან იმ დროისათვის უდიდესი სამგზავრო ლაინერი
შორეული ამერიკისკენ გაემგზავრა. როგორც წესი, ოკეანეში გასულ გემს ნათლავენ”(შამპანურის ბოთლს
გემის კორპუსზე ამსხვრევენ), "ტიტანიკი" კი”მოუნათლავი გავიდა პორტიდან, ცრურწმენას აყოლილ
მეზღვაურებს ეს ამბავი ცუდად ენიშნათ, მაგრამ გემის დაღუპვას მაინც ვერავინ წარმოიდგენდა.
საუთჰემპტონის დატოვებიდან 4 დღის შემდეგ, 14 აპრილს "ტიტანიკი" აისბერგს შეეჯახა და ჩაიძირა.
ბრიტანელი მკვლევრების აზრით, როგორც კი გემი სანაპიროს მოშორდა და გეზი ატლანტის ოკეანისკენ
აიღო, კაპიტანმა ედუარდ სმიტმა სწრაფი სვლის ბრძანება გასცა, რადგან ოკეანის რეკორდულ დროში
გადასერვას ცდილობდა. სწორედ ეს სისწრაფე გახდა "ტიტანიკის" დაღუპვის მიზეზი - აისბერგის
დანახვისას გემმა მყისიერად გაჩერება ვერ შეძლო... თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.
"ტიტანიკის" 2 223 მგზავრს შორის საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ წასული პოლონელი ლუდვიგ
როპიაკიც იყო, რომელიც ამ ტრაგედიას ემსხვერპლა.
ცირა ჩიქოვანი (ლუდვიგ როპიაკის, შვილიშვილის შვილი) -„ჩემი დიდი ბაბუა, ლუდვიგ როპიაკი,
პოლონეთში, ქალაქ ლოძში ცხოვრობდა. კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობდა და საქართველოში
მათი დავალებით XX საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდა. ბაბუა დურგალი იყო და თან ჩამოიტანა
ხელნაკეთი მაგიდა, რომლის ფეხებში დამალული იყო სასტამბო შრიფტი (ეს მაგიდა დღეს ბათუმში,
მუზეუში ინახება). სწორედ ამ შრიფტს იყენებდნენ შემდგომ იატაკქვეშა ორგანიზაციები
პროკლამაციებისა თუ არალეგალური გაზეთების დასაბეჭდად. ლუდვიგ როპიაკი მეგობრობდა
სტალინთან, რომელიც ბათუმში ყოფნისას უსათუოდ სტუმრობდა ბაბუას და ხშირად რამდენიმე დღეც
რჩებოდა ხოლმე. საქართველოში ჩამოსვლიდან მალევე, ბაბუამ სოფელ შრომაში გაიცნო ბებია -
ხომერიკის ქალი და დაქორწინდნენ კიდეც. მათ 4 ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ.
- ბებია როგორ შეხვდა ბაბუას კომუნისტებთან ურთიერთობას?
- როგორც ჩანს, ბებიაც თანაუგრძნობდა პარტიას, რადგან როცა კრება ტარდებოდა, ყარაულად იდგა და
თუ რაიმე სახიფათოს შენიშნავდა, მაშინვე აცნობებდა ხოლმე თავისიანებს.
- რამდენ ხანს ცხოვრობდნენ ლუდვიგი და მისი მეუღლე საქართველოში?
- ჩამოსვლიდან 7-8 წლის შემდეგ ბაბუა აქ ვეღარ გაჩერდა, ძალიან აქტიური კაცი ყოფილა, და ევროპაში
წავიდა. ბებიას დაჰპირდა, რომ როგორც კი მოეწყობოდა, ცოლ-შვილსაც წაიყვანდა.
- ევროპაში ჩასული თუ ეხმიანებოდა ცოლ-შვილს?
- კი, ევროპიდან სისტემატურად გზავნიდა წერილებს. ბოლო წერილი ინგლისის ქალაქ
საუთჰემპტონიდან იყო და 1912 წლის აპრილით თარიღდებოდა. როგორც უკვე გითხარით, ბაბუა
დურგალი იყო და ამ წერილში წერდა, რომ გემზე თავისი ხელობით მუშაობდა და მალე ოჯახსაც
წაიყვანდა... ამის შემდეგ ბაბუას კვალი იკარგება. ბებია ისე გარდაიცვალა, რომ ქმრის ასავალ-დასავალი
არ იცოდა...
დაახლოებით 4 წლის წინ სტუმრად ვიყავი ისრაელში ნათესავთან, რომელმაც მითხრა, რომ ბაბუას
კვალს მიაგნო. თურმე ევროპაში მყოფ ბაბუას გადაუწყვეტია, ამერიკაში ეცადა ბედი და არც მეტი, არც
ნაკლები, "ტიტანიკით" განუზრახავს იქ ჩასვლა. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვერ
ვიჯერებდი, სანამ "ტიტანიკის" მგზავრთა სიაში არ ამოვიკითხე ლუდვიგ
როპიაკის გვარი.
- ამის შესახებ მანამდე არაფერი იცოდით ან თქვენ ან ბებიამ?
- როგორც გითხარით, ბაბუას ბოლო წერილი საუთჰემპტონიდან იყო გამოგზავნილი, 1912 წლის
აპრილში, როგორც ჩანს, გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე. ალბათ, გეგმავდა, რომ ნიუ-იორკში ჩასვლის
შემდეგ გაემხილა ოჯახისთვის თავისი ადგილსამყოფელი და არ ჩათვალა საჭიროდ წერილში
დეტალების დაკონკრეტება...
- ეს წერილები შენახული გაქვთ?
- ბებია ყველა დოკუმენტს, წერილსა თუ ნებისმიერ საბუთს ერთ შავ საკვოიაჟში ინახავდა, რომელთან
მიკარებაც ბავშვებს გვეკრძალებოდა, თუმცა მაინც მივიპარებოდით ხოლმე და შიგნით ვიქექებოდით...
სამწუხაროდ, საკვოიაჟი ოჯახიდან დაიკარგა. იქ ბებიასა და ბაბუას ფოტოებთან ერთად ლუდვიგის
ყველა წერილიც იყო, მათ შორის, ის ბოლო წერილი, რომელიც "ტიტანიკზე" ასვლამდე გამოგზავნა.
- ქალბატონო ცირა, დღეს თქვენ როპიაკის გვარს აღარ ატარებთ, რატომ?
- 70-იან წლებში მამას თანამდებობაზე ნიშნავდნენ და როცა მისი გვარი გაუგიათ, ვიღაცას მწარედ
უთქვამს, - ეს რუსი (როპიაკი რუსული გვარი ეგონათ) რომ არ დავნიშნოთ, ქართველები აღარ არიანო?!
მამა იძულებული გახდა, დედის გვარზე გადასულიყო. სწორედ ამიტომაც ვარ დღეს ჩიქოვანი.
1913 წელს, "ტიტანიკის" დაღუპვის შემდეგ, მიღებულ იქნა პირველი საერთაშორისო კონვენცია "ზღვაზე
ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ". შეიქმნა წესდება, რომელსაც ყველა გემი უნდა
დამორჩილებოდა: მგზავრებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ სასწავლო განგაშში; გემზე მყოფი ყველა
ადამიანისთვის უნდა იყოს ადგილი მაშველ კანჯოში და ა.შ. ეს კონვენცია ტრაგედიამდე რომ მიეღოთ,
ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა ლუდვიგ როპიაკის ცხოვრება, რომელმაც სამუდამო განსასვენებელი
საქართველოდან და მისი ოჯახიდან ძალიან შორს, ატლანტის ოკეანის ფსკერზე პოვა.

"აისბერგთან შეჯახების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო" - უცნობი ფაქტები


ტიტანიკის ტრაგედიის შესახებ
ტიტანიკი, ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი, რომელიც XX საუკუნის
დასაწყისში უდიდესი სამგზარო გემი იყო, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე აისბერგთან
შეჯახების შემდეგ ჩაიძირა. გთავაზობთ რამდენიმე უცნობ ფაქტს ამ დიდი ტრაგედიის
შესახებ.
1. აისბერგთან შეჯახების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, კაპიტანს რომ 30 წამით
ადრე მოებრუნებინა გემი.
2. ნავები ბოლომდე შევსებული არ ყოფილა, ამის გამო დარჩა ბევრი ხალხი გემზე და
დაიხრჩო.
3. ტიტანიკი ერთადერთი გემია, რომელიც აისბერთან შეჯახების გამო ჩაიძირა.
4. გემის მთავარი მცხობელი ცივ წყალში გაიყინა, მაგრამ გადარჩა - მამაკაცი იმდენს
სვამდა, რომ მის სისხლში ალკოჰოლის
მაღალმა დონემ გადაარჩინა.
5. ტიტანიკთან ახლოს იმყოფებოდა კალიფორნიული გემი, რომელსაც შეეძლო მისი
დახმარება და მგზავრების გადარჩენა, მაგრამ კავშირის შეფერხების გამო ეს
შეუძლებელი გახდა.
6. აისბერგი, რომელსაც გემი შეეჯახა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1000 წლის წინ გაჩნდა.
7. ფილმ "ტიტანიკის" ბიუჯეტი თავად გემის ბიუჯეტზე მეტი იყო.
8. გადარჩენილი მგზავრი, რომელიც იაპონელი იყო, სამშობლოში ლაჩრად აღიარეს,
რადგან ის ცოცხალი დაბრუნდა თავის ქვეყანაში მაშინ, როდესაც სხვები დაიღუპნენ.
9. გახსოვთ ის სცენა ფილმ "ტიტანიკში" შეჯახების შემდეგ მუსიკოსები დაკვრას რომ
განაგრძობენ, სანამ გემი იძირება? ეს რეალურად მოხდა. ისინი რამდენიმე საათის
განმავლობასი უკრავდნენ, ვიდრე გემი ოკეანის ფსკერისკენ მიდიოდა.
10. მილტონ ჰერში - შოკოლადის ცნობილი ფირმის "ჰერშის" დირექტორი, ტიტანიკზე
უნდა ყოფილიყო, მან ბილეთიც შეიძინა, მაგრამ საქმიანი შეხვედრის გამო გამგზავრება
ვერ შეძლო.

რატომ ვერ დაეტეოდნენ ფიცარზე ჯეკი და როუზი "ტიტანიკის" ჩაძირვისას - ჯეიმს


კემერონის განმარტება
1997 წელს გადაღებული, კულტად ქცეული ფილმი "ტიტანიკი" უამრავი
ადამიანისთვის დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფილმად.
ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავები - ლეონარდო დიკაპრიო
(ჯეკი) და ქეით უინსლეტი (როუზი) ასრულებენ. ხშირად ისმის შეკითხვა, რატომ ვერ
გადარჩა ლეონარდოს გმირი და "რატომ არ გაიმეტა რეჟისორმა ფიცარზე მისთვის
ადგილი". როგორც ჩანს, კემერონი ამ შეკითხვებმა დაღალა და ჟურნალისტებს
საფუძვლიანად აუხსნა, რომ ჯეკი ვერ გადარჩებოდა და ფილმს ბედნიერი ფინალი ვერ
ექნებოდა.
"ბოლო 16 წელია მეკითხებიან, რატომ არ აიყვანე ლეონარდო ფიცარზე, რატომ გაიმეტე
ფსკერისთვისო. როდესაც ამ სცენას უყურებთ, ყველა ადგილს ეძებს, სივრცეს ორი
ადამიანისთვის. როდესაც ჯეკს როუზი ფიცარზე აჰყავს, თვითონაც ცდილობს, ავიდეს;
ის იდიოტი არაა, სიკვდილი არ სურს, მაგრამ ფიცარი ტივტივებს. აშკარაა, ადგილი
მხოლოდ ერთი ადამიანისთვისაა - ჯეკი გადაწყვეტს, რომ ეს პიროვნება თვითონ არაა.
ორივე ერთდროულად რამდენჯერაც ავიყვანე, ფიცარი გადაყირავდა. გააცნობიერეთ,
ყინულივით ცივ წყალში მხოლოდ ერთი მთავარი გმირი უნდა გადარჩენილიყო.
ძალიან არ მინდოდა, ორივე მთავარი გმირი ჰიპოთერმიით დამღუპვოდა. სწორედ
ამიტომ, ქეითი ყინულივით ცივი წყლისგან შორს, უსაფრთხო ფიცარზე დავტოვე", -
ამბობს კემერონი.
რაც შეეხება ფილმს, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სიუჟეტური ხაზი
გამოგონილია, ფილმის პერსონაჟების ნაწილს პროტოტიპები ყავთ. ფილმზე მუშაობა
1995 წელს დაიწყო, როდესაც რეჟისორმა გადაიღო რეალური ტიტანიკის წყალქვეშა
ნარჩენები. გემზე ფილმი -"მსტისლავ კელდიში" გადაიღეს. გემის რეკონსტრუქცია
კალიფორნიულ სტუდიაში მოხდა, რასაც დაემატა შემდგომში გადიდებული
მოდელები და კომპიუტერული ეფექტები. ჩაძირული გემის გადარჩენილი მგზავრების
სცენა აუზშია გადაღებული. ფილმმა უმაღლესი ჯილდოები და კინოკრიტიკოსთა
აღფრთოვანება დაიმსახურა. არანაკლები პოპულარობა ხვდა წილად "ტიტანიკის"
საუნდტრეკსაც. საერთო ჯამში, კინოგაქირავებაში გაშვებიდან "ტიტანიკმა" 1.8
მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოგება მოიტანა.

ლეგენდარული ტიტანიკის მენიუ

2012 წლის 15 აპრილს ტიტანიკის დაღუპვიდან 100 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ ამბავზე
ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა ჩემი ყურადღება სხვა ფაქტმა მიიქცია და გადავწყვიტე,
ამის შესახებ თქვენთვისაც მომეთხრო. BBC- ის საიტზე ამოვიკითხე, რომ ტიტანიკის უკანასკნელი
სადილის მენიუ, რომელიც 1912 წლის 14 აპრილით თარიღდება, აუქციონზე 76.000 გირვანქა
სტერლინგად გაიყიდა. ნამდვილად შთამბეჭდავი თანხაა, არ მეთანხმებით? სწორედ ამ სტატიის
შემდეგ დავინტერესდი, მაინც რით უმასპინძლდებოდნენ მგზავრებს ამ დიდებულ ლაინერზე?
მოვიძიე მენიუს ასლებიც - ჩამონათვალი საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა,
მით უფრო პირველი კლასის მგზავრებისთვის.
ტიტანიკის კულინარიული გამოცდილების უკეთ გასაგებად, სჯობს ჯერ იმ ეპოქის კულინარიულ
ისტორიაზე გავიგოთ ცოტა მეტი. ტიტანიკის მენიუზე დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელმა
ცნობილმა ფრანგმა შეფმზარეულმა, ოგიუსტ ესკოფიემ.
იგი 1800-იან წლებში რიცის სასტუმროების ქსელთან თანამშრომლობდა. დღეს მის კერძებს,
რომლებიც დატვირთული იყო მძიმე სოუსებით, კვერცხით, შებოლილი ორაგულითა და საქონლის
ხორცით, "ტიპურ ფრანგულს" უწოდებენ. ესკოფიეს კერძები კარგად შეესაბამებოდა მდიდრების
მოთხოვნებს და წარმატებით შევიდა ტიტანიკის პირველი კლასის მენიუშიც. მის მრავალ კერძს
სახელი სწორედ სასტუმრო “რიცის” სახელგანთქმული კლიენტების პატივსაცემად ეწოდა,
მაგალითად, მელბა ატმით _ la pêche Melba _ ატმის დესერტი ავსტრალიელი მომღერლის, ნელი
მელბას სახელს ატარებს. კიდევ ერთი, იმ დროისთვის უჩვეულო თვისება, რაც ესკოფიეს
გამოარჩევდა და სხვა მზარეულებზე მაღლა აყენებდა, იყო მისი უნარი, მეგობრული ატმოსფერო
შეენარჩუნებინა თანამშრომელთა შორის, რითაც მათ პატივისცემას იმსახურებდა.
ტიტანიკის პირველი კლასის მგზავრებისთვის რამდენიმე სასადილო დარბაზი იყო განკუთვნილი.
თითოეულში ესკოფიეს გავლენა იგრძნობოდა, თუმცა ყველაზე პოპულარული სასტუმრო “რიცის”
სახელობის მდიდრული დარბაზი იყო. ვახშამზე მგზავრებს მუსიკით იხმობდნენ. ჯერ კოქტეილებს
სთავაზობდნენ, რომლებიც იმ დროს ძალიან მოდური იყო. ამის შემდეგ მოდიოდა კვერცხის კერძი
ხიზილალის თანხლებით. რა თქმა უნდა, ამას ხორცის, თევზის, ბოსტნეულის კერძები, ყველის
მენიუ და დესერტი მოსდევდა.
თითოეულ კერძს ახლდა შესაბამისი ღვინო. სადილის შემდეგ მამაკაცთა უმრავლესობა სხვა
დარბაზში გადაინაცვლებდა ყავის დასალევად და სიგარის გასაბოლებლად.
მგზავრებს, რომელთაც არ შეეძლოთ ამ მრავალ¬რიცხოვანი კერძების დაგემოვნება, შეეძლოთ უფრო
მოკრძალებული მენიუ შეერჩიათ.
ეს არის პირველი კლასის მენიუ, რომელიც უკანასკნელი აღმოჩნდა ტიტანიკის მგზავრებისთვის.
როგორც ხედავთ, კერძების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჩამონათვალია, ვერც კი წარმომიდგენია,
როგორ შეიძლება ერთ სადილზე ამ რაოდენობის კერძების მირთმევა! თუმცა, მაშინდელი მაღალი
საზოგადოება მიჩვეული იყო სადილობის ხანგრძლივ რიტუალს.
ტიტანიკის მეორე კლასის მგზავრებსაც შესანიშნავი კერძების დაგემოვნება შეეძლოთ, თანაც
ჩვეულებრივზე უფრო იაფად. მათ საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუ ჰქონდათ, ბრიტანულ-
ამერიკული აქცენტებით. მართალია, კერძების რაოდენობა შემცირებული იყო, მაგრამ იმავე
სამზარეულოში მზადდებოდა, სადაც პირველი კლასის კერძები. მენიუში შედიოდა წვნიანი,
სხვადასხვა ხორცეულის კერძი და დესერტი.
მესამე კლასის მგზავრები ხომალდზე უმრავლესობას წარმოადგენდნენ. ისინი იყვნენ ევროპის
მუშათა კლასის წარმომადგენლები, რომლებიც ოცნებებსა და იმედებს ამერიკაში მიჰყავდა. მათი
მენიუ, რა თქმა უნდა, უფრო მწირი იყო, ვიდრე პირველი და მეორე კლასის მგზავრებისა, მაგრამ
ბევრად მაღალი სტანდარტის, ვიდრე საერთოდ მესამე კლასის მგზავრებს სთავაზობდნენ იმ დროს.
თუ ამ თემით უფრო მეტად დაინტერესდებით, შეგიძლიათ გაეცნოთ რიკ არჩბოლდის და დანა
მაკკოლეის წიგნს `უკანასკნელი სადილი ტიტანიკზე _ (Last Dinner on the Titanic _ Archbold, Rick
and McCauley, Dana (1997).

ყველაზე სასტიკი დიქტატორების საყვარელი საკვები


წარმოგიდგენთ რამდენიმე სასტიკ დიქტატორს და მათ ექსცენტრიულ კულინარიულ
გემოვნებას.

კიმ ჩენ ინს ზვიგენის სუპი და ძაღლის ხორცის სუპი უყვარდა


ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს სწამდა, რომ ეს კერძები იმუნიტეტს უმაღლებდა და
ვაჟკაცობას ჰმატებდა. აგრეთვე დიქტატორი ალკოჰოლური კომპანია ”ჰენესის” ყველაზე
მსხვილი კლიენტი გახლდათ.

ადოლფ ჰიტლერი ვეგეტარიანელი იყო და ცხოვრების ბოლოს მხოლოდ კარტოფილის


პიურეს და წვნიანებს მიირთმევდა
მას 15 დეგუსტატორი ყავდა, თუ არცერთი მათგანი კერძის გასინჯიდან 45 წუთში არ
მოკვდებოდა, ე.ი. კერძი საკვებად ვარგისი იყო.

იოსებ სტალინს ტრადიციული ქართული სამზარეულო უყვარდა


სტალინის ერთ-ერთი მზარეული ვლადიმერ პუტინის ბაბუა
სპირიდონ პუტინი გახლდათ.

ბენიტო მუსოლინის ნიორი უყვარდა და ფრანგული სამზარეულო უსარგებლოდ


მიაჩნდა
მუსოლინის საყვარელი კერძი გახლდათ მარტივი სალათი ნივრით, ზეთით და
ლიმონის წვენით. მუსოლინის სახლში, ოჯახთან ერთად უყვარდა ჭამა.

იდი ამინი დღეში 40 ფორთოხალს ჭამდა და ქეიეფსის პროდუქცია უყვარდა


იდი ამინს შემწვარი თხა და ფეტვის პური უყვარდა. ფორთოხალს იმიტომ ჭამდა, რომ
სჯეროდა, ის ბუნებრივი ”ვიაგრა” იყო.

ნიკოლაი ჩაუშესკუს ვეგეტარიანული ლაზანია და მარტივი სალათები უყვარდა


ჩაუშესკუს საყვარელი კერძი ვეგეტარიანული ლაზანია იყო კვერცხით და არაჟნით და
პომიდორის, ხახვის და ფეტას სალათი სტეიკთან ერთად.

ადამიანების საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების ფაქტები


როდესაც ადამიანები უგზო-უკვლოდ იკარგებიან, ჩნდება სხვადასხვა ზებუნებრივი
ვერსიები იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში. წარმოგიდგენთ გაუჩინარების
ისტორიებს, რომლებიც ლეგენდარულ თქმულებებად არის ქცეული.

1. 1809 წელს დიპლომატი ბენჟამინ ბატერსი მისტიკურად გაუჩინარდა გერმანიაში,


სასტუმროში ყოფნის დროს. პრესაში განიხილებოდა მრავალი ვერსია: შესაძლოა, ეს
იყო მკვლელობა, საფრანგეთის მთავრობის მიერ წარმოებული მოტაცება ან
თვითმკვლელობა.

2. 1974 წლის 8 ნოემბერს, მას შემდეგ, ბრიტანელი ლორდის ყოფილი ცოლის სახლში
ცემისგან მკვდარი ბავშვების ძიძა აღმოაჩინეს, ბრიტანელი ლორდი ლუკანი
აორთქლდა. მიუხედავად იმისა, რომ მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებდნენ, მისი
აღმოჩენა მაინც ვერ მოხერხდა. 1999 წელს ლორდი ოფიციალურად ცნეს
გარდაცვლილად.

3. როდესაც 1483 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ედუარდ მეოთხე, ტახტზე მისი


ძმა, რიჩარდ მესამე ავიდა, რომელმაც ედვარდის ორი პატარა შვილი უკანონო
შვილებად გამოაცხადა. ისინი ლონდონის თაუერში გამოკეტეს, მალე კი ბავშვები
გაქრნენ. პოპულარული ლეგენდის მიხედვით, რიჩარდმა ბავშვები მოკლა, მაგრამ
საიდუმლო დღემდე უცნობია.

4. პირველი სოციალისტი, რომელიც ინგლისის პარლამენტში 1920


წელს აირჩიეს, გახლდათ ვიქტორ გრეისონი. ის ერთ საღამოს საიდუმლოებით მოცულ
ვითარებაში გაუჩინარდა. მეგობრებს განუცხადა, რომ ცოტა ხნით სასტუმროდან უნდა
გასულიყო და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ვარაუდობენ, რომ ის მოკლეს იმ
გამოძიების გამო, რომელსაც ატარებდა მთავრობაში კორუფციის გამოსავლენად.

5. ერთ-ერთი ყველაზე ბურუსით მოცული საიდუმლო გაუჩინარება 1900 წელს


ბრიტანეთში მოხდა, როდესაც შოტლანდიურ კუნძულ ფლენანზე შუქურის სამი
დარაჯი გაუჩინარდა. მათი გაქრობის ვერსიები მრავალია, უცხოპლანეტელების მიერ
გატაცებით დაწყებული, მკვლელობით დამთავრებული. თუმცა პასუხი, თუ სად გაქრა
სამი მამაკაცი, დღემდე არ არსებობს.

10 უცნობი ფაქტი ადოლფ ჰიტლერის შესახებ


1. ჰიტლერი გარდაცვლილად გამოაცხადეს 1945 წლის პირველ მაისს. ზუსტად 66
წლის შემდეგ, ამ დღეს ამერიკამ ოსამა ბინ ლადენიც გარდაცვლილად ცნო.

2. ჰიტლერის გეგმაში იყო მოსკოვის ყველა მცხოვრების მოკვლა და მის ტერიტორიაზე


ხელოვნური მდინარის შექმნა. მოსკოვში მხოლოდ გერმანელებს ექნებოდათ ცხოვრების
უფლება.

3. გერმანელმა მწერალმა დაწერა რომანი, რომელშიც ჰიტლერი თანამედროვე


ბერლინში იღვიძებს, არაფერი ახსოვს წარსულის შესახებ და კომიკოსი ხდება. რომანი
ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი აღმოჩნდა ქვეყანაში.

4. ჰიტლერი თვლიდა, რომ ძალიან სექსუალური იყო და ქალებს იზიდავდა, ამიტომ


მუდამ აცხადებდა, რომ მარტოხელა იყო.

5. ადოლფ ჰიტლერს
არქიტექტორობა სურდა, მაგრამ გამოცდები ვერ ჩააბარა და ვენის სკოლიდან
გარიცხეს.

6. ჰიტლერი აღმერთებდა ჰენრი ფორდს. იმდენად უყვარდა, რომ თავის გამოსვლებში


იხსენიებდა, მის ფოტოებს ატარებდა და რეგულარულად უგზავნიდა დაბადების
დღეზე საჩუქრებს.

7. 1942 წლიდან გარდაცვალებამდე, 1945 წლამდე მეტამფეტამინზე იყო


დამოკიდებული. მისი ჯარისკაცებიც მეტამფეტამინს მოიხმარდნენ, რომ უფრო
ძლიერნი ყოფილიყვნენ და მხნედ შეძლებოდათ ბრძოლა.

8. ადამიანი, რომელმაც სადამ ჰუსეინის საიდუმლო ბუნკერი შექმნა, გახლავთ


შვილიშვილი იმ ქალისა, რომელმაც ჰიტლერის ბუნკერი ააგო.

9. ჰიტლერი ერთხელ ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი. 1939 წელს, რამდენად


ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, მას ნომინაცია მშვიდობის დარგში მიენიჭა.

10. ადოლფ ჰიტლერს ცალი სათესლე ჯირკვალი ჰქონდა. ერთი მან ბრძოლის დროს
დაკარგა.

სხვათაშორის ჰენრი ფორდზე მართალია და სწორეს ამერიკაში "ფორდის" ბაზაზე დაიწყო


ფერდინანდ პორშემ პირველი "ფოლცვაგენის" წარმოება რადგან ჰიტლერს სურტა
ეწარმოებინათ მის ქვეყანაში იაფი და კომფორტული მანქანები არამდიდარი ოჯახებისთვის

პოლიტიკური ქორწინებები საქართველოს ისტორიაში - სახელმწიფო


ინტერესებს შეწირული პირადი ცხოვრება
საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის პირველ პირები, ანუ მეფეები პირადზე მაღლა
სახელმწიფო ინეტერესებს აყენებდნენ. ქართველი მეფეების შეუღლება პოლიტიკური
მოტივით იყო განპირობებული, მათ ცოლად მოჰყავდათ იმ სახელმწიფოთა
მმართველების ქალიშვილები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო მოკავშირე იყვნენ.
პირად ცხოვრებაში მეფეების მსგავს ბედს იზიარებდნენ მათი შვილებიც. პოლიტიკური
ქორწინებების ტიპებზე და მაგალითებზე AMBEBI.GE ისტორიკოსს დიმიტრი
შველიძეს ესაუბრა.
დიმიტრი შველიძე:
- შუა საუკუნეებში პოლიტიკური ქორწინებები სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს
ასახავდა. ეს ურთიერთობები სხვადასხვანაირი იყო, მაგალითად თანასწორ
სახელმწიფოთა შორის თანასწორუფლებიანი ურთიერთობები არსებობდა და ა.შ. ამ
ურთიერთობების მიხედვით, პოლიტიკურ შეუღლებებსაც სხვადასხვანაირი ხასიათი
ჰქონდა.

დავით მეექვსე ნარინი და ბიზანტიის იმპერატორის ასული


არსებობს პოლიტიკური შეუღლების თანასწორუფლებიანი სახე, მაშინ როდესაც ორი
დაახლოებით ერთი ძალის სახელმწიფო უკავშირდებოდა ერთმანეთს. მაგალითად,
ასეთი შემთხვევა იყო, როცა დავით მეექვსე ნარინმა ცოლად მოიყვანა ბიზანტიის
იმპერატორის, მიხეილ მერვე პალეოლოგოსის ასული. დასავლეთ საქართველოს
დედოფალი ბიზანტიის იმპერატორის ქალიშვილი გახდა. ბიზანტიის იმპერია მაშინ
ერთ-ერთი ავტორიტეტული სახელმწიფო იყო და როდესაც მისი იმპერატორის
ქალიშვილი ქართველებმა წამოიყვანეს, ეს იმას ნიშნავდა, რომ საერთაშორისო არენაზე
საქართველოს სერიოზული წონა გააჩნდა.

გიორგი მერვის ასული და ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე


ამ ტიპის ქორწინების მეორე მაგალითი მართალია არ შედგა, მაგრამ სიმბოლური ის
იყო, რომ ორი ძლიერი სახელმწიფო ერთმანეთს უნდა დაკავშირებოდა.
გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მერვის ქალიშვილი
ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე მეთერთმეტემ დანიშნა. 1453 წელს,
კონსტანტინეპოლი თურქებმა აიღეს, ბიზანტიის იმპერია დაეცა, ჩვენი სასიძო
კონსტანტინეპოლის ქუჩის ბრძოლებში დაიღუპა და ქორწინება არ შედგა, სიმბოლური
კიდევ იმიტომ იყო, რომ ბიზანტიაც დაემხო, როგორც სახელმწიფო და საქართველო
გიორგი მერვის მერე სამეფო-სამთავროებად დაიშალა.

თამარ მეფე და მისი მეუღლეები


პოლიტიკურ შეუღლებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და როდესაც
საქართველოს ტახტზე ქალი აღმოჩნდა, ეს არაორდინალური მოვლენა იყო. თამარს
მემკვიდრეც უნდა ჰყოლოდა, ამიტომ მისი გათხოვების საკითხი ძალიან
მნიშვნელოვანი იყო და ამაზე დარბაზი შეიკრიბა. მათ უნდა შეერჩიათ მეფისთვის სხვა
სახელმწიფოს წარმომადგენელი ქმრად. თამარს ძალიან ბევრი მთხოვნელი ჰყავდა,
ერთ-ერთი იყო ბიზანტიის იმპერატორის მანუელ პირველის ვაჟი, თუმცა მას უარი
უთხრეს, მეორე იყო ანტიოქიის სამთავროს მთავრის შვილი, ასევე იყო რუმის
სულთნის, ყიზილ არსლანის ვაჟი, რომელიც თამარზე შეყვარებული იყო და
მაჰმადიანობის უარყოფასაც აპირებდა, მაგრამ ყიზილ არსლანმა დაიჭირა თავისი ვაჟი
და საქართველოში არ გამოუშვა.
საინტერესოა, რატომ ეუბნებოდნენ მათ უარს? იმიტომ, რომ როდესაც თამარის
მეუღლე ძლიერი სახელმწიფოს წარმომადგენელი იქნებოდა, ის საქართველოს შინაურ
საქმეებში ჩარევას მოითხოვდა და ეს ქართველებს არ უნდოდათ, ამიტომ თამარისთვის
ისეთი ქმარი უნდა აერჩიათ, რომელიც საშინაო საქმეებში ვერ ჩაერეოდა და იქნებოდა
უბრალოდ ქმარი. ასეთი იყო რუსული სამთავროს, ვლადიმირ-სუზდალის მთავრის
ანდრია ბოგოლუბსკის შვილი გიორგი რუსი, რომელიც შეხიზნული იყო
ჩრდილოკავკასიაში. თამარი მასზე გაათხოვეს, მაგრამ ეს ქორწინება ცუდად
დამთავრდა, რადგან გიორი რუსი ავადმყოფი და ლოთი აღმოჩნდა. ამიტომ ის გაუშვეს
და თამარი მეორედ ყმადნაფიცი სახელმწიფოს, ოსთა სამეფოს წარმომადგენელ დავით
სოსლანზე გაათხოვეს, რომელთან ქორწინებამაც ბოლომდე გასტანა.

ლაშა-გიორგი და ველისციხელი ქალი


როდესაც საქართველო
ძლიერი სახელმწიფო იყო, მაშინ ქართველ მეფეებს ქართველი ქალის ცოლად მოყვანა
აკრძალული ჰქონდათ. ეს წესი დაარღვია მეფე გიორგი მეოთხემ, ანუ ლაშა-გიორგიმ.
მას შეუყვარდა ველისციხელი ქალი და იქიდან წამოიყვანა სასახლეში, თუმცა
კათალიკოს-პატრიარქმა ქორწინება უკანონოდ ცნო და ველისციხელი ქალი თავის
ქმარს დაუბრუნეს, მეფე თავისი სიყვარულის ერთგული დარჩა და სიცოცხლის
ბოლომდე სხვა ცოლი არ მოუყვანია.

სიუზერენულ-ვასალური ტიპის ქორწინებები


ამ ტიპის ქორწინებებში შედის ისეთი პოლიტიკური შეუღლებები, როდესაც ერთი
სახელმწიფო ძლიერია, მბრძანებელია, მეორე კი მისი ვასალი ხდება. ძლიერების
ზენიტში მყოფ საქართველოს ბევრი ვასალური სახელმწიფო ჰყავდა. ასეთი ტიპის
ქორწინება იყო მაგალითად დავით მეოთხე აღმაშენებლის ასულისა და ყმადნაფიცი
სახელმწიფოს შირვანის შაჰის მანუჩეკ მეორეს შეუღლება. ასევე, მეფე დემეტრე
პირველმა თავისი ქალიშვილი ვასალური ქვეყნის, დარუბანდის სულთანს აბუ
მუზაფარს მიათხოვა.

დავით აღმაშენებელი და მისი ცოლები


დავითის პირველი ცოლის შესახებ ცნობილი ბევრი არაფერია, მისი მეორე ქორწინება
კი პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. მეზობელი ქვეყნების დაპყრობის
შემდეგ მეფეს დიდი ჯარი სჭირდებოდა, ამიტომ როდესაც საქართველოში ყივჩაღები
ჩამოასახლა, მათი ბელადის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი მოიყვანა
ცოლად. შეიძლება მეფეს სულაც არ მოსწონდა ეს ქალი, მაგრამ პოლიტიკური
მოსაზრებით ასე იყო საჭირო. დავითი წინ სახელმწიფოს ინტერესებს აყენებდა, ამიტომ
მოიყვანა ცოლად ყივჩაღის ქალი. რაც შეეხება პირველ ცოლს რუსუდანს, ის მონაზვნად
აღიკვეცა. როცა საქართველო ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაიშალა და
დასუსტდა, ახლა უკვე მეფე-მთავრებს ისევ ქართველი მეფე-მთავრების ქალები
მოჰყავდათ მეუღლეებად.

სიმართლე კაცობრიობის ამოუცნობი მოვლენების შესახებ

წარმოგიდგენთ ყველაზე გახმაურებულ მისტიკურ მოვლენებს და გთავაზობთ მეცნიერული


კუთხით მათ ახსნას.

ბერმუდის სამკუთხედი

ოკეანის მონაკვეთი, რომელიც ფლორიდას, პუერტო რიკოსა და ბერმუდის კუნძულების შორის


მდებარეობს მრავალი გაუჩინარების მიზეზი გამხდარა. მის ირგვლივ მრავალი მისტიკური
ლეგენდა არსებობს. სინამდილეში, ჯერ კიდევ 1975 წელს იგი პილოტმა და მეცნიერმა
ლოურენს კუშემ გამოიკვლია და დაადგინა, რომ ყველა გემი ცუდ ამინდში იძირებოდა,
თვითმფრინავები ქარიშხლის დროს ვარდებოდნენ, ხოლო ამერიკის საზღვაო დაცვა ყოველი
კატასტროფის შემდეგ პოულობდა ნამსხვრევებს.

მაიას ცივილიზაცია

მაიას მაღალგანვითარებული ცივილიზაცია ამოუხსნელი მიზეზებით გაქრა დედამიწიდან.


სინამდვილეში, ამოცანა 2005 წელს ამოხსნეს. არქეოლოგმა მაჯარედ დაიმონდმა გამოაქვეყნა
კლევა, რომლის თანახმადაც მაიას ცივილიზაცია მხოლოდ საკუთარი სიხარბის გამო
გადაშენდა. მათ იმდენი ტყე გაჩეხეს, რომ მიწა მზის რადიაციას ვეღარ ეწინააღმდეგებოდა. ამის
გამო დაიწყო გვალვა, ეროზია. საკვების დეფიციტმა აიძულა ხალხი, ქალაქს გაცლოდა, რის
გამოც ცივილიზაცია განადგურდა.

მოძრავი ქვები
1940 წელს ხალხი ცდილობდა გაერკვია, როგორ გადაადგილდებოდა თავისით ქვები
"სიკვდილის ხეობაში". მხოლოდ 2011 წელს გახდა ცნობილი, რომ ზამთარში მონაკვეთი, სადაც
ქვები გადაადგილდებიან, ყინულს ინარჩუნებს. ღამით ისინი იყინებიან თვალისთვის
შეუმჩნეველი თხელი ყინულით და ამის გამო სრიალებენ.

ეგვიპტის პირამიდები

2014 წელს ამსტერდამის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ მიმდინარეობდა


პირამიდების მშენებლობა. მრავალი დეტალის გაანალიზების შემდეგ ისინი მიხვდნენ, რომ
მშენებლები წყალს და თიხას საცხის სახით იყენებდნენ, რისი დახმარებითაც ხის
კონსტრუქციით გიგანტურ აგურებს ზიდავდნენ.

როგორ გამოიყურებოდა ჰიტლერის მდიდრული სასახლე ალპებში


იმისთვის, რომ ადოლფ ჰიტლერი პოზიტიურ ჭრილში წარმოეჩინათ, გებელსმა
შესთავაზა სახლის დიზაინისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცია.
რემონტი და დიზაინი კოლოსალური თანხა დაჯდა, მაგრამ შედეგმა გაამართლა.
მსოფლიოს წამყვანი გამოცემები წერდნენ ფიურერზე, როგორც მომხიბვლელ და
შრომისმოყვარე ადამიანზე, რომელიც შესანიშნავი სახლის პატრონი იყო.

5 პირველი ქართული ეკლესია - ისტორია, რომელიც უნდა ვიცოდეთ


საქართველოში ქრისტიანობის
გავრცელებამ IV საუკუნეში
ხუროთმოძღვრებასა და არქიტექტურას
მიზნად ახალი მოთხოვნები დაუსახა, -
ახალი ეკლესიები უნდა აშენებულიყო.
თავიდან ბაზილიკები იგებოდა,
რომლებიც ქართულ ტრადიციებთან
იყო შერწყმული და IV-დან VI საუკუნის
ჩათვლით, ამ ტიპის რამდენიმე
ეკლესია კიდეც აშენდა.
ძველი შუამთა
ეს ტაძარი კახეთში, თელავიდან 7 კმ-ში, ტყეში V საუკუნეშია აგებული. ალაზნის
ხეობის ზედა პლატოზე გაშლილია სამონასტრო კომპლექსის სამი ეკლესია, მათ შორის
უძველესი - V საუკუნეში აგებული სამნავიანი ბაზილიკა და ჯვრის ფორმის 2 ეკლესიაა.
ორივე რიყის ქვითაა ნაგები.

XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახეთის


მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა შუამთის ახალი
მონასტერი დაარსა. აგურით ნაგები ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია, შიგნით -
მოხატულია, რომელიც ერეკლე II-მ განაახლა. კომპლექსში სამრეკლო და სხვა
ნაგებობები შედის.

ბოლნისის სიონი
სამთავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობათა შორის ბოლნისის სიონი ერთ-ერთი
უდიდესი და უძველესი ძეგლია. მდებარეობს ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში.
ჩრდილოეთით, ერთ-ერთი შესასვლელის თავზე არის წარწერა, რომლის მიხედვითაც
(478-493 წლებში) შემონახულია საქართველოში არსებული უძველესი წარწერა.
ბოლნისის ცნობილი ტაძარი IV საუკუნის ბოლო წლებში ელია მთავარეპისკოპოსს
აუგია. ვახტანგ გორგასალმა ბოლნისის სიონის ტაძარში საეპისკოპოსო საყდარი
დააარსა. პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად დავითია მიჩნეული, რომელიც ბოლნისის
სიონის აღმოსავლეთი ფასადის წარწერაშია მოხსენიებული. ეკლესიის გვერდით,
სამხრეთ-დასავლეთით, XVII საუკუნის სამრეკლოა შემონახული. ბოლნისის სიონი XVII
საუკუნეში რესტავრირებული და შეკეთებულია. 1936-1939 ჩატარებულ სამუშაოების
შედეგად ძეგლი გათხარეს, შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. რეტავრაცია 1967-1969
წლებშიც ჩატარდა. ბოლნისის სიონში თავიდანვე მწიგნობრული საქმიანობა იყო
გაჩაღებული. დღეს კი ის ბოლნისი ეპარქიის ნაწილია.
ურბნისი
მდებარეობს ქართლში, სოფელ ურბნისთან. წარწერების შესწავლის საფუძველზე,
ტაძარი V-VI საუკუნეებით თარიღდება, სადაც მოხსენიებულები არიან ეკლესიის
მშენებლები - კონსტანტინე და მამა მიქაელი. ტაძარი სამთავიანი ბაზილიკაა. ეკლესია
თავდაპირველად აგებულია ურთიერთმორგებული ქვიშაქვით, ქვები სხვადასხვა
ზომისაა, მაგრამ ჰორიზონტალობა დაცულია. IX საუკუნეში ეკლესიას რესტავრიცია
გაუკეთდა. ურბნისის კომპლექსი გორის ეპარქიას ექვემდებარება და მოქმედია.

თბილისის ანჩისხატი
მდებარეობს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. XX საუკუნეში, რესტავრაციის
დროს ორი ფილა აღმოაჩინეს, სადაც "ჯვრის ამაღლების" რელიეფთან ერთად,
შემონახულა წარწერა, რომლის მიხედვითაც, ტაძარი X საუკუნის დასაწისში, ვახტანგ
გორგასლის შვილის დაჩის მიერ, დედაქალაქის თბილისში გადმოტანისას აიგო. ტაძარი
ერთ საუკუნეში, შემოსევების შედეგად ძალიან დაზარალებულა, მისი აღდგენისას
მახლობლად კათოლიკოსისთვის რეზიდენცია აუგიათ. 1664 წელს ქართლის
კათოლიკოსმა დომენტი III-მ თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან, ანჩის
მონასტრიდან, ჩამოტანილი ბექა ოპიზრის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი
ხატი. ხატის ახალ ადგილსამყოფელად საკათოლიკოსო ტაძარი - ყოვლადწმიდა
მარიამის შობის ეკლესია - შეირჩა. სწორედ ამ დროიდან დამკვიდრდა მისი ახალი
სახელი - ანჩისხატის ეკლესია.

ნეკრესი
მდებარეობს კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მახლობლად,
მთის ფერდობზე. დაარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, აბიბოსმა VI საუკუნეში.
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ისტორიულ ძეგლს აერთიანებს. მისი
მნიშვნელობა განსაზღვრულია შემდეგი ფაქტორებით: ერთი მხრივ საქართველოს
ტერიტორიაზე სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული
სამლოცველო (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე
VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა გაჩნდა. ეს
მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოს სახელთან,
რომელიც ნეკრესის მღვდელმთავრად აკურთხეს.

ამ მონასტერს უკავშირდება ლეგენდა: ცნობილია, რომ მუსლიმები ღორის ხორცს არ


ჭამენ. ამიტომ, შაჰ-აბასის შემოსევის დროს, მონასტერში ღორები სამი დღით
გამოკეტეს. როდესაც თათრები ახალი გაღვიძებულები იყვნენ, მიუსიეს. დამშეულ
ღორებს ეგონათ, საჭმელად მივყავართო და გაეკიდნენ. ეს ამბავი შაჰ-აბასს მოახსენეს,
რომელმაც ბრძანა, რომ მონასტრისთვის ალყა მოეხსნათ და იმ ადგილს აღარ
გაკარებოდნენ.

ნეკრესში სხვადასხვა დროს მოღვაწე ქართველი მღვდელმთავრები წერდნენ და წიგნებს


თარგმნიდნენ... ნეკრესის ეპარქია 1811 წელს გაუქმდა.
ნაშვილები ბავშვები, რომლებმაც მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი
ბევრმა ნაშვილებმა ბავშვმა დაიკავა თავისი ადგილი მსოფლიო ისტორიაში: დანტე
ალიგიერიმ, იოჰან სებასტიან ბახმა, ჟან-ჟაკ რუსომ - ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ისინი
ღვიძლ მშობლებს არ გაუზრდიათ.
მათ შორის, ვინც ბავშვობაში დაობლდა, რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურიც არის.
მაგალითად, იუგოსლავიის პრეზიდენტი იოსიფ ბროზ ტიტო, აშშ-ის პრეზიდენტები
ენდრიუ ჯეკსონი და ჯერალდ ფორდი, ასევე ელეონორა რუზველტი, რომელიც აშშ-ის
პირველი ლედი და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ავტორი იყო.
ნაშვილები იყო რომის იმპერატორი ავგუსტუსი, ასევე ნერონი კლავდიუს დრუზი,
ცნობილი რომაელი მხედართმთავარი.

ნაშვილები ბავშვები ასევე არიან


კულტურის მოღვაწეებს შორის. ზოგიერთი მათგანი მშობლების გარდაცვალების
შემდეგ შორეულმა ნათესავებმა გაზარდეს, რომლებმაც ოჯახი შეუცვალეს.
ყველაზე ცნობილთა შორის არიან კოკო შანელი, ფრანსუა ტრიუფო, ჯეკ ნიკოლსონი,
მერილინ მონრო, ედი მერფი, პირს ბროსნანი. ასევე დაობლდნენ და შემდეგ დედობილ-
მამობილმა გაზარდეს რეჟისორები გაი რიჩი და სტივენ ანდერსონი, მოკრივე მაიკ
ტაისონი, მუსიკოსები ერიკ კლეპტონი, ჯეიმს ბრაუნი, ვანესა მეი, კომპანია "ეპლის"
დამფუძნებელი სტივ ჯობსი. ბევრმა არ იცის, რომ ასევე ბავშვობიდან დაობლებული
იყვნენ მწერლები ჰერმან მელვილი, ჯოზეფ კონრადი, ედგარ ალან პო და ტრუმენ
კაპოტე.

დავიწყებული ირლანდიელი მონები

ბევრმა არ იცის, რომ ამერიკაში ჰყავდათ თეთრი მონებიც. სწორედ მათ დააწვათ მხრებზე ახალი
სამყაროს პირველ კოლონიათა მშენებლობების მთელი სიმძიმე (შავკანიანები მათ მოგვიანებით
შეუერთდნენ) – ეს თეთრი მონები ირლანდიელები იყვნენ.
ისინი მონებად ჩამოჰყავდათ. ინგლისურ გემებს დიდი რაოდენობით “ადამიანური საქონელი”
გადაჰყავდათ ორივე ამერიკაში, ასი ათასობით მამაკაცი, ქალი და პატარა ბავშვებიც კი. აჯანყების ან
ბრძანებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ სასტიკად სჯიდნენ.
არ არის საჭირო ყველა სისხლიან გარემოებათა ჩამოთვლა – ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით აფრიკელი
მონებით ვაჭრობის ბოროტებანი. მაგრამ ახლა საუბარი განა აფრიკელ მონებზეა? მეფეებმა ჯეიმზ მეორე
სტიუარტმა (1685-1688) და მამამისმა ჩარლზ პირველმა (1625-1649) ირლანდიელთა დამონებით ბევრი
რამ ჩაიდინეს მონობის დაკანონებისთვის. უახლოესი მეზობლების დეჰუმანიზაციის პრაქტიკას კი
სათავე დაუდო ლორდ-პროტექტორმა ოლივერ კრომველმა (1653-1658). კრომველის ლაშქრობა
ირლანდიაში ირლანდიელთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ გენოციდად იქცა. თუ 1641 წელს
ირლანდიაში ცხოვრობდა 1,5 მლნ ადამიანი, 1652 წლისთვის 850 ათასი მცხოვრები დარჩა, ამასთან,
მათგან 150 ათასი ინგლისელი კოლონისტი გახლდათ, ანუ ირლანდიელმა ხალხმა მოსახლეობის 50-56%
დაკარგა.
ირლანდიელებით ვაჭრობა მაშინ დაიწყო, როცა ჯეიმზ მეორემ 30 000 ირლანდიელი ტუსაღი ამერიკაში
მონებად გაყიდა. მისმა 1625 წლის პროკლამაციამ დააკანონა ირლანდიელი პოლიტიკური პატიმრების
საზღვარგარეთ გაგზავნა და მათი გაყიდვა ინგლისელი მოახალშენეებითვის ვესტ-ინდოეთში. XVII
საუკუნის შუა წლებში ირლანდიელ მონებს ყველაზე მეტად ყიდდნენ ანტიგუასა და მონსერატში.
შედეგად, მონსერატის მთელი მოსახლეობის 70%-ს ირლანდიელი მონები შეადგენდნენ. მალე ირლანდია
გახდა “ადამიანური საქონელის” უმსხვილესი წყარო ინგლისელი მოახალშენეებისთვის, ანუ ახალი
სამყაროს პირველი მონების უმრავლესობა თეთრკანიანები იყვნენ.
1652-1689 წლების პერიოდში სავარაუდოდ 50 000-ზე მეტი ირლანდიური წარმოშობის მამაკაცი, ქალი
და ბავშვი ძალით გადაიყვანეს ბრიტანეთის იმპერიის კოლონიებში ბარბადოსზე და ვირჯინიაში
პლანტაციებში მონებად სამუშაოდ. სხვა სამხედრო ტყვეებიც, ასევე პოლიტიკური დისიდენტები,
დაპატიმრებულები უელსისა და შოტლანდიის დაპყრობილ რეგიონებში – ყველანი მონებად გაგზავნეს
ბარბადოსზე სამუდამო საცხოვრებლად. ყოველივე ამან საშუალება მისცა კრომველს მოეშორებინა
ნებისმიერი მოწინააღმდეგე ელემენტი და ამასთან გაეჩინა კარგი შემოსავლის წყარო მათი გაყიდვით
პლანტაციების მფლობელთათვის. ბარბადოსზე გადაყვანილი თეთრკანიანი პატიმრების წილი იმხელა
იყო, რომ 1701 წლისთვის კუნძულზე არსებული დაახლოებით 25 000 მონიდან, 21 700 ევროპული
წარმოშობის იყო.
დღეს ბევრი ერიდება ირლანდიელი მონების ხსენებას ნამდვილი ტერმინით “მონა”. მათთან
დაკავშირებით იყენებენ ტერმინს “საკონტრაქტო მსახურები”. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში XVII-XVIII
საუკუნებში ირლანდიელებს სწორედ მონებად, როგორც ჩვეულებრივ პირუტყვს ისე ჰყიდდნენ. ამ დროს
ვაჭრობა აფრიკელი მონებით მხოლოდ იწყებოდა.
XVII საუკუნის ბოლოს აფრიკელი მონა ძალიან ძვირი – 50 გირვანქა სტერლინგი ღირდა. ირლანდიელი
მონა გაცილებით ნაკლები ღირდა
– არაუმეტეს 5 გირვანქისა. თუ ირლანდიელ მონას პატრონი ამათრახებდა, დაღარავდა და სიკვდილამდე
სცემდა – ეს დანაშაულად არ ითვლებოდა. მისი სიკვდილი ზარალის მუხლში გადიოდა, თუმცა
გაცილებით ნაკლების, ვიდრე ძვირი შავკანიანის მკვლელობა. ინგლისელი მონათმფლობელები
ირლანდიელი ქალებს იყენებდნენ საკუთარი სიამოვნებისა და შემოსავლისთვის. მონების შვილებიც
მონები იყვნენ, რომლებიც ამრავლებდნენ თავისი ბატონის ქონებას. ისეთ შემთხვევაშიც კი, თუ
ირლანდიელი ქალი რაღაც გზით მიიღებდა თავისუფლებას, მისი შვილები ბატონის მონებად
რჩებოდნენ. ამიტომ, ირლანდიელი დედები, გათავისუფლების შემთხვევაშიც კი იშვიათად ტოვებდნენ
შვილებს და მონობაში რჩებოდნენ.
ინგლისელები ფიქრობდნენ, უკეთ როგორ გამოეყენებინათ ეს ქალები (ხშირად, უკვე 12 წლის გოგონები)
შემოსავლის გასაზრდელად. მათ დაიწყეს ირლანდიელი ქალებისა და გოგონების შეჯვარება აფრიკელ
მამაკაცებთან, რათა მიეღოთ სხვანაირი კანის ფერის მქონე მონები. ბარბადოსზე არსებული
საზოგადოებრივი არქივები აჩვენებს, ზოგიერთი პლანტატორი იქამდე მივიდა, რომ დაიწყეს რასების
შეჯვარების პროცესის სისტემატიზება “საჯიშე ფერმების” საშუალებით, შერეული რასის ბავშვების
გამრავლების მიზნით. ახალი მულატები უფრო ძვირი ღირდნენ, ვიდრე ირლანდიელი მონები, რაც
საშუალებას აძლევდა მოახალშენეებს აღარ ეყიდათ აფრიკელი მონები და დაეზოგათ ფული.
ირლანდიელი ქალებისა და შავკანიანების შეჯვარების პრაქტიკა რამდენიმე ათწლეული გრძელდებოდა
და იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ 1681 წელს მიღებული იქნა კანონი “გასაყიდი მონების
წარმოების მიზნით ირლანდიელი მონა-ქალებისა და აფრიკელი მონა-მამაკაცების შეჯვარების აკრძალვის
შესახებ” – მოკლედ, ეს ამბავი მხოლოდ იმიტომ შეწყდა, რომ ხელს უშლიდა მონებით მოვაჭრე
კომპანიებს მოგების მიღებაში.
ბარბადოსისა და ანტიგუას დღევანდელი მოსახლეობა – ყავისფერი მულატები ძირითადად
წარმოადგენენ წარსულში აფრო-ირლადიული ძალადობრივი შეჯვარების შედეგს.
ბარბადოსის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, სუპერვასკვლავ რიანას ძარღვებში ირლანდიური
სისხლიცაა – მისი მამა რონალდომ ფელტი ირლანდიელისა და აფრიკელის შთამომავალია.
დროთა განმავლობაში ბარბადოსის ირლანდიელ მონათა რაოდენობამ მკვეთრი კლება დაიწყო.
ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩაყვანიდან მალევე ბევრი იღუპებოდა მძიმე შრომის გამო და ასევე
შავკანიანებთან რასობრივი შერევის შედეგად.
ინგლისი კიდევ ერთ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე აგრძელებდა ათობით ათასი ირლანდიელი მონის
გადაზიდვას. მხოლოდ 1798 წლის ირლანდიელთა აჯანყების შემდეგ ათასობით ირლანდიელი მონა
გაიყიდა ორივე ამერიკასა და ავსტრალიაში. ერთი იგლისური გემიდან კი ატლანტის ოკეანეში 1302
ცოცხალი მონა გადაყარეს საკვების მარაგის სიმცირის გამო.
ირლანდიელებმა შავკანიანთა თანასწორად, ხოლო XVII საუკუნეში მეტადაც, სრულად გამოსცადეს
მონობის კოშმარი. მხოლოდ 1839 წელს გადაწყვიტა ინგლისმა სატანური გზიდან გადახვევა და
მონათვაჭრობის შეწყვეტა. თუმცა ეს არ უშლიდა ხელს ინგლისელ მეკობრეებს გაეგრძელებინათ იგივე
საქმიანობა. თუმცა ახალი კანონი გახდა პირველი ნაბიჯი ირლანდიურ კოშმარულ სატანჯველთ
დასრულების გზაზე. .
მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თავისი უახლოესი მეზობლების მიმართ ამ ბოროტებებს ინგლისელებმა
მოუძებნეს გამართლება რასობრივი თეორიის მოხმობით. 1899 წლის ინგლისური ჟურნალი “ჰარპერს
უიკლი”: “იბერიელები თავდაპირველად მიეკუთვნებოდნენ აფრიკულ რასას, რომელიც ათასობით წლის
შემდეგ ესპანეთის გავლით გავრცელდა დასავლეთ ევროპაში. მათი შთამომავლების აღმოჩენა ხდება
ყორღანებში ან დაკრძალვის ადგილებში, ამ ქვეყნების სხვადასხვა ნაწილებში. თავის ქალები დაბალი,
წინ გამოწეული ქვედაყბით. მათ მოაღწიეს ირლანდიაში და შეერივნენ ადგილობრივებს დასავლეთსა და
სამხრეთში, რომლებიც სავარაუდოდ თავად წარმოადგენდნენ უმდაბლეს რასას და მოდიოდნენ ქვის
ხანის ველურებისგან. ისინი, დანარჩენი სამყაროსგან იზოლაციის გამო, სიცოცხლისთვის ჯანსაღ
ბრძოლაში არასდროს გამოუდევნიათ და ამრიგად, ბუნების კანონების თანახმად, მათ გაუთავისუფლეს
ადგილი უმაღლეს რასებს”
მაგრამ რატომ არაფერს ჰყვებიან ყოველივე ამის შესახებ ჩვენს სახელმწიფო და კერძო სკოლებში? რატომ
არ არის ეს წიგნებში ისტორიის შესახებ? რატომ ამბობენ ამის თაობაზე ასე იშვიათად მასობრივი
ინფორმაციის საშუალებები? ნუთუ ასობით ათასი ირლანდიელი მსხვერპლი არ არის გახსენების ღირსი?
თუ მათ ისტორიასაც იგივე უნდა დაემართოს რაც მათ ბატონებს სურდათ? სრული გაქრობა, თითქოს ეს
ყოველივე არასოდეს მომხდარა? ვერც ერთი დაზარალებულმა ირლანდიელმა ვერ მოახერხა
დაბრუნებოდა მშობლიურ ნაპირებს, რათა მოეყოლა თავისი ტანჯვის შესახებ. ეს დაკარგული მონებია,
ისინი, ვისაც დავიწყების ფარდა გადააფარა ისტორიამ და ჩასწორებულმა ისტორიის წიგნებმა.
დღეისთვის ბარბადოსის შავკანიან ადგილობრივთა შორის რჩება მომცრო თემი, რომელიც მოიცავს
ირლანდიელი მონების შთამომავლებს. ირლანდიელ ყოფილ მონათა თემი წარმოადგენს ჯაჭვებით
დაბორკილი კელტი წინაპრების ტრაგიკული მემკვიდრეობის ცოცხალ მოწმობას. შავკანიანი
ბარბადოსელები მათ “წითელ ფეხებს” ეძახიან. ეს იმთავითვე დამამცირებელი მეტსახელი იყო და
წარმოდგებოდა პირველი თეთრკანიანი მონების წითლად დამწვარი კიდურებისგან, რომლებიც ვერ
უძლებდნენ კარიბის ტროპიკულ კლიმატს.
ამჟამად თემი, რომელიც დაახლოებით 400 ადამიანს ითვლის, კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ
ნაწილში ცხოვრობს და წმინდა იოანეს ეკლესიის მრევლს წარმოადგენს. თემი ენერგიულად
ეწინააღმდეგება რასობრივ შერევას მრავალრიცხოვან შავკანიან მოსახლეობასთან. ისინი თავს
ძირითადად ირჩენენ ნატურალური სოფლის მეურნეობით და თევზაობით. ისინი წარმოადგენენ
სიღატაკემდე მიყვანილ ადამიანთა ჯგუფს თანამდეროვე ბარბადოსზე.
წყარო: მონრეალელი კანადელი ისტორიკოსის სტატია თეთრი მონების სესახებ ამერიკულ კოლონიებში.
სრული ტექსტი: ჯონ მარტინი

აღმოჩენა რაჭაში - გაქვავებული ნიჟარებით მოფენილი კანიონი, რომელიც


ოდესღაც ზღვის ფსკერს წარმოადგენდა (ექსკლუზივი)
"ეს იმას ადასტურებს, რაც აქამდეც თქმულა, რომ ოდესღაც შავი და კასპიის ზღვები გაერთიანებული
ყოფილა". სპელეოლოგმა იური დავლიანიძემექსკლუზიური ინფორმაცია მოგვაწოდა: მან და მისმა მე
გობრებმა - ლევან ლეფსვერიძემ, თემურ კირვალიძემ და ნოდარ ყარაშვილმა რაჭაში, სავარაუდოდ, მი
ლიონობით წლის წინანდელი "ნაკვალევი" აღმოაჩინეს - კანიონის კლდეებში გაქვავებული ნიჟარები.
- რატომ წახვედით კონკრეტულად იმ ადგილებში, რაიმე გეგულებოდათ თუ კანიონს შემთხვევით გა
დააწყდით? - იქ წასვლის ინტერესი ერთი ადამიანის მონათხრობმა გამიჩინა. იგი წარმოშობით რაჭი დან,
ონის რაიონის სოფელ ზემო ბარიდან არის. მან გვითხრა, რომ მდინარე ბარულა, რომელიც ზემო ბართან
მოედინება, სათავეს საკმაოდ დიდი გამოქვაბულიდან იღებსო. ამის დასტურად კი თავისი ბა ბუის ამბავი
მოიტანა, რომელიც, თურმე, ხშირად დადიოდა იმ გამოქვაბულში, - გამოქვაბული ისეთი დიდი იყო,
მთლიანად რომ შემოევლო, ბაბუას ყოველთვის 2 ჩირაღდანი მიჰქონდა - ერთი რომ ჩაიწ ვებოდა, მეორეს
ანთებდა ხოლმეო. სწორედ იმ გამოქვაბულის საძებნელად და დასათვალიერებლად გავემგზავრეთ.
ადგილობრივმა მოსახლეობამ მიგვასწავლა, გამოქვაბულის ამბავი მონადირე პეტრიაშ ვილს
ეცოდინებაო. ეს მონადირე სოფელ ბარის მუდმივი სამი მაცხოვრებლიდან ერთ-ერთია, თუმცა რომ
შევხვდით, გამოქვაბულზე მანაც ვერაფერი გვითხრა. ზოგმა ზემო ბარსა და სოფელ მრავალძალს შორის
რომ ჭინკის ტბაა, იქით გაგვიშვა, ბარულა იქიდან იღებს სათავესო.

- ზღვის დონიდან რამდენ მეტრზე იყავით?


- მობილურის ჯი-პი-ესმა დაახლოებით, 1200 მეტრი გვიჩვენა. სამწუხაროდ, ვერც მდინარის სათავეს
მივაკვლიეთ და ვერც გამოქვაბულს, მაგრამ... იქაურმა ახალგაზრდება შემოგვთავაზეს, თუ გინდათ,
უფრო საინტერესო ადგილას წაგიყვანთო და ჩვენც გავყევით. სოფლის შუა წელიდან გადავუხვიეთ
და მდინარე ბარულის პარალელურად მდებარე ე. წ. ჩატეხილის კანიონს მივადექით.

გვითხრეს, კანიონი,
ძირითადად,
ყოველთვის
მშრალია და წყალი
მხოლოდ
გაზაფხულობით,
დიდი წვიმების
შედეგად ჩნდებაო.
საკმა ოდ გრძელი,
ლამაზი და
საინტერე კანიონი
აღმოჩნდა.
უმნიშვნელოვანესი
კი ის იყო, რომ
კლდეებ ში, ალაგ-ალაგ ძალიან კარგად მოსჩანდა გაქვავებული დიდი ნიჟარები. ბავშვებმა თქვეს,
შინაც კი გვაქვს ამ კლდეებიდან ამოვარდნილი ნიჟარებიო. სხვათა შორის, ასეთივე ნიჟარები ონის
რაიონში, ერთი მოსახლის სახლშიც მაქვს ნანახი.

- რას უნდა ნიშნავდეს ზღვის დონიდან ასეთ მაღალ ადგილას გაქვავებული ნიჟარების არსებობა?
- ეს იმას ადასტურებს, რაც აქამდეც თქმულა, რომ ოდესღაც შავი და კასპიის ზღვები გაერთიანებული
ყოფილა. რაც შეეხება ამ მთებს, არქეოლოგი და გეოლოგი არ ვარ, მისი ზუსტი წლოვანება დავადგინო,
მაგრამ აშკარაა, ის რამდენიმე ასეული, შეიძლება - მილიონობით წლის წინაც, ზღვის ფსკერს
წარმოადგენდა. ეს ალბათ იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც სათაფლიაში დინოზავრებმა გაიარეს და
ნაკვალევიც დაგვიტოვეს.
სხვათა შორის, ამ კანიონის ამბავი გაუხმაურებელია, რადგან ქვემო ბარის მოსახლეობამაც კი არ იცოდა
მის შესახებ. ასე რომ, ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის საინტერესო აღმოჩენაა.

ვისთან სასიყვარულო კავშირის გამო


მოაჭრა ლევან დადიანმა საკუთარ მეუღლეს
ცხვირი
ნესტან დარეჯან, ლევან დადიანის ცოლი, ფრესკა წალენჯიხადან
ფარაონი – ქაოსის დამმარცხებელი
(ნაწილი I)

ჩვენ უამრავი მაგალითი ვიცით იმისა, როდესაც ესა თუ ის მბრძანებელი ისტორიაში შესულა,
როგორც უდიდესი არა თავისი დამსახურებების, არამედ ჩრდილში დარჩენილი წინამორბე დის
გამო, რომლის ღვაწლის ნაყოფსაც თვითონ იმკიდა. თუმცა ამასაც მოხერხება სჭირდებო და.
რამზეს II დიდი, მისი ობელისკები ლუქსორში და კოლოსები აბუსიმბელის კლდის ტაძ რებში
ყველამ იცის. მაგრამ ეგვიპტოლოგებმა იციან, რომ თავისი აყვავებით „ფარაონ–მზის“ ეპოქის
ქვეყანა უფრო ბევრად რამზესის მამას, სეტი I–ს უნდა უმადლოდეს. ამ ფარაონმა და იბრუნა
წინამორბედების მიერ დაკარგული მიწები, დაასრულა ქვეყნის შინაგანი უთანხმოება ნი და
თავის შემდეგ ისეთი დიდებული და მშვენიერი არქიტექტურის ძეგლები დატოვა, რომ მათ
ასლებს კიდევ დიდხანს აგებდნენ შთამომავლები.

სეტი I–ს (ჩვ. წ.-მდე 1290–1279 წწ) – XIX დინასტიის მეორე ფარაონს მმართველობა რთულ დროს
მოუწია. ქვეყანა ახალი გამოსული იყო ძალაუფლებისათვის მძაფრი ბრძოლების პერი ოდიდან,
რომელიც ეხნატონის (ჩვ. წ.-მდე 1351–1334 წწ) სიკვდილის შემდეგ დაიწყო. ამ ფა რაონმა
რადიკალური რელიგიური რეფორმა ჩაატარა და ამით გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა
ძველ ქურუმობას, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაახლოებულნი გვაროვნულ არის
ტოკრატიასთან, მან შემოიღო საერთო სახელმწიფო ღმერთის ატონის კულტი, რომელიც ფა
რაონის ღვთაებრივი წინაპარი იყო. ახალი კულტის მთავარი ქურუმი თავად ფარაონი იყო,
რომელიც ატონის შვილად ითვლებოდა – იგი იყო ღმერთების სამყაროსა და ადამიანებს შო რის
ერთადერთი შუამავალი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეგვიპტეში ერთღმერთიანობა შემოი ღეს, სხვა
ღმერთების კულტები აგრძელებდნენ არსებობას, მაგრამ მათ დაკარგეს სახელმწი ფოს
მფარველობა. სასახლის ელიტა უკანა პლანზე დაწიეს. მათი ადგილი დაიკავეს ატონის
ქურუმებმა და ახალმა მსახურებმა, რომლებიც ფარაონმა თავისუფალი ღარიბებისგან აარჩია.
ახალი დიდებულები თავიანთ თავს „ფარაონის ობლებს“ ეძახდნენ, მათ ეხნატონის დროს დი
დი ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში და მისი სიკვდილის შემდეგ არ აპირებდნენ მის ხელიდან
გაშვებას. ეხნატონის რეფორმები რომელიც პირველ რიგში გვაროვნული არისტოკრატიის წი
ნააღმდეგ იყო მიმართული ეყრდნობოდა პირად რწმენას, ღმერთის ძიებას და ფარაონის ფა
ნატიზმს და ამიტომ იგი არ იქნა მიღებული ეგვიპტური საზოგადოების მიერ. ფარაონის მეო რე
ვაჟი ტუტანჰამონი (ჩვ. წ.-მდე 1333–1323 წწ) ტახტზე 10 წლის ასაკში ავიდა. იგი სწრაფად მოექცა
ყოფილი დიდებულების გავლენის ქვეშ. შედეგად რელიგიური რეფორმა ჩაფლავდა, მაგრამ
ეგვიპტეში კიდევ დიდხანს მიდიოდა ბრძოლა ძველ და ახალ არისტოკრატიას შორის.
ყველაფერი ეს კი ასუსტებდა ქვეყანას, მას ჩამოშორდა ზოგიერთი განაპირა ოლქი, დაიკარგა
გავლენა წინა აზიაში, გაძლიერებული ხეთების სამეფო ფარაონის სირიის და პალესტინის სამ
ფლობელოებს ემუქრებოდა.
ჩვ. წ.-მდე 1323 წელს ტუტანხამონი მოკვდა, მისი სიკვდილის შემდეგ ტახტი 4 წლის განმავ
ლობაში ძველ დიდებუულს ეიეს ეკავა (ჩვ. წ.-მდე 1323–1319 წწ) რომელიც უშვილო მოკვდა, იგი
შეცვალმა სარდალმა ჰორემჰებმა (ჩვ. წ.-მდე 1319–1292 წწ), რომელმაც ასევე არ დატოვა
მემკვიდრე. ამგვარად შეწყდა XVIII დინასტია, რომლის ფარაონები განაგებდნენ უდიდეს ტე
რიტორიას ნუბიიდან ევფრატამდე და ამაყობდნენ ტაძრებით, რომელთა სადარი არსად იყო.
დინასტიის შეწყვეტის შემთხვევაში, ახალ ფარაონს ქვეყნის მთავარი სალოცავის – კარნაკის
ამონის ტაძრის ქურუმები ირჩევდნენ. მათი არჩევანი ჰორემჰების მრჩეველზე –პარამესუზე
შეჩერდა (ჩვ. წ.-მდე 1292–1290 წწ). ეს სახელმწიფო მოღვაწე ჭკვიანი, გამოცდილი და საძულ
ველი ეხნატონის გვართან არაფრით არ იყო დაკავშირებული. მას ვაჟიც ჰყავდა, რაც მოცემ ულ
ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პარამესუს ძარღვებში ჰიქსოსების სისხლი ჩქე ფდა –
არაბეთის ნახევარკუნძულიდან ჩვ. წ.-მდე XVII ს-ში შემოჭრილი მომთაბარეებისა, რო მლებმაც
მდინარე ნილოსის დაბლობის ჩრდილოეთი მხარე დაიპყრეს. საუკუნეების შემდეგ ისინი
განდევნეს, მაგრამ რამდენიმე ჰიქსოსური გვარის დარჩა ეგვიპტეში და სახელმწიფო სა მსახურში
დაწინაურდა კიდევაც. ტახტზე ასულმა პარამესუმ სახელი შეიცვალა უფრო ხმოვან ზე –
რამზესი: „ რასგან (მზის ღმერთისგან) შობილი“. იგი გახდა ახალი XIX დინასტიის დამა
არსებელი რომელიც ეგვიპტეს 2 საუკუნე მართავდა.

უცხოელი პატრიოტი
რამზეს I სულ ორი წელი მეფობდა და მაშინაც ის უფრო ნომინალური მმართველი იყო – ძა
ლაუფლება ფაქტიურად მის ვაჟს სეტის (ჩვ. წ.-მდე 1290–1279 წწ) ეკავა. ეგვიპტელები, რომლე
ბიც თავიანთ თავს ყოველთვის სხვა ხალხებზე მაღლა აყენებდნენ, მემკვიდრის სახელიც და
ჟღალი თმაც გაღიზიანებას იწვევდა. „სეტი“ ძველ ეგპიტურად ნიშნავს „ის ვინც ღმერთ სეტას
გან არის). ეს ჟღალთმიანი ღმერთი ქაოსის, უდაბნოს, ომის და არეულობის ღვთაება იყო. იგი
სხვა ქვეყნებისა და უცხოელების მფარველად ითვლებოდა. სეტის კულტი ფართოდ იყო ჰიქ
სოსებში გავრცელებული, რომლების მას თავიანთ ღმერთ ბაალთან აიგივებდნენ. ეგვიპტე ლებს
შორის ჟღალი თმა იშვიათი იყო და ამიტომ მათ ფრთხილად ეპყრობოდნენ. იგივე მიზე ზით
სეტი ხალხში ტრადიციული ეგვიპტური შავი პარიკით გამოდიოდა. ჩვენ მხოლოდ ერ თი მისი
პორტრეტი ვიცით, სადაც იგი თავისი ბუნებრივი თმითაა დახატული. ჯერ კიდევ მა მის
სიცოცხლეში სეტიმ დაგვანახა, რომ შეუძლია ბალანსირება სხვადასხვა დაჯგუფებებს შო რის,
ამიტომაც მის ასვლას ტახტზე კმაყოფილი შეხვდა ყველა, როგორც ძველი ისე ახალი
არისტოკრატია. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ თავის მემკვიდრეს რამზეს II–ს
სეტიმ ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში ორი ცოლი შერთო, საქვეყნოდ ცნობილი ნეფერტა რი,
ძველი არისტოკრატიის წარმომადგენელი და ეხნატონის შორეული ნათესავი და ისეტნე ფრეტი,
რომელიც ახალ სამხედრო ელიტას ენათესავებოდა. სეტი I–ის მეფობის დასაწყისი, რომელმაც
ტახტზე ასვლის შემდეგ სახელად მენმაატრა მიიღო („რას კანონით განმტკიცებუ ლი“),
რამდენიმე წარმატებული ომით აღინიშნა. პირველსავე წელს ახალგაზრდა ფარაონი არ მიის
სათავეში გაეშურა სინაის გავლით ჩრდილო–აღმოსავლეთისკენ და აღადგინა ეგვიპტის
ძლიერება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, სირიის ჩრდილოეთამდე. სირიის ქალაქ
კადეშის აღება კი საერთოდ უძნელესი საქმე იყო (ფარაონის ტრიუმფალური სტელები აღმო
ჩენილ იქნა ბეტ–შანეში). შემდეგ მან დაიმორჩილა ნუბიელები, რომლებიც უარს აცხადებდ ნენ
ეგვიპტისათვის ხარკის გადახდაზე. მანვე დაამარცხა აჯანყებული ლიბიური ტომები. კარ ნაკის
ტაძარში შემორჩენილმა რელიეფებმა ჩვენამდე მოიტანა იმ ომების ექო. აქვეა გამოსახუ ლი
ფარაონის მიერ დამორჩილებული ხეთები, სირიელები და ლიბიელები, მონუმენტური
რელიეფები კანონის გარეგნული დაცვით, ნოვატორულად არის შესრულებული და რამდენი მე
ბატალურ სცენას შეიცავს, სადაც ფარაონი უცხოტომელებს ამარცხებს. სამხედროების წრი დან
იყო ფარაონის მეუღლეც – ტუია, რომელმაც ფარაონს რამდენიმე შვილი აჩუქა, რომელთა შორის
განსაკუთრებული ადგილი რამზეს II–ს უჭირავს. ფაქტია, რომ დედაფალ ტუიას ქან დაკებათა
უდიდესი ნაწილი მისი დიდი შვილის მეფობის ხანაში დაიდგა. ამით ცოტათი აეხა და ფარდა
სამეფო ოჯახში ურთიერთობებს: სეტი საკმაოდ ცივად ეპყრობოდა თავის მთავრ მეუღლეს და
არც ცდილობდა მისი სახელის უკვდავყოფას. სეტის სამხედრო და შიდა პოლი ტიკური
წარმატებები, რომელთა დამსახურებითაც ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა, გახდა მტკიცე
საძირკველი, რომელსაც ეგვიპტის კეთილდღეობა რამდენიმე საუკუნე ეყრდნობოდა. მაგრამ
თუკი მის გამარჯვებებზე ტაძრის კედლების ბარელიეფები და წარწერები მოგვითხო ბენ, იმის
გაგება თუ როგორი იყო ადამიანი, რომელმაც ამდენი გააკეთა ეგვიპტისათვის არც თუ ისე
ადვილია. და მაინც, მიუხედავად ამისა გარკვეული შეხედულება სეტი I –ის მსოფლმ
ხედველობაზე მაინც შეიძლება წარმოგვექმნას.

ქადეშის ბრძოლა

ძველი წელთაღრიცხვის 1274 წელს ეხლანდელი სირიის ქალაქ კადეშთან მოხდა ძველი
სამყაროს ერთერთი ყველაზე დიდი ბრძოლა ეგვიპტის და ხეთების არმიებს შორის.

: ძალები და მეთაურები :

ეგვიპტის იმპერია - ფარაონი რამზეს II - 20.000


ხეთების იმპერია - მეფე მუვატალი II - 40.000

ეგვიპტელების არმია შედგებოდა 4 დივიზიისგან, თითოეულში იყო 5.000 ჯარისკაცი 500


ეტლით. ცნობილია ამ "დივიზიების" სახელებიც, რომლებიც ეგვიპტური ღმერთების
მიხედვით ერქვათ. მომყავს ბრძოლის დროს წყობით:

I. ამონ - იდგა რამზესის პირად დაცვასთან ერთად ძირითად ბანაკში.


II. რა - მიემართებოდა ამონის უკან. ამ დივიზიაში იყვნენ ფარაონის შვილები.
III. პტაჰ - მიყვებოდა უკან რას.
IV სეტ - არმიის არიერგარდი. რეზერვი.

რამზესმა ბანაკი კადეშის ჩრდილოეთით დასცა, მან არ იცოდა რომ მტერი დიდი ძალებით
უკვე ქალაქში იყო. დაენდო რა ბედუინების მონაცემებს, რომლებიც მოსყიდულები იყვნენ.
როცა დივიზია რა მიუახლოვდა ბანაკს კადეშიდან გამოიჭრა 2.000 მეეტლე, რომლებმაც
შემოაურეს მთას და ფლანგიდან ორ ტალღად მოულოდნელად დაარტყეს სალაშქრო წყობა ში
მყოფ გაწელილ ეგვიპტელებს. დივიზია აირია და გაიქცა მთავარი ბანაკისკენ. უკან მო მავალი
ორი დივიზია ძალიან შორს იყო ბრძოლის ველიდან. პარალელურად თავს დაესხ ნენ ამონის
დივიზიას და ბანაკს სადაც რამზესი იყო. ხეთები ბანაკში შეიჭრნენ ... ეგვიპტე ლები
კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩდნენ. ხეთებმა მოგების ირწმუნეს და ბანაკის ძარცვა დაიწყეს.
ზოგიერთი ეგვიპტური დანაყოფი გაიქცა ბრძოლის ველიდან. რამზესი მაინც არ დაიბნა,
გადააწყო ქვედანაყოფები და კონტრშეტევაზე გადავიდა. ზუსტად ამ დროს ბრძო ლაში ჩაება
ახლად მოსული დივიზია პტაჰ. ხეთებმა უკან დაიხიეს.
მუვათალიმ 1.000 მეეტლე და 4.000 ქვეითი მიახმარა ბანაკთან მებრძოლ ხეთებს. ხეთებს
შეიარაღება ჰქონდათ უკეთესი, მაგრამ ეგვიპტელების მეეტლეები უფრო მობილურები იყვ
ნენ. ბოლო მომენტში რამზესმა პირადად შეუტია ხეთებს და ბრძოლას მოუსწრო სეტმა ...
ფარაონის ბრძანებით ადგილზე კლავდნენ დეზერტირებს. გააფთრებული ბრძოლა საღამოს
კენ ჩაცხრა. ორივე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია.
გამარჯვებულად ორივე მმართველმა საკუთარი თავი გამოაცხადა.

რამზეს II- კიდევ ქადეშის ბრძოლისას რაღაც მანათობელი ხმალი იხმარაო. თუმცა ალბათ
მისტიკაა. ამ ფარაონმა "ზღვის ხალხები"დან ერთერთი >>>შარდანები დაამარცხა. ესენი
როგორც ფიქრობენ ქალაქ სარდიდან იყვნენ და ბევრი ხეტიალის მერე სარდინიაში დასახ
ლდნენ. მუვათალის კიდევ ალბათ ჩვენი წინაპრებიც ეყოლებოდა ჯარში.

მოკლედ მაგარი ბრძოლა იყო! ამ ბრძოლის ტაქტიკურ მონახაზს ბევრ სამხედრო სასწავ
ლებელში ასწავლიან და მინდა გითხრათ, რომ ხეთებმა ეგვიპტელები გაანადგურეს, რო გორც
სამხედრო ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ სემდეგ დინასტიური ქორწი ნების
წყალობით სტატუს ქვოს შენარჩუნება მოხერხდა! მოკლედ შემიზლია ამ ბრძოლის ისტორია
და მონახაზი დაწვრილებით დავწერო აქ ვისაც დაგაინტერესებთ!

დაკარგული ცივილიზაციები-ჰათები,ხეთები+სულ ცოტა ქართველებზე


და აფხაზებზე:

"....ჰათებს თვლიან გაბატონებულ სუბსტრატად, თუ გნებავთ ცენტრალური ანატოლიის აბო


რიგენებად. შემდეგ, მოგვიანებით მათ გადაეფარნენ ხეთურად და პალაურად მოლაპარაკე
ინდოევროპელები.
ინდოევროპელმა ხეთებმა ამ ხათებისგან აიღეს როგორც მრავალი სიტყვა ისე მათი კულ
ტურის და მათი რელიგიის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ იმდოევროპელთახელი ხეთიც კი მო
მდინარეობს ჰათების სახელიდან
ჰათები თავის თავს უწოდებდნენ ნესას და თავის ენას ნესილის.
ჰათების ენა არაა ინდოევროპული ენა.,,,
„ზოგი ნიშანი გვაფიქრებინებს რომ ჰათების ენა უნდა ენათესავებოდეს ჩრდილო-დასავლურ
კავკასიურ ენებს //აფხაზურს// და სამხრეთ კავკასიის მთავარ ენას, ქართულ ენას" //ეს და
წერა კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორმა,პროფესიონალ არქეოლოგთა ირლანდიული
ასოციაციის თავმჯდომარემ ჟურნალი ინდოევროპული კვლევების" Indo-Europeans Studies-ის
კომიტეტის წევრმა ჟ,პ, მელორიმ თავის მონოგრაფიაში "ინდოევროპელთა ძიებაში, ენა ?? 31, A
la recherche des Indo-Européens,Langue,Archéologie,Mythe,რომელიც ფრანგულად გამო სცა
პარიზმა 1997 წელს,გვ. 31-J.P.Mallory, In Seqrch of the Indo-Europeans, Language, Archeo logy
and Myth,Thames and Hudson, 1989//.

დაახლოებით იგივეს წერდა აფხაზი სწავლული ზურაბ ანჩაბაძეც:


"აფხაზების წარმოშობის საკითხის გადაწყვეტისას უმთავრესი ანგარიშგასაწევი გარემოება ისაა
რომ ისინი გენეტიკურად ეკუთვნიან პალეოკავკასიურ//"იბერიულ-კავკასიურ"," იაფე ტურ "
ეთნიკურ ოჯახს რომელიც იყოფა ოთხ შტოდ: ქართველები...აფხაზ-ადიღები,ნახები თუ
ვაინახები და დაღესტნელები... ამავე დროს პალეოკავკასიური ენები გენეტიკურად ახ ლოა წინა
აზის ზოგ ეხლა მკვდარ ენასთან, ჰათურთან// პროტოხეთურთან, ხურიტულთან, ურარტულთან
და სხვებთან რომლებიც როგორც ჩანს ოდესღაც იყვნენ პალეოკავკასიური ენების ოჯახის
წევრები...,"//ზ.ვ., ანჩაბაძე, აფხაზი ხალხის ეთნიკური ისტორიის ნარკვევი, გვ.17-19, ეს წიგნი
სოხუმის გამოცემა "ალაშარამ" რუსულად გამოსცა 1976 წელს//.

ლარუსის ენციკლოპედიის წერილი ხეთებზე //ოდნავ შემოკლებით//:


ხეთები ცენტრალური ანატოლიის ძველი ხალხია, მათი არსებობა დადასტურებულია ძვ. წ.
XIX-XII სს-ში. მათი სახელი ხეთი მომდინარეობს ჰალისის აუზში მკვიდრი აბორიგენი ხალ
ხისგან რომელიც ამ სახელს ატარებდა მესამე ათასწლეულში.

საწყისები:
ხეთი ხალხი შეიქმნა აბორიგენი ხალხი ჰათის და ინდოევროპულ ენაზე მოლაპარაკე ახალ
მოსულთა შერწყმის შედეგად//ხეთებმა აბორიგენი ჰათებისგან აიღეს მათი სახელი//. ინდო
ევროპელებიც წარმოშობა და მოსვლის თარიღი უცნობია. მათ გადაიღეს აბორიგენი ჰათების
ცივილიზაცია. ხეთების ახალი ხალხი პირველად ნახსენებია ძვ.წ.მეოცე საუკუნის ბოლოს
ცენტრალურ ანატოლიაში დამკვიდრებული ასურელი ვაჭრების არქივის "კაპადოკიურ ფირ
ფიტებზე". ხეთები მაშინ დაყოფილები იყვნენ ქალაქ-სახელმწიფოებად და მათი მეფეები დი
დხანს ებრძოდნენ ერთმანეთს პირველობისთვის.

ძველი სამეფო // ძვ. წ. XVIII-XV საუკუნეები//:


ესაა ადგილიობრივი დოკუმენტებით ღარიბი პერიოდი, როდესაც ეხლა ერთიან სახელმწი ფოში
მცხოვრები ხეთები მათი სუვერენების ხელმძღვანელობით იწყებენ მეზობელი ანატო ლიური
სამეფოების გაერთიანებას და ანატოლიის გარეთ ახორციელებენ ხანმოკლე დაპყრო ბებს.
გამარჯვებული, ქვეყანა ჰატიში თავისი მოწინააღმდეგეების მომსპობი დინასტია ბო ლოს
დამკვიდრდა ქვეყნის ჩრდილოეთით არსებულ გამაგრებულ ქალაქში ჰატუსა//თუ ?????
ბოღაზქოი//. ხეთების მეფეებს იზიდავდა ჩრდილოეთ სირიის ამორიტთა სამეფოების ცივი
ლიზაციის მაღალი დონე და სიმდიდრე და მათ უყოყმანოდ გადალახეს ტავროსი. ამ ამორი
ტებისგან მათ აიღეს ლურსმული დამწერლობა... ჰატუსილი პირველი ებრძვის ამ სირიულ
სახელმწიფოთაგან უძლიერესს,იამბადს//რომლის დედაქალაქიც არის ალეპო// და რომელსაც
მოსპობს მისი მემკვიდრე მურსილი პირველი//ძვ.წ.1600 წლისთვის//. მურსილი პირველმა ასევე
დაამარცხა ანატოლიის და მესოპოტამიის პერიფერიაზე მცხოვრები ჰურიტები. მეტიც, ის
ილაშქრებს ბაბილონის წინააღმდეგ და ბოლოს მოუღებს ბაბილონის ამორიტთა დინას
ტიას//ძვ.წ.1595 წლისთვის//. მაგრამ მურსილი პირველი ცოტა ხნის შემდეგ მოკლეს. აქედან
მოყოლებული მათი დამარცხებების გამო ავტორიტეტდაკარგული მეფეების წინააღმდეგ და
ნაშაულებს ჩადიან ამბიციური პრინცები თუ პრინცესების მეუღლეები. ჰურიტების წინსვ ლის
წინაშე ხეთები სტოვებენ ჩრდილოეთ სირიას და კილიკიას. მეორეს მხრივ კი ჰატის ჩრდილო-
აღმოსავლეთით ისინი ვერ აჩერებენ ბარბაროსი ხალხი ქაშქების თუ გასგების შემო
სევებს.ბარბაროსთა ეს შემოსევები არ წყდება ხეთების სახელმწიფოს დასასრულამდე. დაკნი
ნებას ძვ. წ. XVI ს-ისთვის ცოტა ხნით შეაჩერებს მეფე ტელიბინუ. ამ მეფემ დატოვა დიდი ტე
ქსტი რომელიც აყალიბებს თუ იმეორებს ტახტის მემკვიდრეობის წესებს და სამეფო ოჯახის
წევრების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებულ პროცედურებს.

ახალი სამეფო //ძვ.წ.1450-1380 წლისთვის//:


ძვ. წ. XV ს-ში ჰატი მთლიანად დაჩრდილა მიტანის იმპერიამ რომელიც გავლენას ახდენს
ინდო-არიული და ჰურიტული ჯგუფების მეშვეობით. მისი გავლენა ვრცელდება ზაგროსი დან
ორონტის ველამდე. ძვ. წ.1450 წლის შემდეგ ჰატუსას ტახტს იპყრობს ახალი დინასტია
რომელიც წარმოშობით უნდა იყოს კიზუვატნადან,სამეფოდან რომელიც შეესაბამება აღმოსა
ვლეთ კილიკიას და კატაონიას და რომლის მოსახლეობაც განიცდის ჰურიტების გავლენას. ეს
მოსახლეობა ლაპარაკობს მთელ სამხრეთ ანატოლიაში გავრცელებულ ინდოევროპულ
ლუვიტურ ენაზე. ჰატუსას ახალი სამეფო დინასტიის წარმომადგენლები ატარებენ ჰური ტულ
სახელებს. სწორედ მათი გამოჩენისას მეფეები იღებენ ტრადიციულ ხეთურ სახელს.
თავიდან ისინი არ არიან მათ წინამორბედებზე უფრო ბედნიერები. ტუდალია მესამის დროს
მათ ღალატობენ პატარა მოკავშირე სახელმწიფოები და მათ ყოველი მხრიდან თავს ესხმიან
ანატოლიელი მეზობლები რის გამოც ხეთები დამხობის პირას არიან.

ხეთების იმპერია ძვ. წ.1380-1191 წლისთვის:


სამეფო მაშინ გადაარჩინა პრინცმა სუპილულიუმა პირველმა//ძვ.წ.1380-1345 წწ../ რომელმაც
მალე შეცვალა თავისი მამა. .მან მრავალი წელი იბრძოლა ქაშქების წინააღმდეგ,დაადგინა თუ
აღადგინა ხეთების სამეფოს სუვერენიტეტი პატარა მეზობელ ანატოლიურ სამეფოებზე და
სცადა ლუვიტთა არზავას დიდი სამეფოს დამორჩილება....მისი მთავარი მიზანი იყო სი რიის
ნაწილის დაპყრობა...ხეთმა თავისი უმცროსი შვილები მოკავშირე მეფეებად დასვა კარ ხემიშში
და ალეპოში და დააკისრა მათ სხვა დამორჩილებული სირიული სახელმწიფოების
ადგილობრივი სუვერენების გაკონტროლება. ... დაპყრობებით გართული სუპილულიმა I შე
იჭრა ატონური კრიზისით დასუსტებული ეგვიპტის ფარაონთა სირიულ სამფლობელოში.
სწორედ ამ დროს ტუტანხამონის ქვრივს, ეგვიპტის დედოფალს არ სურდა თავის ერთ-ერთ
ეგვიპტელ ქვეშევრდომზე გათხოვება და მან ჰატუსას სუვერენს სთხოვა მისი ერთ-ერთი შვი
ლის გაგზავნა ქმრად//ძვ.წ.1352 წლისთვის//. მაგრამ ხეთი უფლისწული მოკლეს მანამდე ვი
დრე ის მიაღწევდა მიზანს. ეგვიპტელების და ხეთების შეჯახებები გადაიზარდა ომებში რომ
ლებიც გაგრძელდა საუკუნის 3 მეოთხედი. ხეთური იმპერიის დამფუძნებელი სუპილულიუ მა
I-ის სიკვდილის შემდეგ აჯანყდნენ მის მიერ დამორჩილებული სახელმწიფოები,მაგრამ მისმა
შვილმა მურსილი II-მ //1344-1310// აღადგინა ვითარება და, მეტიც, არზავა შეიყვანა თავის
ფედერაციაში. მურსილი II-ის უფროსი შვილი მუვატალი //1310-1292//ძირითადად ეომება
ეგვიპტელებს რომელთა სამხედრო ძალა ისევ გამოჩნდა მე-19 დინასტიის დამკვიდ
რებისას //ძვ,წ.1320 წლისთვის//და ძვ.წ.1299 წ. ხეთები და მათი მოკავშირეები კადეშთან
დაამარცხებენ რამზეს II-ის ჯარებს. ამ მარცხის მთლიანად გამოსწორებას დიდი ფარაონი ვერ
მოახერხებს. მუვატალის მემკვიდრეა "მეორე რანგის შვილი" ურჰი-ტეშუბი რომელიც სა ხელად
დაირქმევს მურსილი III-ს. მაგრამ ახალგაზრდა მეფე ტახტიდან გადააგდო და გააძე ვა მისმა
ამბიციურმა ბიძამ//ძვ.წ.1265 წლისთვის// რომელიც უკვე იყი მუვატალის მარჯვენა ხელი. ახალ
მეფეს აშფოთებდა ექსპანსია ასურელებისა,რომელთაც ევფრატამდე მიაღწიეს და მან სტატუს
კვოს საფუძველზე შეთანხმება დადო რამზეს II-სთან//ძვ.წ.1283 წლისთვის//.
ეს მშვიდობა მტკიცე იქნება და ჰატუსილის შვილი ტუდალია IV //ძვ.წ.1265-1235// იფიქ რებს
მხოლოდ ასურეთის და აჰიავას ქვეყნის მხრიდან მომავალ საფრთხეზე. აჰიავას ქვეყა
ნა,რომელსაც ხეთები ახსენებენ მურსილი მეორის მეფობის დროიდან უნდა იყოს "ილიადას"
აქეელთა სახელმწიფო და მისი მეფე ატარსია,რომელმაც ძვ. წ. XIII ს-ის II ნახევარში გამოიწ ვია
აჯანყებები ხეთების იმპერიის დასავლეთ ნაწილში დაინტერესდა მიკენის მეფე და აგამე მნონის
მამა ატრევსის ნახვით.
ამავე პერსპექტივაში ქვეყანა ვილუსა, ძვ. წ. XIV ს-იდან ხეთების მორჩილი მოკავშირე,უნდა
იყოს ტროა და ტუდალია IV-ის ლაშქრობა აუვაში//ალბათ აზიაში რომელიც თავიდან იყო
ანატოლიის ჩრდილო-დასავლეთი რეგიონი// დაკავშირებული უნდა იყოს იზმირის რეგიონ ში
კარაბელის და სიპილის კლდეებში გამოკვეთილ ხეთურ რელიეფებთან. ტუდალია IV-მ ასევე
დაიმორჩილა ალაშიას სამეფო,რომელიც უნდა იყოს კვიპროსი ან ამ კუნძულის ნაწი ლი. მის
დროს ხეთების იმპერიის განვრცობა მაქსიმალური იყო.

იმპერიული ხანის ხეთური ცივილიზაცია:


ძვ. წ. XIV-XIII სს-ის ცივილიზაცია აგრძელებს ძველი სამეფოს ცივილიზაციას,მაგრამ მასზე
უფრო მოქმედებს პოლიტიკური პირობები, ხეთური სახელმწიფო არის სხვადასხვა კულტუ
რების მქონე და სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე სახელმწიფოების ფედერატიული იმპერია.
ესაა შედგენილი ცივილიზაცია რომელიც შექმნა ხშირად მასზე უფრო განვითარებულ და და
წინაურებულ მეზობლებზე გაბატონებულმა მეომარმა ხალხმა რომელიც იმეორებს იმპერიის
სტადიამდე მასზე უფრო ადრე მისული მეზობლების //ეგვიპტე, მითანი, ბაბილონი// ინსტი
ტუტებს. ეგვიპტიდან,უგარითიდან,ასურიდან თუ ბაბილონიდან მომავალი უცხოური წყა
როების გარდა ხეთური ცივილიზაციის შესახებ ცნობებს გვაწვდის დედაქალაქის არქეოლო
გიური გათხრები რომლებმაც სხვა აღმოჩენებს შორის მოგვცეს ხეთების ერთადერთი ცნობი ლი
არქივი. ჰატუსას ათეულობით ათას ფიფიტაზე ლურსმული დამწერლობით დაწერილია
სამოკავშირეო ხელშეკრულებები და ფიცები,წერილები რომლებიც მოხელეებმა მიწერეს მე ფეს,
კანონები,სასამართლოთა ოქმები,კადასტრები.რიტუალები// რიტუალები ჩაწერილია შვიდ
ცოცხალ თუ მკვდარ ენაზე-ძვ. წ. III ათასწლეულის ჰათურზე, ნესიტურზე, ლუვიტურ ზე,
პალაიტურზე, ჰურიტულზე, აქადურზე, შუმერულზე // ჰატუსაში პატივს მიაგებდნენ ამ
ხალხთა ღმერთებს. ფირფიტებზე დატანილი ოფიციალური ტექსტები იყენებენ მხოლოდ ნე
სიტურს თუ აქადურს,მაგრამ ძვ. წ, XIV ს-იდან ხეთი მეფეები მათი მონუმენტური წარწერე
ბისთვის და მათი საბეჭდავებისთვის იყენებენ ხეთურ იეროგლიფებს, ფიგურატული ნიშნე
ბისგან შემდგარ სილაბურ დამწერლობას რომელიც გაჩნდა კიზუვატნაში ძვ. წ.XVI ს-ში და
რომელიც გადმოსცემს ლუვიტურის დიალექტს. სპეციალისტების აზრით, ნესიტური ძვ. წ. XIV
ს-იდან შეიძლებოდა ყოფილიყო მკვდარი ენა რომელიც შეცვალა "იეროგლიფთა" სასა უბრო
ლუვიტურმა ენამ. რაც არ უნდა იყოს ტექსტები არაა სრულყოფილად წაკითხული და დიდად
ძნელდება ხეთური ცივილიზაციის ელემენტების ორიგინალობის დადგენა. ეს განსა კუთრებით
ითქმის საზოგადოებაზე. გვაქვს ორი კოდექსი და მათ შესასწავლად არ გვაქვს კე რძო
დოკუმენტები. მიწებით როგორც ჩანს ანაზღაურებდნენ მეომართა და სასახლის კარის კაცთა
სამსახურს. ეს ხალხი ქმნიდა იერარქიზებულ არისტოკრატიას. ეს პერსონაჟები და სო ფლის
თემები მიწებს აძლევენ მიწათმოქმედ გლეხებს რომელთაც აკისრიათ ბეგარა და ღალა
საზოგადოებაში არიან მოქალაქეებიც რომელთა ქალაქებსაც მართავენ უხუცესთა საბჭოები.
არიან იურიდიული პირის უფლებების მქონე მონებიც რომლებიც მიუხედავად ამისა დამო
კიდებულები არიან ბატონებზე რომელთაც შეუძლიათ მათი სიკვდილით დასჯა. და ბოლოს
სულ მცირე უკეთესად ცნობილი იმპერიული ხანისთვის მთელი მოსახლეობა ემორჩილება ჯერ
საკმაოდ ადამიანურ აბსოლუტურ ხელისუფლებას მეფისა, რომელსაც ძვ. წ XV ს-იდან
უწოდებენ "ჩემი მზე". მას სიკვდილის შემდეგ მიაგებენ პატივს როგორც ღმერთს.
მაშ ამ იმპერიის საზოგადოებისა და ორგანიზაციის აღსაწერად ჯობია არ გამოვიყენოთ ევრო
პული შუა საუკუნეების ფეოდალობის ლექსიკონი. ეს იმპერიაც ენათესავება შუამდინარე თის
ტრადიციულ ინსტიტუტებს. ხეთების დიდი მეფე ბატონობს სხვადასხვა მნიშვნელობოს
სამეფოების სხვა მეფეების ბრბოზე. და ეს მეფეები ხეთების დიდ მეფესთან დაკავშირებული
არიან ხელშეკრულებით და ორმხრივი ფიცით. დაცვის და მფარველობის სანაცვლოდ ეს და
მოკიდებული მეფეები უარს ამბობენ ყოველგვარ პერსონალურ დიპლომატიაზე,ხეთების დიდ
მეფეს აწვდიან მეომრებს და ყოველ წელს ჩადიან ხატუსაში სადაც ჩააქვთ ხარკი და გა
ნაახლებენ დიდი მეფისადმი ერთგულების და მორჩილების ფიცს. ხეთები ბატონობდნენ
არახეთებზეც და ხეთების დიდი მეფის ძალაუფლების განვრცობას დიდ ტერიტორიაზე ხელს
უწყობდა ფედერალური სისტემა. იმპერიის პოლიტიკური სტრუქტურა ჩანს მის რე ლიგიაშიც
რომელიც პატივს მიაგებს სხვადასხვა პოლიტიკური თემის ღვთაებებს ლოკალუ რი
რიტუალების შესაბამისად და ჯერ არ იცნობს სინკრეტიზმს. მიუხედავად ამისა დედაქა ლაქის
ახლოს მდებარე იაზილიკაიას კლდის სალოცავის რელიეფებში ჩანს ჰურიტული გავ ლენით
გარდაქმნილი და გამარტივებული ოფიციალური პანთეონი. ტუდალია IV-ის დროს
ანტროპომორფულ ღვთაებებს რომლებსაც თან ახლავს მათი სიმბოლური ცხოველები ჰქვიათ
ჰურიტული სახელები. ისინი ზოგჯერ იდეოგრამებით არიან აღნიშნულნი. ხეთების ქვეყანაში
მთავარ რიტუალებს ასრულებს მხოლოდ მეფე, რომელმაც დიდი დღესასწაულე ბის დროს უარი
უნდა თქვა თავისი ჯარის სარდლობაზე. ეს ცერემონიები სრულდება ან ღია ცის ქვეშ
სალოცავებში შთამბეჭდავ ხეობებში ან წყაროებთან ან ტაძრებში. ჰატუსაში აღმოჩნ და 5
ტაძარი. ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი ეძღვნებოდა ჰატის ქარიშხლის ღმერთს და
ქალღმერთ მზე არინას. ხატური ხელოვნება ღმერთებისთვის და მეგეებისთვის იყო განკუთვ
ნილი.... ხეთების იმპერიის ხელოსნებს როგორც მათ წინამორბედებს ამ ადგილებში უნდა
ამოეღოთ და დაემუშავებინათ წიაღისეული,მაგრამ ტექსტებიახსენებენ მხოლოდ იმათ ვინც
კიზუვატნაში იმ დროს ალბათ მარტონი ამზადებდნენ იარაღისთვის ვარგისი რკინის განსა
კუთრებულ სახეობას. ამ რკინისგან დამზადებულ იარაღს ძვ. წ. XIII ს-ის ხეთი მეფეები სა
ჩუქრად უგზავნიდნენ სხვა სუვერენებს. კოდექსი ახსენებს ხეთური ფედერაციის ქვეყნებში
მოგზაურ ვაჭრებს,მაგრამ მათი საქმიანობა შეზღუდული უნდა ყოფილიყო ვინაიდან, რო გორც
დაადგინეს ხეთთა იმპერიას პრაქტიკულად არაფერი მიუღია მიკენელებისგან რომელ თა
სავაჭრო ერთეულები ბევრი იყო ანატოლიის სანაპიროზე და რომელთა ლარნაკებიც ათა სობით
ჩადიოდა კვიპროსზე და სირიის ეგვიპტურ არეში.ცენტრალური ანატოლიის ეკონო მიკა ხეთურ
ხანაში არსებითად დაფუძნებული უნდა ყოფილიყო ღრმა,ქარებისგან დაცული ხეობების
მიწათმოქმედებაზე. ხეთების სხვადასხვა ქალაქში სიმდიდრე მოჰქონდა არა იმდე ნად ვაჭრობას
რამდენადაც ნადავლს და გადასახადებს.

ხეთების იმპერიის გაქრობა:


უკვე ტუდალია IV-ის უფროსი შვილი და მემკვიდრე არნუვანდა III//ძვ.წ.1235-1210// შეხვდა
მზარდ სირთულეებს მისი იმპერიის დასავლეთ ნაწილში, სადაც მისმა მტრებმა კავშირი შეკ რეს
ატარსიასთან და ააჯანყეს არზავა. უკვე მოვიდა და ძვ. წ, 1231 წლისთვის ნილოსის დამ
ცველებზე დაიმსხვრა ეგეოსის ზონიდან მოსული დამპყრობლების,ზღვის ხალხების ტალღა
რომელიც აქეელების გარდა მოიცავდა ანატოლიელ ხალხებს.
სუპილულიუმას მეფობა //ძვ. წ.1210-1191 წწ//, წინა მეფის უმცროსი ძმის მეფობა, ცუდადაა
ცნობილი. მან დაიბრუნა ალაშია როდესაც მოხდა კატასტროფა,რომელიც ცნობილია მხო ლოდ
ეგვიპტური ტექსტების მინიშნებით და ჰატუსაში და სხვა ხეთურ ქალაქებში ნგრევის
მასშტაბით.

ზღვის ხალხთა მეორე ტალღამ,რომელიც მოიცავდა აქამდე ხეთების ქვეშევრდომ ანატო ლიელ
ეთნოსებს თუ ხეთური იმპერიის აქამდე შეკავებულ მტრებს ძვ. წ.1191 წლისთვის
მოულოდნელად დაამხო ხეთთა სახელმწიფო და შემდეგ დაიძრა სირიისა და ეგვიპტის
წინააღმდეგ. ხეთების ღვაწლიდან დარჩა მხოლოდ კულტურის ელემენტები რრომლებსაც
ზოგჯერ ძვ. წ. VII ს-მდე ვპოულობთ ცენტრალური ანატოლიის,ჩრდილოეთ სირიის და ზე მო
მესოპოტამიის პატარა სამეფოებში/ ასურელებმა ზოგ მათგანს დაარქვეს ჰატტი. თანამედ როვე
მეცნიერებმა ხეთური ცივილიზაცის ამ არაპირდაპირ და ნაწილობრივ მემკვიდრეებს უწოდეს
ნეო-ხეთები,რაც ძალიან არაზუსტია.
შეიძლება ითქვას რომ ხეთების ხათუსას იმპერია არის ზღვის ხალხების შემოსევის შედეგად
საბოლოოდ და გამოუსწორებლად დანგრეული ერთადერთი დიდი სახელმწიფო. ეს ტრაგი
კული დასასრული გვიჩვენებს მის ფედრალურ სტრუქტურასთან და გაუთავებელ უსაზღვ რო
ექსპანსიონიზმთან დაკავშირებულ სისუსტეს. ხეთები დააუძლურა მათი ძალებისთვის
მეტისმეტად დიდ რეგიონზე ბატონობის სურვილმა. მათმა ფედერალურმა სისტემამ ვერ
გასტანა 2 საუკუნე. მას ერ ეყო დრო მის ტერიტორიაზე არსებული კულტურების სინთეზის
თვის. მაგრამ ხეთებმა მაინც დაამჩნიეს თავისი კვალი აღმოსავლეთის ისტორიას.

ხეთური პანთეონი

ხეთური რელიგიური პანთეონი საკმაოდ მრავალფეროვანია. იგი საუკუნეების განმავლობაში


ყალიბდებოდა. პირველივე შთაბეჭდი-ლება, რაც ხეთურ ღვთაებათა სამყაროზე თვალის
შევლებითვე იქ-მნება, არის ქაოსი - ურიცხვი სახელი ღვთაებათა. მრავალ მათგანს მთავარი
ადგილი უჭირავს ხეთურ ღვთაებათა პანტეონში. თვით ხე-თურ ტექსტებშიც კი ლაპარაკია
სამეფოს „ათას ღვთაებაზე", რაც გა-დაჭარბებული არ არის.
ვინმე ანითამ რეფორმა მოახდინა ღვთაებათა პანთეონში. ამ პროც-ესში ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მომენტი იყო ინდოევროპულ ნესიტ-თა უზენაესი ღვთაებისა და ხეთურ
უზენაეს ღვთაებათა წყვილის, ამინდის ღმერთ თარუსა და მზის ქალღმერთ ეშთანის შეხვედრა -
დაპირისპირება, რაც ამ უკანასკნელთა პანთეონის სათავეში მოქცევით დასრულდა. როგორც
ვხედავთ, ხათებს ცალ-ცალკე ჰყავდათ წარმო-მადგენელი მზისა და ამინდის ღვთაებებისა; ხოლო
ხეთებთან უმ-თავრეს ღვთაებას წარმოადგენდა სინათლის ღმერთი. ყველა სხვა ღვთაება
იერარქიულად მას ემორჩილებოდა. ანითა ცდილობდა ამინ-დის ღმერთის კულტის
დამკვიდრებას და, ამავდროულად, ზრუნავდა სინათლის ღვთაების კულტზეც, რომელსაც
ტაძარი აუგო. ამრიგად, მზისა და ამინდის ღვთაებები ძირითადია ხეთურ რელი-გიაში. ისინი
მრავალრიცხოვანი საკულტო ადგილების მთავარ ფიგურებად გვევლინებიან. აღსანიშნავია, რაც
უფრო დიდდებოდა ხეთების პოლიტიკური გავლენის სფერო, მით უფრო იზრდებოდა
სახელმწიფოს რელიგიური პანთეონიც. აღნიშვნის ღირსი და დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ
ხათურ-ხეთ-ურ მითებს შორის არ არის არც ერთი ღვთაება, რომელიც მოგვით-ხრობდა სამყაროს
შექმნის შესახებ, მართალია, უზენაესი ღვთაებები - მზისა და ამინდისა, ყველაზე მეტად
გრძნობენ პასუხისმგებლობას ღვთაებათა და ადამიანთა წინაშე, როდესაც კოსმიურ წესრიგს
საფრ-თხე ემუქრება, მაგრამ მათი უფლებამოსილება აქვე მთავრდება...

გათავისუფლების სიმღერა - რატომ დასაჯა თეშუბმა ებლა

გათავისუფლების სიმღერას უწოდებენ ხურიტულ მითო-ისტორიულ თხზულებას,


რომე ლიც რამდენიმე ჟანრობრივად განსხვავებული ნაწილისგან შედგება.
განსაკუთრებულ ყუ რადღებას კი ის ნაწილი იქცევს, რომელიც მოგვითხრობს ებლას
აღსასრულის შესახებ: ამინ დის ღვთაება თეშუბი ებლას განადგურებით სჯის იმის
გამო, რომ ებლაელებმა იქინქალიე ლები არ გაათავისუფლეს მონობიდან.

გათავისუფლების სიმღერა ხურიტულ ენაზე შეიქმნა, დაახლოებით ძვ. წ. 1500-1400 წლებს


შორის კი ხეთურადაც ითარგმნა. ჩვენამდე ტექსტის ფრაგმენტებმა სწორედ ხურიტულ-ხეთუ რი
ბილინგვის სახით მოაღწია. იგი არქეოლოგებმა ხათუსაში, ხეთების სამეფოს დედაქალაქ ში
აღმოაჩინეს და სრულად პირველად 1996 წელს გამოქვეყნდა. ეპოსი, როგორც აღვნიშნეთ,
რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი წარმოადგენს შესავალს. მეორე ნაწილი მო
იცავს იგავებს. მესამე - მიწიქვეშეთის ქალღმერთ ალანის სასახლეში გამართულ ნადიმს აღ წერს,
ხოლო მეოთხე ნაწილი ებლას განადგურებას ეხება.

ებლა (თანამედროვე თელ მარდიხი, მდებარეობს ალეპოს სამხრეთ-დასავლეთით) ძვ. წ. III-


II ათასწლეულებში სირიის ერთ-ერთი წამყვანი ქალაქ-სახელმწიფო იყო. იგი მეცნიერთა გა
ნსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 1975 წ. არქეოლოგებმა პაო ლო
მატიეს ხელმძღვანელობით იქ სამეფო არქივი აღმოაჩინეს ათასობით თიხის ფირფიტით.
არქივის აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა ერთ დროს წარმატებული ქალაქ-სახელმწიფოს წარ
სულის შესწავლა. ებლას ისტორიაში აღმავლობის სამ ხანას გამოყოფენ. გათავისუფლების სი
მღერა ეძღვნება მესამე პერიოდის დასარულს, რომელიც ძვ. წ. XVII ს-ში ებლას საბოლოო გა
ნადგურებით აღინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ნაწილებს შორის ზუსტი კავში რი
ყოველთვის ვერ დგინდება, ეპოსის მიზანი აშკარაა-ახსნას,თუ რატომ დაეცა ქალაქი ებლა.
ტექსტი გვამცნობს, რომ ებრაელებს დამონებული ჰყავდათ იქინქალიელები. როგორც ჩანს,
ებლაელებმა ბრძოლაში დაამარცხეს მეზობლად მდებარე ქალაქი იქინქალი, მისი მოქალაქეე ბი
დაატყვევეს, მონებად აქციეს და მსახურებას აიძულებდნენ მრავალი წლის მანძილზე. თუმცა,
ერთხელაც, მეგის (ასე ებლას მეფეები იწოდებოდნენ) ღვთაება თეშუბისგან ეუწყა, რომ მას
იქინქალიელთა გათავისუფლება სურდა მეთაურ ფურასთან ერთად და თუ ებლაე ლები მის
ნება-სურვილს არ დაემორჩილებოდნენ, მათ ქალაქს აღგვიდა პირისაგან მიწისა: „თუ შენ
გაათავისუფლებ მათ, შენი იარაღი დაიპყრობს შენს მტრებს და შენს მიერ მოხნული მიწები
აყვავდება. მაგრამ თუ არ გაათავისუფლებ, შვიდ დღეში მოვალ და გავანადგურებ ქა ლაქს,
გავაუდაბურებ, თითქოს არც არსებულა. ებლას ქვემო ქალაქის ზღუდეს შევმუსრავ და ზემო
ქალაქის ზღუდეს თიხასავით დავამსხვრევ...“ მეგიმ სათათბიროდ უხუცესთა საბჭო მო იწვია და
მის წევრებს გადასცა თეშუბის ნება. მითი გვამცნობს, რომ საბჭოს წევრებს შორის იყო
სახელგანთმული და გავლენიანი ორატორი ზაზალაც: „არავინ არის უხუცესთა შორის ისეთი,
ვინც მის წინააღმდეგ ამოიღებს ხმას. არავინ არის ისეთი, ვინც შეძლებს მას მყარი არ
გუმენტებით დაუპირისპირდეს. თუ ქალაქში (ებლაში) ოდესმე ყოფილა ისეთი მჭევრმეტყვე ლი,
რომლის სიტყვებსაც წინ ვერავინ აღუდგებოდა, მაშინ ზაზალაა იგი.“ - ამ სიტყვებით გვაცნობს
ბრწყინვალე ებლაელ ორატორს ტექსტი. სწორედ ეს ზაზალა არ დაემორჩილა თეშ უბს, მის მიერ
წარმოთქმული სიტყვა კი ასე ჟღერდა: „რატომ საუბრობთ ამგვარ მორჩილება ზე, მეგი, ებლას
ვარსკვლავო? თუ თავად ღვთაება თეშუბი იჩაგრება ვალებით, თუ თეშუბს ჰმართებს ვერცხლი,
მაშინ ყველა გაიღებს ვერცხლის შეკელს თეშუბისათვის. თუ თეშუბს მოშივდება, თითოეული
ჩვენგანი მისცემს მას ქერსა და ხორბალს. თუ თეშუბს ტანთ არ ეცმე ვა, ყველანი შევმოსავთ. თუ
მას ცხელ დღეს სიმშრალე შეაწუხებს, ყველანი მივართმევთ მცი რეოდენ ნელსაცხებელს, ხოლო
თუ ღამით შეამცივნებს - გასათბობს. ასე რომ, ჩვენ ვიხსნით, მას, თეშუბს, მაგრამ ჩვენ არ
გავათავისუფლებთ მონებს! არ გავათავისუფლებთ იქინქალის მოქალაქეებს! თუკი მონებს
გავათავისუფლებთ, ვინ დაგვაპუროს? ვინ მოგვემსახუროს? ისი ნი გვიმზადებენ საკვებს,
გვირეცხავენ ჭურჭელს. მაგრამ, მეგი!.. თუ შენ ასე გსურს მათი გათა ვისუფლება, დაე, საკუთარი
მონები გაათავისუფლე. მიეცი საკუთარი ვაჟი და შენი ცოლიც გაუშვი მამასთან. შენ კი დარჩი
ჩვენთან სატახტო ქალაქ ებლაში!“ მეგიმ მოისმინა რა ეს სიტყ ვები, ატირდა, დაემხო თეშუბის
წინ და წარმოთქვა: „მისმინე, ო, თეშუბ, ქუმეს დიდო მეუ ფეო! მე გავათავისუფლებ ჩემს მონებს,
მაგრამ ქალაქი არ გაათავისუფლებს. ზაზალა, ძე ფაზა ნიქარისა, არ დაუშვებს
გათავისუფლებას!“ - ამგვარად, მეგიმ საკუთარი მონები გაათავისუფ ლა. თუმცა ქალაქი არ
დაჰყვა მის ნებას, რადგან უხუცესთა საბჭომ ზაზალას დაუჯერა. ამი ტომაც თეშუბმა პირობა
შეასრულა - ებლა განადგურდა. რადგანაც ტექსტმა სრულად
ვერ მოაღწია ჩვენამდე, ქალაქის შემუსრვის ამბავი, სამწუხაროდ, არ შემორჩა. თუმცა, ცნობილია,
რომ ებლა ხეთებმა დაიპყრეს ძვ.წ. XVIIსაუკუნეში. ამდენად, თეშუბის ნება ხეთების ხელით
აღსრულდა.
მიიჩნევენ, რომ გათავისუფლების სიმღერა ებლას დაცემის თეოლოგიური ახსნაა. ხურიტმა
თეოლოგებმა ებლას განადგურება განმარტეს როგორც ღვთისგან მოვლენილი სასჯელი იმი
სათვის, რომ ებლაელებმა არ დაუბრუნეს თავისუფლება დატყვევებულ და დამონებულ იქინ
ქალიელებს. საინტერესოა, რატომ გვევლინება დატყვევებულთა ქომაგად თეშუბი. ვ. ჰაასი და ი.
ვეგნერი ამის ახსნას ტექსტის მესამე ნაწილში პოულობენ, სადაც ქვესკნელის ქალღმერთის
ალანის მიერ გამართული ნადიმია აღწერილი. ნადიმს თეშუბიც ესწრება. უცნობია, როგორ
მოხვდა თეშუბი ქვესკნელში, ან როგორ დააღწია მას თავი. ჰაასი და ვეგნერი მიიჩნევენ, რომ
თეშუბი ინანა/იშთარის მსგავსად ალანის სამფლობელოში დროებით ტყვეობაში უნდა ყოფი
ლიყო. ამიტომაც, მეოთხე ნაწილში იგი დამონებულთა ქომაგად მოგვევლინა როგორც ღვთაე ბა,
რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ტყვეობა და იცის თავისუფლების ფასი. ანტიკური
ავტორებიდან მოყოლებული უკანასკნელ ხანებამდე საყოველთაოდ იყო გაზიარებული მოსა
ზრება იმის თაობაზე, რომ თავისუფლება, როგორც იდეა და როგორც სინამდვილე, ძველი მა
ხლობელი აღმოსავლეთისათვის სრულიად უცხოა და იგი ძველი ბერძნული ცივილიზაციის
მონაპოვრად უნდა ჩაითვალოს. ამ შეხედულებას მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ევა ფონ დასოს
სახით. იგი სხვადასხვა სახის ძველ ახლოაღმოსავლურ წყაროთა შეჯერების შედეგად ასკვნის,
რომ „უფლებების და თავისუფლებების იდეები ძველ ახლო აღმოსავლეთში ბევრად უფრო ადრე
წარმოადგენდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს კონცეპტუალური არქიტექტურის შე
მადგენელს ნაწილს, ვიდრე საბერძნეთში პოლიტიკური და ინდივიდულური თავისუფლე ბის
თეორიები წარმოიშობოდა“. ამის საილუსტრაციოდ მას სხვა წყაროებთან ერთად მოჰ
ყავს გათავისუფლების სიმღერა. მისი აზრით, ეს ეპოსი მოწმობს, თუ რამდენად მნიშვნელოვა ნი
იყო თავისუფლების საკითხი ძველი მახლობელი აღმოსავლეთის საზოგადოებისათვის. ე.
დასოს თეორიას, ალბათ, ბევრი შეეწინააღმდეგება, თუმცა, გათავისუფლების სიმღერა, რომე
ლიც მახლობელი აღმოსავლეთის ძველი ისტორიის მკვლევართათვის მრავალმხივ არის საინ
ტერესო ტექსტი, უდავოა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია.

ქართველთა წარმოშობა, მითი თუ რეალობა?!

ქალდეველების ქვეყანა, სხვანაირად ამ ქვეყანას ქარდუს ეძახდნენ… აქედან წარმოიშვა


სიტყვა- ქართველი… ანუ ქალდუელი, ქარდუელი, სიტყვამ განიცადა ცვლილება და
ჩამოყალიბდა ასე-ქართველი…

ქალდეველები (ბაბილონურად Kaldu; ებრ. ‫כשדים‬-ქასდიმ; ძვ.-ბერძნ. Χαλδαίοι) — სემიტ-


ბერძნ სამხრეთ ბაბილონის მკვიდრი არამეული მოდგმის ხალხი, ცხოვრობდა ქალდეს ანუ
ქალდუს ქვეყანაში, რაც უძველესი ცივილიზიაციის ერთ-ერთი აკვანია სამხრეთში, ტიგროსსა
და ევფრატს შორის ძვ. წ, აღ-ით VII საუკუნეში. აქ ჩამოყალიბდა ახალი ბაბილონური
დინასტია მესოპოტამია. (შუამდინარეთი) ბერძნები და რომაელები დასაბამიდან იცნობდნენ
ქალდეველ ასტროლოგებს, ვარსკვლავთმრიცხველებს, მოგვებს, მათი აღმოსავლური სიბრძნის
სალაროს. ნეოპლატონიზმი მაღალ შეფასებას აძლევდა ქალდეველთა ორაკულს, მისნობას,
მაგიას, მითოლოგიურ სამყაროს. ბერძნები ქალდეველებს ბაბილონელებად მიიჩნევდნენ.
შეუძლებელია ქალდეველთა კულტურის, ენის, რაობის მიმოხილვა ძველ ქართულ ტომთა
ისტორიისგან დამოუკიდებლად. ამ გარემოებას მეცნიერებამ ადრევე მიაქცია ყურადღება.
(ლენორმანი და სხვა). ძალზე საგულისხმოა, რომ [საქრთველო]]ში, სვანეთში შემორჩენილია
სოფელ-სიმაგრე ქალდე, აგრეთვე ცნობილი წარმართული სიმღერა ქვიან ქალდზე—იავ
ქალდი. ბევრი სიტყვა და მითი გვაძლევს საფუძველს ვილაპარაკოთ ამ ძველი
ცივილიზაციების კავშირსა და ნათესაობაზე. იმავე სოფელ-სიმაგრე ქალდეს მიდამოებში
ვარსკვლავთმრიცხველთა გვარი დღემდეა ხალხში ცნობილი. (“ცაში ვარსკვლავებს
ითვლიანო”, იტყვიან სოფ. ქალდეს მახლობელი ლალხორის მკვიდრთა გვარზე). ” კვირის”
სვანური სახელია “ნაგაზი” — ნამგზავრი, გზაგავლილი, რაც ზოდიაქოს გზაზე მნათობის
გავლაზე მეტყველებს. ასევე თქმები : “ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული”, ” ეტლიანია”,
“გზიანია”, ვარსკვლავებს ეთამაშება” (ლამაზ ქალზე).

ვერსიები:
ქალდე, ქალდეა, ჰალდეა, მთვარის ღმერთია (ბაბილონური მითოლოგიით) ქალდური სამების
პირველი წევრია (ვანის წარწერებში), მეორე წევრი შეესიტყვებოდა ასურთა ბინს (ცას,
სვანურად “მშვილდს”). და მაშასადამე მზეს. მეცნიერთა ვარაუდით, აქედან წარმოებული
ქალდეველი ქართველის სინონიმია: ორივე მთვარის შესატყვისია. ქალდეა, ქართი, სვანურად
“თბილისია”, იგივე “ქალდის” ქართული ფორმა. უფრო სარწმუნოა მეორე ცოცხალი საბუთი.
მთვარის ღვთაებას ქალდის ძველ ქართულში მრავალი შესატყვისი მოეძებნება, კერძოდ
სვანურში: სოფელ ქალდე (ხალდე) დღესაც კლდე-სოფელია სვანეთში და იქ მროკავი,
მძლავრი მამაკაცების გუნდი დღესაც მღერის წარმართულ ჰიმნს: “იავ ქალდი და ბებუცია…”
უთუოდ მთვარის ჰიმნია. ძველი ქართული გვარი ქალდანი დღესაც ცოცხალია. ქალდეველთა
ტომობრივ სახელში ალბათ ისმის “ქალ, ქალი”, რაც შუმერულადაც ქალს ნიშნავდა. მეორე
ნაწილში ზოგი მკვლევარი ხედავს დევს, ე.ი. “ქალდეველი”. “ქალდევის” შესატყვისი გამოდის,
რაც აღმოსავლურ მითებში სრულიად ბუნებრივია, მათ შორის, ქართულშიც.

-ქართველები ქალდუსა და შუამდინარეთში…


ქართველების უწინდელი ქვეყანა , ქალდუს ქვეყანაა, სხვანაირად ამ ქვეყანას ქარდუს ეძახ
დნენ… აქედან წარმოისვა სიტყვა- ქართველი… ანუ ქალდუელი, ქარდუელი, სიტყვამ გა
ნიცადა ცვლილება და ჩამოყალიბდა ასე-ქართველი…
4 000 წლის წინ ქრისტემდის, ქალდუდან ქართველები გამოდევნეს სემის მოდგმის ხალხმა,
რომლებსაც ბაბილონელებს ეძახდნენ… ქართველებმა ამის შემდეგ, ქალდუს დასავლეთ-
სამხრეთით, ისევ ტიგრის და ევფრატის შუა, ადგილობრივ ქართულ ტომთან მიტანელებ თან
ერთად დააარსეს ძლიერი სახელმწიფო მიტანელებისა, მათი სატახტო ქალაქი იყო ხა რრანი,
XV ს-ში ქრისტემდის მეფე ტუშრატამ, დიდი სახელი მოუპოვა თავის სამეფოს… ის ებრძოდა
ბაბილონელებს და მოკავშირე იყო ეგვიპტელებისა, რომელთა ფარაონს ტუშრატას ასული
ყავდა ცოლად… XIII ს-ში ქრისტემდე მიტანელების ძლიერება ასურელებმა შემუს რეს (ისინიც
სემის მოდგმის ხალხი იყო). ქართველები შუამდინარეთში მისდევდნენ მიწის დამუშავებას,
მადნეულის შემუშავებას(ბრინჯაო), მეჯოგეობას… უფროს ღმერთად მიაჩნ დათ მთვარე,
რომელსაც თაყვანს ცემდნენ…
-ქართველები სხვა ადგილებში, XIV ს-იდან-VI ს-მდე ქრისტემდის…

ა. ხეთები: ეს ქართველთა ტომი ბინადრობდა, ევფრატის მარჯვენა ნაპირზე და კაბადო კიაში,


ხეთების სახელმწიფო მეტად გაძლიერდა XIII ს-ის I ნახევარში ქრისტემდე. სატახტო ქალაქად
ჰერჰემიში ქონდათ. ხეთებს ქონდა საკუთარი ხატოვანი მწერლობა, რომლის ზოგი ერთმა
ნიმუშმა ჩვენამდის მოაღწია… შესანიშნავია ხეთების მეფე ხეთასარი, რომელმაც 1296 წელს
ქრისტემდე, ეგვიპტის ფარაონ რამზეს II-სთან (1317-1250) მშვიდობის ხელშე კრულება
დაწერა. ამ ხელშეკრულებაში ხეთასარი იხსენიება ხეთის დიდ მთავრად, ძლიერ ხეთასარად,
ხელშეკრულების ძალით ხეთები და ეგვიპტელები ვალდებული ხდებოდნენ , საერთო
მტერთან შეკავსირებულად ეომართ, ერთმანეთის საზღვარი არ გადაელახად და სხვა…
ხეთასარი რამზესს ეწვია ეგვიპტეში, ფარაონმა მისი ასული ცოლად შეირთო და ამით კიდევ
უფრო განამტკიცა კავშირი ეგვიპტელებსა და ხეთებს შორის..

ბ. მუსკები ანუ მესხები. ხეთების დასუსტების შემდეგ XII ს-ში ქრისტემდე. გაძლიერდა მეორე
ქართული ტომი -მესხები (მუსკები, მეშეხები). ეჭირათ ევფრატის დასავლეთი ად გილები
მდინარე ღალისამდე… მესხები ამ დროს ითვლებოდნენ მდიდარ, განათლებულ და ძლიერ
ხალხად… მესხებს ქონდათ რამდენიმე პატარ-პატარა სამეფო და მრავალი ქა ლაქი, ისინი
მისდევდნენ მადნეულის დამუშავებას, მეჯოგეობას და მეღვინეობას … მესხე ბმა ძალიან
შეავიწროვა თავისი მეზობელი ასურეთის სახელმწიფო, რომელთაც წაართვეს რამდენიმე
ადგილი, ბოლოს ასურებმა სძლიეს მესხებს და ხარჯი შეაწერეს…

გ. კასკები (კოლხები-კახები). მათი ძლიერება შემუსრა ასურეთის მეფემ 1100 წელს ქრისტე
მდის. და ისინი მესხებთან ერთად ასურელების მოხარკეები გახდნენ…

დ. ტაბალნი ანუ თუბალნი (სხვანაირად- თიბარი, თიბერი, იბერი, ივერი…) ეს ქართული


ტომი 24 სამეფოსაგან შესდგებოდა, რომლებიც შემოსეულ მტერს ყოველთვის შეკავშირებუ
ლად ხვდებოდნენ, მათი ქვეყანა მთაგორიანი ადგილი იყო, მისდევდნენ მეჯოგეობას, 718
წელს ქრისტემდის ეს ტომი ასურეთის მეფემ დაიმორჩილა და ხარკი შეაწერა, თუმცა ასურე ბი
მის შინაურ საქმეებში არ ერეოდნენ… ტაბალთა მეფე ამბარისი, საიდუმლო კავშირით შე ეკრა
ურარტუს (ქართული ტომი) მეფეს რუსას ასურეთის ბატონობის წინააღმდეგ, მაგრამ 2-ვე
თავისუფლების მძებნელი მეფე დამარცხებული იქმნენ 714-709 წლებში…

ე. ნაირი. ამ ქართული ტომის ქვეყანა შედგებოდა მრავალ სამთავროთაგან და მდებარეობდა


ვანის და ურმიის ტბების და ტიგრის შუა. ნაირის ქვეყანა ასურებმა დაიპყრეს მესხებთან და
კასკებთან ერთად მეთერთმეტე საუკუნეში ქრისტემდის…

ვ. ურარტუ (დაარქვეს ასერებმა, არარატის სახელწოდების მიხედვით) ეს ქართული ტომი


არარატის ძირში ცხოვრობდა ვანის ტბასთან, გოგჩის ტბასთან… თავის თავს ურარტუელე ბი
ქალდებს ანუ ქალდუელებს უწოდებდნენ. ქალდუელები თავისი ცოდნით და სწავლით,
სარწმუნოებით, ხუროთმოძღვრებით, სალაშქრო და სამეურნეო წესებით გამოირჩეოდნენ, მათ
მხარეში დარჩა ურარტული წარწერები ლურსმუნი (სოლური). ამ წარწერების ენა ქარ
თულია… ქალაქი ვანი შემდეგში ქალდუელთა სატახტო ქალაქი იყო (ერქვა ტუფსა) მათმა
მეფემ იშპუინმა შემოიღო დამწერლობა მშობლიურ ენაზე… ურარტუელები ისე გაძლიერდ ნენ,
რომ ასურებსაც კი ავიწროვებდნენ, მათ მესხებს და ტუბალებს კავშირი ქონდათ ასურე ბის
წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდენ 714-709

ინდო-გერმანელების და სხვათა შემოსევა


მთელი VI ს-ის ქრისტემდის, განმავლობაში გრძელდებოდა ინდო-გერმანული ველური ტო
მების სკვითების და მიდიელების შემოსევა იმ ადგილმამულებზე რომლებიც ქართულ ტომ ებს
ეკუთვნოდათ… 607 წელს ქრისტემდის, ასურეთის სამეფო დაიმორჩილა მიდიის მეფემ
კიაქსარმა და მთელი ქართული ტომებიც მის მბრძანებლობის ქვეშ მოექცნენ, ურარტუს ქარ
თული ტომის ნაწილი დარჩა სამშობლოში და შეერია ინდო-გერმანულ ტომებს-აქედან წარ
მოიშვა სომეხთა ერი… დანარჩენმა ტომებმა კი ამჯობინეს გადასახლება არაქსის, მტკვრის,
რიონის, ენგურის და მათი შენაკადების აუზებში… ე. ი. დასახლდნენ აქ…

ქართველები აწინდელ თავის სამშობლოში


VII ს-იდან -IV ს-მდის ქრისტემდე, ქართველები სახლობდნენ -მტკვრის, რიონის, ჭორო ხის,
ენგურის და ცხენისწყლის ხეობებში… პირველად მოვიდნენ აწინდელ საქართველოში სვანები
და დღევანდელ სამეგრელოში დასახლდნენ… შემდეგ მოვიდნენ კასკები (ანუ კოლ ხები და
კახები) მდ. მტკვრის სათავიდან ჭოროხი მარცხენა მხარეს შავი ძღვის სანაპიროზე დასახლდა
მათი მონათესავე ხალხი, რომლებსაც მოსკინიკები ანუ სხვანაირად ჭანები და ლაზები, მეორე
მათი ნაწილი დასახლდა იქ, სადაც შემდგომ კოლხეთი ეწოდა, მესამე მათი ნაწილი, გაჰყვა
მტკვრის მიმდინარეობას. და დასახლდა იორის და ალაზნის მიდამოებში ამ ნაწილს კახები
ეწოდა… შემდეგ გადმოსახლდნენ მესხები, რომლებმაც დაიჭირეს მტკვრის და არაგვის აუზები
მათ ქვეყანას დაერქვა მცხეთა… მცხეთა-ეს იშიფრება ასევე, როგორც მირონ ცხებული ხეთა…
შემდეგ გადმოვიდნენ ტიბერნი… და ასე შემდეგ…
იმედია მიხვდით, რომ ეგ გადმოსვლა VII ს-ის ურარტუეთა ნაწილის გადმოსვლას არ უკავ
შირდება ეს ხდებოდა დროთა განმავლობაში, ურარტუელები უბრალოდ შეუერთდა მათ… უი
რა მრჩებოდა:))) ტიბერების ნაწილი, რომლებიც კოლხებისა და ლაზების გულში დასახ
ლდნენ, (გული-გურ) მათ გურულები ეწოდა…

როდის იმართებოდა საქართველოში მცირეაზიური ქალ-ღვთაების


ორგიასტული კულტის მსგავსი, წრეგადასული მხიარულება
კალენდარული წეს-ჩვეულებების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა კარდაკარ რიტუალური
ჩამოვლა – რიტუალის შემსრულებლები სათითაოდ ჩამოუვლიდნენ ოჯახებს და წარმოთქვამ
დნენ სპეციალურ ტექსტებს, რომელთა ძირითადი მოტივები იყო დღესასწაულის მილოცვა-
მიხარება, დალოცვა, სანოვაგის მოთხოვნა.
ქეთევან სიხარულიძე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტე ტის
ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, პროფესორი): როგორც წესი, კარდაკარ ჩამოვლა იყო არა
დამოუკიდებელი რიტუალი, არამედ, რომელიმე დღესასწაულის შემადგენელი ნაწი ლი. ამ წეს-
ჩვეულების ძირითადი ელემენტები – ყოველ მოსახლესთან მისვლა, რიტუალური დალოცვა
(რომლის წარმმართველი შინაარსი იყო ბარაქიანობის სურვილი) და რიტუალური საკვებით
(უპირატესად – კვერცხით) დასაჩუქრება – ნათლად მეტყველებს, რომ ის უკავშირ დებოდა
ნაყოფიერების ღვთაების სახელს, როგორებიცაა: პირველი ხნულის გატანა, წვიმის გამოწვევა,
ახალი წლის დადგომა და სხვა. ჩამოვლის დროს მღეროდნენ ლექსებს, რომლის ტიპური ნიმუში
ასეთია: „ალათასა, მალათასა, ჩამოვკიდებ კალათასა, გოგო, ერთი კვერცხი ჩა დე, ღმერთი
მოგცემს ბარაქასა“. ნაყოფიერების, სიცოცხლის ჩასახვისა და განახლების ერთ-ერთი ძველი
სიმბოლოა კვერცხი (ამ ნიშნის გამო ის ადვილად დამკვიდრდა ქრისტეს აღდგო მის
დღესასწაულში), ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მოსახლეთაგან კარს მომდგარი მლოცვე
ლებისთვის ძირითადი შესაწირი კვერცხი იყო. კარდაკარ ჩამომვლელები არასდროს შედიოდ
ნენ სახლში. ღვთაება, რომლის წარმომადგენლებიც ისინი იყვნენ, სათემო (ან უფრო მაღალი
რანგის) სალოცავს წარმოადენდა.ოჯახის (სახლის)შიდა სივრცე მთლიანად ფუძის ანგელოზს
ეკუთვნოდა და უფროსი ღვთაება მის სამყოფში არ იჭრებოდა, მონაწილეები ეზოს კართან ჩე
რდებოდნენ და იქ ელოდნენ მასპინძლებს. ამგვარი ჩამოვლით ღვთაება ყოველ ოჯახს ხდიდა
დღესასწაულის მონაწილედ; შეიძლება,ამოწმებდა კიდეც მათ მზადყოფნასა და გულუხვობას
რომ მერე დამსახურებისამებრ მიეზღო მათთვის. მსგავსი სიტუაცია უფრო გვიანდელ გადმო
ცემაშია მოთხრობილი: ღმერთი გლახაკი კაცის სახით მიდიოდა სტუმრად ოჯახებში და, ვინც
როგორ მიიღო სტუმარი, ღმერთმაც ისე განსაზღვრა მათი ცხოვრება. კავკასიაში კი გან
საკუთრებით კარგად ახსოვდათ, რომ „სტუმარი ღვთისაა“.
– როდის იღებს კარდაკარ ჩამოვლის რიტუალი საფუძველს?
– კარდაკარ ჩამოვლის რიტუალი ძალიან ძველია, იმდროინდელი, როდესაც ღვთაებებს ჯერ არ
ჰქონდათ განსაზღვრული არც ადგილი სამლოცველოს სახით, არც საკულტო საგნები და
კუთვნილი მამულები. ისინი მათ მიერ არჩეულ პიროვნებებს დაჰყვებოდნენ და მათი მეშვეო
ბით ამცნობდნენ ხალხს თავიანთ ნებას. დღესასწაულებს შორის ყველაზე უფრო მასშტაბური
საგაზაფხულო იყო ბერიკაობა-ყეენობა – ბუნების აღორძინებისა და აგრარული კულტმსახუ
რებისთვის განკუთვნილი, მრავალდღიანი, სხვადასხვა ეპიზოდისაგან შემდგარი დღესასწაუ
ლი. ბერიკაობაც ნაყოფიერების კულტთანაა დაკავშირებული, მაგრამ, ბევრად უფრო დიდი
მასშტაბისა და დრამატული ეპიზოდებით არიან გამდიდრებული. საფიქრებელია, რომ ბერი
კაობა-ყეენობა ძალიან ძველ სამეფო რიტუალს წარმოადგენდა, რომლის მსგავსი გაზაფხულ ზე
იმართებოდა ხეთების სამეფოში. მოგვიანებით მან გროტესკული სახე მიიღო, თუმცა, სწო რედ
ამან გადაარჩინა ჩვენი კულტურისთვის მეტად მნიშვნელოვანი ეს მოვლენა. რასაკვირვე ლია,
ბერიკაობამ დროთა განმავლობაში გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა, მაგრამ, რი
ტუალებში ჩანს განაყოფიერების, მოსავლისა და საქონლის გამრავლების დასაბევებელი ხერ
ხები; მდიდარი სამიწათმოქმედო ტრადიციები. დღესასწაულის დამახასიათებელი ელემენ
ტებია: ცხოველებისა და ადამიანების გამომსახველი ნიღბები და ტანსაცმელი; მეომარი და
მოთარეშე ბერიკები; საწესჩვეულებო ქმედებები (ცეკვები, ეროტიკული სცენები, ქორწინება) და
აღდგენად ღვთაებათა ძირითადი ნიშნები. მონაწილეები – ბერიკები – ნიღბებს იკეთებდ ნენ,
მათ ჩაცმულობაში კი დომინირებდა ცხვრის ან თხის ტყავები. მასში გამოირჩეოდა თავ ბერიკა,
რომელსაც გულზე რქა ჰქონდა ჩამოკიდებული. იგი მეფეს წარმოადგენდა და „დედო ფალიც“
ჰყავდა, რომელსაც განასახიერებდა ჭრელ კაბაში გამოწყობილი სამკაულებით მორ თული ბიჭი.
თამაშდებოდა მათი ქორწილის სცენა, რის შემდეგაც „ნეფე“ კვდებოდა, „დედო ფალი“ და სხვა
მონაწილეები კი მას დასტიროდნენ. ამასობაში „დედოფალს“ იტაცებდნენ. ამ დროს
ცოცხლდებოდა „ნეფე“, რომელიც ბრძოლით იბრუნებდა ცოლს. ამის მერე იწყებოდა
წრეგადასული მხიარულება, რაც ძალიან ჰგავს მცირეაზიური ქალ-ღვთაების ორგიასტული
კულტის ეპიზოდებს. ამ დღეობების აუცილებელი ელემენტი იყო მონაწილეთა მიწაზე დაგო
რება, რაც მოსავლის ზრდა-მატებას გამოიწვედა. ცდილობდნენ, ყეენი წყალში ჩაეგდოთ და, თუ
ამას ვერ ახერხებდნენ, იტყოდნენ: „წელს გლეხობას გვალვა შეაწუხებს“. ხალხის აზრით, კარგ
ყეენს კარგი კვალი, კარგი ფეხიც უნდა ჰქონდეს, რომ კარგი მოსავალი მოვიდეს. ბერიკა ობის
შემადგენელი ნაწილი იყო კარდაკარ სიარული, სადაც მონაწილეებს უმასპინძლდებოდ ნენ.
ამავე დროს, მასპინძელი ცდილობდა, ბერიკასთვის ბეწვი გამოეცალა. ხან თვითონ ბერი კა
გამოიგლეჯდა ტყავის მოსასხამიდან ბეწვს და დიასახლისს აძლევდა, რომელიც ბეწვს სა
ქონლის ბაგაში, საბუდარში ან დედაბოძზე დებდა, რადგან მას ბარაქა მოჰქონდა.
– რატომ ფიგურირებდა ამ რიტუალებში ცხვრის ან თხის ტყავი და რა კავშირი აქვს ამას ოქროს
საწმისთან?
– ყველა იმ რიტუალში, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ფიგურირებს ცხვრის ან თხის ტყავი
(ასევე – ნიღაბი). პირველი ხნულის გამტან მეკვლეს ცხვრის ტყაპუჭი ეცვა, გარედან ბეწვით
დაფარული. სიმბოლურ წარმოსახვაში ბეწვი მიწის მცენარეულ ზედაპირსაც განასახიერებდა და
მეკვლეს სამოსი იმ შინაარსითაც ეცვა, რომ მიწისთვის მატყლის მსგავსი ხშირბალახიანო ბა,
ანუ, მცენარეთა სიუხვე დაებედებინა. ბერიკას ტანსაცმელიც აუცილებლად თხის ან
ცხვრისბეწვიანი ტყავი იყო, რომელსაც ნიღაბი ემატებოდა და მისი ბეწვი სიუხვის მომტანი იყო.
ასევე, ბარაქიანობასთან იყო დაკავშირებული ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში თხის ნი ღბით
კარდაკარ სიარული. ის, ვინც ტყავით იმოსებოდა, ფაქტობრივად, იმ ღვთაებას განასა ხიერებდა,
რომლის ატრიბუტიც იყო ცხვარი. ხანდახან კი თვითონ ქალღმერთი იღებდა ცხვრის სახეს.
საქართველოში აღმოჩნდა ძვ. წ.-მდე II ათასწლეულით დათარიღებული ქალის თიხის ფიგურა,
რომელსაც ცხვრის თავი აქვს. რიტუალში ცხოველთა მონაწილეობა და მათი საკრალური
მნიშვნელობის ზრდა წარიმართა სამეურნეო ინტერესთა შესაბამისად, ამიტომ, ხარი, ცხვარი და
თხა ძირითად შესაწირავ ცხოველებად იქცნენ და მითოლოგიურ წარმოდ გენებში
მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს. ქალღმერთის რჩეულ ცხოველთა რიგში განსაკუ თრებული
მნიშვნელობა შეიძინა ცხვარმა და მისმა ტყავმა – ის გახდა თავად ნაყოფიერების ქალღმერთის
სიმბოლო და მისი ქურუმების შესამოსელი იმის ნიშნად, რომ ისინი ეზიარნენ ქალღმერთის
ძალასა და საიდუმლოს. აქედან იქმნება წარმოდგენა საწმისზე – სიმდიდრისა და ძალაუფლების
სიმბოლოზე. ნაყოფიერების ქალღვთაების განკარგულებაში ექცევა სიმდი დრე, ძალაუფლებასა
და კეთილდღეობასთან ერთად, რაც გამოხატულებას პოვებს ოქროს საწ მისის სიმბოლოში.
კავკასიაში წესად ჰქონდათ ცხვრის (თხის) ტყავის ჯერ ხეზე, მერე კი ჯოხ ზე დაკიდება.
ტყავიანი ჯოხით შემოუვლიდნენ გარკვეულ ტერიტორიას და, ამ აზრით, ტყა ვი დროშის
წინამორბედია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა რელიგიაში ჯვარ-ხატების
(ღვთისშვილების) ერთ-ერთი იპოსტასია ხატის კარზე შენახული დროშა. დღეობების დროს
ხევისბერი მას გამოიტანდა და იმ ტერიტორიას შემოუვლიდა, რომელიც ღვთისშვილს ეკუთვ
ნოდა, ანუ, საკრალურ სივრცეს შემოხაზავდა დროშით. კავკასიაში დადასტურებული რიტუა
ლები მიგვანიშნებს, რომ არგონავტების თქმულებაში ნახსენები ხეზე დაკიდებული საწმისი
ბერძნების გამონაგონი კი არ არის, არამედ, ეფუძნება ამ რეგიონის სარწმუნოებრივ-საკულტო
ღირებულებებს. იასონისა და მისი მეგობრების თავგადასავლის მთავარი ეპიზოდები აიეტის
სამეფოში ვითარდება. არგონავტების თქმულების ანალოგიური სიუჟეტი კავკასიელთა ფოლ
კლორში არ მოიპოვება, რადგან ეს ძეგლი ძველი ბერძნული კულტურის ნაწილი და ბერძენ თა
ინტერესების გამომხატველია. სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ ბერძნული თქმულების ცნო ბა,
რომ აიეტის წმინდა ჭალაში ხეზე ეკიდა საწმისი, რომელსაც საგანგებოდ იცავდნენ მისი
განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო. თქმულებაში შევიდა საწმისის მოდარაჯე გველეშა პიც,
რომელსაც, თავის მხრივ, სერიოზული ადგილი ეკავა კავკასიელთა უძველეს რელიგიურ
სისტემაში. მთლიანად კავკასიაში და, ასევე, კოლხეთში, ცხვრის ტყავი – საწმისი – ქვეყნის და
მცავი იყო და მიწათმოქმედების (ნაყოფიერების) ღვთაებას განასახიერებდა. მაშინ გასაგები
გახდება აიეტის მიერ იასონისთვის მიცემული დავალების აზრი და მიზანი. მან ხომ ბერძენ
უფლისწულს მიწის მოხვნა დაავალა, თანაც, ეს იყო არესის (ომის ღვთაების) ველი. ეს იმას ნი
შნავს, რომ იასონს უნდა გამოევლინა გაწაფულობა მიწათმოქმედებაში, რამდენად იცოდა ნა
ყოფიერების ღვთაებასთან ურთიერთობის წესები, რომ ამით უზრუნველეყო თავისი ხალხის
საარსებო გარემო. მეორე მხრივ, არესის ველის მოხვნა მიწის ათვისებას გულისხმობდა, რაც
გამოავლენდა, შეეძლო თუ არა იასონს კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა და
საკუთარი ხალხის დაცვა საფრთხისგან. როგორც ჩანს, ეს აუცილებელი პირობა იყო ხელ
მწიფობის მოსაპოვებლად. ამ თვალსაზრისით, საყურადღებო პარალელი ჩანს ხეთების საგა
ზაფხულო რიტუალში, რომელსაც ხასუმასი ერქვა და უფლისწულის ინიციაციას წარმოადგე
ნდა. ინიციაციის შემადგენელი ნაწილი იყო ის, რომ უფლისწულს ხარები უნდა შეება უღელ ში
და მიწის რიტუალური მოხვნა ჩაეტარებინა. ალბათ, კოლხეთშიც, უფლისწულის ინიცია ცია
მსგავს ელემენტებს შეიცავდა. ამიტომ, აიეტის გამოცდა ხელდასხმას უტოლდებოდა, ანუ, თუ
იასონი გამოავლენდა მიწასთან ურთიერთობის ცოდნას, ნაყოფიერების ღვთაების წყალობასა და
აიეტის კურთხევას მიიღებდა – მისი კოლხეთში მოსვლის საბოლოო მიზანი ხომ სამეფო
ხელისუფლების მოპოვება იყო. კოლხეთში ცხვრის ტყავი – საწმისი – არა მარტო ქვეყნის,
არამედ, მეფის ხელისუფლების დამცავი სიმბოლოც იყო და მას გველი ან გველეშაპი
სდარაჯობდა, რომელიც ასევე წარმატებული მეფობის გარანტად ისახება.

მოგვების რელიგია
ასომთავრული ანბანის სტრუქტურა – მისი კვადრატული და წრიული ფორმები - გამოკ
ვეთილად დუალისტურია, რაც ალქიმიური და გნოსტიკური მოძღვრების მთავარ სქემას
ახასიათებს. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ქრისტიანული ხილიაზმის ესქატოლოგიური
იდეა, სწორედ ალქიმიური მოძღვრებიდან იღებს სათავეს. ხილიაზმი – გნოსტიკოსების
მსოფლმხედველობა იყო, რომელთაც სჯეროდათ წინასწარმეტყველება განკითხვის დღის
კატაკლიზმით სამყაროს დასასრულზე, რის შემდეგაც დედამიწა კვლავ უნდა აღორძინებუ
ლიყო და ბევრად უკეთესი გამხდარიყო. ამ იდეის მიხედვით, განვითარების ერთი ეტაპის
დასრულებას მოყვება ახალი ეტაპის დასაწყისი, უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა და ეს
მხოლოდ ალქიმიური პრაქტიკიდან გამომდინარე ნივთიერებების ტრანსმუტაციით აიხს ნება,
რაც თავად “ბუნების” და “დროის” თვისებაში არსებული საიდუმლოა.
რადგანაც ასომთავრული ანბანის შექმნა ისტორიულად ფარნავაზის სახელს უკავშირდე ბა,
საფიქრებელია, თავად ფარნავაზს ალქიმიასთან და გნოსტიციზმის საფუძვლებთან გარ
კვეული კავშირი ჰქონოდა, მითუმეტეს მის მიერ სახელმწიფო სტატუსით შემოღებული ენა
და დამწერლობა, შემდგომ ეპოქაში მესიანურ პროგრამასთან დააკავშირეს. “ქართლის ცხო
ვრების” ტექსტით, ფარნავაზის მამის სახელი უცნობია, მხოლოდ ის ცნობა არსებობს, რომ
ფარნავაზი მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისშვილია და მისი მამაც და ბიძაც ალექსანდ რე
მაკედონელთან ბრძოლაში დაიღუპნენ. თავად ფარნავაზის დაუძინებელი მტერიც სწო რედ
მაკედონელის სარდალი აზოა. მხოლოდ მისი დამარცხების შემდეგ შესძლებს ფარნავა ზი
ქართული სახელმწიფოს დაფუძნებას. ასევე უცნობია ფარნავაზის დედის სახელი, რო მელიც
წარმოშობით სპარსელია.. “ქართლის ცხოვრებაში” ფარნავაზზე არსებული ინფორ მაციის -
მისი წარმატებული სამხედრო პოლიტიკისა თუ შიდა სახელმწიფო მოწყობის – გა ცნობისას,
ჩნდება ვარაუდი, რომ მის ბიოგრაფიაში რაღაც დეტალი დაფარულია, თითქოს ინფორმაცია
ბოლომდე არ არის გადმოცემული.
მაინც ვინ იყო ფარნავაზი? ის მართლაც მცხეთის მამასახლისის ძმის შვილია, რომელ საც
უბრალოდ ბედმა გაუღიმა, თუ დიდი ტრადიციის მქონე იმპერიის მმართველების გენე
ტიკური შთამომავალი, რომელსაც სახელმწიფო მოწყობის გამოცდილება ჰქონდა?არსებობს
თუ არა ამ სახელთან დაკავშირებული სამეფო დინასტია ან რა საიდუმლოა თავად სახელ ში
დაფარული? ეჭვს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ იმავე პერიოდში კარგადაა ცნობილი ერ თი
პიროვნება – ტროას მეფე ფარნავაზ III, რომელიც აქემენიდი ფარნაკების შთამომავა ლია და
დარიოსთან ერთად ებრძვის ალექსანდრე მაკედონელს.

ფარნავაზის სახელში მოცემული ტერმინი “ფარნა” – მომდინარეობს ძველირანული


სიტყვიდან - ჰვარნაჰ და განმარტებულია, როგორც სამეფო დიდება, მზის ნათება, ღვთაე
ბრივი ცეცხლის მატერიალური ემანაცია, წარმატება, ქარიზმა, სიუხვე და ა.შ. ირანულ მი
თოპოეტურ ტრადიციაში ეს არის ძალაუფლების და სიძლიერის მომცემი, სიმდიდრის და
უკვდავების მომტანი ღვთაებრივი არსი. “ავესტაში” ფარნა საკრალური კეთილი წილია,
“კარგი საგანია”. ის შეიძლება როგორც ღვთაებრივ პერსონაჟს, ისე ხალხს ეკუთვნოდეს, ვი
სთვისაც ფარნა – სიმდიდრის და ჯანმრთელობის განსახიერებაა. ფარნა ასევე სახლის დამ
ცველი კეთილი სულია. ვისაც აქვს ფარნა –კარგი ბედის მქონეა, ანუ იღბლიანია. ფარნა გა
ნდიდების ობიექტია, ის დაუმარცხებელი და ძლიერია, გამარჯვების თანამგზავრია, რომე
ლიც ცხადდება მანათობელი ცეცხლის სახით. მითოლოგემით ფარნა ხშირად ტრანსფორმი
რდება ზოომორფულ სახეებში და დაკავშირებულია ფრინველ ვარეგნასთან (შევარდენი ვა
რეგნი ღვთაება ვერეთრაგნის ინკარნაციაა). ფარნამ განსაკუთრებით ფართო გავრცელება
ჰპოვა სასანიდურ ხელოვნებაში, სადაც ცხვრის სახე მიიღო. ეს სიმბოლოც ფარნას ვერეთ
რაგნასთან აკავშირებს, ვისი ატრიბუტიც იყო ცხვარი. დაწყებული შაპურა II-დან, ცხვრის
გამოსახულება, როგორც ღმერთ ფარნას სიმბოლო, ფართოდ ვრცელდება, ხოლო ამიანე მა
რცელინი ამბობს, რომ ერთ ბრძოლაში შაპურ II ჰქონდა მდიდრულად შემკული ცხვრის
თავიანი თავსაბურავი. მსგავსი გამოსახულებები ცნობილია კუშანო-სასანიდურ მონეტებ ზე,
ჭურჭელზე და ა.შ. ჩანს ამ სიმბოლოს ღრმა ფესვები ჰქონდა უკვე ლურისტანის ბრინ ჯაოზე.
პერსონაჟებს ცხვრისრქებიანი გვირგვინებით, უფრო ადრინდელ საბეჭდავებზეც ვხვდებით.
ბაქტრიელ კუშანებთან ფარნა გამოისახებოდა სამეფო სამოსში გამოწყობილი ადამიანის
სახით; ფართოდ არის ცნობილი მამაკაცი ღმერთი ფარროს გამოსახულებები მო ნეტებზე.
ქრისტიანულ იკონოგრაფიაში კი ფარნას სახე წმინდანთა თავთან გამოსახულ შა რავანდად
გარდაისახა (მითოლოგიური ლექსიკონი).
როგორც ვხედავთ, ფარნა - საკრალური ცნებაა და ცეცხლს, მზეს, ძლიერ ნათებას შეე
სატყვისება, რაც სიკეთის, სიძლიერის, გამარჯვების და წარმატების მომტანია.ამ სახით ფა
რნას სიმბოლური სიახლოვე მეფე ფარნავაზთან სრულიად ბუნებრივია, რადგან ის თავად
ხედავს მანათობელ მზეს, რომლის ცვარის სახეზე ცხებით _ წარმატებული, მდიდარი, გა
მარჯვებული ხდება, ანუ ფარნავაზი “ფარნას” მფლობელია და ეს მის სახელშიც არის ასა
ხული. ფარნას ზოომორფული სახეა ცხვარი, ამიტომაც შეიძლება დავუშვათ, რომ “ფარნა”
შეესატყვისება ხეთური და ბერძნული მითებიდან ცნობილ სამეფო რეგალიას, რელიგიურ
ფეტიშს - ცხვრის (ვერძის) ოქროს საწმისს, რომელიც პლანეტა მარსის გამომხატველია, ცე
ცხლის სტიქიას და ამ პლანეტისთვის დამახასიათებელ წითელ ფერს აღნიშნავს.. ოქროს სა
წმისი ასევე მზისადმი მიძღვნილი ფეტიშია, რადგან ოქრო მზის ლითონია. ხეთებისთვის,
ისევე როგორც კოლხებისთვის, საწმისი სამეფო სიძლიერის და მეფის ლეგიტიმური მმართ
ველობის გარანტია, ის ნაყოფიერების, სიმდიდრის, ბედნიერების მომტანი და ხალხის მფა
რველი რელიკვიაა.

ხეთებთან ეს ნივთი საგაზაფხულო (საახალწლო) ბუნების განახლების დღესასწაულის


რიტუალებში გამოიყენებოდა, რომელიც მარტის თვეში ეწყობოდა. ამ დღესასწაულის მთა
ვარი მოტივი, ისევე როგორც კოლხეთში, გველეშაპის დამარცხება იყო. საინტერესოა, რომ
საწმისი კოლხეთშიც მარსის ველზე ეკიდა, ანუ იმ პლანეტას უკავშირდებოდა, რომლისგა ნაც
მოდის გაზაფხულის პირველი თვის – მარტის სახელი.
ბერძნული ცნობებით, კოლხეთის საწმისი სინამდვილეში ეტრატი იყო, რომელზეც ოქ
როს მიღების ალქიმიური ფორმულები ეწერა. ისტორიულად ეს ერთერთი პირველი ალქი
მიური ტექსტია, და ისიც საინტერესოა, რომ ეს ნივთი ჰერმესს ეკუთვნოდა, ვისაც მიეწერე ბა
ალქიმიის აღმოჩენა. რადგან საწმისზე ალქიმიური ტრაქტატი ეწერა, შესაბამისად მასზე
ლითონების და აქედან გამომდინარე, ბუნების ტრანსმუტაციის იდეაც იყო მოცემული, რაც
თავისთავად ხილიაზმის სქემასაც შეიცავს. სწორედ ალქიმიური გზით მიღებული ნი
ვთიერება – წითელი ელექსირი – ფილოსოფიური ქვის ალეგორია, ძველი ხალხისთვის იყო
სიუხვის, სიმდიდრის მომტანი არსი, კეთილდღეობა და უკვდავება, რაც განახლების გზით
მიიღწევა და რაც ახასიათებს ფარნას. ფრანგი მეცნიერი ჰენრი კორბინი წერს, რომ ჰვარნა –
იგივე გრაალია, რომელსაც შუასაუკუნეების რაინდები ფილოსოფიურ ქვასთან აიგივებდნენ.
ფრანგი ანტონ ფავრის აზრით კი “ჰვარნა – აღმოსავლური საკრალური ცოდ ნის
განსახიერებაა. ვერძის ოქროს საწმისის შესატყვისი ეს სიმბოლო თავის გარშემო სპარ სელ
რაინდებს ბევრად ადრე კრებდა, ვიდრე ბურგუნდიელი ჰერცოგი ფილიპე კეთილი “ოქროს
საწმისის” რაინდთა ორდენს დააარსებდა”. ცხვრის სიმბოლოს გამომხატველ “ფარ ნას” -
საწმისთან და ალქიმიის წითელ ელექსირთან კავშირი, კარგად ჩანს ვერეთრაგნის ძველ
ირანული ეპოსის გადარჩენილი ტექსტიდან:
“მშობიარობის ტკივილებს განიცდიდა ზეცა და დედამიწა, მშობიარობის ტკივილებით შეპ
ყრობილი იწვა ძოწით მოსილი ზღვა, ზღვამ შვა წითელი ლერწამი, ლერწმის ყელიდან ამო
დიოდა კვამლი, ლერწმის ყელიდან ამოდიოდა ალი, ალიდან ამოდიოდა ვაჟი, მას ჰქონდა
ცეცხლის თმა, მას ჰქონდა წვერი ალისებრი, ხოლო თვალები – მზე”.

წითელი “ზღვიდან” ცეცხლოვანი ვაჟის დაბადება – ფილოსოფიური ქვის დაბადების ალე


გორიაა და ამ ეპოსში ომის და გამარჯვების ღმერთის ვერეთრაგნის დაბადებას გადმოს ცემს,
რომლის ატრიბუტია ცხვარი. ეს ამბავი იკონოგრაფიულად ძალიან გავს ბერძნულ კო
მპოზიციებს, სადაც ცეცხლზე შემომდგარი ჭურჭლიდან ცხვარი (ვერძი) – ასევე ომის ღმე
რთის - წითელი მარსის სიმბოლო ამოდის და ამ ალქიმიურ ოპერაციას მედეა ატარებს. ალ
ქიმიურ პრაქტიკასთან ერთად, ეს სწორედ გაზაფხულზე (მარტში) განხორციელებული ბუ
ნების განახლების, აღორძინების გამომხატველი და საწმისის კულტთან დაკავშირებული
ალეგორიული სცენაა. ალქიმიური ელექსირის შესატყვისი ფილოსოფიური ქვა, შუასაუკუ
ნეების ლიტერატურაში გრაალის სახით არის მოცემული და მისი ლათინიზირებული სახე ლი
“ლაპის ექსცილის” განიმარტება როგორც “ციდან ჩამოვარდნილი ქვა”. ბევრი მკვლევა რი
გრაალის სიმბოლოს წარმოშობას ფრიგიის ტერიტორიაზე არსებულ კიბელას კულტს
უკავშირებს, რომელსაც ფრიგიის ტაძრებში ციდან ჩამოვარდნილი მეტეორიტული ქვის სა
ხით სცემდნენ თაყვანს. ეს ქვა დიდი რაოდენობით შეიცავს მარსის ლითონს – რკინას. ისე
საინტერსოა, რომ ერთი ძველი ავტორი ფრიგიას კოლხეთად მიიჩნევს და ამბობს - ფრიგი ას
სახელი ოქროს ვერძით მოფრენილი ფრიქსეს გამო შეერქვაო. ეს არც არის გასაკვირი, რა დგან
ძველად ტროა-ფრიგია და კოლხეთი ერთ კულტურულ და პოლიტიკურ სივრცედ მო
იაზრებოდა. ბერძნები კოლხეთიდან საწმისის და მედეას გატაცების, ანუ კოლხეთის დასუ
სტების შემდეგ – ტროას წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას. შუასაუკუნეებში კი პოპულარული
იყო დარეს ფრიგიელის წიგნი ტროას დაცემის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ტროას ომი
კოლხეთიდან საწმისის გატაცებამ გამოიწვია.

ისე, სახელი ფარნავაზიც ფრიგიას უკავშირდება. როგორც უკვე ვთქვით, იმავე პერიო
დში, ანუ ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში, სანამ ქართლში ისტორიულ ასპარეზზე ფარ
ნავაზი გამოჩნდება – ფრიგიას მართავს ვინმე ფარნავაზ III, რომელიც ფარნაკების დინას
ტიის წარმომადგენელია. ამ დინასტიის დამაარსებელი ფარნაკე I – სპარსეთის მეფის - აქე
მენიდი არსამეს ვაჟიშვილი იყო. არსამეს (დარიოს I-ის პაპას) რამდენიმე ვაჟი ჰყავდა, რო
მელთაგან ისტორიულად მისი ორი ვაჟია ცნობილი – ფარნაკე და ვიშთასპე – დარიოსის მამა.
(ფარნაკების დინასტია ასე გამოიყურება – ფარნაკე I, ართავაზ I, ფარნავაზ I, ფარნა კე II,
ფარნავაზ II, ართავაზ II, ფარნავაზ III).

ფარნაკეს ვაჟი ართავაზი 477 წ. ჰელესპონტის ფრიგიის სატრაპად დაინიშნა და დაარსა


ლოკალური დინასტია, რომელიც საუკუნეზე მეტხანს მართავდა ამ მხარეს. ამ მმართვე
ლებიდან ჩვენთვის საინტერესოა ართავაზ II - ფრიგიის სატრაპი, რომელიც ცხოვრობდა ძვ წ.
IV ს-ში. ის იყო ფარნავაზ II ვაჟი, ხოლო დედის მხრიდან მეფე ართაქსერქსე II-ის
შვილიშვილი. დაახლ 358 წ. შეურთდა სხვა სატრაპებს რომლებიც ათენელების დახმარე ბით
აჯანყდნენ მეფე ართაქსერქსე III-ის წინააღმდეგ, თუმცა ყველაზე კრიტიკულ მომენ ტში
ათენმა უარი უთხრა აჯანყებულებს დახმარებაზე და აჯანყება ჩაიშალა. 352 წ. ართა ვაზი
თავის მხედართმთავარ მემნონთან და შვილებთან ერთად იძულებული გახდა მაკე დონიაში
გაქცეულიყო, სადაც ის ძალიან კარგად მიიღო მეფე ფილიპე II-მ. 345 წ. მემნო ნის ძმამ,
მენტორმა სპარსელებს ართავაზის პატიება სთხოვა და თავადვე დაეხმარა სამშობ ლოში
დაბრუნებულიყო. 331 წელს ართავაზი გავგამელესთან ცნობილ ბრძოლაში სპარსე ლების
მხარეს მონაწილეობდა, სადაც სპარსეთის არმია დაამარცხა ალექსანდრე მაკედონე ლმა.
დამარცხების შემდეგ ართავაზი მაკედონელების მხარეს გადავიდა და ალექსანდრემ ის
ბაქტრიის სატრაპად დანიშნა. 327 წელს თავის ნებით დატოვა სამსახური. სწორედ ამ
ართავაზის ვაჟია ფარნავაზ III. ფარნავაზი და მისი და ბერსინა, ბავშვობაში მამასთან ერ თად
მაკედონიაში იმყოფებოდნენ, სადაც გაიცნეს პატარა ალექსანდრე (არის ცნობები რომ ბერსინა
ალექსანდრესთან ერთად არისტოტელეს გაკვეთილებს ესწრებოდა, მოგვიანებით მისი
საყვარელი გახდა და ალექსანდრესგან ვაჟიშვილი – ჰერკულესი ეყოლა). ფარნავაზი
მოგვიანებით მთავარსარდალ მემნონთან ერთად დაბრუნდა ფრიგიაში და ეგეოსის ზღვაზე
სპარსელთა ფლოტს ჩაუდგა სათავეში. 333 წელს დარიოსი ალექსანდრესთან ბრძოლაში
დამარცხდა და ფარნავაზიც იძულებული გახდა კუნძულ კოსზე გახიზნულიყო (ზოგი ცნო
ბით მან საბოლოოდ კავკასიის ალბანეთს შეაფარა თავი). მას შემდეგ მისი ბედი უცნობია.
ბუნებრივია ჩნდება ეჭვი, რომ “ქართლის ცხოვრებაში” აღწერილი მეფე ფარნავაზის ამ
ბები, რაღაც კავშირში უნდა იყოს ფრიგიის ფარნავაზების ამბავთან, მითუმეტეს “მცხეთა” –
ფარნავაზის ქალაქის სახელი – განმარტებულია, როგორც მესხთა ქალაქი და ფრიგიაც და
კაბადოკიაც, ქართველების წინაპარი მესხებით და ტაბალებით იყო დასახლებული. წმ ნინოც,
რომელიც მცხეთაში მოდის, სწორედ ფრიგიის მომიჯნავე კაბადოკიიდან არის წამო სული,
ხოლო საქართველოს სახელი – გეორგია – ასევე კაბადოკიელი წმ გიორგის გამო ერ ქმევა.
ვახუშტი ბატონიშვილი კი წერს, რომ ქართული სალიტერატურო ენა, ანუ ის ენა, რომელსაც
ფარნავაზი სახელმწიფო ენად გამოაცხადებს – მესხების ენაა.

საინტერესოა, რომ აქემენიდების სპარსული სახელმწიფო მიდიურ ტრადიციაზე და


ფუძნდა, ხოლო ძველი ავტორები წერენ, რომ მიდიას სახელი კოლხი მედეას გამო შეერქ ვა.
ჰეროდოტეს ცნობით: – “მიდიელებს ძველად ყველანი არიებს ეძახდნენ. ხოლო როცა
ათენიდან კოლხი მედეა მოვიდა, ამ არიებმა სახელი გამოიცვალეს და მიდიელები დაირქ ვეს,
ასე ამბობენ თავად მიდიელები”.
დიოდორე სიცილიელიც წერს, რომ მედეა დაუკავშირდა ეგეოსს და ეყოლა მედოსი,
რომელიც შემდეგ მიდიელებზე გამეფდა. სხვა ცნობით, მედეამ ფინიკიას მიაღწია, აქედან
მცირე აზიის ჩრდილოეთში ავიდა, მისთხოვდა ვიღაც გამოჩენილ მეფეს, რომლისგანაც შვა
ვაჟი მედოსი. მამის შემდეგ შვილმა მემკვიდრეობით მიიღო სამეფო ხელისუფლება, მამაცო
ბით ყველა გააკვირვა და ხალხს თავის სახელის მიხედვით მიდიელები შეარქვა. ბიზანტიე ლი
მწერლი ევდოკია გადმოგვცემს: “ატიკიდან ლტოლვილი აიეტის ასული მედეა კოლხე
თისაკენ გაემართა, მაშინ შეერქვა მისგან მიდიელთა ქვეყანას სახელი. ამბობენ წამლების
ოსტატურად მკეთებელი მედეას წყალობით მიდიელებიც დახელოვნებული წამალთმკეთებ
ლები არიან. ასევე ამბობენ, რომ როცა მედეა მიდიელებზე მბრძანებლობდა, გარეთ სახეშე
ბურვილი დადიოდა და იქაურებს ქალის ტანსაცმლის ტარება ასწავლა, რათა გარეთ გამოს
ვლის დროს სამოსით შებურვილი ყოფილიყვნენ”.

თუ ამ ცნობებს დავუჯერებთ, შეიძლება ითქვას, რომ მედეას მიდიის კულტურულ-


რელიგიურ ფენომენზე, რაღაც გავლენა მოუხდენია და კოლხური სამყაროსაც მიდიასთან
რაღაც კავშირი ჰქონია. ჰეროდოტე იმასაც წერს, რომ “კოლხეთიდან მიდიაში გადასასვლე ლი
მანძილი დიდი არაა და მხოლოდ ერთი ტომია ამ ქვეყნებს შორის, ესაა სასპეირების ტომი,
ამათ რომ გასცდები უკვე მიდიაში ხარო” (I.104), ცოტა ძნელი სათქმელია, რა საზღვრებში
გულისხმობს კოლხეთს და მიდიას, როცა გეოგრაფიულადაც ასე აახლოვებს ერთმანეთს.

“მოგვი” – ძვ. წ. IV ს-იდან მოყოლებული ძირითადად ზოროასტრელი ღვთისმსახუ


რების სახელად მოიზრებოდა, ჰეროდოტე კი წერს, რომ ტერმინი თავდაპირველად მიდი აში
მცხოვრები ექვსი ტომიდან ერთერთის სახელი იყო (1.101). ხოლო მეორეგან მოგვს –
“ქურუმთა კასტის” აღმნიშვნელად ასახელებს (1.132). მკვლევარებიც ფიქრობენ რომ ეს
ხალხი ქურუმთა კასტას განეკუთვნებოდა და მათგან წარმოსდგებოდნენ, არამარტო მიდიე
ლი, არამედ სპარსელი ღვთისმასახურებიც. ეს ტერმინი აღნიშნავს ცეცხლის რელიგიის მიმ
დევარ, განსაკუთრებული სიბრძნის მქონე ვარსკვლათმრიცხველს, მკურნალს, ჯადოქარს და
ალქიმიკოსს, ანუ იმ დარგების მცოდნეს, რაც ჰერმეტიზმისთვის არის დამახასიათებე ლი, და
მათ ცოდნას რომ მედეასთან – მითოლოგიურად მზის (ცეცხლის) ღმერთის ნათე სავთან, -
ასევე ჯადოქართან, ალქიმიკოსთან და მკურნალთან კავშირი ჰქონდეს – ბუნებ რივად
გამოიყურება.
საბერძნეთიდან გამოძევებული მედეასთვის, რომელი ქვეყნისთვისაც ის უცხო ბარბა
როსად დარჩა, ხოლო მისი ცოდნა მაგიად და ჯადოქრობად შეფასდა, - ბერძნული სამყარო
ანტაგონისტურია. ასევე ტროა-ფრიგიაც და აქემენიდების სპარსეთიც–ბერძნული სამყაროს
მთავარი მოწინააღმდეგეა: ამ ორი კულტურული ფენომენის განადგურება ბერძნებს უკავში
რდება. ჰეროდოტეც წერს, რომ კოლხები, ტროელები, სპარსელები და ფინიკიელები ერთ
ბანაკში იყვნენ და ელინებს უპირისპირდებოდნენ. სპარსელები კი თურმე ამბობდნენ - რაც
ელინებმა ილიონი აიღეს, მას შემდეგ ელინები სპარსელების მტრად ითვლებიანო.
ქრისტეს დაბადების წინა პერიოდში იუდეაც ბერძნული სამყაროს მემკვიდრის - რომის
ხელშია. ამ დროს სადღაც აღმოსავლეთში ცეცხლის რელიგიის მიმდევარი მოგვი-მეფეები,
მოუთმენლად ელიან მათი მხსნელის დაბადებას, ისინი ელოდებიან ვარსკვლავს, რომელ მაც
უნდა ამცნოს მათ მეფის (მესიის) დაბადება.

და აი ერთ დღესაც ვარსკვლავი გამოჩნდა, ის დადგა გამარჯვების მთაზე და მოგვე ბიც


გაყვნენ მას, მივიდნენ იუდეის ბეთლემში, სადაც მარიამი და ახალდაბადებული იესო
მოინახულეს და თაყვანი სცეს, როგორც საკუთარ მესიას და მხსნელს. და ეს ხდება მაშინ,
როცა ისრაელის სამეფოში ეს ამბავი არავინ იცის და მეფე ჰეროდეც მხოლოდ მოგვებისგან
გაიგებს მომავალი მეფის დაბადების ამბავს.
“მსოფლიოში ერთადერთი რელიგია, რომელიც მესიანიზმს იცნობდა (იგულისხმება ბიბ
ლიური სამყაროს მიღმა) ესაა ზარატუსტრას მესიანიზმი.. ზარატუსტრას შემდეგ წარმოიშ ვა
რწმენა იმისა, რომ მაზდა ადამინებს გამოუგზავნიდა ახალ მხსნელს, ეს რწმენა საბოლო ოდ
იუდაურ მესიანიზმს დაემსგავსა, მოგვები ასწავლიდნენ რომ გარკვეული დროის შემ დეგ
მსხნელი დედამიწაზე მოვიდოდა, რათა ბოროტება დაემარცხებინა. ნიშანდობლივია, რომ
ძველი აღთქმა - ეგვიპტის, ბაბილონის ფინიკიის საბერძნეთის “ღმერთების” წინააღმ დეგ
მებრძოლი, არსად პირდაპირ არ გამოდის ირანის რელიგიის წინააღმდეგ”.
საქართველოშიც წმ. ნინოს ქადაგების შემდეგ მეფე მირიანი ჯერ ნებროთის (მოგვე ბის)
წიგნს ჩახედავს და მერე ირწმუნებს ნინოს რელიგიას. ამ წიგნში ეწერა მესიის მოსვლა ზე.
ანანია ჯაფარიძე წერს - “მემატიანე მოგვითხრობს, რომ წარმართობის ხანის ქართველ მა მეფე
მირიანმა წმინდა ნინოს ქადაგების მოსმენის შემდეგ გადაიკითხა წარმართული “ნე ბროთის
წიგნი” (მაზდეანური რჯულისა). მოხუც ებრაელთაგანაც გამოიკითხა სჯულის სა კითხები,
რადგან დაინტერესდა “მხსნელით”. წმინდა ნინოს, ასევე ებრაელთა და “ნებრო თის წიგნის”
მითითებანი მესიაზე ერთმანეთს ემსგავსებოდნენ – “მაშინ გულისხმა ყო მე ფემან მირიან,
რამეთუ ძველნი წიგნნი და ახალნი ეწამებოდეს და ნებროთის წიგნიცა დაამ ტკიცებდა და
შეექმნა სურვილი ქრისტეს სჯულისა”. ქართულ წყაროებში აშკარად დადას ტურებულია ის
აზრი, რომ ბიბლიურ წიგნებში გადმოცემული მესიანიზმის იდეა ზოროას ტრიზმშიც
არსებობდა.. საინტერესოა ისიც, რომ “ნებროთის წიგნი”, როგორც ჩანს, ნამდვი ლად
ჰქონდათ ძველ საქართველოში, რადგან მისი ციტატა, დამოწმებული მემატიანის მი ერ,
სწორედ ზოროასტრიზმის უმთავრესი იდეის შემცველია, მასში ნათქვამია “ცის მეუფის
მოსვლისა” და “ხსნის” შესახებ”.
ადრექრისტიანული ხანის გნოსტიკური მიმდინარეობებიც, დუალისტური სტრუქტუ
რით, სწორედ ზოროასტრულ რელიგიასთან იყო ახლოს და თუ ბიბლიურ ტრადიციაშიც
მესიანური იდეა ამავე რელიგიიდან მოხვდა, ხოლო ამ რელიგიის მსახური მოგვების მოძღ
ვრება ქართველების წინაპრებს რაღაც ფორმით უკავშირდება, რომლებიც მზის (ცეცხლის)
რელიგიის მიმდევარი ალქიმიკოსები იყვნენ _ მაშინ დუალისტური სქემის მქონე ქართულ
ასომთავრულ ანბანსაც ცეცხლის რელიგიის კულტთან უნდა ჰქონდეს კავშირი. ისე, კახეთ ში
(ნეკრესში) ნაპოვნი ასომთავრული ანბანით შესრულებული უძველესი წარწერა, მასზე
გადმოცემული ტექსტის მიხედვით, სწორედ ცეცხლის კულტის მიმდევრებს ეკუთვნოდათ.

ეგვიპტის ძველი სამეფო — ეგვიპტის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, რომე ლიც
მოიცავს ჩვენს ერამდე 2780–2280 წლებს და III-VI დინასტიების მმართველობის ხანას ემთხვევა.
მას სხვანაირად პირამიდების ეპოქას უწოდებენ. ძველი სამეფო ფარაონის აბსო ლუტური
ძალაუფლების კულმინაციის ხანად ითვლება. ეს ეპოქა იწყება პირველი ეგვიპტუ რი
პირამიდის მფლობელიფარაონის–ჯოსერის გამეფებიდან. მისი ხუროთმოძღვარი იმხო
ტეპი ეგვიპტურ ტრადიციაში მოიხსენიება, როგორც ბრძენი, ხოლო გვიანი პერიოდის ეგვიპ
ტელებმა იგი თავიანთი პანთეონის ერთ–ერთ ღვთაებად შერაცხეს.

ძველი ეგვიპტის მატერიალური კეთილდღეობა ძირითადად სოფლის მეურნეობაზე იყო და


მოკიდებული, ხოლო ეს უკანასკნელი–ერთიანი საირიგაციო სისტემის მწყობრ მუშაობაზე,
რადგან მხოლოდ მისი საშუალებით შეიძლებოდა ნილოსის წყლის მიწოდება ყანებისა და
საძოვრებისათვის ვარგისი მიწებისთვის. ძველი სამეფოს დროს დასრულდა ქვეყნის ადმინი
სტრაციულ ერთეულებად დაყოფა. თითოეულ ნომს ევალებოდა წესრიგში ჰქონოდა მის ტე
რიტორიაზე განლაგებული საირიგაციო ქსელის არხები და ყოველწლიურად ჩაებარებინა სა
მეფო ბეღლისათვის მარცვლეულის განსაზღვრული რაოდენობა. ადრეული დინასტიის პერი
ოდის ეგვიპტეში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ფარაონი თვითონ ატარებდა მოსავლის ინ
სპექციას. ამ პროცედურას ხორის გაცილება ეწოდებოდა. III დინასტიიდან ხორის გაცილება
უკვე ყოველწლიური გადასახადების აღწერად იქცა, რომელსაც ადგილზე ატარებდა სათანა დო
მოხელე ნომის მმართველის მეთვალყურეობით. ძველი სამეფოს ეგვიპტეს არ ჰყავდა რე
გულარული არმია და ფლოტი, მაგრამ სამხედრო ლაშქრობების დროს თითოეული ნომიდან
იწვევდნენ მასზე შეწერილი მამაკაცების განსაზღვრულ რაოდენობას. ასევე გამოყოფილი იყო
მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა მაღაროებში მუშაობისათვის და ნიჩბოსნებად ძი
რითადად ლიბანსა დაბიბლოსში ექსპედიციებისათვის, საიდანაც ეგვიპტელებს ჩამოჰქონ დათ
მათთვის ძვირფასი ხე, რომლის ნაკლებობა ეგვიპტეში იგრძნობოდა.

IV დინასტიის ეგვიპტე
ძველი სამეფოს კულმინაციას IV დინასტია წარმოადგენს. ეგვიპტის პირამიდებიდან ყველა ზე
ცნობილი სამი დიდი პირამიდა სწორედ IV დინასტიის ფარაონების–ხეფრენის (ეგვ. ხაფ
რა), მიკერინის (მენკაურა), და ხეოფსის (ხუფუ)–მიერ არის აგებული. თავად ამ პირამიდების
შესახებ, მათი პირამიდების გარდა, თითქმის არაფერია ცნობილი.ამ დროის წარწერებიდან
ირკვევა, რომ ეგვიპტე სისტემატურად ამუშავებს სინაის მაღაროებს, საიდანაც მოედინება
სპილენძი და ფირუზი. წესრიგი სუფევს სამხრეთშიც, ნუბიაში, რომელიც აგრეთვე მრავალი
ნედლეულის წყაროს წარმოადგენს.

V დინასტიის ეგვიპტე
V დინასტიის წარმოშობის შესახებ მოგვითხრობს ე. წ. ვესტკარის პაპირუსი, რომელიც შუა
სამეფოს ხანით თარიღდება. აქ მოყვანილი ლეგენდის მიხედვით, ფარაონ ხეოფსს მისი დრო ის
ყველაზე ცნობილმა ბრძენმა მოუთხრო, რომ მზის ღმერთის, რას ერთ–ერთი ქურუმის მე უღლე
გააჩენს მზის ღვთაებისაგან სამ ტყუპს, რომელთაგან ერთ–ერთი ფარაონი გახდება. აღელვებულ
ფარაონს ბრძენი დაამშვიდებს:„შენ წყნარად დაასრულებ მეფობას. შემდეგ ტახ ტზე ავა შენი
შვილი, შემდეგ მისი შვილი, ხოლო შემდეგ მისი ტყუპისცალი“.სავარაუდოა, რომ IV–V
დინასტიებს შორის დინასტიური ცვლილება უზურპაციის გზით არ მომხდარა.

V დინასტიის დროს ხდება რას კულტის აღზევება. V დინასტიის პირამიდები მცირდება ზო


მაში, მაგრამ ისინი აგებენ ობელისკის ფორმის საკულტო ნაგებობებს, რომლებსაც რას უძღვ
ნიან–ტრადიცია, რომელიც ქრება შემდეგი დინასტიიდან. ამავე დინასტიიდან ფარაონის ტი
ტულატურაში ჩნდება „რას შვილი“.ამიერიდან ეგვიპტის ფარაონი ხდება „ხორი, რას შვილი“,
ხოლო რა იმკვიდრებს ცენტრალურ ადგილს ეგვიპტის პანთეონში.

რელიგიური ცვლილებების გარდა, შეიმჩნევა ცვლილებები ყოვედღიურ ცხოვრებაშიც. V დი


ნასტიიდან უმაღლესი თანამდებობები ხშირად უკავიათ არასამეფო წარმოშობის პირებსაც. თუ
IV დინასტიის დროს უზენაესი ნების მატარებელი ფარაონი იყო, თანდათან ძალაუფლე ბას
მოხელეების უმაღლესი ფენა იგდებს ხელში. ძველი თანამდებობები, რომლებიც არისტო
კრატიას ეკავა, კარგავს საერო ხასიათს და ძირითადად რელიგიური ხასიათისა ხდება.

VI დინასტიის ეგვიპტე
VI დინასტიის ბოლო ფარაონი იყო პეპი II, რომელიც ტახტზე 6 წლის ასაკში ავიდა და 94 წე
ლიწადს იმეფა, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ მისი მეფობის პირველი ნახევრის წარწერები შემო
ინახა. ალბათ, ეს შემთხვევითი არ არის. ფარაონის ძალაუფლება უკვე შერყეულია. განსაკუთ
რებით ძლიერი ოჯახები თავიანთ ნომებში პირველობასა და ბატონობას ჩემობენ. ამ პერიო დის
მდგომარეობა კარგად არის აღწერილი ერთ–ერთი სამხრეთელი დიდგვაროვნის ანხტი
ფის სამარხის წარწერებში: ქვეყანაში დიდგვაროვანი ნომარქები ბატონობენ; ფარაონის მიწებ ზე
მომუშავე გლეხებმა დაიტაცეს მიწების უმრავლესობა და აღარ უნდათ მორჩილება: ეტყო
ბა,მწყობრიდან გამოვიდა საირიგაციო სისტემა,რადგან ქვეყანაში დაიწყო შიმშილი.მხოლოდ
ზოგიერთი დიდი ტაძრის მეურნეობა ინარჩუნებს წესრიგს. თუმცა თავად ანხტიფი ჯერ კი დევ
პატივისცემით იხსენიებს ფარაონს. პეპი II-ის შემდეგ ტორინოს პაპირუსი ასახელებს რა
მდენიმე ეფემერული ფარაონის სახელს, რომლებიც საოცარი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმა
ნეთს. პეპი II-ს მეფობასთან ერთად მთავრდება ძველი სამეფოს ეპოქა, რომელმაც ხუთ საუკუ
ნეს გასტანა. პეპი II-ის სიკვდილდან 5–6 წლის შემდეგ ქვეყანა დაიშალა ცალკეულ სამთავრო
ებად.

იმჰოტეპი – ჩვ. წ.-მდე XXVIII ს-ის ეგვიპტელი ხუროთმოძღვარი. მან შექმნა ფარაონ ჯოსე
რის სამარხის კომპლექსი, რომელიც აღმართულია საკარაში — ძველი მემფისის ისტორიულ
ნეკროპოლში. იყო წარჩინებული მოხელე — ყველა სამშენებლო სამუშაოს ხელმძღვანელი და
ჯოსერის სამეფო კარის არქიტექტორი. იმჰოტეპს ეკუთვნის საკარაში საფეხუროვანი პირა
მიდის მშენებლობის იდეა. მანვე შეადგინა პროექტი და მშენებლობასაც თავად ხელმძღვანე
ლობდა (ჩვ. წ.-მდე 2630 წ). აკლდამის გარშემო განლაგებული იყო 10 მ სიმაღლის გალავნით
შემოზღუდული სასაფლაოებისა და ტაძრების მთელი კომპლექსი, სადაც დაკრძალვის ცერე
მონიალები ტარდებოდა. იმჀოტეპი დოკუმენტებში იხსენიება, როგორც განთქმული ბრძე ნი,
სწავლული, ასტრონომი და გამოჩენილი მედიკოსი, რომელსაც ბერძნების მკურნალობის
ღვთაება ასკლეპიოსთან აიგივებდნენ. იმჀოტეპს - ხუროთმოძღვარს, ინჟინერს, მწერალს, კა
ნცელარისტს - ნიჭიერებამ და წარმატებებმა თანამემამულეებს შორის დიდება მოუხვეჭა: იგი
მცირე ღვთაებათა რანგში აიყვანეს და მის პატივსაცემად გარდაცვალებიდან ასწლეულე ბის
შემდეგაც ტაძრებს აგებდნენ.

ჯოსერი — ძველი ეგვიპტის ფარაონი, ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 2635–2611 წლებში, III დი
ნასტიის პირველი ფარაონი. პირველიპირამიდის აგება მის სახელს უკავშირდება. ჯოსერი
იყო მეორე დინასტიის უკანასკნელი ფარაონის ხასეხემუისა და დედოფალი ნიმაათაპის
შვილი, მისი მმართელობის დროსზემო და ქვემო ეგვიპტის გაერთიანება დასრულდა, სახელ
მწიფოს დედაქალაქი საბოლოოდ გახდა მემფისი. მართალია ჯოსერის წინამორბედი იყო მი სი
ძმა სანახატი, (ნეფკა) თუმცა ზუსტად მისი მმართელობის დროს ეგვიპტემ მიაღწია ისეთ
წარმატებებს, რომ ეგვიპტის ისტორიაში დაიწყო ახალი ერა, ამიტომ მანეთონი სახელდობრ მას
მიიჩნევდა მესამე დინასტიის დამაარსებლად.

სახელი ჯოსერი, ეგვიპტურ თარგმანში ნიშნავს „ბრწყინვალეს“, „დიდებულს“, ეს სახელი წარ


მოადგენს ძველ ვერსიას, რომელიც გამოიყენებოდა დიდი ხნის მანძილზე მისი სიკვდილის
შემდეგ და გვხვდება მხოლოდ XII დინასტიიის პერიოდამდე, თანამედროვე ჩანაწერებში ჯო
სერის სახელი ცნობილია, როგორც „ზეციური“ (ფარაონის ხუთი ოფიციალური სახელიდან
ერთ-ერთია ნეჩერიხეტი) , ზუსტად ეს იქნა ამოტვიფრული მონუმენტებზე, რომლებიც აგე
ბულია ფარაონის მმართველობისას. სახელი ნეჩერიხეტი შედგება ორი ნაწილისგან „ნეჩერი“
(ღვთაებრივი) და „ხეტი“ (კრებული). III დინასტიის ზეციური მეფეების სახელებსა და რეგა
ლიების შემადგენლობაში შედის ღვთაებრივი ტრაქტატები, ცისა და მზის ღმერთზე, მათ ურ
თიერთდამოკიდებულებასა და პანთეონზე, ამ მდგომარეობის ექოს წარმოადგენს პირამიდა თა
ტექსტების თეოლოგიური კომპლექსი, ზოგიერთი დათარიღებულია გვიანდელი დინას ტიის
პერიოდით, ბერძნული წყაროებიდან ცნობილია, როგორც ტოსორფროსი (მანეთონი) და
სასორფოსი (ევსები კესარიელი).

ჯოსერმა ეგვიპტეს დაუქვემდებარა სინაის ნახევარკუნძული, რომელიც მდიდარი იყო ფი


რუზისა და სპილენძის საბადოებით, სინაის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ მომთაბარეებზე
ჯოსერის გამარჯვების აღსანიშნავი ბარელიეფები არის ვადი-მაჰკარის რაიონში. გვიანდელი,
მაგრამ უფრო დამაჯერებელია წარწერა კ. სეხელზე არსებულ ქვის ფილაზე, რომელიც მდება
რეობს სიენის (თანამედროვე ასუანი) მახლობლად. ჩვენთის ცნობილია, რომ ჯოსერის მმარ
თველობის დროს მოხდა შიმშილობა, რაც გამოიწვია შვიდწლიანმა გვალვამ. ჯოსერმა კ.
ფილი აჩუქა ქალღმერთ ისიდას ქურუმებს, ხოლო კ. ელეფანტინა ღმერთ ხნუმის ქურუმებს,
რის შედეგადაც,როგორც წარწერებიდან ვგებულობთ,ქვეყანა გვალვას გადაურჩა. სამხრეთით
ჯოსერმა დაიქვემდებარა ნუბიის ჩრდილოეთი ნაწილი თითქმის ტაკამფსომდე, რომელიც 125
კმ-ში მდებარეობს ნილოსის პირველი ჭორომის სამხრეთით. ეგვიპტის სამხრეთ ოლქე ბის
დასაცავად, ნილოსის პირველ ჭორომთან შეიქმნა 12 კილომეტრის სიგრძის გამაგრება,
რომელიც შემდეგ გახდა ეგვიპტის ოფიციალური სამხრეთ საზღვარი. წარმოებული დაპყრო
ბითი ომების შედეგად, ეგვიპტემ მიიღო დიდი რაოდენობით მუშა ხელი, რომლებსაც იყენებ
დნენ სხვადასხვა მშენებლობაზე ჯოსერის საფეხურებიან პირამიდაზე.

ჯოსერის პირამიდა — ძველი ეგვიპტის ფარაონ ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდა ძველი სა


მეფოს III დინასტიიდან, აგებული დაახლოებით ძვ. წ. 2650 წლისათვის. ჯოსერის პირამიდა
უძველესია ეგვიპტის პირამიდებს შორის, მისი სიმაღლე შეადგენს 62,5 მ-ს და ამ მონაცემით
იგი მეცხრე ადგილს იკავებს. იგი ასევე ერთადერთი ეგვიპტური პირამიდაა, რომლის ფუნდა
მენტიც არაა კვადრატული ფორმის. ამ მშენებლობით ეგვიპტეში დაიწყო პირამიდებისა და
ფარაონთა სხვაგვარი მონუმენტური სამარხების შენების პირველი ეტაპი. თავად საფეხურო ვანი
პირამიდა არის მცირე ნაწილი ეგვიპტური პირამიდების კომპლექსებს შორის ყველაზე ვრცელი
კომპლექსისა, რომელიც მრავალი საზეიმო შენობის, ნაგებობისა და გარდაცვლილ თა საკულტო
ეზოებისაგან შედგება. გირს-ელ-მუდირის სახელით ცნობილი ნაგებობის შემ დეგ ჯოსერის
პირამიდა ითვლება ეგვიპტეში დღემდე შემორჩენილ სიძველით მეორე შენო ბად, რომელიც
თლილი ქვითაა ნაგები. ჯოსერის პირამიდა საკარას ნეკროპოლის ცენტრალუ რი ნაგებობაა და,
როგორც მემფისის ნეკროპოლების ნაწილი, 1979 წლიდან იუნესკოს მსო ფლიო
მემკვიდრეობის სიაშია მოხვედრილი.
ჯოსერის პირამიდა პირველად 1821 წ. პრუსიელმა გენერალურმა კონსულმა ჰაინრიხ მენუ ფონ
მინუტოლიმ და იტალიელმა ინჟინერმა ჯიროლანიო სეგატომ გამოიკვლიეს. ამ დროს
აღმოაჩინეს პირამიდის შესასვლელი. შესვლისას ერთ-ერთ კუთხეში აღმოჩნდა მუმიის შე
მორჩენილი ნაწილები, კერძოდ, მოოქროვილი თავის ქალა და ერთი ფეხის ნაწილი, რომლე ბიც
მინუტოლიმ გარდაცვლილი ფარაონის შემორჩენილ ნაშთებად მიიჩნია. მიუხედავად იმისა,
რომ ეს ნაწილები ჰამბურგში გადატანისას გემის დაღუპვის გამო დაიკარგა, დღეს უკ ვე
დადასტურებულია, რომ ისინი ეკუთვნოდა არა ფარაონს, არამედ ჯოსერის პირამიდაში
მოგვიანებით მეორედ დაკრძალულ სხვა პიროვნებას. შემდგომში, 1837 წელს ჯონ ში პერინგ
მა პირამიდის დერეფნებში აღმოაჩინა სხვა არაერთი შემდგომში დაკრძალული მუმიებიც. მა სვე
ეკუთვნის პირამიდის ქვემოთ არსებული გალერეების აღმოჩენაც. 1926 წელს სესილ მალაბი
ფერთმა წამოიწყო სისტემატური კვლევა ჯოსერის პირამიდასთან, თუმცა გარდაცვა ლების გამო
ვერ დაასრულა. არქეოლოგიური გათხრების მეთაურობა საკუთარ თავზე აიღო ჯეიმზ ედუარდ
კუიბელმა და უძღვებოდა ამ საქმეს, სანამ 1935 წ თავადაც არ გარდაიცვალა. კვლევა განაგრძო
Jean-Philippe Lauer–მა, რომელიც კუიბელთან ერთად მუშაობდა. ლაუერ მა 1932 წ. გაზომა
მიწისქვეშა კამერები და დერეფნები. 1934 წელს მან სამარხ კამერებში კი დევ ერთხელ იპოვა
გვამის ფრაგმენტები, რომლებიც პირველი გამოკვლევის შემდეგ 1988 წ.-მდე კაიროს
უნივერსიტეტში იყო დაცული. ლაუერი ფიქრობდა, რომ იპოვა ფარაონის სხეულის ნაშთები,
თუმცა შემდგომში ზუსტმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გვამის ფრაგმენტე ბი სხვადასხვა
პიროვნებებს ეკუთვნოდათ. რადიოკარბონულმა დათარიღებამ დაადგინა, რომ გვამის ნაშთები
პტოლემეოსთა ეპოქას მიეკუთვნებოდა და პირამიდაში მოგვიანებით იყო დამარხული.
ლაუერმა საკუთარი ცხოვრება 2001 წ. გარდაცვალებამდე მიუძღვნა ჯოსე რის პირამიდისა და
საკარას ნეკროპოლის გამოკვლევას. ლაუერის ხელმძღვანელობით მოხ და ასევე არაერთი
ნაგებობისა და კომპლექსის გალავნის ნაშთების რეკონსტრუქცია. 2001 წლიდან მოყოლებული
ლატვიურმა ექპედიციამ ბრუნო დესლანდესის მეთაურობით ჯოსე რის პირამიდის კომპლექსში
მანამდე უცნობი მრავალი გვირაბი გამოავლინა.

ჯოსერმა, რომელიც თავის ეპოქაში მეორე სახელით — ნეტიერიხეტით იყო ცნობილი, მომა
ვალი სამარხის გეგმის შემუშავება და მისი აგება სამეფო კარის წარჩინებულ არქიტექტორს,
იმჰოტეპს დაავალა. ჯოსერს სურდა თავის ცხრამეტწლიანი მმართველობის პერიოდში (და
ახლოებით ძვ. წ. 2665–2645 წწ) ეგვიპტეში აგებულიყო მანამდე არნახული მონუმენტური სა
მარხი. როგორც ჩანს, ფარაონ ჯოსერის მმართველობა გამოირჩეოდა პოლიტიკური სტაბი
ლურობით, მზარდი მატერიალური კეთილდღეობითა და პროგრესით როგორც მეცნიერება ში,
ასევე სამშენებლო საქმიანობაში. საკუთარი საბოლოო განსასვენებლის ადგილსამყოფ
ლად ჯოსერმა საკარას ნეკროპოლი აირჩია. პირამიდის კომპლექსი უნდა აგებულიყო მეორე
დინასტიის ფარაონებისჰოტეპსეხემუის, რანებისა და ნინეჩერის სამარხებთან, ასევე გირს-ელ-
მუდირის ნაგებობასთან ახლოს, პირველი დინასტიის მასტაბებიდან მოშორებით. ჯოსე რის
პირამიდა აშენდა არა სრულიად ახალ, ხელუხლებელ ადგილას, არამედ ტერიტორიაზე, სადაც
მანამდეც არსებობდა ნეკროპოლი; ამას მოწმობს კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილში
შემორჩენილი ძველი სამარხები. ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდის მშენებლობა იყო არა
სპონტანური მოვლენა ძველ ეგვიპტურ ხუროთმოძღვრებაში, არამედ მანამდე არსებული სა
მარხების ზემო და ქვემოეგვიპტური სტილის სინთეზს წარმოადგენდა. იგი აბიდოსის I და II
დინასტიების ფარაონთა სამარხებს შორის განვითარების უმაღლეს საფეხური იყო. საფეხუ
როვანი პირამიდა და მისი მიმდებარე ნაგებობები წარმოადგენენ ერთიან არქიტექტურულ
კომპლექსს. ჯოსერის პირამიდის კომპლექსში საკარას ნეკროპოლის სამარხთა სხვა ნაშთები ცაა
ნაპოვნი. გისრ ელ-მუდირის სახელით ცნობილი ნაგებობა, სავარაუდოდ, კომპლექსის ერთ
მხარეს ხელოვნური ზღუდის მოვალეობას აზრულებდა, მეორე მხარეს კი ნაგებობები
მდინარით იყო შემოფარგლული. საკარას ნეკროპოლში მეორე დინასტიის პერიოდის გალე რეის
ტიპის სამარხებიცაა აღმოჩენილი, რომლებიც ჯოსერის პირამიდის კომპლექსის მიდა მოებში
არსებული ვრცელი სამარხების მაგალითებია.

ხეფრენი — ძველი ეგვიპტის ფარაონი, IV დინასტიის (ძვ. წ. 2723-2563 წწ.) წარმომადგენე


ლი. ხეოფსის მემკვიდრე (შესაძლოა შვილი ან ძმაა). გიზაში მეორე პირამიდის (სიმაღლე 143,5
მ) ამშენებელი. ეს პირამიდა ძველად გვიარაბით უკავშირდებოდა დაბლობში აგებულ გრანიტის
ტაძარს, რომელშიც იდგა ხეფრენის ორი დიორიტის ქანდაკება (ინახება კაიროს მუზეუმში).

ძველი ეგვიპტე (ეგვიპტურად: „კემე“ – შავი ქვეყანა) — უძველესი ცივილიზაცია ჩრდი


ლო-აღმოსავლეთ აფრიკაში, ნილოსის გავაკების არეალში, სადაც ამჟამად თანამედროვე ქვე
ყანა ეგვიპტე მდებარეობს. ცივილიზაცია აღმოცენდა დაახლოებით ძვ. წ. 3150 წელს, პირვე
ლი ფარაონის მიერ ზემო და ქვემო ეგვიპტის პოლიტიკური გაერთიანებით, რომელიც მომ
დევნო 3 ათასწლეულის განმავლობაში ვითარდებოდა. მისი ისტორია ითვლის რამდენიმე
სტაბილური „სამეფოს“ სერიას, რომლებსაც შედარებითი არასტაბილურობის პერიოდები აცა
ლკევებს (ცნობილი როგორც „გარდამავალი პერიოდები“). ძველმა ეგვიპტემ განვითარების
პიკს ახალი სამეფოს პერიოდში მიაღწია, რომლის შემდეგაც ის ხანგრძლივი დაცემის პერიო
დში გადადის. გვიანდელ პერიოდში ეგვიპტე თანმიმდევრობით დაპყრობილი ჰყავდა რამ
დენიმე უცხო სახელმწიფოს. ფარაონთა მმართველობა ოფიციალურად დასრულდა ძვ. წ. 31 წ,
როდესაც ეგვიპტე ადრეულმა რომის იმპერიამ დაიპყრო და საკუთარ პროვინციად აქცია.

ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის წარმატებას ნაწილობრივ განაპირობებდა ნილოსის ხეობის


ბუნებრივი პირობებისადმი ადაპტირების უნარი. წინასწარ გათვლილი წყალდიდობების პე
რიოდები და ნაყოფიერი ხეობის კონტროლირებული საირიგაციო სისტემა ჭარბი მოსავლის
მოყვანის საშუალებას იძლეოდა,რამაც ბიძგი მისცა სოციალურ და კულტურულ აღმავლობას
მდიდარი რესურსებით ზურგმომართული ადმინისტრაცია აფინანსებდა ხეობაში ბუნებრი ვი
წიაღისეულის მოპოვებასა და გარშემო უდაბნო რეგიონების დამუშავებას, ასევე დამწერ
ლობის სისტემის განვითარებას, კოლექტიური მშენებლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროე
ქტების ორგანიზებას, მეზობელ რეგიონებთან ვაჭრობასა და სამხედრო კამპანიას, რომლის
მიზანი ეგვიპტის გავლენის სფეროს გავრცელება იყო. ამ საქმიანობისთვის მასების მოტივი რება
და ორგანიზება არისტოკრატ უხუცესთა, რელიგიურ ლიდერთა და ადმინისტრატორ თა
ბიუროკრატიულ მექანიზმს ევალებოდა, რომელსაც ფარაონი აკონტროლებდა რელიგი ურ
რწმენათა კომპლექსური სისტემის მეშვეობით. ძველ ეგვიპტელთა მრავალ მიღწევათა შო რისაა
მაღაროების დამუშავების, კადასტრისა და სამშენებლო ტექნიკის დახვეწა, რამაც მონუ
მენტური პირამიდების, ტაძრებისა და ობელისკების აგება გახადა შესაძლებელი; ასევე მას
ეკუთვნის მათემატიკისსისტემის, პრაქტიკული და ეფექტიანი მედიცინის სისტემის, საირი
გაციო სისტემისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნიკის განვითარება. პირველი დღე
მდე ცნობილი გემები, ეგვიპტური ფაიენცი(კერამიკა)და მინის ტექნოლოგია, ლიტერატურის
ახალი ფორმები და უძველესი დღემდე ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულება ეგვიპტელ ებს
ეკუთვნით. ეგვიპტემ უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა. მისი ხელოვნება და არქიტექ ტურა
საუკუნეების განმავლობაში სანიმუშო იყო ვრცელი რეგიონებისთვის, ხოლო აქ დამზა დებული
საქონელი მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მიჰქონდათ. მისი მონუმენტური ნანგ რევები
დღემდე მოგზაურთა და მწერალთა შთაგონების წყაროა.

ძველი ეგვიპტის დედაქალაქი იყო მემფისი. ეს სახელი ქალაქს ბერძნებმა უწოდეს, თავად ეგ
ვიპტელები კი მას ჰიკუპტას უწოდებდნენ (ჰეტ-კა-პტაჰ; ქართულად ნიშნავს კა-პტას სახლს).
ბერძნებმა მოგვიანებით ჰიკუპტა, ან ჰიკვიპტა მთელ ქვეყანას უწოდეს. თავად ეგვიპტელები კი
თავიანთ ქვეყანას შავ ქვეყანას, ანუ კემეს ეძახდნენ. ძველი ეგვიპტე აფრიკის ჩრდილო აღ
მოსავლეთ ნაწილში, თანამედროვე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე
ობდა. ჩრდილოეთიდან ესაზაღვრებოდა ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით - ლიბიის უდაბნო,
აღმოსავლეთით წითელი ზღვა, სამხრეთიდან ნილოსისჭორომები. ნილოსი ეგვიპტის ერთა
დერთი მდინარეა. იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიედინება და ხმელთაშუა ზღვაში
იღვრება. შესართავთან იგი შვიდ ტოტად იყოფა. ნილოსის შესართავი ბერძნებმა თავიანთ
ასოს, დელტას მიამსგავსეს და მას ნილოსის დელტა უწოდეს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ძვე ლი
ეგვიპტელები ზემო ეგვიპტეს უწოდებდნენ, ჩრდილოეთ ნაწილს - ქვემო ეგვიპტეს. ქვე მო
ეგვიპტე უფრო ნაყოფიერი მხარე იყო და აქ წვიმებიც უფრო მეტი მოდიოდა. 19 ივლისი
დან ნილოსი დიდდებოდა და ანაყოფიერებდა მის ნაპირზე არსებულ მიწებს. შემოდგომაზე
კი ისევ თავის კალაპოტს უბრუნდებოდა.

ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფა დინასტიამდელ (დაახლ. ძვ. წ. 3000 წ.) და მომდევნო პერი
ოდებად (სულ იყო 30 დინასტია). ეს პერიოდები გრძელდება ძვ. წ. III - ძვ. წ. I ათასწლეულებ
ში. პერიოდები ამგვარად იყოფა:
ადრეული სამეფო (I - II დინასტია);
ძველი სამეფო (III - VI);
პირველი გარდამავალი პერიოდი (VII-X);
შუა სამეფო (XI-XII);
მეორე გარდამავალი პერიოდი (XIII-XVII);
ახალი სამეფო (XVIII-XX);
გვიანი პერიოდი (XXI-XXVI);
ასურელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 664-656);
სპარსელთა მმართველობა (XXVII, ჩვ. წ.-მდე 525-ჩვ. წ.-მდე 404);
სპარსელთა მეორე მმართველობა (XXVIII-XXX, ჩვ. წ.-მდე 343-ჩვ. წ.-მდე 332);
მაკედონელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 332-ჩვ. წ.-მდე 305);
პტოლემეების მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 305-ჩვ. წ.-მდე 30).

გვიანდელი პალეოლოთის პერიოდისთვის ჩრდილოეთ აფრიკის მშრალი კლიმატი თანდა თან


უფრო ცხელი ხდება, რამაც მოსახლეობა აიძულა ნილოსის ხეობის გასწვრივ მოეყარა თა ვი, და
მას შემდეგ, რაც თანამედროვე მონადირე-შემგროვებელი ადამიანი ამ რეგიონში დასა ხლდა შუა
პლეისტოცენში, დაახ. 120 000 წლის წინ, ნილოსი ძველი ეგვიპტის სიცოცხლის წყარო
იყო. ნილოსის ნაყოფიერი დაბლობი ადამიანებს დასახლებული სასოფლო-სამეურნეო
ეკონომიკისა და უფრო კომპლექსური, ცენტრალიზებული საზოგადეობის განვითარების სა
შუალებას აძლევდა, რაც ადამიანის ცივილიზაციის ისტორიის ქვაკუთხედი გახდა.

წინადინასტიურ და ადრედინასტიურ დროებში ეგვიპტური კლიმატი გაცილებით ნაკლებად


მკაცრი იყო, ვიდრე დღეს არის. რეგიონის დიდი ნაწილი დაფარული იყო სავანით, სადაც
მრავალრიცხოვანი ბალახმძოვი ჩლიქოსანი ბინადრობდა. ფლორა და ფაუნა გაცილებით მრა
ვალფეროვანი იყო, ხოლო ნილოსი გაცილებით უხვი რაოდენობით წყალს აწოდებდა ვრცელ
რეგიონს. ამგვარად ნადირობა ეგვიპტელებისთვის ჩვეული საქმიანობა უნდა ყოფილიყო და
ასევე ეს უნდა ყოფილიყო პერიოდი, როდესაც მრავალი ცხოველის მოშინაურება მოხდა.

დაახ. ძვ. წ. 5500 წლისთვის ნილოსის ხეობაში მცხოვრები მცირე ტომები აყალიბებენ მყარ
სასოფლო-სამეურნეო მართვისა და მეცხოველეობის კულტურათა სერიას, რაც აისახა მათ
თიხისა და პირად ნივთებში, როგორიცაა სავარცხლები, სამაჯურები და ყელსაბამები. ამ
ადრეულ კულტურათაგან უდიდესი იყო ზემო ეგვიპტეში ბადარი, განთქმული მაღალი ხა
რისხის კერამიკით, ქვის ინსტრუმენტებითა და სპილენძის ნაკეთობებით. ჩრდილოეთ ეგვი
პტეში ბადარის შემდეგ მოდიოდა ამრატიული და გერციული კულტურები, რომელთაც რა
მდენიმე ტექნოლოგიური გაუმჯობესება ეკუთვნით. გერციულ კულტურის პერიოდში არსე
ბობს ქანაანთან და ბიბლოსის ნაპირთან კონტაქტის მიმანიშნებელი წყაროები. სამხრეთ ეგვი
პტეში, ნაქადას კულტურა, ბადარის მსგავსად, ნილოსის გასწვრივ იწყებს გავრცელებას დაახ ძვ.
წ. 4000 წლისთვის. უკვე ნაქადა I-ის პერიოდში ეგვიპტელებს ობსიდიანი შემოჰქონდათ
ეთიოპიიდან, რასაც დანის პირის სალესად იყენებდნენ. დაახ. ათასი წლის პერიოდში ნაქა დას
კულტურა მცირე ფერმერული თემური წყობილებიდან ძლიერ ცივილიზაციაში გადაი ზარდა,
რომლის ლიდერები სრულიად აკონტროლებდნენ ნილოსის ხეობის ხალხებსა და რე
სურსებს. ხელისუფლების ცენტრის ჰიერაკონპოლისში, შემდეგ კი აბიდოსში დაფუძნებით,
ნაქადა III-ის ლიდერები საკუთარ ძალაუფლებას ნილოსის დელტის ჩრდილოეთისკენაც ავრ
ცელებდნენ. ისინი ასევე ვაჭრობდნენ ნუბიასთან სამხრეთით, დასავლეთის უდაბნოს (ლიბი ის
უდაბნო) ოაზისებთან და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის კულტურებთან. ნაქადას კულ ტურა
ქმნიდა მატერიალური საქონლის მრავალ სახეობას, რაც აისახა მმართველი ელიტის
სიმდიდრესა და ძლიერებაზე. მათ შორის იყო მოხატული ჭურჭლები, მაღალი ხარისხის დე
კორატიული ქვის ვაზები, კოსმეტიკური პალეტები, ოქროს, სპილოს ძვლისა და ძვირფასი ქვის
სამკაულები. მათ ასევე განავითარეს კერამიკის მოხატვის განსაკუთრებული წესი, ცნო ბილი
როგორც ეგვიპტური ფაიანსი, რომელიც ორმაულ პერიოდშიც გამოიყენებოდა ფიგუ რების,
ამულეტებისა და დეკორატიული თასების მოხატვისას. წინადინასტიური პერიოდის ბოლო
ფაზაში ნაქადის კულტურამ დაიწყო დაწერილი სიმბოლოების გამოყენება, რომელიც
მოგვიანებით ძველეგვიპტური ენის დამწერლობისთვის იეროგლიფების სრულ სისტემაში
განვითარდა.

ძვ. წ. III საუკუნეში ეგვიპტელმა ქურუმმა მანეთონმა ფარაონების გრძელი სია მენესიდან სა
კუთარ დრომდე 30 დინასტიად დააჯგუფა, სისტემა, რომელიც დღემდე გამოიყენება. მისი
ოფიციალური ისტორიის დასაწყისად მან აირჩია მეფე სახელად "მენი" (ან მენესი ბერძნულ
ად), რომელიც იმ დროს მიიჩნეოდა ორი სამეფოს (ქვედა და ზედა ეგვიპტის) გამაერთიანებ
ლად (დაახ. ძვ. წ. 3200 წ.). გაერთიანებულ სახელმწიფოში გარდაქმნა სინამდვილეში გაცილ
ებით ხანგრძლივი პროცესი იყო, ვიდრე ამას ძველი ეგვიპტელები აღწერენ და არ არსებობს
დღეისთვის მოღწეული წყარო მენესის არსებობის შესახებ. ზოგიერთი მკვლევარის რწმენით
მითიური მენესი შეიძლება ყოფილიყო ფარაონი ნარმერი, რომელიც ნარმერის ფილაზე აღ
წერილია სამეფო რეგალიით გაერთიანების სიმბოლურ აქტში. ადრედინასტიურ პერიოდში,
დაახ. ძვ. წ. 3150 წ., პირველმა დინასტიურმა ფარაონებმა საკუთარი ძალაუფლება დაამყარეს
ქვემო ეგვიპტეში დედაქალაქის მემფისში დაფუძნებით, საიდანაც მათ შეეძლოთ სამუშაო ძა
ლისა და სოფლის მეურნეობის კონტროლო ნაყოფიერი დელტის რეგიონსა და ხელსაყრელ,
ასევე კრიტიკულ, სავაჭრო გზებზე ლევანტისკენ. ფარაონების მზარდი ძლიერება და სიმდი
დრე ადრედინასტიურ პერიოდში გამოიხატება მათ რთულ მასტაბა-აკლდამებსა და აბიდო სის
საკულტო ნაგებობებში, რომლებსაც გარდაცვლილი ფარაონების სადიდებლად იყენებდ
ნენ. ფარაონების მიერ განვითარებული ძლიერი სამეფო ინსტიტუტი ემსახურებოდა მიწაზე,
მუშახელსა და რესურსებზე სახელმწიფო კონტოლის ლეგიტიმიზაციას,რაც ძველი ეგვიპტის
ცივილიზაციის სიცოცხლისუნარიანობასა და ძლიერებას უზრუნველყოფდა.

ძველი სამეფოს პერიოდში მოხდა საოცარი დაწინაურება არქიტექტურაში, ხელოვნებასა და


ტექნოლოგიაში, რასაც ხელს უმართავდა მზარდი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობა, რაც
თავის მხრივ შესაძლებელი გახადა კარგად განვითარებულმა ცენტრალურმა ადმინისტ რაციამ.
ვეზირის ზედამხედველობით სახელმწიფო მოხელეები აგროვებდნენ გადასახადებს,
კოორდინირებას უწევდნენ საირიგაციო პროექტებს მოსავლის გაზრდისთვის, გაჰყავდათ
გლეხები სამშენებლო სამუშაოებზე და განავითარეს სისხლის სამართლის კოდექსის სისტე მა,
რაც მშვიდობასა და წესრიგს უზრუნველყოფდა. პროდუქტიული და სტაბილური ეკონო მოკის
მოწეული ზედმეტი რესურსებით სახელმწიფოს საშუალება ეძლეოდა კოლოსალური
მონუმენტების მშენებლობა დაეფინანსებინა. ჯოსერის, ხუფუსა და მათი მემკვიდრეების მი ერ
აგებული პირამიდები ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლო ებია,
რაც ამავე დროს იმ ფარაონების სიძლიერის მაჩვენებელია, რომლებიც ამ კულტურას მა
რთავდნენ. ცენტრალური ადმინისტრაციის მზარდი მნიშვნელობის პარალელურად განვითა
რდა განათლებულ მწერალთა და სახელმწიფო მოხელეთა ახალი კლასი, რომელთაც ფარაო
ნები მათი სამსახურისთვის მამულებს ჩუქნიდა. ფარაონები მამულებს ჩუქნიდნენ მათი სიკვ
დილისშემდგომ კულტებსა და ადგილობრივ ტაძრებს, რათა უზრუნველეყოთ ამ საკულტო
კერების საარსებო წყარო. ძველი სამეფოს დასასრულს, ამგვარი ფეოდალური პრაქტიკის 5-მა ს-
მ ნელ-ნელა საფუძველი გამაცალა ფარაონების ეკონომიკურ ძალაუფლებას, რომლებსაც უკ ვე
აღარ ძალუძდათ ძლიერი ცენტრალიზებული ადმინისტრაციის მხარდაჭერა. ფარაონების
ძლიერების დაკნინების პარალელურად,რეგიონულმა მმართველებმა, რომელთაც ნომარქებს
უწოდებენ, ფარაონს უზენაესობას ეცილებოდნენ. ამან, ძვ. წ. 2200 და 2150 წლებს შორის მო
მხდარ მკაცრ უწყლობასთან ერთად, ქვეყანა 140-წლიანი შიმშილისა და არეულობის პერიო დში
შეიყვანა, რასაც პირველი შუა პერიოდი ქვია.

ძველი სამეფოს ბოლოს ეგვიპტის ცენტრალური მთავრობის დაშლის შემდეგ, ადმინისტრა ციას
უკვე აღარ ძალუძდა ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერა ან რეგულირება. რეგიონულ
მმართველებს აღარ ჰქონდათ კრიზისის პერიოდში მეფის მხარდაჭერის იმედი, რასაც შედე გად
საკვების ნაკლებობა და პოლიტიკური უთანხმოება მოჰყვა. დაიწყო შიმშილობა და მცი რე
მასშტაბის სამოქალაქო ომები. თუმცა მიუხედავად რთული პრობლემებისა, ადგილობრი ვი
ლიდერები, რომლებიც ფარაონს აღარ ემორჩილებოდნენ, მათ ახლადნაპოვნ დამოუკიდებ
ლობას იყენებდნენ პროვინციული კულტურული აღმავლობისთვის. საკუთარ რესურსებზე
ადგილობრივი კონტროლის მოპოვებით პროვინციები ეკონომიკურად გამდიდრდა, ფაქტი,
რომელიც აისახა ყველა სოციალური კლასის გაუმჯობესებულ დაკრძალვის ცერემონიებში.
შემოქმედებითმა თავისუფლებამ საშუალება მისცა პროვინციელ ხელოსნებს ადგილობრივი
კულტურული მოტივები გამოეყენებინათ საკუთარ ნახელავში, რაც ადრე მხოლოდ ძველი სა
მეფოს კარის პრივილეგია იყო. მწერლებმა კი განავითარეს სალიტერატურო სტილი, სადაც ამ
პერიოდის ოტპიმიზმი და ორიგინალობა გამოხატეს. ფარაონის გავლენის სფეროდან თავ
დაღწეულმა ადგილობრივმა მმართველებმა დაიწყეს ერთმანეთთან ტერიტორიული კონტ
როლისა და პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ქიშპობა. ძვ. წ. 2160 წლისთვის ჰერაკლეოპო
ლისის მმართველები აკონტროლებდნენ ქვემო ეგვიპტეს, ხოლო მათი მოქიშპე კლანი თებე
დან, ინტეფის ოჯახი, ზემო ეგვიპტეზე პატონობდა. ინტეფის ძალაუფლების ზრდამ და მა თი
გავლენის ჩრდილოეთისკენ გავრცელებამ ამ ორ კლანს შორის შეჯახება გარდაუვალი გა ხადა.
ძვ. წ. 2055 წლისთვის თებეს ჯარები მენტუჰოტეპ II-ის მეთაურობით საბოლოოდ ამარ ცხებენ
ჰერაკლეოპოლიტელ მმართველებს, აერთიანებენ ორივე მიწას და დასაბამს უდებენ
ეკონომიკური და კულტურული აღორძინების პერიოდს, რომელიც ცნობილია როგორც შუა
სამეფო.

შუა სამეფოს ფარაონებმა ქვეყნის სტაბილურობა და ძლიერება აღადგინეს, რამაც სტიმული


მისცა ხელოვნების, ლიტერატურისა და მონუმენტური სამშენებლო პროექტების წამოწყებას.
მენტუჰოტეპ II და მისი მე-11 დინასტიის მემკვიდრეები ქვეყანას თებედან მართავდნენ, მაგ რამ
ვეზირმა ამენემჰეტ I-მა მე-12 დინასტიის დასაწყისში გამეფებისას დაახ. ძვ. წ. 1985 წ, ქვეყნის
დედაქალაქი იტი-ტაუიში გადაიტანა, რომელიც ფაიუმის ოაზისში მდებარეობდა. იტი-
ტაუიდან, მე-12 დინასტიის ფარაონებმა წამოიწყეს შორს გამიზნული საირიგაციო სის ტემის
მშენებლობა, რაც რეგიონში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდას უზრუნველყოფ და.
ამასთან, ფარაონის ჯარებმა ნუბიელებს წაართვეს ოქროს საბადოებით მდიდარი ტერი
ტორიები, ხოლო პარალელურად მუშახელი აღმოსავლეთ დელტაზე აგებდა დამცავ სტრუქ
ტურას, სახელად "მმართველის კედელი", გარე მტრისგან თავის დასაცავად. სამხედრო და
პოლიტიკური უსაფრთხოების დამყარებითა და ვრცელი სასოფლო-სამეურნეო და მინერა
ლური სიმდიდრით, ქვეყნის მოსახლეობა, ხელოვნება და რელიგია კვლავ აყვავდა. ძველი
სამეფოს ღმერთების მიმართ ელიტისტური დამოკიდებულების ნაცვლად, შუა სამეფოში გა
ნვითარდა საიქიოს ე. წ. დემოკრატიზებული მოდელი, სადაც ყველა ადამიანს გააჩნდა სუ ლი
და სიკვიდლის შემდეგ ყველას შეეძლო საიქიო განსასვენებელში მოხვედრა.შუა სამეფოს
ლიტერატურაში თემები უფრო დაიხვეწა, პერსონაჟები აღწერილია უფრო დამაჯერებელი,
მრავალფეროვანი სტილით, ხოლო რელიეფური და პორტრეტული ქანდაკებები ამ პერიოდ ში
ხაზს უსვამს ინდივიდუალურ დეტალებს, რამაც ტექნიკური დახვეწის ახალ სიმაღლეებს
მიაღწია. შუა სამეფოს ბოლო დიდი მმართველი ამენემჰეტ III აზიელ ჩამოსულებს დელტის
რეგიონში დასახლების უფლებას აძლევდა, რათა საკმარისი მუშახელი ჰყოლოდა მაღაროები სა
და სამშენებლო კამპანიებისთვის. თუმცა ეს ამბიციური პროექტები, რასაც თან დაერთო
ნილოსისგან მკვეთრად შემცირებული წყალმომარაგება მისი მმართველობის გვიანდელ პე
რიოდში, ეკონომიკას მძიმედ დააწვა და დაკნინების პერიოდის დაწყებას შეუწყო ხელი, რაც
შემდეგ მე-13 და მე-14 დინასტიების მეორე შუა პერიოდში გადაიზარდა. ამ დაკნინების პე
რიოდში უცხოელმა აზიურმა მოსახლეებმა დელტის რეგიონის კონტროლი ჩაიგდეს ხელთ და
საბოლოოდ ეგვიპტის მმართველობაში მოვიდნენ, როგორც ჰიქსოსები.

დაახ. ძვ. წ. 1650 წელს შუა სამეფოს ფარაონთა ძალაუფლება შესუსტდა. აღმოსავლეთ დელ
ტაზე ქალაქ ავარისში მცხოვრებმა აზიელმა იმიგრანტებმა ხელთ იგდეს რეგიონი და ცენტრა
ლურ მთავრობას თებესკენ დაახევინეს, ფარაონები კი ვასალებად აქციეს და ხარკი დაუწესეს
ჰიქსოსებმა ("უცხოელი მმართველები") მმართველობის ეგვიპტური მოდელი გადმოიღეს და
თავი ფარაონებად გამოაცხადეს, რითაც საკუთარ შუა ბრინჯაოს ხანის კულტურაში ეგვიპტუ რი
ელემენტები შემოიღეს. უკან დახევის შემდეგ თებეელი მეფეები ჩრდილოეთით ჰიქსოსი სა და
სამხრეთით მათ ნუბიელ მოკავშირეებს შორის მოექცნენ. დაახლოებით ასწლიანი უმო
ქმედობის შემდეგ ძვ. წ. 1555 წ. თებეელებმა საკმარისი ძალები მოიკრიბეს ჰიქსოსელებთან
შესაწინააღმდეგებლად სამხედრო კამპანიაში, რომელიც 30 წელზე მეტს გაგრძელდა. ფარაო
ნებმა სექენენრა ტაა II-მ და კამოსმა ბოლოსდაბოლოს შეძლეს ნუბიელების დამარცხება, თუმ ცა
მხოლოდ კამოსის მემკვიდრემ, იაჰმეს I-მა, შეძლო რამდენიმე წარმატებული კამპანიის შე
დეგად ჰიქსოსების ეგვიპტიდან საბოლოოდ განდევნა. მას შემდეგ აღმოცენებულ ახალ სამე
ფოში სამხედრო ძლიერება ფარაონების მთავარი პრიორიტეტი გახდა ეგვიპტის საზღვრების
გაფართოებასა და ახლო აღმოსავლეთზე მისი ძლიერების განსამტკიცებლად.

ახალი სამეფოს ფარაონებმა მანამდე არნახული ძლიერების პერიოდი დაამყარეს საკუთარი


საზღვრებისა და მეზობლებთან დიპლომატიური ურთიერთობების გამყარებით. თუტმოს I-ისა
და მისი შვილიშვილი თუტმოს III-ის მიერ წარმოებულმა სამხედრო კამპანიებმა ფარაონე ბის
გავლენა სირიასა და ნუბიაზე გაავრცელა, გაამყარა რა მათი ლოიალობა და ხელმისაწვ დომი
გახადა კრიტიკულად მნიშვნელოვანი რესურსები, როგორიცაა ბრინჯაო და ხე-ტყე. ახალი
სამეფოს ფარაონებმა წამოიწყეს ფართომასშტაბიანი სამშენებლო კამპანია ღმერთი ამონის
სადიდებლად, რომლის მზარდი კულტი კარნაკს ეფუძნებოდა. მათ ასევე ააგეს საკუ თარი
მიღწევების, როგორც რეალური ისე წარმოსახვითი, სადიდებელი მონუმენტები. ქალი
ფარაონი ჰატშეფსუტი ამგვარ პროპაგანდას იყენებდა ტახტზე საკუთარი უფლების ლეგიტიმ
იზებისთვის.[42]მისი წარმატებული მმართველობის პერიოდში განხორციელდა სავაჭრო ექს
პედიციები პუნტის მიწაზე, ელეგანტური უკვდავების ტაძარი, კოლოსალურ ობელისკთა
წყვილი და კარნაკის კაპელა. მიუხედავად ამ მიღწევებისა, მისმა ძმისშვილმა-შვილობილმა
თუთმოს III-მ საკუთარი მმართველობის პერიოდში ჰატშეფსუტის მემკვიდრეობის თითქმის
სრულიად წაშლა სცადა, სავარაუდოდ საკუთარი ტახტის უზურპაციისთვის. დაახლ. ძვ. წ. 1350
წ. ახალი სამეფოს სტაბილურობას საფუძველი შეურყია ამენჰოტეპ IV-ის ტახტზე ასვ ლის
შემდეგ მის მიერ გატარებულმა რადიკალური და ქაოტური რეფორმების სერიამ. საკუ თარი
სახელის ახენატენით შეცვლით მან მანამდე ნაკლებად ცნობილი მზის ღმერთი ატო ნი უზენაეს
ღვთაებად შერაცხა, აკრძალა დანარჩენი ღვთაებების მსახურება და ქურუმებზე
გაილაშქრა. დედაქალაქის ახალ ქალაქ ახეტატონში (თანამედროვე ამარნა) გადატანით მან სა
გარეო საქმეები მეორეხარისხოვნად მიიჩნია და საკუთარი თავი ახალ რელიგიას და არტისტ
ულ სტილს მიუძღვნა. მისი გარდაცვალების შემდეგ ატენის კულტი სწრაფად დაივიწყეს, ხო
ლო მისმა შემდგომმა ფარაონებმა ტუტანხამონმა, აიმ და ჰორემჰებმა სრულიად წაშალეს მი სი
მკრეხელობის ხსენება, რომელიც ამჟამად ამარნას პერიოდით არის ცნობილი. დაახ. ძვ. წ. 1279
წ, რამზეს II, ასევე ცნობილი როგორც რამზეს დიდი, ადის ტახტზე და უფრო მეტი ტაძ რების
და ობელისკების მშენებლობას იწყებს. ფარაონების ისტორიაში მას ყველაზე მეტი შვი ლი
ჰყავდა. გამჭრიახი სამხედრო მმართველი რამზეს II მის არმიას უძღოდა ხეთების წინაა ღმდეგ
ბრძოლაში კადეშთან და საბოლოოდ დათანხმდა ისტორიაში პირველ საზავო ხელშეკ
რულებაზე ძვ. წ.1258 წელს. თუმცა ეგვიპტის სიმდიდრე მაცდური სამიზნე გახდა უცხოელი
დამპყრობლებისთვის, განსაკუთრებით ძველი ლიბიელებისა და ზღვის ხალხისთვის. თავდა
პირველად ეგვიპტელთა სამხედო ძალები წარმატებით უმკლავდებოდნენ შემოსევებს,თუმცა
საბოლოოდ ეგვიპტემ სირიასა და პალესტინაზე გავლენა დაკარგა. გარე საფრთხის გავლენას
განსაკუთრებით ამძაფრებდა საშინაო პრობლემები — კორუფცია, აკლდამების ძარცვა და სა
მოქალაქო არეულობა. ამუნის ტაძრის უმაღლესი ქურუმები თებეში ვრცელ მამულებსა და
უზარმაზარ სიმდიდრეს ფლობდნენ და მათმა მზარდმა ძალაუფლებამ ქვეყანა მესამე გარდა
მავალ პერიოდში შეიყვანა.

ძვ. წ. 1078 წელს რამზეს XI-ის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილზე განმ
გებლობას სმენდესი იგდებს ხელთ, რომელსაც ქ. ტანისიდან მართავს. სამხრეთს განაგებდა
თებეს ამუნის უმაღლეს ქურუმთა საბჭო, რომელიც სმენდესს მხოლოდ ნომინალურად ცნობ
და. ამ პერიოდში დასავლეთ დელტაზე ლიბიელები იწყებენ ჩასახლებას, ხოლო ამ ახალმოსა
ხლეთა მმართველები საკუთარი ავტონომიის გაფართოებას იწყებენ. ძვ. წ. 945 წელს ლიბიე
ლმა მეფისწულებმა შოშენქ I-ის მეთაურობით დელტა დაიპყრეს და ე. წ. ლიბიური ან ბუბას
ტიტთა დინასტია დაამყარეს, რომელიც შემდგომი 200 წელი განაგებდა. შოშენქმა სამხრეთ
ეგვიპტეზეც მოიპოვა გავლენა საკუთარი ოჯახის წევრების მნიშვნელოვან რელიგიურ თანამ
დებობებზე დანიშვნით. ლიბიელთა ბატონობა შესუსტდა დელტაზე ლეონტოპოლისის მოპა
ექრე დინასტიის გაძლიერებითა და სამხრეთიდან კუშიტების შემოტევით. ძვ. წ. 727 წლისთ
ვის კუშიტთა მეფე პიანხმა ჩრდილოეთისკენ გამოილაშქრა და ჯერ თებე ჩაიგდო ხელთ, შემ
დეგ კი მთელი დელტა.

ეგვიპტის უსაზღვრო პრესტიჟი მნიშვნელოვნად შეილახა მესამე გარდამავალი პერიოდის ბო


ლოსთვის. მისი საგარეო მოკავშირეები ასირიისგავლენის სფეროში მოექცნენ და ძვ. წ. 700
წლისთვის ომი ამ ორ ქვეყანას შორის გარდაუვალი გახდა. ძვ. წ. 671-667 წწ-ს შორის ასირიე
ლები ეგვიპტეში შეიჭრნენ. კუშიტი მეფეების ტაჰარქასა და მისი მემკვიდრე ტანუტამუნის
მმართველობის პერიოდი ასირიელებთან ომებს დაეთმო. ნუბიელმა მმართველებმა რამდენი მე
გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. თუმცა, საბოლოოდ, ასირიელებმა კუშიტებს ნიბიის კენ
დაახევინეს, დაიპყრეს მემფისი და თებეს ტაძრები გაძარცვეს.

ასირიელებს ეგვიპტის მუდმივად დაპყრობის გეგმა არ ჰქონიათ და ქვეყნის კონტოლი ვასალ თა


კლანს დაუთმეს, რომლებიც ოცდამეექვსე დინასტიის საისელი მეფეების სახელით გახდ ნენ
ცნობილი. ძვ. წ. 653 წლისთვის საისელმა მეფე ფსამტიკ I-მა ბერძენი მეკობრეების დახმა რებით,
რომლებიც ეგვიპტის პირველი ფლოტის ჩამოსაყალიბებლად დაიქირავა, ასირიელე ბის
განდევნა შეძლო. ბერძენთა გავლენა მნიშვნელოვნად გაფართოვდა დელტაზე ქ. ნაუკრა
ტისის დაარსების შემდეგ. საისელი მეფეები ახალი დედაქალაქი საისიდან მართავდნენ ქვე
ყანას, რომელმაც მოკლე, თუმცა ნაყოფიერი კულტურული და ეკონომიკური აღმავლობის პე
რიოდი განიცადა. ძვ. წ. 525 წელს გაძლიერებულმა სპარსელებმა კამბისე II-ის მეთაურობით
ეგვიპტეზე გამოილაშქრეს და საბოლოოდ პელუსიუმთან ბრძოლაში ფსამტიკ III შეიპყრეს. კა
მბისეს II-მ ფორმალურად ფარაონის ტიტული შეითავსა, თუმცა ეგვიპტეს საკუთარი დედაქა
ლაქი სუსადან განაგებდა. ძვ. წ. V ს. სპარსელებთა წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყებით აღინი შნა,
თუმცა ეგვიპტელებმა მათი ქვეყნიდან სამუდამოდ განდევნა ვერ მოახერხეს.

სპარსეთის მიერ ანექსიის შემდეგ ეგვიპტე კვიპროსსა და ფინიკიასთან ერთად აქამენიდთა


იმპერიის მეექვსე სატრაპის ნაწილი გახდა. სპარსელთა მმართველობის პირველი პერიოდი,
ცნობილი როგორც ოცდამეშვიდე დინასტია, ძვ. წ. 402 წელს დასრულდა. ძვ. წ. 380-343 წწ-ში
ქვეყანას ეგვიპტის დინასტიური სამეფო სახლის ბოლო, ოცდამეათე დინასტია განაგებს,
რომელიც ნექტანებო II-ის მმართველობით დასრულდა. სპარსელთა მმართველობა მოკლე ხნით
აღდგა ოცდამეთერთმეტე დინასტიით, რომელიც ძვ. წ. 343 წელს დაიწყო, თუმცა ორ
წელიწადში სპარსეთის მმართველმა მაზაკესმა ეგვიპტე ალექსანდრე დიდს დაუთმო უბრძო
ლველად.

ძვ. წ. 332 წელს ალექსანდრე დიდმა ეგვიპტე სპარსელთაგან მცირე წინააღმდეგობით დაიპყ რო
და ეგვიპტელთა მიერ მხსნელის სახით იქნა მიღებული. ალექსანდრეს მემკვიდრეების,
პტოლემეების, მიერ დაწესებული ადმინისტრაცია ეგვიპტურ მოდელს ემყარებოდა და ახა ლი
დედაქალაქი ალექსანდრიიდან იმართებოდა. ქალაქი ბერძნული მმართველობის ძლიე რების
და პრესტიჟის მაგალითი უნდა გამხდარიყო და ამიტომ განათლებისა და კულტურის კერა
გახდა, ცენტრით განთქმულ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში. ალექსანდრიის შუქუ რა გზას
უნათებდა ქალაქში სავაჭროდ მომავალ მრავალ ხომალდს. პტოლემეებმა ვაჭრობა და
მომგებიანი წარმოება გააჩაღეს რეგიონში პაპირუსის მანუფაქტურების წახალისებით, რაც
მთავარ პრიორიტეტად მიიჩნეოდა.

ეგვიპტური კულტურა ბერძნული კულტურით არ ჩანაცვლებულა, ვინაიდან პტოლემეები


ცდილობდნენ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრაციდიები დაიცვათ, რითაც ად
გილობრივი მოსახლეობის გული უნდა მოეგოთ. მათ ახალი ტაძრები ააგეს ეგვიპტურ სტილ
ნში, ხელს უწყობდნენ ტრადიციულ კულტებს და საკუთარ თავს ფარაონების სახით წარმოა
ჩენდნენ. ზოგიერთი ტრადიცია ერთმანეთს შეეწყა, ვინაიდან ბერძნული და ეგვიპტური ღმე
რთები სინკრეტიზებულ იქნა კომპოზიტ ღვთაებებში, როგორიცაა სერაფისი, ხოლო კლასი
კური ბერძნული ქანდაკების ფორმები გავლენას ახდენს ტრადიციულ ეგვიპტურ მოტივებ ზე.
ეგვიპტელების გულის მოგების მცდელობის მიუხედავად პტოლემეებს გამუდმებით უწევ დათ
ადგილობრივთა აჯანყებებისა და შინა წინააღმდეგობების მოგერიება, რომლებიც მომ
ძლავრდა პტოლემეოს IV-ის გარდაცვალების შემდეგ. პარალელურად, ვინაიდან ძველი რო
მი ძლიერ იყო დამოკიდებული ეგვიპტიდან ხორბლის იმპორტზე, რომალები დიდი ინტე
რესით ეკიდებოდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. განუწყვეტელი აჯანყე
ბები, ამბიციური პოლიტიკოსები და ძლიერი სირიელი ოპონენტები სიტუაციას უკიდურე სად
ძაბავდნენ, რამაც რომი აიძულა ჯარები გაეგზავნა ამ ქვეყნის საკუთარ პროვინციად
შემოსამტკიცებლად.

ეგვიპტე რომის იმპერიის პროვინცია ძვ. წ. 30 წელს გახდა, ოქტავიანეს (მოგვიანებით იმპერა
ტორი ავგუსტუსი) მიერ მარკუს ანტონიუსისა და პტოლემეური დედოფალი კლეოპატრა VII-ის
დამარცხებით აქციუმის ბრძოლაში. რომაელები ძლიერ იყვნენ დამოკიდებული ეგვიპტი დან
ხორბლის იმპორტზე, რის გამოც რომაულ არმიას მკაცრი სადამსჯელო კამპანიის ჩატა რება
მოუხდა, იმპერატორის მიერ დანიშნული პრეფექტის კონტროლით. მათ გაამკაცრეს გა
დასახადებების შეგროვება და ჩააცხრეს ბანდიტების შემოტევები, რაც იმ პერიოდის უმძიმე სი
პრობლემა იყო. ალექსანდრია აღმოსავლეთთან ვაჭრობის მზარდი მნიშვნელობის ცენტრი
გახდა, ვინაიდან ეგზოტიკური ფუფუნების საგნებზე რომში დიდი მოთხოვნა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ რომაელები ეგვიპტელთა მიმართ გაცილებით მტრულად იყვნენ გან
წყობილი, ვიდრე ბერძნები, ზოგიერთი ტრადიცია, როგორიცაა მუმიფიცირება და ტრადიცი
ული ღვთისმსახურება, შენარჩუნებულ იქნა. ფაიუმის პორტრეტის ხელოვნება აყვავდა, ხო ლო
ზოგიერთი რომაელი იმპერატორი საკუთარ თავს ფარაონის სახითაც კი გამოსახავდა, თუმცა
არა იმდენად, რამდენადაც ეს პტოლემეების პერიოდში ხდებოდა. რომაელი იმპერა ტორები
ეგვიპტის გარეთ ცხოვრობდნენ და ეგვიპტური მეფეების ცერემონიულ ფუნქციებს არ
ატარებდნენ. ადგილობრივი ადმინისტრაცია რომაულ სტილს მოერგო და ეგვიპტელების თვის
ხელმიუწვდომი გახდა.

ახ. წ.-ის I ს-ის შუა წლებიდან ალექსანდრიაში ფეხს ქრისტიანობა იკიდებს, როგორც ახალი
კულტი. თუმცა ეს არაკომპრომისული რელიგია იყო, რომელიც კერპთაყვანისმცემელთა მოქ
ცევას ცდილობდა, რაც პოპულარულ რელიგიურ ტრადიციებს საფრთხეს უქმნიდა. შედეგად
დაიწყო ქრისტიანობაზე მოქცეულთა დევნა, რამაც კულმინაციას 303 წელს დაწყებულ დიო
კლეტიანეს დიდ წმენდაში მიაღწია, თუმცა საბოლოოდ ქრისტიანობამ გაიმარჯვა. 391 წელს
ქრისტიანმა იმპერატორმა თეოდოსიუს I-მა შემოიღო კანონმდებლობა, რომელიც კერპთაყვა
ნისმცემლობას კრძალავდა და დახურა ტაძრები. ალექსანდრია დიდი კერპთსაწინააღმდეგო
არეულობების სცენა გახდა, რომლის დროსაც მრავალი საზოგადო და კერძო რელიგიური სა
კულტო შენობა თუ ნივთი განადგურდა. შედეგად, ეგვიპტის კერპთმსახურების კულტურა
დროთა განმავლობაში დაკნინდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლე
ობა მშობლიურ ენაზე აგრძელებდა ლაპარაკს, იეროგლიფების დამწერლობის წაკითხვის უნა რი
თანდათან გაქრა. ეგვიპტური ტაძრის ქურუმთა როლიც დაკნინდა. ეს ტაძრები ხშირად
ეკლესიებად იქცა ან სრულიად მიტოვებულ იქნა უდაბნოში.
სასამართლო სისტემა
სასამართლო-იურიდიული სისტემის მეთაური ოფიციალურად ფარაონი იყო, რომელიც აწე
სებდა კანონებს, განაგებდა მართლმსაჯულებას და კანონსა და წესრიგს იცავდა, კონცეფცია,
რომელსაც ძველი ეგვიპტელები მა'ატს უწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ეგვიპ
ტის სამართლებრივი კოდექსის დოკუმენტური მასალა დღემდე არ შემორჩენილა, სასამართ ლო
დოკუმენტებში ნაჩვენებია, რომ ეგვიპტური კანონები ეფუძნებოდა ზოგად მოსაზრებებს
ჭეშმარიტებასა და მცდარზე და მნიშვნელობას ანიჭებდა შეთანხმების მიღწევასა და კონფლი
ქტების გადაჭრას, დოგმატურ კოდექსებზე მკაცრად დაყრდნობის ნაცვლად. ადგილობრივი
საბჭოს უხუცესები, ცნობილი როგორც "კენბეტები" ახალ სამეფოში, პასუხისმგებელი იყვნენ
სასამართლო სამსჯავრის გამოტანაზე, რომლებიც მოიცავდა მცირე მნიშვნელობის უთანხმო
ებებსა და საჩივრებს. უფრო მნიშვნელოვან საქმეებს, რომლებიც მოიცავდა მკვლელობას, მნი
შვნელოვან სამამულო გარიგებებს და აკლდამების ძარცვას, იხილავდა "დიდი კენბეტი", რო
მელსაც ვეზირი ან თავად ფარაონი განაგებდა. მოსარჩლეები და მომჩივანები საკუთარ თავს
წარადგენდნენ და ვალდებული იყვნენ ფიცი დაედოთ სიმართლეზე. ზოგიერთ შემთხვევაში
სახელმწიფო ასრულებდა, როგორც განმსჯელის, ისე მოსამართლის როლს, და შეეძლო მსჯა
ვრდებული ცემით ეწამებინა აღიარების მოსაპოვებლად. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად
სერიოზული იყო საქმე, სასამართლოს მწერლები საჩივრებს, ჩვენებებსა და განაჩენს დეტა
ლურად იწერდნენ სამომავლო საქმეების სამაგალითოდ.

მცირე დანაშაულისთვის სასჯელი მოიცავდა ჯარიმის დაწესებას, ცემას, სახეზე დაღდასმას, ან


განდევნას. სერიოზული დანაშაული (მაგ. მკვლელობა ან სარკოფაგის გაძარცვა) ისჯებო და
ეგზეკუციით, რომელიც გამოიხატებოდა სხეულის ნაწილების მოჭრით, დახრჩობით ან
მსჯავრდებულის კოცონზე დაწვით. სასჯელი შეიძლება გავრცელებულიყო დამნაშავის ოჯა
ხზეც. ახალ სამეფოში სასამართლო სისტემაში დიდ როლს თამაშობდა ორაკული. პროცედუ რა
მოიცავდა ღმერთისთვის "ჰო" ან "არა" კითხვის დასმას განხილვის საკითხის სიმართლის ან
მცდარობის დასადგენად. ღმერთი, ქურუმთა მეშვეობით, მართლმსაჯულებას გამოხატავ და
ერთის ან მეორის არჩევით, როგოც წესი პაპირუსის ნაჭერზე ან ოსტრაკონზე დაწერილ
პასუხთაგან ერთ-ერთის არჩევით.

ადმინისტრაცია და კომერცია
ფარაონი ქვეყნის აბსოლუტური მონარქი იყო და, სულ მცირე თეორიულად მაინც, ქვეყანასა და
მის რესურსებს სრულად განაგებდა. მეფე უზენაესი სამხედრო მბრძანებელი და მთავრო ბის
მეთაური იყო, რომელიც ბიუროკრატიული კორპუსის ოფიცრებს ეყრდნობოდა საშინაო
საქმეების განხორციელებაში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო მისი მოადგილე, ვეზი რი,
რომელიც მეფის წარმომადგენლის როლს ასრულებდა და კოორდინირებას უწევდა მი წის
კვლევას, ხაზინას, სამშენებლო პროექტებს, სასამართლო სისტემას და არქივებს. რეგიო ნულ
დონეზე ქვეყანა დაყოფილი იყო 42 ადმინისტრაციულ შენაერთად, რომელთაც ნომები
ეწოდებოდა. თითოეულ მათგანს ნომარქი განაგებდა, რომელიც თავის მხრივ ვეზირს ექვემ
დებარებოდა. ტაძრები ეკონომიკის ხერხემალს ქმნიდა. ეს იყო არა მხოლოდ ლოცვის,არამედ
ერის სიმდიდრის შეგროვებისა და შენახვის ადგილი და ქმნიდა ხაზინებისა და ბეღლების
სისტემას. ამ სისტემას ზედამხედველთა საბჭო განაგებდა და ისინი იყვნენ მარცვლეულისა და
საქონლის გამანაწილებლები.

ეკონომიკის დიდ ნაწილი ცენტრალიზებული და მკაცრად კონტროლირებადი იყო. მიუხედა


ვად იმისა, რომ ძველი ეგვიპტელები მონეტებს გვიან პერიოდამდე არ იყენებდნენ, მათ უკვე
ჰქონდათ გარკვეული ტიპის ფულისა და ბარტერის სისტემა, ხორბლის სტანდატული ტომ
რებითა და დებენით, რომელიც დაახ. 91 გრამს სპილენძს ან ვერცხლს იწონიდა, და საერთო
საზომი მნიშვნელობა ჰქონდა. მუშებს გასამრჯელოს მარცვლეულით უხდიდნენ; მარტივი
მუშახელი დაახ. 5½ ტომარა (200 კგ) ხორბალს გამოიმუშავებდა თვეში, ხოლო მთავარი მუ შის
ჯამაგირი 7½ ტომარას (250 კგ) აღწევდა. ფასები ფიქსირებული იყო მთელ ქვეყანაში და
ჩამოწერილი იყო სიებით ვაჭრობის ხელშესაწყობოად; მაგალითად 1 პერანგი 5 სპილენძის
დებენი ღირდა, ხოლო ძროხა — 140 დებენი. მარცვლეულის გაცვლა შესაძლებელი იყო სხვა
საქონელზე, ფიქსირებული ფასების სიის მიხედვით. ძვ. წ. V ს-ის განმავლობაში ეგვიპტეში
უცხოეთიდან შემოიღეს მონეტების სახის ფულადი სისტემა. თავდაპირველად მონეტებს იყე
ნებდნენ ძვირფასი ლითონის სტანდარტიზებული ნაჭრების სახით ფულის ნაცვლად, მაგრამ
მომდევნო საუკუნეებში საერთაშორისო ვაჭრობა უკვე მონეტებზე იყო დამოკიდებული.

საგარეო ვაჭრობა
ძველი ეგვიპტელები უცხო ქვეყნებთან ვაჭრობდნენ იშვიათი, ეგზოტიკური საქონლის შემო
სატანად, რომელიც ეგვიპტეში არ მოიძებნებოდა. წინადინასტიურ პერიოდში მათ ვაჭრობა
დაამყარეს ნუბიასთან ოქროსა და ნელსაცხებლების შემოსატანად. ისინი ასევე ვაჭრობდნენ
პალესტინასთან, რაც დასტურდება პალესტინური სტილის ზეთის ლარნაკებით, რომლებიც
პირველი დინასტიის ფარაონების აკლდამებში იპოვეს. ეგვიპტური კოლონია დაფუძნებული
სამხრეთ ქანაანში თარიღით ოდნავ უსწრებს პირველ დინასტიას. ნარმერი ეგვიპტურ თიხის
ჭურჭელს ამზადებინებდა ქანაანში და შემდეგ უკან ეგვიპტეში აგზავნიდა.

სულ მცირე მეორე დინასტიისთვის ძველი ეგვიპტელების ვაჭრობა ბიბლოსთან ხარისხიანი ხე-
ტყის მასალის შემოტანის საშუალებას იძლეოდა, რაც იშვიათი იყო ეგვიპტეში. მეხუთე
დინასტიისთვის პუნტების მიწასთან ვაჭრობით შემოდიოდა ოქრო, არომატული რეზინი,
აბანოზი, სპილოს ძვალი და გარეული ცხოველები, როგორიცაა მაიმუნები და მაკაკები. ეგ
ვიპტე ანატოლიასთან ვაჭრობაზე იყო დამოკიდებული კალის მნიშვნელოვანი მარაგისა და
სპილენძის დანამატის შემოტანაში. ძველი ეგვიპტელები ერთობ აფასებდნენ ცისფერ ქვას lapis
lazuli, რომელიც შორეული ავღანეთიდან შემოჰქონდათ. ეგვიპტის ხემლთაშუაზღვის სავაჭრო
პარტნიორთა შორის იყვნენ საბერძნეთი დაკრეტა, საიდანაც სხვა საქონელთან ერ
თად ზეთისხილის ზეთიც შემოჰქონდათ. ფუფუნების საგნებისა და ხე-ტყის იმპორტის სანაც
ვლოდ ეგვიპტელებს გაჰქონდათ მარცვლეული, ოქრო, სელი და პაპირუსი, სხვა მზა ნაწარმ თან
ერთად (მათ შორის მინა და ქვის ნაკეთობები).

სოფლის მეურნეობა
ხელსაყრელი გეოგრაფიული პირობების ერთობლიობამ დიდი წვლილი გაიღო ძველი ეგვიპ
ტის კულტურის წარმატებაში, რომელთაგან უმთავრესი მდ. ნილოსის ყოველწიური წყალდი
დობებით გამდიდრებული ნაყოფიერი მიწა იყო. შედეგად ძველ ეგვიპტელებს შესაძლებლო ბა
ჰქონდათ უხვი საკვები ეწარმოებინათ, რისი წყალობითაც მოსახლეობას მეტი დროის და თმობა
შეეძლოთ კულტურული, ტექნოლოგიური და არტისტული მისწრაფებების დაკმაყო
ფილებისთვის. მიწის მართვა მნიშვნელოვანი იყო ძველ ეგვიპტეში, ვინაიდან გადასახადები
ადამიანის კუთვნილებაში არსებული მიწის ოდენობით იზომებოდა. მიწის დამუშავება ეგვი
პტეში დამოკიდებული იყო მდ. ნილოსის ციკლზე. ეგვიპტელები ცნობდნენ სამ სეზონს:
"ახეტს" (წყალდიდობა), "პერეტს" (მოსავლის მოყვანა), და "შემუს" (მოსავლის აღება). წყალ
დიდობის სეზონი გრძელდებოდა ივნისიდან სექტემბრამდე, რომელიც მდ.-ის ნაპირებზე მი
ნერალებით მდიდარ სილას ლექდა, რაც იდეალური იყო მარცვლეულის მოსაყვანად. წყლის
დაწევის შემდეგ მოსავლის მოყვანის სეზონი გრძელდებოდა ოქტომბრიდან თებერვლამდე.
ფერმერები ხნავდნენ და თესდნენ ველებზე, რომლებიც არხებით ირწყვებოდა. ეგვიპტეში წვიმა
იშვიათი იყო, ამიტომ ფერმერები ძირითადად ნილოსის წყალზე იყვნენ დამოკიდებუ
ლი. მარტიდან მაისამდე ფერმერები მოსავალს იღებდნენ. ხორბალს შემდეგ ფქვავდნენ, ხდი
დნენ ლუდისთვის ან ინახავდნენ მომავლისთვის. ძველ ეგვიპტელებს ასლი და ჭვავი მოჰყა
ვდათ, სხვა რამდენიმე მარცვლეულთან ერთად, რაც ორი ძირითადი საკვების შესაქმნელად
გამოიყენებოდა — პურისა და ლუდისთვის. ისლის მცენარე, მოჭრილი ყვავილობამდე, მოჰ
ყავდათ ქსოვილის ძაფის დასახვევად. ამ ძაფითსელს ქსოვდნენ და ტანსაცმელს კერავდნენ.
ნილოსის ნაპირებზე მოყვანილი პაპირუსისგან საწერ ქაღალდს ამზადებდნენ. ხილი და ბოს
ტნეული მოჰყავდათ საბაღე ნაკვეთებზე, შემაღლებულ ადგილებზე, საცხოვრებელ მიდამოე
ბთან ახლოს და ისინი ხელით ირწყვებოდა. ბოსტნეულთა შორის იყო ნიორი,ნესვი, ყაბახი,
სალათი და სხვა, ყურძენთან ერთად, რომლისგანაც ღვინოს ამზადებდნენ.

ცხოველები

ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ბალანსი ადამიანებსა და ცხოველებს შორის კოსმიური წესრი გის
მნიშვნელოვანი ელემენტი იყო, შესაბამისად, ადამიანები, ცხოველები და მცენარეები ერთი
მთლიანის ნაწილად ითვლებოდა.[85] ცხოველები, როგორც შინაური, ისე გარეული, სუ
ლიერების, თანაარსებობისა და არსებობის კრიტიკული წყარო იყო ძველი ეგვიპტელებისთ ვის.
მსხვილფეხა რქოსანი ცხოველები ყველაზე მნიშვნელოვანი საქონელი იყო; ადმინისტრა ცია
გადასახადს კრეფდა მსხვილფეხა საქონელზე რეგულარული აღწერებისას, ხოლო პირუ ტყვის
რაოდენობა მათი მფლობელის პრესტიჟსა და მნიშვნელობაზე მიუთითებდა. მსხვილ ფეხა
საქონელთან ერთად ძველ ეგვიპტელებს მოშინაურებული ჰყავდათ ცხვარი, თხა და ღორი.
ფრინველი, როგორიცაა იხვი, ბატი დამტრედი, დამწყვდეული ჰყავდათ, სადაც მათ
მოსასუქებლად დაძალებით ცომით კვებავდნენ. ნილოსში უხვად იყო თევზი. ფუტკარი მო
შინაურებული იყო სულ მცირე ძველი სამეფოს დროიდან და მათგან თაფლი და სანთელი
მზადდებოდა. ძველი ეგვიპტელები სახედარსა და ხარს ტვირთსაზიდად იყენებდნენ. მათვე
იყენებდნენ მინდვრების სახნავ-სათესად. მოსუქებული ხარის დაკვლა ღვთაებისთვის შეწირ
ვის რიტუალის ცენტრალური ნაწილი იყო. ცხენი ეგვიპტელების ყოფა-ცხოვრების ნაწილი
მეორე გარდამავალ პერიოდში ჰიქსოსთა მიერ გახდა. აქლემი, მიუხედავად იმისა, რომ ახა ლი
სამეფოს დროიდან ცნობილი იყო, ტვირთმზიდად გვიანდელ პერიოდამდე არ გამოუყე ნებიათ.
არსებობს წყაროები, რომლებიც მიუთითებს მცირე ხნით სპილოების გამოყენებაზე გვიან
პერიოდში, თუმცა ეს პრაქტიკა მალევე მიივიწყეს მათთვის საჭირო საბალახოების არ ქონის
გამო. ძაღლები, კატები და მაიმუნები გავრცელებული შინაური ცხოველები იყო, ხო ლო უფრო
ეგზოტიკური ცხოველები შემოყვანილი აფრიკის გულიდან, როგორიცაა ლომები,
არისტოკრატიულ ოჯახებში ჰყავდათ გასართობად. ჰეროდოტეს აღწერით ეგვიპტელები ერ
თადერთი ხალხი იყო, რომელთაც შინაური ცხოველები საკუთარ სახლში ეჭირათ. წინადი
ნასტიურ და გვიან პერიოდებში ცხოველის ფორმის ღვთაებების თაყვანისცემა განსაკუთრე ბით
პოპულარული იყო, მაგ. კატა ქალღმერთი ბასტეტი და იბისი ღმერთი თოთი, და ამ ცხო ველებს
დიდი რაოდენობით ამრავლებდნენ რიტუალური მსხვერპლშეწირვისთვის.

ბუნებრივი რესურსები
ეგვიპტე მდიდარია სამშენებლო და დეკორატიული ქვით, სპილენძისა და ტყვიის მადნე
ბით, ოქროთი და ნახევრადძვირფასი ქვებით. ეს ბუნებრივი რესურსები ძველ ეგვიპტელებს
საშუალებას აძლევდა მონუმენტები, საკულტო ნაგებობები, ხელსაწყოები და სამკაული შეექ
მნათ. ბალზამირებისთვის იყენებდნენ ვადი ნატრუნის მარილებს, რომელიც ასევე გამოიყენე
ბოდა სალესი გიფსის დასამზადებლად. მადნეულით მდიდარი ქვის ფორმირებები შორეულ
ვადის რეგიონში იყო არაბეთის უდაბნოში და სინაიზე, რაც ვრცელ, სახელმწიფოს მიერ და
ფინანსებულ ექსპედიციებს მოითხოვდა ამ ბუნებრივი რესურსების მოსაპოვებლად. ვრცელი
ოქროს საბადოები იყო ნუბიაში — ერთ-ერთი უპირველესი დღეისთვის ცნობილი რუკა იყო ამ
რეგიონის ოქროს საბადოს აღწერით. ვადი ჰამამატი გრანიტისა და ოქროს მნიშვნელოვანი
წყარო იყო. კრემნი პირველი მინერალი იყო, რომელსაც ხელსაწყოების საკეთებლად აგროვებ
დნენ და ამ მასალით დამზადებული ხელის წერაქვები ნილოსის ხეობაში ადამიანის დასახ
ლების ყველაზე ადრეული მიმანიშნებელი საბუთებია. მინერალის პირს ფრთხილად ამუშა
ვებდნენ საშუალო სიმაგრის ბასრი ხელსაწყოების (მაგ. ისრების და დანების) დასამზადებ ლად,
ამ მიზნისთვის სპილენძის ადაპტირების შემდეგაც. ეგვიპტელები ტყვიის მადნის გა
ლენიტს გებელ როსადან ბადეების, მცირე ხელსაწყოებისა და ფიგურების დასამზადებლად
იყენებდნენ. სპილენძი ყველაზე მნიშვნელოვანი ლითონი იყო ხელსაწყოებისთვის და საწვავ
მაღაროებში იდნობოდა სინაიზე მოპოვებული მალაქიტის მადნიდან. მუშები ოქროს აგრო
ვებდნენ ალუვიული დეპოზიტების დანალექებიდან შეგროვებული მარცვლების გარეცხვით ან
უფრო შრომატევადი ოქროს შემცველი კვარციტის დაქუცმაცებისა და რეცხვის პროცესით.
რკინის დეპოზიტები, მოპოვებული ზემო ეგვიპტეში, გვიან პერიოდში იქნა ათვისებული. მა
ღალი ხარისხის სამშენებლო ქვები უხვად იყო ეგვიპტეში; ძველი ეგვიპტელები კირქვას მთე ლი
ნილოსის ხეობის გასწვრივ ამზადებდნენ, გრანიტს ასუანიდან, ხოლო ბაზალტსა და ქვი შაქვას
ვადისიდან აღმოსავლეთის უდაბნოში. დეკორატიული ქვების დეპოზიტები აღმოსავ ლეთის
უდაბნოში იყო გავრცელებული და ათვისებული იყო უკვე პირველი დინასტიის პე რიოდში.
პტოლემეურ და რომაულ პერიოდებში მაღაროელი მუშები ზურმუხტის დეპოზი ტებს
ამუშავებდნენ ვადი სიკაიტში, ხოლო ამეთვისტოს ვადი ელ-ჰუდიში.

ფარაონები
ფარაონები უდიდეს როლს ასრულებდნენ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. ისინი ერთდროულად
ქვეყნის მმართველებიც იყვნენ და უმაღლესი ქურუმებიც. ფარაონი იყო განკაცებული ღმერ თი
დედამიწაზე და ღმერთი სიკვდილის შემდეგ. იგი ღვთის შვილად მიიჩნეოდა და მის სა მეფო
ტიტულს ”რას შვილიც” ემატებოდა. თვით ტერმინი ”ფარაონი” ორი სიტყვის შერწყმაა: ”პერ-აა”,
რაც ”დიდ სისხლს” ნიშნავდა. ფარაონს ქარაგმულად იხსენიებდნენ, რათა მისი სახელი
ტაბუდადებული ყოფილიყო. ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა.

ქურუმები
ადამიანებს, რომლებიც საკულტო-სარიტუალო საქმიანობას და ტაძრების მომსახურებას ეწე
ოდნენ, ქურუმები ერქვათ.ქურუმები შეადგენდნენ ეგვიპტის საზოგადოების ყველაზე გავლე
ნიან სოციალურ ფენას. ზოგჯერ ისინი დინასტიებსაც აფუძნებდნენ. მოგვიანებით ქურუმო ბას
მემკვიდრეობითი ხასიათი მიიღო. ქურუმების იერარქია განსაკუთრებული ორგანიზებუ
ლობით გამოირჩეოდა. ყოველ ღვთაებას ჰყავდა თავისი კლირი (ორგანიზაცია), რომლის სა
თავეშიც უმაღლესი ქურუმი იდგა. მას ფარაონი ნიშნავდა. რაც უფრო მაღალი იყო ამა თუ იმ
ღმერთის ადგილი პანთეონურ იერარქიაში, მით უფრო ძლიერი იყო კლირი.

მოხელეები და ნომარქები
ფარაონი ეგვიპტეს მართავდა თავისი ოჯახის წევრების დახმარებით. დიდგვაროვნებიდან ერთ-
ერთს ფარაონი ვეზირის თანამდებობაზე ნიშნავდა. ვეზირები სიდიდით მეორე ადგილ ზე
იდგნენ. მათ ემორჩილებოდნენ მეურნეობის სხვადასხვა დარგის მმართველები - მოხელე ები.
ვეზირს შეეძლო მოხელე გაეთავისუფლებინა ან მის მაგივრად სხვა დაენიშნა.

ნომარქი იყო ერთ-ერთი თანამდებობა. ნომარქს ფარაონი ნიშნავდა. მას ევალებოდა მის ტე
რიტორიაზე მდებარე სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვანა, მოსახლეობის აღრიცხვა და გა
დასახადების აკრეფვა.

მოხელეებსა და ნომარქებს თავდაპირველად სახელმწიფო აფინანსებდა, მაგრამ მათი რაოდე


ნობის გაზრდის შემდეგ ეს გაჭირდა. ფარაონი მათ უყოფდა მიწებს, რომლითაც ისინი სარგე
ბლობდნენ მანამ, სანამ თანამდებობები ეკავათ, გათავისუფების შემთხვევაში ამ მიწას კარგავ
დნენ. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაწ მიწები მემკვიდრეობით გადადიოდა.

მეთემეები და მონები
ეგვიპტის მოსახლეობის ძირითად ნაწილს მიწათმოქმედები ანუ მეთემეები შეადგენდნენ. ისინი
ამუშავებდნენ ფარაონის, ნომარქის, ტაძრებისა და მოხელეთა კუთვნილ მიწებს, იშვია თად
საკუთარსაც. ზოგჯერ მათ სახელმწიფო სამუშაოებზეც ანაწილებდნენ. ფარაონები ხში რად
აწყობდნენ ლაშქრობებს მეზობელ კუთხეებში. ამ დროს იგი თითოეული თემიდან მეომ რებს
ითხოვდა. ამ ლაშქრობების სიხშირის გამო ეგვიპტეში გაჩდნენ სამხედრო მონები, რომ ლებიც
უუფლებონი იყვნენ. მათ სახელმწიფო ინახავდა და მძიმე სამუშაოზე აგზავნიდა.

დამწერლობა

ეგვიპტური დამწერლობა 3 000 წლის განმავლობაში იქმნებოდა.ყველა წერილობითი ძეგლი


რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, იეროგლიფური დამწერლობის ნიმუშია. იეროგლიფი ბერძნუ ლი
სიტყვაა: hietes - საღვთო, lyphe - ამოკვეთა, ამოჭრა. იეროგლიფური დამწერლობა უძვე ლესი
ხატოვანი ნიშნების დამწერლობაა. პირველი იეროგლიფები ჩნდება ჩნდება ძვ. წ. IV
ათასწლეულის ბოლო ხანებიდან. ზოგიერთი იეროგლიფი მთელ სიტყვას გამოხატავს, ზო გიც
მის ნაწილს (ძირს) და, ამასთან, ცალკეულ თანხმოვნებსაც (ეგვიპტურში 30-მდე თანხმო ვანია).
იეროგლიფურ დამწერლობაში დამხმარე ნიშნებსაც იყენებენ. ამ ნიშნებს დეტერმინა ტივებს
უწოდებენ. დეტერმინატივი წაკითხვისას არ გამოითქმის, იგი მხოლოდ სიტყვის მნი
შვნელობას აზუსტებს. ფუნჯით წერა პაპირუსზე, ან იშვიათად, ტყავზე სისწრაფეს მოითხოვ
და, იეროგლიფების გამოყვანას კი დიდი დრო სჭირდებოდა. პირველი დინასტიის ხანაში
(დაახლ. ძვ. წ. XXX ს.) იეროგლიფიკის პარალელურად განვითარდა იერატიკული დამწერ
ლობა, იეროგლიფურის კურსივული ფორმა. პირველ ხანებში იგი იხმარებოდა როგორც საღ
ვთო შინაარსის ტექსტების, ისე საქმიანი ქაღალდების შესადგენად. ძვ. წ. VII ს-იდან, დემო
ტიკური დამწერლობის (იერატიკული დამწერლობის გაკრული ხელი) შემუშავების შემდეგ,
იერატიკული დამწერლობა მხოლოდ რელიგიური ტექსტების შესადგენად გამოიყენებოდა. ძვ.
წ. XII ს-იდან ეს დამწერლობა ისე დაშორდა პროტოტიპს - იეროგლიფურს, რომ ძნელად
გასარჩევი გახდა. თავდაპირველად წერდნენ ვერტიკალურად, შემდეგ ჰორიზონტალურად -
მარჯვნიდან მარცხნივ. იარსება დაახლოებით 3 ათას წელიწადს (III ს-მდე). წიგნები და საქმი
ანი ქაღალდები ეგვიპტეში განსაკუთრებულ, ჭილის ”ქაღალდზე” იწერებოდა. იგი პაპირუსი
სგან მზადდებოდა და ჩვეულებრივ ქაღალდზე გამძლე და მოქნილი იყო. ეს ”ქაღალდი” ძვი რი
ჯდებოდა და ამიტომ უბრალო, ყოფილი ჩანაწერებისა და სასკოლო სავარჯიშოებისათ ვის ე. წ
”ოსტრაკონს” - ბრტყელ ქვას ან თიხის ფირფიტას იყენებდნენ. კალმად ლერწმის ღე როს
ხმარობდნენ, მელანს კი ჭვარტლისგან ამზადებდნენ. 1798 წელს ნაპოლეონის ექსპე დიციის
წევრმა მეცნიერებმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს როზეტის ქვა, რომელზეც ერთი და იგი ვე ტექსტი
ორ ენაზე ეწერა: ბერძნულსა და ეგვიპტურზე. 26 წლის შემდეგ (1824 წ.) ამ ტექს ტის
საფუძველზე ფრანგმა მეცნიერმა შამპოლიონმა გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები.

მითოლოგია

ძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ძვ. წ. VI -IV ათასწლეულებში, კლასობრივი


საზოგადოების წარმოშობამდე დიდი ხნით ადრე. ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყარო ები
არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი
აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ძირი თადი
ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკ ლილი,
არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები: ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებ ზე
აღწერილი დაკრძალვის რიტუალები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”პირამი დების
ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. ეს ტექსტები
ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ძვ. წ. XXVI - XXIII სს.) ფარაონების
პირამიდების შიდა სათავსებში; ”სარკოფაგების ტექსეტი”, რომლებიც შუა სამეფოს ხანის
(ძვ. წ. XXI - XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; ”მიცვალებულთა წიგნი” - შედგენი ლი
ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ძვ. წ. XVI ს-ის შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორი ის
დასასრულამდე. ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ
ტექსტებშიც, როგორებიცაა: ”წიგნი ძროხისა”, ”წიგნი სიფხიზლის ჟამისა”, ”წიგნები საიქიო
სამყაროზე”, ”წიგნი სუნთქვისა”, ”ამდუატი” და სხვ. მნიშვნელოვან მასალებს გვაწ ვდის
დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რე ლიგიურ
დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური
ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ. ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს
გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ”ისტორიის მამად” წოდებუ ლი ჰეროდოტეს (ძვ. წ.
485 -ძვ. წ. 424 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ძვ. წ. V ს-ში) ნაშრო მი ”ისტორია”; ძველი
ბერძენი პროზაიკოსის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოს-ეთიკოსის პლუტარქეს (ძვ. წ. I -
[[ძვ. წ. II სს.) ნაშრომი ”ისიდისა და ოსირისზე” და სხვ. მითების ცნობით, ნილოსის მიწა-
წყლის მართვა პტახმა დაიწყო მენესის ეპოქამდე 17 900 წლით ადრე, ე. ი. 23 000 წლის წინ.
9000 წლის შემდეგ პტახმა თავის მმართველობა თავის ძე რას გადასხვა. რა მხოლოდ 1000
წელიწადის მართავდა ეგვიპტეს. სწორედ ეს წლები ემთ ხვევა წარღვნის სავარაუდო დროს.

ღმერთები
ძველ ეგვიპტეში ბევრი რელიგიური ცენტრი იყო და მათგან თითოეულს თავისი კოსმო
გონიური სისტემა ჰქონდა. შესაბამისად, არსებობდასამყაროს შექმნის მრავალი ვერსია. რას
კულტის აღზევების შემდეგ (V დინასტიის ეპოქა) ქვეყანაში გაბატონდა ჰელიოპოლი სური
(მზის ქალაქი, ეგვიპტური იუნუ) კოსმოგონია, რომლის თანახმადაც ყოველი ღვთა ებრივსა
და ცოცხლის (ყოფიერის) პირველსაწყისი და წარმომქმნელია ღმერთი ატუმი. ლეგენდის
მიხედვით, იგი მოვლენილია ქაოსიდან - ნუნიდან. პირველად მან ღმერთ შუს და
ქალღმერთტეფნუტის ღვთაებრივი წყვილი შექმნა. შუ იყო დედამიწასა და ცას შუა
მოქცეული, ცისა და დედამიწის გამყოფი სივრცის განსახიერება, ტეფნუტი კი - მისი
მდედრული დანამატი. ამ წყვილმა შვა ღმერთი გები და ქალღმერთი ნუტი. გები დედამი
წის ღმერთი, არსებითად, თავად დედამიწაა, ნუტი - ცის ქალღმერთი, ანუ თავად ცა.
დროთა განმავლობაში ოსირისი იქცა კვდომადი და მარად განახლებადი ბუნების სიმბო
ლოდ. იგი მცენარეულთა ღვთაებაც არის, მიცვალებულთა სამეფოს (საიქიო სამყაროს)
მბრძანებელიც. ოსირისი თოტთან ერთად იდგა და გარდაცვლილთა გულებს წონიდა.
როგორც კეთილი ღვთაება, ოსირისი მიცვალებულთა მხარესაა და იცავს მათს ინტერე სებს.

ისიდა, დიდი ქალღმერთი, დედობისა და ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოა.

ოსირისი და ისიდა ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთები არიან ეგვიპტურ ღვთაებათა პან


თეონში. ლეგენდის მიხედვით,ოსირისი ღმერთების პირმშოა.მის შემდეგ გაჩნდნენ ხორი
უფროსი, სეხტი, ისიდა და ნეფტიდა.

სეხტი ბოროტებაა; როცა ნილოსის ნაყოფიერ და აბიბინებულ მიწებს ცხელი, მშრალი და


ქვიშიანი ქარი გადაუქროლებს, ეს სეხტის ბოროტება და ბოღმაა.

ძველი ეგვიპტის რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მზის ღმერთს რას. იგი სინა
თლის ღმერთიცაა. - ყოველდღე თავისი ნავით ცაზე ადის და მთელ დედამიწას ასხივებს.
საღამოს რა ქვესკნელში ეშვება, მთელი ღამე იქ წყვდიადის ბოროტ ძალებს ებრძვის და,
გამარჯვებული, კვლავ მზედ უბრუნდება ქვეყნიერებას. მისი უცვლელი და უწყვეტი
აღორძინების ნიშანია ანხ-ი - ჯვარი, რომელსაც წრის გამოსახულება აზის (შუა საუკუნე თა
ალქიმიაში ანხ-ი უკვდავების სიმბოლო იყო).
ეგვიპტელთა რწმენით არსებობდა სააქაო და საიქიო ცხოვრება. სააქაო ადამიანთა დროე
ბით,საიქიო კი მუდმივ სამყოფლად წარმოედგინათ. საიქიოს ეგვიპტელები დასავლეთის
ქვეყანას ეძახდნენ. დასავლეთის ქვეყნის ღვთაება იყო ოსირისი. ოსირისის მეუღლე კი
ისიდა - ნაყოფიერებისა და დედობრივი სიყვარულის ქალღმერთი.

ეგვიპტელები უზენაეს ღვთაებად მზის ღმერთებს - რას, ამონსა და ატონს აღიარებდნენ. მათ
სწამდათ რომ რა ლოტოსისგან წარმოიშვა. რას ბაგეთაგან ღმერთები გაჩნდნენ, თვა
ლებისგან - ადამიანები.

უმთავრესი ღმერთები

პტახი ერთერთი უმთავრესი ღმერთია და იწოდება ჭეშმარიტების მეუფედ, სამართლია


ნობის ღვთაებად. ამბობენ, რომ პტახი ერთდროულად იყო მზეც (რა) და მთვარეც (თო ტი).
ითვლებოდა ხელოვნების მფარველად. იგი ენეადების (9 ღმერთის) თავში დგას. მი სი ენით
(სიტყვით) და გულით შეიქმნა ყველა და ყველაფერი- ღმერთებიც და დანაღცენი სხვა
არსებებიც. იგია მთელი სამყაროს შემოქმედი.

ხორი (ოსირისის ვაჟი) ძველ ეგვიპტელთა ასევე ერთი მთავარი ღმერთია. მისი გამოხატუ
ლებაა ღვთაებრივი არწივი. იბრძვის მამის მკვლელ სეხტის წინააღმდეგ. ითვლება რას და
თოტის თანამგზავრად. ზოგჯერ მზის დისკოს სიმბოლოთიც გამოსახავდნენ. იგი ეგ ვიპტის
ფარაონთა ყველა დინასტიის მამამთავარი და ფუძემდებელია. ხორის სახელი ყველა
ფარაონის სახელში ფიგურირებს. მისი მეუღლე და მდედრული წყვილია ჰათხო რი -
სიყვარულის, მხიარულების, ცეკვისა და მუსიკის ქალღმერთი (ბერძენთა აფროდი ტე).

საიქიო სამყაროს ღმერთია ანუბისი. იგი გამოისახებოდა ტურისთავიან ადამიანად. ჭირი


სუფლები ანუბისს ევედრებოდნენ, რომ საიქიოში მიცვალებულისთვის მფარველობა არ
მოეკლო.

სებეკი, რომელსაც ხშირად ნიანგის სახით გამოსახავდნენ, ერთერთი მთავარი ღმერთი იყო
ეგვიპტურ პანთეონში. მას შესთხოვდნენ სხვადასხვა სენისგან განკურნებას და ცხოვ რების
მძიმე წუთებში თანადგომას. მისი ცოლი და მდედრული განსახიერებაა ქალღმერ
თი სებეკეთი, რომელიც ლომისთავიან ქალაქ გამოისახებოდა

გაღმერთებული ცხოველები
ძველ ეგვიპტურ რელიგიში გაღვთაებრივებული ცხოველების სიმრავლე, შესაძლოა, იქა
ური ფაუნის სიმწირით იყოს გამოწვეული. ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაებრივი ცხოვე ლი
იყო შავი ხარი - აპისი. მემფისის ტაძარში მუდამ ჰყავდათ ცოცხალი ხარი - ღვთაებ რივი
ხარის მიწიერი განსახიერება. როგორც თეთრი, ისე შავი ხარი წმინდა ცხოველად
ითვლებოდა და მისი მკვლელი უმკაცრესაც ისჯებოდა. მკვდარი ხარისთვის ქვის უზარ
მაზარ სარკოფაგს აგებდნენ. თაყვანს ცემდნენ წმინდა ძროხასაც (”წიგნი ძროხისა”). ძვე ლი
ეგვიპტელები ცარგვალს ძოხის სახითაც გამოხატავდნენ, რომელსაც ტანზე ვარსკვ ლავები
ასხდა.
გავრცელებული იყო ნიანგის კულტიც. ტაძრებში, გარდა აპისებიდა, ცოცხალი ნიანგე ბიც
ჰყავდათ. მათ ქურუმები კვებავდნენ. სიკვდილის შემდეგ ნიანგს დააბალზამებდნენ და
სარკოფაგში ჩაასვენებდნენ. საკულტო ცხოველებად მიიჩნევდნენ ცხვარსა და ლომ საც,
აგრეთვე შავ ძაღლს, ტურას და ა.შ.

ყოველდღიური ცხოვრება
ძველ ეგვიპტელთათვის დამახასიათებელი იყო მდიდარი კულტურული ტრადიციები,
რომლებსაც თან სდევდა საზეიმო ცერემონიები, ნადიმები, ცეკვა და მუსიკა. ძველ ეგვი
პტელთა უმრავლესობა ფერმერი იყო. მათი საცხოვრებელი ნაგებობები გამიჯნული იყო
ერთმანეთისგან ოჯახების მიხედვით და ტალახის აგურით იყო ნაგები, რაც ცხელი დღის
განმავლობაში მის სიგრილეს განაპირობებდა. ყოველ სახლს სამზარეულო ჰქონდა ღია
სახურავით. აქ იყო საფქვავი ქვა ხორბლისთვის და მცირე ღუმელი პურის საცხობად. კე
დლები თეთრად იყო შებათქაშებული და სავარაუდოდ დაფარული იყო შეღებილი სე
ლის ფარდებით. იატაკზე ლერწმით ნაქსოვი ფარდაგები ეფინა, ხოლო ავეჯს წარმოადგე
ნდა ხის სამფეხა სკამები, იატაკიდან აწეული საწოლი და ინდივიდუალური მაგიდები.
ძველი ეგვიპტელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჰიგიენასა და ესთეტიკას. მათი უმ
რავლესობა ნილოსში იბანდა ტანს და ცხოველური ცხიმისა და ცარცისგან შექმნილ რბილ
საპონს იყენებდა. მამაკაცები მთელ ტანს იპარსავდნენ სისუფთავისთვის, ხოლო უსიამოვნო
სუნისა და კანის დასაამებლად არომატულ ნელსაცხებლებსა და ზეთებს იყე
ნებდნენ. ტანსაცმელი უბრალო სელისგან იქმნებოდა, რაც ძირითადად თეთრი ფერის იყო.
მაღალი წრის მამაკაცებიც და ქალებიც პარიკებს და სამკაულებს ატარებდნენ და სა ხეს
კოსმეტიკით იფარავდნენ. ბავშვები 12 წლამდე ტანსაცმლის გარეშე დადიოდნენ. ამ ასაკში
ბიჭებს წინადაცვეთის რიტუალს უტარებდნენ და თავს პარსავდნენ. ბავშვების მო ვლა
დედებს ევალებოდა, მამებს კი — ოჯახში სარჩოს შემოტანა. ძირითადი საკვები იყო
პური და ლუდი, რასაც ემატებოდა ბოსტნეული, ძირითადად ხახვი და ნიორი, და ხი ლი
— ლეღვი და ჩირი. ღვინო და ხორცეული ძირითადად დღესასწაულების დღეებში იყო
მასებისთვის, ხოლო მაღალი წრისთვის კი უფრო რეგულარულად. თევზი, ფრინვე ლი და
ხორცეული მარილდებოდა და შრებოდა, შემდეგ კი წვნიანად კეთდებოდა ან იწ
ვებოდა. მუსიკა და ცეკვა პოპულარული გართობის საშუალება იყო მათთვის, ვისაც ამის
თვის ხელი მიუწვდებოდა. ადრეულ ინსტრუმენტთა შორის იყოფლეიტა და ფანდური,
მოგვიანებით დამუშავდა საყვირის, ობოისა და დუდუკის მსგავსი საკრავებიც. ახალ სამე
ფოში ეგვიპტელები უკვე მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან შემოტანილ საკრავებსაც იყენებ
დნენ. სისტრუმი ჟანჟრარა მუსიკალური ინსტრუმენტი იყო, რომელიც განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იყო რელიგიური ცერემონიებისთვის. დასვენების ჟამს ძველეგვიპტელე ბი
სხვადასხვა თამაშით ირთობდნენ თავს. სანეტი, დაფის თამაში იყო, რომელზეც ქვები
კამათელზე ამოსული ნიშნის მიხედვით გადაადგილდებოდა და განსაკუთრებით პოპუ
ლარული იყო ადრეულ ხანებში; კიდევ ერთი მსგავსი თამაში იყო მეჰენი, რომელსაც
მრგვალი სათამაშო დაფა ჰქონდა. ბურთით თამაში პოპულარული იყო ბავშვებში. ბენი
ჰასანისაკლდამაში ასევე აღწერილია ორთაბრძოლის ტრადიცია. მდიდარი ძველეგვიპ
ტელები თავს ირთობდნენ ნადირობითა და ნაოსნობით. მუშათა სოფლის დიერ ელ-მა
დინა გათხრებში აღმოჩენილ იქნა ძველი მსოფლიოს საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-
ერთი ყველაზე დეტალური დოკუმენტური მასალა, რომელიც თითქმის 400 წელიწადს
მოიცავს. არ არსებობს სხვა არქეოლოგიური ძეგლი, სადაც უფრო უკეთ შეიძლება თემთა
ორგანიზაციის, სოციალური ურთიერთობების, შრომისა და ცხოვრების პირობების დე
ტალების შესწავლა.

არქიტექტურა
ეგვიპტელები განთქმულნი იყვნენ არქიტექტურით მთელ იმდროინდელ მსოფლიოში. მა
თი ნაგებობები გეომეტრიული სიზუსტით არის აშენებული, რაც უდავოდ მოწმობს იმას,
რომ ძველი ეგვიპტელები კარგად იცნობდნენ როგორც არქიტექტურას, ასევე მათემატი კას.
ეგვიპტელთა მიერ აშენებული ნაგებობების მსგავსი ნაგებობების აშენებაც კი დღევან დელი
ტექნიკით ძნელად მისაღწევია. ეგვიპტელებს ჰქონდათ სპეციალური ქვის სამტეხ ლოები,
სადაც მზადდებოდა სკულპტურული ნაკეთობები. ზოგჯერ მთლიანად კლდეში
აქანდაკებდნენ ფარაონების, ან ღმერთების გამოსახულებებს. ამისი კარგი მაგალითია დი
დი სფინქსი, რომლის სიმაღლე 20 მ-ია, სიგრძე კი 60 მ-ს აღემატება. სფინქსი არის ფარა
ონის თავიანი და ლომის ტანიანი ფიგურა, რომელიც ფარაონის ღვთაებრივი წარმოშობი სა
და სიძლიერის სიმბოლოა. ეგვიპტელები ხშირად აშენებდნენ მაღალ სვეტებს - ობელი
სკებს. ობელისკების სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრამდეც აღწევდა. ისინი ერთი მთლიანი გა
მოკვეთილი ქვა იყო და არა ცალ-ცალკე ქვებით აშენებული. 20 მ-იანი ობელისკების აღმა
რთვა ძნელი საქმე იქნებოდა. მათ სავარაუდოდ დახრილი სიბრტყის დახმარებით აღმარ
თავდნენ. ობელისკებზე ეგვიპტური იეროგლიფებით ამოტვიფრული იყო ფარაონი ან
რომელიმე ღვთაების სადიდებელი სიტყვები, ზოგჯერ კი დიდგვაროვანის (ფარაონი, ნო
მარქი) მთელი ისტორია იყო მოთხრობილი. ეგვიპტურ არქიტექტურაში ყველაზე ღირს
შესანიშნავი მაინც პირამიდებია. მათი მშენებლობა ძვ. წ. XXVII ს-ში დაიწყეს. თავდაპირ
ველად პირამიდის ფორმა საფეხუროვანი იყო, შემდეგ კი საფეხუროვანი კედლები სწორ მა
და მოპირკეთებულმა კედლებმა შეცვალა. პირველი პირამიდა ფარაონ ჯოსერს ეკუთვ
ნოდა. მისი სიმაღლე 60 მ-ს აღემატებოდა. ჩვენამდე მოღწეულ ასამდე პირამიდიდიან თა
ვისი სიდიდით გამოირჩევა ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ძვ. წ. XXVI ს-შია აგებული.
მისი სიმაღლე 147 მ-მდე იყო, დღეს კი 136 მ-ია დარჩენილი. გვერდების სიგრძე 233 მ-ია.
მის მშენებლობაზე დაახლოებით 2300000 ლოდი დაიხარჯა. თითოეული ლოდი ორ ტ-ზე
მეტს იწონიდა. ძველი ეგვიპტელები ლოდების შესაწებლებად არავითარ დუღაბს არ
იყენებდნენ. პირამიდის მშენებლობა დაახლოებით 20 წელი გაგრძელდა. ეგვიპტის პი
რამიდები დღესაც არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა.
ფარაონთა პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა.

დიდი პირამიდა

ქრისტიანული რწმენით მაცხოვრის მოვლინებამდე დაახლოებით საუკუნე-ნახევრით ად რე


სახელგანთქმულმა ბერძენმა მათემატიკოსმა ფილონ ბიზანტიელმა დაწერა მცირე რი
ტორიკური ტრაქტატი, რომელსაც ”დე სეპტუმ ორბის სპექტაკლეს”, ანუ ”სამყაროს შვი დი
საოცრება” უწოდა. სამწუხაროდ, ამ ტრაქტატში შესული შვიდი საოცრებიდან 3 (სემი
რამიდას დაკიდებული ბაღები, როდოსის კოლოსი, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში) უკვა
ლოდაა გამქრალი. სამის — ალექსანდრიის შუქურის, მაუზოლუსის აკლდამისა (ჰალიკა
რნასში) და არტემიდას ტაძრისა (ეფესო), მხოლოდ უმნიშვნელო ნამსხვრევებია დარჩენი
ლი. რაც შეეხება ხეოფსის (ხუფუს) დიდ პირამიდას, ის ერთადერთია ფილონ ბიზანტიე
ლისეული სამყაროს საოცრებათაგან, რომელმაც დღემდე მეტ-ნაკლებად პირვანდელი სა
ხით მოაღწია. სივრცე, რომელიც ამ უზარმაზარ ძეგლს უჭირავს, ერთად დაიტევს რომის
წმინდა პეტრეს ტაძარი, უესტმინსტერის სააბატოს,ფლორენციისა და მილანის უდიდეს
ტაძრებს. ხეოფსის პირამიდა 2 300 000 ქვის ბლოკითაა ნაგები და სიმაღლით 146 მ-ია.
თითოეული ბლოკის წონა რამდენიმე ათეული ტონაა, ზოგიერთის კი 200 ტონასაც აღ წევს.
ხეფრენის (ხაფრა) პირამიდის სიმაღლე 143.5 მეტრია, მიკერინისა (მენკაურა) — 65.5 მ.
ხეოფსის დიდი პირამიდის არქიტექტორია ხემიუნი. პირამიდებზე, ისევე რო გორც
ეგვიპტური კულტურის სხვა სიმბოლოებზე, მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული. ერთ-ერთი
ვერსიით, პირამიდა მთის სახეხატებაც არის, სიმბოლო დასაბამიერ და ქაო სურ წყალთან
ამოზიდული იმ პირველი ბორცვისა, რომლითაც დაიწყო სიცოცხლე დე დამიწაზე.

ხეფრენის პირამიდა (ძვ. წ. 2520 -ძვ. წ. 2494 წწ.) უფრო პატარაა, ვიდრე ხეოფსისა, მაგ რამ
უფრო მაღალი ჩანს, რადგან ოდნავ ამაღლებულ ადგილზეა აღმართული. მის წვერ ზე
ახლაც არის შემორჩენილი თეთრი კირქვის ფილები, რომლითაც პირამიდა ერთ დროს იყო
მოპირკეთებული. პირამიდებთან სიახლოვე მარადიული სიცოცხლის კარიბ ჭესთან
დგომასაც ნიშნავდა. ხეოფსის პირამიდის ირგვლივ ფარაონის წარჩინებული და
დიდგვაროვანი მსახურები განისვენებენ.

პირამიდების ტექსტები

1880 წელს ფრანგმა ეგვიპტოლოგმა გ.მასპერომ საკარაში აღმოაჩინა ძველი ეგვიპტის რე


ლიგიური და ლიტერატურული ძეგლი - ”პირამიდების ტექსტები”. შესრულებული მწვა
ნე ფერის იეროგლიფებით ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარში. ”პირამიდების ტექსტებ ში”
შესულია ღმერთებისადმი მიძღვნილი ჰიმნები, მითების ნაწყვეტები, მაგიური ფორ
მულები. ტექსტები რამდენიმე ნაწილისგან შედგება. უძველესი ნაწილი წინადინასტიურ
ხანას ეკუთვნის და საფიქრებელია, რომ, ვიდრე პირამიდების კედლებზე მიაწერდნენ,
ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მესამე დინასტიის ფარაონმა ჯოსერმა (ძვ. წ.
2630 - ძვ. წ. 2611 წწ.) გადაწყვიტა, ძველი სამაროვნის საძირკველზე თავისთვის ახალი
სარკოფაგი აეგო. მთელი სამაროვანი კომპლექსი, რომელიც არქიტექტორმა იმჰოტეპმა შე
ქმნა, იმ დროის ეგვიპტის ხუროთმოძღვრებაში ნამდვილი რევოლუციური გადატრიალე ბა
იყო. კომპლექსის შუაში იდგა ჯოსერის საფეხუროვანი (ტერასული) პირამიდა - ცნობი ლი
ეგვიპტის პირველი პირამიდის სახელით. მის ირგვლივ განლაგებულ ნაგებობებში სა
იუბილეო დღესასწაულები იმართებოდა.იმჰოტები იყო ის არქიტექტორი, ვინც პირველი
პირამიდა ააგო და მშენებლობის პრაქტიკაში სრულიად ახალი მასალა გამოიყენა. მისი
ტერასული პირამიდა მთლიანად ქვით ნაგები პირველი კოლოსალური ძეგლია. ლერწ მის,
ხის და ნილოსის თიხის ახალი სამშენებლო მასალით შეცვლა თითქმის შეუმჩნევე ლი
რჩებოდა, რადგან წინა ”ენა” არქიტექტურისა დაცული იყო. IV, V და VI დინასტიების ხანაში
აყვავებას იწყებს ახალი სწილის არქიტექტურა. ამ პერიოდში აიგო 3 პირამიდა. პი რველი
მემფისის სამხრეთით, მენდუმის რაიონში აღიმართა. ორი სხვა - ერთი ცნობილი, როგორც
ორმაგი დახრილობისა და მეორე - ”წითელი პირამიდა”, მდებარეობს დაჰშურ ში,
დედაქალაქიდან 16 კმ-ის დაშორებით. წითელი პირამიდა ხეოფსის დიდი პირამი დის
პროტოტიპად გამოიყენეს. ხეოფსი იყო სნოფრუს ვაჟი და მემკვიდრე გიზაში. მისი
დროიდან სამეფო სამარხებმა ჩრდილოეთით - გიზისა და აბუ როშისკენ გადაინაცვლა.

V დინასტიის უკანასკნელმა ფარაონმა უნისმა (ძვ. წ. 2355 - ძვ. წ. 2325 წწ.) ისევ საკარა
ირჩია. მისი პირამიდა იმ ეპოქიდან დღემდე შემონახული ერთერთი ამგვარი უნიკალუ რი
ძეგლია. იგი ქვითაა ნაგები. სამარხი დარბაზების კედლებზე წარწერილია პირამიდე ბის
ტექსტები, რომლებიც ეგვიპტელთა რწმენით გარდაცვლილ ფარაონს საიქიოში სჭირ
დებოდა.

სფინქსი

არსებობს მოსაზრება, რომ სიტყვა ”სფინქსი” ეგვიპტური წარმოშობის არ უნდა იყოს. ეგ


ვიპტეში მას ”შესეფ-ანხ”-ის ეძახიან, რაც ნიშნავს ”ცოცხალ ხატს” და რაც, რა თქმა უნდა,
ღმერთის ამ მბრძანებლის ცოცხალ სახებას გულისხმობდა. ღმერთს ხშირად ადამიანის
ტანითა და წმინდა ცხოველის თავით გამოსახავდნენ. ფარაონი ან მბრძანებელი, რომე ლიც
ღმერთის მიწიერ ნაცვლად და მის ძედ მოიაზრდებოდა, უკუმიმდევრობით იყო გა
მოსახული - ადამიანის-მბრძანებლის თავით და ცხოველის ტანით. ამ ნახევრად ადამია ნის,
ნახევრად ცხოველის ფიგურებში ჩაქსოვილია ის ღრმა აზრი, რომ არსი ღმერთისა და კაცისა
ერთია, ხოლო განსხვავება მათს საპირისპიროობშია.

მსგავსი კოლოსალური ფიგურა აღმოჩენილია ნიმრუდში (ძვ. კალხა) ოსტინ ჰენრი ლეია
რდის მიერ 1845 წელს ჩატარებული გათხრების შედეგად; ფრთიანი გველი - ამერიკელ
ინდიელთა საცხოვრებელ ტერიტორიებზე; ადამიანი-ხარი - სირიაში, კრეტასა და მესო
პოტამიაში, ხოლო შივას სპილოსთავა ვაჟი - ინდოეთში.

სარიტუალო წეს-ჩვეულებები
სულის მოსახსენიებელი სარიტუალო წესები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ძველ ეგ
ვიპტელთა რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში. გარდაცვლილს ჭირისუფლები ტა
ძარში მიასვენებდნენ. იქ გვამს აბალზამებდნენ. მიცვალებულს ამოაცლიდნენ ყველა ში
ნაგან ორგანოს, მათ შორის გულსაც, რომელსაც განსაკუთრებულ ჭურჭელში დებდნენ და
გვამთან ერთად ინახავდნენ. გულს მთავარი როლი უნდა შეესრულებინა გარდაცვლი
ლის საიქიო ცხოვრებაში. ეგვიპტელთა რწმენით, მიცვალებული გაცოცხლდებოდა, თუ
მისი სხეული, ანუ სახ-ი, დაცული იქნებოდა. ბევრჯერ სარკოფაგებში გარდაცვლილის ქა
ნდაკებებიც აღმოუჩენიათ. ამ ფიგურებს ეგვიპტელები საგანგებოდ ატანდნენ მიცვალე
ბულს, რათა გვამის განადგურების შემთხვევაში სულს თავშესაფარი მათში ეპოვა. გარდა
ცვლილს ატანდნენ სხვა სსპეციალურად შექმნილ ფიგურებსაც, რომლებიც მას იმ ქვეყ
ნად მონებად და მსახურებად ეყოლებოდა. სარკოფაგის ახლოს სამარხში აწყობდნენ საო მარ
და შრომის იარაღებს, ჭურჭელს და ათას წვრილმანს, რაც სიცოცხლეში სჭირდებოდა
ადამიანს. ეგვიპტელები თავიანთ მიცვალებულებს ისე ექცეოდნენ, როგორც ცოცხლებს:
მიდიოდნენ სამარხებთან, მიჰქონდათ საჭმელი, ესაუბრებოდნენ, ლოცულობდნენ, გაჭი
რვების ჟამს შველასაც სთხოვდნენ და წერილსაც კი უტოვებდნენ საჩინო ადგილას, რათა
სარკოფაგიდან და სხეულიდან გამოსულ და კვლავ მობრუნებულ სულს იგი შეემჩნია და
წაეკითხა.

მიცვალებულთა წიგნი
ძველ ეგვიპტელს სწამდა, რომ იმქვეყნიურ კეთილდღეობას სიცოცხლეში ყოველდღიუ რი
ლოცვით და რიტუალების ერთგულად შესრულებით მიაღწევდა. საჭირო იყო ბნელი
ძალების წინააღმდეგ ბრძოლა და მომზადება საიქიო სამსჯავროზე წარსადგომად. სწო რედ
ამ მიზნით შეიქმნა ”მიცვალებულთა წიგნი”. მასში აღწერილია ყველა ის საშუალება,
რომელიც, ეგვიპტელთა რწმენით,სულს სამჯავროზე დაეხმარებოდა. ყველა მოვალე იყო
დაწვრილებით აღეწერა სამზეოზე გატარებული თავისი ცხოვრება. ასეთი აღწერა, რო გორც
წმინდა ტექსტი, გარდაცვლილს თან უნდა წაეღო. სამჯავროზე მიცვალებულის სუ ლი ამ
ტექსტს კითხულობდა და ღმერთები მასში მოთხრობილ ამბავს ითვალისწინებდ ნენ.
იმქვეყნიური ნეტარებისთვის ეგვიპტელი ხშირად ცრუობდა კიდეც. ამიტომ საიქიო
სამჯავროზე მაინც გარდაცვლილის გული იყო მთავარი. აქ გული აიწონებოდა და გამოჩ
ნდებოდა განსასჯელის ავი და კარგი საქმენი. რათა გულს არ გაეცა თავისი პატრონი, მი
ცვალებულის სული მაგიურ შელოცვებს წარმოთქვამდა. ორი მაატის - ორმაგი ჭეშმარი
ტების დარბაზში, სადაც განსასჯელს მკაცრი გამოცდა ელოდა, სამსჯავრო სრული შემად
გენლობით სუფევდა დიადი ღმერთის - რასმეთაურობით. იქ იყვნენ თოტი, ორმაგი ჭეშ
მარიტების დარბაზის ქურუმები და ქვესკნელის მეუფე ოსირისი. მათთან ერთად სამსჯა
ვროს ესწრებოდა 42 ზებუნებრივი არსება. ყოველი მათგანი ერთ რომელიმე შეცოდებას
განიკითხავდა. მიცვალებული წარმოთქვამდა სიტყვას, რომლითაც ამტკიცებდა თავის
უცოდველობას. სამსჯავროზე რომ არ ემხილებინათ, იგი საგანგებოდ ჩამოთვლიდა 42
ზებუნებრივ არსებას, რითაც ერთგვარად მათ გულს იგებდა. ძველი ეგვიპტელების წარ
მოდგენით, მართალი ადამიანის გული ბუმბულივით მსუბუქი იყო, ამიტომ ოსირისის
სამსჯავროზე მას ბუმბული არ უნდა გადაეწონებინა. განკითხვის დასასრულს თოტი
და ანუბისი იწყებდნენ გულის აწონას. თუ დაიმსახურებდა, მიცვალებულისთვის საიქი ოს
კარი ღია იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ”სულთა მსვლეპი” იქვე შესანსლავდა ცოდ ვილ და
უბედურ სულს.

ეგვიპტის სამეფო

ეგვიპტის სამეფო - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო, დიდი აღმოსავლური


ცივილიზაციის კერა. ეგვიპტური ცივილიზაციის ბუნებრივი საზღვრები იყო სამხრეთიდან
ეთიოპია, დასავლეთიდან ლიბია, აღმოსავლეთიდან სინას ნახევარკუნძული, ჩრდილოეთიდან
კი ნილოსის დელტა და ხმელთაშუა ზღვა. ეგვიპტის მასაზრდოებელ ძალას უზარმაზარი
მდინარე, ნილოსი წარმოადგენდა, რომლის სანაპიროებზეც ეგვიპტელებს დიდძალი მოსავალი
მოჰყავდათ. ნილოსი იყო მათთვის სასიცოცხლო ძალა, ამიტომ ეგვიპტეს “ნილოსის
საჩუქარი”ეწოდა.

ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფა დინასტიამდელ (ძვ.წ 3000) და მომდევნო პერიოდებად


(სულ 30 დინასტია). ეს პერიოდები ძვ.წ III ათასწლეულიდან - ძვ.წ I ათასწლეულამდე
გრძელდება.

პერიოდები ასე იყოფა: ადრეული სამეფო (I და II დინასტია), ძველი სამეფო (III და VI


დინასტიები), პირველი გარდამავალი პერიოდი (VII-X დინასტიები), შუა სამეფო (XI-XII
დინასტიები), მეორე გარდამავალი პერიოდი (XIII-XVII დინასტიები), ახალი სამეფო (XVIII-XX
დინასტიები), გვიანი პერიოდი (XXI-XXVI დინასტიები), ასურელთა მმართველობა ( ძვ.წ 664-
656 წ ), სპარსელთა მმართველობა (XXVII დინასტია, ძვ.წ 525-404 წ ), სპარსელთა მეორე
მმართველობა (XXVIII-XXX, ძვ.წ 343-332 წ), მაკედონელთა მმართველობა (ძვ.წ 332-305 წ),
პტოლემაიოსების მმართველობა (ძვ.წ 305-30).

ძვ.წ IV ათასწლეულის ბოლოდან ეგვიპტეში ორი სამეფო, ზემო და ქვემო ეგვიპტე წარმოიქმნა.
ეგვიპტელ მეფეებს ფარაონები მაშინ ეწოდათ. ისინი ძალაუფლებას მემკვიდრეობით
გადასცემდნენ. დაახლოებით ძვ.წ 3100 წელს ეგვიპტე ფარაონმა მენესმა გააერთიანა და
ნილოსის დელტაში ეგვიპტის ახალი დედაქალაქი, მემფისი ააგო.

შუა სამეფოს ეპოქის ეგვიპტეს ჰიქსოსები დაესხნენ თავს და ძალაუფლება ხელთ იგდეს. მათგან
განთავისუფლება ეგვიპტელებმა სისხლისმღვრელი ომების შედეგად მოახერხეს და ახალი
სამეფოს პერიოდის პირველი დინასტია შექმნეს. ახალი სამეფოს პერიოდში ეგვიპტე
არნახულად გაძლიერდა გაუთავებელი ომების შედეგად ხეთებთან, მითანელებთან,
ქანაანელებთან, ლიბიელებთან და ნუბიელებთან. ამ ომებიდან ეგვიპტე გამარჯვებული
გამოდიოდა, რადგან ჰყავდა ნიჭიერი და ამბიციური მმართველები, რომლებმაც
იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო არმია შექმნეს. ახალი სამეფოს ეგვიპტის
ფარაონთაგან განსაკუთრებით გამოირჩევიან თუტმოს III, რამზეს II და რამზეს III. თუტმოს III-მ
და რამზეს II-მ დაიპყრეს დიდი ტერიტორიები ახლო აღმოსავლეთში, ამას გარდა ეგვიპტე
ფლობდა სინას ნახევარკუნძულს, ნუბიასა და ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილს.

ფარაონმა რამზეს III-მ დაამარცხა და განდევნა ზღვის ხალხები, რომლებმაც გაანადგურეს


ხეთების იმპერია და შეუტიეს ეგვიპტეს. ეგვიპტემ მრავალი ომები გადაიტანა და ძვ.წ I
ათასწლეულის დასაწყისისთვის დასუსტება დაიწყო. მიუხედავად ამისა ქვეყანამ რამდენჯერმე
სცადა ძველი დიდების დაბრუნება, თუმცა ყველა ეს ცდა უშედეგოდ დასრულდა და
საბოლოოდ ძვ.წ 525 წელს არსებობა შეწყვიტა. ეგვიპტის დაცემა ერთი მხრივ შინა და გარე
ომებმა, შინაგანმა აშლილობამ და ჯარის დასუსტებამ გამოიწვია, მეორე მხრივ კი ისეთი
მძლავრი იმპერიების წარმოქმნამ, როგორებიც იყო ასურეთი, ბაბილონი და სპარსეთი. ძვ.წ IV
საუკუნეში ეგვიპტე მაკედონელებმა ალექსანდრე დიდის მეთაურობით წაართვეს სპარსელებს.
როდესაც მაკედონიის იმპერია დაიშალა, ეგვიპტე ალექსანდრე მაკედონელის სარდალმა,
პტოლემაიოსმა იგდო ხელთ, რომელმაც საკუთარი დინასტია დაარსა და სელევკიდების
იმპერიასა და მაკედონიის სამეფოსთან ერთად პირველობა შეინარჩუნა ელინისტურ სამყაროში.
საბოლოოდ ეგვიპტის სამეფო რომის იმპერიამ შეიერთა ძვ.წ 30 წელს და პტოლემაიოსების
დინასტიის უკანასკნელმა წარმომადგენელმა, დედოფალმა კლეოპატრა VII-მ თავი მოიკლა.

ბიბლიის მიხედვით ეგვიპტეს მიცრაიმი ეწოდება. მიცრაიმი ნოეს ვაჟის, ქამის ერთ-ერთი ვაჟი
იყო. ებრაელები ეგვიპტელებს ქამიტურ ტომებად თვლიდნენ. ბიბლია და ეგვიპტე
ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ეგვიპტეში მრავალი ბიბლიური ისტორია შეიქმნა. მათგან
პირველია აბრაამის სტუმრობა ეგვიპტეში თავის ცოლთა ნ სარასთან ერთად. შემდეგ ამ ქვეყანას
აბრაამის შვილიშვილის შვილის, იოსების ცხოვრება უკავშირდება, რომელიც ძმებმა მონად
გაყიდეს ეგვიპტეში. იოსებმა შეძლო მონობიდან აღზევება და ფარაონის მოხელე გახდა უფლის
მიერ მინიჭებული სიზმრების ახსნის ნიჭის წყალობით. იოსებმა დიდი შიმშილობისა და
გვალვის პერიოდში ქანაანიდან ჩამოიყვანა ებრაელები და ეგვიპტის ნაყოფიერ და მდიდარ
მიწაზე დაასახლა. მრავალი წლის შემდეგ ბიბლია გვამცნობს, რომ ეგვიპტელებსა და ებრაელებს
შორის ურთიერთობა დაიძაბა იმის საფუძველზე, რომ ებრაელები ძალიან გამრავლდნენ და
გაძლიერდნენ, ამიტომ ფარაონებმა მათ დევნა დაუწყეს. უდიდესმა ბიბლიურმა გმირმა, მოსემ
მოახერხა და ისრაელიანები ეგვიპტელთა ხელიდან დაიხსნა. ამის შემდეგ ებრაელები
“აღთქმულ მიწაზე”, ქანაანში ილაშქრეს და იქ დასახლდნენ. ბიბლიის მიხედვით სანამ ფარაონი
ნებას მისცემდა ისრაელიანებს ეგვიპტიდან გასვლისა, მანამდე უფლის 10 სასჯელი
ანადგურებდა ქვეყანას, ამან ფარაონი აიძულა მონად ქცეული ებრაელები გაეშვა.

ეგვიპტელებთან კარგი ურთიერთობის დამყარება ებრაელებმა სოლომონ ბრძენის


მმართველობისას მოახერხეს, როდესაც ისრაელის ძლიერმა მეფემ ცოლად ეგვიპტის ფარაონის
ასული მოიყვანა. ეს მეტად საინტერესო ფაქტია, რადგან ეგვიპტელი ფარაონები უცხოელებზე
თავიანთ ქალიშვილებს არ ათხოვებდნენ. სოლომონის სიძლიერემ და ეგვიპტის
იმდროინდელმა არცთუ ისე ძლიერმა პოზიციამ აიძულა ფარაონი გავლენიანი სიძე შეეძინა.
ფარაონმა დაიპყრო მიწები პალესტინის სამხრეთით და სოლომონს აჩუქა. მიუხედავად
დანათესავებისა ფარაონი ცდილობდა თავისი სიძის დასუსტებას და ისრაელის სამეფოს
დაშლას. ფარაონმა შეიფარა მომავალი ისრაელის მეფე, იერობოამ I. ის მაშინ დაბრუნდა
ისრაელში, როდესაც სოლომონი გარდაიცვალა. იერობოამმა სწრაფად მიიმხრო ხალხი, რაც
გარკვეულწილად რობოამის, სოლომონის ვაჟის არასწორი პოლიტიკური სვლების გამო მოხდა
და ისრაელის ათ ტომზე გაბატონდა. ეგვიპტის ფარაონიც სწორედ ამას ელოდა.

ფარაონმა შეშონქ I-მა (ბიბლიაში შიშაკი, სუსაკიმი) ილაშქრა რობოამის სამფლობელოებში


(იუდეის სამეფო), გაძარცვა და გადაწვა მთელი იუდეა და წაიღო იერუსალიმის ტაძრის
სიმდიდრე. ამის შემდეგ ბიბლიის მეფეთა წიგნებში მოიხსენიება ფარაონის მიერ მეფე იოშიას
მოკვლა და დასუსტებული ეგვიპტისა და ებრაული სახელმწიფოების კავშირი (ნახსენებია
ფარაონი სო), რომელიც ბაბილონელებმა და ასურელებმა გაანადგურეს. ებრაელებს კარგი
ურთიერთობა ჰქონდათ პტოლემაიოსების დინასტიის ზოგიერთ მეფესთან. პტოლემაიოსები
მოწყალედ უყურებდნენ სამშობლოდაკარგულ ისრაელიანებს და ეხმარებოდნენ. ზოგიერთი
მეფე, მაგალითად პტოლემაიოს ფილოპატორი ებრაელების დიდი მტერი იყო და მუდამ
ავიწროებდა მათ.
ახალ აღთქმაში ეგვიპტე მხსნელი ქვეყანაა, სადაც თავს შეაფარებენ ღვთისმშობელი მარიამი,
იოსები და ახალდაბადებული იესო ქრისტე.

ფარაონები უდიდეს როლს ასრულებდნენ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. ისინი ერთდროულად ქვეყ ნის
მმართველებიც იყვნენ და უმაღლესიქურუმებიც. ფარაონი იყო განკაცებული ღმერთი დედა
მიწაზე და ღმერთი სიკვდილის შემდეგ. თვით ტერმინი ”ფარაონი” ორი სიტყვის შერწყმაა: ”პერ-აა”,
რაც ”დიდ სახლს” ნიშნავდა. ფარაონს ქარაგმულად იხსენიებდნენ, რათა მისი სახელი ტაბუ
დადებული ყოფილიყო. ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა. გადმოცემის თანახმ ად,
პირველი ფარაონი თვით ღმერთი ”რა” იყო. შემდეგ მოდიოდნენ სხვა ღმერთები. მოგვიანე ბით
ტახტზე ოსირისისა დაისიდის ვაჟი ”ხორი” ასულა. ხორი ეგვიპტის ყოველი დინასტიის ფა რაონის
პირველსახე და პორტრეტია. თითოეული ფარაონი რას და ხორის შთამომავლად ითვლე ბოდა და
მისი ე.წ ტიტულატურა ხუთი სახელისგან შედგებოდა: ხორის, ოქროს ხორის, 2 ქალღ მერთის
(ზემო და ქვემო ეგვიპტის მეუფე+სახელი) და რას ვაჟის სახელებისგან. ფარაონი სხვადა სხვა
ვითარებაში სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებოდა. ”პერ-აა”-ს თავიდან ფარაონის სახლს ეძახდნენ,
დაახლოებით შუა სამეფოს დასასრულიდან კი თავად ფარაონსაც ასე მოიხსენიებდნენ.

ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ფარაონები დედოფლისა და რას ჰიეროგამიური კავშირის შედეგად


ჩნდებოდნენ. ფარაონს მრავალი ცოლი ჰყავდა, მაგრად მთავარი ერთი იყო და ქვეყნის დედოფ ლის
ტიტულსაც ის ატარებდა. მხოლოდ ფარაონისა და დედოფლის საკრალური კავშირის შედე გად
დაბადებული ბავშვი შეიძლება გამხდარიყო ეგვიპტის ფარაონი. ეგვიპტეს ფარაონი ქალებიც
მართავდნენ (ნიტოკრისი - VI დინასტია; ნეფრუსებეკი - XII დინასტია, ძვ. წ. 1789-1785; ჰატშეფ
სუტი - XVIII დინასტია, ძვ. წ. 1490-1468). ყველა ეგვიპტურ ტაძარში ქებას უძღვნიდნენ ფარაონს,
როგორც ღმერთს. თვით ფარაონიც ღმერთს უგალობდა. იგი ღმერთკაცად ითვლებოდა და სჯე
როდათ, რომ ფარაონსა და ღმერთს შორის ურღვევი კავშირი არსებობდა.

მერნეიტი — ძველი ეგვიპტის დედოფალი, მოგვიანებით კი ძველი ეგვიპტის რეგენტი. ზოგიერ თი


ოფიციალური ჩანაწერის თანახმად მერნეიტი იყო ეგვიპტის მმართველი, თუ ჩანაწერებიდან
გამომდინარე მერნეიტი იყო ეგვიპტის პირველი ქალი ფარაონი. მერნეიტი მეფობდა ძვ. წ. XXX ს-ში,
დღეისათვის უცნობია მისი მმართველობის ზუსტი წლები და ხანგრძლივობა. სავარაუდოდ,
მერნეიტი იყო ფარაონ ჯერის შვილი და ფარაონ ჯეტის მეუღლე, ასევე მისი შთამომავლის ფარა
ონ დენის დედა. წინამორბედი: ჯეტი; ეგვიპტის ფარაონი -დაახ. ძვ.წ. 2970 წ; შემდეგი: დენი.
ნეფრუსებეკი — ძველი ეგვიპტის ქალი-ფარაონი. ტურინის პაპირუსის თანახმად ქვეყანას მარ
თავდა XII დინასტიის მმართველობის დასასრულს 3 წელი, 10 თვე და 24 დღე. ნეფრუსებეკი არის
მეორე ქალი ფარაონი მეექვსე დინასტიის მმართველის, ნიტოკრისის შემდეგ, რომელიც ეგვიპტეს
მართავდა. იგი ჩვეულებრივად მიიჩნევა ამენემჰეტ III-ის შვილად, მანეთონიც მას ამენემჰეტ IV-ის
დად მიიჩნევს. სავარაუდოდ, ამენემჰეტ IV-ს გარდაცვალების შემდეგ არ დარ ჩენია მემკვიდრე და
ტახტზე ავიდა ნეფრუსებეკი. ნეფრუსებეკის საფლავი აქამდე აღმოჩენილი არ არის. სავარაუდოდ,
მისი კუთვნილება უნდა იყოს დაუსრულებელი პირამიდა მაზგუნში.

ნიტოკრისი (ბერძნ. Νίτωκρις) — ძველი ეგვიპტის დედოფალი და ფარაონი (დაახლ. ძვ. წ. 2152-
2150 წწ.). VI დინასტიის და ეგვიპტის ძველი სამეფოს უკანასკნელი ფარაონი. ზოგიერთი სპეცია
ლისტი თვლის, რომ ნიტორისი არის ძველი ეგვიპტის და მთლიანად მსოფლიოს პირველი ქალი
მმართველი (თუ მხედველობაში არ მივიღებთ I დინასტიის მმართველს მერნეიტს). იგი იყო ეგვი
პტის იმ ქალბატონებს შორი პირველი (ნიტოკრისი, ნეფრუსებეკი, ჰატშეფსუტი, ტაუსერტი და
კლეოპატრა) ვინც მიიღო ფარაონის ტიტული და მართავდა დამოუკიდებლად. სახელწოდება ნი
ტოკრისი გვხვდება ჰეროდოტეს ისტორიაში და მანეთონის თხზულებებში. ჰეროდოტეს მიხედ ვით
მან ხელისუფლება მიიღო მას შემდეგ, რაც შეთქმულებმა მოკლეს მისი ფარაონი-ძმა. მანეთონი,
თავის მხრივ, ნიტოკრისს მიაწერს გიზის მესამე პირამიდის მშენებლობას, რომელიც რეალურად
ფარაონმენკაურას მმართველობისას ააშენეს. თანამედროვე მკვლევარები თვლიან, რომ რეალური
ნიტოკრისი იყო ძველი სამფოს ერთ-ერთი ტახტის მემკვიდრე არეულობის პერიო დში, რომელიც
მოჰყვა პეპი II-ის 94 წლიან მმართველობას. ნიტოკრისი მოხსენიებული არაა არც ერთ ეგვიპტურ
წყაროში, ამიტომ ზოგიერთ ეგვიპტოლოგს მის რეალურობაში ეჭვი შეაქვს და გა მოგონილ
პერსონაჟად მიიჩნევს. დიდი ხნის განმავლობაშI მიიჩნევდნენ, რომ ამ დედოფლის სა ხელი
მოიხსენიებოდა ტურინის პაპირუსში, თუმცა უახლესმა მიკროსკოპიულმა ანალიზმა აჩვე ნა, რომ
ფარაონი ამ სახელით მეექვსე დინასტიის მმართველებს შორის არ მოიხსენიება.

ჰატშეფსუტი (დ. დაახლოებით ძვ. წ. 1503 — გ. ძვ. წ. 1480) — ძველი ეგვიპტის დედოფალი
(ფარაონი), ეგვიპტის XVIII დინასტიის წარმომადგენელი. თუტმოს I-ის ასული და მისი თანა
მმართველი 15 წლის მანძილზე. ტახტს ერთმანეთს ეცილებოდნენ ჰატშეფსუტი, თუტმოს II
(ჰატშეფსუტის ნახევარი ძმა და მეუღლე) და თუტმოს III. ჰატშეფსუტის მომხრე დიდებულთა
პარტიამ თუტმოს III მმართველობას ჩამოაშორა და ჰატშეფსუტი გაამეფა. ეგვიპტის შიდა არეუ
ლობით ისარგებლეს ნუბიელებმა და აჯანყდნენ, მაგრამ ჰატშეფსუტმა ჩაახშო და სამხრეთ პალე
სტინაშიც გაგზავნა დამსჯელი ექსპედიციები. ჰატშეფსუტი არ ომობდა, ქვეყნის სიმდიდრე სამშე
ნებლო საქმიანობისათვის გამოიყენა — აღადგინა ჰიქსოსების მიერ დანგრეული ძველი ტაძრები და
ააგო ახალი (დაირ-ელ-ბაჰრი); განაახლა საბადოების დამუშავება სინის ნახევარკუნძულზე და
მოაწყო სავაჭრო ექსპედიციები პუნტის ქვეყანაში. ჰატშეფსუტის გარდაცვალების შემდეგ თუტმოს III
მკაცრად მოექცა მის ხსოვნას და თითქმის ყველგან მოსპო მისი სახელი.

ტაუსერტი — ძველი ეგვიპტის დედოფალი და XIX დინასტიის ბოლო ფარაონი. დიდი ფარაონის
სეთი II-ის მეუღლე. რამსეს II-ის შთამომავალი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ იგი არასრულწ
ლოვანი შვილის რამსეს-საპტაჰის რეგენტი გახდა. ეგვიპტეს მართავდა 2 წელი. მისი მმარველო ბის
დროს სირიელმა ირსუმ გადაწყვიტა ესარგებლა ხალხის მღელვარებით და ხელში ჩაეგდო ძა
ლაუფლება. ტაუსერტის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეში გამეფდა სრული ანარქია, რამაც გა
მოიწვია ქვეყნის განადგურება და ნგრევა. მანეთონის თანახმად ტაუსერტი ეგვიპტეს 7 წელი
მართავდა. დაკრძალულია მეფეთა ველზე, სამარხში KV14.

საპტაჰი — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) XIX დინასტიიდან, რომელიც მეფობდა ახალი სამე
ფოს პერიოდში. მისი მმართველობა დაიწყო ძვ. წ. 1197 წელს და დასრულდა ძვ. წ. 1191 წელს.
საპტაჰი სამეფო ტახტზე სეთი II-ის შემდეგ ავიდა, ძვ.წ. 1191 წელს კი მისი გარდაცვალების შემ დეგ
ეგვიპტის სამეფო ტახტზე ტაუსერტი ავიდა.

სეთი II — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) XIX დინასტიიდან, რომელიც მეფობდა ახალი სამე
ფოს პერიოდში. მისი მმართველობა დაიწყო ძვ. წ. 1200 ან ძვ. წ. 1199 წელს და დასრულდა ძვ.წ.
1194 ან ძვ.წ. 1193 წელს. სეთი II სამეფო ტახტზე მერნეპტაჰის შემდეგ ავიდა, მისი გარდაცვალე ბის
შემდეგ კი ეგვიპტის სამეფო ტახტზე საპტაჰი ავიდა.

მერნეპტაჰი — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) XIX დინასტიიდან, რომელიც მეფობდა ახალი
სამეფოს პერიოდში. მისი მმართველობა დაიწყო ძვ. წ. 1213 წელს და დასრულდა ძვ. წ. 1203 წელს.
მერნეპტაჰი სამეფო ტახტზე რამსეს II-ის შემდეგ ავიდა,ძვ. წ. 1203 წელს კი მისი გარდაც ვალების
შემდეგ ეგვიპტის სამეფო ტახტზე სეთი II ან ამენმესი ავიდა.

ტაუსერტი — ძველი ეგვიპტის დედოფალი და XIX დინასტიის ბოლო ფარაონი. დიდი ფარაონის
სეთი II-ის მეუღლე. რამსეს II-ის შთამომავალი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ იგი არასრულწ
ლოვანი შვილის რამსეს-საპტაჰის რეგენტი გახდა. ეგვიპტეს მართავდა 2 წელი. მისი მმარველო ბის
დროს სირიელმა ირსუმ გადაწყვიტა ესარგებლა ხალხის მღელვარებით და ხელში ჩაეგდო
ძალაუფლება. ტაუსერტის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეში გამეფდა სრული ანარქია, რამაც
გამოიწვია ქვეყნის განადგურება და ნგრევა. მანეთონის თანახმად ტაუსერტი ეგვიპტეს 7 წელი
მართავდა. დაკრძალულია მეფეთა ველზე, სამარხში KV14.

მანეთონი (ბერძ. Μανέθων) – ეგვიპტელი ქურუმი და ისტორიკოსი, ცხოვრობდა ძვ. წ. IV-III სს-
ში. პტოლემაიოსების დინასტიის დროს. წერდა ბერძნულად, თუმცა, როგორც ეგვიპტის ყველა ზე
განათლებული ფენის წარმომადგენელმა, ეტყობა კარგად იცოდა ეგვიპტური ენა და დამწერ ლობა.
თანამედროვე ეგვიპტოლოგიის წინაშე მანეთონის დამსახურების ყველაზე ნათელ ილუსტ რაციას
წარმოადგენს ის გარემოება, რომ მის მიერ შემუშავებული ეგვიპტის ფარაონთა დინასტიე ბად
დაყოფის პრინციპი (მანეთონმა ეგვიპტის ფარაონები მენესიდან ალექსანდრე მაკედონელამ დე 30
დინასტიად დაყო, ხოლო მენესამდელი პერიოდი შეავსო „ღმერთებისა“ და „ნახევრად ღმე რთების“
ლეგენდარული დინასტიებით) თითქმის უცვლელად გამოიყენება თანამედროვე მეცნი ერებაში.
მისი ნაშრომი ფრაგმენტების სახითაა მოღწეული ებრაელი მეცნიერის იოსების (I ს) და ქრისტიანი
ავტორების სექსტუს იულიუს აფრიკანუსისა (ახ.წ. III ს.) და ეუსებიუსის (ახ. წ. IV ს.) შრომებში.

რამსეს II (ასევე რამსეს დიდი) — ეგვიპტის ფარაონი XIX დინასტიიდან. ხშირად მოიხსენებენ რო
გორც ეგვიპტის უდიდეს ფარაონს. დაიბადა დაახ. ძვ. წ. 1302 წელს. 14 წლისა მამამისმა ტახტის
მემკვიდრედ გამოაცხადა. გადმოცემით ტახტზე ადრე ასაკში (დაახ. 20 წლისა) ავიდა და ეგვიპ ტეს
მართავდა ძვ. წ. 1279-1213 წლებში, 66 წლისა და 2 თვის განმავლობაში. ზოგიერთი ცნობით 99
წელი იცოცხლდა, თუმცა უფრო სარწმუნოა, რომ 92 წლისა გარდაიცვალა. წინამორბედი: სეთი I
მემკვიდრე: მერნეპტაჰი; მეუღლე: ნეფერტარი, ისტნოფრეტი, მატნეფრურა; შვილები: ამონხერუნემეფი,
რამესუსე, მერნეპტაჰი, მერიტანემი, ბენტანატი; მამა: სეთი I; დედა: დედოფალი ტუი.

სეთი I — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) XIX დინასტიიდან, რომელიც მეფობდა ახალი სამე
ფოს პერიოდში. მისი მმართველობა დაიწყო ძვ. წ. 1290 წელს და დასრულდა ძვ. წ. 1279 წ. სეთი I
სამეფო ტახტზე მამის რამსეს I-ის შემდეგ ავიდა,ძვ. წ. 1279 წელს კი მისი გარდაცვალების შემდეგ
ეგვიპტის სამეფო ტახტზე რამსეს II ავიდა.

კლეოპატრა VII ფილოპატორი (ძვ. ბერძნ. Κλεοπάτρα Φιλοπάτωρ, 2 ნოემბერი, ძვ. წ. 69 – 12


აგვისტო, ძვ. წ. 30) —ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პტოლომეების მაკედონური დინასტი
იდან. ცნობილი იყო რომაელი დიდი მხედართმთავრის მარკუს ანტონიუსისადმი სიყვარულით.
სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუ
სტუსის ტყვედ არ ქმნილიყო. კლეოპატრა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქ
მული პერსონაჟია როგორც ფერწერაში, ისელიტერატურასა და კინემატოგრაფში. კლეოპატრა VII
ეგვიპტეს ძმებთან - პტოლემე XIII და პტოლემე XIV ერთად (ტრადიციის თანახ მად, ისინი მის მე
უღლეებად მიიჩნეოდნენ), შემდეგ კი რომაელ მხედარმთავარ მარკუს ანტონიუ სთან, ფიქტიურ
ქორწინებაში თანაცხოვრებით, 21 წელი მართავდა. ის იყო ეგვიპტის უკანასკნელი დამოუკიდე ბელი
მმართველი, სანამ მის ქვეყანას რომის იმპერიადაიპყრობდა და ერთ-ერთ პროვინციად აქ ცევდა.
საყოველთაოდ ცნობილი გახდა იულიუს კეისართან და მარკუს ანტონიუს თან სასიყვარუ ლო
კავშირის შედეგად. კეისრისგან ვაჟი ეყოლა, ანტონიუსისგან კი ორი ვაჟი და ქალიშვილი.
კლეოპატრა თავის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდების გმირად, მისმა ტრაგიკულმა აღსასრულმა კი
მის რომანტიზაციას შეუწყო ხელი. კლეოპატრას იხსენიებენ პლუტარქე, აპიანი, იოსებ ფლა
ვიუსი და სხვ., თუმცა, ძველი ცნობები მისადმი მთლად კეთილგანწყობილნი არ ჩანან. მაგალი თად,
ძველი რომაული წყაროები ასეთ ინფორმაციასაც კი გვაწვდიან: „ის იმდენად გარყვნილი იყო, რომ
ხანდახან მეძავობდა კიდეც, მისი სილამაზით დაბრმავებულ ბევრ მამაკაცს, მასთან ერთი ღამის
გატარების საფასურად, თავიც კი წაუგია“. მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 51 წ; წინამორბე დი: პტოლომე XII;
მემკვიდრე: რომის იმპერია; მეუღლე: მარკუს ანტონიუსი; დინასტია: პტოლომეები; მამა: პტოლომე XII.

მენკაურა (ასევე მენკაურე) — ძველი ეგვიპტის ფარაონი IV დინასტიიდან, რომელიც მეფობდა ძვ. წ.
2530 - ? (18/22 წ.), ძველი სამეფოს პერიოდში. მენკაურა ასევე ცნობილია ელინისტური სახელ ით
მიკერინი (იხსენიებს ჰეროდოტე) და მენხერესი (იხსენიებს მანეთონი). მანეთონის თანახმად იგი
სამეფო ტახტზე ფარაონ ბიხერისის შემდეგ ავიდა, არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით კი
მენკაურა ტახტზე ფარაონ ხეფრენის შემდეგ ავიდა. მენკაურა ცნობილი გახდა გიზაში მისივე
სახელობის პირამიდით, ასევე ტრიადებით (სამისგან შემდგარი გამოსახულება ან ქანდაკება), რო
მელზეც ფარაონი მენკაურა მეუღლესთან ხამერერნებთი II-სთან და ღმერთქალებთან ერთად არის
გამოსახული. მემკვიდრე: შეპსესკაფი; მეუღლეები: ხამერერნებთი II,რეხეტრე ?; შვილი/ები:
ხუენრე, შეპსესკაფი,ხენტკაუს I ?, სეხემრე; მამა: ხეფრენი; დედა: ხამერერნებთი I; გარდ. თარიღი: დაახლ.
ძვ.წ. 2500 წ; დაიკრძალა: მენკაურას პირამიდაში;

ბიხერისი — ძველი ეგვიპტის ფარაონის ელინისტური სახელი. ბიხერისი IV დინასტია დინასტი ის


წარმომადგენელი იყო და ეგვიპტეს ძველი სამეფოს პერიოდში მართავდა. სახელი ბიხერისი
მხოლოდ ისტორიკოს და ეგვიპტოლოგ მანეთონის ნაშრომებში გვხვდება, სავარაუდოდ ამ სახე ლის
ეგვიპტური ფორმა არის ბა-კა (ითარგმნება როგორც სული და კა). ეგვიპტოლოგები დღემდე
ცდილობენ ბიხერისის როგორც ისტორიული ფიგურის ცხოვრებისა და ქრონოლოგიური პოზი ციის
გამოკვლევას. წინამორბედი: ხეფრენი; მემკვიდრე: მენკაურა.

ხამერერნებთი II — ძველი ეგვიპტის დედოფალი IV დინასტიიდან, ეგვიპტის ძველი სამეფოს


პერიოდის დროს. ხამერერნებთი II ეგვიპტის ფარაონის მენკაურას მეუღლე და პრინც ხუენრეს
დედა იყო. მამა: ხეფრენი; დედა: ხამერერნებთი I.
შეპსესკაფი (ასევე სებერხერესი, სევერკერისი) — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) IV დინასტიი
დან, რომელიც მეფობდა ძველი სამეფოს პერიოდში. მისი აქტივობების ერთადერთი მემატიანე არის
ტაძრის კომპლექსი მენკაურას პირამიდაში, ასევე მისი მასტაბა მასტაბეტ ელ-ფარაუნი (ფა რაონის
ქვის მერხი), რომელიც საკარაში მდებარეობს. ფარაონ შეპსესკაფის მმართველობასთან და მის
ხანგრძლივობასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია, ცხრილში მოცემულია სხვადასხვა
ეგვიპტოლოგების მოსაზრებები შეპსესკაფის მმართველობის დასაწყისსა და დასას რულზე.

№ ავტორი (ეგვიპტოლოგი) დასაწყისი დასასრული

1 ჯ.პ. ალენი ძვ.წ. 2472 ძვ.წ. 2467

2 რ. კრაუსი ძვ.წ. 2510 ძვ.წ. 2500

3 დ.ბ. რედფორდი ძვ.წ. 2523 ძვ.წ. 2519

4 ფონ ბეკერათი ძვ.წ. 2486 ძვ.წ. 2479

5 დ. არნოლდი ძვ.წ. 2454 ძვ.წ. 2450

6 ი. მალეკი ძვ.წ. 2460 ძვ.წ. 2456

7 ე.მ. დოდსონი ძვ.წ. 2475 ძვ.წ. 2471

8 პ. ვერნუსი და ჟ. იუიოტი ძვ.წ. 2462 ძვ.წ. 2457

მეფობა ძვ.წ. 2500/2400 წლები (იმეფა


4/5/6/7/8/10 წელი) (IV დინასტია)

წინამორბედი მენკაურა
მემკვიდრე თამფთისი ან უსერკაფი

მეუღლეები ხენტკაუს I ?, ბუნეფერი ?

შვილი/ები თამფთისი ?, ბუნეფერი ?,


ხამაატი ?

მამა მენკაურა

დედა ხამერერნებთი II ?,რეხეტრე ?

დაიკრძალა მასტაბეტ ელ-ფარაუნი

მონუმენტები მენკაურას პირამიდა

წინამორბედი: ეგვიპტის ფარაონი შემდეგი:


მენკაურა ძვ.წ. 2500/2400-იანი წლები თამფთისი ანუსერკაფი

თამფთისი — ძველი ეგვიპტის ფარაონი, მეოთხე დინასტიის მმართველი. მისი სახელი დასტურ
დება მხოლოდ მანეთონთან. ეგვიპტოლოგ უილიამ ჰეიესის აზრით მისი სახელი ჟღერდა, რო გორც
ჯედეპტაჰი (პტაჰჯედეფი). თამფთისი არის ძველი სამეფოს ერთ-ერთი რთულად შესწავ ლილი
მმართველი, რაც მისი ნაპოვნი სახელებით ასოცირდება. ამის გამო ამ მმართველზე ბევრი დავა
მიდის ეგვიპტოლოგებს შორის.

ტურინის მეოთხე დინასტიის ფარაონების სამეფო სიაში არის 3 სვეტი, თუმცა ის ნაწილობრივ
დაზიანდა, ხეფრენისა (ხაზი 12) და შეპსესკაფის (ხაზი 15) შემდეგ ტექსტი არ იკითხება. ამჟამად
ეგვიპტოლოგების უმრავლესობა მე-13 ხაზზე კითულობს ბიხერისს, ხოლო მე-16 ხაზზე თამფ თისს,
რომელიც სავარაუდოდ 2 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. აბიდოსის სია მეოთხე
დინასტიაში გვიჩვენებს მხოლოდ 6 ფარაონს. საქარის სიაში შეპსესკაფის შემდეგ მეხუთე დინას
ტიის პირველ ფარაონამდე ნაჩვენებია კიდევ ორი ფარაონი. ეგვიპტოლოგების აზრით პირველი
მათგანია თამფთისი, მეორე სახელი მათთვის დღესაც გამოცანას წარმოადგენს.

ვადი-ჰამამატის ქვის ფილებზე რამდენიმე სახელია დაფიქსირებული: ხუფუ, ჯედეფრე, ბაუფრა და


პრინცი ჯედეფჰორა. ბაუფრა და ჰორჯედეფი ხუფუს შვილები სიაში არ არის. და მათი სახე ლები
მიუთითებს რომ ისინი ჯერ კიდევ მოკლე დროში მართავდნენ ეგვიპტეს, ისინი არც რაიმე
წარწერით არიან ნახსენები მაგალითად როგორც „მეფე ზემო და ქვემო ეგვიპტის“ მხოლოდ ტი
ტულით „მეფის შვილი“.

არსებობს ეგვიპტის აღმავლობის დროის (მეოთხე დინასტიის ბოლო — მეხუთე დინასტიის დასა
წყისი) სხვადასხვა წარწერებიც, რომელშიც ჩამოთვლილია ფარაონების სახელები: პრინცი შეჰემ
კარა, ხეფრენე, მენკაურა, უსერკაფი და საჰურა.

ეგვიპტოლოგი პატრიკ ო’მარა წერს რომ არც ერთი სამეფო საფლავი არ არის საჰარაში ნაპოვნი,
რომელიც გვიჩვენებდა მეფის სახელს, არც ნახსენებია მეოთხე დინასტია გარდა ზემო ეგვიპტისა,
არც წინაპრებისგან არ არის ცნობილი სახელები. ამ შემთხვევაში ეგვიპტოლოგი მიროსლავ ვერნე
რი მიუთითებს, რომ თანამედროვენი ვერ ადასტურებენ ეგვიპტის ფარაონის მმართველობას. ერთ
ერთი ფარაონისშეპსესკარას მმართველობის დამადასტურებელი საბუთი არის ის, რომ ნაპო ვნია
მისი ცილინდრისებრი ბეჭედი. ამავე დროს ჩამოთვლილია მეხუთე დინასტიის ფარაონების
სია: საჰურა, ნეფერირკარა-კაკაი და ნიუსერა, თუმცა სახელი შეპსესკარა მაინც დაკარგული რჩება
ცილინდრისებრი ბეჭედის არქეოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვერნერი მიიჩნევს, რომ ფარა
ონი შეპსესკარა შეცვალა რანეფერეფამ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ფარაონის ძმა განმარ
ტავს რომ სახელი შეპსესკარა განიხილება როგორც უზურპატორი. ეს მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ
უძველესი სამეფო არსებობდა დინასტიური ბრძოლა. არ არის არ არის გამორიცხული რომ იგივე
სიტუაცია ეხება ფარაონ თამფთისს და შესაძლებელია ფარაონი თამფთისი ორწლიანი მეფობის
დროს ტურინში პაპურუსი და შეპსესკაფი მეოთხე დინასტიის ბოლო ფარაონები არიან.

ხენტკაუს I — ფარაონ უსერკაფის მთავარი ცოლი. ფარაონ მენკაურას შვილი. მისი პირამიდა
მდებარეობს მამის პირამიდის გვერდით, რომლის შესასვლელზეც აწერია: „ხენტკაუსი, ზემო და
ქვემო ეგვიპტის მეფე,ზემო და ქვემო ეგვიპტის მეფის დედა, ღმერთის შვილი, ყველაზე ლამაზი.“

მისი ტიტულები იყო: „მეფის დედა“, „ორი მეფის დედა“.

ხენტკაუსთან აღმოჩენილია ფარაონის ატრიბუტები: ხელოვნური წვერი და სამეფო კობრა შუბლზე.


სავარაუდოდ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ იგი ქვეყანას ფარაონის ტიტულით მართავდა, თუმცა
ზოგიერთი სპეციალისტი მხარს არ უჭერს ამ ვერსიას, მიაჩნიათ, რომ ქალი (იშვიათი გამონაკლისის
გარდა) არ შეიძლება ყოფილიყო ფარაონი.

უსერკაფი (ასევე უსერხერესი) — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) და მეხუთე დინასტიის


დამაარსებელი, რომელიც მეფობდაძველი სამეფოს პერიოდში. უსერკაფის მმართველობის დროს
დამკვიდრდა აბუსირში მზის ტაძარის მშენებლობის ტრადიცია. მისი მმართველობა დაიწყო ძვ.წ.
2494 წელს და დასრულდა ძვ.წ. 2487 წელს, მის სახელთანაა დაკავშირებული საკარაშიუსერკაფის
პირამიდის კომპლექსი, რომელიც მისი ბრძანებით აშენდა.
მეფობა ძვ.წ. 2494 – 2487 წწ. (V დინასტია)

წინამორბედი შეპსესკაფი ან თამფთისი

მემკვიდრე საჰურა

მეუღლეები ხენტკაუს I ?
ნეფერჰეტეპი I ?
ნეფერჰეტეპი II

შვილი/ები საჰურა, ხამაატი

დედა ხენტკაუს I ?
ნეფერჰეტეპი I ?
რადჯედეტი (მითი)

გარდ. თარიღი ძვ.წ. 2487

მონუმენტები უსერკაფის პირამიდა

დაიბადა: ?? დაიღუპა: ძვ.წ. 2487

წინამორბედი: ეგვიპტის ფარაონი შემდეგი:


შეპსესკაფი ან თამფთისი ძვ.წ. 2494 – 2487 წწ. საჰურა

ბუნეფერი — ძველი ეგვიპტის დედოფალი მეოთხე ან მეხუთე დინასტიიდან, ძველი სამეფოს


პერიოდის დროს. ბუნეფერი ეგვიპტის ფარაონების შეპსესკაფის ან თამფთისის მეუღლე იყო.

მეუღლეები შეპსესკაფი ?, თამფთისი ?

მამა შეპსესკაფი?
ხამერერნებთი II — ძველი ეგვიპტის დედოფალი მეოთხე დინასტიიდან, ეგვიპტის ძველი
სამეფოს პერიოდის დროს. ხამერერნებთი II ეგვიპტის ფარაონის მენკაურას მეუღლე და
პრინც ხუენრეს დედა იყო.

მეუღლეები მენკაურა

შვილი/ები ხუენრე

მამა ხეფრენი

დედა ხამერერნებთი I

ხეფრენი — ძველი ეგვიპტის ფარაონი, IV დინასტიის (ძვ. წ. 2723-2563 წწ.) წარმომადგენელი.


ხეოფსის მემკვიდრე (შესაძლოა შვილი ან ძმაა). გიზაში მეორე პირამიდის (სიმაღლე 143,5 მ)
ამშენებელი. ეს პირამიდა ძველად გვიარაბით უკავშირდებოდა დაბლობში აგებულ გრანიტის
ტაძარს, რომელშიც იდგა ხეფრენის ორი დიორიტის ქანდაკება (ინახება კაიროს მუზეუმში).

გეგა კობახიძის ბოლო წუთები - აქამდე უცნობი ისტორია "თვითმფრინავის


ბიჭებზე"
სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ერთ-ერთი გვერდი "სიყვარული უკვდავია" აქამდე უცნობ,
საინტერესო ისტორიას აქვეყნებს "თვითმფრინავის ბიჭებზე""
"ეს ამბავი მკითხველს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.
მოქმედება ორთაჭალის სიკვდილმისჯილთა ციხეში ვითარდება.
გთავაზობთ უცვლელად ამ ისტორიას.
"სიკვდილმისჯილთა საკნები იყო ორთაჭალის ციხის ჯურღმულებში,მიწისქვეშა გუბერსკის სულ
ქვედა სართულზე,საიდანაც გაჰყავდათ კიდეც პატიმრები დასახვრეტად იმავე სართულზე არსებულ
სპეციალურ ოთახებში.
თუმცა იმავე სართულზე არამხოლოდ სიკვდილმისჯილები ისხდნენ და ამიტომაც ციხემ იცოდა, ვინ
სად იჯდა, ვინ გაჰყავდათ ან შემოჰყავდათ სართულზე და მით უმეტეს, კარგად იცოდნენ
სიკვდილსმისჯილების შესახებ ყველაფერი ერთი სართულით ზემოთ არსებულ საკნებში.
სწორედ ზემოთ, სიკვდილმისჯილთა სართულის თავზე, ერთ–ერთ საკანში იხდიდა მაშინ სასჯელს
ერთ–ერთი ცნობილი ავტორიტეტი, დიმა ლორთქიფანიძე, რომელიც პარიზში ქართველი
პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახში იყო დაბადებული და მისი ანტისაბჭოური შეხედულებებიც
სულ არ იყო შემთხვევითი.
მისი საკნის გვერდით კი მაშინ აღმოჩნდა რამდენიმე პატიმარი ქალი,რომლებიც ვაჭრობის გამო
იყვნენ დაკავებულები და სანამ მიუსჯიდნენ და ქალთა ზონაში გადაიყვანდნენ, საღამოობით თურმე
ღიღინებდნენ ხოლმე.
მათი ღიღინის შესახებ დილა ლორთქიფანიძემ შეიტყო ზედამხედველისგან, რომელმაც ერთხელ
უბრალოდ დაიწუწუნა, ნეტა ამ ქალებს რა სიმღერა აუტყდათ, მერე შენიშვნას მე მაძლევს
უფროსობაო და ლორთქიფანიძემ ზედამხედველს დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი მოღიღინე
პატიმრების შესახებ.
ზედამხედველმა მხრები აიჩეჩა, მაგ ქალებიდან ზოგი ბუღალტერია და ზოგიც მაღაზიის
გამყიდველი და მეც ეგ მიკვირს, რო ეგრე კარგად მღერიანო.
მაშინ პატიმარმა დიმა ლორთქიფანიძემ ზედამხედველი უფრო ახლოს მოიხმო და უფრო ჩუმად
უთხრა:
– მაგ ქალებმა რომ ხმამაღლა იმღერონ,ქვემოთ თუ გაიგონებენ?
– სად ქვემოთ?
– სიკვდილმისჯილებში.
– დაკეტილ საკნებში, აბა, როგორ გაიგებენ:
– დერეფნებში ხომ გაიგებენ?
– თუ ბოლო ხმაზე იმღერეს ამ ქალებმა, ქვემოთ დერეფანში ალბათ გაიგონებენ.
–ალბათ თუ ნაღდად?
–ალბათ.
–ახლა მომისმინე. შენი პატივისცემა ჩვენზეა,თუ პატარა თხოვნას შეასრულებ.
–სამსახურს ნუ დამაკარგვინებ და….
–სამსახური კი მართლა ისეთი გაქვს, რომ აფსუსი იქნება ამის დაკარგვა, მაგრამ მაინც კარგად
მომისმინე.
–აბა გისმენ.
–ქვემოთ, სიკვდილმისჯილებში გეგა ზის, მსახიობი ბიჭია.
–ხო, ვიცი, თვითმფრინავის ამბავზეა, სხვებიც მანდ არიან.
–სხვებს ვერ დავეხმარებით,თანაც ეგ დახმარება გეგას ყველაზე მეტად სჭირდება, ოცდაორი თუ
ოცდასამი წლისაა, პატარა ბიჭია.
–ჰო, ვიცი. კინოშიც მყავს ნანახი.
–კინოც გყვარებია და, აბა, ერთი ეგეც მითხარი,იმ გეგას რომ დასახვრეტად გაიყვანენ, რამდენ ხანში
გაიგებ?
–ეგრევე გავიგებ,მაგ სართულზე ჩემი ბიძაშვილია ზედამხედველი.
–ნაღდი ბიძაშვილია თუ გარე?
–ალალი.
–მაშინ გაყვანას რომ დაუპირებენ, ეგრევე მეც უნდა ვიცოდე.
–სამსახურს ნუ დამაკარგვინებ, ორი პატარა შვილი მყავს და რომ ვიცოდე მაინც,რას აპირებთ.
–ისეთს არაფერს.
–მე ნუ დამღუპავთ.
–მაინც?
–გეგას რომ გაყვანას დაუპირებენ, ქალებს ვეტყვი, რომ სიმღერა დაიწყონ, რაც შეიძლება ხმამაღ ლა,
ბოლო ხმაზე იმღერონ. ქალებს უთხარი,რომ ჩემი თხოვნაა გეგას გასამხნევებლად, ისიც უთხა
რი,რომ დასახვრეტად მიჰყავთ.
ზედამხედველი გაოგნებული იდგა და ამ უცანურ პატიმარს უსმენდა, რომლის მსგავსიც აქ არ ენა ხა,
არც იმ სხვა ციხეებში,სადაც ადრე, მანამდე მუშაობდა…..
ისინი ყველანი ერთ დღეს დახვრიტეს, მაგრამ მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ეს არ
გახმაურებულიყო და სამ შემთხვევაში ეს გაცილებით ადვილად გამოუვიდათ, რადგან ბერი და
ძმები სპეცილაურად დღისით გაიყვანეს საკნებიდან, რადგან დღისით ციხის ყურადღება უფრო
მოდუნებულია და ბოლოს იმ საკნის კარიც გააღეს, რომელშიც გეგა იჯდა.
თუმცა გეგა ფეხზე იდგა და მაინც სჯეროდა, რომ ეს არ მოხდებოდა, მიუხედავად იმისა რომ არ
იცოდა, სად მიჰყავდათ ; არ იცოდა, რომ დერეფნის ბოლოს იყო ოთახი, სადაც მას თავისი განაჩენი
ელოდა.
იმ დერეფნის გავლისას კი გეგას სიმღერის ხმა შემოესმა სადღაც შორიდან, სადღაც ზევიდან, მაგრამ
იფიქრა, რომ მოეჩვენა და ოდნავ, სულ ოდნავ გაეღიმა კიდეც.
ერთი სართულით ზევით კი პატიმარი ქალები მართლა მღეროდნენ, იდგნენ ძალიან ახლოს
ჩაკეტილი საკნის სარკმელთან და ხმამაღლა, ტირილით მღეროდნენ.
მათი ხმა, გეგასაგან განსხვავებით, კარგად ესმოდა დიმა ლორთქიფანიძეს, რომელიც გამეტებით
ურტყამდა თავისი საკნის კარს დასისხლიანებულ მუშტს და მთელი ციხის გასაგონად ყვიროდა.
დიმას ხმას მაშინვე მოჰყვა დანარჩენი პატიმრების რეაქცია, რადგან რამდენიმე წამში ორთაჭალის
ციხის ყველა პატიმარმა იცოდა, რომ ქვემოთ,სარდაფში, ადამიანი დასახვრეტად მიჰყავდათ.
რამდენიმე წამში ციხის ყველა სართული ერთად, ხმის ჩახლეჩვამდე ღრიალებდა გეგას სახელს და
როცა გეგა დერეფნის ბოლოს მიუახლოვდა, მთელი ციხე უკვე ისე გუგუნებდა, რომ გეგას
გამცილებელმა ზედამხედველებმა საკმაოდ შეშფოთებულებმა გადახედეს ერთმანეთს.
შეიძლება აჩქარების ბრალი იყო ან საბჭოთა იმპერიაში, მართლაც რაღაც ლპეპოდა, რადგან იმ
ოთახში შეყვანისთანავე, ჯალათმა , რომელიც გეგას ელოდებოდა, ინსტრუქციის თანახმად, უკნიდან
ესროლა სიკვდილმისჯილს, მაგრამ ტყვია არ გავარდა.
პროფესიონალი მკვლელისთვის ეს ისეთი მოულოდნელობა იყო, რომ იგი დაიბნა და აღელდა
კიდეც.
გეგა კი, საიდანღაც მოგონილი სიმშვიდით, ჯალათისკენ შემოტრიალდა მაშინვე ღიმილით უთხრა: –
ადრე ხალხის დახოცვა მაინც შეგეძლოთ, ახლა ეგეც აღარ შეგიძლიათ.
მკვლელმა მეორედ გაისროლა და უცებ ყველაფერი დამთავრდა.
...
ტვინიდან იგივე აზრები, ფიქრები ნათელ მომავალზე... და რა, მხოლოდ გაურკვეველი წარსული და
უფრო გაურკვეველი ხვალინდელი დღე... მაგრამ იმედი... იმედი, რომ ჩემს გვერდით არიან
ადამიანები, რომლებიც გამიგებენ... ძეგლებს კი არ დამიდგავენ, კი არ გამამართლებენ... უბრალოდ
გამიგებენ... გამიგებენ..."
ქორწინების ბეჭდის საიდუმლოს საოცარი ისტორია

თუ გაინტერესებთ რისი ნიშანია მრგვალი ბეჭედი, რომელიც მეორე ნახევრისადმი


მარადიული სიყვარულის ნიშნად მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ატაროთ,
შემოგვიერთდით .

ნებისმიერ ქორწინებაში წყვილისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ყურადღებას სიმბოლო იქცევს- ეს


ქორწინების ბეჭედია, რომელსაც თურმე საკმაოდ ვრცელი ისტორია აქვს. თუ გაინტერესებთ რისი
ნიშანია მრგვალი ბეჭედი, რომელიც მეორე ნახევრისადმი მარადიული სიყვარულის ნიშნად მთელი
ცხოვრების განმავლობაში უნდა ატაროთ, შემოგვიერთდით .

ლეგენდის თანახმად, შეყვარებული წყვილის მშობლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ


თავიანთი შვილების ქორწინებას. ერთ-ერთი მათგანის მამამ, რომელიც სახელმწიფოს მეფე იყო, ასეთ
ხერხს მიმართა: ბოროტ ჯადოქარს შეაქმნევინა გოგონასა და ბიჭის იდენტური ასლები, რომელთაც გზა-
კვალი უნდა აერიათ შეყვარებულებისთვის და ისინი სამუდამოდ დაეშორებინა ერთმანეთს. მაგრამ
ჯადოქარმა, თურმე, ვერაფრით შეძლო შეექმნა ისეთივე მრგვალი “ჯადოსნური ბეჭდები”, როგორებიც
შეყვარებულებმა ერთმანეთს უსახსოვრეს. სწორედ, ამ მიზეზის გამო გახდა შეუძლებელი
შეყვარებულების დაშორება.

ლეგენდაში, საინტერესოა ის გარემოება, რომ ბეჭედი არის წრიული და არის ოქროსი. წრიულობა ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან, ოდითგანვე, ის დაუსრულებლობის, მარადიულობისა და
სრულყოფილების სიმბოლო იყო. წრეს ახასიათებს რაიმე ინფორმაციის მიღება, შენახვა და ჩაკეტვა, ისე,
რომ მერე მისი გაცემა აღარ ხდება. იგივე წრიულობა, რომელიც ქორწინების ბეჭედს აქვს, არის უკვე
ქალისა და კაცის სიყვარულისა და ერთგულების უსაზღვრობის სიმბოლო. ის სამუდამოდ ინახავს
ქორწინების დროს შექმნილ დადებით, პოზიტიურ მუხტს.

რაც შეეხება ოქროს, ის ყველაზე კეთილშობილი ლითონია. მას საოცარი მეხსიერება აქვს და კარგად
ინახავს ყოველგვარ ემოციას. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ოქრო ახალი მფლობელის ხელში
ფერს იცვლის. ლეგენდის მიხედვით, ბოროტმა ჯადოქარმა, სწორედ, იმის გამო ვერ შეძლო ბეჭდების
იდენტური ასლების შექმნა, რომ ისინი მფლობელთა სიყვარულით იყო დამუხტული, იმ სიყვარულით,
რომლის განმეორებაც შეუძლებელია.

არის ტრადიცია იმისა, რომ ქორწინების ბეჭდები დაცული და უცხოთათვის ხელშეუხებელი უნდა იყოს.
მისი ტარების უფლება მფლობელთა გარდა, არავის აქვს. მასზე უარის თქმას კი თითქოს თან ახლავს
ოჯახური პრობლემა, კონფლიქტი თუ სხვა უთანხმოება.

ბეჭდის დაკარგვით გამოწვეული უარყოფითი შედეგები ხშირად ფსიქოლოგიური ფაქტორითაა


განპირობებული. იმის გამო, რომ ადამიანი ასეთ დიდ დატვირთვას ანიჭებს ამ პატარა ნივთს, მისი
დაკარგვა უბედურების მომასწავებელ ნიშნად ესახება. ეს კი უკვე ნეგატიურ განწყობას ქმნის და
თვითდაპროგრამებას უწყობს ხელს. აქ გაუცნობიერებელი შიშის სინდრომი იჩენს თავს, შიში, რომელიც
ოჯახურ ბედნიერებას საფრთხეს უქმნის.

ქიროლოგთა სწავლების თანახმად, არათითი მზის თითია _ სიყვარულისა და გულის მფარველი. ეს არ


არის ჰაერიდან მოტანილი შეხედულება, რადგან მრავალ კულტურაში მსგავსი დატვირთვა ენიჭება იმავე
თითს და ამ თითზე ბეჭდის ტარებას. უფრო მეტიც, არათითზე სხვა ბეჭდის (უბრალო ბეჭდის)
გაკეთებამ შეიძლება ამ თითის ენერგეტიკის დაბლოკვა გამოიწვიოს, როგორც ამბობენ _ “ბედის ჩაკეტვა”.
ამას გარდა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, ბეჭედს მარცხენა ხელზე ატარებს ადამიანი, თუ მარჯვენაზე.

ძველინდური ტრადიციის (“ჰათჰა”-ს) თანახმად, ეს ასე შეიძლება აიხსნას: ადამიანის სხეულის მარჯვენა
მხარე არის მამაკაცური ენერგიის მატარებელი და უკავშირდება მზეს ( სანსკ. “ჰა”), ხოლო მარცხენა მხარე
ქალური ენერგიის შემცველია და დაკავშირებულია მთვარესთან (სანსკ. “თჰა”). მზის ლითონია ოქრო,
მთვარის კი _ ვერცხლი. ასე რომ, დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ, რომელი ხელის რომელ თითზე რა
ლითონის ბეჭედი ატაროთ. თუ კათოლიკებს დავუჯერებთ, მარცხენა ხელი, ბედს უკავშირდება, ის
გულთან ახლოსაა და ამიტომ ატარებენ მასზე ქორწინების ბეჭედს, ხოლო მარჯვენა ხელი ადამიანის
შეგნებული მოქმედებებისა და გონების ხელია და მართლმადიდებლები ქორწინების ბეჭედსაც ამ ხელზე
იკეთებენ.

"ილია მთლად გადარეული იყო თვალჭრელა ოლღასათვის"


ილია ჭავჭავაძის სასიყვარულო მიმოწერა
ილია ჭავჭავაძისა და მისი საყვარელი მეუღლის, ოლღა გურამიშვილისთავდავიწყებული სიყვარულის
ამბავი იმჟამინდელი საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი. მათი სასიყვარულო წერილები
სხვადასხვა წერილობით წყაროებშია შემონახული. გურამ შარაძის წიგნში ილია ჭავჭავაძის "ცხოვრება,
მოღვაწეობა, შემოქმედება" ვკითხულობთ:

"ილიასა და ოლღას დაახლოება ემთხვევა ჟურნალ "საქართველოს მოამბის" დაარსების გადამწყვეტ


ეტაპს, კერძოდ, 1863 წლის იანვარს, რაც თავის მხრივ, მოასწავებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობის ახალი ძალით გაჩაღებას. ამ ძნელ ბრძოლაში ოლღა გურამიშვილი ნამდვილ მშველელად და
შთამაგონებლად მოევლინა ილია ჭავჭავაძეს, რასაც მჭევრმეტყველურად მოწმობს, საბედნიეროდ,
ჩვენამდე მოღწეული ილიას წერილები ოლღასადმი, მინდვრის გამხმარ ყვავილთან ერთად,
შთამომავლობისთვის სასოებით რომ შემოინახა ადრესატმა და ასე შესანიშნავად გამოსცა პავლე
ინგოროყვამ. ოლღას იმთავითე შეუცვნია ჭაბუკი ილიას ტვირთის სიმძმე და მამისა და გოროზი
ნათესავების წინააღმდებობის მიუხედავად, ილიას სამუდამო თანადგომა გადაუწყვეტია. მან
მართლაცდა გასაოცარი ერთგულებითა და თავდადებით ბოლომდე გაუზიარა ილიას ტრაგიკული
ხვედრი...

სრულიად ყმაწვილ
ქალში ილიამაც
ნათლად შეიგძნო
თავისი მომავალი
მეუღლისა და მძიმე
ჭაპანის ერთგულად
გამწევის დიადი
ღირსებები და ერთ-
ერთ პირველსავე
წერილში, 1863
წლის 8 თებერვალს,
იმ დროისათვის
ჯერ ისევ
გამოუცემელ
"საქართველოს
მოამბის"
კრიტიკოსობა შესთავაზა მას: "ჟურნალი ამ დღეებში გამოვა, მე შენგან მოვითხოვ, უბრალოდ მოვითხოვ,
დაწვრილებით კრიტიკას".

ივანე პოლტარაცკაიას მოგონებით, "უკიდურესად გადარეული იყო ჩვენი ილია უმცროსი დის ოლღას
მშვენებით, მაგრამ მაშინ ძლიერ ხელმოკლე თავადი ჭავჭავაძე და მასთან მწერალი და ლიბერალი,
სასურველ სიძედ ვერ ჩაითვლებოდა და თავის ტრფიალს მალავდა და ამის გამო ორ ახალგაზრდა
მიჯნურთა შუა ჩუმი მიწერ-მოწერა იყო შეუამავალი. ილია მთლად გადარეული იყო თვალჭრელა
ოლღასათვის და მთელი დღე და ღამე იმის გზას და კვალს ეძებდა. მე მოწამე ვარ იმათი იდეალური
სიყვარულის და რომანტიულის გატაცებისა... თაყვანება და ერთგულება თავის გენიალური ქმრისა
ოლღას სიკვდილამდე არ შეუცვლია"

ილიას ერთ - ერთ საიდუმლო ბარათზე ("წიგნზე") ოლღა ასეთ პასუხს უგზავნის 1863 წლის 2 აპრილს:
"ჩემდა სანუგეშოდ, ჩემდა სიცოცხლედ - ეს შენი წიგნებიდანაა და მინამ პირში სული მიდგას ამით
ვასიამოვნებ, რომ მეც ვიყავ ესე წელიწადი სრულ ბედნიერი. ამას ვიტყვი, რომ ჩემისთანა ბედნიერი არა
მგონია ვინმე ყოფილიყოს, მაგრამ სოფელი და ჟამი გრძელი ყოფილა. ეს წიგნები ჩემთან დაიმარხებიან მე
რომ მოვკვდები"...

როგორც ჩანს, ილიასთან საიდუმლო მიწერ-მოწერა ოლღამ გაუმჟღავნა თავის უფროს დას-ეკატერინეს.
აღელვებული ოლღა 1863 წლის 14 მარტის წერილზე ილიას ატყობინებს: "საშინლად ვნანობ, რომ
ვუთხარ ჩემს დასა, რომ ჩვენ ვწერთ ერთმანეთს. შენ გენაცვალოს ჩემი თავი, მომიტევე ჩემი უფიქრელი
დანაშაულობა. იმედი მაქვს ღვთით, რომ ჩემი სიცოცხლე მომიტევებს. და თუ ამაღამ მოვახერხე,
შემოვთვლი და მოხვალ. შენ გენაცვალე, საშინლად ვნანობ, მაგრამ რაღა გაეწყობა: "არა არს დაფარულ,
რომელ არ განცხადდეს", ან კიდევ: "იმიტომ ვერ ამოვალ, მარტოკა არსადა არ მიშვებს. მშვიდობით,
გენაცვალე, ჩემო სიცოცხლე".

აი, რას წერდა ილია 1863 წლის 26 თებერვალს ოლღა გურამიშვილს: "...მე არც ისე ღარიბი ვარ, როგორცა
გწერდი. მე აღმომაჩნდება ჩვენი ცხოვრებისათვის სახსრები,
ვიცხოვრებთ ისე, როგორც მრავალნი ცხოვრობენ; მაგრამ მე ვცდილობდი - უფრო ღარიბად მეჩვენებინა
თავი, ვიდრე ნამდვილად ვარ. იცი, რატომ? იმიტომ, რომ თუ ასეთი უბრალო რამ შეგაშინებდა, შეგეძლო
მაშინვე უარი გეთქვა ჩემთვის. მე ასეთი ცოლის ყოლას არ მოვინდომებდი. გარდა ამისა, მინდოდა
დავრწმუნებულიყავი, რომ შენ ადამიანს უყურებ არა როგორც ოქროებით გატენილ ზანდუკს ან
ჯვრებითა და ვარსკვლავებით მორთულს აბრას, არამედ, როგორც ღვთის მიერ შექმნილს არსებას,
რომელშიც უპირველესად ყოვლისა მისი სული უნდა მზიანობდეს".

გადაგვარების
კარზე მისულ
რომელიღაც
ქართველ
თავადიშვილს
ეტყობა, სალანძღავ
სიტყვად
"პატრიოტკა"
დაუძახნია ოლღა
გურამიშვილისთვის
. ილია წერს
აფორიაქებულ და
სულის სიღრმემდე
შეურაცხყოფილ
ქალიშვილს:

"ვინ გეძახის
პატრიოტს? იმათ რაც უნდა თქვან, შენ მართლა პატრიოტი მეყოლები. განა ასე არ არის, ჩემო სულიკო?
ეს დიდებული სახელწოდება მათთვის საძრახისია, ჩემო კარგო, მაგრამ შენ ამით იამაყებ,- ამიტომ
მეჩვენები ძვირფასად, ამიტომ უყვარს შენს ილიკოს ოლიკო. მახსოვს, დოღზე ვიყავით, შენ შემაქე და
პატრიოტი მიწოდე: თუმცა, ჩემისთანა სუსტი ძალის ადამიანი სად შესწვდება პატრიოტიზმს, მაგრამ იმ
სიტყვებითა და კილოთი, რომლითაც შენ თქვი, მე მივხვდი, ვისთანაც მაქვს საქმე... და როცა ღმერთი
ინებებს ჩვენს ერთად ყოფნას, მე გიჩვენებ კაცს, რომელსაც შენს შესახებ ვუთხარი, რომ ეს ქალი ატარებს
თავის გულში სამშობლოს სახეს".

ჯვრისწერა მაინც საიდუმლოდ მოხდა 1863 წლის 10 აპრილს (როგორც ეს ილიას ფონდში დაცული
მეტიკულიდან ჩანს) და არა 21 აპრილს (როგორც ეს ლიტერატურაშია დღემდე გავრცელებული),
თბილისში, სამების ეკლესიაში...

ბარბარე მაყაშვილი (ილიას ახლო ნათესავი): "ერთხელ ოლღამ შემიყავნა ილიას საწოლ ოთახში,
საწოლთან ედგა მაგიდა, ზედ დიდი ბლოკნოტი, გათლილი ფანქარი და ორი შანდალი, შიგ კარტოფილის
სანთლებით. ოლღამ მითხრა, ყოველ ღამე ასე უმზადებ აქაც (ყვარელში) და თბილისშიაც; ცოტას
ჩაიძინებს და მალე გაიღვიძებს, აანთებს სანთლებს და მანამ სანთლები დაიწვება, სწერს. გათენებისას
იძინებს მხოლოდ, აქ, როგორც სოფელში, ადრე იღვიძებს, ჰაერზედ უყვარს გასვლაო. ილიას ოთახს
ოლღა ულაგებდა სოფელშიაც დ თბილისშიაც, თუმცა ხელზედ მოსამსახურე ყოველთვის ჰყავდათ. ილია
თავის მეუღლეს დიდ პატივს სცემდა, როცა ოლღას ამბავს ვკითხავდით, იტყოდა, ჩემი ოლღა ციდან
ჩამოსული ადამიანიო".

ილიას მეფუტკრე საგურამოში დანიელ მასლოვი იმასაც იხსენებს, როგორ უსაყვერდურა ოლღამ
საყვარელ მეუღლეს, როდესაც მან მოსამსახურე ქალს სთხოვა, ჭიქა წყალი დამალევინეო:

"დამიგდე ყური, - მიუმართავს ოლღას ილიასთვის,- ნუ დაივიწყებ, რა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ


მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მიკარგავ"...

ნინოობას მოსაყოლი ამბავი: 2005 თუ 2006 წელია გერგეთის სამებაში რესტავრატორები


მუშაობენ, სიახლეს არაფერს ველით - ინტერიერის მოწესრიგება და გადახურვის ამბებია
მისახედი. რუსების გადაღებილი მოახლო კანკელი კი ჩანს უცხოდ, თავისი ლურჯი და ჭროღა
ფერებით, ერთი დღეც და ახლოდან დაკვირვებისას ამობურცული მჭახე საღებავის ქვეშ სადა
ფერები ჩნდება. გვირეკავენ სამინისტროში, ძველ ფრესკებს ვხედავთ და როგორ მოვიქცეთო.
აგზავნიან ფოტომასალას, რუსული საღებავის ანატკეჩსაც. გული არ გვითმენს და მივქრივართ,
სიახლის სურნელი დგება. ნელ-ნელა იხსნება უცხო, "გარუსების ფენა" - სადარბაზოსებური
მხატვრობა - ჯერ ასომთავრული წარწერა ამოდის, მერე ლალისფერი, სადა ფერები,თხელი
ნახატი - წმინდა დედის გამოსახულება და და ზედ წერია - "წმინდაი ნინო დედაი ქართლისაი".
უხ, ძალიან გავიხარეთ. ეს ფრესკა პეტერბურგიდან მომავალი ილიას ჭავჭავაძის დროს
იფარებოდა, რუსი ეგზარხოსის მიერ. აგერ ჩვენს დროში კი ისევ გამოჩნდა. წმინდა ნინოს
მცირერიცხოვანი გამოსახულებიდან ერთ-ერთი.
მე-16 საუკუნისაა, ცოტა ნაივურია, წმინდა ნინოს პოპულარობას გვიჩვენებს მთაშიც!
გრემი
გრემის ტერიტორიაზე პირველი დასახლება, სავარაუდოდ, გვიანი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, თუმცა
მისი როგორც სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორია XV
საუკუნიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც კახეთის პირველმა მეფემ - გიორგიმ (1466 -1476 წწ.), გრემი
კახეთის დედაქალაქად აქცია. ორი საუკუნის მანძილზე ქალაქი გრემი კახეთის სამეფოს არა
მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრსაც
წარმოადგენდა. ხალხში დღემდე შემორჩენილია გადმოცემა გრემში სამეცნიერო დაწესებულების -
აკადემიის არსებობის შესახებ.
XV საუკუნეში კახეთი შედარებით მოღონიერდა და მტრის თარეშებიც შემცირდა, ამ მხარეს თავისი
მეფეებიც ჰყავდა. ყველა ამ პირობამ აუცილებლი გახადა სამეფო ქალაქის არსებობა. ასეთი ქალაქი
გახდა გრემი. გრემის ისტორიიდან მცირე ცნობებია შემონახული. ერთ-ერთი ცნობით XVII
საუკუნეში ალექსანდრე II შვილის, გამაჰმადიანებული კონსტანტინეს, რომელმაც გაუგონარი
ბოროტება ჩაიდინა და მოკლა მამა, ძმა და რუსთავის ეპისკოპოსი, წინააღმდეგ აჯანყებულმა
კახელებმა გრემში იზეიმეს გამარჯვება.
შაჰ-აბასის მრავალგზისმა ლაშქრობამ ქართლ-კახეთი წელში გატეხა. განსაკუთრებით უნდა
აღინიშნოს 1616 წელს მოწყობილი ლაშქრობანი. გამძვინვარებულმა შაჰმა კახეთი მთლიანად ვერ
მოსპო, მაგრამ ქვეყანა გააპარტახა, ასი ათასზე მეტი ტყვე წაასხა და აყვავებული მხარე თითქმის
უდაბურად აქცია. ყიზილ-ბაშთა ცეცხლსა და მახვილს გრემი ნანგრვვებად უქცევია და ის ფეხზე
ვეღარ წამოდგა. მართალია გრემი კახეთის დედაქალაქი ჯერ კიდევ იყო, მაგრამ ძველი დიდება მას
უკვე აღარ გააჩნდა. როდესაც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აქ როსტომ მეფეს გადმოუვლია, მის
მემატიანეს ასე ჩაუწერია: ,,იქ მრავალი კარგად ნაშენები სასახლენი დაქცეულ-დანგრეულ ვნახეთ,
უკარო და უჭერო ნადირთ სადგომ ქმნილნი".
მომდევნო ხანებში, როდესაც კახეთის სატახტო ქალაქი თელავი გახდა, გრემში თანდათანობით
გაქრა ცხოვრება. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: ,,საბუი-გრემის... წყალზედ (იგულისხმება ახანდელი
მდ. ინწობა) არს გრემი, რომელი ქმნეს ქალაქად ქრისტესა ჩუივ და განდგომილებისა კახთ
მეპატრონეთა და მყოფობდნენ მუნ. აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა
შააბაზ, მიერით არს დაბა და არღარა ქალაქი. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი,
მთავარანგელოზთა და არს ე მეფე ლევან დაფლული მას შინა.” ტაძრის აგების ზუსტი თარიღი არ
გვაქვს, თუმცა გვაქვს ტაძრის შიგნით მეფე ლევანის საფლავზე არსებული ფრესკა, სადაც
გამოსახულია მეფე, რომლის წარწერაც გვაუწყებს: „მეფე ლეონ აღმშენებელი“. მართლაც მეფეს
ხელში ეკლესიის მოდელი უკავია და მიმართულია ტახტზე მჯდარი ღვთისმშობლისადმი,
რომელსაც მუხლზე ყრმა ქრისტე აზის. ამ წარწერით მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ ლეონია მისი
მშენებელი, მაგრამ თუ როდის მოხდა ეს, უცნობი რჩება. ტაძრის აგების თარიღის გასარკვევად გ.
ჩუბინაშვილი იშველიებს რუსი ელჩების ცნობას: ,,ათანასე არქიმანდრიტმა თქვა, ოცდახუთი წელია
რაც ტაძარი ააგესო.” არ არის გამორიცხული, რომ არქიმანდრიტს ზუსტად არ სცოდნოდა, აგებიდან
რამდენი წელი იყო გასული (შესაძლოა, საუბარში წლები დამრგვალებულად ეთქვა), მაგრამ
მშენებლობა რომ 60-აინ წლებში მოხდა საეჭვო არ უნდა იყოს. რუსი ელჩები, რომლებიც კახეთის
მეფეებს დიპლომატიური მისიით არაერთხელ სწვევიან, თავის ჩანაწერებში ხშირად ახსენებენ
მთავარანგელოზის ეკლესიას და მათ ცნობებს, როგორც პირველ წყაროებს, დიდი მნიშვნელობა
ენიჭება. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერის მიხედვით, ელჩები მოსულან გრემს 1637 წელს და
გაჩერებულან მთავარანგელოზთა მონასტერში, რომელიც ციხეში იდგა. მეორე ცნობის მიხედვით,
მთავარანგელოზთა მონასტერი ლევან მეფეს აუშენებია და უბრძანებია მისი იქ დაკრძალვა.
არსებობს ვარაუდი, რომ ტაძრის ადგილზე ადრეული ეკლესია უნდა მდგარიყო და მისი
ნაშთები უფრო ღრმად არის მიწაში ჩამალული. ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს „მატიანე ქართლისას“
ერთი ცნობა, სადაც მოხსენიებულია „მთა მიქელ-გაბრიელთა“. ეს მთა მოხსენიებულია მატიანეში
ბაგრატ IV (1027 – 1072 წწ.) ბრძოლასთან კახეთის შემოსამტკიცებლად დაკავშირებით, XI ს. მესამე
და მეოთხე ათეულის მიჯნაზე. გ. ჩუბინაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ,,მატიანეს” ცნობა
შეიძლება გრემის მთავარანგელოზს გულისხმობს, რაც გვაფიქრებინებს ჯერ კიდევ XI ს. აქ მიქელისა
და გაბრიელის სახელობის ეკლესიის არსებობას. ბორცვის დიდი ნაწილი გვიანდელ ნაგებობებს აქვს
დაკავებული და მისი თხრით შემოწმება შეუძლებელია, მაგრამ ტაძრის ეზოს ჩრდილოეთ მხარეს
ნაპოვნია მხატვრული კერამიკის ნატეხები, რომლებიც თარიღდება XIII საუკუნის მეორე ნახევრით
და XIV საუკუნით. ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1939-1949
(ხელმძღვანელი ა. მამულაშვილი) და 1963-1967 (ხელმძღვანელი პ. ზაქარაია).

რატომ დააპატიმრეს, აწამეს და რატომ გადაასახლეს ექვთიმე გაენათელი

21 აპრილს (ახალი სტილით 4 მაისს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა მღდველმოწამის,


გაენათელი მიტროპოლიტის ექვთიმეს (ეფთვიმეს) ხსენების დღეს.

1819-1820 წლებში იმერეთში მოხდა საეკლესიო აჯანყება, რუსული საეკლესიო იმპერიალისტური


მმართველობის წინააღმდეგ, „საეკლესიო ბუნტი“, როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ.

რუსეთის იმპერიას სურდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ანექსია გაეგრძელებინა და საეკლესიო


ანექსიაც მოახდინა. რუსებმა გააუქმეს ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოები. შემდგომ ამისა,
დაარსდა საქართველოს საეგზარქოსო, რომელსაც რუსი მღვდელმთავარი ჩაუყენეს სათავეში.

1817 წლიდან საქართველოს ეგზარქოსად დაინიშნა თეოფილაქტე რუსანოვი (1765 – 1821),


მიტროპოლიტი (საქართველოს ეგზარქოსი 1817-1821 წლებში). ის იყო პირწავარდნილი
იმპერიალისტი-ჩინოვნიკი. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთის ავტოკეფალია ამ დროისათვის
შეზრუდული, ფაქტიურად გაუქმებული იყო. რუსეთის ეკლესიას მართავდა სინოდი, რომლის
სათავეში საერო პიროვნება, იმპერატორის მიერ დანიშნული ობერ-პროკურორი იდგა. რუსების
მმართველები, რომლებიც ასე ექცეოდნენ თავის დედა ეკლესიას, ქართულ ეკლესიას დაინდობდნენ?

თეოფილაქტე ზღუდავდა ქართულ ენას. მან წამოიწყო „საეკლესიო რეფორმა“, დახურა უამრავი
ქართული ეკლესია, გააუქმა არა ერთი ეპარქია, დაიწყო აღწერა საეკლესიო ქონებისა, რომელიც
ხაზინისათვის უნდა გადაეცა, საეკლესიო გლეხებს გადასახადი გაუზარდა, ნატურით გადასახადი
ფულადით შეუცვალა, რაც ძალიან ძნელი იყო გლეხობისათვის.

ცრუ რუსი მეცნიერი, ვასილ პოტო ამ ვითარებას ყალბ კონტექსტში წარმოგვიდგენს, და რუსულ
არმიასთან ქართველი გლეხების შეტაკებას, რუსი გენერლის, ველიამინოვის მიერ არაადამიანური
სისასტიკით პატრიოტული აჯანყების ჩახშობას, ქართული სოფლების მოსახლეობის დახოცვას,
ფაქტიურად ქართველებს აბრალებს და „ორ მართლმადიდებელ ხალხს შორის მომხდარ
გაუგებრობას“ უწოდებს.

ეს ის პოტოა, გურია და სამცხე-საათაბაგო რომ ვერ გაურჩევია და დიდი „სიბრძნით“ საუბრობს


იმერეთზე. ეს ის პოტოა, აფხაზებს რომ უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს.
სინამდვილეში კი საქმე სულ სხვაგვარად იყო. ამ თემაზე ბევრი შეიძლება ითქვას, მაგრამ
გავიხსენოთ ნამდვილი რუსი მართლმადიდებლის ნიკოლოზ დურნოვოს სიტყვები:

„1811 წლამდე ქართულ ეკლესიას ჰქონდა 15 ეპარქია ქართლში, კახეთში და სამცხეში, 7 იმერეთში, 2
სამეგრელოში, 2 გურიაში. ამჟამად ქართველებს აქვთ 1 ეპარქია იმერეთში, 1 გურიაში, 1 აფხაზეთში
და 2 საქორეპისკოპოსო ქართლში. 1818 წლიდან ქართლის, კახეთისა და მცხეთის საეპარქიოებს
მართავს ეგზარქოსი, რომელმაც არ იცის მრევლის ენა.

1811 წლიდან დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია. აი, საქართველოში რუსული
სასულიერო ბიუროკრატიის თვითნებობისა და მართვის ნაყოფი“.

„საეკლესიო რეფორმებს“ დასავლეთ საქართველოში თავად გარყვნილი თეოფილაქტე


ხელმძღვანელობდა. მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილო იყო. სიტყვა გარყვნილი თეოფილაქტეს
მიმართ ჩვენი მოფიქრებული არ არის, რუსული ეკლესიის პატრიოტმა, დურნოვომ უწოდა ასე:

„გარყვნილი ფეოფილაქტე, რომელიც ავიწროებდა და სულს ართმევდა ყველა ადგილობრივ


მღვდელმთავარს, თხრიდა საფლავებს, თავისი უწმინდური ხელი შეახო თვით საქართველოში
ქრისტიანობის გამავრცელებლის წმიდა ნინოს საფლავს. მანამ არ მოისვენა, სანამ ღვთის განგებამ
ბოლო არ მოუღო მის ავკაცობასა და თავაშვებულობას: იგი მოკვდა წმიდა ნინოს საფლავთან
დამბლის დაცემით და ჭიებმა შეჭამეს“;

თეოფილაქტეს „რეფორმებმა“ გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება და აჯანყება (იმერეთის


აჯანყება 1819-1820), აჯანყებულთა შიშით თეოფილაქტე იმერეთიდან ტფილისში დაბრუნდა და
აჯანყებულთა მეთაურების დასჯას ითხოვდა. ერთ ქართველ ვაჟკაცს, კინაღამ მოუკლავს ბერის
სამოსში გამოწყობილი რუსი „მიტროპოლიტი“, ქართველებისა და მართლმადიდებლობის მტერი
თეოფილაქტე…

რუსმა იმპერიალისტებმა აჯანყება სისხლში ჩაახშეს, მოკლეს უამრავი ადამიანი, დააპატიმრეს


მეთაურები, ზოგი მოკლეს, ზოგი ციმბირში გადაასახლეს. მაგალითად, სოფელი ფუტიეთი მიწასთან
გაასწორეს, იქვე მოკლეს 2 000 ადამიანი. ანადგურებდნენ ყანებს, რათა დიდხანს დამახსოვრებოდათ
ქართველებს სასჯელი და აღარ აჯანყებულიყვნენ. მიწასთან გაასწორეს შემოქმედიც.. ასეთი
მაგალითი ერთი არ ყოფილა.

რუსთა გამარჯვების მიზეზი მათ მიერ სწრაფი, გადამჭრელი და სასტიკი მოქმედება იყო. რუსებმა
მოახერხეს მოულოდნელად ტყვედ აეყვანათ არა ერთი მოთავე. დაიკავეს კომუნიკაციები და სხვა.
აღარაფერს ვლაპარაკობ რუსული ჯარის განსაკუთრებულად კარგ შეიარაღებაზე. ქართველების
დამარცხება კი გამოიწვია ერთიანი საორგანიზაციო ცენტრის არარსებობამ, რუსულ ფულზე
გაყიდულ მოღალატეებზე აღარაფერს ვლაპარაკობთ.

დაპატიმრებულთა შორის იყვნენ ქართველი მღვდელმთავრებიც, ქუთათელი მიტროპოლიტი


დოსითეოზი და გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე (ეფთვიმე).
„მიტროპოლიტების დაპატიმრება იოლი როდი იყო და სიფრთხილეს მოითხოვდა, რათა ხალხის
აღშფოთება არ გამოეწვია.” – წერდა ნიკოლოზ დურნოვო. „მათი დაპატიმრებისათვის ბნელი ღამე
შეარჩიეს. ეგზარქოსის ნების წყალობით მიღებული ზომები “სრული წარმატებით დაგვირგვინდა”.

დოსითეოზ ქუთათელი იყო აფხაზეთის კათალიკოსის მოსაყდრე, შესაძლოა ნაკურთხიც იყო


კათალიკოსად. არის ვარაუდი, რომ მან უარი თქვა იმერეთის კათალიკოს-პატრიარქის წოდებაზე,
რათა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეკლესიები გაერთიანებულიყო. სხვათა შორის,
რამდენიმე საპატრიარქო ეკლესია აქვთ ბერძნებსაც.

დღეს, ვინაიდან ეფთვიმე გაენათელის ხსენების დღეა, მასზე ვსაუბროთ.

ღირსი ექვთიმე გაენათელი (შარვაშიძე) დაიბადა 1746 წელს.

მომავალი მღვდელმთავარი იმერეთის მეფის სოლომონ პირველის კარზე იყო სიყმაწვილიდან. მასზე
ზრუნავდა აფხაზეთის კათალიკოსი იოსები (ბაგრატიონი). მომავალმა წმინდანმა თავი ღმერთს
უძღვნა და ბერად აღიკვეცა. დაახლოებით 1778 წელს გაენათის ეპარქია ჩააბარეს. 1820 წლამდე
გაენათის კათედრას განაგებდა მიტროპოლიტის ხარისხით.

1787 წელს, მიტროპოლიტმა ეფთვიმემ საფუძვლიანად განაახლა წმიდა ნიკოლოზის ეკლესია


გელათის კომპლექსში. იგი ცდილობდა განადგურებული სოფლების აღდგენას. სოფელ ბოსლევში
ხელახლა დაასახლა გლეხები, ააშენა სოფელი მუხაღრუა და იქ ეკლესიაც ააგო. მიტროპოლიტი
აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო და სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტაში.

1789 წელს მიტროპოლიტი ეფთვიმე ტფილისში ჩავიდა იმერეთის საეკლესიო და საერო თავკეცებთან
ერთად. იმერთა დელეგაცია ცდილობდა მეფე ერეკლე მეორე დაერწმუნებინა იმერეთი შეერთებინა
თავისი სამეფოსათვის. მეფემ უარი განაცხადა.

დაახლოებით 1797 წელს იფეთქა შავი ჭირის ეპიდემიამ. დავით ბატონიშვილი წერდა: „განძლიერდა
ჭირი იგი საქართუჱლოსა შინა ვიდრე ოთხს წლამდისინა, გარნა იმერეთსა შინა ყოველგან ასწყდა
უმრავლესი სული, რომლის რიცხვი შეუძლებელ არს აღწერად, რომლისა გამო აღიფხვრნენ
მრავალნი სოფელნი იმერეთსა შინა ძირითურთ. ჟამსა ამას გენათელმან ეფთვიმემ ესოდენი იღვაწა,
რომელ ჭირსა ამას შინა მოსილი ერისა კაცის ტანისამოსით დადიოდა და უვლიდა მრავალთა
სნეულთა, აზიარებდის და მარხევდის, ხოლო ხალხთა მშიერთა, რაჲცა ეპოებოდის საზრდოჲ,
აძლევდის“…

1801 წელს ქართლ-კახეთში მეფობისა და ქართლის საკათალიკოსოს გაუქმების შემდე, რუსეთის


იმპერიამ, 1810 წელს, იმერეთის სამეფოც გაუქმებულად გამოაცხადა. იმერეთის წმინდა მეფე,
სოლომონ მეორე არ ურიგდებოდა სამეფოს ანექსიას და გააფთრებით იბრძოდა რუსების წინააღმდეგ.
მეფე დამარცხდა. რუსებმა დაიწყეს თავისი კანონების გატარება. გააუქმეს აფხაზეთის (დასავლეთ
საქართველოს) ეკლესიის ავტოკეფალიაც…

1819 წელს იმერეთში აჯანყება დაიწყო. აჯანყებაში მონაწილეობდა ერიც და ბერიც. როგორც ვთქვით,
რუსეთის იმპერიის ჩინოვნიკების ბრძანებით 1820 წლის 4 მარტს საღამოს, გელათის მონასტერში
მიტროპოლიტი ეფთვიმე შეიპყრეს, იმავე დროს შეიპყრეს ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი.
ორივე მღვედლმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე და მშიერ-მწყურვალნი, მათრახების ცემით
წაიყვანეს. ტყვე წმინდა მამები გაუყენეს რუსეთის გზას. როგორც ამბობენ, წმინდა ეფთვიმეს
ცემისაგან კბილები დამტვრეოდა და სისხლს აღებინებდა. წმინდა დოსითეოზი კი გარდაიცვალა
გორთან ახლოს. დაკრძალეს ანანურის ტაძარში.

რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ I-მა, რომელიც რუსებს კეთილმსახური ჰგონიათ,


პეტერბურგში დიდი პატივით მიიღო წმიდანი. თუმცა, ეფთვიმემ იმპერატორს ახალი ნერონი უწოდა
და უშიშრად ამხილა ქართული ეკლესიისა ავტოკეფალიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის
გაუქმების გამო, ასევე სამშობლოს დამცველთა წამებისათვის. წმიდა ეფთვიმე სვირის (ალექსანდრე
სვირელის) მონასტერში გაგზავნეს, ოლოვენცკის გუბერნიაში.

წმინდა ეფთვიმე ცდილობდა ურთიერთობა ჰქონოდა რუსეთში გადასახლებულ ქართველ


მოღვაწეებთან, მათ შორის ბატონიშვილებთან, ახერხებდა მიმოწერას თავის მოძღვართან, ცნობილ
სასულიერო მოღვაწესთან, მღველმონაზონ იონა ხელაშვილთან.

სამშობლოდან გადასახლებული წმინდა მიტროპოლიტი გარდაიცვალა 1822 წლის 21 აპრილს. მის


დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო. წესის აგების დროს სასწაული მომხდარა, დავით
ბატონიშვილი წერდა:

„დაფლეს მუნვე. ესე იყო წლისა 76. ხოლო რაჟამს შეასუენეს მონასტრისა ეკლესიასა შინა წმიდა
გუამი გენათელისა და იწყეს კრებულთა ანდერძის აგება, მაშინ კუბოდამ წამოჯდა ზეზედ და
დასწერა ჯუარი ვითარცა ცოცხალმან და კუალად მიწვა კუბოსავე და მიიძინა. დაეცათ შიში დიდი
მუნ მყოფთა ყოველთავე, და აქებდეს ღმერთსა ამის წმიდისასა და დაიდუმეს ესე შიშითა რუსთათა“.
წმინდა ეფთვიმე დაასაფლავეს სვირის მონასტერში სამების ტაძრის საკურთხეველში. დიდი ხნის
მანძილზე ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ქართველი წმინდანის
საფლავს და მოსალოცად დადიოდა სასწაულებრივი განკურნების იმედით.

ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ნაწამები და გადასახლებაში გარდაცვლილი


მიტროპოლიტი. 2004 წლის 1 აპრილს წმინდა ეფთვიმეს ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და
დაკრძალეს გელათის მონასტე

ვისთვის შექმნა უილიამ კონდომმა ,,პრეზერვატივი” და როგორ მოხდა მისი


პრეზენტაცია
უილიამ კონდომი – ინგლისის მეფის, კარლოს მეორე სტიუარტის კარის ექიმი (მეჩვიდმეტე
საუკუნე). მისმა გვარმა რა გაგახსენათ?! – დიახ, საუბარი თავის დაცვის საშუალებაზე,
პრეზერვატივსა და მისი წარმოშობის ისტორიაზე გვექნება. როცა კარლოს სტიუარტი ინგლისიდან
გაიქცა, ემიგრაციაში მყოფი თავს ქალებით იმშვიდებდა. ჩვიდმეტი საყვარელი ჰყავდა და მეფისთვის
მთავარი პრობლემა მათი ხშირი ორსულობა იყო. მალე კარლი რვა უკანონო ბავშვის მამა გახდა. 1660
წელს, როცა საყვარლების რიცხვმა ოცდაათს მიაღწია, მეფე მიხვდა, რომ რაღაც უნდა ეღონა. მარტო
ლედი კასლმეინმა ოთხი შვილი გააჩინა. გაღარიბება რომ თავიდან აეცილებინა – ამდენ ბავშვს ჭამა
ხომ უნდოდა? მეფემ თავის ექიმს და ბავშვობის მეგობარს, უილიამ კონდომს მიმართა
დახმარებისთვის. ექიმს სერიოზული თავსატეხი გაუჩნდა. მანამდე არსებული თავის დაცვის
საშუალება „ფალოპის ტომსიკა“, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნეში გამოიგონა იტალიელმა ექიმმა
ფალოპიმ, რაც იყო ხახვის წვენში დამბალი პატარა ტომსიკა. მას კაცები წვრილი თოკებით
იმაგრებდნენ წელზე შებმულ სპეციალურ ქამარზე. ის მხოლოდ პენისის თავს ფარავდა და,
ფაქტობრივად, არაფრად ვარგოდა, თანაც ძალიან მოუხერხებელი იყო.

მაშინ რეზინი ჯერ კიდევ არ იყო გამოგონილი. კონდომი მიხვდა, რომ საჭირო იყო პენისის
მთლიანად დაფარვა. მან მოიგონა და დაამზადა „პრეზერვები“. ცხვრის და ღორის შარდის
ბუშტისგან შეკერა სპეციალური ტომსიკები. სახელიც მანვე უწოდა. პირველი „პრეზერვები“
საგანგებოდ მისი უდიდებულესობისთვის დამზადდა მისივე პენისის ზომის მიხედვით. ახალი
დამცავი საშუალების აპრობაცია მეფის ქალაქგარეთ რეზიდენციაში, ჰემპტონ-კორტში მოხდა.
ექსპერიმენტში კარლოსის ხუთი, განსაკუთრებით საყვარელი ქალბატონი იღებდა მონაწილეობას.
არც ერთი „პრეზერვი“ არ გაიხა, კარლოსი აღფრთოვანებული იყო. მან გამოგონებას სასწაული
უწოდა. მისი საყვარლები აღარ ორსულდებოდნენ. მეფე ისეთი ბედნიერი იყო, რომ კონდომს გრაფის
ტიტული, სტრატფორდის მამული და პრეზერვატივის წარმოებაზე პატენტი უბოძა. ოცი წლის
განმავლობაში კარლოსს პრეზერვატივმა მხოლოდ ორჯერ უმტყუნა. მას სამას საყვარელზე მეტი
ჰყავდა. 1690 წელს ინგლისურმა პარლამენტმა კონდომის გამოყენება აკრძალა. გრაფი კონდომი
მდიდარი, მაგრამ ყველასგან დავიწყებული მოკვდა. ინგლისელებს მისი გამოგონება მაშინ
გაახსენდათ, როცა პირველი ომის შემდეგ 400 ათასი ბრიტანელი ჯარისკაცი სახლში სიფილისით
დაბრუნდა.

აღდგომის დღესასწაული და რუსეთის მეფეები.

სავალდებულო ცერემონიალებს შორის რუსეთის იმპერატორების ცხოვრებაში განსაკუთრებული


ადგილი ეჭირა სარიტუალო აღდგომას, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე
ტარდებოდა. ეს ტრადიცია უძველესი დროიდან არსებობდა მეფის რუსეთის კარზე, თუმცა
მეცხრამეტე საუკუნის მეორე მეოთხედში მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუკი 1830 წლამდე რუსეთის
მონარქები სარიტუალო აღდგომას მხოლოდ უახლოეს გარემოცვასთან ერთად ატარებდნენ,
ნიკოლოზ პირველმა აქცენტები შეცვალა – ცერემონიალს უბრალო ხალხიც დაემატა, რაც
გამოხატავდა ურყევობას ტრიადისა – „მართლმადიდებლობა – თვითმპყრობელობა – ხალხოსნობა“.
ეგრეთ წოდებული „სახალხო“ სარიტუალო აღდგომის დროს სკანდალებიც ხდებოდა. ფრანგი
მხატვარი ვერნე თავის ახლობლებისადმი მიწერილ წერილში წერს: ღვთისმსახურების შემდეგ
იმპერატორმა უნდა გადაკოცნოს პირველივე შემხვედრი. როგორც წესი, ეს ეკლესიის კართან მდგომი
მცველია. ერთხელ ისე მოხდა, რომ იმპერატორმა გადაკოცნა პრეობრაჟენსკის პოლკის გრენადერი
სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“, მან კი უპასუხა: „არავითარ შემთხვევაში“, რადგან სამხედრო
მოსამსახურე ებრაელი ყოფილა. მას შემდეგ ებრაელი სამხედროები, უკლებლივ ყველა, ფლოტში
გადაუყვანიათ და არც ერთ მათგანს აღარ უმსახურია მეფის ქვეით ჯარში.
ნიკოლოზ მეორემ ცვლილებები შეიტანა სარიტუალო აღდგომაში და თავის დღიურებში აღწერა
კიდეც ეს მუშა პროცესი. როგორც წესი, სარიტუალო აღდგომის ცერემონიალი მეფეს 4 დღეს
ართმევდა. საინტერესოა, რომ 1917 წელსაც კი, როდესაც რუსეთის ბოლო იმპერატორ ნიკოლოზ
მეორის ოჯახი ბოლშევიკებს შინაპატიმრობაში ჰყავდათ, იმპერატორს არ უღალატია
ტრადიციისთვის. სარიტუალო აღდგომის ცერემონიალი ყველა თავის მოსამსახურესთან ერთად
ჩაატარა, მისმა მეუღლემ მარია ფეოდოროვნამ კი მათ ფაიფურის კვერცხები დაურიგა, რომელიც
გადანახული ჰქონდა. ეს გახლდათ რუსეთის მეფის ოჯახის ბოლო სარიტუალო აღდგომა.
ცნობილი ისტორია უკავშირდება იმპერატორ ალექსანდრე მესამეს – 1885 წელს მას იუველირმა
აგაფონ ფაბერჟემ დღეს უკვე საყოველთაოდ სახელგანთქმული პირველი „ფაბერჟეს კვერცხი“
მიართვა (ავტორი – მიხეილ პერხინი), რომელიც დღეს უკვე რევოლუციამდელი რუსეთისა და
იმპერატორის სამეფო სახლის სიმდიდრისა და ფუფუნების სინონიმად იქცა. პირველი „ფაბერჟეს
კვერცხი“ ალექსანდრ მესამემ თავის მეუღლეს – მარია თეოდორის ასულს მიუძღვნა. ეს გახლდათ
გარედან თეთრი ემალით (ცილის იმიტაცია) დაფარული „ქათმის“ კვერცხი, რომლის გულშიც
ფერადი ოქროსგან გაკეთებული ქათამი იჯდა. ოქროს ქათმის შიგნით კი ლალის გვირგვინი იყო
მოთავსებული. იმპერატრიცა ისე მოიხიბლა საჩუქრით, რომ 1885 წლიდან მოყოლებული კარლ
ფაბერჟე სამეფო კარის იუველირად აქცია და დაუკვეთა, ყოველ წელს სააღდგომო „კვერცხი“
დაემზადებინა.
ეს ტრადიცია იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემაც გააგრძელა – ყოველ აღდგომას ის ორ კვერცხს
ამზადებინებდა. ერთს დედამისისთვის – დაქვრივებულ მარია თეოდორის ასულისთვის, მეორეს –
ახალ იმპერატრიცა ალექსანდრა თეოდორის ასულისთვის.
თითოეული „ფაბერჟეს კვერცხის“ დამზადებას სრული ერთი წელი სჭირდებოდა. ფაბერჟეს
სახელოსნოები განთავსებული იყო პეტერბურგში, მოსკოვში, ლონდონსა თუ სხვა ქალაქებში. მათ
შექმნაზე 300-ზე მეტი ხელოსანი მუშაობდა. სახელოსნოები იყო, როგორც მოსკოვში ასევე
პეტერბურგში და დაყოფილი იყო არტელებად. სულ დამზადებულია ფაბერჟეს 71 კვერცხი, თუმცა
ჩვენ დრომდე მხოლოდ 62-მა მოაღწია. საიმპერატორო, ანუ უშუალოდ იმპერატორის ბრძანებით
დამზადებული – „ფაბერჟეს კვერცხი“ 54-ა, მათგან ჩვენამდე მხოლოდ 46-ა შემორჩენილი, 8 კვერცხი
დაკარგულია. აღსანიშნავია, რომ ფაბერჟეს ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად სწორედ რომანოვების
სამეფო სახლისთვის შექმნილი სააღდგომო კვერცხები ფასობს.
„ფაბერჟეს კვერცხების“ ყველაზე დიდი კოლექცია, ბუნებრივია, კრემლის მუზეუმშია, – სხვათა
შორის, 14 მათგანი სტალინის ბრძანებით გაუყიდიათ უსახსრობის გამო და, როგორც იმდროინდელი
წყაროები იტყობინება, საკმაოდ იაფადაც (დაახლოებით, 400 000 აშშ დოლარად). შესაბამისად, მეორე
ყველაზე დიდი კოლექცია ნიუ-იორკელ მაგნატ ფორბსს ეკუთვნოდა – 11 საიმპერატორო კვერცხი.
2004 წელს ფორბსის შთამომავლებმა კოლექცია გაყიდეს აუქციონზე და ის მთლიანად შეისყიდა
რუსმა ოლიგარქმა ვიქტორ ვექსელბერგმა, რაც მას 100-ზე მეტი მილიონი ამერიკული დოლარი
დაუჯდა. ვიქტორ ვექსელბერგის ძალისხმევითვე რესტავრაცია გაუკეთდა პეტერბურგში,
შუვალოვის სასახლეს, სადაც გახსნა „ფაბერჟეს მუზეუმი“.
„ფაბერჟეს კვერცხები“ მზადდებოდა ოქროსგან, ვერცხლისგან, ძვირფასი ქვებისგან, ემალისგან,
ხანდახან ოსტატები იმპროვიზაციას მიმართავდნენ და აქსესუარებად უმატებდნენ მთის ბროლსა და
ხის ძვირფას ჯიშებს. თითოეული ნაკეთობა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. „ფაბერჟეს კვერცხები“
დღესაც გვახსენებს რომანოვების სამეფო კარზე ერთ დროს არსებულ ფუფუნებასა და სიმდიდრეს.

You might also like