You are on page 1of 107

ბრეტ ჰარტი

მოთხრობები
გახსენით ლინკი და მოიწონეთ გვერდი

https://www.facebook.com/eExistentialCrisisA1/
1 ბრეტ ჰარტი............................................................................................................................................ 1
მოთხრობები .............................................................................................................................................. 1
ზღვისპირელი ............................................................................................................................................ 2
პირველი თავი............................................................................................................................................ 2
მეორე თავი ............................................................................................................................................... 15
მესამე თავი ............................................................................................................................................... 25
მშფოთვარე ბანაკის ბედნიერება .......................................................................................................... 35
ახალი თანაშემწე...................................................................................................................................... 45
პირველი თავი.......................................................................................................................................... 46
მეორე თავი ............................................................................................................................................... 52
მესამე თავი ............................................................................................................................................... 58
მეოთხე თავი ............................................................................................................................................ 64
უძღები შვილი ......................................................................................................................................... 69
სოლანოელი კაცი .................................................................................................................................... 75
ტენესის კომპანიონი ............................................................................................................................... 82
წითელი კანიონის იდილია ................................................................................................................... 90
კალავერასელი ბრაუნი........................................................................................................................... 98

ზღვისპირელი

პირველი თავი
ის მდინარესთან ცხოვრობდა. მდინარე სულ ახლოს უშველებელ ოკეანეს ერთვოდა.
მის სამყოფელსა და შესართავს შორის მიწის ვიწრო ზოლი იყო, რომელსაც ზღვის
მოქცევისას წყლის მოელვარე საფარი ედებოდა. დაღუპული ხომალდების
ნამსხვრევები თუ ბამბუკისგან დაწნული ფორთოხლის ძველი კალათები, რომელთაც
ჯერ კიდევ ასდიოდათ დაკარგული ტვირთის სურნელი, უსწორმასწორო მწკრივებად
მიუყვებოდა მთელ სანაპიროს. შუადღისას მხოლოდ თოლიების ფრთების ჩრდილი
თუ ღალღების ჟივჟივი და ნაღვლიანი გოდება ერთფეროვნად აბრჭყვიალებულ
ქვიშას ევლებოდა.

ის თორმეტი თვე მარტოდმარტო ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ


რამდენიმე მილი აშორებდა მის სამყოფელს საკმაოდ მოზრდილ დასახლებამდე,

2
მთელი ამ ხნის განმავლობაში კაციშვილს არ დაუდგამს ფეხი მის განმარტოებულ
საბინადროში და მისი კარჩაკეტილობა არავის დაურღვევია. ნებისმიერ სხვა
საზოგადოებაში ის უცილობლად ჭორებისა და გაკიცხვის მსხვერპლი გახდებოდა,
მაგრამ მაღაროელები «ყალთაბანდების ბანაკიდან» თუ ვაჭრები
«ტრინიდედჰედიდან», თვითონაც რომ არანაკლებ მარტოსულნი და უცნაურები
იყვნენ, გულგრილად უყურებდნენ სხვათა ახირებულობას თუ გამორჩეულობას, მით
უმეტეს, თუ ის მათ არანაირად არ ეხებოდა და მათ სურვილებს არ
ეწინააღმდეგებოდა. ხსენებული

«განდეგილის» ახირებულობა კი ფრიად უწყინარი იყო და სავსებით შესაძლებელი


იყო, რომ მეტსახელადაც ეს შეერქმიათ. მაგრამ ესეც კი არ გაუკეთებიათ, ალბათ იმის
გამო, რომ სათანადოდ ცნობისმოყვარენი და გონებაგამჭრიახები არ იყვნენ.

სხვადასხვაგვარი მოვაჭრეები, რომლებიც უცნობს უმცირეს მოთხოვნილებებს


უკმაყოფილებდნენ, მას «პოლკოვნიკს» და «ბატონს» უწოდებდნენ ხოლმე. თუმცა
ხალხის უმრავლესობისთვის უფრო შესაფერისი მეტსახელი იყო «ზღვისპირელი».
არავის აინტერესებდა მარტოსული კაცის წარმომავლობის და საქმიანობის,
მდგომარეობის თუ წარსულის გამოკითხვა. ძნელი სათქმელია, რა იყო ამის მიზეზი –
საპასუხო შეკითხვების და ცნობისმოყვარეობის ეშინოდათ თუ ზემოთ ნახსენები
მეტისმეტი გულგრილობის გამო.

უცნობი განდეგილს არ ჰგავდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ბრგე და რიგიანად


ჩაცმული, სუფთად გაპარსული. დაბალი ხმა ჰქონდა და ნაღვლიანი, ცოტათი
დამცინავი ღიმილი, საერთო ჯამში კი სრულიად არ შეესაბამებოდა განდეგილის
საყოველთაოდ ჩამოყალიბებულ სახეს. მისი საცხოვრებელი, უფრო სწორად კი,
მეთევზის გადაკეთებული ქოხი, გარეგნულად სადა და მკაცრი იყო, შიგნით კი
სისუფთავე და სიმყუდროვე სუფევდა. ამ სამყოფელს სამი ოთახი ჰქონდა –
სამზარეულო, სასადილო და საძინებელი.

უცნობი საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა აქ და ადევნებდა თვალს, წლის რომელიმე


დროის სევდიან ერთფეროვნებას როგორ მისდევდა მომდევნო დროის სევდიანი
ერთფეროვნება. ჩრდილო-დასავლეთის ცივ და მშრალ ქარს კაშკაშა, მზიანი დღეები
და ნისლიანი ჩუმი ღამეები მოჰყვებოდა, სამხრეთ-დასავლეთის თბილ და მშრალ
ქარებს – ღრუბლები, წვიმა, ნორჩი ბალახის ხანმოკლე მშვენიერება და სურნელოვან
ხეთა ყვავილები. მაგრამ ზამთარსა და ზაფხულში, გვალვისას თუ კოკისპირული
წვიმისას, ერთ მხარეს ყოველთვის მოჩანდა მარადმწვანე ხეებით შემოსილი მაღლა
აწვდენილი ქედები, ხოლო მეორე მხარეს უცვლელად იყო გადაშლილი უსასრულო
ოკეანე, თავისი მარადიული და შთამბეჭდავი ფერებით. თვეების ერთმანეთისგან
გარჩევაში გაზაფხულისა და შემოდგომის მოქცევათა დაწყება ეხმარებოდა,
ფრინველების ცვალებადობა, გარეული ცხოველების ნაკვალევი მდინარის ნაპირზე
და შორეულ ტყიან ფერდობზე ფერთა პალიტრის ნაირგვარობა. ზაფხულში,
ნაშუადღეობით, მზე რომ დაისისკენ მიეშურებოდა და სანაპიროს თავზე დაკიდებულ
სქელ ნისლს მიეფარებოდა, ბოლოს კი გარს ეხვეოდა უცნობს და ზღვასა და ცას
ერთმანეთში ურევდა, მისი განდეგილობა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. ეს
ყოვლისმომცველი და ზანტად მოლივლივე სქელი ბურუსი თითქოს კიდევ უფრო
მიჯნავდა უცნობს მისთვის მიუწვდომელი სამყაროსგან. სახლიდან ორიოდე ნაბიჯში
აზვირთებული ტალღები რაღაცას გაურკვევლად ედუდუნებოდნენ. ყოველ დილას,
კაშკაშა სხივები რომ ბურუსის საბურველს გაარღვევდნენ, უცნობი შეფიქრიანებული
და შეცბუნებულიც კი იღვიძებდა, თითქოს ხელახლა მოევლინა ქვეყანას. მერე
თანდათან

გაუქრა თავდაპირველი შფოთი და ბორგვა და შეუყვარდა კიდეც ასეთი ყოფა; ღამით,


ქოხს რომ ლეგა ღრუბლები დაეკიდებოდნენ თავზე, ჯერ არგანცდილი
სასოწარკვეთილი სახით ჩამოჯდებოდა ხოლმე. ასეთ მომენტებში კარს ღიას ტოვებდა
და ფეხის ხმას აყურადებდა, იქნებ სიზმრად მაინც სწვეოდა რაღაც! შესაძლოა,
თვითონ ისიც... ეს უჩვეულო განდეგილი არც შეშლილი იყო და არც
ნათელმხილველი. იგი მხოლოდ ფიზიკურად რჩებოდა მარტოსულად, თორემ დღე
თუ ღამე, ძილსა თუ სიფხიზლეში, სანაპიროზე მოსიარულეს თუ გამორიყული შეშის
ცეცხლს მიფიცხებულს, გამუდმებით ქალის სახე ედგა თვალწინ... იმ ქალის, რომლის
გამოც გარიდებოდა ქვეყანას და განმარტოებულიყო. უცნობი სწორედ იმ ქალს
ხედავდა დილის მზის სხივებში: მისი მარგალიტისებური ხელები აზვირთებული
ტალღებიდან ამოცურდებოდნენ, ზღვის ქარის მიერ აქროლებული სანაპიროს ბალახი
მისი კაბის შრიალი იყო; სწორედ მისი ფაქიზი ჩურჩული არღვევდა სიწყნარეს, როცა
ისლებსა და ლერწმებში ტალღები დაბორიალებდნენ. ის ყველგან იყო, როგორც ზღვა,
ცა და ბრჭყვიალა ქვიშა. როცა ნისლში იძირებოდა არემარე, ქალის აჩრდილი კიდევ
უფრო უახლოვდებოდა. ერთხელ თუ ორჯერ, ზაფხულის ცხელ ღამეს, როდესაც
შუადღევის მზის მცხუნვარება ჯერ კიდევ არ გამოსცლოდა გახურებულ ქვიშას,
უცნობს თბილი ნისლი ეამბორა ლოყაზე და თითქოს ქალის სუნთქვაც შემოესმა.
წამსვე ცრემლები გადმოსცვივდა თვალთაგან.

უცნობისთვის ერთადერთი იმედის ნაპერწკალი და გულის გადასაყოლებელი


ჩაუქრობელი

შუქურა იყო, რომელიც მისი საცხოვრებლიდან რამდენიმე მილში, პატარა კონცხზე


ციალებდა. შუქურის სინათლე უკუნ ღამეებსა და მძვინვარე ქარიშხლის დროსაც კი
მოთმინებას, იმედსა და გამძლეობას მატებდა. უფრო გვიან «ზღვისპირელმა»
მდუმარე მეგობარი იპოვა ძირფესვიანად ამოთხრილი ხის სახით, რომელიც
მდინარეს ჩამოჰყოლოდა და მეჩეჩზე ჩახერგილიყო, მაგრამ საღამოს ისევ ადიდებულ

4
ტალღებს შეერთო. ერთი-ორი დღის შემდეგ, როცა ნავით მიცურავდა მდინარის
შესართავთან, თვალწინ ისევ ის ხე დაუდგა, ნაჯახის ნაჭდევით იცნო. უცნობს აღარ
გაჰკვირვებია, როცა მთელი კვირის შემდეგ რიყეზე ისევ ის ხე ნახა, თავის სახლთან
სულ ახლოს, და აღარც ის, რომ მეორე დილას მცენარე კვლავ სამოგზაუროდ
«გაეშურა». ასე დაჰყვებოდა ქარსა თუ მდინარეს, მაგრამ დრო და დრო ისევ ჩნდებოდა
უცნობის უკაცრიელ ქოხთან, წყალდიდობის ჟამს კი ხან მდინარეზე მიცურავდა და
ხან მეჩეჩთან ელოლიავებოდა ტალღებს, კაცს კი მტკიცედ სწამდა, რომ ერთხელაც
სამუდამოდ მის ეზოში დაიდებდა ბინას.

სამთვიანი განდეგილობის შემდეგ უცნობი იძულებული გახდა, უფრო ადამიანურ


არსებასთან დაემყარებინა კონტაქტი, თუნდაც ძალიან ხანმოკლე, მაგრამ
განდეგილობისთვის სავსებით შესაფერისი, უცნობს აუცილებლად ესაჭიროებოდა
დახმარება. ვერაფრით ვერ ახერხებდა თავისი ხელით დაემზადებინა, რადგან
მწუხარებასა და ფიქრებში ჩაძირულს თითქოს საკვებიც ასეთი გამოსდიოდა და მერე
პირსაც ვეღარ აკარებდა თავის ნახელავს. არადა, თუ რაიმე გამოსავალს არ იპოვიდა,
შიმშილით გასძვრებოდა სული. ისღა დარჩენოდა, არჩევანი

გაეკეთებინა შიმშილით სიკვდილსა და ადამიანებთან ურთიერთობას შორის.


როგორც ჩანს, სიკვდილი ჯერ არ უნდოდა და მაინც ურთიერთობის სასარგებლოდ
გადადგა ნაბიჯი. ერთი გონჯი ინდიელი ქალი უმზადებდა საჭმელს, რომელიც დიდი
გონიერებითაც არ გამოირჩეოდა. დანიშნულ დროს მოდიოდა და საქმიანობდა. თუ
ვერ მოვიდოდა, რაც არც ისე იშვიათად ხდებოდა, განდეგილი უჭმელი რჩებოდა.

სწორედ ასეთი იყო «ზღვისპირელის» სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა ათას


რვაას სამოცდაცხრა წლის პირველ იანვარს.

ნათელი, წყნარი დღე იდგა წვიმიანი და ქარიანი კვირის შემდეგ. წყნარი ოკეანის
მშფოთვარე ტალღებიც სანაპიროს ზანტად ეხეთქებოდნენ. დასახლებიდან დაბალი
ქვიშის ბორცვებზე ეტლი გამოჩნდა, ძლივს რომ მოღოღავდა. ბოლოს ქოხისგან
ნახევარი მილის მოშორებით გაჩერდა.

– აქ მოგიწევთ ჩამობრძანება, – თქვა მეეტლემ და სადავე მოქაჩა, რომ ქაფმორეულ


ცხენებს სული მოეთქვათ. – უფრო ახლოს ვეღარ მივუდგებით.

ეტლში ლანძღვისა და წყევლის გამომხატველი სიტყვები გაისმა, ქალის რამდენიმე


უხეში

შეძახილი, თუმცა მეეტლეს ეს აინუნშიაც არ ჩაუგდია. ბოლოს ეტლის სარკმლიდან


მამაკაცმა გამოყო თავი.

– მისმინეთ, ჩვენ შევთანხმდით, რომ სახლამდე მიგვიყვანდით. იქამდე კი ალბათ


ერთი მილი მაინც არის დარჩენილი!

– დიახ, დაახლოებით მასეა, მგონი, – მიუგო მეეტლემ და კოფოზე გულგრილად


გადაშალა ფეხები.

5
– ლაპარაკიც არ ღირს, მე ამ სიცხეში ვერ ვივლი მაგ ქვიშებში, – გაისმა ქალის ხმა,
მბრძანებლური, მერე კი ცოტა შეშფოთებულიც. – აბა, ასეთ ადგილას სად უნდა
შეაფარო თავი!

– ოჰ, არასოდეს!

– ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს!

– ჯანდაბაშიც გადაკარგულა აქაურობა!

მართალია, ხმების მიხედვით განირჩეოდა მგზავრების ასაკობრივი და სქესობრივი


სხვაობა,

ყველა ერთნაირად გაბრაზებული და შეშფოთებული ჩანდა.

– ცხენები დაიღალნენ და ვეღარ გააგრძელებენ გზას, – მოურიდებლად განაგრძო


მეეტლემ, – ასე რომ, თუ დროს აფასებთ, გირჩევთ, მალე ჩამობრძანდეთ ეტლიდან.

– კი მაგრამ, ეს არამზადა აპირებს, რომ აქ ჩამოგვყაროს? – შეძრწუნებულმა იკითხა


რომელიღაც ქალმა.

– მაშინ, დაგველოდეთ, მეეტლევ, – მიმართა მას კაცმა.

– რამდენ ხანს? – ჰკითხა მეეტლემ. შიგნით მოლაპარაკება დაიწყეს. სარკმლიდან

მოკლე გამონათქვამები ისმოდა.

«შეიძლება, გამოგვაგდოს იქიდან!»

«მთელი ღამე რომ მოვუნდეთ თათბირს!»

«სისულელეა! ათ წუთში დამთავრდება ყველაფერი!»

ამასობაში მეეტლე კოფოს საზურგეს მიეყრდნო და უდარდელი სტვენა გააბა.


სრულიად არ ენაღვლებოდა ეს «უქნარა მგზავრები», რომლებსაც ვერ გაეგოთ, რა
უნდოდათ ან სად მიდიოდნენ. ბოლოს ისევ მამაკაცმა გამოჰყო თავი სარკმლიდან და
მისი აზრით, გონივრული წინადადება წამოაყენა.

– ნელ-ნელა მივიდეთ იქამდე, ცხენებს საჯინიბოში ან ფარდულში დააყენებთ და


ამასობაში ჩვენ საქმეს მოვამთავრებთ. მეეტლეს მისი ნათქვამი სიცილად არ ეყო.

– ჰო, აბა რა!.. საჯინიბოში ან ფარდულში!.. რასაკვირველია... იქნებ თვალთ დამაკლდა


და თქვენ შორის რომელიც უფრო ყმაწვილია, მან გამოიჩინოს სიკეთე და დამანახოს,
სად აქვს «პოლკოვნიკს» საჯინიბო ან ფარდული!.. დბრრრ!.. კეთილი ინებეთ!
დბრრრ!.. გამიძეხით წინ და მაჩვენეთ ფარდული თუ საჯინიბო, რომ იქ
დაგაბინავოთ!..

ეს უკანასკნელი ფრაზა ცხენების მისამართით იყო თქმული, რომლებიც ადგილიდან


არ იძროდნენ.

6
ამ წუთს მოლაპარაკე, ტანსრული, ახოვანი, ხნიერი მამაკაცი, გააფთრებული
გადმოვიდა ეტლიდან. მას დანარჩენებიც მიჰყვნენ – ორი ქალი და ერთი ჯენტლმენი.
ერთ-ერთი მანდილოსანი უკვე საშუალო ასაკს იყო გადაცილებული, თუმცა არა
ჩაცმულობით – პარიზულ მოდაზე მჭიდროდ შემოტმასნილი კაბა ეცვა და მის
გამხდარ სხეულს ძალიან მიმზიდველად თუ არა, მხატვრულად მაინც წარმოაჩენდა.
ახალგაზრდა მანდილოსანს, ალბათ მის ქალიშვილს, სუსტსა და ლამაზს, კეხიანი
ცხვირი და დედის კეთილშობილური სიგამხდრე ამშვენებდა, ბუნებრივი
მიმზიდველობაც ჰქონდა და საერთო ჯამში სასიამოვნო გარეგნობის იყო. ხსენებული
ჯენტლმენი შედარებით ახალგაზრდა იყო, ისიცგამხდარი, თავისი ახლობლებივით,
თუმცა სხვა რაიმე გამორჩეული ნიშანი არ ეტყობოდა.

მგზავრები ერთსულოვნად მიბრუნდნენ იქით, საითაც მეეტლემ მათრახით


მიუთითათ. მათ თვალწინ «ზღვისპირელის» პირქუში ქოხის უღიმღამო სურათი
გადაიშალა. სხვა ნაგებობა არსად ჩანდა, მთელ სივრცეზე მხოლოდ უკაცრიელი
ტრამალი იყო, რომელსაც სანაპიროს მეჩხერი ბალახი ფარავდა... მგზავრები ისე
უსუსურად გამოიყურებოდნენ, მეეტლის დამცინავი სიცილი თანაგრძნობის
გამომხატველმა იერმა შეცვალა.

– ყური დამიგდეთ, – უთხრა შეკრებილ საზოგადოებას, – ღმერთმა იცის, ვისი ბრალია,


რომ უფრო ცუდად იცნობთ საკუთარ ქვეყანას, ვიდრე მთელ ევროპას, ამ ეტლს
მდინარეზე ჩავიყვან

და ცხენებს საჭმელს დავუყრი, შემდეგ კი აი, იმ გორაკს გავუყვები და ქვემოთ


დაგელოდებით. «პოლკოვნიკის» სახლიდან შეძლებთ ჩემს დანახვას. პასუხს აღარც
დალოდებია, ისე მიაბრუნა ცხენები და გზას გაუყენა.

მგზავრები ჯერ ისევ უკმაყოფილოდ აბუზღუნდნენ, მერე კი ერთმანეთის


დადანაშაულებას მიჰყვეს ხელი.

– თქვენი ბრალია, წერილი უნდა გაგვეგზავნა და დასახლებაში შეგვხვდებოდა.

– ხომ გინდოდათ, რომ მოულოდნელად დავდგომოდით თავზე!

– სრულებითაც არა!

– ძალიან კარგადაც მოგეხსენებათ, რომ მიმეწერა, მოვდივართ-მეთქი, სულ


გაგვექცეოდა.

– დიახ, რომელიმე კიდევ უფრო მიუდგომელ ადგილას.

– ამაზე უარესს სადღა იპოვიდა...

ასე იკამათეს დიდხანს, მაგრამ იმდენად აშკარა იყო, რომ სხვა გამოსავალი არ
ჰქონდათ, გზის გაგრძელების გარდა, სჯა-ბაასით მაინც მიუყვებოდნენ ბილიკს
ქოხისკენ, კოჭებამდე ეფლობოდნენ რბილ ქვიშაში და შიგადაშიგ სულის მოთქმის
დროს თუ აუწევდნენ ხმას. უცებ ეს დისკუსია უფროსი ქალბატონის წამოძახილმა
შეწყვიტა.

7
– სად არის მარია?

– წინ გაგვისწრო! – უმცროსმა ჯენტლმენმა ეს ისეთი შეუფერებლად ბოხი ხმით თქვა,


თითქოს ამოიღრიალაო.

თუმცა მისი ნათქვამი მართალი აღმოჩნდა. მარიას კამათისას მორიგი გესლიანი


სიტყვა ჩაუგდია და დაწინაურებულა. მაგრამ – ამაოდ ჩაიარა მისმა სიმარდემ.
რამდენიმე ასეულ ნაბიჯზე თავისი შრიალა კაბით სულ გახვეტა ქვიშა, მერე კი უცებ
ჯაგნარებში აებლანდა ფეხი და ძირს გაიშხლართა, გაწიწმატებული და
წყობილებიდან გამოსული. სანამ დაღლილები წამოეწეოდნენ, მარიამ წითელ
ტუჩებზე იკბინა და ვამპირივით დააღო პირი.

– ეს როგორ გამოიყურებით! ინგლისელვაჭრებსჰგავხართ, რაიგის ახლოს რომ


შემოგვხვდნენ, სამ გინეად მოგზაურობენ და მუდმივად საკვირაო ტანსაცმელში
არიან გამოწყობილნი.

მართლაც საოცარი სანახავი იყვნენ ეს უჩვეულოდ მორთულ-მოკაზმული ორფეხა


ცხოველები, რომლებსაც მშვენიერი ფრთები ქვიშითა და ოკეანის ნესტიანი ნიავით
გაესვარათ და ზღვის, ცისა და სანაპიროს უღიმღამო უბრალოების ფონზე
შთამბეჭდავად ჩანდა. რამდენიმე თოლიამ ჟივილით გადაიფრინა, დამფრთხალი
ბატასინი პატარა ტბორიდან კივილით აფრინდა, ფეხები საწყლად გაეჩაჩხა და
უმცროს ჯენტლმენს წააგავდა. მხცოვანი ქალბატონი მიხვდა, რამდენად
სამართლიანი იყო მისი ქალიშვილის შენიშვნა და შინაურულად გაეპასუხა:

– შენც არ ხან ნაკლები სანახავი – კაბა გაგფუჭებია, თმა გაგწეწვია, ქუდი გვერდზე
მოგქცევია, ფეხსაცმელები კი... ღმერთო ჩემო, მარია! სად არის ფეხსაცმელები?

მარიას კაბის ქვეშიდან წინდიანი გამხდარი ფეხი მოუჩანდა, რომელიც სამი თითის
სიგანე თუ იქნებოდა და ისევე კოპწიად გამოკვეთილიყო, როგორც მისი პაწია ცხვირი.

– სადღაც ეყრება ამ ადგილსა და ეტლს შორის, – უპასუხა ქალს, – დიკი გაბრუნდება


და იპოვის... შენს ქინძისთავსაც მოძებნის, დიკი ხომ ისეთი დამჯერია.

დიკმა უკმაყოფილოდ რაღაც ჩაიბურტყუნა თავისი ბოხი ხმით, მაგრამ მაინც


წაფორხილდა უკან და მალევე დაბრუნდა დაკარგული ნივთებით ხელში.

– მირჩევნია ხელით ვატარო, როგორც ვაჭრუკანა გოგონები იქცევიან სომიურეში, რომ


ფონს მალე გავიდეთ, – ჩაილაპარაკა მარიამ და თითქოს სულ აღარ ეშინიაო,
აღტაცებით მიაჩერდა შეშფოთებულ მშობელს, რომელიც მოლივლივე წყლის
ზოლისკენ იშვერდა ხელს, თანდათან რომ ფარავდა ვიწრო ჭაობიან დაბლობს
მგზავრებსა და ქოხს შორის.

– მოქცევა იწყება, – განუმარტა უფროსმა ჯენტლმენმა, – თუ გადასვლას ვაპირებთ,


უნდა ვიჩქაროთ; ნება მომეცით, ძვირფასო ქალბატონო.

სანამ გაოცებული ქალი პასუხის გაცემას მოასწრებდა, კაცმა ხელში აიყვანა და


ფონისკენ გასწია. სათნო მარიამ ძმას შეხედა მკაცრად, რომელმაც აშკარად უხალისოდ
გაუწია ისეთივე მომსახურება. თუმცა გამჭრიახი გოგონა მაინც უნდობლად

8
უყურებდა წინ წასული მამაკაცის ზურგს და როგორც კი შენიშნა, როგორ
მოულოდნელად და იდუმალად გაუჩინარდა იღლიებამდე, უყოყმანოდ დაუსხლტა
ძმის მფარველ მკლავებს... იმავე წამს ბიჭი შუა წყალში აღმოჩნდა... ძლივს მიაღწია
მოპირდაპირე ნაპირს და დროულად ჩაჰკიდა ხელი უფროს მამაკაცს, რომ
მოზრდილი ორმოსთვის დაეღწია თავი, სადაც შემთხვევით ფეხი დასცდენოდა. მერე
დედასაც შეეშველა, გაბერილი კაბით რომ ტივტივებდა წყლის ზედაპირზე,
უშველებელი ჭრელი შროშანივით. დიკს ცალი ფეხსაცმელი დაეკრგა, თუმცა აღარ
ჩიოდა. რამდენიმე წამში მგზავრებმა ნაპირამდე მშვიდობიანად მიაღწიეს.

მხცოვან მანდილოსანს ცრემლები წამოსცვივდა, მარია შლეგივით იცინოდა, დიკი


როხროხით წყევლიდა აქაფებულ ტალღებს, უფროსი ჯენტლმენი კი, რომლისთვისაც
მარილიან წყალს წითელი სახე გაეთეთრებინა და თითქოს ღირსების გრძნობაც
ჩამოერეცხა, თავისი გამჭრიახობით ცდილობდააეხსნა, რომ ყველაფერი შლამის
ბრალი იყო.

– სავსებით შესაძლებელია, – უცებ მოისმა უკნიდან დინჯი ხმა, – ქვიშიან ბორცვნარს


უნდა უნდა მიჰყოლოდით შესართავიდან ნახევარი მილის დაშორებით.

მგზავრები მაშინვე იქით მიბრუნდნენ. ეს «ზღვისპირელი» იყო. ყველანი ადგნენ,


გარდა ერთისა, და გარს შემოევლნენ.

– ჯეიმს!

– მისტერ ნორთ! – თქვა უფროსმა ჯენტლმენმა და ღირსეული შესახედაობის ოდნავ


მაინც დასაბრუნებლად ქურთუკის ღილები შეიკრა, რათა სველი პერანგის
გულისპირი დაემალა თვალთაგან.

სიჩუმემ დაისადგურა. «ზღვისპირელი» ნაღვლიანად შეჰყურებდა სტუმრებს. თუ


რომელიმე

მათგანი ფიქრობდა, რომ მათი სახით მხიარული და ბრწყინვალე სამყაროს გახსენება


განდეგილისთვის რაიმე საცდური იქნებოდა, აშკარად შეცდნენ და ხვდებოდნენ
კიდეც ამას. თუ აქამდე ყოველთვის გამკიცხავი მზერით აფასებდნენ სხვათა
შესახედაობას, ახლა აშკარად თვითონ გამოიყურებოდნენ უბადრუკად და
სასაცილოდ და შექმნილი ვითარების ბატონ-პატრონი მასპინძელი იყო. ხნიერ
ქალბატონს ისევ ცრემლები წასკდა, ამჯერად ნამდვილი მწუხარების, მარიას ლოყები
შეეფაკლა, დიკი კი უკმაყოფილო სახით ჩააჩერდა მიწას.

– მგონი ახლა უმჯობესი იქნება, – თქვა «ზღვისპირელმა» ხანმოკლე ფიქრის შემდეგ, –


ქოხში წამოხვიდეთ. გამოსაცვლელ ტანსაცმელს ვერ შეგპირდებით, მაგრამ
ცეცხლთან გაშრებით მაინც.

ყველანი წამოდგნენ და ისევ ერთხმად შესძახეს:

– ჯეიმს!

9
ამჯერად უკვე ცდილობდნენ, ცოტა გონს მოსულნი, წინასწარ მოფიქრებული სიტყვა
თუ მოქცევა აღედგინათ გონებაში. უფროსი ქალბატონი ისე გამოფხიზლდა, რომ
ხელები მოიფშვნიტა და დაუმატა. – თქვენ არ დაგვიწყებივართ... ჯეიმს, ჰა, ჯეიმს!

– აბა, ჯიმ, ძმობილო, – მოუქნელად მიმართა უმცროსმა ჯენტლმენმა და არეული


ბუტბუტით ჩაამთავრა ნათქვამი. ყმაწვილმა ქალბატონმა კეკლუცი და
იმავდროულად გამომცდელი მზერა შეავლო მასპინძელს, საუბარი კი ისევ
ხანდაზმულმა ჯენტლმენმა განაგრძო.

– მისტერ ნორთ, ჩვენ გვინდოდა...

თუმცა ყველა ამაოდ ცდილობდა. მისტერ ჯეიმს ნორთი გულხელდაკრეფილი,


მდუმარე იდგა მათ წინ და ხან ერთს შეჰყურებდა, ხან მეორეს.

– ხშირად ნამდვილად არ მაგონდებოდით მთელი თორმეტი თვის განმავლობაში, –


წყნარად თქვა ბოლოს, – მაგრამ არ დამვიწყებიხართ. წამოდით.

მასპინძელი წინ მიაბიჯებდა, სტუმრებიკი უკანმისდევდნენ, პირში


წყალჩაგუბებულები. ზემოთ აღწერილ ხანმოკლე დიალოგში ისევ გამოვლინდა ამ
ადამიანის დამოუკიდებელი და შეუვალი ხასიათი, რომლის წინააღმდეგაც
აჯანყებულიყვნენ ახალჩამოსულნი; უფრო მეტიც, პირველი გუნდური თავდასხმის
წარუმატებლობის შემდეგ თანამგზავრებს ერთმანეთის გაკიცხვის სურვილი აღარ
გასჩენიათ, მხოლოდ მოწყენილი სახეები გაუხდათ და დასჯილი ბავშვებივით
მიჰყვნენ ჯეიმს ნორთს ქოხში; კერაზე ცეცხლი ციალებდა; სახელდახელოდ

მოძებნეს რამდენიმე დასაჯდომი იქვე მიყრილი ყუთებისა და სკივრებისგან: ხნიერი


ქალბატონი, რომელსაც კაბა მუხლებზე გვარიანად დაჭმუჭვნოდა და გადაპრანჭულ
თოჯინას წააგავდა, ერთდროულად იშრობდა ფოჩებსა და ცრემლებს. მის მარიამ
თვალის ერთი შევლებით შეაფასა ღარიბული ქოხი, მერე კი ჯეიმს ნორთს მიაჩერდა,
რომელიც დაუპატიჟებელი სტუმრიანობით ოდნავ შეცბუნებული იდგა მათ წინ და
მოთმინებით ელოდა.

– აბა, ჯეიმს, – ოდნავ აწეული ტონით წამოიწყო ხნიერმა მანდილოსანმა, – მას მერე,
რაც ამდენი უსიამოვნება და მწუხარება მოგვაყენეთ, არაფერი გაქვთ სათქმელი?
გესმით... ოდნავ მაინც თუ გრძნობთ, რას აკეთებთ?.. როგორ შეუწყნარებელ
სისულელეს სჩადიხართ?.. რას ამბობს ყველა?.. ჰა? ღმერთო დიდებულო!.. იცით, ვინ
ვარ მე?

– თქვენ ხართ მამაჩემის ძმის ქვრივი, ბიცოლა მერი, – მშვიდად მიუგო ჯეიმსმა. – თუ
რაიმე სისულელეს ჩავდივარ, ეს მხოლოდ მე შემეხება. ძალიან რომ მენაღვლებოდეს,
რას ამბობს ხალხი, აქ არ ვიქნებოდი. იმდენად რომ მყვარებოდა საზოგადოება, მისი
ჭორ-მართლისთვის ანგარიში გამეწია, ალბათ, დავრჩებოდი კიდეც ჩემს უწინდელ
ადგილას.

– მაგრამ, ამბობენ, თითქოს საზოგადოებას გამოექეცით და განმარტოებული


დარდობთ რომელიღაც უღირსი არსებისთვის... ქალისთვის, რომელმაც
გამოგიყენათ საკუთარი

10
სურვილების დასაკმაყოფილებლად ისე, როგორც გამოიყენა სხვები, და ბოლოს
ზურგი შეაქცია... მაგ...

– მაგ ქალს, – სიტყვა ჩამოართვა დიკმა, რომელიც ჯეიმსის ტახტზე გაშოტილიყო


ლეკვერთხების გაშრობის მოლოდინში, – მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მაგ ქალს
არასოდეს განუზრახავს...

აქ დიკი ჯეიმს ნორთის მკაცრ მზერას შეეჩეხა, მაგრამ მაინც გაბედა და წაიბუტბუტა:
«მომხდარი ამბავი იმდენად უაზრობაა, რომ ლაპარაკადაც არ ღირს», – და მერე
გაჩუმდა.

– კარგად მოგეხსენებათ, – განაგრძობდა მისის ნორთი, – რომ, სანამ ჩვენ და ჩვენი


ყველა ახლობელი თვალს ვარიდებდით მაგ ქალთან თქვენს აშკარა ურთიერთობას,
და, სანამ მე პირადად ხშირად ვარწმუნებდი სხვებს, უბრალოდ ხუმრობაა-მეთქი,
ხელს ვუშლიდი აურზაურის შექმნას ისევე თქვენ გამო. და, როდესაც გამოუვალი
ვითარება შეიქმნა და თავად მოგეცათ ხელსაყრელი შემთხვევა, რომ მასთან
ურთიერთობა გაგეწყვიტათ, ყველა მიანებებდა თავს რაიმეს მოჩხრეკას მაგ ამბებზე,
ყველა ბრალდება მას დაეკისრებოდა... ის კი ასეთ ორომტრიალს დიდი ხანია
მიეჩვია... თქვენ... თქვენ!.. თქვენ, ჯეიმს ნორთ... ასეთ დროს ასესულელურად არ
უნდა გამოქცეულიყავით და თქვენი ახირებული და გაუგონარი საქციელით

საშუალება მიგეცათ ხალხისთვის, კიდევ მეტი ეყბედა, მეტად ჩასწვდომოდა, თუ რა


სახიფათოდ განვითარდა მდგომარეობა და როგორი მძიმე ჭრილობა მოგაყენათ იმ
ქალმა!.. თანაც აქ, მარტო, ამ მიყრუებულ და საზარელ ადგილას... სადაც მოსვლისას
შუამდე წყალში იფარები, წასვლისას კი, ღმერთმა იცის, რა მოგივა! ოჰ, ნუღარ
მკითხავთ! მოსმენაც აღარ მსურს... ისე ძალიან სულელურად ჩანს ყოველივე!

ქალბატონის ესოდენი გაფიცხების მიზეზს სიტყვა არ დასცდენია და არც ერთი კუნთი


არ შესტოკებია.

– თქვენი ბიცოლა, მისტერ ნორთ, ცოტა გაბრაზებით ლაპარაკობს, – სიტყვა


ჩამოართვა ქალს უფროსმა ჯენტლმენმა, – მაგრამ, მგონი, გადაჭარბებულად სულაც
არ აფასებს თქვენს არასახარბიელო მდგომარეობას, რაც თქვენივე უცნაური
ახირებულობის შედეგია. ნამდვილად არ ვიცი, რა გარემოებებმა გაიძულათ ასეთი
ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ის კი სავსებით ცხადია ჩემთვის, რომ, ხალხის აზრით,
გავრცელებული მიზეზი სრულიად არასაკმარისია. ჯერ სულ ახალგაზრდა ხართ,
მომავალი წინ გაქვთ. ალბათ არ ღირს იმის შეხსენება, რომ თქვენი ასეთი საქციელით
მას საფრთხეს უქმნით.
ნუთუ იმედი გაქვთ, რომ რაიმე სასიკეთოს გიქადით... თუნდაც პირად
კმაყოფილებას... ამგვარი საქციელი...

– დიახ... ნუთუ რაიმე სარგებლის მომტანია ასეთი ქმედება! – ჩაერია მისის ნორთი.

– ალბათ ფიქრობდით, ის დაბრუნდებაო!.. მაგრამ მასეთი ქალები აღარ ბრუნდებიან.


მათ მრავალფეროვნება უყვართ... – მოულოდნელად წამოიწყო დიკმა და ისევ
ტახტზე გაიშოტა.

11
– ეს არის ყველაფერი, რის გამოც ამხელა გზა გამოიარეთ? – იკითხა ჯეიმს ნორთმა,
რომელიც მოთმინებით უსმენდა ყველაფერს და კვლავ დაკვირვებული
ათვალიერებდა მომხდურებს.

– ყველაფერი? – წამოიყვირა მისის ნორთმა, – ნუთუ არ კმარა?

– არ კმარა იმისთვის, რომ ჩემი გადაწყვეტილება და ადგილსამყოფელი შევიცვალო, –


ცივად უპასუხა ნორთმა.

– თქვენ აპირებთ, რომ მთელი სიცოცხლე ასე სულელურად გააგრძელოთ?..

– რომ შემდეგ სამართალდამცველებმა იძიონ თქვენი სიკვდილის მიზეზები და


გაზეთები აჭრელდეს განცხადებებითა და ნეკროლოგებით?

– რათა მანაც წაიკითხოს ეს სევდიანი წვრილმანები და გაიგოს, რომ თქვენ ასეთი


ერთგული იყავით, თვითონ კი არა?

ეს უკანასკნელი სიტყვები სათნო მარიას ეკუთვნოდა, თუმცა მერე სინანულით იკბინა


ტუჩზე, რადგან იგრძნო, რომ მასპინძელს კვლავ არ შესტოკებია არც ერთი კუნთი.

– მგონი, ყველაფერი ითქვა, – მშვიდად განაგრძო ნორთმა. – მინდა მჯეროდეს, რომ


თქვენი განზრახვაც ისეთივე ქების ღირსია, როგორც თქვენი მონდომება. მოდით
მოვრჩეთ ლაპარაკს, – უნიათოდ დაუმატა. – მოქცევამატულობს და გაღმა ნაპირიდან
მეეტლე ხელს იქნევს.

უკვე ეჭვგარეშე იყო, რომ ჯეიმს ნორთის ურყევ სიმტკიცეს კიდევ მეტად უსვამდა
ხაზს მისი გულგრილი თავაზიანობა და ახალმოსულთა მიერ წარმოთქმული
მგზნებარე სიტყვებისადმი გამოვლენილი სრული უინტერესობა. ჯეიმსმა მათ ზურგი
აქცია, ისინი კი ხანდაზმულ ჯენტლმენს შემოეხვივნენ და მასპინძლის ყურთასმენას
აღწევდა მათი აღშფოთებული წამოძახილები: «დაუშვებელია, თავის ჭკუაზე იაროს»,
«თქვენ ვალდებული ხართ ასე მოიქცეთ», «ეს ნამდვილი სიგიჟეა», «დააკვირდით მის
თვალებს...

– ერთიც მათქმევინეთ, მისტერ ნორთ, – ოდნავ მედიდური სახით მიმართა უფროსმა


ჯენტლმენმა, რათა აშკარა უხერხულობა დაემალა. – შეიძლება ისე მოხდეს, რომ
თქვენი ახირებული საქციელი უფრო გონიერმა ადამიანებმა შეაფასონ, ვიდრე თქვენ
ხართ ამჟამად, ფსიქიკური აშლილობის თუ... რაღაც დროებითი აკვიატების გამო...
და თქვენს ერთგულ მეგობრებს მოუხდეთ საგანგებო ღონისძიების ჩატარება, რომ...

– შეშლილად გამომაცხადონ, – შეაწყვეტინა ჯეიმს ნორთმა ერთგვარი


მოუთმენლობითაც კი, თითქოს ეჩქარებოდა დროზე მოეღო ბოლო მოსაწყენი
საუბრისთვის და არანაირად არ აპირებდა უაზრო კამათში ჩართვას. – მე სხვაგვარად
ვფიქრობ. როგორც ბიცოლაჩემის ადვოკატს, კარგად მოგეხსენებათ, რომ
უკანასკნელი წელიწადის განმავლობაში ჩემი ქონების დიდი ნაწილი სიგელით
გადავეცი მას და მის ოჯახს. ვერ დავიჯერებ, რომ ისეთი ჭკვიანი მრჩეველი,
როგორიც მისტერ ჰენრი კარტერია, ნებას მისცემს სასამართლო დევნის დაწყებას,
რაც იმავდროულად კანონიერ უფლებას გამოაცლის ქონების გადაცემის საბუთს.

12
მარიამ ისეთი აღგზნებით გადაიკისკისა, რომ ჯეიმს ნორთმა თითქოს პირველად
შენიშნა მისი იქ ყოფნა და სახეზე რაღაც ცნობისმოყვარეობის მსგავსიც კი გამოეხატა
წამით. ქალიშვილი აილეწა, თუმცა მაინც პირდაპირ შეხედა, ოღონდ სხვანაირად,
გამგმირავად. სტუმრები ნელ-ნელა დაიძრნენ კარისკენ, ჯეიმს ნორთიც მათ მიჰყვა
უკან.

– აბა, ეს არის თქვენი საბოლოო პასუხი? – ჰკითხა მისის ნორთმა და ქედმაღლური


მზერა შეავლო ზღურბლიდან.

– უკაცრავად? – დაბნეულმა მიუგო ნორთმა.

– თქვენი საბოლოო პასუხი!

– აჰ, დიახ, რა თქმა უნდა.

მისის ნორთი ელდანაკრავივით გამოვარდა ქოხიდან, თუმცა ამან დარჩენილ


სტუმრებს მეტი შემართება მისცა, რომ თავდასხმა განახლებული ძალებით
გაეგრძელებინათ. საუბარი დიკმა დაიწყო.

– გეყოფა ამდენი სიჯიუტე! შესანიშნავად შეგიძლია, რომ განცხადება განათავსო


გაზეთში მაგ უსინდისო ქალზე, მასაც არაფერი ექნება საწინააღმდეგო, ოღონდ
ფრთხილად მოიქეცი და ხანდახან მაინც დაენახვე ხალხს!

როდესაც დიკი კოჭლობით გადიოდა გარეთ, მისტერკარტერი იმაზე ფიქრობდა,


ალბათ ცალკე დალაპარაკება ჯობიაო... ჯეიმს ნორთის მგრძნობიარე ბუნების
გათვალისწინებით... შეიძლება, ყველაფერი აქვე მოგვარდეს.

– ქალბატონი ნამდვილად ელოდება თქვენს დაბრუნებას. ჩემი აზრით, მას ჯერ არ


დაუტოვებია სანფრანცისკო. თუმცა მისნაირ ქალებზე ალბათ გადაჭრით არაფრის
თქმა არ შეიძლება.

ჯეიმს ნორთმა ამ უკანასკნელ სიტყვებსაც გულგრილობა დაუხვედრა და ბოლოს


კვლავ მარტო

დარჩა. მარია დედას დაეწია, მაგრამ, როდესაც მგზავრები ფონს გადავიდნენ და


ქვიშიან ბორცვს მიეფარნენ, უცებ ისევ გამოჩნდა მომხიბვლელი გოგონა და
განდეგილს წინ გაეჭიმა.

– თქვენ მართლა არ აპირებთ დაბრუნებას? – პირდაპირ ჰკითხა მან.

– არა.

– არასოდეს?

– ძნელი სათქმელია.

– მითხარით, რა აქვთ ამ ქალებს ისეთი, რომ მამაკაცებს ასე აყვარებენ თავს?

– სიყვარული! – წყნარად უპასუხა ნორთმა.

– არა, შეუძლებელია... ეგ არ არის.

13
ნორთმა თვალი მოავლო გორაკს და უფრო მეტად დაეუფლა მოწყენილობა.

– კარგი, უკვე მივდივარ, თუმცა ერთი წუთით, ჯიმ! მე არ მინდოდა წამოსვლა, ძალით
წამომიყვანეს. მშვიდობით!

ქალიშვილმა აელვარებული სახე ასწია და თვალებში მიაჩერდა ბიჭს. ჯეიმსი


უღიმღამოდ დაიხარა და მშრალად აკოცა ლოყაზე, ისე, როგორც იმხანად ნათესავებს
შორის იცოდნენ ხოლმე კოცნა.

– მასე არა, – წყენით უთხრა გოგონამ და გრძელი, თხელი თითები მოუჭირა ხელის
მტევნებზე, – მასე არ უნდა მაკოცოთ, ჯეიმს ნორთ!

სევდიან თვალებში სუსტი, უსუსური ნაპერწკალი გაუკრთა და ჯეიმსმა მარიას


ტუჩებს ტუჩები შეახო. ქალმა კაცის სხეული იგრძნო, კისერზე შემოეხვია,
აალმურებული ბაგეებითა და სახით მიეკრა მის სახეს, ტუჩებს, ლოყებს, ნიკაპს, ყელს...
მერე კი კისკისით გაეცალა იქაურობას.

14
15

მეორე თავი
ჯეიმს ნორთის ახლობლებს კიდევაც რომ ჰქონოდათ თუნდაც მცირე იმედი, რომ
ოჯახის წევრთა სტუმრობა მასში სულ ცოტათი მაინც გააღვიძებდა მიძინებულ
სურვილს, კვლავ შეჰგებებოდა მოძულებულ სამყაროს, იმ სამყაროს, რომელსაც მისი
შინაურები წარმოადგენდნენ, ეს იმედიც მალე გაუცრუვდებოდათ. როგორი დიდი
შთაბეჭდილებაც უნდა მოეხდინა მათ სტუმრობას განდეგილზე, – არადა, თავად ისე
იყო დამონებული თავს მოხვეულ სევდას და ისეთი უმნიშვნელო იყო მისთვის
ყოველი, რაც მის სევდასა და განდეგილს შორის იმართებოდა, რომ უკიდურესი
გულგრილობით ხვდებოდა ნებისმიერ წინააღმდეგობას, – რაოდენი საგრძნობი
შედეგიც უნდა მოჰყოლოდა განვლილ საგანგებო თათბირს, მაინც მეტისმეტად
მომხიბვლელად იქცა მისთვის მარტოობა, რომელიც აბეზარი ცნობისმოყვარეებისგან
იცავდა და განდეგილს იმ შემთხვევის შემდეგ უფრო მეტადაც კი შეუყვარდა თავისი
პირქუში სანაპირო და უნაყოფო ქვიშიანი ბორცვები, რომლებიც ასე მტრულად
შეხვდნენ დაუპატიჟებელ სტუმრებს. სრულიად ახლებური მნიშვნელობა შეიძინა მის
თვალში ზვირთების გრგვინვამ, მძვინვარე, მშრალი ქარების მარადიულ
შეუპოვრობაში დაფარულმა გულწრფელმა, უტყუარმა ერთგულებამ თუ ბრჭყვიალა
ქვიშიანი გორების უტყვმა თავდადებამ, რომლებიც მის გარდა არავის სდებდნენ
პატივს, მოყვრულად დახვედროდნენ. ნუთუ შეიძლებოდა, განდეგილი უმადური
ყოფილიყო დაუპატიჟებელი სტუმრებისგან დასაცავად შემართული ასეთი
მოდარაჯე ერთგული ძაღლებისა?

როცა ყოველ წუთს ჩასჩიჩინებდნენ, ეგ ქალი გღალატობსო, ვისაც ეტრფოდა, თვითონ


ამას აინუნშიც არ აგდებდა და არც ბრაზობდა, იმიტომ, რომ თავისი გამჭრიახობისა
უფრო სჯეროდა, ვიდრე სხვების დაკვირვებისა და გამოცდილების. ჯეიმს ნორთს
ვერავინ შეურყევდა რწმენას, ვერავითარი საპირისპირო მოსაზრება ვერ მოერეოდა.
როგორც ყველა პატივმოყვარე ადამიანი, ჭეშმარიტებად იღებდა მათ, მაგრამ მისთვის
ცნობილი უფრო ამაღლებული ჭეშმარიტებით ამოწმებდა. მარტოსულის
უბრალოებას, რომელიც მისი სხვაგვარი პატივმოყვარეობა იყო, ისეთი
დასრულებული სახე ჰქონდა, რომ უკვე აღარ ექვემდებარებოდა ჩვეულებრივ
გულღრძო მზაკვრობას, და ამგვარად მიუდგომელი ხდებოდა გამოცდილებისა და
ცოდნისთვის, რასაც ბუნებრივად მოჰყვება სუსტი ნებისყოფის ადამიანების
დამდაბლება და ღირსების დაკნინება.

ვარჯიში და მცირე მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად სანადიროდ თუ


სათევზაოდ სიარული განდეგილს სხეულს უწრთობდა და გამძლეობას უვითარებდა.
მონადირეობა არასოდეს იტაცებდა და ახლაც უინტერესოდ მისდევდა მსგავს
საქმიანობას. პირუტყვებიც იოლად ხვდებოდნენ მის ამ განწყობას და ისეც მომხდარა,
ნაღვლიანი რომ დაეხეტებოდა მაღლობზე, რომელიმე წაბლისფერი ირემი უშიშრად
და მოურიდებლად გადაუჭრიდა გზას, ან კიდევ, პატარა ნავით მდინარეზე რომ
მისეირნობდა, გარეული ფრინველების გუნდი სულ ახლოს მიუსხდებოდა ხოლმე და
არც შიშობდა, რომ განდეგილი მათზე თოფს აღმართავდა.
ასე იწურებოდა მისი მარტომყოფობის მეორე ზამთარი. სწორედ იმ ხანობას ისეთი
ქარიშხალი ამოვარდა, ადგილობრივ მატიანეშიც კი შევიდა და ხალხი დღემდე
იხსენებს. გრიგალმა სულ ძირიანად ამოთხარა მდინარის აღმა ჩამწკრივებული
უშველებელი ხეები და მათთან ერთად პაწაწინა ფესვები, მარტოსული რომ
ევლებოდა თავს.

დილას უთენია ამოვარდებოდა ქარიშხალი, მერე საეჭვოდ ჩაცხრებოდა და ისევ


ხელახლა აბობოქრდებოდა. მაღლა, თავზემოთ, ბუმბულისებური ლეგა ღრუბლები
დაქროდნენ და აფრენილ თოლიებს თუ წყლის სხვა შეშინებულ ფრინველებს
დააქროლებდნენ, განუწყვეტლივ წივწივებდნენ მეჭვავიები თუ ზღვის სხვა
ფრინველები.

შუადღისას გაშმაგებული ღრუბლები უწესრიგო გროვად შექუჩდნენ, მერე კი


გაიფანტნენ და საბურველივით გადაეფარნენ ზეცას. ზღვა გაჭაღარავდა, უცბად
დანაოჭდა და დაბერდა. ქარი გააფთრებული უბერავდა, ზუზუნებდა, საშინელ
ღრიანცელს აყენებდა გარშემო და ქვემეხების გასროლის ხმებსაც კი მოგაგონებდათ.
მზის ჩასვლისას კიდევ უფრო გაძლიერდა და თხუთმეტ წუთში უკუნი სიბნელე
ჩამოწვა, მერე თეთრი ქვიშის ბორცვების მოხაზულობებიც გაფერმკრთალდა და ზღვა,
სანაპირო თუ ზეცა ბოროტი ხელის ბრძანებას დაემორჩილა.

ჯეიმს ნორთი თავის ქოხში აბრდღვიალებული ცეცხლის პირას იჯდა. პირველმა

შთაბეჭდილებამ მალე გაიარა, ქარაშოტის მოტანილმა ორომტრიალმა მხოლოდ მცირე


ხანს გაარიდა ერთადერთ საზრუნავს და ფიქრები მოსტაცა. თუ აქამდე ზაფხულის
ნისლიანი ღრუბლებიდან გამოუკრთებოდა ხოლმე, ამჯერად ქარიშხლის ფრთებს
მოჰყვებოდა. ქარი ქოხს არწევდა, მაგრამ ეს არც ანაღვლებდა, შენობის სიმტკიცეში
ეჭვი არ ეპარებოდა, რადგან წლების განმავლობაში გიჟმაჟ ქარს დაბალი ბოძების
გარშემო უგროვებია ქვიშა და მტკიცე საყრდენად ქცეულიყო. ყოველი მორიგი ნაკადი
კიდევ უფრო მძლავრად ამაგრებდა ნაგებობას საკუთარ ფუძეში, აფორიაქებული და
ზევით ავარდნილი ქვიშა კი ხმაურით ეხეთქებოდა ფანჯრებსა და სახურავს.

შუაღამე იქნებოდა, როცა მოულოდნელმა აზრმა მარტოსული ფეხზე წამოახტუნა. რა


ეშველება, თუ ბედის ანაბარა დარჩა ასეთ წყეულ ღამეს? როგორ შეიძლება,
დავეხმარო?.. იქნებ, სწორედ ახლა, როცა აქ უქმად ვზივარ, ის... ჩუმად! ეს ზარბაზანი
არ არის?.. არა? ჰო, რასაკვირველია.

ჯეიმსმა სწრაფად გასწია ურდული, მაგრამ მოვარდნილ გრიგალსა და კართან


შექუჩულ ქვიშას ვერ მოერია. მერე გამძვინვარებული მიაწვა კარს, ძლივს გამოაღწია
ქოხიდან, თუმცა ქარმა მალევე წააქცია და აკოტრიალა კიდეც, მერე ისევ აიტაცა და
ქვიშის გროვას მიალეწა. არაფერი დაუზიანებია, მაგრამ განძრევის თავი აღარ ჰქონდა,
უძრავად იწვა და ქარიშხლის ზუზუნს უგდებდა ყურს, ოღონდ ამ ორომტრიალში
ვერც ერთ მისთვის ნაცნობ ბგერას ვერ იჭერდა.

ბოლოს, როგორც იქნა, მიბობღდა ქოხთან, ისევ ურდულით გადაკეტა კარი და


დივანზე წამოწვა.

16
ნორთი კოშმარმა გამოაღვიძა. სიზმარში მარია ნახა, რომელიც ზებუნებრივი
გულმოდგინებით იჭერდა კარს და შიგნით არ უშვებდა რაღაც უხილავ, შეუცნობელ
ძალას, რომელიც გარეთ შფოთავდა, წუხდა და სასოწარკვეთილი აწყდებოდა სახლს.
ჯეიმსი თვალს ადევნებდა ბიძაშვილის მოქნილ, მოხდენილ სხეულს, რომელიც ხან
თმობდა კარს მოწოლილ ძალასთან, ხან კი ისევ კეტავდა კარს და ამაზრზენი,
მაცდური გველივით იკლაკნებოდა ზღურბლთან. განდეგილი ქარიშხლის გრგვინვამ
და მძიმე დარტყმამ გამოაღვიძა, რომელმაც გვარიანად შეარყია საბრალო ქოხი.
ნორთი წამოხტა და კოჭამდე წყალში ჩაატყაპუნა ფეხები. ცეცხლის შუქზე ჩანდა, რომ
წვიმა თანდათან იპარებოდა მორებს შორის ნაპრალებში, იატაკზე წვეთავდა და
ბუხრის გვერდით ტბორი თანდათან მატულობდა. ქაღალდის კონვერტის ნაგლეჯი
მდორედ დაცურავდა წყლის ზედაპირზე. ნუთუ მდინარე გადმოვიდა ნაპირებიდან?
ნორთმა ვერ მოასწრო ვარაუდების გამოთქმა. კიდევ ერთი დარტყმა გაისმა და
საკვამურიდან წყალი ჩანჩქერად გადმოედინა, აქეთ-იქით გაფანტა ნაკვერჩხალი და
მთლად დააბნელა იქაურობა. რამდენიმე წვეთმა ტუჩები დაუსველა. წყალს
მარილიანი გემო ჰქონდა. ნუთუ ოკეანემ აიწია მდინარის მეჩეჩამდე და აქამდე
მოაღწია!

როგორ უნდა დაეღწია თავი ამ წარღვნისთვის? ქოხი მოგრძო მეჩეჩის ყველაზე


შემაღლებულ ადგილას იდგა. ჭაობიანი დაბლობის ერთ მხარეს, რომელიც ნორთის
დაგვიანებულმა სტუმრებმა გადმოლახეს, აქაფებული ტალღები გრგვინავდნენ,
ხოლო უკან, მდინარის შესართავთან, უკვე ოკეანე შფოთავდა. სხვა გამოსავალი არ
ჰქონდა, უნდა მოეცადა. ოღონდ რისთვის, თვითონაც არ იცოდა.

ამ უჩვეულოდ მგრძნობიარე ადამიანს თავისივე უმწეო მდგომარეობა უნერგავდა


საოცარ მოთმინებას. თავდაცვის თანდაყოლილი გრძნობა ჯერ კიდევ შემორჩენოდა,
მაგრამ არც სიკვდილის ეშინოდა და შესაბამისად, არც მასზე ფიქრის, და თუკი მაინც
დაუდგებოდა აღსასრული, მაშინ უფრო მარტივადაც დასრულდებოდა მთელი ის
ალიაქოთი, რაც ამდენ უსიამოვნებას აყენებდა და წარსულის ყველა მოვალეობას
დაეხსნებოდა! ნორთი ბიძაშვილის დამცინავ წინასწარმეტყველებაზე ფიქრობდა,
ოღონდ ის სიკვდილი, რომელიც ამ წუთას ემუქრებოდა მას, სავარაუდოდ, მის სახლსა
და იმ მიწასაც შთანთქავდა, რაზეც ქოხი იდგა იდგა. აღარაფერი დარჩებოდათ
გამოსაქვეყნებელი... აღარც ცოცხლებს მოეცხებოდათ ჩირქი. ის გრძნობა, რომელიც
რჩეულის ერთგულებას უნარჩუნებდა, მას უამბობდა, როგორ დაიღუპა, თუ არა და,
სულ ერთი იქნებოდა. და, ამგვარი, სრულიად უბრალო, მაგრამ მტკიცე რწმენით, ეს
უჩვეულო ადამიანი ხელების ცეცებით მივიდა ტახტთან, წამოწვა და რამდენიმე
წუთში ძილშიც ჩაეფლო. გარეთ კვლავ გრიგალი შფოთავდა. ქოხი მორიგმა
ზვირთცემამ შეარყია, მაგრამ უკვე არა უწინდელი ძალით. ჩანდა, ქარი თანდათან
წყნარდებოდა და მიქცევა იწყებოდა.

როცა ჯეიმსს გამოეღვიძა, უკვე შუადღე დამდგარიყო და მზე კაშკაშებდა. მცირე ხანს
განაბული იწვა, სასიამოვნოდ მოთენთილი, ვერ გაეგო, ცოცხალი იყო თუ მკვდარი,
ერთი იმას ხვდებოდა, რომ ძარღვებსა და ქსოვილებში აუწერელი სიმშვიდე
გასჯდომოდა... სიმშვიდე, რომელიც ბავშვობის შემდეგ არ ჰღირსებია... ჯეიმსი შვებას
გრძნობდა, ოღონდ თვითონაც არ იცოდა, რის გამო და ნეტარი ღიმილი უნათებდა
სახეს, ბალიშს კი ისევ შერჩენოდა მისი ცრემლების სისველე, რომლებიც ჯერ კიდევ
17
უბრწყინავდა წამწამებზე. ქვიშას მთლად ჩაეხერგა შესასვლელი და ჯიემსი
ფანჯრიდან გადახტა. ცაზე აქა-იქღა მიცურავდნენ მდორედ ღრუბლები, ზღვასა და
ხმელეთს სიმშვიდე დაუფლებოდა. ნორთმა ძლივს იცნო არემარე – მდინარეში ახალი
მეჩეჩი გაჩენილიყო და ქვიშის ვიწრო ჯებირი პატარა ტბას კვეთდა, ნაპირთან
უერთდებოდა გორაკის ბილიკს, თითქოს უფრო დაუახლოვდა მარტოსულ
ადამიანებს. მომხდარმა ცვლილებებმა ბავშვივით აღაფრთოვანა ნორთი და როცა
ცოტა მოგვიანებით ნაცნობი მოთხრილი ხე დაინახა, რომელსაც ამჯერად სამუდამოდ
დაევანებინა მისი ქოხის გვერდით, მხიარულად გაემართა მისკენ.

ხეს მრავლისმნახველი ფესვები ზღვის ხაოიანი წყალმცენარეებითა და გველივით


დაკლაკნილი თალგამის გრძელი ღეროებით ჰქონდა მორთულ-მოკაზმული, ორ
გადაჯვარედინებულ ფესვს შორის კი ბამბუკის ფორთოხლის კალათა გაჭედილიყო,
თითქმის მთელი. როცა ნორთმა იქით აიღო გეზი, უცნაური ხმა შემოესმა, რომელიც
სრულიად არ ჰგავდა იმას, რაც აქამდე გაუგონია

ამ უკაცრიელ ადგილას. გაიფიქრა, ალბათ რაღაც უცხო ფრინველი თუა გაჩხერილი


წყალმცენარეების აბლაბუდაშიო, სწრაფად მიირბინა კალათასთან და შიგნით
ჩაიხედა. ჭურჭელი ნახევრამდე სავსე იყო ზღვის ხავსისა და ბალახეულობით. ხმა
კიდევ განმეორდა. ჯეიმსმა კიდევ გადაქექა გამხმარი ფოთლები. უცნობი არსება
დაჭრილი ზღვის ფრინველი კი არა, ცოცხალი ბავშვი აღმოჩნდა!

როდესაც ჯეიმსმა ნესტიანი სახვევები შემოხსნა, დაინახა, რომ ბავშვი დაახლოებით


რვა-ცხრა თვის იქნებოდა. როგორ და როდის გაჩნდა კალათაში ან რომელმა ელფებმა
გამოგზავნეს ეს აკვანი ზედ მის კართან, განდეგილისთვის სრულიად ამოუცნობი იყო,
მაგრამ აშკარაა, ადრე დილით დაეტოვებინათ, რადგან ჩვილს სხეული ჯერ თბილი
ჰქონდა, ხოლო სამოსელი თითქმის გაეშრო დილის მცხუნვარე მზეს.

რამდენიმე წამი დასჭირდა, სანამ ბავშვს ქურთუკში გაახვევდა, სახლამდე მიირბენდა


და დაფეთებული შეუდგებოდა გამოსავლის ძებნას. მისი უახლოესი მეზობელი,
ტრინიდედ ჯოი, «ტყისმჭრელი», ზემოთ, მდინარის პირას, სამი მილის დაშორებით
ცხოვრობდა. ნორთს ახსოვდა, თითქოს ბუნდოვნად გაეგონა ოდესღაც, ტრინიდედი
მეოჯახე კაციაო. საჩქაროდ უნდა ეღონა რამე. ბავშვი კინაღამ დაახრჩო ვისკიანი
ბოთლიდან შესმული რამდენიმე წვეთი სასმლით, მერე ჭაობიდან სანდალი
გამოათრია და მდინარეს აუყვა თავისი მოულოდნელი

აღმოჩენით. ნახევარ საათში მივიდა «ტრინიდედ ჯოის» საცხოვრებლამდე და


დაწნულ ღობესთან ამოზრდილი პაწაწინა ყვავილებით თუ თოკზე დაკიდებული
თეთრეულით მიხვდა, რომ ხმები მეზობლის მეოჯახეობის შესახებ არ უნდა
ყოფილიყო გადაჭარბებული.

კარი, რომელზეც დააკაკუნა ნორთმა, შიგნითკენ გაიღო და მოკრძალებულად


მორთული სუფთა ოთახი გამოაჩინა, ასევე სანდომიანი, ოცდახუთიოდე წლის
მხიარული გოგონა. ნორთმა მისთვის უჩვეულო სიმორცხვითა და ენის ბორძიკით
ძლივს ჩაიბუტბუტა ბავშვის პოვნის შესახებ და თავისი მოსვლის მიზეზიც ამცნო
დიასახლისს. სანამ ის თავის ბურტყუნს მორჩებოდა, გოგონამ საოცრად ცქვიტად და
ქალური სინაზით აიყვანა ბავშვი მისი მკლავებიდან, ისე, რომ სტუმარმა ვერც კი

18
შეამჩნია და, როგორც კი ნორთმა საუბარი მოამთავრა, ქალი წკრიალა ხმით აკისკისდა.
ნორთმაც სცადა, გაეცინა, მაგრამ ვერ შეძლო.

გოგონამ ცრემლები მოიწმინდა, საოცრად გულწრფელი, ნამდვილი ცისფერი


თვალები ააბრიალა და მარგალიტებივით თეთრი კბილების ორი მწკრივი დამალა,
მერე კი მოსულს მიმართა:

– მისმინეთ, თქვენ ის შეშლილი ახალგაზრდა ხართ ხომ, აი, იქით, მოგრძო


მეჩეჩზე რომ ცხოვრობს განმარტოებული... ასე არ არის? ნორთი სწრაფად დაეთანხმა
ყველაფერზე, რაც ამ ფრაზაში იგულისხმებოდა.

– და, გამოდის, რომ ბავშვი იმისთვის მოგიძღვნეს, თანამგზავრი რომ


გყოლოდათ? ღმერთო! – თითქოს ისევ გაცინებას აპირებდა, თუმცა მერე სულ სხვა
კილოთი დასძინა, ოდნავ მონანიე სახით. – როგორც კი დაგინახეთ, რომ აქეთკენ
მოარღვევდით წყალს... ვიფიქრე, ალბათ, ავად გახდა-მეთქი. მაგრამ ბავშვი? ოჰ,
ღმერთო!..

ნორთს ერთ ხანს კინაღამ შესძულდა კიდეც იგი. ქალი, რომელიც ასეთ ამაღელვებელ,
თითქმის ტრაგიკულ სიტუაციაში მხოლოდ სასაცილო, სახეირო ამბავს ხედავდა, სულ
სხვა წრეს ეკუთვნოდა, განდეგილისთვის უცხოსა და უცნობს. თუკი ღირსებით
თანასწორთაგან გაკიცხვასა და დაცინვას ჩვეული გულგრილობით ხვდებოდა, ამ
გაუნათლებელი ქალის ურცხვი სიცილი გაცილებით მეტად სტკენდა გულს, ვიდრე
ბიძაშვილის გესლიანი კბენა. ბოლოს ჯეიმსმა ზრდილობიანად განუმარტა, ალბათ
ბავშვს ეშიება და რამე იღონეთო.

– ბავშვი ძალიან პატარაა, – დასძინა სტუმარმა. – ჩემი აზრით, ბუნებრივი საკვები


დასჭირდება.

– მერე სად შეიძლება მისი შოვნა? – ჰკითხა ქალმა მცირედ

დასერიოზულებულმა. ჯეიმს ნორთი შეყოყმანდა და მიიხედ-მოიხედა.

– აქ ბავშვი იქნება სადმე!.. აქ ბავშვი უნდა იყოს სადმე!.. ვფიქრობდი, თითქოს


თქვენ, – ამოილუღლუღა და იგრძნო, როგორ უწითლდებოდა სახე, – მე... მე...

ნორთი დროულად გაჩუმდა, რადგან ქალი, მართალია, ხანმოკლე შესვენების შემდეგ,


უკვე წინსაფრის ბოლოს ექაჩებოდა პირისკენ, რომ სიცილი შეეკავებინა, რომელმაც
მაინც გაუპო პირი.

– მისმინეთ! უკვე აღარ მიკვირს, თქვენზე რომ ამბობენ, შეშლილიაო! მე


ტრინიდედ ჯოის გასათხოვარი და ერთადერთი ქალიშვილი გახლავართ ამ სახლში.
ნებისმიერი სულელი გეტყოდათ ამას. ახლა, თუ გამაგებინებთ, რანაირად
შეიძლებოდა, რომ ჩვენ ბავშვი გაგვჩენოდა, ძალიან მასიამოვნებთ.

ჯეიმს ნორთმა წყენა არ გამოაჩინა, ზრდილობიანად მოიხადა ბოდიში, ინანა კიდეც


თავისი უცოდინრობის გამო და, სურდა მოკრძალებული ჟესტით ბავშვი გამოერთმია,
მაგრამ ქალმა მაშინვე გულში ჩაიხუტა პატარა.

19
– ვერანაირად! – აჩქარებით მოუჭრა მან. – თქვენ გინდათ, რომ ეს საბრალო
არსება განდოთ? არა, სერ! თუ გინდათ იცოდეთ, ახალგაზრდავ, ბავშვის გამოკვების
ბევრი საშუალება არსებობს

თქვენი «ბუნებრივი საჭმელის» გარდა, მაგრამ ეს პატარა რაღაც ძალიან მოდუნებული


და გამოთაყვანებულივით არის. ნორთმა ცივად უთხრა, ვისკი დავალევინე
გასახურებლადო.

– მართლა? აბა, ჰო... კაცმა რომ თქვას, არც ისე შეშლილი ყოფილხართ. კარგი, მე
დავიტოვებ ბავშვს, ხოლო როცა მამა მოვა შინ, მაშინ მოვიფიქრებთ, როგორ მოვიქცეთ.

ნორთს შეეტყო, ყოყმანობდა. მეტისმეტად აუტანელი გახდა მისთვის ეს ქალი, მაგრამ


მის მეტს არავის იცნობდა, არადა, ბავშვს დაუყოვნებლივ სჭირდებოდა მზრუნველი
ადამიანი. გარდა ამისა, თანდათან რწმუნდებოდა, რომ ნამდვილი უაზრობა იყო
მეზობელთან პირველად მისვლა მხოლოდ იმისთვის, რომ თავიდან მოეშორებინა
ნაპოვნი ბავშვი. ქალმა შეამჩნია ნორთს ჭოჭმანობა და თვითონ წამოიწყო საუბარი.

– თქვენ მე არ მიცნობთ, რა თქმა უნდა. მე ბესი რობინსონი ვარ. ტრინიდედ


რობინსონის ქალიშვილი. თუ გსურთ, თუ ეჭვები გაწვალებთ, თავდებად დამიდგება
მამაჩემი ანდა ნებისმიერი ახალგაზრდა ამ მიდამოებში.

– მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ამხელა საზრუნავი დაგაკისრეთ, მის


რობინსონ, მერწმუნეთ, ყველა ხარჯი, რასაც გასწევთ...

– ახალგაზრდავ, – შეედავა ბესი რობინსონი, უხეშად შეტრიალდა ქუსლებზე და


წარბებშეკრული მიუბრუნდა სტუმარს, – თუ ხარჯზე ჩამოვარდება სიტყვა, მგონი, მე
უფრო მეკუთვნოდა ფულის გადახდა ან სულ აღარ უნდა ამეყვანა ბავშვი. მაგრამ ჯერ
კარგად არ გიცნობთ და დავიდარაბას არ ავტეხ. დამიტოვეთ ბავშვი, და, თუ გნებავთ,
ხვალ მზის ამოსვლის შემდეგ გამოიარეთ... გავლა მოგიხდებათ... ბავშვსაც ნახავთ და
მამაჩემსაც მოელაპარაკებით. ნახვამდის!

მის რობინსონმა თავისი ძლიერი და მოხდენილი მკლავით მიიკრა ბავშვი მკერდთან,


მეორე კი ფაფუკი თეძოების ქვეშ შემოავლო, ჯეიმს ნორთს გვერდით ჩაუქროლა,
საძინებელში შევიდა და კარი გაიხურა.

როცა მისტერ ჯეიმს ნორთმა თავის ქოხს მიაღწია, უკვე სიბნელე იყო. განდეგილმა
ისევ დაანთო ცეცხლი, ქოხის დალაგება-დასუფთავებას შეუდგა და პირველად
იგრძნო მარტოობა. ბავშვზე ნაკლებად დარდობდა. გულისხმიერი ადამიანის
მოვალეობა უკვე მოეხადა, გამოცდილ ხელში გადასცა და აღარ ენაღვლებოდა მისი
კეთილდღეობა თუ მომავალი. გულში უხაროდა კიდეც,

რომ ასე ადვილად დააღწია მას თავი... რა თქმა უნდა, უფრო საიმედო ადამიანის
გამონახვა აჯობებდა, თუმცა ეს ქალიც არ უნდა ყოფილიყო შეუფერებელი... მერე
გაახსენდა, რომ დილის მერე ერთხელაც არ გახსენებია საყვარელი ადამიანი. ასეთი
რამ ჯერ არასოდეს მოსვლია მთელი თორმეტი თვის განმავლობაში. ნორთი ჩვეული
სიმშვიდით შეუდგა მუშაობას, თან მიჯნურსა და თავის მწუხარებაზე ფიქრობდა,
როცა სიტყვა «შეშლილი», საკუთარ დარდთან შერეული, უცებ მეხსიერებაში

20
გაუკრთა. «შეშლილი!» ნამდვილად არ იყო საამური სიტყვა. რაღაც უფრო ცუდს
ნიშნავდა, ვიდრე გონების დაბინდვას, რაღაც ისეთს, რაც შეიძლებოდა, მხოლოდ
ჩვეულებრივ, მაგრამ გონებაშეზღუდულ ადამიანს დამართნოდა. ეს მეტსახელი
სავსებით შესაძლებელია, განსაზღვრებად გამოყენებულიყო. ნუთუ ადამიანები
მართლა ზემოდან უყურებენ, როგორც უმწეოს, სასოწარკვეთილ შეშლილს, გიჟს,
რომელიც არ იწვევს თანაგრძნობას, არ არის შესაფერისი სამეგობროდ ან... იმდენად
უმნიშვნელოა, აბუჩად აგდებისა და დაცინვის ღირსიც კი არ არის... თუ ეს იმ ტეტია
გოგოს უხეში განმარტება იყო?

მიუხედავად ამისა, მეორე დილას, «მზის ამოსვლის შემდეგ», ჯეიმს ნორთი


ტრინიდედ ჯოის სახლს კვლავ მიადგა. ეს ღირსეული ოჯახის უფროსი, დასავლური
სოფლის ჩვეულებრივი მცხოვრები, სუსტი ჯანმრთელობის მქონე, გამხდარი და
ძალიან ნაღვლიანი, თვითონვე შეეგება სტუმარს მდინარის ნაპირთან. მასპინძელს
ისეთი ტანსაცმელი ემოსა, რომ მესაზღვრესაც

ჰგავდა და მეზღვაურსაც. როდესაც ნორთმა კვლავ უამბო ბავშვის პოვნის შესახებ,


ტრინიდედ ჯოი ღრმად ჩაფიქრდა.

– შეიძლება, ბავშვი კალათაში ჩასვეს სიფრთხილისთვის, – ხალისიანად წამოიწყო მან,


– და წყალმა გაიტაცა ტაიტის რომელიმე ფორთოხლის მზიდავის ორანძიანი
ხომალდიდან. ასეა თუ ისე, ეს ბავშვი აქაური არ უნდა იყოს.

– მაგრამ, საოცარია, როგორ გადარჩა ცოცხალი, რამდენიმე საათი მაინც იქნებოდა ცივ
წყალში.

– ეს ხომალდები სანაპიროსთან ახლოს დაცურავენ და თუ რომელიმე კუთხით ან


ტვირთი მიეხალა კლდეს, შეიძლება კალათა გადმოვარდა, მაგრამ წყალში არ
ჩაძირულა, დიახ, ღვთის წყალობით! სხვანაირად ეს ამბავი არ მოხდებოდა, – ოდნავ
ირონიული სახით განაგრძობდა ჯოი. – იმ ღამეს გამოცდილი მეზღვაურიც რომ
ჩამოვარდნილიყო გემბანიდან, ხომალდის პირთანვე დაიხრჩობოდა, მაგრამ ბავშვმა,
რომელმაც ცურვა არ იცის, უვნებელმა მოაღწია ნაპირს, ჩანს, ღრმად ეძინა და
ტალღები სარწეველას მაგივრობას სწევდნენ.

ნორთი ცოტათი დაწყნარდა, მაგრამ მაინც არ ტოვებდა უცნაური სასოწარკვეთილების


განცდა, რადგან ვერსად ხედავდა დიასახლისს და გადაწყვიტა ეკითხა, როგორ არის
ბავშვიო.

– ძალიან კარგად, – მოისმა გულწრფელი ხმა ფანჯრიდან. ნორთმა თავი ასწია და


დიასახლისის მრგვალ მკლავებს, ცისფერ თვალებსა და თეთრ კბილებს წააწყდა. –
ნამდვილად ღირს მისი ნახვა, მადაც ჩინებული აქვს... თუმცა ჯერჯერობით
«ბუნებრივი საჭმელი» არ გაუსინჯავს. გეყოფა, მამა! ამოიღე ხმა და უთხარი ბატონს,
რაც გადავწყვიტეთ... და მორჩი ბევრ ლაყაფს.

– კარგი, – სევდიანად დაეთანხმა ტრინიდედ ჯოი. – ბესი ამბობს, ავიყვან ამ ბავშვს და


გავზრდი, როგორც საჭიროაო. მეც ვერ ვიტყვი... მართალია, მისი მამა ვარ... ვერ
შეძლებს-მეთქი. მაგრამ როდესაც ბესი რამეს მოისურვებს, მთლიანად მოისურვებს
ხოლმე, თავიდან ბოლომდე, და არა ნახევრად ან ნაწილობრივ...

21
– მასეც არის! განაგრძე. მამა... როგორ გიყვარს ერთი და იმავე ადგილის ტკეპნა, –
გულწრფელი სილაღით შესცინა მის რობინსონმა.

– კარგი, ჩვენ ვკისრულობთ ამ მოვალეობას გარკვეული პირობით. ჩვენ ავიყვანთ


ბავშვს, ხოლო თქვენ მოგვცემთ რაიმე საბუთს ან ხელწერილს, რომ უარს ამბობთ
ყოველგვარ უფლებაზე. თანახმა ხართ?

თვითონაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ ჯეიმს ნორთმა სასტიკი უარი თქვა წამოყენებულ
წინადადებაზე.

– თქვენ გგონიათ, კარგად ვერ მოვუვლით ბავშვს?! – ნაწყენი ხმით ჰკითხა მის ბესიმ.

– ეგ არაფერ შუაშია, – ოდნავ გაღიზიანებულმა უპასუხა ნორთმა. – ჯერ ერთი, ბავშვი


მე არ მეკუთვნის, რომ მასზე უფლება თქვენ გადმოგცეთ. ის ჩემს მეურვეობაში
აღმოჩნდა... ისე ჩანს, თითქოს მშობლებმა საკუთარი ხელით მომიყვანეს. ვფიქრობ,
უსამართლობა იქნება, თუ კიდევ ვინმე სხვისი ხელი ჩაერევა ჩვენ შორის.

მის ბესი ფანჯარას მოშორდა. ერთ წამში გამოვიდა სახლიდან, პირდაპირ ნორთისკენ
გაემართა და ხელი გაუწოდა.

– კი ბატონო, – უთხრა და გულწრფელად ჩამოართვა მარჯვენა. – კაცმა რომ თქვას, არც


ისე შეშლილი ბრძანდებით. მამა, ბატონი მართალს ამბობს! ნამდვილად არ შეუძლია
ბავშვის მოცემა... მაგრამ სანახევროდ კი ვიკისრებთ მოვალეობას, მე და ის. ეგ მამა
იყოს, მე კი დედა ვიქნები, სანამ სიკვდილი გაგვყრის ან ჩვეულებრივი ოჯახი
გაჩნდება. აბა... რას იტყვით?

მისტერ ჯეიმს ნორთი ამ უბრალო ქალის ქათინაურებმა ისე ასიამოვნა, საკუთარ


თავსაც რომ ვერ უტყდებოდა და მის წინადადებასაც დათანხმდა. აბა, მოისურვებს
ბავშვის ნახვას? რასაკვირველია, და ტრინიდედ ჯოიმ, რომელიც უკვე დიდი ხანია
უყურებდა პატარას, ბევრს

ლაპარაკობდა მასზე, ხელით აქანავებდა და მთელი ღამე ელოლიავებოდა,


გადაწყვიტა თავისი ძვირფასი დროის დარჩენილი ნაწილი ტყის ჭრისთვის
მოეხმარებინა და მარტო დატოვა ისინი.

მისტერ ნორთი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ბავშვი გამოცოცხლდა და


თვალში გამოიხედა. მერე იმასაც თავაზიანად და ნაძალადევი ცნობისმოყვარეობით
უსმენდა, რომ ბავშვს წაბლისფერი თვალები აქვს, უკვე რამდენიმე კბილი ამოსვლია
და სავარაუდო ასაკის გოგონასთან შედარებით საკმაოდ მოზრდილი ჩანდა. თუმცა
მისტერ ნორთი წასვლას მაინც არ ჩქარობდა. ბოლოს, როგორც იქნა, კართან მივიდა
და ბესისკენ შებრუნდა.

– შეიძლება, რაღაც გკითხოთ, მის რობინსონ?

– კი ბატონო.

– რატომ ფიქრობთ, რომ მე ვარ... შეშლილი? გულწრფელმა მის რობინსონმა

ბავშვისკენ დახარა თავი.

22
– რატომ?

– დიახ, რატომ?

– იმიტომ, რომ შეშლილი იყავით.

– ოჰო!

– მაგრამ...

– დიახ...

– გამოკეთდებით.

და რაღაც უსაფუძვლო მიზეზით, თითქოს ბავშვისთვის საჭმლის გამოტანას


აპირებდა, გოგონა სამზარეულოში გაიქცა. მისტერ ნორთმა კი, ფანჯრის ახლოს რომ
ჩაიარა, ფრიად კმაყოფილმა შეამჩნია, რომ სკამზე ჩამომჯდარიყო, თავი წინსაფარში
ჩაერგო და სიცილისგან ძლივს ითქვამდა სულს.

ჯეიმსი შემდეგი ორი თუ სამი დღე რობინსონებს აღარ სტუმრებია, წარსულის


მოგონებებში იყო ჩაძირული. მესამე დღეს კი ისევ უწინდელი სევდა-მწუხარების
ჩვეულ მდგომარეობას

დაუბრუნდა. ქარიშხლის ამოვარდნისა და ბავშვის პოვნის ამბები თანდათან


უფერმკრთალდებოდა მეხსიერებაში, როგორც ნათესავების სტუმრიანობა
გაუფერმკრთალდა. მოღუშული, ნესტიანი დღე იყო და ჯეიმსი ცეცხლის პირას იჯდა,
როცა კარზე კაკუნი გაისმა. «ფლორა», განდეგილის მცხოვანი ინდიელი მსახური,
ჩვეულებრივ, დაძახებით აუწყებდა ხოლმე მოსვლას. კართან ამჯერად სულ სხვა
ხმები ისმოდა. ნორთს მოეჩვენა, რომ ტანსაცმელი აშრიალდა შემოსასვლელთან და
სწრაფად წამოხტა, სახეზე მკვდრისფერი დაედო, რაღაც სახელი შეაცივდა ტუჩებზე.
თუმცა კარი მალევე გაიღო და ბესი რობინსონი გამოჩნდა! პატარასთან ერთად!

ნორთმა მისთვის გაუგებარი შვებით შესთავაზა სტუმარს სკამი. ქალმა უცნაურად


მიაპყრო კამკამა თვალები მასპინძელს.

– რაღაც შეშინებული ჩანხართ!

– ძალიან გამიკვირდა. მოგეხსენებათ, აქ არავინ დადის. – ჰო, ეგრეა. მაგრამ, მისმინეთ,

ოდესმე ყოფილხართ ექიმთან?

ჯეიმსი კითხვის არსს ვერ ჩასწვდა და კითხვა შეუბრუნა.

– რისთვის?

– იმისთვის, რომ ახლავე უნდა ადგეთ და მოიყვანოთ ექიმი... აი, რისთვის. აი, ეს ჩვენი
ბავშვი ავად გახდა. ჩვენ არ დავდივართ ექიმთან, არ გვჯერა მათი, არც გვჭირდება...
მაგრამ, შეიძლება ამ თქვენი ბავშვის მშობლები დადიან. ამიტომ ადექით მაგ
სკამიდან და ექიმი მოიყვანეთ.

23
ჯეიმს ნორთი მის რობინსონს მიაშტერდა. მერე წამოდგა, თუმცა აშკარად ეტყობოდა,
ყოყმანობდა. მის რობინსონმაც შეამჩნია ჭოჭმანი.

– თქვენ არ შეგაწუხებდით და არც სამ მილს ვარბენინებდი ცხენს, რომ შემძლებოდა


ვინმეს გაგზავნა. მამა იურიკშია ტყის საყიდლად, მე კი მარტო ვარ. ჰეი... სად
მიდიხართ? ნორთმა ქუდს სტაცა ხელი და კარი გააღო.

– ექიმთან, – გაოცებულმა უპასუხა.

– აპირებთ, რომ ექვსი მილი იქით გაიაროთ ფეხით და ექვსი აქეთ?

– რასაკვირველია... ცხენი არ მყავს.

– მაგრამ მე მყავს, გარეთ არის დაბმული. არც ისეთი გადასარევი და მშვენიერია,


მაგრამ დაუღალავია და ადგილზე მშვიდობიანად მიგიყვანთ.

– მერე თქვენ... თქვენ როგორ დაბრუნდებით?

– ნუ ღელავთ, – მიუგო ბესი რობინსონმა, ღუმელთან მისწია სკამი, ქუდი მოიხადა და


ცეცხლს მიეფიცხა. – არც ვაპირებ დაბრუნებას. სანამ ექიმს მოიყვანთ, აქ
დაგელოდებით. წადით! ჩქარა იარეთ!

ბესის აღარ დასჭირვებია ბრძანების გამეორება. მომდევნო წამს ჯეიმს ნორთი უკვე
ბესის ცხენის მამაკაცურ სამხედრო უნაგირზე იჯდა და ქვიშიან გზას მიუყვებოდა.
მხედარს ორი აზრი უტრიალებდა თავში. ერთი, რომ ის, «შეშლილი», მოთმინებით
ხვდებოდა ადგილობრივ მცხოვრებთა ბრძნულ თუ მწარე გაკიცხვას მხოლოდ
იმიტომ, რომ ექიმი მოეყვანა ავადმყოფი, უსახელო ბავშვისთვის, რომლის
მფარველობაც თავად იკისრა. გარდა ამისა, მის განმარტოებულ სენაკს
დაუპატიჟებელი, მოხდენილი, გაუნათლებელი, თუმცა საკმაოდ ეშხიანი
ახალგაზრდა ქალი დაეპატრონა. ნორთმა ვერანაირად ვერ დააღწია თავი ამ ფიქრებს,
მაგრამ მის

სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაკისრებული დავალება ნამდვილად პატიოსნად


შეასრულა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, დაუსრულებელი ჭენებისგან და არეული
ფიქრებისგან დაღლილმა ექიმს ლუღლუღით ჩამოუყალიბა სათქმელი და მისი
ნაამბობიდან საბოლოოდ ექიმმა ის აზრი გამოიტანა, რომ ნორთმა დახრჩობას
გადაარჩინა გათხოვილი ქალი, რომელსაც შვილი გაუჩნდა.

24
26

მესამე თავი
ნორთის გადმოცემულ აბდაუბდას შეეძლო ნებისმიერი სხვა ექიმი დაებნია, სხვა
წრეში ალბათ დამატებით ახსნა-განმარტებასაც მოითხოვდნენ მისგან, მაგრამ
დიუშენი, ძველი სამხედრო ექიმი, რა ხანია საკმაო გამოცდილებას ფლობდა,
ყველაფერს მზადყოფნით ხვდებოდა და გულგრილობას ინარჩუნებდა.

– ბავშვს, – თქვა მან პატარის გასინჯვის შემდეგ, – ფილტვების ანთება


ემუქრებოდა, ამჟამად საფრთხე განვლილია, ოღონდ რაც შეიძლება მეტი
მზრუნველობა და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. განსაკუთრებით მოერიდეთ მის
უყურადღებოდ მიტოვებას.

– მაშინ ყველაფერი რიგზეა, – თამამად ჩაერია ბესი, რითაც ორივე მამაკაცი


გააკვირვა. – მაშასადამე, – და განაგრძო განმარტება, – თქვენ ჩვენს სახლში ახვალთ ამ
ჯაგლაგით, ხვალამდე დაელოდებით მოხუცის მოსვლას, შემდეგ კი ჩემს ძველ, ნახმარ
სამოსს წამოიღებთ, რადგან აქ არც ნაჭრები გაქვთ და არც სახვევების მსგავსი რაიმე.
ამიტომ, ვფიქრობ, აქ მომიწევს დარჩენა ბავშვთან ერთად, სანამ გამოჯანმრთელდება.

– ახლა მისი გარეთ გაყვანა ნამდივლად სახიფათოა, – დასძინა ექიმმა და


ალმაცერად, ღიმილით

გახედა დაბნეულ ნორთს. – მის რობინსონი მართალია. მეც გამოგყვებით ქვიშნარზე,


ბილიკამდე.

– თუმცა ვშიშობ, – ყოველი შემთხვევისთვის გაიბრძოლა ნორთმა, – რომ აქ


თქვენთვის და ბავშვისთვის არც ისე შესაფერისი პირობებია...

– გეთანხმებით, – მშვიდად მიუგო ქალმა, – მაგრამ სიმართლე გითხრათ, მეტს


არც მოველოდი. ჯეიმსი უხალისოდ შებრუნდა.

– ღამე მშვიდობისა, – წყნარად დააწია ქალმა და ისეთი კეთილი ღიმილით


შეხედა, მერე კი ხელი გაუწოდა, ნორთი განაიარაღა, – ღამე მშვიდობისა... მამას
მიხედეთ.

ექიმი და ნორთი მდუმარედ მიუყვებოდნენ გზას. ახლა განდეგილს სულ სხვა


ფიქრები ტანჯავდა. მაშ ასე, სტუმრად მიეშურებოდა და შეიძლება თამამად ითქვას,
რომ უკვე გამოემშვიდობა უწინდებურ ცხოვრებას, თანაც, სხვის სახლში თავის პირად
უბედობაზე ფიქრი გარყვნილება იქნებოდა.

– ჩემი აზრით, – მოულოდნელად წამოიწყო ექიმმა, – თქვენ არც ისე კარგად


იცნობთ ასეთი ტიპის ქალებს, რომელთა დიდებული განსახიერებაა მის ბესი
რობინსონი. ალბათ, თქვენი ცხოვრება უფრო მაღალ წრეში ვითარდებოდა.

ნორთს მოეჩვენა, რომ ექიმი საიდუმლოების დაცდენას ცდილობდა. ბოლო სიტყვები


ვითომ არც გაუგონიაო, უბრალოდ და მშვიდად უპასუხა ექიმს, არასოდეს მინახავს
ბესის მსგავსი გოგონა დასავლეთიდანო.
– ცუდი ბედი გქონიათ, – შენიშნა ექიმმა – თქვენ გგონიათ, რომ ბესი ცოტა
მოუხეშავი და გაუნათლებელია?

ნორთი იმდენად დაეტყვევებინა ქალის გულკეთილობას, რომ მართლა აღარ


დაფიქრებულა ამაზე.

– ასე არ გახლავთ, – განაგრძო ექიმმა ისე, რომ პასუხს არც დალოდებია, – მაგრამ
თუ მას ამას ეტყვით, აღარც თქვენს შესახებ იფიქრებს ალბათ უფრო ცუდად... და
აღარც საკუთარ თავზე. სოფლური ბერძნულით რომ ელაპარაკა დამტვრეული
ინგლისურის ნაცვლად ან ქალის ბერძნული სარტყელი რომ შემოერტყა უშნოდ
მორგებული ბაწრის მაგივრად, ალბათ, დაიფიცებდით კიდეც, ნამდვილი
ქალღმერთიაო... აი, აქ ჩვენი გზები იყრება. ღამე მშვიდობისა!

ჯეიმს ნორთს იმ ღამით ცუდად ეძინა. სტუმარი დიასახლისის საძინებელში შევიდა,


როგორც მის ბესიმ დაარიგა, რადგან მთელ ქოხში სულ ორი ოთახი იყო, «მამა კი
არასოდეს იყენებდა ზეწრებს და მთლად გადაეჩვია სისუფთავეს». შიგნით
სისუფთავე იყო, მაგრამ ამით მთავრდებოდა ყველაფერი. საშინლად გამოიყურებოდა
ღარიბული სამკაულები, ორი თუ სამი მოწითალო სურათი, ნიჟარებით
მოპირკეთებული სამკერვალო ყუთი, გამხმარი ფოთლებისა და ხავსის ზამთრის
თაიგული, ორიოდე ჩინური ლარნაკი, ისეთი უმსგავსო, რომ იოლად ბუდისტურ
კერპებადაც გამოდგებოდა. ეს იყო ამ სახლის მშვენიერი ბინადრის მოკრძალებული
გასართობი და სავარაუდო გარემო, სადაც ბავშვი უნდა აღზრდილიყო.

დილას ჯოიც მოვიდა. ჩვეული მანჭვითა და წარბების აქაჩვით შეეგება ქალიშვილის


განზრახვას და სტუმარს ამცნო, ასეთ შემთხვევაში ჩემთან მოგიწევთ დარჩენა, სანამ
ბავშვი გამოჯანმრთელდებაო.

ჩანდა, შექმნილი მდგომარეობა კიდევ კარგა ხანს უნდა გაგრძელებულიყო. როდესაც


ჯეიმსი თავის ქოხში დაბრუნდა ქალის ძველი ტანისამოსით, შეიტყო, რომ ბავშვის
მდგომარეობა გაუარესებულიყო, და სანამ მის რობინსონი სხვათა შორის შენიშნავდა,
მანამდე ნორთი ვერც კი მიხვდა, რომ ძიძას მთელი ღამე არ მოუხუჭავს თვალი. სანამ
ჯეიმსი საკუთარ საცხოვრისს დაიბრუნებდა, ერთი კვირა გავიდა, საკმაოდ
მოუსვენარი კვირა... თუმცა იმავდროულად

თავისებურად სასიამოვნო კვირა, რადგან ეს ჯანსაღი და მომხიბვლელი ქალბატონი


ერთგვარი თავაზიანი პირფერობით მბრძანებლობდა, მისტერ ჯეიმს ნორთი კი ამით
სულაც არ იყო შეწუხებული. ერთხელ თუ ორჯერ იმაშიც გამოიჭირა საკუთარი თავი,
რომ გოგონას მომხიბლავ სხეულს მიშტერებოდა და ექიმის ქათინაურიც
ახსენდებოდა, უფრო მოგვიანებით კი ბესის გულახდილობის საპასუხოდ, თვითონაც
უამბო მას ექიმთან საუბრის შესახებ.

– მერე, რა უპასუხეთ? – ჰკითხა მან. – ოჰ, გამეცინა და... არაფერი მითქვამს.

ქალიც ასე მოიქცა.

26
ამ ურთიერთგულახდილობისა და გაზიარებიდან ერთი თვის შემდეგ მის
რობინსონმა ნორთს ჰკითხა, თუ შეგიძლიათ ხვალ საღამოს ჩვენთან დარჩეთო.

– გთხოვთ, შედით ჩემს მდგომარეობაში, – დაამატა, – იურიკის დიდ დარბაზში


ცეკვები იქნება, მე კი გასული გაზაფხულის შემდეგ ფეხიც არ გამინძრევია. ჰენკ
ფიშერიშემოივლის და წამიყვანს, მთელი ღამე ვიცეკვებთ.

– მერე ბავშვი? – მისთვისვე გაუგებარი წყენით ჰკითხა ნორთმა.

– კარგით რა, – შეედავა მის რობინსონი და უცნაურად მიაჩერდა მისტერ ნორთს, –


მგონი, არ შეგაწუხებთ ბავშვის მოვლა სულ რაღაც ერთი ღამით. მამას არ შეუძლია
და ვერც დავავალებ... კიდევაც რომ შეეძლოს, სულ ერთია, მაინც ვერ მოახერხებს.
დედა რომ გარდაიცვალა, კინაღამ მომწამლა. არა, ახალგაზრდავ, ჰენკ ფიშერს ვერ
დავუწყებ ხვეწნას, რომ ბავშვი იურიკში ვაწანწალოთ, მერე კიდევ იქიდან აქეთ და
მთლად ჩავამწარო ეს გართობა.

– მაშ, გზა უნდა გავუკაფო ვიღაც მისტერ ჰენკ... ჰენკ... ფიშერს? – ოდნავ დამცინავი
კილოზე შენიშნა ნორთმა.

– რასაკვირველია. სხვა გამოსავალი არა გაქვთ. თვითონაც ხედავთ.

ნორთი მთელ ქვეყანას დათმობდა, ოღონდ კი რაიმე მნიშვნელოვანი, გადაუდებელი


საქმე მოემიზეზებინა... მაგრამ გრძნობდა, რომ ბესი მართალი იყო. განდეგილს სხვა
გზა აღარ ჰქონდა.

– იქნებ ფიშერი ვალდებულია? – ჰკითხა მან. – რა თქმა უნდა... მან მე უნდა მომაქციოს

ყურადღება!

მარტოობის პირველი დღიდან აქამდე, ჯეიმს ნორთს ამაზე უსიამოვნო საღამო არ


ჰქონია. ახლა თითქმის ეჯავრებოდა კიდეც თავისი სულელური მდგომარეობის
უნებლიე მიზეზი და ბავშვატატებული მოუსვენრად სცემდა ბოლთას. «ნუთუ
გაგონილა ოდესმე ასეთი გაუგონარი სიბრიყვე?» – წამოიწყო ჯეიმსმა, მაგრამ
გაახსენდა, რომ მარია ნორთის საყვარელ გამოთქმას იყენებდა თავისი ნამოქმედარის
ასახსნელად და წამსვე გაჩუმდა. ბავშვი ცქმუტავდა, ვერ ისვენებდა, კვნესოდა, ჩანდა,
ძიძის ფაფუკი თითები და მკლავები ენატრებოდა. ნორთი მოუქნელად ცდილობდა
ბავშვის გართობას, აქეთ-იქით ატრიალებდა, ეღუღუნებოდა, თუმცა სინამდვილეში
მოცეკვავეებზე ფიქრობდა.

«უეჭველია, – წუხდა იგი, – ბესი უამბობდა თავის მეგობარ ფიშერს, «შეშლილ»


«ზღვისპირელს» დავუტოვე ბავშვიო. იქნებ ამიერიდან მუდმივი სამუშაოც
გამომიჩინონ, როგორც გულუბრყვილო მოახლეს, რომელსაც ბავშვების მოვლა
აკისრია. დედები დამპატიჟებენ ხოლმე თავიანთ ბავშვებთან. ექიმიც იურიკში იქნება.
რა თქმა უნდა, მიბრძანდებოდა, რომ თვალი შეავლოს მშვენიერ ქალღმერთს და
მასთან დაიწუწუნოს «ზღვისპირელის» ახირებულობაზე.

ბოლოს თავი ვერ შეიკავა და ნაძალადევი უდარდელობით ჰკითხა ჯოის, ვინ არიან
ცეკვაზეო.

27
– ჰოდა, – ბუზღუნით ჩაილაპარაკა ჯოიმ, – მანდ იქნებიან ჰიგსბის ქვრივი და
ქალიშვილი,

სტაბის ოთხი გოგონა... რასაკვირველია, პოლი დოუბლს გამოჰყვებოდა ის


ახალგაზრდა, რომელიც ჯოუნსთან მუშაობს, და ჯოუნსის ცოლი. მერე ფრანგი პიტი,
და ვისკი ბენი, და ის ყმაწვილი, არჩერი რომ მოკლა... აღარ მახსოვს მისი სახელი, და
ვარსიმი... რა ჰქვია იმ კუნაპეტ მულატს? ჰო, კანაკა, არა? დასწყევლოს ღმერთმა! –
განაგრძობდა ბუზღუნს ჯოი, – ალბათ, მალე ჩემი სახელიც დამავიწყდება... და...

– საკმარისია, – ჩაერია ნორთი, რომელიც ძლივს მალავდა ზიზღს და წუხილს,


სწრაფად წამოდგა და მეზობელ ოთახში გაიყვანა ბავშვი, რათა საკუთარი თავიც და
ბავშვიც გაერიდებინა ამ სალანძღავი სახელების წარმოთქმას, რომლებსაც
შეიძლებოდა ჩვილის უმწიკვლო ყურები წაებილწა.

მეორე დილას ჯეიმს ნორთი დაბნეული შეხვდა ცეკვებიდან დაბრუნებულ ბესი


რობინსონს და მალევე გაშორდა იქაურობას, უძილობის ჟამს ქალის საძინებელში
მიღებული ავი განზრახვით შეპყრობილი. ნორთი სავსებით დარწმუნებული იყო, რომ
ადამიანურ ვალს მოიხდიდა უცნობი მშობლების წინაშე, თუკი მათ ბავშვს დალაქ
კანაკისა და, განსაკუთრებით, ჰენკ ფიშერის მავნე გავლენისგან დაიფარავდა, ამიტომ
მეურვემ გადაწყვიტა, ნათესავებისთვის მიეწერა ბარათი, აეხსნა შექმნილი ვითარება,
ეთხოვა თავშესაფარი პატარისთვის და დახმარებოდნენ მისი მშობლების მოძებნაში.
წერილს უგზავნიდა ბიძაშვილს, მარიას, ნაწილობრივ ანგარიშს უწევდა

გოგონასთან მაშინდელ მძიმე განშორებას და იმედოვნებდა, ჩემი ობლის თავს


დატეხილი უბედურება აუცილებლად მოულობობსო ქვის გულს. მერე ნელ-ნელა
დაუბრუნდა განდეგილის ჩვეულ ყოფას და მთელი კვირა რობინსონებთან არც კი
გაუხედავს. მის ამ მოულოდნელ საქციელს შედეგიც მოჰყვა – ერთ მშვენიერ დილას
ტრინიდედ ჯოი ქოხში ეწვია ნორთს.

– ეს სულ ჩემი გლეხი გოგოს ახირების ბრალია, მისტერ ნორთ, – ნაღვლიანად მიმართა
მან, – ადრეც ხომ გეუბნებოდით, გაფრთხილებდით, მაგან თუ რაიმე აიკვიატა, მამა
ღმერთიც ვეღარ გადაათქმევინებს-მეთქი. ჰოდა, ახლა სწავლის დაწყება მოისურვა...
მართალია, დიდად არასოდეს გამოირჩეოდა ამ მხრივ სიბეჯითით, მაგრამ გაზეთები
კითხვა ყოველთვის იტაცებდა... ჰოდა, ახლა ასე ბრძანა, მას შეუძლია
მამეცადინოსო... სულ ერთია, მაინც არაფერს აკეთებსო. მიმიხვდით?

– დიახ, – მიუგო ნორთმა, – რასაკვირველია.

– მაშ კარგი... ბესი ფიქრობს, შეიძლება ნორთი ამაყია და რცხვენია, ბავშვს


უსასყიდლოდ რომ უვლის: ჰოდა, ბესი ამბობს, თუ მომცემს რაიმე სამეცადინო
წიგნს და კეთილშობილურ ლაპარაკს მასწავლისო... ჰო, მაშინ ბარიბარში ვიქნებითო.

– შეგიძლიათ ბესის გადასცეთ, – სავსებით გულწრფელად უთხრა ნორთმა, – რომ


მხოლოდ მოხარული ვქნები, თუ რამეში მაინც გამოვადგები და მაინც ყოველთვის
მის მოვალედ ვიგრძნობ თავს.

28
– მაშ საქმე მოგვარებულია? – აღმოხდა ჩაფიქრებულ ჯოის.

– მოგვარებულია, – მხიარულად უპასუხა ნორთმა.

მასპინძელმა შვებით ამოისუნთქა. ნამდვილად წუხდა, რომ სათანადო სიბეჯითეს ვერ


იჩენდა ქალთან მიმართებაში. ამჯერად კი საშუალება ეძლეოდა, პატივისცემის
საფასურიც გადაეხადა და საკუთარი ღირსებაც შეენარჩუნებინა. ახლა უკვე
შეატყობინებდა მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან იმედი ჰქონდა, რომ
თავმოყვარეობის ბუნებრივი გრძნობა, რამაც ბესის სწავლის სურვილი გაუღვიძა, ამ
ნაბიჯის გამომწვევი მიზეზების გაგებაში დაეხმარებოდა.

ჯეიმსი იმავე საღამოს ეწვია ბესის და პატიოსნად გამოუტყდა ყველაფერში. ქალმა


თვალიაარიდა, მაგრამ როდესაც თავი მოაბრუნა, ცისფერი თვალები გულწრფელი
ცრემლებით ჰქონდა სავსე. ნორთს მამაკაცურ ჟრჟოლას ჰგვრიდა ქალის ალალი
ცრემლები. თუმცა ბესი ხშირად

როდი ტიროდა, ეს კი ალბათ რაღაცას ნიშნავდა. გარდა ამისა, ბესი რაღაც


არამიწიერად, ქალღმერთივით ტიროდა, არც სლუკუნებდა, არც ხვნეშოდა და არ
ცხვირი უწითლდებოდა, თითქოს რაღაცნაირი სისათუთით მთლიანდებოდა და
დნებოდა, ასე რომ, ნორთი იძულებული გახდა, დაემშვიდებინა გოგონა, უფრო ახლოს
მიიწია მასთან, ალერსიანად ჩახედა თავისი ნაღვლიანი თვალებით და მარჯვენა ხელი
მოუჭირა ფაფუკ ხელზე.

– ალბათ, ყველაფერი რიგზეა, – სევდიანად ამოილუღლუღა გოგონამ, – თუმცა


აზრადაც არ მომსვლია, რომ ნათესავები შეიძლებოდა გყოლოდა, მეგონა, თქვენც
ისეთივე მარტოსული იყავით, როგორც მე.

ჯეიმს ნორთმა, რომელიც ჰენკ ფიშერსა და ხსენებულ «მულატზე» ფიქრობდა, თავი


ვეღარ შეიკავა და მსუბუქად უამბო, ჩემი ნათესავები ძალიან მდიდარი და მაღალი
წრის ხალხია და წინა ზაფხულს მომინახულესო. უსიამოვნო მოგონებამ, თუ როგორ
მოექცნენ ისინი ან თვითონ როგორ დახვდა სტუმრებს, ნორთს ხელი შეუშალა
საუბრის გაგრძელებაში. მის რობინსონს ქალურმა ცნობისმოყვარეობამ სძლია და
ჰკითხა.

– ისინი ბეიკერის ეტლით მოვიდნენ?

– დიახ.

– გასულ ივლისს?

– დიახ.

– და სემმა ცხენები მოიყვანა აქ გამოსაკვებად?

– მგონი, ესეა.

– და ისინი არიან თქვენი ნათესავები?

– დიახ, ისინი არიან.

29
მის რობინსონი აკვანთან დაიხარა და ძლიერი ხელები მოხვია მძინარე ბავშვს. მერე
მოსაუბრეს მიაპყრო მზერა, რომელიც რატომღაც გაკუშტებოდა და ხმადაბლა
ჩაილაპარაკა.

– მაშინ... ისინი... ვერ ეღირსებიან ამ ბავშვს!

– რატომ?

– როგორ, რატომ? მე ვნახე ისინი! აი, რატომ! მორჩა და გათავდა! თქვენ არ უნდა
იქცეოდეთ ასე, მასეთი ქარაფშუტა, ზნედაცემული ჩონჩხები ამ საბრალო ბავშვს ვერ
გაუწევენ ნამდვილი მშობლების მაგივრობას. არა, სერ!

– მგონი, ნაჩქარევი დასკვნები გამოგაქვთ, მის რობინსონ, – მოუჭრა ნორთმა, –


შესაძლოა, ბიცოლაჩემი ერთი ნახვით ვერ ახდენს სათანადო შთაბეჭდილებას
უცხოებზე; მიუხედავად ამისა, საკმაოდ ბევრი მეგობარი ჰყავს. გარდა ამისა, თქვენ
ვერაფერს დაუწუნებთ ჩემს ბიძაშვილს, მარიას, ახალგაზრდა გოგონას?

– რაო! მაგ ჩამომხმარ საფრთხობელას, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობა,


მხოლოდ თვალები თუ აქვს ცოცხალი, მაგას?.. ჯეიმს ნორთ, შეიძლება, თქვენ
ისეთივე სულელი ხართ, როგორიც ის ხსენებული ხანდაზმული ქალი... ალბათ, ეს
თქვენი ოჯახური საქმეა... მაგრამ ისეთი ანჩხლი ნამდვილად არ ხართ, როგორც ეგ
გოგო!.. მორჩა და გათავდა.

ასეც მოხდა. ნორთმა მორიგი ბარათი გაუგზავნა მარიას, სადაც იუწყებოდა, ბავშვს
უკვე გამოვუძებნეთ სხვა თავშესაფარიო. იოლი გამარჯვებით ნასიამოვნები მის
რობინსონი ჩვეულებრივზე უფრო კეთილი გახდა. მეორე დღეს მორჩილად წარუდგა
თავის მასწავლებელს და საკმაოდ ჭკვიანი და გონიერი მოწაფეც აღმოჩნდა. თუმცა
ასეც რომ არ ყოფილიყო, ჯეიმს

ნორთი ალბათ მაინც შენიშნავდა თავისი ახალი მოსწავლის ბუნებრივ ალღოს,


თუნდაც ნაკლები გულისხმიერება გამოეჩინოს და დღითი დღე სულ უფრო მეტად
ყურადღებიანი რომ არ ყოფილიყო. თუ წინათ უბრალოდ მოსწონდა გოგონასთვის
რაღაცა ახლის ახსნა, ახლა აშკარა ნეტარებით ტკბებოდა, რადგან მოწაფე ბრმად
მინდობოდა მის ჭკუა-გონებას, სჯეროდა მისი ოსტატობის და ისე მიჰყვებოდა,
თითქოს გამოცდილ მეგზურს მისდევდა ცოდნის იდუმალებათა მორევშიო. ჯეიმს
ნორთს საოცარ სიამოვნებას ანიჭებდა რვეულზე ასოების გამოყვანა. კვირები
ერთმანეთს მიყვებოდა, ზამთარმა გაიარა და როცა ერთ დილას ქალმა ყაყაჩოების
თაიგული მიაწოდა ნორთს, განდეგილმა მაშინღა შეამჩნია, რომ გაზაფხული
დამდგარიყო.

ალბათ ძნელია მის რობინსონის განსწავლულობის დამამტკიცებელი უფრო


თვალსაჩინო მაგალითის მოყვანა, ვიდრე ქვემოთ მოყვანილი დიალოგია. ერთხელ
ნორთმა ნახევრად ხუმრობით შენიშნა, ჯერ არასოდეს მინახავს ეგ თქვენი
თაყვანისმცემელი, მისტერ ჰენკ ფიშერიო. მის რობინსონი (წამოწითლებული,
მაგრამ დამშვიდებული):

30
– ვერც ვერასოდეს ნახავთ! ნორთი (გაფითრებული, მაგრამ აღგზნებული):

– რატომ? მის რობინსონი (ხმადაბლა):

– სჯობია, არ ნახოთ. ნორთი (გადაჭრით): – დაჟინებით მოვითხოვ! რობინსონი

(მორჩილად): – როგორც ჩემი მასწავლებელი? ნორთი (ყოყმანით):

– დი-ი-ი-ახ! ბესი:

– მპირდებით, რომ არასოდეს დაიწყებთ ამაზე ლაპარაკს? ნორთი: – გპირდებით. ბესი

(აუჩქარებლად):

– ჰენკმა მითხრა, საშინელი უმსგავსობა ჩაგიდენია, მის ქოხში რომ დარჩენილხარო.

ნორთი (დახვეწილი ბუნების წრფელი უბრალოებით):

– მერედა რატომ? მის ბესი (ოდნავ განაწყენებული, მაგრამ აშკარად მოხიბლული

კაცის განწყობით):

– კმარა! პირობას ნუ დაარღვევთ!

ამ ახლებური ურთიერთობით საოცარ ბედნიერებას განიცდიდნენ. ერთხელ მის


რობინსონმა ჯეიმს ნორთს უსაყვედურა კიდეც, რატომ მაიძულეთ, მოწაფედ აყვანა
მეთხოვაო.

– ხომ იცოდით, როგორი უცოდინარი ვიყავი, – დასძინა შემდეგ.

მისტერ ნორთმა კი სამაგიერო იმით გადაუხადა, რომ გულწრფელად უამბო, როგორ


კიცხავდა ექიმი მის დამოუკიდებლობას.

– სიმართლე გითხრათ, – დაასრულა განდეგილმა, – მეშინოდა. ვაითუ ისეთივე


გულისხმიერებით არ მოჰკიდებოდით ამ საქმეს, როგორც თვითონ ამბობდა.

– მაშ ისეთივე თავმოყვარე გეგონეთ, როგორიც თვითონ ბრძანდებით! ჩემი აზრით,


თქვენ და ექიმს ბევრ რამეზე გიჭორავიათ.

– პირიქით, – ჩაეცინა ნორთს, – მეტი აღარაფერი გვითქვამს.

– ჩემზე არ ხუმრობდით?

შესაძლოა, საჭიროება არც მოითხოვდა, რომ ჯეიმს ნორთს ხელი მოეკიდა ქალისთვის,
რათა

ხაზგასმით ეგრძნობინებინა თავისი უარყოფითი განწყობილება ექიმისადმი, მაგრამ


მაინც ასე ამჯობინა. მის ბესი, კვლავ მოგონებებში ჩაძირული, ალბათ ვერც ამჩნევდა
ამას.

– ალბათ მავეთი... მე მინდა გითხრათ მაგეთი... არა, მასეთი ამბავი რომ არ


მომხდარიყო... და ბავშვს არ გადაჰყროდით... ალბათ ვერც გაგიცნობდით! –
დაბნეულად დაამატა ბესიმ.
31
– დიახ, – მიაგება ნორთმა და გესლიანად დასძინა, – მაგრამ სამაგიეროდ, ჰენკ ფიშერი
ხომ თქვენთან იქნებოდა.

სრულყოფილი ქალი არ არსებობს. მის რობინსონმა მოულოდნელად ნორთს შეხედა...


პირველად და უკანასკნელად... რაღაცნაირად კეკლუცად აელვარებული თვალებით.
მერე დაიხარა და აკოცა... ბავშვს.

ჯეიმს ნორთი გულჩვილი ადამიანი იყო, მაგრამ არა ყეყეჩი. მანაც გადაუხადა
სამაგიერო, ოღონდ არა პაწია შუამავლის მეშვეობით.

აივნიდან ფეხის ხმა მოისმა. ორივე ჯერ გაფითრდა, მერე კი ძალაუნებურად


გაეცინათ. ზღურბლზე ჯოი გამოჩნდა, გაზეთით ხელში.

– მგონი მართალს ამბობდით, მისტერ ნორთ, ყოველთვის გადაათვალიერეთ ხოლმე


გაზეთებიო. ჰოდა, ღვთის წყალობით, აქ წერია რაღაც ამბავი, რომელმაც შესაძლოა,
ფარდა ახადოს ამ ბავშვის მშობელთა საიდუმლოებას.

ზოზინა ჯოი გაუბედავად მიუჯდა მაგიდას და შემდეგი ცნობა ამოიკითხა


სანფრანცისკოს «მაცნეში».

«ახლა უკვე დანამდვილებით გამოირკვა, რომ ხომალდი, რომლის შესახებაც


«ეოლუსმა» გადმოსცა ცნობა, აღმოჩნდა ამერიკის ორანძიანი კატერი «ჰომეირი»,
რომელიც ტაიტისკენ მიემართებოდა. საბოლოოდ დადასტურდა საშინელი
ვარაუდები. დამრხჩვალი ქალის სხეული ამოიცნეს, რომელიც მშვენიერი
ქალიშვილი... ტ... ტერპ... ტერპ... ტერპიშ... ნელი ყოფილა».

– ეშმაკმა დალახვროს!.. ლამის ენის წვერი მომატვრია ამ სახელმა.

– მომაწოდე, მამა, – უკმეხად მიმართა ბესიმ. – კაცმა რომ თქვას, შენ არასოდეს მიგიღია
რაიმე

განათლება. მოუსმინეთ თქვენს განსწავლულ ქალიშვილს. – მის რობინსონმა


დამცინავად დაუკრა თავი ახალ მასწავლებელს, მედიდური მოსწავლი სახით დადგა
შუა ოთახში და ხელში დაიკავა წიგნის მსგავსად მოკეცილი გაზეთი, – ჰმ? სად
გაჩერდი? აჰა, «ტერპსიხორის მშვენიერი ქალიშვილი... რომლის სახელიც
დაკავშირებულია მაღალი საზოგადოების შარშანდელ იდუმალ აურზაურთან...
ნიჭიერი, მაგრამ უბედური გრეის ჩეტერტონი...» არა... ნუ მიშლი... კიდევ არის რაღაც!
«მისი ექვსი თვის მომხიბლავი ბავშვის გვამი დაკარგულია და, შეიძლება, ზვირთებმა
მოიტაცეს გემბანიდან». ალბათ, ეგ არის ჩვენი ბავშვი, მისტერ ნორთ. ოჰ, მამა! შეხედე!
ღმერთო ჩემო! ძირს ვარდება. მისტერ ნორთ! ჯეიმს! გამეცით ხმა! ამოიღეთ ხმა,
ძვირფასო!

ქალმა დაასწრო მამას, მძლავრი ხელები ჩაავლო გულწასულს და ტახტზე დააწვინა.


მთელი დღე-ღამე გონწასული იწვა ნორთი. მერე ტვინის ანთება დაეწყო, ბოდავდა და
ექიმმა დიუშენმა ცნობა გაუგზავნა მის მეგობრებს, თუმცა იმ კვირის დასასრულს,
ზაფხულის ერთ ალიონზე ქარიშხალი ჩადგა და ავადმყოფიც ძილბურანიდან

32
გამოვიდა, საკმაოდ მისუსტებული, მაგრამ დამშვიდებული. ბესი გვერდით ეჯდა...
ნორთს გაუხარდა, რომ დაინახა ძიძა... მარტო.

– ბესი, ძვირფასო, როცა მოვმჯობინდები, რაღაც უნდა გიამბო.

– ყველაფერი ვიცი, ჯემ, – ათრთოლებული ტუჩებით თქვა ქალმა, – ყველაფერი


გავიგონე... იმათგან კი არა, თქვენი ბაგეებიდან, როცა ბოდავდით. მიხარია, რომ ეს
თქვენგან მოვისმინე... სწორედ მაშინ.

– მაპატიებთ, ბესი?

ქალმა შუბლზე აკოცა, მერე კი აჩქარებითა და ენის ბორძიკით დააყოლა, თითქოს


გრძნობათა მორევის ეშინიაო.

– ჰო, ჰო!

– და კვლავ იქნებით ამ ბავშვის დედა?

– მისი ბავშვის?

– არა, ძვირფასო, არა, მისი ბავშვის კი არა, ჩემი ბავშვის!.. ქალი შეცბა, მერე ატირდა,

ბოლოს კი მაგრად მოეხვია და ჩასჩურჩულა.

– ჰო!

და რაკი მხოლოდ ერთი გზაღა დარჩენილიყო ამ წმინდა აღთქმის შესასრულებლად,


მათ იმავე შემოდგომაზე იქორწინეს.

33
34
მშფოთვარე ბანაკის ბედნიერება
ჩოჩქოლი ატყდა შფოთიან ბანაკში. ეს ჩხუბი ვერ იქნებოდა, რადგან 1850 წელს ჩხუბი
ისეთი იშვიათი სანახაობა არ იყო, რომ მთელი არემარესთვის მოეყარა თავი. ტატლის
დუქნიდანაც გაიკრიფნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც, ყველას ემახსოვრება,
მშვიდად აგრძელებდნენ თამაშს იმ დღეს, როცა ფრანგმა პიტმა და კანაკა ჯომ
ერთმანეთი დახოცეს წინა ოთახში, დახლთან. მთელი ბანაკი მოგროვდა გაკაფული
ადგილის ნაპირას, უბრალო ქოხთან. დაბალ ხმაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ქალის
სახელი ხშირად მეორდებოდა. ეს იყო ბანაკისთვის კარგად ცნობილი სახელი ჩეროკი
სელია.

ალბათ, უკეთესი იქნება, რაც შეიძლება ნაკლები ვილაპარაკოთ ამ ქალზე. სელია იყო
უხამსი და, სამწუხაროდ, საკმაოდ ცოდვილი მანდილოსანი. მაგრამ იმ დროს სელია
ერთადერთი ქალი იყო შფოთიან ბანაკში და სწორედ იმ დროს იმყოფებოდა ისეთ
მძიმე მდგომარეობაში, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა თავისივე სქესის
წარმომადგენლის დახმარება. გარყვნილი, მოძულებული და მოურჯულებელი ქალი
მძიმე ტკივილისგან იტანჯებოდა, რომელიც მაშინაც კი მძიმე გადასატანია, როცა
თანამგრძნობი ქალები ეხვევიან გარს, არათუ მარტოობაში. სელიას წყევლამ უწია და
განსაკუთრებით შემზარავი გახადა თავდაპირველი ცოდვის სასჯელი. ასეთი

ტანჯვა, შესაძლოა, მისი ცოდვების მონანიების დასაწყისი გამხდარიყო, რადგან ასეთ


მძიმე დროს, როცა განსაკუთრებით სჭირდებოდა ქალთა სულიერი თანადგომა და
მზრუნველობა, მხოლოდ მამაკაცების ზიზღით სავსე სახეებს ხედავდა. და მაინც,
ალბათ, ზოგიერთებს გული მაინც მოულბო ქალის ტანჯვამ. სენდი ტიპტონი
ფიქრობდა, რომ სელიას საქმე ცუდად იყო, ავადმყოფის მდგომარეობის
აწონდაწონისას, წამიერად გადაავიწყდა, რომ სახელოში კარტები ჰქონდა დამალული
– ერთი კიკო და ორი თულფი.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სრულიად უჩვეულო მდგომარეობა შეიქმნა.


სიკვდილი სულაც არ ყოფილა უჩვეულო მოვლენა შფოთიან ბანაკში, მაგრამ
დაბადება ნამდვილად სიახლე გახლდათ. ბანაკიდან, როგორც წესი, ადამიანებს
ისტუმრებდნენ საბოლოოდ და სამუდამოდ უსპობდნენ დაბრუნების
შესაძლებლობას, მაგრამ პირველად ხდებოდა, როცა ვიღაც ბანაკში თავიდან
ჩნდებოდა. სწორედ ეს გახდა მღელვარების მიზეზი.

– შედი შიგ, სტამპი, – მიმართა ერთ-ერთ უსაქმურს გამოჩენილმა მოქალაქემ,


რომელსაც კენტუკის ეძახდნენ, – შედი და ნახე, რისი გაკეთება შეიძლება. ალბათ,
გექნება გამოცდილება ეგეთ საქმეში.

ამ ნათქვამს მართლაც ჰქონდა საფუძველი. სტამპი ორი ოჯახის უფროსად


ითვლებოდა სხვა

ქვეყნებში და სწორედ ოჯახური ზნე-ჩვეულების ამ დარღვევის მიზეზით აღმოჩნდა


ის მშფოთვარე ბანაკში. ბრბოს მოეწონა დამხმარის შერჩევა, ხოლო სტამპს ჰყოფნიდა
იმდენი გონიერება, რათა უმრავლესობას დამორჩილებოდა. სახელდახელო

35
დასტაქრსა და ბებიაქალს კარი მიუხურეს, ხოლო ბანაკმა გარეთ მოიკალათა,
ყალიონები გააჩაღა და ლოდინს შეუდგა.

ბანაკის კრებული დაახლოებით ასიოდე კაცისგან შედგებოდა. ერთი თუ ორი მათგანი


მართლაც ემალებოდა მართლმსაჯულებას, ზოგი სისხლის სამართლის დამნაშავე
იყო, თუმცა ყველა მათგანი – თავზეხელაღებული ავაზაკი. გარეგნულად მათ არცთუ
ემჩნეოდათ განვლილი ცხოვრების კვალი. ყველაზე დიდ ავაზაკს ქერა რაფაელის სახე
ჰქონდა, უხვად გაბანჯგვლული; პროფესიონალი მოთამაშე ოუკჰერსტი ჰამლეტს
ჩამოჰგავდა ნაღვლიანი გამომეტყველებითა და დაბნეულობით; ყველაზე უშიშარი
სიმაღლით ხუთი ფუტი თუ იქნებოდა, დაბალი ხმა და მორცხვი ქცევები ჰქონდა.
მათთვის სახელი «არამზადები» ქება უფრო იყო, ვიდრე გალანძღვა. უმნიშვნელო
წვრილმანი, ხელისა და ფეხის თითები, ყურები თუ სხვა ამდაგვარი ბანაკს კი აკლდა,
მაგრამ ასეთი მცირე ნაკლი ვერ ამცირებდა მის საერთო ძლიერებას. ყველაზე ღონიერ
კაცს მხოლოდ სამი თითი შერჩენოდა მარჯვენა ხელზე, ხოლო საუკეთესო
მსროლელი ცალთვალა გახლდათ.

სწორედ ასე გამოიყურებოდნენ ისინი, ვინც ახლა ქოხის ირგვლივ


მოკალათებულიყვნენ. ბანაკი

სამკუთხა ხეობაში მდებარეობდა, ორ მთასა და მდინარეს შორის. იქიდან


გამოსასვლელი ერთადერთი ბილიკი ქოხის პირდაპირ მდგარი მთის წვერისკენ
მიემართებოდა. უხეშ ტახტზე მწოლიარე განაწამები ქალი ალბათ ხედავდა, როგორ
მიიკლაკნებოდა ბილიკი მაღლა ვერცხლის ძაფივით და თითქოს ვარსკვლავებში
იკარგებოდა.

გამხმარი ფიჭვის ტოტებისგან გაჩაღებულმა ცეცხლმა გულახდილობა შემატა ბანაკს


და კრებულს მალევე დაუბრუნდა ბუნებრივი თავქარიანობა. ერთმანეთს
ენაძლევებოდნენ, თუ «დაუძვრებოდა ამ ამბავს სელია» და ბავშვიც თუ გადარჩებოდა.
ერთმანეთს ენაძლევებოდნენ, ასევე ჯერ არდაბადებული ბავშვის სქესისა და კანის
ფერზე. გაცხარებულ კამათში კართან ახლოს მყოფთა შეძახილები გაისმა და ბანაკმა
ყურები ცქვიტა. ფიჭვების შრიალში, მდინარის შხუილსა თუ ცეცხლის ტკაცატკუცში
მძაფრი კივილი გაისმა... კივილი, რომლის მსგავსიც არასოდეს სმენოდა ბანაკს.
თითქოს ფიჭვებმა შეწყვიტეს შრიალი, მდინარემ შეაჩერა შხუილი, ხოლო ცეცხლმა –
ტკაცატკუცი. ბუნებაც კი გაირინდა და სმენად იქცა.

მთელი ბანაკი ერთი კაცივით წამოიჭრა ფეხზე! ზოგიერთს უნდოდა თოფისწამლიანი


კასრის აფეთქება, მაგრამ დედის მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ
რამდენიმე დამბაჩა გაისროლეს, ვინაიდან, უხეირო დასტაქრობისა თუ რაიმე სხვა
მიზეზის გამო, ჩეროკ სელიას ძალ-ღონე მალე ეცლებოდა. ერთი საათში მან განვლო
ის ციცაბო ბილიკი, რომელიც

ვარსკვლავებისკენ მიემართებოდა და სამუდამოდ გაშორდა მშფოთვარე ბანაკს, მის


ცოდვასა და სირცხვილს. ამის გაგებინებას მაინცდამაინც არ დაუღონებია ვინმე,
მაგრამ ბავშვის ბედი ყველას აწუხებდა. – იცოცხლებს? – ეკითხებოდნენ სტამპს.

36
პასუხი საეჭვო იყო. ჩეროკი სელიას სქესისა და დედობრივი მდგომარეობის ბანაკში
ერთადერთი არსება ვირი იყო. ცოტა კი შეყოყმანდნენ, შესაძლებელი იყო თუ არა ამ
ცხოველის შემწეობით ბავშვის მოვლა, თუმცა ეს გზა ნაკლებად საეჭვო იყო, ვიდრე
რომულისა და რემის მგლის მიერ გამოზრდის ლეგენდა, და, ალბათ, წარმატებულიც
იქნებოდა.

როცა ყველაფერი წვრილმანი დამთავრდა, კიდევ ერთი საათი გასულიყო, ქოხის კარი
გაიღო და მამაკაცების აღელვებული ბრბო, რიგად დაწყობილი, სათითაოდ შევიდა
შიგნით. დაბალი ტახტის გვერდით, რომელზეც უძრავად ესვენა მშობიარე დედის
სხეული საბნის ქვეშ, ფიჭვის მაგიდა იდგა. მაგიდაზე სანთლების ყუთი იდო, შიგ კი
წითელი ქსოვილის ნაჭერში შეხვეული ჩვილი იწვა. სანთლების ყუთის გვერდით
ქუდი იდო. მისი დანიშნულება მალევე გაირკვა.

– ბატონები, – მიმართა სტამპმა მამაკაცებს თვითკმაყოფილი ტონით, –


შემობრძანდით წინა

კარიდან, შემოუარეთ მაგიდას და გაბრძანდით უკანა კარით. ვისაც სურს რაიმე


შემოსწიროს ობოლს, ქუდი აგერაა.

ქოხში შესულ პირველ მამაკაცს თავზე ქუდი ეხურა, მაგრამ მიიხედ-მოიხედა თუ არა,
მაშინვე მოიშვლიპა ქუდი და ასე შეუგნებლად გახდა მაგალითი დანარჩენებისთვის.
ასეთ საზოგადოებაში კი კარგი მოქმედებაც გადამდებია და ცუდიც. ხალხი
სათითაოდ შედიოდა შიგნით და მკაფიოდ ისმოდა სტამპისადმი განკუთვნილი
შენიშვნები:

– ეს არის?

– ძალიან პატარა ყოფილა.

– ჯერ ფერიც კი არ ეტყობა. – დამბაჩის ოდენაც არ არის.

შეწირულებაც ასეთივე თავისებური გამოდგა: ვერცხლის სათუთუნე; ვერცხლით


მოჭედილი მეზღვაურის დამბაჩა; თვითნაბადი ოქრო; ლამაზად მოქარგული ქალის
ცხვირსახოცი, რომელიც მოთამაშე ოუკჰერსტის შემოწირულობა გახლდათ;
ალმასიანი ქინძისთავი;

ალმასის ბეჭედი, რომელიც მოჰყვა ქინძისთავის ჩუქებას და შემწირველმა იქვე


აღნიშნა, «ქინძისთავი დავინახე და ვიფიქრე, რომ ორი ალმასი უკეთესი იქნება»;
შურდული; ოქროს დეზი; ვერცხლის ჩაის კოვზი, სახელისა და გვარის პირველი
ასოები, სამწუხაროდ, მჩუქებელს არ ეკუთვნოდა; დასტაქრის მაკრატელი;
ინგლისური ბანკნოტი, ხუთი გირვანქის ოდენობის და ორას დოლარამდე ბაჯაღლო
ოქროსა და ვერცხლის ფული.

ამ საქმიანობის დროს სტამპი სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ისე დუმდა, როგორც მის


გვერდით განსვენებული ქალი და ისეთივე დინჯი იყო, როგორც ხელმარჯვნივ
მწოლიარე ახალშობილი. მხოლოდ განსაკუთრებულმა შემთხვევამ დაარღვია
უცნაური მსვლელობის ერთფეროვნება. როცა კენტუკი ცნობისმოყვარედ დაიხარა
ყუთზე, ტკივილისგან გაშმაგებულმა ჩვილმა თითზე ჩაავლო ხელი და ცოტა ხანს

37
მაგრად ეჭირა. კენტუკი სულელივით და დაბნეულად იყურებოდა. ბოლოს რაღაც
სიწითლის მსგავსი გაუკრთა აქერცლილ ლოყებზე.

– წყეული პატარა ოინბაზი! – ჩაილაპარაკა მან და თითი ისეთი სინაზითა და


სიფრთხილით გამოაძრო, რომლის მსგავსიც, არავის ეგონა, თუ მას ექნებოდა. როცა
გარეთ გადიოდა, ეს თითი განცალკევებულად ეჭირა დანარჩენებისგან და
ცნობისმოყვარეობით დაათვალიერა, – თითზე ჩამებღაუჭა, – უთხრა მან ტიპტონს
და ხელი გაუშვირა, – წყეული პატარა ლაწირაკი!

ოთხი საათი გახდა, როცა ბანაკი ძილს მიეცა. მგლოვიარე ქოხში სანთელი
ციმციმებდა, იმ ღამეს სტამპს არ დაუძინია, არც კენტუკის მოუხუჭავს თვალი. სტამპი
ბევრს სვამდა და სიამოვნებით ჰყვებოდა თავის ამბავს, რასაც ასრულებდა
ახალდაბადებულის ერთგვარი დაგმობით. თითქოს ასე იზღვევდა თავს, ვინმეს
გულჩვილობა რომ არ დაებრალებინა მისთვის. კენტუკის ახასიათებდა
კეთილშობილი სქესის გარკვეული სისუსტე. როცა ყველას დაეძინა, კენტუკი
მდინარისკენ გაემართა და ჩაფიქრებულმა დაიწყო სტვენა, მერე ქოხს აუარა და კვლავ
განაგრძო სტვენა, ისევ გულგრილად. უზარმაზარ ხესთან გაჩერდა, მერე ისევ უკან
გამობრუნდა და ისევ ჩაუარა ქოხს. ბოლოს მდინარის ნაპირის მიმართულებით
ნახევარ გზაზე კვლავ გაჩერდა, შემდეგ ისევ მიბრუნდა უკან და კარზე მიაკაკუნა. კარი
სტამპმა გაუღო.

– როგორ არის საქმე? – ჰკითხა კენტუკიმ და სტამპის ახლოს მდგარ სანთლების ყუთს
დააცქერდა.

– მშვენივრად, – უპასუხა სტამპმა.

– რაიმე ხომ არ მომხდარა?

– არაფერი.

სიჩუმე ჩამოვარდა... უხერხული სიჩუმე... სტამპს კვლავინდებურად ეჭირა კარი.


ბოლოს კენტუკიმ თავისი თითი მოიშველია და სტამპს გაუშვირა. – ამაზე
ჩამებღაუჭა... წყეული ოინბაზი! – ძლივს ამოღერღა და წავიდა.

მეორე დღეს ჩეროკი სელია ისე უბრალოდ დაასაფლავეს, როგორც მშფოთვარე ბანაკს
შეეფერებოდა. როდესაც მიცვალებული მთის ფერდობს მიაბარეს, ბანაკში ნამდვილი
კრება გაიმართა, რა მოეხერხებინათ ახალშობილისთვის. ბანაკმა ერთსულოვანი
აღფრთოვანებით გადაწყვიტა, ვიშვილოთო, მაგრამ მაშინვე ატყდა ცხარე კამათი მისი
მოვლის თაობაზე. ოღონდ საკვირველია, რომ კამათის დროს არ ყოფილა არც ერთი
უხამსი გამოხდომა, რითაც, ჩვეულებრივ, გამოირჩეოდა ყოველი კამათი მშფოთვარე
ბანაკში. ტიპტონმა განაცხადა, ბავშვი უნდა გავგზავნოთ «წითელ ძაღლში», ორმოცი
მილის დაშორებით, სადაც მას ქალები მოუვლიანო. მაგრამ ამ წინადადებას
გაშმაგებული და ერთსულოვანი წინააღმდეგობა მოჰყვა. აშკარა გახდა, რომ ბანაკის
მობინადრეები არ მიიღებდნენ ისეთ გეგმას, რომელიც ახალშობილთან
დააშორებდათ.

38
– მაგ «წითელი ძაღლის» ალქაჯები ბავშვს გამოგვიცვლიან, – აღნიშნა ტომ რაიდერმა,
– და სხვა ვინმეს შემოგვაჩეჩებენ. ახლო სოფლების მცხოვრებლებისადმი
უნდობლობა ისევე სუფევდა მშფოთვარე ბანაკში, როგორც სხვა ადგილებში.

ბანაკის ბინადრები უკმაყოფილოდ შეხვდნენ, ასევე, მდედრობითი სქესის


აღმზრდელის შემოყვანის წინადადებასაც. ითქვა, რომ არც ერთი წესიერი ქალი არ
დათანხმდება მშფოთვარე ბანაკში ცხოვრებას, და იმასაც ირწმუნებოდნენ, «სხვანაირი
არც ჩვენ გვინდაო». სტამპს არაფერი უთქვამს, მაგრამ როცა ჰკითხეს, რას აპირებო,
დარწმუნებით განაცხადა, მე და ვირი, სახელად ჯინი, მივხედავთ ბავშვსო. ამ
განზრახვაში ჩანდა რაღაც დამოუკიდებელი, ამაღლებული და გმირული საქციელი,
რომელიც მაშინვე მოეწონა მთელ ბანაკს. სტამპი ახალშობილთან დარჩა და ბანაკის
ერთი ბინადარი საკრამენტოში გაგზავნეს საჭირო ნივთების საყიდლად.

– გახსოვდეს, – უთხრა ხაზინადარმა და ოქროსქვიშიანი პარკი ჩააბარა, – ყველაზე


კარგი, რაც კი მოიპოვება, მაქმანი, ალბათ, გეცოდინება, მოქარგული ქსოვილი და
ზიზილპიპილოები... და... ჯანდაბას ფასი!..

გასაკვირია, რომ ბავშვი ლაღად და ჯანმრთელად იზრდებოდა. ალბათ, მთის


მაცოცხლებელი ჰავა ანაზღაურებდა სხვა დანაკლისს. ბუნებამ ჩაიხუტა ობოლი და
ზრუნავდა მასზე. სიერას მთისპირის იშვიათ გარემოში, სადაც მცენარეთა
სურნელებით გაჟღენთილი ჰაერი წამალივით მოქმედებდა, ბავშვს ჰქონდა საჭმელი
და სასმელი და ჰყავდა მომვლელი.

– მე და ეგ ვირი, – ამბობდა სტამპი, – მამა და დედა ვართ ამ ბავშვისთვის! ჰოდა, –


დაუმატებდა მერე და მიუბრუნდებოდა თავის წინ მოთავსებულ ხვეულას, –
არასოდეს აიღო ხელი ჩვენზე!

როცა ბავშვი ერთი თვის გახდა, აშკარა გახდა, რომ მისთვის სახელი უნდა შეერჩიათ.
მანამდე ახალშობილს ეძახდნენ «სტამპის ბიჭს», «ტრამალის მგელს», ასევე კენტუკის
მიერ შერქმეულ, მოფერებით მიმართვას «წყეულ პატარა ოინბაზს!» მაგრამ
ჩამოთვლილი სახელები აშკარად არ იყო დამაკმაყოფილებელი და ბოლოს სრულად
განიდევნა სხვადასხვა მოსაზრების წყალობით. მოთამაშეები და ბედისმაძიებლები
უმთავრესად ცრუმორწმუნენი არიან და ერთხელ ოუკჰერსტმა განაცხადა, რომ
ახალშობილმა «ბედნიერება» მოუტანა მშფოთვარე ბანაკს. და მართლაც, ბოლო დროს
ბანაკის ბინადრებს აშკარად სწყალობდათ ბედი. შერჩეულ სახელს «ბედნიერება»,
რომლის დარქმევასაც ყველა დაეთანხმა, მეტი მოხერხებულობისთვის თავსართად
ტომი მიემატა.

წამოყენებული წინადადების შესაბამისად, ნათლობისთვის ერთი დღე გამოიყო. რა


იგულისხმებოდა ასეთ ჩვეულებაში, კარგად შეუძლია წარმოიდგინოს მკითხველმა,
ვინც ოდნავ მაინც იცნობს მშფოთვარე ბანაკის აღვირახსნილობას და უტიფრობას.
ცერემონიის უფროსად დაინიშნა ვინმე ბოსტონი, ცნობილი უქნარა, და მომავალი
სანახაობა, ეტყობოდა, დიდ გართობას ჰპირდებოდა ბანაკს. ამ გამჭრიახმა ხუმარამ
ორი დღე მოანდომა მზადებას

მღვდელმსახურების გამასხრებისთვის. გუნდი სათანადოდ გაიწვრთნა და ნათლიობა


სენდი ტიპტონს დაევალა. მაგრამ, როდესაც მსვლელობა მუსიკითა და დროშებით
39
დაიძრა, ხოლო ბავშვი საკურთხევლის მაგვარ რაღაცაზე მოათავსეს, აღგზნებული
ბრბოს წინაშე გამოვიდა სტამპი.

– მე არ მჩვევია ხუმრობის გაფუჭება, ბიჭებო, – განაცხადა მან და მტკიცედ შეავლო


თვალი თანაბანაკელებს, – მაგრამ, მგონია, რომ ასე მოქცევა მაინც არ არის წესიერი
საქმე. ბავშვს უნამუსოდ ნუ მოვექცევით, მას ხომ არაფერი გაეგება ოხუნჯობის. და
თუ აქ რომელიმე აპირებს ნათლიობას, ერთი გამაგებინეთ, ვის აქვს ამაზე ჩემზე
მეტი უფლება? – სტამპის სიტყვას დუმილი მოჰყვა. ყველა ოინბაზის პატივსაცემად
უნდა აღინიშნოს, რომ პირველი კაცი, ვინაც ნათქვამის სიმართლე აღიარა, თავად
ხუმრობის მოთავე იყო, – თანაც, – სწრაფად განაგრძო სტამპმა, რათა ბოლომდე
გამოეყენებინა თავისი უპირატესობა, – ჩვენ აქ შევიკრიბენით ნათლობისთვის და
ნათლობა ჩატარდება. ღვთის მადლით, ამერიკისშეერთებული შტატებისა და
კალიფორნიის შტატის კანონების თანახმად, მე გარქმევ თომას – ბედნიერებას.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბანაკში უფლის სახელი შეუბღალავად წარმოითქვა.


ნათლობა გაცილებით სასაცილოდ ჩატარდა, ვიდრე ხუმრობის მოთავეს შეეძლო
წარმოედგინა, მაგრამ უცნაურია ის, რომ თითქოს ვერავინ ამჩნევდა ამას და არც
არავის ეცინებოდა. ტომი დინჯად მოინათლა, თან ტიროდა და ასევე მალე
მშვიდდებოდა.

ასე დაიწყო მშფოთვარე ბანაკის ზნეობრივი აღორძინება. თითქოს შეუმჩნევლად


გამოიცვალნენ ბანაკის ბინადრებიც. ქოხს, რომელიც «ტომი-ბედნიერებას» ანუ
მოკლედ «ბედნიერებას» გამოუყვეს, როგორც უფრო ხშირად ეძახდნენ ბავშვს,
პირველად დაეტყო გაუმჯობესების ნიშნები. ქოხი საგულდაგულოდ გაასუფთავეს და
თეთრად შეღებეს. მერე ხის ფიცრების იატაკი დააგეს, ფარდები ჩამოკიდეს და
კედლებზე ქაღალდი გააკრეს. ოთხმოცი მილის სიშორიდან ვარდისხის აკვანი
მოიტანეს, რომელმაც, სტამპის სიტყვით რომ ითქვას, «პირდაპირ გააქრო დანარჩენი
ავეჯი». ამიტომ აუცილებელი გახდა ქოხის განახლება. ცნობისმოყვარე მამაკაცებს,
რომელთაც სჩვეოდათ სტამპთან შეხეტიალება, რათა მოეკითხათ, როგორ გრძნობდა
თავს «ბედნიერება», ეტყობოდათ, რომ ძალიანაც მოსწონდათ იქაური ცვლილებები.
«ტატლის დუქანმა» საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფისთვის ჯიბეები
მოიჩხრიკა და შეიძინა ხალიჩა და სარკეები. ამ სარკეებში მშფოთვარე ბანაკის
ბინადართა სახეები აირეკლებოდა და თითქოს თავისთავად ყალიბდებოდა მათი
პიროვნული სისუფთავის მტკიცე წესები. გარდა ამისა, სტამპმა კარანტინის მსგავსი
წესი შემოიღო მათთვის, ვისაც სურდა, «ბედნიერების» ხელში დაჭერის პატივი და
უფლება მოეპოვებინა. ამ ღონისძიებამ განსაკუთრებით გული ატკინა კენტუკის,
რომელსაც, აღვირახსნილი ცხოვრების წყალობით, წესად ჰქონდა შეეხედა
ტანსაცმლისთვის, როგორც მეორე ტყავისთვის, რომელსაც, გველის პერანგის
მსგავსად, მხოლოდ მაშინ გაიძრობდა, როცა ტანსაცმელი ლპობას იწყებდა. მაგრამ
სიახლის გავლენა იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ კენტუკი ყოველ ნაშუადღევს
გამოჩნდებოდა ხოლმე ქოხთან

40
სუფთა ხალათში გამოწყობილი და პირის დაბანისგან სახეაპრიალებული. არც
ზნეობრივი და საზოგადოებრივი წესები დარჩენილა უყურადღებოდ. ტომი არავის არ
უნდა შეეწუხებინა ხმაურით. ყვირილი და აურზაური, რომლის გამოც ბანაკს
ავბედითი სახელი «შფოთიანი» დაერქვა, საერთოდ აიკრძალა სტამპის ქოხის
სიახლოვეს. ბანაკის ბინადრები ჩურჩულით ლაპარაკობდნენ ან ინდიელთა
სიდინჯით ეწეოდნენ თუთუნს. ლანძღვა-გინებას უსიტყვოდ დაედო ზღვარი
აღნიშნული წმინდა ადგილის მახლობლად, ხოლო მთელ დასახლებაში
გავრცელებული მოსწრებული გამოთქმები, «დასწყევლოს ღმერთმა ბედნიერება»! ან
«ეშმაკმაც დალახვროს ბედნიერება!»... მალევე მიეცა დავიწყებას. სიმღერებს არ
წართმევიათ არსებობის უფლება, რადგან ყველას ესმოდა, რომ მუსიკის ჰანგებს
დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდათ, და სიმღერა, რომელსაც ასრულებდა ხოლმე
ინგლისელი მეზღვაური «მოლაშქრე ჯეკი», ჩამოსული მისი უდიდებულესობის,
დედოფლის ავსტრალიური კოლონიიდან, ისეთივე პოპულარული გახდა, როგორც
იავნანა. ეს სიმღერა ნაღვლიან კილოზე მღეროდა «არეთუზა სამოცდათოთხმეტის»
საგმირო ამბავს, რომლის ყოველი სტროფი თანდათან დაბლდებოდა და
ბოლოვდებოდა გაბმული, სუსტი მისამღერით, «არეთუზას გე...ე...ე...მბან...ზე...ე...ე».
საოცრად კარგი მოსასმენი იყო, როცა ჯეკი ხელში დაიჭერდა «ბედნიერებას» და
აქეთიქით აქანავებდა, თითქოს გემის სვლას უწყობდა სხეულის რხევას და ამ
ჯადოსნურ საზღვაო საგალობელს ღიღინებდა. ჯეკის უცნაური იავნანა, როგორც წესი,
სასურველ ზეგავლენას ახდენდა. ასეთ დროს მამაკაცები ზაფხულის ბინდბუნდში
მხართეძოზე წამოწვებოდნენ ხოლმე ხეების ქვეშ,

ყალიონს ეწეოდნენ და სიმღერას უსმენდნენ. ბანაკს რაღაც გაურკვეველი გრძნობა


ეუფლებოდა, თითქოს ირგვლივ მყუდრო, უშფოთველი ბედნიერება სუფევდა.

ზაფხულის გრძელ დღეებში ბედნიერება, ჩვეულებრივ, ხევისკენ მიჰყავდათ, სადაც


მშფოთვარე ბანაკი ოქროს მარაგს მოიპოვებდა. იქ ბავშვი იწვა საბანზე, რომელიც
ფიჭვის შტოებზე იყო დაფენილი, მამაკაცები კი დაბლა, მაღაროებში მუშაობდნენ.
დღის განმავლობაში მათ ბავშვის საბანთან მოჰქონდათ ყვავილები თუ სურნელოვანი
ბუჩქის ტოტები, ველური ცხრატყავას თაიგულები, იელის კონები ან ფერად-ფერადი
ყვავილები. ამ ადამიანებმა თითქოს ერთბაშად იგრძნეს ასეთი წვრილმანების მთელი
სილამაზე და მნიშვნელობა, რომელთაც აქამდე დაუნდობლად თელავდნენ ფეხქვეშ.
ბრჭყვიალა ქარსის ფირფიტა, კვარცის ფერადი ნატეხი თუ ნაკადულიდან
ამოღებული ბრჭყვიალა კენჭი მეტად მომხიბვლელი გახდა, უკვე საგანგებოდ
იპყრობდა შფოთიანი ბანაკის ბინადართა გამოფხიზლებულ და გამახვილებულ
მზერას და ყოველთვის «ბედნიერებისთვის» იყო განკუთვნილი. გასაოცარი იყო,
რამდენი განძი ყოფილა დამალული ტყესა და მთის ფერდობებზე, რათა «სიამოვნება
მიენიჭებინათ პატარა ტომისთვის». და ტომიც, გარშემორტყმული ისეთი
სათამაშოებით, რომლებიც ზღაპრულ სამყაროშიც არ ექნებოდა ბავშვს, სავარაუდოდ,
კმაყოფილი იყო.
ეტყობოდა, რომ ობოლი საკმაოდ ბედნიერად გრძნობდა თავს, თუმცა გარეგნულად
მაინც ეტყობოდა სიდინჯე და მრგვალ ნაცრისფერ თვალებში ჩამდგარი ფიქრიანი
ნაპერწკალი, რაც ხანდახან მეტისმეტად

41
აღელვებდა სტამპს. ბავშვს მუდამ მორჩილი და მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა,
ოღონდ, როგორც ამბობენ, თითქოს ერთხელ გადმოელახა ფიჭვის შტოებით
შემოწნული ღობე, რომელიიც ირგვლივ ჰქონდა შემოვლებული მის საწოლს, იქვე
რბილ მიწაში ჩავარდნილიყო თავით, ფეხები მაღლა აეშვირა და სრულიად
მდუმარედ ხუთი წუთი მაინც დაეყო ასეთ მდგომარეობაში. ხოლო როცა ააყენეს, ხმაც
არ ამოუღია. ტომის გონიერების დამადასტურებელი ბევრი სხვა ამბებიც იყო
გავრცელებული, რომელთაგან ზოგიერთს ცრურწმენის ელფერი დაჰკრავდა.

– ღელეს ნაპირს მოვყვებოდი, – ჰყვებოდა ერთხელ კენტუკი და სულს ძლივს


ითქვამდა მღელვარებისგან, – ჰოდა, ღმერთი გამიწყრეს თუ ვტყუოდე – ტომი
ელაპარაკებოდა ჩხიკვს, რომელიც მუხლებზე ეჯდა, ორთავენი ისე თავისუფლად
ეჭიკჭიკებოდნენ ერთმანეთს, პირდაპირ გაგიკვირდებოდათ.

ასე იყო თუ ისე, ტომი ფიჭვის ტოტების ღობეს გადმოაბობღდებოდა თუ გულაღმა


მწოლიარე შეჰყურებდა მის თავზემოთ მოშრიალე მწვანე ფოთლებს, ცხადი იყო, რომ
მისთვის გალობდნენ ფრინველები, მისთვის დახტოდნენ ციყვები და მისთვის
იფურჩქნებოდნენ ყვავილები. ბავშვის ძიძა და აღმზრდელი ბუნება იყო; ბუნება
უგზავნიდა პირდაპირ ხელებს შორის მზის შუქის

ოქროსფერ ისრებს, ბუნება უგზავნიდადაფნისა და ფისის სურნელით გაჟღენთილ


ნიავს; მისთვის ირხეოდნენ მაღალი ხეები, დაჟინებით ბზუოდნენ კრაზანები და
ჩხაოდნენ ჭილყვავები.

ასეთი იყო მშფოთვარე ბანაკის ოქროს ზაფხული. თანაც, ბედიც სწყალობდა ბანაკის
ბინადრებს. საბადოებზე აურაცხელ ოქროს მოიპოვებდნენ. ბანაკი ფხიზლად იცავდა
თავის უფლებებს და ეჭვით უყურებდა ყველა უცხო ადამიანს. არავის ჩამოსახლება არ
იყო წახალისებული და კიდევ უფრო რომ განემტკიცებინათ თავისი
დამოუკიდებლობა, დროულად შემოიერთეს დარჩენილი მიწები მთის ორივე
ფერდობზე, რომელიც მთელ ხეობას შემოზღუდავდა ირგვლივ. ასეთი პირობები და
იარაღის გამოყენების უჩვეულო ოსტატობა კარგად უზრუნველყოფდა ბანაკის
ბინადართა დაცვას. ფოსტალიონი, გარე სამყაროსთან მათი ერთადერთი
დამაკავშირებელი რგოლი, ხანდახან საკვირველ ამბებს ჰყვებოდა ბანაკის შესახებ.

– აგერ მშფოთვარეში, ისეთი ქუჩა გაუყვანიათ, – იტყოდა ხოლმე, – რომელსაც


«წითელი ძაღლის» ვერც ერთი ქუჩა ვერ შეედრება. სახლების გარშემო ვაზი და
ყვავილები დაურგავთ, დღეში ორჯერ ბანაობენ, ძალიან უხეშად ექცევიან უცხო
ადამიანებს და პატარა ინდიელ ბავშვს აღმერთებენ.

ბანაკის აღორძინების კვალდაკვალ მის მობინარეებს საცხოვრებლის გაუმჯობესების


სურვილი უჩნდებოდათ. ოქროსმაძიებლებმა გადაწყვიტეს, მომდევნო გაზაფხულზე
აეგოთ სასტუმრო, მოეწვიათ ერთი ან ორი ღირსეული ოჯახი და შიგ ჩაესახლებინათ,
«ბედნიერების» მეზობლად, რათა წესიერ ოჯახებთან და ქალებთან ურთიერთობას
მეტი სარგებლობა მოეტა ბავშვისთვის. ეს მართლაც მსხვერპლის გაღება იყო ბანაკის
ბინადრებისგან, რადგან ისინი სრულიად უნდობლად ეკიდებოდნენ მშვენიერთა

42
სქესის სათნოებასა და სარგებლიანობას. ამიტომ მათი ნაბიჯი მხოლოდ ტომის
მიმართ დიდი სიყვარულით აიხსნებოდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას
მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა და ამიტომაც ვერ განხორციელდებოდა სამი თვის
განმავლობაში. მართალია, უმცირესობა დაემორჩილა უმრავლესობას, მაგრამ
იმედოვნებდნენ, რომ მოულოდნელად გამოჩენილი რაიმე გარემოება ხელს
შეუშლიდა განზრახულ საქმეს... და ასეც მოხდა...

1851 წლის ზამთარი დიდხანს ემახსოვრება მშფოთვარე ბანაკს. დიდი თოვლი დადო
და მთის ყოველი ნაკადული მდინარედ იქცა, ყოველი მდინარე – ტბად. ღელესა და
ხევებში აზვირთდნენ გაშმაგებული ნიაღვრები, რომლებიც ძირიანად თხრიდნენ
უზარმაზარ ხეებს და დაბლობებზე ქვებსა და ნამსხვრევებს ფანტავდნენ. «წითელი
ძაღლი» ორჯერ დაფარა წყალმა და ეს მშფოთვარე ბანაკისთვის გაფრთხილება იყო.

– წყალს შემოაქვს ოქრო ხევებში, – ამბობდა სტამპი, – ასე იყო აქამდე და ასე იქნება
მომავალშიც!

და იმ ღამეს მდინარე ნორთფორკმა უეცრად გადმოლახა ნაპირები და მთელი


მშფოთვარე ბანაკის სამკუთხა ხეობას მოედო.

აბობოქრებული წყლის ხმაურის, ხეების მტვრევისა და მორების ჯახუნში, უკუნ


ღამეში, რომელიც თითქოს წყალთან ერთად მოედინებოდა და მშვენიერ ხეობას
ანადგურებდა, მეტისმეტად ძნელი გახდა ბანაკის დაქსაქსული ბინადრების
თავმოყრა. როცა გათენდა, აღმოაჩინეს, რომ სტამპის ქოხი, რომელიც მდინარის
ნაპირთან ყველაზე ახლოს იდგა, წყალს წაეღო. ხევის აყოლებაზე, ზემოთ, ბანაკის
მობინადრეებმა მისი უსულო სხეული იპოვეს მაგრამ მშფოთვარე ბანაკის სიამაყე და
იმედი, სიხარული და ბედნიერება უკვალოდ გამქრალიყო. ყველანი დამძიმებული
გულებით ბრუნდებოდნენ უკან და უცებ წყლის ნაპირიდან შეძახილი მოესმათ.

სამაშველო ნავი მდინარეს პირაღმა მოჰყვებოდა. მაშველებს, როგორც თვითონ


ჰყვებოდნენ, ქვემოთ, დაახლოებით ორი მილის დაშორებაზე, კაცი და ბავშვი ეპოვათ,
ორივე თითქმის ღონემიხდილი.

მხოლოდ ერთი შეხედვა გამოდგა საკმარისი, რომ ეცნოთ ნავში მწოლიარე კენტუკი,
საშინლად დაჩეჩქვილი და დასახიჩრებული, მას ჯერ კიდევ ხელში ეჭირა მშფოთვარე
ბანაკის ბედნიერება.

როცა ბანაკის ბინადრები მამაკაცზე და ბავშვზე დაიხარნენ, გამოირკვა, რომ ბავშვის


სხეული უკვე გაციებულიყო და მაჯა აღარ უცემდა.

– მკვდარია, – თქვა ერთმა. კენტუკიმ თვალი გაახილა.

– მოკვდა?.. – უმწეოდ ამოღერღა მან.

– დიახ, ძმობილო, და შენც კვდები...

– ვკვდები... – გაიმეორა მან, – ამას მივყავარ თავისთან... უთხარით ბიჭებს, რომ


ამიერიდან ჩემთან იქნება ბედნიერება.

43
და ძლიერი მამაკაცი, რომელიც ისე ჩასჭიდებოდა უმწეო ბავშვს, როგორც
წყალწაღებული ეჭიდება ხოლმე ხავსს, მშვიდად შეერწყა მდინარეს, რომელიც მუდამ
იდუმალი ზღვისკენ მიედინება.

44
ახალი თანაშემწე

45
პირველი თავი
წასვლის წინ მასწავლებელმა უკანასკნელად მოავლო მზერა საკლასო ოთახს.
მასწავლებელს თავისუფლად შეეძლო ასე მოქცეულიყო, რადგან სკოლის შენობა
ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ხუროთმოძღვრელი ოსტატობის ნამდვილი
საოცრება იყო, უბრალო დამკვირვებლები კი ძვირად ღირებულ ვილასაც კი
ამსგავსებდნენ, ფართო გუმბათი ამშვენებდა, ირიბკუთხოვანი კრამიტის სახურავი და
ელისაბედის დროის ვრცელი აივანი. შენობა ამასთანავე წარსულ ბარბაროსობასა და
აწმყოს ცივილიზაციას შორის გააფთრებული ბრძოლის შედეგი იყო, რომლის
დროსაც სრულიად განადგურებულა ფიჭვების ჭალა და ცოტა სხვა რამეებიც, ახალი
ცხოვრებისთვის შეუთავსებლად მიჩნეული. საზოგადოებას ეს ყოველივე თხუთმეტი
ათასი დოლარი და ორი ადამიანის სიცოცხლე დაუჯდა.

საბედნიეროდ, გარდასული არეულობის კვალი არ შემორჩა სუფთა თეთრ კედლებს,


მოოქრული ასოებით დამშვენებულ საღვთო წიგნებს თუ აპრიალებულ დაფას,
რომელზეც მხოლოდ ერთი დღე თუ ძლებდა წარწერები. და, რასაკვირველია, ის
ადამიანი, ვისაც ყველაზე ნაკლებად შეეძლო ელაპარაკა სკოლის დაარსების
დროინდელ საბრძოლო ამბებზე, თვითონ მასწავლებელი გახლდათ. მოწიფული,
გამხდარი, კეთილი, არც ისეთი ლამაზი, რომ განხეთქილება გამოეწვია ელენეს
დარად, და არც ისეთი უშნო, რომ თავისებური ხიბლი არ

დაგენახათ მასში. ღარიბი კათოლიკე მღვდლის ქვრივი გახლდათ, სანფრანცისკოდან


საგანგებოდ გამოგზავნილი, რათა სოფლის სულიერი აღორძინების მაგალითად
ქცეულიყო, რაც უწინდელ და განახლებულ ცხოვრებას შორის შეხლა-შემოხლას
მოჰყვა. დაბალი ხმით, კეთილშობილური მანდილოსნის თვისებებით,
ავადმყოფურად ფერმიხდილი სახით, რაც, შესაძლოა, სამგლოვიარო ტანსაცმლის
დამსახურებაც იყო, რომელიც მაინც იმდენად ახლებური მანერით შეეკერა, რომ
საგრძნობლად გამხდარ, თუმცაღა მოხდენილ სხეულს ვერ უფარავდა,
ღვთისმოსაობის, განსწავლულობისა და კეთილშობილების ნიმუშად იქცა.
ნებისმიერი მოწინააღმდეგე, რომელიც გაფიცხებული დაბორიალებდა თხრილებში
თუ ლუდხანების შესასვლელთან ატორღიალებულიყო, ან ვინც მინდორში
დახეტიალებდა თავისი საქონელივით კუშტი, მასწავლებლის დანახვისთანავე თავს
ხრიდა და კისრამდე იბნევდა ქურთუკის ღილებს მეამბოხურ წითელ პერანგზე.

მასწავლებელი ზღურბლს როგორც კი გადმოსცდა, მოულოდნელად საქმიან მარდ


მამაკაცს გადაეყარა.

– მართლაც სულზე მოგისწარით, მისის მარტინ, – ნაჩქარევად მიმართა, თუმცა იქვე


გამოასწორა გამოვლენილი ჭარბი სითამამე და დასძინა, – მინდა გითხრათ, რომ
რკინიგზის სადგურში მივდიოდი და გავბედე თქვენთან შემომევლო. ის საქმე,
რომელზეც თქვენ საუბრობდით,

სავსებით მოგვარებულია. დანარჩენ მეურვეებს ვესაუბრე ამის შესახებ, წერილი


გავუგზავნე სემ ბარსტოუს, რომელმაც თანხმობა გამოგვიცხადა და უკვე გამოგზავნა

46
ვიღაც, – მოსულმა სწრაფად დახედა მაჯის საათს, – ის მალე მოვა აქ. ახლა სწორედ მის
შესახვედრად მივდივარ დანარჩენ მეურვეებთან ერთად.

მისის მარტინს, რომელმაც, რასაკვირველია, მაშინვეიცნო ადგილობრივი სკოლის


საბჭოს თავმჯდომარე, ამ მოულოდნელი ამბის გაგებამ მღელვარება მოჰგვარა, ფერიც
ეცვალა და ისე აუჩქარდა სუნთქვა, როგორც მგრძნობიარე და ნერვიულ ქალებს
სჩვევიათ ხოლმე.

– კი მაგრამ, – შეეპასუხა მასწავლებელი, – მე მხოლოდ აზრი გამოვთქვი, მისტერ


სპერი, ნამდვილად არ მაქვს უფლება მოვითხოვო... არც მქონია ეგ განზრახული,
რომ...

– ყველაფერი რიგზეა, ქალბატონო... ნუ ღელავთ. ჩვენ საქმეში გავარკვიეთ უშუალოდ


ბარსტოუ. ვითვალისწინებთ, რომ სკოლა თანდათან იზრდება და გაგიჭირდებათ
მარტოკას გაძღოლა... მინდა მოგახსენოთ, თუმცა ეს თავადაც შესანიშნავად უწყით,
რომ ძნელია აქაურობაზე მარტო ზრუნვა, თანაც, ეს სამხრეთელი ბიჭები,
რომლებსაც ბოლო არ უჩანთ, საკმაოდ მოზრდილები და თავხედები არიან
თქვენნაირი კეთილშობილი მანდილოსნისთვის, ვერ შეძლებთ მათ მოთვინიერებას
და მორჯულებას... ასე ვთქვათ, ჭკუის სწავლებას... ხომ მიმიხვდით? მაგრამ

გეფიცებით, სემ ბარსტოუმ საკმაოდ მალე გაიაზრა ეს ყველაფერი! სემი პირდაპირ


აცეკვდა, ისე გაიხარა. აქ მაქვს მისი წერილი... მოითმინეთ, – სტუმარმა ბარათი
ამოიღო, ნაწერი გადაიკითხა, მერე ისევ უეცრად დაკეცა, მცირედ დაბნეულმა, თუმცა
არც ისე სწრაფად, რომ ქალს ვერ მოესწრო შედარებით სწრაფი მზერის მოვლება და
საქმიანი მსხვილი ხელით გამოყვანილი ფრაზა არ შეენიშნა მისდა სასიხარულოდ:
«ეშმაკმა დამლახვროს»... და მისტერ სპერი წასასვლელად აჩქარდა. – მნიშვნელობა
აღარ აქვს ახლა ამის წაკითხვას... ძალიან გაგაცდინეთ... სავსებით საკმარისია, რომ
მისტერ ბარსტოუ თანახმა გახლავთ. ახლა კი უნდა წავიდე... ისინი მელოდებიან.
უბრალოდ ვიფიქრე, გზად თქვენთან შემომევლო, რათა ახალი ამბავი მეუწყებინა
თქვენთვის. სტუმარმა ქუდი მოიხადა და აივანზე უკუსვლით გავიდა.

– ის კაცი, ვინც მე უნდა და... დამეხმაროს... გა... გამოცდილი, საქმიანი პიროვნებაა...


თუ... თუ... ახალი დამთავრებული აქვს სასწავლებელი? – ოდნავ ღიმილით, თუმცა
ძლივს ამოღერღა მისის მარტინმა.

– ზუსტად არ ვიცი... თუმცა ვფიქრობ, რომ სემ... მისტერ ბარსტოუმ რიგიანად მიხედა
ყველაფერს. ახლა კი ნამდვილად უნდა წავიდე.

და მისტერ სპერი, რომელსაც ჯერ კიდევ ხელში ეჭირა ქუდი, მოწიწებისა და


გამოჩენილი კადნიერების გამო ბოდიშის მოხდის ნიშნად, ლამის სირბილით
გაშორდა იქაურობას.

მისტერ სპერი რკინიგზის სადგურში გაეშურა და დანარჩენ ორ მეურვეს შეხვდა,


რომლებიც უკვე ელოდნენ მას და მასზე მეტად დაგვიანებულ საფოსტო ეტლს. ერთი,
პირგაპარსული ახოვანი მამაკაცი, პრესვიტერელი მღვდელი იყო, მეორე კი, უფრო
გახმდარი, აწოწილი და დარბაისელი გამომეტყველების მამაკაცი, დიდი წისქვილის
მეპატრონე გახლდათ.

47
– მე მგონია, – წყნარად ამბობდა წმინდა მისტერ პიზლი, – რაკი ძვირფასი ძმა
ბარსტოუ ასე გადაუდებლად გვაკისრებს ამ თანაშემწის არჩევაში მონაწილეობის
მიღებას, ჩანს, თვითონაც... არ უნდა იყოს უკმაყოფილო მისი უნარიანობით.

– სემმა იცის თავისი საქმე, – მხიარულად გაეპასუხაწისქვილის მეპატრონე, – და რაკი


გულდასმით შეუდგა აქ შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებას და უკანასკნელ
დოლარსაც არ დაიშურებს ამისთვის, ალბათ, შეიძლება, რომ ეს საქმე მას ეჭვგარეშე
ვანდოთ.

– რა თქმა უნდა, მან უკვე გამოამჟღავნა დიდი გულმოდგინება, – მფარველურად


შენიშნა წმინდა მღვდელმა.

– გულმოდგინება, – აიტაცა სპერიმ, – გულმოდგინება? – სემი ისე უძღვება


პაინკლირინგს, როგორც საკუთარ ბანკს და სამგზავრო საზოგადოებას
საკრამენტოში, და ისე კარგად იცნობს ამ კუთხეს, თითქოს აქ ყოფილიყოს
დაბადებული. დიახ, აქეთ გამოიხედეთ, – სპერიმ წისქვილის მეპატრონეს ჩუმად
იდაყვი გაჰკრა, და, როგორც კი ხუცესმა ზურგი შეაქცია მათ, ჯიბიდან ამოაძვრინა
წერილი, რომლის წაკითხვისაც მოერიდა მისის მარტინთან და თითით აჩვენა ერთი
ადგილი.

«ეშმაკმა დამლახვროს, – იუწყებოდა ბარათი, – თუ მშვიდობიანობა და სიწყნარე ვერ


დავამყარო პაინკლირინგში, თუნდაც სამხრეთელების ბრბოს განადგურება და
მსხვერპლად შეწირვა მომიხდეს. გპირდებით ფორტეპიანოს გამოგზავნას, თუ, თქვენი
აზრით, ქალბატონ მარტინს შეუძლია მისი გამოყენება. ოღონდ ჯერ ნურაფერს
გაუმხელთ პიზლის, თორემ ფორტეპიანოს ნაცვლად ფისჰარმონიას მოისურვებს, და
მაშინ სულის გაძრობამდე ფსალმუნების გალობა მოგვიწევს. გახსოვდეთ! მე არ
უარვყოფ ეკლესიის გავლენას... ეს დიდებული ქვაკუთხედია! მაგრამ ეკლესიას
დანარჩენი დაწესებულებების მსგავსად თქვენ თავადვე უნდა მართავდეთ და
საშუალება არ უნდა მისცეთ სასულიეროთ, რომ იქით გმართონ თქვენ! სკოლის
შენობა ოცდაათი ათას დოლარად მაქვს დაზღვეული... და, ამასთანავე,
გათვალისწინებულია საგანგებო საზღაურიც». წისქვილის მეპატრონეს გაეღიმა.

– სემი ნამდვილად ბრძენია! ოღონდაც, – დასძინა მან, – ბევრს არაფერს ამბობს ახალ
თანაშემწეზე, რომელსაც თვითონ გვიგზავნის.

– მხოლოდ აი, აქ, – მიაგება სპერიმ.

«ვფიქრობ, ის კაცი, ვისაც გიგზავნით, ყოველმხრივ გამოდგება, რადგან


სამხრეთელებს ისევე სურთ თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილება, როგორც
ბოსტონს ნებავს».

– ეგ რას ნიშნავს? – ჰკითხა წისქვილის მეპატრონემ.

– ჩემი აზრით, მას სურს პაინკლირინგი ამიერიდან არც ძალიან წინ წავიდეს და არც
ძალიან ჩამორჩეს... თუ ვინმე იცავს ზომიერების ფარგლებს... უპირველეს ყოვლისა,
სემი.

48
აქ მათი დიალოგი სწრაფად მოახლოებულმა საფოსტო ეტლმა შეწყვიტა, რომელიც
გაშმაგებული ცდილობდა, დაგვიანება ამ აჩქარებით გაემართლებინა.

– შორი გზიდან მომიწია შემოვლამ, რომ ჯეკ ჰილი მონტეზუმას ახლოს გადმომესვა, –
მოკლედ თქვა მეეტლემ, როდესაც კოფოდან გადმოვიდა და დუქანში შევიდა ახალი
შიკრიკის

თანხლებით, რომელსაც, ეტყობოდა, ჰილის ადგილიდაეკავებინა კოფოზე. მეეტლემ


საკმაოდ თავხედური გულგრილობით აირიდა დანარჩენი შეკითხვები და
მხიარულად წამოიძახა. – მოდით, ბიჭებო, ახალი ანეკდოტი გიამბოთ. სემ ბარსტოუს
შესახებ... უფრო დიდებული რამ ჯერ არსად გექნებათ მოსმენილი.

მომდევნო წუთს გარინდული კაცები, ჭიქებით ხელში, ყურადღებით უსმენდნენ,


როგორ იმეორებდა ახალი შიკრიკი ხსენებულ «ანეკდოტს» და ხორხოცობდა.

შემცბარ მეურვეებს, რომელთაც მათთვის საწადელი ინფორმაციის მიღება ვერ


შეძლეს, ისღა დარჩენოდათ, ფორნიდან გადმოსული მგზავრებისთვის ეცქირათ და
გამოეცნოთ, რომელი იქნებოდა სავარაუდო უცნობი – ახალჩამოსული. მაგრამ ამაოდ.
მგზავრთა უმრავლესობას უკვე იცნობდნენ, დანარჩენები კი ჩვეულებრივი
ოქროსმაძიებლები და შავი მუშები აღმოჩნდნენ. მათ შორის არავინ ჰგავდა ახალ
თანაშემწეს. გადაწყვიტეს, ისევ შიკრიკის ოხუნჯობის დასრულებას დალოდებოდნენ.
ის კი მთელი თავისი უნარების მოშველიებით, გარკვეული მხატვრული ელემენტების
გამოყენებით ჰყვებოდა ამბავს და მართლაც დიდებულად ჰბაძავდა ირლანდიელის,
გერმანელი ებრაელისა და კიდევ სხვა ხმის ნაზავს, ისე, რომ ყველამ ერთხმად აღიარა,
«თავიდან ბოლომდე სემის მიბაძვააო!» სპერი და წისქვილის მეპატრონე მხოლოდ
მღვდლის პატივისცემის ნიშნად იკავებდნენ თავს, თორემ სხვა დროს აღტაცებულ
მსმენელებს

შეუერთდებოდნენ, გულის სიღრმეში ნანობდნენ კიდეც, რომ საზოგადოებრივი


მდგომარეობა ავალებდათ, მოზომილად და მოკრძალებულად ემოქმედათ მსგავს
სიტუაციებში.

როდესაც მთხრობელმა ამბავი დაამთავრა და ყველამ ერთად მოითხოვა მორიგ


სასმისი, სპერი მეეტლეს მიუახლოვდა. მან იცნო სპერი და არც ისე ხალისიანად
მიუბრუნდა.

– აი, ერთი მათგანი, – გამოაცხადა მეეტლემ და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ


სპერიმ შეაჩერა.

– ჩვენ ერთ ახალგაზრდა კაცს ველოდებოდით.

– ჰოდა, – მოუთმენლად მიუგო მეეტლემ, – მგონი, აქ გახლავთ იგი.

– ახალ შიკრიკს არ ვგულისხმობ, – ჩაერია მღვდელი და მეგობრულად გაუღიმა, –


არამედ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც...

– არავითარი ახალი შიკრიკი არ მომიყვანია, – ამრეზით გაიღმიჭა მეეტლემ, – მან


უბრალოდ ჰილის ადგილი დაიკავა მონტეზუმიდან. ეს კაცი ბავშვების ახალი
მომარჯულებელი და
49
ჭკუაზე მომყვანი უნდა იყოს იმ უნივერსიტეტში, რომელსაც თქვენ
ხელმძღვანელობთ. მისმინეთ... ბიჭებო, ჯობს, ამას მოაყოლოთ სემ ბარსტოუსა და
ჩინელის ამბავი. პირდაპირ მუცლებზე გასკდებით სიცილისგან.

– მგონი, აქ რაღაც შეცდომა უნდა იყოს, – ცივი, თუმცა კი მშვიდი ღიმილით შენიშნა
მისტერ პიზლმა.

– არანაირი. მას აქვს სწორედ წერილი სემისგან. ჰეი, ჩარლი... რა გქვია შენ? მოდი, აქ.
აი, სამივე უფროსი გელოდება.

სავარაუდო შიკრიკი და თავშესაქცევი ამბების ყოფილი მთხრობელი წინ გამოეშურა


და პაინკლირინგის სკოლის მასწავლებლის თანაშემწის მოწმობა წარმოადგინა.

50
51
მეორე თავი
თვით გამოცდილი მისტერ სპერიც კი საგონებელში ჩავარდა. ახალგაზრდა კაცი,
რომელიც უკვე მეურვეების წინ იდგა, ტანსრული იყო, გაინერი მხრებით და
გარეგნობაზე ეტყობოდა, რომ ძლიერიც იქნებოდა. ოღონდ მისი სახე, მიუხედავად
სრულიად უწყინარი გამომეტყველებისა, ინტელექტის არავითარ ნიშანს არ
ამჟღავნებდა, წიგნიერი კაცისა არა ეცხო რა. დიდი პირი, ონავრული ლურჯი
თვალები, კვადრატული ყბა, დანარჩენი ნაკვთები თითქმის შეუმჩნეველი იყო, მაგრამ
ერთიანობაში ნიღაბივით უძრავი ჩანდა, ოღონდ ჩვეულებრივი ნიღბისგან
განსხვავებით, გონებრივ სიღარიბეს კი არ ფარავდა, არამედ მეტად ააშკარავებდა და
ხაზს უსვამდა. ხოლო, როდესაც ახალგაზრდა კაცი მეურვეებს მიესალმა, თითოეულ
მათგანზე ერთნაირად დატოვა შთაბეჭდილება, რომ ეს გამომეტყველებაც კი
ნათხოვარი იყო თითქოს და არა ბუნებრივი.

ახალგაზრდა კაცს სუფთად გაპარსული ლოყები ჰქონდა და ისე მოკლედ შეკრეჭილი


ქოჩორი, რომ მართლაც საჭირო იქნებოდა რაიმე ნიღაბი, რათა მისი სახისთვის
ჩვეულებრივი ან უბრალოდ ადამიანური, ბუნებრივი იერი მიენიჭებინა. სტუმარს
თავდაჯერებული, თუმცა არა უბრალო მანერები ჰქონდა, რიგიანი ქსოვილის და
დახვეწილად შეკერილი სამოსი ეცვა, თუმცა კარგად გაცვეთილი და ისე
გამოიყურებოდა, თითქოს ისიც ნათხოვარი ყოფილიყოს, საერთო

ჯამში კი იმდენად არ ჰგავდა სტუდენტს ან თუნდაც მასწავლებელს, რომ ამის


წარმოდგენაც კი ძნელია.

მიუხედავად ზემოხსენებული გარემოებისა, მისტერ პიზლს ბარსტოუს მიერ


გამოგზავნილი წერილი ეჭირა, რომლის მიხედვითაც, მისტერ ჩარლზს ეძლეოდა
დახასიათება მასწავლებლის პირველი თანაშემწის ადგილისთვის პაინკლირინგის
აკადემიაში!

კაცებმა უმწეოდ გადახედეს ერთმანეთს. მისტერ პიზლს უსუსურების ჩრდილმა


გადაურბინა დაღლილ სახეზე და ისეთი განწყობა დაეუფლა, რომ ძალიან უნდოდა
დროულად დაეღწია თავი მოსალოდნელი აშკარა განსაცდელისთვის. კაცმა არ იცის,
თვით ახალგაზრდა თუ გრძნობდა იმ აშკარა უნდობლობასა და წინააღმდეგობას, რაც
ამ მამაკაცებში გამოეწვია, მაგრამ უდარდელად კი იქცეოდა, იდაყვებითა და ზურგით
მიყრდნობოდა დახლს და უტიფრად უყურებდა მათ. მაგრამ ეს მოქცევაც კი არ ჩანდა
ბუნებრივი და ნაძალადევი ქცევის ელფერი დაჰკრავდა.

– პირადად იცნობთ მისტერ ბარსტოუს? – ოდნავ უხეშად ჰკითხა მას სპერიმ.

– დიახ.

– მაშ... თქვენ დაახლოებული ხართ მასთან?

– თუ ნახეთ, წეღან როგორ მივბაძე სემს, რომ ყველამ გამოიცნო, ვის ვაჯავრებდი, ამას
არ მკითხავდით.

52
მისტერ პიზლმა ჭერს ახედა და ჭაღს მიაცქერდა, თითქოს სასო წარეკვეთა, რომ რამეს
კიდევ შეიძლებოდა გამოესწორებინა დაწყებული საქმე. მაგრამ, როდესაც დანარჩენმა
მეურვეებმა იმედით შეხედეს თანამოაზრეს, პიზლმა კვლავ მოიკრიბა მხნეობა, რომ
კიდევ ეთქვა რაიმე.

– ვფიქრობ, მისტერ... მისტერ ტვინგ, თქვენ სათანადოდ გაქვთ გააზრებული დიდი...


შეიძლება ითქვას... ძალიან რთული, გონებრივი და ზნეობრივი პასუხისმგებლობა,
რაც იმ სამუშაოსგან გამომდინარეობს, რომელიც გსურთ რომ იკისროთ... ეს
ყოველივე გულისხმობს მისი წეს-განრიგისთვის ხელის შეწყობას, პირადი
მაგალითით, ცოდნითა და გავლენით, სკოლაში თუ მის გარეთ. სერ, იმედი მაქვს,
გრძნობთ, რომ ხართ უფლებამოსილი, რადგან კისრულობთ ამას?

– ვგონებ, იგი კისრულობს.

– ვინ კისრულობს?

– სემ ბარსტოუ, თორემ ისე არ ამომირჩევდა. ვიმედოვნებ, – ოდნავ შესამჩნევად და


თითქოს გაუცნობიერებლად ჰბაძავდა წმინდა მღვდლის სახის გამომეტყველებას, –
სემს საკმარისად ნათელი გონება აქვს. მისტერ პიზლმა ჭერს მზერა მოაშორა.

– ნაშუადღევს, – მკაცრი ღიმილით მიმართა თანამოაზრეებს, – აუცილებლად უნდა


დავესწრო ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი საეკლესიო გუნდის კრებას. ვშიშობ, რომ
ბოდიში უნდა მოვიხადო. – ღვთისმსახური კარისკენ გაეშურა, ხოლო დანარჩენები
წესისამებრ მიჰყვნენ უკან და როცა ყველანი მოსცილდნენ უცხო კაცს, ხუცესმა
მოუთმენლად დასძინა. – მე ხელები დამიბანია. ფრიად არასახარბიელო
მდგომარეობაა შექმნილი, აღმაშფოთა ამგვარმა უპასუხისმგებლო და უტიფარმა
საქციელმა და ამ ადამიანისთვის ამოდენა ნდობის მინიჭებამ... ეს პასუხისმგებლობა
ჩვენც გვეკისრება... ჩემი სინდისი არ მაძლევს უფლებას, ასეთ ხათაბალაში გავერიო,
მაგრამ შესანიშნავ მსაჯულად გამოდგება ქალბატონი... მადლობა ღმერთს!..
ოღონდაც ახლავე წარუდგინეთ მას ეს კაცი. მისი გადაწყვეტილება იქნება საბოლოო
და გაუსაჩივრებელი, რადგან თავად მისტერ ბარსტოუც ვერ გაბედავს ასეთი
შეურაცხმყოფელი პიროვნება გადაჰყაროს ამგვარ თავაზიან, სანდომიან ქალბატონს.

– ნამდვილად გეთანხმებით, – ნაჩქარევად ჩაერია სპერი, – მისის მარტინი თავად


მოაგვარებს ამ საქმეს.

– და, რა თქმა უნდა, – დაამატა წისქვილის მეპატრონემ, – იგი გაგვათავისუფლებს


შექმნილი უხერხულობისგან სემ ბარსტოუს წინაშე.

დანარჩენი მეურვეები ახირებულ უცნობთან შედარებით მშვიდი სახეებით


მიბრუნდნენ, თუმცა სინდისის ქენჯნითაც, რადგან გრძნობდნენ, რომ ცოტა
მუხანათური საქციელი გამოსდიოდათ მის წინააღმდეგ. მეურვეები განმარტავდნენ,
რომ აუცილებელი იყო ახლავე მიეყვანათ ეს გადამთიელი თავის უშუალო
უფროსთან... მისის მარტინთან. ჯერ კიდევ მიუსწრებდნენ მასწავლებელს სკოლის
შენობაში, რომელიც სულ რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობდა. მეურვეებმა ცოტა კიდევ
იმასლაათეს, უცნობი კი ამასობაში არ ცხრებოდა, რაღაცას უსტვენდა და, რაც მეტად
უახლოვდებოდნენ სკოლის შენობას, მეურვეების აზრით, მით მეტად ავლენდა თავის

53
უტიფრობას. მისის მარტინს მართლაც სულზე მიასწრეს. თუმცა ჩანდა, სპერისთან
საუბრის შემდეგ განგებ არ ჩქარობდა წასვლას.

მისის მარტინი მისთვის დამახასიათებელი მოკრძალებითა და მცირე ყოყმანითაც


შეეგება მისულებს. მეურვეებმა შენიშნეს, ან იქნებ მოეჩვენათ კიდეც, რომ შენიშნეს,
თითქოს მისის

მარტინს უცნობის დანახვისთანავე სათნო სახეზე ისეთივე გაოცება და


სასოწარკვეთილება აღებეჭდა, რაც თვითონ უკვე გამოეცადათ. მეურვეები
გრძნობდნენ, რომ მათი შეუფერებელი თამხლები კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი
გამოჩნდა ამ სანდომიანი ქალბატონის, მისი კოპწია გარეგნობის ფონზე. მაგრამ
მეურვეები იმასაც თვალნათლივ ხედავდნენ, რომ უცნობს სულაც არ აწუხებდა ეს
ამბავი და პირიქითაც კი – თუ შეიძლება ამ უცნაური კაცის შესახებ ამის თქმა,
საკმაოდ უშუალოდ და ძალდაუტანებლადაც კი იქცეოდა ქალის თანდასწრებით!

– ვფიქრობ, ჩვენ შესანიშნავად ავეწყობით, ქალბატონო, – დაბეჯითებით მიმართა


უცნობმა კაცმა.

მეურვეები მოუთმენლად შეჰყურებდნენ ქალს და ელოდნენ, რომ მასწავლებელი


ზურგს შეაქცევდა უცნობს, ან გული შეუღონდებოდა და ცრემლი მაინც მოერეოდა,
მაგრამ არც ერთი მოსვლია და არც მეორე. ქალი სავსებით მშვიდი სახით შესცქეროდა
უცნობს.

– ძალიან ლამაზია აქაურობა... ძალიან მომეწონა და თუ ჩვენ ვერ მივხედავთ ამ


მშვენიერებას, სხვამ ვიღამ უნდა მიხედოს. მხოლოდ იმაში გამარკვიეთ,
კონკრეტულად რას ითხოვთ ჩემგან და რას მოელით, ქალბატონო, მერე კი
შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ. მეურვეთა განსაცვიფრებლად, მისის მარტინს
მხოლოდ გაეღიმა.

– მისის მარტინ, ამ საქმის გადაწყვეტა თქვენზეა დამოკიდებული, – არაორაზროვნად


მიმართა ქალს სპერიმ, – მთავარი თქვენი სიტყვაა, შესაბამისად, ჩვენ შორის თქვენ
ერთადერთი პიროვნება ხართ, რომელსაც შეიძლება ანგარიში გავუწიოთ და
დავუჯეროთ.

– მხოლოდ იმაში გამარკვიეთ, კონკრეტულად რა მევალება, – არ ცხრებოდა მისტერ


ტვინგი და მეურვეებს ყურადღებას არ აქცევდა, – ერთად შევარჩიოთ ჩემი
მოვალეობები, ერთი-ორჯერ მაჩვენეთ, რა და როგორ უნდა გავაკეთო, ან, თქვენი
აზრი მომახსენეთ, რა მეთოდის გამოყენებაა შესაძლებელი მათ მოსათვინიერებლად
და მზად ვიქნები, ქალბატონო. შეიძლება თავიდანვე ყველაფერს ვერ გავართვა თავი,
მაგრამ ძალიან მალე მივეჩვევი და ალღოს ავუღებ.

მისის მარტინს კვლავ გაეღიმა, ოღონდ ამჯერად უფრო შესამჩნევად და არც ფერი
შესცვლია მის სახეს.

– მაშ, სწავლების არავითარი გამოცდილება არ გაქვთ? – ჰკითხა ქალმა.

54
– რაღა თქმა უნდა... არა.

– არც რომელიმე კოლეჯი დაგიმთავრებიათ?

– არანაირად.

მეურვეებმა ერთმანეთს გაოცებით გადახედეს. მისტერ პიზლიც კი ვერ


წარმოიდგენდა ასეთ საზარელ გულწრფელობას.

– კეთილი, – ჩაილაპარაკა მისის მარტინმა, – ალბათ, მისტერ ტვინგს ურჩევნია, ხვალ


ადრე დილით მოვიდეს და საქმეს შეუდგეს.

– საქმეს შეუდგეს? – თვალები შუბლზე აუცვივდა მისტერ სპერის.

– რასაკვირველია, – მოკრძალებით დასძინა მისის მარტინმა. – თუ მისტერ


ტვინგისთვის ეს საქმე ახალია, რაც უფრო მალე შეუდგება, მით უკეთესი იქნება.

მისტერ სპერი უსუსურად მიაჩერდა მეურვეებს. ნეტავ ხომ არ მოესმათ? ქალის ასეთი
წინდაუხედაობა მისი შეუმჩნეველი გონებრივი თუ სულიერი აშლილობის ბრალია,
თუ ამ არამზადამ მოაჯადოვა იგი? იქნებ სემ ბარსტოუს შიშით ვერ ბედავს, უარი
უთხრას მის კანდიდატს? მისტერ სპერი ამ აზრმა აღაფრთოვანა და მას ხავსივით
ჩაეჭიდა. მეურვემ სწრაფად გაიყვანა გვერდზე მასწავლებელი.

– ერთი წუთით, მისის მარტინ. ერთი საათის წინ მითხარით, არ ვაპირებ მისტერ
ბარსტოუს ჩემთვის თანაშემწის გამოგზავნა ვთხოვოო. ვიმედოვნებ, მხოლოდ
იმიტომ, რომ სემი ასე მოიქცა, თავს მოვალედ არ გრძნობთ, ეს კაცი თქვენი
სურვილის საწინააღმდეგოდ აიყვანოთ თანაშემწედ? – ო, არა, – მშვიდად მიუგო
მისის მარტინმა.

საქმე აშკარად ვერ მიდიოდა კარგად.

სპერი უკვე ნანობდა, რომ მისის მარტინს მიანდო საბოლოო სიტყვის თქმა და
მეურვეებმა საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება ძალაუნებურად დაკარგეს. მაგრამ
ნუთუ შეეძლოთ წინასწარ განეჭვრიტათ ქალის ასეთი უჩვეულო რეაქცია? მეურვემ
მაინც გული გაიმაგრა და უკანასკნელი ძალები მოიკრიბა.

– მისის მარტინ, – დაბალი ხმით მიმართა, – უნდა მოგახსენოთ, წმინდა მისტერ


პიზლი ძალიან ეჭვობს და შიშობს ამ კაცის შესაფერისობის თაობაზე.

– მისტერ ბარსტოუმ თქვენი თხოვნით არ გააკეთა არჩევანი? – სუსტი, თუმცა მცირედ


აღგზნებულმა ჩაახველმა მისის მარტინმა.

– დიახ... მაგრამ...

– აბა, მაშინ, შესაფერისია თუ არა იგი და გამოდგება თუ არა ამ საქმისთვის, ეს უკვე


მხოლოდ მე შემეხება... არ მესმის, რა უნდა ეთქვა მისტერ პიზლს ამის შესახებ.

მეურვე საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა. მასწავლებელი აშკარად წამოენთო სახეზე


და ამ ხნის განმავლობაში პირველად გაისმა მის ხმაში დამოუკიდებლობისა და
სიმკაცრის ნოტები.

55
იმ ღამეს ცოლქმრულ ოთახში განმარტოებულმა მისტერ სპერიმ თავისი დარდი
საიდუმლო ვითარებაში გაანდო სარეცლის გამზიარებელს, თავისი სიხარულისა და
მწუხარების მონაწილეს, სამხრეთ-დასავლელ ტანსრულ ქალბატონს. თუმცა ვერც
მასთან საუბარმა დაამშვიდა.

– აი, ებნერ, – მიმართა მეუღლემ, – გამუდმებით აქებთ და ადიდებთ თქვენ ყველანი,


მამაკაცები ამ მისის მარტინს, და ვერ გამიგია, ან იმ ახალგაზრდას რამ მოაწონა ეს
ქალი!

56
57
მესამე თავი
შემდეგ დილას მისის მარტინი ადრე გამოცხადდა სკოლაში – თუმცა აღმოაჩინა, რომ
მისტერ ტვინგს დაესწრო და უკვე დაეთვალიერებინა იქაურობა. მისი კვალი უკვე
ეტყობოდა სხვაგვარად დალაგებულ სკამებსა და მერხებს, რომლებიც ცხენის
ნალისებურად ჩამოემწკრივებინა მასწავლებლის მაგიდის პირდაპირ, ხოლო
ნახევარწრის კიდეში ცალკე იდგა სკამი, სავარაუდოდ, თვით თანაშემწისთვის. მისის
მარტინს არ ესიამოვნა ტვინგის ასეთი აჩქარება და თავნებობა, მაგრამ გუნებაში მაინც
აღიარა, რომ მსგავსი ცვლილებები სასარგებლო უნდა ყოფილიყო. კიდევ მეტად
ეწყინა ის ამბავი, რომ ტვინგი არავის არაფერს ეკითხებოდა და ერთპიროვნულად
განახორციელა ცვლილებები. უკვე მეცადინეობის დაწყების დრო ახლოვდებოდა,
როცა მისტერ ტვინგი გამოჩნდა და, მასწავლებლის გასაოცრად, პატარა ბავშვების
მწკრივს მედიდურად მოუძღოდა. ჩანს, ბავშვები გზაში შეეკრიბა და
მასწავლებლისთვის კიდევ მეტად განსაცვიფრებლად, შესანიშნავად, ერთგვარი
მოწიწებითაც კი ეპყრობოდნენ ახალბედას.

– ვიფიქრე, აჯობებდა, თუ ყველას ერთად მოვუყრიდი თავს, თვითონვე


გავეცნობოდი და საშუალებას მივცემდი, მეცადინეობების დაწყებამდე ასე თუ ისე
გავშინაურებოდი. ბოდიშს ვიხდი, – აჩქარებით განაგრძობ მან, – მაგრამ კიდევ ერთი
გუნდი მოემართება აქეთკენ და ალბათ ჯობს, მათაც გარეთვე შევეგებო.

მაგრამ მისის მარტინი აშკარად იმედგაცრუებული იყო გუშინდელთან შედარებით და


სახეც მეტად მკაცრი ჰქონდა.

– მე მგონი, მისტერ ტვინგ, ისიც ასევე მნიშვნელოვანია, – ცივად მიმართა


ახალმოსულს, – რომ ჯერ თქვენს მოვალეობებს გასცნობოდით, სწორედ ამის გამო
მოვედი დილაადრიან სკოლაში.

– ვერ დაგეთანხმებით, მისის მარტინ, – მხიარულად უპასუხა ტვინგმა. – დღეს იმ


ადგილას ვაპირებ დაჯდომას, აი, მაგიდასთან და მერხებიც ისე დავაწყვე, ალბათ უკვე
ნახეთ, რომ მათ თვალი ვადევნო, მათ ცელქობას და ოინებს დავაკვირდე. ერთი
თვალის შევლება საკმარისი იქნება და ამავე დროს, იმასაც ვიმედოვნებ, რომ
აუცილებლობის შემთხვევაში ჩავერევი.

სანამ მისის მარტინი პასუხის გაცემას მოასწრებდა, თანაშემწე ისევ გავიდა შენობიდან
და ახალმოსულებს ცქვიტად მიეახლა. მისი ამგვარი საქციელი აშკარად
სიამოვნებდათ ბავშვებს და ახალგაზრდა კაცსაც ისეთი ხალისიანი და მხნე იერი ედო,
რომ მისის მარტინმაც კი დანარჩენებივით ცნობისმოყვარედ შეხედა. მასწავლებელმა
მოულოდნელად იგრძნო, რომ მისი ღირსების დაკნინების დრო ახლოვდებოდა და
წასვლა დააპირა, მაგრამ მხიარულმა, ბავშვურმა სიცილმა ფანჯრისკენ მიახედა. ახალ
თანაშემწეს ექვსამდე პატარა ბავშვი მხრებზე შემოესვა, მიხრწნილი ბებერივით
მოჩოჩავდა წელში მოხრილი და სახეც ისე დაემანჭა, ჩანდა, უშველებელ

58
კაციჭამიას განასახიერებდა რომელიღაც საშობაო არაკიდან. როდესაც თანაშემწე
მასწავლებლის მზერას შეეჩეხა, გამომეტყველება უცებ შეეცვალა და ისევ ჩვეული
ნიღაბის მსგავსი იერი დაედო, ბავშვები ძირს ჩამოსხა და უკან გატრიალდა. თუმცა
ისევ ისე ხალისიანად მიაცილა მოსწავლეები კარამდე, ოღონდ მანჭვა-გრეხითა და
ზუზუნით ვის ჰბაძავდა, მისის მარტინის ძალებს აღემატებოდა ამის გამოცნობა.
როგორც კი მეცადინეობა დაიწყო, თანაშემწე საკლასო ოთახში შევიდა და თავის
ადგილას მოიკალათა, დასერიოზულდა, უწინდელი მანჭვის კვალიც აღარ შერჩენოდა
და მხოლოდ ჩვეული უგრძნობი გამომეტყველება დასდებოდა. როგორც მისის
მარტინი მოელოდა, ასობით აღფრთოვანებული თვალი ამაოდ მიშტერებოდა
თანაშემწეს და მოუთმენლად ელოდა მისგან უწინდელ საქციელს. მაგრამ
მასწავლებლისთვის სრულიად მოულოდნელად, ბავშვები მიხვდნენ, რომ ჩავლილი
წარმოდგენა მხოლოდ მათ ეკუთვნოდათ და უკვე დასრულდა, ახლა კი სწავლის დრო
დამდგარიყო. ისეთივე აღფრთოვანებული თვალებით, ოხუნჯის მაგალითს მიჰყვნენ
და წიგნებში ჩარგეს თავები. მისის მარტინმა შვებით ამოისუნთქა და გაკვეთილი
დაიწყო.

მაგრამ მისის მარტინი მაინც მოუსვენრად იყო, რაც არც ისე სასიამოვნო გარემოებას
გამოეწვია. რამდენიმე უფროსი მოსწავლე საერთოდ არ გამოცხადდა,
განსაკუთრებით, შეუპოვარი და

ურჩი სამხრეთელები, რომლებზეც სპერი ლაპარაკობდა. ბოლო რამდენიმე დღის


განმავლობაში ისინი აშკარა დაუმორჩილებლობის ზღვარზე იდგნენ და ნებას
აძლევდნენ საკუთარ თავს, უკმეხად მოქცეულიყვნენ, არად ჩაეგდოთ მასწავლებლის
შენიშვნები, თუმცაღა მანაც თავისთვის გადაწყვიტა, მათი ურჩობისთვის ყური არ
ეთხოვებინა. ამიტომ იყო, რომ მასწავლებელს ელდამ გადაუარა, როდესაც დაინახა,
როგორ შემოზოზინდა ოთახში სამი მაკინონი და ორი ჰარდი, მეცადინეობის
დაწყებიდან ერთ საათში, და მის მღელვარებას თვით ტვინგის იქ ყოფნაც ვერ
ანელებდა. მოწაფეებს ბოდიშის მოხდაც არ უფიქრიათ, უტიფრად მიაშურეს
თავთავიანთ ადგილებს, მისის მარტინი კი იძულებული გახდა თავი აეწია და
როდესაც უფროსმა ჰარდმა წინ ჩაუარა, მისთვის ახსნა-განმარტება მოეთხოვა
დაგვიანებისთვის. დამნაშავე, რომლისგანაც პასუხს ელოდნენ, აწოწილი ცხრამეტი
წლის ბიჭი ჯიუტად, თუმცა ცოტა გაუბედავად გაჩერდა და პასუხის გაცემისას
თანატოლს იდაყვი წაჰკრა. ჩანდა, ეს წინასწარ შეთანხმებულ ამბოხებას ნიშნავდა,
რადგან ისიც, რომელსაც იდაყვი გაჰკრეს, გაჩერდა, ცოტა უფრო გონივრული, თუმცა
კი ასევე უკმაყოფილო სახე შეაბრუნა მასწავლებლისკენ და წამოიწყო.

– რატომ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ერთი საათის დაგვიანებისთვის? ჩვენ არაფერი


დაგვიშავებია! ჩვენი აზრით, არც დაგვიგვიანია არც ერთი საათით... არანაირად!
ჩვენი აზრით, ზუსტად დროულად გამოვცხადდით. ჩვენი აზრით, ზუსტად
დროულად მოვედით საჭირო

გაკვეთილზე, რადგან არ გვჭირდება აქ ტყულად ბორიალი და ღლაპებთან ერთად


საგალობლების შესრულება. არაფერში არ გვჭირდება, «სად ხართ, ო, სად ხართ,
იუდეველთა შვილებო?» ასეთი აბდაუბდა რაში გვარგია ჩვენ, ამერიკელებს! და არც ის
გვინდა, რომ «ლომთა ბუნაგის დანიელებით» გამოგვიტენონ თავები. უკვე

59
საკმარისად ვიგემეთ ეგ საკვირაო სკოლაში. არც გრამატიკის მსგავს სისულელეებზე
ვგიჟდებით და არ გვინდა, ბოსტონური მეტყველების ნაწილით გვიბურღონ ტვინები
ყოველ დილას. ჩვენ ბოსტონელები არ ვართ... ჩვენ სამხრეთელები ვართ! ჩვენ
მიგვაჩნია, რომ ამოცანის ამოხსნა და ანგარიში უნდა ვისწავლოთ უეჭველად, ყიდვა
და გაყიდვა, პროცენტების გამოთვლა, ზომა და წონა, როცა დრო მოვა, გეოგრაფიაც,
წერა და კითხვაც, საჭიროებისამებრ, ამერიკის კონსტიტუცია შესაბამის საათებში,
ხოლო ლექსებსა და ბოსტონურ იწილობიწილოზე რომ მიდგება საქმე, აქაურობას არც
კი გავეკარებით. ეს ჩვენი უფლებებია და ამისთვის იხდიან ჩვენი მამები სწავლის
საფასურს, მეტი არც არაფერი გვინდა.

ბიჭი გაჩუმდა და მასწავლებელს ნაკლებად მიმართავდა, ვიდრე მოწაფეებს,


რომლებისთვისაც, ალბათ, ამ ასაკის ბიჭების დარად, იყო გამართული ეს წარმოდგენა.
მისის მარტინი გაფითრებული და ჩაფიქრებული იჯდა, ბუნტისთავის დაგლეჯილ
ქუდს შეჰყურებდა. მერე მშვიდად თქვა.

– ქუდი მოიხადეთ, სერ! ბიჭი არც განძრეულა.

– არ შეუძლია, – მოისმა მხიარული ხმა.

ეს ახალი თანაშემწის ხმა იყო. მთელი კლასი მისკენ მიტრიალდა. ბუნტისთავების


ლიდერი და მისი თანამოაზრეები, რომლებსაც მანამდე არც კი შეუნიშნავთ იგი,
გაოცებულნი მიაჩერდნენ უცნობს. ეს კაცი თავის უფლებამოვალეობებს კი არ
იყენებდა, არამედ ჩვეულებრივი მოსწავლესავით წამოისროლა გამკილავი ფრაზა.

– რატომ არ შემიძლია? – ზიზღით ჰკითხა ბიჭმა.

– იმიტომ, რომ ქუდში ისეთი ფარჩი-ფურჩალები გაქვს დამალული, გრცხვენია


სხვებისთვის ჩვენება, – მშვიდად მიუგო ტვინგმა.

– რა ფარჩი-ფურჩალები? – გაბრაზებულმა გამოსცრა ბიჭმა. მერე ისევ აიყვანა თავი


ხელში და დასძინა, – მოეშვით სისულელეებს! ასე ვერ გამაცურებთ! გგონიათ,
მაიძულებთ და ქუდს მოვიხდი... ასე არ არის?

– კარგი, – მიუგო ტვინგმა და ბუნტისთავისკენ გაეშურა, – აბა, შეხედე ამას!

მართალია, ბიჭი შეეწინააღმდეგა, მაგრამ ტვინგმა მაინც მოასწრო ქუდის მოძრობა.


ქუდიდან რამდენიმე ვაშლი, ჩიტის ბუდე, ჩიტის ორი კვერცხი და პაწაწინა ბარტყები
გადმოცვივდა. მერხებს აღტაცებისა და გაოცების ტალღამ გადაუარა, ბიჭი დაიზაფრა,
სიტყვას ვერ ძრავდა გაოგნებისგან, თუმცა კლასი მოულოდნელად ერთიანმა
ხარხარმა მოიცვა. ყველაზე უმცროსმა მოწაფემაც კი, რომელიც რა ხანია დაეზაფრა
ბუნტისთავის თავხედურ გამოხდომებს, გაიაზრა ბიჭის სასაცილო მდგომარეობა.
მისმა სავალალო შესახედაობამ მისი «ამბოხებაც» გააუფასურა. მისის მარტინიც კი
ხვდებოდა, რომ ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი რამ, რაც უნდა ეთქვათ ამ დროს,
უსუსურად გამოჩნდებოდა. მაგრამ ისიც აშკარა იყო, რომ ტვინგი ამით არ
დაკმაყოფილდებოდა.

60
– ახლა პატიება სთხოვე მისის მარტინს და აღიარე, რომ ბავშვებს ასულელებდი, –
ხმადაბლა მიმართა ბიჭს. დაბნეული ბუნტისთავი ყოყმანობდა.

– სთხოვე პატიება, თორემ ყველას ვაჩვენებ, ჯიბეებში რა გაქვს! – ანცი


გამომეტყველებით ჩასჩურჩულა ტვინგმა.

ბიჭმა პატიების მსგავსი რაღაც ამოილუღლუღა, ჩაფიქრებული, მხრებჩამოყრილი


გაეშურა თავისი სკამისკენ და მისი მცირე ამბოხებაც სამარცხვინოდ დასრულდა.
მხოლოდ ორი რამ ეუცნაურა მისის მარტინს.

მასწავლებელმა ყური მოჰკრა, ჩამოქვეითებული მეამბოხე როგორი გაოგნებული და


გულაჩუყებული უამბობდა ამხანაგებს, «ნამდვილად არაფერი მქონია ქუდშიო!»
ერთი ბავშვი კი აშკარად საშინლად ნაწყენი ჩიოდა, ეგ ჩიტის ბუდე ჩემი იყო და
მერხიდან მომპარესო. ის ამბავიც საყურადღებო იყო, რომ დიდ შესვენებაზე
უკმაყოფილო მოსწავლეებიც კი, რომლებსაც წყენა უკვე ეპატიებინათ კიდეც
უცნობისთვის, მას დაუფარავი ცნობისმოყვარეობით შესცქეროდნენ, თუმცა
მასწავლებელი აშკარად აღიარებდა მოწაფეებზე ტვინგის საოცარ გავლენას. თუმცა ამ
ყოველივეს მიუხედავად, მასწავლებელს მაინც არ დაჰვიწყებია ამბოხების სახიფათო
განზრახვა და არც ის გამორჩენია მხედველობიდან, როგორ უხეშად ჩაერია ტვინგის
მის უფლებებში. ტვინგი ჯერ კიდევ ბავშვებთან თამაშობდა, როცა მასწავლებელმა
თავისთან იხმო.

– უნდა გაგახსენოთ, – მცირე აღელვებით და მკაცრადაც კი მიმართა, – რომ ტომ


ჰარდის შეურაცხმყოფელი გამოსვლა, ჩანს, სხვათა მიერ უნდა იყოს ჩაფიქრებული
და ასე ვერც დამთავრდება.

თანაშემწემ ისეთი გულგრილი მზერა მიაპყრო მასწავლებელს, რომ არ იყო


გამორიცხული, მოთმინებადაკარგულ ქალს მისთვის სილა გაეწნა, როგორც ერთერთი
ჩვეულებრივი მოსწავლისთვის.

– მაგრამ ეგ ამბოხება უკვე დასრულდა, – მიუგო ტვინგმა, – უიპენის ხიდიც გაიარა.

– არ მესმის, რის თქმა გინდათ, და ისიც უნდა გაგახსენოთ, რომ ამ სკოლაში


ჟარგონებით არ ვსაუბრობთ.

თანაშემწეს სახეზე წამით ისეთი გაოცება გაუკრთა, რომ მასწავლებელმა იგრძნო,


როგორ ედებოდა ალი, თუმცა თანაშემწემ ხელი აიქნია და თითქოს ნიღაბი
შეიცვალაო. მართალია, ცოტა უხერხულად, მაგრამ მაინც მგზნებარედ გამოაცხადა.

– მაპატიეთ... თუ შეიძლება! ოღონდ, მისმინეთ, მისის მარტინ, ამ დილით, როცა


დანარჩენ ბავშვებს ვაკვირდებოდი, შევნიშნე, რომ სწორედ მასეთი ამბოხის სუნი
ტრიალებდა გარშემო... დიახ, ისეთი მოსაზრებები მესმოდა, რომ სამხრეთელები
სათანადო და მათთვის შესაფერის საზრდოს ვერ იღებენ... მაპატიეთ კიდევ
ერთხელ... მაგრამ, ჩემი აზრით, პიზლი და ბარსტოუ ზომაზე მეტადაც ყოფენ
ცხვირებს აქაურ საქმეებში.

– ეს გაუგონარია, – თქვა წამოჭარხლებულმა მისის მარტინმა. – ახლა ისინი წავლენ


თავიანთ მშობლებთან და ჩემგან ეტყვიან...
61
– რომ ყველანი ტყუიან... მაპატიეთ... მაგრამ ისინი სწორედ ამის გაკეთებას აპირებენ.
დამიჯერეთ, მისის მარტინ, მათი პატარა სიცელქე ჩანასახშივე ჩავახშვეთ... პატიებას
ვითხოვ... მაგრამ ეს ამბავი დამთავრებულია. მეტად აღარ იქნება მოსალოდნელი
მათგან მსგავსი უსიამოვნება.

– და ასე მხოლოდ იმიტომ ფიქრობთ, რომ ტომს ქუდში რაღაც უპოვეთ და საიდუმლო
გამოუმჟღავნეთ? – ამრეზით ჰკითხა მისის მარტინმა.

– ტომს არაფერი ჰქონია ქუდში, – უპასუხა ტვინგმა მშვიდად და პირის წკლაპუნით.

– არაფერი? – გაიმეორა გაოცებულმა მისის მარტინმა.

– არა.

– მაგრამ მე ნამდვილად დავინახე, როგორ ამოალაგეთ იქიდან ამდენი წვრილმანი.

– ეს მხოლოდ ოინი გახლდათ! ის ყველა წვრილმანი, რაც თქვენ დაინახეთ, სახელოში


მქონდა ჩამალული და ქუდში უცებ ჩავუყარე. ტომიც მიხვდა ამას, მაგრამ შეეშინდა,
რადგან ყველას თვალწინ გავაცურე და შეთქმულებაც ჩავუშალე. ისე არაფრის
ეშინიათ ბიჭებს, როგორც დაცინვის, ან როგორც იმ ადამიანის, რომელიც მათ
აბუჩად იგდებს.

– მისტერ ტვინგ, აღარ გეკითხებით, მართებულად მიგაჩნიათ თუ არა მსგავსი


საქციელი მისი მისამართით, – გაცხარებით უთხრა მისის მარტინმა, – მაგრამ თქვენ
ამგვარად წარმოგიდგენიათ წესრიგის დამყარება?

– მართებულად მიმაჩნია, რადგან ტომი მიხვდა, რომ გავეხუმრე და აბუჩად არ


ამიგდია. ჩემი აზრით, ამგვარი ქმედება სავსებით გამართლებულია, თუ დამნაშავე
ვაიძულე, უფრო გონივრულად მოქცეულიყო და ამიერიდანაც შეეშინდება ამგვარი
საქციელის ჩადენა, რაც ჩემთვის ან თქვენთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა. ბიჭუნა
სულაც არ დაბოღმილა, რადგან უბრალოდ თანაკლასელების დასაცინი გახდა,
კლასიდან კი არავის გაუძევებია. და, – დასძინა მცირა პაუზის შემდეგ, – ზოგადად,
თუ მომენდობით და მომცემთ საშუალებას, რომ ამგვარი საქმეებისგან
გაგათავისუფლოთ, რაც, ვფიქრობ, შეუფერებელია მანდილოსნისთვის, სწორ გზას
ვიპოვით პიზლებსა და სამხრეთელებს შორის და ამ სკოლას ისე გავუძღვებით,
როგორც უკეთესი იქნება.

მისის მარტინს სიტყვა აღარ დაუძრავს. თუმცაღა გვარიანად ჩაეფიქრებინა შექმნილ


ვითარებას და ერთგვარი, მისთვის ამოუცნობი სიმპათიაც კი გასჩენოდა ახალი
თანაშემწის მიმართ. საღამოს კი, როცა შინ დაბრუნდა, საკმაოდ გააოცა თავისი
დიასახლისის სიტყვებმა, რომელმაც უჩვეულოდ მიულოცა ახალი თანაშემწის
მოსვლა.

– იმასაც ამბობენ, მისის მარტინ, – განაგრძობდა დიასახლისი, – რომ პიზლსა და


ბარსტოუსაც მოუგრიხა კისერი, ორივესო, და თვითონვე აირჩია თანაშემწე, უბრალო
ახალგაზრდა მეგობარი, რომელსაც შეიძლება ყველაფერი გააკეთებინოს, რაც

62
მოესურვებაო, და შესაბამისად, ყველაზე დიდი საქმე გააკეთა, რაც კი ოდესმე
გაკეთებულა პაინკლირინგშიო.

– და... მათ... მიაჩნიათ, რომ იგი უფლებამოსილია? – შეცბუნებულმა იკითხა მისის


მარტინმა, რომელიც ისევ წამოენთო სახეზე. – უფლებამოსილი! აბა, ჩემს ჯონის
ჰკითხეთ.

მიუხედავად ამისა, მეორე დილას მისის მარტინი კვლავ ჩვეულებრივზე ადრე


გამოცხადდა სკოლაში.

– იქნებ აჯობებდეს, – მისთვის ჩვეული ღირსებისა და მოკრძალების გამოვლენით


წამოიწყო მისის მარტინმა, – მეცადინეობის დაწყებამდე დღევანდელი დღის
გაკვეთილებისთვის გადაგვეხედა.

– მე უკვე მოვრჩი, – მარდად უპასუხა თანაშემწემ. – ხომ გითხარით, ერთი გამეორება


საკმარისია-მეთქი ჩემთვის.

– იმის თქმაგსურთ, რომ უკვე გადახედეთ გაკვეთილებს?

– ზეპირადაც ვისწავლე. უკანასკნელ ასომდე. გნებავთ ჩამოგირაკრაკოთ? აბა, ყური


დამიგდეთ.

მასწავლებელმა მოუსმინა.

თანაშემწეს მართლა ყველაფერი დაეზუთხა, იმდღევანდელი გაკვეთილების წესების,


კითხვებისა და პასუხების თუ მაგალითების ჩათვლით.

63
მეოთხე თავი
ერთი თვე არ გასულა, რომ მისტერ ტვინგმა მდგომარეობა განიმტკიცა. ასევე
განახორციელა ზოგიერთი ცვლილება, თუმცა საკმაოდ უხმაუროდ და შეუმჩნევლად.
გალობა და ბიბლიის კითხვა, რაც ასე აღიზიანებდა სამხრეთელთა შვილებსა და მათ
მშობლებს, მაინც არ გაუქმებულა, ოღონდ შესვენებამდე ნახევარი საათი ეთმობოდა
ამქვეყნიურ საგუნდო ნაწარმოებებს, პატრიოტულს ან გასართობს. მისტერ ტვინგის
ნამდვილად საოცარი, საქმიანი ხელმძღვანელობით ბავშვები ისე სწრაფად და
ხალისით ითვისებდნენ, რომ ერთმა ზანგურმა საგალობელმა საკმაო პოპრულარობაც
კი მოიპოვა და ერთიანი ინიციატივით, ლოცვის სავარჯიშოების გვერდით დაიკავა
ადგილი, სადაც ბოლოს და ბოლოს გვერდზე გადასწია საძულველი «იუდეველთა
შვილები». ჰარდებისა და მაკინონების ათვალწუნებული გრამატიკაც კვლავ
ისწავლებოდა პაინკლირნიგის სკოლაში, მაგრამ ტვინგმა ისე გაახალისა სავარჯიშოთა
განმარტებებზე მუშაობა მოსწავლეთა გამოკითხვის დროს, რომ ის გრამატიკა
აღარავის უშლიდა ნერვებს. მოწაფე სამხრეთელები მართალია ისევ
უგულებელყოფდნენ სახელობითი ბრუნვის მმართველ მოქმედებას, მაგრამ
სამაგიეროდ კლასიკური მჭევრმეტყველების ხელოვნებაში დაოსტატდნენ, ხოლო
ტომ ჰარდი, აქამდე რომ უხეიროდ გადმოსცემდა საჩივარს სამხრეთელთა სახელით,
ამჯერად არანაკლები სიმტკიცით, ოღონდაც უფრო გამართულად წარმოადგენდა
ედმუნდ ბერკის საბრალმდებო სიტყვას უორენ

ჰასტინგსის წინააღმდეგ. მეურვეები – სპერი და ჯეკსონი გაოცებას ვერ მალავდნენ,


თუმცა ისიც უხაროდათ, რომ გავრცელებულ აზრს იზიარებდნენ... მხოლოდ მისტერ
პიზლი ინარჩუნებდა შეურყვნელ მოთმინებას და ნაძალადევ შემწყნარებლობას
ახალი თანაშემწისა და მისი საქმიანობის მიმართ. რაც შეეხება მისის მარტინს, ჩანდა,
მისტერ ტვინგის ქმედებები მამაკაცური ღირსების საქმედ მიაჩნდა, რაც სავსებით
შეუფერებელი იყო ქალის გემოვნებისა და მიდრეკილებისთვის. მაგრამ თვალსაჩინო
გახდა, რომ თუ ადრე მასწავლებელი უბრალოდ ეწინააღმდეგებოდა თანაშემწის
გამკილავ რაიმე შენიშვნას, მერე უკვე თვითონ უამბობდა მეგობრებს მისი
მოქმედებების შესახებ, თუმცაღა ცოტა უხერხული და არაბუნებრივი მფარველის
სახით. მაინც, როცა ორივენი მარტონი რჩებოდნენ, მასწავლებელს თანაშემწე ძალიან
ახირებული ეჩვენებოდა, მისი თავდაჯერებულობა და უხეშობა კი იმდენად ალალი
ჩანდა, ქალი აღარ გრძნობდა თავს შეურაცხყოფილად. ისინი კარგ მეგობრებად იქცნენ
და არავითარი საიდუმლოებანი არ ჰქონდათ. მასწავლებელს აღარ სჭირდებოდა
დამატებითი ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ შეარჩია მისტერ ბარსტოუმ
ტვინგი მის თანაშემწედ, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ არ იყო ამისთვის
სათანადოდ შემზადებული. მასწავლებელს არასდროს გასჩენია სურვილი,
თანაშემწის წარსულს ჩაჰკირკიტებოდა, არც თანაშემწე იჩენდა გულახდილობის
განზრახვას. თუნდაც ტვინგს მანამდე სულ სხვა, ნაკლებად მაღალი თუ დაბალი
ღირსების საქმე ეკეთებინა, ეს მაინც არავის გააკვირვებდა ისეთ საზოგადოებაში,
სადაც მთავარი კანონმდებელი ჯარისკაციც კი ყოფილა, მეწისქვილე კი – ექიმი. ის
ფაქტიც აშკარა იყო

64
მასწავლებლისთვის, რომ თანაშემწეს იგი მოსწონდა და ეს გულში სიამოვნებდა
კიდეც, თუმცა მომავალთან დაკავშირებით არავითარი ფიქრი არ ჰქონია. ალბათ, ამას
თანაშემწეც გრძნობდა.

ყველაფრისმიუხედავად, უცაბედად ერთმა ნაწილობრივ უმნიშვნელო შემთხვევამ


მათი უშუალო ურთიერთობა დაარღვია. ფორტეპიანომ, რომელიც მისტერ ბარსტოუს
შეპირებისამებრ დროულად ჩამოიტანეს სკოლაში, აღაფრთოვანა მოწაფეები და მისის
მარტინი კი დიდად გაახარა – უმცროს გოგონებს მუსიკის შესავალსაც ასწავლიდა და
ხანდახან თვითონაც უკრავდა, ოდნავ უგულოდ, თუმცა მომხიბვლელად და
შნოიანად. როდესაც მასწავლებელი მეცადინეობების სკოლაში მარტო რჩებოდა,
საკრავის ბგერებს თავის ნაზ და კეკლუც ხმასაც აყოლებდა ხოლმე. ერთხელაც ტვინგი
ასეთ სევდიან გალობას შეესწრო და მხოლოდ ის კი არ გაბედა, რომ ბოლომდე
მოესმინა საკმაოდ მოკრძალებული, თუმცაღა ამაღელვებელი ბგერები, დასასრულს
თვითონაც სთხოვა, დაკვრის ნება მიეცა. მასწავლებლის მსგავსად ტვინგიც ამღერდა,
მასწავლებლის მსგავსად, ტვინგიც სატრფიალო სიმღერას ასრულებდა, თუმცა
მსგავსება აქ მთავრდებოდა. სიმღერა სავსე იყო ზანგური კილოებით, რიტმებით,
ცოტა სულელური ვნებით და თითქოს რომელიღაც «ალაბამის ვარდს» ეძღვნებოდა,
ვინმეს შეიძლებოდა მასწავლებლის ნამღერის დაცინვადაც კი ჩაეთვალა, თუკი
მხედველობაში არ მიიღებდა ერთ ამაღელვებელ მდგომარეობას! მთელ ამ
მოძრაობაში, სიმღერაში და მის სახეზე აღბეჭდილ სიცელქეში უჩვეულო
გულწრფელობა იკვეთებოდა და კიდევ ლტოლვა

კონკრეტული ადამიანის მიმართ. მართალია, «იაგუნდებივით» ბაგეებზე იყო


ლაპარაკი და «ციცინათელებივით» მოელვარე თვალებზე, მაგრამ შეცბუნებული
მისის მარტინი მომღერლის ხმისა და მიხვრა-მოხვრის მიხედვით აშკარად ხვდებოდა,
რომ ორივეში მისი ბაგეები და თვალები იგულისხმებოდა. «უბრალოდ იმოსებოდა და
მაინც გაგაოცებდათ», – ამ სიტყვებშიც მასწავლებლის ახლებურად შეკერილი
სამგლოვიარო ტანსაცმელი მოიაზრებოდა. საბრალო ქალს ხან სიწითლე
გადაუვლიდა, ხან მკვდრისფერი ედებოდა, მერე პატარა მოკუმულ ტუჩებზე
ღიმილმაც გადაურბინა და იძულებული გახდა ფანჯრისკენ მიბრუნებულიყო, რომ
თავი ხელში აეყვანა, სანამ სიმღერა დამთავრდებოდა. მასწავლებელს აღარც უთხოვია
მისთვის, რომ სიმღერა გაემეორებინა და მას მერე აღარც ჩაუგდია თავი საფრთხეში,
რომ კვლავ სერენადის შემსწრე გამხდარიყო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ,
როდესაც მუსიკის გაკვეთილებს შორის შესვენებაზე ისევ აწკრიალებდა
ფორტეპიანოს, ერთ-ერთ პატარა მოწაფეს წამოსცდა:

– ოჰ, მისის მარტინ, თქვენ ისევე დიდებულად უკრავთ, როგორც მისტერ ტვინგი!

ერთი თუ ორი კვირის შემდეგ კი ტვინგმა მოახსენა, რომ ეს სიმღერა სოლოდ უნდა
შევასრულო ერთ-ერთ წარმოდგენაში, რომელსაც მოსწავლეები ადგილობრივი
ქველმოქმედებისთვის მართავენო. მასწავლებელმა უსიამოდ შეხედა და განუმარტა,
რომ მისი აზრით, ასეთი სტილის სიმღერა შეუფერებელი იქნებოდა მსგავსი
გართობისთვის.

– სამაგიეროდ, – კიდევ უფრო ნაზად დასძინა, – თქვენ ისე კარგად კითხულობთ,


იქნებ რაიმე წაგეკითხათ?
65
ტვინგი გამომცდელად, უნდობლობით სავსე თვალებით მიაჩერდა მასწავლებელს,
ჩანდა, ბოლო დროს ხშირად უყურებდა ასე.

– მაგრამ ეს საჯარო კითხვა იქნება! იქ ბევრი ხალხი იქნება, – დაეჭვებით უპასუხა


ტვინგმა.

მასწავლებელი აშკარად გაახალისა მისი თანაშემწის მიერ პირველად გამოვლენილმა


მერყეობამ და თავდაუჯერებლობამ, ამით გათამამებულმა ღიმილით უთხრა.

– მით უკეთესი... საკმაოდ კარგად კითხულობთ და ცოდოც კი ხართ, მხოლოდ


ბავშვებთან გააცდინოთ თქვენი ეს ნიჭი. – თქვენ ასე გსურთ? – უეცრად ჰკითხა
ტვინგმა.

ოდნავ შემცბარმა და მოულოდნელი შეკითხვისგან აღელვებულმა მასწავლებელმა


დაბალი ხმით უთხრა:

– რატომაც არა?

მაგრამ, როდესაც დათქმული დღე დადგა და დარბაზი ხალხით აივსო, ამ ხალხში კი


ბევრი უცნობიც ერია, მასწავლებელმა ინანა, ასე მოუფიქრებლად რომ გააბედვინა
ტვინგს სიტყვის თქმა. როცა მოწაფეებმა მხატვრული ტანვარჯიში რამდენიმე ილეთი
დასრულეს, ტვინგის მიერ ნასწავლები და მომზადებული, და თავიანთი სიტყვებიც
თქვეს, ტვინგი წამოდგა, თვალი მიაპყრო მასწავლებელს და ოტელოს მონოლოგი
დაიწყო, მთავრისა და კრების წინაშე. აქაც, როგორც უწინდელ შემთხვევაში,
მასწავლებელი აშკარად გრძნობდა, რომ ტვინგი პირადად მას მიმართავდა.
მასწავლებელს მისდა უნებურად ამ სურათში დეზდემონას როლი დაჰკისრებოდა და,
რაც ყველაზე მეტად ანცვიფრებდა მისის მარტინს, მაყურებელი, რომელიც
აღფრთოვანებული შეჰყურებდა ტვინგის ჭეშმარიტად დიდებულ გამოსვლას,
ხვდებოდა მის გადაკრულ ნათქვამსაც და სრულიად ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდა.
მასწავლებელი იმასაც აცნობიერებდა, რომ თანაშემწის წარმატება არა მხოლოდ
სიამოვნებდა, ეამაყებოდა კიდეც და გულში თავის თავს კიცხავდა მისთვის უჩვეულო
ამგვარი ფიქრებისთვის. გამოსვლის დასასრულს აპლოდისმენტებმა იქუხა და
ვიღაცის თამამი, აღტაცებული ხმა გაისმა.

– ყოჩაღ, ჯონი უოკერ!

ტვინგი უცებ გაფითრდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, თუმცა მას იგვიე ხმა
არღვევდა.

– წარმოგვიდგინე «შაქარი გოგრაში», ჯონი! რამდენჯერმე გაისმა სტვენა და

შეძახილები:

– ჩუმად! – გააგდეთ აქედან!

მისის მარტინმა იმ ადგილისკენ გაიხედა, სადაც ერთი წუთის წინ მისი თანაშემწე
იდგა და ქედს იხრიდა მადლობის ნიშნად. მაგრამ ტვინგი აღარსად ჩანდა!

66
მასწავლებელი უფრო მეტად შეშფოთდა, ვიდრე თვითონ სურდა ამის აღიარება და
იმასაც შიშობდა, ვაითუ ჩემი პიროვნება როგორღაც უკავშირდება თანაშემწის
მოულოდნელ გაუჩინარებასო. პატარა შემსრულებლებისა თუ მათი მსმენელების
დაშლის შემდეგ ისევ სკოლაში დაბრუნდა, იმ იმედით, იქნებ ტვინგიც დაბრუნდესო.
ბინდდებოდა, ოთახის ცარიელი სკამები მზეს გაენათებინა, მაგრამ თავახდილი
მერხი, რომელზეც მასწავლებელი დაჯდა, ჩრდილს მოეცვა. უეცრად მასწავლებელს
ტვინგის ხმაშემოესმა დერეფნიდან, ოღონდ მის ხმას მეორე ხმაც ერეოდა, ის ხმა,
რომელმაც საერთო ტაშში იხუვლა. სანამ ქალი გონს

მოსვლას ან გაქცევას მოასწრებდა, მამაკაცები ოთახში შემოვიდნენ. წყნარად


მოსეირნობდნენ. მასწავლებელი მიხვდა, რომ ტვინგი შენობის უკანა მხარეს
დარბაზიდან გადაძვრა პირდაპირ დარაჯის ჯიხურში, სადაც ბუნტის ამტეხთან გაება
საუბარი და მაყურებლის დაშლას ელოდა, რომ წინა კარიდან შესულიყვნენ შიგნით.
ჩანდა, სიბნელეში მასწავლებელი ვერ შენიშნეს.

– კი მაგრამ, – შეედავა უცნობი, თან მის ტონში მობოდიშება იგრძნობოდა, – თუ


ბარსტოუმ იცოდა, ვინც იყავი ან რასაც საქმიანობდი, მაგრამ მაინც სანდო პირად
მიგიჩნია, ამხელა მისია დაგაკისრა, რომ აქაურობას მიხედავდი და ჭკუას
ასწავლიდი სამხრეთელ თუ ადგილობრივ ხეპრეებს, რაღა განაღვლებს, სხვები
გაგიგებენ თუ არა შენს საიდუმლოს, ბარსტოუ ხომ შენს მხარეზეა?

– მე უკვე გითხარი, დიკ, – მოღუშულმა უპასუხა ტვინგმა.

– ა, გასაგებია, მასწავლებელი!

– დიახ, იგი ნამდვილი წმინდანია, ანგელოზი. კიდევ უფრო მეტიც... ის უსათნოესი


ქალბატონია, დიკ, თავით ფეხამდე, რომელსაც ამ ქვეყნისა არაფერი გაეგება. ის
მენდო... როცა მეურვეები განმიდგნენ, მან ირწმუნა ჩემი და ჩემი მხარე დაიკავა.
არასდროს გამოუკითხავს, ვინ ვარ და საიდან მოვედი, ახლა კი, როცა გაიგებს...
შემიძულებს.

– მაგრამ, ჯიმ, მისმინე, – ისევ დაიჟინა უცნობმა. – მე ვიტყვი, რომ ეს ყოველივე


სიცრუეა. მოვალ აქ, მის თავალწინ მოგიხდი ბოდიშს და გეტყვი, ვიღაცაში
შემეშალემეთქი, ჰოდა...

– ძალიან გვიანია, – სევდიანად შეეპასუხა ტვინგი.

– აბა, რას იზამ? – წავალ აქედან.

ერთად მივიდნენ კართან. მისის მარტინმა ის-ის იყო შვებით ამოისუნთქა, რომ
ტვინგმა იმის ნაცვლად, უცნობთან ერთად გარეთ გასულიყო, ის კარამდე მიაცილა და
პირქუში სახით უკანვე დაბრუნდა. წამით შეყოვნდა, მერე სკამზე მძიმედ დაჯდა, სახე
ხელებში ჩაირგო და ჩვეულებრივი მოსწავლესავით მერხზე ჩამოდო თავი.

რა გაიფიქრა ამასობაში მისის მარტინმა, არ ვიცი. მცირე ხანს უძრავად იჯდა,


წარბებაზიდული. მერე კი ნელა წამოდგა და მსუბუქი ჩრდილივით გაფარფატდა
ტვინგისკენ.

– მისის მარტინ, – მიმართა მან და შემცბარი წამოდგა.


67
– ყველაფერი გავიგონე, – ხმადაბლა თქვა ქალმა. – სხვა გზა არ დამიტოვეთ. აქ ვიყავი,
როცა თქვენ მოულოდნელად შემოხვედით. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის
სავსებით საკმარისია, გიცნობდეთ მხოლოდ ისე, როგორც ყველა გიცნობთ... როგორც
აქ მინახავხართ ყოველთვის... იმ საქმის ერთგული, რომელიც თქვენს წარსულში
სავსებით ჩაუხედავმა ადამიანებმა, შეიძლება ითქვას, ბრმად დაგაკისრეს.

– მართლა? განა იცით, ვინ ვარ მე? მისის მარტინი ერთ წამს აცახცახდა, მაგრამ მერე

თავს მოერია და ხმადაბლა თქვა: – მე არაფერი ვიცი თქვენი წარსულის შესახებ.

– არაფერი? – უხალისოდ გაიმეორა ტვინგმა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. – ალბათ,


არც ის, რომ მოხეტიალე მსახიობი გახლდით... მასხარა, რომელიც ოცდახუთი
ცენტის საფასურად ართობდა გლეხებს, რომ მე ვარ «ჯონი უოკერი», მომღერალი და
მოცეკვავე, ათასგვარი საქმის მცოდნე... სწორედ მე ამომარჩია მისტერ ბარსტოუმ,
რომ ჭკუა ვასწავლო ამ ტეტიებს! მისის მარტინი მცირე ხანს ჩაფიქრებული
უყურებდა ტვინგს.

– მაშ, თქვენ ხართ მსახიობი... ადამიანი, რომელიც იმას განასახიერებს, რასაც არ


გრძნობს?

– დიახ.

– და ყოველთვის, როცა აქ იყავით, მასწავლებელს განასახიერებდით... როლს


ასრულებდით... მისტერ... მისტერ... ბარსტოუსთვის?

– დიახ.

– ყოველთვის?

– დიახ. მისის მარტინი კვლავ წამოწითლდა, ხმაც უფრო დაუსუსტდა.

– მაშინაც, როცა მიმღეროდით, და როცა მიყურებდით... როგორც ერთი თუ ორი


საათის წინ მიცქერდით... როცა ხალხს ართობდით... ნუთუ თქვენ მაშინაც...
თამაშობდით?

უცნობია მისტერ ტვინგის პასუხი, მაგრამ ეს აშკარად გულწრფელი და საბოლოო


პასუხი

იქნებოდა, რადგან უკვე კარგად იყო ჩამობნელებული, როცა თანაშემწე სკოლიდან


გამოვიდა... არა უკანასკნელად... და თანაც, საყვარელ მასწავლებელთან
ხელკავგაყრილი.

68
უძღები შვილი
ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მისტერ ტომსონი თავის ერთადერთ ვაჟს ეძებდა –
საკმაოდ უხეირო რეპუტაციის მქონეს. არც ყოფილა საიდუმლო მისი
თანამგზავრებისთვის, რომ კალიფორნიაში მხოლოდ მის გამო მიდიოდა, ხოლო
უგზოუკვლოდ დაკარგული უძღები პირმშოს ფიზიკური ნიშნები, ისევე როგორც
მისი მორალური ნაკლოვანებანი, მისი მშობლის გულწრფელი ნაამბობის შედეგად
გახდა ჩვენთვის ცნობილი.

– თქვენ ჰყვებოდით ახალგაზრდა კაცზე, რომელიც «ჟღალ ძაღლში» ოქროს ქვიშის


მოპარვისთვის ჩამოახრჩვეს? – ჰკითხა ერთხელ მისტერ ტომსონმა ერთ-ერთ
მგზავრს გემბანზე, – ხომ არ დაგამახსოვრდათ, რა ფერის თვალები ჰქონდა მას?

– შავი, – უპასუხა მგზავრმა.

– ჰმ, – ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა მისტერ ტომსონმა, – ჩარლზს ცისფერი თვალები


ჰქონდა, – და მგზავრს გაერიდა.

შესაძლოა, მისი მოუხეშავი ტონის გამო, ან იქნებ დასავლეთის მცხოვრებთათვის

დამახასიათებელი ჩვეულებისა, რომ ნებისმიერი თავს მოხვეული გრძნობა თუ რწმენა


უცილობლად აბუჩად უნდა აიგდონ, მისტერ ტომსონის ძიებანი მგზავრთათვის
მხოლოდ და მხოლოდ დაცინვის საგნად იქცა. ხელიდან ხელში გადადიოდა ვიღაცის
შეთითხნილი მიმართვა დაკარგული ჩარლზის შესახებ, «ციხის ყველა
ზედამხედველისა და დარაჯისადმი». ყველა იხსენებდა თავის შეხვედრას ჩარლზთან,
ფრიად საბედისწერო ვითარებაში, თუმცა ჩემს თანამემამულეებს ისიც უნდა
დავუფასო, რომ ამ დამცინავი ხუმრობებით მისტერ ტომსონის ზურგსუკან
ერთობოდნენ, როგორც კი გაიგეს, რა სოლიდური თანხა ჰქონდა გამიზნული მისთვის,
ვინც მას ვაჟის პოვნაში დაეხმარებოდა. მოხუცის თანდასწრებით არ ითქმებოდა
არაფერი ისეთი, რაც მის მამობრივ გულს ტკივილს მიაყენებდა და იმავდროულად
ხელს შეუშლიდა დამცინავთა შესაძლო გამდიდრებას. მისტერ ბრეისი ტიბეტსის
სახუმარო წინადადება, შეექმნათ სააქციო საზოგადოება დაკარგული ჭაბუკის
«მოსაძებნად», ერთი პერიოდი ჩვენ შორის დიდი წარმატებითაც კი სარგებლობდა.

ზედაპირული კრიტიკოსის თვალით, მისტერ ტომსონი ალბათ დიდი ვერაფერი


შვილი იყო, არც გარეგნული და არც მორალური თვალსაზრისით. მისი ცხოვრება, მის
მიერვე სადილად ნაამბობი, მთელი მისი უჩვეულობის გათვალისწინებით, საკმაოდ
პრაქტიკულ საფუძველს ემყარებოდა. პირქუში, მოუსვენარი სიჭაბუკის გატარების
შემდეგ, მოწიფულ წლებში მელანქოლიაში ჩავარდნილი ცოლი დაკრძალა და ვაჟი კი
იქამდე მიიყვანა, რომ იგი გაექცა, მეზღვაურობა დაიწყო, მისტერ ტომსონი კი უცებ
რელიგიაში გადავარდა.

– ეს ნიუ-იორკში ავიკიდე, ორმოცდაცხრამეტ წელში, – სადილად ისეთი ტონით


ჰყვებოდა ამას, თითქოს რაიმე გადამდებ დაავადებაზე ყოფილიყო ლაპარაკი, – «იწრო
ბჭეში» შევედი. მომაწოდეთ თუ შეიძლება ლობიო.

69
სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ პრაქტიკული ხასიათი ეხმარებოდა მისტერ
ტომსონს უიმედო ძიებებში. ხელთ არ ჰქონდა არც ერთი ძაფი, რომელიც გაქცეული
შვილის ადგილსამყოფელთან მიიყვანდა, და არავითარი მტკიცებულება, რომ მისი
ვაჟი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თორმეტი წლის ბიჭუნას შესახებ ბუნდოვანი
მოგონებებით მას იმედი ჰქონდა, რომ მოწიფულ მამაკაცს შეიცნობდა.

ბოლოს მისტერ ტომსონს გაუმართლა. როგორ მოხდა ეს, ის არასდროს ჰყვებოდა.


ვფიქრობ, ამ მოვლენის ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, მისტერ ტომსონი
საავადმყოფოში მივიდა და ვაჟი იმ სასულიერო ჰიმნით ამოიცნო, რომელსაც თავის
ბავშვობის მოგონებებში ჩაძირული ავადმყოფი ბოდვისას ღიღინებდა. ეს ვერსია,
რომელიც მგრძნობიარეთათვის აღელვების კარგ საბაბას იძლეოდა, საკმაოდ
პოპულარული იყო, მით უმეტეს კალიფორნიიდან დაბრუნებული ღირსი მისტერ
გაშინგტონის მიერ მოყოლილი, მსმენელებს უდავოდ ართობდა.

მეორე ვერსია გაცილებით რთულია და რაკი გადავწყვიტე, რომ მას უფრო ვენდო,
იმის ღირსიც გახლავთ, რომ დაწვრილებით მოვყვე.

ეს მას მერე მოხდა, რაც მისტერ ტომსონმა ცოცხალთა შორის ძიება შეწყვიტა და
სასაფლაოების შესწავლა დაიწყო. იმ დროს ხშირად სტუმრობდა მარტოხელა მთას –
პირქუშ მწვერვალს, რომელსაც კიდევ უფრო მეტ სევდას ჰგვრიდა ის თეთრი
მარმარილოს ძეგლები, რომლებითაც სან-ფრანცისკო ღუზასავით იჭერდა თავის
გარდაცვლილ მოქალაქეებს ქვიშის თხელი ფენის ქვეშ და ამ ადგილებისთვის
ჩვეული ჯიუტი ქარისგან იფარავდა. ამ ქარს უპირისპირებდა მოხუცი მთელ თავის
ნებისყოფას, ისევე ჯიუტს, თავის პირქუშ სახეს, ჭაღარას და შუბლზე ჩამოფხატულ
მაღალ ცილინდრს. მთელ დღეებს ატარებდა საფლავის ქვებზე წარწერების კითხვაში.
ახარებდა, რომ ხშირად ხვდებოდა ციტატები წმინდა წერილებიდან და უყვარდა მათი
შედარება თავისი ჯიბის ბიბლიისთვის.

– ეს ფსალმუნებიდან არის, – უთხრა ერთხელ მესაფლავეს, რომელიც იქვე ახლოს


საფლავს თხრიდა.

მესაფლავეს ხმა არ გაუცია. ამას სრულიად არ შეუწუხებია მისტერ ტომსონი, მაშინვე


ჩახტა მასთან ორმოში და უფრო პრაქტიკული შეკითხვა დაუსვა:

– ვინმე ჩარლზ ტომსონი ხომ არ დაგიკრძალავთ ოდესმე?

– წყეულიმც იყოს თქვენი ტომსონი! – მოუჭრა მესაფლავემ.

– ალბათ, ასეც არის, თუკი იგი ურწმუნო იყო, – ჩაილაპარაკა მოხუცმა ზემოთ
აძრომისას.

როგორც ჩანს, ამ შემთხვევამ მისტერ ტომსონი სასაფლაოზე ჩვეულებრივზე მეტ ხანს


შეაყოვნა. როცა სახით ქალაქისკენ შებრუნდა, იქ უკვე აჩახჩახებულიყო სახლები და
მძვინვარე ქარაშოტი, რომელიც ნისლოვანი ტალღების გამო თვალისთვის თითქმის
შეუმჩნეველი იყო, მოხუცს წინ და უკან აქანავებდა, უკაცრიელი ქუჩის კუთხიდან
უტევდა. ერთ-ერთ ასეთ კუთხესთან რაღაც სხვა, მაგრამ ისეთივე ბოროტი და

70
სიბნელეში განურჩეველი, მისტერ ტომსონს გინებით ეცა, პისტოლეტი მიაბჯინა და
ფული მოსთხოვა. თუმცა თავდასხმა რკინის ნებისყოფას და მოხუცის ფოლადის
ალღოს შეეჩეხა. მძარცველი და მისი მსხვერპლი მიწაზე დაეცნენ. თუმცა მოხუცი
მაშინვე ფეხზე წამოხტა, ცალ ხელში წართმეული პისტოლეტი ეჭირა, მეორეს კი
ყელშიუჭერდა მოწინააღმდეგეს – ახალგაზრდას, გაშლეგებულს, ყველაფრისთვის
მზად მყოფს.

– ახალგაზრდავ, – კბილებში გამოსცრა მისტერ ტომსონმა, – რა გქვიათ?

– ტომსონი.

მოხუცის თითები შეუსუსტებლად ჩამოსრიალდა მძარცველის ყელიდან იდაყვთან


ახლოს.

– წამოდი, ჩარლზ ტომსონ, – უთხრა და სასტუმროში წაიყვანა. იქ რა მოხდა, ბოლომდე


საიდუმლოდ დარჩა, მაგრამ მეორე დილით ყველამ გაიგო, რომ მისტერ ტომსონმა
თავისი ვაჟი იპოვა.

ეს-ესაა ნაამბობ არადამაჯარებელ ამბავს იმასაც დავამატებ, რომ არც გარეგნულად,


არც ქცევით ახალგაზრდა მამაკაცს ისეთი არაფერი ეტყობოდა, რომ სინამდვილე
ალბათობად დაგეშვა. დინჯი, თავშეკავებული, სასიამოვნო გარეგნობის, ხელახლა
ნაპოვნი მამის ერთგული. ახალი ცხოვრების შესაძლებლობები და მოვალეობები
ისეთი მშვიდი ღირსებით მიიღო, რომელიც არ შეიძლებოდა არ შეექოთ
სანფრანცისკოს მცხოვრებლებს. ზოგიერთები მის ამგვარ ხასიათს ამრეზით
უყურებდნენ და ახალგაზრდა ბიჭს ფარისევლობაში ადანაშაულებდნენ, სხვები კი
მასში მამის მიერ ნაანდერძალი ხასიათის ნიშნებს პოულობდნენ და ისეთივე არც ისე
დალხენილ სიბერეს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა ყველა თანხმდებოდა იმაზე,
რომ ამ ახალგაზრდის სიდინჯე არანაირად არ ეწინააღმდეგებოდა მის ნიჭს, თავისი
ფინანსური საქმეები ეწარმოებინა, ამის გამო მამასაც და შვილსაც დიდ პატივს
სცემდნენ.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მოხუცს აშკარად არ უპოვია თავისი ბედნიერება. იქნებ


იმიტომ, რომ მიზნის მიღწევის შემდეგ თავისი მისია დაკარგა. ან იქნებ – და ეს
გაცილებით დამაჯერებელი ჩანს, – მასში არ გაუღვიძია სიყვარულს დაბრუნებული
შვილისადმი. მორჩილება, რასაც ის

ითხოვდა, ეჭვგარეშე ეძლეოდა, ვაჟის სულიერი გარდასახვა – ის, რისკენაც მისი


ფიქრები იყო მიმართული, – სრულყოფილი გახლდათ. და მაინც არაფერი ახარებდა.
ვაჟის ჭეშმარიტ გზაზე დაბრუნებით მან ის შეასრულა, რასაც მისგან რელიგია
ითხოვდა, მაგრამ კმაყოფილება არ მიუღია. ამოხსნის საპოვნელად მოხუცმა
რამდენჯერმე გადაიკითხა უძღები შვილის იგავი1, რომელიც რა ხანია მისი
მოქმედებებისთვის სახელმძღვანელოდ ქცეულიყო და აღმოაჩინა, რომ მას შერიგების
აღნიშვნა დაავიწყდა. სწორედ ამას უნდა გაემყარებინა შესაფერისი საზეიმო
გარემოებებით თანხმობის პირობა მასსა და მის ვაჟს შორის. და აი, ჩარლზის
გამოჩენიდან ერთი წლის შემდეგ მოხუცმა ტომსონმა გადაწყვიტა ლხინი გაემართა.

71
– ყველა დაპატიჟე, ჩარლზ, – უთხრა მშრალად, – ყველა, ვინც იცის, რომ უკანონობის
ჭაობიდან და მეძავთა ბუნაგიდან ამოგიყვანე. დაე მიირთვან, შესვან და გაერთონ.

შესაძლოა მოხუცს სულ სხვა მიზნები ჰქონდა, თვითონ მანაც კი რომ არ იცოდა
გარკვევით. დიუნებში გაშენებული მისი ლამაზი სახლი ცივი და ცარიელი ჩანდა.
ხშირად დაუჭერია საკუთარი თავი იმაზე, რომ ცდილობდა ჩარლზის მკაცრ სახეზე
პატარა ბიჭუნას ნაკვთები შეენიშნა, რომელიც არც ისე მკაფიოდ ახსოვდა, მაგრამ
ბოლოხანებია გონებიდან არ გამოსდიოდა. მიაჩნდა, რომ ეს კარს მომდგარი სიბერის
ნიშნები და ბებრული ახირება იყო.

ერთხელ თავის მოკრძალებულ სასტუმრო ოთახში მოახლის ბავშვი დაინახა,


შემთხვევით რომ შემოერბინა, და ძალიან მოუნდა მისი ხელში ატატება, მაგრამ ბავშვი
გაექცა, მისი ჭაღარა წვერისა თუ შეეშინდა... ხომ არ დადგა დრო, სტუმრები მოიწვიოს
და სან-ფრანცისკოს გოგონების ყვავილნარიდან ბიჭს საცოლე აურჩიოს? მერე კი
სახლში ბავშვი გაჩნდება – ბიჭუნა, რომელსაც გაზრდის და მისი ცხოვრების
პირველივე დღეებიდან გაჰყვება, შეუყვარდება ისე, როგორც ვერ შეძლო ჩარლზის
შეყვარება.

ყველანი ვიყავით იმ ლხინზე. მობრძანდნენ სმიტები, ჯონსები, ბრაუნები და


რობინსონები, მხიარულები და მოხუცი მეპატრონისადმი მოწიწებით გამსჭვალულნი.
სუფრა მგზნებარე შეიძლებოდა ყოფილიყო, ამისთვის ხელი რომ არ შეეშალა
ზოგიერთი პირის საზოგადოებრივ მდგომარეობას. უნდა ითქვას, რომ მისტერ ბრეისი
ტიბეტსი, რომელსაც ბუნებით ებოძა ყოველი კომიკურის შემჩნევის ნიჭი, ახლა კი,
გარდა იმისა, რომ ჯონსის გოგონების ალმაცერი მზერით იყო გარემოცული, ისე
უცნაურადაც იქცეოდა, რომ მისტერ ჩარლზ ტომსონის ყურადღება მიიპყრო,
რომელიც მას მიუახლოვდა:

– თქვენ ალბათ თავს შეუძლოდ გრძნობთ. ნება მომეცით, კარეტამდე მიგაცილოთ.


ერთი გაბედე შეწინააღმდეგება, ძაღლიშვილო, მაშინვე ფანჯრიდან მოგისვრი.
კეთილი ინებეთ, აქეთ წამომყევით, ოთახში ჩახუთული ჰაერი და სიმჭიდროვეა.

ალბათ არ ღირს იმის აღნიშვნა, რომ საზოგადოებას ამ საუბრის მხოლოდ გარკვეული


ნაწილი ესმოდა. დანარჩენი მისტერ ტიბეტსს არ გაუმჟღავნებია და მოგვიანებით
ძალიან ნანობდა, რომ მოულოდნელმა ავადმყოფობამ ხელი შეუშალა ყოფილიყო
ერთი თავშესაქცევი შემთხვევის მოწმე, რომელსაც ყველაზე ენაკვიმატმა მის ჯონსმა
«პროგრამის კვანძი» უწოდა და რომელსაც ახლავე გიამბობთ.

ეს ვახშმად მოხდა. მომავლის გეგმებზე მაფიქრალი მისტერ ტომსონი აშკარად ვერ


ამჩნევდა ახალგაზრდების თავხედობას. როგორც კი მაგიდას გადასაფარებელი
მოხსნეს, წამოდგა და მაგიდაზე მკაცრად დააკაკუნა. ჯონსის გოგონებმა კისკისი
ატეხეს. ჩარლზ ტომსონმა, რომელიც სუფრის ბოლოში იჯდა, მამამისს შეწუხებულმა,
ნაზად შეხედა.

– ახლა მამაზეციერს შეასხამს ხოტბას!

72
– ლოცვას წაიკითხავს!

– წყნარად, წყნარად, ორატორს მიეცით სიტყვა! – ისმოდა ყველა მხრიდან.

– დღეს წელიწადი გავიდა, ქრისტესმიერო დანო და ძმანო ჩემნო, – მრისხანედ, მაგრამ


წყნარი

ხმით დაიწყო მისტერ ტომსონმა, – დღეს წელიწადი გავიდა მას მერე, რაც ჩემი ვაჟი,
რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაფლანგა (კისკისი მაშინვე შეწყდა),
საღორიდან სახლს დაუბრუნდა. შეხედეთ მას ახლა. ჩარლზ ტომსონ, წამოდექი!
(ჩარლზ ტომსონი ადგა). ზუსტად ერთი წელი გავიდა და ახლა შეხედეთ მას.
ჩარლზტომსონი, რომელიც ჩვენ წინაშე საზეიმო კოსტიუმში გამოწყობილი იდგა,
ლამაზი უძღები შვილი იყო, მონანიე უძღები შვილი და ნაღვლიანი მორჩილებით
შეეგება მამის მკაცრ, ცივ მზერას. უმცროს მის სმიტს გაუცნობიერებლად გაუწია
მისკენ თავისი სუფთა გულით.

– თხუთმეტი წლის წინ წავიდა ის ჩემი სახლიდან, – ამბობდა მისტერ ტომსონი, –


მათხოვრად და მფლანგველად. მე თვითონაც, ძმანო ქრისტესმიერნო, ცოდვით
ვიყავი სავსე, სიძულვილითა და ბოროტებით (უფროსი მის სმიტი: «ამინ!»), მაგრამ
თავს ვიიმედებ, რომ ღვთის რისხვა ამცდება. უკვე ხუთი წელია, რაც ჩემმა სულმა
სიმშვიდე პოვა, ეს ნეტარება კი ადამიანურ ცნობიერებაზე მაღლა დგას. თქვენ თუ
პოვეთ სულიერი სიმშვიდე, ჩემო მეგობრებო? (გოგონებმა ერთხმად: «არა, არა!»
კოქსი, მიჩმანი სამთავრობო ხომალდ «ვეზორფილდიდან»: «და რასთან მიირთმევენ
მას?»). დააკაკუნეთ და გაიღება კარი!

– და როცა მივხვდი ჩემს ცდომილებას და წყალობის საუნჯე დავაფასე, – განაგრძობდა


მისტერ

ტომსონი, – გადავწყვიტე, ჩემი შვილიც მეზიარებინა ამ საუნჯისთვის. ზღვასა და


ხმელეთზე ვეძებდი მას და სულით არ ვეცემოდი. არ დავლოდებივარ, როდის
მოვიდოდა თვითონ ჩემთან, თუმცა კი შემეძლო ასე გამეკეთებინა, წიგნთა წიგნიდან
რომ მეხელმძღვანელა. ბოლოს ის საღორეში ვიპოვე, მასთან ერთად იყვნენ... (ფრაზის
დასასრული მაგიდიდან წამომდგარი ქალბატონების ქვედატანების შრიალმა
დაფარა). კეთილი საქმენი – აი, ჩემი დევიზი, ქრისტესმიერო ძმანო. საქმეებით
ამოიცანით ისინი და აი, ჩემი საქმენი.

ყველას მიერ აღიარებული, დაკანონებული საქმე, რომელსაც მისტერ ტომსონი


გულისხმობდა, გაფითრდა და აივანს მიაჩერდა, სადაც სტუმრების საყურებლად ღია
კართან შექუჩებული მსახურების ბრბოში უცებ ალიაქოთი ატყდა. ხმაური არ
ცხრებოდა. ძონძებში შემოსილმა მთვრალმა კაცმა ძალით გაარღვია ბრბო და
ბარბაცით შემოვიდა დარბაზში. ნისლისა და სიბნელიდან სინათლით ავსებულ თბილ
ოთახში გადასვლამ დაზაფრა, დააბრმავა. გაცვეთილი ქუდი მოიძრო, თვალწინ
გაიფრიალა, თან წარუმატებლად ცდილობდა სკამის საზურგეს დაყრდნობოდა.
მაგრამ აი, მისი ჭროღა მზერა ჩარლზ ტომსონის გაფითრებულ სახეზე შეჩერდა და
ანთებული, ბავშვივით აბრწყინებული თვალებით, სუსტი სიცილით გაიქცა წინ,
მაგიდის ნაპირისკენ, ჭიქები მიყარ-მოყარა და პირდაპირ მკერდზე დაეცა უძღებ
შვილს.
73
– ჩარლი! არამზადა შენა. გამარჯობა, გამარჯობა, მეგობარო!

– ჩუმად, დაჯექი, დაწყნარდი! – უთხრა ჩარლზმა და თან ცდილობდა სწრაფად


გაეთავისუფლებინა თავი დაუპატიჟებელი სტუმრის მკლავებიდან.

– არა, ერთი სიამოვნებაა მისი ყურება! – არ დამცხრალა უცნობი, მხრებზე ეკიდა


ხელები და დაუფარავი აღტაცებით უყურებდა მის საზეიმო კოსტიუმს, – ნამდვილი
სიამოვნება! სიმპათიური ბიჭია, ხომ? აბა, ჩარლი, მე ვამაყობ შენით.

– წაეთრიე ჩემი სახლიდან! – გამოაცხადა უცებ მაგიდიდან წამომდგარმა მისტერ


ტომსონმა და მძვინვარედ აუელვარდა ნაცრისფერი, ცივი თვალები, – ჩარლზ,
როგორ ბედავ?

– ნუ ფიცხობ, ბებრუხანა! ჩარლი, ვინ არის ეს ბებერი ინდაური? ჰა?

– წყნარად, წყნარად, აი, დალიე! – აცახცახებული ხელებით დაუსხა ჩარლზ ტომსონმა


ღვინო, – დალიე და წადი. ხვალ – ნებისმიერ დროს, ახლა კი წადი, წადი აქედან!

მაგრამ უბადრუკი მათხოვრისთვის ღვინის დალევის საშუალება არ მიუცია,


სიბრაზით გამიტკლებული მოხუცი მას ეცა. თავისი ძლიერი ხელებით აათრია და
შეშინებული სტუმრების წრე გაარღვია. უკვე კარს იყო მიახლოებული, მსახურებს
რომ გაეღოთ მისთვის, როცა ჩარლზ ტომსონმა, თითქოსდა გაქვავებისგან
გამოღვიძებულმა, იყვირა:

– შეჩერდით!

მოხუცი გაჩერდა. ღია კარიდან ოთახში გამყინავი ქარი და ნისლი შემოიჭრა.

– რას ნიშნავს ეს? – იკითხა წარბებშეკრულმა.

– არაფერს, ოღონდ შეჩერდით, ღვთის გულისათვის! დღეს არა, ხვალამდე მოიცადეთ.


გთხოვთ, არ გინდათ, არ გინდათ!

შეიძლება, მისტერ ტომსონმა რაღაც იგრძნო ახალგაზრდა ბიჭის ხმაში, ან შეიძლება


მაწანწალასთან შეხებამ, რომელსაც თავისი ძლიერი ხელებით ძლივს აკავებდა,
გააჩერა ის, მაგრამ მოხუცს უცებ აუხსნელმა, ბუნდოვანმა შიშმა გული შეუკუმშა.

– ვინ... ვინ არის ეს? – ჩახრინწულმა ჩაიჩურჩულა. ჩარლზი დუმდა.

– მომცილდით! – უყვირა მოხუცმა გარს შემოჯარულ სტუმრებს, – ჩარლზ, მოდი აქ!


გიბრძანებ, მე... მე გთხოვ, მითხარი, ვინ არის ეს ადამიანი? მხოლოდ ორმა გაიგონა
პასუხი, რომელიც უხმოდ ჩაიჩურჩულა ჩარლზ ტომსონმა:

– თქვენი ვაჟი.

მოწყენილ დიუნებზე დაკიდებულმა დილამ სტუმრებს უკვე ვეღარ მიუსწრო მისტერ


ტომსონის საზეიმო სანახებში. ლამფები ჯერ კიდევ სცემდა მქრქალ და ცივ შუქს
ოთახებს, რომლებიც ყველას მიეტოვებინა, სამი მამაკაცის გარდა. ისინი ისე ერთად

74
შეჯგუფულიყვნენ, თითქოს სითბოს ეძებდნენ ცივ დარბაზში. ერთი მათგანი დივანზე
მთვრალი იწვა. მის ფეხებთან მეორე მოკალათებულიყო, რომელსაც ადრე ჩარლზ
ტომსონის სახელით იცნობდნენ; მათ სიახლოვეს კი, ერთ წერტილს
თვალმიშტერებული, მუხლებზე იდაყვდაყრდნობილი და ყურებზე
ხელებაფარებული, თითქოსდა არ სურდა ნაღვლიანი, დაჟინებული ხმის მოსმენა,
მთელ ოთახს რომ ავსებდა, გატანჯული იჯდა მისტერ ტომსონი.

– ღმერთია მოწამე, არ მსურდა თქვენი მოტყუება. სახელი, რომელიც მაშინ გითხარით,


პირველი იყო, რაც თავში მომივიდა, იმ ადამიანის სახელი, რომელიც მკვდრად
მიმაჩნდა და ჩემი სამარცხვინო ცხოვრების თანამგზავრი იყო ერთ დროს. ხოლო
როცა გამოკითხვა დამიწყეთ, გამახსენდა, რაც მისგან გამეგონა და გადავწყვიტე,
გული მომელბო თქვენთვის და გავთავისუფლებულიყავი. მაშინ ერთადერთი
მიზანი მქონდა – თავისუფლება, გეფიცებით!

მაგრამ როცა გამიმხილეთ თქვენი ვინაობა და დავინახე, რომ ჩემ წინაშე ახალი
ცხოვრების სარკმელი იხსნებოდა, მაშინ, მაშინ... ო, სერ! თქვენი საფულის წართმევას
რომ ვცდილობდი, მშიერი ვიყავი, უგონო, თავზე ჭერი არ მქონდა, მაგრამ თქვენს
სიყვარულს დაეწაფა უსუსური, სასოწარკვეთილი, მწუხარე ადამიანი!

მოხუცი უძრავად იჯდა. ეს-ესაა გამოცხადებული უძღები შვილი მშვიდად ხვრინავდა


თავის მდიდრულ სარეცელზე.

– მე მამა არ მყავს. არასდროს მქონია სხვა სახლი, გარდა ამისა. ძალიან დიდი ცდუნება
იყო ეს ჩემთვის. ძალიან კარგად ვიყავი, ისე კარგად ვიყავი მთელი ეს ხანი! წამოდგა
და მოხუცთან მივიდა.

– ნუ გეშინიათ, მე არ ვაპირებ თქვენი ვაჟის უფლებების შევიწროებას. დღესვე წავალ


და აღარასდროს დავბრუნდები აქ. სამყარო დიდია, სერ, თქვენმა სიკეთემ კი
მასწავლა, პატიოსანი ცხოვრებისეული გზა ვეძებო. მშვიდობით! არ გსურთ ხელი
ჩამომართვათ? მაშ კარგი! მშვიდობით!

გასცილდა. მაგრამ კარამდე მისული უცებ შემობრუნდა, ორივე ხელი შემოავლო


ჭაღარა თავზე და რამდენჯერმე აკოცა.

– ჩარლზ!

პასუხი არ ყოფილა.

– ჩარლზ!

მოხუცი წამოდგა და ბარბაცით მივიდა ზღურბლთან. კარი ღია იყო.


ახალგაღვიძებული დიდი ქალაქის ხმაური შემოესმა, რომელმაც სამუდამოდ შთანთქა
უძღები შვილის ნაბიჯები.

სოლანოელი კაცი
ოპერის თეატრის ფოიეში მომიახლოვდა, ანტრაქტის დროს. საინტერესო ფიგურა
ჰქონდა, ისეთი, სცენაზეც კი რომ ვერ ნახავ. კოსტიუმი, რომელშიც ორი ნაწილიც კი არ

75
იყო ერთი ფერის, როგორც ჩანს, სპექტაკლამდე ერთი ან ორი საათით ადრე იყიდა და
ჩაიცვა – ამაზე პირდაპირ მიანიშნებდა მზა ტანსაცმლის მაღაზიის იარლიყი,
რომელიც საყელოზე ჰქონდა მიკერებული და სავსებით გულგრილ პუბლიკას
ამცნობდა შესამოსლის ნომერს, ზომასა და სიგანეს. ნაკეცები მის შარვალზე ისე
ძლიერად იყო დაუთოებული, თითქოს ბრტყელი გაჩენილიყოს და დროთა
განმავლობაში გაბერილიყოს, ზურგის გასწვრივ კიდევ ერთი ნაკეცი მიემართებოდა,
როგორც ბავშვების მიერ ქაღალდისგან გამოჭრილ კაცუნებს აქვთ ხოლმე. შემიძლია
დავძინო, რომ სახეზე არაფერი ემჩნეოდა, რაიმე უხერხულობა ეგრძნო შექმნილი
ვითარების გამო – სანდომიანი სახე ჰქონდა და თუ კვადრატულ ნიკაპს არ ჩავთვლით,
სრულიად უინტერესო და ჩვეულებრივი.

– დაგავიწყდით, – მოკლედ თქვა ხელის გამოწვდენისას, – მე ხომ სოლანოდან ვარ,


კალიფორნიიდან. ჩვენ იქ ორმოცდაჩვიდმეტი წლის გაზაფხულზე შევხვედრივართ.
მე ცხვარს ვმწყემსავდი, თქვენ კი ნახშირს წვავდით.

ამ შეხსენებაში განზრახ სითავხედის კვალიც კი არ იყო. უბრალოდ ფაქტს ადგენდა და


ასევე უნდა გაგეგო.

– აი, რატომ გიხმეთ, – თქვა, როცა ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, – წუთის წინ აი, იმ
ლოჟაში დაგინახეთ, გოგონას ემასლაათებოდით, – ცქვიტს, მიმზიდველს. ხომ ვერ
მეტყვით, რა ჰქვია?

დავუსახელე განთქმული ლამაზმანი მეზობელი ქალაქიდან, რომელიც ბოლო დროს


ნიუ-იორკის მცხოვრებთა გულებს აჩქროლებდა; განსაკუთრებით დაატყვევა მისმა
მომხიბვლელობამ ბრწყინვალე ახალგაზრდა დეშბორდი, რომელიც ამ წამს ჩემ
გვერდით იდგა. სოლანოელი კაცი წუთით ჩაფიქრდა და თქვა:

– სწორედ ასეა! იგივე გვარია! სწორედ ის არის!

– ნუთუ იცნობთ? – ვკითხე გაოგნებულმა.

– დი-იახ, – მიპასუხა მცირე შეყოვნებით, – ოთხიოდე თვის წინ გავიცანი.


კალიფორნიაში თავის ნაცნობებთან მიემგზავრებოდა და მატარებელში ვნახე,
რენომდე არმისული. ბარგის ქვითარი

დაკარგა, მე კი იატაკზე ვიპოვე, მივაწოდე და მადლობა გადამიხადა. ჰოდა, ვფიქრობ:


ალბათ უხერხული იქნება, თუ არ შევალ მასთან, მაინც ნაცნობია, – გაჩუმდა და
პასუხის მომლოდინე სახით მოგვაჩერდა.

– პატივცემულო, – ჩაერია ბრწყინვალე და მომხიბვლელი დეშბორდი, – თუ ეჭვი


გეპარებათ თქვენი კოსტიუმის დახვეწილობაში, გთხოვთ, წუთით არ დაფიქრდეთ.
ჩვეულება ტირანია, ეს მართალია, იგი გვაიძულებს მე და თქვენს მეგობარს,
განსაკუთრებულად შევიმოსოთ. მაგრამ გავბედავ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი
ზეთისხილისფერი სერთუკი შესანიშნავად შეეფერება ჰალსტუხის ნაზ სიყვითლეს,
ხოლო მარგალიტისფერი-ნაცრისფერი პანტალონები მკვეთრ ცისფერ ჟილეტთან არის

76
ჰარმონიაში და შესანიშნავად უსვამს ხაზს თქვენი ახალი ოქროს მასიური საათის
ჯაჭვს.

ჩემდა გასაკვირად, სოლანოელ კაცს ის არ უცემია. ისეთივე უშფოთველი


სერიოზულობით შეხედა დამცინავს და მშვიდად თქვა: – მაშ თქვენ
ალბათ არ მეტყვით უარს, რომ მასთან გამიძღვეთ.

ვაღიარებ, დეშბორდი მცირედ შეცბუნდა, მაგრამ მაშინვე აიყვანა თავი ხელში და


ირონიული სახით წაუძღვა ლოჟაში. მეც მათ მივყევი.

მზეთუნახავი კარგად აღზრდილი გოგონა აღმოჩნდა, კარგად აღზრდილი დედის


შვილი და კარგად აღზრდილი ბებიის შვილიშვილი და როცა დეშბორდმა
დაუნდობელი ირონიით წარუდგინა სოლანოელი კაცი, მაშინვე მიხვდა სიტუაციის
უხერხულობას. დეშბორდის გასაოცრად, მან სკამი გამოსწია, სოლანოელი გვერდში
მოისვა და დეშბორდისკენ ზურგშექცეულმა ასობით ლორნეტმოშვერილი
ბრწყინვალე პუბლიკის თვალწინ მასთან საუბარი გააბა.

მონათხრობისთვის მეტი რომანტიკულობა რომ მიმენიჭებინა, ვიტყოდი, რომ აქ


სოლანოელი მთლად გამოცოცხლდა და თავი გამოიჩინა – შესანიშნავი გამჭრიახობა
თუ ბუნებრივი გონიერება გამოავლინა. მაგრამ არა, ის საშინლად მოსაწყენი და
ბრიყვი აღმოჩნდა. საუბრისას გამუდმებით უბრუნდებოდა დაკარგულ ბარგის
ქვითარს და გოგონას ყველა მცდელობა, ამ თემისთვის გადაეხვიათ, წარუმატებლად
სრულდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ყველას გასაოცრად, კაცი წამოდგა, მისკენ თავი
მდაბლად დახარა და თქვა:

– მის, აქ კიდევ ვაპირებ მცირე დროით გაჩერებას, ხოლო რადგან ჩვენ ორივენი აქ
უცხოები ვართ, იქნებ ნებას დამრთავთ, თუ კიდევ იქნება რაიმე ამგვარი
წარმოდგენა...

მის ჰ.-მ საკმაოდ ნაჩქარევად უპასუხა, რომ მეტისმეტად დაკავებულია და


ნიუიორკშიც ძალიან ცოტა ხანს რჩება, ამიტომაც შიშობს, მაგრამ... ა.შ. და ა.შ.

ლოჟაში მსხდომმა კიდევ ორმა ქალბატონმა პირებზე ხელსახოცები აიფარეს და


სცენისკენ თვალმიშტერებულნი გაირინდნენ, სოლანოელი კაცი კი განაგრძობდა:

– ასეთ შემთხვევაში, მის, თუ თქვენ თვითონ გადაწყვეტთ სადმე წასვლას, წერილი


დამიტოვეთ ერლს-ოტელში, აი ამ მისამართზე... – ჯიბიდან ათობით გაცრეცილი
წერილი ამოიღო, ერთ-ერთ მათგანს ყვითელი კონვერტი მოაცალა და გოგონას
მიაწოდა.

– აბა, რა, – ხუმრობით ჩაერია დეშბორდი, – ხვალ მის ჰ. საქველმოქმედო მეჯლისზე


მიდის. ბილეთები თქვენნაირი ფულიანი ადამიანისთვის კაპიკები ღირს, მიზანი კი
საკმაოდ ღირსეულია. რა თქმა უნდა, თქვენ გაურჯელად მოიპოვებთ მოსაწვევებს.
მის ჰ.-მ დეშბორდს თავისი მშვენიერი თვალები მიაპყრო.

– რა თქმა უნდა, – თქვა სოლანოელისკენ მიბრუნებულმა, – მისტერ დეშბორდი


სწორედ ერთ-ერთი ორგანიზატორია და რაკი აქ არ გყავთ ნაცნობები, რა თქმა უნდა,
იგი თავად გამოგიგზავნით საპატიო მოსაწვევს. დიდი ხანია ვიცნობ მისტერ
77
დეშბორდსდა ვიცი, რომ ჯენტლმენია და ყოველთვის თავაზიანობას იჩენს
ნაკლებად ნაცნობი ადამიანებისადმი, – და ისევ მიუბრუნდა დეშბორდს.

სოლანოს მკვიდრმა მადლობა გადაუხადა ნიუ-იორკის მკვიდრს, ყველას ხელი


ჩამოართვა და გასასვლელისკენ გავიდა. კარამდე მისული ისევ მიუტრიალდა მის ჰ.-ს:

– ხომ მართლა კარგად გამოვიდა, მის, რომ ის ქვითარი ვიპოვე!

მაგრამ ფარდა უკვე აიწია, ბაღის სცენა გადაიშალა («ფაუსტს» თამაშობდნენ) და მის ჰ.
სმენად იქცა. სოლანოელმა ფრთხილად მიიკეტა ლოჟის კარი და იქაურობას გაეცალა.
მეც მივყევი. ის დუმდა, სანამ ფოიემდე მივიდოდით, მერე კი თითქოს საუბარს
აგრძელებსო, ისე მითხრა:

– მართლა ცქვიტი გოგონაა, ვერაფერს იტყვი, სწორედ ჩემი გემოვნების, და კარგი


ცოლიც იქნება.

ვიფიქრე, რომ სოლანოელი შეიძლებოდა რაიმე უბედურებას გადაჰყროდა, ამიტომ


სწრაფად ვაუწყე, რომ მის ჰ. თაყვანისმცემლებით იყო გარშემორტყმული,
შეიძლებოდა თავისი არჩევანი ყველაზე უკეთეს საზოგადოებაში გაეკეთებინა და
სავარაუდოდ, დეშბორდზე იყო დანიშნული.

– რა უნდა თქვა, – მომიგო მშვიდად, აღელვების უმცირესი ნიშანიც არ ეტყობოდა, –


უცნაური ის იქნებოდა, საქმრო რომ არ ჰყოლოდა. მე კი სასტუმროში გავეშურები.
მართალი გითხრათ, არ

მიყვარს ეს წიკვინი (ცნობილი მომღერლის, სენიორა ბატი-ბატის ხმას გულისხმობდა).


რომელი საათია?

საათი ამოიღო ჯიბიდან. უხეშ ჯაჭვზე ეკიდა, ისეთი აშკარა ნაყალბევი იყო, რომ
მოჯადოებულივით მივაჩერდი.

– ჩემს საათს უყურებთ? – თქვა მან, – ერთი შეხედვით ლამაზია, მაგრამ საშინლად
მუშაობს. არადა, ას ოცდახუთი დოლარი დამიჯდა, ოქროთი. ჩატამ-სტრიტზე მესამე
დღესვე მოვიხელთე, ძალიან იაფად ყიდდნენ აუქციონზე.

– თქვენ უსინდისოდ მოგატყუეს, – ვთქვი აღშფოთებულმა, – ეს ჯაჭვიანი საათი ოცი


დოლარიც კი არ ღირს.

– აბა, თხუთმეტი ღირს? – იკითხა სერიოზულად.

– შეიძლება.

– მაშინ, გამოდის, არ წამიგია. იცით, მათ ვუთხარი, რომ კალიფორნიელი ვარ


სოლანოდან და თან არ მაქვს ქაღალდის ფული. სამი ფირფიტა მქონდა. გახსოვთ
ფირფიტები?

78
მახსოვდა: «ფირფიტა» – ფულის ნიშანი გახლდათ, რომელიც იმ შორეულ დღეებში
იყო ბრუნვაში, – ოქროს ექვსკუთხოვანი ნაჭერი, ორმოცდაათი დოლარის
ღირებულების, ოცდოლარიან ოქროზე ორჯერ მეტი.

– ჰოდა, ფირფიტები გავუწოდე, მათ კი საათი გამომიწოდეს. იცით რა, ეს ფირფიტები


თვითონ გავაკეთე სპილენძის ნაქლიბისა და ოქროსფერი მინერალისგან და
ხუმრობითშევუცურებდი ხოლმეჩვენს ბიჭებს, პოკერს რომ ვთამაშობდით. მას ყალბ
მონეტად ვერ ჩავთვლით: ფირფიტები ხომ ნამდვილი ფული არ არის. თუ დროსა და
შრომას გავითვალისწინებთ, ალბათ სულ თხუთმეტი დოლარი დამიჯდა ეს
ფირფიტები. მაშ, თუ ეს საათი თხუთმეტი დოლარი ღირს, არ წამიგია, ასე არ არის?

თანდათან ჩავხვდი სოლანოელის ნათქვამს და თანხმობით ვუპასუხე. საათი ჯიბეში


შეინახა და ჯაჭვის წკარუნით შენიშნა:

– ასეთი საათით ალბათ სავსებით შესაძლებელია დენდიდ ან მდიდრად ჩაგთვალონ.

დავეთანხმე.

– აქ რას აპირებთ, რით უნდა დაკავდეთ? – ვკითხე.

– ნაღდი ფულით შვიდასამდე დოლარი მაქვს. ვფიქრობ, უოლ-სტრიტზე გავიარო,


დავყნოსო იქაურობა, იქნებ რაიმე საქმეც მოვაკვარახჭინო.

მინდოდა რამდენიმე სიტყვა მეთქვა, გამეფრთხილებინა, მაგრამ საათი რომ


გამახსენდა, თავი შევიკავე. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და დავცილდით.

რამდენიმე დღის შემდეგ მას ბროდვეიზე შევხვდი. სულ სხვა, ახალ კოსტიუმში იყო
გამოწყობილი და მომეჩვენა, რომ გარეგნული თვალსაზრისით გარკვეული
წარმატებები უკვე ჰქონდა. მის ტანისამოსში სულ ხუთ სხვადასხვა ფერს
დაითვლიდით. თუმცა ეს, როგორც მოგვიანებით დავრწმუნდი, სუფთა
შემთხვევითობა აღმოჩნდა. ვკითხე, იყო თუ არა მეჯლისზე. აღმოჩნდა, რომ იყო.

– ის გოგონა – მართლა ცქვიტი გოგონაა! – ისიც იქ იყო, ოღონდაც თითქოს


გამირბოდა.
საგანგებოდ მეჯლისისთვის ვიყიდე ახალი კოსტიუმი, ფარეშებმა კი ლოჟაში
შემათრიეს და მასთან ვეღარ მოვახერხე ბარგის ქვითარზე დალაპარაკება.
სამაგიეროდ ის დენდი, დეშბორდი გახლდათ ძალიან თავაზიანი. ლოჟაში
ახალგაზრდა გოგონებისა და ვაჟების მთელი კომპანია შემომიყვანა და იქვე
დამპირდა, რომ უოლ-სტრიტსა და ბირჟაზე წამიყვანდა. მეორე დღეს

მომაკითხა. მეც ხუთასამდე დოლარი ჩავდე იმ აქციებში, ან შეიძლება, მეტიც. იცით,


ჩვენ აქციები გავცვალეთ. მე აღმომაჩნდა ათიოდე აქცია მოდური საბადო
«ფარშავანგისა», სადაც თქვენ ადრე მდივანი იყავით.

– კი მაგრამ, ეგ აქციები ხომ კაპიკიც არ ღირს. ეს საქმე ჯერ კიდევ ათი წლის წინ
ჩაფლავდა.

– რა გითხრათ, თქვენ უკეთ იცით ეს, თუმცა მეც არაფერი ვიცოდი «აირ-ნავთობის
საზოგადოებაზე» ან «კომუნიკო-ცენტრალზე», და ვიფიქრე, რომ ღირსეული

79
გარიგება იყო. ჩემ მიერ ნაყიდი ქაღალდები კი იქვე გავყიდე და ოთხასი დოლარის
მოგება ვნახე. რისკი მაინც იყო: «ფარშავანგის» აქციებმა ხომ შეიძლება მოიმატოს
კიდეც!

მივაშტერდი: უდრტვინველი, მშვიდი, სრულიად ჩვეულებრივი სახე ჰქონდა. მისი


შიშიც კი შემეპარა, უფრო სწორად, იმის, რომ არც ისე კარგად შემეძლო მისი ამოცნობა.
რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და დავცილდით.
რამდენიმეთვე გავიდა, სანამ ისევვნახავდი სოლანოელ კაცს. აღმოჩნდა, რომ ამ
პერიოდში მოესწრო მაკლერად ქცევა და ბროდ-სტრიტზე პატარა კანტორის დაარსება,
მისი საქმეები კიდევ და კიდევ წინ მიდიოდა. ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა
და ვკითხე, მოახერხა თუ არა მის ჰ.-სთან ნაცნობობის აღდგენა.

– გავიგონე, რომ ამ ზაფხულს იგი ნიუპორტში იქნებოდა და იქ ერთი კვირით წავედი.

– თუ ესაუბრეთ ბარგის ქვითარზე?

– არა, – თქვა ჩაფიქრებულმა, – მან რაღაც ქაღალდების ყიდვა დამავალა. ჩემი აზრით,
ამ თავხედებმა ჩემ გამო სასაცილოდ აიგდეს და გადაწყვიტა, ჩვენი ნაცნობობა
საქმიანი კუთხისკენ წაეყვანა. მე თქვენ გეუბნებით, ცქვიტი გოგონაა. გსმენიათ, რა
შეემთხვა? არ მსმენოდა.

– იახტით სეირნობდა და მეც ვიშოვე იმ იახტის მოსაწვევი ერთ-ერთი მოდის


მიმდევრისგან. ეს ყველაფერი კი ერთმა პიროვნებამ ჩაიფიქრა, რომელიც თურმე მის
ცოლად მოყვანას აპირებს. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს გრიგალი ამოვარდა, იახტა
შექანდა და გოგონა გადავარდა. ისეთი ალიაქოთი ატყდა, შეიძლება გაგიგონიათ?

– არა!

მაგრამ მწერლის ალღოთი მივხვდი, პოეტური გასხივოსნების წამს! ეს საბრალო


თავისი

უხერხულობის გამო ვერ ახერხებდა მისთვის სიყვარულის გამოხატვას და აი,


როგორც იქნა, შესაფერისი შემთხვევა იპოვა. მან...

– ისეთი ხმაური ატყდა, – განაგრძობდა, – მოაჯირთან მივედი და დავინახე, რომ


ჩემგან ათიოდე იარდში იყო ეს პატარა, ცქვიტი გოგონა და მე...

– და მის გადასარჩენად გადაეშვით წყალში? – შევაწყვეტინე და თვითონვე


გავაგრძელე.

– არა, – მიპასუხა უშფოთველად, – მოვიცადე, სანამ სხვა გადაეშვებოდა წყალში.


თვითონ კი მხოლოდ ვუყურებდი. გაოცებული მივაშტერდი.

– არა, – განაგრძობდა სავსებით სერიოზულად, – ის გადაეშვა, სხვა რატომ უნდა


გადაშვებულიყო, ეს მისი საქმე იყო. რა არის იცით, იახტიდან რომ გადავმხტარიყავი,
ფართხალს დავიწყებდი და ბოლოს ფსკერზე აღმოვჩნდებოდი, ის სხვა კი,
თავისთავად, ჩახტებოდა და უშველიდა, მაინც ის აპირებდა მის ცოლად მოყვანას,

80
მაშ რატომ უნდა გავრჯილიყავი ამაოდ? მაგრამ აი, ის რომ ჩამხტარიყო და ვერ
ეშველა, სამაგიეროდ კი თვითონ

ჩაძირულიყო, მაშინ მეც მომეცემოდა შესაძლებლობა, თან მას გზიდან


ჩამოვიცილებდი. ვხედავ, არ გესმით ჩემი, მგონი კალიფორნიაშიც ვერ მიგებდით?

– მაშ მან მას უშველა?

– აბა რა! ანკიდევ რა შეიძლებოდაგოგონას დამართნოდა? მაგრამ მას რომ ხელიდან


გაეშვა, მე ჩავერეოდი... აზრი არ ჰქონდა მის მაგივრად გარჯას.

ეს ამბავი გახმაურდა. სოლანოელ კაცს კიდევ უფრო ღიად დასცინოდნენ,


გასახალისებლად იწვევდნენ საღამოებზე და იქ ბევრ ისეთ ხალხს ხვდებოდა,
სხვაგვარად რომ ვერანაირად გადაეყრებოდა. ისიც ცნობილი გახდა, რომ მას უკვე
შვიდასი დოლარი კი არა, გაცილებით მეტი ჰქონდა და მისი საქმეები უკეთ და უკეთ
მიდიოდა. ზოგიერთი კლიფორნიული ფასიანი ქაღალდი, ჩემ თვალწინ სამუდამოდ
სამარეში ჩამარხული, რაღაც საწაულებრივად აღდგა, და მახსოვს, ბირჟის გვერდებს
რომ ვათვალიერებდი, მოჩვენებასავით შემეშინდა, როცა დილის გაზეთის
სვეტებიდან ბალზამირებული და შეღებილი საბადოების სააქციო საზოგადოება
«მკვდარი ნაპირი» დავინახე. ბოლოს და ბოლოს ბევრმა დაუწყო მოწიწებით
მოპყრობა სოლანოელ კაცს, მისი უკვე ეშინოდათ კიდეც. და აი, ეს შიში გამართლდა.

რა ხანია ამჟღავნებდა სურვილს, რომ ერთ-ერთ «არისტოკრატულ» კლუბში


გაწევრებულიყო და თავშესაქცევად ამ კლუბშიც მიიწვიეს. იქ ათასგვარი მხიარული
მისტიფიკაციით ერთობოდნენ, რომელიც ბანქოს თამაშით მთავრდებოდა ხოლმე.

მეორე დღეს, ადრე დილით, კლუბის გვერდზე ჩავლისას ორი თუ სამი წევრის
გაცხოველებული საუბარი შემომესმა:

– ნახე ერთი, როგორ გაგვფცქვნა ყველანი.

– ათას ორმოცი მაინც მოხვეტა.

– ვინ? – ვიკითხე. – სოლანოელმა კაცმა.

გზა გავაგრძელე, მაგრამ ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც მწვანე მაუდის


მდელოზე თავისი გამოცდილებით იყო ცნობილი, დამეწია, მხარზე ხელი დამადო და
მკითხა:

– ღვთის გულისათვის, მითხარით, რით იყო დაკავებული ეს თქვენი მეგობარი


კალიფორნიაში?

– მწყემსი გახლდათ.

– ვინ?

– მწყემსი. ცხვრებს მწყემსავდა სოლანოში დათვების ველზე.

– აბა, რაღა მეთქმის... ეშმაკმა დალახვროს ეს თქვენი კალიფორნიული


პასტორალები1...

81
ტენესის კომპანიონი
არა მგონია, ოდესმე გვცოდნოდეს მისი ნამდვილი სახელი. თუმცა ამ გულგრილობას
არასოდეს შეუქმნია რაიმე უხერხულობა ჩვენი ურთიერთობისთვის, რადგან
სენდიბარში 1854 წელს მამაკაცთა დიდი ნაწილი ხელახლა მოინათლა. ზოგჯერ
მსგავსი მეტსახელების წარმოშობის მიზეზი ხდებოდა განსხვავებული ტანსაცმელი,
როგორც ემოსა, ან უცნაური ჩვეულება, რაც ახასიათებდა, მაგალითად, «სოდიან
ბილს», ვინაც ამ ნივთიერებას ჭარბად იყენებდა, ან საბედისწერო, უნებლიე შეცდომა,
როგორც დაემართა, მაგალითად, «რკინის მეკობრეს», თვინიერ, უწყინარ მამაკაცს,
რომელმაც ასეთი ავბედითი მეტსახელი დაიმსახურა «რკინის მეკობრის» არასწორად
წარმოთქმისთვის.

– კლიფორდი გქვია, არა? – განუსაზღვრელი ზიზღით მიმართავდა ვინმე ბოსტონი


რომელიმე მორიდებულ ახალმოსულს, – ჯოჯოხეთი სავსეა შენნაირი
კლიფორდებით!

და შემდეგ ბოსტონი ხალხს გააცნობდა საცოდავ კაცს, რომელსაც ნამდვილად ერქვა


კლიფორდი, როგორც «მოლაყბე ჩარლს» და წამიერი აღტყინებით შერქმეული ასეთი
მეტსახელი სამუდამოდ შერჩებოდა ადამიანს.

მაგრამ დავუბრუნდეთ ტენესის კომპანიონს, რომელსაც მარტო ზემოთ ხსენებული


მეტსახელით იცნობდნენ. ის, რომ თვითონ მართლაც არსებობდა, როგორც ცალკეული
და განსხვავებული პიროვნება, საკმაოდ მოგვიანებით შევიტყვეთ. ეტყობა, 1853 წელს
პოკერფლეტიდან გაემგზავრა სან-ფრანცისკოში, სავარაუდოდ, ცოლის მოსაყვანად,
მაგრამ სტოკტონს არ გაშორებია. იქ ტენესის კომპანიონს მოსწონებია ახალგაზრდა
ქალი, რომელიც მიმტანად მუშაობდა იმავე სასტუმროში, სადაც თავად მიირთმევდა
საჭმელს. ერთ მშვენიერ დილას მისთვის რაღაც უთქვამს, რაზეც ქალს გაუღიმია და
მერე ერთობ კეკლუცად გადაუმტვრევია ნამცხვრიანი თეფში მისკენ მიპყრობილ
დინჯ სახეზე და სამზარეულოსკენ წასულა. ტენესის კომპანიონი უკან დასდევნებია
და ცოტა ხანში იქიდან გამარჯვებული იერით და უფრო მეტი ნამცხვრით
დატვირთული გამოსულა. ერთი კვირის შემდეგ წყვილს იქაურმა მომრიგებელმა
მოსამართლემ დასწერა ჯვარი და ორივე ერთად დაბრუნდა პოკერფლეტში. მაპატიეთ
თხრობის არეული სტილისთვის, მაგრამ მირჩევნია ისე გიამბოთ მომხდარი ამბავი,
როგორც, საერთოდ, ჰყვებოდნენ სენდიბარში... ოქროს საბადოებსა და ლუდხანებში...
სადაც ყოველნაირ განწყობილებას ანელებდა იუმორის ძლიერი გრძნობა.

შეუღლებულთა ცოლქმრული ბედნიერების შესახებ მხოლოდ მცირეოდენი გახდა


ცნობილი, ალბათ, იმის გამო, რომ ტენესის, რომელიც მაშინ თავის კომპანიონთან
ერთად ცხოვრობდა, ერთხელ უსარგებლია შემთხვევით და პატარძლისთვის
გადაუკრავს სიტყვა, რაზეც, როგორც

ამბობდნენ, ქალმა გაიღიმა და ამჯერად მერისვილს მიაშურა, ტენესი დასდევნებია და


ოჯახიც შეუქმნიათ მომრიგებელი მოსამართლის დახმარების გარეშე.

82
ტენესის კომპანიონი ცოლის დაკარგვას ისე უბრალოდ და დინჯად შეხვედრია,
როგორც შეეფერებოდა ასეთი დინჯი ბუნების ადამიანს. მაგრამ, ყველას გასაოცრად,
როცა ტენესი მერისვილიდან ცოლის გარეშე დაბრუნდა, რამეთუ ქალმა ვიღაცას
გაუღიმა და სხვაგან გაეშურა, ტენესის კომპანიონი აღმოჩნდა პირველი, ვინც
მეგობარს ხელი ჩამოართვა და გულთბილად მიესალმა. სოფლელი ბიჭები,
რომლებმაც თავი მოიყარეს ხევში, რათა სახელდახელო ორთაბრძოლა ენახათ,
ბუნებრივია, სიბრაზეს ვეღარ ფარავდნენ. მათ გულისწყრომას, შეიძლებოდა, ეპოვა
კიდეც გამოსავალი მწარე დაცინვაში, მაგრამ ტენესის კომპანიონს თვალების
გამომეტყველებაზე ემჩნეოდა, რომ ნაკლებად შეეძლო იუმორის შეფასება. ეს იყო
ჭკვიანი, დინჯი ადამიანი, რომელიც ბოლომდე ჩაჰყვებოდა საქმიან წვრილმანებს.

ამ ხნის განმავლობაში სენდიბარში საგრძნობლად გაიზარდა ხალხის უკმაყოფილება


ტენესის მიმართ. ადამიანები ტენესის იცნობდნენ, როგორც ბანქოს გამოუსწორებელ
მოთამაშეს, ასევე, ეჭვობდნენ, რომ მას ქურდობაშიც მიუძღოდა ბრალი. ეს
მითქმამოთქმა, ცხადია, ტენესის კომპანიონსაც უტეხდა სახელს. ზემოთ
მოთხრობილი ამბის შემდეგ ტენესთან ახლო

ურთიერთობის გაგრძელებას, შეიძლებოდა, მხოლოდ დაედასტურებინა


გამოთქმული ვარაუდი დანაშაულში თანამონაწილეობაზე. ბოლოს კი ტენესის
ავკაცობა სავსებით ნათელი გახდა. ერთხელ ტენესი დასდევნებია «წითელი
ძაღლისკენ» მიმავალ უცნობს. შემდეგ სწორედ ეს უცნობი ჰყვებოდა, რომ ტენესი
მგზავრობისას ათასნაირ მოგონებასა და ანეკდოტს უყვებოდა, მაგრამ მერე ლაპარაკი
ძალიან არათანმიმდევრულად დაასრულა შემდეგი სიტყვებით:

– აბა, ყმაწვილო, კეთილი ინებეთ და ჩამაბარეთ თქვენი დანა, დამბაჩები და ფული.


იარაღმა, შესაძლოა, ხიფათს გადაგყაროთ «წითელ ძაღლში», ხოლო ფული
მეტისმეტად დიდი ცდუნებაა ავისმზრახველთათვის. მგონი თქვით, სანფრანცისკოში
ვცხოვრობო. შევეცდები, როგორმე მოგინახულოთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტენესის იუმორის საუცხოო გრძნობა ჰქონდა, რასაც
ვერავითარი საქმე და ალიაქოთი ვერ აქრობდა.

ეს ტენესის უკანასკნელი გმირობა გამოდგა. «წითელი ძაღლი» და სენდიბარი


გაერთიანდნენ ავბედითი შარაგზის ყაჩაღის წინააღმდეგ და ტენესის კვალში
ჩაუდგნენ, როგორც რუხ დათვს.

როდესაც მის გარშემო ჯაჭვი თანდათან დავიწროვდა, ტენესიმ მთელი ძალით სცადა
თავის დაღწევა ბანაკიდან, დამბაჩა დააცარიელა «სასტუმრო არკადიას» წინ
შეკრებილ ბრბოში და სწრაფად მიაშურა «დათვის ხევს», ოღონდ ხევის შორეულ
საზღვარზე ის ვიღაც რუხ ცხენზე ამხედრებულმა ჩია კაცმა შეაჩერა. ისინი წამით
მდუმარედ უყურებდნენ ერთმანეთს. ორივე უშიშარი იყო, თავდაჭერილი და
დამოუკიდებელი, განვითარებული საზოგადოების ნაშიერები, რომელთაც მე-17
საუკუნეში გმირები ერქმეოდათ, მაგრამ ახლა, მე-19 საუკუნეში, უბრალოდ
ყალთაბანდებს უწოდებდნენ. – რა გაქვს?.. აბა, ვნახოთ, – მშვიდად უთხრა ტენესიმ.

– ორი თულფი და ერთი კიკო, – ასევე მშვიდად უპასუხა უცნობმა და ორი


დამბაჩა და გრძელი სანადირო დანა აჩვენა.
83
– თამაში წაგებულია, – მოთამაშეთა ყაიდაზე უთხრა ტენესიმ, თავისი
უსარგებლო იარაღი გადააგდო და დამტყვევებელთან ერთად უკან დაბრუნდა.

თბილი საღამო იდგა. გრილი ნიავი, რომელიც, ჩვეულებრივ, ძალიან ხშირად ქროდა,
იმ საღამოს არც კი გაჰკარებია სენდიბარს. პატარა ხევში მხურვალე ფისის სურნელი
ტრიალებდა,

ხოლო მეჩეჩზე მოგროვებულ დამპალ სატივე ხეებს მძიმე, შმორიანი სუნი ასდიოდა.
იმ დღის აღგზნებულობა და ვნება ისევ ავსებდა ბანაკს. ჩირაღდნები მოუსვენრად
დაფარფატებდნენ მდინარის ნაპირის გაყოლებაზე. ფოსტის შენობის ძველებური
სხვენის გაკაშკაშებული ფანჯრები თვალისმომჭრელად იკვეთებოდა ფიჭვების
ფონზე და უსაქმურებს შეეძლოთ უფარდებო მინებში ქვემოდან დაენახათ ერთად
თავმოყრილი ადამიანები, რომლებიც იმ დროს ტენესის ბედს წყვეტდნენ.

ტენესის გასამართლება ისე მიუკერძოებლად მიმდინარეობდა, როგორც


შეეფერებოდა მოსამართლეს და ნაფიც მსაჯულებს, რომლებიც იძულებული ხდებიან
საბოლოო გადაწყვეტილებაში მაინც გაამართლონ დაპატიმრებისა და
საბრალმდებლო ოქმის შედგენის წესების დარღვევა. სენდიბარის კანონი ულმობლად
მოქმედებდა, მაგრამ შურისძიებას არ მიმართავდა. დამნაშავის დევნისგან
გამოწვეული მღელვარება და პირადი განცდები რამდენადმე შენელდა. რადგანაც
ტენესი საიმედოდ ჰყავდათ მომწყვდეული, ბრალმდებლები მზად იყვნენ
მოთმინებით მოესმინა დაცვის მხარისთვის, რომელიც, უკვე აშკარა იყო, არასაკმარისი
გამოდგებოდა. რადგანაც საეჭვოდ არაფერი ეჩვენებოდათ, ისინი ხალისიანად
აძლევდნენ უფლებას, პატიმარს ყველა შესაძლებლობა გამოეყენებინა თავის
სასარგებლოდ. დარწმუნებული იყვნენ, რომ ტენესის, მოქმედი კანონის თანახმად,
ჩამოხრჩობა არ ასცდებოდა, მსაჯულები თავის მართლების მეტ საშუალებას
აძლევდნენ ბრალდებულს, ვიდრე მისი უზომო

თავხედობა იმსახურებდა. თუმცა ისიც ჩანდა, რომ მოსამართლე გაცილებით მეტად


ღელავდა, ვიდრე პატიმარი, რომელიც გულგრილად იყურებოდა და აშკარად
გრძნობდა გარკვეულ სიამოვნებას იმის გამო, რომ მოწინააღმდეგეებს თავისი
საქციელით გამოწვეულ პასუხისმგებლობას აკისრებდა.

– მე ვერაფერს გეტყვით, – უცვლელად პასუხობდა მსაჯულთა ყოველ შეკითხვას.

მოსამართლეს, რომელიც სწორედ ტენესის დამტყვევებელი იყო, წამით გული


დასწყდა, ნეტავ ტენესი ადგილზევე მომეკლა იმ დილასო, მაგრამ მაშინვე მოიშორა
თავიდან ასეთი ადამიანური სისუსტე, როგორც მართლმსაჯულების
აღმასრულებლის გონებისთვის არასაკადრისი. მიუხედავად ამისა, როდესაც კარზე
კაკუნი მოისმა და გაირკვა, რომ ტენესის კომპანიონი მოითხოვდა სიტყვას პატიმრის
დასაცავად, იგი მაშინვე შემოუშვეს. ალბათ, ნაფიც მსაჯულთა უფრო ახალგაზრდა
წევრები, ვისთვისაც სასამართლო საქმე მომაბეზრებლად დამაფიქრებელი ხდებოდა,
სიხარულით მიესალმნენ ახალმოსულს.

84
ტენესის კომპანიონი გარეგნობით ვერ გამოირჩეოდა. დაბალი და ჩასუქებული,
მზისგან წამოჭარხლებული ოთხკუთხა სახის, განიერი ტილოს ზედატანითა და
წითელი, ტალახის შხეფებისგან დასვრილი, სხვა დროს და სხვა სიტუაციაში მეტად
უცნაური სანახავი იქნებოდა,

მაგრამ ამჯერად სასაცილოდ გამოიყურებოდა. როდესაც იგი დაიხარა, რათა ფეხებთან


დაედო თავისი მძიმე სამგზავრო ჩანთა, ნაწილობრივ გადაშლილი ასოებიდან და
წარწერიდან ცხადი გახდა, რომ მასალა, რომლითაც მისი შარვალი იყო დაკემსილი,
თავდაპირველად ნაკლებ საპატიო დანიშნულებისთვის იყო განკუთვნილი. მაგრამ
ტენესის კომპანიონმა მაინც დინჯად და ფრიად სერიოზულად წარდგა ნაბიჯი და
ხელი ჩამოართვა დარბაზში მყოფ ყველა ადამიანს, შემდეგ სახე მოიწმინდა ღია ფერის
წითელი ცხვირსახოცით და ღონიერი მარჯვენა მაგიდაზე ჩამოაყრდნო.

– რა შეგიძლიათ თქვათ ბრალდებულის სასარგებლოდ? – ჰკითხა მოსამართლემ.

– ჩემთვის მივდიოდი, – მობოდიშებით წამოიწყო მან, – და ვფიქრობდი, შევივლი და


ვნახავ, რა დღეშია-მეთქი, აგერ, ტენესი... ჩემი ძმობილი და კომპანიონი. საშინელი
საღამოა. მე არ მახსოვს ასეთი ამინდი სენდიბარში.

ტენესის კომპანიონი წამიერად შეყოვნდა, მაგრამ რაკი არავინ იზიარებდა მის


მეტეოროლოგიურ შეხედულებებს, კვლავ ცხვირსახოცს მიუბრუნდა
დახმარებისთვის და ერთხანს გულმოდგინედ იმშრალებდა სახეს.

– დიახ, – უფრო მხნედ გააგრძელა მერე, – მე მოვედი, როგორც ტენესის ძმობილი... მე


თითქმის ოთხი წელია ვიცნობ მას, თავიდან ბოლომდე, ყველანაირს, ხელმოცარულს
თუ ხელგამართულს. მისი გზა მთლიანად არ ემთხვევა ჩემს გზას, მაგრამ არ
მოიპოვება არც ერთი დაფარული კუნჭული მის ცხოვრებაში და გონებაში, არც ერთი
განზრახვა, მე რომ არ ვიცოდე. ჰოდა, ახლა თქვენ მეკითხებით, როგორც კაცი კაცს...
მეკითხებით, «იცით რაიმე მის სასარგებლოდ»? ჰოდა, ახლა მე გეკითხებით, დიახ,
გეკითხებით... როგორც კაცი კაცს... «რა უნდა იცოდეს ადამიანმა თავისი ძმობილის
შესახებ?»

– სულ ამის თქმა გინდოდათ? – მოუთმენლად შეეპასუხა მოსამართლე, რომელიც


ალბათ შიშობდა, იუმორის გრძნობას არ დაეძლია ნაფიცი მსაჯულები.

– დიახ, სწორედ ასეა, – განაგრძობდა ტენესის კომპანიონი, – ჩემთვის უხერხულია მის


წინააღმდეგ რაიმეს თქმა და იცით, როგორი სიტუაცია იქმნება? მაგალითად,
ტენესის სჭირდება ფული, და არ სურს თავის ძველ ძმობილს სთხოვოს. ჰოდა,
ამიტომაც ადგება და უსაფრდება რომელიმე უცნობს, მერე ტყავს აძრობს მას. თქვენც
უსაფრდებით ტენესის და ტყავს აძრობთ მას, ამიტომ გაქვითულები ხართ. და ახლა,
მე გეკითხებით, როგორც დაკვირვებული ადამიანი, თქვენ, ბატონებო, ყველას,
როგორც დაკვირვებულ ადამიანებს, ასე არ არის?

– ბრალდებულო, – კვლავ ჩაერია მოსამართლე, – გინდათ რაიმე ჰკითხოთ ამ კაცს?

– არა! არა! – აჩქარებით ჩაეჭრა ტენესის კომპანიონი, – მე აქ თვითონ მოვედი. საქმის


თავი და ბოლოც ეს არის, რომ ტენესი უხეშად მოექცა უცხო კაცს თქვენს ბანაკში და
სამართლიანობა რა იქნება? – ზოგი რას იტყვის და ზოგიც რას. მე კი იცით რას
85
გეტყვით? – აი, ათას შვიდასი დოლარი – ოქრო და საათები – მთელი ჩემი
ავლადიდება და ინებეთ. – და ვიდრე ვინმე მოასწრებდა მის შეჩერებას, თავისი
ჩანთა მაგიდაზე გადმოაპირქვავა და დაცალა.

წამით მოწმის სიცოცხლე საფრთხეში ჩავარდა. ორი თუ სამი კაცი მყისვე წამოხტა
ფეხზე, რამდენიმემ დამალული იარაღი მოისინჯა და ტენესის ამფსონი მხოლოდ
იმიტომ გადარჩა, რომ მოსამართლემ დროულად აიქნია ხელი. ტენესი იცინოდა.
ხოლო ტენესის ძმობილმა, ვისაც, ალბათ, მხედველობიდან გამორჩა ადამიანების
მღელვარება, ისარგებლა ხელსაყრელი შემთხვევით და ოფლიან სახეს კვლავ
ცხვირსახოცი მიაშველა.

როდესაც წესრიგი აღდგა და შეწუხებულ მოწმეს მკაცრად აუხსნეს, რომ ტენესის


დანაშაულის გამოსყიდვა ფულით შეუძლებელი იყო, მოწმეს სახე უფრო მოექუფრა
და სისხლისფერი გაუხდა, ხოლო ისინი, ვინც ახლოს იდგნენ, გარკვევით ამჩნევდნენ,
რომ, მაგიდაზე დაყრდნობილი მძიმე ხელი ოდნავ უთრთოდა. ტენესის კომპანიონი
წამიერად შეყოყმანდა და ნელ-ნელა შეუდგა ჩანთაში ოქროს ჩალაგებას, თითქოს
მთლიანად ვერ ჩასწვდა მართლმსაჯულების ამაღლებულ გრძნობას და ეჭვობდა,
შესაძლოა ოქროული ეცოტავათო,

ამიტომაც დაბნეული ჩანდა. შემდეგ მოსამართლეს მიუბრუნდა და წარმოთქვა, «ეს მე


მარტომ გადავწყვიტე, ჩემი ძმობილი არაფერ შუაშიაო», თავი დაუკრა ნაფიც
მსაჯულებს და ის იყო ოთახიდან გასვლა დააპირა, რომ მოსამართლემ კვლავ უკან
მოიხმო იგი.

– თუ რაიმეს თქმა გინდათ ტენესისთვის, ჯობს, ახლავე უთხრათ.

ბრალდებულმა და მისმა უცნაურმა დამცველმა იმ საღამოს პირველად ჩახედეს


ერთმანეთს თვალებში. ტენესიმ გაიღიმა და თეთრი კბილები გამოაჩინა, მერე ძლივს
ამოღერღა ორიოდე სიტყვა – «მეგობარო, თამაში წაგებულია!» და მარჯვენა ხელი
გაუწოდა კომპანიონს. მანაც ჩამოართვა და უთხრა «აქეთ მივდიოდი და უბრალოდ
შემოვიარე, მინდოდა გამეგო, როგორ მიდიოდა საქმე», შემდეგ უღიმღამოდ ჩამოუშვა
ხელი და დაუმატა, «ძალიან თბილი საღამოა», ისევ მოიწმინდა სახე ცხვირსახოცით
და ისე გაშორდა იქაურობას, ერთი სიტყვაც აღარ უთქვამს.

ამ ორ ადამიანს სიცოცხლეში მეტჯერ აღარ უნახავთ ერთმანეთი. რადგან ქრთამის


შეძლევისგან გამოწვეულმა შეურაცხყოფამ მოსამართლეს, რომელიც უგუნური და
გონებაშეზღუდული, თუმცა მოუსყიდველი მსაჯულის სახელით სარგებლობდა,
მკაცრად გადააწყვეტინა თავის გონებაში ტენესის ბედი, ბოლო მოუღო მის
ყოველგვარ მერყეობას და განთიადის ჟამს პატიმარი მცველთა გაძლიერებული
რაზმის თანხლებით გაუყენეს გზას, რათა «ცარცის მთის» მწვერვალზე შეხვედროდა
თავის ნავსიან ვარსკვლავს.

როგორ ჩატარდა დასჯის ცერემონია, როგორ გულგრილად იქცეოდა ტენესი, როგორ


თქვა უარი რაიმეს თქმაზე და როგორ სრულყოფილად აღსრულდა სამსჯავროს
განაჩენი, ამის მთელი სურათი თავის დროზე სათანადოდ აღწერა და მომავალი

86
შესაძლო ბოროტმოქმედთათვის ზნეობრივი გაფრთხილებებითა და დარიგებებით
შეამკო «წითელი ძაღლის საყვირის» რედაქტორმა, რომელიც თავად ესწრებოდა
მომხდარ ამბავს და რომლის მჭევრმეტყველური ინგლისურით ნაწერი სტატიის
წაკითხვაც სიამოვნებით შემიძლია ვურჩიო ყველა მკითხველს. მაგრამ მაშინდელი
ზაფხულის დილის სილამაზე, მიწის, ჰაერისა და ზეცის ჰარმონიული ურთიერთობა,
თავისუფალი ტყეებისა და მთების სიცოცხლე, ბუნების ხალისიანი განახლება და, რაც
მთავარია, სამარისებური მყუდროება, რომელიც უზომოდ აღელვებდა ყველას,
გაზეთში ნახსენებიც არ ყოფილა, რადგანაც არ წარმოადგენდა საზოგადოების
ზნეობრივი გაკვეთილის შემადგენელ ნაწილს. და მაინც, როდესაც სამწუხარო და
უგუნური მოქმედება დამთავრდა, ხოლო სიცოცხლემ დატოვა დამახინჯებული
სხეული, რომელიც მიწასა და ცას შორის იყო გამოკიდებული, ფრინველები
გალობდნენ, ყვავილები ყვაოდნენ, მზე ისევ მხიარულად ანათებდა, ისევე, როგორც
მანამდე და, შესაძლოა, მართალიც იყო «წითელი ძაღლის საყვირი».

ტენესის კომპანიონი არ იმყოფებოდა იმ ჯგუფში, ვინც სადამსჯელო სანახაობაზე


მივიდა. მაგრამ, როდესაც ადამიანებმა დაშლა გადაწყვიტეს, მათი ყურადღება
მიიპყრო გზის პირას

გამოჩენილმა სახედრიანმა ორთვალამ. და როცა სეირის მაყურებლები ახლოს


მივიდნენ, მაშინვე იცნეს პატივცემული «ჯენი» და მომცრო ურემი, ტენესის
კომპანიონის საკუთრება, რითაც იგი ქანებს ეზიდებოდა თავისი მიწის ნაკვეთიდან,
ხოლო რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ცხენისწაბლას ხის ქვეშ ორთვალას
მეპატრონე იჯდა და სახიდან ოფლს იწმენდდა. პასუხად შეკითხვაზე, ტენესის
კომპანიონმა განაცხადა, რომ გვამისთვის მივიდა, თუ სამსჯავრო თანახმა იქნებოდა,
არ აპირებდა რაიმეს დაჩქარებას და შეეძლო მოეცადა, რადგან იმ დღეს არ მუშაობდა
და როცა ბრალდებულის საქმე დასრულდებოდა, გვამს წაიღებდა.

– თუ ვინმეს სურს, – დინჯად და მშვიდად დაამატა მან, – შეუძლია წამოვიდეს და


მიცვალებულის გასვენებას დაესწროს.

ის, რაც შემდეგ მოხდა, შეიძლება იუმორის გრძნობით იყო გამოწვეული, რაზედაც
უკვე ვისაუბრეთ და რაც სენდიბარის მცხოვრებთა დამახასიათებელ თავისებურებას
წარმოადგენდა. შეიძლება, ასეთ ქცევას იწვევდა რაღაც სხვა, უფრო კეთილშობილური
განზრახვა, მაგრამ უქნარების ორი მესამედი მაშინვე დათანხმდა ტენესის
კომპანიონის მიწვევას.

შუადღის შემდეგ ტენესის ცხედარი მის ძმობილს გადასცეს. როდესაც სახედარი


საბედისწერო ადგილს მიუახლოვდა, ყველამ შეამჩნია, რომ ორთვალაზე იდო მოგრძო
ყუთი, ეტყობოდა,

სახელდახელოდ შეჭედილი გაურანდავი ფიცრებისგან და ნახევრად ამოვსებული


ფიჭვის ქერქებითა და წიწვებით. გარდა ამისა, საზიდარს ამკობდა, აგრეთვე, ტირიფის
შტოები და ცხენისწაბლას სურნელოვანი ყვავილები. როცა მიცვალებული ყუთში
ჩაასვენეს, ტენესის კომპანიონმა სხეულს კუპრში დასველებული ტილოს ნაჭერი
დააფარა, მერე მძიმედ მოიკალათა ვიწრო კოფოზე, ფეხები მიადგა ხელნებს და წინ
გაიგდო პატარა სახედარი. ფორანი ნელ-ნელა დაიძრა ადგილიდან. გამცილებელნი,

87
ნაწილობრივ ცნობისმოყვარედ, ნაწილობრივ ხუმრობით, მაგრამ, საერთოდ,
გულითადად მიჰყვნენ სამგლოვიარო ეტლს, ზოგიც წინ, ზოგი გვერდით და ზოგიც
ოდნავ უკან. ოღონდ გზის დავიწროებისა თუ თავაზიანობის შინაგანი გრძნობისგან
ჭირისუფალნი ჩქარა წყვილ-წყვილად დამწკრივდნენ მიმავალი ორთვალას უკან და
სანახაობა ნამდვილ სამგლოვიარო მსვლელობას დაემსგავსა. ჯერ ფოლინსბს,
რომელიც თავიდან მუნჯურად ასრულებდა რაღაც სამგლოვიარო ჰანგებს
წარმოსახულ ტრომბონზე, არავინ აჰყვა და თავი გაანება ოხუნჯობას, რადგან,
შესაძლოა, არც გააჩნდა მოხუმარის შესაბამისი უნარი, რომ საკუთარი ოხუნჯობით
თვითონაც ესიამოვნა და სხვებსაც.

გზა «დათვის ხევში» გადიოდა, რომელიც იმ დროისთვის უკვე მიმწუხრის


ბინდბუნდში გახვეულიყო. მარადმწვანე სეკვოიები, რომელთაც წითელ მიწაში
ჩაერგოთ ფართო ფეხები და სათითაოდ ჩამწკრივებულიყვნენ გზის გასწვრივ,
დახრილი შტოებიდან თითქოს ლოცვა-კურთხევას უგზავნიდნენ მოულოდნელად
გამოჩენილ სამგლოვიარო ტახტრევანს. შიშისგან

გაოგნებული კურდღელი ადგილზევე ჩაცუცქდა და გზისპირას წამოზრდილი


გვიმრებიდან უმწეოდ გაჰყურებდა შორიახლოს მიმავალ ორთვალას. ციყვებმა
აჩქარებით აირბინეს ზემოთ, რათა უფრო მაღალ ტოტებზე მოეხელთებინათ საიმედო
გადმოსახედი, ჩხიკვები მოუსვენრად იქნევდნენ ფრთებს და გამცილებლებივით
მიჰქროდნენ ჭირისუფალთა წინ მანამდე, ვიდრე ორთვალა სენდიბარის გარეუბანს
მიაღწევდა და ტენესის კომპანიონის განმარტოებულ ქოხს მიაღწევდა.

ეს ადგილი სახალისო დროსაც კი ვერავის მოხიბლავდა – ულამაზო არემარე,


ყველაფერი უშნო, რითაც გამოირჩევა კალიფორნიელ ოქროსმაძიებელთა კერა, აქ იყო.
ქოხიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გავერანებული ადგილი იყო შემოღობილი,
რომელიც ტენესის კომპანიონის ხანმოკლე ოჯახური ბედნიერების დროს ბაღი იყო
და ახლა სულ ეკალ-ბარდი მოსდებოდა.

საფლავიდან ამოღებული მიწა დამუშავებულ ნაკვეთს ჰგავდა. ურიკა სწორედ ამ


ადგილთან გაჩერდა. ტენესის კომპანიონმა უარი განაცხადა დახმარებაზე, მისთვის
დამახასიათებელი, საკუთარ თავში დარწმუნებული კაცის გამომეტყველებით,
მხარზე შემოიდო შინ ნაკეთი კუბო, ფიცარი დააჭედა და მარტომ ჩაასვენა არცთუ
ღრმა საფლავში. მერე საფლავთან პატარა მიწაყრილზე შედგა, ქუდი მოიხადა და სახე
ცხვირსახოცით მოიწმინდა. იქ მყოფები მიხვდნენ, რომ სიტყვის თქმას აპირებდა, ხის
კუნძებსა და ქვებზე ჩამოსხდნენ და სმენად იქცნენ.

– როცა კაცმა, – დაიწყო ტენესის ძმობილმა ლაპარაკი მძიმედ, – მთელი დღე უქმად
იყიალა, ბოლოს როგორ უნდა მოიქცეს? შინ უნდა წავიდეს. და თუ შინ წასვლა არ
შეუძლია, რა უნდა ქნას მისმა ერთგულმა მეგობარმა? შინ უნდა მოიყვანოს, ჰოდა
ტენესი უქმად დაყიალებდა და ჩვენც შინ მოვიყვანეთ. – ის ცოტა ხნით გაჩუმდა,
კვარცის ნაჭერი აიღო, ჩაფიქრებულმა სახელოზე გაისვა და განაგრძო. – განა დღეს
პირველად მოვიყვანე ჩემი საკუთარი ზურგით ამ ქოხში, როგორც ეს თქვენ ყველამ
დაინახეთ. განა დღეს პირველად მოვიყვანე ამ ქოხში, როცა თავად არ შეეძლო, განა მე

88
და ჩემი ჯინი დღეს პირველად ვუცდიდით იმ მთაზე, მერე ავიყვანეთ და შინ
მოვიყვანეთ. რამდენჯერ ლაპარაკის თავი არა ჰქონია და ვერ მცნობდა, მაგრამ ახლა
უკანასკნელად მოვიყვანე, – ისევ გაჩუმდა და კვარცის ნატეხი სახელოზე გაისვა, –
ახლა კი, ბატონებო, – დაუმატა მან და თან გრძელტარიანი ნიჩაბი აიღო, –
დასაფლავება დასრულდა და მადლობელი ვარ, ტენესიც მადლობელია, რომ
შეწუხდით.

მან უარი თქვა დახმარებაზე და ხალხისკენ ზურგშექცეული საფლავის ამოვსებას


შეუდგა. მცირე ყოყმანის შემდეგ ხალხი ნელ-ნელა დაიშალა. როცა პატარა გორაკს
გადადიოდნენ, სენდიბარს რომ ფარავდა, ბევრმა უკან მიიხედა და მოეჩვენათ, რომ
ტენესის კომპანიონს თავისი საქმე მოეთავებინა, საფლავზე იჯდა, ნიჩაბი ფეხებს
შორის ამოედო და სახე წითელ ცხვირსახოცში ჩაემალა. ზოგმა თქვა, მისი
ცხვირსახოცისა და პირისახის გარჩევა შეუძლებელია ასე შორიდანო, და ეს საკითხი
ბოლომდე გაურკვეველი დარჩა.

იმ დღით გამოწვეული მღელვარება მიწყნარდა, მაგრამ ტენესის კომპანიონი არ


დაჰვიწყებიათ. საიდუმლო ძიებამ მას მოუხსნა ტენესის დანაშაულში მონაწილეობის
ბრალდება და მხოლოდ ეჭვი გამოითქვა, რომ იგი მთლად ჭკუაზე არ უნდა
ყოფილიყო. სენდიბარელებმა დაიწყეს მასთან სიარული და თავს აბეზრებდნენ იმით,
რომ სთავაზობდნენ ათასნაირ უადგილო, თუმცა კეთილი გულით მიძღვნილ
დახმარებას.

მაგრამ იმ დღიდან ტენესის ამფსონს კაჟივით მაგარი ჯანმრთელობა შეერყა და როცა


წვიმიანი ამინდები დაიჭირა და ტენესის საფლავის ქვიანი მიწაყრილიდან ჯეჯილმა
ამოყო თავი, ლოგინად ჩავარდა.

ერთ ღამეს, როცა ფიჭვებს ქარიშხალში არხევდა და ტოტები ქოხის სახურავს


გამალებით ეხეთქებოდნენ, როცა ადიდებული მდინარის ღრიალი მძაფრად
მოისმოდა, ტენესის კომპანიონმა ბალიშიდან თავი წამოსწია და წამოიძახა:

– დროა ტენესის მოსაყვანად წავიდე, ჯინი ორთვალაში უნდა შევაბა.

ლოგინიდან წამოდგომა სცადა, მაგრამ მომვლელმა არ დაანება. იგი შფოთავდა და


კვლავ უცნაური წარმოსახვის ტყვეობაში იმყოფებოდა.

– აბა, წყნარად, ჯინი, წყნარად. ეს რა უკუნი სიბნელეა. ორმოებს უფრთხილდი. ტენესი


ათვალიერე. ზოგჯერ, როცა უგონოდ მთვრალია, პირდაპირ გზაზე წვება ხოლმე. აბა,
პირდაპირ იქით გასწიე, გორაკის წვერზე რომ ფიჭვია. ხომ გითხარი, აქეთ მოდის
მარტო, ფხიზელია, სახე უბრწყინავს. ტენესი, ძმაო!..

და ასე შეხვდნენ ისინი ერთმანეთს.

89
93

წითელი კანიონის იდილია


უგონოდ მთვრალი სენდი იელის ბუჩქის ძირას იმავე უცნაურ პოზაში იწვა,
როგორშიც რამდენიმე საათის წინ გაშხლართულიყო. რამდენი ხანი გაატარა ამ
მდგომარეობაში, ვერც იტყოდა და არც ანაღვლებდა. არც ის ჩანდა ნათელი, კიდევ
რამდენ ხანს უნდა წოლილიყო ასე. მის სულს ფილოსოფიური სიმშვიდე
დაუფლებოდა, რომელიც მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამოსჭვიოდა.

ლოთი კაცის, მით უმეტეს, სწორედ ამ ლოთის ხილვა, სამწუხაროდ, წითელი კანიონის
მიდამოებში არავის უკვირდა და არც რაიმე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ.
დილაადრიანად ვიღაც ადგილობრივ ოხუნჯს სენდის თავთან საფლავის ქვაც კი
შემოედგა წარწერით: «მაკ-კორკლის ვისკი ორმოც ნაბიჯზე კლავს», და ისრით,
რომელიც მაკ-კორკლის დუქნისკენ იყო მიმართული. ეს საქციელი უფრო
პიროვნული ხასიათის შეტევა იყო, როგორც ადგილობრივი მასხარების ყველა
გამოხტომა. ამ ხუმარას გარდა სენდი აღარავის შეუწუხებია. საპალნისგან
გათავისუფლებულმა მოხეტიალე ჯორმა, რომელმაც სულ გაძიძგნა მწოლიარეს
გარშემო ბალახი, ცნობისმოყვარედ დაყნოსა მთვრალი სენდი; მერე მაწანწალა ძაღლი
გამოძვრა საიდანღაც, მთვრალების მიმართ ძაღლებისთვის დამახასიათებელი
მოწიწებით გაულოკა

მტვრიანი ჩექმები, ცალი თვალი მზის სიკაშკაშემ მოუჭუტა და მის ფერხთით


მოიკალათა ძაღლური პირფერობით.

ამასობაში ფიჭვების ჩრდილებმა ნელ-ნელა გადაიარა, გზა გადაკვეთა და


უზარმაზარი შავი და ყვითელი ზოლები გადაავლო მდელოს. იქვე მის სიახლოვეს
მოსიარულე შებმული ცხენების ფლოქვებისგან აშლილი წითელი მტვერი ბინძურ
წვიმად ეცემოდა გაშხლართულ კაცს. მზე თანდათან ეფარებოდა თვალს, სენდი კი
მაინც ვერ ფხიზლდებოდა. სწორედ ამ დროს ამ მოაზროვნის დასვენება
ფილოსოფიისკენ ნაკლებად მიდრეკილი სქესის გამოჩენამ დაარღვია.

მის მერი, როგორც მას პატარა მოწაფეები ეძახდნენ, ეს-ესაა რომ გამოვიდა სკოლის
ძველი შენობიდან, სადილობის შემდეგ სეირნობდა. როგორც კი თვალი მოჰკრა
უჩვეულო სილამაზის გაფურჩქნულ ყვავილს იელის ბუჩქის ძირას, მერის მისი
მოწყვეტა მოუნდა, ოდნავ ათრთოლებულმა კატისებური სიფრთხილით გადაიარა
წითელი მტვერი. და უცებ სენდის წაადგა თავზე!

რა თქმა უნდა, მერიმ, როგორც საერთოდ სჩვევიათ ხოლმე ქალებს, მსუბუქად


შეჰკივლა. მაგრამ თვითონვე შერცხვა თავისი სიმხდალის და მთელ თავის სითამამეს
მოუხმო. გაშოტილისგან ექვსიოდე ნაბიჯში შეჩერდა და თეთრი კაბის კალთა აიწია,
რომ გაქცევისთვის მზად

ყოფილიყო. თუმცა ბუჩქის ქვეშიდან არც ხმა ისმოდა და არც რაიმე ფაჩუნი. მერიმ
ფეხით გაჰკრა სახუმარო საფლავის ქვას და წყენით ჩაილაპარაკა: «საქონლები!..» მისი
სიტყვები ამჯერად წითელი კანიონის მამაკაცთა მთელ მოდგმას მიეკუთვნებოდა.
მერი შედარებით მკაცრი შეხედულებების იყო, და ალბათ სათანადოდ ვერ აფასებდა
იმ უცნაურ თავაზიანობას, რისთვისაც კალიფორნიელები საკუთარ თავს ხოტბას
ასხამდნენ, ამის გამო კი ახალჩამოსულმა მერიმ, შესაძლოა სავსებით
სამართლიანადაც «უკარებას» მეტსახელი დაიმსახურა.

მერიმ ისიც შენიშნა, რომ მზის სხივები სენდის ზედ თავზე ანათებდა და გაიფიქრა,
რომ მძინარეს სიცხე აწყენდა, ქუდი კი უსარგებლოდ ეგდო გვერდით. მაგრამ ქუდის
აღება და მძინარისთვის დაფარება საკმაო სითამამეს მოითხოვდა, განსაკუთრებით
იმიტომ, რომ კაცი თვალებღია იწვა. თუმცა მერიმ გამბედაობა მაინც მოიკრიბა, ქუდი
დააფარა და იქაურობას გასცილდა, მაგრამ უკან რომ მოიხედა, ძალიან ეწყინა, ქუდი
ისევ ძირს დაგდებული რომ დაინახა, სენდი კი წამომჯდარიყო და თან რაღაცას
ბუტბუტებდა.

საქმე ის არის, რომ სენდის იმ ღრმა სიმშვიდის მიუხედავად, რომელშიც მისი სული
იმყოფებოდა, მზის კეთილისმყოფელი და მაცოცხლებელი სხივები სიამოვნებდა
კიდეც. ბავშვობიდან ვერ იტანდა ქუდით წოლას, რადგან მიაჩნდა, რომ მხოლოდ
ღვთისგან დაწყევლილი არამზადები და ყალთაბანდები იხურავდნენ ქუდს. ამიტომ
თავის ხელშეუხებელ

უფლებას ინარჩუნებდა, როცა მოესურვებოდა, სულაც უქუდოდ ევლო. ასეთი იყო


მისი შინაგანი მდგომარეობა, თუმცა გარეგნულად შემდეგი ბუნდოვანი სიტყვების
ბურტყუნით გამოხატა: «დახეთ ერთი, მზე! რა ხდება? რატომ არის ასეთი ეს წყეული
მზე?..»

მის მერი გაჩერდა, კვლავ უხმო სიმამაცეს და შორიდანვე ჰკითხა, ხომ არაფერი
გინდაო.

– რატომ არის ასეთი? რა ხდება? – იმავე ტონით განაგრძობდა სენდი. – ადექით,

საშინელო ადამიანო, – შესძახა მის მერიმ, – ადექით და შინ წადით!

სენდი ბარბაცით წამოდგა ფეხზე. ისეთი ახოვანი და აწოწილი იყო, მის მერის
გააჟრჟოლა კიდეც. მთვრალმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ და ისევ გაჩერდა.

– შინ რატომ უნდა წავიდე? – მოულოდნელად იკითხა მან სერიოზული სახით.

– წადით და დაიბანეთ, – მიუგო მის მერიმ და ძალიან კრიტიკული თვალი შეავლო


მის ჭუჭყიან ტანსაცმელს.

მის მერის გასაოცრად, სენდიმ მოულოდნელად ქურთუკი და ჟილეტი შემოიძრო,


მიწაზე

დაყარა, მერე ჩექმებიც მიაყოლა, ადგილს მოსწყდა და გორაკზე გიჟივით დაეშვა,


მდინარისკენ.

– ღმერთო ჩემო! დაიხრჩობა! – აღმოხდა მის მერის, მერე კი ქალისთვის ჩვეული


არათანმიმდევრულობით სკოლისკენ გაიქცა და შიგნით ჩაიკეტა.

იმ საღამოს თავის დიასახლისთან, მჭედლის ცოლთან ერთად მაგიდასთან ვახშმად


მჯდარ მის მერის უცებ თავში აზრად მოუვიდა, ვითომ ისე, ხუმრობით ეკითხა, შენი
ქმარი თუ სვამსო.
91
– ებნერი... – ჩაფიქრებულმა უპასუხა მისის სტიჯერმა, – აბა, გავიხსენო... ებნერი
უკანასკნელი არჩევნების შემდეგ არ დამთვრალა.

მის მერის უნდოდა ისიც ეკითხა, ებნერსასეთი შემთხვევების დროს ხომ არ მოსწონს
მზეზე წოლა ან ცივ წყალში ბანაობას ხომ არ გაუციებიაო, მაგრამ ამისთვის
შესაფერისი ახსნა-განმარტებაც უნდა მიეყოლებინა, ეს კი აღარ უნდოდა. ამრიგად,
მერი იმით დაკმაყოფილდა, რომ ლოყაწითელ მისის სტიჯერს – სამხრეთდასავლეთის
ნამდვილ ვარდს – ფართოდ გახელილი თვალები მიაპყრო და საუბრის თემა შეცვალა.
მეორე დღეს თავის საყვარელ მეგობარს სწერდა ბოსტონში:

«ვფიქრობ, ამ არემარის მსმელი ნაწილი შედარებით ასატანია. მხედველობაში მაქვს,


ჩემო კარგო, მამაკაცები, რა თქმა უნდა. ქალები, ჩემი აზრით, საერთოდ აუტანლები
არიან».

ერთი კვირაც არ გასულა, რომ მის მერის მიავიწყდა მომხდარი ამბავი, თუმცა იმ
დროის შემდეგ ნაშუადღევის სეირნობის მიმართულება სულ შეცვალა. ოღონდ
შენიშნა, რომ მის საწერ მაგიდაზე ყოველ დილით მინდვრის სხვა ყვავილების
თაიგულს იელის ერთი ახალმოწყვეტილი რტო გამოერეოდა ხოლმე. ეს დიდად არ
აკვირვებდა, რადგან მისმა პატარა მოწაფეებმა შესანიშნავად იცოდნენ, ყვავილები
რომ უყვარდა მათ მასწავლებელს და საწერ მაგიდას გამუდმებით უმშვენებდნენ
მშვენიერი ნორჩი ყვავილებით. მაგრამ, როცა აღმზრდელმა მოწაფეებს ჰკითხა, ყველამ
უპასუხა, რომ აზრზეც არ იყვნენ, ვინ მოიტანა იელის რტო.

რამდენიმე დღის შემდეგ გაკვეთილზე ჯონი სტიჯერს, რომლის მერხიც ფანჯარასთან


ახლოს იდგა, სავსებით უმიზეზოდ წასკდა სიცილი, რაც სასკოლო დისციპლინის
დარღვევით იმუქრებოდა. მის მერიმ მხოლოდ ის გაიგო, რომ «ფანჯარაში ვიღაც
იყურებოდაო». გაბრაზებული და აღშფოთებული იმ წამსვე გამოვარდა თავისი
სკიდან, რათა დაუპატიჟებელ სტუმარს შერკინებოდა. როგორც კი შენობის კუთხეში
შეუხვია, ნაცნობ ლოთს გადაეყარა, ოღონდაც ამჯერად სრულიად ფხიზელს. კაცი მის
წინაშე ენით აუწერელი მოკრძალებითა და დამნაშავის იერით შესცქეროდა.

ეს ყველაფერი მის მერიმ, რა თქმა უნდა, შეამჩნია და თავის სასარგებლოდაც ახსნა.


მცირედ შეაკრთო იმის შემჩნევამ, რომ ეს ორფეხა პირუტყვი, მიუხედავად წარსული
აღვირახსნილი ცხოვრებისა, საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის იყო. ნამდვილად
ქერათმიან სამსონს ჰგავდა, აბრეშუმივით ფაფუკი ჩალისფერი წვერით, რომელსაც
ჯერ არ შეხებოდა დალაქის სამართებელი თუ დალილას მაკრატელი.

მის მერის ბაგეებზე შეაცივდა უკვე მომზადებული გესლიანი სიტყვები და იმითღა


შემოიფარგლა, რომ კაცის დაფანტული მობოდიშება მოისმინა, მერე კი წარბები
მედიდურად აზიდა და კაბის კალთაც ისე ფრთხილად აიწია, თითქოს ეშინოდა, არ
დასვროდა. როცა მასწავლებელი საკლასო ოთახში შევიდა, იელის რტო ისევ თვალში
ეცა და უკვე სულ სხვა შთაგონებით შეხედა. მერე კი გაეცინა, მის პატარა მოწაფეებსაც
გაეცინათ და მათ, ყველამ, რაღაც გაუგებრად თავი ძალიან ბედნიერად იგრძნეს.

ერთ ცხელ დღეს, ამ დროიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ორი პატარა მოკლეფეხება
ბიჭუნა სკოლის ზღურბლზე წაიქცა, წყლით სავსე სათლიც გადაუბრუნდათ,

92
რომელიც ძლივს მოეთრიათ წყაროდან. მის მერის ისე შეეცოდა ისინი, წაქცეული
ჭურჭელი თვითონვე აიღო და წყაროსკენ გასწია.

მთის ძირას ბილიკზე ვიღაცის ჩრდილმა გადაუკვეთა გზა და ლურჯსახელოიანმა


ძლიერმა ხელმა, მარდად, მაგრამ ნაზად ჩამოართვა ტვირთი. მის მერი შეცბა და
გაბრაზდა კიდეც.

– გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ მეტ წყალს მოზიდავდით საკუთარი


თავისთვის, – ღვარძლიანად მიმართა ცისფერ სახელოს.

კაცი მორჩილად დუმდა, მის მერიმ ინანა კიდეც თავისი ნათქვამი და კართან ისე
გულთბილად გადაუხადა მადლობა, რომ უცნობმა წაიბორძიკა, ამაზე კი ბავშვებს
სიცილი წასკდათ, მათი აღმზრდელიც ოდნავ უფრო მოკრძალებულად აკისკისდა და
იქამდე იცინა, სანამ გაფითრებულ ლოყებზე მსუბუქი ვარდისფერი არ დაედო.

მეორე დილას გასაიდუმლოებულ ვითარებაში გამოჩნდა წყლით სავსე კასრი


შესასვლელთან და ყოველ დილას ასევე საიდუმლოდ ივსებოდა ის ანკარა წყაროს
წყლით.

ამ ქედმაღალ, ახალგაზრდა ქალბატონს არც სხვები აკლებდნენ ყურადღებას. ენამწარე


ბილი, სლამგალიონის ფორნის მეეტლე – მას ადგილობრივ გაზეთებში გაეთქვა
სახელი თავისი გალანტურობისთვის, რომლითაც მშვენიერი სქესის
წარმომადგენლებს კოფოზე თავის გვერდით დაჯდომას სთავაზობდა ხოლმე, თუმცა
მხოლოდ მის მერის ვერ შეჰბედა ეს ვერც

ერთხელ, და ეს იმით ახსნა, რომ «აღმართებზე გინებას იყო ჩვეული» და მთელი


ეტლის ნახევარს სთავაზობდა. მოთამაშე ჯეკ ჰემლინმა, რომელმაც ერთხელ მის
მერისთან ერთად იმგზავრა ფორნით, თუმცა სიტყვაც არ დაუძრავს, მოგვიანებით
მთელი გრაფინი დაახალა თავზე თანამეინახეს დუქანში მხოლოდ მისი სახელის
ხსენებისთვის. ერთ-ერთი მოწაფის მორთულ-მოკაზმული დედა, რომლის შვილის
მამის ვინაობა უცნობი დარჩენილიყო, ხშირად შედგებოდა ხოლმე ამაყი
ნათელმხილველი მონაზვნის ტაძრის ახლოს, მაგრამ ვერ ბედავდა მის წმინდა ეზოში
შესვლას და ქურუმ ქალს მხოლოდ შორიდან სცემდა თაყვანს.

შეუმჩნეველი გადაიარა წითელ კანიონზე ლურჯი ცისა და კაშკაშა მზის სხივების,


ხანმოკლე დაისისა თუ ვარსკვლავიანი ღამეების ერთფეროვანმა მწკრივმა. მის მერის
შეუყვარდა წყნარსა და ჩრდილოვან ტყეებში სეირნობა. შეიძლება, როგორც ქალბატონ
სტიჯერს, მასაც სჯეროდა, ნაძვების სასიამოვნო სურნელი «მკერდს უხდებაო».
მართლაც ბოლო ხანს ისე ხშირად აღარ ახველებდა და ნაბიჯიც უფრო მტკიცე
გაუხდა. შეიძლება, მანაც აითვისა ის მარადიული გაკვეთილი, რომელსაც
მოთმინებით აღსავსე ფიჭვები დაუღალავად უმეორებდნენ გულისხმიერთ თუ
გულგრილთ.

ერთხელაც მის მერიმ გადაწყვიტა, პიკნიკი მოეწყო ირმის მთაზე და ბავშვებიც თან
წაიყვანა. საოცარი შვება მოჰგვარა მტვრიანი გზის, უწესრიგოდ მიმოფანტული
ქოხების, ყვითელი

93
არხებისგან, მოუსვენარი მანქანების გრუხუნისგან მოშორებით ყოფნამ! როგორც კი
გასცდნენ მიწაყრილებსა და თიხამიწის უკანასკნელ გროვას, საშინელი თხრილიც
გადაკვეთეს... ბავშვები გულწრფელად ხარობდნენ, ნავარდობდნენ, ალბათ იმიტომ,
რომ ჯერ კიდევ მთლიანად არ მოშორებოდნენ გულუხვი დედაბუნების მკერდს.
თავდაღმა დაეშვნენ მის ყავისფერ კალთაზე და საამო კისკისით ავსებდნენ
იქაურობას. თვითონ მის მერიც გალაღებულიყო, კატასავით დახტოდა. სუფთა
ქვედატანების, საყელოებისა თუ სახელოების ხილვით გახარებულს ყველაფერი
მიავიწყდა, ბავშვებთან ერთად დარბოდა, იცინოდა, წაბლისფერი ნაწნავი ჩამოეშვა და
ბაფთიანი ქუდი გვერდზე უდარდელადმოქცეოდა. ამ ნავარდში უცებ პირდაპირ
სენდის გადაეჩეხა!

ახსნა-განმარტება, მობოდიშება თუ არცთუ გონივრული საუბარი, რაც ამ


მოულოდნელ შეხვედრას მოჰყვა, არც ღირს ალბათ მოსაყოლად. თუმცა ჩანდა, მის
მერის უკვე კარგად გაეცნო ეს ყოფილი ლოთი. საკმარისია აღინიშნოს, რომ ის მალევე
მიიღეს კომპანიაში და ბავშვებმა მათთვის დამახასიათებელი გონების
სიმკვირცხლით მასში მეგობარი იცნეს. ქერა წვერზე ეფერებოდნენ, გრძელ აბრეშუმის
ულვაშებზე უსვამდნენ ხელებს და სხვა თავნებობასაც ბედავდნენ, რაც ასევე ჩვეულია
პატარებისთვის. ხოლო როცა სენდიმ ცეცხლი გააჩაღა ხის ძირას და მათ ტყის სხვა
საიდუმლოებანიც გააცნო, პატარების აღტაცებას უკვე საზღვარი აღარ ჰქონდა.

ასეთი საოცრად ბედნიერი და უდარდელი ორი საათის გასრულების შემდეგ სკოლის


მასწავლებელი გორაკის ფერდზე იჯდა და გვირგვინს წნავდა დაფნისა და ბაიებისგან,
ხოლო სენდი მის ფეხებთან იწვა და სახეში მისჩერებოდა, თითქმის ისეთივე პოზაში,
როგორც მაშინ, პირველად რომ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს შედარება არც ისე ყურით
მოთრეულია. ალბათ სახიფათო იყო, რომ მგრძნობიარე და ქარაფშუტა ბუნება,
რომელიც ღვინოში პოულობდა თრობას, ახლა ისევე თვრებოდა სიყვარულით.

ალბათ სენდი თვითონაც გრძნობდა ამას ბუნდოვნად. ვიცი, რომ მგზნებარედ


უნდოდა რაიმე გმირობის ჩადენა, მოეკლა რუხი დათვი, სკალპი აეხადა ველური
ინდიელისთვის ან როგორმე გაეწირა სიცოცხლე ამ ფერმკრთალი,
ნაცრისფერთვალება მასწავლებლისთვის. ძალიანაც მსურდა, სენდის ჩვენება გმირულ
მდგომარეობაში და მხოლოდ ის მაკავებს ამის აღწერისგან, რომ ღრმად მწამს, ასეთ
წუთებში მსგავსი არაფერი ხდება ხოლმე. და იმედი მაქვს, მშვენიერი მკითხველები
მაპატიებენ ამ გადაცდომას, თუ გაიხსენებენ, რომ სინამდვილეში კრიტიკულ
მომენტებში მხსნელად ყოველთვის გამოდის არა თქვენი რომანის გმირი, არამედ
რომელიმე ნაკლებად საინტერესო უცნობი ან სულაც არარომანტიკული პოლიციელი.

ასე ისხდნენ ისინი ფერდობზე უშფოთველად, მაღლიდან კოდალების კაკაკუკი


ესმოდათ, ხოლო ქვემოდან ბავშვების საამური ჟრიამული სწვდებოდათ. რას
ლაპარაკობდნენ, ეს ნაკლებ

მნიშვნელოვანია. რას ფიქრობდნენ ისინი, შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანი იყო,


მაგრამ ასევე უცნობად დარჩა. კოდალებმა მხოლოდ ის გაიგეს, რომ მის მერი ობოლი
იყო, ბიძის სახლი მიატოვა და კალიფორნიაში ჩამოვიდა ჯანმრთელობის
გასაუმჯობესებლად და დამოუკიდებლად სამუშაოდ; რომ სენდიც ობოლი იყო და
მანაც კალიფორნიას ბედის საძებნელად მიაშურა. აქამდე არეულად ცხოვრობდა, ახლა
94
კი სურს სწორ გზას დაადგეს; და სხვა პატარა ამბებიც, რომლებიც, კოდალების
აზრით, ასევე სრულ სისულელედ მოგეჩვენებოდათ და არც ღირდა მასზე დროის
დაკარგვა. მაგრამ ამ უბრალო წვრილმანებში მთელმა შუადღემ გაიარა და, როცა
ბავშვები ისევ შეიკრიბნენ, ხოლო სენდი მასწავლებლის მიერ სასიამოვნოდ
შემჩნეული თავაზიანობით დაემშვიდობა მათ დასახლების განაპირას, ეს დღე მის
მერის ყველაზე მოკლე დღედ მოეჩვენა მთელი თავისი მწუხარე ცხოვრების
განმავლობაში.

გრძელი გვალვიანი ზაფხული დასასრულს უახლოვდებოდა და წითელ კანიონში


სასწავლო სეზონიც იწურებოდა. ერთი დღეც და მის მერი საქმეს მორჩებოდა,
გაემგზავრებოდა და წითელი კანიონი, სულ ცოტა, მთელი ზამთარი ვეღარ იხილავდა,
მომდევნო სეზონამდე. ქალი მარტო იჯდა სკოლაში, მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილი,
თვალები მოეჭუტა და ოცნებებში ჩაძირულიყო. ბოლო დროს ხშირად მიეცემოდა
ამგვარ საქმიანობას, რაც, ვშიშობ, სკოლის დისციპლინის საზიანოდაც ხდებოდა.
კალთა სავსე ჰქონდა ხავსით, გვიმრითა და ტყის სხვა

სახსოვარით. მის მერი იმდენად იყო დაკავებული მათით და თავისი ფიქრებით,


კარზე სუსტი დაკაკუნებაც ვერ გაიგონა ან კიდევ კოდალების შორეულ გამოძახილად
მოეჩვენა. როდესაც ბოლოს ხმა უფრო მკაფიოდ მოესმა, მის მერი წამოხტა, სახეზე
წამოენთო და კარი გამოაღო. ზღურბლზე მანდილოსანი იდგა, გამომწვევად
მორთულ-მოკაზმული, მისი კადნიერი ჩაცმულობა კი სავსებით ეწინააღმდეგებოდა
მის მორცხვ და გაუბედავ ქცევას.

მის მერიმ ერთი შეხედვითვე იცნო თავისი უგვარო მოსწავლის საეჭვო დედა.
შესაძლოა, იმედი გაუცრუვდა ან თავაზიანობამ გადასძალა, რადგან როგორც კი
ცივად შემოიპატიჟა ქალი, უნებლიეთ გაისწორა საყელო თუ თეთრი სახელოები და
კაბაც დაიფერთხა. შესაძლოა, სტუმარი ამან მეტად დააბნია, მცირე ყოყმანის შემდეგ
შესასვლელთან, მტვერში დატოვა დიდი ქოლგა, ისევე, გახსნილი, თვითონ კი
ყველაზე ბოლო მერხთან დაიკავა ადგილი. ქალმა ოდნავ ჩახრინწული ხმით
წამოიწყო.

– გავიგე, რომ ხვალ მიემგზავრებით ფრისკოში და ვერ დავუშვებდი, რომ ისე


წასულიყავით, თუ მადლობას არ გადაგიხდიდით ჩემი ტომის მიმართ გამოჩენილი
სიკეთისთვის.

– ტომი ძალიან კარგი ბიჭუნაა და გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე


მე შევძელი მისთვის მიმეცა, – მიუგო მის მერიმ.

– გმადლობთ, მის! – შესძახა სტუმარმა, რომელიც ისე წამოწითლდა, სიწითლემ იმ


უხვ ფერუმარილშიც კი გამოატანა, რომელსაც წითელ კანიონში მისეულ «მეომრულ
შეღებვას» უწოდებდნენ ხუმრობით, და უხერხულად ცდილობდა გრძელი მერხი
უფრო ახლოს მიეწია მასწავლებელთან. – დიდად გმადლობთ, მის! მართალია, მე
მისი დედა ვარ, მაინც გეტყვით, რომ ვერსად ნახავთ უფრო საყვარელ, დამჯერ და
კეთილ ბიჭუნას, ვიდრე ტომია. შეიძლება, ჩემი სიტყვა ბევრს არაფერს ნიშნავდეს,
მაგრამ მაინც ვერსად ნახავთ თქვენისთანა საყვარელ და კეთილ მასწავლებელს,
თანაც ასეთი ანგელოზური ხასიათით.

95
მის მერის, რომელსაც მედიდურად მოეკალათებინა სტუმრის მერხის უკან და
სახაზავი მიედო მხარზე, ამ სიტყვებზე ნაცრისფერი თვალები გაუფართოვდა, თუმცა
ხმა არ ამოუღია.

– ვიცი, რომ არ გეკადრებათ შექება ჩემნაირი ადამიანისგან, – აჩქარებით განაგრძო


სტუმარმა, – არც მე შემეფერებოდა აქ მოსვლა დღისით-მზისით, ამ საქებარი
სიტყვებისთვის, მაგრამ მაინც მოვედი, რათა დახმარება მეთხოვა... არა ჩემთვის,
მის... არა ჩემთვის, არამედ ჩემი საყვარელი ბიჭუნასთვის.

ახალგაზრდა მასწავლებლის გამომეტყველებით გათამამებულმა ქალმა


იასამნისფერხელთათმანებიანი ხელები მუხლებს შუა დაიწყო და საუბარი განაგრძო,
ოღონდ დაბალ ხმაზე.

– იცით რა, მის, საბრალო ბავშვს ჩემ მეტიახლობელი არავინ ჰყავს, მე კი მის
აღმზრდელად არ ვვარგივარ. შარშან ვფიქრობდი, ფრისკოში გავგზავნი
სკოლაშიმეთქი, მაგრამ, როდესაც ხმა გავარდა, აქ მოჰყავთ მასწავლებელიო,
დაველოდე, სანამ გნახავდით და შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერი რიგზე
იქნებოდა, შესაძლებლობა მომეცემოდა, ცოტა ხანს კიდევ მყოლოდა ბიჭუნა შინ. ო,
მის, ისე ძალიან უყვარხართ, რომ მოგასმენინათ, როგორ ლაპარაკობს თქვენზე. მას
რომ ეთხოვა ის, რასაც ახლა მე გთხოვთ, უარს ნამდვილად ვერ ეტყოდით. გასაკვირი
არ არის, – ისევ სწრაფად განაგრძობდა ქალი ისეთი ხმით, რომელშიც უცნაურად იყო
ერთმანეთში არეული სიამაყე და მორიდება, – გასაკვირი არ არის, რომ ბავშვი ასე
ძალიან მოგეჩვიათ, მის, რადგან როდესაც მამამისი პირველად გავიცანი, ნამდვილი
ჯენტლმენი ბრძანდებოდა... ბიჭუნას კი ადრე თუ გვიან მოუწევს ჩემი დავიწყება...
ამას შეგუებული ვარ. აქ იმიტომ მოვედი, რომ გთხოვოთ, პატივი დამდოთ და ჩემი
ტომი... ღმერთმა დალოცოს იგი, უფრო კარგი და საყვარელი ბავშვს ვერსად ნახავთ...
თან...
თან წაიყვანოთ!.. ქალი სკამიდან წამოდგა, მასწავლებელს ხელი ჩაავლო და მის

წინ მუხლი მოიყარა.

– ფული ბევრი მაქვს, სულ თქვენ და მას მოგცემთ. რომელიმე კარგ სკოლაში
შეიყვანეთ, სადაც შეგეძლებათ თვალი ადევნოთ და მოეხმარეთ, რათა დამივიწყოს...
დამივიწყოს. როგორც გნებავთ ისე მოექეცით. როგორც უნდა მოექცეთ, იმაზე
უკეთეს ადამიანს მაინც გაზრდით,

ვიდრე მე. ოღონდაც ამ საზიზღარ ცხოვრებას მოაშორეთ, ამ ბუნაგს, მშობლიური


სახლის სირცხვილს. წაიყვანთ, ვიცი, წაიყვანთ... არა? ხომ წაიყვანთ... უარი არ უნდა
მითხრათ, უარს ვერ მეტყვით! თქვენ მას ისეთივე სუფთასა და სათნოს აღზრდით,
როგორიც თვითონ ხართ, და როცა გაიზრდება, უთხარით მამის სახელი... მშობლის
სახელი, რომელიც წლების განმავლობაში არ დასცდენია ჩემს ბაგეებს... ეს სახელია
ალექსანდრ მორტონი, რომელსაც აქ სენდის ეძახიან! მის მერი! ნუ მართმევთ ხელს!
მის მერი, მიპასუხეთ! წაიყვანთ ჩემს ბიჭუნას? ნუ მარიდებთ სახეს. ვიცი, რომ არ უნდა
უმზერდეთ ჩემნაირ ადამიანს. მის მერი! ღმერთო ჩემო, შემიწყალე!.. ის მიდის!

მის მერი ადგა და ნახევრად ბინდში ღია ფანჯარასთან მივიდა. იქვე გაჩერდა და რაფას
დაეყრდნო, დასავლეთის ცაზე მიმქრალი დაისის უკანასკნელ სხივებს მიაჩერდა.
96
ისინი ჯერ კიდევ ელამუნებოდნენ მის უმწიკვლო, ახალგაზრდულ შუბლს, თეთრ
საყელოსა თუ გადაჯვარედინებულ ქათქათა ხელებს, ოღონდ თანდათანობით
ქრებოდნენ. მავედრებელი, კვლავ მუხლმოყრილი, უფრო ახლოს მიღოღდა.

– ვიცი, დაფიქრება გჭირდებათ. მთელი ღამე დაგელოდებით აქ, ოღონდ ფეხს ვერ
მოვიცვლი, ვიდრე პასუხს არ მომცემთ. ნუ მეტყვით უარს ახლა. არ მეტყვით!... ამას
თქვენს კეთილ სახეზე ვხედავ... მასეთი სახე სიზმარში მინახავს. ამას თქვენს
თვალებში ვხედავ, მის მერი! ნამდვილად წაიყვანთ ჩემს ბიჭუნას!

უკანასკნელი წითელი სხივი უფრო ზემოთ აციალდა, მის მერის თვალებში გაკრთა,
მერე ათრთოლდა, შეკრთა და ბოლოს სულ გაქრა. მზე მოეფარა წითელ კანიონს.
ბინდის სიჩუმე მის მერის სასიამოვნო ხმამ დაარღვია.

– წავიყვან ბავშვს. ამაღამვე მომიყვანეთ.

ბედნიერი დედა მის მერის კაბის კალთას ემთხვია. ალბათ მისი კაბის ფაფუკ
ნაკეცებშიც ჩარგავდა თავს, მაგრამ ვერ ბედავდა. ქალი ფეხზე ადგა.

– და იმ კაცმა... თქვენი გეგმები? – მოულოდნელად ჰკითხა მის მერიმ.

– არა, ან რა მისი საქმეა. თვალითაც არ უნახავს ბავშვი.

– წადით მასთან ამ წუთას... ამაღამვე... უთხარით რაც გააკეთეთ. უთხარით, რომ მე


მიმყავს მისი ბავშვი და გადაეცით... რომ აღარასდროს უნდა ნახოს ბავშვი. არ უნდა
გამოჩნდეს იქ, სადაც ბავშვი იქნება... სადაც უნდა წავიყვანო იგი, უკან არ უნდა
გამოჰყვეს! ასე... ახლა კი წადით, გთხოვთ... დავიღალე... ჯერ კიდევ ბევრი საქმე
მაქვს! ისინი ერთად მივიდნენ კართან. ზღურბლზე სტუმარმა კიდევ ერთხელ
შეხედა.

– ღამე მშვიდობისა!

ქალს უნდოდა, კიდევ ერთხელ ჩავარდნოდა ფეხებში მის მერის, მაგრამ ამ დროს
ახალგაზრდა გოგონამ მკლავები გაშალა და წამით გულში ჩაიკრა ცოდვილი დიაცი,
მერე კი კარი ჩაკეტა.

მეორე დილას ენამწარე ბილმა დიდი პასუხისმგებლობით შეამზადა ფორანი, რადგან


მისი ერთ-ერთი მგზავრი მასწავლებელი უნდა ყოფილიყო. როდესაც ეტლმა მთავარ
გზაზე გადაუხვია, ბილმა უცებ გააჩერა დილიჟანსი – შიგნიდან გაგონილ სასიამოვნო
ხმას დამორჩილდა და მოწიწებით ელოდა, სანამ ტომი მის მერის ბრძანებისამებრ
ძირს ჩამოხტებოდა.

– მაგ ბუჩქიდან არა, ტომი, მეორიდან.

ტომიმ ახალი ჯიბის დანა ამოიღო, იელის დაბალ ბუჩქს ერთი რტო მოაჭრა და მასთან
ერთად მის მერისთან დაბრუნდა.

– ახლა ყველაფერი რიგზეა?

– ყველაფერი რიგზეა.

ეტლის კარი დაიკეტა და ბოლო მოუღო წითელი კანიონის იდილიას.


97
კალავერასელი ბრაუნი
საუბრის მორიდებული კილო, თუთუნის ნაკლები ბოლი და ზემოთ აწეული ჩექმის
ქუსლების არყოფნა უინგდემის ოთხთვალას ფანჯრებში აშკარად მოწმობდა, რომ
მგზავრებს შორის ქალი იმყოფებოდა. სადგურზე მოხეტიალე უქნარებს თავი
მოეყარათ სარკმლის წინ და უხერხულად გაესწორებინათ ქურთუკები, საყელოები და
ქუდები, ასე რომ, სავარაუდოდ, ქალი საკმაოდ მშვენიერი უნდა ყოფილიყო. მისტერ
ჯეკ ჰემლინმა, რომელიც ეტლის კოფოზე იჯდა, დამცინავი ღიმილით შენიშნა ეს
ყველაფერი. არა იმიტომ, რომ იგი ამდაბლებდა საწინააღმდეგო სქესს, არამედ
იმიტომ, რომ ცხადად ხედავდა სილამაზის მაცდუნებელ ანარეკლს.

ასე რომ, როცა ჰემლინმა ჩექმა ეტლის ბორბალს დაადგა და ძირს ჩამოხტა, არც კი
შეავლო თვალი ფანჯარას, საიდანაც მწვანე მანდილი ფრიალებდა, ისე დაიწყო წინ და
უკან სეირნობა, თავისი ხელობისთვის ჩვეული, დინჯი გულგრილობით, რასაც,
შესაძლოა, თვითონ ზრდილობის გამოვლინებად თვლიდა. გულმოდგინედ შეკრული
სამოსითა და კუშტი გამომეტყველებით ჰემლინი მკვეთრად გამოირჩეოდა დანარჩენი
მგზავრებისგან, მათი მშფოთვარე მოუსვენრობისა და დაუცხრომელი
მღელვარებისგან. თუნდაც ბილ მასტერსი,

ჰარვარდის აღზრდილი, ჭუჭყიანი, მეტისმეტად მხიარული, უსამართლობისა და


ბარბაროსობის თავგამოდებული მაქებარი, ნამცხვრითა და ყველით პირგამოტენილი,
ის ვერ ჩანდა რომანტიკულ პიროვნებად ამ მარტოსული, იღბლიანი მონადირის
გვერდით, რომელსაც ბერძნული ფერმკრთალი გამომეტყველება და
ჰომეროსისებური სიმშვიდე ამკობდა.

ბოლოს მეეტლემ დაიძახა, «ყველანი ადგილებზე!», და მისტერ ჰემლინმაც გასწია


ოთხთვალასკენ, როგორც კი ფეხი შეადგა ბორბალს და ღია ფანჯრამდე ასწია სახე,
მოეჩვენა, რომ მის მზერას მთელ ქვეყანაზე უმშვენიერესი თვალები შემოეფეთნენ.
ისევ მშვიდად ჩამოხტა დაბლა, რამდენიმე სიტყვა გადაულაპარაკა ეტლის შიგნით
მყოფ მგზავრს, უცებ მოაგვარა ადგილების გაცვლის საკითხი და ასევე წყნარად
მოკალათდა კუთვნილ ადგილზე. მისტერ ჰემლინი არასდროს აძლევდა თავის
ფილოსოფიას იმის ნებას, რაიმე გავლენა მოეხდინა მისი მოქმედების შეუპოვრობასა
და სისწრაფეზე.

სავარაუდოდ, ჯეკის ასეთმა შეჭრამ ეტლში ცოტა შეავიწროვა დანარჩენი მგზავრები,


განსაკუთრებით ისინი, ვინც ცდილობდნენ თავი მოეწონებინათ მანდილოსნისთვის.
ერთი მათგანი წინ გადაიხარა და, ალბათ, რაღაც უთხრა ქალს მისტერ ჰემლინის
საქმიანობის შესახებ. ეს მისტერ ჰემლინმაც გაიგონა თუ ამბის მიმტანში გამოჩენილი
იურისტი ამოიცნო, ვისაც სულ მცირე ხნის წინ მოუგო რამდენიმე ათასი დოლარი,
ძნელი სათქმელია. მისი ფერმკრთალი სახე

არაფერს ამჟღავნებდა. მშვიდი და გამჭრიახი შავი თვალები გულგრილად გააყოლა


იურისტს და მზერა მისი მეზობლის ბევრად უფრო სასიამოვნო სახის ნაკვთებზე
შეაჩერა. ინდიელის გამძლეობა, რომელიც დედის წინაპართა მხრიდან გამოჰყვა, კარგ
სამსახურს უწევდა, სანამ ეტლის ბორბლები სადილობის ჟამს მდინარის ქვიშაზე
98
გაიხრიგინებდა «სკოტის გადასასვლელთან» და ეტლი «საერთაშორისო სასტუმროს»
მიადგებოდა. სამართლის მესვეური და კონგრესის წევრი ძირს ჩამოხტნენ და
მომზადებული დადგნენ, რათა სწრაფად მიხმარებოდნენ ეტლიდან ჩამომავალ
ქალღმერთს, ხოლო სასკიელი პოლკოვნიკი სტარბოტლი დროულად დაეპატრონა
ქალის პატარა ქოლგას და თავსაფარს. თაყვანისმცემლების ასეთმა სიმრავლემ
წამიერი დაბრკოლება და უხერხული სიტუაცია შექმნა. ჯეკ ჰემლინმა დინჯად
გამოაღო ეტლის კარი, ხელი გაუწოდა მანდილოსანს ისეთი შეუპოვრობითა და
მტკიცე რწმენით, რისი შეფასებაც მხოლოდ მორცხვ და გაუბედავ სქესს შეუძლია, და
იმავე წამს, მკვირცხლად და ლამაზად ჩამოსვა დაბლა, ხოლო შემდეგ ბაქანზე აიყვანა.
კოფოდან ხითხითი მოისმა, ეტყობოდა, გამოცოცხლდა მეორე დამცინავი, მეეტლე
იუბა ბილი.

– ფრთხილად, პოლკოვნიკო, ბარგს მიხედეთ, – ფარისევლური მზრუნველობით


გაეხმაურა შიკრიკი, რომელიც თვალს ადევნებდა პოლკოვნიკ სტარბოტლს,
ნაღვლიანად რომ მიჩანჩალებდა საერთო დარბაზისკენ მიმავალი მგზავრების
ჯგუფთან ერთად.

მისტერ ჰემლინი სადილად აღარ დარჩენილა. მისი ბედაური უკვე შეკაზმული იდგა
და მოთმინებით ელოდებოდა პატრონს. ჰემლინი ჯერ მდინარის ფონს გადაევლო,
მერე გორაკს აჰყვა და ბოლოს ისეთი გამომეტყველებით შეიჭრა უინგდემის მტვრიანი
გზის სივრცეში, თითქოს უკან უსიამოვნო მოჩვენებებს იტოვებდა. გზისპირა ქოხების
ბინადარნი ხელებს იჩრდილავდნენ თვალებზე და მზერას აყოლებდნენ მხედარს,
რომელსაც ცხენით ცნობდნენ, და ფიქრობდნენ, ნეტავ რა დაემართა კომანჩო ჯეკსო.

ცხენის გაოფლიანებულმა ფერდებმა გონზე სწრაფად მოიყვანა ჰემლინი. მხედარმა


სიჩქარე შეანელა და გვერდით გზისკენ გადაუხვია, რომელსაც ზოგჯერ
შესამოკლებლად იყენებდნენ, და აუჩქარებლივ გაჰყვა მას, აღვირი უღიმღამოდ
დაჰკონწიალებდა ხელებში. მგზავრი წინ მიიწევდა, ბუნების სურათი თანდათან
იცვლებოდა და უფრო და უფრო იდილიური ხდებოდა. ფიჭვებსა და ჭადრებს შორის
გაკაფულ ადგილას მოჩანდა გაშენებული შინაური მცენარეებიც. ერთი ქოხის აივანს
ვაზის ტოტები გადაჰფენოდა, მეორე ქოხის ახლოს ქალი არწევდა ბავშვს ვარდის
ბუჩქის ძირას. ოდნავ მოშორებით მისტერ ჰემლინი ფეხშიშველა ბავშვებს შეხვდა,
რომლებიც ტირიფებით მოჩრდილულ პატარა მდინარეში შედიოდნენ და ისე
გულღიად გაეხუმრა მათ, რომ პატარები გათამამდნენ და უნაგირზე აცოცება დაიწყეს,
თუმცა ამჯერად ჰემლინმა მკაცრად შეიკრა კოპები და გაქცევით დააღწია თავი
ონავრებს, უკან კი ჰაეროვანი კოცნა და ხურდა ფული მოიტოვა. შემდეგ, როდესაც
ღრმად შეერია ტყეს, სადაც ცხოვრების

ყოველნაირი კვალი ქრებოდა, სიმღერა წამოიწყო, ისეთი უჩვეულოდ ამაღლებული


და სასიამოვნო ტენორით, ისე მომხიბლავად და სათუთად, რომ ფრინველებიც
გაირინდნენ და უსმენდნენ მისტერ ჰემლინის ხმას. მისი სიმღერა გაურკვეველ
ნაღვლიან მძვინვარებას გადმოსცემდა, თითქოსდა ზანგი მომღერლებისგან ნასესხებს,
თუმცა მთელ ჰანგს და ბგერათა იდუმალ თრთოლას ემჩნეოდა თავისებური, ენით
გამოუთქმელი, ამაღელვებელი სევდა.

99
და მართლაც, მშვენიერი სანახავი იყო ეს ადამიანი, რომელსაც ჯიბეში ბანქოს დასტა
ეწყო, მხარზე დამბაჩა მოეგდო და დაბურულ ტყეებს შესჩიოდა თავის მწუხარე
საგალობელს ისეთი მოთქმით, რომ გულქვა მსმენელსაც კი მოჰგვრიდა ცრემლს.
მწყერზე მონადირე ერთმა ქორმა, რომელმაც ის-ის იყო მუსრი გაავლო მეექვსე
მსხვერპლს, ალბათ მისტერ ჰემლინთან სულიერი ნათესაობა შენიშნა, გაოცებული
დააშტერდა მას და ბოლოს იძულებული გახდა, ადამიანის უპირატესობა ეღიარებინა.

მალე მისტერ ჰემლინი ისევ გაშლილ გზაზე აღმოჩნდა და უწინდელად მშვიდად


გაუდგა გზას. ტყიან ხევს თხრილები და ქვიშის ბორცვები მოჰყვნენ, შიშველი მთის
ფერდობები, დამპალი ხეები, რომლებიც აშკარად იუწყებოდნენ ცივილიზაციის
მოახლოებას. შემდეგ გამოჩნდა საყდრის გუმბათი და ჰემლინი მიხვდა, რომ უკვე შინ
იმყოფებოდა. ცოტა ხანს თქარათქურით მიჰყვებოდა ერთადერთ ვიწრო ქუჩას,
რომელიც მთისძირას ქვების ნანგრევებში, თხრილებში

და ჩამოშლილი ქანების გროვებში იკარგებოდა, და ბოლოს ოქროსფერფანჯრებიანი


სასტუმრო «მაგნოლიას» წინ ჩამოხტა. გაიარა სასადილოს გრძელი ოთახი, ხელი ჰკრა
მწვანე მაუდგადაკრულ კარს, გადაჭრა ბნელი დერეფანი, შეაღო მეორე შესასვლელი
და მკრთალად განათებულ ოთახში აღმოჩნდა, რომლის მორთულობას,
ადგილობრივი მცხოვრებისთვის საკმაოდ მდიდრულს, მოუვლელობის კვალი
ეტყობოდა. შუაში ჩადგმული მაგიდა მრგვალი ლაქებით იყო დაფარული, რაც
ნამდვილად არ იყო ჩაფიქრებული თავიდანვე. მწვანე ხავერდის სავარძელი,
რომელზეც მისტერ ჰემლინი წამოწვა, წითელი ტალახით იყო დასვრილი.

მისტერ ჰემლინი აღარ მღეროდა. გაუნძრევლად იწვა და მშვენიერ ნახატს უცქერდა,


რომელზეც ულამაზესი ახალგაზრდა ქალი იყო აღბეჭდილი. ჰემლინს მაშინ
პირველად მოუვიდა აზრად, რომ ზუსტად ასეთი არასოდეს ენახა, და რომც ენახა,
ალბათ არც შეუყვარდებოდა. შესაძლოა, ჰემლინს სხვა მსგავსი ფიქრებიც აწუხებდა,
მაგრამ სწორედ ამ დროს ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. ჰემლინმა აუდგომლად მოქაჩა
ზონარი, რამაც კარის საგდული უკან გადასწია, კარი გაიღო და ზღურბლზე მამაკაცი
გამოჩნდა.

ახალმოსული მხარბეჭიანი და ჯანმრთელი იყო, თუმცა მისი სხეულის სიძლიერეს


საერთოდ არ შეეფერებოდა მისი სახის გამომეტყველება, რომელიც, თუმცა ლამაზად
კი ჩანდა, მაგრამ უცნაურად მოშვებოდა და დაჭმუჭნოდა უთავბოლო
დროსტარებისგან. ეტყობოდა, ნასვამიც ბრძანდებოდა, თვალიერება დაუწყო მისტერ
ჰემლინს და უხალისოდ ამოილუღლუღა:

– მეგონა, კეიტი იქნებოდა აქ.

სტუმარი დარცხვენილი და შემცბარი იცქირებოდა.

მისტერ ჰემლინი ისეთი ღიმილით შეხვდა, როგორც უინგდემის ეტლში იღიმებოდა


და სრულიად მხნე და საქმისთვის მზადმყოფი სწრაფად წამოჯდა.

– შენ ალბათ ეტლს არ მოჰყოლიხარ? – განაგრძო ლაპარაკი ახალმოსულმა.

– არა, – უპასუხა ჰემლინმა, – ეტლი სკოტის გადასასვლელთან დავტოვე. ჯერ ალბათ


კიდევ ვერ მოვა ნახევარ საათს. აბა, რა ხდება, ბრაუნ?
100
– ცუდი ამბავია, – აღმოხდა ბრაუნს და სახე უეცრად უიმედოდ მოეღრუბლა, – ისევ
გამფცქვნეს, ჯეკ, – განაგრძო მან ისე საწყლად, რაც საერთოდ არ შვენოდა მის ახოვან
სხეულს. – ვერ მასესხებ ერთ ასიანს ხვალამდე? მისმინე, ფული უნდა გავუგზავნო
ცოლს, და... ამაზე ოცჯერ მეტიც მოგიგია ჩემთვის.

დასკვნა ვერ იყო თანმიმდევრული და აზრიანი, მაგრამ ჯეკმა ყურადღება არ მიაქცია


და სტუმარს თანხა გადასცა.

– ცოლის ამბავი ცოტა მოძველებულია, ბრაუნ, – უბრალოდ უთხრა მან, – რატომ არ


ამბობ, რომ ისევ სათამაშოდ გინდა? თვითონ ხომ იცი, რომ ცოლი არ გყავს.

– მართალია, სერ, – უპასუხა ბრაუნმა მოულოდნელად მშვიდად, თითქოს ფულის


შეხებამაც კი რაღაც ღირსება შემატა მის ხასიათს, – ცოლი მყავს... და ძალიან კარგი
ქალიცაა... მთელ შტატში. სამი წლის წინათ ვნახე ბოლოს, უკვე ერთი წელია, ბარათი
აღარ გამიგზავნია. მგონი, აწი ჩქარა გამოსწორდება საქმე, ვიპოვით საბადოს და
სულაც ჩამოვიყვან იქიდან.

– მერე კეიტი?.. – ისევ ღიმილით ჰკითხა მისტერ ჰემლინმა.

კალავერასელი მისტერ ბრაუნი ცდილობდა ეშმაკური მზერით დაეფარა თავისი


შეკრთომა, რასაც დაღლილი სახე და ვისკისგან გაბრუებული გონებაც უწყობდა ხელს,
ბოლოს გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა:

– დალახვროს ეშმაკმა, ჯეკ, ადამიანს ხომ სჭირდება მცირეოდენი თავისუფლება, ეს


თვითონაც კარგად გესმის. მოდი, ცოტაზე ვითამაშოთ, აბა, ვნახოთ, როგორ
გაორმაგდება ეს ასიანი.

ჯეკ ჰემლინი ცნობისმოყვარეობით მიაჩერდა ქარაფშუტა მეგობარს. შეიძლება


ფიქრობდა, ეს

შტერი მაინც წააგებს ამ ფულს და ჯობს, ისევ ჩემს ქისას მიემატოს, ვიდრე სხვისასო.
თავი დაუქნია სტუმარს და მაგიდისკენ მისწია სკამი. იმავე წუთს კარზე კაკუნი
გაისმა.

– ეს კეიტია, – თქვა მისტერ ბრაუნმა.

ჯეკ ჰემლინმა საგდულის ზონარი მოქაჩა და კარი გაიღო. თავის სიცოცხლეში


პირველად იგრძნო თავი შეუძლოდ, წაბარბაცდა, შემცბარი და აღელვებული, და
თავის სიცოცხლეში პირველად გაუწითლდა მკრთალი ლოყები და შუბლი. რადგან
ზღურბლთან სწორედ ის ქალი იდგა, რომელიც თავად ჩამოიყვანა უინგდემის
ეტლიდან, ხოლო ბრაუნმა სიცილით დაყარა მაგიდაზე ბანქო და მოსულს მიეგება.

– ჩემი ცოლი, ღმერთო ჩემო!

როგორც ამბობენ, მისის ბრაუნმა ბევრი ცრემლი ღვარა და ქმარი საყვედურებით


აავსო. ვინც ნახა იგი მერისვილში 1857 წელს, არ სჯეროდა ასეთი ნათქვამი. ხოლო
შემდეგ კვირას «უინგდემის მატიანე» სათაურით «ამაღელვებელი შეხვედრა»,
იუწყებოდა:

101
«კალიფორნიის ცხოვრებისთვის ჩვეული, ერთი მშვენიერი და ამაღელვებელი
შემთხვევა მოხდა

გასულ კვირას ჩვენს ქალაქში. უინგდემის ცნობილი ახალმოსახლის ცოლს მოთმინება


დაეკარგა აღმოსავლეთის ცივილიზაციის შთაბეჭდილებებისა თუ
არასტუმართმოყვარული ჰავისგან და გადაწყვიტა თავისი ახოვანი ქმარი
მოენახულებინა ოქროს სანაპიროზე. საკუთარი განზრახვა არც კი შეუტყობინებია
მეუღლისთვის, ისე შეუდგა ხანგრძლივ მოგზაურობას და გასულ კვირას ჩამოვიდა.
უფრო ადვილად შეიძლება ქმრის სიხარულის წარმოდგენა, ვიდრე აღწერა. ამბობენ,
რომ შეხვედრამ ძალიან ამაღელვებლად ჩაიარა. გვჯერა, რომ ამ მაგალითს
მიმბაძველები გამოუჩნდებიან».

მისის ბრაუნის წყალობით თუ წარმატებული საქმიანობით, მისტერ ბრაუნის


ფინანსური მდგომარეობა სულ უფრო უმჯობესდებოდა. ცოლის ჩამოსვლის შემდეგ
დაახლოებით ორიოდე კვირაში თავის მონაწილეებისგან შეისყიდა ერთი
პერსპექტიული საბადო, ამბობდნენ, თითქოს ეს ბანქოში მოგებული ფულით
მოახერხა, თუმცა თუ იმ ხმებს დავუჯერებთ, რომელთაც მისის ბრაუნი ავრცელებდა,
მისმა ქმარმა ზურგი აქცია სათამაშო მაგიდას, ხოლო თანხა მისტერ ჯეკ ჰემლინმა
მისცა. კალავერასელმა ბრაუნმა ააშენა და მოაწყო «უინგდემის სასტუმრო», რომელიც
მშვენიერი მისის ბრაუნის პოპულარობის წყალობით მუდამ სავსე იყო სტუმრებით.
უხვი შესაწირავი გადასცა სამლოცველოს, ხოლო თავად საკანონმდებლო
საკრებულოს წევრად აირჩიეს და მისი სახელი უინგდემის ერთ-ერთ ქუჩას დაარქვეს.

თუმცა ცხადი იყო, რომ რაც უფრო მდიდრდებოდა და ბედნიერდებოდა მისტერ


ბრაუნი, იმდენად ეცვლებოდა გარეგნობა, ხდებოდა და კარგავდა მოთმინებას, ხოლო,
რამდენადაც იზრდებოდა მისი ცოლის პოპულარობა, იმდენად უმატებდა მისტერ
ბრაუნი ბუზღუნს და სულ უფრო გულზე სკდებოდა. შეყვარებულ ქმარს სულელური
ეჭვიანობა აწუხებდა. ის, რომ ვერ ერეოდა მეუღლის ცხოვრებისეულ
თავისუფლებაში, როგორც ბოროტი ენები ამბობდნენ, მხოლოდ იმის გამო იყო, რომ
პირველივე ასეთ ცდას მისის ბრაუნის საშინელი გააფთრება მოჰყვა, რამაც ქმარს
საბოლოოდ ჩააკმენდინა ხმა. ბევრი ასეთი ჭორი გაჩნდა და გავრცელდა მშვენიერთა
სქესის იმ წარმომადგენლებისგან, ვისი გამოძევებაც საკმაოდ წარმატებულად შეძლო
უინგდემელ რაინდთა გულებიდან მისის ბრაუნმა. და რა გასაკვირია, რომ ძლიერი
სქესი მთლიანად ემონებოდა ქალურ მომხიბვლელობას. უნდა აღინიშნოს, რომ მისის
ბრაუნი ჩამოსვლის დღიდანვე გახდა მითური თაყვანისცემის კერპი და ალბათ,
ბრაუნი გრძნობდა კიდეც ამას. კალავერასელი ბრაუნის ერთადერთი მესაიდუმლე
მისტერ ჯეკ ჰემლინი ბრძანდებოდა, ვისი ცნობილი სიდინჯეც გამორიცხავდა რაიმე
აშკარა დაახლოებას ხსენებულ ოჯახთან და ვისი სტუმრიანობაც საკმაოდ იშვიათი
რამ იყო.

შუა ზაფხულის მთვარიანი ღამე იდგა და მისის ბრაუნი, ოდნავ წამოწითლებული,


დიდთვალება და მშვენიერი, აივანზე იჯდა და მთის ნიავით ტკბებოდა, ასევე სხვა
რამითაც, რაც ძალიან სახიფათო ჩანდა, რადგან არც სისუფთავე ემჩნეოდა და არც
უცოდველობა.

102
მასპინძელს გვერდით უსხდნენ პოლკოვნიკი სტარბოტლი, მოსამართლე
ბუმპოინტერი და ვიღაც უცხოელი მოგზაური. ქალი მშვენიერ ხასიათზე ჩანდა.

– რას დაინახეთ გზაზე? – ჰკითხა თავაზიანად პოლკოვნიკმა, რომელმაც ცხადად


დაინახა, რომ ბოლო რამდენიმე წუთს მისის ბრაუნი ყურადღებაგაფანტული იჯდა.

– მტვერი, – ამოიოხრა მისის ბრაუნმა, – და მხოლოდ ცხვრის ფარა.

პოლკოვნიკი, რომლის განათლება წინა კვირის გაზეთს იქით არ მიდიოდა, ვერც კი


მიხვდა ქალის ნათქვამს.

– ეს ცხვარი არ არის, – განაგრძო მან, – ცხენიანი კაცია. ბატონო მოსამართლევ, ეგ ჯეკ


ჰემლინის ცხენი არ არის?

მოსამართლე ვერ ამჩნევდა, მაგრამ მისის ბრაუნმა შენიშნა, რომ აცივდა და ყველანი
მისაღებ ოთახში შევიდნენ.

მისტერ ბრაუნი თავლაში იმყოფებოდა, სადაც, ჩვეულებრივ, მიდიოდა ხოლმე


ნასადილევს.

შეიძლება, სწორედ ასე გამოხატავდა თავისი ცოლის ამფსონთა მიმართ


უპატივცემულობას. შეიძლება, სუსტ არსებათა მსგავსად, სიამოვნებას პოულობდა,
როცა უმწეო პირუტყვების მიმართ ამჟღავნებდა თავის სრულ ძალაუფლებას.
კალავერასელი ბრაუნი მეტისმეტად კმაყოფილი ავარჯიშებდა წაბლისფერ ფაშატს,
რომელსაც შეეძლო თავისი სურვილისამებრ მოქცეოდა – უნდოდა სცემდა და
უნდოდა მოეალერსებოდა, სხვათა შორის, ასე მოქცევას ვერ უბედავდა მისის ბრაუნს.
ოჯახის უფროსმა საჯინიბოდან შეამჩნია ლურჯა ცხენი, რაც ის-ის იყო მოადგა მათ
სახლს და იცნო კიდეც მისი მხედარი. ბრაუნი მეგობრულად მიეგება, მისტერ ჰემლინი
კი საკმაოდ თავდაჭერილად შეხვდა. ბრაუნის დაჟინებული მოთხოვნით სტუმარი
აჰყვა მასპინძელს უკანა კიბეზე, მათ ერთად გაიარეს ვიწრო დერეფანი და შევიდნენ
თავლის ეზოსკენ მიქცეულ პატარა ოთახში, რომელსაც უბრალო იერს ანიჭებდა
საწოლი, მაგიდა, რამდენიმე სკამი და იარაღებისა და მათრახების საკიდარი.

– ეს არის ჩემი სახლი, ჯეკ, – ამოიოხრა ბრაუნმა, საწოლზე დაეშვა და ხელით ანიშნა
მეგობარს დამჯდარიყო. – მისი ოთახი დერეფნის მეორე ბოლოშია. უკვე ექვს თვეზე
მეტია, რაც ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ და მხოლოდ სადილის ან ვახშმის დროს
ვხვდებით ერთმანეთს. ოჯახის უფროსის მეტისმეტად აბუჩად აგდებას არ ჰგავს, ეს,
ჯეკ? – ნაძალადევად გაიცინა მან, – თუმცა უზომოდ მიხარია, რომ გხედავ, ჯეკ.
მართლა... უზომოდ. ბრაუნი წამოიწია და ჯეკ ჰემლინის ხელს თავისი მარჯვენა
ჩაავლო.

– მაღლა იმიტომ ამოგიყვანე, რომ არ მინდოდა შენთან თავლაში მელაპარაკა, თუმცა


რაღა მნიშვნელობა აქვს, ეს ამბავი უკვე მთელ ქალაქს მოედო. ნუ აანთებ სინათლეს.
შეიძლება, მთვარის შუქზედაც ვისაუბროთ. აგერ დაჯექი, ჩემ გვერდით, ვისკი მანდ
არის, დოქში.

მისტერ ჰემლინს არ უსარგებლია ამ ინფორმაციით. კალავერასელმა ბრაუნმა კედელს


შეხედა და ლაპარაკი გააგრძელა.

103
– რომ არ მიყვარდეს ეგ ქალი, ჯეკ, არც კი დავეძებ. საუბედუროდ, მიყვარს და სულ
ვამჩნევ, რომ დღითიდღე გადადის ზომიერების საზღვრებს, მაგრამ არავის შეუძლია
მისთვის ლაგამის ამოდება. სწორედ ეს მაწუხებს! თუმცა უზომოდ მიხარია, რომ
გხედავ, ჯეკ... უზომოდ.

ბრაუნმა სიბნელეში ხელი მოაფათურა, მეგობრის ხელს მიაგნო და ისევ ჩაავლო


მტევანზე. უნდოდა დიდხანს დაეჭირა, მაგრამ ჯეკმა ხელი გამოართვა, ქურთუკის
უბეში შემალა და გულგრილად იკითხა:

– რამდენი ხანია ასე გრძელდება?

– მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა, ანუ იმ დღეიდან, რაც «მაგნოლიაში» შემოაბიჯა. მაშინ
სულელი

ვიყავი, ჯეკ, თუმცა ახლაც სულელი ვარ. ოღონდ ადრე ვერ ვხვდებოდი, როგორ
მიყვარდა. მას მერე სრულიად გამოიცვალა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ჯეკ,
სწორედ ამიტომ მინდოდა შენი ნახვა და მიხარია, რომ შემომიარე. მთავარი ის კი არ
არის, რომ აღარ ვუყვარვარ, მთავარი ისიც არ არის, რომ ყველა ახალგაზრდა
მამაკაცთან ერთობა, ვინც კი გვერდით ჩაუვლის. შესაძლოა, ბანქოში ჩავედი მისი
სიყვარული და წავაგე ისევე, როგორც სხვა ყველაფერი. იქნებ, ასეთი გართობა
ჩვეულებრივი ამბავია ზოგიერთი ქალისთვის. და მაინც, ჯეკ, ვფიქრობ... ვფიქრობ, მას
ვიღაც სხვა უყვარს. ნუ ზიხარ უხერხულად, ჯეკ, თუ დამბაჩა გაწუხებს, ახლავე
მოიხსენი. უკვე ექვს თვეზე მეტია, რაც მეჩვენება, რომ უბედური და მარტოსულია,
თითქოს ღელავს და ეშინია კიდეც. ზოგჯერ თვალს შევასწრებ, რომ მორიდებითა და
სიბრალულით მიცქერის და წერილებს უგზავნის ვიღაცას. ბოლო ერთი კვირაა
საკუთარ ნივთებს აგროვებს და თავს უყრის... უბრალო წვრილმანებს, სამოსს, ძვირფას
სამკაულებს... ჰოდა, ჯეკ, მგონი წასვლას აპირებს. ყველაფერს მოვითმენდი, ოღონდ
იმას ვერ შევურიგდები, რომ დაჰკრას ფეხი და ქურდულად გაიპაროს...

ბრაუნმა ბალიშში ჩარგო თავი და რამდენიმე წუთს სრული სიჩუმე სუფევდა,


მხოლოდ საათის ტიკტიკი ისმოდა ბუხრის თავზე. მისტერ ჰემლინმა პაპიროსს
მოუკიდა, ოთახში მთვარეც აღარ ანათებდა, საწოლი ბნელში მოქცეულიყო.

– როგორ მოვიქცე, ჯეკ? – სიბნელიდან გაისმა ბრაუნის ხმა. პასუხი მალევე და

გარკვევით მოისმა ფანჯრის მხრიდან.

– გაიგე, ვინ არის ის კაცი და სადაც ნახავ, იქვე მოკალი.

– ეგ როგორ, ჯეკ? ამ გზით დავიბრუნებ მას?

ჯეკმა აღარ უპასუხა, ოღონდ ფანჯრიდან კარისკენ გადაინაცვლა.

– ჯერ ნუ წახვალ, ჯეკ, მოუკიდე სანთელს და მაგიდასთან დაჯექი. შენი ყურება ცოტა
მამშვიდებს.

ჯეკი ყოყმანობდა, თუმცა ბოლოს დაჰყვა ნებას. ჯიბიდან ბანქოს დასტა ამოიღო, აჭრა
და თვალი შეავლო საწოლს, მაგრამ ბრაუნს სახე კედლისკენ ჰქონდა მიქცეული.
მისტერ ჰემლინმა ბანქო აშალა, შემდეგ მოჭრა, ერთი ცალი მაგიდის მოპირდაპირე

104
კიდეზე დადო, საწოლის მხარეს, მეორე წინ დაიდო. პირველს აღმოაჩნდა ორიანი,
ხოლო თვითონ მეფე. მერე ისევ აურია და მოჭრა. ამჯერად «მეტოქეს» ქალი შეხვდა,
თავად კი ოთხიანი. ჯეკი გამოცოცხლდა და მესამედ ჩამოარიგა. მოწინააღმდეგეს
ორიანი ერგო, მას ისევ მეფე.

– სამიდან ორი, – მკაფიოდ წარმოთქვა ჰემლინმა.

– რა თქვი, ჯეკ? – ჰკითხა ბრაუნმა.

– არაფერი.

ბოლოს ჯეკმა კამათელი მოსინჯა, მაგრამ ყოველთვის ექვსი ქულა მოსდიოდა, ხოლო
მის ვირტუალურ მოწინააღმდეგეს – ერთი.

ამასობაში, მისტერ ჰემლინის ჯადოქრულმა გავლენამ თუ სასმელის გამაბრუებელმა


ზემოქმედებამ, ან იქნებ ორივემ ერთად, მისტერ ბრაუნს ცოტაოდენი შვება მოჰგვარა
და თვლემა მოერია.

მისტერ ჰემლინმა ფანჯარასთან მისწია სკამი და თვალი შეავლო ქალაქ უინგდემს,


რომელსაც უკვე მშვიდად ეძინა. ქალაქის ქუჩების მკვეთრი მოხაზულობა თანდათან
მკრთალდებოდა, ხოლო კაშკაშა ფერები სულ უფრო მუქი და ბუნდოვანი ხდებოდა
მთვარის შუქზე. სიჩუმეში წყლის ჩუხჩუხი ისმოდა მდინარიდან და ფიჭვების
შრიალი მთის ფერდობიდან. მერე ჯეკმა ცას ახედა, სწორედ ამ დროს ვარსკვლავმა
გადასერა მოელვარე სივრცე. მას მაშინვე მეორე მიჰყვა, შემდეგ მესამე. უჩვეულო
მოვლენამ მარჩიელობის სურვილი გაუჩინა მისტერ ჰემლინს. თუ მომდევნო
თხუთმეტ წუთს კიდევ მოწყდება ვარსკვლავი... და ორჯერ მეტხანს იჯდა საათით
ხელში, მაგრამ წინა სურათი აღარ განმეორებულა.

საათმა ორჯერ დარეკა, ბრაუნს ისევ ეძინა. მისტერ ჰემლინი მაგიდას მიუახლოვდა,
ჯიბიდან ბარათი ამოიღო და მოციმციმე სინათლის შუქზე წაიკითხა. ფურცლიდან
ქალის ხელით, ფანქრით დაწერილი მხოლოდ ერთი სტრიქონი იკითხებოდა.

«მდინარესთან მოდი, ეტლით, სამზე». მძინარე

შეიშმუშნა და უცებ გამოეღვიძა.

– აქ ხარ, ჯეკ?

– კი.

– ჯერ ნუ წახვალ. ახლა სიზმარი ვნახე, ჯეკ... ძველი ამბავი დამესიზმრა. ვითომ მე და
სიუ ჯვარს ვიწერდით. და მღვდელი ვინ იყო თუ იცი?.. შენ!.. მოთამაშეს გაეცინა და
საწოლზე ჩამოჯდა, წერილი კვლავ ხელში ეჭირა.

– კარგი ნიშანია, ალბათ, არა? – ჰკითხა ბრაუნმა.

– მგონი აჯობებს ადგე, არა?

ბრაუნი დაემორჩილა მეგობრის ნათქვამს, მის მიერ გაწვდილ ხელს მოეჭიდა და


წამოდგა. – მოვწიოთ?
105
ბრაუნმა ანგარიშმიუცემლად ჩამოართვა შეთავაზებული პაპიროსი.

– ასანთი?

ჯეკმა წერილი დაგრაგნა, ასანთი წაუკიდა და მეგობარს მიაგება. ხელში მანამდე


ეჭირა, ვიდრე ბოლომდე დაიწვებოდა, ბოლოს ღია ფანჯრიდან ისროლა ქაღალდის
ნარჩენი. ჰემლინი თვალს ადევნებდა, როგორ ანთებული ვარსკვლავივით ვარდებოდა
ნამწვავი ძირს, შემდეგ მეგობარს მიუბრუნდა.

– მეგობარო, – მიმართა მან და ხელი მხარზე დაადო, – ათ წუთში გზას დავადგები და


ამ ნამწვავივით გავქრები. აწი ჩვენ ერთმანეთს ვეღარ ვნახავთ, ოღონდ, სანამ აქ ვარ,
მიიღე ჩემი რჩევა – გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მოჰკიდე ხელი შენს ცოლს და
მიატოვე აქაურობა.

უთხარი, რომ აუცილებლად უნდა წამოვიდეს, აიძულე, თუ უარი გითხრა. აქ შენი


ადგილი არ არის, არც მისი. ნუ წუწუნებ ტყუილად – არც შენ ხარ წმინდანი და არც ის
არის ანგელოზი. იყავი ნამდვილი მამაკაცი... მოეპყარი მეუღლეს, როგორც ქალს. ნუ
მოიქცევი წყეული სულელივით... მშვიდობით...

ჰემლინი ხელიდან დაუსხლტა ბრაუნს და სწრაფად დაჰყვა კიბეს. თავლის კართან


საყელოში სწვდა ნახევრად მძინარე მეჯინიბეს და კედელზე მიაკრა.

– ორ წუთში შეკაზმე ჩემი ცხენი, თორემ... მკაცრად შეწყვეტილმა სიტყვამ მეჯინიბე

გონს სწრაფად მოიყვანა.

– ქალბატონმა ბრძანა, ორთვალას წაიყვანსო, – ამოილუღლუღა მან.

– წყალსაც წაუღია ორთვალა!

ცხენი იმდენად ჩქარა შეუკაზმეს, რამდენადაც გაოცებულმა, ხელებაკანკალებულმა


მეჯინიბემ შეძლო თავის გაერთმია მოსართავებისა და აბზინდებისთვის.

– მოხდა რაიმე, მისტერ ჰემლინ? – ჰკითხა მეჯინიბემ, რომელიც ჭეშმარიტად იყო


მოხიბლული თავისი პატრონის ცეცხლოვანი ბუნებით და ნამდვილად უსურვებდა
სიკეთეს.

– ჩამომეცალე!..

მეჯინიბემ უკან დაიხია. ჯეკი სწრაფად, ჭენებითა და თქარათქურით გაიჭრა გზაზე.


მომდევნო წუთს ნახევრად გამოფხიზლებული მეჯინიბე მხოლოდ გზაზე ავარდნილ
მტვრის ღრუბელს ხედავდა.

ხოლო ადრიან დილას უინგდემის საგუშაგოდან რამდენიმე მილით დაშორებულ


მცხოვრებლებს სუფთა ხმა ესმოდათ, თითქოს ტოროლა გალობდა მინდვრად.
მძინარეებმა გვერდი იბრუნეს საწოლებში და განაგრძეს ოცნება ახალგაზრდობაზე,
სიყვარულზე, წარსულ და მომავალ დღეებზე. პირქუშმა მამაკაცებმა და მოუსვენარმა
ოქროსმაძიებლებმა, რომლებიც უკვე შესდგომოდნენ თავის საქმეს, შეწყვიტეს
მუშაობა, წერაქვებს დაეყრდნენ და ყურადღებით უსმენდნენ რომანტიკულ
მაწანწალას, რომელიც მკვირცხლი თოხარიკით ეგებებოდა განთიადს.
106
107

You might also like