You are on page 1of 4

მცირე მიმოხილვა: ირანისა და ოსმალეთის მხრიდან

მზარდი საშიშროება საქართველოს


სახელმწიფოებრივ არსებობას საფრთხის ქვეშ
აყენებდა. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს
ერთადერთ გამოსავლად რუსეთთან კავშირის
გამყარება მიაჩნდა.

XVIII საუკუნის 80-იან წლებში მკვეთრად შეიცვალა


რუსეთის მმართველი წრეების დამოკიდებულება
საქართველოსადმი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი
გავლენა ყირიმზე გაავრცელა და მისი საზღვრები
თითქმის კავკასიონის ქედს მიებჯინა, საიმპერატორო
კარს აშკარად გაუძლიერდა ინტერესი
ამიერკავკასიისადმი. თუკი აქამდე საქართველოს
მეფეების თხოვნას კავკასიონის გადმოღმა ქვეყნების
საქმეებში აქტიური ჩარევის შესახებ რუსი
პოლიტიკოსები მაინცდამაინც დიდის ხალისით არ
ეკიდებოდნენ, ახლა საწინააღმდეგო მდგომარეობა
შეიქნა. რუსეთის საგარეო პოლიტიკის მესვეურებმა
დაიწყეს კავკასიის გზით წინა აზიაში რუსეთის
გავლენის გავრცელების გეგმების შედგენა. ამ
გეგმებში ქრისტიანულ საქართველოს ერთ-ერთი
უპირველესი ადგილი ეკავა. აქედან გამომდინარე,
ერეკლე მეორის კარზე გაახშირეს სტუმრობა რუსმა
მოხელეებმა, ელჩებმა, მოგზაურებმა, რომლებიც
ბეჯითად ურჩევდნენ ქართლ-კახეთის მეფეს
რუსეთთან კავშირის აღდგენას, იმპერატორისთვის
მფარველობის ოფიციალურად თხოვნას. ერეკლე
მეორე საქმის ასეთ შემობრუნებას კმაყოფილი შეხვდა.

1782 წლის ბოლოს ერეკლე II-მ ეკატერინე II-ს მიმართა


თხოვნით საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ
აეყვანა. ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიციების
გამყარების მიზნით ეკატერინე II-მ თავად პავლე
პოტიომკინს გაფართოებული უფლებამოსილება
მიანიჭა ერეკლე მეფესთან სამოკავშირეო
შეთანხმების მისაღწევად. ქართული მხრიდან მეფის
მიერ ხელდასხმულ იყვნენ თავადები ი. ბაგრატიონი
და გარსევან ჭავჭავაძე.

ეს ფაქტი რუსეთის მთავრობის საგარეო


პოლიტიკისათვის მეტად სასურველი იყო.
საიმპერატორო კარმაც არ დააყოვნა საქმით
დაემტკიცებინა ერეკლესთვის თავისი
კეთილგანწყობილება. რუსეთის სარდლობის
ბრძანებით ფათალი-ხანმა ქართლ-კახეთის
წინააღმდეგ ლაშქრობა მოშალა, ხოლო ალექსანდრე
ბაქარის ძე იძულებული გახდა უცხოეთში
გადახვეწილიყო.

1783 წლის 18 ივლისს გეორგიევსკის ციხესიმაგრეში,


წინასწარ შემუშავებული ცერემონიალის მიხედვით,
საქართველოს დელეგაცია დიდი ზეიმით მიიღეს.
დაიწყო სხდომები ხელშეკრულების მუხლების
დაწვრილებით განსახილველად. 24 ივლისს ტრაქტატს
ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან — იოანე
მუხრან-ბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ, ხოლო
რუსეთის მხრიდან — გენერალ-პორუჩიკმა პავლე
სერგის ძე პოტიომკინმა.
დიალოგი:
მე: ძალიან მნიშვნელოვანია მოვძებნოთ გზა რომელიც
გადაარჩენს ქართველ ერს და ჩვენს სახელმწიფოს.
დამსწრე: თუ ბრძოლა არის საჭირო უნდა
ვიბრძოლოთ ყველანაირი რესურსი გამოვიყენოთ
დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღებად.
მე: რა ბრძოლაზეა საუბარი როდესაც არც ჯარი გვყავს
არც რაიმე რესურსი რომ წინააღმდეგ დავუდგეთ
ირანს ეს უბრალოდ წარმოუდგენელია მითუმეტეს
როდეესაც ქართველი ერი გადაშენების პირასაა
ქვეყანა ფიზიკურად არ არის მზად არანაირი
ბრძოლისთვის.ვფიქრობ რუსეთთან პოლიტიკური
კარგი ურთიერთობის დამყარება უკეთესი იქნება
ვიდრე საერთოდ გაქრეს ქართველი ერი
გაანადგუროს ირანმა აქაურობა და ამასთან ერთად
რუსეთთან ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში
ჩვენი რელიგიაც,კულტურა,სარწმუნოება ადათ წესები
შეგვინაარჩუნდება, როდესაც სახელმწიფო არის
განადგურების პირას ორი უკიდურესობიდან უკეთესი
ამოვარჩიოთ როცა სხვა რეალური არჩევანი არ
არსებობს.
ერეკლე:საბჭოს მინდა გამოვუცხადო ჩემი საბოლოო
დასკვნა,ტრაქტატი შედგება! სხვა გამოსავალს ვერ
ვხედავ. რათქმაუნდა ტრაქტატში შევიტან ისეთ
პირობებს რომლების მხედვითაც რუსეთი არ შეიჭრება
ჩვენი ხალხის სივრცეში. არ იქნება მონობა და მსგავსი
ვფიქრობ ყველაზე კარგი გამოსავალი არის ეგ. ირანი
ვეღარ შეგვეხება ჩვენ დაცულები ვიქნებით ერი,
რელიგია,ტერიტორია ყველაფერი შეუნარჩუნდება
ჩვენს სახელმწიფოს.
კითხვები ერეკლეს: რას მოუტანს ტრაქტატი
სახელმწიფოს? და რა ზღვარს არ უნდა გასცდეს
რუსეთი?
1. ძალიან ბევრ რამეს შევნარჩუნდებით ჩვენ
ქართველები დაცული ვიქნებით ირანის
შემოტევებისგან. 2.ქართველ თავად აზნაურებს და
ასევე ვაჭრებს ისეთივე უფლებები ექნებათ როგორც
რუსებს.
დასკვნა: გიორგიევსკის სტრაქტატმა დიდი როლი
შეასრულა საქართველოს არსებობაში. რომ არა
სტრაქტატი ეხლა აღარ იარსებებდა ქართული ერი
ქართული კულტურა რელიგია
შეიცვლებოდა.ყველაფერი გაქრებოდა და უბრალოდ
ვიქნებოდით ირანის ზეგავლენის ქვეშ.

You might also like