You are on page 1of 3

თემის აქტუალურობა და ღირებულება

1. 1991 წლის 26 დეკემბერს დაიშალა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ამ


მიზეზით რუსეთი ცდილობდა გავლენის აღდგენას და მსგავსი წნეხის ქვეშ მოექცა
საქართველოც, კონკრეტულად კი აფხაზეთი და ცხინვალი. აფხაზეთის რეგიონის
კონფლიქტის შედეგები მეტად მძიმე აღმოჩნდა საქართველოსთვის, ქვეყანას მიადგა
უდიდესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. დღესაც ეს რეგიონი მძმე
ეკონომიკური და სოციალური პრობლემის წინაშე დგას. მიუხედავად იმისა,რომ იგი
თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი ერთეულია, რუსეთი ფედერაციას მაინც
დიდი გავლენა აქვს მასზე.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიც ბევრი განხილვისა და დავის საგნად იქცა, ამ
კონფლიქტის შემდეგ რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს და 2008 წლის
აგვისტოდან დღემდე, რეგიონის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს რუსეთის
საოკუპაციო არმია.

2. ოდითგანვე, საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობა და ერის ერთიანობა


მიიჩნეოდა პრიორიტეტად. სამწუხაროდ, ეს ორი კონფლიქტი საბედისწერო შედეგით
დასრულდა და საქართველომ დაკარგა აფხაზეთის და ისტორიული სამაჩაბლოს,
ცხინვალის რეგიონები. ამ მოვლენის შემდეგაც ცხადია, ქართული მხარე და ჩვენი
მოსახლეობა არ აღიარებს ამ ორ თვითგამოცხასებულ სახელმწიფოს და კვლავ ჩვენი
ქვეყნის განუყოფელ ნაწილად თვლის. საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის
აღდგენა ჩვენი მოსახლეობის უმთავრეს ეროვნულ მიზანს განეკუთვნება და სწორედ
ამიტომ ეს საკითხი დღესაც აქტუალური და განხილვადია.

კვლევის მიზანი

ნაშრომის მთავარი მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენოს მკითხველს ჩვენი ქვეყნის უახლესი
ისტორია და ყურადღება გაამახვილოს მშობლიური ქვეყნის არც თუ ისე ძველ ტრაგედიაზე,
რომლის შედეგებსაც საქართველო და ქართველი ხალხი დღესაც მწვავედ განიცდის.
ამასთანავე, ფაქტებზე დაყრდნობით ნათლად წარმოაჩინოს კონფლიქტის დაწყების
მიზეზები და გამოიკვეთოს თუ როგორი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე
მიმდინარეობდა იგი. საყურადღებოა რუსეთის როლიც (როგორც ოკუპანტი) და მისი
ტირანული მოქმედებებით გამოწვეული შედეგები. ყველა ეს საკითხი ამ ნაშრომში
ძირფესვიანად და ამომწურავად არის განხილული რამდენიმე სანდო წყაროზე
დაყრდნობით.

საკვლევი კითხვები
სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა

1. ისტორიკოს, ზურაბ პაპასქირის სამეცნიერო ნაშრომი , დიდ როლს თამაშობს აფხაზ-


ქართველთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში და ზედმიწევნით ხსნის
აფხაზი ხალხის წინააღმდეგობრივ განწყობას ქართველი ხალხის მიმართ.აფხაზებისა
და ქართველების კონფლიქტი ჯერ კიდევ ძველ დროში იღებს სათავეს, თუმცა
რუსეთის ფედერაციის ჩარევა ამ ყველაფრის გამწვავების ნამდვილ მიზეზად იქცა.
აფხაზეთის, როგორც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხსენება ქართველ
ხალხთან მეტად მტკივნეული და პროვოკაციული იყო, სწორედ ამგვარ ფაქტს უსვამს
ხაზს ზურაბ პაპასქირი რუსეთის მიერ გამოცემულ დეკლარაციაში „დეკლარაცია
აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის
შესახებ“

2. 2008 წელს გამოცხადებულ დამოუკიდებლობას მოჰყვა რუსეთის


აგრესიაც.ფაქტებიდან გამომდინარე, ცხინვალის რეგიონის ჩამოშორება და
საქართველოსთან კავშირის გაწყვეტა სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომს
უკავშირდება.რუსეთის ნაციონალისტური მოქმედებები, სწორედ, რომ სსრკ-ს დაშლის
შემდეგ გააქტიურდა. რაც ეთნოკონფლიქტის მიზეზადაც შეიძლება ჩაითვალოს.
ისტორიკოს კახაბერ ყალიჩავას აზრით, ცხინვალის რეგიონის ჩამოშორება და
საქართველოსთან კავშირის გაწყვეტა თავისთავად რუსეთის ფერდერაციას და მის
ტირანულ მოქმედებებს უსვამს ხაზს.

3. ძირითადად, აგრესორი ქვეყანა ითვლება ომის დაწყების მთავარ მიზეზად და


განსაკუთრებულ ნაბიჯებსაც სწორედ ის დგამს, ამ შემთხვევაში კი ეს ადგილი
რუსეთის ფედერაციამ დაიკავა. დავით ბატაშვილი, საკუთარ სამეცნიერო ნაშრომში
ყურადღებას ამახვილებს რუსეთ-უკრაინის წინააღმდეგობის დროს, ერთ-ერთ
რეგიონში (დონბასში) განხორციელებულ მძიმე აქტზე, რომელიც მისი თქმით
საქართველოს ტერიტორიის ოკუპირების ექვივალენტია და ცდილობს ნათლად
დაგვანახოს მათი საერთო და განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. საბოლოო ჯამში,
ავტორი ზედმიწევნით განიხილავს, რუსეთის, როგორც აგრესორის როლს ყველა
სახელმწიფოსთან მიმართებაში და ყურადღებას ამახვილებს მის კონფლიქტების
ჩამონათვალზე, უხეშ და მკაცრ პოლიტიკას საზღვრებს გარეთ და აღნიშნავს, მის
ძლევამოსილებას სხვა ქვეყნებთან შედარებით. სწორედაც, რომ აფხაზეთში
დაწყებული და შემდგომ სამაჩაბლოში გაგრძელებული კონფლიქტი რუსეთის
ინტერესებში შედის.

ყოველივე ეს, მტრული განწყობა, აგრესიული სტრატეგიები და გამანადგურებელი


პოლიტიკა დაშლის პირას მდგარი, საბჭოთა კავშირის ძალაუფლების შენარჩუნების
მიზნად მიიჩნევა.
ნაშრომის მიზანს საქართველოს ძველი და მტკივნეული საკითხების გახსენება და მასთან
დაკავშირებული დეტალების განხილვა წარმოადგენდა, რომლის მძიმე შედეგებსაც ჩვენი
ქვეყანა დღესაც განიცდის. ისტორიულ წარსულზე დაყრდნობით, ვიცით, რომ ომი
ფატალური შედეგით დასრულდა. რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირებული რეგიონები კი
ჩამოშორდა საქართველოს მმართველოლბის ქვეშ მყოფ ტერიტორიას.

ამგვარად, წარმოდგენილ სამეცნიერო ნაშრომში განხილულმა და შეჯამებულმა მასალებმა,


ცხადყო, ძირითადი საკითხი. რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ძალა მხოლოლდ
აგრესიას, ძალადობას და გავლენის შენარჩუნებას ეფუძნება, რაც საკმაოდ მძიმედ აისახა
საქართველოზე.

You might also like