You are on page 1of 3

რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის

ოკუპაცია
( XX საუკუნის მეორე ნახევარი, 2008 წლის ომი )
შესავალი
1991 წლის 26 დეკემბერს დაიშალა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა , თუმცა
რუსეთი მაინც ცდილობდა ტირანული და სისხლიანი მმართველობის გაგრძელებას.
სწორედ ასეთი წნეხის ქვეშ მოექცა საქართველოც, უფრო კონკრეტულად კი
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები. აფხაზეთის კონფლიქტის (1192-1993)
შედეგები მეტად მძიმე აღმოჩნდა საქართველოსთვის, ქვეყანამ მიიღო უდიდესი
ზიანი, როგორც ფინანსურად ისე ფსიქოლოგიურად. დღესაც ეს რეგიონი მძიმე
ეკონომიკური და სოციალური პრობლემის წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ იგი
თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი ერთეულია, რუსეთის ფედერაციას მაინც
დიდი გავლენა აქვს მასზე.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიც ბევრი განხილვისა და დავის საგნად იქცა.


ყველა კონფლიქტი მოიცავს ორივე მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა ამ
შემთხვევაში ფაქტია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები 2008 წლის 7 აგვისტოსათვის
შემოიჭრნენ ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოს მმართველობის ნებართვის ან მისი
შეტყობინების გარეშე. ცხადია, ეს მოქმედება მათი მხრიდან აგრესიის გამოხატვის
პირველი ნაბიჯია და კონფლიქტის მიზეზად შეიძლება ესეც ჩაითვალოს.

ოდითგანვე, საქართველოსთვის პრიორიტეტად ტერიტორიული მთლიანობა და


ერის ერთიანობა მიიჩნეოდა. სამწუხაროდ, ეს ორი კონფლიქტი საბედისწერო
შედეგით დასრულდა (საქართველომ დაკარგა აფხაზეთი და ცხინვალი). ამ მოვლენის
შემდეგაც ცხადია, ქართული მხარე და ჩვენი მოსახლეობა არ აღიარებს ამ ორ მხარეს,
როგორც საქართველოსგან დამოუკიდებელ ერთეულებს და კვლავ ჩვენი ქვეყნის
ნაწილად თვლის. ტერიტორიული ერთიანობა ქართველი ერის უდიდესი ოცნებაა,
სწორედ ამიტომ ეს საკითხი დღესაც აქტუალური და განხილვადია.

ნაშრომის მთავარი მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენოს მკითხველს და ყურადღება


გაამახვილებინოს მშობლიური ქვეყნის არც თუ ისე ძველ ტრაგედიაზე, რომელთა
შედეგებსაც საქართველო და ქართველი ხალხი დღესაც განიცდის. ასევე, ფაქტებზე
დაყრდნობით ნათლად წარმოაჩინოს კონფლიქტის დაწყების მიზეზები და
გამოკვეთოს თუ როგორი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა
იგი. საყურადღებოა რუსეთის როლიც (როგორც ოკუპანტი) და მისი ტირანული
მოქმედებებით გამოწვეული შედეგები. ყველა ეს საკითხი ამ ნაშრომში ძირფესვიანად
და ამომწურავად იქნება განხილული რამდენიმე სანდო წყაროზე დაყრდნობით.
ნაშრომში გამოყენებული იქნება წყაროები: ზურაბ პაპასქირის
„ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, სადაც
ნათლადაა გადმოცემული XX საუკუნის 90-იანი წლების პოლიტიკურ-
საზოგადოებრივი პროცესები აფხაზეთის რეგიონში. ამ წყაროში ძირითადი
აქცენტი გაკეთებულია ე.წ. „სადავო პრობლემებზე“, რაც ნათელს მოჰფენს ჩემს
მიერ დასმულ საკვლევ კითხვებს. ამასთანავე, ნაშრომი მოიცავს , ანზორ
თოთაძის მიერ შემუშავებულ წყაროს, „ოსები საქართველოში: მითი და რეალობა“,
რომელშიც სრულადაა განხილული ქართულ-ოსური კონფლიქტისა და მათი
სეპარატისტულად განწყობის მიზეზები. მოცემული ლიტერატურა ზუსტად
შეესაბამება წარმოდგენილ საკვლევ კითხვებს და ამომწურავად პასუხობს მათ.

წარმოგიდგენთ საკვლევ კითხვებს: (რომელსაც ამ ნაშრომში გაეცემა პასუხები)

1. რამ განაპირობა ოსებისა და აფხაზების გადაწყვეტილება


განცალკევებულიყვნენ საქართველოსგან?
2. როგორ გადაიზარდა კონფლიქტი ძმათამკვლელ ომში (ფაქტები, მოვლენები)?
3. რა როლს თამაშობს რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიული
ერთიანობის დარღვევაში?

You might also like