You are on page 1of 2

რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის

ანექსია
ლიტერატურული ანალიზის შეჯამება

საშინაო ნაშრომში გამოლყენებული ლიტერატურისა მიმოხილვისა და შეჯამების


შედეგად ჩემს დასმულ საკვლევ კითხვებს სრული და ამომწურავი პასუხი გაეცა.
წარმოდგენილია ბიბლიოგრაფიული მონაცემები აფხაზეთსა და ცხინვალის
რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ. ლიტერატურულ მონაცემთა
სანდოობა განაპირობებს ჩვენს ხელთ არსებული ფაქტების ანალიზის საფუძველს და
საქართველოს უახლესი ისტორიული წარსულიდან სწორი დასკვნების გამოტანას.
განსაკუთრებულად დიდი როლი მიენიჭა რუსეთის ფედერაციას, ოსებისა და
აფხაზების ურთიერთობაში და მათი საქართველოს წინააღმდეგ განწყობის საკითხში.
ყოველივე ეს, მტრული განწყობა, აგრესიული სტრატეგიები და გამანადგურებელი
პოლიტიკა დაშლის პირას მდგარი, საბჭოთა კავშირის ძალაუფლების შენარჩუნების
მიზნით დაწყებულ წინააღმდეგობად მიიჩნევა. მსგავს საკითხს განიხილავს
მკვლევარი და მეცნიერი დავით ბატაშვილიც, იგი აგრესორ ქვეყნად რუსეთს თვლის
და ფაქტებზე დაყრდნობით წარმოაჩენს, რომ რუსეთის ფედერაციამ ძალადობრივად
შემოაღწია საქართველოში, განახორციელა ტირანული პოლიტიკა და გამოიწვია
ხალხის დიდი წინააღმდეგობა.

აფხაზ და ოს სეპარატისტებთან ჩატარებული რუსეთის აგიტაცია, სწორედ, რომ


საქართველოს დაშლისა და გაყოფის მცდელობად ითვლება. ამგვარ ვითარებაში
წარმოჩენილი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტი მალევე
გადაიზარდა ომში, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებული მოქმედებების
შედეგად გაღვივდა. ამ საკიკთხზე მსჯელობს ისტორიკოსი, ზურაბ პაპასქირიც. მისი
სამეცნიერო ნაშრომი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, აფხაზ, ქართველთა და ოსთა
შორის წარმოშობილ კონფლიქტზე ინფორმაციის მოძიებაში. მის მიერ
წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, ზუსტად ჩანს აფხაზი ხალხის
წინააღმდეგობრივი განწყობის მიზეზები ქართველი ხალხის მიმართ და მასთან
დაკავშირებული მცირე დეტალები.

ცნობილი ისტორიკოსის, კახაბერ ყალიჩავას ნაშრომის მიხედვით, რუსეთის


ნაციონალისტური მოქმედებები, სწორედ, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ
გააქტიურდნენ. რაც ეთნოკონფლიქტის მიზეზადაც შეიძლება ჩაითვალოს. ავტორის
აზრით, ცხინვალის რეგიონის ჩამოშორება და საქართველოსთან კავშირის გაწყვეტა
2008 წლის ომს უკავშირდება, რაც თავისთავად რუსეთის ფერდერაციას და მის
ტირანულ მოქმედებებს უსვამს ხაზს.
ნაშრომის მთავარი მიზანი, საქართველოს ძველი და მტკივნეული საკითხების
გახსენება და მასთან დაკავშირებული დეტალების განხილვაა, რომლის მძიმე
შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა დღესაც განიცდის. ისტორიულ წარსულზე დაყრდნობით,
ვიცით, რომ ომი ფატალური შედეგით დასრულდა. რუსეთის ფედერაციის მიერ
ანექსირებული რეგიონები კი ჩამოშორდა საქართველოს მმართველოლბის ქვეშ მყოფ
ტერიტორიას. რუსეთ-საქართველოს შორის წარმოშობილი კონფლიქტი დღემდე
აქტუალური და განხილვადია. აგრესორი ფედერაციის მიერ დაწყებულმა კიდევ
ერთმა დამპყრობლურმა პოლიტიკამ, უკვე მეორედ, განსაკუთრებით მძიმე და
სერიოზული სახე მიიღო 2008 წელს, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე
შეიარაღებული რუსული რაზმები გამოჩნდა.

ამგვარად, წარმოდგენილ სამეცნიერო ნაშრომში განხილულმა და შეჯამებულმა


მასალებმა, ცხადყო, ძირითადი საკითხი. რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ძალა
მხოლოლდ, აგრესიას ძალადობას და გავლენის შენარჩუნებას ექვემდებარება, რაც
მეტად მძიმედ აისახა საქართველოზე.

ბიბლიოგრაფია

ზურაბ პაპასქირი, ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან,


თბილისი, სოხუმის გამომცემლობა, 2007.

https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/29913/1/Narkvevebi_I.pdf 31.05.23 22:04

You might also like